Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 12

წიგნი+სლაიდი+ლექცია: რა არის რეცესია?

 ეკონომიკაში რეცესია არის ბიზნეს ციკლის შემცირება (კონტრაქცია), რომლის


შედეგია ეკონომიკური აქტივობების შენელება.
 რეცესიას ბრიტანეთში ორი კვარტლის განმავლობაში უარყოფით ეკონომიკურ ზრდას
უწოდებენ.
 NBER-ის მიხედვით რეცესია მნიშვნელოვანი კლებაა ეკონომიკური აქტივობებისა,
რომელიც რამდენიმე თვე მაინც გრძელდება და აისახება ინდუსტრიულ წარმოებაში,
უმუშევრობაში, მოგების კლებაში, ვაჭრობაში და ა.შ. და რეცესია მაინც დგება
წინამდებარე პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ
რეალური GDP შეიძლება არ შემცირდეს 2 კვარტლის განმავლობაშიც კი.
 როდესაც რეცესია ბევრად დიდხანს გრძელდება და ეკონომიკური კლებაც ბევრად
მწვავეა საქმე გვაქვს დეპრესიასთან.

 ბიზნეს ციკლის 4 ფაზა არსებობს: ექსპანსია (რეალური GDP-ს აღმასვლა), კონტრაქცია


(რეალური GDP-ს დაღმასვლა), ბიზნესის პიკი (ზრდიდან კლებაში გადასვლის
წერტილი), რეცესიული ფსკერი
(კლებიდან ზრდაში გადასვლის
წერტილი). თუმცა აქ ნაჩვენები
ციკლი უფრო მეტად
ჰიპოთეტურია, რეალურად
ექსპანცია-კონტრაქცია უფრო
კომპლექსური და მერყევი
პროცესია და სულაც არ
გამოირჩევა თანმიმდევრულობით
და თანაბარი პერიოდებით.
(გვერდით მოცემულია რეალური ჯიდიპის მერყეობა ამერიკაში 1960-2015 წლებში)

 როდესაც ბიზნესების დიდი ნაწილი წარმადობის მაღალ დონეზე ფუნქციონირებს და


რეალური ჯიდიპი იზრდება, მივდივართ ბიზნესის პიკამდე. როდესაც ბიზნესის
პირობები ნელდება, ეკონომიკა იწყებს კონტრაქციას. ამ დროს ბიზნესების დიდი
ნაწილის გაყიდვები ვარდება, ჯიდიპი ძალიან მცირედით იზრდება ან საერთოდაც
მცირდება, ხოლო უმუშევრობა შრომის ბაზარზე იზრდება. ბოლოს მივდივართ
რეცესიულ ფსკერამდე, რომლის შემდეგაც იწყება ექსპანსია და ყველაფერი მწყობრს
უბრუნდება, გადავდივართ ახალ ბიზნეს ციკლში, რომელიც ექსპანსიით ისევ პიკში
მივა, დაიწყებს კონტრაქციას ფსკერამდე და ა.შ. ცხადია ექსპანსიის დროს
ინვესტიციებიც იზრდება, მაშინ როცა რეცესია ხასიათდება საწარმოების დახურვითა
და მაღალი უმუშევრობით.

შრომის ბაზრის კლასიფიკაცია

 სამოქალაქო შრომის ძალა - მოქალაქეები, რომლებიც არიან 16 წლის ან უფრო დიდები


(დასაქმებულებიც და დაუსაქმებლებიც)
 დასაქმებულები - 16 წლის ან უფროსი ადამიანი, რომელიც:
o მუშაობს ხელფასის სანაცვლოდ მინიმუმ 1 საათი კვირაში
o თვითდასაქმებულია
o მუშაობს 15 საათი ან მეტი კვირაში ხელფასის გარეშე, ოჯახის მმართველობის
ბიზნესში.
 დაუსაქმებელი - ადამიანი, რომელიც არაა ამ ეტაპზე დასაქმებული და:
o აქტიურად ეძებს სამსახურს (რეგისტრირდება დასაქმების ოფისში, ხვდება
პოტენციურ დამსაქმებლებს, მეგობრებთან და ნათესავებთან საუბრობს ამაზე,
კავშირი აქვს რეკლამებთან, ავსებს აპლიკაციებს...) ან,
o ელოდება სამსახურის დაწყებას,
o გათავისუფლებულია რაღაც პერიოდით, სხვადასხვა მიზეზის გამო და
ელოდება წინა სამსახურში დაბრუნებას.
 არ არიან შრომის ძალაში - დიასახლისები, სტუდენტების ნაწილი, პენსიაზე გასული
ადამიანები, შმმ პირები...
შრომის ბაზრის ინდიკატორები
 სამუშაო ძალის ხვედრითი წილი ზრდასრულ მოსახლეობაში = =

