მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

მილიონობით წლის წინ, ადამიანი პრიმიტიული, გაუნვითარებელი არსება იყო .

ის ეწეოდა
შემგროვებლობას, ნადირობასა თუ მეთევზეობას, ცხოვრობდა გამოქვაბულში , ერთი
ადგილიდან მეორეზე გადადიოდა.თუმცა უკვე დიდი გამყინვარების შემდგომ ,
მეზოლითის დასაწყისში, პირველყოფილი მომთაბარე ცხოვრებაზე უარს აცხადებს , ახალ
ტერიტორიებს ითვისებს, მისთვის შესაფერის ადგილს ირჩევს და იქ სახლდება . ის იძენს
მამულს, მშობლიურ კუთხეს, პატარა სახლს, სადაც ის მისვის მისთვის ჩვეულ , სათნო , ლაღ
ატმოსფეროს შეიქმნის, იგრძნობს და გაიხარებს. ზუსტად მაშინ ჩაეყარა საფუძველი ენას ,
მამულსა და სარწმუნოებას, იმას რაც გამოყოფს კონკრეტულ ხალხს სხვებთაგან , ანიჭებს
მათ ინდივიდუალურობასა და განუმეურებლობას, იმას რაზეც მოგვითხრობს ცხონებული
ილია. ამიტომ დღეს, სახელმწიფოს არსებობა და მასში ადამიანთა მშვიდობიანი
თანაცხოვრება მხოლოდ სახელმწიფოს არსებობის ხელსაყრელობით აღარაა
განპირობებული.

სწორედ ადამიანის სამშობლოს მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას უწოდებს


პატრიოტიზმს ნიკოლო მაკიაველიც, რომელიც წერს, რომ გიყვარდეს სამშობლო ნიშნავს
გინდოდეს საკუთარი სიკეთე, მათ შორის სიცოცხლეც კი გაიღო მისი თავისუფლების
დასაცავად.

ზუსტად ესაა ქართველთა იდენტურობის, სიძლიერის ნიშანი. მაშასადამე პატრიოტიზმი


და ქართველობა სინონიმებია.

მაგრამ კონკრეტული სახელმწიფოს სიყვარული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა


სამშობლოს ირგვლივ ბარიკადი აღმართოს და სხვა ერები, მათი კულტურა , რელიგია , თუ
ენა არ აღიაროს. პირიქით, როგორც ვაჟა ფშაველა გვეუბნებოდა, ნამდვილი პატრიოტი
კოსმოპოლიტი უნდა იყოს. და რადგან დებულებები ქართველი და პატრიოტი
სინონიმებია, შესაბამისად, „ჩვენიანი კოსმოპოლიტი“ ნამდვილი ქართველია , რომელიც
პატივს სცემს სხვა ერებს, აკვირდება მაღალგანვითარებულულ სახელმწიფოებს და
ეცდება მისი ხალხი, მისი ქვეყანა მიამსგავსოს მათ. გადადგას ნაბიჯი მომავალში , თუმცა
არ დაივიწყოს წარსული, სახელოვანი წინაპრები, ტრადიციები, კულტურა და რელიგია .
ყველაფერი ის, რაც ჩვენ სახელმწიფოს კოლორიტულობას, განუმეურებლობას ანიჭებს .

დღესდღეობით კაცობრიობასთან ამგვარი კონტაქტის გზა არის ქვეყნების საერთო


განვითარების, მათ შორის მეგობრული, ეკონომიკური, ინდუსტრიული კავშირის
დამყარების მიზნად შექმნილი გლობალიზაცია. კაცობრიობის საერთო
განვითარებისთვის ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს მწერლებმა, მხატვრებმა ,
მეცნიერებმა და მუსიკოსებმა. ქართველთა ნამუშევრებს შორის განსაკუთრებით
ცნობილია შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, გამოგონილი ამბავი მიჯნურობასა და
მეგობრობაზე. მუსიკოსებიდან შემიძლია გამოვარჩიო ვაჟა აზარაშვილი და გია ყანჩელი ,
მხატვრებიდან - ნიკო ფიროსმანი, ხოლო მეცნიერებიდან - გია დვალი და ჯუანშერ
ჩქარეული.

გლობალიზაციის კიდევ ერთ დამადასტურებელია საქართველოსა და ევროკავშრის


ურთიერთობები. ასოცირების შესახებ შეთანხმება 2016 წლის ივლისში შევიდა ძალაში .
მისი მიზანი საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური ასოცირება და
ეკონომიკური ინტეგრაციაა. მათ შორის მოქმედებს ღრმა და ყოვლისმომცვლელი
თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, ხოლო 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს
მოქალაქეები სარგებლობენ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლებით.
ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად
საქართველოსთვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით 100მლნ ევროზე მეტ
თანხას გამოყოფს.

მაშასადამე, ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე შეგვიძლია ჩავთვალოთ , რომ ქართველი


კაცი კაცობრიობის ნაწილია.

You might also like