ფინალური აკადემიური წერის

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 19

ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის მნიშვნელობა ქვეყნის

განვითარებაში(ისლანდია-საქართველოს შედარების მაგალითით)

სარჩევი
შესავალი..........................................................................................................................3
საკვლევი თემა.........................................................................................................................3
საკითხის აქტუალურობა........................................................................................................3
კვლევის მიზანი.......................................................................................................................4
საკვლევი კითხვები.................................................................................................................5
ნაშრომის სტრუქტურა............................................................................................................5
ლიტერატურული მიმოხილვა.......................................................................................6
დასკვნა...........................................................................................................................14
ბიბლიოგრაფია.............................................................................................................17

I
2
შესავალი

საკვლევი თემა

ნაშრომის საკვლევი თემა მოიცავს საქართველოში არსებული ბუნებრივი


რესურსების,კერძოდ,წყლის,მიწის,მზისა და ქარის,გამოყენების პოტენციალის
წარმოჩენას.ასევე ამ რესურსების ათვისების თვალსაზრისით სახელმწიფოში
არსებული ამჟამინდელი ვითარების ცხადყოფასა და მათი სწორი მენეჯმენტის
შედეგების ასახვას ეკონომიკასა და ბიზნესზე უმთავრესად ისლანდიის მოდელის
განხილვის მაგალითზე.აგრეთვე მცირეოდენი რეკომენდაციების გაცემას, თუ რა
შესაძლო ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ კუთხით ქვეყნის განვითარებისთვის.

საკითხის აქტუალურობა

ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად


აუცილებელია რესურსული პოტენციალის შესწავლა და მისი რაციონალურად
გამოყენება.მაგ.ისლანდიამ,რომელიც ყინულისა და გეიზერების ქვეყანა
არის,განვითარებადი ქვეყნების რიგიდან გადაინაცვლა განვითარებული
ქვეყნების რიგში.ისტორიულ ასპექტებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას,რომ
1960-იანი წლებიდან მთავრობა ასტიმულირებს გეოთერმული ენერგიის
გამოყენებას.ისლანდიამ მაქსიმალურად გამოიყენა წყლის რესურსებიც,რაც გახდა
მისი განვითარების წინა პირობა.2013 წლიდან იგი აქტიურად იყენებს ქარის
ენერგიასაც.2014 წელს პირველადი ენერგიის მოხმარების დაახლოებით 85%
მომდინარეობდა ადგილობრივი განახლებადი რესურსებიდან.2022 წლის
მონაცემებით იგი 29-ე ადგილზეა მდგრადი განვითარების კუთხით.(Sustainable
Development Report https://dashboards.sdgindex.org/rankings)საქართველო
ელექტროენერგიით დამოკიდებულია ძირითადად რუსეთსა და აზერბაიჯანზე.ეს
3
ფაქტი საფრთხეს უქმნის პირველ ყოვლისა ქვეყნის დამოუკიდებლობის
სტატუსს.საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის წილი სრულ მოხმარებაში
2010 წელს იყო 2.6%,ხოლო 2020 წელს 13,2%.(სემეკი, აკუმულირებული სრულ
მონაცემთა ბაზა).ამგვარი სტატისტიკა მიუთითებს მომავალ წლებში დეფიციტსა
და შესაბამისად ფასების გაზრდაზე.შესაბამისად აუცილებელ საჭიროებას
წარმოადგენს რელევანტური ალტერნატიული საშუალებების მოძებნა.ამ
ყველაფრის ფონზე საქართველოში ჯერ კიდევ არ არის აქტიურად დანერგილი
მზის ენერგიის გამოყენების მოდელი,რომელიც მკვეთრად
შეცვლიდა,გააუმჯობესებდა საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებას და
ბიზნესისთვის მეტად ხელსაყრელი იქნებოდა.მსოფლიო პრაქტიკა მიგვითითებს
განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებისკენ.საქართველო მდიდარია
წყლის რესურსით.აქ 26000 ზე მეტი მდინარეა. ,,მტკნარი წყლის რესურსები
საქართველოს ძირითადი ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელიც ვალუტის
მნიშვნელოვანი რაოდენობით მოზიდვისა და ბარტერული გაცვლების რეალური
წყაროა’’ (გელაძე, გელაძე, ბოლაშვილი, & მაჭავარიანი , საქართველოს მტკნარი
წყლის რესურსული პოტენციალი და მენეჯმენტი , 2008, გვ. 41-45).წყალმოხმარება
დს.საქართველოში 2010 წლის მონაცემებით 1,79 კმ3 .ჩვენ მისი სიჭარბე გვაქვს
(45კმ3),თუმცა მისი მენეჯმენტი სწორი არ არის და ბაზარზე, კავკასიის სამხრეთ
ნაწილის მოსალოდნელი გაუდაბნოების პირობებშიც კი,ჩვენ მოწინავე პოზიციები
არ გვიკავია,რაც უკან ხევს ეკონომიკას.მიწის რესურსის რაციონალურად
გადანაწილებაზეა დამოკიდებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ-
ეკოლოგიური,პოლიტიკური განვითარების დონე.ამიტომ იგი ეკონომიკის
განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს.თუმცა ბოლო 30 წლის მონაცემებზე
დაკვირვება აჩვენებს,რომ საქართველოში საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალ
პერიოდში ამ რესურსს ეფექტურად არ იყენებენ. (ჭითანავა & ფირცხალავა, 2022,
გვ. 16).

