Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

დიაფრაგმა

ანატომია და ფიზიოლოგია

დიაფრაგმა, ანუ მკერდისა და მუცლის ღრუს შორის ტიხარი (Diaphragma – ბერძ.


ტიხარი) წარმოადგენს კენტ, ფართო და თხელ კუნთმყესოვან გუმბათისმაგვარ
წარმონაქმნს.

დიაფრაგმის კუნთოვან ნაწილს უჭირავს ძირითადად დიაფრაგმის პერიფერიული


ნაწილი და შესდგება გულმკერდის, ნეკნების და წელის ნაწილებისაგან. მყესოვანი
ნაწილს, რომელსაც დიაფრაგმის ცენტრალური ნაწილი უჭირავს, მყსოვანი ცენტრი
ეწოდება.

დიაფრაგმის გულმკერდის ნაწილი იწყება მახვილისებრი მორჩის ქვემო-უკანა


ზედაპირისაგან და ნაწილობრივ სწორი კუნთის აპონევროზისაგან.

დიაფრაგმის ნეკნების ნაწილი ყველაზე ფართოა და წარმოქმნის დიაფრაგმის


გვერდით ნაწილს. იგი იწყება ქვედა ექვსი ნეკნის (VII- XII) ძვლოვან და ხრტილოვან
ნაწილისაგან, მიემართება ზემოთ და შიგნით და მთავრდება დიაფრაგმის მყესოვან
ნაწილში.

დიაფრაგმის წელის ნაწილი შესდგება სამი წყვილი შიგნითა, შუა და ლატერალური


ფეხისაგან: ყველა მათგანი იწყება წელის III-IV მალებისაგან და გრძელდება
დიაფრაგმის უკანა მყესოვან ნაწილამდე.

დიაფრაგმის სიმაღლე რენტგენოლოგიურად პირდაპირ პროექციაში წარმოდგენილია


ორი ამოწეული ნახევარრკალოვანი წარმონაქმნის სახით, რომელიც მარჯვნივ აღწევს
წინიდან V ნეკნის დონეს, ხოლო მარცხნივ VI ნეკნის დონეს. ჩასუნთქვის დროს
დიაფრაგმის მწვერვალი იწევს 1-2 სმ (ერთი ნეკნით) ქვემოთ. დიაფრაგმის სიმაღლე
შეიძლება შეიცვალოს ორსულობის, ასციტის, პერიტონიტის, გაუვალობის, ღვიძლის
აბსცესის, ცისტის და განსაკუთრებით დიაფრაგმის რელაქსაციის დროს და მიაღწიოს
II-III ნეკნის დონეს და გამოიწვიოს გულმკერდის ორგანოების ცდომა და კუჭის და
ნაწლავების დეფორმაცია.

დიაფრაგმის კუნთოვან ნაწილებს შორის არსებობს ნაპრალები და ხვრელები. შუა


ხაზიდან როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ მდებარეობს მკერდ- ნეკნების ორ
სამკუთხედი, რომელიც მდებარეობს დიაფრაგმის და გულმკერდის ნეკნებს შორის
მარჯვნივ ლარეის სამკუთხედი, მარცხნივ მორგანის სამკუთხედი, ამ მიდამოში
შეიძლება განვითარდეს პარასტერნალური ლარეი-მორგანის თიაქარი ხოლო წელის
არეში წელ-ნეკნის ნაპრალია, სადაც ჩამოყალიბდება წელ-ნეკნის (ბოხდალეკის)
თიაქარი.
დიაფრაგმაში არის აგრეთვე საყლაპავის, აორტის და ქვემო ღრუ ვენის ხვრელები.

