Download as odt, pdf, or txt
Download as odt, pdf, or txt
You are on page 1of 13

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია”

ავტორი: მარიამ პატარაია

ხელმძღვანელი: თამარ გველესიანი

რასიზმი

1
Თბილისი
2023 წელი
რასიზმი

სარჩევი
1. რასიზმის განსაზღვრება
2. რასიზმი და ეთნიკური კუთვნილება/ეროვნება
3. რასა და ცხოვრების ხარისხი
3.1 ცხოვრების ხარისხის კულტურული მაჩვენებლები
4. ჯანმრთელობა და სტრესი
5. ეთნიკური წმენდა
6. რა მართავს რასიზმს?
7. ესენციალიზმი
8. რასიზმის მცდარი თეორია
9. 'თანამედროვე' რასიზმი
10. გადაწყვეტის გზები
11. ცრურწმენების შემცირების კოლექტიური მიდგომები
დასკვნა
გამოყენებული ლიტერატურა

1. რასიზმის განსაზღვრება

2
რასიზმი არის წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრი ადამიანთა ჯგუფების მიმართ
ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით (კანის პიგმენტაცია, სახის ტიპური ნაკვთები,
თმის, მეტყველების, მანერების თავისებურებები და სხვა ეთნიკური
მახასიათებლები), რომლებიც მკაფიოდაა გამოხატული, მაგრამ არ ასახავს ისეთ
ბიოლოგიურად მნიშვნელოვან თვისებებს, როგორიცაა ამ ადამიანთა
შესაძლებლობები და სარგებლიანობა. რ. იდეოლოგიაა, რომელიც სხვა ჯგუფის
წევრების მიმართ თანასწორ დამოკიდებულების უარყოფის ძირითად მიზეზად
გარეგნულ განსხვავებებს ასახელებს. ასეთი არგუმენტები ხშირად გამოიყენება
ერთი რომელიმე ჯგუფის პრივილეგირებული მდგომარეობის გასამართლებლად.
(1999. ფ. საყვარელიძე, ადამიანის უფლებათა ლექსიკონი).
რასიზმი, რწმენა იმისა, რომ ერთი რასა უპირობოდ მეორეზე უფრო მაღლა დგას
და აღმატებულობის უფლება აქვს.
რასიზმი შეიძლება ვლინდებოდეს ინდივიდუალურად, ასევე ინსტიტუციურ დონეზე.
ინსტიტუციური რასიზმის ამოცნობა ხშირად უფრო რთულია ხოლმე. მაგალითად,
რასიზმია როდესაც კონკრეტული ეროვნების, მოქალაქეობის ან წარმოშობის
ადამიანებს უფრო ხშირად ეუბნებიან უარს ბინადრობის ნებართვის ან თავშესაფრის
მიღებაზე, ვიდრე სხვებს. კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლები ზოგჯერ ბინას
ვერ ქირაობენ განსხვავებული კანის ფერის თუ ეროვნების გამო; სკოლის
სახელმძღვანელოებში მიჩქმალულია ქვეყნის ეთნიკურ–რელიგიური
მრავალფეროვნება; არ ასწავლიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ
ავტორებსა და მათ შემოქმედებას, მაშინ, როდესაც მათ ქვეყნის კულტურული
მემკვიდრეობის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით ან მიზანმიმართულად მალავენ
ასეთი ადამიანების განსხვავებულ წარმომავლობას, ეთნოსს ან რელიგიას.
საქართველოში რასიზმის შემთხვევები ხშირია საზოგადოებრივ ტრანსპორტში,
უნივერსიტეტში, საჯარო თუ კერძო დაწესებულებაში მომსახურების მიღებისას,
პოლიციასთან ურთიერთობისას და ა.შ.
მსოფლიოში არსებული მრავალი პრობლემის მსგავსად რასიზმიც ადამიანის
მიერაა შექმნილი. 60 წლიანი სამეცნიერო კვლევების მიუხედავად ის გრძელვადიან
პრობლემად რჩება. საინტერესოა, მსგავსი ყურადღების მიუხედავად რატომ ვერ
შეძლეს მეცნიერებმა აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა. მარტივად რომ ვთქვათ,
რასიზმს მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს. ზოგიერთი მიზეზი პრობლემის
დაძლევისა და ცვლილებების სურვილის ნაკლებობაზე მიგვითითებს, სხვა
მოდელები საკითხის შესახებ ინფორმირებულობის/ცნობიერების ნაკლებობას
განიხილავენ მთავარ მიზეზად. დანარჩენი მოდელები და მათთან დაკავშირებული
მონაცემები კი ამბობენ, რომ რასისტული შეხედულებები იმდენად ღრმად არის
გამჯდარი ადამიანებში, რომ მათი შეცვლა რთულია მაშინაც კი თუ ამის სურვილი
არსებობს. ამ განსხვავებული მიზეზების გამო, როდესაც ვცდილობთ რასიზმის
კომპლექსური ქცევის ახსნას, ვხვდებით, რომ ჩვენ, როგორც მეცნიერება, შორს
ვართ რეალური პასუხებისგან.
ჯონსი (1997) რასიზმს განმარტავს, როგორც ცრურწმენების განსაკუთრებულ
ფორმას. მისივე განმარტებით, ცრურწმენა არის "კონკრეტული ჯგუფის წევრობით
განპირობებული, განზოგადებული დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულება,

