ემოცია და სოციალლური ქცევა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 13

რა არის ემოცია?

ემოციები ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რამეთუ


სწორედ მათით ვახდენთ იმ მოვლენათა იდენტიფიკაციას, რომლებიც ჩვენთვის
არის საინტერესო, მისაღები, მნიშვნელოვანი და ასევე იმ გარემოებების აღქმას,
რომლებიც ჩვენთვის უსიამოვნების მომტანნი არიან. ემოციები გვეხმარებიან
სიტუაცია შევაფასოთ ჩვენთვის, როგორც დადებითად ასევე უარყოფითად.
ნეიროფსიქოლოგების შეხედულებით ემოციური კომპონენტი გვეხმარება
მოვლენის ან სტიმულის კოგნიტური ინტერპრეტაციის მოხდენაში. რა არის ეს
კონკრეტული სტიმული? სასიამოვნოა ჩემთვის თუ არა? ემოციებს აქვთ
გადარჩენის ფუნქცია, მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი მისთვის
პოტენციურად საფრთხის შემცველ გარემოში აღმოჩნდება მას დაეუფლება შიშის
ემოცია, რომელიც იქნება ბიძგის მიმცემი ქცევის- გაქცევა ან ბრძოლა
გადარჩენისთვის. ორივე შემთხვევაში ადამიანს სჭირდება რესურსების
მობილიზება და მისთვის ოპტიმალური, საუკეთესო გადაწყვეტილების მიხედვით
მოქმედება.

ემოციები ეს გახლავთ მენტალური, სხეულებრივი ცვლილებების რთული პატერნი.


ემოციები მოიცავენ კოგნიტურ პროცესებს, ქცევით რეაქციებს, ფიზიოლოგიურ
აგზნებას (სხვადასხვა ცვლილებებს), გრძნობებს, რომლებიც ჩნდებიან მაშინ,
როდესაც სუბიექტს შეხება უწევს მისთვის სენსიტიურ, გარკვეული მნიშვნელობის
მქონე სტიმულთან ან ისეთ მოვლენასთან, რომელიც პიროვნული თვალსაზრისით
ადამიანისთვის ღირებულია. ემოციები კი ამ შემთხვევაში განაპირობებენ იმას თუ
როგორი იქნება პასუხი და რეაქცია სტიმულსა თუ მოვლენაზე.

ემოციის კომპონენტები:

 ფსიქოფიზიოლოგიური- ამ დროს ადგილი აქვს ფსიქოლოგიურ და


ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც ერთგვარ შეტყობინებას
წარმოადგენენ ადამიანისათვის. ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ ვარ
რეალურად, როგორია კონკრეტული მოცემულობა ადამიანისთვის და ამაზე
საპასუხოდ სხეულს აქვს გარკვეული სიგნალები, რომელთა შემჩნევა
მნიშვნელოვანია;
 გამომხატველი კომპონენტი- ექსპრესია, როგორია სახის გამომეტყველება,
ხმის ტემბრი, ხმამაღალია თუ ხმადაბალი, სწრაფად საუბროს ადამიანი თუ
შენელებულად, სხეულის ენა, როგორ დგას ადამიანი, როგორი პოზა აქვს,
ყველაფერი გამოხატავს ემოციურ მდგომარეობას და მათი შემჩნევა
დაკვირვებული, ინფორმაციულად შეიარაღებული თვალისათვის
ნამდვილად არ უნდა იყოს რთული. აუცილებელია ამის გამოკვლევა,
რადგან რასაც გამოვხატავთ მოტორული ქცევით შესაძლოა სრულიად
განსხვავებული იყოს ვერბალური გამოხატულებისაგან. ამას მოწმობს არც
თუ ისე იშვიათი ცხოვრებისეული მაგალითები, რომლებსაც მეტნაკლებად
ყველა შევსწრებივართ: შესაძლოა ადამიანი კითხვაზე ,,როგორ ხარ?’’
დადებითად გვპასუხობდეს, რომ კარგადაა, არაფერი აღელვებს, მაგრამ ამ
დროს სრულიად სხვა რამეს ამბობდეს მისი არავერბალური მხარე. სხეული,
კანის ფერი, ხმის ტემბრი, ამ კომპონენტებისაგან წამოსული სიგნალებით
შესაძლოა ვხვდებოდეთ, რომ ადამიანს ნამდვილად რაღაც აწუხებს და
სჭირდება დახმარება;
 შემეცნებითი- შემეცნებითი პროცესები არის ორი სახის: სუბიექტური, სადაც
მოიაზრება ის ემოციები, რომლებიც უკიდურესად სენსიტიურია
პიროვნებისათვის და უნიკალური, მაგალითად, სასიყვარულო ემოციები,
როდესაც ვინმე გიყვარს ან გრძნობ, რომ სხვა არის შენს მიმართ
სიყვარულით განმსჭვალული. მეორე ტიპის, როდესაც ჩვენ რაღაცებს
ვსწავლობთ, ვგეგმავთ ვიმახსოვრებთ და ასე შემდეგ;
 გაუაზრებელი, არაცნობიერი ქცევა- ხშირად ამა თუ იმ სტიმულზე ჩვენი
ემოციური რეაქცია არის ავტომატური, შესაძლოა იყოს ირაციონალური,
ჩვენის მხრიდან გაუაზრებელი, რომელსაც ვერ ვხსნით. გარკვეულ ქცევას
ვახორციელებთ, მაგრამ არ ვიცით რითი არის ეს დეტერმინირებული.
შეიძლება ეს ოდესღაც დავისწავლეთ, პირობითად, ცხოვრებისეული
გამოცდილებიდან, სხვისი მაგალითიდან, ყველაზე მნიშვნელოვანია
აღზრდის, ადრეული ბავშვობის გამოცდილება, როდესაც ჩვენში უამრავი
ინფორმცია შემოდის, ზოგჯერ სრულიად თავისთავად მკვიდრდება ესა თუ
ის ქცევითი პატერნი და სტრატეგია.