4
კვლევის მიზანი

კვლევის მიზანია დაამტკიცოს,რომ ქვეყნის განვითარებაში,ეკონომიკის ზრდაში


უმთავრეს როლს ასრულებს ბუნებრივი რესურსების სწორი გამოყენება.აგრეთვე
დაადგინოს საქარველოს ქარის,წყლის,მზისა და მიწის რესურსების გამოყენების
პოტენციალი და კვლევის საფუძველზე დაასკვნას თუ რა შესაძლო ნაბიჯებია
საჭირო,რათა საქართველოს მცირედით მაინც დაეხმაროს ეკონომიკის ფეხზე
დაყენებასა და ბაზარზე თავის დამკვიდრებაში.გასცეს რეკომენდაციები,როგორ
შეიძლება ხალხის დიდ მასასთან ამ ინფორმაციის მიტანა და რა კუთხით უნდა
შეუწყოს ხელი სახელმწიფომ სპეციალისტების გადამზადებასა და
დატრენინგებას,რათა ეფექტურად გამოიყენებოდეს საქართველოში
ზემოთხსენებული რესურსები.

საკვლევი კითხვები

 რა სიტუაცია არის ბუნებრივი რესურსების ათვისების კუთხით


საქართველოში დღესდღეობით?
 რამ გამოიწვია ისლანდიის სწრაფი განვითარება და რა რესურსი გააჩნია
ქვეყანას,რათა მსგავსად წაიწიოს წინ.
 როგორ შეიძლება განახლებადი რესურსების გამოყენების მოდელის
დანერგვა საქართველოში,როგორ შეიძლება მოხერხდეს მათი სწორი
მენეჯმენტი?

ნაშრომის სტრუქტურა

პირველ ნაწილში აღვწერ საქართველოში ბუნებრივი რესურსების ათვისების


კუთხით რა მდგომარეობაა,რა სახის პრობლემებისა თუ გამოწვევების წინაშე დგას
ქვეყანა,დავასახელებ შესაბამის მიზეზობრივ ფაქტორებს.შემდეგ ვისაუბრებ
ისლანდიის განვითარების ეტაპებსა და მის დღევანდელ
მდგომარეობაზე.მიმოვიხილავ რაში გამოიყენა მან საკუთარი ბუნებრივი

5
რესურსები და შევადარებ საქართველოს პირობებს.ვისაუბრებ ჩვენთან არსებულ
რესურსებსა და მათ მდებარეობაზე ქვეყნის რეგიონებში.რა სარგებელი თუ ზიანი
მოაქვს მათ გამოყენებას, ხოლო დასკვნით ნაწილში ვიმსჯელებ პოტენციური
სარგებლის მიღებაზე და აღვწერ შეძლებისდაგვარად ამისათვის საჭირო
გადასადგმელ ნაბიჯებს.

ლიტერატურული მიმოხილვა

ქვეყნის ყველა რეგიონის ერთნაირად განვითარებისათვის აუცილებელია


დავადგინოთ რესურსული პოტენციალი და ჩავრთოთ იგი ეკონომიკურ
წრებრუნვაში.წარმატებით ვერ განხორციელდება სახელმწიფოს სოციალურ-
ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ იქნება შესწავლილი და ეფექტურად
გამოყენებული მისი ბუნებრივი რესურსები.საქართველოს მრავალფეროვანი
ტოპოგრაფია იძლევა ფართო შესაძლებლობებს ქარის ენერგიის გამოსაყენებლად.

