Professional Documents
Culture Documents
ჯეინ ოსტინი - ემა
ჯეინ ოსტინი - ემა
ემა
2
ნაწილი I
თავი 1
3
საფრთხე ჯერჯერობით იმდენად შეუმჩნეველი იყო, რომ ემასთვის უბე-
დურების წყაროს ოდნავადაც არ წარმოადგენდა.
დარდის დროც მოვიდა. მსუბუქი დარდის. უსიამოვნო გამოფხიზლე-
ბა ან რაიმეს მძაფრად გაცნობიერება ამას არამც და არამც არ მოჰყო-
ლია. მის ტეილორი გათხოვდა. ემა სწორედ უსაყვარლესი მეგობრის
ქორწილის დღეს დაჯდა პირველად და სევდიან ფიქრებს მიეცა. ქორწი-
ლი დასრულდა, პატარძალი წავიდა, სტუმრები დაიშალნენ, ემა და მა-
მამისი სუფრასთან ერთმანეთის ამარა დარჩნენ და არც იმის პერსპექ-
ტივა ჩანდა, რომ ვინმე მესამე გრძელ საღამოს გაუხალისებდათ. ნასა-
დილევს მამა, ჩვეულებისამებრ, დასაძინებლად გაეშურა, ემას კი ისღა
დარჩენოდა, დაფიქრებულიყო იმაზე, რაც ის-ის იყო, დაკარგა.
მისი მეგობარი უდავოდ ბედნიერი უნდა ყოფილიყო – მისტერ უეს-
ტონს, უნაკლო რეპუტაციის კაცს, ქონება დამოუკიდებლად ეშოვნა,
ასაკიც შესაფერისი ჰქონდა და მანერებიც – სასიამოვნო. ემას კმაყოფი-
ლებას ჰგვრიდა იმის გაცნობიერებაც, რომ თავად ერთობ უანგარო,
წრფელი, მეგობრული გრძნობით გულშემატკივრობდა ამ ქორწინებას
და მეგობრის გაბედნიერებას თავგამოდებით უწყობდა ხელს; მაგრამ
საქმე საქმეზე რომ მიდგა, ამ ამბავმა მეტად დაადარდიანა; მის ტე-
ილორიპირველსავე დღეს მოისაკლისა. ახსენდებოდა, როგორ ასწავლი-
და, როგორ ეთამაშებოდა ხუთი წლისას; ძალ-ღონეს არ იშურებდა,
რომ მასში ცნობისმოყვარეობა გაეღვივებინა; ართობდა, როცა ემა ჯან-
მრთელად გრძნობდა თავს, და დედობრივი მზრუნველობით უვლიდა,
როცა სხვადასხვა საბავშვო ავადმყოფობას იხდიდა. თუნდაც მხოლოდ
ამის გამო უნდა ყოფილიყო მისი უზომოდ მადლიერი და მისგან დავა-
ლებულიც, მაგრამ ემას კიდევ უფრო ძვირფასი, სათუთი მოგონება უკა-
ნასკნელ შვიდ წელს უკავშირდებოდა – ყოვლად თანასწორი და გულახ-
დილი ურთიერთობის პერიოდს, რომელიც თითქმის იზაბელას გათხო-
ვებისთანავე დაიწყო, როცა ემა და მის ტეილორი ერთმანეთის ამარა
დარჩნენ. ასეთი მეგობარი და თანამგზავრი გარშემო ცოტას თუ ჰყავდა:
ჭკვიანი, განათლებული, პრაქტიკული, მოსიყვარულე, ოჯახური
წვრილმანების უბადლო მცოდნე და ემას ყველა სიხარულისა თუ წა-
4
მოწყების თანაზიარი. ემას მასთან ნებისმიერი თემის განხილვა შეეძ-
ლო; შეეძლო გაემხილა ყოველი უმნიშვნელო აზრი, რაც კი თავში მო-
უვიდოდა. ამ ქალს ისე უყვარდა ემა, რომ მასში ვერავითარ ნაკლს ვერ
ამჩნევდა.
სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მის ვუდჰაუზი გრძნობ-
და, რომ უმისობა ძალიან გაუჭირდებოდა. მართალია, მეგობარი სულ
რაღაც ნახევარი მილის მანძილზე დასახლდა, ემა ღრმად იყო დარწმუ-
ნებული, რომ ასევე ნახევარი მილის იქით მცხოვრებ მისის უესტონსა
და მათ სახლში მცხოვრებ მის ტეილორს შორის სხვაობა უდავოდ დიდი
იყო. გარდა ამისა, ყველა – თანდაყოლილი თუ შეძენილი – პრივილეგი-
ის მიუხედავად, ნამდვილი ინტელექტუალური სიმარტოვე ემუქრებო-
და. მამა ძალიან უყვარდა, მაგრამ მეგობრად ვერ გამოადგებოდა, მის-
ტერ ვუდჰაუზი ქალიშვილს ვერც ცელქ საუბრებში აჰყვებოდა და ვერც
– ჭკვიანურში.
ასაკობრივი სხვაობით განპირობებულ მეტად არახელსაყრელ ვითა-
რებას (მისტერ ვუდჰაუზი ახალგაზრდა არ დაქორწინებულა) მამის
არასახარბიელო ფიზიკური მდგომარეობა და ზნე-ჩვეულებებიც ამწვა-
ვებდა. სუსტი ჯანმრთელობის მქონე და მთელი ცხოვრება სწორედ
ჯანმრთელობის საკითხებით შეპყრობილი მისტერ ვუდჰაუზი გონებისა
და სხეულის აქტივობით საერთოდ არ გამოირჩეოდა, რის გამოც თავის
ასაკთან შედარებით, კიდევ უფრო მოხუცი ჩანდა; მართალია, თბილი
გულისა და კეთილშობილური ბუნების წყალობით ყველას უყვარდა,
მაგრამ რაიმე განსაკუთრებული ნიჭითა და უნარებით ნამდვილად ვერ
დაიკვეხნიდა.
ემას და, გათხოვების შემდეგ, ლონდონში ცხოვრობდა – მამისეული
სახლიდან თექვსმეტიოდე მილის სავალზე, თუმცა, ყოველდღიური ურ-
თიერთობისთვის – მეტისმეტად შორს. ემაც და მისტერ ვუდჰაუზიც შე-
გუებული იყვნენ შემოდგომის უღიმღამო საღამოებს ჰარტფილდში1, სა-
ნამ შობა იზაბელას, მისი ქმრისა და მათი პატარა შვილების სტუმრო-
1
ჰარტფილდი – გამოგონილი ადგილი (აქ და შემდგომ – მთარგმნელის შენიშვნები).
5
ბით არ დაასაჩუქრებდა, სახლს არ გაავსებდა და ემას კვლავ სასიამოვ-
ნო საზოგადოების გარემოცვაში არ დააბრუნებდა.
მართალია, ჰარტფილდს თავისი ბაღი, ბუჩქნარი და სახელი ჰქონდა,
მაგრამ, სინამდვილეში, ის ჰაიბერის2 ეკუთვნოდა – იმდენად დიდსა და
ხალხმრავალ სოფელს, რომ ქალაქამდე ბევრი აღარაფერი უკლდა,
თუმცა, იქაურებთან ურთიერთობაში ემას სოციალურისხვაობა უშლი-
და ხელს. ყველაზე მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ვუდჰაუზებს
ყველა მოწიწებით ეპყრობოდა.
მეტისმეტად თავაზიანი მამის წყალობით, ჰაიბერიში ბევრი ნაცნობი
კი ჰყავდათ, მაგრამ მათ შორის არავინ იყო ისეთი, ვინც მის ტეილორის
მაგივრობას თუნდაც ნახევარი დღით მაინც გასწევდა...
ამგვარ მძიმე ფიქრებში ჩაფლულ ემას თანდათან მელანქოლია მო-
ეძალა, თუმცა, ამასობაში, მამამ გაიღვიძა და ქალიშვილი იძულებული
გახდა, ძველებურად ხალისიანად დაეჭირა თავი.
მისტერ ვუდჰაუზიც მეტად უგუნებოდ გახლდათ. საერთოდ, ნერვიუ-
ლი კაცი იყო და დეპრესიაშიც ადვილად ვარდებოდა; უყვარდა ყველა,
ვისაც მიჩვეული იყო, და სძულდა მათთან განშორება; სძულდა ყოველ-
გვარი ცვლილება. ქორწინება, როგორც ცვლილების წყარო, მისთვის
მხოლოდ უსიამოვნებას უკავშირდებოდა. ჯერ ქალიშვილის გათხოვე-
ბასაც ვერ შეჰგუებოდა (სიბრალულის გარეშე არ შეეძლო მისი სახელის
ხსენება, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, იზაბელა სიყვარულით გათ-
ხოვდა), რომ ახლა უკვე მის ტეილორსაც უნდა შელეოდა! უწყინარი
ეგოისტობისა და კიდევ იმის გამო, რომ ვერ წარმოედგინა, თუ ვინმეს
შეეძლო მისგან განსხვავებული გრძნობები ჰქონოდა, მისტერ ვუდჰაუზს
მტკიცედ სჯეროდა, რომ მის ტეილორი არა მხოლოდ მათ, საკუთარ
თავსაც ვნებდა თავისი გათხოვებით; რომ გაცილებით ბედნიერი იქნე-
ბოდა, მთელ ცხოვრებას თუ ჰარტფილდში გაატარებდა.
2
ჰაიბერი – ჰაიბერი ნამდვილად ჰქვია უბანს ლონდონში და პორტსმუთის (სამხრეთ
ინგლისის ქალაქი) რაიონს, თუმცა, ოსტინთან ის გამოგონილი ადგილია, რომელიც
ვითომდა ლონდონიდან 16 მილში მდებარეობს.
6
ემა, რამდენადაც შეეძლო, იღიმოდა და მხიარულობდა, რომ მამა ამ
მძიმე ფიქრებისგან ეხსნა, მაგრამ ჩაი რომ შემოიტანეს, მისტერ ვუდჰა-
უზმა ვეღარ მოითმინა და სიტყვასიტყვით გაიმეორა სადილობისას
ნათქვამი: – საბრალო მის ტეილორი! როგორ მინდა, ისევ აქ იყოს. რა
სამწუხაროა, რომ მისტერ უესტონმა დაადგა თვალი!
– ვერ დაგეთანხმები, მამა. ხომ იცი, რომ ვერ დაგეთანხმები. მისტერ
უესტონი იმდენად სასიამოვნო კაცია, რომ კარგ ცოლს ნამდვილად იმ-
სახურებს. თანაც, მის ტეილორი სამუდამოდ ჩვენთან ხომ ვერ იცხოვ-
რებდა?! სიცოცხლის ბოლომდე რატომ უნდა აეტანა ჩემი ათასგვარი
ახირება, როცა შეუძლია საკუთარი სახლი ჰქონდეს?!
– საკუთარი სახლი?! მაინც, რა უპირატესობა აქვს ამ „საკუთარ
სახლს“? ჯერ ერთი, ეს სახლი სამჯერ დიდია და, მეორეც, შენ არავითა-
რი ახირება არ გაქვს, ჩემო საყვარელო.
– წარმოიდგინე, რამდენჯერ წავალთ მათ მოსანახულებლად და ისი-
ნიც რამდენჯერ მოვლენ ჩვენთან! სულ ერთმანეთთან ვივლით სტუმ-
რად! თუმცა, ნამდვილად ჩვენ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი...
ქორწილის შემდეგ რაც შეიძლება მალე უნდა ვესტუმროთ.
– ჩემო საყვარელო, იმსიშორეზე როგორ წავალ?! რენდალსი3 მეტის-
მეტად შორს არის. ნახევარ გზასაც კი ვერ გავივლი.
– არა, მამა. ფეხით წასვლა არც მიფიქრია. რა თქმა უნდა, ეტლით
უნდა წავიდეთ.
– ეტლით?! ასეთი მოკლე მანძილისთვის ჯეიმსს ცხენების შებმაც კი
დაეზარება. ან საბრალო ცხენებმა რა უნდა ქნან, სანამ ჩვენ სტუმრად
ვიქნებით?
– მისტერ უესტონის თავლაში დაგველოდებიან. მამა, ხომ გახსოვს,
ეს საკითხი წუხელვე დაწვრილებით განვიხილეთ მისტერ უესტონთან!
რაც შეეხება ჯეიმსს, შეგიძლია, დარწმუნებული იყო, რომ რენდალსში
წასასვლელად სულ მზად იქნება, რადგან, მოგეხსენება, იქ მისი ქალიშ-
ვილია მოახლედ. ეჭვიც კი მეპარება, სხვაგან წაყვანაზე დაგვთანხმდეს
7
ოდესმე. ჰანას ასეთ კარგ ოჯახში დაბინავება ნამდვილად შენი დამსა-
ხურებაა, მამა. შენ რომ არ გეხსენებინა მისი სახელი, ჰანას მოახლეობა
თავში აზრადაც არავის მოუვიდოდა. ჯეიმსი შენგან დავალებულია.
– ძალიან მიხარია, ჰანა რომ დროულად გამახსენდა, თორემ თავს
ვერ ვაპატიებდი, საბრალო ჯეიმსს გულში გაევლო, უყურადღებოდ მექ-
ცევიანო. თანაც, დარწმუნებული ვარ, ჰანა ბრწყინვალე მოახლე იქნე-
ბა. თავაზიანი, თვინიერი გოგონაა. მასზე ძალიან კარგი აზრისა ვარ.
ყველა ჯერზე რევერანსით მესალმებოდა და ძალიან ზრდილობიანად
მომიკითხავდა ხოლმე. ისიც შემჩნეული მაქვს, როცა ხელსაქმეზე უხ-
მობდი, კარის საკეტს სულ სწორი მიმართულებით ატრიალებდა, კარი
ერთხელაც კი არ გაუჯახუნებია. დარწმუნებული ვარ, მისგან შესანიშ-
ნავი მოახლე დადგება. საბრალო მის ტეილორისთვის კი დიდი ნუგეში
იქნება, თუ გვერდით ნაცნობი ადამიანი ეყოლება. თანაც, როცა ჯეიმსი
თავის ქალიშვილს მოინახულებს, ჩვენს ამბავსაც ეტყვის, როგორ ვართ,
რას ვაკეთებთ.
ემას თავი არ დაუზოგავს, მამის ფიქრებისთვის ასეთი – უფრო ბედ-
ნიერი – მიმართულება რომ შეენარჩუნებინა და ბოლოს ნარდის მაგი-
დაც გაშალა იმის იმედად, რომ საღამოს მამასაც გაატანინებდა და თავ-
საც გაირთობდა, თუმცა, უმალ სტუმარი შემოვიდა და ნარდის თამაშის
საჭიროება დღის წესრიგიდან მოიხსნა.
მისტერ ნაიტლი – 37-38 წლის გონიერი კაცი – ოჯახის არა მხოლოდ
ძალიან ძველი და ახლო მეგობარი იყო, არამედ ნათესავადაც ერგებო-
და, როგორც იზაბელას ქმრის უფროსი ძმა. მისტერ ნაიტლი, რომელიც
ჰაიბერიდან დაახლოებით ერთ მილზე ცხოვრობდა, ვუდჰაუზების ხში-
რი და ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო, ამჯერად კი ჩვეულზე
უფრო სასურველი აღმოჩნდა, რადგან პირდაპირ ლონდონიდან, მათი
საერთო ნათესავებისგან მოდიოდა. ჰაიბერიში სამხრობის დროს დაბ-
რუნებულიყო და ჰარტფილდში მისვლა გადაეწყვიტა, რათა ვუდჰაუზე-
8
ბისთვის ეცნობებინა, რომ ბრანსვიკში4 ყველა გადასარევად გრძნობდა
თავს. ამ მშვენიერმა ამბავმა მისტერ ვუდჰაუზი ცოტათი გაახალისა;
კითხვებზე „საბრალო“ იზაბელასა და მისი შვილების შესახებ ყოვლად
დამაკმაყოფილებელი პასუხები მიიღო და, ბედნიერმა, მადლიერებით
აღნიშნა: – ძალიან კეთილშობილურად მოიქეცით, მისტერ ნაიტლი, ასე
გვიან რომ შემოგვიარეთ. თუმცა კი, ვშიშობ, საშინელი გზის გამოვლა
მოგიხდათ.
– სრულებითაც არა, სერ. ლამაზი, მთვარიანი და იმდენად თბილი
ღამეა, რომ თქვენს არაჩვეულებრივ ბუხარს, მგონი, უნდა მოვერიდო.
– ჰო, მაგრამ ალბათ საშინელი სინესტეა და გზაც – ტალახიანი. ძა-
ლიან დიდი იმედი მაქვს, არ გაცივდებით.
– ტალახიანი, სერ?! ჩემს ფეხსაცმელს შეხედეთ. ერთ ლაქასაც კი ვერ
ნახავთ.
– ჰოო?! ძალიან მიკვირს, იმიტომ, რომ საშინელი წვიმები იყო. სა-
უზმობისას, ნახევარ საათს ისე კოკისპირულად იწვიმა, მინდოდა, ქორ-
წილი გადაედოთ.
– ჰო, სხვათა შორის, არ მომილოცავს. ვაცნობიერებ, რაოდენ ბედ-
ნიერად გრძნობთ თავს ორივე, ამიტომაც მოლოცვა არ ვიჩქარე. თუმცა,
იმედი მაქვს, ყველაფერმა სათანადოდ ასატანად ჩაიარა. როგორ იქცე-
ოდით? ყველაზე მეტი ვინ იტირა?
– ეჰ! საბრალო მის ტეილორი. ძალიან სამწუხარო ამბავია, ძალიან!
– თამამად შემიძლია ვთქვა, საბრალო მისტერ და მის ვუდჰაუზები-
მეთქი, მაგრამ „საბრალო მის ტეილორის“ თქმა კი გამიჭირდება. თქვენ
და ემას დიდ პატივს გცემთ, მაგრამ როცა საქმე დამოკიდებულებასა და
დამოუკიდებლობას ეხება... ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი ადამიანის
სიამოვნებაზე ზრუნვა სჯობს ორზე ზრუნვას.
ონში, ქამდენში.
9
– განსაკუთრებით, როცა ამ ორიდან ერთი ასეთი თავნება და ჭირვე-
ულია! – ეშმაკურად გაიღიმა ემამ, – ვიცი, ამის თქმა გინდოდათ და იტ-
ყოდით კიდეც, მამაჩემი რომ არ იყოს.
– ჰო, ჩემო საყვარელო, ვიცი, რომ ასეა, – მისტერ ვუდჰაუზმა ამოიხ-
ვნეშა, – ვშიშობ, ხანდახან მართლაც ძალიან თავნება და ახირებული
ვარ.
– მამა, ჩემო უსაყვარლესო! როგორ იფიქრე, რომ შენ გიგულისხმე ან
მისტერ ნაიტლის მივცემდი ამის ნებას?! რა საზარელი აზრია! არა და
არა! მხოლოდ საკუთარი თავი მყავდა მხედველობაში. ხომ იცი, მისტერ
ნაიტლის უყვარს ჩემში ნაკლოვანებების აღმოჩენა... ხუმრობით, ცხა-
დია... ყველაფერი მხოლოდ ხუმრობით... რაც თავში მოგვივა, ერთმა-
ნეთს ყველაფერს ალალად ვეუბნებით.
მისტერ ნაიტლი მართლაც ერთ-ერთი იყო იმ მცირეთაგან, ვისაც ემა
ვუდჰაუზში ნაკლოვანებების შემჩნევა შეეძლო და ამას პირდაპირაც
ეუბნებოდა. ემამ იცოდა, რომ მამას ნაკლებად ესიამოვნებოდა მისტერ
ნაიტლის პირდაპირობა, მით უმეტეს, რომ არც თავად სიამოვნებდა მა-
ინცდამაინც; ამიტომ, ცდილობდა, მამის თვალთახედვის მიღმა დარჩე-
ნილიყო სიტუაციები, რომლებშიც ემა ვინმეს თვალში არასრულყოფი-
ლად წარმოჩნდებოდა.
– ემამ იცის, რომ გულს ტყუილად არასდროს ვუკეთებ, – აღიარა
მისტერ ნაიტლიმ, – მაგრამ ამჯერად არავის გაკიცხვის განზრახვა არ
მქონია. უბრალოდ, მის ტეილორი უწინ ორ ადამიანს უწევდა ანგარიშს,
ამიერიდან კი მხოლოდ ერთს გაუწევს. ამდენად, ვფიქრობ, მოგებული
დარჩება.
– ჰოდა... ქორწილის ამბები გაინტერესებდათ, არა?! – ემამ საუბრის
თემა საჩქაროდ შეცვალა, – სიამოვნებით გიამბობთ. ყველანი გადასა-
რევად ვიქცეოდით! ყველა თავის დროზე მოვიდა და ყველა შესანიშნა-
ვად გამოიყურებოდა. არცერთი ცრემლი, თითქმის არცერთი ჩამოშვე-
ბული ცხვირი! ნამდვილად! ყველანი ვაცნობიერებდით, რომ ერთმა-
ნეთს მხოლოდ ნახევარი მილით ვშორდებოდით და, ამდენად, ხშირა-
დაც შევხვდებოდით.
10
– მისტერ ნაიტლი, ჩემი ძვირფასი ემა ყველაფერს უძლებს, – ჩაერ-
თო მისტერ ვუდჰაუზი, – მაგრამ, სინამდვილეში, მის ტეილორთან გან-
შორებამ ძალიან დაამწუხრა. დარწმუნებული ვარ, უფრო ხშირად მო-
ენატრება, ვიდრე ახლა ჰგონია.
ემამ განზე გაიხედა, რომ ერთად მომდგარი ცრემლი და ღიმილი და-
ემალა.
– შეუძლებელია, ემას ასეთი მეგობარი არ მოენატროს, – კვერი და-
უკრა მისტერ ნაიტლიმ, – ეს აზრი რომ დაგვეშვა, მაშინ ემა ასე ძალიან
არ გვეყვარებოდა. მაგრამმას გააზრებული აქვს, რამდენად ხელსაყრე-
ლია მის ტეილორისთვის ეს ქორწინება; იცის, რამდენად სასიკეთოა მის
ასაკში საკუთარ სახლში დაბინავება და რაოდენ მნიშვნელოვანია
უსაფრთხო ცხოვრებისთვის სტაბილური შემოსავალი. შესაბამისად, ემა
ვერ მისცემს თავს უფლებას, სიხარულზე მეტი ტკივილი განიცადოს.
მის ტეილორის ყველა მეგობარს უნდა უხაროდეს მისი ბედნიერი ქორ-
წინება.
– თქვენ დაგავიწყდათ, რომ სიხარულისთვის კიდევ ერთი მიზეზი
მაქვს, – ჩაერთო ემა, – თანაც, საკმაოდ დიდი მიზეზი: ეს ქორწინება ჩე-
მი დამსახურებაა. მათი დაწყვილება ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ ჩავი-
ფიქრე, როცა ირგვლივ ყველა ამტკიცებდა, მისტერ უესტონი მეორედ
აღარ დაქორწინდებაო. ქორწილი შედგა, ჩემი გეგმები გამართლდა, რაც
ძალიან საამაყოა ჩემთვის.
მისტერ ნაიტლიმ თავი გააქნია. მისტერ ვუდჰაუზმა კი ქალიშვილს
ალერსიანად მიმართა: – ჩემო საყვარელო! ნეტავ, მოეშვა ამ გარიგებებ-
სა და წინასწარმეტყველებებს, თორემ რასაც ამბობ, ყველაფერი ხდება.
გემუდარები, აღარაა საჭირო მეტი გარიგება.
– გპირდები, მამა, რომ საკუთარი თავისთვის ამას ერთხელაც არ ვი-
ზამ, სხვებისთვის კი აუცილებლად გავაგრძელებ შრომას. მსოფლიოში
საუკეთესო გასართობია! თანაც, ამხელა წარმატების შემდეგ! ხომ გახ-
სოვს, ყველა ამბობდა, მისტერ უესტონი ცოლს აღარასდროს მოიყვან-
სო. ჩაუვარდათ თუ არა კოვზი ნაცარში?! თანაც, ვინ? მისტერ უესტონი
– კაცი, რომელიც ამდენ ხანს ქვრივისთვის შესაფერისად ცხოვრობდა
11
და უცოლოდ თავს თითქოს ძალიანაც კომფორტულად გრძნობდა; რო-
მელიც დაკავებული იყო მხოლოდ საქმეებით ან მეგობრებით; რომელიც
ყველგან სასურველი სტუმარი იყო და მუდამ მხიარულ განწყობაზე იდ-
გა – წელიწადში ერთ საღამოსაც კი არ გაატარებდა სიმარტოვეში, თუ
თავად არ მოეპრიანებოდა! არა, არა! რა თქმა უნდა, მისტერ უესტონი
აღარასდროს მოიყვანდა ცოლს. ზოგი იმას ამტკიცებდა, ცოლს აღუთ-
ქვა სასიკვდილო სარეცელთანო, ზოგი – ვაჟი და ცოლისძმა არ აძლევენ
უფლებასო. მოკლედ, მე არცერთი ამ დიადი აბსურდისა არ მჯეროდა.
ერთ დღეს კი – ზუსტად ოთხი წლის წინათ, როცა მე და მის ტეილორი
მას ბროდვეი-ლეინზე5 შევხვდით და ცოტათი წამოწვიმა, ის კი საოცა-
რი გალანტურობით ფერმერ მიტჩელისკენ გაეშურა და ორი ქოლგა
მოგვიტანა, გონებაში ყველაფერი მტკიცედ გადავწყვიტე. მათი დაწყვი-
ლება იმწუთიდანვე დავგეგმე და ახლა, როცა წარმატებაც მეწვია, ნუ
იფიქრებ, ჩემო საყვარელო მამა, რომ მაჭანკლობას თავს დავანებებ.
– არ მესმის, წარმატებაში რას გულისხმობთ, – დასძინა მისტერ ნა-
იტლიმ, – წარმატება, თავისთავად, ძალისხმევას გულისხმობს. თუ ბო-
ლო ოთხი წლის განმავლობაში ძალისხმევას არ იშურებდით, რომ ქორ-
წინების ჩანაფიქრი სისრულეში მოგეყვანათ, მაშინ დრო ჯეროვნად და
ნაყოფიერად დაგიხარჯავთ; ახალგაზრდა ქალბატონისთვის ღირსეული
საქმეა! მაგრამ თუ – რაც მე უფრო წარმომიდგენია – თქვენ მიერ ამ
ადამიანების დაწყვილება, როგორც თავად აღნიშნავთ, მხოლოდ იმას
გულისხმობს, რომ ერთ უშინაარსო დღეს გულში თქვით, ჩემი აზრით,
მის ტეილორისთვის ძალიან კარგი იქნება, მისტერ უესტონს რომ გაჰ-
ყვეს ცოლადო, და შემდეგ ყოველდღე უმეორებდით ამ სიტყვებს საკუ-
თარ თავს, მაშინ წარმატებაზერატომღა ლაპარაკობთ? სად არის აქ
თქვენი დამსახურება? რით ხართ ამაყი? უბრალოდ, გაგიმართლათ და
სწორი ვარაუდი გამოთქვით. სულ ეს არის.
– მერედა, გამართლებით სიამოვნება და ტრიუმფი არასდროს გან-
გიცდიათ? იღბლიანი ვარაუდი მხოლოდ იღბლიანობის დამსახურება
5
ბროდვეი-ლეინი – გამოგონილი ადგილი ჰაიბერიში.
12
როდია. მებრალებით, რადგან მეგონა, უფრო ჭკვიანი იყავით. განა არ
იცით, რომ ასეთ დროს ყოველთვისრაღაც ნიჭთანაც გვაქვს საქმე?! რაც
შეეხება ამ საწყალ სიტყვას – „წარმატება“, რომელიც რატომღაც ასე
არ მოგწონთ: არ მგონია, მისი გამოყენების უფლება არ მქონდეს. ორი
ლამაზი სურათი დახატეთ, მაგრამ მგონი, მესამე გამოგრჩათ – ის, რაც
დიდ შრომასა და მთლად უმოქმედობას შორისაა. მისტერ უესტონის
ჩვენთან სტუმრობისთვის რომ არ შემეწყო ხელი, ათასგვარი პატარ-პა-
ტარა წამქეზებელი ნაბიჯისთვის რომ არ მიმემართა და არაერთი
წვრილმანი უსიამოვნება რომ არ ამერიდებინა, შესაძლოა, არც არაფე-
რი გამოსულიყო. მგონი, ჰარტფილდს იმდენად იცნობთ, რომ ამას
ხვდებოდეთ.
– მისტერ უესტონისნაირ პირდაპირ და გულღია კაცზე და მის ტე-
ილორისნაირ რაციონალურსა და უშუალო ქალზე ნუ ვიდარდებთ –
თავიანთ საქმეებს თავად მოაგვარებენ. თქვენ კი, თქვენი ჩარევით, მგო-
ნი საკუთარ თავს უფრო დაუშავეთ, ვიდრე მათ გამოადექით.
– ემა თავის თავზე არასდროს ფიქრობს, როცა შანსი ეძლევა, სხვებს
გაუკეთოს სიკეთე, – ჩაერთო მისტერ ვუდჰაუზი, რომელიც საუბრის
არსს ბოლომდე ჯერაც ვერ ჩასწვდომოდა, – მაგრამ, ჩემო საყვარელო,
გემუდარები, შეეშვი ხალხის დაწყვილებას. სისულელეა. თან ოჯახურ
იდილიას მტკივნეულად არღვევს.
– ერთხელაც, მამა, მხოლოდ მისტერ ელტონისთვის. საბრალო მის-
ტერ ელტონი! შენ ხომ მოგწონს ის... ჰოდა, ცოლი უნდა ვუშოვო. ჰაიბე-
რიში მისი ღირსი არავინ მეგულება, არადა, მთელი წელია, აქ არის.
სახლიც მშვენივრად მოაწყო, ამიტომ დანაშაული იქნება, თუ მარტო
დავტოვებთ. თანაც, დღეს, ახალდაქორწინებულთა ხელები ისე ეჭირა,
ვიფიქრე, ძალიან უნდა, თავადაც გაუწიონ მსგავსი სამსახური-მეთქი!
მისტერ ელტონზე ძალიან კარგი აზრისა ვარ, მისთვის ცოლის მოძებნა
კი ერთადერთი საქმეა, რაშიც ნამდვილად გამოვადგები.
– მისტერ ელტონი უდავოდ ძალიან სიმპათიური და კარგი ახალგაზ-
რდა კაცია და დიდ პატივსაც ვცემ, მაგრამ თუ გინდა, მის მიმართ ყუ-
რადღება გამოიჩინო, რომელიმე დღეს სადილად მოიწვიე, საყვარელო.
13
ეს გაცილებით უკეთესი ჟესტი იქნება. იმედი მაქვს, მისტერ ნაიტლიც
არ იტყვის უარს მასთან შეხვედრაზე.
– დიდი სიამოვნებით, სერ, ნებისმიერ დროს, – სიცილით უპასუხა
მისტერ ნაიტლიმ, – და სავსებით გეთანხმებით, რომ ეს ბევრად უკეთესი
ჟესტი იქნება. დაპატიჟეთ სადილად, ემა, და მიართვით საუკეთესო
თევზი და ქათამი, მაგრამ უფლება მიეცით, ცოლი თავად ამოირჩიოს.
მერწმუნეთ, 26-27 წლის კაცს თავის მიხედვა შეუძლია.
14
თავი 2
20
ჰაიბერიში კი უცნაური ჭორი დაირხა: პერის ყველა პატარა შვილი
მისის უესტონის საქორწინო ტორტის ნაჭრით ხელში დაინახესო. მაგ-
რამ მისტერ ვუდჰაუზს ამ ბოროტი ხმებისთვის არასდროს დაუჯერე-
ბია.
21
თავი 3
8
დონველის სააბატო – გამოგონილი ადგილი.
22
იმსს ან ცხენებს. არადა, ეს იშვიათად, წელიწადში ერთხელ რომ მომ-
ხდარიყო, მისტერ ვუდჰაუზის წუწუნსა და მწუხარებას საზღვარი არ
ექნებოდა.
მისის ბეიტსი – ჰაიბერის გარდაცვლილი მღვდლის მეტად ხანდაზ-
მული ქვრივი, რომელსაც ბევრი აღარაფერი შეეძლო, ჩაის დალევისა
და კადრილის9 თამაშის გარდა, ერთადერთ ქალიშვილთან ერთად მე-
ტისმეტად მოკრძალებულად ცხოვრობდა და ისეთ სითბოსა და პატი-
ვისცემას იწვევდა, როგორიც ხელმოკლე და უწყინარ მოხუც ქალბა-
ტონს შეეფერება. მისი ქალიშვილი უჩვეულოდ დიდი პოპულარობით
სარგებლობდა, იმის მიუხედავად, რომ არც ახალგაზრდა იყო, არც მომ-
ხიბლავი, არც მდიდარი და არც გათხოვილი. ერთი შეხედვით, საჯარო
არაკეთილგანწყობისთვის განწირული უნდა ყოფილიყო, რადგან, ყვე-
ლაფერთან ერთად, ვერც ინტელექტით დაიკვეხნიდა. ერთი სიტყვით,
არც ჭკუით გამოირჩეოდა და არც სილამაზით. უღიმღამო ახალგაზ-
რდობაგამოვლილს, ავადმყოფ დედაზე ზრუნვისთვის მიეძღვნა ცხოვ-
რება და ახლა, შუახნის ასაკში, ძალისხმევას არ იშურებდა, მცირე შე-
მოსავლით როგორღაც გაეტანა თავი. ამის მიუხედავად, მის ბეიტსი
ბედნიერი ქალი იყო, რომლის სახელსაც პატივისცემის გარეშე არავინ
ახსენებდა. თავადაც ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყო და სწო-
რედ ეს და მისი ამტანი ბუნება ახდენდა სასწაულს. მას ყველა უყვარ-
და, ყველას კეთილდღეობა ადარდებდა, უმალ შეეძლო ყველა ადამიან-
ში კარგის დანახვა; თავს ყველაზე იღბლიან, ათასგვარი მადლით და-
ჯილდოებულ არსებად მიიჩნევდა: ჰყავდა საუკეთესო დედა, ბევრი გა-
დასარევი მეზობელი თუ მეგობარი და ჰქონდა სახლი ყველა საჭირო
ნივთით. თავისი უბრალოებით, ამტანი და მადლიერი ბუნებით მოპოვე-
ბული გარშემომყოფთა კეთილგანწყობა მისთვის ნამდვილი ბედნიერე-
ბის წყარო იყო. თანაც, წვრილმანების დიდი მცოდნე გახლდათ და მუ-
დამ სიამოვნებით ლაპარაკობდა ყველა თემაზე, რაც ტრივიალური სა-
კადრილი – ბანქოს ესპანური თამაში, რომელიც ჯეინ ოსტინის ეპოქაში მოდაში იყო.
9
23
უბრებისა და უვნებელი ჭორების მოყვარული მისტერ ვუდჰაუზისთვის
საუკეთესო თვისება იყო.
მისის გოდარდი სკოლას განაგებდა. ეს არ იყო სემინარია, არც გიმნა-
ზია და არც ისეთი სასწავლებელი, სადაც პრეტენზიას აცხადებენ, სწავ-
ლის პროცესი ახალი პრინციპებისა თუ სისტემის მიხედვით წარმართონ
და ლიბერალური ცოდნა და მაღალზნეობრივი მოძღვრებები ერთმა-
ნეთს კარგად შეფუთული აბსურდული და გრძელ-გრძელი წინადადებე-
ბით შეუთავსონ, ახალგაზრდა გოგონებს კი, მაღალი საფასურის სანაც-
ვლოდ, ჯანმრთელობა შეურყიონ და პატივმოყვარეობა აუმაღლონ.
არა, მისის გოდარდის სკოლა ნამდვილი, პატიოსნად ძველმოდური
სკოლა-პანსიონი გახლდათ, სადაც გონივრული ოდენობის ცოდნა გო-
ნივრულ ფასად იყიდებოდა; სადაც არ შეგეშინდებოდა, რომ მცირე გა-
ნათლების მისაღებად გაგზავნილი ქალიშვილი შინ ცოდნით გატენილი
გენიოსი დაგიბრუნდებოდა. მისის გოდარდის სკოლა ძალიან კარგი სა-
ხელით სარგებლობდა და დამსახურებულადაც: ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო ადგილად მიჩნეულ ჰაიბერიში მისის გოდარდს საკმაოდ
მოზრდილი სახლი და ბაღი ჰქონდა და თავის მოსწავლეებს მხოლოდ
ჯანსაღი პროდუქტით კვებავდა; ზაფხულობით ნებას რთავდა, ახლო-
მახლო ერბინათ, ზამთრობით კი მოყინულ სხეულს საკუთარი ხელით
უმუშავებდა. ამდენად, ეკლესიისკენ მიმავალი გოგონების ოცი წყვილი
მისის გოდარდის წინამძღოლობით იმ არემარეში არავის უკვირდა. უბ-
რალო, დედობრივი ბუნების მქონე მისის გოდარდს ახალგაზრდობაში
ბევრი ეშრომა, ახლა კი თავს უფლებას აძლევდა, დროდადრო დაესვენა
და ჩაის დასალევად საღამოობით ვუდჰაუზებს სწვეოდა. მისტერ ვუდ-
ჰაუზისგან – ამ უკანასკნელის სიკეთის გამო – წარსულში დიდად დავა-
ლებული, საჭიროდ მიიჩნევდა, მის მიპატიჟებაზე უარი არ ეთქვა; როცა
კი შეეძლო, მიეტოვებინა თავისი გაწკრიალებული და ნაქარგებით მორ-
თული სასტუმრო ოთახი და მისტერ ვუდჰაუზის ბუხრის წინ რამდენი-
მე ექვსპენიანი მოეგო ან წაეგო.
აი, სწორედ ესენი გახლდნენ ის ქალბატონები, რომელთა მოგროვე-
ბაც ემას არასდროს უჭირდა, მეტიც, ახარებდა კიდეც – აღტაცებით
24
შესცქეროდა გამხიარულებულ მამას და საღამოს რიგიანად წარმარ-
თვისთვის უდიდეს თვითკმაყოფილებასაც განიცდიდა. თუმცა, ამ სამი
ქალბატონის მოსაწყენი ლაყბობა მისის უესტონის არყოფნას კიდევ
უფრო უმძაფრებდა და გულს მომავალი უღიმღამო, დაუსრულებელი
საღამოების შიშით უვსებდა.
ერთ დილას, როცა იჯდა და დღის ზუსტად ასეთი დაგვირგვინების-
თვის ემზადებოდა, ემამ მისის გოდარდისგან პატარა ბარათი მიიღო,
რომელშიც ის ჰარტფილდელ მეგობრებს დიდი მოწიწებით სთხოვდა,
ნება დაერთოთ და საღამოსმის სმითის თანხლებით მიეღოთ სტუმრად.
ეს ყოვლად მისასალმებელი თხოვნაიყო: ჩვიდმეტი წლის მის სმითს ემა
შორიდან იცნობდა, თუმცა, ლამაზი გარეგნობის გამო, მისი ახლო გაც-
ნობა ძალიანაც უნდოდა. ვუდჰაუზებმა წერილს მეტად ღირსეული პა-
სუხი გასცეს – სტუმარი გულითადად მოიპატიჟეს, და ჰარტფილდის
ახალგაზრდა დიასახლისიც საღამოს ძრწოლვით აღარ ელოდა.
მის ჰარიეტ სმითი ვიღაცის უკანონო შვილი იყო. რამდენიმე წლის
წინ ვიღაცას მისის გოდარდის სკოლაში შეეყვანა, მოგვიანებით კი ისევ
ვიღაცას დაეწინაურებინა და რიგითი მოწაფე პანსიონის მდგმურად ექ-
ცია.10 ამის მეტი მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მეგობრები ასე,
ერთი შეხედვით, არ ჰყავდა, თუ არ ჩავთვლით ჰაიბერიში შეძენილ ნაც-
ნობებს. ისე, ახლახან დაბრუნებულიყო ხანგრძლივი სტუმრობიდან –
სოფელში ახალგაზრდა ქალბატონები მოენახულებინა, რომლებიც მას-
თან ერთად დადიოდნენ სკოლაში.
მის სმითი სწორედ ისეთი სილამაზის პატრონი იყო, ემას რომ ძალი-
ან მოსწონდა: დაბალი და ფუმფულა, აღაჟღაჟებული ლოყებით, ცისფე-
26
მის ვუდჰაუზის აზრით, ეს საინტერესო და უდავოდ ძალიან კეთილი
წამოწყება სწორედაც რომ შეეფერებოდა მის ცხოვრებისეულ მდგომა-
რეობას, თავისუფალ დროსა და შესაძლებლობებს. ემა იმდენად იყო
გართული მის სმითის ნაზი ცისფერი თვალებით ტკბობით, ლაპარაკით,
მოსმენითა და დროდადრო პატარ-პატარა გეგმების დასახვით, რომ სა-
ღამომ უჩვეულოდ სწრაფად გაირბინა. სავახშმო მაგიდა, რომელიც ამ-
გვარ შეკრებებს აგვირგვინებდა ხოლმე და რომლის გაშლასაც ემა ყო-
ველთვის მოუთმენლად ელოდა, ახლა ისე გაეწყოთ და მიეჩოჩებინათ
ბუხართან, რომ თავად დიასახლისს ვერც კი შეემჩნია. ემასთვის არას-
დროს იყო სულერთი, რას იფიქრებდნენ მის მასპინძლობასა და ყურად-
ღებაზე სტუმრები, მაგრამ ახლა, საკუთარი კეთილი ზრახვებითა და
გეგმებით აღტაცებული, ორმაგი თავაზიანობითა და ენთუზიაზმით
სთავაზობდა მაგიდის ირგვლივ შემომსხდართ ფარშირებულ ქათამსა
თუ ნიჟარებში ჩაწყობილ ნაღებიან ხამანწკებს – ვინაიდან მისი სტუმ-
რები გვიანობამდე გაჩერებას არ იყვნენ ჩვეულნი, შიშობდა, ვაითუ
სუფრის ეტიკეტის გამო, ზედმეტად თავშეკავებულად მოიქცნენო.
ვახშმობა საბრალო მისტერ ვუდჰაუზს ურთიერთსაწინააღმდეგო
გრძნობებით აღავსებდა. ერთი მხრივ, უყვარდა თავისი ახალგაზრდო-
ბისდროინდელი ტრადიციით ლამაზად გაშლილი სუფრა, მეორე მხრივ
კი, იმდენად დარწმუნებული გახლდათ ვახშმობის მავნებლობაში, რომ
სუფრაზე მოთავსებულ ყოველ კერძს მეტად სევდიანად შეჰყურებდა.
მართალია, მის სტუმართმოყვარე ბუნებას სტუმრებისთვის არაფერი
ენანებოდა, მაგრამ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ აძლევდა საშუა-
ლებას, არ ეწუწუნა, სანამ ისინი გემრიელად ილუკმებოდნენ.
ერთადერთი კერძი, რომელსაც პირადი გამოცდილებისა და საფუძ-
ვლიანი დაკვირვების შედეგად გაუწევდა რეკომენდაციას, უცხიმო ფაფა
გახლდათ, თუმცა, ქალბატონების შემყურე, რომლებიც უფრო გემრიელ
კერძებს ეტანებოდნენ, მხოლოდ ასეთი ფრაზებით იფარგლებოდა: – მი-
სის ბეიტს, ნება მომეცით, ამ კვერცხის გასინჯვა შემოგთავაზოთ. თოხ-
ლო კვერცხი მავნებელი არ არის. სერლიზე უკეთ კი კვერცხის მოხარშვა
არავის შეუძლია. სხვის მოხარშულ კვერცხს არასდროს შემოგთავაზებ-
27
დით, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ – ხომ ხედავთ, როგორი პატარა კვერ-
ცხებია?! ერთი ასეთი პატარა კვერცხი არაფერს გავნებთ... ემა, მის ბე-
იტსს ტარტის პატარა ნაჭერი გადაუღე, ოღონდ ძალიან პატარა. ვაშ-
ლის ტარტია. ჩვენთან დაკონსერვებული პროდუქტით არაფერს ამზა-
დებენ, ასე რომ, ნუ ინერვიულებთ. აი, კრემს კი არ გირჩევთ... მისის გო-
დარდ, ნახევარ ჭიქა ღვინოზე რას იტყვით? სულ ცოტა, წყალში გაზა-
ვებული? არა მგონია, გაწყინოთ.
ემა მამას ლაპარაკს არ უშლიდა, მაგრამ თავად უხვად ამარაგებდა
სტუმრებს. ამ საღამოს განსაკუთრებულად უნდოდა, შინ ყველა კმაყო-
ფილი გაეშვა.
მის სმითის ბედნიერებაც ემას ზრახვებთან თანხვედრაში იყო. მის
ვუდჰაუზი ჰაიბერიში იმდენად მნიშვნელოვან პერსონას წარმოადგენ-
და, რომ მისი გაცნობა ერთდროულად ახარებდა და აშინებდა კიდეც.
საბოლოოდ, თავმდაბალი, მადლიერი გოგონა შინ ერთობ კმაყოფილი
წავიდა – აღფრთოვანებული იმ სითბოთი, რასაც მის ვუდჰაუზი მთელი
საღამოს განმავლობაში იჩენდა მის მიმართ, ხოლო ბოლოს, როგორც
იქნა, ხელიც კი ჩამოართვა!
28
თავი 4
14
„საუკეთესო ნაკვესები“ – ინგლისელი ესეისტისა და მოძღვრის, ვისესიმუს ნოქსის
(1752-1821) მიერ შედგენილი ორტომიანი („საუკეთესო ნაკვესები პროზიდან“ და
„საუკეთესო ნაკვესები პოეზიიდან“) წიგნი 1797 წელს გამოქვეყნდა. ნოქსს ლიბერა-
ლური და პროგრესული შეხედულებები ჰქონდა განათლებაზე, განსაკუთრებით, ქა-
32
მღვდელი“15 აქვს წაკითხული. აი, „ტყის რომანი“16 კი არ წაუკითხავს,
არც – „ბავშვები სააბატოდან“17. სანამ მე არ ვუხსენე, ეს წიგნები გაგო-
ნილიც არ ჰქონდა, მაგრამ ახლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ხელში
ჩაიგდოს და წაიკითხოს, როგორც კი შეძლებს.
– როგორი გარეგნობის კაცია მისტერ მარტინი? – ეს გახლდათ ემას
მომდევნო შეკითხვა.
– უჰ! საერთოდ არ არის სიმპათიური. თავიდან მეტისმეტად უშნოც
კი მომეჩვენა, მაგრამ ახლა ასე აღარ მგონია. ხომ იცით, დროთა განმავ-
ლობაში თვალი ეჩვევა. ისე, გინახავთ ოდესმე? ხშირად უწევს ჰაიბერი-
ში ჩამოსვლა, კვირაში ერთხელ მაინც კინსგტონისკენ18 გზად გამოივ-
ლის. თქვენს სახლთანაც ხშირად ჩაუვლია.
– შესაძლოა. და, შესაძლოა, ორმოცდაათჯერ მაინც მინახავს, მაგრამ
წარმოდგენა არ მქონია, ვინ იყო. ახალგაზრდა ფერმერი – ცხენზე ამ-
ხედრებული თუ ფეხით მომავალი – უკანასკნელი ადამიანია, ვისაც ჩე-
მი ცნობისმოყვარეობის აღძვრა შეუძლია. წვრილი მოიჯარე მიწათ-
მფლობელები სწორედ იმ ფენას განეკუთვნებიან, რომლებთანაც,
ვგრძნობ, რომ საერთო ვერაფერი მექნება. ერთი-ორი საფეხურითდაბ-
ლა მდგომმა სანდომიანმა სოფლელმა კიდევ შეიძლება დამაინტერე-
სოს, რადგან ასეთების ოჯახს, შესაძლოა, რამეში გამოვადგე. მაგრამ
34
თუმცა, მისის მარტინი ამბობს, მომავალ წელს ერთ ბიჭს ავიყვანო; სხვა
მხრივ კი, მგონი, არაფერი აკლიათ.
– არ მინდა, ჰარიეტ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, როცა
ცოლს შეირთავს... ვგულისხმობ უხერხულობას, რომელიც შეიძლება
მისი ცოლის გაცნობამ გამოიწვიოს... მართალია, მის დებს უკეთესი გა-
ნათლება აქვთ და მათი საწინააღმდეგო ასე, ერთი ხელის დაკვრით, ვე-
რაფერი გვექნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისტერ მარტინი ვინმე
ისეთს შეირთავს ცოლად, ვინც თქვენი ყურადღების ღირსი იქნება.
თქვენს დაბადებასთან დაკავშირებული უიღბლო გარემოებების გამო,
ნაცნობების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. ეჭვგა-
რეშეა, თქვენ ჯენტლმენის ქალიშვილი ხართ, ამიტომ, ყველა ხერხს უნ-
და მიმართოთ და ამ წრის სრულუფლებიან წევრობაზე გამოთქვათ
პრეტენზია, თორემ ისეთ ხალხს რა გამოლევს, ვინც სიხარულით დაგამ-
ცირებდათ.
– მართლაცდა, რა გამოლევს ასეთ ხალხს. მაგრამ ახლა, როცა ჰარ-
ტფილდში სტუმრობა დავიწყე და თქვენ ასე კარგად მექცევით, მის
ვუდჰაუზ, სხვების უკვე აღარ მეშინია.
– გავლენას რამხელა ძალა აქვს, კარგად მოგეხსენებათ, ჰარიეტ, მაგ-
რამ მინდა, ისე მყარად დაიმკვიდროთ კარგ საზოგადოებაში ადგილი,
რომ ჰარტფილდისა და მის ვუდჰაუზისგანაც კი თავისუფალი იყოთ.
მინდა, მაღალ საზოგადოებაში სამუდამოდ ფეხმოკიდებული გიხილოთ;
ამისთვის კი საჭიროა, რაც შეიძლება, ცოტა არასასურველი ნაცნობი
გყავდეთ. იმის თქმა მინდა, რომ თუ მისტერ მარტინი დაოჯახდება და
თქვენ კვლავაც მოგიწევთ მასთან სტუმრობა, მის დებთან მეგობრობამ
მის ცოლთან ნაცნობობა არ უნდა დაგავალდებულოთ, რადგან ეს უკა-
ნასკნელი, სავარაუდოდ, რიგითი ფერმერის ერთი უბირი ქალიშვილი
იქნება.
– დიახ, რასაკვირველია. არა, კი არ მგონია, რომ მისტერ მარტინი
სულ მთლად გაუნათლებელ და ცუდად აღზრდილ ქალს შეირთავს...
მაგრამ არ ვაპირებ შეგეწინააღმდეგოთ; ნამდვილად არ დავიჭერ მის
ცოლთან საქმეს. მის მარტინებისადმი, განსაკუთრებით, ელიზაბეთის
35
მიმართ, ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიქნები, რადგანაც ჩემსავით
განათლებული გოგონები არიან, მაგრამ თუ მისტერ მარტინი უვიცსა
და მდაბიო ქალს შეირთავს ცოლად, აუცილებლად ავარიდებ თავს მის
გაცნობას.
ემა ჰარიეტის საუბარში მერყეობას გრძნობდა, თუმცა, სიყვარულის
არავითარი საგანგაშო სიმპტომი არ დაუნახავს – ახალგაზრდა კაცი
მხოლოდ და მხოლოდ პირველი თაყვანისმცემელი იყო და სხვა არაფე-
რი. ასაღელვებელი ნამდვილად არაფერი იყო: ემას კეთილ ზრახვებს
ჰარიეტისგან წინააღმდეგობა არ ემუქრებოდა.
ზუსტად მეორე დღეს, დონველის გზაზე, გოგონებს მისტერ მარტინი
შეხვდათ. ჯერ ემას შეხედა მოწიწებით, მერე კი, დაუფარავი კმაყოფი-
ლებით, მზერა მის თანამგზავრზე გადაიტანა. სანამ ისინი ერთმანეთ-
თან საუბრობდნენ, ემამ დრო იხელთა, რამდენიმე იარდით დაწინაურ-
და და მისტერ რობერტ მარტინი, თავისი მახვილი თვალის წყალობით,
ორიოდ წუთში საფუძვლიანად შეისწავლა. თავმოვლილი და გონიერი
ახალგაზრდა კაცი ჩანდა, მაგრამ სხვა გარეგნული ღირსებებით ნამდვი-
ლად არ გამოირჩეოდა. ხოლო თუ მის ჯენტლმენებთან შედარებაზე
მიდგებოდა საქმე, ემას დასკვნით, მის უპირატესობებს, რაც მხოლოდ
და მხოლოდ ჰარიეტის კეთილგანწყობის შედეგი იყო, უმალ გამოეცლე-
ბოდა ნიადაგი. ჰარიეტი მანერებისადმი გულგრილი არ იყო – ყოვლად
ძალდაუტანებლად, აღტაცებითა და განცვიფრებით უსვამდა ხოლმე
ხაზს მისტერ ვუდჰაუზის ჯენტლმენობას, მისტერ მარტინს კი, ჩანდა,
წარმოდგენაც არ ჰქონდა, რას ნიშნავდა მანერები.
მათი შეხვედრა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა – აბა, მის ვუდჰა-
უზს ხომ არ ალოდინებდნენ?! – და გახარებული ჰარიეტი ღიმილიანი
სახით გაეშურა მეგობრისკენ, თუმცა, მის ვუდჰაუზი არ შემდრკალა,
იმედოვნებდა, რომ გოგონას აფანცქალებულ გულს ძალიან მალე დაამ-
შვიდებდა.
– არც კი მჯერა, რომ შეგვხვდა! რა უცნაურია! მითხრა, სრულიად
შემთხვევით მოხდა, რენდალსის გავლით რომ არ წავედიო. თურმე არც
იცოდა, ჩვენ რომ ამ გზით დავდივართ ხოლმე, ეგონა, უმეტესად, რენ-
36
დალსისკენ დავსეირნობთ. „ტყის რომანი“ ჯერჯერობით ვერ უშოვია.
ბოლოს იმდენი საქმე ჰქონია კინგსტონში, რომ დავიწყებია, მაგრამ
ხვალ თურმე ისევ მიდის იქ. რა უცნაურია, რომ შევხვდით! აბა, მის
ვუდჰაუზ, რას იტყვით? ისეთია, როგორსაც ელოდით? რას ფიქრობთ
მასზე? ძალიან უბრალო გარეგნობისაა, ხომ?
– დიახ, უდავოდ უბრალო გარეგნობა აქვს, ხაზგასმულად უბრალო,
მაგრამ ეს არაფერია მანერების სრულ უქონლობასთან შედარებით. დი-
დი მოლოდინი, ცხადია, არც მქონდა, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმო-
ვიდგენდი ასეთი კომიკური, უცხვირპირო და გაუთლელი თუ იქნებოდა.
უნდა გამოგიტყდეთ, რომ მეგონა, ჯენტლმენობასთან ერთი-ორი საფე-
ხურით მაინც ახლო იდგა.
– რასაკვირველია, – ამოილუღლუღა შეცბუნებულმა ჰარიეტმა, –
ნამდვილი ჯენტლმენივით დახვეწილი არ არის.
– ჰარიეტ, მას მერე, რაც გაგვიცანით, უკვე იმდენჯერ მოხვდით ნამ-
დვილი ჯენტლმენების გარემოცვაში, რომ უკვე თავადაც უნდა ხედავ-
დეთ თვალშისაცემ სხვაობას მათსა და მისტერ მარტინს შორის. ჰარ-
ტფილდში ძალიან განათლებულსა და საუკეთესოდ აღზრდილ კაცებს
შეხვდით. ნამდვილად გამიკვირდება, მათთან ნაცნობობის შემდეგაც
თუ ვერ შეამჩნევთ მისტერ მარტინის მდაბიოობას ან არ გაგაოცებთ ის,
რომ მას ერთ დროს სასიამოვნო პიროვნებად მიიჩნევდით. წესით, უკვე
უნდა გხვდებოდეთ თვალში მისი მოუხეშავი იერი, ტლანქი მანერები და
იმდენად მჭახე ხმა, რომ ჩემამდეც კი თავისუფლად აღწევდა.
– რა თქმა უნდა, მისტერ ნაიტლის არ ჰგავს. არც მასავით დახვეწი-
ლი იერი და სიარულის მანერა აქვს. განსხვავებას ნათლად ვხედავ. მაგ-
რამ მისტერ ნაიტლი ხომ მეტისმეტად დახვეწილი ჯენტლმენია!
– მისტერ ნაიტლი იმდენად დახვეწილია, რომ უსამართლობა იქნება,
მისტერ მარტინი მას შევადაროთ. ას ჯენტლმენშიც კი ვერ ნახავთ ისე-
თს, ასე შუბლზე ეწეროს – „ჯენტლმენი“. მაგრამ ის არაა ერთადერთი
ჯენტლმენი, ვინც ბოლო დროს გაიცანით. მისტერ უესტონსა და მისტერ
ელტონზე რას იტყვით? შეადარეთ მისტერ მარტინი რომელიმე მათგანს
37
– როგორ უჭირავთ თავი, როგორ დადიან, როგორ ლაპარაკობენ ან რო-
გორ დუმან. განსხვავება უთუოდ მკაფიოა.
– დიახ, როგორ არა! უზარმაზარი სხვაობაა. მაგრამ მისტერ უესტო-
ნი ლამის უკვე მოხუცია. სადღაც ორმოცსა და ორმოცდაათს შორის უნ-
და იყოს.
– რაც მის კარგ მანერებს კიდევ უფრო ღირებულს ხდის. რაც უფრო
ასაკოვანია ადამიანი, ჰარიეტ, მით უფრო დიდ ფასს იძენს მისი კარგი
მანერები და მით უფრო მყვირალა და აუტანელი ხდება სულ მცირე
სიტლანქე და სიუხეშე. ის, რაც ახალგაზრდობაში ასატანია, შუა ასაკში
საძულველი ხდება. წარმოიდგინეთ, როგორი იქნება მისტერ მარტინი
მაშინ, როცა მისტერ უესტონის ასაკს მიაღწევს!
– მართლაც ძნელი სათქმელია... – საკმაოდ სერიოზულად მიუგო ჰა-
რიეტმა.
– ჰო, მაგრამ ადვილი გამოსაცნობი. ყოვლად უხამსი, მდაბიო ფერმე-
რი, რომელიც არავითარ ყურადღებას არ მიაქცევს მანერებს და მხო-
ლოდ მოგებასა და წაგებაზე იფიქრებს.
– ჰოო? ასე გგონიათ? ეს ძალიან ცუდი იქნება.
– აქედანვე გადასარევად ჩანს, რამდენად შეპყრობილია თავისი საქ-
მეებით, თორემ როგორ დაავიწყდებოდა იმ წიგნის პოვნა, თქვენ რომ
ურჩიეთ? ბაზრის ამბებით ისეა დაკავებული, რომ ვეღარაფერზე ფიქ-
რობს; ეს ბუნებრივიც კია კაცისთვის, რომელიც ფულის მოგროვებას
ლამობს. რა საქმე აქვს ასეთ კაცს წიგნებთან? ეჭვიც არ მეპარება, რომ
წარმატებას მიაღწევს და ძალიანაც გამდიდრდება, მაგრამ ჩვენთვის
ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, როცა საქმე ასეთ გაუნათლე-
ბელსა და მდაბიო მამაკაცს ეხება.
– არ მესმის, როგორ დაავიწყდა წიგნი... – სულ ეს იყო, რაც ჰარიეტ-
მა პასუხად ამოილუღლუღა და თან ისე უკმაყოფილოდ, რომ სავსებით
დამშვიდებულმა ემამ ერთხანს დადუმება არჩია; საუბარი მხოლოდ
გარკვეული დროის შემდეგ განაახლა.
– მისტერ ელტონის მანერები დახვეწილობის ერთგვარ ნიმუშადაც
კი გამოდგება და, შესაძლოა, მისტერ ნაიტლისა და მისტერ უესტონის
38
მანერებს აღემატებოდეს კიდეც. მისტერ უესტონი ძალიან გულღია,
ცოცხალი კაცია; მისი პირდაპირობა ლამის უხეშობაში გადადის, მაგ-
რამ ეს თვისებები შეზავებულია განუმეორებელი იუმორით, რაც ყვე-
ლას ხიბლავს და რისი მიბაძვაც შეუძლებელია; ასევე, შეუძლებელია,
მიჰბაძო მისტერ ნაიტლის სწორხაზოვანსა და მტკიცე, ერთგვარად ძა-
ლაუფლების გამომხატველ მანერებს, შერწყმულს მის საოცარ აღნაგო-
ბასთან, იერთან და ცხოვრებისეულ მდგომარეობასთან. აი, გულკეთი-
ლი, მხიარული, დაუზარელი და თავაზიანი მისტერ ელტონი კი თამა-
მად შეიძლება ნებისმიერი ახალგაზრდისთვის მისაბაძად იქცეს. სხვათა
შორის, ვამჩნევ, რომ მისტერ ელტონი ბოლო დროს კიდევ უფრო თავა-
ზიანი გახდა. ვერ დავიჩემებ, რომელიმე ჩვენგანის გულის მოგებას ცდი-
ლობს-მეთქი, მაგრამ მისი მანერები თვალშისაცემად კეთილშობილური
მეჩვენება. და მაინც, თუ ამ ყველაფრის უკან მართლაც რაიმე დგას, ეს
მხოლოდ თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი უნდა იყოს, ჰა-
რიეტ. არ მითქვამს, იმ დღეს რა თქვა თქვენ შესახებ?
და ემამ ყოვლად უშურველად გაიმეორა თბილი, საქებარი სიტყვები,
რაც მისტერ ელტონისგან გამოეძალა. აჭარხლებული ჰარიეტი კი ღიმი-
ლად დაიღვარა და შენიშნა, მისტერ ელტონი მუდამ სასიამოვნო ადა-
მიანად მიმაჩნდაო.
მისტერ ელტონი სწორედ ის კაცი გახლდათ, ვისაც, ემას გადაწყვე-
ტილებით, ჰარიეტის თავიდან ახალგაზრდა ფერმერზე ფიქრები უნდა
განედევნა. ემას აზრით, მისტერ ელტონი და ჰარიეტი შესანიშნავი
წყვილი იქნებოდა – შესაძლოა, იმდენად სასურველი და ბუნებრივი,
რომ ემას წვლილი ამ ამბავში უმნიშვნელო გამოჩენილიყო. ერთი
მხრივ, ეშინოდა, რომ ამ წყვილზე ყველას ისედაც ექნებოდა ნაფიქრი,
ხოლო მათი მომავალი ერთობა – ნაწინასწარმეტყველები; თუმცა, მე-
ორე მხრივ, ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ვერავინ გაბედავდა, გასჯიბრე-
ბოდა წინასწარმეტყველების თარიღში, რადგან ემას ეს ყველაფერი ჰა-
რიეტის ჰარტფილდში პირველივე ვიზიტისას გაევლო გონებაში. რაც
უფრო დიდხანს ფიქრობდა ამაზე, მის ვუდჰაუზი მით უფრო რწმუნდე-
ბოდა თავისი ზრახვების მიზანშეწონილობაში, რადგან მისტერ ელტო-
39
ნის საზოგადოებრივი მდგომარეობა ამ საქმისთვის ზედგამოჭრილი გახ-
ლდათ: მისტერ ელტონს ჯენტლმენიც კი ეთქმოდა, თუმცა, არც ისეთი
წარჩინებული ოჯახიდან იყო, თავისთვის ჰარიეტის საეჭვო წარმომავ-
ლობის გაპროტესტების უფლება მიეცა. მას კეთილმოწყობილი სახლი
და, ემას აზრით, საკმარისი შემოსავალიც ჰქონდა. მართალია, ჰაიბერის
სამღვდელო სახლი დიდი არ იყო, მაგრამ ამბობდნენ, მისტერ ელტონს
თავისი ქონებაც აქვსო. ემა მას კეთილშობილ, წესიერ, პატივსაცემ
ახალგაზრდა კაცად მიიჩნევდა, რომელსაც არც ცხოვრებისეული გა-
მოცდილება აკლდა და არც საჭირო ცოდნა. გარდა ამისა, დარწმუნებუ-
ლი იყო, რომ მას ჰარიეტი ლამაზ გოგონად მიაჩნდა, რაც, ჰარტფილ-
დში მათ ხშირ შეხვედრებთან ერთად, განზრახვის აღსრულებისთვის
ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა. რაც შეეხება ჰარიეტს, როგორც ხდება ხოლმე,
თითქმის ეჭვგარეშე იყო, რომ გოგონაზე საჭირო ძალით იმოქმედებდა
აზრი მისტერ ელტონის გრძნობებისშესახებ და საპასუხო გრძნობაც არ
დაახანებდა. მით უმეტეს, რომ მისტერ ელტონს უდავოდ სიმპათიურ
კაცად აღიარებდნენ და ძალიანაც მოსწონდათ. არა, ემას თვალში დახ-
ვეწილობა კი აკლდა, რასაც თავად ვერაფრით შეეგუებოდა, მაგრამ
ისეთ უპრეტენზიო გოგონას, რომელიც იმითაც კი ბედნიერი იყო, მის-
თვის ვინმე რობერტ მარტინი, კაკლის მოსატანად სოფელში თუ გაქუს-
ლავდა, მისტერ ელტონის აღტაცებაც ძალიან ადვილად მოუგებდა
გულს.
40
თავი 5
47
თავი 6
54
– ასე ფიქრობთ? – მიუგო მისტერ ელტონმა, – ვერ დაგეთანხმებით.
მე ყოველ ნაკვთში უნაკლო მსგავსებას ვხედავ. ასეთი მსგავსება ცხოვ-
რებაში არ მინახავს. იცით, აქ ალბათ ჩრდილის ეფექტიც უნდა მივი-
ღოთ მხედველობაში...
– ზედმეტად მაღალი გამოგივიდათ, ემა, – შენიშნა მისტერ ნაიტლიმ.
ემამ იცოდა, რომ ეს სწორი შენიშვნა იყო, მაგრამ აღიარება ეძნელე-
ბოდა.
– არა, არა! – აქაც ჩაერთო მისტერ ელტონი, – ნამდვილად არ არის
ზედმეტად მაღალი, ოდნავადაც კი არა. გაითვალისწინეთ, რომ ჰარიე-
ტი ზის... რაც უკვე, ბუნებრივია, განსხვავებულ სურათს იძლევა... მოკ-
ლედ, სწორედ ეს ქმნის ზუსტ შთაბეჭდილებას... მოგეხსენებათ, პრო-
პორციების დაცვა საჭიროა... პროპორციები, ახლო ხედი... არა, არა!
ზუსტად რომ მის სმითის სიმაღლეს შეესაბამება! ზუსტად რომ!
– ძალიან ლამაზია, – დასძინა მისტერ ვუდჰაუზმა, – უზადოდ შეს-
რულებული, როგორც ყველა შენი ნახატი, საყვარელო. არავის ვიცნობ,
შენზე უკეთ რომ ხატავდეს. ერთადერთი, რაც ძალიან არ მომწონს,
ისაა, რომ მის სმითი გარეთ ზის, მხრებზე კი მხოლოდ ერთი ფრიალა
მოსახვევი აქვს მოგდებული... ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება,
რომ აუცილებლად უნდა გაცივდეს.
– ჰო, მაგრამ მამა, ჩემო საყვარელო, იგულისხმება, რომ ზაფხულია,
ზაფხულის თბილი დღე. აი, ხეს ხედავ?
– ჰო, მაგრამ გარეთ შილიფად ჯდომა ზაფხულშიც სარისკოა, ჩემო
ძვირფასო.
– რაც უნდა თქვათ, სერ, – წამოიძახა მისტერ ელტონმა, – უნდა ვა-
ღიარო, რომ მის სმითის გარეთ დახატვა შესანიშნავი აზრი იყო. ხე
თითქოს ცოცხალია! მართლაც შეუდარებელია! ვერცერთი სხვა გარემო
ხასიათში ასე კარგად ვერ ჩაჯდებოდა. მის სმითის მანერების უბრალო-
ება... და ყველაფერი ერთად... ღმერთო, გასაოცარია! თვალს ვერ
ვწყვეტ. ასეთი იდეალური პორტრეტი არასდროს მინახავს.
შემდეგი ნაბიჯი სურათის ჩარჩოში ჩასმა იყო, რამაც პატარა სირ-
თულეები გამოიწვია. ეს ნაბიჯი დაუყოვნებლივ უნდა გადადგმულიყო,
55
თანაც – აუცილებლად ლონდონში. საქმე კი ვინმე ისეთი საზრიანი
ადამიანის ხელით უნდა გაკეთებულიყო, რომლის გემოვნების იმედად
ყოფნაც შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ იზაბელას, რომელიც, რო-
გორც წესი, მსგავს რამეებს აგვარებდა, ახლა ვერაფერს სთხოვდნენ,
რადგან დეკემბერი იდგა და მისტერ ვუდჰაუზი არაფრით დაუშვებდა,
მისი ქალიშვილი დეკემბრის ნისლში სახლიდან გასულიყო. თუმცა, საკ-
მარისიგახლდათ, ეს გასაჭირი მისტერ ელტონთან გაეხმოვანებინათ,
რომ პრობლემა უმალ მოიხსნა: „უაღრესად ბედნიერი იქნება, ამ საქმის
აღსრულებას თუ ანდობთ! ლონდონში ნებისმიერ დროს წავა. შეუძლე-
ბელიც კია იმის წარმოდგენა, რაოდენ კმაყოფილი დარჩება, თუკი ასეთ
საქმეს მას დაავალებთ“.
„ზედმეტად კეთილშობილი ადამიანია! ასეთ საძნელო საქმეზე ვე-
რაფრის დიდებით გაუშვებს!“ – ამ საპასუხო აზრის გახმოვანებას მის-
ტერ ელტონის დიდი ხვეწნა-მუდარა მოჰყვა და რამდენიმე წუთში გა-
დაწყდა: ის ლონდონში წავიდოდა, შეარჩევდა ჩარჩოს და საჭირო
ხალხს შესაბამის მითითებს მისცემდა; ემა კი იმაზე იზრუნებდა, ნახატი
უსაფრთხოდ შეეფუთა და მისტერ ელტონი ტვირთით ზედმეტად არ შე-
ეწუხებინა. თუმცა, მისტერ ელტონს მხოლოდ ის ადარდებდა, ვაითუ
სათანადოდ არ შემაწუხოთო.
– რა ძვირფასი ტვირთია! – მისტერ ელტონმა მგზნებარე სიტყვებს
ამოოხვრაც ამოაყოლა, როცა ემასგან შეფუთული სურათი ჩაიბარა.
„შეყვარებული კაცის კვალობაზე ზედმეტად გალანტურად ხომ არ
მექცევა?!“ გაიფიქრა ემამ, “მაგრამ ალბათ ათასგვარი სხვადასხვა ფორ-
მაა, რითაც შეყვარებული ადამიანები გრძნობებს ავლენენ. ბრწყინვალე
ახალგაზრდა კაცია და ზუსტად რომ ჰარიეტის შესაფერისი – „ზუსტად
რომ“, როგორც თავადვე ამბობს ხოლმე. მაგრამ ისე ხვნეშის, ისე ინაზე-
ბა და ქათინაურებსაც ისე მონდომებით აფრქვევს, ადრესატი მე რომ
ვიყო, ალბათ ვერ ავიტანდი. მეორეხარისხოვანი ვარ და ამ როლშიც კი
მისი ყურადღება საკმარისზე მეტად მხვდა წილად. ვიმედოვნებ, ამით
მხოლოდ ჰარიეტისადმი განსაკუთრებული კეთილგანწყობის გამოხატვა
სურს“.
56
თავი 7
59
– ღმერთო, არა! ვიცი, რომ საოცრად კეთილი ხართ... მაგრამ უბრა-
ლოდ რომ გერჩიათ, რის გაკეთება იქნებოდა ახლა ყველაზე სწორი...
არა, არა, ამის თქმა არ მინდოდა... როგორც თქვენ ამბობთ, ასეთი სა-
კითხები ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს... არ უნდა ყოყმანობ-
დეს... ეს ძალიან სერიოზული საკითხია... ალბათ უკეთესი იქნება, „არა“
ვთქვა... თქვენი აზრით, „არას“ თქმა აჯობებს, ხომ?
– არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ, რაიმე გირჩიოთ, – ალერსია-
ნად გაუღიმა ემამ, – საკუთარი ბედნიერების მსაჯული თვითონ უნდა
იყოთ. თუ მისტერ მარტინი ყველა სხვა ადამიანს გირჩევნიათ, თუ მი-
გაჩნიათ, რომ ყველაზე სასიამოვნო კაცია, ვის გარემოცვაშიც კი ოდეს-
მე ყოფილხართ, მაშინ რატომღა ყოყმანობთ? გაწითლდით, ჰარიეტ...
არის სხვა ვინმე, ვისზეც ასევე იფიქრებდით? ჰარიეტ, ჩემო ჰარიეტ,
თავს ნუ მოიტყუებთ! მადლიერებამ და თანაგრძნობამ შეცდომაში არ
შეგიყვანოთ! არის ვინმე, ვისზეც ამწუთას ფიქრობთ?
სიმპტომები დამაიმედებელი ჩანდა. დაბნეული ჰარიეტი უსიტყვოდ
გატრიალდა და, ჩაფიქრებული, ბუხართან დადგა. წერილი კვლავაც
ხელში ეჭირა, მაგრამ უკვე მექანიკურად – ზედაც აღარ უყურებდა. ემა
შედეგს მოუთმენლად და მეტად იმედიანადაც ელოდა. როგორც იქნა,
ჰარიეტმა ერთგვარი ყოყმანით დაიწყო: – მის ვუდჰაუზ, რადგან თქვენს
აზრს არ მეუბნებით, იძულებული ვარ, თავად გადავწყვიტო... რამდენა-
დაც ეს შემიძლია... უკვე თითქმის გადავწყვიტე და საკმაოდ მტკიცე-
დაც, რომ მისტერ მარტინს უარს ვეტყვი. თქვენი აზრით, სწორად ვიქ-
ცევი?
– ძალიან, ძალიან სწორად, ჩემო უძვირფასესო ჰარიეტ. ზუსტად ისე
იქცევით, როგორც უნდა მოიქცეთ. სანამ ეჭვებში იყავით, ჩემს აზრს
ჩემთვის ვინახავდი, მაგრამ რადგან უკვე ყველაფერში ბოლომდე გაერ-
კვიეთ, შემიძლია, გადაწყვეტილება უყოყმანოდ მოგიწონოთ. ჩემო
ძვირფასო ჰარიეტ, მახარებს ეს ამბავი. თქვენი დაკარგვა ძალიან და-
მამწუხრებდა, ეს კი მისტერ მარტინზე თქვენს გათხოვებას გარდაუვ-
ლად მოჰყვებოდა. როცა ვამჩნევდი, რომ ჯერ კიდევ ცოტათი მაინც ორ-
ჭოფობდით, ხმას არ ვიღებდი, რათა თქვენზე გავლენა არ მომეხდინა,
60
მაგრამ მეშინოდა, რომ თქვენი სახით მეგობარს დავკარგავდი – მისტერ
რობერტ მარტინის ცოლს ები-მილის ფერმაში ნამდვილად ვერასდროს
ვეწვეოდი. ახლა კი შემიძლია, მშვიდად ვიყო – თქვენ სულ ჩემთან იქ-
ნებით.
ჰარიეტი ამგვარ საშიშროებაზე არც კი დაფიქრებულიყო, ახლა კი
ელდა ეცა.
– თქვენ ხომ ვერ მინახულებდით! – წამოიძახა შეძრწუნებულმა, –
არა, არა, ნამდვილად ვერ მინახულებდით. მაგრამ ამაზე არც მიფიქ-
რია. არადა, რა საშინელება იქნებოდა! როგორ გადავრჩი! ძვირფასო
მის ვუდჰაუზ, თქვენთან ურთიერთობის სიამოვნებასა და პატივს ამ-
ქვეყნად არაფრის გამო არ დავთმობდი.
– დიახ, ჰარიეტ, თქვენი დაკარგა ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული იქ-
ნებოდა, მაგრამ სხვაგვარად არ გამოვიდოდა. საკუთარ თავს მაღალი
საზოგადოებიდან მოჰკვეთდით და მეც მომიწევდა თქვენთან ურთიერ-
თობის გაწყვეტა.
– ღმერთო ჩემო! ამას ნამდვილად ვერ გადავიტანდი! ალბათ მოვ-
კვდებოდი, ჰარტფილდში ჩამოსვლა რომ აღარ შემძლებოდა!
– ჩემო ტკბილო, ნაზო არსებავ! თქვენ – ები-მილის ფერმაში გამწე-
სებული?! თქვენ – სამუდამოდ დატყვევებული უბირი და ვულგარული
ხალხის გარემოცვაში?! ვერც კი ვხვდები, ამდენი თავდაჯერებულობა
საიდან ჰქონდა იმ ახალგაზრდა კაცს, რომ ხელის თხოვნა გაგიბედათ!
აშკარად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე.
– არა, არა მგონია, ამპარტავანი კაცი იყოს, – ჰარიეტი მისტერ მარ-
ტინის ასე გაკიცხვის წინააღმდეგი იყო, – სხვა თუ არაფერი, ძალიან
კარგად აღზრდილი ადამიანია და მისი ყოველთვის მადლიერი ვიქნე-
ბი... მაგრამ ეს სულ სხვა რამეა... ხომ გესმით... შესაძლოა, მოვწონდე,
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე უნდა... უნდა გამოვტყდე, რომ რაც
თქვენთან დავიწყე სიარული და გავიცანი ადამიანები... თუ მათ შედა-
რებაზე მიდგება საქმე, მათ გარეგნობასა თუ მანერებზე, შედარების გა-
კეთება გაჭირდება კიდეც, ის იმდენად სიმპათიური და თავაზიანია. მი-
უხედავად ამისა, მისტერ მარტინს უდავოდ ძალიან გულკეთილ ახალ-
61
გაზრდა კაცად მივიჩნევ და მასზე ძალიან კარგი აზრისა ვარ... თანაც,
ასე რომ მოვწონვარ... და ასეთი წერილი რომ მომწერა... მაგრამ თქვენს
მიტოვებას არასდროს არაფრის გამო არ დავუშვებ.
– გმადლობთ, ჩემო პატარა, საყვარელო მეგობარო, გმადლობთ. ჩვენ
არ დავშორდებით. ქალი არ უნდა გათხოვდეს მხოლოდ იმიტომ, რომ
ხელი სთხოვეს, ან შეიყვარეს, ან თუნდაც რიგიანი წერილი მისწერეს.
– რასაკვირველია! თანაც ძალიან მოკლე წერილია...
ემას ამ სიტყვებში მეგობრის ცუდი გემოვნება ენიშნა, მაგრამ წაუყ-
რუა და, მართალი ხართო, დაეთანხმა; მერე კი შენიშნა, რომ დიდი ვე-
რაფერი ნუგეში უნდა ყოფილიყო კარგი წერილის შედგენის უნარი
ქმრისაგან, რომელიც ქალს თავისი მდაბიო, სასაცილო მანერებით ყო-
ველდღე, ყოველ საათს დაამცირებდა.
– ჰო, მართალია! ვის ადარდებს წერილი! – დაადასტურა ჰარიეტმა.
– მთავარია ბედნიერება, რასაც სასიამოვნო ადამიანების გვერდით
გრძნობ. უკვე მტკიცედ გადავწყვიტე, უარი ვუთხრა. მაგრამ როგორ? რა
უნდა მივწერო?
ემამ დაარწმუნა, რთული არაფერიაო, და ურჩია, დროულად მიეწე-
რა. ჰარიეტი დასთანხმდა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ემა დაეხმარე-
ბოდა. ემა კვლავინდებურად უარობდა, ჩემი დახმარება არაფერში
გჭირდებათო, სინამდვილეში კი ყოველი წინადადება სწორედ მისი ნა-
კარნახევი იყო. სათანადო პასუხის გასაცემად მისტერ მარტინის წერი-
ლი კიდევ ერთხელ გადაიკითხეს, რამაც ჰარიეტს ისეთი ნაზი გრძნობები
აღუძრა, რომ ემა იძულებული გახდა, გამოსაფხიზლებლად ერთი-ორ-
ჯერ შემოეძახა და მეგობარი ერთი-ორი მტკიცე ფრაზითაც აღეჭურვა.
ჰარიეტი ისე დარდობდა, ვაითუ მისტერ მარტინის უბედურების მიზეზი
გამხდარიყო; ისე შიშობდა, რას იფიქრებდნენ და იტყოდნენ ახალგაზ-
რდა კაცის დედა და დები; ისე ღელავდა, ვაითუ მათ უმადური ვეგო-
ნოო, რომ მისტერ მარტინი მოულოდნელად თავს რომ წასდგომოდა,
ემას ეჭვით, მის სმითი მის წინადადებას აუცილებლად დასთანხმდებო-
და.
62
ასე იყო თუ ისე, წერილი დაიწერა, დაილუქა და გაიგზავნა; საქმე
მოგვარდა და ჰარიეტს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, თუმცა გოგონა
მთელი საღამო უგუნებოდ იყო. ემა დიდსულოვნად რთავდა ნებას, ხმა-
მაღლა გამოეთქვა გულწრფელი სინანული და ამ სინანულის შემსუბუ-
ქებას ხან დაყვავებით ცდილობდა, ხანაც საუბარში მისტერ ელტონის
თემის შემოტანით.
– ები-მილში აღარასდროს დამპატიჟებენ, – სევდიანად ამოიოხრა
ჰარიეტმა.
– რომც დაგპატიჟონ, მე ვერ ავიტან თქვენთან განშორებას, ჰარიეტ.
ჰარტფილდში ყველას ისე გვჭირდებით, რომ ები-მილში დასაკარგი
დრო ნამდვილად არ გაქვთ.
– მეც დარწმუნებული ვარ, იქ წასვლა აღარასდროს მომინდება,
რადგან ერთადერთი ადგილი, სადაც ბოლომდე ბედნიერი ვარ, ჰარ-
ტფილდია, – სევდიანად თქვა ჰარიეტმა, მოგვიანებით კი დაამატა: – მე
მგონი, მისის გოდარდს ძალიან გაუკვირდებოდა, რომ იცოდეს, რაც
მოხდა. დარწმუნებული ვარ, მის ნეშიც გაოცდებოდა... მის ნეშის აზ-
რით, მისი და ძალიან კარგ ბედშია ჩავარდნილი, არადა, თეთრეულით
მოვაჭრეს გაჰყვა ცოლად.
– სკოლის მასწავლებლისგან ამაზე მეტ პატივმოყვარეობასა თუ
დახვეწილობას არც უნდა ელოდოთ, ჰარიეტ. მე თუ მკითხავთ, მის ნეშს
შეშურდებოდა, რომ გაეგო, ასეთი ქორწინების შანსი მიეცაო. თვით ასე-
თი ქორწინებაც კი მეტად ღირებული იქნებოდა მის თვალში. რაიმე
უკეთესი თქვენთვის ალბათ არც კი წარმოუდგენია – ერთი ჩვენი საერ-
თო ნაცნობის ყურადღება ჰაიბერიში ხომ ჯერ არ ქცეულა ჭორაობის
საგნად. ამდენად, ჯერჯერობით მხოლოდ მე და თქვენ ვიცით, რა დგას
მისტერ ელტონის მზერისა თუ ქცევის უკან.
აჭარხლებულმა ჰარიეტმა მორცხვად გაიღიმა და ჩაიბურტყუნა, ძა-
ლიან მიკვირს, ვიღაცებს რომ მოვწონვარო. მისტერ ელტონის ხსენებამ
კი გულწრფელად გაახალისა, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, კვლავ
მოეძალა გულჩვილი გრძნობები უარით გასტუმრებული მისტერ მარ-
ტინის გამო და კიდევ ერთხელ ამოიოხრა: – ამასობაში მიიღებდა კიდეც
63
ჩემს წერილს. ნეტავ, ახლა რას აკეთებენ... მისმა დებმა თუ შეიტყვეს...
ის თუ ცუდად გრძნობს თავს, მისი დებიც ცუდად იქნებიან. იმედი
მაქვს, ჩემს პასუხს ძალიან დიდ მნიშვნელობასაც არ მიანიჭებს.
– მოდით, მათზე ვიფიქროთ, ვინც ასევე არ არიან ჩვენთან, მაგრამ
ბევრად უფრო მხიარულ საქმეს აგვარებენ, – წამოიძახა ემამ, – ამწუ-
თას მისტერ ელტონი თქვენს სურათს ალბათ დედამისსა და თავის დებს
აჩვენებს და არწმუნებს, პორტრეტზე გამოსახული არსება სინამდვილე-
ში ბევრად უფრო ლამაზიაო; ხუთი-ექვსი დაჟინებული თხოვნის შემ-
დეგ კი მათ თქვენი სახელის ცოდნის უფლებასაც მისცემს, დიახ, თქვენი
საყვარელი სახელის!
– ჩემი სურათი! ჰო, მაგრამ ჩემი სურათი ხომ ბონდ-სტრიტზე19 და-
ტოვა?!
– ოჰ, მაშინ მისტერ ელტონის შესახებ არაფერი მცოდნია. არა, ჩემო
ძვირფასო, თავმდაბალო ჰარიეტ, დარწმუნებული იყავით, რომ სურათი
ბონდ-სტრიტზე ხვალამდე ვერ მოხვდება, ის მხოლოდ ხვალ ამხედრდე-
ბა მის წასაღებად. მთელი ეს საღამო კი სურათი მისი თანამგზავრია,
მისი ნუგეში, მისი აღმაფრენა. სურათი მისი ოჯახის წევრების წინაშე
მისსავე ზრახვებს ხდის ფარდას, მათ თქვენს თავს აცნობს და ისეთ სა-
სიამოვნო გრძნობებს უღვივებს, როგორიც მხურვალე ცნობისმოყვა-
რეობა და სასიამოვნო მოლოდინია. როგორი ხალისიანი, ცოცხალი და
ამავე დროს ეჭვნარევი გრძნობებითა და ფიქრებით მოცულა ახლა მათი
წარმოსახვა!
ჰარიეტმა ისევ გაიღიმა. მისი ღიმილი თანდათან სულ უფრო ფართო
და გულწრფელი ხდებოდა.
65
რომ, კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს მოგიხდით და ჩემს ზამთრის ვარჯიშს
შევასრულებ.
– ამაზე უკეთესს ვერაფერს იზამთ, სერ.
– სიამოვნებით გთხოვდით, დამემგზავრეთ-მეთქი, მისტერ ნაიტლი,
მაგრამ ისე დავზოზინებ, თავს ნამდვილად მოგაბეზრებთ. თანაც, წინ
კიდევ დიდი გზა გაქვთ გასავლელი, დონველისკენ.
– გმადლობთ, სერ, გმადლობთ. უკვე თავადაც ვაპირებ გასვლას.
მგონი, რაც უფრო მალე გახვალთ, მით უკეთესი იქნება. ახლავე მოგი-
ტანთ თბილ მოსასხამს და ბაღის კარსაც გაგიღებთ.
როგორც იქნა, მისტერ ვუდჰაუზი წავიდა, მისტერ ნაიტლი კი, ნაც-
ვლად იმისა, რომ თავადაც უკან გაჰყოლოდა, დაჯდა; ჩანდა, კიდევ უნ-
დოდა ლაპარაკი. ჰარიეტზე საუბრით დაიწყო და გოგონა ისეთი საქება-
რი სიტყვებით მოიხსენია, ემას მისგან რომ არასდროს გაეგონა.
– თქვენსავით მისი სილამაზის მეხოტბედ ვერ გამოვდგები, – მჭევ-
რმეტყველებდა მისტერ ნაიტლი, – თუმცა ნამდვილად პატარა საყვა-
რელი არსებაა და, როგორც ვხვდები, ძალიან კარგი ზნის პატრონიც.
მისი ხასიათი მისსავე გარშემომყოფებზე დიდად არის დამოკიდებული,
ასე რომ, თუ კარგ ხელში მოხვდება, მისგან ნამდვილად ღირსეული ქა-
ლი დადგება.
– მიხარია, ასე რომ ფიქრობთ. რაც შეეხება კარგ ხელს, იმედი მაქვს,
არც ამის დანაკლისი ექნება.
– გასაგებია, – მიუგო მისტერ ნაიტლიმ, – ქათინაურს ელით. ჰოდა,
გეტყვით, რომ თქვენ ის გააკეთილშობილეთ, განკურნეთ სკოლის მოს-
წავლის ხითხითა განწყობისაგან. თქვენთან ნამდვილად ვალშია.
– გმადლობთ. გული მეტკინებოდა, რომ მეფიქრა, ვერაფერში გამო-
ვადექი-მეთქი. თუმცა, ყველას როდი შეუძლია, ქება გამოხატოს, როცა
საქმე მართლაც საქებრადაა. თქვენ ამით არასდროს მანებივრებთ.
– როგორც თქვით, დღეს ისევ ელოდებით ჰარტფილდში, არა?
– ნებისმიერ წუთს. ისედაც უკვე შეაგვიანდა.
– ალბათ რაღაცამ შეაყოვნა. შესაძლოა, ვინმე ესტუმრა კიდეც.
– ჰო, ალბათ ჰაიბერის ჭორიკნები! მოსაწყენი, უბადრუკი არსებები.
66
– შესაძლოა, ჰარიეტი იქაურებს თქვენსავით მოსაწყენად არ მიიჩ-
ნევს.
ემამ იცოდა, რომ ეს სიმართლე იყო და შეწინააღმდეგება არ ღირდა.
ამიტომ, არაფერი უთქვამს. მისტერ ნაიტლიმ კი ღიმილით განაგრძო: –
ზუსტი დროისა და ადგილის ცოდნაზე პრეტენზიას არ განვაცხადებ,
მაგრამ მყარი საფუძველი მაქვს, გამოგიტყდეთ, რომ თქვენი უმცროსი
მეგობარი მალე მისთვის მეტად სახარბიელო ამბავს შეიტყობს.
– ჰოო?! აბა, რას გულისხმობთ? რა ამბავია?
– ძალიან სერიოზული. მერწმუნეთ! – მისტერ ნაიტლიმ ისევ გაიღი-
მა.
– ძალიან სერიოზული! მხოლოდ ერთი რამ მომდის თავში... ვინაა
მასზე შეყვარებული? ვინ გაქციათ მესაიდუმლედ?
ემას დიდი იმედი ჰქონდა, რომ მისტერ ნაიტლის მისტერ ელტონი
გადაუკრავდა სიტყვას, რადგან იცოდა, ჯერ ერთი, მისტერ ნაიტლის
კარგი მეგობრისა და მრჩევლის სახელი ჰქონდა, და მეორეც, მისტერ
ელტონი მას დიდ პატივს სცემდა.
– მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, – განაგრძო მისტერ ნაიტლიმ, – რომ
ჰარიეტ სმითს მალე ცოლობას შესთავაზებენ და თან ამას ყოველმხრივ
სასურველი ადამიანი იზამს. ეს ადამიანი რობერტ მარტინია. ამ ზაფ-
ხულს გოგონას ვიზიტმა ები-მილში, როგორც ჩანს, თავისი ქნა. მისტერ
მარტინი უგონოდ შეყვარებულია და მის ცოლად შერთვას ფიქრობს.
– რა თავაზიანი კაცია! – თქვა ემამ, – მაგრამ დარწმუნებულია, რომ
ჰარიეტსაც უნდა ცოლად გაჰყვეს?
– კარგი, ფიქრობს, ცოლობა შესთავაზოს. ასე უფრო მისაღებია? ამ
საკითხზე რჩევის საკითხავად ორი დღის წინ მოვიდა სააბატოში. იცის,
რომ მე მასა და მთელ მის ოჯახს დიდ პატივს ვცემ. თანაც, ვფიქრობ,
ერთ-ერთ საუკეთესო მეგობრად მივაჩნივარ. ჰოდა, მოვიდა და მკითხა,
დაუდევრობა ხომ არ იქნება, ასე ნაადრევად დავოჯახდე, ან ჰარიეტზე
რა აზრის ხართო... მოკლედ, აინტერესებდა, მოვიწონებდი თუ არა მის
არჩევანს. სავარაუდოდ, აშინებდა ის, რომ ჰარიეტი სოციალურად მას-
ზე უფრო მაღალ საფეხურზე მდგომად მიიჩნევა... განსაკუთრებით, ალ-
67
ბათ, მას მერე, რაც თქვენ ატეხეთ ამაზე ამბავი... ყველაფრით, რაც
თქვა, ძალიან კმაყოფილი დავრჩი. რობერტ მარტინივით საღად დღეს
ცოტა თუ მსჯელობს. ყოველთვის საქმიანად ლაპარაკობს, პირდაპირ,
პატიოსნად, გონივრულად. ყველაფერი განმიმარტა – თავისი მდგომა-
რეობა და გეგმები; რის გაკეთება შეუძლია მასა და მის ოჯახს, თუ ეს
ქორწინება შედგება. შესანიშნავი ვაჟი და ძმაა. არც მიყოყმანია, ისე
ვურჩიე დაოჯახება. დამიმტკიცა, რომ ეს შეუძლია, და მეც დავრწმუნ-
დი, რომ მშვენივრად გაართმევს თავს. ახალგაზრდა ქალბატონიც ფრი-
ად შევუქე და, მოკლედ, შინ იმდენად ბედნიერი გავუშვი, რომ ამიერი-
დან ჩემზე ალბათ საუკეთესო წარმოდგენა ექნება. ეს გუშინწინ ღამეს
მოხდა. ახლა კი, სამართლიანად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ დიდ-
ხანს აღარ დააყოვნებს და ქალბატონს დაელაპარაკება. ხოლო რაკი გუ-
შინ არ ულაპარაკია, დიდი ალბათობით, სწორედ დღეს მივა მისის გო-
დარდთან. ასე რომ, საფუძველი მაქვს, ვიფიქრო, ჰარიეტი სწორედ
ისეთმა სტუმარმა შეაფერხა, ვინც, გოგონას აზრით, სულაც არ არის
მოსაწყენი, უბადრუკი არსება.
– მისტერ ნაიტლი, საიდან იცით, რომ მისტერ მარტინს მასთან გუ-
შინ არ ულაპარაკია? – იკითხა ემამ, რომელიც მთელი ამ ხნის განმავ-
ლობაში სიცილს ძლივს იკავებდა.
– ცხადია, ამის მტკიცება არ შემიძლია, – შეკითხვამ შეაცბუნა მის-
ტერ ნაიტლი, – მაგრამ შემიძლია, ლოგიკურად დავასკვნა. განა ჰარიე-
ტი გუშინ მთელ დღეს თქვენთან არ იყო?
– თქვენი ნაამბობის სანაცვლოდ, მეც გეტყვით რაღაცას, – ეშმაკუ-
რად მიუგო ემამ, – მისტერ მარტინი გუშინვე ელაპარაკა ჰარიეტს... უფ-
რო სწორად, წერილი მისწერა და უარიც მიიღო.
ემა იძულებული გახდა, ეს ფრაზა არაერთხელ გაემეორებინა, ვიდრე,
ბოლოს და ბოლოს, მისტერ ნაიტლიმ არ დაიჯერა. გაოგნებისა და სიბ-
რაზისგან აჭარხლებული ჯენტლმენი ფეხზე წამოიჭრა: – მაშ, იმაზე
უფრო ბრიყვი ყოფილა, ვიდრე მეგონა. რას სულელობს ეს გოგო?
– ოჰ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! – წამოიყვირა ემამ, – უარი ყვე-
ლა კაცისთვის ერთნაირად გაუგებარი და მიუღებელია! კაცებს რატომ-
68
ღაც ჰგონიათ, რომ ქალმა აუცილებლად თანხმობით უნდა უპასუხოს
ნებისმიერს, ვინც კი ცოლობას შესთავაზებს.
– რა სისულელეა! მაგრამ ჰარიეტ სმითი რობერტ მარტინს უარს
ეუბნება?! სიგიჟეა ამის დაჯერება. იმედი მაქვს, რაღაც გეშლებათ.
– პირადად ვნახე მისი პასუხი! ამაზე ცხადი რაღა უნდა იყოს?!
– ნახეთ! და თავადვე დაწერეთ! მაშ, ეს თქვენი ნახელავია, ხომ?!
თქვენ დაარწმუნეთ, უარი ეთქვა!
– ასეთი რამის უფლებას თავს ნამდვილად ვერ მივცემდი, მაგრამ
რომც მიმეცა, არ ვიფიქრებდი, რომ არასწორად მოვიქეცი. მისტერ მარ-
ტინი ძალიან პატივსაცემი ახალგაზრდა კაცია, მაგრამ ჰარიეტის თა-
ნასწორად არ მიმაჩნია. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, სა-
ერთოდ რომ გაბედა და ხელი სთხოვა. თქვენი ნაამბობიდან ირკვევა,
რომ რაღაცების გამო უყოყმანია. რა სამწუხაროა, რომ ეს ეჭვები დაძ-
ლია.
– ჰარიეტის თანასწორად ვერ აღიქვამთ?! – აღმოხდა გაცხარებულ
მისტერ ნაიტლის, ცოტა ხანში კი უფრო მშვიდად, თუმცა უკმეხად და-
ამატა, – გეთანხმებით, ჰარიეტის თანასწორი ნამდვილად არ არის, ათი
თავით მაღლა დგას მასზე როგორც გონებრივად, ისე მატერიალურად!
ემა, ამ გოგონათი ისე ხართ მონუსხული, რომ მგონი, დაბრმავდით. და-
ბადებასთან დაკავშირებული გარემოებების, ბუნებით ბოძებული თვი-
სებებისა და თუნდაც განათლების გათვალისწინებით, ჰარიეტ სმითმა
რობერტ მარტინზე უკეთეს ქმარზე როგორ უნდა გამოთქვას პრეტენ-
ზია? ღმერთმა უწყის, ვისი ბიოლოგიური ქალიშვილია – სავარაუდოდ,
ვიღაც ისეთის, ვისაც არც ქონება აბადია და არც პატივსაცემი ნათესა-
ვები ჰყავს! ჰარიეტ სმითი ერთი რიგითი სკოლა-პანსიონის ერთი რიგი-
თი მდგმურია. ვერც ჭკუით დაიკვეხნის და ვერც განათლებით. სასარ-
გებლო მისთვის არავის არაფერი უსწავლებია, თავად კი ზედმეტად
ახალგაზრდა და შტერია საიმისოდ, რომ საკუთარი ძალისხმევით დაძ-
ლიოს რამე. მის ასაკში ვერც ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ექნება
პრეტენზია და, ყველა სიკეთესთან ერთად, ისეთი ჭკუასუსტია, მას ალ-
ბათ ვერც ვერასდროს დააგროვებს. კი ბატონო, კოხტა და კარგი ზნის
69
გოგონაა, მაგრამ სულ ეს არის. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვყოყმა-
ნობდი რობერტ მარტინისთვის რჩევის მიცემისას, ის იყო, ვაითუ მის-
ტერ მარტინი მეტს იმსახურებს და მისთვის არასაკადრისი ქორწინება
იყოს-მეთქი. მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ ქონებრივი, არამედ ყველა
სხვა თვალსაზრისითაც მარტინი ბევრად უკეთეს ქალს – უფრო გონი-
ერსა და ღირსეულ თანამგზავრს იპოვის, ყოველ შემთხვევაში, ჰარიეტ-
ზე უარესს ნამდვილად არა. მაგრამ შეყვარებულ კაცთან ამ ნიუანსების
განხილვა აღარ დავიწყე და თითქმის დავიჯერე, რომ ჰარიეტ სმითი
მომავალ მეუღლეს არ დააზარალებს, თუ ვინმე მის სათნო ხასიათს
სწორი გეზით წარმართავს. სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ეს კავ-
შირი, უპირველესად, სწორედ ჰარიეტ სმითისთვის იქნება ხელსაყრელი
და ყველა ერთხმად იტყვის, რა კარგ ბედში ჩავარდნილაო. თვით
თქვენს კმაყოფილებაშიც კი არ შემპარვია ეჭვი. სხვათა შორის, მაშინვე
გავიფიქრე, რომ ჰარტფილდიდან მეგობრის წასვლა საერთოდ არ დაგ-
წყვეტდათ გულს, რადგან ეს, უპირველესად, თქვენი მეგობრის კეთილ-
დღეობის საწინდარი იქნებოდა. მახსოვს, გავიფიქრე, თვით ემაც კი,
მთელი თავისი მიკერძოებული გრძნობებით ჰარიეტისადმი, იფიქრებს,
ეს რა კარგი ამბავიაო.
– მაოცებთ. ნუთუ ასე ცუდად იცნობთ ემას, რომ ასეთი რამ გაივლეთ
გულში?! მართლა გგონიათ, რომ ფერმერს – მისტერ მარტინი კი, მთე-
ლი თავისი შეგნებითა და ღირსებით, სწორედ რომ ფერმერია და მეტი
არაფერი – ჩემი ახლო მეგობრისთვის ღირსეულ მეწყვილედ მივიჩნევ;
რომ არ დამწყდება გული, თუ ისეთ კაცზე გათხოვების გამო მიმატო-
ვებს, ვინც ჩემი ნაცნობიც კი ვერასდროს გახდება? მიკვირს, საერთოდ
როგორ დაუშვით, რომ ეს მომეწონებოდა. მერწმუნეთ, ამ საკითხზე
სულ სხვა აზრი მაქვს. თქვენი ეს განაცხადი კი უკიდურესად უსამარ-
თლოა – იმდენად უსამართლო, რომ სხვა ადამიანებიც აუცილებლად მე
დამეთანხმებიან. შესაძლოა, მისტერ მარტინი უფრო მდიდარია, მაგრამ
საზოგადოებრივი მდგომარეობით ჰარიეტზე ბევრად დაბლა დგას. წრე,
რომელშიც ჰარიეტი ტრიალებს, მისტერ მარტინისას ბევრად აღემატე-
70
ბა და მის წრეში გადასვლა გოგონასთვის დაქვეითების ტოლფასი იქნე-
ბა...
– აჰ, მაშ, ვიღაცის უკანონო შვილი და უვიცი გოგო დაქვეითდება,
თუ პატივსაცემ და ჭკვიან ფერმერს გაჰყვება ცოლად?!
– რაც შეეხება მის დაბადებასთან დაკავშირებულ გარემოებებს, კა-
ნონის ენით, ის, შესაძლოა, „არავინ“ არის, მაგრამ, ადამიანური თვალ-
საზრისით, მას ასე ვერ მოიხსენიებთ. არ არის ვალდებული, ბოროტ
ხმებს ხარკი უხადოს და იმ ადამიანებზე დაბალ საფეხურზე დადგეს,
ვისთან ერთადაც გაიზარდა. რთულია, მამამისის ჯენტლმენობაში ეჭვი
შეგეპაროს; დიახ, ჯენტლმენია, თანაც – კარგი ქონების მფლობელი
ჯენტლმენი, რომელსაც ჰარიეტის განვითარებისა თუ კეთილდღეობის-
თვის ფული ან სხვა რაიმე საშუალება ერთხელაც არ დანანებია. ის,
რომ ჰარიეტ სმითი ჯენტლმენის ქალიშვილია, ჩემთვის ცალსახაა, და,
დარწმუნებული ვარ, ვერც სხვები უარყოფენ იმას, რომ სხვა თუ არა-
ფერი, ჯენტლმენების ქალიშვილებთან მეგობრობს. ასე რომ, ის მისტერ
მარტინზე მაღლა დგას.
– ვინც უნდა იყვნენ მისი მშობლები ან მეურვეები... – უკან არ და-
იხია მისტერ ნაიტლიმ, – აშკარაა, მათ გეგმაში არ შედიოდა გოგონას
მოხვედრა იქ, რასაც თქვენ კარგ საზოგადოებას უწოდებთ. მეტად ზე-
რელე განათლების მიღების შემდეგ, მისის გოდარდის ამარა დარჩე-
ნილს, მოუწევს ისე განვითარდეს, როგორც შეუძლია, ანუ მისის გო-
დარდის მოწყალე კალთას ამოფარებულს, მხოლოდ მისი იმედი ჰქონ-
დეს. თუმცა, აშკარაა, მის ნათესავებს მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისზე მე-
ტიც კია. სინამდვილეში, ასეცაა! თავად ამაზე მეტი ხომ ნამდვილად
არასდროს ნდომებია; თქვენთან დამეგობრებამდე არც თავისი მდგომა-
რეობით უკმაყოფილება მოსვლია აზრად და არც მეტი ამბიცია გასჩე-
ნია; მარტინებთან გატარებული ზაფხულით სავსებით ბედნიერი, არც
მათზე აღმატებულობის შეგრძნებას შეუწუხებია. და ახლა თუ აწუხებს,
ეს თქვენი ბრალია. თქვენ არ ხართ ჰარიეტ სმითის მეგობარი, ემა. რო-
ბერტ მარტინი ამდენს ვერ გაბედავდა, გოგონას გულგრილობაში რომ
ყოფილიყო დარწმუნებული. კარგად ვიცნობ. საკმარისი ინტუიცია აქვს
71
საიმისოდ, რომ ქალს ალალბედზე, საკუთარი ვნებების კარნახით არ
დაელაპარაკოს. რაც შეეხება საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას, ამ
თვისებისგან ასე თავისუფალი კაცი მე ჯერ არ მინახავს. მერწმუნეთ, ის
სწორედ ჰარიეტ სმითმა წააქეზა.
ემასთვის საუკეთესო გამოსავალი იყო, მისტერ ნაიტლის არ შეპასუ-
ხებოდა. ამიტომ, არჩია, კვლავ თავისი მსჯელობის ხაზს გაჰყოლოდა.
– შესაძლოა, მისტერ მარტინის კარგი მეგობარი ხართ, მაგრამ, რო-
გორც უკვე გითხარით, ჰარიეტს უსამართლოდ ექცევით. ჰარიეტის პრე-
ტენზიები უკეთ გათხოვებაზე არც ისე აბუჩად ასაგდებია, როგორც
თქვენ წარმოაჩენთ. ჰარიეტი არ არის ჭკვიანი გოგონა, მაგრამ იმაზე
გონიერია, ვიდრე თქვენ გგონიათ და არ იმსახურებს ასეთ შეურაცხყო-
ფას. თუმცა, ასეც რომ არ იყოს და, დავუშვათ, მხოლოდ სიმპათიური
და კარგი ზნისაა, როგორც თქვენ ამბობთ, მერწმუნეთ, არც ეს თვისებე-
ბია – მით უმეტეს, იმ ხარისხში, რაც მას აქვს – უმნიშვნელო ღირსებე-
ბი, ზოგადად, ხალხის თვალში: ჰარიეტი მართლაც ლამაზი გოგონაა და
ამას ასიდან ოთხმოცდაცხრამეტი ამჩნევს. ხოლო ვიდრე კაცებს სილა-
მაზის მიმართ უფრო ფილოსოფიური დამოკიდებულება არ გაუჩნდე-
ბათ და ლამაზი სახეების ნაცვლად, განათლებული, გონიერი ქალების
შეყვარებას არ ისწავლიან, ჰარიეტისნაირი გოგონები ნამდვილად იქნე-
ბიან აღტაცების ობიექტები და მეტად სასურველი მეწყვილენი, რაც
მათ საშუალებას მისცემს, რამდენიმე კაცს შორის გააკეთონ არჩევანი
და, შესაბამისად, იყვნენ წუნიებიც. არც მისი რბილი ბუნება გახლავთ
ხელწამოსაკრავი გარემოება, ვინაიდან ჰარიეტის შემთხვევაში ეს ბუნე-
ბა ვლინდება საოცრად რბილ ხასიათსა და მანერებში, საკუთარ თავზე
თავმდაბალ წარმოდგენასა და მუდმივ მზადყოფნაში, გარშემომყოფთ
ასიამოვნოს. ძალიან შევცდები, თუ ვიფიქრებ, რომ თქვენი სქესისთვის
ამგვარი სილამაზე და ხასიათი უპირატესი არ არის იმ ღირსებათა შო-
რის, რის შეთავაზებაც ქალს შეუძლია კაცისთვის.
– ღმერთო, ემა! საკუთარ მსჯელობის უნარს ახლა ისე აკნინებთ, ლა-
მის მეც დაგიჯეროთ! სჯობს, საერთოდ არ ჰქონდეს ადამიანს ჭკუა,
ვიდრე თქვენსავით უგუნურად იყენებდეს.
