Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ცივი ომის დასაწყისი

II მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (რუმინეთი, ბულგარეთი,


ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი,პოლონეთი,ალბანეთი და გერმანიის დემოკრატიული
რესპუბლიკა) ხელისუფლებაში მოვიდნენ კომუნისტი ძალები,სადაც სტალინმა ჩამოაყალიბა
ე.წ ,,სოციალისტური ბანაკი’’,რაც გამოწვეული იყო 3 მიზეზით:1)აღმოსავლეთ ევროპული
ქვეყნები საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს ფაშისტებისგან.2)ფაშიზმის დამარცხების შემდეგ
გაიზარდა საბჭოთა კავშირისა და კომუნისტების ავტორიტეტი.3)სტალინი მოკავშირეებს
დაჰპირდა,რომ აღმოსავლურ ევროპულ ქვეყნებში ხელისუფლებაში მოვიდოდნენ
დემოკრატი ძალები.

1946 წელი 5 მარტი-ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე უინსტონ ჩერჩილი ა.შ.შ-ს


პრეზიდენტთან ჰარი ტრუმენთან ერთად სიტყვით გამოვიდა ამერიკაში,ფულტონის
უნივერსიტეტში,რაც ითვლება ,,ცივი ომის’’ოფიციალურ დასაწყისად.

,,ცივი ომი’’-იდეოლოგიური და ზოგჯერ შეიარაღებული დაპირისპირება 2 ზესახელმწიფოს


შორის(ა.შ.შ და ს.ს.რ.კ),რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ ატომური ბომბით.

ჩერჩილის გამოსვლა ფულტონის უნივერსიტეტში:

,,ჩვენ ინგლისულენოვანი სახელმწიფოები მოწოდებულნი ვართ,როგორც ომის,ასევე


მშვიდობის პერიოდშიც ვმართოთ მსოფლიო’’...

,,ატომური ბომბის გამოცდილება,რაც აქვს ამერიკასა და ინგლისს არ უნდა გავრცელდეს


მსოლიოში’’.

,,აღმოსავლეთ ევროპას ,,რკინის ფარდა’’ ჩამოეფარა და ფარდის მიღმა გაუგონარი ამბები


ხდება’’.

,,ჩვენ რომ გერმანიაში ხელი შეგევეშალა 1933-1935 წლების მოვლენებისთვის,დღეს


გერმანია იქნებოდა:ძლერი,აყვავებული და პატივსაცემი ქვეყანა ’’.

ჩერჩილმა მსოფლიოს მოუწოდა ,რომ გაერთიანებულიყვნენ საბჭოთა კავშირის


აგრესიის წინააღმდეგ.

სტალინის გამოსვლა:

,,ცრუობს ბატონი ჩერჩილი,როდესაც ასეთ სურათს ხატავს მსოფლიოში,რომელიც არა


მშვიდობის,არამედ ომის გამჩაღებლის პოზიციიდან გვესაუბრება’’.

სტალინს არ მოეწონა ჩერჩილის სიტყვა ,,ინგლისურენოვანი სახელმწიფოები ’’ და


ჰიტლერის რასობრივ თეორიას შეადარა.სტალინის აზრით,თუ კომუნისტებისა და საბჭოთა
კავშირის ავტორიტეტი გაიზარდა ეს კანონზომიერია,ვინაიდან ს .ს .რ .კ -მ დიდი წვლილი
შეიტანა ფაშიზმის დამარცხებაში.

1946 წელი-ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი ჯონ კენანი იმყოფებოდა


მოსკოვში,რომელმაც წერილი გაუგაზავნა ამერიკელებს,სადაც წერდა : ,,საბჭოთა რეჟიმი
მხეცურია და არაპროგნოზირებადი,რომლის მიზანია დაანგრიოს კაპიტალისტური
სამყარო,ჩვენ უნდა შევქმნათ გლობალური გეგმა საბჭოთა აგრესიისგან თავის დავის
დასაცავად’’.ჯონ კენანის წერილი ითვლება,,ცივი ომის’’ არაოფიციალურ დასაწყისად.
1947 წელი 12 მარტი-ა.შ.შ-ს პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი სიტყვით გამოვიდა კონგრესზე და
ჩამოყალიბა ,,შეკავების დოქტრინა’’.მან 400 მილიონი დოლარი მოითხოვა ამერიკის
ბიუჯეტიდან,რომ ფინანსური და ეკონომიკური დახმარება გაეწია თურქეთსა და
საბერძნეთისთვის.

1948წელი-ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა ჩამოაყალიბა ,,მარშალის


ეკონომიკური გეგმა’’.მან 16 მილიარდი დოლარი გამოყო ამერიკის ბიუჯეტიდან და
დახმარება გაუწია დასავლურ ევროპულ ქვეყნებს.

1949წ-სტალინის დავალებით შეიქმნა ,,ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო’’ ანუ


,,ჟდანოვის დოქტრინა’’ და საბჭოთა კავშირმა ეკონომიკური დახმარება გაუწია
აღმოსავლეთის ქვეყნებს.

You might also like