Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 49

ბილეთი #1

1. ოსმალთა პირველი თავდასხმები შავი ზღვის სანაპიროზე

კონსტანტიმოპოლის დაპყრობის შემდეგ მეჰმედ II-მ თავის ერთ-ერთ ამოცანად

დაისახა დაემორჩილებინა შავიზღვისპირა ქვეყნები და ხელთ ეგდო ვაჭრობა შავ
ზღვაზე. მე-13 საუკუნემდე შავ ზღვაზე ბიზანტია ბატონობდა და მთელი ვაჭრობა
არსებითად ბერძენების ხელში იყო, შავი ზღვა ჩაკეტილი იყო არაშავიზღვისპირა
ქვეყნებისთვის. შავ ზღვაზე ვაჭრობა წარმოებდა არა მარტო შავიზღვისპირა ქვეყნებს
შორის, არამედ აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზები
აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთის ქვეყნებს შორის. მეჰმედ
II-მ მზადება დაიწყო შავიზღვისპირა ქვეყნების წინააღმდეგ ლაშრქობისათვის. ის
თავდაპირველად აპირებდა ტრაპიზონზე თავდასხმას მაგრამ შემდეგ შეცვალა
თავისი გადაწყვეტილება, რადგან შავიზღვისპირა ქვეყნებს შორის ერთ-ერთ რეალურ
სამხედრო ძალას ყირიმის სახანო წარმოადგენდა. ყირიმის ხანის დამორჩილება ამ
ეტაპზე სულთნის გეგმებში არ შედიოდა. პირიქით, სულთანმა გადაწყვიტა
ერთმორწმუნე ყირიმის ხანი თავისი ინტერესების სასარგებლოდ გამოეყენებინა და
მისი დახმარებით ხელთ ეგდო ქალაქი კაფა, გენუელების მთავარი დასაყრდენი შავ
ზღვაზე. ამ მიზნით მეჰმედმა ურთიერთობა დაამყარა ყირიმის ხანთან ჰაჯი
გირეისთან, რომელიც დაინტერესებული იყო, რომ ყირიმის სანაპიროზე მდებარე
იტალიელთა სავაჭრო კოლონიები თავისი ხელისუფლებისთვის დაემორჩილებინა
და ამით შემოსავალი გაეზარდა. ამ ნიადაგზე მოხდა სულთნისა და ყირიმის ხანის
დაახლოება. 1454 წლის დასაწყისში მათ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის
მიხედვითაც ოსმალები გენულების წინააღმდეგ კაფაზე იერიშს ზღვიდან
მიიტანდნენ, ხოლო ყირიმის ხანი - ხმელეთიდან. 1454 წლის ზაფხულის დამდეგს
ოსმალეთის ფლოტი ბოსფორიდან გავიდა, ჯერ გაემართა მონკასტროსაკენ, იერიში
მიიტანა ქალაქზე, შემდეგ აღმოსავლეთისკენ კავკასიის სანაპიროსკენ აიღო გეზი,
თავს დაესხა და გაძარცვა სოხუმი. აქედან ისინი ყირიმისკენ გაემართნენ. კაფას
ნავსადგურის მახლობლად გაჩერდნენ და დაელოდნენ ყირიმის ხანის ლაშქრის
მოსვლას. 16 ივლისს ყირიმის ხანი მოვიდა ლაშქრით და კაფას ხმელეთიდან ალყა
შემოარტყა. ქალაქი კარგად იყო გამაგრებული ამიტომ მისი აღება ვერ შეძლეს.
გენუის კონსულმა გადაწყვიტა მტერს დაზავებოდა. დაიდო ხელშეკრულება,
რომლის მიხედვითაც კაფას კონსული ვალდებული იყო ყოველწლიურად ყირიმის
ხანისთვის გადაეხადა 600 სომი. სულთანი უკმაყოფილო იყო საზღვაო ლაშქრობის
შედეგებით. მან ბოსფორის სრუტე ჩაკეტა. 1455 წელი მოუსავლიანი იყო, კაფის
მაცხოვრებლები დახმარებას მოითხოვდნენ სურსათ-სანოვაგის სახით. შექმნილ
ვითარებაში კაფის კონსულმა გადაწყვიტა სულთანთან მოლაპარაკებები დაეწყო და
ამ მიზნით მას ელჩი გაუგზავნა. მოლაპარაკების შედეგად დადებულ იქნა
შეთანხმება, რომლის თანახმადაც კაფა ვალდებული იყო ყოველწლიური ხარკი
ეკისრებინა. ქალაქი სამასტრა, რომელიც გენუელებს ეკუთვნოდა, ოსმალთა
მფლობელობაში გადადიოდა. ამრიგად გენუელთა მთავარი სავაჭრო ფაქტორია შავ
ზღვაზე ოსმალეთის მოხარკე გახდა და მათი პოზიციები ამ რეგიონში
მნიშვნელოვნად დასუსტდა, ხოლო ოსმალეთისა - გაძლიერდა. ამგვარად მე-15
საუკუნის ბოლოსთვის შავიზღვისპირეთი, საქართველოს სანაპიროს გამოკლებით
ოსმალთა ხელში გადავიდა და შავი ზღვა ოსმალეთის „ტბად“ გადაიქცა. ოსმალეთმა
მასზე თავისიი კონტროლი დაამყარა. შავ ზღვაზე ვაჭრობის შედეგად სულთნის
მთავრობას დიდი შემოსავალი ჰქონდა.

2. 1569 წლის ასტრახანის ლაშქრობა

სელიმ II-ის მმართველობის პერიოდში, ოსმალეთმა ექსპანსია გააძლიერა

აღმოსავლეთის მიმართულებით, კერძოდ მიზნად დაისახა ასტრახანის დაპყრობა. ამ
დროს რუსეთი თანდათან სამხრეთისკენ მოიწევდა, 1522 წელს დაიპყრო ყაზანის
სახანო, ხოლო 1556 წელს დაიკავა ასტრახანის სახანო. ასტრახანის დაპყრობით
ოსმალეთს სურდა რუსეთი შეეჩერებინა შავი ზღვის მიმართულებით აღედგინა
ასტრახანის და ყაზანის სახანოები. ასევე ამით ოსმალეთი ირანს დაარტყმას
მიაყენებდა ჩრდილოეთიდან, კასპიის ზღვის მხრიდან. ამ გეგმის განხორციელების
შემთხვევაში ოსმალეთი გახდებოდა მთელი კავკასიის ბატონ-პატრონი. ასტრახანს
ასევე ჰქონდა ეკონომიკური მნიშვნელობაც. ის იყო სავაჭრო-სატრანზიტო გზების
კვანძი. 1568 წელს სელიმ II-მ ყირიმის ხანს უბრძანა მომზადებულიყო 1569 წლის
გაზაფხულზე ასტრახანზე გასალაშქრებლად. 1569 წელს ოსმალეთის ლაშქარი
დაიძრა ასტრახანისკენ. ასტრახანისკენ მიმავალ ოსმალთა ლაშქარს თავს ესხმოდნენ
რუსი მეომრები. ოსმალეთის სარდლობა ვარაუდობდა რომ ადგილობრივი
მოსახლეობა ლაშქრობისას დახმარებას აღმოუჩენდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
ოსმალებმა სექტემბრის შუა რიცხვებში ასტრახანში მიაღწიეს და მისი მოშორებით 12
კილომეტრში ციხე ააგეს. ქალაქი საკმაოდ კარგად იყო გამაგრებული; საალყო
ზარბაზნების გარეშე შეუძლებელი იყო თავდასხმა. კასიმ ბეიმ გადაწყვიტა იქ
გამოეზამთრებინა, ხოლო ყირიმის ხანს სურდა უკან გაბრუნებულიყო. როგორც კი
გამოვლინდა კასიმის განზრახვა, არმიაში მღელვარება დაიწყო, ისინი მწვავედ
განიცდიდნენ წარუმატებლობას. ჯარისკაცებში დაავადებები გავრცელდა, ასევე
გამწვავდა ურთიერთობა კასიმსა და ყირიმის ხანს შორის. 26 სექტემბერს კასიმ ბეიმ
გასცა ბრძანება დაენგრიათ მათ მიერ აშენებული ციხე და ყირიმის ხანთან ერთად
უკან გაბრუნებულიყვნენ. ამ დროს ასევე მოვიდა სელიმ II-ის ბრძანება სადაც ეწერა,
რომ მათ უნდა გამოეზამთრებინათ და გაზახულზე გამოგზავნიდა დამხმარე არმიას,
მაგრამ მისი ეს ბრძანება არ შეასრულეს. ასტრახანში განცდილი მარცხის გამო
სელიმმა გასცა ბრძანება სიკვდილით დაესაჯათ კასიმ ბეი და ყირიმის ხანი, თუმცა
მათ ქრთამის საშუალებით თავი გადაირჩინეს. მართალია ოსმალეთი საკმაოდ
ძლიერი იმპერიაა, მაგრამ უკვე გაჩნდა პირველი ბზარი.
3. 1555 წლის ამასიის ზავი

1553 წლის 28 აგვისტოს სულეიმან I-მა სტამბოლი დატოვა და ირანში სალაშქროდ

გაემართა. 28 სექტემბერს ის გაემართა ქ. ამასიისკენ. სულეიმანსა და ირანის შაჰის ელჩს
შორის მიღწეულ იქნა ზეპირი შეთანხმება, რომ ოსმალეთი შეწყვეტდა ომს ირანის
წინააღმდეგ, ხოლო შაჰი სულთანთან გაგზავნიდა თავის წარმომადგენელს და მათ
შორის დაიდებოდა საზავო ხელშეკრულება. 1555 წლის მარტში ამასიაში ჩავიდა ირანის
შაჰის ელჩი ფერუჰ-ზადე ბეგი, რომელსაც შაჰისგან დავალებული ჰქონდა ოსმალეთთან
საზავო ხელშეკრულების დადება. 1555 წლის 29 მაისს ირანსა და ოსმალეთს შორის
დაიდო ზავი. ამასიის ზავით დამთავრდა ირან-ოსმალეთის პირველი ომი, რომელიც
თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამასიის საზავო
ხელშეკრულებით ოსმალეთმა და ირანმა ახლო აღმოსავლეთისა და ამიერკავკასიის
ქვეყნები გაინაწილეს. საქართველო და სომხეთი ორად გაიყო, საქართველოსა და
სომხეთის დასავლეთი ნაწილი ერგო ოსმალეთს, ხოლო აღმოსავლეთი ირანს.
აზერბაიჯანი დარჩა ირანს, ხოლო არაბეთის ერაყი, ქ. ბაღდადით - ოსმალეთს. ოსმალეთ-
ირანის ომმა სულეიმანის ყურადღება ჩამოაშორა ევროპას, ამასიის ზავის დადების
შემდეგ კვლავ გაძლიერდა ევროპაში ოსმალთა საფრთხე.

4. მურად II

მურად II ს (1421- 1451) გამეფების თანავე მოუწია ტახტისთვის ბრძოლა, ის

დაუპირირსპირდა მუსტაფას, რომელთანაც 1422 წელს ბურსის მახლობლად გამართა
ბრძოლა, რომელშიც დაამარცხა მუსტფა და მოგვიანებით სიკვდილით დასაჯა.
მომხდარმა სეპარატისტულ გამოსვლებს შეუწყო ხელი , რაც მურადმა 1424-1426 წლებში
ჩაახშო და აღადგინა ოსმალთა ხელისუფლება გერმანიაში, სარუხანისა და ჰამიდის
ბეილიქბში. 1422 წელს მურადმა გადაწყვიტა იერიში მიეტანა კონსტანტინოპოლზე და
ბიზანტიის იმპერია საბოლოოდ გაენადგურებინა, თუმცა ეს მისთვის რთული აღმჩნა
რადგან არა მხოლოდ სამხედრო წინააღმდეგობებს წააწყდა არამედ თვითონ ქალაქის
მოსახლეობამაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაშინ როდესაც უსუალოდ იერიში
მიიტანა 1422 წლის 24 აგვისტოს. თუმცა მურადის პერიოდში ოსმალეთი საუსტების
ეტაპიდან მოძლიერების ეტაპზე გადადის. მურადმა მთელი რიგი რეფორმები გაატარა,
რათა გაეჭლიერებინა იმპერია ყველა თვალსაზრისით( ეკონომიკურად, სამხედრო და
ა.შ). მურადმა იანიჩართა კორპუსის შესავლებას შემოიტანა ეგრედ წოდებული
„დევშირმეს წესი“, რომლის მიხედვითაც ხდებოდა ქრისტიანული მოსახლეობიდან
ახალწვეულთა ჩარიცხვა იანიჩართა რიგებში. ასევე არსებობდა სპეციალური
დაწესებულებაც სადაც თავს უყრიდნენ ასეთ ახალგაზრდებს მათ აგზავნიდნენ თურქულ
სოფლებში, ენის სესასწავლად და მოგვიანებით ჩამოყალიბებული საბრძოლო
სულისკვეთებით იანიჩართა რიგებში დგებოდნენ. მურად II- ის მძეუნველობის საგანი
იყო ასევე თიმარული სისტემა და მისი სრულყოფა. პარალელურად, ევროპაში დიდი
აღშფოტება იყო , მათ სურდათ ოსმალეთის წინააღმდეგ გაერთიანება მაგრამ მუდმივად
რაღაც ხელს უშლიდა. 1440 წელს მურადის მცდელობა დაეკავებინა ქ. ბელგრადი
წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ ამან გაამხნევა ევროპის ქვეყნები და დაიწყეს
ანტიოსმალურ კოალიციაში გაერთიანება, რომლის სულის ჩამდგმელი იანოშ ჰუნიადი
იყო. ისინი ათავისუფლებდნენ ოსმალების დაპყრონილ ტერიტორიებს და წარმატებით
მიდიოდნე , უფრო და უფრო მეტი მოხალისე ემატებოდათ. დაიკავეს ისეთი ქალაქები
როგორიც სოფია იყო. მოგვიანებით როდესაც მურადმა ძალები მოიკრიბა და ენერგიული
ძალებით ყარამანიის ბეგი დაამარცხა, მაგრამ ვერ გაბედა ჯვაროსნულ ლაშქრობაში ჩაბმა
და 1444 წელს უნგრთთან ზავი დადო. რის შემდეგაც მუდმივად არწმუნებდნენ რომის
პაპი და ბიზანტიის იმპერატორი უნგრეთის მეფე ბრადისლავს, რომ ურწმუნოთა
წინააღმდეგ საბრძოლველად შეიზლებოდა დაერღვია ზავი. ამავე დროს მურადმა 1444
წელს ტახტზე უარი განაცხადა და 12 წლის ვაჟს დაუტოვა ტახტი. მაგრამ მოგვიანებით
ოსმალეთში შექმნილი მდგომარეობით კვლავ დაბრუნდა და დაბრუნებულმა
მოულოდნელი მარცხი აგემა 1444 წლის 10 ნოემბერს ვარნასტან ბრძოლისას ჯვაროსნებს.
1449-1450 წლებში მურადმა ორჯერ გაილაშქრა ალბანეთზე მაგრამ უშედეგოდ.

ბილეთი #2

1. ოსმალთა იმპერიის ჩამოყალიბება

მონღოლთა ბატონობის შედეგად სელჩუკები საკმაოდ დასუსტდნენ და საბოლოოდ

სელჩუკთა დიდი სახელმწიფო განადგურდა და დაიშალა. მცირე აზიის ტერიოტორიაზე
დიდი რაოდენობით თურქული ტომები დასახლდნენ. მცირე აზიაში დაარსდა
თურქული სახელმწიფო, რომელიც შუა საუკუნეების ერთ-ერთ მძლავრ იმპერიად იქცა.
სელჩუკთა სახელმწიფო პატარ-პატარა ბეილიქებად დაიშალა, ერთ-ერთი ასეთი იყო
ოსმანის ბეილიქი. 1281 წელს ოსმანი გახდა ტომი ბელადი, ახალმა სახელმწიფომ და
დინასტიამ მიიღო ოსმანის სახელწოდება. ამ დროისთვის ბიზანტია დასუსტებული იყო.
ოსმანმა დიდი ყურადღება მიაპყრო ბიზანტიას. მცირე დროში მან დაიპყრო ბიზანტიის
ბევრი ქალაქი. 1299 წელს ოსმანმა სელჩუკთა სულთნისგან დამოუკიდებლობა მიიღო,
ალა ედ-დინ ქეიყობად III კონიიდან გაიქცა, აჯანყების გამო. სასულთნო მეთაურის
გარეშე დარჩა. ეს წელი ითვლება ოსმალეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების
თარიღად. 1301 წელს ოსმანმა დაიპყრო იენიშეჰირი და თავისი რეზიდენცია იქ
გადაიტანა. 1302 წელს ოსმანმა დაამარცხა ბიზანტიის გამგებელი, ბიზანტიაში კვლავ
დაიწყო შიდა დაპირისპირება, რამაც ოსმალებს სამხედრო წარმატება მოუტანა. 1326
წელს ოსმალებმა აიღეს ქალაქი ბურსა. ოსმანის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი
შვილი ორხანი, რომელმაც დედაქალაქი გადაიტანა ბურსაში. 1327 წელს ორხანის
ბრძანებით მოიჭრა პირველი ფული ახჩა. 1330 წელს დაიპყრეს იზნიქი, 1337 წელს
იზმითი. 1338 წელს ისინი დაიძრნენ ბიზანტიის ევროპულ ნაწილში, დარდანელის
რეგიონში. ასევე მიადგნენ კონსტანტინოპოლსაც მაგრამ დამარცხდნენ. ორხანმა თავის
სახელმწიფოს შემოუერთა სარუხანის და გერმიანის ბეილიქის ქალაქები - ესქიშეჰირი და
ანკარა. 1345 წელ მან შემოიერთა კარასის ბეილიქი. ოსმალებს თანდათან
უერთდებოდნენ მეზობელი ბეილიქები და ოსმალთა სახელმწიფო კიდევ უფრო
ძლიერდებოდა. ოსმალებს უერთდებოდნენ მრავალრიცხოვანი მეომრები და დერვიშების
რელიგიური ორდენების წევრები, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა საღვთო ომისთვის
მებრძოლთა რიგებს. ოსმალეთის ტერიტორიულ ზრდასთან ერთად მიმდინარეობდა
სახელმწიფოს მართველობის ჩამოყალიბების პროცესი. თავდაპირველად სახელმწიფო
ორგანიზაცია სრულიად პრიმიტიული იყო. მურადამდე მმართველები სულთნის
ტიტულს არ ატარებდნენ. მათ უწოდებდნენ ბეგებს ან ემირებს. მურად I-ის დროს
გამოვიდა პირველად საერო კანონები. მან მიიღო სულთნის ტიტული. მურადის დროს
ოსმალეთში პირველად ჩამოყალიბდა საფინანსო უწყება. ასევე შიქმნა სულთნისა და
სახელმწიფოს ხაზინა. მურად I-ის მიერ ბალკანეთში წარმოებული დაპყრობითი ომებისა
და მეჰმედ II-ის მიერ კონსტანტინოპოლის აღების შედეგად ოსმალეთის სასულთნო
იმპერიად ჩამოყალიბდა. კონსტანტინოპოლის ფლობითა და ხმელთაშუა ზღვისპირა
ტერიტორიების კონტროლით, ოსმალეთის იმპერია ექვსი საუკუნის განმავლობაში იყო
დასავლური და აღმოსავლური სამყაროების ურთიერთობის ცენტრში.

2. უნგრეთის დაპყრობა

როდესაც 1520 წელს 50 წლის სელიმ პირველი გარდაიცვალა, ტახტზე მისი ვაჟი
სულეიმან პირველი ავიდა და სწორედ ამ დროიდან დაიწყო ოსმალეთის ისტორიაში
ძლიერების ხანა. მას უწოდეს კანონმდებელი, ევროპაში კი - ბრწყინვალე. როდესაც
სულეიმანი გამეფდა, 1521 წელს მან დაიწყო ომი უნგრეთის წინააღმდეგ, რადგან ამ გზით
გზა ეხსნებოდა როგორც ცენტრალური ევროპისაკენ, ისე მდ. დუნაიზე და უდიდეს
სავაჭრო გზაზე. ოსმალებმა პირველ რიგში აიღეს ბელგრადი და დაიწყეს საკუთარი
ზურგის გამაგრებისთვის ზრუნვა. მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო კ.
როდოსი და დოდეკანესი, რადგან აქედან ისინი შეძლებდნენ გემებით მუდმივ
თავდასხმას უნგრეთზე. ამ დროისთვის როდოსი ეკუთვნოდა იონიტ რაინდებს და მათ
კუნძლის დაცვაში დასახმარებლად მიმართეს საფრანგეთის მეფეს, ფრანცისკო პირველს,
თუმცა ფრანცისკომ იონიტთა თხოვნა არ გაითვალისწინა და ასევე უპასუხოდ დატოვა
რომის პაპის მოწოდებაც როდოსის დახმარების შესახებ. როდესაც სულეიმანმა აიღო
ბელგრადი, მან დროებით შეაჩერა საომარი მოქმედებები, თუმცა საბოლოოდ, 1522 წლის
ივლისში ოსმალებმა 100 ათასიანი ლაშქარი გადასხეს როდოსზე, სადაც საკმაოდ ძლიერი
ბრძოლა გაიმართა და როდოსელებმა ძლიერ წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა
ოსმალებმა მაინც შეძლეს კუნძლის აღება. ასევე დაიპყრეს დოდეკანესიც. 1526 წელს ის
უკვე აგვარებს საშინაო საქმეებს და შემდეგ მიემართება უნგრეთის წინააღმდეგ
საბრძოლველად 100 ათასიანი არმიითა და 300 ზარბაზნით. გადამწყვეტი ბრძოლა 1526
წელს მოხდა ქალაქ მოხაჩთან, სადაც უნგრეთის მეფე ლაიოშ მეორე შეებრძოლა
ოსმალებს. ამ ბრძოლაში ოსმალებმა გაიმარჯვეს, გაანადგურეს უნგრეთის არმია და
გადაწვეს მოხახჩი. ამის შემდეგ უკვე დედაქალაქისკენაც გაეხსნათ გზა ოსმალებს. მათ
ორი კვირის შემდეგ უბრძოლველად დაიკავეს ქალაქი ბუდა, სადაც სულეიმანმა მეფედ
დასვა იანოშ ზაპოლია, რომელმაც თავი სულთნის ვასალად გამოაცხადა. როდესაც
სულეიმანმა დატოვა უნგრეთი, ზაპოლიას აუჯანყდნენ ავსტრიის მომხრეები და ამის
გამო იანოშმა დასახმარებლად სულეიმანს მიმართა. ამ დროისთვის ის იბრძოდა მცირე
აზიაში და როდესაც დაასრულა იქ ბრძოლა სამზადისი დაიწყო ავსტრიის წინააღმდეგ
საბრძოლველად.

3. უფლისწულ სელიმის ბრძოლა ტახტისთვის

უფლისწული სელიმი ტრაპიზონი გამგებლობის დროს აქტიურ საქმიანობას ეწეოდა და

ნიადაგს ამზადებდა ტახტის ხელში ჩასაგდებად. მან იქ ყოფნისას მოაწყო რამდენიმე
მარბიელი ლაშქრობა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. 1509 წელს მან ილაშქრა
დასავლეთ საქართველოში, დაარბია და გაძარცვა გელათი და ქუთაისი. ამით მან
იენიჩრების მოწონება დაიმსახურა. 1510 წლიდან მან უკვე დაიწყო ბრძოლა ტახტისთვის.
ტახტი უფროს ძმას აჰმედს ეკუთვნოდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ტახტისთვის ბრძოლაში
დაეხმარებოდნენ ყირიმის ხანი და ბაიაზიდის პოლიტიკით უკამყოფილო იენიჩრები.
1510 წელს სელიმი თავისი შვილის მონახულების საბაბით ჩავიდა კაფაში. 1510 წელს
ბაიაზიდმა ყირიმის ხანს გაუგზავნა წერილი, სადაც წერდა, რომ სელიმი დაერწმუნებინა
ტრაპიზონში დაბრუნებაზე, მაგრამ სელიმი კატეგორიულად უარს აცხადებდა
ტრაპიზონში დაბრუნებაზე. 1511 წელს სელიმი ლაშქრით ყირიმიდან რუმელიისკენ
გაემართა. სელიმმა წარმატებას ვერ მიაღწია და იძულებული გახდა უკან
გაბრუნებულიყო. 1512 წელს ბაიაზიდმა გასცა ბრძანება, რომ სელიმს დაეკავებინა
რუმელიის რომელიმე პროვინციის გამგებლობა. სელიმი ლაშქრით დაიძრა
რუმელიისკენ. სტამბოლში იენიჩრებმა აჯანყება დაიწყეს. 1512 წლის 25 აპრილს სელიმმა
იენიჩრების დახმარებით ბაიაზიდ II ტახტიდან ჩამოაგდო და ხელთ იგდო ძალაუფლება.
მან თავისი შვილი სულეიმანი სტამბოლში გამოიძახა და სახელმწიფო საქმეები ჩააბარა.
თვითონ კი ყირიმის ხანთან ერთად აჰმედის წინააღმდეგ საბრძოლველად გაემართა.
აჰმედი ბრძოლაში დაიღუპა, სელიმის ბრძანებით დახოცეს მის სამი ძმა და ათი
ძმისშვილი, ასევე ბაიაზიდი რომელიც დედაქალაქიდან პროვინციაში მიდიოდა, გზაში
მოწამლეს. ყოველივე ამის გამო სელიმ I-ს მრისხანე (იავუზი) უწოდეს.

