Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

სასამართლო ეგზ.

№ 1
ბარდება ადრესატს
უწყება
330310021004918131
ადმინისტრაციულ საქმეზე №
1129321259667
უწყების გაგზავნის თარიღი 31 ”_____”
”_____” 01 ”________”
2023 წ.
თბილისის საქალაქო სასამართლო
სასამართლოს სახელწოდება

თბილისის სააღსრულებო ბიურო


თქვენ
სასამართლოში დასაბარებელი პირის სახელი, გვარი, სახელწოდება

დასაბარებელი პირის მისამართი


გიბარებთ: მოსამზადებელი სხდომაზე საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად
მოპასუხე 2023 06 02 14:00 საათზე
გამნწესრიგებელ სხდომაზე სახით, ”_______” წლის ”_____” ”_____” ”_______”
დასაბარებელი პირის სტატუსი

შემდეგ მისამართზე: დ. აღმაშენებლის ხეივანი N64 30


სხდომის დარბაზი №
მოსარჩელე / შუამდგომლობის აღმრძველი ვახტანგ კობეშავიძე
პირი / განმცხადებელი
მოპასუხე / მოვალე / მოწინააღმდეგე მხარე თბილისის სააღსრულებო ბიურო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
სააღსრულებლო ბიუროს ბრძანების ბათილად ცნობა
დავის საგანი
ნინო შჩერბაკოვი სალომე ბოლქვაძე
მოსამართლე / მოსამართლის თანაშემწე /
სახელი, გვარი. სახელი, გვარი.

1545
სასამართლოს ფაქსი ელექტრონული მისამართი
ტელეფონი

გაეცანით უწყების მეორე მხარეს

გამოუცხადებლობის შედეგები
სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ორივე მხარის არასაპატიო მიზეზით
გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს. გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა
სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.
მოწმის სასამართლოში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი დაჯარიმდება 50 ლარით. სასამართლომ შეიძლება დაადგინოს მოწმის
იძულებითი მოყვანა. თუ თარჯიმანი არ გამოცხადდება სასამართლოში არასაპატიო მიზეზით ან თავს აარიდებს მოვალეობის შესრულებას, იგი დაჯარიმდება 50
ლარით.
დაბარებული პირი ვალდებულია გამოუცხადებლობის მიზეზი სხდომის დაწყებამდე აცნობოს სასამართლოს. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო
ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რაც პირისგან დამოუკიდებელი მიზეზიდან მომდინარეობს. ავადმყოფობა
დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო
პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
სასამართლო წინადადებას გაძლევთ წარმოადგინოთ თქვენთან არსებული ყველა მტკიცებულება. თუ მხარე საპატიო მიზეზით ვერ ახერხებს მტკიცებულებათა
უშუალოდ მიღებას და მათ სასამართლოში წარდგენას, მან ამის შესახებ სასამართლოს უნდა აცნობოს არა უგვიანეს სხდომის დაწყების წინა სამუშაო დღისა. თუ
ადმინისტრაციულმა ორგანომ არასაპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო მტკიცებულებათა წარდგენა, სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამის
თანამდებობის პირს აჯარიმებს 200 ლარით, რაც არ ათავისუფლებს მას მტკიცებულებათა შემდგომში წარდგენის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში სასამართლო
უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელს ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართოს წარდგინებით სასამართლოში მტკიცებულებათა
წარუდგენლობის მიზეზების დადგენისა და შესაბამისი თანამდებობის პირის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების თაობაზე.
მხარეები ვალდებული არიან, საქმის მომზადების მიზნით შეასრულონ მოსამართლის მითითებები. მოსამართლე უფლებამოსილია, მისი მითითებების
შეუსრულებლობისათვის მხარე დააჯარიმოს 50 ლარით.
უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე
მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, მისთვის უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის.
ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ (პირველი შესაძლებლობისთანავე) ჩააბაროს უწყება ადრესატს.
სასამართლო უწყება იგზავნება ტექნიკური საშუალებით (ტელეფონი, დეპეშა, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი, სხვა ტექნიკური საშუალება), ფოსტით ან კურიერის
მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის
ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში.
თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც
იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ მოთხოვნათა დაცვით, უწყება
ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
წერილობითი პასუხის (შესაგებლის) სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარდგენა მკაცრად რეკომენდირებულია. იგი დაეხმარება სასამართლოს საქმეზე
ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანასა და მხარის კანონიერი ინტერსების დაცვაში, აგრეთვე მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელებაში.
ეგზ. № 2
ხელწერილი უბრუნდება სამართლოს

მოსამართლე / ნინო შჩერბაკოვი ადმინისტრაციულ საქმეზე № 330310021004918131


სახელი, გვარი

სასამართლო უწყება გაგზავნილი თბილისის სააღსრულებო ბიურო სახელზე


სასამართლოში დასაბარებელი პირის სახელი, გვარი, სახელწოდება

დასაბარებელი პირის მისამართი


მხარის (მხარის წარმომადგენლის) მიერ მითითებულიმისამართის მიხედვით

თბილისის საქალაქო სასამართლო 2023


”_______” 06
წლის ”_____” 02
”_____” 14:00 საათზე
”_______”
სასამართლოს სახელწოდება

