ანტიბიოტიკები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 16

ანტიბიოტიკები

ანტიბიოტიკები

ანტიბიოტიკების შექმნა შოტლანდიელი მეცნიერის ალექსანდრე ფლემინგის სახელს


უკავშირდება, რომელმაც ობის სოკოსაგან მიიღო პირველი ანტიბიოტიკი და მას
პენიცილიუმი უწოდა.

ანტიბიოტიკები - წარმოადგენენ ნივთიერებებს, რომლებიც გამოიყენებიან


ბაქტერიებით გამოწვეული ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.

ანტიბიოტიკების დანიშვნის ჩვენებაა:

 ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ანგინა, ტონზილიტი, სინუსიტი, ოტიტი);


 ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია);
 მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები (პერიტონიტი, კუჭ - ნაწლავის ტრაქტის,
სანაღვლე გზების ინფექციები);
 თირკმელებისა და საშარდე გზების ინფექციები (ცისტიტი, ურეთრიტი,
პიელონეფრიტი, ნეფრიტი);
 ძვლების, სახსრების, შემაერთებელი ქსოვილის ინფექციები;
 კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად
ინფიცირებული დერმატოზები);
 სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
 პოსტოპერაციული ინფექციები;
 სეფსისი, მენინგიტი და ა.შ.

ანტიბიოტიკების სხვადასხვა ჯგუფები მოქმედებენ განსხვავებული მოქმედების


მექანიზმით.

 არღვევენ მიკროორგანიზმების მემბრანას;

 თრგუნავენ დნმ, რნმ ან ცილების სინთეზს;

 იწვევენ დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდისა და განვითარების


შეჩერებას ან მათ განადგურებას.

ანტიბიოტიკები:

 არ მოქმდებენ ვირუსულ ინფექციებზე;


 არ გააჩნიათ ანტიპირეტული (სიცხის დამწევი) მოქმედება;
 წინასწარი დანიშვნით ვერ იცავენ ორგანიზმს ბაქტერიული გართულებებისაგან.

სს „გეფა“ ტრენინგ ცენტრი Page 1


ანტიბიოტიკები
ანტიბიოტიკები დანიშნული უნდა იქნას ექიმის მიერ სათანადო დოზითა და
ხანგრძლივობით. დოზის დადგენა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, დაავადების
სიმძიმის, ინფექციის ლოკალიზაციის, მგრძნობელობის, თანმხლები დაავედებებისა
და სხეულის წონის გათვალისწინებით.

ანტიბიოტიკების მისაღებ დოზას ითვლიან სხეულის მასიდან გამომდინარე


კილოგრამ წონაზე გადაანგარიშებით. ანტიბიოტიკები ინიშნება თანაბარი დროის
ინტერვალებით ისე, რომ კონცენტრაცია სისხლში იყოს მუდმივი 24 საათის
განმავლობაში.

ანტიბიოტიკების გამოყენების წინ უნდა განისაზღვროს დაავადების გამომწვევი


მიკროორგანიზმის მგრძნობელობა კონკრეტული ანტიბიოტიკის მიმართ. არასწორი
მკურნალობის დროს შესაძლებელია რეზისტენტული (მდგრადი) შტამების
გამრავლება.

რეზისტენტობა - ესა არის მიკროორგანიზმის სრული ან ნაწილობრივი იმუნიტეტი


ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ. განარჩევენ პირველად და მეორეულ ანუ
შეძენილ მდგრადობას.

პირველადი რეზისტენტობის შემთხვევაში მიკროორგანიზმებს აქვთ თანდაყოლილი


მდგრადობა კონკრეტული ანტიბიოტიკისადმი, ხოლო მეორეულ რეზისტენტობას კი
იწვევს ანტიბიოტიკის არასწორი შერჩევა ან არასწორი დოზირება (მაგ: არასაკმარისი
დოზით დანიშვნა ან მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა).

მეორადი რეზისტენტობისას იცვლება ან ქვეითდება მიკრობის უჯრედში


პრეპარატის შეღწევის უნარი - მიკროორგანიზმები გამოიმუშავებენ ანტიბიოტიკის
დამშლელ ფერმენტებს ან იცვლება მიკრობის უჯრედის რეცეპტორი (სამიზნე, რაზეც
უნდა იმოქმედოს მედიკამენტმა).

ანტიბიოტიკების მიღების ფონზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენებია:

 ალერგიული რეაქციები (გათვალისწინებული უნდა იქნას ანაფილაქსიური შოკის


განვითარების შესაძლებლობაც);
 დისბაქტერიოზი - ნაწლავთა ნორმალური მიკროფლორის დარღვევა, რასაც თან
ახლავს მუცლის შებერილობა, შეკრულობა, ფაღარათი. იშვიათ შემთხვევებში
შესაძლოა განვითარდეს ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც მოითხოვს
სპეციალურ ჩარევას.