შრომისძალის რაოდენობა
16+ადამიანების რაოდენობა
 შრომის ძალაში შედიან დასაქმებულებიც და დაუსაქმებლებიც (16+ ადამიანები)
 ასევე მეორე კატეგორიაა 16+ ადამიანები, რომლებიც არ შედიან შრომის ძალაში.

ამ ორი ინდიკატორის მნიშვნელები განსხვავებულია, მეორეში შრომის ძალის


(დასაქმებულებს+დაუსაქმებლები ზემოთ მოცენული განმარტებების მიხედვით) გარდა
შედიან 16+ მოქალაქეები, რომლებიც საკუთარი ნებით არ ეძებენ არანაირ სამსახურს და
უმუშევრები არიან, ასევე ისინიც, ვინც მხარდაჭერას იღებენ, შემოსავალი აქვთ, მაგრამ
თავად არ მუშაობენ და ცხადია ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო შრომის ძალაში არ
შესული კატეგორიები. სწორედ ამიტომ ხშირად ხდება ამ ინდიკატორების არასწორი
ანალიზი, რადგან მაგალითად უმუშევრობის რეითის მრიცხველში უმუშევრად შეიძლება
მიათვალონ ის ადამიანებიც, რომლებიც უკვე რამდენჯერმე განხილული მიზეზებით სულაც
არ შედიან შრომის ძალაში.

ასევე არსებობს უმუშევრობის რეითის სახეცვლილი ვარიანტი U-6, რომელიც ტრადიციულ


უმუშევრობის კონცეფციაში შემავალი კატეგორიების გარდა მოიცავს (1) ნახევარ განაკვეთზე
მომუშავეების რაოდენობას, რომლებიც ეძებენ სამსახურს სრულ განაკვეთზე და (2)
ზღვრულად მსურველ მომუშავეებს, ანუ ადამიანები, რომლებიც არც მუშაობენ და არც
ეძებენ სამსახურს, მაგრამ მუშაობის სურვილს გამოთქვამენ და ბოლო 12 თვის განმავლობაში
ეძებდნენ კიდეც მას. მაგალითად, 2016-ში U-6 იყო 9.7%, ხოლო ტრადიციული უმუშევრობის
დონე 4.9%.

კიდევ ერთხელ შეჯამების სახით:

(ბადრის ჩანართი) ვინ არის უმუშევარი საქართველოს სტატისტიკის განმარტებით:


 უმუშევარი – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა (ერთი
საათითაც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში, ეძებდა სამუშაოს
ბოლო 4 კვირაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომავალი 2 კვირის
განმავლობაში.
 დასაქმებული (დაქირავებული ან თვითდასაქმებული) – 15 წლის და უფროსი ასაკის
პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა (სულ
მცირე ერთი საათი მაინც) შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის,
მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ შინამეურნეობის
წევრებს, ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად
ირიცხებოდა მომუშავედ.

ცხადია ლურჯი წირი ყოველთვის უფრო მაღლაა, რადგან ამ 2 ინდიკატორის მნიშვნელი


ერთი და იგივეა, ხოლო მრიცხველი სამუშაო ძალის ხვედრითი წილი ზრდასრულ
მოსახლეობაში მოიცავს, როგორც დასაქმებულებს, ისე უმუშავრებს, ხოლო
დასაქმებულობა/პოპულაციის განაყოფი მხოლოდ დასაქმებულებს. ლურჯი წირის კლება
უფრე მეტად ციკლურ პროცესებს უკავშრდება, ვიდრე დემოგრაფიულ ფაქტორებს.

