Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

თამარ რაზმიაშვილი

მარკ ბლოკი

მარკ ბლოკი იყო ებრაული წარმოშობის ფრანგი ისტორიოსი. იგი დაიბადა ანტიკური
კულტურის პროფესორის ოჯახში. ბლოკმა დაამტავრა პარიზის უმაღლესი სკოლა, ასევე
სწავლობდა ლაიფციგსა და ბერლინში. ბლოკი ასევე იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში.
მან ლუსიე ფევრთან ერთად დაარსა ჟურნალი ,,ეკონომიკური და სოციალური
ისტორიის ანალები“. სფრანგეთში ნაცისტური რეჟიმის პირობებში ბლოკისთვის,
როგორც ებრელი ადვილი აღარ იყო მოღვაწეობა და იგი წინააღმდეგობას უწევდა
გერმანელებს, ხოლო 1944 წელს ბლოკი გერმანელებმა დახვრიტეს.

ისტორიის შემსწავლელი საგანი არის ადამიანი. არსებობს ისეთი შემთხვევებიც,


როდესაც საჭიროა ისტორიის ჩარევა ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანური ფაქტორები
იჩენს თავს. ბლოკი ამაზე მსჯეობისას აბობს რომ ,,ისტორიის საგანი არის ადამიანი.
უკეთესია, თუ ვიტყვით: ადამიანები. მეცნიერებას რაიმე მრავალსახოვანის შესახებ
მრავლობითი რიცხვი უფრო შეეფერება, რომელიც თანაფარდობის გრამატიკული
გამოხატულებაა, ვიდრე მხოლობითი, რაც აბსტრაქციას უფრო უხდება“(ბლოკი,164.
2021) ბლოკი თვლის რომ ადამიანები არიან ისტორიის შემწავლელი საგნები, რადგან
ყველა იმ მშრალი დოკუმენტებისა თუ დამაარსენელთაგანს შორის ისტორიას სწორედ
ადამიანების დანახვა სურს. როგორც ბლოკმა თქვა ადამიანი როგორც ისტორიის
შემსწავლელი საგანი ლეგენდის კაციჭამიას ჰგავს იგი ნადირობს იქ სადაც მისი
მსხვერპლის სუნი ადამიანის სუნია. ხოლო ის ვინც ისტორიაში ადამისნ ვერ დაინახავს
მხოლოს ერუდიციის სავი მუშა იქნება.

ისტორიკოსს უნდა ჰქონდეს წარსული დროის ცოდნა, რადგან ახლანდელი რეალობის


გაგება შესაძლებელია წარსულის მიზეზებზე დაყრდნობით. „ის, ვინც შემოიფარგლება
მხოლოდ აწმყოთი, დღევანდელობით, ვერ გაიგებს დღევანდელობას“(ბლოკი,172.2021).
ისტორიკოსი წარსული ცოდნის გარეშე ვერ გაიგებს აწმყოს რეალობასა და აზრს, მან
უპირველეს ყოვლისა უნდა შეიცნოს წარსული. ისტორიკოსს წარსული დროსი ცდონა
ჭირდება იმისთვის რომ „წარსულის მოვლენებში აღმოჩენილ თანამედროვე
მოვლენების სათავეებს“(ბლოკი,164.2021). წარსულის მოვლენებში აღმოაჩინოს
თანამედროვე მოველენების ძირი, სათავე. ასე რომ ვთქვათ ნაშუადღევის ასახსნელად
ყველაზე საჭიროა დიის ცოდნა.

