Professional Documents
Culture Documents
ქსი კონსპექტი
ქსი კონსპექტი
#1 ზოგადი
1924 წელს იყო ქართველთა აჯანყება ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხელმძღვანელობით.
ივანე ჯავახიშვილს დევნა დაუწყეს და იძულებული გახდა რექტორობა
დაეტოვებინა.
1922 წელი არის იურიდიული ფაკულტეტის დაბადების წელი.
ერთადერთი საგანი იყო ქართული სამართლის ისტორია, რომელსაც სიბერის
მიუხედავად კითხულობდა უნივერსიტეტში, იმდენად უყვარდა.
თემურ ლენგისა და მონღოლების შემოსევებმა სერიოზულად დააზარალა
საქართველოს კულტურა, პლუს იურიდიული კულტურა.
გაერთიანების პერიოდში კი გვქონდა საკმაოდ მაღალი დონის სამართალი.
უძველეს სამართალში მოსამართლეები მხოლოდ დანაშაულის შედეგით
ინტერესდებოდნენ და არ ითვალისწინებდნენ მაპროვოცირებელ გარემოებებს.
XI ს-ის მცირე სჯულის კანონი - პირველი იურიდიული თხზულება.
ქართველები (11 სკ) იყენებენ არა ორდალებს, არამედ წერილობით დოკუმენტებს,
რაც ადასტურებს მაღალ სამართლებრივ კულტურას.
,,სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“ - ამ ნაწარმოებში პირველად არის ნახსენები
,,საკუთრება“.
დანაშაულისთვის ისჯებოდნენ ცხოველები და ფრინველებიც. მაგალითად ხარი
თუ ვინმეს ჩაწიხლავდა უნდა მოეკლათ.
საფრანგეთშიც ასამართლებდნენ ცხოველებს. ცხოველებს საკუთარი
აადვოკატებიც ყავდათ.
ბურგუნდიაში გაასამართლეს ვირთხები.
სამართალი და იურიდიული ცნობიერება გამოხატავს ერის ინტელექტს.
ქართული სამართლის წყაროების გამოცემაში დიდი წვლილი შეიტანეს: მარი
ბროსე, პლატონ იოსელიანი, დიმიტრი ბაქრაძე, დიმიტრი ფურცელაძე,
ალექსანდრე ხახანაშვილი, თევდორე ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი.
ნიკო ხიზანიშვილი (ურბნელი) იყო პირველი ქართველი იურისტი, რომელმაც
ქსის ისტორიაში რამდენიმე გამოკვლევა გამოაქვეყნა. მან შეისწავლა ხევსურული
სამართალი და გიორგი ბრწყინვალეს სამართალი.
პირველი ფუნდამენტური კვლევა ქსის ისტორიაში ეკუთვნის ივ. ჯავახიშვილს,
რომელმაც გამოსცა ,,ქართული სამართლის ისტორია“ 1909 წელს.
#2 ტერმინები და საკანონმდებლო აქტები
სამართალი - მართალი/სწორე
კანონის მნიშვნელობები :
1. სამართალი ზოგადი მნიშვნელობით
2. სამართლის წიგნის თითოეული მუხლი
3. სასჯელი
4. კანონთა კრებული
სამართლის სინონიმადაა მიჩნეული - ,,სჯული“
სამართალს ზოგჯერ - ,,გაჩენილ სამართალსაც“ უწოდებდნენ
,,ძეგლი“ - საკანონმდებლო კრების მიერ ბჭობის და შრომის შედეგად მიღებული
სასამართლო წიგნი
,,კოდექსი“ - შეკვრას, წიგნს ნიშნავდა
,,კოდიკო“ - უფრო ვრცელ კრებულს ნიშნავდა
,,ჩვეულება“ - საზოგადოების ნაწილის, ზნე და ქცევის წესი იგულისხმება
(სუბკულტურა)
,,წესდება“ - სამოქმედო სახელმძღვანელო ეკლესიებისთვისად და საერო
პირებისთვისაც.