სს „გეფა“ ტრენინგ ცენტრი Page 2


ანტიბიოტიკები

 ანტიბიოტიკების მიღებას ხშირად თან ახლავს სოკოვანი ინფექციების


განვითარება;
 ტოქსიკური რეაქციები - სმენის ნერვის დაზიანება; ვესტიბულურ აპარატზე
ზემოქმედება - თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა;
 ნეფროტოქსიური მოქმედება;
 ჰეპატოტოქსიური მოქმედება;
 იმუნურ სისტემაზე მოქმედება.
 სისხლმბად სისტემაზე ზეგავლენა.

ამიტომ, ანტიბიოტიკების მიღების პარალელურად ინიშნება ჰეპატოპროტექტორები,


სოკოს, დისბაქტერიოზის საწინააღმდეგო, იმუნური სისტემის მასტიმულირებელი
საშუალებები.

ანტიბიოტიკების მიღება ჩვილებში და ორსულობა - ლაქტაციის პერიოდში:


ანტიბიოტიკებით მკურნალობა ყოველთვის გამართლებულია, თუ დაავადების
ნეგატიური შედეგი აღემატება ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეულ გვერდით
ეფექტებს. ორსულობა - ლაქტაციის დროს და ბავშვებში რისკისა და სარგებლის
გათვალისწინებით შესაძლოა დაინიშნოს:

 ნახევრად სინთეზური პენიცილინების;

 მაკროლიდების;

 ცეფალოსპორინების ზოგიერთი წარმომადგენელი.

ანტიბიოტიკების კლასიფიკაციას ახდენენ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით:

1. წარმოშობის მიხედვით - ბუნებრივი, ნახევრადსინთეზური (მიიღებიან


ბიოპროდუქტების გადამუშავების გზით) და სინთეზური;
2. ბაქტერიულ უჯრედზე ზემოქმედების მიხედვით - ბაქტერიოსტატური (არღვევენ
ბაქტერიების ზრდისა და გამრავლების უნარს) და ბაქტერიოციდული (იწვევენ
ბაქტერიების სიკვდილს);
3. მოქმედების სპექტრის მიხედვით: ვიწრო სპექტრის (მოქმედებენ უპირატესად
გრამ დადებით ან გრამ უარყოფით აერობულ ან ანაერობულ ბაქტერიებზე) და
ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკები (მოქმედებენ როგორც გრამ დადებით
ასევე გრამ უარყოფით ბაქტერიებზე).

სს „გეფა“ ტრენინგ ცენტრი Page 3


ანტიბიოტიკები
(აერობები - ეწოდებათ მიკროორგანიზმებს, რომელთაც ზრდისა და
განვითარებისათვის ესაჭიროებათ თავისუფალი ჟანგბადი, ხოლო ანაერობები კი ეს
ის მიკროორგანიზმებია, რომლებიც ცხოვრობენ უჟანგბადო პირობებში). ბაქტერიები
ერთმანეთისაგან განსხვავდებიან უჯრედის გარსის თვისებებით. მათი დაყოფა გრამ
დადებით და გრამ უარყოფით ბაქტერიებად ხდება გრამის წესით შეღებვის გზით.
4. ქიმიური სტრუქტურის მიხედვით:
 ბეტა-ლაქტამური ჯგუფის ანტიბიოტიკები (პენიცილინები, ცეფალოსპორინები,
კარბაპენემები, მონობაქტამები);
 მაკროლიდები;
 ფტორქინოლონები;
 ამინოგლიკოზიდები;
 ტეტრაციკლინები;
 ქლორამფენიკოლის რიგის ანტიბიოტიკები;
 გლიკოპეპტიდები;
 ლინკოზამიდები;
 ფოსფონის მჟავას წარმოებულები;

ბეტა - ლაქტამური ანტიბიოტიკები

პენიცილინები, ცეფალოსპორინები, კარბაპენემები - გაერთიანებული არიან ბეტა


ლაქტამური ანტიბიოტიკების ჯგუფში.

პენიცილინის ჯგუფის წარმომადგენლები:

 ბენზილპენიცილინი
 ამპიცილინი
 ამოქსიცილინი (ამოქსი დენკი 500 და 1000მგ ტაბ; ამოქსიცილინი 250 და 500 მგ.
კაფს; ბაქტოქსი ® 500 მგ კაფს. და 125მგ/5 მლ და 250მგ/5მლ სუსპ)

 ამოქსი დენკი 500 და 1000 მგ ტაბლეტი

წარმოადგენს ფართო სპექტრის პენიცილინს.

