აკადემიური კურსის საბოლოო ანგარიში

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

სსიპ ქ.

ქარელის მე-2 საჯარო სკოლა

მაძიებელი მასწავლებლის, ნინო როინიშვილის აკადემიური კურსის რეფლექსია

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში გავიარე აკადემიური კურსი,რომელიც


მიმდინარეობდა დისტანციურად EDEX-ის ონლაინ პლატფორმაზე.ონლაინ სწავლება
სიახ;ე და დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის.თავდაპირველად პროგრამამ ჩემი მოწონება
დაიმსახურა იმ მხრივ,რომ სრულად მეწყობოდა ხელი სკოლაში მუშაობის
პარალელურად,ჩემთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს შევსულიყავი აღნიშნულ
პლატფორმაზე და გავცნობოდი კურსებს.ყოველი ახალი კურსის გაცნობა ჩემში
იწვევდა დიდ ინტერესს და აღფრთოვანებას. თეორიული კურსი მოიცავდა 5 შიდა
კურსს. ესენი იყო:

 სადემონსტრაციო კურსი-კურსი იყო საინტერესო და პოზიტიური შესავალი,იგი


მოიცავდა მეცადინეობის ზოგად სპეციფიკას და მთლიანად სასწავლო კურსის
კვირების შემადგენლობას.
 შესავალი მასწავლებლის პროფესიაში-კურსის ფარგლებში გავეცანი დოკუმენტებს-
ჩვენი უფლება-მოვალეობების დამარეგულირებელს და სასარგებლო
რესურსებს,რომლითაც შეგვიძლია ვისარგებლოთ ჩვენი პროფესიული ზრდისთვის.
 მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები.ამ კურსის
დახმარებით გავეცანი მოსწავლეთა ინდივიდუალურ მახასიათებლებს და
დიფერენცირებულ სწავლებას.
 მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო-სწავლებისა და შეფასების
სტრატეგიები.კურსმა თავი დამამახსოვრა ჯეინ ელიოტის ექტპერიმეტით,ასევე
კურსის ფარგლებში გავეცანი ბლუმის ტაქსონომიას და მისი მეშვეობით აზროვნების
დონეების განსაზღვრას.სასწავლო მიზნების განსაზღვრას და სხვა.
 საწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული
განვითარებისთვის. აღნიშნული კურსით დავასრულე აკადემიური კურსი და მის
ფარგლებში გავეცანი სასწავლო პროცესის პოზიტიურ მართვას, თანამშრომლობით
სწავლას,პრობლემური სიტუაციების ანალიზს. გავიგე პორტფოლიოს არსი და
ვისწავლე მისი შედგენა.

ჩამოთვლილი კურსები დიდი ინტერესით და ყურადღებით გავიარე,სასიამოვნო


იყო სხვა მაძიებელი მასწავლებლების ნაშრომების გაცნობა,მათგან უკუკავშირის
მიღება და ფორუმში მონაწილეობის შესაძლებლობა. პირველი წარმატება და
სიხარული აკადემიური კურსის მეშვეობით შევიგრძენი,როდესაც იგი
დადებითად შემიფასდა.

შევაჯამებ აღნიშნულ კურსს და ვიტყვი,რომ მისი მეშვეობით ჩემს პროფესიას


მეტად სიღრმისეულად გავეცანი, თეორიული მასალა ავითვისე ადვილად,რაც
დავალებების და სავარჯიშოების კარგი კომბინაციით იყო განპირობებული.

You might also like