Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 11

ზოგადი იმუნოლოგია

იმუნოლოგიის ისტორია
ლექცია №1
ნანა შავლაყაძე

იმუნიტეტი
იმუნოლოგიის განვითარება უხსოვარი დროიდან დაიწყო, როდესაც მსოფლიოს
მოსახლეობას სხვადასხვა საშიში ინფექციები (შავი ჭირი, ქოლერა...) მუსრს
ავლებდნენ. ჩ.წ. 2000 წლის წინ ეგვიპტეში სხვადასხვა დაავადებების ეპიდემიები და
პანდემიები დაფიქსირდა.
ამ ეპოქაში დაავადებას ღვთის "სასჯელად" მიიჩნევდნენ: ვინც თავის ცოდვას
მოინანიებდა ღმერთი "სასჯელს მოუხსნიდა" ანუ პაციენტი გამოჯანმრთელდებოდა;
თუ არა – დაიღუპებოდა. თანაც ადამიანები, რომლებიც დაავადებას გადაიტანდნენ,
ხშირად განმეორებით აღარ ინფიცირდებოდნენ. ამ ფენომენს "იმუნიტეტი" დაერქვა.
იგი პირველად ათენში ბერძენმა ისტორიკოსმა თუკი დიდემ აღწერა ნაშრომში:
"პელოპონესის ომის ისტორია", 25 საუკუნის წინ ჩ. წ. 430 წელს, სადაც საუბარი
ეხებოდა შავ ჭირს.
ტერმინი "იმუნიტეტი" პირველად იხმარა 1775 წელს ჰოლანდიელმა მეცნიერმა ვან
სვეიტენმა (Van Sweiten) ადრეული ვარიოლიზაციის ეფექტის აღსაწერად.
იმუნური სისტემა 500 მილიონი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ევოლუციური
პროცესების ზედამხედველობის ქვეშ.
ბუნების ეს შედევრი გვაოცებს თავისი ჰარმონიულობით და მიზანდასახულობით.
სხვადასხვა დარგის მეცნიერების "ცნობისმოყვერეობით" აიხსნა მისი
ფუნქციონირების კანონზომიერებები და ბოლო 120 წლის განმავლობაში შეიქმნა
მეცნიერების ახალი დარგი "სამედიცინო იმუნოლოგია".
იმუნოლოგიის საწყისად ითვლება XVIII საუკუნე და უშუალოდ უკავშირდება
ედვარდ ჯენერის სახელს, რომელმაც პირველად პრაქტიკული დაკვირვების
საფუძველზე გამოიყენა, შემდგომში თეორიულად დამტკიცებული, ნატურალური
ყვავილის წინააღმდეგ აცრის მეთოდი. ჯენერის მიერ აღმოჩენილი ფაქტი დაედო
საფუძვლად ლუი პასტერის ექსპერიმენტებს, რომელმაც ინფექციური დაავადებების
პროფილაქტიკის პრინციპები ჩამოაყალიბა – დასუსტებული და მკვდარი
გამომწვევების გამოყენებით იმუნიზაციის პროცესის შესწავლა დაიწყო.

იმუნოლოგიის განვითარება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიკრობიოლოგიის


საფარქვეშ მიმდინარეობდა და ეხებოდა ორგანიზმის ინფექციური აგენტების
მიუღებლობას. ამ გზაზე ბევრი წარმატება იყო მიღწეული, რითაც მრავალი
ინფექციური დაავადების მიზეზი იქნა ახსნილი. ამ შრომათა შედეგად პრაქტიკულად
დაინერგა ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტიკის, პროფილაქტიკისა და
მკურნალობის ახალი მეთოდები, რომლებიც დღესაც პრაქტიკული მედიცინის
ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად გამოიყენება. ამას თან დაემატა სხვადასხვა
სახის ვაქცინებისა და შრატების მიღება, რასაც ადამიანთა პოპულაციის
უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს დღესაც.