დოზირება და მიღების წესი: მიიღება 12 წლიდან 1500 - 3000 მგ დღეში, 12 წლამდე


ასაკის ბავშვებში 50 - 100 მგ/კგ წონაზე გაყოფილი 3 - 4 მიღებაზე. მიიღება 7 დღე.

გვერდითი მოვლენა - გულისრევა, დიარეა, დისბაქტერიოზი.

სს „გეფა“ ტრენინგ ცენტრი Page 4


ანტიბიოტიკები
 ამოქსიცილინი კაფს. 250მგN21

 ამოქსაცილინი კაფს.500მგN21

 მწარმოებელი:ათლონ ლაბორატორია

დოზირება:მოზრდილებში ,ხანდაზმულთა ჩათვლით, 250-500მგ 3ჯერ დღეში


თანაბარი ინტერვალებით

ბავშვებში 40კგ-ზე მეტი წონით,რეკომენდებულია მოზრდილთა შესაბამისი დოზის


გამოყენება

გვერდითი მოვლენა:გულისრევა,დიარეა,დისბაქტერიოზი

დაცული პენიცილინები

პენიცილინების ძირითად სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ბეტა-ლაქტამური


რგოლი, რომელიც, იშლება ბაქტერიების მიერ პროდუცირებული ბეტა -
ლაქტამაზების მოქმედებით, ეფექტურობის გასაზრდელად შემუშავებულია დაცული
პენიცილინები. დაცულ პენიცილინებს დამატებული აქვს ნივთიერება (მაგ:
კლავულანის მჟავა, სულბაქტამი) რომელიც ბოჭავს ბეტა-ლაქტამაზას და იცავს
პენიცილინს დაშლისაგან. ეს ნივთიერებები არ ხასიათდებიან ანტიბაქტერიული
თვისებებით.

 ამოქსიცილინი + კლავულანის მჟავა (ამოქსიკლავი აპო 625 და 1000მგ ტაბ,


პანკლავი 1000 მგ ტაბ, აუგმენტინი ® 625 და 1000 მგ ტაბ. და 228 მგ/5 მლ და
457მგ /5 მლ სუსპ)
 ამპიცილინი + სულბაქტამი

 პანკლავი 1000 მგ ტაბლეტი 875/125 N14


შემადგენლობა: ამოქსიცილინი + კლავულანის მჟავა
წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, რომელიც აქტიურია გრამდადებითი
და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ (ბეტა - ლაქტამაზების
მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით). პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი
კლავულანის მჟავა აფართოებს ამოქსიცილინის ანტიბაქტერიული მოქმედების
სპექტრს იმ მიკროორგანიზმების ჩათვლით, რომლებიც გამძლე არიან სხვა ბეტა-
ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.
სს „გეფა“ ტრენინგ ცენტრი Page 5
ანტიბიოტიკები
ჩვენება - ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთება, შარდ - სასქესო სისტემის
ინფექციები, მუცლის ღრუს ინფექციები, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები,
ინფექციები სტომატოლოგიაში.
დოზირება და მიღების წესი - მიიღება საკვების მიღებამდე (კუჭ - ნაწლავის ტრაქტის
მხრიდან გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის შემცირების მიზნით)
საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. მოზრდილებში და 12 წელზე მეტი
ასაკის ბავშვებში (40 კგ და მეტი) 1 ტაბლეტი 2 - ჯერ დღე - ღამეში, 12 საათიანი
ინტერვალების მკაცრი დაცვით. მკურნალობის კურსი 5 - 14 დღე.
პრეპარატი გამოიყენება ორსულობის პერიოდში რისკისა და სარგებლის
გათვალისწინებით,. ლაქტაციის დროს საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.
გვერდითი მოვლენები - ალერგიული რეაქციები, დიარეა, თავის ტკივილი.
უკუჩვენება - პენიცილინების, ცეფალოსპორინების, სხვა ბეტა-ლაქტამური
ანტიბიოტიკებისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული
მგრძნობელობა.

ცეფალოსპორინები

ცეფალოსპორინები ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებია, რომელთაც გააჩნიათ


მდგრადობა ბეტა ლაქტამაზას მიმართ. ისინი იწვევენ ბაქტერიული უჯრედის
კედლის სინთეზის რღვევას და ახასიათებთ ბაქტერიოციდული მოქმედება.
ცეფალოსპორინები თავის მხრივ მოიცავს 4 თაობას. მეორე და მესამე თაობის
ცეფალოსპორინები პირველი თაობისაგან განსხვავებით ხასიათდებიან უფრო
მაღალი აქტიურობით გრამ უარყოფითი ბაქტერიების მიმართ და უფრო მეტი
სტაბილურობით ბეტა-ლაქტამაზას მიმართ.