72
– რა თქმა უნდა! – ეშმაკურად წამოიძახა ემამ, – ვიცი, რომ სწორედ
ასე ფიქრობთ ყველანი. ვიცი, რომ სწორედ ჰარიეტისნაირი გოგონა იწ-
ვევს ნებისმიერ კაცში აღტაცებას – ის კაცების გრძნობებს აჯადოებს და
მათ მსჯელობის უნარს მალამოდ ედება. დიახ, ჰარიეტს ნამდვილად შე-
უძლია, დაიწუნოს და აირჩიოს. თვით თქვენთვისაც კი იდეალურად შე-
საფერისი ქალი იქნებოდა, თუ ოდესმე ცოლს შეირთავდით... და რადგან
ჩვიდმეტი წლის ასაკში – როცა ეს-ესაა, ნამდვილ ცხოვრებას იწყებს –
პირველსავე წინადადებაზე უარს ამბობს, ამიტომ, უნდა გავკიცხოთ?
მგონი, აჯობებს, მივცეთ ცოტაოდენი დრო, მიმოიხედოს.
– თქვენი და ჰარიეტ სმითის მეგობრობა ყოველთვის დიდ სიბრიყვედ
მიმაჩნდა, თუმცა, ამ აზრს ჩემთვის ვინახავდი, – დასძინა ცოტა ხნის
დუმილის შემდეგ მისტერ ნაიტლიმ, – აი, ახლა კი ცხადად ვხვდები,
რამხელა უბედურებას მოუტანს ჰარიეტს. თქვენ მას ისე გააბრუებთ,
იმდენ სისულელეს ეტყვით მის სილამაზესა და პრეტენზიების გამოთ-
ქმის უფლებაზე, რომ, ძალიან მალე, ირგვლივ მყოფთაგან, მისთვის
საკმარისად ღირსეული ერთი კაციც კი არ დარჩება. თავცარიელი ადა-
მიანის პატივმოყვარეობას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია. არაფე-
რია იმაზე ადვილი, ახალგაზრდა ქალს უსაფუძვლო იმედები ჩავუსა-
ხოთ. არა მგონია, მის ჰარიეტ სმითს ხელის მთხოვნელთა რიგი დაუდ-
გეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომხიბლავი გოგონაა – რაც უნდა
თქვათ, გონიერ კაცებს სულელი ცოლები არ უნდათ; მეოჯახე კაცებს
მაინცდამაინც არ მოუნდებათ გაურკვეველი წარმოშობის გოგონასთან
ურთიერთობის გაბმა; უფრო წინდახედულ კაცებს კი შეაშინებთ ის არა-
სახარბიელო გარემოებები და სირცხვილი, რომელშიც შეიძლება აღ-
მოჩნდნენ, თუ მისი წარმომავლობის საიდუმლოს აეხდება ფარდა. ნება
მიეცით, გაჰყვეს რობერტ მარტინს ცოლად – უსაფრთხოება, პატივის-
ცემა და ბედნიერება გარანტირებული ექნება, მაგრამ თუ მომავალი
ბრწყინვალე ქორწინებით წააქეზებთ, თუ შთააგონებთ, რომ მხოლოდ
წარჩინებული და შეძლებული კაცი შეეფერება, მაშინ, შესაძლოა, მთე-
ლი ცხოვრება მისის გოდარდის სკოლა-პანსიონის მდგმურად გალიოს;
ან პანსიონში იქამდე დარჩეს – რადგანაც ჰარიეტ სმითი ისეთი გოგოა,
73
რომელიც აუცილებლად უნდა გათხოვდეს – სანამ სასოწარკვეთილება-
ში არ გადაეშვება და მართლწერის მოხუცი მასწავლებლის ვაჟის წინა-
დადებას სიხარულით არ მიიღებს.
– მისტერ ნაიტლი, ამ საკითხზე იმდენად განსხვავებული აზრები
გვაქვს, რომ კამათით მხოლოდ ერთმანეთს გავანაწყენებთ. ახლა რაც
შეეხება ჩემს ნებართვას, რობერტ მარტინს გაჰყვეს ცოლად, ეს შეუძლე-
ბელია! უარი უკვე უთხრა, თან ისე მტკიცედ, რომ, ჩემი აზრით, განმეო-
რებით ხელის თხოვნისგან დაცულები ვართ. ცუდად მოიქცა თუ კარ-
გად, უარი უთხრა, ამ უარს კი უნდა უერთგულოს. არ მოგატყუებთ,
თითქოს საპასუხო წერილის შინაარსზე საერთოდ არ მქონია გავლენა,
მაგრამ, გარწმუნებთ, ვერც მე და ვერც სხვა ბევრს მაინც ვერაფერს გავ-
ხდებოდით. მისტერ მარტინის გარეგნობა იმდენად შეუფერებელია, მი-
სი მანერები კი ისე მდაბიური, რომ ჰარიეტი, ოდესმე ოდნავ კეთილგან-
წყობილიც რომ ყოფილიყო მის მიმართ, ახლა ნამდვილად აღარ არის.
უწინ, სანამ ერთ დახვეწილ ჯენტლმენსაც კი არ იცნობდა და უკეთესი
არავინ ენახა, მისტერ მარტინი, შესაძლოა, მართლაც სასიამოვნო პი-
როვნებად ეჩვენებოდა, მით უმეტეს, რომ მისტერ მარტინს, როგორც მე-
გობრის ძმას, თავი არ დაუზოგავს, მისთვის ესიამოვნებინა. მაგრამ ახ-
ლა სიტუაცია შეიცვალა; ახლა, განათლებული და დახვეწილი ჯენ-
ტლმენის გარდა, ჰარიეტთან შანსი არავის აქვს.
– სისულელეა! აბსოლუტური სისულელე! რახანია, ასეთი სისულელე
არ მომისმენია! – თავშეუკავებლად წამოიყვირა მისტერ ნაიტლიმ, – კე-
თილგონიერებით, კეთილშობილებითა და გულწრფელობით გამორჩეუ-
ლი რობერტ მარტინი იმდენად დახვეწილი კაცია, რომ ჰარიეტს ამის
გააზრებაც კი არ ძალუძს.
ემამ აღარაფერი უპასუხა. ცდილობდა, თავი უდარდელად მოეჩვენე-
ბინა, სინამდვილეში კი ძალიან უხერხულად იყო და ერთი სული ჰქონ-
და, მისტერ ნაიტლი გაესტუმრებინა. თავის საქციელს კი ოდნავადაც
არ ნანობდა; პირიქით, მტკიცედ სჯეროდა, რომ ისეთ საკითხებში, რო-
გორებიცაა ქალის უფლებები და გემოვნების სიფაქიზე, სტუმარზე უკე-
თესი მსაჯული გახლდათ. თუმცა, მისტერ ნაიტლის მოსაზრებათა მი-
74
მართ ჩვეული პატივისცემის გამო, ძალიან არ მოსწონდა, ეს უკანასკნე-
ლი მის შეხედულებებს ასე ერთმნიშვნელოვნად რომ უპირისპირდებო-
და; ძალიან უსიამოვნო იყო ისიც, რომ ჯენტლმენი გულწრფელად გაბ-
რაზებული ჩანდა.
რამდენიმე წუთმა სრულ სიჩუმეში გაიარა. მხოლოდ ერთხელ სცადა
ემამ, უხერხული დუმილი ამინდზე ლაპარაკით დაერღვია, მაგრამ მისი
მცდელობა უპასუხოდ დატოვეს. მისტერ ნაიტლი კარგა ხანს ფიქრობ-
და, მისი ნაფიქრი კი, ბოლოს და ბოლოს, შემდეგნაირად დალაგდა: –
რობერტ მარტინს ბევრი არაფერი დაუკარგავს და კარგი იქნება, თუ
ამას თავს დროზე მიხვდება. თქვენი შეხედულებები ჰარიეტის შესახებ
ყველაზე კარგად თავადვე მოგეხსენებათ. თუმცა, რაკი არ მალავთ, რომ
მაჭანკლობით ხართ გატაცებული, სამართლიანი იქნება, ვივარაუდოთ,
რომ გაქვთ გარკვეული წარმოდგენები, ჩანაფიქრები და გეგმები. ამ შემ-
თხვევაში კი, მე, როგორც მეგობარი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, მი-
განიშნოთ, რომ თუ მისტერ ელტონს დაადგით თვალი, იცოდეთ, შრომა
წყალში ჩაგეყრებათ.
ემამ სიცილით უარყო, მისტერ ნაიტლიმ კი განაგრძო: – მერწმუნეთ,
მისტერ ელტონი ამ საქმისთვის არ გამოგადგებათ. ელტონი ძალიან
კარგი კაცია, ჰაიბერის პატივსაცემი მღვდელია, მაგრამ ძალიან მცირეა
ალბათობა, ქორწინებასთან დაკავშირებით წინდაუხედავი ნაბიჯი გა-
დადგას. მან, როგორც ყველამ, იცის, რამხელა მნიშვნელობა აქვს კარგ
შემოსავალს. შესაძლოა, სენტიმენტალურად საუბრობს, მაგრამ აუცი-
ლებლად რაციონალურად მოიქცევა. მისტერ ელტონს თავისი უფლებე-
ბი თუ პრეტენზიები ისევე კარგად მოეხსენება, როგორც თქვენ – ჰარიე-
ტისა; იცის, რომ ძალიან სიმპათიურია და ყველასათვის სასიამოვნო
კომპანიონიც. გარდა ამისა, გულღია საუბრების დროს, როცა მხოლოდ
კაცები ვყოფილვართ, აშკარად მიუნიშნებია, რომ არ აპირებს, საკუთარ
მომავალს დაუდევრად მოეპყროს. მოსმენილი მაქვს მისი ენთუზიაზ-
მით სავსე მონათხრობი ახალგაზრდა ქალბატონებით სავსე ერთ დიდ
ოჯახზე. ეს ქალბატონები მისტერ ელტონის დის ახლობლები არიან და
75
თითოეული მათგანი ოცი ათასი ფუნტის ღირებულების ქონებას
ფლობს.
– თქვენი მეტად მადლობელი ვარ, – კვლავ გაიცინა ემამ, – მისტერ
ელტონისა და ჰარიეტის დაწყვილება რომ მქონდეს ჩაფიქრებული,
თქვენი მხრიდან ჩემთვის თვალის ახელა მეტად კეთილშობილური საქ-
ციელი იქნებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ჰარიეტი მხოლოდ ჩემთვის მინდა,
მაჭანკლობას კი შევეშვი. არ მგონია, ოდესმე ისეთი წყვილი დავაოჯა-
ხო, რომელიც რენდალსის წყვილს დაუდებს ტოლს. ამიტომ, არ მინდა
უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდე.
– ბედნიერ დილას გისურვებთ, – მისტერ ნაიტლი წამოდგა და სწრა-
ფად გავიდა. ძალიან გაჯავრებული იყო. წარმოიდგენდა იმედგაცრუე-
ბულ ახალგაზრდა კაცს და ზარავდა აზრი, რომ მის წაქეზებაში თავა-
დაც მიუძღვოდა მნიშვნელოვანი წვლილი; საშინლად აბრაზებდა ისიც,
რომ საკითხის ასე გადაწყვეტაში დიდი როლი ემას ეთამაშა.
ემაც ნაწყენი დარჩა, მაგრამ მისი წყენის მიზეზი, მისტერ ნაიტლის
მიზეზთან შედარებით, ბუნდოვანი იყო. მისტერ ნაიტლისგან განსხვავე-
ბით, ის საკუთარი თავით არასდროს იყო ბოლომდე კმაყოფილი, არას-
დროს იყო დარწმუნებული საკუთარი მოსაზრებების აბსოლუტურ ჭეშ-
მარიტებაში. აი, ახლაც მისტერ ნაიტლი ერთობ თავდაჯერებული წავი-
და, ემა კი ეჭვებში დატოვა. თუმცა, უსიამოვნო განცდები არც იმდენად
სერიოზული ჩანდა – მხოლოდ მცირეოდენი დრო და ჰარიეტის დაბრუ-
ნება სჭირდებოდა, რათა მის ვუდჰაუზი ბუნებრივ მდგომარეობას დაბ-
რუნებოდა. ჰარიეტის ამდენი ხნით გაუჩინარება კი ნელ-ნელა მოსვენე-
ბას უკარგავდა. ხომ შეიძლებოდა, მისის გოდარდთან მართლაც მისუ-
ლიყო ახალგაზრდა კაცი, იქ ჰარიეტს შესჩეხებოდა და ცოლობაზე თან-
ხმობას შევედრებოდა. თუმცა, ჰარიეტი დაბრუნდა, თანაც მშვენიერ
გუნებაზე, და დაგვიანების მიზეზად საგანგაშო არაფერი უთქვამს. ემა
დამშვიდდა და ყოველგვარმა სინდისის ქენჯნამაც მყისვე გაუარა; თავი
დაირწმუნა, რომ რაც უნდა ეფიქრა ან ეთქვა მისტერ ნაიტლის, მას
ისეთი არაფერი ჩაედინა, რასაც ქალური სოლიდარობა და ქალური
გრძნობები ვერ გაამართლებდა. თავდაპირველად მისტერ ელტონის შე-
76
სახებ მისტერ ნაიტლის მოსაზრებებმაც გვარიანად შეაშფოთა, მაგრამ
მალევე გაიაზრა, რომ, ჯერ ერთი, მისტერ ნაიტლი მისტერ ელტონს
ემასავით კარგად ვერასდროს დააკვირდებოდა, რადგან ის ემასავით
არც დაინტერესებული იყო და არც დაოსტატებული ამ საქმეში (მის
ვუდჰაუზს საკუთარ თავთან ხომ მაინც უნდა ეღიარებინა ეს!) და, მე-
ორეც, ეს ყველაფერი მისტერ ნაიტლიმ ცხელ გულზე და ნაჩქარევად
წამოროშა, ამდენად, თქვა არა ის, რაც ნამდვილად იცოდა, არამედ ის,
რაც გაბრაზებულს სურდა, რომ სიმართლე ყოფილიყო. შესაძლოა, მის-
ტერ ნაიტლის მართლაც მოესმინა მისტერ ელტონის გულახდილი სა-
უბარი ან მისტერ ელტონი მართლაც არ ყოფილიყო ფულის მიმართ
გულგრილი და წინდაუხედავი – ჰო, ამ საკითხს ალბათ გარკვეულ ყუ-
რადღებას აქცევდა – მაგრამ, მაინც, მისტერ ნაიტლი სათანადო მნიშ-
ვნელობას არ ანიჭებდა ძლევამოსილ, მჩქეფარე ვნებებსა და მოტივებს.
დიახ, მისტერ ნაიტლიმ ამ გრძნობისა არაფერი იცოდა და, ცხადია,
ვერც იმას მიხვდებოდა, თუ რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია
ძლიერ გრძნობას. ემა კი ამ ყველაფერს კარგად აცნობიერებდა და დარ-
წმუნებულიც იყო, რომ სწორედ ეს გრძნობა დააძლევინებდა მისტერ
ელტონს ყველა იმ ეჭვნარევ ფიქრს, რაც, შესაძლოა, პირველ ხანებში
წინდახედულების გამო გასჩენოდა. წინდახედულება კი, ემას ღრმა
რწმენით, მისტერ ელტონს მხოლოდ გონივრული, მისაღები ხარისხით
უნდა ჰქონოდა.
ჰარიეტის ხალისიანი განწყობა ემასაც გადაედო, ვინაიდან ჰარიეტი
მასთან არა მისტერ მარტინზე სადარდებლად, არამედ მისტერ ელტონ-
ზე სასაუბროდ მოსულიყო. მისთვის მის ნეშს ეთქვა რაღაც, რაც მეტად
აღტაცებულმა მეგობარს უმალვე სიტყვასიტყვით ჩაუკაკლა.
მის ნეშს მისის გოდარდთან ავადმყოფი ბავშვის მოსანახულებლად
მისული მისტერ პერი შეხვედროდა და ეთქვა, გუშინ, ქლეიტონ-პარკი-
დან20 რომ ვბრუნდებოდი, გზად მისტერ ელტონი შემხვდაო. მისდა გა-
საკვირად, მისტერ ელტონს თურმე ლონდონისკენ აეღო გეზი და მეორე
20
ქლეიტონ-პარკი– გამოგონილი ადგილი.
77
დღემდე არ აპირებდა დაბრუნებას, არადა იმ ღამეს ვისტის21 კლუბელე-
ბი იკრიბებოდნენ, რასაც მისტერ ელტონი არასდროს დაჰკლებია. მის-
ტერ პერის უკმაყოფილება გამოუთქვამს – რა დასანანია, რომ თქვენ,
ჩვენი საუკეთესო მოთამაშე, გამოგვაკლდებითო, და ძალიანაც ცდილა,
მისტერ ელტონი მგზავრობის, სულ რაღაც, ერთი დღით გადადებაში
დაერწმუნებინა, მაგრამ ამაოდ – მისტერ ელტონს მეტად მრავალმნიშ-
ვნელოვნად უპასუხია, ისეთ საქმეზე მივდივარ, რომ ამქვეყნად არავი-
თარი მიზეზით არ გადავდებო. რაღაც საჩქარო დავალება უხსენებია და
აღუნიშნავს, მეტად ძვირფასი ნივთი მაბარიაო. მისტერ პერის მაინ-
ცდამაინც ვერ გაუგია, რას გულისხმობდა მისტერ ელტონი, თუმცა
დარწმუნებულს, რომ საქმეში ქალბატონი ერია, ეს მოსაზრება არც
მისტერ ელტონისთვისაც დაუმალავს. პასუხად კი მისტერ ელტონი
მხოლოდ შემცბარა და გაღიმებულს ცხენი ამაღლებული განწყობით გა-
უჭენებია.
ჰარიეტისთვის ეს ყველაფერი მის ნეშს მოეხსენებინა და ამბის და-
სასრულს მისტერ ელტონზეც უამრავი ელაპარაკა; სიტყვასიტყვით ეთ-
ქვა: არ მაქვს პრეტენზია, ვიცოდე, რა საქმეზე მიდის მისტერ ელტონი,
მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ნებისმიერი ქალი, ვისაც ის აირჩევს,
დედამიწის ზურგზე უბედნიერესი იქნება, რადგან მისტერ ელტონს
ვერც გარეგნული ღირსებებითა და ვერც მანერებით ვერავინ შეედრე-
ბაო.
87
– ...საუკეთესოა. გეთანხმებით. მაგრამ მხოლოდ პირადი სიამოვნე-
ბისთვის... და პირადი სიამოვნებისთვისვე შეინახეთ. გამოცალკევება არ
ნიშნავს, რომ ეს ორი სტრიქონი აღარ იარსებებს. არც სტროფების ჟღე-
რადობა დაირღვევა და არც არსი შეიცვლება. უბრალოდ, გაქრება ყო-
ველგვარი მინიშნება ადრესატზე და დარჩება მხოლოდ ძალიან კოხტა,
გალანტური შარადა, რომელიც ნებისმიერ კოლექციას დაამშვენებს.
მერწმუნეთ, მისტერ ელტონს ნამდვილად არ მოეწონება, მის შარადას
დაუდევრად თუ მოექცევით, ზუსტად ისევე, როგორც არ მოეწონება
გულგრილობა მისი გრძნობებისადმი. შეყვარებულ პოეტს ორივე უნა-
რის თანაბრად წაქეზება სჭირდება – ანუ წერაშიც უნდა გაამხნევოთ და
გრძნობებშიც, ან – არცერთში... მომეცით წიგნი, თავადვე ჩავწერ და ვე-
რავინ მიხვდება, რომ ამ საქმეში თქვენ ხართ გარეული.
ჰარიეტი ემას დამორჩილდა, თუმცა ბოლო ორ ხაზს ვერ ელეოდა.
ერთი მხრივ, ღელავდა, ვაითუ ვერც ემა შეელიოს და სიყვარულის და-
მადასტურებელი ბოლოსტრიქონებიც გადაიტანოსო. მეორე მხრივ კი,
ეს სტრიქონები მისთვის იმდენად ძვირფასი იყო, ნებისმიერი მცირედი
საჯაროობისთვისაც კი ვერ იმეტებდა.
– ამ წიგნს ვერასდროს შეველევი! – მგზნებარედ დასძინა ჰარიეტმა.
– ძალიან კარგი, – მიუგო ემამ, – ყოვლად ბუნებრივი ემოციაა და
რაც უფრო დიდხანს გაგყვებათ, მით უფრო მოხარული ვიქნები. მაგრამ
აი, მამაჩემი მოდისდა ნუ მიწყენთ, თუ შარადას მასაც წავუკითხავ.
მერწმუნეთ, ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებს! ასეთი რამეები მოს-
წონს, განსაკუთრებით, თუ ქალისადმი მოწიწებას გამოხატავს. ყველა
ჩვენგანის მიმართ უფაქიზესი და ყოვლად გალანტური დამოკიდებუ-
ლება აქვს. უნდა დამრთოთ წაკითხვის ნება!
ჰარიეტმა შეშფოთებული სახე მიიღო.
– ჰარიეტ, ჩემო საყვარელო, არ ღირს ასე დაწვრილმანება. თქვენს
გრძნობებს გაყიდით და უკადრისად მოიქცევით, თუ მეტისმეტად აჩ-
ქარდებით, თუ გამოაჩენთ, რომ ამ ყველაფერზე ბევრს ფიქრობთ და
ზედმეტად დიდ ან თუნდაც სათანადო მნიშვნელობას ანიჭებთ. არ
ღირს აღტაცების ერთი ჟესტის გამო თავის დაკარგვა. გასაიდუმლოება
88
რომ სურდეს, ფურცელს ჩემი თანდასწრებით როდი დატოვებდა... ის კი
არა, შარადა უფრო მე მომაწოდა, ვიდრე თქვენ. მოდით, ამ ამბავს ზედ-
მეტად ნუ გავასერიოზულებთ. ის საკმარისად გაბედულია, რომ შემდეგი
ნაბიჯი გადადგას; ასე რომ, არაა საჭირო, შარადაზე სისხლი ვანთხიოთ.
– ღმერთო, არა! იმედი მაქვს, ძალიან სასაცილოდ არ გამოვიყურები.
ისე მოიქეცით, როგორც გსურდეთ.
ამასობაში ოთახში მისტერ ვუდჰაუზი შევიდა და პირდაპირ ამ თე-
მასთან დაკავშირებით იკითხა: – აბა, ჩემო ძვირფასებო, როგორ მიდის
თქვენი კრებულის საქმე? რაიმე ახალი დაამატეთ?
– კი, მამა, რაღაც გვაქვს შენთვის, სრულიად ახალი. ამ დილას მაგი-
დაზე ფურცელი ვიპოვეთ... ალბათ ფერიამ დატოვა... ზედ კი მშვენიერი
შარადა ეწერა. ეს-ესაა, წიგნში გადავიტანეთ.
ემამ მამას შარადა წაუკითხა და ზუსტად ისე, როგორც ამ უკანას-
კნელს უყვარდა – ნელა, გარკვევით და ზედიზედ ორჯერ თუ სამჯერ,
თან ყოველ შესაბამის მონაკვეთს ახსნა-განმარტებას ურთავდა. მისტერ
ვუდჰაუზი მეტად ნასიამოვნები დარჩა, განსაკუთრებით კი, როგორც
მისმა ქალიშვილმა იწინასწარმეტყველა, ქათინაურებით გაჯერებული
დასკვნითი ნაწილი მოეწონა.
– მშვენიერია, მშვენიერი! მართლაც არაჩვეულებრივი სიტყვებია!
„ლამაზი ქალი...“ იმდენად ლამაზი შარადაა, რომ ფერიის ვინაობა ახ-
ლავე შემიძლია გამოვიცნო. ასე ლამაზად შენ გარდა ვერავინ დაწერდა,
ემა.
პასუხად ემამ მხოლოდ თავი დააქნია და გაიღიმა, ხოლო მისტერ
ვუდჰაუზმა, მცირედი ჩაფიქრების მერე ოხვრით დაამატა: – რთული
მისახვედრი არ არის, ვის ჰგავხარ, ჩემო ძვირფასო! ასეთ რამეებში დე-
დაშენიც საოცრად გონებამახვილი იყო! ეჰ, ნეტავ მეც მისი მეხსიერება
მქონდეს! მე აღარაფერი მახსოვს. არც ის გამოცანა, რომელსაც ვახსე-
ნებ ხოლმე... მხოლოდ პირველი სტროფის გახსენება შემიძლია, არადა,
რამდენიმეა. „ლამაზმა, თუმცა ცივმა გოგომ, სახელად კიტიმ, დაანთო
ჩემში ცეცხლის ალი საოცრად დიდი, საშველად ვიხმე ქუდიანი ის
ბრიყვი ბიჭი, მაგრამ არ მქონდა მე იმედი მისივე ნიჭის, რადგანაც უწინ
89
მან გამწირა ტკივილით დიდით“.29 აი, სულ ესაა, რის გახსენებაც შემიძ-
ლია, თუმცა მთელი ლექსი ძალიანმახვილგონივრულია. მგონი, უკვე
შეიტანეთ თქვენს კრებულში, ჩემო ძვირფასო, არა?
– კი, მამა, მეორე გვერდზევეა. „საუკეთესო ნაკვესებიდან“ გადმოვი-
წერეთ.30 გერიკისაა, ხომ იცი?!
– ჰო, მართალია. უჰ, ნეტავ, ბოლომდე გახსენება შემეძლოს... „ლა-
მაზმა, თუმცა ცივმა გოგომ, სახელად კიტიმ“... ეს სახელი სულ საბრა-
ლო იზაბელას მახსენებს. იცი, რატომ? კინაღამ ქეთრინად მოვნათლეთ,
29
ეს არის პირველი სტროფი საკმაოდ ცნობილი შარადიდან, რომელიც 1771 წელს გა-
მოაქვეყნა ინგლისელმა მსახიობმა, დრამატურგმა, თეატრის მენეჯერმა და პროდიუ-
სერმა, დევიდ გერიკმა (1717-1779). სოციალურად მისაღები პასუხი ამ ქარაგმული გა-
მოცანისა არის „საკვამურის მწმენდავი“. მაგრამ სინამდვილეში – რაც ოსტინისგან,
შესაძლოა, გასაკვირი იყოს – ლექსი უხამსია და პასუხიც უხამსი აქვს, კერძოდ, „პენი-
სი“. საქმე ისაა, რომ იმ დროს, სიფილისი მეტად გავრცელებული დაავადება იყო,
ცრურწმენის მიხედვით კი, სიფილისი ქალიშვილთან სქესობრივი კავშირით იკურნე-
ბოდა. „კიტი“, ამ შემთხვევაში, მეძავია (ასეც უწოდებდნენ იმ დროს მეძავებს), „ცეც-
ხლი“, რომელსაც კიტი ანთებს, სიფილისით გამოწვეული უსიამოვნო მწველი შეგ-
რძნებაა, „ქუდიანი ბიჭი“ კი კაცის (წინდაუცვეთავი) სასქესო ორგანო, რომელიც, მე-
ძავებთან სქესობრივი კავშირის შედეგად, ლექსის ავტორს აავადებს და ტკივილს აყე-
ნებს. სხვათა შორის, აღიარებული პასუხიც შეიძლება, უხამსად გავიგოთ, თუ გავით-
ვალისწინებთ, რომ „საკვამურის გამოწმენდა“ მაშინ სლენგი იყო და სქესობრივ კავ-
შირს აღნიშნავდა; „საკვამურში“ ქალის სასქესო ორგანო იგულისხმებოდა. ირონი-
ულია, რომ მისტერ ვუდჰაუზს – ასაკშეპარულ, გალანტურ კაცს – სწორედ ეს ერთა-
დერთი შარადა ახსოვს და მას გოგონებთან ხშირად იმეორებს. მან ალბათ არ იცის შა-
რადის პასუხი, თუმცა, ოსტინის ზოგიერთი კრიტიკოსის თანახმად, მისტერ ვუდჰაუზი
ახალგაზრდობაში თავაშვებული კაცი იყო და ავტორიც განზრახ აკავშირებს მასა და
სიფილისთან ასოცირებულ ლექსს; „უცხიმო ფაფაც“, რომელსაც, როგორც ვიცით,
მისტერ ვუდჰაუზი მიირთმევს ხოლმე, სიფილისის ერთ-ერთ წამლად იყო მიჩნეული,
ისევე, როგორც სითბოში ყოფნა, რასაც მისტერ ვუდჰაუზი, ასევე, დიდ ყურადღებას
ანიჭებს.
30
ოსტინის კრიტიკოსთა აზრით, ეს უწმაწური გამოცანა არავითარ შემთხვევაში არ
იქნებოდა იმ დროს მეტად პოპულარულ „საუკეთესო ნაკვესებში“ შეტანილი. სავარა-
უდოდ, კვლავ ოსტინის ირონიულ დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე, როგორც ამ
„საუკეთესო ნაკვესების“ (რასაც ალბათ მისი თანამედროვე მკითხველი უკეთ გაიგებ-
და), ისე ემას კითხვის ჩვევების მიმართ.
90
რაკი ბებიას ერქვა ასე. იმედი მაქვს, მომავალ კვირას ჩამოვა... ჰო, მარ-
თლა, მოიფიქრე, საყვარელო, სად დავაბინავებთ? ან ბავშვებს რომელ
ოთახს მივუჩენთ?
– რა თქმა უნდა, მამა! თავის ოთახში, სადაც ყოველთვის ვაბინავებთ
ხოლმე. ბავშვებს კი, ჩვეულებისამებრ, საბავშვო ოთახს დავუთმობთ.
რატომ ელოდი რაიმე ცვლილებას?
– არ ვიცი, ჩემო საყვარელო, არ ვიცი... იმდენი ხანია, აქ არ ყოფი-
ლა!.. ბოლოს აღდგომას იყო და ისიც სულ რამდენიმე დღით. მეტად
არასახარბიელოა მისტერ ნაიტლის ვექილობა. საბრალო იზაბელა! რო-
გორ მიკვდება გული, ყველა ჩვენგანს რომ მოსწყვიტეს! როგორ ინერვი-
ულებს, როცა ჩამოვა და მის ტეილორი აღარ დახვდება!
– ყოველ შემთხვევაში, არ გაუკვირდება, მამა.
– არ ვიცი, ჩემო საყვარელო, არ ვიცი... ის კი ვიცი, მე როგორ გამიკ-
ვირდა, პირველად რომ გავიგე, თხოვდებაო.
– იზაბელა რომ ჩამოვა, სადილად მისტერ და მისის უესტონები მო-
ვიწვიოთ.
– ჰო, ჩემო საყვარელო, თუკი დრო გვეყოფა. მხოლოდ ერთი კვირით
ჩამოდის. ვერაფერს მოვასწრებთ! – მისტერ ვუდჰაუზის ინტონაციაში
სასოწარკვეთილება იგრძნობოდა.
– სამწუხაროა, მეტხანს რომ ვერ დარჩებიან, მაგრამ, როგორც ჩანს,
სხვა გზა არა აქვთ. 28-ში მისტერ ჯონ ნაიტლი უკვე ქალაქში უნდა
იყოს. ასე რომ, მამა, მხოლოდ მადლობა თუ გვეთქმის, მთელ დროს
ჰარტფილდში რომ გაატარებენ და დროს სააბატოში ვიზიტებზე არ და-
კარგავენ. მისტერ ნაიტლი გვპირდება, წლევანდელ შობას ჩემს უფლე-
ბებზე უარს ვიტყვიო... არადა, მასთან კიდევ უფრო დიდი ხანია, რაც არ
ყოფილან.
– ძალიან რთული იქნებოდა, ჩემო საყვარელო, იზაბელას ჰარტფილ-
დის გარდა, კიდევ სადმე რომ უწევდეს დარჩენა, – მისტერ ვუდჰაუზი
ვერც მისტერ ნაიტლის უთმობდა უფლებებს საკუთარ ძმაზე და ვერც
ვერავის, როცა საქმე იზაბელას ეხებოდა. ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა,
შემდეგ კი დასძინა: – მაგრამ ვერ ვხვდები, საბრალო იზაბელა რატომაა
91
ვალდებული, ქმართან ერთად გაბრუნდეს უკან. მე მგონი, ემა, უნდა
ვცადო და დავარწმუნო, ჩვენთან უფრო დიდი ხნით დარჩეს. მასა და
ბავშვებს ნამდვილად შეუძლიათ აქ დარჩენა.
– მამა, მამა! არა მგონია, ასეთ რამეებს ოდესმე მიხვდე. იზაბელა
ქმრის გარეშე ვერ გაძლებს.
ეს სიმართლე იყო და არ ღირდა შეკამათება, ამიტომ მისტერ ვუდჰა-
უზმა მხოლოდ ამოიხვნეშა. ხოლო ემამ, რომელიც მიხვდა, ქალიშვი-
ლის ქმართან მიჯაჭვულობა მამაზე როგორ მოქმედებდა, თემა შეცვა-
ლა, რათა მისტერ ვუდჰაუზისთვის გუნება გამოეკეთებინა.
– სანამ ჩემი და და სიძე აქ იქნებიან, ჰარიეტიც მეტ დროს გაატა-
რებს ჩვენთან. დარწმუნებული ვარ, ბავშვებით მოიხიბლება. ჩვენ ძა-
ლიან ვამაყობთ ამ პატარებით, არა, მამა? ნეტავ, რომელი უფრო მო-
ეწონება – ჰენრი თუ ჯონი?
– ჰო, მართლაც უფრო რომელი? საბრალო, საყვარელი პაწაწინები!
როგორ უხარიათ აქ ჩამოსვლა. ჰარტფილდში ყოფნა ძალიან უყვართ,
ჰარიეტ.
– ეჭვიც არ მეპარება, სერ. განა არსებობს ვინმე, ვისაც აქ ყოფნა არ
უყვარს?!
– ჰენრი კარგი ბიჭია, თუმცა ჯონი დედამისს ძალიან ჰგავს. ჰენრი
უფროსია და მას ჩემი სახელი დაარქვეს, ჯონს კი მამამისის სახელი
ჰქვია. დარწმუნებული ვარ, ბევრს უკვირს, უფროს ბიჭს რატომ არ და-
არქვეს მამის სახელი, მაგრამ იზაბელამ ჰენრი გადაწყვიტა, რაც, ჩემი
აზრით, სწორი ნაბიჯი იყო. ძალიან ჭკვიანი ბიჭია. ორივე ძალიან ჭკვი-
ანია და საოცრად საყვარელი. ჩემს სავარძელთან დამწკრივდებიან
ხოლმე და მეკითხებიან: „ბაბუა, თოკს მოგვცემ?“ ერთხელ, ჰენრიმ და-
ნაც მთხოვა, მაგრამ ვუთხარი, დანები მხოლოდ ბაბუებისთვისაა-მეთ-
ქი. მე თუ მკითხავთ, ჩემი სიძე მეტისმეტად მკაცრი მამაა.
– უსაფუძვლო შენიშვნაა, – ჩაერთო საუბარში ემა, – ასე გეჩვენება,
რადგან თავად ხარ საოცრად რბილი. უნდა, რომ ბიჭები აქტიურები და
ამტანები გაიზარდონ და თუ ცუდად იქცევიან, შესაძლოა, ერთი-ორი
92
მკაცრი შენიშვნაც მისცეს, მაგრამ სინამდვილეში მოსიყვარულე მამაა.
ბავშვები გიჟდებიან მასზე.
– მერე კი მათი ბიძა მოდის და ბავშვებს ჭერში ძალიან საშიშად ის-
ვრის.
– ჰო, მაგრამ ბავშვები ამაზე ჭკუას კარგავენ. ისე ერთობიან, მისტერ
ნაიტლის წესი რომ არ შემოეღო და ბავშვებისთვის თავისი ჯერის მოც-
და არ ესწავლებინა, პატარა ონავრები ერთმანეთს ნამდვილ ომს გამო-
უცხადებდნენ.
– ჰო... მე არ მესმის, ეს რა გართობაა.
– ასეა, მამა. სამყაროს ერთ ნაწილს მეორის სიამოვნებებისა არ ეს-
მის.
იმავე დღეს, მოგვიანებით, როცა გოგონები ტრადიციული ოთხი სა-
ათის სადილისთვის მოსამზადებლად იშლებოდნენ, შეუდარებელი შა-
რადის გმირმა ვუდჰაუზების კარი კვლავ შეაღო. ჰარიეტმა თვალი მო-
არიდა, მაგრამ ემა ჩვეული ღიმილით შეეგება სტუმარს და, მახვილი
თვალის წყალობით, უმალვე მიხვდა, რომ ამ უკანასკნელს ჰარტფილ-
დში თავისი გაბედული ჟესტის შედეგების შესაფასებლად შეევლო.
თუმცა, სტუმარმა მოსვლის მიზეზად სულ სხვა რამ დაასახელა: – იქ-
ნებ, მისტერ ვუდჰაუზმა დღევანდელი საღამო ჩემ გარეშე გაატაროს,
რადგან ჩემი მეგობარი, მისტერ ქოული უკვე იმდენი ხანია მთხოვს, ჩემ-
თან ისადილეთო, რომ სტუმრობას შევპირდი. თუმცა, თუ ჰარტფილდში
სულ ოდნავ მაინც საჭირო ვარ, ყველა საქმეს გადავდებ და უსათუოდ
მოვალ.
ემა თავს უფლებას ვერ მისცემდა, მისტერ ელტონს მეგობრისთვის
მათ გამო გაეცრუებინა იმედი; მით უმეტეს, რომ მისტერ ვუდჰაუზი რა-
ბერ-ბრიჯს31 მის გარეშეც მშვენივრად ითამაშებდა. მისტერ ელტონმა
რატომღაც დაიჟინა, მოვალო, ემამ კი ძლივს დაარწმუნა, არ არის საჭი-
როო. ის იყო, სტუმარმა გამოსამშვიდობებლად თავის დაკვრა დააპირა,
რომ მასპინძელმა მაგიდიდან ფურცელი აიღო და გაუწოდა.
31
რაბერ-ბრიჯი – ბრიჯის ნაირსახეობა, რომელსაც წყვილებში თამაშობენ.
93
– აი, შარადა, ასე კეთილშობილურად რომ დაგვიტოვეთ! გმადლობთ,
მისი წაკითხვის ნება რომ დაგვრთეთ. იმდენად მოგვეწონა, რომ თავს
უფლება მივეცი და მის სმითის კრებულში ჩავწერე. იმედი მაქვს, თქვე-
ნი მეგობარი არ გვიწყენს. ცხადია, პირველი რვა სტრიქონის მეტი არა-
ფერი გადამიტანია.
მისტერ ელტონი დაიბნა, გაუბედავად წაილუღლუღა რაღაც „პატი-
ვის“ მსგავსი, ჯერ ემას შეხედა მორცხვად, მერე – ჰარიეტს, ბოლოს –
მაგიდაზე გადაშლილ კრებულს, რომელიც მოწიწებით აიღო და შარადა
მეტად ყურადღებით გადაიკითხა. უხერხულობის განსამუხტად, ემამ
ღიმილით დასძინა: – თქვენს მეგობარს ჩვენგან პატიება უნდა სთხო-
ვოთ, მაგრამ ასეთი მშვენიერი შარადა ერთი ან ორი ადამიანის ტყვე-
ობაში ცოდოა. თუ სულ ასე გალანტურად დაწერს, შეუძლია, მშვიდად
იყოს, რადგან ნებისმიერი ქალის მოწონებას დაიმსახურებს.
– უყოყმანოდ შემიძლია გითხრათ, რომ... – ბორძიკით დაიწყო მის-
ტერ ელტონმა, – ...ყოველ შემთხვევაში, თუ ჩემი მეგობარი იმავეს
გრძნობს, რასაც მე, ეჭვიც არ მეპარება... რომ ხედავდეს, რამხელა პატი-
ვი ერგო მის მოკრძალებულ შაირს... – მან ერთხელ კიდევ დახედა კრე-
ბულს და მაგიდაზე დააბრუნა, – ...იფიქრებდა, რომ ეს მისი ცხოვრების
ყველაზე საამაყო წუთია.
ამ სიტყვების შემდეგ, მისტერ ელტონმა მალევე დატოვა ჰარტფილ-
დი. თუმცა, არც ისე მალე, რომ ემას მახვილ თვალს ვერ შეემჩნია, მისი
ბოლო ფრაზა რაოდენ საზეიმო და ამაღლებული პათოსით იყო გაჯერე-
ბული. ყოველგვარი კეთილშობილური და სასიამოვნო თვისების მიუხე-
დავად, მისტერ ელტონის ეს პათეტიკა ემას ისე სასაცილოდ ეჩვენებო-
და, რომ სასწრაფოდ გაიქცა, სიცილით გული რომ ეჯერებინა, უფრო
ფაქიზი და ამაღლებული სიამოვნებებით ტკბობა კი ოთახში დარჩენილ
ჰარიეტს მიანდო.
94
თავი 10
97
ბული ვარ, ერთი შილინგისამარაც რომ დარჩეს, ექვს პენის33 აუცილებ-
ლად ვინმეს მისცემს. მისი არავის ეშინია, ეს კი მეტად დასაფასებელია.
– ღმერთო ჩემო! და რას გააკეთებთ? რა საქმეს მოჰკიდებთ ხელს,
ასაკში რომ შეხვალთ?
– რამდენადაც ვიცნობ საკუთარ თავს, ჰარიეტ, აქტიური, ცოცხალი
გონება მაქვს და მდიდარი შინაგანი რესურსიც. ამდენად, ვერ ვხვდები,
რატომ უნდა დამიდგეს თავის გართობის პრობლემა ორმოცი ან ორ-
მოცდაათი წლის ასაკში, თუ ოცდაერთისას არ მიდგას. მაშინაც ზუს-
ტად ისევე შემეძლება, თავი შევიქციო ქალისთვის შესაფერისი ფიზიკუ-
რი თუ ინტელექტუალური საქმიანობით, როგორც ახლა, ან მხოლოდ
უმნიშვნელოდ თუ შეიცვლება რაიმე; თუ ნაკლებს დავხატავ, მეტს წა-
ვიკითხავ; მუსიკას თუ შევეშვები, ხალიჩებს მოვქსოვ... რაც შეეხება ინ-
ტერესის, სიყვარულისა თუ ალერსის ობიექტებს, რაც გაუთხოვარი ქა-
ლისთვის მართლაც მნიშვნელოვანი დანაკლისი და ერთ-ერთი ყველაზე
დიდი უბედურებაა, რისიც შეიძლება შეგეშინდეს, ამ მხრივაც მშვენივ-
რად ვიგრძნობ თავს – ჩემი დისშვილები ძალიან მიყვარს და ყველა
მათგანზე სიამოვნებით ვიზრუნებ; მათი სახით ყველა იმ საჭირო ემო-
ციასაც მივიღებ, რაც ასაკში შესულ ადამიანს სჭირდება; იმედებიც საკ-
მარისი მექნება და შიშებიც. მართალია, ჩემი გრძნობები მშობლებისას
ტოლს ვერ დაუდებს, მაგრამ მე მაინც ასე მირჩევნია – ეს უფრო ესადა-
გება ჩემს წარმოდგენას კომფორტზე, ვიდრე მშობლის უფრო მხურვალე
და ბრმა გრძნობები. ჩემი დისშვილები! გოგონას ალბათ უფრო ხშირად
დავიტოვებ.
– მის ბეიტსის დისშვილს იცნობთ? ალბათ ერთი ასჯერ მაინც გინა-
ხავთ, მაგრამ თუ გაიცანით?
– უჰ, როგორ არა! ყოველთვის, როცა ჰაიბერიში ჩამოდის, გვაიძუ-
ლებენ, ერთმანეთი ვინახულოთ. სხვათა შორის, ეს სავსებით საკმარი-
სია, ადამიანს საკუთარი დისშვილი ლამის შეაჯავრო. ღმერთმა დამი-
ფაროს, ერთად აღებული ყველა ნაიტლით ვინმეს ოდესმე ისე შევაწყი-
98
ნო თავი, როგორც ამას მის ბეიტსი ახერხებს ერთი ჯეინ ფეარფაქსით.
მარტო ჯეინ ფეარფაქსის სახელის გაგონებაზეც კი გული მერევა. მისგან
მოსულ ყოველ წერილს, სულ მცირე, ორმოცჯერ მაინც კითხულობენ;
მის მოკითხვებს ყოველ მეგობარს უთვალავჯერ გადასცემენ; ხოლო თუ
ისე მოხდა, რომ დეიდამისს კორსეტის თარგი გამოუგზავნა ან ბებიამისს
– წყვილი წვივსაკრავი, მთელი თვე მხოლოდ ამაზე ლაპარაკობენ. ჯეინ
ფეარფაქსს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ უკვე საშინლად
მომაბეზრა თავი.
გოგონები ნელ-ნელა ქოხს მიუახლოვდნენ და ყველა სალაყბო თემას
წერტილი დაესვა. თანაგრძნობით განმსჭვალული ემა გაჭირვებულ
ოჯახებს თავისი ყურადღებით, კეთილი რჩევებითა და მოთმინებით
თითქმის ისევე ჰგვრიდა შვებას, როგორც თავისივე საფულით. ემას ეს-
მოდა ამ ხალხის, პატიობდა უვიცობასა და ცდუნებებს; არ ჰქონდა რო-
მანტიკული მოლოდინი, რომ გაუნათლებელი ადამიანები რაიმე განსა-
კუთრებულ ღირსებას გამოავლენდნენ; ენთუზიაზმითა და თანაგრძნო-
ბით ერთვებოდა მათ პრობლემებში და მუდამ მზად იყო მათ დასახმა-
რებლად – როგორც გონებით, ისე გულით. ოჯახი, ვისთანაც ამჟამად
მისულიყო, ერთდროულად, სიღარიბესაც გაეტანჯა და ავადმყოფობა-
საც. ემამ მათთან იმდენ ხანს დაჰყო, რამდენიც ნუგეშისა თუ რჩევების
მისაცემად იყო საჭირო. ნანახმა მასზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდი-
ნა, რომ ქოხიდან გამოსულმა, ჰარიეტს ასეთი რამ უთხრა: – ეს ის სანა-
ხაობაა, ჰარიეტ, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს. რა უმნიშვნელო
ჩანს ამის მერე ყველაფერი! ახლა მთელ დღეს მხოლოდ ამ საბრალო
ხალხზე თუ ვიფიქრებ. მართლაც, ვინ იცის, როდის გაქრება ეს ყველა-
ფერი ჩემი გონებიდან!
– მართალი ხართ, – უპასუხა ჰარიეტმა, – საბრალოები! თავიდან არ
ამომდის.
– არ მგონია, ეს შთაბეჭდილება მალე გამინელდეს, – ამ სიტყვებით
ემამ დაბალ მესერს გადააბიჯა, ფეხი ჩამტვრეულ საფეხურზე დადგა,
საიდანაც ვიწრო, სლიპინა ბილიკი კვლავ შარაზე გადიოდა და შეჩერ-
და, რათა გაპარტახებული კარმიდამოსთვის კიდევ ერთხელ შეეხედა.
99
– ჰო, რა თქმა უნდა! – გამოეხმაურა ემას თანამგზავრი.
გზა გააგრძელეს. ერთ მონაკვეთში ბილიკი უხვევდა და, მოსახვევს
გასცდნენ თუ არა, მათკენ მიმავალი მისტერ ელტონი დაინახეს. მათ
შორის მანძილი იმდენად მცირე იყო, რომ ემამ ამის თქმაღა მოასწრო:
– აი, ჰარიეტ! ჩვენკენ ჩვენი კეთილშობილურ აზრთა მდგრადობის მე-
ტად უეცარი გამოცდა მოდის. რას ვიზამთ, – თქვა და გაიღიმა, – თუ
გაჭირვებულებს თანაგრძნობამ ძალა შემატა და შვება მოჰგვარა, ჩავ-
თვალოთ, ჩვენი მისია შევასრულეთ. მათ მიმართ თანაგრძნობა საქმით
უნდა გამოვხატოთ და არა ფუჭი ვიშვიშით, რომელიც მხოლოდ ჩვენვე
თუ დაგვასევდიანებს.
– ღმერთო, აბა, რა! – მეტი ვეღარაფერი თქვა ჰარიეტმა, რადგან
ჯენტლმენი უკვე მათ პირისპირ იდგა.
მათი საუბარიც, უპირველესად, სწორედ საბრალო ოჯახის პრობლე-
მებს მიეძღვნა. აღმოჩნდა, რომ მისტერ ელტონიც მათ მოსანახულებ-
ლად მიდიოდა, თუმცა ახლა ვიზიტის ცოტა ხნით გადადება გადაეწყვი-
ტა. სამაგიეროდ, მეტად საინტერესოდ მიმოიხილეს ოჯახის გასაჭირი –
რისი გაკეთება შეიძლებოდა და რა უნდა გაკეთებულიყო. მისტერ ელ-
ტონმა, გოგონების გაცილების მიზნით, გეზი იცვალა.
„ერთმანეთს ერთ საქმეზე წასულები რომ გადაეყარნენ, არ არის სა-
ხუმარო ამბავი, – ფიქრობდა ემა, – ქველმოქმედებისას შეხვედრა უთუ-
ოდ ორივეს გრძნობებს გააძლიერებს. არ გამიკვირდება, ნაყოფად სიყ-
ვარულის ახსნაც რომ გამოიღოს. მე რომ არ ვიყო, სიყვარულს ნამდვი-
ლად აუხსნიდა. უჰ, ნეტავ, სადმე სხვაგან ვყოფილიყავი!“ ემას ერთი
სული ჰქონდა, წყვილს როგორმე მოშორებოდა, ამიტომ მალევე სავალი
გზის განაპირა, საცალფეხო ბილიკზე გადაინაცვლა, მეგობრები კი შა-
რაზე დატოვა. მაგრამ ორი წუთიც არ იყო გასული, რომ ჰარიეტმა,
სხვაზე დამოკიდებულებისა და მიმბაძველობის ჩვევათა გამო, საცალ-
ფეხო ბილიკზე გადაინაცვლა. მოკლედ, მალე ჰარიეტიცა და მისტერ
ელტონიც ემას აედევნენ. ასე არაფერი გამოვიდოდა. ემა გაჩერდა, ვი-
თომ ფეხსაცმლის თასმის გასასწორებლად დაიხარა, ბილიკი მთლიანად
ჩახერგა და თანამგზავრებს ურჩია, გზა გააგრძელეთ, ნახევარ წუთში
100
დაგეწევითო. ისინიც ემას სურვილის მიხედვით მოიქცნენ. ემას კი ზუს-
ტად მაშინ, როცა, მისი აზრით, თასმის გასწორებისთვის საჭირო დრო
ამოიწურა, გაუმართლა – სიარულის შესანელებლად ახალი მიზეზი მი-
ეცა: ქოხიდან მომავალი ბავშვი დაინახა, რომელსაც, ემას მითითებების
თანახმად, ხელში დოქით ჰარტფილდისკენ აეღო გეზი, რათა შინ წვნი-
ანი წამოეღო. ამ ბავშვის გვერდით სიარული და მასთან საუბარი სხვა
შემთხვევაშიც ყოვლად ბუნებრივი იქნებოდა, მით უმეტეს კი ახლა. ეს
მშვენიერი საშუალება იყო, დანარჩენებს მასზე წინ ევლოთ და არ ეგ-
რძნოთ თავი ვალდებულად, დალოდებოდნენ. მაგრამ ემა, უნებურად,
მათ დაეწია: ბავშვი ჩქარობდა, წყვილი კი მისეირნობდა. ჩანდა, მისტერ
ელტონი და ჰარიეტი მეტად საინტერესო თემაზე საუბრობდნენ – მის-
ტერ ელტონი ენთუზიაზმით ლაპარაკობდა, ჰარიეტი კი ყურადღებით
უსმენდა. შეწუხებული ემა, რომელსაც ამასობაში ბავშვი წინ გაეშვა,
ახლა იმაზე ფიქრობდა, რა მოემიზეზებინა, თანამგზავრებს კვლავ რომ
ჩამორჩენოდა, რომ უცებ, ორივემ უკან მიიხედა და ისიც იძულებული
შეიქნა, გზა მათთან ერთად გაეგრძელებინა.
მისტერ ელტონი ისევ ლაპარაკობდა და სულ მალე ემამ ერთგვარი
იმედგაცრუებით აღმოაჩინა, რომ მშვენიერ თანამგზავრს მისტერ ქო-
ულთან გატარებული საღამოს დეტალებს უამბობდა. ემა წყვილს სწო-
რედ მაშინ შეუერთდა, როცა ჯენტლმენი სტილტონის ყველის,34 ჩრდი-
ლო უილტშაიარის35 კარაქის, ნიახურის, ჭარხლის ძირებისა და დესერ-
ტის შესახებ ჰყვებოდა.
„ცხადია, ეს საუბარი მალე რაღაც უკეთესში გადაიზრდება“, თავს
ინუგეშებდა ემა, “შეყვარებულ წყვილს ერთმანეთისა ყველაფერი აინ-
ტერესებს. ნებისმიერი თემა შეიძლება გახდეს შესავალი იმისა, რაც
გულთან უფრო ახლოა. ნეტავ, როგორმე მოვცილდე!“ ახლა სამივე ჩუ-
მად მიდიოდა. წინ სამღვდელო სახლის გალავანი გამოჩნდა და ემამ
34
სტილტონის ყველი – ინგლისური ყველი, რომლის ორ სახეობას აწარმოებენ: მძაფრი
სუნითა და გემოთი ცნობილ ლურჯ ყველსა და ნაკლებად ცნობილ თეთრ ყველს.
35
ჩრდილო უილტშაიარი – ინგლისური ყველის სახეობა, რომელიც იმ დროს დელიკა-
ტესად მიიჩნეოდა, დღეს კი იშვიათობას წარმოადგენს.
101
უეცრად გადაწყვიტა, სხვა თუ არაფერი, ჰარიეტი სამღვდელო სახლში
მაინც შეეყვანა; ჰოდა, მოიმიზეზა, რომ ფეხსაცმელს რაღაც კვლავ არ
ჰქონდა რიგზე და მისი გასწორების მიზნით, თანამგზავრებს ისევ ჩა-
მორჩა. მარტო დარჩა თუ არა, ფეხსაცმლიდან თასმა მოიგლიჯა, მარ-
დად მოისროლა თხრილში და მეგობრებს შეევედრა, შეჩერდითო.
– ნახევარი თასმა დავკარგე, – განაცხადა მან, – და წარმოდგენაც არ
მაქვს, როგორ მოვიქცე. პრობლემების მეტს არაფერს გიქმნით, თუმცა,
ყოველთვის ასეთი ცუდი თანამგზავრი როდი ვარ. მისტერ ელტონ, ნება
მომეცით, თქვენს სახლთან შევჩერდეთ – თქვენს მნეს ზონარს ვთხოვ,
ან თოკის ნაგლეჯს, ან რაიმეს, რაც თასმად გამოდგება.
ამ სიტყვების თქმა იყო და მისტერ ელტონის უსაზღვრო ბედნიერე-
ბამაც არ დააყოვნა. გოგონებს სიხარულით შეუძღვა შინ და ძალისხმე-
ვა არ დაიშურა, ყველაფერი საუკეთესოდ წარმოეჩინა. ოთახი, რომელ-
შიც ისინი შეიყვანა, მის ძირითად ადგილსამყოფელს წარმოადგენდა და
სახლის წინა მხარეს იყო განთავსებული, უკან კი ამ ოთახს მეორე ოთა-
ხი უკავშირდებოდა; ოთახებს შორის კარი ღია იყო. ემამ მნესთან ერ-
თად – რომელიც დიდი გულისხმიერებით მოეკიდა მის პრობლემას –
სწორედ უკანა ოთახში გადაინაცვლა. რამდენადაც კარი ღია დახვდა,
იძულებული გახდა, ასეც დაეტოვებინა იმ იმედით, რომ მისტერ ელტო-
ნი თავად მიხურავდა. თუმცა, კარი არავის დაუხურავს. მის ვუდჰაუზი,
მნესთან გაუჩერებელი საუბრის პარალელურად, იმედოვნებდა, ჯენ-
ტლმენი გვერდითა ოთახში სასურველ თემაზე ალაპარკდებოდა, თუმ-
ცა, ათი წუთის განმავლობაში, საკუთარი ხმის გარდა, არაფერი გაუგო-
ნია. ბოლოს იძულებული შეიქნა, ლაპარაკი დაესრულებინა და მეგობ-
რებთან გასულიყო.
შეყვარებულები ერთ-ერთ ფანჯარასთან გვერდიგვერდ იდგნენ. ამ
ყოვლად იმედისმომცემი სანახაობით აღტაცებული ემა მთელი ნახევა-
რი წუთის განმავლობაში საკუთარი სცენარის წარმატებასაც კი ზე-
იმობდა, მაგრამ მთლად ასეც არ აღმოჩნდა საქმე. მისტერ ელტონი
მთავარს ჯერ კიდევ არ შეხებოდა. კი, მეტად სასიამოვნოდ საუბრობდა,
ბრწყინვალედ იქცეოდა, ჰარიეტისთვის ისიც კი ეთქვა, დაგინახეთ და
102
განზრახ გამოგყევითო; არც სხვა პატარ-პატარა გალანტურ ქათინაუ-
რებსა და ქარაგმებს მორიდებოდა, მაგრამ სერიოზული არაფერი.
„ფრთხილია, ძალიან ფრთხილი, – გაიფიქრა ემამ, – კუს ნაბიჯით
მიიწევს და არაფერს გარისკავს, ვიდრე ბოლომდე უსაფრთხოდ არ იგ-
რძნობს თავს“.
და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ მისმა გამჭრიახმა სცენარმა ჩა-
ფიქრებული ნაყოფი არ გამოიღო, ემა იმედს არ კარგავდა, რომ ეს მე-
ტად სასიამოვნო შეხვედრა მათ გაცილებით დიდ ამბამდე მიიყვანდა.
103
თავი 11
107
არ გვაძლევენ თავის მონატრების საშუალებას. სინამდვილეში, აი, ეს
არის სიმართლე.
– როგორც თქვენი წერილებიდან ვხვდებოდი, – თქვა მისტერ ჯონ
ნაიტლიმ, – ეჭვს ვერავინ შეიტანს მისის უესტონის სურვილში, ყურად-
ღება არ მოგაკლოთ, მისტერ უესტონი კი მოცლილი და გულღია კაცია,
რაც ამ ყველაფერს აიოლებს. ხომ გეუბნებოდი, ჩემო საყვარელო, რომ
ცვლილებები ჰარტფილდში არც ისეთი საშინელი იქნებოდა, როგორც
შენ გეგონა. აი, ახლა, იმედი მაქვს, ემას ნათქვამი საბოლოოდ დაგამ-
შვიდებს.
– ჰო, მართალია... – თავი დააქნია მისტერ ვუდჰაუზმა, – ნამდვი-
ლად ვერ უარვყოფ, რომ მისის უესტონი, საბრალო მისის უესტონი,
ჩვენთან საკმაოდ ხშირად დადის... მაგრამ ყოველ ჯერზე უკანვე მიდის.
– რატომღაც საბრალო მისტერ უესტონი გავიწყდება, მამა.
– მეც მგონია, რომ მისტერ უესტონსაც აქვს თავისი უფლებები, –
ღიმილით შენიშნა მისტერ ჯონ ნაიტლიმ, – ემა, მხოლოდ მე და თქვენ
გვესმის საბრალო ქმრების. მე ქმარი ვარ, თქვენ კი, მართალია, ჯერ არ
ხართ ცოლი, მაგრამ კაცის უფლებებს თითქმის ჩემსავით აცნობიერებთ.
რაც შეეხება იზაბელას, არ მიკვირს, რადგან საკმარისად დიდი ხნის
გათხოვილია საიმისოდ, რომ ყოველგვარი მისტერ უესტონების გარეშე
ყოფნის უპირატესობებს აღიარებდეს.
– მე, ჩემო სიყვარულო? – წამოიყვირა მისის ნაიტლიმ, რომელმაც
ქმრის ბოლო სიტყვებს მოჰკრა ყური, – ჩემზე ამბობ? ცოლქმრულ
ცხოვრებას ჩემზე დიდი ქომაგი არც ჰყავს და არც ეყოლება. ჰარტფილ-
დის მიტოვება რომ არა, მის ტეილორი ამქვეყნად ყველაზე იღბლიანი
ქალი მეგონებოდა. და რაც შეეხება არაჩვეულებრივ მისტერ უესტონს,
ჩემი აზრით, ის მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. ვფიქრობ, ნამდვი-
ლად ღირსეული მამაკაცია. შენ და შენს ძმას თუ არ ჩაგთვლით, მის-
ნაირიხასიათის პატრონს არავის ვიცნობ. არასდროს დამავიწყდება, გა-
სულ აღდგომას, იმ ქარიან დღეს, ჰენრისთვის ფრანი რომ გაუშვა... ან
ის რად ღირს, შარშან სექტემბერს საოცარი კეთილშობილება რომ გა-
მოიჩინა და ღამის თორმეტ საათზე მომწერა წერილი, რათა დავემშვი-
108
დებინე, ქობემში37 ქუნთრუშა არ არისო! სწორედ იმ დღეს დავრწმუნდი,
რომ ყველაზე გულკეთილი ადამიანია. მას თუ ვინმე იმსახურებს, ეს
უდავოდ მის ტეილორია.
– ახალგაზრდა ჯენტლმენისგან რა ისმის? – იკითხა მისტერ ჯონ ნა-
იტლიმ, – ჩამოვიდა თუ არა?
– ჯერ არ ჩამოსულა, – მიუგო ემამ, – ყველა ელოდა, რომ ქორწილის
შემდეგ მალევე ჩამოვიდოდა, მაგრამ ამაოდ. სხვათა შორის, ბოლო
დროს მასზე აღარაფერი გამიგია.
– ჰო, მაგრამ ბარათზე რატომ არაფერს უამბობ, საყვარელო? – ჩა-
ერთო მისტერ ვუდჰაუზი, – საბრალო მისის უესტონს ძალიან თავაზია-
ნი და კოხტა მისალოცი ბარათი გამოუგზავნა! პირადად მისის უესტონ-
მა მაჩვენა. ჩემი აზრით, საუკეთესო შინაარსის ბარათი იყო. ვერ გეტ-
ყვით, თავად მას ეკუთვნოდა თუ... ახალგაზრდაა და შესაძლოა, ბიძა-
მისი...
– მამა, ჩემო საყვარელო, ის უკვე ოცდასამი წლისაა... ხომ არ გავიწ-
ყდება, დრო როგორ გარბის?!
– ოცდასამის?! მართლა?! ვინ იფიქრებდა. არადა, სულ რაღაც ორი
წლისა იყო, დედა რომ გარდაეცვალა! საბრალო! მართლაც, როგორ
გარბის დრო! მე კი საშინელი მეხსიერება მაქვს... ერთი სიტყვით, საოც-
რად დახვეწილი, კოხტა ბარათი იყო და მისტერ და მისის უესტონები
მეტად გაახარა. მახსოვს, უეიმათიდან38 იყო გამოგზავნილი და 28 სექ-
ტემბრით თარიღდებოდა, დასაწყისი კი ასეთი ჰქონდა: „ჩემო ძვირფასო
მადამ“. მართალია, გაგრძელება აღარ მახსოვს, მაგრამ დანამდვილე-
37
ქობემი – ინგლისში ქობემი ორგანაა: ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე
საგრაფო კენტის სოფელია და იმავე მხარეში მდებარე საგრაფო სურეის სოფელი, რო-
მელსაც ლონდონამდე 17 მილი აშორებს. რომანში, სავარაუდოდ, სწორედ ეს უკანას-
კნელი იგულისხმება.
38
უეიმათი – ზღვისპირა ქალაქი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, საგრაფო
დორსეში, ლა-მანშის სრუტის ნაპირზე მდებარეობს. ოსტინის ეპოქაში, ეს კურორტი
პოპულარობით სარგებლობდა და მას ხშირად სტუმრობდნენ სამეფო ოჯახის წევრე-
ბი.
109
ბით მახსოვს ბოლო სტრიქონი – „ფ. ს. უესტონ ჩერჩილი“. დიახ, სწო-
რედ ასე იყო ხელმოწერილი.
– ფრიად სასიამოვნო და თავაზიანი საქციელია! – წამოიძახა გულ-
კეთილმა მისის ნაიტლიმ, – ეჭვიც არ მეპარება, რომ ყოვლად ღირსეუ-
ლი ახალგაზრდა კაცია. მაგრამ რა სამწუხაროა, მამასთან ერთად რომ
არ ცხოვრობს. მზარავს, როცა წარმოვიდგენ, როგორ მოსწყვიტეს მამა-
სა და მშობლიურ კერას! ვერასდროს მივხვდები, როგორ დათმო მისტერ
უესტონმა. საკუთარ შვილს როგორ უნდა შეელიო?! კარგი აზრისა ნამ-
დვილად ვერასდროს ვიქნები მასზე, ვისაც შეუძლია, ასეთი რამ შესთა-
ვაზოს მშობელს.
– მგონი, ჩერჩილებზე კარგი აზრისა არც არავინ ყოფილა, – უემოცი-
ოდ აღნიშნა მისტერ ჯონ ნაიტლიმ, – მაგრამ ნუ იფიქრებ, რომ მისტერ
უესტონმაც იგივე იგრძნო, რასაც შენ იგრძნობდი ჰენრისთან თუ ჯონ-
თან განშორების შემთხვევაში. მისტერ უესტონი უდარდელი, მხიარუ-
ლი კაცია, ყველაფერი როდი მიაქვს გულთან. პირიქით, ყველაფერს ისე
იღებს, როგორც რეალობას, და ცდილობს, შეძლებისდაგვარად ისია-
მოვნოს კიდეც; ეჭვი მაქვს, ნუგეშს უფრო იმაში პოულობს, რასაც „სა-
ზოგადოება“ ჰქვია – ანუ ჭამა-სმასა და კვირაში ხუთჯერ მეზობლებ-
თან ვისტის თამაშში. ოჯახური სიმყუდროვე მისი საქმე არ არის.
ემას არ მოეწონა ქვეტექსტი, რაც მისტერ უესტონზე გამოთქმულ
მოსაზრებებში იკითხებოდა, და შეკამათება დააპირა, მაგრამ როგორ-
ღაც თავი ხელში აიყვანა და სიძის სიტყვები უპასუხოდ დატოვა. ჯერ
ერთი, ზავის დარღვევას მოერიდა და მეორეც, იგრძნო, რომ სიძის ნათ-
ქვამს ოჯახური წეს-ჩვეულებების მიმართ მისი მეტად სათუთი გრძნო-
ბები ამყარებდა; მისტერ ჯონ ნაიტლისთვის ოჯახი ყველაფერს ნიშნავ-
და, რის გამოც თავს უფლებას აძლევდა, გაეკიცხა ის, ვინც სოციალური
ურთიერთობების უფრო ზედაპირულ ფორმებს ანიჭებდა უპირატესო-
ბას. ამის გამო კი ალბათ ღირდა მოთმენა.
110
თავი 12
112
ბუთებდა. მოკლედ, ახლა მხოლოდ ის მინდა, დავრწმუნდე, რომ მისტერ
მარტინი ძალიან გულგატეხილი არ არის.
– უკიდურესად გულგატეხილია.
– ღმერთო, ძალიან ვწუხვარ! ...მოდით, ერთმანეთს ხელი ჩამოვარ-
თვათ.
ის იყო, ერთმანეთს ხელი მეტად გულითადად ჩამოართვეს, რომ
ოთახში მისტერ ჯონ ნაიტლი შევიდა, რასაც ძმების ჭეშმარიტად ინ-
გლისური ურთიერთმოკითხვა მოჰყვა – მშვიდად, მაგრამ არა გულგრი-
ლად ნათქვამი „როგორ მიდის საქმე, ჯორჯ?“ „როგორ ხარ, ჯონ?“, რაც
აშკარად მიუთითებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ძმები ერთმანე-
თის კეთილდღეობისთვის თავს არ დაზოგავდნენ.
მისტერ ვუდჰაუზმა ბანქოს თამაშზეც კი უარი თქვა და მთელი სა-
ღამო მშვიდსა და ენაწყლიან საუბარში გაატარეს. ჰარტფილდში შეკ-
რებილი მცირე საზოგადოება მალე საკმაოდ ბუნებრივად გაიყო: ერთ
მხარეს მისტერ ვუდჰაუზი და მისი უფროსი ქალიშვილი აღმოჩნდნენ,
მეორე მხარეს კი ძმები ნაიტლიები; მათი სასაუბრო თემები სრულიად
განსხვავებული იყო და იშვიათად თუ გადაიკვეთებოდა. რაც შეეხება
ემას, ის ხან ერთ წყვილს შეურთდებოდა, ხანაც – მეორეს.
ძმები თავ-თავიანთ საქმეებზე მუსაიფობდნენ, თუმცა მოსაუბრის
როლში, უმეტესად, უფროსი ძმა გახლდათ, რომელიც უფრო კომუნიკა-
ბელურიც იყო და ლაპარაკის მეტად მოყვარულიც. ის, როგორც მომრი-
გებელი მოსამართლე, ჯონისგან კანონის ამა თუ იმ დეტალის შესახებ
იღებდა რჩევებს ან უმცროს ძმას ამ სფეროდან რაიმე უცნაურ თუ სასა-
ცილო ინციდენტს უამბობდა; ხოლო როგორც ფერმერი (ის დონველის
მამულსაც განაგებდა), უხსნიდა, როგორ მოსავალს ელოდა თითოეული
მინდვრიდან მომდევნო წელს და აცნობდა მამულთან დაკავშირებულ
ყველა წვრილმანს, რასაც ძმა დიდი ინტერესით უსმენდა – უმცროს
მისტერ ნაიტლის ცხოვრების დიდი ნაწილი დონველის სააბატოში გა-
ეტარებინა და მშობლიური სახლისა ყველაფერი აინტერესებდა: წყალ-
სადენის სქემა, გალავნის ცვლილებები, ხის მოჭრა, ის, თუ როგორ უნდა
გამოეყენებინათ მიწის თითოეული აკრი ხორბლის, თალგამისა თუ სი-
113
მინდის მოსაყვანად – ამ ყველაფერს ჯონი ისეთივე ინტერესით უსმენ-
და (თუმცა, მეტად ცივი მანერების წყალობით, ინტერესს ძნელად შე-
ატყობდით), როგორითაც ძმა უამბობდა, და უფროსი მისტერ ნაიტლის
დიდი მონდომების მიუხედავად, გამორჩენილ უმნიშვნელო წვრილმანს
ასეთივე მონდომებით აზუსტებდა.
ვიდრე ძმები სიამტკბილობდნენ, მისტერ ვუდჰაუზი ქალიშვილთან
ბედნიერებანარევი სინანულისა და შიშნარევი სიყვარულის ფრქვევით
იქცევდა თავს.
– ჩემი საბრალო, საყვარელი იზაბელა, – ქალიშვილს ხელზე ალერ-
სიანად ეფერებოდა და ცდილობდა, მისი ყურადღება ბავშვებიდან თა-
ვისკენ გადაეყვანა, – რამდენი ხანი გავიდა, რაც აქ არ ყოფილხარ! ალ-
ბათ როგორ დაგღალა ამსიგრძე გზამ. ამაღამ ადრე უნდა დაწვე, ჩემო
საყვარელო, თუმცა დაძინებამდე, გირჩევ, ცოტაოდენი ფაფა შეჭამო.
ჰო, მე და შენ თითო ჯამ უცხიმო ფაფას მივირთმევთ! ემა, საყვარელო,
ჩემი აზრით, ცოტაოდენი ფაფა ყველამ უნდა შევჭამოთ.
ემამ გადასარევად იცოდა, რომ ეს გამორიცხული იყო – ამ წინადა-
დებას არც თვითონ და არც ძმები ნაიტლიები არაფრით დასთანხმდე-
ბოდნენ, ამიტომ, მხოლოდ ორი ჯამი ფაფა შეუკვეთა. მისტერ ვუდჰა-
უზმა ჯერ ფაფა აქო და ადიდა, მერე გაოცებით იკითხა, არ მესმის, ყო-
ველ საღამოს ფაფა როგორ არ უნდა ჭამოო, ბოლოს კი ჩაფიქრებით
დასძინა: – უცნაურად მოიქეცით, ჩემო საყვარელო, აქ ჩამოსვლის ნაც-
ვლად, შემოდგომა საუთ-ენდში39 რომ გაატარეთ. ზღვის ჰავაზე კარგი
აზრისა არასდროს ვყოფილვარ.
– მისტერ უინგფილდს ასე დაჟინებით რომ არ ერჩია, არ წავიდო-
დით. დაგვარწმუნა, ზღვის ჰავაცა და წყალიც ყველა ბავშვს მოუხდე-
ბაო, განსაკუთრებით კი – პატარა ბელას, სუსტი ყელის გამო.
– ჰო, ჩემო საყვარელო, მაგრამ მისტერ პერი მეტად ეჭვობდა, არა
მგონია, მოუხდესო. ჩემი აზრი თუ გაინტერესებს – შესაძლოა, არას-
115
ვუვლი ბავშვებთან ერთად. ჩემი პატარების ნახვა ძალიან უხარიათ. რა
კეთილი და ღირსეული ხალხია! როგორ არიან, სერ?
– ყველაფრის გათვალისწინებით – კარგად, საკმაოდ კარგად, ჩემო
საყვარელო. მაგრამ ერთი თვის წინ, საბრალო მისის ბეიტსი ძალიან გა-
ცივდა.
– ღმერთო, როგორ ვწუხვარ! მაგრამ არ მიკვირს – ამ შემოდგომაზე
რომ გავრცელებული იყო გაციება, ასე არასდროს. მისტერ უინგფილდმა
მითხრა, გაციების ამდენი შემთხვევა არც მახსოვს და ასე მწვავედ მხო-
ლოდ გრიპი თუ მიმდინარეობსო.
– ჰო, მართლაც ბევრი შემთხვევა იყო, ჩემო საყვარელო, მაგრამ
მთლად ასე საგანგაშოდაც არა, როგორც შენ ამბობ. მისტერ პერიც
ადასტურებს, მოდებული იყოო, მაგრამ არა ისე მწვავედ, როგორც ნო-
ემბერში იცისო. პერი, საბოლოო ჯამში, წლევანდელ სეზონს ეპიდემიუ-
რად არც კი მიიჩნევს.
– ჰო, არ ვიცი... მგონი, არც მისტერ უინგფილდი ფიქრობს, რომ მა-
ინცდამაინც ეპიდემიური სეზონი იყო, თუმცა...
– ეჰ, ჩემო საბრალო, საყვარელო შვილო! საქმე ისაა, რომ ლონდონ-
ში ყველა სეზონი ეპიდემიურია. იქ არავინაა ჯანმრთელი... ეს შეუძლე-
ბელიც კია. საშინელებაა, იქ რომ ცხოვრობ. ასე შორს, სადაც ჰაერიც კი
არაა!
– არა, არა... ჩვენთან მართლა არაა ცუდი ჰაერი. ლონდონის ის მხა-
რე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, დანარჩენ ქალაქზე ათი თავით მაღლა
დგას! ზოგადად ლონდონში ნუ აურევთ, ჩემო კარგო. ბრანსვიკი და მისი
შემოგარენი საგრძნობლად განსხვავდება ყველა სხვა რაიონისგან. ჰა-
ერიც მშვენიერია! გამოგიტყდები, ქალაქის სხვა მხარეში ცხოვრება ნამ-
დვილად გამიჭირდებოდა – თითქმის არც მეგულება სხვა ადგილი, სა-
დაც ბავშვებთან ერთად ასე მშვიდად შევძლებდი ცხოვრებას. მერწმუ-
ნე, გამორჩეულად სუფთა ჰაერი გვაქვს! მისტერ უინგფილდი მიიჩნევს,
ჰაერზე თუ მიდგება საქმე, ბრანსვიკი უდავოდ საუკეთესო ადგილიაო.
– ეჰ, ჩემო საყვარელო, ჰარტფილდს მაინც ვერ შეედრება! შეიძლება,
ნორმალური ადგილია, მაგრამ აი, ნახავ, ჰარტფილდში ერთ კვირას გა-
116
ატარებთ და ყველანი სხვა ადამიანებად იქცევით. ძველებურად ნამ-
დვილად არ გამოიყურები. მე თუ მკითხავ, საერთოდ, არცერთი არ გა-
მოიყურებით კარგად.
– ვწუხვარ, ამას რომ მეუბნები, სერ, მაგრამ გარწმუნებ, იმ პატარ-
პატარა ნერვულ თავის ტკივილებსა და დროდადრო გულის აჩქარებას
თუ არ ჩავთვლით, რისგანაც ბოლომდე ვერაფრით გავთავისუფლდი,
თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. ხოლო ბავშვები დღეს თუ ცოტა ფერ-
მკრთალები ჩანდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ემოციებში იყვნენ – მგზავ-
რობისა და იმ სიხარულის გამო, აქ ჩამოსვლას რომ ახლდა. იმედი
მაქვს, ხვალ მათზე უკეთესი აზრი გექნება, სერ, რადგან გარწმუნებ,
მისტერ უინგფილდმა მითხრა, არ მახსოვს, ყველანი ასეთ ჯანმრთელად
ლონდონიდან ბოლოს როდის გაგიშვითო. დარწმუნებული ვარ, მისტერ
ნაიტლი მაინც არ გეჩვენება ცუდ ფერზე, – ამ სიტყვებით იზაბელამ
სიყვარულით გახედა ქმარს.
– ჩემო საყვარელო, პირადად მე ძალიან გამიჭირდება, მისტერ ნაიტ-
ლიზე ვთქვა, კარგად გამოიყურება-მეთქი.
– სერ, მე მითხარით რამე? – წამოიძახა მისტერ ჯონ ნაიტლიმ თავი-
სი სახელის გაგონებისას.
– სამწუხაროდ, საყვარელო, მამაჩემი ფიქრობს, რომ კარგად არ გა-
მოიყურები... თუმცა, იმედი მაქვს, ეს მცირედი დაღლილობის ბრალია.
ხომ იცი, როგორ მინდოდა, წამოსვლის წინ მისტერ უინგფილდს ენახე...
– იზაბელა, ჩემო ძვირფასო, – მისტერ ნაიტლიმ მკვახედ მოუჭრა
ცოლს, – გემუდარები, ჩემს იერზე ნუ იდარდებ. საკუთარი თავისა და
ბავშვების ექიმბაშობა და ლოლიავიც საკმარისია, მე კი ნება მომეცი,
ისე გამოვიყურებოდე, როგორც მომესურვება.
– ბოლომდე ვერ გავიგე, თქვენს ძმას რას ეუბნებოდით, – სასწრა-
ფოდ ჩაერია ემა, – რაო, რას აპირებს თქვენი მეგობარი მისტერ გრემი?
117
შოტლანდიიდან მამულის ზედამხედველი ჩამოჰყავს? და რა გამოვა
აქედან? ძველი წინასწარგანწყობა40 ხომ არ გადასწონის?
ემამ მსგავს თემებზე იმდენ ხანს და ისე წარმატებით ილაპარაკა,
რომ როცა ბოლოს იძულებული გახდა, კვლავ მამისა და დისთვის და-
ეთმო ყურადღება, აღმოაჩინა, რომ ამ უკანასკნელთ საზარელი თემების
განხილვა დაემთავრებინათ და იზაბელა ჯეინ ფეარფაქსზე თავაზიან
კითხვებს სვამდა. მართალია, ჯეინ ფეარფაქსი ემას გულზე მაინცდამა-
ინც არ ეხატებოდა, მაგრამ იმწუთას ისეთი ბედნიერი იყო, რომ მისი მი-
სამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
– ტკბილი, კეთილი ჯეინ ფეარფაქსი! – ამბობდა მისის ნაიტლი, –
რახანია, არ მინახავს! ქალაქში ერთი-ორჯერ შემთხვევით, ორ-ორი
წუთით თუ გადავყრილვართ. მისი მოხუცი ბებიისა და არაჩვეულებრი-
ვი დეიდისთვის ალბათ რამხელა ბედნიერებაა, აქ რომ ჩამოდის! ჩემი
ემას გამო ძალიან მწყდება გული, ჰაიბერიში უფრო დიდ დროს რომ არ
ატარებს. პოლკოვნიკსა და მისის ქემპბელს, რაც ქალიშვილი გაუთხოვ-
დათ, საერთოდ აღარ უნდათ მასთან განშორება. არადა, ემასთვის
არაჩვეულებრივი მეგობარი იქნებოდა.
მისტერ ვუდჰაუზი მაშინვე დაეთანხმა, მაგრამ დაამატა: – თუმცა,
ჰარიეტ სმითი, ჩვენი პატარა მეგობარი, ერთ-ერთი ასეთი მშვენიერი
ახალგაზრდაა. მოგეწონება ჰარიეტი. ჰარიეტზე უკეთეს მეგობარს ემა
ძნელად თუ იპოვიდა.
– ძალიან მახარებს ამის გაგონება... მაგრამ ჯეინ ფეარფაქსზე განათ-
ლებულსა და დახვეწილ გოგონას ცოტას თუ ვიცნობ. თანაც, ზუსტად
ემასხელაა.
ეს თემა მეტად მშვიდად განიხილეს, რასაც სხვა არანაკლებ მნიშვნე-
ლოვან საკითხებზე არანაკლებ შეხმატკბილებული მუსაიფი მოჰყვა.
მაგრამ საღამოს მღელვარების გარეშე მაინც არ ჩაუვლია. მსახურებმა
კში.
120
და იმავე ფასად, როგორც ეს ორმოც მილზე შევძელი, მაშინ საუთ-ენდს
მეც მასავით ქრომერს ვამჯობინებ.
– მართალია, მართალი! – მისტერ ნაიტლი მზად იყო, დაპირისპირე-
ბულ მხარეთა შორის ჩამხტარიყო, – ნამდვილად მხედველობაში მისა-
ღები არგუმენტია. მაგრამ ჯონ... გახსოვს, რომ გეუბნებოდი, მინდა,
ლენგემისკენ42 ბილიკი გადავწიო-მეთქი... უფრო მარჯვნივ, რომ ჩვენს
მდელოზე არ გადიოდეს... ჰოდა, მგონი, საერთოდ არ წარმოადგენს
სირთულეს. ცდას არც გავბედავდი, ჰაიბერის მცხოვრებლებისთვის ოდ-
ნავი დისკომოფორტი მაინც რომ შეექმნა, მაგრამ თუ გაიხსენებ, ზუს-
ტად რა მიმართულებით გადის ეს ბილიკი, მაშინ... თუმცა, რუკის გარე-
შე რამის მტკიცებას აზრი არა აქვს. ხვალ დილას სააბატოში თუ მოხ-
ვალ, რუკებიც ვნახოთ და შენი აზრიც მითხარი.
მისტერ პერის მხრიდან ასე მწვავედ გაკრიტიკებამ მისტერ ვუდჰაუ-
ზი მეტისმეტად ააღელვა, რომელსაც გაუცნობიერებლად არაერთ თა-
ვის მოსაზრებასა და დამოკიდებულებას მიაწერდა. მაგრამ ქალიშვი-
ლების სითბომ და ყურადღებამ დაძაბულობა თანდათან შეარბილა,
ხოლო ერთი ძმის სიფხიზლემ და მეორის დროულმა თავშეკავებამ ვნე-
ბათაღელვა საბოლოოდ დააცხრო.
121
თავი 13
126
რმავებულ და დაუდევარ ადამიანად რომ ჩათვალა – ადამიანად, რომე-
ლიც რჩევას საჭიროებს.
მისტერ ჯონ ნაიტლის ხმა აღარ ამოუღია.
მისტერ ვუდჰაუზი ისე მტკიცედ განეწყო სტუმრობისათვის, რომ აშ-
კარად მომატებული სიცივის მიუხედავად, უკან დახევა არც უფიქრია –
ზუსტად დათქმულ დროს უფროს ქალიშვილთან ერთად ჩაჯდა ეტლში
და რენდალსისკენ დაიძრა. აფორიაქებული მოლოდინით, რომ მისი ეს
უდავოდ გაბედული ნაბიჯი რენდალსში დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევდა,
სიცივეს ოდნავადაც აღარ გრძნობდა, მით უმეტეს, რომ საგულდაგუ-
ლოდაც შეფუთულიყო. თუმცა, სიცივე ნამდვილად ძვალსა და რბილში
ატანდა. სწორედ იმ დროს, როცა მეორე ეტლიც დაიძრა, რამდენიმე
ფიფქიც კი დაეშვა ციდან. ცა ისე მოქუფრულიყო, რომ ჰაერის ოდნავ
დათბობა და იქაურობა ერთიანად გადათეთრდებოდა.
ემამ თავის თანამგზავრს უგუნებობა მალევე შეატყო. მისტერ ჯონ
ნაიტლისთვის ასეთ ამინდში შინიდან გასვლა, რაც კარგა ხნით შვილებ-
ზე უარის თქმასაც ნიშნავდა, უბედურება იყო. მთლად უბედურება თუ
არა – ძალიან უსიამოვნო ამბავი მაინც. მისტერ ჯონ ნაიტლი ამ სტუმ-
რობისგან ისეთს არაფერს ელოდა, რაც ამ მსხვერპლშეწირვად ღირდა.
ასე რომ, სამღვდელო სახლისკენ მთელი გზა წუწუნს დაუთმო: – რამხე-
ლა წარმოდგენა უნდა გქონდეს საკუთარ თავზე, რომ ვინმეს საკუთარი
ბუხრის მიტოვება და ასეთ ამინდთან შეჯახება აიძულო. ალბათ თავი
ყველაზე სასიამოვნო კაცი ჰგონია. მე ასეთ რამეს ვერ ვიკადრებდი. აი,
უკვე თოვს! რა აბსურდია და სიგიჟე, ადამიანებს შინ მყუდროდ ჯდომა
არ დააცადო... მიკვირს მათი, ვინც არ რჩება შინ მაშინ, როცა ეს შეუძ-
ლია! ასეთ სიცივეში მოვალეობის ან საქმის გამო შინიდან გასვლა ხომ
ნამდვილ საშინელებად მოგვეჩვენებოდა, ახლა კი ჩვენივე ნებით, ყო-
ველგვარი სერიოზული მიზეზის გარეშე, შილიფად ჩაცმულნი გავდი-
ვართ სახლიდან და არაფრად ვაგდებთ ბუნების ხმას, რომელიც ადამი-
ანს – აზროვნებითა და შეგრძნებებით დაჯილდოებულ გონიერ არსებას
– აფრთხილებს, თავადაც შინ დარჩი და სხვებიც შეიფარეო. და რატომ
გავდივართ? იმიტომ, რომ ხუთი მოსაწყენი საათი სხვის სახლში გავა-
127
ტაროთ, სადაც ვერაფერს ვიტყვით და მოვისმენთ ისეთს, რაც გუშინ არ
გვითქვამს და მოგვისმენია ან ხვალ ვერ ვიტყვით და გავიგონებთ. მივ-
დივართ პირქუშ ამინდში, რათა, სავარაუდოდ, უარეს ამინდში დავ-
ბრუნდეთ შინ. ოთხი ცხენი და ოთხი მოსამსახურე გამოგვყავს მხოლოდ
იმიტომ, რომ სიცივისგან აკანკალებული ხუთი უქნარა არსება კიდევ
უფრო ცივსა და მოსაწყენ საზოგადოებაში გადაგვიყვანონ.
ემა არ იზიარებდა სიძის განწყობას და არ შეეძლო, „მართალი ხარ,
ჩემო სიყვარულოს“ მსგავი ფრაზა ეთქვა, რითაც ის მეუღლეს ჰყავდა
გათამამებული. თუმცა, რაკი არც დათმობაზე წასვლა შეეძლო და კამა-
თიც ჰზარავდა, მტკიცედ გადაწყვიტა, არ ჩარეულიყო. სიძეს ლაპარა-
კის ნებას აძლევდა, თავად კი, პირმოკუმული, ხან ფანჯრებს წმენდდა,
ხანაც მოსასხამში იფუთნებოდა.
ეტლი სამღვდელო სახლთან შეჩერდა. ფეხსადგამი ჩამოუშვეს და შა-
ვებში მორთულ- მოკაზმული, მოღიმარი მისტერ ელტონის უმალ შიგ
შეხტომამ ემა გულწრფელად გაახარა – ბოლოს და ბოლოს, სალაპარა-
კო თემა შეიცვლებოდა. მისტერ ელტონი იმდენად ხალისიანი იყო, რომ
ემამ იფიქრა, ალბათ ჰარიეტის შესახებჩემგან განსხვავებული ცნობები
აქვსო – სანამ ემზადებოდა, ემას მისის გოდარდთან მსახური გაეგზავნა
და პასუხად „თითქმის არაფერი შეცვლილა“ მიეღო.
– ჩემი იმედის წინააღმდეგ, მისის გოდარდისგან სახარბიელო არაფე-
რი შემიტყვია, – დანახვისთანავე აცნობა მისტერ ელტონს.
მისტერ ელტონს მაშინვე სახე დაუგრძელდა და ტონიც სენტიმენტა-
ლური გაუხდა.
– ღმერთო, ჰო! – იყო მისი პასუხი, – სამწუხაროა ამის მოსმენა...
თუმცა, დამასწარით, თავად ვაპირებდი თქმას, რომ მისის გოდარდს შე-
ვუარე... ეს იყო უკანასკნელი, რაც გავაკეთე, სანამ მოსამზადებლად შინ
შევბრუნდებოდი... მითხრეს, მის სმითი თავს უკეთ არ გრძნობს, პირი-
ქით, უარესად არისო. ძალიან შეწუხებული და შეშფოთებული ვარ...
თუმცა, ამ დილას ისეთი წამალი მიიღო, აუცილებლად გამოკეთდება.
თავს სწორედ ამით ვიმშვიდებ.
128
– ჩემი ვიზიტი, შესაძლოა, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას წაად-
გა, – ღიმილით შენიშნა ემამ, – მაგრამ ანგინის განდევნა ჩემს ძალებსაც
კი აღემატება. გაციების ძალიან მწვავე ფორმა აქვს. გაიგებდით ალბათ,
რომ მისტერ პერიმაც ინახულა.
– ჰო... ასეც ვიფიქრე... უფრო სწორად, არ...
– მისტერ პერი მიჩვეულია მის სმითის ასეთ ჩივილებს და ვიმედოვ-
ნებ, ხვალ ორივე ჩვენგანი უფრო სანუგეშო ამბავს შევიტყობთ. თუმცა,
ძნელია, არ იდარდო. დღევანდელ შეკრებას ძალიან დააკლდება!
– რა საშინელებაა! ზუსტადაც რომ! მის დანაკლისს ყოველ წამს ვიგ-
რძნობთ! – მის ამ გალანტურ განაცხადს მეტად დასაფასებელი ოხვრაც
მოჰყვა.
ეს უკვე სხვა საქმეაო, გაიფიქრა კმაყოფილმა ემამ, თუმცა, მალევე,
სულ რაღაც ნახევარ წუთში, საგონებელში ჩავარდა, რადგან ენერგიუ-
ლი და ხალისიანი მისტერ ელტონი სულ სხვა თემებზე უდარდელად
ალაპარაკდა: – არაჩვეულებრივი გამოგონებაა ეტლებში ცხვრის ტყავის
გამოყენება! რა კომფორტულია! ასეთი წინდახედულების წყალობით
შეუძლებელია, სიცივე იგრძნო. თანამედროვე გამოგონებებმა ჯენტლმე-
ნის ეტლი მართლაც სრულყოფილად აქცია. ასეთ ეტლში სიცივე ოდნა-
ვადაც არ შეგაწუხებს და ამინდიც სრულიად უმნიშვნელო ხდება. ძა-
ლიან ცივი შუადღეა, მაგრამ ამ ეტლში საერთოდ ვერ ვგრძნობთ. აი!
თოვს კიდეც!
– დიახ, – მიუგო მისტერ ჯონ ნაიტლიმ, – და ალბათ მოუმატებს.
– შობის დღესასწაულს ძალიან უხდება თოვლი, – აღნიშნა მისტერ
ელტონმა, – მეტისმეტად გაგვიმართლა, გუშინ რომ არ მოთოვა და ამ
ვიზიტის დაგეგმვაში ხელი არ შეგვიშალა; რომ დაედო, მისტერ ვუდ-
ჰაუზი ალბათ არ გარისკავდა შინიდან გასვლას. მაგრამ ახლა უმნიშ-
ვნელოდ თოვს. სხვათა შორის, მეგობრული შეკრებებისთვის ზედგამოჭ-
რილი სეზონია. ერთ წელიწადს, დიდთოვლობის გამო, მეგობართან ერ-
თი კვირით ჩავრჩი და ძალიანაც ვისიამოვნე. არადა, მხოლოდ ერთი
ღამის გათევას ვაპირებდი.
129
მისტერ ჯონ ნაიტლიმ, რომლის გამომეტყველება არაფრით შეესაბა-
მებოდა მისტერ ელტონის აღტაცებას, პასუხად მხოლოდ ეს თქვა: –
არავითარი სურვილი არ მაქვს, დიდთოვლობის გამო, ერთი კვირით
რენდალსში ჩავრჩე.
სხვა დროს ემა ამ დიალოგით გაერთობოდა, მაგრამ ახლა ამისთვის
არ ეცალა – გაოგნებული იყო მისტერ ელტონის უდარდელობით. სასია-
მოვნო საღამოს მოლოდინით გატაცებულს, ჰარიეტი აღარც კი ახსოვ-
და.
– ეჭვგარეშეა, აგიზგიზებული ბუხარი და საუცხოო სიმყუდროვე გვე-
ლის! – ენას არ აჩერებდა მისტერ ელტონი, – გადასარევი ხალხია უეს-
ტონები! მისის უესტონის ღირსებებს სიტყვითაც ვერ აღწერ და მისტერ
უესტონიც უაღრესად დასაფასებელი კაცია! სტუმართმოყვარე! მართა-
ლია, პატარა წვეულება იქნება, მაგრამ არაფერი შეედრება ასეთ შეკრე-
ბებს, როცა რჩეული ხალხი იყრის თავს! არა მგონია, მისტერ უესტონის
სასადილო ოთახში ათ კაცზე მეტი მთლად მოხერხებულად განთავ-
სდეს, ამიტომ, მე თუ მკითხავთ, ასეთ შემთხვევაში ყოველთვის სჯობს,
ორი ადამიანით ნაკლები მოიწვიო, ვიდრე ორი ადამიანით მეტი. ვფიქ-
რობ, დამეთანხმებით, – და ემას განაზებული მზერით შეხედა, – თუმცა,
მისტერ ნაიტლი ლონდონის დიდ წვეულებებსაა მიჩვეული და, შესაძ-
ლოა, არ გაიზიაროს ჩვენი განწყობა.
– ლონდონის დიდი წვეულებებისა არაფერი გამეგება, სერ. სხვებთან
არასდროს ვსადილობ.
– რას ამბობთ?! – განცვიფრებული და სინანულით აღსავე ტონით
შეძახა მისტერ ელტონმა. – წარმოდგენაც არ მქონდა, იურისტობა ასე-
თი დამღლელი თუ იყო. თუმცა, არა უშავს, სერ, დრო მოვა და ყველა-
ფერი დაგიფასდებათ – საქმე ცოტა გექნებათ, სიამოვნება კი ბევრი.
– ჩემი უმთავრესი სიამოვნება ის იქნება, – მიუგო ჯონ ნაიტლიმ,
როცა უესტონების ჭიშკრისკენ მიმავალი მიხვეულ-მოხვეული გზა გაი-
არეს, – ჰარტფილდში უსაფრთხოდ დავბრუნდე.
130
თავი 14
132
უნდა ითქვას, რომ კი, ემას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, არას-
დროს გათხოვილიყო, თუმცა, მისტერ ფრენკ ჩერჩილის სახელში და,
ზოგადად, ამ პიროვნებაში იყო რაღაც ისეთი, რაც მას ყოველთვის იზი-
დავდა. ხშირად ფიქრობდა – განსაკუთრებით, მას მერე, რაც მისტერ
ფრენკ ჩერჩილის მამამ მის ტეილორი შეირთო ცოლად – რომ თუ
ოდესმე გათხოვდებოდა, სწორედ ეს ადამიანი იქნებოდა ასაკით, სახე-
ლითა თუ ქონებით მისი შესაფერისი. მათ ოჯახებს შორის არსებული
მჭიდრო კავშირიც თითქოს იმაზე მიანიშნებდა, რომ ერთმანეთისთვის
იყვნენ შექმნილი. ემა იმასაც კი ვარაუდობდა, რომ ყველას, ვინც მათ
იცნობდა, ამ ქორწინებაზე ერთხელ მაინც გაევლო გულში; ყველას თუ
არა, მისტერ და მისის უესტონებს – დანამდვილებით. ემას ნამდვილად
არ სურდა, ფრენკ ჩერჩილს ან ვინმეს ეცდუნებინა და უარი ეთქმევინე-
ბინა ყოველგვარი სიკეთით აღსავსე მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე,
მაგრამ მისი ნახვის წადილი მაინც სწვავდა; მტკიცედაც ჰქონდა გან-
ზრახული, გაცნობის შემდეგ, მისტერ ფრენკ ჩერჩილი სასიამოვნო ადა-
მიანად მიეღო და მისგანაც მოწონება დაემსახურებინა. ერთგვარ სი-
ამოვნებას ჰგვრიდა იმაზე ფიქრიც, რომ საერთო ახლობლების წარმო-
სახვაში ისინი წყვილად განიხილებოდნენ.
ასეთი ამაღელვებელი განწყობის ფონზე, მისტერ ელტონის გადამე-
ტებული ყურაღდება საშინლად უადგილო და გამაღიზიანებელი იყო,
თუმცა ემა, თავდაჭერილობის წყალობით, მაინც ახერხებდა სიმშვიდი-
სა და თავაზიანობის შენარჩუნებას; და იმედს არ კარგავდა, რომ მათი
ვიზიტი ისე არაფრით არ ჩაივლიდა, გულღია მისტერ უესტონს თავისი
შვილის შესახებ სრული ინფორმაცია თუ არა, ძირითადი არსი მაინც
არ გაემეორებინა. ასეც მოხდა. როცა ემა, როგორც იქნა, მისტერ ელ-
ტონს დაეხსნა და, გახარებული, სადილზე მისტერ უესტონის გვერდით
მოკალათდა, ამ უკანასკნელმა ცხვრის სუკთან დაკავშირებული ფაცი-
ფუცისგან გამოთავისუფლებული პირველი წუთი სწორედ ამ თემას და-
უთმო.
– მხოლოდ ორი ადამიანი გვაკლია და სრული შემადგენლობით ვიქ-
ნებოდით, – მიმართა მან ემას, – მინდა, აქ კიდევ ორი ადამიანი იყოს –
133
თქვენი უმცროსი ლამაზი მეგობარი, მის სმითი და ჩემი ვაჟი. მგონი,
ვერ გაიგეთ, მისაღებ ოთახში დანარჩენებს რომ ვეუბნებოდი, ფრენკს
ველოდებით-მეთქი. ამ დილას მისგან წერილი მივიღე – ორ კვირაში
ჩვენთან იქნება.
ემამ საჭირო დოზით გამოხატა სიხარული ამ ახალ ამბავთან დაკავ-
შირებით და მისტერ უესტონს გულწრფელად დაეთანხმა, რომ მისტერ
ფრენკ ჩერჩილი და მის სმითი დღევანდელ საღამოს უთუოდ სრულყო-
ფილს გახდიდნენ.
– სექტემბრიდან მოყოლებული, – გააგრძელა მისტერ უესტონმა, –
ჩვენთან ჩამოსვლას ლამობს, ყოველ წერილში სულ ამაზე ლაპარაკობს,
მაგრამ საკუთარიდროის განკარგვა თავად არ შეუძლია. იძულებულია,
ზოგ-ზოგიერთებს ანგარიში გაუწიოს, რაც, ჩვენში დარჩეს და, ნამდვი-
ლად საშინელებაა. მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ფრენკს იან-
ვრის მეორე კვირაში ნამდვილად ვნახავ.
– რამხელა სიხარული იქნება თქვენთვის! მისის უესტონსაც ერთი
სული აქვს, როდის გაიცნობს, და ალბათ თქვენზე არანაკლებ გახარე-
ბულია.
– კი, ასეა, თუმცა ჰგონია, რომ ეს ვიზიტიც გადაიდება. ჩემგან გან-
სხვავებით, მისი ჩამოსვლის იმედი არ აქვს. მაგრამ ამ ამბის დეტალებს
ჩემსავით კარგად არ იცნობს. საქმე ის არის, რომ... თუმცა, ეს ჩვენ შო-
რის უნდა დარჩეს, დანარჩენებთან სიტყვაც არ დამიძრავს. მოგეხსენე-
ბათ, ყველა ოჯახს თავისი საიდუმლო აქვს... მოკლედ, საქმე ისაა, რომ
იანვარში, ენსკოუმბში მეგობრები ჰყავთ დაპატიჟებული, ფრენკის ჩა-
მოსვლა კი სწორედ ამ ვიზიტის გადადებაზეა დამოკიდებული. თუ ეს
ვიზიტი არ გადაიდო, ფრენკი ფეხსაც ვერ მოიცვლის. მაგრამ ვიცი, რომ
გადაიდება, რადგან ენსკოუმბში, ზოგ- ზოგიერთებს, კერძოდ, გარკვეუ-
ლი სტატუსის მქონე ერთ ქალბატონს, ეს ხალხი გამორჩეულად არ
მოსწონს. მართალია, მათ მიპატიჟებას ყოველ ორ-სამ წელიწადში ერ-
თხელ საჭიროდ მიიჩნევს, მაგრამ ვიზიტი ყოველთვის რაღაცის გამო
ფერხდება. ეჭვიც არ მეპარება, რომ ახლაც იგივე მოხდება. ფრენკის
სტუმრობაში ისევე ვარ დარწმუნებული, როგორც ახლა თქვენ გხე-
134
დავთ. თქვენი საყვარელი მეგობარი კი, – ამ სიტყვებზე მისტერ უეს-
ტონმა თავის ქნევით მაგიდის მეორე ბოლოსკენ გაიხედა, – თავად იმ-
დენად შორს არის კაპრიზებისგან და ჰარტფილდშიც იმდენად არ შეჰ-
ხებია მსგავსი არაფერი, რომ ვერ წარმოუდგენია, როდის რა მოჰყვება
ვინმეს გამოხტომას. აი, მე კი ამ საკითხში დიდი გამოცდილება მაქვს.
– ვწუხვარ, ეჭვის საბაბი რომ არსებობს, – მიუგო ემამ, – მაგრამ მე
უფრო თქვენ მხარესა ვარ, მისტერ უესტონ. რაკი თქვენ ფიქრობთ, რომ
ჩამოვა, მაშინ მეც ასე ვიფიქრებ. თქვენზე უკეთ ენსკოუმბის წეს-ჩვეუ-
ლებებს ვინ იცნობს?!
– ჰო, გარკვეული უფლება მართლაც მაქვს, ამ ცოდნას დავეყრდნო.
მიუხედავად იმისა, რომ იქ არასდროს ვყოფილვარ... ძალიან უცნაური
ქალია!.. თუმცა, ფრენკის ხათრით, თავს არასდროს ვაძლევ უფლებას,
მასზე ცუდი ვთქვა, თან, მჯერა, რომ ფრენკი ძალიან უყვარს. ადრე მე-
გონა, რომ საკუთარი თავის გარდა, არავინ უყვარდა, მაგრამ ფრენკს
ყოველთვის კარგად ექცეოდა; თავისებურად, ცხადია – ახირებებითა
თუ კაპრიზებით. მაგრამ, ვფიქრობ, ნამდვილად დიდი საქმეა და უდა-
ვოდ ფრენკის ღირსებაზე მეტყველებს, რომ ამგვარ ადამიანში თბილი
გრძნობების აღძვრა მოახერხა, რადგან იმ ქალს... ეს აქამდე არავის-
თვის მითქვამს... მგონი, ქვა უდევს გულის მაგივრად და პირწავარდნი-
ლი ეშმაკია!
ემამ ეს თემა აიტაცა და მისაღებ ოთახში გადანაცვლებისთანავე მი-
სის უესტონსაც ჩამოუგდო სიტყვა. ჯერ მოსალოდნელი ვიზიტი მი-
ულოცა, თუმცა ისიც აღნიშნა, ვიცი, პირველი შეხვედრა ალბათ საკმა-
ოდ განერვიულებთო. მისის უესტონიც დაეთანხმა, მაგრამ დასძინა,
მზად ვარ, პირველი შეხვედრის ნერვიულობა მთლიანად გამოვცადო,
ოღონდაც კი შეხვედრა დათქმულ დროს მართლაც შედგესო.
– მე არ მაქვს მისი ჩამოსვლის იმედი, – განაგრძო მისის უესტონმა, –
მისტერ უესტონივით ოპტიმისტურად განწყობილი ვერ ვიქნები. ვში-
შობ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდება. მისტერ უესტონმა ალბათ გა-
გაცნოთ საქმის ზუსტი ვითარება.
135
– ჰო... როგორც ჩანს, ეს ვიზიტი მხოლოდ მისის ჩერჩილის ცუდ ხა-
სიათზეა დამოკიდებული, ეს ცუდი ხასიათი კი, როგორც ვხვდები, ამ-
ქვეყნად ყველაზე მტკიცე რამაა.
– ემა, ჩემო საყვარელო! – ღიმილით მიუგო მისის უესტონმა, – კაპ-
რიზების სიმტკიცეზე როგორ უნდა ვილაპარაკოთ?! – შემდეგ იზაბე-
ლასკენ მიბრუნდა, რომელიც იქვე იდგა, – მისის ნაიტლი, ჩემო ძვირფა-
სო, უნდა გითხრათ, რომ მისტერ ფრენკ ჩერჩილის ვიზიტში დარწმუნე-
ბული არ ვართ; ყოველ შემთხვევაში, მე, ვინაიდან ეს თავიდან ბოლომ-
დე მისი დედობილის გუნება-განწყობილებასა და ნება-სურვილზეა და-
მოკიდებული, უფრო ზუსტად – მის ხასიათზე. თქვენთან, როგორც ჩემს
ქალიშვილებთან, სიმართლის თქმა არ მერიდება. მისის ჩერჩილი ერ-
თობ უცნაური ხასიათის ქალია და მისტერ ფრენკ ჩერჩილის ჩამოსვლა
სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოისურვებს ეს ქალბატო-
ნი, შვილობილი ცოტა ხნით მაინც გაათავისუფლოს.
– ღმერთო, მისის ჩერჩილი! მის შესახებ ყველამ იცის, – უპასუხა
იზაბელამ, – გამოგიტყდებით, ამ საბრალო ახალგაზრდა კაცს ყოველ-
თვის თანავუგრძნობ. ცუდი ხასიათის ადამიანთან ერთად ცხოვრება
ალბათ საშინელებაა. საბედნიეროდ, ჩვენ არ ვიცით, ეს რას ნიშნავს და
არც არასდროს გამოგვიცდია, მაგრამ ნამდვილი ჯოჯოხეთი უნდა იყოს.
რამხელა მადლია, შვილები რომ არ ეყოლა! წარმომიდგენია, როგორ
გააუბედურებდა!
ემას ერთი სული ჰქონდა, მისის უესტონი მარტო დაეგულებინა. ასე
უფრო მეტ რამეს შეიტყობდა. იზაბელასთან მისის უესტონი ისეთი გუ-
ლახდილი ვერ იქნებოდა, როგორც ემასთან. ემას ღრმა რწმენით, მას
არაფერს დაუმალავდა, თუ არ ჩავთვლით თავის პირად შეხედულებებს
ახალგაზრდა კაცზე, რაც წარმოსახვისა და ინტუიციის წყალობით, მი-
სის უესტონს უკვე შექმნოდა. მაგრამ ამასობაში, მისაღებ ოთახში შეკ-
რებილ ქალბატონებს მისტერ ვუდჰაუზი შეუერთდა. ნასადილევს მაგი-
დასთან დიდხანს ჯდომა მისთვის ტყვეობის ტოლფასი იყო. არც ღვინო
უყვარდა და არც – კაცებთან მუსაიფი. ასე რომ, სიხარულით გადაინაც-
136
ვლა მათთან, ვისთანაც თავს ყოველთვის უფრო კომფორტულად
გრძნობდა.
ჰოდა, სანამ ეს უკანასკნელი იზაბელას ელაპარაკებოდა, ემამ დრო
იხელთა: – ანუ თქვენი გერის ვიზიტი ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
რაც უნდა იყოს, გაცნობა სასიამოვნო ვერ იქნება. ასე რომ, რაც უფრო
მალე ჩაივლის, მით უკეთესი.
– დიახ. და ყოველი მორიგი გადავადების შემდეგ, სულ უფრო ცუდი
წინათგრძნობა მიჩნდება, რომ მის ჩამოსვლას მუდმივად რაღაც შე-
აფერხებს. მათთან ბრეითვეიტების ოჯახის სტუმრობა რომც გადაიდოს,
მაინც მეშინია, რომ გამოჩნდება რაღაც სხვა, რაც იმედებს ისევ გაგვიც-
რუებს. ცხადია, იმას ვერც წარმოვიდგენ, რომ მისტერ ფრენკ ჩერჩილი
აქ ჩამოსვლას უგულოდ ეკიდება; დარწმუნებული ვარ, ჩერჩილებს არ
სურთ, სადმე გაუშვან. ეს ეჭვიანობაა და მშობელ მამაზეც კი ეჭვიანო-
ბენ. მოკლედ, მისი ჩამოსვლის იმედი ნამდვილად არ მაქვს და მინდა,
მისტერ უესტონიც ნაკლებად ოპტიმისტურად იყოს განწყობილი.
– უნდა ჩამოვიდეს, – გადაჭრით თქვა ემამ, – თუნდაც სულ რამდე-
ნიმე დღით. ძნელია, წარმოიდგინო, რომ ახალგაზრდა კაცს ასეთი მარ-
ტივი რამ არ ძალუძს. ახალგაზრდა ქალს – ცუდ ხელში ჩავარდნილს –
შეიძლება, შეუჩნდე, გავლენის ქვეშ მოაქციო და ვინმესთან წასვლა
აუკრძალო, მაგრამ რთულია, გაიგო, როგორშეიძლება ახალგაზრდა კა-
ცი ისე შეზღუდო, რომ ვერ შეძლოს, ერთი კვირა საკუთარ მამასთან გა-
ატაროს, ცხადია, თუკი ამის სურვილი აქვს.
– ენსკოუმბში უნდა იყო ნამყოფი და იცოდე, როგორ ოჯახთან
გვაქვს საქმე, რათა მიხვდე, რის გაკეთება შეუძლია ამ ახალგაზრდა
კაცს, – უპასუხა მისის უესტონმა, – ასეთივე წინდახედულება ნებისმიე-
რი ოჯახის ნებისმიერი წევრის განსჯისას გვმართებს, მაგრამ როცა ენ-
სკოუმბზე მიდგება საქმე, კიდევ უფრო მეტი წინდახედულებაა საჭირო;
ამ ოჯახზე ჩვეული წესები არ ვრცელდება: ის საშინლად არაკეთილგო-
ნიერია და ყველას საკუთარ ნება-სურვილზე ატარებს.
– ჰო, მაგრამ ბიჭი ხომ ძალიან უყვარს?! უთუოდ მის რჩეულია. მი-
სის ჩერჩილის შესახებ ჩემს წარმოდგენებს თუ დავეყრდნობით, დათმო-
137
ბაზე ქმრის კეთილდღეობის ხათრითაც კი არ წავა, მეტიც, მისი ყველა
კაპრიზი მიმართულია სწორედ ქმრისკენ, რომლისგანაც ცხოვრებაში
ყველაფრით დავალებულია. ჰოდა, ამის ფონზე, ყოვლად ბუნებრივი იქ-
ნებოდა, შვილობილის ჭკუაზე ევლო, ვისგანაც აბსოლუტურად არაფ-
რითაა დავალებული.
– ემა, ჩემო უსაყვარლესო, ნუ ცდილობთ, თქვენი კეთილი გულით
სხვისი ბოროტება ახსნათ ან წესები დაუდგინოთ; სჯობს, ნებაზე მივუშ-
ვათ – სხვა გამოსავალი არაა. ეჭვიც არ მეპარება, რომ მისტერ ფრენკ
ჩერჩილს პერიოდულად საკმაო გავლენაც აქვს დედობილზე, მაგრამ შე-
უძლებელია, წინასწარ განჭვრიტო, როდის დგება ეს პერიოდი.
ემა მისის უესტონს უსმენდა და ბოლოს მშრალად დასძინა: – მე მა-
ნამდე არ მოვისვენებ, სანამ არ ჩამოვა.
– გარკვეულ საკითხებში, შესაძლოა, დიდი გავლენა ჰქონდეს, გარ-
კვეულ საკითხებში კი – ძალიან მცირე, – განაგრძო მისის უესტონმა, –
ხოლო იმ საკითხთა შორის, რომლებზე გავლენის მოხდენაც შეუძლია,
ნამდვილად ნაკლებად სავარაუდოა, ჩვენი მონახულება შედიოდეს.
138
თავი 15
139
– შემპირდით, რომ აღარ გარისკავთ, სანამ მისტერ პერის არ ვნახავ და
მის აზრს არ მოვისმენ.
ემა სიცილით ცდილობდა, საუბარი კვლავ საჭირო კალაპოტში დაებ-
რუნებინა, მაგრამ მისტერ ელტონის უკიდურეს მზრუნველობას ბოლო
არ უჩანდა, რაც თანდათან ემას გაღიზიანებას იწვევდა. ყველაფერი
მართლაც იმაზე მიანიშნებდა – დამალვას მისტერ ელტონი აღარც კი
ცდილობდა – რომ ეს ჯენტლმენი ჰარიეტის კი არა, ემას სიყვარულზე
აცხადებდა პრეტენზიას. ყოვლად ამაზრზენი იყო საკითხის ასე შემოტ-
რიალება, გრძნობათა ასეთი არამდგრადობა! ემას სიმშვიდის შენარჩუ-
ნება სულ უფრო უჭირდა.
მისტერ ელტონი უცებ მისის უესტონს მიუბრუნდა, რათა მისგან მი-
ეღო მხარდაჭერა: „იქნებ მისის უესტონმაც დაბეჯითებით სცადოს და
მის ვუდჰაუზი როგორმე დაითანხმოს, რომ არ ღირს მისის გოდარდთან
ვიზიტი, ვიდრე საბოლოოდ არ გაირკვევა, მის სმითის ანგინა გადამდე-
ბია თუ არა. არა, მის ვუდჰაუზი უნდა შეჰპირდეს, თორემ ისე ვერაფ-
რით მოისვენებს. ნუთუ მისის უესტონი მის ვუდჰაუზზე გავლენას ვერ
იქონიებს, რომ მისტერ ელტონმა ეს პირობა მიიღოს?!“ – როგორი თავ-
დადებულია სხვებისთვის, – არ ჩუმდებოდა მისტერ ელტონი, – საკუ-
თარ თავზე კი ოდნავადაც არ ზრუნავს! უნდოდა, დღეს შინ დავრჩენი-
ლიყავი და ჩემი გაციებისთვის მიმეხედა, თავად კი იმის პირობასაც არ
იძლევა, რომ სახიფათო, ჩირქიან ანგინას განერიდება. განა ეს სამარ-
თლიანია, მისის უესტონ? თავადგანსაჯეთ. არ მაქვს უფლება, დავიჩივ-
ლო? თქვენისთანა კეთილი ქალბატონის მხარდაჭერისა და დახმარების
იმედი ნამდვილად მაქვს.
ემამ მისის უესტონის თვალებში განცვიფრება ამოიკითხა და მას-
შტაბსაც მიხვდა. მისის უესტონის განცვიფრება უდავოდ დიდი იყო,
რადგან მისტერ ელტონი ყოველი სიტყვითა და მანერით თავს უფლებას
აძლევდა, ემას კეთილდღეობა, უპირველესად, სწორედ საკუთარ საზ-
რუნავად ჩაეთვალა.
140
აღშფოთებისგან დაბნეულმა ემამ ვერ მოახერხა, მისტერ ელტონის-
თვის პირდაპირი და საკადრისი პასუხი გაეცა, და იმის იმედად, აი, ახ-
ლა მოეგება გონსო, მკაცრად გახედა.
მერე ტახტიდან ადგა, დის გვერდით გადაინაცვლა და მთელი თავისი
გულისყური ამ უკანასკნელს მიაპყრო.
ახალმა თემამ რენდალსში შეკრებილები ისე სწრაფად მოიცვა, რომ
ემამ ვერც კი მოასწრო, გაეგო, მიუხვდა თუ არა მისტერ ელტონი მდუ-
მარე საყვედურს. საქმე ის გახლდათ, რომ ამინდის შესამოწმებლად გა-
სული მისტერ ჯონ ნაიტლი ოთახში დაბრუნდა და გამოაცხადა, მიწა
თოვლით არის დაფარული, ჯერაც თოვს და ძლიერ ქარს ნამქერი უხ-
ვად მოაქვსო. მერე კი მისტერ ვუდჰაუზს მიმართა: – ეს თქვენი ზამ-
თრის გასართობების ხალისიანი დასაწყისია, სერ. თოვლიან ქარბუქში
გზის გაკვალვა თქვენი მეეტლისა და ცხენებისთვის ნამდვილი გამოც-
დაა.
თავზარდაცემულ მისტერ ვუდჰაუზს ენა ჩაუვარდა, მაგრამ დანარ-
ჩენებს, უკლებლივ ყველას, ჰქონდათ რაღაც სათქმელი. ზოგი გაკვირვე-
ბული იყო, ზოგი – არა, ზოგს რაღაც კითხვები უჩნდებოდა, ზოგი კი
სხვებს სთავაზობდა ნუგეშს. ემა და მისის უესტონი გულმოდგინედ
ცდილობდნენ, მისტერ ვუდჰაუზი გაემხნევებინათ და მისი ყურადღება
სიძისგან რამე სხვაზე გადაეტანათ – სიძისგან, რომელიც თავის ტრი-
უმფს საკმაოდ დაუნდობლად ზეიმობდა.
– თქვენმა სიმტკიცემ მომხიბლა, სერ, – არ ჩუმდებოდა მისტერ ჯონ
ნაიტლი, – ასეთ ამინდში რომ გაბედეთ სახლიდან გასვლა! არადა, იცო-
დით, ძალიან მალე მოთოვდა. მეტიც, გზაშივე თოვდა. მოხიბლული ვარ
თქვენი სულისკვეთებით! ეჭვიც არ მეპარება, შინ მშვიდობით დავბრუნ-
დებით. კიდევ ერთი ან ორი საათი რომ ითოვოს, გზა არ ჩაიხერგება.
თანაც, ორი ეტლით ვართ: ერთს თუ ქარი გადააბრუნებს, მეორე შორი-
ახლო გვეყოლება! ასე რომ, ალბათ, შუაღამისას, ყველანი უსაფრთხოდ
ჩავაღწევთ ჰარტფილდში.
მისტერ ჯონ ნაიტლის მისტერ უესტონიც აჰყვა – თავისებური ტრი-
უმფით აღიარებდა, რომ იცოდა, ადრე თუ გვიან მოთოვდა, მაგრამ სიტ-
141
ყვა არ დაუძრავს, ვაითუ მისტერ ვუდჰაუზმა ინერვიულოს და შინ მა-
ლე დასაბრუნებლად უამინდობა მოიმიზეზოსო. რაც შეეხება მათი გამ-
გზავრების უამინდობის გამო შეფერხებას, ირწმუნებოდა, საგანგაშო
არაფერია, შინ უპრობლებოდ დაბრუნდებითო, თუმცა გულის სიღრმე-
ში ძალიან უნდოდა, გზა ჩახერგილიყო და ყველანი რენდალსში და-
ეტოვებინა.
გულუბრყვილობამდე გულკეთილი, სრულიად დარწმუნებული იყო,
რომ მცირედი გამჭრიახობით უკლებლივ ყველას დაბინავებას შეძლებ-
და; მხარდასაჭერად ცოლიც კი მოიხმო, თუმცა, მისის უესტონს ვერაფ-
რით წარმოედგინა, ეს როგორ უნდა მოეხერხებინათ, როცა სახლში
მხოლოდ ორი თავისუფალი ოთახი ჰქონდათ.
– ემა, ჩემო საყვარელო, რა უნდა ვქნათ? – გახლდათ პირველი, რაც
კარგა ხნის შემდეგ მისტერ ვუდჰაუზს აღმოხდა. მოხუცი ემასგან ნუ-
გეშს ითხოვდა და ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა – ცხენებისა და ჯე-
იმსის ყოვლისშემძლეობის საოცარი სურათები დაუხატა და დაარწმუ-
ნა, უამინდობა ვერაფერს დაგვაკლებსო. მოკლედ, იმდენი ქნა, რომ მამა
ცოტათი დაამშვიდა.
მისტერ ვუდჰაუზის უფროსი ქალიშვილის შფოთვა მამისას არაფ-
რით ჩამოუვარდებოდა. მის წარმოსახვაში ხატოვნად და სრულყოფი-
ლად დაიხატა მთელი ის საშინელება, რასაც მისთვის რენდალსში ჩარ-
ჩენა წარმოადგენდა მაშინ, როცა მისი შვილები ჰარტფილდში იყვნენ!
მისი ღრმა რწმენით, მგზავრობას ახლა მხოლოდ თავგადასავლების
მოყვარულები თუ გაბედავდნენ, თუმცა გამოდარებას ნამდვილად ვერ
მოუცდიდა. ამდენად, მხოლოდ ეს მოიფიქრა: მამა და ემა რენდალსში
დარჩენილიყვნენ, ხოლო თავად ქმართან ერთად დაუყოვნებლივ წასუ-
ლიყო, ნამქერის გროვებისა თუ ყოველგვარი დაბრკოლების მიუხედა-
ვად.
– საყვარელო, სჯობს, ახლავე იხმო ეტლი, – მიმართა ქმარს იზაბე-
ლამ, – რაც უფრო მალე გავალთ, მით უფრო იოლად ჩავაღწევთ ჰარ-
ტფიდლში. სერიოზული დაბრკოლების შემთხვევაში, მზად ვარ, ეტლი-
დან ჩამოვიდე და ფეხით ვიარო. სრულებითაც არ მეშინია. ნახევარი
142
გზის ფეხით გავლა არაფერია ჩემთვის. ფეხსაცმელს შინ მისვლისთანა-
ვე გამოვიცვლი, თანაც ასეთი რამეებისგან არ ვცივდები.
– უყურე შენ! – მიუგო ქმარმა, – რა უჩვეულოა, არადა, როგორც წე-
სი, ყველაფრისგან ცივდები. და ფეხით სიარულისთვის, მგონი, ზედმე-
ტად ლამაზი ფეხსაცმელი გაცვია. შენ კი არა, ასეთ ამინდში ცხენებსაც
გაუჭირდებათ სიარული.
იზაბელამ მისის უესტონს გადახედა, მასაც სხვა რა გზა ჰქონდა –
გეგმა მხოლოდ მოიწონა. იზაბელა ახლა ემას მიუბრუნდა, მაგრამ მის
დას ასე იოლად არ ჩაექნია ხელი, ჯერ კიდევ არ კარგავდა იმედს, რომ
ყველა ერთად მოახერხებდა შინ დაბრუნებას.
ამ საკითხზე ჯერაც მსჯელობდნენ, როცა ოთახში მისტერ ნაიტლი
შევიდა. ძმის პირველი ცნობების მოსმენისთანავე გარეთ გასულიყო,
რათა პირადად შეემოწმებინა ვითარება.
შედეგად, დანამდვილებით შეეძლო ეთქვა, რომ შინ წასვლა არავი-
თარ სირთულეს არ წარმოადგენდა არც ახლა და არც თუნდაც ერთ სა-
ათში.
მისტერ ნაიტლი ჭიშკარს კარგა მანძილით გასცდენოდა, ჰაიბერის
მთავარ გზაზე გარკვეული მონაკვეთი გაევლო და ენახა, რომ თოვლის
საფარი ნახევარ ინჩსაც არ აღწევდა, ბევრ ადგილას კი მიწა ვერც კი
დაეფარა. ამჟამად ძალიან წვრილად თოვდა, ღრუბლები კი უკვე იფან-
ტებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თოვა მალე საერთოდ შეწყდებოდა.
მეეტლეებიც ენახა და ორივესგან დასტური მიეღო, საგანგაშო არაფე-
რიაო.
ამ ამბავმა იზაბელას შვება მოჰგვარა. ემასაც არანაკლებ ესიამოვნა,
უფრო კი მამის გამო, რომელიც უმალ დამშვიდდა, რამდენადაც ამის
საშუალებას თავისი ნერვული მდგომარეობა აძლევდა. თუმცა აწ უკვე
ჩამოკრული განგაშის ზარები ისე მაინც ვეღარ დადუმდებოდნენ, რომ
მისტერ ვუდჰაუზს რენდალსში ვიზიტი არხეინად გაეგრძელებინა. და-
იჯერა, შინ წასვლა ყოვლად უსაფრთხოაო, მაგრამ ამქვეყნად ვერავინ
დაარწმუნებდა, რომ რენდალსში გაჩერენაც უსაფრთხო იყო. სანამ და-
ნარჩენები მის გამხნევებას ცდილობდნენ, ემამ და მისტერ ნაიტლიმ ეს
143
საკითხი მოკლე დიალოგით მოაგვარეს: – მამათქვენი ვერ მოისვენებს.
რატომ არ წახვალთ?
– მე მზად ვარ, თუ სხვებიც მზად არიან.
– დავრეკო ზარი?
– დარეკეთ.
ზარი დაირეკა და ეტლები გამოიძახეს. ემა იმედოვნებდა, რომ ამ ვი-
ზიტის დასრულება მის ერთ ჭირვეულ თანამგზავრს გამოაფხიზლებდა,
ხოლო მეორეს გუნებას გამოუკეთებდა.
ეტლი მოვიდა და მისტერ ვუდჰაუზი, რომელიც მსგავს სიტუაციებში
ყოველთვის პრივილეგიით სარგებლობდა, თავის ეტლამდე მისტერ ნა-
იტლიმ და მისტერ უესტონმა მიაცილეს, თუმცა ვერაფრით მოახერხეს
მისი განახლებული შფოთვა დაეცხროთ; შფოთვა კი მისტერ ვუდჰაუზს
თოვლით გადათეთრებულმა გზამ და ბნელმა ღამემ მოჰგვარა. ქოთქო-
თებდა, წინ ძალიან მძიმე გზა გველისო; საბრალო იზაბელას არ მოეწო-
ნებაო; საბრალო ემა სხვა ეტლში უნდა დაჯდესო...
გადაწყდა, ამ გზის დასაძლევად, რაც შეიძლება, ახლო-ახლო ევ-
ლოთ. ჯეიმსი გააფრთხილეს, მეორე ეტლისთვის მოეცადა.
მისტერ ვუდჰაუზის შემდეგ ეტლში იზაბელა ავიდა, ხოლო ჯონ ნა-
იტლი, რომლის ადგილიც სინამდვილეში სხვა ეტლში იყო, ინსტინქტუ-
რად ცოლის გვერდით მოთავსდა. მოკლედ, ემა მეორე ეტლისკენ მხო-
ლოდ მისტერ ელტონმა მიაცილა და მეტიც, მის პირდაპირ მოკალათდა.
ეს კი ნიშნავდა, რომ tête-à-tête43 უნდა ემგზავრათ. ემას იმდღევანდე-
ლი ეჭვები რომ არა, მათი განმარტოება სასიამოვნოც კი იქნებოდა –
ემა მას ჰარიეტის შესახებ ალაპარაკებდა და გზა სამჯერ უფრო მოკლე
მოეჩვენებოდათ. მაგრამ ახლა თავს უხერხულად გრძნობდა – ეჭვიც არ
ეპარებოდა, რომ მისტერ უესტონის კარგი ღვინით შეზარხოშებული
მისტერ ელტონი სისულელებს წამოროშავდა.
მისტერ ელტონი ყოველმხრივ რომ შეებოჭა, ემამ ეტლის კარის და-
კეტვისთანავე მტკიცედ გადაწყვიტა, თანამგზავრისთვის დაესწრო და
144
შესაშური სიმშვიდითა და სერიოზულობით სიტყვა ამინდსა და თოვ-
ლიან ღამეზე ჩამოეგდო, მაგრამ ძლივს მოასწრო ორიოდე სიტყვის
თქმა, რომ საუბარი გააწყვეტინეს, ხელი ჩასჭიდეს, მისი ყურადღება
მოითხოვეს და გახელებით შეუდგნენ მისთვის სიყვარულის ახსნას. მის-
ტერ ელტონი ამ უძვირფასესი შემთხვევით სარგებლობდა და აცხადებ-
და იმ გრძნობის შესახებ, რაც მის ვუდჰაუზს ალბათ ისედაც გადასარე-
ვად მოეხსენებოდა...
იმედოვნებდა... შიშობდა... აღმერთებდა... მზად იყო სიკვდილის-
თვის, თუ უარს მიიღებდა, თუმცა, თავს იმით იმშვიდებდა, რომ ქალის
გულს სწორუპოვარი თავდადებით, უბადლო სიყვარულითა და მხურ-
ვალე ვნებებით მოიგებდა. ერთი სიტყვით, მისტერ ელტონი მეტად
მტკიცედ ითხოვდა, რაც შეიძლება მალე დასთანხმებოდნენ მის წინადა-
დებას; ჰარიეტის სატრფო მისტერ ელტონი ყოველგვარი ყოყმანის, ბო-
დიშისა და მოკრძალების გარეშე ემას უხსნიდა სიყვარულს. ემა მის შე-
ჩერებას შეეცადა, მაგრამ ამაოდ. მისტერ ელტონი გაჩუმებას არ აპი-
რებდა, სანამ ყველაფერს არ იტყოდა. გაცეცხლებული ემა თავს იიმე-
დებდა, რომ ეს სიგიჟე, ნაწილობრივ მაინც, სიმთვრალისა და წუთიერი
უგუნურების შედეგი იყო, ამიტომ ცდილობდა, მოთმინება არ დაეკარგა
და მისტერ ელტონს ნახევრად სერიოზულად და ნახევრად ხუმრობით
(რაც მისი აზრით, ყველაზე შესაფერისი რეაქციაიყო) მიმართა: – გაოგ-
ნებული ვარ, მისტერ ელტონ. მგონი, ჩემს მეგობარში გეშლებით! თუ ეს
სიტყვები მის სმითს ეკუთვნის, სიამოვნებით გადავცემ, მაგრამ მე ვე-
რაფრით მივიღებ თქვენს...
– მის სმითს ეკუთვნის?! რას გულისხმობთ... – მისტერ ელტონი ემას
სიტყვებს ისეთი ხაზგასმითა და თავდაჯერებით, ისეთი ყალბი სიამაყი-
თა და მოჩვენებითი განცვიფრებით იმეორებდა, რომ ემამ ვეღარ მოით-
მინა და მკაცრად მიუგო: – მისტერ ელტონ, თქვენი ესოდენ უცნაური
ქცევა მხოლოდ ერთი რამით შემიძლია ავხსნა: ახლა საკუთარ თავს არ
ეკუთვნით, თორემ ვერც მე დამელაპარაკებოდით ასე და ვერც ჰარიეტს
მოიხსენიებდით ასეთი ტონით ჩემი თანდასწრებით. თუ თავის ხელში
145
აყვანასა და გაჩუმებას შეეცდებით, გპირდებით, მეც შევეცდები, დავი-
ვიწყო!
მაგრამ მისტერ ელტონს ღვინო იმდენი დაელია, რომ გამბედაობა
მომატებოდა, და არა იმდენი, რომ ჭკუა არეოდა; გადასარევად იცოდა,
რასაც აკეთებდა. მხურვალედ გააპროტესტა, თქვენი ეჭვები ჩემთვის
უაღრესად შეურაცხმყოფელიაო, და დაამატა, მის სმითს პატივს ვცემ,
როგორც თქვენს მეგობარს, მაგრამ გამოგიტყდებით, ვერაფრით ვხვდე-
ბი, ახლა რა სახსენებელი იყოო. მერე კი თავის მგზნებარე გრძნობებს
დაუბრუნდა და მონოლოგი იმედიანად დაასრულა, ერთი სული მაქვს,
როდის მოვისმენ დადებით პასუხსო.
ემას სულ უფრო მეტად ეშლებოდა ნერვები თურმე არც ისე მთვრა-
ლი მისტერ ელტონის სითავხედეზე, მაგრამ მაინც ცდილობდა, ზრდი-
ლობა არ დაეკარგა: – შეუძლებელია, კიდევ რაიმეში დავეჭვდე. საკმა-
ოდ ნათლად თქვით ყველაფერი. მისტერ ელტონ, უკიდურესად გაოცე-
ბული ვარ. იმ მოპყრობის შემდე, რის მოწმეც ბოლო თვის განმავლობა-
ში ვიყავი, იმ ყურადღების შემდეგ, რასაც მის სმითის მიმართ იჩენდით
და რასაც ყოველდღე ვაკვირდებოდი, თქვენი ეს სიტყვები თქვენივე ხა-
სიათის არამდგრადობაზე მიუთითებს, რასაც ნამდვილად ვერასდროს
წარმოვიდგენდი! მერწმუნეთ, სერ, ძალიან შორს ვარ იმისგან, რომ
თქვენი გრძნობების მადლიერი ვიყო.
– ღმერთო, დიდებულო! – წამოიძახა მისტერ ელტონმა, – ეს რას
ნიშნავს?! მის სმითი?! ჩემს ცხოვრებაში მის სმითზე ერთი წამითაც არ
მიფიქრია! ყურადღებას ვიჩენდი მხოლოდ როგორც თქვენი მეგობრის
მიმართ. თქვენი მეგობრობა რომ არა, არც კი ვიდარდებდი, ცოცხალია
თუ მკვდარი. თავად თუ რამე სხვაგვარად ეგონა, თავის თავს დააბრა-
ლოს – თავისსავე სურვილებს შეუყვანია შეცდომაში და ძალიან ვწუხ-
ვარ... უაღრესად ვწუხვარ... მაგრამ ღმერთო, რა მის სმითი?! მის ვუდ-
ჰაუზ! არსებობს კი ადამიანი, ვინც მის სმითზე იფიქრებს, როცა გვერ-
დით მის ვუდჰაუზია?! არა, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არავითარ ხა-
სიათის არამდგრადობასთან არ გვაქვს საქმე. მე მხოლოდ თქვენზე
ვფიქრობდი და ოდნავი ყურადღებაც კი არ გამომიჩენია ვინმეს მიმართ,
146
თქვენ გარდა. ყველაფერი, რაც კი მითქვამს ან გამიკეთებია გასული
კვირების განმავლობაში, ერთადერთ რამეს ემსახურებოდა – თქვენ-
თვის ჩემი სიყვარულის დამტკიცებას. არა, არა, შეუძლებელია... რო-
გორ შეიძლება, ჩემში ეჭვი შეგეპაროთ. არა! – და მისტერ ელტონმა
მრავალმნიშვნელოვნად დასძინა, – დარწმუნებული ვარ, თქვენი თვა-
ლებით ხედავდით და გესმოდათ ჩემი.
ძნელი გადმოსაცემია, რა იგრძნო ემამ ამ სიტყვების გაგონებისას –
ერთბაშად იმდენად უსიამოვნო განცდები დაეუფლა, რომ მაშინვე შეპა-
სუხება გაუჭირდა. მისი დუმილი კი მისტერ ელტონის იმედისთვის საკ-
მარისზე მეტი აღმოჩნდა, კვლავ წაავლო ემას ხელი და საზეიმოდ აღ-
მოხდა: – ულამაზესო მის ვუდჰაუზ! ნება მომეცით, თქვენი დუმილი ისე
გავიგო, რომ დიდი ხანია, გესმით ჩემი.
– არა, სერ, – მტკიცედ თქვა ემამ, – მსგავსი არაფერი! არა მხოლოდ
არ მესმის, არამედ ამ წუთამდე თქვენს შეხედულებებზე სრულიად
მცდარი წარმოდგენა მქონდა. ძალიან ვწუხვარ, გრძნობებს რომ გასაქა-
ნი მიეცით – ცოტა რამეა, რაც ასე ეწინააღმდეგება ჩემს სურვილებს.
სიამოვნებით ვადევნებდი თვალს თქვენს გრძნობებს ჩემი მეგობრის, ჰა-
რიეტის მიმართ, იმას, თუ როგორ მიილტვოდით მისკენ... დიახ, ზუს-
ტად ასე ვხედავდი – მისკენ მიილტვოდით... და გულწრფელადაც გგულ-
შემატკივრობდით. მერწმუნეთ, ერთხელ მაინც რომ შემპარვოდა ეჭვი
თქვენს ზრახვებში, ჰარტფილდში თქვენს ხშირ ვიზიტებს უთუოდ არა-
კეთილგონივრულობაში ჩაგითვლიდით. მოკლედ, დავიჯერო, რომ მის
სმითის ყურადღების მოპოვება არასდროს გიცდიათ? რომ მასზე სერიო-
ზულად არასდროს გიფიქრიათ?
– არასდროს, მადამ, – წამოიყვირა მისტერ ელტონმა. ახლა მისი ჯე-
რი იყო, თავი შეურაცხყოფილად ეგრძნო, – არასდროს! მერწმუნეთ! სე-
რიოზულად ფიქრი მის სმითზე?! მის სმითი ძალიან კარგი გოგონაა და
გამიხარდება, თუ ღირსეულ მეწყვილეს იპოვის. ყველაფერს საუკეთე-
სოს ვუსურვებ. ალბათ არსებობენ კაცები, რომელთაც საწინააღმდეგო
არაფერი ექნებათ მის... ყველას თავისი დონე აქვს... მაგრამ რაც შემე-
ხება მე, მგონი, ჯერ ისეთ შავ დღეში არ ჩავვარდნილვარ, რომ... თანას-
147
წორი მეწყვილის პოვნის იმედი ჯერ არ დამიკარგავს, რომ მის სმითს
ვთხოვო ხელი! არა, მადამ, ჩემი ვიზიტები ჰარტფილდში მხოლოდ და
მხოლოდ თქვენ გიკავშირდებოდათ... და ისე შემაგულიანეთ, რომ...
– შეგაგულიანეთ? მე შეგაგულიანეთ თქვენ? სერ, სრულიად შემ-
ცდარხართ, თუ ასეთი რამ დაუშვით. ჩემს თვალში მხოლოდ ჩემი მე-
გობრის თაყვანისმცემელი იყავით და არ არსებობს სხვა მიზეზი, რის
გამოც ჩემთვის რიგით ნაცნობზე მეტი იქნებოდით. უკიდურესად ვწუხ-
ვარ, მაგრამ კარგია, რომ ეს შეცდომა დროულად გაირკვა, თორემ მის
სმითი, შესაძლოა, შეცდომაში შეგეყვანათ; მით უფრო, რომ ისიც, ჩემი
არ იყოს, ვერაფრით იეჭვებდა, თქვენ შორის თურმე რამხელა უფსკრუ-
ლი ყოფილა, როგორც ამას თავად წარმოაჩენთ. მაგრამ ახლა იმედგაც-
რუება ცალმხრივია და იმედს ვიტოვებ, დიდხანს არც გასტანს. ამ ეტაპ-
ზე დაოჯახების არავითარი სურვილი არ მაქვს.
მისტერ ელტონს სიბრაზისგან ლაპარაკის უნარი წაერთვა. ემას
მტკიცე მანერები მის ხვეწნა-მუდარას განაიარაღებდა. ორმხრივ მდუ-
მარე აღშფოთებას ლამის ჰაერი გაეხეთქა, მაგრამ ერთმანეთისგან შე-
ურაცხყოფილებს, კიდევ რამდენიმე აუტანელი წუთის ერთად გატარება
მოუწევდათ, რადგან მისტერ ვუდჰაუზის დაჟინებული მოთხოვნით, ეტ-
ლები ფეხით მოსიარულის სიჩქარით მოძრაობდა. ამხელა სიბრაზე რომ
არა, მათ შორის უთუოდ უხერხულობა ჩამოვარდებოდა, მაგრამ მათი
მტკიცე და შეუნიღბავი ემოციები ადგილს იოტისოდენა სირცხვილის-
თვისაც კი არ ტოვებდა. ვერც მიხვდნენ, როდის შეუხვია ეტლმა ვიქა-
რიჯ ლეინზე ან როდის გაჩერდა. მისტერ ელტონის ჭიშკართან იდგნენ.
ეს უკანასკნელი უსიტყვოდგადახტა ეტლიდან, მაგრამ ემამ საჭიროდ
ჩათვალა, მშვიდობიანი ღამე ესურვებინა. ფორმალობაზე ფორმალო-
ბითვე უპასუხეს – ცივად და ამაყად.
ეტლი დაიძრა და გაცეცხლებული ემა ჰარტფილდისკენ წაიყვანა.
მისტერ ვუდჰაუზი, რომელსაც, ცხადია, შიშის კანკალს ჰგვრიდა აზრი,
რომ ქალიშვილს ვიქარიჯ ლეინიდან არა ჯეიმსის, არამედ რიგითი მე-
ეტლის იმედად, მარტოს უნდა ემგზავრა, ეტლს კი ისეთ მოსახვევში უნ-
და შეეხვია, რომელზე ფიქრიც კი საზარელი იყო, შინ მშვიდობით დაბ-
148
რუნებულ ქალიშვილს ზარ-ზეიმით შეეგება. თვით მისტერ ჯონ ნაიტ-
ლიც ახლა სიკეთესა და ყურადღებას ასხივებდა და, საკუთარი უცხვირ-
პირობისგან შერცხვენილი, იმდენად ზრუნავდა სიმამრის კომფორტზე,
რომ მზად იყო, მთლად ფაფას თუ ვერ შეჭამდა, ამ ფაფის გამორჩეულ
სიკეთეებზე მაინც ელაპარაკა. ერთი სიტყვით, დღე ყველასთვის კეთი-
ლად სრულდებოდა, ემას გარდა, რომელიც ასე მოუსვენრად ცხოვრება-
ში არ ყოფილა, თუმცა, თავს არ ზოგავდა, რომ არაფერი შეტყობოდა –
თავს იმხიარულებდა და ოჯახის წევრებს ყურადღებას არ აკლებდა, სა-
ნამ განმარტოება და მომხდარის მშვიდ გარემოში აწონ-დაწონა არ
შეძლო.
149
თავი 16
152
ემასაც უყვარდა. ალბათ სწორედ ამაზე ააწყო თავისი სამომავლო გეგ-
მები და კეთილდღეობა.
ემა ერთხანს ძალიან ბრაზობდა მისტერ ელტონის მანერებისა და ამ-
პარტავნების აშკარა შეუთავსებლობაზე, მაგრამ მალევე იძულებული
გახდა, გულზე ხელი დაედო და ეღიარებინა: მის მიმართ იმდენად თავა-
ზიანი, თბილი და ყურადღებიანი იყო, რომ საშუალო შეგნების კაცი,
რომელიც არც დაკვირვებული თვალით გამოირჩეოდა და არც მიხვედ-
რილობით (მას ხომ ემას სინაზის ჭეშმარიტი მოტივი შეუმჩნეველი
დარჩა!), მართლაც ადვილად დაიჯერებდა, ჰარტფილდის დიასახლისის
უპირობო რჩეული ვარო. ბოლოს და ბოლოს, თავადაც ხომ არასწორად
გაიგო მისი გრძნობები?! სწორედ ამიტომ, ნამდვილად არ ჰქონდა უფ-
ლება, პირადი ინტერესებით დაბრმავებული მისტერ ელტონის მცდარი
წარმოდგენები გაჰკვირვებოდა. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით,
რომ პირველი და უმთავრესი უპატიებელი შეცდომა თავად დაუშვა –
თავს უფლება მისცა, ორი ადამიანის ბედის მოწყობაში ჩარეულიყო.
ძალიან შორს წავიდა; ძალიან ბევრი რამ აიღო საკუთარ თავზე; ძალი-
ან მსუბუქად მოეკიდა მეტად სერიოზულ საქმეს და ძალიან დიდი
ენერგია დახარჯა იმაზე, რაც, წესით, მარტივად უნდა გამოსულიყო.
გულწრფელად წუხდა და რცხვენოდა. საკუთარ თავს პირობა მისცა,
ასე აღარასდროს მოვიქცევიო.
„ჩემი ბრალია“, ფიქრობდა დანანებით, „იმდენი ვუჩიჩინე, რომ ამ
კაცის მიმართ სერიოზული გრძნობები გავუჩინე. მე რომ არა, მასზე შე-
იძლება არც არასდროს ეფიქრა; ყოველ შემთხვევაში, მე რომ არ და-
მერწმუნებინა, იმედი არ გაუჩნდებოდა; თვითონ ვერასდროს წარმოიდ-
გენდა, რადგან ძალიან თავმდაბალი და მორიდებული ადამიანია; სხვა-
თა შორის, თავის დროზე, მისტერ ელტონიც სწორედ ასეთი მეგონა.
ღმერთო!
როგორ მიხაროდა, როცა დავარწმუნე, ახალგაზრდა მარტინის წინა-
დადებაზე უარი ეთქვა. თუმცა, ამ შემთხვევაში მაინც მართალი ვიყავი.
სწორად მოვიქეცი, მაგრამ აქ უნდა გავჩერებულიყავი და დანარჩენი
დროისა და ბედისთვის მიმენდო. კარგ საზოგადოებას ვაცნობდი და სა-
153
შუალებას ვაძლევდი, ღირსეული ადამიანის ყურადღება მოეპოვებინა.
საბრალო გოგონა! ახლა, რაღაც ხანს დაიტანჯება. ვერ გამოვდექი ნამ-
დვილი მეგობარი. ნამდვილად არ მაქვს წარმოდგენა, ვინ შეიძლება
გახდეს მისთვის ღირსეული მეწყვილე... უილიამ ქოკსი... ღმერთო, არა!
ვერ ავიტან უილიამ ქოკსს – ამ თვითკმაყოფილ ვექილს“.
ემა გაჩერდა, გაწითლდა და გაეცინა – ჯერ კიდევ მტკიცე იყო ძველი
ჩვეულება. მერე კი უფრო სერიოზულ, მძიმე ფიქრებს მიეცა. ფიქრობდა
ყველაფერზე, რაც მოხდა, რაც შეიძლებოდა, მომხდარიყო და რაც აუ-
ცილებლად მოხდებოდა. ყველაზე უსიამოვნო და გარდაუვალი კი ჰა-
რიეტისთვის ამის შეტყობინება იყო; საბრალო ჰარიეტს წინ დიდი ტან-
ჯვა ელოდა; მომდევნო შეხვედრები უხერხულობით იქნებოდა სავსე;
ურთიერთობის გაგრძელებაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა; საჭირო იქნე-
ბოდა ემოციების ჩახშობა, შეურაცხყოფის შენიღბვა და დამამცირებე-
ლი ჭორების თავიდან არიდება – ემა მსგავს სევდიან თემებზე კარგა
ხანს ფიქრობდა, თუმცა, როცა ბოლოს და ბოლოს, დასაძინებლად დაწ-
ვა, მკაფიოდ ვერაფერზე შეჯერებულიყო; დარწმუნებით მხოლოდ ის
იცოდა, რომ თავისი საზარელი შეცდომის გამო, მეტისმეტად მიექარა.
მისი მწუხარება ხანმოკლე აღმოჩნდა. ძნელია, მისნაირ სიცოცხლით
სავსე ახალგაზრდას ახალმა დღემ განწყობა არ გამოუკეთოს – ახალ-
გაზრდული სული და დილის ხალისი ერთმანეთს ხომ შეხმატკბილებუ-
ლად ეწყობა. ხოლო თუ განსაცდელი იმდენად მტკივნეული არაა, რომ
ღამე თვალი არ მოგახუჭინოს, მაშინ თვალის გახელა უდავოდ ტკივი-
ლის შემსუბუქების შეგრძნებასა და უფრო ნათელი მომავლის იმედს
მოიტანს.
და მართლაც, სევდიანი ღამის შემდეგ, ემა ლოგინიდან ბევრად უკე-
თეს გუნებაზე ადგა: მზად იყო, პრობლემებისთვის ნაკლები მნიშვნელო-
ბა მიენიჭებინა და იმედოვნებდა, რომ სიტუაციიდან მეტ-ნაკლებად იო-
ლად გამოძვრებოდა.
მეტად ანუგეშებდა აზრი, რომ მისტერ ელტონს ის სულაც არ უყვარ-
და და არც იმდენად კეთილშობილი კაცი გახლდათ, რომ მასზე ენერვი-
ულა. გარდა ამისა, არც ჰარიეტი განეკუთვნებოდა ისეთ მგრძნობიარე
154
ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ყველაფერს მწვავედ განიცდიან და
ტკივილს დიდხანს ვერ ივიწყებენ. ასევე, არ იყო საჭირო, ეს ამბავი სამი
მთავარი მოქმედი პირის გარდა, ვინმეს გაეგო, განსაკუთრებით კი –
მისტერ ვუდჰაუზს, სწორედ ამიტომ, ემას ოდნავი უხერხულობაც კი არ
უნდა შესტყობოდა.
ამ მეტად გამამხნევებელ ფიქრებს ერთი გარემოებაც ამყარებდა –
დიდთოვლობა, რომელიც ამ სამის შეხვედრას დროებით შეაფერხებდა.
ამინდი მართლაც ძალიან უწყობდა ემას ხელს. მისტერ ვუდჰაუზი
ვერაფრით აიტანდა, ამხელა თოვლში ქალიშვილი, თუნდაც შობას, ეკ-
ლესიაში მაინც გაეშვა. ჰოდა, ემაც დაზღვეული იყო: ყოვლად უსიამოვ-
ნო და შეუფერებელი აზრების ვერც წყარო გახდებოდა და ვერც – მიმ-
ღები. თოვლით დაფარული მიწა და სეირნობისთვის ყველაზე მოუხერ-
ხებელი ამინდი, როცა ხან ყინავს, ხან კი თოვლ-ჭყაპია, ემას კარგა
ხნით საპატიო პატიმრად აქცევდა. არავითარი კავშირი ჰარიეტთან
(მოსაკითხ ბარათებს თუ არ ჩავთვლით); არავითარი ეკლესიაში სიარუ-
ლი კვირაობით (იმავე მიზეზით, რაც შობას) და არავითარი ახსნა-გან-
მარტება დაკარგული მისტერ ელტონის გამო.
სწორედ ამინდი იყო, ყველას რომ ამართლებდა და მისტერ ვუდჰა-
უზს არ უჩენდა კითხვას, მის სმითი და მისტერ ელტონი რატომ აღარ
გვსტუმრობენო. თავად მისტერ ვუდჰაუზს შინაპატიმრობა დიდ კმაყო-
ფილებას ჰგვრიდა, რაც, მომხდარის გათვალისწინებით, ემასაც ძალიან
სიამოვნებდა. უფრო მეტად კი ესიამოვნა მამის კითხვა მისტერ ნაიტ-
ლის მისამართით, რომელსაც ჰარტფილდში სტუმრობას ვერანაირი უა-
მინდობა ვერ გადააფიქრებინებდა.
– აჰ, მისტერ ნაიტლი! საბრალო მისტერ ელტონს რატომ არ მიჰბა-
ძეთ და შინ რატომ არ დარჩით?
ეს კითხვა დამაიმედებლად ჟღერდა, მიუხედავად იმისა, რომ ემა
დარწმუნებული იყო, უამინდობას არც მისტერ ელტონი უშინდებოდა
და ამა თუ იმ საზოგადოებაში მშვენივრად იქცევდა თავს.
ემას პირად მოუსვენრობას თუ არ ჩავთვლით, დიდთოვლობის პე-
რიოდი შესაშური სიმყუდროვით გამოირჩეოდა – ამგვარი შინაპატიმ-
155
რობა მისი სიძისთვის ზედგამოჭრილი იყო. მისტერ ჯონ ნაიტლი ისე
ნანობდა რენდალსში გამოვლენილ უცხვირპირობას, რომ ჰარტფილ-
დში, დარჩენილი დროის განმავლობაში, თავაზიანობას მისთვის ერ-
თხელაც კი არ უღალატია. გულკეთილად და დაუზარლად იქცეოდა,
ყველას ტკბილად ესაუბრებოდა.
თუმცა, რაც უნდა სიმყუდროვე ყოფილიყო სახლში და რაც უნდა
ხელსაყრელი ყოფილიყო უამინდობა, ემამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან
ჰარიეტთან შეხვედრა მოუწევდა; უსიამოვნო მოლოდინი ბოროტი აჩ-
რდილივით დასდევდა და სიმშვიდეს უკარგავდა.
156
თავი 17
161
თავი 18
162
ეს ამბავი მალე მისტერ ნაიტლისაც მოახსენა და, როლში შესულმა,
ჩერჩილების საქციელზე საჭიროზე მეტიც იხვნეშა. ილაპარაკა უპირა-
ტესობებზე, რასაც ამგვარი სტუმარი სურეის ჩაკეტილ საზოგადოებას
შეჰმატებდა; სიხარულზე, რომელსაც ახალი ადამიანის გამოჩენა გამო-
იწვევდა და საზეიმო განწყობაზე, ჰაიბერიში მისი ვიზიტი რომ შექმნი-
და. სიტყვა კი ჩერჩილების განსჯით დაასრულა. მისტერ ნაიტლის შე-
ეკამათა კიდეც და, მეტი დამაჯერებლობისთვის, მისის უესტონის ის
არგუმენტები მოიშველია, რასაც თავის დროზე თვითონ არავითარ შემ-
თხვევაში არ იზიარებდა. ემა მისტერ ნაიტლის თავისივე მოსაზრების
საწინააღმდეგო არგუმენტებით ეკამათებოდა და ამის გამო საკუთარ
თავზე ეცინებოდა კიდეც.
– ჩერჩილები ნამდვილად არასწორად იქცევიან, – უემოციოდ დასძი-
ნა მისტერ ნაიტლიმ, – მაგრამ ახალგაზრდა ჯენტლმენი, სურვილის
შემთხვევაში, ალბათ მაინც ჩამოვიდოდა.
– არ მესმის, ასე რატომ ფიქრობთ. დარწმუნებული ვარ, ჩამოსვლა
ძალიან უნდა, მაგრამ ბიძა და ბიცოლა არ უშვებენ.
– ვერ დავიჯერებ, რომ იმის უფლება არა აქვს, განზრახული განა-
ხორციელოს. მტკიცებულებების გარეშე ასეთ სისულელეს ვერ დავიჯე-
რებ.
– რა უცნაური ადამიანი ხართ! ამისთანა რა ჩაიდინა მისტერ ფრენკ
ჩერჩილმა, რომ ასეთ უბადრუკ არსებად მიიჩნევთ?
– სრულებითაც არა. პირიქით – ეჭვი მაქვს, საკუთარ ახლობლებზე
მაღლა დგომა და საკუთარი სიამოვნებების გარდა ყველაფრისადმი
გულგრილი დამოკიდებულება იმ ადამიანებთან ხანგრძლივი ცხოვრე-
ბის შედეგად ისწავლა, რომელთაც სწორედ ამის მაგალითი მისცეს. სამ-
წუხაროდ, ყოვლად ბუნებრივია, რომ კაცი, რომელიც ქედმაღალმა, ფუ-
ფუნების მოყვარულმა და ეგოისტმა ადამიანებმა გაზარდეს, თავადაც
ქედმაღალი, ფუფუნების მოყვარული და ეგოისტი იყოს. ფრენკ ჩერ-
ჩილს რომ მამამისის ნახვა უნდოდეს, სექტემბრიდან იანვრამდე ამას
როგორღაც მოახერხებდა. შეუძლებელია, მისი ასაკის კაცი – რამდენი
163
წლის არის? ოცდასამის? ოცდაოთხის? – ასეთ უფლებებს მოკლებული
იყოს. უბრალოდ, შეუძლებელია!
– ასე მსჯელობა თქვენთვის ადვილია. მაგრამ თქვენ, როგორც მუდამ
საკუთარი თავის ბატონ-პატრონი, სხვებზე დამოკიდებულების საკით-
ხში მსაჯულად არ გამოდგებით, მისტერ ნაიტლი. თქვენ არ იცით, რას
ნიშნავს სხვებისთვის მუდმივად ანგარიშის გაწევა.
– ძალიან რთული წარმოსადგენია, ოცდასამი-ოცდაოთხი წლის კაცს
გონების ან გადაადგილების თავისუფლება აკლდეს. წესით, არც ფული
აკლია და არც თავისუფალი დრო. პირიქით, როგორც ვიცით, ორივე
უხვად აქვს და შეუძლია, ეს ფუფუნებანი ყველა იმ ადგილას მოიხმა-
როს, სადაც სამეფოს ყველაზე დიდი უსაქმურები იყრიან თავს – ხან
ერთ საზღვაო კურორტზეა და ხან მეორეზე. ცოტა ხნის წინ უეიმათში
ბრძანდებოდა. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ჩერჩილების და-
ტოვება შეუძლია.
– ჰო, ხანდახან შეუძლია.
– ანუ მაშინ, როცა ფიქრობს, რომ უღირს; როცა სასიამოვნო საცდუ-
რი ეგულება.
– დიდი უსამართლობაა, განსაჯო ის, ვის ოჯახურ მდგომარეობასაც
ახლოს არ იცნობ. ვერავინ, ვისაც ოჯახის შიდა სამზარეულოში არ ჩა-
უხედავს, ვერ იტყვის, რა სირთულეების წინაშეა მისი რომელიმე წევრი.
ენსკოუმბს და მისის ჩერჩილს უნდა ვიცნობდეთ, რომ თავს უფლება
მივცეთ, გადავწყვიტოთ, რისი გაკეთება შეუძლია მის შვილობილს და
რისი – არა. ალბათ არის პერიოდები, როცა მართლაც მეტი თავისუფ-
ლება აქვს, და პირიქით, როცა საერთოდ ვერაფერს გახდება.
– ემა, არსებობს რაღაც, რისი შესრულებაც კაცს, თუ მოისურვებს,
ყოველთვის შეუძლია. ეს მოვალეობაა და მის შესასრულებლად საჭი-
როა არა ეშმაკობა, არამედ ძალა და სიმტკიცე. ფრენკ ჩერჩილის მოვა-
ლეობა კი მამამისის სათანადოდ პატივისცემაა. მისი წერილობითი და-
პირებებიდან კარგად ჩანს, რომ ეს თავადაც მშვენივრად იცის და რომ
მოინდომოს, შეასრულებს კიდეც. სწორად მოაზროვნე კაცი მისის ჩერ-
ჩილს დაუყოვნებლივ და მტკიცედ ეტყოდა: „თქვენი კეთილდღეობის-
164
თვის ყველა რიგით სიამოვნებაზე უარს ვიტყვი, მაგრამ ახლა აუცილებ-
ლად უნდა წავიდე და მამაჩემი ვინახულო; ვიცი, რომ გული ეტკინება,
ასეთ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით საკადრის პატივს
თუ არ მივაგებ. ამდენად, ხვალვე გავემგზავრები“. აი, ამგვარი სიმტკი-
ცის შემთხვევაში, მის გამგზავრებას ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა.
– მაგრამ მაშინ ხომ უკან დაბრუნებისას შეხვდებოდა გარკვეულ წი-
ნააღმდეგობებს?! – სიცილით მიუგო ემამ, – როგორ უნდა გამოიყენოს
მსგავსი რიტორიკა კაცმა, რომელიც ყოველმხრივ სხვებზეა დამოკიდე-
ბული?! თქვენ გარდა, მისტერ ნაიტლი, ამას ვერავინ გაბედავდა. მაგ-
რამ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა მოეთხოვება თქვენგან სრულიად საპი-
რისპირო სიტუაციაში მყოფ ადამიანს. როგორ გგონიათ, მისტერ ფრენკ
ჩერჩილი გაბედავს, ასე ელაპარაკოს გამზრდელ ბიძასა და ბიცოლას,
რომლებიც მის აწმყოსა და მომავალს თავიდან ბოლომდე განკარგა-
ვენ?! როგორ – ადგეს და შუა ოთახში, რაც შეიძლება, ხმამაღლა განაც-
ხადოს თავისი პრეტენზია?! ეს როგორ წარმოიდგინეთ? ასეთი რამ ხომ
პრაქტიკულად შეუძლებელია!
– დამიჯერეთ, ემა, კეთილგონიერ კაცს ეს არ გაუჭირდება. ეცოდინე-
ბა, რომ სიმართლე მის მხარესაა და ამგვარი – რა თქმა უნდა, საკადრი-
სი მანერით გაკეთებული – განაცხადი მას გაცილებით მეტ სიკეთეს
მოუტანს, მის ინტერესებს უფრო გაამყარებს და იმ ადამიანების თვალ-
შიც აამაღლებს, ვისზეცაა დამოკიდებული, ვიდრე ყველა ის ხრიკი და
ფანდი, რომლებსაც მიმართავს ხოლმე. სიყვარულს პატივისცემაც და-
ემატება და ჩერჩილები მიხვდებიან, რომ შეუძლიათ ენდონ; რომ ახალ-
გაზრდა, რომელიც ღირსეულად ექცევა მამას, მათაც ღირსეულად მო-
ექცევა. სინამდვილეში, ჩერჩილებმაც მშვენივრად იციან – ისევე, რო-
გორც თავად ახალგაზრდა კაცმაც იცის და, წესით, ყველამ კარგად უნ-
და იცოდეს – რომ ფრენკ ჩერჩილი მამამისს აუცილებლად უნდა ეწვი-
ოს. მართალია, ჩერჩილები ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ და ვი-
ზიტს განგებ აჭიანურებენ, მაგრამ, გულის სიღრმეში, კარგს არაფერს
უნდა ფიქრობდნენ ვაჟზე, რომელიც მათ ახირებებს უსიტყვოდ ემორჩი-
ლება. სწორი საქციელი ყველა ადამიანში მხოლოდ პატივისცემას იწ-
165
ვევს და ფრენკ ჩერჩილის ასეთი ქცევა – პრინციპული და თანმიმდევ-
რული – ვიწრო აზროვნების მქონე ადამიანებსაც აიძულებდა ახალგაზ-
რდა კაცს იქით დამორჩილებოდნენ.
– ეჭვი მეპარება. თქვენ კი ძალიან გიყვართ ვიწრო აზროვნების მოდ-
რეკა, მაგრამ ვიწრო აზროვნების მქონე ავტორიტეტული და მდიდარი
ადამიანები, ჩემი დაკვირვებით, შუბლის იქამდე გასქელებაში არიან გა-
წაფულნი, სანამ ისევე უმართავებად არ იქცევიან, როგორიც დიდი გო-
ნების მქონე ადამიანები. ჩემი აზრით, თქვენ, მისტერ ნაიტლი, ახლა,
უცებ, მისტერ ფრენკ ჩერჩილის სიტუაციაში რომ ჩაგაგდონ, ნამდვი-
ლად შეძლებთ იმის თქმასა თუ ქმნას, რასაც მას ურჩევთ – და, შესაძ-
ლოა, ჩერჩილებმა შეპასუხებაც ვერ გაგიბედონ, მაგრამ თქვენ არ ხართ
ბავშვობიდან სხვის მორჩილებას ჩვეული; არ იცით, რას ნიშნავს გა-
მუდმებით სხვისი წესებით ცხოვრება! აი, მისთვის კი, ვისაც ეს ყველა-
ფერი გამოცდილი აქვს, არ უნდა იყოს ადვილი, ასე ერთი ხელის მოს-
მით დაიწყოს სრულყოფილად დამოუკიდებელი ცხოვრება და აღარაფ-
რად ჩააგდოს მეურვეთა პრეტენზია, მისგან მადლიერება და მოწიწება
მიიღონ. იქნებ ფრენკ ჩერჩილიც თქვენსავით კარგად არჩევს თეთრსა
და შავს, მაგრამ, თქვენგან განსხვავებით, კონკრეტული გარემოებები არ
აძლევს სათანადოდ მოქცევის საშუალებას.
– თუ სათანადოდ მოქცევა არ შეუძლია, მაშინ არც გარჩევა სცოდ-
ნია. რადგან არ ცდილობს, გამოდის, ნაკლებადაა მის მიზანშეწონილე-
ბაში დარწმუნებული.
– ჰო, მაგრამ თქვენ ორის მდგომარეობასა და ჩვევებში უზარმაზარი
სხვაობაა! ნეტავ, შეგეძლოთ გაგება, რას შეიძლება გრძნობდეს კეთილ-
შობილი ახალგაზრდაკაცი, როცა ღიად უპირისპირდება მას, ვისაც
მთელი ბავშვობა და ჭაბუკობა თუ მთელი ცხოვრება უდიდესი მოწიწე-
ბით ეპყრობოდა.
– მაშ, ჩვენი კეთილშობილი ახალგაზრდა კაცი სინამდვილეში ძალი-
ან სუსტი ყოფილა, თუ სხვათა ნება-სურვილის წინააღმდეგ სწორი ნა-
ბიჯის გადასადგმელად სიმტკიცის გამოჩენა პირველად უწევს. მოვა-
ლეობებისადმი ერთგულება ამ ასაკში ჩვევაში უნდა ჰქონდეს გამჯდარი
166
და ხრიკებს აღარ მიმართავდეს! ბავშვს ვაპატიებ შიშს, კაცს კი ვერა.
პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში საკუთარი თავი წინ უნდა წა-
მოეწია და ჩერჩილების ყოვლად უღირსი ავტორიტეტულობა შეესუს-
ტებინა; უნდა დაპირისპირებოდა მათი მხრიდან მამამისის დაკნინების
პირველსავე მცდელობას. შეგნებული ცხოვრება სათანადო ქცევით რომ
დაეწყო, ახლა აღარავითარი სირთულის წინაშე აღარ იდგებოდა.
– მასზე ვერასდროს შევთანხმდებით, – წამოიძახა ემამ, – ჩემი აზ-
რით, ამაში უჩვეულო არაფერია და ფრენკი არც სუსტი ახალგაზრდა
კაცი მგონია. დარწმუნებული ვარ, რომ მართალი ვარ. სხვათა შორის,
არც მისტერ უესტონია ასეთი ბრმა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე მის
საკუთარ შვილს ეხება. ჩემი აზრით, მისტერ ფრენკ ჩერჩილს უფრო
დამყოლი, დამთმობი, რბილი ხასიათი აქვს და არა ისეთი, როგორიც
სრულყოფილი კაცის შესახებ თქვენს წარმოდგენას შეეფერება. შესაძ-
ლოა, ასეთი ხასიათი გარკვეულ უპირატესობებს უკარგავს, სამაგი-
ეროდ, ბევრი სხვა სიკეთით უზრუნველყოფს.
– ჰო, ამ სიკეთეებში ალბათ გულისხმობთ უძრავად ჯდომას, როცა
ვალდებულია, გაინძრეს; როცა ამაოებითა და უმაქნისი სიამტკბილო-
ბით სავსე ცხოვრებას ეწევა და თავს უმსგავსი ქცევების გამამართლე-
ბელ საბუთთა მოგონების ექსპერტად მიიჩნევს; როცა შეუძლია, ყალბი
თავდადებით გაძეძგილი ლამაზი, ოპტიმისტური წერილები წეროს და
თავი დაირწმუნოს, თითქოს საუკეთესო მეთოდი აქვს ნაპოვნი, შინ სიმ-
შვიდე შეინარჩუნოს, მამამისს კი პრეტენზიის გამოთქმის ყველა უფლე-
ბა ჩამოართვას. მისი წერილები გულს მირევს.
– ვფიქრობ, ამ საკითხში ერთადერთი ხართ. სხვებს ყველას აკმაყო-
ფილებს.
– ვეჭვობ, მისის უესტონს აკმაყოფილებდეს. რთულია, მისნაირი კე-
თილგონიერი და მგრძნობიარე ქალი დააკმაყოფილოს. ის დედის ადგი-
ლასაა, მაგრამ დედობრივი გრძნობები არ აქვს და, ამდენად, არც დაბ-
რმავებულია. მისის უესტონის გამო რენდალსისადმი ყურადღების გა-
მოჩენა ორმაგად სავალდებულო ჟესტია და მისის უესტონი ამ გულგრი-
ლობას, წესით, ორმაგად განიცდის. მისის უესტონი მაღალი სტატუსის
167
ქალი რომ იყოს, ჩემი აზრით, ფრენკ ჩერჩილი აუცილებლად დასდებდა
პატივს და გაიცნობდა, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მის ჩამოსვლა-არჩა-
მოსვლას არც ექნებოდა განსაკუთრებული მნიშვნელობა. თქვენი აზ-
რით, თქვენი მეგობარი მსგავს რამეებზე არ ფიქრობს? არა, ემა, ეგ
თქვენი „კეთილშობილი ახალგაზრდა კაცი“ კეთილშობილია მხოლოდ
ფრანგული გაგებით, ინგლისურით კი არა. შესაძლოა, ძალიანაც „კე-
თილშობილი“ იყოს სასიამოვნო მანერებით, მაგრამ, ინგლისური დელი-
კატურობის თვალსაზრისით, მასში კეთილშობილური არაფერია.
– თითქოს მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი, მასზე ცუდად იფიქროთ.
– მე? არამც და არამც! – უკმაყოფილოდ მიუგო მისტერ ნაიტლიმ, –
სხვებივით, მზად ვარ, ვაღიარო მისი ღირსებები, თუმცა, მათზე არაფე-
რი მსმენია, თუ არ ჩავთვლით გარეგნულ ღირსებებს – აღნაგობასა და
სანდომიან მანერებს.
– რას ვიზამთ, სხვა თუ ვერაფრით მოგვაწონებს თავს, ჰაიბერისთვის
მაინც ნამდვილი განძი იქნება. ხშირად როდი გვაქვს იმის ფუფუნება,
დახვეწილ, კარგად აღზრდილ და სასიამოვნო ახალგაზრდა კაცებს
ვუცქიროთ. გაუმაძღრობა არ იქნება, ამ ღირსებებზე მეტი მოვითხო-
ვოთ?! ნუთუ არ წარმოგიდგენიათ, მისტერ ნაიტლი, რამხელა სენსაციას
გამოიწვევს მისი აქ ჩამოსვლა?! დონველისა და ჰაიბერის სამრევლოებ-
ში მხოლოდ ამაზე ილაპარაკებენ, მხოლოდ ეს დააინტერესებთ, მხო-
ლოდ მისტერ ფრენკ ჩერჩილი იქნება დაკვირვების ობიექტი! სხვა ვერა-
ვისზე შევძლებთ ფიქრსა თუ ლაპარაკს.
– წინასწარ ვითხოვ პატიებას, თუ მისით თქვენსავით ვერ მოვინუს-
ხები. თუ მივხვდები, რომ მასთან ლაპარაკი შესაძლებელია, მაშინ მისი
გაცნობა გამიხარდება, მოლაყბე კოხტაპრუწა კი ჩემს დროსა და ფიქ-
რებს ვერ დაიკავებს.
– მე როგორი მგონია, იცით?! რომ ყველანაირი გემოვნების ადამიანს
მოერგება; რომ აქვს ძალაუფლებაცა და სურვილიც, ყველას თვალში
სასიამოვნო ადამიანად წარმოჩინდეს. თქვენ სასოფლო-სამეურნეო სა-
კითხებზე დაგელაპარაკებათ, მე – ხატვასა და მუსიკაზე, მოკლედ, ზო-
გადი განათლების ხარჯზე ყველასთან მოახერხებს საერთო ენის გამო-
168
ნახვას, ეს კი საშუალებას მისცემს, ან სხვათა ფეხის ხმას აჰყვეს, ან თა-
ვად შექმნას დღის წესრიგი იმის მიხედვით, თუ რას მოითხოვს ეტიკეტი,
თუმცა, ორივე შემთხვევაში, ძალიან კარგი მოსაუბრე იქნება. აი, ასეთი
მგონია მისტერ ფრენკ ჩერჩილი.
– მე კი, – შესძახა გულმოსულმა მისტერ ნაიტლიმ, – მგონია, რომ
თუ მართლაც ასეთი აღმოჩნდება, მაშინ ყველაზე აუტანელი კაცი იქნე-
ბა ამქვეყნად! მეუბნებით, რომ ოცდასამი წლის კაცი თავისი გარემოც-
ვის მეფეა?! დიდი ადამიანი, გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელსაც ყვე-
ლას აზრების კითხვა შეუძლია და სხვათა ბუნებრივ უნარებს საკუთარი
აღმატებულობის წარმოსაჩენად იყენებს; ირგვლივ ყველას ეპირფერება,
რათა ყველა, თავისთან შედარებით, ბრიყვებად გამოაჩინოს?! ემა, ჩემო
ძვირფასო, დარწმუნებული ვარ, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ასეთ გაბ-
ღენძილ ქარაფშუტას თქვენისთანა საღად მოაზროვნე ვერ აიტანს.
– ხმას აღარ ამოვიღებ, – წამოიძახა ემამ, – ყველაფერში საშინელე-
ბას ხედავთ. ორივე წინასწარგანწყობას შევუპყრივართ. თქვენ – მის
წინააღმდეგ, მე – მის სასარგებლოდ. და ვერაფერზე შევთანხმდებით,
ვიდრე მართლა არ ჩამოვა.
– წინასწარგანწყობას? სულაც არა.
– მე კი სულაც არ მრცხვენია ამის აღიარების. მისტერ და მისის უეს-
ტონები ისე მიყვარს, რომ მტკიცე წინასწარგანწყობა მათ სასარგებ-
ლოდ მაქვს.
– მთელი თვე ისე გავა, ეს ადამიანი ერთხელაც არ გამახსენდება, –
მისტერ ნაიტლის ხმაში ისეთი გაღიზიანება შეეპარა, რომ ემამ თემა
უმალ შეცვალა, თუმცა ვერაფრით მიხვდა, მისი თანამოსაუბრე რამ გა-
აბრაზა.
ახალგაზრდა კაცის მოძულება, მხოლოდ მისი განსხვავებული ხასია-
თის გამო, თავისუფლად მოაზროვნე მისტერ ნაიტლის ნამდვილად არ
ეკადრებოდა. მართალია, ემა მისტერ ნაიტლის საკუთარ თავზე ზედმე-
ტად დიდ წარმოდგენას საყვედურობდა, მაგრამ ერთი წამითაც არ ეგო-
ნა, თუ ის სხვისი ღირსებების შეფასებისას ასეთი უსამართლო იქნებო-
და.
169
ნაწილი II
თავი 1
170
და საზარელი საფრთხე ბეიტსების მუდმივ სტუმრებთან – ჰაიბერის მე-
ორე- და მესამეხარისხოვან ადამიანებთან შესაძლო ურთიერთობისა.
მოკლედ, ემა იქაურობას თითქმის არ ეკარებოდა. მაგრამ ახლა უეცრად
გადაწყვიტა, მათი სახლის კარი შეეღო, მით უმეტეს, რომ როგორც ჰა-
რიეტთანაც აღნიშნა, ყველა გამოთვლის მიხედვით, ჯეინ ფეარფაქსის
წერილის განხილვა, წესით, არ ემუქრებოდათ.
სახლში, რომელიც ვაჭრებს ეკუთვნოდათ, მისის და მის ბეიტსებს მე-
ორე სართული ეკავათ. მოკრძალებული ზომის ბინაში დედა-შვილი
სტუმრებს მუდამ გულითადად და უდიდესი მადლიერებით ეგებებოდა.
ახლაც, წყნარი, აკურატული მოხუცებული ქალბატონი, რომელიც
საქსოვით ხელში ოთახის ყველაზე თბილ კუთხეში იჯდა, მზად იყო, მის
ვუდჰაუზისთვის თავისი ადგილიც კი დაეთმო, ხოლო მისი აქტიური,
ლაპარაკის მოყვარული ქალიშვილი მადლობებად დაიღვარა – ერ-
თდროულად თან იმას დარდობდა, ფეხსაცმელები ხომ არ დაგესვარა-
თო, თან ძირისძირობამდე იძიებდა მისტერ ვუდჰაუზის ჯანმრთელობის
ამბავს, თან კი ხალისით ლაპარაკობდა დედამისის ჯანმრთელობაზე...
ენა არც ბუფეტიდან ტკბილი ნამცხვრის გამოტანისას გაუჩერებია: –
მისის ქოული, ეს-ესაა, წავიდა ჩვენგან. ათიოდე წუთით შემოიარა, მაგ-
რამ ისეთი კეთილია, რომ მთელი საათით შეყოვნდა, ერთი ნაჭერი ნამ-
ცხვარიც შეჭამა და ფრიად ნასიამოვნები დარჩა, ძალიან მომეწონაო.
ჰოდა, იმედია, მის ვუდჰაუზი და მის სმითიც პატივს დაგვდებენ და თი-
თო ნაჭერს მიირთმევენ.
ქოულების ხსენება იმას ნიშნავდა, რომ მისტერ ელტონსაც აუცი-
ლებლად ახსენებდნენ, რადგან ის ქოულების მეგობარი იყო; მისტერ
ქოულს მიეღო კიდეც გარკვეული ცნობები მისტერ ელტონისგან გამ-
გზავრების შემდეგ. ემამ იცოდა, ამას რაც მოჰყვებოდა: წერილს დაწ-
ვრილებით განიხილავდნენ; აღნიშნავდნენ, რამდენი ხანია, რაც მისტერ
ელტონი ჰაიბერიში არ ყოფილაო; იტყოდნენ, როგორ ერთობოდა საზო-
გადოებაში და როგორ აყვარებდა ყველგან ყველას თავს; როგორი სავსე
იყო სამეჯლისო დარბაზი... მის ბეიტსმა მართლაც დეტალურად და დი-
დი ენთუზიაზმით ილაპარაკა ამ ყველაფერზე, მისტერ ელტონს სათა-
171
ნადო ხოტბაც შეასხა და, საბედნიეროდ, ჰარიეტს არ მისცა საშუალება,
მის მონოლოგში სიტყვა ჩაეგდო.
ემა მზად იყო ამისთვის, მაგრამ ეგონა, რომ მისტერ ელტონის გან-
ხილვით ერთს ჯეროვნად მოიოხებდნენ გულს და ამ უხერხული თემი-
დან ჰაიბერის ქალბატონებსა და ბანქოს საღამოებზე გადაერთვებოდ-
ნენ; მაგრამ მისტერ ელტონს ჯეინ ფეარფაქსი ჩაენაცვლა – მის ბეიტსი
მისტერ ელტონიდან, როგორც იქნა, მისის ქოულზე გადავიდა და, ბო-
ლოს, მეტად ოსტატურად დისშვილის წერილსაც მიადგა: – უჰ, ჰო! მის-
ტერ ელტონი... როგორც ვხვდები... რაც შეეხება ცეკვებს... მისის ქოული
მეუბნებოდა, რომ ბათის სამეჯლისო დარბაზში... მისის ქოული იმდე-
ნად კეთილია, რომ კარგა ხანს იჯდა ჩვენთან და ჯეინზე გველაპარაკე-
ბოდა. შემოვიდა თუ არა, მაშინვე ჯეინი მოიკითხა. მოგეხსენებათ, ჯე-
ინი ძალიან უყვარს. როცა ჯეინი ჩამოდის, მისის ქოულმა აღარ იცის,
როგორ გამოიჩინოს სიკეთე, თუმცა, ჩემი აზრით, ჯეინი ამას ნამდვი-
ლად იმსახურებს. ჰოდა, მისის ქოულმა მყისვე მისი ამბები გამომკითხა,
მითხრა, ვიცი, ჯეინისგან ბოლო ხანებში ალბათ არაფერი გსმენიათ,
რადგან ახლა არაა ის დრო, წერილი გამოგზავნოსო. მე კი მაშინვე ვუ-
პასუხე: „გვსმენია, გვსმენია! სწორედ ამ დილას მივიღეთ წერილი!“ სა-
ოცრად გაუკვირდა: „ღვთის გულისათვის, მართლა მეუბნებით?“ „ჰო,
საკმაოდ მოულოდნელი იყო. ნება მომეცით, წაგიკითხოთ, რას გვწერს“.
ემას თავაზიანობა დროული იყო. გაიღიმა და მოჩვენებითი ინტერე-
სით იკითხა: – მაშ, მის ფეარფაქსმა ახლახან მოგწერათ?! ძალიან მიხა-
რია. იმედი მაქვს, კარგადაა.
– გმადლობთ! როგორი კეთილი ხართ! – ემას თვალთმაქცობით ად-
ვილად გაცურებული დეიდა გულმოდგინედ შეუდგა წერილის ძებნას, –
აი, ისიც! დარწმუნებული ვიყავი, სადმე აქვე იქნებოდა, მაგრამ ხომ ხე-
დავთ, ზედ საკერავი ყუთი დამიდგამს... ვერც კი შევამჩნიე... სულ ხელ-
ში მეჭირა და თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მაგიდაზე იდო. მი-
სის ქოულს წავუკითხე და როცა ის წავიდა, დედას ვუკითხავდი მე-
ორედ. ჯეინის წერილების მოსმენა ისე სიამოვნებს, რომ ვერასდროს
ძღება. ჰოდა, ვიცოდი, რომ სადმე აქვე იქნებოდა; ჰმ, ჩემი საკერავი ყუ-
172
თის ქვეშ ყოფილა... ისეთი კეთილი ბრძანდებით, რომ ალბათ გაინტე-
რესებთ, რა მოგვწერა... ჰოდა... თუმცა, ჯეინის ნაცვლად ბოდიში უნდა
მოგიხადოთ: საპატიო მიზეზის გამო, ძალიან მოკლე წერილი მოგვწერა.
ხომ ხედავთ, მხოლოდ ორი გვერდია, ორიც კი არაა... არადა, როგორც
წესი, მთელ ფურცელს ავსებს და კიდევ ნახევარს ზემოდან აწერს.45 დე-
დაჩემს მუდამ უკვირს, როგორ ვარჩევ ასე კარგად. წერილს რომ
ვხსნით, მეუბნება ხოლმე, „აბა, ჰეტი, შენ იცი! მგონი, მოგიწევს, ამ კუ-
ბოკრულ ნაშრომს თავი და ბოლო გაუგო“. ასე არაა, მემ? მე კი ვამშვი-
დებ, მე რომ არ ვყავდე, თავადაც მშვენივრად გაართმევდა თავს... დარ-
წმუნებული ვარ, თვალს არ მოხუჭავდა, სანამ თითოეულ სიტყვას არ
ამოიკითხავდა. სხვათა შორის, მართალია, ძველებურად საუკეთესო
მხედველობა აღარ აქვს, მაგრამ მაინც მშვენივრად ხედავს სათვალის
წყალობით, მადლობა ღმერთს! რა მადლიანი გამოგონებაა სათვალე!
დედაჩემს მართლაც ძალიან კარგი სათვალე აქვს. ჯეინი აქ რომ არის,
ხშირად ამბობს: „ბებო, დარწმუნებული ვარ, საოცარი მხედველობა
გქონდა თავის დროზე, თორემ ასე კარგად ახლა ვერ დაინახავდი, მით
უმეტეს, რომ მთელი ცხოვრება ხელსაქმეში გაატარე! ნეტავ, მეც ასე გა-
მიძლოს თვალებმა“.
მის ბეიტსი სხაპასხუპით ლაპარაკობდა, თუმცა, როგორც კი სულის
მოსათქმელად გაჩუმდა, ემამ დრო იხელთა და მის ფეარფაქსის დახვე-
წილი კალიგრაფია მეტისმეტად ზრდილობიანად შეაქო.
– უაღრესად კეთილი ხართ, – მიუგო მის ბეიტსმა, – თქვენისთანა
მსაჯული იშვიათობაა და თავადაც ულამაზესად წერთ! ვერავის საქე-
ბარი სიტყვები ისე ვერ გაგვახარებს, როგორც მის ვუდჰაუზის! დედა-
ჩემს არ ესმის... ხომ იცით, ცოტათი ყურს აკლია. მემ, – მის ბეიტსმა დე-
174
– ჰო, მეც ასე ვიფიქრე. ვშიშობდი, მცირე შანსია, დღეს მის ფეარფაქ-
სზე რამე ახალი გავიგო-მეთქი.
– როგორი ყურადღებიანი ხართ! ეს სიახლე რომ არა, ანუ ასე მალე
რომ არ ჩამოდიოდეს, მისგან მართლაც ვერაფერს შევიტყობდით. დე-
დაჩემი საოცრად გახარებულია, რადგან ჯეინი ჩვენთან, სულ ცოტა, სა-
მი თვით დარჩება. ჰო, სამი თვე – ამას გადაჭრით გვწერს. თავადვე შე-
იტყობთ, თქვენთვის წერილის წაკითხვის ბედნიერება რომ მომეცემა.
საქმე ისაა, რომ ქემპბელები ირლანდიაში მიდიან. მისის დიქსონმა
დედ-მამა დაარწმუნა, დაუყოვნებლივ ჩამოდით და მინახულეთო. ზაფ-
ხულამდე არ აპირებდნენ გამგზავრებას, მაგრამ ქალიშვილი ვეღარ ით-
მენს – ერთი სული აქვს, მშობლები ნახოს; ალბათ, იმიტომ, რომ გასულ
ოქტომბრამდე, ანუ გათხოვებამდე, მათ გარეშე კვირაზე მეტი ერთხე-
ლაც არ გაეტარებინა. ახლა კი, წარმოიდგინეთ, სულ მთლად სხვადას-
ხვა სამეფოში არიან... უჰ, შემეშალა, სამეფოში კი არა, სხვადასხვა ქვე-
ყანაში. ჰოდა, დედამისს სასწრაფოდ მისწერა წერილი... ან, შეიძლება,
მეშლება და მამამისს... უნდა გამოვტყდე, არ მახსოვს, რომელს მისწე-
რა, მაგრამ ახლავე ჯეინის წერილიდან შევიტყობთ. ჰოდა, მისწერა რო-
გორც თავისი, ისე მისტერ დიქსონის სახელით და დააჩქარა, დაუყოვ-
ნებლივ ჩამოდითო; უთხრა, რომ დუბლინში დახვდებოდნენ და სოფელ-
ში, თავიანთ მამულში ეტლით მიაცილებდნენ. ბელი-ქრეიგი46 ულამა-
ზესი ადგილია, როგორც ვიცი. ჯეინს ბევრი სმენია ამ ადგილის სილამა-
ზეზე... სავარაუდოდ, მისტერ დიქსონისგან, აბა, ვისგან შეიტყობდა?!
მისტერ დიქსონს მშობლიური ადგილის შესახებ ეამბა სიამოვნებით,
როცა ქემპბელების ქალიშვილის გულის მოგებას ცდილობდა... ჯეინი
წყვილთან ერთად ხშირად სეირნობდა, რადგანაც პოლკოვნიკი და მისის
ქემპბელი საკმაოდ მკაცრად აკონტროლებდნენ, მათ ქალიშვილს მის-
ტერ დიქსონთან ერთად ზედმეტად დიდხანს არ ესეირნა, რაშიც მათ
საერთოდ ვერ ვამტყუნებ. ჰოდა, ცხადია, ჯეინსაც ესმოდა ყველაფერი,
რასაც მისტერ დიქსონი მის ქემპბელს უამბობდა თავისი ირლანდიური
175
სახლის შესახებ. მგონი, ჯეინმა მოგვწერა კიდეც, მისტერ დიქსონმა თა-
ვისი კარმიდამოს სურათები გვაჩვენაო – თავის ხელით დახატული პე-
იზაჟები. ჩემი ღრმა რწმენით, საოცრად კეთილშობილი, მომხიბლავი
ახალგაზრდა კაცია. ისე ჰყვებოდა თურმე ამბებს, რომ ირლანდიაში
წასვლაზე ჯეინიც კი ოცნებობდა.
უცებ ემას გონებაში მეტად გამჭრიახი და თავშესაქცევი ეჭვი აფუთ-
ფუთდა ჯეინ ფეარფაქსთან, მომხიბლავ მისტერ დიქსონთან და ირლან-
დიაში არწასვლასთან დაკავშირებით. მისი საპასუხო სიტყვები სწორედ
ამ ეჭვზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მზაკვრული სურვილით
იყო ნაკარნახევი: – თავს ალბათ ძალიან იღბლიან ადამიანად მიიჩ-
ნევთ, ასეთ დროს მის ფეარფაქსს თქვენთან ჩამოსვლის საშუალება
რომ მიეცა. თუ მისი და მისის დიქსონის განსაკუთრებულ მეგობრობას
გავითვალისწინებთ, ალბათ არც კი გეგონათ, თუ მის ფეარფაქსი პოლ-
კოვნიკსა და მისის ქემპბელს არ გაჰყვებოდა თან.
– სრულიად მართალი ბრძანდებით. სწორედ ამის გვეშინოდა. ნამ-
დვილად არ გაგვიხარდებოდა, ჩვენგან ასე შორს გამგზავრებულიყო და
კიდევ რამდენიმეთვით არ გვენახა. მაგრამ, ჩანს, ყველაფერი კარგად
აეწყო. მისტერ და მისის დიქსონებს ძალიან უნდათ, ჯეინი პოლკოვნიკ-
თან და მისის ქემპბელთან ერთად ესტუმროს მათ. მერწმუნეთ, ასეა. სა-
ოცრად კეთილად და დაჟინებულად სთხოვა ორივემ, როგორც ჯეინი
ამბობს და როგორც ცოტა ხანში თავადვე მოისმენთ. მისტერ დიქსონი
უყურადღებო არამც და არამც არ არის. ყოვლად მომხიბლავი ახალ-
გაზრდა კაცია. იმ სიკეთის მერე, რაც მან ჯეინს უეიმათში გაუკეთა...
შუა ზღვაში იალქნებს შორის უეცრად რაღაც დაბზრიალდა და ჯეინი
ლამის ზღვაში გადააგდო... ჰო, ჯეინი ნამდვილად ზღვაში ჩავარდებო-
და, მისტერ დიქსონს რომ არ ემარჯვა და ტანსაცმელზე არ ჩაბღაუჭე-
ბოდა... ახლაც მაკანკალებს, ამას რომ გიყვებით... რაც ეს შემზარავი
ამბავი შევიტყვეთ, მისტერ დიქსონი ძალიან შემიყვარდა!
– მაგრამ მიუხედავად მეგობრის დაჟინებული თხოვნისა და თავისი
სურვილისა, ნახოს ირლანდია, მის ფეარფაქსი მაინც ამჯობინებს, თა-
ვისი დრო თქვენ და მისის ბეიტსს მოგიძღვნათ...
176
– ჰო, ეს ნამდვილად მისი პირადი არჩევანია. პოლკოვნიკი და მისის
ქემპბელიც ფიქრობენ, რომ სწორად იქცევა – თავადაც ამას ურჩევენ.
ჰო, მართლაც განსაკუთრებულად უნდათ, მშობლიური ჰაერი ჩაყლა-
პოს, რადგანაც, ბოლო დროს, ჯეინი ძველებურად კარგად არ გრძნობს
თავს.
– ვწუხვარ, თუ ასეა. ჩემი აზრით, ქემპბელების მხრიდან ჭკვიანური
გადაწყვეტილებაა. თუმცა, მისის დიქსონი ალბათ ძალიან იმედგაცრუე-
ბულია. როგორც ვხვდები, მისის დიქსონი გამორჩეული სილამაზის
პატრონი არ უნდა იყოს, მის ფეარფაქსს ალბათ ვერც შეედრება.
– ღმერთო! უაღრესად თავაზიანი ხართ, ასეთ რამეებს რომ ამბობთ...
მაგრამ ნამდვილად მართალი ბრძანდებით. ერთმანეთს ვერც კი შეადა-
რებ. მის ქემპბელი ძალიან უბრალო გარეგნობისაა, თუმცა ელეგანტუ-
რია და თავაზიანი.
– ჰო, ეს კი.
– ჯეინი ძალიან გაცივდა. საბრალო გოგო! ჯერ კიდევ 7 ნოემბერს...
ამას წერილიდანაც შეიტყობთ... და მას მერე არ არის კარგად, არადა,
რამხელა დრო გავიდა მას მერე. აქამდე არც უხსენებია, რადგან არ უნ-
დოდა ჩვენი შეშინება. ჰო, აი, ასეთი ხასიათი აქვს! ძალიან ხათრიანია!
მაგრამ მართლა იმდენად სუსტად არის, რომ მისი კეთილი მეგობრები,
ქემპბელები, ფიქრობენ, აჯობებს, თუ შინ ჩამოვა და აქაურ ჰაერს მო-
სინჯავს, რომელიც, წესით, ძალიან უხდება. ეჭვი არ ეპარებათ, რომ ჰა-
იბერიში გატარებული სამი-ოთხი თვე ბოლომდე გამოაშუშებს; თან
ჩვენზე უკეთ ხომ ვერავინ მოუვლის?!
– ნამდვილად ხელსაყრელი გეგმაა, ჩემი აზრით.
– ჰოდა, მომავალ პარასკევს ან შაბათს ჩამოვა, ქემპბელები კი ქა-
ლაქს მომდევნო ორშაბათს დატოვებენ და ჰოლიჰედისკენ47 გაემგზავრე-
ბიან. ამას წერილიდანაც შეიტყობთ. რა მოულოდნელად მოხდა ყველა-
ფერი! ალბათ ხვდებით, მის ვუდჰაუზ, როგორ აფორიაქებული ვარ! ჯე-
178
სის წერილის შინაარსი წვრილად შეიტყო, მაგრამ შეძლო და საკუთრივ
წერილს თავი დააღწია – ქუჩაში გავიდა.
179
თავი 2
186
ჯეინი თავშეკავებულობას არც სხვა თემების განხილვისას ღალა-
ტობდა. ყველამ იცოდა, რომ ის და მისტერ ფრენკ ჩერჩილი უეიმათში
ერთსა და იმავე დროს იმყოფებოდნენ და ასე თუ ისე იცნობდნენ ერ-
თმანეთს, თუმცა, ემამ ერთი სიტყვაც კი ვერ დასცინცლა ახალგაზრდა
კაცის შესახებ.
– სიმპათიური იყო?
– ძალიან დახვეწილ ახალგაზრდა კაცად მიაჩნიათ.
– სასიამოვნო ადამიანია?
– ზოგადად, სასიამოვნო ადამიანად მიაჩნიათ.
– გონიერი კაცია? განათლებული?
– საზღვაო კურორტზე ან რიგით ლონდონურ საღამოზე ძნელია ამ
კუთხით აზრის შექმნა.
არცთუ ხანგრძლივი ნაცნობობის პირობებში, ერთადერთი, რაზეც
თამამად შეიძლებოდა მსჯელობა, გახლდათ მანერები – ჯეინის აზრით,
მისტერ ფრენკ ჩერჩილის მანერები ყველას მოსწონდა.
ემას არ შეეძლო ჯეინის პატიება.
187
თავი 3
190
– არა. რენდალსთან ახლოსაც კი არ ჩამივლია... – მისტერ ნაიტლიმ
მხოლოდ ამის თქმა მოასწრო, რომ კარი გაიღო და ოთახში მის ბეიტსი
და მის ფეარფაქსი შემოვიდნენ.
მისტერ ნაიტლი უმალვე მიხვდა, რომ მისი დრო ამოწურულიყო და
სიტყვასაც ვეღარ ჩააკვეხებდა. მის ბეიტსი თან მადლობებს იხდიდა გა-
მალებით, თან ახალი ამბის სათქმელად ემზადებოდა და იყო ერთ გაწა-
მაწიაში.
– ღმერთო! დილა მშვიდობისა! სერ, ჩემო ძვირფასო, როგორ
გრძნობთ თავს? მის ვუდჰაუზ, საყვარელო, არც კი ვიცი, მადლობა რო-
გორ გადაგიხადოთ. რა არაჩვეულებრივი ღორის ხორცია! საოცრად გუ-
ლუხვი ხართ! გაიგეთ ახალი ამბავი? მისტერ ელტონს ცოლი მოჰყავს!
ემა, რომელიც იმწუთას საერთოდ არ ფიქრობდა მისტერ ელტონზე,
გაოგნდა – იმდენად, რომ არათუ შეცბა, გაწითლდა კიდეც.
– მეც სწორედ ამის თქმას ვაპირებდი. ვიცოდი, დაგაინტერესებდათ,
– მისტერ ნაიტლის ღიმილში ერთგვარი ტრიუმფი იგრძნობოდა და ემას
თითქოს ძველ კამათს ახსენებდა.
– კი მაგრამ, თქვენ სადღა გაიგეთ? – წამოიძახა მის ბეიტსმა, – სად
შეიძლებოდა, გაგეგოთ, მისტერ ნაიტლი? ხუთი წუთის წინ მისის ქო-
ულისგან წერილი მივიღე. დიახ, ხუთ წუთზე მეტი ნამდვილად არ იქნე-
ბა. ის-ის იყო, ქუდი დავიხურე, ლაბადა შემოვისხი და უნდა გამოვსუ-
ლიყავი... ოღონდ ჯერ ქვემოთ უნდა ჩავსულიყავი, რომ პათის დავლა-
პარაკებოდი ღორის ხორცზე... ჯეინი შემოსასვლელში იდგა... არა, ჯე-
ინ? იმიტომ, რომ დედაჩემი ღელავდა – დასამარილებლად საკმარისად
დიდი ტაფა არა გვაქვსო... ჰოდა, ვუთხარი, ქვემოთ ჩავალ-მეთქი, ჯეინ-
მა კი მითხრა, მე ხომ არ ჩავიდე? მგონი, ცოტათი გაციებული ხარ, პა-
თიმ კი ეს-ესაა, სამზარეულო მორეცხაო. „ღმერთო! ჩემო საყვარელო!“
– ვუპასუხე და, აი, ზუსტად იმწამს მისის ქოულის წერილი მოვიდა.
ვინმე მის ჰოკინსი ბათიდან. მეტი არაფერი ვიცი. მაგრამ, მისტერ ნაიტ-
ლი, თქვენ როგორღა შეიტყვეთ? რაწამსაც მისტერ ქოულმა შეატყობი-
ნა, იმავე წამს დაჯდა მისის ქოული და მომწერა. მის ჰოკინსი...
191
– საათ-ნახევრის წინ მისტერ ქოულს საქმეზე შევუარე. მისტერ ელ-
ტონის წერილის კითხვა იმწამის დამთავრებული ჰქონდა და უმალ გა-
მომიწოდა.
– ჰო, ეს ძალიან... ახალი ამბავი ასე საყოველთაოდ საინტერესო,
მგონი, აქამდე არასდროს ყოფილა... სერ, ჩემო ძვირფასო, საოცრად გუ-
ლუხვი ხართ. დედაჩემმა უღრმესი მადლობა შემოგითვალათ – ათასი
მადლობა. ამბობს, ძალიან მათამამებსო.
– ჩვენ მიგვაჩნია და ეს მართლაც ასეა... – მიუგო მისტერ ვუდჰაუზ-
მა, – რომ ჰარტფილდური ღორის ხორცი ყველა ღორის ხორცს სჯობს.
ამდენად, მე და ემამ ძალიან დიდი სიამოვნებით...
– ღმერთო! სერ, ჩემო ძვირფასო, როგორც დედაჩემი ამბობს, ზედმე-
ტად კეთილი მეგობრები გვყავს. თუკი არსებობენ ადამიანები, რომელ-
თაც უფულოდ აქვთ ყველაფერი, რასაც მოისურვებენ, მაშინ უთუოდ
ჩვენ ვართ! თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ „ჩემი მამულები მშვენიერ
ადგილებში მერგო, სამკვიდროც მოსაწონია ჩემთვის“.48 მაშ, მისტერ ნა-
იტლი, წერილი თქვენი თვალით გინახავთ! მაშ...
– მოკლე წერილი იყო, მხოლოდ ამ ცნობის შემცველი, თუმცა, ცხა-
დია, საზეიმო, – მისტერ ნაიტლიმ ემას ეშმაკურად გადახედა, – ზუსტი
შინაარსი აღარც მახსოვს ან რა დასამახსოვრებელია?! არსი ის იყო,
რომ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ცოლადვინმე მის ჰოკინსის შერთვას
აპირებს. ჩანს, ყველაფერი სულ ცოტა ხნის წინ გადაწყდა.
– მისტერ ელტონს ცოლი მოჰყავს! – წამოიძახა ემამ, როგორც კი
ლაპარაკის უნარი დაუბრუნდა, – მივულოცოთ და ყველაფერი საუკე-
თესო ვუსურვოთ.
– ცოლისათვის მეტისმეტად ახალგაზრდაა, – შენიშნა მისტერ ვუდ-
ჰაუზმა, – სჯობდა, არ აჩქარებულიყო. ჩემი აზრით, ისედაც მშვენივ-
რად გრძნობდა თავს. ჰარტფილდში მისი ნახვა მუდამ გვახარებდა.
– ახალი მეზობელი გვეყოლება, მის ვუდჰაუზ! – მხიარულად შესძახა
მის ბეიტსმა, – დედაჩემი ძალიან გახარებულია. ამბობდა, სამღვდელო
48
მის ბეიტსი ციტატას ამბობს ფსალმუნიდან 15(16):6.
192
სახლი დიასახლისის გარეშე მებრალებაო. მართლაც დიდებული ახალი
ამბავია. ჯეინ, შენ მისტერ ელტონს არ შეხვედრიხარ! დარწმუნებული
ვარ, ცნობისმოყვარეობით იწვი.
მწველი ცნობისმოყვარეობისა ჯეინს არაფერი ეტყობოდა, პირიქით
– ფიქრებით თითქოს სულ სხვაგან იყო და თავისი სახელის გაგონებამ
გამოაფხიზლა.
– მისტერ ელტონი არასდროს მინახავს... მაღალი კაცია?
– ვინ როგორ უპასუხებს ამ კითხვას?! – წამოიძახა ემამ, – მამაჩემი
დადებით პასუხს გასცემდა, მისტერ ნაიტლი – უარყოფითს, აი, მე და
მის ბეიტსი კი გეტყვით, რომ საშუალო სიმაღლისაა. მის ფეარფაქს,
გარკვეული დროის შემდეგ მიხვდებით, რომ მისტერ ელტონი ჰაიბერიში
სრულყოფილების სტანდარტს ქმნის როგორც გარეგნულად, ისე შინა-
განად.
– მართალი ბრძანდებით, მის ვუდჰაუზ, – კვერი დაუკრა მის ბეიტ-
სმა, – ჯეინი მალე დარწმუნდება ამაში. საუკეთესო ახალგაზრდა კაცია.
მაგრამ, ჯეინ, ჩემო ძვირფასო, თუ გახსოვს, გუშინ გეუბნებოდი, ზუს-
ტად მისტერ პერის სიმაღლისაა-მეთქი. მის ჰოკინსი კი ალბათ არაჩ-
ვეულებრივი ახალგაზრდა ქალია. არასდროს დავივიწყებ მისტერ ელ-
ტონის საოცარ ყურადღებას დედაჩემის მიმართ... სულ უნდოდა, სამ-
ღვდელო სახლის ოჯახის წევრთათვის განკუთვნილ მერხზე დაესვა, რა-
თა უკეთ გაეგო მისი ხმა, რადგან, მოგეხსენებათ, დედაჩემს ცოტათი
ყურთასმენა აკლია... სერიოზული არაფერი. ჯეინი ამბობს, არც პოლ-
კოვნიკ ქემპბელს აქვს სრულყოფილი სმენაო. პოლკოვნიკს ეგონა, ცხე-
ლი აბაზანები მოუხდებოდა, მაგრამ, ჯეინის თქმით, თურმე დიდი ვე-
რაფერი სარგებელი მოუტანა. მოგეხსენებათ, პოლკოვნიკი ქემპბელი
ჩვენი მფარველი ანგელოზია. მისტერ დიქსონიც ძალიან მომხიბლავი
ახალგაზრდა კაცი ჩანს, იმსახურებს პოლკოვნიკისნაირ სიმამრს. რა
ბედნიერებაა, კარგ ხალხს რომ ბედი ერთმანეთს შეახვედრებს... თუმცა,
ამაში უცნაური არაფერია. ახლა მისტერ ელტონიც დაგვიბრუნდება მის
ჰოკინსთან ერთად! ჰო, ქოულებიც რა მშვენიერი ხალხია! და მისტერ
პერის ოჯახი?! ამ წყვილზე უკეთესი და ბედნიერი წყვილი, მგონი, ამ-
193
ქვეყნად არც არსებობს. სერ, ხშირად ვამბობ ხოლმე, – მის ბეიტსი მის-
ტერ ვუდჰაუზს მიუბრუნდა, – რომ ბევრი ვერ დაიკვეხნის ისეთი შესა-
ნიშნავი საზოგადოებით, როგორიც ჰაიბერიშია. სულ ვამბობ, მეზობლე-
ბის სახით, ღმერთმა წყალობა გვიბოძა-მეთქი. სერ, ჩემო ძვირფასო,
დედაჩემის უსაყვარლესი კერძი ღორის ხორცია... ღორის სუკის მწვა-
დი...
– როგორც ვხვდები, – დაიწყო ემამ, – ჯერ არაფერია ცნობილი იმას-
თან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს მის ჰოკინსი, ვინ არის ან
რამდენი ხანია, ერთმანეთს იცნობენ. გული მიგრძნობს, ხანგრძლივ ურ-
თიერთობასთან არ უნდა გვქონდეს საქმე. მისტერ ელტონი მხოლოდ
ერთი თვის წინ არ წავიდა?! – ვერავინ უპასუხა და, მცირე დუმილის
შემდეგ, ემამ კვლავ განაგრძო: – ჩუმად ხართ, მის ფეარფაქს, მაგრამ
იმედი მაქვს, თქვენც გაინტერესებთ ეს ამბავი. მის ქემპბელის წყალო-
ბით, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, ბოლო დროს ალბათ იმდენი
ნახეთ და გაიგეთ, რომ ნამდვილად ვერ გაპატიებთ, მისტერ ელტონისა
და მის ჰოკინსის მიმართ ახლა გულგრილობას თუ გამოიჩენთ.
– ალბათ მაშინ დავინტერესდები, – მიუგო ჯეინმა, – როცა მისტერ
ელტონს ვნახავ. მანამდე კი ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება მის ქემ-
პბელს, მისი ქორწინებიდან უკვე რამდენიმე თვე გავიდა და შთაბეჭდი-
ლებებიც გაუფერულდა.
– ჰო, ზუსტად ერთი თვეა, რაც წავიდა, როგორც თქვენ აღნიშნეთ,
მის ვუდჰაუზ, – კვლავ ჩაერთო მის ბეიტსი, – გუშინ შესრულდა ერთი
თვე. ვინმე მის ჰოკინსი! არადა, სულ მეგონა, აქაურ ქალს შეირთავს-
მეთქი. არა, კი არ... თუმცა, მისის ქოულმა ერთხელ ჩურჩულით მით-
ხრა... მაგრამ მაშინვე ვუპასუხე: „არა! მისტერ ელტონი ყოვლად ღირ-
სეული კაცია, მაგრამ...“ მოკლედ, მგონი, მსგავსი რამეების მიხვედრაში
მაინცდამაინც სხარტი არა ვარ. არც მაქვს პრეტენზია. მხოლოდ იმას
ვხედავ, რაც ცხვირწინ მიდევს. მეორე მხრივ, არავის გაუკვირდებოდა,
მისტერ ელტონს მართლაც რომ ეცადა და... მის ვუდჰაუზი ისეთი გულ-
კეთილია, რომ ჭორაობის უფლებას მაძლევს; იცის, რომ ამქვეყნად ვე-
რაფერი მაიძულებს, რაიმე საწყენი ვთქვა... მის სმითი როგორ არის?
194
ჩემი აზრით, უკვე ბოლომდე გამოკეთდა. მისის ნაიტლისგან ხომ არაფე-
რი შეგიტყვიათ ბოლო დროს? ღმერთო, რა საყვარელი ბავშვები ჰყავს!
ჯეინ, იცი, მისტერ დიქსონი სულ როგორი წარმომიდგენია? მგონია,
რომ მისტერ ჯონ ნაიტლის ჰგავს. მასავით მაღალია, წარმოსადეგი და
ლაპარაკის არცთუ დიდად მოყვარული.
– ცდები, დეიდა, ჩემო ძვირფასო. ოდნავადაც არ ჰგვანან ერთმანეთს.
– რა უცნაურია! თუმცა, წინასწარ ვერავის ზუსტ პორტრეტს ვერ
შექმნი. უბრალოდ, ფანტაზიას აძლევ გასაქანს. შენ ამბობ, რომ მისტერ
დიქსონი სიმპათიური არ არის?
– სიმპათიური?! ღმერთო, არა! სიმპათიურობისგან მეტად შორსაა.
გითხარი კიდეც, ძალიან უბრალოა-მეთქი.
– ჩემო საყვარელო, შენ თქვი, მის ქემპბელს უბრალო არ ჰგონიაო და
შენ...
– ოჰ! რაც შემეხება მე, ჩემი შეფასებები საერთოდ არაა ყურადსაღე-
ბი. ადამიანი, თუ მას პატივს ვცემ, სიმპათიურიც მგონია. თუმცა, როცა
გითხარით, უბრალოა-მეთქი, მხოლოდ მის შესახებ გავრცელებულ სა-
ერთო აზრს დავეყრდენი.
– ჯეინ, ჩემო ძვირფასო, სამწუხაროდ, უნდა გავიქცეთ. მგონი, ამინ-
დი ფუჭდება და ბებო ინერვიულებს. მის ვუდჰაუზ, თქვენი დიდი ხათრი
გვაქვს, მაგრამ მართლა უნდა წავიდეთ. ნამდვილად ყოვლად სასიამოვ-
ნო ახალი ამბავია, არა?! აქედან მისის ქოულთან შევივლი, მაგრამ სამ
წუთზე მეტს არ გავჩერდები. ჯეინ, სჯობს, პირდაპირ შინ წახვიდე, თო-
რემ წვიმაში მოჰყვები! მგონი, ჰაიბერის ჰაერი უკვე დაეტყო. მადლობა
ღმერთს, ასეა. მისის გოდარდის მონახულებას კი ახლა ნამდვილად არ
ვაპირებ, რადგან მგონი, მხოლოდ მოხარშული ღორის ხორცი თუ ადარ-
დებს. აი, როცა ბარკალს შევკმაზავთ, სულ სხვა საქმე იქნება! სერ, ჩემო
ძვირფასო, მშვიდობიან დილას გისურვებთ. უჰ, მისტერ ნაიტლიც მო-
დის. ჰოდა, ძალიანაც კარგი! – ჯეინი თუ დაიღლება, დარწმუნებული
ვარ, სიკეთეს გამოიჩენთდა ნებას მისცემთ, მკლავზე დაგეყრდნოთ... ჰმ,
მისტერ ელტონი და მის ჰოკინსი!.. ბედნიერ დილას გისურვებთ!
195
სტუმრების წასვლის მერე, ემა თან ახალგაზრდების ნაჩქარევად
ქორწინებაზე მოვიშვიშე მამას უსმენდა, თან კი თავისსავე გულისთქმას
უგდებდა ყურს. პირადად მისთვის ეს, ერთი მხრივ, მეტად თავშესაქცე-
ვი და სასურველი ამბავი იყო, რადგან მოწმობდა, რომ მისტერ ელტონი
დიდად არ დატანჯულა; მეორე მხრივ კი – სამწუხაროც, რადგან იცო-
და, რომ ჰარიეტს გული ძალიან ეტკინებოდა. ერთადერთი, რაც მის
ვუდჰაუზს შეეძლო, ის იყო, რომ სხვებისთვის დაესწრო და ეს ამბავი
მეგობრისათვის თავადვე მოეხსენებინა. დღის ამ მონაკვეთში ჰარიეტი
ჰარტფილდს სტუმრობდა ხოლმე და გზად შეიძლება მის ბეიტსს გადაჰ-
ყროდა! ხოლო თუ მის ბეიტსი მოსალოდნელ წვიმას მაინც მისის გო-
დარდთან შეაფარებდა თავს, ჰარიეტს უდავოდ მოუწევდა ახალ ამბავ-
თან შეუმზადებლად შეჯახება.
მართლაც, კოკისპირულად გაწვიმდა, მაგრამ მალევე გადაიღო და
ხუთ წუთში ოთახში ჰარიეტიც შემოვიდა – აღტყინებულ გამომეტყვე-
ლებაზე ეტყობოდა, რომ ემას ნახვას ძალიან ჩქარობდა, რაც დაადას-
ტურა კიდეც შემოსვლისთანავე ნათქვამმა სიტყვებმა: „ღმერთო, მის
ვუდჰაუზ! ვერც კი წარმოიდგენთ, რა მოხდა!“ ეჭვი არ იყო, დარტყმა
უკვე მიეყენებინათ, ამიტომ, ყველაზე დიდი სიკეთე ემას მხრიდან ახლა
მისი მოსმენა იქნებოდა. და ჰარიეტმაც აღელვებით დაიწყო თავისი ამ-
ბის მოყოლა: მისის გოდარდისგან ნახევარი საათის წინ გამოსულიყო.
ეშინოდა, ვაითუ გაწვიმდესო... ამიტომ ჩქარობდა, რომ ჰარტფილდში
მისვლა მოესწრო. გზად იმ სახლს ჩაუარა, სადაც ერთი ახალგაზრდა
ქალი კაბას უკერავდა, ჰოდა, იფიქრა, ბარემ შევივლი და გავიგებ, რო-
გორ მიდის საქმეო. ერთი წუთიც კი არ დაუკარგავს, მაგრამ რომ გამო-
ვიდა, გაწვიმდა. აღარ იცოდა, რა ექნა. რაც შეეძლო სწრაფად გაიქცა
და ფორდთან შეაფარა თავი (ფორდი შალითა და ტილოთი მოვაჭრე,
სიდიდისა და მოდის თვალსაზრისით, იმ მხარეში მთავარი საგალანტე-
რიო მაღაზიის მეპატრონე გახლდათ).
„დაახლოებით ათიოდ წუთში კი... ვინ შემოვიდა მაღაზიაში? ეს ყოვ-
ლად უცნაური იყო... თუმცკი, სულ ფორდთან დადიოდნენ... ვინ და
ელიზაბეთ მარტინი ძმასთან ერთად!“ – მის ვუდჰაუზ, ჩემო საყვარე-
196
ლო! წარმოიდგინეთ! მეგონა, გული წამივიდოდა. აღარ ვიცოდი, რა მექ-
ნა. კართან ახლო ვიჯექი და ელიზაბეთმაც მაშინვე დამინახა, დარწმუ-
ნებული ვარ, დამინახა, მაგრამ უმალ გვერდზე გაიხედა და არაფერი
შეიმჩნია. აი, მის ძმას კი არ დავუნახივარ – ქოლგას კეცავდა. მერე
ორივენი მაღაზიის მეორე ბოლოსკენ დაიძრნენ, მე კი კვლავ კართან ვი-
ჯექი! ღმერთო დიდებულო! იცით, რა უბედურად ვიგრძენი თავი?! დარ-
წმუნებული ვარ, საკუთარი კაბასავით გავთეთრდი. ხომ გესმით, თავ-
სხმა წვიმაში ვერსად წავიდოდი, მაგრამ იმწუთას მერჩივნა, მიწა გამ-
სკდომოდა. ღმერთო! მის ვუდჰაუზ, ჩემო საყვარელო! მგონი, მისტერ
მარტინმა გამოიხედა და დამინახა, რადგან იმის ნაცვლად, რომ ელიზა-
ბეთის საყიდლებისთვის მიეხედათ, გაჩერდნენ და აჩურჩულდნენ. დარ-
წმუნებული ვარ, ჩემზე ლაპარაკობდნენ. რატომღაც ჩავთვალე, რომ
მისტერ მარტინი დას არწმუნებდა, მიესალმეო... თქვენი აზრით, შეიძ-
ლება, ასე ყოფილიყო, მის ვუდჰაუზ? ...ეს იმიტომ ვიფიქრე, რომ ცოტა
ხანში, ელიზაბეთი მომიახლოვდა და მკითხა, როგორ ხარო, თითქოს
მზად იყო, ხელიც კი ჩამოერთმია, თუ მე ჩამოვართმევდი. არა ძველე-
ბურად თავისუფლად, მაგრამ თითქოს მაინც ცდილობდა, მეგობრული
ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, მართლაც ჩამოვართვით ხელი ერთმა-
ნეთს და ცოტა ხანს ვილაპარაკეთ კიდეც. არც კი მახსოვს, რას ვეუბნე-
ბოდი... სულ ვკანკალებდი! მახსოვს, მითხრა, ვწუხვარ, რომ ერთმანეთს
ვეღარ ვხვდებითო. ლამის ვიფიქრე, რა კეთილშობილურია მისი მხრი-
დან-მეთქი. მის ვუდჰაუზ, საყვარელო, იცით, მართლა რა უბედური ვი-
ყავი? ამასობაში წვიმამ იკლო და მტკიცედ გადავწყვიტე, რადაც უნდა
დამჯდომოდა, გავსულიყავი... უცებ... წარმოიდგინეთ! ჩემკენ მისტერ
მარტინიც გამოემართა! – ნელი ნაბიჯით, თითქოს ყოყმანობსო. მოკ-
ლედ, მოვიდა და დამელაპარაკა... მეც ვუპასუხე... თითქმის მთელი ერ-
თი წუთი ასე ვიდექი და თავს საშინლად ვგრძნობდი, მერე როგორღაც
მხნეობა მოვიკრიბე და ვთქვი, აღარ წვიმს და უნდა წავიდე-მეთქი, და
წამოვედი კიდეც. მაღაზიის კარიდან სამი იარდიც არ მქონდა გავლი-
ლი, რომ მისტერ მარტინი დამეწია და მხოლოდ ის მითხრა, თუ ჰარ-
ტფილდში მიდიხართ, სჯობს, ქოულის საჯინიბოების გავლით წახვი-
197
დეთ, ვინაიდან მოკლე გზა წვიმამ დატბორაო. ღმერთო დიდებულო! მე-
გონა, მიწა გამისკდებოდა! ვუთხარი, დიდად გმადლობთ-მეთქი... მერე
ის მაღაზიაში შებრუნდა, მე კი საჯინიბოების გზით წამოვედი... ჰო,
მგონი იმ გზით მოვედი... წესიერად არც კი მახსოვს. ღმერთო! მის ვუდ-
ჰაუზ, ამას ყველაფერი მერჩივნა! თუმცა, იცით, ერთგვარი კმაყოფილე-
ბა ვიგრძენი, როცა გავაცნობიერე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მა-
ინც ასე თავაზიანად და კეთილად მომექცა ისიც და ელიზაბეთიც. მის
ვუდჰაუზ! დამელაპარაკეთ და დამამშვიდეთ, გემუდარებით.
ემას გულით უნდოდა, ჰარიეტის თხოვნა შეესრულებინა, მაგრამ
იძულებული გახდა, დაფიქრებულიყო. არც თავად იყო მთლად მშვი-
დად. ახალგაზრდა კაცისა და მისი დის საქციელი ჭეშმარიტი გრძნობის
გამოძახილს ჰგავდა, ამის გამო კი ემას ეს ხალხი შეეცოდა. ჰარიეტის
მონათხრობის მიხედვით, მისტერ მარტინის საქციელი წყენისა და ალა-
ლი კეთილშობილების საინტერესო ნაზავს წარმოადგენდა. თუმცა,
უღირს ადამიანებად ემას ისინი არც აქამდე მიაჩნდა. პირიქით. ჰოდა,
რა იცვლებოდა ახლა ამით? მათთან დანათესავება ვითომ უფრო ნაკ-
ლებ უბედურებას მოიტანდა? ამაზე ნერვიულობა ნამდვილად სისულე-
ლე იყო. ცხადია, მისტერ მარტინს სულაც არ უხაროდა ჰარიეტის და-
კარგვა (ეს ოჯახის არცერთ წევრს არ უხაროდა); ალბათ თავს დამცი-
რებულადაც გრძნობდა – პატივმოყვარეობაც შეელახა და გულიც ეტკი-
ნა. ჰარიეტთან ახლო ურთიერთობით კი მთელი ოჯახი დაწინაურებას
ცდილობდა. ბოლოს და ბოლოს, რა ფასი ჰქონდა ჰარიეტის მონათ-
ხრობს?! მისი გულის მოგება ხომ ყველაზე ადვილი იყო? ან რა წონა
ჰქონდა მის საქებარ სიტყვებს, ვისაც გამჭრიახობის ნატამალიც კი არ
გააჩნდა?
ასე რომ, ემამ ძალ-ღონე არ დაიშურა და ჰარიეტი ანუგეშა – ეს ყვე-
ლაფერი უმნიშვნელო წვრილმანია და არ ღირს ნერვიულობადო.
– იმწუთას ალბათ ძალიან ინერვიულეთ, – გახლდათ ემას სიტყვები,
– მაგრამ როგორც ჩანს, მაინც ღირსეულად გაართვით თავი. ახლა კი ეს
უკვე წარსულია და ალბათ არასდროს განმეორდება... ყოველ შემთხვე-
198
ვაში, პირველი შეხვედრის უხერხულობის დაძლევა აღარ მოგიწევთ, ამ-
დენად, არცაა საჭირო ამაზე დარდი.
ჰარიეტი დაეთანხმა, აბსოლუტურად მართალი ხართ და აღარ ვი-
ფიქრებო, მაგრამ სხვა თემაზე გადასვლა ძალიან გაუძნელდა. ჰოდა,
ემაც, მეგობრის გონებიდან მარტინების განდევნის მიზნით, იძულებუ-
ლი შეიქნა, ახალი ამბის თქმა, რასაც აქამდე დიდი სიფრთხილით აპი-
რებდა, დაეჩქარებინა. მისმა ნაამბობმა კი ჰარიეტზე საოცრად იმოქმე-
და: მისი ყოვლისმომცველი გრძნობები მისტერ ელტონისადმიისე უცებ
შეიცვალა, რომ ემა დაიბნა, ვეღარ გაეგო, გახარებოდა თუ გაბრაზებუ-
ლიყო, შერცხვენოდა თუ მხოლოდ გასცინებოდა მეგობრის უეცარ გარ-
დასახვაზე.
თუმცა, გარდასხვამ სულ რამდენიმე წუთს გასტანა და ჰარიეტის
გულსა და გონებაში მალევე განახლდა მისტერ ელტონის რეაბილიტა-
ციის პროცესი. საუბრის ბოლოსკენ ჰარიეტმა იღბლიანი მის ჰოკინსის
მიმართ ყველა მძაფრი ემოცია – ცნობისმოყვარეობა, გაოცება, სინანუ-
ლი, ტკივილი თუ სასოება – ისე გაახმოვანა, რომ ცხადი გახდა, მარტი-
ნებმა მის წარმოსახვაში ისევ მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.
საბოლოო ჯამში, ემა იმ აზრამდე მივიდა, რომ მარტინებთან შეხ-
ვედრით გამოწვეულმა პირველმა შოკმა სინამდვილეში არც იმხელა
კვალი დატოვა, რომ საგანგაშოდ ყოფილიყო საქმე. ჰარიეტს, მისი ამჟა-
მინდელი ცხოვრების გათვალისწინებით, მარტინები ვერსად შეხვდე-
ბოდნენ, თუ, რა თქმა უნდა, განზრახ არ შეეცდებოდნენ მასთან შეხ-
ვედრას, საამისოდ კი ჯერჯერობით ან გამბედაობა არ ჰყოფნიდათ, ან
პირიქით – ზედმეტად ქედმაღლები იყვნენ, რადგან ფაქტი იყო: მას მე-
რე, რაც ჰარიეტმა მისტერ მარტინი უარით გაისტუმრა, მისი დები მი-
სის გოდარდთან ერთხელაც კი არ მისულან. ჰოდა, თავისუფლად შეიძ-
ლებოდა, მთელ წელიწადს ისე ჩაევლო, რომ ბედს ისინი ერთმანეთის-
თვის აღარ შეეხვედრებინა.
199
თავი 4
201
თილდღეობას ოცი მილის მანძილიდან უფრო მეტი სიხარულით მი-
ადევნებდა თვალს.
რაც შეეხება მისტერ ელტონის ქორწინებას, მიუხედავად იმისა, რომ
ეს ჰაიბერიში მის სამუდამოდ დაფუძნებას ნიშნავდა, ემას აზრით, კარ-
გიც კი იყო: მისის ელტონის არსებობა ძველებურ სიახლოვეს ფორმა-
ლურ ურთიერთობად უმტკივნეულოდ აქცევდა.
საკუთრივ ქალბატონზე კი ემა ბევრს არ ფიქრობდა. ის მისტერ ელ-
ტონისთვის საკმარისად შესაფერისი ქალი იყო, ჰაიბერისთვის – საკმა-
რისად განათლებული და საკმარისად ლამაზიც, რომ ჰარიეტის გვერ-
დით უშნო (სავარაუდოდ) გამოჩენილიყო. რაც შეეხება მის წარმომავ-
ლობას, ემა ამ მხრივ მშვიდად გრძნობდა თავს, რადგან დარწმუნდა,
რომ გაბღენძილსა და ჰარიეტის მიმართ მეტად პრეტენზიულ მისტერ
ელტონს, სინამდვილეში, ბევრი ვერაფერი მოეხერხებინა. ჰაიბერიში
შეიძლება ვერ დაგეზუსტებინა, როგორი იყო მის ჰოკინსი, მაგრამ ვინ
იყო – ამას უთუოდ დაადგენდი. ათი ათასი ფუნტის გარეშე, მის ჰოკინ-
სი არაფრით აღემატებოდა ჰარიეტს და ვერ დაიკვეხნიდა ვერც გვარით,
ვერც წარმომავლობით და ვერც ახლობლებით. ის გახლდათ უმცროსი
ქალიშვილი ერთი ბრისტოლელი49 ვაჭრისა – ვუწოდოთ მას ასე, მიუხე-
დავად მეტად მწირიმოგებისა, რაც, სამართლიანობა მოითხოვს, აღი-
ნიშნოს, რომ მის არაპროფესიონალიზმს უსვამს ხაზს. მის ჰოკინსი ყო-
ველ ზამთარს ბათში ატარებდა, მაგრამ სწორედ ბრისტოლი გახლდათ
მისი მშობლიური მხარე. დედ-მამა რამდენიმე წლის წინ გარდაცვლოდა
და ცხოვრობდა ბიძასთან, რომელიც იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა –
მის შესახებ ვინმეს უფრო წვრილად არაფერი დასცდენია, მხოლოდ
იმას ამბობდნენ, იურიდიულ საქმეშიაო, რაც, ემას ვარაუდით, ნიშნავ-
და ვინმე ადვოკატის ხელქვეითად მუშაობას დაწინაურების პერსპექ-
ტივის გარეშე. მოკლედ, მთელი საგვარეულო სიდიადე უკავშირდებოდა
მის ჰოკინსის უფროს დას, გათხოვილს ბრისტოლთან ახლოს, მეტად
წარჩინებულ კაცზე, რომელსაც საკუთარი ეტლები ჰქონდა! აი, ეს გახ-
202
ლდათ მთელი ამ ამბის ყველაზე დრამატული, საკვანძო მომენტი, მის
ჰოკინსის მთელი წარჩინებულობა.
ემა ძალიან ნანობდა. ნეტავ, საერთოდ რატომ აღუძრა ჰარიეტს
გრძნობები?! რას ერჩოდა – რად შეაყვარა მისტერ ელტონი?! ვაი, რომ
გადაყვარება ასეთივე ადვილი აღარ აღმოჩნდა! ტრფობის ობიექტი,
რომელსაც ჰარიეტის ტვინის ყოველი კუნჭული დაეკავებინა, ალბათ
სხვას უნდა ჩაენაცვლებინა; ჩაანაცვლებდა კიდეც – რობერტ მარტინიც
კი ეყოფოდა ამ საქმეს. ემას შიშნარევი ვარაუდით, ჰარიეტი იმ კატეგო-
რიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც, ერთხელ თუ შეუყვარდათ, მთელი
ცხოვრება შეყვარებულები არიან... საბრალო გოგო! მისტერ ელტონის
კვლავ გამოჩენამუარეს დღეში ჩააგდო. ემამ ერთხელ ძლივს ნახა, აი,
ჰარიეტს ყოველდღე თვალში ეჩხირებოდა; დღეში ორჯერ ან სამჯერ
როგორღაც ახერხებდა, სულ ახლახან სადმე გადაჰყროდა, სულ ახლა-
ხან ხმა გაეგო ან მხარი დაენახა; მოკლედ, სულ ახლახან რაღაც ისეთი
ხდებოდა, რაც მისტერ ელტონს ქალიშვილის გულში მყარსა და თბილ
ადგილს უნარჩუნებდა, მის ცნობისმოყვარეობას კვებავდა და მის წარ-
მოსახვას აგულიანებდა. ამასთან, ყველგან მისი სახელი ისმოდა, ყველა
მის უნაკლო თვისებებზე ლაპარაკობდა და მის საზრუნავებს განიხი-
ლავდა; ჰაიბერიში უფრო საინტერესო აღარაფერი ეგულებოდათ – ყო-
ველ ახალ ამბავსა თუ ვარაუდს, რაც მისტერ ელტონის რომანსა და
გეგმებს, შემოსავლებს, მსახურებსა და ავეჯს უკავშირდებოდა, რაც უკ-
ვე მომხდარიყო ან უნდა მომხდარიყო – ჰარიეტის თანდასწრებით დი-
დი ენთუზიაზმით განიხილავდნენ.
მუდმივი ქება-დიდების შედეგად კი, ჰარიეტის გრძნობა, სინანული
და სევდა სულ უფრო მყარდებოდა. ამ ყოველივეს ერთვოდა მის ჰოკინ-
სის ბედნიერებაზე გაუთავებელი ბჭობა და დაუსრულებელი კომენტა-
რები, თუ როგორი ბედნიერი ჩანდა მისტერ ელტონი, როგორი გამო-
მეტყველებით გადიოდა სახლიდან, როგორ ეხურა ქუდი, როგორი ძლი-
ერი იყო მისი სიყვარული.
მეგობარი ასე გულნატკენი, თავად კი ასე დამნაშავე რომ არ ყოფი-
ლიყო, ემა ჰარიეტის არამდგრადობით ალბათ ძალიანაც გაერთობოდა.
203
გოგონას გონებაში ხან მისტერ ელტონი ბატონობდა, ხანაც მარტინები
და თითოეული სასარგებლო როლს ასრულებდა მეორისგან განთავი-
სუფლების საქმეში: მისტერ ელტონის დაოჯახების ამბავმა მისტერ
მარტინთან შეხვედრით გამოწვეული მღელვარება დააცხრო; მომავალი
ქორწილით გამოწვეული უბედურება კი ელიზაბეთ მარტინმა შეამსუ-
ბუქა, რომელსაც ერთ დღეს მისის გოდარდთან შეევლო; ჰარიეტი შინ
არ დახვედროდა, მაგრამ დაეტოვებინა მეტად ამაღელვებელი და გულ-
საკლავი წერილი. ასე რომ, მისტერ ელტონის ხელმეორედ ჩამოსვლამ-
დე ამ წერილით გატაცებული ჰარიეტი სულ იმას გაიძახოდა, მის მარ-
ტინს სიკეთე როგორ გადავუხადოო, გულის სიღრმეში კი გაცილებით
თამამი ნაბიჯების გადადგმაზეც კი ოცნებობდა. თუმცა, მისტერ ელტო-
ნი დაბრუნდა თუ არა, ჰარიეტის დარდის ობიექტიც შეიცვალა და მარ-
ტინები ერთხელაც აღარ გახსენებია.
სწორედ იმ დღეს, როცა მისტერ ელტონი კვლავ ბათისკენ გაეშურა,
ემამ – ახლა უკვე მისი წასვლით გამოწვეული სევდის შესამსუბუქებ-
ლად – გადაწყვიტა, რომ მეტად უპრიანი იქნებოდა, თუ ჰარიეტი ელი-
ზაბეთ მარტინს ეწვეოდა, თუმცა ჯერ კარგად უნდა მოეფიქრებინათ:
რა ფორმა მიეცათ ვიზიტისთვის; რა იქნებოდა გარდაუვალი; რა იქნე-
ბოდა ყველაზე უსაფრთხო... დედისა და დების მიწვევაზე უარის თქმა,
ცხადია, უმადურობაში ჩაეთვლებოდათ და არავითარ შემთხვევაში არ
უნდა დაეშვათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიწვევა ურთიერთობის გა-
ნახლების საფრთხეს ქმნიდა.
ბევრი ფიქრის შემდეგ, ემამ გადაწყვიტა, თავისი ჩანაფიქრი ჰარიე-
ტისთვისაც გაენდო და მეგობარი მის სისწორეში დაერწმუნებინა, ოღო-
ნდ ისე, რომ ოჯახს ეჭვი არ შეჰპარვოდა ამ ვიზიტის ფორმალურობაში.
ჰარიეტს ეტლით მიიყვანდა, ები-მილთან დატოვებდა, თავად კი მოშო-
რებით დაელოდებოდა და მალევე მიაკითხავდა, რათა მარტინებს ვერ
მოესწროთ შუამავლობის წამოწყება ან გარდასულ დღეთა შეხსენება;
პირიქით – მათთვის ყოველი წუთი მკაფიო მინიშნება უნდა ყოფილიყო
სამომავლო დისტანცირებისა.
204
ემამ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა. გრძნობდა, რომ მის გეგმაში იყო
რაღაც უხერხული – ეტიკეტის მანტიაში გახვეული უმადურობის მსგავ-
სი, მაგრამ სხვაგვარად, აბა, როგორ მოქცეულიყო, ჰარიეტს მომავალს
ხომ არ დაუნგრევდა?!
205
თავი 5
50
„უაით-ჰართი“ – ერთ-ერთი უძველესი (სულ ცოტა, 1503 წლიდან) სასტუმრო ბათ-
ში, რომელშიც ჯეინ ოსტინის გმირები ჩერდებოდნენ ხოლმე, ხოლო ჩარლზ დიკენსმა
(1812-1870) თავისი „პიკვიკის კლუბის ჩანაწერებით“ უკვდავყო. სასტუმრო 1867
წლიდან აღარ არსებობს, თუმცა „უაით ჰართის“ სახელს ბათის ცენტრში მდებარე
მოქმედი სასტუმრო და რესტორანი დღესაც ატარებს.
206
ხვებითა და ჩაძიებით, როგორც იქნა, მიხვდა, რა სახის შეხვედრასთან
ჰქონდათ საქმე და ამ შეხვედრას რა სახის ტკივილი გამოეწვია მის მე-
გობარში.
ჰარიეტი მხოლოდ მისის მარტინსა და გოგონებს შეხვდა. მათ ეჭვის
თვალით მიიღეს, ცივად თუ არა. ყველაფერი ზედმიწევნით ჩვეულებრი-
ვად, ბანალურად მიმდინარეობდა, სანამ ბოლოსკენ, ყოვლად მო-
ულოდნელად, მისის მარტინმა არ შენიშნა, მის სმითი სიმაღლეში გაზ-
რდილაო. ამ კომენტარმა უფრო საინტერესო და თბილი ატმოსფერო
შექმნა: გასულ სექტემბერს, ჰარიეტი და მისი ორი მეგობარი ზუსტად
იმ ოთახში გაეზომათ. ფანჯარასთან, კედელზე, ახლაც იყო ფანქრით
მონიშნული მათი სიმაღლე და სამახსოვრო მინაწერები. ეს მას გაეკე-
თებინა. ეს დღე ყველას ახსოვდა – ზუსტი დრო, ვითარება, შემადგენ-
ლობა; ჰოდა, ერთი წამით ყველა ერთნაირ სევდასა და სინანულს
გრძნობდა და ერთნაირად იყო მზად, ძველი მეგობრობა აღედგინა (ემას
ეჭვით, ჰარიეტი, როგორც მათ შორის საუკეთესო, ყველაზე მეტად იქნე-
ბოდა მოწადინებული), თუმცა, ამასობაში ეტლი დაბრუნდა და ყველა-
ფერს წერტილი დაუსვა – ვიზიტის სტილმა და ხანგრძლივობამ თავისი
ქნა. ჰარიეტმა მხოლოდ თოთხმეტი წუთი დაუთმო ადამიანებს, რომ-
ლებთანაც, ექვსიოდე თვის წინ ექვსი ბედნიერი კვირა გაატარა.
ემამ ყოველივე ცხადად წარმოიდგინა და მიხვდა, როგორი სამარ-
თლიანი იყო მარტინების წყენა და როგორი ბუნებრივი იყო ჰარიეტის
გულისტკივილი. მის ვუდჰაუზი მზად იყო, ყველაფერი გაეღო და აეტა-
ნა, ოღონდ კი მარტინები უფრო მაღალი სტატუსის ხალხი ყოფილიყო!
აშკარად იმსახურებდნენ, თან სულ მცირედით მაღალი სტატუსიც საკ-
მარისი იქნებოდა. მათი ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინე-
ბით კი, სხვა გამოსავალი არ იყო: ჰარიეტი და მარტინები ერთმანეთს
უნდა დასცილებოდნენ, თუნდაც ეს ძალიან მტკივნეული ყოფილიყო
თვით ემასთვისაც კი. საბოლოოდ, მისტერ ელტონითა და მარტინებით
შეღონებულმა ემამ გადაწყვიტა, შინ რენდალსის გავლით დაბრუნებუ-
ლიყვნენ. ასეც მოიქცნენ, მაგრამ უესტონები შინ არ დაუხვდნენ. მსახუ-
რის თქმით, ორივენი რაღაც ხნის წინ ჰარტფილდში წასულიყვნენ.
207
– რა ცუდია! – წამოიძახა ემამ, როცა უკან გატრიალდნენ, – ჰარ-
ტფილდშიც კი ვერ ჩავუსწრებთ. არც კი ვიცი, ბოლოს ასეთი იმედგაც-
რუებული როდის ვიყავი.
ამ სიტყვებზე ემა უკან, ეტლის სავარძელზე მიესვენა, რომ უკეთ
ებუზღუნა ან, პირიქით – ცუდი ფიქრები განედევნა; სავარაუდოდ –
ცოტა-ცოტას ალბათ ორივეს მოახერხებდა, როგორც ეს ზოგადად ოპ-
ტიმისტ ადამიანებს სჩვევიათ. ცოტა ხანში ეტლი გაჩერდა. ემამ გაიხე-
და და აღმოაჩინა, რომ ისინი მისტერ და მისის უესტონებს გაეჩერები-
ნათ. მათმა დანახვამ და ხმის გაგონებამ ემას მაშინვე სიხარული მოჰ-
გვარა.
– როგორა ხართ? – უმალ მიესალმა ემას მისტერ უესტონი, – მამათ-
ქვენთან ვიყავით. მიხარია, რომ მშვენიერ ფორმაში დაგვხვდა. ხვალ
ფრენკი ჩამოდის! ამ დილას წერილი მივიღე – ხვალ, სადილობის დროს
ყოველ მიზეზ გარეშე აქ იქნება. ამაღამ ოქსფორდში დარჩება, ჩვენთან
კი მთელ ორ კვირას გაატარებს! შობას რომ ჩამოსულიყო, სამ დღეზე
მეტხანს ვერ დარჩებოდა. ამიტომაც არ ვდარდობდი, შობას რომ არ ჩა-
მოვიდა. ახლა კი მშვენიერ ამინდს დავახვედრებთ – მშრალსა და უღ-
რუბლოს. ბოლომდე ვიჯერებთ გულს! ყველაფერი ზუსტად ისე გამოვი-
და, როგორც გვინდოდა.
ძნელი იყო, ასეთი ახალი ამბის გაგონებისას სიხარული დაგემალა;
ან მისტერ უესტონის გაბრწყინებული სახისთვის გეცქირა და მისი ბედ-
ნიერება არ გადაგდებოდა, რასაც მისი ცოლის სიტყვებიცა და გამომეტ-
ყველებაც ადასტურებდა. მისის უესტონი, ქმართან შედარებით, სიხა-
რულს უფრო მოკრძალებულად, მაგრამ არანაკლებ დამაჯერებლად გა-
მოხატავდა. რაკი მისის უესტონს ფრენკ ჩერჩილის ჩამოსვლაში ეჭვი
აღარ ეპარებოდა, მაშინ ემაც მზად იყო, დაეჯერებინა და მთელი გუ-
ლით გაეზიარებინა ცოლ-ქმრის სიხარული. ამაზე უებარ წამალს ვერც
კი ინატრებდა! გადაღეჭილ-გამოფიტული წარსული მაშინვე ამ მშვენი-
ერ სიახლეში ჩაიკარგა. ემამ იმის გაფიქრებაც კი მოასწრო, მისტერ ელ-
ტონზე საუბრებს ახლა ხომ მაინც მოეღება ბოლოო.
208
მისტერ უესტონმა მას ენსკოუმბის ამბებიც უამბო, რასაც მისი ვა-
ჟისთვის საშუალება მიეცა, მთელი ოთხი კვირა საკუთარი შეხედულე-
ბისამებრ გაეტარებინა; გააცნო მისი მგზავრობის მარშრუტიცა და
ტრანსპორტიც. ემა უსმენდა, უღიმოდა და ულოცავდა.
– მალე ჰარტფილდში მოვიყვან, – გახლდათ მისტერ უესტონის დას-
კვნითი სიტყვები.
ამის თქმა იყო და, ემამ ლამის დაინახა, როგორ გაჰკრა ქმარს იდაყვი
მისის უესტონმა, რომელმაც სასწრაფოდ განაცხადა: – სჯობს, გზა გა-
ვაგრძელოთ, მისტერ უესტონ, თორემ გოგონებს ვაყოვნებთ.
– კარგი, კარგი, მე მზად ვარ, – ცოლს დაეთანხმა მისტერ უესტონი
და შემდეგ ისევ ემას მიუბრუნდა: – იცით, არ მინდა, მოლოდინი გაგიც-
რუვდეთ; მეტისმეტად დახვეწილ ახალგაზრდა კაცთან შეხვედრის იმე-
დი ნუ გექნებათ; თქვენ ხომ მას მხოლოდ ჩემი მონაყოლიდან იცნობთ?!
სინამდვილეში კი ფრენკში უჩვეულო ალბათ არც არაფერია.
მისტერ უესტონის გაბრწყინებული თვალები ნათქვამის საპირისპი-
როს მოწმობდა. ცხადია, ემამ არაფერი შეიმჩნია და მეტად გულუბ-
რყვილო სახით იმდენად ზრდილობიანი პასუხი გასცა, რომ მისის უეს-
ტონმა ესღა მიუგო: – ემა, ჩემო ძვირფასო, ხვალ, ოთხი საათისთვის
ჩემზე იფიქრეთ.
– ოთხი საათი?! მენდეთ, სამი საათისთვის უკვე აქ იქნება, – სწრა-
ფად შეასწორა მისტერ უესტონმა და ამ სიტყვებით დასრულდა კიდეც
ეს ყოვლად სასიამოვნო შეხვედრა. ემას უმალ გამოუკეთდა გუნება, მე-
ტიც, გაბედნიერდა კიდეც. ახლა ყველაფერს სულ სხვაგვარად აღიქვამ-
და: აღარც ჯეიმსი და ცხენები ეჩვენებოდა ზანტები; გაკვირტული ან-
წლიც შეამჩნია; თვით ჰარიეტის გამომეტყველებაშიც კი შენიშნა რაღაც
გაზაფხულისებრი – მეგობარს ბაგეზე თითქოს ნაზი ღიმილიც კი გადაჰ-
კვროდა. თუმცა, ჰარიეტის შეკითხვამ, რომელიც ოპტიმისტურს არა-
ფერს მოასწავებდა, უმალვე გამოაფხიზლა: – მისტერ ფრენკ ჩერჩილი
ოქსფორდიდან ბათს არ გამოივლის?
209
ემა ისეთ გუნებაზე იყო, რომ უდარდელად გაიფიქრა, საგანგაშო
არაფერია, გეოგრაფიის ცოდნა51 და სიმშვიდე ასე ერთბაშად არ მოდის,
თავის დროზე კი ჰარიეტი ორივეს სათანადოდ დაეუფლებაო.
მეორე დღეს მისის უესტონის ერთგულ მოწაფეს არც ათზე, არც
თერთმეტზე და არც თორმეტ საათზე არ დაჰვიწყებია, რომ ოთხი სა-
ათისთვის მეგობარზე უნდა ეფიქრა.
„ჩემო საყვარელო, ყველას კეთილდღეობაზე უანგაროდ მზრუნველო
მეგობარო, – იმეორებდა გულში, როცა თავისი ოთახიდან ქვედა სარ-
თულზე ჩადიოდა, – წარმომიდგენია, როგორ ფაციფუცობთ, წამდაუ-
წუმ ამოწმებთ მის ოთახს, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგ-
ზეა“.
ჰოლში რომ გადიოდა, საათმა თორმეტი ჩამოკრა.
„აი, უკვე თორმეტია. არ დამვიწყებია, რომ ოთხ საათში თქვენზე უნ-
და ვიფიქრო! ხვალ ამ დროს ან ცოტა მოგვიანებით კი ალბათ ყველანი
ჩემი სტუმრები იქნებით. დარწმუნებული ვარ, მას მალე გაგვაცნობთ“.
ემამ სასტუმრო ოთახის კარი შეაღო და შეცბა – მამამისი ორ კაცთან
ერთად იჯდა. ერთი მათგანი მისტერ უესტონი იყო, მეორე კი – მისი ვა-
ჟი. ორიოდე წუთისმისულები იყვნენ. მისტერ უესტონი ჯერაც იმას ამ-
ბობდა, ფრენკი ერთი დღით ადრე ჩამოვიდაო, მისტერ ვუდჰაუზი კი
ზრდილობიან მისალმებებსა და მილოცვებს არ იშურებდა.
ფრენკ ჩერჩილი – ადამიანი, რომელზეც ამდენს ლაპარაკობდნენ –
ახლა ემას პირდაპირ იდგა. ქება გადაჭარბებული ნამდვილად არ იყო –
მართლაც შეუდარებელი გარეგნობის კაცი გახლდათ: სიმაღლე, იერი,
მანერები – ნაკლს ვერ უპოვიდი. გამომეტყველებით მამას ჰგავდა, მასა-
ვით ხალისიანი და სიცოცხლით სავსე, სხარტი და გონიერი ჩანდა. ემამ
მაშინვე იგრძნო, რომ უნდა მოსწონებოდა. ხოლო მისი თავაზიანი მანე-
212
დვილად არ მეგონა, მისის უესტონი ასეთი ლამაზი ახალგაზრდა ქალი
თუ იყო.
– მისის უესტონის ქება ჩემი თანდასწრებით ზედმეტი არასდროსაა,
– მიუგო ემამ, – თვრამეტი წლისაც რომ გგონებოდათ, მე მხოლოდ გამა-
ხარებდით, თავად ის კი აუცილებლად შეგეკამათებათ. სჯობს, არ გა-
იგოს, „ლამაზი ახალგაზრდა ქალი“ რომ უწოდეთ.
– იმედი მაქვს, მეყოფა კეთილგონიერება, – გაიღიმა ფრენკ ჩერჩილ-
მა, – არა, მერწმუნეთ, – და ამ სიტყვებზე გალანტურად დაუკრა ემას
თავი, – კარგად მაქვს გაცნობიერებული, ვინ შეიძლება ვაქო მისის უეს-
ტონთან და თან მშვიდად ვიყო, რომ ჩემი ტერმინები ექსტრავაგანტუ-
ლად არ გამოჩნდება.
ემას უცებ ძალიან მოუნდა, გაეგო, მისტერ ფრენკ ჩერჩილსაც თუ გა-
ევლო თავში ის ეჭვები და იმედები, რაც მათ გაცნობას უკავშირდებოდა.
რაზე მეტყველებდა მისი ქათინაურები? სხვათა მოლოდინებს იზიარებ-
და მალულად თუ პირიქით – ღიად უპირისპირდებოდა მათ? ემას
ახალგაზრდა კაცი უფრო ბევრჯერ უნდა ენახა, რათა მისი ქცევის ახსნა
შესძლებოდა, მანამდე კი იმის აღიარებაც საკმარისი იყო, რომ ეს ქცევა
ფრიად სიამოვნებდა.
სამაგიეროდ, ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ამ საკითხზე მისტერ უესტო-
ნი ფიქრობდა ხშირად. არაერთხელ შეამჩნია, როგორ დაკვირვებულსა
და ბედნიერ მზერას ესროდა ხოლმე და მთელი გულისყური მათკენ
ჰქონდა მიპყრობილი.
რაც შეეხება მისტერ ვუდჰაუზს, თავში მსგავსი გამჭრიახი ეჭვი ერ-
თხელაც არ გასჩენია, რაც თავისთავად მეტად სახარბიელო გარემოება
გახლდათ. საბედნიეროდ, მისტერ ვუდჰაუზს რამდენადაც არ მოსწონდა
ზოგადად ქორწინება, იმდენად არ შეეძლო მისი წინასწარგანჭვრეტა.
ყოველთვის აპროტესტებდა ნებისმიერ დაგეგმილ ქორწინებას და არას-
დროს სტანჯავდა ცუდი წინათგრძნობა, რომ ქორწინებას ექნებოდა ად-
გილი.
როგორც ჩანს, ამქვეყნად არცერთ წყვილზე არ ჰქონდა ისეთი ცუდი
წარმოდგენა, რომ წინასწარ დაეშვა, ოდესმე შეუღლებას განიზრახავე-
213
ნო. ემა მამის ამგვარი ხელსაყრელი სიბრმავის ძალიანაც მადლიერი
იყო. აი, ახლაც, მისტერ ვუდჰაუზი ყოველგვარი უსიამოვნო წინათ-
გრძნობის გარეშე აფრქვევდა მისთვის დამახასიათებელ ზრდილობასა
და გულკეთილობას: მზრუნველად კითხულობდა, როგორ იმგზავრა
მისტერ ფრენკ ჩერჩილმა, მით უფრო, რომ გზაში ორი საზიზღარი ღამე
გაატარა; გულწრფელად შფოთავდა, ახალგაზრდა კაცი გზაში ხომ არ
გაციებულიყო, და ირწმუნებოდა, რომ მომდევნო ღამემდე ამ საკით-
ხთან დაკავშირებით თავს ვერაფრით მისცემდა დამშვიდების ნებას.
საკადრისი ვიზიტისთვის შესაფერისი დრო რომ გავიდა, მისტერ
უესტონი წამოდგა. უნდა წასულიყო. „ქრაუნში“ თივის თაობაზე ჰქონ-
და საქმე და, მისის უესტონის თხოვნით, ფორდთანაც უნდა შეევლო.
თუმცა, „სხვას არავის აჩქარებდა“. მისი ვაჟიც – რომელიც საკმაოდ
კარგად იყო აღზრდილი, უმალ წამოდგა და დასძინა: – რაკი საქმეზე
მიდიხარ, სერ, შემთხვევით ვისარგებლებ და ერთ ოჯახს მივაგებ პა-
ტივს. მათთან სტუმრობა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მომიწევს, ასე
რომ, ბარემ ვეწვევი. პატივი მერგო და თქვენი ერთი მეზობელი გავიცა-
ნი, – ამ სიტყვებზე ემასკენ შებრუნდა, – ქალბატონი, რომელიც ჰაიბე-
რიში ან სადღაც ახლო ცხოვრობს. გვარად ფეარფაქსია. ვფიქრობ, არ
გამიჭირდება სახლის მოძებნა. თუმცა... ბარნსები უნდა მეთქვა... თუ
ბეიტსები... იცნობთ ამ გვარით რომელიმე ოჯახს?
– რასაკვირველია! – წამოიძახა მისტერ უესტონმა, – მისის ბეიტსი...
მის სახლს ჩავუარეთ კიდეც... ფანჯარასთან მის ბეიტსიც კი დავლანდე.
მართალია, შენ მის ფეარფაქსს იცნობ; მახსოვს, უეიმათში გაიცანი.
მშვენიერი გოგონაა. აუცილებლად ინახულე.
– არაა აუცილებელი, დღესვე ვინახულო, – მიუგო ახალგაზრდა კაც-
მა, – თავისუფლად შემიძლია, რომელიმე სხვა დღესაც მივიდე, უბრა-
ლოდ, უეიმათში იმ დონის ნაცნობობა გვაკავშირებდა, რომ...
– ღმერთო! დღესვე მიდი! არ გადადო. რაც შენი გასაკეთებელია,
სჯობს, უფრო ადრე გააკეთო, ვიდრე გვიან! გარდა ამისა, ერთ პატარა
მინიშნებასაც მოგცემ, ფრენკ. ნებისმიერი უყურადღებობა შენი მხრი-
დან დაუდევარი საქციელი იქნება. შენ ის ქემპბელებთან ერთად ნახე,
214
როგორც მათი თანასწორი, აქ კი საბრალო მოხუც ბებიასთან ცხოვ-
რობს, რომელსაც ლამის პურის შოვნაც კი უჭირს. მოკლედ, დროულად
ინახულე, თორემ შეიძლება დამცირებულად იგრძნოს თავი.
– ამ ნაცნობობაზე მისგანვე მსმენია, – შენიშნა ემამ, – ძალიან ელე-
განტური ახალგაზრდა ქალია.
თანხმობის ნიშნად მისტერ ფრენკ ჩერჩილმა ისე ჩუმად თქვა „ჰო“,
რომ ემას ლამის ეჭვი შეეპარა ამ თანხმობაში. ალბათ როგორი ელეგან-
ტურობა სუფევდა მათ საზოგადოებაში, რაკი ჯეინ ფეარფაქსის ელე-
განტურობა სათვალავში ჩასაგდებად არ მიაჩნდათ.
– მისი მანერებით თუ არ მოხიბლულხართ აქამდე, – დასძინა ემამ, –
ვფიქრობ, დღეს უთუოდ მოიხიბლებით. აშკარად შეამჩნევთ წინსვლას.
ნახავთ და მოუსმენთ მას... თუმცა, ვშიშობ, მისი მოსმენის საშუალება
არ მოგეცემათ, რადგან ისეთი დეიდა ჰყავს, ენას არ აჩერებს.
– მის ჯეინ ფეარფაქსს იცნობთ, სერ, ხომ? – ჩაერთო მისტერ ვუდჰა-
უზიც, რომელიც საუბარს, როგორც წესი, ყველაზე ბოლოს უწყობდა
ფეხს, – ჰოდა, ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ ძალიან სასიამოვნო
ქალიშვილია. ბებიასა და დეიდას სტუმრობს, ძალიან კარგ ხალხს. მთე-
ლი ცხოვრებაა, ვიცნობ და ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენი ნახვა ძალი-
ან გაახარებთ. ჩემს რომელიმე მსახურს გამოგაყოლებთ, გზა რომ გაჩვე-
ნოთ.
– სერ, ჩემო ძვირფასო, არავითარ შემთხვევაში! გზას მამაჩემიც მაჩ-
ვენებს.
– ჰო, მაგრამ მამათქვენი ამ სიშორეზე არ მიდის. „ქრაუნი“ ქუჩის
მოპირდაპირე მხარესაა; იქ კი უამრავი სახლია და შეიძლება დაიბნეთ.
გზაც მეტად ტალახიანია, თუ საფეხმავლო ბილიკით არ ივლით. აი, ჩე-
მი მეეტლე კი გეტყვით, სად სჯობს ქუჩის გადაკვეთა.
მისტერ ფრენკ ჩერჩილი მაინც უარზე იდგა. ბოლოს, მამაც წაეშვე-
ლა.
– ჩემო კეთილო მეგობარო, – გულითადად წამოიძახა მისტერ უეს-
ტონმა, – ნამდვილად არ არის საჭირო. ფრენკი პირველად კი არ ხედავს
215
წყლის გუბეებს?! თანაც, „ქრაუნიდან“ მისის ბეიტსის სახლამდე ზუს-
ტად ორი ნაბიჯია.
როგორც იქნა, მამა-შვილს წასვლის ნება მისცეს და, ერთის პატივის-
ცემით თავის დაკვრისა და მეორის მოხდენილი რევერანსის შემდეგ,
ჯენტლმენებმა ჰარტფილდი დატოვეს. ურთიერთობის ასეთი დასაწყი-
სით ფრიად ნასიამოვნები ემა ახლა მხოლოდ იმას წარმოიდგენდა,
დღის ნებისმიერ მონაკვეთს როგორ განცხრომაში გაატარებდნენ უეს-
ტონები და მისტერ ფრენკ ჩერჩილი.
216
თავი 6
52
„მამაკაცის თახვი“ – თახვის ბეწვისგან დამზადებული კაცის ხელთათმანები.
53
„იორკის ტყავი“ – ნაზი ტყავის ღია ყავისფერი ხელთათმანები, რომელსაც იორკში
(ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში) ამზადებდნენ.
54
Amor patriae (ლათ.) – სამშობლოს სიყვარული.
221
ვერსია. ამდენად, ვერ მივცემ თავს უფლებას, იმაზე მეტი ვთქვა, ვიდრე
მან გადაწყვიტა, ეთქვა.
– ღმერთო დიდებულო! ისეთსავე ფრთხილ პასუხებს მაძლევთ, რო-
გორიც მის ფეარფაქსს სჩვევია! ყველაფერს ისე ჰყვება, რომ უამრავ
კითხვასა და ვარაუდს ჰბადებს; იმდენად თავშეკავებულია სულ მცირე
ინფორმაციის გამჟღავნებისასაც, რომ, ჩემი აზრით, თამამად შეგიძლი-
ათ, ამ ურთიერთობის ხარისხზე თქვენ ილაპარაკოთ.
– ჰოო? მართლა? მაშ, სიმართლეს გეტყვით, მით უფრო, რომ რაღა-
ცების დამალვა არ მიყვარს. უეიმათში ხშირად ვხვდებოდი. ქემპბელებს
ქალაქიდან მეტ-ნაკლებად კარგად ვიცნობდი, უეიმათში კი, პრაქტიკუ-
ლად, ერთსა და იმავე წრეში ვტრიალებდით. პოლკოვნიკი ქემპბელი ძა-
ლიან სასიამოვნო კაცია, მისის ქემპბელი კი – მეგობრული, გულთბილი
ქალი. მომწონს მათი ოჯახი.
– როგორც ვხვდები, მის ფეარფაქსის სიტუაცია მოგეხსენებათ. იცით,
რაც ელის მომავალში, ხომ?
– დიახ, – ყოყმანით მიუგო მისტერ ფრენკ ჩერჩილმა, – მგონი, ვიცი.
– ემა, მეტად ფაქიზ თემებს ეხები, – ღიმილით ჩაერთო მისის უეს-
ტონი, – ნუ გავიწყდებათ, რომ მეც აქ ვარ... მისტერ ჩერჩილს ალბათ
ეუხერხულება მის ფეარფაქსის მდგომარეობაზე რამე გიპასუხოთ ჩემი
თანდასწრებით. ამიტომ, ცოტათი წინ წავალ.
– მართლაც მავიწყდება, მასზე რომ ვიფიქრო, – თქვა ემამ, – რადგან
მხოლოდ მეგობრად, უძვირფასეს მეგობრად მივიჩნევ.
მისტერ ფრენკ ჩერჩილმა ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს
ბოლომდე ესმოდა და პატივს სცემდა ასეთ გრძნობებს.
ამასობაში ხელთათმანები შეიძინეს და როცა მაღაზიიდან გავიდნენ,
საუბარი ახალგაზრდა კაცმა განაგრძო: – ოდესმე მოგისმენიათ, როგორ
უკრავს ის ახალგაზრდა ქალბატონი, ვისზეც ახლა საუბრობდით?
– ოდესმე?! მგონი დაგავიწყდათ, რომ მის ფეარფაქსი ჰაიბერის
მკვიდრია. რაც თავი მახსოვს და რაც დაკვრა დავიწყეთ, მგონი, სხვა
არც არაფერი მომისმენია. არაჩვეულებრივად უკრავს.
222
– მართლა ასე ფიქრობთ? მინდოდა, ვინმე სანდო შემფასებლის აზრი
მომესმინა. პირადად მეც მგონია, რომ ძალიან კარგად უკრავს, გემოვნე-
ბით, მაგრამ ამ საკითხში არაფერი გამეგება. უაღრესად მიყვარს მუსი-
კა, მაგრამ დაკვრა არ ვიცი და ამიტომ არავითარი უფლება არ მაქვს,
სხვისი დაკრული შევაფასო. თუმცა, ხშირად გამიგია, როგორ ასხამენ
ხოტბას. ერთი კაცის ქება განსაკუთრებით დამამახსოვრდა და მგონი,
საბუთადაც გამოდგება, რომ მის ფეარფაქსი მართლაც კარგ შემსრუ-
ლებლად მივიჩნიოთ. მოკლედ, ერთი მეტად მუსიკალური კაცი, რომე-
ლიც სხვა ქალზე იყო შეყვარებული და დანიშნული, არასდროს სთხოვ-
და თავის სატრფოს, ინსტრუმენტს მიუჯექითო, თუ მის ფეარფაქსს შე-
ეძლო იმწუთას დაკვრა. პირველის მოსმენა ოდნავადაც არ აინტერესებ-
და, თუ მეორე ეგულებოდა ახლომახლო. ასეთი ქცევა მუსიკალური კა-
ცისგან კი მგონი საბუთად გამოდგება.
– საბუთად?! თან როგორ საბუთად! – წამოიძახა ემამ, რომელსაც ეს
საუბარი უკვე ძალიან ართობდა, – ე.ი. მისტერ დიქსონი ძალიან მუსი-
კალური კაცია?! მგონი, თქვენგან ნახევარ საათში იმაზე მეტს შევიტ-
ყობთ, ვიდრე მის ფეარფაქსი ნახევარ წელიწადში დაგვდებდა პატივს.
– დიახ, მისტერ დიქსონსა და მის ქემპბელს ვგულისხმობდი. პირა-
დად მე საკმაოდ მყარ საბუთად აღვიქვი.
– ცხადია. სიმართლე გითხრათ, იმდენად მყარი საბუთია, რომ მის
ქემპბელის ადგილას, სულაც არ მესიამოვნებოდა. ვერ ვაპატიებდი,
კაცს მუსიკა სიყვარულზე მაღლა დაეყენებინა, ყური – თვალზე წინ;
ვერ ვაპატიებდი კეთილხმოვანებისადმი უფრო მეტ სიფაქიზეს, ვიდრე
ჩემი გრძნობებისადმი. როგორ იღებდა მის ქემპბელი ამ ყველაფერს?
– მოგეხსენებათ, უახლოესი მეგობრები არიან.
– უსუსური არგუმენტია და სანუგეშოდ არ გამოდგება! – გაიცინა
ემამ, – ცხადია, სჯობს, უცხო ადამიანი გამჯობინონ, რადგან უცხოს,
შესაძლოა, აღარც კი შეხვდე, აი, უახლოესი ადამიანი კი, რომელიც მუ-
დამ გვერდით გყავს და რომელსაც ყველაფერი შენზე უკეთ გამოსდის...
ნამდვილი ჯოჯოხეთია... საბრალო მისის დიქსონი! მიხარია, ირლან-
დიაში რომ გადავიდა.
223
– მართალი ხართ. წესით, მის ქემპბელს მართლაც არ უნდა მოსწო-
ნებოდა, თუმცა, ჩემი აზრით, ოდნავადაც არ განიცდიდა.
– მით უკეთესი... ან მით უარესი... არც კი ვიცი, რომელი ვთქვა. თუმ-
ცა, რაც უნდა ყოფილიყო მიზეზი, კეთილი ბუნება თუ სიბრიყვე, მეგობ-
რული მოსაზრებები თუ სუსტი გრძნობები, ეს ყველაფერი ერთ ადამი-
ანს ნამდვილად უნდა ეგრძნო: თავად მის ფეარფაქსს. ალბათ ხვდებო-
და, რომ შეუფერებელი და სახიფათო ყურადღების ობიექტი იყო.
– აი, ეს უკვე... არ ვიცი...
– ღმერთო! ნუ იფიქრებთ, რომ ვცდილობ, თქვენ ან ვინმეს მის ფეარ-
ფაქსის ემოციები დავტყუო. მგონი, მისი გრძნობები ყველა სულიერი
არსებისათვის უცნობია. თუმცა, თუ სულ უკრავდა, როცა კი მისტერ
დიქსონი სთხოვდა ამას, მაშინ გვაქვს უფლება, რაც გვინდა, ის ვივარა-
უდოთ.
– არადა, ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზე ჩანდა; ერთმანეთთან
თითქოს გადასარევად იყვნენ... – სწრაფად დაიწყო მისტერ ფრენკ ჩერ-
ჩილმა, მაგრამ მცირედი პაუზის შემდეგ, დაამატა: – თუმცა, შეუძლებე-
ლია, დანამდვილებით ვთქვა, რა ხდებოდა კულისებში... რადგან თქვენ
მის ფეარფაქსს ბავშვობიდან იცნობთ, ჩემზე უკეთ გეცოდინებათ, კრი-
ტიკულ სიტუაციებში როგორ იქცევა ხოლმე.
– ნამდვილად ბავშვობიდან ვიცნობ და, სავსებით ბუნებრივია, ვინ-
მემ ჩვენზე იფიქროს, რომ ახლობლები ვართ, ან როცა ის ნათესავებს
სტუმრობს, შეხმატკბილებულად ვატარებთ დროს. მაგრამ ასე არას-
დროს ყოფილა. არც კი ვიცი, რატომ... შესაძლოა, ცოტათი ჩემი ცუდი
ხასიათის ბრალიცაა; ვერ ვეგუები, ყველა რომ გამუდმებით აღმერთებს
და თავს დასტრიალებს – დეიდითა და ბებიით დაწყებული და ლამის
მთელი ჰაიბერით დამთავრებული. ამას ემატება მისი გულჩათხრობი-
ლობაც! ასეთ ჩაკეტილ ადამიანს არასდროს შევხვედრივარ.
– მართლაც ყოვლად საძულველი თვისებაა, – მიუგო მისტერ ფრენკ
ჩერჩილმა, – ხანდახან სასარგებლოც, რადგან წინდახედულობასაც
მოიცავს, მაგრამ არასდროს – სასიამოვნო. გულჩათხრობილი ადამიანი
ვერ გეყვარება.
224
– მით უმეტეს, თუ შენ მიმართაც გულჩათხრობილია. თუ ზოგადად
გულჩათხრობილი ადამიანი შენთან გულახდილია, მისი ამგვარი ბუნე-
ბა, შესაძლოა, დააფასო კიდეც, მაგრამ ძალიან უნდა მჭირდებოდეს მე-
გობარი ან თანამოსაუბრე, რომ დაახლოების მიზნით, თავი შევიწუხო
და მისი გულჩათხრობილობის დათრგუნვა ვცადო. ჩემი და მის ფეარ-
ფაქსის სიახლოვე, პრაქტიკულად, გამორიცხულია. არანაირი მიზეზი
არ მაქვს, მასზე ცუდად ვიფიქრო, მაგრამ ეს გაუთავებელი და უკიდუ-
რესი სიფრთხილე სიტყვასა თუ ქცევაში, ასეთი ძრწოლვა, ვაითუ ვინ-
მეზე რამე ხელშესახები ინფორმაცია დასცდეს, სხვა თუ არაფერი, ეჭვს
იწვევს, რომ რაღაც აქვს დასამალი.
მისტერ ფრენკ ჩერჩილმა ბოლომდე გაიზიარა ემას სიტყვები.
ამდენი სეირნობისა და ამდენ საკითხზე ასეთი ერთსულოვნების შე-
დეგად, ემას ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს ახალგაზრდა კაცს, დი-
დი ხანი იყო, იცნობდა. მისტერ ფრენკ ჩერჩილი არც მთლად ისეთი აღ-
მოჩნდა, როგორიც ემას წარმოედგინა: მისი შეხედულებები მთლად დი-
დებული საზოგადოების წარმომადგენლისას არ ჰგავდა, არც მაინცდა-
მაინც სიმდიდრისგან გათამამებული კაცი ჩანდა. ამდენად, უკეთესი პი-
როვნება იყო, ვიდრე ემა ელოდა. მოსაზრებები უფრო თავმდაბალი
ჰქონდა, გრძნობები – უფრო თბილი. ემას განსაკუთრებით თვალში
მოხვდა მისი მოსაზრებები მისტერ ელტონის სახლთან დაკავშირებით;
სახლიც შეათვალიერა, ეკლესიაც და არაფრით დაეთანხმა ქალბატო-
ნებს, რომლებმაც იქაურობას არაერთი ნაკლი გამოუნახეს. მისი აზ-
რით, სახლი მშვენიერი იყო და იქ ცხოვრების გამო კაცს ნამდვილად
ვერ შეიცოდებდი, მით უმეტეს, თუ ამ კაცს დიასახლისიც ეყოლებოდა
გვერდით. მისი აზრით, კაცი რეგვენი უნდა ყოფილიყო, ამ კომფორტულ
სივრცეზე მეტი მოესურვებინა.
მისის უესტონს გაეცინა, ალბათ არ იცით, რაზე ლაპარაკობთ, დიდ
სახლს მიჩვეული, ვერ აცნობიერებთ იმ უხერხულობას, რაც პატარა
სახლში ცხოვრებას ახლავსო; ემამ კი გაიფიქრა, რომ მისტერ ფრენკ
ჩერჩილმა სწორედაც რომ გადასარევად იცოდა, რაზეც ლაპარაკობდა
და მეტად მოწადინებულიც იყო, ადრეულ ასაკში დაოჯახებულიყო –
225
ცოლი ღირსეული მოტივების გათვალისწინებით შეერთო. შესაძლოა,
მართლაც ვერ ხვდებოდა, როგორ აკნინებდა მსახურთუფროსის ოთახის
არარსებობა ოჯახურ სიმშვიდეს, მაგრამ უთუოდ გრძნობდა, რომ ენ-
სკოუმბი მას ბედნიერებას ვერ მოუტანდა და როცა კი ვინმეს მიმართ
სერიოზული გრძნობები გაუჩნდებოდა, თამამად დათმობდა მნიშვნე-
ლოვანი ოდენობის სიმდიდრეს, ოღონდ კი ადრეულ ასაკში დამოუკიდე-
ბელი ცხოვრების საშუალება მისცემოდა.
226
თავი 7
55
იგულისხმება ლონდონი.
229
მე ის გახლდათ, რომ დონველსა და რენდალსში მიიღეს ქოულების მო-
საწვევი, ჰარტფილდში კი – არა. მისის უესტონის ახსნა-განმარტება –
„ალბათ, თქვენ ვერ შემოგკადრეს, რაკი იციან, რომ გარეთ არ სადი-
ლობთ“ – ემასთვის საკმარისად დამაჯერებელი არგუმენტი არ აღმოჩ-
ნდა. თანაც, გული დასწყდა, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ უარის თქმისა
და საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალება არ ეძ-
ლეოდა, ხოლო მეორე მხრივ იმიტომაც, რომ გააცნობიერა, წვეულებასა
და უახლოეს მეგობრებს მხოლოდ თვითონ უნდა გამოჰკლებოდა. უკვე
აღარც კი იყო დარწმუნებული, მოსაწვევის მიღების შემთხვევაში, თან-
ხმობის ცდუნებას თუ გაუძლებდა. საღამოზე ჰარიეტიც მიიწვიეს და ბე-
იტსებიც. წინა დღესაც ამაზე ლაპარაკობდნენ და ფრენკ ჩერჩილმაც
გულწრფელად დაიჩივლა, რა საწყენია, რომ არ იქნებითო. ნუთუ საღა-
მო მეჯლისით არ დასრულდება? – იყო ახალგაზრდა კაცის შეკითხვა.
ცეკვის შესაძლებლობის გამოტოვება კი უარესად უფუჭებდა ემას გუნე-
ბას; მისი დაუპატიჟებლობა თუნდაც კომპლიმენტი ყოფილიყო, დიდი
ვერაფერი ნუგეში გახლდათ.
სწორედ ამ მოსაწვევის მიღება დაემთხვა ჰარტფილდში უესტონების
სტუმრობას, რამაც მათი იქ ყოფნა მეტად ღირებული გახადა. მართა-
ლია, წაკითხულზე ემას პირველი რეაქცია ჯიუტად ნაფიქრი „ცხადია,
უარი უნდა ვუთხრა“ იყო, მაგრამ უესტონებს მაინც დაეკითხა და მა-
თაც დაუყოვნებლად ურჩიეს, უნდა წახვიდეთო.
ემა გამოტყდა, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, წვეულებისადმი
არც ისე გულგრილად იყო განწყობილი. ქოულებს მეტად საკადრისი წე-
რილი მიეწერათ – თავაზიანად გამოეხატათ სათქმელი და მამამისი-
სადმიც საოცარი ყურადღება გამოეჩინათ. „პატივს უფრო ადრეც ით-
ხოვდნენ, მაგრამ ლონდონიდან დასაკეცი შირმის ჩამოსვლას ელოდნენ,
რის წყალობითაც, იმედოვნებდნენ, რომ მისტერ ვუდჰაუზს მცირედი
ორპირიც არ შეაწუხებდა და, შესაბამისად, უფრო თამამად დასდებდა
პატივს, საღამო მათთან გაეტარებინა“. საბოლოოდ, ემას დაყოლიება
საკმაოდ იოლი აღმოჩნდა; უესტონებთან ერთად მალევე გადაწყვიტა,
თუ როგორ აერიდებინათ მისტერ ვუდჰაუზისთვის დისკომფორტი – მი-
230
სის ბეიტსი თუ არა, მისის გოდარდი უთუოდ გაუწევდა კომპანიას და
მისტერ ვუდჰაუზი თანახმა იქნებოდა, მის ქალიშვილს სულ რამდენიმე
დღეში ერთი საღამო მისგან მოშორებით გაეტარებინა. რაც შეეხება თა-
ვად მისტერ ვუდჰაუზის წასვლას, ემას გადაწყვეტილებით, გვიან საღა-
მოს, ხალხმრავლობაში მისი იქ ყოფნა გამორიცხული იყო. მისტერ
ვუდჰაუზი საკმაოდ მალე შეურიგდა ბედს.
– სადილად სიარული არ მიყვარს, – თქვა მან, – არც არასდროს მიყ-
ვარდა. არც ემას უყვარს. გვიან ვახშმობა ცუდად მოქმედებს ჩვენზე.
ვწუხვარ, მისტერ და მისის ქოულებმა რომ ეს სადილი აიტეხეს. ჩემი
აზრით, ბევრად უკეთესი იქნებოდა, დამდეგ ზაფხულს ჩვენთან მოსუ-
ლიყვნენ და ჩაი ერთად დაგველია, მერე კი ერთად გაგვესეირნა. ჩვენ
ადრიანად ვსვამთ ჩაის, შინ კი ისე დაბრუნდებოდნენ, რომ საღამოს
ნესტი არც დაჰკრავდათ. ზაფხულის საღამოს ცვარი ისეთია, არავის
ვურჩევ. თუმცა, რადგან ასე მოწადინებულნი არიან, ჩემმა საყვარელმა
ემამ მათთან ისადილოს და რადგან თქვენც იქ იქნებით და მისტერ ნა-
იტლიც და სამივე ერთად მიმიხედავთ, ნამდვილად არ შევუშლი მის
წასვლას ხელს, ცხადია, თუ ამინდიც შესაფერისი იქნება – არც ნესტია-
ნი და არც ქარიანი... – მისტერ ვუდჰაუზი მისის უესტონს მიუბრუნდა
და გულთბილად უსაყვედურა: – ეჰ, მის ტეილორ! რომ არ გათხოვილი-
ყავით, ჩემთან დარჩებოდით ჰარტფილდში!
– მაშ, სერ, – წამოიძახა მისტერ უესტონმა, – რადგან მის ტეილორი
წაგართვით, ვალდებული ვარ, მისი ადგილი როგორღაც შეგივსოთ. თუ
გნებავთ, ამწამსვე დაველაპარაკები მისის გოდარდს.
მაგრამ რამის ამწამსვე გაკეთების იდეა მისტერ ვუდჰაუზის მღელვა-
რებას უფრო ზრდიდა. ქალბატონებმა უკეთ იცოდნენ, როგორ შეემსუ-
ბუქებინათ მისი შფოთვა: მისტერ უესტონი უნდა გაჩუმებულიყო და
ყველაფერი აუჩქარებლად, წინდახედულად დაეგეგმათ.
ამგვარმა მიდგომამ გაჭრა და მისტერ ვუდჰაუზიც მეტ-ნაკლებად
დამშვიდდა: „ძვირფასი მისის გოდარდის ნახვა ძალიან გაახარებს. ემამ
პატარა წერილი უნდამისწეროს და ჰარტფილდში მოიწვიოს. წერილს
ჯეიმსი წაუღებს. თუმცა, ჯერ მისის ქოულს უნდა გაუგზავნოს პასუხი“.
231
– ჩემ მაგივრად ბოდიში უნდა მოუხადო; რაც შეიძლება, ზრდილო-
ბიანად აუხსნა, რომ ავადმყოფი კაცი ვარ, არსად დავდივარ და, შესა-
ბამისად, მათ თავაზიან მიპატიჟებას ვერ დავთანხმდები. რა თქმა უნ-
და, პატივისცემის დამადასტურებელი სიტყვებით უნდა დაიწყო. თუმ-
ცა, ყველაფერს თავადაც მშვენივრად გაართმევ თავს. ჩემი მითითებები
არ გჭირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს ჯეიმსის გაფრთხილებაც, რომ
სამშაბათს ეტლი დაგვჭირდება. ის თუ წაგიყვანს, შენზე არ ვინერვი-
ულებ. რაც ახალი მისადგომი გააკეთეს, ქოულებთან არ ვყოფილვარ,
მაგრამ ეჭვი მაინც არ მეპარება, რომ ჯეიმსი უსაფრთხოდ მიგიყვანს.
როცა მიხვალ, უნდა უთხრა, რა დროს მოგაკითხოს. სჯობს, მალევე წა-
მოხვიდე. გვიანობამდე გაჩერება არ ღირს. ჩაის მერე უკვე დაიღლები.
– მაგრამ, მამა, ხომ არ გინდა მანამ წამოვიდე, სანამ დავიღლები?
– ღმერთო, არა, ჩემო საყვარელო! მაგრამ, გარწმუნებ, მალევე დაიღ-
ლები. ყველას ერთხმად ლაპარაკი არ მოგეწონება.
– მაგრამ სერ, ჩემო ძვირფასო, – წამოიყვირა მისტერ უესტონმა, –
ემა თუ ადრე წამოვა, წვეულება ჩაიშლება.
– ჰოდა, ძალიანაც კარგი, – მიუგო მისტერ ვუდჰაუზმა, – რაც მალე
დასრულდება წვეულებები, მით უკეთესი.
– მაგრამ აბა, დაფიქრდით, სერ. შესაძლოა, ქოულებს ეწყინოთ, ემა
მათ წვეულებას ჩაის დასრულებისთანავე თუ დატოვებს. თავმდაბალი
ხალხია და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არა აქვთ, მაგრამ მათი
წვეულებიდან ვინმეს ადრიანად გაქცევა არა მგონია, კომპლიმენტად
მიიღონ. მის ვუდჰაუზის წამოსვლა კი გაცილებით მტკივნეულად აღიქ-
მება, ვიდრე იქ მყოფი ნებისმიერი სხვა ადამიანისა. დარწმუნებული
ვარ, სერ, ამ მეგობრული, კარგი ხალხის შეურაცხყოფა ნამდვილად არ
გინდათ, მით უმეტეს, რომ აგერ უკვე ათი წელია, თქვენი მეზობლები
არიან.
– ამქვეყნად არაფრის გულისთვის, მისტერ უესტონ. თქვენი მეტად
მადლიერი ვარ, ეს რომ შემახსენეთ. უკიდურესად შევწუხდებოდი, მათ-
თვის სულ ოდნავ მაინც რომ მეტკინა გული. ვიცი, როგორი ღირსეული
ხალხია. პერი მეუბნებოდა, მისტერ ქოული ლუდს პირს არ აკარებსო.
232
კი არაფერი ეტყობა, მაგრამ სინამდვილეში თურმე ნაღვლის ბუშტი
აწუხებს... თანაც, ძალიან. არა, მათი გულისტკივილის საბაბად ნამდვი-
ლად ვერ ვიქცევი. ემა, ჩემო ძვირფასო, ეს მხედველობაში უნდა მივი-
ღოთ. დარწმუნებული ვარ, არც შენ გიღირს მისტერ და მისის ქოულე-
ბის წყენინება; გიჯობს, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, ცოტათი
მეტხანს დარჩე მათთან. ნუ მიაქცევ დაღლილობას ყურადღებას. ხომ
იცი, მეგობრებს შორის სრულიად უსაფრთხოდ იქნები.
– ჰო, მამა, რასაკვირველია. საკუთარი თავის გამო საერთოდ არ ვღე-
ლავ; შენ რომ არა, მისის უესტონის წამოსვლამდეც კი დავრჩებოდი,
მაგრამ არ მინდა, ჩემ გამო ღამე გაიტეხო. დანამდვილებით ვიცი, რომ
მისის გოდარდთან ერთად ყოვლად კომფორტულად იგრძნობ თავს –
მას პიკეტი56 ძალიან უყვარს, მაგრამ შინ რომ წავა, მეშინია, ვაითუ და-
მელოდო; ამის გაფიქრებაც კი მოსვენებას დამიკარგავს. უნდა შემპირ-
დე, რომ არ დამელოდები და დასაძინებლად ჩვეულ დროს წახვალ.
მისტერ ვუდჰაუზი შეჰპირდა, თუმცა სანაცვლოდ ქალიშვილისგანაც
მიიღო დაპირებები, მაგალითად, ის, რომ თუ შეციებული დაბრუნდებო-
და, დაძინებამდე უთუოდ საგულდაგულოდ გათბებოდა; თუ მშიერი იქ-
ნებოდა, აუცილებლად დანაყრდებოდა; პირად მოახლეს დააცდევინებ-
და; და სერლი და მსახურთუფროსი, ჩვეულებისამებრ, შეამოწმებდნენ,
ხომ ყველაფერი რიგზე იყო.
233
თავი 8
234
საღამოს დიდი სიხარულით ელოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისტერ
ქოულის სახლში უნდა ესადილა. არადა, ერთ დროს, ჯერ კიდევ მაშინ,
როცა მისტერ ელტონი მისი კეთილგანწყობით სარგებლობდა, ჯენ-
ტლმენის ნაკლოვანებებს შორის არაფერს ისე არ შეუწუხებია, როგორც
მის მუდმივ წადილს, მისტერ ქოულთან ესადილა.
მამამისის კომფორტი ორმაგად იყო უზრუნველყოფილი – მისის გო-
დარდმაც შეძლო ჰარტფილდში მისვლა და მისის ბეიტსმაც. ემას უკა-
ნასკნელი მოვალეობა წასვლამდე იყო ის, რომ ნასადილევს ამ ორი
ქალბატონისთვის სათანადო პატივი მიეგო. სანამ მამა კაბას უქებდა,
ემა ნამცხვრის მოზრდილი ნაჭრებითა და ღვინით სავსე ჭიქებით ამარა-
გებდა სტუმრებს, ვაითუ, მათ ჯანმრთელობაზე მზრუნველი მისტერ
ვუდჰაუზის წყალობით, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ, არაერთ
კერძზე უარის თქმა დასჭირვებოდათ.
ქოულების კართან წინ ერთმა ეტლმა გადაუსწრო და ემამ სიხარუ-
ლით აღმოაჩინა, რომ ეტლი მისტერ ნაიტლის ეკუთვნოდა. აქტიური
ბუნებით გამორჩეული, ჯან-ღონით სავსე მისტერ ნაიტლი, რომელსაც
ცხენები არ ჰყავდა და მეტად ყაირათიანი მხარჯველიც იყო, დონველის
სააბატოში დასახლების მერე საჭიროზე მეტად ცდილობდა, უმეტეს ად-
გილებში ფეხით ევლო. მისტერ ნაიტლი გაჩერდა, ემას ეტლიდან გად-
მოსვლაში ხელი შეაშველა და ქალიშვილის თბილი ქათინაურიც დაიმ-
სახურა.
– აი, სწორედ ისე ხართ მოსული, როგორც შეგეფერებათ, ნამდვილი
ჯენტლმენივით. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა.
მისტერ ნაიტლიმ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, როგორ გაგვი-
მართლა ერთსა და იმავე დროს რომ მოვედითო, მერე კი დასძინა: –
თორემ ერთმანეთს მისაღებ ოთახში რომ შევხვედროდით, ეჭვი მაქვს,
ვერ შეამჩნევდით ჩემს განსაკუთრებულ ჯენტლმენობას. ჩემი გამომეტ-
ყველებითა თუ მანერებით რას მიხვდებოდით, როგორ მოვედი.
– სულაც არა! დარწმუნებული ვარ, მივხვდებოდი. როცა რაიმე თავ-
ყრილობაზე არასაკადრისად მიდიან, ადამიანები, თითქოს რაღაცის
რცხვენიათო, უმიზეზოდ ფაციფუცობენ. თავად კი გგონიათ, რომ არა-
235
ფერი გემჩნევათ, მაგრამ ასეთ შემთხვევებში მე მაინც სულ გატყობთ,
რომ ერთგვარად ყოყოჩობთ და ტყავიდან ძვრებით, ოღონდ კი უდარ-
დელი გამოჩნდეთ. აი, ახლა კი მშვიდად ხართ, არ ცდილობთ, სხვებზე
აღმატებული გამოჩნდეთ, რადგან არ გეშინიათ, რომ ვინმე სიმორცხვე-
ში გამოგიჭერთ. ახლა ნამდვილად თავდაჯერებულად გამოგყვებით
ოთახში.
– სულელი გოგო! – გახლდათ მისტერ ნაიტლის პასუხი, თუმცა არა
ბრაზიანად ნათქვამი.
ემა ქოულებთან თავშეყრილი საზოგადოებითაც არანაკლებ კმაყო-
ფილი დარჩა – მეტად გულითადად და უდიდესი პატივით მიიღეს; მის
სტუმრობას იმხელა მნიშვნელობა მიანიჭეს, როგორსაც მხოლოდ ინატ-
რებდა. უესტონების შემოსვლისას კი ცოლ-ქმრის სიყვარულით სავსე,
უკეთილშობილესი და აღტაცებული მზერის ადრესატად იქცა. რაც შე-
ეხება მათ თანმხლებ ახალგაზრდა ჯენტლმენს, ის ემას ხალისიანად და
ენერგიულად მიეგება, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ემა მისი ყურად-
ღების საგულდაგულო სამიზნე გახლდათ, სადილზე კი გვერდითაც მი-
უჯდა, რისთვისაც – ემას ღრმა რწმენით – უთუოდ გარკვეულ სიმარ-
ჯვეს მიმართა.
წვეულება მეტად ხალხმრავალი იყო, რადგან მათ გარდა, კიდევ ერ-
თი ოჯახი ესწრებოდა – რიგიანი რეპუტაციის მქონე სოფლის ოჯახი,
რომელსაც ქოულები, მათდა სასიქადულოდ, თავიანთ ნაცნობთა რი-
გებში ასახელებდნენ. წვეულებაზე იმყოფებოდა ჰაიბერის ვექილი მის-
ტერ ქოკსი. ნაკლებად წარჩინებული ქალბატონები – მათ შორის, მის
ბეიტსი, მის ფეარფაქსი და მის სმითი – მათ მოგვიანებით შეუერთდე-
ბოდნენ. სადილზე საკმაოდ ბევრნი იყვნენ საიმისოდ, რომ ერთ საერთო
თემაზე შესძლებოდათ ლაპარაკი. ჰოდა, სანამ დანარჩენები პოლიტიკა-
სა და მისტერ ელტონს განიხილავდნენ, ემას მთელი თავისი ყურადღება
თავის მომხიბლავ მეზობელზე გადაეტანა. პირველი სიტყვები, რომე-
ლიც მაგიდის რომელიღაც კუთხიდან შემოესმა და უნებურად მისი გუ-
ლისყური მიიპყრო, „ჯეინ ფეარფაქსი“ გახლდათ – მისის ქოული რაღა-
ცას აშკარად მეტად საინტერესოს ჰყვებოდა ამ უკანასკნელის შესახებ.
236
ემა მალევე მიხვდა, რომ ნამდვილად ღირდა ყურის დაგდება. მისმა
ცნობისმოყვარეობამ და წარმოსახვის უნარმა – ამ განუყოფელმა,
ძვირფასმა თვისებებმა – მშვენიერი თავშესაქცევი იპოვეს. მისის ქო-
ული კი ჰყვებოდა, მის ბეიტსს შევუარე და ოთახში შესვლისთანავე
მთელი ჩემი ყურადღება ფორტეპიანომ – ძალიან კოხტა, ლამაზმა და
საკმაოდ მოზრდილმა მართკუთხა ინსტრუმენტმა მიიპყროო. ამ ისტო-
რიის დედააზრი გახლდათ ის, რაც მისის ქოულის, სათანადო გაოცები-
სა და მილოცვების შემდეგ, მის ბეიტსის ახსნა-განმარტების შედეგად
გაურკვევია – ფორტეპიანო წინა დღეს, დეიდისა და დისშვილისთვის
ყოვლად მოულოდნელად „ბროუდვუდიდან“57 გამოუგზავნიათ. მის ბე-
იტსის მტკიცებით, თავად ჯეინიც ძალიან დაბნეულა, საგონებელში ჩა-
ვარდნილა, ვის უნდა მოსვლოდა თავში ამის გამოგზავნაო, მაგრამ თან-
დათან ორივენი დამშვიდებულან და იმ აზრს დასჯერებიან, რომ საჩუ-
ქარი მხოლოდ ერთ ადამიანს შეიძლებოდა გაეკეთებინა – პოლკოვნიკ
ქემპბელს.
– სხვა არც არაფერი მოგივა კაცს აზრად, – დაამატა მისის ქოულმა,
– მე ის უფრო გამიკვირდა, საერთოდ როგორ გაუჩნდათ რაიმე ეჭვი-
მეთქი, მაგრამ ჯეინს ცოტა ხნით ადრე მათგან წერილი მიუღია, რო-
მელშიც სიტყვაც არ ყოფილა ნახსენები ფორტეპიანოზე. ჯეინი მათ
უკეთ იცნობს, მაგრამ მე მაინც არ ვიფიქრებდი, რაკი არ გააფრთხილეს,
საჩუქარი მათგან არ იქნება-მეთქი. ალბათ სიურპრიზის გაკეთება არ-
ჩიეს.
მისის ქოულს არაერთი იქ მყოფი დაეთანხმა. ყველა, ვინც ამ თემაზე
ხმა ამოიღო, დარწმუნებული იყო, რომ ფორტეპიანო პოლკოვნიკ ქემ-
57
„ბროუდვუდი“ – ოფიციალურად „ჯონ ბროუდვუდ ანდ სანს“ – პიანინოებისა და
როიალების ერთ-ერთი უძველესი და სახელგანთქმული ინგლისური მწარმოებელი,
რომელიც 1728 წელს დაარსდა შვეიცარული წარმოშობის ინგლისელი კლავიკორდე-
ბის დამამზადებლის, ბურკატ შუდის მიერ. შუდის სიკვდილის შემდეგ, 1773 წელს, სა-
წარმოს სათავეში მისი სიძე, ჯონ ბროუდვუდი ჩაუდგა. ეს პრესტიჟული კომპანია
დღემდე არსებობს და ე.წ. სამეფო ლიცენზიის მფლობელია – ის დედოფალ ელიზაბეთ
II-ს თავისი პროდუქციითა და მომსახურებით ამარაგებს.
237
პბელს გამოეგზავნა, და ამტკიცებდა, ეს რა კარგი საჩუქარიაო. მოკ-
ლედ, აზრის გამოთქმის სურვილი იმდენს გაუჩნდა, ემას საშუალება მი-
ეცა, ჩუმად მჯდარიყო და თან მათთვის ესმინა, თან ეფიქრა კიდეც.
– თამამად ვაცხადებ, არც კი მახსოვს, ბოლოს ახალმა ამბავმა ასე
როდის გამახარა! – განაგრძობდა, მისის ქოული, – გული მტკიოდა, რომ
ჯეინ ფეარფაქსს, რომელიც ასე ბრწყინვალედ უკრავს, ინსტრუმენტი
არ ჰქონდა. პირდაპირ, სამარცხვინოა! განსაკუთრებით, თუ გავითვა-
ლისწინებთ, რომ უამრავი ოჯახი საუკეთესო ინსტრუმენტებს ლამის
სანაგვეზე ყრის. რაღა შორს წავიდეთ, ეს ამბავი ჩვენთვისაც სილის
გაწნასავითაა! ზუსტად გუშინ ვეუბნებოდი მისტერ ქოულს, მრცხვენია,
მისაღებ ოთახში ჩვენს ახალ როიალს რომ ვუყურებ-მეთქი – მე ერთ
ნოტს მეორისაგან ვერ ვარჩევ, ჩვენს პატარა გოგონებსაც, რომლებიც
ახლა იწყებენ დაკვრას, შესაძლოა, არც არაფერი გამოუვიდეთ... გვერ-
დით კი ჯეინ ფეარფაქსია, მუსიკის დიდოსტატი, და ძველი, უბადრუკი
სპინეტიც58 კი არ აქვს, რომ თავი შეიქციოს... მისტერ ქოულიც დამე-
თანხმა, უბრალოდ, მას ისე უყვარს მუსიკა, რომ თავი ვერ შეიკავა; იმე-
დოვნებდა, რომ ჩვენი კეთილი მეზობლები ხანდახან პატივს დაგვდებ-
დნენ და ჩვენზე უკეთ გამოიყენებდნენ მას. აი, სწორედ ამიტომაც შევი-
ძინეთ ინსტრუმენტი და ეს მიზეზი რომ არა, ნამდვილად შეგვრცხვებო-
და... დიდი იმედი გვაქვს, რომ მის ვუდჰაუზს დავიყოლიებთ ამ საღა-
მოს.
მის ვუდჰაუზი თავაზიანად დასთანხმდა, ხოლო როცა მიხვდა, რომ
მისის ქოულს საინტერესოს ვეღარაფერს დასტყუებდა, ფრენკ ჩერჩილს
მიუბრუნდა: – რატომ გეღიმებათ?
– და თქვენ რატომ გეღიმებათ?
– მე ალბათ იმიტომ, რომ მიხარია პოლკოვნიკი ქემპბელის ასეთი
ხელგაშლილობა და დიდსულოვნება. მშვენიერი საჩუქარია.
– ნამდვილად.
241
ური, გაცვეთილი ფრაზები, მოძველებული ახალი ამბები და უგერგილო
ხუმრობები.
ქალბატონები ახალი გადანაცვლებული იყვნენ მისაღებ ოთახში,
რომ სტუმრების ახალი ნაკადი შემოვიდა. ემა თავისი პატარა, ძვირფა-
სი მეგობრის შემოსვლას აკვირდებოდა და, თუმცა მისი დარბაისლუ-
რობითა და თავდაჭერილობით ვერ აღფრთოვანდა, მაინც სიყვარულით
სავსე თვალებით შესქცეროდა მის ყვავილივით გაფურჩქნულ, ტკბილ
სახეს, უბრალო, ალალ მანერებს და შეჰხაროდა მის მსუბუქსა და ხა-
ლისიან ბუნებას, რაც, გატეხილი გულისა და გაცრუებული იმედების
მიუხედავად, პატარ-პატარა სიხარულებით ატკბობდა მას. ქალბატო-
ნებს შორის ჩამჯდარ ჰარიეტზე ვერავინ იფიქრებდა, რომ ბოლო დროს
აურაცხელი ცრემლი დაეღვარა. კოხტად ჩაცმული, ჩუმად იჯდა და
იღიმებოდა, რაც ამწუთას მისივე ბედნიერებისთვის სავსებით საკმარი-
სი იყო. აი, ჯეინ ფეარფაქსი კი, რომელიც გაცილებით უკეთაც გამოიყუ-
რებოდა და თავიც ბევრად უკეთ ეჭირა, ემას ეჭვით, დიდი სიხარულით
გაუცვლიდა ჰარიეტს ადგილს, სიამოვნებით დასთანხმდებოდა თვით
მისტერ ელტონისადმი ცალმხრივ სიყვარულს და უმალ დათმობდა იმ
სახიფათო მომავალს, რასაც მეგობრის ქმრის სიყვარულის ობიექტად
ყოფნა უქადდა.
ამდენ ხალხში ნამდვილად არ იყო საჭირო, ემა ჯეინ ფეარფაქსთან
მისულიყო. არ უნდოდა ფორტეპიანოზე ლაპარაკი, ხვდებოდა, ეს ამბა-
ვი რამხელა საიდუმლოს უკავშირდებოდა, და ცნობისმოყვარეობისა
თუ ინტერესის გამოჩენა უსამართლოდ მიაჩნდა. ამდენად, განზრახ
შორს ეჭირა თავი. მაგრამ დანარჩენებმა ეს თემა მაშინვე აიტაცეს და
ემამაც შეამჩნია, მილოცვების მიღებისას ჯეინ ფეარფაქსს როგორი ალ-
მური მოედო სახეზე, როცა „ჩემი არაჩვეულებრივი მეგობარი, პოლკოვ-
ნიკი ქემპბელი“ ახსენა.
გულკეთილი და მუსიკალური მისის უესტონი ამ ამბით განსაკუთრე-
ბულად იყო დაინტერესებული და ემაც ხალისით ადევნებდა თვალს,
თუ როგორ ჯიუტად ცდილობდა მასზე საუბარს: შეკითხვას შეკითხვაზე
სვამდა, ცდილობდა, გაერკვია, როგორი ტონალობა, ფაქტურა თუ პე-
242
დალი ჰქონდა ინსტრუმენტს და ოდნავადაც არ ეჭვობდა მის ფეარფაქ-
სის სურვილს, თემა რაც შეიძლება ჩქარა დახურულიყო. არადა, ეს
სურვილი, ემას ღრმა რწმენით, მომხიბლავ მთავარ გმირს სახეზე ეწე-
რა.
ქალბატონებს მალე რამდენიმე ჯენტლმენი შეუერთდა. მათ შორის
ფრენკ ჩერჩილი აღმოჩნდა – ყველაზე სწრაფიც და ყველაზე სიმპათი-
ურიც. გზად მის ბეიტსსა და მის დისშვილს მიაგო პატივი და მყისვე
მათ საპირისპირო მხარეს გაეშურა, სადაც მის ვუდჰაუზი მოკალათებუ-
ლიყო. თუმცა, არსად დამჯდარა, სანამ მის გვერდით არ გათავისუფ-
ლდა ადგილი. ემამ წინასწარვე იცოდა, რას ფიქრობდნენ გარშემომყო-
ფები. წესით, ყველას უნდა შეემჩნია, რომ ის მისტერ ფრენკ ჩერჩილის
ყურადღების ობიექტი იყო. ახალგაზრდა კაცს მეგობარი – მის სმითი
გააცნო და მოგვიანებით, როგორც კი დრო იხელთა, ორივეს გამოჰკით-
ხა, რა აზრის იყვნენ ერთმანეთზე. მისტერ ფრენკ ჩერჩილი „ასეთ სან-
დომიან სახეს პირველად ხედავდა და მისი სიალალით მოხიბლულიყო“,
მის სმითს კი „მხოლოდ საუკეთესო ქათინაურების თქმა სურდა, მაგ-
რამ, მისი აზრით, ჯენტლმენი რაღაცით მისტერ ელტონს ჰგავდა“. ემამ
ძლივს შეიკავა თავი აღშფოთებისგან და მეგობარს მდუმარედ შეაქცია
ზურგი.
მის ფეარფაქსისკენ მიმართულ მზერას ემასა და ფრენკ ჩერჩილს
შორის ჯაშუშური ღიმილის გაცვლა მოჰყვა. მაგრამ ამ საკითხზე რა-
იმეს თქმა ახლა დაუდევრობა იქნებოდა, ამიტომ საუბარი სხვა თემებ-
ზე ჩამოაგდეს. კერძოდ, ფრენკ ჩერჩილმა ემას ჯერ ის გაანდო, ერთი
სული მქონდა, სასადილო ოთახიდან გამოვსულიყავი, მძულს დიდხანს
ჯდომა და როცა შემიძლია, ყოველთვის პირველი ვტოვებ მსგავს სიტუ-
აციებს, თუმცა, ამჯერად ძალიანაც ვისიამოვნე მეტად გონიერი და
დარბაისელი მამაკაცების – მამაჩემის, მისტერ ნაიტლის, მისტერ ქოკ-
სისა და მისტერ ქოულის საუბრით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მე-
ტისმეტად დეტალურად განიხილავდნენ სამრევლოს საქმეებსო; მერე
ჰაიბერი აღწერა აღფრთოვანებით და ისეთი აღტაცებით გამოაცხადა,
მე თუ მკითხავთ, აქ არაერთი სასიამოვნო ოჯახი ცხოვრობსო, რომ ემა
243
დაეჭვდა, იქნებ, აქაურობის სიძულვილს ზედმეტად მიჩვეული ვარო.
ემამ ჯენტლმენს იორკშირის საზოგადოების შესახებ ჩამოუგდო სიტყვა
და ჰკითხა, რამხელა სამეზობლო გყავთ ენსკოუმბშიო, მისი პასუხები-
დან კი დაასკვნა, რომ არც ენსკოუმბი უნდა ყოფილიყო მაინცდამაინც
საინტერესო – ჩერჩილები, ძირითადად, არცთუ ახლოს მცხოვრებ დი-
დებულთა ოჯახებს სტუმრობდნენ და მაშინაც კი, როცა სტუმრობის
დღე დათქმული იყო, მიპატიჟებაზე კი თანხმობა მიცემული, ყოველ-
თვის არსებობდა შანსი, რომ მისის ჩერჩილს ბოლო წუთს ან ჯანმრთე-
ლობა უმტყუნებდა, ან ხასიათი და შინ მოუწევდათ დარჩენა. ჩერჩი-
ლებს თურმე წესად ჰქონიათ, უცხოებს არასდროს სწვეოდნენ და ფრენკ
ჩერჩილს, რომელსაც მათგან დამოუკიდებლადაც ეპატიჟებოდნენ ხოლ-
მე, სახლიდან გასასვლელად ან ახალ ნაცნობებთან დროის სატარებ-
ლად არცთუ იშვიათად ამა თუ იმ ხრიკის მოფიქრება უწევდა.
ემა მიხვდა, რომ ახალგაზრდა კაცს, რომელიც იძულების წესით კარ-
ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, შესაძლოა, ჰაიბერი მოსწონებოდა კიდეც
და ეს ადგილი საუკეთესო კუთხით დაენახა.
მიუხედავად ყველაფრისა, მისტერ ფრენკ ჩერჩილის გავლენა ენსკო-
უმბში აშკარა იყო. არ დაუტრაბახია, მაგრამ უნებურად გაამჟღავნა,
რომ ბიცოლას დარწმუნება შეეძლო მაშინ, როცა ბიძა ვერაფერს ხდე-
ბოდა. ემას მხიარული კომენტარის პასუხად, ახალგაზრდა კაცი გამოტ-
ყდა, რომ, საქმე საქმეზე თუ მიდგებოდა, ერთი-ორი პრინციპული სა-
კითხის გამოკლებით, მისის ჩერჩილის დაყოლიება, საბოლოოდ, ყველა-
ფერზე შეეძლო. პრინციპულთაგან კი ერთ-ერთი და უმთავრესი მისი
უცხოეთში გამგზავრების საკითხი იყო... თავად მთელი გულით ოცნე-
ბობდა, ბიცოლას კი ამის გაგონებაც არ უნდოდა. თუმცა, ეს ერთი წლის
წინ იყო, ახლა კი სურვილი მასაც განელებოდა.
მეორე პრინციპული საკითხი ფრენკ ჩერჩილს არ გაუმხელია, მაგრამ
ემამ დაასკვნა, ეს უთუოდ მისი კარგი დამოკიდებულებაა მამასთანო.
– შემზარავი აღმოჩენა გავაკეთე, – დასძინა ფრენკ ჩერჩილმა მცირე
პაუზის შემდეგ, – ხვალ ერთი კვირა შესრულდება, რაც აქ ვარ, ანუ
დროის ნახევარი უკვე გავიდა... წარმოგიდგენიათ, ხვალ ერთი კვირა
244
გახდება, მე კი ეს-ესაა, აქაურობით ტკბობა დავიწყე. სულ ახლახან გა-
ვიცანი მისის უესტონი და დანარჩენები! რა სწრაფად გარბის დრო... უჰ,
რატომ გამახსენდა ახლა?! გაფიქრებაც კი მზარავს!
– ჰოდა, ალბათ ნანობთ კიდეც, ამ რამდენიმე დღიდან მთელი ერთი
დღე თმის შეჭრას რომ დაუთმეთ.
– არა, – მისტერ ფრენკ ჩერჩილმა გაიღიმა, – რადგან სულ არ გამი-
ხარდება ჩემი მეგობრის ნახვა, დარწმუნებული თუ არ ვიქნები, რომ
რიგიანი სანახავი ვარ.
ამასობაში ოთახში დანარჩენი ჯენტლმენებიც შემოვიდნენ და ემა
იძულებული გახდა, რამდენიმე წუთით მისტერ ქოულისთვის დაეგდო
ყური. მოგვიანებით, როცა მისტერ ქოულმა ადგილი შეიცვალა, ემა
ძველ მოსაუბრეს მიუბრუნდა, მაგრამ შეამჩნია, რომ მას დაჟინებული
მზერა ზუსტად მათ პირდაპირ მჯდარი მის ფეარფაქსისთვის მიეპყრო.
– რა ხდება? – იკითხა ემამ. ახალგაზრდა კაცი შეკრთა.
– გმადლობთ, რომ გამომაფხიზლეთ. მგონი, ძალიან უზრდელურად
ვიქცეოდი, მაგრამ რა ვქნა, მის ფეარფაქსს ისეთი უცნაური ვარცხნი-
ლობა აქვს... თვალი ვერ მოვწყვიტე. ასეთი გაუგებრობა არსად მინა-
ხავს! შეხედეთ ამ კულულებს! მგონი თავისივე ფანტაზიის ნაყოფია.
ასეთი ვარცხნილობას პირველად ვხედავ! უნდა მივიდე და ვკითხო, ირ-
ლანდიური მოდა ხომ არ არის. შეიძლება? არა, მივალ. გპირდებით, მი-
ვალ, თქვენ კი დააკვირდით, როგორი რეაქცია ექნება ან თუ გაწით-
ლდება.
ასეც მოიქცა. ემა კი შორიდან ადევნებდა თვალს, როგორ შეჩერდა
მის ფეარფაქსის წინ და რაღაც უთხრა, თუმცა, ახალგაზრდა ქალბატო-
ნის რეაქციის დანახვა კი ვეღარ შეძლო, ვინაიდან ფრენკ ჩერჩილი უნე-
ბურად ზუსტად მასა და მის ფეარფაქსის შორის ჩადგა.
ახალგაზრდა კაცის ადგილი ემას გვერდით კი უმალ მისის უესტონმა
დაიკავა და წარმოთქვა: – აი, ესაა დიდი წვეულების უპირატესობა –
შეგიძლია, ყველასთან მიხვიდე და ყველას ესაუბრო. ემა, ჩემო ძვირფა-
სო, ერთი სული მქონდა, როდის დაგელაპარაკებოდით. პატარ-პატარა
რამეებს ვამჩნევ და თქვენსავით გეგმებსაც ვსახავ. ჰოდა, სანამ ჩემი
245
იდეები ცხელ-ცხელია, უნდა გაგანდოთ. იცით, მის ბეიტსი და მისი დის-
შვილი აქ როგორ მოვიდნენ?
– როგორ? დაუპატიჟებლად?
– არა, რა თქმა უნდა! სხვა რამეს ვგულისხმობ... რით მოვიდნენ, თუ
იცით?
– ფეხით, როგორც ვვარაუდობ.
– ლოგიკური ვარაუდია, მაგრამ... საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ,
გავიფიქრე, რა გულსატკენი იქნება, ასეთ ცივ ღამეში ჯეინ ფეარფაქსი
შინაც ფეხით რომ დაბრუნდეს- მეთქი. მართალია, ასეთ შესანიშნავ
ფორმაში დიდი ხანია, არ მინახავს, მაგრამ უცებ დამკრა, სიცხიდან გა-
სული აუცილებლად გაცივდება-მეთქი. საბრალო გოგონა! ვერ ავიტანე
ეს აზრი და უმალვე მისტერ უესტონს დაველაპარაკე ეტლის თაობაზე.
თავადაც წარმოგიდგენიათ, როგორ მყისვე გაიზიარებდა ჩემს სურვილს.
მოკლედ, მისი თანხმობის შემდეგ, მის ბეიტსთან მივედი და ვუთხარი,
ჩვენს წასვლამდე ჩვენი ეტლი თქვენს განკარგულებაში იქნება-მეთქი.
ვიფიქრე, რაც უფრო ადრე ეცოდინებოდა, მით უფრო მშვიდად იგ-
რძნობდა თავს. კეთილშობილი ქალი! ხვდებით ალბათ, მადლობებად
დაიღვარა, მაგრამ ათასი მადლობის შემდეგ მითხრა, თქვენი შეწუხება
საჭირო არ არის, რადგან აქ მისტერ ნაიტლის ეტლით მოვედით და ში-
ნაც ამავე ეტლით გავბრუნდებითო. ძალიან გამიკვირდა... არა, ძალიან
გამიხარდა, მაგრამ გაკვირვებულიც დავრჩი. როგორი კეთილშობილუ-
რი, ყურადღებიანი ჟესტია! ასეთ რამეს ყველა კი ვერ მოიფიქრებს. ერ-
თი სიტყვით, მისტერ ნაიტლის ახირებების გათვალისწინებით, თითქმის
დარწმუნებული ვარ, რომ ეტლი მხოლოდ მათი კომფორტისათვის გა-
მოიყვანა. მათი დახმარების სურვილი რომ არა, ეჭვი მაქვს, საკუთარი
თავისთვის არ გაირჯებოდა.
– ჰგავს, – მიუგო ემამ, – მას ძალიან ჰგავს. მისტერ ნაიტლის გარდა,
თითქმის არავინ მეგულება, ვინც ასეთ რამეს ჩაიდენდა; ასეთ ჭეშმარი-
ტად კეთილშობილურ, სასარგებლო, ყურადღებიან, მზრუნველ საქცი-
ელს არავისგან ველოდი. ძალიან ჰუმანური კაცია. ამას თუ ჯეინ ფეარ-
ფაქსის სუსტ ჯანმრთელობას დავუმატებთ, არაფერი მიკვირს. ეს უდა-
246
ვოდ ჰუმანურობის გამოვლინებაა. სიკეთის ასე უანგაროდ და მალუ-
ლად ჩადენა, მგონი, მხოლოდ მისტერ ნაიტლის შეუძლია. ვიცი, რომ
დღეს ეტლით იყო – ერთად მოვედით და ვეხუმრე კიდეც, მაგრამ სიტ-
ყვაც არ დასცდენია, რომ რამე მეეჭვა.
– გასაგებია, – ღიმილით მიუგო მისის უესტონმა, – თქვენ მის საქცი-
ელს მხოლოდ კეთილშობილური მოტივებით ხსნით, მე კი – არა. საქმე
ისაა, რომ სანამ მის ბეიტსი მელაპარაკებოდა, ერთი ეჭვი გამიჩნდა და
რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო რეალური მეჩვენება. მოკლედ,
მისტერ ნაიტლი და ჯეინ ფეარფაქსი გონებაში დავაწყვილე! ხედავთ,
თქვენთან მეგობრობას როგორი შედეგები მოაქვს?! აბა, რას იტყვით?
– მისტერ ნაიტლი და ჯეინ ფეარფაქსი?! – აღმოხდა ემას, – მისის
უესტონ, ჩემო ძვირფასო, ასეთი რამ როგორ იფიქრეთ? მისტერ ნაიტ-
ლი! მისტერ ნაიტლი ცოლს ვერ მოიყვანს! რა, გინდათ, რომ პატარა
ჰენრის დონველი ჩამოართვათ? ღმერთო, არა, არა! დონველი ჰენრის
უნდა დარჩეს. მისტერ ნაიტლის ქორწინებაზე თანხმობას ვერასდროს
განვაცხადებ და დარწმუნებულიც ვარ, რომ მსგავსი არაფერი მოხდება.
გაოცებული ვარ, რომ ეს დაუშვით.
– ემა, ჩემო საყვარელო, ხომ გითხარით, რამაც მიმიყვანა ამ აზრამ-
დე?! მე განა მინდა, რომ დაქორწინდნენ? სულაც არ მინდა, პატარა,
უსაყვარლეს ჰენრის ზიანი მიადგეს, მაგრამ ეს აზრი კონკრეტული მოვ-
ლენების შედეგად გამიჩნდა. თუმცა, რომც გადაწყვიტოს მისტერ ნაიტ-
ლიმ დაქორწინება, არა მგონია, მოგინდეთ, ჰენრის გამო შეიკავოს თავი.
ჰენრი ხომ ექვსი წლის ბიჭია, რომელსაც ჯერ წარმოდგენაც არა აქვს
მსგავს საკითხებზე!
– დიახაც, მომინდება. ვერ ავიტან, ჰენრი ვინმემ გამოაძევოს. მისტერ
ნაიტლი და ცოლი?! არა, ასეთი აზრი თავში არასდროს მომსვლია და
ვერც ახლა შევურიგდები. თანაც, ჯეინ ფეარფაქსი?! ამდენი ქალიდან...
– რატომ? თავადაც იცით, რომ ჯეინ ფეარფაქსი მუდამ მისი რჩეული
იყო.
– ჰო, მაგრამ ასეთი არაგონივრული ქორწინება?!
247
– გონივრულობაზე არ ვლაპარაკობ, მხოლოდ შესაძლებლობა და-
ვუშვი.
– მე ვერავითარ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუ იმაზე მეტი სა-
ფუძველი არ გაქვთ, რაც მითხარით. მისი კეთილი ბუნება, მისი ჰუმანუ-
რობა ეტლის ამბის ასახსნელად სავსებით საკმარისია. ბეიტსებიც, მო-
გეხსენებათ, ძალიან უყვარს და სულ მზადაა, მათდამი ყურადღება გა-
მოიჩინოს. მისის უესტონ, ჩემო საყვარელო, შეეშვით ხალხის დაწყვი-
ლებას, ძალიან ცუდად გამოგდით. ჯეინ ფეარფაქსი – სააბატოს დი-
ასახლისი?! ღმერთო ჩემო, არა! მთელი ჩემი არსებით წინააღმდეგი ვარ.
მისტერ ნაიტლის გულისთვისვე! ასეთი სიგიჟის ჩადენის ნებას არ მივ-
ცემ!
– ვერ ვიტყოდი, რომ სიგიჟეა. ქონებრივ უთანასწორობას და,
ვთქვათ, მცირედ ასაკობრივ სხვაობას თუ არ ჩავთვლით, შეუფერებელს
ვერაფერს ვხედავ.
– ჰო, მაგრამ მისტერ ნაიტლის ცოლის შერთვა არ უნდა. დარწმუნე-
ბული ვარ, თავში აზრადაც არ გაუვლია, და, გემუდარებით, ნუ და-
აფიქრებთ ამაზე. რატომ უნდა შეირთოს ცოლი? ისედაც ყოველმხრივ
ბედნიერია – თავისი ფერმით, ცხვრის ფარით, ბიბლიოთეკით, მთელი
სამრევლოთი. თან, ძმისშვილები სიგიჟემდე უყვარს. დაქორწინების
არავითარი მიზეზი არ აქვს – არც დროის შევსება სჭირდება და არც
გულის.
– ემა, ჩემო ძვირფასო, თუ თავადაც ასე ფიქრობს, მაშინ მართლაც
ასეა. მაგრამ თუკი უყვარს ჯეინ ფეარფაქსი...
– რა სისულელეა! ჯეინ ფეარფაქსი არაფრად ადარდებს. ყოველ შემ-
თხვევაში, სიყვარულისა არაფერი ეტყობა. ჯეინისა და მისი ოჯახის-
თვის არაფერს დაიშურებს, მაგრამ...
– ჰმმ... – ჩაიცინა მისის უესტონმა, – ყველაზე დიდი სიკეთე, რასაც
მათ მიმართ გამოიჩენდა, ჯეინის წესიერი სახლით უზრუნველყოფა იქ-
ნებოდა.
– ჯეინისთვის თუ სიკეთეა, მისთვის, დარწმუნებული ვარ, ბოროტე-
ბაა. ყოვლად სამარცხვინო და დამამცირებელი ნათესაური კავშირები...
248
როგორ აიტანს მის ბეიტსის დანათესავებას, რომელიც სააბატოში ჩა-
უსახლდება და მადლობებით ამოხდის სულს, რა კეთილშობილი ხართ,
ჯეინი რომ ცოლად შეირთეთო?! „როგორი კეთილი და თავაზიანია!
თუმცა, რა, სულ საოცრად კეთილი მეზობელი არ იყო?!“ – ეს წინადა-
დება დასრულებულიც კი არ ექნება, რომ დედამისის ძველ ქვედაბო-
ლოზე გადახტება: „არა, მთლად ძველი ქვედაბოლოც კი არ იყო... რამ-
დენ ხანს გაუძლო... ჰო, სხვათა შორის, ყველა მათი ქვედაბოლო საოც-
რად გამძლეა“.
– არ გრცხვენიათ, ემა? ნუ აჯავრებთ. სინდისი მქენჯნის, ასე რომ მა-
ცინებთ. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მისტერ ნაიტლი მის ბეიტსით ძა-
ლიანაც არ შეწუხდება. ასეთი წვრილმანები არ აღიზიანებს. მის ბეიტ-
სმა, შესაძლოა, მართლაც გაუთავებლად ილაპარაკოს, მაგრამ თუ მის-
ტერ ნაიტლის რამის თქმა მოუნდება, უფრო ხმამაღლა იტყვის და მის
ბეიტსის საუბარს გადაფარავს. მაგრამ მთავარია არა ის, თუ რამდენად
ცუდ ნათესაურ კავშირად აღიქვამს ამას, არამედ ის, თუ რამდენად
სურს ეს კავშირი. ჩემი აზრით კი, სურს. ხშირად მომისმენია – და, წე-
სით, თქვენც, როგორ აღმატებულად ლაპარაკობს ჯეინ ფეარფაქსზე!
ძალიან დაინტერესებულია მისი ბედით, ღელავს მის ჯანმრთელობაზე,
წუხს, რომ ჯეინს ცხოვრებაში უკეთესი პერსპექტივა არ აქვს... გამიგო-
ნია, რამხელა სითბოთი ლაპარაკობს ამ თემაზე ან როგორი აღტაცებით
უსმენს, როცა ის უკრავს ფორტეპიანოს! როგორ ეტრფის მის ხმას! ერ-
თხელ ამბობდა, შემიძლია გაუთავებლად ვუსმინოო. ჰო, სულ დამავიწ-
ყდა! კიდევ ერთი ეჭვი გამიჩნდა... ეს ფორტეპიანო... მართალია, ყველა
იმ აზრს დავჯერდით, რომ ქემპბელებისგანაა... მაგრამ ხომ შეიძლება,
მისტერ ნაიტლის საჩუქარი იყოს? ვერა და ვერ ამოვიგდე ეს ეჭვი თავი-
დან. მგონი, ერთადერთი ადამიანია, ვისაც ასეთი რამ შეიძლებოდა ექ-
ნა, თუნდაც შეყვარებული არ ყოფილიყო.
– არც ეს საბუთი გამოდგება მისტერ ნაიტლის შეყვარებულობის და-
სამტკიცებლად და არც ეს საქციელი ჰგავს მისას. მისტერ ნაიტლი სა-
იდუმლოდ არასდროს არაფერს აკეთებს.
249
– მსმენია, რამდენჯერმე დაიჩივლა, მის ფეარფაქსს ინსტრუმენტი
არა აქვსო. ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ ამ საკითხს უფრო მეტ-
ჯერ გაუსვა ხაზი, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში იზამდა.
– ძალიან კარგი. მაგრამ ჩუქება რომ განეზრახა, ეტყოდა კიდეც.
– ემა, ჩემო საყვარელო, ეს იმდენად დელიკატური საკითხია, რომ
შესაძლოა, მთლად ასე პირდაპირაც ვერ ეთქვა. გული მიგრძნობს, სა-
ჩუქარი მისგანაა. თანაც, სადილზე სიტყვაც არ დაუძრავს, როცა მისის
ქოულმა ეს ამბავი გვიამბო.
– მისის უესტონ, თქვენ, უბრალოდ, იდეა აიტაცეთ და ფანტაზიას
გასაქანი მიეცით. ზუსტად ისე იქცევით, რის გამოც ჩემთვის არაერ-
თხელ გისაყვედურიათ. გრძნობების ვერავითარ ნიშანს ვერ ვხედავ...
ფორტეპიანოსთან დაკავშირებით თქვენს აზრს ნამდვილად არ ვიზი-
არებ... მოკლედ, უფრო მყარი საბუთი მჭირდება იმის დასაჯერებლად,
რომ მისტერ ნაიტლიმ ჯეინ ფეარფაქსის ცოლად შერთვა განიზრახა.
ამ თემაზე კიდევ რაღაც ხანს იკამათეს და ემა აშკარა უპირატესობას
ფლობდა, მით უფრო, რომ მასთან დათმობაზე წასვლას მისის უესტონი
მიჩვეული იყო. კამათი მანამ გაგრძელდა, სანამ ოთახში ატეხილმა
ჩოჩქოლმა არ ცხადყო, რომ ჩაის სმა დასრულებულიყო და ინსტრუ-
მენტს ამზადებდნენ. ზუსტად ამ დროს, მათ მისტერ ქოული მიუახ-
ლოვდათ, რათა მის ვუდჰაუზს შეჰვედრებოდა, პატივი დაგვდეთ და
დაგვიკარითო. მასპინძელს თავისი წილი ხვეწნა-მუდარით მისტერ
ფრენკ ჩერჩილიც შეუერთდა, რომლისთვისაც მისის უესტონთან გაცხა-
რებულ დიალოგში ჩართულ ემას ყურადღება ვეღარ მიექცია და მხო-
ლოდ ის შეემჩნია, რომ მას მის ფეარფაქსის გვერდით ეპოვა თავისუფა-
ლი სკამი. საბოლოოდ, ემამ გადაწყვიტა, რომ მისთვის ყოველმხრივ
ხელსაყრელი იქნებოდა, პირველს დაეკრა, და თავაზიანად განაცხადა
თანხმობა.
საკუთარი შესაძლებლობები და ნაკლოვანებები გადასარევად მოეხ-
სენებოდა და მხოლოდ იმის დაკვრას დასჯერდა, რაც იცოდა, რომ რი-
გიანად გამოუვიდოდა. არც გემოვნება აკლდა და არც განწყობა, რომ
პატარა და მსუბუქი ნაწარმოებები, ყველას ყურს რომ სიამოვნებს, კარ-
250
გად შეესრულებინა და აკომპანიმენტიც კარგი გაეკეთებინა. ერთ-ერთი
სიმღერის დროს, სასიამოვნოდ გაუკვირდა კიდეც, როცა მეორე ხმა
ფრენკ ჩერჩილმა მისცა – დაბალ ხმაზე, თუმცა სწორად, ხოლო სიმღე-
რის ბოლოს სათანადო ბოდიშიც მოუხადა, როგორ ჩაგეჭერითო. ჩვე-
ულმა კომპლიმენტებმაც არ დააყოვნა. ფრენკ ჩერჩილი ბრწყინვალე
ხმასა და მუსიკის სრულყოფილად ცოდნაში ამხილეს, რაც ახალგაზ-
რდა კაცმა, ცხადია, ჯეროვნად უარყო, ამ საკითხში არაფერი გამეგება
და ხმაც საერთოდ არ მაქვსო. კიდევ ერთი სიმღერა იმღერეს ერთად და
ემამ ადგილი დაუთმო მის ფეარფაქსს, რომლის შესრულება, გნებავთ –
ვოკალური, გნებავთ – ინსტრუმენტული, ემასაზე ათი თავით მაღლა
იდგა და ამის უარყოფას ემა გულშიაც კი ვერ გაბედავდა.
ემა ინსტრუმენტის ირგვლივ შეკრებილთაგან მოშორებით მოკალათ-
და და შერეული გრძნობებით მის მოსასმენად განეწყო. ფრენკ ჩერჩილ-
მა კვლავ იმღერა. როგორც გაირკვა, უეიმათში ერთი-ორჯერ ემღერათ
კიდეც ერთად. მსმენელთა შორის ყველაზე ყურადღებიან მისტერ ნაიტ-
ლიზე დაკვირვებამ ემას აზრები სხვა მიმართულებით წაიყვანა და ისე
მოიცვა მისის უესტონის ეჭვებზე ფიქრმა, რომ მალე შიგადაშიგ თუღა
აღწევდა მის ყურამდე დუეტის ტკბილი ხმები. მის ვუდჰაუზი მისტერ
ნაიტლის დაქორწინების იდეას კვლავინდებურად მთელი არსებით აპ-
როტესტებდა, ამაში მხოლოდ უბედურებას ხედავდა. ეს მისტერ ჯონ
ნაიტლისა და, შესაბამისად, იზაბელას გულს ძალიან ატკენდა; ბავ-
შვებს დიდ ზიანს მიაყენებდა – ეს იქნებოდა ყველაზე დამამცირებელი
ცვლილება, დიდი მატერიალური ზარალი თითოეული მათგანისათვის
და, შესაბამისად, სერიოზული დარტყმა მისტერ ვუდჰაუზისთვის...
გარდა ამისა, თავად ემასთვის ყოვლად აუტანელი იყო ჯეინ ფეარფაქ-
სის წარმოდგენა დონველის სააბატოში. ახალგამომცხვარი მისის ნაიტ-
ლის ჭკუაზე უნდა ევლო ყველას და ყველაფერს?! არა!
მისტერ ნაიტლის არასდროს უნდა შეერთო ცოლი! დონველის მემ-
კვიდრედ პატარა ჰენრი უნდა დარჩენილიყო.
ცოტა ხნის შემდეგ, მისტერ ნაიტლიმ უკან მიიხედა, ემა შეამჩნია და
გვერდით მიუჯდა. თავიდან მხოლოდ მუსიკის შესახებ ლაპარაკობდნენ
251
და მისტერ ნაიტლი გულწრფელ აღტაცებას გამოხატავდა, რასაც ემა
ყურადღებასაც კი არ მიაქცევდა, მისის უესტონი რომ არა. ნიადაგის
მოსინჯვის მიზნით, ის მისტერ ნაიტლის სიკეთეზე ალაპარაკდა – რა
კარგი ქენით, დეიდა და დისშვილი ეტლით რომ უზრუნველყავითო.
მისტერ ნაიტლის პასუხში მხოლოდ ის იგრძნობოდა, რომ ამ თემის
მოკლედ მოჭრა სურდა, მაგრამ ემამ იფიქრა, ეს ალბათ თავმდაბლობით
მოსდისო, და განაგრძო: – ძალიან ვწუხვარ, ჩვენს ეტლს მსგავს სი-
ტუაციებში უფრო სასარგებლოდ რომ ვერ ვიყენებ. არ გეგონოთ, რომ
ამის სურვილი არ მაქვს, მაგრამ მოგეხსენებათ, მამაჩემისთვის როგორი
წარმოუდგენელია, ჯეიმსს საქმე გაურთულოს.
– ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. დარწმუნებული ვარ, თავად ხში-
რად გაქვთ ამის სურვილი, – დარწმუნებით მიუგო მისტერ ნაიტლიმ და
გულღიად გაუღიმა.
ემამაც იფიქრა, კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმის დროაო, და თქვა: –
ქემპბელების საჩუქარი... ეს ფორტეპიანო... რა კეთილშობილური ჟეს-
ტია.
– ჰო, – მისტერ ნაიტლის მოკლე პასუხისას უხერხულობა ოდნავა-
დაც არ დამჩნევია, – უკეთესი არ იქნებოდა, გაეფრთხილებინათ? სიურ-
პრიზები სისულელეა. სიხარულს არ ამძაფრებს, აი, უხერხულობა კი
შეიძლება დიდი დოზით გამოიწვიოს. პოლკოვნიკ ქემპბელისგან მეტ კე-
თილგონიერებას ველოდი.
იმწუთას ემას შეეძლო, დაეფიცა, რომ მისტერ ნაიტლის ინსტრუმენ-
ტის ამბავთან საერთო არაფერი ჰქონდა. აი, მის გრძნობებსა და სიმპა-
თიებზე კი ცოტა უფრო მეტხანს მოუხდა ორჭოფობა.
მეორე სიმღერის დასასრულს, ჯეინს ცოტათი ხმა ჩაეხლიჩა და სიმ-
ღერის დასრულებისთანავე მისტერ ნაიტლის უნებურად წამოსცდა: –
საკმარისია, ერთი საღამოსთვის საკმარისად ბევრი იმღერეთ. ახლა
აჯობებს, გაჩუმდეთ.
დანარჩენები კი მის ფეარფაქსს კიდევ ერთ სიმღერას შეევედრნენ.
„კიდევ ერთი. მხოლოდ ერთი. მის ფეარფაქსს ამქვეყნად არაფრის გამო
252
არ დაღლიდნენ, ამიტომ, მხოლოდ ერთი სიმღერის დაკვრას ევედრე-
ბოდნენ“.
– მგონი, უპრობლემოდ შეძლებთ, – ოთახში ფრენკ ჩერჩილის ხმა გა-
ისმა, – პირველი ნაწილი ძალიან მსუბუქია, სიმღერის მთელი სიმძიმე
მეორე ნაწილზე მოდის.
– ამ ახალგაზრდას მხოლოდ საკუთარი ხმით ტრაბახი ადარდებს.
ვერ მივართვით! – აღშფოთებულმა მისტერ ნაიტლიმ მის ბეიტსს წაავ-
ლო ხელი, რომელმაც იმწამს ჩაუარა, – მის ბეიტს, გაგიჟდით? როგორ
აძლევთ საკუთარ დისშვილს ნებას, ხმის ჩახრინწვამდე იმღეროს? მი-
დით, ჩაერიეთ, თორემ ისინი არ დაინდობენ.
ჯეინზე ალალად შეწუხებული მის ბეიტსი ლამის მადლობების სათ-
ქმელადაც არ შეჩერებულა, ისე გაექანა დისშვილისაკენ, რათა სიმღე-
რისთვის დაესვა წერტილი.
ამ ნოტაზე დასრულდა საღამოს საკონცერტო ნაწილიც, რადგან მის
ვუდჰაუზი და მის ფეარფაქსი სტუმრებს შორის ორად ორი ახალგაზ-
რდა ქალბატონი აღმოჩნდა, ვისაც დაკვრა შეეძლო. თუმცა, მალევე,
ხუთიოდ წუთში, იდეა ცეკვის თაობაზე (იდეის ავტორს ვერავინ გეტყო-
დათ) ისე აიტაცეს მისტერ და მისის ქოულებმა, რომ სივრცის გამოთა-
ვისუფლების მიზნით, ოთახიდან ყოველი ხელისშემშლელი ნივთი ელ-
ვის უსწრაფესად გაიტანეს. ხალხური საცეკვაო მუსიკის შესრულებით
განთქმული მისის უესტონი კი ინსტრუმენტს მიუჯდა და ჩქარი ვალსი
დაუკრა. პირველსავე აკორდზე ემას ყოვლად თავაზიანი და მოხდენი-
ლი გალანტურობით მიუახლოვდა ფრენკ ჩერჩილი, ხელი გაუწოდა და
ოთახის შუაგულში დააყენა.
სანამ დანარჩენი მოცეკვავეებიც დაწყვილდებოდნენ, ემამ დრო
იხელთა და, თუმცა საკუთარ ხმასა და გემოვნებაზე ჯერაც ქათინაუ-
რებს იღებდა, მისტერ ნაიტლის რეაქციის შესამოწმებლად მიმოიხედა.
ეს გადამწყვეტი მომენტი იყო. ზოგადად, მისტერ ნაიტლი ცეკვის მოტ-
რფიალე არ გახლდათ, მაგრამ თუ ახლა ჯეინ ფეარფაქსს საცეკვაოდ
გამოიწვევდა, მაშინ ეს უთუოდ ნიშანი იქნებოდა. მაგრამ არა – მსგავ-
სიც არაფერი შეუნიშნავს, მისტერ ნაიტლი მისის ქოულს ელაპარაკე-
253
ბოდა უდარდელად. ამასობაში, ჯეინს ვიღაც სხვამ სთხოვა ცეკვა, რი-
თაც მისტერ ნაიტლი დიდად არ დაინტერესებულა.
ჰენრიზე ნერვიულობა აღარ ღირდა – ბიჭის ინტერესებს ჯერჯერო-
ბით არაფერი ემუქრებოდა. მეტად კმაყოფილმა ემამ, გულწრფელი ხა-
ლისითა და ენერგიულობით გახსნა მეჯლისი. ხუთ წყვილზე მეტი ვერ
მოგროვდა, მაგრამ ემა, ვინაიდან ცეკვა მეტად იშვიათად უწევდა, ასეთ
მოულოდნელ, უცაბედ შანსს ალალი აღტაცებით შეხვდა, თანაც, აღ-
მოაჩინა, რომ პარტნიორსაც მშვენივრად ეწყობოდა. ამ წყვილის ყურე-
ბა ერთი სიამოვნება იყო.
სამწუხაროდ, მხოლოდ ორი ცეკვის საშუალება მიეცათ. გვიანდებო-
და და მის ბეიტსიც ღელავდა – შინ დედამისის გამო მიეჩქარებოდა.
რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, ცეკვა განეახლებინათ, დეიდა
და დისშვილი იძულებულნი გახდნენ, მადლობა გადაეხადათ და დამ-
წუხრებული სახეებით წასულიყვნენ.
– შესაძლოა, უკეთესიც კია, ასე რომ გამოვიდა, – გადაულაპარაკა
ფრენკ ჩერჩილმა, როცა ემას ეტლამდე აცილებდა, – თორემ მის ფეარ-
ფაქსთან მომიწევდა ცეკვა და თქვენ შემდეგ, მისი სიზანტე ალბათ კი-
დეც მომიღებდა ბოლოს.
254
თავი 9
უფრო წონისა და მასის საზომად იყენებენ. ერთი ბუშელი დაახლოებით 27 კგ-ს შეად-
გენს.
263
იქნებოდა. თავი ძალიან დავალებულად ვიგრძენი, ჩავედი ქვემოთ, უი-
ლიამ ლარკინსთან და ველაპარაკე – ხვდებით ალბათ, რომ ყველაფერს
ვეტყოდი.
უილიამ ლარკინსი ხომ ჩვენი ძველი, კარგი ნაცნობია! მისი ნახვა
სულ მიხარია. ასე იყო თუ ისე, მოგვიანებით პათისგან შევიტყვე, რომ
უილიამს უთქვამს, სულ ეს იყო ამ ჯიშის ვაშლები, რაც ჩემს ბატონს
ჰქონდაო. ყველა მოუტანია და ახლა მის ბატონს ერთიც აღარ დარჩე-
ნია, რომ გამოეცხოთ ან მოეხარშათ. თავად უილიამს დიდად არ ადარ-
დებდა, ისედაც გახარებული იყო, მისმა ბატონმა წელს ამდენი რომ გა-
ყიდა. მოგეხსენებათ, უილიამს ყველაზე მეტად თავისი ბატონის მოგება
ადარდებს. მაგრამ აი, მისის ჰოჯესს, უილიამის თქმით, სულაც არ გახა-
რებია, ყველა ვაშლი რომ გამოგვიგზავნეს. ვერ აუტანია აზრი, რომ თა-
ვისი ბატონი ამ გაზაფხულზე ვაშლის ტარტს ვეღარ მიირთმევდა.
უილიამმა ეს ყველაფერი პათის უამბო, მაგრამ დააფიცა, არ ენერ-
ვიულა და ჩვენთან კრინტიც არ დაეძრა, მისის ჰოჯესი გაჯავრების სა-
ბაბს უამისოდაც გამონახავდაო, თანაც, რადგან წელს უამრავი ტომარა
გაყიდეს, ნამდვილად არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ შეჭამს
დარჩენილ ვაშლებსო. ჰოდა, პათიმ ყველაფერი მიამბო და თავზარი
დამეცა! ოღონდაც კი მისტერ ნაიტლიმ არაფერი გაიგოს! დარწმუნებუ-
ლი ვარ, მისტერ ნაიტლი ძალიან... მინდოდა, ჯეინისგანაც დამემალა,
მაგრამ ისე წამოვაყრანტალე, თვითონაც ვერ მივხვდი.
მის ბეიტსმა ზუსტად მაშინ დაასრულა ლაპარაკი, როცა პათიმ კარი
გააღო. სანამ კიბეზე ადიოდნენ, ამბების მოსმენა აღარ უწევდათ, ახლა
მის ბეიტსის უთავბოლო მზრუნვენლობისთვის უნდა აეწყოთ ფეხი: –
მისის უესტონ, ფრთხილად, მოსახვევში კიბეა. გემუდარებით, მის ვუდ-
ჰაუზ, ფრთხილად იყავით, საკმაოდ ბნელი კიბეები გვაქვს... კარგი იქნე-
ბოდა, ნაკლებად ბნელი და ნაკლებად ვიწრო ასასვლელი ყოფილიყო.
მის სმით, ფრთხილად იყავით. მის ვუდჰაუზ, ძალიან ვღელავ, მგონი,
ფეხი რაღაცას მიარტყით. მის სმით, არ დაგავიწყდეთ, მოსახვევში კი-
ბეა!..
264
თავი 10
265
თარ თავს მტკიცედ აღუთქვა, მეზობელს ამ თემაზე არასდროს დავე-
ლაპარაკებიო.
როგორც იქნა, ჯეინმა დაკვრა დაიწყო და ინსტრუმენტის შესაძლებ-
ლობები თანდათან სრულყოფილად გამოაშკარავდა. ისედაც აღტაცე-
ბული მისის უესტონი ახლა კიდევ უფრო დიდ აღტაცებაში მოვიდა. ქე-
ბა-დიდებაში მას ემაც შეუერთდა. მოკლედ, ფორტეპიანო, თავისი ყო-
ველი დეტალითა და ნიუანსით, საუკეთესო ინსტრუმენტად გამოაცხა-
დეს.
– ვინც უნდა ყოფილიყო ის, ვისაც პოლკოვნიკმა ქემპბელმა ფორტე-
პიანოს შერჩევა ანდო, – დასძინა მისტერ ფრენკ ჩერჩილმა და ღიმი-
ლიანი მზერა ემას მიაპყრო, – ფაქტია, კარგად შეურჩევია. პოლკოვნიკი
ქემპბელის გემოვნებაზე უეიმათში ბევრი მსმენია, ჰოდა, დარწმუნებუ-
ლი ვარ, ზედა კლავიშები სწორედ ისეთი მსუბუქია, მას და ყველა იქ
მყოფს განსაკუთრებით მოეწონებოდათ. მის ფეარფაქს, იმასაც კი ვფიქ-
რობ, რომ მეგობარს ძალიან დეტალური მითითებები მისცა ან სულაც
თავად მისწერა ბროუდვუდს. არ მეთანხმებით?
ჯეინს მისკენ არ გაუხედავს. სწორედ იმ დროს მისის უესტონი ელა-
პარაკებოდა.
– უსამართლო ხართ, – გადაუჩურჩულა ემამ, – მე მხოლოდ ვივარა-
უდე, თანაც, ალალბედზე. ნუ ააღელვებთ.
ფრენკ ჩერჩილმა ღიმილით გაიქნია თავი და ისეთი სახე მიიღო, რომ
არც ეჭვი ეპარებოდა და არც ჯეინის დანდობას აპირებდა. მალევე
კვლავ წამოიწყო: – ალბათ როგორ უხარიათ თქვენი ბედნიერება
თქვენს მეგობრებს ირლანდიაში, მის ფეარფაქს! ალბათ ხშირად ფიქ-
რობენ, როდის – რომელ დღეს – ჩამოაღწევს ინსტრუმენტი თქვენამდე.
პოლკოვნიკმა ქემპბელმა შეიტყო, რომ ინსტრუმენტი უკვე თქვენთა-
ნაა? თქვენი აზრით, კონკრეტული მითითებები გასცა თუ ზოგადით შე-
მოიფარგლა, როცა მოგიხერხდებათ, მაშინ ჩაუტანეთო?
ფრენკ ჩერჩილი გაჩუმდა. ჯეინს სხვა გზა არ ჰქონდა – ყველაფერი
ესმოდა და პასუხს თავს ვეღარ აარიდებდა.
266
– სანამ პოლკოვნიკი ქემპბელის წერილს არ მივიღებ, – ნაძალადევი
სიმშვიდით მიუგო მან, – დანამდვილებით არაფერი მეცოდინება. სხვა
ყველაფერი ახლა ვარაუდია.
– ვარაუდი, ვარაუდი! ხანდახან სწორ ვარაუდებს გამოვთქვამთ, ხან-
დახან ვცდებით. ნეტავ, შემეძლოს გამოვიცნო, როდის დავამაგრებ ამ
მოქლონს! რა სისულელეებს ლაპარაკობს ადამიანი მუშაობის დროს,
არა, მის ვუდჰაუზ?! თუმცა, ნამდვილი მუშები, მგონი, ენას კბილს აჭე-
რენ, ჩვენ კი, ჯენტლმენი-მუშები, ხმას თუ ამოვიღებთ... მის ფეარფაქსი
ვარაუდზე ამბობდა რაღაცას... აი, მზადაა. პატივი მაქვს, მადამ, –
ფრენკ ჩერჩილმა მისის ბეიტს მიმართა, – თქვენს სათვალეს ძველებუ-
რი იერსახე დავუბრუნე, განიკურნა, დროებით მაინც.
მან გულუხვი და თბილი მადლობები მიიღო დედისგანაც და ქალიშ-
ვილისგანაც. ამ უკანასკნელისგან გათავისუფლების მიზნით, ფორტე-
პიანოსთან მივიდა და მის ფეარფაქსს, რომელიც კვლავაც ინსტრუმენ-
ტთან იჯდა, შეეხვეწა, კიდევ დაგვიკარითო.
– თუ სიკეთეს გამოიჩენთ, იქნებ რომელიმე ის ვალსი დაგვიკრათ,
წუხელ რომ ვცეკვავდით. ნება მომეცით, თავიდან განვიცადო! თქვენ
ჩემსავით ვერ ისიამოვნეთ, დაღლილი ჩანდით. დარწმუნებული ვარ, გა-
გიხარდათ, ცეკვა რომ შევწყვიტეთ, მე კი კიდევ ნახევარი საათისთვის
ყველაფერს გავიღებდი – ყველაფერს, რაც მაბადია.
ჯეინმა დაუკრა.
– რამხელა ნეტარებაა იმ მელოდიის მოსმენა, რომელმაც ერთხელ
მაინც ბედნიერება განგაცდევინა! თუ არ მეშლება, ამაზე უეიმათშიც
ვცეკვავდით.
ჯეინმა ფრენკ ჩერჩილს წამიერად შეავლო მზერა და ერთიანად გა-
წითლებულმა მყისვე სხვა მელოდია წამოიწყო. ფრენკ ჩერჩილმა კი
ფორტეპიანოს გვერდით მდგარი სკამიდან ნოტების კრებული აიღო და
ემას მიუბრუნდა: – ეს რაღაც ახალია ჩემთვის. აი, ნახეთ, კრამერი;60 აი,
274
ანად უკუვაგდოთ ეს აზრი, რადგან მამაჩემს იმედებს გავუცრუებთ, თან
მაინც მგონია, რომ აქ ათი წყვილი თავისუფლად დაეტევა.
ემამ შენიშნა, რომ ახალგაზრდა კაცის გალანტურობა სიჯიუტისკენ
იხრებოდა – ერჩივნა, შეწინააღმდეგებოდა, ვიდრე მასთან ცეკვის სი-
ამოვნებაზე ეთქვა უარი, მაგრამ კომპლიმენტი მიიღო და დანარჩენი
აპატია. მასთან ქორწინება რომ ჰქონოდა განზრახული, მაშინ ღირდა
შეჩერება, დაფიქრება და მის პრიორიტეტებში, ღირებულებებსა და ხა-
სიათის თვისებებში გარკვევა, მაგრამ მათი ამჟამინდელი ურთიერთობა
არ ითხოვდა ასეთ ჩაღრმავებას და, ამ ურთიერთობის კვალობაზე, ის
სავსებით სასიამოვნო კაცი იყო ემასთვის.
მომდევნო დღეს, ფრენკ ჩერჩილი ჰარტფილდში შუადღემდე გამოც-
ხადდა და ოთახში ისეთი ხალისიანი ღიმილით შეაბიჯა, რომ ცხადი
იყო, უკეთესი რამ მოეფიქრებინა.
– მაშ, მის ვუდჰაუზ, – დაიწყო მისალმებისთანავე, – იმედია, მამაჩე-
მის პატარა ოთახებმა არ დაგზაფრათ და ცეკვის ჟინი არ გაგიქროთ.
ამასთან დაკავშირებით, ახალი წინადადება მაქვს; ეს აზრი მამაჩემს
მოუვიდა და მხოლოდ თქვენი დასტურია საჭირო, რომ განხორციელე-
ბას შევუდგეთ. შეიძლება, თქვენთან პირველი ორი ცეკვის იმედი და პა-
ტივი მქონდეს იმ პატარა მეჯლისზე, რომელიც არა რენდალსში, არა-
მედ „ქრაუნ ინში“ გაიმართება?
– „ქრაუნში“?!
– დიახ. თუ თქვენ და მისტერ ვუდჰაუზი წინააღმდეგნი არ იქნებით,
რაშიც სრულებით დარწმუნებული ვარ. მამაჩემი იმედოვნებს, რომ მე-
გობრები სიკეთეს გამოიჩენენ და მას იქ ეწვევიან. ეს სწორედ მისი აზ-
რია. მისის უესტონსაც არაფერი აქვს საწინააღმდეგო, ცხადია, თუ
თქვენი თანხმობა გვექნება. ჰო, თქვენ კი სრულიად მართალი იყავით.
ათ წყვილს რენდალსის ვერც ერთი ოთახი ვერ დაიტევს! სულ ვგრძნობ-
დი, რომ მართალი იყავით, მაგრამ იმდენად მინდოდა, რაღაც მაინც
მოგვეწყო, რომ ვერ ვნებდებოდი. ხომ კარგი გამოსავალია? დამეთან-
ხმეთ... თქვენი თანხმობის იმედი მაქვს.
275
– მგონი, ისეთი გეგმაა, ვერავინ იქნება წინააღმდეგი, მით უფრო, თუ
მისტერ და მისის უესტონები თანახმა არიან. ჩემი აზრით, არაჩვეუ-
ლებრივი იდეაა და პირადად მე დიდი სიხარულით დავთანხმდები...
მგონი, უკეთესს ვერც მოვიფიქრებდით. მამა, ხომ მართლაც შესანიშნა-
ვი აზრია?
ემა იძულებული შეიქნა, სათქმელი არაერთხელ გაემეორებინა, სანამ
მისტერ ვუდჰაუზმა ბოლომდე არ გაიაზრა; დამატებითი ახსნა-განმარ-
ტებებიც გახდა საჭირო, რომ მისტერ ვუდჰაუზისთვის როგორმე მისა-
ღები გამხდარიყო.
„არა, ამ ცვლილებაში შესანიშნავი არაფერია, პირიქით, ძალიან ცუ-
დი იდეაა, პირველზე გაცილებით უარესი. სასტუმრო ოთახი ნესტიანია
და სახიფათო. სათანადოდ არ ნიავდება და ვერ გაჩერდები. თუ მაინ-
ცდამაინც ცეკვა უნდათ, რენდალსში იცეკვონ. „ქრაუნში“ ერთხელაც
არ ყოფილა, თვალითაც არ უნახავს მისი მეპატრონეები... ღმერთო,
არა! საშინელი გეგმაა. „ქრაუნში“ უარესად გაცივდებიან, ვიდრე სხვა-
გან“.
– ვაპირებდი, აღმენიშნა, სერ, – შეეკამათა ფრენკ ჩერჩილი, – რომ ამ
ცვლილებისერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ გა-
ციების საფრთხე, პრაქტიკულად, არ არსებობს. ეს ცვლილება, შესაძ-
ლოა, მხოლოდ მისტერ პერის არ მოეწონოს, თორემ წუნს სხვა ვერავინ
უპოვნის.
– სერ, – სერიოზული ტონით მიუგო მისტერ ვუდჰაუზმა, – ძალიან
ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ მისტერ პერი ასეთი ადამიანია. მას ნების-
მიერი ჩვენგანის ავადმყოფობა უკიდურესად აღელვებს. ვერაფრით
ვხვდები, როგორ შეიძლება, „ქრაუნი“ მამათქვენის სახლზე უსაფრთხო
იყოს.
– იმიტომაა უსაფრთხო, რომ დიდია, სერ. ფანჯრების გაღება მთელი
საღამოს განმავლობაში ერთხელაც კი არ მოგვიწევს. როგორც წესი,
როცა სხეული გახურებულია, ფანჯრის გაღება და ცივი ჰაერის შემოშ-
ვება ხდება ხოლმე უბედურების წყარო და ეს თავადვე გადასარევად
მოგეხსენებათ, სერ.
276
– ფანჯრების გაღება?! რას ამბობთ, მისტერ ჩერჩილ, რენდალსში
ფანჯრების გაღება თავში ვის მოუვა?! ასე დაუდევრად ვერავინ მოიქ-
ცევა! ასეთი რამ არც კი გამიგია. ღია ფანჯრებში ცეკვა! დარწმუნებული
ვარ, ამას არც მამათქვენი დაუშვებს და არც მისის უესტონი... ანუ საბ-
რალო მის ტეილორი...
– დიახ, სერ! მაგრამ ვინმე უდარდელი ახალგაზრდა, შესაძლოა,
ფარდის უკან დადგეს და შეუმჩნევლად ასწიოს ალათა. ხშირად ჩემი
თავიც კი დამიჭერია მსგავს საქციელში.
– მართლა, სერ? ღმერთო, შენ მიშველე! ვერასდროს წარმოვიდგენ-
დი. მაგრამ მე საზოგადოებას მოწყვეტილი ვარ. მეტად ყურადსაღები
რამ მითხარით. და კიდევ თუ განვიხილავთ ამ საკითხს, შესაძლოა...
მაგრამ ასეთი საკითხები სერიოზულ დაფიქრებასა და განსჯას მოით-
ხოვს. ნაჩქარევად ვერაფერს გადავწყვეტ. მისტერ და მისის უესტონები
სიკეთეს თუ გამოიჩენენ და ერთ დილას შემოგვივლიან, შეგვიძლია,
კარგად ავწონ- დავწონოთ. ვნახოთ, რა გამოვა.
– მაგრამ დროში, სამწუხაროდ, შეზღუდული ვარ, სერ...
– უჰ! – სიტყვა გააწყვეტინა ემამ, – ყველაფრის განსახილველად
უამრავი დრო გვაქვს. არსად გვეჩქარება. „ქრაუნი“ ცხენებისთვისაც მე-
ტად მოსახერხებელი იქნება. საჯინიბოსთან ახლოს იქნებიან.
– ჰო, ასეა, საყვარელო. ეს კარგი რამ გამახსენე. არა, ჯეიმსი კი არას-
დროს ჩივის, მაგრამ თავისთავად სწორია, ცხენები დავზოგოთ, როცა ეს
შესაძლებელია. დარწმუნებული რომ ვიყო, ოთახებს სათანადოდ გა-
ანიავებენ... მაგრამ მისის სტოუკსის ნდობა შეიძლება? ვეჭვობ. მას არც
კი ვიცნობ. თვალითაც კი არ მინახავს.
– მსგავს საკითხებზე პასუხს მე ვაგებ, სერ, რადგან მისის უესტონის
მეთვალყურეობის ქვეშ იქნება ყველაფერი. პირადად მისის უესტონი
გასცემს მითითებებს.
– აი, ხომ ხედავ, მამა?! შეგიძლია მშვიდად იყო. ჩვენი საყვარელი
მისის უესტონი ხომ მზრუნველობის განსახიერებაა! არ გახსოვს, მის-
ტერ პერიმ რა თქვა მრავალი წლის წინ, წითელა რომ მქონდა: „თუ მის
ემაზე მის ტეილორი ზრუნავს, მაშინ სანერვიულო არაფერი გაქვთ,
277
სერ“. არაერთხელ გამიგია შენგან ეს ფრაზა, მისდამი კომპლიმენტად
რომ იყენებდი ხოლმე.
– ჰო, მართალი ხარ! მისტერ პერის ნათქვამი აქვს ეს. არასდროს და-
მავიწყდება. საბრალო პატარა ემა! ძალიან მძიმედ გადაიტანე წითელა,
უფრო სწორად, მძიმედ გადაიტანდი, რომ არა მისტერ პერის უზომო
ყურადღება. ერთი კვირის განმავლობაში დღეში ოთხჯერ მოდიოდა.
თავიდანვე გვითხრა, ადვილ ფორმაში აქვსო, რამაც ძალიან დაგვამ-
შვიდა, მაგრამ წითელა საშიში ავადმყოფობაა. როცა საბრალო იზაბე-
ლას პატარებს წითელა შეეყრებათ, იმედი მაქვს, პერის დაუძახებს.
– მამაჩემი და მისის უესტონი ახლა „ქრაუნში“ არიან და შენობას
ათვალიერებენ, – ჩაერთო ფრენკ ჩერჩილი, – მეც იქ გახლდით, მაგრამ
ჰარტფილდში წამოვედი, ერთი სული მქონდა, თქვენი აზრი მომესმინა;
ვიმედოვნებდი, რომ „ქრაუნში“ გამოყოლასა და რჩევების მოცემაზე
უარს არ მეტყოდით. ეს ორივე მათგანის სურვილი და თხოვნაა და, თუ
ნებას მომცემთ, მიგიყვანთ მათთან. თქვენ გარეშე თავს წესიერად ვერა-
ფერს გაართმევენ.
ემა დიდი სიხარულით დათანხმდა, თანაც, მათი არყოფნის დროს,
მამამისი ყველაფერზე უკეთ დაფიქრდებოდა. ასე რომ, ახალგაზრდებმა
დაუყოვნებლივ გასწიეს „ქრაუნისკენ“. ემას დანახვამ და მისმა თანხმო-
ბამ მისტერ და მისის უესტონები მართლაც ძალიან გაახარა. ორივე თა-
ვისებურად ღელავდა: ცოლი ცოტას ნერვიულობდა, ქმარი კი ყველაფ-
რით აღფრთოვანებული იყო.
– ემა, – შეეგება მისის უესტონი, – შპალერი იმაზე უარეს მდგომა-
რეობაშია, ვიდრე მეგონა, შეხედე! ალაგ-ალაგ სასტიკად ჭუჭყიანია,
ასეთი გაყვითლებული და გაპარტახებული ხის პანელი კი არასდროს
მინახავს.
– წვრილმანებს ეკიდები, ჩემო ძვირფასო, – მიუგო ქმარმა, – სულერ-
თი არაა?! სანთლის შუქზე მაინც ვერაფერს დავინახავთ; სანთლის
შუქზე ყველაფერი ისეთი სუფთა მოგვეჩვენება, როგორც რენდალსში.
კლუბის შეკრებებზე, საღამოობით, ვერაფერს ვამჩნევთ.
278
ქალბატონებმა ამ სიტყვებზე ერთმანეთს გადახედეს, რაც, სავარა-
უდოდ, შემდეგს ნიშნავდა: „კაცებმა არასდროს იციან, რა არის ჭუჭყი-
ანი“. ჯენტლმენებმა კი, თავის მხრივ, ალბათ იფიქრეს: „ქალები მუდამ
ფუჭ საზრუნავებში კარგავენ დროს“.
თუმცა, ერთი ისეთი დაბრკოლება გაჩნდა, რასაც ვერც კაცები აიგ-
დებდნენ აბუჩად – სავახშმო ოთახი. ამ შენობის მშენებლობისას სავახ-
შმო ოთახი დღის წესრიგში არ იდგა და ერთადერთი ოთახი, რომელიც
უშუალოდ სამეჯლისო ოთახს ესაზღვრებოდა, ბანქოს სათამაშო პატა-
რა ოთახი იყო. რა უნდა ექნათ? ბანქოს ოთახი ახლაც ბანქოს ოთახად
დასჭირდებოდათ და ბანქოზე უარიც რომ ეთქვათ, კომფორტული ვახ-
შმისათვის პატარა ზომის გამო მაინც არ გამოდგებოდა. ამისთვის უფ-
რო დიდი ოთახი უნდა მოეძებნათ, მაგრამ ასეთი შენობის მეორე ბო-
ლოში იყო და იქამდე გრძელი, მოუხერხებელი კორიდორი უნდა გაგევ-
ლო. მისის უესტონი ახალგაზრდებზე ღელავდა, ვაითუ ამ კორიდორში
ორპირმა დაჰკრათო, ხოლო ჭყლეტაში ვახშმის პერსპექტივა არც ემას-
თვის იყო მისაღები და არც – ჯენტლმენებისთვის.
მისის უესტონს მოაფიქრდა, ჩვეული ვახშმის ნაცვლად, სტუმრებს
მხოლოდ სენდვიჩებითა და მსგავსი რაღაცებით პატარა ოთახში გავუ-
მასპინძლდეთო, მაგრამ მისი იდეა უმალვე სასტიკად დაგმეს და რო-
გორც ქალების, ისე კაცების უფლებების სამარცხვინო შელახვად გამო-
აცხადეს. მოკლედ, მისის უესტონმა უფრო რაციონალური გამოსავლის
ძიება დაიწყო და საკამათო ოთახში ერთხელაც შეიხედა.
– ჩემი აზრით, არც ისეთი პატარაა, მით უმეტეს, რომ ბევრნი არ ვიქ-
ნებით.
მისტერ უესტონმა კი, რომელიც ამ დროს გრძელი და სწრაფი ნაბი-
ჯით სცემდა ბოლთას, მეუღლეს კორიდორიდან გასძახა: – ჩემო საყვა-
რელო, ამ კორიდორის სიგრძეს ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევ.
არადა, საკმაოდ მოკლეა და ვერც ორპირი ქარი აღწევს კიბეებიდან.
– ნეტავ, ვიცოდე, ჩვენს სტუმრებს როგორი განლაგება უფრო მოეწო-
ნებოდათ, – აღნიშნა მისის უესტონმა, – ჩვენი მიზანი ყველაფრის ისე
279
გაკეთება უნდა იყოს, როგორც უმრავლესობას ესიამოვნება. ნეტავ, რა
ესიამოვნებათ?!
– აბსოლუტურად მართალი ხართ, – წამოიყვირა ფრენკმა, – მეზობ-
ლების აზრია საჭირო. მესმის თქვენი. მართლაც რომ შეგვეძლოს გარ-
კვევა, ძირითადი ნაწილი რას ფიქრობს... მაგალითად, ქოულები. აქვე
არიან. გინდათ, მივაკითხო? ან მის ბეიტსი? კიდევ უფრო ახლოს ცხოვ-
რობს და, ჩემი აზრით, სწორედ ის ადამიანია, ვისაც დანარჩენების
სურვილები და მისწრაფებები ყველაზე უკეთ მოეხსენება. მგონი, ჩვენი
საბჭო უნდა გავაფართოოთ. მაშ, მოვიწვიო მის ბეიტსი?
– ჰმმ... თუ ასე გნებავთ... – ყოყმანით მიუგო მისის უესტონმა, – თუ
ფიქრობთ, რომ...
– მის ბეიტსი საქმესთან ახლო ვერაფერს გეტყვით, – ჩაერთო ემა, –
აღტაცებისა და მადლობის გარდა მისგან ვერაფერს შეიტყობთ. შეკით-
ხვებსაც კი არ მოუსმენს. ვერავითარ აზრს ვერ ვხედავ მის ბეიტსის
მოყვანაში.
– ჰო, მაგრამ უაღრესად გასართობი ქალია! ძალიან მიყვარს მისი
მოსმენა. მთელი ოჯახის მოყვანას ნამდვილად არ ვაპირებ.
ამ დროს მათ მისტერ უესტონიც შეუერთდა და ვაჟის წინადადება
მყისვე მოიწონა.
– ყოჩაღ, ფრენკ! წადი და მოიყვანე მის ბეიტსი. ერთხელ და სამუდა-
მოდ გადავწყვიტოთ ეს საქმე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გეგმა ძალიან
მოეწონება. გარდა ამისა, არავინ მეგულება, მასზე უკეთ გვაჩვენოს, რო-
გორ უნდა სირთულეების დაძლევა. მოიყვანე მის ბეიტსი. მგონი, ზედ-
მეტად ვუკირკიტებთ ყველაფერს. მის ბეიტსი ცოცხალი მაგალითია
იმისა, მწირი შესაძლებლობების პირობებშიც კი როგორ უნდა იყო ბედ-
ნიერი. ორივე მოიყვანე.
– ორივე, სერ? მაგრამ მოხუცი ქალბატონი ხომ...
– მოხუცი ქალბატონი?! არა, ფრენკ, ახალგაზრდას ვგულისხმობ. დი-
დი ჩერჩეტი მეგონები, დეიდას დისშვილის გარეშე თუ მოიყვან.
280
– ოჰ, მაპატიე, სერ! უცებ ვერ ვიაზრე. ცხადია, წავალ და ორივეს
მოყვანას ვეცდები, – და სიტყვა დაასრულა თუ არა, ფრენკი უმალვე
გაიქცა.
სანამ გერი დაბალ, აკურატულ, ფუსფუსა დეიდასა და მის ელეგან-
ტურ დისშვილთან ერთად, ბოლოს და ბოლოს, დაბრუნდებოდა, მისის
უესტონმა, როგორც კარგი ზნის ქალსა და კარგ ცოლს შეჰფერის, კორი-
დორი კიდევ ერთხელ დაათვალიერა დაკვირვებით და იქაურობა არ-
ცთუ ისე ცუდი ეჩვენა, როგორიც თავიდან – საზიანო იქ, პრაქტიკუ-
ლად, მართლაც არაფერი იყო. ჰოდა, საბოლოო გადაწყვეტილების მი-
ღებასაც აღარაფერი უშლიდა ხელს. სხვა დანარჩენი წვრილმანები,
როგორებიც იყო სკამებისა და მაგიდის განთავსება, განათებისა და მუ-
სიკის, ჩაისა და ვახშმის მოწყობა, ნაწილობრივ, თავისით მოგვარდა,
ნაწილობრივ კი იმ დრომდე გადაიდო, სანამ მისის უესტონი და მისის
სტოუკსი დაილაპარაკებდნენ. ეს უკვე უმნიშვნელო დეტალები იყო.
ყველა დაპატიჟებული სტუმარი უთუოდ მოვიდოდა. ფრენკსაც უკვე
მიეწერა ენსკოუმბში, რომ უკან დაბრუნებას კიდევ რამდენიმე დღით
გადაავადებდა; თითქმის დარწმუნებული იყო, რომ დადებით პასუხს
მიიღებდა. მოკლედ, მეჯლისი ბრწყინვალე იმედების წყაროდ იქცა.
როცა „ქრაუნში“ მის ბეიტსი მოვიდა, მრჩევლად აღარ სჭირდებო-
დათ, მაგრამ აი, მის ჩვეულ აღტაცებას გულითადად მიესალმებოდნენ
(ცხადია, ეს ნაკლებ საპასუხისმგებლო როლი იყო). მისი აღტაცება –
ერთდროულად, ზოგადიც და დეტალურიც, თბილიც და გაუთავებელიც
– მართლაც სასიამოვნო მოსასმენი იყო. მომდევნო ნახევარი საათი მათ
სხვადასხვა ოთახში წინ და უკან სიარულში გაატარეს – ზოგი ჯერაც
რჩევებს იძლეოდა, ზოგი, უბრალოდ, სხვებს დაჰყვებოდა, მომავალს კი
ყველა მათგანი სასიამოვნო მღელვარებით შეჰყურებდა. დღის ბოლოს,
ემამ დღის გმირისგან წინადადება მიიღო – მას მეტად დაჟინებით პირ-
ველი ორი ცეკვის პატივი სთხოვეს, მისტერ უესტონმა კი ცოლს უჩურ-
ჩულა: „სთხოვა, საყვარელო, სთხოვა! მართებული საქციელია. ვიცოდი,
რომ ასეც იზამდა!“
281
თავი 12
285
– ხუთ წუთსაც კი ვერ გამონახავთ თქვენი მეგობრებისთვის? მის ფე-
არფაქსსა და მის ბეიტსს ვგულისხმობ. რა სამწუხაროა! მის ბეიტსის
ძლევამოსილ, გონიერ არგუმენტებს, შესაძლოა, გაემხნევებინეთ.
– არა, მათთან უკვე ვიყავი. სახლთან რომ ჩავიარე, ვიფიქრე, ასე
უკეთესია-მეთქი. არ იქნებოდა ლამაზი, არ შემევლო. სამი წუთით ვა-
პირებდი გაჩერებას, მაგრამ მის ბეიტსი შინ არ დამხვდა და შევყოვნდი.
გასული იყო და მივხვდი, არაფრით გამოვიდოდა, მისთვის რომ არ მო-
მეცადა. ისეთი ქალია, ძნელია, არ გაგაცინოს. შეუძლებელიც კია, არ
გაგაცინოს, და მისი წყენინება ნამდვილად არ მოგინდება. ასე რომ,
სჯობდა, მივსულიყავი, ვიდრე...
სიტყვა გაწყვიტა და ფანჯარასთან მივიდა.
– მოკლედ, – განაგრძო ისევ, – მის ვუდჰაუზ, შესაძლოა... დარწმუნე-
ბული ვარ, გარკვეული ეჭვები გაქვთ, რომ...
ემას შეხედა, თითქოს უნდა, მისი აზრები ამოიკითხოსო. ემამ არ
იცოდა, რა ეპასუხა. ეს ყველაფერი ერთგვარ პრელუდიას ჰგავდა – რა-
ღაც უფრო სერიოზულის შესავალს, რის გაგრძელებაც ემას არ სურდა.
ჰოდა, თავს ძალა დაატანა, რომ რაღაც ისეთი ეთქვა, რითაც თემას
შეცვლიდა.
– აბსოლუტურად მართალი ხართ, – წარმოთქვა აუღელვებლად, –
ბეიტსებთან სტუმრობა ყოვლად ბუნებრივი საქციელი იყო...
ახალგაზრდა კაცი დადუმდა. ემას ღრმა რწმენით კი, ცდილობდა, ქა-
ლის სიტყვებში მეტი ამოეკითხა. მერე გაიგონა, როგორ ამოიხვნეშა და
არც ეს გაჰკვირვებია – ახალგაზრდა ჯენტლმენი ხვდებოდა, რომ ემა
მას არ აგულიანებდა. რამდენიმე უხერხული წუთის შემდეგ, ფრენკ
ჩერჩილი კვლავ დაჯდა და უფრო მტკიცედდასძინა: – ჩემთვის მნიშვნე-
ლოვანი იყო, დარჩენილი დრო ჰარტფილდში გამეტარებინა. ჰარტფილ-
დისადმი ყველაზე თბილი გრძნობები მაქვს...
კვლავ გაჩუმდა და წამოდგა. ჩანდა, ემაზე გაცილებით მეტად იყო
შეყვარებული, ვიდრე ეს თავად ემას წარმოედგინა. ვინ იცის, ეს უხერ-
ხულობა რით დასრულდებოდა, ოთახში მისტერ უესტონი რომ არ გა-
მოჩენილიყო. ამ უკანასკნელს მისტერ ვუდჰაუზიც შემოჰყვა და, ეტიკე-
286
ტის თანახმად, მისტერ ფრენკ ჩერჩილი იძულებული გახდა, თავი ხელ-
ში აეყვანა.
მისი გამოცდა კიდევ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. მისტერ უესტონს
არ უყვარდა საქმის გაჭიანურება და გარდაუვალ სიავეზე დიდი ხნით
შეყოვნება, ასევე – არც ამ სიავეთა წინასწარმეტყველება. ასე რომ, მა-
შინვე გამოაცხადა, წასვლის დროაო. მისმა ვაჟმაც ერთი ამოიხვნეშა
(არცთუ უსაფუძვლოდ) და დასამშვიდობებლად ისევ წამოდგა.
– ყველა თქვენგანის ამბები მეცოდინება, – თქვა მან, – თავს სწორედ
ამით ვინუგეშებ. მისის უესტონს პირობა ჩამოვართვი, რომ ხშირად
მომწერს. ღმერთო, რამხელა მადლია ქალბატონის წერილები, როცა
ასე გაინტერესებს იმ ადგილის ამბები, სადაც ყოფნა არ შეგიძლია! ყვე-
ლა წვრილმანს შემატყობინებს და, მისი წერილების წყალობით, მუდამ
ჩემს ძვირფას ჰაიბერიში ვიგრძნობ თავს.
ამ სიტყვებს ერთობ გულითადი ხელის ჩამორთმევა და ძალიან გულ-
წრფელი „ნახვამდის“ მოჰყვა, მერე კი მისტერ ფრენკ ჩერჩილმა ჰარ-
ტფილდის ზღურბლს გადააბიჯა. გამოსამშვიდობებლი სიტყვა ისეთივე
მოკლე იყო, როგორიც მათი შეხვედრა. ის წავიდა, ემას კი სევდა შემო-
აწვა – წინასწარ გრძნობდა, რამხელა დანაკლისი იქნებოდა მისი არ-
ყოფნა მათი პატარა საზოგადოებისთვის; იმდენად განიცადა, ბოლოს
შეშინდა კიდეც, მეტისმეტი ხომ არ მომდისო.
მართლაც სევდიანი ამბავი იყო. ახალგაზრდა ჯენტლმენის ჩამოს-
ვლის დღიდან, ერთმანეთს ლამის ყოველდღე ხვდებოდნენ და მისმა ვი-
ზიტმა ბოლო ორი კვირა უდავოდ ძალიან გაახალისა. ჯერ მარტო მას-
თან შეხვედრის შესაძლებლობა და მოლოდინი რად ღირდა, რითაც ყო-
ველი დილა იწყებოდა! მისი გამორჩეული ყურადღება! მისი ხალისიანი
ბუნება! მისი მანერები! არა, ნამდვილად ძალიან ბედნიერი ორი კვირა
გაატარეს და ჰარტფილდის ჩვეულ რიტმზე გადაწყობა ლამის უბედუ-
რების ტოლფასი იყო. ყველა ამ სიკეთეს ერთიც ემატებოდა: ის ემას
თითქმის სიყვარულში გამოუტყდა.
მისი გრძნობების სიძლიერე თუ სიმყარე სხვა საკითხი გახლდათ,
მაგრამ ამჟამად ემას მის აღტაცებაში ეჭვი არ ეპარებოდა. ეს მტკიცე
287
რწმენა კი სხვა დადებით ემოციებს შეუერთდა და ემას აფიქრებინა,
რომ უწინდელი საპირისპირო განწყობის მიუხედავად, თავადაც ცოტა-
თი შეყვარებული იყო.
„მართლაც ასე უნდა იყოს, – თავს ირწმუნებდა ემა, – ეს ინერტუ-
ლობა და გამოფიტულობა, ყოველგვარი სურვილის გაქრობა, რომ რამე
აზრიანი ვაკეთო, განცდა, რომ სახლში ყველაფერი ნაცრისფერი და მო-
საწყენია, ნამდვილად ამის ნიშანია! ალბათ შეყვარებული ვარ. ამქვეყ-
ნად ყველაზე უცნაური არსება ვიქნები, სიყვარულს ერთხელაც თუ ვერ
ვიგრძნობ... რამდენიმე კვირით მაინც... რას ვიზამთ! ის, რაც ვიღაცას
აზიანებს, ვიღაცისთვის კარგის მომტანია. ჩემთან ერთად, ფრენკ ჩერ-
ჩილს თუ არა, მეჯლისს მაინც ბევრი გამოიგლოვებს, მაგრამ აი, მისტერ
ნაიტლი გახარებული იქნება. თუ უნდა, ახლა შეუძლია მთელი საღამო
თავის საყვარელ უილიამ ლარკინსთან ერთად გაატაროს“.
თუმცა, მისტერ ნაიტლის მაინცდამაინც არ უზეიმია. ვერც იმას იტ-
ყოდა, რომ ამბავს დაემწუხრებინა (მისი ძალიან მხიარული გამომეტ-
ყველება აშკარად საპირისპიროს ამტკიცებდა), მაგრამ საკმაოდ დამა-
ჯერებლად განაცხადა, ვწუხვარ, სხვებს თუ იმედები გაუცრუვდათო, და
თვალშისაცემი თანაგრძნობით, ასეთი ფრაზაც მოაყოლა: – ემა, ცეკვის
ისეთი მწირი შესაძლებლობები გეძლევათ, რომ ნამდვილად გულდასაწ-
ყვეტია. სამწუხაროდ, არ გაგიმართლათ!
ეს მანამ მოხდა, სანამ ემა ჯეინ ფეარფაქსს ნახავდა და გაარკვევდა,
რამდენად გულწრფელ სინანულს გამოხატავდა ამ სავალალო ამბავთან
დაკავშირებით. როცა ახალგაზრდა ქალბატონები, ბოლოს და ბოლოს,
შეხვდნენ ერთმანეთს, ჯეინმა ისევ საძაგელი თავშეკავებულობა გამო-
ავლინა. თუმცა, ამის მიზეზი შესაძლოა მისი ავადმყოფობა იყო – ისე-
თი თავის ტკივილი სტანჯავდა, რომ დეიდამისმა გამოაცხადა, მეჯლისი
რომ არ ჩაშლილიყო, ვეჭვობ, ჯეინს დასწრება შესძლებოდაო. ჰოდა,
ემამაც დიდსულოვნად გადაწყვიტა, ეს შეუფერებელი გულგრილობა,
გარკვეულწილად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ბრალიაო.
288
თავი 13
292
ჰარიეტს მართლაც ისე დაეკარგა მოსვენება, რომ ემას სერიოზული
ჩარევა გახდა საჭირო: ათასგვარად არწმუნებდა და ამშვიდებდა. ხვდე-
ბოდა, რომ მთელი გამჭრიახობა და მოთმინება უნდა მოეკრიბა, და არ-
ცერთს იშურებდა, მაგრამ საქმე მაინც ძალიან რთულად იყო. ჰარიეტი
ყველა მის მსჯელობას თავის ქნევით ეთანხმებოდა: „მართალი იყო,
სრულიად მართალი, ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც მის ვუდ-
ჰაუზი აღწერდა. არ ღირდა მათზე ფიქრი. მათზე მეტს ნამდვილად
აღარ იფიქრებდა“, მაგრამ მეგობრის აზრზე არაფრით გადადიოდა; არც
თემის შეცვლას მოჰქონდა ხეირი – ზუსტად ნახევარ საათში ძველებუ-
რი მღელვარებითა და მოუსვენრობით უბრუნდებოდა ელტონების თე-
მას.
ბოლოს და ბოლოს, ემა იძულებული შეიქნა, მეგობრისათვის სხვა
მხრიდან შეეტია: – მისტერ ელტონის ქორწინების მიმართ თქვენი ამ-
დენი ყურადღება და ამის გამო თქვენი ნერვიულობა თანდათან ჩემს
უპატივცემულობას ემსგავსება. დიახ, ეს ყველაზე დიდი საყვედურია,
რაც კი შეგიძლიათ ჩემი შეცდომის გამო მითხრათ. ვიცი, ყველაფერი
ჩემი ბრალია. არ დამვიწყებია, გარწმუნებთ. საკუთარი თავის მოტყუ-
ებით, საუბედუროდ, თქვენც მოგატყუეთ და ამაზე ფიქრი ყოველთვის
დიდ ტკივილს მომაყენებს. არ გეგონოთ, რომ ეს ოდესმე დამავიწყდება.
ამ მოულოდნელი განცხადებით აღელვებულ ჰარიეტს მხოლოდ რამ-
დენიმე სიტყვა აღმოხდა. ემამ კი განაგრძო: – არ გთხოვთ, თავს ძალა
ჩემი გულისთვის დაატანოთ, ჰარიეტ. უბრალოდ, ჩემი გულისთვის, ნაკ-
ლები იფიქრეთ, ნაკლები ილაპარაკეთ მისტერ ელტონზე. სინამდვილე-
ში, ეს თქვენთვისვე იქნება უკეთესი, რაც ჩემს კომფორტზე უფრო მნიშ-
ვნელოვანია: თქვენი თვითკონტროლი, მოვალეობისშეგრძნება, ზრდი-
ლობის ნორმებისადმი პატივისცემა, სხვათა ეჭვების გაქარწყლება, სა-
კუთარი ჯანმრთელობისა და რეპუტაციის მოფრთხილება, სიმშვიდის
აღდგენა – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მოტი-
ვით ჩაგაჟინდით და, ვწუხვარ, რომ სათანადოდ ვერ აცნობიერებთ.
ტკივილისგან ჩემი დაზოგვა მეორიხარისხოვანია. მე ის უფრო მინდა,
საკუთარი თავი დაზოგოთ. თუმცა, ხანდახან მაინც მიფიქრია, ჰარიეტს
293
არ უნდა დაავიწყდეს თავისი მოვალეობები ან კი უფრო ჩემდამი კეთი-
ლი საქციელი-მეთქი...
არაფერს გამოუღია ისეთი შედეგი, როგორიც ამ მიდგომას. სათაყვა-
ნებელი მის ვუდჰაუზისადმი უმადურობასა და უპატივცემულობაზე მი-
თითებამ ჰარიეტი დაზაფრა – მისმა სიტყვებმა გოგონაზე ისე იმოქმე-
და, რომ მართლაც სწორ გზას დაადგა და საკმაოდ მტკიცედაც.
– თქვენ ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხართ! თქვენნაირი მეგობარი
არასდროს მყოლია... როგორ არ უნდა ვიყო მადლიერი?! თქვენ ვერავინ
შეგედრებათ! თქვენზე ძვირფასი არავინ მყავს! ღმერთო, მის ვუდჰაუზ!
რა უმადური ვიყავი!
ამ სიტყვების წარმოთქმისას ჰარიეტს ისეთი გამომეტყველება ჰქონ-
და, რომ ემამ უცებ იგრძნო – მეგობარი ასე ძალიან არასდროს ჰყვარე-
ბია, მისი სიყვარული ასე არასდროს დაუფასებია.
„სულიერ სინაზეზე მომხიბლავი არაფერია, – გახლდათ ემას შემ-
დგომი ფიქრები, – ამას ვერაფერი შეედრება. თბილი, სათუთი გული და
მოსიყვარულე, ალალი მანერები ამქვეყნად ყოველგვარ საღ აზრს დას-
ჯაბნის. ჰო, დარწმუნებული ვარ, ეს ყოვლად მომხიბლავი თვისებებია.
სწორედ თბილი გულია, რამაც მამაჩემს საყოველთაო სიყვარული მო-
უტანა... რის გამოც იზაბელა სარგებლობს ამხელა პოპულარობით... მე
კი ეს არ მაქვს... მაგრამ ვიცი, როგორ დავაფასო და ვცე პატივი... მომ-
ხიბვლელობითა და ყველა იმ სიკეთით, რაც ამგვარ მომხიბვლელობას
ახლავს თან, ჰარიეტი ჩემზე ათი თავით მაღლა დგას. ჩემო საყვარელო
ჰარიეტ! თქვენ ვერცერთ ყველაზე მოაზროვნე, შორსმჭვრეტელ, კე-
თილგონიერ ქალზე ვერ გაგცვლიდით! ღმერთო, ამ დროს კი ჯეინ ფეარ-
ფაქსის სიცივე! ჰარიეტი ას ჯეინ ფეარფაქსს უდრის და როგორც ცოლი
– როგორც გონიერი კაცის ცოლი – ფასდაუდებელია! სახელის ხსენების-
გან თავს შევიკავებ, მაგრამ ბედნიერი იქნება ის კაცი, ვინც ემას ჰარიე-
ტით ჩაანაცვლებს!“
294
თავი 14
296
თარი სახლი უნდოდა და იფიქრა, ამაზე უკეთეს წინადადებას ვერას-
დროს მივიღებო.
– ჰო, – სერიოზული ტონით მიუგო ჰარიეტმა, – ალბათ მართლაც
სახლი უნდოდა... არც მიკვირს; ამაზე უკეთეს წინადადებას ვერც ვერა-
ვინ მიიღებს. ორივეს მთელი გულით ვუსურვებ ბედნიერებას. მგონი,
ამიერიდან ჩემთვის მათთან შეხვედრა არავითარი პრობლემა აღარ იქ-
ნება. მის ვუდჰაუზ, მისტერ ელტონი ძველებურად უნაკლოა, მაგრამ...
ცოლიანი კაცი, მოგეხსენებათ, სულ სხვა რამეა. არა, მართლა გეუბნე-
ბით, მის ვუდჰაუზ, ნურაფრის შეგეშინდებათ. ახლა სულ სხვაგვარადაა
საქმე. ახლა შემიძლია, დავჯდე და დავტკბე მისით ისე, რომ უბედურად
არ ვიგრძნო თავი. იცით, რამხელა ნუგეშია, როცა ვიცი, რომ რაიმე სი-
სულელე არ დამართა თავს და ვინმე მდაბიო არ შეირთო?! მისის ელ-
ტონი მართლაც მომხიბლავი ახალგაზრდა ქალი ჩანს – ზუსტად ისეთი,
როგორსაც ის იმსახურებს. რა ბედნიერი არსებაა! „ოგასტას“ რომ ეძახ-
და, გაიგონეთ?! რა გადასარევია!
ემას მისის ელტონზე საბოლოო აზრი მაშინ ჩამოუყალიბდა, როცა
ახალდაქორწინებულები ჰარტფილდს ესტუმრნენ და მეტის ნახვისა და
განსჯის საშუალება მიეცა. ჰარიეტი არ იყო ჰარტფილდში, მამამისი კი
მისტერ ელტონს ელაპარაკებოდა, ჰოდა, ემამ ქალბატონთან მთელი
თხუთმეტი წუთი ისაუბრა და მშვიდადაც შეისწავლა. სწორედ ამ
თხუთმეტმა წუთმა დაარწმუნა, რომ მისის ელტონი ერთი პატივმოყვა-
რე, უკიდურესად თვითკმაყოფილი და განდიდების მანიით შეპყრობილი
ქალი იყო, რომელსაც მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნა და თავისი
აღმატებულების მტკიცება სურდა, თუმცა, ცუდი აღზრდის გამო ჩამო-
ყალიბებული მდარე მანერების წყალობით, სინამდვილეში, თავხედი და
ფამილარული უფრო ეთქმოდა; მთელი თავისი ცოდნა მხოლოდ გარ-
კვეული წრის ხალხთან ურთიერთობისა და ცხოვრების გარკვეული წე-
სის შედეგად შეეძინა; ბრიყვი თუ არა, უცოდინარი ნამდვილად იყო და
მისტერ ელტონს მის გვერდით ცხოვრება კარგს არაფერს მოუტანდა.
შეიძლება, ჭკვიანი და დახვეწილი არც ჰარიეტზე ითქმოდა, მაგრამ
უდავოდ მაინც უკეთესი ცოლი იქნებოდა – სხვა თუ არაფერი, ქმარს
297
ჭკვიანი და დახვეწილი ხალხის კარს გაუღებდა. აი, მის ჰოკინსი კი, მე-
ტისმეტი ყოყლოჩინობით, თავისი წრის საუკეთესო წარმომადგენელი
იყო. ამ ქორწინების ერთადერთი სიამაყე ბრისტოლის მახლობლად
მცხოვრები მდიდარი სიძე გახლდათ, ხოლო ამ უკანასკნელის სიამაყეს,
თავის მხრივ, საკუთარი სახლი და ეტლები წარმოადგენდა.
პირველი თემა, რომელიც სასაუბროდ დამსხდარმა ახალგაზრდა
ქალბატონებმა განიხილეს, სწორედ მეიპლ-გროუვი62 – „ჩემი სიძის,
მისტერ საკლინგის, მამული“ და ჰარტფილდისა და მეიპლ-გროუვის შე-
დარებითი ანალიზი იყო. „ჰარტფილდის ბაღები პატარა იყო, თუმცა
სუფთა და ლამაზი, სახლიც – თანამედროვე და კარგად აშენებული“.
მისის ელტონი მოხიბლული ჩანდა ოთახის ზომით, შემოსასვლელით და
საერთოდ ყველაფრით, რის დანახვაც ან წარმოდგენაც მოესწრო. „რო-
გორ ჰგავს მეიპლ-გროუვს! მსგავსებამ პირდაპირ გააოგნა! ეს ოთახი მე-
იპლ-გროუვის დილის ოთახის, მისი დის საყვარელი ოთახის, ასლი იყო
ფორმითაც და ზომითაც, – მისის ელტონმა მოწმედ მისტერ ელტონიც
კი მოიხმო, – რა გასაოცრად ჰგავს, არა? ლამის მეიპლ-გროუვში მგონია
თავი“.
– და ეს კიბეც... შემოსვლისთანავე შევამჩნიე, როგორ ჰგავდა მეიპლ-
გროუვის კიბეს, სახლის ზუსტად იმ მხარეშია მიშენებული. ისეთი
მსგავსებაა, მგონი, წამოვიყვირე კიდეც! გარწმუნებთ, მის ვუდჰაუზ,
ფანტასტიკური შეგრძნებაა, ის ადგილი რომ გახსენდება, რომლის მი-
მართაც ასეთი მიკერძოებული ხარ... მეიპლ-გროუვს ვგულისხმობ.
იცით, იქ როგორი ბედნიერი თვეები გავატარე?! – ამ სიტყვებს სენტი-
მენტალური ამოოხვრაც მოჰყვა, – უდავოდ მომხიბლავი ადგილია. მის
სილამაზეს ნებისმიერი მნახველი აღტაცებაში მოჰყავს, თუმცა ჩემთვის
იქაურობა სახლივითაა. მის ვუდჰაუზ, როცა ჩემსავით სხვაგან გადა-
ნერგვა მოგიწევთ, მერწმუნეთ, მიხვდებით, რა არაჩვეულებრივი შეგ-
რძნებაა, ნახო რაღაც ისეთი, რაც წარსულს მოგაგონებს. სულ ვამბობ,
რომ ეს ცოლ-ქმრული ცხოვრების ერთ-ერთი სიავეა.
298
ემამ პასუხად ორიოდე სიტყვის თქმა ძლივს მოასწრო, რომ მისის
ელტონმა ისევ განაგრძო: – როგორ ჰგავს მეიპლ-გროუვს! და მარტო
სახლი კი არა, ბაღიც! გარწმუნებთ, რამდენადაც მოვასწარი დაკვირვე-
ბა, ბაღებიც საოცრად მსგავსია. დაფნის ხეებსაც ისევე უხვად ნახავთ
მეიპლ-გროუვში, როგორც აქ, თან ისევეა განლაგებული – ზუსტად
მდელოს პირდაპირ. ერთ დიდ, ლამაზ ხესაც მოვკარი თვალი, სკამი
აქვს გარს შემოვლებული. პირდაპირ, გასაოცარია! მეგონა, მეიპლ-გრო-
უვში ვიყავი! ჩემი სიძე და და აქაურობით მოიხიბლებიან. დიდი მიწე-
ბის მფლობელებს, როგორც წესი, მოსწონთ მსგავსი ადგილები.
ემას ამ უკანასკნელი სენტიმენტალური ფრაზის ჭეშმარიტებაში ეჭვი
შეეპარა. მისი ღრმა რწმენით, დიდი მიწების მფლობელებს, პირიქით,
სრულებითაც არ აღელვებდათ სხვისი მიწები. მაგრამ არ ღირდა თუნ-
დაც ასეთ მტკნარ ტყუილზე გამოდავება, ამიტომ, მხოლოდ ეს თქვა: –
აქაურობას როცა უკეთ დაათვალიერებთ, ვშიშობ, მიხვდებით, რომ
ჰარტფილდის ღირსებები გააზვიადეთ. მთელი სურეი სავსეა ლამაზი
ადგილებით.
– ჰო, ვიცი ამის შესახებ. მოგეხსენებათ, ეს ინგლისის ბაღია! სურეის
ხომ ინგლისის ბაღს უწოდებენ?!63
– ჰო, მაგრამ აქაურები ერთადერთობაზე პრეტენზიას ვერ გამოვ-
თქვამთ. მე როგორც ვიცი, ბევრ სხვა საგრაფოსაც უწოდებენ ინგლისის
ბაღს.
– აჰ, არა მგონია, – ერთობ კმაყოფილი ღიმილით შეეპასუხა მისის
ელტონი, – არასდროს გამიგია, სურეის გარდა, რომელიმე სხვა საგრა-
ფო მოეხსენიებინოთ ასე.
ემა დადუმდა. მისის ელტონმა კი განაგრძო: – ჩემი სიძე და და დაგ-
ვპირდნენ, რომ გაზაფხულზე ან, უკიდურეს შემთხვევაში, ზაფხულში
გვესტუმრებიან. სწორედ მაშინ ვიმოგზაურებთ. სანამ ჩვენთან იქნები-
ან, ვფიქრობ, არაერთ ადგილს მოვინახულებთ. ცხადია, თავიანთი ბა-
64
ბარუშ- ლანდო – ლანდო იყო ეტლი, რომელსაც სახურავი ეხდებოდა, ხოლო ბარუშ-
ლანდო ლანდოს ერთგვარი განახლებული და მოდური ვარიანტი გახლდათ: ის ოთხ
ადამიანს იტევდა, პლუს მეეტლესა და კიდევ ერთ მგზავრს მეეტლის გვერდით.
65
კინგსუესტონი – ქალაქ ბრისტოლის ადმინისტრაციული ცენტრი.
300
ბათს დიდ რეკომენდაციას ვუწევ. გარწმუნებთ, მისტერ ვუდჰაუზს მხო-
ლოდ კარგს თუ მოუტანს.
– წარსულში უკვე სცადა, თან – რამდენჯერმე, მაგრამ უშედეგოდ.
მისტერ პერი, რომლის სახელიც თქვენთვის ალბათ უცხო არაა, მიიჩ-
ნევს, რომ თუ ადრე არ არგო, ახლაც ვერაფერში დაეხმარება.
– რა სამწუხაროა! თორემ, გარწმუნებთ, მის ვუდჰაუზ, წყალი თუ
უხდება ადამიანს, მაშინ ეს საოცარი შვებაა. ბათში ცხოვრების დროს
არაერთი მაგალითის მოწმე ვყოფილვარ! თან, იცით, როგორი მხიარუ-
ლი ადგილია?! შეუძლებელია, მისტერ ვუდჰაუზის განწყობას მაინც არ
მოუხდეს. როგორც ვხვდები, მამათქვენი ხანდახან საკმაოდ დეპრესი-
ულია. რაც შეგეხებათ თქვენ, ვფიქრობ, არც ღირს რეკომენდაციაში
დროის დახარჯვა. ბათის პრივილეგიები ახალგაზრდებისთვის, ზოგა-
დად, ცნობილია. ასე განდეგილად ცხოვრების მერე ბათი შესანიშნავი
დებიუტი იქნებოდა. თანაც შემიძლია, მყისვე ყველაფერი ისე მოვაწყო,
რომ ბათის საუკეთესო საზოგადოებაში მოხვდეთ. ერთი პწკარის მიწე-
რაა საჭირო და ჩემინაცნობთა წრე სიამოვნებით გიმასპინძლებთ. ხო-
ლო ჩემი უახლოესი მეგობარი, მისის პარტრიჯი – ქალბატონი, რომელ-
თანაც ბათში ყოფნის დროს ვცხოვრობდი – დიდი სიხარულით მიგი-
ღებთ და საზოგადოებაშიც წარგადგენთ.
ამაზე მეტის ატანა ემას აღარ შეეძლო. მარტო იმის დაშვებაც კი,
რომ მისის ელტონისგან დავალებული უნდა ყოფილიყო, თან, ისეთ საქ-
მეში, რასაც ეს უკანასკნელი მის საზოგადოებრივ დებიუტს უწოდებდა,
აღსაშფოთებლად სრულიად საკმარისი მიზეზი გახლდათ! მფარველობა
კი ვინმე მისის პარტრიჯს უნდა გაეწია – სავარაუდოდ, ერთ მდაბიო,
ვულგარულ ქალს, რომელსაც თავი მდგმურების ხარჯზე გაჰქონდა! მის
ვუდჰაუზის, ჰარტფილდის დიასახლისის, ღირსება სასტიკად შეილახა,
თუმცა, საყვედურისგან როგორღაც თავი შეიკავა და ცივად გადაუხადა
მისის ელტონს მადლობა: „მათი ბათში წასვლა გამორიცხულია; არც
იმაში გახლავთ დარწმუნებული, რომ იქაურობა მას უფრო მოუხდება,
ვიდრე მამამისს“. მერე კი, დამატებითი აღშფოთებისა და შეურაცხყო-
ფის თავიდან არიდების მიზნით, დაუყოვნებლივ შეცვალა სასაუბრო
301
თემა: – არ გეკითხებით, მუსიკალური თუ ხართ, მისის ელტონ, რადგან
ქალბატონის ნიშან- თვისებები, როგორც წესი, მასთან შეხვედრამდე
ხდება ხოლმე ცნობილი. ამიტომ, ჰაიბერიში უკვე დიდი ხანია ვიცით,
რომ შესანიშნავად უკრავთ.
– ოჰ! არა, არა! ამაში ვერავის დავეთანხმები. შესანიშნავად ვუკრავ?!
ძალიან შორს ვარ ამისგან, მერწმუნეთ. წარმომიდგენია, როგორი მი-
კერძოებული ადამიანისგან წამოვიდოდა ეს ინფორმაცია. მუსიკის თავ-
დადებული მოყვარული კი გახლავართ... ვგიჟდები მუსიკაზე... და ჩემი
მეგობრების თქმით, მთლად არც გემოვნებას უნდა ვუჩიოდე, მაგრამ
სხვა დანარჩენს რაც შეეხება, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არც მეტი,
არც ნაკლები, საშუალო შემსრულებელი ვარ. აი, თქვენ კი, მის ვუდჰა-
უზ, კარგად ვიცი, რომ ბრწყინვალედ უკრავთ. მერწმუნეთ, ჩემთვის
უდიდესი სიამოვნების, ნუგეშისა და აღტაცების წყარო იყო, როცა შე-
ვიტყვე, როგორ მუსიკალურ საზოგადოებაში მოვხვდი. მუსიკის გარეშე
ცხოვრება, უბრალოდ, არ შემიძლია და რადგან მუსიკალურ საზოგა-
დოებაში ცხოვრებას ძალიან მიჩვეული ვარ – როგორც მეიპლ-გროუვ-
ში, ისე ბათში – არამუსიკალურ წრეში გადმობარგება ჩემთვის სერიო-
ზული მსხვერპლი იქნებოდა. მისტერ ელტონს ეს ყველაფერი გულ-
წრფელად გავანდე, როცა ჩემს მომავალ სახლზე მელაპარაკებოდა და
შიშს გამოთქვამდა, ვაითუ ზედმეტად ასოციალური გეჩვენოთ ჰაიბერი,
ან სახლი – ზედმეტად უღიმღამოო... ცხადია, იცოდა ჩემი ჩვეული
ცხოვრების წესი და გარკვეული შიშებიც ჰქონდა... მოკლედ, ამ საკით-
ხებზე რომ ვსაუბრობდით, გულწრფელად ვუთხარი, რომ აქტიურ
ცხოვრებას – წვეულებებს, მეჯლისებს, თამაშებს – თამამად დავთმობ-
დი და მშვიდი ცხოვრების საერთოდ არ მეშინოდა. ამდენი შინაგანი რე-
სურსით დაჯილდოებულს, საზოგადოებრივი ცხოვრება არც მჭირდება.
ვისაც არა აქვს მდიდარი შინაგანი სამყარო, მისთვის სხვა საქმეა, მაგ-
რამ მე იმდენად მდიდარი შინაგანი სამყარო მაქვს, რომ სრულებით თა-
ვისუფალი ვარ. არც ოთახების ზომის სიმცირეზე მიდარდია, მიუხედა-
ვად იმისა, რომ ამას ნამდვილად არ ვარ მიჩვეული. დიახ, მეიპლ-გრო-
უვში დიდ ფუფუნებაში ვცხოვრობდი, მაგრამ ჩემი მომავალი მეუღლე
302
დავარწმუნე, ბედნიერებისთვის არც ორი ეტლი მჭირდებოდა და არც
დიდი ოთახები. „მაგრამ... – ვუთხარი, – გულწრფელად ვაღიარებ, არა
მგონია, მუსიკალური საზოგადოებისგარეშე გავძლო. სხვა არანაირი
მოთხოვნა არ მაქვს, მაგრამ მუსიკის გარეშე ჩემი ცხოვრება აუტანლად
ცარიელი იქნება“.
– ეჭვიც არ მეპარება, – ღიმილით მიუგო ემამ, – რომ მისტერ ელტო-
ნი უყოყმანოდ დაგარწმუნებდათ, ჰაიბერიში ძალიან მუსიკალური სა-
ზოგადოება ცხოვრობსო. იმედია, მალე თავადაც დარწმუნდებით, რომ
ეს სიმართლისგან არც ძალიან შორს დგას, ან თუ დგას, განზრახვის
გათვალისწინებით, შეიძლება მისი პატიება.
– არა, ცხადია, ეჭვიც არ მეპარება, რომ სიმართლე მითხრა. უაღრე-
სად მოხარული ვარ, ასეთ წრეში რომ მოვხვდი. იმედი მაქვს, ბევრი პა-
ტარა საყვარელი კონცერტის მომსწრენი გავხდებით ერთად. იცით, მის
ვუდჰაუზ, ჩემი აზრით, მე და თქვენ მუსიკალური კლუბი უნდა დავაარ-
სოთ და ან თქვენს სახლში, ან ჩვენთან ყოველკვირეული შეკრებები მო-
ვაწყოთ. ხომ კარგი იდეაა? თუ მე და თქვენ ძალისხმევას გამოვიჩენთ,
მგონი, თანამოაზრეებსაც მალე შემოვიკრებთ. პირადად მე მივესალმე-
ბი – ეს ერთგვარი სტიმული იქნება, რომ სულ ფორმაში ვიყო, თორემ
მოგეხსენებათ გათხოვილი ქალების ბედი – მუსიკას ხშირად ანებებენ
თავს.
– მაგრამ რადგან ასე ძალიან გიყვართ მუსიკა, დარწმუნებული ვარ,
ეს საფრთხე არ გემუქრებათ...
– იმედი მაქვს, რომ არა. მაგრამ ჩემს ნაცნობებს რომ ვუყურებ, ცო-
ტა არ იყოს, მეშინია. სელინა სულ მთლად შეეშვა მუსიკას, ინსტრუ-
მენტს თითს აღარ აკარებს, არადა, მშვენივრად უკრავდა. იგივე შემიძ-
ლია გითხრათ მისის ჯეფერისზე – კლარა პარტრიჯს ვგულისხმობ, და
დებ მილმანებზე – აწ უკვე მისის ბერდსა და მისის ჯეიმს კუპერზე... სია
ბევრად გრძელია, მაგრამ ახლა ყველას არ ჩამოვთვლი. გეფიცებით, ეს
მაგალითები სავსებით საკმარისია, რომ ძრწოლამ ამიტანოს. თავიდან
სელინაზე ვბრაზობდი, ახლა კი უკვე კარგად მესმის, რამდენი საქმე
აქვს გათხოვილ ქალს და რამდენ რამეს სჭირდება მისი ყურადღება. ამ
303
დილას, მგონი მთელი ნახევარი საათი ჩემს მნესთან ერთად ვიყავი
ოთახში გამოკეტილი.
– მაგრამ ასეთი რამეები... – ჩაერთო ემა, – მალე კალაპოტში ჩადგე-
ბა და...
– ჰო, – სიცილით დასძინა მისის ელტონმა, – ვნახოთ.
ემას აზრით, მის სტუმარს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, მუსიკა
წარსულისთვის ჩაებარებინა. ასე რომ, ამ თემაზე სიტყვა აღარ გაუგ-
რძელებია. პატარა პაუზის შემდეგ, ახალი თემა უკვე მისის ელტონმა
წამოჭრა.
– რენდალსში შევიარეთ, – დასძინა მან, – ორივე შინ დაგვიხვდა და,
უნდა გითხრათ, ორივე უაღრესად მომეწონა. მისტერ უესტონი არაჩ-
ვეულებრივი კაცი ჩანს – მერწმუნეთ, ჩემს გამორჩეულ სიმპათიას უკვე
იმსახურებს. ცოლიც ჭეშმარიტად ღირსეული უნდა ჰყავდეს – არის მას-
ში რაღაც დედობრივი და კეთილშობილური, რაც უმალ კეთილად გან-
გაწყობს. თქვენი აღმზრდელი იყო, ხომ?
ემა ისე გააკვირვა ამ გამოხტომამ, რომ ხმა ვერ ამოიღო, მაგრამ მი-
სის ელტონი არც დალოდებია პასუხს, ისე განაგრძო: – ვიცოდი, რომ
ასე იყო და, სწორედ ამის გათვალისწინებით, ლამის გავოგნდი – არ ვე-
ლოდი ასეთ დახვეწილობას! არადა, აშკარად დახვეწილი მანდილოსა-
ნია.
– მისის უესტონის მანერები, – მიუგო ემამ, – მუდამ გამოირჩეოდა
დახვეწილობით. ისეთი ზრდილია, ისეთი უშუალო და ელეგანტური,
რომ თამამად შეიძლება ნებისმიერი ახალგაზრდა ქალბატონისთვის მი-
საბაძ მაგალითად იქცეს.
– აბა, გამოიცანით, ვინ მოვიდა, სანამ იქ ვიყავით?
ემა დაიბნა. მისის ელტონი ისეთი ტონით ლაპარაკობდა, რომ, წე-
სით, თავის რომელიმე ძველ ნაცნობს გულისხმობდა. ჰოდა, აბა, როგორ
უნდა გამოეცნო?!
– ნაიტლი! – გააგრძელა მისის ელტონმა, – თვით ნაიტლი! როგორ
გაგვიმართლა, არა?! იმ დღეს კი გვესტუმრა, მაგრამ შინ არ დავხვდი,
ასე რომ, არასდროს მენახა და ცხადია, ძალიან მაინტერესებდა, როგო-
304
რი იყო მისტერ ელტონის ახლო მეგობარი. „ჩემი მეგობარი ნაიტლი“ –
ეს ფრაზა იმდენჯერ უხსენებია, რომ მართლაც ერთი სული მქონდა,
როდის ვნახავდი. ჩემს Caro Sposo-სთან66 სასაყვედურო არაფერი
მაქვს – თავისი მეგობრის ნამდვილად არ უნდა შერცხვეს. ნაიტლი მარ-
თლაც რომ ჯენტლმენური თვისებების კაცია. ძალიან მომეწონა. არა,
ნამდვილად ვფიქრობ, რომ გამორჩეულად ჯენტლმენური თვისებების
კაცია.
საბედნიეროდ, ელტონების წასვლის დრო მოვიდა და წამოდგნენ,
ემამ კი შვებით ამოისუნთქა.
„აუტანელი ქალი! იმაზე ბევრად უარესია, ვიდრე მეგონა! სრულიად
აუტანელი! ნაიტლი! – ყურებს არ ვუჯერებდი.67 ნაიტლი! ცხოვრებაში
პირველად ნახა და უკვე ნაიტლის უძახის! თან თურმე ჯენტლმენური
თვისებების კაცი ყოფილა! ეს ახალგამომცხვარი, ვულგარული არსება
თავისი Caro Sposo-თი, თავისი „შინაგანი სამყაროთი“, მიხრა-მოხ-
რით, უტიფარი პრეტენზიებით მოდური ცხოვრების წესზე და ყალბი,
მდაბიური დახვეწილობით. გაიგეთ?! მისტერ ნაიტლი თურმე ჯენტლმე-
ნი ყოფილა! რაღაც ეჭვი მეპარება, ამ უკანასკნელმა ქათინაურივე გა-
იმეტოს და თქვას, ჭეშმარიტი მანდილოსანიაო. ყურებს არ ვუჯერებდი!
როგორ მითხრა, გავერთიანდეთ და მუსიკალური კლუბი შევქმნათო?!
გეგონება, უახლოესი მეგობრები ვიყოთ! ან მისის უესტონი როგორ მო-
იხსენია! – გაუკვირდა, რომ ადამიანი, რომელმაც მე გამზარდა, დახვე-
წილი მანდილოსანია! ასეთი საშინელება არასდროს მინახავს. მისნაირ
თავხედს არასდროს შევხვედრივარ! ჩემს მოლოდინებს სრულიად გა-
დააჭარბა. სირცხვილია, ჰარიეტი მას რომ შეადარო. ოჰ! ნეტავ, ფრენკ
ჩერჩილი რას ეტყოდა, აქ რომ ყოფილიყო?! ალბათ, ერთი მხრივ, ძალი-
ან გაბრაზდებოდა და, მეორე მხრივ, ძალიან გაერთობოდა ამ უბადრუ-
306
– არა, ჩემო საყვარელო, დაოჯახებისკენ არასდროს არავინ წამიქე-
ზებია, მაგრამ სულ მინდა, სათანადო ყურადღება გამოვხატო ქალის
მიმართ, ახალდაქორწინებული ქალისადმი უყურადღებობა კი ორმა-
გად დასაძრახია. საქვეყნოდაა ცნობილი, რომ პატარძალს მეტი ყუ-
რადღება ეკუთვნის. მოგეხსენება, საყვარელო, პატარძალი საზოგადოე-
ბაში პირველხარისხოვანი ფიგურაა, რასაც უნდა წარმოადგენდნენ და-
ნარჩენები.
– არ ვიცი, მამა. ეს თუ არაა დაოჯახების წაქეზება, მაშინ ნამდვი-
ლად არ მესმის, რაღა უნდა იყოს. შენგან ნამდვილად არ ველოდი, რა-
მით თუ გაამართლებდი საბრალო ახალგაზრდა ქალბატონების წამოგე-
ბას პატივმოყვარეობის ანკესზე.
– ჩემო საყვარელო, არ გესმის ჩემი. ეს წმინდად ზრდილობისა და
კარგი აღზრდის საკითხია და არავითარი კავშირი არა აქვს წაქეზებას-
თან.
ემა გაჩუმდა, რადგან შეატყო, რომ მამამისი ნერვიულობას იწყებდა
და ქალიშვილის გაგება აღარ შეეძლო. გონებით მისის ელტონისა შე-
ურაცხმყოფელ გამოხტომებს დაუბრუნდა და დიდხანს, ძალიან დიდ-
ხანს ფიქრობდა.
307
თავი 15
315
– არა, ნამდვილად არა. მაჭანკლობის გამო საკმარისად დამტუქსეთ
და, ცხადია, თავს ნებას არ მივცემდი, თქვენთან დაკავშირებით დამე-
გეგმა რამე. რაც ახლა ვთქვი, არაფერს ნიშნავს. მოგეხსენებათ, ასეთ
რამეებს უბრალოდ ამბობენ... ღმერთო, არა! პატიოსან სიტყვას გაძ-
ლევთ, სრულებით არ მინდა, ჯეინ ფეარფაქსი ან კიდევ ჯეინ-ვინმე-
სხვა შეირთოთ ცოლად. ცოლი რომ გყავდეთ, ჩვენთან ასე ხშირად და
არხეინად ვეღარ იმასლაათებდით.
მისტერ ნაიტლი კვლავ ჩაფიქრდა. შემდეგ კი თქვა: – არა, ემა, არა
მგონია, ჩემი აღტაცების მასშტაბებმა ოდესმე განმაცვიფროს. ამ კუთ-
ხით მასზე არასდროს მიფიქრია. გარწმუნებთ! – მცირე პაუზის შემდეგ
კი დაამატა: – ჯეინ ფეარფაქსი ძალიან მომხიბლავი ახალგაზრდა ქა-
ლია... თუმცა, თვით ჯეინ ფეარფაქსიც კი არ არის სრულყოფილი.
გულღიაობა აკლია, რასაც კაცი ნამდვილად ისურვებდა ცოლში.
ამ სიტყვების გაგონებაზე, ემამ ლამის ვერ დამალა სიხარული. ჯეინ
ფეარფაქსსაც ჰქონდა ნაკლი!
– ჰმმ... და ალბათ მისტერ ქოული მაშინვე გააჩუმეთ...
– დიახ. თუმცა, მან უბრალოდ, სიტყვა გადამიკრა. ვუთხარი, რომ
ცდებოდა. მან კი ბოდიში მომიხადა და აღარაფერი უთქვამს. ქოულს
ნამდვილად არ აქვს პრეტენზია, თავის მეზობლებზე უფრო ჭკვიანი ან
მახვილგონიერი იყოს.
– როგორ არ ჰგავს ეს ჩვენს ძვირფას მისის ელტონს! მას ხომ მთელ
სამყაროზე უფრო ჭკვიანი და მახვილგონიერი ჰგონია თავი! ძალიან მა-
ინტერესებს, ქოულებზე რა აზრისაა ან როგორ მოიხსენიებს მათ! თქვენ
თუ „ნაიტლის“ გეძახით, მისტერ ქოულს რაღა უნდა დაუძახოს?! მაშ,
აბა, არ უნდა მიკვირდეს, ჯეინ ფეარფაქსი ზრდილობიანად რომ პასუ-
ხობს და არც მასთან სტუმრობას თაკილობს? მისის უესტონ, თქვენი
არგუმენტი ჩემთვის ყველაზე უფრო მისაღებია. მზად ვარ, ის უფრო
დავიჯერო, რომ მის ბეიტსისგან თავის დაღწევის ცდუნებასთან გვაქვს
საქმე და არა მისის ელტონზე მის ფეარფაქსის ინტელექტუალურ ზე-
გავლენასთან. ვერც იმას დავიჯერებ, რომ მისის ელტონი – ფიქრით,
სიტყვით თუ საქმით – საკუთარ არასრულფასოვნებას აღიარებს ან
316
თავშეკავებას გამოიჩენს ნებისმიერ რამეში, რაც კარგი აღზრდის შესა-
ხებ მის მდაბიო წარმოდგენაში არ ჯდება. ვერ წარმოვიდგენ, რომ სტუ-
მარს არ აყენებს შეურაცხყოფას გაუთავებელი ქება-დიდებითა თუ
დახმარების შეთავაზებით; რომ განუწყვეტლივ არ ლაქლაქებს თავის
გრანდიოზულ განზრახვებზე მისთვის სამუდამო საცხოვრებლის უზ-
რუნველყოფისა და ბარუშ-ლანდოთი არაჩვეულებრივი სეირნობების
თაობაზე.
– ჯეინ ფეარფაქსი ემოციურია, – დასძინა მისტერ ნაიტლიმ, – ამაში
არ ვადანაშაულებ. ეჭვი მაქვს, გამორჩეულადაც გონიერია, ძლიერი ხა-
სიათიც აქვს და შესანიშნავი თვისებებიც: სულგრძელობა, მოთმინება,
თვითკონტროლი. მაგრამ ჩაკეტილია და, მგონი, კიდევ უფრო ჩაკეტი-
ლი, ვიდრე უწინ იყო... მე კი ადამიანში გულღია ბუნება მიყვარს. არა...
სანამ ქოულმა არ გადამიკრა სიტყვა ჩემს ვითომგრძნობებზე, თავში
აზრადაც არ მომსვლია. ჯეინ ფეარფაქსს ყოველთვის აღტაცებითა და
სიამოვნებით ვხვდებოდი და ვესაუბრებოდი, მაგრამ გრძნობა არას-
დროს გამჩენია.
– აბა, მისის უესტონ, – გამარჯვებული ტონით შესძახა ემამ, როცა
მისტერ ნაიტლიმ ქალბატონები დატოვა, – ახლა რას იტყვით? მოიყ-
ვანს მისტერ ნაიტლი ჯეინ ფეარფაქსს ცოლად?
– ემა, ჩემო საყვარელო, მე იმას ვიტყვი, რომ მისტერ ნაიტლი ახლა
იმდენად შეპყრობილია აზრით, არა ვარ მასზე შეყვარებულიო, რომ არ
გამიკვირდება, ბოლოს მართლა რომ შეუყვარდეს. არ მცემოთ ოღონდ.
317
თავი 16
319
რასდროს მოვეწონები. ამდენი ხანია, არაფრად ვაგდებ. მაგრამ დღე-
იდან გაცილებით დიდ ყურადღებას გამოვიჩენ, ვიდრე ოდესმე“.
მოწვევას ყველა გამოეხმაურა. ყველას ეცალა და ყველას ძალიან გა-
უხარდა. თუმცა, სადილის სამზადისში ერთობ უიღბლო გარემოებამ
იჩინა თავი. გაზაფხულზე, რამდენიმე კვირით, ემას ორი უფროსი დის-
შვილი უნდა სწვეოდა. ჰოდა, მისტერ ჯონ ნაიტლიმ ნათესავებს შეატ-
ყობინა, ბიჭებს ბარემ ახლა ჩამოვიყვან და ერთ სრულ დღეს თავადაც
დავრჩები ჰარტფილდშიო. ეს „ერთი სრული დღე“ კი სწორედ სადილის
დღეს ემთხვეოდა, არადა, მისტერ ჯონ ნაიტლის გადატვირთული გრა-
ფიკი არ აძლევდა საშუალებას, გეგმები შეეცვალა. ამ გარემოებამ დი-
დად არც მისტერ ვუდჰაუზი გაახარა და არც – მისი ქალიშვილი. სა-
დილზე შეკრებილი რვა ადამიანი მისტერ ვუდჰაუზისთვის სტუმართა
ასატანი რაოდენობის მაქსიმუმი იყო, ახლა კი უცებ სტუმრებს მეცხრე
კაცი უნდა შეჰმატებოდათ, რომელიც, ემას ღრმა რწმენით, აუცილებ-
ლად უგუნებოდ შეიქნებოდა, რაკი შეიტყობდა, რომ ჰარტფილდში გა-
სატარებელორმოცდარვა საათში, მაინცდამაინც წვეულებას უნდა და-
ვესწროო.
მამის ნუგეში ემას საკუთარზე უკეთ გამოუვიდა. დაარწმუნა, მართა-
ლია, მისტერ ჯონ ნაიტლი მეცხრე სტუმარი იქნება, სამაგიეროდ, ძა-
ლიან ცოტას ილაპარაკებს და, ამდენად, ხმაურში მნიშვნელოვან
წვლილს ვერ შეიტანსო. მაგრამ ეს ახალი ამბავი თავად სრულებით არ
ეპრიანებოდა – სასადილო მაგიდასთან, მის წინ, მისტერ ნაიტლის ნაც-
ვლად, მისი ცხვირჩამოშვებული და უხალისო ძმა უნდა მჯდარიყო.
ბედმა მისტერ ვუდჰაუზს უფრო გაუღიმა, ვიდრე ემას. ჯონ ნაიტლი
ჩამოვიდა, მაგრამ მისტერ უესტონს მოულოდნელად ქალაქში გამგზავ-
რება მოუხდა, რის გამოც სადილს ვეღარ დაესწრებოდა. მისტერ ვუდ-
ჰაუზი დაწყნარდა, საბოლოოდ კი, მამის, პატარა ბიჭებისა და ბედთან
შეგუებული სიძის შემხედვარეს, ემასაც გამოუკეთდა განწყობა.
დადგა წვეულების დღე. სტუმრები პუნქტუალურად შეიკრიბნენ.
მისტერ ჯონ ნაიტლი უჩვეულოდ თავაზიანად იქცეოდა – ნაცვლად
იმისა, სადილის მოლოდინში, ძმა ფანჯარასთან გაეტყუებინა, ოთახში
320
იყო და მის ფეარფაქსს ესაუბრებოდა, შიგადაშიგ კი მისის ელტონს
(რომლის ელეგანტურობა – თუ შეიძლება, ამას ელეგანტურობა ეწო-
დოს – მხოლოდ მარგალიტებითა და მაქმანებით შემოიფარგლებოდა)
ათვალიერებდა; აკვირდებოდა იმდენად, რამდენადაც ეს იზაბელას ინ-
ფორმირებისთვის იყო საჭირო. მის ფეარფაქსს კი, ძველსა და თავაზიან
ნაცნობს, გულისხმიერად ემუსაიფებოდა. მის ფეარფაქსს იმ დღეს უკვე
შეხვედროდა, საუზმემდე, როცა ცა საწვიმრად ემზადებოდა, ის კი თა-
ვის პატარა ბიჭებთან ერთად სეირნობიდან ბრუნდებოდა. ჰოდა, ახლა
ბუნებრივი იყო, ამ თემაზე გარკვეული თავაზიანი ინტერესი გამოეჩინა:
– იმედი მაქვს, ამ დილას ძალიან შორსაც არ გარისკეთ წასვლა და მა-
შინვე შინ გაბრუნდით, მის ფეარფაქს, თორემ დარწმუნებული ვარ,
დასველდებოდით. ჩვენც ძლივს შემოვასწარით.
– მხოლოდ ფოსტამდე მივედი, – უპასუხა ჯეინ ფეარფაქსმა, – და
ძალიანაც არ წვიმდა, შინ რომ დავბრუნდი. ეს ჩემი ყოველდღიური მო-
ვალეობაა. სანამ აქ ვარ, წერილები ყოველთვის მე გამომაქვს. ეს დამა-
ტებით პრობლემებსაც გვარიდებს და სახლიდან გასვლის საშუალება-
საც მაძლევს. დილის სეირნობა ჩემზე კარგად მოქმედებს.
– არა მგონია, წვიმაში სეირნობაც კარგად მოქმედებდეს.
– ჰო, მაგრამ, თითქმის არ წვიმდა, მე რომ გამოვედი.
– გამოდის, რომ შინ დარჩენას წვიმაში სეირნობა არჩიეთ, – ღიმი-
ლით მიუგო მისტერ ჯონ ნაიტლიმ, – რადგან როცა თქვენთან შეხვედ-
რის სიამოვნება მხვდა წილად, ექვსი იარდითაც კი არ იყავით სახლის
კარს მოშორებული, არადა, ჰენრისა და ჯონს წვიმის წვეთები უკვე კარ-
გა ხნის წინ შეენიშნათ. ჩვენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ფოსტას მი-
ზიდულობის დიდი ძალა აქვს, თუმცა ჩემი ხნის როცა გახდებით, მიხ-
ვდებით, რომ არანაირი წერილი არ ღირს წვიმაში დასველებად.
ამ სიტყვებზე ჯეინ ფეარფაქსი ოდნავ წამოწითლდა და მიუგო: –
იმის იმედი ვერ მექნება, რომ ოდესმე თქვენსავით უძვირფასეს ადამია-
ნებს შორის ვიცხოვრებ. შესაბამისად, ვერც იმის მოლოდინი მექნება,
რომ ასაკის მატებასთან ერთად, წერილებისადმი გულგრილი გავხდები.
321
– გულგრილი?! არა, რას ამბობთ! გულგრილობა არ მიგულისხმია!
წერილებისადმი გულგრილი ვერ იქნები. წერილები, ზოგადად, ნამდვი-
ლი წყევლაა.
– თქვენ ალბათ საქმიან წერილებს გულისხმობთ. მე კი მხოლოდ მე-
გობრულ წერილებს ვიღებ.
– ხშირად მიფიქრია, რომ ამ ორიდან ეგ უკანასკნელი უარესია, –
მშრალად დასძინა მისტერ ჯონ ნაიტლიმ, – საქმეს ფული მაინც მო-
აქვს, აი, მეგობრობა კი რაში გარგიათ.
– ოჰ! ალბათ ხუმრობთ! მისტერ ჯონ ნაიტლის კარგად ვიცნობ – მე-
გობრობას სხვებზე მეტად თუ არა, სხვებივით ნამდვილად აფასებს. ად-
ვილი დასაჯერებელია, რომ წერილები მართლაც ბევრს არაფერს ნიშ-
ნავს თქვენთვის, ყოველ შემთხვევაში – ჩემთან შედარებით, მაგრამ არა
იმიტომ, რომ ჩემზე ათი წლით უფროსი ხართ. განსხვავება არა ასაკში,
არამედ ცხოვრებისეულ მდგომარეობაშია. უძვირფასესი ადამიანები
მუდამ ახლო გყავთ, მე კი, სავარაუდოდ, აღარასდროს მეყოლებიან
გვერდით. ამდენად, მანამ, სანამ სიყვარული არ გამიქარწყლდება, ფოს-
ტა ყოველთვის მიმიზიდავს და იმაზე ცუდ ამინდშიც, ვიდრე დღეს იყო.
– როცა გითხარით, დრო და წლების მსვლელობა შეგცვლით-მეთქი, –
მიუგო ჯონ ნაიტლიმ, – ცხოვრებისეული მდგომარეობის ცვლილება ვი-
გულისხმე, რაც სწორედ დროს მოაქვს ხოლმე. დრო, როგორც წესი,
ასუსტებს შორს მყოფ ადამიანებზე მიჯაჭვულობას... მის ფეარფაქს,
როგორც ძველ მეგობარს, ნება მომეცით, იმედი ვიქონიო, რომ ათი
წლის შემდეგ თქვენს ცხოვრებაშიც ისევე მრავლად იქნებიან სიყვარუ-
ლის ობიექტები, როგორც ჩემს ცხოვრებაში არიან.
ეს კეთილი სიტყვები იყო და წყენინებას არამც და არამც არ ისახავ-
და მიზნად. ასე რომ, სიცილით ნათქვამი თავაზიანი მადლობა საკმარი-
სი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შეფაკლულმა ლოყებმა, აკანკალებულმა
ტუჩებმა და თვალში ჩამდგარმა ცრემლმა დაადასტურა, რომ ადრე-
სატს სიტყვები გულზე მოხვდა და სასაცილოდ სრულებით არ ჰქონდა
საქმე. თუმცა, ამ დროს მის ფეარფაქსის ყურადღება მისტერ ვუდჰაუზ-
მა მოითხოვა. ეს უკანასკნელი, თავისი წეს-ჩვეულებების თანახმად,
322
სტუმრებთან რიგრიგობით მიდიოდა, ქალბატონებს კი განსაკუთრებულ
ქათინაურებს უძღვნიდა. ჰოდა, ახლა მის ფეარფაქსის ჯერი მოსული-
ყო.
– ძალიან ვწუხვარ, მის ფეარფაქს, – ალერსიანად დაიწყო მისტერ
ვუდჰაუზმა, – რომ ამ დილას, წვიმაში მოყევით. ახალგაზრდა ქალბა-
ტონები თავს განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდნენ, რადგან ნაზი
ყვავილებივით არიან. მათ ჯანმრთელობასა და ფერს მოფრთხილება
სჭირდება. დროულად გამოიცვალეთ წინდები, ჩემო საყვარელო?
– დიახ, სერ, რასაკვირველია. დიდი მადლობა, ასე რომ ზრუნავთ
ჩემზე.
– მის ფეარფაქს, ჩემო საყვარელო, ახალგაზრდა ქალბატონებზე
ზრუნვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია... იმედი მაქვს, თქვენი კეთი-
ლი ბებია და დეიდა თავს კარგად გრძნობენ. მოგეხსენებათ, ჩემი ძველი
მეგობრები არიან. ნეტავ, ჯანმრთელობა მაძლევდეს საშუალებას და
უკეთესი მეზობელი ვიყო. მერწმუნეთ, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია
თქვენი სტუმრობა. ჩემი ქალიშვილიცა და მეც ძალიან ვაფასებთ
თქვენს კეთილშობილებას და უზომოდ გვიხარია, ჰარტფილდში რომ
გხედავთ.
მის ფეარფაქსი ბოლო იყო სტუმარ ქალბატონებს შორის, რომელთა
წინაშეც გულკეთილმა, თავაზიანმა მოხუცმა ვალი პირნათლად მოიხა-
და და თავი მეტად სასურველ სტუმრად აგრძნობინა, მაშ, უკვე შეეძ-
ლო, მშვიდად დამჯდარიყო მისთვის განკუთვნილ ადგილას.
ამასობაში წვიმაში სიარულის ამბავს მისის ელტონის ყურამდეც მი-
ეღწია და ახლა მისი ჯერი იდგა, ჯეინს თავისი საყვედურებით დასხმო-
და თავს: – ჯეინ, ჩემო ძვირფასო, ეს რა გაიგო ჩემმა ყურებმა?! წვიმაში
ფოსტაში იყავით?! ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს! და მერწმუნეთ,
აღარც განმეორდება. საბრალო გოგო, ეს როგორ გააკეთეთ? აი, რას
ნიშნავს, თქვენ გვერდით რომ არ ვიყავი! ხომ მოგივლიდით სათანა-
დოდ!
ჯეინმა შესაშური მოთმინებით დაარწმუნა მისის ელტონი, რომ ოდ-
ნავადაც არ გაციებულა.
323
– ოჰ, სისულელეებს ნუ მეუბნებით! საბრალო გოგო! არ იცით, თავს
როგორ გაუფრთხილდეთ. ფოსტაში! ღმერთო! მისის უესტონ, ასეთი რა-
მე გაგიგიათ? მე და თქვენ ავტორიტეტულობა უნდა გამოვიჩინოთ.
– ავტორიტეტულობა არ ვიცი, მაგრამ რჩევის მიცემის ცდუნება ნამ-
დვილად მაქვს, – დამაჯერებელი ტონით უპასუხა მისის უესტონმა, –
მის ფეარფაქს, ასეთ რისკზე არ უნდა წახვიდეთ, მით უფრო, რომ ასე
იოლად ცივდებით. უდავოდ მეტად უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე,
განსაკუთრებით კი წელიწადის ამ დროს. ჩემი აზრით, გაზაფხულობით
მეტი სიფრთხილეა საჭირო. სჯობს, თქვენი წერილებისთვის ერთი-ორი
საათი ან თუნდაც ნახევარი დღე მოიცადოთ, ვიდრე გარისკოთ და
კვლავ შეიბრუნოთ ხველა. ისეთი გონიერი ადამიანი ხართ, დარწმუნე-
ბული ვარ, ყველაფერს ჩემზე უკეთ ხვდებით, და ვფიქრობ, ამიერიდან
აღარასოდეს მოიქცევით დაუდევრად.
– ღმერთო, ასე აღარ უნდა მოიქცეს! – ენთუზიაზმით ჩაერთო მისის
ელტონი, – ჩვენ არ მივცემთ ამის უფლებას! – და ამ სიტყვებს მრავალ-
მნიშვნელოვანი თავის კანტური მოჰყვა: – რაღაც უნდა მოვიფიქროთ,
აუცილებლად უნდა მოვიფიქროთ. მისტერ ე.-ს დაველაპარაკები. კაცი,
რომელსაც ჩვენთვის დილაობით წერილები მოაქვს... დამავიწყდა სახე-
ლი... მოკლედ, ჩვენი მსახურია... თქვენს წერილებსაც წამოიღებს და
პირდაპირ შინ მოგიტანთ ხოლმე. ეს ყოველგვარ სირთულეს მოხსნის,
ხოლო ჩვენგან, ჩემო ძვირფასო ჯეინ, ასეთი რამე უყოყმანოდ უნდა მი-
იღოთ.
– უაღრესად კეთილი ხართ, – მიუგო ჯეინმა, – მაგრამ ჩემს დილის
სეირნობებს ვერ შეველევი. მირჩიეს, დიდი დრო გავატარო გარეთ, ბევ-
რი ვისეირნო, ფოსტა კი ერთ-ერთი ასეთი დანიშნულების ადგილია. პა-
ტიოსან სიტყვას გაძლევთ, აქამდე ავდრიანი დილა, პრაქტიკულად,
არც შემხვედრია.
– ჯეინ, ჩემო ძვირფასო, მორჩით ამაზე ლაპარაკს. ყველაფერი გა-
დაწყვეტილია, ყოველ შემთხვევაში, – და მისის ელტონმა ხელოვნურად
გაიცინა, – იმდენად, რამდენადაც საერთოდ რამის გადაწყვეტა შემიძ-
ლია ჩემი ბატონისა და მბრძანებლის ხელდასხმის გარეშე. მისის უეს-
324
ტონ, მოგეხსენებათ, მე და თქვენ სიფრთხილე გვმართებს, ზედმეტი
არაფერი წამოგვცდეს. თუმცა, ჯეინ, ჩემო ძვირფასო, გულს იმით ვიკე-
თებ, რომ ზოგ-ზოგიერთებზე გავლენის მოხდენის უნარი ჯერაც შემ-
წევს. ამდენად, რაიმე უძლეველ წინააღმდეგობას თუ არ წავაწყდი,
ჩათვალეთ, რომ საკითხი მოგვარებულია.
– მაპატიეთ, – სერიოზული ტონით მიუგო ჯეინმა, – მაგრამ ნამდვი-
ლად არ შემიძლია, მსგავს წინადადებას დავთანხმდე. ეს თქვენი მსახუ-
რისთვის მხოლოდ ფუჭი საზრუნავი იქნება. ფოსტაში წასვლა რომ არ
მსიამოვნებდეს, ამ საქმეს ბებია მოაგვარებდა, როგორც იქცევა კიდეც,
როცა მე აქ არ ვარ.
– ჰო, მაგრამ, ჩემო ძვირფასო, პათის ისედაც ბევრი საქმე აქვს! თა-
ნაც ამაზე კეთილშობილურს რას გააკეთებენ ჩვენი მსახურები?!
ჯეინს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ აშკარად არ აპირებდა
დანებებას, თუმცა პასუხის ნაცვლად, კვლავ მისტერ ჯონ ნაიტლისთან
გააგრძელა საუბარი: – რა არაჩვეულებრივი დაწესებულებაა ფოსტა!
როგორი სწრაფი და მოწესრიგებული! რამდენ წვრილმანს მოიცავს და
მაინც როგორ კარგად კეთდება საქმე! რომ დაფიქრდე, შეიძლება, გაოგ-
ნდე კიდეც!
– ნამდვილად კარგად გამართული სისტემაა.
– დაუდევრობას თუ გაუგებრობას ძალიან იშვიათად აქვს ადგილი!
მთელ სამეფოში რეგულარულად ათასობით წერილი მოძრაობს და ძა-
ლიან იშვიათია, ადრესატამდე რომელიმე შეცდომით მივიდეს. მგონი,
მილიონში ერთიც კი არ იკარგება! ხოლო თუ ხელწერის თავისებურე-
ბებსაც გავითვალისწინებთ, კიდევ უფრო გასაოცარი ხდება ეს ყველა-
ფერი.
– ფოსტის თანამშრომლები გამოცდილების შედეგად ხდებიან ექ-
სპერტები. კარგი თვალი და მოქნილი ხელია საჭირო ამ სფეროში მუ-
შაობისთვის და ხანგრძლივი დრო ამ უნარების გასავარჯიშებლად თუ
დასახვეწად; – ღიმილით გააგრძელა ჯონ ნაიტლიმ, – გაითვალისწინეთ,
რომ მათ ამაში უხდიან. სწორედ ესაა მათი მაღალი კომპეტენციის გა-
საღები. ხალხი იხდის და, სანაცვლოდ, კარგ მომსახურებას ითხოვს.
325
ამას კალიგრაფიის მრავალფეროვნებაზე მოჰყვა საუბარი და ჩვე-
ული კომენტარები.
– ზოგი ამტკიცებს, – აღნიშნა ჯონ ნაიტლიმ, – რომ ერთსა და იმავე
ოჯახში აღზრდილ ადამიანებს მსგავსი კალიგრაფია აქვთ. ბუნებრივი-
ცაა, რადგან მათ ერთი მასწავლებელი ასწავლით. მაგრამ სამართლია-
ნობისთვის უნდა ითქვას, რომ მსგავსება უფრო ქალებს ეხება, რადგან
ბიჭებს მხოლოდ ადრეულ ასაკში ასწავლიან წერას, მერე კი, უკვე თავი-
ანთ ნებაზე მიშვებულნი, ისე წერენ, როგორც გამოსდით. იზაბელასა და
ემას ხელწერა, ჩემი აზრით, ისე ჰგავს ერთმანეთს, რომ ხანდახან გარჩე-
ვაც კი მიჭირს.
– მსგავსება მართლაც არის, – ყოყმანით დაეთანხმა ძმა, – ვხვდები,
რასაც გულისხმობ... თუმცა, ემას უფრო მტკიცე ხელწერა აქვს.
– იზაბელაცა და ემაც ულამაზესად წერენ, – ჩაერთო მისტერ ვუდჰა-
უზი, – და ყოველთვის ასე იყო... იმავეს თქმა შემიძლია საბრალო მისის
უესტონზეც... – ამ ფრაზას მისტერ ვუდჰაუზის მსუბუქი ოხვრა და მი-
სის უესტონის მისამართით მსუბუქი, ღიმილიანი მზერა მოჰყვა.
– ყველაზე კარგი კალიგრაფია, რაც კი ჯენტლმენში მინახავს... – და-
იწყო ემამ და მისის უესტონს გადახედა. ეს უკანასკნელი ამ დროს სხვას
უსმენდა და ემაც შეჩერდა. პაუზამ დაფიქრების საშუალება მისცა:
„აბა, ვნახოთ, ერთი, როგორ ვახსენებ! ნეტავ, შევძლებ, ამდენი ხალხის
წინაშე პირდაპირ სახელით მოვიხსენიო? იქნებ რაიმე შემოვლითი ფრა-
ზა გამოვიყენო? – თქვენი იორკშირელი მეგობარი... იორკშირიდან გა-
მოგზავნილი წერილების ავტორი... თუ მხნეობა არ მეყოფა, რაღაც
ასეთ ხერხს უნდა მივმართო... მაგრამ არა, მისი სახელის წარმოთქმა
ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე შემიძლია. აშკარად უკეთესობისკენ
მივდივარ... აბა, მხნეობას მოვუხმოთ!“ ამასობაში მისის უესტონი გან-
თავისუფლდა და ემამ კვლავ წამოიწყო: – მისტერ ფრენკ ჩერჩილს ჯენ-
ტლმენებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო კალიგრაფია აქვს.
– მე არ ვგიჟდები, – მაშინვე ჩაერთო მისტერ ნაიტლი, – ერთი ციდა
ასოებით წერს, სიმტკიცე აკლია. უფრო ქალის ხელწერას ჰგავს.
326
ამას არცერთი ქალბატონი არ დაეთანხმა და მისტერ ნაიტლის ცი-
ლისწამებაში დასდეს ბრალი: „სულაც არა, არავითარ შემთხვევაში...
შესაძლოა, დიდი ასოებით მართლაც არ წერს, მაგრამ ძალიან მკაფიო
და უდავოდ მტკიცე ხელწერა აქვს. თან ხომ არ აქვს მისის უესტონს მი-
სი წერილი, რომ აჩვენოს?“ აღმოჩნდა, რომ მისის უესტონს გერის ბო-
ლო წერილი შინ დაეტოვებინა.
– სხვა ოთახში რომ ვიყოთ, – თქვა ემამ, – ჩემს საწერ მაგიდასთან,
დარწმუნებული ვარ, ერთ ნიმუშს ვიპოვიდი. მაქვს მისი წერილი. არ
გახსოვთ, მისის უესტონ, ერთხელ თქვენი სახელით მოაწერინეთ?
– ეს, უბრალოდ, მან თქვა, მომაწერინაო, თორემ...
– მოკლედ, მაქვს ეს წერილი და შემიძლია, ნასადილევს გამოვიტანო,
რომ დავარწმუნოთ მისტერ ნაიტლი.
– ოჰ! როცა მისტერ ფრენკ ჩერჩილისნაირი გალანტური კაცი მის
ვუდჰაუზისნაირ მშვენიერ ქალბატონს სწერს, ცხადია, ცდას არ დააკ-
ლებს და თავის მაქსიმუმს გააკეთებს, – მშრალად უპასუხა მისტერ ნა-
იტლიმ.
ამასობაში სუფრა გაიშალა. მაგიდასთან ჯერ არც კი მიეხმოთ, რომ
მისის ელტონი უკვე ფეხზე იდგა, და სანამ მისტერ ვუდჰაუზი გამოაც-
ხადებდა, ნება მომეცით, სასადილო ოთახში შეგიძღვეთო, სიტყვითაც
გამოვიდა: – მე უნდა შევიდე პირველი? უკვე მრცხვენია კიდეც, მუდამ
პირველი რომ ვარ.
წერილებთან დაკავშირებით ჯეინის მღელვარება ემას, რასარკვირ-
ველია, არ გამოჰპარვია. გაიგონა და დაინახა ყველაფერი და ერთგვარ-
მა ცნობისმოყვარეობამაც შეიპყრო – ნეტავ, ამ წვიმიანი დილის სეირ-
ნობას რაიმე პრაქტიკული შედეგი თუ ჰქონდაო. ეჭვობდა, რომ ჰქონდა;
რატომ გავიდოდა წვიმაში, თუ არა ძალიან ძვირფასი ადამიანის წერი-
ლის ურყევი მოლოდინი და ამ მოლოდინის გამართლება?! ემას აზრით,
ჯეინი ჩვეულზე ბედნიერი ჩანდა – ფერიც საგრძნობლად უკეთესი
ჰქონდა და განწყობაც.
ცხადია, შეეძლო, ერთი-ორი კითხვა დაესვა, მაგალითად, ირლან-
დიური ფოსტის ავკარგიანობასა და ხარჯებზე – ენის წვერზეც კი ედგა
327
– მაგრამ თავი შეიკავა. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ისეთი არაფე-
რი წამოსცდენოდა, რითაც ჯეინ ფეარფაქსს გულს ატკენდა. ასე რომ, ეს
ორი ქალბატონი დანარჩენებს სასადილო ოთახში ხელკავით გაჰყვა,
როგორც საუკეთესო მეგობრები, რაც ორივეს სილამაზესა და მოხდენი-
ლობას კიდევ უფრო მეტ ეშხს ჰმატებდა.
328
თავი 17
ცვილის სანთლები იმ დროს ძვირი ღირდა და პატარა ოთახებში (როგორიც იყო, მა-
69
335
თავი 18
337
– მენდეთ, მისის ჩერჩილი აკეთებს ყველაფერს, რაც კი ყველა მედი-
დურ ქალბატონს გაუკეთებია ერთად. მისის ჩერჩილი არ დაუშვებს,
რომ სამეფოში ვინმეს ჩამორჩეს, რადგან...
– ოჰ, მისტერ უესტონ! – სიტყვა გააწყვეტინა ენთუზიაზმით აღ-
ვსილმა მისის ელტონმა, – სწორად გამიგეთ, სელინა მედიდური ქალბა-
ტონი სულაც არ არის. მერწმუნეთ. ეს ნუ გეგონებათ.
– არ არის?! მაშ, მისის ჩერჩილთან პარალელის გასავლებად არ გა-
მოგვადგება. ეს უკანასკნელი ზედმიწევნით მედიდური ქალბატონია,
ალბათ ყველაზე მედიდური, ვინც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ.
აქ კი მისის ელტონი მიხვდა, რომ მიქარა, როცა ასე თავგამოდებით
შეეპასუხა.
სინამდვილეში, მის მიზანს არამც და არამც არ წარმოადგენდა ვინ-
მეს დარწმუნება, ჩემი და მედიდური ქალბატონი არ არისო. ჰოდა, სა-
ნამ მისტერ უესტონი ლაპარაკობდა, თავს იმტვრევდა იმაზე ფიქრით,
როგორ წაეღო უკან თავისი სიტყვები.
– ალბათ უკვე ეჭვობთ, რომ მისის ჩერჩილი ჩემი კეთილგანწყობით
დიდად არ სარგებლობს... თუმცა, ეს ჩვენ შორის უნდა დარჩეს, – განაგ-
რძობდა მისტერ უესტონი, – ფრენკი ძალიან უყვარს და, ამდენად, მას-
ზე აუგად ლაპარაკი არ მჩვევია. გარდა ამისა, ახლა მთლად ჯანმრთე-
ლადაც არ გრძნობს თავს, თუმცა, მას თუ დაუჯერებ, ჯანმრთელად
არც არასდროსაა. ამას ყველასთან არ ვიტყვი, მისის ელტონ, მაგრამ
მისის ჩერჩილის ავადმყოფობის დიდად არ მჯერა.
– თუ მართლა ავადაა, ბათში რატომ არ წავა? ან თუნდაც – ქლიფ-
ტონში?70
– ამოიჩემა, ენსკოუმბში მეტისმეტად ცივაო, სინამდვილეში კი, მგო-
ნი, უბრალოდ მობეზრდა იქაურობა. აქამდე ამდენი ხნით არასდროს
ყოფილა სახლში გამოკეტილი, ჰოდა, ახლა ცვლილება მოუნდა. ენსკო-
უმბი კარგი, თუმცა, მიყრუებული ადგილია.
ჰიმენი ბერძნულ მითოლოგიაში ქორწინების ღმერთია; მიჩნეული იყო, რომ მას ზაფ-
71
345
ნაწილი III
თავი 1
346
ჩილს მის ვუდჰაუზის ნახვა რომ ფრიად ეამა, ამას წყალი არ გაუვიდო-
და, მაგრამ ემამ ლამის პირველსავე წუთებში იეჭვა, რომ განშორებას
და, ალბათ ეჭვსაც, მის ვუდჰაუზი ჩემდამი გულგრილიაო, ყოვლად ბუ-
ნებრივი და სასურველი შედეგი გამოეღო – ახალგაზრდა კაცი ნაკლე-
ბად შეყვარებული ჩანდა.
ფრენკ ჩერჩილი მშვენიერ განწყობაზე იდგა. ბევრს ლაპარაკობდა და
ბევრსაც იცინოდა, აღტაცებით იხსენებდა თავის პირველ ვიზიტსა და
მაშინდელ ამბებს, ამ ნაძალადევი მხიარულებით კი, როგორც ემამ იეჭ-
ვა, თითქოს რაღაცის დამალვას ცდილობდა; დროდადრო უცნაურად
ცქმუტავდა და აშკარად ღელავდა; თანაც ჩქარობდა, ჰარტფილდში
სულ თხუთმეტიოდე წუთი დაჰყო – ჰაიბერიში ვიღაცებთან მიეჩქარე-
ბოდა: „გზად ძველი ნაცნობები შეხვდნენ და მათ სულ ნახევარი წუთით
გამოელაპარაკა. ამ ხალხს იმედებს გაუცრუებდა, თუ დროულად არ
ინახულებდა. ძალიან უნდოდა ჰარტფილდში დარჩენა, მაგრამ აუცი-
ლებლად უნდა წასულიყო“.
მის ვუდჰაუზი დარწმუნებული იყო, რომ ფრენკ ჩერჩილს უფრო ნაკ-
ლებად უყვარდა, მისი აფორიაქებული განწყობა და ხანმოკლე ვიზიტი
კი აფიქრებინებდა, რომ ჯერ სრულად არ განკურნებულიყო. ჯენტლმე-
ნის უცნაურ ქცევას შიშითხსნიდა. დიახ, ფრენკ ჩერჩილს ეშინოდა,
კვლავ არ მოქცეულიყო ემას გავლენის ქვეშ, ამიტომ ცდილობდა, მას-
თან პირისპირ დიდხანს არ დარჩენილიყო.
მომდევნო ათი დღის განმავლობაში ეს ფრენკის ერთადერთი ვიზიტი
იყო ჰაიბერიში. მის იმედსა და განზრახვას, როგორც თავად იუწყებო-
და, მუდმივად რაღაც აფერხებდა, მათ შორის – დედობილის პროტეს-
ტი. ეს კი, თუ მისტერ ჩერჩილი გულწრფელი იყო, იმას ნიშნავდა, რომ
მისის ჩერჩილის კაპრიზებსა თუ ნერვულ აშლილობას ლონდონიც ვე-
რაფერს შველოდა. მისის ჩერჩილის ავადმყოფობას ეჭვქვეშ აღარ აყე-
ნებდნენ – ამის შესახებ ფრენკმა გადაჭრით განაცხადა რენდალსში,
თუმცა, ასევე, აღიარა, ბიცოლაჩემი ბევრ რამეს აზვიადებსო. ნახევარ
წელიწადში მისის ჩერჩილის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესებული-
ყო, მაგრამ ფრენკი იმედს არ კარგავდა, რომ მის სიცოცხლეს მზრუნვე-
347
ლობითა და წამლებით კიდევ მრავალ წელიწადს არ დაემუქრებოდა
საფრთხე. მამამისის ყველა ეჭვის მიუხედავად, ფრენკი მაინც არ აძ-
ლევდა თავს იმის თქმის უფლებას, თითქოს მისის ჩერჩილი ავად ყოფ-
ნას მთლიანად იგონებდა და სინამდვილეში ძველებურად ძალ-ღონით
აღსავსე იყო.
მისის ჩერჩილს არც ლონდონი მოსწონდა. ისედაც სუსტი ნერვების
პატრონს სასტიკად აღიზიანებდა და სტანჯავდა იქაური ხმაური. ლონ-
დონში გადმოსვლიდან ათი დღის თავზე, რენდალსში ახალი წერილი
მოვიდა, რომლითაც ფრენკი გეგმების ცვლილებებს იტყობინებოდა.
ჩერჩილები დაუყოვნებლივ რიჩმონდში74 მიემგზავრებოდნენ, რადგან
მისის ჩერჩილისთვის ერთი იქაური განთქმული მკურნალი ერჩიათ; თა-
ნაც, ეს ადგილი თურმე ძალიან მოსწონდა. საუკეთესო უბანში ყოველ-
მხრივ აღჭურვილი სახლი იქირავეს და იქაურობაზე დიდ იმედს ამყა-
რებდნენ.
როგორც ემას რენდალსიდან შეატყობინეს, ფრენკ ჩერჩილი ამ სიახ-
ლეს მეტად გაუხარებია, „ბედნიერი იყო, რომ ასე გაუმართლა. სახლი
მაისისა და ივნისისთვის იქირავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ორი
თვით მისთვის ამდენ ძვირფას ადამიანთან ასე ახლო იქნება“. ახალ-
გაზრდა კაცი ერთობ დარწმუნებით იტყობინებოდა, რომ მათთან ხში-
რად ივლიდა, ლამის ისე, როგორც თავად მოისურვებდა.
ემამ შეამჩნია, როგორ შეხვდა ამ სასიხარულო ამბავს მისტერ უეს-
ტონი, რომელიც ამ არაჩვეულებრივი გეგმის მთავარ მიზეზად სწორედ
ემას მოიაზრებდა. ემა კი იმედოვნებდა, რომ მისტერ უესტონი ცდებო-
და. თუმცა, წინ მთელი ორ თვე იყო და ამ დროში, წესით, ყველაფერი
გაირკვეოდა.
მისტერ უესტონი უზომოდ ბედნიერი იყო. ვინ იფიქრებდა! ახლა
ფრენკი მართლაც მეზობლად ეყოლებოდათ. განა რა ბედენა იქნებოდა
ცხრა მილი ახალგაზრდა კაცისთვის?! სულ რაღაც ერთი საათის მგზავ-
რობა! სად რიჩმონდის სიახლოვე და სად ლონდონისა! პირველ შემ-
348
თხვევაში, ფრენკი სულ მათთან იქნებოდა, მეორე შემთხვევაში კი –
არასდროს. თექვსმეტი მილი... არა, თვრამეტი... სრული თვრამეტი მი-
ლი მანჩესტერ სტრიტამდე75 სერიოზულ დაბრკოლებას შექმნიდა.
მთელ დღეს გზაში უნდა ყოფილიყო. არა, არა, რაღა ლონდონი და რა-
ღა – ენსკოუმბი. მაგრამ აი, რიჩმონდი სწორედაც რომ ხელსაყრელ მან-
ძილზე მდებარეობდა და ზედგამოჭრილი იყო ფრენკის ხშირი ვიზიტე-
ბისთვის. ამაზე უფრო ხელსაყრელ მანძილს ვერც ინატრებდნენ!
ამ ცვლილებამ მყისვე ერთ კარგ ჩანაფიქრს შეასხა ხორცი – მეჯ-
ლისს „ქრაუნში“. არა, მეჯლისი არც არასდროს დაჰვიწყებიათ, მაგრამ
უწინ თარიღის დათქმას არ ჰქონდა აზრი, ახლა კი გადაწყვეტილი ამ-
ბავი იყო. სამზადისი ბოლომდე მიიყვანეს და გადავიდნენ თუ არა ჩერ-
ჩილები რიჩმონდში, ფრენკმა მოკლე ბარათი მოიწერა: „მისის ჩერჩილი
უკეთ გრძნობს თავს, მას კი ნებისმიერ დროს, მთელი დღე-ღამით შეუძ-
ლია ჰაიბერიში ჩამოსვლა“. ზუსტი თარიღის დასახელებას წინ აღარა-
ფერი ედგა. სულ რამდენიმე დღეც და ჰაიბერის მაცხოვრებლები ეზია-
რებოდნენ ბედნიერებას, რასაც მისტერ უესტონის მეჯლისი მოასწავებ-
და.
მისტერ ვუდჰაუზიც შეურიგდა ბედს, რაშიც წელიწადის დრომაც შე-
იტანა თავისი წვლილი. გადაწყდა, მასთან მისის ბეიტსი დარჩებოდა,
ემას ჯეიმსი მოემსახურებოდა, მის არყოფნაში კი ჰენრი და ჯონი არ
იცელქებდნენ და არაფერს მოიწევდნენ.
75
მანჩესტერ-სტრიტი – ქუჩა ლონდონის ცენტრალურ უბანში.
349
თავი 2
356
გაირკვა, რომ მისის უესტონი მისის ელტონის მეწყვილედ თავიდანვე
თავის ქმარს განიხილავდა, რომელიც ემასა და ფრენკს უნდა დაეყო-
ლიებინათ, თუმცა, ამ საქმეს დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია – მის-
ტერ უესტონის დათანხმება იოლი აღმოჩნდა. ძალიან მალე მოცეკვავე-
თა რიგში პირველები მისტერ უესტონი და მისის ელტონი ჩადგნენ, ხო-
ლო მათ მისტერ ფრენკ ჩერჩილი და მის ვუდჰაუზი მიჰყვნენ. ემა იძუ-
ლებული გახდა, პირველობა მისის ელტონისთვის დაეთმო, არადა, მეჯ-
ლისზე, როგორც წესი, საკუთარ თავს მიიჩნევდა პრივილეგირებულად.
მოკლედ, ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ემამ ლამის ქორწინების უპი-
რატესობა აღიარა... პატივმოყვარეობადაკმაყოფილებული მისის ელ-
ტონი ახლა უდავოდ ფლობდა უპირატესობას. მართალია, მეწყვილედ
ფრენკ ჩერჩილი ერჩივნა, მაგრამ ფიქრობდა, ბევრიც არაფერი დამი-
კარგავსო, რადგან მისტერ უესტონი ვაჟზე უკეთ თუ არა, უარესად ნამ-
დვილად არ ცეკვავდა...
ემა, ამ პატარა უსიამოვნების მიუხედავადაც, მეტად კმაყოფილი იყო
– სხვა წყვილებს აღტაცებით შესცქეროდა და ამ იშვიათი, საყოველთაო
საზეიმო განწყობით ტკბებოდა. თუმცა, ერთი რამ მაინც აწუხებდა: მის-
ტერ ნაიტლი არ ცეკვავდა. მოცეკვავეთა შორის კი არ ტრიალებდა, იქ
იდგა, სადაც არ იყო მისი ადგილი – ქმრების, მამებისა და ვისტის მო-
თამაშეთა გვერდით, რომლებიც ყალბი ინტერესით ადევნებდნენ თვალს
ცეკვას მანამ, სანამ ბანქოს მაგიდები გაიშლებოდა. არადა, მისი მაღა-
ლი, მტკიცე, მოხდენილი სხეული ხნიერი კაცების ჩათქვირული ფორმე-
ბისა და მოკაკვული მხრების ფონზე, ემას აზრით, ისე ახალგაზრდუ-
ლად გამოიყურებოდა და ისეთ კონტრასტს ქმნიდა, თვალს ვერ მოს-
წყვეტდი. მეტიც, ემას თავისი მეწყვილის გარდა, ოთახში ერთი ახალ-
გაზრდა მამაკაციც კი არ ეგულებოდა (ახალგაზრდები კი მრავლად
ირეოდნენ), მასთან შედარების ღირსი რომ ყოფილიყო. მისტერ ნაიტ-
ლიმ რამდენიმე ნაბიჯით წაიწია წინ და ამ რამდენიმე ნაბიჯმა ემა კი-
დევ ერთხელ დაარწმუნა, რა მოხდენილად იცეკვებდა, სულ ოდნავ რომ
შეეწუხებინა თავი. მათი მზერა დროდადრო ხვდებოდა ერთმანეთს და
მისტერ ნაიტლი ღიმილით უსწორებდა თვალს, თუმცა, ზოგადად, ძა-
357
ლიან სერიოზული ჩანდა. ემას გულით უნდოდა, მისტერ ნაიტლის მე-
ტად ჰყვარებოდა მეჯლისები და მეტად მოსწონებოდა ფრენკ ჩერჩილი;
ამჩნევდა, რომ მისტერ ნაიტლი აკვირდებოდა. ცხადია, არ ღირდა თა-
ვის მოტყუება, თითქოს მისი ცეკვით იხიბლებოდა, მაგრამ ალბათ არც
კიცხავდა, ან თუ კიცხავდა, უსამართლოდ – ემასა და მის მეწყვილეს
შორის ფლირტის ნასახიც კი არ იგრძნობოდა; უფრო ხალისიან მეგობ-
რებს ჰგავდნენ, ვიდრე შეყვარებულ წყვილს. ეს კიდევ ერთი დასტური
გახლდათ: ფრენკ ჩერჩილი ემაზე ახლა ნაკლებად ფიქრობდა.
მეჯლისი მართლაც რომ ერთი სიამოვნება იყო. მისის უესტონი ყუ-
რადღებასა და მზრუნველობას არ აკლებდა ბედნიერ სტუმრებს, რომ-
ლებიც, თავის მხრივ ხოტბას არ იშურებდნენ ჯერ კიდევ მის დაწყებამ-
დე, არადა ქება, როგორც წესი, დასასრულს უფრო ლოგიკურია. რაც
შეეხება მნიშვნელოვან, დასამახსოვრებელ დეტალებს, მეჯლისი ამით
მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა, თუ არ ჩავთვლით ერთ ფაქტს, რამაც
ემას ყურადღება მიიქცია – ვახშმობამდე ბოლო ორ ცეკვაში ისე მოხდა,
რომ ახალგაზრდა ქალბატონთაგან მხოლოდ ჰარიეტი დარჩა მეწყვი-
ლის გარეშე, ამ დროს კი დარბაზში არაერთი ჯენტლმენი ტრიალებდა.
უცებ, შორიახლო მისტერ ელტონი გამოჩნდა და ემამ მაშინვე დარწმუ-
ნებით გაიფიქრა, ჰარიეტის გაწვევისაგან თავის ასარიდებლად ახლავე
ბანქოს ოთახს მიაშურებსო.
მაგრამ მისტერ ელტონს გაქცევა არც უფიქრია. ოთახის ერთ კუთხე-
ში თავმოყრილ სტუმრებს თავმომწონედ მიუახლოვდა და რამდენიმეს
გამოელაპარაკა კიდეც; ერთი ორჯერ ზუსტად მის სმითის პირდაპირაც
კი შეჩერდა და მის გვერდით მსხდომთ გაუბა საუბარი. ემამ, რომელიც
იმწამს არ ცეკვავდა და ოთახის შუაგულისკენ მიემართებოდა, ეს კარ-
გად დაინახა. რაკი გასცდა, ვეღარ გაბედა უკან მიეხედა, თუმცა, მისტერ
ელტონის ნათქვამი ყოველი სიტყვა მკაფიოდ გაიგონა. მისტერ ელტონი
მისის უესტონს ელაპარაკებოდა. ემამ წინ მდგომ მისის ელტონსაც მოჰ-
კრა თვალი, რომელიც არა მხოლოდ უსმენდა ქმარს, არამედ მრავალ-
მნიშვნელოვანი მზერით აქეზებდა კიდეც. ემამ ცხადად გაიგონა, რო-
გორ მზრუნველად ჰკითხა გულკეთილმა და მეგობრულმა მისის უეს-
358
ტონმა, რატომ არ ცეკვავთო, მისტერ ელტონმა კი მიუგო, დაუყოვნებ-
ლივ ვიცეკვებ, მისის უესტონ, თუ თქვენ იქნებით ჩემი მეწყვილეო.
– მე? არა, რას ამბობთ! უკეთეს მეწყვილეს გიშოვით. მე რა მოცეკვა-
ვე ვარ?!
– მაშ, თუ მისის გილბერტი ინებებს... – უკან არ დაიხია მისტერ ელ-
ტონმა, – მართალია, ჩემი, როგორც ცოლიანი და მოწიფული მამაკაცის,
ცეკვა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მისის გილბერტისთანა ძველ მეგო-
ბართან მაინც ძალიან გამიხარდება.
– მისის გილბერტს არ უნდა ცეკვა, მაგრამ გამიხარდებოდა, ერთ თა-
ვისუფალ გოგონას თუ გაიწვევდით. მის სმითს ვგულისხმობ.
– აჰ, მის სმითი! არც შემიმჩნევია. უაღრესად თავაზიანი ხართ და
ასაკშეპარული ცოლიანი კაცი რომ არ ვიყო... თუმცა, ჩემი ცეკვა წარ-
სულს ჩაბარდა, მისის უესტონ. უნდა მომიტევოთ. სხვა, რაც გინდათ,
მთხოვეთ – თქვენს განკარგულებაში ვარ და არ დაგზარდებით... მაგრამ
რაღა დროს ჩემი ცეკვაა.
ემამ შეამჩნია, მისის უესტონი როგორ გაოგნებული და გულნატკენი
დაუბრუნდა საკუთარ ადგილს. ესეც შენი სასიამოვნო, თავაზიანი, მე-
გობრული მისტერ ელტონი! ემამ თვალი გააყოლა. მისტერ ელტონი
განზე გამდგარი მისტერ ნაიტლისკენ გაეშურა გამოსალაპარაკებლად,
მაგრამ ჯერ თავის ცოლს გაუღიმა მრავალმნიშვნელოვნად.
ემას მისკენ აღარ გაუხედავს – ბრაზით გულანთებულს შეეშინდა,
ვაითუ სახეც ავარვარებული მაქვსო.
მაგრამ წუთის შემდეგ უხერხული სიტუაცია სასიამოვნოდ შეიცვა-
ლა: ჰარიეტს მოცეკვავეებისკენ მისტერ ნაიტლი მიუძღვოდა! სიხარუ-
ლითა და მადლიერებით აღვსილ ემას ერთი სული ჰქონდა, მისტერ ნა-
იტლისთვის გულითადი მადლობა გადაეხადა. თვალებით ლამის ყვე-
ლაფრის თქმა შეძლო, როგორც კი მისტერ ნაიტლის მზერა დაიჭირა.
მისტერ ნაიტლი ზუსტად ისე ცეკვავდა, როგორც ემას წარმოედგინა:
უნაკლოდ. წუთისწინანდელი საჩოთირო სიტუაცია რომ არა, იფიქრებ-
დით, ჰარიეტი ყველაზე იღბლიანი არსებააო. სიხარულსა და უპირატე-
359
სობას, რაც მას არგუნეს, გოგონა გრძნობდა და უფასებდა კიდეც მის-
ტერ ნაიტლის: მთელი მონდომებით და გაბადრული სახით ცეკვავდა.
მისტერ ელტონი კი ბანქოს ოთახში გაიძურწა. ემას ღრმა რწმენით,
საკმაოდ ბრიყვულადაც გამოიყურებოდა. გულქვაობაში ჯერჯერობით
ცოლს ვერ გაეჯიბრებოდა, მაგრამ ბევრიც აღარაფერი უკლდა. აი, მისის
ელტონის შესახებ მსჯელობა შესაძლებელი იყო, როცა მეწყვილესთან
ხმამაღლა აღნიშნა: – ნაიტლის შეეცოდა საბრალო პატარა მის სმითი!
რა კარგად აღზრდილი კაცია.
ამასობაში, ვახშმობის დრო მოვიდა, რასაც მის ბეიტსის მორიგი მო-
ნოლოგი მოჰყვა, რომელიც მაშინღა დაასრულა, როცა მაგიდასთან
დაჯდა და კოვზი აიღო ხელში.
– ჯეინ, ჯეინ, ჯეინ, ჩემო ძვირფასო, სად ხარ? აიღე შენი მოსახვევი.
მისის უესტონი გევედრება, მოიხუროსო. ამბობს, მეშინია, დერეფანში
ორპირი არ იყოსო, თუმცა ყველაფერი გააკეთეს, რომ... ერთი კარი აჭე-
დეს კიდეც... ყველგან ჭილოფი აგია... ჯეინ, ჩემო ძვირფასო, უნდა მო-
იხურო... მისტერ ჩერჩილ! ღმერთო, რა თავაზიანი ხართ! რა მარჯვედ
მოახურეთ! ...როგორი კმაყოფილი ვარ! რა არაჩვეულებრივი მეჯლისია!
...ჰო, ჩემო ძვირფასო, შინ გავიქეცი... გითხარი კიდეც, უნდა გავიქცე-
მეთქი... ბებო უნდა დამეწვინა... მაგრამ არავის უგრძნია ჩემი არყოფ-
ნა... როგორც გითხარი, უჩუმრად წავედი. ბებო შესანიშნავად გრძნობ-
და თავს, თურმე არაჩვეულებრივად გაერთო მისტერ ვუდჰაუზთან, ბევ-
რი ილაპარაკეს და ნარდიც ითამაშეს... ჩაი პირველ სართულზე გაუწ-
ყვიათ – ჩაით, ორცხობილით, გამომცხვარი ვაშლებითა და ღვინით
უვახშმიათ... რამდენჯერმე საოცრად იღბლიანადაც გაუგორებია კამა-
თელი... ჰო, შენზე მკითხა, როგორ ერთობაო, ვის ეცეკვაო. „ოჰ! – ვუპა-
სუხე, – არ მინდა, ჯეინს დავასწრო. რომ წამოვედი, მისტერ ოტვეის
ეცეკვებოდა. მაგრამ აჯობებს, ხვალ თავად გიამბოს ყველაფერი. პირვე-
ლი მეწყვილე მისტერ ელტონი იყო, თუმცა მომდევნო ვინ იქნება, არ
ვიცი; შესაძლოა, მისტერ უილიამ ქოკსი“ სერ, ჩემო ძვირფასო, ძალიან
თავაზიანი ხართ ვინმე სხვასთან ხომ არ გირჩევნიათ? ...მთლად ასე უი-
მედოდაც არ ვარ სერ, საოცრად თავაზიანი ბრძანდებით. აქეთ მკლავზე
360
ჯეინი, იქითაზე – მე! ღმერთო! მოიცადეთ, მოიცადეთ, ცოტა ხანს გავ-
ჩერდეთ, მისის ელტონი მოდის, უნდა გავატაროთ. ძვირფასი მისის ელ-
ტონი! რა ელეგანტურად გამოიყურება! რა მშვენიერი მაქმანებია!.. ახ-
ლა კი შეგვიძლია, გავყვეთ. ნამდვილი საღამოს დედოფალია! აი, დერე-
ფანიც. ორი საფეხურია, ჯეინ. ყურადღება მიაქციე – ორი საფეხურია.
უჰ, ერთი ყოფილა! რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ორი იყო.
რა უცნაურია! ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ორი იყო, არადა, ერთი ყო-
ფილა. ამდენი კომფორტი და დახვეწილობა არსად მინახავს შეხედე,
ყველგან სანთლები დაუნთიათ... ბებოზე გიყვებოდი, ჯეინ... პატარა
იმედგაცრუება შეხვედრია კი, გამომცხვარი ვაშლები და ორცხობილები
შესანიშნავია, მაგრამ მანამდე ხორცისა და სატაცურის უგემრიელესი
რაგუ შემოუტანიათ, კეთილ მისტერ ვუდჰაუზს კი დაუჟინია, სატაცური
მოუხარშავიაო და უკან გაუტანებია. არადა, ბებოს ხორცზე და სატა-
ცურზე მეტად არაფერი უყვარს ჰოდა, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებუ-
ლი დარჩა, მაგრამ შევთანხმდით, რომ ამას არავის მოვუყვებით, რად-
გან შეიძლება, ძვირფასი მის ვუდჰაუზის ყურამდეც მივიდეს, მის ვუდ-
ჰაუზი კი ძალიან შეწუხდება! ღმერთო, რა არაჩვეულებრივია! გაოცე-
ბული ვარ! ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი! როგორი ელეგანტურობა!
როგორი სიუხვე! ასეთი არაფერი მინახავს მას მერე, რაც სად უნდა
დავსხდეთ? სად დავსხდეთ? ნებისმიერ ადგილას, ოღონდაც კი ჯეინი
ორპირში არ მოხვდეს. მე სად დავჯდები, სულერთია. ოჰ! ამ მხარეს
გვირჩევთ? ...ეჭვიც არ მეპარება, მისტერ ჩერჩილ... უბრალოდ, ზედმე-
ტად კარგი ადგილია... თუმცა, როგორც გვეტყვით. შეუძლებელია,
თქვენი რჩევები ამ სახლში მცდარი იყოს... ჯეინ, ძვირფასო, მგონი კერ-
ძების ნახევარსაც კი ვერ დავიმახსოვრებთ, ბებოს რომ ვუამბოთ! წვნი-
ანი! ღმერთო დიდებულო! უკვე? არ ღირდა... თუმცა საუცხოო სურნე-
ლი ასდის და თავს ვერ შევიკავებ – უნდა დავიწყო.
ვახშმის დასრულებამდე ემას მისტერ ნაიტლისთან ლაპარაკის სა-
შუალება არ მისცემია. მაგრამ როცა კვლავ საცეკვაო ოთახში გადაი-
ნაცვლეს, დაჟინებული მზერა მიაპყრო და თავისთან მიიხმო. მისტერ
ელტონის საქციელი მისტერ ნაიტლიმ უპატიებელ უზრდელობად შე-
361
რაცხა და მგზნებარედ დაგმო. არც მისის ელტონის მზერა დატოვა გა-
უკიცხავად.
– ვგონებ, მხოლოდ ჰარიეტის წყენინება არ ჰქონდათ განზრახული, –
ივარაუდა მისტერ ნაიტლიმ, – ემა, ვერ გამიგია, რატომ გმტრობენ? –
იკითხა უცებ ღიმილით და ემას დაჟინებით შეხედა, თუმცა პასუხი რომ
ვერ მიიღო, განაგრძო: – მისტერ ელტონი კიდევ ჰო, მაგრამ მისის ელ-
ტონს, წესით, საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს. ცხადია, ჩემს ამ
ვარაუდს არ უპასუხებთ, მაგრამ აღიარეთ, რომ გინდოდათ, ჰარიეტი
მისტერ ელტონისთვის შეგერთოთ.
– მინდოდა – მიუგო ემამ, – და სწორედ მაგას ვერ მპატიობენ.
მისტერ ნაიტლიმ თავი გააქნია, მაგრამ მოწყალედ გაიღიმა: – არ
დაგტუქსავთ. თვითკრიტიკის უნარის ამარა დაგტოვებთ.
– რაკი ამდენი მლიქვნელის ხელში ვარ, გგონიათ ჩემი ნდობა შეიძ-
ლება? ჩემი პატივმოყვარე ხასიათი ოდესმე მეტყვის, შეცდიო?
– პატივმოყვარეობა არა, მაგრამ გონიერება გეტყვით. ერთი თუ შე-
გაცდენთ, მეორე უთუოდ სწორ გზაზე დაგაყენებთ.
– ვაღიარებ, რომ მისტერ ელტონში აბსოლუტურად შევცდი. პატარა
კაცია, რასაც თქვენ, ჩემგან განსხვავებით, მალევე მიხვდით. შევცდი
იმაშიც, რომ დავიჯერე, თითქოს ჰარიეტს ეტრფოდა. მოკლედ, ყველა-
ფერი ათასი უაზრო შეცდომისა და გაუგებრობის შედეგია!
– კარგი, ამ აღიარების სანაცვლოდ, მეც სამართლიანი ვიქნები და
გეტყვით, რომ თქვენ ბევრად უკეთესს ურჩევდით, ვიდრე თავად შეარ-
ჩია. ჰარიეტ სმითს უდავოდ აქვს რამდენიმე კარგი თვისება, რასაც მი-
სის ელტონი სრულიად მოკლებულია. უპრეტენზიო, წრფელი, უეშმაკო
გოგონაა და ნებისმიერი გონიერი და გემოვნებიანი კაცის თვალში ასი
თავით აღემატება მისის ელტონისნაირ ქალს. ჰარიეტთან საუბარი გა-
ცილებით სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.
ემა მეტად კმაყოფილი დარჩა, თუმცა იძულებული გახდა, საუბარი
შეეწყვიტა – მისტერ უესტონი სტუმრებს კვლავ საცეკვაოდ იხმობდა: –
მის ვუდჰაუზ, მის ოტვეი, მის ფეარფაქს, აქ მოდით! ემა, მიეცით თქვენს
362
მეგობრებს მაგალითი. რა ზარმაცები ყოფილხართ! გძინავთ, თუ რა
გჭირთ?
– მე მზად ვარ, – შესძახა ემამ, – როცა კი საჭირო ვიქნები.
– ვისთან აპირებთ ცეკვას? – ჰკითხა მისტერ ნაიტლიმ.
ემამ ერთხანს იყოყმანა, მერე კი მიუგო: – თქვენთან, თუკი დამპატი-
ჟებთ.
– თანახმა ხართ? – მისტერ ნაიტლიმ ხელი გაუწოდა.
– რა თქმა უნდა. თქვენ გვაჩვენეთ, რომ ცეკვა შეგიძლიათ, მე და
თქვენ კი, მოგეხსენებათ, არც მთლად და-ძმანი ვართ, რომ ცეკვა ეტიკე-
ტის დარღვევად ჩაგვითვალონ.
– დიახ, სწორედაც რომ არ ვართ და-ძმანი.
363
თავი 3
368
თავი 4
373
დროს დაქორწინდეთ, განპირობებულია იმით, რომ ადამიანი, რომელიც
მოგწონთ, თქვენზე ბევრად მაღალ საფეხურზე დგას, ხომ?
– ოჰ, მის ვუდჰაუზ! მერწმუნეთ, ისეთი ამპარტავანი არ ვარ, რომ
დავუშვა... ჯერ ასე არ გავგიჟებულვარ... ჩემთვის ისიც საკმარისია, მი-
სით შორიდან დავტკბე და ვიფიქრო, რამდენად აღემატება ყველას ამ-
ქვეყნად... დავტკბე და ვიფიქრო მადლიერებითა და თაყვანისცემით,
მით უფრო, რომ ჩემგან ამას ნამდვილად იმსახურებს.
– სულაც არ მიკვირს. ისეთი სამსახური გაგიწიათ, ძნელი იყო, თქვე-
ნი გული არ გაეთბო.
– სამსახური?! ღმერთო, მისგან ენითაღუწერლად დავალებული ვარ!
ჯერ მარტო ყველა იმ ემოციის გახსენება, რაც იმწამს დამეუფლა როცა
დავინახე, ჩემკენ როგორ მოდიოდა... მისი კეთილშობილური მზერა... მე
კი რა უბედური ვიყავი მანამდე... ყველაფერი როგორ წამებში შეიცვა-
ლა! ერთ წამში! სრული უბედურებიდან სრულ ბედნიერებამდე!
– ეს ძალიან ბუნებრივია. ბუნებრივი და ღირსეული... დიახ, ჩემი აზ-
რით, ძალიან ღირსეულია არჩევანი მადლიერების გრძნობით. თუმცა,
ვერ გაგამხნევებთ, რომ ეს იღბლიანი არჩევანია. ეს ჩემს ძალებს აღემა-
ტება. არ გირჩევთ, გრძნობებს გასაქანი მისცეთ, ჰარიეტ. ნამდვილად
ვერ დავდებ თავს, რომ თქვენს გრძნობებს გრძნობებითვე უპასუხებენ.
კარგად დაფიქრდით, რაში ყოფთ თავს. იქნებ, უფრო ჭკვიანური იყოს
გრძნობების დათრგუნვა, სანამ გვიან არ არის?! ნებისმიერ შემთხვევა-
ში, არ მისცეთ ფართო გასაქანი თქვენს ემოციებს, სანამ არ დარწმუნ-
დებით, რომ მასაც მოსწონხართ. ფრთხილად იყავით და დააკვირდით.
დაე, მისი ქცევა იქცეს თქვენი გრძნობების მეგზურად. ახლავე გაფ-
რთხილებთ, რადგან ამ თემაზე აღარასდროს ვილაპარაკებთ; არავითარ
შემთხვევაში არ ჩავერევი; ამიერიდან ამ საკითხზე არაფერი მეცოდინე-
ბა. დაე, მისი სახელიც არასდროს ვახსენოთ! ერთხელ მწარედ შევცდით,
ამიტომ ახლა ფრთხილად ვიქნებით. კი, უდავოდ თქვენზე მაღლა დგას,
რაც მეტად სერიოზული პრობლემაა... და მაინც, ჰარიეტ, ამაზე საკვირ-
ველი რამეებიც მომხდარა, კიდევ უფრო შეუფერებელი ქორწინებებიც
შემდგარა... თუმცა, თავს გაუფრთხილდით. არ მინდა, ზედმეტად და-
374
გაიმედოთ, მაგრამ როგორც უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი, დარ-
წმუნებული იყავით, რომ მისდამი თქვენი ინტერესი კარგი გემოვნების
ნიშანია, რასაც ყოველთვის ძალიან დავაფასებ.
ჰარიეტმა მეგობარს ხელზე აკოცა – ხმის ამოუღებლად, მორჩილად
და მადლიერად. ემა კი დარწმუნებული იყო, რომ ეს გრძნობა ჰარიეტის
კიდევ უფრო მეტად გაზრდისა და დახვეწის საწინდრად იქცეოდა.
375
თავი 5
78
კუპერი (უილიამ კუპერი – 1731-1800) – თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპუ-
ლარული ინგლისელი პოეტი, რომელმაც XVIII საუკუნის ბუნებაზე ორიენტირებულ
პოეზიას მიმართულება შეუცვალა: ის ინგლისური სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებას
აღწერდა. კუპერი რომანტიკული პოეზიის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც მიიჩნევა. მიიჩ-
ნევა, ასევე, რომ მან დიდი გავლენა იქონია ჯეინ ოსტინზე, განსაკუთრებით კი მისმა
პოემამ, „დავალება“, რომელიც ოსტინის რომანებში ხშირადაა ციტირებული.
79
ტაეპი უილიამ კუპერის პოემიდან „დავალება“ (1785).
377
– დიახ, თქვენ. გადასარევად მახსოვს. მომწერეთ, ძალიან მალე იყი-
დისო. ეს მისის პერიმ ახარა ვიღაცას. მას დაუძალებია ქმრისთვის,
რადგან მიაჩნდა, რომ ცუდ ამინდში გარეთ ყოფნა ძალიან ვნებს. ახლა
მაინც არ გაგახსენდათ?
– პატიოსან სიტყვას გაძლევთ, პირველად მესმის.
– პირველად გესმით?! არა, მართლა არ იცოდით?! ღმერთო, დიდებუ-
ლო! აბა, მე საიდან მოვიტანე?! ალბათ დამესიზმრა... არადა, დარწმუ-
ნებული ვიყავი, რომ... მის სმით, ისე დადიხართ, მგონი, ძალიან დაიღა-
ლეთ. ცოტაც და შინ იქნებით.
– რა ხდება? რას ამბობდით? – ჩაერთო მისტერ უესტონი, – პერი და
ეტლიო? ფრენკ, პერი ეტლის შეძენას აპირებს? მიხარია, რომ შეუძლია,
თავს ამის უფლება მისცეს. თავად გითხრა?
– არა, სერ, – სიცილით უპასუხა ვაჟმა, – როგორც ჩანს, არავინაც არ
მითხრა... ძალიან უცნაურია! დარწმუნებული ვიყავი, რომ მისის უეს-
ტონმა მომწერა ენსკოუმბში... მრავალი კვირის წინ... თითქოს დაწვრი-
ლებით მიამბო... მაგრამ როგორც თავად ამბობს, მსგავსი არაფერი გა-
უგია... ასე რომ, ალბათ დამესიზმრა. სიზმრებს ხშირად ვხედავ. როცა
წასული ვარ, ჰაიბერიდან ყველა მესიზმრება... და როცა ახლო მეგობ-
რებზე მოვილევ სიზმრებს, უკვე მისტერ და მისის პერიებზე გადავდი-
ვარ.
– უცნაური კია, – აღნიშნა მამამისმა, – ასეთი მკაფიო, ლოგიკური
სიზმარი რომ დაგესიზმრა მათზე, ვისზეც, წესით, ბევრი არ უნდა გე-
ფიქრა ენსკოუმბში: პერიმ ეტლის ყიდვა გადაწყვიტა; ცოლი კი ისე
დარდობს მასზე, რომ დაარწმუნა, უნდა იყიდოო. დარწმუნებული ვარ,
ადრე თუ გვიან, ასეც მოხდება. უბრალოდ, შენმა სიზმარმა ცოტათი გა-
უსწრო მოვლენებს. ზოგჯერ რა რეალურია სიზმრები! ზოგჯერ – რა აბ-
სურდულიც!
მოკლედ, ფრენკ, შენი სიზმარი უდავოდ მოწმობს, რომ ჰაიბერიზე
ბევრს ფიქრობ, როცა აქ არ ხარ. ემა, თქვენც ნაირ-ნაირ სიზმრებს ხე-
დავთ ალბათ, ხომ?
378
ემას მისტერ უესტონის მრავალმნიშვნელოვანი შეკითხვა არ გაუგო-
ნია. წინ მიდიოდა, რათა მამა სტუმრებთან შესახვედრად შეემზადები-
ნა.
– სიმართლე გითხრათ... – წამოიძახა მის ბეიტსმა, რომელიც ბოლო
ორი წუთი ამაოდ ცდილობდა, დანარჩენებისთვის ხმა მიეწვდინა, – ...ამ
თემაზე ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, შესაძლოა, მისტერ ფრენკ ჩერ-
ჩილს... არა, იმას კი არ ვგულისხმობ, რომ არ დასიზმრებია... თავადაც
ყოვლად უცნაურ სიზმრებს ვხედავ ხოლმე... მაგრამ უნდა ვაღიარო,
რომ გაზაფხულზე მისის პერიმ მართლაც უამბო დედაჩემს... მხოლოდ
ქოულებმა და ჩვენ ვიცოდით, ერთგვარი საიდუმლო იყო... მხოლოდ სა-
მი დღის განმავლობაში განიხილებოდა ეს საკითხი. მისის პერი ძალიან
ღელავდა – აუცილებლად უნდა იყიდოს ეტლიო, და ერთ დილასაც, დე-
დაჩემთან ძალიან კარგ გუნებაზე მოვიდა, რადგან ეგონა, მისტერ პერი
დავარწმუნეო. ჯეინ, არ გახსოვს, ბებიამ გადმოგვცა ეს ყველაფერი, რო-
ცა შინ დავბრუნდით... ახლა უცებ დამავიწყდა, შინ რატომ არ ვიყა-
ვით... მგონი, რენდალსში გახლდით... ჰო, მგონი, მართლაც რენდალ-
სში... მისის პერის დედაჩემი განსაკუთრებულად უყვარს... არა, ვის არ
უყვარს დედაჩემი?! მაგრამ მხოლოდ დედაჩემს გაანდო ეს ამბავი სა-
იდუმლოდ; რასაკვირველია, დედა წინააღმდეგი არ იყო, ჩვენთვისაც გა-
ემხილა, მაგრამ ეს ჩვენ შორის უნდა დარჩენილიყო. ჰოდა, მე ერთი სუ-
ლიერისთვისაც კი არ მითქვამს სიტყვა. თუმცა, ბოლომდე არ გამოვ-
რიცხავ, რომ რაიმე წამომცდა... ისე წამოვაყრანტალებ ხოლმე რაღა-
ცას, ვერც კი ვხვდები. დიდი ლაქლაქა ვარ, მოგეხსენებათ, და შიგადა-
შიგ წამომცდება ხოლმე რაღაც ისეთი, რაც არ უნდა ვთქვა. ჯეინივით
კი არა ვარ. ნეტავ, ვიყო! შემიძლია, თავი დავდო, ჯეინს ერთი ზედმეტი
სიტყვაც კი არ დასცდენია ცხოვრებაში... სად არის ჯეინი? აჰ, უკან ყო-
ფილა! ...გუშინდელივით მახსოვს, მისის პერი რომ ჩვენთან იყო... მარ-
თლაც უჩვეულო სიზმარია, ვერაფერს იტყვი!
უკვე სახლთან იყვნენ. მის ბეიტსის მზერას ჯეინის მისამართით მის-
ტერ ნაიტლის მზერა უძღვოდა წინ. მანამდე კი ფრენკ ჩერჩილისთვი-
საც შეევლო თვალი, რომელსაც – მისტერ ნაიტლის აზრით – სახეზე
379
აღბეჭდილი დაბნეულობა სიცილით შეენიღბა. ჯეინი მართლაც უკან
იყო და მეტად დაკავებული ჩანდა თავისი შარფის მოხვევით. ამასობა-
ში მისტერ უესტონი ჰოლში შევიდა. დანარჩენი ორი ჯენტლმენი კი
კართან შედგა, რომ ჯეინი გაეტარებინათ. ამ დროს, მისტერ ნაიტლიმ
იეჭვა, ფრენკ ჩერჩილს ახალგაზრდა ქალის მზერის დაჭერა სურსო (და-
ჟინებით შესცქეროდა), მაგრამ ჯეინმა მათ შორის ისე ჩაიარა, რომ არ-
ცერთისათვის არ შეუხედავს.
დამატებითი კომენტარებისა და ახსნა-განმარტებების დრო აღარ
იყო; სიზმარი ერთადერთი ვერსია გახლდათ. მისტერ ნაიტლი იძულე-
ბული გახდა, სხვებთან ერთად შემოსჯდომოდა დიდ, მრგვალ, თანამედ-
როვე მაგიდას, რომელსაც ემას დამსახურებით დაედო ჰარტფილდში
ბინა და რომელსაც ვერავინ, თუ არა ემა, იქ ვერ დადგამდა, რადგან
სხვა ვერავინ დაარწმუნებდა მისტერ ვუდჰაუზს, მისით ჩაენაცვლებინა
პატარა ზომის „პემბრუკი“80, რომელიც ორმოცი წლის განმავლობაში
ძლივს იტევდა ჰარტფილდის ოჯახის თავის სადილსა და ვახშამს.
ჩაის სმის პროცესმა სასიამოვნოდ ჩაიარა, სხვაგან გადანაცვლებას
არავინ ჩქარობდა.
– მის ვუდჰაუზ, – მიმართა ფრენკ ჩერჩილმა ემას ჩაის სმის დასრუ-
ლების მერე, – თქვენმა დისშვილებმა ანბანი წაიღეს? ასოების ყუთს
ვგულისხმობ... აქ არ იდო ხოლმე? სად არის? უჟმური საღამოა და ვი-
ფიქრე, დრო ისე გაგვეტარებინა, როგორც ზამთარში. გახსოვთ, ერთ
დილას, იმ ასოებით როგორ გავერთეთ?! მინდა, ისევ გაგაწვალოთ თავ-
სატეხებით.
ემამ იდეა მოიწონა და ყუთი მოიტანა. ისა და ფრენკ ჩერჩილი
სწრაფ-სწრაფად ადგენდნენ ანაგრამებს ერთმანეთისთვის და ნებისმიე-
რისთვის, ვინც გამოცნობას მოინდომებდა, თუმცა, მაგიდაზე მიმოფან-
ტული ასოებით დიდად არავინ დაინტერესებულა. ამ უწყინარი თამა-
შით კმაყოფილი მხოლოდ მისტერ ვუდჰაუზი იყო, რომელსაც მეტად
381
ნო და ძალიანაც გამხიარულდა, მაგრამ სიტყვის დასახელების ნაც-
ვლად, წამოიძახა: – რა სისულელეა! სირცხვილია!
ფრენკ ჩერჩილმა კი ჯეინს გახედა და ემას დაეკითხა: – მივცემ... არა?
მისტერ ნაიტლიმ მკაფიოდ გაიგონა, როგორ ენერგიულად და სიცი-
ლით შეეწინააღმდეგა ემა: – არა, არა, არ მისცეთ. არ შეიძლება.
მაგრამ ფრენკ ჩერჩილმა – ამ გალანტურმა ახალგაზრდა კაცმა, რო-
მელსაც, მისტერ ნაიტლის დასკვნით, სიყვარული უგულოდ შეეძლო და
რომელიც თავაზიანობით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა – ემას არ
დაუჯერა და ანაგრამა მის ფეარფაქსს გადააწოდა, თან ხაზგასმული
მოწიწებით შეევედრა, გამოიცანითო. მისტერ ნაიტლიმ ძალიან მოინ-
დომა და „დიქსონი“ ამოიკითხა. მალე ჯეინ ფეარფაქსმაც შეძლო სიტ-
ყვის გარჩევა, ოღონდ ის უდავოდ უკეთ ჩასწვდა ქვეტექსტს და აშკა-
რად არ ესიამოვნა. ხოლო როცა თავი ასწია და შეამჩნია, რომ უყურებ-
დნენ, ერთიანად აჭარხლდა.
– არ მეგონა, საკუთარი სახელები თუ შეიძლებოდა, – თქვა და ასოე-
ბი მტკიცედ, თითქოს ბრაზიანადაც, გასწია განზე, თავდამსხმელებს
ზურგი აქცია და დეიდამისს მიუბრუნდა.
– ჰო, ჩემო საყვარელო, მართალია! – სიტყვის თქმა არ აცალა მის
ბეიტსმა, – მეც ზუსტად იგივე უნდა მეთქვა. მართლაც უნდა წავიდეთ.
უკვე საღამოვდება და ბებია ალბათ გველოდება. სერ, ჩემო ძვირფასო,
უღრმესი მადლობა, მაგრამ უნდა დაგემშვიდობოთ.
დეიდამ სწორად გამოიცნო – ჯეინს მართლაც ერთი სული ჰქონდა,
როდის დატოვებდნენ იქაურობას. სწრაფად წამოდგა, მაგრამ მასთან
ერთად ერთბაშად იმდენი ადამიანი წამოიშალა, რომ ჯეინი იძულებუ-
ლი გახდა, შეყოვნებულიყო. მისტერ ნაიტლიმ დალანდა, როგორი ფო-
რიაქით მიაწოდეს მას ასოების კიდევ ერთი წყება და როგორ მტკიცედ
გასწია ჯეინმა განზე, ისე, რომ არც დაუხედავს. შემდეგ თავისი შარფის
ძებნას შეუდგა. შარფს ფრენკ ჩერჩილიც ეძებდა. ოთახში არეულობა
სუფევდა და მათი გამომშვიდობების მომენტი მისტერ ნაიტლის მხედ-
ველობიდან გამორჩა.
382
ყველა წავიდა, მისტერ ნაიტლის გარდა. ნანახს ერთიანად მოეცვა
მისი გონება. როცა ფიქრებში უკეთ გასარკვევად უკვე სანთლებიც შეაშ-
ველეს, გადაწყვიტა, რომ... აუცილებლად... ჰო, აუცილებლად... რო-
გორც მეგობარს, შეშფოთებულ მეგობარს, ემასთან ამ თემაზე სიტყვა
უნდა გადაეკრა, მისთვის ერთი-ორი შეკითხვა დაესვა. არ ჰქონდა უფ-
ლება, ასეთ სახიფათო სიტუაციაში მისი დაცვა არ ეცადა. ეს მისი მოვა-
ლეობა იყო.
– ემა, – დაიწყო მან, – შეიძლება, ვიკითხო, რა იყო ასეთი სასაცილო
და მახვილგონივრული იმ ბოლო სიტყვაში, მის ფეარფაქსს რომ უნდა
გამოეცნო? დავინახე სიტყვა და ძალიან მაინტერესებს, რატომ იყო ერ-
თი მხარისთვის ასე სახალისო, მეორისთვის კი ასე შემაღონებელი.
ემა დაიბნა. სიმართლის თქმა ვერ გაბედა, რადგან, მართალია, ჯე-
რაც ძველ აზრზე იდგა, მაგრამ უკვე ნანობდა, მისტერ დიქსონზე თავი-
სი ეჭვი ოდესღაც მისტერ ფრენკ ჩერჩილს რომ გაუზიარა.
– ოჰ! – წამოიძახა ვითომ უდარდელად, თუმცა სირცხვილის დამალ-
ვა გაუჭირდა, – არაფერი... ჩვენი ხუმრობაა.
– რომელიც მხოლოდ თქვენ და მისტერ ჩერჩილმა გაიგეთ? – სერიო-
ზული ტონით ჩაეკითხა მისტერ ნაიტლი.
მისტერ ნაიტლის იმედი ჰქონდა, რომ ემა კვლავ რამეს იტყოდა, მაგ-
რამ მას ხმა არ ამოუღია. ჯენტლმენი ერთხანს ორჭოფობდა: ღირდა კი
ჩარევა? ემას დაბნეულობა მისსავე გატაცებაზე მეტყველებდა. და მა-
ინც, მისტერ ნაიტლიმ სიჩუმე დაარღვია.
ვალდებული იყო. უნდა გაერისკა, თუნდაც მის ჩარევას ცუდი შედეგი
მოეტანა, რადგან საქმე ემას კეთილდღეობას ეხებოდა. მისტერ ნაიტ-
ლის ერჩივნა, ახლა შესჯახებოდა ყველა უსიამოვნებას, ვიდრე შემდეგ
ეწვნია თავისი ჩაურევლობის შედეგები.
– ემა, ჩემო ძვირფასო, – როგორც იქნა, დაიწყო ძალიან წრფელი და
კეთილი ტონით, – თქვენ გგონიათ, რომ ბოლომდე იცით, რა სახის ურ-
თიერთობა აკავშირებთ იმ ჯენტლმენსა და იმ ახალგაზრდა ქალბა-
ტონს, წეღან რომ ვახსენეთ?
383
– მისტერ ფრენკ ჩერჩილსა და მის ფეარფაქსს?! ღმერთო, რა თქმა
უნდა! რატომ მეკითხებით?
– არასდროს გიფიქრიათ, რომ მისტერ ჩერჩილს მოსწონს მის ფეარ-
ფაქსი ან ამ უკანასკნელს მოსწონს ის?
– არასდროს, არასდროს! – დაუფარავი მგზნებარებით წამოიძახა
ემამ, – წამის მეასედითაც კი არ მიფიქრია. და თქვენ რატომღა იფიქ-
რეთ?
– ბოლო ხანებში შევნიშნე, რომ გარკვეული გრძნობები აკავში-
რებთ... გარეშე თვალისთვის ფარული მრავალმნიშვნელოვანი მზერა...
– ღმერთო, ძალიან გამახალისეთ! საოცრად მიხარია, რომ იკადრეთ
და ფანტაზიას მიეცით გასაქანი... მაგრამ არცთუ წარმატებით... ძალიან
ვწუხვარ, პირველივე მცდელობა რომ უნდა გაგიკრიტიკოთ, მაგრამ
ასეა... მერწმუნეთ, მსგავსი არაფერი ხდება. ის, რამაც თქვენ შეცდომა-
ში შეგიყვანათ, სულ სხვა, საკმაოდ თავისებური გარემოების შედეგია...
აბსოლუტურად სხვა სახის გრძნობებისა... შეუძლებელია ამის ახსნა...
იმდენი სიბრიყვე და უაზრობა ახლავს მას... მაგრამ ის, რისი მოყოლაც
შეიძლება და რაც საღი აზრის ფარგლებში ჯდება, ისაა, რომ ერთმანე-
თისადმი ერთ მისხალ გატაცებასა თუ სიყვარულსაც კი არ განიცდიან.
მის ფეარფაქსისა თუ არა, ჯენტლმენის გულგრილობაზე ნამდვილად
შემიძლია, თავი დავდო.
ემას თავდაჯერებულმა და კმაყოფილმა ტონმა დააბნია და დაადუმა
მისტერ ნაიტლი. ემა კი მხიარულ განწყობაზე იდგა და ერთი სული
ჰქონდა, მისტერ ნაიტლისგან მოესმინა მისი ეჭვის უმცირესი დეტალე-
ბი. თუმცა, მისტერ ნაიტლი ვერც მის მხიარულ განწყობას აუწყობდა
ფეხს და არც ლაპარაკის გუნებაზე იდგა; იმასაც ხვდებოდა, რომ ემას
ვერაფერში გადაარწმუნებდა; ბუხრის წინ მჯდომს, გაღიზიანება, საბო-
ლოოდ, ციებ-ცხელებაში რომ არ გადაზრდოდა (მისტერ ვუდჰაუზის
ჩვეულებათა წყალობით, ბუხარში ცეცხლი მთელი წლის განმავლობაში
თითქმის ყოველ საღამოს ენთო), საჩქაროდ წამოდგა, მასპინძელს გა-
მოემშვიდობა და გაეშურა დონველის სააბატოს სიგრილესა და სიმარ-
ტოვეში.
384
თავი 6
387
დოთ ასეთი საპასუხისმგებლო საქმეები. ეს ჩემი წვეულებაა. მანდეთ
ბოლომდე. სტუმრებს მე დაგიპატიჟებთ.
– არა, – მშვიდად უპასუხა მისტერ ნაიტლიმ, – ამქვეყნად მხოლოდ
ერთი გათხოვილი ქალია, რომელსაც შემიძლია, დავრთო ნება, დონ-
ველში ის დაპატიჟოს, ვინც მოესურვება და ეს ქალი...
– ...მისის უესტონია, როგორც ვვარაუდობ, – გააწყვეტინა საკმაოდ
შეურაცხყოფილმა მისის ელტონმა.
– არა... მისის ნაიტლი. ხოლო ვინაიდან ის ჯერ არ არსებობს, მსგავს
საკითხებს თავად გადავწყვეტ.
– ოჰ! რა უცნაური არსება ხართ! – წამოიყვირა მისის ელტონმა, მე-
ტად კმაყოფილმა იმით, რომ მას არავინ არჩიეს, – იუმორი კარგი გაქვთ
და გაქვთ უფლება, რაც მოგესურვებათ, ის თქვათ. ჰო, ნამდვილად კარ-
გი იუმორი გაქვთ. კარგი, მაშ, მე ჯეინსა და დეიდამისს წამოვიყვან. და-
ნარჩენებს კი თქვენ განდობთ. არ ვარ წინააღმდეგი, ჰარტფილდის ოჯა-
ხიც ვიხილო. ამაზე არ იდარდოთ. ვიცი, როგორ გიყვართ ისინი.
– მათ უთუოდ იხილავთ, თუკი დავითანხმებ. მის ბეიტსსაც მე შე-
ვუვლი გზად.
– ეს ნამდვილად არ არის საჭირო. ჯეინს ყოველდღე ვნახულობ...
თუმცა, როგორც გენებოთ. ოღონდ, დილიდანვე უნდა შევიკრიბოთ, ნა-
იტლი. ყველაფერი სადად უნდა იყოს. ჩემს დიდ ქუდს დავიხურავ და
ხელზე რომელიმე პატარა კალათას გადავიკიდებ. ჰო, აი, ალბათ ამას,
ვარდისფერი ბაფთით... ამაზე სადა რაღა უნდა იყოს?! ჯეინსაც ეხურე-
ბა რაიმე მსგავსი. არაა საჭირო ზედმეტი გაპრანჭვა... ეს ერთგვარი ბო-
შური წვეულება უნდა იყოს. თქვენს ბაღებში ვისეირნებთ, ჩვენით დავ-
კრეფთ მარწყვს და ხეების ჩრდილში დავისვენებთ... თქვენ თუ რაიმეს
დამატება მოგესურვებათ, ყველაფერი გარეთ უნდა შემოგვთავაზოთ,
ჩრდილში გაშლილ სუფრაზე. ყველაფერი მაქსიმალურად ბუნებრივად
და მარტივად! თქვენც ასე არ წარმოგიდგენიათ?
– მთლად ასე არა. ბუნებრივი და მარტივი ჩემთვის სასადილო
ოთახში გაშლილი სუფრაა. იმ ბუნებრიობასა და სიმარტივეს, რასაც
სადილისთვის მსახურები და ავეჯი სჭირდება, ყველაზე მეტად სასადი-
388
ლო ოთახი უხდება. როცა გარეთ მარწყვის ჭამა მოგწყინდებათ, შეგეძ-
ლებათ, შინ შებრძანდეთ და ცივი ხორცი მიირთვათ.
– კარგი... როგორც გენებოთ. ოღონდ გრანდიოზული არაფერი დაგ-
ვახვედროთ. სხვათა შორის, მე ან ჩემი მნე ხომ არ წაგადგებით ჩვენი
რჩევებით? ნაიტლი, გთხოვთ, გულწრფელად მითხარით. თუ გინდათ,
დაველაპარაკები მისის ჰოჯესს ან თავად გავაკონტროლებ, რომ...
– გმადლობთ, ოდნავადაც არ მაქვს ამის სურვილი.
– რა გაეწყობა... თუმცა, თუ რაიმე პრობლემა შეიქმნება, იცოდეთ,
რომ ჩემი მნე უაღრესად ჭკვიანი ქალია.
– თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ ჩემიც სავსებით ჭკვიან ქალად
მიიჩნევს თავს და ვერავის დახმარებას ვერ აიტანს.
– რა საწყენია, ვირი რომ არა გვყავს. არადა, რა გადასარევი იქნებო-
და, მე, ჯეინი და მის ბეიტსი ვირებით რომ მოვსულიყავით, ჩემი Caro
sposo კი ფეხით. სოფლის ცხოვრებისთვის ვირი აუცილებელიც კია,
რადგან რაგინდ მდიდარ რესურსებსაც უნდა ფლობდეს ქალი, შეუძლე-
ბელია, სულ სახლში იყოს გამოკეტილი. ბევრი სიარული კი, მოგეხსენე-
ბათ... ზაფხულში მტვერია, ზამთარში – ტალახი.
– თუმცა, დონველსა და ჰაიბერის შორის გზა სუფთაა. დონველის ბი-
ლიკი არასდროსაა ტალახიანი, მით უფრო ახლა – გზა სულ მშრალია.
მაგრამ თუ გირჩევნიათ, ვირით წამოდით. შეგიძლიათ, მისის ქოულს
სთხოვოთ. მინდა, ყველაფერი მაქსიმალურად თქვენი გემოვნების შესა-
ფერისად იყოს.
– დარწმუნებული ვარ, რომ ასეა, ჩემო კეთილო მეგობარო, და ამის-
თვის, ცხადია, მადლობას გიხდით. ვიცი, რომ თქვენი უკმეხობის უკან
ძალიან თბილი გული იმალება. მისტერ ე.-ს ვეუბნები ხოლმე, რომ ნამ-
დვილი ოხუნჯი ხართ. დიახ, მერწმუნეთ, ნაიტლი, თქვენს პატივისცე-
მას ჩემდამი მთელ ამ გეგმაში ბოლომდევაცნობიერებ. ზუსტად მიხ-
ვდით, რით შეიძლებოდა, მოგენიჭებინათ ჩემთვის სიამოვნება.
მისტერ ნაიტლის კიდევ ერთი მიზეზით არ სურდა ჩრდილში გაშლი-
ლი სუფრა. უნდოდა, მისტერ ვუდჰაუზი და ემა დონველში ვიზიტზე
დაეყოლიებინა და კარგად იცოდა, რომ ნებისმიერი მათგანის გარეთ სა-
389
დილობას მისტერ ვუდჰაუზი არ დაუშვებდა. დილის მგზავრობითა და
დონველში ერთი-ორი საათის გატარებით მოთაფვლის შემდეგ არ იქნე-
ბოდა ღირსეული მისი მოტყუება და სუფრის ხის ძირში დახვედრება.
და, მართლაც, მისტერ ვუდჰაუზი სუფთა სინდისით მოიპატიჟეს.
ისიც დათანხმდა. თანაც, დონველში ორი წელი არ ყოფილიყო. „რატო-
მაც არა – რომელიმე დარიან დილას ის, ემა და ჰარიეტი ესტუმრებიან.
ხოლო სანამ მისი საყვარელი გოგონები ბაღში ისეირნებენ, თავად მისის
უესტონთან მუსაიფში გაიყვანს დროს. სავარაუდოდ, დღის ამ მონაკ-
ვეთში, მიწაც მშრალი იქნება. ძალიან უნდა ძველი სახლის მონახულე-
ბა; სიხარულით მოინახულებს ელტონებსაც და სხვა მეზობლებსაც...
ნამდვილად არ არის წინააღმდეგი, რომელიმე დარიან დილას ის, ემა
და ჰარიეტი დონველს ეწვიონ. მისტერ ნაიტლის მხრიდან ეს უდავოდ
დასაფასებელია... კეთილშობილური და კეთილგონივრული საქციელი...
უფრო ჭკვიანურიც, ვიდრე საღამოს სადილია... საღამოს სადილები რა
მოსაწონია“.
მისტერ ნაიტლის გაუმართლა: ყველა მალევე დაითანხმა. მეტიც, ეს
წინადადება ყველამ მისის ელტონივით ისე მიიღო, თითქოს მათდამი
პატივისცემის ნიშნად ეწყობოდა. ემა და ჰარიეტი გამოტყდნენ, რომ ამ
დღისგან მხოლოდ საუკეთესოს ელოდნენ, ხოლო მისტერ უესტონმა,
უკითხავად, პირობა დადო, ფრენკიც აუცილებლად შემოგვიერთდება,
თუკი შეძლებსო. ეს მისი მხრიდან, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხო-
ლოდ გეგმის მოწონებისა და მადლიერების დასტური იყო, რის გამოც
მისტერ ნაიტლიც იძულებული შეიქნა, არაფერი შეემჩნია და ეთქვა,
მოხარული ვიქნები, თუ მოვაო; მისტერ უესტონს კი დრო არ დაუკარ-
გავს და მაშინვე ბარათი გაამზადა, რომელშიც არგუმენტები არ და-
უზოგავს შვილის დასათანხმებლად.
ამასობაში, დაკოჭლებული ცხენიც გამოჯანმრთელდა და ბოქს-ჰი-
ლის მონახულებაც, საბედნიეროდ, დაბრუნდა დღის წესრიგში. ბოლოს,
გადაწყდა, ერთ დღეს დონველს დაუთმობდნენ, მომდევნოს კი – ბოქს-
ჰილს. რაც მთავარია, ამინდი ზედგამოჭრილი იყო.
390
ლამის ბუნიობას, ერთ მზიან დილას, მისტერ ვუდჰაუზი დონველის
სააბატოსკენ თავისი ეტლით გაემგზავრა; ღიაცისქვეშა წვეულებაში
მონაწილეობის ნიშნად, მთელი გზა ერთი ფანჯარა ჩამოწეულიც კი
ჰქონდა! დონველის სააბატოს ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ ოთახში
აგიზგიზებული ბუხრის წინ ბედნიერად მოკალათდა (მთელი დილა
სწორედ ბუხართან გაატარა) და არხეინად ალაპარაკდა თავის იმდღე-
ვანდელ გმირობაზე; დროდადრო რჩევებსაც აძლევდა დანარჩენებს, შინ
შესულიყვნენ და არ დასიცხულიყვნენ. როცა სტუმრები გარეთ გაიწვი-
ეს, მისტერ ვუდჰაუზის ერთგული კომპანიონის როლი მისის უესტონმა
იკისრა, რომელიც თითქოს განზრახ წამოსულიყო ფეხით და განზრახ
დაეღალა თავი, რომ სულ მის გვერდით მჯდარიყო. ჰოდა, მართლაც,
იჯდა და მოთმინებითა და თანაგრძნობით უსმენდა მოხუცს.
ემას, კარგა ხანი იყო, დონველის სააბატო არ ენახა, ამიტომ, დარ-
წმუნდა თუ არა მამის კომფორტში, სიხარულით მიატოვა ის და იქაუ-
რობის თვალიერებას შეუდგა.
მოგონებების ზუსტად აღსადგენად ყველაფერს დეტალურად აკვირ-
დებოდა, უფრო ზუსტ წარმოდგენას იქმნიდა სახლ-კარზე, რომელიც
მასაც და მთელი მის ოჯახსაც განსაკუთრებულად აინტერესებდა ახ-
ლაც და დააინტერესებდა მომავალშიც.
იყურებოდა გარშემო და სააბატოს ამჟამინდელსა და მომავალ
მფლობელთან ნათესაური კავშირებით გამოწვეულ სამართლიან სიამა-
ყესა და თვითკმაყოფილებას გრძნობდა. ეს დარბაისლური ზომისა და
სტილის, დაცული და იზოლირებული ნაგებობა დაბლობზე იდგა. მინ-
დვრებამდე გადაჭიმულ ფართო და ბარაქიან ბაღებს ნაკადული გასდევ-
და, რომლის დანახვაც სააბატოდან – იმდროინდელი სახლიდან, როცა
ხედებს არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, ლამის შეუძლებელი
იყო, თუმცა, ტყის კორომებისა თუ ხეივნების გამოხშირვა, არც მოდისა
და არც ფუფუნების გამო, აზრად არავის მოსდიოდა. უჩვეულო ფორმის
სახლი ბევრი კომფორტული და ერთი-ორი ლამაზი ოთახით, რომელიც
ჰარტფილდზე დიდი იყო და მას საერთოდ არ ჰგავდა, მიწის კარგა დიდ
ნაწილს იკავებდა და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ ზუსტად ისეთი
391
იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო... ემა სულ უფრო მეტი პატივისცემით
იმსჭვალებოდა ამ ჭეშმარიტად გვარიშვილური, შეურყვნელი სისხლისა
და მსოფლმხედველობის ოჯახის კარ-მიდამოს მიმართ. კი, ჯონ ნაიტ-
ლის მთლად უზადო ხასიათი არ ჰქონდა, მაგრამ იზაბელა უდავოდ
ბრწყინვალე ბედში იყო ჩავარდნილი – მისი ქმრის არც სახელი, არც
სტატუსი და არც სახლი სირცხვილისგან არასდროს შეგიფაკლავდა
ლოყებს. სწორედ ამ სასიამოვნო გრძნობებით მოცული სეირნობდა ემა
სააბატოს ბაღებში, სანამ დანარჩენებთან ერთად მარწყვის შეგროვებას
შეუდგებოდა. ყველანი შეკრებილიყვნენ ფრენკ ჩერჩილის გარდა. მას
რიჩმონდიდან ყოველ წუთს ელოდნენ. მისის ელტონი, რომელიც თავი-
სი ბედნიერებისთვის საჭირო ყველა ატრიბუტით აღჭურვილიყო, – დი-
დი ქუდითა და კალათით, – მეტად მოწადინებული გახლდათ, საზოგა-
დოებას წინ გაძღოლოდა, დაეკრიფა და სხვებისაგანაც მიეღო მარწყვი
ან ისევ მარწყვზე ელაპარაკა. დიახ, მარწყვზე და მხოლოდ მარწყვზე
შეიძლებოდა ახლა ფიქრი თუ ლაპარაკი – „ამ საუკეთესო ინგლისურ
ხილზე... ყველას რომ უყვარს... ასეთი სასარგებლო რომაა... ამ სანაქე-
ბო ბაღებსა და ჯიშებზე... რამხელა სიამოვნებაა მათი ხელით კრეფა...
მხოლოდ ასე თუ მიიღებ ჭეშმარიტ სიამოვნებას... დილა უდავოდ სა-
უკეთესო დროა... არც იღლები... თან ყველა ჯიში თავისებურად არაჩ-
ვეულებრივია... თუმცა, აი, ხენდრო ათი თავით სჯობს ყველას... რა შე-
დარებაა... ხენდრო იშვიათობას წარმოადგენს... ისე, ყველაზე მეტად
ჩილიური მარწყვი მოსწონს... თუმცა, ტყის მარწყვს განსაკუთრებული
არომატი აქვს... რაც შეეხება მარწყვის ფასებს ლონდონში... ბრისტოლ-
ში უხვად ნახავთ... მეიპლ-გროუვში... როგორ ზრდიან იქ... იციან, რო-
დისაა გადარგვა საჭირო... ყველა მებაღეს თავისი აზრი აქვს... ზოგადი
წესი არ არსებობს... მებაღეებს აზრს ვერასდროს შეაცვლევინებ... უგემ-
რიელესი ხილია... მაგრამ ბევრი არ უნდა ჭამო – ზედმეტად ნოყიერია...
ალუბალი უკეთესია... მოცხარი ენერგიას ჰმატებს... მარწყვის მოკრეფის
ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ დახრა გიწევს... რა მწველი მზეა... საშინ-
ლად დაიღალა... მეტს ვეღარ აიტანს... ახლავე ჩრდილში უნდა დაჯ-
დეს“.
392
აი, ასეთ მონოლოგში განვლო ნახევარმა საათმა. მისის ელტონს
მხოლოდ ერთხელ გააწყვეტინა სიტყვა მისის უესტონმა, რომელიც სახ-
ლიდან იმისთვის გამოსულიყო, რომ გერის ამბავი მოეკითხა – უკვე
ნერვიულობას ვიწყებო. ღელავდა, მის ცხენსაც ხომ არ მოუვიდა რამეო.
საბოლოოდ, ყველამ ჩრდილში მოიყარა თავი და ემა იძულებული
გახდა, მისის ელტონისა და ჯეინ ფეარფაქსის საუბრისთვის დაეგდო
ყური. განიხილებოდა „ყოვლად სასურველი სამუშაო ადგილი“, რომე-
ლიც მისის ელტონისათვის იმ დილას შეეტყობინებინათ და რომლითაც
აღტაცებაში მოსულიყო. არც მისის საკლინგის ოჯახზე იყო ლაპარაკი
და არც – მისის ბრაგისა, თუმცა დიდებულებითა და წარჩინებულობით
მხოლოდ ამ ორ ქალბატონს თუ ჩამოუვარდებოდა. ეს იყო მისის ბრაგის
ბიძაშვილი, მისის საკლინგის ნაცნობი ქალბატონი, რომელიც მეიპლ-
გროუვში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. შესანიშნავი, მომხიბ-
ლავი, დახვეწილი ქალბატონი საუცხოო წრიდან, ოჯახიდან, ფენიდან,
კლასიდან და ა.შ. მისის ელტონი არ იშურებდა სითბოს, ენერგიასა და
ოჯახის ქება-დიდებას, რომ ჯეინი წინადადებაზე დაეყოლიებინა, მაგ-
რამ მის ფეარფაქსი მშვიდად იმეორებდა, ამ ეტაპზე არ მსურს მუშაო-
ბის დაწყება, როგორ ოჯახზეც უნდა იყოს ლაპარაკიო. მოტივადაც იმა-
ვეს ასახელებდა. მიუხედავად ამისა, ელტონი ჯიუტად სთხოვდა, მომე-
ცით უფლება, ხვალვე გავაგზავნო თანხმობაო. როგორ უძლებდა ამ
ყველაფერს ჯეინი, ემასთვის გამოცანა იყო. ის არც ღიზიანდებოდა და
არც ტონს იცვლიდა. ბოლოს, როგორც იქნა, უჩვეულო გადაწყვეტილე-
ბა მიიღო და იქ მყოფთ გასეირნება შესთავაზა: „იქნებ, გაევლოთ ცოტა?
მისტერ ნაიტლი ბაღებს ხომ არ აჩვენებს მათ? თავის ყველა ბაღს...
სულ ყველაფრის დათვალიერება სურს“. როგორც ჩანს, მეგობრის შე-
უპოვრობა უკვე მისთვისაც სცდებოდა ყოველგვარ საზღვარს.
ცხელოდა. ერთხანს, გაფანტულად ისეირნეს (სამ-სამადაც კი ძლივს
იკვრებოდნენ), მერე კი, ცაცხვების ფართო და მოკლე ხეივანს გაუყვნენ,
რომელიც ბაღის ერთგვარ საზღვარს ქმნიდა. მის იქით არაფერი იყო,
მაღალსვეტებიანი ქვის კედლის გარდა, რომლის იქითაც ხედი იშლებო-
და და რომელიც თითქოს სახლის სიახლოვის ნიშნად აეშენებინათ,
393
თუმცა, იქ სახლი არასდროს მდგარა. ცხადია, გემოვნებაზე დავობენ და
შეიძლება საკამათოც იყოს ასეთი საზღვრის მიზანშეწონილობა, მაგრამ
ადგილიც სასიამოვნო სასეირნო იყო და ხედიც – ძალიან ლამაზი. სა-
აბატოდან ნახევარი მილში დიდებული, ტყიანი ფერდობი ჩანდა, მის
ძირში კი განმარტოებით მდგარი ები-მილის ფერმა იწვერებოდა – წინ
მინდვრები ჰქონდა; გარს კი მდინარე უვლიდა.
კაშკაშა, თუმცა არა შემაწუხებელი მზის ქვეშ დანახული ინგლისუ-
რი სიმწვანე, ინგლისური კულტურა, ინგლისური კომფორტი თვალის-
თვისაც და გონებისთვისაც მეტად საამური იყო.
ისე მოხდა, რომ ცაცხვნარში სეირნობისას ემა და მისტერ უესტონი
დანარჩენებს გამოეყვნენ, ემამ კი უმალ შენიშნა, რომ მისტერ ნაიტლი
და ჰარიეტიც დაწინაურებულიყვნენ და გვერდიგვერდ მიუყვებოდნენ
გზას. მისტერ ნაიტლი და ჰარიეტი! რა უცნაური სანახავი იყო! თუმცა,
ემას ესიამოვნა. იყო დრო, მისტერ ნაიტლის ჰარიეტის საზოგადოება
ეთაკილებოდა და უცერემონიოდაც კი შეაქცევდა ხოლმე ზურგს, მაგ-
რამ ახლა მშვენივრად საუბრობდნენ; იყო დრო, როცა ემასაც არ მოს-
წონდა ჰარიეტის ები-მილის ფერმასთან სიახლოვე, მაგრამ ახლა აღარ
ეშინოდა. მისი აზრით, ახლა ჰარიეტსაც თამამად შეეძლო ეცქირა ამ
სილამაზისთვის, ბარაქიანი საძოვრებისთვის, საძოვრებზე გაშლილი
ნახირისთვის, აყვავებული ხეხილისა და კვამლის მკრთალი სვეტისათ-
ვის. ქვის კედელთან ემა მათ უნებურად დაეწია და შენიშნა, რომ ისინი
ლაპარაკით უფრო იყვნენ გართულნი, ვიდრე აქეთ-იქით ყურებით. მის-
ტერ ნაიტლი ჰარიეტს სოფლის მეურნეობის მეთოდებზე ემუსაიფებო-
და, მიახლოებულ ემას კი უმალ ღიმილი შეაგება, რომლითაც თითქოს
ეუბნებოდა: „ეს თემები პირადად ჩემთვისაა საინტერესო. მაქვს მათზე
ლაპარაკის უფლება ისე, რომ ეჭვი არავის შეეპაროს, თითქოს რობერტ
მარტინის თემაზე გადასასვლელად შესავალს ვაკეთებდე“. ემას არც
შეჰპარვია ეჭვი. რობერტ მარტინი უკვე ძალიან ძველი ამბავი იყო. ალ-
ბათ უკვე შეეწყვიტა კიდეც ჰარიეტზე ფიქრი. სამივე ერთად გაუყვა
ხეივანს. ჩრდილი საუკეთესოდ აღადგენდა ძალებს და ემამაც გაიფიქრა
– ეს ამ დღის ყველაზე სასიამოვნო მონაკვეთიაო.
394
შემდეგი გაჩერება სახლი იყო. სადილობის დრო მოსულიყო. ჰოდა,
ყველანი დასხდნენ და შეუდგნენ ჭამას... ფრენკ ჩერჩილი კი ისევ არ
ჩანდა. მისის უესტონი ამაოდ ელოდა. მისი ქმარი ოდნავადაც არ ნერ-
ვიულობდა და ცოლის შიშებზე იცინოდა, თუმცა, მისის უესტონი ვე-
რაფრით სძლევდა შიშს და მხოლოდ ის უნდოდა, გერი მშვიდობით მო-
სულიყო. ის ხომ ჩვეულზე უფრო დარწმუნებით იტყობინებოდა, ჩამო-
ვალო, რადგან ბიცოლამისი გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს.
შეშინებულ მისის უესტონს არაერთმა შეახსენა – მისის ჩერჩილის
მდგომარეობა ისე მოულოდნელად იცვლება, რომ თავისუფლად შეიძ-
ლება, ფრენკს ახლაც გაუცრუოს იმედი და იძულებული გახადოს, რიჩ-
მონდში დარჩესო. მოკლედ, როგორც იქნა, მისის უესტონი დაარწმუნეს
– ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე თქვა – რომ ფრენკის ჩამოსვლას
მართლაც მისის ჩერჩილის მორიგი შეტევა აფერხებდა. სანამ ამ თემას
განიხილავდნენ, ემამ ჰარიეტს შეავლო თვალი. ეს უკანასკნელი თავდა-
ჭერილად იქცეოდა და ემოციებსაც მშვენივრად ნიღბავდა.
სადილობა დასრულდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კიდევ ერთხელ უნ-
და გასულიყვნენ გარეთ, რათა დარჩენილი ღირსშესანიშნაობებიც ენა-
ხათ – მაგალითად, სააბატოს ძველი სათევზაო გუბურები; შესაძლოა,
სამყურას მინდვრამდეც მისულიყვნენ, რომლის მოთიბვა ხვალ უნდა
დაეწყოთ... კიდევ ერთხელ მიიღებდნენ სიცხეში ყოფნისა და სიგრილე-
ში გადანაცვლების სიამოვნებას. მისტერ ვუდჰაუზს უკვე შეესრულები-
ნა ფიზიკური აქტივობის დოზა – ცოტა ხნით გაესეირნა ყველაზე შე-
მაღლებულ ადგილას, სადაც თვით ისიც კი ვერ დაიჩივლებდა, მდინა-
რიდან სინესტე მოდისო. მასთან დარჩენა ამჯერად მისმა ქალიშვილმა
გადაწყვიტა და მისტერ უესტონს საშუალება მისცა, სეირნობაზე და-
ეყოლებინა ცოლი, რომლის უგუნებობასაც ცოტაოდენი მრავალფეროვ-
ნება არ აწყენდა.
მისტერ ვუდჰაუზის გასართობად მისტერ ნაიტლის თავი ერთი წამი-
თაც არ დაუზოგავს. დროის გასაყვანად, ძველ მეგობარს გრავიურების
ალბომი, მედლებით, კამეებით, მარჯნებითა და ნიჟარებით სავსე უჯრე-
ბი და ყველა საოჯახო კოლექცია გამოულაგა, რაც მის კაბინეტებში
395
ინახებოდა. მისტერ ნაიტლის სიკეთის წყალობით, მისტერ ვუდჰაუზმა
არაჩვეულებრივად შეიქცია თავი. აქამდე თუ მისის უესტონი ათვალიე-
რებინებდა, ახლა თავად ათვალიერებინებდა ემას. მაინცდამაინც კარ-
გად ვერ ერკვეოდა ყველა ალბომში, მაგრამ მეტად ფრთხილად და ინ-
ტერესით ჩაჰკირკიტებდა თითოეულს. თუმცა, სანამ დათვალიერების
მეორე ეტაპი დაიწყებოდა, ემა კართან მივიდა – უნდოდა, ერთი-ორი
წუთით თვალი შეევლო კარმიდამოსთვის, მაგრამ გაიხედა თუ არა, ჯე-
ინ ფეარფაქსი დალანდა – ბაღიდან ისეთიგამომეტყველებით მოიჩქა-
როდა, თითქოს გაქცევას ლამობსო. მის ვუდჰაუზის ნახვას ასე უცებ არ
ელოდა და თავიდან შეცბა კიდეც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სწორედ მის
ვუდჰაუზს ეძებდა.
– შეგიძლიათ, ერთი თხოვნა შემისრულოთ? – დაიწყო მან, – როცა
მიკითხავენ, უთხარით, რომ შინ წავედი. ახლავე მივდივარ... დეიდაჩემი
ვერ ხვდება, რომ უკვე გვიანია და სახლიდან დიდი ხნის წინ წამოვე-
დით... დარწმუნებული ვარ, ბებიას ვჭირდები და ამიტომ ახლავე უნდა
წავიდე... ამის შესახებ არავისთვის მითქვამს. არ მინდა, ვინმე შევაწუ-
ხო და ავანერვიულო. ზოგი გუბურებთანაა, ზოგიც ცაცხვნარში სეირ-
ნობს. ჩემს არყოფნას კარგა ხანს ვერავინ შეამჩნევს, ხოლო როცა ერ-
თად მოიყრიან თავს, იქნებ, გამიწიოთ სამსახური და შეატყობინოთ,
რომ წავედი.
– რასაკვირველია, თუკი ასე გსურთ... მაგრამ ჰაიბერიში მარტო ხომ
ვერ წახვალთ?!
– რატომაც არა, რა უშავს?! სწრაფად დავდივარ. ოც წუთში შინ ვიქ-
ნები.
– ჰო, მაგრამ ფეხით მარტო მგზავრობისთვის ძალიან შორსაა. მამა-
ჩემის მსახურს გაგაყოლებთ... ნება მომეცით, ეტლი გამოვიძახო. ხუთ
წუთში აქ იქნება.
– გმადლობთ, გმადლობთ... მაგრამ არავითარ შემთხვევაში! მირჩევ-
ნია, ფეხით წავიდე... ან მარტო სიარულის როგორ უნდა შემეშინდეს?!
მალე ხომ თავად მომიწევს სხვების დაცვა?!
396
ჯეინი მეტად აღელვებული ჩანდა და ემაც ძალიან გულითადად შე-
ეპასუხა: – დამიჯერეთ, არ ღირს საფრთხეში თავის ჩაგდება. ეტლს გა-
მოვიძახებ. სიცხეც სახიფათოა დღის ამ მონაკვეთში... თან უკვე დაღ-
ლილი ხართ.
– დიახ... ნამდვილად დაღლილი ვარ, – მიუგო ჯეინმა, – მაგრამ ეს
სხვანაირი დაღლილობაა... სწრაფი ნაბიჯით სიარულით კი ძალებს აღ-
ვიდგენ... მის ვუდჰაუზ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გამოგვიც-
დია სულიერი დაღლილობა. მე კი, უნდა გამოგიტყდეთ, სრულიად გა-
მოფიტული ვარ. ყველაზე დიდი სიკეთე თქვენგან ახლა ის იქნება, მარ-
ტოობის ნება მომცეთ და მოგვიანებით დანარჩენებს შეატყობინოთ,
რომ წავედი.
ემა ვეღარ შეეწინააღმდეგა. თავისი თვალით ხედავდა ყველაფერს.
თანაგრძნობით უთხრა, ახლავე წადითო, და თვალითაც გააცილა, რათა
მის უსაფრთხოებაში დარწმუნებულიყო. გამომშვიდობებისას ჯეინმა
მადლიერი მზერა შეავლო, ხოლო გამომშვიდობებისას სიტყვები – „ოჰ,
მის ვუდჰაუზ! რამხელა კომფორტია ხანდახან მარტოობა!“ – თითქოს
საშინლად დამძიმებული გულიდან აღმოხდა, თითქოს ამბობდა, რამხე-
ლა მოთმინება სჭირდებოდა და რამდენის ატანა უწევდა მათ გამოც კი,
ვისაც ის ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა.
„არ გინდა ასეთი სახლისა და დეიდის გაძლება?! – ჩაილაპარაკა
ემამ, როცა სახლში შებრუნდა, – მებრალებით. რაც უფრო ხშირად და
სამართლიანად აღიარებთ მათ საშინელებას, მით უფრო მომეწონე-
ბით“.
ჯეინის წასვლიდან თხუთმეტიოდე წუთში, როცა მამა-შვილი ვენე-
ციის წმინდა მარკის82 მოედნის ხედებს ათვალიერებდა, ოთახში ფრენკ
ჩერჩილი გამოცხადდა. ემა მასზე არ ფიქრობდა – გადაავიწყდა, მასზე
რომ უნდა ეფიქრა – მაგრამ მისმა დანახვამ გულწრფელად გაახარა. ახ-
ლა მისის უესტონიც დამშვიდდებოდა. შავი ფაშატი უდანაშაულო აღ-
399
– თუმცა, აღარც მთლად ისეთი უბედური ხართ, წეღან რომ იყავით.
კიდევ ერთი ნაჭერი ცივი ხორცი, ერთი ყლუპი „მადეირა“83 წყლით და
საბოლოოდ გამოკეთდებით.
– არა... აღარ მინდა. თქვენ გვერდით ჯდომა მირჩევნია. თქვენ ჩემი
საუკეთესო წამალი ხართ.
– ხვალ ბოქს-ჰილზე მივდივართ. უნდა შემოგვიერთდეთ. მართალია,
შვეიცარია არ არის, მაგრამ მაინც გამოდგება თქვენისთანა ახალგაზ-
რდა კაცისთვის, ასე ძალიან რომ უნდა გარემოს შეცვლა. დარჩით და
წამოდით ჩვენთან ერთად. აბა, რას იტყვით?
– არა, ნამდვილად ვერ დავრჩები. საღამოს, როგორც კი აგრილდება,
შინ გავბრუნდები.
– მაგრამ ხომ შეგიძლიათ, ხვალ ადრიანად, სიგრილეში, ისევ ჩამოხ-
ვიდეთ.
– არა... არ ღირს. თუ ჩამოვალ, გაბრაზებული ვიქნები.
– მაშ, როგორც გენებოთ, მაშინ, რიჩმონდში დარჩით.
– დიახ, მაგრამ, რიჩმონდში უარესად ვიქნები. ვერაფრით შევეგუები,
რომ იქ უჩემოდ წახვალთ.
– თავად უნდა გადაწყვიტოთ, გაბრაზებულობის რომელი მიზეზი
გირჩევნიათ. მე აღარაფერს დაგაძალებთ.
ნელ-ნელა დანარჩენებიც შემოუერთდნენ და მალე ყველამ ერთად
მოიყარა თავი. ზოგს უაღრესად გაუხარდა ფრენკ ჩერჩილის დანახვა,
ზოგმა ეს ამბავი უფრო თავშეკავებულად მიიღო. მის ფეარფაქსის წას-
ვლის გამხელას კი საყოველთაო ვიშვიში მოჰყვა, რაც იმ გადაწყვეტი-
ლებით დაგვირგვინდა, შინ დაბრუნების დროაო. მომდევნო დღესთან
დაკავშირებით ხანმოკლე თათბირი შედგა და დაიშალნენ. საბოლოოდ,
ფრენკ ჩერჩილი შემდეგი სიტყვებით გამოემშვიდობა ემას: – კარგი... თუ
თქვენ გსურთ, რომ დავრჩე და ხვალ წამოგყვეთ, ასეც ვიზამ.
ლებზე ამზადებენ.
400
ემამ პასუხად მხოლოდ გაუღიმა. მოკლედ, რიჩმონდიდან სასწრა-
ფოდ თუ არ გამოიძახებდნენ, იქ მომდევნო საღამომდე ვეღარაფერი
დააბრუნებდა.
401
თავი 7
84
მიკლჰემი – სოფელი და ოლქი სურეიში.
85
დორკინგი – სავაჭრო ქალაქი სურეიში.
404
ბაზე; ყველაზე გამორჩეული პასუხი კი მისტერ ნაიტლისა იყო: – მის
ვუდჰაუზს ნამდვილად უნდა იცოდეს ჩვენი ფიქრები?
– ოჰ, არა, არა! – წამოიძახა ემამ და, რაც შეეძლო, უდარდელად გა-
იცინა, – ამქვეყნად არაფრის გულისთვის! ახლა ნამდვილად ვერავითარ
დარტყმას ვერ გავუძლებ. რაც გინდათ, ის თქვით, ოღონდაც თქვენს
ფიქრებს ნუ გამიმხელთ. თუმცა, შესაძლოა, ეს ყველას არ ეხება, – და
მან მისტერ უესტონსა და ჰარიეტს შეავლო მზერა, – ზოგიერთის ფიქ-
რების არ მეშინია.
– ეს უკვე ისეთი რამაა... – მრავალმნიშვნელოვნად წამოიყვირა მი-
სის ელტონმა, – რის უფლებასაც საკუთარ თავსაც კი ვერ მივცემდი!
თუმცა, შესაძლოა, როგორც დღევანდელ Chaperone-ს86... იმ წრეში,
სადაც მე ვტრიალებ... მსგავს ექსკურსიებზე... ახალგაზრდა ქალბატო-
ნები... გათხოვილი ქალბატონები... – მისის ელტონი, უმთავრესად,
ქმარს მიმართავდა და ამ უკანასკნელმაც ჩურჩულით მიუგო: – სავსე-
ბით მართალი ხარ, საყვარელო. ზუსტად რომ ასეა... სად გაგონილა...
მაგრამ არიან ქალბატონები, არაფრის თქმას რომ არ ერიდებიან... შე-
ეშვი... ხუმრობად ჩაუთვალე... ნუ მიაქცევ ყურადღებას. ყველამ იცის,
შენ რას იმსახურებ.
– ასე არ გამოვა, – გადაუჩურჩულა ფრენკმა ემას, – უმრავლესობას
რატომღაც ეწყინა. უფრო მოწიწებით შევუტევ... ქალბატონებო და ბა-
ტონებო, მის ვუდჰაუზისგან ნაბრძანები მაქვს, გითხრათ, რომ ის უარს
ამბობს უფლებაზე, იცოდეს, ზუსტად რას ფიქრობთ, და ახლა მხოლოდ
რაიმე გასართობს ითხოვს თქვენგან. აქ შვიდნი ხართ... ჩემ გარდა... მე
კი, როგორც მის ვუდჰაუზი სიხარულით აცხადებს, მას უკვე ვართობ...
ჰოდა, ახლა ყოველი თქვენგანისგან ითხოვს ერთ რამეს ძალიან ჭკვია-
ნურს, – პროზას ან პოეზიას, თქვენსას ან თუნდაც სხვის მიერ შექ-
ან ფრაზა.
407
– რა ბედნიერი წყვილია! – ელტონები თვალსმოფარებულებიც არ
იყვნენ, რომ ფრენკ ჩერჩილმა წამოიძახა, – როგორ უხდებიან ერთმა-
ნეთს! ძალიან გაუმართლათ, ასე რომ დაქორწინდნენ – საზოგადოებრი-
ვი თავშეყრის ადგილას შეხვედრებისა და ბათში ორიოდ კვირის ნაცნო-
ბობის შედეგად! საოცარი იღბალია, თორემ, აბა, როგორ შეიძლება, რა-
იმე გაიგო ადამიანის ნამდვილი ბუნების შესახებ ბათში ან ნებისმიერ
ხალხმრავლობაში?! მხოლოდ უახლოესი ადამიანების გარემოცვაში,
მშვიდსა და უბრალო გარემოში თუა შესაძლებელი ქალის შესახებ აზ-
რის ჩამოყალიბება. სხვა შემთხვევაში ყველაფერი ბედს უნდა მივან-
დოთ... ბედი კი, როგორც წესი, უკუღმართია. რამდენი კაცი ვიცით, ვინც
ხანმოკლე ნაცნობობა სერიოზულ კავშირად აქცია და მერე მთელი
ცხოვრება სინანულში გაატარა!
მის ფეარფაქსმა, რომელიც მანამდე იშვიათად და ისიც მხოლოდ თა-
ვის მოკავშირეებთან ლაპარაკობდა, ახლა ხმა ამოიღო: – დიახ, ასეთი
რამეები ნამდვილად ხდება... – სიტყვა ხველებამ გააწყვეტინა, ფრენკ
ჩერჩილი კი მიუბრუნდა და სერიოზული ტონით ჩაეკითხა: – რაღაცას
ამბობდით.
ჯეინმა ყელი ჩაიწმინდა: – იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ, მართალია,
ასეთ უიღბლო მდგომარეობაში კაცებიც ვარდებიან და ქალებიც. შესაძ-
ლოა, ნაჩქარევი და წინდაუხედავი გრძნობები გაჩნდეს... მაგრამ რო-
გორც წესი, ადამიანებს აქვთ დრო, ამისგან განთავისუფლდნენ. უიღ-
ბლო ნაცნობობა მხოლოდ სუსტ, უნებისყოფო ადამიანებს უქმნის დაბ-
რკოლებებს და უჩენს სამუდამო თავისტკივილს.
ფრენკ ჩერჩილმა უსიტყვოდ შეხედა მის ფეარფაქსს და თანხმობის
ნიშნად თავი დაუქნია. ცოტა ხანში კი ხალისიანად წამოიწყო: – მე სა-
კუთარ კეთილგონიერებას, პრაქტიკულად, ვერ ვენდობი. ამიტომ, როცა
დაქორწინებას გადავწყვეტ, იმედი მაქვს, ვინმე ამირჩევს ცოლს. ამირ-
ჩევთ ცოლს? – კითხვით ემას მიმართა, – დარწმუნებული ვარ, თქვენ
მიერ შერჩეული ნებისმიერი ადამიანი მომეწონება. ჩვენი ოჯახისთვის
მსგავსი სამსახურის გაწევა თქვენთვის უცხო არ უნდა იყოს, – ამ სიტ-
408
ყვებზე მან მამას გაუღიმა, – იპოვეთ ვინმე ჩემთვის. მე არსად მეჩქარე-
ბა. მფარველობა გაუწიეთ, განათლება მიეცით.
– და საკუთარ თავს დავამსგავსო.
– აუცილებლად, თუკი შეძლებთ.
– ძალიან კარგი. შეკვეთა მიღებულია. მომხიბლავი ცოლი გეყოლე-
ბათ.
– ძალიან ცოცხალი უნდა იყოს და თაფლისფერი თვალები ჰქონდეს.
სხვა მოთხოვნა არა მაქვს. რამდენიმე წლით უცხოეთში წავალ... როცა
დავბრუნდები, ცოლის საძებნელად თქვენთან მოვალ. დაიმახსოვრეთ.
ეს ისეთი დავალება იყო, ემას ნამდვილად არ დაავიწყდებოდა. ნუთუ
ჰარიეტი არ ერგებოდა აღწერილ არსებას?! თაფლისფერ თვალებს თუ
არ ჩავთვლით, ორ წელიწადში ის ზუსტად ისეთი გახდებოდა, როგორიც
ფრენკ ჩერჩილს სურდა. ამ უკანასკნელს იქნებ სულაც ჰარიეტი ჰყავდა
მხედველობაში, ვინ იცის?! მისი მხრიდან განათლების ხსენება თითქოს
სწორედ ჰარიეტზე მიანიშნებდა.
– მემ, – მიმართა ჯეინმა დეიდას, – იქნებ, მისის და მისტერ ელტო-
ნებს შევუერთდეთ?
– როგორც გინდა, საყვარელო. მე უკვე მზად ვარ. მაშინაც მზად ვი-
ყავი და არც ახლა ვარ წინააღმდეგი. მალე დავეწევით. აი, ვხედავ კი-
დეც... არა, არა, ეს ვიღაც სხვაა. ეს ქალბატონი იმ ირლანდიელებთან
ერთადაა, დაქირავებული ეტლით რომ ჩამოვიდნენ... საერთოდ არ
ჰგავს მისის ელტონს... კარგი, კარგი, აბა...
დეიდა და დისშვილი დაიძრნენ. ნახევარ წუთში, მათ მისტერ ნაიტ-
ლიც გაჰყვა. მხოლოდ მისტერ უესტონი, მისი ვაჟი, ემა და ჰარიეტი
დარჩნენ. ახალგაზრდა კაცის ანცობა თანდათან მოსაბეზრებელი გახ-
და. ემაც კი დაღალა მისმა მლიქვნელობამ და გადაჭარბებულმა მხი-
არულებამ; უნდოდა, თავადაც გაჰყოლოდა დანარჩენებს ან სულაც
მარტო დარჩენილიყო და დამტკბარიყო თვალწინ გაშლილი მშვენიერე-
ბით. მსახურთა გამოჩენამ გაახარა – ეს უკანასკნელნი წამოსულიყვნენ,
რათა ეცნობებინათ, რომ ეტლები მზად იყო. ემას სიხარული ვერც ნივ-
თების მოგროვებისა და გამგზავრებამდელი სამზადისის თანმდევმა
409
ალიაქოთმა გააუფერულა და ვერც მისის ელტონის დაჟინებამ, პირვე-
ლი მისი ეტლი მოეყვანათ. მის ვუდჰაუზი იმედოვნებდა, რომ ეტლში
ჩაჯდომა წერტილს დაუსვამდა ამ ვითომდა სასიამოვნო დღის მეტად
საეჭვო თავშესაქცევებს; მომავალში კი ვეღარაფერი აცდუნებდა, ისეთ
აქტივობაში მიეღო მონაწილეობა, რომელშიც ამდენი არასწორად შერ-
ჩეული ადამიანი მოიყრიდა თავს.
სანამ ეტლს უცდიდა, გვერდით მისტერ ნაიტლი ამოუდგა, მიმოიხე-
და, თითქოს დარწმუნდა, ახლომახლო არავინააო, და ხმადაბლა უთ-
ხრა: – ემა, იძულებული ვარ, კიდევ ერთხელ დაგელაპარაკოთ ისე, რო-
გორც უწინ. შესაძლოა, ამ პრივილეგიას არც მანიჭებთ და მხოლოდ უძ-
ლებთ, მაგრამ მე მაინც უნდა ვისარგებლო მისით. როცა ვხედავ, რომ
არ იქცევით სწორად, არ შემიძლია, არ მიგითითოთ. როგორ შეგეძლოთ,
ასე გულქვად მოჰქცეოდით მის ბეიტსს? ასე თავხედურად გამოგეყენე-
ბინათ თქვენი მახვილგონიერება მისი ხასიათის, ასაკის და ცხოვრები-
სეული მდგომარეობის ქალის მიმართ? ემა, ყურებს არ ვუჯერებდი.
ემა წამოწითლდა, შეწუხდა, მაგრამ სცადა სიცილში გაეტარებინა.
– რას ამბობთ?! თავი როგორ უნდა შემეკავებინა? ამას ვერავინ მო-
ახერხებდა. ისეთიც არაფერი მითქვამს. თან, მგონი, თვითონ ვერც კი
მიხვდა.
– მერწმუნეთ, მშვენივრად მიხვდა. ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ნეტავ,
მოგესმინათ მისი სიტყვები... როგორ გულწრფელად, დიდსულოვნად
ლაპარაკობდა; როგორ აქებდა თქვენს სულგრძელობას – რამხელა ყუ-
რადღებას მაქცევენ ის და მამამისი, მე კი ალბათ როგორი მოსაწყენი
ვარო.
– ოჰ! – წამოიძახა ემამ, – ვიცი, რომ მასზე უკეთესი ამქვეყნად არ
არსებობს, მაგრამ აღიარეთ: მასში კეთილშობილება და სიბრიყვე ყოვ-
ლად უიღბლოდაა ერთმანეთთან შეზავებული.
– ვაღიარებ, – მიუგო მისტერ ნაიტლიმ, – და მდიდარი რომ იყოს,
სხვებსაც დავრთავდი ნებას, ზოგჯერ მასში სასაცილო მეტი დაენახათ,
ვიდრე კეთილშობილური; შეძლებული ქალი რომ იყოს, ასეთ ხუმრო-
ბებს ყურადღებასაც არ მივაქცევდი, და არც თქვენ შეგეკამათებოდით.
410
მაგრამ, ემა, დაფიქრდით... ის ხომ ღარიბია; ყველა კომფორტი გამოე-
ცალა ხელიდან, რაშიც დაიბადა; და რაც უფრო მეტხანს იცოცხლებს,
მით უფრო გამოეცლება. მისმა მდგომარეობამ თქვენში მხოლოდ თა-
ნაგრძნობა უნდა აღძრას. ძალიან ცუდად მოიქეცით, ძალიან! თქვენ,
ვისაც ის ჩვილობის ასაკიდან გიცნობთ, იმდროიდან, როცა მისი ყუ-
რადღება პატივი იყო, ახლა, წუთიერ სიამაყეს აყოლილი, მას დასცი-
ნით, ამცირებთ... თანაც დისშვილის წინაშე... და სხვების წინაშეც, რო-
მელთაგან რამდენიმესთვის თქვენი დამოკიდებულება მის ბეიტსისადმი
პირდაპირ მაგალითი გახდება. თქვენთვის უსიამოვნოა ამის მოსმენა,
ემა... არც ჩემთვისაა სასიამოვნო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ვალდებული
ვარ... მე ყოველთვის, ყოველთვის გეტყვით სიმართლეს, როდემდეც შე-
მეძლება; მშვიდი სინდისით ვიცხოვრებ, მეცოდინება, რომ გულწრფელი
რჩევებით ჭეშმარიტ მეგობრობას გიწევთ, და დავიჯერებ, რომ ამის გა-
მო, ადრე თუ გვიან, უფრო დამაფასებთ, ვიდრე ახლა შეგიძლიათ.
ამასობაში ეტლსაც მიუახლოვდნენ და მისტერ ნაიტლი მას ეტლში
ასვლაში დაეხმარა. ემოციებით დატვირთული ემა მისტერ ნაიტლის
თვალს ვერ უსწორებდა და ვერც ხმას იღებდა. ერთიანად სინანულსა
და საშინელ სირცხვილს მოეცვა. ეტლში ასვლისთანავე სკამზე მიესვე-
ნა, მაგრამ მალევე მოეგო გონს – ასე გამოუმშვიდობებლად, შეცდომის
უღიარებლად, ასეთი უკმეხი სახით განშორება არ შეიძლებოდა. მაშინ-
ვე ფანჯარას მიაწყდა, რათა მისტერ ნაიტლისთვის დაეძახა, ხელი და-
ექნია, ეჩვენებინა, რომ საერთოდ არ იყო გულგრილი, მაგრამ დააგვიან-
და – მისტერ ნაიტლი გატრიალებულიყო, ცხენები კი დაძრულიყვნენ.
კარგა ხანს იყურებოდა უკან, მაგრამ ამაოდ – ცხენები სწრაფად მიაქ-
როლებდნენ ეტლს და მწვერვალსაც და დანარჩენებსაც უკან იტოვებ-
დნენ. მისტერ ნაიტლის სიტყვებით შეძრული ემა ვეღარ მალავდა თა-
ვის მწუხარებას; ასეთი აღელვებული, შერცხვენილი და ნაღვლიანი
არასდროს ყოფილა. მისტერ ნაიტლი მართალი იყო – როგორ შეეძლო,
ასეთი სასტიკი და ბოროტი ყოფილიყო მის ბეიტსის მიმართ?! ასე და-
ცემულიყო იმ ადამიანთა თვალში, ვისაც ასე აფასებდა?! როგორ დაუშ-
411
ვა მისტერ ნაიტლის მიტოვება ისე, რომ ერთი მადლობა, ერთი თანხმო-
ბა, ერთი კეთილი სიტყვაც არ დასცდა?!
რაც უფრო მეტს ფიქრობდა, ემას მით უფრო მეტად სტკიოდა გული.
ასეთი სასოწარკვეთილი მანამდე არასდროს ყოფილა. საბედნიეროდ,
მასთან მხოლოდ ასევე მოწყენილი ჰარიეტი იჯდა და მასაც ერჩივნა,
ჩუმად ყოფილიყო. ემას მთელი გზა ჰარტფილდამდე ღაპაღუპით სცვი-
ოდა ცრემლები და მათ დამალვას არც კი ცდილობდა.
412
თავი 8
413
„ქალბატონები შინ ბრძანდებიან!“ – ამ ფრაზის გაგონება ემას ასე
არასდროს გახარებია. კორიდორში და მერე კიბეზეც პირველად ჰქონდა
არა ვალის მოხდის, არამედ სითბოს გაცემის სურვილი; უნდოდა არა
მასპინძლების ზურგსუკან დაცინვა, არამედ მათთან ურთიერთობით
სიამოვნების მიღება.
მისის ბეიტსის კარს მიღმა ფაციფუცი ატყდა. ემამ მის ბეიტსის ხმაც
კი გაიგონა.
მოახლეც ერთობ დაბნეული ჩანდა და აშკარად უხერხულად
გრძნობდა თავს – ემას ჯერ მოცდა სთხოვა, მერე კი საჭიროზე ადრე,
სწორედ იმ დროს შეიყვანა მისაღებში, როცა დეიდა და დისშვილი
გვერდითა ოთახში აპირებდნენ შემალვას. ემამ ჯეინს წამიერად მოჰკრა
თვალი და შენიშნა, რომ მის ფეარფაქსი უკიდურესად ავად გამოიყურე-
ბოდა.
სანამ ამ გვერდითა ოთახის კარს დახურავდნენ, ემას მის ბეიტსის
სიტყვებიც შემოესმა: – კარგი, ჩემო საყვარელო, ვეტყვი, რომ წევხარ
და თავს ძალიან ცუდად გრძნობ.
რაც შეეხება საბრალო მოხუცს, მისის ბეიტსს, ის ემას, ჩვეულებისა-
მებრ, თავაზიანად შეეგება. ჩანდა, წესიერად ვერც გაეგო, რა ხდებოდა.
– ვშიშობ, ჯეინი არ არის კარგად, – მოიბოდიშა მან, – მაგრამ არ ვი-
ცი... მეუბნებიან, კარგად არისო. წესით, ჩემი ქალიშვილი მალე შემოგ-
ვიერთდება, მის ვუდჰაუზ. იმედი მაქვს, სკამს იპოვით. ნეტავ, ჰეტიც აქ
იყოს, თორემ მე ბევრი არაფერი შემიძლია... იპოვეთ სკამი, მემ? მოხერ-
ხებულად მოეწყვეთ? იმედი მაქვს, ჰეტი მალე აქ იქნება.
ემაც მთელი სულითა და გულით იმედოვნებდა იმავეს. ერთხანს შიშ-
მა გაუელვა, ვაითუ მის ბეიტსი ჩემთან შეხვედრას გაურბისო, მაგრამ
„ძალიან გახარებული და მადლიერი“ მის ბეიტსი მართლაც დაბრუნდა
მისაღებ ოთახში. ემას სინდისი ჰკარნახობდა, რომ მასპინძლის მანე-
რებსა და გამომეტყველებას ძველებური სილაღე აკლდა, მაგრამ იმე-
დოვნებდა, თუ მის ფეარფაქსის ამბავს მეგობრულად გამოჰკითხავდა,
უწინდელი კეთილგანწყობის მოპოვებას შეძლებდა. არც შემცდარა.
მისმა შეკითხვებმა მყისვე მოუბრუნა მის ბეიტსს გული.
414
– აჰ, მის ვუდჰაუზ! როგორი კეთილი ხართ! ალბათ შეიტყვეთ... და
ჩვენი სიხარულის გასაზიარებლად მოხვედით. თუმცა, სიმართლე გით-
ხრათ, მე დიდად არ მიხარია... – ამ სიტყვებზე მის ბეიტსმა თვალში
ჩამდგარი ცრემლი მოიწმინდა, – მასთან განშორება ჩვენთვის ძალიან
მძიმე იქნება... თან ამდენ ხანს აქ რომ გვყავდა... ახლა საშინლად სტკი-
ვა თავი, მთელი დილა წერაში გაატარა: ხვდებით ალბათ, რამსიგრძე
წერილების დაწერა მოუწევდა პოლკოვნიკი ქემპბელისა და მისის დიქ-
სონისთვის. „ჩემო საყვარელო, – ვუთხარი, – თვალებს დაიბრმავებ“.
სულ ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები. თუმცა, რა გასაკვირია, მის ვუდ-
ჰაუზ?! უზარმაზარი ცვლილებაა. მართალია, საოცრად გაუმართლა...
პირველსავე ცდაზე ისეთი ოჯახი იპოვა, ყველა ახალგაზრდა ქალი რომ
ინატრებდა... ნუ იფიქრებთ, მის ვუდჰაუზ, რომ უმადურები ვართ ან არ
ვაფასებთ, ასე ძალიან რომ გაგვიღიმა ბედმა... მაგრამ საბრალო, საყვა-
რელი გოგო! – მის ბეიტსმა კვლავ მოიწმინდა ცრემლი, – რომ იცოდეთ,
როგორ სტკივა თავი. როცა ადამიანი ასეთ განსაცდელშია, მოგეხსენე-
ბათ, უჭირს, სათანადოდ გააცნობიეროს და დააფასოს მოვლენილი
მადლი. ისე ცუდადაა, მეტი რომ არ შეიძლება. მისი გამომეტყველებით
ნამდვილად ვერ იფიქრებთ, რომ აღფრთოვანებული და გახარებულია
ასეთ შესანიშნავ ოჯახში სამუშაოს პოვნით. უნდა აპატიოთ... ვერ გა-
მოდის თქვენს სანახავად... არ შეუძლია... თავის ოთახშია... მინდა, რომ
იწვეს, მაგრამ არ წვება – ოთახში დადის. თუმცა, რადგან წერილები
უკვე დაწერა, ამბობს, მალე კარგად გავხდებიო. ვიცი, უაღრესად წუხს,
თქვენ რომ ვერ გნახავთ, მის ვუდჰაუზ, მაგრამ ისეთი კეთილი ხართ,
ალბათ აპატიებთ. კართან გალოდინეთ და ძალიან მრცხვენია ამის გა-
მო... ალიაქოთი ავტეხეთ... ისე მოხდა, რომ კარზე კაკუნი ვერ გავიგეთ
და უკვე კიბეზე იყავით, როცა მივხვდით, რომ სტუმარი მოდიოდა. „მი-
სის ქოული იქნება, – ვთქვი მე, – მერწმუნე. ასე ადრიანად სხვა არავინ
მოვიდოდა“. „რა გაეწყობა, – მიპასუხა ჯეინმა, – ადრე თუ გვიან მომი-
წევს მასთან შეხვედრა და ბარემ ახლავე შევხვდები“. მაგრამ მერე პათი
შემოვიდა და გვითხრა, რომ თქვენ მოსულიყავით. „ღმერთო, – ვთქვი
მე, – მის ვუდჰაუზია. დარწმუნებული ვარ, გინდა მისი ნახვა“. „არავის
415
ნახვა არ შემიძლია, – თქვა ჯეინმა და გავიდა. სწორედ ამიტომ გალო-
დინეთ, მის ვუდჰაუზ, და უკიდურესად ვწუხვარ და მრცხვენია. „თუ
გინდა, გადი, ჩემო საყვარელო, – ვუთხარი ჯეინს, – ვეტყვი, რომ წევ-
ხარ“.
ემა გულწრფელი ინტერესით უსმენდა მის ბეიტსს და ჯეინის მიმართ
სულ უფრო თბილი გრძნობებით იმსჭვალებოდა, მისი ტანჯვა-განსაც-
დელის სურათმა სულ მთლად გაუფანტა უწინდელი უღირსი ეჭვები და
მხოლოდ სიბრალულს გრძნობდა. თავისი წარსული ქცევის გათვალის-
წინებით, აღიარა, რომ ყოვლად ბუნებრივად მიაჩნდა ჯეინისგან, ჰქო-
ნოდა მის ქოულის ან ნებისმიერი სხვა ერთგული მეგობრის ნახვის სურ-
ვილი და არ შესძლებოდა ემას ატანა; გულწრფელი სინანულითა და
დარდით ლაპარაკობდა; ნატრობდა, რომ თანხმობას, რაც მის ბეიტსის
თანახმად, ჯეინს უკვე განეცხადებინა შეთავაზებულ წინადადებაზე,
მის ფეარფაქსისთვის მაქსიმალური სიკეთე და კომფორტი მოეტანა.
„ალბათ მძიმე განსაცდელში იყვნენ ახლა ყველანი, თორემ პოლკოვნიკ
ქემპბელის ჩამოსვლამდე ამ საქმეს ხომ უნდა მოეცადა“.
– როგორი კეთილი ხართ! – მიუგო მის ბეიტსმა, – თუმცა, თქვენ ხომ
ყოველთვის კეთილი ხართ!
„ყოველთვის“ – ეს სიტყვა ემას გულზე მოხვდა და დამატებითი ქა-
თინაურების თავიდან ასაცილებლად, სასწრაფოდ თემა შეცვალა: – თუ
არ მიწყენთ, ვიკითხავ, სად მიდის მის ფეარფაქსი?
– მისის სმოლრიჯთან... არაჩვეულებრივი ქალია... საუცხოო... მის
სამ ქალიშვილს უნდა მოუაროს... შესანიშნავ ბავშვებს... ასეთი უზრუნ-
ველყოფილი ოჯახი იშვიათობაა, თუ არ ჩავთვლით, თავად მისის საკ-
ლინგისა და მისის ბრაგის ოჯახებს, მაგრამ მისის სმოლრიჯი ორივეს-
თან მეგობრობს, იმავე სამეზობლოდანაა, მეიპლ-გროუვიდან მხოლოდ
ოთხი მილის სავალზე ცხოვრობს. ჯეინი მხოლოდ ოთხი მილით იქნება
მეიპლ-გროუვიდან დაშორებული.
– როგორც ვვარაუდობ, მისის ელტონის დამსახურებაა, რომ მის ფე-
არფაქსი...
416
– დიახ. ჩვენი კეთილი მისის ელტონი! დაუღალავი, ჭეშმარიტი მეგო-
ბარი! ჯეინისგან უარის გაგონებაც კი არ სურდა. არ აძლევდა „არა“-ს
თქმის საშუალებას. ჯეინმა რომ პირველად შეიტყო ამის შესახებ... ეს
კი გუშინწინ მოხდა, ზუსტად იმ დილას, დონველში რომ ვიყავით... საკ-
მაოდ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ უარს იტყოდა და ზუსტად
იმ მიზეზთა გამო, თქვენ რომ ახსენეთ: პოლკოვნიკ ქემპბელის დაბრუ-
ნებამდე, არსად აპირებდა წასვლას და ჯერჯერობით ვერაფერი აცდუ-
ნებდა, რაიმე შეთავაზებას დასთანხმებოდა – ასეც უთხრა მისის ელ-
ტონს, თან – არაერთხელ. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, აზრს თუ შეიც-
ვლიდა! მაგრამ ჩვენი კეთილი მისის ელტონი, რომელსაც საღი აზრი
არასდროს ღალატობს, ჩემზე შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა. ყველა როდი
შეძლებდა მასავით კეთილად გაჯიუტებას და ჯეინის უარზე უარის
თქმას. მართლაც მტკიცედ გამოაცხადა, რომ გუშინვე არ მისწერდა მი-
სის სმოლრიჯს ჯეინის უარს, მიუხედავად იმისა, რომ ჯეინი სთხოვდა,
მისწერეთო. კიდევ მოვიცდიო, დაიჟინა და მართალიც აღმოჩნდა. ჯე-
ინის გამგზავრება გუშინ საღამოს გადაწყდა. ჩემთვის ეს სიურპრიზი
იყო! რას წარმოვიდგენდი?! ჯეინმა მისის ელტონი გვერდზე გაიხმო და
უთხრა, რომ მისის სმოლრიჯის წინადადების უპირატესობებზე ეფიქრა
და იმ აზრამდე მისულიყო, რომ უნდა დასთანხმებოდა. სანამ ყველაფე-
რი არ გადაწყდა, ჩემთვის ამის შესახებ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.
– გუშინ საღამოს მისის ელტონთან იყავით?
– ჰო, ყველანი. მისის ელტონმა დაგვპატიჟა. ამაზე ბოქს-ჰილზე შევ-
თანხმდით, როცა მისტერ ნაიტლისთან ერთად ვსეირნობდით. „საღამოს
ყველანი ჩვენთან უნდა მოხვიდეთ, – აი, ასე გვითხრა, – დაჟინებით
ვითხოვ, ყველანი მოხვიდეთ“.
– მისტერ ნაიტლიც იყო ალბათ...
– არა, მისტერ ნაიტლი არ მოსულა. თავიდანვე უარი თქვა. მისის
ელტონი ამბობდა, აუცილებლად დავითანხმებო, და მეც მეგონა, რომ
მოვიდოდა, მაგრამ არ მოსულა. მხოლოდ მე, დედაჩემი და ჯეინი ვიყა-
ვით და ძალიან სასიამოვნო საღამოც გავატარეთ. მოგეხსენებათ, მის
ვუდჰაუზ, ასეთ კეთილ მეგობრებთან სულ სასიამოვნოდ ატარებ დროს,
417
თუმცა, უნდა ითქვას, რომ დილის ექსკურსიის შემდეგ, ყველანი დაღ-
ლილები ვიყავით. ხომ იცით, ხანდახან სიამოვნებაც დამღლელია... თა-
ნაც, არა მგონია, რომელიმე მათგანი მაინცდამაინც ნასიამოვნები იყოს
ამ ექსკურსიით. თუმცა, ჩემთვის მაინც ძალიან სასიამოვნო მოგონებად
დარჩება და მუდამ უზომოდ მადლიერი ვიქნები იმ კეთილი მეგობრე-
ბის, ჩემი თან წაყვანა რომ გადაწყვიტეს.
– მართალია, თქვენ არაფერი იცოდით, მაგრამ როგორც ვხვდები, მის
ფეარფაქსი ამ გადაწყვეტილებას მთელ დღეს იღებდა.
– ჰო, ალბათ ასეა.
– მასთან განშორება მისთვის და მისი ყველა მეგობრისთვის უსია-
მოვნო იქნება... მაგრამ იმედი მაქვს, მომავალი საქმიანობა ყოველგვარ
სიკეთეს მოუტანს... ყოველ შემთხვევაში, იმ ოჯახის შესაძლებლობები-
სა და ცხოვრების წესის გათვალისწინებით.
– გმადლობთ, ძვირფასო მის ვუდჰაუზ, გმადლობთ. ჰო, ჯეინის ბედ-
ნიერებისთვის ამ ოჯახს უდავოდ ყველაფერი აქვს. საკლინგებისა და
ბრაგების გარდა, მისის ელტონის სანაცნობო წრეში ასეთი არაჩვეუ-
ლებრივი, ხელგაშლილი და დახვეწილი ბავშვებიანი ოჯახი არც კი მო-
იძებნება. მისის სმოლრიჯიც ყოვლად ბრწყინვალე ქალია! ცხოვრების
წესით ლამის მეიპლ-გროუვსაც კი უტოლდებიან... რაც შეეხება ბავ-
შვებს, პატარა საკლინგებსა და ბრაგებს თუ არ ჩავთვლით, ასეთ წესი-
ერსა და საყვარელ ბავშვებს ვერსად ნახავთ. ჯეინი სულ პატივში ეყო-
ლებათ, არაფერს მოაკლებენ! მხოლოდ სიამოვნება თუ ელის წინ! ჰო,
სიამოვნებებით სავსე ცხოვრება! და ხელფასი?! მერიდება კიდეც თქვენ-
თან ამ თანხის დასახელება, მის ვუდჰაუზ. მიუხედავად იმისა, რომ დიდ
თანხებს შეჩვეული ხართ, მაინც გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რამ-
დენს უხდიან ასეთ ახალგაზრდას.
– ოჰ, მადამ! – წამოიძახა ემამ, – თუ სხვა ბავშვებიც ცოტათი მაინც
ისეთები არიან, როგორიც მე ვიყავი, მაშინ იმაზე ხუთჯერ მეტი ხელფა-
სიც კი უზარმაზარი შრომით ნაშოვნი ფულია.
– რა კეთილშობილური აზრები გაქვთ!
– და როდის აპირებს მის ფეარფაქსი გამგზავრებას?
418
– მალე, ძალიან მალე. ყველაზე ცუდი სწორედ ეს არის. ორ კვირაში.
მისის სმოლრიჯს ძალიან ეჩქარება. საბრალო დედაჩემი ძალიან განიც-
დის, ამიტომ დროდადრო შევუძახებ ხოლმე: „კარგი რა, მემ, მოდი,
აღარ გვინდა ამაზე ფიქრი“.
– მის ფეარფაქსის მეგობრებსაც გაუჭირდებათ მისი დაკარგვა. პოლ-
კოვნიკი და მისის ქემპბელი არ შეწუხდებიან, მათ ჩამოსვლამდე თუ წა-
ვა სამუშაოდ?
– ჯეინი ამბობს, დარწმუნებული ვარ, ძალიან შეწუხდებიანო. მი-
უხედავად ამისა, ფიქრობს, რომ შანსის ხელიდან გაშვება არ ეპატიება.
ვერ დავმალე გაოცება, როცა პირველად მითხრა, რაზე ლაპარაკობდა
მისის ელტონთან... რამდენიმე წამში მისის ელტონიც მოვიდა და მომი-
ლოცა! ეს ჩაიმდე მოხდა... არა, მოიცადეთ... ჩაიმდე ვერ იქნებოდა, ვი-
ნაიდან ის-ის იყო, ბანქოს თამაშს ვიწყებდით... არა, არა, ჩაიმდე იყო,
იმიტომ, რომ, მახსოვს, ვფიქრობდი... ღმერთო, არა! ახლა ყველაფერი
გამახსენდა: სანამ ჩაის შემოიტანდნენ, მისტერ ელტონს დაუძახეს –
მოხუცი ჯონ ებდის ვაჟს უნდოდა მასთან საუბარი. საბრალო მოხუცი
ჯონი... დიდ პატივს ვცემ. საბრალო მამაჩემის მედავითნე იყო ოცდაშ-
ვიდი წელიწადი... ახლა კი საბრალო მოხუცი ლოგინსაა მიჯაჭვული
ნიკრისის ქარის გამო... დღეს უნდა ვინახულო... ჯეინიც წამომყვება,
დარწმუნებული ვარ, თუ საერთოდ შეძლებს გარეთ გასვლას... მოკლედ,
საბრალო ჯონის ბიჭი მისტერ ელტონთან სალაპარაკოდ იყო, იქნებ
სამრევლოდან შემწეობა მივიღოთო. არა, თავად კი არ უჭირს – მთავა-
რი მეჯინიბეა „ქრაუნში“ და ყველაფერი – მაგრამ დამხმარეს გარეშე,
მამას ვერ უვლის... მისტერ ელტონი რომ შემობრუნდა ოთახში, გვიამ-
ბო, რაც მეჯინიბე ჯონს ეთქვა მისთვის, ჰოდა, სწორედ მაშინ გაირკვა,
რომ „ქრაუნიდან“ რენდალსში კარეტა გაეგზავნათ, რათა მისტერ
ფრენკ ჩერჩილი რიჩმონდში წასულიყო. ჰო, აი, ეს მოხდა ჩაიმდე. ჯეინი
კი ჩაის მერე ელაპარაკა მისის ელტონს.
მის ბეიტსს, პრაქტიკულად, არ მიუცია ემასთვის საშუალება, აღე-
ნიშნა, როგორ სიახლეს წარმოადგენდა ეს უკანასკნელი ცნობა მისთვის.
მაგრამ ემას ამით არაფერი დაუკარგავს. მის ბეიტსს წამითაც არ დაუშ-
419
ვია, რომ ემას არ ეცოდინებოდა მისტერ ფრენკ ჩერჩილის გამგზავრების
დეტალები, თუმცა, ყველა დეტალის დაწვრილებით მოყოლას შეუდგა.
რაც ამ საკითხზე მისტერ ელტონს შეეტყო, გახლდათ მეჯინიბისა და
რენდალსის მსახურთა ინფორმაციის ნაზავი. მოკლედ, ბოქს-ჰილიდან
ახალი დაბრუნებულები იყვნენ, რომ რენდალსში რიჩმონდიდან კურიე-
რი მივიდა. კურიერის დანახვა, თავისთავად, არავის გაჰკვირვებია. მის-
ტერ ჩერჩილს დისშვილისთვის ერთი-ორი პწკარი მიეწერა – აუწყებდა,
მისის ჩერჩილის მდგომარეობა ნორმალურიაო, თუმცა, სთხოვდა, რიჩ-
მონდში დაბრუნებას მომდევნო დილას ნუ გადააცილებო. ამის მიუხე-
დავად, მისტერ ფრენკ ჩერჩილმა გადაწყვიტა, აღარ მოეცადა და და-
უყოვნებლივ გამგზავრებულიყო. რადგან მისი ცხენი, როგორც ჩანს, გა-
ციებული იყო, „ქრაუნში“ მყისვე ტომი აფრინეს კარეტისთვის, მეჯინი-
ბე კი ამ დროს გარეთ იდგა და თავისი თვალით დაინახა, როგორ ჩაიქ-
როლა კარეტამ – მეეტლე მთელი სისწრაფით მიაჭენებდა ცხენებს.
ამ ამბავში არც გასაოცარი იყო რამე და არც – საინტერესო, და ემას
ყურადღება მხოლოდ იმდენად დაიმსახურა, რამდენადაც იმ საკითხს
ეხმიანებოდა, რასაც მისი გონება უკვე ისედაც მოეცვა: გამაოგნებელ
სხვაობას მისის ჩერჩილისა და ჯეინ ფეარფაქსის მდგომარეობას შო-
რის. პირველი ყველაფერს წარმოადგენდა, მეორე – არაფერს. ქალთა
განსხვავებულ ხვედრზე ჩაფიქრებული მის ვუდჰაუზი ერთხანს უაზ-
როდ მიშტერებოდა სივრცეს, სანამ ისევ მის ბეიტსმა არ გამოაფხიზლა:
– ვხვდები, რაზეც ჩაფიქრებულხართ. ფორტეპიანო... რა ბედი ეწევა
ფორტეპიანოს?! მართალი ხართ. ჩემმა საბრალო ჯეინმაც ჩამოაგდო
ამაზე სიტყვა... „შენ უნდა წახვიდე, – ასე ამბობდა, – მე და შენ უნდა
დავშორდეთ. აქ აღარაფერი გესაქმება... თუმცა, დაე, დარჩეს ცოტა
ხანს, – მომმართა მე, – იდოს აქ, სანამ პოლკოვნიკი ქემპბელი დაბრუნ-
დება. დაველაპარაკები პოლკოვნიკს და ის მოაგვარებს. ის ყველა სირ-
თულეში დამეხმარება“. ჩემი ღრმა რწმენით, ჯეინმა დღემდე არ იცის,
ფორტეპიანო პოლკოვნიკის საჩუქარია თუ მისი ქალიშვილის.
ფორტეპიანოს ხსენებამ ემას უნებურად ყველა თავისი ძველი ახირე-
ბული და უსამართლო მონაჩმახი გაახსენა, უსიამოვნო მოგონებების
420
თავიდან მოსაშორებლად კი გადაწყვიტა, დაესრულებინა ვიზიტი. ადგა,
კიდევ ერთხელ მთელი გულით ყველაფერი საუკეთესო უსურვა მის ბე-
იტსს და შინისაკენ გაეშურა.
421
თავი 9
423
ემამ კარგად იცოდა, რა საშინელებას წარმოადგენდა მამამისისთვის
მისტერ ნაიტლის ლონდონში გამგზავრება – თანაც, ასე ნაუცბადევად
და ეტლის გარეშე, მხოლოდ ცხენით. ამიტომაც, ყურადღების სხვა რა-
მეზე გადატანის მიზნით, ჯეინ ფეარფაქსის ამბის მოყოლა დაიწყო. მო-
სალოდნელმა და ერთობ სასურველმა შედეგმაც არ დააყოვნა: მისტერ
ვუდჰაუზი დაინტერესდა, თუმცა სიახლეს არ შეუწუხებია; შეგუებული
იყო აზრს, რომ მის ფეარფაქსი, ადრე თუ გვიან, აღმზრდელად უნდა
წასულიყო სამუშაოდ, შესაბამისად, ამ თემაზე მღელვარების გარეშე
შეეძლო ლაპარაკი, განსხვავებით მისტერ ნაიტლის ლონდონში გამ-
გზავრებისგან, რაც ნამდვილი ელდა იყო მისთვის.
– მართლა ძალიან მიხარია, ჩემო საყვარელო, მის ფეარფაქსი ასეთ
კომფორტულ გარემოში რომ იცხოვრებს. მისის ელტონი კარგად აღ-
ზრდილი, სასიამოვნო ქალია და, ვფიქრობ, სანაცნობო წრეც მშვენიერი
ჰყავს. იმედი მაქვს, იქ მშრალი კლიმატია და მის ფეარფაქსის ჯან-
მრთელობაზეც სათანადოდ იზრუნებენ. ეს უმთავრესი ამოცანაა, რო-
გორც მის ტეილორის შემთხვევაში იყო ჩემთვის. მოგეხსენება, ჩემო საყ-
ვარელო, მის ფეარფაქსი ახლა იმ ქალბატონის როლის შესრულებას
იწყებს, რასაც ჩვენთვის მის ტეილორი ასრულებდა. თუმცა, არის ერთი
მომენტი, რაშიც, იმედი მაქვს, მის ფეარფაქსს უფრო გაუმართლებს და
იმ ოჯახში ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, არაფერი აცდუნებს, სხვა-
გან გადასახლდეს.
მომდევნო დღეს რიჩმონდიდან ისეთი ამბები შეიტყვეს, რომ სხვა
ყველაფერმა უკანა რიგში გადაიწია. რენდალსში საგანგებო კურიერი
ჩავიდა და ოჯახს მისის ჩერჩილის გარდაცვალება აუწყა! მართალია,
მის დისშვილს არავითარი განსაკუთრებული მიზეზი არ ჰქონდა, რის
გამოც რიჩმონდში წასვლა იჩქარა, მაგრამ გაირკვა, რომ ფრენკ ჩერჩი-
ლის დაბრუნებიდან მისის ჩერჩილმა მხოლოდ ოცდათექვსმეტი საათი
იცოცხლა და უეცარმა შეტევამ გამოასალმა სიცოცხლეს – სრულიად
განსხვავებულმა და მოულოდნელმა პრობლემამ, რის წინასწარ გან-
ჭვრეტაც ვერ მოხერხდა. ძლევამოსილი მისის ჩერჩილი აღარ იყო.
424
რეაქცია ამ ამბავზე ზუსტად ისეთი ჰქონდათ, როგორიც უნდა ჰქო-
ნოდათ. ყველა დამძიმებული და დასევდიანებული იყო, თანაგრძნობით
განმსჭვალულიყო წარსულის მიმართ და დარდობდა მისი ოჯახის წევ-
რებზე, მოგვიანებით შეკითხვაც გაჩნდა – სად დაასაფლავებდნენ მისის
ჩერჩილს. როგორც გოლდსმითი გვეუბნება, როცა მშვენიერი ქალი
ცოდვაში ეშვება, ერთადერთი გამოსავალი მისი სიკვდილია.88 იგივე შე-
იძლება ითქვას საძულველ ქალზეც – მაშინაც სიკვდილს შესწევს მისი
შებღალულირეპუტაციის განწმენდის ძალა. მისის ჩერჩილი ალბათ,
სულ ცოტა, ოცდახუთი წელიწადი იყო, სძულდათ, ახლა კი მასზე თა-
ნაგრძნობით საუბრობდნენ და ყველაფერს ჰპატიობდნენ. მეტიც, ერთ
ასპექტში სრულიად გაამართლეს: აქამდე არავინ უშვებდა, რომ მისი
ავადმყოფობა სერიოზული იყო, გარდაცვალებამ კი ერთიანად გაათა-
ვისუფლა ახირებულობასთან, წარმოსახვით ჩივილებთან და ეგოიზ-
მთან დაკავშირებული ყველა ცოდვისაგან.
„საბრალო მისის ჩერჩილი! ნამდვილად ძალიან წვალობდა, გაცილე-
ბით მეტად, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა... გაუთავებელი ტკივილები კი
მის ხასიათს დააწვა ხარკად. სამწუხარო ამბავი მოხდა... მიუხედავად
მისის ჩერჩილის ნაკლოვანებებისა, როგორ უნდა ეცხოვრა ახლა მის-
ტერ ჩერჩილს? მისტერ ჩერჩილის დანაკარგი უთუოდ განუზომელია.
მისტერ ჩერჩილი ამას უბრალოდ ვერ გადაიტანს“. თვით მისტერ უეს-
ტონმაც კი გააქნია სერიოზული სახით თავი და თქვა: „ეჰ! საბრალო ქა-
ლი! ვინ იფიქრებდა?!“ – მერე კი გადაწყვიტა, რაც შეიძლება ღირსეუ-
ლად გამოეგლოვა მიცვალებული. მისის უესტონიც განიერ, არშიიან კა-
ბებს89 ეძებდა, შიგადაშიგ ოხრავდა და გულწრფელი თანაგრძნობით
ზნეობრივი ხასიათის დასკვნები გამოჰქონდა. ცოლ-ქმრის ერთ-ერთი
პირველი ფიქრები ფრენკს უკავშირდებოდა – როგორ იმოქმედებდა დე-
დობილის გარდაცვალება მასზე. რაც შეეხება ემას: მისის ჩერჩილის
88
ალუზია ირლანდიელი მწერლის, ოლივერ გოლდსმითის (1728-1774) რომანში – „უე-
იკლფილდის მღვდელი“ (1766) – მოტანილ ლექსთან.
89
ოსტინის ეპოქაში, ქალები, გლოვის ნიშნად, სულ ცოტა, სამინჩიანი არშიის მქონე
კაბებს იცვამდნენ.
425
პერსონისა და დაქვრივებული მისტერ ჩერჩილის განსაცდელისადმი
რიდითა და თანაგრძნობით განიმსჭვალა, თუმცა, ბევრი ფიქრით ნამ-
დვილად არ გარჯილა, სამაგიეროდ, უფრო მეტი დრო უფრო მსუბუქ
ფიქრებს დაუთმო: როგორ იმოქმედებდა ეს ამბავი ფრენკზე, რა სარგე-
ბელს ნახავდა ახალგაზრდა კაცი ან როგორ განთავისუფლდებოდა, და
ძალიან მალე ამ ამბავში არაერთი მოსალოდნელი სიკეთე დაინახა. ახ-
ლა მის გრძნობებს ჰარიეტ სმითისადმი აღარაფერი დააბრკოლებდა.
ცოლის გარეშე, მისტერ ჩერჩილი არ იყო საშიში. მისი დაყოლიება დის-
შვილს ნებისმიერ რამეზე შეეძლო. მოკლედ, ისღა რჩებოდა, ფრენკ ჩერ-
ჩილს გაჰღვივებოდა გრძნობები, რომელთა სიმყარეში, მთელი თავისი
ინტერესისა და კეთილი ზრახვების მიუხედავად, ემა ჯერაც არ იყო
დარწმუნებული.
ჰარიეტი შესანიშნავად იქცეოდა – რაც უნდა ნათელი იმედი ჰქონო-
და გულში, გარეგნულად არაფერს იმჩნევდა. ემაც მეტად კმაყოფილი
იყო მეგობრის ხასიათის ამგვარი სიმტკიცით და ყოველგვარ მინიშნებას
გაურბოდა, რასაც ეს სიმტკიცე შეიძლებოდა შეერყია. ამდენად, მისის
ჩერჩილის სიკვდილზე ორმხრივი თავშეკავებულობით ლაპარაკობდნენ.
რენდალსში ფრენკისგან მოკლე წერილები მიიღეს, სადაც ოჯახის
წევრებს ჩერჩილების მდგომარეობასა და მათ მნიშვნელოვან გეგმებს
აუწყებდა. მისტერ ჩერჩილი თავს მოსალოდნელზე უკეთ გრძნობდა,
იორკშირში პანაშვიდის შემდეგ დისშვილთან ერთად უინძორში 90
სტუმრობას გეგმავდა ერთ ძალიან ძველ მეგობართან, რომელსაც ბო-
ლო ათ წელიწადს ჰპირდებოდა, გესტუმრებიო. ეს კი იმას ნიშნავდა,
რომ ჰარიეტს ჯერჯერობით მხოლოდ მომავლის იმედად მოუწევდა
ყოფნა. ემას ყურადღებას ახლა ჯეინ ფეარფაქსი უფრო საჭიროებდა.
ჰარიეტისგან განხვავებით, ამ უკანასკნელის მომავალი მთლიანად ბუ-
რუსით იყო მოცული. ჯეინ ფეარფაქსის მდგომარება ახლა იმგვარი
იყო, რომ ვერავინ, ვისაც კი მისთვის სიკეთე სურდა, ამ სიკეთის გამო-
429
თავი 10
435
ისიც კი გაწირვაა, თუნდაც მხოლოდ აფიქრებინო ადამიანს ასეთი ზო-
მების მიღება!
– მან ამის ამის შესახებ არაფერი იცოდა, ემა. ამ შემთხვევაში, საერ-
თოდ არ ვადანაშაულებ. ეს გადაწყვეტილება მის ფეარფაქსმა მისგან
დამოუკიდებლად მიიღო, ფრენკისთვის არაფერი უთქვამს... ან ყოველ
შემთხვევაში, დარწმუნებით არაფერი უთქვამს... გუშინდლამდე, რო-
გორც ფრენკი ამბობს, მის ფეარფაქსის გეგმების შესახებ წარმოდგენაც
არ ჰქონია. არ ვიცი, რა სახით – წერილით თუ რაიმე სხვა ფორმით –
ყველაფერი სრულიად მოულოდნელად შეიტყო და სწორედ მის ფეარ-
ფაქსის ამ ჩანაფიქრმა, ამ გეგმამ გადააწყვეტინა, დაუყოვნებლივ მი-
ეღო ზომები, ბიძამისისთვის მოეყოლა ყველაფერი, მისი სიკეთის იმედი
ჰქონოდა და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა ამ გასაიდუმ-
ლოებული, მტანჯველი მდგომარეობისთვის, რომელიც აგერ უკვე ამდე-
ნი ხანია, გრძელდება.
ემა თანდათან იკრებდა ყურადღებას.
– მალე დაწვრილებით შევიტყობ მის ამბებს, – განაგრძობდა მისის
უესტონი, – რომ მიდიოდა, მითხრა, მალე მოგწერთო; იმედი გამიჩნდა,
რომ ბევრ ისეთ დეტალს გავიგებ, რაც ჯერ კიდევ არ ვიცი. მოდით, და-
ველოდოთ მის წერილს. სავარაუდოდ, ბევრი გამამართლებელი გარე-
მოება გამოჩნდება. შესაძლოა, ბევრი რამ გაირკვეს და ბევრი რამის პა-
ტიებაც შევძლოთ, რაც ახლა გაუგებარი და უპატიებელი გვეჩვენება. ნუ
ვიჩქარებთ მის მკაცრად განსჯას. მოვითმინოთ. მე ის უნდა მიყვარდეს
და რადგან ახლა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით
დავმშვიდდი, მინდა, ყველაფერი საბოლოოდ კარგად დასრულდეს.
მზად ვარ, იმედი ვიქონიო, რომ ასეც იქნება. ამდენმა საიდუმლომ ალ-
ბათ უზომოდ გატანჯა ორივე.
– რაღაც ვერ ვატყობ, – მშრალად მიუგო ემამ, – ვაჟბატონი ძალიან
დაზარალებულიყოს... და მისტერ ჩერჩილმა როგორ მიიღო ეს ამბავი?
– თანხმობა, პრაქტიკულად, უპრობლემოდ მისცა. წარმოიდგინეთ,
ერთ კვირაში როგორ თავდაყირა დადგა ამ ოჯახში ყველაფერი! ვფიქ-
რობ, საბრალო მისის ჩერჩილის სიცოცხლეში ვერავითარი იმედი, შანსი
436
ან შესაძლებლობა ვერ ექნებოდათ... მაგრამ ჯერ მისი ნეშტი საგვარეუ-
ლო აკლდამაში წესიერად დავანებულიც არ არის, რომ მის ქმარს იმაზე
ითანხმებენ, რასაც თავად არაფრით დაუშვებდა. რამხელა მადლია,
როცა გადამეტებული ძალაუფლება ადამიანს საფლავში მიჰყვება! მის-
ტერ ჩერჩილი ძალიან იოლი დასაყოლიებელი აღმოჩნდა.
„ეჰ! – უნებურად გაიფიქრა ემამ, – ჰარიეტის შემთხვევაშიც ასე მო-
იქცეოდა“.
– ეს ყველაფერი წუხელ მოგვარდა, გამთენიისას კი ფრენკი აქეთ გა-
მოემგზავრა. როგორც ვიცი, რაღაც დრო ჰაიბერიში დაჰყო, ბეიტსებ-
თან, ხოლო მერე ჩვენთან მოვიდა, მაგრამ ისე ჩქარობდა ბიძასთან დაბ-
რუნებას, რომელსაც, მოგეხსენებათ, ახლა ის ყველაზე მეტად სჭირდე-
ბა, რომ, როგორც უკვე გითხარით, აქ თხუთმეტ წუთზე მეტხანს ვერ
დარჩა. ისეთი აფორიაქებული იყო, რომ სულ სხვა ადამიანს ჰგავდა –
ასეთი არასდროს მინახავს. ამ ყველაფერს ახალი შოკიც დაერთო, მის
ფეარფაქსის ჯანმრთელობის სავალალო მდგომარეობას ვგულისხმობ,
არადა, მანამდე ამის ეჭვიც კი არ ჰქონდა... ისე გამოიყურებოდა, რომ
მჯერა, უზომოდ განიცდიდა მის ფეარფაქსის ავადმყოფობას.
– თქვენ მართლა გჯერათ, რომ მათი ურთიერთობა ასე იდეალურად
იყო გასაიდუმლოებული? არც ქემპბელებმა იცოდნენ ნიშნობის შესახებ
და არც დიქსონებმა?
ემამ ვერ შეძლო, „დიქსონი“ აღელვების გარეშე ეხსენებინა.
– არც მათ და არც სხვა ვინმემ. ცხადად თქვა, რომ თავად წყვილის
გარდა, ერთმა სულიერმაც კი არაფერი იცოდა.
– რა გაეწყობა, – დასძინა ემამ, – მგონი, ნელ-ნელა შევურიგდებით
ამ აზრს და მეც მხოლოდ ბედნიერებას ვუსურვებ... მაგრამ ყოველთვის
ვიფიქრებ, რომ ყოვლად საძაგლად მოიქცა. სხვა რა შეიძლება ვუწოდო
მათ საქციელს, თუ არა ფარისევლობა და ტყუილი, მაბეზღარობა და
ორგულობა? ჩვენთან ჩამოვიდნენ და თავს გულღიაობასა და უბრა-
ლოებაზე დებდნენ... ამ დროს კი თურმე ერთმანეთთან საიდუმლო კავ-
შირი აქვთ და მალულად გვჭორავენ, ხოლო ჩვენ მთელი ზამთარი და
გაზაფხული სულელებივით ტყუილში ვცხოვრობთ, გვგონია, რომ თა-
437
ნასწორ ურთიერთობაში ვართ, პატიოსნად ვექცევით ჩვენ შორის მყოფ
ორ ადამიანს, რომლებიც შესაძლოა, ერთად აგროვებენ და განიხილა-
ვენ ერთმანეთზე გაგონილ შეფასებებს! დაე, საკუთარ თავს დააბრა-
ლონ, თუ ერთმანეთის შესახებ რაღაც არცთუ მთლად სასიამოვნო მო-
ისმინეს ჩვენგან!
– ამ მხრივ, საერთოდ არ ვნერვიულობ, – უპასუხა მისის უესტონმა,
– დარწმუნებული ვარ, მათ ზურგსუკან ისეთი არასდროს არაფერი
მითქვამს, რაც ჩემგან პირადად არ გაუგიათ.
– თქვენ გაგიმართლათ. თქვენი ერთადერთი შეცდომა ჩემთან დარჩა,
როცა მიჩურჩულეთ, რომ ჩვენი ერთი მეგობარი ამ ქალბატონზე შეყვა-
რებული გეგონათ.
– მართალია. თუმცა, რამდენადაც მის ფეარფაქსზე მუდამ გამორ-
ჩეულად კარგი აზრის ვიყავი, რთული წარმოსადგენია, ნებისმიერი გა-
უგებრობის შემთხვევაშიც კი, მასზე რაიმე ცუდი მეთქვა; რაც შეეხება
ახალგაზრდა კაცის გაჭორვას, ამ მხრივ შემიძლია, აბსოლუტურად
მშვიდად ვიყო.
ამ დროს, ფანჯრიდან, შორიახლო, მისტერ უესტონი დალანდეს. აშ-
კარად მოუსვენრად სცემდა ბოლთას. ცოლმა ანიშნა და ისიც მაშინვე
სახლისკენ გამოემართა, ამასობაში კი მისის უესტონმა ემას მიმართა: –
ახლა, ჩემო საყვარელო ემა, ნება მომეცით, შეგევედროთ, ისე მოიქცეთ
და ილაპარაკოთ, რომ მისტერ უესტონს გულზე მოეშვას და ამ ქორწი-
ნებისადმი კეთილად განეწყოს. მოდით, მხოლოდ საუკეთესოზე გავამახ-
ვილოთ ყურადღება... მართლაც, უამრავი რამაა, რაც სრულიად სამარ-
თლიანად მის ფეარფაქსის სასარგებლოდ შეიძლება ითქვას. ვიცი, რომ
ეს არ არის საოცნებო კავშირი, მაგრამ თუ მისტერ ჩერჩილს არ აწუ-
ხებს, ჩვენ რატომ უნდა ვინერვიულოთ? მისთვის – ფრენკს ვგულის-
ხმობ – შესაძლოა, მეტად იღბლიანი ქორწინებაც კია; ამ ძალიან მტკი-
ცე ხასიათის, გონიერ გოგონას მუდამ ვაფასებდი და მინდა, ახლაც და-
ვაფასო, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულად, თუმც, ერთადერთხელ
გადაუხვია მკაცრ ზნეობრივ წესებს. სხვათა შორის, მისი მდგომარეობის
გათვალისწინებით, ამ შეცდომის გამართლებაც კი შეიძლება!
438
– ნამდვილად შეიძლება! – წამოიძახა ემამ თანაგრძნობით, – თუკი
არსებობს რაიმე სიტუაცია, როცა ქალს ეპატიება მხოლოდ საკუთარ
თავზე დარდი, ეს ჯეინ ფეარფაქსის სიტუაციაა! ალბათ სწორედ ამგვარ
სიტუაციაზე შეგვიძლია, ვთქვათ: „ქვეყანაცა და კანონებიც მისი შენ
გმტრობენ“.91
ამასობაში მისტერ უესტონმაც შეაღო კარი და ემა მეტად ხალისიანი
ღიმილით მიეგება: – გასაოცარი ოინი მომიწყვეთ! მგონი, ეს თქვენი ახა-
ლი ხერხია, ცნობისმოყვარეობა გამიღვიძოთ და გამოცნობის ნიჭში გა-
მავარჯიშოთ. ძალიან კი შემაშინეთ. მეგონა, სულ ცოტა, ქონების ნახე-
ვარი დაკარგა-მეთქი. ამ დროს, მოვდივარ და ირკვევა, რომ მოსასამ-
ძიმრებლად კი არა, მოსალოცად გაქვთ საქმე. მთელი გულით გილო-
ცავთ, მისტერ უესტონ, ინგლისის ყველაზე მშვენიერი და განათლებუ-
ლი ქალი მალე თქვენი რძალი გახდება.
ქმარმა ცოლს გახედა ფრთხილად და დარწმუნდა, რომ ყველაფერი
მართლაც რიგზე იყო, რაც დაუყოვნებლივ აისახა კიდეც მის განწყობა-
ზეც. მყისვე დაუბრუნდა მკვირცხლი გამომეტყველება და ხალისიანი
ხმა; მადლიერებით აღვსილმა, ემას გულიანად ჩამოართვა ხელი. ამ თე-
მაზე უკვე ისე ლაპარაკობდა, რომ მცირეოდენი დრო და შეგულიანება
იყო საჭირო და დაიჯერებდა, ეს ნიშნობა არც ისეთი საგანგაშო ამბა-
ვიაო.
მისი თანამოსაუბრეები მხოლოდ დადებითზე მიანიშნებდნენ და
არაფერს იშურებდნენ, მის თვალში ვაჟის წინდაუხედაობა გაეუფერუ-
ლებინათ. ბოლოს, როცა ფრენკ ჩერჩილის განსჯით კარგად მოიოხეს
გული – და მერეც, როცა ემას ჰარტფილდში აცილებდა, მისტერ უეს-
ტონს სულ ერთი ნაბიჯი აშორებდა იმ აზრამდე, რომ ეს ფრენკის სა-
უკეთესო გადაწყვეტილება იყო.
441
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჯავრობდა, მაინც ლამის გაეცინა
იმის გახსენებაზე, რომ ჰარიეტს ზუსტად ისეთ საჩოთირო საქმეზე უნ-
და დალაპარაკებოდა, როგორზეც სულ ახლახან მისის უესტონი ელაპა-
რაკა; ინფორმაცია, რაც ასე აღელვებით შეატყობინეს, ახლა ასეთივე
აღელვებით უნდა გაეცა. ჰარიეტის ნაბიჯებისა და ხმის გაგონებაზე, გუ-
ლი აუჩქარდა და უნებურად გაიფიქრა, მისის უესტონსაც ალბათ იგივე
დაემართა, როცა მე რენდალსს ვუახლოვდებოდიო. ინატრა, ამ ორ შემ-
თხვევას ფინალიც მსგავსი ჰქონოდა, თუმცა, დიდი იმედი არ ჰქონდა.
– აბა, მის ვუდჰაუზ, – წამოიძახა ჰარიეტმა და ხალისიანად შეაბიჯა
ოთახში, – რას იტყვით, ხომ ყველაზე უცნაური ახალი ამბავია?
– რომელ ახალ ამბავს გულისხმობთ? – ემამ ვერც ჰარიეტის გამო-
მეტყველებით და ვერც მისი ინტონაციით ვერ გამოიცნო, მანაც იცოდა
თუ არა რამე.
– ჯეინ ფეარფაქსის ამბავს. ასეთი უცნაური რამ გაგიგონიათ ოდეს-
მე?! ღმერთო! ნუ გეშინიათ, შეგიძლიათ, თამამად ისაუბროთ ამაზე ჩემ-
თან, მისტერ უესტონმა თავისი პირით მიამბო ყველაფერი. სულ ცოტა
ხნის წინ შემხვდა. გამაფრთხილა, საიდუმლოაო, ამიტომ, ცხადია,
თქვენ გარდა ამაზე ლაპარაკს ვერავისთან გავბედავ, თანაც, თქვენზე
მითხრა, იცისო.
– რა გიამბოთ მისტერ უესტონმა? – თავგზა აებნა ემას.
– ღმერთო! ყველაფერი. რომ ჯეინ ფეარფაქსი და მისტერ ფრენკ
ჩერჩილი დაქორწინებას აპირებენ და რომ ამდენ ხანს მალულად იყ-
ვნენ დანიშნულები. რა უცნაურია, არა?
მართლაც ძალიან უცნაური იყო. ჰარიეტის ქცევა იმდენად უცნაური
იყო, რომ ემა ვერ ხვდებოდა, რა უნდა ეფიქრა. ჩანდა, ეს სიახლე ჰარი-
ეტს ყოველგვარი მღელვარებისა და იმედგაცრუების გარეშე მიეღო. ემა
უხმოდ შეჰყურებდა მას.
– წარმოიდგენდით, რომ მისტერ ფრენკ ჩერჩილი მასზე შეყვარებუ-
ლი იყო? – წამოიძახა ჰარიეტმა, – არა, თქვენ კი წარმოიდგენდით...
თქვენ ხომ ყველას გულში შეგიძლიათ ჩახედვა... – ამ სიტყვებზე წამო-
წითლდა, – მაგრამ აი, ყველა სხვა დანარჩენი...
442
– პატიოსან სიტყვას გაძლევთ, – შეაწყვეტინა ემამ, – უკვე ეჭვი მეპა-
რება, რომ ეს შემიძლია. ჰარიეტ, სერიოზულად მეკითხებით, მეგონა თუ
არა მისტერ ფრენკ ჩერჩილი სხვა ქალზე შეყვარებული, მაშინ, როცა
მთლად ღიად თუ არა, ქარაგმულად მაინც გამხნევებდით, რომ გრძნო-
ბებისთვის გასაქანი მიგეცათ? არა, ბოლო ერთ საათს თუ არ ჩავ-
თვლით, ერთი პატარა ეჭვიც კი არ მქონია მისტერ ფრენკ ჩერჩილის
გრძნობებზე ჯეინ ფეარფაქსის მიმართ. შეგიძლიათ, დარწმუნებული
იყოთ, ასეთი ეჭვი რომ მქონოდა, აუცილებლად გაგაფრთხილებდით.
– მე?! – წამოიძახა განცვიფრებულმა და აჭარხლებულმა ჰარიეტმა,
– მე რატომ უნდა გაგეფრთხილებინეთ? თქვენ ხომ იცით, რომ მისტერ
ფრენკ ჩერჩილისადმი გულგრილი ვარ!
– ძალიან მიხარია, ასე ცივად რომ ლაპარაკობთ მასზე, – მიუგო
ემამ, – მაგრამ ალბათ არ ეცდებით, უარყოთ, რომ ერთ დროს, არცთუ
ისე დიდი ხნის წინათ, ცხადად მიმანიშნეთ, მის მიმართ გარკვეული
გრძნობები მაქვსო.
– მისტერ ფრენკ ჩერჩილის მიმართ?! არასოდეს! არასოდეს! მის
ვუდჰაუზ, ჩემო საყვარელო, ეს როგორ იფიქრეთ?! – შეწუხებულმა ჰა-
რიეტმა განზე გაიხედა.
– ჰარიეტ! – წამოიყვირა ემამ მცირე პაუზის შემდეგ, – რის თქმა გინ-
დათ? ღმერთო, დიდებულო! რის თქმა გინდათ? რომ...
ემამ მეტის თქმა ვეღარ შეძლო, დაჯდა და შეძრწუნებული, ჰარიე-
ტის პასუხს დაელოდა.
ჰარიეტი ემასგან მოშორებით იდგა და განზე იყურებოდა. პასუხის
გაცემას კი არ ჩქარობდა.
– ნამდვილად ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ არასწორად გამიგებ-
დით! – ბოლოს და ბოლოს, დაიწყო ემაზე არანაკლებ აღელვებით, – ვი-
ცი, პირობა დავდეთ, რომ მის სახელს არასდროს ვახსენებდით... მაგრამ
იმის გათვალისწინებით, რომ ის განუზომლად მაღლა დგას ყველა სხვა
დანარჩენზე, უბრალოდ, დარწმუნებული ვიყავი, არავისში აგერე-
ოდათ... მისტერ ფრენკ ჩერჩილი! არც კი ვიცი, მასთან მისტერ ფრენკ
ჩერჩილი რა მოსატანია?! იმდენს კი ვხვდები, რომ მისტერ ჩერჩილზე
443
არ უნდა ვიფიქრო, როცა ის არის გვერდით. ეს როგორ უნდა შეგშლო-
დათ?! მართლაც რომ გასაოცარია! დამიჯერეთ, რომ არა თქვენი გამ-
ხნევება და შეგულიანება, ამას თავიდანვე სიგიჟედ ჩავთვლიდი და ოც-
ნებასაც კი ვერ გავბედავდი. რომ არა თქვენი სიტყვები, რომ ამაზე საკ-
ვირველი რამეებიც მომხდარა... რომ კიდევ უფრო შეუფერებელ ქორწი-
ნებებსაც ჰქონია ადგილი... მე ვერც კი გავბედავდი... ვერც კი დავუშვებ-
დი, რომ... მაგრამ რადგან თქვენ, ვინც მას დაბადებიდან იცნობთ...
– ჰარიეტ! – ემა ცდილობდა, თავი ხელში აეყვანა, – მოდით, გავარ-
კვიოთ ყველაფერი ისე, რომ მორიგი შეცდომა გამოვრიცხოთ. თქვენ
მხედველობაში გყავთ... მისტერ ნაიტლი?
– დიახ. სხვაზე არც კი მიფიქრია... და მეგონა, ეს თქვენც იცოდით; ეს
სრულიად ცხადი იყო, როცა მასზე ვლაპარაკობდით.
– არც ისე, – მიუგო ემამ ნაძალადევი სიმშვიდით, – რადგან ყველა-
ფერი, რაც მაშინ თქვით, ჩემთვის სულ სხვა ადამიანზე მიანიშნებდა.
შემიძლია, ლამის დავიფიცო კიდეც, რომ მისტერ ფრენკ ჩერჩილი ახსე-
ნეთ. დარწმუნებული ვიყავი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ მხედ-
ველობაში გქონდათ ის სამსახური, რაც მისტერ ფრენკ ჩერჩილმა გაგი-
წიათ ბოშების ინციდენტისას.
– ოჰ, მის ვუდჰაუზ! დაგავიწყდათ...
– არა, ჰარიეტ, ჩემო ძვირფასო, გადასარევად მახსოვს ძირითადი
არსი იმისა, რაც მაშინ გითხარით. გითხარით, არ მიკვირს, მსგავსი
გრძნობები რომ გაგიჩნდათ, ეს, მის მიერ გაწეული სამსახურის გათვა-
ლისწინებით, სრულიად ბუნებრივია-მეთქი... თქვენც დამეთანხმეთ,
მხურვალედ დამიდასტურეთ, რომ მთლიანად აცნობიერებდით ამ სამ-
სახურის მნიშვნელობას; იმ შეგრძნებებზეც კი ილაპარაკეთ, რაც მისი
დანახვისას დაგეუფლათ, როცა თქვენს გადასარჩენად მოიჩქაროდა.
ნათლად მახსოვს ეს ყველაფერი.
– ღმერთო ჩემო! – წამოიძახა ჰარიეტმა, – ახლა მეც მახსენდება ჩვე-
ნი საუბარი... და ვხვდები, რატომაც იფიქრეთ ასე. მაგრამ მე სულ სხვა
რამეს ვგულისხმობდი... ბოშები და მისტერ ფრენკ ჩერჩილი კი არ მყავ-
და მხედველობაში... არა! – ჰარიეტი სულ უფრო ემოციურად ლაპარა-
444
კობდა, – მე ბევრად ღირებულ შემთხვევას ვგულისხმობდი, კერძოდ კი
იმას, რომ მისტერ ნაიტლიმ საცეკვაოდ გამიწვია მაშინ, როცა მისტერ
ელტონმა დამამცირა. სწორედ ამ დიდსულოვანმა საქციელმა დამარ-
წმუნა, რომ მისტერ ნაიტლი ყველა სულიერ არსებას აღემატება.
– ღმერთო, დიდებულო! – წამოიყვირა ემამ, – ყოვლად უიღბლო, სა-
ვალალო შეცდომა დავუშვი! ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ?
– ანუ... არ შემაგულიანებდით, სწორად რომ გაგეგოთ ჩემი, არა?
თუმცა, სხვა თუ არაფერი, არც ისე ცუდ დღეში ვარ, როგორც მეორე
ჯენტლმენის შემთხვევაში ვიქნებოდი... ჯერ კიდევ შესაძლებელია,
რომ...
ჰარიეტი გაჩუმდა. ემაც დამუნჯებულიყო.
– სულ არ მიკვირს, მის ვუდჰაუზ, – განაგრძო ჰარიეტმა, – რომ ამ
ორ კაცს შორის უზარმაზარ სხვაობას ხედავთ, გინდ ჩემზე იყოს ლაპა-
რაკი და გინდ ნებისმიერ სხვა ქალზე. ალბათ ფიქრობთ, რომ მისტერ
ფრენკ ჩერჩილთან შედარებით, ეს ადამიანი ხუთი მილიონი თავით
მაღლა დგას ჩემთვის... ან ნებისმიერი სხვა ქალისთვის... მაგრამ იმედი
მაქვს, მის ვუდჰაუზ, თუ დავუშვებთ, რომ... თუ... რაც უნდა უცნაურად
ჩანდეს... მაგრამ თქვენი თქმის არ იყოს, ამაზე საკვირველი რამეებიც
მომხდარა, კიდევ უფრო შეუფერებელ ქორწინებებსაც ჰქონია ადგილი,
ვიდრე ჩემი და მისტერ ფრენკ ჩერჩილისა იქნებოდა, გამოდის, ასეთი
რამეც კი მომხდარა... და თუ ძალიან გამიმართლებს, თუ ძალიან, ძა-
ლიან გამიმართლებს... თუ მისტერ ნაიტლის მართლა... თუ მისთვის ეს
შეუფერებლობა არ წარმოადგენს პრობლემას, იმედს ვიტოვებ, თქვენ
წინააღმდეგ არ განეწყობით და დაბრკოლებების შექმნას არ შეეცდე-
ბით, ჩემო უძვირფასესო მის ვუდჰაუზ... მჯერა, რომ ასე არ მოიქცევით!
თქვენ ხომ მეტისმეტად კეთილი ხართ!
ჰარიეტი ერთ-ერთ ფანჯარასთან იდგა. ემამ, რომელიც შიშისგან გა-
შეშებულიყო, მისკენ გაიხედა და ნაჩქარევად ჰკითხა: – და გაქვთ რაიმე
საფუძველი, იფიქროთ, რომ მისტერ ნაიტლისაც აქვს საპასუხო გრძნო-
ბა?
445
– დიახ, – მორცხვად, თუმცა უშიშრად უპასუხა ჰარიეტმა, – საფუძ-
ველი ნამდვილად მაქვს.
ემამ მყისვე აარიდა მეგობარს თვალი. ჩუმად, გაუნძრევლად იჯდა
და ფიქრობდა. რამდენიმე წუთიც საკმარისი იყო საკუთარ გულისწა-
დილში გასარკვევად. მისი გონება ერთხელ მაინც თუ გაუხსნიდა ეჭვებს
კარს, მერე ძალიან სწრაფად აღწევდა წარმატებას.
ჰოდა, საკუთარ თავს გამოუტყდა და აღიარა, რატომაც იყო უარესი,
ჰარიეტს მისტერ ნაიტლი ჰყვარებოდა ფრენკ ჩერჩილის ნაცვლად; რა-
ტომ სცემდა შიშის ზარს და რატომ უორმაგებდა ტკივილს ჰარიეტის
იმედი მისტერ ნაიტლისგან საპასუხო გრძნობებისა? ამ კითხვებზე პა-
სუხი ელვის სისწრაფით ლამის ლახვარივით ჩაესო გონებაში: მისტერ
ნაიტლის ცოლად არავინ არ უნდა შეერთო თავად ემას გარდა!
რამდენიმე წუთი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ ემას მთელი
სიცხადით გაეცნობიერებინა საკუთარი ქცევა თუ გრძნობები. ასე ნათ-
ლად პირველად გაიაზრა, როგორ უმსგავსოდ ექცეოდა თურმე ჰარიეტს,
როგორი დაუდევარი, არადელიკატური, ირაციონალური და გულქვა
იყო მის მიმართ! როგორ ბრმად, გიჟურად მოქმედებდა! ემა მზად იყო,
თავისი საქციელი ყველაზე საშინელი ეპითეტებით შეემკო. და მაინც,
საკუთარი თავის პატივისცემამ და ჰარიეტის მიმართ სამართლიანობის
შეგრძნებამ (თანაგრძნობას ნამდვილად არ საჭიროებდა გოგო, რომელ-
საც სჯეროდა, რომ ის მისტერ ნაიტლის უყვარდა, მაგრამ სამართლია-
ნობა ითხოვდა, რომ ემას თავისი სიცივით ახლა ის კიდევ უარეს დღეში
არ ჩაეგდო) ემა იმ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, რომ კვლავ მშვიდად
მჯდარიყო და წყნარად, ხაზგასმული კეთილგანწყობითაც კი ბოლომდე
გაეძლო ამ ყველაფრისათვის. საკუთარი კეთილდღეობისთვისვე სჯობ-
და, კარგად გაერკვია, რამდენად შორს წასულიყო ჰარიეტი საკუთარ
იმედებში. თანაც, ჰარიეტს არაფერი ჩაედინა ისეთი, რაც მას ემას სიყ-
ვარულისა და ინტერესის უფლებას ჩამოართმევდა – ყველა უფლება
ემას საკუთარი ნებით ერგუნებინა მისთვის; ჰარიეტი არ იმსახურებდა
იმ ადამიანის გულგრილობას, რომლის რჩევებსაც სიკეთე არასდროს
მოეტანა. ასე რომ, ემამ ემოციები მოთოკა, ჰარიეტს მიუბრუნდა და
446
უფრო გამამხნევებელი ტონით განაახლა საუბარი. საკითხი, რითაც მა-
თი დიალოგი დაიწყო (ჯეინ ფეარფაქსის საკვირველი ამბავი), ცხადია,
ჩაიკარგა. ახლა ორივე მხოლოდ საკუთარ თავზე დარდობდა.
ჰარიეტი ამასობაში არცთუ უსიამოვნო ოცნებებში ჩაძირულიყო,
მაგრამ მაინც ძალიან გაუხარდა, მეგობრის, თანაც მის ვუდჰაუზისთანა
უბადლო მსაჯულის, გამამხნევებელმა ტონმა რომ გამოაფხიზლა. მცი-
რე შეგულიანება და მის სმითი საკუთარ იმედებს აღტაცებით, თუმცკი
ძრწოლით აღწერდა. ემას ძრწოლა – კითხვებისა დასმისა და პასუხების
მოსმენის დროს – უკეთ იყო შენიღბული, ვიდრე ჰარიეტისა, თუმცა მი-
სას არაფრით ჩამოუვარდებოდა. მის ვუდჰაუზს ხმა არ უთრთოდა, მაგ-
რამ უჩვეულოდ ცქმუტავდა, რაც სრულიად ბუნებრივი იყო ორიოდე
წუთის წინ გაკეთებული აღმოჩენის გათვალისწინებით. უსმენდა ჰარიე-
ტის ისტორიას და იტანჯებოდა, თუმცა გარეგნულად არაფერს იტყობ-
და. რა თქმა უნდა, ჰარიეტის მონათხრობი თანმიმდევრული და ლოგი-
კური ვერაფრით იქნებოდა, მაგრამ ემას ამ აბდაუბდის დედააზრიც
გულს უკუმშავდა, მით უმეტეს, რომ გამამყარებელ მტკიცებულებებს
საკუთარ მეხსიერებაშიც მრავლად პოულობდა: აგონდებოდა მისტერ
ნაიტლის გაკეთილშობილებული წარმოდგენა მის სმითზე.
მისტერ ნაიტლის ქცევაში ცვლილებები ჰარიეტს იმ ორი საბედისწე-
რო ცეკვის შემდეგ შეენიშნა. ემასაც ახსოვდა, რომ სწორედ ამ მოვლე-
ნის მერე დარჩა მისტერ ნაიტლი ჰარიეტით სასიამოვნოდ გაკვირვებუ-
ლი. სწორედ იმ საღამოდან ან იმ წუთიდან მაინც, როცა ემამ მეგობარს
ჯენტლმენზე ფიქრის უფლება მისცა – ჰარიეტს შეემჩნია, რომ მისტერ
ნაიტლი მეტს ელაპარაკებოდა და ნამდვილად სხვანაირად –კეთილად
და თბილად ექცეოდა; სხვებთან ერთად სეირნობისას უფრო ხშირად
მიდიოდა მასთან; ხშირად ამოუდგებოდა გვერდით და მეტად ტკბილად
ემუსაიფებოდა, თითქოს მისი უკეთ გაცნობას ლამობდა. ეს ყოველივე
ემასაც ახსოვდა; თავადაც იყო ცვლილების მომსწრე... თითქმის იმდე-
ნივეს ამჩნევდა, რამდენსაც ჰარიეტი... მის სმითი მისტერ ნაიტლის მი-
ერ ნათქვამ ქათინაურებსა და საქებარ სიტყვებს იმეორებდა... ემა კი
გრძნობდა, რომ ეს ფრაზები მართლაც შეესაბამებოდა მისტერ ნაიტ-
447
ლის მოსაზრებებს ჰარიეტზე, რომელთაც ემასაც ხშირად უზიარებდა:
აქებდა ჰარიეტს უეშმაკობისა და ბუნებრიობისთვის, უბრალო, პატიო-
სანი, სულგრძელი გრძნობებისთვის...
მისტერ ნაიტლის ყურადღების დამადასტურებელი ბევრი სხვა
წვრილმანიც ახსოვდა ჰარიეტს – გამოხედვა, საუბარი, გოგონას გვერ-
დით ჩამოჯდომა, გადაკრული კომპლიმენტები, რაც ემას ყურადღების
მიღმა დარჩენოდა. ფაქტები, რომელთა მოყოლასაც დაახლოებით ნახე-
ვარი საათი სჭირდებოდა და რომლებიც სრულიად გამოჰპარვოდა ემას,
უამრავ საბუთს შეიცავდა მთხრობელისათვის, თუმცა, ბოლო ორი მო-
გონება, რომლებიც ყველაზე მეტად აიმედებდა ჰარიეტს, თავის დროზე
არც ემას დარჩენოდა შეუმჩნეველი. პირველი იყო მათი განცალკევება
დონველში, ცაცხვნარში სეირნობისას, სანამ მათ ემა არ შეუერთდა...
ჰარიეტის ღრმა რწმენით, მისტერ ნაიტლი გარჯილიყო კიდეც, ჰარიეტი
მარტო რომ დაეგულებინა, და ისე მრავალმნიშვნელოვნად ესაუბრებო-
და, როგორც არასდროს... მართლაც საოცრად მრავალმნიშვნელოვნად!
ამის გახსენებაზე ჰარიეტი წამოწითლდა კიდეც. მისტერ ნაიტლის ლა-
მის ისიც უკითხავს, თქვენი გული თავისუფალია თუ არაო, თუმცა, მის
ვუდჰაუზის გამოჩენისთანავე თემა შეუცვლია და სოფლის მეურნეობა-
ზე წამოუწყია ლაპარაკი.
მეორე შემთხვევა იმ დილას მოხდა, როცა ემა ბეიტსებთან იყო
სტუმრად, მისტერ ნაიტლი კი ჰარტფილდში ბოლო დღეს ატარებდა.
ემას მოსვლამდე, მთელი ნახევარი საათი, ჯენტლმენი ჰარიეტის გვერ-
დით იჯდა და ესაუბრებოდა... არადა, მოსვლისას განუცხადებია, ხუთ
წუთზე მეტხანს ვერ დავრჩებიო... საუბრის დროს, ჰარიეტისთვის უთ-
ქვამს, ლონდონში უნდა წავიდე, თუმცა, საერთოდ არ მაქვს სურვილი,
სახლი დავტოვოო.
ემა უცებ მიხვდა, რომ მისტერ ნაიტლის მასთან ამდენი არ უღიარე-
ბია, და საშინლად ეტკინა გული. მცირე დაფიქრების შემდეგ კი, პირველ
ისტორიასთან დაკავშირებით შემდეგი კითხვის დასმა გაბედა: – ნუთუ
არ შეიძლება, რომ... იქნებ, როცა ის, თქვენი აზრით, თქვენს გრძნობებ-
448
ზე გეკითხებოდათ, მისტერ მარტინი ჰყავდა მხედველობაში? იქნებ,
მისტერ მარტინის გამო...
– მისტერ მარტინი?! არა, რას ამბობთ! – ჰარიეტმა კატეგორიულად
უარყო ემას ეჭვი, – მისტერ მარტინზე ერთი პატარა მინიშნებაც კი არ
მახსოვს. მისტერ მარტინი ოდნავადაც აღარ მადარდებს და, იმედი
მაქვს, სხვებიც მშვენივრად ხვდებიან ამას.
სამხილების ჩამოთვლის დასრულების შემდეგ ჰარიეტი თავის ძვირ-
ფას მის ვუდჰაუზს მიუბრუნდა და სთხოვა, მითხარით, რას ფიქრობთო.
– ამაზე თავიდან ფიქრსაც კი ვერ გავბედავდი, თქვენ რომ არა... –
დასძინა მან, – თქვენ ხომ მითხარით, ფრთხილად იყავით და დააკვირ-
დით, დაე, მისი ქცევა იყოს თქვენი გრძნობების მეგზურიო. დაგიჯერეთ
და ახლა თითქოს ვგრძნობ, რომ ვიმსახურებ მას; ხოლო თუ ისიც მე
ამირჩევს, ეს არცთუ დიდი საოცრება იქნება.
ამ სიტყვებმა ემას გული მოუკლა; მას უზარმაზარი ძალისხმევა დას-
ჭირდა ასეთი პასუხისათვის: – ჰარიეტ, მხოლოდ იმის თქმას გავბედავ,
რომ მისტერ ნაიტლი არ იკადრებს, საკუთარ გრძნობებზე მცდარი წარ-
მოდგენა შეუქმნას ქალს ან გადაჭარბებული იმედით აღავსოს ის.
ასეთი დამაკმაყოფილებელი პასუხისთვის ჰარიეტი მზად იყო, გაეღ-
მერთებინა მეგობარი, თუმცა, მისი აღფრთოვანებისა და სიყვარულის
გამოვლინებებისგან, რაც იმწუთას ყველაზე საზარელი სასჯელი იქნე-
ბოდა, ემა მამის ნაბიჯების ხმამ იხსნა. მისტერ ვუდჰაუზი ჰოლიდან
მათკენ მიემართებოდა. ჰარიეტი ისე ღელავდა, რომ: „თავის ხელში აყ-
ვანა უჭირდა... და მისტერ ვუდჰაუზი რომ არ შეეშფოთებინა, აჯობებ-
და, წასულიყო“. ემამ მგზნებარედ მოუწონა გადაწყვეტილება და ჰა-
რიეტი მეორე კარიდან გავიდა... მარტო დარჩენილ ემას მყისვე გაუელ-
ვა საზარელმა ფიქრმა: „ღმერთო ჩემო! ნეტავ, არასდროს გამეცნო!“ ის
დღეც და მთელი ღამე ფიქრში გაატარა. ბოლო რამდენიმე საათში იმ-
დენი რამ დაატყდა თავს, რომ საგონებელში ჩავარდნილიყო. ყოველ
მომდევნო წუთს ახალი სიურპრიზი მოჰქონდა, ყოველ სიურპრიზს კი –
დამცირება. როგორ ცხოვრობდა ამდენ ხანს ასეთ სიცრუეში?! ვერაფ-
რით ხსნიდა გულისა თუ გონების შეცდომებს – თავის სრულ სიბრმავეს!
449
ხან გაუნძრევლად იჯდა, ხან კი ბოლთას სცემდა თავის ოთახსა თუ
ბაღში. საკუთარ თავს ვერაფრით ჰპატიობდა ასეთ სისუსტეს, რომ და-
უშვა და სხვებს უფლება მისცა, აბუჩად აეგდოთ; თავს ყოვლად უბედუ-
რად გრძნობდა და ეჭვიც აღარ ეპარებოდა, რომ ეს დღე მხოლოდ და-
საწყისი იყო სამუდამო უბედურებისა.
ყოველ თავისუფალ წამს, როცა მამაზე არ ზრუნავდა, დაუღალავად
ცდილობდა, საკუთარ გრძნობებში საფუძვლიანად გარკვეულიყო: რო-
დიდან გახდა მისტერ ნაიტლი მისთვის ასეთი ძვირფასი ან როდის და-
იწყო ემაზე განუსაზღვრელი გავლენის მოხდენა? როდის დაიკავა მის
გულში ადგილი, რომელიც ერთ დროს, თუნდაც მცირე ხნით, ფრენკ
ჩერჩილს ეკავა? ემა წარსულში იჩიჩქნებოდა და ამ ორ კაცს გაუთავებ-
ლად ერთმანეთს ადარებდა... ადარებდა ისე, როგორც სინამდვილეში
ხედავდა მათ იმ დროიდან მოყოლებული, როცა ფრენკ ჩერჩილი გამოჩ-
ნდა... ადარებდა ისე, როგორც ნებისმიერ სხვა დროს შეადარებდა, ერ-
თხელ მაინც რომ მოსვლოდა თავში ასეთი რამ... და მოულოდნელად
გააცნობიერა, რომ არასდროს ყოფილა ისეთი წამი, მისტერ ნაიტლი
ბევრად უკეთეს კაცად არ ჩაეთვალა ან მისი სითბო უფრო ძვირფასად
არ მიეჩნია; ფუჭ ახირებებს აყოლილი კი, სურვილების საპირისპიროდ
მოქმედებდა, როცა თავს რაღაცებს აჯერებდა... თურმე გულისთქმას არ
უსმენდა... ერთი სიტყვით, ფრენკ ჩერჩილი სინამდვილეში არასდროს
ადარდებდა!
ასეთი გახლდათ ემას ვრცელი მსჯელობის პირველი დასკვნა, რომე-
ლიც პირველ კითხვაზე გაცემული პასუხის შედეგად მიიღო და რისთვი-
საც არცთუ ისე დიდი დრო დასჭირდა. ერთდროულად, დარდობდა კი-
დეც და ძალიანაც ბრაზობდა საკუთარ თავზე. რცხვენოდა თავისი ყვე-
ლა ემოციის, გარდა იმისა, რომელსაც ახლახან ახადა ფარდა.
მისტერ ნაიტლიზე ფიქრების გარდა, ყველა სხვა ფიქრი გულს ურევ-
და.
რა აუტანლად პატივმოყვარე იყო, როცა სჯეროდა, რომ ყველას გუ-
ლის საიდუმლოს ამოხსნა შეეძლო, და უპატიებლად ამპარტავანი, რო-
ცა სხვათა ბედის მოწყობას ცდილობდა! ახლა ხომ გამოჩნდა, როგორ
450
ცდებოდა ყველაფერში! ჰარიეტსაც ცუდად მოექცა, საკუთარ თავსაც
და – რისაც ყველაზე მეტად ეშინოდა – შესაძლოა, მისტერ ნაიტლისაც.
ამ ყოვლად უთანასწორო კავშირზე, თუკი ამ კავშირს განხორციელება
ეწერა, მთელი პასუხისმგებლობა ემას კისერზე იქნებოდა, რადგან სწო-
რედ მან მისცა დასაბამი. ემას ღრმა რწმენით, მისტერ ნაიტლის არ გა-
უჩნდებოდა გრძნობა, ჰარიეტისგანაც რომ არ ეგრძნო რამე; მეტიც, ჰა-
რიეტს, უბრალოდ, ვერასდროს გაიცნობდა, რომ არა ემას ხუშტურები.
მისტერ ნაიტლი და ჰარიეტ სმითი! ამასთან შედარებით, სხვა ყველა-
ფერი რიგითი მოვლენა იყო. ამის ფონზე, ფრენკ ჩერჩილისა და ჯეინ
ფეარფაქსის რომანიც კი არაფრით გამორჩეულ, ბანალურ ამბად ჩანდა.
მისტერ ნაიტლი და ჰარიეტ სმითი! რამხელა წინსვლაა ჰარიეტისთვის
და რამხელა უკუსვლა მისტერ ნაიტლისთვის! ემას თავზარს სცემდა
იმაზე ფიქრი, როგორ დაქვეითდებოდა ჯენტლმენი საზოგადოების
თვალში; თავზარს სცემდა ცინიკური ღიმილის, დამცინავი მზერისა თუ
ღვარძლიანი მხიარულების წარმოდგენა, რასაც ეს ქორწინება გამოიწ-
ვევდა. ან მისი ძმა როგორ დამცირებულად იგრძნობდა თავს, როგორ
განაწყენდებოდა! ათასი პრობლემა თუ უხერხულობა შეექმნებოდა თა-
ვად მისტერ ნაიტლისაც... ნუთუ ეს შესაძლებელი იყო?! განა შეიძლე-
ბოდა იმის დაშვება, რომ საუკეთესო თვისებებისა თუ შესაძლებლობე-
ბის კაცი საშუალოზე დაბალ საფეხურზე გადავიდოდა?! კაცი, რომელ-
საც ყველა უნარი და წინაპირობა ჰქონდა, თავად აერჩია სატრფო, იმ
გოგოს ჯილდო გახდებოდა, ვინც პირიქით ნადირობდა მასზე?! ნუთუ
ასეთი უთანასწორობა, არათანმიმდევრულობა, შეუთავსებლობა და-
საშვები იყო თანამედროვე სამყაროში?! განა შეიძლებოდა, ადამიანის
ბედი მხოლოდ გარემოებებსა და შემთხვევითობას გადაეწყვიტა?
ოჰ! ნეტავ, ასე არასდროს დაახლოებოდა ჰარიეტს! ნეტავ, დაეტოვე-
ბინა იქ, სადაც ნამდვილად იყო მისი ადგილი, როგორც ეს მისტერ ნა-
იტლიმ ურჩია ოდესღაც! რად შეუშალა ხელი მის ქორწინებას ყოვლად
მისაღებ მისტერ მარტინზე?! ის ხომ მართლაც ნამდვილ ბედნიერებასა
და პატივისცემას მოუტანდა მის სმითს იმ წრეში, რომელსაც ის სინამ-
დვილეში ეკუთვნოდა... ახლა კი ყველაფერი უკეთ იქნებოდა!
451
საერთოდაც, როგორ დაუშვა ჰარიეტმა, რომ მისტერ ნაიტლიზე ფიქ-
რი შეეძლო?! როგორ გაბედა, წარმოედგინა, რომ ასეთი კაცის რჩეულად
ყოფნის უფლება ჰქონდა?! ჰარიეტის უწინდელი თავმდაბლობა და ეჭ-
ვები სადღაც გამქრალიყო და საკუთარი არასრულფასოვნება – გნე-
ბავთ, ინტელექტუალური, გნებავთ, წარმომავლობასთან დაკავშირებუ-
ლი – უმნიშვნელოდ ქცეულიყო. მისტერ ელტონისთვის მასზე დაქორ-
წინება რომ დაკნინების ტოლფასი იქნებოდა, ამას ხომ აცნობიერებდა,
მაშ, მისტერ ნაიტლისთვის... ღმერთო! ამაშიც ემას ხელი ერია! განა თა-
ვად არ გაისარჯა, დაერწმუნებინა მეგობარი, რომ მნიშვნელოვანი ფი-
გურა იყო; განა არ ასწავლა, რომ მაღალი საზოგადოებისთვის თავაწე-
ულს გაესწორებინა მზერა და მასში საკუთარი თავი დაენახა? თავმდა-
ბალი გოგონას პატივმოყვარე ქალად ქცევა სწორედ ემას „დამსახურე-
ბა“ იყო.
452
თავი 12
458
– ოჰ! მშვენივრად! ხომ იცით, მე სულ კარგად ვარ. არ დაგავიწყდეთ,
წერილი მოვა თუ არა, შემატყობინეთ.
მის ვუდჰაუზის უსიამოვნო ფიქრებს მისის უესტონის ნაამბობმა
ახალი საზრდო შეჰმატა: კიდევ უფრო მეტი პატივისცემითა და თანაგ-
რძნობით განიმსჭვალა მის ფეარფაქსის მიმართ და კიდევ ერთხელ მწა-
რედ ინანა, რაოდენ უსამართლოდ ექცეოდა მას, როცა უფრო მეტ სიახ-
ლოვეს არ ცდილობდა. გაწითლდა, როცა გააცნობიერა, რომ ამის მიზე-
ზი, ნაწილობრივ მაინც, შური იყო. ნეტავ, მისტერ ნაიტლის სურვილი
გაეთვალისწინებინა და მის ფეარფაქსისადმი მეტი ყურადღება გამოე-
ჩინა, რასაც ის ნამდვილად იმსახურებდა; ნეტავ, ეცადა და გოგონა
უკეთ გაეცნო; ნეტავ, მეგობრობისკენ ნაბიჯი გადაედგა; ნეტავ, ჰარიეტ
სმითის ნაცვლად, თავიდანვე მის ფეარფაქსში ეპოვნა მეგობარი. მეტი
ალბათობით, ახლა ხომ თავისუფალი იქნებოდა ყველა იმ ტკივილისგან,
ასე რომ სტანჯავდა! წარმოშობით, შესაძლებლობებითა და განათლე-
ბით სწორედ მის ფეარფაქსი შეეფერებოდა მეგობრად. და ჰარიეტ სმი-
თი? რას წარმოადგენდა ჰარიეტ სმითი? ემა და მის ფეარფაქსი რომც
არასდროს გამხდარიყვნენ ახლო მეგობრები, მის ფეარფაქსს ის ამ
მნიშვნელოვან საკითხზე თავის მესაიდუმლედ რომც არ ექცია (რაც, სა-
ვარაუდოდ, ასეც იქნებოდა), ემა მას სათანადოდ მაინც გაიცნობდა და
სხვა თუ არაფერი, საძულველ ეჭვებს მაინც არ დაუშვებდა, თითქოს
მის ფეარფაქსს მისტერ დიქსონის მიმართ ჰქონდა გრძნობები. არადა,
ეს ბრიყვული ეჭვები არა მხოლოდ საკუთარ წარმოსახვაში გააბუქა,
არამედ ყოვლად უპატიებლად გაახმოვანა კიდეც.
ძალიან ეშინოდა, რომ წინდაუხედავი ფრენკ ჩერჩილი ჯეინს ამის
შესახებ უამბობდა და უხეშად შელახავდა კიდეც მის ყველაზე სათუთ
გრძნობებს. ემა დარწმუნებული იყო, მის ფეარფაქსს ყველაზე დიდი
ტკივილი ჰაიბერიში სწორედ მან მიაყენა; სამნი ერთად არასდროს ყო-
ფილან ისე, რომ ემას ათასჯერ მაინც არ დაერღვია ჯეინ ფეარფაქსის
სულიერი სიმშვიდე. ბოქს-ჰილი კი ალბათ ბოლო წვეთი იყო.
უსასრულო და მელანქოლიურ საღამოს ჰარტფილდში ამინდიც თა-
ვის წილ სევდას ჰმატებდა. ელვამ და ჭექა-ქუხილმა არ დააყოვნა და
459
ცივი, კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ივლისის ნიშანწყალს მხოლოდ
ქარისგან გაძარცული ხეები და ბუჩქები ამჟღავნებდა და გვიანი მწუხ-
რი, რომლის წყალობითაც ეს პირქუში პეიზაჟები არა და არ იმალებო-
და.
ამინდმა იმდენად ცუდად იმოქმედა მისტერ ვუდჰაუზზე, რომ მისი
გამხნევება მხოლოდ ქალიშვილის ყურადღებას თუ შეეძლო, თუმცა მა-
მის გამხნევება ამხელა ძალისხმევად ემას მანამდე არასდროს დასჯდო-
მია. მოაგონდა მამასთან პირისპირ გატარებული პირველი ნაღვლიანი
საღამო – მისის უესტონის ქორწილის დღე. მაგრამ მაშინ, ჩაის დალევი-
დან მალევე, მამა-შვილთან მისტერ ნაიტლიმ შეიარა და ყოველგვარი
მოწყენილობა გაფანტა. ვაი, რომ ამგვარი საღამოები ჰარტფილდში
სულ მალე წარსულს უნდა ჩაბარებოდა! მაშინ ემას ზამთრის მოახ-
ლოების ეშინოდა, მაგრამ ვუდჰაუზები არცერთ მეგობარს არ მიუტოვე-
ბია, მხიარულება არ მოჰკლებიათ, ახლა კი... ემა ლამის დარწმუნებუ-
ლი იყო, რომ ცუდი წინათგრძნობა აუხდებოდა. მომავალი ისეთ ნის-
ლში ჩაძირულიყო, რომ ასე ადვილად არ გამოიდარებდა... სულ უმნიშ-
ვნელო გამონათებაზეც კი მადლობა უნდა ეთქვა. თუ მისი მეგობრების
წრეში მოსალოდნელი ცვლილება მოხდებოდა, მაშინ ჰარტფილდი და-
ცარიელდებოდა, თავად კი მამამისის ამარა დარჩებოდა და დანგრეულ
ბედნიერებაზე დარდით შეპყრობილს, მის გახალისებაზე ზრუნვა მო-
უწევდა.
ბავშვი, რომელიც რენდალსში დაიბადებოდა, მისის უესტონისთვის
ემაზე ძვირფასი იქნებოდა, დაიკავებდა მთელ მის გულსა და დროს. ემა
და მისტერ ვუდჰაუზი დაკარგავდნენ მისის უესტონსა და, დიდი ალბა-
თობით, მისტერ უესტონსაც. ფრენკ ჩერჩილი ჰაიბერიში აღარ ჩამოვი-
დოდა, მეტიც, ალბათ მალე მის ფეარფაქსსაც თან წაიყვანდა; ისინი
დაქორწინდებოდნენ და ენსკოუმბში ან სადმე ახლომახლო გადავი-
დოდნენ საცხოვრებლად. მოკლედ, ყველაფერს, რაც კი რამ ჰაიბერიში
კარგი იყო, ბოლო მოეღებოდა... და თუკი მათ მისტერ ნაიტლიც მიატო-
ვებდა, მაშინ საერთოდ რაღა დარჩებოდა?! – აღარც ხალისიანი საზო-
გადოება და აღარც გონიერი... ნუთუ მისტერ ნაიტლი საღამოობით ჰარ-
460
ტფილდში აღარ შეივლიდა?! როგორ უნდა შერიგებოდა ამას ემა? თა-
ნაც, თუ მისტერ ნაიტლის ისინი ჰარიეტის გამო დაკარგავდნენ, თუ ჰა-
რიეტის საზოგადოებაში ყოფნა ჯენტლმენისათვის სასურველი აღმოჩ-
ნდებოდა, თუ ჰარიეტი აღმოჩნდებოდა მისი რჩეული, მეგობარი და ცო-
ლი, მაშინ ემას მით უფრო გაუჭირდებოდა – ვერასდროს მოიშორებდა
აზრს, რომ ეს ყველაფერი თავისივე ბრალი იყო.
ემას სევდამ პიკს მიაღწია. უნებლიეთ შეკრთა, ღრმად ამოიოხრა და
ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა... ერთადერთი ნუგეში, რაც თავის ხელ-
ში აყვანაში ეხმარებოდა, იყო ორი მტკიცე გადაწყვეტილება: ამიერი-
დან უკეთ მოქცეულიყო, და მეორე, რაც უნდა ნაკლებად ბედნიერი და
ხალისიანი ყოფილიყო დამდეგი ზამთარი (და, საერთოდაც, მისი ცხოვ-
რების ყოველი მომდევნო ზამთარი), თავად უფრო რაციონალური გამ-
ხდარიყო, უკეთ შეეცნო საკუთარ თავი და გაზაფხულს ნაკლები სინა-
ნულით შეგებებოდა.
461
თავი 13
464
ტუაციაში ჩავარდნილ ქალს შერცხვებოდა... მაგრამ ასეა თუ ისე, მის
მიმართ გრძნობა არასდროს მქონია.
მისტერ ნაიტლი დუმდა. ემას კი ერთი სული ჰქონდა, ჯენტლმენს ხმა
ამოეღო, თუმცა, ამისათვის ჯერ უკეთ უნდა განემარტა ყველაფერი,
თუნდაც მისტერ ნაიტლის თვალში კიდევ უფრო დაკნინებულიყო. და
ემამ დუმილი დაარღვია: – ჩემს საქციელს გამართლება არა აქვს... მის-
მა ყურადღებამ შემაცდინა და თავს უფლება მივეცი, ამით მესარგებ-
ლა... ერთი რიგითი შემთხვევაა, რომელიც ჩემი სქესის ასობით წარმო-
მადგენელს დამართნია. მიუხედავად ამისა, არ მგონია, ეს ამბავი ჩემის-
თანა ადამიანს ეპატიებოდეს, ვინც ყველასა და ყველაფრის გაგებაზე
აცხადებს პრეტენზიას. ჩემს ცდუნებას ბევრმა გარემოებამ შეუწყო ხე-
ლი. ის მისტერ უესტონის ვაჟი გახლდათ... სულ ჩვენთან იყო... მსი-
ამოვნებდა მისი სიახლოვე... მოკლედ, – ემამ ამოიოხრა, – რაც უნდა
გამჭრიახი მიზეზები დავასახელო, ყველა საბოლოოდ ერთზე დადის: ის
პატივმოყვარეობას მიკმაყოფილებდა და მეც ვაძლევდი ყურადღების
გამოხატვის ნებას. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ მისი ყურადღება არა-
ფერს ნიშნავდა ჩემთვის... მასზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია.
კი, თავი მომაწონა, მაგრამ გული ვერ მატკინა. არასდროს მყვარებია.
ახლა უკვე შემიძლია, ავხსნა მისი საქციელი. მას არასდროს უცდია,
შემყვარებოდა. ჩემთან სიახლოვე მხოლოდ რეალური სიტუაციის შესა-
ნიღბად სჭირდებოდა. მისი მიზანიც ეს იყო – გარშემო ყველასთვის აეხ-
ვია თვალი. დარწმუნებული ვარ, ჩემზე მეტად არავინ იყო მოწადინე-
ბული, მოტყუებულიყო... უბრალოდ, ისე მოხდა, რომ მე არ მოვტყუვ-
დი... ძალიან გამიმართლა... მოკლედ, თვითონაც არ ვიცი, რა გზებით,
მაგრამ ამ ამბიდან უვნებლად გამოვძვერი.
აქ უკვე ემა პასუხს ელოდა – სხვა თუ არაფერი, მისი საქციელის გა-
გება მაინც უნდა ეცადათ. მაგრამ მისტერ ნაიტლი ჯიუტად დუმდა და
ღრმად ჩაძირულიყო ფიქრებში.
– ფრენკ ჩერჩილზე კარგი აზრის არასდროს ვყოფილვარ... – ბოლოს
და ბოლოს, ხმა ამოიღო მისტერ ნაიტლიმ, – თუმცა, ვუშვებ, რომ სათა-
ნადოდ ვერ დავაფასე. უმნიშვნელო ნაცნობობა გვაკავშირებდა... ჩემი
465
წარმოდგენა მასზე მართალიც რომ იყოს, აქვს შანსი, გამოსწორდეს...
ჰო, ასეთ ქალთან ეს ნამდვილად შესაძლებელია... არავითარი მიზეზი
არ მაქვს, ფრენკ ჩერჩილს ცუდი ვუსურვო, პირიქით, ახალგაზრდა
ქალბატონის გამო, რომლის ბედნიერებაც ამიერიდან მის ხასიათსა და
ქცევაზეა დამოკიდებული, მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ.
– ეჭვიც არ მეპარება, ერთად ბედნიერები იქნებიან, – დასძინა ემამ, –
მჯერა, რომ წრფელი, ორმხრივი გრძნობა აკავშირებთ.
– საოცრად იღბლიანი კაცია! – წამოიძახა მისტერ ნაიტლიმ, – ასე
ნაადრევად, ოცდასამი წლის ასაკში კაცი, როგორც წესი, ცუდ არჩევანს
აკეთებს ხოლმე. ოცდასამი წლის ასაკში ასეთი განძის ხელში ჩაგდება
საოცარი იშვიათობაა! იღბალია, აბა, რა არის, როცა ასეთი ქალის სიყ-
ვარულს მოიპოვებ, თან, უანგარო სიყვარულს, ვინაიდან ჯეინ ფეარ-
ფაქსის ბუნება ყოველგვარ ანგარებას გამორიცხავს... ყველაფერი
ფრენკ ჩერჩილის სასიკეთოდ აეწყო: თანასწორობა სტატუსში, ჩვევებსა
და მანერებში, რაც ასე მნიშვნელოვანია... ყოველმხრივ თანასწორნი
არიან, ერთ ასპექტს თუ არ ჩავთვლით, და ვინაიდან ჯეინ ფეარფაქსის
წრფელ გრძნობებში ეჭვს ვერავინ შეიტანს, შეიძლება ითქვას, რომ
ახალგაზრდა კაცს ამ მხრივაც ძალიან გაუმართლა: ის ცოლს ყველა იმ
სიკეთით უზრუნველყოფს, რაც მას აკლია. კაცს მუდამ სურს, ქალი
უკეთეს სახლში წაიყვანოს, შესაბამისად, ჩემი აზრით, ყველაზე ბედნი-
ერია ის კაცი, ვინც ამას ახერხებს, მით უმეტეს, როცა ქალის უანგარო
სიყვარული კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ფრენკ ჩერჩილს მართლაც
ბედი წყალობს. ყველაფერი მის სასიკეთოდ წარიმართა: კურორტზე გა-
იცნო ახალგაზრდა ქალი და მისი სიყვარული მოიპოვა... დაუდევრად კი
მოექცა, მაგრამ ქალის კეთილგანწყობა მაინც ვერ დაასუსტა... მასა და
მის ოჯახს მთელ მსოფლიოში იდეალური ქალის მოძებნა რომ ეცადათ,
ჯეინ ფეარფაქსზე უკეთესს ვერავის იპოვიდნენ... ერთადერთი დაბრკო-
ლება ბიცოლაა, რომელიც კვდება... ფრენკ ჩერჩილმა მხოლოდ უნდა
გაახმოვანოს თავისი ზრახვები... მისი ახლობლები მზად არიან, ხელი
შეუწყონ მის ბედნიერებას... მან ყველა ბოროტად გამოიყენა, მაგრამ
ყველა დიდსულოვნად ჰპატიობს მას... იღბლიანი კაცია, აბა, რა არის!
466
– ისე საუბრობთ, თითქოს გშურთ მისი.
– ჰო, ემა, მშურს. ერთი თვალსაზრისით, მართლაც მშურს.
ემა გაჩუმდა. ნახევარი წინადადებაც და, ალბათ, ჰარიეტის თემას
მიადგებოდნენ. ერთადერთი, რაც ამწუთას ემას უნდოდა, ამ თემის თა-
ვიდან არიდება იყო. სრულიად განსხვავებულ საკითხზე უნდა წამოეწ-
ყო საუბარი, კერძოდ კი – ბავშვების შესახებ ბრანსვიკში. ჰაერი ჩა-
ისუნთქა და რაღაცის თქმა დააპირა, რომ უცებ მისტერ ნაიტლიმ თავ-
ზარდამცემი სიტყვა წარმოთქვა: – არ მეკითხებით, რა არის შურის მი-
ზეზი. როგორც ჩანს, მტკიცედ გადაგიწყვეტიათ, არ დაინტერესდეთ.
ჭკვიანურადაც იქცევით... მაგრამ მე ახლა ვერ ვიქნები ჭკვიანი, ემა. მე
უნდა გითხრათ ის, რასაც თქვენ არ მეკითხებით, მიუხედავად იმისა,
რომ წუთის შემდეგ შეიძლება ვინანო კიდეც ჩემი სიტყვები.
– ოჰ! მაშინ ნუ მეტყვით, ნუ მეტყვით! – მგზნებარედ წამოიძახა ემამ,
– ცოტა ხანს დაფიქრდით, კარგად განსაჯეთ, გემუდარებით, ნუ დაუშ-
ვებთ შეცდომას!
– გმადლობთ! – ჯენტლმენი დადუმდა. ის უკიდურესად ნაწყენი ჩან-
და.
ემას არ შეეძლო მისი გულის ტკენა. მას ემასთან გულის გადაშლა
სჭირდებოდა, ალბათ მისი რჩევაც... ჰოდა, რადაც უნდა დასჯდომოდა,
უნდა მოესმინა მისთვის. იქნებ, გადაწყვეტილების მიღებაში დახმარე-
ბოდა ან შეერიგებინა ამ გადაწყვეტილებასთან; ჰარიეტი სამართლია-
ნად შეექო ან ჯენტლმენისთვის შეეხსენებინა, რომ ის დამოუკიდებელი
კაცი იყო, და ამით ორჭოფობის დაძლევაში დახმარებოდა. ორჭოფობა
მისნაირი ბუნების კაცისთვის, წესით, ყოვლად აუტანელი უნდა ყოფი-
ლიყო. ამასობაში სახლს მიუახლოვდნენ.
– შეხვალთ, ხომ? – ჰკითხა მისტერ ნაიტლიმ.
ჯენტლმენის სევდიანმა ტონმა ემა დაარწმუნა, რომ მისთვის ლაპა-
რაკის საშუალება აუცილებლად უნდა მიეცა, ამიტომ მიუგო: – არა.
მინდა, ცოტა კიდევ გავისეირნო. მისტერ პერი ჯერ არ წასულა, – რამ-
დენიმე ნაბიჯის შემდეგ კი დაამატა: – მისტერ ნაიტლი, ძალიან უსინ-
დისოდ გაგაჩერეთ. ვშიშობ, გაწყენინეთ კიდეც... მაგრამ თუ გსურთ,
467
როგორც მეგობარს, გული გადამიშალოთ ან მკითხოთ აზრი ამა თუ იმ
თემაზე... თქვენს განკარგულებაში ვარ... თავისუფლად შეგიძლიათ მე-
ლაპარაკოთ და მეც გულახდილად გეტყვით, რას ვფიქრობ.
– როგორც მეგობარი! – ემას ნათქვამი გაიმეორა მისტერ ნაიტლიმ, –
ემა, ვშიშობ, რომ ეს ფრაზა... არა, არ მინდა... ანდა მოიცადეთ! რატომ
უნდა ვიყოყმანო? უკვე საკმაოდ შორს შევტოპე საიმისოდ, რომ დამალ-
ვას აზრი ჰქონდეს... ემა, თქვენს წინადადებას მივიღებ... ჰო, რაც უნდა
უცნაურად ჩანდეს, მივიღებ თქვენს წინადადებას და ისე დაგელაპარა-
კებით, როგორც მეგობარს... მითხარით, მაქვს მცირე შანსი, იმედი მაინც
ვიქონიო, რომ...
მისტერ ნაიტლი ემას რეაქციის გადასამოწმებლად გაჩერდა, მისმა
მზერამ კი ემას მუხლები აუკანკალა.
– ემა, ჩემო უძვირფასესო, – განაგრძო ჯენტლმენმა, – რაც უნდა
მოჰყვეს ამ საუბარს, თქვენ სამუდამოდ უძვირფასეს ადამიანად დარჩე-
ბით ჩემთვის... ჩემო უძვირფასესო, უსაყვარლესო ემა... მიპასუხეთ.
პირდაპირ მითხარით თუნდაც „არა“.
ემა ხმას ვერ იღებდა.
– ჩუმად ხართ, – ენერგიულად წამოიძახა მისტერ ნაიტლიმ, – ამწუ-
თას ამაზე მეტს თქვენგან არც ვითხოვ.
ემოციებისგან თავბრუდახვეული ემა ძლივს იდგა ფეხზე. ყველაზე
მეტად ახლა იმის ეშინოდა, ეს ყველაფერი ყველაზე ტკბილი სიზმარი
არ ყოფილიყო.
– ემა, ორატორობა არ შემიძლია, – მალევე მღელვარედ, თუმცა
მტკიცედ და მკაფიოდ განაგრძო მისტერ ნაიტლიმ, – უფრო ნაკლებად
რომ მიყვარდეთ, ალბათ მეტის თქმას შევძლებდი. მაგრამ თქვენ კარ-
გად მიცნობთ... სიმართლის მეტი ჩემგან არასდროს არაფერი მოგისმე-
ნიათ... ხშირად გადანაშაულებდით, ჭკუასაც გასწავლიდით და თქვენ ამ
ყველაფერს ისე უძლებდით, ინგლისის ვერცერთი ქალი ვერ გაუძლებ-
და. ჰოდა, ემა, ჩემო უძვირფასესო, მინდა, რომ ახლაც ისევე მოთმინე-
ბით მიიღოთ ჩემი სიმართლე, როგორც აქამდე. ვიცი, რომ მაღალფარ-
დოვნად ვერ გამოვხატავ სათქმელს... ღმერთია მოწმე, ძალიან უხეირო
468
თაყვანისმცემელი ვარ... მაგრამ თქვენ გამიგებთ... და ჩემს გრძნობებს
გრძნობითვე უპასუხებთ, თუკი შეძლებთ. გთხოვთ, თქვით რამე... ამწუ-
თას მხოლოდ თქვენი ხმის გაგონება მინდა!
სანამ მისტერ ნაიტლი ლაპარაკობდა, ემას ტვინი ელვის სისწრაფით
მუშაობდა, თუმცა ერთი სიტყვაც კი არ გამოჰპარვია, ჩასწვდა და გაი-
აზრა მთელი ჭეშმარიტება. მიხვდა, რომ ჰარიეტის იმედები ყოვლად
უსაფუძვლო იყო – შეცდომა, აბსოლუტური ილუზია, როგორც თავად
ემას ყველა ვარაუდი თუ შიში; რომ ჰარიეტი არაფერს წარმოადგენდა,
თავად კი ყველაფერს; რომ ის სიტყვები, რაც მას ცოტა ხნის წინ ჰარიე-
ტის გამო ეთქვა, ჯენტლმენს ემას გრძნობათა გამოძახილად მიეღო;
რომ მისი მღელვარება, ეჭვები, ყოყმანი, საუბრისთვის თავის არიდების
სურვილი მისტერ ნაიტლის ემას უარად აღექვა... მის ვუდჰაუზს არა
მხოლოდ ამ ჭეშმარიტების გაცნობიერებამ მოუტანა ბედნიერება, არა-
მედ იმანაც, რომ ჰარიეტის საიდუმლო არ გაეთქვა. ახლა კიდევ უფრო
ღრმად დარწმუნდა, რომ საიდუმლოს გამჟღავნება არ იყო საჭირო... ახ-
ლა მხოლოდ ასე თუ შეეძლო საბრალო მეგობრის დახმარება, რადგან
სხვა მხრივ გმირობას ნამდვილად ვერ ჩაიდენდა: ვერ შეეხვეწებოდა
მისტერ ნაიტლის, მისი თავი უფრო ღირსეული ადამიანით, ჰარიეტით,
ჩაენაცვლებინა... ან, უფრო მარტივად, სულგრძელი ნაბიჯი გადაედგა
და სამუდამო უარი ეთქვა მისტერ ნაიტლისთვის, ყოველგვარი მოტივის
გარეშე, თორემ, აბა, ორივეს ხომ ვერ მოიყვანდა ცოლად?! მაგრამ არა,
ასეთ გმირულ ნაბიჯს ემას ვერაფერი გადაადგმევინებდა. ჰარიეტი მთე-
ლი სულითა და გულით ებრალებოდა და სინდისიც ქენჯნიდა, მაგრამ
ახლა დიდსულოვნების დრო არ იყო. კი, მეგობარი შეცდომაში შეიყვა-
ნა, რის გამოც მუდამ დამნაშავედ იგრძნობდა თავს, მაგრამ ემოციებს
საღი აზრი ვერ დაეჯაბნა, მით უფრო, რომ საღი აზრით აქამდეც ამ-
ხედრებულიყო ამგვარი ქორწინების წინააღმდეგ და მისტერ ნაიტლის-
თვის ამას ყოვლად უთანასწორო, დამამცირებელ კავშირად მიიჩნევდა.
ემას ერთი გზა ჰქონდა – ნათელი, თუმცა არა უეკლო... შეევედრნენ,
რამე თქვითო. ჰოდა თქვა, რაც უნდა ეთქვა; ის, რასაც ჭეშმარიტი ქალ-
ბატონი იტყოდა. საკმარისად ბევრი თქვა, რომ ჯენტლმენისთვის ეჩვე-
469
ნებინა, სასოწარკვეთის მიზეზი არ გაქვთო, და წაექეზებინა ის მეტის
სათქმელად. არადა, მისტერ ნაიტლი თავიდან სწორედაც რომ სასო-
წარკვეთილებას მისცემოდა – ყველა იმედი დამსხვრეოდა... თუმცა,
ემამ ისე უეცრად შესთავაზა, საუბარი განაახლეთო (საუბარი, რომ-
ლისთვის სულ ცოტა ხნის წინ თავადვე დაესვა წერტილი), რომ ცოტა
არ იყოს, უცნაურად გამოიყურებოდა ეს ყველაფერი! ემაც გრძნობდა
საკუთარ არათანმიმდევრულობას, მაგრამ საბედნიეროდ, კეთილ მის-
ტერ ნაიტლის დამატებითი ახსნა-განმარტებები არ მოუთხოვია.
ურთიერთობის გარკვევისას რაღაც მაინც რჩება ხოლმე შენიღბული,
მაგრამ როცა, როგორც ამ შემთხვევაში, მხოლოდ საქციელს იგებენ
არასწორად, გრძნობებში კი არ ცდებიან, მაშინ ეს ტრაგედია არ არის.
მისტერ ნაიტლის რომც სცოდნოდა ემას ეჭვები, ამით არაფერი შეიც-
ვლებოდა: ემას მაინც ექნებოდა მისდამი ნაზი გრძნობები და მზად იქ-
ნებოდა, სიყვარულზე სიყვარულით ეპასუხა.
როგორც გაირკვა, მისტერ ნაიტლის თავისი გავლენის შესახებ ემაზე
წარმოდგენაც კი არ ჰქონია. ბუჩქნარში ისე გაჰყვა, სრულებით არ აპი-
რებდა ამ თემაზე საუბარს. სულ სხვა რამ აღელვებდა: აინტერესებდა,
როგორ გადაიტანა გოგონამ ფრენკ ჩერჩილის ნიშნობის ამბავი; მხო-
ლოდ ის უნდოდა, დაემშვიდებინა ან რჩევა მიეცა მისთვის. რაც შეეხება
სხვა დანარჩენს, ყველაფერი მეტად სპონტანურად მოხდა, იმ უეცარი
გავლენის შედეგად, რაც ემას სიტყვებმა იქონია მის გრძნობებზე. როცა
გახარებული მისტერ ნაიტლი დარწმუნდა, რომ მის ვუდჰაუზი ფრენკ
ჩერჩილის მიმართ სრულიად გულგრილი იყო, იმედი ჩაესახა, რომ ემას
სიყვარულს ოდესმე მაინც მოიპოვებდა, თუ იმწუთასვე არა...
უბრალოდ, წამიერად სიგიჟემდე მოუნდა, დარწმუნებულიყო, რომ
ემა მისი გულის მოგების მცდელობას არ უკრძალავდა... თანდათან კი
უფრო სერიოზული და მომაჯადოებელი იმედებიც გაუჩნდა... სიყვარუ-
ლი, რომლის უფლებასაც ითხოვდა, უკვე მისი იყო! სულ რაღაც ნახე-
ვარ საათში, სრული უიმედობიდან სრულ ბედნიერებაში გადაინაცვლა,
თუკი საერთოდ არსებობს სრული ბედნიერება.
470
ემამაც იგივე იგრძნო. ამ ნახევარმა საათმა ორივე ერთნაირად დაარ-
წმუნა ერთმანეთის სიყვარულში, ორივეს ერთნაირად გაუქარწყლა ეჭ-
ვი და უნდობლობა. მისტერ ნაიტლიში ეჭვიანობას დიდი ხნის წინ გა-
ედგა ფესვი – იმ დღიდან, როცა ფრენკ ჩერჩილი გამოჩნდა ჰაიბერიში,
მეტიც – იმ დღიდან, როცა მისი ჩამოსვლის ამბავი გავრცელდა. მას ემა
უყვარდა და ფრენკ ჩერჩილზე ეჭვიანობდა – ეს ორი გრძნობა დაახ-
ლოებით ერთსა და იმავე პერიოდში ჩაესახა და, სავარაუდოდ, ერთმა
მეორეს მოჰფინა ნათელი. სწორედ ფრენკ ჩერჩილისადმი ეჭვიანობამ
უბიძგა მას, ლონდონში წასულიყო... ეს ბოქს-ჰილზე გადაწყვიტა, რათა
აღარ ეცქირა ემასგან ნებადართული და შეგულიანებული ფლირტის-
თვის... წავიდა, რათა გულგრილი დაბრუნებულიყო, მაგრამ არასწორი
ადგილი აირჩია: ძმის სახლში ნამდვილი ოჯახური ბედნიერება დახვდა,
რაშიც ქალს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვოდა; იზაბელა ემას ახსე-
ნებდა... მოკლედ, ბრანსვიკმა არ უშველა, უფრო დიდხანსაც რომ დარ-
ჩენილიყო, მაინც არაფერი შეიცვლებოდა... და მაინც, მისტერ ნაიტლი
დიდი რუდუნებით ითმენდა ტანჯვას, სანამ დილას მისტერ უესტონის
წერილით ჯეინ ფეარფაქსის ამბავი არ შეიტყო... ბუნებრივია, გაუხარ-
და და ამ სიხარულში სინდისის ქენჯნა ოდნავადაც არ უგრძნია, ვინაი-
დან ყოველთვის სჯეროდა, რომ ფრენკ ჩერჩილი ემას არ იმსახურებდა,
თუმცა უცებ ისე გულწრფელად შეწუხდა, ისე აღელდა ემას გამო, რომ
ბრანსვიკში ვეღარ გაჩერდა. წვიმაში იარა, შინ ჩააღწია და მყისვე ჰარ-
ტფილდისკენ გამოეშურა, რათა ენახა, როგორ მიიღო ეს მოულოდნელი
სიახლე მისმა უნაზესმა და უმშვენიერესმა, ყველა ნაკლის მიუხედავად,
უნაკლო არსებამ...
აღელვებული და სევდიანი ემას დანახვამ შეაშფოთა – ფრენკ ჩერჩი-
ლი ნამდვილი არამზადა იყო! მაგრამ ცოტა ხანში თავისი ყურით გა-
იგონა ემას ნათქვამი: ეს კაცი მის რჩეულს არასდროს ჰყვარებია... იქნებ
ფრენკ ჩერჩილი არც მთლად ასეთი წყალწაღებული იყო... სახლში
ხელჩაკიდებულები შებრუნდნენ – ემა მხოლოდ მისი იყო... ბედნიერი
მისტერ ნაიტლისთვის იმწუთას ფრენკ ჩერჩილზე აზრი რომ ეკითხათ,
სრულიად გულწრფელად იტყოდა, მშვენიერი ახალგაზრდააო.
471
თავი 14
473
ბა იმ შავი დღისა, რომელიც, ადრე თუ გვიან, მაინც დადგებოდა და ყვე-
ლას ისევ ერთად მოუყრიდა თავს.
მეორე დილას ემა ადრიანად ადგა და ჰარიეტს წერილი მისწერა. ამ
საქმემ ისე დაასევდიანა, რომ მისტერ ნაიტლის საუზმობისას გამოჩენა
ჰარტფილდში სულაც არ ეჩვენა უდროო. ნასაუზმევს, ნახევარი საათი
მასთან ერთად წინა დღეს განვლილი ბილიკების ხელახლა გავლაში გა-
ატარა (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) და წინა საღამოს
ბედნიერება კიდევ ერთხელ სათანადოდ განიცადა.
მისტერ ნაიტლი ახალი წასული იყო – ყოველ შემთხვევაში, მისი
წასვლიდან ჯერ იმდენი დრო არ გასულიყო, რომ ემას სხვაზე ფიქრი
შესძლებოდა – როცა რენდალსიდან წერილი მოვიდა, ფურცლების მთე-
ლი დასტა. ემა მიხვდა, ვისგანაც იყო და მაინცდამაინც არ აღფრთო-
ვანდა. ფრენკ ჩერჩილზე ოდნავადაც აღარ ბრაზობდა და არავითარი
დამატებითი ახსნა-განმარტება არ სჭირდებოდა; თანაც, დარწმუნებუ-
ლი იყო, რაც უნდა მოეწერა ფრენკ ჩერჩილს, მას მაინც ვერასდროს გა-
უგებდა. თუმცა, გადაწყვიტა, წერილი მაინც წაეკითხა. გახსნა შეკვრა
და მოლოდინიც დაუდასტურდა: ეს ფრენკ ჩერჩილის წერილი იყო, რო-
მელიც მას მისის უესტონისთვის მიეწერა და რომლისთვისაც მისის
უესტონს პატარა ტექსტი წაემძღვარებინა:
„ემა, ჩემო ძვირფასო, დიდი სიხარულით გიგზავნით თანდართულ
წერილს. ეჭვიც არ მეპარება, რომ სამართლიანად შეაფასებთ და თქვენ-
ზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას მოახდენს. მგონი, ავტორის შესახებ
ამიერიდან სერიოზული კამათი აღარ მოგვიწევს. თავს აღარ შეგაწყენთ
გრძელი შესავლით. ჩვენ კარგად ვართ. ამ წერილმა ყველა ჩემს ბო-
ლოდროინდელ ეჭვს დაუსვა წერტილი. სამშაბათს არ მომეწონეთ – მო-
მეჩვენა, რომ რაღაც გაწუხებდათ, თუმცა ისეთი უჟმური დილა იყო,
დიდად არც მიკვირს... მართალია, არასდროს აღიარებთ, რომ ამინდი
თქვენზე მოქმედებს, მაგრამ ვფიქრობ, ჩრდილო- დასავლეთის ქარს
ყველა გრძნობს. გუშინწინდელი შტორმისა და გუშინდელი წვიმიანი
დილის გამო მამათქვენზე ვღელავდი, მაგრამ დავმშვიდდი, რაკი წუხელ
მისტერ პერისგან შევიტყვე, რომ ავად არ გამხდარა.
474
მუდამ თქვენი,
ა. უ.
[მისის უესტონს]
უინძორი, ივლისი
ჩემო ძვირფასო მადამ, „რამდენადაც გუშინ გასაგებად ვერ გადმოვე-
ცი სათქმელი, ეს წერილი მოულოდნელი არ უნდა იყოს თქვენთვის.
თუმცა, გინდაც მოულოდნელი იყოს, ვიცი, მას მაინც კეთილგანწყობი-
თა და მოწყალებით წაიკითხავთ. თქვენ კეთილშობილების განსახიერე-
ბა ხართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენც კი მთელი თქვენი კე-
თილშობილების მოხმობა დაგჭირდებათ, რომ ზოგიერთი საქციელი მა-
პატიოთ. გულს იმით ვიკეთებ, რომ მან უკვე მაპატია, ვისაც კიდევ უფ-
რო მეტი მიზეზი ჰქონდა, შევძულებოდი. ვწერ და მხნეობა მემატება.
ბედნიერი კაცისთვის ძალიან ძნელია, თავმდაბალი იყოს. პატიება ორ-
ჯერ ვითხოვე და ორჯერვე ისე წარმატებით, რომ ახლა საფრთხის წი-
ნაშე ვდგავარ, არ გავყოყოჩდე და არ დავიჯერო, რომ თქვენც მაპატი-
ებთ და თქვენი მეგობრებიც, ვისაც აქვს საბაბი, ნაწყენი იყოს...
გთხოვთ, ყველამ სცადოთ და ზუსტად გაიგოთ, რა ვითარებაში ვიყავი,
როცა პირველად ჩამოვედი რენდალსში; მხედველობაში მიიღეთ იმ სა-
იდუმლოს ბუნება, რასაც თან დავატარებდი. რადაც უნდა დამჯდომო-
და, ეს საიდუმლო უნდა შემენახა. ეს იყო ფაქტი. სხვა საკითხია, რამდე-
ნად მქონდა უფლება, თავი ასეთ მდგომარეობაში ჩამეგდო. ამაზე აქ არ
ვიმსჯელებ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ვერ გავუძელი ცდუნებას და
მივეცი თავს ამის უფლება, ხოლო თუ ვინმე აბეზარი შემომედავება, ჰა-
იბერიში, იმ აგურის სახლისკენ მივუთითებ, რომელსაც ქვემოთ ალათი-
ანი, ზემოთ კი საგდულიანი ფანჯრები აქვს. ამ სახლის მშვენიერ ბინა-
დართან მიახლოებას ღიად ვერ ვბედავდი. ჩემი პრობლემები მაშინ ენ-
სკოუმბს უკავშირდებოდა, რაც ყველას ისე კარგად მოეხსენება, რომ ახ-
სნა-განმარტებას აღარ საჭიროებს. სანამ უეიმათში ერთმანეთს გამო-
ვემშვიდობებოდით, გამიმართლა და ამქვეყნად ყველაზე სამართლიანი
და პატიოსანი ქალი როგორღაც საიდუმლო ნიშნობაზე დავითანხმე.
475
უარი რომ ეთქვა, გავგიჟდებოდი. მაგრამ ალბათ მკითხავთ, რის იმედი
გქონდა ან რას ელოდი, ამას რომ აკეთებდიო. ველოდი ყველაფერს, აბ-
სოლუტურად ყველაფერს: დროს, შანსს, გარემოებას, ეტაპობრივ შედე-
გებს, უეცარ გასხივოსნებას, შეუპოვრობასა და ძალ-ღონის გამოლევას,
ჯანმრთელობასა და ავადმყოფობას. მჯეროდა, რომ უამრავი შანსი
მქონდა, და რაკი ერთგულებასა და მიმოწერაზე მისი პირობა მოვიპოვე,
უმთავრესი სიკეთე ჩემ ხელთ იყო. თუ დამატებითი ახსნა-განმარტება
გნებავთ, გეტყვით, ჩემო ძვირფასო მადამ, რომ პატივი მაქვს, ვიყო
თქვენი ქმრის ვაჟი, შესაბამისად, მისგან მემკვიდრეობით ერთი არაჩ-
ვეულებრივი თვისება მერგო: ოპტიმიზმი. მერწმუნეთ, ეს ისეთი ღირე-
ბული თვისებაა, რომ მემკვიდრეობით მიღებული ვერცერთი სახლი თუ
მიწა ვერ შეედრება... მაშ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყველა ეს გარე-
მოება – ის კონტექსტი, რომელშიც ჩემი პირველი რენდალსური ვიზიტი
შედგა... აი, აქ კი სინდისი მკარნახობს, რომ დამნაშავე ვარ, გაცილებით
ადრე უნდა ჩამოვსულიყავი. თუ გაიხსენებთ, აღმოაჩენთ, რომ თქვენ-
თან მანამ არ ჩამოვსულვარ, სანამ მის ფეარფაქსი არ დაბრუნდა ჰა-
იბერიში. იმედი მაქვს, რომ თქვენ მაპატიებთ ჩემს უღირს საქციელს,
მამაჩემის თანაგრძნობის მოპოვებისთვის კი ისევ უნდა გავისარჯო;
მინდა იცოდეს, რომ დრო, რომელიც მასთან ჩამოსასვლელად დამჭირ-
და, მენანება: ამით მე მოვიკელი თქვენი გაცნობის უდიდესი ბედნიერე-
ბა და მადლი. იმედს ვიტოვებ, თქვენთან გატარებული არაჩვეულებრი-
ვი ორი კვირის განმავლობაში თქვენგან გაკიცხვა არ დამიმსახურებია,
თუ არ ჩავთვლით ერთ საკითხს. ჰოდა, აი, ყველაზე არსებითს მივადექი
– ჩემი ქცევის უმნიშვნელოვანეს ასპექტს, რომელზეც ძალიან ვნერვიუ-
ლობ და რომელიც ჩემგან დაწვრილებით ახსნა-განმარტებას მოით-
ხოვს. მის ვუდჰაუზს მხოლოდ უდიდესი პატივისცემითა და თბილი, მე-
გობრული გრძნობით თუ ვახსენებ... თუმცა, არა, მამაჩემი შემისწორებ-
და: „უდიდესი სირცხვილით“... მან გუშინ ერთი-ორი სიტყვით გამოხატა
თავისი აზრი და მეც ვაღიარებ, რომ, გარკვეულწილად, ვიმსახურებ
მისგან საყვედურს... ვიცი, რომ ჩემი ქცევა მის ვუდჰაუზის მიმართ უფ-
რო მეტ რამეზე მიანიშნებდა, ვიდრე საჭირო იყო... სიახლოვე, რომე-
476
ლიც ჩვენ შორის მომენტალურად გაჩნდა, დასაშვებზე მეტად გამოვიყე-
ნე საიმისოდ, რომ ჩემთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საიდუმლო კიდევ
უფრო შემეფუთა... ვერ უარვყოფ: მართლაც ისე ვიქცეოდი, თითქოს
მის ვუდჰაუზის კეთილგანწყობის მოპოვებას ვცდილობდი... მაგრამ და-
მიჯერეთ, რასაც ახლა ვიტყვი: მის გულგრილობაში დარწმუნებული
რომ არ ვყოფილიყავი, ვერავითარი ეგოისტური მოტივი ვერ მაცდუნებ-
და, ასე გამეგრძელებინა... მის ვუდჰაუზი ყოვლად სასიამოვნო და მომ-
ხიბლავი პიროვნებაა, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ მას ადვილად
შეყვარება შეუძლია. მჯეროდა, რომ ის სრულიად თავისუფალი იყო
ჩემდამი გრძნობებისგან... და მინდოდა კიდეც, ასე ყოფილიყო... ჩემს
ყურადღებას მეგობრული სიცელქით იღებდა, ეს კი ზუსტად ის იყო,
რაც მჭირდებოდა. თითქოს გვესმოდა ერთმანეთის. ჩემი ყურადღება მას
ნამდვილად ეკუთვნოდა და შესაბამისადაც აღიქვამდა... ვერ გეტყვით,
პირველ ორ კვირაში მართლა გამიგო თუ არა... როცა მასთან დასამშვი-
დობებლად შევიარე, მახსოვს, ლამის ყველაფერში გამოვუტყდი, ჰოდა,
მაშინ ვიფიქრე, ალბათ ისედაც ეჭვობს რაღაცას-მეთქი. დარწმუნებუ-
ლი ვარ, იმ დღის მერე, ბევრ რამეს მიხვდა... შესაძლოა, ყველაფერი ვერ
გამოიცნო, მაგრამ მისი სხარტი გონება, ყოველ შემთხვევაში – ნაწი-
ლობრივ მაინც, მნიშვნელოვანს უთუოდ ჩასწვდა. ამაში ეჭვიც არ მეპა-
რება. როგორც კი ამ თემას ტაბუ მოეხსენება, თავადვე დარწმუნდებით,
რომ მისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ხშირად ქარაგმულად გა-
დამიკრავდა ხოლმე სიტყვას. მახსოვს, მეჯლისზე ვუთხარი, მისის ელ-
ტონისგან დავალებული ვარ, მის ფეარფაქსს რომ ყურადღებას აქცევს-
მეთქი...
იმედი მაქვს, თქვენ და მამაჩემი ამ ახსნა-განმარტებას ჩემი დანა-
შაულის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევთ. სანამ იფიქრებთ, რომ
ემა ვუდჰაუზის წინაშე შევცოდე, მანამ თქვენგან არაფრის ღირსად არ
ჩავთვლი თავს! შემინდეთ და ემა ვუდჰაუზიც დაარწმუნეთ, რომ მაპა-
ტიოს. მისდამი საოცრად ძმური გრძნობები მაქვს და ჩემისთანა ბედ-
ნიერებას ვუსურვებ სიყვარულში... ახლა ალბათ უკვე შეგიძლიათ, ახ-
სნა მოუძებნოთ ყველა იმ უცნაურობას, თუკი რამ ვთქვი ან გავაკეთე ამ
477
ორ კვირაში. ჩემი გული სულ ჰაიბერიში იყო და სულ იმას ვცდილობდი,
რაც შეიძლება ხშირად ჩამოვსულიყავი და რაც შეიძლება ნაკლები ეჭ-
ვები აღმეძრა. თუ რაიმე უჩვეულო ან არასათანადო გახსენდებათ, თა-
მამად შეგიძლიათ, თითი ჩემკენ გამოიშვიროთ... ფორტეპიანო ხომ გახ-
სოვთ?! ამხელა მითქმა-მოთქმა რომ გამოიწვია... ამასთან დაკავშირე-
ბით, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მის ფ.-მა ამ საქმისა ნამდვილად
არაფერი იცოდა... მისი ნება რომ ყოფილიყო, არასდროს მომცემდა ინ-
სტრუმენტის გამოგზავნის ნებას... სიტყვით ვერ აღვწერ მის წინდახე-
დულებას, დახვეწილობასა და სინატიფეს, რასაც ნიშნობისას ავლენდა.
გულით ვიმედოვნებ, ჩემო ძვირფასო მადამ, რომ ძალიან მალე მას თა-
ვადვე გაიცნობთ საფუძვლიანად... სიტყვები არ მყოფნის – მისი აღწერა
უბრალოდ შეუძლებელია. თავად მის ფ. გიამბობთ საკუთარი თავის შე-
სახებ... ოღონდ არა სიტყვით – ვინაიდან ამქვეყნად არავის ვიცნობ, მა-
სავით ასე საგულდაგულოდ აკნინებდეს საკუთარ ღირსებებს... მას მერე,
რაც ამ წერილის წერა დავიწყე (რომელიც უფრო გრძელი გამოდის,
ვიდრე მეგონა), მისგანაც მივიღე წერილი. თავის ჯანმრთელობაზე სა-
სიკეთო ცნობებს იძლევა, მაგრამ რაკი არასდროს წუწუნებს, ამიტომ
ვერ ვენდობი. თქვენი აზრი მინდა მოვისმინო. ვიცი, მალე ესტუმრებით;
ამ ვიზიტს ძრწოლით ელოდება. შესაძლოა, უკვე ინახულეთ კიდეც.
გთხოვთ, დაუყოვნებლივ მომწეროთ. სულმოუთქმელად გელით, ყველა
წვრილმანი მაინტერესებს.
გახსოვთ ალბათ, როგორ შეცბუნებული და ლამის ჭკუიდან გადასუ-
ლი ვიყავი, ბოლოს რომ გნახეთ. უკეთ არც ახლა ვგრძნობ თავს. ისევ
გიჟივით ვარ: ხან ბედნიერება მაგიჟებს, ხან – უბედურება. როცა იმ სი-
კეთესა და გულისხმიერებაზე ვფიქრობ, რაც მივიღე, ან კი მის შეუდა-
რებელ თვისებებზე, მის დიდსულოვნებასა და მოთმინებაზე, ასევე, ბი-
ძაჩემის სულგრძელობაზე, სიხარულისგან ჭკუა მეკარგება. მაგრამ რო-
ცა კი ყველა უხერხულობა მაგონდება, რაც მას დავატეხე თავს, და რო-
ცა ვაცნობიერებ, თუ როგორ არ ვიმსახურებ პატიებას, სიბრაზისგან
ჭკუას ვკარგავ. ნეტავ, კვლავ შემეძლოს მისი ნახვა! მაგრამ ამაზე ახლა
ლაპარაკიც კი ზედმეტია. ბიძაჩემი მეტისმეტად კეთილად მომექცა და
478
მეც ხომ უნდა ვიქონიო სინდისი! ... და მაინც, კიდევ რაღაც უნდა დავა-
მატო ამ გრძელ წერილს. ჯერ ყველაფერი არ იცით, რაც უნდა იცოდეთ.
გუშინ სიტყვას სიტყვაზე ვერ ვაბამდი... მაგრამ რადგან ამ ურთიერთო-
ბის ამბავი ასე მოულოდნელად და, როგორც უკვე იცით, უდროოდ გას-
კდა, ახსნა-განმარტებას საჭიროდ მივიჩნევ: მართალია, ხვდებით ალ-
ბათ, რომ გასული თვის 26 რიცხვის მოვლენამ92 მყისვე გამიღო კარი
ბედნიერი მომავლისკენ, მაგრამ თავს მაინც არაფრით მივცემდი უფლე-
ბას, ასე სწრაფად მიმეღო ზომები, რომ არა ერთი კონკრეტული გარე-
მოება, რა მიზეზითაც უკვე წუთსაც კი ვეღარ დავკარგავდი. სინდისი
მეყოფოდა და ყველაფერს ვიზამდი, რომ ასეთი უტაქტო და ნაჩქარევი
ნაბიჯი არ გადამედგა, მით უფრო მის ფ.-ის დელიკატური ბუნების გათ-
ვალისწინებით... მაგრამ სხვა არჩევანი აღარ მქონდა. იმ ქალის ოჯახში
მუშაობაზე ძალიან ჩქარა დათანხმდა... ჩემო ძვირფასო მადამ, ამ სიტ-
ყვებზე იძულებული გავხდი, წერა შემეწყვიტა, მღელვარება დამეცხრო
და თავი ხელში ამეყვანა... ბევრი ვისეირნე... იმედი მაქვს, აღარ მიმ-
ტყუნებს ნერვები და წერილს რაციონალურად დავასრულებ... სიმარ-
თლე გითხრათ, ეს ჩემთვის ყველაზე საძულველი მოგონებაა. სამარ-
ცხვინოდ ვიქცეოდი. აქ ისევ უნდა ვაღიარო, რომ ჩემი საქციელი მის ვ.-
ს მიმართ უკიდურესად გასაკიცხია – იმდენად, რამდენადაც ეს საქციე-
ლი მის ფ.-ს ძალიან არ სიამოვნებდა. მას არ მოსწონდა და ეს ჩემთვის
საკმარისი უნდა ყოფილიყო... მე კი ჩემს საქციელს ვამართლებდი, სი-
მართლის შესანიღბადაა საჭირო-მეთქი. მას არ სიამოვნებდა, მე კი მი-
მაჩნდა, რომ საფუძველი არ ჰქონდა; ათასჯერ მაინც მეგონა მეწვრილ-
მანე და წინდახედული, ამ დროს, მუდამ მართალი ყოფილა. მისთვის
რომ დამეჯერებინა და საკუთარი ქცევა საზღვრებში მომექცია, უდიდეს
უბედურებას ავცდებოდი... ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ... ვიჩხუ-
ბეთ. გახსოვთ ის დილა დონველში? სწორედ იქ გადაიზარდა კრიზისში
ყველა მანამდელი პატარ-პატარა უთანხმოება. მე დავიგვიანე.
479
გზაში შემხვდა, მარტო ბრუნდებოდა შინ, მინდოდა, ერთად წავსუ-
ლიყავით, მაგრამ მან არ დამრთო ნება. ცივ უარზე დადგა. მაშინ ვი-
ფიქრე, რა უგუნურად იქცევა-მეთქი.
თუმცა, ახლა ამ ყოვლად ბუნებრივსა და თანმიმდევრულ წინდახე-
დულებას ვუფასებ. მართლაც, ერთ დღეს თუ სხვა ქალს საეჭვოდ ბევრ
ყურადღებას ვუთმობდი (თუნდაც სხვებისთვის თვალის ახვევის მიზ-
ნით), მეორე დღეს ის ისეთ წინადადებაზე როგორ უნდა დამთანხმებო-
და, რომელიც ჩვენს საგულდაგულო სიფრთხილეს წყალში ჩაყრიდა?!
დონველიდან ჰაიბერიში ერთად რომ წავსულიყავით, ხომ ატყდებოდა
მითქმა-მოთქმა?! ამის გააზრების ნაცვლად, მე წყობიდან გამოვედი და
შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. მის სიყვარულში ეჭვი შემეპარა,
რაც კიდევ უფრო გამიძლიერდა მეორე დღეს, ბოქს-ჰილზე. ის კი ჩემმა
საქციელმა გააღიზიანა – სამარცხვინოდ, უტიფრად უგულებელვყოფდი
მას და მთელი ჩემი ყურადღება, აშკარა თავგამოდებით, მის ვ.-ისკენ
მქონდა მიმართული. ამას ვერცერთი თავმოყვარე ქალი ვერ აიტანდა
და მანაც ჩემთვის სრულიად გასაგები სიტყვებით გამოხატა თავისი აღ-
შფოთება. მოკლედ, ჩემო ძვირფასო მადამ, ამ განხეთქილებაში ის სრუ-
ლიად უდანაშაულოა, მე კი – ნამდვილი არამზადა. მოკლედ, მასზე
უკიდურესად გაბრაზებული, იმავე საღამოს რიჩმონდში დავბრუნდი,
არადა, შემეძლო მეორე დილამდე თქვენთან დარჩენა. მართალია, მა-
შინაც კი მეყო საღი აზრი და ვფიქრობდი, რომ დროთა განმავლობაში
შევრიგდებოდით, მაგრამ, მისი სიცივით გულნატკენი, ისე წავედი, რომ
მჯეროდა, მას უნდა გადაედგა პირველი ნაბიჯი მუდამ მადლობას ვიტ-
ყვი იმისთვის, თქვენ რომ არ გვახლდით ბოქს-ჰილზე და ჩემს უგვანო
ქცევას არ შესწრებიხართ, თორემ მეეჭვება, იმ დღის მერე ჩემზე ოდესმე
კარგი აზრი გქონოდათ. ის კი იყო ჩემი საქციელის მომსწრე და, შედე-
გად, მყისიერი გადაწყვეტილებაც მიიღო: როგორც კი გაიგო, რომ რენ-
დალსიდან წავედი, იმ აბეზარი მისის ელტონის წინადადებას დასთან-
ხმდა. სხვათა შორის, ამ ქალბატონის დამოკიდებულება მის ფ.-სადმი
პირველივე დღიდან აღშფოთებითა და სიძულვილით მივსებდა გულს.
არ მაქვს უფლება, მის ფ.-ს სულგრძელობასა და მოთმინების უნარზე
480
რაიმე აუგი ვთქვა – ეს თვისებები ჩემ მიმართ უხვად გამოიყენა მაგრამ
არ შემიძლია, ხმამაღლა არ განვაცხადო, რომ ეს ქალი არ იმსახურებს
ამხელა სულგრძელობასა და ამდენ მოთმინებას... „ჯეინ!“ დაუჯერებე-
ლია!
შეამჩნევდით ალბათ, რომ ჯერ მეც კი არ მიმიცია თავისთვის ნება,
თუნდაც თქვენთან, მის ფ. ასე მოვიხსენიო. ჰოდა, წარმოიდგენთ, რას
ვიგრძნობდი, როცა ვხედავდი, რომ ამ სახელს ელტონები, პრაქტიკუ-
ლად, ფეხქვეშ თელავდნენ – მდაბიურად, უტიფრად, თავიანთი უპირა-
ტესობის შეგრძნებით... ცოტაც უნდა მოითმინოთ, მალე დავასრულებ...
ერთი სიტყვით, მის ფ. სამუშაოს შეთავაზებას დასთანხმდა, გადაწ-
ყვიტა, რომ საბოლოოდ დამშორებოდა და მომწერა, ერთმანეთს აღა-
რასდროს შევხვდებითო. ის გრძნობდა, რომ ეს ნიშნობა ორივესთვის
სინანულისა და უბედურების მომტანი იქნებოდა, ამიტომ უნდა ჩაეშა-
ლა. მისი წერილი სწორედ საბრალო ბიცოლაჩემის გარდაცვალების
დღეს მივიღე. ერთ საათში დავწერე პასუხი, მაგრამ ჩემი სულიერი
მღელვარებისა და იმ უამრავი საქმის გამო, ერთბაშად რომ დამეყარა
თავს, წერილი, ნაცვლად იმისა, იმავე დღეს სხვა აუარებელ წერილთან
ერთად გამეგზავნა, სამუშაო მაგიდის უჯრაში ჩამრჩა. მოკლედ, დარ-
წმუნებული ვიყავი, რომ სულ რამდენიმე, მაგრამ მაინც დამამშვიდებე-
ლი სიტყვები მივწერე და მეც აღარაფერზე მინერვიულია ცოტა იმედი
კი გამიცრუვდა, მალევე რომ არ მივიღე პასუხი, მაგრამ რაღაც გამარ-
თლება მოვუძებნე, თანაც, ზედმეტად დაკავებული ვიყავი და – ცოდვა
გამხელილი სჯობს – ისე თავდაჯერებულიც, რომ ასეთ წვრილმანებს
არ გამოვკიდებივარ. უინძორში წავედით და ორი დღის შემდეგ, წერი-
ლის ნაცვლად, მისგან ამანათი მივიღე: ჩემივე წერილები! ერთი-ორი
ბწკარიც მოეწერა, უაღრესად გაოცებული იყო, მოკლე პასუხის ღირსა-
დაც რომ არ ჩავთვალე; მწერდა, რომ ჩემი დუმილი მხოლოდ ერთს ნიშ-
ნავდა, ამიტომ ორივე ჩვენგანისთვის უმჯობესი იქნებოდა, ყველაფრის-
თვის რაც შეიძლებოდა მალე დაგვესვა წერტილი, მიგზავნიდა ყველა
ჩემს წერილს და მთხოვდა, რომ თუ ერთ კვირაში ვერ მოვახერხებდი
მისიწერილების ჰაიბერიში გაგზავნას, გამეგზავნა მითითებულ მისა-
481
მართზე... თვალებს ვერ ვუჯერებდი: ჩემ წინ იყო ბრისტოლთან ახლო
მცხოვრები მისტერ სმოლრიჯის ზუსტი მისამართი! ვიცოდი ეს სახე-
ლიც, ადგილიც, საერთოდ ყველაფერი ვიცოდი ამის შესახებ და უმალ
მივხვდი, რასაც აპირებდა. მას კარგად ვიცნობ. ეს სრულიად შეესაბამე-
ბა მის მტკიცე ხასიათს, ხოლო წინა წერილში რომ საიდუმლოდ შეინახა
მთელი თავისი გეგმები, ესეც კვლავ მის შფოთიან, წინდახედულ და
მგრძნობიარე ბუნებაზე მეტყველებს – გეგმის გამხელას, შესაძლოა, მი-
სი მხრიდან ჩემდამი მუქარის სახე ჰქონოდა, რასაც ამქვეყნად არაფ-
რის დიდებით არ დაუშვებდა. წარმოიდგინეთ ჩემი შოკი! წარმოიდგი-
ნეთ, სანამ ჩემივე შეცდომა არ აღმოვაჩინე, რა ცოფებს ვყრიდი ფოსტის
შეცდომის გამო. რა უნდა მექნა? მხოლოდ ერთი რამ – ბიძაჩემს უნდა
დავლაპარაკებოდი. მისი ნებართვის გარეშე, ვეღარ მექნებოდა იმედი,
რომ მის ფ. ოდესმე კვლავ მომისმენდა. დაველაპარაკე. გარემოებები
ხელს მაძლევდა: სამწუხარო ამბავს ბიძაჩემის სიამაყე შეერბილებინა
და მეტად შემრიგებლური პოზიცია გამოხატა იმაზე სწრაფად, ვიდრე
ველოდი. საბრალო კაცი! ამოიხვნეშა და მითხრა, ნეტავ, ქორწინებაში
ისეთივე ბედნიერება იპოვო, როგორიც – მეო თუმცა, ვხვდებოდი, რომ
ჩემი ბედნიერება ცოტა სხვაგვარი იქნებოდა. გებრალებით იმ ტანჯვის
გამო, რაც ბიძაჩემისთვის საიდუმლოს გამხელამდე განვიცადე, მით უფ-
რო, რომ მის თანხმობაში დარწმუნებული არ ვიყავი?.. სულ ტყუილად!
შესაბრალისი ჰაიბერიში გავხდი, როცა ჩავედი და ვნახე, როგორ გამეუ-
ბედურებინა ის! როცა მისი ჩამქრალი თვალები და ავადმყოფი სახე და-
ვინახე. ვიცოდი, რომ გვიან საუზმობდნენ, ჰოდა, ჰაიბერიში იმ დროს
ჩავედი, როცა, ჩემი ღრმა რწმენით, შანსი მქონდა, მარტო მენახა. არც
შევმცდარვარ. არც ჩემს იმედში შევმცდარვარ, რომ ჩემი მოგზაურობა
ამაო არ იქნებოდა, თუმცკი არაერთი გონივრული და სამართლიანი ეჭ-
ვის გაფანტვა მომიხდა... მომიხდა, დამერწმუნებინა...
და მე ეს შევძელი. შევრიგდით და ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასია,
ყველაზე, ყველაზე ძვირფასი! ვიცი, რომ ამიერიდან ერთი გაუგებრობაც
კი აღარ იქნება ჩვენ შორის. ახლა, ჩემო ძვირფასო მადამ, გაგათავი-
სუფლებთ. არ შემეძლო, ეს ყველაფერი არ გამემხილა. ათასი და კიდევ
482
ათასი მადლობა თქვენ იმ სიკეთისთვის, რაც პირველივე დღიდან დამა-
ნახეთ, და ათი ათასი მადლობა იმ ყურადღებისთვის, რასაც, თქვენი
გულის კარნახით, მის მიმართ გამოიჩენთ თუ ფიქრობთ, რომ ასეთ ბედ-
ნიერებას არ ვიმსახურებ, იცოდეთ, რომ თქვენს აზრს ვიზიარებ. მის ვ.
„ბედის ნებიერას“ მიწოდებს. იმედი მაქვს, რომ ვარ კიდეც. ერთი თვალ-
საზრისით, იღბლიანი კი ნამდვილად ვარ: მე მაქვს პატივი, წერილის
ბოლოს საკუთარი თავი შემდეგნაირად მოვიხსენიო:
თქვენგან დავალებული მოსიყვარულე ვაჟი,
ფ.ს. ჩერჩილი.
483
თავი 15
487
– იმედი მაქვს, – მშრალად მიუგო მისტერ ნაიტლიმ და წერილს მი-
უბრუნდა, – სმოლრიჯი! ეს რაღა უბედურებაა? რას ნიშნავს ეს ყველა-
ფერი?
– მის ფეარფაქსი დათანხმდა მისის სმოლრიჯის ბავშვების აღ-
მზრდელობას... მისის სმოლრიჯი კი მისის ელტონის მეზობელია მე-
იპლ-გროუვიდან... ჰო, სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს, მისის ელ-
ტონმა როგორ გადაიტანა ეს იმედგაცრუება?
– ემა, ჩემო ძვირფასო, თუ გინდათ, ბოლომდე წავიკითხო, ხმა აღარ
ამოიღოთ... არც მისის ელტონი ახსენოთ. ერთი გვერდიღა დამრჩა. მა-
ლე მოვრჩები. რამხელა წერილი დაუწერია!
– მინდა, კითხვისას ამ კაცისადმი ცოტა უფრო კეთილგანწყობილი
იყოთ.
– ჰო, აი, აქ ნამდვილად გრძნობასთან გვაქვს საქმე... აშკარად განი-
ცადა, ასე ავად რომ დაუხვდა... არა, მის გრძნობაში მართლაც არ მეპა-
რება ეჭვი. „ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, ყველაზე, ყველაზე ძვირ-
ფასი“. იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს დააფასებს ამ შერიგების მნიშვნე-
ლობას... უთუოდ მეტად გულუხვია, თავისი ათასი და ათი ათასი მად-
ლობით... „ასეთ ბედნიერებას არ ვიმსახურებ“. ჰო, აი, აქ ვეთანხმები...
„მის ვუდჰაუზი ბედის ნებიერას მიწოდებს“. – უყურე შენ მის ვუდჰა-
უზს! და მშვენიერი ფინალიც... გამომართვით წერილი. ჰმ, „ბედის ნები-
ერა“! მართლა ასე შეარქვით?
– ჩემსავით კმაყოფილი არ ჩანხართ ამ წერილით. მაგრამ მასზე მა-
ინც უკეთესი შთაბეჭდილება უნდა შეგქმნოდათ... ყოველ შემთხვევაში,
იმედი მაქვს, რომ ასე იქნება... ცოტათი მაინც არ გამოსწორდა თქვენს
თვალში?
– კი, ნამდვილად გამოსწორდა. უამრავი შეცდომა დაუშვა, დაუფიქ-
რებლობისა და უდარდელობის გამო... და სავსებით ვეთანხმები, რომ
ასეთ ბედნიერებას არ იმსახურებს, მაგრამ რადგანაც ცალსახაა, რომ
მის ფეარფაქსი ძალიან უყვარს – და იმედია, უკვე მალე შეძლებს მას-
თან ერთად ცხოვრებას – მზად ვარ, ვირწმუნო, რომ ხასიათი გამოუ-
კეთდება და მის ფეარფაქსისგან პრინციპების ერთგულებასა და დელი-
488
კატურობას ისწავლის, რაც ასე ძალიან აკლია. ახლა კი, ნება მომეცით,
სხვა თემაზე ვილაპარაკოთ. ამწუთას სულ სხვა ადამიანის ინტერესებ-
ზე ვღელავ და ფრენკ ჩერჩილზე ვეღარ ვიფიქრებ. მთელი დილაა, ერთი
საკითხი მიტრიალებს გონებაში.
ჰოდა, ეს საკითხიც გაჟღერდა – უბრალოდ, პირდაპირ, ინგლისელი
ჯენტლმენის სტილში, რასაც მისტერ ნაიტლი თვით საყვარელ ქალთა-
ნაც კი არ ღალატობდა. მოკლედ, ჯენტლმენი ღელავდა, როგორ უნდა
გთხოვოთ ხელი ისე, რომ მამათქვენის ბედნიერება არ დავაზარალოო.
ემას პასუხი მზად ჰქონდა: მანამ მამა ცოცხალი იყო, ყოველგვარი
ცვლილება გამორიცხული იქნებოდა. მამას ვერასდროს დატოვებდა.
მისტერ ნაიტლი ამ პასუხის მხოლოდ ერთ ნაწილს იზიარებდა: ემა რომ
მამას ვერ დატოვებდა, ამას ჯენტლმენიც მასზე არანაკლებ აცნობიე-
რებდა, მაგრამ „ყოველგვარ ცვლილებაზე“ უარის თქმას კი ვერაფრით
დაუშვებდა. სწორედ ამაზე ფიქრობდა ბეჯითად და გამალებით; თავ-
დაპირველად იფიქრა, იქნებ მისტერ ვუდჰაუზი დავიყოლიო, რომ ქა-
ლიშვილთან ერთად დონველში გადმოსახლდესო, მაგრამ მისტერ ვუდ-
ჰაუზს იმდენად კარგად იცნობდა, რომ თავი დიდხანს აღარ მოუტყუ-
ებია; მალევე აღიარა, რომ ეს გეგმა მისტერ ვუდჰაუზის კეთილდღეო-
ბასთან – შესაძლოა, მისი სიცოცხლესთანაც კი – შეუთავსებელი იქნე-
ბოდა და, რა თქმა უნდა, გარისკვად არ ღირდა. თუმცა, იმედი ჰქონდა,
რომ მისი უსაყვარლესი ემა ვერ დაიწუნებდა მის ახალ გეგმას, რომლის
თანახმადაც, თავად მისტერ ნაიტლი გაიღებდა მსხვერპლს და გადავი-
დოდა ჰარტფილდში. რაკი მისტერ ვუდჰაუზის ბედნიერებისთვის ან,
სხვა სიტყვებით, მისი სიცოცხლისთვის, აუცილებელი იყო, ემას კვლავ
ჰარტფილდში ეცხოვრა, მაშინ მისტერ ნაიტლის სახლიც იქ იქნებოდა.
ყველას ერთად დონველში ცხოვრებაზე ემასაც ეფიქრა და, მისტერ
ნაიტლის მსგავსად, მასაც უკუეგდო ეს აზრი, მაგრამ აი, ახალი, საპი-
რისპირო ვარიანტი კი აზრადაც არ მოსვლოდა. აცნობიერებდა, რამხე-
ლა სიყვარულს მოწმობდა ეს მისტერ ნაიტლის მხრიდან; აცნობიერებ-
და, რომ დონველის დატოვებით, ჯენტლმენი უამრავ რამეს იღებდა
მსხვერპლად: საკუთარ თავისუფლებასა და ჩვევებს; მისტერ ვუდჰაუზ-
489
თან თანაცხოვრებისას, თანაც არა საკუთარ სახლში, ძალიან, ძალიან
ბევრ რამესთან მოუწევდა შეგუება. ემა შეჰპირდა, ვიფიქრებო, და ურ-
ჩია, თქვენც კარგად აწონ-დაწონეთო, მაგრამ ჯენტლმენს უკვე მტკი-
ცედ გადაეწყვიტა და საკითხის დამატებით განხილვას აზრი არ ჰქონდა.
ემა დაარწმუნა, ამის გამო დილას უილიამ ლარკინსსაც კი გავექეცი და
ძალიან ბევრი და ძალიან მშვიდად ვიფიქრეო.
– უჰ! ერთი გაუთვალისწინებელი სირთულეა, – წამოიძახა ემამ, –
დარწმუნებული ვარ, ეს უილიამ ლარკინსს არ მოეწონება. სანამ მე
მკითხავთ აზრს, ჯერ მისგან უნდა მიიღოთ თანხმობა.
ასე იყო თუ ისე, ემამ პირობა დადო, რომ იფიქრებდა. საგულისხმოა,
რომ მის იმ მრავალ ფიქრს შორის, რაც კი ბოლო დროს დონველის სა-
აბატოს უკავშირდებოდა, არცერთი ყოფილა მისი დისშვილის, ჰენრის,
უფლებების შებღალვასთან დაკავშირებული; არადა, არცთუ ისე დიდი
ხნის წინათ დონველის მომავალი მემკვიდრისუფლებებს კბილებით
იცავდა. წესით, ახლაც უნდა დაფიქრებულიყო იმ ზიანზე, რასაც თავი-
სი ქორწინება მოუტანდა საბრალო პატარა ბიჭს, მაგრამ ახლა მხოლოდ
ირონიულად ეღიმებოდა იმის გახსენებაზე, კეთილი, მზრუნველი დისა
და დეიდის მანტიაში გახვეული, როგორ გაშმაგებით ებრძოდა მისტერ
ნაიტლის დაქორწინების იდეას ნებისმიერზე – ჯეინ ფეარფაქსზე თუ
კიდევ სხვაზე.
რაც უფრო მეტს ფიქრობდა მისტერ ნაიტლის წინადადებაზე – და-
ქორწინებულიყვნენ და ჰარტფილდში ეცხოვრათ – ემას მით უფრო მი-
საღებად ეჩვენებოდა ის: მის წარმოდგენაში მისტერ ნაიტლის უხერხუ-
ლობანი მსუბუქდებოდა, თავად მისი კომფორტი იზრდებოდა, ხოლო
ორივეს საერთო კეთილდღეობა სწონიდა ამ გეგმის ნებისმიერ ხარვეზს.
როგორი მეგობარი ეყოლებოდა ემას გვერდით ჭირსა თუ ლხინში! რო-
გორი გამზიარებელი ყველა იმ ვალდებულებისა და საზრუნავისა, რომ-
ლებიც დროსთან ერთად, სამწუხაროდ, მოიმატებდა!
რომ არა ჰარიეტი, ემა ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იქნებოდა. მაგ-
რამ ახლა მის ბედნიერებას მეგობრის ტანჯვა ჩრდილავდა. ჰარიეტი
ჰარტფილდს უნდა ჩამოშორებოდა; თავისივე კეთილდღეობისთვის,
490
შორს უნდა ყოფილიყო იმ ბრწყინვალე ოჯახური იდილიისგან, სულ მა-
ლე ემასთან რომ დაისადგურებდა. ჰარიეტი ყოველმხრივ წაგებიან
მდგომარეობაში იყო. მისი არყოფნა ემას ცხოვრებას სერიოზულ კვალს
ვერ დაამჩნევდა, პირიქით – ჰარტფილდში ის ახლა ზედმეტიც კი იქნე-
ბოდა...
მის სმითს მისტერ ნაიტლი დროთა განმავლობაში, რასაკვირველია,
დაავიწყდებოდა... ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას ვინმეთი ჩაანაც-
ვლებდა, მაგრამ ეს მალე არ მოხდებოდა – ჯერ ერთი, თავად მისტერ
ნაიტლი არაფერს მოიმოქმედებდა გოგონას განსაკურნებლად, ვინაიდან
ის, მისტერ ელტონისგან განსხვავებით, იყო კეთილი, თანაგრძნობით
სავსე, გულწრფელად ყურადღებიანი ყველას მიმართ; და, მეორეც, გა-
მორიცხული იყო, თვით ჰარიეტსაც კი ერთ წელიწადში სამ კაცზე მეტი
შეჰყვარებოდა.
491
თავი 16
492
ლიც იმწუთას შესაძლოა იტანჯებოდა იმით, რაც თავად ემას ჩაენერგა
მასში.
ემას მიერ აღქმული სხვაობა მისის გოდარდთან მყოფ ჰარიეტსა და
ლონდონში მყოფ ჰარიეტს შორის, შესაძლოა, არც ისე რაციონალური
ჩანდა, მაგრამ ემა დარწმუნებული იყო, რომ ლონდონში უამრავი რამ
მიიზიდავდა ჰარიეტის თვალს და უამრავი რამით შეიქცევდა თავს, შე-
საბამისად, საბრალო გოგონა წარსულზეც ნაკლებს იფიქრებდა და თან-
დათან ნორმალურ ცხოვრებასაც დაუბრუნდებოდა.
ერთი სიტყვით, მის ვუდჰაუზი ჰარიეტზე აღარ დარდობდა, თუმცა,
თავს არ აძლევდა ნებას, მეგობარზე დარდი სხვა დარდით ჩაენაცვლე-
ბინა. გადაწყვიტა, არ ეჩქარა და ერთი მეტად რთული საქმე, რაც მხო-
ლოდ მისი გასაკეთებელი იყო – მამისთვის ნიშნობის ამბის გამჟღავნება
– მანამ გადაედო, სანამ მისის უესტონის კეთილდღეობა არ იქნებოდა
სათანადოდ უზრუნველყოფილი. ახლა დამატებითი თავსატეხების
დრო არ იყო. იმედი ჰქონდა, რომ ეშმაკი არ შეუჩნდებოდა და დათ-
ქმულ დროზე ადრე არაფერს მოიმოქმედებდა. საკუთარი თავისთვის,
სულ ცოტა, ორი კვირა – ორი თავისუფალი და მშვიდი კვირა – უნდა
გამოეყო და ბოლომდე დამტკბარიყო მისით; ემოციათა არადადეგების
პერიოდში კი თუნდაც ნახევარი საათი მის ფეარფაქსისთვისაც დაეთმო.
აუცილებლად უნდა ენახა, თუნდაც იმიტომ, რომ მათი მდგომარეობა
ახლა ძალიან ჰგავდა ერთმანეთს და ემას მის მიმართ კეთილგანწყობას
ერთიორად ზრდიდა. ცხადია, თავის საიდუმლოს არ გაუმხელდა, მაგ-
რამ გულში ხომ ეცოდინებოდა, რამხელა საერთო ჰქონდათ მასა და ჯე-
ინს, ჰოდა, ნებისმიერი რამ, რასაც კი მის ფეარფაქსი ეტყოდა, ორმაგად
საინტერესოდ მოეჩვენებოდა!
ემა ბეიტსებთან გაეშურა. გაახსენდა, ერთხელ ამაოდ რომ იცადა
მათ კართან, მათ სახლში კი ბოლოს ბოქს-ჰილის ექსკურსიის მომდევნო
დილას იყო... საბრალო ჯეინი მაშინ ისეთ დღეში დაუხვდა, ემას თანაგ-
რძნობით აევსო გული, თუმცა მისი ტანჯვის ყველაზე მძიმე ნაწილის
შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონია... ახლაც ეშინოდა, ვაითუ არასა-
სურველი სტუმარი აღმოვჩნდეო, და რაკი დარწმუნებული იყო, რომ
493
ბეიტსები შინ იქნებოდნენ, გადაწყვიტა, თავად შესასვლელში დარჩენი-
ლიყო, ზემოთ კი პათი ააგზავნა – უთხარით, მოვედიო. გაიგონა, პათიმ
როგორ ახსენა მისი სახელი, რასაც უხერხული ფუსფუსი აღარ მოჰყო-
ლია. „სთხოვეთ, ამოვიდეს“ – მკაფიოდ მოესმა, ზუსტად ერთ წუთში კი
კიბეზე თვით ჯეინი შეეგება – ისე გულიანად მიიწევდა ემასკენ, თითქოს
ნებისმიერი სხვაგვარი მიღება უზრდელობაში ჩაეთვლებოდა. ჯეინი
არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა: ასეთი გულღია, ასეთი აქტიური
ემას ის არასდროს ენახა. სინანულიც იგრძნობოდა, სითბოც, სიხალისეც
– ყველა ემოცია, რაც კი მის გარეგნობასა თუ ქცევას მანამდე აკლდა.
ემას ხელი გაუწოდა და ხმადაბლა, თუმცა მეტად ემოციურად დასძინა:
– მის ვუდჰაუზ! როგორი კეთილი ხართ... მიჭირს, სიტყვებით გადმოვ-
ცე... იმედი მაქვს, დამიჯერებთ... მაპატიეთ, რომ ამდენ ხანს ჩუმად ვი-
ყავი.
ემას ესიამოვნა და დააპირა დაედასტურებინა, სიტყვები ზედმეტია-
ო, რომ უცებ მისაღები ოთახიდან მისის ელტონის ხმა შემოესმა და,
ელდანაცემი, იძულებული გახდა, მთელი თავისი მეგობრული გრძნობე-
ბი და მილოცვა ერთ ძალიან, ძალიან გულწრფელ ხელის ჩამორთმევა-
ში მოექცია.
ოთახში მისის ბეიტსი და მისის ელტონი ისხდნენ. მის ბეიტსი შინ არ
იყო. აი, თურმე რატომ არ მოჰყვა პათის მიერ მისი სახელის ხსენებას
დიდი ფაციფუცი. რა თქმა უნდა, ემას ერჩივნა, მისის ელტონი არ დახ-
ვედროდა, მაგრამ ახლა ისეთ გუნებაზე იყო, თავისუფლად აიტანდა
თუნდაც მას. თანაც, მისის ელტონი უჩვეულო თავაზიანობით შეხვდა,
რამაც ემას იმედი მისცა, ყველაფერი უმტკივნეულოდ ჩაივლისო.
მის ვუდჰაუზს არ გასჭირვებია, გამოეცნო მისის ელტონის აზრები
და მისი კარგ გუნებაზე ყოფნის მიზეზი. ჩანდა, მის ფეარფაქსს ეს ქალ-
ბატონი თავის მესაიდუმლედ ექცია, რის გამოც ის თავს პრივილეგირე-
ბულად მიიჩნევდა – ეგონა, საყოველთაო საიდუმლო მხოლოდ მას გა-
ანდეს, და თვითკმაყოფილება სახეზე ეწერა. სანამ ემა მისის ბეიტსს
ეკითხებოდა, როგორ გრძნობთ თავსო, და კეთილი მოხუცის პასუხს ვი-
თომდა უსმენდა, შენიშნა, მისის ელტონმა როგორ კეკლუცად გადაკეცა
494
საიდუმლო წერილი, რომელსაც მანამდე ალბათ ხმამაღლა უკითხავდა
მის ფეარფაქსს, მეწამულ-ოქროსფერ ხელჩანთაში შეინახა და მრავ-
ლისმთქმელი თავის კანტურით დასძინა: – ამაზე სხვა დროს ვილაპა-
რაკოთ. მე და თქვენ ამის შესაძლებლობა მრავალჯერ მოგვეცემა, მით
უმეტეს, დედააზრი უკვე იცით. უბრალოდ, კიდევ ერთხელ მინდოდა
დამედასტურებინა, რომ მისის ს. ჩვენს ბოდიშებს იღებს და არ არის
ნაწყენი. ხომ ნახეთ, რა არაჩვეულებრივი წერილი გამოგზავნა! ღმერ-
თო, უტკბესი არსებაა! რომ წასულიყავით, ძალიან შეგიყვარდებოდათ...
თუმცა, მორჩა, ხმას არ ვიღებ! სჯობს, თავი შევიკავოთ... კარგი გოგოები
უნდა ვიყოთ. ჩუუ! გახსოვთ ეს სტრიქონები?! ...დამავიწყდა, რომელი
ლექსიდანაა... „როცა საქმეში გარეულია ქალი, სხვას ყველაფერს ეკარ-
გება აზრი“.93 ჰოდა, ჩემო საყვარელო, ჩვენს შემთხვევაში, „ქალი“
არის... ჰმ... დუმილი ოქროა! დღეს რაღაც უცნაურ გუნებაზე ვარ, არა?
მაგრამ მინდა, მისის ს.-სთან დაკავშირებით არხეინად იყოთ... მე ისე
დავუხატე ყველაფერი, ოდნავადაც არ განაწყენებულა.
საკმარისი იყო, ემა მისის ბეიტსის ხელსაქმისკენ შებრუნებულიყო,
რომ მისის ელტონმა ნახევრად ჩურჩულით დაამატა: – შეამჩნევდით,
სახელები არ მიხსენებია. ღმერთო, სახელმწიფო მინისტრივით ფრთხი-
ლი ვარ! ძალიან კარგად გავართვი თავი!
ემას ეჭვი აღარ ეპარებოდა. მისის ელტონი შანსს არ უშვებდა ხელი-
დან, რომ თავისი ინფორმირებულობა გამოემჟღავნებინა. ერთხანს ყვე-
ლანი შეხმატკბილებულად ამინდსა და მისის უესტონზე საუბრობდნენ,
უცებ, სრულიად მოულოდნელად, ემას მისის ელტონმა მიმართა: – მის
ვუდჰაუზ, არ მიგაჩნიათ, რომ ჩვენმა პატარა, კოხტა მეგობარმა საოც-
რად მოიკეთა და პერისთვის მადლობა გვაქვს გადასახდელი? – მისის
დან „კურდღელი და მისი ბევრი მეგობარი“ (1727). საგულისხმოა, რომ ამის ციტირე-
ბით მისის ელტონი ცუდ გემოვნებას ავლენს: ჯერ ერთი, არ ახსოვს წყარო; მეორეც, ამ
სტრიქონების მოხმობით, ჯეინს ძროხას ადარებს, ფრენკს კი ხარს; და ბოლოს, ეს სა-
ბავშვო იგავ-არაკია, რაც შეიძლება, იმას ნიშნავდეს, რომ მისის ელტონს დაწყებითი
განათლების გარდა ბევრი არაფერი მიუღია.
495
ელტონმა ჯეინს მრავალმნიშვნელოვანი მზერა ესროლა, – მერწმუნეთ,
პერიმ უმოკლეს დროში მოახდინა სასწაული! ღმერთო, თქვენც რომ გე-
ნახათ, როგორ გამოიყურებოდა... – აქ მისის ბეიტსმა რაღაც უთხრა
ემას და მისის ელტონმაც მაშინვე ჩურჩულით დაამატა: – პერის თანა-
შემწე არ უნდა ვახსენოთ... სიტყვაც არ უნდა დაგვცდეს ერთ უინძო-
რელ ექიმზე! ღმერთო, არა! პერის უნდა მივაწეროთ მთელი დამსახუ-
რება.
ცოტა ხანში მისის ელტონი კვლავ მის ვუდჰაუზს მიუბრუნდა: –
ბოქს-ჰილის შემდეგ, თქვენი ხილვის სიამოვნება, მგონი, არ მქონია, მის
ვუდჰაუზ. მშვენიერი ექსკურსია კი იყო, თუმცა რაღაც მაინც აკლდა...
თითქოს... იმის თქმა მინდა, რომ ზოგიერთი ჩვენგანი მთლად უღრუბ-
ლო განწყობაზე არ იდგა... ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენა, თუმცა,
შესაძლოა, შევცდი. ასეა თუ ისე, სურვილი გამიჩინა, იქ კიდევ წავიდე.
რას იტყვით, სანამ კარგი ამინდია, იმავე შემადგენლობით რომ დავ-
ლაშქროთ ბოქს-ჰილი? იმავე შემადგენლობით გავემგზავროთ, უკლებ-
ლივ ყველა...
აქ უკვე მის ბეიტსიც შემოვიდა და ემაც უნებლიეთ ძალიან გაერთო,
როცა დაინახა, როგორი თავგზააბნეული პასუხობდა მის ბეიტსი მის
მოკითხვას. ემას აზრით, მის ბეიტსი ნამდვილი დილემის წინაშე იდგა:
ერთი მხრივ, არ იცოდა, რა უნდა გაემხილა და რა – არა, მეორე მხრივ
კი ერთბაშად ყველაფრის გამხელის სურვილით იწვოდა.
– მის ვუდჰაუზ, ჩემო ძვირფასო, კეთილშობილების განსახიერება
ხართ! არც კი ვიცი, როგორ ვთქვა... ჰო, ყველაფერი მესმის... უსაყვარ-
ლესი ჯეინის მომავალი... უფრო სწორად... იმის თქმა მინდა, როგორ
უცებ გამოკეთდა! ...მისტერ ვუდაჰუზიროგორ გრძნობს თავს? ...მიხარია
ამის გაგონება. ...ლამისაა, ჭკუიდან გადავიდე... როგორი პატარა, ბედ-
ნიერი წრე შეიკრა! ჰო, ჰო... რა არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცია!
უფრო სწორად, როგორი თავაზიანი... ჩვენს კეთილ მისტერ პერის ვგუ-
ლისხმობ... როგორი ყურადღება გამოიჩინა ჯეინის მიმართ!
მის ბეიტსმა ჩვეულზე უფრო დიდი მადლიერება გამოხატა მისის
ელტონის მიმართ და ემაც მიხვდა, რომ თავდაპირველად ჯეინს ალბათ
496
პატარა წყევლა-კრულვა დაატეხეს სამღვდელო სახლში, ახლა კი დიდ-
სულოვნად აპატიეს... ეს რამდენიმე ჩურჩულით ნათქვამმა სიტყვამაც
ცხადჰყო და მისის ელტონის უფრო ხმამაღალმა განცხადებამაც: – ჰო,
ჩემო კეთილო მეგობარო, აქ ვარ და თანაც, იმდენი ხანია, რომ ნებისმი-
ერ სხვა ოჯახში უკვე ბოდიშის მოხდა მომიწევდა... მაგრამ საქმე ისაა,
რომ ჩემს ბატონსა და პატრონს ველოდები. დამპირდა, რომ შემოგვიერ-
თდებოდა და პატივს მოგაგებდათ.
– რას ამბობთ?! ანუ მისტერ ელტონის ნახვის სიამოვნება გველის? ეს
მართლაც დიდი პატივია, ვინაიდან ვიცი, რომ ჯენტლმენებს დილის ვი-
ზიტები დიდად არ უყვართ, მისტერ ელტონი კი ძალიან დაკავებული
კაცია!
– მერწმუნეთ, მის ბეიტს, მართლაც საოცრად დაკავებულია, დილი-
დან დაღამებამდე საქმე აქვს. მასთან მიმავალი ხალხის რიგს ბოლო არ
უჩანს ხოლმე – რჩევებს ეკითხებიან ამა თუ იმ საკითხზე... ხან მომრი-
გებელი მოსამართლე ჰკითხავს აზრს, ხან – სამრევლოს ზედამხედვე-
ლები, ხანაც – საეკლესიო გამგებლები... მის გარეშე ნაბიჯს ვერ დგა-
მენ... „ღვთის გულისათვის, მისტერ ე., – ხშირად ვეუბნები, – მადლობა
ღმერთს, მე მაინც არ მეხებიან... არც კი ვიცი, რას დავხატავდი ან რას
დავუკრავდი, ამდენი ადამიანი რომ მაკითხავდეს ყოველდღე“. თუმცა,
უნდა გამოვტყდე, რომ ეს ორივე საქმიანობა უპატიებლად მივივიწყე:
ამ ორ კვირაში ერთი ნოტიც კი არ ამიღია... ასეა თუ ისე, გარწმუნებთ,
მალე აქ იქნება... მოიცლის თუ არა, მოვა... – შემდეგ მისის ელტონმა
პირზე ხელი აიფარა, ემას რომ არ გაეგო მისი სიტყვები, და ჩუმად და-
ამატა: – ...მოსალოცად, რა თქმა უნდა! ღმერთო, აბა, სხვაგვარად რო-
გორ?!
მის ბეიტსმა ირგვლივ ბედნიერი სახით მიმოიხედა.
– შემპირდა, ნაიტლისთან მოვრჩები თუ არა საქმეს, მოვალო. ის და
ნაიტლი ახლა ოთახში არიან გამოკეტილები და რაღაცას ბჭობენ... მის-
ტერ ე. ნაიტლის მარჯვენა ხელია.
ემამ, რომ არ გასცინებოდა, სასწრაფოდ იკითხა: – ფეხით არის მის-
ტერ ელტონი დონველში წასული? ...გარეთ ცხელა.
497
– ღმერთო, არა! შეხვედრა „ქრაუნში“ აქვთ. ეს რეგულარული შეხ-
ვედრაა, უესტონი და ქოულიც იქ იქნებიან, უბრალოდ, მე წამყვან ფი-
გურებზე გავამახვილე ყურადღება... მისტერ ე. და ნაიტლი თავიანთ
ჭკუაზე აკეთებენ ყველაფერს.
– დღე ხომ არ აგერიათ? – ჩაეკითხა ემა, – თითქმის დარწმუნებული
ვარ, რომ შეხვედრა „ქრაუნში“ ხვალ იმართება... მისტერ ნაიტლი იყო
გუშინ ჰარტფილდში და ახსენა, შეხვედრა შაბათს არისო.
– ღმერთო, არა! შეხვედრა ნამდვილად დღეს არის, – უკმეხად მიუგო
ამრეზილმა მისის ელტონმა, – ჩემი აზრით, ეს საოცრად პრობლემური
სამრევლოა. მეიპლ-გროუვში მსგავსი არაფერი გაგვიგია.
– მეიპლ-გროუვის სამრევლო ძალიან პატარაა, – აღნიშნა ჯეინმა.
– ჩემო საყვარელო, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ასეთი რამე მეიპლ-
გროუვის შესახებ არავის უთქვამს!
– ჰო, მაგრამ ამას პატარა სკოლა მოწმობს. თავადვე გითქვამთ, რომ
სკოლა თქვენი დისა და მისის ბრაგის მფარველობის ქვეშაა, ერთადერ-
თი სკოლაა და ოცდახუთ ბავშვზე მეტი არ სწავლობს.
– ოჰ, რა ჭკვიანი არსება ხართ, ჯეინ! როგორი გონების პატრონი! რა
სრულყოფილი დუეტი ვიქნებოდით მე და თქვენ, ჩვენი ძალები რომ
გაგვეერთიანებინა! თქვენი მტკიცე ხასიათი და ჩემი ხალისიანი ბუნება
იდეალური კომბინაცია იქნებოდა არა, იმის თქმა კი არ მინდა, თითქოს
ზოგ-ზოგიერთებს უკვე იდეალად არ მიაჩნდეთ თუმცა, ჩუ! არცერთი
ზედმეტი სიტყვა არ გამაგონოთ!
ეს ყოვლად უსარგებლო გაფრთხილება იყო: ემა ნათლად ხედავდა,
რომ მის ფეარფაქსს მისის ელტონთან კი არ სურდა საუბარი, მის ვუდ-
ჰაუზთან უნდოდა ორიოდ სიტყვის გაცვლა. მართლაც, სრულიად ცხა-
დი იყო, რომ ჯეინს სწორედ ემას მიმართ სურდა ყურადღების გამოჩე-
ნა, თუმცა ეს სურვილი მზერაზე შორს ვერ მიდიოდა.
ამასობაში მისტერ ელტონი გამოცხადდა და მისი ქალბატონი მას
ჩვეული სიანცით მიეგება.
– მშვენიერი საქციელია, სერ, ვერაფერს იტყვი! გამომიშვი აქ, ჩემს
მეგობრებს უკვე თავი შევაწყინე, შენ კი მხოლოდ ახლა ინებე მოსვლა!
498
მაგრამ იცოდი, როგორი მორჩილიც ვარ; იცოდი, რომ ფეხს არ მოვიც-
ვლიდი, სანამ ჩემი ბატონი და პატრონი არ მოვიდოდა. ჰოდა, ვზივარ
აქ, ამდენი ხანია, და ამ ახალგაზრდა ქალბატონებს ჭეშმარიტი მორჩი-
ლების ნიმუშს ვაძლევ... ვინიცობაა, საკმაოდ მალე გამოადგეთ...
მისტერ ელტონს ისე სცხელოდა და ისეთი დაღლილი იყო, რომ მახ-
ვილგონივრულობის თავი არ ჰქონდა. ის იყო, დანარჩენ ქალბატონებს
პატივი მიაგო, რომ უმალ მტანჯველ სიცხეზე და იმაზე ავიშვიშდა, რომ
სულ ტყუილად გაევლო ამხელა გზა.
– დონველში ნაიტლი ვერსად ვნახე, – წუწუნებდა ის, – ძალიან უც-
ნაურია! დაუჯერებელი! არადა, ამ დილას წერილი გავუგზავნე და მა-
ნაც მიპასუხა, პირველამდე უთუოდ შინ ვიქნებიო.
– დონველში?! – წამოიყვირა მისმა ცოლმა, – მისტერ ე., ჩემო ძვირ-
ფასო, შენ დონველში არ ყოფილხარ! „ქრაუნს“ გულისხმობ ალბათ. ხომ
„ქრაუნის“ შეხვედრიდან მოდიხარ ახლა?
– არა, არა, „ქრაუნში“ ხვალ ვხვდებით, ჰოდა, სწორედ ამ საქმეზე
მინდოდა დღეს მისტერ ნაიტლის ნახვა. ...რა აუტანლად დახუთული
დილაა! ...მინდვრებით წავედი, – მისტერ ელტონს ისეთი ტონი ჰქონდა,
თითქოს უკიდურესად ბოროტად მოეპყრნენო, – რის გამოც უარესად
დამცხა! ის კი შინ არ დამხვდა! გარწმუნებთ, სულ არ მომწონს ეს ამბა-
ვი. თანაც, არაფერი დაუბარებია ჩემთვის, ერთი საბოდიშო სიტყვაც კი
არა! მსახურმა გამომიცხადა, არც ვიცოდი, თუ გელოდებოდათო... რა
უცნაურია! ...არც არავინ იცოდა, საით წავიდა. შესაძლოა, ჰარტფილ-
დში, შესაძლოა, ები-მილში, შესაძლოა, თავის ტყეშიო... მის ვუდჰაუზ,
ეს ჩვენს მეგობარ ნაიტლის არ ჰგავს! შეგიძლიათ, ახსნათ მისი საქცი-
ელი?
ემას გულში ეცინებოდა, ხმამაღლა კი თქვა, უდავოდ მეტად უჩვეუ-
ლო საქციელია და ვერავითარ გამართლებას ვერ მოვუძებნიო.
– წარმოუდგენელია! – დასძინა მისის ელტონმა, რომელიც ისე შე-
ურაცხყოფილად გრძნობდა თავს, როგორც ნამდვილ ცოლს შეეფერება,
– ვერ ვხვდები, შენ ასე როგორ მოგექცა! სხვებს კიდევ ჰო, მაგრამ შენ?!
ამქვეყნად უკანასკნელი ხარ, ვინც შეიძლება, კაცს დაავიწყდეს! მისტერ
499
ე., ჩემო ძვირფასო, დარწმუნებული ვარ, მსახურებს დაუბარა შენთვის
სიტყვა... თვით მისტერ ნაიტლიც კი ვერ მოიქცევა ასე ექსცენტრუ-
ლად... მსახურებს კი დაავიწყდათ. მენდე, ასეა. დონველის მსახურების-
გან სულაც არ მიკვირს: ხშირად დავკვირვებივარ, რომ უკიდურესად
უხეშად და უგულისყუროდ იქცევიან... პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ჰა-
რისნაირ არსებას მებუფეტედაც არ დავიყენებდი. რაც შეეხება მისის
ჰოჯესს, ჩვენი რაიტი ძალიან დაბალი წარმოდგენისაა მასზე: რაიტს
რეცეპტს შეჰპირდა და ჯერაც არ გამოუგზავნია.
– სახლს რომ მივუახლოვდი, – განაგრძო მისტერ ელტონმა, – უი-
ლიამ ლარკინსი შემხვდა და მითხრა, ჩემი ბატონი შინ არ არისო, მაგ-
რამ არ დავუჯერე... უილიამი საკმაოდ უგუნებოდ მეჩვენა. მითხრა, არ
ვიცი, ბოლო დროს რა სჭირს ჩემს ბატონს, მაგრამ წესიერად სიტყვასაც
ვერ დააცდენინებო. უილიამს რა უნდა, არ მაინტერესებს, მაგრამ ჩემ-
თვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნაიტლისთან შეხვედრა და ბუნებრი-
ვია, ძალიანაც გავბრაზდი, ამხელა გზა ასე ტყუილ-უბრალოდ რომ გა-
ვიარე.
ემა მიხვდა, რომ საუკეთესო, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა, შინ
წასვლა იყო. დიდი ალბათობით, ამ წუთებში მას იქ ელოდებოდნენ; თა-
ნაც, უილიამ ლარკინსის თუ არა, მისტერ ელტონის დამატებითი აგრე-
სიისგან მაინც დაიხსნიდა მისტერ ნაიტლის.
ემას ესიამოვნა, როცა მის ფეარფაქსმა მისი გაცილება გადაწყვიტა,
მეტიც – კიბეზეც კი ჩაჰყვა. ჰოდა, ემამაც უმალ ისარგებლა სიტუაციით:
– კარგიცაა, რომ საუბრის საშუალება არ მომეცა. სხვა მეგობრებთან
ერთად რომ ყოფილიყავით, შესაძლოა, ვერ გამეძლო ცდუნებისთვის,
კითხვები დამესვა და საჭიროზე უფრო ღიად მელაპარაკა. ვხვდები,
რომ კადნიერად მოვიქცეოდი.
– ღმერთო! – წამოიძახა ჯეინმა ყოყმანით და სახეზე ალმური მო-
ედო, რაც ემას აზრით, ბევრად უფრო უხდებოდა, ვიდრე მთელი ეს თავ-
დაჭერილი ელეგანტურობა, – ამის საფრთხე არც იყო. საფრთხე ის უფ-
რო იყო, მე რომ არ დამექანცეთ საუბრით. ინტერესი რომ გამოგეხატათ,
თქვენი მხოლოდ მადლიერი დავრჩებოდი... მერწმუნეთ, მის ვუდჰაუზ,
500
– ჯეინს ნელ-ნელა თავი ხელში აჰყავდა, – ჩემი არასწორი საქციელის...
ყოვლად არასწორი საქციელის გამო სინდისი მქენჯნის, ხოლო ერთა-
დერთი ნუგეში იმის ცოდნაა, რომ ჩემს მეგობრებს – მათ, რომელთა აზ-
რი ჩემთვის ყველაზე ღირებულია – იმდენად მაინც არ ვძულვარ, რომ...
ძალიან ბევრის თქმა მინდა და ძალიან ცოტა დრო მაქვს... მინდა, ბო-
დიში მოვიხადო, პატიება ვითხოვო, რაღაცით თავი გავიმართლო. ვალ-
დებული ვარ. მაგრამ, სამწუხაროდ... მოკლედ, მხოლოდ თქვენი თანაგ-
რძნობის იმედი თუ მექნება...
– ღმერთო! მართლაც ძალიან გიყვართ წვრილმანები! – თბილად წა-
მოიძახა ემამ და ხელი მოჰკიდა, – ჩემთან საბოდიშო არაფერი გაქვთ.
და ყველა, ვის მიმართაცკი შეიძლება ბოდიში მოგეთხოვებოდეთ, ისეთი
კმაყოფილია, ისე აღტაცებული, რომ...
– ძალიან კეთილი ხართ, მაგრამ არასდროს დამავიწყდება, როგორ
ცივად და უკმეხად გექცეოდით... ეს ტყუილზე აგებული ცხოვრება იყო!
ალბათ, თავი შეგაძულეთ.
– გემუდარებით, აღარაფერი თქვათ. ბოდიშს მე უნდა გიხდიდეთ.
მოდით, პირდაპირ ვაპატიოთ ერთმანეთს ყველაფერი. სჯობს, დროზე
დავივიწყოთ, ეს არც ჩვენს ნერვიულობად ღირს და არც დროის კარ-
გვად. იმედი მაქვს, უინძორიდან კარგი ამბები გაქვთ.
– ძალიან.
– როგორც ვხვდები, მომდევნო სიახლე ის იქნება, რომ თქვენ დაგ-
კარგავთ... არადა, ახლახან გაგიცანით...
– ოჰ! არა, ამ საკითხზე ჯერ ლაპარაკიც ზედმეტია. აქ ვიქნები, სანამ
პოლკოვნიკი და მისის ქემპბელი არ წამიყვანენ.
– გასაგებია, ჯერჯერობით დეტალურად ვერაფერს დაგეგმავთ, – ღი-
მილით მიუგო ემამ, – მაგრამ მაპატიეთ, უკვე უნდა იფიქროთ.
– სავსებით მართალი ხართ, – ღიმილითვე მიუგო ჯეინმა, – ამაზე
უკვე ნაფიქრი გვაქვს და გამოგიტყდებით... დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენ
შორის დარჩება... მოკლედ, მისტერ ჩერჩილთან რომ ვიცხოვრებთ ენ-
სკოუმბში, ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია. გლოვა, სულ ცოტა, სამ
თვეს გასტანს, მერე კი, იმედი მაქვს, აღარაფერი შეგვიშლის ხელს.
501
– გმადლობთ, გმადლობთ! აი, ზუსტად ამის გაგონება მინდოდა.
ღმერთო, რომ იცოდეთ, როგორ მიყვარს ყველაფერი გადაწყვეტილი და
დაუფარავი!.. კარგად იყავით!
502
თავი 17
504
– რა საყვარელი არსება ვყოფილვარ! სულ არ მიკვირს, ჩემს სიტ-
ყვებს ასე ალერსიანად რომ იხსენებთ.
– „მისტერ ნაიტლი“... სულ „მისტერ ნაიტლის“ მეძახდით და უკვე
იმდენად მიჩვეულები ვართ, საერთოდ არ ჟღერს ფორმალურად... თუმ-
ცა, მაინც ფორმალურია. მინდა, სხვანაირად მომმართოთ, მაგრამ, რო-
გორ, ეგ კი არ ვიცი.
– მახსოვს, ერთხელ, ათიოდე წლის წინ, „ჯორჯი“ დაგიძახეთ ჩემი
მორიგი „სათნო“ გამოხტომის დროს. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ მეგო-
ნა, გაბრაზდებოდით, მაგრამ არ შეიმჩნიეთ და მეც მეტჯერ აღარ მომი-
მართავს ასე.
– და ახლა ვერ დამიძახებთ „ჯორჯს“?
– შეუძლებელია! „მისტერ ნაიტლის“ გარდა, ვერაფერს დაგიძახებთ.
ვერც იმას დაგპირდებით, რომ მისის ელტონს გავეჯიბრები ლაკონურო-
ბაში და მისტერ ნ.-დ მოგიხსენიებთ... თუმცა, გპირდებით, რომ... – ცო-
ტა ხანში სიცილით დაამატა ლოყებშეფაკლულმა ემამ: – ...გპირდებით,
რომ ერთ დღეს, ნამდვილად დაგიძახებთ ნათლობის სახელს. არ ვიცი,
როდის, მაგრამ ალბათ ხვდებით – შენობაში, სადაც N. თავის ბედს,
ჭირსა თუ ლხინში, M.-ს დაუკავშირებს სამუდამოდ.95
მისტერ ნაიტლი ემას ცხოვრებაში ერთ ძალიან მნიშვნელოვან სა-
კითხშიც ჩაერია ემას სასარგებლოდ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ თემაზე
მას ასე გულღიად ვერ დაელაპარაკებოდა. არადა, თავის დროზე რომ
დაეჯერებინა ჯენტლმენის საღი აზრისთვის და გაეთვალისწინებინა მი-
სი რჩევები, ყველაზე დიდი ქალური სიგიჟისგან დაზღვეული იქნებოდა
– ჰარიეტ სმითს ასე არ დაუმეგობრდებოდა. მაგრამ ეს ზედმეტად ფაქი-
ზი თემა იყო... ვერ ბედავდა ამაზე საუბარს... ბოლო დროს ჰარიეტს ძა-
ლიან იშვიათად ახსენებდნენ. მისტერ ნაიტლის მხრიდან ეს უფრო გა-
506
– ჯონი ძმურად იზიარებს ჩემს ბედნიერებას, – განაგრძო მისტერ ნა-
იტლიმ, – მაგრამ ქათინაურების მოყვარული არ არის. დარწმუნებული
ვარ, მას თბილი, ძმური გრძნობებით უყვარხართ, მაგრამ მისი წერილი
იმდენად დაცლილია ემოციისგან, ნებისმიერი სხვა ახალგაზრდა ქალი
მას გულქვაობას დასწამებდა. თუმცა, თქვენზე არ ვღელავ, ვიცი, რომ
ყველაფერს სწორად შეაფასებთ.
– აზრიანად წერს, – დასძინა ემამ, როცა წერილის კითხვა დაასრუ-
ლა, – მის გულწრფელობას პატივს ვცემ. ბუნებრივია, მიაჩნია, რომ ამ
ნიშნობით მე გამიმართლა, თუმცა იმედიც აქვს, რომ დროთა განმავ-
ლობაში თქვენი სიყვარულის ღირსი გავხდები, ისეთი, როგორადაც
თქვენ უკვე მიმიჩნევთ. სხვაგვარად რომ აეგო წინადადებები, არ დავუ-
ჯერებდი.
– ემა, ჩემო საყვარელო, მსგავსს არაფერს გულისხმობს. უბრალოდ,
იმის თქმა უნდა, რომ...
– წერილში აღნიშნული ორი ადამიანის შეფასებაში მე და ის მაინ-
ცდამაინც არ განვსხვავდებით, – გააწყვეტინა ემამ ღიმილით, – ეს სხვა-
ობა ბევრად უმნიშვნელოა, ვიდრე მას ჰგონია და ავუხსნი კიდეც, გუ-
ლახდილი, არაფორმალური საუბრის შესაძლებლობა რომ მოგვეცემა.
– ემა, ჩემო ემა...
– ოჰ! – მხიარულად წამოიძახა ემამ, – თუ გგონიათ, რომ თქვენი ძმა
უსამართლოა ჩემ მიმართ, ცოტა მოიცადეთ: გაიგებს მამაჩემიც ამ ამ-
ბავს და, მერწმუნეთ, თქვენდამი გაცილებით უსამართლო იქნება.
იფიქრებს, რომ ბედმა საოცრად გაგიღიმათ და ჩვენ ორს შორის ღირ-
სეული სწორედ მე ვარ. ღმერთო, ნეტავ, ერთბაშად „საბრალო ემად“ არ
ვიქცე მის თვალში... მისი თანაგრძნობა ბედისგან ჩაგრულთა მიმართ
განუზომელია!
– ეჰ! – წამოიძახა მისტერ ნაიტლიმ, – ნეტავ მამათქვენმაც ჯონივით
იოლად დაიჯეროს, რომ მე და თქვენ ბედისგან ბოძებული ყველა თანა-
ბარი უფლებით ვსარგებლობთ ერთობლივ ბედნიერებაზე. სხვათა შო-
რის, ჯონის წერილის ერთ მონაკვეთზე გამეცინა... მიაქციეთ ყურადღე-
507
ბა? ამბობს, ეს სიახლე მთლად სიურპრიზი არ ყოფილა – ველოდი, რომ
ადრე თუ გვიან რაღაც მსგავსს გავიგებდიო.
– თუ თქვენს ძმას სწორად გავუგე, მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ
გარკვეული ზრახვები გქონდათ ცოლის შერთვასთან დაკავშირებით.
ჩემ შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონია. აშკარად არ ელოდა.
– ჰო, ჰო... მაგრამ მე იმაზე გამეცინა, ასე ღრმად რომ ჩაიხედა ჩემს
გულში. საიდან დაასკვნა? ნამდვილად არ მგონია, ჩემს განწყობაში ან
საუბარში ბოლო დროს რაიმე განსაკუთრებული შეემჩნია, რაც აფიქრე-
ბინებდა, ცოლის შერთვა გადაუწყვეტიაო. თუმცა, ალბათ იყო რაღაც...
მათთან რომ ჩავედი, მთლად საკუთარ თავს არ ვგავდი. მგონი, ბავ-
შვებს ჩვეულზე ცოტას ვეთამაშებოდი. მახსოვს, ერთ საღამოს, საბრა-
ლო ბიჭები წუწუნებდნენ, ბიძია რატომღაც სულ დაღლილიაო.
სიახლის გამჟღავნებისა და სხვათა რეაქციების გარკვევის დრო ახ-
ლოვდებოდა. როცა მისის უესტონი ბოლომდე გამომჯობინდა და მის-
ტერ ვუდჰაუზის მიღება შეეძლო, ემამ გადაწყვიტა, საიდუმლოსთვის
ფარდა აეხადა. ახალ ამბავს ჯერ შინ გაამჟღავნებდა, მერე – რენდალ-
სშიც. ფიქრობდა, რომ მამამისს პირველსავე ცდაზე ვერ დაიყოლიებდა
და ამ საქმეში მისის უესტონის ჩართვაც მოუწევდა. მაგრამ როგორ უნ-
და ეთქვა მამისთვის?! და ემამ თავის თავს დაუთქვა დრო (თორემ, საქ-
მე საქმეზე როცა მიდიოდა, გული – მუხლებში, ენა კი მუცელში უვარ-
დებოდა): ეს მაშინ უნდა მომხდარიყო, როცა მისტერ ნაიტლი არ იქნე-
ბოდა ჰარტფილდში, მაგრამ მალევე მოვიდოდა და ემას დაწყებულ საქ-
მეს ბოლომდე მიიყვანდა. სხვა გამოსავალი არ იყო: უნდა ეთქვა და თა-
ნაც, ხალისით; რაც შეიძლება ბედნიერი უნდა სჩვენებოდა. ძალ-ღონე
მოიკრიბა და მამა რაღაც უცნაურისთვის შეამზადა... მერე კი, რამდე-
ნიმე სიტყვით, განუცხადა, რომ მისი ნებართვისა და თანხმობის შემ-
თხვევაში – ამის იმედი კი ემას უდავოდ ჰქონდა, ვინაიდან ეს ყველა
მათგანის ბედნიერებას მოასწავებდა – ის და მისტერ ნაიტლი დაქორ-
წინდებოდნენ, რის შედეგადაც, ჰარტფილდი მუდმივ ბინადარს შეიძენ-
და – ადამიანს, რომელიც, ემას ღრმა რწმენით, მისტერ ვუდჰაუზს, თა-
508
ვისი ქალიშვილებისა და მისის უესტონის შემდეგ, ამქვეყნად ყველაზე
მეტად უყვარდა.
საბრალო მოხუცი! მისთვის ეს სრული შოკი აღმოჩნდა. მთელი სუ-
ლითა და გულით შეეცადა ქალიშვილის გადარწმუნებას; შეახსენა, რომ
ემას არაერთხელ ეთქვა, არასდროს დავქორწინდებიო; არწმუნებდა,
ბევრად უკეთესი იქნება, გაუთხოვარი თუ დარჩებიო. მერე საბრალო
იზაბელას მაგალითი მოიყვანა, საბრალო მის ტეილორისაც... მაგრამ
ვერაფერს გახდა. ემა მამას გვერდიდან არ სცილდებოდა, ეალერსებო-
და, უღიმოდა და ეუბნებოდა, ასეა საჭიროო; იზაბელასა და მისის უეს-
ტონს ნუ მადარებ, ვინაიდან ქორწინებამ ისინი ჰარტფილდს დააცილა,
რაც მართლაც სევდიანი ცვლილება იყოო. მართლაც, ემა ხომ არსად
მიდიოდა ჰარტფილდიდან?! მუდამ იქ იქნებოდა. მისი ქორწინება არა-
ვითარ უარყოფით ცვლილებას არ მოიტანდა, მხოლოდ დადებითს –
არავინ დააკლდებოდა ჰარტფილდს, მხოლოდ მოემატებოდა. თან, ვინ?!
– მისტერ ნაიტლი! ემა დარწმუნებული იყო, რომ მისტერ ვუდჰაუზი მა-
ლე შეეგუებოდა ამ აზრს და გაცილებით ბედნიერადაც იგრძნობდა
თავს, მისტერ ნაიტლი მუდამ გვერდით რომ ეყოლებოდა. ხომ ძალიან
უყვარდა მისტერ ვუდჰაუზს მისტერ ნაიტლი? – რასაკვირველია, ამას
ვერ უარყოფდა. მისტერ ნაიტლის სარგებლის მეტი ხომ არაფერი მოჰ-
ქონდა მისტერ ვუდჰაუზისთვის? ხომ დაუზარლად წერდა მის მაგივ-
რად წერილებს? ხომ სულ სიხარულით ეხმარებოდა? ხომ ძალიან ხა-
ლისიანი და ყურადღებიანი იყო? ხომ ძალიან დიდ პატივს სცემდა მის-
ტერ ვუდჰაუზს? ნუთუ არ იქნებოდა სასიამოვნო ასეთი კაცის მუდმი-
ვად გვერდით ყოლა?
მისტერ ვუდჰაუზი ადასტურებდა, დიახ, ყველაფერი ასე იყო. შესაძ-
ლოა, მისტერ ნაიტლი დღედაღამ მართლაც არ იყო მათთან და მისტერ
ვუდჰაუზი სიხარულით ნახავდა მას ყოველდღე... მაგრამ ისედაც ხომ
ყოველდღე ნახულობდა? მაშ, რატომ არ შეიძლებოდა, ძველებურად
გაგრძელებულიყო?
მართალია, მისტერ ვუდჰაუზი ჯერჯერობით ვერ ურიგდებოდა ამ
აზრს, მაგრამ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვეს: ჩანაფიქრი გაახმოვანეს,
509
ახლა კი დრო და ამ ჩანაფიქრის ხშირად გამეორება თავისას იზამდა.
ემას ხვეწნა-მუდარასა და დამაჯერებელ არგუმენტებს მისტერ ნაიტ-
ლის არგუმენტებიც დაემატა, რომელმაც ისე აქო და ადიდა ემა, რომ
საუბრის თემა მისტერ ვუდჰაუზისთვის ლამის სასიამოვნოც კი გახდა.
მოკლედ, მალე მიეჩვია, რომ ემაცა და მისტერ ნაიტლიც შანსს არ გა-
უშვებდნენ ხელიდან, რომ მასთან ეს საკითხი არ წამოეჭრათ. დახმარე-
ბის ხელი, ცხადია, იზაბელამაც შემოაშველათ: წერილებში ქორწინებას
სულ ხოტბას ასხამდა; მისის უესტონმაც არ დააყოვნა და პირველსავე
შეხვედრაზე მეტად სასარგებლო კუთხით წამოჭრა საკითხი – ჯერ –
როგორც გადაწყვეტილი ამბავი, მერე კი – როგორც სასიკეთო, ვინაიდან
კარგად მოეხსენებოდა, მისტერ ვუდჰაუზისთვის ორივე არგუმენტს
თითქმის თანაბარი წონა ჰქონდა... ბოლოს და ბოლოს, მისტერ ვუდ-
ჰაუზი ფაქტს როგორღაც შეურიგდა: ყველა, ვისი აზრის გათვალისწი-
ნებასაც მიჩვეული იყო, უმტკიცებდა, თქვენივე ბედნიერებისთვისაა
კარგიო, თავადაც რაღაც მსგავსს კარნახობდა ინტუიცია და ლამის
აღიარა, რომ ასეც იყო; ბოლოს და ბოლოს კი განაცხადა, რომ შესაძ-
ლოა, არცთუ ცუდი აზრი იყო, ადრე თუ გვიან, ასე ერთ-ორ წელიწად-
ში, ემა და მისტერ ნაიტლი დაქორწინებულიყვნენ.
მისის უესტონი ნამდვილად არ თვალთმაქცობდა, როცა მისტერ
ვუდჰაუზს ქორწინების უპირატესობებზე ესაუბრებოდა... თუმცა, უნდა
ითქვას, რომ როცა ეს ამბავი პირველად (ემასგან!) შეიტყო, გაოცების-
გან გაშეშდა. მაგრამ მალევე გააცნობიერა, რამხელა ბედნიერების მომ-
ტანი იქნებოდა ეს ამბავი თითოეულისთვის და უყოყმანოდ შეუდგა
მისტერ ვუდჰაუზთან შუამდგომლობას. მისტერ ნაიტლი ისე უყვარდა,
რომ ეჭვიც არ ეპარებოდა – ეს კაცი თვით უძვირფასეს ემასაც კი იმსა-
ხურებდა. ემა და მისტერ ნაიტლი ერთმანეთისთვის ყოველმხრივ სა-
კადრისი, შესაფერისი და სასურველი, უნაკლო წყვილი იყო; გარდა ამი-
სა, პირადად მისის უესტონს მისთვის მეტად მნიშვნელოვან მიზეზთა
გამო, ეს იმდენად დროულ და იღბლიან კავშირად მიაჩნდა, რომ ახლა
უკვე ვეღარც წარმოედგინა ემასთვის უკეთესი კანდიდატი, და ფიქრობ-
და, რა სულელი ვარ, მათ ქორწინებაზე ბევრად ადრე რომ არ ვიფიქ-
510
რეო. ნუთუ მოძებნიდა ემა სხვა ისეთ საქმროს, მისი თანასწორი რომ
ყოფილიყო, საკუთარი სახლ-კარი რომ მიეტოვებინა და ჰარტფილდში
გადასულიყო საცხოვრებლად?! ნაკლებად სავარაუდოა... ასეთი გეგმა
მხოლოდ მისტერ ნაიტლის შემთხვევაში გაამართლებდა, რადგან სხვა
ვერავინ აიტანდა მისტერ ვუდჰაუზს, რომლის ხასიათის თავისებურე-
ბები დაბრკოლებად ესახებოდათ მისის უესტონსა და მის ქმარს, როცა
ფრენკისა და ემას ქორწინებას გეგმავდნენ.
ენსკოუმბისა და ჰარტფილდის შეთავსება რთულ საქმედ ეჩვენებო-
დათ. ამას, ცხადია, მისტერ უესტონი ნაკლებად იზიარებდა, მაგრამ
თვით ისიც კი ვერ ახერხებდა, საუბრის ბოლოს რაიმე უფრო ოპტიმის-
ტური ეთქვა, თუ არა „მსგავსი საკითხები თავისით გვარდება. ახალგაზ-
რდები თავის გზას იპოვიან“. მაგრამ ახლა ბუნდოვანი მომავლის იმე-
დად ყოფნა აღარ იყო საჭირო. ყველაფერი სამართლიანად, მკაფიოდ
და თანასწორად იქნებოდა – არცერთ მხარეს არ მოუწევდა მნიშვნე-
ლოვანი მსხვერპლის გაღება. ეს კავშირი ჭეშმარიტი ბედნიერების იმე-
დს იძლეოდა და არ არსებობდა არავითარი რეალური, ხელშესახები
სირთულე, წინ რომ აღდგომოდა და შეეფერხებინა.
მისის უესტონს კალთაში თავისი პატარა ეწვინა და, ამგვარი ფიქრე-
ბით მოცული, თავს ამქვეყნად უბედნიერეს ქალად მიიჩნევდა. მის ბედ-
ნიერება კიდევ უფრო მაშინ გამძაფრდა, როცა შენიშნა, რომ ბავშვს ჩა-
ჩი თითქმის დაპატარავებოდა და მალე ახალი დასჭირდებოდა.
ახალი ამბავი ყველგან დიდ გაოცებას იწვევდა. ხუთი წუთით მისტერ
უესტონიც აღმოჩნდა გაოცებულთა შორის, მაგრამ მის სხარტ გონებას
ეს დრო სავსებით ეყო სიახლის გასათავისებლად, ქორწინების უპირა-
ტესობების დასანახად და, ცოლის მსგავსად, გულწრფელი სიხარულის
გამოსათქმელად. ერთი საათის მერე იმასაც კი ამტკიცებდა, ყოველთვის
ვიცოდი, რომ ასე იქნებოდაო.
– როგორც ვხვდები, საიდუმლოდ ინახავენ, – დასძინა მან, – ჰო, ასე-
თი რამეები საიდუმლოა მანამ, სანამ არ აღმოჩნდება, რომ ყველამ ყვე-
ლაფერი ისედაც იცის. ის მაინც მითხარი, როდის შეიძლება, ხმა ამოვი-
ღო... ნეტავ, ჯეინი თუ ეჭვობს რამეს...
511
მეორე დილას ამის გასარკვევად მისტერ უესტონი ჰაიბერიში წავიდა
და თავადვე მოახსენა ჯეინს ყველაფერი. რა, ჯეინი მისი ქალიშვილი
არ იყო? მისი უფროსი ქალიშვილი... ჰოდა, უნდა ეთქვა კიდეც. მის ბე-
იტსიც შინ იყო და რასაკვირველია, სიახლე მყისვე მისის ქოულთან, მი-
სის პერისა და მისის ელტონთან გაფრინდა. ამბის მთავარი გმირები
ამისთვის მზად იყვნენ: დროც კი გამოთვალეს, თუ რამდენად მალე მო-
ედებოდა ახალი ამბავი მთელ ჰაიბერის, და მეტად საზრიანადაც დაას-
კვნეს, რომ არაერთი ოჯახის საღამო გამდიდრდებოდა ამ საკვირველი
სიახლის განხილვით.
ზოგადად, ეს წყვილი ძალიან მოსწონდათ. შესაძლოა, ზოგი მისტერ
ნაიტლის მიიჩნევდა უფრო იღბლიანად, ზოგი – მის ვუდჰაუზს; იყო
ხალხი, ვისი აზრითაც, ყველანი დონველში უნდა გადასულიყვნენ, ჰარ-
ტფილდი კი მისტერ ჯონ ნაიტლისა და მისი ოჯახისთვის გადაელოცათ;
იყვნენ ისეთებიც, ვინც მათ მსახურთა შორის უთანხმოებას წინასწარ-
მეტყველებდა; მაგრამ, საბოლოო ჯამში, სერიოზული კონტრარგუმენ-
ტი არავის ჰქონია, ერთი ოჯახის გარდა – სამღვდელო სახლში გაოცება
სიხარულმა ვერ ჩაახშო.
ცოლთან შედარებით, მისტერ ელტონი ბევრს არ დარდობდა, მხო-
ლოდ იმედი გამოთქვა, რომ „ახალგაზრდა ქალბატონის პატივმოყვა-
რეობა ახლა მაინც დაკმაყოფილდებოდა“ და ივარაუდა, რომ „მას ყო-
ველთვის სურდა ნაიტლის გამოჭერა“, ხოლო მისტერ ნაიტლის ჰარ-
ტფილდში ცხოვრებასთან დაკავშირებით, ამაყად შესძახა, მადლობა
ღმერთს, მის ადგილას არა ვარო! მაგრამ აი, მისის ელტონს კი ნამდვი-
ლად აეშალა ნერვები: „საბრალო ნაიტლი! საბრალო ბიჭი! რა სამწუხა-
რო ამბავია... – ქოთქოთებდა მისის ელტონი, ვინაიდან მართალია, „ნა-
იტლი“ ძალიან ექსცენტრული კაცი იყო, მაგრამ ათასი კარგი თვისებაც
ჰქონდა, – როგორ დააბრმავა ამ გოგომ? არადა, სულ არ ჩანდა შეყვა-
რებული... ოდნავადაც კი არა... საბრალო ნაიტლი!“ – ახლა ხომ ბოლო
მოეღებოდა მასთან სასიამოვნო ურთიერთობას?! არადა, როგორ მი-
უხაროდა ხოლმე ელტონებთან სადილზე?! ერთხელაც არ უთქვამს
უარი! მაგრამ ახლა ეს ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდებოდა. „საბრალო
512
ბიჭი!“ წარსულს ჩაჰბარდებოდა მისის ელტონისთვის განკუთვნილი ექ-
სკურსიებიც დონველში. ღმერთო! მისის ნაიტლი ყველაფერს გააფუჭებ-
და! მისის ელტონი სრულებით არ ნანობდა, „ნაიტლის“ მნე რომ გამო-
ლანძღა იმ დღეს: „თავზარდამცემი გეგმაა! ერთად ცხოვრება! ასეთი
რამეები ყოველთვის ცუდად მთავრდება ხოლმე“. მისის ელტონი იც-
ნობდა კიდეც მეიპლ-გროუვთან ახლოს ერთ წყვილს, რომელთაც სცა-
დეს თანაცხოვრება, მაგრამ სამი თვის თავზე დაიშალნენ.
513
თავი 18
521
ბად დამნაშავე მაინც ვიქნებოდი, თქვენთვის რომ გამემხილა საიდუმ-
ლო.
– ახლა აღარ ღირს ამაზე ნერვიულობა.
– იმედი მაქვს, ბიძაჩემს რენდალსში ჩამოსვლაზე დავითანხმებ, –
თემა შეცვალა ფრენკ ჩერჩილმა, – მის ფეარფაქსის გაცნობა უნდა. ქემ-
პბელები რომ დაბრუნდებიან, მათ ლონდონში შევხვდებით და, ვფიქ-
რობ, მათთან დავრჩებით კიდეც, სანამ მის ფეარფაქსს უფრო ჩრდი-
ლოეთით არ წავიყვანთ. მაგრამ ამ ეტაპზე, მისგან შორს მომიწევს ყოფ-
ნა... რა რთულია, არა, მის ვუდჰაუზ? შერიგების შემდეგ, დღეს დილას
პირველად შევხვდით. არ გეცოდებით?
ემამ ისე გულკეთილად გამოთქვა სიბრალული, რომ შეგულიანე-
ბულმა ფრენკ ჩერჩილმა მოულოდნელად წამოიყვირა: – ოჰ! სხვათა
შორის... – ხმას დაუწია, უმწიკვლო სახე მიიღო და განაგრძო: – ...მის-
ტერ ნაიტლი როგორ არის? იმედი მაქვს, კარგად, – მის ამ სიტყვებზე
ემა გაწითლდა და მხოლოდ გაიცინა, ახალგაზრდა კაცმა კი განაგრძო: –
ვიცი, რომ ჩემი წერილი ნახეთ, და ალბათ გახსოვთ, რაც გისურვეთ. ჰო-
და, მიიღეთ ჩემგანაც მოლოცვა. მერწმუნეთ, თქვენი ამბავი მთელი სუ-
ლითა და გულით გამიხარდა. ამ კაცს ჩემი შექება არ სჭირდება.
ემა აღტაცებით უსმენდა; უნდოდა, რაც შეიძლება მეტხანს მოესმინა
მსგავსი ფრაზები, მაგრამ წუთის შემდეგ ახალგაზრდა კაცი ისევ თავის
ამბებსა და თავის ჯეინს დაუბრუნდა: – ასეთი კანი გინახავთ ოდესმე?
ასეთი ნაზი! ასე სათუთი! თუმცა, თეთრი ნამდვილად არ ეთქმის. ეს
ყველაზე უჩვეულო კანის ფერია, თანაც, მუქი წამწამებისა და თმის
ფონზე... გამორჩეული ფერია! მხოლოდ ამ ქალბატონს აქვს ასეთი! მის
სილამაზეს სხვაგვარი არც მოუხდებოდა! სრულყოფილებაა!
– მისი კანის ფერით მე ყოველთვის მოხიბლული ვიყავი, – ეშმაკუ-
რად მიუგო ემამ, – მაგრამ მახსოვს დრო, ვიღაც-ვიღაცები იწუნებდნენ,
ზედმეტად ფერმკრთალიაო. ხომ არ დაგვიწყებიათ?
– ღმერთო, არა! რა უსინდისო კაცი ვარ! როგორ გავბედე...
მაგრამ ფრენკ ჩერჩილმა ისე გულიანად გადაიხარხარა, რომ ემამ
თავი ვეღარ შეიკავა და გამოუტყდა: – ეჭვი მაქვს, უამრავი პრობლემის
522
მიუხედავად, მაინც ძალიან ერთობოდით ჩვენი გაბითურებით. დარწმუ-
ნებული ვარ, ამაში მაინც ჰპოვებდით ნუგეშს.
– არა, არა და არა! ასეთ რამეში როგორ მდებთ ბრალს? სინამდვი-
ლეში ყველაზე უბედური კაცი ვიყავი!
– არც მთლად ისეთი უბედური, რომ მასხარაობის მიმართ გულგრი-
ლი ყოფილიყავით. დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ეს მშვენიერი გა-
სართობი იყო... ძალიან მოგწონდათ, ყველას რომ გვასულელებდით. ეს
ეჭვი უფრო იმიტომ გამიჩნდა, რომ თქვენს ადგილას, სიმართლე გით-
ხრათ, მეც ვიპოვიდი გართობის მიზეზს. მგონი, ამ მხრივ ცოტათი ვგა-
ვართ კიდეც ერთმანეთს, – ახალგაზრდა კაცმა თავი დაუკრა, ემამ კი
მცირე დაფიქრების შემდეგ განაგრძო: – ხასიათით თუ არა, ბედისწერით
მაინც, რომელმაც გაგვიღიმა და ისეთ ადამიანებს დაგვაკავშირა, რომ-
ლებიც ჩვენზე ათი თავით მაღლა დგანან.
– მართალი ხართ, მართალი, – მგზნებარედ მიუგო ფრენკ ჩერჩილმა,
– ოღონდ არა თქვენ შემთხვევაში – თქვენზე მაღლა ვერავინ იდგება!
ჩემთან დაკავშირებით კი აბსოლუტური სიმართლეა. ნამდვილი ანგე-
ლოზია. შეხედეთ! ხომ ყველა მიხვრა-მოხვრაში ჩანს?! შეხედეთ მის კი-
სერს... დააკვირდით მის თვალებს... როგორ უყურებს მამაჩემს... ალბათ
გაგიხარდებათ, როცა გეტყვით, რომ... – ამ სიტყვებზე ახალგაზრდა კა-
ცი ემასკენ გადაიხარა და ჩურჩულით დაამატა: – ბიძაჩემი აპირებს, ბი-
ცოლაჩემის ყველა სამკაული აჩუქოს. ძვირფას ქვებს ახალ ბუდეებში
ჩავსვამთ. გადაწყვეტილი მაქვს, ზოგიერთი ქვა თავსამკაულისთვის გა-
მოვიყენო. ხომ ძალიან მოუხდება მის შავ თმას?
– გეთანხმებით, – მიუგო ემამ და კიდევ ისეთი თბილი სიტყვები მო-
აყოლა, რომ ფრენკ ჩერჩილს მადლიერად აღმოხდა: – ღმერთო, როგორ
მიხარია, ისევ რომ გნახეთ! თანაც, ასე მშვენივრად რომ გამოიყურებით.
ამ შეხვედრის შანსს არაფრის გამო არ გავუშვებდი ხელიდან. თქვენ
რომ არ მოსულიყავით, თავად მოვიდოდი ჰარტფილდში.
დანარჩენები, ამასობაში, ბავშვზე ლაპარაკობდნენ. მისის უესტონი
წინა დღის ამბავს ჰყვებოდა: ბავშვი ისე ჭირვეულობდა, რომ ეგონა, ცუ-
დად იყო, და ძალიან შეშინებულა. ნახევარი წუთიც და, მისტერ პერის
523
გამოიძახებდა, მერე კი ალბათ შერცხვებოდა მისი ტყუილად შეწუხება.
მისტერ უესტონსაც ლამის ცოლივით შეშინებია. თუმცა, ათ წუთში
ბავშვი თავისით მოსულა გუნებაზე. მისის უესტონის ისტორია განსა-
კუთრებით საინტერესო მისტერ ვუდჰაუზისთვის აღმოჩნდა. თავიდან
ძალიან შეაქო მისის უესტონი, პერის გამოძახება რომ განუზრახავს, მე-
რე კი დიდი გულისტკივილი გამოთქვა, განზრახვა სისრულეში რატომ
არ მოიყვანეთო. „მაშინვე უნდა გამოუძახოს პერის, როგორც კი ბავშვი
სულ ოდნავ მაინც ცუდად მოეჩვენება, თუნდაც სულ ერთი წუთით.
შეშფოთება და პერის გამოძახება ზედმეტი არასდროსაა. დასანანია,
წუხელ რომ არ გამოიძახეს. მართალია, ბავშვი ახლა მშვენივრად გა-
მოიყურება, არაჩვეულებრივადაც კი, მაგრამ მაინც ჯობდა, პერის ენა-
ხა“.
ამ გვარის გაგონებაზე, ფრენკ ჩერჩილმა ყურები ცქვიტა.
– პერი! – მიმართა ემას, თან ცდილობდა მის ფეარფაქსის მზერაც
დაეჭირა, – ჩემი მეგობარი მისტერ პერი! რაო, რას ამბობენ მისტერ პე-
რიზე? ამ დილას აქ იყო? და ახლა რით დადის? ბოლოს და ბოლოს,
იყიდა ეტლი?
ემას უმალვე გაახსენდა ყველაფერი და მინიშნებასაც მიუხვდა
ფრენკ ჩერჩილს. სანამ მასთან ერთად იცინოდა, ჯეინს გახედა და დარ-
წმუნდა, რომ მასაც ესმოდა მათი საუბარი, თუმცა ცდილობდა, არაფე-
რი შეემჩნია.
– რა უცნაური სიზმარი მინახავს! – ხმამაღლა ამბობდა ახალგაზრდა
კაცი, – რომ მახსენდება, გიჟივით ვიცინი... მასაც ესმის ჩვენი, მის ვუდ-
ჰაუზ. ჰო, სახეზე აწერია! შეხედეთ, როგორ ეღიმება, ამაოდ ცდილობს
სერიოზული გამომეტყველების შენარჩუნებას. მერწმუნეთ, ახლა
თვალწინ უდგას საკუთარი წერილის ის მონაკვეთი, სადაც პერის შესა-
ხებ მომწერა, და მხოლოდ ამ უხერხულ გაუგებრობაზე ფიქრობს, არა-
და, თავს იკატუნებს, თითქოს სხვებს უსმენსო.
ბოლოს და ბოლოს, ჯეინი იძულებული გახდა, გულღიად გაეღიმა,
მერე კი, კვლავ მოღიმარი თვალებით, ახალგაზრდა კაცისკენ გატრიალ-
და და ჩუმად, თითქოს მორცხვად, მაგრამ მტკიცედ მიმართა: – როგორ
524
შეგიძლიათ ამ მოგონებების ატანა?! მართლა მაოცებთ! კი, ხანდახან
მოგონებები თავს შეგვახსენებს, ბუნებრივია... მაგრამ როგორ შეგიძლი-
ათ მათით ტრაბახი?!
ფრენკ ჩერჩილს პასუხად უამრავი რამ ჰქონდა სათქმელი და ძალია-
ნაც ართობდა ეს ყოველივე, მაგრამ ემაც ჯეინის მხარეს იყო. როცა
რენდალსიდან გამოემგზავრნენ, მის ვუდჰაუზი უნებურად ფრენკ ჩერ-
ჩილისა და მისტერ ნაიტლის შედარებას შეუდგა: რაც უნდა სიამოვნება
მიეღო პირველის ნახვით და რაც უნდა მართლაც მეგობრული გრძნობე-
ბი ჰქონოდა მის მიმართ, მისტერ ნაიტლის უდავო პიროვნული უპირა-
ტესობა ასე მძაფრად ჯერ არასდროს შეუგრძნია! აღტაცებული ფიქ-
რობდა მის ღირსებებზე და თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა.
525
თავი 19
დასასრული
529