ჩომახიძე და მელიქიძე თავიანთ ნაშრომში „Renewable Energy Potential and Its


Utilization in Georgia“ განიხილავენ ქარის ენერგიის ათვისების არსებულ
მაჩვენებელს 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით და ასახელებენ მის თეორიულ
პოტენციალს. საქართველოში ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 0,5-9,2
მეტრი/წამშია.ზოგიერთ რეგიონში ის აღემატება 15 მ/წმ-ს. არსებული კვლევების
მიხედვით ქარის ენერგიის პოტენციალი საშუალოდ უდრის

წლიურად 4160 გვტ.სთ. მიუხედავად ამ ენერგიის პოტენციალისა,იგი


პრაქტიკულად არაა ათვისებული.კვლევების მიხედვით, თეორიულად ქარის
ენერგიის

მიწოდება საქართველოში არის 1,3 * 1012 კვტ/სთ წლიურად.ქარის ენერგეტიკული


ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით,

6
საქართველოს ოთხი ტერიტორიული ზონა აქვს:

1. ჩქაროსნული ზონა - სამხრეთ საქართველოს მთები, კახაბერის ხეობა და


კოლხეთის ცენტრალური დაბლობი.

2. ნაწილობრივ ჩქაროსნული-მცხეთის მტკვრის აუზიდან კახაბერის ხეობამდე.

3. დაბალეფექტიანი საექსპლუატაციო-გაგრის ქედი, კოლხეთის დაბლობი და


აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობი.

4.შეზღუდული გამოყენების- ივრის ზეგანი და სიონის წყალსაცავი.

( ჩომახიძე & მელიქიძე, 2018, გვ. 1-5).

მეცნიერები ეკონომიკური მხრივ ამ საკითხს შემდეგნაირად


განიხილავენ,წიაღისეული საწვავისგან განსხვავებით, ქარი უხვი და ამოუწურავი
რესურსია. ქარის ენერგიაში ინვესტიცია ხელს უწყობს ენერგიის არაგანახლებად
წყაროებზე დამოკიდებულების შემცირებას და ხელს უწყობს გრძელვადიან
ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.გარდა ამისა , ქარის ენერგიის დანერგვა
ენერგეტიკულ მიქსში ახდენს ელექტროენერგიის გამომუშავების წყაროების
დივერსიფიკაციას,რაც გაზრდის ელექტრომომარაგების სტაბილურობას.აგრეთვე
წლების განმავლობაში ქარის ენერგიის ტექნოლოგიის ღირებულება მცირდება,
ასევე მათ აქვთ შედარებით დაბალი ოპერაციული და ტექნიკური ხარჯები.ამ
ხარჯთეფექტურობას შეუძლია ხელი შეუწყოს მომხმარებლებისთვის
ელექტროენერგიის სტაბილურ და ხელმისაწვდომ ფასებს.ქარის
ელექტროსადგურების განვითარება, მშენებლობა და მოვლა ქმნის სამუშაო
შესაძლებლობებს. ეს მოიცავს პოზიციებს წარმოებაში, ინსტალაციაში,
ოპერაციებსა და მოვლაში. (smith, Johnson, & Brown, 2018, pp. 1023-
1032).მიუხედავად ქარის ენერგიის პოტენციალისა საქართველო მაინც
ენერგოდეფიციტს განიცდის,რასაც ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებისკენ
მივყავართ.აღ

7
აღსანიშნავია,რომ 2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო 2030 წლის
დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის,რომლის მე-7 პუნქტი მიზნად
ისახავს წვდომას თანამედროვე,მდგრად და საიმედო ენერგიაზე,რომელიც
ფინანსურად ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. https://sdgs.un.org/topics/energy.
Muhammad.S, Ullah.k და სხვები ნაშრომში „Electricity supply pathways based on
renewable resources: A sustainable energy future for Pakistan“ ასევე ხაზს უსვამენ და
პაკისტანში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით ბიზნესსუბიექტებს აძლევენ
რჩევას,რომ ელექტროენერგიის ტრადიციული რესურსი ჩაანაცვლონ
განახლებადი ენერგიით,რადგან მისი წარმოება 5-ჯერ იაფია.ავტორები
ამბობენ,რომ დაბეგვრის სფეროში სახელმწიფოსა და ბიზნესის პარტნიორობით
მიიღწევა ეკონომიკური დოვლათი. (Muhammad, Ullah, Imran, Imran, & Mahmood,
2020, pp. 121-130).საქართველოში მზის ენერგიის უტილიზაციის მაჩვენებელი
დაბალ დონეზეა.თუ გავითვალისწინებთ საქართველოს
ადგილმდებარეობას,გამოსხივების ხანგრძლივობასა და რადიაციის მაჩვენებელს
ქვეყანას ამ კუთხით იდეალური პოტენციალი აქვს. (ჟორდანია, ურუშაძე,
ფარეშისვილი, მირიანაშვილი, & ჩომახიძე, 2015).მაია მელიქიძემ საკუთარ
ნაშრომში „განახლებადი ენერგორესურსების (მზის ენერგიის) საქართველოში
დანერგვის პერსპექტივები და გამოწვევები, მათი ზეგავლენა ბიზნესზე“
ხსნის,რომ 2014 წელს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნათა
გათვალისწინებით და 2017 წელს ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს
გაწევრიანებით იწყება ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია,რაც ნიშნავს
ბაზარზე კონკურენციის გაჩენას.ანუ მომხმარებელს საშუალება ექნება
მიმწოდებელი თავად აირჩიოს.ეს პირველ ეტაპზე ფასების გაზრდას გამოიწვევს
და ბიზნესი მზად უნდა იყოს ახალი გენერაციის წყაროების საპოვნელად ბაზარზე
იაფი პროდუქციისა და ფასის შენარჩუნების მიზნით.საუკეთესო ალტერნატივას
კი მზის ენერგია წარმოადგენს.ენერგობაზრის დივერსიფიკაცია ხელს შეუწყობს
საქართველოს ენერგოსისტემის გამჭირვალობასა და ელექტრო ენერგიის
ეფექტიანობას.საყოფაცხოვრობო სექტორში მზის ენერგია ყველაზე
გამოსადეგია,რადგან უფასო და მუდმივია.იგი განსაკუთრებით პრაქტიკული
8
იქნება მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებთათვის ,სადაც არაა კარგად
განვითარებული ქსელური კავშირი.კონკურენტული ენერგობაზრის
ჩამოყალიბებისათვის საჭიროა

v ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ორიენტირებული იქნება


ბუნებრივი მონოპოლიების რეფორმირებისაკენ;

v საგადასახადო და საბაჟო რეგულირების ფორმირება;

v ელექტროენერგიის ვაჭრობასთან დაკავშირებული მკაფიო წესების


ჩამოყალიბება.

(მელიქიძე,2021).

მკვლევარები,ზემოთ აღნიშნული რესურსების გარდა,საქართველოს


ეკონომიკური წინსვლისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად განიხილავენ მიწის
რესურსის ეფექტიან გამოყენებასაც,რომელსაც საქართველოში ყურადღება არ
ექცევა.ამ აზრს იზიარებენ ნოდარ ჭითანავა და რუსუდან ფირცხალავა ნაშრომში
„მიწათმოწყობა-მიწის რესურსების გამოყენებისა და მართვის
ინსტრუმენტი“.სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი
დაუმუშავებელია.უკვე 15 წელია,რაც მიწის ბალანსის წარმოება შეწყდა.ასევე აღარ
იკვლევენ მიწის დაზიანების მიზეზებს. საქართველოს აქვს ნაყოფიერი ნიადაგი
და სოფლის მეურნეობისათვის ხელსაყრელი კლიმატი. მიწათმოქმედების
ეფექტურმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სასოფლო-სამეურნეო
პროდუქტიულობა, რაც გამოიწვევს საკვების წარმოების გაზრდას და სურსათის
უსაფრთხოებას. ამას, თავის მხრივ, შეუძლია ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ
ზრდასა და სოფლის განვითარებას. 2012 წელს მოსახლეობის 24,4% (1მილიონი)
საკმარისად არ იკვებებოდა.FAO-ს მონაცემებით იმავე წელს ევრაზიის რეგიონში,
საქართველოში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში სიღარიბის ყველაზე მაღალი

9
მაჩვენებელი დაფიქსირდა, შესაბამისად - 18, 6.6 და 5%. სასურსათო
უსაფრთხოების პრობლემა კი წყდება ორი გზით: ადგილობრივი წარმოება და
იმპორტი. საქართველოს საერთო ფართობი შეადგენს 7628,4 ჰექტარს, აქედან
3025,8 ჰა არის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები (40%). 1990-2014 წლებში
წარმოება შემცირდა - ყურძნის წარმოება 3,1-ჯერ, ხილი - 2,6-ჯერ, ციტრუსი - 3,7-
ჯერ, ჩაი -290-ჯერ). გარდა ამისა, მკვეთრად შემცირებულია ხორბალი (5-ჯერ).
მიწათსარგებლობის ეფექტურობა განაპირობებს არა მხოლოდ სასურსათო
უსაფრთხოებას, არამედ ეროვნული ეკონომიკის სექტორის სტრუქტურის
ფორმირებას.ზოგადად,სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტური
ფუნქციონირება იწვევს სხვა ეკონომიკური სექტორების ზრდას (სურსათის
გადამამუშავებელი, მსუბუქი მრეწველობა, ქიმიური მრეწველობა,მშენებლობა და
ა.შ.). პრობლემის გადასაჭრელად სასურველია ჩამოყალიბდეს ხელშეკრულების
საფუძველზე ურთიერთობები შინამურნეობებსა და მსხვილ სასოფლო-სამეურნეო
სტრუქტურებს(გადამუშავება, შენახვა, ვაჭრობა და ა.შ.) შორის.შესაბამის
პირობებში საოჯახო მეურნეობები უნდა ჩაერთონ ვერტიკალურ ინტეგრაციაში
ორნანიზაციულ სისტემებში,რომლებიც ეფუძნება მულტიდისციპლინურ და
სპეციალიზებულ სააგენტოებს(ასოციაციები,სამრეწველო-ფინანსური
ჯგუფები,კვლევითი და საკონსულტაციო ცენტრები...).ეს სისტემა ძალიან
ეფექტურია და უზრუნველყოფს
მწარმოებლურობას,გადამუშავებას,ტრანსპორტირებას მარკეტინგს და ა.შ. ასევე
პროცესის ეტაპების რეგულირებას. (ჩიტანავა, 2015, pp. 91-94).