,,განგება“ - მოწყობა, გამართვა, მართვა
საკანონმდებლო აქტები :
სამართლის წყაროები :
პირდაპირი
საერო საეკლესიო
წყაროები წყაროები
1. სახელმწიფო სამართლებრივი -
ადგილობრივი
,,ხელმწიფის კარის გარიგება“, უცხოური ქართული/ქართულ
,,დასტურლამალი“ (ნათარგმნი) ი ეკლესია-
მონასტრების მიერ
2. სისხლისა და სამოქალაქო სამართლებრივი
- ,,ვახტანგის სამართალი“, ,,ბექა-აღბუღას
სამართალი“, ,,გიორგი ბრწყინვალეს
ძეგლისდადება“
1.დიდი სჯულის
1.რუის-ურბნისის
კანონი ძეგლისწერა
2.მცირე სჯულის
2.კათალიკოსთა სამართალი
კანონი
არაპირდაპირი
კლდეზე
არქეოლოგიურ
ამოკვეთილ
ი გათხრების ი წარწერები
შედეგად
მოპოვებული
მასალები
ისტორიულ ჰაგიოგრაფიუ
ნუმიზმატ ლი
ი იკის ნაწარმოებები
თხზულებებ ობიექტები
ი
#ოპიზის სიგელი
#დასტურლამალი
#ბექა-აღბუღას სამართალი
ვაჭრები
აზნაურები :
აზნაურები
შესავალი
ზანდუკი (საძიებელია და არა სარჩევი, არ ამერიოს ! ცხრილია ერთგვარი)
ებრაული ანუ მოსეს სამართალი
ბერძნული სამართალი
სომხური სამართალი
კათალიკოსთა სამართალი
გიორგი ბრწყინვალეს ძეგლისდადება
ბექა-აღბუღას სამართალი
ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი
ზანდუკი უადვილებდა ნორმის მოძებნას საკითხის გადაწყვეტისას. საძიებელი
იყო.
ზანდუკი შედგება 985 პუნქტისგან. 39 ფურცელი
ზანდუკი 3 სხვადასხვა ხელით არის შედგენილი
1- სოლომონ მალაღაძე
2- ვახტანგ მე-6
3- ავტორი უცნობია (5-6 პუნქტი)
შედგენაში მონაწილეობენ:
მეფე
პატრიარქი
ეპისკოპოსი
მიტროპოლიტები
ერისთავები
ამილახვრები
მდივანბეგი
სხვა დარბაზის ერნი
ჭკუათმყოფელნი და მოხუცებულნი კაცნი
ძირითადი წყარო არის ქართული ჩვეულებითი სამართალი
ერთ-ერთი წყაროა საკანონმდებლო აქტები, სასამართლო პრაქტიკა
ინტენსიურად იყენებს ბექა-აღბუღას სამართლის წიგნს
მე-2 მეფე არის ეპისკოპოსი (ბაგრატის წიგნში წერია)
ერთგვაროვანი ინსტიტუტები ერთადაა დალაგებული
204-ე მუხლის მერე არის ბოლოსიტყვაობა, შემდეგი მუხლები კი ქაოტურად არის
დალაგებული
ვახტანგი უფლებას აძლევს მოსამართლეებს თვითონ შეიტანონ დამატებები,
რადგან ყველა კაზუსის განჭვრეტა შეუძლებელია წინასწარ. ანუ იგი ნებას რთავს
კანონის ანალოგიას
ითხოვს არ წაიშალოს მისი ნაწერები, მათ წაუშლელად დაამატონ ახალი ნორმები
მოსამართლეებმა.
ასევე აღნიშნავს, რომ უცხოური სამართლის წიგნები არ შეესაბამება ქართულ
ხასიათს და პრინციპებს, ამიტომ მათი გამოყენება ნაკლებადო და სჯობს ჩემი
სამართლის წიგნი გამოიყენოთო, რომელიც ქართველთა ხასიათის შესაფერისიაო
ეს თქვა ბოლოსიტყვაობაში.
მე-2 სჯული არის ბიბლიის წიგნი
ბიბლიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ხუთწიგნეული - თორა
,,თორა“ - მოძღვრება
მოსე ესაუბრება ებრაელებს. ახსენებს 10 მცნებას და პირველ რჯულს. ასევე
უდგენს ახალ სამართლებრივ ნორმებსაც ებრაელებს ( სისხლის სამართლებრივს
და პროცესუალურს)
22 თავი არის სულ კანონების
ვახტანგმა ებრაული სამართლიდან შეარჩია მხოლოს 52 მუხლი, რომლებიც
შესატყვისია მხოლოდ ქართული ხასიათისთვის და რეალობისთვის
ვახტანგმა ზოგიერთ მუხლს ქართული ქართული სათაური მიაკუთვნა
თავადაც მონაწილეობს ძეგლის შედგენაში, ზოგიერთი მუხლის გასწრივ აკეთებს
ნორმის სრულყოფილ გაშინაარსებას, ლოგიკურად ასრულებს არასრულყოფილ
ნორმებს, მონაწილეობს ზანდუკის შედგენაში და ასევე შეაქვს ახალი
იურიდიული ტერმინებიც.
