Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

s a e r T a S o r i s o perioduli samecniero Jurnali `i n t e l e q t i~

#1(68), 2021
I N T E R N A T I O N A L PERIODICAL SCIENTIFIC JOURNAL “I N T E L E C T I”

0421 სამართალი LAW

ნინო ქიტოშვილი
თბილისის ღია უნივერსიტეტი
Tbilisi Open University

დავით განქორწინებით გამოწვეული სტრესის შემცირებაში მოსამართლის როლის შესწავლა


ქორწინებამ ბოლო საუკუნის განმავლობაში განიცადა ფუნდამენტური ტრანსფორმაცია. თუმცა,
ძირითადი მიზანი ადრეც და ახლაც, გახლავთ ურთიერთ პასუხისმგებლობის და ურთიერთპატივისცემის
კულტურის შექმნა, რომელიც აფასებს და ახალისებს ურთიერთვალდებულებებს (Kefalas etc. 2011, გვ. 848).
ოჯახი არამარტო ზრდის, ხელს უწყობს ადამიანის სოციალიზაციას, საკუთარი იდენტობის, არამედ,
აცნობებს მას საზოგადოებაში არსებულ სტრუქტურას, კულტურას, ასევე ღირებულებებს, მოლოდინებსა
და წესებს. ამრიგად, ოჯახი წარმოადგენს მოზარდისთვის ერთგვარ ხიდს საზოგადოების სრულფასოვანი
წევრობისთვის. ოჯახი უზრუნველყოფს ბავშვის ცხოვრებით კმაყოფილების განცდას, გამოცდილების
დაგროვებას და მნიშნელოვან როლს თამაშობს მისი პოზიტიური სოციალური ქცევისა და ღირებულებების
ჩამოყალიბებაში. ოჯახის ფუნქციონირება განაპირობებს ბავშვის ფსიქიკურად, სოციალურად და
ბიოლოიურად ჯანმრთელ პიროვნებად ჩამოყალიბებას(Gunindi Y etc. 2012, გვ.549).
განქორწინება წარმოადგენს ქორწინების შეწყვეტის ერთერთ სახეს (სსსკ113.მუხლ. 1122), რომელიც
შესაძლებელია განხორციელდეს „ სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა
შემთხვევაში - სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში“ (სსსკ. მუხლ.1123).რაც გულისხმობს, რომ
წყვილის სამართლებრივი დავის შემთხვევაში, პროცესი წარიმართება სასამართლოში ორივე მხარის
ნებით, დავის არსებობის გარეშე განქორწინებას კი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო
უზრუნველყოფს.
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ (Pruet და Barker, 2009), ორივე მშობლის თანხმობით და
უკონფლიქტოდ განქორწინება სრულწლოვანისთვის ნაკლები სტრესია, ის მაინც, ყველა შემთვევაში
ზრდის ახალგაზრდის და ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური კეთილდღეობის ზიანის რისკს.
შესაბამისად, საჭიროებს სპეციალისტების ჩარევას განქორწინებასა და მის შედეგებთან გამკლავების
მიზნით (Pruet და Barker, 2009, გვ.472). მდგომარეობა რთულდება, როდესაც სახეზეა მშობლების
კონფლიქტი. კონფლიქტური, სასამართლო წესით განქორწინება დროში გაწელილი და მეტად
სტრესულია, რა დროსაც არსებობს ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური ზიანის დიდი რისკი და
სასამართლოში შესაბამისი სარეაბილიტაციო სერვისების არსებობა კი მნიშვნელოვნად ამცირებს საზიანო
შედეგების დადგომის ალბათობას (Nurse და Thompson 2009, გვ.477-482).
საქართველოს კანონმდებლობით(სსსკ), სასამართლოში დავით განქორწინების პროცესის
მიმდინარეობისას, მოსამართლე იღებს ყველა ზომას, რათა მოარიგოს მეუღლეები, ხოლო იმ შემთვევაში
თუ ის დაადგენს, რომ ეს ვერ ხერხდება, მოხდება განქორწინება. მოსამართლეს შეუძლია მისცეს წყვილს
მოსარიგებლად დრო, არაუმეტეს 6 თვისა(სსსკ. მუხლ.1127) და შესთავაზოს, საჭიროებისამებრ,
სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის და სასამართლო მედიაციის სერვისები, რომელთა გამოყენების
აუცილებლობასაც თავად, წყვეტს(მედიაციის შესახებ კანონი, მუხლ.2 (ბ)).დავაში , სადაც ფიგურირებს
ბავშვი, საჭიროებისამებრ, ერთვება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო (სსსკ.მუხლ.1128).
სამართლებრივ დავაში სრულწლოვანი ინტერესების დაცვის აუცილებლობის უზრუნველსაყოფად 2019
წელს დამტკიცდა სრულწლოვანის უფლებებათა კოდექსი, რომლის მიზანია მისი კთილდღეობის
უზრუნველყოფა. ეს გამოიხატება უფლებებისა და თავისუფლების რეალიზებაში, მისი ინტერესების
გათვალისწინებაში და კეთილდღეობის ხელშეწყობაში (მუხლ.1). კოდექსში ასევე, საუბარია ოჯახის

