Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 529

ჯეინ ოსტინი

ემა

მთარგმნელი ანა მაყაშვილი

2
ნაწილი I

თავი 1

ემა ვუდჰაუზი ლამაზი, ჭკვიანი და მდიდარი ახალგაზრდა ქალი


იყო, კეთილმოწყობილი სახლისა და ხალისიანი გუნების პატრონი. მას-
ში თითქოს თავი მოეყარა ყოფიერების ნარჩევ სიკეთეებს და ლამის უკ-
ვე ოცდაერთი წელი ამქვეყნად ისე გაეტარებინა, რომ ტკივილისა და
ფორიაქის შესახებ პრაქტიკულად არაფერი იცოდა.
ემას მამას – ძალიან მოსიყვარულე, თვინიერ კაცს ორი ქალიშვილი
ჰყავდა. დებს შორის უმცროსი ემა გახლდათ, რომელიც უფროსი დის
გათხოვების შემდეგ მამისეულ სახლში ადრეული ასაკიდანვე დიასახ-
ლისობდა. დედა იმდენი ხნის წინ გარდაცვლოდა, რომ ემას მისი ალერ-
სი ბუნდოვნად ახსოვდა, დედის ადგილი კი აღმზრდელს დაეკავებინა –
არაჩვეულებრივ ქალს, რომლის მზრუნველობა და სითბო დედობრივს
არაფრით ჩამოუვარდებოდა.
მის ტეილორს მისტერ ვუდჰაუზის სახლში ცხოვრების თექვსმეტ-
წლიანი სტაჟი ჰქონდა და მეგობარი უფრო ეთქმოდა, ვიდრე აღმზრდე-
ლი. მას ვუდჰაუზის ორივე ქალიშვილი უყვარდა, თუმცა, ემა – გამორ-
ჩეულად. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ „აღმზრდელი“ ერქვა, მის ტეილორს
თავისი დამყოლი ბუნება სიმკაცრის საშუალებას არ აძლევდა; მას მერე
კი, რაც ავტორიტეტის ისედაც მკრთალი კონტურები წარსულს ჩაბარ-
და, ამ ორის სიახლოვე და ურთიერთსიყვარული დებისას გაუტოლდა.
ემა მის ტეილორის აზრს უდიდეს პატივს სცემდა, თუმცა საკუთარ
ცხოვრებას მაინც თავისი შეხედულებისამებრ განაგებდა; ყოველთვის
იმას აკეთებდა, რაც მოეპრიანებოდა და მისი მდგომარეობის სიავეებიც
სწორედ აქ იმალებოდა: მას ჰქონდა ჭარბი ძალაუფლება, მხოლოდ თა-
ვის ჭკუაზე ევლო და ჭარბი მიდრეკილება, საკუთარ თავზე საჭიროზე
უკეთესი წარმოდგენა ჰქონოდა. ეს არასახარბიელო გარემოება კი მის
არა ერთ ცხოვრებისეულ სიამეს ემუქრებოდა გაუფერულებით, თუმცა

3
საფრთხე ჯერჯერობით იმდენად შეუმჩნეველი იყო, რომ ემასთვის უბე-
დურების წყაროს ოდნავადაც არ წარმოადგენდა.
დარდის დროც მოვიდა. მსუბუქი დარდის. უსიამოვნო გამოფხიზლე-
ბა ან რაიმეს მძაფრად გაცნობიერება ამას არამც და არამც არ მოჰყო-
ლია. მის ტეილორი გათხოვდა. ემა სწორედ უსაყვარლესი მეგობრის
ქორწილის დღეს დაჯდა პირველად და სევდიან ფიქრებს მიეცა. ქორწი-
ლი დასრულდა, პატარძალი წავიდა, სტუმრები დაიშალნენ, ემა და მა-
მამისი სუფრასთან ერთმანეთის ამარა დარჩნენ და არც იმის პერსპექ-
ტივა ჩანდა, რომ ვინმე მესამე გრძელ საღამოს გაუხალისებდათ. ნასა-
დილევს მამა, ჩვეულებისამებრ, დასაძინებლად გაეშურა, ემას კი ისღა
დარჩენოდა, დაფიქრებულიყო იმაზე, რაც ის-ის იყო, დაკარგა.
მისი მეგობარი უდავოდ ბედნიერი უნდა ყოფილიყო – მისტერ უეს-
ტონს, უნაკლო რეპუტაციის კაცს, ქონება დამოუკიდებლად ეშოვნა,
ასაკიც შესაფერისი ჰქონდა და მანერებიც – სასიამოვნო. ემას კმაყოფი-
ლებას ჰგვრიდა იმის გაცნობიერებაც, რომ თავად ერთობ უანგარო,
წრფელი, მეგობრული გრძნობით გულშემატკივრობდა ამ ქორწინებას
და მეგობრის გაბედნიერებას თავგამოდებით უწყობდა ხელს; მაგრამ
საქმე საქმეზე რომ მიდგა, ამ ამბავმა მეტად დაადარდიანა; მის ტე-
ილორიპირველსავე დღეს მოისაკლისა. ახსენდებოდა, როგორ ასწავლი-
და, როგორ ეთამაშებოდა ხუთი წლისას; ძალ-ღონეს არ იშურებდა,
რომ მასში ცნობისმოყვარეობა გაეღვივებინა; ართობდა, როცა ემა ჯან-
მრთელად გრძნობდა თავს, და დედობრივი მზრუნველობით უვლიდა,
როცა სხვადასხვა საბავშვო ავადმყოფობას იხდიდა. თუნდაც მხოლოდ
ამის გამო უნდა ყოფილიყო მისი უზომოდ მადლიერი და მისგან დავა-
ლებულიც, მაგრამ ემას კიდევ უფრო ძვირფასი, სათუთი მოგონება უკა-
ნასკნელ შვიდ წელს უკავშირდებოდა – ყოვლად თანასწორი და გულახ-
დილი ურთიერთობის პერიოდს, რომელიც თითქმის იზაბელას გათხო-
ვებისთანავე დაიწყო, როცა ემა და მის ტეილორი ერთმანეთის ამარა
დარჩნენ. ასეთი მეგობარი და თანამგზავრი გარშემო ცოტას თუ ჰყავდა:
ჭკვიანი, განათლებული, პრაქტიკული, მოსიყვარულე, ოჯახური
წვრილმანების უბადლო მცოდნე და ემას ყველა სიხარულისა თუ წა-
4
მოწყების თანაზიარი. ემას მასთან ნებისმიერი თემის განხილვა შეეძ-
ლო; შეეძლო გაემხილა ყოველი უმნიშვნელო აზრი, რაც კი თავში მო-
უვიდოდა. ამ ქალს ისე უყვარდა ემა, რომ მასში ვერავითარ ნაკლს ვერ
ამჩნევდა.
სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მის ვუდჰაუზი გრძნობ-
და, რომ უმისობა ძალიან გაუჭირდებოდა. მართალია, მეგობარი სულ
რაღაც ნახევარი მილის მანძილზე დასახლდა, ემა ღრმად იყო დარწმუ-
ნებული, რომ ასევე ნახევარი მილის იქით მცხოვრებ მისის უესტონსა
და მათ სახლში მცხოვრებ მის ტეილორს შორის სხვაობა უდავოდ დიდი
იყო. გარდა ამისა, ყველა – თანდაყოლილი თუ შეძენილი – პრივილეგი-
ის მიუხედავად, ნამდვილი ინტელექტუალური სიმარტოვე ემუქრებო-
და. მამა ძალიან უყვარდა, მაგრამ მეგობრად ვერ გამოადგებოდა, მის-
ტერ ვუდჰაუზი ქალიშვილს ვერც ცელქ საუბრებში აჰყვებოდა და ვერც
– ჭკვიანურში.
ასაკობრივი სხვაობით განპირობებულ მეტად არახელსაყრელ ვითა-
რებას (მისტერ ვუდჰაუზი ახალგაზრდა არ დაქორწინებულა) მამის
არასახარბიელო ფიზიკური მდგომარეობა და ზნე-ჩვეულებებიც ამწვა-
ვებდა. სუსტი ჯანმრთელობის მქონე და მთელი ცხოვრება სწორედ
ჯანმრთელობის საკითხებით შეპყრობილი მისტერ ვუდჰაუზი გონებისა
და სხეულის აქტივობით საერთოდ არ გამოირჩეოდა, რის გამოც თავის
ასაკთან შედარებით, კიდევ უფრო მოხუცი ჩანდა; მართალია, თბილი
გულისა და კეთილშობილური ბუნების წყალობით ყველას უყვარდა,
მაგრამ რაიმე განსაკუთრებული ნიჭითა და უნარებით ნამდვილად ვერ
დაიკვეხნიდა.
ემას და, გათხოვების შემდეგ, ლონდონში ცხოვრობდა – მამისეული
სახლიდან თექვსმეტიოდე მილის სავალზე, თუმცა, ყოველდღიური ურ-
თიერთობისთვის – მეტისმეტად შორს. ემაც და მისტერ ვუდჰაუზიც შე-
გუებული იყვნენ შემოდგომის უღიმღამო საღამოებს ჰარტფილდში1, სა-
ნამ შობა იზაბელას, მისი ქმრისა და მათი პატარა შვილების სტუმრო-

1
ჰარტფილდი – გამოგონილი ადგილი (აქ და შემდგომ – მთარგმნელის შენიშვნები).
5
ბით არ დაასაჩუქრებდა, სახლს არ გაავსებდა და ემას კვლავ სასიამოვ-
ნო საზოგადოების გარემოცვაში არ დააბრუნებდა.
მართალია, ჰარტფილდს თავისი ბაღი, ბუჩქნარი და სახელი ჰქონდა,
მაგრამ, სინამდვილეში, ის ჰაიბერის2 ეკუთვნოდა – იმდენად დიდსა და
ხალხმრავალ სოფელს, რომ ქალაქამდე ბევრი აღარაფერი უკლდა,
თუმცა, იქაურებთან ურთიერთობაში ემას სოციალურისხვაობა უშლი-
და ხელს. ყველაზე მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ვუდჰაუზებს
ყველა მოწიწებით ეპყრობოდა.
მეტისმეტად თავაზიანი მამის წყალობით, ჰაიბერიში ბევრი ნაცნობი
კი ჰყავდათ, მაგრამ მათ შორის არავინ იყო ისეთი, ვინც მის ტეილორის
მაგივრობას თუნდაც ნახევარი დღით მაინც გასწევდა...
ამგვარ მძიმე ფიქრებში ჩაფლულ ემას თანდათან მელანქოლია მო-
ეძალა, თუმცა, ამასობაში, მამამ გაიღვიძა და ქალიშვილი იძულებული
გახდა, ძველებურად ხალისიანად დაეჭირა თავი.
მისტერ ვუდჰაუზიც მეტად უგუნებოდ გახლდათ. საერთოდ, ნერვიუ-
ლი კაცი იყო და დეპრესიაშიც ადვილად ვარდებოდა; უყვარდა ყველა,
ვისაც მიჩვეული იყო, და სძულდა მათთან განშორება; სძულდა ყოველ-
გვარი ცვლილება. ქორწინება, როგორც ცვლილების წყარო, მისთვის
მხოლოდ უსიამოვნებას უკავშირდებოდა. ჯერ ქალიშვილის გათხოვე-
ბასაც ვერ შეჰგუებოდა (სიბრალულის გარეშე არ შეეძლო მისი სახელის
ხსენება, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, იზაბელა სიყვარულით გათ-
ხოვდა), რომ ახლა უკვე მის ტეილორსაც უნდა შელეოდა! უწყინარი
ეგოისტობისა და კიდევ იმის გამო, რომ ვერ წარმოედგინა, თუ ვინმეს
შეეძლო მისგან განსხვავებული გრძნობები ჰქონოდა, მისტერ ვუდჰაუზს
მტკიცედ სჯეროდა, რომ მის ტეილორი არა მხოლოდ მათ, საკუთარ
თავსაც ვნებდა თავისი გათხოვებით; რომ გაცილებით ბედნიერი იქნე-
ბოდა, მთელ ცხოვრებას თუ ჰარტფილდში გაატარებდა.

2
ჰაიბერი – ჰაიბერი ნამდვილად ჰქვია უბანს ლონდონში და პორტსმუთის (სამხრეთ
ინგლისის ქალაქი) რაიონს, თუმცა, ოსტინთან ის გამოგონილი ადგილია, რომელიც
ვითომდა ლონდონიდან 16 მილში მდებარეობს.
6
ემა, რამდენადაც შეეძლო, იღიმოდა და მხიარულობდა, რომ მამა ამ
მძიმე ფიქრებისგან ეხსნა, მაგრამ ჩაი რომ შემოიტანეს, მისტერ ვუდჰა-
უზმა ვეღარ მოითმინა და სიტყვასიტყვით გაიმეორა სადილობისას
ნათქვამი: – საბრალო მის ტეილორი! როგორ მინდა, ისევ აქ იყოს. რა
სამწუხაროა, რომ მისტერ უესტონმა დაადგა თვალი!
– ვერ დაგეთანხმები, მამა. ხომ იცი, რომ ვერ დაგეთანხმები. მისტერ
უესტონი იმდენად სასიამოვნო კაცია, რომ კარგ ცოლს ნამდვილად იმ-
სახურებს. თანაც, მის ტეილორი სამუდამოდ ჩვენთან ხომ ვერ იცხოვ-
რებდა?! სიცოცხლის ბოლომდე რატომ უნდა აეტანა ჩემი ათასგვარი
ახირება, როცა შეუძლია საკუთარი სახლი ჰქონდეს?!
– საკუთარი სახლი?! მაინც, რა უპირატესობა აქვს ამ „საკუთარ
სახლს“? ჯერ ერთი, ეს სახლი სამჯერ დიდია და, მეორეც, შენ არავითა-
რი ახირება არ გაქვს, ჩემო საყვარელო.
– წარმოიდგინე, რამდენჯერ წავალთ მათ მოსანახულებლად და ისი-
ნიც რამდენჯერ მოვლენ ჩვენთან! სულ ერთმანეთთან ვივლით სტუმ-
რად! თუმცა, ნამდვილად ჩვენ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი...
ქორწილის შემდეგ რაც შეიძლება მალე უნდა ვესტუმროთ.
– ჩემო საყვარელო, იმსიშორეზე როგორ წავალ?! რენდალსი3 მეტის-
მეტად შორს არის. ნახევარ გზასაც კი ვერ გავივლი.
– არა, მამა. ფეხით წასვლა არც მიფიქრია. რა თქმა უნდა, ეტლით
უნდა წავიდეთ.
– ეტლით?! ასეთი მოკლე მანძილისთვის ჯეიმსს ცხენების შებმაც კი
დაეზარება. ან საბრალო ცხენებმა რა უნდა ქნან, სანამ ჩვენ სტუმრად
ვიქნებით?
– მისტერ უესტონის თავლაში დაგველოდებიან. მამა, ხომ გახსოვს,
ეს საკითხი წუხელვე დაწვრილებით განვიხილეთ მისტერ უესტონთან!
რაც შეეხება ჯეიმსს, შეგიძლია, დარწმუნებული იყო, რომ რენდალსში
წასასვლელად სულ მზად იქნება, რადგან, მოგეხსენება, იქ მისი ქალიშ-
ვილია მოახლედ. ეჭვიც კი მეპარება, სხვაგან წაყვანაზე დაგვთანხმდეს

რენდალსი – გამოგონილი ადგილი ჰაიბერიში.


3

7
ოდესმე. ჰანას ასეთ კარგ ოჯახში დაბინავება ნამდვილად შენი დამსა-
ხურებაა, მამა. შენ რომ არ გეხსენებინა მისი სახელი, ჰანას მოახლეობა
თავში აზრადაც არავის მოუვიდოდა. ჯეიმსი შენგან დავალებულია.
– ძალიან მიხარია, ჰანა რომ დროულად გამახსენდა, თორემ თავს
ვერ ვაპატიებდი, საბრალო ჯეიმსს გულში გაევლო, უყურადღებოდ მექ-
ცევიანო. თანაც, დარწმუნებული ვარ, ჰანა ბრწყინვალე მოახლე იქნე-
ბა. თავაზიანი, თვინიერი გოგონაა. მასზე ძალიან კარგი აზრისა ვარ.
ყველა ჯერზე რევერანსით მესალმებოდა და ძალიან ზრდილობიანად
მომიკითხავდა ხოლმე. ისიც შემჩნეული მაქვს, როცა ხელსაქმეზე უხ-
მობდი, კარის საკეტს სულ სწორი მიმართულებით ატრიალებდა, კარი
ერთხელაც კი არ გაუჯახუნებია. დარწმუნებული ვარ, მისგან შესანიშ-
ნავი მოახლე დადგება. საბრალო მის ტეილორისთვის კი დიდი ნუგეში
იქნება, თუ გვერდით ნაცნობი ადამიანი ეყოლება. თანაც, როცა ჯეიმსი
თავის ქალიშვილს მოინახულებს, ჩვენს ამბავსაც ეტყვის, როგორ ვართ,
რას ვაკეთებთ.
ემას თავი არ დაუზოგავს, მამის ფიქრებისთვის ასეთი – უფრო ბედ-
ნიერი – მიმართულება რომ შეენარჩუნებინა და ბოლოს ნარდის მაგი-
დაც გაშალა იმის იმედად, რომ საღამოს მამასაც გაატანინებდა და თავ-
საც გაირთობდა, თუმცა, უმალ სტუმარი შემოვიდა და ნარდის თამაშის
საჭიროება დღის წესრიგიდან მოიხსნა.
მისტერ ნაიტლი – 37-38 წლის გონიერი კაცი – ოჯახის არა მხოლოდ
ძალიან ძველი და ახლო მეგობარი იყო, არამედ ნათესავადაც ერგებო-
და, როგორც იზაბელას ქმრის უფროსი ძმა. მისტერ ნაიტლი, რომელიც
ჰაიბერიდან დაახლოებით ერთ მილზე ცხოვრობდა, ვუდჰაუზების ხში-
რი და ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო, ამჯერად კი ჩვეულზე
უფრო სასურველი აღმოჩნდა, რადგან პირდაპირ ლონდონიდან, მათი
საერთო ნათესავებისგან მოდიოდა. ჰაიბერიში სამხრობის დროს დაბ-
რუნებულიყო და ჰარტფილდში მისვლა გადაეწყვიტა, რათა ვუდჰაუზე-

8
ბისთვის ეცნობებინა, რომ ბრანსვიკში4 ყველა გადასარევად გრძნობდა
თავს. ამ მშვენიერმა ამბავმა მისტერ ვუდჰაუზი ცოტათი გაახალისა;
კითხვებზე „საბრალო“ იზაბელასა და მისი შვილების შესახებ ყოვლად
დამაკმაყოფილებელი პასუხები მიიღო და, ბედნიერმა, მადლიერებით
აღნიშნა: – ძალიან კეთილშობილურად მოიქეცით, მისტერ ნაიტლი, ასე
გვიან რომ შემოგვიარეთ. თუმცა კი, ვშიშობ, საშინელი გზის გამოვლა
მოგიხდათ.
– სრულებითაც არა, სერ. ლამაზი, მთვარიანი და იმდენად თბილი
ღამეა, რომ თქვენს არაჩვეულებრივ ბუხარს, მგონი, უნდა მოვერიდო.
– ჰო, მაგრამ ალბათ საშინელი სინესტეა და გზაც – ტალახიანი. ძა-
ლიან დიდი იმედი მაქვს, არ გაცივდებით.
– ტალახიანი, სერ?! ჩემს ფეხსაცმელს შეხედეთ. ერთ ლაქასაც კი ვერ
ნახავთ.
– ჰოო?! ძალიან მიკვირს, იმიტომ, რომ საშინელი წვიმები იყო. სა-
უზმობისას, ნახევარ საათს ისე კოკისპირულად იწვიმა, მინდოდა, ქორ-
წილი გადაედოთ.
– ჰო, სხვათა შორის, არ მომილოცავს. ვაცნობიერებ, რაოდენ ბედ-
ნიერად გრძნობთ თავს ორივე, ამიტომაც მოლოცვა არ ვიჩქარე. თუმცა,
იმედი მაქვს, ყველაფერმა სათანადოდ ასატანად ჩაიარა. როგორ იქცე-
ოდით? ყველაზე მეტი ვინ იტირა?
– ეჰ! საბრალო მის ტეილორი. ძალიან სამწუხარო ამბავია, ძალიან!
– თამამად შემიძლია ვთქვა, საბრალო მისტერ და მის ვუდჰაუზები-
მეთქი, მაგრამ „საბრალო მის ტეილორის“ თქმა კი გამიჭირდება. თქვენ
და ემას დიდ პატივს გცემთ, მაგრამ როცა საქმე დამოკიდებულებასა და
დამოუკიდებლობას ეხება... ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი ადამიანის
სიამოვნებაზე ზრუნვა სჯობს ორზე ზრუნვას.

ბრანსვიკი (Brunswick Square) – რეალური ადგილი ლონდონში, ბლუმსბერის რაი-


4

ონში, ქამდენში.
9
– განსაკუთრებით, როცა ამ ორიდან ერთი ასეთი თავნება და ჭირვე-
ულია! – ეშმაკურად გაიღიმა ემამ, – ვიცი, ამის თქმა გინდოდათ და იტ-
ყოდით კიდეც, მამაჩემი რომ არ იყოს.
– ჰო, ჩემო საყვარელო, ვიცი, რომ ასეა, – მისტერ ვუდჰაუზმა ამოიხ-
ვნეშა, – ვშიშობ, ხანდახან მართლაც ძალიან თავნება და ახირებული
ვარ.
– მამა, ჩემო უსაყვარლესო! როგორ იფიქრე, რომ შენ გიგულისხმე ან
მისტერ ნაიტლის მივცემდი ამის ნებას?! რა საზარელი აზრია! არა და
არა! მხოლოდ საკუთარი თავი მყავდა მხედველობაში. ხომ იცი, მისტერ
ნაიტლის უყვარს ჩემში ნაკლოვანებების აღმოჩენა... ხუმრობით, ცხა-
დია... ყველაფერი მხოლოდ ხუმრობით... რაც თავში მოგვივა, ერთმა-
ნეთს ყველაფერს ალალად ვეუბნებით.
მისტერ ნაიტლი მართლაც ერთ-ერთი იყო იმ მცირეთაგან, ვისაც ემა
ვუდჰაუზში ნაკლოვანებების შემჩნევა შეეძლო და ამას პირდაპირაც
ეუბნებოდა. ემამ იცოდა, რომ მამას ნაკლებად ესიამოვნებოდა მისტერ
ნაიტლის პირდაპირობა, მით უმეტეს, რომ არც თავად სიამოვნებდა მა-
ინცდამაინც; ამიტომ, ცდილობდა, მამის თვალთახედვის მიღმა დარჩე-
ნილიყო სიტუაციები, რომლებშიც ემა ვინმეს თვალში არასრულყოფი-
ლად წარმოჩნდებოდა.
– ემამ იცის, რომ გულს ტყუილად არასდროს ვუკეთებ, – აღიარა
მისტერ ნაიტლიმ, – მაგრამ ამჯერად არავის გაკიცხვის განზრახვა არ
მქონია. უბრალოდ, მის ტეილორი უწინ ორ ადამიანს უწევდა ანგარიშს,
ამიერიდან კი მხოლოდ ერთს გაუწევს. ამდენად, ვფიქრობ, მოგებული
დარჩება.
– ჰოდა... ქორწილის ამბები გაინტერესებდათ, არა?! – ემამ საუბრის
თემა საჩქაროდ შეცვალა, – სიამოვნებით გიამბობთ. ყველანი გადასა-
რევად ვიქცეოდით! ყველა თავის დროზე მოვიდა და ყველა შესანიშნა-
ვად გამოიყურებოდა. არცერთი ცრემლი, თითქმის არცერთი ჩამოშვე-
ბული ცხვირი! ნამდვილად! ყველანი ვაცნობიერებდით, რომ ერთმა-
ნეთს მხოლოდ ნახევარი მილით ვშორდებოდით და, ამდენად, ხშირა-
დაც შევხვდებოდით.
10
– მისტერ ნაიტლი, ჩემი ძვირფასი ემა ყველაფერს უძლებს, – ჩაერ-
თო მისტერ ვუდჰაუზი, – მაგრამ, სინამდვილეში, მის ტეილორთან გან-
შორებამ ძალიან დაამწუხრა. დარწმუნებული ვარ, უფრო ხშირად მო-
ენატრება, ვიდრე ახლა ჰგონია.
ემამ განზე გაიხედა, რომ ერთად მომდგარი ცრემლი და ღიმილი და-
ემალა.
– შეუძლებელია, ემას ასეთი მეგობარი არ მოენატროს, – კვერი და-
უკრა მისტერ ნაიტლიმ, – ეს აზრი რომ დაგვეშვა, მაშინ ემა ასე ძალიან
არ გვეყვარებოდა. მაგრამმას გააზრებული აქვს, რამდენად ხელსაყრე-
ლია მის ტეილორისთვის ეს ქორწინება; იცის, რამდენად სასიკეთოა მის
ასაკში საკუთარ სახლში დაბინავება და რაოდენ მნიშვნელოვანია
უსაფრთხო ცხოვრებისთვის სტაბილური შემოსავალი. შესაბამისად, ემა
ვერ მისცემს თავს უფლებას, სიხარულზე მეტი ტკივილი განიცადოს.
მის ტეილორის ყველა მეგობარს უნდა უხაროდეს მისი ბედნიერი ქორ-
წინება.
– თქვენ დაგავიწყდათ, რომ სიხარულისთვის კიდევ ერთი მიზეზი
მაქვს, – ჩაერთო ემა, – თანაც, საკმაოდ დიდი მიზეზი: ეს ქორწინება ჩე-
მი დამსახურებაა. მათი დაწყვილება ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ ჩავი-
ფიქრე, როცა ირგვლივ ყველა ამტკიცებდა, მისტერ უესტონი მეორედ
აღარ დაქორწინდებაო. ქორწილი შედგა, ჩემი გეგმები გამართლდა, რაც
ძალიან საამაყოა ჩემთვის.
მისტერ ნაიტლიმ თავი გააქნია. მისტერ ვუდჰაუზმა კი ქალიშვილს
ალერსიანად მიმართა: – ჩემო საყვარელო! ნეტავ, მოეშვა ამ გარიგებებ-
სა და წინასწარმეტყველებებს, თორემ რასაც ამბობ, ყველაფერი ხდება.
გემუდარები, აღარაა საჭირო მეტი გარიგება.
– გპირდები, მამა, რომ საკუთარი თავისთვის ამას ერთხელაც არ ვი-
ზამ, სხვებისთვის კი აუცილებლად გავაგრძელებ შრომას. მსოფლიოში
საუკეთესო გასართობია! თანაც, ამხელა წარმატების შემდეგ! ხომ გახ-
სოვს, ყველა ამბობდა, მისტერ უესტონი ცოლს აღარასდროს მოიყვან-
სო. ჩაუვარდათ თუ არა კოვზი ნაცარში?! თანაც, ვინ? მისტერ უესტონი
– კაცი, რომელიც ამდენ ხანს ქვრივისთვის შესაფერისად ცხოვრობდა
11
და უცოლოდ თავს თითქოს ძალიანაც კომფორტულად გრძნობდა; რო-
მელიც დაკავებული იყო მხოლოდ საქმეებით ან მეგობრებით; რომელიც
ყველგან სასურველი სტუმარი იყო და მუდამ მხიარულ განწყობაზე იდ-
გა – წელიწადში ერთ საღამოსაც კი არ გაატარებდა სიმარტოვეში, თუ
თავად არ მოეპრიანებოდა! არა, არა! რა თქმა უნდა, მისტერ უესტონი
აღარასდროს მოიყვანდა ცოლს. ზოგი იმას ამტკიცებდა, ცოლს აღუთ-
ქვა სასიკვდილო სარეცელთანო, ზოგი – ვაჟი და ცოლისძმა არ აძლევენ
უფლებასო. მოკლედ, მე არცერთი ამ დიადი აბსურდისა არ მჯეროდა.
ერთ დღეს კი – ზუსტად ოთხი წლის წინათ, როცა მე და მის ტეილორი
მას ბროდვეი-ლეინზე5 შევხვდით და ცოტათი წამოწვიმა, ის კი საოცა-
რი გალანტურობით ფერმერ მიტჩელისკენ გაეშურა და ორი ქოლგა
მოგვიტანა, გონებაში ყველაფერი მტკიცედ გადავწყვიტე. მათი დაწყვი-
ლება იმწუთიდანვე დავგეგმე და ახლა, როცა წარმატებაც მეწვია, ნუ
იფიქრებ, ჩემო საყვარელო მამა, რომ მაჭანკლობას თავს დავანებებ.
– არ მესმის, წარმატებაში რას გულისხმობთ, – დასძინა მისტერ ნა-
იტლიმ, – წარმატება, თავისთავად, ძალისხმევას გულისხმობს. თუ ბო-
ლო ოთხი წლის განმავლობაში ძალისხმევას არ იშურებდით, რომ ქორ-
წინების ჩანაფიქრი სისრულეში მოგეყვანათ, მაშინ დრო ჯეროვნად და
ნაყოფიერად დაგიხარჯავთ; ახალგაზრდა ქალბატონისთვის ღირსეული
საქმეა! მაგრამ თუ – რაც მე უფრო წარმომიდგენია – თქვენ მიერ ამ
ადამიანების დაწყვილება, როგორც თავად აღნიშნავთ, მხოლოდ იმას
გულისხმობს, რომ ერთ უშინაარსო დღეს გულში თქვით, ჩემი აზრით,
მის ტეილორისთვის ძალიან კარგი იქნება, მისტერ უესტონს რომ გაჰ-
ყვეს ცოლადო, და შემდეგ ყოველდღე უმეორებდით ამ სიტყვებს საკუ-
თარ თავს, მაშინ წარმატებაზერატომღა ლაპარაკობთ? სად არის აქ
თქვენი დამსახურება? რით ხართ ამაყი? უბრალოდ, გაგიმართლათ და
სწორი ვარაუდი გამოთქვით. სულ ეს არის.
– მერედა, გამართლებით სიამოვნება და ტრიუმფი არასდროს გან-
გიცდიათ? იღბლიანი ვარაუდი მხოლოდ იღბლიანობის დამსახურება

5
ბროდვეი-ლეინი – გამოგონილი ადგილი ჰაიბერიში.
12
როდია. მებრალებით, რადგან მეგონა, უფრო ჭკვიანი იყავით. განა არ
იცით, რომ ასეთ დროს ყოველთვისრაღაც ნიჭთანაც გვაქვს საქმე?! რაც
შეეხება ამ საწყალ სიტყვას – „წარმატება“, რომელიც რატომღაც ასე
არ მოგწონთ: არ მგონია, მისი გამოყენების უფლება არ მქონდეს. ორი
ლამაზი სურათი დახატეთ, მაგრამ მგონი, მესამე გამოგრჩათ – ის, რაც
დიდ შრომასა და მთლად უმოქმედობას შორისაა. მისტერ უესტონის
ჩვენთან სტუმრობისთვის რომ არ შემეწყო ხელი, ათასგვარი პატარ-პა-
ტარა წამქეზებელი ნაბიჯისთვის რომ არ მიმემართა და არაერთი
წვრილმანი უსიამოვნება რომ არ ამერიდებინა, შესაძლოა, არც არაფე-
რი გამოსულიყო. მგონი, ჰარტფილდს იმდენად იცნობთ, რომ ამას
ხვდებოდეთ.
– მისტერ უესტონისნაირ პირდაპირ და გულღია კაცზე და მის ტე-
ილორისნაირ რაციონალურსა და უშუალო ქალზე ნუ ვიდარდებთ –
თავიანთ საქმეებს თავად მოაგვარებენ. თქვენ კი, თქვენი ჩარევით, მგო-
ნი საკუთარ თავს უფრო დაუშავეთ, ვიდრე მათ გამოადექით.
– ემა თავის თავზე არასდროს ფიქრობს, როცა შანსი ეძლევა, სხვებს
გაუკეთოს სიკეთე, – ჩაერთო მისტერ ვუდჰაუზი, რომელიც საუბრის
არსს ბოლომდე ჯერაც ვერ ჩასწვდომოდა, – მაგრამ, ჩემო საყვარელო,
გემუდარები, შეეშვი ხალხის დაწყვილებას. სისულელეა. თან ოჯახურ
იდილიას მტკივნეულად არღვევს.
– ერთხელაც, მამა, მხოლოდ მისტერ ელტონისთვის. საბრალო მის-
ტერ ელტონი! შენ ხომ მოგწონს ის... ჰოდა, ცოლი უნდა ვუშოვო. ჰაიბე-
რიში მისი ღირსი არავინ მეგულება, არადა, მთელი წელია, აქ არის.
სახლიც მშვენივრად მოაწყო, ამიტომ დანაშაული იქნება, თუ მარტო
დავტოვებთ. თანაც, დღეს, ახალდაქორწინებულთა ხელები ისე ეჭირა,
ვიფიქრე, ძალიან უნდა, თავადაც გაუწიონ მსგავსი სამსახური-მეთქი!
მისტერ ელტონზე ძალიან კარგი აზრისა ვარ, მისთვის ცოლის მოძებნა
კი ერთადერთი საქმეა, რაშიც ნამდვილად გამოვადგები.
– მისტერ ელტონი უდავოდ ძალიან სიმპათიური და კარგი ახალგაზ-
რდა კაცია და დიდ პატივსაც ვცემ, მაგრამ თუ გინდა, მის მიმართ ყუ-
რადღება გამოიჩინო, რომელიმე დღეს სადილად მოიწვიე, საყვარელო.
13
ეს გაცილებით უკეთესი ჟესტი იქნება. იმედი მაქვს, მისტერ ნაიტლიც
არ იტყვის უარს მასთან შეხვედრაზე.
– დიდი სიამოვნებით, სერ, ნებისმიერ დროს, – სიცილით უპასუხა
მისტერ ნაიტლიმ, – და სავსებით გეთანხმებით, რომ ეს ბევრად უკეთესი
ჟესტი იქნება. დაპატიჟეთ სადილად, ემა, და მიართვით საუკეთესო
თევზი და ქათამი, მაგრამ უფლება მიეცით, ცოლი თავად ამოირჩიოს.
მერწმუნეთ, 26-27 წლის კაცს თავის მიხედვა შეუძლია.

14
თავი 2

მისტერ უესტონი ჰაიბერის მკვიდრი გახლდათ, დაბადებული პატივ-


საცემ ოჯახში, რომლის ბოლო ორმა-სამმა თაობამ ნელ-ნელა შეძლო
დაწინაურება, დარბაისლური წეს- ჩვეულებები და ქონება დააგროვა.
მისტერ უესტონმა კარგი განათლება მიიღო, მაგრამ, ჯერ კიდევ ახალ-
გაზრდას, მემკვიდრეობით საკმაო ქონებაც ერგო საიმისოდ, რომ და-
მოუკიდებელი ცხოვრება დაეწყო და, ძმებისგან განსხვავებით, ყოფით
ოჯახურ პრობლემებზე აღარ ედარდა: მეტად აქტიური, ცოცხალი გო-
ნებისა და გულღია ბუნების გამოჩენა მან თავისი საგრაფოს ახლად
შექმნილ მილიციაში6 გაერთიანებით სცადა.
კაპიტანი უესტონი ყველას უყვარდა. ამიტომ, როცა სამხედრო
ცხოვრების შემთხვევითობებმა ის დიდებული იორკშირული ოჯახის ქა-
ლიშვილს, მის ჩერჩილს, შეახვედრა, ქალის მისდამი სიყვარული არა-
ვის გაჰკვირვებია, მის ჩერჩილის ძმისა და ძმის ცოლის გარდა, რომელ-
თაც უესტონი არასდროს ენახათ, მაგრამ სიამაყითა და სტატუსით მო-
ცულთ, ამგვარი კავშირი რეპუტაციის შეურაცხყოფად მიაჩნდათ.
ასე იყო თუ ისე, მის ჩერჩილი, რომელიც სრულწლოვანი გახლდათ
და საკუთარ ქონებას უკვე თავადვე განაგებდა (აქვე უნდა ითქვას, რომ
მისი ქონება საგვარეულო ქონების ნაწილი არ იყო), ადვილი დასაყო-
ლიებელი არ აღმოჩნდა. ქორწინება ვერაფრით გადაათქმევინეს, რამაც
სასტიკად დამცირებული მისტერ და მისის ჩერჩილების უდიდესი გუ-
ლისწყრომა გამოიწვია. ძმის ოჯახმა, ეტიკეტის სათანადო დაცვით, მის
ჩერჩილთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა.
მის ჩერჩილისა და მისტერ უესტონის კავშირი კი შეუფერებელიც
აღმოჩნდა და ნაკლებად ბედნიერიც. მისის უესტონი, წესით, ძალიანაც
კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, რადგან თბილი გულისა და რბილი ხა-
სიათის მისტერ უესტონი, თუნდაც მხოლოდ ცოლისგან ნაბოძები სიყვა-

მილიცია – სათადარიგო სამხედრო ძალები. ინგლისის საგრაფოთა მილიციები რეგუ-


6

ლარული არმიის დანამატს წარმოადგენდა.


15
რულის სანაცვლოდ, მის გამო ყველაფრისთვის მზად იყო, მაგრამ მის
ჩერჩილს – ძლიერი, თუმცა არა საუკეთესო ხასიათის ქალს, საიმისო
სიმტკიცე კი ჰქონდა, ძმის წინააღმდეგ წასულიყო და საკუთარი სურვი-
ლები გაეტანა, მაგრამ ნებისყოფა აღარ ჰყოფნიდა, ძმის აბსურდულ
სიბრაზეზე აბსურდული სინანული არ გასჩენოდა ან მამისეული სახ-
ლის ფუფუნება არ მონატრებოდა. მისის უესტონს ქმარი კი უყვარდა,
მაგრამ უნდოდა, ერთდროულად, კაპიტანი უესტონის ცოლიც ყოფილი-
ყო და მის ჩერჩილიც ენსკოუმბის7 მამულიდან.
მისტერ უესტონს, რომელსაც ყველა – განსაკუთრებით კი, ჩერჩილე-
ბი – გასაოცარ ბედში ჩავარდნილად მიიჩნევდა, ქორწინებამ მძიმე შე-
დეგები მოუტანა. სამწლიანი ცოლ- ქმრობის შემდეგ ცოლი გარდაეცვა-
ლა, თავად კი იმაზე გაცილებით ღარიბი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან
იყო, თანაც, შვილი დარჩა გასაზრდელი. თუმცა, ბავშვთან დაკავშირე-
ბული ხარჯებისგან მალევე განთავისუფლდა. ბიჭი, დედის ხანგრძლივ
ავადმყოფობასთან ერთად, და-ძმის შერიგების მიზეზად იქცა და ქალის
გარდაცვალებიდან მალევე, მისტერ და მისის ჩერჩილებმა, რომელთაც
არც საკუთარი შვილი ჰყავდათ და არც სხვა ვინმე სისხლით ნათესავი,
ვისზეც იზრუნებდნენ, მისტერ უესტონს ფრენკის სრული მეურვეობა
შესთავაზეს. დაქვრივებული მამა ამ წინადადებას მაინცდამაინც არ გა-
უხარებია და ალბათ იყოყმანა კიდეც, მაგრამ სენტიმენტები სხვა უფრო
მნიშვნელოვანმა მოსაზრებებმა დაჩრდილა და ბავშვი ჩერჩილების
მზრუნველსა და მდიდარ ხელს გადააბარა. ახლა მისტერ უესტონს მხო-
ლოდ საკუთარ სადარდებელზე უნდა ედარდა და საკუთარი მდგომა-
რეობის გამოსწორება ეცადა.
ცხოვრების რადიკალურ ცვლილებას ზოგჯერ სიკეთის მოტანაც შე-
უძლია. მისტერ უესტონი მილიციიდან წამოვიდა და ვაჭრობა დაიწყო.
მის ძმებს უკვე კარგად ჰქონდათ ლონდონში ფეხი მოკიდებული, რამაც
საშუალება მისცა, საქმე თავადაც სარფიანად დაეწყო. ახალმა საქმემ
7
ენსკოუმბი – გამოგონილი ადგილი იორკშირში, რეალურ გეოგრაფიულ-კულტურულ
რეგიონში, რომელიც ჩრდილოეთ ინგლისში მდებარეობს და უწინ ერთ დიდ საგრაფოს
წარმოადგენდა.
16
საკმარისი შემოსავალი მოუტანა. ჰაიბერიში ისევ ჰქონდა პატარა სახ-
ლი, სადაც, როგორც წესი, უქმე დღეებს ატარებდა. და მომდევნო თვრა-
მეტმა თუ ოცმა წელმა, სასარგებლო შრომისა და მაღალი საზოგადოე-
ბის სიამეთა მონაცვლეობით, მხიარულად ჩაიარა. ამ დროისთვის, ფუ-
ლიც უკვე საკმარისად დააგროვა საიმისოდ, რომ ერთი მხრივ, ოცნება
აეხდინა და ჰაიბერისთან ახლოს პატარა მამული შეეძინა, ხოლო მეორე
მხრივ, თვით ისეთი უმზითვო ქალი შეერთო ცოლად, როგორიც მის ტე-
ილორი იყო, და თავისი მეგობრული და გულღია ბუნების შესაბამის
სურვილებთან თანხვედრაში ეცხოვრა.
მის ტეილორმა მის ჩანაფიქრებზე გავლენის მოხდენა თითქმის გაც-
ნობისთანავე დაიწყო, თუმცა, ვინაიდან ეს არ იყო ტირანული გავლენა,
ახალგაზრდები რომ ახდენენ ხოლმე ერთმანეთზე, მისტერ უესტონს არ
შეუცვლია თავდაპირველი მტკიცე გადაწყვეტილება, არ დაოჯახებუ-
ლიყო მანამ, სანამ რენდალსის მამულს არ შეიძენდა. რენდალსის გა-
ყიდვას კი, კარგა ხანი იყო, სულმოუთქმელად ელოდა; მტკიცედ მის-
დევდა თავის გეგმას და მიზნიდან ერთხელაც არ გადაუხვევია, სანამ
სისრულეში არ მოიყვანა – სასურველი ქონება დააგროვა, სასურველი
სახლი იყიდა და სასურველი ცოლიც შეირთო. ამიერიდან იწყებდა
ცხოვრების ახალ ეტაპს, რომელიც მეტად დიდ ბედნიერებას უქადდა.
სიმართლე ითქვას, უბედური არც არასოდეს ყოფილა – ამისგან პირ-
ველ ქორწინებაშიც კი თავისი ხასიათი იცავდა. თუმცა, აი, მეორე ქორ-
წინებისგან მოელოდა, დარწმუნებულიყო, თუ რა მშვენიერია საღად
მოაზროვნე და გულწრფელად კეთილ ქალთან თანაცხოვრება და რამ-
დენად სჯობს, თავად აირჩიო, ვიდრე აგირჩიონ; გამოიწვიო მადლიერე-
ბის გრძნობა, ვიდრე მიიღო ის.
თავისი არჩევანით მხოლოდ თვითონ უნდა ყოფილიყო კმაყოფილი;
თავისი ქონება მხოლოდ მისი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება ფრენკს,
ჩერჩილებმა მისი შვილად აყვანის ამბავი ისე გაასაჯაროეს, რომ
სრულწლოვანებისას ბიჭისთვის გვარის მიცემა ლამის გარდაუვალ სა-
კითხთა ნუსხაში შედიოდა. ამდენად, ძალიან რთული წარმოსადგენი
იყო, ფრენკს ოდესმე მამის დახმარება დასჭირვებოდა. მამამისს ამის
17
მოლოდინი ოდნავადაც არ აშფოთებდა. შვილის ბიცოლა ჭირვეული ქა-
ლი იყო და ქმარს თავიდანვე თავის ჭკუაზე ატარებდა, მაგრამ მისტერ
უესტონი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ვინმეს კაპრიზები – რაგინდ
მძიმე კაპრიზებიც არ უნდა ყოფილიყო – ასეთ ძვირფას ადამიანს შე-
ეხებოდა; შვილი კი სწორედაც რომ დამსახურებულად ძვირფას ადა-
მიანად მიაჩნდა.
მას ყოველ წელს ხვდებოდა ლონდონში და ამაყობდა მისით. ვაჟზე
ისეთი სიყვარულით ჰყვებოდა და ისეთ კარგ ახალგაზრდა კაცად წარ-
მოაჩენდა, რომ ფრენკის გამო მთელი ჰაიბერი ერთგვარ სიამაყეს
გრძნობდა. ჰაიბერიში მას თავისიანად მიიჩნევდნენ და მისი მიღწევები-
ცა და მომავლის გეგმებიც, გარკვეულწილად, საერთო საზრუნავად ქცე-
ულიყო.
მისტერ ფრენკ ჩერჩილით მთელ ჰაიბერის თავი მოჰქონდა და მას-
თან შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, თუმცა ამ ინტერე-
სის დასაკმაყოფილებლად შემხვედრი ნაბიჯი, პრაქტიკულად, არ გა-
დადგმულა: ფრენკ ჩერჩილი ჯერ თვალით არავის ენახა. ხშირად ამ-
ბობდნენ, მამამისის სანახავად ჩამოდისო, მაგრამ ჭორი არა და არ მარ-
თლდებოდა.
ახლა კი, როცა მისტერ უესტონს ცოლი შეერთო, ჰაიბერის მცხოვ-
რებლები ერთხმად ვარაუდობდნენ, რომ ფრენკის ვიზიტი, როგორც სა-
თანადო ყურადღების გამოხატულება, ბოლოს და ბოლოს, შედგებოდა.
როცა მისის პერი მისის და მის ბეიტსებთან ჩაის სვამდა ან როცა მისის
და მის ბეიტსები სტუმრობდნენ მისის პერის, ამ საკითხზე უკლებლივ
ყველა თანხმდებოდა. სწორედ ახლა იყო მისტერ ფრენკ ჩერჩილის ჰა-
იბერიში სტუმრობის დრო. იმედები კიდევ უფრო მეტად მაშინ გამყარ-
და, როცა გაცხადდა, რომ მას ახალი დედისთვის მისალოცი ბარათი გა-
ეგზავნა. ზედიზედ რამდენიმე დღე, ყოველ დილას, ჰაიბერიში სტუმარი
ისე არ მიუღიათ, რომ ის კოხტა ბარათი არ ეხსენებინათ: – ალბათ შე-
იტყვეთ იმ კოხტა ბარათის შესახებ, მისტერ ფრენკ ჩერჩილმა მისის
უესტონს რომ გაუგზავნა! როგორც გავიგე, მართლაც საოცრად კოხტა
ბარათი ყოფილა. მისტერ ვუდჰაუზმა მითხრა. მისტერ ვუდჰაუზს საკუ-
18
თარი თვალით უნახავს და ამბობს, ასეთი კოხტა ბარათი ცხოვრებაში
არ წამიკითხავსო.
ბარათი მართლაც ღირებული იყო. მისის უესტონი, რასაკვირველია,
მეტად კეთილად განეწყო ამ ახალგაზრდა კაცის მიმართ, ასეთი ყურად-
ღება კი მისი უნაკლო კეთილგონიერების ყოვლად უტყუარ დასტურად
მიიღო, ხოლო მილოცვა – ყველაზე სასურველ მილოცვად მილოცვათა
ყველა იმ წყაროსა თუ გამოვლინებას შორის, რაც ქორწინებამ ისედაც
უხვად არგუნა. მისტერ უესტონის ცოლი თავს ყველაზე ბედნიერ ქა-
ლად გრძნობდა და უკვე საკმარისად დიდხანსაც ეცხოვრა საიმისოდ,
რომ მიმხვდარიყო, სხვები რამდენად ბედნიერად ჩათვლიდნენ მას; ერ-
თადერთი, რასაც დარდობდა, მეგობრებისგან შორს ყოფნა იყო, რო-
მელთა მიმართაც გრძნობა არასდროს გაუნელდებოდა და რომელთაც
ასე უჭირდათ მასთან განშორება.
იცოდა, რომ ჰარტფილდში მას ძალიან მოსაკლისებდნენ. არ შეეძ-
ლო, ტკივილის გარეშე ეფიქრა ემაზე – იმაზე, რომ თანამოაზრის და-
კარგვით გოგონა თუნდაც უმნიშვნელო სიამოვნებას მოიკლებდა ან
თუნდაც ერთ საათს გაატარებდა მოწყენილობაში. მაგრამ მისი საყვა-
რელი ემა მტკიცე ხასიათის გოგონა იყო და სირთულეების ატანასა თუ
პატარ-პატარა პრობლემების ადვილად დაძლევაში გონიერება, ენერ-
გიულობა და ნებისყოფა ეხმარებოდა. ბევრი ვერ შეძლებდა, მასავით
კარგად გამკლავებოდა რეალობას; თანაც, რამხელა ნუგეში იყო, რომ
რენდალსსა და ჰარტფილდს ხელსაყრელი მანძილი აშორებდა – იმდე-
ნად უმნიშვნელო, რომ ქალიც კი გაივლიდა ფეხით მარტო; ამას მისტერ
უესტონის დამყოლი ბუნება და შესაძლებლობებიც ემატებოდა. მისი
წყალობით, მოახლოებული ზამთარი ქალბატონებს ხელს არ შეუშლი-
და, ყოველი მეორე საღამო ერთად გაეტარებინათ.
მისის უესტონის ახალი ცხოვრების ყოველი საათი უსაზღვრო ბედ-
ნიერების მომტანი იყო; მხოლოდ თითო-ოროლა წუთი თუ უკავშირდე-
ბოდა სინანულისგანცდას. მისი კმაყოფილება, მეტიც, მხიარულება და
ცხოვრებით ტკბობა იმდენად ლოგიკური და აშკარა იყო, რომ ემას ხან-
დახან ძალიან უკვირდა მამამისის, რომელსაც ისევ შეეძლო, „საბრალო
19
მის ტეილორი“ შესცოდებოდა – მაშინაც კი, როცა ამ უკანასკნელს რენ-
დალსში, ოჯახურ სიმყუდროვეში ტოვებდნენ, და მაშინაც, როცა ყუ-
რადღებიანი ქმრის თანხლებით, პირადი ეტლით, შინ აცილებდნენ. მი-
სის უესტონს ჯერაც არ დაეტოვებინა ჰარტფილდი ისე, რომ მისტერ
ვუდჰაუზს არ ამოეხვნეშა და ალერსიანად არ ეთქვა: – ეჰ, საბრალო მის
ტეილორი! როგორი სიხარულით დარჩებოდა ჩვენთან!
მის ტეილორს უკან ვეღარ დააბრუნებდნენ, თუმცა, შანსი, მისი შებ-
რალება შეეწყვიტათ, ნაკლები იყო. ასე იყო თუ ისე, რამდენიმე კვირაში
მისტერ ვუდჰაუზს ტკივილი შეუმსუბუქდა. მეზობელთა მილოცვებსაც
ბოლო მოეღო, აღარავინ აღიზიანებდა თავისი საუკეთესო სურვილებით
და საქორწინო ტორტიც – მისი უგუნებობის არანაკლებ მსუყე წყარო,
ბოლოს და ბოლოს, შეიჭამა. მისტერ ვუდჰაუზი, რომლის კუჭიც ვერა-
ვითარ მსუყე სასუსნავს ვერ უძლებდა, ვერაფრით ეგუებოდა სხვების
განსხვავებულობას. რაც მას არ ერგებოდა, არც სხვისთვის უნდა ყოფი-
ლიყო სასარგებლო. ამიტომ, მთელი მონდომებით ცდილობდა, ახალდა-
ქორწინებულებს ტორტის პატარა ნაჭერიც კი არ ეგემათ, მაგრამ რაკი
მათ ვერაფერი შეასმინა, მთელი მონდომებით შეუდგა სხვების დარწმუ-
ნებას. ამ საკითხზე გულისტკივილით ესაუბრა მისტერ პერისაც, ჭკვიან-
სა და ჯენტლმენური თვისებების მქონე მეაფთიაქეს, რომლის ხშირი
ვიზიტები მისტერ ვუდჰაუზს მეტად ანუგეშებდა. მისტერ პერის დაბე-
ჯითებით სთხოვა ტორტის შესახებ აზრის გამოთქმა და ისიც იძულებუ-
ლი გახდა, ეღიარებინა (თუმცა, ამ აზრისადმი დიდად კეთილგანწყობი-
ლი არ ყოფილა), რომ საქორწინო ტორტი ყველასთვის თუ არა, ბევ-
რისთვის მართლაც საზიანო იქნებოდა, თუკი ზომიერებას არ დაიცავ-
დნენ.
მეაფთიაქის თანხმობით აღჭურვილი მისტერ ვუდჰაუზი იმედოვნებ-
და, რომ ქორწილის ყველა სტუმარზე იქონიებდა გავლენას. მაგრამ
ტორტი მაინც ბოლომდე შეიჭამა. სანამ პირწმინდად არ გაქრა ეს მსუყე
ნამცხვარი, მისტერ ვუდჰაუზის მზრუნველ ნერვებს მოსვენება არ ჰქო-
ნია.

20
ჰაიბერიში კი უცნაური ჭორი დაირხა: პერის ყველა პატარა შვილი
მისის უესტონის საქორწინო ტორტის ნაჭრით ხელში დაინახესო. მაგ-
რამ მისტერ ვუდჰაუზს ამ ბოროტი ხმებისთვის არასდროს დაუჯერე-
ბია.

21
თავი 3

მისტერ ვუდჰაუზს საზოგადოება თავისებურად უყვარდა. განსაკუთ-


რებით მოსწონდა მეგობრების სტუმრობა. ხოლო გარკვეულ მიზეზთა
გამო, კერძოდ კი იმიტომ, რომ ჰარტფილდში ამდენ ხანს ეცხოვრა, ასე-
ვე კეთილი ბუნების, ქონების, სახლისა და ქალიშვილის გამო, ვიწრო
სამეგობრო წრის სტუმრიანობას დიდწილად თავის ჭკუაზე განაგებდა.
მათ გარდა ურთიერთობა მაინცდამაინც არავისთან ჰქონდა. დაუსრუ-
ლებელი საღამოები და ხალხმრავალი სადილები თუ წვეულებები თავ-
ზარს სცემდა, ამიტომ მხოლოდ ისეთ ხალხთან მეგობრობდა, რომელთა
სტუმრობის განრიგიც მის წესებს ექვემდებარებოდა. საბედნიეროდ, ჰა-
იბერი, იმავე სამრევლოში შემავალი რენდალსის ჩათვლით, და მეზო-
ბელ სამრევლოში შემავალი დონველის სააბატო,8 სადაც მისტერ ნაიტ-
ლი ცხოვრობდა, სწორედ ასეთი მოკრძალებული ხალხით იყო დასახ-
ლებული, და მისტერ ვუდჰაუზი არცთუ იშვიათად, ემას დაჟინებით,
რჩეულ და საუკეთესო ხალხთან ერთად სადილობდა. ძირითადად, სა-
ღამოს შეკრებებს ანიჭებდა უპირატესობას, ხოლო როცა თავს უგუნე-
ბოდ გრძნობდა, ემა მისთვის ბანქოს მაგიდას შლიდა.
ვუდჰაუზებისკენ უესტონებსაც და მისტერ ნაიტლისაც ჟამთაცვლის
გამძლე, გულწრფელად თბილი გრძნობები ეწეოდა; რაც შეეხება მისტერ
ელტონს – ეს ახალგაზრდა მარტოხელა კაცი, ეჭვგარეშეა, არაფრით გა-
უშვებდა შანსს, თავისი მოსაწყენი და უშინაარსო საღამოები ჰარ-
ტფილდის მისაღები ოთახის მშვენიერებაზე, იქ შეკრებილ საზოგადოე-
ბასა და ამ სახლის ახალგაზრდა დიასახლისის ღიმილზე გაეცვალა.
ყველაზე ადვილი მისის და მის ბეიტსებისა და მისის გოდარდის მოწ-
ვევა იყო – ეს სამი ქალბატონი თითქმის არასდროს უარობდა ჰარ-
ტფილდში მიპატიჟებასა და ვუდჰაუზების მეეტლის სამსახურს. აშკარა
იყო, მისტერ ვუდჰაუზს აზრადაც არ მოსდიოდა, მათი ლამის ყოველ-
დღე ტარება ჰარტფილდში და უკან რაიმე პრობლემას თუ უქმნიდა ჯე-

8
დონველის სააბატო – გამოგონილი ადგილი.
22
იმსს ან ცხენებს. არადა, ეს იშვიათად, წელიწადში ერთხელ რომ მომ-
ხდარიყო, მისტერ ვუდჰაუზის წუწუნსა და მწუხარებას საზღვარი არ
ექნებოდა.
მისის ბეიტსი – ჰაიბერის გარდაცვლილი მღვდლის მეტად ხანდაზ-
მული ქვრივი, რომელსაც ბევრი აღარაფერი შეეძლო, ჩაის დალევისა
და კადრილის9 თამაშის გარდა, ერთადერთ ქალიშვილთან ერთად მე-
ტისმეტად მოკრძალებულად ცხოვრობდა და ისეთ სითბოსა და პატი-
ვისცემას იწვევდა, როგორიც ხელმოკლე და უწყინარ მოხუც ქალბა-
ტონს შეეფერება. მისი ქალიშვილი უჩვეულოდ დიდი პოპულარობით
სარგებლობდა, იმის მიუხედავად, რომ არც ახალგაზრდა იყო, არც მომ-
ხიბლავი, არც მდიდარი და არც გათხოვილი. ერთი შეხედვით, საჯარო
არაკეთილგანწყობისთვის განწირული უნდა ყოფილიყო, რადგან, ყვე-
ლაფერთან ერთად, ვერც ინტელექტით დაიკვეხნიდა. ერთი სიტყვით,
არც ჭკუით გამოირჩეოდა და არც სილამაზით. უღიმღამო ახალგაზ-
რდობაგამოვლილს, ავადმყოფ დედაზე ზრუნვისთვის მიეძღვნა ცხოვ-
რება და ახლა, შუახნის ასაკში, ძალისხმევას არ იშურებდა, მცირე შე-
მოსავლით როგორღაც გაეტანა თავი. ამის მიუხედავად, მის ბეიტსი
ბედნიერი ქალი იყო, რომლის სახელსაც პატივისცემის გარეშე არავინ
ახსენებდა. თავადაც ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყო და სწო-
რედ ეს და მისი ამტანი ბუნება ახდენდა სასწაულს. მას ყველა უყვარ-
და, ყველას კეთილდღეობა ადარდებდა, უმალ შეეძლო ყველა ადამიან-
ში კარგის დანახვა; თავს ყველაზე იღბლიან, ათასგვარი მადლით და-
ჯილდოებულ არსებად მიიჩნევდა: ჰყავდა საუკეთესო დედა, ბევრი გა-
დასარევი მეზობელი თუ მეგობარი და ჰქონდა სახლი ყველა საჭირო
ნივთით. თავისი უბრალოებით, ამტანი და მადლიერი ბუნებით მოპოვე-
ბული გარშემომყოფთა კეთილგანწყობა მისთვის ნამდვილი ბედნიერე-
ბის წყარო იყო. თანაც, წვრილმანების დიდი მცოდნე გახლდათ და მუ-
დამ სიამოვნებით ლაპარაკობდა ყველა თემაზე, რაც ტრივიალური სა-

კადრილი – ბანქოს ესპანური თამაში, რომელიც ჯეინ ოსტინის ეპოქაში მოდაში იყო.
9

23
უბრებისა და უვნებელი ჭორების მოყვარული მისტერ ვუდჰაუზისთვის
საუკეთესო თვისება იყო.
მისის გოდარდი სკოლას განაგებდა. ეს არ იყო სემინარია, არც გიმნა-
ზია და არც ისეთი სასწავლებელი, სადაც პრეტენზიას აცხადებენ, სწავ-
ლის პროცესი ახალი პრინციპებისა თუ სისტემის მიხედვით წარმართონ
და ლიბერალური ცოდნა და მაღალზნეობრივი მოძღვრებები ერთმა-
ნეთს კარგად შეფუთული აბსურდული და გრძელ-გრძელი წინადადებე-
ბით შეუთავსონ, ახალგაზრდა გოგონებს კი, მაღალი საფასურის სანაც-
ვლოდ, ჯანმრთელობა შეურყიონ და პატივმოყვარეობა აუმაღლონ.
არა, მისის გოდარდის სკოლა ნამდვილი, პატიოსნად ძველმოდური
სკოლა-პანსიონი გახლდათ, სადაც გონივრული ოდენობის ცოდნა გო-
ნივრულ ფასად იყიდებოდა; სადაც არ შეგეშინდებოდა, რომ მცირე გა-
ნათლების მისაღებად გაგზავნილი ქალიშვილი შინ ცოდნით გატენილი
გენიოსი დაგიბრუნდებოდა. მისის გოდარდის სკოლა ძალიან კარგი სა-
ხელით სარგებლობდა და დამსახურებულადაც: ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო ადგილად მიჩნეულ ჰაიბერიში მისის გოდარდს საკმაოდ
მოზრდილი სახლი და ბაღი ჰქონდა და თავის მოსწავლეებს მხოლოდ
ჯანსაღი პროდუქტით კვებავდა; ზაფხულობით ნებას რთავდა, ახლო-
მახლო ერბინათ, ზამთრობით კი მოყინულ სხეულს საკუთარი ხელით
უმუშავებდა. ამდენად, ეკლესიისკენ მიმავალი გოგონების ოცი წყვილი
მისის გოდარდის წინამძღოლობით იმ არემარეში არავის უკვირდა. უბ-
რალო, დედობრივი ბუნების მქონე მისის გოდარდს ახალგაზრდობაში
ბევრი ეშრომა, ახლა კი თავს უფლებას აძლევდა, დროდადრო დაესვენა
და ჩაის დასალევად საღამოობით ვუდჰაუზებს სწვეოდა. მისტერ ვუდ-
ჰაუზისგან – ამ უკანასკნელის სიკეთის გამო – წარსულში დიდად დავა-
ლებული, საჭიროდ მიიჩნევდა, მის მიპატიჟებაზე უარი არ ეთქვა; როცა
კი შეეძლო, მიეტოვებინა თავისი გაწკრიალებული და ნაქარგებით მორ-
თული სასტუმრო ოთახი და მისტერ ვუდჰაუზის ბუხრის წინ რამდენი-
მე ექვსპენიანი მოეგო ან წაეგო.
აი, სწორედ ესენი გახლდნენ ის ქალბატონები, რომელთა მოგროვე-
ბაც ემას არასდროს უჭირდა, მეტიც, ახარებდა კიდეც – აღტაცებით
24
შესცქეროდა გამხიარულებულ მამას და საღამოს რიგიანად წარმარ-
თვისთვის უდიდეს თვითკმაყოფილებასაც განიცდიდა. თუმცა, ამ სამი
ქალბატონის მოსაწყენი ლაყბობა მისის უესტონის არყოფნას კიდევ
უფრო უმძაფრებდა და გულს მომავალი უღიმღამო, დაუსრულებელი
საღამოების შიშით უვსებდა.
ერთ დილას, როცა იჯდა და დღის ზუსტად ასეთი დაგვირგვინების-
თვის ემზადებოდა, ემამ მისის გოდარდისგან პატარა ბარათი მიიღო,
რომელშიც ის ჰარტფილდელ მეგობრებს დიდი მოწიწებით სთხოვდა,
ნება დაერთოთ და საღამოსმის სმითის თანხლებით მიეღოთ სტუმრად.
ეს ყოვლად მისასალმებელი თხოვნაიყო: ჩვიდმეტი წლის მის სმითს ემა
შორიდან იცნობდა, თუმცა, ლამაზი გარეგნობის გამო, მისი ახლო გაც-
ნობა ძალიანაც უნდოდა. ვუდჰაუზებმა წერილს მეტად ღირსეული პა-
სუხი გასცეს – სტუმარი გულითადად მოიპატიჟეს, და ჰარტფილდის
ახალგაზრდა დიასახლისიც საღამოს ძრწოლვით აღარ ელოდა.
მის ჰარიეტ სმითი ვიღაცის უკანონო შვილი იყო. რამდენიმე წლის
წინ ვიღაცას მისის გოდარდის სკოლაში შეეყვანა, მოგვიანებით კი ისევ
ვიღაცას დაეწინაურებინა და რიგითი მოწაფე პანსიონის მდგმურად ექ-
ცია.10 ამის მეტი მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მეგობრები ასე,
ერთი შეხედვით, არ ჰყავდა, თუ არ ჩავთვლით ჰაიბერიში შეძენილ ნაც-
ნობებს. ისე, ახლახან დაბრუნებულიყო ხანგრძლივი სტუმრობიდან –
სოფელში ახალგაზრდა ქალბატონები მოენახულებინა, რომლებიც მას-
თან ერთად დადიოდნენ სკოლაში.
მის სმითი სწორედ ისეთი სილამაზის პატრონი იყო, ემას რომ ძალი-
ან მოსწონდა: დაბალი და ფუმფულა, აღაჟღაჟებული ლოყებით, ცისფე-

XVIII-XIX საუკუნეების ინგლისში სკოლა-პანსიონის რიგითი მოწაფე საერთო საწოლ


10

ოთახში ცხოვრობდა, სკოლა-პანსიონის მდგმურს კი, უფრო მაღალ ფასად, შეეძლო,


პანსიონის მეპატრონის ოჯახის წევრებთან ერთად ეცხოვრა და სხვა პრივილეგიები-
თაც ესარგებლა. როგორც ჩანს, მისის გოდარდმა სწორედ ამიტომ მისცა თავს უფლება
და ემას მის სმითის ჰარტფილდში მიღება სთხოვა (რიგით მოწაფეებს ამ პატივს არ
დასდებდა).
25
რი თვალებით, ქერა თმით, სწორი ნაკვთებითა და უდავოდ სანდო
იერით.
ჯერ დაბნელებულიც არ იყო, რომ ემა გოგონას მანერებითაც ისევე
მოიხიბლა, როგორც მისი გარეგნობით და გადაწყვიტა, მასთან ნაცნო-
ბობა გაეგრძელებინა. მის სმითის საუბარში გამორჩეულად ჭკვიანური
ნამდვილად არაფერი შეუნიშნავს, მაგრამ მის ვუდჰაუზისთვის ამას ხე-
ლი არ შეუშლია, მისით აღფრთოვანებულიყო. მის სმითი არც უხერ-
ხულ სიმორცხვეს იჩენდა და არც პირმოკუმული იჯდა, თუმცა, საკუ-
თარ აზრს ოდნავადაც არავის ახვევდა თავს; ის იმდენად შესაფერის
მანერებსა და პატივისცემას ამჟღავნებდა, ჰარტფილდში მიღებით იმ-
დენად გახარებული და მადლიერი ჩანდა და ისე მიამიტურად გამოხა-
ტავდა აღფრთოვანებას იმ ყველაფრით, რასაც ირგვლივ ხედავდა (და
რაც უდავოდ ბევრად უფრო შთამბეჭდავი იყო, ვიდრე მას ჰქონდა თვა-
ლი შეჩვეული), რომ ემას ისღა დარჩენოდა, მისი ყოველი ჟესტი მისივე
კეთილგონიერების დასტურად ჩაეთვალა, ხოლო ვინაიდან კეთილგო-
ნიერება წაქეზებას იმსახურებს, წაექეზებინა კიდეც – მის ვუდჰაუზის
ღრმა რწენით, ეს ცისფერი თვალები და ყველა ეს ბუნებრივი ღირსება
ჰაიბერისა და მისი შემოგარენის მდაბიო საზოგადოებისთვის არ უნდა
მომცდარიყო. სოფლელი მეგობრები, რომელთაც მის სმითი ცოტა ხნის
წინ გამომშვიდობებოდა, მართლაც კარგი ხალხი იყო, მაგრამ ქალიშ-
ვილს სასიკეთოს ალბათ არაფერს მოუტანდნენ. ემა დონველის სამრევ-
ლოში მცხოვრები მარტინების ოჯახის ღირსებებს კარგად იცნობდა.
ისინი მისტერ ნაიტლისგან დიდ ფერმას ქირაობდნენ და მისტერ ნაიტ-
ლის პატივისცემასაც იმსახურებდნენ, თუმცა, ემას აზრით, იმდენად
უბრალოები და მოუხეშავები იყვნენ, რომ მეტისმეტად შეუფერებელნი
იქნებოდნენ ისეთ გოგონასთან სიახლოვისთვის, რომელსაც მხოლოდ
ცოტაოდენი ცოდნა და ელეგანტურობა აკლდა საიმისოდ, რომ ლამის
უნაკლო არსებად ქცეულიყო. აი, ამის მიღწევაზე კი ემა იზრუნებდა,
გოგონას მდაბიო ნაცნობებს ჩამოაშორებდა და წარჩინებულ საზოგა-
დოებას გააცნობდა; დაუხვეწდა აზრებსა და მანერებს.

26
მის ვუდჰაუზის აზრით, ეს საინტერესო და უდავოდ ძალიან კეთილი
წამოწყება სწორედაც რომ შეეფერებოდა მის ცხოვრებისეულ მდგომა-
რეობას, თავისუფალ დროსა და შესაძლებლობებს. ემა იმდენად იყო
გართული მის სმითის ნაზი ცისფერი თვალებით ტკბობით, ლაპარაკით,
მოსმენითა და დროდადრო პატარ-პატარა გეგმების დასახვით, რომ სა-
ღამომ უჩვეულოდ სწრაფად გაირბინა. სავახშმო მაგიდა, რომელიც ამ-
გვარ შეკრებებს აგვირგვინებდა ხოლმე და რომლის გაშლასაც ემა ყო-
ველთვის მოუთმენლად ელოდა, ახლა ისე გაეწყოთ და მიეჩოჩებინათ
ბუხართან, რომ თავად დიასახლისს ვერც კი შეემჩნია. ემასთვის არას-
დროს იყო სულერთი, რას იფიქრებდნენ მის მასპინძლობასა და ყურად-
ღებაზე სტუმრები, მაგრამ ახლა, საკუთარი კეთილი ზრახვებითა და
გეგმებით აღტაცებული, ორმაგი თავაზიანობითა და ენთუზიაზმით
სთავაზობდა მაგიდის ირგვლივ შემომსხდართ ფარშირებულ ქათამსა
თუ ნიჟარებში ჩაწყობილ ნაღებიან ხამანწკებს – ვინაიდან მისი სტუმ-
რები გვიანობამდე გაჩერებას არ იყვნენ ჩვეულნი, შიშობდა, ვაითუ
სუფრის ეტიკეტის გამო, ზედმეტად თავშეკავებულად მოიქცნენო.
ვახშმობა საბრალო მისტერ ვუდჰაუზს ურთიერთსაწინააღმდეგო
გრძნობებით აღავსებდა. ერთი მხრივ, უყვარდა თავისი ახალგაზრდო-
ბისდროინდელი ტრადიციით ლამაზად გაშლილი სუფრა, მეორე მხრივ
კი, იმდენად დარწმუნებული გახლდათ ვახშმობის მავნებლობაში, რომ
სუფრაზე მოთავსებულ ყოველ კერძს მეტად სევდიანად შეჰყურებდა.
მართალია, მის სტუმართმოყვარე ბუნებას სტუმრებისთვის არაფერი
ენანებოდა, მაგრამ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ აძლევდა საშუა-
ლებას, არ ეწუწუნა, სანამ ისინი გემრიელად ილუკმებოდნენ.
ერთადერთი კერძი, რომელსაც პირადი გამოცდილებისა და საფუძ-
ვლიანი დაკვირვების შედეგად გაუწევდა რეკომენდაციას, უცხიმო ფაფა
გახლდათ, თუმცა, ქალბატონების შემყურე, რომლებიც უფრო გემრიელ
კერძებს ეტანებოდნენ, მხოლოდ ასეთი ფრაზებით იფარგლებოდა: – მი-
სის ბეიტს, ნება მომეცით, ამ კვერცხის გასინჯვა შემოგთავაზოთ. თოხ-
ლო კვერცხი მავნებელი არ არის. სერლიზე უკეთ კი კვერცხის მოხარშვა
არავის შეუძლია. სხვის მოხარშულ კვერცხს არასდროს შემოგთავაზებ-
27
დით, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ – ხომ ხედავთ, როგორი პატარა კვერ-
ცხებია?! ერთი ასეთი პატარა კვერცხი არაფერს გავნებთ... ემა, მის ბე-
იტსს ტარტის პატარა ნაჭერი გადაუღე, ოღონდ ძალიან პატარა. ვაშ-
ლის ტარტია. ჩვენთან დაკონსერვებული პროდუქტით არაფერს ამზა-
დებენ, ასე რომ, ნუ ინერვიულებთ. აი, კრემს კი არ გირჩევთ... მისის გო-
დარდ, ნახევარ ჭიქა ღვინოზე რას იტყვით? სულ ცოტა, წყალში გაზა-
ვებული? არა მგონია, გაწყინოთ.
ემა მამას ლაპარაკს არ უშლიდა, მაგრამ თავად უხვად ამარაგებდა
სტუმრებს. ამ საღამოს განსაკუთრებულად უნდოდა, შინ ყველა კმაყო-
ფილი გაეშვა.
მის სმითის ბედნიერებაც ემას ზრახვებთან თანხვედრაში იყო. მის
ვუდჰაუზი ჰაიბერიში იმდენად მნიშვნელოვან პერსონას წარმოადგენ-
და, რომ მისი გაცნობა ერთდროულად ახარებდა და აშინებდა კიდეც.
საბოლოოდ, თავმდაბალი, მადლიერი გოგონა შინ ერთობ კმაყოფილი
წავიდა – აღფრთოვანებული იმ სითბოთი, რასაც მის ვუდჰაუზი მთელი
საღამოს განმავლობაში იჩენდა მის მიმართ, ხოლო ბოლოს, როგორც
იქნა, ხელიც კი ჩამოართვა!

28
თავი 4

ჰარიეტ სმითის ახლო კავშირი ჰარტფილდთან მალევე გადაწყდა –


თავის ნაბიჯებში სწრაფსა და მტკიცე ემას დრო აღარ დაუკარგავს: გო-
გონას აქეზებდა, პატიჟებდა, ხშირად ეუბნებოდა, მოდითო. მის სმითის
ვიზიტების გახშირებასთან ერთად კი ერთმანეთით კმაყოფილებამაც
იმატა. ემას თავიდანვე განეჭვრიტა მისი სასარგებლო როლი სეირნობა-
ში. ამ თვალსაზრისით, მისის უესტონი ნამდვილად დიდი დანაკარგი
იყო, მამამისი კი ბუჩქნარს იქით არასდროს მიდიოდა – სულ ორი გზა
ჰქონდა ამოჩემებული: ერთი უფრო მოკლე და მეორე – უფრო გრძელი,
იმის მიხედვით, წელიწადის რომელი დრო იდგა. ამდენად, მისის უეს-
ტონის გათხოვების შემდეგ, ემას ფიზიკური აქტივობა აკლდა. ერთხელ
რენდალსში სცადა მარტომ წასვლა, მაგრამ საშინლად არ ესიამოვნა.
მოკლედ, ჰარიეტ სმითი, რომელსაც სეირნობაზე ნებისმიერ დროს
დაითანხმებდა, ღირებული შენაძენი გახლდათ. ამასთან, რაც უფრო
ხშირად ხედავდა ჰარიეტს, მით უფრო მოსწონდა ის სხვა რამეების გა-
მოც და საკუთარი კეთილი ზრახვების გონივრულობაშიც სულ უფრო
მეტად რწმუნდებოდა.
ჰარიეტი ნამდვილად არ იყო ჭკვიანი, მაგრამ რბილი, დამყოლი, უპ-
რეტენზიო ხასიათი ჰქონდა და, ყოველგვარი პატივმოყვარეობისგან
დაცლილს, მხოლოდ ის უნდოდა, ვინმე ისეთის ჭკუაზე ევლო, ვისაც გა-
აღმერთებდა. ემას მალევე მიეჯაჭვა, რაც უდავოდ სახარბიელო გარე-
მოება გახლდათ; გარდა ამისა, კარგ საზოგადოებაში ყოფნას ესწრაფო-
და და იმის უნარიც ჰქონდა, დახვეწილი და ჭკვიანური დეტალები და-
ეფასებინა; ეს კი იმაზე მეტყველებდა, რომ გემოვნება არ აკლდა, თუმცა
აი, მისი სიღრმისა და გონიერების იმედი ემას ნამდვილად ვერ ექნებო-
და.
ასე იყო თუ ისე, ემა თითქმის ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ
ჰარიეტ სმითი სწორედ ისეთი არჩევანი იყო, როგორიც მასა და მის
სახლს სჭირდებოდა. მისის უესტონისნაირი მეგობრის შეძენაზე ოცნე-
ბაც არ ღირდა – ასეთ ადამიანს განგება მეორედ აღარ გამოუგზავნიდა;
29
მისის უესტონი სულ სხვა იყო – განსაკუთრებული და დამოუკიდებელი
სენტიმენტი, ობიექტი მადლიერებასა და პატივისცემაში ფესვგამდგარი
უდიდესი სიყვარულისა. ჰარიეტის სიყვარული კი სარგებლიანობას და-
ეფუძნებოდა: ემა მისის უესტონს ისეთს ვერაფერს შეჰმატებდა, აი, ჰა-
რიეტს კი – ყველაფერს.
სარგებლიანობის თვალსაზრისით, უპირველეს მიზნად ემამ გოგონას
წარმომავლობის გარკვევა დაისახა, მაგრამ ხელჩასაჭიდს ვერაფერს მი-
აგნო. ჰარიეტი მზად იყო, ყველაფერი ეამბნა ემასთვის, მაგრამ ამ თე-
მასთან დაკავშირებულ არცერთ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. ემა იძუ-
ლებული გახდა, ეფიქრა ის, რაც თავად სიამოვნებდა, თუმცა ვერაფ-
რით დაიჯერა, რომ თავად, მის ადგილას, ვერ შეძლებდა სიმართლის
გარკვევას. ჰარიეტს, რომელიც არც გამჭრიახი იყო და არც ცნობისმოყ-
ვარე, სრულად აკმაყოფილებდა იმის მოსმენა და დაჯერება, რაც ერთ
დროს მისის გოდარდს მოეთხრო მისთვის.
ბუნებრივია, ახალბედა მეგობრების მთავარ სასაუბრო თემას სწო-
რედ მისის გოდარდი, მასწავლებლები, გოგონები და, ზოგადად, სკოლის
ამბები წარმოადგენდა; ამას ემატებოდა ნაცნობობა მარტინების ოჯახ-
თან ები-მილის ფერმიდან11. ჰარიეტის ამბებში მარტინებს დიდი ადგი-
ლი ეკავათ. მათთან ორი ძალიან ბედნიერი თვე გაეტარებინა და ახლა
დიდი კმაყოფილებით იხსენებდა თავის სტუმრობასა და იქაურობის სი-
კეთეებს. ემა მუდამ ხალისით უსმენდა ახალ მეგობარს; ართობდა ის
ახალგაზრდული უბრალოება და აღტაცება, რომლითაც მის სმითი მი-
სის მარტინის ორ სასტუმრო ოთახს აღწერდა: „ორ მართლაც ძალიან
კარგ სასტუმრო ოთახს, რომელთაგან ერთი თითქმის იმხელა იყო, რამ-
ხელაც მისის გოდარდის მისაღები ოთახი; მარტინებს უფროსი მოახ-
ლეც12 ჰყავდათ, რომელიც მათთან მთელი ოცდახუთი წელი ცხოვრობ-

ები-მილის ფერმა – გამოგონილი ადგილი.


11

უფროსი მოახლე – მოახლე, რომელიც ოჯახის წევრებს, ძირითადად, „მაღალ საფე-


12

ხურებზე“, ანუ თავ-თავიანთ ოთახებსა და სასტუმრო ოთახში ემსახურებოდა და არა


სამზარეულოში. ასეთ ოჯახებში, სულ მცირე, კიდევ ერთი მოახლე მაინც იყო, რომე-
ლიც უფროს მოახლეზე დაბალ საფეხურზე იდგა.
30
და; კიდევ – რვა ძროხა, მათგან ორი ოლდერნი13, და ერთიც – პატარა
უელსური ძროხა, მართლაც ძალიან ლამაზი უელსური ძროხა. ჰარიეტს
ეს ძროხა ისე მოსწონდა, რომ მისის მარტინი ეხუმრებოდა კიდეც, ამიე-
რიდან შენს ძროხად მოვიხსენიებთო. ბაღში საზაფხულო სახლი ჰქონ-
დათ. მომავალ წელს იქ ყველას ერთად უნდა დაელია ჩაი. მართლაც,
ძალიან ლამაზი საზაფხულო სახლი იყო და თანაც, იმხელა, რომ ათ-
თორმეტ კაცს დაიტევდა“.
პირველ ხანებში ემა ისე ხალისობდა, რომ მის სმითის ასე აღტაცე-
ბული საუბრის მიზეზს მაინცდამაინც არ ჩაღრმავებია. მაგრამ მას მე-
რე, რაც მარტინების ოჯახი სათანადოდ „გაიცნო“, მიხვდა, რომ ცდებო-
და, როცა წარმოიდგენდა, თითქოს იმ სახლში ერთად ცხოვრობდნენ
დედა, ქალიშვილი, ვაჟი და რძალი. როგორც მოგვიანებით გაირკვა,
მისტერ მარტინი, ჰარიეტის ამბების მთავარი და ყოველთვის დადებითი
პერსონაჟი, ძალიან კეთილი ბუნების ადამიანი, რომელიც ჰარიეტის-
თვის არაფერს იშურებდა, სინამდვილეში უცოლო გახლდათ და არავი-
თარი ახალგაზრდა მისის მარტინი არ არსებობდა. ჰოდა, ემამაც საფ-
რთხე იგრძნო, რომ მთელი ეს სტუმართმოყვარეობა და სიკეთე ყველა
გეგმას ჩაუშლიდა და მის საბრალო მეგობარს სამუდამოდ გააუბედუ-
რებდა; ამ საშიშროებით შეშფოთებულმა კი თავისი კითხვების რაოდე-
ნობა და ქვეტექსტი საგრძნობლად გაზარდა: ჰარიეტს მუდმივად უბიძ-
გებდა, რაც შეიძლება მეტი მოეთხრო მისტერ მარტინზე, და ისიც დაწ-
ვრილებით აღწერდა მთვარიან ღამით სეირნობებსა და საღამოს მხი-
არულ თამაშებში მისტერ მარტინის წვლილს; არც იმის თქმას აყოვნებ-
და, თუ როგორი მეგობრული და დაუზარელი იყო მისი მასპინძელი. ერ-
თხელ, სამი მილიც კი გაუვლია, რომ ჰარიეტისთვის კაკალი მოეტანა,
რადგან ჰარიეტს ეთქვა, მიყვარსო. საერთოდ, ძალიან თავაზიანი კაცი
ყოფილა. ერთ ღამეს, მაგალითად, სასტუმრო ოთახში მწყემსის ვაჟი მი-
ეყვანა, რომელსაც ჰარიეტისთვის უნდა ემღერა, რადგან ჰარიეტს ძა-

ოლდერნი – ძროხის ჯიში. სახელი იმავე სახელწოდების ადგილიდან მოდის. ოლ-


13

დერნი ბრიტანული ნორმანდიის კუნძულებს ეკუთვნის.


31
ლიან მოსწონდა სიმღერა. ცოტ-ცოტას თავად მისტერ მარტინიც მღე-
როდა. ჰარიეტის ღრმა რწმენით, ის მეტად ჭკვიანი და გულისხმიერი
ახალგაზრდა კაცი იყო. საუკეთესო ცხვარიც ჰყავდა. ჰარიეტის იქ ყოფ-
ნისას მატყლისთვის თურმე იმდენ ფულს სთავაზობდნენ, რომ სოფელ-
ში სხვა ვერავინ დაიკვეხნიდა. მასზე ყველა კარგი აზრისა იყო. დედასა
და დებსაც ძალიან უყვარდათ. ერთ დღეს, მისის მარტინს ჰარიეტის-
თვის ეთქვა (და ჰარიეტი გაწითლდა, როცა მის ნათქვამს იმეორებდა),
შეუძლებელია, ვინმეს ასეთი კარგი ვაჟი ჰყავდეს, სწორედ ამიტომ,
დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი საუკეთესო ქმარიც იქნებაო. არა, არა,
მისის მარტინი სულაც არ ჩქარობდა მის დაცოლშვილებას...
„ყოჩაღ, მისის მარტინ! – გაიფიქრა ემამ, – საქმე გცოდნიათ!“
მისის მარტინი საოცრად კეთილშობილურად მოქცეულა და ჰარიე-
ტისთვის, შინ დაბრუნებისას, მისის გოდარდთან შესანიშნავი ბატი გა-
უტანებია, რომლითაც მისის გოდარდს მშვენიერი კერძი მოუმზადებია
და სამივე მასწავლებელი – მის ნეში, მის პრინსი და მის რიჩარდსონი –
საკვირაო სადილზე მიუწვევია.
– როგორც ვვარაუდობ, მისტერ მარტინი განათლებული არ უნდა
იყოს, მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ცოდნას თუ არ ჩავთვლით.
კითხულობს?
– დიახ, როგორ არა! უფრო სწორად, არა... არ ვიცი... მაგრამ ვფიქ-
რობ, ძალიან ბევრი აქვს წაკითხული, თუმცა, უფრო ისეთი რამეები,
რაც თქვენთვის ალბათ არაფერს ნიშნავს: „სასოფლო-სამეურნეო ანგა-
რიშებს“ კითხულობს ხოლმე და კიდევ რაღაც წიგნებს, ფანჯარასთან,
ერთ-ერთ სავარძელზე რომ უწყვია. ამ ყველაფერს, ძირითადად, თა-
ვისთვის კითხულობს. მაგრამ ხანდახან, საღამოობით, ბანქოს დაწყე-
ბამდე, ნაწყვეტებს ხმამაღლაც გვიკითხავდა „საუკეთესო ნაკვესები-
დან“14 – ძალიან საინტერესო იყო! კიდევ, ვიცი, რომ „უეიკფილდის

14
„საუკეთესო ნაკვესები“ – ინგლისელი ესეისტისა და მოძღვრის, ვისესიმუს ნოქსის
(1752-1821) მიერ შედგენილი ორტომიანი („საუკეთესო ნაკვესები პროზიდან“ და
„საუკეთესო ნაკვესები პოეზიიდან“) წიგნი 1797 წელს გამოქვეყნდა. ნოქსს ლიბერა-
ლური და პროგრესული შეხედულებები ჰქონდა განათლებაზე, განსაკუთრებით, ქა-
32
მღვდელი“15 აქვს წაკითხული. აი, „ტყის რომანი“16 კი არ წაუკითხავს,
არც – „ბავშვები სააბატოდან“17. სანამ მე არ ვუხსენე, ეს წიგნები გაგო-
ნილიც არ ჰქონდა, მაგრამ ახლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ხელში
ჩაიგდოს და წაიკითხოს, როგორც კი შეძლებს.
– როგორი გარეგნობის კაცია მისტერ მარტინი? – ეს გახლდათ ემას
მომდევნო შეკითხვა.
– უჰ! საერთოდ არ არის სიმპათიური. თავიდან მეტისმეტად უშნოც
კი მომეჩვენა, მაგრამ ახლა ასე აღარ მგონია. ხომ იცით, დროთა განმავ-
ლობაში თვალი ეჩვევა. ისე, გინახავთ ოდესმე? ხშირად უწევს ჰაიბერი-
ში ჩამოსვლა, კვირაში ერთხელ მაინც კინსგტონისკენ18 გზად გამოივ-
ლის. თქვენს სახლთანაც ხშირად ჩაუვლია.
– შესაძლოა. და, შესაძლოა, ორმოცდაათჯერ მაინც მინახავს, მაგრამ
წარმოდგენა არ მქონია, ვინ იყო. ახალგაზრდა ფერმერი – ცხენზე ამ-
ხედრებული თუ ფეხით მომავალი – უკანასკნელი ადამიანია, ვისაც ჩე-
მი ცნობისმოყვარეობის აღძვრა შეუძლია. წვრილი მოიჯარე მიწათ-
მფლობელები სწორედ იმ ფენას განეკუთვნებიან, რომლებთანაც,
ვგრძნობ, რომ საერთო ვერაფერი მექნება. ერთი-ორი საფეხურითდაბ-
ლა მდგომმა სანდომიანმა სოფლელმა კიდევ შეიძლება დამაინტერე-
სოს, რადგან ასეთების ოჯახს, შესაძლოა, რამეში გამოვადგე. მაგრამ

ლებთან დაკავშირებით. მისი „ნაკვესები“ წლების განმავლობაში სტანდარტულ სას-


კოლო მასალად გამოიყენებოდა.
15
„უეიკფილდის მღვდელი“ – ირლანდიელი მწერლის, ოლივერ გოლდსმითის (1728-
1774), 1766 წელს გამოქვეყნებული რომანი, სატირა სენტიმენტალურ რომანებზე, რო-
მელიც მე-18 საუკუნეში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
16
„ტყის რომანი“ – ინგლისელი მწერლის, ენ რადკლიფის (1764-1823), გოთიკური რო-
მანი, რომელიც პირველად 1791 წელს გამოქვეყნდა.
17
„ბავშვები სააბატოდან“ – ირლანდიელი მწერლის, რეჯინა მარია როჩის (1764-
1845), გოთიკურ-რომანტიკული რომანი, რომელიც პირველად ლონდონში, 1796 წელს
ოთხ ტომად გამოიცა.
18
კინგსტონი (ასევე ცნობილი, როგორც კინგსტონი თემზაზე) – ადგილი სამხრეთ- და-
სავლეთ ლონდონში. უწინ, კინგსტონი ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე
საგრაფოს, სურეის შემადგენლობაში შედიოდა და ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო ქა-
ლაქი იყო.
33
ფერმერს ჩემი დახმარება არაფერში სჭირდება, შესაბამისად, ამ მხრივ
ჩემთვის ზედმეტად მაღლა დგას, ხოლო სხვა დანარჩენის მხრივ – მე-
ტისმეტად დაბლა.
– რასაკვირველია! ცხადია, არც უნდა შეგემჩნიათ, თუმცა, თავად
კარგად გიცნობთ... იმის თქმა მინდა, რომ უნახავხართ.
– ეჭვიც არ მეპარება, რომ ყოვლად პატივსაცემი ახალგაზრდა კაცია.
კიდეც ვიცი, რომ ასეა, და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. თქვენი
აზრით, რამდენი წლის იქნება?
– 8 ივნისს ოცდაოთხისა გახდა, ჩემი დაბადების დღე კი 23 ივნისსაა,
ზუსტად ორი კვირისა და ერთი დღის შემდეგ. რა უცნაურია, არა?!
– სულ რაღაც ოცდაოთხის. ქორწინებისთვის ძალიან ახალგაზრდაა.
დედამისს სრულიად ვეთანხმები, რომ არ ჩქარობს. როგორც ჩანს, ისე-
დაც მშვენივრად გრძნობენ თავს, ხოლო თუ მისის მარტინი მაინც შეეც-
დება მის დაქორწინებას, სავარაუდოდ, მალევე ინანებს. ექვსი წლის
შემდეგ კი, თავისი სტატუსის შესაფერის, მცირეოდენი ქონების პატრონ
ნორმალურ ახალგაზრდა ქალს თუ შეხვდება, დაოჯახებაზე უკვე ნამ-
დვილად გამართლებული იქნება ლაპარაკი.
– ექვსი წლის შემდეგ?! მის ვუდჰაუზ, ჩემო საყვარელო, ექვსი წლის
შემდეგ ხომ უკვე ოცდაათისა იქნება!
– დიახ და მისნაირი კაცებისთვის დასაქორწინებლად სწორედაც
რომ მინიმალური ასაკია – ანუ მათთვის, რომელთაც საკუთარი ქონება
არ გააჩნიათ. როგორც ვხვდები, მისტერ მარტინს ქონება ჯერაც არ და-
უგროვებია – ანუ დასახარჯი ფული არ აქვს. რა ფულიც უნდა დარჩე-
ნოდა მემკვიდრეობით, რა წილიც უნდა ეკუთვნოდეს ოჯახის ქონები-
დან, დაბანდებულია, პირუტყვის შენახვასა და მსგავს რამეებზე იხარ-
ჯება. მართალია, გულმოდგინე შრომისა და იღბლის ხარჯზე, ოდესმე
შეიძლება გამდიდრდეს კიდეც, მაგრამ თითქმის წარმოუდგენელია, ამ-
ჟამად რაიმე მოგება ჰქონდეს.
– მართალი ბრძანდებით, მის ვუდჰაუზ. თუმცა, ძალიან შეძლებუ-
ლად კი ცხოვრობენ. ერთადერთი, სახლში მსახური კაცი არ ჰყავთ,

34
თუმცა, მისის მარტინი ამბობს, მომავალ წელს ერთ ბიჭს ავიყვანო; სხვა
მხრივ კი, მგონი, არაფერი აკლიათ.
– არ მინდა, ჰარიეტ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, როცა
ცოლს შეირთავს... ვგულისხმობ უხერხულობას, რომელიც შეიძლება
მისი ცოლის გაცნობამ გამოიწვიოს... მართალია, მის დებს უკეთესი გა-
ნათლება აქვთ და მათი საწინააღმდეგო ასე, ერთი ხელის დაკვრით, ვე-
რაფერი გვექნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისტერ მარტინი ვინმე
ისეთს შეირთავს ცოლად, ვინც თქვენი ყურადღების ღირსი იქნება.
თქვენს დაბადებასთან დაკავშირებული უიღბლო გარემოებების გამო,
ნაცნობების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. ეჭვგა-
რეშეა, თქვენ ჯენტლმენის ქალიშვილი ხართ, ამიტომ, ყველა ხერხს უნ-
და მიმართოთ და ამ წრის სრულუფლებიან წევრობაზე გამოთქვათ
პრეტენზია, თორემ ისეთ ხალხს რა გამოლევს, ვინც სიხარულით დაგამ-
ცირებდათ.
– მართლაცდა, რა გამოლევს ასეთ ხალხს. მაგრამ ახლა, როცა ჰარ-
ტფილდში სტუმრობა დავიწყე და თქვენ ასე კარგად მექცევით, მის
ვუდჰაუზ, სხვების უკვე აღარ მეშინია.
– გავლენას რამხელა ძალა აქვს, კარგად მოგეხსენებათ, ჰარიეტ, მაგ-
რამ მინდა, ისე მყარად დაიმკვიდროთ კარგ საზოგადოებაში ადგილი,
რომ ჰარტფილდისა და მის ვუდჰაუზისგანაც კი თავისუფალი იყოთ.
მინდა, მაღალ საზოგადოებაში სამუდამოდ ფეხმოკიდებული გიხილოთ;
ამისთვის კი საჭიროა, რაც შეიძლება, ცოტა არასასურველი ნაცნობი
გყავდეთ. იმის თქმა მინდა, რომ თუ მისტერ მარტინი დაოჯახდება და
თქვენ კვლავაც მოგიწევთ მასთან სტუმრობა, მის დებთან მეგობრობამ
მის ცოლთან ნაცნობობა არ უნდა დაგავალდებულოთ, რადგან ეს უკა-
ნასკნელი, სავარაუდოდ, რიგითი ფერმერის ერთი უბირი ქალიშვილი
იქნება.
– დიახ, რასაკვირველია. არა, კი არ მგონია, რომ მისტერ მარტინი
სულ მთლად გაუნათლებელ და ცუდად აღზრდილ ქალს შეირთავს...
მაგრამ არ ვაპირებ შეგეწინააღმდეგოთ; ნამდვილად არ დავიჭერ მის
ცოლთან საქმეს. მის მარტინებისადმი, განსაკუთრებით, ელიზაბეთის
35
მიმართ, ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიქნები, რადგანაც ჩემსავით
განათლებული გოგონები არიან, მაგრამ თუ მისტერ მარტინი უვიცსა
და მდაბიო ქალს შეირთავს ცოლად, აუცილებლად ავარიდებ თავს მის
გაცნობას.
ემა ჰარიეტის საუბარში მერყეობას გრძნობდა, თუმცა, სიყვარულის
არავითარი საგანგაშო სიმპტომი არ დაუნახავს – ახალგაზრდა კაცი
მხოლოდ და მხოლოდ პირველი თაყვანისმცემელი იყო და სხვა არაფე-
რი. ასაღელვებელი ნამდვილად არაფერი იყო: ემას კეთილ ზრახვებს
ჰარიეტისგან წინააღმდეგობა არ ემუქრებოდა.
ზუსტად მეორე დღეს, დონველის გზაზე, გოგონებს მისტერ მარტინი
შეხვდათ. ჯერ ემას შეხედა მოწიწებით, მერე კი, დაუფარავი კმაყოფი-
ლებით, მზერა მის თანამგზავრზე გადაიტანა. სანამ ისინი ერთმანეთ-
თან საუბრობდნენ, ემამ დრო იხელთა, რამდენიმე იარდით დაწინაურ-
და და მისტერ რობერტ მარტინი, თავისი მახვილი თვალის წყალობით,
ორიოდ წუთში საფუძვლიანად შეისწავლა. თავმოვლილი და გონიერი
ახალგაზრდა კაცი ჩანდა, მაგრამ სხვა გარეგნული ღირსებებით ნამდვი-
ლად არ გამოირჩეოდა. ხოლო თუ მის ჯენტლმენებთან შედარებაზე
მიდგებოდა საქმე, ემას დასკვნით, მის უპირატესობებს, რაც მხოლოდ
და მხოლოდ ჰარიეტის კეთილგანწყობის შედეგი იყო, უმალ გამოეცლე-
ბოდა ნიადაგი. ჰარიეტი მანერებისადმი გულგრილი არ იყო – ყოვლად
ძალდაუტანებლად, აღტაცებითა და განცვიფრებით უსვამდა ხოლმე
ხაზს მისტერ ვუდჰაუზის ჯენტლმენობას, მისტერ მარტინს კი, ჩანდა,
წარმოდგენაც არ ჰქონდა, რას ნიშნავდა მანერები.
მათი შეხვედრა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა – აბა, მის ვუდჰა-
უზს ხომ არ ალოდინებდნენ?! – და გახარებული ჰარიეტი ღიმილიანი
სახით გაეშურა მეგობრისკენ, თუმცა, მის ვუდჰაუზი არ შემდრკალა,
იმედოვნებდა, რომ გოგონას აფანცქალებულ გულს ძალიან მალე დაამ-
შვიდებდა.
– არც კი მჯერა, რომ შეგვხვდა! რა უცნაურია! მითხრა, სრულიად
შემთხვევით მოხდა, რენდალსის გავლით რომ არ წავედიო. თურმე არც
იცოდა, ჩვენ რომ ამ გზით დავდივართ ხოლმე, ეგონა, უმეტესად, რენ-
36
დალსისკენ დავსეირნობთ. „ტყის რომანი“ ჯერჯერობით ვერ უშოვია.
ბოლოს იმდენი საქმე ჰქონია კინგსტონში, რომ დავიწყებია, მაგრამ
ხვალ თურმე ისევ მიდის იქ. რა უცნაურია, რომ შევხვდით! აბა, მის
ვუდჰაუზ, რას იტყვით? ისეთია, როგორსაც ელოდით? რას ფიქრობთ
მასზე? ძალიან უბრალო გარეგნობისაა, ხომ?
– დიახ, უდავოდ უბრალო გარეგნობა აქვს, ხაზგასმულად უბრალო,
მაგრამ ეს არაფერია მანერების სრულ უქონლობასთან შედარებით. დი-
დი მოლოდინი, ცხადია, არც მქონდა, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმო-
ვიდგენდი ასეთი კომიკური, უცხვირპირო და გაუთლელი თუ იქნებოდა.
უნდა გამოგიტყდეთ, რომ მეგონა, ჯენტლმენობასთან ერთი-ორი საფე-
ხურით მაინც ახლო იდგა.
– რასაკვირველია, – ამოილუღლუღა შეცბუნებულმა ჰარიეტმა, –
ნამდვილი ჯენტლმენივით დახვეწილი არ არის.
– ჰარიეტ, მას მერე, რაც გაგვიცანით, უკვე იმდენჯერ მოხვდით ნამ-
დვილი ჯენტლმენების გარემოცვაში, რომ უკვე თავადაც უნდა ხედავ-
დეთ თვალშისაცემ სხვაობას მათსა და მისტერ მარტინს შორის. ჰარ-
ტფილდში ძალიან განათლებულსა და საუკეთესოდ აღზრდილ კაცებს
შეხვდით. ნამდვილად გამიკვირდება, მათთან ნაცნობობის შემდეგაც
თუ ვერ შეამჩნევთ მისტერ მარტინის მდაბიოობას ან არ გაგაოცებთ ის,
რომ მას ერთ დროს სასიამოვნო პიროვნებად მიიჩნევდით. წესით, უკვე
უნდა გხვდებოდეთ თვალში მისი მოუხეშავი იერი, ტლანქი მანერები და
იმდენად მჭახე ხმა, რომ ჩემამდეც კი თავისუფლად აღწევდა.
– რა თქმა უნდა, მისტერ ნაიტლის არ ჰგავს. არც მასავით დახვეწი-
ლი იერი და სიარულის მანერა აქვს. განსხვავებას ნათლად ვხედავ. მაგ-
რამ მისტერ ნაიტლი ხომ მეტისმეტად დახვეწილი ჯენტლმენია!
– მისტერ ნაიტლი იმდენად დახვეწილია, რომ უსამართლობა იქნება,
მისტერ მარტინი მას შევადაროთ. ას ჯენტლმენშიც კი ვერ ნახავთ ისე-
თს, ასე შუბლზე ეწეროს – „ჯენტლმენი“. მაგრამ ის არაა ერთადერთი
ჯენტლმენი, ვინც ბოლო დროს გაიცანით. მისტერ უესტონსა და მისტერ
ელტონზე რას იტყვით? შეადარეთ მისტერ მარტინი რომელიმე მათგანს

37
– როგორ უჭირავთ თავი, როგორ დადიან, როგორ ლაპარაკობენ ან რო-
გორ დუმან. განსხვავება უთუოდ მკაფიოა.
– დიახ, როგორ არა! უზარმაზარი სხვაობაა. მაგრამ მისტერ უესტო-
ნი ლამის უკვე მოხუცია. სადღაც ორმოცსა და ორმოცდაათს შორის უნ-
და იყოს.
– რაც მის კარგ მანერებს კიდევ უფრო ღირებულს ხდის. რაც უფრო
ასაკოვანია ადამიანი, ჰარიეტ, მით უფრო დიდ ფასს იძენს მისი კარგი
მანერები და მით უფრო მყვირალა და აუტანელი ხდება სულ მცირე
სიტლანქე და სიუხეშე. ის, რაც ახალგაზრდობაში ასატანია, შუა ასაკში
საძულველი ხდება. წარმოიდგინეთ, როგორი იქნება მისტერ მარტინი
მაშინ, როცა მისტერ უესტონის ასაკს მიაღწევს!
– მართლაც ძნელი სათქმელია... – საკმაოდ სერიოზულად მიუგო ჰა-
რიეტმა.
– ჰო, მაგრამ ადვილი გამოსაცნობი. ყოვლად უხამსი, მდაბიო ფერმე-
რი, რომელიც არავითარ ყურადღებას არ მიაქცევს მანერებს და მხო-
ლოდ მოგებასა და წაგებაზე იფიქრებს.
– ჰოო? ასე გგონიათ? ეს ძალიან ცუდი იქნება.
– აქედანვე გადასარევად ჩანს, რამდენად შეპყრობილია თავისი საქ-
მეებით, თორემ როგორ დაავიწყდებოდა იმ წიგნის პოვნა, თქვენ რომ
ურჩიეთ? ბაზრის ამბებით ისეა დაკავებული, რომ ვეღარაფერზე ფიქ-
რობს; ეს ბუნებრივიც კია კაცისთვის, რომელიც ფულის მოგროვებას
ლამობს. რა საქმე აქვს ასეთ კაცს წიგნებთან? ეჭვიც არ მეპარება, რომ
წარმატებას მიაღწევს და ძალიანაც გამდიდრდება, მაგრამ ჩვენთვის
ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, როცა საქმე ასეთ გაუნათლე-
ბელსა და მდაბიო მამაკაცს ეხება.
– არ მესმის, როგორ დაავიწყდა წიგნი... – სულ ეს იყო, რაც ჰარიეტ-
მა პასუხად ამოილუღლუღა და თან ისე უკმაყოფილოდ, რომ სავსებით
დამშვიდებულმა ემამ ერთხანს დადუმება არჩია; საუბარი მხოლოდ
გარკვეული დროის შემდეგ განაახლა.
– მისტერ ელტონის მანერები დახვეწილობის ერთგვარ ნიმუშადაც
კი გამოდგება და, შესაძლოა, მისტერ ნაიტლისა და მისტერ უესტონის
38
მანერებს აღემატებოდეს კიდეც. მისტერ უესტონი ძალიან გულღია,
ცოცხალი კაცია; მისი პირდაპირობა ლამის უხეშობაში გადადის, მაგ-
რამ ეს თვისებები შეზავებულია განუმეორებელი იუმორით, რაც ყვე-
ლას ხიბლავს და რისი მიბაძვაც შეუძლებელია; ასევე, შეუძლებელია,
მიჰბაძო მისტერ ნაიტლის სწორხაზოვანსა და მტკიცე, ერთგვარად ძა-
ლაუფლების გამომხატველ მანერებს, შერწყმულს მის საოცარ აღნაგო-
ბასთან, იერთან და ცხოვრებისეულ მდგომარეობასთან. აი, გულკეთი-
ლი, მხიარული, დაუზარელი და თავაზიანი მისტერ ელტონი კი თამა-
მად შეიძლება ნებისმიერი ახალგაზრდისთვის მისაბაძად იქცეს. სხვათა
შორის, ვამჩნევ, რომ მისტერ ელტონი ბოლო დროს კიდევ უფრო თავა-
ზიანი გახდა. ვერ დავიჩემებ, რომელიმე ჩვენგანის გულის მოგებას ცდი-
ლობს-მეთქი, მაგრამ მისი მანერები თვალშისაცემად კეთილშობილური
მეჩვენება. და მაინც, თუ ამ ყველაფრის უკან მართლაც რაიმე დგას, ეს
მხოლოდ თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი უნდა იყოს, ჰა-
რიეტ. არ მითქვამს, იმ დღეს რა თქვა თქვენ შესახებ?
და ემამ ყოვლად უშურველად გაიმეორა თბილი, საქებარი სიტყვები,
რაც მისტერ ელტონისგან გამოეძალა. აჭარხლებული ჰარიეტი კი ღიმი-
ლად დაიღვარა და შენიშნა, მისტერ ელტონი მუდამ სასიამოვნო ადა-
მიანად მიმაჩნდაო.
მისტერ ელტონი სწორედ ის კაცი გახლდათ, ვისაც, ემას გადაწყვე-
ტილებით, ჰარიეტის თავიდან ახალგაზრდა ფერმერზე ფიქრები უნდა
განედევნა. ემას აზრით, მისტერ ელტონი და ჰარიეტი შესანიშნავი
წყვილი იქნებოდა – შესაძლოა, იმდენად სასურველი და ბუნებრივი,
რომ ემას წვლილი ამ ამბავში უმნიშვნელო გამოჩენილიყო. ერთი
მხრივ, ეშინოდა, რომ ამ წყვილზე ყველას ისედაც ექნებოდა ნაფიქრი,
ხოლო მათი მომავალი ერთობა – ნაწინასწარმეტყველები; თუმცა, მე-
ორე მხრივ, ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ვერავინ გაბედავდა, გასჯიბრე-
ბოდა წინასწარმეტყველების თარიღში, რადგან ემას ეს ყველაფერი ჰა-
რიეტის ჰარტფილდში პირველივე ვიზიტისას გაევლო გონებაში. რაც
უფრო დიდხანს ფიქრობდა ამაზე, მის ვუდჰაუზი მით უფრო რწმუნდე-
ბოდა თავისი ზრახვების მიზანშეწონილობაში, რადგან მისტერ ელტო-
39
ნის საზოგადოებრივი მდგომარეობა ამ საქმისთვის ზედგამოჭრილი გახ-
ლდათ: მისტერ ელტონს ჯენტლმენიც კი ეთქმოდა, თუმცა, არც ისეთი
წარჩინებული ოჯახიდან იყო, თავისთვის ჰარიეტის საეჭვო წარმომავ-
ლობის გაპროტესტების უფლება მიეცა. მას კეთილმოწყობილი სახლი
და, ემას აზრით, საკმარისი შემოსავალიც ჰქონდა. მართალია, ჰაიბერის
სამღვდელო სახლი დიდი არ იყო, მაგრამ ამბობდნენ, მისტერ ელტონს
თავისი ქონებაც აქვსო. ემა მას კეთილშობილ, წესიერ, პატივსაცემ
ახალგაზრდა კაცად მიიჩნევდა, რომელსაც არც ცხოვრებისეული გა-
მოცდილება აკლდა და არც საჭირო ცოდნა. გარდა ამისა, დარწმუნებუ-
ლი იყო, რომ მას ჰარიეტი ლამაზ გოგონად მიაჩნდა, რაც, ჰარტფილ-
დში მათ ხშირ შეხვედრებთან ერთად, განზრახვის აღსრულებისთვის
ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა. რაც შეეხება ჰარიეტს, როგორც ხდება ხოლმე,
თითქმის ეჭვგარეშე იყო, რომ გოგონაზე საჭირო ძალით იმოქმედებდა
აზრი მისტერ ელტონის გრძნობებისშესახებ და საპასუხო გრძნობაც არ
დაახანებდა. მით უმეტეს, რომ მისტერ ელტონს უდავოდ სიმპათიურ
კაცად აღიარებდნენ და ძალიანაც მოსწონდათ. არა, ემას თვალში დახ-
ვეწილობა კი აკლდა, რასაც თავად ვერაფრით შეეგუებოდა, მაგრამ
ისეთ უპრეტენზიო გოგონას, რომელიც იმითაც კი ბედნიერი იყო, მის-
თვის ვინმე რობერტ მარტინი, კაკლის მოსატანად სოფელში თუ გაქუს-
ლავდა, მისტერ ელტონის აღტაცებაც ძალიან ადვილად მოუგებდა
გულს.

