18

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

საქართველოს მოსახლეობა ოდითგანვე იბრძოდა სამშობლოს შენარჩუნებისთვის, მაგრამ

მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან საკამოდ დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა


საქართველო და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გახდა საჭირო მისი შენარჩუნებისთვის.

ამ დროს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მე-2 იყო, ხოლო იმერეთის - სოლომონ პირველი.
ორივემ უამრავი და ძალზე მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა საქართველოშიმაგ:
ერეკლე მეორემ შეზუღუდა თავადების უფლებები, შექმნა ,,მორიგე ჯარი", აკრძალა
ტყვეთა სყიდვა, მმართველობა დაანაწილა ცალკეული უწყებების მიხედვით: საგარეო
საქმეთა, სახელმწიფო შემოსავლისა და სამხედრო საქმეთა“ დარგებად, გაამრავლა
თავისუფალ მიწათმფოლბელ-მოლაშქრეთაფ ფენა

სოლომონ პირველმა მოიწვია საეკლესიო კრება, სადაც იმერეთის მორჩილებასა და


ტყვეთა სიყიდვის გაუქმების პირობა დადეს ოდიშისა და გურიის ხელისუფლებამ,
გაუმჯობესა გლეხებს ცხოვრება, საეკლესიო ყმები გაათავისუფლა ზედმეტი
გადასახადებისგან გააძლიერა თავდაცვა, ზოგი ციხე შეიძნა თავადებისგან, ზოგიც კი
ჩამორთვა და ასე შემდეგ,

საქართველოს მაინც ემუქრებოდა სახელმწიფოებრიობის დაკარგვა. 1768 წელს დაიწყო


რუსეთ-ოსმალეთის მორიგი ომი. ერეკლე II-მ და სოლომონ I-მა ამ ომში რუსების მხარე
დაიჭირეს. რუსეთი ცდილობდა, ქართველი მეფეები ომში ჩაერთო ისე, რომ თავად
დიდი მსხვერპლი არ გაეღო. 1769 წელს გრაფი ტოტლებენი რუსის ჯარით საქართველო
შევიდა. ტოტლებენეს ჰყავდა 500 კაცი 4 ზარბაზნით. ამ მცირე რაზმით ქართველი
მეფეები დიდ სამხედრო ოპერაციებს მოერიდნენ. 1770 წლის გაზაფხულისთვის
რუსეთის 3767 ჯარისკაცი და 12 ზარბაზანი ჩავიდა საქართველოში. ამის შემდეგაც
ტოტლებენის უტაქტო საქციელის და ქართველი მეფეების შეურაცხყოფის გამო საქმე წინ
ვერ წავიდა. ამას თან ერთოდა უთანხმოება სოლომონ I-სა და ერეკლე II-ს შორის.
სოლომონს, გარდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლისა, რუსეთის ჯარის გამოყენება
სურდა ოდიშისა და გურიის სამთავროების დასამორჩილებლად. 1770 წლის აპრილში
ერეკლე II და ტოტლებენი შეთანხმდნენ ახალციხის საფაშოსკენ გალაშქრებაზე და
გაერთიანებული ჯარით ახალციხისკენ დაიძრნენ, მაგრამ ტოტლებენმა მოულოდნელად
მიატოვა ერეკლე. მართალია, ერეკლემ ასპინძის ბრძოლაში, სასტიკად დაამარცხა
ოსმალები, მაგრამ ჯარის სიმცირის გამო იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.
ტოტლებენს და ერეკლე II-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ტოტლებენმა დაიკავა
დუშეთი, ანანური, გორი და ცხინვალი.