10
საქართველო ზემოთ ჩამოთვლილის გარდა მდიდარია აგრეთვე წყლის
რესურსით.აქ 26000-მდე მდინარეა.ის ატარებს დიდი მნიშვნელობას ენერგიის
გამოსამუშავებლად.ქვეყნის წილი ჰიდროენერგეტიკული რესურსების
გაერთიანების რეზერვებში 3%-ს აღემატება.თეორიულად შესაძლებელია 160მლნ
კვ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავება.თავისი ჰიდროენერგეტიკული მარაგებით
იგი აღემატება ევროპის ბევრ ქვეყანას,მათ
შორის,იტალიას,შვეიცარიას,ავსტრიას.რაც შეეხება პოტენციურ ჰიდროენერგიას 1
კმ2 ტერიტორიაზე,საქართველო პირველ ადგილზეა ევროპის ქვეყნებს შორის და
მეორეა ტაჯიკეთის შემდეგ ყოფილი საბჭოთაკავშირის რესპუბლიკებიდან.ამ
აზრს აფიქსირებს მუნის რაზა თავის სამეცნიერო ნაშრომში „Renewable Resources
for Regional Development: The Indian and the Soviet Experience”. (Moonis, 1989, pp.
370-374).გარდა ენერგო ეფექტურობისა,იგი ბარტერული გაცვლების და ფულის
მოზიდვის კარგი საშუალებაა.აღსანიშნავია,რომ კავკასიის სამხრეთ ნაწილის
გაუდაბნოების,წყლის გამო დაწყებული არაერთი სახელმწიფოთაშორისო ომისა
და არაბულ ქვეყნებში წყლის სიძვირის ნავთობთან შედარებით ფონზე მტკნარი
წყლის ტრანზიტული ჩამონადენი საქართველოში არის 65,8 კმ 3,რომლიდანაც
49,7კმ3 შავ ზღვაში,ხოლო 16,1 კმ3 კასპიის ზღვაში ჩაედინება.ეს მტკნარი წყლები
ხასიათდება ჰიდროკარბონატული კალციუმ-მაგნიუმიანი შედგენილობით და
მაღალი დებიტით, რაც შესაძლებლობას გვძლევს მათი სამრეწველო ჩამოსხმისა
და ექსპორტზე გატანისა.თუმცა ამ ეტაპზე ესეც შეუსრულებელი და
აუთვისებელია.გარდა ამისა ქვეყანაში არსებული სარწყავი სისტემა არ არის
თანამედროვე.90-იანების მერე ამ ქსელის მდგომარეობა გაუარესდა და შემცირდა
სარწყავი წყალმოხმარებაც. (მახარაძე, ლომსაძე, & ფირცხალავა, 2022, გვ. 110-111).

ელექტროენერგიის გამომუშავების შესაბამისი, ეფექტური და მდგრადი წყაროს


ძიება ისლანდიაში დიდი ხანია გამოწვევაა.ქვეყანა 330 000-ზე მეტი
მოსახლეობით, არქტიკული წრის ზღვარზე, ტურიზმით გადატვირთული და
მძიმე ფინანსური კრიზისიდან გამოსული ქვეყანაა. პარალელურად, ისლანდიის
დამოკიდებულება მისი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ეკონომიკური

11
კეთილდღეობისთვის „სახელმწიფოს უქმნის მთავარ გამოწვევას“ ,გამოიყენოს
რესურსები მდგრადად და დააბალანსოს კონკურენტული მოთხოვნა. (Sæþórsdóttir
& Ólafsdóttir, 2017, p. 5).პ