მოსამზადებელ სხდომაზე მთავარ სხდომაზე საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად

გამნწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე სახით, გამოცხადების შესახებ ჩაბარდა ადრესატს სხვა პირს
დასაბარებელი პირის სტატუსი

სამუშაო ადგილის/ორგანიზაციის კანცელარიას შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ადმინისტრაციას


(ხაზი გაესვას საჭიროს)

შესაბამის უფლებამოსილ პირს


უწყების მიმღების სახელი, გვარი, თანამდებობა

უწყების მიმღების ადრესატთან დამოკიდებულება, თუ უწყება ჩაბარდა სხვა პირს ან სამუშაო ადგილის/ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს

უწყების ჩაუბარებლობის/ მიღებაზე უარის თქმის მიზეზი

სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას

სარეგისტრაციო № ბ. ა. უწყება ჩაბარდა ”_____” ”_____” 201 __ წლის ________


საათი, წუთი
(უწყების სამუშაო ადგილის/ ორგანიზაციისათვის ჩაბარების შემთხვევაში)
უწყების მიმღების
ხელმოწერა

უწყების მიმღების ხელმოწერას ვადასტურებ


კურიერის სახელი, გვარი კურიერის ხელმოწერა

უწყების ჩაბარების წესი


უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ
წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. სასამართლო უწყება იგზავნება
ტექნიკური საშუალებით (ტელეფონი, დეპეშა, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი, სხვა ტექნიკური საშუალება), ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი
ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. ტექნიკური
საშუალებით დაბარებისას მიეთითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საკითხები, რა დროსაც დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს
შესაბამისი მოხელე. ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება: ტელეფონის შემთხვევაში - ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით; ელექტრონული ფოსტის ან
ფაქსის შემთხვევაში - შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით. დეპეშით დაბარების შემთხვევაში, სასამართლო უწყების ჩაბარება
დასტურდება დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით.
სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა
მისამართის მიხედვით. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. თუ პირველად
გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ადრესატისათვის
სასამართლო უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას უწყების გადაცემის დრო აღინიშნება ტექნიკური საშუალებით
დაბარების შესახებ შედგენილ აქტში. მოსამართლეს შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას სასამართლო უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. უწყების დროულად ჩაბარების
მიზნით მხარეს შეუძლია სასამართლოს მიმართ წერილობითი განცხადების საფუძველზე, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კურიერის გადაადგილება და მისი მეშვეობით უწყების ჩაბარება. პირი, რომელსაც მოსამართლემ
დაავალა უწყების მიტანა, ვალდებულია, სასამართლოს დაუბრუნოს მისი მეორე ეგზემპლარი უწყების მიმღების ხელმოწერით. მოსამართლეს შეუძლია სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა უბნის
ინსპექტორები ვალდებული არიან განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის
სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს. თუ სასამართლოში დასაბარებელი პირი სხვა მუნიციპალიტეტშია
(რაიონშია, ქალაქშია) და მისთვის სასამართლო უწყების დროულად ჩაბარება ვერ ხერხდება, საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია ადრესატისათვის უწყების ჩაბარება დაავალოს შესაბამის სასამართლოს, რომლის
ტერიტორიაზედაც იმყოფება დასაბარებელი პირი. ამ მიზნით საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია ტექნიკური საშუალების გამოყენებით გაუგზავნოს შესაბამის სასამართლოს უწყება ან აცნობოს მას უწყების შინაარსი.
ამ უკანასკნელ შემთხვევაში დავალების მიმღები სასამართლო გამოწერს უწყებას დავალების მიმცემი სასამართლოს სახელით. დავალებას ასრულებს სასამართლოს შესაბამისი მოხელე. დავალების მიმღები სასამართლო
ვალდებულია, დავალების მიმცემ სასამართლოს აცნობოს ადრესატისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე, მისი ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზები ან მის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ და გაუგზავნოს შესაბამისი
დოკუმენტი ტექნიკური ან სხვა საშუალების გამოყენებით. ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე
ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს,
რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ
უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები
ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების ჩაბარება ამ აბზაცით გათვალისწინებული სუბიექტისათვის ჩაითვლება
უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატმა ან ამ აბზაცით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი
მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. ეს წესი არ
გამოიყენება მოპასუხის მიმართ, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე. ადრესატის არყოფნის
შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.
თუ საქმის წარმოება სასამართლოში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას. თუ საქმეში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 10-ზე მეტი პირია და საქმის წარმოება მინდობილი
არ აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, სასამართლო უწყება ეგზავნება სარჩელზე (საჩივარზე, შესაგებელზე) ხელის მომწერ პირველ სამ პირს. თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება
სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება იმ გაზეთის საშუალებით, რომელიც
მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. ამ შემთხვევაში უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გაზეთში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

You might also like