4. სულეიმან კანუნის მეორე ლაშქრობა ირანის წინააღმდეგ

როდესაც 1547 წელს სულთანმა ავსტრია-უნგრეთთან ზავი დადო, დაიწყო ირანის

წინააღმდეგ ლაშქრობისთვის სამზადისი. სულეიმანმა იცოდა, რომ ირანის წინააღმდეგ
ომის განახლების შემთხვევაში მისი მოკავშირე, საფრანგეთი უკმაყოფილებას
გამოთქვამდა, ამიტომ მანდ აიფარა საფრანგეთის ელჩი და უთხრა, რომ 1547 წლის ზავი
ასევე გულისხმობს მშვიდობიანობას იმპერატორსა და საფრანგეთს შორის და თუ ზავს
დაარღვევდა კარლოს მეხუთე, მაშინ სულეიმანიც გადასინჯავდა თავის
დამოკიდებულებას ჰაბსბურგების მიმართ. საფრანგეთი კი არ იყო დაინტერესებული
ირან-ოსმალეთის ომით, რადგან ამით კარლოს მეხუთე ისარგებლებდა და მის
წინააღმდეგ გამოვიდოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საფრანეთი ცდილობდა ომი
მალე დამტავრებულიყო ირანთან, ამიტომ ამ ომში სულთნის მრჩეველად ინიშნება
საფრანგეთის ელჩი. 1548 წელს ოსმალეთი ირანის წინააღმდეგ სალაშქროდ გაემგზავრა.
სულთნის ლაშქარი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. წყაროებიდან ვიგებთ, რომ
ოსმალეთის ქვეითი ლაშქარი 300 ათასს შეადგენდა და ჰქონდათ 300 ზარბაზანი. ეს
ციფრები გადაჭარბებულია, თუმცა ოსმალები ამ დროს ძალიან ძლიერ ძალას
წარმოადგენდნენ. შაჰ თამაზი, ისე როგორც წინა ლაშქრობებში, უკან დახევისას
ყველაფერს ანადგურებდა. ეს იყო მისი სტრატეგია ოსმალთა მრავალრიცხოვანი არმიის
წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ ამ პოლიტიკის გამო ოსმალთა მდგომარეობა
დღითიდღე უარესდებოდა. ოსმალები ქალაქებშ, სადაც შედიოდნენ არაფერი
ხვდებოდათ, ჰქონდათ სურსათ-სანოვაგის დეფიციტი, ამასთან ჯარისკაცებს შორის
გავრცელდა ავადმყოფობები. აგვისტოში ოსმალებმა საკმაოდ კარგად დაცული და
გამაგრებული ქალაქი, ვანი აიღეს. როდესაც დაზამთრდა ოსმალები დროებით
შეჩერდნენ, თუმცა გაზაფხულიდან ომი განაახლეს და ისევ შეუტიეს ირანს. ისინი
სამცხე-საათაბაგოსაც უტევდნენ, თუმცა წინააღმდეგობა მეტად ძლიერი იყო.
მიუხედავად ამისა, ოსმალები უფრო კარგად იყვნენ აღჭურვილნი და რიცხობრივადაც
სჯობდნენ ქართველებს. მათ დაიკავეს უამრავი ციხე-სიმაგრე, გადაწვეს და გააპარტახეს
ტერიტორიები. იგი გამოცხადდა იმგერიის საბეგლარბეგოდ და დაიყო 4 სანჯაყად.
საბოლოო ჯამში, ოსმალეთმა ირანის წინააღმდეგ ლაშქრობა თავის სასარგებლოდ
დაასრულა.

ბილეთი #3

1. მეჰმედ I

მეჰმედმა როგორც ტახტის მემკვიდრემ დაიწყო ბრძოლა ტახტისთვის. ამ

ინტერესებიდან გამომდინარე მეჰმედმა გავშირი სერბიის მტავართან დაამყარა, და
ამასტანავე ძმის მუსას სამსახულში მყოფი დიდმოცელეები თავის მხარეზე გადაიყვანა,
ამასთანავე მას , მხარს უჭერდა თესალიის გამგებელი. მუსასა და მეჰმედს შორის ბრძოლა
1413 წელს მარიცას ველზე მუსას დამარცხებით დასრულდა, რომელიც მოგვიანებით
სიკვდილით დასაჯეს. მეჰმედი ცნობილი მეჰმედ ჩელები I ის სახელით იყო ცნობილი.
მეჰმედმა დაიმორჩილა ოსმალეთის სამფლობელოები რუმელიასა და მცირე აზიაში. მას
სურდა ბიზანტიასთან მშვიდობიაი ურთიერთობა. რაც შეეხება 1415 წელს ვენეციასთან
წამოწყებულ საზღვაო ომს, ოსმალთა ფლოტის სისუსტემ განაპირობა მათი მარცხი და
ვენეციასთან დაზავდა , ასევე დაზავდა ყარამანიის ბეგტან რომლის დამორჩილებაც ვერ
შეძლო. 1416 წელს როდესაც ოსმალთა იმპერია და მეჰმედ I არც ისე სახარბიელო
მდგომარეობაში იმყოფებოდა, ახალმა პრობლემამ იჩინა თავი ეს იყო გლეხთა
აჯანყებები, რომელთაც სათავეში ბედრედინ სიმავი უდგათ, რომელიც მეჰმედის დროს
დასავლეთ ანატოლიაში გადაასახლეს. ის ქადაგებდა მაჰდის შესახებ, რომელიც
დედამიწაზე მოსვლით უსამართლობას მოსპობდა. მათ სამი აჯანყება მოაწყვეს და სამივე
წარმატებიტ იქნა ჩახშობილი. მიუხედავად ამ პერიოდისა რაც ოსმალეთმა გამოიარა,
დიდ დახმარებას უწევდა თიმარული სისტემა , რის საფუძველზეც ოსმალეთის იმპერია
წელში გაიმართა და შეუდგა საქმიანობას, მაგრამ 1421 წლის მაისში მოულოდნელად
გარდაიცვალა მეჰმედ I.
2. 1569 წლის ასტრახანის ლაშქრობა

სელიმ II-ის მმართველობის პერიოდში, ოსმალეთმა ექსპანსია გააძლიერა

აღმოსავლეთის მიმართულებით, კერძოდ მიზნად დაისახა ასტრახანის დაპყრობა. ამ
დროს რუსეთი თანდათან სამხრეთისკენ მოიწევდა, 1522 წელს დაიპყრო ყაზანის
სახანო, ხოლო 1556 წელს დაიკავა ასტრახანის სახანო. ასტრახანის დაპყრობით
ოსმალეთს სურდა რუსეთი შეეჩერებინა შავი ზღვის მიმართულებით აღედგინა
ასტრახანის და ყაზანის სახანოები. ასევე ამით ოსმალეთი ირანს დაარტყმას
მიაყენებდა ჩრდილოეთიდან, კასპიის ზღვის მხრიდან. ამ გეგმის განხორციელების
შემთხვევაში ოსმალეთი გახდებოდა მთელი კავკასიის ბატონ-პატრონი. ასტრახანს
ასევე ჰქონდა ეკონომიკური მნიშვნელობაც. ის იყო სავაჭრო-სატრანზიტო გზების
კვანძი. 1568 წელს სელიმ II-მ ყირიმის ხანს უბრძანა მომზადებულიყო 1569 წლის
გაზაფხულზე ასტრახანზე გასალაშქრებლად. 1569 წელს ოსმალეთის ლაშქარი
დაიძრა ასტრახანისკენ. ასტრახანისკენ მიმავალ ოსმალთა ლაშქარს თავს ესხმოდნენ
რუსი მეომრები. ოსმალეთის სარდლობა ვარაუდობდა რომ ადგილობრივი
მოსახლეობა ლაშქრობისას დახმარებას აღმოუჩენდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
ოსმალებმა სექტემბრის შუა რიცხვებში ასტრახანში მიაღწიეს და მისი მოშორებით 12
კილომეტრში ციხე ააგეს. ქალაქი საკმაოდ კარგად იყო გამაგრებული; საალყო
ზარბაზნების გარეშე შეუძლებელი იყო თავდასხმა. კასიმ ბეიმ გადაწყვიტა იქ
გამოეზამთრებინა, ხოლო ყირიმის ხანს სურდა უკან გაბრუნებულიყო. როგორც კი
გამოვლინდა კასიმის განზრახვა, არმიაში მღელვარება დაიწყო, ისინი მწვავედ
განიცდიდნენ წარუმატებლობას. ჯარისკაცებში დაავადებები გავრცელდა, ასევე
გამწვავდა ურთიერთობა კასიმსა და ყირიმის ხანს შორის. 26 სექტემბერს კასიმ ბეიმ
გასცა ბრძანება დაენგრიათ მათ მიერ აშენებული ციხე და ყირიმის ხანთან ერთად
უკან გაბრუნებულიყვნენ. ამ დროს ასევე მოვიდა სელიმ II-ის ბრძანება სადაც ეწერა,
რომ მათ უნდა გამოეზამთრებინათ და გაზახულზე გამოგზავნიდა დამხმარე არმიას,
მაგრამ მისი ეს ბრძანება არ შეასრულეს. ასტრახანში განცდილი მარცხის გამო
სელიმმა გასცა ბრძანება სიკვდილით დაესაჯათ კასიმ ბეი და ყირიმის ხანი, თუმცა
მათ ქრთამის საშუალებით თავი გადაირჩინეს. მართალია ოსმალეთი საკმაოდ
ძლიერი იმპერიაა, მაგრამ უკვე გაჩნდა პირველი ბზარი.

3. 1612 წლის სტამბოლის ზავი

1603 წელს ირანმა საფუძვლიანი მომზადების შემდეგ დაარღვია 1590 წლის ზავი და
ოსმალეთის წინააღმდეგ დაიწყო ომი. 1603 წლის 21 ოქტომბერს ირანის ჯარებმა აიღეს ქ.
თავრიზი, ოსმალებმა უბრძოლველად აიღეს ნახიჭევანი, ირანელებმა ალყა შემოარტყეს
ერევანს და 9 თვიანი ალყის შემდეგ ქალაქი აიღეს. ამის შემდეგ ირანის ჯარი ყარსისკენ
გაემართა და ისიც აიღო. ამ დამარცხების შემდეგ ოსმალეთის ხელისუფლებამ
გადაწყვიტა გარკვეული ზომები მიეღო. 1605 წელს ოსმალეთის ლაშქარი სინან ფაშა
ჯიღალოღლუს სარდლობით ირანისკენ გაემართა. 1612 წლის 20 ნოემბერს სტამბულში
ირანსა და ოსმალეთს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება. სტამბოლის ზავით
ძირითადად აღდგა 1555 წლის ამასიის ზავის პირობები, ე.ი. აღმოსავლეთ საქართველო
და აღმოსავლეთ მესხეთი ირანს დარჩა, ხოლო დასავლეთ საქართველო და სამცხე-
საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი - ოსმალეთს. ხელშეკრულების მიხედვით შამხალისა და
დაღესტნის სხვა გამგებლები, რომლებიც ოსმალეთის მიმართ ერთგულებას იჩენდნენ,
ირანის მხრიდან არ უნდა ყოფილიყვნენ შევიწროებულები და დაზარალებულები. იმ
შემთხვევაში თუ სულთნის ბრძანებით რუსების მიერ აგებული ციხე მოთხრილი
იქნებოდა, ირანელებს ამისთვის წინააღმდეგობა არ უნდა გაეწიათ. 1612 წლის საზავო
ხელშეკრულების მიხედვით, ოსმალეთის პოზიცია უფრო ხელსაყრელი იყო 1555 წლის
ამასიის ხელშეკრულებასთან შედარებით.

4. პრუტის და ადრიანოპოლის საზავო მოლაპარაკებები

1710 წლის შემოდგომაზე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები გაერთიანდნენ მოსკოვის

სამხრეთით ექსპანსიის წინააღმდეგ. მათ შეუერთდნენ დონის კაზაკებიც და
პოლონელები ანჯე პოტოცკის მეთაურობით. 20 დეკემბერს ოსმალეთმა ომი
გამოუცხადა მოსკოვს. 1711 წ. მაისში რუსეთის არმია პეტრე პირველის მეთაურობით,
მარჯვენა სანაპიროს უკრაინის გავლიდ მოლდოვასაკენ დაიძრა. 8 ივლისს სოფელ
სტანილეშტის მახლობლად პრუტის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა გენერალური
ბრძოლა, ხოლო მეორე დღეს რუსეთის არმია მთლიანად ალყაში იყო მომწყვდეული
და კაპიტულირება მოახდინა. რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო ზავი.
ხელშეკრულება დადებულ იქნა 25 წლის ვადით; რუსეთი უთმობდა ოსმალეთს
აზოვს; რუსეთს საერთოდ ეკრძალებოდა თავისი ელჩის ყოლა სტამბოლში;
სიმაგრეების ტაგანროგის და სამხრეთის სხვა სიმაგრეების განადგურება; არ უნდა
ჩარეულიყო პოლონეთის შინაურ პოლიტიკაში; კარლ XII-ს ეძლეოდა შესაძლებლობა
თავისუფლად გადასულიყო შვედეთში რუსეთის გავლით. ხელშეკრულებამ ვერ
შეწყვიტა რუსეთ-ოსმალეთის ომი — ნელა მიმდინარე საომარი მოქმედებები
გრძელდებოდა კიდევ 2 წელი. პრუტის ხელშეკრულების ძირითადი დებულებები
დამტკიცებული იქნა 1713 წელს დადებული ადრიანოპოლის სამშვიდობო
ხელშეკრულებით. ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულებამ დაასრულა
რუსეთ-თურქეთის 1710-1713 წლების ომი. ხელმოწერილია 13 (24) ივნისი
ადრიანოპოლში, 25 წლის ვადით. ადრიანოპოლის ხელშეკრულების ძირითად
დებულებებში მეორდებოდა 1711 წლის პრუტის სამშვიდობო ხელშეკრულების
დებულებები. ამ ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი იღებდა ვალდებულებას 60
დღის განმავლობაში გამოეყვანა ჯარის ნაწილები რეჩ პოსპოლიტის ტერიტორიიდან
რომლებიც უმთავრესად უკრაინის დნეპრის მარჯვენა მხარეს იმყოფებოდნენ.
რუსეთ-ოსმალეთის საზღვარი გადატანილ იქნა მარცხენა სანაპირო გეტმანშინის
საზღვრებთან — მდინარეების სამარის და ორელის შორის, შემდეგ სამხრეთ
აღმოსავლეთით სივერის დონეცამდე. რუსეთი კარგავდა ზაპოროჟიის აღმოსავლეთ
ნაწილს და მთლიანად იყო იზოლირებული აზოვის ზღვისაგან. ასევე გადაიხედა
საზღვრები მარჯვენა სანაპირო (დნეპრიდან) უკრაინის მიწებზე, კიევიდან
დაწყებული. 1714 წელს ადრიანოპოლის ხელშეკრულებას დამატებული იქნა 2
სტატია, რითაც ოსმალეთის სულთანი ნებას რთავდა რეჩი პოსპოლიტის ჯარებს
დაეკავებინათ დნეპრის მარჯვენა სანაპირო უკრაინის ტერიტორია. საიდანაც უკვე
გაყვანილი იყო მოსახლეობა ლიკვიდირებული მარჯვენა სანაპირო კაზაკების
პოლკების "სლუჩიდან დნეპრის" საზღვრამდე. შესაბამისად ამ შეთანხმებამდე
რუსეთის იმპერია ეთანხმებოდა 1711 და 1712 წლების ხელშეკრულებებს, მათ შორის
აღიარებდა ოსმალეთის იურისდიქციას ზაპოროჟიის კაზაკებზე. ადრიანოპოლის
სამშვიდობო ხელშეკრულება წარმოადგენდა დიდ დიპლომატიურ წარმატებას
რუსეთისათვის, მიუხედავად მისი ტერიტორიული დანაკარგებისა, რითაც
უზრუნველყოფდა მოქმედების თავისუფლებას ბალტიის ზღვის სანაპიროებისათვის
ბრძოლაში. ადრიანოპოლის ხელშეკრულება მოქმედებდა კონსტანტინოპოლის 1720
წლის "სამუდამო ზავის" (სამუდამო მშვიდობის) ხელშეკრულების დადებამდე.

ბილეთი #4

1. ოსმალეთის იმპერიის ჩამოყალიბება

მონღოლთა ბატონობის შედეგად სელჩუკები საკმაოდ დასუსტდნენ და საბოლოოდ

სელჩუკთა დიდი სახელმწიფო განადგურდა და დაიშალა. მცირე აზიის ტერიოტორიაზე
დიდი რაოდენობით თურქული ტომები დასახლდნენ. მცირე აზიაში დაარსდა
თურქული სახელმწიფო, რომელიც შუა საუკუნეების ერთ-ერთ მძლავრ იმპერიად იქცა.
სელჩუკთა სახელმწიფო პატარ-პატარა ბეილიქებად დაიშალა, ერთ-ერთი ასეთი იყო
ოსმანის ბეილიქი. 1281 წელს ოსმანი გახდა ტომი ბელადი, ახალმა სახელმწიფომ და
დინასტიამ მიიღო ოსმანის სახელწოდება. ამ დროისთვის ბიზანტია დასუსტებული იყო.
ოსმანმა დიდი ყურადღება მიაპყრო ბიზანტიას. მცირე დროში მან დაიპყრო ბიზანტიის
ბევრი ქალაქი. 1299 წელს ოსმანმა სელჩუკთა სულთნისგან დამოუკიდებლობა მიიღო,
ალა ედ-დინ ქეიყობად III კონიიდან გაიქცა, აჯანყების გამო. სასულთნო მეთაურის
გარეშე დარჩა. ეს წელი ითვლება ოსმალეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების
თარიღად. 1301 წელს ოსმანმა დაიპყრო იენიშეჰირი და თავისი რეზიდენცია იქ
გადაიტანა. 1302 წელს ოსმანმა დაამარცხა ბიზანტიის გამგებელი, ბიზანტიაში კვლავ
დაიწყო შიდა დაპირისპირება, რამაც ოსმალებს სამხედრო წარმატება მოუტანა. 1326
წელს ოსმალებმა აიღეს ქალაქი ბურსა. ოსმანის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი
შვილი ორხანი, რომელმაც დედაქალაქი გადაიტანა ბურსაში. 1327 წელს ორხანის
ბრძანებით მოიჭრა პირველი ფული ახჩა. 1330 წელს დაიპყრეს იზნიქი, 1337 წელს
იზმითი. 1338 წელს ისინი დაიძრნენ ბიზანტიის ევროპულ ნაწილში, დარდანელის
რეგიონში. ასევე მიადგნენ კონსტანტინოპოლსაც მაგრამ დამარცხდნენ. ორხანმა თავის
სახელმწიფოს შემოუერთა სარუხანის და გერმიანის ბეილიქის ქალაქები - ესქიშეჰირი და
ანკარა. 1345 წელ მან შემოიერთა კარასის ბეილიქი. ოსმალებს თანდათან
უერთდებოდნენ მეზობელი ბეილიქები და ოსმალთა სახელმწიფო კიდევ უფრო
ძლიერდებოდა. ოსმალებს უერთდებოდნენ მრავალრიცხოვანი მეომრები და დერვიშების
რელიგიური ორდენების წევრები, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა საღვთო ომისთვის
მებრძოლთა რიგებს. ოსმალეთის ტერიტორიულ ზრდასთან ერთად მიმდინარეობდა
სახელმწიფოს მართველობის ჩამოყალიბების პროცესი. თავდაპირველად სახელმწიფო
ორგანიზაცია სრულიად პრიმიტიული იყო. მურადამდე მმართველები სულთნის
ტიტულს არ ატარებდნენ. მათ უწოდებდნენ ბეგებს ან ემირებს. მურად I-ის დროს
გამოვიდა პირველად საერო კანონები. მან მიიღო სულთნის ტიტული. მურადის დროს
ოსმალეთში პირველად ჩამოყალიბდა საფინანსო უწყება. ასევე შიქმნა სულთნისა და
სახელმწიფოს ხაზინა. მურად I-ის მიერ ბალკანეთში წარმოებული დაპყრობითი ომებისა
და მეჰმედ II-ის მიერ კონსტანტინოპოლის აღების შედეგად ოსმალეთის სასულთნო
იმპერიად ჩამოყალიბდა. კონსტანტინოპოლის ფლობითა და ხმელთაშუა ზღვისპირა
ტერიტორიების კონტროლით, ოსმალეთის იმპერია ექვსი საუკუნის განმავლობაში იყო
დასავლური და აღმოსავლური სამყაროების ურთიერთობის ცენტრში.

2. ამასიის ზავი

1553 წლის 28 აგვისტოს სულეიმან I-მა სტამბოლი დატოვა და ირანში სალაშქროდ

გაემართა. 28 სექტემბერს ის გაემართა ქ. ამასიისკენ. სულეიმანსა და ირანის შაჰის ელჩს
შორის მიღწეულ იქნა ზეპირი შეთანხმება, რომ ოსმალეთი შეწყვეტდა ომს ირანის
წინააღმდეგ, ხოლო შაჰი სულთანთან გაგზავნიდა თავის წარმომადგენელს და მათ
შორის დაიდებოდა საზავო ხელშეკრულება. 1555 წლის მარტში ამასიაში ჩავიდა ირანის
შაჰის ელჩი ფერუჰ-ზადე ბეგი, რომელსაც შაჰისგან დავალებული ჰქონდა ოსმალეთთან
საზავო ხელშეკრულების დადება. 1555 წლის 29 მაისს ირანსა და ოსმალეთს შორის
დაიდო ზავი. ამასიის ზავით დამთავრდა ირან-ოსმალეთის პირველი ომი, რომელიც
თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამასიის საზავო
ხელშეკრულებით ოსმალეთმა და ირანმა ახლო აღმოსავლეთისა და ამიერკავკასიის
ქვეყნები გაინაწილეს. საქართველო და სომხეთი ორად გაიყო, საქართველოსა და
სომხეთის დასავლეთი ნაწილი ერგო ოსმალეთს, ხოლო აღმოსავლეთი ირანს.
აზერბაიჯანი დარჩა ირანს, ხოლო არაბეთის ერაყი, ქ. ბაღდადით - ოსმალეთს. ოსმალეთ-
ირანის ომმა სულეიმანის ყურადღება ჩამოაშორა ევროპას, ამასიის ზავის დადების
შემდეგ კვლავ გაძლიერდა ევროპაში ოსმალთა საფრთხე.

3. ლალა-მუსტაფა ფაშას ლაშქრობა

1555 წლის ამასიის ზავის დადების მიუხედავად, ოსმალეთსა და ირანს შორის

წინააღმდეგობა მაინც არ შენელებულა. მართალია, ოსმალეთმა ბრძოლაში გარკვეულ
წარმატებებს მიაღწია მაგრამ ის ზავის პირობებით არ იყო კმაყოფილი და ხელსაყრელ
დროს უცდიდა ირანთან ახალი ომის დასაწყებად. ოსმალეთს განსაკუთრებით
აინტერესებდა ამიერკავკასიის დაპყრობა. ამიერკავკასიის დაპყრობით ოსმალეთს
საშუალება ეძლეოდა საკუთრივ ირანის წინააღმდეგ შეტევას დაიწყებდა ჩრდილო-
დასავლეთიდან. ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამიერკავკასიაშსი გამავალ სავაჭრო
გზების ხელში ჩაგდებას. ამიერკავკასიის დაპყრობით და ჩრდილოეთ კავკასიაში
გაბატონებით ოსმალეთი უპირისპირდებოდა რუსეთს, რომელიც ამ დროს სამხრეთისკენ
მოიწევდა. ირანის შაჰი კი დაინტერესებული იყო ოსმალეთთან ამასიის ზავის პირობების
შენარჩუნებით. 1576 წელს სტამბოლში ჩავიდა ირანის ელჩი თოქმაქ ხანი და სულთანს
ძვირფასი საჩუქრები მიართვა, რომლის მიზანიც იყო მურად III-ისთვის სულთნობის
მილოცვა და ამასიის ზავის პირობების განახლება. ელჩს ცივად შეხვდნენ ამიტომ ის
სამშობლოში დაბრუნდა. 1576 წელს გარდაიცვალა შაჰ თამაზ I. მისი გარდაცვალების
შემდეგ ირანში შინაფეოდალური ბრძოლა დაიწყო. სულთანმა გადაწყვიტა ამ
მდგომარეობით ესარგებლა და 1577 წლის ბოლოსთვის სულთანმა დაიწყო ომისთვის
მზადება. 1578 წლის 2 იანვარს ოსმალთა ლაშქრის მეთაურად დაინიშნა მთავარსარდალი
ლალა მუსტაფა ფაშა. 5 აპრილს ფაშამ სტამბოლი დატოვა და მრავალრიცხოვანი
ლაშქრით ირანისკენ გაემართა საომრად. მას დავალებული ჰქონდა ამიერკავკასიის
ქვეყნების დაპყრობა და მათი ოსმალეთისთვის დამორჩილება. ლალა მუსტაფა ფაშა
ლაშქრით უსქუდარში გაემართა და იქიდან გეზი აღმოსავლეთისკენ აიღო. 3 ივლისს
ლალა მუსტაფა ფაშა არზრუმში ჩავიდა და იქ 20 დღე გაჩერდა. არზრუმიდან
გამგზავრებამდე ლალა მუსტაფა ფაშამ მოიწვია საბჭო სადაც მიიღეს გადაწყვეტილება,
რომ დაეკავებინათ ჯერ საქართველო შემდეგ კი შირვანი და დაღესტანი. 23 ივლისს ფაშა
აღმოსავლეთისკენ დაიძრა. სამეფო-სამთავროებად დაშლილმა საქართველომ ვერ გაუწია
წინააღმდეგობა დამპყრობელს. ფაშამ საქართველოს ამგვარი მდგომარეობა სათავისოდ
გამოიყენა და შეძლო მათი დამარცება. 5 აგვისტოს ფაშა არტაანში ჩავიდა, არტაანის
აღმოსავლეთიდან იწყებოდა საქართველოს (სამცხე-საათაბაგოს) საზღვარი. ამ დროს
სამცხე-საათაბაგოში მიმდინარეობდა შიდაფეოდალური ბრძოლა, ამიტომ ისინი მტერს
სათანადოდ ვერ შეებრძოლენ. 1578 წლის 9 აგვისტოს ჩილდირის ველზე გაიმართა
ბრძოლა ოსმალეთსა და ირანს შორის. წყაროებიდან ირკვევა, რომ ირანელების მხარეს
ასევე იბრძოდნენ ქართველებიც. ჩილდირის ბრძოლა ოსმალთა გამარჯვებით
დასრულდა. გამარჯვების შემდეგ ოსმალეთს გზა გაეხსნა ქართლისკენ, ლალა მუსტაფა
ფაშას ლაშქარი თბილისისკენ გაემართა. ამ დროს ქართლის გამგებლად
გამაჰმადიანებული დაუდ ხანი იჯდა, რომელსაც ფაშამ მორჩილება სთხოვა. დაუდ ხანმა
საპასუხო წერილი არ გააგზავნა და ამით ცდილობდა მუსტაფა ფაშასთვის
წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მის წინააღმდეგობას აზრი არ
ექნებოდა. ქალაქი მოსახლეობა ქალაქიდან გაიხიზნა, დაუდ ხანმა თბილისი გადაწვა და
თვითონ ლორესკენ გაემართა. 24 აგვისტოს ოსმალეთის ლაშქარმა თბილისი დაიკავა.
ქართლის დაპყრობას თბილისის საბეგლარბეგოს დაარსება მოჰყვა, რომლის
გამგებლადაც ფაშამ მეჰმედ ბეგი დანიშნა. ოსმალებმა ორი ეკლესია მეჩეთად
გადააკეთეს. 29 აგვისტოს ლალა მუსტაფა ფაშამ თბილისი დატოვა და შირვანისკენ
გაემართა. 1 სექტემბერს სართიჭალასთან ალექსანდრე კახეთის მეფე შეეგება ოსმალო
სარდალს. შედგა მოლაპარაკებები, რომელიც კახეთისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა. ამის
შემდეგ ოსმალთა ლაშქარი აღმოსავეთ ამიერკავკასიისკენ გაემართა. 12 სექტემბერს
ოსმალებმა არეში აიღეს. ფაშამ აქედან ლაშქარი რამდენიმე მიმართულებით გაგზავნა,
რომლებმაც მთელი რიგი ქალაქები აიღეს. შირვან-აზერბაიჯანის დაპყრობის შემდეგ
ოსმალებმა აქაც თავიანთი წესები შემოიღეს. ქვეყანა აღწერეს და აქ საბეგლარბეგო
დააარსეს. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ყველაფერს მტრულად შეხვდა და მათ
წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. ოსმალთა ლაშქრის მდგომარეობა აღმოსავლეთი
ამიერკავკასიაში თანდათან გართულდა. 8 ოქტომბერს ლალა მუსტაფა ფაშა იძულებული
გახდა შირვანიდან უკან გაბრუნებულიყო. კახეთზე გავლით თბილისში ჩავიდა. ქალაქში
საშინელი შიმშილი იყო ამას ასევე დაემატა ეპიდემია. ლალა მუსტაფა ფაშა ორი დღის
შემდეგ თბილისად წავიდა და ახლომახლო სოფლები დაარბია. მუხრანზე გავლით
გორში ჩავიდა და გორის ციხეში გამაგრდა. ქართლის საქმეების მოგვარების შემდეგ
ფაშამ ლაშქრის ნაწილი იმერეთში გაგზავნა, ლიხის მთაზე მათ იმერეთის ლაშქარი
დახვდათ, რომელთაც მტერი უკუაგდეს. გორიდან ის სამცხისკენ გაემართა და ალთუნ
ყალაში ჩავიდა. 1578 წლის 21 ნოემბერს ოსმალთა ლაშქარი არზრუმში ჩავიდა
გამოსაზამთრებლად. ამით დამთავრდა ოსმალთა 1578 წლის სამხედრო ოპერაციები
ამიერკავკასიაში. ირან-ოსმალეთის ომის დაწყებისთანავე, ოსმალეთი შავი ზღვის
ნავსადგურებს ტრაპიზონსა და ბათუმს იყენებდა, რომ ლაშქარი აღეჭურვა სამხედრო და
სურსათ-სანოვაგით. ქართლისა და შირვანის დაპყრობის შემდეგ ამ ქვეყნებში არსებული
ოსმალთა ჯარების მომარაგება გაძნელდა, ეს აიხსნება იმით, რომ დაპყრობილი
მოსახლეობა საბოტაჟს უწყობდა მტერს, თავს ესხმოდა და დიდ ზარალს აყენებდა
ოსმალთა რაზმებს. ასეთ პირობებში ოსმალეთმა რა თქმა უნდა მიიღო გარკვეული
ზომები. სულთანმა გადაწყვიტა დაეპყრო საქართველოს შავი ზღვის სანაპირო და
დასავლეთ საქართველო.1579 წელს ლალა მუსტაფა ფაშას ბრძანებით, ადმირალი კილიჩ
ალი ფაშა შავი ზღვიდან მდინარე ფაზისის (რიონის) შესართავში შევიდა და ქ. ფოთში
ციხე ააგო. ფოთის დაპყრობის შემდეგ ოსმალებმა ქუთაისში გადაინაცვლეს, მაგრამ
წარმატებას ვერ მიაღწიეს. ოსმალეთი არ ჯერდებოდა მესხეთის მოხარკეობას და სურდა
აქ საფაშო დაეარსებინა, 1579 წლის 25 ივნისს სულთანმა დააარსა ჩალდირის (ახალციხის)
საფაშო და მის ფაშად კი დანიშნა გამაჰმადიანებილი მანუჩარი (მუსტაფა).