3
შეფასება ან გრძნობა ჯგუფის წევრის მიმართ" (გვ 10). თუმცა, რასიზმი ცრურწმენებს
რამდენიმე დამატებით კონსტრუქტს სძენს:
1. ჯგუფის მახასიათებლის საფუძველი ბიოლოგიურია - რასა ბიოლოგიური
კონსტრუქტია.
2. რასიზმის აუცილებელი წინაპირობა საკუთარი რასის უპირატესად აღქმაა.
3. რასიზმი ახდენს ინსტიტუციური და კულტურული ქცევების/წესების
რაციონალიზებას, რომელთა მიხედვითაც ერთი რასა მეორეზე იერარქიულად
მაღლა დგას (გვ 11).
ჯონსის განსაზღვრება აერთიანებს აღქმული ბიოლოგიური განსხვავებების,
კონკურენციისა და რასიზმის სისტემური გამართლების კონცეფციებს. ამდენად,
განმარტება საკმარისად ფართეა და მოიცავს რასიზმთან დაკავშირებულ
თანამედროვე თეორიებს.

2. რასიზმი და ეთნიკური კუთვნილება/ეროვნება

რასიზმის განმარტებაში ბიოლოგიური კონსტრუქტის ჩართვა მისი გაფართოების


საშუალებას იძლევა. გენეტიკოსებისა და ანთროპოლოგების უმრავლესობა
თანხმდება, რომ რასა არ არის ჭეშმარიტი ბიოლოგიური კონსტრუქტი (Smedley &
Smedley, 2005). ამავე დროს, სოციალური ფსიქოლოგებისთვის რასა წარმოადგენს
სოციალურ და პოლიტიკურ კონსტრუქტს, რომლითაც შესაძლებელია ქცევის
პროგნოზირება და აქედან გამომდინარე საჭიროა მისი კვლევა. 600 რესპონდენტის
სატელეფონო გამოკითხვაში (Jayaratne et al., 2006), მხოლოდ 27% აღნიშნავდა, რომ
რასობრივი განსხვავებების განმსაზღვრელი გენეტიკური გავლენები იყო. ამდენად,
“რასა, როგორც ადამიანებს ის ესმით, სცდება ბიოლოგიურ განზომილებას და არ
შეიძლება დაყვანილ იქნეს მხოლოდ გენებზე, ქრომოსომებსა და თუნდაც
ფენოტიპზე” (Smedley, 2006, გვ. 180). თუ რასას ვერ განვსაზღვრავთ, როგორც
ბიოლოგიურ კონსტრუქტს, მაშინ რჩება კიდევ უფრო ბუნდოვანი კონსტრუქტი -
ეთნიკური კუთვნილება/ეროვნება.
რასიზმსა და ეთნიკურ დისკრიმინაციას შორის განსხვავება ჩვენს ახალ
ათასწლეულში დამატებით მნიშვნელობას იძენს. რასიზმის ტრადიციული გაგებით,
მისი მრავალი ფორმა რეალურად სწორედ ეთნიკური ცრურწმენებია (Jayaratne et al.,
2006), რასაც ახალი დისკუსიისკენ მივყავართ. რამდენად ეფექტურია, რასიზმის,
როგორც ბიოლოგიური კონსტრუქტის გამოყოფა ეროვნების კულტურული
კონსტრუქტისგან (Helms & Telleyrand, 1997). მაგალითად, ამერიკის შეერთებულ
შტატებში მრავალი აქტუალური საკითხი მექსიკიდან და ლათინური ამერიკიდან
მიგრაციასა და არაბების მიმართ დამოკიდებულებებს ეხება. რასის სქემის
ისტორიულ კლასიფიკაციაში, ლათინო ადამიანები ყველაზე ხშირად
კლასიფიცირდებიან, როგორც თეთრკანიანები და ამიტომ უნდა ითვლებოდნენ

4
თეთრკანიანთა ჯგუფის ნაწილად. რასიზმსა და ემიგრანტების მიმართ
დამოკიდებულებებს შორის კავშირზე დიდი რაოდენობით ემპირიული მონაცემები
არ არსებობს, მიუხედავად ამისა, არსებობს საკმარისი მტკიცებულება, ვივარაუდოთ,
რომ ზოგჯერ, ეთნიკური ცრურწმენები წარმართავენ ემიგრაციასთან დაკავშირებულ
დებატებს. თუმცა ემპირიულ კვლევებზეა დამოკიდებული იმის განსაზღვრა,
განასხვავებენ თუ არა ადამიანები რასასა და ეთნიკურ კუთვნილებას.

3. რასა და ცხოვრების ხარისხი

იმის დასადგენად, კვლავ არსებობს თუ არა რასიზმი, ერთ-ერთი გზაა ჯგუფებს


შორის ცხოვრების ხარისხის განსხვავებების შესწავლა. ყველაზე მარტივად
დოკუმენტირებადი კი ადამიანების შემოსავალია. აღწერის ბიუროს უახლესი
მონაცემები (DeNavas-Walt, Procter & Lee, 2006) აჩვენებს, რომ 2005 წელს აშშ-ში,
თეთრკანიანთა საშუალო შემოსავალი 50,784 დოლარი იყო, შავკანიანების საშუალო
შემოსავალი - 30,858 დოლარი, ხოლო ლათინო წარმოშობის ადამიანების საშუალო
შემოსავალი - 35,967 დოლარი. ამდენად შავკანიანები და ლათინოები
თეთრკანიანების შემოსავლის მხოლოდ 61% და 71%-ს გამოიმუშავებენ. ამის
საპირისპიროდ, აზიელების საშუალო შემოსავალი 61,094 დოლარი იყო, რაც
მიგვანიშნებს, რომ შემოსავალს არა მხოლოდ რასიზმი განსაზღვრავს. საერთო
ჯამში, ეს ციფრები მცირედით განსხვავდებოდა 2004 წლის მონაცემებისგან და ასევე
მცირედით უკეთესია 1995 წელთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ინდივიდის
რასა და ეროვნება არის მისი შემოსავლის პრედიქტორი? დიახ. არის შემოსავალი
რასიზმისა და დისკრიმინაციის მაჩვენებელი? ის ნამდვილად არის ერთ-ერთი
მაჩვენებელი, თუმცა შემოსავალი სხვა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული,
მაგალითად განათლების ხელმისაწვდომობაზე.
განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, აშშ-ს აღწერის ბიუროს
(2005) მონაცემებით, 20-დან 24 წლამდე თეთრკანიანთა 91.5%-მა მიიღო სკოლის
დიპლომი. მაშინ როდესაც, შავკანიანთა 82.5% და ლათინური წარმოშობის
ახალგაზრდების მხოლოდ 66.8%-მა მიიღო სკოლის დიპლომი. შესაბამისად,
შემოსავლის დონე შესაძლოა განათლების მიღწეული დონის ლოგიკური შედეგი
იყოს. რაც შემდგომ კითხვას ბადებს: არსებობს თუ არა განსხვავება სკოლებს შორის,
სადაც ლათინო, შავკანიანი და თეთრკანიანი მოსწავლეები სწავლობენ და
განსაზღვრავს თუ არა ეს განსხვავება მათ მომავალ საგანმანათლებლო გზას.
მაგალითად, განსაზღვრავს თუ არა სკოლის სახელი, თითოეულ მოსწავლეზე
მიღებული დაფინანსების რაოდენობას?
მსგავსი კითხვები მხოლოდ ხაზს უსვამს დაუსრულებელი პრობლემების ციკლს.
მიუხედავად ამისა, სამართლიანია იმის თქმა, რომ აშშ-ში რასა განსაზღვრავს
ადამიანის ცხოვრების ხარისხს, როგორც მინიმუმ მათი შემოსავლისა და
განათლების დონის მიხედვით.

5
3.1 ცხოვრების ხარისხის კულტურული მაჩვენებლები

"თანამედროვე რასიზმის" სამყაროში (McConahay, 1986), პოლიტიკურად აქტუალური


საკითხები შეიცვალა. რასობრივი კუთხით დესეგრეგაციის თემა კვლავ აქტუალურია,
თუმცა მასთან ერთად ახალი საკითხები დადგა დღის წესრიგში, მათ შორის
ორენოვანი განათლება, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, საიმიგრაციო საკითხები.
ისინი პირდაპირ კავშირშია შეერთებული შტატების ცვალებად დემოგრაფიასთან.
ლათინოები დღეს ყველაზე დიდ ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ, ხოლო
როდესაც ჯგუფი ხდება საკმარისად დიდი, რომ ის შესაძლოა კულტურული ან
ეკონომიკური საფრთხის შემცველად აღიქმეოდეს (Ruddell & Urbina, 2004), ის
დისკრიმინაციის სამიზნე ხდება (Zárate, Garcia, Garza, & Hitlan, 2004).
მაგალითად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 30 შტატმა გამოაცხადა
ინგლისური, მათ ოფიციალურ ენად (U.S. English Incorporated, 2008). რამდენიმე შტატი
უფრო შორს წავიდა და სამუშაო ადგილზე ინგლისურის გამოყენების კანონი
დანერგა. სამართლებრივი შემთხვევების ნაწილში ჩანს, რომ ადამიანები თავს
გარიყულად და განდევნილად გრძნობენ, როდესაც სხვები სამუშაო გარემოში
ერთმანეთთან უცხო ენაზე ურთიერთობენ (Garcia v. Spun Steak Co., 1994; Jurado v.
Eleven-Fifty Corp., 1987). ამ შემთხვევებს საერთო ის აქვთ, რომ თანამშრომლები
ერთმანეთთან ესპანურ ენაზე საუბრობდნენ, რაც შეურაცხმყოფელი იყო
სხვებისთვის. რიგ შემთხვევებში, ისინი ესპანურად თავისუფალ დროს, პირად
საკითხებზე საუბრობდნენ, მიუხედავად ამისა, დანარჩენ თანამშრომლებს
აწუხებდათ ეს საკითხი. იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის დემოგრაფია
იცვლება და ლათინოების რაოდენობა იზრდება (აშშ აღწერის ბიურო, 2007), ლათინო
ემიგრანტების მიმართ წინააღმდეგობრივი რეაქციის არსებობა მოსალოდნელია.
ლათინო მოსახლეობის ზრდისადმი რეაქცია მხარს უჭერს ეროვნული საფრთხის
ჰიპოთეზას. რადელმა და ურბინამ (2004) 140 ქვეყანაში იკვლიეს ციხის პატიმართა
სტატისტიკა, მოსახლეობის ჰეტეროგენულობის დონესა და პატიმართა რაოდენობას
შორის კავშირი. როგორც აღმოჩნდა, რაც უფრო მრავალფეროვანი ხდება ქვეყანა,
მით მეტი პატიმარი ჰყავს ციხეში და მეტადაა მოსალოდნელი სიკვდილით დასჯის
გამოყენება. ადამიანები დადებითად იღებენ მრავალფეროვნებას, სანამ
განსხვავებულ ჯგუფს არ აღიქვამენ საფრთხის შემცველად. ხოლო როდესაც ჯგუფი
საკმაოდ იზრდება, ის საფრთხის შემცველად აღიქმება და ისინი რეაგირებენ
არსებული ცრურწმენების საფუძველზე.
პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კეთილშობილი მოტივების
რასისტული მოტივებისგან გარჩევა რთულია. მაგალითად სოციალური
ფსიქოლოგებისთვის რასიზმი ხშირად კონსერვატიზმთან ასოცირდება, რაც
სავარაუდოდ უსამართლოდ აღწერს არაერთი ადამიანის კეთილშობილურ
მოტივებს (cf. Reyna, Henry, Korfmacher, & Tucker, 2005; Sidanius, Pratto, & Bobo, 1996; Son
Hing, Bobocel, & Zanna, 2002). მიუხედავად ამისა, რასიზმი და კონსერვატიზმი ხშირად
ერთმანეთში ერევათ. მაგალითად 2004 წელს არიზონას შტატში მიიღეს კანონი,

6
რომლის მიხედვითაც ხმის მიცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ მოქალაქეობის
დამადასტურებელი დოკუმენტით. აღნიშნული კანონის ინტერპრეტაცია
მრავალნაირად შეიძლება, თუმცა ნათელია, რომ ადამიანები, რომლებმაც მას
რეფერენდუმით მხარი დაუჭირეს ნაწილობრივ რასობრივი სეპარატისტების მიერ
იყვნენ მართულნი (დაიცავი არიზონა ახლა, ინიციატივა). სწორედ ამიტომ,
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი პოლიტიკური საკითხი კეთილშობილური
იდეოლოგიით იმართება, არაერთი გადაწყვეტილება გვაჩვენებს, თუ როგორ
გამოიყურება რასიზმი თანამედროვე სამყაროში.

4. ჯანმრთელობა და სტრესი

აშშ-ს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი აღწერს, თუ როგორ


აისახება რასობრივი განსხვავებები ჯანმრთელობის სტანდარტებში (ჯანმრთელობის
სტატისტიკის ეროვნული ცენტრი, 2004). რასიზმისა და მასთან დაკავშირებული
სტრესის ეფექტი აშკარაა (Giscombé & Lobel, 2005) და მთელი ცხოვრების მანძილზე
გრძელდება. ის აისახება სიკვდილიანობის მაჩვენებლებში, პატიმართა
სტატისტიკაში, ადამიანთა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის, მკურნალობის
შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის ყველა მნიშვნელოვან პარამეტრში.
ჯანმრთელობის საკითხებზე საუბრის დროს სოციო-ეკონომიკური სტატუსის
რასისგან განცალკევება შეუძლებელია, უნდა ითქვას რომ სწორედ რასობრივად
განპირობებული სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებს მივყავართ ჯანმრთელობის
უარყოფით შედეგებამდე. არსებული ლიტერატურა თვალნათლივ აჩვენებს, რომ
კავშირი დისკრიმინაციასა და დაავადებებს შორის მყარია (Williams, Neighbors, &
Jackson, 2003, გვ. 202).

5. ეთნიკური წმენდა

ეთნიკური დისკრიმინაციისა და რასიზმის შერწყმის მთავარი მიზეზი ეთნიკური


წმენდაა. ნაცისტური ჰოლოკოსტის საშინელი გამოცდილების მიუხედავად ეთნიკური
წმენდის ფაქტები გრძელდება. კოსოვოში ალბანელები სერბების მიერ ეთნიკური
წმენდის მსხვერპლნი გახდნენ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით 6,000-
დან 11,000-მდე ალბანელი მოკლეს, 1.5 მილიონზე მეტი იძულებით გაასახლეს
საკუთარი სახლებიდან, მრავალ ქალაქში ქალები გააუპატიურეს და ათასობით
სახლი გაანადგურეს (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, 1999). ადამიანის
უფლებათა ცენტრი (2006) მსგავს ეთნიკურ წმენდას აღწერს დასავლეთ დარფურში,
ორ ეთნიკურად მსგავს ჯგუფს შორის. შიიტებსა და სუნიტებს შორის ერაყში
მიმდინარე ბრძოლა ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი მაგალითია. ამდენად,

7
რასობრივი დისკრიმინაციის ყველაზე ცუდი ფორმები ხშირად ეთნიკურად მსგავს
ჯგუფებს შორის იჩენს თავს. ყველა ამ კონფლიქტში ერთი მსგავსებაა, კორელაცია
მცირე ეთნიკურ განსხვავებებსა და რელიგიურ განსხვავებებს შორის. ამიტომ
საჭიროა, მკვლევრებმა დრო ასევე დაუთმონ რელიგიური ცრურწმენების შესწავლას.
მიუხედავად მონაცემების არ არსებობისა, ვფიქრობ ადამიანები უფრო ღიად
გამოხატავენ და მეტად გადააქვთ ქცევაში რელიგიურ ცრურწმენები, რასობრივთან
შედარებით. ჯგუფებს შორის ყველაზე საშინელი კონფლიქტების ანალიზის დროს
ძალზედ მცირე ყურადღება ეთმობა რელიგიურ კონფლიქტებს.

6. რა მართავს რასიზმს?

რასიზმის კომპლექსური ხასიათისა და გამოხატვის მრავალმხრივი გზის


გათვალისწინებით, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მისი წინასწარმეტყველების
არაერთი თეორია არსებობს. თითოეულ მოდელსა თუ პრედიქტორს განსხვავებული
გამოყენება აქვს, თუმცა მათი უმრავლესობა არ ითვალისწინებს ალტერნატიულ
მოდელებს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ როდის არის თითოეული მათგანი
ყველაზე პროგნოზირებადი (Greenwald, Pratkanis, Leippe, & Baumgardner, 1986).
რაც შეეხება თეორიების შემოწმებას, ისინი კარგად ჯდება რასიზმის ჯონსისეულ
განმარტებაში. კერძოდ, მოდელების უმრავლესობა ეფუძნება ესენციალიზმს, სელფ-
კონცეფციებს, ეკონომიკურ კონკურენციასა და სისტემურად დასაბუთებულ
მოტივებს. ისინი მრავალფეროვანი წარმოშობისაა და იშვიათადაა სრულიად
ურთიერთგამომრიცხავი. ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, თუ რომელი მოდელი რა
ტიპის ქცევას მართავს. ქვემოთ მოყვანილია რასიზმის გაგების მრავალფეროვანი
მაგალითები.

7. ესენციალიზმი

რასიზმის ჯონსისეული განმარტება მოიცავს ბიოლოგიურ კომპონენტს, რომელიც


შესაძლოა მრავალი რასისტული დამოკიდებულების საფუძველი იყოს. რასისტული
დამოკიდებულებების საფუძვლად ჯგუფებს შორის გენეტიკური განსხვავებები
აღიქმება. ესენციალიზმის ჩარჩოს ქვეშ ადამიანები წარმოდგენილნი არიან,
როგორც განსხვავებული ჯგუფის წევრები, ფუნდამენტურად განსხვავებული
პიროვნებები. რასიზმი კი ცდილობს შეცვალოს სოციალური ჯგუფები, ნაწილობრივ-
ბუნებრივი თავისებურებების საფუძველზე (Verkuyten, 2003, p. 371). მსგავსი
თეორიული ჩარჩოს ქვეშ იზერბიტი, როშენი და შადრონი (1997) ამტკიცებენ, რომ
დიდი სოციალური კატეგორიები, როგორიცაა რასა, აღიქმება როგორც ბუნებრივი
და გარდაუვალი ერთობა და ადამიანების ქცევის მიმართ სტაბილური დასკვნების

8
გაკეთების საშუალებას იძლევა (Sekaquaptewa et al., 2003). ესენციალიზმის თეორიები
აღწერილია, როგორც “ორგანიზებული რწმენების სტრუქტურა” (Jayaratne et al., გვ 79,
2006), რომელიც ასახავს ჯგუფებს შორის განსხვავების კონცეპტუალურ ჩარჩოს.
ესენციალიზმის მიდგომის საფუძვლიანად გააზრება მნიშვნელოვანია იმის
დასადგენად, თუ რას ფირობენ ადამიანები რასის შესახებ. მიუხედავად ამისა,
ძალიან მცირე რაოდენობის იმპერიული კვლევა არსებობს ამ საკითხზე. რაც უფრო
მეტად უჭერდნენ კვლევის თეთრკანიანი მონაწილეები მხარს რასობრივი
განსხვავების გენეტიკურ მოდელს, მით ნაკლებად სურდათ, რომ მათ შვილს
ურთიერთობა ჰქონოდა შავკანიანთან (Jayaratne et al., 2006). იგივე ეფექტი
განმეორდა რასიზმის სხვა ტრადიციულ კვლევებშიც.
ჰასლამმა და მისმა კოლეგებმა (მაგ. Bastian & Haslam, 2006; Haslam,
Rothschild, & Ernst, 2002) ჩამოაყალიბეს ესენციალიზმისა და სტერეოტიპების
საკვლევი პროგრამა, რომლის ძირითადი იდეა ეფუძნებოდა ლევის, სტროსნერისა
და დვეკის იმპლიციტურ პიროვნების თეორიებს. ლევმა და მისმა კოლეგებმა
(1998) აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც მეტად ემხრობოდნენ
ინტელექტის უცვლელობის თეორიებს გააჩნდათ უფრო მეტი სტერეოტიპული
დამოკიდებულებები. ბასტიანისა და ჰასლემის (2006) კვლევები კი ადასტურებს
კავშირს ესენციალიზმის თეორიულ ჩარჩოსა და ჯგუფთა შორის განსხვავებების
აღქმას შორის. ამდენად, ესენციალისტური რწმენები, როგორც ჩანს, ხელს უწყობს
სტერეოტიპებისა და ცრურწმენების პროგნოზირებას.(Nelson, T. (2009).
Handbook of Prejudice)

8. რასიზმის მცდარი თეორია

რობერტ ნოქმიმ, ცნობილმა ინგლისელმა ანატომისტმა თქვა ჰიპოთეზა, რომ


რასა და ინტელექტი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. მისი ყველაზე დიდი
აღმოჩენა იყო, რომ ფერადკანიანებს აქვთ დაბალი ინტელექტი. ეს გარემოება არ
იყო სწორი მათი ტვინის მცირე ზომის გამო, თუმცა ნერვული დაბოლოებების
ნაკლებობისა და მათი სტრუქტურის გამო გამოთქვა ეს მოსაზრება. მიუხედავად
იმისა, რომ გაირკვა, რომ მისი თეორია ემყარებოდა ერთი მარტოხელა
ფერადკანიანი ადამიანის გაკვეთას, ეს იდეა ბევრ ადამიანმა აიტაცა.

9. 'თანამედროვე' რასიზმი

თამამედროვე რასიზმი - ეს ტერმინი პირველად ნახსენები იყო 1970-იან წლებში,


ჯიმ კროუს შავკანიანების დისკრიმინაციის აღსაწერად. ამ ტერმინოლოგიის

9
საშუალებით შესაძლებელია განასხვავონ რასიზმის ძველი ფორმები და
დისკრიმინაციის ახალი ფორმები.
რასიზმის "ახალი" ფორმა ნაკლებად აშკარაა, ვიდრე "ძველმოდური" რასიზმი,
მაგრამ ეს მას არანაკლებ რეალურს ხდის. თანამედროვე რასისტი არ გამოხატავს
და არც ამტკიცებს რასისტულ შეხედულებებს ან რაიმე სახის სტერეოტიპებს. მას
სჯერა ყველა ადამიანის ჩართვის. მეორეს მხრივ, მათ სჯერათ, რომ სრული
რასობრივი თანასწორობა მიღწეულია. ამრიგად, თანასწორობის დამკვიდრების
შემდგომი ქმედებები არ არის საჭირო. სტატუს კვოს შენარჩუნების ფილოსოფია
შენარჩუნებულია, ვინაიდან არ არის საჭირო ცვლილებების დანახვა. ისინი
"რასიზმის ეპოქას" დასრულებულად აღიქვამენ.
ნაკლებად შეიმჩნევა ცრურწმენისა და მიკერძოების აშკარა ფორმები, რაც
კომფორტულს ხდის რასიზმის ”დასრულების” რწმენის დაკმაყოფილებას.
თანამედროვე რასიზმის მაგალითი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც
გამოთქვამს ცრურწმენებს, ფარულად განსჯის სხვა ჯგუფის ღირებულებებს, მაგრამ
შენიღბავს მას, როგორც ღირებულების ზოგადად არ მოსწონს. რასიზმი არ
გამქრალა, მაგრამ გარდაიქმნა ახალ ტიპებად.

10. გადაწყვეტის გზები

როდესაც სტუდენტებს რასიზმზე ვუკითხავ ლექციებს, ისინი ხშირად მეკითხებიან,


ჩემი აზრით როდის შეწყდება რასიზმი. პესიმისტურ მომენტებში ვპასუხობ, “როდესაც
მარსელები დაგვესხმებიან თავს”. ეს პასუხი რასიზმის რამდენიმე ცნობილ თეორიას
ეხმაურება (Sherif, Harvey, White, Hood, & Sherif, 1961). როგორც უკვე განვიხილეთ
რასიზმი რამდენიმე მიზეზით განსხვავდება ცრურწმენების სხვა ფორმებისგან. მისი
მასშტაბი განსხვავებულია მინიმალური სიტუაციური ცრურწმენებისგან, რადგანაც
მცირე ჯგუფებისგან განსხვავებით ადამიანები არსებით იდენტიფიცირებას ახდენენ
საკუთარ რასობრივ ჯგუფთან. ჯგუფთან იდენტიფიცირების ხარისხი კი
მნიშვნელოვანი ცვლადია ჯგუფთაშორის ურთიერთობებში (Spears, Doosje, & Ellemers,
1997). მცირე ჯგუფებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის განსხვავების დონე ასევე
გამოიხატება შეღწევადობის ხარისხით (Ellemers, van Knippenberg, & Wilke, 1990;
Jackson, Sullivan, Harnish, & Hodge, 1996). რასა, მაგალითად სპორტული ჯგუფებისგან
განსხვავებით, შეღწევადი ჯგუფი არ არის. ადამიანს შეუძლია ხაზი გაუსვას საკუთარ
რასობრივ იდენტობას, ან ყურადღება არ მიაქციოს მას, მაგრამ საკუთარ რასას ვერ
შეცვლის და ვერც სხვებს მოსთხოვს ყურადღება არ მიაქციონ მის რასას.
რა გამოსავალი აქვთ ადამიანებს რასიზმთან ბრძოლის დროს? რასიზმზე რეაქცია
შეიძლება იყოს პირადი ან ჯგუფური. პირადი რეაქციით ინდივიდს შეუძლია
სტერეოტიპების დადასტურება ან წინააღმდეგობის გაწევა. კიდევ ერთი და საკმაოდ
ხშირი გამოსავალი სტერეოტიპების იგნორირებაა, რაც ნაკლებადაა შესწავლილი
(Crosby, 1984).

10
ჯგუფური რეაქცია განსხვავებულ მიდგომებს ემყარება და ის ერთი, კონკრეტული
ინდივიდისგან ქმედებას არ მიოთხოვს. ჯგუფი მოქმედებს, როგორც ერთიანი
კოლექტივი საკუთარი იდენტობის ჩამოსაყალიბებლად ან რასიზმის ინსტიტუციურ
ფორმებთან საბრძოლველად. მათ შეუძლიათ კანონიერად გააპროტესტონ
რასისტული ქმედება ან პირიქით ხაზი გაუსვან ჯგუფთა შორის ურთიერთობის
ასიმილაციურ და მულტიკულტურულ ხედვებს (Berry, 1984).

სტერეოტიპების დადასტურება
შავკანიანი ამერიკელების კვლევის დროს, როდესაც მათ საგამოცდო ტესტის
შესრულებამდე ეუბნებოდნენ, რომ ტესტი ინტელექტის დონესაც ზომავდა
სტუდენტები ბევრად უარეს შედეგეს აჩვენებდნენ, იმ შემთხვევებისგან განსხვავებით,
როდესაც მათ ტესტის წინ არაფერს ეუბნებოდნენ. გავრცელებული სტერეოტიპი,
რომლის მიხედვითაც შავკანიანებს თეთრკანიანებთან შედარებით ინტელექტის
დაბალი დონე აქვთ, თვითქმნადი წინასწარმეტყველება ხდება და ისინი მართლაც
უარეს შედეგს აჩვენებენ ტესტში. რაც უფრო მეტად ახდენს ინდივიდი კონკრეტულ
ჯგუფთან იდენტიფიცირებას, მით მეტად მოქმედებს აღნიშნული ეფექტი მასზე
(Schmader, 2002), განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ის აღნიშნულ სტერეოტიპს
ეწინააღმდეგება.

11. ცრურწმენების შემცირების კოლექტიური მიდგომები

შემდგომი მოდელები განიხილავს, ფართე სოციალური კონტექსტისადმი ჯგუფურ


მიდგომებს. ისინი კონტაქტის ჰიპოთეზას ემყარება, რომლის მიხედვითაც “ჯგუფების
წევრებს შორის კონტაქტი მათ შორის ურთიერთობას აუმჯობესებს” (Hewstone,
1996,გვ. 327). თეორიულად, სტერეოტიპები და ცრურწმენები სხვა ჯგუფებზე
ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული და კონტაქტი ინფორმირებულობას
ზრდის (Stephan & Stephan, 1984). გარე ჯგუფებთან საკმარისი კონტაქტის არსებობით
ინდივიდები სტერეოტიპების შეცვლასა და ახალი, არასტერეოტიპული
დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ახერხებენ.
ოლპორტის შემდეგ (1954), ამ იდეას მრავალმა მკვლევარმა დაუთმო ყურადღება
(Pettigrew, 1998; Wright, Aron, McLaughlin-Volpe, & Tropp, 1997). თუმცა,
დამოკიდებულებების შესაცვლელად, კონტაქტის ჰიპოთეზა მხოლოდ გარკვეულ
პირობებშია ეფექტური (Cook, 1978; Rothbart & John, 1985; Stephan, 1985). კონტაქტის
ჰიპოთეზის თანახმად, დროსთან ერთად ადამიანები ყურადღებას აღარ აქცევენ
ჯგუფურ განსხვავებებს და ერთმანეთს აღიქვამენ ინდივიდუალურ დონეზე. მეორეს
მხრივ, კონტაქტის შედეგად ინდივიდებმა შესაძლოა დადებითად შეაფასონ
ჯგუფური განსხვავებები, რაც შეამცირებს შემდგომ ცრურწმენებს. (Nelson, T. (2009).
Handbook of Prejudice)

11
დასკვნა

ამრიგად, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როცა ადამიანები ტოლერანტობასა და


თანასწორობის მიღწევას ცდილობენ. თუმცა, უსამართლობისა და დისკრიმინაციის
მსხვერპლი ხშირად ვხდებით. ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც თავს
გამორჩეულად და სხვაზე აღმატებულად თვლის. რასიზმი შეუწყნარებლობის ერთ-
ერთი გავრცელებული ფორმაა.
„სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ სანამ მშობელი არ ასწავლის ბავშვს, რომ
არ იყოს რასისტი, ის მანამდე ასეთად დარჩება“ - ამბობს ჯენიფერ რიჩერსონი,
იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი. ეს ნიშნავს, რომ
სოციალიზაციის პროცესში ადამიანი ახალ უნარ-ჩვევებს სწალობს, მათ შორის
შემწყნარებლობასაც. თუ ვინმე რასისტია, ის ამ მიდგომას შთამომავლობასაც
გადასცემს, რადგან თავადაც ასე იყო აღზრდილი.
იმისათვის, რომ ვებრძოლოთ რასიზს, ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სტერეოტიპებს,
ამის მიღწევა შესაძლებელია საზოგადოებისთვის სხვა კულტურების მიერ
განხორციელებული პოზიტიური გავლენის შესწავლით. მაგალითად,
მულტიკულტურალიზმი არის შესანიშნავი გზა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ
სხვა კულტურების შესახებ, რათა მივიღოთ განსხვავებული პერსპექტივები იმის
შესახებ, თუ რატომ ან როგორ ურთიერთობენ ისინი საზოგადოებაში. რასიზმი ყველა
ჩვენგანზე მოქმედებს, პირდაპირ თუ ირიბად. ჩვენი შვილები გვიყურებენ, ასე რომ,
თუ ჩვენ არასწორად ვექცევით ადამიანებს მათი რასის ან სექსუალური
უპირატესობის გამო, ისინი მიიღებენ ჩვენს შეხედულებებს და ისევე მოექცევიან
ადამიანებს.

12
გამოყენებული ლიტერატურა:

1. ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / ფრიდონ საყვარელიძე; რედ: ანა


ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 – 128გვ
2. http://tdi.ge/ge/page/ra-aris-rasa-da-rasizmi
3. Nelson, T. (2009). Handbook of Prejudice, Stereotyping, and Discrimination. Psychology press
4. https://www.yoair.com “Anthropology: An Introduction to the History of the Concept of Racism”
5. socialjustice.org.ge “რასიზმი, კაპიტალიზმი, პატრიარქატი” თბილისი, 2020
6. https://edubirdie.com

13

You might also like