1999 წელს ისლანდიის მთავრობამ დაიწყო პროექტი, რომელსაც


ხელმძღვანელობდა მრეწველობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სამინისტრო
გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სახელწოდებით
გეოთერმული და ჰიდროენერგეტიკის განვითარების გენერალური
გეგმა.ენერგეტიკის ეროვნულმა ორგანომ (Orkustofnun) წარმოადგინა ისლანდიაში
ენერგიის გამომუშავების 83 ვარიანტი.აქედან აირჩა 26. ორი გულისხმობდა ქარის
ტურბინის ტექნოლოგიას, ხოლო დანარჩენი 24 იყო ჰიდროელექტრო ან
გეოთერმული ელექტროსადგური.ისლანდია გახდა მსოფლიო ლიდერი
განახლებადი ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით, მისი უხვი
ჰიდროენერგეტიკული და გეოთერმული წყაროებით ერთად ახლა ამარაგებს
ელექტროენერგიის წარმოების თითქმის 100%-ს და პირველადი ენერგიის
მოხმარების 85%-ს. ენერგიის მაღალი კონკურენტული ფასების
ხელმისაწვდომობამ და ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდებამ განაპირობა
ელექტროსადგურების რაოდენობის გაფართოება და ენერგო ინტენსიური
ინდუსტრიების როლის გაზრდა, განსაკუთრებით ალუმინის დნობის, რომელიც
მოიხმარს ქვეყნის ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 68.40%-ს.ამჟამად ვერ
ხერხდება ისლანდიის განახლებადი რესურსის ექსპორტზე გატანა.ეს აქცენტი
ეფექტური იყო უცხოელი ინვესტორების მოზიდვაში და საექსპორტო
ინდუსტრიის დივერსიფიკაციაში. (Cook, 2016, pp. 104-113). ისლანდიაში
გეოთერმული რესურსები გამოიყენება როგორც ელექტროენერგიის
წარმოებისთვის, ასევე პირდაპირი გამოყენებისთვის. მაღალი ტემპერატურის
(>200°C) ველებში

გეოთერმული ორთქლის ფრაქცია გამოიყენება ელექტროენერგიის


წარმოებისთვის რვა უბანზე.მარილწყლის ფრაქცია გამოიყენება ცხელი წყლის
წარმოებისთვის
12
უბნის გათბობისთვის ე.წ. კოგენერაციის ქარხნებში სამ ადგილზე. ამრიგად,
ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.დაბალი ტემპერატურის
(<150°C) ძირითადად გამოიყენება უბნის გათბობისთვის ცხელი წყლით
მომარაგებისთვის.მილები გაყვანილია ე.გ. ტროტუარების ქვეშ მათ
გასათბობად,ასევე სათბურებისათვის,სახლებისათვის,თევზის ფერმებისთვის და
ა.შ. გეოთერმული ენერგიის მიმდინარე გამოყენება

გათბობისა და სხვა პირდაპირი გამოყენებისთვის ითვლება,რომ მხოლოდ მცირე


ნაწილია იმისა, რისი უზრუნველყოფაც ამ რესურსს შეუძლია.გარდა ამისა
ისლანდიელებმა გამოიყენეს მათ ტერიტორიაზე არსებული ფიორდები ბუნებრივ
ნავსაყუდლებად და პორტებად,რამაც ძალიან დიდი თანხები დააზოგინა მას.ასევე
იყენებენ წყალმცენარეებს და აქტიურად მიმდინარეობს მათით პლასტმასის
ჩანაცვლება.ისინი წყალმცენარეებისგან ამზადებენ ბოთლებს,რაც ამცირებს
ეკოლოგიურ კვალს,არის წარმოებისთვის უფრო იაფი და იჭმევა კიდეც.
( Ragnarsson, Steingrímsson , & Thorhallsson, 2021).როგორც ვხედავთ ქვეყანა
მხოლოდ ცეცხლისა და წყლის ქვეყანაა,რომელმაც შეძლო და წამყვანი პოზიციები
დაიკავა მსოფლიოს ბაზარზე.მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო არის ენერგიის
ექსპორტირება,მეთევზეობა და ტურიზმი.რაც შეეხება იმას თუ, როგორ შეძლო მან
ასე ეფექტიანად და კარგად,ზუსტ დროს ყველანაირი არსებული რესურსის
გამოყენება,პასუხი არის პროფესიონალების არსებობა.ქვეყანამ დააფინანსა
პირველ ყოვლისა გეოგრაფებისა და ეკონომისტების გადამზადება მსოფლიოს
წამყვან ქვეყნებში,რათა ეს რესურსი კარგად აეთვისებინა.ხოლო შემდეგ
უზრუნველყო ამ ადამიანებისთვის ისეთი გარემოს შექმნა,რომ ქვეყნიდან არ
წასულიყვნენ უკეთესი სამსახურის საძებნელად.