4. მეჰმედ I

მეჰმედმა როგორც ტახტის მემკვიდრემ დაიწყო ბრძოლა ტახტისთვის. ამ ინტერესებიდან

გამომდინარე მეჰმედმა გავშირი სერბიის მტავართან დაამყარა, და ამასტანავე ძმის მუსას
სამსახულში მყოფი დიდმოცელეები თავის მხარეზე გადაიყვანა, ამასთანავე მას , მხარს
უჭერდა თესალიის გამგებელი. მუსასა და მეჰმედს შორის ბრძოლა 1413 წელს მარიცას
ველზე მუსას დამარცხებით დასრულდა, რომელიც მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს.
მეჰმედი ცნობილი მეჰმედ ჩელები I ის სახელით იყო ცნობილი. მეჰმედმა დაიმორჩილა
ოსმალეთის სამფლობელოები რუმელიასა და მცირე აზიაში. მას სურდა ბიზანტიასთან
მშვიდობიაი ურთიერთობა. რაც შეეხება 1415 წელს ვენეციასთან წამოწყებულ საზღვაო
ომს, ოსმალთა ფლოტის სისუსტემ განაპირობა მათი მარცხი და ვენეციასთან დაზავდა ,
ასევე დაზავდა ყარამანიის ბეგტან რომლის დამორჩილებაც ვერ შეძლო. 1416 წელს
როდესაც ოსმალთა იმპერია და მეჰმედ I არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში
იმყოფებოდა, ახალმა პრობლემამ იჩინა თავი ეს იყო გლეხთა აჯანყებები, რომელთაც
სათავეში ბედრედინ სიმავი უდგათ, რომელიც მეჰმედის დროს დასავლეთ ანატოლიაში
გადაასახლეს. ის ქადაგებდა მაჰდის შესახებ, რომელიც დედამიწაზე მოსვლით
უსამართლობას მოსპობდა. მათ სამი აჯანყება მოაწყვეს და სამივე წარმატებიტ იქნა
ჩახშობილი. მიუხედავად ამ პერიოდისა რაც ოსმალეთმა გამოიარა, დიდ დახმარებას
უწევდა თიმარული სისტემა, რის საფუძველზეც ოსმალეთის იმპერია წელში გაიმართა
და შეუდგა საქმიანობას, მაგრამ 1421 წლის მაისში მოულოდნელად გარდაიცვალა მეჰმედ
I.

ბილეთი #5

1. თემურ ლენგის შემოსევები

თემურლენგი და ბაიაზიდ I იყვნენ ორი დიდი დამპყრობელი, რომელთაც არ

აკმაყოფილებდათ დაკავებული ტერიტორიოები და უფრო მეტი უნდოდათ. როდესაც
ევროპელმა მონარქებმა გაიგეს, რომ თემურლენგი აპირებდა ოსმალეთზე გალაშქრეს
ერთგვარი შვება იგრძნეს. თემურლენგი აზიის ერთ-ერთი ძლიერი დამპყრობელი იყო. ის
გათურქებულ მონღოლურ ტომს მიეკუთვნებოდა. მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი
იყო მონღოლთა იმპერიის აღდგენა. შუა აზიაში გაბატონების შემდეგ შეუდგა მსოფლიო
ბატონობისთვის ბრძოლას. 27 წვეყანა დაიპყრო და დიდი იმპერია შექმნა. თემურ ლენგი
საკმაოდ სასტიკი დამპყრობელი იყო, რომელიც არავის ინდობდა, დაპყრობილ ქალაქებსა
და სოფლებს კი ანადგურებდა. თემურლენგის სისასტიკე ასევე გამოცადა
საქართველომაც. წინა აზიაში გაბატონებისთვის თემურ ლენგს წინ ეღობებოდა
ოსმალეთი. მათი დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო საერთო ინტერესები,
ამ შემთხვევაში კი მათი მიზანი იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებული
სავაჭრო გზების ხელში ჩაგდება. თემურლენგი ემზადებოდა ბაიაზიდთან საომრად. 1399
წლიდან მან ოფიციალურად დაიწყო მზადება ოსმალეთის წინააღმდეგ ომისთვის,
როდესაც ის დაბრუნდა ინდოეთიდან. მისი ინდოეთში ყოფნის დროს, მას
დაუპირსპირდა ბაღდადის ილხანთა გამგებელი, რომელმაც დასახმარებლად
ოსმალეთის სულთანს მიმართა. ასევე მოიქცა დიარბეგის გამგებელიც. შექმნილი
სიტუაციით ბაიაზიდმა ისარგებლა და ერზინჯანს თავს დაესხა. თემურ ლენგმა
წინააღმდეგობის გასაწევად საქართველო გამოიყენა. 1400 წელს ის საქართველოში
მეექვსედ შემოიჭრა, ააოხრა ქართლი საიდანაც მესხეთში გადავიდა და კოლას ველზე
დაბანაკდა. კოლას ველიდან კი სივასისკენ გაემართა.8 აგვისტოს ქ. სივასს ალყა
შემოარტყა და საბოლოოდ ქალაქი აიღო. აქედან ის სირიისკენ გაემართა. სივასის აღების
საპასუხოდ ბაიაზიდმა ერზინჯანს შემოარტყა ალყა და ქალაქი აიღო. ოსმალეთის
წინააღმდეგ ბრძოლაში თემურ ლენგი მოკავშირეებად თვლიდა ბიზანტიის და
ტრაპიზონის იმპერატორებს. 1402 წლისთვის თემურლენგმა საგრძნობლად განიმტკიცა
პოზიციები. 1402 წელს თემურლენგმა ყარაბაღში მოიწვია ყურულთაი და გადაწყდა, რომ
ის იწყებდა ბრძოლას ოსმალეთის წინააღმდეგ. აპრილში თემურმა ყარაბაღი დატოვა და
საომრაოდ გაემგზავრა. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა 1402 წლის 28 ივლისს
ანგორასთან, ანკარას ბრძოლა, სადაც ოსმალეთი სასტიკად დამარცხდა. სულთანი და
მისი შვილი ტყვედ ჩავარდნენ. ანკარის ბრძოლის შემდეგ თემურმა დაიპყრო მრავალი
ქალაქი: კონია, ბურსა, იზმირი, ნიკეა და სხვა. 1403 წელს ბაიაზიდი ტყვეობაში
გარდაიცვალა. თემურმა გადაწყვიტა ჩინეთი დაელაშქრა მაგრამ 1405 წელს
გარდაიცვალა.

2. უნგრეთის დაპყრობა

როდესაც 1520 წელს 50 წლის სელიმ პირველი გარდაიცვალა, ტახტზე მისი ვაჟი
სულეიმან პირველი ავიდა და სწორედ ამ დროიდან დაიწყო ოსმალეთის ისტორიაში
ძლიერების ხანა. მას უწოდეს კანონმდებელი, ევროპაში კი - ბრწყინვალე. როდესაც
სულეიმანი გამეფდა, 1521 წელს მან დაიწყო ომი უნგრეთის წინააღმდეგ, რადგან ამ გზით
გზა ეხსნებოდა როგორც ცენტრალური ევროპისაკენ, ისე მდ. დუნაიზე და უდიდეს
სავაჭრო გზაზე. ოსმალებმა პირველ რიგში აიღეს ბელგრადი და დაიწყეს საკუთარი
ზურგის გამაგრებისთვის ზრუნვა. მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო კ.
როდოსი და დოდეკანესი, რადგან აქედან ისინი შეძლებდნენ გემებით მუდმივ
თავდასხმას უნგრეთზე. ამ დროისთვის როდოსი ეკუთვნოდა იონიტ რაინდებს და მათ
კუნძლის დაცვაში დასახმარებლად მიმართეს საფრანგეთის მეფეს, ფრანცისკო პირველს,
თუმცა ფრანცისკომ იონიტთა თხოვნა არ გაითვალისწინა და ასევე უპასუხოდ დატოვა
რომის პაპის მოწოდებაც როდოსის დახმარების შესახებ. როდესაც სულეიმანმა აიღო
ბელგრადი, მან დროებით შეაჩერა საომარი მოქმედებები, თუმცა საბოლოოდ, 1522 წლის
ივლისში ოსმალებმა 100 ათასიანი ლაშქარი გადასხეს როდოსზე, სადაც საკმაოდ ძლიერი
ბრძოლა გაიმართა და როდოსელებმა ძლიერ წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა
ოსმალებმა მაინც შეძლეს კუნძლის აღება. ასევე დაიპყრეს დოდეკანესიც. 1526 წელს ის
უკვე აგვარებს საშინაო საქმეებს და შემდეგ მიემართება უნგრეთის წინააღმდეგ
საბრძოლველად 100 ათასიანი არმიითა და 300 ზარბაზნით. გადამწყვეტი ბრძოლა 1526
წელს მოხდა ქალაქ მოხაჩთან, სადაც უნგრეთის მეფე ლაიოშ მეორე შეებრძოლა
ოსმალებს. ამ ბრძოლაში ოსმალებმა გაიმარჯვეს, გაანადგურეს უნგრეთის არმია და
გადაწვეს მოხახჩი. ამის შემდეგ უკვე დედაქალაქისკენაც გაეხსნათ გზა ოსმალებს. მათ
ორი კვირის შემდეგ უბრძოლველად დაიკავეს ქალაქი ბუდა, სადაც სულეიმანმა მეფედ
დასვა იანოშ ზაპოლია, რომელმაც თავი სულთნის ვასალად გამოაცხადა. როდესაც
სულეიმანმა დატოვა უნგრეთი, ზაპოლიას აუჯანყდნენ ავსტრიის მომხრეები და ამის
გამო იანოშმა დასახმარებლად სულეიმანს მიმართა. ამ დროისთვის ის იბრძოდა მცირე
აზიაში და როდესაც დაასრულა იქ ბრძოლა სამზადისი დაიწყო ავსტრიის წინააღმდეგ
საბრძოლველად.

3. 1612 წლის სტამბოლის ზავი

1603 წელს ირანმა საფუძვლიანი მომზადების შემდეგ დაარღვია 1590 წლის ზავი და
ოსმალეთის წინააღმდეგ დაიწყო ომი. 1603 წლის 21 ოქტომბერს ირანის ჯარებმა აიღეს ქ.
თავრიზი, ოსმალებმა უბრძოლველად აიღეს ნახიჭევანი, ირანელებმა ალყა შემოარტყეს
ერევანს და 9 თვიანი ალყის შემდეგ ქალაქი აიღეს. ამის შემდეგ ირანის ჯარი ყარსისკენ
გაემართა და ისიც აიღო. ამ დამარცხების შემდეგ ოსმალეთის ხელისუფლებამ
გადაწყვიტა გარკვეული ზომები მიეღო. 1605 წელს ოსმალეთის ლაშქარი სინან ფაშა
ჯიღალოღლუს სარდლობით ირანისკენ გაემართა. 1612 წლის 20 ნოემბერს სტამბულში
ირანსა და ოსმალეთს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება. სტამბოლის ზავით
ძირითადად აღდგა 1555 წლის ამასიის ზავის პირობები, ე.ი. აღმოსავლეთ საქართველო
და აღმოსავლეთ მესხეთი ირანს დარჩა, ხოლო დასავლეთ საქართველო და სამცხე-
საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი - ოსმალეთს. ხელშეკრულების მიხედვით შამხალისა და
დაღესტნის სხვა გამგებლები, რომლებიც ოსმალეთის მიმართ ერთგულებას იჩენდნენ,
ირანის მხრიდან არ უნდა ყოფილიყვნენ შევიწროებულები და დაზარალებულები. იმ
შემთხვევაში თუ სულთნის ბრძანებით რუსების მიერ აგებული ციხე მოთხრილი
იქნებოდა, ირანელებს ამისთვის წინააღმდეგობა არ უნდა გაეწიათ. 1612 წლის საზავო
ხელშეკრულების მიხედვით, ოსმალეთის პოზიცია უფრო ხელსაყრელი იყო 1555 წლის
ამასიის ხელშეკრულებასთან შედარებით.

4. მეჰმედ II

1451 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა ოსმალეთის სულთანი მურად მეორე. როდესაც

მისი გარდაცვალების ამბავი მეჰმედმა შეიტყო, მაშინვე გამოემგზავრა მანისადან და
გალიპოლისში ჩავიდა. მან მურადის მცირეწლოვანი ვაჟის, აჰმედის მოკვლა ბრძანა და 18
თებერვალს, 19 წლის ასაკში ოსმალთა სულთანი გახდა. / მეჰმედის ბავშვობა მარტივი
სულაც არ ყოფილა. მისი ძმების დედები დიდგვაროვანი ოჯახებიდან ივყნენ, დედამისი
კი მხევალი იყო, რაც ძმებს უპირატესობას აძლევდა. თუმცა, მომდევნო წლების მანძლზე
მისი ძმები აჰმედი და ალაედინი საეჭვო და გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალნენ.
მოგვიანებით კი, მეჰმედი მამამ ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. ახალი სულთანი
საკმაოდ განათლებული იყო, კარგად ერკვეოდა ფილოსოფიაში, მეცნიერებებში
ისლამურ და ბერძნულ კულტურაში, საუბრობდა სპარსულ, ბერძნულ, ებრაულ და
არაბულ ენებზე და მამის დამსახურებით სახელმწიფოს მართვის ხელოვნებასაც ეზიარა./
მეჰმედი საკმაოდ მტკიცე ხასიათის, გულჩათხრობილი პიროვნება იყო ბავშვობიდანვე,
რომელიც მას ზრდასრულობის პერიოდშიც გაჰყვა და სწორედ ამ მტკიცე ხასიათის
დამსახურებით, მან მიზნად კონსტანტინოპოლის დაპყრობა დაისახა. როდესაც მეჰმედ
მეორე გამეფდა მას ევროპის ქვეყნების ელჩები ესტუმრნენ და ტახტზე ასვლა მიულოცეს.
მეჰმედმა ვენეციის მისია მიიღო და განაახლა წლების წინ დადებული სამშვიდობო
შეთანხმება./ სტუმრად ჩასული უამრავი ელჩებიდან ყველაზე კმაყოფილი ბიზანტია
დარჩა. სულთანმა ყურანზე დაიფიცა, რომ არ შეეხებოდა ბიზანტიის ტერიტორიას და
მეტიც, ის გადაუხდიდა 300 ათას ასპერს ოსმალთა უფლისწულის, ორხანის შესანახად,
რომელიც საპატიო ტყვეობაში იმყოფებოდა ოსმალეთში. ამ ყველაფრის მიზეზი კი
მეჰმედის უდიდესი მისიის ასრულება, კონსტანტინოპოლის დაპყრობა იყო. ამ გზით იგი
ცდილობდა იმპერატორის ნდობა მოეპოვებინა და ყურადღება გადაეტანა სანამ
თავდასხმას დაგეგმავდა. ამასთან, მა მოახერხა მცირე აზიაში აჯანყების ჩახშობა და
ეცადა ზურგი განემტკიცებინა. ამ პერიოდში ყარამანიის გამგებელი აჯანყდა მეჰმედის
წინააღმდეგ და იგივესკენ მოუწოდა გერმანიის, აიდინისა და მენთეშეს მმართველებსაც.
იბრაჰიმი (ყარამანიიის გამგებელი) ირწმუნებოდა, რომ მეჰმედი ახალგაზრდაა და
გამოუცდედლი და მის დამარცხებას მარტივად შეძლებდნენ და მალევე ოსმალეთში
შეიჭრა. ამის საპასუხოდ მეჰმედი ანატოლიაში ჩავიდა და აჯანყებაც ჩაახშო, თუმცა ამას
იენიჩრების აჯანყება დაემატა ხელფასის მომატების თხოვნით. ამ არეულობით
ისარგებლა კინსტანტინე 11-მ და გადაწყვიტა კონფლიქტში ჩარეულიყო. სანამ მეჰმედი
აჯანყებას ჩაახშობდა მან გაუგზავნა საჩივარი, რომ უფლისწულის შესანახავი ხარკი ჯერ
კიდევ არ იყო გადახდილი. მეჰმედი დაჰპირდა ხარკის გადახდას, თუმცა ამან ძალიან
გააღიზიანა სულთანი და უფრო მეტად უბიძგა დასახული მიზნის მალევე
განხორციელებისკენ. მეჰმედ მეორე გარდაიცვალა 1481 წელს და მის შემდეგ ტახტზე
ასასვლელად იწყება ტაქტის მემკვიდრეებს შორის ქიშპობა.

ბილეთი #6

1. სახელმწიფო მართვა-გამეგეობა, დივანი ჰუმაიუნი

ოსმალეთის სახელმწიფოს მართვა-გამგებლობა და მისი სათანადო ინსტიტუტები

ძირითადად ჩამოყალიბდა მეჰმედ II-ის დროს. ოსმალეთის სახელმწიფო იყო
თვითმპყრობელური სამხედრო-აბსოლუტური მონარქიული, რომელსაც მართავდა
სულთანი, რომლის ხელისუფლებაც სრულიად შეუზღუდველი იყო. სულთანი იყო
უმაღლესი საერო და სასულიერო პირი, ისლამური ლაშქრის მთავარსარდალი.
ოსმალეთის სახელმწიფოს ხელისუფლების გამტკიცების საქმეში დიდი მნიშვნელობა
ჰქონდა უავგუსტოესის დივანს ანუ დივანი ჰუმაიუნს. სახელმწიფოს მნიშვნელოვანი
საქმეების გადასაწყვეტად შეიქმნა დივანი ჰუმაიუნი, სახელმწიფო საბჭო. დასაწყისში
დივანი ჰუმაიუნი სულთნის თავმჯდომარეობით იკრიბებოდა, ხოლო მეჰმედ II-ის
სულთნობის შემდეგ თავმჯდომარეობა დიდ ვეზირს გადაეცა. მართალია ამის შემდეგ
სულთანი აღარ ესწრებოდა სხდომებს, მაგრამ შეეძლო, რომ მოესმინა, დარბაზს
სპეციალურად ჰქონდა გაკეთებული პატარა სარკმელი, რომელიც სულთნის ოთახში
გადიოდა, შედეგად სულთანს ყოველთვის შეეძლო მოესმინა თუ რა ხდებოდა სხდომაზე.
როგორც უკვე ვიცით, სხდომებს თავმჯდომარეობდა დიდი ვეზირი. დიდი ვეზირი
საკმაოდ დიდი უფლებებით სარგებლობდა, მისი დედაქალაქიდან წასვლის შემდეგ მის
მოვალეობას დროებით კაიმაკამი ასრულებდა. დიდი ვეზირის ფართო უფლებების
მიუხედავად, სულთანს შეეძლო თავისი სურვილისამებრ შეეძლო მისი გადაყენება და
სიკვდილით დასჯაც კი. დიდი ვეზირის შემდეგ მეორე პირი იყო შეიხულ-ისლამი,
რომელიც იყო სულთნის მრჩეველი და სულთნის მოადგილე სასულიერო დარგში.
შეიხულ-ისლამი არ იყო დივანი ჰუმაიუნის წევრი და არ გააჩნდა სასამართლო
ძალაუფლება. დივანი ჰუმაიუნში დიდი ვეზირის შემდეგ მეორე პირი იყო კაზიასკერი
(უმაღლესი სამხედრო მოსამართლე). ეს თანამდებობა შემოღებულ იქნა მურად I-ის
დროს. კაზიასკერი არჩევდა სასამართლო საქმეებს ჯარში და ადგენდა კანონებს
შარიათის მიხედვით. ის ასევე პასუხისმგებელი იყო სწავლა-განათლებისთვის, ნიშნავდა
და ხსნიდა მოსამართლეებს (ყადი). თავდაპირველად დივანი ჰუმაიუნში ერთი
კაზიასკერი იყო, მეჰმეთ ფათიჰის დროს კი ორი. ისინი უშუალოდ შეიხულ-ისლამს
ექვემდებარებოდნენ. კაზიასკერის შემდეგ იყო ბაშდეფთერდარი, რომელიც
სახელმწიფოს საფინანსო საქმეებს განაგებდა. თავიდან ერთი დეფთერდარი იყო, შემდეგ
კი სამამდე გაიზარდა. დივანი ჰუმაიუნის წევრი იყო იენიჩართა აღა, რომელიც დიდი
გავლენით სარგებლობდა სახელმწიფოში და ითვლებოდა ერთ-ერთ უმაღლეს
თანამდებობის პირად. ასევე დივანი ჰუმაიუნის წევრი იყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის
სარდალი, ქაფუდან ფაშა. დივანი ჰუმაიუნის შემადგენლობაში შედიოდნენ აგრეთვე:
სანდალიესიზ - უსავარძლო ვეზირები, ასეთ ვეზირებს არავითარი გარკვეული
სახელმწიფო თანამდებობა არ ეკავათ. თავდაპირველად ასეთი ვეზირების რაოდენობა
შეადგენდა სამს, მე-16 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი შვიდამდე გაიზარდა და ამ
რაოდენობას აღარასდროს ასცილებია. დივანში ასევე მონაწილეობას იღებდნენ
ჩაუშიბაშები, ისინი სხდომების დროს თვალყურს ადევნებდნენ წესრიგს, იძახებდა
მომჩივანს და სხვა. თავიდან სხდომები ყოველდღე ტარდებოდა მე-16 საუკუნის მეორე
ნახევრიდან კი კვირაში ოთხჯერ: შაბათს, კვირას, სამშაბათს და ოთხშაბათს. სხდომებზე
ხშირად ცხარე კამათი წარმოიქმნებოდა, სხდომის დამთავრების შემდეგ დიდი ვეზირი
სულთანს მოახსენებდა მათი გადაწყვეტილებების შესახებ და თუ სულთანი მათ
მოიწონებდა ისინი დამტკიცდებოდა და ძალაში შევიდოდა. ფაქტობრივად დივანი
ჰუმაიუნი მთავრობის ფუნქციებს ასრულებდა.

2. 1578-1590 წლების ირან-ოსმალეთის ომი

ჯერ კიდევ 1577 წლის მოვლენებით ირანში შიდაფეოდალური აშლილობა იყო აქედან
გამომდინარე ოსმალეთი ფიქრობდა, რომ ეს ხელსაყრელი მომენტი იყო ირანის
წინააღმდეგ ომის დასაწყებად და ამიერკავკასიის ქვეყნების დასაპყრობად და ამასთანავე
სულთანი დარწმუნებული იყო რომ ირანი მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. 1578 წლის
2 იანვარს სულთანმა ლაშქრის მთავარსარდლად ლალა მუსტაფა ფაშა დანიშნა. 1578
წლის 5 აპრილს უკვე ლალამ სტამბოლი დატოვა და საომრად გაემართა, თავისი
დავალება მას კარგად ესმოდა. ოსმალთა ლაშქარი კარგად იყო შეიარაღებული და
სურსათ-სანოვაგეც მიეწოდებოდა. 3 ივლისს ლალა მუსტაფა ფაშა არზრუმში ჩავიდა და
აქ 20 დღე დაჰყო. მან აქედან წერილები გაგზავნა და მოუწოდებდა სხვებს ირანის
წინააღმდეგ ბრძოლაში მაგრამ რეალურად მისი ზრახვები სხვაგვარი იყო , მან ბრძანა
ჯერ საქართველოს და შემდეგ შირვანისა და დაღესტნის დაკავება. საქართველოში
მოპოვებული წარმატების შემდეგ არტაანში გადავიდა. 1578 წლის 9 აგვისტოს
ოსმალეთსა და ირანს შორის გაიმართა ბრძოლა ჩალდირანის ველზე, რაც ოსმალთა
გამარჯვებით დასრულდა. მიუხედავად კოკისპირული წვიმით შექმნილი
წინააღმდეგობისა, ოსმალეთმა თავისი უპირატესობით აჯობა ირანს. თუმცა
მოგვიანებით განვითარებული მოვლენების მიხედვით მათ შორის ბრძოლას ბოლო არ
უჩანდა. იყო თბილისის ალყა და სხვა ისეთი მოვლენები სადაც მუდმივად ირანი და
ოსმალეთი ერთმანეთს უპირისპირდებოდა. ოსმალეთს კი ამიერკავკასიის ქვეყნების
გაძლიერება ახალ წინააღმდეგობებს უქმნიდა და მის წარმატებას აფერხებდა. ამიტომ
დაიწყეს ფიქრი და მოლაპარაკებები საზავო ხელშეკრულებაზე.

