საქ. პოლიტ-სისტემა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

1.

სისტემური მიდგომის დამკვიდრება პოლიტიკურ მეცნიერებაში

1.1 რატომ შემოიტანეს პოლიტიკურ მეცნიერებაში „პოლიტიკური სისტემის’’


ცნება
ცნება „პოლიტიკური სისტემა’’ შედარებით ახალია და პოლიტიკურ მეცნიერებაში
მეოცე საუკუნის 50–60 იან წლებში შემოიტანეს. მისი შემოტანით ხაზი ესმებოდა
პოლიტიკის სისტემურ ხასიათს. მანამდე, ხელისუფლებითი ურთიერთობების
აღწერისას, გამოიყენებოდა ცნებები: მმართველობის ტიპი ან მმართველობის
სისტემა. პოლიტიკა დაიყვანებოდა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების
საქმიანობაზე. გარკვეულ ეტაპამდე მსგავსი ახსნა რეალობას ასახავდა, მაგრამ
სამოქალაქო საზოგადოების განვითარებამ და დამოუკიდებელი პიროვნების
ჩამოყალიბებამ თავისი უფლებებითა და თავისუფლებებით შექმნა ახალი რეალობა
– მოქალაქე ემორჩილებოდა სახელმწიფოს, არამედ ზეგავლენასაც ახდენდა მასზე,
რისთვისაც ქმნიდა პოლიტიკურ ორგანიზაციებს.

1.2. როგორ ჩამოყალიბდა სისტემური მიდგომა


სისტემური მეთოდის პროტოტიპად შეიძლება მივიჩნიოთ არისტოტელეს მიერ
„პოლიტიკაში’’ ბერძნული ქალაქების კონსტიტუციების შედარება. პოლიტიკური
ორგანიზაციის სხვადასხვა სახის არსებობა აიხსნება გარემოს სხვადასხვა ფაქტორის
მეშვეობით. არისტოტელე, პლატონი და ჰობსი საზოგადოებას ადარებდნენ ცოცხალ
ორგანიზმს და მიიჩნევდნენ მთლიან და მოწესრიგებულ ფენომენად.
სისტემის ცნება მეოცე საუკუნის 20 იან წლებში შემოიტანა გერმანელმა ბიოლოგმა
ლუდვიგ ფონ ბერტალანფიმ, უჯრედის გარემოსთან გაცვლის პროცესების
აღსანიშნავად. იგი სისტემას განიხილავდა მთლიანობად, ერთმანეთზე
დამოკიდებული ელემენტების სახით. ერთმანეთზე დამოკიდებულება ნიშნავს, რომ
სისტემის ერთი ელემენტის შეცვლის შემთხვევაში იცვლება მთლიანობა.
სისტემის ანალიზის თანახმად, ნებისმიერ სისტემას, მათ შორის პოლიტიკურსაც, აქვს
შემდეგი მახასიათებლები:
– სისტემა შედგება მრავალი ნაწილისგან
– ნაწილები შეადგენენ ერთ მთლიანობას
– სისტემას აქვს საზღვრები
– ცვლილება ერთ ნაწილში იწვევს ცვლილებებს სხვა ნაწილებშიც
1.3 სისტემური მიდგომა პოლიტიკაში
პოლიტიკურ მეცნიერებაში სისტემური მიდგომის ფუძემდებელია დევიდ ისთონი.
ნაშრომებში – „პოლიტიკური სისტემა’’ და „სისტემური ანალიზი პოლიტიკური
ცხოვრებისათვის’’ – პოლიტიკური სისტემა წარმოდგენილია ხელისუფლების
ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების მექანიზმის სახით, რომლის დანიშნულებაცაა
საზოგადოების ხელთ არსებული რესურსებისა და ფასეულობების განაწილება.
ამასთან, პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირება უნდა არწმუნებდეს მოქალაქეებს
განაწილების სისტემის სამართლიანობაში. რადგანაც ადამიანები საზოგადოებაში
სხვადასხვა სისტემისა და ქვესისტემის სუბიექტები არიან, ისინი სხვადასხვა როლს
ასრულებენ სისტემაში. სისტემა ადეკვატურად უნდა რეაგირებდეს შიდა და გარე
ზემოქმედებაზე.
სისტემური მიდგომა პოლიტიკისადმი:
– საშუალებას გვაძლევს, პოლიტიკა წარმოვიდგინოთ მთლიანობის სახით და
გავაანალიზოთ მისი ურთიერთქმედება გარემოსთან;
– საშუალებას გვაძლევს, წარმოვიდგინოთ პოლიტიკა ადამიანთა ქცევისა და
საქმიანობის სისტემის სახით;
სისტემური თეორია ურთიერთქმედების პროცესებს სამ ციკლად ჰყოფს: შესვლა
(input), კონვერსია (conversion), გარდაქმნა და გამოსვლა (output). რაც შეეხება
პოლიტიკური სისტემის საზღვრებს – მას შეუძლია გაფართოება და შევიწროება.
არჩევნების დღეს პოლიტიკური სისტემის საზღვრები ფართოვდება მასში
ამომრჩეველთა უშუალო შეჭრით. ომის დროსაც პოლიტიკური სისტემის საზღვრები
ფართოვდება, რადგანაც მრავალი ადამიანი ჩაბმულია სამხედრო სამსახურში.
1.4 პოლიტიკური სისტემის განსაზღვრის საკითხი
თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებაში არ არსებობს პოლიტიკური სისტემის
საყოველთაოდ მიღებული უნივერსალური განსაზღვრება. არსებობს პოლიტიკური
სისტემის 20–ამდე განსაზღვრება და თითოერულ უნივერსალურობის პრეტენზია აქვს.
ინსტიტუციური მიდგომის მომხრენი პოლიტიკურ სისტემას განიხილავენ
პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართული ინსტიტუტების კუთხით.
ელიტური მიდგომის მომხრენი წარმოაჩენენ ეკონომიკური და მმართველი ელიტის
როლს.
საზოგადოების პოლიტიკური სისტემა – ესაა სამართლისა და სხვა სოციალური
ნორმების საფუძველზე მოწესრიგებული საზოგადოებრივ–პოლიტიკური და
სახელმწიფო ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელთა ფარგლებშიც
მიმდინარეობს საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრება და ხორციელდება
პოლიტიკური ხელისუფლება.
პოლიტიკური სისტემა ასოცირდება საზოგადოებაში დაკანონებულ ფიზიკურ
იძულებასთან. ყველა სისტემაში ხაზგასმულია პოლიტიკური სისტემის
კანონიერი უფლება – დასაჯოს, აიძულოს და დაიმორჩილოს.

