Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ანტიკური პერიოდის უცხოენოვანი წერილობითი წყარობი საქართველოს შესახებ .

საქართველოს ისტორიის შესწავლისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ანტიკური პერიოდის წყაროები .თუმცა


მათი გაოყენებისას გარკვეულ სირთულეებს ვაწყდებით ხშია როცა ლეგენდარული და რეალური ისტორია
ერთმანეთის გვერდიგვერდ არის გამოყენებული და რთულია გამოვარკვიოთ რომელია
ნამდვილი.ბერძნულ თქმულებებში ,მწერლობასა და ეპიგრაფიკაში საქართველოს შესახებ ცნობები
დაცულია მას შემდეგ რაც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დამყარდა.ამ მხრივ აღსანიშნავია ძველი
ბერძნული თქმულება არგონავტების შესახდბ ესარის ლაშქრობა რომელიც მეკობრეობის სურვილით
შეპყრობილმა ბერძნებმა აწარმოეს შავი ზღვის სანაპიროზე.არგონავტთა თქმულების ნამდვილობა
სჯეროდათ კლასიკური ხანის ავტორებს ;ჰეკატეოს მილეთელს,სკილაქს
კარიანდელს,ჰეროდოტეს,თუკიდიდეს,ქსენოფონტეს.არგონავტთა ლაშქრობის შესახებ ყველაზე სრული
თხრობა მოცემულია აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკაში.საქართველოს შესახებ საინტრესო
ცნობები მოიპოვება ბერძენ ლოგოგრაფოსებთან.მათ თხზუებებში გვხვდება მოგზაურთა ცნობები,საკუთარი
დაკვირვებები,და დოკუმენტური მასალა.ლოგოგრაფოსებიდან საქართველოს შესახებ უხვი ცნობებით
გამირჩევა ჰეკატეოს მილეთელი,მისი ნაშრომებია ,,გენიალოგია’’,,დედამიწის აღწერისა’’იგი აღნიშნულ
ნაწარმოებებში ჩამოთვლის ქართულ ტომებს და აღწერს მათი განსახლების არეალს.ისტორიის მამად
წოდებულ ჰეროდოტესთან ცნობები დაცულია ძირითადად ქართულ ტომებთა
წარმოშობის ,ადგილსაცხოვრისისა, მათი გაერთიანების შესახებ,აქამენიდურ ირანთან მათი
ურთიერთიბისა, სამეურნეო საქმიანობის,ზნე ჩვეულებების შესახებ. ქსენოფონტი გვაწვდის ცნობებს
სამხრეთში მცხოვრები ქართველების და მათი მაეზობელი ტომების შესახებ.ქსენოფონტი იყო ბერძენთა
დაქირავებული ჯარის სარდალი სპარსეთის სამეფოს წინააღმდეგ ომში.სამშობლოში დაბრუნებისას მან
გაიარა ქართული ტომრბით დასახლებული შავიზღვისპირა ტერიტორია და მათზე მიღებული
შთაბეჭდილებები აღწერა ,,ანაბაზისში’’კოხების შესახებ საყურადღებო და ინფორმაციის თვალსარისით
გამორჩეული ნაწარმოებია ჰიპოკრატეს თხზულება ტრაქტატი ,,ჰაერთა წყალთა და ადგილთა
შესახებ’’სადაც დეტალურად აღწერს კოლხეთის ბენებას კლიმატურ თავისებურებებს აქ მცხოვრებ ტომთა
ზნე-ჩვეულებებს ,გარეგნობას,საცხოვრებელ პირობებს.საქართველის შესახებ შემთხვევითი ცნონობები
დაცულია უდიდეს ფილოსოფოს არისტოტელესთან,მაგრამ ეს ცნობები ღირებულია იმ თვალსაზრისით
რომ ძალზედ ავტორიტეტული წყაროდან მომდინარეობს.აღსანიშნავია მის მიერ ბათუმის ხსენება რაც
მანამდე არცერთ ისტორიკოსთა ნაწარმოებში არ გვხდება,ასევე არის ინფორაცია მეცხოველეობა
მეფუტკრეობის შესახებ.მნიშვნელოვანია ასევე პოლიბიოსის ცნობები,რომლებიც შეიცავს ისეთ მასალას
რისი მომსწრეც და მონაწილეც თვითონ იყო,ამ თვალსაზრისით სანდოობის კუთხით გამორჩულია მისი
მანაშრომები.იგი აღწერს პონტოსპირა ქვეყნების ეკონომიურ მდგომარეობას.განსაკუთრებით
აღსანიშნავია ბერძნული ავტორებიდან სტრაბონის თხზულება ,,გეოგრაფია“ნაწარმოებში მოცემული
ცნობები პოლიტიკურ გეოგრაფილია,განსაზრვრულია კოლხეთის ტერიტორია,მის ზემოთ მდებარე
მთები,ნახსენებია მდინარეები,სავაჭრო გზები რომლებიც საქართველოს ტერიტორიას კვეთს.ასევე
შეუფასებელი ცნობებია აქვს სტრაბონს სხვადასხვა ტომის ხალხის სოციალურ-ეკონომიკური დონის
შესახებ.
დასავლეთ საქართველოს ისტორიის სესასწავლად ფასდაუდებელი წყაროა არიანეს ,,პერიპლუსის ’’
პირველი ნააწილი.აქ ავტორი აღწერს ყველა იმ მდინარეს ნავსადგურს ქალაქს რომელსაც გვერდი ჩაუარა
ან გაჩერდა.აქა-იქ იძლევა ცნობებს ქართველური ტომების შესახებ.იბერიისა და კოლხიდას აღწერილობის ,