3. ოსმალთა საზოგადოებრივი წყობილება

ოსმალთა საზოგადოება დაყოფილი იყო 2 ნაწილად. ასკერებად, რომლებიც

გათავისუფლებულები იყვნენ ყველანაირი გადასახადისაგან და არ მონაწოლეობდნენ
ეკონომიკურ ცხოვრებაშ და გლეხებად, რომლებიც გადასახადებს იხდიდნენ. ასკერები
კიდევ ორ ჯგუფად იყოფოდნენ. მახვილის ხალხი, რომელიც ომებში იღებდა
მონაწილეობას და კალმის ხალხი, რომელის საკანცელარიო საქმიანობას ეწეოდა. ასეთი
დაყოფა კი თიმარულ სისტემასთან იყო დაკავშირებული, რაც გულისხმობდა, რომ
თიმარის მიღება მხოლოდ ფეოდალებს შეეძლოთ. მეჰმედ მეორის დროს სულთნის
დასაყრდენი ფენა ფეოდალთა ფენა იყო. ოსმალებს კანონების მიხედვით ჰქონდათ
გადანაწილებული მიწები. ზოგი სასულთნო მიწა იყო, ზოგი თიმარი, ზოგი კერძო, ზოგი
კი საეკლესიო. ვხვდებოდით ასევე სათემო საკუთრებაში მყოფ მიწებს ე.წ. მკვდარ
მიწებსაც. ყველა ამ მიწაზე იყვნენ გლეხები, რომლებიც ამუშავებდნენ მიწებს და
მისდევდნენ სოფლის მეურნეობას. გლეხის აღმნიშვნელ სიტყვად შემოიღეს „რაიათი“,
რომელიც ითარგმნება, როგორც ჯოგი. 18 საუკუნიდან კი სიტყვის მნიშვნელობა
შეიცვალა და აღნიშნავდა ოსმალეთის სახელმწიფოს არამაჰმადიან გლეხს. გლეხები
უუფლებოები იყვნენ, ჯარში და ომებში არ მიჰყავდათ, არ ჰქონდათ თიმარის მიღების
უფლება. გლეხს ჰქონდა მიწის ნაკვეთი - ჩიფთლიქი, რომელიც სამიწათმოქმედო
მეურნეობას წარმოადგენდა, რომელიც მემკვიდრეობით გადადიოდა, თუმცა
აკრძალული იყო მისი დანაწილება მემკვიდრეებს შორის. აღსანიშნავია, რომ ეს
მემკვიდრეობითი გადაცემის სისტემა ძირითადად მამაკაცებზე და ვაჟებზე იყო
გათვლილი. მეჰმედ მეორის კანონმდებლობის მიხედვით ფეოდალს უფლება ჰქონდა
გლეხი მიწიდან გაედევნა. ასევე, გლეხს მიწა ჩამოერთმეოდა, თუ მიწა სამი წლის
მანძლზე დაუმუშავებელი იქნებოდა. გლეხებს ძირითადად ატარებდნენ დავთარში,
რისი შედეგადაც ხდებოდა მათი მიწების და საქმიანობის აღრიცხვა. საბოლოო ჯამში, ამ
სისტემამ და გლეხთათვის მუდმივი გადასახადების დაწესებამ ოსმალეთი არაერთ
გლეხთა აჯანყებამდე მიიყვანა

4. ყირიმის დამორჩილება

იმისათვის, რომ მეჰმედ II შავ ზღვაზე გაბატონებულიყო საჭირო იყო ყირიმის სახანო
დამორჩილება და იტალიელთა სავაჭრო კოლონიების გაუქმება. 1475 წელს
ოსმალეთის ფლოტი ყირიმის სანაპიროს მიადგა. ოსმალებმა ხელთ იგდეს კაფა,
სუდაკი, ქერჩი და სხვა კოლონიები. ყირიმის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო
ზოლი, კაფას ჩათვლით შეუერთეს ოსმალეთის სახელმწიფოს. ამ ტერიოტორიაზე
დაარსდა კაფის სანჯაყი, რომლის სანჯაყბეგი უშუალოდ დაემორჩილა სულთანს,
ყირიმის ხანმაც ასევე მორჩილება გამოუცხადა სულთანს. ამის შემდეგ ოსმალებმა
ხელთ იგდეს აზოვის ზღვის სანაპირო, ქ. აზოვი და ქ. კოპა. ამ რეგიონში
მნიშვნელოვნად შეიზღუდა გენუელ ვაჭართა საქმიანობა, რეგიონის მთელი ვაჭრობა
ოსმალეთის კონტროლს დაექვემდებარა. ყირიმის ხანი ოსმალეთის სულთნის ვასალი
გახდა. ამიერიდან ყირიმის ხანს ტახტზე ასვლისას სულთანი ამტკიცებდა. ყირიმის
ხანმა შეინარჩუნა თავისი სახელით ფულის მოჭრის უფლება და მოიპოვა
შიდაპოლიტიკური ავტონომია. ასევე მას ჰქონდა უცხოეთის ქვეყნებთან
ურთიერთობის უფლება.ყირიმის ხანის უფლისწულები სტამბოლში ცხოვრობდნენ
და სულთანს ყოველთვის ჰქონდა შესაძლებლობა ურჩი ხანის გადაყენებისა და მის
ნაცვლად თავისი სასურველი ხანის დასმისა. ერთი სიტყვით, ყირიმის სახანო
ნახევრად დამოუკიდებელი ქვეყანა იყო.

ბილეთი #7

1. სულეიმან კანუნი (1534-1566)

1520 წლის 21 სექტემბერს გარდაიცვალა სელიმ I და ამის შემდეგ ტახტზე ადის მისი
შვილი სულეიმან I. ის არის ოსმალეთის იმპერიის მეათე სულთანი. ქვეყანას მართავდა
1520-1566 წლებში. სულეიმანი ითვლება ოსმანების დინასტიის ერთ-ერთ თვალსაჩინო
წარმომადგენლად, რადგან მისი სულთნობის პერიოდში ოსმალეთმა მიაღწია ძლიერების
ზენიტს. იგი ატარებდა აქტიურ დამპყრობლურ პოლიტიკას. მე-16 საუკუნის
დასაწყისისთვის ოსმალეთმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი ბალკანეთის ნ.კ-ზე. სელიმ I-მა
ძირითადი ყურადღება მიაპყრო ირანს, ხოლო ევროპის მიმართ ყურადღება ერთგვარად
შეასუსტა. სულეიმანმა კი განიზრახა განეახლებინა შეტევა ევროპის სახელმწიფოების
წინააღმდეგ და გაეფართოვებინა იმპერიის სამფლობელოები. სულეიმანმა უპირველეს
ყოვლისა დაიწყო ომი უნგრეთთან. უნგრეთის ხელში ჩაგდებით გზა გაეხსნებოდა
ცენტრალური ევროპისკენ, ასევე ის კონტროლს დაამყარებდა მდ. დუნაიზე, რომელიც
ევროპის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. 1521 წელს აიღო ბელგრადი,
მოჰაჩის ბრძოლის შემდეგ შემოიერთა უნგრეთის დიდი ნაწილი. 30-იან წლებში დაიპყრო
ერაყი, კ. როდოსი და ეგეოსის არქიპელაგის სხვა კუნძულები, ტრიპოლიტანია, ალჟირი
და სხვა ტერიტორიები. სულეიმან I კანუნი შეუპოვარ ბრძოლას ეწეოდა ირანთან
კავკასიისათვის. სულეიმან I-ის წარმატებებში მნიშვნელოვანი როლი შეჰქონდა იმპერიის
საზღვაო ფლოტს, რომელიც იმდროისთვის ძალიან დიდი ძალას წარმოადგენდა.
ძლიერმა ფლოტმა იმპერიას მრავალი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა და
მნიშვნელოვნად გაამყარა მისი პოზიციები ხმელთაშუა ზღვასა და ინდოეთის ოკეანეში.
მისი მმართველობის პერიოდში შედგა კანონები (კანუნნამე) ადმინისტრაციული წყობისა
და ფინანსების, ცალკეული პროვინციების მდგომარეობის, სამხედრო-ლენური სისტემის
რეგლამენტაციის, მიწათმფლობელობის ფორმების, მოსახლეობის ბეგარისა და მიწაზე
გლეხების მიმაგრების შესახებ. დიდ ყურადღებას აქცევდა მეჩეთების, სასახლეების,
ციხესიმაგრეების და სხვათა მშენებლობას. სულეიმან I კანუნი გარდაიცვალა უნგრეთში
ლაშქრობის დროს, 1566 წელს. სულეიმან I ოსმალეთის იმპერიას სათავეში თითქმის 46
წლის განმავლობაში ედგა. ამდენი ხნის განმავლობაში ოსმალეთის იმპერია არც ერთ სხვა
სულთანს უმართავს.
2. ყირიმის დამორჩილება

3. სახელმწიფო მართვა-გამგეობა, დივანი ჰუმაიუნი

ოსმალეთის სახელმწიფოს მართვა-გამგებლობა და მისი სათანადო ინსტიტუტები

ძირითადად ჩამოყალიბდა მეჰმედ II-ის დროს. ოსმალეთის სახელმწიფო იყო
თვითმპყრობელური სამხედრო-აბსოლუტური მონარქიული, რომელსაც მართავდა
სულთანი, რომლის ხელისუფლებაც სრულიად შეუზღუდველი იყო. სულთანი იყო
უმაღლესი საერო და სასულიერო პირი, ისლამური ლაშქრის მთავარსარდალი.
ოსმალეთის სახელმწიფოს ხელისუფლების გამტკიცების საქმეში დიდი მნიშვნელობა
ჰქონდა უავგუსტოესის დივანს ანუ დივანი ჰუმაიუნს. სახელმწიფოს მნიშვნელოვანი
საქმეების გადასაწყვეტად შეიქმნა დივანი ჰუმაიუნი, სახელმწიფო საბჭო. დასაწყისში
დივანი ჰუმაიუნი სულთნის თავმჯდომარეობით იკრიბებოდა, ხოლო მეჰმედ II-ის
სულთნობის შემდეგ თავმჯდომარეობა დიდ ვეზირს გადაეცა. მართალია ამის შემდეგ
სულთანი აღარ ესწრებოდა სხდომებს, მაგრამ შეეძლო, რომ მოესმინა, დარბაზს
სპეციალურად ჰქონდა გაკეთებული პატარა სარკმელი, რომელიც სულთნის ოთახში
გადიოდა, შედეგად სულთანს ყოველთვის შეეძლო მოესმინა თუ რა ხდებოდა სხდომაზე.
როგორც უკვე ვიცით, სხდომებს თავმჯდომარეობდა დიდი ვეზირი. დიდი ვეზირი
საკმაოდ დიდი უფლებებით სარგებლობდა, მისი დედაქალაქიდან წასვლის შემდეგ მის
მოვალეობას დროებით კაიმაკამი ასრულებდა. დიდი ვეზირის ფართო უფლებების
მიუხედავად, სულთანს შეეძლო თავისი სურვილისამებრ შეეძლო მისი გადაყენება და
სიკვდილით დასჯაც კი. დიდი ვეზირის შემდეგ მეორე პირი იყო შეიხულ-ისლამი,
რომელიც იყო სულთნის მრჩეველი და სულთნის მოადგილე სასულიერო დარგში.
შეიხულ-ისლამი არ იყო დივანი ჰუმაიუნის წევრი და არ გააჩნდა სასამართლო
ძალაუფლება. დივანი ჰუმაიუნში დიდი ვეზირის შემდეგ მეორე პირი იყო კაზიასკერი
(უმაღლესი სამხედრო მოსამართლე). ეს თანამდებობა შემოღებულ იქნა მურად I-ის
დროს. კაზიასკერი არჩევდა სასამართლო საქმეებს ჯარში და ადგენდა კანონებს
შარიათის მიხედვით. ის ასევე პასუხისმგებელი იყო სწავლა-განათლებისთვის, ნიშნავდა
და ხსნიდა მოსამართლეებს (ყადი). თავდაპირველად დივანი ჰუმაიუნში ერთი
კაზიასკერი იყო, მეჰმეთ ფათიჰის დროს კი ორი. ისინი უშუალოდ შეიხულ-ისლამს
ექვემდებარებოდნენ. კაზიასკერის შემდეგ იყო ბაშდეფთერდარი, რომელიც
სახელმწიფოს საფინანსო საქმეებს განაგებდა. თავიდან ერთი დეფთერდარი იყო, შემდეგ
კი სამამდე გაიზარდა. დივანი ჰუმაიუნის წევრი იყო იენიჩართა აღა, რომელიც დიდი
გავლენით სარგებლობდა სახელმწიფოში და ითვლებოდა ერთ-ერთ უმაღლეს
თანამდებობის პირად. ასევე დივანი ჰუმაიუნის წევრი იყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის
სარდალი, ქაფუდან ფაშა. დივანი ჰუმაიუნის შემადგენლობაში შედიოდნენ აგრეთვე:
სანდალიესიზ - უსავარძლო ვეზირები, ასეთ ვეზირებს არავითარი გარკვეული
სახელმწიფო თანამდებობა არ ეკავათ. თავდაპირველად ასეთი ვეზირების რაოდენობა
შეადგენდა სამს, მე-16 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი შვიდამდე გაიზარდა და ამ
რაოდენობას აღარასდროს ასცილებია. დივანში ასევე მონაწილეობას იღებდნენ
ჩაუშიბაშები, ისინი სხდომების დროს თვალყურს ადევნებდნენ წესრიგს, იძახებდა
მომჩივანს და სხვა. თავიდან სხდომები ყოველდღე ტარდებოდა მე-16 საუკუნის მეორე
ნახევრიდან კი კვირაში ოთხჯერ: შაბათს, კვირას, სამშაბათს და ოთხშაბათს. სხდომებზე
ხშირად ცხარე კამათი წარმოიქმნებოდა, სხდომის დამთავრების შემდეგ დიდი ვეზირი
სულთანს მოახსენებდა მათი გადაწყვეტილებების შესახებ და თუ სულთანი მათ
მოიწონებდა ისინი დამტკიცდებოდა და ძალაში შევიდოდა. ფაქტობრივად დივანი
ჰუმაიუნი მთავრობის ფუნქციებს ასრულებდა.

4. ბაიაზეთ II

როდესაც მეჰმედ მეორე გარდაიცვალა, ბაიაზიდ მეორის უმცროსი ძმა ეცადა ტახტი
ხელთ ჩაეგდო. არსებობს წყარო, რომლის მიხედვითაც მეჰმედ მეორე ჯემმა მოწამლა და
ასე შეეცადა ხელისოფლების ხელში ჩაგდებას. როდესაც სულთანი გარდაიცვალა, ეს
ამბავი მაშინვე შეატყობინეს ბაიაზიდს და მან უკვე 19 მაისს ტახტი დაიკავა.
უფლისწული ჯემის მომხრეებს გაუსწორდნენ და ფაქტობრივად მისი მომხრე აღარავინ
რჩებოდა სახელმწიფოში, ამიტომ ჯემმა გადაწყვიტა ძალით ჩამოეგდო ტახტიდან
ბაიაზიდ მეორე, შეკრინა 400 ათასიანი ჯარი, გაემართა ბურსისკენ და 28 მაისს ბურსა
აიღო, თავი სულთნად გამოცახადა და საკუთარი სახელით მონეტაც მოჭრა. / ბაიაზიდსა
და ჯემს შორის 20 ივნისს გაიმართა ბრძოლა იენიშეჰირთან, სადაც ჯემი დამარცხდა და
გაიქცა ეგვიპტეში, სადაც მამლუქმა სულტანმა იგი შეიფარა და მოგვიანებით
ბაიაზიდთან ბრძოლაში დაეხმარა კიდეც. იმ პერიოდისთვის 13-15 საუკუნეებში
ეგვიპტე საკმაოდ ძლიერი იყო, მისი სახელწიფოს გზაზე გადიოდა ძალიან
მნიშვნელოვანი სავაჭრო-საქარავნო გზები, შესაბამისად დიდი შემოსავლებიც ჰქონდა.
სწორედ ამ დროს, ეგვიპტის სულთნებს ისლამის სამყაროში წამყვანი ადგილი ეკავათ.
თავდაპირველად ოსმალეთსა და ეგვიპტეს შორის არ იყო დაძაბულობა. ეს
გრძელდებოდა კონსტანტინოპოლის აღებამდე, რადგან კაიროს გამგებლები მიხვდნენ,
რომ მათ მეზობლად საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო იქმნებოდა და ეს მათ საფრთხეს
უქმნიდა. ამასთან, მამლუქებს სურდათ, რომ მათი იმპერიის ცენტრი გამხდარიყო
სტამბული და შემდეგ ის გამხდარიყო ისლამურ სამყაროში წამყვანი ცენტრი. უკვე 1482
წელს უფლისწული ჯემი ეგვიპტის სულტნის დახმარებით შეიჭრა ანატოლიაშ, სადაც
დამარცხდა და ტავი კუნძულ როდოსს შეაფარა. ამასობაში ეგვიპტემ ისარგებლა
ოსმალეთში არეულობით და გადაწყვიტა ანატოლია-სირიის მომიჯნავე ტერიტორიები
მოეთხოვა ბაიაზიდისთვის.სიტუაცია მეტად დაიძაბა, ამიტომ ბაიაზიდმა გადაწყვიტა
1491 წელს დაედო ზავი და ფაქტობრივად ომამდელი სიტუაცია აღედგინა. / უნდა
აღინიშნოს, რომ როდოსზე გადასული ჯემი უმოქმედოდ არ ყოფილა. მან დახმარება
სთხოვა, საფრანგეთსა და რომს ბაიაზიდის წინააღმდეგ საბრძოლველად. საფრანგეთის
მეფემ კარლოს 8-მ თავი პალეოლოგად გამოაცხადა, რაც ნიშნავდა, რომ ის
უპირისპირდებოდა ბაიაზიდს, რადგან ბაიაზიდი თავს ევროპის და აზიის იმპერატორად
სცნობდა. როდესაც კარლოს 8-მ წარმატებას მიაღწია იტალიაშ, ამით ნეაპოლის
მმართველი და რომის პაპი შეშფოთდნენ და მის წინააღმდეგ განეწყვნენ. რადგანაც
კარლოსი ჯემს ეხმარებოდა და ბაიაზიდის მოწინააღმდეგე იყო, რომის პაპი და
ნეაპოლის მმართველი გაერთიანდნენ და კარლოსის წინააღმდეგ საბრძოლველად
ბაიაზიდს მიმართეს. რომის პაპმა ბაიაზიდს მოსთხოვა ან ყოველწლიური 40 ათასი
ოქროს დუკატი, ან ერთჯერადი 300 ათასი ოქროს დუკატი, სანაცვლოდ კი უფლისწულ
ჯემს მოკლავდნენ, რაზეც ბაიაზიდი დათანხმდა და 1495 წელს ჯემი მოწამლეს და მისი
ცხედარი ბურსაში ჩაასვენეს, დაკრძალეს ერთერთ სპეციალურად აგებულ მეჩეთში.
ბაიაზიდი დამპყტობლურ ომებს ნაკლებად აწარმოებდა. ის უფრო შიდაპოლიტიკური
საქმოანობით იყო დაკავებული, რის გამოც მას ისტორიკოსებმა მშვიდობისმოყვარე,
უწყინარი სულთანი შეარქვეს. თუმცა 15 საუკუნის 80-იან წლებში ოსმალებმა დაიპყრეს
ბოსნია-ჰერცოგოვინა და ქალაქები კილია და აკერმანი და ასევე, მთელი შავი ზღვის
სანაპირო რეგიონი, საქართველოს გარდა. 90-იან წლებში ოსმალებმა დაიპყრეს უნგრეთი,
ავსტრია, პოლონეთი და ააოხრეს ეს ტერიტორიები, გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული
აგრესიით. / შესაძლოა ბაიაზიდის გააქტიურება მიეწეროს უფლისწული ჯემის
გარდაცვალებას, რადგან სწორედ ამ დროიდან იწყება ბაიაზიდის აქტიურობა და
დაპყრობითი ომები. 1499 წელს ბაიაზიდმა აწარმოა ბრძოლა ვენეციის წინააღმდეგ,
სადაც პირველი დიდი საზღვაო გამარჯვება მოიპოვა 1571 წელს ლეპანტოსთან, თუმცა ამ
წარმატებამ დიდი შედეგი ვერ გამოიღო, რადგან 1502 წელს დაიდო ზავი ვენეციასა და
ოსმალეთს შორის, რომლის შედეგადაც ოსმალეთმა ვერანაირ უპირატესობა ვერ მიიღო.

ბილეთი #8

1. ოსმან I
ოსმან I არის ოსმანთა სახელმწიფოს დამაარსებელი, ბეგი, რომელსაც სულთნადაც
მოიხსენიებენ. ოსმანის მოღვაწეობის შესახებ იმდროინდელ წყაროებში მეტად მწირი
ინფორმაციაა. იგი თავდაპირველად თურქ-სელჩუკთა ვასალი იყო და მათ სამეფოს
იცავდა ბიზანტიელებისაგან. მონღოლთა ბატონობის შედეგად სელჩუკები საკმაოდ
დასუსტდნენ და საბოლოოდ სელჩუკთა დიდი სახელმწიფო განადგურდა და დაიშალა.
მცირე აზიის ტერიოტორიაზე დიდი რაოდენობით თურქული ტომები დასახლდნენ.
სელჩუკთა სახელმწიფო პატარ-პატარა ბეილიქებად დაიშალა, ერთ-ერთი ასეთი იყო
ოსმანის ბეილიქი. 1281 წელს ოსმანი გახდა ტომის ბელადი, ახალმა სახელმწიფომ და
დინასტიამ მიიღო ოსმანის სახელწოდება. ამ დროისთვის ბიზანტია დასუსტებული იყო.
ოსმანმა დიდი ყურადღება მიაპყრო ბიზანტიას. მცირე დროში მან დაიპყრო ბიზანტიის
ბევრი ქალაქი. 1299 წელს ოსმანმა სელჩუკთა სულთნისგან დამოუკიდებლობა მიიღო, ეს
წელი ითვლება ოსმალეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების თარიღად. 1301
წელს ოსმანმა დაიპყრო იენიშეჰირი და თავისი რეზიდენცია იქ გადაიტანა. 1302 წელს
ოსმანმა დაამარცხა ბიზანტიის გამგებელი, ბიზანტიაში კვლავ დაიწყო შიდა
დაპირისპირება, რამაც ოსმალებს სამხედრო წარმატება მოუტანა. 1326 წელს ოსმალებმა
აიღეს ქალაქი ბურსა, იმავე წელს გარდაიცვალა და ოსმალეთის სულთანი გახდა მისი
ვაჟი ორჰან I.

2. ოსმალთა შეიარაღებული ძალები. იანიჩართა კორპუსი

ოსმალეთის შეიარაღებული ძალები ძირითადად ორი ნაწილისგან შედგებოდა. ესენი

იყო ფეოდალური ლაშქარი, რომელიც მხოლოდ ომის შემთხვევაში იკრიბებოდა და ამ
ლაშქრის რაოდენობამ სულეიმანის დროს 130 ათასს მიაღწია და მეორე - სულთნის
ჯამაგირზე მყოფი მუდმივი ჯარი. ჯარისკაცები სულთნის ყმებად ითვლებოდნენ და მათ
რიგებში მოიაზრებოდნენ ჯებეჯიები, თოფჩუფები, იენიჩართა კორპუსი და სხვ.
სულეიმანს ჰყავდა ასევე სამხედრო საზღვაო ფლოტიც, რომელიც 300-ზე მეტ სამხედრო
გემს ითვლიდა.

უნდა გამოვკვეთოთ იენიჩართა კორპუსი, რომელსაც სულეიმანი განსაკუთრებულ

ყურადღებას აქცევდა. ეს იყო რეგულარული, კარგად გაწვრთნილი ჯარი, რომელშიც
მუსლიმური ფანატიზმით შეპყრობილი ადამიანები ირიცხებოდნენ. ის მურად
პირველის დროს დაარსდა 1361 წელს. იენიჩართა კორპუსში აწევრიანებდნენ ტყვედ
ჩავარდნილ ქრისტიან ბიჭებს, რომლებსაც აღებინებდნენ ისლამს და მუსლიმური
სულისკვეთებით ზრდიდნენ. იენიჩართა კორპუსი შედგებოდა 3 ძირითადი ნაწილისგან.
1- აღა ბოლუქლერი, რომელიც 61 ასეულისაგან შედგებოდა და უშუალოდ იენიჩართა
აღას განკარგულებაში იყო. 2- ჯემაათ ორთალარი, რომელიც ყველაზე ძველი სახეობა
იყო და 101 ასეულისგან შედგებოდა და 3- სეკბანები, რომელიც ოსმალთა ძირითადი
ძალა იყო და შედგებოდა 31 ასეულისაგან. მათ ეყრდნობოდნენ სულთნები.

სულეიმანის დროს იენიჩართა კორპუსი დაიყო სამ ძირითად კატეგორიად. პირველ

კატეგორიაში შედიოდნენ ნამდვილ სამხედრო სამსახურში მყოფი ადამიანები,
რომლებსაც დღეში 3-დან 7 ახჩამდე ჰქონდათ ხელფასი, მეორე კატეგორიაში
დამსახურებული ვეტერანები, ხელფასით 9-12 ახჩა და მესამეში ინვალიდები, ხელფასით
20-30 ახჩა. ვეტერანებსა და ინვალიდებს შეეძლოთ თავისუფალ დროს დაკავებულიყვნენ
სხვადასხვა საქმიანობითა და ხელოსნობით, ასევე უფლება ჰქონდათ მოეყვანათ ცოლი.
იენიჩრები, რომლებიც ხელობას მისდევდნენ გადასახადებისაგან თავისუფლდებოდნენ,
თუმცა უქვეითდებოდათ ომში წასვლის სურვილიც, ამიტომ ამან დიდი გავლენა იქონია
იენიჩართა კორპუსის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებაში. სულეიმან 1-ის დროს
იენიჩართა კორპუსი 25ო ათასამდე კაცს აერთიანებდა და ევროპაში სამხედრო
თვალსაზრისით უძლიერესი იყო.

