Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

Present Continuous

აწმყო განგრძობითი დრო

გამოხატავს ისეთ მოქმედებას, რომელიც ხდება დროის რომელიღაც აწმყო მომენტში (საუბრის
მომენტში, დღეს, ამ კვირას, ამ წელს…) და მოქმედება არ არის დასრულებული.

იწარმოება to be დამხმარე ზმნის აწმყო ფორმებით am, is, are და ზმნას + -ing.

მართლწერა

თუ ზმნა ბოლოვდება e-ზე, -ing-ის დამატებისას შორდება ხმოვანი.

come - coming, dance - dancing, change - changing, love - loving

თუ ზმნა ბოლოვდება თანხმოვანზე და წინ უსწრებს ერთი მოკლე ხმოვანი, თანხმოვანი


გაორმაგდება.

hit - hitting; stop - stopping; spot - spotting; run - running (მაგრამ beat - beating; meet -
meeting)

თუ ზმნა ბოლოვდება y-ზე, დაემატება ეგრევე -ing.

stay - staying; cry - crying; study - studying

თუ ზმნა ბოლოვდება l-ზე და წინ უსწრებს მოკლე ხმოვანი, l გაორმაგდება.

travel - travelling; signal - signalling (მაგრამ არა cool - cooling; crawl - crawling)
ამ დროსთან ხშირად შევხვდებით შემდეგ სასიგნალო სიტყვებს:
Now/right now - ახლა, ამ წამს
Today - დღეს
At the moment - ამ წამს
Tonight - ამაღამ
Nowadays - დღესდღეობით
This week/evening/month - ამ კვირას/საღამოს/თვეს

გამოიყენება:

1. მოქმედება ხდება დროის გარკვეულ მონაკვეთში. არ არის აუცილებელი საუბრის


მომენტში ხდებოდეს.

I am reading an interesting book. - საინტერესო წიგნს ვკითხულობ.

2. წინასწარ დაგეგმილი შეთანხმებები (ამ შემთხვევაში ის გამოხატავს მომავალს).

I’m meeting my friend today. - დღეს მეგობარს ვხვდები.


Are you doing anything this evening? - ამ საღამოს რას აკეთებ?

3. როცა ვიყენებთ სიტყვა always-ს, უმეტესად მოსაუბრე გამოხატავს გაღიზიანებას.

Why are you always screaming? - სულ რატომ ყვირი?


She’s always complaining. - ის სულ წუწუნებს.

ზმნები, რომლებიც არ იხმარება განგრძობით დროში:

like, love, hate, want, prefer, know, realize, suppose, mean, understand, believe, remember,
belong, contain, consist, depend, seem, mind, wish, agree, see, recognize

ჩამოთვლილი ყველა ზმნა გამოხატავს მდგომარეობას და არა მოქმედებას - ისეთ რაღაცას, რაც
განგრძობით ხასიათს ვერ მიიღებს.

✔️

I know him. მე მას ვიცნობ.
I’m knowing him. მე მას ამ წამს ვიცნობ? ამ კვირას? ამ თვეს? - ან ვიცნობ, ან არა.

You might also like