სხვადასხვა თეორიები ყოველთვის ცდილობდნენ აეხსნათ თუ რა


კორელაცია არსებობს ემოციების განცდასა და სხვადასხვა ფიზიოლოგიურ
ცვლილებებს შორის. საინტერესოა რა ხდება როდესაც განვიცდით ამა თუ იმ
ემოციას, რა ცვლილებებს აქვს ადგილი, როგორია ამ დროს ადამიანის
ფსიქოფიზიოლოგიური მდგომარეობა? თითოეულ ადამიანს განგვიცდია ეს
სიმპტომები ემოციის განცდისას, მაგალითად, პირის სიმშრალე, გახშირებული
გულისცემა, ასეთ დროს კუნთოვანი სისტემა ტონუსშია, ზოგს აღენიშნება ტრემორი,
ამ დროს მატულობს სუნთქვის სიხშირე. ეს ცვლილებები თითქოს ყველასათვის
ნაცნობია თუმცა მნიშვნელოვანია ის ცვლილებებიც, რასაც დიდად ყურადღებას
შეიძლება არც ვუთმობდეთ. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზმის
მობილიზების, თავდაცვის უნარების გააქტიურებისაკენ არის მიმართული. ეს არის
ერთგვარი სიგნალი მნიშვნელოვან გარე, სიტუაციურ სტიმულზე, რომელსაც
ადაპტაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოჰყვეს შესაბამისი ქცევა. სხეულს
ემოციური პასუხისათვის ავტონომიური ნერვული სისტემა ეხმარება. სიმპატიკური
და პარასიმპატიკური ნერვული სისტემა მოქმედებს იმისათვის, რომ სხეულის
მზადყოფნა უზრუნველყოს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია როგორია გარე ან
შინაგანი გამღიზიანებელი ჩვენთვის- პოზიტიური თუ ნეგატიური. თუ სტიმულის
ზემოქმედების ინტენსივობა არის შედარებით მსუბუქი და უსიამოვნო ამ
შემთხვევაში გააქტიურდება სიმპატიკური ნერვული სისტემა ხოლო თუ სტიმული
აროს ასევე სუსტი, მაგრამ სასიამოვნო ერთვება პარასიმპატიკური ნერვული
სისტემა. იმ შემთხვევაში თუ სტიმული ან მოვლენა გაცილებით ფიზიოლოგიურად
შედარებით ძლიერ ემოციებს იწვევენ სიმპატიკური და პარასიმპატიკური ნერვული
სისტემა უფრო მძაფრად აქტუალიზირდება იმისთვის, რომ დაეხმაროს
ორგანიზმსს ადაპტაციისთვის.

სიმპატიკური ნერვული სისტემა უზრუნველყოფს ეპინეფრინისა და


ნორეპინეფირინის გამოყოფას, რომლებიც გამომუშავდებიან ჯირკვლებიდან. ეს
პროცესი თავის მხრივ ინტენსიურს ხდის სისხლში შაქრის გამოყოფას სხვადასხვა
შინაგანი ორგანოებიდან, სესხლის წნევა ზემოთ იწევს, უფრო მეტად ძლიერად
გამოიყოფიან ამ დროს ნერწყვი და ოფლი. არსებობს ფიზიოლოგიური
თვალსაზირისით უფრო ძლიერი ინტენსივობის და ზემოქმედების უნარის მქონე
ემოციები, მაგალითად, ასეთებად მიიჩნევიან შიშისა და ბრაზის ემოციები.
ემოციათა ეს ორი სახე უზრუნველყოფს სხეულის მობილიზებას დაუყოვნებლივი
რეაგირებისათვის სტიმულზე ან მოვლენაზე, რომელიც ადამიანისთვის
პოტენციურად საფრთხის შემცველად აღიქმება, რათა მან გადაწყვიტოს აქვს
რესურსი შეებრძოლოს სტიმულს თუ გაიქცეს და თავი აარიდოს მას. ორივე
შემთხვევაში მოქმედებისათვის სჭირდება რესურსი. ბრაზის შემთხვევაში კი
ადამიანი ცდილობს დროულად მოძებნოს ის მექანიზმი, რომლითაც შეძლებს
განიმუხტოს ამგვარი დაძაბულობისაგან და განთავისუფლდეს.

როდესაც კრიზისული ეტაპი ნელ-ნელა თავდაპირველ სახეს უბრუნდება


გამააქტიურებელი ჰორმონების გამოყოფა ქვეითდება და ამაზე პასუხისმგებელია
პარასიმპატიკური ნერვული სისტემა. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთი
ჰორმონი მძაფრი მდგომარეობის შემსუბუქების შემდგომაც აგრძელებს სისხლში
ცირკულაციას გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებულია
აღგზნებითი მდგომარეობა შემდგომ კი ეტაპობრივად ხდება დასტაბილურება.

ჰიპოთალამუსი და ლიმბური სისტემა აკონტროლებენ, როგორც ჰორმონალურ


აღგზნებას ასევე ნერვულ აღზგნებას. ლიმბური სისტემის შემადგენელ ნაწილად-
ამიგდალა მიიჩნევა, როგორც ემოციების კარიბჭე და ასევე მას უწოდებენ
მეხსიერების ფილტრს. ამიგადალას მუშაობის შედეგად ჩვენ გარკვეულ
შეგრძნებებს, რომლებიც ამა თუ იმ სტიმულებისაგან გვეძლევა ვანიჭებთ
მნიშვნელობას. როგორია ის ჩვენთვის? აღსანიშნავია, რომ მისი მოქმედება
ძლიერი შეგრძნებების მიღებისას უფრო მეტად ძლიერდება. მაგალითად: თუ ჩვენ
ვუყურებთ ადამიანს, რომელსაც აქვს ბრაზის, აგრესიის, უარყოფითი ემოციების
ექსპრესია ამ შემთხვევაში მარცხენა ამიგდალა არის აქტუალიზირებული ხოლო
თუ ჩვენ ვუყურებთ სუბიექტს, რომელსაც ბედნიერების, სიხარულის ემოციების
ექსპრესია აქვს მაშინ ეს ნაწილი (ცალკე ამიგდალა აქვს თავის ტვინის თითოეულ
ნაწილს) ნაკლებად გააქტიურებული იქნება.

