Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი: ნინო როინიშვილი თარიღი:01/12/2020


საგანი:მათემატიკა კლასი: X ა
თემა: გეომეტრიული გარდაქმნები სიბრტეზე დრო: ....30..... წუთი.

მოსწავლეთა პროფილი: კლასში სულ 25 მოსწავლე,მათ შორის სსსმ მოსწავლე არ


ირიცხება

გაკვეთილის მიზანი:მოსწავლემ შეძლოს ერთი გეომეტრიული ფიგურის მეორეზე


ასახვა. ასახვის-როგორც ფუნქციური დამოკიდებულების გააზრება. გაიაზროს
შექცევადი ასახვის ცნება.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:


მათ.X.12. მოსწავლეს შეუძლია სიბრტყეზე გეომეტრიული გარდაქმნების კვლევა და
მათი გამოყენება გეომეტრიული ამოცანების ამოხსნისას.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:


მოსწავლემ იცის :
 ფუნქციის განმარტება
 საკოორდინატო სიბრტყეზე კოორდინატების პოვნა.

შეფასება და თვითშეფასება:
განმსაზღვრელი,განმავითარებელი (საშინაო დავალებით,გაკვეთილში
ჩართულობით,დაკვირვებით,საკლასო დავალებით)

სასწავლო მასალა და რესურსები:


მოსწავლის სახელმძღვანელო (ავტორები;გ.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ,
ქურჩიშვილი)რვეული,კალამი,ცარცი,დაფა, ფანქარი, სახაზავი.
აქტივობა №1 მისალმება,საორგანიზაციო საკითხების მოგვარება (2წთ)

აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა აღრიცხვა

აქტივობის აღწერა: მისალმების შემდეგ, მასწავლებელი კლასის ორგანიზატორის ან


მორიგე მოსწავლის დახმარებით აღრიცხავს გაცდენებს ჟურნალში.

აქტივობა №2 საშინაო დავალების შესრულების ხარისხის შემოწმება წაკითხვით.


მთელი კლასისთვის(5-7წთ)

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებისათვის გაუგებარ საკითხებზე უკუკავშირის


მიცემა.განვლილი მასალის განმტკიცება.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ამოწმებს დავალების შესრულების მდგომარეობას


მთელ კლასში.სამი მოსწავლე ახდენს დავალების პრეზენტაციას სისწორის
შემოწმების მიზნით.

აქტივობა №3 :გაკვეთილის მიზნის გაცნობა და წინარე ცოდნის გააქტიურება.(5წთ)

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაიხსენებენ განვლილ მასალას და მოემზადებიან


ახალი ცოდნის მისაღებად.

აქტივობის აღწერა: კითხვა-პასუხის რეჟიმში მასწავლებლის მიერ დაისმევა კითხვები


ახალ მასალასთან დაკავშირებით

აქტივობა №4 ახალი მასალის გაცნობა. ინდივიდუალური მუშაობა დაფასთან(12წთ)

აქტივობის მიზანი:მიღებული ცოდნის განმტკიცება.

აქტივობის აღწერა:
კონკრეტული ამოცანის პირობის წაკითხვისას მოსწავლე დაფასთან განიხილავს
ამოცანას,დაწერს მოცემულობას და ნაბიჯ-ნაბიჯ,კლასისთვის გასაგებად განმარტავს
მოქმედებებს.

აქტივობა №5 შეჯამება; კითხვების დასმა ახალი მასალიდან.საშინაო დავალების


მიცემა. მოსწავლეთა შეფასება (4-6წთ)

აქტივობის მიზანი:მიღებული ცოდნის განმტკიცება.

აქტივობის აღწერა: შეჯამების სახით მასწავლებელი დასვავს შეკითხვებს ახალი


მასალიდან.მოხდება მთელი კლასის ჩართვა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მოსწავლეები
შეფასდებიან შესაბამისი რუბრიკის გამოყენებით (იხ.დანართი)

საფეხურები ქულა

ამოხსნისთვის საჭირო მონაცემების ამოკრეფა


ამოცანის მონაცემების ამოცანის ტექსტიდან 0-1
ორგანიზება
მონაცემების ორგანიზება და ისეთი ხერხით 0-1
ჩაწერა რომელიც აადვილებს ამოხსნას
საძიებელი სიდიდეების გამოყოფა 0-1
ადეკვატური აღნიშვნების
შემოტანა საძიებელი სიდიდეებისათვის ასოითი 0-1
აღნიშვნების შემოღება

განტოლების შესადგენად ასოითი აღნიშვნების 0-1


სწორად გამოყენება
განტოლების შედგენის წინმსწრები მსჯელობა 0-1
ამოხსნის გზის მოძებნა
განტოლების შედგენა 0-1
განტოლების ამოხსნის ხერხის მოძებნა 0-1
ამოხსნის გზის რეალიზება და
პასუხის მიღება განტოლების ამოხსნა და პასუხის მიღება 0-1-2

You might also like