131
საქართველოს სამოქალაქო საქმეთა კოდექსი, 1997
60
s a e r T a S o r i s o perioduli samecniero Jurnali `i n t e l e q t i~
#1(68), 2021
I N T E R N A T I O N A L PERIODICAL SCIENTIFIC JOURNAL “I N T E L E C T I”

მხარდაჭერის გრძელვადიან პროგრამაზე, თუმცა, არ არის დაკონკრეტებული ვის მიერ და როდის


(მუხლ.28).
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სრულწლოვანის ინტერესების პრიორიტეტულობას
და სასამართლო დავაში მოსამართლეს შესაძლებლობას აძლევს ყველა ღონე იხმაროს რათა მისი კანონით
დაცული უფლება, მისი ინტერესებისა და კეთილდღეობის დასაცავად, იქნას გარანტირებული. ამ
შემთხვევაში, დავით მიმდინარე განქორწინების პროცესის მოსამართლე გვევლინება პროცესზე გავლენის
მომხდენ პირად, რომელსაც შეუძლია შეამციროს განქორწინების დავაში მყოფი ოჯახის წევრების სტრესის
დონე (სხვადასხვა სერვისების გამოყენებით), და ამით განქორწინების საზიანო შედეგები.
კვლევისას განხილულ იქნა განქორწინების დავაში სასამართლო სერვისების გამოყენების
აუცილებლობაზე არსებული სამეცნიერო ლიტერატურა და თბილისის საქალაქო სასამართლოდან
გამოთხოვილ იქნა საჯარო ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტები, მოსამართლის მიერ წყვილების
მორიგების, კონფლიქტის განმუხტვის და ბავშვის ინტერესების გათვალისწინების მიზნით
განხორციელებულ აქტივობებზე: ვადის მიცემა, არსებული ფსიქო-სოციალური სერვისების შეთავაზება,
მათში ჩართვა,მათი ეფექტიანობა და/ან სხვ. სასამართლოდან მოწოდებული დოკუმენტების საფუძველზე,
დადგინდა რამდენად იყენებს მოსამართლე იმ რესურსებს და სერვისებს, რომელიც დავით განქორწინების
პროცესში არსებობს მოზარდის ან საუკეთესო ინტერესების გასათვალისწინებლად და კეთილდღეობის
უზუნველსაყოფად.
დავით განქორწინების პროცესში ფსიქო-სოციალური სერვისების როლი
დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა აზრით (FJRFR214 2011),
აუცილებელია განქორწინების სამართლებრივ დავაში არსებობდეს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც
დაკომპლექტებულია მიუკერძძოებელი ადვოკატებით, ფსიქოლოგებით, სოციალური მუშაკებით,
მედიატორებით, ფსიქოლოგებით და ემსახურება განქორწინებასთან გამკლავების მხარდაჭერას,
განურჩევლად წყვილს შორის არსებული დავის ხასიათისა. ასევე, პრუეტი და ბარკერი (Pruet და Barker
2009) მიიჩნევენ, რომ განქორწინება სრულწლოვანის ვარიანტში სტრესია, მისი დაძლევა შესაძლებელია ამ
პროცესთან ადაპტაციის ხელშეწყობით, რისთვისაც დავის პროცესში უნდა არსებობდეს ადაპტაციის
მარდამჭერი პოლიტიკა, სხვადასხვა ინტერვენციების შეთავაზების სახით(Pruet და Barker, 2009, გვ.472).
ამერიკის არაერთ შტატში315 არსებობს საოჯახო დავაში მყოფი ოჯახის წევრებისთვის შეთავაზებული
სერვისები, რომლებიც ეხმარებიან ოჯახის წევრებს, ემოციური პრობლემების იდენტიფიცირებასა და
განქორწინების სტრესტან გამკლავების მექანიზმების გამომუშავებაში. ეს სერვისები შეთავაზებულია
როგორც განქორწინების სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ის მის მსვლელობასა და შემდგომ
პერიოდში. ჰომრიჰის(Homrich 2005) აზრით, განქორწინების პროცესში მედიატორების, სოციალური
მუშაკების, ფსიქოლოგებისა და სხვა სახის კონსულტანეტების ჩართვა, მნიშმნელოვნად ამცირებს
განქორწინების კვლევებით დადასტურებულ შედეგებს (Homrich 2005). აღნიშნული სერვისების
ჩამოსაყალიბებლად და მათი გამოყენების მნიშვნელობის ხაზგასასმელად დიდ როლს თამაშობს
სასამართლო ფსიქოლოგიის მეცნიერება, რომელიც სასამართლოსა და მასში მომუშავე პერსონალს უწევს
სპეციალიზებულ მომსახურებას, იკვლევს , ასწავლის, უწევს კონსულტაციას და ეხმარება ინტერვენციების
დაგეგმვაში. სასამართლო ფსიქოლოგია თავისი მიზნებისთვის იყენებს სამართალსა და ოჯახის
ფსიქოლოგიას და კომბიანციაში სასამართლო დავაში მყოფი ადამიანებისთვის, ნაკლებად საზიანო
პროცესის ხელშესაწყობად, ხარისხიან სერვისს სთავაზობს (Welsh, Greenberg, Graham-Howard, 2009,
გვ.703).