13
დასკვნა

ეს კვლევა ხაზს უსვამს ბუნებრივი რესურსების გამოყენების კრიტიკულ


მნიშვნელობას ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადობისთვის,
განსაკუთრებული აქცენტით საქართველოზე.ისლანდიასთან შედარებითი
ანალიზი ემსახურება სტრატეგიული რესურსების გამოყენების
ტრანსფორმაციული გავლენის ილუსტრირებას. ამ კვლევის აქტუალობა აშკარაა
14
საქართველოს წინაშე არსებულ ეკონომიკური გამოწვევების გათვალისწინებით და
განსაკუთრებით მისი მზარდი დამოკიდებულების არსებობით ელექტროენერგიის
გარე წყაროებზე. სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს ელექტროენერგიის იმპორტის
ზრდას ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ხაზს უსვამს ალტერნატიული,
მდგრადი გადაწყვეტილებების გადაუდებელ აუცილებლობას ქვეყნის
ეკონომიკური დამოუკიდებლობის დასაცავად.

ისლანდიის შემთხვევა,რომელიც გულისხმობს ამ ქვეყნის განვითარებადი


ქვეყნების რიგიდან განვითარებულში გადასვლას,საქართველოსთვის
სამაგალითო უნდა გახდეს. ისლანდიის მთავრობის ფოკუსირება გეოთერმული
ენერგიის გამოყენებაზე 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, წყლის პოტენციალის
მაქსიმიზაციასთან ერთად და მოგვიანებით ქარის ენერგიის ჩართვასთან ერთად,
მნიშვნელოვანი იყო ისლანდიის ეკონომიკური ლანდშაფტის ჩამოყალიბებაში.
2022 წლის მონაცემებით, ისლანდია მდგრადი განვითარების კუთხით 29-ე
ადგილზეა, რაც მოწმობს მისი რესურსებზე ორიენტირებული მიდგომის
დადებით შედეგებს(მდგრადი განვითარების ანგარიში, 2022).

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს აქვს დიდი რესურსი, განსაკუთრებით წყლისა


და ქარის ენერგეტიკაში, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას ეკონომიკური
ზრდისთვის. თუმცა, ამ რესურსების არასაკმარისი გამოყენება ხელს უშლის
პროგრესს და ხელს უწყობს რუსეთსა და აზერბაიჯანზე ენერგო
დამოკიდებულებას.ქარის ენერგიის პოტენციური სარგებელი, როგორც ჩომახიძემ
და მელიქიძემ განიხილეს, არსებითია, მაგრამ განხორციელების პრაქტიკული
შეფერხებებია.მაშინ,როცა ევროპის მასშტაბით პირველები ვართ წყლის
რაოდენობით,არც მას ვიყენებთ სრულად.გარდა ელექტრო სარგებლისა იგი
შეგვიძლია გავიტანოთ მსოფლიო ბაზარზე და ვაწარმოოთ ბარტერული
გაცვლები.ის ერთ-ერთი სტრატეგიული რესურსია.ანალოგიურად,არც მზის
ენერგიაა სრულად გამოყენებული მიუხედავად მისი იდეალური გეოგრაფიული
15
პირობებისა.იგი საჭიროებს სასწრაფო ყურადღებას და ინვესტიციებს, რასაც
ხაზგასმით აღნიშნავენ ჟორდანია, ურუშაძე, ფარეშიშვილი, მირიანაშვილი და
ჩომახიძე.ამ საკითხის განხილვა გადამწყვეტია არა მხოლოდ ეკონომიკური
მიზეზების გამო, არამედ გაეროს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის
წესრიგში ასახული მიზნების მისაღწევად, რომელიც ხაზს უსვამს თანამედროვე,
მდგრად და საიმედო ენერგიაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობას.

გარდა ამისა, კვლევა ხაზს უსვამს მიწათსარგებლობის ეფექტიანი გამოყენების


მნიშვნელობას, რასაც მხარს უჭერენ ჭითანავა და ფირცხალავა. სასოფლო-
სამეურნეო მიწების არაეფექტური ათვისება ხელს უწყობს სასურსათო
დაუცველობას და აფერხებს დაკავშირებული ეკონომიკური სექტორების ზრდას.
ამ საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს ,ჭითანავას აზრით,აქტიურ თანამშრომლობის
დამყარებას შინამეურნეობებსა და მსხვილ სასოფლო-სამეურნეო სტრუქტურებს
შორის.