დიდი ტვინის გარე საფარი ანუ კორტექსი ასევე მონაწილეობას იღებს ემოციათა
განცდაში. ამ დროს კორტექსის შიდა ნერვული ქსელები უკავშირდებიან სხეულის
სხვადასხვა ნაწილებს. მისი ფუნქცია ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანია, რაც
გულისხმობს ასოციაციებს, მნიშვნელოვანი მოგონებების აღდგენას და მათ
სახელდებას, მნიშვნელობის მინიჭებას. ამ შემთხვევაში ბიოლოგიური და
ფსიქოლოგიური გამოცდილების აპექტები არის გაერთიანებული.

ემოციების უნივერსალურობა
ჩარლზ დარვინი ემოციების ადაპტურ ფუნქციას უსვამდა ხაზს და მიაჩნდა,
რომ ნებისმიერი ცოცხალი არსებისათვის, რომელსაც სჭირდება შეგუება,
ადაპტაცია დამახასიათებელია გარკვეული ემოციები. დარვინი ემოციებს
თანშობილ მდგომარეობასაც უწოდებდა. ევოლუციური მოძღვრებებიდან
გამომდინარე ვიცით თუ როგორ განივითარა ადამიანმა სხვადასხვა თავდაცვითი
თუ ადაპტაციური ქცევითი მექანიზმი იმისთვის, რომ გადარჩენილიყო და ეს
მხოლოდ და მხოლოდ ცვალებად გარემოში ახალი უნარ-ჩვევების გამოვლენით
იქნებოდა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე იგი ვარაუდობდა, რომ
გარკვეული ემოციები ადამიანის სახეობისათვის გახდა უნივერსალური. ამ
საკითხზე საუბარი უნდა დავიწყოთ ახალშობილთა დაკვირვებების შედეგად
მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაციების განხილვით. სილვან ტომკინსი
გახლდათ ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი ფსიქოლოგი, რომელმაც
მკაფიოდ გაუსვა ხაზი არადასწავლილი, თანდაყოლილი ემოციების გამოვლენის
საკითხს ახალშობილებში. მაგალითად, ჩვილს არანაირი გამოცდილება და
ცოდნა არა აქვს იმის შესახებ თუ ძლიერი ხმაურისას როგორი ქცევა
განახორციელოს. მაგრამ თუ გავიხსენებთ, ამ დროს ბავშვები ავლენენ რეაქციას,
ძირითადად ეს გამოიხატება შეკრთომით, მუჭის შეკვრით და ა.შ. მათ აქვთ
თანდაყოლილი ცოდნა იმის შესახებ სასიამოვნოა თუ არა ხმაური.

კროს-კულტურული ფაქტორი

ადამიანთა ზოგიერთი ემოციური რეაქცია ძალზედ ჰგავს ერთმანეთს


მიუხედავად მათი განსხვავებული კულტურის წარმომადგენლობისა. რაც იმას
ნიშნავს, რომ გარკვეული ემოციები მართლაც უნივერსალური ხასიათისაა.
პოლ ეკმანმა თავისი დაკვირვებებიდან გამომდინარე გამოთქვა შეხედულება,
რომ ყოველი ადამიანი ემოციების ექპსრესია მიუხედავად იმისა, რომელი
კულტურის წარმომადგენელია იგი მნიშვნელოვნად ჰგავს ერთმანეთს. პოლ
ეკმანს მიაჩნდა, რომ ემოციების ექპსრესიები თანდაყოლოლია, მემკვიდრეობითი
ინფრომაციაა, რომელიც ყველა ადამიანს გადაეცემა.

შვიდი უნივერსალური ემოცია:

 სიხარული;
 გაკვირვება;
 ზიზღი;
 ბრაზი;
 სევდა;
 სიძულვილი
 შიში.

ადამიანებს შეუძლიათ ამოიცნონ ზემოთ ჩამოთვლილი შვიდი ემოციის ექსპრესია,


სახელდება მოახდინონ მათი და ინტერპრეტაცია. ადამიანები მთელი მსოფლიოს
მასშტაბით განურჩევლად სქესისა, კულტურული წარმომადგენლობისა, რასისა და
სოციალური ფენის თუ განათლების დონისა გარკვეულ ემოციებს გამოხატავენ და
მათ იდენტიფიკაციას ახდენენ იდენტურად. ეკმანმა თავის თეორიას ექსპრესიათა
შესახებ ნეიროკულტურული თეორია უწოდა.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა კულტურებს