უმუშევრობის სხვადასხვა მიზეზი

უმუშევრობის სამი ტიპი:


 ფრიქციული უმუშევრობა:
o იწვევს არასწორი და
დაუმუშავებელი ინფორმაცია,
ასევე გამუდმებული
ცვლილებები შრომის ბაზარზე.
o დამსაქმებლები არ არიან ინფორმირებული ყველა არსებულ მუშასა და მათ
კვალიფიკაციაზე და
o მუშები არ არიან სრულად ინფორმირებული ყველა იმ სამუშაოზე, რომლებსაც
დამსაქმებლები სთავაზობენ.
o დამსაქმებელიც და დასაქმების მოსურვეც ცდილობს საუკეთესო ვარიანტის
პოვნას და ამისთვის დიდ რესურსებს ხარჯავს. თუმცა აქაც ოქროს შუალედის
პოვნაა საჭირო. ზღვრული სარგებელი ახალი უფრო უკეთესი ვარიანტის
ძებნისა უნდა აჭარბებდეს ზღვრულ ხარჯს (ამ შემთხვევაში ძებნაში
დახარჯული დროა ამ ამპლუაში). მაგრამ ეს უფრო და უფრო რთულდება და
უარის თქმაც თანდათან უფრო „ძვირი“ ჯდება. რაღაც დროის შემდეგ
მუშაობის დაწყების მსურველი დაასკვნის, რომ ზღვრული სარგებელი ვეღარ
„ერევა“ ზღვრულ დანახარჯებს და დათანხმდება საუკეთესო ხელმისაწვდომ
ვარიანტს სამსახურის ძებნის იმ მომენტისთვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ
ეს პერიოდი ის არ მუშაობდა და თავისდა უნებურად ხელს უწყობდა
ფრიქციული უმუშევრობის განვითარებას ეკონომიკაში.
o თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამსახურის ძებნის გაწელილი პროცესის
გვერდითი ეფექტის, ფრიქციული უმუშევრობის გარდა, თავად ეს პროცესი
ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტურობის გაუმჯობესებას.
o ინტერნეტმა გააადვილა ინფორმაციის მიმოცვლა და აღარც მისი დამახინჯება
ხდება ძველებურად დრამატულად. შესაბამისად ორივე მხარეს შეუძლია
ეფექტურად იპოვოს ის, რასაც ეძებს. ეს პროცესი ამცირებს დახარჯულ
დროსაც, რაც თავისთავად ამცირებს ფრიქციულ უმუშევრობას.
o მეორე მხრივ, ინტერნეტი სამუშაოს ძებნის გაგრძელების ზღვრულ
დანახარჯებსაც ამცირებს, ბევრად მარტივია უარის თქმა სამსახურზე და
ახლის მოძებნა არაა რთული. შესაბამისად ეს სამსახურის ძებნის პროცესს
გაწელავს, რაც აისახება ფრიქციული უმუშევრობის ზრდაში.

