სცენარი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

სცენარი

1.(სახლი)
გოგონა აღებს კარადას. იღებს კაბას და იცვამს. კარზე კაკუნი
ისმის.გოგონა ზემოდან პერანგს შემოიცმევს და გარეთ გადის.ისმის
სიცილის ხმა.
2.(სკოლა)
ქუჩაში მიდიან დაქალები. შედიან სკოლაში(ისმის ხმაური). იცინიან
და ლაპარაკობენ. დერეფანში გოგონა მხარს გაკრავს ვიღაცას.შედიან
კლასში. ვხედავთ კლასს(ყველა სხვადასხვა რამეს აკეთებს).ყველა
გოგონას უყურებს, რომელიც კლასში შემოდის.გოგონა აჩვენებს კაბას
და ტელეფონს. შემდეგ სხდებიან, ოთახში მასწავლებელი შემოდის.
მასწავლებელი გოგონას თვალით ანიშნებს, რომ ტელეფონი დამალოს.
ისიც მალავს.გოგონა წინ მჯდომს ფურცელს ესვრის. ის
გაღიზიანებული შემოტრიალდება და ყვირის
წინ მჯდომი-დავიღალე, მერამდენედ უნდა მესროლო! გეყოფა!
მასწავლებელი-როგორ ბედავ ჩემს გაკვეთილზე ხმაურს!ისეთი
არაფერი გაუკეთებია, რომ ასე იყვირო!

გოგონა მასწავლებელს უღიმის.

3.(სახლი)

დაქალები სახლში მიდიან. გოგონა ავტობუსში ისევ იცმევს პერანგს.


ერთ-ერთი დაქალი მიდის,მეორე კი რჩება.კიბეებზე სიცილით
ადიან.გოგონა კარს აღებს და შედის. დაქალიც მას მიყვება. სასტუმრო
ოთახის კარი ოდნავ ღიაა, მაგრამ დედას ხმა ისმის. (კამერა ოდნავ
შეიხედება ოთახში და დავინახავთ, რომ დედა ტელეფონზე
ლაპარაკობს).

დედა-აბა,აბა. ნამდვილად საშინელებაა.ჩემი ქმარიც ციხეშია...


პაუზა.

დაქალი გაოცებული უყურებს გოგოს. გოგო მირბის თავის ოთახში და


საწოლზე ვარდება.თავი ბალიშში აქვს ჩარგული.დაქალი უკან
ბრუნდება. ტელეფონი რეკავს, ბევრი ესემესი მოდის მაგრამ ის ამას
ყურადღებას არ აქცევს და ამ დროს წერს დღიურს. დედაც ეძახის
საჭმელად, მაგრამ გოგონა ყურადღებას არ აქცევს.დედა მას უყურებს
და სევდიანდება (მაგიდაზე ხელუხლებელი საჭმელი ჩანს)

4.გოგონა სკოლაში თავდახრილი მიდის. არავინ მიყვება. კლასში


შედის. უეცრად მოსწავლეები ჩუმდებიან,გოგონასკენ თითს იშვერენ
და ჩურჩულებენ , რიცა მიდის,თვალსაც აყოლებენ

-ამ გოგოს მამა ციხეშია?!

-ხო გოგო არ იცოდი?!

და იცინიან.

მასწავლებელი კი მხარზე ხელს ადებს იმ გოგონას, რომელსაც


ფურცელი ესროლა მთავარმა გმირმა და გოგონას უყურებს.

5.გოგონას ხმაური ძალიან აწუხებს(გამოსახულება ბუნდოვნდება,


ხმაური ზუზუნად იქცევა). ხელს წევს:

გოგონა- მას, თუ შეიძლება გარეთ გავალ.

მასწავლებელი თავს უქნევს.

გოგონას მიაქვს დღიური და სახურავზე ადის(ან მე-8 სართულზე).


ჯდება და წერს. ჩანს კლასის სცენა, სადაც მასწავლებელი ძალიან
ნერვიულობს. იგი მიდის ზემოთ და ხედავს გოგონას,რომელიც
დღიურს წერს.

მასწავლებელი- როგორ შემაშინე! დროზე კლასში ჩადი!

გოგონა ქვემოთ ჩარბის, მაგრამ დღიურს ტოვებს. მასწავლებელი რჩება


და შლის დღიურს.

6. კლასში არავინაა. მასწავლებელი ხსნის ლეპტოპს და იწყებს წერას.


(ექაუნთი ....)

7.გოგონა სახლშია.იღებს ტელეფონს და ჩანს ორი ესემესი

-დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურებოდი

-ძალიან გიხდებოდა კაბა

გოგონა საწოლზეა წამოწოლილი და ამ ესემესებს კითხულობს.

კამერა იხედება გარეთ, უკვე ბნელა. გოგონა კი ისევ ტელეფონშია და


იღიმის. დედაც გაღიმებული უყურებს შვილს.

8.გოგონა მიდის სკოლაში. იღიმება, თავი მაღლა აქვს აწეული და და


პომადა უსვია. კლასში ხმაურით და ჩქარა შედის. მასწავლებლის
მაგიდაზე კომპიუტერი დევს მას თვალი მაგიდისკენ გაექცევა და
აღმოაჩენს, რომ იმავე ექაუნთი აქვს გახსნილი, რომლითაც მას
სწერდნენ. მასწავლებელი კარში შემოდის. გოგონა ხვდება და კლასში
შემოსვლას არ აცდის,ისე ეხუტება. ამ დროს კი ჩანს გოგონას
ტელეფონში ესემესი:

-გინდა ამ საღამოს კინოში წავიდეთ?


ისინი გაოცებულნი უყურებენ ტელეფონს, ამ დროს კი გოგონასკენ
ბიჭი იყურება.

You might also like