პოლიტიკურ სისტემას აქვს ოთხი მახასიათებელი, რომლებიც განსხვავდება სხვა


სოციალური სისტემებისგან:
1) უნივერსალურია, რადგან ზემოქმედებას ახდენს მთელს საზოგადოებაზე;
2) ახორციელებს სრულ კონტროლს ფიზიკურ და სხვა სახის იძულებაზე
3) გამოიყენოს საყოველთაოდ სავალდებულო გადაწყვეტილებები
4) პოლიტიკური სისტემის გადაწყვეტილებები ავტორიტეტულ–ხელისუფლებითია
და ლეგიტიმურობის გამო დიდია ალბათობა იმისა, რომ ხალხი მას
დაემორჩილება
1.5 პოლიტიკური სისტემის კომპონენტები
პოლიტიკურ სისტემას გარკვეული კომპონენტები აქვს, რომელთა გარეშეც
წარმოუდგენელია მათი არსებობა. პირველ რიგში ესაა ერთობლიობა ადამიანებისა,
რომლებიც პოლიტიკური იერარქიის სხვადასხვა საფეხურზე დგანან, მაგრამ
ერთმანეთთან დაკავშირებული არიან გარკვეული პოლიტიკური კულტურით,
პოლიტიკისა და ქვეყნის ისტორიის ცოდნით, ტრადიციებითა და ფასეულობითი
ორიენტაციებით და ა.შ.
მეორე კომპონენტია თანამდებობის პირები, რომელთა გადაწყვეტილებებიც
პოლიტიკურ საზოგადოებას სავალდებულო მიაჩნია. თანამდებობის პირები
თანამდებობრივი პოსტების პერსონიფიცირებას ახდენენ, ისინი პოლიტიკური
ხელისუფლების საფუძველს შეადგენენ და მოქმედებენ სისტემის სახელითა და მის
სასარგებლოდ. არსებობს თანამდებობის პირთა ორი ფენა: ა) თანამდებობის პირები,
რომელთაც პოსტები უკავიათ ზოგადსისტემურ იერარქიაში. ბ) პირები (შუამავლები),
რომელთაც აკისრიათ სპეციალური პროფილის აღმასრულებელი სამუშაო – ე.ი.
მოხელეების, რომლებიც მიუდგომლად უნდა მართავდნენ და ზუსტად და
ნებაყოფლობით ასრულებდნენ სახელმწიფოსათვის სარგებლის მომტან ბრძანებებს.
მესამე კომპონენტია სამართლებრივი და პოლიტიკური ეთიკის ნორმები, რომლებიც
არეგულირებენ სისტემის მუშაობას.
მეოთხე კომპონენტია ტერიტორია, სადაც არსებობს პოლიტიკური სისტემა და
გარკვეული საზღვრები აქვს. ტერიტორია, როგორც პოლიტიკური სისტემის
კომპონენტი, სახელმწიფოს იდენტური არაა, რადგან ქალაქი ან სასოფლო რაიონი
თავისი პოლიტიკური საზოგადოებით და ადგილობრივი მმართველობის
ორგანოებით არის მოცემული.
3.1 პოლიტიკური სტრუქტურები
პოლიტიკური სტრუქტურები მოიცავს სხვადასხვა ორგანიზაციას, როგორც საკუთრივ
პოლიტიკურს, ისე არაპოლიტიკური ხასიათის ორგანიზაციებს, რომლებიც შეიძლება
მიზნად ისახავდეს სერიოზულ პოლიტიკურ ინტერესებს, მაგალითად:
პროფკავშირები, მეწარმეთა გაერთიანებანი, ეკლესია და სხვა.
პოლიტიკურ სტრუქტურებს გარკვეული მდგრადობა ახასიათებთ. სწრაფი
ცვლილებებისგან – პროცესების ანუ ფუნქციებისგან განსხვავებით, სტრუქტურული
ცვლილებები ნელა მიმდინარეობს.
პოლიტიკური ცვლილებების სწრაფი ცვლა ან მათი დანგრევა რევოლუციების
პერიოდისთვისაა დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი სოციალური დანაკარგები
ახლავს თან. ასეთ პერიოდში პოლიტიკური სისტემები არასტაბილურობით
გამოირჩევიან – საზოგადოებაში პოლიტიკური ინტერესების ანტაგონისტური
ასპექტები დომინირებს ინტეგრაციულზე.