ისტორიკოსს უნდა შეეძლოს ფაქტების გაგება რათა შეძლოს დასკვნის გამოტანა


პატიოსნების გზით. როგორც მოხული რანკე იტყოდა ,,ისტორიკოსის ამოცანაა, აღწეროს
მხოლოდ ისტორიული ამბავი „ისე, როგორც მოხდა, wie es eidenthich dewesen“
(ბლოკი,177.2021). ისტორიკოსის ამოცანაც ხომ ესაა ის იტრიული ფაქტები გააცნოს
მკითხველს რაც იყო ხოლო განსჯა მათი საქმე არაა. იგივეს უფრო ადრე ამბობდა
ჰეროდოტე „ta eonta legein – იმის მოყოლა, რაც იყო“ (ბლოკი,177.2021). უნდა მოვყვეთ ის
რაც იყო ისტორიკოსმა უნდა გაიგოს ფაქტები და გამოიტანოს დასკვნა. ბლოკს მოყავს
მაგალითი ჯარების სარდალის შესახებ და გვეუბნევა რომ მოწანააღმდგეგესთან
თანაბარი ძალები ჰქონდათ ,მაგრამ ამ სარდალმა მაინც წააგო, აქედან გამომდინარე
ვიგებთ რომ სარდლის მხრიდან ეს პირველი წაგება არ იყო და პატიოსანი საქციელი
იქნება იმ ფაქტის შეფასება რომ ეს სარდალი არ არის თავისი საქმისნ მცოდნე მისი
სტრატეგია ბრძოლის დროს არასწპრი იყო და ამიტომაც წააგეს ბრძოლა. თუ გავიგებთ
რომ გენერალმა ძალით წააგებინა ბრძოლა თავის ჯარს რა მოხდება, ამ ფაქტით ჩვენ
გავიგებთ რომ ის მოღალატეა და მისი ეს ქცევა მისგან გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო.
როგორ შეაფასებდნენ ამ ფაქტს იმ დროში ეს იყო ,,მაგალითი როგორც ღალატი ხანდახან
შესაძლებელია თავისებური კეთილგონიერება აღმოჩნდეს – ამის მაგალითია ძველი
იტალიის კონდოტიერები“ (ბლოკი,180.2021). მაგალითად, ფულადი რეფორმა, რომელიც
იქმნება იმისთვის რომ ღარიბ მოსახლეობას დაეხაროს და გასცეს მათთვის სესხები, ამის
გასაგებად წარსულში მომხდარ ფაქრებს გადავხედავთ და დავინახავთ რომ ფულად
სესხებს ვაების გარდა მოსახლეობისთვის არაფერი მოუტანია. როგორც ბლოკი წერს
სიტყვა ,,გაგება“ ანათებს და მეფობს ჩვენს შორის იგი ისტორიკოსს ძენს ჯინსა და
სურვილს მართალი სიტყვისას. ისტორიკოსმა ქრონოლოგიურად, მიუკერძოებლად და
პატიოსნად უნდა აღწეროს ყველაფერი.
როდესაც სივრცესა და დროში იცვლება სახელები, განიცდინ თუ არა საგნებიც ამ
ცვლილებას სახელებისგან დამოუკიდებლად. სიტყვები დროსტან ერტად იცვლის
მნიშვნელობას და ისე უნდა ვთარგმნოთ რომ ისტორია არ შეიცვალოს ანუ
დამახინჯებულად არ გადმოვცეთ. ბლოკს მაგალითისთვის მოჰყავს არისტოტელეს
განმარტება რომელიც ცუდად არის ნათარგმნი ანუ დამახინჯებულადაა გადმოცემული.
ხოლო, როდესაც სიტყვებში დუალიზმი იმარჯვებს „ბევრ მნიშვნელოვან ასპექტს
დაახლოებითობის პირბადე აქვს ჩამოფარებული“ (ბლოკი,194.2021). დუალიზმი არის
ისეთი საკიტხი რმელსაც გააჩნია ორი განსხვავებული საკითხი, ორიბუნების მქონე. ამ
ტერმინის განმარტება ძალიან რთულია, მაგრამ უფრო რტული იქნებოდა ის ორ
აზროვანი რომ იყოს. ამიტომ ისტორიკოსს დიდი სიფრთხილე და დაკვირვება მართებს
თარგმნის დროს, რათა მან არ თარგმნოს დამახინჯებულად.

ბლოკის აზრით ისტორიის სინთეზი არის ისეთი ტერმინი, რომელიც უნდა


ეკუთვნოდეს ერთ-ერთ დარგის კავშირს როგორებიცაა სხვა დისციპლინები.
მაგალითად, ეთნოგრაფია, ლიგვისტიკა, გეოგრაფია და სხვ. ბლოკი გვესაუბრება ამ
დისციპლინების სინტეზზე და გვიჩვენებს თუ რა იქნება მათი ერთმანეთთან
თანამშრომლობის შემთხვევაში, ყველა ფაქტორის გათვალისწინებიტ როგორ
შეერწყმებიან და იტანამშრომლებენ. მაშინ ითნება ასეთი სინტეზის დროს გუნდური
სულისკვეთება, ასე სხვადასხვა დარგები დაუკვავშირდებიან და ერთიანი ძალით
გამოიკვლევენ და შექმნიან სწორ ინფორმაციას.

ბიბლიოგრაფია

ბლოკი, მარკ. ,,ისტორიის აპოლოგია“. შესავალი თანამედროვე აზროვნებაში ІІ.


თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2021.

You might also like