Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

გადამდები მთქნარების კვლევა

ვეტკაბინეტის ყოველთვიური გამოშვებისთვის ხშირად ვეცნობი ხოლმე თანამედროვე


კვლევებს კინოლოგიაში, ძაღლების ქცევისა და აღზრდის მეთოდოლოგიაში. მეცნიერები
ცდილობენ, უკეთ გაიცნონ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ფსიქოლოგია, მათი ქცევის
მოტივაცია და საინტერესო, ზოგჯერ კი უჩვეულო კვლევებს აწარმოებენ.

ამჯერად სწორედ ასეთი უჩვეულო კვლევის შედეგებს გაგაცნობთ. კვლევის აღწერაში,


პირველ აბზაცში ვკითხულობთ: „ეს კვლევა გახლავთ პირველი მცდელობა, შევისწავლოთ
გადამდები მთქნარების ფენომენი განსხვავებულ სახეობებში. არის თუ არა ადამიანის
მთქნარება გადამდები ძაღლისთვის? 29 ძაღლი აკვირდებოდა ადამიანის მთქნარებასა და
„საკონტროლო“ მოძრაობას პირით“...

გაინტერესებთ, რა შედეგები მიიღეს მეცნიერებმა? მთქნარების გამეორება მხოლოდ


ავტომატური, მექანიკური მოძრაობაა თუ რაიმე უფრო მნიშვნელოვანის ნიშანი?

მთქნარება რეფლექსია, რომელიც გამოიხატება ღრმა და ხანგრძლიცი ჩასუნქვით და


შედარებით სწრაფი ამოსუნთქვით. პროცესში პირი ფართოდ იღება და ხშირია თანმდევი
სპეციფიკური ხმების გამოცემაც. ადამიანებისთვის მთქნარება გადამდებია, რაც ნიშნავს
იმას, რომ თუ ვუყურებთ, როგორ ამთქნარებს სხვა ადამიანი, დიდი ალბათობით
დაუყოვნებლივ ან ცოტა ხანში თავადაც ვიწყებთ მთქნარებას. მეცნიერები
დაინტერესდნენ, გადამდებია თუ არა მთქნარება სხვადასხვა სახეობის
წარმომადგენლებში.

2008 წელს ვებგვერდ „National Library of Medicine“-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში


(ავტორები რამირო ჯოლი-მასკენორი, აცუში სენიუ და ალექს შეპარდი) მკვლევრები
მიმოიხილავენ იქამდე არსებულ კვლევებს და დეტალურად აღწერენ მათ მიერ
ჩატარებულ კვლევა-ექსპერიმენტს. მიმოხილვაში მითითებულია, რომ ზოგიერთი
მეცნიერის აზრით, გადამდები ( არა რეფლექსორული, არამედ კონკრეტულად
გადამდები) მთქნარება ძაღლებში შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ძაღლებს აქვთ
ემპათიის მაღალი მაჩვენებელი და უნარი, გაიზიარონ ადამიანის ემოცია, გაითავისონ ის.
ზოგადად, დადგენილია, რომ ძაღლები შესანიშნავად „კითხულობენ“ ადამიანის ემოციურ
მდგომარეობას და თავიანთ ქცევას არეგულირებენ იმის მიხედვით, როგორი ქმედება
იქნება მათთვისვე მომგებიანი კონკრეტულ შემთხვევაში.

ხსენებულ კვლევაში მონაწილეობდა 14 კვირას გადაცილებული 29 ძაღლი. 12 ძუ და 17


ხვადი. ძაღლებს აკვირდებოდნენ მათთვის მშობლიურ გარემოში დილის 11 საათიდან 16
საათამდე შუალედში. ძაღლების თვალწინ მთქნარებას იწყებდა მათთვის უცხო ადამიანი,
რომელიც სახელით მიმართავდა მათ, ამყარებდა თვალებით კონტაქტს და იწყებდა
მთქნარებას თანმდევი სპეციფიკური ხმების გამოცემით. საკონტროლო ჯგუფში ადამიანი
აკეთებდა პირის „ტყუილ“ მოძრაობებს და არ გამოსცემდა ხმებს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანის მთქნარება გადამდებია ძაღლისთვის.


კვლევაში მონაწილე ძაღლთაგან 72% აჰყვა მთქნარებას ( და არა პირის ტყუილი
მოძრაობას) და ეს უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ადამიანიდან ადამიანზე
მაჩვენებელი. საკონტროლო ჯგუფში არც ერთ ძაღლს არ გაუმეორებია პირის ტყუილი
მოძრაობა. ამ კვლევით პირველად დადგინდა, რომ განსხვავებული სახეობების ცოცხალ
ორგანიზმებს შორის მთქნარება გადამდები ქმედებაა (მანამდე კვლევა ჩატარებული იყო
პრიმატებში).

მიუხედავად წამოყენებული ვარაუდებისა, მთქნარების გადამდები ფენომენის ზუსტი


ახსნა ჯერჯერობით არ გვაქვს.

ერთი რამ კი ცხადია - ჩვენი ოთხფეხები ყველა შესაძლო გზითა და საშუალებით


ცდილობენ ჩვენთან ურთიერთობის დამყარებას და მათი ეს მცდელობა,
დაგვიახლოვდნენ, დასაფასებელი, პატივსაცემია!

You might also like