40
თავი 5

– არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ ემასა და ჰარიეტ სმითის დამეგობ-


რებაზე, მისის უესტონ, – დასძინა მისტერ ნაიტლიმ, – მაგრამ ჩემი აზ-
რით, არ უნდა იყოს კარგი ამბავი.
– მართლა ასე ფიქრობთ? და რატომ?
– მე თუ მკითხავთ, ერთმანეთს კარგს არაფერს მოუტანენ.
– მაოცებთ! ემა ჰარიეტს მხოლოდ კარგს თუ მოუტანს. მეტიც, ჰარიე-
ტისთვის ახალი ინტერესების გაჩენით, თავად ჰარიეტიც სარგებელს
მოუტანს ემას. მათ სიახლოვეს დიდი სიამოვნებით ვადევნებ თვალს.
საოცარია, რა განსხვავებულად აღვიქვამთ მოვლენებს! მართლა გგონი-
ათ, რომ ერთმანეთს კარგს არაფერს მოუტანენ?! ვეჭვობ, ეს თემა ჩვენი
მორიგი კამათის დასაწყისია, მისტერ ნაიტლი.
– შესაძლოა, ფიქრობთ კიდეც, რომ თქვენთან საკამათოდ განზრახ
იმ დროს მოვედი, როცა მისტერ უესტონი არაა შინ, რათა მარტოს მო-
გიწიოთ თავის დაცვა.
– მისტერ უესტონი შინ რომ ყოფილიყო, უთუოდ ჩემს მხარეს იქნე-
ბოდა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრები ერთმანეთს
სრულიად ემთხვევა. სწორედ გუშინ ვლაპარაკობდით და ორივე შევ-
თანხმდით იმაზე, თუ როგორ გაუმართლა ემას, ისეთი გოგონა რომ
ცხოვრობს ჰაიბერიში, რომელთან ურთიერთობაც შეუძლია. მისტერ ნა-
იტლი, არ მოგცემთ ნებას, ამ საკითხში მიუკერძოებელი მსაჯული
იყოთ. მარტო ცხოვრებას ისე ხართ მიჩვეული, რომ თანამგზავრის ფასი
არ იცით. ალბათ ვერცერთი კაცი ბოლომდე ვერასდროს გაიგებს კომ-
ფორტს, რასაც ქალი გრძნობს თავისივე სქესის წარმომადგენლის გარე-
მოცვაში, მით უფრო ქალი, რომელიც ამას მთელი ცხოვრება მიჩვე-
ულია. თუმცა, მესმის, რა პრეტენზიებიც გაქვთ ჰარიეტ სმითის მიმართ.
ის არ არის იმდენად დახვეწილი, როგორიც ემას მეგობარი უნდა იყოს.
მეორე მხრივ, ემას განზრახვა, მეტი ცოდნა მისცეს, თავად მასაც წააქე-
ზებს, მეტი იკითხოს. ერთად წაიკითხავენ. ემას გულწრფელად აქვს
ამის სურვილი, დანამდვილებით ვიცი.
41
– ემას თორმეტი წლის ასაკიდან აქვს გულწრფელი სურვილი, მეტი
იკითხოს. სხვადასხვა დროს, მის მიერ შედგენილი უამრავი სხვადასხვა
სია მინახავს წიგნებისა, რომელთა წაკითხვასაც დროდადრო აპირებდა.
სიები სწორედაც რომ სანაქებო იყო, საგანგებოდ შერჩეული წიგნებით –
დაწყობილი ხან ანბანის, ხან კი სხვა რაიმე წესის მიხედვით. სია, რომე-
ლიც სულ რაღაც თოთხმეტი წლის ასაკში შეადგინა, მახსოვს, მის გამ-
ჭრიახობაზე მეტყველებდა და რაღაც დროით შევინახე კიდეც. დარწმუ-
ნებული ვარ, ახლაც გადასარევი სია ექნება შედგენილი, მაგრამ ემასგან
სტაბილური კითხვის მოლოდინი უკვე აღარ მაქვს. ვერასდროს და-
ემორჩილება იმას, რასაც სიბეჯითე და მოთმინება ჰქვია და რაც ფან-
ტაზიის დათრგუნვას ითხოვს. რაკი მის ტეილორმა ბევრი ვერაფერი
შეძლო, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჰარიეტ სმითი საერთოდ ვერა-
ფერს გახდება. დამეთანხმეთ, რომ ვერასდროს აიძულებდით, იმის ნახე-
ვარი მაინც წაეკითხა, რამდენიც თქვენ გსურდათ, და ეს თქვენც იცით.
– მაშინ ალბათ ასეც ვფიქრობდი, – მიუგო მისის უესტონმა, – მაგრამ
მას მერე, რაც დავშორდით, ვერ ვიხსენებ, ემას რომელიმე ჩემი სურვი-
ლი არ შეესრულებინოს.
– არა მგონია, ასეთი მოგონებების გაცოცხლება ღირდეს, – უპასუხა
მისტერ ნაიტლიმ საკმაოდ გულწრფელად, – მაგრამ მე, როგორც
გრძნობებით ნაკლებად დაბრმავებულს, ყველაფერი მშვენივრად მახ-
სოვს. ემა გათამამებულია, როგორც ოჯახში ყველაზე ჭკვიანი. საბედ-
ნიეროდ თუ საუბედუროდ, უკვე ათი წლისა ისეთ კითხვებს პასუხობდა,
რაც მის დას ჩვიდმეტი წლის ასაკშიც კი საგონებელში აგდებდა; ყო-
ველთვის სხარტი და თავდაჯერებული გოგონა იყო, იზაბელა კი ზანტი
და გაუბედავი; თორმეტი წლის ასაკიდან მთელი სახლისა და ყველა
თქვენგანის დიასახლისია. ერთადერთი, ვისაც მასთან გამკლავება შეეძ-
ლო, დედამისი იყო, ალბათ იმიტომ, რომ ნიჭითა და შესაძლებლობებით
სწორედ მას ჰგავს.
– მისტერ ნაიტლი, მისტერ ვუდჰაუზის ოჯახიდან სხვაგან გადასვლა
რომ მომენდომებინა და თქვენს რეკომენდაციაზე ვყოფილიყავი დამო-
კიდებული, მეეჭვება, ჩემ შესახებ ვინმესთან ერთი კარგი სიტყვა მაინც
42
დაგცდენოდათ. დარწმუნებული ვარ, შეუფერებლად მიგაჩნდით დაკა-
ვებული ადგილისთვის ჰარტფილდში.
– დიახ, – ღიმილით დაუდასტურა მისტერ ნაიტლიმ, – ეს ადგილი,
სადაც ახლა ხართ, ბევრად უფრო შეგეფერებათ. თუმცა, ფაქტია, ჰარ-
ტფილდში ძიძობა შესანიშნავი ცოლობისთვის გამზადებდათ – შესაძ-
ლოა, ემას ისეთი სრულყოფილი განათლება ვერ მიეცით, რის იმედსაც
თქვენი შესაძლებლობები იძლეოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მისგან მი-
იღეთ ძალიან კარგი განათლება მატერიალურ, ცოლ-ქმრულ საკითხებ-
ში, რაც საკუთარი სურვილების დათმობასა და სხვათა სურვილების მი-
ხედვით ცხოვრებას გულისხმობს. უესტონს რომ ეკითხა, ცოლი მირჩიე-
ო, რასაკვირველია, უპირობოდ მის ტეილორს დავუსახელებდი.
– გმადლობთ. თუმცა, ისეთი კაცის კარგი ცოლობა, როგორიც მის-
ტერ უესტონია, მაინცდამაინც დიდ პიროვნულ ღირსებებს არ მოით-
ხოვს.
– მგონი, მართლაც ზედმეტად ხართ გრძნობით შეპყრობილი. ისეთი
ხასიათი გაქვთ, ყველაფერს აიტანთ, არადა, ასატანიც რომ არაფერია?!
არა უშავს, სასოწარკვეთას ნუ მიეცემით. უესტონი, გადაჭარბებული
კეთილდღეობისგან, შესაძლოა, ბრაზიან კაცად იქცეს ან სულაც თავის-
მა ვაჟმა ჩააგდოს გასაჭირში.
– ღვთის გულისათვის! იმედი მაქვს, ეს არასდროს მოხდება! ნაკლებ
სავარაუდოა. გთხოვთ, მისტერ ნაიტლი, ცუდ რამეებს ხუმრობითაც ნუ
გვიწინასწარმეტყველებთ!
– მე მხოლოდ დასაშვებ ვარიანტებს განვიხილავ. წინასწარმეტყვე-
ლებისა და სწორი ვარაუდების გამოთქმის უბადლო ნიჭზე, ემასავით,
პრეტენზიას ვერ განვაცხადებ. ისე კი, მთელი გულით ვისურვებდი, ის
ახალგაზრდა ვაჟი ღირსებით ნამდვილი უესტონი იყოს, ქონებით კი
ჩერჩილი... თუმცა, მოდით, ჰარიეტ სმითს დავუბრუნდეთ. სათქმელი არ
დამიმთავრებია. ჩემი აზრით, ის ყველაზე ცუდი მეგობარია, ვინც კი
ემას შეიძლება ჰყავდეს. მან არაფერი იცის და ემას ყოვლისმცოდნედ
მიიჩნევს. მლიქვნელობის განსახიერებაა, თუმცა, განზრახ არ მლიქვნე-
ლობს, რაც ორმაგად საშიშია. ემას საათობით ასხამს ხოტბას. მისი
43
უმეცრება მუდამ ფარისევლურია. როგორ გგონიათ, ემა დაფიქრდება,
რომ კიდევ რაიმეს სწავლა სჭირდება, როცა ჰარიეტის უვიცობა მის პა-
ტივმოყვარეობას ასე სასიამოვნოდ ელამუნება? გავბედავ და ვიტყვი,
რომ ვერც ჰარიეტი შეიძენს რაიმე ღირებულს ურთიერთობიდან. ჰარ-
ტფილდი მხოლოდ გულს აუცრუებს იმ გარემოზე, სადაც სინამდვილე-
შია მისი ადგილი. გაიზრდება და მხოლოდ იმდენად დაიხვეწება, რომ
არაკომფორტულად იგრძნობს თავს იმ წრეში, რომელიც დაბადებასთან
დაკავშირებულმა თავისებურებებმა მის ბუნებრივ გარემოდ აქცია. ალ-
ბათ დიდი შეცდომა იქნება იმის ვარაუდი, რომ ემას შეგონებები მას ან
გონებრივ სიმტკიცეს შესძენს, ან ცხოვრებისეული სირთულეების რა-
ციონალურად გააზრებაში დაეხმარება. ემა მხოლოდ მცირეოდენ დახ-
ვეწილობას თუ შეჰმატებს მას.
– ან იმის გამო, რომ ემას კეთილგონიერებისა თქვენზე მეტად მჯერა,
ან კი იმიტომ, რომ მის ამჟამინდელ კეთილდღეობაზე უფრო ვზრუნავ,
ნამდვილად არ შემიძლია, ამ ურთიერთობას ვაი-ვიშით შევხვდე. რა
კარგად გამოიყურებოდა წუხელ!
– აჰ! ცხადია, მის გონებაზე მსჯელობას გარეგნობაზე მსჯელობა
გირჩევნიათ! თუმცა, ვერ შეგედავებით, ემა უდავოდ კარგი გარეგნობი-
საა.
– „კარგი გარეგნობის“?! „ლამაზი“ მაინც გეთქვათ! წარმოგიდგენიათ
რაიმე ემაზე უფრო სრულყოფილი – სახით თუ აღნაგობით?
– არ ვიცი, რა უნდა წარმოვიდგინო, მაგრამ ვაღიარებ, რომ თითქმის
არასდროს შევხვედრივარ ემაზე უფრო მოხდენილი სახისა და ტან-ფე-
ხის პატრონს. თუმცა, მე ძველი, მიკერძოებული მეგობარი ვარ.
– და თვალები?! ნამდვილი თაფლისფერი თვალები! თან როგორ უბ-
რწყინავს! სწორი ნაკვთები, მეტყველი იერი, როგორი კანი! ღმერთო,
ერთიანად ჯანმრთელობას ასხივებს! თან რა იდეალური სიმაღლე და
წონა აქვს?! როგორი მკვრივი, უზადო ფიგურა! მართლაც ჯანმრთელო-
ბას ასხივებს და არა მარტო იმიტომ, რომ ასეთი ქორფა და ფაფუკი კა-
ნი აქვს – ჯანმრთელობა იგრძნობა მის იერშიც, გონებაში, მზერაშიც.
ამბობენ, ბავშვია ჯანმრთელობის განსახიერებაო, ჩემთვის კი ემაა
44
ზრდასრული ჯანმრთელი ადამიანის ეტალონი. მომხიბვლელობის გან-
სახიერებაა. არ მეთანხმებით, მისტერ ნაიტლი?
– მის გარეგნობაში წუნს ნამდვილად ვერ ვხედავ, თქვენს აღწერი-
ლობასაც ბოლომდე ვიზიარებ. მსიამოვნებს მისი ყურება. მეტიც, შე-
მიძლია თქვენს ხოტბას ერთიც დავამატო: უზადო გარეგნობა პატივ-
მოყვარეობას სრულებით არ აღუძრავს; მის პატივმოყვარეობას სულ
სხვა რამეები კვებავს... თუმცა, მისის უესტონ, აზრს არ შევიცვლი: ჰა-
რიეტ სმითი არ მომწონს და მაშფოთებს, რომ ეს ურთიერთობა ორივეს-
თვის საზიანო იქნება.
– მე კი, პირიქით, მისტერ ნაიტლი, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ
ეს უწყინარი ურთიერთობა ზიანს არავის მოუტანს. რაც უნდა პატარ-
პატარა ნაკლოვანებები ჰქონდეს ემას, ის არაჩვეულებრივი არსებაა. გი-
ნახავთ სადმე მასზე უკეთესი შვილი ან უფრო კეთილი და ერთგული
მეგობარი? ცხადია, არსად. ასე რომ, თავისუფლად შეგვიძლია, ვენდოთ
ემას კეთილშობილებას. გამორიცხულია, ვინმეს რაიმე ავნოს ან გამო-
უსწორებელი შეცდომა დაუშვას. ერთხელ თუ შეცდება, ასჯერ მართა-
ლი იქნება.
– ძალიან კარგი. თავს აღარ შეგაწყენთ. ემა ანგელოზად დარჩება, მე
კი ჩემს ღვარძლს შობამდე, ჯონისა და იზაბელას ჩამოსვლამდე, შევი-
ნახავ. ჯონს ემა რაციონალურად უყვარს და არა ბრმად; ხოლო იზაბე-
ლა ქმარს ყველაფერში ეთანხმება იმ შემთხვევების გარდა, როცა ჯონი
ბავშვებთან დაკავშირებით სათანადო შფოთვას არ ავლენს. დარწმუნე-
ბული ვარ, ისინი ჩემს მხარეს იქნებიან.
– ვიცი, ემა ძალიან გიყვართ და, გამორიცხულია, უსამართლოდ ან
ბოროტად მოექცეთ მას. მაგრამ ნება მომეცით, მისტერ ნაიტლი... ხომ
იცით, გარკვეული უპირატესობა მაქვს, ვთქვა ის, რაც, შესაძლოა, ემას
დედას ეთქვა... ნება მომეცით, მიგანიშნოთ, რომ არა მგონია, კარგი შე-
დეგი გამოიღოს ჰარიეტ სმითთან ემას ახლო მეგობრობის დიდი განსჯის
საგნად ქცევამ. გთხოვთ, მაპატიოთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ,
რომ ეს კავშირი საშიშსა თუ არასახარბიელოს არაფერს მოიტანს, არ
უნდა ველოდოთ, რომ ემა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მამამისის
45
წინაშეა პასუხისმგებელი – მისტერ ვუდჰაუზი კი მათ მეგობრობას იწო-
ნებს – ურთიერთობას წერტილს დაუსვამს მანამ, სანამ ეს მისთვის სი-
ამოვნების წყარო იქნება... რჩევის მიცემა ჩემს კომპეტენციას იმდენ წე-
ლიწადს შეადგენდა, რომ ჩემი უწინდელი საქმიანობის ეს პატარა გად-
მონაშთები არ უნდა იწყინოთ, მისტერ ნაიტლი.
– სრულებითაც არა! – წამოიძახა მისტერ ნაიტლიმ, – პირიქით,
თქვენი მადლობელიც კი ვარ. სასარგებლო რჩევაა და, თქვენი უმეტესი
რჩევებისგან განსხვავებით, გავითვალისწინებ.
– ხომ იცით, მისის ნაიტლის აფორიაქება იოლია და, შესაძლოა, დის
გამო ინერვიულოს.
– დამშვიდდით, – მიუგო მისტერ ნაიტლიმ, – პანიკას არ ავტეხ. ჩემს
შავბნელ ფიქრებს ჩემთვის შევინახავ. ემას ბედი გულწრფელად მადარ-
დებს. ისეთივე ძმური გრძნობები მაქვს, როგორიც იზაბელასადმი, მე-
ტიც – ამხელა ინტერესი ამ უკანასკნელის მიმართ ალბათ არც მქონია...
ნამდვილად არა. ემა სულ სხვაა. სულ შიშითა და ინტერესით შევცქერი
მის მომავალს. ერთი სული მაქვს, ვნახო, მისგან საბოლოოდ რა დადგე-
ბა!
– მეც, – ალერსიანად დასძინა მისის უესტონმა, – ძალიან მაინტერე-
სებს.
– სულ იმას გაიძახის, არ გავთხოვდებიო, რაც, ცხადია, საერთოდ
არაფერს ნიშნავს. თუმცა, არ გამიგია, ვინმეთი გულწრფელად დაინტე-
რესებულიყოს. არადა, არ იქნებოდა ურიგო, ღირსეულ ადამიანს შეხ-
ვდეს. მინდა, შეყვარებული ემა ვნახო, თან ისე, რომ საპასუხო გრძნო-
ბებში ცოტათი ეჭვი ეპარებოდეს. სამწუხაროდ, აქ, ახლომახლო არავი-
ნაა, ვისითაც მოიხიბლებოდა, სახლიდან კი ძალიან იშვიათად გადის.
– მართალია, ნამდვილად არავინაა, ვის გამოც ცდუნებას ვერ გაუძ-
ლებდა და ამჟამინდელ გადაწყვეტილებას შეცვლიდა, – დაუდასტურა
მისის უესტონმა, – თუმცა, შეიძლება, ეს უკეთესიც კია. სანამ ჰარ-
ტფილდში თავს ბედნიერად გრძნობს, არ მინდა, ვინმესთან სერიოზულ-
მა გრძნობებმა დააკავშიროს, თანაც, საბრალო მისტერ ვუდჰაუზის-
თვის ეს უმძიმესი დარტყმა იქნება. ამ ეტაპზე ემას დაოჯახებას არ
46
ვურჩევდი, თუმცა არ იფიქროთ, ურთიერთობის ამ ფორმას ამრეზით
ვუყურებდე.
მისის უესტონის სიტყვები გახლდათ მცდელობა, ყოველმხრივ და-
ემალა თავისი და მისტერ უესტონის უსაყვარლესი სასაუბრო თემა.
რენდალსში ემას ბედზე ხშირად ოცნებობდნენ, მაგრამ არ იყო სასურ-
ველი, ამ ოცნებებზე კიდევ ვინმეს აეღო ეჭვი.
მისტერ ნაიტლის მშვიდმა გადასვლამ ახალ სასაუბრო თემაზე („რას
ფიქრობს უესტონი ამინდის შესახებ? ვითომ იწვიმებს?“) მისის უესტო-
ნი დაარწმუნა, რომ ჯენტლმენს ჰარტფილდთან დაკავშირებით სათქმე-
ლი თუ სამსჯელო აღარაფერი ჰქონდა.

47
თავი 6

ემას ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ჰარიეტის გემოვნებისთვის სწორი


გეზი მიეცა და მისი ახალგაზრდული გული მადლიერებით აღევსო. საქ-
მე ის გახლდათ, რომ ჰარიეტი დღითი დღე უკეთ აცნობიერებდა მისტერ
ელტონის გამორჩეულად კარგ გარეგნობასა და საუკეთესო მანერებს.
მის ვუდჰაუზის გულმოდგინე მცდელობამ, მისტერ ელტონის აღტაცება
სასიამოვნო ქარაგმებით დაედასტურებინა ჰარიეტისთვის, ნაყოფი მო-
სალოდნელზე სწრაფად გამოიღო და გოგონას ძალიან მალე საკმარისზე
მეტი კეთილგანწყობა გაუღვივა ახალგაზრდა კაცის მიმართ. რაც შე-
ეხება მისტერ ელტონს, ემას ეჭვიც აღარ ეპარებოდა, რომ ჯენტლმენი
შეყვარების ჭეშმარიტ გზაზე იდგა, თუ უკვე ყურებამდე არ იყო შეყვა-
რებული. მისტერ ელტონი ჰარიეტს ისე მონდომებით ასხამდა ხოტბას,
რომ ემასთვის ჩანაფიქრის დაგვირგვინება დროის ამბავიღა იყო. მის-
ტერ ელტონის მზარდი გრძნობის არანაკლებ სასიამოვნო დასტურად
მისივე აღიარებაც გამოდგებოდა, რომ უკვე შეემჩნია, ჰარიეტის მანერე-
ბი, გოგონას პირველი ჰარტფილდური ვიზიტის შემდეგ, როგორ საგ-
რძნობლად დახვეწილიყო.
– მის სმითს ყველაფერი მიეცით, რაც სჭირდებოდა, – გახლდათ მის-
ტერ ელტონის შეფასება, – თქვენი წყალობით, უფრო მოხდენილი და
უშუალო გახდა. ლამაზი გოგონა იყო, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ის ღირ-
სებები, რაც თქვენ შესძინეთ, განუსაზღვრელად აღემატება მის ბუნები-
საგან ნაბოძებ მომხიბვლელობას.
– მიხარია, თუ მიგაჩნიათ, რომ რამეში გამოვადექი, მაგრამ ჰარიეტს
სინამდვილეში მხოლოდ თავისი თვისებების წარმოჩენა და სულ ერთი-
ორი მსუბუქი რჩევის მიცემა აკლდა. ბუნებისგან ისედაც უხვად გახ-
ლავთ დაჯილდოებული – მომხიბვლელობის განსახიერებაა, საოცრად
ბავშვური და რბილი ხასიათის პატრონია. მე მართლაც უმნიშვნელოდ
ჩავერიე.
– ქალთან შეკამათება რომ ნებადართული იყოს... – აზრი აღარ და-
ასრულა გალანტურმა მისტერ ელტონმა.
48
– შესაძლოა, მის ხასიათს სიმტკიცე შევმატე და ისეთ რამეებზე და-
ვაფიქრე, რასთანაც მანამდე შეხება არ ჰქონია.
– ჰო, ზუსტად რომ ასეა! ყველაზე მეტად სწორედ ეს მომხვდა თვალ-
ში – გამომუშავებული ხასიათის სიმტკიცე! უდავოდ ოსტატის ნახელა-
ვია!
– დიდი სიამოვნებაც იყო, მერწმუნეთ. ასეთი დამყოლი ბუნების ადა-
მიანი ჯერ არ შემხვედრია!
– ეჭვიც არ მეპარება, – ეს სიტყვები ერთგვარი სუნთქვაშეკრული
აღმაფრენით ითქვა, რაშიც შეყვარებული კაცის ამოცნობა საკმაოდ იო-
ლი იყო.
ემას არანაკლები სიამოვნება მოუტანა მომდევნო დღემ, როცა მის-
ტერ ელტონმა მყისვე აიტაცა მისი მოულოდნელი სურვილი, დაეხატა
ჰარიეტის პორტრეტი.
– ჰარიეტ, თქვენი დახატვა ვინმეს უცდია? – მიმართა გოგონას ემამ,
– საკუთარი პორტრეტისთვის გიპოზიორიათ?
ჰარიეტი ის იყო, ოთახიდან გასვლას აპირებდა, მაგრამ ამ სიტყვებზე
გაჩერდა და ბავშვურად გულუბრყვილოდ შესძახა: – ღმერთო, რას ამ-
ბობთ?! არა. არასდროს.
– რა ძვირფასი ნივთი იქნებოდა მისი კარგი პორტრეტი! – წამოიძახა
ემამ, როგორც კი ჰარიეტი თვალს მიეფარა, – ნებისმიერ თანხას გადა-
ვიხდიდი, თუმცა, დახატვას თავადაც სიამოვნებით ვცდიდი. ალბათ არ
იცით, რომ ორი თუ სამი წლის წინ პორტრეტების ხატვით ვიყავი გატა-
ცებული. რამდენიმე ახლობლის პორტრეტი შევასრულე კიდეც და,
სხვათა შორის, შექებაც დავიმსახურე, კარგი თვალი გაქვსო, მაგრამ,
მიზეზთა გამო, ეს საქმიანობა შემძულდა და თავი დავანებე. აი, ახლა
კი, ჰარიეტი რომ დამიჯდეს, ლამის მზად ვარ, გავრისკო. რა გადასარე-
ვი იქნებოდა მისი პორტრეტი!
– ნება მომეცით, შეგევედროთ! – წამოიყვირა მისტერ ელტონმა, –
მართლაც, გადასარევი იქნებოდა! მის ვუდჰაუზ, თქვენი მეგობრის გუ-
ლისთვის, ნება მომეცით, შეგევედროთ, გაავარჯიშოთ ეს ბრწყინვალე
ნიჭი. მინახავს თქვენი ნახატები. როგორ წარმოიდგინეთ, რომ არ მეცო-
49
დინებოდა! ეს ოთახი ხომ თქვენი პეიზაჟებითა და ყვავილებითაა სავ-
სე?! რენდალსში, მისის უესტონის მისაღებ ოთახშიც თქვენი შეუდარე-
ბელი ნახატები არ კიდია?!
„აი, თავაზიანი კაცი! მაგრამ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს პორ-
ტრეტთან? თქვენ რა გესმით მხატვრობის, მისტერ ელტონ. თავს ნუ
იკატუნებთ, თითქოს ჩემით იყოთ აღტაცებული. თქვენი აღტაცება ჰა-
რიეტის პორტრეტისთვის შემოინახეთ“, – გაიფიქრა ემამ, ხმამაღლა კი
ასე მიმართა მისტერ ელტონს: – რადგან ასე კეთილად წამაქეზეთ, მგო-
ნი, მართლაც უნდა ვცადო, მისტერ ელტონ. ვნახოთ, ერთი, რა გამომი-
ვა. ჰარიეტს იმდენად ნატიფი ნაკვთები აქვს, რომ მისი პორტრეტის
შექმნა ადვილი არ იქნება. თუმცა, ვფიქრობ, მისი თავისებური თვალის
ფორმისა და ტუჩების კონტურის მიმსგავსებას კი შევძლებ.
– მართალი ბრძანდებით... თვალის ფორმა და ტუჩების კონტური...
თქვენს წარმატებაში ეჭვიც არ მეპარება. გთხოვთ, გემუდარებით, სცა-
დეთ! რომ დაასრულებთ, თქვენი თქმის არ იყოს, მართლაც უძვირფასე-
სი ნივთი იქნება.
– მაგრამ მისტერ ელტონ, ვშიშობ, თავად ჰარიეტს არ მოუნდება, და-
მიჯდეს. საკუთარ სილამაზეზე საოცრად დაბალი აზრისაა. ვერ შეამ-
ჩნიეთ, როგორ მიპასუხა? თითქოს გულისხმობდა, ჩემი პორტრეტი რა
დასახატიაო.
– მერწმუნეთ, შევამჩნიე. არ გამომპარვია. თუმცა, ვერ წარმომიდგე-
ნია, მისი გადარწმუნება როგორ ვერ უნდა შევძლოთ?!
ჰარიეტი მალევე დაბრუნდა და შეთავაზებასაც თითქმის უმალვე
დასთანხმდა. წესიერად ყოყმანიც კი ვერ მოასწრო, ან რას გაუძლებდა
იმ არაერთ დაჟინებულ თხოვნას, რომლითაც ემაცა და მისტერ ელტო-
ნიც ერთობლივად უტევდნენ. ემას მუშაობის დაწყება მაშინვე უნდოდა,
ამიტომ გამოიტანა საქაღალდე, რომელიც პორტრეტებით, უფრო სწო-
რად, დაუსრულებელ პორტრეტთა კონტურებით იყო სავსე, რათა ერ-
თობლივად შეერჩიათ ჰარიეტის პორტრეტის ზომა. ემას არაერთი დაწ-
ყებული ნამუშევარი დაათვალიერეს. მინიატურები, პორტრეტები, შეს-
რულებული ფანქარში, პასტელში, აკვარელში – ემას ყველაფერი რიგ-
50
რიგობით მოესინჯა. სულ უნდოდა, ერთბაშად ყველაფერი ეკეთებინა
და, მცირე ძალისხმევის მიუხედავად, საკმაო წარმატებასაც აღწევდა
როგორც ხატვაში, ასევე მუსიკაში. შეეძლო დაკვრა, სიმღერა და ხატვა
თითქმის ყველა სტილში, მაგრამ აკლდა სიბეჯითე და ამიტომაც
სრულყოფილებას, რაზეც ნამდვილად არ იტყოდა უარს და რისთვისაც,
წესით, უპრობლემოდ უნდა მიეღწია, ვერაფერში აღწევდა. ნიჭიერების
მიუხედავად, მშვენივრად აცნობიერებდა, რასაც წარმოადგენდა, რო-
გორც მხატვარი ან როგორც მუსიკოსი, მაგრამ წინააღმდეგი არ იყო,
სხვები შეეყვანა შეცდომაში; არც იმის გამო გრძნობდა უხერხულობას,
რომ მის წარმატებებსა თუ ნიჭიერებას ხშირად უფრო გაზვიადებულად
აფასებდნენ, ვიდრე იმსახურებდა.
მის ყოველ ნახატში იყო რაღაც განსაკუთრებული, განსაკუთრებით
კი ყველაზე უფრო დაუსრულებლებში. ემას ნახატები ნამდვილად გა-
მოირჩეოდა დინამიკურობით, თუმცა, მისტერ ელტონისა და ჰარიეტის
განცვიფრებასა თუ აღტაცებას არც ბევრად უარესის შემთხვევაში მო-
აკლდებოდა რამე და არც ათჯერ უკეთესის – ორივენი ნამდვილ აღმაფ-
რენას განიცდიდნენ.
– პორტრეტთა მაინცდამაინც დიდი არჩევანი არ მაქვს, მხოლოდ სა-
კუთარი ოჯახის წევრებს გამოვსახავდი, – ნამუშევრებს ათვალიერები-
ნებდა ემა, – აი, მამაჩემის პორტრეტი... აი, ისევ მამა... თუმცა, გაუნ-
ძრევლად ჯდომის იდეა ისე ანერვიულებდა, რომ მუდამ მალულად ვხა-
ტავდი. ამიტომაც, არცერთ სურათში თავის თავს დიდად არ ჰგავს. ეს
კი მისის უესტონია... ესეც... ესეც... და ესეც, როგორც ხედავთ. უსაყვარ-
ლესი მისის უესტონი! ჩემი ყველაზე კეთილი მეგობარი. პოზირებაზე
უარს არასდროს მეუბნებოდა. ეს კი ჩემი დაა თავისი პატარა, კოხტა
ტანით! სახეც ჰგავს, პრინციპში. კიდევ უფრო მივამსგავსებდი, უფრო
დიდხანს რომ დამჯდარიყო, მაგრამ ისე მაჩქარებდა თავისი ოთხი შვი-
ლის დახატვას, რომ ვერა და ვერ მოისვენა. აი, აქ უკვე ამ ოთხი ბავშვი-
დან სამის დახატვა ვცადე. აი, ისინიც – ჰენრი, ჯონი და ბელა – ქაღალ-
დის ერთი ბოლოდან მეორემდე, თუმცა ნებისმიერი მათგანი ნებისმიე-
რის ადგილას შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ. ჩემს დას ისე უნდოდა, ბავ-
51
შვები დამეხატა, რომ უარი ვერ ვუთხარი. მაგრამ ხომ იცით, სამი-ოთხი
წლის ბავშვებს ერთ ადგილას ვერ გააჩერებ. არც მიმსგავსებაა ადვილი,
ზოგად იერსა და აღნაგობას თუ არ ჩავთვლით, თორემ მკაფიო ნაკ-
ვთებს ბავშვებში იშვიათად თუ ნახავთ. ეს კი მეოთხე ბავშვის ჩანახა-
ტია. იმ დროს ჩვილი იყო. ტახტზე ეძინა, როცა დავხატე, და, თუ ხე-
დავთ, მეტად რეალისტურად გამოიყურება მისი ქუდის ბაფთა. თავი
ძალიან ხელსაყრელ პოზაში ედო, ამიტომ, ძალიან ჰგავს. პატარა ჯორ-
ჯით ძალიან ვამაყობ, ტახტის კუთხეც მშვენიერი გამოვიდა. და, აი ჩემი
ბოლო ნახატი, – ემამ პატარა ქაღალდზე შესრულებული ჯენტლმენის
ლამაზი სურათი აიღო, – ეს არის ჩემი უკანასკნელი და საუკეთესო ნა-
მუშევარი; ჩემი სიძე, მისტერ ჯონ ნაიტლი დავხატე. ამის დასრულებას
სულ ცოტაღა აკლდა, რომ გაბრაზებულმა საკუთარ თავს აღვუთქვი,
პორტრეტს აღარასდროს შევქმნი-მეთქი. ძნელი იყო, არ გავღიზიანე-
ბულიყავი: ბევრი ვიწვალე და ძლივს მართლა ძალიან მივამსგავსე...
მისის უესტონიც მეთანხმებოდა, რომ ძალიან ჰგავდა მისტერ ჯონ ნა-
იტლის... შესაძლოა, ოდნავ უფრო სიმპათიური გამოვიდა, ოდნავ უფრო
შელამაზებული, მაგრამ ეს სულაც არ იყო უპატიებელი შეცდომა; მოკ-
ლედ, ამ ყველაფერს მოჰყვა საბრალო, საყვარელი იზაბელას ცივი შე-
ფასება: „ცოტათი მართლაც ჰგავს, მაგრამ ჯონი სიცოცხლეში ბევრად
უკეთესია“. არადა, მისტერ ჯონ ნაიტლის დათანხმება ძალიან გაგვი-
ჭირდა – დიდ დათმობაზე წავედით... ერთი სიტყვით, აუტანელი პრო-
ცესი იყო. ჰოდა, გადავწყვიტე, არასდროს დამესრულებინა, აბა, რად
მინდოდა, ბრანსვიკში მისული ყოველი სტუმრისათვის ბოდიშები ეხა-
დათ – გვაპატიეთ, ასეთი ცუდი პორტრეტი რომ გვიკიდიაო. და, რო-
გორც გითხარით, მაშინ დავიფიცე, არავინ არასდროს აღარ დამეხატა.
მაგრამ ჰარიეტის გულისთვის – ან ალბათ უფრო საკუთარი სიამოვნე-
ბისთვის – და იმის გათვალისწინებით, რომ ამ შემთხვევაში არავითარი
ქმრები და ცოლები არ არსებობენ, ფიცს დავარღვევ.
ამ განაცხადით აღტაცებულმა მისტერ ელტონმა მაშინვე წამოიძახა:
– რა სწორად აღნიშნეთ! მართლაც, არავითარი ქმრები და ცოლები არ
არსებობენ. ზუსტად რომ ასეა. არავითარი ქმრები და ცოლები.
52
მისტერ ელტონი ამ სიტყვებს ისეთი თავდაჯერებითა და ხაზგასმით
ამბობდა, რომ ემამ ერთი პირობა გაიფიქრა, ხომ არ აჯობებს, ახლავე
მარტონი დავტოვოო. თუმცა, რამდენადაც ხატვა სურდა, მისტერ ელ-
ტონს ცოტა ხანს მოცდა მოუწევდა.
პორტრეტის ზომასა და ფორმაზე მალევე შეჯერდნენ. მთლიანი
პორტრეტი უნდა ყოფილიყო, აკვარელში შესრულებული – როგორიც
მისტერ ჯონ ნაიტლისა, და თუ საბოლოო შედეგით კმაყოფილი დარჩე-
ბოდა, ემა ნამუშევარს ბუხრის თავზე საპატიო ადგილს მიუჩენდა.
დაიწყო ხატვა. ჰარიეტი ხან იღიმებოდა და ხან წითლდებოდა – ეში-
ნოდა, რომ განწყობასა და პოზას სათანადოდ ვერ შეინარჩუნებდა, მაგ-
რამ მხატვრის მახვილმა თვალმა მასში ახალგაზრდული გრძნობების
მთელი ნაკრები უმალ დაიჭირა. თუმცა, მუშაობა თითქმის შეუძლებე-
ლი იყო – მისტერ ელტონი ემას უკან ფაციფუცობდა და მის ყოველ
მოძრაობას აკვირდებოდა. ახალგაზრდა კაცისგან ნამდვილად დასაფა-
სებელი იყო ისეთი ადგილის შერჩევა, საიდანაც თამამად შეეძლო, ჰა-
რიეტის ცქერით ეჯერებინა გული, მაგრამ ემა მალე იძულებული გახდა,
მისთვის ადგილის შეცვლა მოეთხოვა; ცოტა ხანში კი მიხვდა, რომ უკე-
თესი იქნებოდა, თუ მას წიგნის წაკითხვას დაავალებდა.
„ახლა იქნებ წიგნი წაგვიკითხოს?! ნამდვილად კეთილშობილური
სამსახური იქნება მისი მხრიდან“, – შესთავაზა ემამ მისტერ ელტონს
იმის იმედად, რომ ეს, ერთი მხრივ, რთულ სამუშაო პროცესს შეუმსუ-
ბუქებდა და, მეორე მხრივ, მის სმითს მოწყენილობას გაუქარწყლებდა.
მისტერ ელტონი სიხარულით დასთანხმდა. ჰარიეტი უსმენდა, ემა კი
მშვიდად მუშაობდა. თუმცა, შიგადაშიგ იძულებული ხდებოდა, შეყვა-
რებული კაცისთვის ანგარიში გაეწია და ნება დაერთო, ნახატისთვის
შეეხედა. საკმარისი იყო, ქაღალდისთვის ფანქარი მოეცილებინა, რომ
მისტერ ელტონი მაშინვე წამოხტებოდა, შეამოწმებდა ხატვის პროცე-
სის მიმდინარეობას და ქათინაურებად იღვრებოდა. ასეთ პოზიტიურ
ადამიანზე გაჯავრება ნამდვილად რთული იყო – აღტაცებაში მოსული
მისტერ ელტონი პორტრეტსა და რეალურ ჰარიეტს შორის მსგავსებას
ჯერ კიდევ იქამდე ამჩნევდა, სანამ ეს საერთოდ შესაძლებელი იყო. ემა
53
მის მახვილ თვალს, ცხადია, აფასებდა, მაგრამ სჯეროდა, რომ ამ აღტა-
ცებაში მის სიყვარულსა და თავაზიანობასაც ედო მნიშვნელოვანი წი-
ლი.
მთლიანობაში, ხატვის პროცესი საკმაოდ დამაკმაყოფილებლად მიმ-
დინარეობდა. პირველი დღის მონახაზით ემა იმდენად კმაყოფილი იყო,
რომ ფიქრობდა, ნახატი უსათუოდ ბოლომდე მიეყვანა. მსგავსების
პრობლემა არ იყო, განწყობაც ზუსტად გადმოეცა და ახლა მხოლოდ
ფიგურის მცირედით გაუმჯობესება რჩებოდა – ჰარიეტისთვის ცოტა მე-
ტი სიმაღლე და ელეგანტურობა უნდა მიენიჭებინა.
დარწმუნებული იყო, რომ, საბოლოოდ, ყოველმხრივ ლამაზი ნახატი
გამოუვიდოდა და დათქმულ ღირსეულ ადგილსაც დაიკავებდა, რო-
გორც ერთგვარი სამახსოვრო დასტური ნატურის სილამაზისა, მხატ-
ვრის ნიჭისა და მათი მეგობრობისა. ამ ყველაფერს კი, სავარაუდოდ,
სხვა სასიამოვნო ასოციაციებიც შეემატებოდა, რის უტყუარ იმედსაც
მისტერ ელტონის უკიდეგანო კეთილგანწყობა იძლეოდა.
ჰარიეტი მომდევნო დღესაც პოზირებდა. ხოლო მისტერ ელტონი,
როგორც მოსალოდნელი იყო, იხვეწებოდა, ხატვის პროცესზე დასწრე-
ბისა და წიგნის წაკითხვის ნება ისევ მომეცითო.
– რასაკვირველია. ძალიან გაგვიხარდება, თუ შემოგვიერთდებით.
მომდევნო დღეს პორტრეტზე მუშაობას ისეთივე ზრდილი და თავა-
ზიანი ჟესტები, ისეთივე წარმატება და კმაყოფილება გასდევდა, თავად
პროცესი კი სწრაფად და მხიარულად წარიმართა. ნამუშევარი ყველას
ძალიან მოეწონა, თუმცა მისტერ ელტონი აღტაცებული მდგომარეობი-
დან ვერ გამოდიოდა და პორტრეტს ნებისმიერი შენიშვნისგან კბილე-
ბით იცავდა.
– მის ვუდჰაუზმა მეგობარს მხოლოდ ის სილამაზე შეჰმატა, რომე-
ლიც აკლდა, – აღნიშნა მისის უესტონმა მისტერ ელტონთან ისე, რომ
არ იცოდა, სწორედ ამ მეგობარზე შეყვარებულ კაცს თუ ესაუბრებოდა,
– გამომეტყველება ძალიან ზუსტია, მაგრამ მის სმითს მგონი სხვანაირი
წარბები და წამწამები აქვს...

54
– ასე ფიქრობთ? – მიუგო მისტერ ელტონმა, – ვერ დაგეთანხმებით.
მე ყოველ ნაკვთში უნაკლო მსგავსებას ვხედავ. ასეთი მსგავსება ცხოვ-
რებაში არ მინახავს. იცით, აქ ალბათ ჩრდილის ეფექტიც უნდა მივი-
ღოთ მხედველობაში...
– ზედმეტად მაღალი გამოგივიდათ, ემა, – შენიშნა მისტერ ნაიტლიმ.
ემამ იცოდა, რომ ეს სწორი შენიშვნა იყო, მაგრამ აღიარება ეძნელე-
ბოდა.
– არა, არა! – აქაც ჩაერთო მისტერ ელტონი, – ნამდვილად არ არის
ზედმეტად მაღალი, ოდნავადაც კი არა. გაითვალისწინეთ, რომ ჰარიე-
ტი ზის... რაც უკვე, ბუნებრივია, განსხვავებულ სურათს იძლევა... მოკ-
ლედ, სწორედ ეს ქმნის ზუსტ შთაბეჭდილებას... მოგეხსენებათ, პრო-
პორციების დაცვა საჭიროა... პროპორციები, ახლო ხედი... არა, არა!
ზუსტად რომ მის სმითის სიმაღლეს შეესაბამება! ზუსტად რომ!
– ძალიან ლამაზია, – დასძინა მისტერ ვუდჰაუზმა, – უზადოდ შეს-
რულებული, როგორც ყველა შენი ნახატი, საყვარელო. არავის ვიცნობ,
შენზე უკეთ რომ ხატავდეს. ერთადერთი, რაც ძალიან არ მომწონს,
ისაა, რომ მის სმითი გარეთ ზის, მხრებზე კი მხოლოდ ერთი ფრიალა
მოსახვევი აქვს მოგდებული... ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება,
რომ აუცილებლად უნდა გაცივდეს.
– ჰო, მაგრამ მამა, ჩემო საყვარელო, იგულისხმება, რომ ზაფხულია,
ზაფხულის თბილი დღე. აი, ხეს ხედავ?
– ჰო, მაგრამ გარეთ შილიფად ჯდომა ზაფხულშიც სარისკოა, ჩემო
ძვირფასო.
– რაც უნდა თქვათ, სერ, – წამოიძახა მისტერ ელტონმა, – უნდა ვა-
ღიარო, რომ მის სმითის გარეთ დახატვა შესანიშნავი აზრი იყო. ხე
თითქოს ცოცხალია! მართლაც შეუდარებელია! ვერცერთი სხვა გარემო
ხასიათში ასე კარგად ვერ ჩაჯდებოდა. მის სმითის მანერების უბრალო-
ება... და ყველაფერი ერთად... ღმერთო, გასაოცარია! თვალს ვერ
ვწყვეტ. ასეთი იდეალური პორტრეტი არასდროს მინახავს.
შემდეგი ნაბიჯი სურათის ჩარჩოში ჩასმა იყო, რამაც პატარა სირ-
თულეები გამოიწვია. ეს ნაბიჯი დაუყოვნებლივ უნდა გადადგმულიყო,
55
თანაც – აუცილებლად ლონდონში. საქმე კი ვინმე ისეთი საზრიანი
ადამიანის ხელით უნდა გაკეთებულიყო, რომლის გემოვნების იმედად
ყოფნაც შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ იზაბელას, რომელიც, რო-
გორც წესი, მსგავს რამეებს აგვარებდა, ახლა ვერაფერს სთხოვდნენ,
რადგან დეკემბერი იდგა და მისტერ ვუდჰაუზი არაფრით დაუშვებდა,
მისი ქალიშვილი დეკემბრის ნისლში სახლიდან გასულიყო. თუმცა, საკ-
მარისიგახლდათ, ეს გასაჭირი მისტერ ელტონთან გაეხმოვანებინათ,
რომ პრობლემა უმალ მოიხსნა: „უაღრესად ბედნიერი იქნება, ამ საქმის
აღსრულებას თუ ანდობთ! ლონდონში ნებისმიერ დროს წავა. შეუძლე-
ბელიც კია იმის წარმოდგენა, რაოდენ კმაყოფილი დარჩება, თუკი ასეთ
საქმეს მას დაავალებთ“.
„ზედმეტად კეთილშობილი ადამიანია! ასეთ საძნელო საქმეზე ვე-
რაფრის დიდებით გაუშვებს!“ – ამ საპასუხო აზრის გახმოვანებას მის-
ტერ ელტონის დიდი ხვეწნა-მუდარა მოჰყვა და რამდენიმე წუთში გა-
დაწყდა: ის ლონდონში წავიდოდა, შეარჩევდა ჩარჩოს და საჭირო
ხალხს შესაბამის მითითებს მისცემდა; ემა კი იმაზე იზრუნებდა, ნახატი
უსაფრთხოდ შეეფუთა და მისტერ ელტონი ტვირთით ზედმეტად არ შე-
ეწუხებინა. თუმცა, მისტერ ელტონს მხოლოდ ის ადარდებდა, ვაითუ
სათანადოდ არ შემაწუხოთო.
– რა ძვირფასი ტვირთია! – მისტერ ელტონმა მგზნებარე სიტყვებს
ამოოხვრაც ამოაყოლა, როცა ემასგან შეფუთული სურათი ჩაიბარა.
„შეყვარებული კაცის კვალობაზე ზედმეტად გალანტურად ხომ არ
მექცევა?!“ გაიფიქრა ემამ, “მაგრამ ალბათ ათასგვარი სხვადასხვა ფორ-
მაა, რითაც შეყვარებული ადამიანები გრძნობებს ავლენენ. ბრწყინვალე
ახალგაზრდა კაცია და ზუსტად რომ ჰარიეტის შესაფერისი – „ზუსტად
რომ“, როგორც თავადვე ამბობს ხოლმე. მაგრამ ისე ხვნეშის, ისე ინაზე-
ბა და ქათინაურებსაც ისე მონდომებით აფრქვევს, ადრესატი მე რომ
ვიყო, ალბათ ვერ ავიტანდი. მეორეხარისხოვანი ვარ და ამ როლშიც კი
მისი ყურადღება საკმარისზე მეტად მხვდა წილად. ვიმედოვნებ, ამით
მხოლოდ ჰარიეტისადმი განსაკუთრებული კეთილგანწყობის გამოხატვა
სურს“.
56
თავი 7

სწორედ იმ დღეს, როცა მისტერ ელტონი ლონდონში გაემგზავრა,


ემას მეგობრის დახმარების სრულიად ახალი საბაბი მიეცა. ნასაუზმევს
ჰარიეტი, ჩვეულებისამებრ, ჰარტფილდს ესტუმრა, წასვლისას კი შე-
თანხმდნენ, რომ სადილობისას კვლავ დაბრუნდებოდა. მართლაც დაბ-
რუნდა, ოღონდ – დათქმულ დროზე ადრე; აფორიაქებულმა მღელვა-
რედ გამოაცხადა, იმდენად უჩვეულო ამბავი მოხდა, ერთი სული მაქვს,
როდის გიამბობთო, და ნახევარ წუთში მეგობარს ყველაფერი ჩაუკაკ-
ლა: მისის გოდარდთან დაბრუნებულს შეეტყო, რომ ნახევარი საათით
ადრე იქ მისტერ მარტინი მისულიყო. როცა ეთქვათ, ჰარიეტი შინ არ
არისო (თურმე მაინცდამაინც არც ელოდა), კაცს თავისი ერთ-ერთი
დის გამოტანებული ამანათი დაეტოვებინა და წასულა. ჰარიეტს ამანა-
თი გაეხსნა და ორი სიმღერის გარდა, რომლებიც ელიზაბეთისთვის გა-
დასაწერად ეთხოვებინა, შიგ წერილიც ეპოვა. წერილით მისტერ მარ-
ტინი, არც მეტი არც ნაკლები, ჰარიეტს პირდაპირ ცოლობას სთხოვდა.
„ვინ წარმოიდგენდა?!“ ჰარიეტს თურმე ისე გაუკვირდა, რომ ვერაფე-
რი მოისაზრა. „დიახ, ცოლობას სთხოვდა. და ძალიან კარგი წერილი
იყო. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე მოეჩვენა. მისტერ მარტინი ისე
წერდა, მგონი მართლაც ძალიან უყვარდა... თუმცა, ჰარიეტი არ იყო
დარწმუნებული... ასე რომ, რჩევის საკითხავად მაშინვე მის ვუდჰაუ-
ზისკენ გამოეშურა“.
ემას თითქოს შერცხვა კიდეც, მისი მეგობარი ასე კმაყოფილი, თან
ასე დაბნეული რომ იყო, და უნებურად წამოიყვირა: – ღმერთო დიდე-
ბულო!.. ვერაფერს იტყვი, ეს ახალგაზრდა კაცი ისეთი გაბედულია,
აღარაფერს ერიდება. რატომაც არა?! რამე რომ იყოს, შანსს არც გაუშ-
ვებს ხელიდან.
– წაიკითხავთ წერილს? – წამოიძახა ჰარიეტმა, – გემუდარებით. ძა-
ლიან მინდა, წაიკითხოთ.
ემას ჰარიეტისთვის არ უხვეწნინებია. ჩაიკითხა და გაოცებულიც
დარჩა. მის მოლოდინს უთუოდ აჭარბებდა. წერილი არა მხოლოდ გრა-
57
მატიკულად უშეცდომოდ იყო შედგენილი, არამედ შინაარსობრივადაც
ისეთი გამართული იყო, რომ მასზე ხელის მოწერა ნამდვილ ჯენტლმენ-
საც კი არ შერცხვებოდა. მართალია, მარტივი, მაგრამ მტკიცე და უშუა-
ლო ენით წერდა, ხოლო გრძნობების აღწერა მისი ავტორის ღირსებაზე
თუ მეტყველებდა. მოკლე წერილი გახლდათ, მაგრამ კეთილგონიერე-
ბას, სითბოს, დიდსულოვნებას, წესიერებასა და სინაზესაც კი გამოხა-
ტავდა. ემა ერთხანს ჩაფიქრდა და წერილს ჩააცქერდა, ჰარიეტი კი მო-
უსვენრად ელოდა მის შეფასებას და შიგადაშიგ ეკითხებოდა: – აბა,
აბა? რას იტყვით? კარგი წერილია? მეტისმეტად მოკლე ხომ არ არის?
– დიახ, მართლაც რომ კარგი წერილია, – ბოლოს და ბოლოს, საკმა-
ოდ მშვიდად აღიარა ემამ, – იმდენად კარგი, რომ მგონი, მისი რომელი-
მე დის ხელი ურევია. მიჭირს წარმოვიდგინო, რომ ახალგაზრდა კაცმა,
რომლის საუბრის მანერაც იმ დღეს საკუთარი ყურით მოვისმინე, სხვი-
სი დახმარების გარეშე, მხოლოდ საკუთარი უნარების ამარა, ასეთი წე-
რილის შედგენა შეძლო. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ქალის სტილს არ
ჰგავს. ქალისთვის მეტისმეტად მტკიცე და ლაკონური წერილია... ვიცი
ამ ტიპის აზროვნება – ენერგიული, გაბედული, გარკვეულწილად ემო-
ციურიც, ვულგარულობას მოკლებული. გაცილებით უკეთესი წერილია,
ჰარიეტ... – და ემამ წერილი ადრესატს გაუწოდა, – ...ვიდრე მოველოდი.
– გასაგებია... – თქვა ჰარიეტმა, რომელიც კვლავაც მოლოდინით იყო
აღვსილი, – გასაგებია... და როგორ მოვიქცე?
– როგორ მოიქცეთ?! რას გულისხმობთ? ამ წერილთან დაკავშირე-
ბით?
– დიახ.
– ცხადია, უნდა უპასუხოთ და, რაც შეიძლება, ჩქარა.
– დიახ. მაგრამ რა ვუპასუხო? მის ვუდჰაუზ, საყვარელო, გთხოვთ,
მირჩიეთ.
– ღმერთო, არა! სჯობს, წერილი მხოლოდ თქვენ გეკუთვნოდეთ.
დარწმუნებული ვარ, სათქმელს სრულიად მართებულად გამოხატავთ.
მთავარია, ყველაფერი გასაგებად დაწეროთ, ამაში კი ბოლომდე გენდო-
ბით. პირდაპირი უნდა იყოთ, ეჭვისა და ყოყმანის გარეშე; ორაზროვნე-
58
ბა არ უნდა ჩანდეს. ეტიკეტის თანახმად, არ უნდა დაივიწყოთ სამად-
ლობელი სიტყვები და წუხილი იმ ტკივილის გამო, რომლის მიზეზიც
ხდებით. დარწმუნებული ვარ, საჭირო სიტყვები თქვენს გონებაში ბუ-
ნებრივად ამოტივტივდება, როცა წერას დაიწყებთ. არ არის საჭირო,
თავი მოაჩვენოთ, თითქოს მისი იმედგაცრუებით მეტისმეტად დასევ-
დიანებული ხართ.
– ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ უარი უნდა ვუთხრა... – ჰარიეტმა თვა-
ლები დახარა.
– ჰარიეტ, ჩემო ძვირფასო, რას გულისხმობთ? თქვენ რა, ყოყმა-
ნობთ? მე კი მეგონა... თუმცა, ბოდიშს გიხდით, ალბათ, ვცდებოდი.
თქვენი ნამდვილად არასწორად გამიგია, რაკი ახლა პასუხის შინაარ-
სზე ყოყმანობთ. მე მხოლოდ ის ვიფიქრე, ჩემთან ფორმულირების შე-
თანხმება უნდა-მეთქი.
ჰარიეტი გაიტრუნა, ემამ კი უფრო თავშეკავებულად გააგრძელა: –
როგორც ვხვდები, დადებითი პასუხის მიწერა გინდოდათ.
– არა, არა... არ მინდოდა... რა უნდა ვქნა? თქვენ რას მირჩევთ? მის
ვუდჰაუზ, ძვირფასო, გეხვეწებით, მითხარით, როგორ მოვიქცე!
– არავითარ რჩევას არ მოგცემთ, ჰარიეტ. ამ საკითხში ვერ ჩავერევი.
საკუთარ გრძნობებში თვითონ უნდა გაერკვეთ.
– წარმოდგენაც არ მქონდა, ასე ძალიან თუ მოვწონდი, – ჰარიეტი
წერილის ხელახლა გადაკითხვას შეუდგა.
ემა ერთხანს ხმას არ იღებდა, თუმცა თანდათან შიშით აცნობიერებ-
და, რაოდენ მომაჯადოებელი და მაცდური შეიძლებოდა ყოფილიყო ამ-
გვარი წერილი, ამიტომ გადაწყვიტა, ასეთი რამ ეთქვა: – ჩემი ღრმა
რწმენით, ჰარიეტ, თუკი ქალი „კის“ თქმას ყოყმანობს, მაშინ პირდაპირ
„არა“ უნდა თქვას, რადგან თანხმობა ეჭვნარევი გრძნობითა და ნახევა-
რი გულით მეტად სახიფათოა. მხოლოდ ეს შემიძლია, გითხრათ. მიმაჩ-
ნია, რომ ამის თქმა ჩემი, როგორც თქვენი მეგობრის – თანაც, უფროსი
მეგობრის – მოვალეობაა. თუმცა, არ გეგონოთ, რომ თქვენზე გავლენის
მოხდენა მინდა.

59
– ღმერთო, არა! ვიცი, რომ საოცრად კეთილი ხართ... მაგრამ უბრა-
ლოდ რომ გერჩიათ, რის გაკეთება იქნებოდა ახლა ყველაზე სწორი...
არა, არა, ამის თქმა არ მინდოდა... როგორც თქვენ ამბობთ, ასეთი სა-
კითხები ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს... არ უნდა ყოყმანობ-
დეს... ეს ძალიან სერიოზული საკითხია... ალბათ უკეთესი იქნება, „არა“
ვთქვა... თქვენი აზრით, „არას“ თქმა აჯობებს, ხომ?
– არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ, რაიმე გირჩიოთ, – ალერსია-
ნად გაუღიმა ემამ, – საკუთარი ბედნიერების მსაჯული თვითონ უნდა
იყოთ. თუ მისტერ მარტინი ყველა სხვა ადამიანს გირჩევნიათ, თუ მი-
გაჩნიათ, რომ ყველაზე სასიამოვნო კაცია, ვის გარემოცვაშიც კი ოდეს-
მე ყოფილხართ, მაშინ რატომღა ყოყმანობთ? გაწითლდით, ჰარიეტ...
არის სხვა ვინმე, ვისზეც ასევე იფიქრებდით? ჰარიეტ, ჩემო ჰარიეტ,
თავს ნუ მოიტყუებთ! მადლიერებამ და თანაგრძნობამ შეცდომაში არ
შეგიყვანოთ! არის ვინმე, ვისზეც ამწუთას ფიქრობთ?
სიმპტომები დამაიმედებელი ჩანდა. დაბნეული ჰარიეტი უსიტყვოდ
გატრიალდა და, ჩაფიქრებული, ბუხართან დადგა. წერილი კვლავაც
ხელში ეჭირა, მაგრამ უკვე მექანიკურად – ზედაც აღარ უყურებდა. ემა
შედეგს მოუთმენლად და მეტად იმედიანადაც ელოდა. როგორც იქნა,
ჰარიეტმა ერთგვარი ყოყმანით დაიწყო: – მის ვუდჰაუზ, რადგან თქვენს
აზრს არ მეუბნებით, იძულებული ვარ, თავად გადავწყვიტო... რამდენა-
დაც ეს შემიძლია... უკვე თითქმის გადავწყვიტე და საკმაოდ მტკიცე-
დაც, რომ მისტერ მარტინს უარს ვეტყვი. თქვენი აზრით, სწორად ვიქ-
ცევი?
– ძალიან, ძალიან სწორად, ჩემო უძვირფასესო ჰარიეტ. ზუსტად ისე
იქცევით, როგორც უნდა მოიქცეთ. სანამ ეჭვებში იყავით, ჩემს აზრს
ჩემთვის ვინახავდი, მაგრამ რადგან უკვე ყველაფერში ბოლომდე გაერ-
კვიეთ, შემიძლია, გადაწყვეტილება უყოყმანოდ მოგიწონოთ. ჩემო
ძვირფასო ჰარიეტ, მახარებს ეს ამბავი. თქვენი დაკარგვა ძალიან და-
მამწუხრებდა, ეს კი მისტერ მარტინზე თქვენს გათხოვებას გარდაუვ-
ლად მოჰყვებოდა. როცა ვამჩნევდი, რომ ჯერ კიდევ ცოტათი მაინც ორ-
ჭოფობდით, ხმას არ ვიღებდი, რათა თქვენზე გავლენა არ მომეხდინა,
60
მაგრამ მეშინოდა, რომ თქვენი სახით მეგობარს დავკარგავდი – მისტერ
რობერტ მარტინის ცოლს ები-მილის ფერმაში ნამდვილად ვერასდროს
ვეწვეოდი. ახლა კი შემიძლია, მშვიდად ვიყო – თქვენ სულ ჩემთან იქ-
ნებით.
ჰარიეტი ამგვარ საშიშროებაზე არც კი დაფიქრებულიყო, ახლა კი
ელდა ეცა.
– თქვენ ხომ ვერ მინახულებდით! – წამოიძახა შეძრწუნებულმა, –
არა, არა, ნამდვილად ვერ მინახულებდით. მაგრამ ამაზე არც მიფიქ-
რია. არადა, რა საშინელება იქნებოდა! როგორ გადავრჩი! ძვირფასო
მის ვუდჰაუზ, თქვენთან ურთიერთობის სიამოვნებასა და პატივს ამ-
ქვეყნად არაფრის გამო არ დავთმობდი.
– დიახ, ჰარიეტ, თქვენი დაკარგა ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული იქ-
ნებოდა, მაგრამ სხვაგვარად არ გამოვიდოდა. საკუთარ თავს მაღალი
საზოგადოებიდან მოჰკვეთდით და მეც მომიწევდა თქვენთან ურთიერ-
თობის გაწყვეტა.
– ღმერთო ჩემო! ამას ნამდვილად ვერ გადავიტანდი! ალბათ მოვ-
კვდებოდი, ჰარტფილდში ჩამოსვლა რომ აღარ შემძლებოდა!
– ჩემო ტკბილო, ნაზო არსებავ! თქვენ – ები-მილის ფერმაში გამწე-
სებული?! თქვენ – სამუდამოდ დატყვევებული უბირი და ვულგარული
ხალხის გარემოცვაში?! ვერც კი ვხვდები, ამდენი თავდაჯერებულობა
საიდან ჰქონდა იმ ახალგაზრდა კაცს, რომ ხელის თხოვნა გაგიბედათ!
აშკარად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე.
– არა, არა მგონია, ამპარტავანი კაცი იყოს, – ჰარიეტი მისტერ მარ-
ტინის ასე გაკიცხვის წინააღმდეგი იყო, – სხვა თუ არაფერი, ძალიან
კარგად აღზრდილი ადამიანია და მისი ყოველთვის მადლიერი ვიქნე-
ბი... მაგრამ ეს სულ სხვა რამეა... ხომ გესმით... შესაძლოა, მოვწონდე,
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე უნდა... უნდა გამოვტყდე, რომ რაც
თქვენთან დავიწყე სიარული და გავიცანი ადამიანები... თუ მათ შედა-
რებაზე მიდგება საქმე, მათ გარეგნობასა თუ მანერებზე, შედარების გა-
კეთება გაჭირდება კიდეც, ის იმდენად სიმპათიური და თავაზიანია. მი-
უხედავად ამისა, მისტერ მარტინს უდავოდ ძალიან გულკეთილ ახალ-
61
გაზრდა კაცად მივიჩნევ და მასზე ძალიან კარგი აზრისა ვარ... თანაც,
ასე რომ მოვწონვარ... და ასეთი წერილი რომ მომწერა... მაგრამ თქვენს
მიტოვებას არასდროს არაფრის გამო არ დავუშვებ.
– გმადლობთ, ჩემო პატარა, საყვარელო მეგობარო, გმადლობთ. ჩვენ
არ დავშორდებით. ქალი არ უნდა გათხოვდეს მხოლოდ იმიტომ, რომ
ხელი სთხოვეს, ან შეიყვარეს, ან თუნდაც რიგიანი წერილი მისწერეს.
– რასაკვირველია! თანაც ძალიან მოკლე წერილია...
ემას ამ სიტყვებში მეგობრის ცუდი გემოვნება ენიშნა, მაგრამ წაუყ-
რუა და, მართალი ხართო, დაეთანხმა; მერე კი შენიშნა, რომ დიდი ვე-
რაფერი ნუგეში უნდა ყოფილიყო კარგი წერილის შედგენის უნარი
ქმრისაგან, რომელიც ქალს თავისი მდაბიო, სასაცილო მანერებით ყო-
ველდღე, ყოველ საათს დაამცირებდა.
– ჰო, მართალია! ვის ადარდებს წერილი! – დაადასტურა ჰარიეტმა.
– მთავარია ბედნიერება, რასაც სასიამოვნო ადამიანების გვერდით
გრძნობ. უკვე მტკიცედ გადავწყვიტე, უარი ვუთხრა. მაგრამ როგორ? რა
უნდა მივწერო?
ემამ დაარწმუნა, რთული არაფერიაო, და ურჩია, დროულად მიეწე-
რა. ჰარიეტი დასთანხმდა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ემა დაეხმარე-
ბოდა. ემა კვლავინდებურად უარობდა, ჩემი დახმარება არაფერში
გჭირდებათო, სინამდვილეში კი ყოველი წინადადება სწორედ მისი ნა-
კარნახევი იყო. სათანადო პასუხის გასაცემად მისტერ მარტინის წერი-
ლი კიდევ ერთხელ გადაიკითხეს, რამაც ჰარიეტს ისეთი ნაზი გრძნობები
აღუძრა, რომ ემა იძულებული გახდა, გამოსაფხიზლებლად ერთი-ორ-
ჯერ შემოეძახა და მეგობარი ერთი-ორი მტკიცე ფრაზითაც აღეჭურვა.
ჰარიეტი ისე დარდობდა, ვაითუ მისტერ მარტინის უბედურების მიზეზი
გამხდარიყო; ისე შიშობდა, რას იფიქრებდნენ და იტყოდნენ ახალგაზ-
რდა კაცის დედა და დები; ისე ღელავდა, ვაითუ მათ უმადური ვეგო-
ნოო, რომ მისტერ მარტინი მოულოდნელად თავს რომ წასდგომოდა,
ემას ეჭვით, მის სმითი მის წინადადებას აუცილებლად დასთანხმდებო-
და.

62
ასე იყო თუ ისე, წერილი დაიწერა, დაილუქა და გაიგზავნა; საქმე
მოგვარდა და ჰარიეტს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, თუმცა გოგონა
მთელი საღამო უგუნებოდ იყო. ემა დიდსულოვნად რთავდა ნებას, ხმა-
მაღლა გამოეთქვა გულწრფელი სინანული და ამ სინანულის შემსუბუ-
ქებას ხან დაყვავებით ცდილობდა, ხანაც საუბარში მისტერ ელტონის
თემის შემოტანით.
– ები-მილში აღარასდროს დამპატიჟებენ, – სევდიანად ამოიოხრა
ჰარიეტმა.
– რომც დაგპატიჟონ, მე ვერ ავიტან თქვენთან განშორებას, ჰარიეტ.
ჰარტფილდში ყველას ისე გვჭირდებით, რომ ები-მილში დასაკარგი
დრო ნამდვილად არ გაქვთ.
– მეც დარწმუნებული ვარ, იქ წასვლა აღარასდროს მომინდება,
რადგან ერთადერთი ადგილი, სადაც ბოლომდე ბედნიერი ვარ, ჰარ-
ტფილდია, – სევდიანად თქვა ჰარიეტმა, მოგვიანებით კი დაამატა: – მე
მგონი, მისის გოდარდს ძალიან გაუკვირდებოდა, რომ იცოდეს, რაც
მოხდა. დარწმუნებული ვარ, მის ნეშიც გაოცდებოდა... მის ნეშის აზ-
რით, მისი და ძალიან კარგ ბედშია ჩავარდნილი, არადა, თეთრეულით
მოვაჭრეს გაჰყვა ცოლად.
– სკოლის მასწავლებლისგან ამაზე მეტ პატივმოყვარეობასა თუ
დახვეწილობას არც უნდა ელოდოთ, ჰარიეტ. მე თუ მკითხავთ, მის ნეშს
შეშურდებოდა, რომ გაეგო, ასეთი ქორწინების შანსი მიეცაო. თვით ასე-
თი ქორწინებაც კი მეტად ღირებული იქნებოდა მის თვალში. რაიმე
უკეთესი თქვენთვის ალბათ არც კი წარმოუდგენია – ერთი ჩვენი საერ-
თო ნაცნობის ყურადღება ჰაიბერიში ხომ ჯერ არ ქცეულა ჭორაობის
საგნად. ამდენად, ჯერჯერობით მხოლოდ მე და თქვენ ვიცით, რა დგას
მისტერ ელტონის მზერისა თუ ქცევის უკან.
აჭარხლებულმა ჰარიეტმა მორცხვად გაიღიმა და ჩაიბურტყუნა, ძა-
ლიან მიკვირს, ვიღაცებს რომ მოვწონვარო. მისტერ ელტონის ხსენებამ
კი გულწრფელად გაახალისა, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, კვლავ
მოეძალა გულჩვილი გრძნობები უარით გასტუმრებული მისტერ მარ-
ტინის გამო და კიდევ ერთხელ ამოიოხრა: – ამასობაში მიიღებდა კიდეც
63
ჩემს წერილს. ნეტავ, ახლა რას აკეთებენ... მისმა დებმა თუ შეიტყვეს...
ის თუ ცუდად გრძნობს თავს, მისი დებიც ცუდად იქნებიან. იმედი
მაქვს, ჩემს პასუხს ძალიან დიდ მნიშვნელობასაც არ მიანიჭებს.
– მოდით, მათზე ვიფიქროთ, ვინც ასევე არ არიან ჩვენთან, მაგრამ
ბევრად უფრო მხიარულ საქმეს აგვარებენ, – წამოიძახა ემამ, – ამწუ-
თას მისტერ ელტონი თქვენს სურათს ალბათ დედამისსა და თავის დებს
აჩვენებს და არწმუნებს, პორტრეტზე გამოსახული არსება სინამდვილე-
ში ბევრად უფრო ლამაზიაო; ხუთი-ექვსი დაჟინებული თხოვნის შემ-
დეგ კი მათ თქვენი სახელის ცოდნის უფლებასაც მისცემს, დიახ, თქვენი
საყვარელი სახელის!
– ჩემი სურათი! ჰო, მაგრამ ჩემი სურათი ხომ ბონდ-სტრიტზე19 და-
ტოვა?!
– ოჰ, მაშინ მისტერ ელტონის შესახებ არაფერი მცოდნია. არა, ჩემო
ძვირფასო, თავმდაბალო ჰარიეტ, დარწმუნებული იყავით, რომ სურათი
ბონდ-სტრიტზე ხვალამდე ვერ მოხვდება, ის მხოლოდ ხვალ ამხედრდე-
ბა მის წასაღებად. მთელი ეს საღამო კი სურათი მისი თანამგზავრია,
მისი ნუგეში, მისი აღმაფრენა. სურათი მისი ოჯახის წევრების წინაშე
მისსავე ზრახვებს ხდის ფარდას, მათ თქვენს თავს აცნობს და ისეთ სა-
სიამოვნო გრძნობებს უღვივებს, როგორიც მხურვალე ცნობისმოყვა-
რეობა და სასიამოვნო მოლოდინია. როგორი ხალისიანი, ცოცხალი და
ამავე დროს ეჭვნარევი გრძნობებითა და ფიქრებით მოცულა ახლა მათი
წარმოსახვა!
ჰარიეტმა ისევ გაიღიმა. მისი ღიმილი თანდათან სულ უფრო ფართო
და გულწრფელი ხდებოდა.

ბონდ-სტრიტი – რეალური ადგილი დასავლეთ ლონდონში; ერთადერთი ქუჩა ოქ-


19

სფორდ-სტრიტსა და პიკადილის შორის. მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, ბონდ-


სტრიტი ფეშენებელური სავაჭრო ქუჩაა, სადაც ძვირად ღირებული მოდისა და საი-
უველირო მაღაზიები და კერძო გალერეებია თავმოყრილი.
64
თავი 8

იმ ღამეს ჰარიეტი ჰარტფილდში დარჩა. ბოლო რამდენიმე კვირის


განმავლობაში ვუდჰაუზების მამულში იმდენ დროს ატარებდა, რომ
ბოლოს საძინებელი ოთახიც კი გამოუყვეს. ემა ფიქრობდა, რომ გოგო-
ნას ჰარტფილდში ყოფნა ყოველმხრივ გამართლებული ნაბიჯი იყო –
კეთილშობილური და ჰარიეტისთვის უსაფრთხო. მეორე დილას ჰარიე-
ტი იძულებული შეიქნა, ერთი-ორი საათით მისის გოდარდთან მისუ-
ლიყო, მაგრამ გადაწყდა, რომ ჰარტფილდში იმ დღესვე დაბრუნდებოდა
და იქ კიდევ რამდენიმე დღეს დარჩებოდა.
ვიდრე ჰარიეტი წასული იყო, ჰარტფილდში მისტერ ნაიტლიმ შეი-
არა და ცოტა ხანი მისტერ ვუდჰაუზსა და ემასთან ერთად დაჰყო, სანამ
მისტერ ვუდჰაუზი, რომელსაც იმ დღეს სეირნობა გადაეწყვიტა, ქალიშ-
ვილმა არ დაარწმუნა, სეირნობის გადადება არ ღირსო. უსაზღვროდ
თავაზიანი მისტერ ვუდჰაუზი, ცხადია, უარზე იდგა, ამ მიზეზით მის-
ტერ ნაიტლი მარტო როგორ დავტოვოო, მაგრამ მას ორივე, ემაცა და
მისტერ ნაიტლიც, დიდხანს ემუდარნენ და ბოლოს, როგორც იქნა, და-
ითანხმეს. მისტერ ნაიტლი, რომელიც ცერემონიულობით არასდროს
გამოირჩეოდა, მასპინძლის გაჭიანურებულ ბოდიშებსა და ზრდილობი-
ან ყოყმანს მოკლედ და მტკიცედ პასუხობდა, რაც, ჯამში, მეტად სახა-
ლისო კონტრასტს ქმნიდა.
– მომიტევეთ და, თუ უზრდელობაში არ ჩამომართმევთ, მისტერ ნა-
იტლი, მგონი მართლაც აჯობებს, ჩემს ქალიშვილს დავუჯერო და
თხუთმეტიოდე წუთით გავისეირნო. რამდენადაც მზიანი ამინდია,
ვფიქრობ, თუ შევძლებ, სამი წრე დავარტყა. მიუტევებლად კი ვიქცევი,
მისტერ ნაიტლი, მაგრამ ჩვენ, ხეიბრებს, გარკვეული უპირატესობა
გვაქვს.
– ჩემო ძვირფასო სერ, უცხო ხომ არა ვარ?!
– სამაგიეროდ, ჩემი ქალიშვილის სახით, არაჩვეულებრივ მასპინ-
ძელს გიტოვებთ. ემა სიამოვნებით იზრუნებს თქვენს გართობაზე. ასე

65
რომ, კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს მოგიხდით და ჩემს ზამთრის ვარჯიშს
შევასრულებ.
– ამაზე უკეთესს ვერაფერს იზამთ, სერ.
– სიამოვნებით გთხოვდით, დამემგზავრეთ-მეთქი, მისტერ ნაიტლი,
მაგრამ ისე დავზოზინებ, თავს ნამდვილად მოგაბეზრებთ. თანაც, წინ
კიდევ დიდი გზა გაქვთ გასავლელი, დონველისკენ.
– გმადლობთ, სერ, გმადლობთ. უკვე თავადაც ვაპირებ გასვლას.
მგონი, რაც უფრო მალე გახვალთ, მით უკეთესი იქნება. ახლავე მოგი-
ტანთ თბილ მოსასხამს და ბაღის კარსაც გაგიღებთ.
როგორც იქნა, მისტერ ვუდჰაუზი წავიდა, მისტერ ნაიტლი კი, ნაც-
ვლად იმისა, რომ თავადაც უკან გაჰყოლოდა, დაჯდა; ჩანდა, კიდევ უნ-
დოდა ლაპარაკი. ჰარიეტზე საუბრით დაიწყო და გოგონა ისეთი საქება-
რი სიტყვებით მოიხსენია, ემას მისგან რომ არასდროს გაეგონა.
– თქვენსავით მისი სილამაზის მეხოტბედ ვერ გამოვდგები, – მჭევ-
რმეტყველებდა მისტერ ნაიტლი, – თუმცა ნამდვილად პატარა საყვა-
რელი არსებაა და, როგორც ვხვდები, ძალიან კარგი ზნის პატრონიც.
მისი ხასიათი მისსავე გარშემომყოფებზე დიდად არის დამოკიდებული,
ასე რომ, თუ კარგ ხელში მოხვდება, მისგან ნამდვილად ღირსეული ქა-
ლი დადგება.
– მიხარია, ასე რომ ფიქრობთ. რაც შეეხება კარგ ხელს, იმედი მაქვს,
არც ამის დანაკლისი ექნება.
– გასაგებია, – მიუგო მისტერ ნაიტლიმ, – ქათინაურს ელით. ჰოდა,
გეტყვით, რომ თქვენ ის გააკეთილშობილეთ, განკურნეთ სკოლის მოს-
წავლის ხითხითა განწყობისაგან. თქვენთან ნამდვილად ვალშია.
– გმადლობთ. გული მეტკინებოდა, რომ მეფიქრა, ვერაფერში გამო-
ვადექი-მეთქი. თუმცა, ყველას როდი შეუძლია, ქება გამოხატოს, როცა
საქმე მართლაც საქებრადაა. თქვენ ამით არასდროს მანებივრებთ.
– როგორც თქვით, დღეს ისევ ელოდებით ჰარტფილდში, არა?
– ნებისმიერ წუთს. ისედაც უკვე შეაგვიანდა.
– ალბათ რაღაცამ შეაყოვნა. შესაძლოა, ვინმე ესტუმრა კიდეც.
– ჰო, ალბათ ჰაიბერის ჭორიკნები! მოსაწყენი, უბადრუკი არსებები.
66
– შესაძლოა, ჰარიეტი იქაურებს თქვენსავით მოსაწყენად არ მიიჩ-
ნევს.
ემამ იცოდა, რომ ეს სიმართლე იყო და შეწინააღმდეგება არ ღირდა.
ამიტომ, არაფერი უთქვამს. მისტერ ნაიტლიმ კი ღიმილით განაგრძო: –
ზუსტი დროისა და ადგილის ცოდნაზე პრეტენზიას არ განვაცხადებ,
მაგრამ მყარი საფუძველი მაქვს, გამოგიტყდეთ, რომ თქვენი უმცროსი
მეგობარი მალე მისთვის მეტად სახარბიელო ამბავს შეიტყობს.
– ჰოო?! აბა, რას გულისხმობთ? რა ამბავია?
– ძალიან სერიოზული. მერწმუნეთ! – მისტერ ნაიტლიმ ისევ გაიღი-
მა.
– ძალიან სერიოზული! მხოლოდ ერთი რამ მომდის თავში... ვინაა
მასზე შეყვარებული? ვინ გაქციათ მესაიდუმლედ?
ემას დიდი იმედი ჰქონდა, რომ მისტერ ნაიტლის მისტერ ელტონი
გადაუკრავდა სიტყვას, რადგან იცოდა, ჯერ ერთი, მისტერ ნაიტლის
კარგი მეგობრისა და მრჩევლის სახელი ჰქონდა, და მეორეც, მისტერ
ელტონი მას დიდ პატივს სცემდა.
– მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, – განაგრძო მისტერ ნაიტლიმ, – რომ
ჰარიეტ სმითს მალე ცოლობას შესთავაზებენ და თან ამას ყოველმხრივ
სასურველი ადამიანი იზამს. ეს ადამიანი რობერტ მარტინია. ამ ზაფ-
ხულს გოგონას ვიზიტმა ები-მილში, როგორც ჩანს, თავისი ქნა. მისტერ
მარტინი უგონოდ შეყვარებულია და მის ცოლად შერთვას ფიქრობს.
– რა თავაზიანი კაცია! – თქვა ემამ, – მაგრამ დარწმუნებულია, რომ
ჰარიეტსაც უნდა ცოლად გაჰყვეს?
– კარგი, ფიქრობს, ცოლობა შესთავაზოს. ასე უფრო მისაღებია? ამ
საკითხზე რჩევის საკითხავად ორი დღის წინ მოვიდა სააბატოში. იცის,
რომ მე მასა და მთელ მის ოჯახს დიდ პატივს ვცემ. თანაც, ვფიქრობ,
ერთ-ერთ საუკეთესო მეგობრად მივაჩნივარ. ჰოდა, მოვიდა და მკითხა,
დაუდევრობა ხომ არ იქნება, ასე ნაადრევად დავოჯახდე, ან ჰარიეტზე
რა აზრის ხართო... მოკლედ, აინტერესებდა, მოვიწონებდი თუ არა მის
არჩევანს. სავარაუდოდ, აშინებდა ის, რომ ჰარიეტი სოციალურად მას-
ზე უფრო მაღალ საფეხურზე მდგომად მიიჩნევა... განსაკუთრებით, ალ-
67
ბათ, მას მერე, რაც თქვენ ატეხეთ ამაზე ამბავი... ყველაფრით, რაც
თქვა, ძალიან კმაყოფილი დავრჩი. რობერტ მარტინივით საღად დღეს
ცოტა თუ მსჯელობს. ყოველთვის საქმიანად ლაპარაკობს, პირდაპირ,
პატიოსნად, გონივრულად. ყველაფერი განმიმარტა – თავისი მდგომა-
რეობა და გეგმები; რის გაკეთება შეუძლია მასა და მის ოჯახს, თუ ეს
ქორწინება შედგება. შესანიშნავი ვაჟი და ძმაა. არც მიყოყმანია, ისე
ვურჩიე დაოჯახება. დამიმტკიცა, რომ ეს შეუძლია, და მეც დავრწმუნ-
დი, რომ მშვენივრად გაართმევს თავს. ახალგაზრდა ქალბატონიც ფრი-
ად შევუქე და, მოკლედ, შინ იმდენად ბედნიერი გავუშვი, რომ ამიერი-
დან ჩემზე ალბათ საუკეთესო წარმოდგენა ექნება. ეს გუშინწინ ღამეს
მოხდა. ახლა კი, სამართლიანად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ დიდ-
ხანს აღარ დააყოვნებს და ქალბატონს დაელაპარაკება. ხოლო რაკი გუ-
შინ არ ულაპარაკია, დიდი ალბათობით, სწორედ დღეს მივა მისის გო-
დარდთან. ასე რომ, საფუძველი მაქვს, ვიფიქრო, ჰარიეტი სწორედ
ისეთმა სტუმარმა შეაფერხა, ვინც, გოგონას აზრით, სულაც არ არის
მოსაწყენი, უბადრუკი არსება.
– მისტერ ნაიტლი, საიდან იცით, რომ მისტერ მარტინს მასთან გუ-
შინ არ ულაპარაკია? – იკითხა ემამ, რომელიც მთელი ამ ხნის განმავ-
ლობაში სიცილს ძლივს იკავებდა.
– ცხადია, ამის მტკიცება არ შემიძლია, – შეკითხვამ შეაცბუნა მის-
ტერ ნაიტლი, – მაგრამ შემიძლია, ლოგიკურად დავასკვნა. განა ჰარიე-
ტი გუშინ მთელ დღეს თქვენთან არ იყო?
– თქვენი ნაამბობის სანაცვლოდ, მეც გეტყვით რაღაცას, – ეშმაკუ-
რად მიუგო ემამ, – მისტერ მარტინი გუშინვე ელაპარაკა ჰარიეტს... უფ-
რო სწორად, წერილი მისწერა და უარიც მიიღო.
ემა იძულებული გახდა, ეს ფრაზა არაერთხელ გაემეორებინა, ვიდრე,
ბოლოს და ბოლოს, მისტერ ნაიტლიმ არ დაიჯერა. გაოგნებისა და სიბ-
რაზისგან აჭარხლებული ჯენტლმენი ფეხზე წამოიჭრა: – მაშ, იმაზე
უფრო ბრიყვი ყოფილა, ვიდრე მეგონა. რას სულელობს ეს გოგო?
– ოჰ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! – წამოიყვირა ემამ, – უარი ყვე-
ლა კაცისთვის ერთნაირად გაუგებარი და მიუღებელია! კაცებს რატომ-
68
ღაც ჰგონიათ, რომ ქალმა აუცილებლად თანხმობით უნდა უპასუხოს
ნებისმიერს, ვინც კი ცოლობას შესთავაზებს.
– რა სისულელეა! მაგრამ ჰარიეტ სმითი რობერტ მარტინს უარს
ეუბნება?! სიგიჟეა ამის დაჯერება. იმედი მაქვს, რაღაც გეშლებათ.
– პირადად ვნახე მისი პასუხი! ამაზე ცხადი რაღა უნდა იყოს?!
– ნახეთ! და თავადვე დაწერეთ! მაშ, ეს თქვენი ნახელავია, ხომ?!
თქვენ დაარწმუნეთ, უარი ეთქვა!
– ასეთი რამის უფლებას თავს ნამდვილად ვერ მივცემდი, მაგრამ
რომც მიმეცა, არ ვიფიქრებდი, რომ არასწორად მოვიქეცი. მისტერ მარ-
ტინი ძალიან პატივსაცემი ახალგაზრდა კაცია, მაგრამ ჰარიეტის თა-
ნასწორად არ მიმაჩნია. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, სა-
ერთოდ რომ გაბედა და ხელი სთხოვა. თქვენი ნაამბობიდან ირკვევა,
რომ რაღაცების გამო უყოყმანია. რა სამწუხაროა, რომ ეს ეჭვები დაძ-
ლია.
– ჰარიეტის თანასწორად ვერ აღიქვამთ?! – აღმოხდა გაცხარებულ
მისტერ ნაიტლის, ცოტა ხანში კი უფრო მშვიდად, თუმცა უკმეხად და-
ამატა, – გეთანხმებით, ჰარიეტის თანასწორი ნამდვილად არ არის, ათი
თავით მაღლა დგას მასზე როგორც გონებრივად, ისე მატერიალურად!
ემა, ამ გოგონათი ისე ხართ მონუსხული, რომ მგონი, დაბრმავდით. და-
ბადებასთან დაკავშირებული გარემოებების, ბუნებით ბოძებული თვი-
სებებისა და თუნდაც განათლების გათვალისწინებით, ჰარიეტ სმითმა
რობერტ მარტინზე უკეთეს ქმარზე როგორ უნდა გამოთქვას პრეტენ-
ზია? ღმერთმა უწყის, ვისი ბიოლოგიური ქალიშვილია – სავარაუდოდ,
ვიღაც ისეთის, ვისაც არც ქონება აბადია და არც პატივსაცემი ნათესა-
ვები ჰყავს! ჰარიეტ სმითი ერთი რიგითი სკოლა-პანსიონის ერთი რიგი-
თი მდგმურია. ვერც ჭკუით დაიკვეხნის და ვერც განათლებით. სასარ-
გებლო მისთვის არავის არაფერი უსწავლებია, თავად კი ზედმეტად
ახალგაზრდა და შტერია საიმისოდ, რომ საკუთარი ძალისხმევით დაძ-
ლიოს რამე. მის ასაკში ვერც ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ექნება
პრეტენზია და, ყველა სიკეთესთან ერთად, ისეთი ჭკუასუსტია, მას ალ-
ბათ ვერც ვერასდროს დააგროვებს. კი ბატონო, კოხტა და კარგი ზნის
69
გოგონაა, მაგრამ სულ ეს არის. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვყოყმა-
ნობდი რობერტ მარტინისთვის რჩევის მიცემისას, ის იყო, ვაითუ მის-
ტერ მარტინი მეტს იმსახურებს და მისთვის არასაკადრისი ქორწინება
იყოს-მეთქი. მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ ქონებრივი, არამედ ყველა
სხვა თვალსაზრისითაც მარტინი ბევრად უკეთეს ქალს – უფრო გონი-
ერსა და ღირსეულ თანამგზავრს იპოვის, ყოველ შემთხვევაში, ჰარიეტ-
ზე უარესს ნამდვილად არა. მაგრამ შეყვარებულ კაცთან ამ ნიუანსების
განხილვა აღარ დავიწყე და თითქმის დავიჯერე, რომ ჰარიეტ სმითი
მომავალ მეუღლეს არ დააზარალებს, თუ ვინმე მის სათნო ხასიათს
სწორი გეზით წარმართავს. სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ეს კავ-
შირი, უპირველესად, სწორედ ჰარიეტ სმითისთვის იქნება ხელსაყრელი
და ყველა ერთხმად იტყვის, რა კარგ ბედში ჩავარდნილაო. თვით
თქვენს კმაყოფილებაშიც კი არ შემპარვია ეჭვი. სხვათა შორის, მაშინვე
გავიფიქრე, რომ ჰარტფილდიდან მეგობრის წასვლა საერთოდ არ დაგ-
წყვეტდათ გულს, რადგან ეს, უპირველესად, თქვენი მეგობრის კეთილ-
დღეობის საწინდარი იქნებოდა. მახსოვს, გავიფიქრე, თვით ემაც კი,
მთელი თავისი მიკერძოებული გრძნობებით ჰარიეტისადმი, იფიქრებს,
ეს რა კარგი ამბავიაო.
– მაოცებთ. ნუთუ ასე ცუდად იცნობთ ემას, რომ ასეთი რამ გაივლეთ
გულში?! მართლა გგონიათ, რომ ფერმერს – მისტერ მარტინი კი, მთე-
ლი თავისი შეგნებითა და ღირსებით, სწორედ რომ ფერმერია და მეტი
არაფერი – ჩემი ახლო მეგობრისთვის ღირსეულ მეწყვილედ მივიჩნევ;
რომ არ დამწყდება გული, თუ ისეთ კაცზე გათხოვების გამო მიმატო-
ვებს, ვინც ჩემი ნაცნობიც კი ვერასდროს გახდება? მიკვირს, საერთოდ
როგორ დაუშვით, რომ ეს მომეწონებოდა. მერწმუნეთ, ამ საკითხზე
სულ სხვა აზრი მაქვს. თქვენი ეს განაცხადი კი უკიდურესად უსამარ-
თლოა – იმდენად უსამართლო, რომ სხვა ადამიანებიც აუცილებლად მე
დამეთანხმებიან. შესაძლოა, მისტერ მარტინი უფრო მდიდარია, მაგრამ
საზოგადოებრივი მდგომარეობით ჰარიეტზე ბევრად დაბლა დგას. წრე,
რომელშიც ჰარიეტი ტრიალებს, მისტერ მარტინისას ბევრად აღემატე-

70
ბა და მის წრეში გადასვლა გოგონასთვის დაქვეითების ტოლფასი იქნე-
ბა...
– აჰ, მაშ, ვიღაცის უკანონო შვილი და უვიცი გოგო დაქვეითდება,
თუ პატივსაცემ და ჭკვიან ფერმერს გაჰყვება ცოლად?!
– რაც შეეხება მის დაბადებასთან დაკავშირებულ გარემოებებს, კა-
ნონის ენით, ის, შესაძლოა, „არავინ“ არის, მაგრამ, ადამიანური თვალ-
საზრისით, მას ასე ვერ მოიხსენიებთ. არ არის ვალდებული, ბოროტ
ხმებს ხარკი უხადოს და იმ ადამიანებზე დაბალ საფეხურზე დადგეს,
ვისთან ერთადაც გაიზარდა. რთულია, მამამისის ჯენტლმენობაში ეჭვი
შეგეპაროს; დიახ, ჯენტლმენია, თანაც – კარგი ქონების მფლობელი
ჯენტლმენი, რომელსაც ჰარიეტის განვითარებისა თუ კეთილდღეობის-
თვის ფული ან სხვა რაიმე საშუალება ერთხელაც არ დანანებია. ის,
რომ ჰარიეტ სმითი ჯენტლმენის ქალიშვილია, ჩემთვის ცალსახაა, და,
დარწმუნებული ვარ, ვერც სხვები უარყოფენ იმას, რომ სხვა თუ არა-
ფერი, ჯენტლმენების ქალიშვილებთან მეგობრობს. ასე რომ, ის მისტერ
მარტინზე მაღლა დგას.
– ვინც უნდა იყვნენ მისი მშობლები ან მეურვეები... – უკან არ და-
იხია მისტერ ნაიტლიმ, – აშკარაა, მათ გეგმაში არ შედიოდა გოგონას
მოხვედრა იქ, რასაც თქვენ კარგ საზოგადოებას უწოდებთ. მეტად ზე-
რელე განათლების მიღების შემდეგ, მისის გოდარდის ამარა დარჩე-
ნილს, მოუწევს ისე განვითარდეს, როგორც შეუძლია, ანუ მისის გო-
დარდის მოწყალე კალთას ამოფარებულს, მხოლოდ მისი იმედი ჰქონ-
დეს. თუმცა, აშკარაა, მის ნათესავებს მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისზე მე-
ტიც კია. სინამდვილეში, ასეცაა! თავად ამაზე მეტი ხომ ნამდვილად
არასდროს ნდომებია; თქვენთან დამეგობრებამდე არც თავისი მდგომა-
რეობით უკმაყოფილება მოსვლია აზრად და არც მეტი ამბიცია გასჩე-
ნია; მარტინებთან გატარებული ზაფხულით სავსებით ბედნიერი, არც
მათზე აღმატებულობის შეგრძნებას შეუწუხებია. და ახლა თუ აწუხებს,
ეს თქვენი ბრალია. თქვენ არ ხართ ჰარიეტ სმითის მეგობარი, ემა. რო-
ბერტ მარტინი ამდენს ვერ გაბედავდა, გოგონას გულგრილობაში რომ
ყოფილიყო დარწმუნებული. კარგად ვიცნობ. საკმარისი ინტუიცია აქვს
71
საიმისოდ, რომ ქალს ალალბედზე, საკუთარი ვნებების კარნახით არ
დაელაპარაკოს. რაც შეეხება საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას, ამ
თვისებისგან ასე თავისუფალი კაცი მე ჯერ არ მინახავს. მერწმუნეთ, ის
სწორედ ჰარიეტ სმითმა წააქეზა.
ემასთვის საუკეთესო გამოსავალი იყო, მისტერ ნაიტლის არ შეპასუ-
ხებოდა. ამიტომ, არჩია, კვლავ თავისი მსჯელობის ხაზს გაჰყოლოდა.
– შესაძლოა, მისტერ მარტინის კარგი მეგობარი ხართ, მაგრამ, რო-
გორც უკვე გითხარით, ჰარიეტს უსამართლოდ ექცევით. ჰარიეტის პრე-
ტენზიები უკეთ გათხოვებაზე არც ისე აბუჩად ასაგდებია, როგორც
თქვენ წარმოაჩენთ. ჰარიეტი არ არის ჭკვიანი გოგონა, მაგრამ იმაზე
გონიერია, ვიდრე თქვენ გგონიათ და არ იმსახურებს ასეთ შეურაცხყო-
ფას. თუმცა, ასეც რომ არ იყოს და, დავუშვათ, მხოლოდ სიმპათიური
და კარგი ზნისაა, როგორც თქვენ ამბობთ, მერწმუნეთ, არც ეს თვისებე-
ბია – მით უმეტეს, იმ ხარისხში, რაც მას აქვს – უმნიშვნელო ღირსებე-
ბი, ზოგადად, ხალხის თვალში: ჰარიეტი მართლაც ლამაზი გოგონაა და
ამას ასიდან ოთხმოცდაცხრამეტი ამჩნევს. ხოლო ვიდრე კაცებს სილა-
მაზის მიმართ უფრო ფილოსოფიური დამოკიდებულება არ გაუჩნდე-
ბათ და ლამაზი სახეების ნაცვლად, განათლებული, გონიერი ქალების
შეყვარებას არ ისწავლიან, ჰარიეტისნაირი გოგონები ნამდვილად იქნე-
ბიან აღტაცების ობიექტები და მეტად სასურველი მეწყვილენი, რაც
მათ საშუალებას მისცემს, რამდენიმე კაცს შორის გააკეთონ არჩევანი
და, შესაბამისად, იყვნენ წუნიებიც. არც მისი რბილი ბუნება გახლავთ
ხელწამოსაკრავი გარემოება, ვინაიდან ჰარიეტის შემთხვევაში ეს ბუნე-
ბა ვლინდება საოცრად რბილ ხასიათსა და მანერებში, საკუთარ თავზე
თავმდაბალ წარმოდგენასა და მუდმივ მზადყოფნაში, გარშემომყოფთ
ასიამოვნოს. ძალიან შევცდები, თუ ვიფიქრებ, რომ თქვენი სქესისთვის
ამგვარი სილამაზე და ხასიათი უპირატესი არ არის იმ ღირსებათა შო-
რის, რის შეთავაზებაც ქალს შეუძლია კაცისთვის.
– ღმერთო, ემა! საკუთარ მსჯელობის უნარს ახლა ისე აკნინებთ, ლა-
მის მეც დაგიჯეროთ! სჯობს, საერთოდ არ ჰქონდეს ადამიანს ჭკუა,
ვიდრე თქვენსავით უგუნურად იყენებდეს.
72
– რა თქმა უნდა! – ეშმაკურად წამოიძახა ემამ, – ვიცი, რომ სწორედ
ასე ფიქრობთ ყველანი. ვიცი, რომ სწორედ ჰარიეტისნაირი გოგონა იწ-
ვევს ნებისმიერ კაცში აღტაცებას – ის კაცების გრძნობებს აჯადოებს და
მათ მსჯელობის უნარს მალამოდ ედება. დიახ, ჰარიეტს ნამდვილად შე-
უძლია, დაიწუნოს და აირჩიოს. თვით თქვენთვისაც კი იდეალურად შე-
საფერისი ქალი იქნებოდა, თუ ოდესმე ცოლს შეირთავდით... და რადგან
ჩვიდმეტი წლის ასაკში – როცა ეს-ესაა, ნამდვილ ცხოვრებას იწყებს –
პირველსავე წინადადებაზე უარს ამბობს, ამიტომ, უნდა გავკიცხოთ?
მგონი, აჯობებს, მივცეთ ცოტაოდენი დრო, მიმოიხედოს.
– თქვენი და ჰარიეტ სმითის მეგობრობა ყოველთვის დიდ სიბრიყვედ
მიმაჩნდა, თუმცა, ამ აზრს ჩემთვის ვინახავდი, – დასძინა ცოტა ხნის
დუმილის შემდეგ მისტერ ნაიტლიმ, – აი, ახლა კი ცხადად ვხვდები,
რამხელა უბედურებას მოუტანს ჰარიეტს. თქვენ მას ისე გააბრუებთ,
იმდენ სისულელეს ეტყვით მის სილამაზესა და პრეტენზიების გამოთ-
ქმის უფლებაზე, რომ, ძალიან მალე, ირგვლივ მყოფთაგან, მისთვის
საკმარისად ღირსეული ერთი კაციც კი არ დარჩება. თავცარიელი ადა-
მიანის პატივმოყვარეობას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია. არაფე-
რია იმაზე ადვილი, ახალგაზრდა ქალს უსაფუძვლო იმედები ჩავუსა-
ხოთ. არა მგონია, მის ჰარიეტ სმითს ხელის მთხოვნელთა რიგი დაუდ-
გეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომხიბლავი გოგონაა – რაც უნდა
თქვათ, გონიერ კაცებს სულელი ცოლები არ უნდათ; მეოჯახე კაცებს
მაინცდამაინც არ მოუნდებათ გაურკვეველი წარმოშობის გოგონასთან
ურთიერთობის გაბმა; უფრო წინდახედულ კაცებს კი შეაშინებთ ის არა-
სახარბიელო გარემოებები და სირცხვილი, რომელშიც შეიძლება აღ-
მოჩნდნენ, თუ მისი წარმომავლობის საიდუმლოს აეხდება ფარდა. ნება
მიეცით, გაჰყვეს რობერტ მარტინს ცოლად – უსაფრთხოება, პატივის-
ცემა და ბედნიერება გარანტირებული ექნება, მაგრამ თუ მომავალი
ბრწყინვალე ქორწინებით წააქეზებთ, თუ შთააგონებთ, რომ მხოლოდ
წარჩინებული და შეძლებული კაცი შეეფერება, მაშინ, შესაძლოა, მთე-
ლი ცხოვრება მისის გოდარდის სკოლა-პანსიონის მდგმურად გალიოს;
ან პანსიონში იქამდე დარჩეს – რადგანაც ჰარიეტ სმითი ისეთი გოგოა,
73
რომელიც აუცილებლად უნდა გათხოვდეს – სანამ სასოწარკვეთილება-
ში არ გადაეშვება და მართლწერის მოხუცი მასწავლებლის ვაჟის წინა-
დადებას სიხარულით არ მიიღებს.
– მისტერ ნაიტლი, ამ საკითხზე იმდენად განსხვავებული აზრები
გვაქვს, რომ კამათით მხოლოდ ერთმანეთს გავანაწყენებთ. ახლა რაც
შეეხება ჩემს ნებართვას, რობერტ მარტინს გაჰყვეს ცოლად, ეს შეუძლე-
ბელია! უარი უკვე უთხრა, თან ისე მტკიცედ, რომ, ჩემი აზრით, განმეო-
რებით ხელის თხოვნისგან დაცულები ვართ. ცუდად მოიქცა თუ კარ-
გად, უარი უთხრა, ამ უარს კი უნდა უერთგულოს. არ მოგატყუებთ,
თითქოს საპასუხო წერილის შინაარსზე საერთოდ არ მქონია გავლენა,
მაგრამ, გარწმუნებთ, ვერც მე და ვერც სხვა ბევრს მაინც ვერაფერს გავ-
ხდებოდით. მისტერ მარტინის გარეგნობა იმდენად შეუფერებელია, მი-
სი მანერები კი ისე მდაბიური, რომ ჰარიეტი, ოდესმე ოდნავ კეთილგან-
წყობილიც რომ ყოფილიყო მის მიმართ, ახლა ნამდვილად აღარ არის.
უწინ, სანამ ერთ დახვეწილ ჯენტლმენსაც კი არ იცნობდა და უკეთესი
არავინ ენახა, მისტერ მარტინი, შესაძლოა, მართლაც სასიამოვნო პი-
როვნებად ეჩვენებოდა, მით უმეტეს, რომ მისტერ მარტინს, როგორც მე-
გობრის ძმას, თავი არ დაუზოგავს, მისთვის ესიამოვნებინა. მაგრამ ახ-
ლა სიტუაცია შეიცვალა; ახლა, განათლებული და დახვეწილი ჯენ-
ტლმენის გარდა, ჰარიეტთან შანსი არავის აქვს.
– სისულელეა! აბსოლუტური სისულელე! რახანია, ასეთი სისულელე
არ მომისმენია! – თავშეუკავებლად წამოიყვირა მისტერ ნაიტლიმ, – კე-
თილგონიერებით, კეთილშობილებითა და გულწრფელობით გამორჩეუ-
ლი რობერტ მარტინი იმდენად დახვეწილი კაცია, რომ ჰარიეტს ამის
გააზრებაც კი არ ძალუძს.
ემამ აღარაფერი უპასუხა. ცდილობდა, თავი უდარდელად მოეჩვენე-
ბინა, სინამდვილეში კი ძალიან უხერხულად იყო და ერთი სული ჰქონ-
და, მისტერ ნაიტლი გაესტუმრებინა. თავის საქციელს კი ოდნავადაც
არ ნანობდა; პირიქით, მტკიცედ სჯეროდა, რომ ისეთ საკითხებში, რო-
გორებიცაა ქალის უფლებები და გემოვნების სიფაქიზე, სტუმარზე უკე-
თესი მსაჯული გახლდათ. თუმცა, მისტერ ნაიტლის მოსაზრებათა მი-
74
მართ ჩვეული პატივისცემის გამო, ძალიან არ მოსწონდა, ეს უკანასკნე-
ლი მის შეხედულებებს ასე ერთმნიშვნელოვნად რომ უპირისპირდებო-
და; ძალიან უსიამოვნო იყო ისიც, რომ ჯენტლმენი გულწრფელად გაბ-
რაზებული ჩანდა.
რამდენიმე წუთმა სრულ სიჩუმეში გაიარა. მხოლოდ ერთხელ სცადა
ემამ, უხერხული დუმილი ამინდზე ლაპარაკით დაერღვია, მაგრამ მისი
მცდელობა უპასუხოდ დატოვეს. მისტერ ნაიტლი კარგა ხანს ფიქრობ-
და, მისი ნაფიქრი კი, ბოლოს და ბოლოს, შემდეგნაირად დალაგდა: –
რობერტ მარტინს ბევრი არაფერი დაუკარგავს და კარგი იქნება, თუ
ამას თავს დროზე მიხვდება. თქვენი შეხედულებები ჰარიეტის შესახებ
ყველაზე კარგად თავადვე მოგეხსენებათ. თუმცა, რაკი არ მალავთ, რომ
მაჭანკლობით ხართ გატაცებული, სამართლიანი იქნება, ვივარაუდოთ,
რომ გაქვთ გარკვეული წარმოდგენები, ჩანაფიქრები და გეგმები. ამ შემ-
თხვევაში კი, მე, როგორც მეგობარი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, მი-
განიშნოთ, რომ თუ მისტერ ელტონს დაადგით თვალი, იცოდეთ, შრომა
წყალში ჩაგეყრებათ.
ემამ სიცილით უარყო, მისტერ ნაიტლიმ კი განაგრძო: – მერწმუნეთ,
მისტერ ელტონი ამ საქმისთვის არ გამოგადგებათ. ელტონი ძალიან
კარგი კაცია, ჰაიბერის პატივსაცემი მღვდელია, მაგრამ ძალიან მცირეა
ალბათობა, ქორწინებასთან დაკავშირებით წინდაუხედავი ნაბიჯი გა-
დადგას. მან, როგორც ყველამ, იცის, რამხელა მნიშვნელობა აქვს კარგ
შემოსავალს. შესაძლოა, სენტიმენტალურად საუბრობს, მაგრამ აუცი-
ლებლად რაციონალურად მოიქცევა. მისტერ ელტონს თავისი უფლებე-
ბი თუ პრეტენზიები ისევე კარგად მოეხსენება, როგორც თქვენ – ჰარიე-
ტისა; იცის, რომ ძალიან სიმპათიურია და ყველასათვის სასიამოვნო
კომპანიონიც. გარდა ამისა, გულღია საუბრების დროს, როცა მხოლოდ
კაცები ვყოფილვართ, აშკარად მიუნიშნებია, რომ არ აპირებს, საკუთარ
მომავალს დაუდევრად მოეპყროს. მოსმენილი მაქვს მისი ენთუზიაზ-
მით სავსე მონათხრობი ახალგაზრდა ქალბატონებით სავსე ერთ დიდ
ოჯახზე. ეს ქალბატონები მისტერ ელტონის დის ახლობლები არიან და

75
თითოეული მათგანი ოცი ათასი ფუნტის ღირებულების ქონებას
ფლობს.
– თქვენი მეტად მადლობელი ვარ, – კვლავ გაიცინა ემამ, – მისტერ
ელტონისა და ჰარიეტის დაწყვილება რომ მქონდეს ჩაფიქრებული,
თქვენი მხრიდან ჩემთვის თვალის ახელა მეტად კეთილშობილური საქ-
ციელი იქნებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ჰარიეტი მხოლოდ ჩემთვის მინდა,
მაჭანკლობას კი შევეშვი. არ მგონია, ოდესმე ისეთი წყვილი დავაოჯა-
ხო, რომელიც რენდალსის წყვილს დაუდებს ტოლს. ამიტომ, არ მინდა
უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდე.
– ბედნიერ დილას გისურვებთ, – მისტერ ნაიტლი წამოდგა და სწრა-
ფად გავიდა. ძალიან გაჯავრებული იყო. წარმოიდგენდა იმედგაცრუე-
ბულ ახალგაზრდა კაცს და ზარავდა აზრი, რომ მის წაქეზებაში თავა-
დაც მიუძღვოდა მნიშვნელოვანი წვლილი; საშინლად აბრაზებდა ისიც,
რომ საკითხის ასე გადაწყვეტაში დიდი როლი ემას ეთამაშა.
ემაც ნაწყენი დარჩა, მაგრამ მისი წყენის მიზეზი, მისტერ ნაიტლის
მიზეზთან შედარებით, ბუნდოვანი იყო. მისტერ ნაიტლისგან განსხვავე-
ბით, ის საკუთარი თავით არასდროს იყო ბოლომდე კმაყოფილი, არას-
დროს იყო დარწმუნებული საკუთარი მოსაზრებების აბსოლუტურ ჭეშ-
მარიტებაში. აი, ახლაც მისტერ ნაიტლი ერთობ თავდაჯერებული წავი-
და, ემა კი ეჭვებში დატოვა. თუმცა, უსიამოვნო განცდები არც იმდენად
სერიოზული ჩანდა – მხოლოდ მცირეოდენი დრო და ჰარიეტის დაბრუ-
ნება სჭირდებოდა, რათა მის ვუდჰაუზი ბუნებრივ მდგომარეობას დაბ-
რუნებოდა. ჰარიეტის ამდენი ხნით გაუჩინარება კი ნელ-ნელა მოსვენე-
ბას უკარგავდა. ხომ შეიძლებოდა, მისის გოდარდთან მართლაც მისუ-
ლიყო ახალგაზრდა კაცი, იქ ჰარიეტს შესჩეხებოდა და ცოლობაზე თან-
ხმობას შევედრებოდა. თუმცა, ჰარიეტი დაბრუნდა, თანაც მშვენიერ
გუნებაზე, და დაგვიანების მიზეზად საგანგაშო არაფერი უთქვამს. ემა
დამშვიდდა და ყოველგვარმა სინდისის ქენჯნამაც მყისვე გაუარა; თავი
დაირწმუნა, რომ რაც უნდა ეფიქრა ან ეთქვა მისტერ ნაიტლის, მას
ისეთი არაფერი ჩაედინა, რასაც ქალური სოლიდარობა და ქალური
გრძნობები ვერ გაამართლებდა. თავდაპირველად მისტერ ელტონის შე-
76
სახებ მისტერ ნაიტლის მოსაზრებებმაც გვარიანად შეაშფოთა, მაგრამ
მალევე გაიაზრა, რომ, ჯერ ერთი, მისტერ ნაიტლი მისტერ ელტონს
ემასავით კარგად ვერასდროს დააკვირდებოდა, რადგან ის ემასავით
არც დაინტერესებული იყო და არც დაოსტატებული ამ საქმეში (მის
ვუდჰაუზს საკუთარ თავთან ხომ მაინც უნდა ეღიარებინა ეს!) და, მე-
ორეც, ეს ყველაფერი მისტერ ნაიტლიმ ცხელ გულზე და ნაჩქარევად
წამოროშა, ამდენად, თქვა არა ის, რაც ნამდვილად იცოდა, არამედ ის,
რაც გაბრაზებულს სურდა, რომ სიმართლე ყოფილიყო. შესაძლოა, მის-
ტერ ნაიტლის მართლაც მოესმინა მისტერ ელტონის გულახდილი სა-
უბარი ან მისტერ ელტონი მართლაც არ ყოფილიყო ფულის მიმართ
გულგრილი და წინდაუხედავი – ჰო, ამ საკითხს ალბათ გარკვეულ ყუ-
რადღებას აქცევდა – მაგრამ, მაინც, მისტერ ნაიტლი სათანადო მნიშ-
ვნელობას არ ანიჭებდა ძლევამოსილ, მჩქეფარე ვნებებსა და მოტივებს.
დიახ, მისტერ ნაიტლიმ ამ გრძნობისა არაფერი იცოდა და, ცხადია,
ვერც იმას მიხვდებოდა, თუ რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია
ძლიერ გრძნობას. ემა კი ამ ყველაფერს კარგად აცნობიერებდა და დარ-
წმუნებულიც იყო, რომ სწორედ ეს გრძნობა დააძლევინებდა მისტერ
ელტონს ყველა იმ ეჭვნარევ ფიქრს, რაც, შესაძლოა, პირველ ხანებში
წინდახედულების გამო გასჩენოდა. წინდახედულება კი, ემას ღრმა
რწმენით, მისტერ ელტონს მხოლოდ გონივრული, მისაღები ხარისხით
უნდა ჰქონოდა.
ჰარიეტის ხალისიანი განწყობა ემასაც გადაედო, ვინაიდან ჰარიეტი
მასთან არა მისტერ მარტინზე სადარდებლად, არამედ მისტერ ელტონ-
ზე სასაუბროდ მოსულიყო. მისთვის მის ნეშს ეთქვა რაღაც, რაც მეტად
აღტაცებულმა მეგობარს უმალვე სიტყვასიტყვით ჩაუკაკლა.
მის ნეშს მისის გოდარდთან ავადმყოფი ბავშვის მოსანახულებლად
მისული მისტერ პერი შეხვედროდა და ეთქვა, გუშინ, ქლეიტონ-პარკი-
დან20 რომ ვბრუნდებოდი, გზად მისტერ ელტონი შემხვდაო. მისდა გა-
საკვირად, მისტერ ელტონს თურმე ლონდონისკენ აეღო გეზი და მეორე

20
ქლეიტონ-პარკი– გამოგონილი ადგილი.
77
დღემდე არ აპირებდა დაბრუნებას, არადა იმ ღამეს ვისტის21 კლუბელე-
ბი იკრიბებოდნენ, რასაც მისტერ ელტონი არასდროს დაჰკლებია. მის-
ტერ პერის უკმაყოფილება გამოუთქვამს – რა დასანანია, რომ თქვენ,
ჩვენი საუკეთესო მოთამაშე, გამოგვაკლდებითო, და ძალიანაც ცდილა,
მისტერ ელტონი მგზავრობის, სულ რაღაც, ერთი დღით გადადებაში
დაერწმუნებინა, მაგრამ ამაოდ – მისტერ ელტონს მეტად მრავალმნიშ-
ვნელოვნად უპასუხია, ისეთ საქმეზე მივდივარ, რომ ამქვეყნად არავი-
თარი მიზეზით არ გადავდებო. რაღაც საჩქარო დავალება უხსენებია და
აღუნიშნავს, მეტად ძვირფასი ნივთი მაბარიაო. მისტერ პერის მაინ-
ცდამაინც ვერ გაუგია, რას გულისხმობდა მისტერ ელტონი, თუმცა
დარწმუნებულს, რომ საქმეში ქალბატონი ერია, ეს მოსაზრება არც
მისტერ ელტონისთვისაც დაუმალავს. პასუხად კი მისტერ ელტონი
მხოლოდ შემცბარა და გაღიმებულს ცხენი ამაღლებული განწყობით გა-
უჭენებია.
ჰარიეტისთვის ეს ყველაფერი მის ნეშს მოეხსენებინა და ამბის და-
სასრულს მისტერ ელტონზეც უამრავი ელაპარაკა; სიტყვასიტყვით ეთ-
ქვა: არ მაქვს პრეტენზია, ვიცოდე, რა საქმეზე მიდის მისტერ ელტონი,
მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ნებისმიერი ქალი, ვისაც ის აირჩევს,
დედამიწის ზურგზე უბედნიერესი იქნება, რადგან მისტერ ელტონს
ვერც გარეგნული ღირსებებითა და ვერც მანერებით ვერავინ შეედრე-
ბაო.

ვისტი – ბანქოს კლასიკური სახეობა ოთხი მოთამაშისათვის, რომელიც დიდი პოპუ-


21

ლარობით სარგებლობდა XVIII-XIX საუკუნეების ინგლისში.


78
თავი 9

მისტერ ნაიტლის, რა თქმა უნდა, შეეძლო ემასთან კამათი, მაგრამ


თავად ემას საკუთარ თავთან საკამათო არაფერი ჰქონდა. ნაწყენი მის-
ტერ ნაიტლი ჰარტფილდში კარგა ხანს აღარ გამოჩენილა, ხოლო როცა,
ბოლოს და ბოლოს, ის და ემა ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, ჯენტლმენის
მკაცრმა გამოხედვამ მის ვუდჰაუზი დაარწმუნა, რომ მას ჯერაც არ
ეპატიებინა. ემა წუხდა, მაგრამ არ ნანობდა, პირიქით, მომდევნო დღე-
ებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, საკუთარი გეგმე-
ბი და ნაბიჯები სულ უფრო კეთილგონივრული ეჩვენებოდა.
კოხტა ჩარჩოში ჩასმულმა სურათმა ჰარტფილდამდე უსაფრთხოდ
მიაღწია და სასტუმრო ოთახში, ბუხრის თავზე დაიკავა საპატიო ადგი-
ლი. მისტერ ელტონი ძალ- ღონეს არ იშურებდა და ჩვეული მანერით –
მაღალფარდოვანი ფრაზებითა და მრავალმნიშვნელოვანი შორისდებუ-
ლებით ამკობდა პორტრეტს. რაც შეეხება ჰარიეტს, მისი გრძნობები, მი-
სივე ახალგაზრდული გულისა და ჭკუა-გონების შესაბამისად, დღითი
დღე ძლიერდებოდა. მალე ემა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისტერ
მარტინი სამუდამოდ დავიწყებული იყო; ის მხოლოდ იმდენად ახსენ-
დებოდათ, რამდენადაც მისტერ ელტონთან კონტრასტის საჩვენებლად
იყო საჭირო, ეს კი მხოლოდ ამ უკანასკნელის წისქვილზე ასხამდა
წყალს.
ემას გეგმა, მეგობრის გონებრივი შესაძლებლობები ბევრი კითხვითა
და სასარგებლო თემებზე საუბრით გაეუმჯობესებინა, სინამდვილეში
არასდროს გასცდენია წიგნის ერთი-ორ თავსა და განზრახვას, საქმე
„ხვალ“ გაეგრძელებინათ. ჭორაობა მეცადინეობაზე ბევრად ადვილი
იყო. ემას ის უფრო სიამოვნებდა, თავისი წარმოსახვა ჰარიეტის ბედის
მოსაწყობად გამოეყენებინა, ვიდრე გოგონას თვალსაწიერის გაფარ-
თოებაში დაეხარჯა. ერთადერთი ლიტერატურული საქმიანობა, რითაც
ჰარიეტი ჰარტფილდში იყო დაკავებული, ერთადერთი გონებრივი საზ-
რდო, ყველა ჯურის თავსატეხის შეგროვება და ერთ პატარა, თხელსა
და პრიალაფურცლებიან წიგნში გადატანა გახლდათ, რომელიც მის-
79
თვის ემას აეკინძა და კრიპტოგრამებითა და სხვადასხვა დეკორატიული
ორნამენტით გაეფორმებინა.
ჩვენს ლიტერატურულ ეპოქაში ამგვარი კოლექციები, საკმაოდ მოზ-
რდილიც კი, უჩვეულო მოვლენა არ გახლავთ. მის ნეშს, მისის გოდარ-
დის სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეს, სულ ცოტა, სამასი გამოცანა
მაინც შეეგროვებინა. ჰარიეტს კი, რომელსაც სწორედ მის ნეშის მიბაძ-
ვით დაეწყო ეს საქმე, დიდი იმედი ჰქონდა, რომ, მის ვუდჰაუზის დახმა-
რებით, კიდევ უფრო მეტს მოაგროვებდა. ერთი მხრივ, ემას ფანტაზია,
მეხსიერება და გემოვნება და, მეორე მხრივ, ჰარიეტის ძალიან ლამაზი
კალიგრაფია, უმაღლესი კლასის კრებულის საწინდარი იყო როგორც
შინაარსობრივი, ისე ვიზუალური თვალსაზრისით.
მისტერ ვუდჰაუზიც ლამის ისევე იყო ამ საქმიანობაში ჩართული,
როგორც გოგონები, და მუდამ იმაზე ფიქრობდა, რაიმე ისეთი გაეხსენე-
ბინა, რაც ამ წიგნში მოხვედრის ღირსი იქნებოდა. უჰ, რამდენი ჭკვი-
ანური გამოცანა იყო მის ახალგაზრდობაში, მისტერ ვუდჰაუზს კი ერ-
თიც აღარ აფიქრდებოდა – ყველა მისი მცდელობა ჯერჯერობით რა-
ტომღაც მხოლოდ „ლამაზი, თუმც ცივი გოგო, სახელად კიტით" მთავ-
რდებოდა; მაგრამ მისტერ ვუდჰაუზი იმედს არ კარგავდა, რომ რაიმე
ღირებული აუცილებლად გაახსენდებოდა.
ვერც მისი საყვარელი მეგობარი, მისტერ პერი, იხსენებდა ქარაგმუ-
ლი გამოცანის მსგავსს. თუმცა, მისტერ ვუდჰაუზის თხოვნით, გაფაცი-
ცებული იყო – ამდენ ადგილას დადიოდა და იქნებ რაიმესთვის მოეკრა
ყური!
ემას კი მთელი ჰაიბერის ინტელექტუალური ნაწილის მობილიზება
მეტისმეტად მიაჩნდა. ერთადერთი, ვისაც დახმარება სთხოვა, მისტერ
ელტონი იყო. ეს უკანასკნელი მიიწვიეს, რათა გაეხსენებინა ნებისმიერი
კარგი გამოცანა, შარადა თუ თავსატეხი. ემა დიდი სიამოვნებით აკვირ-
დებოდა, როგორ მონდომებით ცდილობდა მისტერ ელტონი მეხსიერე-
ბის დაძაბვას, ამავე დროს კი როგორ ფრთხილობდა, ქალბატონების
თანდასწრებით რაიმე უხამსი არ დასცდენოდა. საბოლოოდ, მან კო-
ლექციას ორი თუ სამი მოკრძალებული თავსატეხი შემატა. განსაკუთ-
80
რებული სიხარული და აპლოდისმენტი მოჰყვა ცნობილ შარადას, რო-
მელიც, როგორც იქნა, გაიხსენა და მეტად სენტიმენტალურადაც წარ-
მოთქვა: „ჩემი პირველი – ტკივილს აღნიშნავს, ხოლო მეორემ ის უნდა
იგრძნოს, მთლიანობაში კი რაღას ნიშნავს? რას და რაც ტკივილს მილ-
ღობს“.22 მაგრამ ემას, სამწუხაროდ, გაახსენდა, რომ ეს შარადა ცოტა
ხნის წინ უკვე შეეტანათ თავიანთ კრებულში.
– თავად რატომ არ დაგვიწერთ რაიმეს, მისტერ ელტონ? – მიმართა
ემამ, – ამ შემთხვევაში სრულიად დარწმუნებული ვიქნებოდით, რომ
ნამდვილად ახალი შარადა იქნება. თქვენთვის ამაზე იოლი რა უნდა
იყოს?!
„ოჰ, არა! მსგავსი რამ არასდროს დაუწერია! ღმერთო, რა სულელი
კაცია! შიშობს, რომ თვით მის ვუდჰაუზიც... არა, მის სმითიც კი ვერ
შეძლებს მის შთაგონებას“.
ასე იყო თუ ისე, მომდევნო დღეს მისტერ ელტონმა ჰარტფილდში
სულ რამდენიმე წუთით შეიარა და მაგიდაზე ფურცელი დატოვა, რო-
მელზეც, მისი თქმით, შარადა ეწერა, ოღონდ ავტორი თვითონ კი არა,
თავისი მეგობარი იყო, რომელსაც შარადა ერთი ახალგაზრდა ქალბა-
ტონისთვის მიეძღვნა. მისტერ ელტონი ისე ლაპარაკობდა და ისე იქცე-
ოდა, რომ ემამ უმალვე დაიჯერა, შარადის ავტორი, სინამდვილეში,
სწორედ ის იყო.
– მის სმითის კოლექციისთვის არ მომიტანია, – დასძინა მისტერ ელ-
ტონმა, – რადგან ჩემს მეგობარს ეკუთვნის, მისი გავრცელების უფლება
არ მაქვს, თუმცა თქვენ, შესაძლოა, თვალის შევლება მოგინდეთ.
მისტერ ელტონი უფრო ემას მიმართავდა, ვიდრე ჰარიეტს, მაგრამ
ემას ამის ახსნაც შეეძლო: ახალგაზრდა კაცს ისე რცხვენოდა, რომ ერ-
ჩივნა, ემასთვის შეეხედა, ვიდრე მისი თვალები ჰარიეტის თვალებს შეხ-
ვედროდა.