აორტის ხვრელში გარდა აორტისა გადის ლიმფური სადინარი და პერიაორტალური


სიმპათიკური წნული. აღნიშნული ხვრელის ცოტა ზემოთ, დიაფრაგმის
გადაჯვარედინებული მედიალური ფეხები ქმნის საყლაპავის ხვრელს, რომელშიც
მდებარეობს საყლაპავი და ორივე ცთომილი ნერვი. შუა ხაზიდან მარცხნივ
ცენტრალურად მდებარეობს ქვემო ღრუ ვენის ხვრელი, რომელშიც გადის ქვემო ღრუ
ვენა. დიაფრაგმის სისხლით მომარაგება ხდება ზედა დიაფრაგმული, ქვედა
დიაფრაგმული არტერიით, რომელიც გამოდის აორტიდან და ექვსი ქვედა
ნეკნთაშორის არტერიით. არტერიების პარალელურად მიმდინარეობს თანამოსახლე
ვენები.

დიაფრაგმის ინერვაცია ხორციელდება წყვილი დიაფრაგმული ნერვით, ნეკნთაშუა


და სიმპათიკური ნერვებით.

ფიზიოლოგია: საყრდენ-საფიქსაციო ფუნქციასთან ერთად, დიაფრაგმა უდიდეს


როლს თამაშობს სუნთქვის, სისხლის და ლიმფის მიმოქცევის და კუჭნაწლავის
ტრაქტის მოტორიკაში. დიაფრაგმის შეკუმშვა ხელს უწყობს პლევრის ღრუში
უარყოფითი წნევის განვითარებას, ღრუ ვენების გაგანიერებას და ვენური სისხლის
მიდენას მარჯვენა გულისაკენ. ამიტომ მას ,,მეორე გულს“ უწოდებენ.
დიაფრაგმის დაავდებანი
დიაფრაგმული თიაქრები

მუცლის ღრუს ორგანოების გადანაცვლებას გულმკერდის ღრუში, დიაფრაგმაში


არსებული დეფექტებიდან, ან ანატომიურად სუსტი ადგილებიდან, ეწოდება
დიაფრაგმული თიაქარი.

წარმოშობის მიხედვით ვარჩევთ ტრავმულ და არატრავმულ დიაფრაგმულ თიაქრებს.

დიაფრაგმულ თიაქრებს შორის უხშირესად გვხვდება ტრავმული თიაქარი (90%),


რომელიც ვითარდება ბლაგვი ტრავმის, ავტოკატასტროფა, სიმაღლიდან ჩამოვარდნა
და ა.შ. შედეგად.

დიაფრაგმის ტრავმული თიაქრის გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს აგრეთვე


დიაფრაგმის სპონტანური დაზიანება, (იგი იშვიათად ვითარდება) მშობიარობის,
ძლიერი დახველების, სიმძიმეების აწევის დროს.

ტრავმული დიაფრაგმული თიაქარი შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე ცივი იარაღით


მიყენებულმა ჭრილობამ ან კიდევ ცეცხლნასროლმა ჭრილობამ.

ტრავმული თიაქრები უხშირესად მარცხენამხრივია (რადგან მარჯვნივ დიაფრაგმა


დაცულია ღვიძლით) და ცრუ ხასიათისაა, მას არა აქვს თიაქრის პარიკი, რომელიც
ჭეშმარიტი თიაქრის დროს პერიტონეუმით და ბაზალური პლევით იქმნება.(სურ.6.2)

დიაფრაგმის არატრავმულ თიაქრებში გამოყოფენ დიაფრაგმის ანატომიურ


ხვრელების ჭეშმარიტ თიაქრებს, კერძოდ ლარეის, მორგანის და ბოგდალეკის,
საყლაპავის ხვრელის ქვემო ღრუ ვენის, აორტის ხვრელის თიაქრებს.
დიაფრაგმის არატრავმულ თიაქრებს შორის ძირითადად საყლაპავის დიაფრაგმული
ხვრელის თიაქრები გვხვდება.

კლინიკა: დიაფრაგმული თიაქრის კლინიკური სიმპტომების გამოხტულების


ხარისხი დამოკიდებულია გულმკერდში გადანაცვლებული მუცლის ღრუს
ორგანოების მოცულობაზე და სახეზე. დიაფრაგმული თიაქრები უხშირესად
ასიმპტომურად მიმდინარეობს.