ორგანიზმის მიერ ინფექციურ დაავადებათა გამომწვევების მიმართ მიუღებლობის


მექანიზმების დადგენის მიზნით ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევებით
იმუნიტეტის ორი დიდი თეორია ჩამოყალიბდა: „ფაგოციტარული“ 1887 წელს ილია
მეჩნიკოვის მიერ იყო ფორმულირებული და 1901 წელს ერლიხის მიერ მოწოდებული
„ჰუმორული“.

XX საუკუნის დასაწყისში იმუნოლოგიის მეორე განხრა განვითარდა – ე.წ.


არაინფექციური იმუნოლოგია. რომლის საწყის სტიმულად იქცა ბორდეს მიერ
აღმოჩენილი ანტისხეულების გამომუშავების ფაქტი ცხოველის ორგანიზმში
მიკროორგანიზმისა და ზოგადად "უცხო" აგენტის შეყვანაზე.

არაინფექციური იმუნოლოგია მნიშვნელოვნად წავიდა წინ მეჩნიკოვის მიერ


ციტოტოქსინებზე – ორგანიზმის გარკვეული ქსოვილის წინააღმდეგ
გამომუშავებული ანტისხეულების შესახებ 1900 წელს შექმნილი თეორიით და 1901
წელს ლანდშტეინერის მიერ ადამიანის ერითროციტების ანტიგენების აღმოჩენით.

1946 წელს მედავარის კვლევებით გააფართოვდა არაინფექციური იმუნოლოგიის


საზღვრები, როდესაც დადგინდა, რომ ორგანიზმის მიერ უცხო ქსოვილის
მოცილებაში უშუალოდ მონაწილეობენ იმუნოლოგიური მექანიზმები.

ტრანსპლანტაციური იმუნოლოგიის შემდგომი შესწავლით 1953 წელს


იმუნოლოგიური ტოლერანტობის მოვლენა იქნა აღმოჩენილი. ესაა ორგანიზმის
უპასუხობა მასში შეყვანილ "უცხო" ანტიგენზე.

დადგინდა, რომ ორგანიზმი ხშირად განასხვავებს "უცხოს" "თავისისაგან";


ორგანიზმში უცხოს შეყვანაზე განვითარებული იმუნური მექანიზმები კი, ერთი
შეხედვით, ერთმანეთს ძალიან გვანან, მაგრამ რეალურად ძალიან განსხვავდებიან....

ინფექციური და უცხო აგენტების ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში მისი


შინაგანი მუდმივობის შენარჩუნებაზე მიმართული პროცესებისა და მექანიზმების
ერთობლიობა ანუ იმუნიტეტის შესწავლა დევს იმუნოლოგიური მეცნიერების
საფუძველში.

ХХ საუკუნის მეორე ნახევარი იმუნოლოგიის განვითარებაში ყველაზე ნაყოფიერ


პერიოდად იქცა. ამ წლებში ჩამოყალიბდა და დადგინდა:

იმუნიტეტის სელექციურ–კლონალური თეორია;


ლიმფური სისტემის სხვადასხვა ანატომიური ერთეულის, როგორც ერთიანი
და თანმიმდევრული სისტემის თეორია;
სპეციფიურ დაცვაში ორი დამოუკიდებლად მომუშავე მიმართულებების
არსებობა: ერთი, ბ- უჯრედული ანუ ჰუმორული დაცვის
(იმუნოგლობულინი სინთეზი) ხაზი, მეორე კი – ტ-უჯრედული (თიმუს
დამოკიდებული უჯრედები) ანუ უჯრედული. განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი იყო ამ ორი ტიპის ლიმფოციტის იმუნურ პასუხში
ერთობლივი მონაწილეობის დადასტურებაც.

კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ იმუნური სისტემის - ადამიანის ორგანიზმის


ადაპტაციის რთული კომპლექსური მექანიზმის მნიშვნელოვანი რგოლის –
მოქმედება, პირველ რიგში, მიზნად ისახავს შიდა გარემოს ანტიგენური მუდმივობის
შენარჩუნებას, რომელიც შეიძლება დაირღვეს უცხო ანტიგენის (ინფექცია, ორგანოთა
გადანერგვის) ორგანიზმში შეღწევით.
ამდენად, იმუნოლოგიის ისტორიის განვითარების მოკლე მიმოხილვითაც კი
შეიძლება შევაფასოთ მისი როლი მთელი რიგი სამედიცინო და ბიოლოგიური
პრობლემების გადაჭრის საქმეში.

იმუნოლოგიის ისტორიაში საინტერესო მოგზაურობის მიზნით შეგვიძლია


გავიხსენოთ მისი ერთი მიმართულების - ინფექციური იმუნოლოგიის -
ჩამოყალიბების ფაქტები.

სამედიცინო იმუნოლოგია 100 წელს მოიცავს თუ მის "მამად" ლუის პასტერს (Louis
Pasteur) ჩავთვლით.
უჯრედული იმუნოლოგიის "რეალური" ისტორია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
დაიწყო, როდესაც ტრანსპლანტაციური თეორია გამოჩნდა და "კლონალური
სელექციის თეორია" ჩამოაყალიბა ავსტრალიელმა იმუნოლოგმა სერ ფრანკ ბურნეტმა
(Frank Macfarlane Burnet). აქამდე მრავალი კვლევა ფოკუსირდებოდა სპეციფიურობის
ქიმიაზე.
აქ შეიძლება მოვიყვანოთ შეძენილი იმუნიტეტის ახსნის მრავალი თეორიაც, მათ
შორის უმნიშვნელოვანესი ედვარდ ჯენერის (Edward Jenner’s) რეინფიცირების
კვლევის შედეგები იყო (1780 წ.)

ყვავილი - დაავადება, რომელიც მუსრს ავლებდა მსოფლიოს უამრავ ქვეყანას...


მას იწვევს variola-ს ვირუსი. იგი ხვდება ორგანიზმში ფილტვების გზით,
ორგანიზმში ტრანსპორტირდება სისხლის საშუალებით კანამდე და სხვა შინაგან
ორგანოებამდე, სადაც ბინადრდება და იწყებს გამრავლებას. მას შეუძლია
პოპულაციის 10–30 %–ის დაღუპვა. ისაა ადამიანის ისტორიაში ყველაზე დიდი
მკვლელის სახელით შესული. პირველი ჩანაწერი მისგან გამოწვეული ეპიდემიისა
1350 წელს დაფიქსირდა ეგვიპტეში. თუმცა, შეიძლება ნამდვილი პირველი
ეპიდემიები გაცილებით ადრე იყო.
ეს ინფექცია მსუბუქ შემთხვევაში კანზე ტოვებს ნაწიბუროვან ჩაღრმავებას. მძიმე
ფორმის დროს კი -სისხლის მოწამვლას, მეორად ინფექციებსა და შინაგან
სისხლდენებს. ის არ ინკურნება და ამით აზიანებს საზოგადოებას სერიოზულად.
პრინცი ვილიამი დაიღუპა 11 წლის ასაკში. მოცარტი, ჯორჯ ვაშინგტონი და აბრამაა
ლინკოლნიც იყვნენ დაავადებულები ყვავილით. ყველა მათგანს სახეზე ეტყობოდა
გადანატანი ინფექციის შედეგები ნაწიბურების სახით.
ყვავილი არის უძველესი დაავადება, რომელიც ტოვებს იმუნიტეტს. ვარიოლოზაცია
კი არის მის საწინააღმდეგოდ გამოყენებული ვაქცინაციის ერთ–ერთი სახე.
დაავადება დამარცხდა ოფიციალურად 1972 წელს. თუმცა, ბოლო წლებში აშშ
მომხდარმა აფეთქებამ მრავალი კითხვა გააჩინა.
ყვავილის ვაქცინა იყო პირველი ვაქცინა, რომელიც გამოვიყენეთ და პირველი,
რომელიც შეწყდა.

ყვავილის ვაქცინაციის ადრეული ფორმა – ვარიოლიზაცია


"The Genius of China: 3000 Years of Science. Discoveries and Inventions". Simon and
Schuster, New York, by Robert Temple, 1986, წიგნში აღწერილია ყვავილის პირველი
ვაქცინის სავარაუდო ისტორია:
"ჩინეთში ყვავილის ვაქცინის შექმნის ისტორია საიდუმლოებით იყო მოცული.
ცნობილია, რომ ვარიოლიზაციის ტექნიკა შეიქმნა სამხრეთ პროვინცია სიჩუანში. ამ
პროვინციის სამხრეთ–დასავლეთში არის მთა „ო–მეი შან“. მასთან მჭიდრო კავშირში
იყო ბუდიზმი და დაოიზმი. იქაური ალქიმიკოსები ჩვენი წელთაღრიცხვის მე–10
საუკუნეში ფლობდნენ ყვავილის აცრის საიდუმლოებას. ამის შესახებ ცნობილი
ჩინეთის იმპერატორ ვან ტანის (957–1017) ვაჟის ყვავილით გარდაცვალების შემდეგ
გახდა ცნობილი. ვანმა ოჯახის სხვა წევრების დაცვის მიზნით, მთელი ქვეყნის
ექიმები და ბრძენკაცები დაიბარა და წამლის შექმნა სთხოვა. ო–მენ შანიდან
ჩამოსულმა ერთ–ერთმა მონაზონმა ე.წ. "წმინდა ექიმმა" იმპერატორს "უკვდავების
პლანშეტებთან",(რომლებიც ძალიან გავრცელებული იყო საერთოდ ჩინეთში), ერთად
ვაქცინაციის ტექნიკა მიუტანა დედაქალაქს.
960–1279 წლებში სუნის დინასტიის დროს ჩინელები მიმართავდნენ "Yi Мяо"-
ახლახანს გარდაცვლილი ადამიანის ტანისამოსის ტარებას. შემდგომი ისტორიული
ცნობა ყვავილის წინააღმდეგ აცრების შესახებ აღწერილია 1643 წელს იუ ჩანგის
წიგნში, თურმე ჯერ კიდევ მინების დინასტიის დროს (1368-1644) იყენებდნენ
ვარიოლოზაციის სხვადასხვა ხერხს:
 კანზე ყვავილის შემდეგ დარჩენილი ფუფხების შეზელვის სახით;
 ცხვირის გზით გამხმარი მასალის ე.წ. ვერცხლის მილით შესუნთქვა (მშრალი
ვაქცინა);
 წყლის დამატებით მიიღებული თხევადი პასტის ცხვირში შეზელა (სველი
ვაქცინა).
უფრო ფართოდ ყვავილის წინააღმდეგ ვაქცინაცია აღწერილია 1741 წელს
გამოცემულ იენ ჩანის წიგნში "ვაქცინაციის ახალი წიგნი".
ევროპაში ყვავილის ვაქცინა მე–17 საუკუნიდან შემოვიდა. პრაქტიკულად
ჩინეთიდან "აბრეშუმის გზით“. იგი თანდათანობით მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ,
თურქეთში გადმოვიდა, სადაც ევროპელების ყურადღების ქვეშ მოხვდა. 1700
წელს ინგლისის სამეფო საზოგადოებას ამ მეთოდის შესახებ ვაჭარმა ჯონ ლისტერმა
მოახსენა. კოლონიურ ინდოეთში ვაქცინაციას აკეთებდნენ ტერფზე "წერტილის"
სახით. კონსტანტინეპოლში ინგლისის ელჩის მეუღლემ ლედი მერი ვორტლი
მონტეგიუმ 1718 წელს მისი ოჯახის წევრები "აცრა".
ლედი მერი ვორტლი მონტეგიუ (1689–1762) თვით გახლდათ ყვავილის "მსხვერპლი",
რადგან მისი მშვენიერი სახე დაზიანებული იყო ყვავილის გადატანის შემდეგ
დარჩენილი ღრმა ნაწიბურებით. მან ვარიოლიზაცია თურქეთში შეისწავლა და 1717
წელს აუცრა ვაჟიშვილს 1721 წელს კი – ინგლისში ქალიშვილს. რითაც ინგლისის
უმაღლესი საზოგადოების მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. იმით,
რომ მას აცრის უფლება პრინცი და პრინცესა უელსისაგან ქონდა მიღებული,
მკვეთრად შეუწყო ხელი ამ მეთოდის ინგლისში დამკვიდრებას.
მე–18 საუკუნის მეორე ნახევარში ევროპა ლამისაა გაანადგურა ყვავილის ეპიდემიამ.
ამ პერიოდში ინგლისის ერთ–ერთი სოფელის ძროხის მწველავ ქალებს კლინიკურად
ყვავილი თითქმის არ ემართებოდათ ან ძალიან მსუბუქად გადაქონდათ.
ედვარდ ჯენერი დაიბადა 1749 წლის 17 მაისს, ინგლისში. ჯერ კიდევ სტუდენტობის
დროს მან ახალგაზრდა ფერმერი გოგონასგან გაიგო, რომ მას არ ესაჭიროებოდა
ყვავილის აცრა, რადგან გადატანილი ჰქონდა ძროხის ყვავილი. ამან დააწყებინა
ჯენარს ფიქრი ვაქცინაციაზე. ხანგრძლივი კვლევისა და კლინიკური შესწავლის
შემდეგ 1796 წელს 8 წლის ჯეიმს ფილიპს აუცრა ძროხის ყვავილით. მან აიღო
ძროოხის ყვავილის დაავადებული ქალის ბუშტუკის შიგთავსი და შეუზილა ხელის
კანზე. კანის ირგვლივ განვითარდა მსუბუქი რეაქცია, რითაც აუცრელი ბავშვი 2
თვის შემდეც დაცული აღმოჩნდა ნატურალური ყვავილის განვითარებისგან. ეს იყო
ვირულენტური ვაქცინის გამოყენების პირველი შემთხვევა. როგორც ჯენერის
ჩანაწერები მოწმობენ ჯერ კიდევ 1789 წელს მან საკუთარ შვილს აუცრა
ექსპერიმენტის სახით ღორის ყვავილით, წელიწად ნახევარში კი – ჩვეულებრივი
ყვავილით.
რა იყო ეს? დანაშაული იყო??
1798 წელს მან დაწერა მოხსენება საკუთარი ექსპერიმენტების შესახებ და უნდოდა
მოეხსენებინა "ლონდონის სამეფო საზოგადოებისთვის", მაგრამ მისი შრომები
უარყოფილი იქნა. შემდეგ ის გაემგზავრა ლონდონში საკუთარი შრომის
სადემონსტრაციოდ, მაგრამ არავინ აღმოჩნდა მისი ნახვის მსურველი. 1801 წელს მან
გამოაქვეყნა წიგნი “The Origin of the Vaccine Inoculation”, სადაც დაწვრილებით აღწერა,
თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ძროხის ყვავილის ვირუსი ჯანმრთელი ადამიანების
ასაცრელად. აცრისთვის საჭირო მასალას იღებდნენ აცრილი ბავშვის ხელიდან.
აცრისთვის ხშირად ობლებს იყენებდნენ. ბოლოს და ბოლოს დაიწყეს ძროხის
ყვავილის მასალის გამოყენება ასაცრელად. 1840 წელს ბრიტანეთის
მთავრობამ უკვე სხვა სახის ვაქცინაციები აკრძალა.
სიტყვა "ვაქცინაცია“ ჯენერმა შემოიღო ძროხის ლათინური სახელწოდების "ვაკა"–
საგან. ესტაფეტა წარმატებით იყო გადაცემული ლუი პასტერზე. ეს უკანასკნელი კი
გვევლნება ნებისმიერი დაავადების იმუნიზაციის ფუძემდებლად.

ფრანკო–პრუსიის ომის დროს საფრანგეთის არმია აუცრელი იყო, ამიტომ მისი 23400
ჯარისკაცი დაიღუპა. გერმანიის არმია კი - აცრილი, ამიტომ მხოლოდ 278
ჯარისკაცი გარდაეცვალათ.
1980 წელს მჯო ოფიციალურად გამოაცხადა "მსოფლიო და მისი ხალხები" ენდემური
ყვავილისგან თავისუფლად.
1999 წელს გამოქვეყნდა საუკუნოვანი კვლევის მასალები, რომლებიც სწავლობდნენ
და აანალიზებდნენ ყვავილის ვაქცინაციის მიზეზებს, შედეგებსა და მის შემდეგ
განვითარებულ დაავადებებს.
ზოგიერთის აზრით, ამერიკელი მეთაურის ჯეფრი ამხერტის მიერ საფრანგეთ–
ინდიელების ომის დროს (1754-1763) გამოყენებული ყვავილით ინფიცირებული
პლედები, იყო პირველი ბიოლოგიური ომის მაგალითი?!
ყვავილის ბოლო შემთხვევა მსოფლიოში დაფიქსირდა 1977 წლის 26 ოქტომბერს
სომალში.
ამჟამად, ყვავილის გამომწვევი გაყინული სახით ინახება აშშ–ში დაავადებათა
კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრში ატლანტაში.
1996–97 წლებში კონგოში აფეთქებული მაიმუნის ყვავილის 511 შემთხვევამ
სერიოზულ შეშფოთება გამოიწვია მეცნიერებში, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ
ყვავილის ვირუსმა მუტაცია განიცადა და ბევრად უფრო საშიში გახდა.
დღევანდელი ყვავილის ვაქცინა ცოცხალი ყვავილის ვირუსისგან აღარ მიიღება. იგი
მზადდება კულტივირებული ადამიანის ფიბრობლასტებისგან ლაბორატორიებში და
უზრუნველყოფს დაცვას დაახლოებით 10 წლის განმავლობაში. ზოგადად ადამიანის
ყვავილისაგან დაცვისთვის საჭირო ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა არასოდეს
მომხდარა. ამ ვაქცინის საჭირო ეფექტურობის შესახებ ზუსტი ცნობები არ
მოიპოვება. შეყვანის მეთოდი კი ასეთი იყო: გაორებული ნემსით შეყავთ კანქვეშ
წინამხარზე. გართულებების სიხშირე: 0,025%–ია.
ამ პატარა ნაამბობიდან კარგად ჩანს, რომ მეცნიერების განვითარება
დამოკიდებულია მეცნიერთა თაობების ურთიერთობასა და აზრის განვითარებაზე:
სამუშაო ფაქტების გამოვლენა,
პრობლემის წამოწევა,
კვლევის დასახვა და მიღებული შედეგების ანალიზი...
ეს ის მინიმუმია, რასაც სამეცნიერო გამარჯვებამდე მივყავართ.
მეცნიერი აზრით იმარჯვებს, კლინიცისტი ამ აზრის „შედეგის“ სწორი მოხმარებით.

იმუნოლოგიის განვითარების ისტორია დიდ პერიოდზე გადანაწილდა, რომელიც


სავსე იყო წარმატებული მეცნიერული აზრის გამარჯვებებით:
1870–90 წლებიდან დაწყებული პასტერის იმუნიზაცია და მეჩნიკოვის მიერ
ფაგოციტოზის აღწერა;
1890–1910 წლებში ბერლინგისა და ერლიხის მიერ ანტისხეულები და
უჯრედული რეცეპტორებისახსნა;
1910–30 წლები ბორდესა და ლენდშტეინერის მიერ სპეციფიურობა და
ჰაპტენების მექანიზმის
დადგენა;
1930–50 ანტისხეულების სუბკლასების სინთეზი და
ანტიგენურიშემადგენლობის გაშოფვრა;
1950–70 უჯრედული კლონარული სელექციური სისტემური ანალიზი;
1970–83 მრავალუჯრედული ქსელით იმუნური სისტემის სხვადასხვა
რგოლების თანამშრომლობისფაქტის აღმოჩენა;
1983 წლიდან თანამედროვე ერა პოსტ–TCR –დან საწყებული მოლეკულური
მექანიზმებისა...

ლუი პასტერი (1822–1895) სტერეო–ქიმიკოსი:


დუღილის მოლეკულური ასიმეტრიის და აბრეშუმზე მომუშავეთა დაავადებების;
პასტერიზაციის;
დაავადებათა მიკრობული თეორიის ავტორი გახლავთ.
მის სახელთანაა დაკავშირებული:
 საავადმყოფოებიდან მიკრობული ეტიოლოგიის დაავადებების გავრცელების
შემცირება;
 მიკრობების დასუსტებული ფორმები გამოყენება მიკრობების ვირულენტური
ფორმების
წინააღმდეგ იმუნიზაციისთვის;
 ცოფის საწინააღმდეგო ვაქინის შექმნა;
 "პასტერიზაცია" საკვებზე თერმული ზემოქმედებით მავნე მიკრობების
განადგურება.

ასე დაიწყო ქოლერის, ციმბირის წყლულის, ცოფის ისტორია...


საინტერესო ფაქტი:
1886 წლის 4 ივლისი 9 წლის ჯოზეფ მეისტერი დაკბინა ცოფიანმა ძაღლმა.
პასტერმა მას აუცრა დასუსტებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით. 2 დღის
შემდეგ გამოჩნდა, რომ ბავშვი გადარჩა. მეისერი მოგვიანებით პასტერის
ინსტიტუტის თანამშრომელი გახდა. 1940 წელს, როდესაც გერმანელი ოკუპანტების
მიერ ნაბრძანები ქონდა პასტერის სასახლის გახსნა, უარი განაცხადა და თავი
მოიკლა.

რობერტ კოხი (1843–1910)


 გერმანელი ექიმი, რომელმაც ჯილეხის შესწავლა დაიწყო 1870 წლებიდან. ამ
დროისთვის დაავადების გამომწვევი დადგენილი არ იყო.
 ტუბის ბაცილა და ტუბერკულინი იქნა აღმოჩენილი. ტუბერკულინის ტესტის
(DTH) დაწვრილებითი დამუშავება.
დღესაც აქტუალურია კოხის პოსტულატი:"კონკრეტული მიკრობი იწვევს
კონკრეტულ დაავადებას კონკრეტულ პირობებში". ამ კვლევებისთვის მან 1905 წელს
ნობელის პრემია მიიღო.

ადოლფ ბერინგი (1854 – 1917). კოხის მოწაფე გახლდათ. მან კიტასატოსა და


ვერნიკესთან ერთად აღმოაჩინა დიფტერიისა და ტეტანუსის ანტიტოქსინი,
რომლებიც წარმატებით იქნა გამოიყენებული იმუნოთერაპიაში. მათ ამ
აღმოჩენისთვის 1901 წელს ნობელის მიენიჭათ.

პაულ ერლიხი (1854 – 1915). მან დაამუშავა ქსოვილების სხვადასხვა წესით შეღებვის
მეთოდები, მათ შორის ტუბის ბაცილისაც.
მუშაობდა კოხთან ერთად დიფტერიის ანატოქსინზე და ჰემოლიზზე. მისი შრომის
ნაყოფია: ანტისხეულების გვერდითი ჯაჭვების განვითარების თეორია, რომლის
თანახმად "ზედაპირული რეცეპტორები ებმებიან, როგორც გასაღები და ბუდე;
ანტიგენი ასტიმულირებს რეცეპტორებს"...
1908 წელს მიიღო ნობელი მეჩნიკოვთან ერთად.

ილია მეჩნიკოვი (1845-1916). ემბრიოლოგი, რომელმაც starfish განვითარების


შესწავლის დროს აღმოაჩინა ფაგოციტოზი. მის სახელს უკავშირდება უჯრედული
იმუნოლოგიის დაბადება. 1908 წელს ერლიხთან ერთად ნობელი მიიღო.

ფრენკ ბერნეტი (1899-1985). MD. მისი მნიშვნელოვანი შრომა გრიპს შეეხებოდა. მან
აღმოაჩინა გრიპის ვირუსის განმასხვავებელი ნეირამინის მჟავათა სახესხვაობები.
დღეს, რომ გამოიყენება ინფლუენზას დეტექციისთვის. მანვე დაამუშავა
"კლონალური სელექციის თეორია", რომელიც ტოლერანტობის ფენომენს ხსნის.
1960 წელს მიენიჭა ნობელის პრემია, შეძენილი იმუნური ტოლერანტობის
აღმოჩენისთვის. მის მიერ იქნა დადგენილი, რომ ტრანსპლანტატის მოცილების
რეაქცია გამოწვეულია დონორისა და რეციპიენტის იმუნოლოგიური
შეუთავსებლობით, თანაც, ამა თუ იმ ანტიგენზე ტოლერანტობის მიღება შეიძლება
ემბრიონალურ პერიოდში შესაბამისი ანტიგენების ინექცირებით ნაყოფში.

ჯერალდ ედელმანი, როდნეი პორტერი 1972 წელს ნობელის პრიზი ანტისხეულების


ქიმიური სტრუქტურის გაშიფრისთვის დაიმსახურეს.

ჯან დოსე და ჯორჯ სნელი – აღმოაჩინეს იმუნური პასუხის რეგულაციის გენები (Ir
гена). დღეისთვის ცნობილია, როგორც მთავარი ჰისტოშეთავსების
ანტიგენები. რისთვისაც ნობელი მიენიჭათ 1980 წელს.

ნილს ჯერნე – ავტორია ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩენებისა, როგორებიცაა:


 ანტისხეულების ავიდობა;
 ლაქის შემქმნელი ანალიზი;
 მასპინძლის დნმ–ის არსებობის თეორია, რომელიც ეხმარა კლონალური
შერჩევის თეორიის ფორმირებას;
 მასპინძლის მჰკ არის თიმუსში ტ-ლიმფოციტების პროლიფერაციის,
დიფერენცირებისა და მომწიფების გამკარგველი;
 იდიოტიპების ქსელის დადგენა.
მან 1984 წელს ნობელი პრიზი მიიღო შრომისთვის "იმუნური სისტემის
სპეციფიურობის განვითარება და კონტროლი" და აღმოჩენისთვის"
მონოკლონალური ანტისხეულების მიღების პრინციპი".

მილსტეინი და ო'ჰლერი – მონოკლონალური ანტისხეულების ავტორები გახლავთ.


სუსუმუ ტონეგავა – იმუნოგლობულინის გენის კლონირება მოახდინა და მიიღო
კიდეც 1987 წელს ნობელი აღმოჩენისთვის "ანტისხეულების სახესხვაობის
გენერაციის გენეტიკური პრინციპი".

პიტერ დოჰერტმა და როლფ ზინფერნაგენმა 1996 წელს ნობელი მიიღეს შრომისთვის


"უჯრედული იმუნიტეტის სპეციფიურობა".

2011 წელი
Press Release
2011-10-03

The Nobel Assembly at Karolinska Institutet has today decided that

The Nobel Prize in Physiology or Medicine 2011

shall be divided, with one half jointly to

Bruce A. Beutler and Jules A. Hoffmann

for their discoveries concerning the activation of innate immunity

and the other half to

Ralph M. Steinman

for his discovery of the dendrites cell and its role in adaptive immunity

2018 წელი

BREAKING NEWS

The 2018 #Nobel Prize in Physiology or Medicine has been awarded jointly to James P.

Allison and Tasuku Honjo

“for their discovery of cancer therapy by inhibition of negative immune regulation.”

და ბოლოს,

P.S. უკან მოხედვა გვაძლევს მომავლისკენ მიმავალ გზას.


ამ გზაზე არის ბევრი ფეხის ანაბეჭდი
და ისინი, ვინც მიდიან წინ არიან გმირები,
როცა ბევრი ერთად მიდის გზა ყოფიერებამდე მიდის.

დავალება:
1.იმუნოლოგიის ნობელიანტები
2.საინტერესო ფაქტები იმუნოლოგიის ისტორიიდან
3. პრიონები
4.
ესაა თქვენი პირველი პრეზენტაციის მასალა.

წარმატებებს გისურვებთ!

ნანა შავლაყაძე

You might also like