142
Family Justice Review Final Report, 2011.
153
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ განქორწინების პროცესში არსებული ფსიქო-
სოციალური სერვისების ვებგვერდებზე https://www.mediate.com; https://www.goodtherapy.org;
https://wcpastl.com/importance-professional-counseling-pre-post-divorce;
https://www.vermontjudiciary.org/programs-and-services;
61
s a e r T a S o r i s o perioduli samecniero Jurnali `i n t e l e q t i~
#1(68), 2021
I N T E R N A T I O N A L PERIODICAL SCIENTIFIC JOURNAL “I N T E L E C T I”

შედეგები
დავით განქორწინების პროცესში მოსამართლის მიერ ოჯახის წევრებისთვის შეთავაზებული
სერვისების შესასწავლად თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა ინფრომაცია,
რომელიც მოიცავდა შემდეგ დოკუმენტებს:
1.ბოლო 5 წლის განმავლობაში რამდენი განქორწინების განაცხადი შევიდა და მათგან რამდენი
შეწყდა;
2.შეწყვეტილი დავების შემთხვევაში, იყო თუ არა მოსამართლის მიერ წყვილისთვის მიცემული
დრო მოსარიგებლად, მიღებული მედიაციაში ჩართვის გადაწყვეტილება და ან სხვა სერვისის გამოყენების
რეკომენდაცია;
3.რა შემთხვევებში და რა რეკომენდაციით მოხდა განქორწინების მსურველი წყვილისთვის დროის
მიცემა მოსარიგებლად, მედიაციაში და სხვა ფსიქო-სოციალური სერვისებში ჩართვა და შეწყდა თუ არა
მსგავსი დავები;
მიღებული პასუხების ანალიზის შედეგად მივიღეთ, რომ:
საოჯახო დავაში ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის ჩართვის წინაპირობებსა და სიხშირეზე
„ინფორმაციის სტატისტიკური აღრიცხვა/დამუშავება და საჯარო მონაცემთა ბაზაში განთავსება
თბილისის საქალაქო სასამართლოში არ ხორციელდება“416.
არსებული დოკუმეტების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ წყვილების მოსარიგებლად
სასამართლოს სერვისების გამოყენება/არ გამოყენებაზე ინფორმაცია არ მუშავედება. სასამართლოსგან
მივიღეთ პასუხი, მხოლოდ იმაზე, რომ შეწყდა დავების გარკვეული რაოდენობა და ინფორმაცია
მიზეზებზე , მორიგების ვადის მიცემის სიხშირესა და საჭიროებებზე, არ მუშავდება517.

