Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

შემაჯამებელი ტესტირება

მოსწავლის სახელი და გვარი: ___________________

1. მიკრობთა რამდენი ჯგუფი არსებობს? დაასახელეთ თითოეული მათგანი.

2. რა არის ვირუსი? როგორ მრავლდება? რა ახასიათებს?

3. მიკრობთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ნაწლავის ჩხირი? რა ფუნქცია აქვს მას? სად ბინადრობს
ადამიანის ორგანიზმში?

4. რა მეთოდებით შეგვიძლია სალმონელოზის თავიდან აცილება? როგორ ვრცელდება დაავადება?

5. ჩამოთვალეთ ძირითადი განსხვავებები გრიპის ვირუსსა და გაციებას შორის.

6. რომელია ერთადერთი ინფექციური დაავადება, რომელიც დღეს აღარ არსებობს? როგორ შეძლო
კაცობრიობამ ამ დაავადების დამარცხება?

7. როგორი გზით გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს წითელა? რა სიმპტომები აქვს მას?

8. რომელ მედიკამენტს ვიყენებთ მხოლოდ ბაქტერიულ დაავადებებთან საბრძოლველად?

9. როგორ შეგვიძლია, თავიდან ავირიდოთ გრიპის ვირუსით დაავადება? ჩამოთვალეთ ყველა


შესაძლო მეთოდი.

10. დაასახელეთ, რომელ ვირუსულ ინფექციებს იცნობთ? მინიმუმ 5 ინფექცია.

11. როგორ გადაეცემა ცოფის ვირუსი? რა მექანიზმით შეიძლება მისგან თავის დაცვა?
12. ვაქცინის რამდენი დოზაა საჭირო ცოფის ვირუსის თავიდან ასარიდებლად? რა შემთხვევაშია
განსხვავებული მათი რაოდენობა?

13. რატომ არის 10 დღე პირობითი პერიოდი ცოფის ვირუსის გავრცელების შემთხვევაში ცხოველზე
დასაკვირვებლად?

14. როგორი სიმპტომები ახასიათებს დაუბანელი ხელების დაავადებას? რომელ ვირუსულ ინფექციას
მოვიხსენიებთ ამ სახელით? როგორია მისი მკურნალობა?

15. რა არის სეზონური ვაქცინები? რომელი დაავადების წინააღმდეგ გამოიყენება? ვინ არის რისკის
ჯგუფი, ვინც აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია? როდის არის ამ ვაქცინების გაკეთებისთვის
ხელსაყრელი პერიოდი?

16. რა არის ატომი? რომელი ნაწილებისგან შედგება?

17. რა არის და როგორ წარმოიქმნება რადიაცია?

18. რა დაზიანებები შეიძლება მიაყენოს ადამიანს რადიაციამ?

19. რა არის ვაქცინა? რის ჩამოყალიბებაში გვეხმარება ვაქცინა?

20. დაასახელეთ მთავარი მეთოდი, რომლითაც შეიძლება A ჰეპატიტის თავიდან არიდება.

You might also like