III თაობა

 ცეფტრიაქსონი (პანტოქსონი, ცეფტრიაქსონი PAN, ცეფტრიაქსონი ინგლისური,


როცეფინი ® 1 გ ფლაკონი)
 ცეფიქსიმი (პანცეფი 400 მგ ტაბ, 100მგ/5 მლ სუსპ, ზიმაქსი ® 400 მგ ტაბ, 100
მგ/5 მლ სუსპ)

 ცეფტრიაქსონი 1 გ ფლაკონი ფხვნილი ი/მ და ი/ვ ხსნარის მოსამზადებლად


მესამე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი.
მოქმედებს ბაქტერიოციდულად, მდგრადია ბეტალაქტამაზების მიმართ.

სს „გეფა“ ტრენინგ ცენტრი Page 6


ანტიბიოტიკები
ჩვენება - ბაქტერიული მენინგიტი, სეფსისი, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების
ინფექციები, მუცლის ღრუს ორგანოთა ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები,
ძვალ-სახსროვანი ინფექციები, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები,
ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა
დოზირება და მიღების წესი - მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან
ინიშნება 1 - 2 გ დღეში ერთჯერ ყოველ 24 საათში ან 0.5 - 1 გ ყოველ 12 საათში. მძიმე
შემთხვევებში შესაძლებელია დოზის გაზრდა 4 გრამამდე. ახალშობილებში
სადღეღამისო დოზა შეადგენს 20-50 მგ/ კგ დღეში ერთხელ.
კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, მაგრამ გრძელდება ინფექციის
სიმპტომების ალაგებიდან კიდევ 3 დღე.
საინექციო ხსნარის მომზადების წესი - კუნთში ინექციისათვის პრეპარატის 1 გრამი
იხსნება 3,5 მლ 1 % - იან ლიდოკაინის ხსნარში ან 3,5 მლ საინექციო წყალში. ვენაში
ინექციისათვის პრეპარატის 1 გ იხსნება 10 მლ საინექციო წყალში,და კეთდება ძალიან
ნელა.
ორსულობა-ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ გადაუდებელი
აუცილებლობისას.
ცეფტირაქსონი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში ამიტომ ლაქტაციის
პერიოდში სასურველია ძუძუთი კვების შეწყვეტა.
გვერდითი მოვლენები - დიარეა, გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები,
კანდიდოზი.
უკუჩვენება - მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების ჯგუფის
ანტიბიოტიკების მიმართ.

 პანცეფი 400 მგ ტაბ და 100მგ/მლ სუსპენზია


ჩვენება -ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გზების
გაურთულებელი და გართულებული ინფექციები, გაურთულებელი გონორეა.
მიღების წესი - ცეფიქსიმის აბსორბციის სიჩქარეზე საკვები გავლენას არ ახდენს.
მოზრდილები და ბავშვები 10 წლის ზემოთ: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს დღეში
400 მგ-ს, რომელიც მიიღება ერთჯერადი დოზის სახით ან 200 მგ ყოველ 12 საათში.
სუსპენზია გამოიყენება 6 თვის ასაკიდან.
გვერდითი მოვლენები - ხასიათდება კარგი ამტანობით. შეიძლება გამოიწვიოს
ალერგიული რეაქციები, დიარეა.

სს „გეფა“ ტრენინგ ცენტრი Page 7


ანტიბიოტიკები
უკუჩვენება - ცეფიქსიმი უკუნაჩვენებია ანტიბიოტიკების ცეფალოსპორინების
ჯგუფის მიმართ დადგენილი ალერგიისას, არ გამოიყენება ორსულობისა და
ლაქტაციის პერიოდში.

კარბაპენემები

კარბაპენემები წარმოადგენენ სარეზერვო ანტიბიოტიკებს, იყენებენ ძირითადად


გართულებული ბაქტერიული ინფექციების დროს (სეფისისი, მენინგიტი და ა.შ).

 იმიპენემი
 მეროპენემი (მეროპენემი - ანფარმა 1000 მგ ფლაკონი, მერონემი® 1000მგ
ფლაკონი)

მაკროლიდები

მაკროლიდები წარმოადგენენ მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკებს.