3.2 პოლიტიკური სისტემის ქვესისტემები


პოლიტიკური სისტემა ქვესისტემებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან
კავშირშია და უზრუნველყოფს საჯარო ხელისუფლების ფუნქციონირებას.
ფუნქციონალური ნიშნის მიხედვით შეიძლება გამოიყოს შემდეგი ქვესისტემები:
ინსტიტუციური ქვესისტემა მოიცავს სახელმწიფოს, პოლიტიკურ პარტიებს,
სოციალურ–ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მათ შორის
ურთიერთობას. ისინი მთლიანობაში ქმნიან საზოგადოების პოლიტიკურ
ორგანიზაციას. ამ ქვესისტემაში ცენტრალური ადგილი სახელმწიფოს განეკუთვნება.
თავის ხელში რესურსების დიდი ნაწილის კონცენტრირებით, კანონიერ ძალადობაზე
მონოპოლიის ფლობით, სახელმწიფოს ყველაზე მეტი შესაძლებლობა აქვს გავლენა
იქონიოს საზოგადოებაზე.
ნორმატიული ქვესისტემა მოიცავს სამართლებრივ, მორალურ ნორმებსა და
ფასეულობებს. მათი მეშვეობით პოლიტიკური სისტემა მარეგულირებელ
ზემოქმედებას ახდენს ინსტიტუტების მოღვაწეობაზე და მოქალაქეთა ქმედებაზე.
ფუნქციური ქვესისტემა – ესაა პოლიტიკური მოღვაწეობის მეთოდები და
ხელისუფლების განხორციელების ხერხები. ის პოლიტიკური რეჟიმის საფუძველია.
კომუნიკაციური ქვესისტემა მოიცავს პოლიტიკური ურთიერთქმედების ყველა
ფორმას როგორც სისტემის შიგნით, ისე სხვა სახელმწიფოთა პოლიტიკურ
სისტემებთან.
3.3 პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების დონეები
ალმონდი პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებას სამ დონეზე განიხილავს, რაც
შესაძლებლობას იძლევა, შედარდეს პოლიტიკურ სისტემათა სხვადასხვა ტიპი.
პირველი დონეა სისტემის შესაძლებლობები. შესაძლებლობებს ალმონდი
განიხილავდა როგორც მთავრობის გავლენის ხარისხსს საზოგადოებაზე. იგი
ასახელებდა შესაძლებლობათა ხუთ სხვადასხვა ტიპს, რომლებიც ერთ შემთხვევაში
შეიძლება ძალზედ დიდი იყოს, სხვა შემთხვევებში კი ნაკლები:
1) ექსტრაქციული შესაძლებლობა – სისტემის უნარი, აითვისოს გარკვეული
მიზნების მისაღწევად ადამიანური და მატერიალური რესურსები;
2) მარეგულირებელი შესაძლებლობა – საზოგადოებაში ცალკეული ადამიანების
და ჯგუფების ქცევის კონტროლი და საზოგადოების მოღვაწეობის
რეგულირების უნარი;
3) განაწილებითი შესაძლებლობა – ესაა უნარი, შექმნას, განათავსოს და
გაანაწილოს მატერიალური და არამატერიალური ფასეულობანი
საზოგადოებაში;
4) რეაგირების შესაძლებლობა – სისტემის უნარი, რეაგირება მოახდინოს
მოთხოვნებზე შესაბამისი პოლიტიკით და უპასუხოს სხვადასხვა ჯგუფიდან
მომდინარე მრავალგვარ მოთხოვნას;
5) სიმბოლური მნიშვნელობა;
მრავალი პოლიტიკური სისტემა თავისი ხასიათით, ძირითადად მარეგულირებელი
და ექსტრაქციულია. ტოტალიტარული სისტემები თრგუნავენ საზოგადოების
მოთხოვნებს და არ რეაგირებენ გარედან მომდინარე მოთხოვნებზე. კომუნისტური
ტოტალიტარიზმი განსხვავდება ფაშისტურისგან ძლიერი გამანაწილებელი უნარით.
სისტემის ფუნქციონირების მეორე დონე ასახავს იმას, რაც თავად სისტემაში ხდება,
ე.ი. კონვერსიის პროცესი – ესაა შემავალი ფაქტორების გარდაქმნის უნარი გამავალ
ფაქტორებად. ალმონდის ამ სქემაში გამოხატულია 6 ძირითადი ფუნქცია:
1) როგორ ყალიბდება მოთხოვნები – ინტერესების არტიკულაცია
2) როგორ ხდება მოთხოვნათა ჩამოყალიბება მოქმედებათა ალტერნატიულ
პროგრამებად – ინტერესების აგრერირება
3) როგორ ყალიბდება ნორმები – ნორმების შექმნა