განსხვავებული სტრატეგიები აქვთ ემოციათა მართვისა და გამოხატვის.
საკითხთან დაკავშირებული კონცეფციები ხშირად ბავშვობის ასაკიდან
ინფორმაციულად (ვერბალურად ან არავერბალურად) გადაეცემა ბავშვს.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპრესია უნივერსალურია გარკვეულ შემთხვევებში
კულტურას დაწესებული აქვს წესები და სტანდარტები როდის შეუძლია ადამიანს
ესა თუ ის ემოცია გამოხატოს. ზოგიერთ კულტურაში განსაკუთრებით
კოლექტივისტურ ქვეყნებში ადამიანებს უწევთ გათვალისიწინება სოციალური
კონტექსტის, სხვათა ინტერესის და ამის გამო მათი სუბიექტური განცდები ხშირად
დათრგუნულია, როგორც ვთქვით, ეს სტანდარტი მკვიდრდება ბავშვობიდან,
როდესაც მცირეწლოვანი უკუკავშირს იღებს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში
აღმზრდელებისაგან. დასავლური კულტურა კი გაცილებით ღიაა იმ საკითხთან
მიმართებაში, რომ ადამიანმა გამოხატოს თავისი უნიკალური ემოციები თუ
განწყობები, დააფიქსიროს ის და იმოქმედოს შესაბამისად. დასავლურ
კულტურაში ამ მიზეზით ნაკლებად შეიძლება გახდეს პიროვნება გაკიცხვის
ობიექტი, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია ის მიკროგარემო, რომელშიც იზრდება
ინდივიდი. ვინაიდან ყოველ ოჯახში საკუთარი, კერძო კულტურაა გამეფებული,
სადაც გარკვეული წესებით ხელმძღვანელობენ და ამ კანონებს გადასცემენ ახალ
თაობას. მაგალითად, უარყოფითი ემოციების, როგორებიცაა ბრაზი, შიში,
აგრესიის გამოხატვა არ არის მიღებული კოლექტივისტურ ქვეყნებში. აქ აქცენტი
კეთდება სირცხვილზე და თუკი ერთი ადამიანი მეორეზე გაბრაზდა რიგ
არგუმენტებზე დაყრნდიბთ მან შესაძლოა შეიკავოს ეს ემოცია. განსხვავებით
ინდივიდუალისტური ქვეყნებისაგან, სადაც აზრის, ემოციის, პიროვნული
დამოკიდებულების დაფიქსირება არ წარმოადგენს პრობლემას პირიქით აქ
ბავშვობიდან წახალისებულია ეს ტენდენცია.

არსებობს თეორიები, რომლებიც ემოციათა გამოვლინების და მათი უფრო


სიღრმისეული გაანალიზების, გაგების შესაძლებლობას იძლევა:

1. ჯემს ლანგეს სხეულებრივი რეაქციის თეორია


გავრცელებული შეხედულების თანახმად, ემოციების აღმოცენება იწვევს
გარკვეულ ქცევასა და პასუხს. მაგალითად: გავრბივართ (რეაქცია) იმიტომ, რომ
ღამით დაუსახლებელი ტერიტორიის გვეშინია. ანუ ჯერ არის შიშის ემოცია
შემდგომ კი ჩვენი ქცევითი სტრატეგია ამ შემთხვევაში- გაქცევა. საუკუნის წინ კი ამ
კონცეფციის საპირისპირო შეხედულება დააფიქსირა ჯემს ლანგემ. ზემოთ
მოყვანილ მაგალითს ჯემს ლანგე ასეთი ფორმულირებით
წარმოგვიდგენდა: ,,გვეშინია იმიტომ, რომ გავრბივართ’’. ანუ ქცევა არის ის
პირველადი რგოლი, რომელიც იწვევს ემოციას. იგი მიიჩნევდა, რომ ემოცია ეს
არის შედეგი სხეულებრივი უკუკავშირის. სტიმულის აღქმას მოჰყვება
სხეულებრივი აგზნებადობა, ფიზიოლოგიური ცვლილებები და ეს ყველაფერი
შემდგომში იწვევს ემოციურ განცდებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ჯემს ლანგეს
შეხედულებები მნიშვნელოვან როლს ანიჭებს პერიფერიული ნერვული სისტემის
მუშაობას. კერძოდ, ვისცერალურ რეაქციებს. ავტონომიური ნერვული სისტემის
აქტივობა ჯემს ლანგეს თეორიის მიხედვით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

2. კენონ ბარდის თეორია


კენონ ბარდმა საპირისპირო თეორია შეიმუშავა და ის უარყოფდა
პერიფერიულ თეორიას (ჯემს ლანგეს თეორიას). კენონს მიაჩნდა, რომ თავის
ტვიინი ასრულებს შუამავლის როლს, სტიმულზე საპასუხო რეაქციას
უზრუნველყოფს. კერძოდ, თალამუსიდან აღმოცენებული ინფორმაცია გადადის
კორტექსის ერთ ნაწილში, ემოციური გამომხატველობისათვის კი კორტექსის
მეორე ნაწილში. ამ თეორიის თანახმად, ემოციური სტიმული გამომწვევია ორი
ერთდროული რეაქციის, ემოციური განცდისა და აგზნებისა, მაგრამ ერთმანეთის
განმაპირობებლები არ არიან. აქცენტი გაკეთებულია ფიზიკურ და ფსიქიკურ
რეაქციებზე, რომლებიც არიან აბსოლუტურად დამოუკიდებელნი
ერთმანეთისაგან.

3. ემოციის შეფასების კოგნიტური თეორიები


სტენლი შახტერი გახლდათ ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგი, რომლის
მოსაზრების თანახმად, კოგნიტური შეფასება და ფიზიოლოგიური აგზნება
ერთობლივად განაპირობებენ ამა თუ იმ ემოციის განცდას. იმისთვის, რომ ემოცია
აღმოცენდეს უნდა არსებობდეს ორივე კომპონენტი. როდესაც ამა თუ იმ
სტიმულზე ადამიანი განიცდის სხეულებრივ ცვლილებებს ის ახდენს
იდენტიფიკაციას, შეფასებას თუ რა ხდება მის ირგვლივ და ამასთან მიმართებაში
როგორ გრძნობს თავს. რიჩარდ ლაზარუსის შეხედულების მიხედვით კი ხშირად
ჩვენი შეფასება არის გაუცნობიერებელი ხასიათის. განსაკუთრებით, მაშინ თუ
არსებობს წარსული გამოცდილება, რომელიც სიტუაციისა და ემოციის განცდის
კორელაციას ახდენს. კოგნიტური შეფასება ემოციური განცდის მნიშვნელოვანი
ასპექტია, თუმცა ერთადერთი, რა თქმა უნდა, არა.