თავსატეხში გამოსაცნობია ორმარცვლიანი სიტყვა, რომელიც ორი დამოუკიდებელი


22

სიტყვის შეერთებით მიიღება. ამ კონკრეტული შარადის საბოლოო პასუხია woman


(ქალი), რაც ავტორს „ტკივილს ულღობს“. პირველი მარცვალია woe (დარდი), ხოლო
მეორე – man (კაცი).
81
მისტერ ელტონი წავიდა თუ არა, ემა ჰარიეტს მიუბრუნდა და ფურ-
ცელი ღიმილით გაუწოდა.
– აიღეთ, თქვენთვისაა. თქვენ გეკუთვნით, ჰარიეტ, გამომართვით.
აცახცახებული ჰარიეტი ფურცელს ხელს ვერ აკარებდა. ამდენად,
ემა, რომელიც პირველობას არასდროს თაკილობდა, იძულებული შეიქ-
ნა, შარადას ჯერ თავად გასცნობოდა.
„ეძღვნება მის ... შარადა ჩემი პირველი – შეეხება მეფეთ სიმდიდრეს,
მიწიერ ღმერთთა დიდებასა და ფუფუნებას. აი, მეორეს ზღვა ზოგჯერ
თავისკენ იბირებს, და ზღვის მონარქიც ჩვეულია წყლის ურჩ ბუნებას!
და მაინც! ბედი როგორ მუხთლად დაგვიცინის ყველას! – არსებობს ვი-
ღაც, ვინც იმონებს როგორც მიწის, ისე ზღვის ღმერთებს. მასთან რას
მოვა კაცის ძალა ანკი სულაც თავისუფლება, ლამაზი ქალი, ლამაზი
ქალი უძლეველად ბატონობს ჩვენზე. შენი გამჭრიახი გონება უმალ
იპოვის პასუხს, და ნაზ თვალებშიც ამ დროს სხივი აკიაფებდა!“23
ემამ სწრაფად ჩაიკითხა შარადა, ერთხანს ჩაფიქრდა, მიხვდა პა-
სუხს, ხელმეორედ გადაიკითხა, ყოველ სტრიქონს ჩაუღრმავდა, რათა
საბოლოოდ დარწმუნებულიყო, და ფურცელი ჰარიეტს გადააწოდა. სა-
ნამ საგონებელში ჩავარდნილი ჰარიეტი ფურცელს ჩაჰკირკიტებდა, კმა-
ყოფილი ემა მოღიმარი იჯდა და გულში ფიქრობდა: „ყოჩაღ, მისტერ
ელტონ, ყოჩაღ. უარესი შარადებიც წამიკითხავს. არშიყობა – მშვენიე-
რი მინიშნებაა. გაფასებთ ამისთვის. ეს თქვენი გრძნობის პირველი გა-
მოხატულებაა. ამით პირდაპირ თქვით: „გევედრებით, მის სმით, ნება
მომეცით, გაგიმხილოთ გრძნობები. გამოიცანით ჩემი შარადა და გამო-
იცნობთ ჩემს გულისთქმასაც! „და ნაზ თვალებშიც ამ დროს სხივი აკი-
აფდება“ – ცხადია, ჰარიეტი იგულისხმება. „ნაზი“ სწორედაც რომ მის
თვალებს შეეფერება – ყველა ეპითეტს შორის ყველაზე ზუსტია, რაც კი
შეიძლება, თავში მოგივიდეს. „შენი გამჭრიახი გონება უმალ იპოვის პა-
სუხს“ – ჰმ, მის სმითის გამჭრიახი გონება! თუმცა, მით უკეთესი. ჰარიე-

თავსატეხის პასუხია courtship (არშიყობა): პირველი მარცვალია court (სამეფო კა-


23

რი), მეორე – ship (გემი).


82
ტი ასე რომ დაახასიათო, ძალიან უნდა იყო შეყვარებული. ჰოდა, ძა-
ლიანაც კარგი! უჰ, მისტერ ნაიტლი, როგორ მინდა, ახლა აქ იყოთ! ეს
ხომ მაინც დაგარწმუნებდათ. ცხოვრებაში პირველად იქნებოდით იძუ-
ლებული, საკუთარი შეცდომა გეღიარებინათ. მართლაც შესანიშნავი
შარადაა, მიზანმიმართული! აი, ახლა კი ძალიან მალე გაიხსნება კვან-
ძი“.
ემა თავის ტკბილ ფიქრებში კიდევ დიდხანს იქნებოდა ჩაფლული,
რომ არა დაბნეული ჰარიეტის გულუბრყვილო კითხვები: – რა უნდა
იყოს, მის ვუდჰაუზ? რა შეიძლება, იყოს? წარმოდგენაც არა მაქვს... სა-
ერთოდ ვერ ვხვდები. ნეტავ, რა შეიძლება, იყოს? გეხვეწებით, მის ვუდ-
ჰაუზ, სცადეთ, იქნებ გამოიცნოთ. დამეხმარეთ. ასეთი რთული ჯერ
არაფერი შემხვედრია. „სამეფოა“? ნეტავ, ვინ იყო მისტერ ელტონის მე-
გობარი ან ის ახალგაზრდა ქალბატონი, ვისაც მიუძღვნა?! თქვენი აზ-
რით, კარგი შარადაა? „ქალი“ ხომ არაა პასუხი? „ლამაზი ქალი, ლამა-
ზი ქალი უძლეველად ბატონობს ჩვენზე“... „ნეპტუნია“? „და ზღვის მო-
ნარქიც ჩვეულია წყლის ურჩ ბუნებას“... თუ „სამკაპი“? „ქალთევზა“?
„ზვიგენი“? ღმერთო, არა, „ზვიგენი“ არ გამოდგება. ალბათ რაღაც ძა-
ლიან ჭკვიანურია, თორემ არც მოიტანდა. მის ვუდჰაუზ! თქვენი აზ-
რით, ოდესმე გამოვიცნობთ პასუხს?
– ქალთევზები და ზვიგენები! რა სისულელეა! ჰარიეტ, ჩემო საყვარე-
ლო, რაზე ფიქრობთ? რატომ მოიტანდა თავისი მეგობრის დაწერილ შა-
რადას ქალთევზებზე ან ზვიგენებზე? მომეცით ფურცელი და მომისმი-
ნეთ. „ეძღვნება მის ...“ – აქ „მის სმითი“ იგულისხმეთ. ჩემი პირველი –
შეეხება მეფეთ სიმდიდრეს, მიწიერ ღმერთთა დიდებასა და ფუფუნებას.
ეს არის court.24 აი, მეორეს ზღვა ზოგჯერ თავისკენიბირებს, და ზღვის
მონარქიც ჩვეულია წყლის ურჩ ბუნებას! ეს არის ship.25 ესეც თქვენი
courtship.26 აი, ასე, მარტივად და პირდაპირ. ახლა რაც შეეხება დე-
სერტს: „და მაინც! ბედი როგორ მუხთლად დაგვცინის ყველას! – არსე-
24
Court (ინგლ.) – სამეფო კარი.
25
Ship (ინგლ.) – გემი.
26
Courtship (ინგლ.) – არშიყობა.
83
ბობს ვიღაც, ვინც იმონებს როგორც მიწის, ისე ზღვის ღმერთებს. მას-
თან რას მოვა კაცის ძალა ანკი სულაც თავისუფლება, ლამაზი ქალი,
ლამაზი ქალი უძლეველად ბატონობს ჩვენზე“. არაჩვეულებრივი ქათი-
ნაურია! შემდეგ კი ამ ყველაფრის დასტური მოდის, რის მიხვედრაც, ჩე-
მო ძვირფასო ჰარიეტ, ვფიქრობ, არ გაგიჭირდებათ. წაიკითხეთ და დამ-
შვიდდით. ორი აზრი არ არსებობს – ეს თქვენზეა და თქვენთვისაა და-
წერილი.
ჰარიეტი ასეთ უბადლო დასაბუთებას აღარ შეწინააღმდეგებია. წა-
იკითხა დასკვნითი სტრიქონები და, გულაფანცქალებული, ბედნიერებამ
მოიცვა. ლაპარაკის უნარი წაერთვა. მაგრამ ლაპარაკი არც მოეთხოვე-
ბოდა, საკმარისი იყო, ეგრძნო. მის ნაცვლად ემა ლაპარაკობდა: – ამ
სტრიქონებში იმდენად კონკრეტული, განსაკუთრებული აზრი დევს,
რომ მისტერ ელტონის ზრახვებში ეჭვს ნამდვილად ვერ შევიტან. მისი
გრძნობების სამიზნე ხართ და მალე ამის სრულყოფილ დასტურსაც
მიიღებთ. მე თავიდანვეც ამას ვეჭვობდი, მაგრამ ახლა ყველაფერი და-
დასტურდა. მისტერ ელტონის გრძნობა ისეთივე ცხადი და მტკიცეა,
როგორიც ჩემი სურვილი – იმ დღიდან მოყოლებული, რაც გაგიცანით.
ოჰ, ჰარიეტ, რომ იცოდეთ, რამდენ ხანს ველოდი ამას. ვერ გადამეწყვი-
ტა, თქვენი და მისტერ ელტონის ურთიერთობა ძალიან სასურველი იყო
თუ ძალიან ბუნებრივი, მაგრამ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მოსალოდ-
ნელიც იყო და ლოგიკურიც! ძალიან მიხარია. მთელი გულით გილო-
ცავთ, ჩემო ძვირფასო! ასეთი გრძნობების გამოწვევა კაცში ქალისთვის
ნამდვილად საამაყოა. ეს ურთიერთობა კარგის მეტს არას გვიქადის. ეს
კავშირი ყველაფერს მოგცემთ: პატივისცემას, დამოუკიდებლობას, სა-
კადრის ოჯახს; მოგაქცევთ თქვენი ჭეშმარიტი მეგობრების გარემოცვა-
ში – ჰარტფილდთან და ჩემთან ახლოს, და ჩვენს მეგობრობასაც სამუ-
დამოდ განამტკიცებს. ჰარიეტ, ეს კავშირი არასდროს მოგცემთ სირ-
ცხვილის საბაბს.
„ძვირფასო მის ვუდჰაუზ!“ – ჰარიეტი მხოლოდ ამ სამი სიტყვის
წარმოთქმას თუ ახერხებდა და დროდადრო გულში ნაზად იკრავდა
ემას. კარგა ხნის შემდეგ, როცა, ბოლოს და ბოლოს, დაცხრა მათი აღ-
84
ტყინება და საუბრისმაგვარი შეძლეს, ემასთვის ცხადი გახდა, რომ ჰა-
რიეტი ხედავდა, გრძნობდა, იმედოვნებდა და იხსენებდა ყველაფერს
ზუსტად ისე, როგორც მისგან იყო მოსალოდნელი. შედეგად, მისტერ
ელტონის უპირატესობები კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა.
– თქვენ ყოველთვის მართალი ხართ, – წამოიყვირა ჰარიეტმა, –
თუმცა, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. ამდენს
ნამდვილად არ ვიმსახურებ. მისტერ ელტონი ხომ ნებისმიერ ქალს შე-
ირთავდა ცოლად! ის საოცრად დახვეწილი კაცია. არც კი მჯერა... ეს
ტკბილი ლექსი... „ეძღვნება მის ...“ ღმერთო, რა ჭკვიანურია! ნუთუ
მართლა მე მგულისხმობს?!
– ამასთან დაკავშირებით არც კითხვას დავსვამ და არც უკვე დას-
მულს ვუპასუხებ. ცხადია, თქვენ გგულისხმობთ. ენდეთ ჩემს ინტუ-
იციას. ეს ერთგვარი პროლოგია პიესისა, ეპიგრაფია თავისა, რასაც მთე-
ლი რეალისტური პროზა მოჰყვება.
– ამას ვინ წარმოიდგენდა?! მერწმუნეთ, ერთი თვის წინ ვერაფრით
დავუშვებდი! როგორც ჩანს, სასწაულები მართლაც ხდება!
– სასწაულია, აბა, რა, როცა მისტერ ელტონი და მის სმითი ერთმა-
ნეთს ხვდებიან! მართლაც უჩვეულოა, რომ ის, რაც სხვებს ასე სწადიათ
– მოულოდნელად ხელშესახები ხდება. თქვენ და მისტერ ელტონი ერ-
თმანეთისთვის ხართ დაბადებული; გარე ფაქტორები და თქვენი ოჯა-
ხური მდგომარეობა მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ერთად უნდა
იყოთ! თქვენი ქორწინება რენდალსის ოჯახსაც კი დაუდებს ტოლს. აშ-
კარად რაღაც ტრიალებს ჰარტფილდში, რაც სიყვარულს სწორ გეზს აძ-
ლევს და გრძნობათა დინებას საჭირო მიმართულებით მიაქანებს. „ვაგ-
ლახ, ჯერ არსად წამიკითხავს, რომ ჭეშმარიტი ტრფობის ნაკადულს
წყნარადა და მშვიდად ედინოს“.27 შექსპირის ჰარტფილდურ გამოცემა-
ში ამ სტრიქონებს შენიშვნათა შთამბეჭდავი სია ექნებოდა დართული.

ციტატა უილიამ შექსპირის (1564-1616) პიესიდან „ზაფხულის ღამის სიზმარი“


27

(მოქმედება I, სურათი I). თარგმანი ვახტანგ ჭელიძისა.


85
– ნუთუ მისტერ ელტონს ვუყვარვარ?! მე, ვისაც არც კი დალაპარა-
კებია წმინდა მიქაელის დღემდე!28 მას... ყველაზე სიმპათიურ კაცს...
თითქმის ისევე პატივსაცემს, როგორიც მისტერ ნაიტლია! მასთან ყოფ-
ნა ყველას უნდა, ყველა ასე ამბობს – თუ თავად მოისურვებს, ერთ
ლუკმასაც კი არ შეჭამს მარტო, იმდენ მიწვევას იღებს, ამდენი დღეც კი
არაა კვირაშიო. და რა არაჩვეულებრივად ქადაგებს ჰაიბერის ეკლესი-
აში! მისი ყველა ქადაგება თურმე მის ნეშს ჩაუწერია. ღმერთო ჩემო!
ახლა მახსენდება, პირველად როგორ ვნახე... რას ვიფიქრებდი?! მე და
ებოტების ორი გოგონა მოსასვენებელ ოთახში გავიქეცით და ფანჯარას-
თან დავუდარაჯდით ფარდებს ამოფარებულნი, რაკი ვიცოდით, რომ
სკოლასთან უნდა ჩაევლო. თავს მის ნეში დაგვადგა, დაგვტუქსა და
ოთახიდან გაგვისტუმრა, თავად კი ფანჯარასთან დარჩა. თუმცა, ძალი-
ან მალე მხოლოდ მე მიმიხმო და ნება დამრთო, ფანჯრიდან გამეხედა,
რაც მისი მხრიდან ძალიან კეთილშობილური საქციელი იყო. ღმერთო,
როგორ მომეწონა! მისი სილამაზით ორივე აღვფრთოვანდით. მისტერ
ქოულის ხელკავით მოჰყვებოდა.
– ეს კავშირი თქვენს ყველა ახლობელს, ვინც უნდა იყვნენ ისინი,
ცოტაოდენი საღი აზრი მაინც თუ გააჩნიათ, უნდა გაუხარდეთ... ბრიყ-
ვების აზრი კი არ გვაინტერესებს! თქვენმა ახლობლებმა, თუ თქვენი ბე-
დი აღელვებთ და თქვენი ბედნიერება სურთ, უნდა იცოდნენ, რომ ამ კა-
ცის კეთილშობილება სრულ გარანტიას იძლევა, იქ და იმ ადამიანთა
გვერდით დაფუძნდეთ, სადაც თავად გაგამწესეს ერთ დროს; თქვენს ახ-
ლობლებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ იმ შემთხვევაშიც, თუ მხოლოდ
თქვენი სარფიანი ქორწინება ადარდებთ – საკმარისი ქონება, ღირსეუ-
ლი სახელი და დაწინაურების პერსპექტივა სრულად შეესაბამება „ბედ-
ნიერებას“ ამ გაგებით.
– დიახ, მართალი ხართ. რა სასიამოვნოდ ლაპარაკობთ! მიყვარს
თქვენი მოსმენა. თქვენ ყველაფერს ჭვრეტთ. თქვენ და მისტერ ელტონი

წმინდა მიქაელის დღე – კათოლიკური კალენდრის მიხედვით, მიქაელ მთავარანგე-


28

ლოზის დღე, 29 სექტემბერი.


86
ერთიმეორეზე უფრო ჭკვიანები ხართ. და ეს შარადა! ერთი წელიც კი
არ მეყოფოდა, რაიმე ამასთან მიახლოებული მაინც დამეწერა.
– გუშინ ისე დააკნინა თავისი შესაძლებლობები, რომ ვიფიქრე, ძა-
ლებს აუცილებლად მოსინჯავს და რამეს დაწერს-მეთქი.
– ჩემი აზრით, ეს საუკეთესო შარადაა მათ შორის, რაც წამიკითხავს.
– ჰო, ასეთი პრაქტიკული შარადა არც მე წამიკითხავს.
– და არც ასეთი გრძელი შეგვხვედრია აქამდე.
– სიგრძეს განსაკუთრებულ ღირსებად არ ვუთვლი. ასეთი რამეები,
როგორც წესი, მოკლე ვერ იქნება.
სტრიქონთა გადაკითხვით გართულ ჰარიეტს ემას ბოლო სიტყვები
არ გაუგონია. მისი გონება ყოვლად სასურველ პარალელებს ავლებდა.
მალე ლოყებაღაჟღაჟებულმა წამოიძახა: – რა თქმა უნდა, ყველა გო-
ნიერი ადამიანი მოახერხებს წერილში მოკლედ გადმოსცეს თავისი სათ-
ქმელი, ასეთი ლექსებისა და შარადების წერა კი ყველას როდი შეუძ-
ლია.
მისტერ მარტინის პროზაული წერილის ამაზე უფრო გულიან დაწუ-
ნებას ემა ვერც ინატრებდა.
– შესანიშნავი სტრიქონებია! – არ ჩუმდებოდა ჰარიეტი, – განსაკუთ-
რებით, ეს ბოლო ორი! მაგრამ როგორ დავუბრუნო ფურცელი ან როგორ
ვუთხრა, რომ პასუხი ვიცი? ოჰ, მის ვუდჰაუზ! როგორ მოვიქცეთ?
– ეს საქმე მე მომანდეთ. დარწმუნებული ვარ, ამ საღამოს მოვა და
ფურცელს მე დავუბრუნებ, მერე რაღაც სისულელეებზე ვილაპარაკებთ,
თქვენ კი არ ჩაერთვებით. დაე, თქვენმა ნაზმა თვალებმა თავად აირჩი-
ონ, როდის უნდა აუკიაფდეთ სხივი. მენდეთ, ასე აჯობებს.
– ოჰ, მის ვუდჰაუზ! რა დასანანია, რომ ამ ულამაზეს შარადას კრე-
ბულში ვერ შევიტან! არადა, ამის ნახევრადაც არ ღირს არც ერთი ლექ-
სი, რაც უკვე გვაქვს.
– ბოლო ორი ხაზი ამოიღეთ, დანარჩენი კი თავისუფლად შეგიძლი-
ათ, გადაიტანოთ.
– ჰო, მაგრამ ბოლო ორი ხაზი...

87
– ...საუკეთესოა. გეთანხმებით. მაგრამ მხოლოდ პირადი სიამოვნე-
ბისთვის... და პირადი სიამოვნებისთვისვე შეინახეთ. გამოცალკევება არ
ნიშნავს, რომ ეს ორი სტრიქონი აღარ იარსებებს. არც სტროფების ჟღე-
რადობა დაირღვევა და არც არსი შეიცვლება. უბრალოდ, გაქრება ყო-
ველგვარი მინიშნება ადრესატზე და დარჩება მხოლოდ ძალიან კოხტა,
გალანტური შარადა, რომელიც ნებისმიერ კოლექციას დაამშვენებს.
მერწმუნეთ, მისტერ ელტონს ნამდვილად არ მოეწონება, მის შარადას
დაუდევრად თუ მოექცევით, ზუსტად ისევე, როგორც არ მოეწონება
გულგრილობა მისი გრძნობებისადმი. შეყვარებულ პოეტს ორივე უნა-
რის თანაბრად წაქეზება სჭირდება – ანუ წერაშიც უნდა გაამხნევოთ და
გრძნობებშიც, ან – არცერთში... მომეცით წიგნი, თავადვე ჩავწერ და ვე-
რავინ მიხვდება, რომ ამ საქმეში თქვენ ხართ გარეული.
ჰარიეტი ემას დამორჩილდა, თუმცა ბოლო ორ ხაზს ვერ ელეოდა.
ერთი მხრივ, ღელავდა, ვაითუ ვერც ემა შეელიოს და სიყვარულის და-
მადასტურებელი ბოლოსტრიქონებიც გადაიტანოსო. მეორე მხრივ კი,
ეს სტრიქონები მისთვის იმდენად ძვირფასი იყო, ნებისმიერი მცირედი
საჯაროობისთვისაც კი ვერ იმეტებდა.
– ამ წიგნს ვერასდროს შეველევი! – მგზნებარედ დასძინა ჰარიეტმა.
– ძალიან კარგი, – მიუგო ემამ, – ყოვლად ბუნებრივი ემოციაა და
რაც უფრო დიდხანს გაგყვებათ, მით უფრო მოხარული ვიქნები. მაგრამ
აი, მამაჩემი მოდისდა ნუ მიწყენთ, თუ შარადას მასაც წავუკითხავ.
მერწმუნეთ, ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებს! ასეთი რამეები მოს-
წონს, განსაკუთრებით, თუ ქალისადმი მოწიწებას გამოხატავს. ყველა
ჩვენგანის მიმართ უფაქიზესი და ყოვლად გალანტური დამოკიდებუ-
ლება აქვს. უნდა დამრთოთ წაკითხვის ნება!
ჰარიეტმა შეშფოთებული სახე მიიღო.
– ჰარიეტ, ჩემო საყვარელო, არ ღირს ასე დაწვრილმანება. თქვენს
გრძნობებს გაყიდით და უკადრისად მოიქცევით, თუ მეტისმეტად აჩ-
ქარდებით, თუ გამოაჩენთ, რომ ამ ყველაფერზე ბევრს ფიქრობთ და
ზედმეტად დიდ ან თუნდაც სათანადო მნიშვნელობას ანიჭებთ. არ
ღირს აღტაცების ერთი ჟესტის გამო თავის დაკარგვა. გასაიდუმლოება
88
რომ სურდეს, ფურცელს ჩემი თანდასწრებით როდი დატოვებდა... ის კი
არა, შარადა უფრო მე მომაწოდა, ვიდრე თქვენ. მოდით, ამ ამბავს ზედ-
მეტად ნუ გავასერიოზულებთ. ის საკმარისად გაბედულია, რომ შემდეგი
ნაბიჯი გადადგას; ასე რომ, არაა საჭირო, შარადაზე სისხლი ვანთხიოთ.
– ღმერთო, არა! იმედი მაქვს, ძალიან სასაცილოდ არ გამოვიყურები.
ისე მოიქეცით, როგორც გსურდეთ.
ამასობაში ოთახში მისტერ ვუდჰაუზი შევიდა და პირდაპირ ამ თე-
მასთან დაკავშირებით იკითხა: – აბა, ჩემო ძვირფასებო, როგორ მიდის
თქვენი კრებულის საქმე? რაიმე ახალი დაამატეთ?
– კი, მამა, რაღაც გვაქვს შენთვის, სრულიად ახალი. ამ დილას მაგი-
დაზე ფურცელი ვიპოვეთ... ალბათ ფერიამ დატოვა... ზედ კი მშვენიერი
შარადა ეწერა. ეს-ესაა, წიგნში გადავიტანეთ.
ემამ მამას შარადა წაუკითხა და ზუსტად ისე, როგორც ამ უკანას-
კნელს უყვარდა – ნელა, გარკვევით და ზედიზედ ორჯერ თუ სამჯერ,
თან ყოველ შესაბამის მონაკვეთს ახსნა-განმარტებას ურთავდა. მისტერ
ვუდჰაუზი მეტად ნასიამოვნები დარჩა, განსაკუთრებით კი, როგორც
მისმა ქალიშვილმა იწინასწარმეტყველა, ქათინაურებით გაჯერებული
დასკვნითი ნაწილი მოეწონა.
– მშვენიერია, მშვენიერი! მართლაც არაჩვეულებრივი სიტყვებია!
„ლამაზი ქალი...“ იმდენად ლამაზი შარადაა, რომ ფერიის ვინაობა ახ-
ლავე შემიძლია გამოვიცნო. ასე ლამაზად შენ გარდა ვერავინ დაწერდა,
ემა.
პასუხად ემამ მხოლოდ თავი დააქნია და გაიღიმა, ხოლო მისტერ
ვუდჰაუზმა, მცირედი ჩაფიქრების მერე ოხვრით დაამატა: – რთული
მისახვედრი არ არის, ვის ჰგავხარ, ჩემო ძვირფასო! ასეთ რამეებში დე-
დაშენიც საოცრად გონებამახვილი იყო! ეჰ, ნეტავ მეც მისი მეხსიერება
მქონდეს! მე აღარაფერი მახსოვს. არც ის გამოცანა, რომელსაც ვახსე-
ნებ ხოლმე... მხოლოდ პირველი სტროფის გახსენება შემიძლია, არადა,
რამდენიმეა. „ლამაზმა, თუმცა ცივმა გოგომ, სახელად კიტიმ, დაანთო
ჩემში ცეცხლის ალი საოცრად დიდი, საშველად ვიხმე ქუდიანი ის
ბრიყვი ბიჭი, მაგრამ არ მქონდა მე იმედი მისივე ნიჭის, რადგანაც უწინ
89
მან გამწირა ტკივილით დიდით“.29 აი, სულ ესაა, რის გახსენებაც შემიძ-
ლია, თუმცა მთელი ლექსი ძალიანმახვილგონივრულია. მგონი, უკვე
შეიტანეთ თქვენს კრებულში, ჩემო ძვირფასო, არა?
– კი, მამა, მეორე გვერდზევეა. „საუკეთესო ნაკვესებიდან“ გადმოვი-
წერეთ.30 გერიკისაა, ხომ იცი?!
– ჰო, მართალია. უჰ, ნეტავ, ბოლომდე გახსენება შემეძლოს... „ლა-
მაზმა, თუმცა ცივმა გოგომ, სახელად კიტიმ“... ეს სახელი სულ საბრა-
ლო იზაბელას მახსენებს. იცი, რატომ? კინაღამ ქეთრინად მოვნათლეთ,

29
ეს არის პირველი სტროფი საკმაოდ ცნობილი შარადიდან, რომელიც 1771 წელს გა-
მოაქვეყნა ინგლისელმა მსახიობმა, დრამატურგმა, თეატრის მენეჯერმა და პროდიუ-
სერმა, დევიდ გერიკმა (1717-1779). სოციალურად მისაღები პასუხი ამ ქარაგმული გა-
მოცანისა არის „საკვამურის მწმენდავი“. მაგრამ სინამდვილეში – რაც ოსტინისგან,
შესაძლოა, გასაკვირი იყოს – ლექსი უხამსია და პასუხიც უხამსი აქვს, კერძოდ, „პენი-
სი“. საქმე ისაა, რომ იმ დროს, სიფილისი მეტად გავრცელებული დაავადება იყო,
ცრურწმენის მიხედვით კი, სიფილისი ქალიშვილთან სქესობრივი კავშირით იკურნე-
ბოდა. „კიტი“, ამ შემთხვევაში, მეძავია (ასეც უწოდებდნენ იმ დროს მეძავებს), „ცეც-
ხლი“, რომელსაც კიტი ანთებს, სიფილისით გამოწვეული უსიამოვნო მწველი შეგ-
რძნებაა, „ქუდიანი ბიჭი“ კი კაცის (წინდაუცვეთავი) სასქესო ორგანო, რომელიც, მე-
ძავებთან სქესობრივი კავშირის შედეგად, ლექსის ავტორს აავადებს და ტკივილს აყე-
ნებს. სხვათა შორის, აღიარებული პასუხიც შეიძლება, უხამსად გავიგოთ, თუ გავით-
ვალისწინებთ, რომ „საკვამურის გამოწმენდა“ მაშინ სლენგი იყო და სქესობრივ კავ-
შირს აღნიშნავდა; „საკვამურში“ ქალის სასქესო ორგანო იგულისხმებოდა. ირონი-
ულია, რომ მისტერ ვუდჰაუზს – ასაკშეპარულ, გალანტურ კაცს – სწორედ ეს ერთა-
დერთი შარადა ახსოვს და მას გოგონებთან ხშირად იმეორებს. მან ალბათ არ იცის შა-
რადის პასუხი, თუმცა, ოსტინის ზოგიერთი კრიტიკოსის თანახმად, მისტერ ვუდჰაუზი
ახალგაზრდობაში თავაშვებული კაცი იყო და ავტორიც განზრახ აკავშირებს მასა და
სიფილისთან ასოცირებულ ლექსს; „უცხიმო ფაფაც“, რომელსაც, როგორც ვიცით,
მისტერ ვუდჰაუზი მიირთმევს ხოლმე, სიფილისის ერთ-ერთ წამლად იყო მიჩნეული,
ისევე, როგორც სითბოში ყოფნა, რასაც მისტერ ვუდჰაუზი, ასევე, დიდ ყურადღებას
ანიჭებს.
30
ოსტინის კრიტიკოსთა აზრით, ეს უწმაწური გამოცანა არავითარ შემთხვევაში არ
იქნებოდა იმ დროს მეტად პოპულარულ „საუკეთესო ნაკვესებში“ შეტანილი. სავარა-
უდოდ, კვლავ ოსტინის ირონიულ დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე, როგორც ამ
„საუკეთესო ნაკვესების“ (რასაც ალბათ მისი თანამედროვე მკითხველი უკეთ გაიგებ-
და), ისე ემას კითხვის ჩვევების მიმართ.
90
რაკი ბებიას ერქვა ასე. იმედი მაქვს, მომავალ კვირას ჩამოვა... ჰო, მარ-
თლა, მოიფიქრე, საყვარელო, სად დავაბინავებთ? ან ბავშვებს რომელ
ოთახს მივუჩენთ?
– რა თქმა უნდა, მამა! თავის ოთახში, სადაც ყოველთვის ვაბინავებთ
ხოლმე. ბავშვებს კი, ჩვეულებისამებრ, საბავშვო ოთახს დავუთმობთ.
რატომ ელოდი რაიმე ცვლილებას?
– არ ვიცი, ჩემო საყვარელო, არ ვიცი... იმდენი ხანია, აქ არ ყოფი-
ლა!.. ბოლოს აღდგომას იყო და ისიც სულ რამდენიმე დღით. მეტად
არასახარბიელოა მისტერ ნაიტლის ვექილობა. საბრალო იზაბელა! რო-
გორ მიკვდება გული, ყველა ჩვენგანს რომ მოსწყვიტეს! როგორ ინერვი-
ულებს, როცა ჩამოვა და მის ტეილორი აღარ დახვდება!
– ყოველ შემთხვევაში, არ გაუკვირდება, მამა.
– არ ვიცი, ჩემო საყვარელო, არ ვიცი... ის კი ვიცი, მე როგორ გამიკ-
ვირდა, პირველად რომ გავიგე, თხოვდებაო.
– იზაბელა რომ ჩამოვა, სადილად მისტერ და მისის უესტონები მო-
ვიწვიოთ.
– ჰო, ჩემო საყვარელო, თუკი დრო გვეყოფა. მხოლოდ ერთი კვირით
ჩამოდის. ვერაფერს მოვასწრებთ! – მისტერ ვუდჰაუზის ინტონაციაში
სასოწარკვეთილება იგრძნობოდა.
– სამწუხაროა, მეტხანს რომ ვერ დარჩებიან, მაგრამ, როგორც ჩანს,
სხვა გზა არა აქვთ. 28-ში მისტერ ჯონ ნაიტლი უკვე ქალაქში უნდა
იყოს. ასე რომ, მამა, მხოლოდ მადლობა თუ გვეთქმის, მთელ დროს
ჰარტფილდში რომ გაატარებენ და დროს სააბატოში ვიზიტებზე არ და-
კარგავენ. მისტერ ნაიტლი გვპირდება, წლევანდელ შობას ჩემს უფლე-
ბებზე უარს ვიტყვიო... არადა, მასთან კიდევ უფრო დიდი ხანია, რაც არ
ყოფილან.
– ძალიან რთული იქნებოდა, ჩემო საყვარელო, იზაბელას ჰარტფილ-
დის გარდა, კიდევ სადმე რომ უწევდეს დარჩენა, – მისტერ ვუდჰაუზი
ვერც მისტერ ნაიტლის უთმობდა უფლებებს საკუთარ ძმაზე და ვერც
ვერავის, როცა საქმე იზაბელას ეხებოდა. ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა,
შემდეგ კი დასძინა: – მაგრამ ვერ ვხვდები, საბრალო იზაბელა რატომაა
91
ვალდებული, ქმართან ერთად გაბრუნდეს უკან. მე მგონი, ემა, უნდა
ვცადო და დავარწმუნო, ჩვენთან უფრო დიდი ხნით დარჩეს. მასა და
ბავშვებს ნამდვილად შეუძლიათ აქ დარჩენა.
– მამა, მამა! არა მგონია, ასეთ რამეებს ოდესმე მიხვდე. იზაბელა
ქმრის გარეშე ვერ გაძლებს.
ეს სიმართლე იყო და არ ღირდა შეკამათება, ამიტომ მისტერ ვუდჰა-
უზმა მხოლოდ ამოიხვნეშა. ხოლო ემამ, რომელიც მიხვდა, ქალიშვი-
ლის ქმართან მიჯაჭვულობა მამაზე როგორ მოქმედებდა, თემა შეცვა-
ლა, რათა მისტერ ვუდჰაუზისთვის გუნება გამოეკეთებინა.
– სანამ ჩემი და და სიძე აქ იქნებიან, ჰარიეტიც მეტ დროს გაატა-
რებს ჩვენთან. დარწმუნებული ვარ, ბავშვებით მოიხიბლება. ჩვენ ძა-
ლიან ვამაყობთ ამ პატარებით, არა, მამა? ნეტავ, რომელი უფრო მო-
ეწონება – ჰენრი თუ ჯონი?
– ჰო, მართლაც უფრო რომელი? საბრალო, საყვარელი პაწაწინები!
როგორ უხარიათ აქ ჩამოსვლა. ჰარტფილდში ყოფნა ძალიან უყვართ,
ჰარიეტ.
– ეჭვიც არ მეპარება, სერ. განა არსებობს ვინმე, ვისაც აქ ყოფნა არ
უყვარს?!
– ჰენრი კარგი ბიჭია, თუმცა ჯონი დედამისს ძალიან ჰგავს. ჰენრი
უფროსია და მას ჩემი სახელი დაარქვეს, ჯონს კი მამამისის სახელი
ჰქვია. დარწმუნებული ვარ, ბევრს უკვირს, უფროს ბიჭს რატომ არ და-
არქვეს მამის სახელი, მაგრამ იზაბელამ ჰენრი გადაწყვიტა, რაც, ჩემი
აზრით, სწორი ნაბიჯი იყო. ძალიან ჭკვიანი ბიჭია. ორივე ძალიან ჭკვი-
ანია და საოცრად საყვარელი. ჩემს სავარძელთან დამწკრივდებიან
ხოლმე და მეკითხებიან: „ბაბუა, თოკს მოგვცემ?“ ერთხელ, ჰენრიმ და-
ნაც მთხოვა, მაგრამ ვუთხარი, დანები მხოლოდ ბაბუებისთვისაა-მეთ-
ქი. მე თუ მკითხავთ, ჩემი სიძე მეტისმეტად მკაცრი მამაა.
– უსაფუძვლო შენიშვნაა, – ჩაერთო საუბარში ემა, – ასე გეჩვენება,
რადგან თავად ხარ საოცრად რბილი. უნდა, რომ ბიჭები აქტიურები და
ამტანები გაიზარდონ და თუ ცუდად იქცევიან, შესაძლოა, ერთი-ორი

92
მკაცრი შენიშვნაც მისცეს, მაგრამ სინამდვილეში მოსიყვარულე მამაა.
ბავშვები გიჟდებიან მასზე.
– მერე კი მათი ბიძა მოდის და ბავშვებს ჭერში ძალიან საშიშად ის-
ვრის.
– ჰო, მაგრამ ბავშვები ამაზე ჭკუას კარგავენ. ისე ერთობიან, მისტერ
ნაიტლის წესი რომ არ შემოეღო და ბავშვებისთვის თავისი ჯერის მოც-
და არ ესწავლებინა, პატარა ონავრები ერთმანეთს ნამდვილ ომს გამო-
უცხადებდნენ.
– ჰო... მე არ მესმის, ეს რა გართობაა.
– ასეა, მამა. სამყაროს ერთ ნაწილს მეორის სიამოვნებებისა არ ეს-
მის.
იმავე დღეს, მოგვიანებით, როცა გოგონები ტრადიციული ოთხი სა-
ათის სადილისთვის მოსამზადებლად იშლებოდნენ, შეუდარებელი შა-
რადის გმირმა ვუდჰაუზების კარი კვლავ შეაღო. ჰარიეტმა თვალი მო-
არიდა, მაგრამ ემა ჩვეული ღიმილით შეეგება სტუმარს და, მახვილი
თვალის წყალობით, უმალვე მიხვდა, რომ ამ უკანასკნელს ჰარტფილ-
დში თავისი გაბედული ჟესტის შედეგების შესაფასებლად შეევლო.
თუმცა, სტუმარმა მოსვლის მიზეზად სულ სხვა რამ დაასახელა: – იქ-
ნებ, მისტერ ვუდჰაუზმა დღევანდელი საღამო ჩემ გარეშე გაატაროს,
რადგან ჩემი მეგობარი, მისტერ ქოული უკვე იმდენი ხანია მთხოვს, ჩემ-
თან ისადილეთო, რომ სტუმრობას შევპირდი. თუმცა, თუ ჰარტფილდში
სულ ოდნავ მაინც საჭირო ვარ, ყველა საქმეს გადავდებ და უსათუოდ
მოვალ.
ემა თავს უფლებას ვერ მისცემდა, მისტერ ელტონს მეგობრისთვის
მათ გამო გაეცრუებინა იმედი; მით უმეტეს, რომ მისტერ ვუდჰაუზი რა-
ბერ-ბრიჯს31 მის გარეშეც მშვენივრად ითამაშებდა. მისტერ ელტონმა
რატომღაც დაიჟინა, მოვალო, ემამ კი ძლივს დაარწმუნა, არ არის საჭი-
როო. ის იყო, სტუმარმა გამოსამშვიდობებლად თავის დაკვრა დააპირა,
რომ მასპინძელმა მაგიდიდან ფურცელი აიღო და გაუწოდა.

31
რაბერ-ბრიჯი – ბრიჯის ნაირსახეობა, რომელსაც წყვილებში თამაშობენ.
93
– აი, შარადა, ასე კეთილშობილურად რომ დაგვიტოვეთ! გმადლობთ,
მისი წაკითხვის ნება რომ დაგვრთეთ. იმდენად მოგვეწონა, რომ თავს
უფლება მივეცი და მის სმითის კრებულში ჩავწერე. იმედი მაქვს, თქვე-
ნი მეგობარი არ გვიწყენს. ცხადია, პირველი რვა სტრიქონის მეტი არა-
ფერი გადამიტანია.
მისტერ ელტონი დაიბნა, გაუბედავად წაილუღლუღა რაღაც „პატი-
ვის“ მსგავსი, ჯერ ემას შეხედა მორცხვად, მერე – ჰარიეტს, ბოლოს –
მაგიდაზე გადაშლილ კრებულს, რომელიც მოწიწებით აიღო და შარადა
მეტად ყურადღებით გადაიკითხა. უხერხულობის განსამუხტად, ემამ
ღიმილით დასძინა: – თქვენს მეგობარს ჩვენგან პატიება უნდა სთხო-
ვოთ, მაგრამ ასეთი მშვენიერი შარადა ერთი ან ორი ადამიანის ტყვე-
ობაში ცოდოა. თუ სულ ასე გალანტურად დაწერს, შეუძლია, მშვიდად
იყოს, რადგან ნებისმიერი ქალის მოწონებას დაიმსახურებს.
– უყოყმანოდ შემიძლია გითხრათ, რომ... – ბორძიკით დაიწყო მის-
ტერ ელტონმა, – ...ყოველ შემთხვევაში, თუ ჩემი მეგობარი იმავეს
გრძნობს, რასაც მე, ეჭვიც არ მეპარება... რომ ხედავდეს, რამხელა პატი-
ვი ერგო მის მოკრძალებულ შაირს... – მან ერთხელ კიდევ დახედა კრე-
ბულს და მაგიდაზე დააბრუნა, – ...იფიქრებდა, რომ ეს მისი ცხოვრების
ყველაზე საამაყო წუთია.
ამ სიტყვების შემდეგ, მისტერ ელტონმა მალევე დატოვა ჰარტფილ-
დი. თუმცა, არც ისე მალე, რომ ემას მახვილ თვალს ვერ შეემჩნია, მისი
ბოლო ფრაზა რაოდენ საზეიმო და ამაღლებული პათოსით იყო გაჯერე-
ბული. ყოველგვარი კეთილშობილური და სასიამოვნო თვისების მიუხე-
დავად, მისტერ ელტონის ეს პათეტიკა ემას ისე სასაცილოდ ეჩვენებო-
და, რომ სასწრაფოდ გაიქცა, სიცილით გული რომ ეჯერებინა, უფრო
ფაქიზი და ამაღლებული სიამოვნებებით ტკბობა კი ოთახში დარჩენილ
ჰარიეტს მიანდო.

94
თავი 10

მართალია, უკვე დეკემბრის შუა რიცხვები იდგა, მაგრამ ამინდი ჯერ


ისე არ გაფუჭებულიყო, რომ გოგონებისთვის მეტ-ნაკლებად რეგულა-
რულ სეირნობაში შეეშალა ხელი. ერთ დღეს, ემა ქველმოქმედების მიზ-
ნით ერთ გაჭირვებულ, ავადმყოფ ოჯახთან უნდა მისულიყო, რომელიც
ჰაიბერიდან მოშორებით ცხოვრობდა.
ცალკე მდგარი ქოხისკენ მიმავალი გზა ვიქარიჯ-ლეინზე32 გადიოდა
– ვიწრო ქუჩაზე, რომელიც ფართო, თუმცა უსწორმასწორო მთავარი
გზიდან მარჯვნივ უხვევდა და რომელზეც მისტერ ელტონის წმინდა სა-
ვანე მდებარეობდა. რამდენიმე ღარიბული სახლის შემდეგ, სადღაც მე-
ოთხედ მილში, სამღვდელო სახლის – გზასთან უცნაურად ახლოს აგე-
ბული, ძველი და არცთუ ისე წარმოსადეგი შენობის – ქონგური იწვერე-
ბოდა. კომფორტულისა შენობას არაფერი ეტყობოდა, მაგრამ ამჟამინ-
დელ ბინადარს იქაურობა თვალშისაცემად გაეკეთილშობილებინა. ასე
იყო თუ ისე, ეს შენობა ორი მეგობრის შენელებულ ნაბიჯსა და დაკვირ-
ვებულ მზერას ნამდვილად იმსახურებდა.
– აი, ისიც, – აღნიშნა ემამ, – თქვენ და თქვენი შარადების წიგნი ერთ
მშვენიერ დღეს სწორედ აქ დაიდებთ ბინას.
– ღმერთო, რა საყვარელი სახლია! მის ნეში ასეთ ყვითელ ფარდებზე
ჭკუას კარგავს.
– ჯერჯერობით ამ გზაზე იშვიათად მიწევს სიარული, მაგრამ მოვა
დრო და აქ სეირნობის მიზეზიც მომეცემა; მაშინ თანდათან უკეთ გა-
ვიცნობ ყოველ მესერს, ჭიშკარს, გუბურასა თუ გასხლულ ხეს ჰაიბერის
ამ მხარეში.
აღმოჩნდა, რომ ჰარიეტი სამღვდლო სახლში არ იყო ნამყოფი. მის
ცხოველ ინტერესს სახლის ექსტერიერისა თუ ინტერიერის მიმართ ემა
მხოლოდ ერთი რამით ხსნიდა: ამით ჰარიეტი თავის სიყვარულს ადას-

ვიქარიჯ ლეინი – გამოგონილი ადგილი ჰაიბერიში. Vicarage Lane „სამღვდელო რე-


32

ზიდენციის ხეივანს“ ნიშნავს.


95
ტურებდა, ისევე, როგორც მისტერ ელტონმა დაადასტურა მაშინ, როცა
ჰარიეტში გამჭრიახი გონება დაინახა.
„ნეტავ, შიგნით შეგვაღწევინა, მაგრამ ვერავითარ რიგიან მიზეზს
ვერ ვიგონებ. არც ვინმე მსახურს ვიცნობ, მასზე რამე რომ ვკითხო...
არც მამაჩემს დაუბარებია რამე...“ – ემა გამალებული ფიქრობდა, მაგ-
რამ ვერაფერი მოეფიქრებინა. რამდენიმე წუთიანი დუმილი ჰარიეტმა
დაარღვია: – მის ვუდჰაუზ, სულ მაინტერესებს, რატომ არ ხართ გათ-
ხოვილი ან რატომ არ თხოვდებით? თქვენისთანა მომხიბლავი ქალბა-
ტონი...
– მხოლოდ ჩემი მომხიბვლელობა არაა გათხოვებისთვის საკმარისი,
– სიცილით მიუგო ემამ, – „ისიც“ მომხიბლავი უნდა იყოს. სიმართლე
თუ გინდათ, არა მხოლოდ ამ ეტაპზე არ ვაპირებ გათხოვებას, თითქმის
არ მინდა, ოდესმე გავთხოვდე.
– უჰ! ვერ დავიჯერებ.
– მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვერ გავუძლო ცდუნებას, თუკი
ისეთ ვინმეს გავიცნობ, ვინც ყველა ჩემს ამჟამინდელ ნაცნობზე აღმა-
ტებული იქნება. მისტერ ელტონი... – ემას დროულად გაახსენდა, რომ
სათქმელი უნდა შეერბილებინა. – ...მოგეხსენებათ, მისტერ ელტონი გა-
მორიცხულია, არც მინდა ვინმე ასეთის გაცნობა. მირჩევნია, ცდუნების
გაძლებაზე არც მიდგეს საქმე. ცვლილებებისგან კარგს არაფერს ველი.
გათხოვებას ალბათ ვინანებ კიდეც.
– ღმერთო ჩემო! რა უცნაურია ქალისგან ამის მოსმენა!
– სხვა ქალებისგან განსხვავებით, მე გათხოვებისთვის გავრცელებუ-
ლი მიზეზები არ მაქვს. აი, ვინმე რომ შემიყვარდეს, ეს სულ სხვა საქმე
იქნება! მაგრამ შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ, ეს ჩემს ბუნებაში
არ ზის. ამიტომ, არა მგონია, ოდესმე ვინმე შემიყვარდეს. სიყვარულის
გარეშე კი ნამდვილი სიბრიყვე იქნება ამჟამინდელ მდგომარეობის რა-
იმე სხვაზე გაცვლა. ქონება მე არ მჭირდება, საქმე და თავშესაქცევი მე
არ მჭირდება, არც სტატუსი მჭირდება... ჩემი ღრმა რწმენით, ძალიან
ცოტა ქალი თუ ახერხებს, საკუთარი ქმრის სახლში ისეთი დიასახლისი
იყოს, როგორიც მე ვარ ჰარტფილდში. და არასდროს, არასდროს მექნე-
96
ბა იმედი, რომ ვინმეს ისე ვეყვარები და ვინმესთვის ისეთი მნიშვნელო-
ვანი ვიქნები... ვერასდროს, ვერცერთი კაცისთვის ვიქნები ასე მუდამ
პირველი და ასე მუდამ მართალი, როგორიც მამაჩემისთვის ვარ.
– ჰო, მაგრამ ეს რას ნიშნავს? ბოლოს მის ბეიტსივით შინაბერად უნ-
და იქცეთ?
– ამაზე საზარელ სურათს ვერც დახატავდით, ჰარიეტ. ერთი წამით
მაინც რომ დავუშვა, ოდესმე მის ბეიტსს დავემსგავსები... გავხდები ასე-
თი ბრიყვი... კმაყოფილი... მომღიმარი... მოლაყბე... მოსაწყენი... უსახუ-
რი და ზედაპირული, სულ რომ მზადაა, ნებისმიერს ათასი ტყუილ-მარ-
თალი ჩაუკაკლოს... მაშინ, ალბათ ხვალვე გავთხოვდებოდი. მაგრამ,
ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენ შორის ვერავითარი მსგავსება ვერ
იარსებებს გარდა იმისა, რომ ორივენი გაუთხოვრები ვიქნებით.
– ჰო, მაგრამ თქვენც „შინაბერა“ გერქმევათ! ეს კი საშინელებაა!
– არ იდარდოთ, ჰარიეტ, არ ვიქნები საცოდავი შინაბერა. გაუთხოვ-
რობა ხალხის თვალში სიღარიბის გამო აღიქმება ასეთ ტრაგედიად!
მარტოხელა, გაჭირვებული შინაბერა კომიკურია, გოგო-ბიჭების დაცინ-
ვის ობიექტი, შეძლებული მარტოხელა ქალი კი საზოგადოების თვალში
გონიერი და სასიამოვნო პიროვნებაა და პატივისცემასაც იმსახურებს.
ამ ორი ფენის გაუთხოვარ ქალებს შორის სხვაობას კი განაპირობებს
არა მხოლოდ საზოგადოების საღი აზრისა და გონიერების დეფიციტი,
არამედ ისიც, რომ გაჭირვებას გონების დამახინჯება და ხასიათის გა-
ფუჭება შეუძლია. ის, ვინც ძლივს ახერხებს თავის გატანას და, მისგან
დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მეტად პატარა და მდაბიო საზოგა-
დოებაში ცხოვრობს, თანდათან საღად აზროვნების უნარს კარგავს და
ბოროტდება. ცხადია, ეს მის ბეიტსს არ ეხება. მის ბეიტსი მეტისმეტად
კარგი ბუნებისაა და მეტისმეტად სულელი, რომ მე მომეწონოს, მაგრამ
გარშემო ყველას მოსწონს, იმის მიუხედავად, რომ გაუთხოვარიცაა და
გაჭირვებულიც. სიღარიბეს მისი გონება არ დაუმახინჯებია. დარწმუნე-

97
ბული ვარ, ერთი შილინგისამარაც რომ დარჩეს, ექვს პენის33 აუცილებ-
ლად ვინმეს მისცემს. მისი არავის ეშინია, ეს კი მეტად დასაფასებელია.
– ღმერთო ჩემო! და რას გააკეთებთ? რა საქმეს მოჰკიდებთ ხელს,
ასაკში რომ შეხვალთ?
– რამდენადაც ვიცნობ საკუთარ თავს, ჰარიეტ, აქტიური, ცოცხალი
გონება მაქვს და მდიდარი შინაგანი რესურსიც. ამდენად, ვერ ვხვდები,
რატომ უნდა დამიდგეს თავის გართობის პრობლემა ორმოცი ან ორ-
მოცდაათი წლის ასაკში, თუ ოცდაერთისას არ მიდგას. მაშინაც ზუს-
ტად ისევე შემეძლება, თავი შევიქციო ქალისთვის შესაფერისი ფიზიკუ-
რი თუ ინტელექტუალური საქმიანობით, როგორც ახლა, ან მხოლოდ
უმნიშვნელოდ თუ შეიცვლება რაიმე; თუ ნაკლებს დავხატავ, მეტს წა-
ვიკითხავ; მუსიკას თუ შევეშვები, ხალიჩებს მოვქსოვ... რაც შეეხება ინ-
ტერესის, სიყვარულისა თუ ალერსის ობიექტებს, რაც გაუთხოვარი ქა-
ლისთვის მართლაც მნიშვნელოვანი დანაკლისი და ერთ-ერთი ყველაზე
დიდი უბედურებაა, რისიც შეიძლება შეგეშინდეს, ამ მხრივაც მშვენივ-
რად ვიგრძნობ თავს – ჩემი დისშვილები ძალიან მიყვარს და ყველა
მათგანზე სიამოვნებით ვიზრუნებ; მათი სახით ყველა იმ საჭირო ემო-
ციასაც მივიღებ, რაც ასაკში შესულ ადამიანს სჭირდება; იმედებიც საკ-
მარისი მექნება და შიშებიც. მართალია, ჩემი გრძნობები მშობლებისას
ტოლს ვერ დაუდებს, მაგრამ მე მაინც ასე მირჩევნია – ეს უფრო ესადა-
გება ჩემს წარმოდგენას კომფორტზე, ვიდრე მშობლის უფრო მხურვალე
და ბრმა გრძნობები. ჩემი დისშვილები! გოგონას ალბათ უფრო ხშირად
დავიტოვებ.
– მის ბეიტსის დისშვილს იცნობთ? ალბათ ერთი ასჯერ მაინც გინა-
ხავთ, მაგრამ თუ გაიცანით?
– უჰ, როგორ არა! ყოველთვის, როცა ჰაიბერიში ჩამოდის, გვაიძუ-
ლებენ, ერთმანეთი ვინახულოთ. სხვათა შორის, ეს სავსებით საკმარი-
სია, ადამიანს საკუთარი დისშვილი ლამის შეაჯავრო. ღმერთმა დამი-
ფაროს, ერთად აღებული ყველა ნაიტლით ვინმეს ოდესმე ისე შევაწყი-

ექვსი პენი – შილინგის ნახევარი.


33

98
ნო თავი, როგორც ამას მის ბეიტსი ახერხებს ერთი ჯეინ ფეარფაქსით.
მარტო ჯეინ ფეარფაქსის სახელის გაგონებაზეც კი გული მერევა. მისგან
მოსულ ყოველ წერილს, სულ მცირე, ორმოცჯერ მაინც კითხულობენ;
მის მოკითხვებს ყოველ მეგობარს უთვალავჯერ გადასცემენ; ხოლო თუ
ისე მოხდა, რომ დეიდამისს კორსეტის თარგი გამოუგზავნა ან ბებიამისს
– წყვილი წვივსაკრავი, მთელი თვე მხოლოდ ამაზე ლაპარაკობენ. ჯეინ
ფეარფაქსს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ უკვე საშინლად
მომაბეზრა თავი.
გოგონები ნელ-ნელა ქოხს მიუახლოვდნენ და ყველა სალაყბო თემას
წერტილი დაესვა. თანაგრძნობით განმსჭვალული ემა გაჭირვებულ
ოჯახებს თავისი ყურადღებით, კეთილი რჩევებითა და მოთმინებით
თითქმის ისევე ჰგვრიდა შვებას, როგორც თავისივე საფულით. ემას ეს-
მოდა ამ ხალხის, პატიობდა უვიცობასა და ცდუნებებს; არ ჰქონდა რო-
მანტიკული მოლოდინი, რომ გაუნათლებელი ადამიანები რაიმე განსა-
კუთრებულ ღირსებას გამოავლენდნენ; ენთუზიაზმითა და თანაგრძნო-
ბით ერთვებოდა მათ პრობლემებში და მუდამ მზად იყო მათ დასახმა-
რებლად – როგორც გონებით, ისე გულით. ოჯახი, ვისთანაც ამჟამად
მისულიყო, ერთდროულად, სიღარიბესაც გაეტანჯა და ავადმყოფობა-
საც. ემამ მათთან იმდენ ხანს დაჰყო, რამდენიც ნუგეშისა თუ რჩევების
მისაცემად იყო საჭირო. ნანახმა მასზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდი-
ნა, რომ ქოხიდან გამოსულმა, ჰარიეტს ასეთი რამ უთხრა: – ეს ის სანა-
ხაობაა, ჰარიეტ, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს. რა უმნიშვნელო
ჩანს ამის მერე ყველაფერი! ახლა მთელ დღეს მხოლოდ ამ საბრალო
ხალხზე თუ ვიფიქრებ. მართლაც, ვინ იცის, როდის გაქრება ეს ყველა-
ფერი ჩემი გონებიდან!
– მართალი ხართ, – უპასუხა ჰარიეტმა, – საბრალოები! თავიდან არ
ამომდის.
– არ მგონია, ეს შთაბეჭდილება მალე გამინელდეს, – ამ სიტყვებით
ემამ დაბალ მესერს გადააბიჯა, ფეხი ჩამტვრეულ საფეხურზე დადგა,
საიდანაც ვიწრო, სლიპინა ბილიკი კვლავ შარაზე გადიოდა და შეჩერ-
და, რათა გაპარტახებული კარმიდამოსთვის კიდევ ერთხელ შეეხედა.
99
– ჰო, რა თქმა უნდა! – გამოეხმაურა ემას თანამგზავრი.
გზა გააგრძელეს. ერთ მონაკვეთში ბილიკი უხვევდა და, მოსახვევს
გასცდნენ თუ არა, მათკენ მიმავალი მისტერ ელტონი დაინახეს. მათ
შორის მანძილი იმდენად მცირე იყო, რომ ემამ ამის თქმაღა მოასწრო:
– აი, ჰარიეტ! ჩვენკენ ჩვენი კეთილშობილურ აზრთა მდგრადობის მე-
ტად უეცარი გამოცდა მოდის. რას ვიზამთ, – თქვა და გაიღიმა, – თუ
გაჭირვებულებს თანაგრძნობამ ძალა შემატა და შვება მოჰგვარა, ჩავ-
თვალოთ, ჩვენი მისია შევასრულეთ. მათ მიმართ თანაგრძნობა საქმით
უნდა გამოვხატოთ და არა ფუჭი ვიშვიშით, რომელიც მხოლოდ ჩვენვე
თუ დაგვასევდიანებს.
– ღმერთო, აბა, რა! – მეტი ვეღარაფერი თქვა ჰარიეტმა, რადგან
ჯენტლმენი უკვე მათ პირისპირ იდგა.
მათი საუბარიც, უპირველესად, სწორედ საბრალო ოჯახის პრობლე-
მებს მიეძღვნა. აღმოჩნდა, რომ მისტერ ელტონიც მათ მოსანახულებ-
ლად მიდიოდა, თუმცა ახლა ვიზიტის ცოტა ხნით გადადება გადაეწყვი-
ტა. სამაგიეროდ, მეტად საინტერესოდ მიმოიხილეს ოჯახის გასაჭირი –
რისი გაკეთება შეიძლებოდა და რა უნდა გაკეთებულიყო. მისტერ ელ-
ტონმა, გოგონების გაცილების მიზნით, გეზი იცვალა.
„ერთმანეთს ერთ საქმეზე წასულები რომ გადაეყარნენ, არ არის სა-
ხუმარო ამბავი, – ფიქრობდა ემა, – ქველმოქმედებისას შეხვედრა უთუ-
ოდ ორივეს გრძნობებს გააძლიერებს. არ გამიკვირდება, ნაყოფად სიყ-
ვარულის ახსნაც რომ გამოიღოს. მე რომ არ ვიყო, სიყვარულს ნამდვი-
ლად აუხსნიდა. უჰ, ნეტავ, სადმე სხვაგან ვყოფილიყავი!“ ემას ერთი
სული ჰქონდა, წყვილს როგორმე მოშორებოდა, ამიტომ მალევე სავალი
გზის განაპირა, საცალფეხო ბილიკზე გადაინაცვლა, მეგობრები კი შა-
რაზე დატოვა. მაგრამ ორი წუთიც არ იყო გასული, რომ ჰარიეტმა,
სხვაზე დამოკიდებულებისა და მიმბაძველობის ჩვევათა გამო, საცალ-
ფეხო ბილიკზე გადაინაცვლა. მოკლედ, მალე ჰარიეტიცა და მისტერ
ელტონიც ემას აედევნენ. ასე არაფერი გამოვიდოდა. ემა გაჩერდა, ვი-
თომ ფეხსაცმლის თასმის გასასწორებლად დაიხარა, ბილიკი მთლიანად
ჩახერგა და თანამგზავრებს ურჩია, გზა გააგრძელეთ, ნახევარ წუთში
100
დაგეწევითო. ისინიც ემას სურვილის მიხედვით მოიქცნენ. ემას კი ზუს-
ტად მაშინ, როცა, მისი აზრით, თასმის გასწორებისთვის საჭირო დრო
ამოიწურა, გაუმართლა – სიარულის შესანელებლად ახალი მიზეზი მი-
ეცა: ქოხიდან მომავალი ბავშვი დაინახა, რომელსაც, ემას მითითებების
თანახმად, ხელში დოქით ჰარტფილდისკენ აეღო გეზი, რათა შინ წვნი-
ანი წამოეღო. ამ ბავშვის გვერდით სიარული და მასთან საუბარი სხვა
შემთხვევაშიც ყოვლად ბუნებრივი იქნებოდა, მით უმეტეს კი ახლა. ეს
მშვენიერი საშუალება იყო, დანარჩენებს მასზე წინ ევლოთ და არ ეგ-
რძნოთ თავი ვალდებულად, დალოდებოდნენ. მაგრამ ემა, უნებურად,
მათ დაეწია: ბავშვი ჩქარობდა, წყვილი კი მისეირნობდა. ჩანდა, მისტერ
ელტონი და ჰარიეტი მეტად საინტერესო თემაზე საუბრობდნენ – მის-
ტერ ელტონი ენთუზიაზმით ლაპარაკობდა, ჰარიეტი კი ყურადღებით
უსმენდა. შეწუხებული ემა, რომელსაც ამასობაში ბავშვი წინ გაეშვა,
ახლა იმაზე ფიქრობდა, რა მოემიზეზებინა, თანამგზავრებს კვლავ რომ
ჩამორჩენოდა, რომ უცებ, ორივემ უკან მიიხედა და ისიც იძულებული
შეიქნა, გზა მათთან ერთად გაეგრძელებინა.
მისტერ ელტონი ისევ ლაპარაკობდა და სულ მალე ემამ ერთგვარი
იმედგაცრუებით აღმოაჩინა, რომ მშვენიერ თანამგზავრს მისტერ ქო-
ულთან გატარებული საღამოს დეტალებს უამბობდა. ემა წყვილს სწო-
რედ მაშინ შეუერთდა, როცა ჯენტლმენი სტილტონის ყველის,34 ჩრდი-
ლო უილტშაიარის35 კარაქის, ნიახურის, ჭარხლის ძირებისა და დესერ-
ტის შესახებ ჰყვებოდა.
„ცხადია, ეს საუბარი მალე რაღაც უკეთესში გადაიზრდება“, თავს
ინუგეშებდა ემა, “შეყვარებულ წყვილს ერთმანეთისა ყველაფერი აინ-
ტერესებს. ნებისმიერი თემა შეიძლება გახდეს შესავალი იმისა, რაც
გულთან უფრო ახლოა. ნეტავ, როგორმე მოვცილდე!“ ახლა სამივე ჩუ-
მად მიდიოდა. წინ სამღვდელო სახლის გალავანი გამოჩნდა და ემამ

34
სტილტონის ყველი – ინგლისური ყველი, რომლის ორ სახეობას აწარმოებენ: მძაფრი
სუნითა და გემოთი ცნობილ ლურჯ ყველსა და ნაკლებად ცნობილ თეთრ ყველს.
35
ჩრდილო უილტშაიარი – ინგლისური ყველის სახეობა, რომელიც იმ დროს დელიკა-
ტესად მიიჩნეოდა, დღეს კი იშვიათობას წარმოადგენს.
101
უეცრად გადაწყვიტა, სხვა თუ არაფერი, ჰარიეტი სამღვდელო სახლში
მაინც შეეყვანა; ჰოდა, მოიმიზეზა, რომ ფეხსაცმელს რაღაც კვლავ არ
ჰქონდა რიგზე და მისი გასწორების მიზნით, თანამგზავრებს ისევ ჩა-
მორჩა. მარტო დარჩა თუ არა, ფეხსაცმლიდან თასმა მოიგლიჯა, მარ-
დად მოისროლა თხრილში და მეგობრებს შეევედრა, შეჩერდითო.
– ნახევარი თასმა დავკარგე, – განაცხადა მან, – და წარმოდგენაც არ
მაქვს, როგორ მოვიქცე. პრობლემების მეტს არაფერს გიქმნით, თუმცა,
ყოველთვის ასეთი ცუდი თანამგზავრი როდი ვარ. მისტერ ელტონ, ნება
მომეცით, თქვენს სახლთან შევჩერდეთ – თქვენს მნეს ზონარს ვთხოვ,
ან თოკის ნაგლეჯს, ან რაიმეს, რაც თასმად გამოდგება.
ამ სიტყვების თქმა იყო და მისტერ ელტონის უსაზღვრო ბედნიერე-
ბამაც არ დააყოვნა. გოგონებს სიხარულით შეუძღვა შინ და ძალისხმე-
ვა არ დაიშურა, ყველაფერი საუკეთესოდ წარმოეჩინა. ოთახი, რომელ-
შიც ისინი შეიყვანა, მის ძირითად ადგილსამყოფელს წარმოადგენდა და
სახლის წინა მხარეს იყო განთავსებული, უკან კი ამ ოთახს მეორე ოთა-
ხი უკავშირდებოდა; ოთახებს შორის კარი ღია იყო. ემამ მნესთან ერ-
თად – რომელიც დიდი გულისხმიერებით მოეკიდა მის პრობლემას –
სწორედ უკანა ოთახში გადაინაცვლა. რამდენადაც კარი ღია დახვდა,
იძულებული გახდა, ასეც დაეტოვებინა იმ იმედით, რომ მისტერ ელტო-
ნი თავად მიხურავდა. თუმცა, კარი არავის დაუხურავს. მის ვუდჰაუზი,
მნესთან გაუჩერებელი საუბრის პარალელურად, იმედოვნებდა, ჯენ-
ტლმენი გვერდითა ოთახში სასურველ თემაზე ალაპარკდებოდა, თუმ-
ცა, ათი წუთის განმავლობაში, საკუთარი ხმის გარდა, არაფერი გაუგო-
ნია. ბოლოს იძულებული შეიქნა, ლაპარაკი დაესრულებინა და მეგობ-
რებთან გასულიყო.
შეყვარებულები ერთ-ერთ ფანჯარასთან გვერდიგვერდ იდგნენ. ამ
ყოვლად იმედისმომცემი სანახაობით აღტაცებული ემა მთელი ნახევა-
რი წუთის განმავლობაში საკუთარი სცენარის წარმატებასაც კი ზე-
იმობდა, მაგრამ მთლად ასეც არ აღმოჩნდა საქმე. მისტერ ელტონი
მთავარს ჯერ კიდევ არ შეხებოდა. კი, მეტად სასიამოვნოდ საუბრობდა,
ბრწყინვალედ იქცეოდა, ჰარიეტისთვის ისიც კი ეთქვა, დაგინახეთ და
102
განზრახ გამოგყევითო; არც სხვა პატარ-პატარა გალანტურ ქათინაუ-
რებსა და ქარაგმებს მორიდებოდა, მაგრამ სერიოზული არაფერი.
„ფრთხილია, ძალიან ფრთხილი, – გაიფიქრა ემამ, – კუს ნაბიჯით
მიიწევს და არაფერს გარისკავს, ვიდრე ბოლომდე უსაფრთხოდ არ იგ-
რძნობს თავს“.
და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ მისმა გამჭრიახმა სცენარმა ჩა-
ფიქრებული ნაყოფი არ გამოიღო, ემა იმედს არ კარგავდა, რომ ეს მე-
ტად სასიამოვნო შეხვედრა მათ გაცილებით დიდ ამბამდე მიიყვანდა.

103
თავი 11

ამიერიდან მისტერ ელტონს საკუთარი ძალებით მოუწევდა მოქმე-


დება, ვინაიდან ჯენტლმენის ბედნიერების მართვისა და დაჩქარების-
თვის ემას არ ეცალა. მისი დის ოჯახის ვიზიტის დრო მოახლოებულიყო
და ჯერ მოლოდინით აღვსილ წარმოსახვაში, მერე კი უკვე რეალურა-
დაც მისი მთავარი საზრუნავი სწორედ ეს სტუმრობა გამხდარიყო; სწო-
რედ ნათესავთა ათდღიანი ვიზიტის გამო, შეყვარებულ წყვილს ვეღა-
რაფრით დაეხმარებოდა, თუ არ ჩავთვლით რაიმე შემთხვევით, უმნიშ-
ვნელო ხელშეწყობას. თუმცა, წყვილს, თუ მოუნდებოდა, თავადაც შე-
ეძლო მოვლენათა დაჩქარება. ასე იყო თუ ისე, მათ როგორღაც ემას გა-
რეშე უნდა ემოქმედათ. ემა დიდად არც ნანობდა, მათთვის რომ აღარ
ჰქონდა დრო. არსებობენ ადამიანები, რომელთაც რაც უფრო მეტს უკე-
თებ, თავად საკუთარ კეთილდღეობაზე მით უფრო ნაკლებად ზრუნა-
ვენ.
მისტერ და მისის ნაიტლიები, რომელთაც საკმაოზე მეტი ხანი იყო,
სურეი36 არ მოენახულებინათ, ცხადია, ჩვეულზე დიდ მღელვარებასა და
ინტერესს იწვევდნენ. მათი ქორწინების შემდეგ ყოველი არდადეგები
ჰარტფილდსა და დონველის სააბატოს შორის ნაწილდებოდა, მაგრამ
გასული შემოდგომის ყველა არდადეგები ბავშვების ზღვაზე დასვენებას
დაეთმო. ამდენად, ბევრი თვე იყო, სურეიში აღარ ჩასულიყვნენ და, ბო-
ლოს და ბოლოს, მისტერ ვუდჰაუზიც კი არ ენახათ, რომელიც ვერაფ-
რით აცდუნეს, საბრალო იზაბელას გულისთვის მაინც, თავად სწვეოდა
ლონდონში ქალიშვილს. შესაბამისად, სწორედ მისტერ ვუდჰაუზი
ელოდა განსაკუთრებული მღელვარებითა და შფოთით მათ ამ ხანმოკ-
ლე სტუმრობას. დროდადრო უამრავ უბედურებას წარმოიდგენდა, რაც
კი გზად შეიძლება შემთხვეოდა იზაბელას; ნაკლებს არც თავისი ცხენე-
ბისა და მეეტლეების დაღლილობაზე დარდობდა, რომლებიც სტუმრებს

სურეი – საგრაფო ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სადაც, ავტორის თანახმად,


36

გამოგონილი ჰაიბერი მდებარეობს.


104
ნახევარ გზაზე უნდა დახვედროდნენ და ჰარტფილდში მიეყვანათ. მაგ-
რამ მისი მღელვარება ამაო გამოდგა. მისტერ და მისის ნაიტლიებმა
თექვსმეტი მილი წარმატებით დაძლიეს და, ხუთი შვილისა და ძიძა-მო-
ახლეთა ამალის თანხლებით, ჰარტფილდში უსაფრთხოდ ჩააღწიეს, რა-
მაც დიდი სიხარული, აურზაური და ფუსფუსი გამოიწვია. სალაპარა-
კოც ბევრი ჰქონდათ და საქმეც. ამ ფაციფუცმა კი ისეთი ხმაური და
ალიაქოთი შექმნა, რომ მისტერ ვუდჰაუზს ლამის ნერვებმა უმტყუნა,
თუმცა, ჰარტფილდის წეს-ჩვეულებებისა და მამის გრძნობების მიმართ
განსაკუთრებული პატივისცემის გამო, მისის ნაიტლი, მიუხედავად დე-
დობრივი ინსტინქტებისა (რაც თავისი პატარების სიამოვნებაზე ზრუნ-
ვას – მათი ჭამა-სმის, თამაშისა თუ ძილის თავისუფლებას გულისხმობ-
და), თავს არ ზოგავდა, მისტერ ვუდჰაუზი ზედმეტად არ შეეწუხებინა
ან საკუთრივ ბავშვების ქცევას, ანდა უფროსების გადამეტებულ
მზრუნველობას მათზე.
მისის ნაიტლის – ლამაზ, კოხტა, პატარა ტანის ქალს, სათნო ბუნება
და ძალიან თბილი გული ჰქონდა; ნამდვილი მეოჯახე გახლდათ – ერ-
თგული ცოლი და შვილებზე გადარეული დედა; ხოლო მამისა და დის
მიმართ – უაღრესად ნაზი და მოსიყვარულე. გამორჩეულად მცოდნე და
სხარტი გონების ქალი არ ეთქმოდა – მამასჰგავდა; მასავით ფაქიზი
ჯანმრთელობა ჰქონდა და შვილების ჯანმრთელობაზეც გადაჭარბებუ-
ლად ზრუნავდა; ჰქონდა ბევრი შიში და სუსტი ნერვები; სწორედისევე
მოსწონდა თავისი მისტერ უინგფილდი ლონდონში, როგორც მამამისს
– მისტერ პერი. ერთი სიტყვით, მამა-შვილი ერთმანეთს ზოგადი კე-
თილგანწყობითაც ჰგავდა და მტკიცე ჩვევითაც, ყველა ძველი ნაცნობი
გულითადად დაეფასებინათ.
მისტერ ჯონ ნაიტლის – მაღალ, ჯენტლმენური გარეგნობისა და ძა-
ლიან ჭკვიან კაცს კარიერაც აწყობილი ჰქონდა და პირადი ცხოვრებაც;
ერთობ პატივსაცემი და კარგი მეოჯახე გახლდათ, მაგრამ მეტად თავ-
დაჭერილი მანერების გამო, ვერ იტყოდით, სასიამოვნო პიროვნებააო.
უხასიათოდ ხშირად იყო, თუმცა პირქუში არ ეთქმოდა – უსამართლოდ
არცთუ ისე ხშირად ბრაზდებოდა, რომ ვინმეს ამის გამო ესაყვედურა.
105
თუმცა, ხასიათი მის მთავარ ღირსებას ნამდვილად არ წარმოადგენდა
და ისიც უნდა ითქვას, რომ მისი ნებისმიერი ნაკლის ერთი-ორად გამ-
ძაფრებას თაყვანისმცემელი ცოლიც უწყობდა ხელს – მისის ნაიტლის
უკიდურესი სინაზე ქმრის ხასიათს ვნებდა. ეს უკანასკნელი კი გონების
ისეთი სისაღითა და სისხარტით იყო დაჯილდოებული, როგორიც მის
ცოლს აკლდა და ხანდახან შეეძლო უხეშად მოქცეულიყო და უკმეხა-
დაც ელაპარაკა.
მისტერ ნაიტლი არც ცოლისდის რჩეული გახლდათ. ემა გულში ერთ
უმნიშვნელო გადაცდომასაც კი ვერ პატიობდა. მყისვე გრძნობდა იმ პა-
ტარ-პატარა ტკივილს, რასაც მისტერ ჯონ ნაიტლი იზაბელას აყენებდა
და რასაც იზაბელა თავადაც ვერ ამჩნევდა. მის ვუდჰაუზს ამ ყველა-
ფერზე იქნებ თვალიც დაეხუჭა, სიძე მის მიმართ უფრო მაამებლური
რომ ყოფილიყო, მაგრამ მისტერ ჯონ ნაიტლის ემასადმი გაწონასწორე-
ბული, ძმური, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა – ყოველგვარ ბრმა
სიყვარულსა და ქება-დიდებას მოკლებული. თუმცა, ქათინაურებადაც
რომ დაღვრილიყო, მის ერთ ნაკლს ვერაფერი გადაწონიდა – ეს მისტერ
ვუდჰაუზისადმი პატივისცემის ნაკლებობა გახლდათ. სიმამრის თავისე-
ბურებები და ნერვული ფაციფუცი ისე აღიზიანებდა, რომ მისტერ ჯონ
ნაიტლის ზოგჯერ მოთმინება ღალატობდა და მოხუცთან არც რაციო-
ნალურ შეკამათებას ერიდებოდა და არც უხეშ, თუმცა უსარგებლო
რეპლიკებს. ემას დაკვირვებით, ასეთი შემთხვევები ძალიანაც ხშირი
იყო და გული ზოგჯერ ცუდს უგრძნობდა, თუმცა მისი წინათგრძნობა
ყოველთვის როდი მართლდებოდა. სინამდვილეში, დაძაბულობა მეტად
იშვიათად იჩენდა ხოლმე თავს და მისტერ ჯონ ნაიტლის გულწრფელად
უყვარდა სიმამრი. ასე იყო თუ ისე, მისი ყოველი ვიზიტი საკადრისი
დამოკიდებულებით იწყებოდა, ასეთი ხანმოკლე სტუმრობა კი, ემას
გათვლით, უნაკლო გულთბილობით ჩაივლიდა.
უკვე მგზავრობისგან კარგა ხნის მოსვენებულები იყვნენ, როცა მის-
ტერ ვუდჰაუზმა მელანქოლიურად გააქნია თავი და სიტყვა იმ სევდიან
ცვლილებაზე ჩამოაგდო, რაც იზაბელას ბოლო ვიზიტის შემდეგ ჰარ-
ტფილდში მომხდარიყო.
106
– ეჰ, ჩემო საყვარელო, – დასძინა მან, – საბრალო მის ტეილორი...
რა სამწუხარო ამბავია.
– დიახ, სერ! – წამოიყვირა იზაბელამ, რომელიც ყოველთვის მზად
იყო, მამის განწყობა გაეზიარებინა, – ალბათ როგორ გენატრება! და
ჩემს ემასაც! რა სამწუხარო დანაკარგია ორივესთვის! თქვენ გამო ძა-
ლიან ვწუხდი. წარმოდგენაც არ შემეძლო, მის გარეშე როგორ უნდა
გეცხოვრათ. უდავოდ სევდიანი ცვლილებაა. თუმცა, იმედი მაქვს, თა-
ვად კარგად არის, სერ.
– კარგად არის, საყვარელო, კარგად... ყოველ შემთხვევაში, იმედი
მაქვს... დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, იქაურობას ნორმა-
ლურად იტანს.
აქ მისტერ ჯონ ნაიტლიმ ემას ჩუმად ჰკითხა, რაიმე ეჭვები ხომ არ
არსებობს რენდალსის ჰავასთან დაკავშირებითო.
– ღმერთო, არა! არანაირი. მისის უესტონი თავს მშვენივრად
გრძნობს. არაჩვეულებრივად გამოიყურება. მამა, უბრალოდ, თავის გუ-
ლისტკივილს ახმოვანებს.
– ეს ღირსეული წყვილი ბედნიერებას ნამდვილად იმსახურებს, –
გახლდათ მისტერ ჯონ ნაიტლის გალანტური პასუხი.
– და ხშირად მაინც თუ ახერხებთ მის ნახვას, სერ? – მგლოვიარე
ტონით იკითხა იზაბელამ, რაც მამის პათოსს იდეალურად ეწყობოდა.
– ისე ხშირად ნამდვილად არა, როგორც ვისურვებდი, – მცირე ყოყ-
მანის შემდეგ მიუგო მისტერ ვუდჰაუზმა.
– მამა! რაც დაქორწინდნენ, მხოლოდ ერთი დღე იყო ისეთი, როცა
ვერ ვნახეთ, თორემ ყოველდღე, დილას ან საღამოს ან მისტერ უესტონს
ვნახულობთ, ან მისის უესტონს, უმეტესწილად კი ორივეს, ან აქ, ან
რენდალსში და უფრო ხშირად კი აქ. ძალიან, ძალიან ხშირად გვსტუმ-
რობენ როგორც მისტერ უესტონი, ისე მისი ცოლი. მამა, ასე მელანქო-
ლიურად თუ გააგრძელებ ლაპარაკს, იზაბელას მცდარ წარმოდგენას
შეუქმნი. ყველამ იცის, რომ მის ტეილორი ნამდვილად გვაკლია, მაგრამ
ისიც უნდა იცოდნენ, რომ მისტერ და მისის უესტონები არამც და არამც

107
არ გვაძლევენ თავის მონატრების საშუალებას. სინამდვილეში, აი, ეს
არის სიმართლე.
– როგორც თქვენი წერილებიდან ვხვდებოდი, – თქვა მისტერ ჯონ
ნაიტლიმ, – ეჭვს ვერავინ შეიტანს მისის უესტონის სურვილში, ყურად-
ღება არ მოგაკლოთ, მისტერ უესტონი კი მოცლილი და გულღია კაცია,
რაც ამ ყველაფერს აიოლებს. ხომ გეუბნებოდი, ჩემო საყვარელო, რომ
ცვლილებები ჰარტფილდში არც ისეთი საშინელი იქნებოდა, როგორც
შენ გეგონა. აი, ახლა, იმედი მაქვს, ემას ნათქვამი საბოლოოდ დაგამ-
შვიდებს.
– ჰო, მართალია... – თავი დააქნია მისტერ ვუდჰაუზმა, – ნამდვი-
ლად ვერ უარვყოფ, რომ მისის უესტონი, საბრალო მისის უესტონი,
ჩვენთან საკმაოდ ხშირად დადის... მაგრამ ყოველ ჯერზე უკანვე მიდის.
– რატომღაც საბრალო მისტერ უესტონი გავიწყდება, მამა.
– მეც მგონია, რომ მისტერ უესტონსაც აქვს თავისი უფლებები, –
ღიმილით შენიშნა მისტერ ჯონ ნაიტლიმ, – ემა, მხოლოდ მე და თქვენ
გვესმის საბრალო ქმრების. მე ქმარი ვარ, თქვენ კი, მართალია, ჯერ არ
ხართ ცოლი, მაგრამ კაცის უფლებებს თითქმის ჩემსავით აცნობიერებთ.
რაც შეეხება იზაბელას, არ მიკვირს, რადგან საკმარისად დიდი ხნის
გათხოვილია საიმისოდ, რომ ყოველგვარი მისტერ უესტონების გარეშე
ყოფნის უპირატესობებს აღიარებდეს.
– მე, ჩემო სიყვარულო? – წამოიყვირა მისის ნაიტლიმ, რომელმაც
ქმრის ბოლო სიტყვებს მოჰკრა ყური, – ჩემზე ამბობ? ცოლქმრულ
ცხოვრებას ჩემზე დიდი ქომაგი არც ჰყავს და არც ეყოლება. ჰარტფილ-
დის მიტოვება რომ არა, მის ტეილორი ამქვეყნად ყველაზე იღბლიანი
ქალი მეგონებოდა. და რაც შეეხება არაჩვეულებრივ მისტერ უესტონს,
ჩემი აზრით, ის მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. ვფიქრობ, ნამდვი-
ლად ღირსეული მამაკაცია. შენ და შენს ძმას თუ არ ჩაგთვლით, მის-
ნაირიხასიათის პატრონს არავის ვიცნობ. არასდროს დამავიწყდება, გა-
სულ აღდგომას, იმ ქარიან დღეს, ჰენრისთვის ფრანი რომ გაუშვა... ან
ის რად ღირს, შარშან სექტემბერს საოცარი კეთილშობილება რომ გა-
მოიჩინა და ღამის თორმეტ საათზე მომწერა წერილი, რათა დავემშვი-
108
დებინე, ქობემში37 ქუნთრუშა არ არისო! სწორედ იმ დღეს დავრწმუნდი,
რომ ყველაზე გულკეთილი ადამიანია. მას თუ ვინმე იმსახურებს, ეს
უდავოდ მის ტეილორია.
– ახალგაზრდა ჯენტლმენისგან რა ისმის? – იკითხა მისტერ ჯონ ნა-
იტლიმ, – ჩამოვიდა თუ არა?
– ჯერ არ ჩამოსულა, – მიუგო ემამ, – ყველა ელოდა, რომ ქორწილის
შემდეგ მალევე ჩამოვიდოდა, მაგრამ ამაოდ. სხვათა შორის, ბოლო
დროს მასზე აღარაფერი გამიგია.
– ჰო, მაგრამ ბარათზე რატომ არაფერს უამბობ, საყვარელო? – ჩა-
ერთო მისტერ ვუდჰაუზი, – საბრალო მისის უესტონს ძალიან თავაზია-
ნი და კოხტა მისალოცი ბარათი გამოუგზავნა! პირადად მისის უესტონ-
მა მაჩვენა. ჩემი აზრით, საუკეთესო შინაარსის ბარათი იყო. ვერ გეტ-
ყვით, თავად მას ეკუთვნოდა თუ... ახალგაზრდაა და შესაძლოა, ბიძა-
მისი...
– მამა, ჩემო საყვარელო, ის უკვე ოცდასამი წლისაა... ხომ არ გავიწ-
ყდება, დრო როგორ გარბის?!
– ოცდასამის?! მართლა?! ვინ იფიქრებდა. არადა, სულ რაღაც ორი
წლისა იყო, დედა რომ გარდაეცვალა! საბრალო! მართლაც, როგორ
გარბის დრო! მე კი საშინელი მეხსიერება მაქვს... ერთი სიტყვით, საოც-
რად დახვეწილი, კოხტა ბარათი იყო და მისტერ და მისის უესტონები
მეტად გაახარა. მახსოვს, უეიმათიდან38 იყო გამოგზავნილი და 28 სექ-
ტემბრით თარიღდებოდა, დასაწყისი კი ასეთი ჰქონდა: „ჩემო ძვირფასო
მადამ“. მართალია, გაგრძელება აღარ მახსოვს, მაგრამ დანამდვილე-

37
ქობემი – ინგლისში ქობემი ორგანაა: ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე
საგრაფო კენტის სოფელია და იმავე მხარეში მდებარე საგრაფო სურეის სოფელი, რო-
მელსაც ლონდონამდე 17 მილი აშორებს. რომანში, სავარაუდოდ, სწორედ ეს უკანას-
კნელი იგულისხმება.
38
უეიმათი – ზღვისპირა ქალაქი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, საგრაფო
დორსეში, ლა-მანშის სრუტის ნაპირზე მდებარეობს. ოსტინის ეპოქაში, ეს კურორტი
პოპულარობით სარგებლობდა და მას ხშირად სტუმრობდნენ სამეფო ოჯახის წევრე-
ბი.
109
ბით მახსოვს ბოლო სტრიქონი – „ფ. ს. უესტონ ჩერჩილი“. დიახ, სწო-
რედ ასე იყო ხელმოწერილი.
– ფრიად სასიამოვნო და თავაზიანი საქციელია! – წამოიძახა გულ-
კეთილმა მისის ნაიტლიმ, – ეჭვიც არ მეპარება, რომ ყოვლად ღირსეუ-
ლი ახალგაზრდა კაცია. მაგრამ რა სამწუხაროა, მამასთან ერთად რომ
არ ცხოვრობს. მზარავს, როცა წარმოვიდგენ, როგორ მოსწყვიტეს მამა-
სა და მშობლიურ კერას! ვერასდროს მივხვდები, როგორ დათმო მისტერ
უესტონმა. საკუთარ შვილს როგორ უნდა შეელიო?! კარგი აზრისა ნამ-
დვილად ვერასდროს ვიქნები მასზე, ვისაც შეუძლია, ასეთი რამ შესთა-
ვაზოს მშობელს.
– მგონი, ჩერჩილებზე კარგი აზრისა არც არავინ ყოფილა, – უემოცი-
ოდ აღნიშნა მისტერ ჯონ ნაიტლიმ, – მაგრამ ნუ იფიქრებ, რომ მისტერ
უესტონმაც იგივე იგრძნო, რასაც შენ იგრძნობდი ჰენრისთან თუ ჯონ-
თან განშორების შემთხვევაში. მისტერ უესტონი უდარდელი, მხიარუ-
ლი კაცია, ყველაფერი როდი მიაქვს გულთან. პირიქით, ყველაფერს ისე
იღებს, როგორც რეალობას, და ცდილობს, შეძლებისდაგვარად ისია-
მოვნოს კიდეც; ეჭვი მაქვს, ნუგეშს უფრო იმაში პოულობს, რასაც „სა-
ზოგადოება“ ჰქვია – ანუ ჭამა-სმასა და კვირაში ხუთჯერ მეზობლებ-
თან ვისტის თამაშში. ოჯახური სიმყუდროვე მისი საქმე არ არის.
ემას არ მოეწონა ქვეტექსტი, რაც მისტერ უესტონზე გამოთქმულ
მოსაზრებებში იკითხებოდა, და შეკამათება დააპირა, მაგრამ როგორ-
ღაც თავი ხელში აიყვანა და სიძის სიტყვები უპასუხოდ დატოვა. ჯერ
ერთი, ზავის დარღვევას მოერიდა და მეორეც, იგრძნო, რომ სიძის ნათ-
ქვამს ოჯახური წეს-ჩვეულებების მიმართ მისი მეტად სათუთი გრძნო-
ბები ამყარებდა; მისტერ ჯონ ნაიტლისთვის ოჯახი ყველაფერს ნიშნავ-
და, რის გამოც თავს უფლებას აძლევდა, გაეკიცხა ის, ვინც სოციალური
ურთიერთობების უფრო ზედაპირულ ფორმებს ანიჭებდა უპირატესო-
ბას. ამის გამო კი ალბათ ღირდა მოთმენა.

110
თავი 12

უფროს მისტერ ნაიტლის ჰარტფილდში უნდა ესადილა, რაც, სხვათა


შორის, მისტერ ვუდჰაუზს არ მოეწონა – მოხუცს არ სურდა, იზაბე-
ლასთან ურთიერთობაში პირველსავე დღეს ჩაზიარებოდნენ, მაგრამ ეს
საკითხი ემამ სამართლიანი გადაწყვეტილებით მოაგვარა – ჯერ ერთი,
ძმებს ერთმანეთის ნახვის სრული უფლება ჰქონდათ და მეორეც, თავა-
ზიანი მიპატიჟებით უნდოდა გაექარწყლებინა უთანხმოება, რაც ბოლო
დროს მასა და მისტერ ნაიტლის შორის ჩამოვარდნილიყო.
ემა იმედს არ კარგავდა, რომ მათ შორის ისევ აღდგებოდა მეგობრო-
ბა. მართლაც, შერიგების დრო მოსულიყო. თუმცა, ემასთვის „შერიგება“
მთლად შესაფერისი სიტყვა არ გახლდათ, რადგან არც თვითონ აპირებ-
და პოზიციის დათმობას და არც მისტერ ნაიტლისგან ელოდა შეცდომის
აღიარებას. ერთი სიტყვით, ემამ დანამდვილებით იცოდა, რომ ორმხრი-
ვი დათმობა გამორიცხული იყო, თუმცა გრძნობდა, რომ შესაფერისი
დრო იდგა თავის მოსაჩვენებლად, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო.
ჯენტლმენი სწორედ იმ დროს შევიდა ოთახში, როცა ემას ხელში ნა-
ბოლარა დისშვილი აეტატებინა და აცეკვებდა. რვა თვის საყვარელი
გოგონა, რომელიც ჰარტფილდს პირველად სტუმრობდა, დეიდას ხელში
თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა. ეს გარემოება დამდურებული მე-
გობრების შესარიგებლად მართლაც ხელსაყრელი აღმოჩნდა. მართა-
ლია, მათი შეხვედრა მკაცრი მზერითა და მოკლე მოკითხვით დაიწყო,
მაგრამ თანდათან მისტერ ნაიტლი ადრინდელივით ალაპარაკდა და ემა
მიხვდა, რომ ის აღარ უწყრებოდა. სწორედ მაშინ, როცა მისტერ ნაიტ-
ლიმ ბავშვი გამოართვა, ემამ იგრძნო, რომ ძველებურად მეგობრები იყ-
ვნენ, და ამ შეგრძნებამ ჯერ აღაფრთოვანა, მერე კი ისე გააკადნიერა,
რომ ვიდრე მისტერ ნაიტლი ბავშვს ეფერებოდა, ასეთი რამ თქვა: –
რამხელა ნუგეშია, ჩვენი და-ძმის შვილებზე მაინც რომ ერთნაირად
ვფიქრობთ. უფროსებთან დაკავშირებით ჩვენი აზრები ხანდახან ძალი-
ან სცდება ერთმანეთს, ბავშვების გამო კი, ჩემი დაკვირვებით, უთან-
ხმოება არასდროს მოგვდის.
111
– უფროსების შეფასებაშიც ისევე რომ დაეჯილდოებინეთ ბუნებას
და მათთან მიმართებაშიც ისევე ნაკლებად რომ ყოფილიყავით ფანტა-
ზიისა და ახირებების გავლენის ქვეშ, როგორც ბავშვებთან მიმართება-
ში ხართ, მერწმუნეთ, ჩვენი აზრები ერთმანეთს აბსოლუტურად დაემ-
თხვეოდა.
– ანუ ჩვენი უთანხმოების მიზეზი ყოველთვის ის არის, რომ მე
ვცდები?
– რა თქმა უნდა, – ღიმილით დაუდასტურა მისტერ ნაიტლიმ, – და
საამისო მიზეზიც არსებობს: თქვენ რომ დაიბადეთ, მე უკვე თექვსმეტი
წლის ვიყავი.
– სერიოზული სხვაობაა, – მიუგო ემამ, – და ეჭვიც არ მეპარება,
ცხოვრების იმ ეტაპზე ჩემზე ბევრად უკეთ მსჯელობდით. მაგრამ მას
მერე ოცდაერთი წელი გავიდა. არ ფიქრობთ, რომ ამ დრომ ჩვენი მსჯე-
ლობის უნარები საკმარისად დააახლოვა?
– კი, საკმარისად დააახლოვა.
– და მაინც, არა იმდენად, რომ მართალი ვიყო იმ შემთხვევაში, რო-
ცა მე და თქვენ განსხვავებულად ვფიქრობთ?
– გარკვეული უპირატესობებით მაინც ვსარგებლობ. კერძოდ, თექ-
ვსმეტი წლით მეტი გამოცდილებით... კიდევ იმითაც, რომ არც ლამაზი
ახალგაზრდა ქალბატონივარ და ოდესმე არც გათამამებული ბავშვი
ვყოფილვარ. ემა, ჩემო ძვირფასო, მოდით, გავაგრძელოთ მეგობრობა
და დავივიწყოთ, რაც მოხდა. პატარა ემა, უთხარი დეიდაშენს, უკეთესი
მაგალითი მოგცეს; რომ არ ღირს ძველი ჭრილობების განახლება; რომ
აქამდე ცამდე მართალიც რომ ყოფილიყო, ახლა ნამდვილად ცდება.
– მართალია, – წამოიძახა ემამ, – პატარა ემა, დეიდაშენზე უკეთეს
ქალად უნდა იქცე! მასზე ასჯერ უფრო ჭკვიანი და ასჯერ უფრო თავ-
მდაბალი იყავი! ახლა კი, მისტერ ნაიტლი, ერთი-ორ სიტყვასაც გეტ-
ყვით და დავამთავროთ. თუ საქმე კეთილ ზრახვებზე მიდგა, ამ მხრივ
ორივე მართლები ვართ. თანაც, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჯერჯერობით
არაფერი მომხდარა ისეთი, რაც ჩემი არგუმენტების სიმცდარეს დაასა-

112
ბუთებდა. მოკლედ, ახლა მხოლოდ ის მინდა, დავრწმუნდე, რომ მისტერ
მარტინი ძალიან გულგატეხილი არ არის.
– უკიდურესად გულგატეხილია.
– ღმერთო, ძალიან ვწუხვარ! ...მოდით, ერთმანეთს ხელი ჩამოვარ-
თვათ.
ის იყო, ერთმანეთს ხელი მეტად გულითადად ჩამოართვეს, რომ
ოთახში მისტერ ჯონ ნაიტლი შევიდა, რასაც ძმების ჭეშმარიტად ინ-
გლისური ურთიერთმოკითხვა მოჰყვა – მშვიდად, მაგრამ არა გულგრი-
ლად ნათქვამი „როგორ მიდის საქმე, ჯორჯ?“ „როგორ ხარ, ჯონ?“, რაც
აშკარად მიუთითებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ძმები ერთმანე-
თის კეთილდღეობისთვის თავს არ დაზოგავდნენ.
მისტერ ვუდჰაუზმა ბანქოს თამაშზეც კი უარი თქვა და მთელი სა-
ღამო მშვიდსა და ენაწყლიან საუბარში გაატარეს. ჰარტფილდში შეკ-
რებილი მცირე საზოგადოება მალე საკმაოდ ბუნებრივად გაიყო: ერთ
მხარეს მისტერ ვუდჰაუზი და მისი უფროსი ქალიშვილი აღმოჩნდნენ,
მეორე მხარეს კი ძმები ნაიტლიები; მათი სასაუბრო თემები სრულიად
განსხვავებული იყო და იშვიათად თუ გადაიკვეთებოდა. რაც შეეხება
ემას, ის ხან ერთ წყვილს შეურთდებოდა, ხანაც – მეორეს.
ძმები თავ-თავიანთ საქმეებზე მუსაიფობდნენ, თუმცა მოსაუბრის
როლში, უმეტესად, უფროსი ძმა გახლდათ, რომელიც უფრო კომუნიკა-
ბელურიც იყო და ლაპარაკის მეტად მოყვარულიც. ის, როგორც მომრი-
გებელი მოსამართლე, ჯონისგან კანონის ამა თუ იმ დეტალის შესახებ
იღებდა რჩევებს ან უმცროს ძმას ამ სფეროდან რაიმე უცნაურ თუ სასა-
ცილო ინციდენტს უამბობდა; ხოლო როგორც ფერმერი (ის დონველის
მამულსაც განაგებდა), უხსნიდა, როგორ მოსავალს ელოდა თითოეული
მინდვრიდან მომდევნო წელს და აცნობდა მამულთან დაკავშირებულ
ყველა წვრილმანს, რასაც ძმა დიდი ინტერესით უსმენდა – უმცროს
მისტერ ნაიტლის ცხოვრების დიდი ნაწილი დონველის სააბატოში გა-
ეტარებინა და მშობლიური სახლისა ყველაფერი აინტერესებდა: წყალ-
სადენის სქემა, გალავნის ცვლილებები, ხის მოჭრა, ის, თუ როგორ უნდა
გამოეყენებინათ მიწის თითოეული აკრი ხორბლის, თალგამისა თუ სი-
113
მინდის მოსაყვანად – ამ ყველაფერს ჯონი ისეთივე ინტერესით უსმენ-
და (თუმცა, მეტად ცივი მანერების წყალობით, ინტერესს ძნელად შე-
ატყობდით), როგორითაც ძმა უამბობდა, და უფროსი მისტერ ნაიტლის
დიდი მონდომების მიუხედავად, გამორჩენილ უმნიშვნელო წვრილმანს
ასეთივე მონდომებით აზუსტებდა.
ვიდრე ძმები სიამტკბილობდნენ, მისტერ ვუდჰაუზი ქალიშვილთან
ბედნიერებანარევი სინანულისა და შიშნარევი სიყვარულის ფრქვევით
იქცევდა თავს.
– ჩემი საბრალო, საყვარელი იზაბელა, – ქალიშვილს ხელზე ალერ-
სიანად ეფერებოდა და ცდილობდა, მისი ყურადღება ბავშვებიდან თა-
ვისკენ გადაეყვანა, – რამდენი ხანი გავიდა, რაც აქ არ ყოფილხარ! ალ-
ბათ როგორ დაგღალა ამსიგრძე გზამ. ამაღამ ადრე უნდა დაწვე, ჩემო
საყვარელო, თუმცა დაძინებამდე, გირჩევ, ცოტაოდენი ფაფა შეჭამო.
ჰო, მე და შენ თითო ჯამ უცხიმო ფაფას მივირთმევთ! ემა, საყვარელო,
ჩემი აზრით, ცოტაოდენი ფაფა ყველამ უნდა შევჭამოთ.
ემამ გადასარევად იცოდა, რომ ეს გამორიცხული იყო – ამ წინადა-
დებას არც თვითონ და არც ძმები ნაიტლიები არაფრით დასთანხმდე-
ბოდნენ, ამიტომ, მხოლოდ ორი ჯამი ფაფა შეუკვეთა. მისტერ ვუდჰა-
უზმა ჯერ ფაფა აქო და ადიდა, მერე გაოცებით იკითხა, არ მესმის, ყო-
ველ საღამოს ფაფა როგორ არ უნდა ჭამოო, ბოლოს კი ჩაფიქრებით
დასძინა: – უცნაურად მოიქეცით, ჩემო საყვარელო, აქ ჩამოსვლის ნაც-
ვლად, შემოდგომა საუთ-ენდში39 რომ გაატარეთ. ზღვის ჰავაზე კარგი
აზრისა არასდროს ვყოფილვარ.
– მისტერ უინგფილდს ასე დაჟინებით რომ არ ერჩია, არ წავიდო-
დით. დაგვარწმუნა, ზღვის ჰავაცა და წყალიც ყველა ბავშვს მოუხდე-
ბაო, განსაკუთრებით კი – პატარა ბელას, სუსტი ყელის გამო.
– ჰო, ჩემო საყვარელო, მაგრამ მისტერ პერი მეტად ეჭვობდა, არა
მგონია, მოუხდესო. ჩემი აზრი თუ გაინტერესებს – შესაძლოა, არას-

საუთ-ენდი – დღეს, ცნობილი, როგორც საუთენდი (ოფიციალურად: საუთენდ-ონ-


39

სი) – ზღვისპირა საკურორტო ქალაქი აღმოსავლეთ ინგლისში მდებარე საგრაფო


ესექსში.
114
დროს მითქვამს, მაგრამ კარგა ხანია, დავრწმუნდი – ზღვა ძალიან იშ-
ვიათად თუ უხდება ვინმეს. ერთხელ კინაღამ მომკლა კიდეც!
– კარგით, რა! – წამოიძახა ემამ, რომელიც კარგად ხვდებოდა, რომ
მამა-შვილი მეტად საფრთხილო თემას შეეჭიდნენ, – გევედრებით, ზღვა
აღარ ახსენოთ. მშურს და მასევდიანებს. ზღვა თვალითაც არ მინახავს!
საუთ-ენდს აკრძალულ თემად ვაცხადებ. იზაბელა, ჩემო საყვარელო,
მგონი მისტერ პერი არ მოგიკითხავს, არადა, მას არასდროს ავიწყდები.
– ღმერთო! ჩვენი კეთილი მისტერ პერი! როგორაა, სერ?
– კარგად, საკმაოდ კარგად... თუმცა, არც საუკეთესოდ. საბრალო პე-
რის ნაღვლის ბუშტი აწუხებს, მაგრამ საკუთარი თავისთვის დრო არას-
დროს რჩება... ჰო, მეუბნება კიდეც, ჩემი თავისთვის დრო არა მაქვსო...
სამწუხაროა... მაგრამ რას იზამ, ჰაიბერიში ყოველ წამს სჭირდებათ. ჩე-
მი აზრით, ასეთ გამოცდილსა და ჭკვიან კაცს სხვაგან ვერც ნახავ.
– და მისის პერი და ბავშვები როგორ არიან? ბავშვები დაიზრდე-
ბოდნენ... მისტერ პერის ძალიან ვაფასებ. იმედი მაქვს, მალე შემოგვივ-
ლის. გაუხარდება ჩემი პატარების ნახვა.
– იმედი მაქვს, ხვალ მოვა, ჩემი მდგომარეობის შესახებ ერთი-ორი
მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს. ჰოდა, როცა უნდა მოვიდეს, საყვარელო,
გირჩევ, პატარა ბელას ყელი აჩვენო.
– სერ, ჩემო ძვირფასო, ყელი იმდენად უკეთ აქვს, რომ თითქმის აღა-
რც ვნერვიულობ. არ ვიცი, ან მართლაც ზღვაში ბანაობამ არგო, ან მის-
ტერ უინგფილდის შესანიშნავ მალამოს უნდა ვუმადლოდეთ – აგვის-
ტოდან მოყოლებული, ვუსვამ.
– არა მგონია, ჩემო ძვირფასო, ბანაობა მოხდომოდა. და რომ მცოდ-
ნოდა, მალამო გჭირდებოდა, ვთხოვდი...
– მგონი, მისის და მის ბეიტსებიც დაგავიწყდა, – ისევ ჩაერთო ემა, –
არაფერი გიკითხავს მათზე.
– ღმერთო! ჩვენი კეთილი ბეიტსები, როგორ მრცხვენია! მაგრამ წე-
რილებში მათ ისე ხშირად ახსენებ... იმედი მაქვს, კარგად არიან. კეთი-
ლი, მოხუცი მისის ბეიტსი და არაჩვეულებრივი მის ბეიტსი! ხვალ შე-

115
ვუვლი ბავშვებთან ერთად. ჩემი პატარების ნახვა ძალიან უხარიათ. რა
კეთილი და ღირსეული ხალხია! როგორ არიან, სერ?
– ყველაფრის გათვალისწინებით – კარგად, საკმაოდ კარგად, ჩემო
საყვარელო. მაგრამ ერთი თვის წინ, საბრალო მისის ბეიტსი ძალიან გა-
ცივდა.
– ღმერთო, როგორ ვწუხვარ! მაგრამ არ მიკვირს – ამ შემოდგომაზე
რომ გავრცელებული იყო გაციება, ასე არასდროს. მისტერ უინგფილდმა
მითხრა, გაციების ამდენი შემთხვევა არც მახსოვს და ასე მწვავედ მხო-
ლოდ გრიპი თუ მიმდინარეობსო.
– ჰო, მართლაც ბევრი შემთხვევა იყო, ჩემო საყვარელო, მაგრამ
მთლად ასე საგანგაშოდაც არა, როგორც შენ ამბობ. მისტერ პერიც
ადასტურებს, მოდებული იყოო, მაგრამ არა ისე მწვავედ, როგორც ნო-
ემბერში იცისო. პერი, საბოლოო ჯამში, წლევანდელ სეზონს ეპიდემიუ-
რად არც კი მიიჩნევს.
– ჰო, არ ვიცი... მგონი, არც მისტერ უინგფილდი ფიქრობს, რომ მა-
ინცდამაინც ეპიდემიური სეზონი იყო, თუმცა...
– ეჰ, ჩემო საბრალო, საყვარელო შვილო! საქმე ისაა, რომ ლონდონ-
ში ყველა სეზონი ეპიდემიურია. იქ არავინაა ჯანმრთელი... ეს შეუძლე-
ბელიც კია. საშინელებაა, იქ რომ ცხოვრობ. ასე შორს, სადაც ჰაერიც კი
არაა!
– არა, არა... ჩვენთან მართლა არაა ცუდი ჰაერი. ლონდონის ის მხა-
რე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, დანარჩენ ქალაქზე ათი თავით მაღლა
დგას! ზოგადად ლონდონში ნუ აურევთ, ჩემო კარგო. ბრანსვიკი და მისი
შემოგარენი საგრძნობლად განსხვავდება ყველა სხვა რაიონისგან. ჰა-
ერიც მშვენიერია! გამოგიტყდები, ქალაქის სხვა მხარეში ცხოვრება ნამ-
დვილად გამიჭირდებოდა – თითქმის არც მეგულება სხვა ადგილი, სა-
დაც ბავშვებთან ერთად ასე მშვიდად შევძლებდი ცხოვრებას. მერწმუ-
ნე, გამორჩეულად სუფთა ჰაერი გვაქვს! მისტერ უინგფილდი მიიჩნევს,
ჰაერზე თუ მიდგება საქმე, ბრანსვიკი უდავოდ საუკეთესო ადგილიაო.
– ეჰ, ჩემო საყვარელო, ჰარტფილდს მაინც ვერ შეედრება! შეიძლება,
ნორმალური ადგილია, მაგრამ აი, ნახავ, ჰარტფილდში ერთ კვირას გა-
116
ატარებთ და ყველანი სხვა ადამიანებად იქცევით. ძველებურად ნამ-
დვილად არ გამოიყურები. მე თუ მკითხავ, საერთოდ, არცერთი არ გა-
მოიყურებით კარგად.
– ვწუხვარ, ამას რომ მეუბნები, სერ, მაგრამ გარწმუნებ, იმ პატარ-
პატარა ნერვულ თავის ტკივილებსა და დროდადრო გულის აჩქარებას
თუ არ ჩავთვლით, რისგანაც ბოლომდე ვერაფრით გავთავისუფლდი,
თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. ხოლო ბავშვები დღეს თუ ცოტა ფერ-
მკრთალები ჩანდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ემოციებში იყვნენ – მგზავ-
რობისა და იმ სიხარულის გამო, აქ ჩამოსვლას რომ ახლდა. იმედი
მაქვს, ხვალ მათზე უკეთესი აზრი გექნება, სერ, რადგან გარწმუნებ,
მისტერ უინგფილდმა მითხრა, არ მახსოვს, ყველანი ასეთ ჯანმრთელად
ლონდონიდან ბოლოს როდის გაგიშვითო. დარწმუნებული ვარ, მისტერ
ნაიტლი მაინც არ გეჩვენება ცუდ ფერზე, – ამ სიტყვებით იზაბელამ
სიყვარულით გახედა ქმარს.
– ჩემო საყვარელო, პირადად მე ძალიან გამიჭირდება, მისტერ ნაიტ-
ლიზე ვთქვა, კარგად გამოიყურება-მეთქი.
– სერ, მე მითხარით რამე? – წამოიძახა მისტერ ჯონ ნაიტლიმ თავი-
სი სახელის გაგონებისას.
– სამწუხაროდ, საყვარელო, მამაჩემი ფიქრობს, რომ კარგად არ გა-
მოიყურები... თუმცა, იმედი მაქვს, ეს მცირედი დაღლილობის ბრალია.
ხომ იცი, როგორ მინდოდა, წამოსვლის წინ მისტერ უინგფილდს ენახე...
– იზაბელა, ჩემო ძვირფასო, – მისტერ ნაიტლიმ მკვახედ მოუჭრა
ცოლს, – გემუდარები, ჩემს იერზე ნუ იდარდებ. საკუთარი თავისა და
ბავშვების ექიმბაშობა და ლოლიავიც საკმარისია, მე კი ნება მომეცი,
ისე გამოვიყურებოდე, როგორც მომესურვება.
– ბოლომდე ვერ გავიგე, თქვენს ძმას რას ეუბნებოდით, – სასწრა-
ფოდ ჩაერია ემა, – რაო, რას აპირებს თქვენი მეგობარი მისტერ გრემი?