პერიოდი შემოვიდა შეწყდა მ.შ. მორიგების გამო

2016 863 67 48

2017 816 103 72

2018 750 48 31

2019 665 44 30

2020 413 9 8

სასამართლო მედიაციის გამოყენების შემთხვევაში, სასამართლოსგან მიღებულ დოკუმენტში წერია,


თუ „რა კრიტერიუმების თანახმად არჩევენ მოსამართლეები მედიაციისთვის შესაფერის დავებს,
ჯერჯერობით არ არსებობს“.„ძირითადად, სასამართლო მედიაციას გადმოეცემა საოჯახო კატეგორიის ის
საქმეები, რომლებიც ეხება ქონების გაყოფას, ბავშვის ქონების განკარგვას“. ასევე ბავშვის საცხოვრებელი
ადგილის და ალიმენტის განსაზღვრას. ბოლო წლების სტატისტიკა ასე გამოიყურება6:18

სასამართლო მედიაციაში გადაცემული საქმეების რაოდენობა წლების მიხედვით

2013 წ 2014 წ 2015 წ 2016 წ 2017 წ 2018 წ 2019 წ 2020 წ 2021წ

1 2 8 7 10 14 4 3 0

164
თბილისის საქალაქო სასამართლო - წერილზე პასუხი N2-0424/4499161; N2-0430/4520619.
175
თბილისის საქალაქო სასამართლო - წერილზე პასუხი N2-0431/4528544.
186
თბილისის საქალაქო სასამართლო - წერილზე პასუხი N2-0424/4499161
62
s a e r T a S o r i s o perioduli samecniero Jurnali `i n t e l e q t i~
#1(68), 2021
I N T E R N A T I O N A L PERIODICAL SCIENTIFIC JOURNAL “I N T E L E C T I”

დოკუმენტების ანალიზიდან ჩანს, რომ ყოველწლიურად სასამართლო მედიაციაში გადაცემული


საქმეების რაოდენობა ძალიან მცირეა, უცნობია საოჯახო დავებში სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის
სერვისის გამოყენების სტატისტიკა; სერვისების გამოყენების წინაპირობები და ეფექტიანობა.
დასკვნა
მონაცემების ანალიზის შედეგად, კვლევამ დაასკვნა, რომ:
1. სასამართლოს არ აქვს დადგენილი სასამართლო მედიაციის გამოყენების წინაპირობები;
2. არ ახორციელებს საოჯახო დავებში სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ჩართვის,
ასევე, წყვილისთვის მოსარიგებლად მიცემულ ვადებზე მონაცემების აღრიცხვას და არც იმის
სტატისტიკურ დამუშავებას ახდენს, თუ რომელ სერვისს, აქტივობას რა შედეგი აქვს და არსებულ
მორიგების საქმეებში, მიუძღვის თუ არა სასამართლოს წვლილი.
ზემოთ აღნიშნილი 2 დებულება საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ სასამართლო არ იყენებს
თავის შესაძლებლობას ხელი შეუწყოს სრულწლოვანის კეთილდღეობას და გავლენა იქონიოს საოჯახო
დავების ფსიქო-სოციალურ შედეგებზე.
კვლევის შედეგად შეიძლება გაიცეს რეკომენდაცია, რომ მიზანშეწონილია საოჯახო დავებში
მონაწილე სასამართლო პერსონალის ფსიქო-განათლების/ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების
გატარება და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღნიშნული სტატისტიკის წარმოების დაწყება. ეს,
პროცესის სიჯანსაღის უზრუნველსაყოფად, შესაძლებლობას მოგვცემს გავიგოთ, რა საჭიროებები აქვს
პროცესს და რა უნდა შევცვალოთ სრულწლოვანის, კანონით გათვალისწინებული უფლებების
უზრუნველსაყოფად.