1782 წელს ერეკლე მეორემ რუსეთს მიმართა თხოვნით, რომ საქართველო მის
მფარველობის ქვეშ შესულიყო. რუსეთის მთავრობა სიხარულით შეხვდა მის
წინადადებას და 1783 წლის 24 ივლისს გაფორმებული იქნა გეორგიევსკის ტრაქტატი.
ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო აღიარებდა რუსეთის იმპერატორის უზენაესობას
და ემორჩილებოდა მას, ხოლო რუსეთი პირდებოდა საქართველოს რომ დაეხმარეობა
დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში, რაც საიდუმლო მუხლში იყო გაწერილი.
ქართლ-კახეთში მუდმივად განთავსდებოდა რუსეთის 2 ბატალიონი 4 ზარბაზნით. იმის
მიუხედავად, რომ არ იყო ტრაქტატი თანაბარუფლებიანი, ჩემი აზრი საქართველოსთვის
საუკეთესო გამოსავალი იყო რუსეთის მხარეს გადასვლა, რადგან თ ირანს დაუჭერდა
მხარს, რელიგიის შეცვლას მოგვთხოვდა, რაც რუსეთთან მიმართებაში არ გვემუქრებოდა
და ასევე რუსეთი დაკარგული ტერიტორიების ანაზღაურებას გვპირდებოდა. გერონტი
ქიქოძეც ერეკლე მეორეს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და წერს, რომ
საქართველოს ეროვნული დაკარგვაც კი ემუქრბოდაო. ტრაქტატის გაფორმებისთანავე
ირანმა საქართველოს გამოუგზავნა წერილი, სადაც მიუწოდებდა ტრაქტატის
გაუქმებისკენ და ირანის მხარეს გადმოსვლისკენ და დაეუმქრა, თუ ასე არ მოიქცეოდნენ,
მაშინ ლაშქრობებს მოაწყობდნენ საქართველოში და ბრძოლებს წამოიწყებდნენ.
საქართველოს სჯეროდა ბოლო წუთამდე, რომ რუსეთი დასახმარებლად, როგორც
ტრაქტატში იყო გაფორმებული, მოვიდოდა. ერეკლე II ელოდა თბილისში 36-ათასიანი
ჯარის შეკრებას, თუმცა მხოლოდ 4 ათასი კაცი შეაგროვა, რასაც სოლომონ II-ის 3-
ათასიანი ჯარი დაემატა. 11 სექტემბერს გაიმართა კრწანისის ბრძოლა. აღა-მაჰმად ხანმა
სასტიკად დაამარცხა ქართველთა ჯარი, აიღო და დაარბია თბილისი. ქართველთა
მარცხის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ რუსებმა პირობა არ შეასრულეს და მტრის
პირისპირ, მარტო მიატოვეს ქართველები. თავად დასუსტებული საქართველოს ზოგადი
მდგომარეობაც ხელს უწყობდა ამ მარცხს. ბრძოლაში კი, სპარსელთა რიცხობრივად
დიდი უპირატესობა დამარცხების გადამწყვეტი ფაქტორი გახდა. 20 სექტმბერს აღა-
მაჰმად-ხანმა დატოვა თბილისის მიდამოები და უკან გაბრუნდა. მან წაიყვანა 30 ათასი
ტყვე და წაიღო დიდძალი ნადავლი. ამ ლაშქრობების შემდეგ ერეკლე მეორემ თბილისის
აღდგენა დაიწყო, მაგრამ შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა და ამიტომ სამეფო ოჯახი
თელავშიგადავიდნენ. მეფე 1798 წელს გარდაიცვალა და ტახტზე გიორგი მე-12 ავიდა,
რომლის გამეფებაც არ სურდათ დედინაცვალსა და ნახევარძმებს და ამიტომ
მოკავშირეებს ეძებდა იგი. გიორგიმ რუსეთს სთხოვა მფარველობის ქვეშ მიღება და
დაიდო ,,სათხოვარი პუნქტები". რუსეთის მთავრობა ხედავდა ქართლ-კახეთის სამეფოში
შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობას და ამ სამეფოს სრული გაუქმებისათვის ხელსაყრელ
მომენტს ელოდა. ამ დროს იმერეთის სამეფო დასავლეთ საქართველოში გაბატონდა. 1804
წელს რუსეთის ჯარი იმერეთში შევიდა და სოლომონ მეორეს შეეშინდა, რომ რუსეთი
მის სამეფოს გააუქმებდა და ჩუმად ოსმალეთსა და ირანს დაუკავშირდა. 1810 წელს
მართლაც გაუქმდა იმერეთის სამეგო, აიღეს ვარციხე და სოლომონ მეროე შეიპყრეს,
მაგრამ მან გაქცევა მაინც შეძლო. სოლომონ მეროემ რუსეთის წინააღმდეგ 1810 წელს
აჯანყება მოაწყო, მაგრამ რუსეთმა ჩააახშო ეს აჯანყება და ამის მერე სოლომონი
საქართველოში არ დაბრუნებულა. ასე, რომ რუსეთმა ნაწილ-ნაწილ ნელ-ნელა
საქართველოს სახელმწიფოებრიობა დააკარგვინეს. იმერეთის სამეფო გააუქმეს
დანარჩენი მხარეებს კი თვითონ განაგებდნენ.

You might also like