Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 25

ქსი

#1 ზოგადი
 1924 წელს იყო ქართველთა აჯანყება ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხელმძღვანელობით.
ივანე ჯავახიშვილს დევნა დაუწყეს და იძულებული გახდა რექტორობა
დაეტოვებინა.
 1922 წელი არის იურიდიული ფაკულტეტის დაბადების წელი.
 ერთადერთი საგანი იყო ქართული სამართლის ისტორია, რომელსაც სიბერის
მიუხედავად კითხულობდა უნივერსიტეტში, იმდენად უყვარდა.
 თემურ ლენგისა და მონღოლების შემოსევებმა სერიოზულად დააზარალა
საქართველოს კულტურა, პლუს იურიდიული კულტურა.
 გაერთიანების პერიოდში კი გვქონდა საკმაოდ მაღალი დონის სამართალი.
 უძველეს სამართალში მოსამართლეები მხოლოდ დანაშაულის შედეგით
ინტერესდებოდნენ და არ ითვალისწინებდნენ მაპროვოცირებელ გარემოებებს.
 XI ს-ის მცირე სჯულის კანონი - პირველი იურიდიული თხზულება.
 ქართველები (11 სკ) იყენებენ არა ორდალებს, არამედ წერილობით დოკუმენტებს,
რაც ადასტურებს მაღალ სამართლებრივ კულტურას.
 ,,სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“ - ამ ნაწარმოებში პირველად არის ნახსენები
,,საკუთრება“.
 დანაშაულისთვის ისჯებოდნენ ცხოველები და ფრინველებიც. მაგალითად ხარი
თუ ვინმეს ჩაწიხლავდა უნდა მოეკლათ.
 საფრანგეთშიც ასამართლებდნენ ცხოველებს. ცხოველებს საკუთარი
აადვოკატებიც ყავდათ.
 ბურგუნდიაში გაასამართლეს ვირთხები.
 სამართალი და იურიდიული ცნობიერება გამოხატავს ერის ინტელექტს.
 ქართული სამართლის წყაროების გამოცემაში დიდი წვლილი შეიტანეს: მარი
ბროსე, პლატონ იოსელიანი, დიმიტრი ბაქრაძე, დიმიტრი ფურცელაძე,
ალექსანდრე ხახანაშვილი, თევდორე ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი.
 ნიკო ხიზანიშვილი (ურბნელი) იყო პირველი ქართველი იურისტი, რომელმაც
ქსის ისტორიაში რამდენიმე გამოკვლევა გამოაქვეყნა. მან შეისწავლა ხევსურული
სამართალი და გიორგი ბრწყინვალეს სამართალი.
 პირველი ფუნდამენტური კვლევა ქსის ისტორიაში ეკუთვნის ივ. ჯავახიშვილს,
რომელმაც გამოსცა ,,ქართული სამართლის ისტორია“ 1909 წელს.
#2 ტერმინები და საკანონმდებლო აქტები

 სამართალი - მართალი/სწორე
 კანონის მნიშვნელობები :
1. სამართალი ზოგადი მნიშვნელობით
2. სამართლის წიგნის თითოეული მუხლი
3. სასჯელი
4. კანონთა კრებული
 სამართლის სინონიმადაა მიჩნეული - ,,სჯული“
 სამართალს ზოგჯერ - ,,გაჩენილ სამართალსაც“ უწოდებდნენ
 ,,ძეგლი“ - საკანონმდებლო კრების მიერ ბჭობის და შრომის შედეგად მიღებული
სასამართლო წიგნი
 ,,კოდექსი“ - შეკვრას, წიგნს ნიშნავდა
 ,,კოდიკო“ - უფრო ვრცელ კრებულს ნიშნავდა
 ,,ჩვეულება“ - საზოგადოების ნაწილის, ზნე და ქცევის წესი იგულისხმება
(სუბკულტურა)
 ,,წესდება“ - სამოქმედო სახელმძღვანელო ეკლესიებისთვისად და საერო
პირებისთვისაც.
 ,,განგება“ - მოწყობა, გამართვა, მართვა

საკანონმდებლო აქტები :

 წიგნი - ყოველგვარი ოფიციალური თუ არაოფიციალური საბუთის აღმნიშნელი


ზოგადი ტერმინი
 სიგელი - მეფის მიერ ნაბოძები საბუთი
 გუჯარი - იგივეა რაც სიგელი
 ოქმი - მეფეთა განკარგულება
 პიტაკი - იგივე სიგელია
 ბრძანება - იგივეა რაც ოქმი
 ხელი - ქვაზე ამოკვეთილი ბრძანება
 დაწერილი - იმ საბუთს ეწოდებოდა, რომელიც მეფის მიერ არ იყო გამოცემული,
მაგრამ ზოგჯერ საკანონმდებლო აქტსაც შეიცავდა
 არზა/ჰაჯა - არაბული ტერმინებია. ჰაჯა - თხოვნა/მიმართვა
 სააჯო კარი - სათხოვნელი კარი

 სამართლის წყაროები :
პირდაპირი

საერო საეკლესიო
წყაროები წყაროები

1. სახელმწიფო სამართლებრივი -
ადგილობრივი
,,ხელმწიფის კარის გარიგება“, უცხოური ქართული/ქართულ
,,დასტურლამალი“ (ნათარგმნი) ი ეკლესია-
მონასტრების მიერ
2. სისხლისა და სამოქალაქო სამართლებრივი
- ,,ვახტანგის სამართალი“, ,,ბექა-აღბუღას
სამართალი“, ,,გიორგი ბრწყინვალეს
ძეგლისდადება“

1.დიდი სჯულის
1.რუის-ურბნისის
კანონი ძეგლისწერა
2.მცირე სჯულის
2.კათალიკოსთა სამართალი
კანონი
არაპირდაპირი

კლდეზე
არქეოლოგიურ
ამოკვეთილ
ი გათხრების ი წარწერები
შედეგად
მოპოვებული
მასალები

ისტორიულ ჰაგიოგრაფიუ
ნუმიზმატ ლი
ი იკის ნაწარმოებები
თხზულებებ ობიექტები

 საეკლესიო სამართალი - ნორმები საეკლესიო ცხოვრების შესახებ


 კანონიკური სამართალი - რჯულის კანონებში გამოხატული სამართალი
 დიდი სჯულის კანონი - მთავარი კოდექსი ქრისტიანულ სამყაროში (მთავარი
კანონიკური კრებული), ბერძნული მომოკანონი
 920 წლის კრებაზე გახდა სავალდებულო, 14 ნაწილიანია.
 1. მოციქულთა 85 კანონი
2.მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონები
3. ადგილობრივ საეკლესიო კრებათა კანონები
4. გამოჩენილ საეკლესიო მოღვაწეთა კანონები
 ,,მომოს“ - სამოქალაქო კანონი
 კანონი - საეკლესიო კანონი
 მთარგმნელი არის არსენ იყალთოელი

#დიდი სჯულის კანონი

 მსოფლიო საეკლესიო კრება და ადგილობრივი საეკლესიო კრება:


 მსოფლიო საეკლესიო კრება ეწოდებოდა ქრისტიანული სამყაროს ყველა
კუთხის საეკლესიო თანამდებობის წევრთა შეკრებას ზოგად-ქრისტიანული ,
გადაუდებელი საკითხების გადასაწყვეტად. ასეთი კრებების მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები სავალდებულო იყო მთელი ქრისტიანული
სამყაროსათვის. მსოფლიო საეკლესიო კრება საეკლესიო
კანონმდებლობისთვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა და ასეთ კრებაზე
შემუშავებული საეკლესიო კანონები კანონიკური სამართლის ძირითადი
წყაროა. მსოფლიო საეკლესიო კრება არ იყო მუდმივმოქმედი საეკლესიო
ორგანო რაც იმაში გამოიხატებოდა რომ მისი მოწვევის აუცილებლობა არ
იყო განსაზღვრული გარკვეული პერიოდულობით როგორც ამას ადგილი
ქონდა მაგალითად: ადგილობრივ კებებთან დაკავშირებით. მსოფლიო კრების
მოწვევის ორგანიზატორი ეკლესიასთან ერთად საერო ხელისუფლებაც იყო.
მსოფლიო საეკლესიო კრებების მოწვევა ძირითადად ბიზანტიის
იმპერატორის მიერ ხდებოდა, იმპერატორი ფორმალურად არ ერეოდა
კრების საქმიანობაში თუმცა კრების საბოლოო შედეგებზე იმპერატორებს
გადამწყვეტი გავლენა ჰქონდათ. მსოფლიო საეკლესიო კრებების მოწვევის
ძირითადი მიზეზი ყოველთვის იყო ქრისტიანული ეკლესიის წიაღში რაიმე
ერესის ანუ ქართულად მწვალებლობის აღმოჩენა, ხოლო კრების მიზანი ამ
ერესის აღმოფხვრა იყო.მხოლოდ მსოფლიო საეკლესიო კრების კომპეტენციაში
შედიოდა სარწმუნოების დოგმატის განსაძღვრა რომელიც სრულ
შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო საღვთო წერილსა და უძველეს საეკლესიო
ტრადიციებთან. მართმადიდებლური ეკლესია აღიარებს 7 მსოფლიო
საეკლესიო კრებას.
 რაც შეეხება ადგილობრივ საეკლესიო კრებას, ეს არის კონკრეტული ეპარქიის
სასულიერო პირთა, ეპისკოპოსთა კრება. მათ მიერ მიღებულ დადგენილებებს,
განსხვავებით მსოფლიო საეკლესიო კრებებისგან, სავალდებულო ძალა აქვს
მხოლოდ კონკრეტულ რეგიონში თუ პროვინციაში და არა მთელ ქრისტიანულ
სამყაროში. მისი კომპეტენცია შემოიფარგლება ადგილობრივ და ყოვედღიურ
სიმრუდეებზე მორგებული ნორმათა ჩამოყალიბებით. ასევე მათ შორის
განსხვავება ისაა, რომ ადგილობრივი საეკლესიო კრება იკრიბება
პერიოდულობით, ხოლო მსოფლიო საეკლესიო კრებები მოიწვევა გადაუდებელ
შემთხვევებში იმპერატორის მიერ.

 დიდი სჯულის კანონი :


 შედგება :
1. მოციქულთა კანონები
2. მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონები
3. ადგილობრივ საეკლესიო კრებათა კანონები
4. გამოჩენილ საეკლესიო მოღვაწეთა ეპისტოლარული კანონმდებლობა
 ეპისტოლე - წერილი. ეპისტოლარული კანონმდებლობა - წერილებში
გამოხატული კანონები/ წმინდა მამების კანონები, მათი ნაწერები.
 ტიმოთე ალექსანდრიელს ეკითხებიან- რა ასაკიდან უნდა განიკითხოს ადამიანიო
? - როცა ექნება აღმის უნარიო პასუხობს.
 + ქალმა იმშობიარა აღდგომამდე, უნდა იმარხულოს თუ არა ?
მარხვის მთავარი მიზანია ხორცის დათრგუნვა და მშობიარეს სხეული უკვე
დათრგუნვილია, ანუ მარხვა არ არის აუცილებელი
 ბასილი დიდი - აკრძალულია საეკლესიო თანამდებობებზე ქრთამით ხელდასმა
 არ შეიძლებოდა გარდაცვლილი ცოლის დის ცოლად მოყვანა

#მცირე სჯულის კანონი


 ბერძნულიდან თარგმნა ექვთიმე მთაწმინდელმა
 შედგება :
1. მე-6 მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები (ტრულის კრება) (1)
2. ,,კანონნი შეცოდებულთანი“ იოანე მმარხველისა (2)
3. ,,კანონნი დღითი დღეთა ცდომათანი“ ბასილი დიდისა (3)
4. ,,ძეგლისწერაი სარწმუნოებისა“ (4)
 (1)
680-681 წელს მიღებული კანონებია.
იუსტინიანე მე-2მ მოიწვია დამატებითი საეკლესიო კრება, გაგრძელება VI
საეკლესიო კრებისა. მიიღეს 102 კანონი. ექვთიმეს 18 კანონი საერთოდ არ
უთარგმნია. მასში შეიტანა ბასილი დიდის და საკუთარი ტექსტები. მას
ახასიათებდა თავისუფალი თარგმანი, ამიტომაც თარგმა საკუთარი
ინტერპრეტაციით.
და ჩვენ მივიღეთ მე-6 საეკლესიო კრების ექვთიმესეული ვარიანტი.
 (2)
შეცოდება - საეკლესიო დარღვევა
კანონი - სასჯელი
სასჯელები შეცოდებებისთვის.
იოანე მმარხველი ცნობილი საეკლესიო მოღვაწეა , დიდი ხნის განმავლობაში
ეგონათ, რომ მან დაწერა ეს კანონები.
ექვთიმე წერს, რომ იოანე VI ს-ის ბოლოს მოღვაწეობდა. ჰანს გიორგ ბელმა თქვა,
რომ ეს ძეგლი დაწერილია VIII-X სს-ებში. ანუ იოანე მმარხველი არ არის მისი
ავტორი.
მიჩნეულია, რომ 8-9 სს-ში ბიზანტია გარყვნილობამ მოიცვა, რაც აღსარებებში
ჩანდა. კანონები აღსარებათა საფუძველზე ხშირად იწერებოდა. მძიმე ზნეობრივი
მდგომარეობა იყო. ამიტომ დაიწყეს კანონების წერა და ამ კანონებს ძალა რომ
ჰქონოდათ ეფარებოდნენ ცნობილი საეკლესიო მოღვაწეების სახელებს.
იოანე მონაზონი ყოფილა ამ თხზულების ავტორი. ამოეფარა მმარხველის სახელს,
რათა მის კანონებს ავტორიტეტი ჰქონოდა.
დასმული საკითხები :
1. ნებსითი და უნებლიე კაცის კვლა
2. სიძვა და მრუშობა
3. პირუტყვთა თანა დაცემა, მამათმავლობა, სისხლის
აღრევა
4. უასაკოს გახრწნა ( 11 წლამდეს გაუპატიურება)
5. ხელთ დაცემა
აღებულია მოციქულთა კანონებიდან და მე-6 საეკლესიო კრებიდან.
+ სიძვისთვის 7 წელი უზიარებლობა
+ და-ძმებს შორის სიძვა - 30 წელი უზიარებლობა (უფრო დიდი ცოდვაა)
+ მრუშობისთვის 15 წელი უზიარებლობა
ასეთი მძიმე სასჯელების გამო ხალხი აღარ მიდიოდა აღსარებაზე, ამიტომ
შეამცირეს უზიარებლობის ვადები. რათა ხალხი უფრო თავისუფლად მისულიყო
სულიერ მოძღვართან.
 (3)
არც ეს კანონები ეკუთვნის ბასილი დიდს. აქაც ამოფარებას აქვს ადგილი.
ეს არის ყოველდღიური ცოდვების სასჯელები.
დაწერილია ,,შეცოდებულთა კანონების“ მერე, ანუ იოანე მონაზონის შემდეგ (მე-
8-10 სს -ები). ბასილი დიდი მოღვაწეობდა მე-4 საუკუნეში. აქედან გამომდინარე
მოცემული კანონების ავტორი ბასილი დიდი ვერ იქნება.
არის კომპილაციური თხზულება, ამოკრებილია სხვა საეკლესიო მოღვაწეების
თხზულებებიდან.
+ თუ მონაზონი ჩაიდენს სიძვას, განიკითხება არა სიძვის, არამედ მრუშობის
კანონით.
 (4)
ეგონათ, რომ ,,ძეგლისწერაი სარწმუნოებისა“ იყო VII მსოფლიო საეკლესიო
კრების კანონები, ვინაიდან ამ კრებაზე დაიგმო ხატმებრძოლეობა და ეს
კანონებიც გმობს ხატმებრძლეობას. თუმცა ეს არასწორია.
ეს არის კონსტანტინოპოლის კრების IX ს-ის კანონები. 843 წელს ადგილობრივ
საეკლესიო კრებაზე შეიმუშავეს სინოდიკონი. მოხდა ჭეშმარიტი მორწმუნეების
დალოცვა და ერეტიკოსების დაწყევლა-შეჩვენება.

#ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნი


 იდუმალებით მოსილი ძეგლია
 აღბუღას სამართლის წიგნის ნაწილია
 99-160 მუხლები კურაპალატისაა
 ნიკო ხიზანიშვილმა ისე განიხილა შემდეგი მუხლები, თითქოს ყველა აღბუღას
ეკუთვნოდა
 99 მუხლი ფაქტობრივად შესავალია სრულიად ახალი სამართლის წიგნისა
 რომელ ბაგრატ კურაპალატს ეკუთვნის ?
 ბარგატ II არაო, მისი სახელი რეგვენი იყო და მას არ შეშვენოდა ძეგლის შედგენა,
პლუს კურაპალატი არ იყო.
 ბაგრატ V არა, ვინაიდან იგი დავით აღმაშენებლის შემდეგ მეფობდა. დავით
აღმაშენებელმა კი უარყო კურაპალატობა და მის შემდეგ ქართველი მეფეები
კურაპალატობას აღარ კადრულობდნენ.
 დარჩა ბაგრატ III და ბაგრატ IV, ორივე კურაპალატი იყო.
 მემატიანე ნეგატიურად აფასებს მართლმსაჯულების მდგომარეობას ბაგრატ IV-
ის დროს, ასევე გიორგი მთაწმინდელიც ამბობს ,რომ მის დროს მოსვენება არ
ჰქონდა სამეფოს.
 ბაგრატ III მატიანეს მიხედვით ეკლესიების მაშენებელი(როგორც ძეგლის
შესავალში წერია), მოწყალე და სამართლისა მართლად მოქმედი ყოფილა.
 ივანე ჯავახიშვილი ბაგრატ III-ს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა თავიდან ბაგრატ
I- ს მოიაზრებდა ძეგლის ავტორად.
 რამდენიმე არგუმენტი ბაგრატ I-ის სასარგებლოდ :
1. კურაპალატი იყო
2. განაწესა ,,გლახაკთა ნაწილი“- საქველმოქმედო ფონდი.
(გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან ვიგებთ)
3. შექებულია მისი მართლმსაჯულება. იგი იყო ,,ყოვლისა
ერისა სამართლით განმკითხავი“. სამართლიანი მსაჯული
იყო
4. განთქმული იყო, როგორც ეკლესიების მაშენებელი
5. ბაგრატ კურაპალატს ეკუთვნის არა მარტო 99-100
მუხლები, სადაც მითითებულია თუ ვინ შეიძლება იყოს
მოსამართლე, არამედ 101, 102 და 103 მუხლებიც. ყველა ამ
მუხლში პატრონი, ათაბაგი და მაწყვერელი არ არის
ნახსენები. მთავარი ფიგურები არიან მეფე და ეპისკოპოსი.
6. (ეპისკოპოსს დანაშაულის შემთხვევაში ვერ შეიპყრობს
მეფე. მან უნდა მოინანიოს და გადაიხადოს. (შეხვეწა და
შეკაზმვა). 102 მუხლი- თუ მეფე ეპისკოპოსს გაუწყრება,
არც მაშინ შეუძლია შეპყრობა, რადგან ეპისკოპოსი მეორე
მეფეა. 103 მუხლი- ვერც სამღვდელოებას შეიპყრობს.)
ასეთი ავტორიტეტი სამღვდელოებას ჰქონდა ბაგრატ I - ის
დროს (ჩანს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან).
მაგ: საბა იშხნელი მიიწვია მეფემ, მაგრამ იგი არ მივიდა.
ხოლო მეორედ როცა გრიგოლმა მიიწვია , მივიდა.
გრიგოლს სიძვის დიაცის წართმევის უფლებაც ჰქონდა,
რაშიც მეფე ვერ ეწინააღმდეგება (,,ტრფობა წამებული”).
აქედან გამომდინარე მოცემული ძეგლი IX ს-ში უნდა იყოს
შედგენილი და უნდა ეკუთვნოდეს ბაგრატ I - ს .
 20 წლიანი დაკვირვების შემდეგ ივ. ჯავახიშვილი ისევ ბაგრატ III - სკენ
გადაიხარა.
 ბაგრატ I - ის კონტრარგუმენტი : შესავალში ბაგრატ კურაპალატი მოიხსენიება,
როგორც მეფეთ-მეფე. ბაგრატ I-ის დროს კი მეფობა აღდგენილიც არ იყო და იგი
მეფობდა მხოლოდ ტაო-კლარჯეთში. ანუ მეფეთ-მეფე ვერ იქნებოდა.
 ამიტომ ისევ ბაგრატ III დაასახელა , ანუ XI ს-ში შედგენილი ძეგლიაო
 თან XI საუკუნე დავით აღმაშენებლის წინა პერიოდია და სასულიერო ფენა
პრივილეგირებული არისო. იგი მეფეთ-მეფეც არისო და ა.შ.
 პირველად 1909 წელს გამოაქვეყნა ივ. ჯავახიშვილმა ეს მოსაზრება
 შემდეგ სარგის კაკაბაძემ დაწერა მონოგრაფია ,,სჯულმდებელი ბაგრატ
კურაპალატი“ , რომელიც გამოიცა 1912 წელს. მან თქვა, რომ გამოთქმული
მოსაზრების მიუხედავად მოცემული ძეგლი უფრო გვიანდელია ვიდრე მე-11
საუკუნე (მისი სტილის მიხედვითო). შუა საუკუნეებში არის შედგენილიო.
 მან ნაშრომში არ მიუთითა კრიტიკის ადრესატი ვინ იყო, ისე გააკრიტიკა ივ.
ჯავახიშვილის მოსაზრება.
 კაკაბაძემ აიღო მე-11 საუკუნის ნიკორწმინდის სიგელი, რომელსაც მეორე
გვერდზე მიწერილი ჰქონდა სხვა სიგელი. და თქვა, რომ იპოვა საბუთი, რომლის
მიხედვითაც ჩანს, რომ ბაგრატ კურაპალატი არის XVI ს-ის მეფე.
 ფაქტები ამ სიგელის შესახებ :
1. დაწერა ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა მანუელმა
2. მეფე ბაგრატმა განაახლა ნიკორწმინდის ეკლესია და უანდერძა მამულები
3. ქორონიკონი 236 ანუ 1548 წელია
4. ასევე არსებობს სხვა სიგელიც, რომელშიც მოცემულია იგივე ინფორმაცია
(მეფე ბაგრატ კურაპალატმა და მისმა მეუღლემ აღაშენეს ნიკორწმინდის
მონასტერი და ეპისკოპოსად მანუელი დანიშნესო, შესწირეს მამულებიცო).
თარიღი ამ სიგელის არის 1544 წელი.
 კაკაბაძე იკვლევს : აფხაზეთი-იმერეთის სამეფოს იმ დროს მართლაც განაგებდა
ბაგრატ III იმერეთის მეფე, რომელსაც ბაგრატ VII- ედ მოიხსენიებს. იგი იმერეთის
მეფე იყო კათალიკოსთა სამართლის შედგენის დროს.
 თუმცა ეს არ იყო ძეგლის ავტორი კურაპალატი, ვინაიდან იმერეთის მეფე
ბაგრატი და სიგელში მოხსენიებული ბაგრატის გამეფების წლები ერთმანეთს არ
ემთხვევა.
 ამის შედეგ ავითარებს აზრს : რახან იგი ნიკორწმინდას აღადგენს, ალბათ რაჭა
ემორჩილება. ასევე მისი დაწერილია გელათის 1545 წლის სიგელიც, ანუ მას
ეკუთვნის იმერეთის გარკვეული ნაწილიც. ამ სიგელს ამტკიცებს ქართლის
კათალიკოსი, ამიტომ შეიძლება ქართლის ნაწილიც ემორჩილებოდეს. ანუ
საბოლოო ჯამში ეკუთვნის რაჭა-არგვეთი.
 8 წლის შემდეგ 1920 წელს კაკაბაძე ცვლის თავის მოსაზრებას და ამბობს , რომ
ქორონიკონი არასწორად წაიკითხა. ასახელებს ქორონიკონს 106, ანუ 1418 წელი.
ამრიგად მოცემული ძეგლის შედგენას მიაწერს აფხაზეთ-იმერეთის მეფეს და
დასავლეთ სამეფოს სახლის მეთაურს ბაგრატს. შედგენის თარიღად კი ასახელებს
მე-15 საუკუნის პირველ ნახევარს.
 ივ. ჯავახიშვილი თვლის, რომ ნიკორწმინდის სიგელის მიხედვით ამ ძეგლის XV
საუკუნით დათარიღება შეუძლებელია, რადგან ამ მინაწერში ფულის ერთეულია
შაური, რომელიც საქართველოში შემოდის XVI საუკუნიდან.
 შემდეგ კაკაბაძე ისევ ცვლის აზრს და ამბობს, რომ თავდაპირველი წაკითხვა იყო
სწორი. ))
 საბოლოოდ, როცა დარწმუნდა კაკაბაძე თავის სიმცდარეში, 1924 წელს გამოთქვა
კიდევ ახალი აზრი: მისი აზრით ეს ძეგლი ალექსანდრე დიდი დროს შედგინდა
XV ს-ის პირველ ნახევარში, შემდგენელი კი მისი ძმა ბაგრატია.
 ჯავახიშვილი მის ამ მოსაზრებას აბათილებს : - როგორ შეიძლება, რომ ეს ძეგლი
ალექსანდრე დიდი მეფობის დროს შედგენილიყო და შესავალში პირველ რიგში
მისი ძმა - ბაგრატი იყოს მოხსენიებული, და არა მეფე თავად.
 ეს პოლემიკა გაგრძელდა მოგვიანებით XX საუკუნეშიც.
 ივანე სურგულაძემ ( წიგნის ავტორმა) ჩათვალა, რომ ამ ძეგლის შემდგენელი არის
არა ბაგრატ III, არამედ ბაგრატ IV.
არგუმენტები:
1. ეს კრება, რომელიც შესავალშია ნახსენები, ძალიან ჰგავს ოპიზის სიგელში
აღწერილ კრებას. რომელიც ბაგრატ IV-ს ეკუთვნის.
2. რადგან მართლმსაჯულება იყო დაბალ დონეზე და ქვეყანას დაწყნარება არ
ჰქონდა, სწორედ ამიტომ უნდა დაეწერა ბაგრატ მე-4ს ეს ძეგლი. ვინაიდან
სამართლის წიგნი სამეფოს სწორედ ასეთ დროს ესაჭიროება. (თუმცა შეიძლება
კანონები მტკიცე ხელისუფლებამაც მიიღოს).
 ისიდორე დოლიძეც იმავეს ამტკიცებს.
არგუმენტები:
1. ბაგრატ მე-4ს ლოიალური დამოკიდებულება აქვს სასულიერო წოდების
მიმართ, ეს ჩანს ოპიზის სიგელში.
2. ნახსენებია ფული- თეთრი. ამ ძეგლის მიხედვით მსუბუქი
დანაშაულისთვისაც კი თეთრის დიდი რაოდენობაა დაკისრებული. მაგ:
ეპისკოპოსის გინებისთვის 40 000 თეთრი. შეიძლება ითქვას ფული ძნელად
იშოვებოდა, ამიტომაც მკაცრი სასჯელი იყო მისი დაკისრება. აქედან
გამომდინარე, ეს ძეგლი მაშინ უნდა შედგენილიყო , როცა ქვეყანაში
ვერცხლის ფულის კრიზისი იყო. ასეთი პერიოდი კი ქვეყანას ბაგრატ მე-4ს
დროს ჰქონდა (11 საუკუნე).
3. ი. დოლიძე თვლის, რომ კურაპალატს ეკუთვნის 99-160 მუხლები. რადგან
სხვადასხვა მუხლებში ერთნაირი ტერმინებია (ერთნაირი მნიშვნელობით)
გამოყენებული. არ გვხვდება ერთ საგანზე განმეორებითი მსჯელობა და ეს
მუხლები შინაარსობრივად ერთიანია. ანუ ერთი კანონმდებლის ხელიტაა
დაწერილი.
4. მოცემულია სასჯელები შემდეგი დანაშაულებისთვის : მკვლელობა, ქურდობა,
სხეულის დაზიანება, შეურაცხყოფა, ცილისწამება, მუქარა, სქესობრივი
დანაშაული და სხვა.
5. დამახასიათებელი ნიშნები ამ მუხლებისა:
1) ,,სასჯელი“- მთელ ძეგლში (101-151 მუხლებში) ერთი მნიშვნელობით
გვხვდება. სამართალს/ბჭობას ნიშნავს.
2) ,,შეკაზვა“ - სისხლის დაურვებას, გადახდას და ანაზღაურებას ნიშნავს.
3) ასევე ,,შეხვეწაც“ – 101, 105, 107 და 108 მუხლებში.
4) სამღვდელოების პრივილეგირებული მდგომარეობა
5) ,,საპირო“- ქონებრივი სასჯელი, 112,159,160 მუხლები
6) სხვა ტერმინებიც..
 იწყება მესამე ტალღა XX ს-ის 80-იანი წლები
 1972 წელს აბელ კიკვიძე ამობობს :
1. X ს -ში ტაო-კლარჯეთში რამდენიმე სამეფო ერთეული ყალიბდება,
შესაბამისად არის რამდენიმე მეფეც. ბიზანტიის იმპერატორმა კი გამოარჩია
ბაგრატ I, კურაპალატობა უბოძა და მთელ ტაო-კლარჯეთში უზენაესად
ჩათვალა. ანუ ბაგრატ პირველი იქცა მეფეთ-მეფედ.
2. ბაგრატ პირველი გაერთიანებული საქართველოს მეფე კი არა, მხოლოდ ტაო-
კლარჯეთის მეფეა, ამიტომ ძეგლში მოხსენიებულია ეპისკოპოსი და არა
კათალიკოსი.
ძეგლში წერია, რომ ეპისკოპოსი მეორე მეფეა, გაერთიანებული საქართველოს
დროს კი ეს შეუძლებელი იქნებოდა რადგან უმაღლეს სასულიერო პირად
ითვლება კათოლიკოს-პატრიარქი. ამიტომ ბაგრატ III და ბაგრატ IV
გამორიცხულია.
 აქედან გამომდინარე, ყველაზე მეტი უფლება ამ ძეგლის ავტორად წოდებისა აქვს
ბაგრატ I კურაპალატს. ამ მოსაზრებას იზიარებს ჩვენი ლექტორიც გიორგი
დავითაშვილი. (ჩემ დროს ასე იყო ყოველ შემთხვევაში )
 კაკაბაძის მიდგომა ააღორძინა ილია ანთელავამ:
1. ეს ძეგლი ვერ იქნება X,XI საუკუნეების, რადგან მისი ენა ასეთი ძველი არ არის.
2. ასევე ფული ერთეულად ნახსენებია - თეთრი. თეთრი კი საქართველოში XIII
ს-მდე არ გვხვდება. იგი თვლის რომ ეს ძეგლი იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ
შეადგინა მე-16 საუკუნეში.
3. კაკაბაძის შეცდომა ის იყო, რომ იგი ბაგრატ კურალაპატს რაჭა-არგვეთის
მეფესთან აიგივებდა და არა იმერეთის მეფესთან. (ანუ კაკაბაძის ქორონიკონის
პირველი წაკითხვა სწორი იყოო).
4. ეს ძეგლი იმ პერიოდში უნდა იყოს შედგენილი, როცა შედგინდა
კათალიკოსთა სამართალი და ბიჭვინთია იადგარი. (მე-16 საუკუნის მე-2
ნახევარში, ბაგრატ III-ს დროს), მათ შორის ბევრი მსგავსებააო.
5. კათალიკოსიც იმიტომ, არ არის ნახსენები, რომ იგი უკვე მოხსენიებულია
ბიჭვინთის იადგარში და საჭირო აღარ იყო.
6. ასევე ამბობს, რომ სასულიერო პირები პრივილეგირებული კი არა, პირიქით,
შეჭირვებულნი არიან და ამიტომაც არის საჭირო მათი დაცვა. ასე, რომ ვერ
ვიტყვით ეს ძეგლი დავით აღამშენებლამდე შედგინდაო.
7. სწორედ სასუელიერო პირების სისუსტემ და ეკლესიის კრეხვამ განაპირობა
კათალიკოსთა სამართლის, ბიჭვინთიას იადგრისა და ბაგრატ კურაპალატის
სამართლის წიგნის მიღება, დაახლოებით ერთ დროს.
8. ბიჭვინთის იადგარი - კათალიკოსისა და მის წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულების სასჯელებს ითვალისწინებს, ბაგრატის სამართალი კი -
მთლიანად სამრვდელოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების
სასჯელებს.
9. თეთრის კრიზისი იყო მე-16 საუკუნეშიც.
 კეკელია ამბობს (უპირატესობას ანიჭებს ბაგრატ I-ს):
1. უარყოფს, რომ თეთრი მე-13 საუკუნემდე საქართველოში არ გვხვდება. მე-9
საუკუნეში იგი მოქმედებაში იყო ვერცხლის ფულის ზოგადი სახელით.
2. არსებობს ფავნელთა ნასყიდობის დოკუმენტი, რომელმაც შიომღვიმელებს
მიწები მიყიდა თეთრის აღებით. ჩანს, რომ თეთრი გაუფასურებულია.
3. ცნობილია, რომ ყველანაირი ფული თეთრად იწოდებოდა - )ყაზანური,
გიორგაული) ზოგადი მნიშვნელობით.
4. არასწორია კურაპალატის ძეგლის დათარიღება ნიკორწმინდის სიგელის
მიხედვით, რადგან თავად სიგელში ქორონიკონი ნორმალურად არ იკითხება
და საეჭვოა.
5. ასევე ტერმინები, რომლებიც უფრო ძველი სტილისაა. მაგ: საპირო, სანახშირო,
შეკაზმა- ისინი თანდათან ანაცვლებენ შურისძიების ინსტიტუტს, სისხლის
აღებას.
,,საპირო“- წინასწარი გადასახადი, წინ უძღვის შერიგებას და პირობა იდება
საბოლოო შერიგებამდე , ანუ გადახდამდე თავს შეიკავებდნენ
შურისძიებისაგან.
,,სანახშირო“- პირობა სახლის გადაუწველობისთვის
ესენი დამოუკიდებელი გადასახადია და საწინდარია დაზავებისა.
ანუ ტერმინების მიხედვით ძეგლი შედარებით ძველ დროსაა შედგენილი.
6. მიიჩნევს, რომ ეს მუხლები ბექა-აღბუღას წიგნის ორგანული გაგრძელებაა.
შეიძლება ითქვას, რომ ტაო-კკლარჯეთში შედგინდა. და ვიღაცამ შეკრიბა ეს
ძველი და ახალი სამართლის ძეგლები (საქართველოს ერთი რეგიონისთვის
შედგენილი ) და ასახა აღბუღას წიგნში 175 მუხლის სახით.

#გიორგი ბრწყინვალეს ძეგლისდადება


 1334-35 წწ. გიორგი ბრწყინვალეს საქართველოს უკვე გაერთიანებული ჰქონდა,
როცა მთიულეთში გაემგზავრა.
 დემეტრე თავდადებულის შვილი იყო/ ბექა ჯაყელის შვილიშვილი
 ახლობელი იყო ჩობან ნოინის, რომლის დახმარებითაც საქართველო გააერთიანა
 სახელმწიფოებრივი ინტერესების გამო ცივის მთაზე მოიწვია ურჩი ერისთავები
და დახოცა
 ძეგლისდადებაში მოხსენიებულია საქართველოს პატრიარქი ეფთვიმი, რომელიც
1335 წელს გარდაიცვალა. კრებაშიც მონაწილეობას იღებდა. აქედან გამომდინარე
ძეგლი ვერ დაიწერებოდა 1335 წლის შემდეგ
 ვახტანგის სამართლის კრებულშია შესული
 იგი ხელმწიფის კარის გარიგების 45 მუხლთან ერთად აღმოაჩინა ექვთიმე
თაყაიშვილმა
 ძეგლის გავრცელების ტერიტორია :
1) ჯვართა ყელს აქეთ
2) ხადა-ცხაოტს
3) ზანდუკის ხევს
4) კიბეთ-ქვეშეთ
5) მენესოს ზემოთ

დღევანდელი გაგებით - მთიულეთი, გუდამაყარი და ხანდო-ჭართლეთი. არ


ვრცელდება ხევსურეთში, იქ მეფე არ ყოფილა

 ჰეროვანი - პრივილეგირებული ფენის წარმომადგენელი, მმართველი ხევტან


შედარებით უფრო მცირე ტერიტორიული ერთეულის, მაგ: სოფლის თავკაცი.
 მეფე თბილისში იწვევს სახელმწიფო საბჭოს კრებას . იკრიბებიან :
1. ერისთავები
2. ხევისთავები
3. ხევისბერნი
4. ჰეროვანნი
5. ქართლის კათალიკოსი
6. ვეზირები
7. ეპისკოპოსები
8. მოურავები

ხევისბერნი და ჰეროვანნი ესწრებიან კრებას , ვინაიდან მათ ყველაზე კარგად


იციან მთიულეთის კულტურა და მდგომარეობა.

 რატომ წავიდა მეფე მთიულეთში ?


1. ძეგლდაუდებლობა იყო ერთ-ერთი მიზეზი. მთიულეთს არ ჰქონდა
სამართლის წიგნი.
შეიძლება ქართველ მეფეებს აწყობდათ მათში არეულობა ან ვერ იცლიდნენ
მათთვის.
2. ,,სისხლის მსუბუქობა“ - გადასახადები მკვლელობისთვის იყო მცირე, ანუ
მსუბუქი.
სისხლი - ქონებრივი საზღაურია დანაშაულისთვის. სისხლის აღება ანუ
შურისძიება ჩაანაცვლა კომპოზიციების, ანუ გადახდევინების ინსტიტუტმა.
3. მონღოლების შემოსევის შემდეგ თავადების ავტორიტეტი შეირყა და
მთიულები, მოსახლეობა აღარ ემორჩილებოდა მეფის მოხელეებს. მომრავლდა
დანაშაული და მეფის მოხელეთა მკვლელობები, რამაც საჭირო გახადა
მთიულთათვის სამართლის წიგნის შედგენა. (პლუს ცოლის წაგვრა, ციხეთა
დაქცევა, მრავალფერი ულუსობა- დანაშაული)
4. სალაშქრო სამსახურზე უარის თქმა.
 მეფეს სურს მთიულეთში მისი ხელისფულების განმტკიცება, ამიტომ წიგნის
შედგენისას ითვალისწინებს ადგილობრივების ინტერესებს. არ ახორციელებს
რეფორმას ძალდატანებით და თავდასხმით. პირიქით მთიულებს უდგენს
მათთვის სპეციპიკურ კანონებს. (გიორგი ბრწუნვალის დიპლომატიური
პოლიტიკა)
 დანარჩენი საქართველოსთვის არსებობს სამართლის წიგნი ?
ძეგლისდადება პარტიკულარული ძეგლია, ეხება საქართველოს მხოლოდ ერთ
ნაწილს- მთიულეთს.
სხვა მთლიანად საქართველოსთვის მოქმედი სამართლის წიგნი ჩვენამდე
მოღწეული არ არის, თუმცა წარმოუდგენელია მეფეს მთიელთათვის შეედგინა
ძეგლი და საქართველოს არ ჰქონოდა სამართლის წიგნი.
გიორგის ძეგლისდადებაშიც არის მინიშნება რომ არსებობდა.
 ინსტიტუტები - სხვადასხვა პირების მკვლელობის, თანამონაწილეობის,
ქურდობა-მეკობრეობის, დაჭრის, ცოლის წაგვრის და სხვა.
 ,,უარზანგობა“ - უპატიობა/ გადასახადი უპატიობისთვის
,,არზანგი“ - პატივს ნიშნავს სპარსულად
 ,,ბეითალმანი“ - არაბული სიტყვაა და უპატრონო ქონებას ნიშნავს
 ბეითალმანი ქონების საკითხი დგება, როცა ოჯახი ამოწყდება და არ რჩება
მემკვიდრე ქონებისა.
 ,,ასაბია“ - თანაშემწე, თანამონაწილე
 ასაბიას მოკვლისათვის თავდამცველი არ აგებდა პასუხს
 თუ მამა-შვილის ერთად ცხოვრება შეუძლებელი შეიქნებოდა, გაყრის შემდგომ
შვილს რჩებოდა წინაპრებისგან მოსული და მოგროვილი ქონება, ნასყიდური კი
მამას. რადგან შვილი ახალი თაობაა, რომელიც უნდა ემსახუროს მეფეს თავისი
გადასახადებით.
 მთიულთა ვალდებულებები მეფის მიმართ :
1. საჯარო
2. საბეგრო
3. სალაშქრო
 ძირითადი სასჯელებია: ქონებრივი საზღაური, გარდახვეწა (ექსორია), მამულის
დაკირვა, მიწისჩამორთმევა.
 სასეფო- სახაზინო
 შურისძიების ინსტიტუტი, რომელსაც აღიარებს მეფე და სახელმწიფო
(თვითგასწორების უფლება)
თუ კაცს ცოლს წაგვრიან , უფლება აქვს 1 წლის განმავლობაში შური იძიოს, თავს
დაესხას, სახლი დაურბიოს მომტაცებელს, ამისთვის იგი პასუხს არ აგებს.
თუმცა მკვლელობა დაუშვებელია, ეს უკვე დასჯადია.
ვალის შემთხვევაში დაზარალებულმა ჯერ ხევისბერს უნდა აცნობოს და 3-ჯერ
მოიწვიოს დამნაშავე. იმ შემთხვევაში თუ არ გამოცხადდება უფლება ეძლევა
თვითგასწორების (შურისძიების). თუ ქურდი მოკლავდა პასუხს აგებდა.
 რატომ დაუშვა მეფემ შურისძიება ?
იგი ორიენტირებული იყო რეფორმის პროდუქტიულობაზე, რაც დამოკიდებულია
იმაზე საზოგადოება, ამ შემთხვევაში მთიულები რამდენად მიიღებენ მას. ამიტომ
მეფე ითვალისწინებს მთიულთა მორალს და ინტერესებს. ცოლის წაგვრა იმ
დროში, თანაც მთიული კაცისთვის უდიდესი შეურაცხყოფა და პატივის აყრა იყო,
ამიტომ უშვებს მეფე შურისგების ინსტიტუტს (თუმცა შეზღუდულად).

#ოპიზის სიგელი

 ბაგრატ IV-ის მიერაა დაწერილი, ამიტომ მისი მეფობის წლებით თარიღდება


1027-1072 წწ.
 დედნის სახითაა მოღწეული ჩვენამდე
 ტყავზეა დაწერილი, აღმოაჩინეს ქუთაისში
 აღწერილია დავა ორ მონასტერს შორის: ოპიზა და მიჯნაძორი
 დასაწყისი და დასასრული აკლია
 ბაგრატ IV პირველ პირში აღწერს ამ დავას. მოიწვია დარბაზი (მღვდელმთავარნი,
ერისთავნი, ხევის აზნაურები, სამართალმცოდნენი).
 მხარეები დოკუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს. სასამართლო უსმენს
მხარეებს და გამოაქვთ განჩნება. ეს ყოველივე მეტყველებს მაღალ სამართლებრივ
კულტურაზე
 ოპიზის მონასტერმა წარადგინა გუარამ მამფალის სიგელი. გუარამ მამფალმა მათ
უბოძა ეს სადაო მიწა. იგი ოპიზის მეორედ მაშენებელი იყო.
 მიჯნაძორის მონასტერმა წარადგინა 4 სიგელი :
1. გურგენ ერისთავთ-ერისთავის
2. გურგენ მეფეთ-მეფის
3. ბაგრატ III-ის ანუ მეფის პაპის
4. გიორგი I-ის ანუ მეფის მამის
 წესი იყო - სიგელი უნდა განახლებულიყო ყოველი ახალი მეფის თუ მთავრის
მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში წყდებოდა მისი მოქმედება
 ვინაიდან მამფალის სიგელი არცერთი მომდენო მეფის მიერ არ განახლებულა,
მეფემ სადავო მიწა მიჯნაძორის მონასტერს უბოძა
 თუმცა არ სურდა ოპიზის გულნატკენი დატოვება, ამიტომ მას შესწირა სოფელი
ბარევანი. ამიტომაც ჰქვია - ოპიზის სიგელი. სიგელში აღწერილია ,რომ მეფე
ბარევანს სწირავს ოპიზას, ასევე წინაპირობები ამ გადაწყვეტილებისა.
 ოპიზის სიგელი ცნობებს გვაწვდის სასამართლოს პროცესის მიდინარეობაზე,
სასამართლო ეყრდნობა წერილობით დოკუმენტებს, მეფე ერთგვარი
კონფლიქტის მომგვარებელი ინსტიტუტია, რაც სამართლებრივი კულტურის
მაღალ დონეზე მეტყველებს.

#გიორგი III-ის 1170 წლის სიგელი

 გიორგი მე-3მ უბოძა შიომღვიმის მონასტერს


 წინამძღოლი მამა იოანე და სხვები მივიდნენ და მიუტანეს სიგელები : დავით
აღმაშენებლის და დემეტრეს მიერ დამტკიცებული და სთხოვეს განახლება
 მეფემ დაუმტკიცა და სხვა მიწებიც უბოძა
 ასევე გაათავისუფლა გადასახადებისგან
 ,,სამართალი სამპარავთ მეძებლოი“ - მე-12 საუკუნის ორგანო, რომელიც ქურდებს
ასამართლებდა.
მიზანი - საკუთრების წინააღდეგ მიმართული დანაშაულების აღმოფხვრა)

#ხელმწიფის კარის გარიგება

 ექვთიმე თაყაიშვილმა გადაარჩინა ძეგლის ხელნაწერი, ნაგვიდან ამოიღო


 მასთან ერთად აღმოაჩინა გიორგი ბრწყინვალეს ძეგლისდადება
 თითო რვეულში 6 ფურცელია, აკლია თავიც და ბოლოც.
 დაკარგულია 5 რვეული, სრულად შემორჩენილია 4, ნაკლულია 3 რვეული.
 ჩვენამდე ნახევარსაც არ მოუღწევია
 ზუსტი თარიღი არ არის, თუმცა ძეგლში მოხსენიებულია ვახტანგ მე-2 და
კონსტანტინე პირველი, ასევე რუსუდანი...ამიტომ ეს ძეგლი XIII საუკუნეზე
უფრო ადრე ვერ შეიქმნებოდა.
 შეიქმნა იმ დროს, როცა საქართველო ერთიანი იყო. მოხსენიებულია კახეთი და
იმერეთი.
 ავტორი არც მეფეა, არც საკანონმდებლო ორგანო
 ძეგლიდან ირკვევა, რომ შემდგენი მეფის მხლებელია ნადირობის დროს
 ივ. ჯავახიშვილი აზრით, ავტორი მანდატურთუხუცესის დაქვემდებარებული
მოხელე უნდა ყოფილიყო.
 ძეგლი ოფიციალური კანონმდებლობის შედეგი კი არა, მოქმედი სახელმწიფო
სამართლის და წესის აღნუსხვაა
 ავტორს უსარგებლია სოფრომის წყაროთი, ასევე ქართლის ცხოვრებით
 ეს ძეგლი უნდა შედგენილიყო იმ დროს , როცა სამეფო რეზიდენცია ქუთაისში
იყო.
 ძეგლში აღწერილია სახელმწიფო წყობა, ცერემონიალები, მეფესთან
დაკავშირებით ყველა წვრილმანია გაწერილი. მაგ : ვინ უნდა მიაწოდოს წყალი
მეფეს, ვინ უნდა მიულოცოს ახალი წელი და ა.შ. ვინ სად უნდა იდგეს, მიგებება-
მისალმების ამბები.

#დასტურლამალი

 ვატანგ VI-ის მიერაა შედგენილი


 დასტურლამალი - მოქმედების დასტურს ნიშნავს
 მასში სამეფო დარბაზობის წესები და ეტიკეტია აღწერილი. როგორ ხდება
დარბაზობის მომსახურება..
 ცნობები ქართლის სამეფოს საგადასახადო სისტემების შესახებ. მაგ: საბალახე
გადასახადი საძოვრების გამოყენებისთვის
 საპოლიციო, საფინანსო აპარატის შესახებ ცნობები
 მოსახლეობის აღწერა 7 წელიწადში ერთხელ უნდა მომხდარიყო.
 ცნობები ქართლის სამეფოში სპარსული საოკუპაციო ხელისუფლების
წარმომადგენლების შესახებ. ვაზირი და მუსტოფი (ეკონომიკაში)
 ვახტანგ VI-ს კარებად დაულაგებია ძეგლი შინაარსის მიხედვით
 მისი ყველაზე სრულყოფილი გამოცემა ივანე სურგულაძეს ეკუთვნის
 ,,სააღაპო“- სულის მოსახსენიებელი
 შემადგენელი ნაწილები :
,,დასტურლამალი“ შედგება 2 ძირითადი ნაწილისაგან- სადედოფლო
დასტურლამალი და სამეფო დასტურლამალი. ასევე იგი მოიცავს გიორგი მე-
11-ს მიერ შედგენილ ,,ყაიყულის გარიგებას“, როსტომ მეფის ,,მურდრის
გარიგებას“ და ,,ყორაის კონის განაწესს“. რაც შეეხება ლევან მეფის
საკანონმდებლო აქტებს, ესენია - ,,მდივანბეგობის გარიგება“ და
,,ბოქაულთუხუცესის სარგო“.

#ბექა-აღბუღას სამართალი

 შემდგენი - ბექა მანდატურთუხუცესი ჯაყელი და მისი შვილიშვილი აღბუღა


 სამცხე-საათაბაგოს სამართლის წიგნია
 შესავალი ეკუთვნის აღბუღას, 1-65 მუხლები ბექას, 66-98 აღბუღას.
 1672 წლის ხელნაწერში, რომელიც უძველესია, ძეგლი 98 მუხლისგან შედგება და
მას ეწოდება ,, წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოველსავე“
 პირველი ხელნაწერი შეტანილია ვახტანგ მე-6-ის სამართლის კრებულში
 99-160 მუხლები ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნის ფრაგმენტია
 ჭულევის მონასტერში მიიწვია საკანონმდებლო კრება. ესწრებოდნენ მაწყვერელი,
მოძღვარი, ტაო-კლარჯეთის, შავშეთის ეპისკოპოსები
დაიდეს ბექას სამართალი და გადაწერეს, ასევე დაუმატეს სხვა მუხლებიც.
 მაგ: ცხენის ქურდობისთვის დააწესა ორმაგი გადასახადი
 გიორგაული თეთრი დაადგინა მიმოქცევაში
 აღბუღამ ბექას შესავალი თავისი შესავალით შეცვალა
 მოცემულია - სისხლის სამართლის დანაშაულები, სამოქალაქო სამართლის
ინსტიტუტები, სასამართლო წყობილება და სასამართლო წარმოება
 .
1. პატრონი ათაბაგი, მაწყვერელი
2. დიდებული
3. აზნაური ( 3 კატეგორია)
4. ვაჭარი (2 კატეგორია)
5. მსახური
6. ყმა-გლეხი (მკვიდრი ყმა ,,თავდაწერილი ყმა“ და ,,თავდაუწერელი ყმა“)
 გლეხი ყიდვა გაყიდვის ობიექტია
 გაქცეული ყმის უკან დაბრუნების უფლება არ აქვთ
 არ შეიძლება გაქცეული ყმის შეფარება, ან მისი არდაბრუნება
 თუ გაქცეული ყმა 7 წლის განმავლობაში შეძლებს თავის შეფარებას,
გათავისუფლდება (ასევე თუ უგზოუკვლოდ გადაიკარგება)
 ,,თავდაწერილი ყმა“ - თუ პირველ ბატონს გაექცეოდა და სხვა ბატონს
შეაფარებდა თავს, თან მის ყმას მოიყვანდა ცოლად.
 ,,თავდაუწერელი“ - სხვა ბატონს შეეკედლებოდა, ოღონდ იქ არ ჩაეწერებოდა, ანუ
სიძე არ გახდებოდა და დროებით აფარებდა თავს.
 გლეხის სისხლის ფასი იყო 40 000 თეთრი.
 ვაჭრები :

ვაჭრები

,,საპატიო ვაჭრები’’ ,,ჩვეულებრივი


ვაჭრები“
ათაბაგს ემსახურება,
როგორც ვაჭარი. პატრონი ათაბაგის
სისხლის ფასია 12 000 სამსახური არ ევალება.
თეთრი სისხლის ფასია 6 000
თეთრი

 აზნაურები :
აზნაურები

I რიგის III რიგის

უნდა ჰქონდეს ტაძრეული, იყოს მსახური აზნაურები, სალაშქრო


ციხე-მამულოსანი და ჰქონდეს საქმეები ებარათ. პატრონ
დიდი მამული. სამსახურსაც დიდი ათაბაგთან საჩინო ხელი არ აქვთ
II რიგის და არც ჰქონიათ. უნდა ყოფილიყო
მნიშვნელობა ჰქონდა მისი
ღირსების განსაზღვრისთვის. ათაბაგი თუ გაუწყრებოდა საპატიო ,,ქოთლოსან-აბჯროსან-კარვოსანი“.
სისხლი ფასია 20 000 თეთრი აზნაურს და ჩამოაქვეითებდა. ასევე სისხლის ფასია 6 000 თეთრი
ვინც ვერ აკმაყოფილებს 1 რიგის
კრიტერიუმებს. არის ,,ქოთლოსან-
აბჯროსანი“ ანუ აღჭურვილი უნდა
იყოს ცხენითა და იარაღით. 12 000
თეთრი

 დიდებულები - დიდი მამულები უნდა ჰქონოდათ, თავისი ყმებით. დიდი


ხელისუფლების მატარებელნიც შეიძლება ყოფილიყვნენ. სისხლის ფასია 40 000
თეთრი
 დიდებული იყო ინდივიდუალური პატივი. ანუ ეს პატივი არ ეხება მისი ოჯახის
წევრებს, როგორც მაგალითად აზნაურის წოდება ( აზნაურის ოჯახის წევრებიც
აზნაურები არიან). დიდებული არ იყო ცალკე წოდება.

#ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული


 შუასაუკუნეების ყველაზე სრულყოფილი სამართლის წიგნია
 ჯანიშინობის პერიოდში გააკეთა კოდიფიკაცია
 გიორგი მე-11 ემსახურება ირანის შაჰს ამ დროს (ავღანეთის საქმეებითაა
დაკავებული)
 ქართლის ცხოვრება შეკრიბა ვახტანგმა, ვეფხისტყაოსანი დაბეჭდა და
საკანონმდებლო საქმიანობაც გააჩაღა.
 7 ძეგლი შეიტანა, 3 უცხოური, 4 ქართული
 პოლიტიკური გავლენა იყო დიდი ეკლესიაზე. დომენტი - კათალიკოს
პატრიარქი, ლევანის ძმა იყო პატრიარქი
 შედგენილია 1705-1709 წწ-ში
 შემადგენლობა:

შესავალი
ზანდუკი (საძიებელია და არა სარჩევი, არ ამერიოს ! ცხრილია ერთგვარი)
ებრაული ანუ მოსეს სამართალი
ბერძნული სამართალი
სომხური სამართალი
კათალიკოსთა სამართალი
გიორგი ბრწყინვალეს ძეგლისდადება
ბექა-აღბუღას სამართალი
ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი
 ზანდუკი უადვილებდა ნორმის მოძებნას საკითხის გადაწყვეტისას. საძიებელი
იყო.
 ზანდუკი შედგება 985 პუნქტისგან. 39 ფურცელი
 ზანდუკი 3 სხვადასხვა ხელით არის შედგენილი
1- სოლომონ მალაღაძე
2- ვახტანგ მე-6
3- ავტორი უცნობია (5-6 პუნქტი)
 შედგენაში მონაწილეობენ:
მეფე
პატრიარქი
ეპისკოპოსი
მიტროპოლიტები
ერისთავები
ამილახვრები
მდივანბეგი
სხვა დარბაზის ერნი
ჭკუათმყოფელნი და მოხუცებულნი კაცნი
 ძირითადი წყარო არის ქართული ჩვეულებითი სამართალი
 ერთ-ერთი წყაროა საკანონმდებლო აქტები, სასამართლო პრაქტიკა
 ინტენსიურად იყენებს ბექა-აღბუღას სამართლის წიგნს
 მე-2 მეფე არის ეპისკოპოსი (ბაგრატის წიგნში წერია)
 ერთგვაროვანი ინსტიტუტები ერთადაა დალაგებული
 204-ე მუხლის მერე არის ბოლოსიტყვაობა, შემდეგი მუხლები კი ქაოტურად არის
დალაგებული
 ვახტანგი უფლებას აძლევს მოსამართლეებს თვითონ შეიტანონ დამატებები,
რადგან ყველა კაზუსის განჭვრეტა შეუძლებელია წინასწარ. ანუ იგი ნებას რთავს
კანონის ანალოგიას
 ითხოვს არ წაიშალოს მისი ნაწერები, მათ წაუშლელად დაამატონ ახალი ნორმები
მოსამართლეებმა.
 ასევე აღნიშნავს, რომ უცხოური სამართლის წიგნები არ შეესაბამება ქართულ
ხასიათს და პრინციპებს, ამიტომ მათი გამოყენება ნაკლებადო და სჯობს ჩემი
სამართლის წიგნი გამოიყენოთო, რომელიც ქართველთა ხასიათის შესაფერისიაო
ეს თქვა ბოლოსიტყვაობაში.
 მე-2 სჯული არის ბიბლიის წიგნი
 ბიბლიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ხუთწიგნეული - თორა
 ,,თორა“ - მოძღვრება
 მოსე ესაუბრება ებრაელებს. ახსენებს 10 მცნებას და პირველ რჯულს. ასევე
უდგენს ახალ სამართლებრივ ნორმებსაც ებრაელებს ( სისხლის სამართლებრივს
და პროცესუალურს)
 22 თავი არის სულ კანონების
 ვახტანგმა ებრაული სამართლიდან შეარჩია მხოლოს 52 მუხლი, რომლებიც
შესატყვისია მხოლოდ ქართული ხასიათისთვის და რეალობისთვის
 ვახტანგმა ზოგიერთ მუხლს ქართული ქართული სათაური მიაკუთვნა
 თავადაც მონაწილეობს ძეგლის შედგენაში, ზოგიერთი მუხლის გასწრივ აკეთებს
ნორმის სრულყოფილ გაშინაარსებას, ლოგიკურად ასრულებს არასრულყოფილ
ნორმებს, მონაწილეობს ზანდუკის შედგენაში და ასევე შეაქვს ახალი
იურიდიული ტერმინებიც.

#ებრაული სამართალი
 წყარო არის მეორე რჯული - ბიბლიის ხუთწიგნეულის ,,თორას“ წიგნი
 თორა - დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა და მეორე რჯულისა.
 ,,თორა“ - მოძღვრება, კანონი
 მოსეს გამოსათხოვებელი სიტყვა, რომლითაც მიმართა ებრაელებს მდინარე
იორდანეზე გადასვლის წინ (აღთქმულ მიწაზე შესვლის წინ)
 პირველ პირშია დაწერილი. პირველი რჯული 10 მცნებაა, მეორე რჯული
განმეორებითი რჯულია.
 მასში მეორდება ასპექტები და გარკვეული ადგილები. დამატებულია სიახლეებიც
 თავიდან მოსე ებრაელებს ესაუბრება 10 მცნების შესახებ, შემდეგ გადაასცემს
სპეციალურ კანონებს, 10 მცნების დამატებას.
 34 თავისგან შედგება. 34-ე თავში მოსეს გარდაცვალებაა აღწერილი
 მოსეს სამართალი მთლიანად მეორე რჯულისანაა აღებული, გარდა 22-ე
მუხლისა, რომელიც ვერ დაადგინა ისიდორე დოლიძემ კონკრეტულად საიდანაა
აღებული
 მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში მოქმედებდა, მათ შორის
საქართველოშიც.
 52 მუხლისგან შედგება ვახტანგის წიგნში შესული მოსეს სამართალი, რადგან
გამონაკრებია
 სათაურები ქართულად აქვს მისადაგებული
 მონობის ნიშნად მონებს ყურებს მართლა აჭრიდნენ, მერე ხახვს აყრიდნენ
 ხევსურეთში იცოდნენ - მკვლელს ყურს აჭრიდნენ, რომ იგი საიქიოში
ყურმოჭრილი მონა გამხდარიყო მოკლულისა (სისხლის აღებას ახლდა). აჭარაშიც
გვხვდება ეს ჩვეულება
 7 მუხლი- მართლმსაჯულებას ეხება
 14 მუხლი- ცრუმოწმეობას, თუ ვინმე ცილს დასწამებს სხვას, ორივე წარსდგება
მართლმსაჯულების წინაშე. თუ დადგინდება, რომ ცრუმოწმეობას ჰქონდა
ადგილი, ამ მოწმეს ისე უნდა მოქცეოდნენ, როგორც სურდა რომ მოქცეოდნენ მას,
ვისაც ცილი დასწამა. (ტალიონის პრინციპი)
 ვახტანგის წიგნის მიხედვით ცრუმოწმეობა ზუსტად ისე უნდა დასჯილიყო,
როგორც მოცემულია მეორე რჯულში.
 მამის ქონებიდან პირმშო (პირველი ვაჟი) იღებს ორმაგ წილს
 ,,ანკანაკებს“ - გადაბმულად სვამს
 ერგასი - 50
 52-ე მუხლი მცნებების დამრღვევთა წყევლა-კრულვაა

#ბერძნული სამართალი
 მარი ბროსე მიიჩნევდა, რომ მისი წყარო ბასილიკის სინოფსისი იყო, კონსტანტინე
მე-7-ეს ძის მიერ შედგენილი
 როზანკაფი მიიჩნევდა, რომ იფი ერთგვარი პროხეირონი იყო.
 საბერძნეთში ყველაზე მნიშვნელოვანი საკოდიფიკაციო საქმიანობა
მაკედონელთა დინასტიას უკავშირდება- ბასილი მაკედონელი
 ბასილი I მაკედონელი- სომხური წარმომავლობის იყო, დაიბადა მაკედონიაში
 მიიქცია იმპერატორის (მიხეილ მე-3) ყურადღება და დაწინაურდა მის კარზე
 შემდეგ იმპერატორსა და მას შორის ურთიერთობა დაიძაბა და ერთპიროვნული
მმართველი გახდა ბასილი პირველი
 მისი ბრძანებით შეიქმნა : 879 წ. - პროხეირონი. მოსამარტლეებისთვის
სავალდებულო წყარო. 40 თავი. ამის წყაროა იუსტინიანეს კოდიფიკაცია.
ეპანაგოგა- გადამუშავებული პროხეირონია, 886 წ.
 ბასილი პირველის სიკვდილის მერე მისი ვაჟი- ლეონ VI ხდება იმპერატორი. იგი
მიხეილ მე-3ს უკანონო შვილია, რომელსაც ბასილ მაკედონელი არ ენდობოდა.
 ის ბასილის მკვლელობაშიც კი დაადანაშაულეს
 პირველი რაც იმპერატორობის პერიოდში გააკეთა იყო მიხეილ მე-3-ის ნეშტის
გადასვენება კონსტანტინოპოლში. ეწოდება ლეონ ბრძენი მისი ტრაქტატების
გამო.
 მან შექმნა ,,ბასილიკები“- მეფის კანონები, სისტემატიზებული სამართლის
კოდექსი. 888-889 წწ. 60 თავი. მოაღწია 36 თავმა. წყარო - კორპუს იურის
ცივილის.
 ,,სინოფსისი“ - ერთი რაიმე საკთხის ჩამოყალიბება შემოკლებული, შეჯამებული
ფორმით. X ს-ში, კონსტანტინე მე-7ს ძის, რომანოზ მე-2-ის მიერ.
 მე-13 საუკუნისაა მცირე სინოფსისი
 მარი ბროსე და როზანკაფი ცდებოდნენ.
 ,,სინტაგმა“ - კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია
 1897 წ. სოკოლსკის მონოგრაფია - ,,ბერძნულ-რომაული სამართალი
საქართველოს მეფის ვახტანგ მე-6-ის რჯულდებაში“
 ქართულ ტექსტში შეტანილი არმენოპულოს წიგნიდან I მუხლი უცვლელადაა
გადმოცემული და არმენოპულოს შესავალს წარმოადგენს.
 შემოკლებული კომპილაცია საბერძნეთში შედგინდა სოკოლსკის მითითებით და
ქართველ მთარგმნელს არ შეუმოკლებია.
 ისიდორე დოლიძე - თურქეთის მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ,
ბერძნული მოსახლეობის საეკლესიო-საერო საქმეების იურისდიქცია მთლიანად
პატრიარქისა და სასულიერო ხელისუფლების ხელში მოექცა. ასეთ ვიტარებაში
ყოველდღიური გამოყენებისთვის საჭირო გახდა ექვსწიგნეულის და სინტაგმის
შემოკლება.
 ისიდორე დოლიძის აზრით ეს კომპილაცია იურიდიული აზროვნების
დაქვეითებით ხასიათდება.
 საბოლოო ჯამში ბერძნული სამართლის ქართული ვერსიის წყაროებია :
კონსტანტინე არმენოპულოს ექვსწიგნეული და მათე ვლასტერის ,,ალფაბეტური
სინტაგმა „.

#სომხური სამართალი
 ძეგლი შედგება შესავლისა და 431 მუხლისგან.
 პირველი 150 მუხლი არის - სირიულ-რომაული სამართალი
 151-402 მუხლები არის მხითარ გოშის სამართლის წიგნი
 403-431 მუხლები სხვა მუხლების გამეორებაა
 ვახტანგ მე-6-მ იგი ჩამოატანინა ეჩმიაძინიდან
 მისი 3 რედაქციაა ცნობილი : სირიული, არაბული, სომხური
 ქართული ვერსია არის სომხური თარგმანის თარგმანი. ეს სომხური თარგმანი
შეადგინა ნერსეს ლამბრონელმა 1197 წელს
 მხითარ გოშის სამართალი შედგება 3 ნაწილისგან :
1. შესავალი
2. საეკლესიო სჯული
3. საერო სჯული
 ქართულად თარმნილში მისი სტრუქტურა დაცული არ არის, იგი დედანის
შემოკლებული თარგმანია.
 ვახტანგის წიგნში სომხური სამართლის ორივე ნაწილი ( სირიულ-რომაული და
მხიტარ გოშის) მოხსენიებულია ერთი სახელი ქვეშ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,
რომ ქართველებმა არ იცოდნენ მათი სხვადასხვაობის შესახებ
 1710 წლის ნუსხაში მხიტარ გოშის სამართალი მოხსენიებულია, როგორც წიგნი II
სომხის სამართლისა, ანუ იციან, რომ სხვა ძეგლია.

You might also like