და ტომთა წარმოშობის შესახებ ცნობებს ვხვდებით კლავდიოს პტოლემაიოსის ,,გეოგრაფიულ
სახელმძღვანელოში’’
ბერძენ ავტორთა ნაწილი ცნობებს საქართველოს საგარეო ურთიერთობების შესახებ.ამ მხრივ
აღსანიშნავია მემნონი,რომელმაც ,,ჰერაკლეს ისტორიაში’’შემოგვინახა საინტერესო ცნობები ლაზებისა და
სანიგების,მითრიდატე პონტოელისა და მისი ძის კოლხეთში მოღვაწეობის და იბერიის მაფესთან კავსირის
შესახებ.ასევე მნიშვნელოვანია პლუტარქესთან დაცული მასალა,რომელიც ძირითადად გეოგრაფიული
ხასიათისა.დეტალურადაა აღწერილი პომპეუსის საქართველოში ლაშქრობა.მითრიდატეს ომებთან
დაკავშირებულ ჭრილში საქართველოს შესახბ საინტერესოა აპიანესთან და დიონ კაასიუსთან არსებული
მასალა.
ძველი საქათველოს შესახებ საინტერესო მასალაას შეიცავს ლათინურ ენაზე შედგენილი,ებრაეილი
ავტორის თხზულება,,იუდეველთა ომი’’ნაწამოები საინტერესოა ალანთა საკითხის შესასწავლად.
ლათინურენოვანი წყაროებიდან ცნობების სიზუსტით გამოირჩევა კორნელიუს
ტაციტუსის ,,ისტორია’’და ,,ანალები’’ის მოვლენების თანამედროვე იყო ასვე იყენებდა მნიშვნელოვან
პირველწყაროებს.ასევე საყურადღებოა პომპინიუს მელას სამნაწილიანი თხზულება ,,დედამიწის
მდებარეობის შესახებ’’სადაც პირველ ნაწილში საუბარია ქართველი ტომების,კავკასიელი ხალხის
შესახებ.საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ სავაჭრო-სატრანზიტო გზების შესასწავლად დიდი
მნიშვნელობა აქვს მეოთხე საუკუნის ლათინურენოვან რუკას.
ნაწილობრივ უძველეს ინფორმაციაზე დაყრდნობით,ადრეული პერიოდის საქართველოს შესახებ
საინტერესო ცნობებს იძლევიან სომეხი ავტორები.ფავსტოს ბუზანდი,მოვსეს ხორენაცი,სებეოსი.
ანტიკური პერიოდის საქართველოს, კერძოდ იბერიის სამეფოს შესასწავლად,დიდი მნიშვნელობა აქვს
ბერძნულ ეპიგრაფიკულ მასალას.ასეთია ძვ.წ მეოთხე საუკუნით დათარიღებული ,შავფიგურიანი
ჰიდრა.რომლის მხატვრობას ახლავს წარწერა,კოლხმა გამაკეთა.ათენში აღმოჩენილი სტელა,რმელზეც
სხვათა გვერდით კოლხი მონაა მოხსენიებული,ასევე აღსანიშნავია ელინისტური ხანით დათარიღებული
საფლავის ქვის წარწერა,რომელზეც განთავისუფლებული კოლხი მონა ქალია
მოხსენიებული.საყურადღებოა ძვ.წ მეორე საუკუნით დათარიღებული დელფოს მანიმუსიებში არსებული
წარწერა. საქართველოს ისტორიის თვალსაზრისით,განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ყუბანში
არმოჩენილ ვერცხლის ფიალაზე შესრულებულ წარწერას.რომელიც გავცნობს ფაზისში აპოლონის ტაძრის
არსებობას.ასევე საყურადღებოა რომში აღმოჩენილი ბერძნული ეპიტაფია და ასევე ძველი რომის
ნავსადგურ ოსტის ტერიტორიაზე ნაპოვნი ლათინური წარწერა,რომელშც საუბარია ფარსმან მეორის რომში
ვიზიტის შესახებ.არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე არმოჩენილი ბერძნული წარწერების მთელი
ჯგუფი.მათგან აღსანიშნავია 1867წ მცხეთის მახლობლაად მიკვლეული ,სამშენებლო ქვაზე ამოკვეთილი
წარწერა.იგი თარიღდება ა.წ 75წ იგი მოგგვითხრობს რომაელი იმპერატორის ვესპასიანეს მიერ იბერთა
მეფე მითრიდატესათვის ,,კედლის გამაგრების’’შესახებ. საფლავის ქავზე ამოკვეთილი წარწერებიდაბ
მნიშვნელოვანი გახდა 1940წ არმაზისხევის ერისთავთა სამარხის გათხრისას აღმოჩენილი ბერძნულ-
არამეული წარწერა.იგივე არმაზის ბილინგვა.ასევე საბეჭდავები და მცხეთის რაინში არმოჩენილი
არმაზისეული შრიფტით შედგენილი მოკლე წარწერები.ახალი წერთაღრიცხვის დასაწყისის საშინაო და
საგარეო პოლიტიკის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია არმაზისხევის ერთენოვან წარწერაში.საინტერესო
ძეგლია სოხულის მახლობლად აღმოჩენილი თიხის ჭრაქზე სესრულებული ექვსტრიქონიანი ბერძნული
წარწერა,რომელიც დიოსკურია-სებასტოპოლისში ჰერმესის კულტის არსებობას ადასტურებს.

You might also like