4) როგორ ხორციელდება ეს ნორმები ცხოვრებაში – ნორმების რეალიზება
5) როგორ კონტროლდება და რეგულირდება ისინი – კონტროლი ნორმებზე
6) ყველა ეს სხვადასხვა მოქმედება როგორ შეესაბამება ერთმანეთს ამა თუ იმ
სისტემის შიგნით – კომუნიკაცია
პოლიტიკური სისტემის მესამე დონის ფუნქციონირებაში ალმონდს მხედველობაში
ჰქონდა მოდელის მხარდაჭერისა და ადაპტაციის ფუნქციები. ალმონდისთვის ეს იყო
სოციალიზაციისა და რეკრუტირების პროცესი, რომლის დროსაც იქმნება ახალი
როლები და ახალი ადამიანები ‘’შედიან’’ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
4.1 დახურული და ღია პოლიტიკური სისტემები
პოლიტიკურ სისტემათა ტიპოლოგია ხორციელდება განსხვავებული ნიშნების
გათვალისწინების საფუძველზე. გარემოსთან მათი ურთიერთობის ხასიათიდან
გამომდინარე, გამოიყოფა დახურული და ღია პოლიტიკური სისტემები.
დახურულ პოლიტიკურ სისტემებს შეზღუდული კავშირი აქვს გარე სამყაროსთან,
ისინი არ აღიქვამენ სხვა სისტემათა ფასეულობებს და თვითკმარნი არიან, ანუ
განვითარების რესურსს პოულობენ საკუთარი თავის შიგნით. დახურული სისტემების
მაგალითია საბჭოთა კავშირი, უნგრეთი და ა.შ.
ღია სისტემებს აქტიური კავშირი აქვთ გარე სამყაროსთან და წარმატებით ითვისებენ
სხვა სისტემათა ფასეულობებს, ანუ მოძრავნი და დინამიკურნი არიან. ღია
პოლიტიკური სისტემების მაგალითია დასავლეთის განვითარებული დემოკრატიული
ქვეყნები. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ საქართველო ესწრაფვის ღია
პოლიტიკური სისტემის შექმნას.
4.2 პოლიტიკური სისტემების კლასიფიკაცია პოლიტიკური რეჟიმის მიხედვით
გავრცელებულია, პოლიტიკური სისტემების კლასიფიკაცია პოლიტიკური რეჟიმის
მიხედვით. ამ კრიტერიუმის შესაბამისად, გამოიყოფა დემოკრატიული,
ავტორიტარული და ტოტალიტარული პოლიტიკური სისტემები.
დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა პიროვნების უფლებათა პრიორიტეტს,
ხელისუფლებაზე საზოგადოების კონტროლს და ხელისუფლების დანაწილებას
ემყარება. დემოკრატიის დროს შეუძლებელია მდგრადი, უცვლელი უმრავლესობის
ბატონობა, რადგან დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ–ერთი ატრიბუტია
პერიოდულობა, მისთვის დამახასიათებელია კონკურენტული ბრძოლა
ხელისუფლებისთვის.
ავტორიტარული პოლიტიკური სისტემა ეფუძნება ერთი პირის ან ადამიანთა
ჯგუფის შეუზღუდავ ხელისუფლების მართვას. იგი გამორიცხავს დემოკრატიას,
ხელისუფლების რეალურ დანაწილებას და მასმედიის საშუალებათა
დამოუკიდებლობას.
ტოტალიტარული პოლიტიკური სისტემისთვის დამახასიათებელია
ხელისუფლებისადმი პიროვნებისა და საზოგადოების სრული დაქვემდებარება,
სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების მოქმედებების რეგლამენტაცია და
კონტროლი. საბჭოთა პერიოდში საქართველოში არსებობდა ტოტალიტარული
რეჟიმი.
დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის თავისებური ნაჯვარია ჰიბრიდული რეჟიმი.
დღეს ამგვარ პოლიტიკურ სისტემას მიეკუთვნება მრავალი ქვეყანა. ისინი ან უფრო
დემოკრატიისკენ იხრებიან, ან უფრო ავტორიტარიზმისკენ. ჰიბრიდულ რეჟიმად
მიიჩნევა თანამედროვე საქართველოც.
4.3 ა. ლეიპჰარტის პოლიტიკური სისტემების ტიპოლოგია
ა.ლეიპჰარტმა ეჭვქვეშ დააყენა გ. ალმონდის პოლიტიკური სისტემების ტიპოლოგია,
იმის გამო, რომ იგი გულისხმობს კულტურული თვალსაზრისით ჰომოგენურ
საზოგადოებას, რომელშიც მინიმუმამდეა დაყვანილი სოციალური კონფლიქტები.