117
შოტლანდიიდან მამულის ზედამხედველი ჩამოჰყავს? და რა გამოვა
აქედან? ძველი წინასწარგანწყობა40 ხომ არ გადასწონის?
ემამ მსგავს თემებზე იმდენ ხანს და ისე წარმატებით ილაპარაკა,
რომ როცა ბოლოს იძულებული გახდა, კვლავ მამისა და დისთვის და-
ეთმო ყურადღება, აღმოაჩინა, რომ ამ უკანასკნელთ საზარელი თემების
განხილვა დაემთავრებინათ და იზაბელა ჯეინ ფეარფაქსზე თავაზიან
კითხვებს სვამდა. მართალია, ჯეინ ფეარფაქსი ემას გულზე მაინცდამა-
ინც არ ეხატებოდა, მაგრამ იმწუთას ისეთი ბედნიერი იყო, რომ მისი მი-
სამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
– ტკბილი, კეთილი ჯეინ ფეარფაქსი! – ამბობდა მისის ნაიტლი, –
რახანია, არ მინახავს! ქალაქში ერთი-ორჯერ შემთხვევით, ორ-ორი
წუთით თუ გადავყრილვართ. მისი მოხუცი ბებიისა და არაჩვეულებრი-
ვი დეიდისთვის ალბათ რამხელა ბედნიერებაა, აქ რომ ჩამოდის! ჩემი
ემას გამო ძალიან მწყდება გული, ჰაიბერიში უფრო დიდ დროს რომ არ
ატარებს. პოლკოვნიკსა და მისის ქემპბელს, რაც ქალიშვილი გაუთხოვ-
დათ, საერთოდ აღარ უნდათ მასთან განშორება. არადა, ემასთვის
არაჩვეულებრივი მეგობარი იქნებოდა.
მისტერ ვუდჰაუზი მაშინვე დაეთანხმა, მაგრამ დაამატა: – თუმცა,
ჰარიეტ სმითი, ჩვენი პატარა მეგობარი, ერთ-ერთი ასეთი მშვენიერი
ახალგაზრდაა. მოგეწონება ჰარიეტი. ჰარიეტზე უკეთეს მეგობარს ემა
ძნელად თუ იპოვიდა.
– ძალიან მახარებს ამის გაგონება... მაგრამ ჯეინ ფეარფაქსზე განათ-
ლებულსა და დახვეწილ გოგონას ცოტას თუ ვიცნობ. თანაც, ზუსტად
ემასხელაა.
ეს თემა მეტად მშვიდად განიხილეს, რასაც სხვა არანაკლებ მნიშვნე-
ლოვან საკითხებზე არანაკლებ შეხმატკბილებული მუსაიფი მოჰყვა.
მაგრამ საღამოს მღელვარების გარეშე მაინც არ ჩაუვლია. მსახურებმა

იგულისხმება ანტიშოტლანდიური წინასწარგანწყობა, რაც მე-18 საუკუნის ინგლის-


40

ში საკმაოდ გავრცელებული იყო. შოტლანდია და ინგლისი ერთ სამეფოდ მხოლოდ


1707 წელს გაერთიანდნენ და გარკვეული ეჭვიანი დამოკიდებულება და უნდობლობა
ინგლისელებსა და შოტლანდიელებს შორის ოსტინის ეპოქაშიც არსებობდა.
118
შეკვეთილი ფაფა შემოიტანეს და ახალი სადისკუსიო თემაც გაჩნდა –
ქება-დიდება და ეჭვშეუვალი დასკვნა, რომ ფაფა სასარგებლოა ყველა-
ნაირი აღნაგობისა თუ ჯანმრთელობის ადამიანისთვის, ხოლო ყველა ის
ოჯახი გაკიცხვის ღირსია, სადაც ამ არაჩვეულებრივ საკვებს არ აფასე-
ბენ. ფაფასთან დაკავშირებული ბოლო უსიამოვნო ინციდენტი იზაბე-
ლასუკავშირდებოდა, რომელსაც საუთ-ენდში დროებით დაქირავებუ-
ლი ახალგაზრდა მზარეულისთვის ვერაფრით აეხსნა, რას ნიშნავდა
კარგი, ნაზი და უცხიმო, მაგრამ არც მთლად უცხიმო ფაფა. არაერთხელ
შეეკვეთა, მაგრამ რიგიანი ერთხელაც ვერ ეგემნა.
აი, ეს თემა კი ნამდვილად სახიფათო იყო.
– ეჰ! – ამოიოხრა მისტერ ვუდჰაუზმა და ქალიშვილს ალერსიანი,
თუმცა შეწუხებული მზერა მიაპყრო.
პირველივე შორისდებულმა ემას ყურში შემდეგნაირად გაიჟღერა:
„ეჰ! ბოლო არ უჩანს იმ სავალალო შედეგებს, რაც საუთ-ენდში თქვენმა
წასვლამ მოიტანა“.
მის ვუდჰაუზს სულ ტყუილად ჰქონდა იმის იმედი, რომ მამამისი გუ-
ლისნადებს არ გაახმოვანებდა და ჩუმად იჯერებდა გულს თავისი წილი
„ნაზი“ ფაფით.
მისტერ ვუდჰაუზმა რამდენიმე წუთში დუმილი დაარღვია: – ყოველ-
თვის გულისტკივილით გამახსენდება, ამ შემოდგომაზე აქაურობას სა-
უთ-ენდში გამგზავრება რომ ამჯობინეთ.
– ჰო, მაგრამ რა არის გულსატკენი, სერ? გარწმუნებ, ბავშვებს იქაუ-
რობა ძალიან მოუხდათ.
– თუ მაინცდამაინც ზღვაზე გინდოდა წასვლა, სჯობდა, საუთ-ენდი
არ შეგერჩიათ. საუთ-ენდი ჯანმრთელობისთვის მავნე ადგილია. მის-
ტერ პერიც ფრიად გააოცა თქვენმა არჩევანმა.
– ვიცი ეს გავრცელებული აზრი... მაგრამ არ შეეფერება სიმართლეს,
სერ. ყველანი ძალიან ჯანმრთელად ვგრძნობდით თავს, იქაური ტალა-
ხისგან უმნიშვნელო დისკომფორტიც კი არ შეგვქმნია. მისტერ უინ-
გფილდმაც დაგვარწმუნა, უსამართლობაა, ეს ადგილი ჯანმრთელობის-
თვის მავნე რომ ჰგონიათო. მისტერ უინგფილდს კი თვალდახუჭული
119
ენდობა კაცი – ჰავის საკითხებში საუკეთესოდ ერკვევა, თან, მისი ძმის
ოჯახიც რეგულარულად იქ დადის.
– სადმე წასვლა თუ გინდოდა, ქრომერში41 უნდა წასულიყავი, საყვა-
რელო. პერი ერთხელ იყო ქრომერში და ფიქრობს, რომ საზღვაო კუ-
რორტებს შორის ის საუკეთესოა. თან, ზღვიდან ნორმალურ მანძილზეც
დაბინავდებოდით – სადღაც მეოთხედ მილში, რაც ძალიან მოსახერხე-
ბელია. რჩევა პერისთვის უნდა გეკითხათ.
– ჰო, მაგრამ, ჩემო ძვირფასო სერ, მანძილში რამხელაა სხვაობაა...
რამდენად გრძელი გზა გამოგვივიდოდა! ორმოცი მილის ნაცვლად, ასი
მაინც.
– ეჰ, ჩემო საყვარელო! როგორც პერი ამბობს, როცა საქმე ჯანმრთე-
ლობას ეხება, ასეთი რამეების გათვალისწინება სისულელეა. თუ მაინც
გიწევს მგზავრობა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს, ორმოც მილს გაივლი
თუ ასს. ჯობია, საერთოდ ლონდონში დარჩე, ვიდრე ორმოცი მილი გაი-
არო და უარეს ადგილას ამოყო თავი. ზუსტად ასე თქვა მისტერ პერიმ.
ძალიან დაუფიქრებელ ნაბიჯად შეაფასა.
ემა ამაოდ ცდილობდა მამის შეჩერებას, რადგან გრძნობდა, რომ ად-
რე თუ გვიან სიძე უთუოდ გაცხარდებოდა.
– მისტერ პერის ურჩევნია... – მისტერ ჯონ ნაიტლიმ მართლაც მე-
ტად მკვახე ტონით დაიწყო, – თავისი შეხედულებები თავისთვის შეინა-
ხოს იქამდე, ვიდრე ვინმე აზრს დაეკითხება. რა მისი საქმეა, მე რომელ
სანაპიროზე წავიყვან ჩემს ოჯახს? ვიმედოვნებ, მეც ზუსტად იმდენივე
უფლება მაქვს, თავად გადავწყვიტო რაღაცები, რამდენიც მისტერ პე-
რის. არც მისი მითითებები მჭირდება და არც მისი წამლები... – აქ მის-
ტერ ჯონ ნაიტლი შეჩერდა, თუმცა მალევე უფრო თავდაჭერილად,
მშრალად და სარკასტულად დაამატა, – თუ მისტერ პერი მეტყვის, რო-
გორ წავიყვანო ცოლი და ხუთი შვილი ას მილზე ისევე მოხერხებულად

ქრომერი – ზღვისპირა ქალაქი აღმოსავლეთ ინგლისში მდებარე საგრაფო ნორფოლ-


41

კში.
120
და იმავე ფასად, როგორც ეს ორმოც მილზე შევძელი, მაშინ საუთ-ენდს
მეც მასავით ქრომერს ვამჯობინებ.
– მართალია, მართალი! – მისტერ ნაიტლი მზად იყო, დაპირისპირე-
ბულ მხარეთა შორის ჩამხტარიყო, – ნამდვილად მხედველობაში მისა-
ღები არგუმენტია. მაგრამ ჯონ... გახსოვს, რომ გეუბნებოდი, მინდა,
ლენგემისკენ42 ბილიკი გადავწიო-მეთქი... უფრო მარჯვნივ, რომ ჩვენს
მდელოზე არ გადიოდეს... ჰოდა, მგონი, საერთოდ არ წარმოადგენს
სირთულეს. ცდას არც გავბედავდი, ჰაიბერის მცხოვრებლებისთვის ოდ-
ნავი დისკომოფორტი მაინც რომ შეექმნა, მაგრამ თუ გაიხსენებ, ზუს-
ტად რა მიმართულებით გადის ეს ბილიკი, მაშინ... თუმცა, რუკის გარე-
შე რამის მტკიცებას აზრი არა აქვს. ხვალ დილას სააბატოში თუ მოხ-
ვალ, რუკებიც ვნახოთ და შენი აზრიც მითხარი.
მისტერ პერის მხრიდან ასე მწვავედ გაკრიტიკებამ მისტერ ვუდჰაუ-
ზი მეტისმეტად ააღელვა, რომელსაც გაუცნობიერებლად არაერთ თა-
ვის მოსაზრებასა და დამოკიდებულებას მიაწერდა. მაგრამ ქალიშვი-
ლების სითბომ და ყურადღებამ დაძაბულობა თანდათან შეარბილა,
ხოლო ერთი ძმის სიფხიზლემ და მეორის დროულმა თავშეკავებამ ვნე-
ბათაღელვა საბოლოოდ დააცხრო.

ლენგემი – გამოგონილი ადგილი გამოგონილ დონველთან ახლოს.


42

121
თავი 13

ჰარტფილდში ამ ხანმოკლე ვიზიტის განმავლობაში მისის ნაიტლიზე


ბედნიერი ქალი ძნელად თუ მოიძებნებოდა. ყოველ დილას, ხუთ შვილ-
თან ერთად, ძველი მეგობრების მოსანახულებლად გადიოდა, ყოველ სა-
ღამოს კი მამასა და დას დღის ამბებს დაწვრილებით უამბობდა. მის-
თვის საუკეთესო ვიზიტი იყო – სრულყოფილი და ხანმოკლე, როგორიც
ბედნიერებაა ხოლმე.
როგორც წესი, მეგობრებით დატვირთული დილა უფრო იყო, ვიდრე
საღამო. მაგრამ საშობაოდ უესტონებთან სტუმრობას გვერდს ვერაფ-
რით აუვლიდნენ. მისტერ უესტონი უარს, უბრალოდ, არ მიიღებდა.
რომელიმე დღეს ვუდჰაუზებს აუცილებლად უნდა ესადილათ რენდალ-
სში. თვით მისტერ ვუდჰაუზის დარწმუნებაც კი არ გასჭირვებიათ, რად-
გან ამ უკანასკნელს ოჯახის წევრთა ერთიანობის დარღვევას ყველაფე-
რი ერჩივნა. სხვა დროს ათას მიზეზს მოიგონებდა, მაგრამ რადგან სიძე-
ქალიშვილის ცხენები და ეტლი უკვე ჰარტფილდში ეგულებოდა, ამ სა-
კითხზე მხოლოდ ერთი-ორი უმნიშვნელო კითხვის დასმით დაკმაყო-
ფილდა. მეტიც, ემას რამდენიმე წუთი დასჭირდა მის დასარწმუნებ-
ლად, რომელიმე ეტლში ჰარიეტისთვისაც გამოენახათ ადგილი.
ვუდჰაუზების გარდა, სადილად მიწვეულნი იყვნენ მხოლოდ მათი
უახლოესი მეგობრები – ჰარიეტი, მისტერ ელტონი და მისტერ ნაიტლი.
ეს მცირერიცხოვანი საზოგადოება ადრიანად უნდა შეკრებილიყო. ყო-
ველი დეტალის შეთანხმება მისტერ ვუდჰაუზის წეს-ჩვეულებებისა და
კაპრიზების გათვალისწინებით ხდებოდა.
ამ დიდი ამბის (ამბავი კი ნამდვილად დიდი იყო – 24 დეკემბერს მის-
ტერ ვუდჰაუზი სტუმრად მიდიოდა) წინა დღე, კერძოდ, საღამო, ჰარი-
ეტმა ჰარტფილდში გაატარა და შინ ისეთი გაციებული დაბრუნდა, რომ
არა საკუთარი გულწრფელი სურვილი, მისის გოდარდის ზრუნვისა და
მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყო, არც ემა მისცემდა სახლიდან გას-
ვლის ნებას. მეორე დღეს ის ემამ ინახულა და დარწმუნდა, რომ რენ-
დალსთან დაკავშირებით ბედს საბრალო გოგონასთვის მძიმე განაჩენი
122
გამოეტანა. ჰარიეტს აციებდა და ყელიც ძალიან სტკიოდა. მისის გო-
დარდი, რომელიც გოგონას სითბოსა და ყურადღებას არ აკლებდა, მის-
ტერ პერის მოყვანას ფიქრობდა; თავად ჰარიეტი კი ისე დასუსტებული-
ყო, რომ მასთან შეკამათებასაც კი ვერ ახერხებდა. საბოლოოდ, „უფრო-
სების“ გადაწყვეტილებით, ჰარიეტის სტუმრად წასვლა გამოირიცხა,
რასაც გოგონა ცრემლებით შეხვდა.
ემა კარგა ხანს ეჯდა სასთუმალთან და მზრუნველობას არ აკლებდა,
განსაკუთრებით მაშინ, როცა მისის გოდარდი ოთახიდან გადიოდა; მისი
განწყობის ასამაღლებლად კი ათასნაირად აღწერდა, თუ როგორ სასო-
წარკვეთილებაში ჩავარდებოდა მისტერ ელტონი, ამ ამბავს რომ შეიტ-
ყობდა. მოკლედ, საბოლოოდ, იმდენი ქნა, მეგობარი მეტ-ნაკლებად
ანუგეშა და დაარწმუნა, ყველას ძალიან დაგვაკლდებით, მისტერ ელ-
ტონი კი უბედურად იგრძნობს თავსო. ამის მერე კი მშვიდად გაეშურა
შინისკენ. მისის გოდარდის კარს სულ რამდენიმე იარდით იყო მოცილე-
ბული, რომ გზად თავად მისტერ ელტონი შეხვდა, რომელიც აშკარად
მისის გოდარდის სახლისკენ მიდიოდა. სიტყვა ავადმყოფზე ჩამოაგდეს:
მისტერ ელტონს ჰარიეტის სავალალო მდგომარეობის შესახებ შეეტყო
და ამბის გასარკვევად მიიჩქაროდა, რათა შემდეგ ჰარტფილდში ემას-
თვის ეცნობებინა. ამასობაში, მისტერ ჯონ ნაიტლიწამოეწიათ, რომე-
ლიც თავის ორ ბიჭთან ერთად დონველიდან ბრუნდებოდა. ბავშვების
ჯანმრთელ, აღაჟღაჟებულ სახეებს სოფლის სიკეთე ნამდვილად დას-
ტყობოდა; ჩანდა, შემწვარ ცხვრის ხორცსა და ბრინჯის პუდინგს უპ-
რობლემოდ მოერეოდნენ, რის გამოც ახლა შინ მიიჩქაროდნენ. გზა ყვე-
ლამ ერთად გააგრძელა.
ემა მეგობრის ჩივილებს აღწერდა: – ყელი სტკივა. უთუოდ ანთება
აქვს; სიცხეც მაღალი აქვს, პულსი კი – ჩქარი, მაგრამ სუსტი. ძალიან
შევწუხდი, როცა მისის გოდარდმა მითხრა, მწვავე ანგინა ჰარიეტს ხში-
რად ემართებაო.
მისტერ ელტონი ემას მეტისმეტად შეშფოთებული უსმენდა, ბოლოს
კი წამოიძახა: – ანგინა?! ღმერთო, იმედია, გადამდები არ არის! ჰო, იმე-
დია, არც ჩირქიანია და არც გადამდები! მისტერ პერიმ თუ გასინჯა?
123
მასზე ზრუნვაში არც საკუთარი თავი უნდა დაივიწყოთ. გემუდარებით,
არ ღირს გარისკვა. პერიმ რატომ არ ინახულა?!
ემამ, რომელსაც თავად ოდნავადაც არ ეშინოდა, გადაჭარბებულად
შეშფოთებული მისტერ ელტონი დაამშვიდა – მისის გოდარდს სათანა-
დო გამოცდილება აქვს და მშვენივრად უვლისო. თუმცა, გადაწყვიტა,
კაცის ეჭვები ბოლომდე არ გაექარწყლებინა, პირიქით – უფრო გაემ-
ძაფრებინა და გაებერა; ამიტომ, ვითომც სულ სხვა თემაზე გადავიდაო,
ასეთი რამ უთხრა: – ისე ძალიან ცივა, რომ მგონი მოთოვს. ასე რომ,
დღეს სადმე სხვაგან, სხვა ადამიანებთან რომ ვყოფილიყავი წასასვლე-
ლი, ყოველმხრივ შინ დარჩენას შევეცდებოდი და მამაჩემსაც იმავეს ვა-
იძულებდი, მაგრამ რადგან თავად უკვე გადაწყვიტა, არ მინდა, ჩავე-
რიო და მისტერ და მისის უესტონებსაც იმედი გავუცრუო. თუმცა, პა-
ტიოსან სიტყვას გაძლევთ, მისტერ ელტონ, თქვენს ადგილას ბოდიშს
მოვიხდიდი და აუცილებლად შინ დავრჩებოდი. უკვე ხმაჩახლეჩილი
მეჩვენებით და თუ გავითვალისწინებთ, ამაღამ ეს ხმა როგორ დაგჭირ-
დებათ, ხვალ კი როგორი დაღლილი იქნებით, ვფიქრობ, წინდახედული
ნაბიჯი იქნება, თუ დღევანდელ საღამოს შინ გაატარებთ და თავს მიხე-
დავთ.
მისტერ ელტონს ისეთი დაბნეული გამომეტყველება ჰქონდა, რომ
აშკარა იყო, არ იცოდა, რა ეპასუხა. ერთი მხრივ, მეტად მადლიერი გახ-
ლდათ მშვენიერი ქალბატონის ამხელა ყურადღებით და მაინცდამაინც
არც ის უნდოდა, მის რჩევას შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მეორე მხრივ,
არც ვიზიტზე უარის თქმა ეპიტნავებოდა. დიადი გეგმებით მოცული ემა
კი იმდენად იყო მოწადინებული, თავისი მოსაზრებები კიდევ უფრო გა-
ნემტკიცებინა, რომ არ შეეძლო, მისტერ ელტონის სიტყვები და, ზოგა-
დად, სიტუაცია ობიექტურად განესაჯა. ამდენად, როცა ამ უკანასკნელ-
მა ძლივს გასაგონად წაიბურტყუნა, ჰო, ცივა, ძალიან ცივაო, კმაყო-
ფილმა ემამ გზა მშვიდად გააგრძელა. მეტად გახარებული იყო, რომ
მისტერ ელტონს რენდალსს ჩამოაშორებდა, სანაცვლოდ კი საშუალე-
ბას მისცემდა, მთელი საღამოს განმავლობაში, საათში ერთხელ, ჰარიე-
ტის მოსაკითხად მსახური გაეგზავნა.
124
– მისტერ და მისის უესტონებს თქვენი სახელით ბოდიშს მოვუხდით,
– გახლდათ ემას სიტყვები, თუმცა, სათქმელი წესიერად არც დაემთავ-
რებინა, რომ გაიგონა, როგორ თავაზიანად შესთავაზა მისმა სიძემ მის-
ტერ ელტონს ადგილი თავის ეტლში და ფრიად კმაყოფილი მისტერ ელ-
ტონიც უმალვე დასთანხმდა.
ამგვარად, საკითხი გადაწყდა – მისტერ ელტონი რენდალსში წავი-
დოდა. მის სიმპათიურ სახეზე იმხელა სიამოვნება აღბეჭდილიყო და
ემას ისეთი ბედნიერი ღიმილით შესცქეროდა, რომ ახალგაზრდა ქალბა-
ტონმა უნებურად გაიფიქრა: „ჰოო... ძალიან უცნაურია! ვეცადე, დავ-
ხმარებოდი, მას კი მაინც წასვლა ურჩევნია და ავადმყოფ ჰარიეტს მარ-
ტო ტოვებს! მართლაც ძალიან უცნაურია! თუმცა, ჩემი დაკვირვებით,
ახალგაზრდა კაცებს, განსაკუთრებით მარტოხელებს, სტუმრად სადი-
ლობის ლამის ვნებად ქცეული მიდრეკილება აქვთ... სადილები მათ-
თვის ისე ფასობს და იმდენად პრიორიტეტულია, იმხელა სიამოვნებად,
საქმედ და ლამის მოვალეობად აღიქმება, რომ წინ ვერაფერი ეღობება.
სწორედ ასეა მისტერ ელტონის შემთხვევაშიც. საოცრად ღირსეული,
კეთილგანწყობილი, დაუზარელი ჯენტლმენია და ჰარიეტზეც მეტად
შეყვარებული, მაგრამ არ შეუძლია, უარი თქვას მიწვევაზე. რა უცნაუ-
რი რამეა ეს სიყვარული! ჰარიეტში გამჭრიახ გონებას ხედავს, მაგრამ
მისი ხათრით მარტო სადილობაზე უარს აცხადებს“.
მალე მისტერ ელტონი თანამგზავრებს გამოემშვიდობა და წასვლამ-
დე ჰარიეტი ისე სენტიმენტალურად მოიხსენია, რომ ემას მაშინვე მო-
უბრუნდა მასზე გული. მისტერ ელტონი ემას მღელვარედ არწმუნებდა,
სანამ თქვენი კვლავ ხილვის ბედნიერებისთვის მზადებას შევუდგები,
უკანასკნელს, რასაც გავაკეთებ, მისის გოდარდთან შევლა იქნება, რის
შედეგადაც, იმედს ვიტოვებ, თქვენი მშვენიერი მეგობრის ჯანმრთელო-
ბის შესახებ უკეთეს ამბავს მოგიტანთო. წასვლისას კი ისე ამოიხვნეშა
და გაიღიმა, რომ ემას კეთილგანწყობის სასწორი კვლავ მის სასარგებ-
ლოდ გადაიხარა.
რამდენიმე წუთიანი სამარისებური სიჩუმე მისტერ ჯონ ნაიტლიმ
დაარღვია: – ცხოვრებაში პირველად ვხედავ, ვინმე ასე მოწადინებით
125
ცდილობდეს, გალანტური გამოჩნდეს. მისტერ ელტონი თავს არ ზო-
გავს, როცა საქმე ქალებს ეხება. კაცებთან საკმაოდ რაციონალური და
უშუალოა, მაგრამ როცა ქალბატონების გულის მოგებას ცდილობს, ყო-
ველ ნაკვთს მიზანმიმართულად ამუშავებს.
– მისტერ ელტონს სრულყოფილი მანერები არ აქვს, – მიუგო ემამ, –
მაგრამ რაკი მის მონდომებას საფუძვლად ქალბატონის გულის მოგება
უდევს, უნდა ვაპატიოთ და, დიდწილად, ვპატიობთ კიდეც. ყოველმხრივ
მონდომებული საშუალო შესაძლებლობების მამაკაცი მასზე ათი თა-
ვით მაღლა მდგომ გულგრილ მამაკაცს ნამდვილად სჯობს. ძნელია,
მისტერ ელტონის შესაშური კეთილგანწყობა არ დააფასო.
– ჰო. მეტისმეტად კეთილგანწყობილი ჩანს თქვენ მიმართ, – ეშმაკუ-
რად მიუგო მისტერ ჯონ ნაიტლიმ ცოტა ხნის შემდეგ.
– ჩემ მიმართ?! – ღიმილით იკითხა გაკვირვებულმა ემამ, – თქვენი
აზრით, მე ვარ მისტერ ელტონის სიმპათიის ობიექტი?!
– გამოგიტყდებით, სწორედ ასეთმა აზრმა გამიელვა თავში. აქამდე
თუ არ გიფიქრიათ ამაზე, ამიერიდან შეგიძლიათ მხედველობაში მი-
იღოთ.
– ჩემზე შეყვარებული მისტერ ელტონი! რა საოცარი აზრია!
– „შეყვარებული“ არ მიხსენებია. მაგრამ სჯობს, თავად განსაჯოთ
და შესაბამისადაც მოიქცეთ, რადგან, ვფიქრობ, თქვენი კეთილგანწყო-
ბით აქეზებთ მას. მეგობრულად გეუბნებით, ემა, გირჩევთ, უკეთ დააკ-
ვირდეთ საკუთარ თავს და გაერკვეთ, რის მიღწევა გსურთ და რას აკე-
თებთ.
– რჩევისთვის გმადლობთ, მაგრამ გარწმუნებთ, ძალიან ცდებით. მე
და მისტერ ელტონი მხოლოდ და მხოლოდ კარგი მეგობრები ვართ, –
უპასუხა ემამ სიძეს და გზა განაგრძო, გულში კი იმ სულელურ გაუგებ-
რობებზე ეცინებოდა, სიტუაციის ნაწილობრივი ცოდნის შედეგად რომ
ამოჰყოფს ხოლმე თავს, თანაც, ასეთ შეცდომებს, როგორც წესი, ისეთი
ადამიანები უშვებენ, რომელთაც მსჯელობის გამორჩეულ უნარებზე
აქვთ პრეტენზია. თუმცა, ნამდვილად არ გახარებია, სიძემ ასეთ დაბ-

126
რმავებულ და დაუდევარ ადამიანად რომ ჩათვალა – ადამიანად, რომე-
ლიც რჩევას საჭიროებს.
მისტერ ჯონ ნაიტლის ხმა აღარ ამოუღია.
მისტერ ვუდჰაუზი ისე მტკიცედ განეწყო სტუმრობისათვის, რომ აშ-
კარად მომატებული სიცივის მიუხედავად, უკან დახევა არც უფიქრია –
ზუსტად დათქმულ დროს უფროს ქალიშვილთან ერთად ჩაჯდა ეტლში
და რენდალსისკენ დაიძრა. აფორიაქებული მოლოდინით, რომ მისი ეს
უდავოდ გაბედული ნაბიჯი რენდალსში დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევდა,
სიცივეს ოდნავადაც აღარ გრძნობდა, მით უმეტეს, რომ საგულდაგუ-
ლოდაც შეფუთულიყო. თუმცა, სიცივე ნამდვილად ძვალსა და რბილში
ატანდა. სწორედ იმ დროს, როცა მეორე ეტლიც დაიძრა, რამდენიმე
ფიფქიც კი დაეშვა ციდან. ცა ისე მოქუფრულიყო, რომ ჰაერის ოდნავ
დათბობა და იქაურობა ერთიანად გადათეთრდებოდა.
ემამ თავის თანამგზავრს უგუნებობა მალევე შეატყო. მისტერ ჯონ
ნაიტლისთვის ასეთ ამინდში შინიდან გასვლა, რაც კარგა ხნით შვილებ-
ზე უარის თქმასაც ნიშნავდა, უბედურება იყო. მთლად უბედურება თუ
არა – ძალიან უსიამოვნო ამბავი მაინც. მისტერ ჯონ ნაიტლი ამ სტუმ-
რობისგან ისეთს არაფერს ელოდა, რაც ამ მსხვერპლშეწირვად ღირდა.
ასე რომ, სამღვდელო სახლისკენ მთელი გზა წუწუნს დაუთმო: – რამხე-
ლა წარმოდგენა უნდა გქონდეს საკუთარ თავზე, რომ ვინმეს საკუთარი
ბუხრის მიტოვება და ასეთ ამინდთან შეჯახება აიძულო. ალბათ თავი
ყველაზე სასიამოვნო კაცი ჰგონია. მე ასეთ რამეს ვერ ვიკადრებდი. აი,
უკვე თოვს! რა აბსურდია და სიგიჟე, ადამიანებს შინ მყუდროდ ჯდომა
არ დააცადო... მიკვირს მათი, ვინც არ რჩება შინ მაშინ, როცა ეს შეუძ-
ლია! ასეთ სიცივეში მოვალეობის ან საქმის გამო შინიდან გასვლა ხომ
ნამდვილ საშინელებად მოგვეჩვენებოდა, ახლა კი ჩვენივე ნებით, ყო-
ველგვარი სერიოზული მიზეზის გარეშე, შილიფად ჩაცმულნი გავდი-
ვართ სახლიდან და არაფრად ვაგდებთ ბუნების ხმას, რომელიც ადამი-
ანს – აზროვნებითა და შეგრძნებებით დაჯილდოებულ გონიერ არსებას
– აფრთხილებს, თავადაც შინ დარჩი და სხვებიც შეიფარეო. და რატომ
გავდივართ? იმიტომ, რომ ხუთი მოსაწყენი საათი სხვის სახლში გავა-
127
ტაროთ, სადაც ვერაფერს ვიტყვით და მოვისმენთ ისეთს, რაც გუშინ არ
გვითქვამს და მოგვისმენია ან ხვალ ვერ ვიტყვით და გავიგონებთ. მივ-
დივართ პირქუშ ამინდში, რათა, სავარაუდოდ, უარეს ამინდში დავ-
ბრუნდეთ შინ. ოთხი ცხენი და ოთხი მოსამსახურე გამოგვყავს მხოლოდ
იმიტომ, რომ სიცივისგან აკანკალებული ხუთი უქნარა არსება კიდევ
უფრო ცივსა და მოსაწყენ საზოგადოებაში გადაგვიყვანონ.
ემა არ იზიარებდა სიძის განწყობას და არ შეეძლო, „მართალი ხარ,
ჩემო სიყვარულოს“ მსგავი ფრაზა ეთქვა, რითაც ის მეუღლეს ჰყავდა
გათამამებული. თუმცა, რაკი არც დათმობაზე წასვლა შეეძლო და კამა-
თიც ჰზარავდა, მტკიცედ გადაწყვიტა, არ ჩარეულიყო. სიძეს ლაპარა-
კის ნებას აძლევდა, თავად კი, პირმოკუმული, ხან ფანჯრებს წმენდდა,
ხანაც მოსასხამში იფუთნებოდა.
ეტლი სამღვდელო სახლთან შეჩერდა. ფეხსადგამი ჩამოუშვეს და შა-
ვებში მორთულ- მოკაზმული, მოღიმარი მისტერ ელტონის უმალ შიგ
შეხტომამ ემა გულწრფელად გაახარა – ბოლოს და ბოლოს, სალაპარა-
კო თემა შეიცვლებოდა. მისტერ ელტონი იმდენად ხალისიანი იყო, რომ
ემამ იფიქრა, ალბათ ჰარიეტის შესახებჩემგან განსხვავებული ცნობები
აქვსო – სანამ ემზადებოდა, ემას მისის გოდარდთან მსახური გაეგზავნა
და პასუხად „თითქმის არაფერი შეცვლილა“ მიეღო.
– ჩემი იმედის წინააღმდეგ, მისის გოდარდისგან სახარბიელო არაფე-
რი შემიტყვია, – დანახვისთანავე აცნობა მისტერ ელტონს.
მისტერ ელტონს მაშინვე სახე დაუგრძელდა და ტონიც სენტიმენტა-
ლური გაუხდა.
– ღმერთო, ჰო! – იყო მისი პასუხი, – სამწუხაროა ამის მოსმენა...
თუმცა, დამასწარით, თავად ვაპირებდი თქმას, რომ მისის გოდარდს შე-
ვუარე... ეს იყო უკანასკნელი, რაც გავაკეთე, სანამ მოსამზადებლად შინ
შევბრუნდებოდი... მითხრეს, მის სმითი თავს უკეთ არ გრძნობს, პირი-
ქით, უარესად არისო. ძალიან შეწუხებული და შეშფოთებული ვარ...
თუმცა, ამ დილას ისეთი წამალი მიიღო, აუცილებლად გამოკეთდება.
თავს სწორედ ამით ვიმშვიდებ.

128
– ჩემი ვიზიტი, შესაძლოა, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას წაად-
გა, – ღიმილით შენიშნა ემამ, – მაგრამ ანგინის განდევნა ჩემს ძალებსაც
კი აღემატება. გაციების ძალიან მწვავე ფორმა აქვს. გაიგებდით ალბათ,
რომ მისტერ პერიმაც ინახულა.
– ჰო... ასეც ვიფიქრე... უფრო სწორად, არ...
– მისტერ პერი მიჩვეულია მის სმითის ასეთ ჩივილებს და ვიმედოვ-
ნებ, ხვალ ორივე ჩვენგანი უფრო სანუგეშო ამბავს შევიტყობთ. თუმცა,
ძნელია, არ იდარდო. დღევანდელ შეკრებას ძალიან დააკლდება!
– რა საშინელებაა! ზუსტადაც რომ! მის დანაკლისს ყოველ წამს ვიგ-
რძნობთ! – მის ამ გალანტურ განაცხადს მეტად დასაფასებელი ოხვრაც
მოჰყვა.
ეს უკვე სხვა საქმეაო, გაიფიქრა კმაყოფილმა ემამ, თუმცა, მალევე,
სულ რაღაც ნახევარ წუთში, საგონებელში ჩავარდა, რადგან ენერგიუ-
ლი და ხალისიანი მისტერ ელტონი სულ სხვა თემებზე უდარდელად
ალაპარაკდა: – არაჩვეულებრივი გამოგონებაა ეტლებში ცხვრის ტყავის
გამოყენება! რა კომფორტულია! ასეთი წინდახედულების წყალობით
შეუძლებელია, სიცივე იგრძნო. თანამედროვე გამოგონებებმა ჯენტლმე-
ნის ეტლი მართლაც სრულყოფილად აქცია. ასეთ ეტლში სიცივე ოდნა-
ვადაც არ შეგაწუხებს და ამინდიც სრულიად უმნიშვნელო ხდება. ძა-
ლიან ცივი შუადღეა, მაგრამ ამ ეტლში საერთოდ ვერ ვგრძნობთ. აი!
თოვს კიდეც!
– დიახ, – მიუგო მისტერ ჯონ ნაიტლიმ, – და ალბათ მოუმატებს.
– შობის დღესასწაულს ძალიან უხდება თოვლი, – აღნიშნა მისტერ
ელტონმა, – მეტისმეტად გაგვიმართლა, გუშინ რომ არ მოთოვა და ამ
ვიზიტის დაგეგმვაში ხელი არ შეგვიშალა; რომ დაედო, მისტერ ვუდ-
ჰაუზი ალბათ არ გარისკავდა შინიდან გასვლას. მაგრამ ახლა უმნიშ-
ვნელოდ თოვს. სხვათა შორის, მეგობრული შეკრებებისთვის ზედგამოჭ-
რილი სეზონია. ერთ წელიწადს, დიდთოვლობის გამო, მეგობართან ერ-
თი კვირით ჩავრჩი და ძალიანაც ვისიამოვნე. არადა, მხოლოდ ერთი
ღამის გათევას ვაპირებდი.

129
მისტერ ჯონ ნაიტლიმ, რომლის გამომეტყველება არაფრით შეესაბა-
მებოდა მისტერ ელტონის აღტაცებას, პასუხად მხოლოდ ეს თქვა: –
არავითარი სურვილი არ მაქვს, დიდთოვლობის გამო, ერთი კვირით
რენდალსში ჩავრჩე.
სხვა დროს ემა ამ დიალოგით გაერთობოდა, მაგრამ ახლა ამისთვის
არ ეცალა – გაოგნებული იყო მისტერ ელტონის უდარდელობით. სასია-
მოვნო საღამოს მოლოდინით გატაცებულს, ჰარიეტი აღარც კი ახსოვ-
და.
– ეჭვგარეშეა, აგიზგიზებული ბუხარი და საუცხოო სიმყუდროვე გვე-
ლის! – ენას არ აჩერებდა მისტერ ელტონი, – გადასარევი ხალხია უეს-
ტონები! მისის უესტონის ღირსებებს სიტყვითაც ვერ აღწერ და მისტერ
უესტონიც უაღრესად დასაფასებელი კაცია! სტუმართმოყვარე! მართა-
ლია, პატარა წვეულება იქნება, მაგრამ არაფერი შეედრება ასეთ შეკრე-
ბებს, როცა რჩეული ხალხი იყრის თავს! არა მგონია, მისტერ უესტონის
სასადილო ოთახში ათ კაცზე მეტი მთლად მოხერხებულად განთავ-
სდეს, ამიტომ, მე თუ მკითხავთ, ასეთ შემთხვევაში ყოველთვის სჯობს,
ორი ადამიანით ნაკლები მოიწვიო, ვიდრე ორი ადამიანით მეტი. ვფიქ-
რობ, დამეთანხმებით, – და ემას განაზებული მზერით შეხედა, – თუმცა,
მისტერ ნაიტლი ლონდონის დიდ წვეულებებსაა მიჩვეული და, შესაძ-
ლოა, არ გაიზიაროს ჩვენი განწყობა.
– ლონდონის დიდი წვეულებებისა არაფერი გამეგება, სერ. სხვებთან
არასდროს ვსადილობ.
– რას ამბობთ?! – განცვიფრებული და სინანულით აღსავე ტონით
შეძახა მისტერ ელტონმა. – წარმოდგენაც არ მქონდა, იურისტობა ასე-
თი დამღლელი თუ იყო. თუმცა, არა უშავს, სერ, დრო მოვა და ყველა-
ფერი დაგიფასდებათ – საქმე ცოტა გექნებათ, სიამოვნება კი ბევრი.
– ჩემი უმთავრესი სიამოვნება ის იქნება, – მიუგო ჯონ ნაიტლიმ,
როცა უესტონების ჭიშკრისკენ მიმავალი მიხვეულ-მოხვეული გზა გაი-
არეს, – ჰარტფილდში უსაფრთხოდ დავბრუნდე.

130
თავი 14

მისის უესტონის მისაღებ ოთახში შესვლისთანავე ორივე ჯენტლმენი


იძულებული გახდა, გამომეტყველება შეეცვალა. მისტერ ელტონს ზედ-
მეტად მხიარული სახე უნდა დაეცხრო, მისტერ ჯონ ნაიტლის – უჟმუ-
რი გამომეტყველება; მისტერ ელტონს ნაკლები ღიმილი ჰმართებდა,
მისტერ ჯონ ნაიტლის კი მეტი. მხოლოდ ემას სახეზე იკითხებოდა გულ-
წრფელი ბედნიერება. უესტონებთან სტუმრობა მისთვის ერთი სიამოვ-
ნება იყო.
მისტერ უესტონი მისი რჩეული გახლდათ, მისი ცოლი კი... ამქვეყნად
არავინ მოიძებნებოდა, ვისთანაც ემა ისევე გულახდილად შეძლებდა
ლაპარაკს, როგორც მისის უესტონთან; ვინც ასე გულისყურით მოუს-
მენდა და უსიტყვოდ გაუგებდა; ინტერესითა და გულისხმიერებით მო-
ეკიდებოდა მისი ოჯახის ყოველდღიურ წვრილმანებსა თუ გეგმებს,
პრობლემასა თუ სიხარულს. ჰარტფილდთან დაკავშირებული უმცირე-
სი დეტალიც კი მისის უესტონის უსაზღვრო ინტერესს იწვევდა. მოკ-
ლედ, ორივე უაღრესად ბედნიერი იყო ერთმანეთის ხილვით. ურთიერ-
თმოკითხვასა და ოჯახური ბედნიერებისთვის აუცილებელი უმცირესი
წვრილმანების განხილვას მთელი ნახევარი საათი მოანდომეს.
ეს იყო სიამოვნება, რომელიც ერთი სრული დღის განმავლობაშიც კი
ვერ განელდებოდა, არათუ ნახევარ საათში. მისის უესტონის დანახვა,
ღიმილი, შეხება თუ ხმა ემას იმხელა სიხარულს ჰგვრიდა, რომ აღარც
მისტერ ელტონის უცნაურობა ადარდებდა და აღარც სხვა უსიამოვნე-
ბები. მის ვუდჰაუზი ბოლომდე ჩაძირულიყო ბედნიერებაში, რასაც ეს
ვიზიტი უქადდა.
ჰარიეტის გაციების ამბავი რენდალსში ემას მისვლამდე ამომწურა-
ვად განეხილათ. კარგა ხნით ადრე მისულ მისტერ ვუდჰაუზს ამ ამბის
დაწვრილებით მოყოლაც მოესწრო, იზაბელასთან ერთად თავისი
მგზავრობის დეტალურად აღწერაც და ემას შეგვიანების მიზეზის ახ-
სნაც. ის იყო, ქალიშვილის სტუმრობით საკუთარ კმაყოფილებაზე სა-
უბრის დაწყებას აპირებდა, რომ ოთახში დაგვიანებული სტუმრებიც
131
შევიდნენ და მისის უესტონს, რომელსაც მთელი თავისი ყურადღება მა-
ნამდე მისტერ ვუდჰაუზისთვის დაეთმო, ახლა შესაძლებლობა გაუჩ-
ნდა, ამ უკანასკნელს მოსცილებოდა და თავის საყვარელ ემას შეჰგებე-
ბოდა.
ემას გეგმამ, ცოტა ხნით მაინც დაევიწყებინა მისტერ ელტონი, სამ-
წუხაროდ, მარცხი განიცადა – ეს უკანასკნელი ემას არა მხოლოდ გვერ-
დით ეჯდა, არამედ განუწყვეტლივ ეჩრებოდა თავისი ბედნიერი გამო-
მეტყველებით და შანსს არ უშვებდა ხელიდან, მზრუნველობა გამოეჩი-
ნა; ისე იქცეოდა, რომ ემა არათუ მისტერ ელტონის დავიწყებას ვეღარ
ახერხებდა, დაბნეული, ფიქრებს ვეღარ ერეოდა: „ნუთუ ჩემი სიძე მარ-
თალი იყო და ამ კაცს თავისი გრძნობები ჰარიეტიდან ჩემზე გადმო-
აქვს?! არა! წარმოუდგენელი აბსურდია!“ მისტერ ელტონი კი ისე ღე-
ლავდა, ემას არ შესცივდესო, ისეთ ყურადღებას იჩენდა მამამისის მი-
მართ, ისეთი აღფრთოვანებული იყო მისის უესტონით და ბოლოს, აშ-
კარად ყალბი შეყვარებულის თავგამოდებითა და უვიცობით, მისი ნახა-
ტებით აღტაცებასაც რომ შეუდგა, ემას კარგი მანერების შესანარჩუნებ-
ლად უკვე გარკვეული ძალისხმევა დასჭირდა. იცოდა, რომ არავითარ
შემთხვევაში არ უნდა ეუხეშა, საკუთარი თავისა და ჰარიეტის ხათრით;
პირიქით, სწორედ ჰარიეტის ხათრით, ხაზგასმით ზრდილობიანადაც კი
იქცეოდა, თუმცა, დიდი ძალისხმევის ფასად, მით უფრო მაშინ, როცა
დანარჩენები რაღაც ძალიან საინტერესოზე ლაპარაკობდნენ, მას კი
მისტერ ელტონის ყოვლისმომცელი სისულელების მოსმენა უწევდა.
ასე იყო თუ ისე, ემამ მაინც საკმარისად მოჰკრა ყური სხვების საუ-
ბარს და მიხვდა, რომ მისტერ უესტონი თავისი ვაჟის შესახებ გარკვე-
ულ ცნობებს იძლეოდა. რამდენჯერმე ნათქვამი „ჩემი ბიჭი“ და „ფრენ-
კი“ ემას აფიქრებინებდა, რომ მისტერ უესტონი საზოგადოებას საკუთა-
რი შვილის მოსალოდნელ ვიზიტს ამცნობდა. თუმცა, როცა მან მისტერ
ელტონის გაჩუმება მოახერხა, ეს თემა უკვე კარგა ჩავლილი იყო და დე-
ტალების დასაზუსტებლად ერთი კითხვაც კი უხერხულობას გამოიწ-
ვევდა.

132
უნდა ითქვას, რომ კი, ემას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, არას-
დროს გათხოვილიყო, თუმცა, მისტერ ფრენკ ჩერჩილის სახელში და,
ზოგადად, ამ პიროვნებაში იყო რაღაც ისეთი, რაც მას ყოველთვის იზი-
დავდა. ხშირად ფიქრობდა – განსაკუთრებით, მას მერე, რაც მისტერ
ფრენკ ჩერჩილის მამამ მის ტეილორი შეირთო ცოლად – რომ თუ
ოდესმე გათხოვდებოდა, სწორედ ეს ადამიანი იქნებოდა ასაკით, სახე-
ლითა თუ ქონებით მისი შესაფერისი. მათ ოჯახებს შორის არსებული
მჭიდრო კავშირიც თითქოს იმაზე მიანიშნებდა, რომ ერთმანეთისთვის
იყვნენ შექმნილი. ემა იმასაც კი ვარაუდობდა, რომ ყველას, ვინც მათ
იცნობდა, ამ ქორწინებაზე ერთხელ მაინც გაევლო გულში; ყველას თუ
არა, მისტერ და მისის უესტონებს – დანამდვილებით. ემას ნამდვილად
არ სურდა, ფრენკ ჩერჩილს ან ვინმეს ეცდუნებინა და უარი ეთქმევინე-
ბინა ყოველგვარი სიკეთით აღსავსე მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე,
მაგრამ მისი ნახვის წადილი მაინც სწვავდა; მტკიცედაც ჰქონდა გან-
ზრახული, გაცნობის შემდეგ, მისტერ ფრენკ ჩერჩილი სასიამოვნო ადა-
მიანად მიეღო და მისგანაც მოწონება დაემსახურებინა. ერთგვარ სი-
ამოვნებას ჰგვრიდა იმაზე ფიქრიც, რომ საერთო ახლობლების წარმო-
სახვაში ისინი წყვილად განიხილებოდნენ.
ასეთი ამაღელვებელი განწყობის ფონზე, მისტერ ელტონის გადამე-
ტებული ყურაღდება საშინლად უადგილო და გამაღიზიანებელი იყო,
თუმცა ემა, თავდაჭერილობის წყალობით, მაინც ახერხებდა სიმშვიდი-
სა და თავაზიანობის შენარჩუნებას; და იმედს არ კარგავდა, რომ მათი
ვიზიტი ისე არაფრით არ ჩაივლიდა, გულღია მისტერ უესტონს თავისი
შვილის შესახებ სრული ინფორმაცია თუ არა, ძირითადი არსი მაინც
არ გაემეორებინა. ასეც მოხდა. როცა ემა, როგორც იქნა, მისტერ ელ-
ტონს დაეხსნა და, გახარებული, სადილზე მისტერ უესტონის გვერდით
მოკალათდა, ამ უკანასკნელმა ცხვრის სუკთან დაკავშირებული ფაცი-
ფუცისგან გამოთავისუფლებული პირველი წუთი სწორედ ამ თემას და-
უთმო.
– მხოლოდ ორი ადამიანი გვაკლია და სრული შემადგენლობით ვიქ-
ნებოდით, – მიმართა მან ემას, – მინდა, აქ კიდევ ორი ადამიანი იყოს –
133
თქვენი უმცროსი ლამაზი მეგობარი, მის სმითი და ჩემი ვაჟი. მგონი,
ვერ გაიგეთ, მისაღებ ოთახში დანარჩენებს რომ ვეუბნებოდი, ფრენკს
ველოდებით-მეთქი. ამ დილას მისგან წერილი მივიღე – ორ კვირაში
ჩვენთან იქნება.
ემამ საჭირო დოზით გამოხატა სიხარული ამ ახალ ამბავთან დაკავ-
შირებით და მისტერ უესტონს გულწრფელად დაეთანხმა, რომ მისტერ
ფრენკ ჩერჩილი და მის სმითი დღევანდელ საღამოს უთუოდ სრულყო-
ფილს გახდიდნენ.
– სექტემბრიდან მოყოლებული, – გააგრძელა მისტერ უესტონმა, –
ჩვენთან ჩამოსვლას ლამობს, ყოველ წერილში სულ ამაზე ლაპარაკობს,
მაგრამ საკუთარიდროის განკარგვა თავად არ შეუძლია. იძულებულია,
ზოგ-ზოგიერთებს ანგარიში გაუწიოს, რაც, ჩვენში დარჩეს და, ნამდვი-
ლად საშინელებაა. მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ფრენკს იან-
ვრის მეორე კვირაში ნამდვილად ვნახავ.
– რამხელა სიხარული იქნება თქვენთვის! მისის უესტონსაც ერთი
სული აქვს, როდის გაიცნობს, და ალბათ თქვენზე არანაკლებ გახარე-
ბულია.
– კი, ასეა, თუმცა ჰგონია, რომ ეს ვიზიტიც გადაიდება. ჩემგან გან-
სხვავებით, მისი ჩამოსვლის იმედი არ აქვს. მაგრამ ამ ამბის დეტალებს
ჩემსავით კარგად არ იცნობს. საქმე ის არის, რომ... თუმცა, ეს ჩვენ შო-
რის უნდა დარჩეს, დანარჩენებთან სიტყვაც არ დამიძრავს. მოგეხსენე-
ბათ, ყველა ოჯახს თავისი საიდუმლო აქვს... მოკლედ, საქმე ისაა, რომ
იანვარში, ენსკოუმბში მეგობრები ჰყავთ დაპატიჟებული, ფრენკის ჩა-
მოსვლა კი სწორედ ამ ვიზიტის გადადებაზეა დამოკიდებული. თუ ეს
ვიზიტი არ გადაიდო, ფრენკი ფეხსაც ვერ მოიცვლის. მაგრამ ვიცი, რომ
გადაიდება, რადგან ენსკოუმბში, ზოგ- ზოგიერთებს, კერძოდ, გარკვეუ-
ლი სტატუსის მქონე ერთ ქალბატონს, ეს ხალხი გამორჩეულად არ
მოსწონს. მართალია, მათ მიპატიჟებას ყოველ ორ-სამ წელიწადში ერ-
თხელ საჭიროდ მიიჩნევს, მაგრამ ვიზიტი ყოველთვის რაღაცის გამო
ფერხდება. ეჭვიც არ მეპარება, რომ ახლაც იგივე მოხდება. ფრენკის
სტუმრობაში ისევე ვარ დარწმუნებული, როგორც ახლა თქვენ გხე-
134
დავთ. თქვენი საყვარელი მეგობარი კი, – ამ სიტყვებზე მისტერ უეს-
ტონმა თავის ქნევით მაგიდის მეორე ბოლოსკენ გაიხედა, – თავად იმ-
დენად შორს არის კაპრიზებისგან და ჰარტფილდშიც იმდენად არ შეჰ-
ხებია მსგავსი არაფერი, რომ ვერ წარმოუდგენია, როდის რა მოჰყვება
ვინმეს გამოხტომას. აი, მე კი ამ საკითხში დიდი გამოცდილება მაქვს.
– ვწუხვარ, ეჭვის საბაბი რომ არსებობს, – მიუგო ემამ, – მაგრამ მე
უფრო თქვენ მხარესა ვარ, მისტერ უესტონ. რაკი თქვენ ფიქრობთ, რომ
ჩამოვა, მაშინ მეც ასე ვიფიქრებ. თქვენზე უკეთ ენსკოუმბის წეს-ჩვეუ-
ლებებს ვინ იცნობს?!
– ჰო, გარკვეული უფლება მართლაც მაქვს, ამ ცოდნას დავეყრდნო.
მიუხედავად იმისა, რომ იქ არასდროს ვყოფილვარ... ძალიან უცნაური
ქალია!.. თუმცა, ფრენკის ხათრით, თავს არასდროს ვაძლევ უფლებას,
მასზე ცუდი ვთქვა, თან, მჯერა, რომ ფრენკი ძალიან უყვარს. ადრე მე-
გონა, რომ საკუთარი თავის გარდა, არავინ უყვარდა, მაგრამ ფრენკს
ყოველთვის კარგად ექცეოდა; თავისებურად, ცხადია – ახირებებითა
თუ კაპრიზებით. მაგრამ, ვფიქრობ, ნამდვილად დიდი საქმეა და უდა-
ვოდ ფრენკის ღირსებაზე მეტყველებს, რომ ამგვარ ადამიანში თბილი
გრძნობების აღძვრა მოახერხა, რადგან იმ ქალს... ეს აქამდე არავის-
თვის მითქვამს... მგონი, ქვა უდევს გულის მაგივრად და პირწავარდნი-
ლი ეშმაკია!
ემამ ეს თემა აიტაცა და მისაღებ ოთახში გადანაცვლებისთანავე მი-
სის უესტონსაც ჩამოუგდო სიტყვა. ჯერ მოსალოდნელი ვიზიტი მი-
ულოცა, თუმცა ისიც აღნიშნა, ვიცი, პირველი შეხვედრა ალბათ საკმა-
ოდ განერვიულებთო. მისის უესტონიც დაეთანხმა, მაგრამ დასძინა,
მზად ვარ, პირველი შეხვედრის ნერვიულობა მთლიანად გამოვცადო,
ოღონდაც კი შეხვედრა დათქმულ დროს მართლაც შედგესო.
– მე არ მაქვს მისი ჩამოსვლის იმედი, – განაგრძო მისის უესტონმა, –
მისტერ უესტონივით ოპტიმისტურად განწყობილი ვერ ვიქნები. ვში-
შობ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდება. მისტერ უესტონმა ალბათ გა-
გაცნოთ საქმის ზუსტი ვითარება.

135
– ჰო... როგორც ჩანს, ეს ვიზიტი მხოლოდ მისის ჩერჩილის ცუდ ხა-
სიათზეა დამოკიდებული, ეს ცუდი ხასიათი კი, როგორც ვხვდები, ამ-
ქვეყნად ყველაზე მტკიცე რამაა.
– ემა, ჩემო საყვარელო! – ღიმილით მიუგო მისის უესტონმა, – კაპ-
რიზების სიმტკიცეზე როგორ უნდა ვილაპარაკოთ?! – შემდეგ იზაბე-
ლასკენ მიბრუნდა, რომელიც იქვე იდგა, – მისის ნაიტლი, ჩემო ძვირფა-
სო, უნდა გითხრათ, რომ მისტერ ფრენკ ჩერჩილის ვიზიტში დარწმუნე-
ბული არ ვართ; ყოველ შემთხვევაში, მე, ვინაიდან ეს თავიდან ბოლომ-
დე მისი დედობილის გუნება-განწყობილებასა და ნება-სურვილზეა და-
მოკიდებული, უფრო ზუსტად – მის ხასიათზე. თქვენთან, როგორც ჩემს
ქალიშვილებთან, სიმართლის თქმა არ მერიდება. მისის ჩერჩილი ერ-
თობ უცნაური ხასიათის ქალია და მისტერ ფრენკ ჩერჩილის ჩამოსვლა
სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოისურვებს ეს ქალბატო-
ნი, შვილობილი ცოტა ხნით მაინც გაათავისუფლოს.
– ღმერთო, მისის ჩერჩილი! მის შესახებ ყველამ იცის, – უპასუხა
იზაბელამ, – გამოგიტყდებით, ამ საბრალო ახალგაზრდა კაცს ყოველ-
თვის თანავუგრძნობ. ცუდი ხასიათის ადამიანთან ერთად ცხოვრება
ალბათ საშინელებაა. საბედნიეროდ, ჩვენ არ ვიცით, ეს რას ნიშნავს და
არც არასდროს გამოგვიცდია, მაგრამ ნამდვილი ჯოჯოხეთი უნდა იყოს.
რამხელა მადლია, შვილები რომ არ ეყოლა! წარმომიდგენია, როგორ
გააუბედურებდა!
ემას ერთი სული ჰქონდა, მისის უესტონი მარტო დაეგულებინა. ასე
უფრო მეტ რამეს შეიტყობდა. იზაბელასთან მისის უესტონი ისეთი გუ-
ლახდილი ვერ იქნებოდა, როგორც ემასთან. ემას ღრმა რწმენით, მას
არაფერს დაუმალავდა, თუ არ ჩავთვლით თავის პირად შეხედულებებს
ახალგაზრდა კაცზე, რაც წარმოსახვისა და ინტუიციის წყალობით, მი-
სის უესტონს უკვე შექმნოდა. მაგრამ ამასობაში, მისაღებ ოთახში შეკ-
რებილ ქალბატონებს მისტერ ვუდჰაუზი შეუერთდა. ნასადილევს მაგი-
დასთან დიდხანს ჯდომა მისთვის ტყვეობის ტოლფასი იყო. არც ღვინო
უყვარდა და არც – კაცებთან მუსაიფი. ასე რომ, სიხარულით გადაინაც-

136
ვლა მათთან, ვისთანაც თავს ყოველთვის უფრო კომფორტულად
გრძნობდა.
ჰოდა, სანამ ეს უკანასკნელი იზაბელას ელაპარაკებოდა, ემამ დრო
იხელთა: – ანუ თქვენი გერის ვიზიტი ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
რაც უნდა იყოს, გაცნობა სასიამოვნო ვერ იქნება. ასე რომ, რაც უფრო
მალე ჩაივლის, მით უკეთესი.
– დიახ. და ყოველი მორიგი გადავადების შემდეგ, სულ უფრო ცუდი
წინათგრძნობა მიჩნდება, რომ მის ჩამოსვლას მუდმივად რაღაც შე-
აფერხებს. მათთან ბრეითვეიტების ოჯახის სტუმრობა რომც გადაიდოს,
მაინც მეშინია, რომ გამოჩნდება რაღაც სხვა, რაც იმედებს ისევ გაგვიც-
რუებს. ცხადია, იმას ვერც წარმოვიდგენ, რომ მისტერ ფრენკ ჩერჩილი
აქ ჩამოსვლას უგულოდ ეკიდება; დარწმუნებული ვარ, ჩერჩილებს არ
სურთ, სადმე გაუშვან. ეს ეჭვიანობაა და მშობელ მამაზეც კი ეჭვიანო-
ბენ. მოკლედ, მისი ჩამოსვლის იმედი ნამდვილად არ მაქვს და მინდა,
მისტერ უესტონიც ნაკლებად ოპტიმისტურად იყოს განწყობილი.
– უნდა ჩამოვიდეს, – გადაჭრით თქვა ემამ, – თუნდაც სულ რამდე-
ნიმე დღით. ძნელია, წარმოიდგინო, რომ ახალგაზრდა კაცს ასეთი მარ-
ტივი რამ არ ძალუძს. ახალგაზრდა ქალს – ცუდ ხელში ჩავარდნილს –
შეიძლება, შეუჩნდე, გავლენის ქვეშ მოაქციო და ვინმესთან წასვლა
აუკრძალო, მაგრამ რთულია, გაიგო, როგორშეიძლება ახალგაზრდა კა-
ცი ისე შეზღუდო, რომ ვერ შეძლოს, ერთი კვირა საკუთარ მამასთან გა-
ატაროს, ცხადია, თუკი ამის სურვილი აქვს.
– ენსკოუმბში უნდა იყო ნამყოფი და იცოდე, როგორ ოჯახთან
გვაქვს საქმე, რათა მიხვდე, რის გაკეთება შეუძლია ამ ახალგაზრდა
კაცს, – უპასუხა მისის უესტონმა, – ასეთივე წინდახედულება ნებისმიე-
რი ოჯახის ნებისმიერი წევრის განსჯისას გვმართებს, მაგრამ როცა ენ-
სკოუმბზე მიდგება საქმე, კიდევ უფრო მეტი წინდახედულებაა საჭირო;
ამ ოჯახზე ჩვეული წესები არ ვრცელდება: ის საშინლად არაკეთილგო-
ნიერია და ყველას საკუთარ ნება-სურვილზე ატარებს.
– ჰო, მაგრამ ბიჭი ხომ ძალიან უყვარს?! უთუოდ მის რჩეულია. მი-
სის ჩერჩილის შესახებ ჩემს წარმოდგენებს თუ დავეყრდნობით, დათმო-
137
ბაზე ქმრის კეთილდღეობის ხათრითაც კი არ წავა, მეტიც, მისი ყველა
კაპრიზი მიმართულია სწორედ ქმრისკენ, რომლისგანაც ცხოვრებაში
ყველაფრით დავალებულია. ჰოდა, ამის ფონზე, ყოვლად ბუნებრივი იქ-
ნებოდა, შვილობილის ჭკუაზე ევლო, ვისგანაც აბსოლუტურად არაფ-
რითაა დავალებული.
– ემა, ჩემო უსაყვარლესო, ნუ ცდილობთ, თქვენი კეთილი გულით
სხვისი ბოროტება ახსნათ ან წესები დაუდგინოთ; სჯობს, ნებაზე მივუშ-
ვათ – სხვა გამოსავალი არაა. ეჭვიც არ მეპარება, რომ მისტერ ფრენკ
ჩერჩილს პერიოდულად საკმაო გავლენაც აქვს დედობილზე, მაგრამ შე-
უძლებელია, წინასწარ განჭვრიტო, როდის დგება ეს პერიოდი.
ემა მისის უესტონს უსმენდა და ბოლოს მშრალად დასძინა: – მე მა-
ნამდე არ მოვისვენებ, სანამ არ ჩამოვა.
– გარკვეულ საკითხებში, შესაძლოა, დიდი გავლენა ჰქონდეს, გარ-
კვეულ საკითხებში კი – ძალიან მცირე, – განაგრძო მისის უესტონმა, –
ხოლო იმ საკითხთა შორის, რომლებზე გავლენის მოხდენაც შეუძლია,
ნამდვილად ნაკლებად სავარაუდოა, ჩვენი მონახულება შედიოდეს.

138
თავი 15

მალე, მისტერ ვუდჰაუზი ჩაის დასალევად მზად იყო, ჩაის დასრუ-


ლების მერე კი, მზად იყო, შინაც წასულიყო. სამივე ქალბატონი ცდას
არ აკლებდა, მისი ყურადღება საათის ისრებიდან სხვა რამეზე გადაე-
ტანა.
მისაღებ ოთახში თანდათან მამაკაცებმაც გადაინაცვლეს. საზოგა-
დოების მოყვარული, ენაწყლიანი მისტერ უესტონისთვის სტუმრების
ადრიანად დაშლა ნამდვილი ტრაგედია იყო. ერთ-ერთი პირველი, ვინც
მისაღებ ოთახში შევიდა, მშვენიერ გუნებაზე მყოფი მისტერ ელტონი
გახლდათ. ის უმალ იმ ტახტისკენ გაქანდა, რომელზეც მისის უესტონი
და ემა ისხდნენ და, ყოველგვარი მიპატიჟების გარეშე, მათ შორის ჩაჯ-
და.
ფრენკ ჩერჩილის მოახლოებულ ვიზიტთან დაკავშირებული თავშე-
საქცევი ფიქრებით გარემოცული ემა ისეთ კარგ გუნებაზე იყო, რომ რო-
ცა მისტერ ელტონმა ჰარიეტის მდგომარეობაზე ჩამოაგდო სიტყვა, მე-
ტად მეგობრულადაც გაუღიმა და ყურიც კი დაუგდო.
მისტერ ელტონმა კი განაცხადა, რომ უკიდურესად ღელავდა ემას
მშვენიერ, მომხიბლავ, გულკეთილ მეგობარზე.
„რაიმე ხომ არ შეიტყო ემამ მას მერე, რაც რენდალსში წამოვიდნენ?
უაღრესად ღელავს. უნდა აღიაროს, რომ მის სმითის მდგომარეობა მე-
ტისმეტად აშფოთებს“... – საშინელ ანგინაზე დადარდიანებული მის-
ტერ ელტონი ერთხანს ძალიან თავაზიანად ლაპარაკობდა და სხვების
პასუხებს დიდ ყურადღებას არ აქცევდა. ემაც მოთმინებით იტანდა მის
ფამილარობას. თუმცა, თანდათან გაირკვა, რომ მისტერ ელტონს ანგი-
ნის ბუნება ჰარიეტის კი არა, ემას გამო ანერვიულებდა; წუხდა არა ზო-
გადად ამ ავადმყოფობის სიმძიმეზე, არამედ იმაზე, ემას ხომ არ გადაე-
დებაო.
– გემუდარებით, ავადმყოფის მონახულებისგან გარკვეული დროით
თავი შეიკავეთ, – მრავალმნიშვნელოვნად ევედრებოდა მის ვუდჰაუზს,

139
– შემპირდით, რომ აღარ გარისკავთ, სანამ მისტერ პერის არ ვნახავ და
მის აზრს არ მოვისმენ.
ემა სიცილით ცდილობდა, საუბარი კვლავ საჭირო კალაპოტში დაებ-
რუნებინა, მაგრამ მისტერ ელტონის უკიდურეს მზრუნველობას ბოლო
არ უჩანდა, რაც თანდათან ემას გაღიზიანებას იწვევდა. ყველაფერი
მართლაც იმაზე მიანიშნებდა – დამალვას მისტერ ელტონი აღარც კი
ცდილობდა – რომ ეს ჯენტლმენი ჰარიეტის კი არა, ემას სიყვარულზე
აცხადებდა პრეტენზიას. ყოვლად ამაზრზენი იყო საკითხის ასე შემოტ-
რიალება, გრძნობათა ასეთი არამდგრადობა! ემას სიმშვიდის შენარჩუ-
ნება სულ უფრო უჭირდა.
მისტერ ელტონი უცებ მისის უესტონს მიუბრუნდა, რათა მისგან მი-
ეღო მხარდაჭერა: „იქნებ მისის უესტონმაც დაბეჯითებით სცადოს და
მის ვუდჰაუზი როგორმე დაითანხმოს, რომ არ ღირს მისის გოდარდთან
ვიზიტი, ვიდრე საბოლოოდ არ გაირკვევა, მის სმითის ანგინა გადამდე-
ბია თუ არა. არა, მის ვუდჰაუზი უნდა შეჰპირდეს, თორემ ისე ვერაფ-
რით მოისვენებს. ნუთუ მისის უესტონი მის ვუდჰაუზზე გავლენას ვერ
იქონიებს, რომ მისტერ ელტონმა ეს პირობა მიიღოს?!“ – როგორი თავ-
დადებულია სხვებისთვის, – არ ჩუმდებოდა მისტერ ელტონი, – საკუ-
თარ თავზე კი ოდნავადაც არ ზრუნავს! უნდოდა, დღეს შინ დავრჩენი-
ლიყავი და ჩემი გაციებისთვის მიმეხედა, თავად კი იმის პირობასაც არ
იძლევა, რომ სახიფათო, ჩირქიან ანგინას განერიდება. განა ეს სამარ-
თლიანია, მისის უესტონ? თავადგანსაჯეთ. არ მაქვს უფლება, დავიჩივ-
ლო? თქვენისთანა კეთილი ქალბატონის მხარდაჭერისა და დახმარების
იმედი ნამდვილად მაქვს.
ემამ მისის უესტონის თვალებში განცვიფრება ამოიკითხა და მას-
შტაბსაც მიხვდა. მისის უესტონის განცვიფრება უდავოდ დიდი იყო,
რადგან მისტერ ელტონი ყოველი სიტყვითა და მანერით თავს უფლებას
აძლევდა, ემას კეთილდღეობა, უპირველესად, სწორედ საკუთარ საზ-
რუნავად ჩაეთვალა.

140
აღშფოთებისგან დაბნეულმა ემამ ვერ მოახერხა, მისტერ ელტონის-
თვის პირდაპირი და საკადრისი პასუხი გაეცა, და იმის იმედად, აი, ახ-
ლა მოეგება გონსო, მკაცრად გახედა.
მერე ტახტიდან ადგა, დის გვერდით გადაინაცვლა და მთელი თავისი
გულისყური ამ უკანასკნელს მიაპყრო.
ახალმა თემამ რენდალსში შეკრებილები ისე სწრაფად მოიცვა, რომ
ემამ ვერც კი მოასწრო, გაეგო, მიუხვდა თუ არა მისტერ ელტონი მდუ-
მარე საყვედურს. საქმე ის გახლდათ, რომ ამინდის შესამოწმებლად გა-
სული მისტერ ჯონ ნაიტლი ოთახში დაბრუნდა და გამოაცხადა, მიწა
თოვლით არის დაფარული, ჯერაც თოვს და ძლიერ ქარს ნამქერი უხ-
ვად მოაქვსო. მერე კი მისტერ ვუდჰაუზს მიმართა: – ეს თქვენი ზამ-
თრის გასართობების ხალისიანი დასაწყისია, სერ. თოვლიან ქარბუქში
გზის გაკვალვა თქვენი მეეტლისა და ცხენებისთვის ნამდვილი გამოც-
დაა.
თავზარდაცემულ მისტერ ვუდჰაუზს ენა ჩაუვარდა, მაგრამ დანარ-
ჩენებს, უკლებლივ ყველას, ჰქონდათ რაღაც სათქმელი. ზოგი გაკვირვე-
ბული იყო, ზოგი – არა, ზოგს რაღაც კითხვები უჩნდებოდა, ზოგი კი
სხვებს სთავაზობდა ნუგეშს. ემა და მისის უესტონი გულმოდგინედ
ცდილობდნენ, მისტერ ვუდჰაუზი გაემხნევებინათ და მისი ყურადღება
სიძისგან რამე სხვაზე გადაეტანათ – სიძისგან, რომელიც თავის ტრი-
უმფს საკმაოდ დაუნდობლად ზეიმობდა.
– თქვენმა სიმტკიცემ მომხიბლა, სერ, – არ ჩუმდებოდა მისტერ ჯონ
ნაიტლი, – ასეთ ამინდში რომ გაბედეთ სახლიდან გასვლა! არადა, იცო-
დით, ძალიან მალე მოთოვდა. მეტიც, გზაშივე თოვდა. მოხიბლული ვარ
თქვენი სულისკვეთებით! ეჭვიც არ მეპარება, შინ მშვიდობით დავბრუნ-
დებით. კიდევ ერთი ან ორი საათი რომ ითოვოს, გზა არ ჩაიხერგება.
თანაც, ორი ეტლით ვართ: ერთს თუ ქარი გადააბრუნებს, მეორე შორი-
ახლო გვეყოლება! ასე რომ, ალბათ, შუაღამისას, ყველანი უსაფრთხოდ
ჩავაღწევთ ჰარტფილდში.
მისტერ ჯონ ნაიტლის მისტერ უესტონიც აჰყვა – თავისებური ტრი-
უმფით აღიარებდა, რომ იცოდა, ადრე თუ გვიან მოთოვდა, მაგრამ სიტ-
141
ყვა არ დაუძრავს, ვაითუ მისტერ ვუდჰაუზმა ინერვიულოს და შინ მა-
ლე დასაბრუნებლად უამინდობა მოიმიზეზოსო. რაც შეეხება მათი გამ-
გზავრების უამინდობის გამო შეფერხებას, ირწმუნებოდა, საგანგაშო
არაფერია, შინ უპრობლებოდ დაბრუნდებითო, თუმცა გულის სიღრმე-
ში ძალიან უნდოდა, გზა ჩახერგილიყო და ყველანი რენდალსში და-
ეტოვებინა.
გულუბრყვილობამდე გულკეთილი, სრულიად დარწმუნებული იყო,
რომ მცირედი გამჭრიახობით უკლებლივ ყველას დაბინავებას შეძლებ-
და; მხარდასაჭერად ცოლიც კი მოიხმო, თუმცა, მისის უესტონს ვერაფ-
რით წარმოედგინა, ეს როგორ უნდა მოეხერხებინათ, როცა სახლში
მხოლოდ ორი თავისუფალი ოთახი ჰქონდათ.
– ემა, ჩემო საყვარელო, რა უნდა ვქნათ? – გახლდათ პირველი, რაც
კარგა ხნის შემდეგ მისტერ ვუდჰაუზს აღმოხდა. მოხუცი ემასგან ნუ-
გეშს ითხოვდა და ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა – ცხენებისა და ჯე-
იმსის ყოვლისშემძლეობის საოცარი სურათები დაუხატა და დაარწმუ-
ნა, უამინდობა ვერაფერს დაგვაკლებსო. მოკლედ, იმდენი ქნა, რომ მამა
ცოტათი დაამშვიდა.
მისტერ ვუდჰაუზის უფროსი ქალიშვილის შფოთვა მამისას არაფ-
რით ჩამოუვარდებოდა. მის წარმოსახვაში ხატოვნად და სრულყოფი-
ლად დაიხატა მთელი ის საშინელება, რასაც მისთვის რენდალსში ჩარ-
ჩენა წარმოადგენდა მაშინ, როცა მისი შვილები ჰარტფილდში იყვნენ!
მისი ღრმა რწმენით, მგზავრობას ახლა მხოლოდ თავგადასავლების
მოყვარულები თუ გაბედავდნენ, თუმცა გამოდარებას ნამდვილად ვერ
მოუცდიდა. ამდენად, მხოლოდ ეს მოიფიქრა: მამა და ემა რენდალსში
დარჩენილიყვნენ, ხოლო თავად ქმართან ერთად დაუყოვნებლივ წასუ-
ლიყო, ნამქერის გროვებისა თუ ყოველგვარი დაბრკოლების მიუხედა-
ვად.
– საყვარელო, სჯობს, ახლავე იხმო ეტლი, – მიმართა ქმარს იზაბე-
ლამ, – რაც უფრო მალე გავალთ, მით უფრო იოლად ჩავაღწევთ ჰარ-
ტფიდლში. სერიოზული დაბრკოლების შემთხვევაში, მზად ვარ, ეტლი-
დან ჩამოვიდე და ფეხით ვიარო. სრულებითაც არ მეშინია. ნახევარი
142
გზის ფეხით გავლა არაფერია ჩემთვის. ფეხსაცმელს შინ მისვლისთანა-
ვე გამოვიცვლი, თანაც ასეთი რამეებისგან არ ვცივდები.
– უყურე შენ! – მიუგო ქმარმა, – რა უჩვეულოა, არადა, როგორც წე-
სი, ყველაფრისგან ცივდები. და ფეხით სიარულისთვის, მგონი, ზედმე-
ტად ლამაზი ფეხსაცმელი გაცვია. შენ კი არა, ასეთ ამინდში ცხენებსაც
გაუჭირდებათ სიარული.
იზაბელამ მისის უესტონს გადახედა, მასაც სხვა რა გზა ჰქონდა –
გეგმა მხოლოდ მოიწონა. იზაბელა ახლა ემას მიუბრუნდა, მაგრამ მის
დას ასე იოლად არ ჩაექნია ხელი, ჯერ კიდევ არ კარგავდა იმედს, რომ
ყველა ერთად მოახერხებდა შინ დაბრუნებას.
ამ საკითხზე ჯერაც მსჯელობდნენ, როცა ოთახში მისტერ ნაიტლი
შევიდა. ძმის პირველი ცნობების მოსმენისთანავე გარეთ გასულიყო,
რათა პირადად შეემოწმებინა ვითარება.
შედეგად, დანამდვილებით შეეძლო ეთქვა, რომ შინ წასვლა არავი-
თარ სირთულეს არ წარმოადგენდა არც ახლა და არც თუნდაც ერთ სა-
ათში.
მისტერ ნაიტლი ჭიშკარს კარგა მანძილით გასცდენოდა, ჰაიბერის
მთავარ გზაზე გარკვეული მონაკვეთი გაევლო და ენახა, რომ თოვლის
საფარი ნახევარ ინჩსაც არ აღწევდა, ბევრ ადგილას კი მიწა ვერც კი
დაეფარა. ამჟამად ძალიან წვრილად თოვდა, ღრუბლები კი უკვე იფან-
ტებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თოვა მალე საერთოდ შეწყდებოდა.
მეეტლეებიც ენახა და ორივესგან დასტური მიეღო, საგანგაშო არაფე-
რიაო.
ამ ამბავმა იზაბელას შვება მოჰგვარა. ემასაც არანაკლებ ესიამოვნა,
უფრო კი მამის გამო, რომელიც უმალ დამშვიდდა, რამდენადაც ამის
საშუალებას თავისი ნერვული მდგომარეობა აძლევდა. თუმცა აწ უკვე
ჩამოკრული განგაშის ზარები ისე მაინც ვეღარ დადუმდებოდნენ, რომ
მისტერ ვუდჰაუზს რენდალსში ვიზიტი არხეინად გაეგრძელებინა. და-
იჯერა, შინ წასვლა ყოვლად უსაფრთხოაო, მაგრამ ამქვეყნად ვერავინ
დაარწმუნებდა, რომ რენდალსში გაჩერენაც უსაფრთხო იყო. სანამ და-
ნარჩენები მის გამხნევებას ცდილობდნენ, ემამ და მისტერ ნაიტლიმ ეს
143
საკითხი მოკლე დიალოგით მოაგვარეს: – მამათქვენი ვერ მოისვენებს.
რატომ არ წახვალთ?
– მე მზად ვარ, თუ სხვებიც მზად არიან.
– დავრეკო ზარი?
– დარეკეთ.
ზარი დაირეკა და ეტლები გამოიძახეს. ემა იმედოვნებდა, რომ ამ ვი-
ზიტის დასრულება მის ერთ ჭირვეულ თანამგზავრს გამოაფხიზლებდა,
ხოლო მეორეს გუნებას გამოუკეთებდა.
ეტლი მოვიდა და მისტერ ვუდჰაუზი, რომელიც მსგავს სიტუაციებში
ყოველთვის პრივილეგიით სარგებლობდა, თავის ეტლამდე მისტერ ნა-
იტლიმ და მისტერ უესტონმა მიაცილეს, თუმცა ვერაფრით მოახერხეს
მისი განახლებული შფოთვა დაეცხროთ; შფოთვა კი მისტერ ვუდჰაუზს
თოვლით გადათეთრებულმა გზამ და ბნელმა ღამემ მოჰგვარა. ქოთქო-
თებდა, წინ ძალიან მძიმე გზა გველისო; საბრალო იზაბელას არ მოეწო-
ნებაო; საბრალო ემა სხვა ეტლში უნდა დაჯდესო...
გადაწყდა, ამ გზის დასაძლევად, რაც შეიძლება, ახლო-ახლო ევ-
ლოთ. ჯეიმსი გააფრთხილეს, მეორე ეტლისთვის მოეცადა.
მისტერ ვუდჰაუზის შემდეგ ეტლში იზაბელა ავიდა, ხოლო ჯონ ნა-
იტლი, რომლის ადგილიც სინამდვილეში სხვა ეტლში იყო, ინსტინქტუ-
რად ცოლის გვერდით მოთავსდა. მოკლედ, ემა მეორე ეტლისკენ მხო-
ლოდ მისტერ ელტონმა მიაცილა და მეტიც, მის პირდაპირ მოკალათდა.
ეს კი ნიშნავდა, რომ tête-à-tête43 უნდა ემგზავრათ. ემას იმდღევანდე-
ლი ეჭვები რომ არა, მათი განმარტოება სასიამოვნოც კი იქნებოდა –
ემა მას ჰარიეტის შესახებ ალაპარაკებდა და გზა სამჯერ უფრო მოკლე
მოეჩვენებოდათ. მაგრამ ახლა თავს უხერხულად გრძნობდა – ეჭვიც არ
ეპარებოდა, რომ მისტერ უესტონის კარგი ღვინით შეზარხოშებული
მისტერ ელტონი სისულელებს წამოროშავდა.
მისტერ ელტონი ყოველმხრივ რომ შეებოჭა, ემამ ეტლის კარის და-
კეტვისთანავე მტკიცედ გადაწყვიტა, თანამგზავრისთვის დაესწრო და

Tête-à-tête (ფრანგ.) – პირისპირ ყოფნა/ საუბარი.


43

144
შესაშური სიმშვიდითა და სერიოზულობით სიტყვა ამინდსა და თოვ-
ლიან ღამეზე ჩამოეგდო, მაგრამ ძლივს მოასწრო ორიოდე სიტყვის
თქმა, რომ საუბარი გააწყვეტინეს, ხელი ჩასჭიდეს, მისი ყურადღება
მოითხოვეს და გახელებით შეუდგნენ მისთვის სიყვარულის ახსნას. მის-
ტერ ელტონი ამ უძვირფასესი შემთხვევით სარგებლობდა და აცხადებ-
და იმ გრძნობის შესახებ, რაც მის ვუდჰაუზს ალბათ ისედაც გადასარე-
ვად მოეხსენებოდა...
იმედოვნებდა... შიშობდა... აღმერთებდა... მზად იყო სიკვდილის-
თვის, თუ უარს მიიღებდა, თუმცა, თავს იმით იმშვიდებდა, რომ ქალის
გულს სწორუპოვარი თავდადებით, უბადლო სიყვარულითა და მხურ-
ვალე ვნებებით მოიგებდა. ერთი სიტყვით, მისტერ ელტონი მეტად
მტკიცედ ითხოვდა, რაც შეიძლება მალე დასთანხმებოდნენ მის წინადა-
დებას; ჰარიეტის სატრფო მისტერ ელტონი ყოველგვარი ყოყმანის, ბო-
დიშისა და მოკრძალების გარეშე ემას უხსნიდა სიყვარულს. ემა მის შე-
ჩერებას შეეცადა, მაგრამ ამაოდ. მისტერ ელტონი გაჩუმებას არ აპი-
რებდა, სანამ ყველაფერს არ იტყოდა. გაცეცხლებული ემა თავს იიმე-
დებდა, რომ ეს სიგიჟე, ნაწილობრივ მაინც, სიმთვრალისა და წუთიერი
უგუნურების შედეგი იყო, ამიტომ ცდილობდა, მოთმინება არ დაეკარგა
და მისტერ ელტონს ნახევრად სერიოზულად და ნახევრად ხუმრობით
(რაც მისი აზრით, ყველაზე შესაფერისი რეაქციაიყო) მიმართა: – გაოგ-
ნებული ვარ, მისტერ ელტონ. მგონი, ჩემს მეგობარში გეშლებით! თუ ეს
სიტყვები მის სმითს ეკუთვნის, სიამოვნებით გადავცემ, მაგრამ მე ვე-
რაფრით მივიღებ თქვენს...
– მის სმითს ეკუთვნის?! რას გულისხმობთ... – მისტერ ელტონი ემას
სიტყვებს ისეთი ხაზგასმითა და თავდაჯერებით, ისეთი ყალბი სიამაყი-
თა და მოჩვენებითი განცვიფრებით იმეორებდა, რომ ემამ ვეღარ მოით-
მინა და მკაცრად მიუგო: – მისტერ ელტონ, თქვენი ესოდენ უცნაური
ქცევა მხოლოდ ერთი რამით შემიძლია ავხსნა: ახლა საკუთარ თავს არ
ეკუთვნით, თორემ ვერც მე დამელაპარაკებოდით ასე და ვერც ჰარიეტს
მოიხსენიებდით ასეთი ტონით ჩემი თანდასწრებით. თუ თავის ხელში

145
აყვანასა და გაჩუმებას შეეცდებით, გპირდებით, მეც შევეცდები, დავი-
ვიწყო!
მაგრამ მისტერ ელტონს ღვინო იმდენი დაელია, რომ გამბედაობა
მომატებოდა, და არა იმდენი, რომ ჭკუა არეოდა; გადასარევად იცოდა,
რასაც აკეთებდა. მხურვალედ გააპროტესტა, თქვენი ეჭვები ჩემთვის
უაღრესად შეურაცხმყოფელიაო, და დაამატა, მის სმითს პატივს ვცემ,
როგორც თქვენს მეგობარს, მაგრამ გამოგიტყდებით, ვერაფრით ვხვდე-
ბი, ახლა რა სახსენებელი იყოო. მერე კი თავის მგზნებარე გრძნობებს
დაუბრუნდა და მონოლოგი იმედიანად დაასრულა, ერთი სული მაქვს,
როდის მოვისმენ დადებით პასუხსო.
ემას სულ უფრო მეტად ეშლებოდა ნერვები თურმე არც ისე მთვრა-
ლი მისტერ ელტონის სითავხედეზე, მაგრამ მაინც ცდილობდა, ზრდი-
ლობა არ დაეკარგა: – შეუძლებელია, კიდევ რაიმეში დავეჭვდე. საკმა-
ოდ ნათლად თქვით ყველაფერი. მისტერ ელტონ, უკიდურესად გაოცე-
ბული ვარ. იმ მოპყრობის შემდე, რის მოწმეც ბოლო თვის განმავლობა-
ში ვიყავი, იმ ყურადღების შემდეგ, რასაც მის სმითის მიმართ იჩენდით
და რასაც ყოველდღე ვაკვირდებოდი, თქვენი ეს სიტყვები თქვენივე ხა-
სიათის არამდგრადობაზე მიუთითებს, რასაც ნამდვილად ვერასდროს
წარმოვიდგენდი! მერწმუნეთ, სერ, ძალიან შორს ვარ იმისგან, რომ
თქვენი გრძნობების მადლიერი ვიყო.
– ღმერთო, დიდებულო! – წამოიძახა მისტერ ელტონმა, – ეს რას
ნიშნავს?! მის სმითი?! ჩემს ცხოვრებაში მის სმითზე ერთი წამითაც არ
მიფიქრია! ყურადღებას ვიჩენდი მხოლოდ როგორც თქვენი მეგობრის
მიმართ. თქვენი მეგობრობა რომ არა, არც კი ვიდარდებდი, ცოცხალია
თუ მკვდარი. თავად თუ რამე სხვაგვარად ეგონა, თავის თავს დააბრა-
ლოს – თავისსავე სურვილებს შეუყვანია შეცდომაში და ძალიან ვწუხ-
ვარ... უაღრესად ვწუხვარ... მაგრამ ღმერთო, რა მის სმითი?! მის ვუდ-
ჰაუზ! არსებობს კი ადამიანი, ვინც მის სმითზე იფიქრებს, როცა გვერ-
დით მის ვუდჰაუზია?! არა, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არავითარ ხა-
სიათის არამდგრადობასთან არ გვაქვს საქმე. მე მხოლოდ თქვენზე
ვფიქრობდი და ოდნავი ყურადღებაც კი არ გამომიჩენია ვინმეს მიმართ,
146
თქვენ გარდა. ყველაფერი, რაც კი მითქვამს ან გამიკეთებია გასული
კვირების განმავლობაში, ერთადერთ რამეს ემსახურებოდა – თქვენ-
თვის ჩემი სიყვარულის დამტკიცებას. არა, არა, შეუძლებელია... რო-
გორ შეიძლება, ჩემში ეჭვი შეგეპაროთ. არა! – და მისტერ ელტონმა
მრავალმნიშვნელოვნად დასძინა, – დარწმუნებული ვარ, თქვენი თვა-
ლებით ხედავდით და გესმოდათ ჩემი.
ძნელი გადმოსაცემია, რა იგრძნო ემამ ამ სიტყვების გაგონებისას –
ერთბაშად იმდენად უსიამოვნო განცდები დაეუფლა, რომ მაშინვე შეპა-
სუხება გაუჭირდა. მისი დუმილი კი მისტერ ელტონის იმედისთვის საკ-
მარისზე მეტი აღმოჩნდა, კვლავ წაავლო ემას ხელი და საზეიმოდ აღ-
მოხდა: – ულამაზესო მის ვუდჰაუზ! ნება მომეცით, თქვენი დუმილი ისე
გავიგო, რომ დიდი ხანია, გესმით ჩემი.
– არა, სერ, – მტკიცედ თქვა ემამ, – მსგავსი არაფერი! არა მხოლოდ
არ მესმის, არამედ ამ წუთამდე თქვენს შეხედულებებზე სრულიად
მცდარი წარმოდგენა მქონდა. ძალიან ვწუხვარ, გრძნობებს რომ გასაქა-
ნი მიეცით – ცოტა რამეა, რაც ასე ეწინააღმდეგება ჩემს სურვილებს.
სიამოვნებით ვადევნებდი თვალს თქვენს გრძნობებს ჩემი მეგობრის, ჰა-
რიეტის მიმართ, იმას, თუ როგორ მიილტვოდით მისკენ... დიახ, ზუს-
ტად ასე ვხედავდი – მისკენ მიილტვოდით... და გულწრფელადაც გგულ-
შემატკივრობდით. მერწმუნეთ, ერთხელ მაინც რომ შემპარვოდა ეჭვი
თქვენს ზრახვებში, ჰარტფილდში თქვენს ხშირ ვიზიტებს უთუოდ არა-
კეთილგონივრულობაში ჩაგითვლიდით. მოკლედ, დავიჯერო, რომ მის
სმითის ყურადღების მოპოვება არასდროს გიცდიათ? რომ მასზე სერიო-
ზულად არასდროს გიფიქრიათ?
– არასდროს, მადამ, – წამოიყვირა მისტერ ელტონმა. ახლა მისი ჯე-
რი იყო, თავი შეურაცხყოფილად ეგრძნო, – არასდროს! მერწმუნეთ! სე-
რიოზულად ფიქრი მის სმითზე?! მის სმითი ძალიან კარგი გოგონაა და
გამიხარდება, თუ ღირსეულ მეწყვილეს იპოვის. ყველაფერს საუკეთე-
სოს ვუსურვებ. ალბათ არსებობენ კაცები, რომელთაც საწინააღმდეგო
არაფერი ექნებათ მის... ყველას თავისი დონე აქვს... მაგრამ რაც შემე-
ხება მე, მგონი, ჯერ ისეთ შავ დღეში არ ჩავვარდნილვარ, რომ... თანას-
147
წორი მეწყვილის პოვნის იმედი ჯერ არ დამიკარგავს, რომ მის სმითს
ვთხოვო ხელი! არა, მადამ, ჩემი ვიზიტები ჰარტფილდში მხოლოდ და
მხოლოდ თქვენ გიკავშირდებოდათ... და ისე შემაგულიანეთ, რომ...
– შეგაგულიანეთ? მე შეგაგულიანეთ თქვენ? სერ, სრულიად შემ-
ცდარხართ, თუ ასეთი რამ დაუშვით. ჩემს თვალში მხოლოდ ჩემი მე-
გობრის თაყვანისმცემელი იყავით და არ არსებობს სხვა მიზეზი, რის
გამოც ჩემთვის რიგით ნაცნობზე მეტი იქნებოდით. უკიდურესად ვწუხ-
ვარ, მაგრამ კარგია, რომ ეს შეცდომა დროულად გაირკვა, თორემ მის
სმითი, შესაძლოა, შეცდომაში შეგეყვანათ; მით უფრო, რომ ისიც, ჩემი
არ იყოს, ვერაფრით იეჭვებდა, თქვენ შორის თურმე რამხელა უფსკრუ-
ლი ყოფილა, როგორც ამას თავად წარმოაჩენთ. მაგრამ ახლა იმედგაც-
რუება ცალმხრივია და იმედს ვიტოვებ, დიდხანს არც გასტანს. ამ ეტაპ-
ზე დაოჯახების არავითარი სურვილი არ მაქვს.
მისტერ ელტონს სიბრაზისგან ლაპარაკის უნარი წაერთვა. ემას
მტკიცე მანერები მის ხვეწნა-მუდარას განაიარაღებდა. ორმხრივ მდუ-
მარე აღშფოთებას ლამის ჰაერი გაეხეთქა, მაგრამ ერთმანეთისგან შე-
ურაცხყოფილებს, კიდევ რამდენიმე აუტანელი წუთის ერთად გატარება
მოუწევდათ, რადგან მისტერ ვუდჰაუზის დაჟინებული მოთხოვნით, ეტ-
ლები ფეხით მოსიარულის სიჩქარით მოძრაობდა. ამხელა სიბრაზე რომ
არა, მათ შორის უთუოდ უხერხულობა ჩამოვარდებოდა, მაგრამ მათი
მტკიცე და შეუნიღბავი ემოციები ადგილს იოტისოდენა სირცხვილის-
თვისაც კი არ ტოვებდა. ვერც მიხვდნენ, როდის შეუხვია ეტლმა ვიქა-
რიჯ ლეინზე ან როდის გაჩერდა. მისტერ ელტონის ჭიშკართან იდგნენ.
ეს უკანასკნელი უსიტყვოდგადახტა ეტლიდან, მაგრამ ემამ საჭიროდ
ჩათვალა, მშვიდობიანი ღამე ესურვებინა. ფორმალობაზე ფორმალო-
ბითვე უპასუხეს – ცივად და ამაყად.
ეტლი დაიძრა და გაცეცხლებული ემა ჰარტფილდისკენ წაიყვანა.
მისტერ ვუდჰაუზი, რომელსაც, ცხადია, შიშის კანკალს ჰგვრიდა აზრი,
რომ ქალიშვილს ვიქარიჯ ლეინიდან არა ჯეიმსის, არამედ რიგითი მე-
ეტლის იმედად, მარტოს უნდა ემგზავრა, ეტლს კი ისეთ მოსახვევში უნ-
და შეეხვია, რომელზე ფიქრიც კი საზარელი იყო, შინ მშვიდობით დაბ-
148
რუნებულ ქალიშვილს ზარ-ზეიმით შეეგება. თვით მისტერ ჯონ ნაიტ-
ლიც ახლა სიკეთესა და ყურადღებას ასხივებდა და, საკუთარი უცხვირ-
პირობისგან შერცხვენილი, იმდენად ზრუნავდა სიმამრის კომფორტზე,
რომ მზად იყო, მთლად ფაფას თუ ვერ შეჭამდა, ამ ფაფის გამორჩეულ
სიკეთეებზე მაინც ელაპარაკა. ერთი სიტყვით, დღე ყველასთვის კეთი-
ლად სრულდებოდა, ემას გარდა, რომელიც ასე მოუსვენრად ცხოვრება-
ში არ ყოფილა, თუმცა, თავს არ ზოგავდა, რომ არაფერი შეტყობოდა –
თავს იმხიარულებდა და ოჯახის წევრებს ყურადღებას არ აკლებდა, სა-
ნამ განმარტოება და მომხდარის მშვიდ გარემოში აწონ-დაწონა არ
შეძლო.

149
თავი 16

მოახლემ თმა დაუხვია, გავიდა და ემა მარტო დატოვა, რათა ეფიქრა


და უბედური ყოფილიყო. რა საძაგელი ამბავია! ყველა ნატვრა თავზე
დაემხო! და რამხელა დარტყმა იქნება ჰარიეტისთვის! აი, სწორედ ეს
იყო ყველაზე უსიამოვნო მთელ ამ ამბავში. რა თქმა უნდა, ყველა ნიუ-
ანსი თავისებურად მტკივნეული და დამამცირებელი იყო, მაგრამ ჰა-
რიეტის მოსალოდნელ მდგომარეობასთან შედარებით, ემას ყველაფერი
ზღვაში წვეთად მიაჩნდა. სიხარულით გახდებოდა კიდევ უფრო დიდი
შეცდომის მსხვერპლი – მზად იყო, კიდევ უფრო მეტი სირცხვილი ეწ-
ვნია თავისი არაკეთილგონიერების გამო, ოღონდაც კი თავისი სულე-
ლური შეცდომის შედეგებს მხოლოდ მისთვის ევნო.
„თავად რომ არ დამერწმუნებინა ჰარიეტი, ეს კაცი მოიწონე-მეთქი,
ყველაფერს ავიტანდი, მისტერ ელტონს ჩემთან დაკავშირებით ორმაგა-
დაც რომ ჰგონებოდა რამე, მაგრამ... საბრალო ჰარიეტი!“ ასე როგორ
შეცდა?! მისტერ ელტონი ამტკიცებდა, ჰარიეტზე სერიოზულად არას-
დროს მიფიქრიაო! არასდროს! ემა ყველანაირად ცდილობდა, წარსული
გაეხსენებინა, მაგრამ მის ძალისხმევას დაბნეულობის გარდა არაფერი
მოჰქონდა. ნუთუ მხოლოდ იდეა აეტაცებინა და მერე ყველაფერი ამაზე
აეგო?! თუმცა, რომ არა მისტერ ელტონის უდავოდ ორაზროვანი, მერ-
ყევი, საეჭვო მანერები, ასე ალბათ არც შეცდებოდა.
ნახატი! ნახატის ამბებში რამხელა ენთუზიაზმით იყო ჩართული! შა-
რადა! და კიდევ რამდენი რამ მხოლოდ ჰარიეტზე მიანიშნებდა... თუმ-
ცა, აი, შარადა, თავისი „გამჭრიახი გონებით“ და „ნაზი თვალებით“ ჰა-
რიეტს მართლაც არ ესადაგებოდა – უგემოვნო და სიმართლეს მოკლე-
ბული სიტყვების რახარუხი იყო. ჰოდა, მიდი და ასეთი ბრიყვული აბ-
სურდიდან აზრი გამოიტანე!
ემა, რა თქმა უნდა, ამჩნევდა, რომ მისტერ ელტონი ხშირად, განსა-
კუთრებით კი ბოლო დროს, მის მიმართ მომაბეზრებლად ფამილარული
იყო, მაგრამ ამას მასში გამოცდილების, ცოდნისა თუ გემოვნების დეფი-
ციტს მიაწერდა; უბრალოდ, ერთ-ერთ საბუთად თვლიდა, რომ მისტერ
150
ელტონს საუკეთესო საზოგადოებაში ცხოვრების დიდი გამოცდილება
არ ჰქონდა; რომ კეთილშობილური მანერების მიუხედავად, ჭეშმარიტი
ელეგანტურობა ხანდახან თვალშისაცემად აკლდა. თუმცა, ერთი წამი-
თაც კი არასდროს შეჰპარვია ეჭვი, რომ ეს რამე სხვას ნიშნავდა და არა
მის, როგორც ჰარიეტის მეგობრის, მიმართ გამოხატულ მადლიერებასა
და მოწიწებას.
ამ მხრივ პირველი დაეჭვება მისტერ ჯონ ნაიტლის დამსახურება
იყო. ვერ უარყოფდა – ეს ძმები უდავოდ შორსმჭვრეტელობით გამოირ-
ჩეოდნენ. მისტერ ნაიტლის გაფრთხილებაც გაახსენდა – მისი დარწმუ-
ნებით ნათქვამი სიტყვები, მისტერ ელტონი ცოლს წინდაუხედავად არ
მოიყვანსო. ემა გაწითლდა, როცა გააცნობიერა, მასზე რამდენად უკეთ
იცნობდა მისტერ ნაიტლი მისტერ ელტონს. შეურაცხყოფილი იყო! ემას
წარმოდგენათა საპირისპიროდ, მისტერ ელტონი ერთი ამაყი, თავდაჯე-
რებული, პატივმოყვარე, პრეტენზიული და სხვათა გრძნობების მიმართ
ყოვლად გულგრილი კაცი აღმოჩნდა.
აქტიურობა, როგორც წესი, სხვაგვარ შედეგს გამოიღებს ხოლმე, მაგ-
რამ ახლა პირიქით მოხდა – მისტერ ელტონის მცდელობა, ემას გული
მოეგო, ამ უკანასკნელის თვალში მხოლოდ აკნინებდა მას. სიყვარულის
ახსნა და ხელის თხოვნა კიდევ უფრო აფუჭებდა საქმეს. ემას მისი
გრძნობები არაფრად მიაჩნდა, მისი იმედები კი შეურაცხყოფდა. სინამ-
დვილეში, მისტერ ელტონს, რომელსაც, უბრალოდ, სარფიანი ქორწინე-
ბა სურდა, ჰყოფნიდა სითავხედე, ემასთვის თვალი დაედგა, და ახლა
თავს იკატუნებდა, თითქოს შეყვარებული იყო. თუმცა, ემამ გადასარე-
ვად იცოდა, რომ მისტერ ელტონი იმედგაცრუებისგან არ გაიტანჯებო-
და, ამიტომ ამის გამო სინდისის ქენჯნა ან დარდი არც ღირდა. ნამდვი-
ლი გრძნობა არც მის ხმის ტემბრში ჩანდა და არც მანერებში. ხვნეშასა
თუ ლამაზ სიტყვებს უხვად აფრქვევდა, მაგრამ ემა ვერ იხსენებდა მის
ვერცერთ გამოხედვასა თუ ტონს, რასაც ნამდვილ სიყვარულთან ექნე-
ბოდა საერთო. ასე რომ, მისი სიბრალულით თავის ატკივება საჭირო არ
იყო. მისტერ ელტონს მხოლოდ განდიდება და გამდიდრება ამოძრავებ-
და – რაკი ოცდაათი ათასი ფუნტის მემკვიდრე მის ვუდჰაუზი ჰარ-
151
ტფილდიდან ვერ მოიპოვა, ოცი ან ათი ათასის მფლობელ „მის-ვინმე-
სხვასთან“ სცდიდა ბედს.
მაგრამ შემაგულიანეთო, ემას რომ უთხრა?! ე.ი. მიაჩნდა, რომ ემა
მის გრძნობებს ხვდებოდა და მზად იყო მიეღო კიდეც – ცოლად გაჰყო-
ლოდა! გამოდის, მისტერ ელტონმა დაუშვა, რომ საზოგადოებრივი
მდგომარეობითა თუ გონებრივი შესაძლებლობებით ემა მისი თანასწო-
რი იყო! ემას მეგობარს კი ზემოდან დაჰყურებდა; არაჩვეულებრივად
ესმოდა, ვინ იდგა მის ქვემოთ, მაგრამ ზემოთ ვინ იდგა, ამას უკვე ვე-
ღარ აცნობიერებდა, თორემ ოცნებაშიც კი ვერ გაბედავდა ემასთან ასე
მიახლოებას!
აი, რა იყო ყველაზე შეურაცხმყოფელი.
ემას ალბათ არც უნდა ჰქონოდა იმის იმედი, რომ მისტერ ელტონი
ოდესმე მაინც მიხვდებოდა, რამდენად დაბლა იდგა მის ვუდჰაუსზე რო-
გორც პიროვნული ღირსებებით, ისე ინტელექტით (სავარაუდოდ, ყვე-
ლაზე მეტად სწორედ ამგვარი უთანასწორობა უშლიდა ხელს სიტუაცი-
ის გააზრებაში), მაგრამ მას აუცილებლად უნდა სცოდნოდა, რომ ემაზე
ათი თავით დაბლა იდგა ქონებითა და სოციალური სტატუსით; რომ
ვუდჰაუზების ძალიან ძველი ოჯახი ჰარტფილდში ჯერ კიდევ მაშინ
ცხოვრობდა, როცა ელტონები არაფერს წარმოადგენდნენ. მართალია,
ჰარტფილდი, როგორც უძრავი ქონება, ნამდვილად უმნიშვნელო ნაწი-
ლი იყო იმ უზარმაზარ მიწაზე, რომელიც მთელ ჰაიბერისთან ერთად,
დონველის სააბატოს მამულს ეკუთვნოდა, მაგრამ ვუდჰაუზები სხვა
წყაროებიდან იმხელა ქონებას ფლობდნენ, რომ ყველა სხვა კრიტერიუ-
მით თვით დონველის სააბატოსაც კი გაუწევდნენ მეტოქეობას. გარდა
ამისა, ვუდჰაუზებს გამორჩეული ადგილი სამეზობლოში კარგა ხნის წინ
დაემკვიდრებინათ, რომლის წევრიც მისტერ ელტონი სულ რაღაც
ორიოდე წლის წინ გამხდარიყო და გზა შეძლებისდაგვარად გაეკაფა.
თუმცა, ვერც წარმოშობით დაიკვეხნიდა – ის ვაჭრების ოჯახიდან იყო,
და ვერც მაინცდამაინც ვერაფრით, მის საქმიანობასა და ზრდილობიან
მანერებს თუ არ ჩავთვლით. ამის მიუხედავად, მაინც დაუშვა, რომ ის

152
ემასაც უყვარდა. ალბათ სწორედ ამაზე ააწყო თავისი სამომავლო გეგ-
მები და კეთილდღეობა.
ემა ერთხანს ძალიან ბრაზობდა მისტერ ელტონის მანერებისა და ამ-
პარტავნების აშკარა შეუთავსებლობაზე, მაგრამ მალევე იძულებული
გახდა, გულზე ხელი დაედო და ეღიარებინა: მის მიმართ იმდენად თავა-
ზიანი, თბილი და ყურადღებიანი იყო, რომ საშუალო შეგნების კაცი,
რომელიც არც დაკვირვებული თვალით გამოირჩეოდა და არც მიხვედ-
რილობით (მას ხომ ემას სინაზის ჭეშმარიტი მოტივი შეუმჩნეველი
დარჩა!), მართლაც ადვილად დაიჯერებდა, ჰარტფილდის დიასახლისის
უპირობო რჩეული ვარო. ბოლოს და ბოლოს, თავადაც ხომ არასწორად
გაიგო მისი გრძნობები?! სწორედ ამიტომ, ნამდვილად არ ჰქონდა უფ-
ლება, პირადი ინტერესებით დაბრმავებული მისტერ ელტონის მცდარი
წარმოდგენები გაჰკვირვებოდა. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით,
რომ პირველი და უმთავრესი უპატიებელი შეცდომა თავად დაუშვა –
თავს უფლება მისცა, ორი ადამიანის ბედის მოწყობაში ჩარეულიყო.
ძალიან შორს წავიდა; ძალიან ბევრი რამ აიღო საკუთარ თავზე; ძალი-
ან მსუბუქად მოეკიდა მეტად სერიოზულ საქმეს და ძალიან დიდი
ენერგია დახარჯა იმაზე, რაც, წესით, მარტივად უნდა გამოსულიყო.
გულწრფელად წუხდა და რცხვენოდა. საკუთარ თავს პირობა მისცა,
ასე აღარასდროს მოვიქცევიო.
„ჩემი ბრალია“, ფიქრობდა დანანებით, „იმდენი ვუჩიჩინე, რომ ამ
კაცის მიმართ სერიოზული გრძნობები გავუჩინე. მე რომ არა, მასზე შე-
იძლება არც არასდროს ეფიქრა; ყოველ შემთხვევაში, მე რომ არ და-
მერწმუნებინა, იმედი არ გაუჩნდებოდა; თვითონ ვერასდროს წარმოიდ-
გენდა, რადგან ძალიან თავმდაბალი და მორიდებული ადამიანია; სხვა-
თა შორის, თავის დროზე, მისტერ ელტონიც სწორედ ასეთი მეგონა.
ღმერთო!
როგორ მიხაროდა, როცა დავარწმუნე, ახალგაზრდა მარტინის წინა-
დადებაზე უარი ეთქვა. თუმცა, ამ შემთხვევაში მაინც მართალი ვიყავი.
სწორად მოვიქეცი, მაგრამ აქ უნდა გავჩერებულიყავი და დანარჩენი
დროისა და ბედისთვის მიმენდო. კარგ საზოგადოებას ვაცნობდი და სა-
153
შუალებას ვაძლევდი, ღირსეული ადამიანის ყურადღება მოეპოვებინა.
საბრალო გოგონა! ახლა, რაღაც ხანს დაიტანჯება. ვერ გამოვდექი ნამ-
დვილი მეგობარი. ნამდვილად არ მაქვს წარმოდგენა, ვინ შეიძლება
გახდეს მისთვის ღირსეული მეწყვილე... უილიამ ქოკსი... ღმერთო, არა!
ვერ ავიტან უილიამ ქოკსს – ამ თვითკმაყოფილ ვექილს“.
ემა გაჩერდა, გაწითლდა და გაეცინა – ჯერ კიდევ მტკიცე იყო ძველი
ჩვეულება. მერე კი უფრო სერიოზულ, მძიმე ფიქრებს მიეცა. ფიქრობდა
ყველაფერზე, რაც მოხდა, რაც შეიძლებოდა, მომხდარიყო და რაც აუ-
ცილებლად მოხდებოდა. ყველაზე უსიამოვნო და გარდაუვალი კი ჰა-
რიეტისთვის ამის შეტყობინება იყო; საბრალო ჰარიეტს წინ დიდი ტან-
ჯვა ელოდა; მომდევნო შეხვედრები უხერხულობით იქნებოდა სავსე;
ურთიერთობის გაგრძელებაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა; საჭირო იქნე-
ბოდა ემოციების ჩახშობა, შეურაცხყოფის შენიღბვა და დამამცირებე-
ლი ჭორების თავიდან არიდება – ემა მსგავს სევდიან თემებზე კარგა
ხანს ფიქრობდა, თუმცა, როცა ბოლოს და ბოლოს, დასაძინებლად დაწ-
ვა, მკაფიოდ ვერაფერზე შეჯერებულიყო; დარწმუნებით მხოლოდ ის
იცოდა, რომ თავისი საზარელი შეცდომის გამო, მეტისმეტად მიექარა.
მისი მწუხარება ხანმოკლე აღმოჩნდა. ძნელია, მისნაირ სიცოცხლით
სავსე ახალგაზრდას ახალმა დღემ განწყობა არ გამოუკეთოს – ახალ-
გაზრდული სული და დილის ხალისი ერთმანეთს ხომ შეხმატკბილებუ-
ლად ეწყობა. ხოლო თუ განსაცდელი იმდენად მტკივნეული არაა, რომ
ღამე თვალი არ მოგახუჭინოს, მაშინ თვალის გახელა უდავოდ ტკივი-
ლის შემსუბუქების შეგრძნებასა და უფრო ნათელი მომავლის იმედს
მოიტანს.
და მართლაც, სევდიანი ღამის შემდეგ, ემა ლოგინიდან ბევრად უკე-
თეს გუნებაზე ადგა: მზად იყო, პრობლემებისთვის ნაკლები მნიშვნელო-
ბა მიენიჭებინა და იმედოვნებდა, რომ სიტუაციიდან მეტ-ნაკლებად იო-
ლად გამოძვრებოდა.
მეტად ანუგეშებდა აზრი, რომ მისტერ ელტონს ის სულაც არ უყვარ-
და და არც იმდენად კეთილშობილი კაცი გახლდათ, რომ მასზე ენერვი-
ულა. გარდა ამისა, არც ჰარიეტი განეკუთვნებოდა ისეთ მგრძნობიარე
154
ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ყველაფერს მწვავედ განიცდიან და
ტკივილს დიდხანს ვერ ივიწყებენ. ასევე, არ იყო საჭირო, ეს ამბავი სამი
მთავარი მოქმედი პირის გარდა, ვინმეს გაეგო, განსაკუთრებით კი –
მისტერ ვუდჰაუზს, სწორედ ამიტომ, ემას ოდნავი უხერხულობაც კი არ
უნდა შესტყობოდა.
ამ მეტად გამამხნევებელ ფიქრებს ერთი გარემოებაც ამყარებდა –
დიდთოვლობა, რომელიც ამ სამის შეხვედრას დროებით შეაფერხებდა.
ამინდი მართლაც ძალიან უწყობდა ემას ხელს. მისტერ ვუდჰაუზი
ვერაფრით აიტანდა, ამხელა თოვლში ქალიშვილი, თუნდაც შობას, ეკ-
ლესიაში მაინც გაეშვა. ჰოდა, ემაც დაზღვეული იყო: ყოვლად უსიამოვ-
ნო და შეუფერებელი აზრების ვერც წყარო გახდებოდა და ვერც – მიმ-
ღები. თოვლით დაფარული მიწა და სეირნობისთვის ყველაზე მოუხერ-
ხებელი ამინდი, როცა ხან ყინავს, ხან კი თოვლ-ჭყაპია, ემას კარგა
ხნით საპატიო პატიმრად აქცევდა. არავითარი კავშირი ჰარიეტთან
(მოსაკითხ ბარათებს თუ არ ჩავთვლით); არავითარი ეკლესიაში სიარუ-
ლი კვირაობით (იმავე მიზეზით, რაც შობას) და არავითარი ახსნა-გან-
მარტება დაკარგული მისტერ ელტონის გამო.
სწორედ ამინდი იყო, ყველას რომ ამართლებდა და მისტერ ვუდჰა-
უზს არ უჩენდა კითხვას, მის სმითი და მისტერ ელტონი რატომ აღარ
გვსტუმრობენო. თავად მისტერ ვუდჰაუზს შინაპატიმრობა დიდ კმაყო-
ფილებას ჰგვრიდა, რაც, მომხდარის გათვალისწინებით, ემასაც ძალიან
სიამოვნებდა. უფრო მეტად კი ესიამოვნა მამის კითხვა მისტერ ნაიტ-
ლის მისამართით, რომელსაც ჰარტფილდში სტუმრობას ვერანაირი უა-
მინდობა ვერ გადააფიქრებინებდა.
– აჰ, მისტერ ნაიტლი! საბრალო მისტერ ელტონს რატომ არ მიჰბა-
ძეთ და შინ რატომ არ დარჩით?
ეს კითხვა დამაიმედებლად ჟღერდა, მიუხედავად იმისა, რომ ემა
დარწმუნებული იყო, უამინდობას არც მისტერ ელტონი უშინდებოდა
და ამა თუ იმ საზოგადოებაში მშვენივრად იქცევდა თავს.
ემას პირად მოუსვენრობას თუ არ ჩავთვლით, დიდთოვლობის პე-
რიოდი შესაშური სიმყუდროვით გამოირჩეოდა – ამგვარი შინაპატიმ-
155
რობა მისი სიძისთვის ზედგამოჭრილი იყო. მისტერ ჯონ ნაიტლი ისე
ნანობდა რენდალსში გამოვლენილ უცხვირპირობას, რომ ჰარტფილ-
დში, დარჩენილი დროის განმავლობაში, თავაზიანობას მისთვის ერ-
თხელაც კი არ უღალატია. გულკეთილად და დაუზარლად იქცეოდა,
ყველას ტკბილად ესაუბრებოდა.
თუმცა, რაც უნდა სიმყუდროვე ყოფილიყო სახლში და რაც უნდა
ხელსაყრელი ყოფილიყო უამინდობა, ემამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან
ჰარიეტთან შეხვედრა მოუწევდა; უსიამოვნო მოლოდინი ბოროტი აჩ-
რდილივით დასდევდა და სიმშვიდეს უკარგავდა.

156
თავი 17

მისტერ და მისის ჯონ ნაიტლიები ჰარტფილდში დიდხანს აღარ შე-


ფერხებულან. მალე საკმარისად გამოიდარა, რათა გადაადგილების სა-
შუალება მიეცა მათთვის, ვისთვისაც ეს აუცილებელი იყო. მისტერ
ვუდჰაუზი, ტრადიციულად, ცდილობდა ქალიშვილის დაყოლიებას,
რომ იქნებ იზაბელა ბავშვებთან ერთად ჰარტფილდში დარჩენილიყო,
მაგრამ საბოლოოდ იძულებული გახდა, საკუთარი თვალით ენახა, რო-
გორ დატოვა მისი სახლი ყველა სტუმარმა და კიდევ ერთხელ გამოეგ-
ლოვა საბრალო იზაბელას ბედი – იმ „საბრალო“ იზაბელასი, ვინც
ცხოვრებას იმ ადამიანებთან ატარებდა, რომლებიც სიცოცხლეს ერჩივ-
ნა, რომელთა ღირსებებითა თუ მიღწევებითაც სულდგმულობდა და
რომელთა ნაკლოვანებებს სრულიად ვერ ამჩნევდა; „საბრალო“ იზაბე-
ლასი, ვინც ალბათ ჭეშმარიტი ქალური ბედნიერების ეტალონადაც გა-
მოდგებოდა.
სწორედ იმ საღამოს, როცა ნაიტლიებმა ჰარტფილდი დატოვეს, მის-
ტერ ვუდჰაუზთან მისტერ ელტონის წერილი მოვიდა – გრძელი, ზრდი-
ლობიანი, ცერემონიული წერილი, რომლითაც მისტერ ელტონი, ჩვე-
ულებისამებრ, მაღალფარდოვნად იუწყებოდა, რომ მომდევნო დილას
ბათში44 მიემგზავრებოდა, სადაც, რამდენიმე მეგობრის დაჟინებული
ხვეწნა-მუდარით, რამდენიმე კვირის გატარება მოუწევდა, და უაღრე-
სად წუხდა, რომ ამინდთან და საქმეებთან დაკავშირებულ გარემოება-
თა გამო, ვერაფრით ახერხებდა, პირადად გამომშვიდობებოდა მისტერ
ვუდჰაუზს, რომლის მეგობრულობასა და თავაზიანობას მადლიერების
გარეშე ვერასდროს გაიხსენებდა; ხოლო თუ მისტერ ვუდჰაუზს მისთვის
რაიმე დავალებას მიცემა სურდა, დიდი სიხარულით შეუსრულებდა.