ემოციებს ასევე გავლენა აქვთ კოგნიტურ აქტივობაზე

ემოციები გავლენას ახდენენ იმაზე თუ რა ინფორმაცია, ობიექტი თუ


მოხვდება ჩვენი ყურადღების ველში, რას შევნიშნავთ, რას მივანიჭებთ აზრსა და
ღირებულებას. ასევე ემოციები განაპირობებენ ჩვენს აღქმას. როგორ აღვიქვამთ
საკუთარ თავს, გარე სამყაროს და მოვლენებს, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ხდება.
რა შინაარსებით ვაცოცხლებთ მოგონებებს და როგორია ეს ჩვენთვის. ასევე
მნიშვნელოვანია ემოციათა გავლენა კოგნიციაზე. ემოციური მდგომარეობა
განსაზღვრავს იმას თუ რამდენად შევძლებთ შემეცნებითი უნარებით
ხელმძღვანელობას, დასწავლის პროცესს, პრობლემის გადაწყვეტასა და
დაგეგმვას, რამდენად კრეატიულად იმოქმედებს ადამიანი, ემოციებს გავლენა
აქვთ სოციალური მსჯელობის მიმართულებითაც. ანუ ემოციური სფერო
ზეგავლენას ახდენს ცხოვრებისეული გამოცდილების კატეგორიზაციისა და
ორგანიზების საკითხში. ინფორმაციის გადამუშავებაზე როგორ კავშირშია
ემოციები და რა გავლენას ახდენენ ისინი გორდონ ბაუერმა და მისმა სტუდენტებმა
შეისწავლეს. ბაუერს მიაჩნდა, რომ გარკვეულ სიტუაციაში განცდილი ემოცია
გადადის მეხსიერებაში და ინახება დაკავშირებულ სხვა მოვლენებთან ერთად,
როგორც კონტექსტის ნაწილი. გუნება განწყობის კონგრუენტულ გადამუშავებას
მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ადამიანი იმისათვის, რომ აღიდგინოს და
გადაამაშუაოს ინფორმაცია არის შერჩევითად მგრძნობიარე. ანუ ამაზე ახდენს
გავლენას იმჟამინდელი, მიმდინარე გუნება-განწყობის მდგომარეობა. ის
ინფორმაცია, რომელის შესაბამისობაში მოდის აქტუალურ განწყობასთან უფრო
შესამჩნევი ხდება და ადამიანის ყურადღების ფოკუსში ექცევა. შესაბამისად ხდება
უფრო აზრიანი გადამუშავება და უფრო გულმოდგინედ. ამრიგად, მოვლენებისა
თუ მოგონებების კოდირებისათვის მნიშვნელოვანია ემოციური სფეროს
გავლენაც. იმ შემთხვევაში თუ გუნება-განწყობა დადებით კონტექსტში გვევლინება
ადამიანი უფრო პროდუქტიულად ახერხებს შემეცნებას, აზროვნებას, გასევე
განაპირობებს კრეატიულ ქმედებებს.

ემოციების როლი ჩვენს ცხოვრებაში ნამდვილად გამორჩეულია. მათი მეშვეობით


გვიხარია, გვწყინს, გვეშინია, გვძულს და ასე შემდეგ. ჩვენი ცნობიერი თუ
არაცნობიერი ცოდნა ხშირად სწორედ ემოციათა განცდებს უკავშირდება.
ცხოვრებას ნამდვილად საინტერესო ელფერი აქვს მათი თანამონაწილეობით. და,
რაც მთავარია, აქ იკვეთება ის უნიკალურობაც, რომელიც ადამიანებს მიუხედავად
ბევრი მსგავსებისა ერთმანეთისაგან ცალსახად გამოგვარჩევს. ემოცია
უკიდურესად სუბიექტური მოვლენის ან სტიმულის მიმართ გვიჩნდება. ერთი
ადამიანი თუ ერთისთვის სიყვარულის ობიექტია მეორისათვის შესაძლოა
ნეგატიური ემოციების აღმოცენების მიზეზი იყოს. ერთი მოვლენა თუ
სუბიექტისთვის უკიდურესად საშიშია მეორისთვის აღმაფრენი ემოციების განცდის
შესაძლებლობას იძლევა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია გამოცდილება, პიროვნული
მახასიათებლები და ის მიკროგარემო, სადაც გაიზარდა და მოღვაწეობს ადამიანი.

გარდა იმ უნივერსალური და ბაზისური ემოციებისა, რომლებიც ზემოთ


არაერთგზის ვახსენეთ, არსებობს მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული
ემოციები. ეს უკანასკნელნი მიიჩნევიან, როგორც მეორეული დ აგაცილებით
რთული საფუძვლების მქონე ემოციებად. ესენი არიან:

 სირცხვილი;
 დანაშაუნის განცდა;
 დაბნევა;
 სიამაყე;
 შური.