#ებრაული სამართალი
წყარო არის მეორე რჯული - ბიბლიის ხუთწიგნეულის ,,თორას“ წიგნი
თორა - დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა და მეორე რჯულისა.
,,თორა“ - მოძღვრება, კანონი
მოსეს გამოსათხოვებელი სიტყვა, რომლითაც მიმართა ებრაელებს მდინარე
იორდანეზე გადასვლის წინ (აღთქმულ მიწაზე შესვლის წინ)
პირველ პირშია დაწერილი. პირველი რჯული 10 მცნებაა, მეორე რჯული
განმეორებითი რჯულია.
მასში მეორდება ასპექტები და გარკვეული ადგილები. დამატებულია სიახლეებიც
თავიდან მოსე ებრაელებს ესაუბრება 10 მცნების შესახებ, შემდეგ გადაასცემს
სპეციალურ კანონებს, 10 მცნების დამატებას.
34 თავისგან შედგება. 34-ე თავში მოსეს გარდაცვალებაა აღწერილი
მოსეს სამართალი მთლიანად მეორე რჯულისანაა აღებული, გარდა 22-ე
მუხლისა, რომელიც ვერ დაადგინა ისიდორე დოლიძემ კონკრეტულად საიდანაა
აღებული
მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში მოქმედებდა, მათ შორის
საქართველოშიც.
52 მუხლისგან შედგება ვახტანგის წიგნში შესული მოსეს სამართალი, რადგან
გამონაკრებია
სათაურები ქართულად აქვს მისადაგებული
მონობის ნიშნად მონებს ყურებს მართლა აჭრიდნენ, მერე ხახვს აყრიდნენ
ხევსურეთში იცოდნენ - მკვლელს ყურს აჭრიდნენ, რომ იგი საიქიოში
ყურმოჭრილი მონა გამხდარიყო მოკლულისა (სისხლის აღებას ახლდა). აჭარაშიც
გვხვდება ეს ჩვეულება
7 მუხლი- მართლმსაჯულებას ეხება
14 მუხლი- ცრუმოწმეობას, თუ ვინმე ცილს დასწამებს სხვას, ორივე წარსდგება
მართლმსაჯულების წინაშე. თუ დადგინდება, რომ ცრუმოწმეობას ჰქონდა
ადგილი, ამ მოწმეს ისე უნდა მოქცეოდნენ, როგორც სურდა რომ მოქცეოდნენ მას,
ვისაც ცილი დასწამა. (ტალიონის პრინციპი)
ვახტანგის წიგნის მიხედვით ცრუმოწმეობა ზუსტად ისე უნდა დასჯილიყო,
როგორც მოცემულია მეორე რჯულში.
მამის ქონებიდან პირმშო (პირველი ვაჟი) იღებს ორმაგ წილს
,,ანკანაკებს“ - გადაბმულად სვამს
ერგასი - 50
52-ე მუხლი მცნებების დამრღვევთა წყევლა-კრულვაა
#ბერძნული სამართალი
მარი ბროსე მიიჩნევდა, რომ მისი წყარო ბასილიკის სინოფსისი იყო, კონსტანტინე
მე-7-ეს ძის მიერ შედგენილი
როზანკაფი მიიჩნევდა, რომ იფი ერთგვარი პროხეირონი იყო.
საბერძნეთში ყველაზე მნიშვნელოვანი საკოდიფიკაციო საქმიანობა
მაკედონელთა დინასტიას უკავშირდება- ბასილი მაკედონელი
ბასილი I მაკედონელი- სომხური წარმომავლობის იყო, დაიბადა მაკედონიაში
მიიქცია იმპერატორის (მიხეილ მე-3) ყურადღება და დაწინაურდა მის კარზე
შემდეგ იმპერატორსა და მას შორის ურთიერთობა დაიძაბა და ერთპიროვნული
მმართველი გახდა ბასილი პირველი
მისი ბრძანებით შეიქმნა : 879 წ. - პროხეირონი. მოსამარტლეებისთვის
სავალდებულო წყარო. 40 თავი. ამის წყაროა იუსტინიანეს კოდიფიკაცია.
