Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ჩვენი სკოლის ყველა გუნდი გადავიდა შემდეგ რაუნდზე.

„ტვინების ბრძოლის“ საქალაქო პირველობა 2024 ჩატარდება კვირას, 19 მაისს.

საჭიროა რეგისტრაცია:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfCnbtfITXggJJQFFNV6kY_HpqzWe8iGfw-
8mUc4WKSCUaaJQ/viewform
რეგისტრაციისას უნდა იქნას მითითებული ხუთივე წევრის სახელი, გვარი და
ტელეფონი. ასევე, დამრიგებლის. მეექვსე წევრი არის სათადარიგო (არაუცილებელი)
და კაპიტანს შეუძლია თამაშისას რომელიმე წევრი ჩაანაცვლოს ამ სათადარიგოთი .

თუ ამ ფორმამ არ იმუშავა, ორგანიზატორი დაარეგისტრირებს გუნდებს, მხოლოდ უნდა


მივწერო ან დავურეკო.

მონაწილეობის საფასური: 20 ლარი (+0,50 თეთრი)

ტვინების ბრძოლა 2024


ტვინიკოსთა შერკინება გამოავლენს ქალაქის ჩემპიონებსა და პრიზიორ გუნდებს,
მუნიციპალიტეტის მასშტაბით საუკეთესო 50%-ში მოხვედრილ გუნდებს კი მიეცემათ
შესაძლებლობა, იასპარეზონ რეგიონულ ეტაპზე.

წესები:

 ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან.


 თითოეული გუნდი ასპარეზობს სკოლის სახელით, შესაბმისად გუნდში მხოლოდ
ერთი სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებია.
 თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა;
რთული =7 ქულა.)
 ორი შეკთხვა გაჟღერდება წინასწარ დაანონსებული წიგნიდან.
 რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება
სათამაშო მაგიდასთან.
 თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი.
 მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს
ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი.
 გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს
 ტურნირში მონაწილეობისთვის გუნდს არეგისტრირებს კაპიტანი, რეგისტრაცია
უფასოა brains.ge/reg
 საქალაქო ეტაპზე მონაწილეობის საფასური ერთი მოსწავლისთვის შეადგენს 20 ლარს

განრიგი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:

11:00 საათი პირველი ასაკობრივი კატეგორია U5 - III, IV და V კლასი


14:00 საათი მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 - VI, VII და VIII კლასი
17:00 საათი მესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი
ადგილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (I კორპუსი) ჭავჭავაძის გამზირი N1
გარეთ, ეზოში დახვდებიან ბავშვებს და შეიყვანენ აუდიტორიებში .

გაინტერესებს რა წიგნი უნდა წაიკითხო საქალაქო ტურში წარმატებული


ასპარეზობისთვის ? https://www.brains.ge/post/wignebi
აი ისინიც:
 U5 (3,4,5 კლასი)- ,,ლიონებერგელი ემილი’’ ავტორი-ასტრიდ ლინდგრე
 U8 (6,7,8 კლასი)- ,,ჰელადოსი’’ ავტორი-ნოდარ დუმბაძე
 U12 (9,10,11,12კლასი) - ,,ანტონიო და დავითი’’ ავტორი-ჯემალ ქარჩხაძე

იხ. ბმულები:

https://www.facebook.com/BrainsOfficial?locale=ka_GE

https://www.brains.ge/

ჩემი ტელეფონი: 593332216

მეილი: natela.mshvidobadze@iliauni.edu.ge

You might also like