 სტრუქტურული უმუშევრობა:
o აღბეჭდავს არასწორ თავსებადობას დასაქმებულის სკილებსა და არსებული
სამსახურებისთვის საჭირო სკილებს შორის.
o ასევე აღბეჭდავს შრომის ბაზრის სტრუქტურულ და დემოგრაფიულ
მახასიათებლებს.
o ხშირად რთულია გამიჯვნა ფრიქციულ და სტრუქტურულ უმუშევრობას
შორის. ორივე შემთხვევაში ვხვდებით სამსახურის ძებნის პროცესსა და ახალი
სამსახურების გაჩენას. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ფრიქციული
უმუშევრობის დროს, მომუშავეები ფლობენ საჭირო სკილებს,
სტრუქტურულის დროს არა.
o უმუშევრობის ამ სახეს ძირითადად იწვევს ტექნოლოგიური განვითარება,
როდესაც მომუშავეებს არ შეუძლიათ ფეხი აუწყონ მას. ამან შეიძლება
საფრთხე შეუქმნას მაღალ დონეზე დახელოვნებულ მუშებსაც, რომელთა
სკილები არაა მარტივად გადაწყობადი და მორგებადი ახალ პირობებეზე, რაც
თავის მხრივ გამოიწვევს სტრუქტურულ უმუშევრობას.
o საჯარო სექტორის პრობლემები: მაგალითად, როცა რეგულაციებმა
პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა ქვანახშირის გამოყენება, მისი მაინერები
და მათი სკილები პრაქტიკულად არავის აღარ სჭირდებოდა, რამაც გამოიწვია
სტრუქტურული უმუშევრობა.
o ინსტიტუციური ფაქტორები: მინიმალური ხელფასის ლეგალიზაციამ
შეიძლება მცირედ-დახელოვნებული მუშების ხელფასები აწიოს მათი
წარმადობის დონის ზემოთ, რაც თავისთავად შეამცირებს სამსახურების
შესაძლებლობებს მათთვის. მაღალი უმუშევრობის დონის სარგებელი
ამცირებს ალტერნატიულ დანახარჯებს უმუშევრობისა და შესაძლოა
მიგვიყვანოს სტრუქტურული უმუშევრობის მაღალ დონემდე. ეს სარგებლები
ამერიკაში 99 კვირამდეც გაგრძელებულა და თან ახლავს არასასურველი
მეორეული შედეგი, უმუშევრობის წახალისება, რადგან ადამიანებისთვის
ნაკლებად მტკივნეული ხდება ეს პროცესი და ისინი ეგუებიან ვითარებას,
შესაბამისად აღარ აგრძელებენ ძებნის პროცესს.
o ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი საშუალება აღმოჩნდა პირადი
დანაზოგები, რომლებიც ხელფასიდან მიდიოდა და გროვდებოდა, ხოლო
უმუშევრობის პერიოდში ის გამოიყენებოდა ისე, როგორც უმუშევრობის
სარგებლები. ამ სისტემამ გაამართლა, რადგან უმუშევრობის პერიოდში
იხარჯებოდა თავად უმუშევრის დაგროვილი ფული (დანაზოგები) და არა
მთავრობის ფული.
 ციკლური უმუშევრობა:
o აღბეჭდავს ბიზნეს ციკლის პირობებს-მდგომარეობას.
o როდესაც საყოველთაო ვარდნაა ბიზნეს აქტივობებში, ციკლური უმუშევრობა
იზრდება.
o ციკლური უმუშევრობის დროს ნაკლები საქონელი/სერვისი იწარმოება,
შესაბამისად ნაკლები მომუშავეა საჭირო მათ შესაქმნელად.
o მოულოდნელი ვარდნა საქონლისა და სერვისების ზოგადი მოთხოვნის
დონისა გამოიწვევს ციკლური უმუშევრობის ზრდას.
o როდესაც მოთხოვნა შრომის ძალაზე მცირდება და ადამიანები კარგავენ
სამუშაო ადგილებს, არასრულყოფილი ინფორმაციის სამყაროში მომუშავე ვერ
იგებს სამსახური იმიტომ დაკარგა, რომ მის დამსაქმებელს აქვს ნაკლები
მოთხოვნა, თუ ზოგადად ეკონომიკაში ხდება გარკვეული პროცესები,
რომელიც ამას იწვევს. შესაბამისად მათ არ იციან ეს პირობები დროებითია,
თუ გრძელვადიან ვადაშიც ასე გაგრძელდება. თუ კლება მოთხოვნაში
მხოლოდ რამდენიმე დამსაქმებელს ეხება, ეს ადამიანები მალევე იპოვიან
სამსახურს. თუმცა სიტუაცია განსხვავებულია, თუ საქმე გვაქვს ზოგად
მოთხოვნის კლებასთან, რადგან ძალიან ბევრი დამსაქმებელი იძულებული
იქნება დაითხოვოს კადრები, მაშინ როცა ძალიან ცოტას შეეძლება მათი აყვანა
თავიანთ კომპანიაში. ამ პროცესში მათი სამსახურის ძებნის პროცესი
პრაქტიკულად უშედეგოა და არანორმალურად დიდხანს გრძელდება, რაც
სცილდება ფრიქციულ უმუშევრობას და მივყავართ ციკლურ უმუშევრობამდე.

ბადრი: ფრიქციული და სტრუქტურული უმუშევრობა ერთად ერთგვარ ბუნებრივ


უმუშევრობას ქმნიან და არ განიხილება რეცესიასთან კავშირში, მაშინ როცა ციკლური
უმუშევრობა პირდაპირ უკავშირდება რეცესიას. არსებობს სეზონური უმუშევრობაც
(ბაკურიანში თხილამურების გამქირავებლები), მაგრამ არ მოგვეთხოვება. თუ ციკლური
უმუშევრობა არაა ქვეყანაში და მხოლოდ ბუნებრივ უმუშევრობას აქვს ადგილი, ვამბობთ
რომ სრულ დასაქმებასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად სრული დასაქმება პირდაპირ
უკავშირდება ბუნებრივ უმუშევრობას.

ეს გრაფიკი გვიჩვენებს, რომ ბუნებრივი უმუშევრობა გამუდმებით განსხვავდება რეალურად


დამდგარი უმუშევრობის დონისგან. ამის მიზეზი კი ძირითადად რეცესია და მას მოყოლილი
ციკლური უმუშევრობაა, რასაც ადასტურებს ეს გრაფიკიც. რვავე რეცესიის პერიოდში
შეინიშნება ლურჯი წირის მკვეთრი გადახვევა წითელი წირისგან.