ბოლო თაობის მაკროლიდები (აზითრომიცინი, კლარიტრომიცინი) ეფექტურობის
მხრივ ბევრად აღემატებიან ამავე ჯგუფის პირველი თაობის წარმომადგენლებს.
სისხლში და ქსოვილებში ქმნიან ხანგრძლივად შენარჩუნებულ მაღალ
კონცეტრაციას, რაც საშუალებას იძლევა მოკლე მკურნალობის კურსით და დღე-
ღამეში პრეპარატის 1-2 ჯერ მიღებით უზრუნველყოფილ იქნას მაქსიმალური
ეფექტურობა. მაკროლიდებს გააჩნიათ ბაქტერიოსტატური მოქმედება,
მაღალეფექტურები არიან სასუნთქი, შარდ - სასქესო გზების, რბილი ქსოვილების
ინფექციების დროს.

ხანმოკლე მოქმედების მაკროლიდია

 ერითრომიცინი

ახალი თაობის მაკროლიდები

 როქსითრომიცინი
 კლარითრომიცინი (კლარითრომიცინი 250, 500 მგ ტაბ, კლარიტრომიცინი აპო
500 მგ კაფს)

სს „გეფა“ ტრენინგ ცენტრი Page 8


ანტიბიოტიკები
 აზითრომიცინი (აზიტრიქსი 500 მგ ტაბ, ზითროგარდი 500 მგ ტაბ,
ზიტროტელი 250 და 500 მგ ტაბ, აზიპინი 250 და 500 მგ კაფს. 200 მგ/5მლ სუსპ,
სუმამედი ®)
 ჯოზამიცინი

 აზიპინი 250 და 500 მგ კაფსულა და 200 მგ/5მლ სუსპენზია


ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, აქვს ბაქტერიოსტატიკური მოქმედება, მაგრამ
ანთების კერაში ქმნის მაღალ კონცენტრაციებს და იწვევს ბაქტერიოციდულ
მოქმედებას.
ჩვენება - ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, კუჭისა და
თორმეტგოჯანაწლავის ინფექციები, რბილი ქსოვილის ინფექციები, სქესობრივი
გზით გადამდები ინფექციები (ურეთრიტები, ცერვიციტები).
მიღების წესი - აზიპინი მიიღება დღე - ღამეში ერთხელ საკვების მიღებამდე 1
საათით ადრე ან კვებიდან 2 საათის შემდეგ. სუსპენზია ინიშნება 6 თვიდან,ბავშვებში
მიიღება 10 მგ/კგ - ზე, მოზრდილებში 500 მგ დღეში ერთხელ 3 დღე.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება სიფრთხილით.
სუსპენზიის მომზადების წესი:ფლაკონს,რომელშიც არის 31,3გ ფხვილი ინდა
დაემატოს 17 მლ გადადუღებული ან გამოხდილი წყალი.მომზადებული სუსპენზიის
შენახვის ვადაა 5 დღე
გვერდითი მოვლენები - გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები,
კანდიდოზი.
უკუჩვენება - ალერგია მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ, ღვიძლის
ფუნქციის მძიმე დარღვევები.
მკურნალობის კურსი შეადგენს 3 დრრეს თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევაში
შეიძლება განისაზღვროს 7-10 დღით

 კლარიტრომიცინი აპო 500 მგ კაფს.


 კლარიტრომიცინი 500მგN14 სომექს ფარმა
წარმოადგენს ნახევრადსინთეზურ ანტიბიოტიკს, რომელიც თრგუნავს
მიკროორგანიზმის უჯრედში ცილების სინთეზს, ძირითადად ავლენს
ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას, ასევე ბაქტერიოციდულს (მაგ.
ჰელიკობაქტერიები).
ჩვენება - ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, კანისა და რბილი
ქსოვილების ინფექციების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი
დაავადებების დროს.
სს „გეფა“ ტრენინგ ცენტრი Page 9
ანტიბიოტიკები
მიღების წესი - მიიღება კვებისაგან დამოუკიდებლად. მოზრდილებში და ბავშვებში
12 წლიდან მიიღება 250 - 500 მგ 12 საათში ერთხელ 7 - 14 დღე. 12 წლამდე ეძლევათ
სუსპენზია 15 მგ/კგ-ზე.
გვერდითი მოვლენა - გულისრევა, ღებინება, დიარეა.
უკუჩვენება:ორსულობა ლაქტაცია

ფთორქინოლონები

ფთორქინოლონები ავლენენ ძლიერ ბაქტერიოციდულ მოქმედებას. ფართოდ


გამოიყენებიან საშარდე გზების ანთებითი პროცესების, სასუნთქი გზების
ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების და ა.შ სამკურნალოდ.
ფთორქინოლონების უმრავლესობის სისტემური ფორმები არ გამოიყენება ბავშვებში
და მოზარდებში 18 წლამდე ძვალ-სახსროვან სისტემის განვითარებაზე სავარაუდო
ზიანის გამო.