მოცემული ემოციები გავლენას ახდენენ ადამიანის კეთილდღეობაზე და


პირდაპირ კავშირში არიან ინდივიდის კეთილდღეობაზე. მათი ზემოქმედებით მე-ს
განცდა მძაფრდება და შესაბამისად იცვლება ადამიანის ქცევა,
დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. იმ შემთხვევაში თუ
ადამიანი განიცდის სირცხვილის ძლიერ ემოციას ის ცდილობს განერიდოს
კონკრეტულ სიტუაციას ან ქცევა იმდენად შენიღბული გახადოს, რომ
მაქსიმალურად შეამციროს ამ ემოციის ექპსრესია. ასევე ადამიანს საკუთარი
თავისადმი, ქცევისადმი უჩნდება უარყოფითი დამოკიდებულება, რაც მომავალში
შეიძლება ასახულ იქნას მის სოციალურ ცხოვრებაზე. იყოს უფრო აქტიური
სოციალურად ან პირიქით პასიურობდეს და იზოლირებული იყოს. მეორეული
ემოციები 2 წლის ასაკიდან იჩენს თავს. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც
ბავშვები თავიანთ მეს, როგორც ცალკე ინდივიდად ისე აღიქვამენ და, როდესაც
უნიკალური პიროვნული მახასიათებლების აღმოჩენის ეტაპი იწყება. გავიხსენოთ
მაგალითები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ყველა შევსწრებივართ. ბავშვები,
როდესაც განიცდიან სირცხვილს თვალებზე ხელს იფარებენ ან თვალებს ხუჭავენ,
როდესაც დაბნეულები არიან გაფართოებული თვალებით გვიმზერენ, როდესაც
თანატოლს სათამაშოს წაართმევენ თითქოს ამაყად გამოიყურებიან (სიამაყის
ემოცია თავს იჩენს სამი წლის ასაკიდან) ხოლო იმ შემთხვევაში თუ ზრდასრულის
მხრიდან მკაცრი შენიშვნის ობიექტი გახდებიან სათამაშოს არ თხოვნის გამო
დანაშაულის განცდა ეუფლებათ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ოჯახის
დამოკიდებულება. ის ვერბალური თუ არავერბალური ემოციური უკუკავშირი,
რომელსაც ბავშვი საკუთარი ემოციური რეაქციის საპასუხოდ იღებს. სწორედ ამის
მიხედვით ფორმირდება მეს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები.
როგორც წესი, მითითებები, რომლებსაც მშობლები თუ აღმზრდელები გასცემენ
განაპირობებს იმას თუ ბავშვს ესა თუ ის ემოცია რა სიტუაციაში გაუჩნდება.
მაგალითად: რა არის საამაყო, რა მიიჩნევა სირცხვილად, რა შემთხვევაში
შეიძლება იყო დამნაშავე, რა არის შური და სხვა. სწორედ ასე ხდება არაცნობიერი
ქცევითი თუ ემოციური პატერნების შემუშავება, რომლითაც უკვე
ზრდასრულობაშიც კი შეიძლება ხელმძღვანელობდეს ინდივიდი. ამ შემთხვევაშიც
თავს იჩენს კულტურული განსხვავებები. მაგალითად: იაპონიასა და ჩინეთში
მიღწევაზე ორიენტირებული ემოციები, ან პირად სიამოვნებაზე მიმართული
ემოციები უხერხულად მიიჩნევა და, როგოროც წესი ბავშვობიდან იზღუდება.
სამაგიეროდ, წახალისებულია სხვათა გათვალისწინება, გუნდური მიღწევა და
ინდივიდუალური მიღწევის შემთხვევაში სხვათა კეთილდღეობის აუცილებლობა.
ანუ ქცევა არამარტო სუბიექტისთვის უნდა იყოს სასიკეთო და დადებითი
ემოციების გამომწვევი არამედ ოჯახის წევრებისთვის, საზოგადოებისთვის. ასეთი
იდეოლოგიის მქონე ქვეყნებში ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლიან, რომ
სხვებზე ზრუნვა, ყურადღება არის პრიორიტეტული.

ემოციური უკუკავშირი ასევე დიდ როლს ასრულებს ბავშვის თვითშეფასების


ჩამოყალიბებაზე. თუკი მშობელი ბავშვის ქცევას რეგულარულად პოზიტიური
ემოციური უკუკავშირით პასუხობს და ასევე მასშიც იწვევს დადებით ემოციებს ეს
ერთგვარი სტიმულია, რომ მომავალში უკეთესი ქცევა განახორციელოს პატარამ.
ხოლო თუკი საპასუხოდ მცირეწლოვანი ნეგატიურ ემოციებს იღებს მისი ემოციური
მდგომარეობაც უარყოფითისაკენ ინაცვლებს და ეს ცალსახად ახდენს გავლენას
იმაზე თუ როგორ წარმოდგენა ექნება მას საკუთარ თავზე, რამდენად აქტიური და
ინიციატივის გამომხატველი იქნება მომავალში, როგორ გაართმევს თავს უცხო
გარემოში ადაპტაციას და ზოგადად რამდენად შეძლებს დაამყაროს
ურთიერთობები თანატოლებთან თუ სხვადასხვა დაწესებულებებში. თუკი
მშობელი ბავშვის ქცევას რადიკალური კრიტიკით პასუხობს და პიროვნულ
ტერმინებსაც იშველიებს მაშინ დიდია ალბათობა იმისა, რომ სასკოლო ასაკში
ბავშვი განსაკუთრებით მძაფრი რეაგირების იქნება წარუმატებლობაზე. იმისათვის,
რომ ზღვარი და სამომავლო პრობლემები თავიდან ავირიდოთ მნიშვნელოვანია
აქცენტი გავაკეთოთ ქცევაზე და არა პიროვნულ ნაწილზე. გავაკრიტიკოთ და
წავახალისოთ ქცევა ბავშვის პიროვნული მახასიათებლები კი მივიღოთ
უპირობოდ. რადგან ის მეტია ვიდრე მისი კონკრეტული ქცევა და ხასიათის
გამოვლინება. ჩინელ მშობლებს მიაჩნიათ, რომ თუკი ბავშვი მათი შეფასებით
არასასურველ ქცევას განახორციელებს მან აუცილებლად უნდა განიცადოს
სირცხვილის განცდა, რათა ამ განცდას ჰქონდეს ადაპტური ფუნქცია. ანუ
მომავალში სირცხვილის ემოციის გამოცდილების მეშვეობით უკეთესი ქცევა
ჩაიდინოს და უფრო წარმატებული იყოს. ამ მიზნით 2 წლიდან მშობლები მკაფიოდ
უსვამენ ხაზსს სირცხვილის ფენომენს და ეს ემოციაც ადრეული პერიოდიდან
შემოდის ადამიანის ცხორებაში.

