Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

PAUL•პოლი ოჯახური ფრანგული საკონდიტროა, რომელიც 1889 წლიდან ერთგულად

ემსახურება მომხმარებელს.
პოლი მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლისთვისაც მომსახურების ხარისხი,
ეკომეგრობრულობასა და სანდოობასთან ერთად, პრიორიტეტია.

მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესი უშუალოა. კომპანია ყველანაირად ცდილობს


მოთხოვნებს მოერგოს, მომხმარებლლისათვის კი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი
ხარისხი და გემოა. ყიდვის პროცესი ხშირად იმპულსურია, უფრო ხშირად კი დაგეგმილი.

• პოლისთვის განსაკუთრებით სასურველი მომხმარებელი ოთო იქნებოდა. ოთოს ესმის, რომ


კომპანიას სურს იცოდეს წარმოქმნილი პრობლემების შესახებ, რათა მომავალში
გამოასწოროს ზემოხსენებული და მეტად განვითარდეს.

• ჩვენი კომპანია ყოველთვის ცდილობს თუნდაც ყველაზე ხისტ მომხმარებელთან


გამკლავებას, ვინაიდან სწორი მარკეტინგული გათვლა აუცილებლად აღადგენს ხოლმე
მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის ჩატეხილ ხიდს. ხშირად ისეც ხდება, რომ
უარყოფითად განწყობილნი საბოლოოდ ერთგული მომხმარებლები ხდებიან. გამომდინარე
აქედან, პოლი არცერთ მათგანთან (ჩამოთვლილთაგან) ურთიერთობაზე არ იტყოდა უარს.

• თეონასნაირი მომხმარებლების სიმრავლე კომპანიის გაუმართავობაზე მეტყველებს. მეორე


მხრივ, თეონა უკუკავშირს არ აბრუნებს, შესაბამისად, შიდა გარემოში წარმოქმნილი
პრობლემები უფრო რთულად გასაგები ხდება. სასურველი შედეგის მისაღწევად, (ანუ
იმისათვის, რომ თეონამ წარმოქნმილ პრობლემებზე გვაცნობოს) აუცილებელია ყოველი
კომუნიკაციის დროს თავად დავინტერესდეთ, ხომ კმაყოფილია მომსახურებით და
ვაცნობოთ, რომ ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის მის დასახმარებლად.
•უპირველეს ყოვლისა, ელენე ინფორმირებულ უნდა იქნას, რომ თუმცაღა მას შეუძლია
აღმასრულებელ დირექტორთან კონტაქტი, ანდა ცუდი გამოხმაურების დაწერა, კომპანია
მზადაა ლოკალურად მოაგვაროს ნებისმიერი პრობლემა ყველა იმ გზით, რომლებიც საჭირო
იქნება. ვინაიდან ჩვენი პრიორიტეტი მომხმარებელია, სრული კომპენსაცია, თუნდაც უფასო
მომსახურება, ანდა ნებისმიერი რამ, რაც ელენეს კომპანიის სანდოობასა და
კეთილგანწყობაში დაარწმუნებს, ჩვენს მიერ გამოყენებული იქნება.

You might also like