3. 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომი და ქუჩუქ კაინარჯის

ხელშეკრულება

ამ პერიოდში რუსეთსა და თურქეთს შორის არსებობდა კონფლიქტის არაერთი მზეზი,

ძირითადად მათი ინტერესები პოლონეთზე მიდოდა, ვერ თანხმდებოდნენ. ოსმალეთმა
ეს გამოიყენა და ომის საბაბად გამოაცხადა რუსეთის უარი პოლონეთიდან ჯარების
გაყვანაზე. ამის საფუზველზე 1768 წლის 25 სექტემბერს ოსმალეთმა რუსეთს ომი
გამოუცხადა. მაგრამ რუსეთიც არ იჯდა ხელებდაკრეფილი , ამზადებდა ძალებს
ოსმალეთის წინააღმდეგ. 1770 წლის 25-26 ივნისს ეგეოსის ზღვაზე, ჩასმენის ყურეში ,
რუსეთმა გაანადგურა ოსმალთა ფლოტი. 1771 წლისთვის რუსეთის ასეთი წარმატება
შეუძლებელს ხდიდა ოსმალთა სიმშვიდეს, რუსებმა დაიკავეს პერეკოპოი და ყირიმშიც
შევიდნენ. ამიტომ ოსმალებმა გადაწყვიტეს მათთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების
წამოწყება, მაგრამ ყველაფერი უშედეგო იყო. 1774 წელს დუნაის გადალახვის შემდეგ
განადგურდა ოსმალთა ლაშქარი, მაგრამ მოგვიანებით რუსეთის ჯარების ქმედებამ
განაპირობა ოსმალთა თანხმობა ზავის დადებაზე. 1774 წლის 10 ივლისს გაფორმდა
საზავო ხელშეკრულება ქუჩუქ კაინარჯში. რუსეთმა მიიღო სხვადასხვა ტერიტორიები.
რუსეთის ფლოტმა შავ ზღვაში თავისუფალი ნაოსნობის უფლება მოიპოვა. ასევე რუსეთს
მტავრობა დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის უფლებას ცნობდა იმ პირობით, რომ
ოსმალეთი უარს ამბობდა იმერეთის ხარკზე.

4. მეჰმედ II

1451 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა ოსმალეთის სულთანი მურად მეორე.

როდესაც მისი გარდაცვალების ამბავი მეჰმედმა შეიტყო, მაშინვე გამოემგზავრა
მანისადან და გალიპოლისში ჩავიდა. მან მურადის მცირეწლოვანი ვაჟის, აჰმედის
მოკვლა ბრძანა და 18 თებერვალს, 19 წლის ასაკში ოსმალთა სულთანი გახდა. / მეჰმედის
ბავშვობა მარტივი სულაც არ ყოფილა. მისი ძმების დედები დიდგვაროვანი ოჯახებიდან
ივყნენ, დედამისი კი მხევალი იყო, რაც ძმებს უპირატესობას აძლევდა. თუმცა, მომდევნო
წლების მანძლზე მისი ძმები აჰმედი და ალაედინი საეჭვო და გაურკვეველ ვითარებაში
გარდაიცვალნენ. მოგვიანებით კი, მეჰმედი მამამ ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა.
ახალი სულთანი საკმაოდ განათლებული იყო, კარგად ერკვეოდა ფილოსოფიაში,
მეცნიერებებში ისლამურ და ბერძნულ კულტურაში, საუბრობდა სპარსულ, ბერძნულ,
ებრაულ და არაბულ ენებზე და მამის დამსახურებით სახელმწიფოს მართვის
ხელოვნებასაც ეზიარა./ მეჰმედი საკმაოდ მტკიცე ხასიათის, გულჩათხრობილი
პიროვნება იყო ბავშვობიდანვე, რომელიც მას ზრდასრულობის პერიოდშიც გაჰყვა და
სწორედ ამ მტკიცე ხასიათის დამსახურებით, მან მიზნად კონსტანტინოპოლის დაპყრობა
დაისახა.

როდესაც მეჰმედ მეორე გამეფდა მას ევროპის ქვეყნების ელჩები ესტუმრნენ და

ტახტზე ასვლა მიულოცეს. მეჰმედმა ვენეციის მისია მიიღო და განაახლა წლების წინ
დადებული სამშვიდობო შეთანხმება./ სტუმრად ჩასული უამრავი ელჩებიდან ყველაზე
კმაყოფილი ბიზანტია დარჩა. სულთანმა ყურანზე დაიფიცა, რომ არ შეეხებოდა
ბიზანტიის ტერიტორიას და მეტიც, ის გადაუხდიდა 300 ათას ასპერს ოსმალთა
უფლისწულის, ორხანის შესანახად, რომელიც საპატიო ტყვეობაში იმყოფებოდა
ოსმალეთში. ამ ყველაფრის მიზეზი კი მეჰმედის უდიდესი მისიის ასრულება,
კონსტანტინოპოლის დაპყრობა იყო. ამ გზით იგი ცდილობდა იმპერატორის ნდობა
მოეპოვებინა და ყურადღება გადაეტანა სანამ თავდასხმას დაგეგმავდა. ამასთან, მა
მოახერხა მცირე აზიაში აჯანყების ჩახშობა და ეცადა ზურგი განემტკიცებინა./ ამ
პერიოდში ყარამანიის გამგებელი აჯანყდა მეჰმედის წინააღმდეგ და იგივესკენ მოუწოდა
გერმანიის, აიდინისა და მენთეშეს მმართველებსაც. იბრაჰიმი (ყარამანიიის გამგებელი)
ირწმუნებოდა, რომ მეჰმედი ახალგაზრდაა და გამოუცდედლი და მის დამარცხებას
მარტივად შეძლებდნენ და მალევე ოსმალეთში შეიჭრა. ამის საპასუხოდ მეჰმედი
ანატოლიაში ჩავიდა და აჯანყებაც ჩაახშო, თუმცა ამას იენიჩრების აჯანყება დაემატა
ხელფასის მომატების თხოვნით. ამ არეულობით ისარგებლა კინსტანტინე 11-მ და
გადაწყვიტა კონფლიქტში ჩარეულიყო. სანამ მეჰმედი აჯანყებას ჩაახშობდა მან
გაუგზავნა საჩივარი, რომ უფლისწულის შესანახავი ხარკი ჯერ კიდევ არ იყო
გადახდილი. მეჰმედი დაჰპირდა ხარკის გადახდას, თუმცა ამან ძალიან გააღიზიანა
სულთანი და უფრო მეტად უბიძგა დასახული მიზნის მალევე განხორციელებისკენ.
მეჰმედ მეორე გარდაიცვალა 1481 წელს და მის შემდეგ ტახტზე ასასვლელად იწყება
ტაქტის მემკვიდრეებს შორის ქიშპობა.

ბილეთი #9

1. 1612 წლის სტამბოლის ზავი

1603 წელს ირანმა საფუძვლიანი მომზადების შემდეგ დაარღვია 1590 წლის ზავი და
ოსმალეთის წინააღმდეგ დაიწყო ომი. 1603 წლის 21 ოქტომბერს ირანის ჯარებმა აიღეს ქ.
თავრიზი, ოსმალებმა უბრძოლველად აიღეს ნახიჭევანი, ირანელებმა ალყა შემოარტყეს
ერევანს და 9 თვიანი ალყის შემდეგ ქალაქი აიღეს. ამის შემდეგ ირანის ჯარი ყარსისკენ
გაემართა და ისიც აიღო. ამ დამარცხების შემდეგ ოსმალეთის ხელისუფლებამ
გადაწყვიტა გარკვეული ზომები მიეღო. 1605 წელს ოსმალეთის ლაშქარი სინან ფაშა
ჯიღალოღლუს სარდლობით ირანისკენ გაემართა. 1612 წლის 20 ნოემბერს სტამბულში
ირანსა და ოსმალეთს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება. სტამბოლის ზავით
ძირითადად აღდგა 1555 წლის ამასიის ზავის პირობები, ე.ი. აღმოსავლეთ საქართველო
და აღმოსავლეთ მესხეთი ირანს დარჩა, ხოლო დასავლეთ საქართველო და სამცხე-
საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი - ოსმალეთს. ხელშეკრულების მიხედვით შამხალისა და
დაღესტნის სხვა გამგებლები, რომლებიც ოსმალეთის მიმართ ერთგულებას იჩენდნენ,
ირანის მხრიდან არ უნდა ყოფილიყვნენ შევიწროებულები და დაზარალებულები. იმ
შემთხვევაში თუ სულთნის ბრძანებით რუსების მიერ აგებული ციხე მოთხრილი
იქნებოდა, ირანელებს ამისთვის წინააღმდეგობა არ უნდა გაეწიათ. 1612 წლის საზავო
ხელშეკრულების მიხედვით, ოსმალეთის პოზიცია უფრო ხელსაყრელი იყო 1555 წლის
ამასიის ხელშეკრულებასთან შედარებით.

2. ომი ავტრიასთან და ვენის პირველი გარემოცვა

მოხაჩის ბრძოლის შემდეგ ოსმალეთის ექსპანსია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის

ქვეყნებში კიდევ უფრი გაძლიერდა. ამას ასევე ხელს უწყობდა ევროპის ქვეყნებს შორის
არსებული წინააღმდეგობანი. მოხაჩთან გამარჯვების შემდეგ ოსმალებმა წინ წაიწიეს და
საფრთხე შეუქმნეს ჰაბსბურგთა იმპერიის დედაქალაქს ვენას. 1528 წელს სულეიმან I-მა
სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო იანოშ ზაპოლიასთან, რომლითაც იანოში თავის
თავს აღიარებდა ოსმალეთის ვასალად, ხოლო სამაგიეროდ სულთანი დაეხმარებოდა მას
ფერდინანთან ბრძოლაში. იანოშ ზაპოლიას მხარდასაჭერად და ფერდინანდის
დასახმარებლად საჭირო იყო ავსტრიაზე გალაშქრება. 1529 წლის მაისში სულთანმა
დატოვა სტამბოლი და გაემართა ვენისკენ, სექტემბერში ოსმალთა არმია ვენის კედლებს
მიადგა. 28 სექტემბერს ოსმალებმა ვენას ალყა შემოარტყეს. ქალაქის დამცველებმა
სათანადო წინააღმდეგობა გაუწიეს და ოსმალებმა ქალაქი ვერ აიღეს. ზამთარი
ახლოვდებოდა, ამის გამო სულთანი იძულებული გახდა 14 ოქტომბერს ვენისთვის ალყა
მოეხსნა და უკან დაბრუნებულიყო. ეს იყო ოსმალების დიდი მარცხი. შედეგად ვენა,
ავსტრია და მთლიანად ევროპა გადაურჩა ოსმალეთის საფრთხეს. ამან კიდევ უფრო
გააძლიერა ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობა ოსმალეთის მიმართ. ვენასთან
გამარჯვების მიუხედავად ფერდინანდ მაინც არ გააჩნდა ძალები, რომ ერთიანი შეტევით
აეღო ბუდა, არც გარედან დახმარების იმედი არ ჰქონდა ამიტომ გადაწყვიტა
მოლაპარაკებებით მოეგვარებინა დაპირისპირება ოსმალეთთან. თუმცა, სულეიმანი
წინააღმდეგი იყო ფერდინანდი ეცნო უნგრეთის მეფედ. ფერდინანდი ცდილობდა
ძალით გამაგრებულიყო უნგრეთში, რამაც გამოიწვია სულთნის ახალი ლაშქრობა
უნგრეთის წინააღმდეგ. 1532 წლის აპრილში ოსმალთა არმია დაიძრა ვენისკენ
დუნაისპირეთიდან. 5 აგვისტოს ოსმალეთის არმია მიადგა ციხე-სიმაგრე კესეგს, თუმცა
მისი აღება ვერ შეძლეს. ამჯერადაც სულთანი დანებდა და გადაწყვიტა სტამბულში
დაბრუნებულიყო. 1532 წელს საღვთო რომის იმპერიის და ესპანეთის ფლოტმა
საგრძნობი ზარალი მიაყენა ოსმალეთის ფლოტს ხმელთაშუა ზღვაზე და ხელთ იგდი
რამდენიმე ნავსადგური მორეაში. აქედან გამომდინარე სულეიმანმა გადაწყვიტა
დათმობაზე წასულიყო და ავსტრიასთან დაედო საზავო ხელშეკრულება. 1532 წლის 22
ივნისს ოსმალეთსა და ავსტრიას შორის, სტამბოლში დაიდო საზავო ხელშეკრულება,
რომლის მიხედვითაც იანოშ ზაპოლიამ და ფერდინანდმა შეინარჩუნეს თავთავიანთი
ტერიტორიები, რომლებსაც ისინი ფლობდნენ ხელშეკრულების დადებისას.
ხელშეკრულების მიხედვით დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი უნგრეთი გადავიდა
ავსტრიის ხელში. ავსტრიამ იკისრა ყოველწლიური ხარკი ოსმალეთის მიმართ და არ
უნდა დასხმოდა თავს აღმოსავლეთ უნგრეთს, რომლის მეფეც სულთნის ვასალი იყო. ამ
ხელშეკრულებით უნგრეთი ფაქტობრივად გაინაწილეს ავსტრიამ და ოსმალეთმა. ზავი
დაიდო გაურკვეველი ვადით. უნგრეთისთვის ბრძოლაში ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია
უპირატესობას. ვენასთან მარცხის შემდეგ ოსმალეთმა დაპყრობითი ომების
მიმართულება შეცვალა.

3. ლალა-მუსტაფ ფაშას ლაშქრობა

1555 წლის ამასიის ზავის დადების მიუხედავად, ოსმალეთსა და ირანს შორის

წინააღმდეგობა მაინც არ შენელებულა. მართალია, ოსმალეთმა ბრძოლაში გარკვეულ
წარმატებებს მიაღწია მაგრამ ის ზავის პირობებით არ იყო კმაყოფილი და ხელსაყრელ
დროს უცდიდა ირანთან ახალი ომის დასაწყებად. ოსმალეთს განსაკუთრებით
აინტერესებდა ამიერკავკასიის დაპყრობა. ამიერკავკასიის დაპყრობით ოსმალეთს
საშუალება ეძლეოდა საკუთრივ ირანის წინააღმდეგ შეტევას დაიწყებდა ჩრდილო-
დასავლეთიდან. ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამიერკავკასიაშსი გამავალ სავაჭრო
გზების ხელში ჩაგდებას. ამიერკავკასიის დაპყრობით და ჩრდილოეთ კავკასიაში
გაბატონებით ოსმალეთი უპირისპირდებოდა რუსეთს, რომელიც ამ დროს სამხრეთისკენ
მოიწევდა. ირანის შაჰი კი დაინტერესებული იყო ოსმალეთთან ამასიის ზავის პირობების
შენარჩუნებით. 1576 წელს სტამბოლში ჩავიდა ირანის ელჩი თოქმაქ ხანი და სულთანს
ძვირფასი საჩუქრები მიართვა, რომლის მიზანიც იყო მურად III-ისთვის სულთნობის
მილოცვა და ამასიის ზავის პირობების განახლება. ელჩს ცივად შეხვდნენ ამიტომ ის
სამშობლოში დაბრუნდა. 1576 წელს გარდაიცვალა შაჰ თამაზ I. მისი გარდაცვალების
შემდეგ ირანში შინაფეოდალური ბრძოლა დაიწყო. სულთანმა გადაწყვიტა ამ
მდგომარეობით ესარგებლა და 1577 წლის ბოლოსთვის სულთანმა დაიწყო ომისთვის
მზადება. 1578 წლის 2 იანვარს ოსმალთა ლაშქრის მეთაურად დაინიშნა მთავარსარდალი
ლალა მუსტაფა ფაშა. 5 აპრილს ფაშამ სტამბოლი დატოვა და მრავალრიცხოვანი
ლაშქრით ირანისკენ გაემართა საომრად. მას დავალებული ჰქონდა ამიერკავკასიის
ქვეყნების დაპყრობა და მათი ოსმალეთისთვის დამორჩილება. ლალა მუსტაფა ფაშა
ლაშქრით უსქუდარში გაემართა და იქიდან გეზი აღმოსავლეთისკენ აიღო. 3 ივლისს
ლალა მუსტაფა ფაშა არზრუმში ჩავიდა და იქ 20 დღე გაჩერდა. არზრუმიდან
გამგზავრებამდე ლალა მუსტაფა ფაშამ მოიწვია საბჭო სადაც მიიღეს გადაწყვეტილება,
რომ დაეკავებინათ ჯერ საქართველო შემდეგ კი შირვანი და დაღესტანი. 23 ივლისს ფაშა
აღმოსავლეთისკენ დაიძრა. სამეფო-სამთავროებად დაშლილმა საქართველომ ვერ გაუწია
წინააღმდეგობა დამპყრობელს. ფაშამ საქართველოს ამგვარი მდგომარეობა სათავისოდ
გამოიყენა და შეძლო მათი დამარცება. 5 აგვისტოს ფაშა არტაანში ჩავიდა, არტაანის
აღმოსავლეთიდან იწყებოდა საქართველოს (სამცხე-საათაბაგოს) საზღვარი. ამ დროს
სამცხე-საათაბაგოში მიმდინარეობდა შიდაფეოდალური ბრძოლა, ამიტომ ისინი მტერს
სათანადოდ ვერ შეებრძოლენ. 1578 წლის 9 აგვისტოს ჩილდირის ველზე გაიმართა
ბრძოლა ოსმალეთსა და ირანს შორის. წყაროებიდან ირკვევა, რომ ირანელების მხარეს
ასევე იბრძოდნენ ქართველებიც. ჩილდირის ბრძოლა ოსმალთა გამარჯვებით
დასრულდა. გამარჯვების შემდეგ ოსმალეთს გზა გაეხსნა ქართლისკენ, ლალა მუსტაფა
ფაშას ლაშქარი თბილისისკენ გაემართა. ამ დროს ქართლის გამგებლად
გამაჰმადიანებული დაუდ ხანი იჯდა, რომელსაც ფაშამ მორჩილება სთხოვა. დაუდ ხანმა
საპასუხო წერილი არ გააგზავნა და ამით ცდილობდა მუსტაფა ფაშასთვის
წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მის წინააღმდეგობას აზრი არ
ექნებოდა. ქალაქი მოსახლეობა ქალაქიდან გაიხიზნა, დაუდ ხანმა თბილისი გადაწვა და
თვითონ ლორესკენ გაემართა. 24 აგვისტოს ოსმალეთის ლაშქარმა თბილისი დაიკავა.
ქართლის დაპყრობას თბილისის საბეგლარბეგოს დაარსება მოჰყვა, რომლის
გამგებლადაც ფაშამ მეჰმედ ბეგი დანიშნა. ოსმალებმა ორი ეკლესია მეჩეთად
გადააკეთეს. 29 აგვისტოს ლალა მუსტაფა ფაშამ თბილისი დატოვა და შირვანისკენ
გაემართა. 1 სექტემბერს სართიჭალასთან ალექსანდრე კახეთის მეფე შეეგება ოსმალო
სარდალს. შედგა მოლაპარაკებები, რომელიც კახეთისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა. ამის
შემდეგ ოსმალთა ლაშქარი აღმოსავეთ ამიერკავკასიისკენ გაემართა. 12 სექტემბერს
ოსმალებმა არეში აიღეს. ფაშამ აქედან ლაშქარი რამდენიმე მიმართულებით გაგზავნა,
რომლებმაც მთელი რიგი ქალაქები აიღეს. შირვან-აზერბაიჯანის დაპყრობის შემდეგ
ოსმალებმა აქაც თავიანთი წესები შემოიღეს. ქვეყანა აღწერეს და აქ საბეგლარბეგო
დააარსეს. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ყველაფერს მტრულად შეხვდა და მათ
წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. ოსმალთა ლაშქრის მდგომარეობა აღმოსავლეთი
ამიერკავკასიაში თანდათან გართულდა. 8 ოქტომბერს ლალა მუსტაფა ფაშა იძულებული
გახდა შირვანიდან უკან გაბრუნებულიყო. კახეთზე გავლით თბილისში ჩავიდა. ქალაქში
საშინელი შიმშილი იყო ამას ასევე დაემატა ეპიდემია. ლალა მუსტაფა ფაშა ორი დღის
შემდეგ თბილისად წავიდა და ახლომახლო სოფლები დაარბია. მუხრანზე გავლით
გორში ჩავიდა და გორის ციხეში გამაგრდა. ქართლის საქმეების მოგვარების შემდეგ
ფაშამ ლაშქრის ნაწილი იმერეთში გაგზავნა, ლიხის მთაზე მათ იმერეთის ლაშქარი
დახვდათ, რომელთაც მტერი უკუაგდეს. გორიდან ის სამცხისკენ გაემართა და ალთუნ
ყალაში ჩავიდა. 1578 წლის 21 ნოემბერს ოსმალთა ლაშქარი არზრუმში ჩავიდა
გამოსაზამთრებლად. ამით დამთავრდა ოსმალთა 1578 წლის სამხედრო ოპერაციები
ამიერკავკასიაში. ირან-ოსმალეთის ომის დაწყებისთანავე, ოსმალეთი შავი ზღვის
ნავსადგურებს ტრაპიზონსა და ბათუმს იყენებდა, რომ ლაშქარი აღეჭურვა სამხედრო და
სურსათ-სანოვაგით. ქართლისა და შირვანის დაპყრობის შემდეგ ამ ქვეყნებში არსებული
ოსმალთა ჯარების მომარაგება გაძნელდა, ეს აიხსნება იმით, რომ დაპყრობილი
მოსახლეობა საბოტაჟს უწყობდა მტერს, თავს ესხმოდა და დიდ ზარალს აყენებდა
ოსმალთა რაზმებს. ასეთ პირობებში ოსმალეთმა რა თქმა უნდა მიიღო გარკვეული
ზომები. სულთანმა გადაწყვიტა დაეპყრო საქართველოს შავი ზღვის სანაპირო და
დასავლეთ საქართველო.1579 წელს ლალა მუსტაფა ფაშას ბრძანებით, ადმირალი კილიჩ
ალი ფაშა შავი ზღვიდან მდინარე ფაზისის (რიონის) შესართავში შევიდა და ქ. ფოთში
ციხე ააგო. ფოთის დაპყრობის შემდეგ ოსმალებმა ქუთაისში გადაინაცვლეს, მაგრამ
წარმატებას ვერ მიაღწიეს. ოსმალეთი არ ჯერდებოდა მესხეთის მოხარკეობას და სურდა
აქ საფაშო დაეარსებინა, 1579 წლის 25 ივნისს სულთანმა დააარსა ჩალდირის (ახალციხის)
საფაშო და მის ფაშად კი დანიშნა გამაჰმადიანებილი მანუჩარი (მუსტაფა).

4. კონსტანტინოპოლის დაპყრობა

1451 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა მურად II და ტახტზე ავიდა მისი ვაჟი მეჰმედ
II, სულთნად გახდომამდე უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა კონსტანტინოპოლის აღება.
მეჰმედ II-ს აუჯანყდა ყარამანიის გამგებელი იბრაჰიმი და ამასვე მოუწოდებდა
გერმიანის, აიდინის და მენთეშეს ემირებსაც, ასევე ის არწმუნებდა დასავლეთ ევროპელ
მმართველებს, რომ მათ შეეძლოთ მეჰმედი მარტივად დაემარცხებინათ. იბრაჰიმი
თავისი ლაშქრით შეიჭრა ოსმალეთის სამფლობელოებში. ანატოლიის გამგებელმა ისკაჰ
ფაშამ სულთანს სთხოვა აჯანყებულები დაეშოშმინებინა. მეჰმედ II ანატოლიაში ჩავიდა
და აჯანყება ჩაახშო. ამის შემდეგ მღელვარება დაიწყო იენიჩრებში, რომლებიც ხელფასის
გაზრდას მოითხოვდნენ. სულთანმადააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, მაგრამ იენიჩრების
მეთაური გადააყენა. ბიზანტიის იმპერატორმა გადაწყვიტა ესარგებლა ამ ვითარებით.
აჯანყება ჯერ ჩახშობილი არ იყო როცა მან სულთანს გაუგზავნა ელჩები საჩივრით, რომ
ის თანხა რომელიც უფლისწულის შესანახად იყო საჭირო, ჯერ კიდევ არ იყო
გადახდილი. ასევე მათ დავალებული ჰქონდათ, შეეხსენებინათ, რომ ბიზანტიის
იმპერიაში იყო ოსმალეთის ტახტის შესაძლო პრეტენდენტი. მეჰმედ II ელჩებს დაპირდა,
რომ ადრიანოპოლში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად განიხილავდა ამ საკითხს.
იმპერატორის ამ ქცევამ ძალიან განარისხა სულთანი და მან უფრო დააჩქარა
კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ ომის სამზადისი. 1451 წლიდან დაიწყეს მზადება
ლაშქრობისთვის. 15 აპრილიდან დაიწყეს ციხე-სიმაგრეების მშენებლობა. სულთნის
მოქმედებამ დიდი შეშფოთება გამოიწვია ბიზანტიაში. აშკარა იყო, რომ სულთნის ეს
ქმედება იყო ერთი ნაბიჯი ქალაქის ალყისთვის. იმპერატორმა სულთანთან ელჩები
გაგზავნა, რომელიც აცხადებდა პროტესტს, რადგან სულთანი არღვევდა მათ შორის
დადებულ შეთანხმებას. მეჰმედ II-მ აუდიენციის გარეშე უკან გააბრუნა ელჩები. 1452
წლის ივნისში იმპერატორმა კიდევ გაგზავნა ელჩობა. იმპერატორი მეჰმედისგან
ითხოვდა გარანტიას, რომ ახლად აგებულ ციხეს არ გამოიყენებდა კონსტანტინოპოლზე
თავდასასხმელად. ელჩები დააპატიმრეს და თავები მოკვეთეს ეს კი ფაქტობრივად
ნიშნავდა ომის გამოცხადებას. 1453 წლის იანვარში სულთანმა მიიღო საბოლოო
გადაწყვეტილება, დაეწყო ომი კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ. ბიზანტიის იმპერიის
ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდებოდა. 5 აპრილს კონსტანტინოპოლის კედლებთან თავი
მოიყარა ოსმალთა არმიამ მეჰმედ II-ის მეთაურობით. ალყა 53 დღე გრძელდებოდა. 5
აპრილს სულთანმა ისლამის წესის თანახმად ქალაქში თეთრი დროში გაგზავნა
პარლამენტიორები და მოსახლეობას მიმართა, რომ მუსლიმური კანონის მიხედვით,
სულთანი მაცხოვრებლებს შეუნარჩუნებდა ქონებას და სიცოცხლეს, თუ ნებაყოფლობით
დანებდებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი დანდობა. მოსახლეობამ
გადაწყვიტა იმპერატორისთვის არ ეღალატა. 6 აპრილიდან დაიწყო ქალაქის კედლების
დაბომბვა. 26 მაისს მეჰმედმა მოიწვია სადაც გადაწყდა დაეწყოთ მზადება შეტევისთვის.
მისი ბრძანებით ქალაქის ირგვლივ დაანთეს კოცონები, რასაც მძიმე შთაბეჭდილება
მოჰყვა მოსახლეობაში. სულთანმა გადაწყვიტა იერიში დაეწყო 29 მაისს. ღამის 2 საათზე
ისინი შეტევაზე გადავიდნენ, ქალაქს ხმელეთიდან და ზღვიდან შეუტიეს. ოსმალთა
პირველი რაზმები გაანადგურეს. სულთანმა ბრძოლაში ჩართო რეზერვები. ქალაქის
დამცველთა მდგომარეობა უიმედო გახდა. დამცველების დაუდევრობით თუ ღალატით
კერკოპორტას კარები ღია დარჩათ, საიდანაც ოსმალები შეიჭრნენ. დამცველტა
უმეტესობა ბრძოლის ველზე დაიღუპა მათ შორის ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე
XI. სულთანი ადრიანოპოლის კარით კონსტანტინოპოლში ზეიმით შევიდა, წმ. სოფიოს
ტაძარი მისი ბრძანებით მეჩეთად გადააქციეს. იმპერატორის მოკვეთილი თავი სულთანს
მოართვეს. მისი ბრძანებით იმპერატორის თავი თვალსაჩინო ადგილას მოათავსეს, რათა
ბერძნები დარწმუნებულიყვნენ მის სიკვდილში. ამოხოცეს ქალაქის მოსახლეობა, ზოგიც
მონებად წაიყვანეს. 29 მაისის საღამოს კონსტანტინოპოლი უდაბნოს დაემსგავსა, ქალაქში
არ ისმოდა არანაირი ხმა არც ადამიანის და არც ცხოველის.

ბილეთი #10

1. თემურ-ლენგის შემოსევები

თემურლენგი და ბაიაზიდ I იყვნენ ორი დიდი დამპყრობელი, რომელთაც არ

აკმაყოფილებდათ დაკავებული ტერიტორიოები და უფრო მეტი უნდოდათ. როდესაც
ევროპელმა მონარქებმა გაიგეს, რომ თემურლენგი აპირებდა ოსმალეთზე გალაშქრეს
ერთგვარი შვება იგრძნეს. თემურლენგი აზიის ერთ-ერთი ძლიერი დამპყრობელი იყო. ის
გათურქებულ მონღოლურ ტომს მიეკუთვნებოდა. მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი
იყო მონღოლთა იმპერიის აღდგენა. შუა აზიაში გაბატონების შემდეგ შეუდგა მსოფლიო
ბატონობისთვის ბრძოლას. 27 წვეყანა დაიპყრო და დიდი იმპერია შექმნა. თემურ ლენგი
საკმაოდ სასტიკი დამპყრობელი იყო, რომელიც არავის ინდობდა, დაპყრობილ ქალაქებსა
და სოფლებს კი ანადგურებდა. თემურლენგის სისასტიკე ასევე გამოცადა
საქართველომაც. წინა აზიაში გაბატონებისთვის თემურ ლენგს წინ ეღობებოდა
ოსმალეთი. მათი დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო საერთო ინტერესები,
ამ შემთხვევაში კი მათი მიზანი იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებული
სავაჭრო გზების ხელში ჩაგდება. თემურლენგი ემზადებოდა ბაიაზიდთან საომრად. 1399
წლიდან მან ოფიციალურად დაიწყო მზადება ოსმალეთის წინააღმდეგ ომისთვის,
როდესაც ის დაბრუნდა ინდოეთიდან. მისი ინდოეთში ყოფნის დროს, მას
დაუპირსპირდა ბაღდადის ილხანთა გამგებელი, რომელმაც დასახმარებლად
ოსმალეთის სულთანს მიმართა. ასევე მოიქცა დიარბეგის გამგებელიც. შექმნილი
სიტუაციით ბაიაზიდმა ისარგებლა და ერზინჯანს თავს დაესხა. თემურ ლენგმა
წინააღმდეგობის გასაწევად საქართველო გამოიყენა. 1400 წელს ის საქართველოში
მეექვსედ შემოიჭრა, ააოხრა ქართლი საიდანაც მესხეთში გადავიდა და კოლას ველზე
დაბანაკდა. კოლას ველიდან კი სივასისკენ გაემართა.8 აგვისტოს ქ. სივასს ალყა
შემოარტყა და საბოლოოდ ქალაქი აიღო. აქედან ის სირიისკენ გაემართა. სივასის აღების
საპასუხოდ ბაიაზიდმა ერზინჯანს შემოარტყა ალყა და ქალაქი აიღო. ოსმალეთის
წინააღმდეგ ბრძოლაში თემურ ლენგი მოკავშირეებად თვლიდა ბიზანტიის და
ტრაპიზონის იმპერატორებს. 1402 წლისთვის თემურლენგმა საგრძნობლად განიმტკიცა
პოზიციები. 1402 წელს თემურლენგმა ყარაბაღში მოიწვია ყურულთაი და გადაწყდა, რომ
ის იწყებდა ბრძოლას ოსმალეთის წინააღმდეგ. აპრილში თემურმა ყარაბაღი დატოვა და
საომრაოდ გაემგზავრა. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა 1402 წლის 28 ივლისს
ანგორასთან, ანკარას ბრძოლა, სადაც ოსმალეთი სასტიკად დამარცხდა. სულთანი და
მისი შვილი ტყვედ ჩავარდნენ. ანკარის ბრძოლის შემდეგ თემურმა დაიპყრო მრავალი
ქალაქი: კონია, ბურსა, იზმირი, ნიკეა და სხვა. 1403 წელს ბაიაზიდი ტყვეობაში
გარდაიცვალა. თემურმა გადაწყვიტა ჩინეთი დაელაშქრა მაგრამ 1405 წელს
გარდაიცვალა.

2. ოსმალეთ-ირანის ომი (1514)

1514 წლის გაზაფხულზე ედირნეში შეიკრიბა საგანგებო მდივანი სადაც ყველა

მუსლიმისთვის საღვთო მოვალეობად გამოცხადდა ბრძოლა ყიზილბაშებთან, ეს კი
საკმაოდ საშიში საქმე იყო. 1514 წლის 20 აპრილს სელიმ I მა დატოვა სტამბული და თან
40 000 ჯაცი დატოვა ქვეყანაში რათა მოულოდნელ საფრთხესთან მზად ყოფილიყო.
იქიდან გამომდინარე რომ ოსმალეთიც საკმაოდ ძლიერ ძალას წარმოადგენდა, ისმალ
პირველი ანუ (სეფიანთა ირანის დამაარსებელი), გზადაზგა წვავდა სურსათ-სანოვაგეს
და ანადგურებდა საარსებოს. ოსმალეთის ლაშქრის მდგომარეობა კი საშინელი იყო,
იქიდან გამომდინარე, რომ საარსებო სურსათის გარეშე დარჩენილ მეომრებს აღარ
სურდათ ომის გაგრძელება. თუმცა მოგვიანებით 1514 წლის 10 აგვისტოს სამცხე-
საათაბაგოს გამგებელმა მზეჭაბუკმა მიაწოდა ოსმალეთს სურსათი. სელიმმაც გააგრძელა
სვლა მიუხედავად ჯარში გამოწვეული პრობლემებისა სელიმმა რარაც ძალით დაუბრუნა
ჯარს სულისკვეთება. 1514 წლის 23 აგვისტოს ჩალდირანის ველზე გამართულ
ბრძოლაში დამარცხდა ირანი, ხოლო ოსმალეთის გამარჯვება სამხედრო შეიარაღებამ
უფრო განაპირობა. სულთანი ირანის დედაქალაქისკენ გაემართა და მოგვიანებით 1514
წლის 6 სექტემბერს აიღეს თავრიზიც და გაანადგურეს ყველაფერი ქალაქის გაძარცვით.

3. ბაიაზედ II და სეფიანთა ირანი

მე-16 საუკუნის დასაწყისში ირანში გარკვეული პოლიტიკური ცვლილებები

განხორციელდა. 1501 წელს შეიქმნა ირანის სეფიანთა სახელმწიფო, რომელიც დააარსა
ისმაილ I-მა. ის იყო არდებილის შეიხის სეფი ედ-დინის შთამომავალი. არდებილის
ფეოდალური სამფლობელოების სათავეში იდგნენ შეიხები, რომლებიც თავიანთ ხელში
აერთიანებდნენ, როგორც საერო ისე სასულიერო ხელისფულებას. მე-15 საუკუნის
მიწურულს შიდაფეოდალური ბრძოლების შედეგად აყ-ყოინლუს სახელმწიფო ორად
გაიყო უზუნ ჰასანის შვილებს შორის, მიუხედავად ამისა უფლისწულებს შორის ბრძოლა
არ მთავრდებოდა. ამით ისარგებლა ისმაილმა, რომელმაც ბოლო მოუღო ანარქიას,
თურქმენი უფლისწულები ამოხოცა და 1502 წელს თავი შაჰინშაჰად გამოიცხადა.
სეფიანთა სახელმწიფოს შექმნაში მონაწილეობა მიიღო ყიზილბაშურმა ტომებმა.
ყიზილბაშები შიიტები იყვნენ, ამიტომ ისმაილმა სახელმწიფო რელიგიად შიიტობა
გამოაცხადა. შაჰის ხელისუფლების დასაყრდენს ყიზილბაშები წარმოადგენდნენ. ხოლო,
საკუთრივ ირანელები აღარ იღებდნენ მონაწილეობას ქვეყნის მართვა-გამგებლობაში.
1504 წელს ბაიაზედ II-მ ელჩობა გაგზავნა შაჰ ისმაილთან, გამარჯვების მისალოცად და
გამოთქვა სურვილი მასთან დაემყარებინა მეგობრული ურთიერთობა. მაგრამ,
ბაიაზიდის ამ ნაბიჯებმა მაინც ვერ შეიაფერხა ყიზილბაშების წინსვლა დასავლეთის
მიმართულებით. 1507 წელს ყიზილბაშებმა ხელთ იგდეს სომხეთი, ქურთისტანი,
დიარბექირი, 1508 წელს დაიკავეს ბაღდადი და არაბეთის ერაყი. ამ ომების დროს
მიმდინარეობდა მასობრივი რეპრესიები სუნიტებისა და ქრისტიანების წინააღმდეგ.
წვავდნენ მათ წმინდა სალოცავებს, სუნიტური მეჩეთები გადაკეთდა შიიტურად.
ყიზილბაშებს ურიგებდნენ საუკეთესო მიწებს და საძოვრებს. ირანის შაჰის ამგვარმა
პოლიტიკამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ოსმალეთში. ამას ასევე დაემატა ისიც, რომ
ბაიაზიდის სულთნობის ბოლო წლებში, მცირე აზიაში დაიწყო გლეხების და მომთაბარე
ტომების აჯანყება შიიზმისა და შაჰ ისმაილის მხარდაჭერის ლოზუნგებით. აჯანყებას
სათავეში შაჰ-ყული ჩაუდგა. ბაიაზიდმა აჯანყებულებთან საბრძოლველად გაგზავნა
დიდი ვეზირი მურად ფაშა, რომელიც მათთან ბრძოლაში დაიღუპა. ამან ბაიაზიდის
ავტორიტეტი შეარყია. ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწეები ბაიაზიდს ბრალს სდებდნენ
იმაში, რომ მან ყიზილბაშები წააქეზა, აყ-ყოინულ კი დახმარება არ აღმოუჩინა.
აღმოსავლეთში სეფიანთა ირანი საკმაოდ ძლიერ სახელწიფოს იქცა, ამის გამო
ბაიაზიდის მიმართ უკმაყოფილება კიდევ უფრო გამწვავდა, რაც გახდა მისი ტახტიდან
ჩამოგდების ერთ-ერთი მიზეზი.

4. სელიმ II

1566 წელს გარდაიცვალა სულეიმან I და მის შემდეგ ტახტზე ადის მისი შვილი სელიმ II.
სელიმი მამის ანტიპოდი იყო, ის უფრო მეტ დროს უთმობდა გართობას ვიდრე
სახელმწიფო საქმიანობას. სახელმწიფო საქმეებს განაგებდა დიდი ვეზირი მეჰმედ
სოკოლუ, მან ეს თანამდებობა მიიღო სულეიმანის დროს 1565 წელს და დიდი ვეზირი
იყო 1579 წლის ოქტომბრამდე. სელიმ II-ის დროს იწყება ოსმალეთის სამხედრო
წარუმატებლობა და საშინაო სიძნელეების პერიოდი. მისი სულთნობის პერიოდში
მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ზავი ავსტრიასთან, რომელიც დაიდო 1578 წლის 17
თებერვალს ადრიანოპოლში. ამით დამთავრდა ოსმალეთ-ავსტრია-უნგრეთის ომები.
ზავის თანახმად ოსმალეთს ავსტრიისთვის უნდა დაეთმო უნგრეთის ტერიტორიების
მნიშვნელოვანი ნაწილი, სანაცვლოდ მიიღო 30 000 დუკატი ყოველწლიური
კონტრიბუცია, ავსტრიამ ოსმალეთის ვასალურ ქვეყნებად ცნო მოლდავეთი,
ტრანსილვანია და ვლახეთი. 1569 წელს სელიმის ბრძანებით მოეწყო ლაშქარი
ასტრახანის დასაპყრობად, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. მართალია ოსმალეთი
საკმაოდ ძლიერი იმპერიაა, მაგრამ უკვე ჩნდება პირველი ბზარი.

ბილეთი 11
1. ომი ავსტრიასთან და ვენის პირველი გარემოცვა

მოხაჩის ბრძოლის შემდეგ ოსმალეთის ექსპანსია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის

ქვეყნებში კიდევ უფრი გაძლიერდა. ამას ასევე ხელს უწყობდა ევროპის ქვეყნებს შორის
არსებული წინააღმდეგობანი. მოხაჩთან გამარჯვების შემდეგ ოსმალებმა წინ წაიწიეს და
საფრთხე შეუქმნეს ჰაბსბურგთა იმპერიის დედაქალაქს ვენას. 1528 წელს სულეიმან I-მა
სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო იანოშ ზაპოლიასთან, რომლითაც იანოში თავის
თავს აღიარებდა ოსმალეთის ვასალად, ხოლო სამაგიეროდ სულთანი დაეხმარებოდა მას
ფერდინანთან ბრძოლაში. იანოშ ზაპოლიას მხარდასაჭერად და ფერდინანდის
დასახმარებლად საჭირო იყო ავსტრიაზე გალაშქრება. 1529 წლის მაისში სულთანმა
დატოვა სტამბოლი და გაემართა ვენისკენ, სექტემბერში ოსმალთა არმია ვენის კედლებს
მიადგა. 28 სექტემბერს ოსმალებმა ვენას ალყა შემოარტყეს. ქალაქის დამცველებმა
სათანადო წინააღმდეგობა გაუწიეს და ოსმალებმა ქალაქი ვერ აიღეს. ზამთარი
ახლოვდებოდა, ამის გამო სულთანი იძულებული გახდა 14 ოქტომბერს ვენისთვის ალყა
მოეხსნა და უკან დაბრუნებულიყო. ეს იყო ოსმალების დიდი მარცხი. შედეგად ვენა,
ავსტრია და მთლიანად ევროპა გადაურჩა ოსმალეთის საფრთხეს. ამან კიდევ უფრო
გააძლიერა ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობა ოსმალეთის მიმართ. ვენასთან
გამარჯვების მიუხედავად ფერდინანდ მაინც არ გააჩნდა ძალები, რომ ერთიანი შეტევით
აეღო ბუდა, არც გარედან დახმარების იმედი არ ჰქონდა ამიტომ გადაწყვიტა
მოლაპარაკებებით მოეგვარებინა დაპირისპირება ოსმალეთთან. თუმცა, სულეიმანი
წინააღმდეგი იყო ფერდინანდი ეცნო უნგრეთის მეფედ. ფერდინანდი ცდილობდა
ძალით გამაგრებულიყო უნგრეთში, რამაც გამოიწვია სულთნის ახალი ლაშქრობა
უნგრეთის წინააღმდეგ. 1532 წლის აპრილში ოსმალთა არმია დაიძრა ვენისკენ
დუნაისპირეთიდან. 5 აგვისტოს ოსმალეთის არმია მიადგა ციხე-სიმაგრე კესეგს, თუმცა
მისი აღება ვერ შეძლეს. ამჯერადაც სულთანი დანებდა და გადაწყვიტა სტამბულში
დაბრუნებულიყო. 1532 წელს საღვთო რომის იმპერიის და ესპანეთის ფლოტმა
საგრძნობი ზარალი მიაყენა ოსმალეთის ფლოტს ხმელთაშუა ზღვაზე და ხელთ იგდი
რამდენიმე ნავსადგური მორეაში. აქედან გამომდინარე სულეიმანმა გადაწყვიტა
დათმობაზე წასულიყო და ავსტრიასთან დაედო საზავო ხელშეკრულება. 1532 წლის 22
ივნისს ოსმალეთსა და ავსტრიას შორის, სტამბოლში დაიდო საზავო ხელშეკრულება,
რომლის მიხედვითაც იანოშ ზაპოლიამ და ფერდინანდმა შეინარჩუნეს თავთავიანთი
ტერიტორიები, რომლებსაც ისინი ფლობდნენ ხელშეკრულების დადებისას.
ხელშეკრულების მიხედვით დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი უნგრეთი გადავიდა
ავსტრიის ხელში. ავსტრიამ იკისრა ყოველწლიური ხარკი ოსმალეთის მიმართ და არ
უნდა დასხმოდა თავს აღმოსავლეთ უნგრეთს, რომლის მეფეც სულთნის ვასალი იყო. ამ
ხელშეკრულებით უნგრეთი ფაქტობრივად გაინაწილეს ავსტრიამ და ოსმალეთმა. ზავი
დაიდო გაურკვეველი ვადით. უნგრეთისთვის ბრძოლაში ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია
უპირატესობას. ვენასთან მარცხის შემდეგ ოსმალეთმა დაპყრობითი ომების
მიმართულება შეცვალა.
2. სულეიმან კანუნი (1520-1534)

1520 წლის 21 სექტემბერს გარდაიცვალა სელიმ I და ამის შემდეგ ტახტზე ადის მისი
შვილი სულეიმან I. ის არის ოსმალეთის იმპერიის მეათე სულთანი. ქვეყანას მართავდა
1520-1566 წლებში. სულეიმანი ითვლება ოსმანების დინასტიის ერთ-ერთ თვალსაჩინო
წარმომადგენლად, რადგან მისი სულთნობის პერიოდში ოსმალეთმა მიაღწია ძლიერების
ზენიტს. იგი ატარებდა აქტიურ დამპყრობლურ პოლიტიკას. მე-16 საუკუნის
დასაწყისისთვის ოსმალეთმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი ბალკანეთის ნ.კ-ზე. სელიმ I-მა
ძირითადი ყურადღება მიაპყრო ირანს, ხოლო ევროპის მიმართ ყურადღება ერთგვარად
შეასუსტა. სულეიმანმა კი განიზრახა განეახლებინა შეტევა ევროპის სახელმწიფოების
წინააღმდეგ და გაეფართოვებინა იმპერიის სამფლობელოები. სულეიმანმა უპირველეს
ყოვლისა დაიწყო ომი უნგრეთთან. უნგრეთის ხელში ჩაგდებით გზა გაეხსნებოდა
ცენტრალური ევროპისკენ, ასევე ის კონტროლს დაამყარებდა მდ. დუნაიზე, რომელიც
ევროპის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. 1521 წელს აიღო ბელგრადი,
მოჰაჩის ბრძოლის შემდეგ შემოიერთა უნგრეთის დიდი ნაწილი. 30-იან წლებში დაიპყრო
ერაყი, კ. როდოსი და ეგეოსის არქიპელაგის სხვა კუნძულები, ტრიპოლიტანია, ალჟირი
და სხვა ტერიტორიები. სულეიმან I კანუნი შეუპოვარ ბრძოლას ეწეოდა ირანთან
კავკასიისათვის. სულეიმან I-ის წარმატებებში მნიშვნელოვანი როლი შეჰქონდა იმპერიის
საზღვაო ფლოტს, რომელიც იმდროისთვის ძალიან დიდი ძალას წარმოადგენდა.
ძლიერმა ფლოტმა იმპერიას მრავალი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა და
მნიშვნელოვნად გაამყარა მისი პოზიციები ხმელთაშუა ზღვასა და ინდოეთის ოკეანეში.
მისი მმართველობის პერიოდში შედგა კანონები (კანუნნამე) ადმინისტრაციული წყობისა
და ფინანსების, ცალკეული პროვინციების მდგომარეობის, სამხედრო-ლენური სისტემის
რეგლამენტაციის, მიწათმფლობელობის ფორმების, მოსახლეობის ბეგარისა და მიწაზე
გლეხების მიმაგრების შესახებ. დიდ ყურადღებას აქცევდა მეჩეთების, სასახლეების,
ციხესიმაგრეების და სხვათა მშენებლობას. სულეიმან I კანუნი გარდაიცვალა უნგრეთში
ლაშქრობის დროს, 1566 წელს. სულეიმან I ოსმალეთის იმპერიას სათავეში თითქმის 46
წლის განმავლობაში ედგა. ამდენი ხნის განმავლობაში ოსმალეთის იმპერია არც ერთ სხვა
სულთანს უმართავს.

3. კონსტანტინოპოლის დაპყრობა

1451 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა მურად II და ტახტზე ავიდა მისი ვაჟი მეჰმედ
II, სულთნად გახდომამდე უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა კონსტანტინოპოლის აღება.
მეჰმედ II-ს აუჯანყდა ყარამანიის გამგებელი იბრაჰიმი და ამასვე მოუწოდებდა
გერმიანის, აიდინის და მენთეშეს ემირებსაც, ასევე ის არწმუნებდა დასავლეთ ევროპელ
მმართველებს, რომ მათ შეეძლოთ მეჰმედი მარტივად დაემარცხებინათ. იბრაჰიმი
თავისი ლაშქრით შეიჭრა ოსმალეთის სამფლობელოებში. ანატოლიის გამგებელმა ისკაჰ
ფაშამ სულთანს სთხოვა აჯანყებულები დაეშოშმინებინა. მეჰმედ II ანატოლიაში ჩავიდა
და აჯანყება ჩაახშო. ამის შემდეგ მღელვარება დაიწყო იენიჩრებში, რომლებიც ხელფასის
გაზრდას მოითხოვდნენ. სულთანმადააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, მაგრამ იენიჩრების
მეთაური გადააყენა. ბიზანტიის იმპერატორმა გადაწყვიტა ესარგებლა ამ ვითარებით.
აჯანყება ჯერ ჩახშობილი არ იყო როცა მან სულთანს გაუგზავნა ელჩები საჩივრით, რომ
ის თანხა რომელიც უფლისწულის შესანახად იყო საჭირო, ჯერ კიდევ არ იყო
გადახდილი. ასევე მათ დავალებული ჰქონდათ, შეეხსენებინათ, რომ ბიზანტიის
იმპერიაში იყო ოსმალეთის ტახტის შესაძლო პრეტენდენტი. მეჰმედ II ელჩებს დაპირდა,
რომ ადრიანოპოლში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად განიხილავდა ამ საკითხს.
იმპერატორის ამ ქცევამ ძალიან განარისხა სულთანი და მან უფრო დააჩქარა
კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ ომის სამზადისი. 1451 წლიდან დაიწყეს მზადება
ლაშქრობისთვის. 15 აპრილიდან დაიწყეს ციხე-სიმაგრეების მშენებლობა. სულთნის
მოქმედებამ დიდი შეშფოთება გამოიწვია ბიზანტიაში. აშკარა იყო, რომ სულთნის ეს
ქმედება იყო ერთი ნაბიჯი ქალაქის ალყისთვის. იმპერატორმა სულთანთან ელჩები
გაგზავნა, რომელიც აცხადებდა პროტესტს, რადგან სულთანი არღვევდა მათ შორის
დადებულ შეთანხმებას. მეჰმედ II-მ აუდიენციის გარეშე უკან გააბრუნა ელჩები. 1452
წლის ივნისში იმპერატორმა კიდევ გაგზავნა ელჩობა. იმპერატორი მეჰმედისგან
ითხოვდა გარანტიას, რომ ახლად აგებულ ციხეს არ გამოიყენებდა კონსტანტინოპოლზე
თავდასასხმელად. ელჩები დააპატიმრეს და თავები მოკვეთეს ეს კი ფაქტობრივად
ნიშნავდა ომის გამოცხადებას. 1453 წლის იანვარში სულთანმა მიიღო საბოლოო
გადაწყვეტილება, დაეწყო ომი კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ. ბიზანტიის იმპერიის
ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდებოდა. 5 აპრილს კონსტანტინოპოლის კედლებთან თავი
მოიყარა ოსმალთა არმიამ მეჰმედ II-ის მეთაურობით. ალყა 53 დღე გრძელდებოდა. 5
აპრილს სულთანმა ისლამის წესის თანახმად ქალაქში თეთრი დროში გაგზავნა
პარლამენტიორები და მოსახლეობას მიმართა, რომ მუსლიმური კანონის მიხედვით,
სულთანი მაცხოვრებლებს შეუნარჩუნებდა ქონებას და სიცოცხლეს, თუ ნებაყოფლობით
დანებდებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი დანდობა. მოსახლეობამ
გადაწყვიტა იმპერატორისთვის არ ეღალატა. 6 აპრილიდან დაიწყო ქალაქის კედლების
დაბომბვა. 26 მაისს მეჰმედმა მოიწვია სადაც გადაწყდა დაეწყოთ მზადება შეტევისთვის.
მისი ბრძანებით ქალაქის ირგვლივ დაანთეს კოცონები, რასაც მძიმე შთაბეჭდილება
მოჰყვა მოსახლეობაში. სულთანმა გადაწყვიტა იერიში დაეწყო 29 მაისს. ღამის 2 საათზე
ისინი შეტევაზე გადავიდნენ, ქალაქს ხმელეთიდან და ზღვიდან შეუტიეს. ოსმალთა
პირველი რაზმები გაანადგურეს. სულთანმა ბრძოლაში ჩართო რეზერვები. ქალაქის
დამცველთა მდგომარეობა უიმედო გახდა. დამცველების დაუდევრობით თუ ღალატით
კერკოპორტას კარები ღია დარჩათ, საიდანაც ოსმალები შეიჭრნენ. დამცველტა
უმეტესობა ბრძოლის ველზე დაიღუპა მათ შორის ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე
XI. სულთანი ადრიანოპოლის კარით კონსტანტინოპოლში ზეიმით შევიდა, წმ. სოფიოს
ტაძარი მისი ბრძანებით მეჩეთად გადააქციეს. იმპერატორის მოკვეთილი თავი სულთანს
მოართვეს. მისი ბრძანებით იმპერატორის თავი თვალსაჩინო ადგილას მოათავსეს, რათა
ბერძნები დარწმუნებულიყვნენ მის სიკვდილში. ამოხოცეს ქალაქის მოსახლეობა, ზოგიც
მონებად წაიყვანეს. 29 მაისის საღამოს კონსტანტინოპოლი უდაბნოს დაემსგავსა, ქალაქში
არ ისმოდა არანაირი ხმა არც ადამიანის და არც ცხოველის.
4. ოსმალთა საზოგადოებრივი წყობილება

ოსმალთა საზოგადოება დაყოფილი იყო 2 ნაწილად. ასკერებად, რომლებიც

გათავისუფლებულები იყვნენ ყველანაირი გადასახადისაგან და არ მონაწოლეობდნენ
ეკონომიკურ ცხოვრებაშ და გლეხებად, რომლებიც გადასახადებს იხდიდნენ. ასკერები
კიდევ ორ ჯგუფად იყოფოდნენ. მახვილის ხალხი, რომელიც ომებში იღებდა
მონაწილეობას და კალმის ხალხი, რომელის საკანცელარიო საქმიანობას ეწეოდა. ასეთი
დაყოფა კი თიმარულ სისტემასთან იყო დაკავშირებული, რაც გულისხმობდა, რომ
თიმარის მიღება მხოლოდ ფეოდალებს შეეძლოთ. მეჰმედ მეორის დროს სულთნის
დასაყრდენი ფენა ფეოდალთა ფენა იყო.

ოსმალებს კანონების მიხედვით ჰქონდათ გადანაწილებული მიწები. ზოგი

სასულთნო მიწა იყო, ზოგი თიმარი, ზოგი კერძო, ზოგი კი საეკლესიო. ვხვდებოდით
ასევე სათემო საკუთრებაში მყოფ მიწებს ე.წ. მკვდარ მიწებსაც. ყველა ამ მიწაზე იყვნენ
გლეხები, რომლებიც ამუშავებდნენ მიწებს და მისდევდნენ სოფლის მეურნეობას.
გლეხის აღმნიშვნელ სიტყვად შემოიღეს „რაიათი“, რომელიც ითარგმნება, როგორც
ჯოგი. 18 საუკუნიდან კი სიტყვის მნიშვნელობა შეიცვალა და აღნიშნავდა ოსმალეთის
სახელმწიფოს არამაჰმადიან გლეხს. გლეხები უუფლებოები იყვნენ, ჯარში და ომებში არ
მიჰყავდათ, არ ჰქონდათ თიმარის მიღების უფლება. გლეხს ჰქონდა მიწის ნაკვეთი -
ჩიფთლიქი, რომელიც სამიწათმოქმედო მეურნეობას წარმოადგენდა, რომელიც
მემკვიდრეობით გადადიოდა, თუმცა აკრძალული იყო მისი დანაწილება მემკვიდრეებს
შორის. აღსანიშნავია, რომ ეს მემკვიდრეობითი გადაცემის სისტემა ძირითადად
მამაკაცებზე და ვაჟებზე იყო გათვლილი.

მეჰმედ მეორის კანონმდებლობის მიხედვით ფეოდალს უფლება ჰქონდა გლეხი

მიწიდან გაედევნა. ასევე, გლეხს მიწა ჩამოერთმეოდა, თუ მიწა სამი წლის მანძლზე
დაუმუშავებელი იქნებოდა. გლეხებს ძირითადად ატარებდნენ დავთარში, რისი
შედეგადაც ხდებოდა მათი მიწების და საქმიანობის აღრიცხვა. საბოლოო ჯამში, ამ
სისტემამ და გლეხთათვის მუდმივი გადასახადების დაწესებამ ოსმალეთი არაერთ
გლეხთა აჯანყებამდე მიიყვანა

ბილეთი 12

1. სულეიმან კანუნის პირველი ლაშქრობა ირანის წინააღმდეგ

როდესაც ოსმალეთმა ავსტრიასთან ზავი დადო შესაძლებლობა მიეცა ძალები

ირანისკენ ბრძოლისათვის მიემართა. 1533 წლის სექტემბერში ოსმალეთის დიდმა
ვეზირმა იბრაჰიმ ფაშამ ჯარი ალეპოსთან მიიყვანა და იქ დაბანაკდა. 1534 წლის
ზაფხულში კი უშუალოდ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო სომხეთის წინააღმდეგ, აიღო
მისი ქალაქები და ამის შემდეგ უშუალოდ ირანში შევიდა, აიღო ქალაქი თავრიზი, ხოლო
შემდგომი ნაბიჯი მთელი სამხრეთ აზერბაიჯანის დაპყრობა იყო. ამ დროისთვის
ოსმალთა ლაშქარს უკვე სათავეში სულეიმანი უდგება და ილაშქრებს ბაღდადის
წინააღმდეგ.

1534 წლის ნოემბერში ოსმალებმა აიღეს ბაღდადი, შემდეგ კი მიმდებარე ქალაქებსაც

მიადგნენ. აქ ისინი ოსმალურ წესებს ნერგავდნენ, შემოიღეს თიმარული სისტემა,
დაპყრობილი ტერიტორიები დაყვეს სანჯაყებათ და ასევე შემოიღეს
მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის წესები. მათ დაპყრობილ ტერიტორიებში
ჩაასახლეს ათასობით თურქი და შეუდგნენ ამ რეგიონების გათურქებას, შესაბამისად კი
ამ მხარეების კოლონიზაციას. სწორედ ამ ომის დროს დააარსეს ოსმალებმა სომხეთში
არზრუმის საფაშო, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი გახდა
ოსმალებისთვის საქართველოზე ლაშქრობების პერიოდში. სულეიმანისთვის ძალიან
მნიშვნელოვანი იყო ყველა გამარჯვება, თუმცა განსაკუთრებით მნშვნელოვანი იყო
ბაღდადის აღება, რომელიც მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
ქალაქი იყო. ბაღდადის დაპყრობა მის ტიტულზეც კი აისახა.

სულთანი დიდად იყო დაინტერესებული ვაჭრობით, ამიტომ ბაღდადის დაკავება

კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იღებდა სულეიმანისთვის. მთელი საქონელი, რომელიც
სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდიოდა გადიოდა ბაღდადს და შემდეგ ნაწილდებოდა ამა თუ
იმ რეგიონში. 1538 წელს კი ბასრის ემირის ელჩობა ესტუმრა სულეიმანს და სთხოვა
ოსმალეთის მფარველობის ქვეშ შესვლა, რაზეც, რაღა თქმა უნდა, სულეიმანს დადებითი
პასუხი ჰქონდა. ამავე პერიოდში მისი მმართველობის ქვეშ გადავიდნენ ქვემო ევფრატის,
ხუზისტანის, ლურისტანისა და სხვა საემიროები, რამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა
ოსმალეთის გავლენის ზრდაში სპარსეთსა და მესოპოტამიის რეგიონებში.

2. თიმარული სისტემა

საღვთო ომების დროს ოსმალები ყველაფერს ანადგურებდნენ, ცდილობდნენ

მოსახლეობის გამუსლიმებას, განსაკუთრების კი ბავშვების. ოსმანი დაპყრობილ
ტერიტორიებს, თიმანებს, ურიგებდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ბრძოლაში თავი
გამოიჩინეს. თიმანების ჩამორთმევა უმიზეზოდ არ ხდებოდა და ის თაობებს
გადაეცემოდათ. თიმარების სისტემის სრულყოფის შემდეგ ის ოსმალეთის სახელმწიფოს
ერთერთი ძირითადი საფუძველი გახდა. თავიდან ისინი არ იყო დიდი, თუმცა
ბალკანეთის დაპყრობის შემდეგ მათი მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა. თუმარული
სისტემა ბაიაზიდ პირველის დროს ჩამოყალიბდა და ბოლომდე დაიხვეწა. ამ სისტემის
საფუძველზე შეიქმნა არარეგულარული ცხენოსანთა ლაშქარი, რომელმაც ძალიან დიდი
როლი შეასრულა ოსმალთა ბრძოლებში. 1329 წელს იქმნება ქვეითი ჯარი - იაია,
რომელიც დაკომპლექტებული იყო ახალგზარდა თურქებისგან. მათ მშვიდობის დროს
ხელფასი არ ეძლეოდათ, თუმცა არ ეკისრებოდათ გადასახადები. იაიას ჰქონდა
განმასხვავებელი ნიშანი - თეთრი თავსაბურავი. მუდმივი ომები ითხოვდა
რეგულარული ჯარის ჩამოყალიბებას, ამიტომ შეიქმნა იენიჩართა დანაყოფი. თავიდან
იენიჩრები იყვნენ გამაჰმადიანებული ქრისტიანი ჯარისკაცები, თუმცა მოგვიანებით ეს
წესი ჩეიცვალა. ისინი სულთანს ემორჩილებოდნენ. მალე ისინი ოსმალთა ძირიტადი და
ძლიერი ძალა გახდნენ. ოსმალეთის ძალას ასევე შეადგენდნენ აზაბები და აკინჯიები.
აზაბები იყვნენ მსუბუქი ფეხოსნები, ხოლო აკინჯიები მსუბუქი კავალერია. მათ
აკომპლექტებდნენ სულთნის ქვესევრდომები.

3. 1606 წლის ზავი ავსტრიასთან

1593 წლიდან ოსმალეთი აწარმოებს ომს ავსტრიასთან. თავდაპირველად ავსტრიელებმა

მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს, მაგრამ ოსმალებმა თანდათან შეძლეს მდგომარეობის
გამოსწორება და ავსტრიის რიგი ციხეების დაკავება. თუმცა, ოსმალეთს უჭირდა
ერთდროულად ეწარმოებინა ბრძოლები ირანისა და ავსტრიის წინააღმდეგ. ოსმალეთი
ირანთან ბრძოლაში მარცხდებოდა ამიტომ გადაწყვიტა, რომ ავსტრიასთან ზავი დაედო
და მთელი ძალებით შეეტია ირანისთვის. 1606 წლის 11 ნოემბერს ქ. სიტვატოროკში
ოსმალეთსა და ავსტრიას შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება. საზავო
ხელშეკრულებით არცერთ მხარეს არ მიუღია ტერიტორიული გაფართოება. სულეიმანმა
უარი თქვა ავსტრიისგან ყოველწლიური ხარკის მიღებაზე, სამაგიეროს ავსტრიას
ოსმალეთისთვის უნდა გადაეხადა ერთდროულად 200 000 დუკატი. ამ ხელშეკრულებაში
აისახა ოსმალეთის საგარეო-პოლიტიკური ძლიერების დასუსტება.

4. ოსმალეთ-ირანის ომი (1514)

1514 წლის გაზაფხულზე ედირნეში შეიკრიბა საგანგებო მდივანი სადაც ყველა

მუსლიმისთვის საღვთო მოვალეობად გამოცხადდა ბრძოლა ყიზილბაშებთან, ეს კი
საკმაოდ საშიში საქმე იყო. 1514 წლის 20 აპრილს სელიმ I მა დატოვა სტამბული და თან
40 000 ჯაცი დატოვა ქვეყანაში რათა მოულოდნელ საფრთხესთან მზად ყოფილიყო.
იქიდან გამომდინარე რომ ოსმალეთიც საკმაოდ ძლიერ ძალას წარმოადგენდა, ისმალ
პირველი ანუ (სეფიანთა ირანის დამაარსებელი), გზადაზგა წვავდა სურსათ-სანოვაგეს
და ანადგურებდა საარსებოს. ოსმალეთის ლაშქრის მდგომარეობა კი საშინელი იყო,
იქიდან გამომდინარე, რომ საარსებო სურსათის გარეშე დარჩენილ მეომრებს აღარ
სურდათ ომის გაგრძელება. თუმცა მოგვიანებით 1514 წლის 10 აგვისტოს სამცხე-
საათაბაგოს გამგებელმა მზეჭაბუკმა მიაწოდა ოსმალეთს სურსათი. სელიმმაც გააგრძელა
სვლა მიუხედავად ჯარში გამოწვეული პრობლემებისა სელიმმა რარაც ძალით დაუბრუნა
ჯარს სულისკვეთება. 1514 წლის 23 აგვისტოს ჩალდირანის ველზე გამართულ
ბრძოლაში დამარცხდა ირანი, ხოლო ოსმალეთის გამარჯვება სამხედრო შეიარაღებამ
უფრო განაპირობა. სულთანი ირანის დედაქალაქისკენ გაემართა და მოგვიანებით 1514
წლის 6 სექტემბერს აიღეს თავრიზიც და გაანადგურეს ყველაფერი ქალაქის გაძარცვით.

ბილეთი 13

1. სულეიმან კანუნის მესამე ლაშქრობა ირანის წინააღმდეგ

ირანის შაჰმა ქართველებთან ერთად დაიწყო ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან

თვლიდნენ რომ ოსმალთა ყურარება ამ დროს ევროპისაკენ იყო მიმართული და ეს
იქნებოდა ხელსაყრელი მომენტი. 1553 წელს ირანმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია.
სულთანი ადრიანოპოლიდან დედაქალაქში დაბრუნდა და საგანგებო ზომები მიიღო. მან
გადაწყვიტათავად ჩასდგომოდა ლაშქარს სათავეში და წამოეწყო კონტრშეტევა ირანის
წინააღმდეგ. სულეიმანმა გადაწყვიტა ირანისთვის ჩრდილოეთიდანაც შეეტია, ის აქედან
შუა აზიის გამგებლებს უკავშირდება და ცდილობს მათ გამოყენებას შაჰის წინააღმდეგ.
სულეიმანმა კაზიმ-მირზა შარვანში 10000 იანი ლაშქარით გაგზავნა. სულეიმანი სწრაფად
მიიწევდა წინ, ირანელები წინააღმდეგობის გარეშე იხედვნენ ფაწტიურად უკან თავიათი
კარგად ნაცნობი სტრატეგიით, გზად ყველაფერს ანადგურებდნენ. ივლისში ოსმალებმა
აიღეს ერევანი, მის შემდეგ ყარაბახი და აქედნა ნახიჭევანი. ამ წარმატებების მიუხედავად
სულეიმანმა ვერ შეძლო ირანის მთავარი სამხედრო ზალების განადგურება. სულეიმანის
ლაშქარს პრობლემები ახლდა თან, სურსათ-სანოვაგის სიდუხჭირეს მებრძოლთა შორის
გავრცელებული დაავადებებიც ემატებოდა, სულეიმანმა გადაწყვიტა უკან
დაბრუნებულიყო თავის ქვეყანაში, რა დროსაც მას აცნობეს რომ ისმაილი, შაჰ თამაზის
შვილი ქართველებთან ერთად ოსმალთა დამხმარე რაზმს დაესხა თავს, მან გაანადგურა
ის სარსუთ-სანოვაგე რომელიც ოსმალთათვის მოდიოდა, ამან თავზარი დსცა მეომრებს.
ამ ამბავმა განარისხა სულეიმანი, რომ არა მოახლოებული მკაცრი ზამთარი ის
მიაბრუნებდა ჯარს ქართველებისაკენ, მაგრამ ამ ეტაპზე მან ანატოლიაში დაბრუნების
გადაწყვეტილება მიიღო. შაჰ თამაზი ლორეში გამაგრდა არამარტო თავდაცვისთვის,
არამედ რათა სამხრეთიდან ქართლისაკენ გზა ჩაეკეტა. მას შემდეგ რას სულეიმანი
არზრუმისაკენ გაემართა შაჰ თამაზი კონტრშეტევაზე გადავიდა. შაჰ თამაზის ბრძანებით
დაარბიეს ბასიანი, ოლთისში სარსელები შეებრძოლნენ ოსმალებს, მრავალი თურქი
მოკლეს მრავალი კი ტყვედ ჩაიგდეს. შაჰ თამაზი ლორედან ლუარსაბთან
საბრძოლველად დაიძრა, აიღო გორი, ასევე ატენის ციხის აღება მოახერხა ქართველთა
ღალატით. სექტემბერში სულეიმანმა შეკრიბა ჯარი და მის სარდლად აჰმედ ფაშა
დანიშნა. თუმცა როდესაც ამ ჯარმა ოლთისს მიაღწია, სპარსელებმა ბრძოლას თავი
აარიდეს. აჰმედ ფაშა არზრუმში დაბრუნდა დ სულთანს შეუერთდა. ამ დროს
სულეიმანთან შაჰ თამაზის ელჩი გამოცხადდა და ოსტატურად სთხოვა შაჰთან ზავის
დადება. საბოლოოდ შეთანხმდნენ რომ ზავი იმ პირობით დაიდებოდა, თუ თითოეული
მონარქი დაბრუნდებოდა იმ ტერიტორიაზე რომლებსაც ისინი ფლოდბენ ომის
დასაწყისში. ასევე მნიშვნელოვანი პუნქტი იყო,რომ მოხუცმა ელჩმა პირობა ჩამოართვა
სულეიმანს, არც იმ ჟამად და არც ზავის დადების შემდეგ სულთანს ქართველებისთვის
ზიანი არ უნდა მიეყენებინა. 28 სექტემბერს სულეიმანმა არზრუმი დატოვა და ამასიისკენ
დაიძრა.

2. მეჰმედ I

მეჰმედმა როგორც ტახტის მემკვიდრემ დაიწყო ბრძოლა ტახტისთვის. ამ

ინტერესებიდან გამომდინარე მეჰმედმა გავშირი სერბიის მტავართან დაამყარა, და
ამასტანავე ძმის მუსას სამსახულში მყოფი დიდმოცელეები თავის მხარეზე გადაიყვანა,
ამასთანავე მას , მხარს უჭერდა თესალიის გამგებელი. მუსასა და მეჰმედს შორის ბრძოლა
1413 წელს მარიცას ველზე მუსას დამარცხებით დასრულდა, რომელიც მოგვიანებით
სიკვდილით დასაჯეს. მეჰმედი ცნობილი მეჰმედ ჩელები I ის სახელით იყო ცნობილი.
მეჰმედმა დაიმორჩილა ოსმალეთის სამფლობელოები რუმელიასა და მცირე აზიაში. მას
სურდა ბიზანტიასთან მშვიდობიაი ურთიერთობა. რაც შეეხება 1415 წელს ვენეციასთან
წამოწყებულ საზღვაო ომს, ოსმალთა ფლოტის სისუსტემ განაპირობა მათი მარცხი და
ვენეციასთან დაზავდა , ასევე დაზავდა ყარამანიის ბეგტან რომლის დამორჩილებაც ვერ
შეძლო. 1416 წელს როდესაც ოსმალთა იმპერია და მეჰმედ I არც ისე სახარბიელო
მდგომარეობაში იმყოფებოდა, ახალმა პრობლემამ იჩინა თავი ეს იყო გლეხთა
აჯანყებები, რომელთაც სათავეში ბედრედინ სიმავი უდგათ, რომელიც მეჰმედის დროს
დასავლეთ ანატოლიაში გადაასახლეს. ის ქადაგებდა მაჰდის შესახებ, რომელიც
დედამიწაზე მოსვლით უსამართლობას მოსპობდა. მათ სამი აჯანყება მოაწყვეს და სამივე
წარმატებიტ იქნა ჩახშობილი. მიუხედავად ამ პერიოდისა რაც ოსმალეთმა გამოიარა,
დიდ დახმარებას უწევდა თიმარული სისტემა , რის საფუძველზეც ოსმალეთის იმპერია
წელში გაიმართა და შეუდგა საქმიანობას, მაგრამ 1421 წლის მაისში მოულოდნელად
გარდაიცვალა მეჰმედ I.

3. უფლისწულ სელიმის ბრძოლა ტახტისთვის

უფლისწული სელიმი ტრაპიზონი გამგებლობის დროს აქტიურ საქმიანობას ეწეოდა და

ნიადაგს ამზადებდა ტახტის ხელში ჩასაგდებად. მან იქ ყოფნისას მოაწყო რამდენიმე
მარბიელი ლაშქრობა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. 1509 წელს მან ილაშქრა
დასავლეთ საქართველოში, დაარბია და გაძარცვა გელათი და ქუთაისი. ამით მან
იენიჩრების მოწონება დაიმსახურა. 1510 წლიდან მან უკვე დაიწყო ბრძოლა ტახტისთვის.
ტახტი უფროს ძმას აჰმედს ეკუთვნოდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ტახტისთვის ბრძოლაში
დაეხმარებოდნენ ყირიმის ხანი და ბაიაზიდის პოლიტიკით უკამყოფილო იენიჩრები.
1510 წელს სელიმი თავისი შვილის მონახულების საბაბით ჩავიდა კაფაში. 1510 წელს
ბაიაზიდმა ყირიმის ხანს გაუგზავნა წერილი, სადაც წერდა, რომ სელიმი დაერწმუნებინა
ტრაპიზონში დაბრუნებაზე, მაგრამ სელიმი კატეგორიულად უარს აცხადებდა
ტრაპიზონში დაბრუნებაზე. 1511 წელს სელიმი ლაშქრით ყირიმიდან რუმელიისკენ
გაემართა. სელიმმა წარმატებას ვერ მიაღწია და იძულებული გახდა უკან
გაბრუნებულიყო. 1512 წელს ბაიაზიდმა გასცა ბრძანება, რომ სელიმს დაეკავებინა
რუმელიის რომელიმე პროვინციის გამგებლობა. სელიმი ლაშქრით დაიძრა
რუმელიისკენ. სტამბოლში იენიჩრებმა აჯანყება დაიწყეს. 1512 წლის 25 აპრილს სელიმმა
იენიჩრების დახმარებით ბაიაზიდ II ტახტიდან ჩამოაგდო და ხელთ იგდო ძალაუფლება.
მან თავისი შვილი სულეიმანი სტამბოლში გამოიძახა და სახელმწიფო საქმეები ჩააბარა.
თვითონ კი ყირიმის ხანთან ერთად აჰმედის წინააღმდეგ საბრძოლველად გაემართა.
აჰმედი ბრძოლაში დაიღუპა, სელიმის ბრძანებით დახოცეს მის სამი ძმა და ათი
ძმისშვილი, ასევე ბაიაზიდი რომელიც დედაქალაქიდან პროვინციაში მიდიოდა, გზაში
მოწამლეს. ყოველივე ამის გამო სელიმ I-ს მრისხანე (იავუზი) უწოდეს.

4. 1578-1590 წლების ირან-ოსმალეთის ომი

ჯერ კიდევ 1577 წლის მოვლენებით ირანში შიდაფეოდალური აშლილობა იყო აქედან
გამომდინარე ოსმალეთი ფიქრობდა, რომ ეს ხელსაყრელი მომენტი იყო ირანის
წინააღმდეგ ომის დასაწყებად და ამიერკავკასიის ქვეყნების დასაპყრობად და ამასთანავე
სულთანი დარწმუნებული იყო რომ ირანი მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. 1578 წლის
2 იანვარს სულთანმა ლაშქრის მთავარსარდლად ლალა მუსტაფა ფაშა დანიშნა. 1578
წლის 5 აპრილს უკვე ლალამ სტამბოლი დატოვა და საომრად გაემართა, თავისი
დავალება მას კარგად ესმოდა. ოსმალთა ლაშქარი კარგად იყო შეიარაღებული და
სურსათ-სანოვაგეც მიეწოდებოდა. 3 ივლისს ლალა მუსტაფა ფაშა არზრუმში ჩავიდა და
აქ 20 დღე დაჰყო. მან აქედან წერილები გაგზავნა და მოუწოდებდა სხვებს ირანის
წინააღმდეგ ბრძოლაში მაგრამ რეალურად მისი ზრახვები სხვაგვარი იყო , მან ბრძანა
ჯერ საქართველოს და შემდეგ შირვანისა და დაღესტნის დაკავება. საქართველოში
მოპოვებული წარმატების შემდეგ არტაანში გადავიდა. 1578 წლის 9 აგვისტოს
ოსმალეთსა და ირანს შორის გაიმართა ბრძოლა ჩალდირანის ველზე, რაც ოსმალთა
გამარჯვებით დასრულდა. მიუხედავად კოკისპირული წვიმით შექმნილი
წინააღმდეგობისა, ოსმალეთმა თავისი უპირატესობით აჯობა ირანს. თუმცა
მოგვიანებიტ განვითარებული მოვლენების მიხედვით მათ შორის ბრძოლას ბოლო არ
უჩანდა. იყო თბილისის ალყა და სხვა ისეთი მოვლენები სადაც მუდმივად ირანი და
ოსმალეთი ერთმანეტს უპირისპირდებოდა. ოსმალეთს კი ამიერკავკასიის ქვეყნების
გაძლიერება ახალ. წინააღმდეგობებს უქმნიდა და მის წარმატებას აფერხებდა. ამიტომ
დაიწყეს ფიქრი და მოლაპარაკებები საზავო ხელშეკრულებაზე.

ბილეთი 14

1. 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომი და ქუჩუქ კაინარჯის

ხელშეკრულება

ამ პერიოდში რუსეთსა და თურქეთს შორის არსებობდა კონფლიქტის არაერთი მზეზი,

ძირითადად მათი ინტერესები პოლონეთზე მიდოდა, ვერ თანხმდებოდნენ. ოსმალეთმა
ეს გამოიყენა და ომის საბაბად გამოაცხადა რუსეთის უარი პოლონეთიდან ჯარების
გაყვანაზე. ამის საფუზველზე 1768 წლის 25 სექტემბერს ოსმალეთმა რუსეთს ომი
გამოუცხადა. მაგრამ რუსეთიც არ იჯდა ხელებდაკრეფილი , ამზადებდა ძალებს
ოსმალეთის წინააღმდეგ. 1770 წლის 25-26 ივნისს ეგეოსის ზღვაზე, ჩასმენის ყურეში ,
რუსეთმა გაანადგურა ოსმალთა ფლოტი. 1771 წლისთვის რუსეთის ასეთი წარმატება
შეუძლებელს ხდიდა ოსმალთა სიმშვიდეს, რუსებმა დაიკავეს პერეკოპოი და ყირიმშიც
შევიდნენ. ამიტომ ოსმალებმა გადაწყვიტეს მათთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების
წამოწყება, მაგრამ ყველაფერი უშედეგო იყო. 1774 წელს დუნაის გადალახვის შემდეგ
განადგურდა ოსმალთა ლაშქარი, მაგრამ მოგვიანებით რუსეთის ჯარების ქმედებამ
განაპირობა ოსმალთა თანხმობა ზავის დადებაზე. 1774 წლის 10 ივლისს გაფორმდა
საზავო ხელშეკრულება ქუჩუქ კაინარჯში. რუსეთმა მიიღო სხვადასხვა ტერიტორიები.
რუსეთის ფლოტმა შავ ზღვაში თავისუფალი ნაოსნობის უფლება მოიპოვა. ასევე რუსეთს
მტავრობა დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის უფლებას ცნობდა იმ პირობით, რომ
ოსმალეთი უარს ამბობდა იმერეთის ხარკზე.

2. მეჰმედ II (1461-1481)

1451 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა ოსმალეთის სულთანი მურად მეორე. როდესაც

მისი გარდაცვალების ამბავი მეჰმედმა შეიტყო, მაშინვე გამოემგზავრა მანისადან და
გალიპოლისში ჩავიდა. მან მურადის მცირეწლოვანი ვაჟის, აჰმედის მოკვლა ბრძანა და 18
თებერვალს, 19 წლის ასაკში ოსმალთა სულთანი გახდა. / მეჰმედის ბავშვობა მარტივი
სულაც არ ყოფილა. მისი ძმების დედები დიდგვაროვანი ოჯახებიდან ივყნენ, დედამისი
კი მხევალი იყო, რაც ძმებს უპირატესობას აძლევდა. თუმცა, მომდევნო წლების მანძლზე
მისი ძმები აჰმედი და ალაედინი საეჭვო და გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალნენ.
მოგვიანებით კი, მეჰმედი მამამ ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. ახალი სულთანი
საკმაოდ განათლებული იყო, კარგად ერკვეოდა ფილოსოფიაში, მეცნიერებებში
ისლამურ და ბერძნულ კულტურაში, საუბრობდა სპარსულ, ბერძნულ, ებრაულ და
არაბულ ენებზე და მამის დამსახურებით სახელმწიფოს მართვის ხელოვნებასაც ეზიარა./
მეჰმედი საკმაოდ მტკიცე ხასიათის, გულჩათხრობილი პიროვნება იყო ბავშვობიდანვე,
რომელიც მას ზრდასრულობის პერიოდშიც გაჰყვა და სწორედ ამ მტკიცე ხასიათის
დამსახურებით, მან მიზნად კონსტანტინოპოლის დაპყრობა დაისახა.