ბათი – ქალაქი სახმრეთ-დასავლეთ ინგლისში მდებარე საგრაფოში, სომერსეტში,


44

რომელიც განთქმულია რომაული ხანის (და დღემდე შემორჩენილი) სამკურნალო


აბანოებით.
157
ემასთვის ეს ყოვლად სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ასეთ დროს, ჰა-
იბერიდან წასვლაზე უკეთესს მისტერ ელტონი ვერაფერს მოიფიქრებ-
და. ემამ გულწრფელად მოუწონა საზრიანობა, თუმცა დაუწუნა ფორ-
მა, რითაც ეს ამბავი მათ აუწყა. მისტერ ელტონის გულისწყრომაზე ისე
კარგად არაფერი მეტყველებდა, როგორც მისტერ ვუდჰაუზისადმი გა-
მოგზავნილი ზრდილობიანი გამოხტომებით გაჯერებული წერილი, რო-
მელშიც ემას ხსენებაც კი არ იყო, თვით პატივისცემის დამადასტურე-
ბელ შესავალ ნაწილშიც კი. ერთი მხრივ, არაკეთილგონივრული ცერე-
მონიულობითა და დაშაქრული მადლობებით გაჟღენთილი გამოსამშვი-
დობებელი სიტყვა, ხოლო მეორე მხრივ, ემას სრული იგნორირება იმ-
დენად თვალშისაცემ კონტრასტს ქმნიდა, რომ ემა შეშინდა, მამაჩემი
უთუოდ რაღაცას იეჭვებსო.
თუმცა, მისტერ ვუდჰაუზს არაფერიც არ უეჭვია. ისეთ საგონებელში
ჩააგდო ასეთმა უეცარმა გადაწყვეტილებამ, ისე შეაშფოთა მისტერ ელ-
ტონის გამგზავრებამ, ვაითუ დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩააღწი-
ოსო, რომ ბარათის შინაარსს უჩვეულო ვერაფერი შეატყო. წერილი
საკმაოდ სასარგებლო გამოდგა იმ თვალსაზრისითაც, რომ მარტო დარ-
ჩენილი ვუდჰაუზების ერთი საღამო ახალი ვარაუდებითა და დიალოგე-
ბით გამოკვება. მისტერ ვუდჰაუზი თავის შიშებზე ლაპარაკობდა, ხო-
ლო ემა ისეთ განწყობაზე იყო, მამის შიშებს ენერგიულად აქარწყლებ-
და.
ემამ საბოლოოდ გადაწყვიტა, ჰარიეტი გაურკვევლობაში დიდხანს
აღარ დაეტოვებინა. საფუძვლიანად ვარაუდობდა, რომ, ჯერ ერთი, ჰა-
რიეტი უკვე გამოჯანმრთელებული იქნებოდა და, მეორეც, მისტერ ელ-
ტონის დაბრუნებამდე ახალი გასაჭირის დასაძლევად საკმარისი დრო
იყო. ასე რომ, მეორე დღეს მისის გოდარდისკენ გაეშურა, რათა გარ-
დაუვალი აღსარება ჩაებარებინა და დამსახურებული სასჯელიც მი-
ეღო. უდავოდ მძიმე ამოცანის წინაშე იდგა. ყველა ის იმედი უნდა და-
ემსხვრია, რომელთაც ამდენ ხანს ასე გულმოდგინედ ნერგავდა; იმ მე-
ტოქედ უნდა წარმოჩენილიყო, რომელსაც რჩეულის როლი ერგო; ეღია-
რებინა, რომ მთელი ექვსი კვირის განმავლობაში აბსოლუტურად ცდე-
158
ბოდა; რომ მის ყველა მსჯელობასა თუ მოსაზრებას, დაკვირვებასა თუ
წინასწარმეტყველებას, მთელ მის თავდაჯერებულობას სიმართლესთან
არავითარი კავშირი არ ჰქონდა.
აღიარებამ ერთხელ განცდილი სირცხვილის გრძნობა ერთბაშად გა-
ნუახლა, ჰარიეტის ცრემლებმა კი აფიქრებინა, რომ საკუთარ თავს ამას
არასდროს აპატიებდა.
თუმცა, ჰარიეტმა ახალი ამბავი მოსალოდნელზე მსუბუქად მიიღო –
ის მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებდა, მის ყოველ სიტყვაში კი
იმხელა გულწრფელობა, გულუბრყვილობა და თავმდაბლობა გამოსჭვი-
ოდა, რომ ემას აღტაცებაც კი მოჰგვარა. ჰარიეტის უბრალოებასა და
თავმდაბლობას ემას თვალში ახლა ყველაზე მაღალი ფასი ჰქონდა;
ყველა სასიამოვნო თვისებას, ემას აზრით, სწორედ ჰარიეტში მოეყარა
თავი და არა თავად ემაში. ჰარიეტი ირწმუნებოდა, რომ საწუწუნო
არაფერი ჰქონდა, რადგან მისტერ ელტონისნაირი კაცის სიყვარული
მისთვის ზედმეტად დიდი პატივი იყო, რის ღირსიც ის ვერასდროს გახ-
დებოდა. ამას ყველაზე მიკერძოებული და კეთილი მეგობრის, მის ვუდ-
ჰაუზის გარდა, ვერც ვერავინ წარმოიდგენდა და დაიჯერებდა. ვიდრე
ლაპარაკობდა, ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა, მაგრამ მისი ტკივილი
იმდენად ალალი იყო, რომ ემას თვალში ვერავითარი დახვეწილი თავ-
დაჭერილობა ვერ გახდიდა ამ ტკივილს უფრო ღირსეულს. ემა უსმენდა,
მთელი გულითა და შეგნებით მის დამშვიდებას ცდილობდა და სჯერო-
და, რომ მასა და ჰარიეტს შორის ჰარიეტი ბევრად უფრო აღმატებული
არსება იყო, მეტიც, მას თუ დაემსგავსებოდა, ეს გაცილებით მეტ კე-
თილდღეობასა თუ ბედნიერებას მოუტანდა, ვიდრე მთელი თავისი ნი-
ჭიერება თუ ინტელექტი.
ცოტა არ იყოს, გვიანი გახლდათ, ჰარიეტივით მიამიტი და უმეცარი
გამხდარიყო, მაგრამ მეგობრისგან მაინც თავმდაბლობისა და ზომიერე-
ბის უპირატესობებში დარწმუნებული წამოვიდა და მტკიცედ გადაწ-
ყვიტა, ფანტაზიის უნარი სამუდამოდ დაეთრგუნა. მის მთავარ მოვა-
ლეობად – რაც მნიშვნელობით მხოლოდ მამაზე ზრუნვას თუ ჩამოუ-
ვარდებოდა – ჰარიეტის კეთილდღეობის გაუმჯობესება იქცა; ძალის-
159
ხმევა არ უნდა დაეზოგა და მეგობრისთვის თავისი სიყვარული მაჭან-
კლობაზე უკეთესი საქმით დაედასტურებინა. ჰარიეტი ჰარტფილდში
წაიყვანა და მის მიმართ გულუხვი სიკეთე გამოიჩინა; დაუღალავად
ცდილობდა, გულმოკლული გოგონა გაერთო და წიგნებითა თუ საუბრე-
ბით მისი გონებიდან მისტერ ელტონი სამუდამოდ განედევნა.
იცოდა, რომ წარმატების მისაღწევად დრო იყო საჭირო. საკუთარ
თავს მსგავს საკითხებში გულგრილ მსაჯულად მიიჩნევდა, ხოლო ამ
კონკრეტულ შემთხვევაში, როცა საქმე მისტერ ელტონის სიყვარულს
ეხებოდა, მისი მხრიდან თანაგრძნობა ალბათ კიდევ უფრო არაადეკვა-
ტური იყო, მაგრამ მაინც იმედოვნებდა, რომ ჰარიეტის ასაკისა და სრუ-
ლი უიმედობის გათვალისწინებით, მისტერ ელტონის დაბრუნებამდე
იმგვარ სიმშვიდეს მაინც მიაღწევდნენ, რომ სამივე მათგანის, როგორც
რიგითი ნაცნობების, შეხვედრა გართულებების გარეშე ჩაივლიდა.
ჰარიეტს მისტერ ელტონი ჯერაც სრულყოფილებად მიაჩნდა და ვერ
წარმოედგინა, თუ არსებობდა ვინმე, ვინც მას გარეგნული ან პიროვნუ-
ლი ღირსებებით დაუდებდა ტოლს. ეს კი იმას ადასტურებდა, რომ მას-
ზე გაცილებით მეტად იყო შეყვარებული, ვიდრე ემა ვარაუდობდა;
თუმცა, უანგარო, ცალმხრივი გრძნობის წინააღმდეგ ბრძოლა ემას მა-
ინც აზრიანად მიაჩნდა – თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ჰარიეტის
სიყვარული დიდხანს ვერ გასტანდა: თუ დაბრუნებული მისტერ ელტო-
ნი თავის გულგრილობას ნათლად და ეჭვშეუვალად დაადასტურებდა,
რაც, ემას ღრმა რწმენით, გარდაუვალი იყო, საეჭვო იქნებოდა, ამ კაცის
დანახვისას ან გახსენებისას ჰარიეტს კვლავ შეუპოვრად გაეგრძელები-
ნა ტანჯვა.
ახლო-ახლო ცხოვრება ცუდი იყო თითოეულისთვის ცალ-ცალკე და
სამივესთვის ერთად. არცერთს შესწევდა ძალა, საცხოვრებელი ადგილი
ან გარემოცვა გამოეცვალა. შეხვედრა გარდაუვალი იქნებოდა და ამას
როგორღაც უნდა შეჰგუებოდნენ.
ჰარიეტის უბედურების დამატებითი წყარო მისის გოდარდის სკოლას
უკავშირდებოდა, სადაც მისტერ ელტონი ყველა მასწავლებლისა და
უფროსკლასელი გოგონას კერპად ქცეულიყო. ერთადერთი ადგილი, სა-
160
დაც ჰარიეტს ამ კაცის ობიექტურად შეფასების ან მწარე კრიტიკის
მოსმენა შეეძლო, ჰარტფილდი იყო. სადაც დაიჭრა, სწორედ იქ უნდა
განკურნებულიყო. ამას ემაც გრძნობდა და მზად იყო, მეგობრის გან-
კურნებისთვის თავდაუზოგავად ეშრომა.

161
თავი 18

მისტერ ფრენკ ჩერჩილი არ ჩამოვიდა. მისის უესტონის ეჭვი გამარ-


თლდა. როცა ფრენკის ჩამოსვლის დრო მოახლოვდა, უესტონებმა სა-
ბოდიშო წერილი მიიღეს. „მას ახლა არაფრის დიდებით შეუძლია ჩა-
მოსვლა, რის გამოც უდიდეს წუხილსა და სინანულს გრძნობს, მაგრამ
კვლავ იმედიანად და სულმოუთქმელად ელის იმ ახლო მომავალს, რო-
ცა რენდალსს ეწვევა“.
მისის უესტონს ძალიან გაუცრუვდა იმედი – სხვათა შორის, გაცილე-
ბით მეტად, ვიდრე ქმარს, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელთან
შედარებით, ახალგაზრდა კაცის ჩამოსვლის შანსს ბევრად უფრო სა-
ღად აფასებდა.
ოპტიმისტი ადამიანები – რამდენადაც მომავლისგან უფრო კარგს
ელიან, ვიდრე აწმყო აძლევთ ამის იმედს – სასოწარკვეთილებაში არას-
დროს ვარდებიან; წარუმატებლობას მალევე ივიწყებენ და ახალ იმე-
დებს ეძლევიან. მისტერ უესტონმაც გაკვირვებასა და სინანულში მხო-
ლოდ ნახევარი საათი გაატარა, მერე კი გადაწყვიტა, მართლაც უკეთე-
სი იქნება, ფრენკი ორ-სამ თვეში თუ გვეწვევა – წელიწადის უკეთეს
დროს, უკეთეს ამინდში, როცა კარგა ხანს შეძლებს ჩვენთან დარჩენასო.
აი, მისის უესტონი კი, რომელიც უფრო საზრიანი და მგრძნობიარე
ადამიანი იყო, მორიგი ბოდიშისა და ვიზიტის გაჭიანურების გარდა,
აღარაფერს ელოდა. ქმარზე ნერვიულობდა – კვლავ ძალიან დადარდი-
ანდებაო, სინამდვილეში კი თავად უფრო მეტად დარდობდა.
რაც შეეხება ემას, გულწრფელად წუხდა უესტონების იმედგაცრუე-
ბის გამო, მაგრამ მისტერ ფრენკ ჩერჩილის გადადებულ ვიზიტზე დარ-
დისთვის არ სცხელოდა; აღარც ახალგაზრდა კაცის გაცნობის იდეა ხიბ-
ლავდა. პირიქით, სრულ სიმშვიდეს ესწრაფოდა. თუმცა, ვინაიდან სა-
სურველი იყო, არავის არაფერი შეემჩნია, არ დაიზარა და მისტერ და
მისის უესტონების ვაი-ვიშში შესაშური გულისხმიერებით ჩაერთო, ისე,
როგორც ეს მათ ურთიერთობას ეკადრებოდა.

162
ეს ამბავი მალე მისტერ ნაიტლისაც მოახსენა და, როლში შესულმა,
ჩერჩილების საქციელზე საჭიროზე მეტიც იხვნეშა. ილაპარაკა უპირა-
ტესობებზე, რასაც ამგვარი სტუმარი სურეის ჩაკეტილ საზოგადოებას
შეჰმატებდა; სიხარულზე, რომელსაც ახალი ადამიანის გამოჩენა გამო-
იწვევდა და საზეიმო განწყობაზე, ჰაიბერიში მისი ვიზიტი რომ შექმნი-
და. სიტყვა კი ჩერჩილების განსჯით დაასრულა. მისტერ ნაიტლის შე-
ეკამათა კიდეც და, მეტი დამაჯერებლობისთვის, მისის უესტონის ის
არგუმენტები მოიშველია, რასაც თავის დროზე თვითონ არავითარ შემ-
თხვევაში არ იზიარებდა. ემა მისტერ ნაიტლის თავისივე მოსაზრების
საწინააღმდეგო არგუმენტებით ეკამათებოდა და ამის გამო საკუთარ
თავზე ეცინებოდა კიდეც.
– ჩერჩილები ნამდვილად არასწორად იქცევიან, – უემოციოდ დასძი-
ნა მისტერ ნაიტლიმ, – მაგრამ ახალგაზრდა ჯენტლმენი, სურვილის
შემთხვევაში, ალბათ მაინც ჩამოვიდოდა.
– არ მესმის, ასე რატომ ფიქრობთ. დარწმუნებული ვარ, ჩამოსვლა
ძალიან უნდა, მაგრამ ბიძა და ბიცოლა არ უშვებენ.
– ვერ დავიჯერებ, რომ იმის უფლება არა აქვს, განზრახული განა-
ხორციელოს. მტკიცებულებების გარეშე ასეთ სისულელეს ვერ დავიჯე-
რებ.
– რა უცნაური ადამიანი ხართ! ამისთანა რა ჩაიდინა მისტერ ფრენკ
ჩერჩილმა, რომ ასეთ უბადრუკ არსებად მიიჩნევთ?
– სრულებითაც არა. პირიქით – ეჭვი მაქვს, საკუთარ ახლობლებზე
მაღლა დგომა და საკუთარი სიამოვნებების გარდა ყველაფრისადმი
გულგრილი დამოკიდებულება იმ ადამიანებთან ხანგრძლივი ცხოვრე-
ბის შედეგად ისწავლა, რომელთაც სწორედ ამის მაგალითი მისცეს. სამ-
წუხაროდ, ყოვლად ბუნებრივია, რომ კაცი, რომელიც ქედმაღალმა, ფუ-
ფუნების მოყვარულმა და ეგოისტმა ადამიანებმა გაზარდეს, თავადაც
ქედმაღალი, ფუფუნების მოყვარული და ეგოისტი იყოს. ფრენკ ჩერ-
ჩილს რომ მამამისის ნახვა უნდოდეს, სექტემბრიდან იანვრამდე ამას
როგორღაც მოახერხებდა. შეუძლებელია, მისი ასაკის კაცი – რამდენი

163
წლის არის? ოცდასამის? ოცდაოთხის? – ასეთ უფლებებს მოკლებული
იყოს. უბრალოდ, შეუძლებელია!
– ასე მსჯელობა თქვენთვის ადვილია. მაგრამ თქვენ, როგორც მუდამ
საკუთარი თავის ბატონ-პატრონი, სხვებზე დამოკიდებულების საკით-
ხში მსაჯულად არ გამოდგებით, მისტერ ნაიტლი. თქვენ არ იცით, რას
ნიშნავს სხვებისთვის მუდმივად ანგარიშის გაწევა.
– ძალიან რთული წარმოსადგენია, ოცდასამი-ოცდაოთხი წლის კაცს
გონების ან გადაადგილების თავისუფლება აკლდეს. წესით, არც ფული
აკლია და არც თავისუფალი დრო. პირიქით, როგორც ვიცით, ორივე
უხვად აქვს და შეუძლია, ეს ფუფუნებანი ყველა იმ ადგილას მოიხმა-
როს, სადაც სამეფოს ყველაზე დიდი უსაქმურები იყრიან თავს – ხან
ერთ საზღვაო კურორტზეა და ხან მეორეზე. ცოტა ხნის წინ უეიმათში
ბრძანდებოდა. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ჩერჩილების და-
ტოვება შეუძლია.
– ჰო, ხანდახან შეუძლია.
– ანუ მაშინ, როცა ფიქრობს, რომ უღირს; როცა სასიამოვნო საცდუ-
რი ეგულება.
– დიდი უსამართლობაა, განსაჯო ის, ვის ოჯახურ მდგომარეობასაც
ახლოს არ იცნობ. ვერავინ, ვისაც ოჯახის შიდა სამზარეულოში არ ჩა-
უხედავს, ვერ იტყვის, რა სირთულეების წინაშეა მისი რომელიმე წევრი.
ენსკოუმბს და მისის ჩერჩილს უნდა ვიცნობდეთ, რომ თავს უფლება
მივცეთ, გადავწყვიტოთ, რისი გაკეთება შეუძლია მის შვილობილს და
რისი – არა. ალბათ არის პერიოდები, როცა მართლაც მეტი თავისუფ-
ლება აქვს, და პირიქით, როცა საერთოდ ვერაფერს გახდება.
– ემა, არსებობს რაღაც, რისი შესრულებაც კაცს, თუ მოისურვებს,
ყოველთვის შეუძლია. ეს მოვალეობაა და მის შესასრულებლად საჭი-
როა არა ეშმაკობა, არამედ ძალა და სიმტკიცე. ფრენკ ჩერჩილის მოვა-
ლეობა კი მამამისის სათანადოდ პატივისცემაა. მისი წერილობითი და-
პირებებიდან კარგად ჩანს, რომ ეს თავადაც მშვენივრად იცის და რომ
მოინდომოს, შეასრულებს კიდეც. სწორად მოაზროვნე კაცი მისის ჩერ-
ჩილს დაუყოვნებლივ და მტკიცედ ეტყოდა: „თქვენი კეთილდღეობის-
164
თვის ყველა რიგით სიამოვნებაზე უარს ვიტყვი, მაგრამ ახლა აუცილებ-
ლად უნდა წავიდე და მამაჩემი ვინახულო; ვიცი, რომ გული ეტკინება,
ასეთ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით საკადრის პატივს
თუ არ მივაგებ. ამდენად, ხვალვე გავემგზავრები“. აი, ამგვარი სიმტკი-
ცის შემთხვევაში, მის გამგზავრებას ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა.
– მაგრამ მაშინ ხომ უკან დაბრუნებისას შეხვდებოდა გარკვეულ წი-
ნააღმდეგობებს?! – სიცილით მიუგო ემამ, – როგორ უნდა გამოიყენოს
მსგავსი რიტორიკა კაცმა, რომელიც ყოველმხრივ სხვებზეა დამოკიდე-
ბული?! თქვენ გარდა, მისტერ ნაიტლი, ამას ვერავინ გაბედავდა. მაგ-
რამ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა მოეთხოვება თქვენგან სრულიად საპი-
რისპირო სიტუაციაში მყოფ ადამიანს. როგორ გგონიათ, მისტერ ფრენკ
ჩერჩილი გაბედავს, ასე ელაპარაკოს გამზრდელ ბიძასა და ბიცოლას,
რომლებიც მის აწმყოსა და მომავალს თავიდან ბოლომდე განკარგა-
ვენ?! როგორ – ადგეს და შუა ოთახში, რაც შეიძლება, ხმამაღლა განაც-
ხადოს თავისი პრეტენზია?! ეს როგორ წარმოიდგინეთ? ასეთი რამ ხომ
პრაქტიკულად შეუძლებელია!
– დამიჯერეთ, ემა, კეთილგონიერ კაცს ეს არ გაუჭირდება. ეცოდინე-
ბა, რომ სიმართლე მის მხარესაა და ამგვარი – რა თქმა უნდა, საკადრი-
სი მანერით გაკეთებული – განაცხადი მას გაცილებით მეტ სიკეთეს
მოუტანს, მის ინტერესებს უფრო გაამყარებს და იმ ადამიანების თვალ-
შიც აამაღლებს, ვისზეცაა დამოკიდებული, ვიდრე ყველა ის ხრიკი და
ფანდი, რომლებსაც მიმართავს ხოლმე. სიყვარულს პატივისცემაც და-
ემატება და ჩერჩილები მიხვდებიან, რომ შეუძლიათ ენდონ; რომ ახალ-
გაზრდა, რომელიც ღირსეულად ექცევა მამას, მათაც ღირსეულად მო-
ექცევა. სინამდვილეში, ჩერჩილებმაც მშვენივრად იციან – ისევე, რო-
გორც თავად ახალგაზრდა კაცმაც იცის და, წესით, ყველამ კარგად უნ-
და იცოდეს – რომ ფრენკ ჩერჩილი მამამისს აუცილებლად უნდა ეწვი-
ოს. მართალია, ჩერჩილები ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ და ვი-
ზიტს განგებ აჭიანურებენ, მაგრამ, გულის სიღრმეში, კარგს არაფერს
უნდა ფიქრობდნენ ვაჟზე, რომელიც მათ ახირებებს უსიტყვოდ ემორჩი-
ლება. სწორი საქციელი ყველა ადამიანში მხოლოდ პატივისცემას იწ-
165
ვევს და ფრენკ ჩერჩილის ასეთი ქცევა – პრინციპული და თანმიმდევ-
რული – ვიწრო აზროვნების მქონე ადამიანებსაც აიძულებდა ახალგაზ-
რდა კაცს იქით დამორჩილებოდნენ.
– ეჭვი მეპარება. თქვენ კი ძალიან გიყვართ ვიწრო აზროვნების მოდ-
რეკა, მაგრამ ვიწრო აზროვნების მქონე ავტორიტეტული და მდიდარი
ადამიანები, ჩემი დაკვირვებით, შუბლის იქამდე გასქელებაში არიან გა-
წაფულნი, სანამ ისევე უმართავებად არ იქცევიან, როგორიც დიდი გო-
ნების მქონე ადამიანები. ჩემი აზრით, თქვენ, მისტერ ნაიტლი, ახლა,
უცებ, მისტერ ფრენკ ჩერჩილის სიტუაციაში რომ ჩაგაგდონ, ნამდვი-
ლად შეძლებთ იმის თქმასა თუ ქმნას, რასაც მას ურჩევთ – და, შესაძ-
ლოა, ჩერჩილებმა შეპასუხებაც ვერ გაგიბედონ, მაგრამ თქვენ არ ხართ
ბავშვობიდან სხვის მორჩილებას ჩვეული; არ იცით, რას ნიშნავს გა-
მუდმებით სხვისი წესებით ცხოვრება! აი, მისთვის კი, ვისაც ეს ყველა-
ფერი გამოცდილი აქვს, არ უნდა იყოს ადვილი, ასე ერთი ხელის მოს-
მით დაიწყოს სრულყოფილად დამოუკიდებელი ცხოვრება და აღარაფ-
რად ჩააგდოს მეურვეთა პრეტენზია, მისგან მადლიერება და მოწიწება
მიიღონ. იქნებ ფრენკ ჩერჩილიც თქვენსავით კარგად არჩევს თეთრსა
და შავს, მაგრამ, თქვენგან განსხვავებით, კონკრეტული გარემოებები არ
აძლევს სათანადოდ მოქცევის საშუალებას.
– თუ სათანადოდ მოქცევა არ შეუძლია, მაშინ არც გარჩევა სცოდ-
ნია. რადგან არ ცდილობს, გამოდის, ნაკლებადაა მის მიზანშეწონილე-
ბაში დარწმუნებული.
– ჰო, მაგრამ თქვენ ორის მდგომარეობასა და ჩვევებში უზარმაზარი
სხვაობაა! ნეტავ, შეგეძლოთ გაგება, რას შეიძლება გრძნობდეს კეთილ-
შობილი ახალგაზრდაკაცი, როცა ღიად უპირისპირდება მას, ვისაც
მთელი ბავშვობა და ჭაბუკობა თუ მთელი ცხოვრება უდიდესი მოწიწე-
ბით ეპყრობოდა.
– მაშ, ჩვენი კეთილშობილი ახალგაზრდა კაცი სინამდვილეში ძალი-
ან სუსტი ყოფილა, თუ სხვათა ნება-სურვილის წინააღმდეგ სწორი ნა-
ბიჯის გადასადგმელად სიმტკიცის გამოჩენა პირველად უწევს. მოვა-
ლეობებისადმი ერთგულება ამ ასაკში ჩვევაში უნდა ჰქონდეს გამჯდარი
166
და ხრიკებს აღარ მიმართავდეს! ბავშვს ვაპატიებ შიშს, კაცს კი ვერა.
პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში საკუთარი თავი წინ უნდა წა-
მოეწია და ჩერჩილების ყოვლად უღირსი ავტორიტეტულობა შეესუს-
ტებინა; უნდა დაპირისპირებოდა მათი მხრიდან მამამისის დაკნინების
პირველსავე მცდელობას. შეგნებული ცხოვრება სათანადო ქცევით რომ
დაეწყო, ახლა აღარავითარი სირთულის წინაშე აღარ იდგებოდა.
– მასზე ვერასდროს შევთანხმდებით, – წამოიძახა ემამ, – ჩემი აზ-
რით, ამაში უჩვეულო არაფერია და ფრენკი არც სუსტი ახალგაზრდა
კაცი მგონია. დარწმუნებული ვარ, რომ მართალი ვარ. სხვათა შორის,
არც მისტერ უესტონია ასეთი ბრმა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე მის
საკუთარ შვილს ეხება. ჩემი აზრით, მისტერ ფრენკ ჩერჩილს უფრო
დამყოლი, დამთმობი, რბილი ხასიათი აქვს და არა ისეთი, როგორიც
სრულყოფილი კაცის შესახებ თქვენს წარმოდგენას შეეფერება. შესაძ-
ლოა, ასეთი ხასიათი გარკვეულ უპირატესობებს უკარგავს, სამაგი-
ეროდ, ბევრი სხვა სიკეთით უზრუნველყოფს.
– ჰო, ამ სიკეთეებში ალბათ გულისხმობთ უძრავად ჯდომას, როცა
ვალდებულია, გაინძრეს; როცა ამაოებითა და უმაქნისი სიამტკბილო-
ბით სავსე ცხოვრებას ეწევა და თავს უმსგავსი ქცევების გამამართლე-
ბელ საბუთთა მოგონების ექსპერტად მიიჩნევს; როცა შეუძლია, ყალბი
თავდადებით გაძეძგილი ლამაზი, ოპტიმისტური წერილები წეროს და
თავი დაირწმუნოს, თითქოს საუკეთესო მეთოდი აქვს ნაპოვნი, შინ სიმ-
შვიდე შეინარჩუნოს, მამამისს კი პრეტენზიის გამოთქმის ყველა უფლე-
ბა ჩამოართვას. მისი წერილები გულს მირევს.
– ვფიქრობ, ამ საკითხში ერთადერთი ხართ. სხვებს ყველას აკმაყო-
ფილებს.
– ვეჭვობ, მისის უესტონს აკმაყოფილებდეს. რთულია, მისნაირი კე-
თილგონიერი და მგრძნობიარე ქალი დააკმაყოფილოს. ის დედის ადგი-
ლასაა, მაგრამ დედობრივი გრძნობები არ აქვს და, ამდენად, არც დაბ-
რმავებულია. მისის უესტონის გამო რენდალსისადმი ყურადღების გა-
მოჩენა ორმაგად სავალდებულო ჟესტია და მისის უესტონი ამ გულგრი-
ლობას, წესით, ორმაგად განიცდის. მისის უესტონი მაღალი სტატუსის
167
ქალი რომ იყოს, ჩემი აზრით, ფრენკ ჩერჩილი აუცილებლად დასდებდა
პატივს და გაიცნობდა, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მის ჩამოსვლა-არჩა-
მოსვლას არც ექნებოდა განსაკუთრებული მნიშვნელობა. თქვენი აზ-
რით, თქვენი მეგობარი მსგავს რამეებზე არ ფიქრობს? არა, ემა, ეგ
თქვენი „კეთილშობილი ახალგაზრდა კაცი“ კეთილშობილია მხოლოდ
ფრანგული გაგებით, ინგლისურით კი არა. შესაძლოა, ძალიანაც „კე-
თილშობილი“ იყოს სასიამოვნო მანერებით, მაგრამ, ინგლისური დელი-
კატურობის თვალსაზრისით, მასში კეთილშობილური არაფერია.
– თითქოს მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი, მასზე ცუდად იფიქროთ.
– მე? არამც და არამც! – უკმაყოფილოდ მიუგო მისტერ ნაიტლიმ, –
სხვებივით, მზად ვარ, ვაღიარო მისი ღირსებები, თუმცა, მათზე არაფე-
რი მსმენია, თუ არ ჩავთვლით გარეგნულ ღირსებებს – აღნაგობასა და
სანდომიან მანერებს.
– რას ვიზამთ, სხვა თუ ვერაფრით მოგვაწონებს თავს, ჰაიბერისთვის
მაინც ნამდვილი განძი იქნება. ხშირად როდი გვაქვს იმის ფუფუნება,
დახვეწილ, კარგად აღზრდილ და სასიამოვნო ახალგაზრდა კაცებს
ვუცქიროთ. გაუმაძღრობა არ იქნება, ამ ღირსებებზე მეტი მოვითხო-
ვოთ?! ნუთუ არ წარმოგიდგენიათ, მისტერ ნაიტლი, რამხელა სენსაციას
გამოიწვევს მისი აქ ჩამოსვლა?! დონველისა და ჰაიბერის სამრევლოებ-
ში მხოლოდ ამაზე ილაპარაკებენ, მხოლოდ ეს დააინტერესებთ, მხო-
ლოდ მისტერ ფრენკ ჩერჩილი იქნება დაკვირვების ობიექტი! სხვა ვერა-
ვისზე შევძლებთ ფიქრსა თუ ლაპარაკს.
– წინასწარ ვითხოვ პატიებას, თუ მისით თქვენსავით ვერ მოვინუს-
ხები. თუ მივხვდები, რომ მასთან ლაპარაკი შესაძლებელია, მაშინ მისი
გაცნობა გამიხარდება, მოლაყბე კოხტაპრუწა კი ჩემს დროსა და ფიქ-
რებს ვერ დაიკავებს.
– მე როგორი მგონია, იცით?! რომ ყველანაირი გემოვნების ადამიანს
მოერგება; რომ აქვს ძალაუფლებაცა და სურვილიც, ყველას თვალში
სასიამოვნო ადამიანად წარმოჩინდეს. თქვენ სასოფლო-სამეურნეო სა-
კითხებზე დაგელაპარაკებათ, მე – ხატვასა და მუსიკაზე, მოკლედ, ზო-
გადი განათლების ხარჯზე ყველასთან მოახერხებს საერთო ენის გამო-
168
ნახვას, ეს კი საშუალებას მისცემს, ან სხვათა ფეხის ხმას აჰყვეს, ან თა-
ვად შექმნას დღის წესრიგი იმის მიხედვით, თუ რას მოითხოვს ეტიკეტი,
თუმცა, ორივე შემთხვევაში, ძალიან კარგი მოსაუბრე იქნება. აი, ასეთი
მგონია მისტერ ფრენკ ჩერჩილი.
– მე კი, – შესძახა გულმოსულმა მისტერ ნაიტლიმ, – მგონია, რომ
თუ მართლაც ასეთი აღმოჩნდება, მაშინ ყველაზე აუტანელი კაცი იქნე-
ბა ამქვეყნად! მეუბნებით, რომ ოცდასამი წლის კაცი თავისი გარემოც-
ვის მეფეა?! დიდი ადამიანი, გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელსაც ყვე-
ლას აზრების კითხვა შეუძლია და სხვათა ბუნებრივ უნარებს საკუთარი
აღმატებულობის წარმოსაჩენად იყენებს; ირგვლივ ყველას ეპირფერება,
რათა ყველა, თავისთან შედარებით, ბრიყვებად გამოაჩინოს?! ემა, ჩემო
ძვირფასო, დარწმუნებული ვარ, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ასეთ გაბ-
ღენძილ ქარაფშუტას თქვენისთანა საღად მოაზროვნე ვერ აიტანს.
– ხმას აღარ ამოვიღებ, – წამოიძახა ემამ, – ყველაფერში საშინელე-
ბას ხედავთ. ორივე წინასწარგანწყობას შევუპყრივართ. თქვენ – მის
წინააღმდეგ, მე – მის სასარგებლოდ. და ვერაფერზე შევთანხმდებით,
ვიდრე მართლა არ ჩამოვა.
– წინასწარგანწყობას? სულაც არა.
– მე კი სულაც არ მრცხვენია ამის აღიარების. მისტერ და მისის უეს-
ტონები ისე მიყვარს, რომ მტკიცე წინასწარგანწყობა მათ სასარგებ-
ლოდ მაქვს.
– მთელი თვე ისე გავა, ეს ადამიანი ერთხელაც არ გამახსენდება, –
მისტერ ნაიტლის ხმაში ისეთი გაღიზიანება შეეპარა, რომ ემამ თემა
უმალ შეცვალა, თუმცა ვერაფრით მიხვდა, მისი თანამოსაუბრე რამ გა-
აბრაზა.
ახალგაზრდა კაცის მოძულება, მხოლოდ მისი განსხვავებული ხასია-
თის გამო, თავისუფლად მოაზროვნე მისტერ ნაიტლის ნამდვილად არ
ეკადრებოდა. მართალია, ემა მისტერ ნაიტლის საკუთარ თავზე ზედმე-
ტად დიდ წარმოდგენას საყვედურობდა, მაგრამ ერთი წამითაც არ ეგო-
ნა, თუ ის სხვისი ღირსებების შეფასებისას ასეთი უსამართლო იქნებო-
და.
169
ნაწილი II

თავი 1

ერთ დილას, ემა და ჰარიეტი სასეირნოდ წავიდნენ და, ემას აზრით,


მისტერ ელტონზე ლაპარაკის მთელი დღიური დოზა დილასვე შეასრუ-
ლეს, არადა, არც ჰარიეტის ტკივილი და არც საკუთარი ცოდვები არ
იყო იმ მასშტაბისა, რომ ახალგაზრდა კაცზე ამდენი ელაპარაკათ. სწო-
რედ ამიტომ, უკანა გზაზე, მის ვუდჰაუზი გულმოდგინედ ეცადა, ამ თე-
მისთვის წერტილი დაესვა, თუმცა, ზუსტად იმწამს, როცა გაიფიქრა,
წარმატებას მივაღწიეო, მისტერ ელტონის სახელმა კვლავ იფეთქა –
ერთი გაჭირვებული ოჯახის პრობლემებზე ვრცელ მონოლოგსა და დას-
კვნით ფრაზას, ალბათ რა რთული ზამთარი ჰქონდათო, პასუხად მხო-
ლოდ მგლოვიარე ხმით ნათქვამი – „როგორი კეთილია მისტერ ელტონი
გაჭირვებულთა მიმართ!“ – რომ მოისმინა, ემა მიხვდა, რაღაც სხვა გზა
უნდა ეპოვა.
სწორედ იმწამს შეამჩნია, რომ მისის და მის ბეიტსების სახლთან იდ-
გნენ, და გადაწყვიტა, მათთან შეევლო – მეტი ადამიანის გარემოცვაში
ყოფნა ბევრად უფრო უსაფრთხო ეჩვენა. თან დედა-შვილის მონახულე-
ბის არაჩვეულებრივი მიზეზი ჰქონდა: მისის და მის ბეიტსები სტუმრებ-
ზე გიჟდებოდნენ, ხოლო ემას ის ადამიანები, რომლებიც მასში ნაკლო-
ვანებების აღმოჩენას არ ერიდებოდნენ (ასეთი კი სულ რამდენიმე იყო),
ბეიტსების მიმართ მუდმივ გულგრილობაში სდებდნენ ბრალს და უჩი-
ჩინებდნენ, მათ მოკრძალებულ სიხარულთა მოკრძალებულ მარაგში
თუნდაც მცირედი წვლილი შენც აუცილებლად უნდა შეგქონდესო.
ამგვარი მინიშნებებით მისტერ ნაიტლის ვერავინ გაუტოლდებოდა;
თავად ემასაც სინდისი ჰკარნახობდა ხოლმე იმავეს, მაგრამ მისტერ ნა-
იტლის ვერცერთი გადაკრული სიტყვა ვერაფრით სძალავდა ქალიშვი-
ლის მტკიცე აზრს, რომ ამქვეყნად ყველაზე მოსაწყენ ბეიტსებთან ვი-
ზიტი დროის ფუჭად კარგვა იყო და არ ღირდა; გარდა ამისა, არსებობ-

170
და საზარელი საფრთხე ბეიტსების მუდმივ სტუმრებთან – ჰაიბერის მე-
ორე- და მესამეხარისხოვან ადამიანებთან შესაძლო ურთიერთობისა.
მოკლედ, ემა იქაურობას თითქმის არ ეკარებოდა. მაგრამ ახლა უეცრად
გადაწყვიტა, მათი სახლის კარი შეეღო, მით უმეტეს, რომ როგორც ჰა-
რიეტთანაც აღნიშნა, ყველა გამოთვლის მიხედვით, ჯეინ ფეარფაქსის
წერილის განხილვა, წესით, არ ემუქრებოდათ.
სახლში, რომელიც ვაჭრებს ეკუთვნოდათ, მისის და მის ბეიტსებს მე-
ორე სართული ეკავათ. მოკრძალებული ზომის ბინაში დედა-შვილი
სტუმრებს მუდამ გულითადად და უდიდესი მადლიერებით ეგებებოდა.
ახლაც, წყნარი, აკურატული მოხუცებული ქალბატონი, რომელიც
საქსოვით ხელში ოთახის ყველაზე თბილ კუთხეში იჯდა, მზად იყო, მის
ვუდჰაუზისთვის თავისი ადგილიც კი დაეთმო, ხოლო მისი აქტიური,
ლაპარაკის მოყვარული ქალიშვილი მადლობებად დაიღვარა – ერ-
თდროულად თან იმას დარდობდა, ფეხსაცმელები ხომ არ დაგესვარა-
თო, თან ძირისძირობამდე იძიებდა მისტერ ვუდჰაუზის ჯანმრთელობის
ამბავს, თან კი ხალისით ლაპარაკობდა დედამისის ჯანმრთელობაზე...
ენა არც ბუფეტიდან ტკბილი ნამცხვრის გამოტანისას გაუჩერებია: –
მისის ქოული, ეს-ესაა, წავიდა ჩვენგან. ათიოდე წუთით შემოიარა, მაგ-
რამ ისეთი კეთილია, რომ მთელი საათით შეყოვნდა, ერთი ნაჭერი ნამ-
ცხვარიც შეჭამა და ფრიად ნასიამოვნები დარჩა, ძალიან მომეწონაო.
ჰოდა, იმედია, მის ვუდჰაუზი და მის სმითიც პატივს დაგვდებენ და თი-
თო ნაჭერს მიირთმევენ.
ქოულების ხსენება იმას ნიშნავდა, რომ მისტერ ელტონსაც აუცი-
ლებლად ახსენებდნენ, რადგან ის ქოულების მეგობარი იყო; მისტერ
ქოულს მიეღო კიდეც გარკვეული ცნობები მისტერ ელტონისგან გამ-
გზავრების შემდეგ. ემამ იცოდა, ამას რაც მოჰყვებოდა: წერილს დაწ-
ვრილებით განიხილავდნენ; აღნიშნავდნენ, რამდენი ხანია, რაც მისტერ
ელტონი ჰაიბერიში არ ყოფილაო; იტყოდნენ, როგორ ერთობოდა საზო-
გადოებაში და როგორ აყვარებდა ყველგან ყველას თავს; როგორი სავსე
იყო სამეჯლისო დარბაზი... მის ბეიტსმა მართლაც დეტალურად და დი-
დი ენთუზიაზმით ილაპარაკა ამ ყველაფერზე, მისტერ ელტონს სათა-
171
ნადო ხოტბაც შეასხა და, საბედნიეროდ, ჰარიეტს არ მისცა საშუალება,
მის მონოლოგში სიტყვა ჩაეგდო.
ემა მზად იყო ამისთვის, მაგრამ ეგონა, რომ მისტერ ელტონის გან-
ხილვით ერთს ჯეროვნად მოიოხებდნენ გულს და ამ უხერხული თემი-
დან ჰაიბერის ქალბატონებსა და ბანქოს საღამოებზე გადაერთვებოდ-
ნენ; მაგრამ მისტერ ელტონს ჯეინ ფეარფაქსი ჩაენაცვლა – მის ბეიტსი
მისტერ ელტონიდან, როგორც იქნა, მისის ქოულზე გადავიდა და, ბო-
ლოს, მეტად ოსტატურად დისშვილის წერილსაც მიადგა: – უჰ, ჰო! მის-
ტერ ელტონი... როგორც ვხვდები... რაც შეეხება ცეკვებს... მისის ქოული
მეუბნებოდა, რომ ბათის სამეჯლისო დარბაზში... მისის ქოული იმდე-
ნად კეთილია, რომ კარგა ხანს იჯდა ჩვენთან და ჯეინზე გველაპარაკე-
ბოდა. შემოვიდა თუ არა, მაშინვე ჯეინი მოიკითხა. მოგეხსენებათ, ჯე-
ინი ძალიან უყვარს. როცა ჯეინი ჩამოდის, მისის ქოულმა აღარ იცის,
როგორ გამოიჩინოს სიკეთე, თუმცა, ჩემი აზრით, ჯეინი ამას ნამდვი-
ლად იმსახურებს. ჰოდა, მისის ქოულმა მყისვე მისი ამბები გამომკითხა,
მითხრა, ვიცი, ჯეინისგან ბოლო ხანებში ალბათ არაფერი გსმენიათ,
რადგან ახლა არაა ის დრო, წერილი გამოგზავნოსო. მე კი მაშინვე ვუ-
პასუხე: „გვსმენია, გვსმენია! სწორედ ამ დილას მივიღეთ წერილი!“ სა-
ოცრად გაუკვირდა: „ღვთის გულისათვის, მართლა მეუბნებით?“ „ჰო,
საკმაოდ მოულოდნელი იყო. ნება მომეცით, წაგიკითხოთ, რას გვწერს“.
ემას თავაზიანობა დროული იყო. გაიღიმა და მოჩვენებითი ინტერე-
სით იკითხა: – მაშ, მის ფეარფაქსმა ახლახან მოგწერათ?! ძალიან მიხა-
რია. იმედი მაქვს, კარგადაა.
– გმადლობთ! როგორი კეთილი ხართ! – ემას თვალთმაქცობით ად-
ვილად გაცურებული დეიდა გულმოდგინედ შეუდგა წერილის ძებნას, –
აი, ისიც! დარწმუნებული ვიყავი, სადმე აქვე იქნებოდა, მაგრამ ხომ ხე-
დავთ, ზედ საკერავი ყუთი დამიდგამს... ვერც კი შევამჩნიე... სულ ხელ-
ში მეჭირა და თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მაგიდაზე იდო. მი-
სის ქოულს წავუკითხე და როცა ის წავიდა, დედას ვუკითხავდი მე-
ორედ. ჯეინის წერილების მოსმენა ისე სიამოვნებს, რომ ვერასდროს
ძღება. ჰოდა, ვიცოდი, რომ სადმე აქვე იქნებოდა; ჰმ, ჩემი საკერავი ყუ-
172
თის ქვეშ ყოფილა... ისეთი კეთილი ბრძანდებით, რომ ალბათ გაინტე-
რესებთ, რა მოგვწერა... ჰოდა... თუმცა, ჯეინის ნაცვლად ბოდიში უნდა
მოგიხადოთ: საპატიო მიზეზის გამო, ძალიან მოკლე წერილი მოგვწერა.
ხომ ხედავთ, მხოლოდ ორი გვერდია, ორიც კი არაა... არადა, როგორც
წესი, მთელ ფურცელს ავსებს და კიდევ ნახევარს ზემოდან აწერს.45 დე-
დაჩემს მუდამ უკვირს, როგორ ვარჩევ ასე კარგად. წერილს რომ
ვხსნით, მეუბნება ხოლმე, „აბა, ჰეტი, შენ იცი! მგონი, მოგიწევს, ამ კუ-
ბოკრულ ნაშრომს თავი და ბოლო გაუგო“. ასე არაა, მემ? მე კი ვამშვი-
დებ, მე რომ არ ვყავდე, თავადაც მშვენივრად გაართმევდა თავს... დარ-
წმუნებული ვარ, თვალს არ მოხუჭავდა, სანამ თითოეულ სიტყვას არ
ამოიკითხავდა. სხვათა შორის, მართალია, ძველებურად საუკეთესო
მხედველობა აღარ აქვს, მაგრამ მაინც მშვენივრად ხედავს სათვალის
წყალობით, მადლობა ღმერთს! რა მადლიანი გამოგონებაა სათვალე!
დედაჩემს მართლაც ძალიან კარგი სათვალე აქვს. ჯეინი აქ რომ არის,
ხშირად ამბობს: „ბებო, დარწმუნებული ვარ, საოცარი მხედველობა
გქონდა თავის დროზე, თორემ ასე კარგად ახლა ვერ დაინახავდი, მით
უმეტეს, რომ მთელი ცხოვრება ხელსაქმეში გაატარე! ნეტავ, მეც ასე გა-
მიძლოს თვალებმა“.
მის ბეიტსი სხაპასხუპით ლაპარაკობდა, თუმცა, როგორც კი სულის
მოსათქმელად გაჩუმდა, ემამ დრო იხელთა და მის ფეარფაქსის დახვე-
წილი კალიგრაფია მეტისმეტად ზრდილობიანად შეაქო.
– უაღრესად კეთილი ხართ, – მიუგო მის ბეიტსმა, – თქვენისთანა
მსაჯული იშვიათობაა და თავადაც ულამაზესად წერთ! ვერავის საქე-
ბარი სიტყვები ისე ვერ გაგვახარებს, როგორც მის ვუდჰაუზის! დედა-
ჩემს არ ესმის... ხომ იცით, ცოტათი ყურს აკლია. მემ, – მის ბეიტსმა დე-

ოსტინის ეპოქაში ქაღალდი ძვირი ღირდა, საფოსტო მომსახურება კი ფურცლე-


45

ბისრაოდენობით განისაზღვრებოდა. ამდენად, ფულის დაზოგვის მიზნით, ერთ ფურ-


ცელს მთლიანად ავსებდნენ, შემდეგ 90 გრადუსით (ჰორიზონტალურად) ატრიალებ-
დნენ და უკვე (ვერტიკალურად) დაწერილ ასოებზე აგრძელებდნენ (ჰორიზანტალუ-
რად) წერას, ანუ ზემოდან გადააწერდნენ. ასეთი წერილების წაკითხვა რთული საქმე
იყო.
173
დას მიმართა, – გაიგე, როგორი თავაზიანია მის ვუდჰაუზი? გაიგე, ჯე-
ინის ხელწერაზე რა თქვა?
და მის ვუდჰაუზს პატივი ერგო, საკუთარი სულელური ქათინაური
ორჯერ მოესმინა, სანამ ამ ქათინაურმა მოხუცი ქალბატონის ყურამ-
დეც არ მიაღწია. მთელი ამ დროის განმავლობაში, ემა თავს იმტვრევდა
იმაზე ფიქრით, ჯეინ ფეარფაქსის წერილისთვის როგორმე თავი დაეღ-
წია, თანაც ისე, რომ ზედმეტად უზრდელურად არ გამოსვლოდა. ის
იყო, გადაწყვიტა, აი, ახლა რაიმე გამამართლებელ მიზეზს მოვიგონე-
ბო, რომ მის ბეიტსი კვლავ მას მიუბრუნდა: – დედაჩემის სიყრუე მეტად
უმნიშვნელოა, არაფერი სერიოზული. საკმარისია, ხმას ავუწიო და ორ-
ჯერ ან სამჯერ გავუმეორო, რომ მაშინვე ყველაფერი ესმის. გინდათ,
საოცრება გითხრათ?! ჯეინის ყოველთვის უკეთ ესმის, ვიდრე ჩემი. ჯე-
ინი ძალიან მკაფიოდ მეტყველებს! ასეა თუ ისე, დარწმუნებული ვარ,
ჯეინი არ იფიქრებს, რომ ამ ორ წელიწადში ბებიამისს კიდევ უფრო და-
აკლდა სმენა. ეს კი მართლაც ბევრს ნიშნავს დედაჩემის ასაკში! ალბათ
იცით, რომ მართლაც მთელი ორი წელიწადია, რაც ჯეინი აქ არ ყოფი-
ლა და ეს პირველი შემთხვევაა. ამიტომ, როგორც მისის ქოულსაც ვე-
უბნებოდი, არ ვიცი, ამ ჯერზე როგორ ვიკმარებთ.
– ანუ მის ფეარფაქსს უახლოეს მომავალში ელოდებით?
– ღმერთო, ჰო, მომავალ კვირას.
– რას ამბობთ?! რა გადასარევი ამბავია!
– გმადლობთ, ძალიან კეთილი ხართ! ჰო, მომავალ კვირას. ყველას
ისე უკვირს და უხარია! დარწმუნებული ვარ, მასაც ასევე გაახარებს ჰა-
იბერის მეგობრებთან შეხვედრა. ჰო, პარასკევს ან შაბათს. ზუსტად ვერ
გვეუბნება, რადგან ამ რომელიმე დღეს პოლკოვნიკ ქემპბელს თავადაც
დასჭირდება ეტლი. რა კეთილები არიან, თავიანთ ეტლს რომ უთმობენ,
არა?! თუმცა, მოგეხსენებათ, სულ ასე იქცევიან... ჰო, მომავალი კვირის
პარასკევს ან შაბათს... აი, სწორედ ამაზე გვწერს და ამიტომაც, წერილი
ერთგვარი გამონაკლისია – წესით, მის წერილს მომავალ სამშაბათს ან
ოთხშაბათს ველოდით.

174
– ჰო, მეც ასე ვიფიქრე. ვშიშობდი, მცირე შანსია, დღეს მის ფეარფაქ-
სზე რამე ახალი გავიგო-მეთქი.
– როგორი ყურადღებიანი ხართ! ეს სიახლე რომ არა, ანუ ასე მალე
რომ არ ჩამოდიოდეს, მისგან მართლაც ვერაფერს შევიტყობდით. დე-
დაჩემი საოცრად გახარებულია, რადგან ჯეინი ჩვენთან, სულ ცოტა, სა-
მი თვით დარჩება. ჰო, სამი თვე – ამას გადაჭრით გვწერს. თავადვე შე-
იტყობთ, თქვენთვის წერილის წაკითხვის ბედნიერება რომ მომეცემა.
საქმე ისაა, რომ ქემპბელები ირლანდიაში მიდიან. მისის დიქსონმა
დედ-მამა დაარწმუნა, დაუყოვნებლივ ჩამოდით და მინახულეთო. ზაფ-
ხულამდე არ აპირებდნენ გამგზავრებას, მაგრამ ქალიშვილი ვეღარ ით-
მენს – ერთი სული აქვს, მშობლები ნახოს; ალბათ, იმიტომ, რომ გასულ
ოქტომბრამდე, ანუ გათხოვებამდე, მათ გარეშე კვირაზე მეტი ერთხე-
ლაც არ გაეტარებინა. ახლა კი, წარმოიდგინეთ, სულ მთლად სხვადას-
ხვა სამეფოში არიან... უჰ, შემეშალა, სამეფოში კი არა, სხვადასხვა ქვე-
ყანაში. ჰოდა, დედამისს სასწრაფოდ მისწერა წერილი... ან, შეიძლება,
მეშლება და მამამისს... უნდა გამოვტყდე, არ მახსოვს, რომელს მისწე-
რა, მაგრამ ახლავე ჯეინის წერილიდან შევიტყობთ. ჰოდა, მისწერა რო-
გორც თავისი, ისე მისტერ დიქსონის სახელით და დააჩქარა, დაუყოვ-
ნებლივ ჩამოდითო; უთხრა, რომ დუბლინში დახვდებოდნენ და სოფელ-
ში, თავიანთ მამულში ეტლით მიაცილებდნენ. ბელი-ქრეიგი46 ულამა-
ზესი ადგილია, როგორც ვიცი. ჯეინს ბევრი სმენია ამ ადგილის სილამა-
ზეზე... სავარაუდოდ, მისტერ დიქსონისგან, აბა, ვისგან შეიტყობდა?!
მისტერ დიქსონს მშობლიური ადგილის შესახებ ეამბა სიამოვნებით,
როცა ქემპბელების ქალიშვილის გულის მოგებას ცდილობდა... ჯეინი
წყვილთან ერთად ხშირად სეირნობდა, რადგანაც პოლკოვნიკი და მისის
ქემპბელი საკმაოდ მკაცრად აკონტროლებდნენ, მათ ქალიშვილს მის-
ტერ დიქსონთან ერთად ზედმეტად დიდხანს არ ესეირნა, რაშიც მათ
საერთოდ ვერ ვამტყუნებ. ჰოდა, ცხადია, ჯეინსაც ესმოდა ყველაფერი,
რასაც მისტერ დიქსონი მის ქემპბელს უამბობდა თავისი ირლანდიური

ბელი-ქრეიგი – გამოგონილი ადგილი ირლანდიაში.


46

175
სახლის შესახებ. მგონი, ჯეინმა მოგვწერა კიდეც, მისტერ დიქსონმა თა-
ვისი კარმიდამოს სურათები გვაჩვენაო – თავის ხელით დახატული პე-
იზაჟები. ჩემი ღრმა რწმენით, საოცრად კეთილშობილი, მომხიბლავი
ახალგაზრდა კაცია. ისე ჰყვებოდა თურმე ამბებს, რომ ირლანდიაში
წასვლაზე ჯეინიც კი ოცნებობდა.
უცებ ემას გონებაში მეტად გამჭრიახი და თავშესაქცევი ეჭვი აფუთ-
ფუთდა ჯეინ ფეარფაქსთან, მომხიბლავ მისტერ დიქსონთან და ირლან-
დიაში არწასვლასთან დაკავშირებით. მისი საპასუხო სიტყვები სწორედ
ამ ეჭვზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მზაკვრული სურვილით
იყო ნაკარნახევი: – თავს ალბათ ძალიან იღბლიან ადამიანად მიიჩ-
ნევთ, ასეთ დროს მის ფეარფაქსს თქვენთან ჩამოსვლის საშუალება
რომ მიეცა. თუ მისი და მისის დიქსონის განსაკუთრებულ მეგობრობას
გავითვალისწინებთ, ალბათ არც კი გეგონათ, თუ მის ფეარფაქსი პოლ-
კოვნიკსა და მისის ქემპბელს არ გაჰყვებოდა თან.
– სრულიად მართალი ბრძანდებით. სწორედ ამის გვეშინოდა. ნამ-
დვილად არ გაგვიხარდებოდა, ჩვენგან ასე შორს გამგზავრებულიყო და
კიდევ რამდენიმეთვით არ გვენახა. მაგრამ, ჩანს, ყველაფერი კარგად
აეწყო. მისტერ და მისის დიქსონებს ძალიან უნდათ, ჯეინი პოლკოვნიკ-
თან და მისის ქემპბელთან ერთად ესტუმროს მათ. მერწმუნეთ, ასეა. სა-
ოცრად კეთილად და დაჟინებულად სთხოვა ორივემ, როგორც ჯეინი
ამბობს და როგორც ცოტა ხანში თავადვე მოისმენთ. მისტერ დიქსონი
უყურადღებო არამც და არამც არ არის. ყოვლად მომხიბლავი ახალ-
გაზრდა კაცია. იმ სიკეთის მერე, რაც მან ჯეინს უეიმათში გაუკეთა...
შუა ზღვაში იალქნებს შორის უეცრად რაღაც დაბზრიალდა და ჯეინი
ლამის ზღვაში გადააგდო... ჰო, ჯეინი ნამდვილად ზღვაში ჩავარდებო-
და, მისტერ დიქსონს რომ არ ემარჯვა და ტანსაცმელზე არ ჩაბღაუჭე-
ბოდა... ახლაც მაკანკალებს, ამას რომ გიყვებით... რაც ეს შემზარავი
ამბავი შევიტყვეთ, მისტერ დიქსონი ძალიან შემიყვარდა!
– მაგრამ მიუხედავად მეგობრის დაჟინებული თხოვნისა და თავისი
სურვილისა, ნახოს ირლანდია, მის ფეარფაქსი მაინც ამჯობინებს, თა-
ვისი დრო თქვენ და მისის ბეიტსს მოგიძღვნათ...
176
– ჰო, ეს ნამდვილად მისი პირადი არჩევანია. პოლკოვნიკი და მისის
ქემპბელიც ფიქრობენ, რომ სწორად იქცევა – თავადაც ამას ურჩევენ.
ჰო, მართლაც განსაკუთრებულად უნდათ, მშობლიური ჰაერი ჩაყლა-
პოს, რადგანაც, ბოლო დროს, ჯეინი ძველებურად კარგად არ გრძნობს
თავს.
– ვწუხვარ, თუ ასეა. ჩემი აზრით, ქემპბელების მხრიდან ჭკვიანური
გადაწყვეტილებაა. თუმცა, მისის დიქსონი ალბათ ძალიან იმედგაცრუე-
ბულია. როგორც ვხვდები, მისის დიქსონი გამორჩეული სილამაზის
პატრონი არ უნდა იყოს, მის ფეარფაქსს ალბათ ვერც შეედრება.
– ღმერთო! უაღრესად თავაზიანი ხართ, ასეთ რამეებს რომ ამბობთ...
მაგრამ ნამდვილად მართალი ბრძანდებით. ერთმანეთს ვერც კი შეადა-
რებ. მის ქემპბელი ძალიან უბრალო გარეგნობისაა, თუმცა ელეგანტუ-
რია და თავაზიანი.
– ჰო, ეს კი.
– ჯეინი ძალიან გაცივდა. საბრალო გოგო! ჯერ კიდევ 7 ნოემბერს...
ამას წერილიდანაც შეიტყობთ... და მას მერე არ არის კარგად, არადა,
რამხელა დრო გავიდა მას მერე. აქამდე არც უხსენებია, რადგან არ უნ-
დოდა ჩვენი შეშინება. ჰო, აი, ასეთი ხასიათი აქვს! ძალიან ხათრიანია!
მაგრამ მართლა იმდენად სუსტად არის, რომ მისი კეთილი მეგობრები,
ქემპბელები, ფიქრობენ, აჯობებს, თუ შინ ჩამოვა და აქაურ ჰაერს მო-
სინჯავს, რომელიც, წესით, ძალიან უხდება. ეჭვი არ ეპარებათ, რომ ჰა-
იბერიში გატარებული სამი-ოთხი თვე ბოლომდე გამოაშუშებს; თან
ჩვენზე უკეთ ხომ ვერავინ მოუვლის?!
– ნამდვილად ხელსაყრელი გეგმაა, ჩემი აზრით.
– ჰოდა, მომავალ პარასკევს ან შაბათს ჩამოვა, ქემპბელები კი ქა-
ლაქს მომდევნო ორშაბათს დატოვებენ და ჰოლიჰედისკენ47 გაემგზავრე-
ბიან. ამას წერილიდანაც შეიტყობთ. რა მოულოდნელად მოხდა ყველა-
ფერი! ალბათ ხვდებით, მის ვუდჰაუზ, როგორ აფორიაქებული ვარ! ჯე-

ჰოლიჰედი – ქალაქი უელსის ჩრდილო- დასავლეთ სანაპიროზე; ჰოლიჰედის ნავსად-


47

გური ირლანდიის გემებს ემსახურება.


177
ინის ავადმყოფობის ცუდი ამბავი რომ არა... ვშიშობ, გამხდარი იქნება
და დასუსტებული. ჰო, უნდა გითხრათ, ამასთან დაკავშირებით რა ცუ-
დი რამ შემემთხვა. წესად მაქვს ქცეული, ჯეინის წერილები ჯერ მე წა-
ვიკითხო დაკვირვებით და მხოლოდ შემდეგ გავაცნო დედაჩემს. ხომ
გესმით, შესაძლოა, რაიმე ისეთი ეწეროს, რაც დედას ააღელვებს. ეს თა-
ვიდანვე ჯეინის იდეა იყო, ჰოდა, მეც სულ ასე ვიქცევი. დღესაც ჩვეული
სიფრთხილით დავიწყე კითხვა, მაგრამ იმ ადგილს რომ მივადექი, სა-
დაც თავის ჯანმრთელობაზე წერს, შეშინებულმა წამოვიყვირე, „ღმერ-
თო, შენ მიშველე! საბრალო ჯეინი ავადაა!“ დედაჩემმა, რომელიც გა-
ფაციცებით მადევნებდა თვალს, ყველაფერი მკაფიოდ გაიგონა და, სამ-
წუხაროდ, ძალიან ანერვიულდა. თუმცა, კითხვა რომ გავაგრძელე, მივ-
ხვდი, რომ არც ისე ცუდად იყო საქმე, როგორც თავიდან მეგონა. ჰოდა,
ახლა დედას ჯეინის მდგომარეობას ისეთ მსუბუქ ფორმებში ვუხატავ,
რომ ბევრს აღარ დარდობს. მაგრამ ვერ ვხვდები, ასე დაუდევრად რო-
გორ მოვიქეცი. ჯეინი თუ მალე არ გამოკეთდება, მისტერ პერის გავა-
სინჯებთ. ახლა ხარჯებზე ფიქრის დრო არაა. მართალია, მისტერ პერი
იმდენად დიდსულოვანი კაცია და ჯეინიც ისე უყვარს, რომ შეიძლება
დახმარებისთვის არც არაფერი გვთხოვოს, მაგრამ, ხომ იცით, ჩვენ ამას
არაფრით დავუშვებთ. ცოლი და ოჯახი ჰყავს სარჩენი და ფუჭად გა-
საფლანგი დრო არ აქვს. მოკლედ, ახლა, როცა პატარ-პატარა მინიშნე-
ბები მოგეცით ჯეინის წერილის შინაარსზე, სჯობს, თავად წერილიც წა-
გიკითხოთ. თავის ამბავს, ცხადია, ჩემზე გაცილებით უკეთ ჰყვება.
– ვშიშობ, ჩვენ უნდა გავიქცეთ, – წამოიძახა ემამ, ჰარიეტს გადახედა
და წამოდგა, – მამაჩემი გველოდება. თქვენთან რომ შემოვედით, ნამ-
დვილად არ მეგონა, ხუთ წუთზე მეტხანს თუ გავჩერდებოდით. თქვენი
სახლის კარს ისე ხომ ვერ ჩავუვლიდი, მისის ბეიტსი არ მომეკითხა.
თუმცა, აი, ასე სასიამოვნოდ შემოვრჩი! ახლა კი ძალიან ვწუხვარ, მაგ-
რამ თქვენ და მისის ბეიტსს უნდა დაგემშვიდობოთ.
მის ბეიტსის არაერთი დაჟინებული თხოვნა, შეიცადეთო, ამაო გა-
მოდგა და თავისი მოხერხებულობით კმაყოფილი ემა – ჯეინ ფეარფაქ-

178
სის წერილის შინაარსი წვრილად შეიტყო, მაგრამ შეძლო და საკუთრივ
წერილს თავი დააღწია – ქუჩაში გავიდა.

179
თავი 2

ჯეინ ფეარფაქსი ობოლი იყო. ის მისის ბეიტსის უმცროსი ქალიშვი-


ლის ერთადერთი შვილი გახლდათ.
ქვეითთა ლეგიონის ლეიტენანტ ფეარფაქსისა და მის ჯეინ ბეიტსის
ქორწინებამ თავის დროზე თავისი წილი ჟრიამულიც და სიხარულიც
მოიტანა, იმედებიც აღძრა და ინტერესიც გამოიწვია, მაგრამ დრო-ჟამ-
მა მისგან სევდიანი მოგონებებიღა დატოვა უცხო მიწაზე დაღუპული
ლეიტენანტისა და მისი ქვრივისა, რომელიც ქმრის სიკვდილიდან მა-
ლევე ჭლექმა და დარდმა შეიწირა.
მათი ერთადერთი ქალიშვილი, ჯეინ ფეარფაქსი, სამი წლის იყო,
როცა დედაც გარდაეცვალა და ბებიისა და დეიდის მთავარ საზრუნა-
ვად, ნუგეშად და იმედად იქცა. მაშინ ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა,
რომ გოგონა სწორედ ჰაიბერიში დაფუძნდებოდა სამუდამოდ; მიიღებდა
მეტად მწირ განათლებას და გაიზრდებოდა მაღალი წრის ნაცნობებსა
და წინსვლის პერსპექტივას დანატრებული. მოკლედ, ლამაზ, ჭკვიანსა
და გულთბილ გოგონას მხოლოდ კეთილმოსურნე ნათესავების ამარა
მოუწევდა ცხოვრება.
მაგრამ მის ბედს გეზი შეუცვალა მამის მეგობარმა, პოლკოვნიკმა
ქემპბელმა, რომელიც ფეარფაქსს, როგორც საუკეთესო ლეიტენანტსა
და ყოვლად ღირსეულ ახალგაზრდა კაცს, დიდ პატივს სცემდა. თან,
მისგან დავალებულიც იყო: როგორც თავად ამბობდა, სამხედრო ბანაკ-
ში მოდებული საშინელი ტიფის დროს სწორედ ფეარფაქსს გადაერჩინა
სიკვდილისგან. ეს სიკეთე პოლკოვნიკ ქემპბელს არასდროს დავიწყებია
და როგორც კი ინგლისში დაბრუნდა – ეს კი საბრალო ფეარფაქსის სიკ-
ვდილიდან გარკვეული ხნის შემდეგ მოხდა – გოგონა მოძებნა. პოლკოვ-
ნიკ ქემპბელს ცოლი და დაახლოებით ჯეინის ასაკის ერთადერთი ქა-
ლიშვილი ჰყავდა. ჯეინი მათ ხშირ სტუმრად იქცა და მალე მთელ ოჯა-
ხს ძალიან შეაყვარა თავი. გოგონა ჯერ ცხრა წლისაც არ იყო, რომ ბე-
იტსებმა პოლკოვნიკისგან წინადადება მიიღეს: ჯეინის განათლების ყვე-
ლა ხარჯს პოლკოვნიკი დაფარავდა. ბეიტსები წინადადებას დათან-
180
ხმდნენ და მას მერე ჯეინი პოლკოვნიკ ქემპბელის ოჯახის წევრად იქცა,
მათთან გადასახლდა და ბებიასა და დეიდას მხოლოდ არდადეგებზე
სტუმრობდა.
პოლკოვნიკ ქემპბელის გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: ჯეინისთვის
იმგვარი განათლება უნდა მიეცა, რომ გოგონას მომავალში თავადაც
შესძლებოდა, სხვებისთვის ესწავლებინა. მამისგან ნაანდერძევი რამდე-
ნიმე ასეული ფუნტით თავისუფლად ცხოვრება შეუძლებელი იყო, მისი
მუდმივი ფინანსური უზრუნველყოფა კი პოლკოვნიკი ქემპბელის ძა-
ლებს აღემატებოდა. მართალია, პოლკოვნიკს სოლიდური ჯამაგირი
ჰქონდა, მაგრამ არცთუ დიდი ქონების პატრონი იყო და მთელი ქონება
ქალიშვილისთვის უნდა ეანდერძებინა. ამიტომ, პოლკოვნიკი იმედოვ-
ნებდა, რომ სათანადო განათლების მიცემით ჯეინს ღირსეულ საარსებო
წყაროს გაუჩენდა.
აი, ასეთი გახლდათ ჯეინ ფეარფაქსის ისტორია. ქემპბელების წყა-
ლობით, მან საუკეთესო განათლება მიიღო; მოაზროვნე და განათლებუ-
ლი ხალხის გვერდით ცხოვრებამ კი მისი გული და გონება ყოველგვარი
სიკეთით აღჭურვა. პოლკოვნიკი ქემბპელის სახლში სულ მცირე ნიჭსაც
დიდი ყურადღება ექცეოდა, თავად ჯეინი კი, თავისი ხასიათითა და
უნარებით, უდავოდ იმსახურებდა ყველაფერს, რასაც ეს ურთიერთობა
სთავაზობდა. თვრამეტი-ცხრამეტი წლისა – რამდენადაც შეიძლება, ეს
ასაკი აღმზრდელისათვის მისაღებ ასაკად ჩაითვალოს – უკვე ყველა
კომპეტენციას ფლობდა, რომ თავად დაეკავებინა მასწავლებლის პოზი-
ცია, მაგრამ ქემპბელებს იმდენად უყვარდათ, რომ ვეღარ ელეოდნენ.
დედაც, მამაც და ქალიშვილიც მიზეზად იდებდნენ, ჯერ ძალიან ახალ-
გაზრდააო და ჯეინის წასვლის თარიღს მუდმივად ავადებდნენ. ასე
რომ, ჯეინი ჯერაც მათთან ცხოვრობდა და ზუსტად ისეთივე უფლებე-
ბითა და ზომიერი სიამოვნებებით სარგებლობდა, როგორითაც ქემპბე-
ლების ქალიშვილი. მის მდგომარეობას ჩრდილი მხოლოდ მომავალთან
დაკავშირებული ფიქრებით თუ ადგებოდა: შეგნებულ გოგონას არ
სჭირდებოდა შეხსენება, რომ უზრუნველი ცხოვრება, ადრე თუ გვიან,
დასრულდებოდა.
181
ჯეინისადმი მთელი ოჯახის, განსაკუთრებით კი მის ქემპბელის სიყ-
ვარული ორივე მხარისთვის მეტად ფასობდა, მით უფრო იმის გათვა-
ლისწინებით, რომ ჯეინი მის ქემპბელს აშკარად აღემატებოდა როგორც
სილამაზით, ისე ნიჭიერებით. ახალგაზრდა ქალბატონი თვალნათლივ
ხედავდა, რომ მეგობარი ბუნებას უხვად დაეჯილდოებინა გარეგნული
ღირსებებით, მის მშობლებს კი შეუმჩნეველი არ რჩებოდათ ჯეინის გა-
მორჩეული გონებრივი შესაძლებლობები. მიუხედავად ამისა, გოგონე-
ბის ურთიერთობა და გრძნობები ოდნავადაც არ განელებულა, სანამ
მის ქემპბელი არ გათხოვდა. ამ უკანასკნელმა, ბედის ირონიით (ვინაი-
დან ბედი ხანდახან საქორწინო საკითხებში უპირატესობას საშუალოს
ანიჭებს და არა საუკეთესოს), ახალგაზრდა, მდიდარი და წარმოსადეგი
მისტერ დიქსონის გული ლამის გაცნობისთანავე მოიგო და მასთან ერ-
თად ბედნიერადაც ცხოვრობდა მაშინ, როცა ჯეინ ფეარფაქსის მომავა-
ლი ჯერაც გაურკვეველი რჩებოდა.
ეს ამბავი ახალი მომხდარი იყო – იმდენად, რომ მის ქემპბელის ნაკ-
ლებად იღბლიან მეგობარს მოვალეობებისაკენ მიმავალი გზის გასაკა-
ფად ჯერ ვერაფრის ცდა ვერ მოესწრო, თუმცა, იმ ასაკისთვის უკვე მი-
ეღწია, რომელიც, თავისი მტკიცე გადაწყვეტილებით, საქმიანობისთვის
სრულიად შესაფერისი იყო. ჯეინს მტკიცედ ჰქონდა განზრახული, მუ-
შაობა ოცდაერთი წლიდან დაეწყო; ოცდაერთი წლისა მსხვერპლს გა-
იღებდა, ჩამოშორდებოდა ცხოვრებისეულ სიამეებს, მაღალ საზოგადო-
ებას, სიმშვიდესა და იმედებს, დათრგუნავდა ხორციელ სურვილებს და
სამუდამო თვითგვემას მიეცემოდა.
მის ამ გადაწყვეტილებას პოლკოვნიკი და მისის ქემპბელი ეწინააღ-
მდეგებოდნენ გულით, მაგრამ ვერ ეწინააღმდეგებოდნენ გონებით – სა-
ნამ ცოცხლები იყვნენ, ჯეინს, რა თქმა უნდა, არც შრომა სჭირდებოდა
და არც საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მაგრამ მისთვისვე აჯობებდა,
გარდაუვალი დროულად მომხდარიყო. ქემპბელებმა, ერთი მხრივ,
იცოდნენ, რომ უფრო კეთილშობილური და ჭკვიანური ის იქნებოდა,
ცდუნებისათვის გაეძლოთ, არ შეეყოვნებინათ ჯეინი და არ გაესინჯები-
ნათ მისთვის ადვილი და ლაღი ცხოვრების გემო – ის, რაზე უარის
182
თქმაც მას ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევდა; თუმცა, მეორე
მხრივ, გრძნობები არ აძლევდა ამის უფლებას და ყოველგვარ გონივ-
რულ მიზეზს ებღაუჭებოდნენ, რომ განშორების წყეული წუთი რაც შე-
იძლება გადაეწიათ. ასე მაგალითად: მათი ქალიშვილის ქორწილის შემ-
დეგ ჯეინი თავს შეუძლოდ გრძნობდა, ამიტომ მისი მუშაობა წარმოუდ-
გენელი იყო. სამუშაო, რომლის შესრულებაც სრულიად ჯანმრთელ
ადამიანსაც კი გაუჭირდებოდა, ძალების ბოლომდე აღდგენამდე ფიზი-
კურ თუ სულიერ სისუსტესთან სრულიად შეუთავსებელი იქნებოდა; ეს
სამუშაო ადამიანის სხეულისა და გონების სრულყოფილებაზე მეტს მო-
ითხოვდა.
რაც შეეხება ქემბპელებთან ერთად ირლანდიაში მის გამგზავრებას,
ჯეინს დეიდისათვის სიმართლე ეთქვა, თუმცა ნაწილობრივ. ნამდვი-
ლად მისი არჩევანი იყო, მეურვეთა არყოფნით ესარგებლა და, მისი ვა-
რაუდით, სრული თავისუფლების ბოლო თვეები გაეტარებინა ჰაიბერი-
ში, იმ კეთილი ნათესავების გვერდით, ვისთვისაც ის ასე ძვირფასი იყო.
ქემპბელები, რაც უნდა ყოფილიყო ნამდვილი მიზეზი, მის სურვილს
უმალ დაეთანხმნენ იმ გაცხადებული მოტივით, რომ საუკეთესო წამა-
ლი მშობლიურ ჰაერზე რამდენიმე თვის გატარება იქნებოდა. მოკლედ,
ჯეინის ჰაიბერიში ვიზიტი გადაწყვეტილი ამბავი იყო, რაც იმას ნიშნავ-
და, რომ მისტერ ფრენკ ჩერჩილთან შეხვედრის მოლოდინით დაღლილ
ჰაიბერის მოუწევდა დასჯერებოდა ჯეინ ფეარფაქსს, რომელსაც მხო-
ლოდ ორ წელიწადში დაგროვილი სიახლეების ჩამოტანა შეეძლო.
ემას არ უხაროდა. მთელი სამი თვის განმავლობაში სასურველზე მე-
ტი და სავალდებულოზე ნაკლები უნდა ეკეთებინა – ნაძალადევი თავა-
ზიანობით უნდა მოჰქცეოდა ადამიანს, რომელიც არ მოსწონდა! თუმცა,
კითხვაზე, რატომ არ მოსწონდა მის ფეარფაქსი, პასუხი არც ისე იოლი
იყო. ერთხელ, მისტერ ნაიტლიმ მიახალა, იმიტომ არ მოგწონთ, რომ
მასში ისეთ განათლებულ ადამიანს ხედავთ, როგორადაც თქვენ გინ-
დათ, რომ ჩაგთვალონო. რა თქმა უნდა, ემამ ბრალდება მაშინვე მხურ-
ვალედ უარყო, მაგრამ მარტო დარჩენილი, თავის თავს გამოუტყდა, იქ-
ნებ მისტერ ნაიტლის ეს არგუმენტი არც ისე უსუსურიაო.
183
„მასთან დაახლოება შეუძლებელია. მასში იმდენი სიცივე და თავშე-
კავებულობაა, რომ... თანაც, ხაზგასმით გულგრილად ეკიდება ჩემს მის-
დამი დამოკიდებულებას... გარდა ამისა, აუტანელია დეიდამისი! რა
ლაქლაქაა! აუტანელია მის გარშემო მუდმივი ფაციფუციც! რატომღაც
ყველას ჰგონია, რომ ახლო მეგობრები უნდა ვიყოთ და, რადგან ტოლე-
ბი ვართ, აუცილებლად ძალიან უნდა მოგვწონდეს ერთმანეთი!“ – ეს
გახლდათ თავად ემას არგუმენტები. ამაზე დამაჯერებელს ვერაფერს
იგონებდა.
ჯეინ ფეარფაქსის ყოველ ნაკლს ისე აბუქებდა ემას ფანტაზია, რომ
როცა გოგონა ჰაიბერიში ჩამოდიოდა, მასთან პირველი შეხვედრის შემ-
დეგ, ემას ყოველთვის სინდისი ქენჯნიდა – გულს უსამართლოდ ვტკე-
ნო. ახლაც, ორწლიანი ინტერვალის შემდეგ, როცა ჯეინი ჩამოვიდა და
ემამაც, წესისამებრ, ინახულა, მონუსხა ჯეინის გარეგნობამ და მანე-
რებმა, არადა, მის გარეგნობასაც და მანერებსც მთელი ორი წლის გან-
მავლობაში მუდმივად აკნინებდა. ჯეინ ფეარფაქსი უდავოდ გამორჩეუ-
ლად ელეგანტური იყო; ემა კი ადამიანში ყველაზე მეტად სწორედ ელე-
განტურობას აფასებდა. ჯეინს ისეთი სიმაღლე ჰქონდა, ყველა იფიქ-
რებდა, მაღალიაო და ვერავინ იტყოდა, ძალიან მაღალიაო; სხეული –
საოცრად მოხდენილი; აღნაგობა – შეუდარებელი, არც მსუქანი ეთქმო-
და და არც მეტისმეტად გამხდარი, თუმცა ავადმყოფობას თავისი ბო-
როტი კვალი მაინც დაეჩნია. შეუძლებელი იყო ამ სილამაზის არშემ-
ჩნევა. ემას დაჰვიწყებოდა მისი გამორჩეულად ლამაზი სახე – არა სწო-
რი, მაგრამ თვალისმომჭრელად ლამაზი ნაკვთები. მის ღრმა, ნაცრის-
ფერ თვალებს, ხშირ წამწამებსა და წარბებს მის ვუდჰაუზი არც არას-
დროს უკარგავდა ღირსებას, მაგრამ კანის ფერს კი სულ უწუნებდა –
უფერულიაო, თუმცა, ამჯერად ჯეინის კანი იმდენად კრიალა და ნაზი
ეჩვენა, რომ აღიარა – ფერი ნამდვილად არაფერში სჭირდებაო. ერთი
სიტყვით, შეუძლებელი იყო, თვით ემაც კი არ მოხიბლულიყო ჰაიბე-
რისთვის ასე იშვიათი ელეგანტურობით. ჯეინ ფეარფაქსში არ იყო არა-
ვითარი მდაბიო ვულგარულობა, მხოლოდ – გამორჩეული, ღირსეული
დახვეწილობა.
184
მოკლედ, პირველი ვიზიტისას, ემა ჯეინ ფეარფაქსს ორმაგად თვით-
კმაყოფილი შესცქეროდა: მოსწონდა საკუთარი თავი იმის გამო, რომ
შეეძლო, გოგონას ცქერით სიამოვნება მიეღო, და იმის გამოც, რომ
გულში გადაეწყვიტა, ამიერიდან უნდა მომეწონოსო. მართლაც, როცა
მის ცხოვრებისეულ ისტორიას ჩაუღრმავდა; როცა გააცნობიერა მისი
სილამაზე და მიხვდა, რომ მთელი ეს ელეგანტურობა განწირული იყო;
როცა დაფიქრდა, მალე საიდან სად მოუწევდა გადაბარგება და როგო-
რი ცხოვრება ელოდა წინ, მხოლოდ თანაგრძნობითა და პატივისცემით
განიმსჭვალა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენდა,
თუ ამ საყოველთაოდ ცნობილ გარემოებებს კიდევ ერთი, სრულიად შე-
საძლო გარემოება შეემატებოდა, რაც ემას ყოვლად ბუნებრივად ეჩვე-
ნებოდა: ეს გახლდათ ჯეინის ნაზი გრძნობები მისტერ დიქსონისადმი.
სწორედ ამის გათვალისწინებით, ჯეინ ფეარფაქსისგან მსხვერპლის გა-
ღება კიდევ უფრო მეტ სიბრალულსა და პატივისცემას იწვევდა. ემა
ფრიად მოწადინებული იყო, გაემართლებინა ჯეინი და ასე ერთი ხელის
მოსმით არ დაებრალებინა მისთვის მისტერ დიქსონის შეცდენა, მეგობ-
რის ღალატი ან სხვა რაიმე ვერაგული საქციელი, რაც თავდაპირველმა
წარმოსახვამ უკარნახა. თუ საქმე სიყვარულს ეხებოდა, მაშინ ეს მხო-
ლოდ ჯეინის უბრალო, ცალმხრივი, წარუმატებელი სიყვარული უნდა
ყოფილიყო. საბრალო გოგონას ალბათ საწამლავად ედებოდა მისტერ
დიქსონისა და მისი მეგობრის თანამოსაუბრედ ყოფნის ყოველი წამი,
ახლა კი ყველაზე სუფთა და უმწიკვლო მოტივებით, თავს ირლანდიაში
წასვლის უფლებას არ აძლევდა; მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, მის-
ტერ დიქსონთან და მის ახლობლებთან ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა
და დამქანცველი სავალდებულო კარიერა რაც შეიძლება მალე დაეწყო.
საბოლოოდ, ბეიტსების სახლიდან გამოსული ემა გზად ჰარტფილ-
დისკენ ერთობ დარდობდა, რომ ჰაიბერიში არ ეგულებოდა ისეთი ღირ-
სეული ახალგაზრდა კაცი, ვინც ჯეინს თავისუფლებას შეუნარჩუნებდა
– არავინ, ვისაც მისთვის გაიმეტებდა.
ემას თანაგრძნობა ხანმოკლე აღმოჩნდა (თუ არ ჩავთვლით მისტერ
ნაიტლისთვის ნათქვამ ამ სიტყვებს: „უდავოდ იმაზე უკეთესია, ვიდრე
185
უბრალოდ სიმპათიური!“). სანამ ჯეინთან მარადიულ მეგობრობას სა-
ჯაროდ აღიარებდა ან მცდარი წინასწარგანწყობისა და შეცდომების გა-
მოსწორებას შეუდგებოდა, ჰარტფილდში ბეიტსებთან ერთად გატარე-
ბულმა საღამომ ყველაფერი ჩვეულ მდგომარეობაში დააბრუნა და ძვე-
ლებურმა გაღიზიანებამ ისევ იჩინა თავი. დეიდა ისევ ისეთი მოსაწყენი
იყო – ორმაგად მოსაწყენი, რადგან დისშვილის ქება-დიდებას ახლა მის
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შფოთვაც ემატებოდა; გარშემომ-
ყოფთ წვრილად უნდა შეეტყოთ, რა ციცქნა კარაქიანი პურით ისაუზმა
ჯეინმა და რა ციცქნა ცხვრის ხორცის ნაჭრით ისადილა; უნდა დაეთვა-
ლიერებინათ მის ბეიტსისა და დედამისის ახალი ჩაჩები და საკერავი
ტომრები... როცა მუსიკის მოსმენა მოინდომეს და ემა იძულებული გახ-
და, დაეკრა, რასაც, ცხადია, მადლობა და ქება მოჰყვა, მას მოეჩვენა,
რომ ჯეინის თავაზიანობა სულაც არ იყო გულწრფელი და ამით სინამ-
დვილეში თავის მედიდურობასა და უპირატესობას უსვამდა ხაზს. გარ-
და ამისა– და ეს ყველაზე ცუდი იყო – ჯეინი მეტისმეტად ცივად და
ფრთხილად იქცეოდა! ვერაფრით გაიგებდი, თავაზიანობის მანტიაში
გახვეული, სინამდვილეში რას ფიქრობდა.
ყველაზე მეტ თავდაჭერილობას კი უეიმათისა და დიქსონების თემა-
ზე იჩენდა. აშკარად ცდილობდა, ზედმეტი არაფერი წამოსცდენოდა
მისტერ დიქსონის ჭეშმარიტ ბუნებაზე, თავის დამოკიდებულებაზე მის
მიმართ, ან თუნდაც იმაზე, თუ რამდენად შეეფერებოდა ახალდაქორ-
წინებული წყვილი ერთმანეთს. მხოლოდ რაღაც ზოგად, ზრდილობიან-
სა და არაფრისმომცემ ფრაზებს ისროდა. ხელმოსაჭიდი არაფერი დას-
ცდენია. ემამ მისი ამ გადაჭარბებული სიფრთხილის მიღმაც არაგულ-
წრფელობა დაინახა და კვლავ თავის პირვანდელ მოსაზრებებს დაუბ-
რუნდა – სულ უფრო ნაკლებად ეპარებოდა ეჭვი, რომ ჯეინი იმაზე
მეტს მალავდა, ვიდრე მისტერ დიქსონისადმი საკუთარი გრძნობები
იყო. ხომ შეიძლებოდა, მისტერ დიქსონი ორ მეგობარს შორის არჩევა-
ნის წინაშე დამდგარიყო და მის ქემპბელი მომავალი თორმეტი ათასი
ფუნტის გამო აერჩია?!

186
ჯეინი თავშეკავებულობას არც სხვა თემების განხილვისას ღალა-
ტობდა. ყველამ იცოდა, რომ ის და მისტერ ფრენკ ჩერჩილი უეიმათში
ერთსა და იმავე დროს იმყოფებოდნენ და ასე თუ ისე იცნობდნენ ერ-
თმანეთს, თუმცა, ემამ ერთი სიტყვაც კი ვერ დასცინცლა ახალგაზრდა
კაცის შესახებ.
– სიმპათიური იყო?
– ძალიან დახვეწილ ახალგაზრდა კაცად მიაჩნიათ.
– სასიამოვნო ადამიანია?
– ზოგადად, სასიამოვნო ადამიანად მიაჩნიათ.
– გონიერი კაცია? განათლებული?
– საზღვაო კურორტზე ან რიგით ლონდონურ საღამოზე ძნელია ამ
კუთხით აზრის შექმნა.
არცთუ ხანგრძლივი ნაცნობობის პირობებში, ერთადერთი, რაზეც
თამამად შეიძლებოდა მსჯელობა, გახლდათ მანერები – ჯეინის აზრით,
მისტერ ფრენკ ჩერჩილის მანერები ყველას მოსწონდა.
ემას არ შეეძლო ჯეინის პატიება.

187
თავი 3

ემას არ შეეძლო ჯეინის პატიება. მაგრამ რადგან სტუმრებს შორის


მყოფმა მისტერ ნაიტლიმ მის ვუდჰაუზს ვერც გაღიზიანება შეატყო და
ვერც გულისწყრომა – პირიქით, ორმხრივი საკადრისად ყურადღებიანი
და სასიამოვნო ჟესტების მოწმე გახდა, მომდევნო დილას, ჰარტფილ-
დში მისტერ ვუდჰაუზთან საქმეზე მისულმა, ზოგადი კმაყოფილება გა-
მოთქვა. უფრო გულღიადაც ილაპარაკებდა, რომ არა მისტერ ვუდჰა-
უზი, მაგრამ საკმარისად ნათლად ისაუბრა, რომ ემა ყველაფერს მიმ-
ხვდარიყო. მისტერ ნაიტლი, რომელიც სულ იმას საყვედურობდა მის
ვუდჰაუზს, ჯეინს უსამართლოდ ექცევიო, ახლა მეტად კმაყოფილი ჩან-
და.
– ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, – დასძინა სტუმარმა მას მერე,
რაც დარწმუნდა, რომ მისტერ ვუდჰაუზმა საქმესთან დაკავშირებული
ყველა დეტალი საფუძვლიანად გაიგო, და ქაღალდები გვერდზე გადა-
დო, – გამორჩეულად სასიამოვნო. თქვენ და მის ფეარფაქსმა ერთობ
გვასიამოვნეთ მუსიკით. არც კი ვიცი, ამაზე დიდი განცხრომა რა უნდა
იყოს, სერ, ასე გემრიელად იჯდე შენთვის და მთელი საღამო ორი არაჩ-
ვეულებრივი ახალგაზრდა ქალბატონი გართობდეს მუსიკითა და საუბ-
რით. დარწმუნებული ვარ, გუშინ მის ფეარფაქსმაც ისიამოვნა. თქვენ
საუცხოო იყავით, ემა. გამიხარდა, ამდენის დაკვრის საშუალება რომ
მიეცით; ალბათ ნამდვილი ფუფუნება იყო მისთვის, რადგან, მოგეხსენე-
ბათ, ბებიასთან ინსტრუმენტი არ აქვს.
– მიხარია, თუ კმაყოფილი ხართ, – ღიმილით მიუგო ემამ, – თუმცა,
იმედი მაქვს, არც სხვა დროს შემშლია ჰარტფილდის სტუმრების სათა-
ნადოდ პატივისცემა.
–რა თქმა უნდა, არა, ჩემო ძვირფასო, – მაშინვე კვერი დაუკრა მის-
ტერ ვუდჰაუზმა, – სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ არასდროს გეშ-
ლება. შენსავით ყურადღებიანი და თავაზიანი ცოტა თუ მეგულება.
ზედმეტად ყურადღებიანიც კი ხარ. ჩემი აზრით, წუხელ ფუნთუშების
ერთხელ ჩამოტარებაც სრულიად საკმარისი...
188
– არა, – მისტერ ნაიტლიმ სიტყვა გააწყვეტინა მისტერ ვუდჰაუზს, –
ნამდვილად არ გეშლებათ. ხშირად არც მანერები გღალატობთ და არც
კეთილგონიერება. მგონი, ხვდებით, რასაც ვგულისხმობ?
ემას ეშმაკური თვალები შემდეგს ამბობდა: „მშვენივრად ვხვდები,
რასაც გულისხმობთ“, მაგრამ მხოლოდ ეს თქვა: – მის ფეარფაქსი მე-
ტისმეტად თავშეკავებულია.
– სულ ამას არ გეუბნებოდით?! მაგრამ უნდა შეეგუოთ, რადგან მის
თავშეკავებულობას ფესვები მოკრძალებულობაში აქვს გამდგარი, ხო-
ლო ის, რაც წინდახედულებითაა ნაკარნახევი, მხოლოდ დაფასებას თუ
იმსახურებს.
– თქვენ მოკრძალებული გგონიათ. მე კი არა.
– ემა, ჩემო ძვირფასო, – მისტერ ნაიტლი მასთან უფრო ახლოს
მდგარ სკამზე გადაჯდა: – იმედი მაქვს, არ მეტყვით, რომ საღამო სა-
სიამოვნოდ არ გაატარეთ.
– არა, რას ამბობთ! ძალიან ვისიამოვნე საკუთარი თავით – როგორ
დაჟინებით ვსვამდი კითხვებს! და ძალიან გავერთე ასეთი მწირი ინ-
ფორმაციის მიღებით!
– ვწუხვარ, – მხოლოდ ეს თქვა მისტერ ნაიტლიმ.
– იმედი მაქვს, ყველამ ისიამოვნა, – ისევ ჩაერთო მისტერ ვუდჰა-
უზი, – პირადად მე ვისიამოვნე. ერთი პირობა, სიცხემ შემაწუხა, მაგრამ
მერე სკამი ბუხრიდან სულ ცოტათი უკან გავაჩოჩე და აღარ შევწუხე-
ბულვარ. მის ბეიტსი, როგორც ყოველთვის, კარგ გუნებაზე იყო და
ბევრს ლაპარაკობდა, თუმცა ძალიან ჩქარა კი ლაპარაკობს... ძალიან
კარგი ქალია, ისევე, როგორც მისის ბეიტსი. მიყვარს ძველი მეგობრები.
მის ჯეინ ფეარფაქსი კი უდავოდ ძალიან ლამაზი და კარგად აღზრდი-
ლი ახალგაზრდა ქალბატონია. მისტერ ნაიტლი, დარწმუნებული ვარ,
მანაც ფრიად ისიამოვნა, ვინაიდან ემა ჰყავდა გვერდით.
– მართალი ხართ, სერ, და ემამაც ისიამოვნა, ვინაიდან მის ფეარ-
ფაქსი ჰყავდა გვერდით.
მისტერ ნაიტლის აღელვება ეტყობოდა და ემამ მის დასაწყნარებ-
ლად, ყოველ შემთხვევაში, მის დროებით დასაშოშმინებლად მაინც, ისე
189
მგზნებარედ წარმოთქვა შემდეგი სიტყვები, რომ მის გულწრფელობაში
ეჭვს ვერავინ შეიტანდა: – ისეთი ელეგანტურია, რომ თვალს ვერ მოს-
წყვეტ. აღფრთოვანებული ვარ, თან მთელი გულით მებრალება.
ემას ამ სიტყვებმა მისტერ ნაიტლი იმაზე მეტად დააკმაყოფილა,
ვიდრე თავად ემა ელოდა, თუმცა, ბეიტსებზე ჩაფიქრებულმა მისტერ
ვუდჰაუზმა არცერთს არ აცალა რამის თქმა: – რა გულსატკენია, ასე
ხელმოკლედ რომ ცხოვრობენ! ძალიან გულსატკენია! ხშირად მინატ-
რია... თუმცა, ბევრს მაინც ვერაფერს შევკადრებთ... კარგი იქნებოდა,
თუნდაც პატარ-პატარა საჩუქრები მიგვეძღვნა ხოლმე... აი, ახლა, მაგა-
ლითად, ღორი დავკალით და ემას უნდა, რომ სუკის ნაჭერი ან ბარკალი
გავუგზავნოთ... კი, ჰარტფილდური ღორის ხორცი სხვა ღორის ხორცზე
ათი თავით მაღლა დგას, მაგრამ მაინც ღორის ხორცია. ამიტომ, ემა, ჩე-
მო საყვარელო, უნდა დავრწმუნდეთ, რომ წვრილად დაჭრიან და კარ-
გად მოშუშავენ, ჩვენთან რომ შუშავენ, ისე, სულ უცხიმოდ, და არ მოხ-
რაკავენ, თორემ კუჭი მოხრაკულ ღორის ხორცს ვერ იტანს... მგონი,
ბარკლის გაგზავნა სჯობს, არა, საყვარელო?
– მამა, ჩემო ძვირფასო, ვიცოდი, რომ ასე ისურვებდი. ამიტომ უკვე
გავუგზავნე ბარკალიც, რომელსაც დაამარილებენ, და სუკის ნაჭერიც,
რომელსაც ისე შეკმაზავენ, როგორც გაუხარდებათ.
– ჩემო საყვარელო, მგონი, საუკეთესო გადაწყვეტილებაა. თუმცა,
ბარკალი არ უნდა დაამლაშონ. ჰოდა, თუ არ დაამლაშებენ და ისე მო-
ხარშავენ, როგორც ჩვენი სერლი ხარშავს, თუ ზომიერადაც მიირთმევენ
მოხარშულ თალგამთან და ცოტაოდენ სტაფილოსთან ან ძირთეთრას-
თან ერთად, მაშინ, ჩემი აზრით, ნამდვილად არ აწყენს.
– ემა, – მიმართა მისტერ ნაიტლიმ ცოტა ხნის შემდეგ, – თქვენთვის
ახალი ამბავი მაქვს. ვიცი, გიყვართ ახალი ამბები, ჰოდა, აქ რომ მოვ-
დიოდი, რაღაც ისეთი გავიგე, რაც ვფიქრობ, დაგაინტერესებთ.
– ახალი ამბავი? რა თქმა უნდა, ახალი ამბები ძალიან მიყვარს! აბა,
მითხარით! ასე რატომ გეღიმებათ? სად შეიტყვეთ? რენდალსში?

190
– არა. რენდალსთან ახლოსაც კი არ ჩამივლია... – მისტერ ნაიტლიმ
მხოლოდ ამის თქმა მოასწრო, რომ კარი გაიღო და ოთახში მის ბეიტსი
და მის ფეარფაქსი შემოვიდნენ.
მისტერ ნაიტლი უმალვე მიხვდა, რომ მისი დრო ამოწურულიყო და
სიტყვასაც ვეღარ ჩააკვეხებდა. მის ბეიტსი თან მადლობებს იხდიდა გა-
მალებით, თან ახალი ამბის სათქმელად ემზადებოდა და იყო ერთ გაწა-
მაწიაში.
– ღმერთო! დილა მშვიდობისა! სერ, ჩემო ძვირფასო, როგორ
გრძნობთ თავს? მის ვუდჰაუზ, საყვარელო, არც კი ვიცი, მადლობა რო-
გორ გადაგიხადოთ. რა არაჩვეულებრივი ღორის ხორცია! საოცრად გუ-
ლუხვი ხართ! გაიგეთ ახალი ამბავი? მისტერ ელტონს ცოლი მოჰყავს!
ემა, რომელიც იმწუთას საერთოდ არ ფიქრობდა მისტერ ელტონზე,
გაოგნდა – იმდენად, რომ არათუ შეცბა, გაწითლდა კიდეც.
– მეც სწორედ ამის თქმას ვაპირებდი. ვიცოდი, დაგაინტერესებდათ,
– მისტერ ნაიტლის ღიმილში ერთგვარი ტრიუმფი იგრძნობოდა და ემას
თითქოს ძველ კამათს ახსენებდა.
– კი მაგრამ, თქვენ სადღა გაიგეთ? – წამოიძახა მის ბეიტსმა, – სად
შეიძლებოდა, გაგეგოთ, მისტერ ნაიტლი? ხუთი წუთის წინ მისის ქო-
ულისგან წერილი მივიღე. დიახ, ხუთ წუთზე მეტი ნამდვილად არ იქნე-
ბა. ის-ის იყო, ქუდი დავიხურე, ლაბადა შემოვისხი და უნდა გამოვსუ-
ლიყავი... ოღონდ ჯერ ქვემოთ უნდა ჩავსულიყავი, რომ პათის დავლა-
პარაკებოდი ღორის ხორცზე... ჯეინი შემოსასვლელში იდგა... არა, ჯე-
ინ? იმიტომ, რომ დედაჩემი ღელავდა – დასამარილებლად საკმარისად
დიდი ტაფა არა გვაქვსო... ჰოდა, ვუთხარი, ქვემოთ ჩავალ-მეთქი, ჯეინ-
მა კი მითხრა, მე ხომ არ ჩავიდე? მგონი, ცოტათი გაციებული ხარ, პა-
თიმ კი ეს-ესაა, სამზარეულო მორეცხაო. „ღმერთო! ჩემო საყვარელო!“
– ვუპასუხე და, აი, ზუსტად იმწამს მისის ქოულის წერილი მოვიდა.
ვინმე მის ჰოკინსი ბათიდან. მეტი არაფერი ვიცი. მაგრამ, მისტერ ნაიტ-
ლი, თქვენ როგორღა შეიტყვეთ? რაწამსაც მისტერ ქოულმა შეატყობი-
ნა, იმავე წამს დაჯდა მისის ქოული და მომწერა. მის ჰოკინსი...

191
– საათ-ნახევრის წინ მისტერ ქოულს საქმეზე შევუარე. მისტერ ელ-
ტონის წერილის კითხვა იმწამის დამთავრებული ჰქონდა და უმალ გა-
მომიწოდა.
– ჰო, ეს ძალიან... ახალი ამბავი ასე საყოველთაოდ საინტერესო,
მგონი, აქამდე არასდროს ყოფილა... სერ, ჩემო ძვირფასო, საოცრად გუ-
ლუხვი ხართ. დედაჩემმა უღრმესი მადლობა შემოგითვალათ – ათასი
მადლობა. ამბობს, ძალიან მათამამებსო.
– ჩვენ მიგვაჩნია და ეს მართლაც ასეა... – მიუგო მისტერ ვუდჰაუზ-
მა, – რომ ჰარტფილდური ღორის ხორცი ყველა ღორის ხორცს სჯობს.
ამდენად, მე და ემამ ძალიან დიდი სიამოვნებით...
– ღმერთო! სერ, ჩემო ძვირფასო, როგორც დედაჩემი ამბობს, ზედმე-
ტად კეთილი მეგობრები გვყავს. თუკი არსებობენ ადამიანები, რომელ-
თაც უფულოდ აქვთ ყველაფერი, რასაც მოისურვებენ, მაშინ უთუოდ
ჩვენ ვართ! თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ „ჩემი მამულები მშვენიერ
ადგილებში მერგო, სამკვიდროც მოსაწონია ჩემთვის“.48 მაშ, მისტერ ნა-
იტლი, წერილი თქვენი თვალით გინახავთ! მაშ...
– მოკლე წერილი იყო, მხოლოდ ამ ცნობის შემცველი, თუმცა, ცხა-
დია, საზეიმო, – მისტერ ნაიტლიმ ემას ეშმაკურად გადახედა, – ზუსტი
შინაარსი აღარც მახსოვს ან რა დასამახსოვრებელია?! არსი ის იყო,
რომ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ცოლადვინმე მის ჰოკინსის შერთვას
აპირებს. ჩანს, ყველაფერი სულ ცოტა ხნის წინ გადაწყდა.
– მისტერ ელტონს ცოლი მოჰყავს! – წამოიძახა ემამ, როგორც კი
ლაპარაკის უნარი დაუბრუნდა, – მივულოცოთ და ყველაფერი საუკე-
თესო ვუსურვოთ.
– ცოლისათვის მეტისმეტად ახალგაზრდაა, – შენიშნა მისტერ ვუდ-
ჰაუზმა, – სჯობდა, არ აჩქარებულიყო. ჩემი აზრით, ისედაც მშვენივ-
რად გრძნობდა თავს. ჰარტფილდში მისი ნახვა მუდამ გვახარებდა.
– ახალი მეზობელი გვეყოლება, მის ვუდჰაუზ! – მხიარულად შესძახა
მის ბეიტსმა, – დედაჩემი ძალიან გახარებულია. ამბობდა, სამღვდელო

48
მის ბეიტსი ციტატას ამბობს ფსალმუნიდან 15(16):6.
192
სახლი დიასახლისის გარეშე მებრალებაო. მართლაც დიდებული ახალი
ამბავია. ჯეინ, შენ მისტერ ელტონს არ შეხვედრიხარ! დარწმუნებული
ვარ, ცნობისმოყვარეობით იწვი.
მწველი ცნობისმოყვარეობისა ჯეინს არაფერი ეტყობოდა, პირიქით
– ფიქრებით თითქოს სულ სხვაგან იყო და თავისი სახელის გაგონებამ
გამოაფხიზლა.
– მისტერ ელტონი არასდროს მინახავს... მაღალი კაცია?
– ვინ როგორ უპასუხებს ამ კითხვას?! – წამოიძახა ემამ, – მამაჩემი
დადებით პასუხს გასცემდა, მისტერ ნაიტლი – უარყოფითს, აი, მე და
მის ბეიტსი კი გეტყვით, რომ საშუალო სიმაღლისაა. მის ფეარფაქს,
გარკვეული დროის შემდეგ მიხვდებით, რომ მისტერ ელტონი ჰაიბერიში
სრულყოფილების სტანდარტს ქმნის როგორც გარეგნულად, ისე შინა-
განად.
– მართალი ბრძანდებით, მის ვუდჰაუზ, – კვერი დაუკრა მის ბეიტ-
სმა, – ჯეინი მალე დარწმუნდება ამაში. საუკეთესო ახალგაზრდა კაცია.
მაგრამ, ჯეინ, ჩემო ძვირფასო, თუ გახსოვს, გუშინ გეუბნებოდი, ზუს-
ტად მისტერ პერის სიმაღლისაა-მეთქი. მის ჰოკინსი კი ალბათ არაჩ-
ვეულებრივი ახალგაზრდა ქალია. არასდროს დავივიწყებ მისტერ ელ-
ტონის საოცარ ყურადღებას დედაჩემის მიმართ... სულ უნდოდა, სამ-
ღვდელო სახლის ოჯახის წევრთათვის განკუთვნილ მერხზე დაესვა, რა-
თა უკეთ გაეგო მისი ხმა, რადგან, მოგეხსენებათ, დედაჩემს ცოტათი
ყურთასმენა აკლია... სერიოზული არაფერი. ჯეინი ამბობს, არც პოლ-
კოვნიკ ქემპბელს აქვს სრულყოფილი სმენაო. პოლკოვნიკს ეგონა, ცხე-
ლი აბაზანები მოუხდებოდა, მაგრამ, ჯეინის თქმით, თურმე დიდი ვე-
რაფერი სარგებელი მოუტანა. მოგეხსენებათ, პოლკოვნიკი ქემპბელი
ჩვენი მფარველი ანგელოზია. მისტერ დიქსონიც ძალიან მომხიბლავი
ახალგაზრდა კაცი ჩანს, იმსახურებს პოლკოვნიკისნაირ სიმამრს. რა
ბედნიერებაა, კარგ ხალხს რომ ბედი ერთმანეთს შეახვედრებს... თუმცა,
ამაში უცნაური არაფერია. ახლა მისტერ ელტონიც დაგვიბრუნდება მის
ჰოკინსთან ერთად! ჰო, ქოულებიც რა მშვენიერი ხალხია! და მისტერ
პერის ოჯახი?! ამ წყვილზე უკეთესი და ბედნიერი წყვილი, მგონი, ამ-
193
ქვეყნად არც არსებობს. სერ, ხშირად ვამბობ ხოლმე, – მის ბეიტსი მის-
ტერ ვუდჰაუზს მიუბრუნდა, – რომ ბევრი ვერ დაიკვეხნის ისეთი შესა-
ნიშნავი საზოგადოებით, როგორიც ჰაიბერიშია. სულ ვამბობ, მეზობლე-
ბის სახით, ღმერთმა წყალობა გვიბოძა-მეთქი. სერ, ჩემო ძვირფასო,
დედაჩემის უსაყვარლესი კერძი ღორის ხორცია... ღორის სუკის მწვა-
დი...
– როგორც ვხვდები, – დაიწყო ემამ, – ჯერ არაფერია ცნობილი იმას-
თან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს მის ჰოკინსი, ვინ არის ან
რამდენი ხანია, ერთმანეთს იცნობენ. გული მიგრძნობს, ხანგრძლივ ურ-
თიერთობასთან არ უნდა გვქონდეს საქმე. მისტერ ელტონი მხოლოდ
ერთი თვის წინ არ წავიდა?! – ვერავინ უპასუხა და, მცირე დუმილის
შემდეგ, ემამ კვლავ განაგრძო: – ჩუმად ხართ, მის ფეარფაქს, მაგრამ
იმედი მაქვს, თქვენც გაინტერესებთ ეს ამბავი. მის ქემპბელის წყალო-
ბით, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, ბოლო დროს ალბათ იმდენი
ნახეთ და გაიგეთ, რომ ნამდვილად ვერ გაპატიებთ, მისტერ ელტონისა
და მის ჰოკინსის მიმართ ახლა გულგრილობას თუ გამოიჩენთ.
– ალბათ მაშინ დავინტერესდები, – მიუგო ჯეინმა, – როცა მისტერ
ელტონს ვნახავ. მანამდე კი ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება მის ქემ-
პბელს, მისი ქორწინებიდან უკვე რამდენიმე თვე გავიდა და შთაბეჭდი-
ლებებიც გაუფერულდა.
– ჰო, ზუსტად ერთი თვეა, რაც წავიდა, როგორც თქვენ აღნიშნეთ,
მის ვუდჰაუზ, – კვლავ ჩაერთო მის ბეიტსი, – გუშინ შესრულდა ერთი
თვე. ვინმე მის ჰოკინსი! არადა, სულ მეგონა, აქაურ ქალს შეირთავს-
მეთქი. არა, კი არ... თუმცა, მისის ქოულმა ერთხელ ჩურჩულით მით-
ხრა... მაგრამ მაშინვე ვუპასუხე: „არა! მისტერ ელტონი ყოვლად ღირ-
სეული კაცია, მაგრამ...“ მოკლედ, მგონი, მსგავსი რამეების მიხვედრაში
მაინცდამაინც სხარტი არა ვარ. არც მაქვს პრეტენზია. მხოლოდ იმას
ვხედავ, რაც ცხვირწინ მიდევს. მეორე მხრივ, არავის გაუკვირდებოდა,
მისტერ ელტონს მართლაც რომ ეცადა და... მის ვუდჰაუზი ისეთი გულ-
კეთილია, რომ ჭორაობის უფლებას მაძლევს; იცის, რომ ამქვეყნად ვე-
რაფერი მაიძულებს, რაიმე საწყენი ვთქვა... მის სმითი როგორ არის?
194
ჩემი აზრით, უკვე ბოლომდე გამოკეთდა. მისის ნაიტლისგან ხომ არაფე-
რი შეგიტყვიათ ბოლო დროს? ღმერთო, რა საყვარელი ბავშვები ჰყავს!
ჯეინ, იცი, მისტერ დიქსონი სულ როგორი წარმომიდგენია? მგონია,
რომ მისტერ ჯონ ნაიტლის ჰგავს. მასავით მაღალია, წარმოსადეგი და
ლაპარაკის არცთუ დიდად მოყვარული.
– ცდები, დეიდა, ჩემო ძვირფასო. ოდნავადაც არ ჰგვანან ერთმანეთს.
– რა უცნაურია! თუმცა, წინასწარ ვერავის ზუსტ პორტრეტს ვერ
შექმნი. უბრალოდ, ფანტაზიას აძლევ გასაქანს. შენ ამბობ, რომ მისტერ
დიქსონი სიმპათიური არ არის?
– სიმპათიური?! ღმერთო, არა! სიმპათიურობისგან მეტად შორსაა.
გითხარი კიდეც, ძალიან უბრალოა-მეთქი.
– ჩემო საყვარელო, შენ თქვი, მის ქემპბელს უბრალო არ ჰგონიაო და
შენ...
– ოჰ! რაც შემეხება მე, ჩემი შეფასებები საერთოდ არაა ყურადსაღე-
ბი. ადამიანი, თუ მას პატივს ვცემ, სიმპათიურიც მგონია. თუმცა, როცა
გითხარით, უბრალოა-მეთქი, მხოლოდ მის შესახებ გავრცელებულ სა-
ერთო აზრს დავეყრდენი.
– ჯეინ, ჩემო ძვირფასო, სამწუხაროდ, უნდა გავიქცეთ. მგონი, ამინ-
დი ფუჭდება და ბებო ინერვიულებს. მის ვუდჰაუზ, თქვენი დიდი ხათრი
გვაქვს, მაგრამ მართლა უნდა წავიდეთ. ნამდვილად ყოვლად სასიამოვ-
ნო ახალი ამბავია, არა?! აქედან მისის ქოულთან შევივლი, მაგრამ სამ
წუთზე მეტს არ გავჩერდები. ჯეინ, სჯობს, პირდაპირ შინ წახვიდე, თო-
რემ წვიმაში მოჰყვები! მგონი, ჰაიბერის ჰაერი უკვე დაეტყო. მადლობა
ღმერთს, ასეა. მისის გოდარდის მონახულებას კი ახლა ნამდვილად არ
ვაპირებ, რადგან მგონი, მხოლოდ მოხარშული ღორის ხორცი თუ ადარ-
დებს. აი, როცა ბარკალს შევკმაზავთ, სულ სხვა საქმე იქნება! სერ, ჩემო
ძვირფასო, მშვიდობიან დილას გისურვებთ. უჰ, მისტერ ნაიტლიც მო-
დის. ჰოდა, ძალიანაც კარგი! – ჯეინი თუ დაიღლება, დარწმუნებული
ვარ, სიკეთეს გამოიჩენთდა ნებას მისცემთ, მკლავზე დაგეყრდნოთ... ჰმ,
მისტერ ელტონი და მის ჰოკინსი!.. ბედნიერ დილას გისურვებთ!