ლიტერატურა
1. Gunindi Y., Sahin F., T., Demircoglu H., Functions of the family: Family structure and place of residence,
Energy Education Science and Technology Part B: Social and Educational Studies,Volume (issue) 4(1): 549-556,
2012;
2. Kefalas M., J., Furstenberg F. , Carr P., & Napolitano L., “Marriage Is More Than Being Together”: The Meaning
of Marriage for Young Adults, Journal of Family Issues 32(7) 845– 875, 2011,, ონლაინ ვერსია
ხელმისაწვდომია http://jfi.sagepub.com/content/32/7/845 ;
3. Nurse A., R., and Thompson P., Collaborative Divorce: A family-Centred Process, Blackwell Handbook of
Family Psychology, ed. By Bray, J., H., and Stanton, M., Wiley-Blackwell, (Chapter 32) A john Wiley & Sons,
Ltd.Publications, 2009;
4. Parsons T.& .Bales R. Family, Socialization and InteractionProcess (Ch. III), Routledge 2 Park Square, Milton
Park, Abingdon, Oxon, 1956
5. Pruett M., K., and Barker R.,Children of Divorce:New Trends and Ongoing Dilemas, Wiley-Blackwell
Handbook of Family Psychology, ed. By Bray, J., H., and Stanton, M., Wiley-Blackwell,(Chapter 31) A john
Wiley & Sons, Ltd.Publications, 2009;
6. Welsh R., Greenberg L., Graham-Howard , Family Forensic Psychology, Wiley-Blackwell Handbook of Family
Psychology, ed. By Bray, J., H., and Stanton, M., Wiley-Blackwell,(Chapter 50) A john Wiley & Sons,
Ltd.Publications, 2009;
7. საქართველოს კანონი, ბავშვთა უფლებატა კოდექსი , 2019
8. საქართველოს კანონი მედიაციის შესახებ 2019;
9. საქართველოს სამოქალაქო საქმეთა კოდექსი, 1997
10. თბილისის საქალაქო სასამართლო - წერილზე პასუხი N2-0424/4499161, 30.03.2021
11. თბილისის საქალაქო სასამართლო - წერილზე პასუხი N2-0430/4520619, 06.04.2021
12. თბილისის საქალაქო სასამართლო - წერილზე პასუხი N2-0431/4528544, 08.04.2021

63
s a e r T a S o r i s o perioduli samecniero Jurnali `i n t e l e q t i~
#1(68), 2021
I N T E R N A T I O N A L PERIODICAL SCIENTIFIC JOURNAL “I N T E L E C T I”

რეზიუმე
განქორწინების პროცესი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას
(Pruett და Barker,2009)და უარყოფითი შედეგების შესამცირებლად (Homrich, 2005) ბავშვის
კეთილდღეობის პრიორიტეტულობაზე ორიენტირებული საქართველოს კანონმდებლობა, განქორწინების
პროცესში გვთავაზობს გარკვეულ სერვისებს. თბილისის საქალაქო სასამართლოდან მოწოდებული
ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე ვეცადეთ დაგვედგინა, თუ რამდენად იყენებენ მოსამართლეები
ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური მდგომარეობის მხარდასაჭერ სერვისებს და აღმოჩნდა, რომ ჩვენ
სასამართლო სისტემაში ამ სერვისების გამოყენებასა და ეფექტიანობაზე მონაცემების აღრიცხვა არ ხდება,
რაც საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს.

Nino Kitoshvili
The Role of a Judge in Reducing the Stress Caused by Contested Divorce

Summary
The process of divorce causes significant damage to the child's psycho-emotional state (Pruett and Barker,
2009) and to reduce the negative consequences (Homrich, 2005). Georgian legislation focusing on the priority of the
child's well-being offers the certain services in the divorce process. Based on the official information provided by
the Tbilisi City Court, we tried to determine how much judges use services to support the psycho-social condition
of family members, and found that court does not record data on the use and effectiveness of these services, which
requires significant changes.

64

You might also like