 ციპროფლოქსაცინი (ციპრო დენკი 500 მგ, ციპროფლოქსაცინი - ნორმონი 500


მგ, ციპროფლოქსაცინი აკორდი 500 მგ ტაბ,ციპრინოლი® 250 მგ, 500მგ, 750 მგ
ტაბ.)
 ლევოფლოქსაცინი (ლევო დენკი 250 და 500 მგ ტაბ, ილფლოქსი 500 მგ ტაბ,
ლელოგარდი,გლევო 500 მგ ტაბ)
 მოქსიფლოქსაცინი (მოქსიფლოქსაცინი ნორმონი 400 მგ ტაბ, მოქსიქოლი 400
მგ ტაბ, აველოქსი ® 400 მგ ტაბ,მოქსიკუმი 400მგ)
,
ციპროფლოქსაცინი ტაბლეტები
 ციპროდენკი 750 მგN10
 ციპროფლოქსაცინი აკორდი 500 მგN100
 ციპროფლოქსაცინი ნორმონი 500მგN14
ფართო სპექტრის ბაქტერიოციდული ანტიბიოტიკი
ჩვენება - ზედა და ქვედა სასუნთქი გზების , სასქესო და საშარდე გზების , მუცლის
ღრუს, ძვალ-სახსროვანი სისტემის, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები და
სხვა.
დოზირება და მიღების წესი - მიიღება ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით და
დამოკდებულია ასაკზე,ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე
სს „გეფა“ ტრენინგ ცენტრი Page 10
ანტიბიოტიკები
გვერდითი მოვლენა - გულისრევა, პირღებინება, ალერგიული რაქციები
უკუჩვნება - ლაქტაცია, მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის ან
ქინოლონების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ.

 ლევოფლოქსაცინი
 ლევო - დენკი 500 მგ ტაბლეტი
ფართო სპექტრის ბაქტერიოციდული ანტიბიოტიკი
ჩვენება - ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, შარდ- სასქესო გზების,მათ შორის
თირკმლის ან შარდის ბუშტის,პროსტატის ჯირკვლის, მუცლის ღრუს ორგანოების,
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია .
უკუჩვენება: ბავშვები,მოზარდები, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ,
ინდივიდუალური აუტანლობა ლევოფლოქსაცინის ან ქინოლონების ჯგუფის სხვა
ანტიბიოტიკების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება - მოზრდილები 250 - 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში,
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად.

 მოქსიფლოქსაცინი ნორმონი 400 მგ ტაბლეტი


 მოქსიქოლი ტაბ 400 მგ ბლუეფარმა
ჩვენება - სინუსიტი, პნევმონია, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, კანისა და
რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები, ინფიცირებული დიაბეტური
ტერფი.
მიღების წესი, დოზირება - მოზრდილებში 400 მგ დღეში ერთხელ, კვებისგან
დამოუკიდებლად, მცირეოდენი წყლის მიყოლებით, მკურნალობის კურსი
საშუალოდ 5 -10 დღე. მიღება უნდა მოხდეს ერთსა და იმავე დროს,დაუღეჭავად
უკუჩვენება - ორსულობა, ლაქტაცია, 18 წლამდე ასაკი.

ამინოგლიკოზიდები

ამ ჯგუფის ყველა პრეპარატი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს,


რომლებიც ახდენენ ბაქტერიოციდულ გავლენას გრამდადებით და განსაკუთრებით,
გრამუარყოფით ბაქტერიებზე. გამოირჩევიან ოტოტოქსიური და ნეფროტოქსიური
მოქმედებით.

 სტრეპტომიცინი

სს „გეფა“ ტრენინგ ცენტრი Page 11


ანტიბიოტიკები
 ნეომიცინი (გამოიყენება ძირითადად ადგილობრივად დერმატოლოგიასა
და ოტორინოლარინგოლოგიაში)
 კანამიცინი
 გენტამიცინი (გარამიცინი)
 ტობრამიცინი (გამოიყენება ოფთალმოლოგიაში)
 ამიკაცინი (ამიკანი 500 მგ/2 მლ)

ამიკანი ი/მ,ი/ვ ხსნარი საინექციო 500მგ/2მლ

ჩვენება:ამიკაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული სერიოზული


ინფექციები
დოზირება და მიღების წესი:
გამოიყენება ახალშობილობიდან.ინიშნება დღეში 2-3 ჯერ.კეთდება კუნთში და ასევე
ვენაში ინექციის ან ინფუზიის სახით
დოზას განსაზღვრავს ექიმი

ტეტრაციკლინები

ტეტრაციკლინები მიეკუთვნებიან ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს, აქტიურები


არიან გრამ დადებითი და გრამ უარყოფითი ბაქტერიებისადმი. ახასითებთ
ბაქტერიოსტატიკური მოქმედება.