სრული დასაქმება არის დასაქმებულობის ის დონე, როცა უმუშევრობის რეითი


ნორმალურია, ფრიქციული და სტრუქტურული ფაქტორების გათვალისწინებით. ცხადია არ
ნიშნავს ნულოვან უმუშევრობას. არასრულყოფილი ინფორმაციის სამყაროში დამსაქმებლები
და სამსახურის მაძიებლები იქამდე „იშოპინგებენ“ (მეორე მხარის ძებნის პროცესი), სანამ
სასურველ მიზანს არ მიაღწევენ.

ბუნებრივი უმუშევრობა ფიქსირებული არაა. მასზე მოქმედებს შრომის ძალის სტრუქტურა


და ცვლილებები საჯარო პოლიტიკაში. ასევე დემოგრაფიული პროცესებიც ახდენს მასზე
გავლენას. ამ მაჩვენებელს ზრდის ახალგაზრდების ხვედრითი წილის ზრდა სამუშაო
ძალაში, რადგან ისინი გამუდმებით იცლიან და ეძებენ სამსახურებს, რითაც ზრდიან
ფრიქციულ უმუშევრობას და შესაბამისად ბუნებრივ მაჩვენებელსაც.

რაც შეეხება საჯარო პოლიტიკას, მაშინ როცა ეს პროცესი ართულებს კადრის აყვანას
(დამსაქმებლის ზღვრულ ხარჯებს ზრდის) ან ნაკლებად დრამატულს ხდის უმუშევრად
დარჩენას (მაღალი ზღვრული სარგებელი აქვთ), იზრდება ბუნებრივი უმუშევრობის დონე.
მაგალითად, იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ეს მაჩვენებელი ამერიკასთან
შეადრებით ძალიან მაღალია, რადგან აქ უმუშევრობის სარგებლები და დახმარებები ძალიან
დიდია. ასევე რეგულაციების მიხედვით ძალიან ძვირია კადრის დათხოვნა. ასეთი
შეზღუდვები ამცირებს შრომის ბაზრის მოქნილობას და ზღვრულად აძვირებს კადრების
აყვანას.

ფაქტობრივი (ACTUAL) და პოტენციური GDP


 პოტენციური GDP - მიღწევა შესაძლებელია რესურსების სრული მობილიზებით,
კერძოდ შრომითი რესურსების, სრული დასაქმების პირობებში. არ ასახავს
მაქსიმალურ უკუგებას, მაგალითად, ომის პერიოდში, როცა მოთხოვნა
არანორმალურად მაღალია შესაძლოა პოტენციურზე მაღალი უკუგების მიღება.
მაგრამ პოტენციურის შემთხვევაში გათვალისწინებულია ნორმალური პირობები.
პოტენციური ჯიდიპი დამოკიდებულია სამ ფაქტორზე: შრომის ძალის ზომა, შრომის
ხარისხი (პროდუქტიულობა) და ბუნებრივი უმუშევრობის დონე. რადგან
შეუძლებებლია ამ ფაქტორების ზუსტად განსაზღვრა, სხვადასხვა ვარიაცია არსებობს
მისი მოსალოდნელი უკუგების. ახლა ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ როგორ
შეგვიძლია მივაღწიოთ მაქსიმალურ პოტენციურ ჯიდიპის ეკონომიკური
არასტაბილურობის მინიმიზაციასთან ერთად.

ინფლაციის ეფექტები
ინფლაცია არის ზოგადი ფასების დონის მდგრადი ზრდა. როდესაც ინფლაცია იზრდება,
კონკრეტული საქონლისა და სერვისის ნაკრების შეძენა უფრო ძვირი ჯდება. ცხადია, იმ
შემთხვევაშიც როცა ფასების დონე სტაბილურია, ზოგიერთ პროდუქტზე/სერვისზე ფასები
იზრდება და ზოგიერთზე ვარდება. ინფლაციის პერიოდში მზარდი ფასების ეფექტი წონის
კლებადი ფასების ეფექტს. საშუალოდ მაღალი ფასების გამო კი, დოლარით შეგვეძლება
ნაკლების ყიდვა, ვიდრე ეს ადრე იყო. ინფლაცია შეიძლება ასევე განიმარტოს, როგორც
ფულის ღირებულების (მსყიდველობითი ძალის) კლებით.