195
სტუმრების წასვლის მერე, ემა თან ახალგაზრდების ნაჩქარევად
ქორწინებაზე მოვიშვიშე მამას უსმენდა, თან კი თავისსავე გულისთქმას
უგდებდა ყურს. პირადად მისთვის ეს, ერთი მხრივ, მეტად თავშესაქცე-
ვი და სასურველი ამბავი იყო, რადგან მოწმობდა, რომ მისტერ ელტონი
დიდად არ დატანჯულა; მეორე მხრივ კი – სამწუხაროც, რადგან იცო-
და, რომ ჰარიეტს გული ძალიან ეტკინებოდა. ერთადერთი, რაც მის
ვუდჰაუზს შეეძლო, ის იყო, რომ სხვებისთვის დაესწრო და ეს ამბავი
მეგობრისათვის თავადვე მოეხსენებინა. დღის ამ მონაკვეთში ჰარიეტი
ჰარტფილდს სტუმრობდა ხოლმე და გზად შეიძლება მის ბეიტსს გადაჰ-
ყროდა! ხოლო თუ მის ბეიტსი მოსალოდნელ წვიმას მაინც მისის გო-
დარდთან შეაფარებდა თავს, ჰარიეტს უდავოდ მოუწევდა ახალ ამბავ-
თან შეუმზადებლად შეჯახება.
მართლაც, კოკისპირულად გაწვიმდა, მაგრამ მალევე გადაიღო და
ხუთ წუთში ოთახში ჰარიეტიც შემოვიდა – აღტყინებულ გამომეტყვე-
ლებაზე ეტყობოდა, რომ ემას ნახვას ძალიან ჩქარობდა, რაც დაადას-
ტურა კიდეც შემოსვლისთანავე ნათქვამმა სიტყვებმა: „ღმერთო, მის
ვუდჰაუზ! ვერც კი წარმოიდგენთ, რა მოხდა!“ ეჭვი არ იყო, დარტყმა
უკვე მიეყენებინათ, ამიტომ, ყველაზე დიდი სიკეთე ემას მხრიდან ახლა
მისი მოსმენა იქნებოდა. და ჰარიეტმაც აღელვებით დაიწყო თავისი ამ-
ბის მოყოლა: მისის გოდარდისგან ნახევარი საათის წინ გამოსულიყო.
ეშინოდა, ვაითუ გაწვიმდესო... ამიტომ ჩქარობდა, რომ ჰარტფილდში
მისვლა მოესწრო. გზად იმ სახლს ჩაუარა, სადაც ერთი ახალგაზრდა
ქალი კაბას უკერავდა, ჰოდა, იფიქრა, ბარემ შევივლი და გავიგებ, რო-
გორ მიდის საქმეო. ერთი წუთიც კი არ დაუკარგავს, მაგრამ რომ გამო-
ვიდა, გაწვიმდა. აღარ იცოდა, რა ექნა. რაც შეეძლო სწრაფად გაიქცა
და ფორდთან შეაფარა თავი (ფორდი შალითა და ტილოთი მოვაჭრე,
სიდიდისა და მოდის თვალსაზრისით, იმ მხარეში მთავარი საგალანტე-
რიო მაღაზიის მეპატრონე გახლდათ).
„დაახლოებით ათიოდ წუთში კი... ვინ შემოვიდა მაღაზიაში? ეს ყოვ-
ლად უცნაური იყო... თუმცკი, სულ ფორდთან დადიოდნენ... ვინ და
ელიზაბეთ მარტინი ძმასთან ერთად!“ – მის ვუდჰაუზ, ჩემო საყვარე-
196
ლო! წარმოიდგინეთ! მეგონა, გული წამივიდოდა. აღარ ვიცოდი, რა მექ-
ნა. კართან ახლო ვიჯექი და ელიზაბეთმაც მაშინვე დამინახა, დარწმუ-
ნებული ვარ, დამინახა, მაგრამ უმალ გვერდზე გაიხედა და არაფერი
შეიმჩნია. აი, მის ძმას კი არ დავუნახივარ – ქოლგას კეცავდა. მერე
ორივენი მაღაზიის მეორე ბოლოსკენ დაიძრნენ, მე კი კვლავ კართან ვი-
ჯექი! ღმერთო დიდებულო! იცით, რა უბედურად ვიგრძენი თავი?! დარ-
წმუნებული ვარ, საკუთარი კაბასავით გავთეთრდი. ხომ გესმით, თავ-
სხმა წვიმაში ვერსად წავიდოდი, მაგრამ იმწუთას მერჩივნა, მიწა გამ-
სკდომოდა. ღმერთო! მის ვუდჰაუზ, ჩემო საყვარელო! მგონი, მისტერ
მარტინმა გამოიხედა და დამინახა, რადგან იმის ნაცვლად, რომ ელიზა-
ბეთის საყიდლებისთვის მიეხედათ, გაჩერდნენ და აჩურჩულდნენ. დარ-
წმუნებული ვარ, ჩემზე ლაპარაკობდნენ. რატომღაც ჩავთვალე, რომ
მისტერ მარტინი დას არწმუნებდა, მიესალმეო... თქვენი აზრით, შეიძ-
ლება, ასე ყოფილიყო, მის ვუდჰაუზ? ...ეს იმიტომ ვიფიქრე, რომ ცოტა
ხანში, ელიზაბეთი მომიახლოვდა და მკითხა, როგორ ხარო, თითქოს
მზად იყო, ხელიც კი ჩამოერთმია, თუ მე ჩამოვართმევდი. არა ძველე-
ბურად თავისუფლად, მაგრამ თითქოს მაინც ცდილობდა, მეგობრული
ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, მართლაც ჩამოვართვით ხელი ერთმა-
ნეთს და ცოტა ხანს ვილაპარაკეთ კიდეც. არც კი მახსოვს, რას ვეუბნე-
ბოდი... სულ ვკანკალებდი! მახსოვს, მითხრა, ვწუხვარ, რომ ერთმანეთს
ვეღარ ვხვდებითო. ლამის ვიფიქრე, რა კეთილშობილურია მისი მხრი-
დან-მეთქი. მის ვუდჰაუზ, საყვარელო, იცით, მართლა რა უბედური ვი-
ყავი? ამასობაში წვიმამ იკლო და მტკიცედ გადავწყვიტე, რადაც უნდა
დამჯდომოდა, გავსულიყავი... უცებ... წარმოიდგინეთ! ჩემკენ მისტერ
მარტინიც გამოემართა! – ნელი ნაბიჯით, თითქოს ყოყმანობსო. მოკ-
ლედ, მოვიდა და დამელაპარაკა... მეც ვუპასუხე... თითქმის მთელი ერ-
თი წუთი ასე ვიდექი და თავს საშინლად ვგრძნობდი, მერე როგორღაც
მხნეობა მოვიკრიბე და ვთქვი, აღარ წვიმს და უნდა წავიდე-მეთქი, და
წამოვედი კიდეც. მაღაზიის კარიდან სამი იარდიც არ მქონდა გავლი-
ლი, რომ მისტერ მარტინი დამეწია და მხოლოდ ის მითხრა, თუ ჰარ-
ტფილდში მიდიხართ, სჯობს, ქოულის საჯინიბოების გავლით წახვი-
197
დეთ, ვინაიდან მოკლე გზა წვიმამ დატბორაო. ღმერთო დიდებულო! მე-
გონა, მიწა გამისკდებოდა! ვუთხარი, დიდად გმადლობთ-მეთქი... მერე
ის მაღაზიაში შებრუნდა, მე კი საჯინიბოების გზით წამოვედი... ჰო,
მგონი იმ გზით მოვედი... წესიერად არც კი მახსოვს. ღმერთო! მის ვუდ-
ჰაუზ, ამას ყველაფერი მერჩივნა! თუმცა, იცით, ერთგვარი კმაყოფილე-
ბა ვიგრძენი, როცა გავაცნობიერე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მა-
ინც ასე თავაზიანად და კეთილად მომექცა ისიც და ელიზაბეთიც. მის
ვუდჰაუზ! დამელაპარაკეთ და დამამშვიდეთ, გემუდარებით.
ემას გულით უნდოდა, ჰარიეტის თხოვნა შეესრულებინა, მაგრამ
იძულებული გახდა, დაფიქრებულიყო. არც თავად იყო მთლად მშვი-
დად. ახალგაზრდა კაცისა და მისი დის საქციელი ჭეშმარიტი გრძნობის
გამოძახილს ჰგავდა, ამის გამო კი ემას ეს ხალხი შეეცოდა. ჰარიეტის
მონათხრობის მიხედვით, მისტერ მარტინის საქციელი წყენისა და ალა-
ლი კეთილშობილების საინტერესო ნაზავს წარმოადგენდა. თუმცა,
უღირს ადამიანებად ემას ისინი არც აქამდე მიაჩნდა. პირიქით. ჰოდა,
რა იცვლებოდა ახლა ამით? მათთან დანათესავება ვითომ უფრო ნაკ-
ლებ უბედურებას მოიტანდა? ამაზე ნერვიულობა ნამდვილად სისულე-
ლე იყო. ცხადია, მისტერ მარტინს სულაც არ უხაროდა ჰარიეტის და-
კარგვა (ეს ოჯახის არცერთ წევრს არ უხაროდა); ალბათ თავს დამცი-
რებულადაც გრძნობდა – პატივმოყვარეობაც შეელახა და გულიც ეტკი-
ნა. ჰარიეტთან ახლო ურთიერთობით კი მთელი ოჯახი დაწინაურებას
ცდილობდა. ბოლოს და ბოლოს, რა ფასი ჰქონდა ჰარიეტის მონათ-
ხრობს?! მისი გულის მოგება ხომ ყველაზე ადვილი იყო? ან რა წონა
ჰქონდა მის საქებარ სიტყვებს, ვისაც გამჭრიახობის ნატამალიც კი არ
გააჩნდა?
ასე რომ, ემამ ძალ-ღონე არ დაიშურა და ჰარიეტი ანუგეშა – ეს ყვე-
ლაფერი უმნიშვნელო წვრილმანია და არ ღირს ნერვიულობადო.
– იმწუთას ალბათ ძალიან ინერვიულეთ, – გახლდათ ემას სიტყვები,
– მაგრამ როგორც ჩანს, მაინც ღირსეულად გაართვით თავი. ახლა კი ეს
უკვე წარსულია და ალბათ არასდროს განმეორდება... ყოველ შემთხვე-

198
ვაში, პირველი შეხვედრის უხერხულობის დაძლევა აღარ მოგიწევთ, ამ-
დენად, არცაა საჭირო ამაზე დარდი.
ჰარიეტი დაეთანხმა, აბსოლუტურად მართალი ხართ და აღარ ვი-
ფიქრებო, მაგრამ სხვა თემაზე გადასვლა ძალიან გაუძნელდა. ჰოდა,
ემაც, მეგობრის გონებიდან მარტინების განდევნის მიზნით, იძულებუ-
ლი შეიქნა, ახალი ამბის თქმა, რასაც აქამდე დიდი სიფრთხილით აპი-
რებდა, დაეჩქარებინა. მისმა ნაამბობმა კი ჰარიეტზე საოცრად იმოქმე-
და: მისი ყოვლისმომცველი გრძნობები მისტერ ელტონისადმიისე უცებ
შეიცვალა, რომ ემა დაიბნა, ვეღარ გაეგო, გახარებოდა თუ გაბრაზებუ-
ლიყო, შერცხვენოდა თუ მხოლოდ გასცინებოდა მეგობრის უეცარ გარ-
დასახვაზე.
თუმცა, გარდასხვამ სულ რამდენიმე წუთს გასტანა და ჰარიეტის
გულსა და გონებაში მალევე განახლდა მისტერ ელტონის რეაბილიტა-
ციის პროცესი. საუბრის ბოლოსკენ ჰარიეტმა იღბლიანი მის ჰოკინსის
მიმართ ყველა მძაფრი ემოცია – ცნობისმოყვარეობა, გაოცება, სინანუ-
ლი, ტკივილი თუ სასოება – ისე გაახმოვანა, რომ ცხადი გახდა, მარტი-
ნებმა მის წარმოსახვაში ისევ მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.
საბოლოო ჯამში, ემა იმ აზრამდე მივიდა, რომ მარტინებთან შეხ-
ვედრით გამოწვეულმა პირველმა შოკმა სინამდვილეში არც იმხელა
კვალი დატოვა, რომ საგანგაშოდ ყოფილიყო საქმე. ჰარიეტს, მისი ამჟა-
მინდელი ცხოვრების გათვალისწინებით, მარტინები ვერსად შეხვდე-
ბოდნენ, თუ, რა თქმა უნდა, განზრახ არ შეეცდებოდნენ მასთან შეხ-
ვედრას, საამისოდ კი ჯერჯერობით ან გამბედაობა არ ჰყოფნიდათ, ან
პირიქით – ზედმეტად ქედმაღლები იყვნენ, რადგან ფაქტი იყო: მას მე-
რე, რაც ჰარიეტმა მისტერ მარტინი უარით გაისტუმრა, მისი დები მი-
სის გოდარდთან ერთხელაც კი არ მისულან. ჰოდა, თავისუფლად შეიძ-
ლებოდა, მთელ წელიწადს ისე ჩაევლო, რომ ბედს ისინი ერთმანეთის-
თვის აღარ შეეხვედრებინა.

199
თავი 4

ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ახლებურ და საინტერესო


მდგომარეობაში ჩავარდნილი მოყვასის მიმართ კეთილად განეწყობა
ხოლმე – გარდაცვლილზე ან ახალდაქორწინებულზე ყოველთვის მხო-
ლოდ კარგს ლაპარაკობენ.
მის ჰოკინსის სახელის პირველად ხსენებიდან ერთი კვირის თავზე
ჰაიბერიში ამ ახალგაზრდა ქალბატონის ყოველგვარი ღირსება – სილა-
მაზე, ელეგანტურობა, განათლებულობა თუ თავაზიანობა – იმდენად
ზედმიწევნით ზუსტად იცოდნენ, რომ უკან დაბრუნებულმა მისტერ
ელტონმა, მიუხედავად დიდი მცდელობისა, საცოლის ღირსებებისთვის
სახელი გაეთქვა, მეზობლების ცნობებს ბევრი ვეღარაფერი შეჰმატა, მი-
სი ნათლობის სახელისა და მუსიკალური გემოვნების გარდა.
მისტერ ელტონი მეტად ბედნიერად გრძნობდა თავს. ჰაიბერიდან შე-
ურაცხყოფილი, დამცირებული და იმედგაცრუებული (იმედი კი, მისი
ღრმა რწმენით, სერიოზული შეგულიანების შედეგად ჩაესახა) გაემ-
გზავრა, უკან კი სხვა ქალზე დანიშნული დაბრუნდა – ცხადია, ბევრად
უკეთეს ქალზე, ვინაიდან, როგორც წესია, დანაკარგს მონაპოვარი უნდა
აღემატებოდეს. მოკლედ, ჩამოვიდა ხალისიანი, თვითკმაყოფილი, ენერ-
გიული და საქმიანი; მის ვუდჰაუზის მიმართ არავითარ ინტერესს აღარ
იჩენდა, მის სმითს კი არაფრად აგდებდა.
მისი რჩეული, მომხიბლავი ოგასტა ჰოკინსი, ყველა გარეგნულ თუ
შინაგან სიკეთესთან ერთად, რამდენიმეათასიან ქონებასაც ფლობდა.
მის ათასებზე ლაპარაკისას ჰაიბერიში ყოველთვის „10“-ს ახსენებდნენ
ხოლმე, რაც, ცხადია, ხელწამოსაკრავი გარემოება არ გახლდათ და მის-
ტერ ელტონს ღირსებას ჰმატებდა. მოკლედ, მისი ამბავი მშვენიერი მო-
საყოლი გახლდათ: მან ათიათასფუნტიანი ქალის გული მოიგო გაცნო-
ბიდან პირველსავე საათს. მათი რომანი, როგორც მისტერ ელტონმა მი-
სის ქოულს უამბო, ერთობ დიდებულად განვითარდა: ყველაფერი შემ-
თხვევითი შეხვედრით დაიწყო, მაგრამ მომდევნო ნაბიჯები სწრაფად
გადაიდგა და პირველ შეხვედრას ძალიან მალე მისტერ გრინთან სადი-
200
ლი მოჰყვა, მერე წვეულება – მისტერ ბრაუნთან; ღიმილი და შეფაკლუ-
ლი ლოყები თუ დარცხვენილი, დაბინდული მზერა თანდათან სულ უფ-
რო მრავლისმეტყველი გახდა. მოკლედ – ყველაზე გასაგები ფრაზა რომ
ვიხმაროთ – ეს ქალბატონი თავიდანვე იმდენად კეთილად განეწყო მის-
ტერ ელტონის მიმართ, რომ სულ ცოტა ხანში თავს არ ზოგავდა, მას
რაც შეიძლება მალე დაჰპატრონებოდა! ჰოდა, მისტერ ელტონის პატივ-
მოყვარეობაც დაკმაყოფილდა და მისი წინდახედული, ანგარებიანი
სურვილებიც – მან მატერიალური სიკეთის მოპოვებაც შეძლო და ემო-
ციურისაც, ანუ ქონებაც მოიპოვა და სიყვარულიც, და ახლა ისეთ ბედ-
ნიერებას განიცდიდა, მას რომ შეეფერებოდა: მხოლოდ თავის თავსა და
საზრუნავებზე ლაპარაკობდა, მილოცვებს იღებდა, გულიანად, თამამად
უღიმოდა ჰაიბერის იმ ახალგაზრდა ქალბატონებს, რომელთაც რამდე-
ნიმე კვირით ადრე ბევრს ვერაფერს შეჰკადრებდა.
ქორწილის დღე შორს აღარ იყო – ეს საკითხი მხოლოდ წყვილზე და
საქორწინო სამზადისისთვის საჭირო დროზე იყო დამოკიდებული. ამ-
დენად, როცა მისტერ ელტონი კვლავ ბათისკენ გაეშურა, ჰაიბერიში
ყველას გაუჩნდა მოლოდინი – რაც მისის ქოულის მრავალმნიშვნელო-
ვანმა მზერამაც დაადასტურა, რომ უკან პატარძალთან ერთად დაბ-
რუნდებოდა.
ემას წესიერად არც უნახავს, თუმცა ხანმოკლე შეხვედრაც კი საკმა-
რისი აღმოჩნდა, დარწმუნებულიყო, რომ პირველი შეხვედრის უხერხუ-
ლობაზე ნერვიულობა არ ღირდა. მისი ცოტათი ნაწყენი და თან გაბ-
ღენძილი იერის დანახვამ, ერთი მხრივ, აფიქრებინა, ოდესღაც სასია-
მოვნო კაცად როგორ წარმომედგინაო; ხოლო მეორე მხრივ, ისეთი
უსიამოვნო ამბები მოაგონა, რომ დიდად მადლობელი იქნებოდა, თუ
აღარასდროს ნახავდა. ერთადერთი სარგებელი, რაც მისტერ ელტონმა
ემას მოუტანა, მორალური იყო: ეს კაცი მისთვის გაკვეთილად იქცა,
რომელიც მუდამ შეახსენებდა, სადამდე მიიყვანა თავისმა ფანტაზიამ.
მისტერ ელტონს ბედნიერებას კი გულწრფელად უსურვებდა, მაგრამ
მისი სიახლოვე ისე აღიზიანებდა, რომ დარწმუნებული იყო, მის კე-

201
თილდღეობას ოცი მილის მანძილიდან უფრო მეტი სიხარულით მი-
ადევნებდა თვალს.
რაც შეეხება მისტერ ელტონის ქორწინებას, მიუხედავად იმისა, რომ
ეს ჰაიბერიში მის სამუდამოდ დაფუძნებას ნიშნავდა, ემას აზრით, კარ-
გიც კი იყო: მისის ელტონის არსებობა ძველებურ სიახლოვეს ფორმა-
ლურ ურთიერთობად უმტკივნეულოდ აქცევდა.
საკუთრივ ქალბატონზე კი ემა ბევრს არ ფიქრობდა. ის მისტერ ელ-
ტონისთვის საკმარისად შესაფერისი ქალი იყო, ჰაიბერისთვის – საკმა-
რისად განათლებული და საკმარისად ლამაზიც, რომ ჰარიეტის გვერ-
დით უშნო (სავარაუდოდ) გამოჩენილიყო. რაც შეეხება მის წარმომავ-
ლობას, ემა ამ მხრივ მშვიდად გრძნობდა თავს, რადგან დარწმუნდა,
რომ გაბღენძილსა და ჰარიეტის მიმართ მეტად პრეტენზიულ მისტერ
ელტონს, სინამდვილეში, ბევრი ვერაფერი მოეხერხებინა. ჰაიბერიში
შეიძლება ვერ დაგეზუსტებინა, როგორი იყო მის ჰოკინსი, მაგრამ ვინ
იყო – ამას უთუოდ დაადგენდი. ათი ათასი ფუნტის გარეშე, მის ჰოკინ-
სი არაფრით აღემატებოდა ჰარიეტს და ვერ დაიკვეხნიდა ვერც გვარით,
ვერც წარმომავლობით და ვერც ახლობლებით. ის გახლდათ უმცროსი
ქალიშვილი ერთი ბრისტოლელი49 ვაჭრისა – ვუწოდოთ მას ასე, მიუხე-
დავად მეტად მწირიმოგებისა, რაც, სამართლიანობა მოითხოვს, აღი-
ნიშნოს, რომ მის არაპროფესიონალიზმს უსვამს ხაზს. მის ჰოკინსი ყო-
ველ ზამთარს ბათში ატარებდა, მაგრამ სწორედ ბრისტოლი გახლდათ
მისი მშობლიური მხარე. დედ-მამა რამდენიმე წლის წინ გარდაცვლოდა
და ცხოვრობდა ბიძასთან, რომელიც იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა –
მის შესახებ ვინმეს უფრო წვრილად არაფერი დასცდენია, მხოლოდ
იმას ამბობდნენ, იურიდიულ საქმეშიაო, რაც, ემას ვარაუდით, ნიშნავ-
და ვინმე ადვოკატის ხელქვეითად მუშაობას დაწინაურების პერსპექ-
ტივის გარეშე. მოკლედ, მთელი საგვარეულო სიდიადე უკავშირდებოდა
მის ჰოკინსის უფროს დას, გათხოვილს ბრისტოლთან ახლოს, მეტად
წარჩინებულ კაცზე, რომელსაც საკუთარი ეტლები ჰქონდა! აი, ეს გახ-

ბრისტოლი – ქალაქი და საგრაფო სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში.


49

202
ლდათ მთელი ამ ამბის ყველაზე დრამატული, საკვანძო მომენტი, მის
ჰოკინსის მთელი წარჩინებულობა.
ემა ძალიან ნანობდა. ნეტავ, საერთოდ რატომ აღუძრა ჰარიეტს
გრძნობები?! რას ერჩოდა – რად შეაყვარა მისტერ ელტონი?! ვაი, რომ
გადაყვარება ასეთივე ადვილი აღარ აღმოჩნდა! ტრფობის ობიექტი,
რომელსაც ჰარიეტის ტვინის ყოველი კუნჭული დაეკავებინა, ალბათ
სხვას უნდა ჩაენაცვლებინა; ჩაანაცვლებდა კიდეც – რობერტ მარტინიც
კი ეყოფოდა ამ საქმეს. ემას შიშნარევი ვარაუდით, ჰარიეტი იმ კატეგო-
რიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც, ერთხელ თუ შეუყვარდათ, მთელი
ცხოვრება შეყვარებულები არიან... საბრალო გოგო! მისტერ ელტონის
კვლავ გამოჩენამუარეს დღეში ჩააგდო. ემამ ერთხელ ძლივს ნახა, აი,
ჰარიეტს ყოველდღე თვალში ეჩხირებოდა; დღეში ორჯერ ან სამჯერ
როგორღაც ახერხებდა, სულ ახლახან სადმე გადაჰყროდა, სულ ახლა-
ხან ხმა გაეგო ან მხარი დაენახა; მოკლედ, სულ ახლახან რაღაც ისეთი
ხდებოდა, რაც მისტერ ელტონს ქალიშვილის გულში მყარსა და თბილ
ადგილს უნარჩუნებდა, მის ცნობისმოყვარეობას კვებავდა და მის წარ-
მოსახვას აგულიანებდა. ამასთან, ყველგან მისი სახელი ისმოდა, ყველა
მის უნაკლო თვისებებზე ლაპარაკობდა და მის საზრუნავებს განიხი-
ლავდა; ჰაიბერიში უფრო საინტერესო აღარაფერი ეგულებოდათ – ყო-
ველ ახალ ამბავსა თუ ვარაუდს, რაც მისტერ ელტონის რომანსა და
გეგმებს, შემოსავლებს, მსახურებსა და ავეჯს უკავშირდებოდა, რაც უკ-
ვე მომხდარიყო ან უნდა მომხდარიყო – ჰარიეტის თანდასწრებით დი-
დი ენთუზიაზმით განიხილავდნენ.
მუდმივი ქება-დიდების შედეგად კი, ჰარიეტის გრძნობა, სინანული
და სევდა სულ უფრო მყარდებოდა. ამ ყოველივეს ერთვოდა მის ჰოკინ-
სის ბედნიერებაზე გაუთავებელი ბჭობა და დაუსრულებელი კომენტა-
რები, თუ როგორი ბედნიერი ჩანდა მისტერ ელტონი, როგორი გამო-
მეტყველებით გადიოდა სახლიდან, როგორ ეხურა ქუდი, როგორი ძლი-
ერი იყო მისი სიყვარული.
მეგობარი ასე გულნატკენი, თავად კი ასე დამნაშავე რომ არ ყოფი-
ლიყო, ემა ჰარიეტის არამდგრადობით ალბათ ძალიანაც გაერთობოდა.
203
გოგონას გონებაში ხან მისტერ ელტონი ბატონობდა, ხანაც მარტინები
და თითოეული სასარგებლო როლს ასრულებდა მეორისგან განთავი-
სუფლების საქმეში: მისტერ ელტონის დაოჯახების ამბავმა მისტერ
მარტინთან შეხვედრით გამოწვეული მღელვარება დააცხრო; მომავალი
ქორწილით გამოწვეული უბედურება კი ელიზაბეთ მარტინმა შეამსუ-
ბუქა, რომელსაც ერთ დღეს მისის გოდარდთან შეევლო; ჰარიეტი შინ
არ დახვედროდა, მაგრამ დაეტოვებინა მეტად ამაღელვებელი და გულ-
საკლავი წერილი. ასე რომ, მისტერ ელტონის ხელმეორედ ჩამოსვლამ-
დე ამ წერილით გატაცებული ჰარიეტი სულ იმას გაიძახოდა, მის მარ-
ტინს სიკეთე როგორ გადავუხადოო, გულის სიღრმეში კი გაცილებით
თამამი ნაბიჯების გადადგმაზეც კი ოცნებობდა. თუმცა, მისტერ ელტო-
ნი დაბრუნდა თუ არა, ჰარიეტის დარდის ობიექტიც შეიცვალა და მარ-
ტინები ერთხელაც აღარ გახსენებია.
სწორედ იმ დღეს, როცა მისტერ ელტონი კვლავ ბათისკენ გაეშურა,
ემამ – ახლა უკვე მისი წასვლით გამოწვეული სევდის შესამსუბუქებ-
ლად – გადაწყვიტა, რომ მეტად უპრიანი იქნებოდა, თუ ჰარიეტი ელი-
ზაბეთ მარტინს ეწვეოდა, თუმცა ჯერ კარგად უნდა მოეფიქრებინათ:
რა ფორმა მიეცათ ვიზიტისთვის; რა იქნებოდა გარდაუვალი; რა იქნე-
ბოდა ყველაზე უსაფრთხო... დედისა და დების მიწვევაზე უარის თქმა,
ცხადია, უმადურობაში ჩაეთვლებოდათ და არავითარ შემთხვევაში არ
უნდა დაეშვათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიწვევა ურთიერთობის გა-
ნახლების საფრთხეს ქმნიდა.
ბევრი ფიქრის შემდეგ, ემამ გადაწყვიტა, თავისი ჩანაფიქრი ჰარიე-
ტისთვისაც გაენდო და მეგობარი მის სისწორეში დაერწმუნებინა, ოღო-
ნდ ისე, რომ ოჯახს ეჭვი არ შეჰპარვოდა ამ ვიზიტის ფორმალურობაში.
ჰარიეტს ეტლით მიიყვანდა, ები-მილთან დატოვებდა, თავად კი მოშო-
რებით დაელოდებოდა და მალევე მიაკითხავდა, რათა მარტინებს ვერ
მოესწროთ შუამავლობის წამოწყება ან გარდასულ დღეთა შეხსენება;
პირიქით – მათთვის ყოველი წუთი მკაფიო მინიშნება უნდა ყოფილიყო
სამომავლო დისტანცირებისა.

204
ემამ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა. გრძნობდა, რომ მის გეგმაში იყო
რაღაც უხერხული – ეტიკეტის მანტიაში გახვეული უმადურობის მსგავ-
სი, მაგრამ სხვაგვარად, აბა, როგორ მოქცეულიყო, ჰარიეტს მომავალს
ხომ არ დაუნგრევდა?!

205
თავი 5

ვიზიტის დღეს, სულ რაღაც ნახევარი საათით ადრე, სანამ მეგობარი


მისის გოდარდთან მიაკითხავდა, საბრალო ჰარიეტი მუხთალმა ბედმა
ზუსტად იმ ადგილას მოახვედრა, სადაც ყასბის ოთხთვალაზე სკივრს
ტვირთავდნენ, რათა შემდეგ დილიჟანსთან მიეტანათ, სკივრზე კი, არც
მეტი არც ნაკლები, ეწერა: „წმ. ფილიპ ელტონი, უაით-ჰართი,50 ბათი“.
წარწერის დანახვისთანავე, ამ სკივრისა და მისი ადრესატის გარდა, ჰა-
რიეტი ქვეყნად ვეღარაფერს, ვეღარც დაგეგმილ ვიზიტს უდებდა გულს.
თუმცა, სტუმრად მაინც წავიდა.
ვაშლის ხეივანში მიმავალი ფართო და მოვლილი, ხრეშიანი ბილიკი
სწორედ მარტინების სახლის წინკართან სრულდებოდა. ბილიკის ბო-
ლოს, ეტლიდან ჩამოსვლისას, ნაცნობმა პეიზაჟმა, რომელიც გასულ შე-
მოდგომაზე დიდ სიხარულს ჰგვრიდა, ჰარიეტი ახლაც ააღელვა – გოგო-
ნამ შიშნარევი ცნობისმოყვარეობით მიმოიხედა ირგვლივ.
მეგობრის მღელვარება ემამაც შეამჩნია და მტკიცედ გადაწყვიტა,
მისთვის ზუსტად თხუთმეტ წუთში მიეკითხა, მანამდე კი შემთხვევით
ესარგებლა და ძველი მსახური მოენახულებინა, რომელიც დონველში
დაქორწინებულიყო და იქვე ცხოვრობდა. ასეც მოიქცა და თეთრ ჭიშ-
კართან მეტად პუნქტუალურად, ზუსტად თხუთმეტ წუთში გამოცხად-
და. მის სმითი გამოიძახა თუ არა, ქალიშვილი დაუყოვნებლივ გამოჩ-
ნდა ზღურბლზე. საბედნიეროდ, ხრეშიან ბილიკზე არავინ გამოჰყოლია.
მის მარტინი, რომელიც სტუმარს, ემას დაკვირვებით, მეტად ცერემო-
ნიულად გამოემშვიდობა, სახლის ზღურბლზევე დარჩა.
ემოციებით მოცულ ჰარიეტს გარკვეული დრო დასჭირდა გონზე მო-
სასვლელად, რომ სათქმელი გასაგებად ჩამოეყალიბებინა. ემა შეკით-

50
„უაით-ჰართი“ – ერთ-ერთი უძველესი (სულ ცოტა, 1503 წლიდან) სასტუმრო ბათ-
ში, რომელშიც ჯეინ ოსტინის გმირები ჩერდებოდნენ ხოლმე, ხოლო ჩარლზ დიკენსმა
(1812-1870) თავისი „პიკვიკის კლუბის ჩანაწერებით“ უკვდავყო. სასტუმრო 1867
წლიდან აღარ არსებობს, თუმცა „უაით ჰართის“ სახელს ბათის ცენტრში მდებარე
მოქმედი სასტუმრო და რესტორანი დღესაც ატარებს.
206
ხვებითა და ჩაძიებით, როგორც იქნა, მიხვდა, რა სახის შეხვედრასთან
ჰქონდათ საქმე და ამ შეხვედრას რა სახის ტკივილი გამოეწვია მის მე-
გობარში.
ჰარიეტი მხოლოდ მისის მარტინსა და გოგონებს შეხვდა. მათ ეჭვის
თვალით მიიღეს, ცივად თუ არა. ყველაფერი ზედმიწევნით ჩვეულებრი-
ვად, ბანალურად მიმდინარეობდა, სანამ ბოლოსკენ, ყოვლად მო-
ულოდნელად, მისის მარტინმა არ შენიშნა, მის სმითი სიმაღლეში გაზ-
რდილაო. ამ კომენტარმა უფრო საინტერესო და თბილი ატმოსფერო
შექმნა: გასულ სექტემბერს, ჰარიეტი და მისი ორი მეგობარი ზუსტად
იმ ოთახში გაეზომათ. ფანჯარასთან, კედელზე, ახლაც იყო ფანქრით
მონიშნული მათი სიმაღლე და სამახსოვრო მინაწერები. ეს მას გაეკე-
თებინა. ეს დღე ყველას ახსოვდა – ზუსტი დრო, ვითარება, შემადგენ-
ლობა; ჰოდა, ერთი წამით ყველა ერთნაირ სევდასა და სინანულს
გრძნობდა და ერთნაირად იყო მზად, ძველი მეგობრობა აღედგინა (ემას
ეჭვით, ჰარიეტი, როგორც მათ შორის საუკეთესო, ყველაზე მეტად იქნე-
ბოდა მოწადინებული), თუმცა, ამასობაში ეტლი დაბრუნდა და ყველა-
ფერს წერტილი დაუსვა – ვიზიტის სტილმა და ხანგრძლივობამ თავისი
ქნა. ჰარიეტმა მხოლოდ თოთხმეტი წუთი დაუთმო ადამიანებს, რომ-
ლებთანაც, ექვსიოდე თვის წინ ექვსი ბედნიერი კვირა გაატარა.
ემამ ყოველივე ცხადად წარმოიდგინა და მიხვდა, როგორი სამარ-
თლიანი იყო მარტინების წყენა და როგორი ბუნებრივი იყო ჰარიეტის
გულისტკივილი. მის ვუდჰაუზი მზად იყო, ყველაფერი გაეღო და აეტა-
ნა, ოღონდ კი მარტინები უფრო მაღალი სტატუსის ხალხი ყოფილიყო!
აშკარად იმსახურებდნენ, თან სულ მცირედით მაღალი სტატუსიც საკ-
მარისი იქნებოდა. მათი ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინე-
ბით კი, სხვა გამოსავალი არ იყო: ჰარიეტი და მარტინები ერთმანეთს
უნდა დასცილებოდნენ, თუნდაც ეს ძალიან მტკივნეული ყოფილიყო
თვით ემასთვისაც კი. საბოლოოდ, მისტერ ელტონითა და მარტინებით
შეღონებულმა ემამ გადაწყვიტა, შინ რენდალსის გავლით დაბრუნებუ-
ლიყვნენ. ასეც მოიქცნენ, მაგრამ უესტონები შინ არ დაუხვდნენ. მსახუ-
რის თქმით, ორივენი რაღაც ხნის წინ ჰარტფილდში წასულიყვნენ.
207
– რა ცუდია! – წამოიძახა ემამ, როცა უკან გატრიალდნენ, – ჰარ-
ტფილდშიც კი ვერ ჩავუსწრებთ. არც კი ვიცი, ბოლოს ასეთი იმედგაც-
რუებული როდის ვიყავი.
ამ სიტყვებზე ემა უკან, ეტლის სავარძელზე მიესვენა, რომ უკეთ
ებუზღუნა ან, პირიქით – ცუდი ფიქრები განედევნა; სავარაუდოდ –
ცოტა-ცოტას ალბათ ორივეს მოახერხებდა, როგორც ეს ზოგადად ოპ-
ტიმისტ ადამიანებს სჩვევიათ. ცოტა ხანში ეტლი გაჩერდა. ემამ გაიხე-
და და აღმოაჩინა, რომ ისინი მისტერ და მისის უესტონებს გაეჩერები-
ნათ. მათმა დანახვამ და ხმის გაგონებამ ემას მაშინვე სიხარული მოჰ-
გვარა.
– როგორა ხართ? – უმალ მიესალმა ემას მისტერ უესტონი, – მამათ-
ქვენთან ვიყავით. მიხარია, რომ მშვენიერ ფორმაში დაგვხვდა. ხვალ
ფრენკი ჩამოდის! ამ დილას წერილი მივიღე – ხვალ, სადილობის დროს
ყოველ მიზეზ გარეშე აქ იქნება. ამაღამ ოქსფორდში დარჩება, ჩვენთან
კი მთელ ორ კვირას გაატარებს! შობას რომ ჩამოსულიყო, სამ დღეზე
მეტხანს ვერ დარჩებოდა. ამიტომაც არ ვდარდობდი, შობას რომ არ ჩა-
მოვიდა. ახლა კი მშვენიერ ამინდს დავახვედრებთ – მშრალსა და უღ-
რუბლოს. ბოლომდე ვიჯერებთ გულს! ყველაფერი ზუსტად ისე გამოვი-
და, როგორც გვინდოდა.
ძნელი იყო, ასეთი ახალი ამბის გაგონებისას სიხარული დაგემალა;
ან მისტერ უესტონის გაბრწყინებული სახისთვის გეცქირა და მისი ბედ-
ნიერება არ გადაგდებოდა, რასაც მისი ცოლის სიტყვებიცა და გამომეტ-
ყველებაც ადასტურებდა. მისის უესტონი, ქმართან შედარებით, სიხა-
რულს უფრო მოკრძალებულად, მაგრამ არანაკლებ დამაჯერებლად გა-
მოხატავდა. რაკი მისის უესტონს ფრენკ ჩერჩილის ჩამოსვლაში ეჭვი
აღარ ეპარებოდა, მაშინ ემაც მზად იყო, დაეჯერებინა და მთელი გუ-
ლით გაეზიარებინა ცოლ-ქმრის სიხარული. ამაზე უებარ წამალს ვერც
კი ინატრებდა! გადაღეჭილ-გამოფიტული წარსული მაშინვე ამ მშვენი-
ერ სიახლეში ჩაიკარგა. ემამ იმის გაფიქრებაც კი მოასწრო, მისტერ ელ-
ტონზე საუბრებს ახლა ხომ მაინც მოეღება ბოლოო.

208
მისტერ უესტონმა მას ენსკოუმბის ამბებიც უამბო, რასაც მისი ვა-
ჟისთვის საშუალება მიეცა, მთელი ოთხი კვირა საკუთარი შეხედულე-
ბისამებრ გაეტარებინა; გააცნო მისი მგზავრობის მარშრუტიცა და
ტრანსპორტიც. ემა უსმენდა, უღიმოდა და ულოცავდა.
– მალე ჰარტფილდში მოვიყვან, – გახლდათ მისტერ უესტონის დას-
კვნითი სიტყვები.
ამის თქმა იყო და, ემამ ლამის დაინახა, როგორ გაჰკრა ქმარს იდაყვი
მისის უესტონმა, რომელმაც სასწრაფოდ განაცხადა: – სჯობს, გზა გა-
ვაგრძელოთ, მისტერ უესტონ, თორემ გოგონებს ვაყოვნებთ.
– კარგი, კარგი, მე მზად ვარ, – ცოლს დაეთანხმა მისტერ უესტონი
და შემდეგ ისევ ემას მიუბრუნდა: – იცით, არ მინდა, მოლოდინი გაგიც-
რუვდეთ; მეტისმეტად დახვეწილ ახალგაზრდა კაცთან შეხვედრის იმე-
დი ნუ გექნებათ; თქვენ ხომ მას მხოლოდ ჩემი მონაყოლიდან იცნობთ?!
სინამდვილეში კი ფრენკში უჩვეულო ალბათ არც არაფერია.
მისტერ უესტონის გაბრწყინებული თვალები ნათქვამის საპირისპი-
როს მოწმობდა. ცხადია, ემამ არაფერი შეიმჩნია და მეტად გულუბ-
რყვილო სახით იმდენად ზრდილობიანი პასუხი გასცა, რომ მისის უეს-
ტონმა ესღა მიუგო: – ემა, ჩემო ძვირფასო, ხვალ, ოთხი საათისთვის
ჩემზე იფიქრეთ.
– ოთხი საათი?! მენდეთ, სამი საათისთვის უკვე აქ იქნება, – სწრა-
ფად შეასწორა მისტერ უესტონმა და ამ სიტყვებით დასრულდა კიდეც
ეს ყოვლად სასიამოვნო შეხვედრა. ემას უმალ გამოუკეთდა გუნება, მე-
ტიც, გაბედნიერდა კიდეც. ახლა ყველაფერს სულ სხვაგვარად აღიქვამ-
და: აღარც ჯეიმსი და ცხენები ეჩვენებოდა ზანტები; გაკვირტული ან-
წლიც შეამჩნია; თვით ჰარიეტის გამომეტყველებაშიც კი შენიშნა რაღაც
გაზაფხულისებრი – მეგობარს ბაგეზე თითქოს ნაზი ღიმილიც კი გადაჰ-
კვროდა. თუმცა, ჰარიეტის შეკითხვამ, რომელიც ოპტიმისტურს არა-
ფერს მოასწავებდა, უმალვე გამოაფხიზლა: – მისტერ ფრენკ ჩერჩილი
ოქსფორდიდან ბათს არ გამოივლის?

209
ემა ისეთ გუნებაზე იყო, რომ უდარდელად გაიფიქრა, საგანგაშო
არაფერია, გეოგრაფიის ცოდნა51 და სიმშვიდე ასე ერთბაშად არ მოდის,
თავის დროზე კი ჰარიეტი ორივეს სათანადოდ დაეუფლებაო.
მეორე დღეს მისის უესტონის ერთგულ მოწაფეს არც ათზე, არც
თერთმეტზე და არც თორმეტ საათზე არ დაჰვიწყებია, რომ ოთხი სა-
ათისთვის მეგობარზე უნდა ეფიქრა.
„ჩემო საყვარელო, ყველას კეთილდღეობაზე უანგაროდ მზრუნველო
მეგობარო, – იმეორებდა გულში, როცა თავისი ოთახიდან ქვედა სარ-
თულზე ჩადიოდა, – წარმომიდგენია, როგორ ფაციფუცობთ, წამდაუ-
წუმ ამოწმებთ მის ოთახს, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგ-
ზეა“.
ჰოლში რომ გადიოდა, საათმა თორმეტი ჩამოკრა.
„აი, უკვე თორმეტია. არ დამვიწყებია, რომ ოთხ საათში თქვენზე უნ-
და ვიფიქრო! ხვალ ამ დროს ან ცოტა მოგვიანებით კი ალბათ ყველანი
ჩემი სტუმრები იქნებით. დარწმუნებული ვარ, მას მალე გაგვაცნობთ“.
ემამ სასტუმრო ოთახის კარი შეაღო და შეცბა – მამამისი ორ კაცთან
ერთად იჯდა. ერთი მათგანი მისტერ უესტონი იყო, მეორე კი – მისი ვა-
ჟი. ორიოდე წუთისმისულები იყვნენ. მისტერ უესტონი ჯერაც იმას ამ-
ბობდა, ფრენკი ერთი დღით ადრე ჩამოვიდაო, მისტერ ვუდჰაუზი კი
ზრდილობიან მისალმებებსა და მილოცვებს არ იშურებდა.
ფრენკ ჩერჩილი – ადამიანი, რომელზეც ამდენს ლაპარაკობდნენ –
ახლა ემას პირდაპირ იდგა. ქება გადაჭარბებული ნამდვილად არ იყო –
მართლაც შეუდარებელი გარეგნობის კაცი გახლდათ: სიმაღლე, იერი,
მანერები – ნაკლს ვერ უპოვიდი. გამომეტყველებით მამას ჰგავდა, მასა-
ვით ხალისიანი და სიცოცხლით სავსე, სხარტი და გონიერი ჩანდა. ემამ
მაშინვე იგრძნო, რომ უნდა მოსწონებოდა. ხოლო მისი თავაზიანი მანე-

ჰარიეტი გეოგრაფიის ცოდნით ვერ დაიკვეხნის: ბათი სამხრეთ-დასავლეთ ინგლის-


51

შია, ოქსფორდი (განთქმული ქალაქი საგრაფო ოქსფორდშირში) კი – სამხრეთ- აღმო-


სავლეთში. ოქსფორდიდან ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარე სურეიმდე
გზად ბათი რომ გამოიარო, ეს ნიშნავს, უკან დაბრუნდე და დაახლოებით ასი მილით
დაიგრძელო გზა.
210
რებიდან იმხელა სიმსუბუქე გამოსჭვიოდა, იმდენად მოწადინებული
ჩანდა სასაუბროდ, რომ ემა დარწმუნდა: ის აქ მის გასაცნობად იყო მო-
სული.
რენდალსში წინა საღამოს ჩასულიყო. ემას ესიამოვნა მისი გადაწ-
ყვეტილება, ერთი დღის მოსაგებად უფრო ადრე გამომგზავრებულიყო.
– გუშინ ხომ გითხარით?! – საზეიმოდ განაცხადა მისტერ უესტონმა,
– ყველას გითხარით, დათქმულ დროზე ადრე ჩამოვა-მეთქი. თვითონაც
ასე ვიქცეოდი ხოლმე. ძნელია, მგზავრობა გააჭიანურო და დროზე ად-
რე არ დაიძრა. ნამდვილად ღირს მცირედ ძალისხმევად ის სიხარული,
რომელიც ახლობლებთან მოსალოდნელზე ადრე ჩასვლას მოაქვს.
– მართლაც დიდი სიამოვნებაა, თუკი ამის ფუფუნება გაქვს, – მამას
კვერი დაუკრა ახალგაზრდა კაცმა, – მართალია, ბევრი ოჯახი არ მეგუ-
ლება, რომელიც ასევე ამაჩქარებდა, მაგრამ შინ წამოსასვლელად ყვე-
ლაფრისთვის მზად ვიყავი!
სიტყვის „შინ“ გაგონებაზე, მამამ შვილს გაბრწყინებული მზერა მი-
აპყრო, ემა კი დარწმუნდა, რომ ფრენკ ჩერჩილი საუკეთესოდ ფლობდა
კეთილგანწყობის მოპოვების ხელოვნებას. ეს აზრი ახალგაზრდა კაცის
შემდგომმა სიტყვებმაც გაუმყარა. მას ძალიან მოსწონდა რენდალსი,
მიაჩნდა, რომ საუცხოოდ მოწყობილი სახლი იყო; მოხიბლულიყო ზო-
გადი სიტუაციით, ჰაიბერიმდე მიმავალი გზით, თავად ჰაიბერით, ხოლო
ჰარტფილდით – კიდევ უფრო მეტად; თურმე ყოველთვის განსაკუთრე-
ბულ ინტერესს გრძნობდა ამ მხარის, როგორც მშობლიურის, მიმართ,
და ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდა.
„მაშ, აქამდე რატომ იკლებდი ამხელა სიამოვნებას?“ – უნებურად
გაიელვა ემას გონებაში ამ ეჭვიანმა კითხვამ.
ერთი რამ ცხადი იყო: თუ თვალთმაქცობდა, მაშინ ახალგაზრდა
ჯენტლმენი საუკეთესო თვალთმაქცი იყო – მის მანერებს ხელოვნურისა
არაფერი ეტყობოდა. ისე სასიამოვნოდ და ბუნებრივად საუბრობდა,
რომ მის განცდებს უბრალოდ „სიხარულს“ ვერ უწოდებდი.
ემასა და ფრენკ ჩერჩილის დიალოგი უფრო გაცნობითი ხასიათის
იყო. ახალგაზრდა კაცი შემდეგ კითხვებს სვამდა: შეეძლო მის ვუდჰა-
211
უზს ცხენზე ჯირითი? იყო აქ კარგი საჯირითო ადგილები? კარგი სასე-
ირნო ადგილები? დიდი სამეზობლო ჰყავდათ? ჰაიბერიში ალბათ კარგი
საზოგადოება იყო... რამდენიმე ძალიან ლამაზი სახლი ჰაიბერიშიც შე-
ნიშნა და მის შემოგარენშიც... მეჯლისები... აწყობდნენ მეჯლისებს? მუ-
სიკალური საზოგადოება თუ იყო?
ამ კითხვებზე პასუხები რომ მიიღო და, შესაბამისად, მათმა ურთი-
ერთობამაც წინ წაიწია, ფრენკმა როგორღაც მოახერხა და სანამ მათი
მამები ერთმანეთში საუბრობდნენ, დედინაცვლის მისამართით აღ-
ფრთოვანებული ქათინაურები არ დაიშურა, საოცრად დიდი სითბო და
მადლიერება გამოხატა მამამისის გაბედნიერებისთვის და იმისთვისაც,
რომ გერი ასე კეთილად მიიღო. მოკლედ, ეს ყველაფერი დასტური გახ-
ლდათ იმისა, რომ მისტერ ფრენკ ჩერჩილმა კარგად იცოდა, კეთილად
როგორ განეწყო ადამიანები...
ცხადია, დედინაცვალზე ისეთი არაფერი უთქვამს, რასაც, ემას ღრმა
რწმენით, მისის უესტონი არ იმსახურებდა, მაგრამ ემამ იცოდა, რომ
ფრენკ ჩერჩილის ქება-დიდება ასე მოკლე დროში გულწრფელი ვერაფ-
რით იქნებოდა; ის ამბობდა იმას, რის თქმაც უპრიანი იყო. ასე მაგალი-
თად: „მამამისის ქორწინება ყოვლად ბრძნული ნაბიჯი იყო და მის ყვე-
ლა ახლობელს უნდა გაჰხარებოდა, ხოლო იმ ოჯახისგან, რომლისგანაც
მისტერ უესტონმა კურთხევა მიიღო, ის სამუდამოდ დავალებული იქ-
ნებოდა“.
ამ სიტყვებით ფრენკ ჩერჩილი მის ტეილორის ღირსებების გამო ლა-
მის ემას უხდიდა მადლობას, თუმცა რაკი იცოდა, რომ მის ტეილორს
მის ვუდჰაუზის ჩამოყალიბებაში უფრო მიუძღოდა წვლილი, ვიდრე პი-
რიქით, ამ საკითხზე საუბრის ღირსეულად დასაგვირგვინებლად, გა-
ოცება გამოხატა მისის უესტონის ახალგაზრდულობასა და სილამაზეს-
თან დაკავშირებითაც.
– ელეგანტურობისა და სასიამოვნო მანერებისთვის მზად ვიყავი, –
დასძინა მან, – მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ, ყველაფრის გათვალისწი-
ნებით, გარკვეულწილად ასაკში მყოფ ჩვეულებრივ ქალს ველოდი. ნამ-

212
დვილად არ მეგონა, მისის უესტონი ასეთი ლამაზი ახალგაზრდა ქალი
თუ იყო.
– მისის უესტონის ქება ჩემი თანდასწრებით ზედმეტი არასდროსაა,
– მიუგო ემამ, – თვრამეტი წლისაც რომ გგონებოდათ, მე მხოლოდ გამა-
ხარებდით, თავად ის კი აუცილებლად შეგეკამათებათ. სჯობს, არ გა-
იგოს, „ლამაზი ახალგაზრდა ქალი“ რომ უწოდეთ.
– იმედი მაქვს, მეყოფა კეთილგონიერება, – გაიღიმა ფრენკ ჩერჩილ-
მა, – არა, მერწმუნეთ, – და ამ სიტყვებზე გალანტურად დაუკრა ემას
თავი, – კარგად მაქვს გაცნობიერებული, ვინ შეიძლება ვაქო მისის უეს-
ტონთან და თან მშვიდად ვიყო, რომ ჩემი ტერმინები ექსტრავაგანტუ-
ლად არ გამოჩნდება.
ემას უცებ ძალიან მოუნდა, გაეგო, მისტერ ფრენკ ჩერჩილსაც თუ გა-
ევლო თავში ის ეჭვები და იმედები, რაც მათ გაცნობას უკავშირდებოდა.
რაზე მეტყველებდა მისი ქათინაურები? სხვათა მოლოდინებს იზიარებ-
და მალულად თუ პირიქით – ღიად უპირისპირდებოდა მათ? ემას
ახალგაზრდა კაცი უფრო ბევრჯერ უნდა ენახა, რათა მისი ქცევის ახსნა
შესძლებოდა, მანამდე კი იმის აღიარებაც საკმარისი იყო, რომ ეს ქცევა
ფრიად სიამოვნებდა.
სამაგიეროდ, ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ამ საკითხზე მისტერ უესტო-
ნი ფიქრობდა ხშირად. არაერთხელ შეამჩნია, როგორ დაკვირვებულსა
და ბედნიერ მზერას ესროდა ხოლმე და მთელი გულისყური მათკენ
ჰქონდა მიპყრობილი.
რაც შეეხება მისტერ ვუდჰაუზს, თავში მსგავსი გამჭრიახი ეჭვი ერ-
თხელაც არ გასჩენია, რაც თავისთავად მეტად სახარბიელო გარემოება
გახლდათ. საბედნიეროდ, მისტერ ვუდჰაუზს რამდენადაც არ მოსწონდა
ზოგადად ქორწინება, იმდენად არ შეეძლო მისი წინასწარგანჭვრეტა.
ყოველთვის აპროტესტებდა ნებისმიერ დაგეგმილ ქორწინებას და არას-
დროს სტანჯავდა ცუდი წინათგრძნობა, რომ ქორწინებას ექნებოდა ად-
გილი.
როგორც ჩანს, ამქვეყნად არცერთ წყვილზე არ ჰქონდა ისეთი ცუდი
წარმოდგენა, რომ წინასწარ დაეშვა, ოდესმე შეუღლებას განიზრახავე-
213
ნო. ემა მამის ამგვარი ხელსაყრელი სიბრმავის ძალიანაც მადლიერი
იყო. აი, ახლაც, მისტერ ვუდჰაუზი ყოველგვარი უსიამოვნო წინათ-
გრძნობის გარეშე აფრქვევდა მისთვის დამახასიათებელ ზრდილობასა
და გულკეთილობას: მზრუნველად კითხულობდა, როგორ იმგზავრა
მისტერ ფრენკ ჩერჩილმა, მით უფრო, რომ გზაში ორი საზიზღარი ღამე
გაატარა; გულწრფელად შფოთავდა, ახალგაზრდა კაცი გზაში ხომ არ
გაციებულიყო, და ირწმუნებოდა, რომ მომდევნო ღამემდე ამ საკით-
ხთან დაკავშირებით თავს ვერაფრით მისცემდა დამშვიდების ნებას.
საკადრისი ვიზიტისთვის შესაფერისი დრო რომ გავიდა, მისტერ
უესტონი წამოდგა. უნდა წასულიყო. „ქრაუნში“ თივის თაობაზე ჰქონ-
და საქმე და, მისის უესტონის თხოვნით, ფორდთანაც უნდა შეევლო.
თუმცა, „სხვას არავის აჩქარებდა“. მისი ვაჟიც – რომელიც საკმაოდ
კარგად იყო აღზრდილი, უმალ წამოდგა და დასძინა: – რაკი საქმეზე
მიდიხარ, სერ, შემთხვევით ვისარგებლებ და ერთ ოჯახს მივაგებ პა-
ტივს. მათთან სტუმრობა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მომიწევს, ასე
რომ, ბარემ ვეწვევი. პატივი მერგო და თქვენი ერთი მეზობელი გავიცა-
ნი, – ამ სიტყვებზე ემასკენ შებრუნდა, – ქალბატონი, რომელიც ჰაიბე-
რიში ან სადღაც ახლო ცხოვრობს. გვარად ფეარფაქსია. ვფიქრობ, არ
გამიჭირდება სახლის მოძებნა. თუმცა... ბარნსები უნდა მეთქვა... თუ
ბეიტსები... იცნობთ ამ გვარით რომელიმე ოჯახს?
– რასაკვირველია! – წამოიძახა მისტერ უესტონმა, – მისის ბეიტსი...
მის სახლს ჩავუარეთ კიდეც... ფანჯარასთან მის ბეიტსიც კი დავლანდე.
მართალია, შენ მის ფეარფაქსს იცნობ; მახსოვს, უეიმათში გაიცანი.
მშვენიერი გოგონაა. აუცილებლად ინახულე.
– არაა აუცილებელი, დღესვე ვინახულო, – მიუგო ახალგაზრდა კაც-
მა, – თავისუფლად შემიძლია, რომელიმე სხვა დღესაც მივიდე, უბრა-
ლოდ, უეიმათში იმ დონის ნაცნობობა გვაკავშირებდა, რომ...
– ღმერთო! დღესვე მიდი! არ გადადო. რაც შენი გასაკეთებელია,
სჯობს, უფრო ადრე გააკეთო, ვიდრე გვიან! გარდა ამისა, ერთ პატარა
მინიშნებასაც მოგცემ, ფრენკ. ნებისმიერი უყურადღებობა შენი მხრი-
დან დაუდევარი საქციელი იქნება. შენ ის ქემპბელებთან ერთად ნახე,
214
როგორც მათი თანასწორი, აქ კი საბრალო მოხუც ბებიასთან ცხოვ-
რობს, რომელსაც ლამის პურის შოვნაც კი უჭირს. მოკლედ, დროულად
ინახულე, თორემ შეიძლება დამცირებულად იგრძნოს თავი.
– ამ ნაცნობობაზე მისგანვე მსმენია, – შენიშნა ემამ, – ძალიან ელე-
განტური ახალგაზრდა ქალია.
თანხმობის ნიშნად მისტერ ფრენკ ჩერჩილმა ისე ჩუმად თქვა „ჰო“,
რომ ემას ლამის ეჭვი შეეპარა ამ თანხმობაში. ალბათ როგორი ელეგან-
ტურობა სუფევდა მათ საზოგადოებაში, რაკი ჯეინ ფეარფაქსის ელე-
განტურობა სათვალავში ჩასაგდებად არ მიაჩნდათ.
– მისი მანერებით თუ არ მოხიბლულხართ აქამდე, – დასძინა ემამ, –
ვფიქრობ, დღეს უთუოდ მოიხიბლებით. აშკარად შეამჩნევთ წინსვლას.
ნახავთ და მოუსმენთ მას... თუმცა, ვშიშობ, მისი მოსმენის საშუალება
არ მოგეცემათ, რადგან ისეთი დეიდა ჰყავს, ენას არ აჩერებს.
– მის ჯეინ ფეარფაქსს იცნობთ, სერ, ხომ? – ჩაერთო მისტერ ვუდჰა-
უზიც, რომელიც საუბარს, როგორც წესი, ყველაზე ბოლოს უწყობდა
ფეხს, – ჰოდა, ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ ძალიან სასიამოვნო
ქალიშვილია. ბებიასა და დეიდას სტუმრობს, ძალიან კარგ ხალხს. მთე-
ლი ცხოვრებაა, ვიცნობ და ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენი ნახვა ძალი-
ან გაახარებთ. ჩემს რომელიმე მსახურს გამოგაყოლებთ, გზა რომ გაჩვე-
ნოთ.
– სერ, ჩემო ძვირფასო, არავითარ შემთხვევაში! გზას მამაჩემიც მაჩ-
ვენებს.
– ჰო, მაგრამ მამათქვენი ამ სიშორეზე არ მიდის. „ქრაუნი“ ქუჩის
მოპირდაპირე მხარესაა; იქ კი უამრავი სახლია და შეიძლება დაიბნეთ.
გზაც მეტად ტალახიანია, თუ საფეხმავლო ბილიკით არ ივლით. აი, ჩე-
მი მეეტლე კი გეტყვით, სად სჯობს ქუჩის გადაკვეთა.
მისტერ ფრენკ ჩერჩილი მაინც უარზე იდგა. ბოლოს, მამაც წაეშვე-
ლა.
– ჩემო კეთილო მეგობარო, – გულითადად წამოიძახა მისტერ უეს-
ტონმა, – ნამდვილად არ არის საჭირო. ფრენკი პირველად კი არ ხედავს

215
წყლის გუბეებს?! თანაც, „ქრაუნიდან“ მისის ბეიტსის სახლამდე ზუს-
ტად ორი ნაბიჯია.
როგორც იქნა, მამა-შვილს წასვლის ნება მისცეს და, ერთის პატივის-
ცემით თავის დაკვრისა და მეორის მოხდენილი რევერანსის შემდეგ,
ჯენტლმენებმა ჰარტფილდი დატოვეს. ურთიერთობის ასეთი დასაწყი-
სით ფრიად ნასიამოვნები ემა ახლა მხოლოდ იმას წარმოიდგენდა,
დღის ნებისმიერ მონაკვეთს როგორ განცხრომაში გაატარებდნენ უეს-
ტონები და მისტერ ფრენკ ჩერჩილი.

216
თავი 6

მისტერ ფრენკ ჩერჩილი ჰარტფილდს მეორე დილასაც ეწვია, ამჯე-


რად – მისის უესტონთან ერთად. დედინაცვლისა და ჰაიბერის მიმართ
აშკარად კეთილად განწყობილიყო. როგორც აღმოჩნდა, შინ იჯდა და
მეტად მეგობრულ კომპანიას უწევდა მისის უესტონს, სანამ ამ უკანას-
კნელის სეირნობის ჩვეული დრო არ მოვიდა. ხოლო, როცა ჰკითხეს, სად
ერჩივნა სეირნობა, მაშინვე ჰაიბერი დაასახელა.
„დარწმუნებული იყო, ყველა მიმართულებით სასიამოვნო სასეირნო
ადგილები იქნებოდა, მაგრამ მისი ნება რომ ყოფილიყო, მუდამ ჰაიბე-
რის აირჩევდა. სუფთა ჰაერითა და სიცოცხლით სავსე, ლაღი და ხალი-
სიანი ჰაიბერი განსაკუთრებით იზიდავდა!“ მისის უესტონისთვის კი ჰა-
იბერი ჰარტფილდს ნიშნავდა, ამიტომ მყისვე დაიძრნენ ჰარტფილდისა-
კენ.
მათი ვიზიტი ემასთვის სიურპრიზი იყო. მისტერ უესტონმა, რომელ-
საც მანამდე ნახევარი წუთით შეევლო სიმპათიურ ვაჟზე ქათინაურე-
ბის მოსასმენად, ცოლ-შვილის გეგმებისა არაფერი იცოდა. ასე რომ, ემა
მეტად გააოცა მათი სახლისკენ ხელკავით მომავალი მისტერ ფრენკ
ჩერჩილისა და მისის უესტონის დანახვამ. ახალგაზრდა კაცის ნახვა
ხომ ძალიან უნდოდა და მისის უესტონის გვერდით – კიდევ უფრო მე-
ტად, რადგან საბოლოო აზრი მასზე დამოკიდებული იყო სწორედ იმა-
ზე, თუ როგორ მოექცეოდა მისის უესტონს. თუ შეატყობდა, რომ ამ
მხრივ მთლად რიგზე არ იყო საქმე, მაშინ მისტერ ფრენკ ჩერჩილს ვე-
ღარაფერი უშველიდა. თუმცა, ერთად რომ დაინახა, სრულიად დამ-
შვიდდა; მიხვდა, მხოლოდ ლამაზი სიტყვებითა თუ გაბერილი ქათი-
ნაურებით როდი მიაგებდა მისტერ ფრენკ ჩერჩილი დედინაცვალს პა-
ტივს. არა. ცხადი იყო, რომ ქალი მეგობრად მიაჩნდა და არაფერს იშუ-
რებდა მისი სიყვარულის მოსაპოვებლად. დასკვნებისათვის ემას ჯერ
კიდევ ბევრი დრო ჰქონდა: წინ მთელი დილა იყო. სადღაც ერთი თუ
ორი საათი სამივემ ერთად სეირნობაში გაატარა – ჯერ ჰარტფილდის
ბუჩქნარში, ხოლო შემდეგ – ჰაიბერიში. მისტერ ფრენკ ჩერჩილი ყვე-
217
ლაფრით მოხიბლული იყო; ჰარტფილდი სათანადოდ შეამკო და მის-
ტერ ვუდჰაუზის ყურსაც მეტად ასიამოვნა; ხოლო, როცა მოშორებით
წასვლა გადაწყვიტეს, გამოტყდა, რომ მთელი სოფლის გაცნობა სურდა.
გზადაგზა იმდენ საქებარსა და საინტერესო ობიექტს პოულობდა, რომ
ემა გაოცებული იყო.
მისი ყურადღების ზოგიერთი საგანი უდავოდ მის მეტად კეთილშო-
ბილურ გრძნობებზე მიუთითებდა. თანამგზავრებს სთხოვა, მისთვის მა-
მა-პაპისეული სახლი ეჩვენებინათ; ხოლო, როცა შეიტყო, რომ მისი
ბავშვობის ძიძა კვლავაც ცოცხალი იყო, მისი ქოხის მოსაძებნად, ქუჩის
ერთი ბოლოდან მეორისკენ გაექანა. მართალია, მის ყურადღებასა თუ
აღტაცებას ხშირად რაღაც არცთუ გამორჩეულად ღირებული აღძრავ-
და, მაგრამ ეს ყველაფერი მის კეთილგანწყობაზე მიუთითებდა, ზოგა-
დად, მთელი ჰაიბერის მიმართ, რაც მისი თანამგზავრებისთვის, ცხადია,
უკვე მეტად ღირებული ფაქტი გახლდათ.
ემა გულდასმით აკვირდებოდა და სულ უფრო რწმუნდებოდა, რომ
უსამართლობა იყო, ამგვარად მგრძნობიარე კაცზე გეთქვა, უესტონებ-
თან განზრახ არ ჩამოდიოდაო. ის ნამდვილად არ თამაშობდა, მის აღ-
ტაცებაში სიყალბის ნატამალიც არ ერია, არც მის ემოციას ახლდა თე-
ატრალურობის განცდა. ამდენად, ემას დასკვნით, მისტერ ნაიტლი მის
მიმართ ნამდვილად უსამართლო იყო.
პირველად „ქრაუნ ინთან“ შეისვენეს – პატარა, თუმცა ერთ-ერთ
მთავარ შენობასთან, რომელიც საფოსტო ცხენების სადგომს წარმოად-
გენდა. ცხენები აქ არა იმდენად ჩამოსული მგზავრებისთვის ჰყავდათ,
რამდენადაც ადგილობრივთა კომფორტისთვის. მოკლედ, მისტერ
ფრენკ ჩერჩილის მასპინძლები ნამდვილად არ ელოდნენ, რომ სტუმარი
აქ რამით დაინტერესდებოდა და შეყოვნდებოდნენ. თუმცა, როცა შენო-
ბასთან მოხვდნენ, უამბეს, წლების წინ როგორ მიეშენებინათ ერთი
თვალშისაცემად დიდი ოთახი, რომელსაც სამეჯლისო დარბაზის და-
ნიშნულება ჰქონდა და, თავის დროზე, როცა ჰაიბერის ჯერ კიდევ
მჭიდროდ დასახლებულ სამეზობლოში საცეკვაო განწყობა სუფევდა, იქ
მეჯლისებიც იმართებოდა; თუმცა, მას მერე, რაც ეს დიდებული დღეები
218
წარსულს ჩაბარდა, დარბაზის უმთავრეს დანიშნულებად ადგილობრი-
ვი ჯენტლმენებისა და ნახევრად ჯენტლმენების მიერ ჩამოყალიბებული
ვისტის კლუბი იქცა. „მეჯლისის“ ხსენებაზე გამოცოცხლებული მისტერ
ფრენკ ჩერჩილი შენობასთან მივიდა და დიდ ფანჯარაში შეიხედა, თან
დაიჩივლა, რა საწყენია, აქაურობამ თავისი პირვანდელი დანიშნულება
რომ დაკარგაო. ოთახი უნაკლო იყო, სიგრძეც საკმარისი ჰქონდა და სი-
განეც, სათანადო რაოდენობის ხალხს მშვენივრად დაიტევდა; თან ლა-
მაზიც იყო. მისტერ ფრენკ ჩერჩილი მის ვუდჰაუზს მიუბრუნდა: „ზამ-
თარში, სულ ცოტა, ყოველ ორ კვირაში ერთხელ მაინც უნდა მოეწყოთ
მეჯლისები! რატომ არ ზრუნავს ძველი, ლამაზი ტრადიციის განახლე-
ბაზე? მას ხომ ყველაფერი ხელეწიფება?!“ მიზეზად კარგი ოჯახების
სიმწირე დაუსახელეს, სცადეს, დაერწმუნებინათ, რომ ჰაიბერისა და მი-
სი უშუალო შემოგარენის გარდა, ხალხს ვერსაიდან მოიზიდავდნენ. არ-
გუმენტები მიუღებელი იყო – მისტერ ფრენკ ჩერჩილი ვერაფრით იჯე-
რებდა, რომ ამდენი ლამაზი სახლიდან არ მოგროვდებოდა მეჯლისი-
სათვის საჭირო რაოდენობის ხალხი. დეტალების განმარტებამ და ოჯა-
ხების დახასიათებამაც კი ვერ დააჯერა, რომ მათი ნაზავი რაიმე უხერ-
ხულობას შექმნიდა ან რომელიმე მათგანის შინ დაბრუნება რაიმე სირ-
თულესთან იქნებოდა დაკავშირებული. მხოლოდ ცეკვაზე შეყვარებულ
ახალგაზრდა კაცს თუ შეეძლო ასე თავგამოდებით კამათი. ემა გაოცე-
ბული ადევნებდა თვალს, მასში უესტონის სიცოცხლით სავსე და ხალი-
სიანი ბუნება როგორ აშკარად სჯაბნიდა ჩერჩილისას – ფრენკში არა-
ფერი იყო ენსკოუმბელთა სიამაყისა და თავდაჭერილობის მსგავსი. მე-
ტიც, ასეთი გულგრილობა სტატუსთა აღრევის მიმართ გემოვნების ნაკ-
ლებობასაც კი ემიჯნებოდა. თუმცა, მისნაირი სიცოცხლითა და ხალი-
სით აღსავსე ადამიანი სათანადოდ ვერც განსჯიდა იმ სიავეებს, რასაც
ასე უყურადღებოდ ეკიდებოდა.
თანამგზავრებმა, როგორც იქნა, მოაცილეს „ქრაუნის“ ფანჯრებს.
თითქმის ბეიტსების ბინასთან იყვნენ, როცა ემას გაახსენდა, ახალგაზ-
რდა კაცი წინა დღეს მათთან სტუმრობას რომ აპირებდა, და ჰკითხა,
თუ იყავითო.
219
– უჰ, ჰო! – გახლდათ მისი პასუხი, – ვაპირებდი თქმას. წარმატებუ-
ლი ვიზიტი გამოდგა. სამივე ქალბატონი ვნახე და თქვენი მეტად მად-
ლიერი დავრჩი, გუშინდელი შემზადებისთვის. ლაპარაკის მოყვარულ
დეიდას მოუმზადებელი რომ შევხვედროდი, ნამდვილად მოვკვდებოდი.
წესით, მხოლოდ ათიოდ წუთით შევიარე – ათ წუთზე მეტი ალბათ ეტი-
კეტშიც აღარ ჯდებოდა; მამაჩემს დავუბარე კიდეც, შინ ნამდვილად
შენზე ადრე დავბრუნდები-მეთქი... მაგრამ თავი ვერაფრით დავაღწიე,
საშუალებაც კი არ მომეცა, არცერთი პაუზა... ბოლოს, მამაჩემმა – რაკი
სხვაგან ვერსად მიპოვა, თავად მომაკითხა და აღმოჩნდა, რომ თურმე
მთელი ორმოცდახუთი წუთი ვიჯექი. ამ დრომდე, კეთილმა ქალბატონ-
მა წამოსვლის საშუალება არ მომცა.
– და თქვენი აზრით, მის ფეარფაქსი როგორ გამოიყურება?
– ცუდად, ძალიან ცუდად, ცხადია, თუ გვაქვს ამის თქმის უფლება.
სად გაგონილა, ქალბატონები ცუდად გამოიყურებოდნენ?! ისე, გულ-
წრფელად გითხრათ, მის ფეარფაქსი ბუნებრივადაც ისეთი ფერმკრთა-
ლია, კაცს ეგონება, ავად არისო.
ემა მაშინვე მის ფეარფაქსის კანის ფერის მხურვალედ დაცვას შეუდ-
გა: „რა თქმა უნდა, ლოყებღაჟღაჟა არ არის, მაგრამ ნამდვილად ვერ
იტყვი, არაჯანმრთელი იერი აქვსო. ასეთი ფერი მის უნაზეს კანსა და
სახის გამომეტყველებას მეტად თავისებურ ელეგანტურობას ჰმატებს“.
მისტერ ფრენკ ჩერჩილი სათანადო მოწიწებით უსმენდა; გამოტყდა,
რომ არაერთი ადამიანისგან გაეგო მსგავსი მოსაზრება, მაგრამ პირა-
დად მისთვის ჯანმრთელ სიღაჟღაჟეს ვერაფერი შეედრებოდა. „არაფ-
რით გამორჩეულ ნაკვთებს სილამაზეს, როგორც წესი, კანის ფერი ჰმა-
ტებს, გამორჩეული ნაკვთებისა და ღაჟღაჟა კანის კომბინაცია კი იმ-
გვარ ეფექტს ქმნის, რომ...“ საბედნიეროდ, მისტერ ჩერჩილმა არ მიიჩ-
ნია საჭიროდ, ეს ეფექტი აღეწერა.
– რას ვიზამთ, – მიუგო ემამ, – გემოვნებაზე არ დავობენ. ყოველ შემ-
თხვევაში, იმედი მაქვს, სხვა მხრივ მაინც ძალიან მოგწონთ.
მისტერ ფრენკ ჩერჩილმა სიცილით გააქნია თავი: – მის ფეარფაქსი
სხვანაირი ვერც წარმომიდგენია.
220
– უეიმათში ხშირად ხვდებოდით? ერთსა და იმავე წრეში ტრიალებ-
დით?
ამასობაში ფორდის მაღაზიას უახლოვდებოდნენ და მისტერ ფრენკ
ჩერჩილმა უეცრად წამოიძახა: – აი! ის მაღაზია უნდა იყოს, მამაჩემის
თქმით, ყველა ყოველდღე რომ სტუმრობს. თავად, როგორც ამბობს, ჰა-
იბერიში კვირაში ექვსჯერ ჩამოდის და სულ რაღაც საქმე აქვს ფორ-
დთან. თუ არ შეწუხდებით, იქნებ შევიდეთ?! სიამოვნებით დავამტკი-
ცებდი, რომ აქაურობას ვეკუთვნი და ჰაიბერის ნამდვილი მოქალაქე
ვარ! რაღაცას აუცილებლად ვიყიდი ფორდთან და ასე მოვიპოვებ მოქა-
ლაქეობას. იმედი მაქვს, ხელთათმანებს ყიდიან.
– რა თქმა უნდა! ხელთათმანებსაც და ყველაფერს. თქვენი პატრიო-
ტიზმით მოხიბლული ვარ. ჰაიბერი ძალიან შეგიყვარებთ. სანამ ჩამოხ-
ვიდოდით, უკვე საკმაოდ პოპულარული იყავით, როგორც მისტერ უეს-
ტონის ვაჟი, მაგრამ დახარჯეთ ნახევარი გინეა ფორდთან და თქვენი
პოპულარობა თქვენს ღირსებებს გადააჭარბებს!
მაღაზიაში შევიდნენ და სანამ პრიალა პაკეტებში შეფუთულ „მამა-
კაცების თახვებსა“52 და „იორკის ტყავს“53 დახლზე გამოიტანდნენ, მის-
ტერ ფრენკ ჩერჩილმა ემას მიმართა: – ბოდიშს გიხდით, მის ვუდჰაუზ,
სიტყვა გაგაწყვეტინეთ. რაღაცას მეუბნებოდით ზუსტად მაშინ, როცა
ჩემმა Amor patriae-მ54 იფეთქა. ისე, გარწმუნებთ, არასდროს დავუშ-
ვებ, პირადი ბედნიერება საჯარო დიდებას ვანაცვალო.
– მე მხოლოდ ის გკითხეთ, რამდენად ხშირი შეხება გქონდათ მის ფე-
არფაქსთან და მის წრესთან უეიმათში.
– რადგან ახლა გავიგე, რას მეკითხებოდით, უნდა მოგახსენოთ, რომ
მეტად უსამართლო შეკითხვა დაგისვამთ. ურთიერთობის ხარისხის
განსჯა ქალის უფლებაა. მის ფეარფაქსმა ალბათ უკვე გიამბოთ თავისი

52
„მამაკაცის თახვი“ – თახვის ბეწვისგან დამზადებული კაცის ხელთათმანები.
53
„იორკის ტყავი“ – ნაზი ტყავის ღია ყავისფერი ხელთათმანები, რომელსაც იორკში
(ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში) ამზადებდნენ.
54
Amor patriae (ლათ.) – სამშობლოს სიყვარული.
221
ვერსია. ამდენად, ვერ მივცემ თავს უფლებას, იმაზე მეტი ვთქვა, ვიდრე
მან გადაწყვიტა, ეთქვა.
– ღმერთო დიდებულო! ისეთსავე ფრთხილ პასუხებს მაძლევთ, რო-
გორიც მის ფეარფაქსს სჩვევია! ყველაფერს ისე ჰყვება, რომ უამრავ
კითხვასა და ვარაუდს ჰბადებს; იმდენად თავშეკავებულია სულ მცირე
ინფორმაციის გამჟღავნებისასაც, რომ, ჩემი აზრით, თამამად შეგიძლი-
ათ, ამ ურთიერთობის ხარისხზე თქვენ ილაპარაკოთ.
– ჰოო? მართლა? მაშ, სიმართლეს გეტყვით, მით უფრო, რომ რაღა-
ცების დამალვა არ მიყვარს. უეიმათში ხშირად ვხვდებოდი. ქემპბელებს
ქალაქიდან მეტ-ნაკლებად კარგად ვიცნობდი, უეიმათში კი, პრაქტიკუ-
ლად, ერთსა და იმავე წრეში ვტრიალებდით. პოლკოვნიკი ქემპბელი ძა-
ლიან სასიამოვნო კაცია, მისის ქემპბელი კი – მეგობრული, გულთბილი
ქალი. მომწონს მათი ოჯახი.
– როგორც ვხვდები, მის ფეარფაქსის სიტუაცია მოგეხსენებათ. იცით,
რაც ელის მომავალში, ხომ?
– დიახ, – ყოყმანით მიუგო მისტერ ფრენკ ჩერჩილმა, – მგონი, ვიცი.
– ემა, მეტად ფაქიზ თემებს ეხები, – ღიმილით ჩაერთო მისის უეს-
ტონი, – ნუ გავიწყდებათ, რომ მეც აქ ვარ... მისტერ ჩერჩილს ალბათ
ეუხერხულება მის ფეარფაქსის მდგომარეობაზე რამე გიპასუხოთ ჩემი
თანდასწრებით. ამიტომ, ცოტათი წინ წავალ.
– მართლაც მავიწყდება, მასზე რომ ვიფიქრო, – თქვა ემამ, – რადგან
მხოლოდ მეგობრად, უძვირფასეს მეგობრად მივიჩნევ.
მისტერ ფრენკ ჩერჩილმა ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს
ბოლომდე ესმოდა და პატივს სცემდა ასეთ გრძნობებს.
ამასობაში ხელთათმანები შეიძინეს და როცა მაღაზიიდან გავიდნენ,
საუბარი ახალგაზრდა კაცმა განაგრძო: – ოდესმე მოგისმენიათ, როგორ
უკრავს ის ახალგაზრდა ქალბატონი, ვისზეც ახლა საუბრობდით?
– ოდესმე?! მგონი დაგავიწყდათ, რომ მის ფეარფაქსი ჰაიბერის
მკვიდრია. რაც თავი მახსოვს და რაც დაკვრა დავიწყეთ, მგონი, სხვა
არც არაფერი მომისმენია. არაჩვეულებრივად უკრავს.

222
– მართლა ასე ფიქრობთ? მინდოდა, ვინმე სანდო შემფასებლის აზრი
მომესმინა. პირადად მეც მგონია, რომ ძალიან კარგად უკრავს, გემოვნე-
ბით, მაგრამ ამ საკითხში არაფერი გამეგება. უაღრესად მიყვარს მუსი-
კა, მაგრამ დაკვრა არ ვიცი და ამიტომ არავითარი უფლება არ მაქვს,
სხვისი დაკრული შევაფასო. თუმცა, ხშირად გამიგია, როგორ ასხამენ
ხოტბას. ერთი კაცის ქება განსაკუთრებით დამამახსოვრდა და მგონი,
საბუთადაც გამოდგება, რომ მის ფეარფაქსი მართლაც კარგ შემსრუ-
ლებლად მივიჩნიოთ. მოკლედ, ერთი მეტად მუსიკალური კაცი, რომე-
ლიც სხვა ქალზე იყო შეყვარებული და დანიშნული, არასდროს სთხოვ-
და თავის სატრფოს, ინსტრუმენტს მიუჯექითო, თუ მის ფეარფაქსს შე-
ეძლო იმწუთას დაკვრა. პირველის მოსმენა ოდნავადაც არ აინტერესებ-
და, თუ მეორე ეგულებოდა ახლომახლო. ასეთი ქცევა მუსიკალური კა-
ცისგან კი მგონი საბუთად გამოდგება.
– საბუთად?! თან როგორ საბუთად! – წამოიძახა ემამ, რომელსაც ეს
საუბარი უკვე ძალიან ართობდა, – ე.ი. მისტერ დიქსონი ძალიან მუსი-
კალური კაცია?! მგონი, თქვენგან ნახევარ საათში იმაზე მეტს შევიტ-
ყობთ, ვიდრე მის ფეარფაქსი ნახევარ წელიწადში დაგვდებდა პატივს.
– დიახ, მისტერ დიქსონსა და მის ქემპბელს ვგულისხმობდი. პირა-
დად მე საკმაოდ მყარ საბუთად აღვიქვი.
– ცხადია. სიმართლე გითხრათ, იმდენად მყარი საბუთია, რომ მის
ქემპბელის ადგილას, სულაც არ მესიამოვნებოდა. ვერ ვაპატიებდი,
კაცს მუსიკა სიყვარულზე მაღლა დაეყენებინა, ყური – თვალზე წინ;
ვერ ვაპატიებდი კეთილხმოვანებისადმი უფრო მეტ სიფაქიზეს, ვიდრე
ჩემი გრძნობებისადმი. როგორ იღებდა მის ქემპბელი ამ ყველაფერს?
– მოგეხსენებათ, უახლოესი მეგობრები არიან.
– უსუსური არგუმენტია და სანუგეშოდ არ გამოდგება! – გაიცინა
ემამ, – ცხადია, სჯობს, უცხო ადამიანი გამჯობინონ, რადგან უცხოს,
შესაძლოა, აღარც კი შეხვდე, აი, უახლოესი ადამიანი კი, რომელიც მუ-
დამ გვერდით გყავს და რომელსაც ყველაფერი შენზე უკეთ გამოსდის...
ნამდვილი ჯოჯოხეთია... საბრალო მისის დიქსონი! მიხარია, ირლან-
დიაში რომ გადავიდა.
223
– მართალი ხართ. წესით, მის ქემპბელს მართლაც არ უნდა მოსწო-
ნებოდა, თუმცა, ჩემი აზრით, ოდნავადაც არ განიცდიდა.
– მით უკეთესი... ან მით უარესი... არც კი ვიცი, რომელი ვთქვა. თუმ-
ცა, რაც უნდა ყოფილიყო მიზეზი, კეთილი ბუნება თუ სიბრიყვე, მეგობ-
რული მოსაზრებები თუ სუსტი გრძნობები, ეს ყველაფერი ერთ ადამი-
ანს ნამდვილად უნდა ეგრძნო: თავად მის ფეარფაქსს. ალბათ ხვდებო-
და, რომ შეუფერებელი და სახიფათო ყურადღების ობიექტი იყო.
– აი, ეს უკვე... არ ვიცი...
– ღმერთო! ნუ იფიქრებთ, რომ ვცდილობ, თქვენ ან ვინმეს მის ფეარ-
ფაქსის ემოციები დავტყუო. მგონი, მისი გრძნობები ყველა სულიერი
არსებისათვის უცნობია. თუმცა, თუ სულ უკრავდა, როცა კი მისტერ
დიქსონი სთხოვდა ამას, მაშინ გვაქვს უფლება, რაც გვინდა, ის ვივარა-
უდოთ.
– არადა, ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზე ჩანდა; ერთმანეთთან
თითქოს გადასარევად იყვნენ... – სწრაფად დაიწყო მისტერ ფრენკ ჩერ-
ჩილმა, მაგრამ მცირედი პაუზის შემდეგ, დაამატა: – თუმცა, შეუძლებე-
ლია, დანამდვილებით ვთქვა, რა ხდებოდა კულისებში... რადგან თქვენ
მის ფეარფაქსს ბავშვობიდან იცნობთ, ჩემზე უკეთ გეცოდინებათ, კრი-
ტიკულ სიტუაციებში როგორ იქცევა ხოლმე.
– ნამდვილად ბავშვობიდან ვიცნობ და, სავსებით ბუნებრივია, ვინ-
მემ ჩვენზე იფიქროს, რომ ახლობლები ვართ, ან როცა ის ნათესავებს
სტუმრობს, შეხმატკბილებულად ვატარებთ დროს. მაგრამ ასე არას-
დროს ყოფილა. არც კი ვიცი, რატომ... შესაძლოა, ცოტათი ჩემი ცუდი
ხასიათის ბრალიცაა; ვერ ვეგუები, ყველა რომ გამუდმებით აღმერთებს
და თავს დასტრიალებს – დეიდითა და ბებიით დაწყებული და ლამის
მთელი ჰაიბერით დამთავრებული. ამას ემატება მისი გულჩათხრობი-
ლობაც! ასეთ ჩაკეტილ ადამიანს არასდროს შევხვედრივარ.
– მართლაც ყოვლად საძულველი თვისებაა, – მიუგო მისტერ ფრენკ
ჩერჩილმა, – ხანდახან სასარგებლოც, რადგან წინდახედულობასაც
მოიცავს, მაგრამ არასდროს – სასიამოვნო. გულჩათხრობილი ადამიანი
ვერ გეყვარება.
224
– მით უმეტეს, თუ შენ მიმართაც გულჩათხრობილია. თუ ზოგადად
გულჩათხრობილი ადამიანი შენთან გულახდილია, მისი ამგვარი ბუნე-
ბა, შესაძლოა, დააფასო კიდეც, მაგრამ ძალიან უნდა მჭირდებოდეს მე-
გობარი ან თანამოსაუბრე, რომ დაახლოების მიზნით, თავი შევიწუხო
და მისი გულჩათხრობილობის დათრგუნვა ვცადო. ჩემი და მის ფეარ-
ფაქსის სიახლოვე, პრაქტიკულად, გამორიცხულია. არანაირი მიზეზი
არ მაქვს, მასზე ცუდად ვიფიქრო, მაგრამ ეს გაუთავებელი და უკიდუ-
რესი სიფრთხილე სიტყვასა თუ ქცევაში, ასეთი ძრწოლვა, ვაითუ ვინ-
მეზე რამე ხელშესახები ინფორმაცია დასცდეს, სხვა თუ არაფერი, ეჭვს
იწვევს, რომ რაღაც აქვს დასამალი.
მისტერ ფრენკ ჩერჩილმა ბოლომდე გაიზიარა ემას სიტყვები.
ამდენი სეირნობისა და ამდენ საკითხზე ასეთი ერთსულოვნების შე-
დეგად, ემას ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს ახალგაზრდა კაცს, დი-
დი ხანი იყო, იცნობდა. მისტერ ფრენკ ჩერჩილი არც მთლად ისეთი აღ-
მოჩნდა, როგორიც ემას წარმოედგინა: მისი შეხედულებები მთლად დი-
დებული საზოგადოების წარმომადგენლისას არ ჰგავდა, არც მაინცდა-
მაინც სიმდიდრისგან გათამამებული კაცი ჩანდა. ამდენად, უკეთესი პი-
როვნება იყო, ვიდრე ემა ელოდა. მოსაზრებები უფრო თავმდაბალი
ჰქონდა, გრძნობები – უფრო თბილი. ემას განსაკუთრებით თვალში
მოხვდა მისი მოსაზრებები მისტერ ელტონის სახლთან დაკავშირებით;
სახლიც შეათვალიერა, ეკლესიაც და არაფრით დაეთანხმა ქალბატო-
ნებს, რომლებმაც იქაურობას არაერთი ნაკლი გამოუნახეს. მისი აზ-
რით, სახლი მშვენიერი იყო და იქ ცხოვრების გამო კაცს ნამდვილად
ვერ შეიცოდებდი, მით უმეტეს, თუ ამ კაცს დიასახლისიც ეყოლებოდა
გვერდით. მისი აზრით, კაცი რეგვენი უნდა ყოფილიყო, ამ კომფორტულ
სივრცეზე მეტი მოესურვებინა.
მისის უესტონს გაეცინა, ალბათ არ იცით, რაზე ლაპარაკობთ, დიდ
სახლს მიჩვეული, ვერ აცნობიერებთ იმ უხერხულობას, რაც პატარა
სახლში ცხოვრებას ახლავსო; ემამ კი გაიფიქრა, რომ მისტერ ფრენკ
ჩერჩილმა სწორედაც რომ გადასარევად იცოდა, რაზეც ლაპარაკობდა
და მეტად მოწადინებულიც იყო, ადრეულ ასაკში დაოჯახებულიყო –
225
ცოლი ღირსეული მოტივების გათვალისწინებით შეერთო. შესაძლოა,
მართლაც ვერ ხვდებოდა, როგორ აკნინებდა მსახურთუფროსის ოთახის
არარსებობა ოჯახურ სიმშვიდეს, მაგრამ უთუოდ გრძნობდა, რომ ენ-
სკოუმბი მას ბედნიერებას ვერ მოუტანდა და როცა კი ვინმეს მიმართ
სერიოზული გრძნობები გაუჩნდებოდა, თამამად დათმობდა მნიშვნე-
ლოვანი ოდენობის სიმდიდრეს, ოღონდ კი ადრეულ ასაკში დამოუკიდე-
ბელი ცხოვრების საშუალება მისცემოდა.

226
თავი 7

მომდევნო დილას, როცა ემამ შეიტყო, რომ ფრენკ ჩერჩილი ლონ-


დონში გამგზავრებულიყო, არც მეტი, არც ნაკლები, თმის შესაჭრელად,
მისი ძალიან კარგი შეხედულება, ცოტა არ იყოს, შეირყა. მისტერ ჩერ-
ჩილს საუზმობისას თურმე რაღაც ეშმაკი შეუჩნდა და ეტლისთვის მსა-
ხური გაგზავნა, გამგზავრებისას კი დაიბარა, სადილობისას დავბრუნ-
დებიო, თუმცა თმის შეჭრის გარდა, სხვა არავითარი მიზეზი არ უხსენე-
ბია. რა თქმა უნდა, ცუდი არაფერი იყო ვარცხნილობისთვის თექვსმეტი
მილის ორჯერ გავლაში, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც სიბრიყვის ელფე-
რი დაკრავდა, რასაც ემა ვერაფრით მოიწონებდა. ეს არც რაციონალუ-
რობაზე მიუთითებდა, არც ზომიერებაზე და არც გულითადობაზე, რაც
ემამ ამ ახალგაზრდა კაცში წინა დღეს უხვად დაინახა. ამპარტავნება;
თავნება და მფლანგველი ბუნება; ცვლილებებისადმი მიდრეკილება;
მოუსვენარი ხასიათი; მამისა და მისის უესტონის სურვილებისადმი ზე-
რელე დამოკიდებულება; უპასუხისმგებლობა – ფრენკ ჩერჩილმა ემას-
გან ყველა ეს შეფასება „დაიმსახურა“; მამამისმა შვილს მხოლოდ კოხ-
ტაპრუწა უწოდა და ეს ისტორია კურიოზად მონათლა; აი, მისის უეს-
ტონს კი სრულებითაც არ ეამა, რაზეც აშკარად მიუთითებდა მისი ერ-
თადერთი კომენტარი: „ყველა ახალგაზრდას აქვს პატარ-პატარა ახი-
რებები“.
თუმცა, ემა მაინც ფიქრობდა, რომ მისის უესტონს ფრენკ ჩერჩილი
ჯერჯერობით ისევ მოსწონდა. დედინაცვალი მუდამ მზად იყო, აღენიშ-
ნა გერის გულისხმიერება, გულღიაობა, ხალისიანი და ცოცხალი ბუნე-
ბა; ვერც ახალგაზრდა ჯენტლმენის მოსაზრებებში ხედავდა რამეს მი-
უღებელს, პირიქით, უმეტესად, სამართლიანად მიაჩნდა; მოსწონდა,
ბიძამისს სითბოთი რომ იხსენიებდა, და ამბობდა, მარტო რომ იყოს, ამ-
ქვეყნად საუკეთესო კაცი იქნებოდაო; მართალია, ბიცოლასადმი სიყვა-
რული არ გამოარჩევდა, მაგრამ მის სიკეთეს მადლიერად აღიარებდა
და მასზე პატივისცემითაც საუბრობდა. ერთი სიტყვით, რომ არა ეს
უთავბოლო ახირება თმის შეჭრასთან დაკავშირებით, მასში არაფერი
227
იყო ისეთი, რაც გააუფერულებდა ემას წარმოსახვას, რომლის თანახმა-
დაც ეს ახალგაზრდა კაცი ჯერაც თუ არ იყო ემაზე შეყვარებული, ძა-
ლიან ახლო იდგა შეყვარებასთან და მხოლოდ ემასვე გულგრილობა
აკავებდა (რადგან ემა ისევ ერთგულებდა თავის მტკიცე გადაწყვეტილე-
ბას, არასდროს გათხოვილიყო).
ემას წარმოსახვაში ყველა მათი ახლობელი მისტერ ფრენკ ჩერჩილს
მის ვუდჰაუზის რჩეულად განიხილავდა. ამ წარმოსახვას ამყარებდა
მისტერ უესოტნის არაერთი მინიშნებაც, რომ ფრენკს ის უკიდურესად
მოსწონდა. ერთი სიტყვით, ამდენი დადებითი თვისების გათვალისწინე-
ბით, ემამ გადაწყვიტა, მკაცრად არ განესაჯა მისტერ ფრენკ ჩერჩილი.
ბოლოს და ბოლოს, მისის უესტონის თქმისა არ იყოს, „ყველა ახალგაზ-
რდას აქვს პატარ-პატარა ახირებები“.
ფრენკ ჩერჩილს ახალ ნაცნობებს შორის მთელ სურეიში ერთადერთი
ადამიანი არ სწყალობდა. საერთოდ, დონველისა და ჰაიბერის სამრევ-
ლოებში მას, როგორც ძალიან სიმპათიურ ახალგაზრდა კაცს, რომელიც
ხშირი გულღია ღიმილითა და მოხდენილი რევერანსებით გამოირჩე-
ოდა, პატარ-პატარა ექსტრავაგანტობებს დიდსულოვნად ჰპატიობდნენ.
თუმცა, მათში მაინც ერია ერთი სულიერი, რომელიც მისი რევერანსე-
ბითა თუ ღიმილებით ასე იოლად ვერ იხიბლებოდა – ეს იყო მისტერ ნა-
იტლი.
კურიოზული ამბავი ამ უკანასკნელს ჰარტფილდში მოახსენეს. ერ-
თხანს უხმოდ ჩაჰყურებდა გაზეთს, ბოლოს კი ემამ გაიგონა, როგორ ჩა-
ილაპარაკა თავისთვის: „ჰმმ! ზუსტად ისეთი ფუქსავატი ბრიყვი აღმოჩ-
ნდა, როგორსაც ველოდი“.
ნახევარი წუთით ემა გაცხარდა, მცირე დაფიქრების შემდეგ კი მიხ-
ვდა, რომ ეს სიტყვები მისტერ ნაიტლიმ მხოლოდ თავისი ემოციის და-
საცხრობად თქვა და არა სხვათა გასაღიზიანებლად; ამიტომ, არაფერი
შეიმჩნია.
მართალია, მისტერ და მისის უესტონები არცთუ სასიამოვნო ამბის
მახარობელნი აღმოჩნდნენ, მაგრამ მათი სტუმრობა იმ დილას ჰარ-
ტფილდში მაინც ძალიან ხელსაყრელი გამოდგა. მათი იქ ყოფნისას
228
ჰარტფილდში რაღაც ისეთი მოხდა, რომ ემას მათი რჩევა დასჭირდა
და, როგორც მოსალოდნელი იყო, ფრიად სასურველი რჩევაც მიიღო.
აი, რა მოხდა: ჰაიბერიში რამდენიმე წლის წინ დამკვიდრებული ქო-
ულები ძალიან მეგობრული, დიდსულოვანი და უპრეტენზიო, მაგრამ
მეტად არასახარბიელო წარმოშობის, სანახევროდ წარჩინებული ხალ-
ხი იყო, რომელთაც ფული ვაჭრობით დაეგროვებინათ. პირველ ხანებში
მეტად თავმდაბლურად ცხოვრობდნენ და მხოლოდ ვიწრო წრესთან
ურთიერთობდნენ. ბოლო ერთი თუ ორი წლის განმავლობაში კი საარ-
სებო პირობები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს – ქალაქის55 სახლიდან
მოგება მნიშვნელოვნად გაზარდეს, გამდიდრებასთან ერთად კი სახლი-
სა და სანაცნობო წრის გაფართოებაც მოინდომეს. სახლი, მსახურთა
რაოდენობა და ყოველგვარი ხარჯი იმდენად გაზარდეს, რომ ქონებითა
და ცხოვრების წესით უკვე მხოლოდ ჰარტფილდის მამულს თუ ჩამოუ-
ვარდებოდნენ. მათმა სიყვარულმა თავყრილობებისადმი და მათმა
ახალმა სასადილო ოთახმა ყველას ხალხმრავალი სადილების მოლო-
დინი გაუჩინა და რამდენიმე წვეულება – ძირითადად, მარტოხელა კა-
ცებისთვის – მოაწყვეს კიდეც. ემას ღრმა რწმენით, ქოულები რჩეული
და საუკეთესო ოჯახების – დონველის, ჰარტფილდისა და რენდალსის
ბინადრების დაპატიჟებას ვერასდროს გაბედავდნენ და რომც გაებედათ,
ემას ვერაფერი აცდუნებდა, მათთან მისულიყო. მის ვუდჰაუზი ნანობ-
და კიდეც, მამამისის განთქმულ ჩვეულებათა დამსახურებით, მის უარს
სასურველზე ნაკლებ წონას რომ მიანიჭებდნენ. ქოულები თავისებურად
ძალიან პატივსაცემი ხალხი იყო, მაგრამ მათთვის ვინმეს უნდა ესწავ-
ლებინა, რომ არ შეეძლოთ, თავად განესაზღვრათ, როდის მიეწვიათ
წარჩინებული ოჯახები. ემა მეტად შიშობდა, რომ ამ გაკვეთილს უშუა-
ლოდ მისგან მიიღებდნენ. ამ მხრივ არც მისტერ ნაიტლის იმედი ჰქონ-
და და არც მისტერ უესტონისა.
თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაერთი კვირის შემდეგ
მის ვუდჰაუზმა თავი სულ სხვაგვარად იგრძნო შეურაცხყოფილად. საქ-

55
იგულისხმება ლონდონი.
229
მე ის გახლდათ, რომ დონველსა და რენდალსში მიიღეს ქოულების მო-
საწვევი, ჰარტფილდში კი – არა. მისის უესტონის ახსნა-განმარტება –
„ალბათ, თქვენ ვერ შემოგკადრეს, რაკი იციან, რომ გარეთ არ სადი-
ლობთ“ – ემასთვის საკმარისად დამაჯერებელი არგუმენტი არ აღმოჩ-
ნდა. თანაც, გული დასწყდა, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ უარის თქმისა
და საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალება არ ეძ-
ლეოდა, ხოლო მეორე მხრივ იმიტომაც, რომ გააცნობიერა, წვეულებასა
და უახლოეს მეგობრებს მხოლოდ თვითონ უნდა გამოჰკლებოდა. უკვე
აღარც კი იყო დარწმუნებული, მოსაწვევის მიღების შემთხვევაში, თან-
ხმობის ცდუნებას თუ გაუძლებდა. საღამოზე ჰარიეტიც მიიწვიეს და ბე-
იტსებიც. წინა დღესაც ამაზე ლაპარაკობდნენ და ფრენკ ჩერჩილმაც
გულწრფელად დაიჩივლა, რა საწყენია, რომ არ იქნებითო. ნუთუ საღა-
მო მეჯლისით არ დასრულდება? – იყო ახალგაზრდა კაცის შეკითხვა.
ცეკვის შესაძლებლობის გამოტოვება კი უარესად უფუჭებდა ემას გუნე-
ბას; მისი დაუპატიჟებლობა თუნდაც კომპლიმენტი ყოფილიყო, დიდი
ვერაფერი ნუგეში გახლდათ.
სწორედ ამ მოსაწვევის მიღება დაემთხვა ჰარტფილდში უესტონების
სტუმრობას, რამაც მათი იქ ყოფნა მეტად ღირებული გახადა. მართა-
ლია, წაკითხულზე ემას პირველი რეაქცია ჯიუტად ნაფიქრი „ცხადია,
უარი უნდა ვუთხრა“ იყო, მაგრამ უესტონებს მაინც დაეკითხა და მა-
თაც დაუყოვნებლად ურჩიეს, უნდა წახვიდეთო.
ემა გამოტყდა, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, წვეულებისადმი
არც ისე გულგრილად იყო განწყობილი. ქოულებს მეტად საკადრისი წე-
რილი მიეწერათ – თავაზიანად გამოეხატათ სათქმელი და მამამისი-
სადმიც საოცარი ყურადღება გამოეჩინათ. „პატივს უფრო ადრეც ით-
ხოვდნენ, მაგრამ ლონდონიდან დასაკეცი შირმის ჩამოსვლას ელოდნენ,
რის წყალობითაც, იმედოვნებდნენ, რომ მისტერ ვუდჰაუზს მცირედი
ორპირიც არ შეაწუხებდა და, შესაბამისად, უფრო თამამად დასდებდა
პატივს, საღამო მათთან გაეტარებინა“. საბოლოოდ, ემას დაყოლიება
საკმაოდ იოლი აღმოჩნდა; უესტონებთან ერთად მალევე გადაწყვიტა,
თუ როგორ აერიდებინათ მისტერ ვუდჰაუზისთვის დისკომფორტი – მი-
230
სის ბეიტსი თუ არა, მისის გოდარდი უთუოდ გაუწევდა კომპანიას და
მისტერ ვუდჰაუზი თანახმა იქნებოდა, მის ქალიშვილს სულ რამდენიმე
დღეში ერთი საღამო მისგან მოშორებით გაეტარებინა. რაც შეეხება თა-
ვად მისტერ ვუდჰაუზის წასვლას, ემას გადაწყვეტილებით, გვიან საღა-
მოს, ხალხმრავლობაში მისი იქ ყოფნა გამორიცხული იყო. მისტერ
ვუდჰაუზი საკმაოდ მალე შეურიგდა ბედს.
– სადილად სიარული არ მიყვარს, – თქვა მან, – არც არასდროს მიყ-
ვარდა. არც ემას უყვარს. გვიან ვახშმობა ცუდად მოქმედებს ჩვენზე.
ვწუხვარ, მისტერ და მისის ქოულებმა რომ ეს სადილი აიტეხეს. ჩემი
აზრით, ბევრად უკეთესი იქნებოდა, დამდეგ ზაფხულს ჩვენთან მოსუ-
ლიყვნენ და ჩაი ერთად დაგველია, მერე კი ერთად გაგვესეირნა. ჩვენ
ადრიანად ვსვამთ ჩაის, შინ კი ისე დაბრუნდებოდნენ, რომ საღამოს
ნესტი არც დაჰკრავდათ. ზაფხულის საღამოს ცვარი ისეთია, არავის
ვურჩევ. თუმცა, რადგან ასე მოწადინებულნი არიან, ჩემმა საყვარელმა
ემამ მათთან ისადილოს და რადგან თქვენც იქ იქნებით და მისტერ ნა-
იტლიც და სამივე ერთად მიმიხედავთ, ნამდვილად არ შევუშლი მის
წასვლას ხელს, ცხადია, თუ ამინდიც შესაფერისი იქნება – არც ნესტია-
ნი და არც ქარიანი... – მისტერ ვუდჰაუზი მისის უესტონს მიუბრუნდა
და გულთბილად უსაყვედურა: – ეჰ, მის ტეილორ! რომ არ გათხოვილი-
ყავით, ჩემთან დარჩებოდით ჰარტფილდში!
– მაშ, სერ, – წამოიძახა მისტერ უესტონმა, – რადგან მის ტეილორი
წაგართვით, ვალდებული ვარ, მისი ადგილი როგორღაც შეგივსოთ. თუ
გნებავთ, ამწამსვე დაველაპარაკები მისის გოდარდს.
მაგრამ რამის ამწამსვე გაკეთების იდეა მისტერ ვუდჰაუზის მღელვა-
რებას უფრო ზრდიდა. ქალბატონებმა უკეთ იცოდნენ, როგორ შეემსუ-
ბუქებინათ მისი შფოთვა: მისტერ უესტონი უნდა გაჩუმებულიყო და
ყველაფერი აუჩქარებლად, წინდახედულად დაეგეგმათ.
ამგვარმა მიდგომამ გაჭრა და მისტერ ვუდჰაუზიც მეტ-ნაკლებად
დამშვიდდა: „ძვირფასი მისის გოდარდის ნახვა ძალიან გაახარებს. ემამ
პატარა წერილი უნდამისწეროს და ჰარტფილდში მოიწვიოს. წერილს
ჯეიმსი წაუღებს. თუმცა, ჯერ მისის ქოულს უნდა გაუგზავნოს პასუხი“.
231
– ჩემ მაგივრად ბოდიში უნდა მოუხადო; რაც შეიძლება, ზრდილო-
ბიანად აუხსნა, რომ ავადმყოფი კაცი ვარ, არსად დავდივარ და, შესა-
ბამისად, მათ თავაზიან მიპატიჟებას ვერ დავთანხმდები. რა თქმა უნ-
და, პატივისცემის დამადასტურებელი სიტყვებით უნდა დაიწყო. თუმ-
ცა, ყველაფერს თავადაც მშვენივრად გაართმევ თავს. ჩემი მითითებები
არ გჭირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს ჯეიმსის გაფრთხილებაც, რომ
სამშაბათს ეტლი დაგვჭირდება. ის თუ წაგიყვანს, შენზე არ ვინერვი-
ულებ. რაც ახალი მისადგომი გააკეთეს, ქოულებთან არ ვყოფილვარ,
მაგრამ ეჭვი მაინც არ მეპარება, რომ ჯეიმსი უსაფრთხოდ მიგიყვანს.
როცა მიხვალ, უნდა უთხრა, რა დროს მოგაკითხოს. სჯობს, მალევე წა-
მოხვიდე. გვიანობამდე გაჩერება არ ღირს. ჩაის მერე უკვე დაიღლები.
– მაგრამ, მამა, ხომ არ გინდა მანამ წამოვიდე, სანამ დავიღლები?
– ღმერთო, არა, ჩემო საყვარელო! მაგრამ, გარწმუნებ, მალევე დაიღ-
ლები. ყველას ერთხმად ლაპარაკი არ მოგეწონება.
– მაგრამ სერ, ჩემო ძვირფასო, – წამოიყვირა მისტერ უესტონმა, –
ემა თუ ადრე წამოვა, წვეულება ჩაიშლება.
– ჰოდა, ძალიანაც კარგი, – მიუგო მისტერ ვუდჰაუზმა, – რაც მალე
დასრულდება წვეულებები, მით უკეთესი.
– მაგრამ აბა, დაფიქრდით, სერ. შესაძლოა, ქოულებს ეწყინოთ, ემა
მათ წვეულებას ჩაის დასრულებისთანავე თუ დატოვებს. თავმდაბალი
ხალხია და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არა აქვთ, მაგრამ მათი
წვეულებიდან ვინმეს ადრიანად გაქცევა არა მგონია, კომპლიმენტად
მიიღონ. მის ვუდჰაუზის წამოსვლა კი გაცილებით მტკივნეულად აღიქ-
მება, ვიდრე იქ მყოფი ნებისმიერი სხვა ადამიანისა. დარწმუნებული
ვარ, სერ, ამ მეგობრული, კარგი ხალხის შეურაცხყოფა ნამდვილად არ
გინდათ, მით უმეტეს, რომ აგერ უკვე ათი წელია, თქვენი მეზობლები
არიან.
– ამქვეყნად არაფრის გულისთვის, მისტერ უესტონ. თქვენი მეტად
მადლიერი ვარ, ეს რომ შემახსენეთ. უკიდურესად შევწუხდებოდი, მათ-
თვის სულ ოდნავ მაინც რომ მეტკინა გული. ვიცი, როგორი ღირსეული
ხალხია. პერი მეუბნებოდა, მისტერ ქოული ლუდს პირს არ აკარებსო.
232
კი არაფერი ეტყობა, მაგრამ სინამდვილეში თურმე ნაღვლის ბუშტი
აწუხებს... თანაც, ძალიან. არა, მათი გულისტკივილის საბაბად ნამდვი-
ლად ვერ ვიქცევი. ემა, ჩემო ძვირფასო, ეს მხედველობაში უნდა მივი-
ღოთ. დარწმუნებული ვარ, არც შენ გიღირს მისტერ და მისის ქოულე-
ბის წყენინება; გიჯობს, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, ცოტათი
მეტხანს დარჩე მათთან. ნუ მიაქცევ დაღლილობას ყურადღებას. ხომ
იცი, მეგობრებს შორის სრულიად უსაფრთხოდ იქნები.
– ჰო, მამა, რასაკვირველია. საკუთარი თავის გამო საერთოდ არ ვღე-
ლავ; შენ რომ არა, მისის უესტონის წამოსვლამდეც კი დავრჩებოდი,
მაგრამ არ მინდა, ჩემ გამო ღამე გაიტეხო. დანამდვილებით ვიცი, რომ
მისის გოდარდთან ერთად ყოვლად კომფორტულად იგრძნობ თავს –
მას პიკეტი56 ძალიან უყვარს, მაგრამ შინ რომ წავა, მეშინია, ვაითუ და-
მელოდო; ამის გაფიქრებაც კი მოსვენებას დამიკარგავს. უნდა შემპირ-
დე, რომ არ დამელოდები და დასაძინებლად ჩვეულ დროს წახვალ.
მისტერ ვუდჰაუზი შეჰპირდა, თუმცა სანაცვლოდ ქალიშვილისგანაც
მიიღო დაპირებები, მაგალითად, ის, რომ თუ შეციებული დაბრუნდებო-
და, დაძინებამდე უთუოდ საგულდაგულოდ გათბებოდა; თუ მშიერი იქ-
ნებოდა, აუცილებლად დანაყრდებოდა; პირად მოახლეს დააცდევინებ-
და; და სერლი და მსახურთუფროსი, ჩვეულებისამებრ, შეამოწმებდნენ,
ხომ ყველაფერი რიგზე იყო.

პიკეტი – ბანქოს ფრანგული სახეობა ორი მოთამაშისათვის.


56

233
თავი 8

ფრენკ ჩერჩილი დაბრუნდა. ჰარტფილდში არ იცოდნენ, ალოდინა


თუ არა სადილზე მამა, რადგან მისის უესტონი გულმოდგინედ ცდი-
ლობდა, მისტერ ვუდჰაუზის თვალში თავის გერს რჩეულის სტატუსი
არ დაჰკარგვოდა, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ ამჟღავნებდა
ნაკლს, რომლის დამალვაც შეიძლებოდა.
ფრენკ ჩერჩილს თმა მართლაც შეეჭრა. თავის საქციელზე გულიანა-
დაც იცინოდა, მაგრამ სირცხვილისა კი არაფერი ეტყობოდა, რაზეც
თუნდაც თმის დამოკლება მეტყველებდა – გრძელი თმა ხომ უკეთ მა-
ლავს სახეზე აღბეჭდილ დაბნეულობას. არც ზედმეტი ხარჯი დანანე-
ბია, ფულის გარეშე გადასარევად გრძნობდა თავს. ერთი სიტყვით, ძვე-
ლებურად თამამი და ხალისიანი იყო. მისი ნახვის შემდეგ, ემამ ასეთი
მაღალზნეობრივი ხასიათის მსჯელობა გამოაცხო: „უდავოა, რომ სუ-
ლელური ქცევა სულელური აღარ ჩანს, როცა მას გონიერი ადამიანი
სჩადის. ბოროტება მუდამ ბოროტებაა, სიბრიყვე კი ყოველთვის სიბ-
რიყვე როდია – ეს ჩამდენის თვისებებზეა დამოკიდებული. ძვირფასო
მისტერ ნაიტლი, მისტერ ფრენკ ჩერჩილი სულაც არ არის ფუქსავატი
და ბრიყვი ახალგაზრდა. ასეთი რომ იყოს, სხვაგვარად მოიქცეოდა: თა-
ვისი საქციელით ან იამაყებდა, ან დაიმორცხვებდა; ანუ ან კოხტაპრუ-
წას ტრაბახთან გვექნებოდა საქმე, ანაც მიჩუმათებასთან, როგორც ეს
სუსტი ნების მქონეთ სჩვევიათ, რომელთაც საკუთარი პატივმოყვარე
ახირებების დაცვა არ შეუძლიათ. სწორედ ამიტომაც, ღრმად ვარ დარ-
წმუნებული, რომ მისტერ ჩერჩილი არც ფუქსავატია და არც ბრიყვი“.
დადგა სამშაბათი – ფრენკ ჩერჩილთან შეხვედრის დღე. ხანგრძლივი
შეხვედრა ემას საშუალებას მისცემდა, უკეთ განესაჯა ჯენტლმენის მა-
ნერები პირადად მის მიმართ; გამოეცნო, რამდენად მალე დასჭირდებო-
და ურთიერთობის გაცივებაზე ზრუნვის დაწყება, და დაჰკვირვებოდა,
რა შთაბეჭდილებას მოახდენდა დანარჩენებზე მათი პირველად ერთად
დანახვა.

234
საღამოს დიდი სიხარულით ელოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისტერ
ქოულის სახლში უნდა ესადილა. არადა, ერთ დროს, ჯერ კიდევ მაშინ,
როცა მისტერ ელტონი მისი კეთილგანწყობით სარგებლობდა, ჯენ-
ტლმენის ნაკლოვანებებს შორის არაფერს ისე არ შეუწუხებია, როგორც
მის მუდმივ წადილს, მისტერ ქოულთან ესადილა.
მამამისის კომფორტი ორმაგად იყო უზრუნველყოფილი – მისის გო-
დარდმაც შეძლო ჰარტფილდში მისვლა და მისის ბეიტსმაც. ემას უკა-
ნასკნელი მოვალეობა წასვლამდე იყო ის, რომ ნასადილევს ამ ორი
ქალბატონისთვის სათანადო პატივი მიეგო. სანამ მამა კაბას უქებდა,
ემა ნამცხვრის მოზრდილი ნაჭრებითა და ღვინით სავსე ჭიქებით ამარა-
გებდა სტუმრებს, ვაითუ, მათ ჯანმრთელობაზე მზრუნველი მისტერ
ვუდჰაუზის წყალობით, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ, არაერთ
კერძზე უარის თქმა დასჭირვებოდათ.
ქოულების კართან წინ ერთმა ეტლმა გადაუსწრო და ემამ სიხარუ-
ლით აღმოაჩინა, რომ ეტლი მისტერ ნაიტლის ეკუთვნოდა. აქტიური
ბუნებით გამორჩეული, ჯან-ღონით სავსე მისტერ ნაიტლი, რომელსაც
ცხენები არ ჰყავდა და მეტად ყაირათიანი მხარჯველიც იყო, დონველის
სააბატოში დასახლების მერე საჭიროზე მეტად ცდილობდა, უმეტეს ად-
გილებში ფეხით ევლო. მისტერ ნაიტლი გაჩერდა, ემას ეტლიდან გად-
მოსვლაში ხელი შეაშველა და ქალიშვილის თბილი ქათინაურიც დაიმ-
სახურა.
– აი, სწორედ ისე ხართ მოსული, როგორც შეგეფერებათ, ნამდვილი
ჯენტლმენივით. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა.
მისტერ ნაიტლიმ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, როგორ გაგვი-
მართლა ერთსა და იმავე დროს რომ მოვედითო, მერე კი დასძინა: –
თორემ ერთმანეთს მისაღებ ოთახში რომ შევხვედროდით, ეჭვი მაქვს,
ვერ შეამჩნევდით ჩემს განსაკუთრებულ ჯენტლმენობას. ჩემი გამომეტ-
ყველებითა თუ მანერებით რას მიხვდებოდით, როგორ მოვედი.
– სულაც არა! დარწმუნებული ვარ, მივხვდებოდი. როცა რაიმე თავ-
ყრილობაზე არასაკადრისად მიდიან, ადამიანები, თითქოს რაღაცის
რცხვენიათო, უმიზეზოდ ფაციფუცობენ. თავად კი გგონიათ, რომ არა-
235
ფერი გემჩნევათ, მაგრამ ასეთ შემთხვევებში მე მაინც სულ გატყობთ,
რომ ერთგვარად ყოყოჩობთ და ტყავიდან ძვრებით, ოღონდ კი უდარ-
დელი გამოჩნდეთ. აი, ახლა კი მშვიდად ხართ, არ ცდილობთ, სხვებზე
აღმატებული გამოჩნდეთ, რადგან არ გეშინიათ, რომ ვინმე სიმორცხვე-
ში გამოგიჭერთ. ახლა ნამდვილად თავდაჯერებულად გამოგყვებით
ოთახში.
– სულელი გოგო! – გახლდათ მისტერ ნაიტლის პასუხი, თუმცა არა
ბრაზიანად ნათქვამი.
ემა ქოულებთან თავშეყრილი საზოგადოებითაც არანაკლებ კმაყო-
ფილი დარჩა – მეტად გულითადად და უდიდესი პატივით მიიღეს; მის
სტუმრობას იმხელა მნიშვნელობა მიანიჭეს, როგორსაც მხოლოდ ინატ-
რებდა. უესტონების შემოსვლისას კი ცოლ-ქმრის სიყვარულით სავსე,
უკეთილშობილესი და აღტაცებული მზერის ადრესატად იქცა. რაც შე-
ეხება მათ თანმხლებ ახალგაზრდა ჯენტლმენს, ის ემას ხალისიანად და
ენერგიულად მიეგება, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ემა მისი ყურად-
ღების საგულდაგულო სამიზნე გახლდათ, სადილზე კი გვერდითაც მი-
უჯდა, რისთვისაც – ემას ღრმა რწმენით – უთუოდ გარკვეულ სიმარ-
ჯვეს მიმართა.
წვეულება მეტად ხალხმრავალი იყო, რადგან მათ გარდა, კიდევ ერ-
თი ოჯახი ესწრებოდა – რიგიანი რეპუტაციის მქონე სოფლის ოჯახი,
რომელსაც ქოულები, მათდა სასიქადულოდ, თავიანთ ნაცნობთა რი-
გებში ასახელებდნენ. წვეულებაზე იმყოფებოდა ჰაიბერის ვექილი მის-
ტერ ქოკსი. ნაკლებად წარჩინებული ქალბატონები – მათ შორის, მის
ბეიტსი, მის ფეარფაქსი და მის სმითი – მათ მოგვიანებით შეუერთდე-
ბოდნენ. სადილზე საკმაოდ ბევრნი იყვნენ საიმისოდ, რომ ერთ საერთო
თემაზე შესძლებოდათ ლაპარაკი. ჰოდა, სანამ დანარჩენები პოლიტიკა-
სა და მისტერ ელტონს განიხილავდნენ, ემას მთელი თავისი ყურადღება
თავის მომხიბლავ მეზობელზე გადაეტანა. პირველი სიტყვები, რომე-
ლიც მაგიდის რომელიღაც კუთხიდან შემოესმა და უნებურად მისი გუ-
ლისყური მიიპყრო, „ჯეინ ფეარფაქსი“ გახლდათ – მისის ქოული რაღა-
ცას აშკარად მეტად საინტერესოს ჰყვებოდა ამ უკანასკნელის შესახებ.
236
ემა მალევე მიხვდა, რომ ნამდვილად ღირდა ყურის დაგდება. მისმა
ცნობისმოყვარეობამ და წარმოსახვის უნარმა – ამ განუყოფელმა,
ძვირფასმა თვისებებმა – მშვენიერი თავშესაქცევი იპოვეს. მისის ქო-
ული კი ჰყვებოდა, მის ბეიტსს შევუარე და ოთახში შესვლისთანავე
მთელი ჩემი ყურადღება ფორტეპიანომ – ძალიან კოხტა, ლამაზმა და
საკმაოდ მოზრდილმა მართკუთხა ინსტრუმენტმა მიიპყროო. ამ ისტო-
რიის დედააზრი გახლდათ ის, რაც მისის ქოულის, სათანადო გაოცები-
სა და მილოცვების შემდეგ, მის ბეიტსის ახსნა-განმარტების შედეგად
გაურკვევია – ფორტეპიანო წინა დღეს, დეიდისა და დისშვილისთვის
ყოვლად მოულოდნელად „ბროუდვუდიდან“57 გამოუგზავნიათ. მის ბე-
იტსის მტკიცებით, თავად ჯეინიც ძალიან დაბნეულა, საგონებელში ჩა-
ვარდნილა, ვის უნდა მოსვლოდა თავში ამის გამოგზავნაო, მაგრამ თან-
დათან ორივენი დამშვიდებულან და იმ აზრს დასჯერებიან, რომ საჩუ-
ქარი მხოლოდ ერთ ადამიანს შეიძლებოდა გაეკეთებინა – პოლკოვნიკ
ქემპბელს.
– სხვა არც არაფერი მოგივა კაცს აზრად, – დაამატა მისის ქოულმა,
– მე ის უფრო გამიკვირდა, საერთოდ როგორ გაუჩნდათ რაიმე ეჭვი-
მეთქი, მაგრამ ჯეინს ცოტა ხნით ადრე მათგან წერილი მიუღია, რო-
მელშიც სიტყვაც არ ყოფილა ნახსენები ფორტეპიანოზე. ჯეინი მათ
უკეთ იცნობს, მაგრამ მე მაინც არ ვიფიქრებდი, რაკი არ გააფრთხილეს,
საჩუქარი მათგან არ იქნება-მეთქი. ალბათ სიურპრიზის გაკეთება არ-
ჩიეს.
მისის ქოულს არაერთი იქ მყოფი დაეთანხმა. ყველა, ვინც ამ თემაზე
ხმა ამოიღო, დარწმუნებული იყო, რომ ფორტეპიანო პოლკოვნიკ ქემ-

57
„ბროუდვუდი“ – ოფიციალურად „ჯონ ბროუდვუდ ანდ სანს“ – პიანინოებისა და
როიალების ერთ-ერთი უძველესი და სახელგანთქმული ინგლისური მწარმოებელი,
რომელიც 1728 წელს დაარსდა შვეიცარული წარმოშობის ინგლისელი კლავიკორდე-
ბის დამამზადებლის, ბურკატ შუდის მიერ. შუდის სიკვდილის შემდეგ, 1773 წელს, სა-
წარმოს სათავეში მისი სიძე, ჯონ ბროუდვუდი ჩაუდგა. ეს პრესტიჟული კომპანია
დღემდე არსებობს და ე.წ. სამეფო ლიცენზიის მფლობელია – ის დედოფალ ელიზაბეთ
II-ს თავისი პროდუქციითა და მომსახურებით ამარაგებს.
237
პბელს გამოეგზავნა, და ამტკიცებდა, ეს რა კარგი საჩუქარიაო. მოკ-
ლედ, აზრის გამოთქმის სურვილი იმდენს გაუჩნდა, ემას საშუალება მი-
ეცა, ჩუმად მჯდარიყო და თან მათთვის ესმინა, თან ეფიქრა კიდეც.
– თამამად ვაცხადებ, არც კი მახსოვს, ბოლოს ახალმა ამბავმა ასე
როდის გამახარა! – განაგრძობდა, მისის ქოული, – გული მტკიოდა, რომ
ჯეინ ფეარფაქსს, რომელიც ასე ბრწყინვალედ უკრავს, ინსტრუმენტი
არ ჰქონდა. პირდაპირ, სამარცხვინოა! განსაკუთრებით, თუ გავითვა-
ლისწინებთ, რომ უამრავი ოჯახი საუკეთესო ინსტრუმენტებს ლამის
სანაგვეზე ყრის. რაღა შორს წავიდეთ, ეს ამბავი ჩვენთვისაც სილის
გაწნასავითაა! ზუსტად გუშინ ვეუბნებოდი მისტერ ქოულს, მრცხვენია,
მისაღებ ოთახში ჩვენს ახალ როიალს რომ ვუყურებ-მეთქი – მე ერთ
ნოტს მეორისაგან ვერ ვარჩევ, ჩვენს პატარა გოგონებსაც, რომლებიც
ახლა იწყებენ დაკვრას, შესაძლოა, არც არაფერი გამოუვიდეთ... გვერ-
დით კი ჯეინ ფეარფაქსია, მუსიკის დიდოსტატი, და ძველი, უბადრუკი
სპინეტიც58 კი არ აქვს, რომ თავი შეიქციოს... მისტერ ქოულიც დამე-
თანხმა, უბრალოდ, მას ისე უყვარს მუსიკა, რომ თავი ვერ შეიკავა; იმე-
დოვნებდა, რომ ჩვენი კეთილი მეზობლები ხანდახან პატივს დაგვდებ-
დნენ და ჩვენზე უკეთ გამოიყენებდნენ მას. აი, სწორედ ამიტომაც შევი-
ძინეთ ინსტრუმენტი და ეს მიზეზი რომ არა, ნამდვილად შეგვრცხვებო-
და... დიდი იმედი გვაქვს, რომ მის ვუდჰაუზს დავიყოლიებთ ამ საღა-
მოს.
მის ვუდჰაუზი თავაზიანად დასთანხმდა, ხოლო როცა მიხვდა, რომ
მისის ქოულს საინტერესოს ვეღარაფერს დასტყუებდა, ფრენკ ჩერჩილს
მიუბრუნდა: – რატომ გეღიმებათ?
– და თქვენ რატომ გეღიმებათ?
– მე ალბათ იმიტომ, რომ მიხარია პოლკოვნიკი ქემპბელის ასეთი
ხელგაშლილობა და დიდსულოვნება. მშვენიერი საჩუქარია.
– ნამდვილად.