ეპანაგოგა- გადამუშავებული პროხეირონია, 886 წ.
ბასილი პირველის სიკვდილის მერე მისი ვაჟი- ლეონ VI ხდება იმპერატორი. იგი
მიხეილ მე-3ს უკანონო შვილია, რომელსაც ბასილ მაკედონელი არ ენდობოდა.
ის ბასილის მკვლელობაშიც კი დაადანაშაულეს
პირველი რაც იმპერატორობის პერიოდში გააკეთა იყო მიხეილ მე-3-ის ნეშტის
გადასვენება კონსტანტინოპოლში. ეწოდება ლეონ ბრძენი მისი ტრაქტატების
გამო.
მან შექმნა ,,ბასილიკები“- მეფის კანონები, სისტემატიზებული სამართლის
კოდექსი. 888-889 წწ. 60 თავი. მოაღწია 36 თავმა. წყარო - კორპუს იურის
ცივილის.
,,სინოფსისი“ - ერთი რაიმე საკთხის ჩამოყალიბება შემოკლებული, შეჯამებული
ფორმით. X ს-ში, კონსტანტინე მე-7ს ძის, რომანოზ მე-2-ის მიერ.
მე-13 საუკუნისაა მცირე სინოფსისი
მარი ბროსე და როზანკაფი ცდებოდნენ.
,,სინტაგმა“ - კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია
1897 წ. სოკოლსკის მონოგრაფია - ,,ბერძნულ-რომაული სამართალი
საქართველოს მეფის ვახტანგ მე-6-ის რჯულდებაში“
ქართულ ტექსტში შეტანილი არმენოპულოს წიგნიდან I მუხლი უცვლელადაა
გადმოცემული და არმენოპულოს შესავალს წარმოადგენს.
შემოკლებული კომპილაცია საბერძნეთში შედგინდა სოკოლსკის მითითებით და
ქართველ მთარგმნელს არ შეუმოკლებია.
ისიდორე დოლიძე - თურქეთის მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ,
ბერძნული მოსახლეობის საეკლესიო-საერო საქმეების იურისდიქცია მთლიანად
პატრიარქისა და სასულიერო ხელისუფლების ხელში მოექცა. ასეთ ვიტარებაში
ყოველდღიური გამოყენებისთვის საჭირო გახდა ექვსწიგნეულის და სინტაგმის
შემოკლება.
ისიდორე დოლიძის აზრით ეს კომპილაცია იურიდიული აზროვნების
დაქვეითებით ხასიათდება.
საბოლოო ჯამში ბერძნული სამართლის ქართული ვერსიის წყაროებია :
კონსტანტინე არმენოპულოს ექვსწიგნეული და მათე ვლასტერის ,,ალფაბეტური
სინტაგმა „.
#სომხური სამართალი
ძეგლი შედგება შესავლისა და 431 მუხლისგან.
პირველი 150 მუხლი არის - სირიულ-რომაული სამართალი
151-402 მუხლები არის მხითარ გოშის სამართლის წიგნი
403-431 მუხლები სხვა მუხლების გამეორებაა
ვახტანგ მე-6-მ იგი ჩამოატანინა ეჩმიაძინიდან
მისი 3 რედაქციაა ცნობილი : სირიული, არაბული, სომხური
ქართული ვერსია არის სომხური თარგმანის თარგმანი. ეს სომხური თარგმანი
შეადგინა ნერსეს ლამბრონელმა 1197 წელს
მხითარ გოშის სამართალი შედგება 3 ნაწილისგან :
1. შესავალი
2. საეკლესიო სჯული
3. საერო სჯული
ქართულად თარმნილში მისი სტრუქტურა დაცული არ არის, იგი დედანის
შემოკლებული თარგმანია.
ვახტანგის წიგნში სომხური სამართლის ორივე ნაწილი ( სირიულ-რომაული და
მხიტარ გოშის) მოხსენიებულია ერთი სახელი ქვეშ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,
რომ ქართველებმა არ იცოდნენ მათი სხვადასხვაობის შესახებ
1710 წლის ნუსხაში მხიტარ გოშის სამართალი მოხსენიებულია, როგორც წიგნი II
სომხის სამართლისა, ანუ იციან, რომ სხვა ძეგლია.