არაერთი სპეციალისტი საუბრობს იმის შესახე, რომ ემოციები გავლენას ახდენენ


იმაზე თუ როგორ განვითარდება ფიზიკურად ბავშვი, რა მონაცემები და
პოტენციალი ექნება მას. შიშით, ბრაზით, აგრესიით გამოხატული სხვადასხვა
დისტრესული მდგომარეობა ბავშვისა, თუკი მას აქვს სისტემური და ინტენსიური
ხასიათი მნიშვნელოვნად შეიძლება შეაფერხოს ბავშვის, როგორ ფსიქიკური
განვითარების ტემპი ასევე ხელი შეუშალოს პატარის ფიზიკურ ზრდას. არსებობს
ტერმინი- ფსიქოსოციალური ჯუჯობა. ეს ტერმინი გულისხმობს იმგვარ
მდგომარეობას, როდესაც ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ბავშვი არის
ჯანმრთელი, სამედიცინო დასკვნა არანაირ პრობლემას არ აფიქსირებს, თუმცა
ბავშვის ზრდა-განვითარება შეფერხებულია. ემოციური დეპრივაცია ხშირად
სწორედ მაშინ იჩენს თავს, როდესაც ბავშვის მომვლელი ფსიქოლოგიურად
დისტანცირებულია, გულგრილია და დადებით სტიმულებს თითქმის არ გასცემს
ბავშვის მისამართით. განრიდებული მშობლისგან ბავშვი ვერ იღებს ემოციურ
უკუკავშირს, რომელიც მას სასიცოცხლოდ სჭირდება, ნაკლება კოგნიტური
სტიმულებიც, ფიზიკური კონტაქტი მნიშვნელოვნად შემცირებული. ამიტომ,
უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას თუ რა ხარისხით ზრუნავენ ბავშვზე. მშობელი
უნდა იყოს, როგორც ფიზიკურად ხელმისაწვდომი შვილისათვის ასევე ემოციურად
დაახლოებული მასთან. რაც ნიშნავს ურთიერთობას ემოციური ჩართულობით,
ემპათიას, მრავალფეროვანი დადებითი სტიმულების გაცემასა და ბავშვის
მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნვას.
ემოციური თვითრეგულაცია გვეხმარება, რომ აქტუალური სუბიექტური
მდგომარეობა ჩვენი კომფორტის დონესთან მივაახლოვოთ და ამით შევძლოთ
წონასწორობის შენარჩუნება და ფუნქციონირება. ემოციური
თვითრეგულაციისთვის მნიშვნელოვანია კოგნიტური კომპონენტი და რამდენიმე
შემეცნებითი უნარი, რომელიც სწორედ ამ პროცესში გვეხმარებიან:

 ყურადღების ფოკუსირება;
 ყურადღების გადატანა;
 აზრების მოთოკვა;
 ქცევის შეჩერების შესაძლებლობა;
 დაგეგმვა;
 სტრესულ სიტუაციაში ადაპტაცია გარკვეული ქცევის დახმარებით.

ემოციურ თვითრეგულაციას ვახდენთ იმ შემთხვევაში თუკი ვაკეთებთ ანალიზსს


სტიმულის, სტრესორის თუ გარკვეული მოვლენის. თუ ვეუბნებით საკუთარ თავს,
რომ ემოციის გამომწვევი მიზეზი არის დროებითი. ეს პროცესი გულისხმობს
ძალისხმევას რომლის გარეშეც ემოციათა მართვა შეუძლებელი იქნებოდა.
აღნიშნული უნარის გამომუშავება და ჩამოყალიბება დაკავშირებულია თავის
ტვინის ქერქის შუბლის ნაწილის განვითარებაზე. იმისთვის, რომ ბავშვს
ჩამოუყალიბდეს ემოციური რესურსები მნიშვნელოვანია მზრუნველის როლი,
რომელიც სასურველია ერთგულად და დაუყოვნებლივი საპასუხო რეაქციით
პასუხობდეს ბავშვის დისტრესს, პირველად (კვება, ძილი, ჰიგიენა) ფიზიოლოგიურ
საჭიროებებს და მეორეულ ფიზიოლოგიურ საჭიროებებს (დადებითი ემოციების
გაცემა, ჩახუტება, ფიზიკური კონტატქი, ღიმილი და სხვა).

ემოციები ნეიროფსიქოლოგთა ინტერესის საგანია და ისინი ცდილობენ


სიღრმისეულად შეისწავლონ მათი, როგორც ბიოლოგიური საფუძვლები ასევე
ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური ასპექტები. ემოციები არიან ერთგვარი
მამოტივირებელი და გამააქტიურებელი კომპონენტები ფსიქიკური აქტივობისას,
ასევე იდენტიფიცირებისა და შეფასებიდან გამომდინარე ისინი მარეგულირებლის
ფუნქციასაც ირგებენ და განაპირობებენ ქცევას.