ტეტრაციკლინები კალციუმის, რკინის, მაგნიუმისა და სხვა მძიმე მეტალების


იონებთან წარმოქმნიან ძნელად ხსნად კომპლექსებს - ქელატებს, რის გამოც არ არის
რეკომენდირებული მათი მიღება რძის შემცველ პროდუქტებთან, მეტალის იონების
შემცველ პრეპარატებთან (ანტაციდები, რკინის, მაგნიუმის, კალციუმის პრეპარატები)
ერთად.

ტეტრაციკლინები იწვევენ კბილის ფერის ხანგრძლივ შეცვლას და ჩონჩხის ძვლების


ზრდის შეჩერებას, რის გამოც არ ინიშნებიან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სს „გეფა“ ტრენინგ ცენტრი Page 12


ანტიბიოტიკები
 ტეტრაციკლინი (ხანმოკლე მოქმედების)
 დოქსიციკლინი (ხანგრძლივი მოქმედების) დოქსი დენკი 100 მგ ,
დოქსილინი 100 მგ ტაბ, უნიდოქსი ® 100 მგ ტაბ.

 დოქსი დენკი 100 მგ ტაბ N10


 დოქსილინი 100 მგ ტაბ.N10
დოქსიციკლინი - ბაქტერიოსტატული, აქტიურია უმრავლესობა გრამ დადებითი და
გრამ უარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.
ჩვენება - სასუნთქი და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები, საჭმლის მომნელებელი
ტრაქტის, კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები, შარდსასქესო
ინფექციები.
დოზირება და მიღების წესი :მოზრდილებში 100 მგ 12 საათში ერთხელ პირველ დღეს
(200მგ)მომდენო დღეებში 100-200მგ 1-2 ჯერ(ინფექციის სიმძიმიდან გამომდინარე)
50კგ.ზე მეტი წონის ბავშვებში 4მგ/კგ წონაზე პირველ დღეს,2მგ/კგ წონაზე შემდგომ
დღეებში.( მიღების ჯერადობა 1-2 ჯერ)
გვერდითი მოვლენები - უმადობა, გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება - , ორსულობა, ლაქტაცია, 8 წლამდე ასაკი.

ფოსფონის მჟავას წარმოებულები

ფოსფოსეპტიკი 3გ გრანულა შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად

აქტიური კომპონენტი :ფოსფომიცინის ტრომეტამოლი

ჩვენება: ფოსფოსეპტიკი წარმოადგენს ანტიბიოტიკს რომელიც გამოიყენება ქალებსა


და 12 წლის ასაკის ზემოთ გოგონებში ქვედა საშარდე გზების მწვავე
გაურთულებელი ინფექციების დროს
ასევე,გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის
დიაგნოსტიკური და ქირურგიული პროცედურების დროს მოზრდილ მამაკაცებსა და
ქალებში
მიღების წესი და დოზირება:მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს მშიერ კუჭზე
კვებიდან 2-3 საათის შემდეგ ,უმჯობესია შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ
ინფექციის სამკურნალოდ მოზრდილ ქალებში და 12 წლის ზემოთ გოგონებში
რეკომენდებული დოზაა 3 გრ საშეტის ერთჯერადი დოზა.

სს „გეფა“ ტრენინგ ცენტრი Page 13


ანტიბიოტიკები
საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის დიაგნოსტიუკური და
ქირურგიული პროცედურების დროს მოზრდილ მამაკაცებსა და ქალებში
რეკომენდებული დოზაა 3გ საშეტის ორი დოზა: ქირურგიულ პროცედურამდე 3
საათით ადრე ერთი საშეტი და ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ მეორე დოზა
ორსულობა ლაქტაცია ექიმის რეკომენდაციით
უკუჩვენება 12 წლამდე ასაკი

სოკოს საწინააღმდეგო (ანტიმიკოზური, ანტიფუნგალური) საშუალებები

ბოლო რამდენიმე ათწლეულია, სამედიცინო პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება


ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, იმუნოდეპრესანტები, ქიმიოპრეპარატები, რაც
სოკოვანი დაავადებების მნიშვნელოვან ზრდას იწვევს.