ისლანდიის წარმატებული შემთხვევა ხაზს უსვამს სტრატეგიული დაგეგმვისა და


ინვესტიციის მნიშვნელობას ადამიანურ კაპიტალში. საქართველოს შეუძლია
ისარგებლოს მსგავსი გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებით, რომელიც
ფოკუსირებულია განახლებადი ენერგიისა და რესურსების მართვის სფეროში
სპეციალისტების მომზადებაზე.

დასკვნის სახით, კვლევა დამაჯერებლად აჩვენებს, რომ ბუნებრივი რესურსების


სწორად გამოყენება გადამწყვეტია ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური
ზრდისთვის. კვლევის შედეგები ხაზს უსვამს საქართველოს გადაუდებელ
აუცილებლობას გადავიდეს განახლებადი ენერგიის წყაროებისკენ, გამოიყენოს
თავისი უხვი რესურსები და ინვესტიციები განახორციელოს განათლებასა და
ტრენინგში საჭირო ექსპერტიზის შესაქმნელად. ამ რეკომენდაციების
განხორციელება არამარტო გადაჭრის მიმდინარე ენერგეტიკულ გამოწვევებს,
16
არამედ მიიყვანს საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური
თვითკმარობისკენ.

ბიბლიოგრაფია
ჭითანავა, ნ., & ფირცხალავა, რ. (2022). მიწათმოწყობა-მიწის რესურსების
გამოყენებისა და მართვის ინსტრუმენტი. საქართველოს საწარმოო ძალები
და ბუნებრივი რესურსები , 16.

მელიქიძე, მ. (2021). განახლებადი ენერგორესურსების (მზის ენერგიის)


საქართველოში დანერგვის პერსპექტივები და გამოწვევები, მათი
ზეგავლენა ბიზნესზე . თბილისი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების
უნივერსიტეტი.

გელაძე, ვ., გელაძე, გ., ბოლაშვილი, ნ., & მაჭავარიანი, ნ. (2008). საქართველოს
მტკნარი წყლის რესურსული პოტენციალი და მენეჯმენტი.
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის შრომები, 115, 41-45.

17
ჟორდანია, ი., ურუშაძე, ო., ფარეშისვილი, ნ., მირიანაშვილი, დ., & ჩომახიძე.
(2015). საქართველოს ბუნებრივი რესურსები. თბილისი: სტუ საქართველოს
საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი.

მახარაძე, ქ., ლომსაძე, ზ., & ფირცხალავა, რ. (2022). საქართველოს მტკნარი წყლის
რესურსების სასმელ-საყოფაცხოვრებო და მიწების ჰიდროსამეოლერაციო
წყალმოხმარების პრობლემები. საქართველოს საწარმოო ძალები და
ბუნებრივი რესურსები , 110-111.

ჩომახიძე, დ., & მელიქიძე, მ. (2018). Renewable Energy Potential and Its Utilization in
Georgia. Journal of Environmental Science and Renewable Resources, 105 , 1-5.

ჩიტანავა, ნ. (2015). THE PROBLEMS OF LAND USE IN GEORGIA. ANNALS OF


AGRARIAN SCIENCE, 13, 91-94.

smith, j., Johnson, M., & Brown, A. (2018). Wind Energy Potential Assessment in
Georgia. International Journal of Renewable Energy Research, 8(2) , 1023-1032.

Muhammad, S., Ullah, K., Imran, K., Imran, M., & Mahmood, A. (2020). Electricity
supply pathways based on renewable resources: A sustainable energy future for
Pakistan. Journal of Cleaner Production, 121-130.

Ragnarsson, Á. (2015). Geothermal Development in Iceland 2010-2014. Melbourne:


Proceedings World Geothermal Congress.

Moonis, R. (1989). Renewable Resources for Regional Development. new delhi: shok
kumar mittal.370-374.

Cook, D. (2016). Energy projects in Iceland – Advancing the case for the use of economic
valuation techniques to evaluate environmental impacts. Energy Policy, 9, 104-
113.

Ragnarsson, A., Steingrímsson , B., & Thorhallsson, S. (2021). Geothermal Development


in Iceland 2015-2019. Reykjavik: World Geothermal Congress 2020+1.

18
Sæþórsdóttir, A., & Ólafsdóttir , R. (2017). Planning the Wild: In Times of Tourist
Invasion. Journal of Tourism Research & Hospitality,
5.https://www.scitechnol.com/peer-review/planning-the-wild-in-times-of-tourist-
invasion-VlbW.php?article_id=5841

19

You might also like