Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

საარბიტრაჟო განხილვა მოითხოვს გარკვეულ დროს 1, რაც თავის მხრივ

წარმოადგენს მხარისთვის რისკს,რომ ამ დროში შესაძლებელია მოწინააღმდეგე


მხარემ გაასხვისოს ქონება,შეწყვიტოს საქმიანობა, გაანადგუროს დავის საგანი
ან/და მტკიცებულებები. აღნიშნული რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ
შემთხვევაში როცა მოწინააღმდეგე მხარე არაკეთილსინდისიერ გზებს მიმართავს
რათა თავი აარიდოს საარბიტრაჟო განხილვას ან/და მიღებული
გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისად არსებობს გარემოებები, რომლებიც
აუცილებელს ხდის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, რათა დავის
დასრულებამდე დაცული იქნეს მხარეთა უფლებები.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე
მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის
მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება.2 სააბიტრაჟო წარმოებაში
საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს ენიჭება მნიშვნელოვანი
როლი, რომელიც იცავს მოსარჩელის უფლებებსა და ინტერესებს. ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალუტად აღსრულებისათვის
მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება. ის წარმოადგენს
ფიზიკური და იურიდიული პირების ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიას და
ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ
აღდგენას, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მნიშვნელობა იმაში
გამოიხატება რომ იგი იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის
არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში.”3
საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის გათვალისწინებით, უზრუნველყოფის
ღონისძიებების მიზანს წარმოადგენს საარბიტრაჟო წარმოებისას დაიცვას ერთი ან
ორივე მხარე ზიანის მიყენებისგან და შეინარჩუნოს არსებული სამართლებრივი
და ფაქტობრივი მდგომარეობა გადაწყვეტილების გამოტანამდე.
1997 წლის კერძო არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონი საკანონმდებლო
დონეზე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფას არ
ითვალისწინებდა .აღნიშნული კანონის 23-ე მუხლის თანახმად, „არბიტრაჟი
საკუთარი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს
გამოიტანოს დადგენილება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ.“
ნათელია, რომ კანონი არბიტრაჟს არ ანიჭებდა უფლებამოსილებას
გამოეყენებინა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა, თუმცა
_______________________
1
არბიტრაჟის შესახებ კანონის 39.1 მუხლის თანახმად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან ,
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180
დღის ვადაში.
2
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განჩინება,საქმეზე Nას-414-413-2018
3
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013
წლის 03 ივლისის განჩინება, საქმეზე N ას-538-511-2013

არც კრძალავდა.როგორც საარბიტრაჟო და სასამართლოს პრაქტიკის


შესწავლით დგინდება იყო შემთხვევები, როდესად საარბიტრაჟო რეგლამენტი
ითვალისწინებდა არბიტრაჟის მხრიდან საარბიტრაჟო უზრუნველყოფის
ღონისძიების გამოყენებას, სასამართლოს მხრიდან კი აღნიშნული ღონისძიება
დასაშვებად მიიჩნეოდა, რაც ნათლად ჩანს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ
განჩინებაში.4 აღნიშნული განჩინების საფუძველზე, არბიტრაჟის მიერ
გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლომ კანონიერად მიიჩნია
შემდეგ გარემოებათა გამო: 1. სარჩელის უზღუნველყოფის ღონისძიებას
ითვალისწინებდა დავის განმხილველი არბიტრაჟის დებულება. 2. კერძო
არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონით არ იყო აკრძალული სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონმა რომელიც მიღებულ იქნა 2009 წელს
სრულად გაიზიარა UNCITRAL-ის მოდელური კანონის მოწესრიგება და კანონის 17-
23-ე მუხლებით სრულად დაარეგულირა სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიებების გამოყენების საკითხები.
კანონის თანახმად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით
განმცხადებელ მხარეს შეუძლია მიმართოს როგორც არბიტრაჟს, ასევე
სასამართლოს.5 ორივე ორგანოს აქვს შესაძლებლობა და კომპეტენცია მიიღოს
გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე. შესაბამისად განმცხადებელ მხარეს აქვს
უფლებამოსილება, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას , ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში აირჩიოს რომელი ორგანოს მიერ მიღებული
უზრუნველყოფის ღონისძიება იქნება უფრო სწრაფი, ეფექტიანი და შედეგზე
ორიენტირებული.
იქიდან გამომდინარე, რომ მხარეებმა საარბიტრაჟო განხილვის ადგილად
აირჩიეს თბილისი, არბიტრაჟის უფლებამოსილებაზე გამოიყენოს
უზრუნველყოფის ღონისძიება მოქმედებს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა,
მოცემულ შემთხვევაში ქართული.
საქართველოში მოქმედი საარბიტრაჟო ცენტრების აბსოლუტური უმრავლესობა
ითვალისწინებს არბიტრაჟის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების
შესაძლებლობას და ხშირ შემთხვევაში იმეორებს არბიტრაჟის შესახებ
საქართველოს კანონის მოწესრიგებას. საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ
სტადიაზე მხარეებს შეუძლიათ დააყენონ შუამდგომლობა უზრუნველყოფის
ღონისძიების გამოყენებაზე.
ზოგადი პრინციპის თანახმად,არ არის შესაძლებელი არბიტრაჟის მიერ
გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ აღსრულდეს
სასამართლოს მიერ ცნობა-აღსრულების გარეშე და იგი ექვემდებარება
სასამართლო კონტროლს.
_____________________
4
იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 27 მაისის განჩინება,საქმეზე Nას-827-1190-06
5
არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონი 17-23-ე მუხლები

„თბილისის საარბიტრაჟო პალატის „ წესების თანახმად , უზრუნველყოფის


ღონისძიების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება 3 დღის ვადაშ.
„დავების გადაწყვეტის ცენტრის „ საარბიტრაჟო წესების მიხედვით კი
„ მაქსიმალურად მოკლე“ ვადაში. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით
გადაწყვეტილებას იღებს 1 დღის ვადაში. გარდა ამისა , არბიტრაჟის
გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე ექვემდებარება
სააპელაციო სასამართლოს მიერ ცნობა-აღსრულებას.

You might also like