დიაფრაგმულ თიაქარს ზოგჯერ ახასიათებს ტკივილი მკერდის ძვლის უკან,


სიმძიმის შეგრძნება, ქოშინი და გულის ფრიალი საკვების მიღებისთანავე. არც თუ
ისე იშვიათად, საკვების მიღების შემდეგ ავადმყოფებს აღენიშნება პირღებინება.
დეფეკაციისა და აირებზე გასვლის შეფერხება, გაუვალობა, სისხლდენა. ეს
უკანასკნელი უხშირესად აღინიშნება ღვიძლის და ელენთის თანმხლები დაზიანების
დროს.

დიაფრაგმული თიაქრისათვის დამახასიათებელი ტიპიური სიმპტომი – ყურყური


გულმკერდში თიაქრის მხარეს, აგრეთვე ქოშინის გაძლიერება ჰორიზონტალურ
მდგომარეობის მიღებისას. ჩაჭედილი დიაფრაგმული თიაქრების კლინიკური
სურათი ხასიათდება უეცრად გამოვლენილი ძლიერი ტკივილით გულმკერდის
არეში და მუცელში, ღებინებით, სუნთქვის გაძნელებით, ქოშინით, გულის ფრიალით,
მუცლის შებერილობით.

დიაგნოზი პერკუსიით – დაავადების მხარეს ადგილი ექნება მოყრუებულ, ტიმპანურ


ხმიანობას. აუსკულტაციით – სუნთქვითი ხმიანობის შესუსტებას, ან სრულ გაქრობას
და მის მაგიერ ნაწლავის პერისტალტიკის ან ჭანჭყარის ხმიანობას. გარკვეულ
დახმარებას გვიწევს სონოგრაფიული გამოკვლევა რათა გამოირიცხოს მუცლის ღრუს
ორგანოების (ღვიძლი, ელენთა) ან გულმკერდის ღრუს თანმხლები გართულებანი.

უნდა გვახსოვდეს, რომ დიაფრაგმული თიაქრის დროს პლევრის პუნქციის გაკეთება


არ შეიძლება ნაწლავის კედლის შესაძლო დაზიანების გამო. დიაფრაგმული თიაქრის
დიაგნოსტიკაში წამყვან მეთოდად ითვლება რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს კარგად ჩანს თვით დიაფრაგმა, მისი
საზღვრები და დიაფრაგმის თაღის ზემოთ მდებარე მუცლის ღრუს ორგა- ნოების
(კუჭის და ნაწლავების) კონტურები.

მკურნალობა. დიაფრაგმული თიაქრების მკურნალობა ოპერაციულია. ამასთან


ტრავმული თიაქრები და ჩაჭედილი დიაფრაგმული თიაქარი სასწრაფო ოპერაციულ
ჩარევას საჭიროებს.
ოპერაცია ძირითადად კეთდება თორაკალური და აბდომინალური მიდგომით.
პარასტერნალური – მკერდ-ნეკნის არეში არსებული (ლარეი-მორგანის) თიაქრების,
აგრეთვე წელ-ნეკნის არეში (ბოგდა- ლეკის) თიაქრის დროს, უმჯობესია
აბდომინალური მიდგომით ოპერაციის გაკეთება. ტრანსთორაკალური მიდგომით
ოპერაციას მიმართავენ ძირითადად ტრავმული თიაქრების დროს იმ შემთხვევებში
თუ მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანებას ადგილი არა აქვს.