ანტიმიკოზური საშუალებები წარმოადგენენ პრეპარატებს, რომლებსაც გააჩნიათ


ფუნგიციდური (მიკოზის გამომწვევის გამანადგურებელი) ან ფუნგისტატური
(მიკოზის გამომწვევის გამრავლების შემაჩერებელი) მოქმედება და გამოიყენებიან
მიკოზების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

უმეტესი ანტიმიკოზური პრეპარატები ზემოქმედებენ ფერმენტ ერგოსტერონის


ბიოსინთეზის პროცესებზე, რომელიც შედის სოკოს უჯრედის მემბრანის
შემადგენლობაში. სწორედ ეს პროცესი განაპირობებს პრეპარატის მოქმედების
მექანიზმს.

პაციენტისთვის ანტიმიკოზური პრეპარატების შერჩევა ხდება ექიმის მიერ.


მკურნალობის პროცესში, პერორალური ანტიმიკოზური პრეპარატების მიღებისას,
აუცილებელია პაციენტმა დაიცვას ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის სქემა და
კურსი. დაუშვებელია მკურნალობის კურსის თვითნებური შეწყვეტა. პრეპარატის
მიღება დღის განმავლობაში უნდა მოხდეს ერთი და იმავე დროის შუალედით.

სს „გეფა“ ტრენინგ ცენტრი Page 14


ანტიბიოტიკები
ანტიმიკოზური პრეპარატების საერთო გვერდითი მოვლენებია:
გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ალერგიული
რეაქციები. ადგილობრივი გამოყენებისას ფიქსირდება კანის გაღიზიანება და წვის
შეგრძნება.
ანტიმიკოზური საშუალებები პირობითად შეიძლება დაიყოს 2 ქვეჯგუფად -
სისტემურად და ადგილობრივად გამოსაყენებელ საშუალებებად.

ქიმიური სტრუქტურის მიხედვით იყოფიან შემდეგ ჯგუფებად:

ტრიაზოლის წარმოებულები

 ფლუკონაზოლი (ფლუკონაზოლი აპო 150 მგ ტაბ, ფლუკონა დენკი 100 და 150


მგ კაფს, ფლუკონაზოლ - სუპრემაზა 50 და 150 მგ კაფს., ფლუციდი 150 მგ კაფს.
დიფლუკანი ® 50 და 150 მგ კაფს)

იმიდაზოლის წარმოებულები

 მიკონაზოლი
 კლოტრიმაზოლი
 კეტოკონაზოლი
 თიოკონაზოლი

ალილამინები

 ტერბინაფინი (ტერბინაფინი 250 მგ ტაბ, ლამიზილი კრემი და დერმგელი)


 ნაფტიფინი (ექსოდერილი® კრემი და წვეთები)

ანტიმიკოზური ანტიბიოტიკები

 ნისტატინი
 ნატამიცინი (პიმაფუცინი®)

 ფლუკონაზოლი კაფსულა
ფართო სპექტრის ანტიმიკოზური საშუალება
ჩვენება: ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციები, გამოწვეული კანდიდას ჯგუფის
სოკოებით (პირის ღრუს, ყელის და საყლაპავის ინფექციები, ზედა სასუნთქი გზების
ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციები).
სს „გეფა“ ტრენინგ ცენტრი Page 15
ანტიბიოტიკები
გენიტალური კანდიდოზი; მწვავე და მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზის
მკურნალობა და პრევენცია;
დერმატომიკოზები; ონიქომიკოზი (ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია);
საფუარა სოკოებით (კანდიდა და კრიპტოკოკი) გამოწვეული სისტემური სოკოვანი
ინფექციები.
დოზირება და მიღების წესი: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზების დროს
მიიღება 50 - 100 მგ დღეში ერთხელ 14 - 30 დღის განმავლობაში.
ვაგინალური კანდიდოზის დროს 150 მგ ერთჯერადად. პროფილაქტიკის მიზნით
ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების შესამცირებლად 150 მგ თვეში ერთხელ
4 - 12 თვე;
კანის მიკოზური ინფექციების დროს 150 მგ კვირაში ერთხელ 2 - 4 კვირა;
ონიქომიკოზის დროს 150 მგ კვირაში ერთხელ არაინფიცირებული ფრჩხილის
ამოსვლამდე. ეს პერიოდი შეადგენს 3 - 6 თვეს ზედა კიდურების ფრჩხილებისათვის,
6 - 12 თვეს ქვედა კიდურების ფრჩხილებისათვის.
რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ერთსა და იმავე დროს, მიიღება კვებისაგან
დამოუკიდებლად.
ფლუკონაზოლი ორსულობის დროს მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით
რისკისა და სარგებლის გათვალისწინებით. ლაქტაციის დროს გადადის დედის
რძეში ამიტომ მიღება რეკომენდირებული არ არის.

სს „გეფა“ ტრენინგ ცენტრი Page 16

You might also like