სპინეტი – კლავიკორდის მსგავსი პატარა, კლავიშებიანი ინსტრუმენტი, რომელიც იმ


58

დროს უკვე ძველმოდურად ითვლებოდა.


238
– უბრალოდ, მიკვირს, აქამდე რომ არ აჩუქეს.
– შესაძლოა, მის ფეარფაქსი აქამდე არც ყოფილა აქ ამდენი ხნით.
– ისიც მიკვირს, თავიანთი ინსტრუმენტი რომ არ გამოუგზავნეს, რო-
მელსაც ლონდონში ალბათ მტვერი ედება.
– მათ როიალი აქვთ. ალბათ, იფიქრეს, რომ მისის ბეიტსის სახლის-
თვის მეტისმეტად დიდი იქნებოდა.
– თქვით, რაც გაგიხარდებათ, მაგრამ თქვენი გამომეტყველება ადას-
ტურებს, რომ ჩვენი ფიქრები ერთმანეთს ძალიან ჰგავს.
– მგონი, ჩემს შორსმჭვრეტელობაზე გადაჭარბებული წარმოდგენა
გაქვთ. ვიღიმი, რადგან თქვენ იღიმით. სავარაუდოდ, მეც ის ეჭვები უნ-
და გამიჩნდეს, რაც თქვენ გაგიჩნდათ, მაგრამ საეჭვოს ვერაფერს ვხე-
დავ. თქვენი აზრით, კიდევ ვინ შეიძლება იყოს საჩუქრის ავტორი?
– მისის დიქსონზე რას იტყვით?
– მისის დიქსონი! მართალი ხართ. არც კი მიფიქრია. მასაც მამამი-
სივით უნდა სცოდნოდა, რაოდენ სასურველი საჩუქარი იქნებოდა ინ-
სტრუმენტი. თან ეს გასაიდუმლოება, სიურპრიზი ახალგაზრდა ქალის
სტილი უფროა, ვიდრე ასაკოვანი კაცისა. მგონი, მართლაც უნდა დაგე-
თანხმოთ – მისის დიქსონია საჩუქრის ავტორი. აკი გითხარით, თქვენი
ეჭვები ჩემთვის კარგი მეგზური იქნება-მეთქი.
– თუ ასეა, მაშინ თქვენი ეჭვები უნდა განავრცოთ და მისტერ დიქ-
სონსაც გამოუნახოთ ადგილი.
– მისტერ დიქსონი! აჰ, ახლაღა ვხვდები, რომ ეს დიქსონების ერთობ-
ლივი საჩუქარია. იმ დღეს ვამბობდით კიდეც, რომ მისტერ დიქსონი მის
ფეარფაქსის შესრულების დიდი მოტრფიალეა.
– დიახ, და სწორედ თქვენმა ნათქვამმა გამიმყარა ერთი მოსაზრება,
რომელიც ჯერ კიდევ მანამდე მქონდა. არ მინდა, მისტერ დიქსონის ან
მის ფეარფაქსის კეთილი განზრახვა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო,
მაგრამ თავს ვერ ვიკავებ ეჭვისაგან, რომ მას მერე, რაც მისტერ დიქ-
სონმა მის ფეარფაქსის მეგობარს სთხოვა ხელი, ან მის ფეარფაქსი შე-
უყვარდა, ან პირიქით – მის ფეარფაქსისგან იგრძნო რაღაც. ოცი სხვა-
დასხვა ვარიანტი შეიძლება ვივარაუდოთ და მათგან ერთიც კი არ გა-
239
მართლდეს, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ მის ფეარფაქსს ჰა-
იბერიში ჩამოსვლისა და ქემპბელებთან ერთად ირლანდიაში არგამ-
გზავრების საგანგებო მიზეზი ჰქონდა. აქ ხელმოკლედ ცხოვრობს და
მოწყენილია, იქ კი სრულ განცხრომაში იქნებოდა. რაც შეეხება მშობ-
ლიური ჰაერით წამლობას, ჩემთვის ეს ყოვლად უსუსური მიზეზია.
ზაფხულში – კიდევ გასაგებია, მაგრამ იანვრის, თებერვლისა და მარ-
ტის თვეებში მშობლიური ჰაერი რა სახსენებელია?! კარგად აგიზგიზე-
ბული ბუხრები და ეტლები უფრო ხელსაყრელი არაა, როცა საქმე სუსტ
ჯანმრთელობასთან გვაქვს?! მართალია, მეტად კეთილშობილურად
აღიარეთ, რომ ჩემს ეჭვებსიზიარებთ, მაგრამ მე მაინც არ გთხოვთ, ახ-
ლაც უპირობოდ დამეთანხმოთ; უბრალოდ, გულახდილად მოგახსენებთ
საკუთარ მოსაზრებას.
– მე კი, გულახდილად გითხრათ, თქვენი ეჭვები ძალიან ახლო მგო-
ნია რეალობასთან. ყოველ შემთხვევაში, იმის თქმა მაინც შემიძლია და-
ნამდვილებით, რომ მისტერ დიქსონს მის ფეარფაქსის დაკრული ერჩივ-
ნა საკუთარი საცოლისას.
– და სიკვდილისგანაც ხომ იხსნა. იცით ეს ამბავი? უბედური შემ-
თხვევის გამო, მის ფეარფაქსი თურმე კინაღამ შუა ზღვაში გადავარდა
და მისტერ დიქსონმა დაიჭირა.
– სწორედ ასე იყო. პირადად გახლდით იმავე ნავში.
– მართლა იქ იყავით?! მაგრამ თქვენ, რა თქმა უნდა, ვერაფერს შე-
ამჩნევდით, რადგან მსგავსი ეჭვები აზრადაც არ გქონდათ. აი, მე კი ნამ-
დვილად გავაკეთებდი გარკვეულ დასკვნებს.
– ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ხომ გითხარით, შორსმჭვრეტელობით
ვერ დავიკვეხნი. მე მხოლოდ ფაქტი დავინახე, რომ მის ფეარფაქსი ლა-
მის გადავარდა და მისტერ დიქსონმა დაიჭირა. ეს კი წამებში მოხდა.
შოკი და განგაში თავად ფაქტზე გაცილებით ხანგრძლივი იყო... მგონი,
ნახევარი საათიც კი დაგვჭირდა გონს მოსასვლელად... ყველა ისე ღე-
ლავდა, რომ გამორჩეულად ვინმეს შეშფოთების შემჩნევა რთული იქნე-
ბოდა. არ იფიქროთ, იმის თქმას ვცდილობდე, თითქოს ვერც თქვენ შე-
ამჩნევდით.
240
საუბარი შეწყვიტეს. მათი ყურადღება კერძების ჩამოტარების უჩ-
ვეულოდ გაწელილმა პროცესმა მიიპყრო და იძულებულნი გახდნენ,
დანარჩენებივით დინჯი სახეები მიეღოთ. მაგრამ როცა, ბოლოს და ბო-
ლოს, სუფრა კვლავ სათანადოდ შეივსო, როცა ყოველი საკმაზის ჯამი
ზუსტად განსაზღვრულ ადგილას დაიდგა, უხერხული სიჩუმე ჭურჭლის
წკარუნმა შეცვალა, ემამ საუბარი გააგრძელა: – ფორტეპიანოს ამბავმა
ყველა ეჭვი გამიფანტა. მენდეთ, სულ მალე შევიტყობთ, რომ საჩუქრის
ავტორები მისტერ და მისის დიქსონები არიან.
– ხოლო თუ აღმოჩნდება, რომ დიქსონებმა არაფერი იციან ამის შე-
სახებ, უნდა დავასკვნათ, რომ ფორტეპიანო ქემპბელების საჩუქარია.
– არა, დარწმუნებული ვარ, ქემპბელები არაფერ შუაში არიან. მის
ფეარფაქსმაც იცის, რომ ქემპბელებისგან არ არის, თორემ არ დაიბნე-
ოდა. ალბათ სათანადოდ ვერ დაგარწმუნეთ, თუმცკი თვითონ სრული-
ად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამბავში მთავარი მოქმედი გმირი მის-
ტერ დიქსონია.
– რას ამბობთ?! გულს მატკენთ, თუ იფიქრებთ, რომ ვერ დამარწმუ-
ნეთ. ჩემი მსჯელობა მთლიანად თქვენი მსჯელობის ხაზს მიჰყვება.
თავდაპირველად, როცა მეგონა, რომ საჩუქრის ავტორი პოლკოვნიკი
ქემპბელი იყო, მასში მამობრივი სიკეთე დავინახე და ვიფიქრე, ამქვეყ-
ნად ყოვლად ბუნებრივი საქციელია-მეთქი; როცა მისის დიქსონი ახსე-
ნეთ, მივხვდი, რამდენად უფრო ლოგიკური იყო საჩუქრის ქალური მე-
გობრობის დასტურად მიჩნევა; ახლა კი ამ ფორტეპიანოს სახით მხო-
ლოდ სასიყვარულო ძღვენს ვხედავ.
საკითხი ჩაღრმავებას აღარ საჭიროებდა. ფრენკ ჩერჩილი მართლაც
სავსებით დარწმუნებული ჩანდა. ემას აღარაფერი უთქვამს. სადილობა
სრულდებოდა და სხვა თემებზე საუბრის ჯერი იდგა. კერძებს დესერტი
მოჰყვა, ოთახში ბავშვები შემოვიდნენ და უფროსები გარკვეული ხნით
მათზე გადაერთნენ. ცოტა ჭკვიანური ითქვა, ცოტაც – ზედმიწევნით
ბრიყვული, თუმცა, არც მაინცდამაინც ერთი თქმულა და არც – მაინ-
ცდამაინც მეორე, არაფერი განსაკუთრებული, მხოლოდ ყოველდღი-

241
ური, გაცვეთილი ფრაზები, მოძველებული ახალი ამბები და უგერგილო
ხუმრობები.
ქალბატონები ახალი გადანაცვლებული იყვნენ მისაღებ ოთახში,
რომ სტუმრების ახალი ნაკადი შემოვიდა. ემა თავისი პატარა, ძვირფა-
სი მეგობრის შემოსვლას აკვირდებოდა და, თუმცა მისი დარბაისლუ-
რობითა და თავდაჭერილობით ვერ აღფრთოვანდა, მაინც სიყვარულით
სავსე თვალებით შესქცეროდა მის ყვავილივით გაფურჩქნულ, ტკბილ
სახეს, უბრალო, ალალ მანერებს და შეჰხაროდა მის მსუბუქსა და ხა-
ლისიან ბუნებას, რაც, გატეხილი გულისა და გაცრუებული იმედების
მიუხედავად, პატარ-პატარა სიხარულებით ატკბობდა მას. ქალბატო-
ნებს შორის ჩამჯდარ ჰარიეტზე ვერავინ იფიქრებდა, რომ ბოლო დროს
აურაცხელი ცრემლი დაეღვარა. კოხტად ჩაცმული, ჩუმად იჯდა და
იღიმებოდა, რაც ამწუთას მისივე ბედნიერებისთვის სავსებით საკმარი-
სი იყო. აი, ჯეინ ფეარფაქსი კი, რომელიც გაცილებით უკეთაც გამოიყუ-
რებოდა და თავიც ბევრად უკეთ ეჭირა, ემას ეჭვით, დიდი სიხარულით
გაუცვლიდა ჰარიეტს ადგილს, სიამოვნებით დასთანხმდებოდა თვით
მისტერ ელტონისადმი ცალმხრივ სიყვარულს და უმალ დათმობდა იმ
სახიფათო მომავალს, რასაც მეგობრის ქმრის სიყვარულის ობიექტად
ყოფნა უქადდა.
ამდენ ხალხში ნამდვილად არ იყო საჭირო, ემა ჯეინ ფეარფაქსთან
მისულიყო. არ უნდოდა ფორტეპიანოზე ლაპარაკი, ხვდებოდა, ეს ამბა-
ვი რამხელა საიდუმლოს უკავშირდებოდა, და ცნობისმოყვარეობისა
თუ ინტერესის გამოჩენა უსამართლოდ მიაჩნდა. ამდენად, განზრახ
შორს ეჭირა თავი. მაგრამ დანარჩენებმა ეს თემა მაშინვე აიტაცეს და
ემამაც შეამჩნია, მილოცვების მიღებისას ჯეინ ფეარფაქსს როგორი ალ-
მური მოედო სახეზე, როცა „ჩემი არაჩვეულებრივი მეგობარი, პოლკოვ-
ნიკი ქემპბელი“ ახსენა.
გულკეთილი და მუსიკალური მისის უესტონი ამ ამბით განსაკუთრე-
ბულად იყო დაინტერესებული და ემაც ხალისით ადევნებდა თვალს,
თუ როგორ ჯიუტად ცდილობდა მასზე საუბარს: შეკითხვას შეკითხვაზე
სვამდა, ცდილობდა, გაერკვია, როგორი ტონალობა, ფაქტურა თუ პე-
242
დალი ჰქონდა ინსტრუმენტს და ოდნავადაც არ ეჭვობდა მის ფეარფაქ-
სის სურვილს, თემა რაც შეიძლება ჩქარა დახურულიყო. არადა, ეს
სურვილი, ემას ღრმა რწმენით, მომხიბლავ მთავარ გმირს სახეზე ეწე-
რა.
ქალბატონებს მალე რამდენიმე ჯენტლმენი შეუერთდა. მათ შორის
ფრენკ ჩერჩილი აღმოჩნდა – ყველაზე სწრაფიც და ყველაზე სიმპათი-
ურიც. გზად მის ბეიტსსა და მის დისშვილს მიაგო პატივი და მყისვე
მათ საპირისპირო მხარეს გაეშურა, სადაც მის ვუდჰაუზი მოკალათებუ-
ლიყო. თუმცა, არსად დამჯდარა, სანამ მის გვერდით არ გათავისუფ-
ლდა ადგილი. ემამ წინასწარვე იცოდა, რას ფიქრობდნენ გარშემომყო-
ფები. წესით, ყველას უნდა შეემჩნია, რომ ის მისტერ ფრენკ ჩერჩილის
ყურადღების ობიექტი იყო. ახალგაზრდა კაცს მეგობარი – მის სმითი
გააცნო და მოგვიანებით, როგორც კი დრო იხელთა, ორივეს გამოჰკით-
ხა, რა აზრის იყვნენ ერთმანეთზე. მისტერ ფრენკ ჩერჩილი „ასეთ სან-
დომიან სახეს პირველად ხედავდა და მისი სიალალით მოხიბლულიყო“,
მის სმითს კი „მხოლოდ საუკეთესო ქათინაურების თქმა სურდა, მაგ-
რამ, მისი აზრით, ჯენტლმენი რაღაცით მისტერ ელტონს ჰგავდა“. ემამ
ძლივს შეიკავა თავი აღშფოთებისგან და მეგობარს მდუმარედ შეაქცია
ზურგი.
მის ფეარფაქსისკენ მიმართულ მზერას ემასა და ფრენკ ჩერჩილს
შორის ჯაშუშური ღიმილის გაცვლა მოჰყვა. მაგრამ ამ საკითხზე რა-
იმეს თქმა ახლა დაუდევრობა იქნებოდა, ამიტომ საუბარი სხვა თემებ-
ზე ჩამოაგდეს. კერძოდ, ფრენკ ჩერჩილმა ემას ჯერ ის გაანდო, ერთი
სული მქონდა, სასადილო ოთახიდან გამოვსულიყავი, მძულს დიდხანს
ჯდომა და როცა შემიძლია, ყოველთვის პირველი ვტოვებ მსგავს სიტუ-
აციებს, თუმცა, ამჯერად ძალიანაც ვისიამოვნე მეტად გონიერი და
დარბაისელი მამაკაცების – მამაჩემის, მისტერ ნაიტლის, მისტერ ქოკ-
სისა და მისტერ ქოულის საუბრით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მე-
ტისმეტად დეტალურად განიხილავდნენ სამრევლოს საქმეებსო; მერე
ჰაიბერი აღწერა აღფრთოვანებით და ისეთი აღტაცებით გამოაცხადა,
მე თუ მკითხავთ, აქ არაერთი სასიამოვნო ოჯახი ცხოვრობსო, რომ ემა
243
დაეჭვდა, იქნებ, აქაურობის სიძულვილს ზედმეტად მიჩვეული ვარო.
ემამ ჯენტლმენს იორკშირის საზოგადოების შესახებ ჩამოუგდო სიტყვა
და ჰკითხა, რამხელა სამეზობლო გყავთ ენსკოუმბშიო, მისი პასუხები-
დან კი დაასკვნა, რომ არც ენსკოუმბი უნდა ყოფილიყო მაინცდამაინც
საინტერესო – ჩერჩილები, ძირითადად, არცთუ ახლოს მცხოვრებ დი-
დებულთა ოჯახებს სტუმრობდნენ და მაშინაც კი, როცა სტუმრობის
დღე დათქმული იყო, მიპატიჟებაზე კი თანხმობა მიცემული, ყოველ-
თვის არსებობდა შანსი, რომ მისის ჩერჩილს ბოლო წუთს ან ჯანმრთე-
ლობა უმტყუნებდა, ან ხასიათი და შინ მოუწევდათ დარჩენა. ჩერჩი-
ლებს თურმე წესად ჰქონიათ, უცხოებს არასდროს სწვეოდნენ და ფრენკ
ჩერჩილს, რომელსაც მათგან დამოუკიდებლადაც ეპატიჟებოდნენ ხოლ-
მე, სახლიდან გასასვლელად ან ახალ ნაცნობებთან დროის სატარებ-
ლად არცთუ იშვიათად ამა თუ იმ ხრიკის მოფიქრება უწევდა.
ემა მიხვდა, რომ ახალგაზრდა კაცს, რომელიც იძულების წესით კარ-
ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, შესაძლოა, ჰაიბერი მოსწონებოდა კიდეც
და ეს ადგილი საუკეთესო კუთხით დაენახა.
მიუხედავად ყველაფრისა, მისტერ ფრენკ ჩერჩილის გავლენა ენსკო-
უმბში აშკარა იყო. არ დაუტრაბახია, მაგრამ უნებურად გაამჟღავნა,
რომ ბიცოლას დარწმუნება შეეძლო მაშინ, როცა ბიძა ვერაფერს ხდე-
ბოდა. ემას მხიარული კომენტარის პასუხად, ახალგაზრდა კაცი გამოტ-
ყდა, რომ, საქმე საქმეზე თუ მიდგებოდა, ერთი-ორი პრინციპული სა-
კითხის გამოკლებით, მისის ჩერჩილის დაყოლიება, საბოლოოდ, ყველა-
ფერზე შეეძლო. პრინციპულთაგან კი ერთ-ერთი და უმთავრესი მისი
უცხოეთში გამგზავრების საკითხი იყო... თავად მთელი გულით ოცნე-
ბობდა, ბიცოლას კი ამის გაგონებაც არ უნდოდა. თუმცა, ეს ერთი წლის
წინ იყო, ახლა კი სურვილი მასაც განელებოდა.
მეორე პრინციპული საკითხი ფრენკ ჩერჩილს არ გაუმხელია, მაგრამ
ემამ დაასკვნა, ეს უთუოდ მისი კარგი დამოკიდებულებაა მამასთანო.
– შემზარავი აღმოჩენა გავაკეთე, – დასძინა ფრენკ ჩერჩილმა მცირე
პაუზის შემდეგ, – ხვალ ერთი კვირა შესრულდება, რაც აქ ვარ, ანუ
დროის ნახევარი უკვე გავიდა... წარმოგიდგენიათ, ხვალ ერთი კვირა
244
გახდება, მე კი ეს-ესაა, აქაურობით ტკბობა დავიწყე. სულ ახლახან გა-
ვიცანი მისის უესტონი და დანარჩენები! რა სწრაფად გარბის დრო... უჰ,
რატომ გამახსენდა ახლა?! გაფიქრებაც კი მზარავს!
– ჰოდა, ალბათ ნანობთ კიდეც, ამ რამდენიმე დღიდან მთელი ერთი
დღე თმის შეჭრას რომ დაუთმეთ.
– არა, – მისტერ ფრენკ ჩერჩილმა გაიღიმა, – რადგან სულ არ გამი-
ხარდება ჩემი მეგობრის ნახვა, დარწმუნებული თუ არ ვიქნები, რომ
რიგიანი სანახავი ვარ.
ამასობაში ოთახში დანარჩენი ჯენტლმენებიც შემოვიდნენ და ემა
იძულებული გახდა, რამდენიმე წუთით მისტერ ქოულისთვის დაეგდო
ყური. მოგვიანებით, როცა მისტერ ქოულმა ადგილი შეიცვალა, ემა
ძველ მოსაუბრეს მიუბრუნდა, მაგრამ შეამჩნია, რომ მას დაჟინებული
მზერა ზუსტად მათ პირდაპირ მჯდარი მის ფეარფაქსისთვის მიეპყრო.
– რა ხდება? – იკითხა ემამ. ახალგაზრდა კაცი შეკრთა.
– გმადლობთ, რომ გამომაფხიზლეთ. მგონი, ძალიან უზრდელურად
ვიქცეოდი, მაგრამ რა ვქნა, მის ფეარფაქსს ისეთი უცნაური ვარცხნი-
ლობა აქვს... თვალი ვერ მოვწყვიტე. ასეთი გაუგებრობა არსად მინა-
ხავს! შეხედეთ ამ კულულებს! მგონი თავისივე ფანტაზიის ნაყოფია.
ასეთი ვარცხნილობას პირველად ვხედავ! უნდა მივიდე და ვკითხო, ირ-
ლანდიური მოდა ხომ არ არის. შეიძლება? არა, მივალ. გპირდებით, მი-
ვალ, თქვენ კი დააკვირდით, როგორი რეაქცია ექნება ან თუ გაწით-
ლდება.
ასეც მოიქცა. ემა კი შორიდან ადევნებდა თვალს, როგორ შეჩერდა
მის ფეარფაქსის წინ და რაღაც უთხრა, თუმცა, ახალგაზრდა ქალბატო-
ნის რეაქციის დანახვა კი ვეღარ შეძლო, ვინაიდან ფრენკ ჩერჩილი უნე-
ბურად ზუსტად მასა და მის ფეარფაქსის შორის ჩადგა.
ახალგაზრდა კაცის ადგილი ემას გვერდით კი უმალ მისის უესტონმა
დაიკავა და წარმოთქვა: – აი, ესაა დიდი წვეულების უპირატესობა –
შეგიძლია, ყველასთან მიხვიდე და ყველას ესაუბრო. ემა, ჩემო ძვირფა-
სო, ერთი სული მქონდა, როდის დაგელაპარაკებოდით. პატარ-პატარა
რამეებს ვამჩნევ და თქვენსავით გეგმებსაც ვსახავ. ჰოდა, სანამ ჩემი
245
იდეები ცხელ-ცხელია, უნდა გაგანდოთ. იცით, მის ბეიტსი და მისი დის-
შვილი აქ როგორ მოვიდნენ?
– როგორ? დაუპატიჟებლად?
– არა, რა თქმა უნდა! სხვა რამეს ვგულისხმობ... რით მოვიდნენ, თუ
იცით?
– ფეხით, როგორც ვვარაუდობ.
– ლოგიკური ვარაუდია, მაგრამ... საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ,
გავიფიქრე, რა გულსატკენი იქნება, ასეთ ცივ ღამეში ჯეინ ფეარფაქსი
შინაც ფეხით რომ დაბრუნდეს- მეთქი. მართალია, ასეთ შესანიშნავ
ფორმაში დიდი ხანია, არ მინახავს, მაგრამ უცებ დამკრა, სიცხიდან გა-
სული აუცილებლად გაცივდება-მეთქი. საბრალო გოგონა! ვერ ავიტანე
ეს აზრი და უმალვე მისტერ უესტონს დაველაპარაკე ეტლის თაობაზე.
თავადაც წარმოგიდგენიათ, როგორ მყისვე გაიზიარებდა ჩემს სურვილს.
მოკლედ, მისი თანხმობის შემდეგ, მის ბეიტსთან მივედი და ვუთხარი,
ჩვენს წასვლამდე ჩვენი ეტლი თქვენს განკარგულებაში იქნება-მეთქი.
ვიფიქრე, რაც უფრო ადრე ეცოდინებოდა, მით უფრო მშვიდად იგ-
რძნობდა თავს. კეთილშობილი ქალი! ხვდებით ალბათ, მადლობებად
დაიღვარა, მაგრამ ათასი მადლობის შემდეგ მითხრა, თქვენი შეწუხება
საჭირო არ არის, რადგან აქ მისტერ ნაიტლის ეტლით მოვედით და ში-
ნაც ამავე ეტლით გავბრუნდებითო. ძალიან გამიკვირდა... არა, ძალიან
გამიხარდა, მაგრამ გაკვირვებულიც დავრჩი. როგორი კეთილშობილუ-
რი, ყურადღებიანი ჟესტია! ასეთ რამეს ყველა კი ვერ მოიფიქრებს. ერ-
თი სიტყვით, მისტერ ნაიტლის ახირებების გათვალისწინებით, თითქმის
დარწმუნებული ვარ, რომ ეტლი მხოლოდ მათი კომფორტისათვის გა-
მოიყვანა. მათი დახმარების სურვილი რომ არა, ეჭვი მაქვს, საკუთარი
თავისთვის არ გაირჯებოდა.
– ჰგავს, – მიუგო ემამ, – მას ძალიან ჰგავს. მისტერ ნაიტლის გარდა,
თითქმის არავინ მეგულება, ვინც ასეთ რამეს ჩაიდენდა; ასეთ ჭეშმარი-
ტად კეთილშობილურ, სასარგებლო, ყურადღებიან, მზრუნველ საქცი-
ელს არავისგან ველოდი. ძალიან ჰუმანური კაცია. ამას თუ ჯეინ ფეარ-
ფაქსის სუსტ ჯანმრთელობას დავუმატებთ, არაფერი მიკვირს. ეს უდა-
246
ვოდ ჰუმანურობის გამოვლინებაა. სიკეთის ასე უანგაროდ და მალუ-
ლად ჩადენა, მგონი, მხოლოდ მისტერ ნაიტლის შეუძლია. ვიცი, რომ
დღეს ეტლით იყო – ერთად მოვედით და ვეხუმრე კიდეც, მაგრამ სიტ-
ყვაც არ დასცდენია, რომ რამე მეეჭვა.
– გასაგებია, – ღიმილით მიუგო მისის უესტონმა, – თქვენ მის საქცი-
ელს მხოლოდ კეთილშობილური მოტივებით ხსნით, მე კი – არა. საქმე
ისაა, რომ სანამ მის ბეიტსი მელაპარაკებოდა, ერთი ეჭვი გამიჩნდა და
რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო რეალური მეჩვენება. მოკლედ,
მისტერ ნაიტლი და ჯეინ ფეარფაქსი გონებაში დავაწყვილე! ხედავთ,
თქვენთან მეგობრობას როგორი შედეგები მოაქვს?! აბა, რას იტყვით?
– მისტერ ნაიტლი და ჯეინ ფეარფაქსი?! – აღმოხდა ემას, – მისის
უესტონ, ჩემო ძვირფასო, ასეთი რამ როგორ იფიქრეთ? მისტერ ნაიტ-
ლი! მისტერ ნაიტლი ცოლს ვერ მოიყვანს! რა, გინდათ, რომ პატარა
ჰენრის დონველი ჩამოართვათ? ღმერთო, არა, არა! დონველი ჰენრის
უნდა დარჩეს. მისტერ ნაიტლის ქორწინებაზე თანხმობას ვერასდროს
განვაცხადებ და დარწმუნებულიც ვარ, რომ მსგავსი არაფერი მოხდება.
გაოცებული ვარ, რომ ეს დაუშვით.
– ემა, ჩემო საყვარელო, ხომ გითხარით, რამაც მიმიყვანა ამ აზრამ-
დე?! მე განა მინდა, რომ დაქორწინდნენ? სულაც არ მინდა, პატარა,
უსაყვარლეს ჰენრის ზიანი მიადგეს, მაგრამ ეს აზრი კონკრეტული მოვ-
ლენების შედეგად გამიჩნდა. თუმცა, რომც გადაწყვიტოს მისტერ ნაიტ-
ლიმ დაქორწინება, არა მგონია, მოგინდეთ, ჰენრის გამო შეიკავოს თავი.
ჰენრი ხომ ექვსი წლის ბიჭია, რომელსაც ჯერ წარმოდგენაც არა აქვს
მსგავს საკითხებზე!
– დიახაც, მომინდება. ვერ ავიტან, ჰენრი ვინმემ გამოაძევოს. მისტერ
ნაიტლი და ცოლი?! არა, ასეთი აზრი თავში არასდროს მომსვლია და
ვერც ახლა შევურიგდები. თანაც, ჯეინ ფეარფაქსი?! ამდენი ქალიდან...
– რატომ? თავადაც იცით, რომ ჯეინ ფეარფაქსი მუდამ მისი რჩეული
იყო.
– ჰო, მაგრამ ასეთი არაგონივრული ქორწინება?!

247
– გონივრულობაზე არ ვლაპარაკობ, მხოლოდ შესაძლებლობა და-
ვუშვი.
– მე ვერავითარ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუ იმაზე მეტი სა-
ფუძველი არ გაქვთ, რაც მითხარით. მისი კეთილი ბუნება, მისი ჰუმანუ-
რობა ეტლის ამბის ასახსნელად სავსებით საკმარისია. ბეიტსებიც, მო-
გეხსენებათ, ძალიან უყვარს და სულ მზადაა, მათდამი ყურადღება გა-
მოიჩინოს. მისის უესტონ, ჩემო საყვარელო, შეეშვით ხალხის დაწყვი-
ლებას, ძალიან ცუდად გამოგდით. ჯეინ ფეარფაქსი – სააბატოს დი-
ასახლისი?! ღმერთო ჩემო, არა! მთელი ჩემი არსებით წინააღმდეგი ვარ.
მისტერ ნაიტლის გულისთვისვე! ასეთი სიგიჟის ჩადენის ნებას არ მივ-
ცემ!
– ვერ ვიტყოდი, რომ სიგიჟეა. ქონებრივ უთანასწორობას და,
ვთქვათ, მცირედ ასაკობრივ სხვაობას თუ არ ჩავთვლით, შეუფერებელს
ვერაფერს ვხედავ.
– ჰო, მაგრამ მისტერ ნაიტლის ცოლის შერთვა არ უნდა. დარწმუნე-
ბული ვარ, თავში აზრადაც არ გაუვლია, და, გემუდარებით, ნუ და-
აფიქრებთ ამაზე. რატომ უნდა შეირთოს ცოლი? ისედაც ყოველმხრივ
ბედნიერია – თავისი ფერმით, ცხვრის ფარით, ბიბლიოთეკით, მთელი
სამრევლოთი. თან, ძმისშვილები სიგიჟემდე უყვარს. დაქორწინების
არავითარი მიზეზი არ აქვს – არც დროის შევსება სჭირდება და არც
გულის.
– ემა, ჩემო ძვირფასო, თუ თავადაც ასე ფიქრობს, მაშინ მართლაც
ასეა. მაგრამ თუკი უყვარს ჯეინ ფეარფაქსი...
– რა სისულელეა! ჯეინ ფეარფაქსი არაფრად ადარდებს. ყოველ შემ-
თხვევაში, სიყვარულისა არაფერი ეტყობა. ჯეინისა და მისი ოჯახის-
თვის არაფერს დაიშურებს, მაგრამ...
– ჰმმ... – ჩაიცინა მისის უესტონმა, – ყველაზე დიდი სიკეთე, რასაც
მათ მიმართ გამოიჩენდა, ჯეინის წესიერი სახლით უზრუნველყოფა იქ-
ნებოდა.
– ჯეინისთვის თუ სიკეთეა, მისთვის, დარწმუნებული ვარ, ბოროტე-
ბაა. ყოვლად სამარცხვინო და დამამცირებელი ნათესაური კავშირები...
248
როგორ აიტანს მის ბეიტსის დანათესავებას, რომელიც სააბატოში ჩა-
უსახლდება და მადლობებით ამოხდის სულს, რა კეთილშობილი ხართ,
ჯეინი რომ ცოლად შეირთეთო?! „როგორი კეთილი და თავაზიანია!
თუმცა, რა, სულ საოცრად კეთილი მეზობელი არ იყო?!“ – ეს წინადა-
დება დასრულებულიც კი არ ექნება, რომ დედამისის ძველ ქვედაბო-
ლოზე გადახტება: „არა, მთლად ძველი ქვედაბოლოც კი არ იყო... რამ-
დენ ხანს გაუძლო... ჰო, სხვათა შორის, ყველა მათი ქვედაბოლო საოც-
რად გამძლეა“.
– არ გრცხვენიათ, ემა? ნუ აჯავრებთ. სინდისი მქენჯნის, ასე რომ მა-
ცინებთ. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მისტერ ნაიტლი მის ბეიტსით ძა-
ლიანაც არ შეწუხდება. ასეთი წვრილმანები არ აღიზიანებს. მის ბეიტ-
სმა, შესაძლოა, მართლაც გაუთავებლად ილაპარაკოს, მაგრამ თუ მის-
ტერ ნაიტლის რამის თქმა მოუნდება, უფრო ხმამაღლა იტყვის და მის
ბეიტსის საუბარს გადაფარავს. მაგრამ მთავარია არა ის, თუ რამდენად
ცუდ ნათესაურ კავშირად აღიქვამს ამას, არამედ ის, თუ რამდენად
სურს ეს კავშირი. ჩემი აზრით კი, სურს. ხშირად მომისმენია – და, წე-
სით, თქვენც, როგორ აღმატებულად ლაპარაკობს ჯეინ ფეარფაქსზე!
ძალიან დაინტერესებულია მისი ბედით, ღელავს მის ჯანმრთელობაზე,
წუხს, რომ ჯეინს ცხოვრებაში უკეთესი პერსპექტივა არ აქვს... გამიგო-
ნია, რამხელა სითბოთი ლაპარაკობს ამ თემაზე ან როგორი აღტაცებით
უსმენს, როცა ის უკრავს ფორტეპიანოს! როგორ ეტრფის მის ხმას! ერ-
თხელ ამბობდა, შემიძლია გაუთავებლად ვუსმინოო. ჰო, სულ დამავიწ-
ყდა! კიდევ ერთი ეჭვი გამიჩნდა... ეს ფორტეპიანო... მართალია, ყველა
იმ აზრს დავჯერდით, რომ ქემპბელებისგანაა... მაგრამ ხომ შეიძლება,
მისტერ ნაიტლის საჩუქარი იყოს? ვერა და ვერ ამოვიგდე ეს ეჭვი თავი-
დან. მგონი, ერთადერთი ადამიანია, ვისაც ასეთი რამ შეიძლებოდა ექ-
ნა, თუნდაც შეყვარებული არ ყოფილიყო.
– არც ეს საბუთი გამოდგება მისტერ ნაიტლის შეყვარებულობის და-
სამტკიცებლად და არც ეს საქციელი ჰგავს მისას. მისტერ ნაიტლი სა-
იდუმლოდ არასდროს არაფერს აკეთებს.

249
– მსმენია, რამდენჯერმე დაიჩივლა, მის ფეარფაქსს ინსტრუმენტი
არა აქვსო. ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ ამ საკითხს უფრო მეტ-
ჯერ გაუსვა ხაზი, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში იზამდა.
– ძალიან კარგი. მაგრამ ჩუქება რომ განეზრახა, ეტყოდა კიდეც.
– ემა, ჩემო საყვარელო, ეს იმდენად დელიკატური საკითხია, რომ
შესაძლოა, მთლად ასე პირდაპირაც ვერ ეთქვა. გული მიგრძნობს, სა-
ჩუქარი მისგანაა. თანაც, სადილზე სიტყვაც არ დაუძრავს, როცა მისის
ქოულმა ეს ამბავი გვიამბო.
– მისის უესტონ, თქვენ, უბრალოდ, იდეა აიტაცეთ და ფანტაზიას
გასაქანი მიეცით. ზუსტად ისე იქცევით, რის გამოც ჩემთვის არაერ-
თხელ გისაყვედურიათ. გრძნობების ვერავითარ ნიშანს ვერ ვხედავ...
ფორტეპიანოსთან დაკავშირებით თქვენს აზრს ნამდვილად არ ვიზი-
არებ... მოკლედ, უფრო მყარი საბუთი მჭირდება იმის დასაჯერებლად,
რომ მისტერ ნაიტლიმ ჯეინ ფეარფაქსის ცოლად შერთვა განიზრახა.
ამ თემაზე კიდევ რაღაც ხანს იკამათეს და ემა აშკარა უპირატესობას
ფლობდა, მით უფრო, რომ მასთან დათმობაზე წასვლას მისის უესტონი
მიჩვეული იყო. კამათი მანამ გაგრძელდა, სანამ ოთახში ატეხილმა
ჩოჩქოლმა არ ცხადყო, რომ ჩაის სმა დასრულებულიყო და ინსტრუ-
მენტს ამზადებდნენ. ზუსტად ამ დროს, მათ მისტერ ქოული მიუახ-
ლოვდათ, რათა მის ვუდჰაუზს შეჰვედრებოდა, პატივი დაგვდეთ და
დაგვიკარითო. მასპინძელს თავისი წილი ხვეწნა-მუდარით მისტერ
ფრენკ ჩერჩილიც შეუერთდა, რომლისთვისაც მისის უესტონთან გაცხა-
რებულ დიალოგში ჩართულ ემას ყურადღება ვეღარ მიექცია და მხო-
ლოდ ის შეემჩნია, რომ მას მის ფეარფაქსის გვერდით ეპოვა თავისუფა-
ლი სკამი. საბოლოოდ, ემამ გადაწყვიტა, რომ მისთვის ყოველმხრივ
ხელსაყრელი იქნებოდა, პირველს დაეკრა, და თავაზიანად განაცხადა
თანხმობა.
საკუთარი შესაძლებლობები და ნაკლოვანებები გადასარევად მოეხ-
სენებოდა და მხოლოდ იმის დაკვრას დასჯერდა, რაც იცოდა, რომ რი-
გიანად გამოუვიდოდა. არც გემოვნება აკლდა და არც განწყობა, რომ
პატარა და მსუბუქი ნაწარმოებები, ყველას ყურს რომ სიამოვნებს, კარ-
250
გად შეესრულებინა და აკომპანიმენტიც კარგი გაეკეთებინა. ერთ-ერთი
სიმღერის დროს, სასიამოვნოდ გაუკვირდა კიდეც, როცა მეორე ხმა
ფრენკ ჩერჩილმა მისცა – დაბალ ხმაზე, თუმცა სწორად, ხოლო სიმღე-
რის ბოლოს სათანადო ბოდიშიც მოუხადა, როგორ ჩაგეჭერითო. ჩვე-
ულმა კომპლიმენტებმაც არ დააყოვნა. ფრენკ ჩერჩილი ბრწყინვალე
ხმასა და მუსიკის სრულყოფილად ცოდნაში ამხილეს, რაც ახალგაზ-
რდა კაცმა, ცხადია, ჯეროვნად უარყო, ამ საკითხში არაფერი გამეგება
და ხმაც საერთოდ არ მაქვსო. კიდევ ერთი სიმღერა იმღერეს ერთად და
ემამ ადგილი დაუთმო მის ფეარფაქსს, რომლის შესრულება, გნებავთ –
ვოკალური, გნებავთ – ინსტრუმენტული, ემასაზე ათი თავით მაღლა
იდგა და ამის უარყოფას ემა გულშიაც კი ვერ გაბედავდა.
ემა ინსტრუმენტის ირგვლივ შეკრებილთაგან მოშორებით მოკალათ-
და და შერეული გრძნობებით მის მოსასმენად განეწყო. ფრენკ ჩერჩილ-
მა კვლავ იმღერა. როგორც გაირკვა, უეიმათში ერთი-ორჯერ ემღერათ
კიდეც ერთად. მსმენელთა შორის ყველაზე ყურადღებიან მისტერ ნაიტ-
ლიზე დაკვირვებამ ემას აზრები სხვა მიმართულებით წაიყვანა და ისე
მოიცვა მისის უესტონის ეჭვებზე ფიქრმა, რომ მალე შიგადაშიგ თუღა
აღწევდა მის ყურამდე დუეტის ტკბილი ხმები. მის ვუდჰაუზი მისტერ
ნაიტლის დაქორწინების იდეას კვლავინდებურად მთელი არსებით აპ-
როტესტებდა, ამაში მხოლოდ უბედურებას ხედავდა. ეს მისტერ ჯონ
ნაიტლისა და, შესაბამისად, იზაბელას გულს ძალიან ატკენდა; ბავ-
შვებს დიდ ზიანს მიაყენებდა – ეს იქნებოდა ყველაზე დამამცირებელი
ცვლილება, დიდი მატერიალური ზარალი თითოეული მათგანისათვის
და, შესაბამისად, სერიოზული დარტყმა მისტერ ვუდჰაუზისთვის...
გარდა ამისა, თავად ემასთვის ყოვლად აუტანელი იყო ჯეინ ფეარფაქ-
სის წარმოდგენა დონველის სააბატოში. ახალგამომცხვარი მისის ნაიტ-
ლის ჭკუაზე უნდა ევლო ყველას და ყველაფერს?! არა!
მისტერ ნაიტლის არასდროს უნდა შეერთო ცოლი! დონველის მემ-
კვიდრედ პატარა ჰენრი უნდა დარჩენილიყო.
ცოტა ხნის შემდეგ, მისტერ ნაიტლიმ უკან მიიხედა, ემა შეამჩნია და
გვერდით მიუჯდა. თავიდან მხოლოდ მუსიკის შესახებ ლაპარაკობდნენ
251
და მისტერ ნაიტლი გულწრფელ აღტაცებას გამოხატავდა, რასაც ემა
ყურადღებასაც კი არ მიაქცევდა, მისის უესტონი რომ არა. ნიადაგის
მოსინჯვის მიზნით, ის მისტერ ნაიტლის სიკეთეზე ალაპარაკდა – რა
კარგი ქენით, დეიდა და დისშვილი ეტლით რომ უზრუნველყავითო.
მისტერ ნაიტლის პასუხში მხოლოდ ის იგრძნობოდა, რომ ამ თემის
მოკლედ მოჭრა სურდა, მაგრამ ემამ იფიქრა, ეს ალბათ თავმდაბლობით
მოსდისო, და განაგრძო: – ძალიან ვწუხვარ, ჩვენს ეტლს მსგავს სი-
ტუაციებში უფრო სასარგებლოდ რომ ვერ ვიყენებ. არ გეგონოთ, რომ
ამის სურვილი არ მაქვს, მაგრამ მოგეხსენებათ, მამაჩემისთვის როგორი
წარმოუდგენელია, ჯეიმსს საქმე გაურთულოს.
– ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. დარწმუნებული ვარ, თავად ხში-
რად გაქვთ ამის სურვილი, – დარწმუნებით მიუგო მისტერ ნაიტლიმ და
გულღიად გაუღიმა.
ემამაც იფიქრა, კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმის დროაო, და თქვა: –
ქემპბელების საჩუქარი... ეს ფორტეპიანო... რა კეთილშობილური ჟეს-
ტია.
– ჰო, – მისტერ ნაიტლის მოკლე პასუხისას უხერხულობა ოდნავა-
დაც არ დამჩნევია, – უკეთესი არ იქნებოდა, გაეფრთხილებინათ? სიურ-
პრიზები სისულელეა. სიხარულს არ ამძაფრებს, აი, უხერხულობა კი
შეიძლება დიდი დოზით გამოიწვიოს. პოლკოვნიკ ქემპბელისგან მეტ კე-
თილგონიერებას ველოდი.
იმწუთას ემას შეეძლო, დაეფიცა, რომ მისტერ ნაიტლის ინსტრუმენ-
ტის ამბავთან საერთო არაფერი ჰქონდა. აი, მის გრძნობებსა და სიმპა-
თიებზე კი ცოტა უფრო მეტხანს მოუხდა ორჭოფობა.
მეორე სიმღერის დასასრულს, ჯეინს ცოტათი ხმა ჩაეხლიჩა და სიმ-
ღერის დასრულებისთანავე მისტერ ნაიტლის უნებურად წამოსცდა: –
საკმარისია, ერთი საღამოსთვის საკმარისად ბევრი იმღერეთ. ახლა
აჯობებს, გაჩუმდეთ.
დანარჩენები კი მის ფეარფაქსს კიდევ ერთ სიმღერას შეევედრნენ.
„კიდევ ერთი. მხოლოდ ერთი. მის ფეარფაქსს ამქვეყნად არაფრის გამო

252
არ დაღლიდნენ, ამიტომ, მხოლოდ ერთი სიმღერის დაკვრას ევედრე-
ბოდნენ“.
– მგონი, უპრობლემოდ შეძლებთ, – ოთახში ფრენკ ჩერჩილის ხმა გა-
ისმა, – პირველი ნაწილი ძალიან მსუბუქია, სიმღერის მთელი სიმძიმე
მეორე ნაწილზე მოდის.
– ამ ახალგაზრდას მხოლოდ საკუთარი ხმით ტრაბახი ადარდებს.
ვერ მივართვით! – აღშფოთებულმა მისტერ ნაიტლიმ მის ბეიტსს წაავ-
ლო ხელი, რომელმაც იმწამს ჩაუარა, – მის ბეიტს, გაგიჟდით? როგორ
აძლევთ საკუთარ დისშვილს ნებას, ხმის ჩახრინწვამდე იმღეროს? მი-
დით, ჩაერიეთ, თორემ ისინი არ დაინდობენ.
ჯეინზე ალალად შეწუხებული მის ბეიტსი ლამის მადლობების სათ-
ქმელადაც არ შეჩერებულა, ისე გაექანა დისშვილისაკენ, რათა სიმღე-
რისთვის დაესვა წერტილი.
ამ ნოტაზე დასრულდა საღამოს საკონცერტო ნაწილიც, რადგან მის
ვუდჰაუზი და მის ფეარფაქსი სტუმრებს შორის ორად ორი ახალგაზ-
რდა ქალბატონი აღმოჩნდა, ვისაც დაკვრა შეეძლო. თუმცა, მალევე,
ხუთიოდ წუთში, იდეა ცეკვის თაობაზე (იდეის ავტორს ვერავინ გეტყო-
დათ) ისე აიტაცეს მისტერ და მისის ქოულებმა, რომ სივრცის გამოთა-
ვისუფლების მიზნით, ოთახიდან ყოველი ხელისშემშლელი ნივთი ელ-
ვის უსწრაფესად გაიტანეს. ხალხური საცეკვაო მუსიკის შესრულებით
განთქმული მისის უესტონი კი ინსტრუმენტს მიუჯდა და ჩქარი ვალსი
დაუკრა. პირველსავე აკორდზე ემას ყოვლად თავაზიანი და მოხდენი-
ლი გალანტურობით მიუახლოვდა ფრენკ ჩერჩილი, ხელი გაუწოდა და
ოთახის შუაგულში დააყენა.
სანამ დანარჩენი მოცეკვავეებიც დაწყვილდებოდნენ, ემამ დრო
იხელთა და, თუმცა საკუთარ ხმასა და გემოვნებაზე ჯერაც ქათინაუ-
რებს იღებდა, მისტერ ნაიტლის რეაქციის შესამოწმებლად მიმოიხედა.
ეს გადამწყვეტი მომენტი იყო. ზოგადად, მისტერ ნაიტლი ცეკვის მოტ-
რფიალე არ გახლდათ, მაგრამ თუ ახლა ჯეინ ფეარფაქსს საცეკვაოდ
გამოიწვევდა, მაშინ ეს უთუოდ ნიშანი იქნებოდა. მაგრამ არა – მსგავ-
სიც არაფერი შეუნიშნავს, მისტერ ნაიტლი მისის ქოულს ელაპარაკე-
253
ბოდა უდარდელად. ამასობაში, ჯეინს ვიღაც სხვამ სთხოვა ცეკვა, რი-
თაც მისტერ ნაიტლი დიდად არ დაინტერესებულა.
ჰენრიზე ნერვიულობა აღარ ღირდა – ბიჭის ინტერესებს ჯერჯერო-
ბით არაფერი ემუქრებოდა. მეტად კმაყოფილმა ემამ, გულწრფელი ხა-
ლისითა და ენერგიულობით გახსნა მეჯლისი. ხუთ წყვილზე მეტი ვერ
მოგროვდა, მაგრამ ემა, ვინაიდან ცეკვა მეტად იშვიათად უწევდა, ასეთ
მოულოდნელ, უცაბედ შანსს ალალი აღტაცებით შეხვდა, თანაც, აღ-
მოაჩინა, რომ პარტნიორსაც მშვენივრად ეწყობოდა. ამ წყვილის ყურე-
ბა ერთი სიამოვნება იყო.
სამწუხაროდ, მხოლოდ ორი ცეკვის საშუალება მიეცათ. გვიანდებო-
და და მის ბეიტსიც ღელავდა – შინ დედამისის გამო მიეჩქარებოდა.
რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, ცეკვა განეახლებინათ, დეიდა
და დისშვილი იძულებულნი გახდნენ, მადლობა გადაეხადათ და დამ-
წუხრებული სახეებით წასულიყვნენ.
– შესაძლოა, უკეთესიც კია, ასე რომ გამოვიდა, – გადაულაპარაკა
ფრენკ ჩერჩილმა, როცა ემას ეტლამდე აცილებდა, – თორემ მის ფეარ-
ფაქსთან მომიწევდა ცეკვა და თქვენ შემდეგ, მისი სიზანტე ალბათ კი-
დეც მომიღებდა ბოლოს.

254
თავი 9

ემა სრულებითაც არ ნანობდა, მოწყალება რომ გაიღო და ქოულებს


ეწვია. მომდევნო დღიდან წვეულება სასიამოვნო მოგონებად იქცა. ის
ყველაფერი, რასაც, თავდაპირველი ეჭვით, ეს წვეულება უქადდა, არ
გამართლდა, მისი პოპულარობა ერთი-ორად გაიზარდა. დარწმუნებუ-
ლი იყო, რომ ქოულები – ეს მართლაც გადასარევი ხალხი, და არა მხო-
ლოდ ისინი, ისე აღაფრთოვანა, რომ შთაბეჭდილება კარგა ხანს არ გა-
უქარწყლდებოდათ.
მაგრამ სრულყოფილი ბედნიერება, თუნდაც მოგონებებში, იშვიათო-
ბაა. ორ საკითხში მთლად თავდაჯერებულად არ გრძნობდა თავს. გან-
საკუთრებით იმაზე ღელავდა, ვაითუ ქალური სოლიდარობის ზღვარს
გადავაბიჯე, როცა ჯეინ ფეარფაქსის გრძნობების შესახებ ჩემი ეჭვები
ფრენკ ჩერჩილს გავანდეო. გულის სიღრმეში აღიარებდა, რომ არ იყო
სწორი საქციელი, მაგრამ ფრენკ ჩერჩილი ისე უპირობოდ იზიარებდა
მის ყოველ სიტყვას, რომ ეს საკუთარი შორსმჭვრეტელობის ქათინაუ-
რად მიიღო და თავი ვერ შეიკავა; ჯეინ ფეარფაქსის სიყვარულის ისტო-
რია იმდენად მტკიცედ ჰქონდა გონებაში ჩაბეჭდილი, რომ ენაზე კბი-
ლის დაჭერა ძალიან გაუჭირდა.
სინანულის მეორე მიზეზიც ჯეინ ფეარფაქსი იყო, თუმცა, ამ შემ-
თხვევაში, ეჭვი არაფერში ეპარებოდა. გულწრფელად და ერთმნიშვნე-
ლოვნად ნანობდა, რომ გაცილებით ცუდად უკრავდა და მღეროდა,
ვიდრე ჯეინი. ბავშვობისდროინდელი სიზარმაცე მთელი გულით გამო-
იგლოვა, მერე კი ინსტრუმენტს მიუჯდა და საათ-ნახევარი ბეჯითად
იმეცადინა.
მეცადინეობა ჰარიეტის გამოჩენამ შეაწყვეტინა. თუმცა, ჰარიეტის
ქება არ იყო საკმარისი მის დასამშვიდებლად.
– ღმერთო! ნეტავ, თქვენსავით და მის ფეარფაქსივით შემეძლოს
დაკვრა!
– ერთ კატეგორიაში ნუ გაგყავართ, ჰარიეტ. ჩემი დაკრული ისე ჰგავს
მისას, როგორც ლამპის შუქი – მზისას.
255
– რას ამბობთ! ჩემი აზრით, თქვენ ორს შორის თქვენ უკეთ უკრავთ.
ყოველ შემთხვევაში, მე თქვენი მოსმენა ბევრად უფრო მსიამოვნებს.
გუშინ საღამოს ყველამ აღნიშნა, რომ შესანიშნავად უკრავთ.
– ვისაც ამ საქმეში რამე გაეგება, განსხვავებას იგრძნობდა. სიმარ-
თლეს ვერ გავექცევით, ჰარიეტ: ჩემი დაკრული, შესაძლოა, ქებას იმსა-
ხურებს, მაგრამ მის ფეარფაქსი ყოველგვარ ქებაზე მაღლა დგას.
– ჰმმ... მე მაინც ჩემს აზრზე დავრჩები; მას ნამდვილად არ ჩამოუ-
ვარდებით ან თუ რაიმე განსხვავებაა, ამას ვერავინ ვერასდროს შეამ-
ჩნევს. მისტერ ქოულმა თქვენზე თქვა, ბრწყინვალე გემოვნება აქვსო.
მისტერ ფრენკ ჩერჩილმაც ბევრი ისაუბრა თქვენს გემოვნებაზე და აღ-
ნიშნა, გემოვნებას მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვიდრე ტექნიკასო.
– ჰო, მაგრამ ჯეინ ფეარფაქსს ორივე აქვს, ჰარიეტ!
– დარწმუნებული ხართ? შევამჩნიე, რომ ტექნიკას ფლობდა, მაგრამ
აი, გემოვნებაც თუ ჰქონდა, ამას ვეღარ მივხვდი. ყოველ შემთხვევაში,
მისი გემოვნება არავის უხსენებია. თანაც, იტალიური სიმღერები
მძულს... ერთ სიტყვასაც კი ვერ გაიგებ! გარდა ამისა, ვალდებულიც კია,
კარგად უკრავდეს, ვინაიდან მალე თავად მოუწევს სხვებისთვის სწავ-
ლება. ქოკსები ლაპარაკობდნენ გუშინ, ნეტავ, დარბაისლურ ოჯახში
თუ მოხვდებაო. თქვენი აზრით, როგორ გამოიყურებოდნენ წუხელ ქოკ-
სები?
– როგორც ყოველთვის... მდაბიურად.
– რაღაც მითხრეს... – ყოყმანით დასძინა ჰარიეტმა, – თუმცა, მნიშ-
ვნელოვანი – არაფერი...
ემა იძულებული გახდა, ეკითხა, რა უთხრეს ქოკსებმა, თუმცკი ძალი-
ან ეშინოდა, რომ პასუხად „მისტერ ელტონს“ მიიღებდა.
– მითხრეს, რომ... გასულ შაბათს, მათთან მისტერ მარტინმა ისადი-
ლა.
– ოჰ!
– მათ მამასთან მისულა რაღაც საქმეზე, მას კი უთხოვია, დარჩით
და ერთად ვისადილოთო.
– ოჰ!
256
– ბევრი ილაპარაკეს მარტინზე, განსაკუთრებით – ენ ქოკსმა. არ ვი-
ცი, რატომ, მაგრამ მკითხა, დამდეგ ზაფხულსაც ხომ არ გეგმავ მათთან
სტუმრობასო.
– თავხედი ჭორიკანაა და მეტი არაფერი, ზუსტად ისეთი, როგორიც
ენ ქოკსი უნდა იყოს.
– მითხრა, იმ დღეს, ჩვენთან სადილობისას, ძალიან თავაზიანად და
სასიამოვნოდ იქცეოდაო. ენ ქოკსის გვერდით მჯდარა სუფრასთან. მის
ნეში ფიქრობს, რომ ქოკსების რომელიმე გოგო მას დიდი სიხარულით
გაჰყვებოდა ცოლად.
– სულ არ მიკვირს. ცალსახაა, რომ ჰაიბერიში ყველაზე მდაბიო გო-
გოები ქოკსები არიან.
ჰარიეტს რაღაც საქმე ჰქონდა ფორდთან და ემამ გადაწყვიტა, გაჰ-
ყოლოდა. სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა – ჰარიეტის ამჟამინდელი
მდგომარეობის გათვალისწინებით, კიდევ ერთი შემთხვევითი შეხვედრა
მარტინებთან საშიში იყო.
საყიდლებზე სიარული ჰარიეტისთვის მეტად ხანგრძლივ პროცესს
წარმოადგენდა – ერთბაშად ყველაფრის ყიდვა უნდოდა და სხვისი ნა-
ხევარი სიტყვაც კი საკმარისი იყო, რომ არჩევანი შეეცვალა. ამდენად,
სანამ მიტკლის ქსოვილებს უტრიალებდა და აზრს წამდაუწუმ იცვლი-
და, ემა, თავის შექცევის მიზნით, მაღაზიის კართან მოთავსდა, თუმცა,
იცოდა, რომ ჰაიბერის თვით ყველაზე ფუსფუსა ადგილზეც კი დიდი სა-
ნახაობის იმედი ვერ ექნებოდა – სადმე, იქვე, სწრაფი ნაბიჯებით მის-
ტერ პერი ჩაივლიდა; მისტერ უილიამ ქოკსი გამოჩნდებოდა თავისი
კანტორის კართან; მისტერ ქოულის ცხენები დაბრუნდებოდნენ
წვრთნიდან ან ჯიუტ ჯორზე ამხედრებული უსახლკარო ბიჭი ჩამოივ-
ლიდა ვინმესთან მისატანი წერილით ხელში... აი, ეს იყო ყველაზე ცოც-
ხალი სურათები, რის ნახვასაც ემა ელოდა. თუმცა, მისდა გასაოცრად,
სრულიად განსხვავებული პეიზაჟი გადაეშალა თვალწინ: ყასაბი თავი-
სი ხონჩით; მაღაზიიდან შინისკენ მიმავალი მოვლილი მოხუცი ქალბა-
ტონი კალათით ხელში; ერთი ჭუჭყიანი ძვლის გულისთვის მოჩხუბარი
ორი მაწანწალა ძაღლი და მეფუნთუშის მომრგვალებულ ფანჯარაში
257
თაფლაკვერებს მიშტერებული, აცუღლუტებული ბავშვების გუნდი...
ემა მიხვდა, რომ საწუწუნო არაფერი ჰქონდა, პირიქით, მშვენივრად
ერთობოდა – იმდენად, რომ კარს აღარ მოშორებია. ცოცხალი და ლაღი
გონება თავშესაქცევს ყოველთვის იპოვის.
ცოტა ხანში, მზერა რენდალსისკენ მიმავალ გზაზე გადაიტანა და სა-
ერთო პეიზაჟში მისის უესტონი და მისი გერი გაარჩია. ჰაიბერისკენ,
უფრო სწორედ, ჰარტფილდისაკენ აეღოთ გეზი. თუმცა, ჯერ მისის ბე-
იტსის სახლთან გაჩერდნენ, რომელიც რენდალსიდან უფრო ახლო იყო,
ვიდრე ფორდის მაღაზია. ის იყო, კარზე დაკაკუნება დააპირეს, რომ
უცებ ემა დაინახეს. მაშინვე ქუჩა გადაჭრეს და მასთან მივიდნენ. სასია-
მოვნო საღამოს შემდეგ შეხვედრამ ამ სიამოვნებას თითქოს ახალი სი-
ცოცხლე შთაბერა. მისის უესტონმა ემას ამცნო, ბეიტსებთან მივდივარ,
რათა მათ ინსტრუმენტს მოვუსმინოო.
– ჩემი თანამგზავრი მარწმუნებს, – გააგრძელა მან, – რომ წუხელ
მის ბეიტსს შევპირებივარ, ხვალ დილას უსათუოდ მოვალ-მეთქი. თა-
ვად არც კი მახსოვდა. ჰოდა, აი, მივდივარ.
– ხოლო სანამ მისის უესტონი ბეიტსებთან იქნება, იმედი მაქვს, მე
ნებას დამრთავენ და თქვენ შემოგიერთდებით. მისის უესტონს ჰარ-
ტფილდში დავუცდი... ცხადია, თუ შინ ბრუნდებით, – დასძინა ფრენკ
ჩერჩილმა.
მისის უესტონი გულგატეხილი ჩანდა.
– მეგონა, ჩემთან ერთად აპირებდით წამოსვლას. თქვენი ნახვა ძა-
ლიან გაუხარდებოდათ...
– ჩემი ნახვა?! პირიქით, მგონია, რომ ხელს შეგიშლით. თუმცა, მის
ვუდჰაუზს ისეთი სახე აქვს, მგონი, არ უნდა აქ რომ დავრჩე. ბიცოლა-
ჩემი სულ თავიდან მიშორებს, როცა რაიმეს ყიდულობს; მეუბნება, ნერ-
ვებს მიშლიო. მის ვუდჰაუზის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ,
მგონი, ისიც მზადაა, რაღაც მსგავსი მითხრას. როგორ მოვიქცე?
– აქ ჩემს საქმეზე არ ვარ, – მიუგო ემამ, – მეგობარს ველოდები. წე-
სით, მალე დაასრულებს და შინ წავალთ. მაგრამ, სჯობს, მისის უეს-
ტონს გაჰყვეთ და ნახოთ ინსტრუმენტი.
258
– ჰმ... თუ ასე ფიქრობთ... – ფრენკ ჩერჩილმა გაიღიმა, – ...მაგრამ ვა-
ითუ პოლკოვნიკმა ქემპბელმა ინსტრუმენტის არჩევა დაუდევარ მეგო-
ბარს ანდო და, სინამდვილეში, ცუდი ჟღერადობა აქვს, მაშინ რაღა
ვთქვა? მისის უესტონს ვერაფერში დავეხმარები. თავად მშვენივრად
გაართმევს თავს – უსიამოვნო სიმართლე მის ბაგეთაგან სასიამოვნოდ
გაიჟღერებს, მე კი, როცა საქმე ზრდილობიან ტყუილს ეხება, ამქვეყნად
ყველაზე უსუსური არსება ვხდები.
– არ მჯერა, – მიუგო ემამ, – დარწმუნებული ვარ, საჭიროების შემ-
თხვევაში, თქვენც ისეთივე პირმოთნე ხართ, როგორიც თქვენი მეზობ-
ლები. და კიდევ, საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ
ინსტრუმენტს ხმა არ უვარგა. უფრო პირიქით, თუ მის ფეარფაქსის აზ-
რი გუშინ სწორად გავიგე.
– წამომყევით, – მიმართა გერს მისის უესტონმა, – თუ ძალიან არ
შეწუხდებით. დიდხანს არ შეგაყოვნებთ. შემდეგ კი ჰარტფილდში წავი-
დეთ. დავეწევით ქალბატონებს. მართლა ძალიან მინდა, რომ ჩემთან
ერთად წამოხვიდეთ. თან რატომღაც მეგონა, რომ ისედაც აპირებდით.
ფრენკ ჩერჩილი დედინაცვალს ვეღარ შეეწინააღმდეგა და რადგან
ტკბილ ლუკმად ჰარტფილდი ეგულებოდა, მისის უესტონს მისის ბეიტ-
სის სახლისკენ გაჰყვა. ემამ ცოტა შეიცადა და ჰარიეტს შეაკითხა მაღა-
ზიაში. ეს უკანასკნელი დახლთან იდგა და ემას მთელი ენერგიის და-
ხარჯვა მოუხდა მის დასარწმუნებლად, რომ თუ სადა მიტკალი უნდო-
და, მაშინ ნაქარგებიანი ქსოვილების ყურებაში დროს ტყუილად ხარ-
ჯავდა, ხოლო ლურჯი ლენტი, რაგინდ ლამაზიც უნდა ყოფილიყო, მის
ყვითელ საკაბეს არაფრით მოუხდებოდა. როგორც იქნა, ყველაფერი
მოაგვარეს, დანიშნულების ადგილის ჩათვლითაც კი, სადაც პაკეტი უნ-
და გაეგზავნათ.
– მისის გოდარდთან გავაგზავნო, მემ? – იკითხა მისის ფორდმა.
– დიახ... არა... დიახ... მისის გოდარდთან გააგზავნეთ. უბრალოდ, ჩე-
მი საკაბე ჰარტფილდშია... არა, ჰარტფილდში გააგზავნეთ, თუ არ შე-
წუხდებით. მაგრამ მისის გოდარდს რომ მოუნდება ნახვა?! თან საკაბის
შინ წაღება ნებისმიერ დროს შემიძლია. მაგრამ ლენტი რომ მაშინვე
259
დამჭირდება?! ამიტომ, სჯობს, ჰარტფილდში გააგზავნოთ... ლენტი მა-
ინც. ორ პაკეტში რომ ჩამილაგოთ, ხომ შესაძლებელია, მისის ფორდ?
– ჰარიეტ, ნამდვილად არ ღირს ამისთვის მისის ფორდის შეწუხება.
– ჰო, მართალი ხართ.
– რა შეწუხებაა, მემ! – მიუგო დაუზარელმა მისის ფორდმა.
– იცით, მგონი, მართლაც ერთი პაკეტი მირჩევნია. მაშინ, ძალიან
გთხოვთ, იქნებ ყველაფერი მისის გოდარდთან გააგზავნოთ?! ან არ ვი-
ცი... მის ვუდჰაუზ... მგონი, თავისუფლად შეიძლება ჰარტფილდში გა-
აგზავნონ და საღამოს წავიღებდი... რას მირჩევთ?
– რომ შეწყვიტოთ ამ საკითხზე დროის კარგვა. ჰარტფილდში გამო-
უშვით, მისის ფორდ, თუ შეიძლება.
– ჰო, ჰო, ნამდვილად ასე სჯობს! – ჰარიეტი აშკარად კმაყოფილი
ჩანდა, – სულაც არ მინდა, მისის გოდარდთან მივიდეს.
მაღაზიაში ხმები შემოესმათ, უფრო სწორად – ერთი ხმა, თუმცა
კარში ორი ქალბატონი იდგა: მისის უესტონი და მის ბეიტსი.
– მის ვუდჰაუზ, ჩემო საყვარელო, – დაიწყო მის ბეიტსმა, – გადმო-
ვირბინე, რათა შეგევედროთ, ცოტა ხნით გვეწვიოთ და მოგვახსენოთ
თქვენი აზრი ინსტრუმენტის შესახებ. თქვენ და მის სმითი. როგორა
ხართ, მის სმით? ...მე კარგად ვარ, გმადლობთ... მისის უესტონსაც შე-
ვეხვეწე, წამომყევით-მეთქი, რათა უფრო დარწმუნებული ვიყო, რომ
დაგითანხმებთ.
– იმედია, მისის ბეიტსი და მის ფეარფაქსი თავს...
– ძალიან კარგად, ჩემო საყვარელო, უღრმესი მადლობა. დედაჩემი
შესანიშნავად გრძნობს თავს, ჯეინიც გადაურჩა წუხელ გაციებას. მის-
ტერ ვუდჰაუზი ხომ კარგად არის? ...მიხარია ამის გაგონება... მისის
უესტონმა მითხრა, ფორდთან არიანო, და ვუთხარი: „ღმერთო! სასწრა-
ფოდ უნდა გადავირბინო... დარწმუნებული ვარ, მის ვუდჰაუზი ნებას
დამრთავს, რომ გადავირბინო და შევევედრო, ჩვენთან წამოვიდეს; დე-
დაჩემს მისი ნახვა ძალიან გაუხარდება... თანაც ისეთი კარგი ხალხი შე-
ვიკრიბეთ, უარს ვერ გვეტყვის-მეთქი“. „გთხოვთ, შეევედრეთ, მის ვუდ-
ჰაუზის აზრის მოსმენა ინსტრუმენტის შესახებ ნამდვილად ღირს“, –
260
მითხრა მისტერ ფრენკ ჩერჩილმა. „ჰო, მაგრამ, მგონი, უფრო დავიყო-
ლიებ, რომელიმე თქვენგანი თუ გამომყვება“, – ვუთხარი მე, მან კი მო-
მიგო: „მაშინ ერთი წუთი მადროვეთ, ახლავე მოვრჩები საქმეს“. მის
ვუდჰაუზ, წარმოგიდგენიათ? – მისტერ ფრენკ ჩერჩილი ჩვენთანაა და
ყოვლად დაუზარლად დედაჩემის სათვალის მოქლონს ამაგრებს. ჰო, ამ
დილას, სათვალეს მოქლონი მოსძვრა... როგორი დაუზარელია! თორემ
დედაჩემი ვერ იყენებდა სათვალეს, ვერ იკეთებდა... ისე, ყველას ორი
სათვალე კი უნდა ჰქონდეს... ნამდვილად უნდა ჰქონდეს. ჯეინიც ამას
ამბობს. მინდოდა, მაშინვე ჯონ სონდერსთან წამეღო, მაგრამ მთელი
დილის განმავლობაში ხან რამ შემიშალა ხელი და ხან – რამ... თან
თითქოს ისეთი არაფერი, მაგრამ მთელიდილა გავიდა. ჯერ იყო და პა-
თი შემოვიდა იმის სათქმელად, რომ მისი აზრით, სამზარეულოს საკვა-
მური გასაწმენდი იყო. „ღმერთო, პათი, – ვუთხარი, – ცუდი ამბების
სათქმელად მთლად კარგი დრო ვერ შეგირჩევია. აგერ შენი დიასახლი-
სის სათვალეს მოქლონი მოსძვრა“. მერე გამომცხვარი ვაშლები მოგვი-
ტანეს, მისის უოლისმა გამოატანა თავის ბიჭს. ყოველთვის უაღრესად
თავაზიანად გვექცევიან... უოლისებს ვგულისხმობ... არადა, გამიგია,
მისის უოლისს უხეშობა სჩვევია და შეუძლია უკმეხად გიპასუხოსო,
მაგრამ ჩვენ უდიდესი ყურადღების მეტი მათგან არაფერი გვიგრძნია.
და ეს იმიტომ როდი ხდება, რომ კარგი მყიდველის დაკარგვა არ სურთ.
არა. თავადაც ხვდებით ალბათ, რა რაოდენობის პურს ვყიდულობთ.
სამნი კი ვართ, მაგრამ ჯეინი, როგორც წესი, არაფერს ჭამს... ერთი, უნ-
და ნახოთ მისი საუზმე! შოკში ჩაგაგდებთ! დედაჩემს ვერც კი ვუმხელ,
ასე ცოტას რომ ჭამს... ხან ერთს ვეტყვი, ხან – მეორეს და როგორღაც
გადავაგორებთ ამ თემას. მაგრამ შუადღისათვის, შივდება და ისე არაფ-
რის ჭამა არ სიამოვნებს, როგორც ამ გამომცხვარი ვაშლების... თან ძა-
ლიან სასარგებლოა. იმ დღეს, შანსი ჩამივარდა ხელში და მისტერ პე-
რის ვკითხე. ქუჩაში შემხვდა. არა, არც მანამდე მეპარებოდა ეჭვი... მის-
ტერ ვუდჰაუზისგან იმდენჯერ გამიგია, გამომცხვარ ვაშლს რეკომენდა-
ციას ვუწევო, რომ... მგონი, მისტერ ვუდჰაუზის აზრით, მხოლოდ ამ სა-
ხით მიღებული ხილია ყველაზე სასარგებლო. თუმცა, ძალიან ხშირად
261
ჩვენ ცომში შემწვარი ვაშლი გვაქვს. პათი არაჩვეულებრივად წვავს
ვაშლებს ცომში... მოკლედ, მისის უესტონ, მგონი, თქვენმა აქ ყოფნამ
გაჭრა და ქალბატონებიც დაგვდებენ პატივს.
ემა „დიდი სიხარულით შეივლიდა მისის ბეიტსთან“ და, როგორც იქ-
ნა, მაღაზიიდან დაიძრნენ, მაგრამ მის ბეიტსმა მაინც მოახერხა მათი
შეყოვნება შედარებით მცირე რეპლიკით: – როგორ ხართ, მისის ფორდ?
უნდა მაპატიოთ, აქამდე რომ ვერ მოგესალმეთ. გავიგე, ქალაქიდან
ლენტების შესანიშნავი კოლექცია მიგიღიათ. ჯეინი გუშინ აღფრთოვა-
ნებული დაბრუნდა შინ. მადლობელი ვარ ხელთათმანებისთვის, არაჩ-
ვეულებრივია... ცოტათი დიდი კი მაქვს მაჯასთან, მაგრამ ჯეინი ჩამი-
კერებს. რას გეუბნებოდით? – გააგრძელა სიტყვა მის ბეიტსმა, როცა,
ბოლოს და ბოლოს, ქუჩაში გავიდნენ.
ემამ კი გაიფიქრა, ნეტავ, მთელი ამ აბდაუბდიდან რაზე შეაჩერებს
ყურადღებასო.
– უნდა ვაღიარო, რომ არ მახსოვს, რაზე ვლაპარაკობდი... ა, ჰო! დე-
დაჩემის სათვალეზე. როგორი გულისხმიერია მისტერ ფრენკ ჩერჩილი!
„მგონი, შემიძლია, მოქლონის დამაგრება, მიტაცებს ამ ტიპის სამუ-
შაო“, – ზუსტად ასე თქვა. ჩემს თვალში საოცრად... არა, უნდა გით-
ხრათ, რომ უამრავი რამ მქონდა მასზე გაგონილი და თავადაც მხო-
ლოდ საუკეთესოს ველოდი, მაგრამ ყოველგვარ ქებასა თუ მოლოდინს
გადააჭარბა... მისის უესტონ, მთელი სულითა და გულით გილოცავთ.
მასზე უკეთესს მოსიყვარულე მშობელი ვერც ინატრებდა... „შემიძლია
მოქლონის დამაგრება, მიტაცებს ამ ტიპის სამუშაო,“ – აი, ეს სიტყვები
არასდროს დამავიწყდება... ხოლო როცა განჯინიდან გამომცხვარი ვაშ-
ლები გამოვიტანე – ვიფიქრე, ჩვენი მეგობრები პატივს დაგვდებენ და
ცოტას გასინჯავენ-მეთქი – მისტერ ფრენკ ჩერჩილი მაშინვე მომიბ-
რუნდა: „შინ გამომცხვარ ვაშლს ვერცერთი ხილი ვერ შეედრება, ეს
ვაშლები კი ისე მადისაღმძვრელად გამოიყურება, ცხოვრებაში მსგავსი
არაფერი მინახავს“. ხვდებით ალბათ, მისი მხრიდან ეს რამხელა... თან
ისეთი სახე ჰქონდა, რომ დარწმუნებული ვარ, კომპლიმენტისთვის არ
უთქვამს. მართლაც, არაჩვეულებრივი ვაშლებია და მისის უოლისიც
262
შესანიშნავად აცხობს, თუმცა მხოლოდ ორჯერ დებს ღუმელში, არადა
მისტერ ვუდჰაუზმა პირობა ჩამოგვართვა, სამჯერ გამომცხვარი უნდა
ჭამოთო. მის ვუდჰაუზ, გეხვეწებით, არაფერი წამოგცდეთ. ვაშლები,
თავისთავად, საუკეთესო ჯიშისაა და საუკეთესოდ ცხვება. ამაზე ორი
აზრი არ არსებობს. დონველიდან ჩამოგვდის – ხელგაშლილი მისტერ
ნაიტლის მარაგებიდან. ყოველ წელს ერთ ტომარას გვიგზავნის. მე ჯერ
ვაშლი არ მინახავს, ასე კარგად ინახებოდეს. მგონი, ამ ჯიშის ორი ხე
აქვს. დედაჩემი ამბობს, ჩემს ახალგაზრდობაში დონველის ხეხილის ბა-
ღი განთქმული იყოო. მაგრამ იმ დღეს კინაღამ თავზარი დამეცა... დი-
ლას, მისტერ ნაიტლიმ შემოგვიარა, ჯეინი კი სწორედ ამ ვაშლებს ჭამ-
და, ჰოდა, ვილაპარაკეთ – რა კარგი ვაშლია და ჯეინს როგორ უყვარს.
მან კი გვკითხა, მარაგი ხომ არ გამოგელიათო: „დარწმუნებული ვარ,
გამოგელეოდათ, ახალ ტომარას გამოგიგზავნით. იმდენი მაქვს, ვერას-
დროს დავამთავრებ. უილიამ ლარკინსმა წელს ჩვეულზე მეტი რაოდე-
ნობით შემანახინა. გამოგიგზავნით, თორემ ჩემს ხელში მალე აღარაფ-
რად ივარგებს“. შევევედრე, არ გინდათ-მეთქი. ჩვენ მართლაც გამოგ-
ვლეოდა მარაგი, ამიტომ, მთლად მტკიცედაც ვეღარ ვუთხარი, ბევრი
დაგვრჩა-მეთქი. მართლაც, ექვსიოდე ვაშლი დარჩენილიყო და ყველა
ჯეინისთვის უნდა შემენახა. მაგრამ ვერ ავიტანდი, კიდევ რომ გამოეგ-
ზავნა, ისედაც საოცრად ხელგაშლილია ჩვენ მიმართ.
ჯეინმაც იგივე უთხრა და როცა მისტერ ნაიტლი წავიდა, ლამის მეჩ-
ხუბა... არა, ჩხუბი რა მოსატანია... მე და ჯეინს კამათიც კი არ მოგ-
ვსვლია ცხოვრებაში... მაგრამ ძალიან შეწუხდა, მისტერ ნაიტლის რომ
გამოვუტყდი, ვაშლი თითქმის აღარ გვაქვს-მეთქი.
ნეტავ, დაგერწმუნებინა, რომ ბევრი დაგვრჩაო. „ღმერთო! ჩემო საყ-
ვარელო, – ვუთხარი მე, – რაც შემეძლო, ვარწმუნებდი“. ასე იყო თუ
ისე, ზუსტად იმავე საღამოს, უილიამ ლარკინსი ვაშლებით სავსე დიდი
კალათით მოგვადგა, – იმავე ჯიშის ვაშლებით, – ერთი ბუშელი59 მაინც

ბუშელი – მოცულობის საზომი ერთეული დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. დღეს მას


59

უფრო წონისა და მასის საზომად იყენებენ. ერთი ბუშელი დაახლოებით 27 კგ-ს შეად-
გენს.
263
იქნებოდა. თავი ძალიან დავალებულად ვიგრძენი, ჩავედი ქვემოთ, უი-
ლიამ ლარკინსთან და ველაპარაკე – ხვდებით ალბათ, რომ ყველაფერს
ვეტყოდი.
უილიამ ლარკინსი ხომ ჩვენი ძველი, კარგი ნაცნობია! მისი ნახვა
სულ მიხარია. ასე იყო თუ ისე, მოგვიანებით პათისგან შევიტყვე, რომ
უილიამს უთქვამს, სულ ეს იყო ამ ჯიშის ვაშლები, რაც ჩემს ბატონს
ჰქონდაო. ყველა მოუტანია და ახლა მის ბატონს ერთიც აღარ დარჩე-
ნია, რომ გამოეცხოთ ან მოეხარშათ. თავად უილიამს დიდად არ ადარ-
დებდა, ისედაც გახარებული იყო, მისმა ბატონმა წელს ამდენი რომ გა-
ყიდა. მოგეხსენებათ, უილიამს ყველაზე მეტად თავისი ბატონის მოგება
ადარდებს. მაგრამ აი, მისის ჰოჯესს, უილიამის თქმით, სულაც არ გახა-
რებია, ყველა ვაშლი რომ გამოგვიგზავნეს. ვერ აუტანია აზრი, რომ თა-
ვისი ბატონი ამ გაზაფხულზე ვაშლის ტარტს ვეღარ მიირთმევდა.
უილიამმა ეს ყველაფერი პათის უამბო, მაგრამ დააფიცა, არ ენერ-
ვიულა და ჩვენთან კრინტიც არ დაეძრა, მისის ჰოჯესი გაჯავრების სა-
ბაბს უამისოდაც გამონახავდაო, თანაც, რადგან წელს უამრავი ტომარა
გაყიდეს, ნამდვილად არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ შეჭამს
დარჩენილ ვაშლებსო. ჰოდა, პათიმ ყველაფერი მიამბო და თავზარი
დამეცა! ოღონდაც კი მისტერ ნაიტლიმ არაფერი გაიგოს! დარწმუნებუ-
ლი ვარ, მისტერ ნაიტლი ძალიან... მინდოდა, ჯეინისგანაც დამემალა,
მაგრამ ისე წამოვაყრანტალე, თვითონაც ვერ მივხვდი.
მის ბეიტსმა ზუსტად მაშინ დაასრულა ლაპარაკი, როცა პათიმ კარი
გააღო. სანამ კიბეზე ადიოდნენ, ამბების მოსმენა აღარ უწევდათ, ახლა
მის ბეიტსის უთავბოლო მზრუნვენლობისთვის უნდა აეწყოთ ფეხი: –
მისის უესტონ, ფრთხილად, მოსახვევში კიბეა. გემუდარებით, მის ვუდ-
ჰაუზ, ფრთხილად იყავით, საკმაოდ ბნელი კიბეები გვაქვს... კარგი იქნე-
ბოდა, ნაკლებად ბნელი და ნაკლებად ვიწრო ასასვლელი ყოფილიყო.
მის სმით, ფრთხილად იყავით. მის ვუდჰაუზ, ძალიან ვღელავ, მგონი,
ფეხი რაღაცას მიარტყით. მის სმით, არ დაგავიწყდეთ, მოსახვევში კი-
ბეა!..

264
თავი 10

პატარა მისაღებ ოთახში შესულებს საოცარი სიმყუდროვე დაუხ-


ვდათ. ბუხართან მისის ბეიტსი თვლემდა, იქვე, მაგიდასთან მოკალათე-
ბული მისტერ ფრენკ ჩერჩილი სათვალეს ჩაჰკირკიტებდა გულმოდგი-
ნედ, ჯეინ ფეარფაქსს კი მათთვის ზურგი შეექცია და მთელი ყურადღე-
ბა ფორტეპიანოზე გადაეტანა.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეში იყო გართული, ახალგაზრდა კაცი
ემას დანახვამ ძალიან გაახარა და ეს მეტად ხალისიანადაც გამოხატა:
– დიდი სიამოვნებაა, მით უფრო, რომ, ჩემი გამოთვლით, ათი წუთის
მერე უნდა მოსულიყავით. ხედავთ ალბათ, როგორ ვცდილობ, სასარ-
გებლო ვიყო. თქვენი აზრით, გამომივა?
– რა?! – ჩაერთო მისის უესტონი, – ჯერ არ დაგიმთავრებიათ? ამ
ტემპით თუ გააგრძელებთ, ვერცხლმჭედლობით კარგ ფულს ვერ იშო-
ვით.
– ცოტა შევისვენე, – მიუგო ფრენკ ჩერჩილმა, – მის ფეარფაქსს მი-
ვეხმარე ინსტრუმენტის იატაკზე მყარად დადგმაში. მთლად მყარად არ
იდგა – მგონი, უსწორმასწორო იატაკის გამო. როგორც ხედავთ, ერთ
ფეხს ქაღალდი ამოვუდეთ. თქვენ კი ძალიან კეთილშობილურად მო-
იქეცით, მის ბეიტსს თავი რომ დააყოლიებინეთ და წამოხვედით. მეში-
ნოდა, ვაითუ პირდაპირ შინ წავიდეს-მეთქი.
ახალგაზრდა კაცმა როგორღაც მოახერხა, ემა მის გვერდით დამჯდა-
რიყო, და სანამ ჯეინ ფეარფაქსი ფორტეპიანოზე დასაკრავად ემზადე-
ბოდა, ხან საუკეთესო გამომცხვარ ვაშლს ურჩევდა საკმაო ენთუზიაზ-
მით და ხანაც ცდილობდა, მუშაობაში ჩაერთო ან მისგან რჩევა მოესმი-
ნა. ჯეინ ფეარფაქსისთვის კი ფორტეპიანოსთან დაჯდომა არცთუ იო-
ლი საქმე იყო. ემამ იფიქრა, ალბათ ნერვიულობის ბრალიაო – ინ-
სტრუმენტს ჯერ არც ისე კარგად იცნობდა, რომ ემოციის გარეშე შეჰხე-
ბოდა; დასაკრავად ძალ-ღონე უნდა მოეკრიბა. რაც უნდა ყოფილიყო
მსგავსი მღელვარების სათავე, ემას ჯეინ ფეარფაქსი შეეცოდა და საკუ-

265
თარ თავს მტკიცედ აღუთქვა, მეზობელს ამ თემაზე არასდროს დავე-
ლაპარაკებიო.
როგორც იქნა, ჯეინმა დაკვრა დაიწყო და ინსტრუმენტის შესაძლებ-
ლობები თანდათან სრულყოფილად გამოაშკარავდა. ისედაც აღტაცე-
ბული მისის უესტონი ახლა კიდევ უფრო დიდ აღტაცებაში მოვიდა. ქე-
ბა-დიდებაში მას ემაც შეუერთდა. მოკლედ, ფორტეპიანო, თავისი ყო-
ველი დეტალითა და ნიუანსით, საუკეთესო ინსტრუმენტად გამოაცხა-
დეს.
– ვინც უნდა ყოფილიყო ის, ვისაც პოლკოვნიკმა ქემპბელმა ფორტე-
პიანოს შერჩევა ანდო, – დასძინა მისტერ ფრენკ ჩერჩილმა და ღიმი-
ლიანი მზერა ემას მიაპყრო, – ფაქტია, კარგად შეურჩევია. პოლკოვნიკი
ქემპბელის გემოვნებაზე უეიმათში ბევრი მსმენია, ჰოდა, დარწმუნებუ-
ლი ვარ, ზედა კლავიშები სწორედ ისეთი მსუბუქია, მას და ყველა იქ
მყოფს განსაკუთრებით მოეწონებოდათ. მის ფეარფაქს, იმასაც კი ვფიქ-
რობ, რომ მეგობარს ძალიან დეტალური მითითებები მისცა ან სულაც
თავად მისწერა ბროუდვუდს. არ მეთანხმებით?
ჯეინს მისკენ არ გაუხედავს. სწორედ იმ დროს მისის უესტონი ელა-
პარაკებოდა.
– უსამართლო ხართ, – გადაუჩურჩულა ემამ, – მე მხოლოდ ვივარა-
უდე, თანაც, ალალბედზე. ნუ ააღელვებთ.
ფრენკ ჩერჩილმა ღიმილით გაიქნია თავი და ისეთი სახე მიიღო, რომ
არც ეჭვი ეპარებოდა და არც ჯეინის დანდობას აპირებდა. მალევე
კვლავ წამოიწყო: – ალბათ როგორ უხარიათ თქვენი ბედნიერება
თქვენს მეგობრებს ირლანდიაში, მის ფეარფაქს! ალბათ ხშირად ფიქ-
რობენ, როდის – რომელ დღეს – ჩამოაღწევს ინსტრუმენტი თქვენამდე.
პოლკოვნიკმა ქემპბელმა შეიტყო, რომ ინსტრუმენტი უკვე თქვენთა-
ნაა? თქვენი აზრით, კონკრეტული მითითებები გასცა თუ ზოგადით შე-
მოიფარგლა, როცა მოგიხერხდებათ, მაშინ ჩაუტანეთო?
ფრენკ ჩერჩილი გაჩუმდა. ჯეინს სხვა გზა არ ჰქონდა – ყველაფერი
ესმოდა და პასუხს თავს ვეღარ აარიდებდა.

266
– სანამ პოლკოვნიკი ქემპბელის წერილს არ მივიღებ, – ნაძალადევი
სიმშვიდით მიუგო მან, – დანამდვილებით არაფერი მეცოდინება. სხვა
ყველაფერი ახლა ვარაუდია.
– ვარაუდი, ვარაუდი! ხანდახან სწორ ვარაუდებს გამოვთქვამთ, ხან-
დახან ვცდებით. ნეტავ, შემეძლოს გამოვიცნო, როდის დავამაგრებ ამ
მოქლონს! რა სისულელეებს ლაპარაკობს ადამიანი მუშაობის დროს,
არა, მის ვუდჰაუზ?! თუმცა, ნამდვილი მუშები, მგონი, ენას კბილს აჭე-
რენ, ჩვენ კი, ჯენტლმენი-მუშები, ხმას თუ ამოვიღებთ... მის ფეარფაქსი
ვარაუდზე ამბობდა რაღაცას... აი, მზადაა. პატივი მაქვს, მადამ, –
ფრენკ ჩერჩილმა მისის ბეიტს მიმართა, – თქვენს სათვალეს ძველებუ-
რი იერსახე დავუბრუნე, განიკურნა, დროებით მაინც.
მან გულუხვი და თბილი მადლობები მიიღო დედისგანაც და ქალიშ-
ვილისგანაც. ამ უკანასკნელისგან გათავისუფლების მიზნით, ფორტე-
პიანოსთან მივიდა და მის ფეარფაქსს, რომელიც კვლავაც ინსტრუმენ-
ტთან იჯდა, შეეხვეწა, კიდევ დაგვიკარითო.
– თუ სიკეთეს გამოიჩენთ, იქნებ რომელიმე ის ვალსი დაგვიკრათ,
წუხელ რომ ვცეკვავდით. ნება მომეცით, თავიდან განვიცადო! თქვენ
ჩემსავით ვერ ისიამოვნეთ, დაღლილი ჩანდით. დარწმუნებული ვარ, გა-
გიხარდათ, ცეკვა რომ შევწყვიტეთ, მე კი კიდევ ნახევარი საათისთვის
ყველაფერს გავიღებდი – ყველაფერს, რაც მაბადია.
ჯეინმა დაუკრა.
– რამხელა ნეტარებაა იმ მელოდიის მოსმენა, რომელმაც ერთხელ
მაინც ბედნიერება განგაცდევინა! თუ არ მეშლება, ამაზე უეიმათშიც
ვცეკვავდით.
ჯეინმა ფრენკ ჩერჩილს წამიერად შეავლო მზერა და ერთიანად გა-
წითლებულმა მყისვე სხვა მელოდია წამოიწყო. ფრენკ ჩერჩილმა კი
ფორტეპიანოს გვერდით მდგარი სკამიდან ნოტების კრებული აიღო და
ემას მიუბრუნდა: – ეს რაღაც ახალია ჩემთვის. აი, ნახეთ, კრამერი;60 აი,

კრამერი – იოჰან ბაპტისტ კრამერი (1771-1858) – გერმანული წარმოშობის ინგლისე-


60

ლი მუსიკოსი. თავის ეპოქაში უდიდეს შემსრულებლად ითვლებოდა. მიიჩნევა, რომ


მისი ნაწარმოებები უფრო კონსერვატული სტილისაა და ნაკლებ დრამატული თუ
267
ირლანდიური მელოდიების ახალი კრებულიც. ისეთი ადამიანის გამოგ-
ზავნილია, არც უნდა გაგვიკვირდეს. ჭკვიანური ჟესტია პოლკოვნიკ
ქემპბელისგან, არა?! იცოდა, რომ მის ფეარფაქსს აქ ნოტები არ ექნებო-
და. ამგვარ ყურადღებას განსაკუთრებით ვაფასებ; ჩანს, საჩუქარში
მთელი სული და გული ჩაუდია, ნაჩქარევად არაფერი გაუკეთებია, ყვე-
ლაფერზე საგულდაგულოდ იზრუნა. მხოლოდ ჭეშმარიტ სიყვარულს
შეუძლია, ასეთი რამეები გაგაკეთებინოს.
ემას ძალიან უნდოდა, ახალგაზრდა კაცი ნაკლებად მრავალმნიშვნე-
ლოვანი ყოფილიყო, მაგრამ თავისდაუნებურად მაინც ძალიან ერთო-
ბოდა. ხოლო, როცა ჯეინ ფეარფაქსისკენ გაიხედა და მის სახეზე ღიმი-
ლის კვალი შენიშნა, როცა მიხვდა, რომ სირცხვილის ალმურის უკან
ფარული აღტაცების ღიმილი იმალებოდა, თავს უფლება მისცა, სეირით
უფრო თამამად, სინდისის ქენჯნის გარეშე ეჯერებინა გული. სათნო, პა-
ტიოსანი, უნაკლო ჯეინ ფეარფაქსი გულით აშკარად მეტად დასაძრახ
გრძნობებს ატარებდა.
ფრენკ ჩერჩილმა ნოტების კრებული ემას მიუტანა და გადათვალიე-
რებას შეუდგენენ. ემამაც ისარგებლა შემთხვევით და ახალგაზრდა კაცს
უჩურჩულა: – ზედმეტად ღიად საუბრობთ. ყველაფერს მიხვდება.
– იმედია. მინდა, რომ მიხვდეს. სულაც არ მრცხვენია.
– სამაგიეროდ, მე მრცხვენია. საერთოდ არ უნდა ამეტაცებინა ეს აზ-
რი.
– ძალიან მიხარია, რომ აიტაცეთ და მე მითხარით. ახლა მისი ყველა
უცნაური მზერისა და ქცევის ახსნა შემიძლია. დაე, რცხვენოდეს. თუ
არასწორად იქცევა, უნდა გრძნობდეს კიდეც.
– არც უამისობაა. მგონი, გრძნობს კიდეც.

ემოციური, თუმცა მათი შესრულება ძალიან დახვეწილ ტექნიკურ უნარებს მოით-


ხოვს. ამდენად, ნიშანდობლივია, რომ ჯეინ ფეარფაქსი სწორედ ასეთი კომპოზიტო-
რის მუსიკას უკრავს.
268
– ვერ ვხედავ ამის ნიშნებს. ამწუთას „რობინ ადერს“61 უკრავს – მის
საყვარელ სიმღერას.
ცოტა ხანში, მის ბეიტსმა ფანჯარასთან ჩაიარა და შორიახლო ცხენ-
ზე ამხედრებულ მისტერ ნაიტლის მოჰკრა თვალი.
– ვის ხედავს ჩემი თვალები! მისტერ ნაიტლი! თუ შევძლებ, უნდა
დაველაპარაკო, მადლობა მაქვს გადასახდელი. აქ არ გავაღებ ფანჯა-
რას – ყველანი გაცივდებით, მაგრამ შემიძლია, დედაჩემის ოთახში გა-
ვიდე. მგონი, შემოვა, როცა გაიგებს, ვინ გვყავს სტუმრად. რა შესანიშ-
ნავია, ყველანი აქ რომ შეხვდებით ერთმანეთს! ჩვენი პატარა ოთახი
ნამდვილად პატივშია!
მის ბეიტსი უკვე გვერდითა ოთახში აგრძელებდა ლაპარაკს, მერე კი
ფანჯარა გამოაღო და მყისვე მიიპყრო მისტერ ნაიტლის ყურადღება.
ყოველი სიტყვა, რაც კი მათ შორის ითქვა, ისე მკაფიოდ ესმოდათ და-
ნარჩენებს, გეგონება, იმავე ოთახში ლაპარაკობენო.
– როგორ ხართ, როგორ? ...არაჩვეულებრივად, გმადლობთ. წუხან-
დელი ეტლისთვის უღრმესი მადლობა. დროულად დავბრუნდით. გემუ-
დარებით, შემოდით. გთხოვთ. აქ რამდენიმე მეგობარი დაგხვდებათ!
ასე შეუჩნდა მის ბეიტსი, მისტერ ნაიტლიმ კი, თავის მხრივ, ისე
მტკიცედ და მბრძანებლურად წამოიწყო, რომ აშკარა გახლდათ – სურ-
და, მისი ხმა სხვებსაც გაეგოთ: – თქვენი დისშვილი როგორ არის, მის
ბეიტს? ყველა თქვენგანის ამბავი მაინტერესებს, მაგრამ განსაკუთრე-
ბით თქვენი დისშვილის მოკითხვა მინდა. იმედია, წუხელ არ გაცივებუ-
ლა. დღეს როგორ გრძნობს თავს მის ფეარფაქსი?
მის ბეიტსი იძულებული გახდა, მისთვის პირდაპირი პასუხი გაეცა,
თორემ მისტერ ნაიტლი ისე არაფრის მოსმენას არ აპირებდა. მსმენე-
ლები ერთობოდნენ, მისის უესტონმა ემას მრავალმნიშვნელოვანი მზე-
რაც კი ესროლა, მაგრამ ემამ კვლავ ჯიუტად გააქნია თავი.

„რობინ ადერი“ – XVIII საუკუნეში მეტად პოპულარული ტრადიციული ირლანდიუ-


61

რი სიმღერა (თუმცა, ზოგი მას შოტლანდიურად მიიჩნევს), რომლის ტექსტის ავტორი


ლედი ქეროლაინ კეპელი გახლავთ.
269
– თქვენგან დავალებულები ვართ! ძალიან დავალებულები ეტლის
გამო! – კიდევ ერთხელ გაიმეორა მის ბეიტსმა.
– კინგსტონში მივდივარ, – მოკლედ მოუჭრა მისტერ ნაიტლიმ, – რა-
მეს ხომ არ დამაბარებდით?
– ღმერთო, კინგსტონში?! მართლა?! მისის ქოული ამბობდა იმ დღეს,
კინგსტონიდან რაღაც მინდაო...
– მისის ქოულს მსახურები ჰყავს და გააგზავნის, რამე თუ უნდა.
თქვენ ხომ არ გჭირდებათ რამე?
– არა, არა, გმადლობთ! მაგრამ იქნებ შემოხვიდეთ?! იცით, აქ ვინ
არიან? მის ვუდჰაუზი და მის სმითი. ჰო, აი, ასეთი კეთილები არიან –
ფორტეპიანოს მოსასმენად შემოგვიარეს. ცხენი „ქრაუნში“ დატოვეთ
და შემოდით.
– ჰმმ... – ყოყმანით დაიწყო მისტერ ნაიტლიმ, – ხუთი წუთით შეიძ-
ლება...
– მისის უესტონი და მისტერ ფრენკ ჩერჩილიც აქ არიან! რა გადასა-
რევია, არა?! ამდენი მეგობარი!
– არა, სხვა დროს იყოს, გმადლობთ. ორ წუთზე მეტს მაინც ვერ გავ-
ჩერდებოდი. კინგსტონში ძალიან მეჩქარება.
– შემოდით, რა! თქვენი ნახვა ყველას ძალიან გაუხარდება.
– არა, არა, თქვენი ოთახი ისედაც საკმარისად სავსეა. სხვა დროს
შემოვივლი და ფორტეპიანოსაც მოვუსმენ.
– რა გაეწყობა... ძალიან ვწუხვარ... უჰ, მისტერ ნაიტლი, რა გადასა-
რევი წვეულება იყო წუხელ! როგორი სასიამოვნო! ასეთი ცეკვები გინა-
ხავთ ოდესმე? ხომ არაჩვეულებრივი იყო? მის ვუდჰაუზი და მისტერ
ფრენკ ჩერჩილი! მათზე კარგი შესახედი არაფერი მინახავს!
– მართლაც არაჩვეულებრივი იყო! ან რა უფლებით უნდა ვთქვა ნაკ-
ლები, როცა, მგონი, მის ვუდჰაუზსა და მისტერ ფრენკ ჩერჩილს ყველა
ჩვენი სიტყვა ესმით. მაგრამ... – ამ სიტყვებზე მისტერ ნაიტლიმ ხმას
აუწია: – ვერ ვხვდები, მის ფეარფაქსს რატომ არ ვახსენებთ. ჩემი აზ-
რით, მის ფეარფაქსიც მშვენივრად ცეკვავს, ხოლო ტრადიციულ საცეკ-
ვაო მუსიკას მისის უესტონზე უკეთ მთელ ინგლისში ვერავინ უკრავს.
270
ჰოდა, თქვენს მეგობრებს ცოტაოდენი მადლიერების გრძნობა მაინც თუ
გააჩნიათ, ხმას აუწევენ და სანაცვლოდ რაღაცას მაინც იტყვიან თქვენ-
ზე და ჩემზე. მაგრამ მე ვერ მოვისმენ, რადგან უნდა დაგტოვოთ.
– ღმერთო, მისტერ ნაიტლი! კიდევ ერთი წუთი, თუ შეიძლება! რა-
ღაც მნიშვნელოვანი უნდა... თავზარდაცემულები ვართ... მეცა და ჯე-
ინიც თავზარდაცემულები ვართ... ეს ვაშლები...
– აბა, რა მოხდა?
– მარაგი სულ დაგიცარიელებიათ და ყველა ვაშლი ჩვენთვის გამო-
გიგზავნიათ! გვითხარით, კიდევ ბევრი მაქვსო, ამ დროს კი ერთიც აღარ
დაიტოვეთ თქვენთვის. მართლაც თავზარდაცემულები ვართ! შესაძ-
ლოა, მისის ჰოჯესი გაბრაზდეს და მართალიც იქნება. უილიამ ლარკინ-
სისგან შევიტყვეთ. არ იყო საჭირო, მისტერ ნაიტლი, ნამდვილად არ
იყო საჭირო! ღმერთო, წავიდა! ვერ იტანს, მადლობას რომ ეუბნები.
მაგრამ ვიფიქრე, სირცხვილი იქნებოდა, ეს საკითხი რომ არ მეხსენები-
ნა... რა გაეწყობა, – მის ბეიტსი ოთახში შებრუნდა, – ვერ დავიყოლიე.
მისტერ ნაიტლის გაჩერება შეუძლებელია. კინგსტონში მიდის. მკითხა,
რამე ხომ არ გჭირდებათო...
– ჰო, – დეიდას ჯეინმა გააწყვეტინა სიტყვა, – გავიგონეთ, როგორ კე-
თილშობილურადაც შემოგთავაზა დახმარება, ყველაფერი გავიგონეთ.
– ჰო, ჩემო საყვარელო! ნამდვილად გაიგონებდით, რადგან, მოგეხსე-
ნებათ, კარიც ღია იყო და ფანჯარაც, მისტერ ნაიტლი კი ხმამაღლა ლა-
პარაკობდა. მართლაც ყველაფერს გაიგონებდით. „რამეს ხომ არ დამა-
ბარებდით კინგსტონში?“ – ასე მკითხა, მე კი ვუთხარი... ღმერთო, მის
ვუდჰაუზ! მიდიხართ? არადა, ეს-ესაა, მოხვედით... როგორი მორიდე-
ბული ხართ...
ემა მართლა უნდა წასულიყო სახლში. სტუმრობა ისედაც დიდხანს
გაუგრძელდათ და თან, საათს რომ შეხედა, მიხვდა, ლამის მთელი დი-
ლა გასულიყო – იმდენად, რომ მისის უესტონი და მისი თანამგზავრი,
რომლებიც ასევე წამოიშალნენ, მხოლოდ ჰარტფილდის ჭიშკრამდე თუ
მიაცილებდნენ ახალგაზრდა ქალბატონებს და მერე პირდაპირ რენ-
დალსისკენ გააგრძელებდნენ გზას.
271
თავი 11

მეჯლისის გარეშე ცხოვრება სავსებით შესაძლებელია. ახალგაზრდე-


ბის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა მთელი თვე ერთ პატარა მეჯ-
ლისსაც კი ვერ ესწრებიან და ამით არც მათ სხეულს ადგება ზიანი, არც
სულს. მაგრამ თუ ერთხელ მაინც, თუნდაც მსუბუქად, სხეულის სწრაფი
მოძრაობებით გამოწვეულ აღტყინებას შეიგრძნობ, ძნელია, მისგან გა-
თავისუფლდე.
ფრენკ ჩერჩილმა ჰაიბერიში ერთხელ იცეკვა და მას მერე მოსვენება
დაკარგა. იმ საღამოს ბოლო ნახევარი საათი, რომელიც მისტერ ვუდჰა-
უზმა, დიდი ხვეწნა-მუდარის შედეგად, ქალიშვილთან ერთად, რენ-
დალსში გაატარა, სწორედ მეჯლისის დაგეგმვას მიეძღვნა.
იდეა ფრენკმა გაახმოვანა და გულმოდგინედაც ეცადა მის სისრულე-
ში მოყვანას. მეჯლისთან დაკავშირებული სირთულეები ყველაზე უკეთ
მის ვუდჰაუზს მოეხსენებოდა, ამიტომაც განსაკუთრებული მზრუნვე-
ლობით ეკიდებოდა ადგილის შერჩევასა და სხვა ნიუანსებს, თუმცა,
იდეის ავტორს მაშინვე აუბა მხარი, რადგან, ჯერ ერთი, ძალიან უნდო-
და, სირცხვილის გარეშე გასჯიბრებოდა ჯეინ ფეარფაქსს და საზოგა-
დოებისთვის კიდევ ერთხელ ეჩვენებინა, თუ როგორ ბრწყინვალედ ცეკ-
ვავდნენ მისტერ ფრენკ ჩერჩილი და მის ვუდჰაუზი, და, მეორეც, პატივ-
მოყვარეობა რომ გვერდზე გადავდოთ, ძალიან უნდოდა ცეკვა. ამიტომ
მზად იყო, ახალგაზრდა ჯენტლმენთან ერთად გულდასმით გამოეთვა-
ლა, რამდენ მოცეკვავე წყვილს დაიტევდა ის ოთახი, სადაც იმყოფე-
ბოდნენ, და მოგვიანებით გადაემოწმებინა სასტუმრო ოთახის ზომაც,
მიუხედავად იმისა, რომ მისტერ უესტონისგან ზუსტი ზომა მშვენივრად
იცოდა.
ფრენკ ჩერჩილის თხოვნას, მისტერ ქოულთან დაწყებული მეჯლისი
რენდალსში დასრულებულიყო – იმავე საზოგადოებას მოეყარა თავი
და მუსიკაც იმავეს შეესრულებინა – ენთუზიაზმით შეხვდნენ. ეს აზრი
განსაკუთრებული ხალისით მისტერ უესტონმა აიტაცა, მისის უესტონმა
კი სრული მზადყოფნა გამოთქვა, მანამ დავუკრავ, სანამ ცეკვა არ მოგ-
272
წყინდებათო. დაპირებას საქმიანი საუბარი მოჰყვა სტუმრების ზუსტი
შემადგენლობისა და სივრცის სწორად განაწილების შესახებ.
– თქვენ, მის სმითი და მის ფეარფაქსი, ორი ქოკსი, ორიც გილბერტი,
ახალგაზრდა ქოკსი, მამაჩემი, მე და მისტერ ნაიტლი. გასართობად სავ-
სებით საკმარისია. თქვენ, მის სმითი და მის ფეარფაქსი – სამი, ორი
ქოკსის დამატებით – ხუთი. ვფიქრობ, ხუთი წყვილი თავისუფლად და-
ეტევა.
– რაღაც ეჭვი მეპარება, ხუთი წყვილისთვის საკმარისი ადგილი
იყოს.
– ხუთიოდე წყვილის გამო იქნებ არც ღირს ამხელა ამბის ატეხა? ხუ-
თი წყვილის სამეჯლისოდ დაპატიჟება სირცხვილიც კია. მგონი, წამიერ
ფიქრებს ავყევით.
რომელიღაცამ თქვა, ამ დღეებში ძმასთან მის გილბერტი ჩამოდის
და დანარჩენებთან ერთად ისიც უნდა დავპატიჟოთო. რომელიღაცის
ღრმა რწმენით კი, ქოულებთან მისის გილბერტიც სიამოვნებით იცეკ-
ვებდა, ვინმეს რომ გაეწვია. მეორე ახალგაზრდა ქოკსიც ახსენეს. ბო-
ლოს, როცა მისის უესტონს ბიძაშვილებისგან შემდგარი ერთი ოჯახი
და ერთი ძალიან ძველი ნაცნობი გაახსენდა, რომელთა მიპატიჟებას
გვერდს ვერ აუვლიდნენ, ხუთი წყვილი, სულ ცოტა, ათ წყვილად იქცა,
რასაც მეტად საინტერესო მსჯელობა მოჰყვა სტუმრების ოთახში გან-
თავსებასთან დაკავშირებით.
ორი ოთახის კარი ზუსტად ერთმანეთის პირისპირ იყო. იქნებ, ორივე
ოთახი გამოეყენებინათ და კორიდორში ეცეკვათ? ჯერჯერობით, ეს სა-
უკეთესო გეგმა იყო, თუმცა, არც იმდენად კარგი, რომ უკეთესი არ მონ-
დომებოდათ. ემა ამტკიცებდა, მეტად უხერხული და უცნაური იდეააო,
მისის უესტონი ვახშამზე დარდობდა, მისტერ ვუდჰაუზი კი ისე თავგა-
მოდებით ამტკიცებდა, ეს გეგმა ჯანმრთელობისთვის სახიფათოაო, და
ისე წაუხდა გუნება, რომ სხვა გზა არ იყო – ეს აზრი უნდა უკუეგდოთ.
– ღმერთო, არა! – აპროტესტებდა მისტერ ვუდჰაუზი, – უკიდურესი
დაუდევრობა იქნება. ემა არაა ძლიერი. საშინლად გაცივდება. საბრა-
ლო პატარა ჰარიეტიც. და ყველა თქვენგანი. მისის უესტონ, თქვენც
273
ლოგინს მიეჯაჭვებით. გემუდარებით, ნუ მისცემთ ასეთი მავნე აზრის
განხილვის ნებას. ეს ახალგაზრდა კაცი, – მისტერ ვუდჰაუზმა ხმას და-
უწია, – ძალიან წინდაუხედავია. მამამისს ნუ ეტყვით, მაგრამ მისი ბო-
ლომდე ნდობა არ შეიძლება. ამ საღამოს კარს წამდაუწუმ აღებდა და
ღიად ტოვებდა. ორპირი საერთოდ არ ადარდებს. არ მინდა, მის წინა-
აღმდეგ განგაწყოთ, მაგრამ მისი ბოლომდე ნდობა ნამდვილად არ შეიძ-
ლება.
მისის უესტონს ასეთი ბრალდება გულზე მოხვდა. იცოდა, რას ნიშ-
ნავდა ეს მისტერ ვუდჰაუზის მხრიდან, და ყოველმხრივ ეცადა მის გა-
ნეიტრალებას. მაშინვე ყველა კარი დახურეს, კორიდორში ცეკვის იდეა
დაივიწყეს და პირველ გეგმას დაუბრუნდნენ, რომლის თანახმადაც,
ცეკვები ოთახში გაიმართებოდა. სივრცე, რომელიც თხუთმეტი წუთის
წინ ხუთი წყვილისთვისაც კი პატარად მიაჩნდათ, ფრენკ ჩერჩილის დი-
დი მონდომების წყალობით, უკვე ათი წყვილისთვის სრულიად საკმა-
რისი იყო.
– დიდი სივრცე არაფერში გვჭირდება, – დასძინა მისტერ ფრენკ ჩერ-
ჩილმა, – აქ ათი წყვილიც მშვენივრად დაეტევა.
– შეიძლება, სასუნთქი ადგილიც აღარ დარჩეს! – შეეპასუხა ემა, –
და რა შეიძლება, იყოს იმაზე უარესი, როცა ცეკვის დროს წესიერად ვერ
მოძრაობ?!
– მართალი ხართ, – დაეთანხმა ფრენკ ჩერჩილი, მაგრამ ოთახის გა-
ზომვა კვლავ გააგრძელა და სათქმელი მაინც ოპტიმისტურად დაასრუ-
ლა: – ჩემი აზრით, აქაურობა ათ კაცს ნამდვილად დაიტევს.
– არა, არა, – ისევ შეეკამათა ემა, – რაციონალურად არ მსჯელობთ.
ხალხმრავლობაში ცეკვაზე უსიამოვნო არაფერია, თანაც პატარა
ოთახში, ნემსს რომ ვერ ჩააგდებ!
– ძნელია თქვენი სიტყვების უარყოფა, – მიუგო ახალგაზრდა კაცმა,
– ბოლომდე გეთანხმებით. ხალხმრავლობა პატარა ოთახში აუტანელია!
მის ვუდჰაუზ, საოცარი ნიჭი გაქვთ, ორ სიტყვაში ზუსტი სურათი დახა-
ტოთ. უდავოდ გამორჩეული უნარია! მაგრამ მაინც... ძნელია, მთლი-

274
ანად უკუვაგდოთ ეს აზრი, რადგან მამაჩემს იმედებს გავუცრუებთ, თან
მაინც მგონია, რომ აქ ათი წყვილი თავისუფლად დაეტევა.
ემამ შენიშნა, რომ ახალგაზრდა კაცის გალანტურობა სიჯიუტისკენ
იხრებოდა – ერჩივნა, შეწინააღმდეგებოდა, ვიდრე მასთან ცეკვის სი-
ამოვნებაზე ეთქვა უარი, მაგრამ კომპლიმენტი მიიღო და დანარჩენი
აპატია. მასთან ქორწინება რომ ჰქონოდა განზრახული, მაშინ ღირდა
შეჩერება, დაფიქრება და მის პრიორიტეტებში, ღირებულებებსა და ხა-
სიათის თვისებებში გარკვევა, მაგრამ მათი ამჟამინდელი ურთიერთობა
არ ითხოვდა ასეთ ჩაღრმავებას და, ამ ურთიერთობის კვალობაზე, ის
სავსებით სასიამოვნო კაცი იყო ემასთვის.
მომდევნო დღეს, ფრენკ ჩერჩილი ჰარტფილდში შუადღემდე გამოც-
ხადდა და ოთახში ისეთი ხალისიანი ღიმილით შეაბიჯა, რომ ცხადი
იყო, უკეთესი რამ მოეფიქრებინა.
– მაშ, მის ვუდჰაუზ, – დაიწყო მისალმებისთანავე, – იმედია, მამაჩე-
მის პატარა ოთახებმა არ დაგზაფრათ და ცეკვის ჟინი არ გაგიქროთ.
ამასთან დაკავშირებით, ახალი წინადადება მაქვს; ეს აზრი მამაჩემს
მოუვიდა და მხოლოდ თქვენი დასტურია საჭირო, რომ განხორციელე-
ბას შევუდგეთ. შეიძლება, თქვენთან პირველი ორი ცეკვის იმედი და პა-
ტივი მქონდეს იმ პატარა მეჯლისზე, რომელიც არა რენდალსში, არა-
მედ „ქრაუნ ინში“ გაიმართება?
– „ქრაუნში“?!
– დიახ. თუ თქვენ და მისტერ ვუდჰაუზი წინააღმდეგნი არ იქნებით,
რაშიც სრულებით დარწმუნებული ვარ. მამაჩემი იმედოვნებს, რომ მე-
გობრები სიკეთეს გამოიჩენენ და მას იქ ეწვევიან. ეს სწორედ მისი აზ-
რია. მისის უესტონსაც არაფერი აქვს საწინააღმდეგო, ცხადია, თუ
თქვენი თანხმობა გვექნება. ჰო, თქვენ კი სრულიად მართალი იყავით.
ათ წყვილს რენდალსის ვერც ერთი ოთახი ვერ დაიტევს! სულ ვგრძნობ-
დი, რომ მართალი იყავით, მაგრამ იმდენად მინდოდა, რაღაც მაინც
მოგვეწყო, რომ ვერ ვნებდებოდი. ხომ კარგი გამოსავალია? დამეთან-
ხმეთ... თქვენი თანხმობის იმედი მაქვს.