ემოციური და პიროვნული სფეროს მიხედვით გამოკვეთილი სამი დონე:

1. ემოციური რეაგირება- ბაზისური ემოციებისთვისაა დამახასიათებელი,


რომლებიც აღმოცენდებიან სიტუაციურად;
2. პიროვნების ემოციური მდგომარეობა- როგორია ადამიანის ემოციური
ფონი? ამ ნაწილში გაცილებით მრავალფეროვანი გამოცდილება
მოიაზრება, ადამიანის დამოკიდებულება გარემოებების, საკუთარი
თავის მიმართ ან კონკრეტული სიტუაციისადმი;
3. პიროვნული მახასიათებლები- აქ იგულისხმება ადამიანის
ინდივიდუალური ემოციური მახასიათებლები: რამდენად პესიმისტია ან
ოპტიმისტი? ზოგადად აგრესიულია, მორცხვია, მხდალი თუ მამაცური
გუნებით გამორჩეული? მყარი ემოციური მახასიათებლები ასევე
განსაზღვრავს იმას თუ როგორი რეაქცია ექნება ადამიანს ამა თუ იმ
სტიმულის მიმართ.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუკი სხვადასხვა კლინიკურ დარღვევას აქვს


ადგილი?

ემოციური სფეროს დარღვევებს ადგილი აქვს მაშინაც, როდესაც თავის


ტვინის ლოკალირ დაზიანებებს აქვს ადგილი. მაგალითად, თავის ტვინის შუბლის
წილის არეს დაზიანება ხშირად იწვევს ეგრედ წოდებულ შუბლის წილის
სინდრომს, რაც მჟაღვნდება შემდეგნაირად: იცვლება ქცევა, მატულობს
აღგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ამ დროს ადამიანი ხშირად უყურადღებობას
ავლენს სხვების მიმართ, ეგოისტური განწყობა მატულობს, ამ პრობლემის მქონე
ადამინისთვის დამახასიათებლი ზოგადი ემოციური გულგრილობა, ეს ყოველივე
კი ხშირად განაპირობებს კრიტიკის უნარის დაქვეითებას საკუთარი ქცევისადმი და
პასუხისმგებლობის უნარის შესუსტებას. ასევე რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს
კონცენტრაციის მოხდენის შეზღუდულობას თუმცა უნდა გავუსვათ ხაზი, რომ
ინტელექტუალური პრობლემების აუცილებლობას სულაც არ ნიშნავს. ნებისმიერი
ცვლილება დამოკიდებულებია მყარ პიროვნულ თვისებებზე.

ასევე ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად საუბრობენ ჰემისფეროთაშორისი


დარღვევების გავლენაზე ემოციურ სფეროსთან მიმართებაში. ემოციური
დარღვევები ხშირად უფრო მეტად კორელაციაში მოდის მარჯვენა ჰემისფეროს
დაზიანებისას. იქიდან გამომდინარე, რომ მარჯვენა ჰემისფერო განაგებს
ემოციათა კონტროლის უნარს. ხოლო მარცხენა ჰემისფეროს დაზიანებისას
ხშირად ვლინდება დეპრესიული ხასიათის მდგომარეობა. მძაფრდება ნეგატიური
ემოციური განცდების. ინსულასა და სარტყლის ქერქის დაქვეითებას მოჰყვება
ხოლმე ეპათიის უნარის გაღარიბება. ამიგდალას წრის დარღვევა კი დასაბამს
აძლევს არაადეკვატურ ქმედებებს. ემოციური უნარის გადამუშავებას ამიგდალა
უზრუნვლყოფს თუკი მისი დაზიანება მოხდა სხვადასხვა ტრავმის შედეგად
თავისთავად პაციენტისთვის ძნელი ხდება ემოციათა გადამუშავება. ამ დროს
მოშლილია აღქმა სტიმულისა და მასზე რეაგირების მოხდენის უნარი.
საყურადღებოა ეს კონკრეტული დარღვევა გამომდინარე იქიდან, რომ სტიმულთა
აღქმის გაძნელება იწვევს გარე ფაქტორების შეფასების შეუძლებლობას, რამაც
შესაძლოა შიშის, როგორც ხშირ შემთხვევებში გადამრჩენელი ემოციის გავლენა
მნიშვნელოვნად შეამციროს და ადამიანი აღმოჩნდეს საფრთხის შემცველ
მოცემულობაში.
ადამიანის ქცევა მუდმივად დაკავშირებულია გარკვეულ ემოციურ
ზემოქმედებასთან. ემოციური სფერო არის წამყვანი ნაწილი ფსიქიკის, რომელიც
განსაზღვრავს პიროვნული სტრუქტურის ჩამოყალიბებას და იმას თუ ადამიანის
ქცევითი პატერნი რა სახის იქნება. ჩვენ ზემოთ მიმოვიხილეთ გარკვეული
ემოციები, რომელიც არიან უნივერსალურები თავიანთი შინაარსით, ემოციური
სფერო, რომელიც ვითარდება აღზრდის პროცესში. ემოციები არიან ის
კომპონენტები, რომლებიც აფერადებენ, ამრავალფეროვნებენ და
მნიშვნელოვნებას ძენენ ჩვენს ყოველდღიურობას. ემოციათა დახმარებით
მრავალგვარ შთაბეჭდილებებს ვიღებთ დღის განმავლობაში. გვეძლევა
შესაძლებლობა უკეთესად შევიმეცნოთ საკთარი თავი. თუკი ჩვენ ჩვენსავე
ემოციებს მივიღებთ და არ უგულვებელყოფთ, შევამჩნევთ, მოვახდენთ
დაკონტაქტებას მაშინ გაცილებით უკეთ გვეცოდინება თუ რა მოვლენა არის
ჩვენთვის სასიხარულო, რა იწვევს ჩვენში შიშს და რატომ, რა გვაბედნიერებს და
რა პირიქით ნეგატიურ გავლენას ახდენს ცვენზე. ამ ყველაფრის გააზრება კი
გულისხმობს იმ უნარების გამოვლინებას, რომელთა დახმარებით სოციუმში,
გარემოში, საკუთარ თავთან ჯანსაღი კონტაქტის დამყარებას შევძლებთ.

You might also like