ლეიპჰარტი დასავლური წარმომადგენლობითი დემოკრატიების სისტემებს ჰყოფდა


მაჟორიტარულად და კონსენსურად. მაჟორიტარული პოლიტიკური სისტემებისათვის
დამახასიათებელია არჩევნების მაჟორიტარული წესი, ორპარტიულობა, ძლიერი
აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლის მოქმედება სუსტადაა შეზღუდული
პარლამენტის მიერ.
კონსენსური სისტემისათვის დამახასიათებელია საპარლამენტო არჩევნების
პროპორციული წესი, მრავალპარტიულობა, მთავრობის პასუხისმგებლობა
პარლამენტის წინაშე, პარლამენტში ორი პალატის არსებობა, რომელთაგან ერთი
წარმოადგენს რეგიონულ ან ადგილობრივ ინტერესებს.
მაჟორიტარული სისტემის ძირითადი უპირატესობაა მის მიერ უზრუნველყოფილი
პოლიტიკური სტაბილურობა: მთავრობას შეუძლია მშვიდად გაატაროს დასახული
კურსი, ყურადღება არ მიაქციოს ოპოზიციის აზრს, რომელსაც, თავის მხრივ, იმედი
აქვს, რომ ანალოგიურ მანდატს მიიღებს მომავალი არჩევნების შედეგად.
კონსენსური სისტემის მთავარი უპირატესობაა მეტი დემოკრატიულობა, ე.ი.
საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ერთდროული და მუდმივი
წარმომადგენლობითობა პარლამენტში.
მიჩნეულია, რომ მაჟორიტარული პოლიტიკური სისტემა უფრო შეესაბამება
ერთგვაროვან საზოგადოებას, ხოლო კონსენსური – ფრანგმენტირებულ
საზოგადოებას.
თუმცა ლეიპჰარტის მიერ წამოყენებული ტიპოლოგია სულაც არ გულისხმობს, რომ
ყველა არსებული დემოკრატიული სისტემა ექცევა ამ ორი აღწერილი სტანდარტიდან
ერთ–ერთის ქვეშ.
ტიპოლოგია – ესაა სხვადასხვა პოლიტიკური სისტემის შედარებისა და ანალიზის
ინსტრუმენტი, რომელთაგან თითოეულ შეიძლება ჰქონდეს ორივე აბსტრაქტული
ტიპის ნიშნები, სხვადასხვა შეხამებით, და შეიძლება ვილაპარაკოთ ან
მაჟორიტარული, ან კონსენსური მახასიათებლების სიჭარბეზე.

You might also like