დიაფრაგმული თიაქრების ოპერაციის დროს, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს


თიაქრის პარკის და მუცლის ღრუს ორგანოების გამოყოფა შეხორცებებისაგან
თიაქრის კარის არეში და გულმკერდის ღრუს ორგანოებისაგან. თიაქრის კარის
განთავისუფლების შემდეგ პლასტიკა კეთდება დიაფრაგმის საკუთარი ქსოვილებით
დეფექტის „II“ -სებური ნაკერებით გაკერვით დიდი ზომის თიაქრის დროს კი
ხელოვნური ბადის (პოლიტეტრაფლუორეთილენის - PTEE ბადის) გამოყენებით.
ოპერაცია სრულდება გულმკერდის ღრუში ბიულაუს ტიპის დრენაჟის 1-2 დღით
დატოვებით.

დიაფრაგმის რელაქსაცია

დიაფრაგმის რელაქსაცია დიაფრაგმის შეძენილი ფიბროზული დისტროფიაა, როცა


დიაფრაგმის ერთ-ერთ თაღში (უხშირესად მარცხნივ) ადგილი აქვს კუნთ-მყესოვანი
ქსოვილის არარსებობას, რასაც მოჰყვება დიაფრაგმის თაღის ნაწილის (ან მთლიანად
თაღის) გათხელება და მოძრაობის შეზღუდვა.

ეტიოლოგია და პათოგენეზი. დიაფრაგმის რელაქსაციის მიზეზად ითვლება


დიაფრაგმული ნერვის დაზიანება.

დიაფრაგმის რელაქსაციის დროს ხდება მუცლის ღრუს ორგანოების გადანაცვლება


გულმკერდის არეში, რასაც თან სდევს ფილტვზე ზეწოლა და შუასაყრის
გადანაცვლება მოწინააღმდეგე მხარეს.

კლინიკა და დიაგნოსტიკა. დიაფრაგმის რელასაქციის კლინიკური სურათი შეიძლება


სამ ჯგუფად დაიყოს. ავადმყოფები რომელთაც აღენიშნება: 1. გულმკერდის
ორგანოების ფუნქციის დარვევა; 2. კუჭნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა; 3.
ზოგადი ხასიათის ჩივილები.

ავადმყოფთა უმრავლესობას აღენიშნება ტკივლი მარცხენა ფერდქვეშა არეში,


რომელიც უხშირესად ირადირებს გულისაკენ. ზოგჯერ ტკვილი შეტევით
ხასიათისაა და მწვავდება ავადმყოფის მარცხენა გვერდზე წოლის დროს. ფიზიკური
დატვირთვის დროს აღინიშნება ქოშინი. ქოშინს ზოგჯერ ადგილი აქვს მოსვენებულ
მდგომარეობაში.
დიაფრაგმის რელაქსაციის დიაგნოსტიკა დგინდება რენტგენოლოგიური
გამოკვლევით. ამ დროს ადგილი აქვს დიაფრაგმის თაღის მაღალ დოგმას, მარცხნივ
II-III ნეკნის დონეზე (N=V ნეკნის დონე) მის გათხელებას და მოძრაობის შეზღუდვას.

მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია. ოპერაცია სამ ჯგუფად იყოფა: 1. პლასტიკა


დიაფრაგმის საკუთარი ქსოვილის გამოყენებით და დუბლიკატურის შექმნას; 2.
დიაფრაგმის პლასტიკას აუტოტრანსპლანტანტით; 3. დიაფრაგმის ალოპლასტიკას
დაკრონით ნეილონით.

პლასტიკა, რომელიც აუტოქსოვილებით ხორციელდება მიზნად ისახავს


გათხელებული დიაფრაგმით დუბლიკატურის შექმნას, ან ფრენიკოპლიკაციას. ეს
მეთოდები შეიძლება განხორციელდეს დიაფრაგმის გაკვთით, ან მისი გაკვეთის
გარეშე. აუტოქსოვილების პლასტიკის დროს გამოიყენება კანი, კუნთები,
პერიოსტალური ნაფლეთი, ხოლო ალოპლასტიკის დროს – ტანტალი, ნეილონი,
დაკრონი, კაპრონი, პილივინილალკოჰოლი.

You might also like