275
– მგონი, ისეთი გეგმაა, ვერავინ იქნება წინააღმდეგი, მით უფრო, თუ
მისტერ და მისის უესტონები თანახმა არიან. ჩემი აზრით, არაჩვეუ-
ლებრივი იდეაა და პირადად მე დიდი სიხარულით დავთანხმდები...
მგონი, უკეთესს ვერც მოვიფიქრებდით. მამა, ხომ მართლაც შესანიშნა-
ვი აზრია?
ემა იძულებული შეიქნა, სათქმელი არაერთხელ გაემეორებინა, სანამ
მისტერ ვუდჰაუზმა ბოლომდე არ გაიაზრა; დამატებითი ახსნა-განმარ-
ტებებიც გახდა საჭირო, რომ მისტერ ვუდჰაუზისთვის როგორმე მისა-
ღები გამხდარიყო.
„არა, ამ ცვლილებაში შესანიშნავი არაფერია, პირიქით, ძალიან ცუ-
დი იდეაა, პირველზე გაცილებით უარესი. სასტუმრო ოთახი ნესტიანია
და სახიფათო. სათანადოდ არ ნიავდება და ვერ გაჩერდები. თუ მაინ-
ცდამაინც ცეკვა უნდათ, რენდალსში იცეკვონ. „ქრაუნში“ ერთხელაც
არ ყოფილა, თვალითაც არ უნახავს მისი მეპატრონეები... ღმერთო,
არა! საშინელი გეგმაა. „ქრაუნში“ უარესად გაცივდებიან, ვიდრე სხვა-
გან“.
– ვაპირებდი, აღმენიშნა, სერ, – შეეკამათა ფრენკ ჩერჩილი, – რომ ამ
ცვლილებისერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ გა-
ციების საფრთხე, პრაქტიკულად, არ არსებობს. ეს ცვლილება, შესაძ-
ლოა, მხოლოდ მისტერ პერის არ მოეწონოს, თორემ წუნს სხვა ვერავინ
უპოვნის.
– სერ, – სერიოზული ტონით მიუგო მისტერ ვუდჰაუზმა, – ძალიან
ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ მისტერ პერი ასეთი ადამიანია. მას ნების-
მიერი ჩვენგანის ავადმყოფობა უკიდურესად აღელვებს. ვერაფრით
ვხვდები, როგორ შეიძლება, „ქრაუნი“ მამათქვენის სახლზე უსაფრთხო
იყოს.
– იმიტომაა უსაფრთხო, რომ დიდია, სერ. ფანჯრების გაღება მთელი
საღამოს განმავლობაში ერთხელაც კი არ მოგვიწევს. როგორც წესი,
როცა სხეული გახურებულია, ფანჯრის გაღება და ცივი ჰაერის შემოშ-
ვება ხდება ხოლმე უბედურების წყარო და ეს თავადვე გადასარევად
მოგეხსენებათ, სერ.
276
– ფანჯრების გაღება?! რას ამბობთ, მისტერ ჩერჩილ, რენდალსში
ფანჯრების გაღება თავში ვის მოუვა?! ასე დაუდევრად ვერავინ მოიქ-
ცევა! ასეთი რამ არც კი გამიგია. ღია ფანჯრებში ცეკვა! დარწმუნებული
ვარ, ამას არც მამათქვენი დაუშვებს და არც მისის უესტონი... ანუ საბ-
რალო მის ტეილორი...
– დიახ, სერ! მაგრამ ვინმე უდარდელი ახალგაზრდა, შესაძლოა,
ფარდის უკან დადგეს და შეუმჩნევლად ასწიოს ალათა. ხშირად ჩემი
თავიც კი დამიჭერია მსგავს საქციელში.
– მართლა, სერ? ღმერთო, შენ მიშველე! ვერასდროს წარმოვიდგენ-
დი. მაგრამ მე საზოგადოებას მოწყვეტილი ვარ. მეტად ყურადსაღები
რამ მითხარით. და კიდევ თუ განვიხილავთ ამ საკითხს, შესაძლოა...
მაგრამ ასეთი საკითხები სერიოზულ დაფიქრებასა და განსჯას მოით-
ხოვს. ნაჩქარევად ვერაფერს გადავწყვეტ. მისტერ და მისის უესტონები
სიკეთეს თუ გამოიჩენენ და ერთ დილას შემოგვივლიან, შეგვიძლია,
კარგად ავწონ- დავწონოთ. ვნახოთ, რა გამოვა.
– მაგრამ დროში, სამწუხაროდ, შეზღუდული ვარ, სერ...
– უჰ! – სიტყვა გააწყვეტინა ემამ, – ყველაფრის განსახილველად
უამრავი დრო გვაქვს. არსად გვეჩქარება. „ქრაუნი“ ცხენებისთვისაც მე-
ტად მოსახერხებელი იქნება. საჯინიბოსთან ახლოს იქნებიან.
– ჰო, ასეა, საყვარელო. ეს კარგი რამ გამახსენე. არა, ჯეიმსი კი არას-
დროს ჩივის, მაგრამ თავისთავად სწორია, ცხენები დავზოგოთ, როცა ეს
შესაძლებელია. დარწმუნებული რომ ვიყო, ოთახებს სათანადოდ გა-
ანიავებენ... მაგრამ მისის სტოუკსის ნდობა შეიძლება? ვეჭვობ. მას არც
კი ვიცნობ. თვალითაც კი არ მინახავს.
– მსგავს საკითხებზე პასუხს მე ვაგებ, სერ, რადგან მისის უესტონის
მეთვალყურეობის ქვეშ იქნება ყველაფერი. პირადად მისის უესტონი
გასცემს მითითებებს.
– აი, ხომ ხედავ, მამა?! შეგიძლია მშვიდად იყო. ჩვენი საყვარელი
მისის უესტონი ხომ მზრუნველობის განსახიერებაა! არ გახსოვს, მის-
ტერ პერიმ რა თქვა მრავალი წლის წინ, წითელა რომ მქონდა: „თუ მის
ემაზე მის ტეილორი ზრუნავს, მაშინ სანერვიულო არაფერი გაქვთ,
277
სერ“. არაერთხელ გამიგია შენგან ეს ფრაზა, მისდამი კომპლიმენტად
რომ იყენებდი ხოლმე.
– ჰო, მართალი ხარ! მისტერ პერის ნათქვამი აქვს ეს. არასდროს და-
მავიწყდება. საბრალო პატარა ემა! ძალიან მძიმედ გადაიტანე წითელა,
უფრო სწორად, მძიმედ გადაიტანდი, რომ არა მისტერ პერის უზომო
ყურადღება. ერთი კვირის განმავლობაში დღეში ოთხჯერ მოდიოდა.
თავიდანვე გვითხრა, ადვილ ფორმაში აქვსო, რამაც ძალიან დაგვამ-
შვიდა, მაგრამ წითელა საშიში ავადმყოფობაა. როცა საბრალო იზაბე-
ლას პატარებს წითელა შეეყრებათ, იმედი მაქვს, პერის დაუძახებს.
– მამაჩემი და მისის უესტონი ახლა „ქრაუნში“ არიან და შენობას
ათვალიერებენ, – ჩაერთო ფრენკ ჩერჩილი, – მეც იქ გახლდით, მაგრამ
ჰარტფილდში წამოვედი, ერთი სული მქონდა, თქვენი აზრი მომესმინა;
ვიმედოვნებდი, რომ „ქრაუნში“ გამოყოლასა და რჩევების მოცემაზე
უარს არ მეტყოდით. ეს ორივე მათგანის სურვილი და თხოვნაა და, თუ
ნებას მომცემთ, მიგიყვანთ მათთან. თქვენ გარეშე თავს წესიერად ვერა-
ფერს გაართმევენ.
ემა დიდი სიხარულით დათანხმდა, თანაც, მათი არყოფნის დროს,
მამამისი ყველაფერზე უკეთ დაფიქრდებოდა. ასე რომ, ახალგაზრდებმა
დაუყოვნებლივ გასწიეს „ქრაუნისკენ“. ემას დანახვამ და მისმა თანხმო-
ბამ მისტერ და მისის უესტონები მართლაც ძალიან გაახარა. ორივე თა-
ვისებურად ღელავდა: ცოლი ცოტას ნერვიულობდა, ქმარი კი ყველაფ-
რით აღფრთოვანებული იყო.
– ემა, – შეეგება მისის უესტონი, – შპალერი იმაზე უარეს მდგომა-
რეობაშია, ვიდრე მეგონა, შეხედე! ალაგ-ალაგ სასტიკად ჭუჭყიანია,
ასეთი გაყვითლებული და გაპარტახებული ხის პანელი კი არასდროს
მინახავს.
– წვრილმანებს ეკიდები, ჩემო ძვირფასო, – მიუგო ქმარმა, – სულერ-
თი არაა?! სანთლის შუქზე მაინც ვერაფერს დავინახავთ; სანთლის
შუქზე ყველაფერი ისეთი სუფთა მოგვეჩვენება, როგორც რენდალსში.
კლუბის შეკრებებზე, საღამოობით, ვერაფერს ვამჩნევთ.

278
ქალბატონებმა ამ სიტყვებზე ერთმანეთს გადახედეს, რაც, სავარა-
უდოდ, შემდეგს ნიშნავდა: „კაცებმა არასდროს იციან, რა არის ჭუჭყი-
ანი“. ჯენტლმენებმა კი, თავის მხრივ, ალბათ იფიქრეს: „ქალები მუდამ
ფუჭ საზრუნავებში კარგავენ დროს“.
თუმცა, ერთი ისეთი დაბრკოლება გაჩნდა, რასაც ვერც კაცები აიგ-
დებდნენ აბუჩად – სავახშმო ოთახი. ამ შენობის მშენებლობისას სავახ-
შმო ოთახი დღის წესრიგში არ იდგა და ერთადერთი ოთახი, რომელიც
უშუალოდ სამეჯლისო ოთახს ესაზღვრებოდა, ბანქოს სათამაშო პატა-
რა ოთახი იყო. რა უნდა ექნათ? ბანქოს ოთახი ახლაც ბანქოს ოთახად
დასჭირდებოდათ და ბანქოზე უარიც რომ ეთქვათ, კომფორტული ვახ-
შმისათვის პატარა ზომის გამო მაინც არ გამოდგებოდა. ამისთვის უფ-
რო დიდი ოთახი უნდა მოეძებნათ, მაგრამ ასეთი შენობის მეორე ბო-
ლოში იყო და იქამდე გრძელი, მოუხერხებელი კორიდორი უნდა გაგევ-
ლო. მისის უესტონი ახალგაზრდებზე ღელავდა, ვაითუ ამ კორიდორში
ორპირმა დაჰკრათო, ხოლო ჭყლეტაში ვახშმის პერსპექტივა არც ემას-
თვის იყო მისაღები და არც – ჯენტლმენებისთვის.
მისის უესტონს მოაფიქრდა, ჩვეული ვახშმის ნაცვლად, სტუმრებს
მხოლოდ სენდვიჩებითა და მსგავსი რაღაცებით პატარა ოთახში გავუ-
მასპინძლდეთო, მაგრამ მისი იდეა უმალვე სასტიკად დაგმეს და რო-
გორც ქალების, ისე კაცების უფლებების სამარცხვინო შელახვად გამო-
აცხადეს. მოკლედ, მისის უესტონმა უფრო რაციონალური გამოსავლის
ძიება დაიწყო და საკამათო ოთახში ერთხელაც შეიხედა.
– ჩემი აზრით, არც ისეთი პატარაა, მით უმეტეს, რომ ბევრნი არ ვიქ-
ნებით.
მისტერ უესტონმა კი, რომელიც ამ დროს გრძელი და სწრაფი ნაბი-
ჯით სცემდა ბოლთას, მეუღლეს კორიდორიდან გასძახა: – ჩემო საყვა-
რელო, ამ კორიდორის სიგრძეს ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევ.
არადა, საკმაოდ მოკლეა და ვერც ორპირი ქარი აღწევს კიბეებიდან.
– ნეტავ, ვიცოდე, ჩვენს სტუმრებს როგორი განლაგება უფრო მოეწო-
ნებოდათ, – აღნიშნა მისის უესტონმა, – ჩვენი მიზანი ყველაფრის ისე

279
გაკეთება უნდა იყოს, როგორც უმრავლესობას ესიამოვნება. ნეტავ, რა
ესიამოვნებათ?!
– აბსოლუტურად მართალი ხართ, – წამოიყვირა ფრენკმა, – მეზობ-
ლების აზრია საჭირო. მესმის თქვენი. მართლაც რომ შეგვეძლოს გარ-
კვევა, ძირითადი ნაწილი რას ფიქრობს... მაგალითად, ქოულები. აქვე
არიან. გინდათ, მივაკითხო? ან მის ბეიტსი? კიდევ უფრო ახლოს ცხოვ-
რობს და, ჩემი აზრით, სწორედ ის ადამიანია, ვისაც დანარჩენების
სურვილები და მისწრაფებები ყველაზე უკეთ მოეხსენება. მგონი, ჩვენი
საბჭო უნდა გავაფართოოთ. მაშ, მოვიწვიო მის ბეიტსი?
– ჰმმ... თუ ასე გნებავთ... – ყოყმანით მიუგო მისის უესტონმა, – თუ
ფიქრობთ, რომ...
– მის ბეიტსი საქმესთან ახლო ვერაფერს გეტყვით, – ჩაერთო ემა, –
აღტაცებისა და მადლობის გარდა მისგან ვერაფერს შეიტყობთ. შეკით-
ხვებსაც კი არ მოუსმენს. ვერავითარ აზრს ვერ ვხედავ მის ბეიტსის
მოყვანაში.
– ჰო, მაგრამ უაღრესად გასართობი ქალია! ძალიან მიყვარს მისი
მოსმენა. მთელი ოჯახის მოყვანას ნამდვილად არ ვაპირებ.
ამ დროს მათ მისტერ უესტონიც შეუერთდა და ვაჟის წინადადება
მყისვე მოიწონა.
– ყოჩაღ, ფრენკ! წადი და მოიყვანე მის ბეიტსი. ერთხელ და სამუდა-
მოდ გადავწყვიტოთ ეს საქმე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გეგმა ძალიან
მოეწონება. გარდა ამისა, არავინ მეგულება, მასზე უკეთ გვაჩვენოს, რო-
გორ უნდა სირთულეების დაძლევა. მოიყვანე მის ბეიტსი. მგონი, ზედ-
მეტად ვუკირკიტებთ ყველაფერს. მის ბეიტსი ცოცხალი მაგალითია
იმისა, მწირი შესაძლებლობების პირობებშიც კი როგორ უნდა იყო ბედ-
ნიერი. ორივე მოიყვანე.
– ორივე, სერ? მაგრამ მოხუცი ქალბატონი ხომ...
– მოხუცი ქალბატონი?! არა, ფრენკ, ახალგაზრდას ვგულისხმობ. დი-
დი ჩერჩეტი მეგონები, დეიდას დისშვილის გარეშე თუ მოიყვან.

280
– ოჰ, მაპატიე, სერ! უცებ ვერ ვიაზრე. ცხადია, წავალ და ორივეს
მოყვანას ვეცდები, – და სიტყვა დაასრულა თუ არა, ფრენკი უმალვე
გაიქცა.
სანამ გერი დაბალ, აკურატულ, ფუსფუსა დეიდასა და მის ელეგან-
ტურ დისშვილთან ერთად, ბოლოს და ბოლოს, დაბრუნდებოდა, მისის
უესტონმა, როგორც კარგი ზნის ქალსა და კარგ ცოლს შეჰფერის, კორი-
დორი კიდევ ერთხელ დაათვალიერა დაკვირვებით და იქაურობა არ-
ცთუ ისე ცუდი ეჩვენა, როგორიც თავიდან – საზიანო იქ, პრაქტიკუ-
ლად, მართლაც არაფერი იყო. ჰოდა, საბოლოო გადაწყვეტილების მი-
ღებასაც აღარაფერი უშლიდა ხელს. სხვა დანარჩენი წვრილმანები,
როგორებიც იყო სკამებისა და მაგიდის განთავსება, განათებისა და მუ-
სიკის, ჩაისა და ვახშმის მოწყობა, ნაწილობრივ, თავისით მოგვარდა,
ნაწილობრივ კი იმ დრომდე გადაიდო, სანამ მისის უესტონი და მისის
სტოუკსი დაილაპარაკებდნენ. ეს უკვე უმნიშვნელო დეტალები იყო.
ყველა დაპატიჟებული სტუმარი უთუოდ მოვიდოდა. ფრენკსაც უკვე
მიეწერა ენსკოუმბში, რომ უკან დაბრუნებას კიდევ რამდენიმე დღით
გადაავადებდა; თითქმის დარწმუნებული იყო, რომ დადებით პასუხს
მიიღებდა. მოკლედ, მეჯლისი ბრწყინვალე იმედების წყაროდ იქცა.
როცა „ქრაუნში“ მის ბეიტსი მოვიდა, მრჩევლად აღარ სჭირდებო-
დათ, მაგრამ აი, მის ჩვეულ აღტაცებას გულითადად მიესალმებოდნენ
(ცხადია, ეს ნაკლებ საპასუხისმგებლო როლი იყო). მისი აღტაცება –
ერთდროულად, ზოგადიც და დეტალურიც, თბილიც და გაუთავებელიც
– მართლაც სასიამოვნო მოსასმენი იყო. მომდევნო ნახევარი საათი მათ
სხვადასხვა ოთახში წინ და უკან სიარულში გაატარეს – ზოგი ჯერაც
რჩევებს იძლეოდა, ზოგი, უბრალოდ, სხვებს დაჰყვებოდა, მომავალს კი
ყველა მათგანი სასიამოვნო მღელვარებით შეჰყურებდა. დღის ბოლოს,
ემამ დღის გმირისგან წინადადება მიიღო – მას მეტად დაჟინებით პირ-
ველი ორი ცეკვის პატივი სთხოვეს, მისტერ უესტონმა კი ცოლს უჩურ-
ჩულა: „სთხოვა, საყვარელო, სთხოვა! მართებული საქციელია. ვიცოდი,
რომ ასეც იზამდა!“

281
თავი 12

მომავალი მეჯლისით სრულყოფილად ტკბობაში ემას ერთი დეტალი


უშლიდა ხელს – მეჯლისი ფრენკ ჩერჩილის სურეიში ყოფნის გარანტი-
რებულ ვადაში უნდა მოესწროთ. მისტერ უესტონისგან განსხვავებით
(რომელიც მეტად დარწმუნებული იყო, რომ მისი ვაჟი ენსკოუბიდან
თანხმობას მიიღებდა), ემა არ გამორიცხავდა, რომ ჩერჩილები დის-
შვილს დაუშლიდნენ, დათქმული ორი კვირისთვის თუნდაც ერთი დღე
მაინც გადაეცილებინა. ასე იყო თუ ისე, ერთ რამეში ყველა თანხმდებო-
და: სამზადისს დრო სჭირდებოდა, ორ კვირაში კი ყველაფრის მოსწრება
წარმოუდგენელი იყო. ასე რომ, პასუხის მოლოდინში, რამდენიმე დღე
გაურკვევლობისა და რისკის – და ემას აზრით, დიდი რისკის – ფასად
უნდა ეგეგმათ და ეკეთებინათ საქმე და თავიდანვე შეჰგუებოდნენ აზრს,
რომ ყველაფერი, შესაძლოა, წყალში ჩაჰყროდათ.
საბოლოოდ, ენსკოუმბი გულმოწყალე აღმოჩნდა. ფრენკის სურვილს,
ვიზიტი გაეგრძელებინა, მისი აღმზრდელები სიხარულით არ შეხვედრი-
ან, მაგრამ არც შეწინააღმდეგებიან. თუმცა, რამდენადაც ერთი საზრუ-
ნავის აღმოფხვრა მეორეს უხსნის ხოლმე გზას, მომავალ მეჯლისთან
დაკავშირებით ემამ ახლა სხვა პრობლემა გამოჩხრიკა – მეჯლისისადმი
მისტერ ნაიტლის გამაღიზიანებელი გულგრილობა. ან იმიტომ, რომ თა-
ვად არ ცეკვავდა, ან კი იმიტომ, რომ გეგმები მასთან შეთანხმების გა-
რეშე დააწყვეს, მისტერ ნაიტლის მტკიცედ გადაეწყვიტა, არც მეჯლი-
სით დაინტერესებულიყო და არც გართობის იმედი ჰქონოდა. ემამ თა-
ვისი ინიციატივით ჩამოუგდო სიტყვა, მაგრამ მისგან გამამხნევებელი
ვერაფერი მოისმინა.
– ძალიან კარგი, – გულგრილად ჩაილაპარაკა მისტერ ნაიტლიმ, –
თუ უესტონები ფიქრობენ, რომ რამდენიმესაათიანი ხმაური ღირს ამხე-
ლა წვალებად, მაშინ მეც არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, თუმცა ჩემ-
თვის გასართობის შერჩევა მათი საქმე არ არის. ცხადია, მივალ, უარს
ვერ ვეტყვი, და ყოველმხრივ ვეცდები, არ ჩამეძინოს. მაგრამ, სიმარ-
თლე გითხრათ, შინ დარჩენასა და უილიამ ლარკინსის ყოველკვირეუ-
282
ლი ანგარიშის გაცნობას ვამჯობინებდი. სხვისი ცეკვის ყურება პირა-
დად ჩემთვის ნამდვილად არ არის სიამოვნება და, როგორც წესი, არც
ვუყურებ ხოლმე. ცეკვის ხელოვნებას, როგორც სათნოებას, გარკვეული
ჯილდო ალბათ მოჰყვება, მიუხედავად იმისა, რომ განზე მდგომები,
როგორც წესი, სულ სხვა რამეებზე ფიქრობენ ამ დროს.
ემა მიხვდა, რომ ამ სიტყვების ადრესატი თავად იყო, და ძალიან
გაბრაზდა. თუმცა, მისტერ ნაიტლის გულგრილობა და დამამცირებელი
ტონი არც ჯეინ ფეარფაქსის წისქვილზე ასხამდა წყალს, რადგან ეს
უკანასკნელი ისეთი უჩვეულო აღფრთოვანებით შეხვდა მეჯლისის
იდეას, ისე გამოცოცხლდა, რომ ემას მეტად გულღიად ასეთი რამეც კი
უთხრა: – ოჰ, მის ვუდჰაუზ! იმედი მაქვს, გაუთვალისწინებელი არაფე-
რი მოხდება. უნდა ვაღიარო, რომ უდიდესი სიხარულით ველი ამ დღეს.
ამდენად, ჯეინ ფეარფაქსის აღტაცებასაც ისევე უგულებელყოფდა
მისტერ ნაიტლი, როგორც ემასას, როცა აცხადებდა, რომ მეჯლისს უი-
ლიამ ლარკინსის საზოგადოება ერჩივნა. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტუ-
რებდა, თუ რაოდენ ცდებოდამისის უესტონი – მისტერ ნაიტლის მეგობ-
რულსა და თანაგრძნობით განსმჭვალულ გრძნობას არამც და არამც არ
ერქვა სიყვარული!
მაგრამ მისტერ ნაიტლისთან კამათის დრო აღარ იყო, რადგან ორი
უდარდელი და ხალისიანი დღის შემდეგ, ყველაფერი თავდაყირა დადგა
– მისტერ ჩერჩილისგან წერილი მოვიდა, რომლითაც ის დისშვილს და-
ჟინებით სთხოვდა, დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყო ენსკოუმბში. მი-
სის ჩერჩილი თავს ცუდად გრძნობდა – ძალიან ცუდად, და სურდა,
ფრენკი მასთან ყოფილიყო. ორი დღის წინაც, როცა დისშვილს წერილი
მისწერა, ძალიან ცუდად იყო, მაგრამ რამდენადაც სხვისთვის ტკივი-
ლის მიყენებას ერიდებოდა და საკუთარ თავზე, როგორც წესი, ნაკლე-
ბად ფიქრობდა, წინა წერილში არაფერს ახსენებდა. მაგრამ ახლა ძა-
ლიან ავად იყო და დრო არ ითმენდა. ამიტომ, ფრენკი დაუყოვნებლივ
უნდა ჩასულიყო ენსკოუმბში.
წერილის მოკლე შინაარსი მისის უესტონმა მყისვე ემასთან აფრინა.
მისი თქმით, „ფრენკ ჩერჩილის წასვლა გარდაუვალი იყო. რამდენიმე
283
საათში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა ყმაწვილს ეტყობოდა, რომ
ფეხს ითრევდა და ბიცოლაზე დიდად არც ღელავდა, რადგანაც კარგად
იცოდა, მისის ჩერჩილი ავად მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა მისთვისვე
იყო ხელსაყრელი. მართალია, ძალიან ჩქარობდა, მაგრამ მისტერ
ფრენკ ჩერჩილს მტკიცედ გადაეწყვიტა, ნასაუზმევს ჰაიბერიში ჩასუ-
ლიყო და დამშვიდობებოდა რამდენიმე მეგობარს, რომლებიც, მისი აზ-
რით, მისდამი გულგრილად არ იყვნენ განწყობილნი. მოკლედ, სულ მა-
ლე ჰარტფილდში მისი ხილვის პატივი ექნებოდათ“.
სწორედ ეს ავბედითი წერილი მიიღო ემამ საუზმის დასრულებისას
და ავიშვიშდა: მეჯლისი ჩაიშალა! მისტერ ჩერჩილი მიდის! ნეტავ, რას
გრძნობს ახლა! რა საძაგლობაა! არადა, როგორი გეგმები ჰქონდათ! ყვე-
ლას როგორ უხაროდა, განსაკუთრებით კი თავად მასა და მის მეწყვი-
ლეს! „ხომ ვამბობდი, ასეც მოხდება-მეთქი!“ – გახლდათ ემას ერთა-
დერთი ნუგეში.
მისტერ ვუდჰაუზიც მეტად თავისებურმა გრძნობებმა შეიპყრო. უმ-
თავრესად კი მისის ჩერჩილის ავადმყოფობა და მისი მკურნალობის
გზები აინტერესებდა. რაც შეეხება მეჯლისს, საბრალო ემას იმედგაც-
რუება კი აშფოთებდა, მაგრამ მიაჩნდა, რომ შინ დარჩენა ყველასთვის
მაინც უფრო უსაფრთხო იყო.
ემა დიდის ამბით მოემზადა, მაგრამ სტუმარმა კარგა ხნით დაიგვი-
ანა, რაც მართალია, ემასთან შეხვედრის მოუთმენლობის დეფიციტზე
მიანიშნებდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ისეთი სევდიანი გამომეტყვე-
ლებითა და უგუნებოდ წარდგა მის ვუდჰაუზის წინაშე, რომ უმალვე გა-
მოისყიდა ყველაფერი. უჩვეულოდ დამწუხრებული იერით პირველ
რამდენიმე წუთს ხმის ამოუღებლად იჯდა და ფიქრებში ჩაკარგულიყო.
ბოლოს წამოდგა და მხოლოდ ამის თქმა შეძლო: – გამომშვიდობება
ყველა საშინელებას შორის ყველაზე დიდი საშინელებაა.
– ჰო, მაგრამ თქვენ ხომ დაბრუნდებით! – შესძახა ემამ, – განა ეს
თქვენი უკანასკნელი ვიზიტია რენდალსში?!
– უჰ! – თავი გაიქნია ფრენკ ჩერჩილმა, – სწორედ ის მაგიჟებს, რომ
ზუსტად არ ვიცი, როდის ჩამოვალ! მთელი სულითა და გულით შევეც-
284
დები! ჩემს უპირველეს ფიქრად და საზრუნავად ვაქცევ! თუ მისტერ და
მისის ჩერჩილები ამ გაზაფხულს ქალაქში წავლენ... თუმცა, ვშიშობ...
გასულ გაზაფხულს ფეხი არსად გაუდგამთ... ვშიშობ, ეს ჩვეულება სა-
მუდამოდ წარსულს ჩაბარდა.
– ჩვენი მეჯლისიც ჩაიშალა.
– ოჰ, მეჯლისი! როგორ ველოდით! რატომ გავუშვით ამ სიხარულის
შანსი ხელიდან? რატომ მაშინვე არ გავაკეთეთ ყველაფერი? ეს ბრიყვუ-
ლი სამზადისი რა ხშირად ანგრევს ბედნიერებას! თქვენ გვაფრთხილებ-
დით ამის შესახებ. ღმერთო, მის ვუდჰაუზ! რატომ ხართ ყოველთვის
ასეთი წინდახედული?
– ეს კომპლიმენტი ამწუთას ოდნავადაც არ მიხარია. მერჩივნა, ბედ-
ნიერი ვყოფილიყავი, ვიდრე ბრძენი.
– თუ კიდევ შევძლებ ჩამოსვლას, მეჯლისი აუცილებლად გვექნება.
მამაჩემს აქვს ამის იმედი. არ დაგავიწყდეთ, პირველი ორი ცეკვა ვის-
თან უნდა იცეკვოთ! – ემამ გრაციოზულად გაუსწორა თვალი, ფრენკმა
კი განაგრძო: – დაუვიწყარი ორი კვირა გავატარე! ყოველი მომდევნო
დღე წინაზე უფრო ძვირფასი იყო! ყოველი დღე ყველა სხვა ადგილის
უსუსურობაში მარწმუნებდა. ბედნიერები ხართ, ვისაც ჰაიბერიში დარ-
ჩენა შეგიძლიათ!
– რადგან ახლა ასე გულუხვად გვაქებთ, – გაიცინა ემამ, – გავბედავ
და გკითხავთ: ჩამოსვლამდე ცოტაოდენი ეჭვი მაინც არ გღრღნიდათ?
დარწმუნებული ვარ, თქვენს მოლოდინებს ბევრად გადავაჭარბეთ; თა-
ვიდან სულ არ გეგონათ, რომ მოგეწონებოდით. ჰაიბერიზე მაღალი აზ-
რის რომ ყოფილიყავით, აქამდეც არაერთხელ ჩამოხვიდოდით.
ფრენკმა მორცხვად გაიცინა და უარყო ბრალდება, მაგრამ ემას ეჭ-
ვიც არ ეპარებოდა საკუთარი სიტყვების ჭეშმარიტებაში.
– და ამ დილასვე უნდა წახვიდეთ?
– დიახ. მამაჩემი მომაკითხავს აქ, ერთად დავბრუნდებით რენდალ-
სში და მერე დაუყოვნებლივ გავემგზავრები. ყოველ წუთს შეიძლება
მოვიდეს.

285
– ხუთ წუთსაც კი ვერ გამონახავთ თქვენი მეგობრებისთვის? მის ფე-
არფაქსსა და მის ბეიტსს ვგულისხმობ. რა სამწუხაროა! მის ბეიტსის
ძლევამოსილ, გონიერ არგუმენტებს, შესაძლოა, გაემხნევებინეთ.
– არა, მათთან უკვე ვიყავი. სახლთან რომ ჩავიარე, ვიფიქრე, ასე
უკეთესია-მეთქი. არ იქნებოდა ლამაზი, არ შემევლო. სამი წუთით ვა-
პირებდი გაჩერებას, მაგრამ მის ბეიტსი შინ არ დამხვდა და შევყოვნდი.
გასული იყო და მივხვდი, არაფრით გამოვიდოდა, მისთვის რომ არ მო-
მეცადა. ისეთი ქალია, ძნელია, არ გაგაცინოს. შეუძლებელიც კია, არ
გაგაცინოს, და მისი წყენინება ნამდვილად არ მოგინდება. ასე რომ,
სჯობდა, მივსულიყავი, ვიდრე...
სიტყვა გაწყვიტა და ფანჯარასთან მივიდა.
– მოკლედ, – განაგრძო ისევ, – მის ვუდჰაუზ, შესაძლოა... დარწმუნე-
ბული ვარ, გარკვეული ეჭვები გაქვთ, რომ...
ემას შეხედა, თითქოს უნდა, მისი აზრები ამოიკითხოსო. ემამ არ
იცოდა, რა ეპასუხა. ეს ყველაფერი ერთგვარ პრელუდიას ჰგავდა – რა-
ღაც უფრო სერიოზულის შესავალს, რის გაგრძელებაც ემას არ სურდა.
ჰოდა, თავს ძალა დაატანა, რომ რაღაც ისეთი ეთქვა, რითაც თემას
შეცვლიდა.
– აბსოლუტურად მართალი ხართ, – წარმოთქვა აუღელვებლად, –
ბეიტსებთან სტუმრობა ყოვლად ბუნებრივი საქციელი იყო...
ახალგაზრდა კაცი დადუმდა. ემას ღრმა რწმენით კი, ცდილობდა, ქა-
ლის სიტყვებში მეტი ამოეკითხა. მერე გაიგონა, როგორ ამოიხვნეშა და
არც ეს გაჰკვირვებია – ახალგაზრდა ჯენტლმენი ხვდებოდა, რომ ემა
მას არ აგულიანებდა. რამდენიმე უხერხული წუთის შემდეგ, ფრენკ
ჩერჩილი კვლავ დაჯდა და უფრო მტკიცედდასძინა: – ჩემთვის მნიშვნე-
ლოვანი იყო, დარჩენილი დრო ჰარტფილდში გამეტარებინა. ჰარტფილ-
დისადმი ყველაზე თბილი გრძნობები მაქვს...
კვლავ გაჩუმდა და წამოდგა. ჩანდა, ემაზე გაცილებით მეტად იყო
შეყვარებული, ვიდრე ეს თავად ემას წარმოედგინა. ვინ იცის, ეს უხერ-
ხულობა რით დასრულდებოდა, ოთახში მისტერ უესტონი რომ არ გა-
მოჩენილიყო. ამ უკანასკნელს მისტერ ვუდჰაუზიც შემოჰყვა და, ეტიკე-
286
ტის თანახმად, მისტერ ფრენკ ჩერჩილი იძულებული გახდა, თავი ხელ-
ში აეყვანა.
მისი გამოცდა კიდევ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. მისტერ უესტონს
არ უყვარდა საქმის გაჭიანურება და გარდაუვალ სიავეზე დიდი ხნით
შეყოვნება, ასევე – არც ამ სიავეთა წინასწარმეტყველება. ასე რომ, მა-
შინვე გამოაცხადა, წასვლის დროაო. მისმა ვაჟმაც ერთი ამოიხვნეშა
(არცთუ უსაფუძვლოდ) და დასამშვიდობებლად ისევ წამოდგა.
– ყველა თქვენგანის ამბები მეცოდინება, – თქვა მან, – თავს სწორედ
ამით ვინუგეშებ. მისის უესტონს პირობა ჩამოვართვი, რომ ხშირად
მომწერს. ღმერთო, რამხელა მადლია ქალბატონის წერილები, როცა
ასე გაინტერესებს იმ ადგილის ამბები, სადაც ყოფნა არ შეგიძლია! ყვე-
ლა წვრილმანს შემატყობინებს და, მისი წერილების წყალობით, მუდამ
ჩემს ძვირფას ჰაიბერიში ვიგრძნობ თავს.
ამ სიტყვებს ერთობ გულითადი ხელის ჩამორთმევა და ძალიან გულ-
წრფელი „ნახვამდის“ მოჰყვა, მერე კი მისტერ ფრენკ ჩერჩილმა ჰარ-
ტფილდის ზღურბლს გადააბიჯა. გამოსამშვიდობებლი სიტყვა ისეთივე
მოკლე იყო, როგორიც მათი შეხვედრა. ის წავიდა, ემას კი სევდა შემო-
აწვა – წინასწარ გრძნობდა, რამხელა დანაკლისი იქნებოდა მისი არ-
ყოფნა მათი პატარა საზოგადოებისთვის; იმდენად განიცადა, ბოლოს
შეშინდა კიდეც, მეტისმეტი ხომ არ მომდისო.
მართლაც სევდიანი ამბავი იყო. ახალგაზრდა ჯენტლმენის ჩამოს-
ვლის დღიდან, ერთმანეთს ლამის ყოველდღე ხვდებოდნენ და მისმა ვი-
ზიტმა ბოლო ორი კვირა უდავოდ ძალიან გაახალისა. ჯერ მარტო მას-
თან შეხვედრის შესაძლებლობა და მოლოდინი რად ღირდა, რითაც ყო-
ველი დილა იწყებოდა! მისი გამორჩეული ყურადღება! მისი ხალისიანი
ბუნება! მისი მანერები! არა, ნამდვილად ძალიან ბედნიერი ორი კვირა
გაატარეს და ჰარტფილდის ჩვეულ რიტმზე გადაწყობა ლამის უბედუ-
რების ტოლფასი იყო. ყველა ამ სიკეთეს ერთიც ემატებოდა: ის ემას
თითქმის სიყვარულში გამოუტყდა.
მისი გრძნობების სიძლიერე თუ სიმყარე სხვა საკითხი გახლდათ,
მაგრამ ამჟამად ემას მის აღტაცებაში ეჭვი არ ეპარებოდა. ეს მტკიცე
287
რწმენა კი სხვა დადებით ემოციებს შეუერთდა და ემას აფიქრებინა,
რომ უწინდელი საპირისპირო განწყობის მიუხედავად, თავადაც ცოტა-
თი შეყვარებული იყო.
„მართლაც ასე უნდა იყოს, – თავს ირწმუნებდა ემა, – ეს ინერტუ-
ლობა და გამოფიტულობა, ყოველგვარი სურვილის გაქრობა, რომ რამე
აზრიანი ვაკეთო, განცდა, რომ სახლში ყველაფერი ნაცრისფერი და მო-
საწყენია, ნამდვილად ამის ნიშანია! ალბათ შეყვარებული ვარ. ამქვეყ-
ნად ყველაზე უცნაური არსება ვიქნები, სიყვარულს ერთხელაც თუ ვერ
ვიგრძნობ... რამდენიმე კვირით მაინც... რას ვიზამთ! ის, რაც ვიღაცას
აზიანებს, ვიღაცისთვის კარგის მომტანია. ჩემთან ერთად, ფრენკ ჩერ-
ჩილს თუ არა, მეჯლისს მაინც ბევრი გამოიგლოვებს, მაგრამ აი, მისტერ
ნაიტლი გახარებული იქნება. თუ უნდა, ახლა შეუძლია მთელი საღამო
თავის საყვარელ უილიამ ლარკინსთან ერთად გაატაროს“.
თუმცა, მისტერ ნაიტლის მაინცდამაინც არ უზეიმია. ვერც იმას იტ-
ყოდა, რომ ამბავს დაემწუხრებინა (მისი ძალიან მხიარული გამომეტ-
ყველება აშკარად საპირისპიროს ამტკიცებდა), მაგრამ საკმაოდ დამა-
ჯერებლად განაცხადა, ვწუხვარ, სხვებს თუ იმედები გაუცრუვდათო, და
თვალშისაცემი თანაგრძნობით, ასეთი ფრაზაც მოაყოლა: – ემა, ცეკვის
ისეთი მწირი შესაძლებლობები გეძლევათ, რომ ნამდვილად გულდასაწ-
ყვეტია. სამწუხაროდ, არ გაგიმართლათ!
ეს მანამ მოხდა, სანამ ემა ჯეინ ფეარფაქსს ნახავდა და გაარკვევდა,
რამდენად გულწრფელ სინანულს გამოხატავდა ამ სავალალო ამბავთან
დაკავშირებით. როცა ახალგაზრდა ქალბატონები, ბოლოს და ბოლოს,
შეხვდნენ ერთმანეთს, ჯეინმა ისევ საძაგელი თავშეკავებულობა გამო-
ავლინა. თუმცა, ამის მიზეზი შესაძლოა მისი ავადმყოფობა იყო – ისე-
თი თავის ტკივილი სტანჯავდა, რომ დეიდამისმა გამოაცხადა, მეჯლისი
რომ არ ჩაშლილიყო, ვეჭვობ, ჯეინს დასწრება შესძლებოდაო. ჰოდა,
ემამაც დიდსულოვნად გადაწყვიტა, ეს შეუფერებელი გულგრილობა,
გარკვეულწილად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ბრალიაო.

288
თავი 13

აზრს, ნამდვილად შეყვარებული ვარო, ემა ვერაფრით ივიწყებდა,


მაგრამ რამდენად – გასარკვევი, აი, ეს იყო. პირველ დღეებში ფიქრობ-
და, ძალიანო, მაგრამ მისი სიყვარულის დოზა დღითი დღე მცირდებო-
და. ქალიშვილს, ერთი მხრივ, ძალიანაც მოსწონდა, ვინმე მისტერ
ფრენკ ჩერჩილზე თუ ჩამოუგდებდა სიტყვას და ამიტომ, ორმაგად უფ-
რო სიამოვნებდა მისტერ და მისის უესტონების ნახვა, ბევრსაც ფიქ-
რობდა და მოუთმენლადაც ელოდა წერილს, რომლითაც შეიტყობდა
მის აზრებსა და გეგმებს – როგორ გუნებაზე იყო, როგორ ჰყავდა ბიცო-
ლა ან როგორი იყო გაზაფხულზე რენდალსში მისი დაბრუნების შანსი;
მეორე მხრივ კი, თუ პირველ დილას არ ჩავთვლით, თავს უბედურად
ნამდვილად არ გრძნობდა – ძველებურად აქტიური და ხალისიანი იყო.
მართალია, ხატვისას ან რაიმეს კეთებისას ფრენკ ჩერჩილთან ურთი-
ერთობის ათასგვარი თავშესაქცევი ვერსიით ირთობდა თავს, საინტე-
რესო დიალოგებსაც თხზავდა და ლამაზ-ლამაზ წერილებსაც „სწერდა“,
მაგრამ ახალგაზრდა კაცის მხრიდან სიყვარულის წარმოსახვით ახსნას
ყოველ ჯერზე მაინც უარით ასრულებდა და სიყვარულს მეგობრობით
ანაცვლებდა. ყოველი „განშორება“ მეტად ემოციური, მაგრამ გარდაუ-
ვალი იყო. როდესაც ეს ყოველივე გააცნობიერა, ერთ მშვენიერ დღეს
ემა მიხვდა, რომ სინამდვილეში შეყვარებული სულაც არ იყო, რაზეც
მისი შინაგანი სიმშვიდეც მეტყველებდა – სიყვარული ხომ უთუოდ და-
უნდობელ ომს გამოუცხადებდა უწინდელ მტკიცე გადაწყვეტილებას,
არასდროს გათხოვილიყო და არასდროს დაეტოვებინა მოხუცი მამა.
„არცერთი დელიკატური უარისას თუ ჭკვიანური პასუხისას სიტყვა
„მსხვერპლშეწირვა“ ერთხელაც არ მომსვლია თავში და ფრენკ ჩერჩი-
ლი ჩემს ახლანდელ ბედნიერებას, მგონი, ბევრს ვერაფერს შეჰმატებს.
ჰოდა, ძალიანაც კარგი. ნამდვილად არ ღირს თავის მოტყუება, თითქოს
ჩემში რამე იმაზე მეტი ხდება, ვიდრე რეალურად ვგრძნობ. ისედაც საკ-
მარისად შეყვარებული ვარ. ამაზე მეტი არაფერში მჭირდება,“ – მსჯე-
ლობდა ემა. თავდაჯერებულობა არც ახალგაზრდა კაცის გრძნობების
289
განსჯისას აკლდა: – „ის კი უდავოდ ძალიან შეყვარებულია; ყველაფე-
რი ამაზე მიანიშნებს. ამიტომ, როცა ჩამოვა, ფხიზლად უნდა ვიყო, რომ
უნებურად არ შევაგულიანო. სხვა საქციელი, ჩემი მხრიდან, უპატიებე-
ლი იქნება. არადა, წესით, არც არასდროს უნდა ჰგონებოდა, რომ ვაგუ-
ლიანებდი... ცოტათი მაინც რომ ჰგონებოდა, მაშინ ასეთი გულგატეხი-
ლი არ წავიდოდა და გამომშვიდობებისასაც სხვაგვარად ილაპარაკებდა
ან მოიქცეოდა. მაინც ფხიზლად უნდა ვიყო – ცხადია, თუ დავუშვებთ,
რომ მისი გრძნობები არ შეიცვლება. თუმცა, რა ვიცი... დიდად არც მჯე-
რა მისი სიმტკიცისა და ერთგულების. ვაღიარებ, თბილი გრძნობები
აქვს, მაგრამ – საკმაოდ მერყევიც. მოკლედ, რაც უფრო ვუკვირდები,
მით მეტად მიხარია, რომ ჩემს ამჟამინდელ ბედნიერებას ეს თითქმის
არ ეხება. ცოტაც და, კვლავ ძველებურად ლაღად ვიგრძნობ თავს; თან-
დათან ყველაფერი წარსულს ჩაბარდება და მისტერ ფრენკ ჩერჩილი
სასიამოვნო მოგონებად შემორჩება ჩემს მეხსიერებას. ტყუილად ამბო-
ბენ, ცხოვრებაში ერთხელ სიყვარული ყველასთან მიდისო. მე ამის არ
მეშინია, ადვილად დავაღწევ თავს“.
თუმცა, მოგვიანებით, როცა მისის უესტონის სახელზე მისულ ფრენკ
ჩერჩილის წერილს ეცნობოდა, ემა უნებურად ისეთმა მღელვარებამ მო-
იცვა, რომ შეშფოთდა, ვაითუ ემოციათა სიძლიერეს სათანადო მნიშ-
ვნელობა არ მივანიჭეო. გრძელსა და თანმიმდევრულ წერილში მისტერ
ჩერჩილი საკუთარი გრძნობების თავისებურებებსა და მოგზაურობაზე
ჰყვებოდა; გამოხატავდა სიყვარულს, მადლიერებასა და პატივისცემას,
რაც ემას თვალში ყოვლად ბუნებრივი და ღირსეული საქციელი გახ-
ლდათ; დეტალებში აღწერდა ყველა იმ ამბავს, რაც კი მკითხველების-
თვის, შესაძლოა, გასართობი და საინტერესო ყოფილიყო. არავითარი
გადაპრანჭულობა, არავითარი ყალბი ბოდიში ან წუხილი – ჯენტლმე-
ნის წერილიდან მისის უესტონისადმი მხოლოდ პატივისცემა გამოსჭვი-
ოდა. ჰაიბერიდან ენსკოუმბში გამგზავრება, ამ ორ ადგილს შორის კონ-
ტრასტი და სოციალურ სიკეთეებს შორის სხვაობა ჰაიბერის სასარგებ-
ლოდ – ამ თემებს საკმარისად ეხებოდა, რათა მკითხველი მაშინვე მიმ-
ხვდარიყო მისი თავშეკავებულობის ერთადერთ მიზეზს: ეტიკეტის
290
მკაცრ ნორმებს. „მის ვუდჰაუზი“ არაერთხელ იყო ნახსენები და მხო-
ლოდ დადებით კონტექსტში – ხან მის გემოვნებას ასხამდნენ ხოტბას,
ხანაც მის ნათქვამს იმეორებდნენ. წერილი ემას ხსენებით სრულდებო-
და. მართალია, ბოლო სტრიქონებში უხვი ქათინაურების არშიაში არ
იყო გახვეული, მაგრამ ემამ მაინც შეძლო სტრიქონებს შორის თავისი
მნიშვნელობის ამოკითხვა და აღიარა, რომ ყველა მანამდე ნათქვამ
კომპლიმენტს შორის ყველაზე დიდი კომპლიმენტი სწორედ ეს უკანას-
კნელი გახლდათ.
„როგორც მოგეხსენებათ, სამშაბათს ერთი თავისუფალი წუთიც არ
მქონდა, რომ მის ვუდჰაუზის პატარა, ლამაზ მეგობარს დავმშვიდობე-
ბოდი. გემუდარებით, ბოდიში მოუხადეთ და ჩემ მაგივრად დაემშვიდო-
ბეთ“. – სულ ქვემოთ, პატარა ცარიელ კუთხეში მოქცეული ამ უკანას-
კნელი სტრიქონების ერთადერთი ადრესატი, ემას ღრმა რწმენით, სი-
ნამდვილეში თავად ემა იყო, ჰარიეტი კი მხოლოდ მის მეგობრად ახ-
სოვდათ.
რაც შეეხება ფრენკ ჩერჩილის ცნობებსა და გეგმებს ენსკოუმბთან
დაკავშირებით, დაახლოებით ის იყო, რასაც მოელოდნენ: მისის ჩერჩი-
ლი გამოჯანმრთელების გზაზე იდგა, მაგრამ ახალგაზრდა ჯენტლმენი
ჯერჯერობით წარმოსახვაშიც კი ვერ ბედავდა, რენდალსში ჩამოს-
ვლასთან დაკავშირებით მკაფიო გეგმები დაეწყო.
რაოდენ დამაკმაყოფილებელი და შემაგულიანებელიც უნდა ყოფი-
ლიყო მისტერ ჩერჩილის სიტყვები, როცა მისის უესოტნს დაუბრუნა,
ემა მიხვდა, რომ ამ წერილს ოდნავადაც ვერ შეერხია მისი გრძნობები.
დიახ, მას ნამდვილად შეეძლო წერილის ავტორის გარეშე ცხოვრება და
ავტორსაც მოუწევდა, შეჰგუებოდა ემას გარეშე ყოფნას. პირიქით, წე-
რილმა კიდევ უფრო გაამყარა მის ვუდჰაუზის მტკიცე გადაწყვეტილე-
ბა, ახალგაზრდა კაცისთვის საბოლოო უარი ეთქვა. საფიქრალი მხო-
ლოდ ის რჩებოდა, ან უარს როგორ მიიღებდა გულგატეხილი მიჯნური
ან სიმშვიდესა და ბედნიერებას როგორაღიდგენდა. წერილში მოხსენიე-
ბული ჰარიეტის შემამკობელმა ფრაზამ („პატარა, ლამაზი მეგობარი“)
ემა ახალ იდეამდე მიიყვანა: იქნებ ჰარიეტი ჩანაცვლებოდა და მისტერ
291
ფრენკ ჩერჩილის გრძნობის ობიექტად ის ქცეულიყო? ნუთუ ეს წარმო-
უდგენელი იყო? ცხადია, არა. მართალია, ინტელექტით ბევრად ჩამოუ-
ვარდებოდა ახალგაზრდა კაცს, მაგრამ გოგონას ტკბილ სახესა და გულ-
წრფელობას მაინც უნდა მოეხდინა შთაბეჭდილება. რაც შეეხება წარ-
მოშობასა და ნათესაურ კავშირებს, ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჰარიე-
ტისთვის იქნებოდა ხელსაყრელი. მართლაც არაჩვეულებრივი პერსპექ-
ტივა გახლდათ გოგონასათვის!
„არა, ეს აზრი სასწრაფოდ უნდა ამოვიგდო თავიდან, – ემამ საკუ-
თარ თავს შეუტია, – არ უნდა ვიფიქრო. ვიცი, როგორი სახიფათოა ასე-
თი აზრებით თავის შექცევა. თუმცა, უფრო უცნაური რამეებიც მომ-
ხდარა... მოკლედ, ერთმანეთით გატაცების საბოლოოდ დასრულება სა-
შუალებას მოგვცემს, ისეთი მეგობრობა დავიწყოთ, როგორსაც უკვე სი-
ხარულით ველოდები“.
ესიამოვნა, ჰარიეტისთვის სათადარიგო ნუგეში რომ მოძებნა, თუმ-
ცა, ხვდებოდა, უფრო ჭკვიანური ის იქნებოდა, წარმოსახვისთვის ნაკ-
ლები გასაქანი მიეცა, თორემ ეშმაკი ისედაც იქვე იყო ჩასაფრებული.
თავის დროზე, ფრენკ ჩერჩილის ჩამოსვლამ, ფაქტობრივად, მთლიანად
გადაფარა მისტერ ელტონის ნიშნობის ამბავი, მაგრამ ახლა, ფრენკ
ჩერჩილის წასვლასთან ერთად, მისტერ ელტონის თემა ისევ დაბრუნდა
ჰაიბერიში. მისი ქორწინების დღე გაცხადდა. მალე ის კვლავ ჰაიბერის
მკვიდრად იქცეოდა. ენსკოუმბიდან მოსული პირველი წერილის გან-
ხილვით ჯერ წესიერადაც არ ეჯერებინათ გული, რომ ყველას ისევ
„მისტერ ელტონი და მისი პატარძალი“ ეკერა პირზე. ემას ამ სიტყვათ-
შეთანხმებაზე გული ერეოდა. მეჯლისის ამბებით მოცული ჰარიეტი,
მისტერ ელტონისგან სრულიად თავისუფალი სამი ბედნიერი კვირის
განმავლობაში, ემას დაკვირვებით, ნელ-ნელა ღონიერდებოდა, თუმცა,
როგორც უკანასკნელ დღეებში იკვეთებოდა, სინამდვილეში, მისტერ
ელტონი არც იმდენად დაევიწყებინა, რომ ახალ ამბავს არ ემოქმედა –
ჩანდა, ახალ ეტლს, ეკლესიების ზარის წკრიალსა და სხვა მსგავს რამე-
ებს საბრალო გოგონა უემოციოდ ვერ შეხვდებოდა.

292
ჰარიეტს მართლაც ისე დაეკარგა მოსვენება, რომ ემას სერიოზული
ჩარევა გახდა საჭირო: ათასგვარად არწმუნებდა და ამშვიდებდა. ხვდე-
ბოდა, რომ მთელი გამჭრიახობა და მოთმინება უნდა მოეკრიბა, და არ-
ცერთს იშურებდა, მაგრამ საქმე მაინც ძალიან რთულად იყო. ჰარიეტი
ყველა მის მსჯელობას თავის ქნევით ეთანხმებოდა: „მართალი იყო,
სრულიად მართალი, ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც მის ვუდ-
ჰაუზი აღწერდა. არ ღირდა მათზე ფიქრი. მათზე მეტს ნამდვილად
აღარ იფიქრებდა“, მაგრამ მეგობრის აზრზე არაფრით გადადიოდა; არც
თემის შეცვლას მოჰქონდა ხეირი – ზუსტად ნახევარ საათში ძველებუ-
რი მღელვარებითა და მოუსვენრობით უბრუნდებოდა ელტონების თე-
მას.
ბოლოს და ბოლოს, ემა იძულებული შეიქნა, მეგობრისათვის სხვა
მხრიდან შეეტია: – მისტერ ელტონის ქორწინების მიმართ თქვენი ამ-
დენი ყურადღება და ამის გამო თქვენი ნერვიულობა თანდათან ჩემს
უპატივცემულობას ემსგავსება. დიახ, ეს ყველაზე დიდი საყვედურია,
რაც კი შეგიძლიათ ჩემი შეცდომის გამო მითხრათ. ვიცი, ყველაფერი
ჩემი ბრალია. არ დამვიწყებია, გარწმუნებთ. საკუთარი თავის მოტყუ-
ებით, საუბედუროდ, თქვენც მოგატყუეთ და ამაზე ფიქრი ყოველთვის
დიდ ტკივილს მომაყენებს. არ გეგონოთ, რომ ეს ოდესმე დამავიწყდება.
ამ მოულოდნელი განცხადებით აღელვებულ ჰარიეტს მხოლოდ რამ-
დენიმე სიტყვა აღმოხდა. ემამ კი განაგრძო: – არ გთხოვთ, თავს ძალა
ჩემი გულისთვის დაატანოთ, ჰარიეტ. უბრალოდ, ჩემი გულისთვის, ნაკ-
ლები იფიქრეთ, ნაკლები ილაპარაკეთ მისტერ ელტონზე. სინამდვილე-
ში, ეს თქვენთვისვე იქნება უკეთესი, რაც ჩემს კომფორტზე უფრო მნიშ-
ვნელოვანია: თქვენი თვითკონტროლი, მოვალეობისშეგრძნება, ზრდი-
ლობის ნორმებისადმი პატივისცემა, სხვათა ეჭვების გაქარწყლება, სა-
კუთარი ჯანმრთელობისა და რეპუტაციის მოფრთხილება, სიმშვიდის
აღდგენა – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მოტი-
ვით ჩაგაჟინდით და, ვწუხვარ, რომ სათანადოდ ვერ აცნობიერებთ.
ტკივილისგან ჩემი დაზოგვა მეორიხარისხოვანია. მე ის უფრო მინდა,
საკუთარი თავი დაზოგოთ. თუმცა, ხანდახან მაინც მიფიქრია, ჰარიეტს
293
არ უნდა დაავიწყდეს თავისი მოვალეობები ან კი უფრო ჩემდამი კეთი-
ლი საქციელი-მეთქი...
არაფერს გამოუღია ისეთი შედეგი, როგორიც ამ მიდგომას. სათაყვა-
ნებელი მის ვუდჰაუზისადმი უმადურობასა და უპატივცემულობაზე მი-
თითებამ ჰარიეტი დაზაფრა – მისმა სიტყვებმა გოგონაზე ისე იმოქმე-
და, რომ მართლაც სწორ გზას დაადგა და საკმაოდ მტკიცედაც.
– თქვენ ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხართ! თქვენნაირი მეგობარი
არასდროს მყოლია... როგორ არ უნდა ვიყო მადლიერი?! თქვენ ვერავინ
შეგედრებათ! თქვენზე ძვირფასი არავინ მყავს! ღმერთო, მის ვუდჰაუზ!
რა უმადური ვიყავი!
ამ სიტყვების წარმოთქმისას ჰარიეტს ისეთი გამომეტყველება ჰქონ-
და, რომ ემამ უცებ იგრძნო – მეგობარი ასე ძალიან არასდროს ჰყვარე-
ბია, მისი სიყვარული ასე არასდროს დაუფასებია.
„სულიერ სინაზეზე მომხიბლავი არაფერია, – გახლდათ ემას შემ-
დგომი ფიქრები, – ამას ვერაფერი შეედრება. თბილი, სათუთი გული და
მოსიყვარულე, ალალი მანერები ამქვეყნად ყოველგვარ საღ აზრს დას-
ჯაბნის. ჰო, დარწმუნებული ვარ, ეს ყოვლად მომხიბლავი თვისებებია.
სწორედ თბილი გულია, რამაც მამაჩემს საყოველთაო სიყვარული მო-
უტანა... რის გამოც იზაბელა სარგებლობს ამხელა პოპულარობით... მე
კი ეს არ მაქვს... მაგრამ ვიცი, როგორ დავაფასო და ვცე პატივი... მომ-
ხიბვლელობითა და ყველა იმ სიკეთით, რაც ამგვარ მომხიბვლელობას
ახლავს თან, ჰარიეტი ჩემზე ათი თავით მაღლა დგას. ჩემო საყვარელო
ჰარიეტ! თქვენ ვერცერთ ყველაზე მოაზროვნე, შორსმჭვრეტელ, კე-
თილგონიერ ქალზე ვერ გაგცვლიდით! ღმერთო, ამ დროს კი ჯეინ ფეარ-
ფაქსის სიცივე! ჰარიეტი ას ჯეინ ფეარფაქსს უდრის და როგორც ცოლი
– როგორც გონიერი კაცის ცოლი – ფასდაუდებელია! სახელის ხსენების-
გან თავს შევიკავებ, მაგრამ ბედნიერი იქნება ის კაცი, ვინც ემას ჰარიე-
ტით ჩაანაცვლებს!“

294
თავი 14

მისის ელტონი პირველად ეკლესიაში ნახეს. ცნობისმოყვარენი ხან-


დახან ლოცვის შეწყვეტაზეც კი თანახმა იყვნენ, მაგრამ საეკლესიო
მერხზე მჯდომმა პატარძალმა მათი ინტერესი მაინც ვერ დააკმაყოფი-
ლა. ასე რომ, ეს საქმე ქორწინებისშემდგომ სავალდებულო ვიზიტებს
მიანდეს. სწორედ მაშინ გამოჩნდებოდა, როგორი იყო სინამდვილეში
მისის ელტონი – ძალიან ლამაზი, ლამაზი თუ უშნო.
ემამ არა იმდენად ცნობისმოყვარეობის, რამდენადაც სიამაყის ან
სულაც ზრდილობის ნორმებისადმი ერთგულების კარნახით გადაწყვი-
ტა, ელტონების უკანასკნელ სტუმართა რიცხვში არ ყოფილიყო და სამ-
ღვდელო სახლში ჰარიეტიც წაეყვანა, რათა ყველაზე უსიამოვნო საქმე,
რაც შეიძლება, სწრაფად მოეტოვებინათ უკან.
ემასათვის რთული იყო, მოგონებების გარეშე შეედგა ფეხი იმავე
ოთახში, რომელშიც სამი თვის წინ სახელდახელო მონაჩმახით – თით-
ქოსდა ფეხსაცმელზე თასმის დასამაგრებლად – შევიდა. ყველა გამაღი-
ზიანებელი ქათინაური, შარადა, საზიზღარი გაუგებრობა თუ შეცდომა
გონებაში მაშინვე ამოუტივტივდა. ცხადია, ჰარიეტსაც შემოაწვა მოგო-
ნებები, თუმცა, ძალიან კარგად ეჭირა თავი, უბრალოდ, საკმაოდ ფერ-
მკრთალი იყო და დუმდა. ვიზიტი, რასაკვირველია, ხანმოკლე გამოდგა,
რასაც იმანაც შეუწყო ხელი, რომ უამრავი რამის რცხვენოდათ და უამ-
რავ რამეზე ეფიქრებოდათ. ამის გამო, ემამ გადაწყვიტა, ქალბატონზე
აზრის გამოთქმისგან თავი შეეკავებინა და ერთ არაფრისმთქმელ ფრა-
ზას დასჯერებოდა: „კოხტად ჩაცმული, სასიამოვნო ქალია“.
გულის სიღრმეში კი ოდნავადაც არ მოეწონა. ნაკლის გამოძებნას არ
ჩქარობდა, მაგრამ ეჭვი ჰქონდა, რომ მისის ელტონი ელეგანტურობის-
გან მეტად შორს იდგა; თუმცა, მეტად თავისუფლად იქცეოდა; ახალ-
გაზრდა, უცნობი, ახალდაქორწინებული ქალის კვალობაზე ზედმეტად
თავისუფლადაც კი. გარეგნულად საკმაოდ კარგი ჩანდა – უშნო სახე
ნამდვილად არ ჰქონდა, მაგრამ მის ნაკვთებს, მიხვრა-მოხვრას, ხმას,
მანერებს ელეგანტურობისა არაფერი ეცხო. ყოველ შემთხვევაში, ემას
295
აზრით. დარწმუნებული იყო, რომ მისი ეჭვი მალევე დადასტურდებო-
და.
რაც შეეხება მისტერ ელტონს, მისი მანერები საშინლად... თუმცა,
არა, ემას არამც და არამც არ უნდა მიეცა თავისთვის ნება, მისტერ ელ-
ტონის მანერებზე რაიმე ნაჩქარევი და გონებამახვილური დასცდენოდა.
ქორწინების შემდგომ სტუმრების მიღება, ნებისმიერ შემთხვევაში,
უხერხული ცერემონიაა, კაცი კი დახვეწილობის განსახიერება უნდა
იყოს, ამ მოვალეობას თავი ღირსეულად რომ გაართვას. ქალისთვის,
შესაძლოა, ნაკლებად რთულია – ალბათ ლამაზი ტანსაცმელი და პა-
ტარძლობის პრივილეგიაც ეხმარება, კაცი კი მხოლოდ საკუთარი კე-
თილგონიერების ამარა რჩება. ემამ ისიც გააცნობიერა, თუ რაოდენ
უიღბლო იყო მისტერ ელტონი: ერთდროულად, ერთსა და იმავე ოთახ-
ში, შეკრებილიყვნენ ქალი, რომელიც ის-ის იყო, ცოლად შეერთო; ქა-
ლი, რომლის ცოლად შერთვაც სურდა; და ქალი, რომელიც, სხვების აზ-
რით, უნდა შეერთო ცოლად, ამიტომ ალბათ ცოტაოდენი უფლებაც
ჰქონდა, ზედმეტად ბრიყვულად და არაბუნებრივად მოქცეულიყო.
მას მერე, რაც ელტონების სახლი დატოვეს და ემასგან საუბრის წა-
მოწყებას ამაოდ ელოდა, ჰარიეტმა მსუბუქად ამოიოხრა და სიჩუმე და-
არღვია: – მაშ, მის ვუდჰაუზ, რას ფიქრობთ? ძალიან მომხიბლავია,
ხომ? ემა ცოტა ხანს შეყოყმანდა.
– ჰო... ძალიან... სასიამოვნო ახალგაზრდა ქალია.
– ჩემი აზრით, ლამაზია, საკმაოდ ლამაზი.
– მართლაც ძალიან კოხტა კაბა ეცვა.
– სულ არ მიკვირს, მისტერ ელტონს რომ შეუყვარდა.
– ოჰ! არა... არაფერია გასაკვირი... კარგი ქონება... საჭირო დროს სა-
ჭირო ადგილას აღმოჩნდა.
– თან, მგონი... – ჰარიეტმა ისევ ამოიოხრა, – მგონი, მისტერ ელტონი
ძალიანაც უყვარს.
– შესაძლოა, თუმცა ყველა კაცს ბედისწერა როდი არგუნებს ისეთ
ქალს, ვისაც ეს კაცი ყველაფერს ურჩევნია. მის ჰოკინსს ალბათ საკუ-

296
თარი სახლი უნდოდა და იფიქრა, ამაზე უკეთეს წინადადებას ვერას-
დროს მივიღებო.
– ჰო, – სერიოზული ტონით მიუგო ჰარიეტმა, – ალბათ მართლაც
სახლი უნდოდა... არც მიკვირს; ამაზე უკეთეს წინადადებას ვერც ვერა-
ვინ მიიღებს. ორივეს მთელი გულით ვუსურვებ ბედნიერებას. მგონი,
ამიერიდან ჩემთვის მათთან შეხვედრა არავითარი პრობლემა აღარ იქ-
ნება. მის ვუდჰაუზ, მისტერ ელტონი ძველებურად უნაკლოა, მაგრამ...
ცოლიანი კაცი, მოგეხსენებათ, სულ სხვა რამეა. არა, მართლა გეუბნე-
ბით, მის ვუდჰაუზ, ნურაფრის შეგეშინდებათ. ახლა სულ სხვაგვარადაა
საქმე. ახლა შემიძლია, დავჯდე და დავტკბე მისით ისე, რომ უბედურად
არ ვიგრძნო თავი. იცით, რამხელა ნუგეშია, როცა ვიცი, რომ რაიმე სი-
სულელე არ დამართა თავს და ვინმე მდაბიო არ შეირთო?! მისის ელ-
ტონი მართლაც მომხიბლავი ახალგაზრდა ქალი ჩანს – ზუსტად ისეთი,
როგორსაც ის იმსახურებს. რა ბედნიერი არსებაა! „ოგასტას“ რომ ეძახ-
და, გაიგონეთ?! რა გადასარევია!
ემას მისის ელტონზე საბოლოო აზრი მაშინ ჩამოუყალიბდა, როცა
ახალდაქორწინებულები ჰარტფილდს ესტუმრნენ და მეტის ნახვისა და
განსჯის საშუალება მიეცა. ჰარიეტი არ იყო ჰარტფილდში, მამამისი კი
მისტერ ელტონს ელაპარაკებოდა, ჰოდა, ემამ ქალბატონთან მთელი
თხუთმეტი წუთი ისაუბრა და მშვიდადაც შეისწავლა. სწორედ ამ
თხუთმეტმა წუთმა დაარწმუნა, რომ მისის ელტონი ერთი პატივმოყვა-
რე, უკიდურესად თვითკმაყოფილი და განდიდების მანიით შეპყრობილი
ქალი იყო, რომელსაც მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნა და თავისი
აღმატებულების მტკიცება სურდა, თუმცა, ცუდი აღზრდის გამო ჩამო-
ყალიბებული მდარე მანერების წყალობით, სინამდვილეში, თავხედი და
ფამილარული უფრო ეთქმოდა; მთელი თავისი ცოდნა მხოლოდ გარ-
კვეული წრის ხალხთან ურთიერთობისა და ცხოვრების გარკვეული წე-
სის შედეგად შეეძინა; ბრიყვი თუ არა, უცოდინარი ნამდვილად იყო და
მისტერ ელტონს მის გვერდით ცხოვრება კარგს არაფერს მოუტანდა.
შეიძლება, ჭკვიანი და დახვეწილი არც ჰარიეტზე ითქმოდა, მაგრამ
უდავოდ მაინც უკეთესი ცოლი იქნებოდა – სხვა თუ არაფერი, ქმარს
297
ჭკვიანი და დახვეწილი ხალხის კარს გაუღებდა. აი, მის ჰოკინსი კი, მე-
ტისმეტი ყოყლოჩინობით, თავისი წრის საუკეთესო წარმომადგენელი
იყო. ამ ქორწინების ერთადერთი სიამაყე ბრისტოლის მახლობლად
მცხოვრები მდიდარი სიძე გახლდათ, ხოლო ამ უკანასკნელის სიამაყეს,
თავის მხრივ, საკუთარი სახლი და ეტლები წარმოადგენდა.
პირველი თემა, რომელიც სასაუბროდ დამსხდარმა ახალგაზრდა
ქალბატონებმა განიხილეს, სწორედ მეიპლ-გროუვი62 – „ჩემი სიძის,
მისტერ საკლინგის, მამული“ და ჰარტფილდისა და მეიპლ-გროუვის შე-
დარებითი ანალიზი იყო. „ჰარტფილდის ბაღები პატარა იყო, თუმცა
სუფთა და ლამაზი, სახლიც – თანამედროვე და კარგად აშენებული“.
მისის ელტონი მოხიბლული ჩანდა ოთახის ზომით, შემოსასვლელით და
საერთოდ ყველაფრით, რის დანახვაც ან წარმოდგენაც მოესწრო. „რო-
გორ ჰგავს მეიპლ-გროუვს! მსგავსებამ პირდაპირ გააოგნა! ეს ოთახი მე-
იპლ-გროუვის დილის ოთახის, მისი დის საყვარელი ოთახის, ასლი იყო
ფორმითაც და ზომითაც, – მისის ელტონმა მოწმედ მისტერ ელტონიც
კი მოიხმო, – რა გასაოცრად ჰგავს, არა? ლამის მეიპლ-გროუვში მგონია
თავი“.
– და ეს კიბეც... შემოსვლისთანავე შევამჩნიე, როგორ ჰგავდა მეიპლ-
გროუვის კიბეს, სახლის ზუსტად იმ მხარეშია მიშენებული. ისეთი
მსგავსებაა, მგონი, წამოვიყვირე კიდეც! გარწმუნებთ, მის ვუდჰაუზ,
ფანტასტიკური შეგრძნებაა, ის ადგილი რომ გახსენდება, რომლის მი-
მართაც ასეთი მიკერძოებული ხარ... მეიპლ-გროუვს ვგულისხმობ.
იცით, იქ როგორი ბედნიერი თვეები გავატარე?! – ამ სიტყვებს სენტი-
მენტალური ამოოხვრაც მოჰყვა, – უდავოდ მომხიბლავი ადგილია. მის
სილამაზეს ნებისმიერი მნახველი აღტაცებაში მოჰყავს, თუმცა ჩემთვის
იქაურობა სახლივითაა. მის ვუდჰაუზ, როცა ჩემსავით სხვაგან გადა-
ნერგვა მოგიწევთ, მერწმუნეთ, მიხვდებით, რა არაჩვეულებრივი შეგ-
რძნებაა, ნახო რაღაც ისეთი, რაც წარსულს მოგაგონებს. სულ ვამბობ,
რომ ეს ცოლ-ქმრული ცხოვრების ერთ-ერთი სიავეა.

მეიპლ-გროუვი – გამოგონილი ადგილი ბრისტოლთან ახლოს.


62

298
ემამ პასუხად ორიოდე სიტყვის თქმა ძლივს მოასწრო, რომ მისის
ელტონმა ისევ განაგრძო: – როგორ ჰგავს მეიპლ-გროუვს! და მარტო
სახლი კი არა, ბაღიც! გარწმუნებთ, რამდენადაც მოვასწარი დაკვირვე-
ბა, ბაღებიც საოცრად მსგავსია. დაფნის ხეებსაც ისევე უხვად ნახავთ
მეიპლ-გროუვში, როგორც აქ, თან ისევეა განლაგებული – ზუსტად
მდელოს პირდაპირ. ერთ დიდ, ლამაზ ხესაც მოვკარი თვალი, სკამი
აქვს გარს შემოვლებული. პირდაპირ, გასაოცარია! მეგონა, მეიპლ-გრო-
უვში ვიყავი! ჩემი სიძე და და აქაურობით მოიხიბლებიან. დიდი მიწე-
ბის მფლობელებს, როგორც წესი, მოსწონთ მსგავსი ადგილები.
ემას ამ უკანასკნელი სენტიმენტალური ფრაზის ჭეშმარიტებაში ეჭვი
შეეპარა. მისი ღრმა რწმენით, დიდი მიწების მფლობელებს, პირიქით,
სრულებითაც არ აღელვებდათ სხვისი მიწები. მაგრამ არ ღირდა თუნ-
დაც ასეთ მტკნარ ტყუილზე გამოდავება, ამიტომ, მხოლოდ ეს თქვა: –
აქაურობას როცა უკეთ დაათვალიერებთ, ვშიშობ, მიხვდებით, რომ
ჰარტფილდის ღირსებები გააზვიადეთ. მთელი სურეი სავსეა ლამაზი
ადგილებით.
– ჰო, ვიცი ამის შესახებ. მოგეხსენებათ, ეს ინგლისის ბაღია! სურეის
ხომ ინგლისის ბაღს უწოდებენ?!63
– ჰო, მაგრამ აქაურები ერთადერთობაზე პრეტენზიას ვერ გამოვ-
თქვამთ. მე როგორც ვიცი, ბევრ სხვა საგრაფოსაც უწოდებენ ინგლისის
ბაღს.
– აჰ, არა მგონია, – ერთობ კმაყოფილი ღიმილით შეეპასუხა მისის
ელტონი, – არასდროს გამიგია, სურეის გარდა, რომელიმე სხვა საგრა-
ფო მოეხსენიებინოთ ასე.
ემა დადუმდა. მისის ელტონმა კი განაგრძო: – ჩემი სიძე და და დაგ-
ვპირდნენ, რომ გაზაფხულზე ან, უკიდურეს შემთხვევაში, ზაფხულში
გვესტუმრებიან. სწორედ მაშინ ვიმოგზაურებთ. სანამ ჩვენთან იქნები-
ან, ვფიქრობ, არაერთ ადგილს მოვინახულებთ. ცხადია, თავიანთი ბა-

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ბაღს არა სურეის, არამედ, ტრადიციულად, უფრო


63

კენტს – ასევე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარე საგრაფოს – უწოდებენ.


299
რუშ-ლანდოთი64 ჩამოვლენ, რომელშიც ოთხი ადამიანი თავისუფლად
ეტევა... რასაკვირველია, ეტლიც გვაქვს, თუმცა, ამაზე აღარ შევჩერდე-
ბი... მოკლედ, ბარუშ-ლანდოთი არაერთი სილამაზის ნახვას შევძლებთ.
არა მგონია, წელიწადის ამ დროს ეტლით ჩამოვიდნენ. არა, დრო რომ
მოახლოვდება, მტკიცედ ვურჩევ, ბარუშ-ლანდოთი გამოემგზავრონ.
მოგეხსენებათ, ასეთ ლამაზ მხარეში გინდება, ყველაფერი მაქსიმალუ-
რად დაათვალიერო, მისტერ საკლინგს კი ძალიან უყვარს ახალ-ახალი
ადგილების მონახულება. გასულ ზაფხულს, როცა ბარუშ-ლანდო ახა-
ლი შეძენილი ჰქონდათ, კინგსუესტონში65 ორჯერ ვიყავით და ორჯერვე
არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ალბათ მსგავს ექსკურსიებს აქ ყო-
ველ ზაფხულს აწყობთ, არა, მის ვუდჰაუზ?
– არა, აქ არა. საკმაოდ შორს ვართ საექსკურსიო ადგილებისგან.
თან, პასიური ხალხი ვართ. შინ ყოფნა გვიყვარს.
– ოჰ! შინ ყოფნის კომფორტს ვერაფერი შეედრება. სახლზე მიჯაჭვუ-
ლი, ჩემსავით, მგონი, არავინაა. მეიპლ-გროუვში ლეგენდებიც კი დადი-
ოდა. რამდენჯერ უთქვამს სელინას ბრისტოლში წასვლის წინ: „ეს გოგო
სახლიდან ვერ დავძარი. მძულს ბარუშ-ლანდოში თანამგზავრის გარე-
შე ყურყუტი, მაგრამ რა გაეწყობა – აუცილებლად უნდა წავიდე. თავის
ნებაზეც რომ მიუშვა, მესერს იქით ფეხს არ გაადგამს“. თუმცა, არც
სრული იზოლაციის მომხრე ვარ; არ მომწონს საზოგადოებისგან გამიჯ-
ვნა. პირიქით, სასურველია, ხალხში სათანადო დოზით გაერიო, ისე,
რომ არც გადაამლაშო და არც მთლად შეუმჩნეველი დარჩე. თუმცა,
თქვენი სიტუაცია არაჩვეულებრივად მესმის, მის ვუდჰაუზ, – ამ სიტ-
ყვებზე მისის ელტონმა მისტერ ვუდჰაუზს გახედა, – მამათქვენის ჯან-
მრთელობის მდგომარეობა სერიოზულად შემაფერხებელი გარემოება
უნდა იყოს. ბათს რატომ არ მოსინჯავს? აუცილებლად უნდა სცადოს.

64
ბარუშ- ლანდო – ლანდო იყო ეტლი, რომელსაც სახურავი ეხდებოდა, ხოლო ბარუშ-
ლანდო ლანდოს ერთგვარი განახლებული და მოდური ვარიანტი გახლდათ: ის ოთხ
ადამიანს იტევდა, პლუს მეეტლესა და კიდევ ერთ მგზავრს მეეტლის გვერდით.
65
კინგსუესტონი – ქალაქ ბრისტოლის ადმინისტრაციული ცენტრი.
300
ბათს დიდ რეკომენდაციას ვუწევ. გარწმუნებთ, მისტერ ვუდჰაუზს მხო-
ლოდ კარგს თუ მოუტანს.
– წარსულში უკვე სცადა, თან – რამდენჯერმე, მაგრამ უშედეგოდ.
მისტერ პერი, რომლის სახელიც თქვენთვის ალბათ უცხო არაა, მიიჩ-
ნევს, რომ თუ ადრე არ არგო, ახლაც ვერაფერში დაეხმარება.
– რა სამწუხაროა! თორემ, გარწმუნებთ, მის ვუდჰაუზ, წყალი თუ
უხდება ადამიანს, მაშინ ეს საოცარი შვებაა. ბათში ცხოვრების დროს
არაერთი მაგალითის მოწმე ვყოფილვარ! თან, იცით, როგორი მხიარუ-
ლი ადგილია?! შეუძლებელია, მისტერ ვუდჰაუზის განწყობას მაინც არ
მოუხდეს. როგორც ვხვდები, მამათქვენი ხანდახან საკმაოდ დეპრესი-
ულია. რაც შეგეხებათ თქვენ, ვფიქრობ, არც ღირს რეკომენდაციაში
დროის დახარჯვა. ბათის პრივილეგიები ახალგაზრდებისთვის, ზოგა-
დად, ცნობილია. ასე განდეგილად ცხოვრების მერე ბათი შესანიშნავი
დებიუტი იქნებოდა. თანაც შემიძლია, მყისვე ყველაფერი ისე მოვაწყო,
რომ ბათის საუკეთესო საზოგადოებაში მოხვდეთ. ერთი პწკარის მიწე-
რაა საჭირო და ჩემინაცნობთა წრე სიამოვნებით გიმასპინძლებთ. ხო-
ლო ჩემი უახლოესი მეგობარი, მისის პარტრიჯი – ქალბატონი, რომელ-
თანაც ბათში ყოფნის დროს ვცხოვრობდი – დიდი სიხარულით მიგი-
ღებთ და საზოგადოებაშიც წარგადგენთ.
ამაზე მეტის ატანა ემას აღარ შეეძლო. მარტო იმის დაშვებაც კი,
რომ მისის ელტონისგან დავალებული უნდა ყოფილიყო, თან, ისეთ საქ-
მეში, რასაც ეს უკანასკნელი მის საზოგადოებრივ დებიუტს უწოდებდა,
აღსაშფოთებლად სრულიად საკმარისი მიზეზი გახლდათ! მფარველობა
კი ვინმე მისის პარტრიჯს უნდა გაეწია – სავარაუდოდ, ერთ მდაბიო,
ვულგარულ ქალს, რომელსაც თავი მდგმურების ხარჯზე გაჰქონდა! მის
ვუდჰაუზის, ჰარტფილდის დიასახლისის, ღირსება სასტიკად შეილახა,
თუმცა, საყვედურისგან როგორღაც თავი შეიკავა და ცივად გადაუხადა
მისის ელტონს მადლობა: „მათი ბათში წასვლა გამორიცხულია; არც
იმაში გახლავთ დარწმუნებული, რომ იქაურობა მას უფრო მოუხდება,
ვიდრე მამამისს“. მერე კი, დამატებითი აღშფოთებისა და შეურაცხყო-
ფის თავიდან არიდების მიზნით, დაუყოვნებლივ შეცვალა სასაუბრო
301
თემა: – არ გეკითხებით, მუსიკალური თუ ხართ, მისის ელტონ, რადგან
ქალბატონის ნიშან- თვისებები, როგორც წესი, მასთან შეხვედრამდე
ხდება ხოლმე ცნობილი. ამიტომ, ჰაიბერიში უკვე დიდი ხანია ვიცით,
რომ შესანიშნავად უკრავთ.
– ოჰ! არა, არა! ამაში ვერავის დავეთანხმები. შესანიშნავად ვუკრავ?!
ძალიან შორს ვარ ამისგან, მერწმუნეთ. წარმომიდგენია, როგორი მი-
კერძოებული ადამიანისგან წამოვიდოდა ეს ინფორმაცია. მუსიკის თავ-
დადებული მოყვარული კი გახლავართ... ვგიჟდები მუსიკაზე... და ჩემი
მეგობრების თქმით, მთლად არც გემოვნებას უნდა ვუჩიოდე, მაგრამ
სხვა დანარჩენს რაც შეეხება, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არც მეტი,
არც ნაკლები, საშუალო შემსრულებელი ვარ. აი, თქვენ კი, მის ვუდჰა-
უზ, კარგად ვიცი, რომ ბრწყინვალედ უკრავთ. მერწმუნეთ, ჩემთვის
უდიდესი სიამოვნების, ნუგეშისა და აღტაცების წყარო იყო, როცა შე-
ვიტყვე, როგორ მუსიკალურ საზოგადოებაში მოვხვდი. მუსიკის გარეშე
ცხოვრება, უბრალოდ, არ შემიძლია და რადგან მუსიკალურ საზოგა-
დოებაში ცხოვრებას ძალიან მიჩვეული ვარ – როგორც მეიპლ-გროუვ-
ში, ისე ბათში – არამუსიკალურ წრეში გადმობარგება ჩემთვის სერიო-
ზული მსხვერპლი იქნებოდა. მისტერ ელტონს ეს ყველაფერი გულ-
წრფელად გავანდე, როცა ჩემს მომავალ სახლზე მელაპარაკებოდა და
შიშს გამოთქვამდა, ვაითუ ზედმეტად ასოციალური გეჩვენოთ ჰაიბერი,
ან სახლი – ზედმეტად უღიმღამოო... ცხადია, იცოდა ჩემი ჩვეული
ცხოვრების წესი და გარკვეული შიშებიც ჰქონდა... მოკლედ, ამ საკით-
ხებზე რომ ვსაუბრობდით, გულწრფელად ვუთხარი, რომ აქტიურ
ცხოვრებას – წვეულებებს, მეჯლისებს, თამაშებს – თამამად დავთმობ-
დი და მშვიდი ცხოვრების საერთოდ არ მეშინოდა. ამდენი შინაგანი რე-
სურსით დაჯილდოებულს, საზოგადოებრივი ცხოვრება არც მჭირდება.
ვისაც არა აქვს მდიდარი შინაგანი სამყარო, მისთვის სხვა საქმეა, მაგ-
რამ მე იმდენად მდიდარი შინაგანი სამყარო მაქვს, რომ სრულებით თა-
ვისუფალი ვარ. არც ოთახების ზომის სიმცირეზე მიდარდია, მიუხედა-
ვად იმისა, რომ ამას ნამდვილად არ ვარ მიჩვეული. დიახ, მეიპლ-გრო-
უვში დიდ ფუფუნებაში ვცხოვრობდი, მაგრამ ჩემი მომავალი მეუღლე
302
დავარწმუნე, ბედნიერებისთვის არც ორი ეტლი მჭირდებოდა და არც
დიდი ოთახები. „მაგრამ... – ვუთხარი, – გულწრფელად ვაღიარებ, არა
მგონია, მუსიკალური საზოგადოებისგარეშე გავძლო. სხვა არანაირი
მოთხოვნა არ მაქვს, მაგრამ მუსიკის გარეშე ჩემი ცხოვრება აუტანლად
ცარიელი იქნება“.
– ეჭვიც არ მეპარება, – ღიმილით მიუგო ემამ, – რომ მისტერ ელტო-
ნი უყოყმანოდ დაგარწმუნებდათ, ჰაიბერიში ძალიან მუსიკალური სა-
ზოგადოება ცხოვრობსო. იმედია, მალე თავადაც დარწმუნდებით, რომ
ეს სიმართლისგან არც ძალიან შორს დგას, ან თუ დგას, განზრახვის
გათვალისწინებით, შეიძლება მისი პატიება.
– არა, ცხადია, ეჭვიც არ მეპარება, რომ სიმართლე მითხრა. უაღრე-
სად მოხარული ვარ, ასეთ წრეში რომ მოვხვდი. იმედი მაქვს, ბევრი პა-
ტარა საყვარელი კონცერტის მომსწრენი გავხდებით ერთად. იცით, მის
ვუდჰაუზ, ჩემი აზრით, მე და თქვენ მუსიკალური კლუბი უნდა დავაარ-
სოთ და ან თქვენს სახლში, ან ჩვენთან ყოველკვირეული შეკრებები მო-
ვაწყოთ. ხომ კარგი იდეაა? თუ მე და თქვენ ძალისხმევას გამოვიჩენთ,
მგონი, თანამოაზრეებსაც მალე შემოვიკრებთ. პირადად მე მივესალმე-
ბი – ეს ერთგვარი სტიმული იქნება, რომ სულ ფორმაში ვიყო, თორემ
მოგეხსენებათ გათხოვილი ქალების ბედი – მუსიკას ხშირად ანებებენ
თავს.
– მაგრამ რადგან ასე ძალიან გიყვართ მუსიკა, დარწმუნებული ვარ,
ეს საფრთხე არ გემუქრებათ...
– იმედი მაქვს, რომ არა. მაგრამ ჩემს ნაცნობებს რომ ვუყურებ, ცო-
ტა არ იყოს, მეშინია. სელინა სულ მთლად შეეშვა მუსიკას, ინსტრუ-
მენტს თითს აღარ აკარებს, არადა, მშვენივრად უკრავდა. იგივე შემიძ-
ლია გითხრათ მისის ჯეფერისზე – კლარა პარტრიჯს ვგულისხმობ, და
დებ მილმანებზე – აწ უკვე მისის ბერდსა და მისის ჯეიმს კუპერზე... სია
ბევრად გრძელია, მაგრამ ახლა ყველას არ ჩამოვთვლი. გეფიცებით, ეს
მაგალითები სავსებით საკმარისია, რომ ძრწოლამ ამიტანოს. თავიდან
სელინაზე ვბრაზობდი, ახლა კი უკვე კარგად მესმის, რამდენი საქმე
აქვს გათხოვილ ქალს და რამდენ რამეს სჭირდება მისი ყურადღება. ამ
303
დილას, მგონი მთელი ნახევარი საათი ჩემს მნესთან ერთად ვიყავი
ოთახში გამოკეტილი.
– მაგრამ ასეთი რამეები... – ჩაერთო ემა, – მალე კალაპოტში ჩადგე-
ბა და...
– ჰო, – სიცილით დასძინა მისის ელტონმა, – ვნახოთ.
ემას აზრით, მის სტუმარს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, მუსიკა
წარსულისთვის ჩაებარებინა. ასე რომ, ამ თემაზე სიტყვა აღარ გაუგ-
რძელებია. პატარა პაუზის შემდეგ, ახალი თემა უკვე მისის ელტონმა
წამოჭრა.
– რენდალსში შევიარეთ, – დასძინა მან, – ორივე შინ დაგვიხვდა და,
უნდა გითხრათ, ორივე უაღრესად მომეწონა. მისტერ უესტონი არაჩ-
ვეულებრივი კაცი ჩანს – მერწმუნეთ, ჩემს გამორჩეულ სიმპათიას უკვე
იმსახურებს. ცოლიც ჭეშმარიტად ღირსეული უნდა ჰყავდეს – არის მას-
ში რაღაც დედობრივი და კეთილშობილური, რაც უმალ კეთილად გან-
გაწყობს. თქვენი აღმზრდელი იყო, ხომ?
ემა ისე გააკვირვა ამ გამოხტომამ, რომ ხმა ვერ ამოიღო, მაგრამ მი-
სის ელტონი არც დალოდებია პასუხს, ისე განაგრძო: – ვიცოდი, რომ
ასე იყო და, სწორედ ამის გათვალისწინებით, ლამის გავოგნდი – არ ვე-
ლოდი ასეთ დახვეწილობას! არადა, აშკარად დახვეწილი მანდილოსა-
ნია.
– მისის უესტონის მანერები, – მიუგო ემამ, – მუდამ გამოირჩეოდა
დახვეწილობით. ისეთი ზრდილია, ისეთი უშუალო და ელეგანტური,
რომ თამამად შეიძლება ნებისმიერი ახალგაზრდა ქალბატონისთვის მი-
საბაძ მაგალითად იქცეს.
– აბა, გამოიცანით, ვინ მოვიდა, სანამ იქ ვიყავით?
ემა დაიბნა. მისის ელტონი ისეთი ტონით ლაპარაკობდა, რომ, წე-
სით, თავის რომელიმე ძველ ნაცნობს გულისხმობდა. ჰოდა, აბა, როგორ
უნდა გამოეცნო?!
– ნაიტლი! – გააგრძელა მისის ელტონმა, – თვით ნაიტლი! როგორ
გაგვიმართლა, არა?! იმ დღეს კი გვესტუმრა, მაგრამ შინ არ დავხვდი,
ასე რომ, არასდროს მენახა და ცხადია, ძალიან მაინტერესებდა, როგო-
304
რი იყო მისტერ ელტონის ახლო მეგობარი. „ჩემი მეგობარი ნაიტლი“ –
ეს ფრაზა იმდენჯერ უხსენებია, რომ მართლაც ერთი სული მქონდა,
როდის ვნახავდი. ჩემს Caro Sposo-სთან66 სასაყვედურო არაფერი
მაქვს – თავისი მეგობრის ნამდვილად არ უნდა შერცხვეს. ნაიტლი მარ-
თლაც რომ ჯენტლმენური თვისებების კაცია. ძალიან მომეწონა. არა,
ნამდვილად ვფიქრობ, რომ გამორჩეულად ჯენტლმენური თვისებების
კაცია.
საბედნიეროდ, ელტონების წასვლის დრო მოვიდა და წამოდგნენ,
ემამ კი შვებით ამოისუნთქა.
„აუტანელი ქალი! იმაზე ბევრად უარესია, ვიდრე მეგონა! სრულიად
აუტანელი! ნაიტლი! – ყურებს არ ვუჯერებდი.67 ნაიტლი! ცხოვრებაში
პირველად ნახა და უკვე ნაიტლის უძახის! თან თურმე ჯენტლმენური
თვისებების კაცი ყოფილა! ეს ახალგამომცხვარი, ვულგარული არსება
თავისი Caro Sposo-თი, თავისი „შინაგანი სამყაროთი“, მიხრა-მოხ-
რით, უტიფარი პრეტენზიებით მოდური ცხოვრების წესზე და ყალბი,
მდაბიური დახვეწილობით. გაიგეთ?! მისტერ ნაიტლი თურმე ჯენტლმე-
ნი ყოფილა! რაღაც ეჭვი მეპარება, ამ უკანასკნელმა ქათინაურივე გა-
იმეტოს და თქვას, ჭეშმარიტი მანდილოსანიაო. ყურებს არ ვუჯერებდი!
როგორ მითხრა, გავერთიანდეთ და მუსიკალური კლუბი შევქმნათო?!
გეგონება, უახლოესი მეგობრები ვიყოთ! ან მისის უესტონი როგორ მო-
იხსენია! – გაუკვირდა, რომ ადამიანი, რომელმაც მე გამზარდა, დახვე-
წილი მანდილოსანია! ასეთი საშინელება არასდროს მინახავს. მისნაირ
თავხედს არასდროს შევხვედრივარ! ჩემს მოლოდინებს სრულიად გა-
დააჭარბა. სირცხვილია, ჰარიეტი მას რომ შეადარო. ოჰ! ნეტავ, ფრენკ
ჩერჩილი რას ეტყოდა, აქ რომ ყოფილიყო?! ალბათ, ერთი მხრივ, ძალი-
ან გაბრაზდებოდა და, მეორე მხრივ, ძალიან გაერთობოდა ამ უბადრუ-

Caro sposo (იტალ.) – ძვირფასი მეუღლე.


66

მოხსენიების ამგვარი ფორმა – ნაიტლი, მისტერ ნაიტლის ნაცვლად – უკიდურეს ფა-


67

მილარობას გამოხატავდა. ეს, როგორც წესი, მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანე-


ბის პრეროგატივა გახლდათ. თვით ემაც კი, რომელიც მისტერ ნაიტლის დაბადებიდან
იცნობს, მხოლოდ გვარით მას არასდროს მოიხსენიებს.
305
კი სანახაობით! ღმერთო... ისევ მასზე ვფიქრობ. პირველი სულ ის მახ-
სენდება! აი, ახლაც გამოვიჭირე საკუთარი თავი! გამუდმებით ფრენკ
ჩერჩილზე მეფიქრება...“ ამგვარმა ფიქრებმა ერთიან ნაკადად გაირბინა
ემას ცნობიერებაში. ასე რომ, როცა ელტონების გაცილებით აფუსფუსე-
ბული მისტერ ვუდჰაუზი კვლავ თავის გემოზე მოკალათდა და სასაუბ-
როდ მოემზადა, ემას უკვე თამამად შეეძლო მისი მოსმენა.
– მოკლედ, ჩემო საყვარელო, – აუჩქარებლად დაიწყო მისტერ ვუდ-
ჰაუზმა, – თუ გავითვალისწინებთ, რომ აქამდე არასდროს გვინახავს,
პირველი შეხვედრის კვალობაზე, ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა ქა-
ლი ჩანს და, მგონი, შენ ძალიან მოეწონე. ისე, ცოტა ჩქარ-ჩქარა კი ლა-
პარაკობს... ხმის ასეთი ტემბრი, მართალი გითხრა, ყურისთვის უსია-
მოვნოა. თუმცა, მგონი, ზედმეტად ვწვრილმანდები... უბრალოდ, უცხო
ადამიანების მეტყველებასთან შესაჩვევად დრო მჭირდება. შენსავითდა
საბრალო მის ტეილორივით დახვეწილად ვერავინ მეტყველებს. ასეა
თუ ისე, ძალიან ზრდილობიანი, კარგი მანერების მქონე ახალგაზრდა
ქალბატონი ჩანს და მისტერ ელტონს უდავოდ ძალიან კარგ ცოლობას
გაუწევს. თუმცა, ჩემი აზრით, სჯობდა, საერთოდ არ მოეყვანა ცოლი.
როგორც შემეძლო, მოვუხადე ბოდიში, რომ ვერ შევძელი ამ ბედნიერ
დღესთან დაკავშირებით მასა და მისის ელტონს ვწვეოდი; ვუთხარი,
იმედი მაქვს, ზაფხულში როგორმე შევძლებ-მეთქი. მაგრამ აქამდეც
უნდა მივსულიყავი. პატარძალს რომ არ სტუმრობ, დიდი უყურადღე-
ბობაა. ეჰ! ამით ჩანს, როგორი ავადმყოფი კაცი ვარ! თუმცა, ვიქარიჯ-
ლეინის მოსახვევი ნამდვილად არ მომწონს.
– დარწმუნებული ვარ, შენი ბოდიში მიიღეს, სერ. მისტერ ელტონი
კარგად გიცნობს.
– ჰო, მაგრამ ახალგაზრდა ქალბატონი... რომ შემძლებოდა, პატივი
აუცილებლად უნდა მიმეგო. დიდი უყურადღებობა გამომივიდა.
– ჰო, მაგრამ, მამა, ჩემო საყვარელო, არ მესმის, ასე რატომ ღელავ.
შენ ცოლ-ქმრობის ქომაგი არ ხარ და ამის გაკეთება არ გევალება. ამ
ნაბიჯით ხალხს ხომ დაოჯახებისკენ წააქეზებდი?!

306
– არა, ჩემო საყვარელო, დაოჯახებისკენ არასდროს არავინ წამიქე-
ზებია, მაგრამ სულ მინდა, სათანადო ყურადღება გამოვხატო ქალის
მიმართ, ახალდაქორწინებული ქალისადმი უყურადღებობა კი ორმა-
გად დასაძრახია. საქვეყნოდაა ცნობილი, რომ პატარძალს მეტი ყუ-
რადღება ეკუთვნის. მოგეხსენება, საყვარელო, პატარძალი საზოგადოე-
ბაში პირველხარისხოვანი ფიგურაა, რასაც უნდა წარმოადგენდნენ და-
ნარჩენები.
– არ ვიცი, მამა. ეს თუ არაა დაოჯახების წაქეზება, მაშინ ნამდვი-
ლად არ მესმის, რაღა უნდა იყოს. შენგან ნამდვილად არ ველოდი, რა-
მით თუ გაამართლებდი საბრალო ახალგაზრდა ქალბატონების წამოგე-
ბას პატივმოყვარეობის ანკესზე.
– ჩემო საყვარელო, არ გესმის ჩემი. ეს წმინდად ზრდილობისა და
კარგი აღზრდის საკითხია და არავითარი კავშირი არა აქვს წაქეზებას-
თან.
ემა გაჩუმდა, რადგან შეატყო, რომ მამამისი ნერვიულობას იწყებდა
და ქალიშვილის გაგება აღარ შეეძლო. გონებით მისის ელტონისა შე-
ურაცხმყოფელ გამოხტომებს დაუბრუნდა და დიდხანს, ძალიან დიდ-
ხანს ფიქრობდა.

307
თავი 15

ემას არც შემდეგ აღმოუჩენია მისის ელტონში რაიმე ისეთი, რაც


პირველ არასახარბიელო მოსაზრებებს შეაცვლევინებდა. მისი შთაბეჭ-
დილებები გამართლდა. მისის ელტონი ყველა შეხვედრაზე ერთნაირად
გაბღენძილი, თავხედი, ფამილარული, უვიცი და ცუდად აღზრდილი
ჩანდა; საშუალო სილამაზისა და საშუალო უნარების პატრონი იყო,
მაგრამ კეთილგონივრულობას მოკლებული – იმდენად, რომ თავი დი-
დებულთა სამყაროს საკითხების გამორჩეულად მცოდნედ და გამოც-
დილ პიროვნებად მიაჩნდა და თავს უფლებას აძლევდა, სოფლის საზო-
გადოების გამოცოცხლებასა თუ დახვეწაზე ეზრუნა.
მოკლედ, ყველაფერს აკეთებდა იმ აზრის განსამტკიცებლად, რომ
მის ჰოკინსს საზოგადოებრივ რეპუტაციაში მეტოქეობას მხოლოდ მისის
ელტონი თუ გაუწევდა.
მისტერ ელტონის აზრი არაფრით განსხვავდებოდა ცოლის აზრის-
გან. ცოლი მისთვის არა მხოლოდ ბედნიერების, სიამაყის წყაროც იყო.
ისეთი გამომეტყველებით დადიოდა, თითქოს საკუთარ თავს ულოცავს
ჰაიბერიში ისეთი ქალის ჩამოყვანას, რომელსაც თვით მის ვუდჰაუზიც
კი ვერ გაეჯიბრებაო. მისის ელტონის ახალი ნაცნობებიც, რომლებიც
ისედაც მის ქებას იყვნენ მოწადინებულნი ან, უბრალოდ, საღი მსჯე-
ლობა უჭირდათ, მის ბეიტსს ჰბაძავდნენ კეთილგანწყობაში თუ უპირო-
ბოდ უშვებდნენ, პატარძალი მართლაც ისეთივე ჭკვიანი და სასიამოვ-
ნოა, როგორადაც თავს ასაღებსო, მისით ერთობ კმაყოფილნი იყვნენ.
ამდენად, მისის ელტონის ქება-დიდება ერთიდან მეორეს გადაეცემოდა
და ამ პროცესს არც მის ვუდჰაუზი უშლიდა ხელს; ჩვეული თავდაჭერი-
ლობით იმეორებდა, „ძალიან სასიამოვნო და ძალიან კოხტად ჩაცმუ-
ლი“ ქალიაო.
იყო ერთი ასპექტი, რაშიც მისის ელტონი იმაზე უარესად იქცეოდა,
ვიდრე თავიდან: ეს იყო ურთიერთობა ემასთან. სავარაუდოდ, იმ გულ-
გრილობას გაენაწყენებინა, რითაც ემამ მის დაახლოებასთან დაკავში-
რებულ მცდელობებს უპასუხა. ჰოდა, ახლა მისის ელტონი გადგა განზე.
308
მართალია, მისი დისტანციურობა, საბოლოო ჯამში, სასიამოვნოც კი
იყო, მაგრამ ბოროტი ზრახვები, რაც ამ ყველაფერს ედო საფუძვლად,
ემას ანტიპათიას უფრო ამწვავებდა. ჰარიეტსაც არასასიამოვნოდ, დამ-
ცინავად და უყურადღებოდ ექცეოდნენ – ცოლიცა და ქმარიც. ერთი
მხრივ, ემა იმედოვნებდა, ეს დამოკიდებულება ჰარიეტის ჭრილობებს
სწრაფად მოაშუშებსო, მაგრამ მეორე მხრივ, მასაც და ჰარიეტსაც გუ-
ნებას ძალიან უფუჭებდა. ეჭვი არ იყო, რომ საბრალო ჰარიეტის გრძნო-
ბები ცოლ- ქმრული გულახდილობის მსხვერპლად ქცეულიყო; დიდი
ალბათობით, არც ემას წვლილი გამორჩენოდათ ამ ისტორიაში; თან, ამ
ყველაფერს იმგვარ ფერებში დახატავდა მისტერ ელტონი, რომ ემა ყო-
ველმხრივ არასასურველ, თავად კი მეტად სახარბიელო როლში გამო-
ჩენილიყო. მოკლედ, ემა ცოლ-ქმრის ერთობლივი სიძულვილის სამიზნე
იყო. როცა სათქმელი გამოელეოდათ, ალბათ მაშინვე მის ვუდჰაუზის
აბუჩად აგდებას იწყებდნენ, მაგრამ მთელი ის ბოღმა, რის გამოხატვა-
საც ემას მიმართ ვერ ბედავდნენ, ჰარიეტის მიმართ საძაგელ მოპყრო-
ბაში ვლინდებოდა.
ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ მისის ელტონის ფავორიტად
თავიდანვე მის ფეარფაქსი იქცა, რაც, ემას ვარაუდით, მხოლოდ ერთ
ახალგაზრდა ქალბატონთან საომარი მდგომარეობის გამო მეორესთან
დაახლოების სურვილით როდი აიხსნებოდა. არა, მისის ელტონი მის
ფეარფაქსით თავიდანვე მოიხიბლა და ყოველგვარი შუამდგომლობის,
თხოვნისა თუ პრივილეგიის გარეშე, მის დახმარებასა და მასთან დამე-
გობრებას შეუდგა. ჯერ კიდევ მანამ, სანამ ემა მისის ელტონის ნდობას
დაკარგავდა – ეს კი სადღაც მათ მესამე შეხვედრაზე მოხდა – ამ უკა-
ნასკნელმა მას თავისი მისიონერული ხედვა გაუზიარა: – ჯეინ ფეარ-
ფაქსი საოცრად მომხიბლავი გოგონაა, მის ვუდჰაუზ. აღფრთოვანებუ-
ლი ვარ ჯეინ ფეარფაქსით. როგორი სათნო და საინტერესო არსებაა;
ზომიერი და ქალური, თანაც როგორი ნიჭიერია! გარწმუნებთ, გამორ-
ჩეულად ნიჭიერია. არ დავწვრილმანდები და არ ვიტყვი, როგორ გადა-
სარევად უკრავს. მუსიკა საკმარისად კარგად ვიცი და შემიძლია, ამ სა-
კითხზე გადაჭრით ვისაუბრო... ღმერთო! საოცრად მომხიბლავია! შეიძ-
309
ლება, გაგეცინოთ, საიდან ამდენი სითბოო, მაგრამ გეფიცებით, ბოლო
დროს, სულ ჯეინ ფეარფაქსზე ვლაპარაკობ და მისი მომავალი ძალიან
მაშფოთებს! მის ვუდჰაუზ, მე და თქვენ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუ-
როთ და ყველაფერი ვცადოთ მის საზოგადოებაში გამოსაყვანად. ასეთი
ნიჭიერი ადამიანი უღიმღამო ცხოვრებისთვის არ უნდა გავწიროთ. ის
ხალხმა უნდა გაიცნოს. ალბათ იცით ეს არაჩვეულებრივი სტრიქონები:
„მრავალი ყვავილი უჩინრად ყვავილობს და მათი სურნელი უდაბნოს
არ სცდება“.68 არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ჯეინ ფეარფაქსის მაგალით-
ზე დადასტურდეს.
– პირადად მე ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, – მშვიდად მიუგო
ემამ, – თან, როცა უკეთ გაიცნობთ მის ფეარფაქსს და შეიტყობთ, პოლ-
კოვნიკ ქემპბელთან და მის მეუღლესთან ერთად როგორ სახლშიც
ცხოვრობდა, მიხვდებით, რომ ხალხისთვის მისი ნიჭი უცნობი არაა.
– ჰო, მაგრამ, მის ვუდჰაუზ, ახლა განდეგილივით ცხოვრობს, ისეთი
ბუნდოვანებითაა მოცული მისი მომავალი, ისე მოწყვეტილია ყველა-
ფერს... რა პრივილეგიებითაც უნდა ესარგებლა ქემპბელებთან, ახლა ეს
ყველაფერი აშკარად წარსულია და, მგონი, თავადაც გრძნობს ამას.
დარწმუნებული ვარ, გრძნობს და განიცდის. ძალიან მორცხვი და ჩუმი
გოგონაა. თუმცა, უნდა გამოგიტყდეთ, ჩემთვის ეს დადებითი თვისებე-
ბია. თავმდაბლობის დიდი ქომაგი ვარ. მერწმუნეთ, იშვიათი თვისებაა.
დაბალი წრის ხალხის სიმორცხვე კი ასჯერ უფრო მომხიბლავია. ოჰ!
მერწმუნეთ, ჯეინ ფეარფაქსი გასაოცარი არსებაა და ენით აღუწერელ
ინტერესს იწვევს ჩემში.
– ვხედავ, მართლაც ძალიან გაღელვებთ მისი ბედი, მაგრამ ვერ
ვხვდები, რა უნდა ქნათ თქვენ ან მის ფეარფაქსის სხვა აქაურმა მეგობ-
რებმა – მათ, ვინც თქვენზე დიდი ხანია, მის ფეარფაქსს იცნობს... ვერ
წარმომიდგენია, რა სახის ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რომ...

ფრაგმენტი ინგლისელი პოეტისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის, თო-


68

მას გრეის (1716-1771) ცნობილი პოემიდან, „სოფლის ეკლესიის ეზოში დაწერილი


ელეგია“ (1751).
310
– მის ვუდჰაუზ, ჩემო ძვირფასო, უამრავი რამის მოფიქრება შეიძ-
ლება, თუ ადამიანი გაბედავს და იმოქმედებს. მე და თქვენ არ უნდა
შეგვეშინდეს. თუ ჩვენ შევქმნით პრეცედენტს, ბევრი მოგვბაძავს – შეძ-
ლებისდაგვარად, ცხადია... იმის თქმა მინდა, რომ ყველა ჩვენნაირად
არ ცხოვრობს. ჩვენ ეტლები გვაქვს და თამამად შეგვიძლია, ნებისმიერ
დროს, ჯეინ ფეარფაქსი თან ვიახლოთ – ეს ერთ პატარადისკომფორ-
ტსაც კი არ შეგვიქმნის. უაღრესად არ მესიამოვნებოდა, რაიტს ჩვენ-
თვის ისეთი სადილი გაეწყო, სადაც ჯეინ ფეარფაქსს და კიდევ ვინმეს
თავისუფლად ვერ დავპატიჟებდი. ვერც კი წარმომიდგენია, ასეთი რამ
როგორ უნდა მოხდეს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რას ვარ
მიჩვეული. პირიქით, საოჯახო საქმეებში ალბათ უფრო იმას უნდა
ვუფრთხოდე, რომ ზედმეტს მოვინდომებ, დაუდევრად ხარჯიანი აღ-
მოვჩნდები. მეიპლ-გროუვი ჩემთვის იმაზე დიდი მაგალითია, ვიდრე
უნდა იყოს, რამდენადაც, შემოსავლის თვალსაზრისით, ჩემს სიძეს, მის-
ტერ საკლინგს, ნამდვილად ვერ გავეჯიბრებით. ამის მიუხედავად,
მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ჯეინ ფეარფაქსს ყურადღება მივაქციო.
მერწმუნეთ, ჩემთან, სახლში, ძალიან ხშირად მოვიწვევ, ყველას, ვის-
ზეც კი ხელი მიმიწვდება, გავაცნობ, მუსიკალურ საღამოებს მოვუწყობ
და ფხიზლად ვიქნები, რომ სასურველი ცხოვრებისეული პირობები შე-
ვუქმნა. იმდენად ფართო სანაცნობო წრე მყავს, ეჭვიც არ მეპარება,
რომ ძალიან მალე რაიმე შესაფერისს ვუპოვი. ჩემი სიძე და და რომ ჩა-
მოვლენ, ცხადია, მათაც გავაცნობ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მო-
ეწონებათ. ხოლო როცა მათ ცოტა უფრო ახლოს გაიცნობს, შიშებიც
ერთიანად გაუქარწყლდება, რადგან მათი მანერები მხოლოდ ნდობასა
და ნუგეშს თუ აღძრავს. მართლაც ძალიან ხშირად მოვიპატიჟებ, როცა
ჩემი სიძე და და გვეწვევიან, ალბათ ხანდახან ბარუშ-ლანდოშიც ვუპო-
ვით ადგილს.
„საბრალო ჯეინ ფეარფაქს! – ფიქრობდა ემა, – ეს არ დაგიმსახურე-
ბიათ. კი, მისტერ დიქსონთან დაკავშირებით შეიძლება შეცდომა დაუშ-
ვით, მაგრამ ამ სასჯელს ნამდვილად არ იმსახურებთ! მისის ელტონის
„სიკეთე“ და მფარველობა! „ჯეინ ფეარფაქსი“ და „ჯეინ ფეარფაქსი“.
311
ღმერთო დიდებულო! იმედია, ვერ ბედავს, რომ აქეთ-იქით იაროს და
„ემა ვუდჰაუზი“ იძახოს. მაგრამ რას გაიგებ – ამ ქალის ენას ძვალი
მართლაც არა აქვს!“ თუმცა, ამ ამბიდან ძალიან მალე „მის ვუდჰაუზ,
ჩემო ძვირფასოთი“ თვალშისაცემად შელამაზებული, თავდაჯერებული
ლაყბობის მოსმენა ემას აღარ უწევდა (ყოველ შემთხვევაში, პირადად
მას აღარ მიმართავდნენ). მისის ელტონის დამოკიდებულება მალევე
შეიცვალა და ემამაც მოისვენა. აღარავინ აძალებდა, მისის ელტონის
ახლო მეგობარი ან – მისი ზედამხედველობის ქვეშ – ჯეინ ფეარფაქსის
აქტიური მფარველი ყოფილიყო. მისის ელტონის გრძნობები და გეგმები
– თუ როგორ განიცდიდა ყველაფერს, რა ჩანაფიქრები ჰქონდა ან რა
ზომებისთვის მიემართა ჯეინ ფეარფაქსის საკეთილდღეოდ – მხოლოდ
საერთო საუბრებისას თუ აღწევდა ემას ყურამდე და ისიც ერთგვარი
ხალისიანი ცნობისმოყვარეობით ადევნებდა მოვლენების განვითარებას
თვალს.
მის ბეიტსმა, ცხადია, არ დააყოვნა მზრუნველი მისის ელტონისადმი
მადლობები და ყოვლად გულკეთილად, ალალად და თბილად, უმალვე
თავისიანად მიიღო; ძალიან კეთილშობილ, ალერსიან, ბრწყინვალე ქა-
ლად გამოაცხადა, ზუსტად ისეთ ნიჭიერ და მოწყალე ქალად, როგორა-
დაც თვითონ მისის ელტონი წარმოაჩენდა თავს. ერთადერთი, რამაც
ემა გააკვირვა, ