ენერგიის განახლებადი წყაროები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის 163-ე საჯარო სკოლა

პედაგოგი ეკატერინე ქაქუჩაია


საგანი ბუნება
კლასი 6
დავალების ტიპი კომპლექსური დავალება
თემა ენერგიის განახლებადი წყაროები
სამიზნე ცნება ბუნ.დაწყ.(II).3.ბუნ.VI.1.4.7
მკვიდრი დღესდღეობით მსოფლიოში ეკონომიკის სხვადასხვა დარგში
წარმოდგენები უფრო და უფრო მეტად იყენებენ ენერგიის არატრადიციულ
ანუ ალტერნატიულ წყაროებს. ენერგიის ალტერნატიული
წყარო უნდა იყოს განახლებადი, ნაკლებად აბინძურებდეს
გარემოს და, რაც მთავარია, აგვარებდეს საწვავის პრობლემას,
ამიტომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა გარემოსდაცვითი და
ამოწურვადი რესურსების შენარჩუნების მიზნით დიდ
ყურადღებას აქცევს მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული
ენერგიის გამოყენებას.

კომპლექსური წაიკითხეთ ქვემოთ დანართ 1.მოცემული ინფორმაცია და


დავალების პირობა უპასუხეთ კითხვებს:

1.რომელ ენერგიის წყაროებს მიიჩნევენ განახლებად


წყაროებად?

2.რა უპირატესობა აქვს ენერგიის განახლებადი წყაროების


გამოყენებას?

3.არის თუ არა საქართველოში ენერგიის განახლებადი


წყაროების გამოყენება შესაძლებელი?

4.რატომ უნდა ავირჩიოთ ალტერნატიული ენერგიის


წყაროები?

5.საქართველოს რომელ კუთხეში,რომელი განახლებაი


ენერგიის წყაროს გაუწევდი რეკომენდაციას?და რატომ?

აირჩიე საქართველოს რომელიმე რეგიონი და შეადგინე


გეგმა,თუ რომელი ალტერნატიული ენერგიის წყარო შეიძლება
იყოს აქ გამოყენებული და რატომ თვლი ასე,რა ეკონომიკური
თუ ეკოლოგიური სარგებელი ან ზარალი შეიძლება ამან
გამოიწვიოს.

შეფასება განმავითარებელი და განმსაზღვრელი

დანართი 1.

2012 წლის მონაცემებით, ალტერნატიული ენერგეტიკული ტექნოლოგიების


მიხედვით შემდეგი ქვეყნები ლიდერობენ:
მზის ენერგიის გამოყენება პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში სცადეს.
პირველი ჰელიოსადგურიც 1984 წელს აშენდა. დედამიწა 500-ჯერ მეტ ენერგიას იღებს
მზისგან, ვიდრე მთელი მსოფლიოს ენერგოსისტემებში გამოიყენება.
მზის ელექტროენერგიისა და სითბოს ძირითადი უპირატესობებია: იმპორტირებულ
საწვავზე დამოკიდებულების შემცირება, ენერგომომარაგების ნაირსახეობის
გაუმჯობესება, დეფიციტური ბუნებრივი რესურსების დაზოგვა, CO2-ის გამოყოფის
შემცირება ძალზე დაბალი ხარჯის საფუძველზე, ურბანული დაბინძურების
შემცირება, ენერგიის ულევი და მყისიერი წყაროს არსებობა, ასევე – ადგილობრივი
მოსახლეობის დასაქმება და ეკონომიკის სტიმულირება.
საქართველოს უმეტეს რაიონებში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280
დღემდე მერყეობს. ქვეყნის ტერიტორიაზე მზის წლიური ჯამური ენერგია
რეგიონების მიხედვით 1 კვ. მ ფართობზე 1250-1800 კვტ საათია, ხოლო საშუალო
ენერგია იმავე 1 კვ. მ ფართობზე დღეში 4,2 კვტ საათს უტოლდება. ანუ, თეორიულად,
ერთი საშუალო ოჯახისთვის საკმარის ენერგიას მზე დედამიწის 1,5-2,0 კვ. მ
ფართობზე აფრქვევს.
მარტივი გათვლები ადასტურებს, რომ თუ აშენდა 140-150 კვ. კმ ფართობის
ჰელიოსადგური (თბილისის ტერიტორია 350 კვ. კმ-ს შეადგენს), მიღებული
ელექტროენერგია მთლიანად დააკმაყოფილებს ელექტროენერგიაზე საქართველოს
მოთხოვნას. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთი საქართველო გაცილებით მზიანია,
ვიდრე დასავლეთი. გასული საუკუნის მიწურულს საქართველოში ფართოდ
გავრცელდა მზის ენერგიაზე მომუშავე თბომომარაგების სისტემები.
მზის ენერგია საქართველოში შესაძლებლობას იძლევა, მივიღოთ 40-500C
ტემპერატურის წყალი. საქართველოს მთაგორიან ადგილებში მდებარე, ძნელად
მისასვლელი და მცირედ დასახლებული სოფლების, გეოლოგიური პარტიების,
მწყემსების სადგომების, სამთამადნო სამუშაოების, სამხედრო-საველე პირობების,
კავშირგაბმულობის (სატელეკომუნიკაციო) სარეტრანსლაციო სადგურების, საავარიო
სიტუაციების ენერგიით მომარაგების ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს მზის
ენერგიის გარდამქმნელები.
ქარის ენერგიას მექანიკური ენერგიის მისაღებად კაცობრიობა ჯერ კიდევ ჩვენს
წელთააღრიცხვამდე იყენებდა, ხოლო ელექტროენერგიის მისაღებად მისი გამოყენება
XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო.
მსოფლიო ეკონომიკურად ეფექტური ქარის პოტენციალი 72000 გვტ-ს შეადგენს, რაც
მნიშვნელოვნად აღემატება თანამედროვე მოთხოვნებს. ეკონომიკურად ეფექტურად
ითვლება ქეს-ების (ქარის ელექტროსადგურები) გამოყენება, როდესაც ქარის საშუალო
წლიური სიჩქარე 50 მ სიმაღლეზე 6,4 მ/წმ-ის ტოლია.
ქარის ენერგიის დადებითი მხარეები
* არის ენერგიის განახლებადი წყარო;
* არ აბინძურებს გარემოს სათბური აირებით;
* ამცირებს იმპორტირებულ ორგანულ სათბობზე დამოკიდებულებას;
* ამაღლებს ენერგოუსაფრთხოების დონეს;
* იაფია (უკუგების პერიოდის შემდეგ);
* ქმნის კონკურენციას ენერგოპროდუქტებზე.
თუმცა ქარის ენერგიას უარყოფითი მხარეებიც აქვს: ქეს-ი მოითხოვს დიდ ფართობს,
საფრთხეს უქმნის გადამფრენ ფრინველებს, გამოსცემს ვიბრაციას და ხმაურს.
ქარის ენერგეტიკას ამჟამად აქვს ყველაზე კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული
ტექნოლოგია. მეცნიერთა შეფასებით, ქარის ელექტროსადგურების წილი მსოფლიო
ენერგეტიკაში 2025 წლისთვის 10%-ს მიაღწევს.
საქართველოში ქარის სრული თეორიული ენერგოპოტენციალი შეადგენს 1300 მლრდ
კვტ. საათს, მაშინ როდესაც საქართველოს მდინარეების სრული თეორიული
ენერგოპოტენციალი 135 მლრდ კვტ. საათია. აღსანიშნავია, რომ ქარის ენერგიის
უდიდესი წილი მოდის ზამთრის იმ თვეებზე, როდესაც ჰიდროელექტროსადგურები
წყლის რესურსების დეფიციტს განიცდის.
ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით საქართველოს
ტერიტორია ოთხ ზონადაა
დაყოფილი:
1. მაღალი სიჩქარეების ზონა – სამხრეთი საქართველოს მთიანეთი, კახაბერის ვაკე და
კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილი; სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა – 5
000 საათზე მეტი წელიწადში;
2. ნაწილობრივ მაღალსიჩქარიანი და დაბალსიჩქარიანი ზონა – მტკვრის ხეობა
მცხეთიდან რუსთავამდე, ჯავახეთის სამხრეთი ნაწილი, შავი ზღვის სანაპირო ზოლი
ფოთიდან კახაბერის ვაკემდე; სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა – წელიწადში 4500-
5000 საათი;
3. დაბალსიჩქარიანი ქედების ეფექტიანი ექსპლუატაციის ზონა – გაგრის ქედი,
კოლხეთის დაბლობი და აღმოსავლეთი საქართველოს დაბლობები;
4. დაბალსიჩქარიანი ქედების შეზღუდული გამოყენების ზონა – იორის ზეგანი და
სიონის წყალსაცავი.
საქართველოს ტერიტორიის დანარჩენი ნაწილის ქედები ქარის ელექტროსადგურების
ექსპლუატაციისთვის არ გამოდგება.
კვლევამ გამოავლინა ქარის ეფექტური ელექტროსადგურების პერსპექტიული
მშენებლობის რამდენიმე მოედანი, მათ შორის:

გეოთერმული ელექტროსადგურები ფუნქციობს ისლანდიაში, იტალიაში, ესპანეთში,


ახალ ზელანდიაში, რუსეთსა და იაპონიაში.
პირველი მცირე სიმძლავრის გეოთერმული სადგური 1904 წელს აშენდა იტალიის
პატარა ქალაქ ლარდერელოში.
ჩვენი ქვეყნის გეოთერმული წყლების საერთო რეზერვი დღეში 160 000 კუბურ მეტრს
აღემატება. ამ რესურსების 8% ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, თუმცა
გეოთერმული ველები სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშიც გვხვდება. ქვეყნის
მასშტაბით 44 საბადოში არსებული გეოთერმული წყლის რესურსები 206 ჭისა და
ოთხი წყაროს საშუალებით გამოედინება. მათი ტემპერატურა 30-დან 110 გრადუს
ცელსიუსამდეა. ქვეყნის გეოთერმული რესურსები მაღალი ხარისხისაა, შეიცავს
გახსნილი მარილების მინიმალურ რაოდენობას, რაც გამოყენების პროცესში ამცირებს
სკალირებას. ამჟამად საქართველოში გეოთერმულ ენერგიას იყენებენ პირდაპირი
გათბობისთვის, სათევზე გუბურის გათბობისთვის, სამრეწველო აპლიკაციებისა და
სათბურების გასათბობად.
ალტერნატიულ წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს ბიოგაზი. ბიოენერგია ბიომასის
ხრწნის შედეგად მიღებული ენერგიაა. ბიოენერგიის მიღება შეიძლება ტემპერატურის,
წნევისა და მოცულობის მუდმივობის პირობებში.
მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობის, ტყეებისა და სოფლის მეურნეობის
განვითარებისთვის ხელსაყრელი კლიმატის წყალობით საქართველოს აქვს
ბიომასური ენერგოსადგურების შექმნის უდიდესი პოტენციალი, განსაკუთრებით –
გათბობისა და ცხელი წყლის მისაღებად. ბიომასა სოფლად ენერგომომარაგების ერთ-
ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ მიიჩნევა და ძალზე პერსპექტიულია, თუ
გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის მთელი ტერიტორიის 40% ტყეებითაა დაფარული.
შეფასების კრიტერიუმები( სოლო ტაქსონომიით)

პრესტრუქტუ უნისტრუქტუ მულტისტრუქტ მიმართებითი გაფართოებითი


რული დონე რული დონე ურული დონე დონე დონე
1.ნაშრომში 1.ნაშრომში 1.ნაშრომში 1.ნაშრომი 1.ნაშრომში
მოსწავლის მოსწავლის მოსწავლის წარმოდგენილია წარმოდგენილი
მოსაზრებები მოსაზრებები მოსაზრებები მოსწავლის ა მოსწავლის
არ არის ან მწირია . ფრაგმენტულია. იდეები,ილუსტ ორიგინალური
არაადეკვატუ 2.მოსწავლე 2.მოსწავლე რაციისა და იდეები,
რია . ზოგჯერ იყენებს საჭირო წარმოსახვაზე მოსაზრებები,
2.მოსწავლე იყენებს ტერმინებს. დაყრდნობითაა ემოციები რაც
იყენებს ტერმინებს. 3. ნაშრომი მეტ- გამოთქმული ნაკარნახევია
არაადეკვატუ 3. ნაშრომი არ ნაკლებად და მკაფიოა. ილუსტრაციისგ
რ ტერმინებს. პასუხობს პასუხობს 2.მოსწავლე ან და
3. ნაშრომი დასმულ მოთხოვნებს. იყენებს საჭირო მოსწავლის
სტრუქტურუ პრობლემას . ტერმინებს შემოქმედებითი
ლად გააზრებულად. მიდგომისგან.
არაორგანიზებ 3. მოსწავლის 2.მოსწავლე
ულია. ნაშრომი იყენებს საჭირო
პასუხობს ტერმინებს
დასმულ გააზრებულად.
პრობლემას. 3. მოსწავლის
ნაშრომი
პასუხობს
დასმულ
პრობლემას და
უდგება
შემოქმედებითა
დ,მისი
გადაჭრის
გზების
ძიებისას.

You might also like