სანამ ინფლაციის ეფექტებზე ვილაპარაკებთ აუცილებელია განვასხვავოთ მოსალოდნელი


და მოულოდნელი ინფლაცია. მოულოდნელი ინფლაცია, რომლის დროსაც ფასების დონის
ზრდა სიურპრიზად გვევლინება, როგორც მინიმუმ, უმეტესი ადამიანისთვის. მაგალითად,
თუ ბოლო წლებზე დაკვირვებით მოსალოდნელია 3%-იანი ინფლაცია და მივიღებთ 10%-ს ეს
ნამდვილად მოულოდნელი იქნება. მეორე მხრივ, მოსალოდნელი ინფლაციის დროს ფასების
დონის ცვლილება ფართოდ მოსალოდნელია. გადაწყვეტილების მიმღებებს შეუძლიათ
იწინასწარმეტყველონ დაბალი, შეადრებით სტაბილური ინფლაციის დონეები. მაგალითად,
ეს პროცესი კარგად მუშაობს ამერიკაში.

რატომ მოქმედებს ინფლაცია უარყოფითად GDP-სა და ზოგადად


ეკონომიკაზე?
1. მაღალი და ცვალებადი ინფლაცია ამცირებს ინვესტიციებს. ეს პროცესი ახშობს
გრძელვადიან მიზნებს. აღარ იყიდი მანქანა-დანადგარებს და აღარ ჩადებ
ინვესტიციებს, რადგან რისკი მაღალია. როდესაც არ იცი ინფლაციის რა დონეა
მოსალოდნელი, ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება და დასტაბილურებამდე
ყველა თავს იკავებს გრძელვადიანი მიზნებისგან. შედეგად, ვაჭრობა და ბიზნესი
პრაქტიკულად კვდება, ბაზრის ეფექტურობა მკვეთრად იკლებს.
2. ინფლაცია ამახინჯებს ინფორმაციას, რომელსაც ფასები უნდა იძლეოდეს. ზოგჯერ
ფასის შეცვლა არაა დრამატული, მაგრამ გრძელვადიან პროცესებთან დაკავშირებით
შეცვლილი ფასების შემჩნევა მარტივია. ასევე დამახინჯებული ფასები ართულებს
გადაწყვეტილების მიღებას და აღარაა ის სანდო ინდიკატორი. შედეგად, ეს
არარეალური ფასის სიგნალები მწარმოებლებს მიიყვანს გადაწყვეტილებამდე,
რომელსაც მოგვიანებით ინანებენ.
3. მაღალი და ცვალებადი ინფლაცია გამოიწვევს რესურსების ნაკლებად პროდუქტიულ
გამოყენებას. ასეთ პერიოდებში ბიზნესები ხშრად უფრო და უფრო მეტ დროსა და
ფულს ხარჯავენ ინფლაციასთან შეგუებასა და მომავლის პრედიქციაში, მაშინ როცა ამ
რესურსებით შეეძლოთ ეწარმოებინათ პროდუქტები/რესურსები, რომლებიც ასე
ძალიან სჭირდება ბაზარს. მაგალითად, მენეჯერები დახარჯავენ უფრო მეტ დროს
ამჟამინდელი ფასების ცვლილების შესაგუებლად, ნაცვლად იმისა, რომ შეიმუშავონ
წარმოების ახალი მეთოდები.

რა იწვევს ინფლაციას?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სხვა დამატებითი ცოდნაც გვჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე
შეგვიძლია ორი ძირითადი მიზეზი გამოვყოთ:
1. ეკონომიკა ხაზს უსვამს კავშირს დაგროვილ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. თუ
დაგროვილი მოთხოვნა იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე მიწოდება, ფასები
გაიზრდება.
2. თითქმის ყველა ეკონომისტს სჯერა, რომ სწრაფი ექსპანსია ქვეყნის ფულის
მიწოდებაში გამოიწვევს ინფლაციას. „ცუდია, როცა ცოტა საქონელი გვაქვს და ბევრი
ფული“. ამით გამოწვეული ჰიპერინფლაცია არაერთმა ქვეყანამ გამოსცადა საკუთარ
თავზე 90-იან წლებში (ზიმბაბვე, რუსეთი...)

სემინარი:
1. ჩამოთვალე ბიზნეს ციკლის ძირითადი ფაზები და ჩამოაყალიბე როგორ იცვლება
რეალური ჯიდიფი და დასაქმებულობა-უმუშევრობა მათ შორის. არიან თუ არა
ბიზნეს ციკლის პერიოდები (ხანგრძლივობა) კონკრეტული ფაზებისა თანაბარი და
მარტივად პროგნოზირებადი?
ბიზნეს ციკლის 4 ფაზა არსებობს: ექსპანსია (რეალური GDP-ს აღმასვლა), კონტრაქცია
(რეალური GDP-ს დაღმასვლა), ბიზნესის პიკი (ზრდიდან კლებაში გადასვლის
წერტილი), რეცესიული ფსკერი (კლებიდან ზრდაში გადასვლის წერტილი).
კონტრაქციის დროს უმუშევრობა იზრდება ციკლური უმუშევრობის ხარჯზე,
ექსპანსიის დროს მეტ-ნაკლებად რეგულირდება და იზრდება დასაქმების დონე.
ბიზნეს ციკლი უფრო მეტად ჰიპოთეტურია, რეალურად ექსპანცია-კონტრაქცია
უფრო კომპლექსური და მერყევი პროცესია და სულაც არ გამოირჩევა
თანმიმდევრულობით და თანაბარი პერიოდებით.
2. რა არის სრული დასაქმება? როცა სრულ დასაქმებასთან გვაქვს საქმე, იქნება თუ არა
უმუშევრობის დონე 0? ახსენი.
სრული დასაქმება არის დასაქმებულობის ის დონე, როცა უმუშევრობის რეითი
ნორმალურია, ფრიქციული და სტრუქტურული ფაქტორების გათვალისწინებით. ანუ
გვაქვს მხოლოდ ბუნებრივი უმუშევრობა და არ ვხვდებით ციკლურ უმუშევრობას.
ცხადია არ ნიშნავს ნულოვან უმუშევრობას. უმუშევრობის დონე რომ 0 იყოს, მაშინ
არცერთი სახის უმუშევრები არ უნდა არსებობდნენ. რომ დავუშვათ სტრუქტურული
უმუშევრობის გაქრობა (ვთქვათ ქვეყანაში არანაირი სტრუქტურული ცვლილება არაა
და ამ მხრივ უმუშევრები არ არსებობენ, მეორე მხრივ, ფიზიკურად წარმოუდგენელია
ფრიქციული უმუშევრობა ნულამდე დაყვანა, რადგან შეუძლებელია მთელი
მოსახლეობა ბედნიერი იყოს საკუთარი სამსახურით და არ ეძებდნეს სხვას.
3. არის თუ არა ბუნებრივი უმუშევრობა ფიქსირებული? რატომ? როგორ უკავშრდება
ბუნებრივი უმუშევრობა სრულ დასაქმებას? ფაქტობრივი (ACTUAL) უმუშევრობის
დონე ბუნებრივ უმუშევრობის დონეზე მეტია თუ ნაკლები? რატომ?
არაა ფიქსირებული, გამუდმებით იცვლება ფრიქციული და სტრუქტურული
უმუშევრობის დონეები და ისინი არანაირ კანონზომიერებას არ ემორჩილებიან.
ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს მხოლოდ ფრიქციულ და სტრუქტურულ
უმუშევრობასთან. ფაქტობრივი დონე უფრო მეტია, რადგან თითქმის ყოველთვის
გვაქვს საქმე ციკლურ უმუშევრობასთანაც, რომელსაც იწვევს რეცესია და თავისთავად
ზრდის უმუშევრობის დონეს. ახალ ზელანდიაშიც კი 2020 წელი რეცესიით
დასრულდა, ბადრის თქმით ყველაზე ახლოს სწორედ მანდაა ეს ორი მაჩვენებელი
ერთმანეთთან, მაგრამ ზუსტად ახალ ზელანდიაშიც კი არ ემთხვევა.
4. რა გავლენები ექნება მაღალ და ცვალებად ინფლაციის დონეს ეკონომიკაზე? როგორ
გავლენას მოახდენს ეს რისკის მიმღებობაზე, რომელიც უკავშირდება გრძელვადიან
კონტრაქტებს და მასთან დაკავშირებულ ბიზნეს გადაწყვეტილებებს?
1) მაღალი და ცვალებადი ინფლაცია ამცირებს ინვესტიციებს. ეს პროცესი ახშობს
გრძელვადიან მიზნებს. აღარ იყიდი მანქანა-დანადგარებს და აღარ ჩადებ
ინვესტიციებს, რადგან რისკი მაღალია. როდესაც არ იცი ინფლაციის რა დონეა
მოსალოდნელი, ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება და დასტაბილურებამდე
ყველა თავს იკავებს გრძელვადიანი მიზნებისგან. შედეგად, ვაჭრობა და ბიზნესი
პრაქტიკულად კვდება, ბაზრის ეფექტურობა მკვეთრად იკლებს.
2) ინფლაცია ამახინჯებს ინფორმაციას, რომელსაც ფასები უნდა იძლეოდეს. ზოგჯერ
ფასის შეცვლა არაა დრამატული, მაგრამ გრძელვადიან პროცესებთან დაკავშირებით
შეცვლილი ფასების შემჩნევა მარტივია. ასევე დამახინჯებული ფასები ართულებს
გადაწყვეტილების მიღებას და აღარაა ის სანდო ინდიკატორი. შედეგად, ეს
არარეალური ფასის სიგნალები მწარმოებლებს მიიყვანს გადაწყვეტილებამდე,
რომელსაც მოგვიანებით ინანებენ.
3) მაღალი და ცვალებადი ინფლაცია გამოიწვევს რესურსების ნაკლებად
პროდუქტიულ გამოყენებას. ასეთ პერიოდებში ბიზნესები ხშრად უფრო და უფრო
მეტ დროსა და ფულს ხარჯავენ ინფლაციასთან შეგუებასა და მომავლის
პროგნოზირებაში, მაშინ როცა ამ რესურსებით შეეძლოთ ეწარმოებინათ
პროდუქტები/რესურსები, რომლებიც ასე ძალიან სჭირდება ბაზარს. მაგალითად,
მენეჯერები დახარჯავენ უფრო მეტ დროს ამჟამინდელი ფასების ცვლილების
შესაგუებლად, ნაცვლად იმისა, რომ შექმნან წარმოების ახალი მეთოდები.
5. „როცა დასაქმებულები დათხოვნილი არიან საქმის ცუდად შესრულების გარდა სხვა
მიზეზებით, უმუშევრობის სარგებლებმა უნდა ჩაანაცვლოს მათი ხელფასების 100%,
მანამ სამან ისინი ახალი სამსახურს არ იპოვნიან“. არის თუ არა ეს მოწოდება კარგი?
რატომ? მხარის დაჭერის შემთხვევაში, როგორ გაკონტროლდებოდა მათი სამსახურის
ძებნის პროცესი? რა შედეგს გამოიღებდა ეს პოლიტიკა უმუშევრობის დონეზე?
ეს მოწოდება აზრს მოკლებულია, რადგან ხელს შეუწყობს ფრიქციული უმუშევრობის
განვითარებას და შესაძლოა მხარდაჭერის იმედად მყოფებმა საერთოდ შრომის ძალაც
კი დატოვონ და უბრალოდ უარი თქვან მუშაობაზე, სანამ დახმარების ვადა არ
გაუვათ. ეს კი თავისთავად ძალიან ცუდ შედეგებს გამოიღებს. ეს პოლიტიკა
უმუშევრობის დონეს გაზრდიდა საწყის ეტაპზე, რადგან შესაძლოა მათ მართლაც
ეძებნათ სხვა სამსახურები, მაგრამ თუ მთლიანად დასჯერდებოდნენ ამ სარგებლებს
და შეწყვეტდნენ ძებნას, დატოვებდნენ შრომის ძალასაც და უმუშევრების
კატეგორიასაც, რაც თითქმის არ შეცვლიდა საბოლოო ჯამში უმუშევრობის დონეს.
6.

უბრალოდ რომელიმე წლის ხელფასი რომ გავყოთ შესაბამის სიფიაიზე მივიღებთ მოცემული
თანხის მსყიდველობით უნარს. ა) მაგალითად, 2000 წელს ეს მაჩვენებლი იყო
400000/100=4000. ბ) ყველაზე მაღალი რეალური ხელფასი იყო 1940 წელს 75000/8.1
(დაახლოებით 9259), ხოლო ყველაზე დაბალი 2015 წელს (დაახლოებით 2907). გ) რეალური
ხელფასი გაიზარდა, რადგან 1920-40 წლებში იყო დიდი დეპრესიის პერიოდი და როგორც
ბადრიმ თქვა იყო 3-4 წლიანი დეფლაცია, რამაც ფასები შეამცირა და ლოგიკურია გაზარდა
თანხის მსყიდველობითი უნარი.

You might also like