როდესაც მეჰმედ მეორე გამეფდა მას ევროპის ქვეყნების ელჩები ესტუმრნენ და

ტახტზე ასვლა მიულოცეს. მეჰმედმა ვენეციის მისია მიიღო და განაახლა წლების წინ
დადებული სამშვიდობო შეთანხმება./ სტუმრად ჩასული უამრავი ელჩებიდან ყველაზე
კმაყოფილი ბიზანტია დარჩა. სულთანმა ყურანზე დაიფიცა, რომ არ შეეხებოდა
ბიზანტიის ტერიტორიას და მეტიც, ის გადაუხდიდა 300 ათას ასპერს ოსმალთა
უფლისწულის, ორხანის შესანახად, რომელიც საპატიო ტყვეობაში იმყოფებოდა
ოსმალეთში. ამ ყველაფრის მიზეზი კი მეჰმედის უდიდესი მისიის ასრულება,
კონსტანტინოპოლის დაპყრობა იყო. ამ გზით იგი ცდილობდა იმპერატორის ნდობა
მოეპოვებინა და ყურადღება გადაეტანა სანამ თავდასხმას დაგეგმავდა. ამასთან, მა
მოახერხა მცირე აზიაში აჯანყების ჩახშობა და ეცადა ზურგი განემტკიცებინა./ ამ
პერიოდში ყარამანიის გამგებელი აჯანყდა მეჰმედის წინააღმდეგ და იგივესკენ მოუწოდა
გერმანიის, აიდინისა და მენთეშეს მმართველებსაც. იბრაჰიმი (ყარამანიიის გამგებელი)
ირწმუნებოდა, რომ მეჰმედი ახალგაზრდაა და გამოუცდედლი და მის დამარცხებას
მარტივად შეძლებდნენ და მალევე ოსმალეთში შეიჭრა. ამის საპასუხოდ მეჰმედი
ანატოლიაში ჩავიდა და აჯანყებაც ჩაახშო, თუმცა ამას იენიჩრების აჯანყება დაემატა
ხელფასის მომატების თხოვნით. ამ არეულობით ისარგებლა კინსტანტინე 11-მ და
გადაწყვიტა კონფლიქტში ჩარეულიყო. სანამ მეჰმედი აჯანყებას ჩაახშობდა მან
გაუგზავნა საჩივარი, რომ უფლისწულის შესანახავი ხარკი ჯერ კიდევ არ იყო
გადახდილი. მეჰმედი დაჰპირდა ხარკის გადახდას, თუმცა ამან ძალიან გააღიზიანა
სულთანი და უფრო მეტად უბიძგა დასახული მიზნის მალევე განხორციელებისკენ.
მეჰმედ მეორე გარდაიცვალა 1481 წელს და მის შემდეგ ტახტზე ასასვლელად იწყება
ტაქტის მემკვიდრეებს შორის ქიშპობა.

3. სულეიმან კანუნის მეორე ლაშქრობა ირანის წინააღმდეგ

როდესაც 1547 წელს სულთანმა ავსტრია-უნგრეთთან ზავი დადო, დაიწყო ირანის

წინააღმდეგ ლაშქრობისთვის სამზადისი. სულეიმანმა იცოდა, რომ ირანის წინააღმდეგ
ომის განახლების შემთხვევაში მისი მოკავშირე, საფრანგეთი უკმაყოფილებას
გამოთქვამდა, ამიტომ მანდ აიფარა საფრანგეთის ელჩი და უთხრა, რომ 1547 წლის ზავი
ასევე გულისხმობს მშვიდობიანობას იმპერატორსა და საფრანგეთს შორის და თუ ზავს
დაარღვევდა კარლოს მეხუთე, მაშინ სულეიმანიც გადასინჯავდა თავის
დამოკიდებულებას ჰაბსბურგების მიმართ. საფრანგეთი კი არ იყო დაინტერესებული
ირან-ოსმალეთის ომით, რადგან ამით კარლოს მეხუთე ისარგებლებდა და მის
წინააღმდეგ გამოვიდოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საფრანეთი ცდილობდა ომი
მალე დამტავრებულიყო ირანთან, ამიტომ ამ ომში სულთნის მრჩეველად ინიშნება
საფრანგეთის ელჩი.

1548 წელს ოსმალეთი ირანის წინააღმდეგ სალაშქროდ გაემგზავრა. სულთნის

ლაშქარი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. წყაროებიდან ვიგებთ, რომ ოსმალეთის
ქვეითი ლაშქარი 300 ათასს შეადგენდა და ჰქონდათ 300 ზარბაზანი. ეს ციფრები
გადაჭარბებულია, თუმცა ოსმალები ამ დროს ძალიან ძლიერ ძალას წარმოადგენდნენ.
შაჰ თამაზი, ისე როგორც წინა ლაშქრობებში, უკან დახევისას ყველაფერს ანადგურებდა.
ეს იყო მისი სტრატეგია ოსმალთა მრავალრიცხოვანი არმიის წინააღმდეგ
საბრძოლველად. სწორედ ამ პოლიტიკის გამო ოსმალთა მდგომარეობა დღითიდღე
უარესდებოდა. ოსმალები ქალაქებშ, სადაც შედიოდნენ არაფერი ხვდებოდათ, ჰქონდათ
სურსათ-სანოვაგის დეფიციტი, ამასთან ჯარისკაცებს შორის გავრცელდა
ავადმყოფობები. აგვისტოში ოსმალებმა საკმაოდ კარგად დაცული და გამაგრებული
ქალაქი, ვანი აიღეს. როდესაც დაზამთრდა ოსმალები დროებით შეჩერდნენ, თუმცა
გაზაფხულიდან ომი განაახლეს და ისევ შეუტიეს ირანს. ისინი სამცხე-საათაბაგოსაც
უტევდნენ, თუმცა წინააღმდეგობა მეტად ძლიერი იყო. მიუხედავად ამისა, ოსმალები
უფრო კარგად იყვნენ აღჭურვილნი და რიცხობრივადაც სჯობდნენ ქართველებს. მათ
დაიკავეს უამრავი ციხე-სიმაგრე, გადაწვეს და გააპარტახეს ტერიტორიები. იგი
გამოცხადდა იმგერიის საბეგლარბეგოდ და დაიყო 4 სანჯაყად. საბოლოო ჯამში,
ოსმალეთმა ირანის წინააღმდეგ ლაშქრობა თავის სასარგებლოდ დაასრულა.

4. ოსმალთა პირველი თავდასხმები შავი ზღვის სანაპიროზე

კონსტანტიმოპოლის დაპყრობის შემდეგ მეჰმედ II-მ თავის ერთ-ერთ ამოცანად

დაისახა დაემორჩილებინა შავიზღვისპირა ქვეყნები და ხელთ ეგდო ვაჭრობა შავ
ზღვაზე. მე-13 საუკუნემდე შავ ზღვაზე ბიზანტია ბატონობდა და მთელი ვაჭრობა
არსებითად ბერძენების ხელში იყო, შავი ზღვა ჩაკეტილი იყო არაშავიზღვისპირა
ქვეყნებისთვის. შავ ზღვაზე ვაჭრობა წარმოებდა არა მარტო შავიზღვისპირა ქვეყნებს
შორის, არამედ აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზები
აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთის ქვეყნებს შორის. მეჰმედ
II-მ მზადება დაიწყო შავიზღვისპირა ქვეყნების წინააღმდეგ ლაშრქობისათვის. ის
თავდაპირველად აპირებდა ტრაპიზონზე თავდასხმას მაგრამ შემდეგ შეცვალა
თავისი გადაწყვეტილება, რადგან შავიზღვისპირა ქვეყნებს შორის ერთ-ერთ რეალურ
სამხედრო ძალას ყირიმის სახანო წარმოადგენდა. ყირიმის ხანის დამორჩილება ამ
ეტაპზე სულთნის გეგმებში არ შედიოდა. პირიქით, სულთანმა გადაწყვიტა
ერთმორწმუნე ყირიმის ხანი თავისი ინტერესების სასარგებლოდ გამოეყენებინა და
მისი დახმარებით ხელთ ეგდო ქალაქი კაფა, გენუელების მთავარი დასაყრდენი შავ
ზღვაზე. ამ მიზნით მეჰმედმა ურთიერთობა დაამყარა ყირიმის ხანთან ჰაჯი
გირეისთან, რომელიც დაინტერესებული იყო, რომ ყირიმის სანაპიროზე მდებარე
იტალიელთა სავაჭრო კოლონიები თავისი ხელისუფლებისთვის დაემორჩილებინა
და ამით შემოსავალი გაეზარდა. ამ ნიადაგზე მოხდა სულთნისა და ყირიმის ხანის
დაახლოება. 1454 წლის დასაწყისში მათ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის
მიხედვითაც ოსმალები გენულების წინააღმდეგ კაფაზე იერიშს ზღვიდან
მიიტანდნენ, ხოლო ყირიმის ხანი - ხმელეთიდან. 1454 წლის ზაფხულის დამდეგს
ოსმალეთის ფლოტი ბოსფორიდან გავიდა, ჯერ გაემართა მონკასტროსაკენ, იერიში
მიიტანა ქალაქზე, შემდეგ აღმოსავლეთისკენ კავკასიის სანაპიროსკენ აიღო გეზი,
თავს დაესხა და გაძარცვა სოხუმი. აქედან ისინი ყირიმისკენ გაემართნენ. კაფას
ნავსადგურის მახლობლად გაჩერდნენ და დაელოდნენ ყირიმის ხანის ლაშქრის
მოსვლას. 16 ივლისს ყირიმის ხანი მოვიდა ლაშქრით და კაფას ხმელეთიდან ალყა
შემოარტყა. ქალაქი კარგად იყო გამაგრებული ამიტომ მისი აღება ვერ შეძლეს.
გენუის კონსულმა გადაწყვიტა მტერს დაზავებოდა. დაიდო ხელშეკრულება,
რომლის მიხედვითაც კაფას კონსული ვალდებული იყო ყოველწლიურად ყირიმის
ხანისთვის გადაეხადა 600 სომი. სულთანი უკმაყოფილო იყო საზღვაო ლაშქრობის
შედეგებით. მან ბოსფორის სრუტე ჩაკეტა. 1455 წელი მოუსავლიანი იყო, კაფის
მაცხოვრებლები დახმარებას მოითხოვდნენ სურსათ-სანოვაგის სახით. შექმნილ
ვითარებაში კაფის კონსულმა გადაწყვიტა სულთანთან მოლაპარაკებები დაეწყო და
ამ მიზნით მას ელჩი გაუგზავნა. მოლაპარაკების შედეგად დადებულ იქნა
შეთანხმება, რომლის თანახმადაც კაფა ვალდებული იყო ყოველწლიური ხარკი
ეკისრებინა. ქალაქი სამასტრა, რომელიც გენუელებს ეკუთვნოდა, ოსმალთა
მფლობელობაში გადადიოდა. ამრიგად გენუელთა მთავარი სავაჭრო ფაქტორია შავ
ზღვაზე ოსმალეთის მოხარკე გახდა და მათი პოზიციები ამ რეგიონში
მნიშვნელოვნად დასუსტდა, ხოლო ოსმალეთისა - გაძლიერდა. ამგვარად მე-15
საუკუნის ბოლოსთვის შავიზღვისპირეთი, საქართველოს სანაპიროს გამოკლებით
ოსმალთა ხელში გადავიდა და შავი ზღვა ოსმალეთის „ტბად“ გადაიქცა. ოსმალეთმა
მასზე თავისიი კონტროლი დაამყარა. შავ ზღვაზე ვაჭრობის შედეგად სულთნის
მთავრობას დიდი შემოსავალი ჰქონდა.
ბილეთი 15

1. თიმარული სისტემა

საღვთო ომების დროს ოსმალები ყველაფერს ანადგურებდნენ, ცდილობდნენ

მოსახლეობის გამუსლიმებას, განსაკუთრების კი ბავშვების. ოსმანი დაპყრობილ
ტერიტორიებს, თიმანებს, ურიგებდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ბრძოლაში თავი
გამოიჩინეს. თიმანების ჩამორთმევა უმიზეზოდ არ ხდებოდა და ის თაობებს
გადაეცემოდათ. თიმარების სისტემის სრულყოფის შემდეგ ის ოსმალეთის სახელმწიფოს
ერთერთი ძირითადი საფუძველი გახდა. თავიდან ისინი არ იყო დიდი, თუმცა
ბალკანეთის დაპყრობის შემდეგ მათი მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა. თუმარული
სისტემა ბაიაზიდ პირველის დროს ჩამოყალიბდა და ბოლომდე დაიხვეწა. ამ სისტემის
საფუძველზე შეიქმნა არარეგულარული ცხენოსანთა ლაშქარი, რომელმაც ძალიან დიდი
როლი შეასრულა ოსმალთა ბრძოლებში. 1329 წელს იქმნება ქვეითი ჯარი - იაია,
რომელიც დაკომპლექტებული იყო ახალგზარდა თურქებისგან. მათ მშვიდობის დროს
ხელფასი არ ეძლეოდათ, თუმცა არ ეკისრებოდათ გადასახადები. იაიას ჰქონდა
განმასხვავებელი ნიშანი - თეთრი თავსაბურავი. მუდმივი ომები ითხოვდა
რეგულარული ჯარის ჩამოყალიბებას, ამიტომ შეიქმნა იენიჩართა დანაყოფი. თავიდან
იენიჩრები იყვნენ გამაჰმადიანებული ქრისტიანი ჯარისკაცები, თუმცა მოგვიანებით ეს
წესი ჩეიცვალა. ისინი სულთანს ემორჩილებოდნენ. მალე ისინი ოსმალთა ძირიტადი და
ძლიერი ძალა გახდნენ. ოსმალეთის ძალას ასევე შეადგენდნენ აზაბები და აკინჯიები.
აზაბები იყვნენ მსუბუქი ფეხოსნები, ხოლო აკინჯიები მსუბუქი კავალერია. მათ
აკომპლექტებდნენ სულთნის ქვესევრდომები.

2. ბაიაზედ II

როდესაც მეჰმედ მეორე გარდაიცვალა, ბაიაზიდ მეორის უმცროსი ძმა ეცადა ტახტი
ხელთ ჩაეგდო. არსებობს წყარო, რომლის მიხედვითაც მეჰმედ მეორე ჯემმა მოწამლა და
ასე შეეცადა ხელისოფლების ხელში ჩაგდებას. როდესაც სულთანი გარდაიცვალა, ეს
ამბავი მაშინვე შეატყობინეს ბაიაზიდს და მან უკვე 19 მაისს ტახტი დაიკავა.
უფლისწული ჯემის მომხრეებს გაუსწორდნენ და ფაქტობრივად მისი მომხრე აღარავინ
რჩებოდა სახელმწიფოში, ამიტომ ჯემმა გადაწყვიტა ძალით ჩამოეგდო ტახტიდან
ბაიაზიდ მეორე, შეკრინა 400 ათასიანი ჯარი, გაემართა ბურსისკენ და 28 მაისს ბურსა
აიღო, თავი სულთნად გამოცახადა და საკუთარი სახელით მონეტაც მოჭრა. / ბაიაზიდსა
და ჯემს შორის 20 ივნისს გაიმართა ბრძოლა იენიშეჰირთან, სადაც ჯემი დამარცხდა და
გაიქცა ეგვიპტეში, სადაც მამლუქმა სულტანმა იგი შეიფარა და მოგვიანებით
ბაიაზიდთან ბრძოლაში დაეხმარა კიდეც. იმ პერიოდისთვის 13-15 საუკუნეებში
ეგვიპტე საკმაოდ ძლიერი იყო, მისი სახელწიფოს გზაზე გადიოდა ძალიან
მნიშვნელოვანი სავაჭრო-საქარავნო გზები, შესაბამისად დიდი შემოსავლებიც ჰქონდა.
სწორედ ამ დროს, ეგვიპტის სულთნებს ისლამის სამყაროში წამყვანი ადგილი ეკავათ.
თავდაპირველად ოსმალეთსა და ეგვიპტეს შორის არ იყო დაძაბულობა. ეს
გრძელდებოდა კონსტანტინოპოლის აღებამდე, რადგან კაიროს გამგებლები მიხვდნენ,
რომ მათ მეზობლად საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო იქმნებოდა და ეს მათ საფრთხეს
უქმნიდა. ამასთან, მამლუქებს სურდათ, რომ მათი იმპერიის ცენტრი გამხდარიყო
სტამბული და შემდეგ ის გამხდარიყო ისლამურ სამყაროში წამყვანი ცენტრი.

უკვე 1482 წელს უფლისწული ჯემი ეგვიპტის სულტნის დახმარებით შეიჭრა

ანატოლიაშ, სადაც დამარცხდა და ტავი კუნძულ როდოსს შეაფარა. ამასობაში ეგვიპტემ
ისარგებლა ოსმალეთში არეულობით და გადაწყვიტა ანატოლია-სირიის მომიჯნავე
ტერიტორიები მოეთხოვა ბაიაზიდისთვის.სიტუაცია მეტად დაიძაბა, ამიტომ ბაიაზიდმა
გადაწყვიტა 1491 წელს დაედო ზავი და ფაქტობრივად ომამდელი სიტუაცია აღედგინა. /
უნდა აღინიშნოს, რომ როდოსზე გადასული ჯემი უმოქმედოდ არ ყოფილა. მან
დახმარება სთხოვა, საფრანგეთსა და რომს ბაიაზიდის წინააღმდეგ საბრძოლველად.
საფრანგეთის მეფემ კარლოს 8-მ თავი პალეოლოგად გამოაცხადა, რაც ნიშნავდა, რომ ის
უპირისპირდებოდა ბაიაზიდს, რადგან ბაიაზიდი თავს ევროპის და აზიის იმპერატორად
სცნობდა. როდესაც კარლოს 8-მ წარმატებას მიაღწია იტალიაშ, ამით ნეაპოლის
მმართველი და რომის პაპი შეშფოთდნენ და მის წინააღმდეგ განეწყვნენ. რადგანაც
კარლოსი ჯემს ეხმარებოდა და ბაიაზიდის მოწინააღმდეგე იყო, რომის პაპი და
ნეაპოლის მმართველი გაერთიანდნენ და კარლოსის წინააღმდეგ საბრძოლველად
ბაიაზიდს მიმართეს. რომის პაპმა ბაიაზიდს მოსთხოვა ან ყოველწლიური 40 ათასი
ოქროს დუკატი, ან ერთჯერადი 300 ათასი ოქროს დუკატი, სანაცვლოდ კი უფლისწულ
ჯემს მოკლავდნენ, რაზეც ბაიაზიდი დათანხმდა და 1495 წელს ჯემი მოწამლეს და მისი
ცხედარი ბურსაში ჩაასვენეს, დაკრძალეს ერთერთ სპეციალურად აგებულ მეჩეთში .

ბაიაზიდი დამპყტობლურ ომებს ნაკლებად აწარმოებდა. ის უფრო

შიდაპოლიტიკური საქმოანობით იყო დაკავებული, რის გამოც მას ისტორიკოსებმა
მშვიდობისმოყვარე, უწყინარი სულთანი შეარქვეს. თუმცა 15 საუკუნის 80-იან წლებში
ოსმალებმა დაიპყრეს ბოსნია-ჰერცოგოვინა და ქალაქები კილია და აკერმანი და ასევე,
მთელი შავი ზღვის სანაპირო რეგიონი, საქართველოს გარდა. 90-იან წლებში ოსმალებმა
დაიპყრეს უნგრეთი, ავსტრია, პოლონეთი და ააოხრეს ეს ტერიტორიები, გამოირჩეოდნენ
განსაკუთრებული აგრესიით. / შესაძლოა ბაიაზიდის გააქტიურება მიეწეროს
უფლისწული ჯემის გარდაცვალებას, რადგან სწორედ ამ დროიდან იწყება ბაიაზიდის
აქტიურობა და დაპყრობითი ომები.

1499 წელს ბაიაზიდმა აწარმოა ბრძოლა ვენეციის წინააღმდეგ, სადაც პირველი დიდი
საზღვაო გამარჯვება მოიპოვა 1571 წელს ლეპანტოსთან, თუმცა ამ წარმატებამ დიდი
შედეგი ვერ გამოიღო, რადგან 1502 წელს დაიდო ზავი ვენეციასა და ოსმალეთს შორის,
რომლის შედეგადაც ოსმალეთმა ვერანაირ უპირატესობა ვერ მიიღო.

3. ოსმალთა შეიარაღებული ძალები. იანიჩართა კორპუსი

ოსმალეთის შეიარაღებული ძალები ძირითადად ორი ნაწილისგან შედგებოდა. ესენი

იყო ფეოდალური ლაშქარი, რომელიც მხოლოდ ომის შემთხვევაში იკრიბებოდა და ამ
ლაშქრის რაოდენობამ სულეიმანის დროს 130 ათასს მიაღწია და მეორე - სულთნის
ჯამაგირზე მყოფი მუდმივი ჯარი. ჯარისკაცები სულთნის ყმებად ითვლებოდნენ და მათ
რიგებში მოიაზრებოდნენ ჯებეჯიები, თოფჩუფები, იენიჩართა კორპუსი და სხვ.
სულეიმანს ჰყავდა ასევე სამხედრო საზღვაო ფლოტიც, რომელიც 300-ზე მეტ სამხედრო
გემს ითვლიდა.

უნდა გამოვკვეთოთ იენიჩართა კორპუსი, რომელსაც სულეიმანი განსაკუთრებულ

ყურადღებას აქცევდა. ეს იყო რეგულარული, კარგად გაწვრთნილი ჯარი, რომელშიც
მუსლიმური ფანატიზმით შეპყრობილი ადამიანები ირიცხებოდნენ. ის მურად
პირველის დროს დაარსდა 1361 წელს. იენიჩართა კორპუსში აწევრიანებდნენ ტყვედ
ჩავარდნილ ქრისტიან ბიჭებს, რომლებსაც აღებინებდნენ ისლამს და მუსლიმური
სულისკვეთებით ზრდიდნენ. იენიჩართა კორპუსი შედგებოდა 3 ძირითადი ნაწილისგან.
1- აღა ბოლუქლერი, რომელიც 61 ასეულისაგან შედგებოდა და უშუალოდ იენიჩართა
აღას განკარგულებაში იყო. 2- ჯემაათ ორთალარი, რომელიც ყველაზე ძველი სახეობა
იყო და 101 ასეულისგან შედგებოდა და 3- სეკბანები, რომელიც ოსმალთა ძირითადი
ძალა იყო და შედგებოდა 31 ასეულისაგან. მათ ეყრდნობოდნენ სულთნები.

სულეიმანის დროს იენიჩართა კორპუსი დაიყო სამ ძირითად კატეგორიად. პირველ

კატეგორიაში შედიოდნენ ნამდვილ სამხედრო სამსახურში მყოფი ადამიანები,
რომლებსაც დღეში 3-დან 7 ახჩამდე ჰქონდათ ხელფასი, მეორე კატეგორიაში
დამსახურებული ვეტერანები, ხელფასით 9-12 ახჩა და მესამეში ინვალიდები, ხელფასით
20-30 ახჩა. ვეტერანებსა და ინვალიდებს შეეძლოთ თავისუფალ დროს დაკავებულიყვნენ
სხვადასხვა საქმიანობითა და ხელოსნობით, ასევე უფლება ჰქონდათ მოეყვანათ ცოლი.
იენიჩრები, რომლებიც ხელობას მისდევდნენ გადასახადებისაგან თავისუფლდებოდნენ,
თუმცა უქვეითდებოდათ ომში წასვლის სურვილიც, ამიტომ ამან დიდი გავლენა იქონია
იენიჩართა კორპუსის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებაში. სულეიმან 1-ის დროს
იენიჩართა კორპუსი 25ო ათასამდე კაცს აერთიანებდა და ევროპაში სამხედრო
თვალსაზრისით უძლიერესი იყო.

4. 1569 წლის ასტრახანის ლაშქრობა

სელიმ II-ის მმართველობის პერიოდში, ოსმალეთმა ექსპანსია გააძლიერა

აღმოსავლეთის მიმართულებით, კერძოდ მიზნად დაისახა ასტრახანის დაპყრობა. ამ
დროს რუსეთი თანდათან სამხრეთისკენ მოიწევდა, 1522 წელს დაიპყრო ყაზანის
სახანო, ხოლო 1556 წელს დაიკავა ასტრახანის სახანო. ასტრახანის დაპყრობით
ოსმალეთს სურდა რუსეთი შეეჩერებინა შავი ზღვის მიმართულებით აღედგინა
ასტრახანის და ყაზანის სახანოები. ასევე ამით ოსმალეთი ირანს დაარტყმას
მიაყენებდა ჩრდილოეთიდან, კასპიის ზღვის მხრიდან. ამ გეგმის განხორციელების
შემთხვევაში ოსმალეთი გახდებოდა მთელი კავკასიის ბატონ-პატრონი. ასტრახანს
ასევე ჰქონდა ეკონომიკური მნიშვნელობაც. ის იყო სავაჭრო-სატრანზიტო გზების
კვანძი. 1568 წელს სელიმ II-მ ყირიმის ხანს უბრძანა მომზადებულიყო 1569 წლის
გაზაფხულზე ასტრახანზე გასალაშქრებლად. 1569 წელს ოსმალეთის ლაშქარი
დაიძრა ასტრახანისკენ. ასტრახანისკენ მიმავალ ოსმალთა ლაშქარს თავს ესხმოდნენ
რუსი მეომრები. ოსმალეთის სარდლობა ვარაუდობდა რომ ადგილობრივი
მოსახლეობა ლაშქრობისას დახმარებას აღმოუჩენდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
ოსმალებმა სექტემბრის შუა რიცხვებში ასტრახანში მიაღწიეს და მისი მოშორებით 12
კილომეტრში ციხე ააგეს. ქალაქი საკმაოდ კარგად იყო გამაგრებული; საალყო
ზარბაზნების გარეშე შეუძლებელი იყო თავდასხმა. კასიმ ბეიმ გადაწყვიტა იქ
გამოეზამთრებინა, ხოლო ყირიმის ხანს სურდა უკან გაბრუნებულიყო. როგორც კი
გამოვლინდა კასიმის განზრახვა, არმიაში მღელვარება დაიწყო, ისინი მწვავედ
განიცდიდნენ წარუმატებლობას. ჯარისკაცებში დაავადებები გავრცელდა, ასევე
გამწვავდა ურთიერთობა კასიმსა და ყირიმის ხანს შორის. 26 სექტემბერს კასიმ ბეიმ
გასცა ბრძანება დაენგრიათ მათ მიერ აშენებული ციხე და ყირიმის ხანთან ერთად
უკან გაბრუნებულიყვნენ. ამ დროს ასევე მოვიდა სელიმ II-ის ბრძანება სადაც ეწერა,
რომ მათ უნდა გამოეზამთრებინათ და გაზახულზე გამოგზავნიდა დამხმარე არმიას,
მაგრამ მისი ეს ბრძანება არ შეასრულეს. ასტრახანში განცდილი მარცხის გამო
სელიმმა გასცა ბრძანება სიკვდილით დაესაჯათ კასიმ ბეი და ყირიმის ხანი, თუმცა
მათ ქრთამის საშუალებით თავი გადაირჩინეს. მართალია ოსმალეთი საკმაოდ
ძლიერი იმპერიაა, მაგრამ უკვე გაჩნდა პირველი ბზარი.

You might also like