Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ქართველი ხალხი არ ივიწყებს სარწმუნოებისათვის თავდადებულ გმირთა სახელებს .

მათ
შორისაა რწმენას შეწირული არაბი ჭაბუკი - აბო თბილელი, რომელიც საქართველომ
იშვილა, დიდმა შემოქმედმა - იოვანე საბანისძემ კი უკვდავყო მისი სახელი .

თექვსმეტსაუკუნოვანი ქართული მწერლობის ბრწყინვალე თავფურცელია . ამ საუკუნეების


მანძილზე ბევრი კარგი და ბევრიც ცუდი გადახდა თავს ჩვენს სამშობლოს . უამრავი რამ
დაიკარგა და განადგურდა, მაგრამ მეხუთე საუკუნეში შექმნილმა აგიოგრაფიულმა
ქმნილებამ გაუძლო დროის გამოცდას, პირიქით, თამამად შეიძლება ითქვას , რომ
საუკუნეებმა ის გამოაწრთეს და ახალი ელვარებაც შესძინეს. მართლია , სხვადასხვა
ეპოქაში თაობები ახლებურად კითხულობენ ამ დიდებულ თხზულებას , მაგრამ უცვლელი
რჩება ერთი რამ: აღფრთოვანება იაკობ ხუცესის მხატვრული ოსტატობით, მისი თხრობის
განსაცვიფრებელი ხელოვნებით.

თექვსმეტსაუკუნოვანი ქართული მწერლობა უაღრესად მდიდარია შედევრებით . ამ მხრივ


გამორჩეულია ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები, რომლებმაც გაუძლეს დროის
გამოცდას და დღესაც გვაოცებენ გაუხუნარი ფერებითა და დიდოსტატურად
გამოძერწილი მხატვრული სახეებით. მათ შორის უნდა აღინიშნოს გიორგი მერჩულეს
ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა.

გრიგოლმა ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა სწავლისა და შრომის სიყვარული :


„ხოლო გულისხმიერობაი სწავლისაი განსაკვირვებელი იყო ფრიად.“ მან
იოლად დაისწავლა „დავითნი“, ყველა ის სასულიერო წიგნი, რომლებიც
ქართულ ენაზე მოიპოვებოდა. გარდა ამისა, მან კარგად შეისწავლა უცხო ენები ,
ფილოსოფია. ამასთან ერთად, რაც მოსწონდა, იმას სწავლობდა, მიუღებელს კი -
იშორებდა, უფრო მეტი, არაქრისტიანულ სიბრძნეს დასცინოდა.

უდაბურ ადგილებში მონასტრების მშენებლობა ადასტურებს გრიგოლ ხანძთელის არა


მარტო პატრიოტიზმს, არამედ უდიდეს შრომისმოყვარეობასაც .

გიორგი მერჩულე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს გრიგოლ ხანძთელის ისეთ


თვისებაზე, როგორიცაა მისი გამორჩეული ორგანიზატორული უნარი. ის ნამდვილი
ლიდერია, რომელსაც შეუძლია ერთი მიზნის გარშემო გააერთიანოს ადამიანები , მათი
ნებისყოფა მიმართოს მთავარი ამოცანის გადაჭრისაკენ, უფრო მეტი, საერთო საქმის
გასაკეთებლად დარაზმოს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენ

გრიგოლ ხანძთელის დახასიათება - „გრიგოლ ხანძთელი ერთ-ერთი გამორჩეული


სასულიერო მოღვაწე და მწერალია საქართველოს ისტორიაში . სწორედ მისი
დასამახსოვრებელი მხატვრული სახე შექმნა თავის ცხოვრების ჟანრის თხზულებაში
გიორგი მერჩულემ. გიორგი მერჩულეს რომ საფუძვლიანად შეუსწავლია ხანძთელის
მოღვაწეობის ეპოქა - მერვე-მეცხრე საუკუნეების საქართველოს სოციალურ - პოლიტიკური
და კულტურული ვითარება, ეს კარგად ჩანს მის ისტორიულ ნაწარმოებში , რომელიც
დღესაც გვაოცებს გაუხუნარი ფერებითა და დიდოსტატურად გამოძერწილი მხატვრული
სახეებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს
სწორედ მთავარი გმირი აგიოგრაფიული თხზულებისა - გრიგოლ ხანძთელი .

გრიგოლ ხანძთელი იყო ქართლის წარჩინებული ოჯახის შვილი. ის იზრდებოდა მამიდის


ხელმძღვანელობით, ნერსე ერისთავის სასახლეში.

გრიგოლი გარეგნობითაც მიმზიდველი იყო: მაღალი, ახოვანი, გამხდარი. ფიზიკურად


ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიც ჰქონდა: „ხოლო იყო ხილვითა დიდ, ხორცითა
თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოლად კეთილ სრულიად, გუამითა მრთელ და სულითა
უბიწო.“

ის იყო თავმდაბალი, თავშეკავებული, მოკრძალებული, შემწყნარებელი . ასაკთან ერთად


გრიგოლს ხასიათის საუკეთესო თვისებებიც: სიკეთე, სათნოება, სიმშვიდე ემატებოდა .
მიუხედავად ამისა, ის სხვა ახალგაზრდების მსგავსად არ იყო ამპარტავანი , ქედმაღალი ,
არ უყვარდა ნუგბარი საჭმელები.

გრიგოლი დიდებული მჭევრმეტყველი იყო: „სიტყუაი მისი იყო შეზავებულ


მარილითა მადლისაითა.“ მისი ნიჭიერება, განათლება, მაღალი ზნეობა ყველას
აღაფრთოვანებდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს გრიგოლის აღმზრდელებმა მისი
მღვდლად კურთხევა. რა თქმა უნდა, ამისკენ გული გრიგოლსაც მიუწევდა , მაგრამ თან
აშინებდა უდიდესი პასუხისმგებლობა - ის ხომ ძალიან ახალგაზრდა იყო . ამაზე
მეტყველებს მისი სიტყვები: „და აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო !
“ გრიგოლის აღმზრდელებმა კიდევ მეტი მოინდომეს, გადაწყვიტეს მისი
ეპისკოპოსად კურთხევა, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო გრიგოლისთვის , რადგან
მისი მოწოდება იყო დაუსახლებელ, უდაბურ ადგილებში ეკლესია- მონასტრების
მშენებლობა, მათი გაცოცხლება-აღორძინება. ამ მიზნით მან თანამოაზრეებიც გაიჩინა :
საბა, თეოდორე და ქრისტეფორე. ის მათთან ერთად გაიპარა ტაო-კლარჯეთში . ამ კუთხის
არჩევაც სამონასტრო მშენებლობისთვის გრიგოლის სიბრძნესა და შორსმჭვრეტელობაზე
მიგვითითებს. როგორც უკვე ვთქვით, ეს მხარე დამპყრობთაგან თავისუფალი იყო ,
ამდენად, ხელისშემშლელი არავინ ეყოლებოდა, მეორე, აქედან შეიძლებოდა სტარტი
აეღო ქვეყნის აღორძინება-გაერთიანებისათვის ბრძოლას და, მესამე, იქ კარგი პირობები
იყო ბერ- მონაზონთა ცხოვრებისათვის.

სრულიად ახალგაზრდა გრიგოლ ხანძთელმა უდიდეს ეროვნულ საქმეს მოჰკიდა ხელი ,


მაგრამ მხოლოდ ბერების ენთუზიაზმის ამარა ამ უდიდესი ჩანაფიქრის განხორციელება
შეუძლებელი იქნებოდა. ასეთი გრანდიოზული მშენებლობისთვის საჭირო იყო იარაღი ,
მუშახელი, რაც საერო ფეოდალთა ხელში იყ

You might also like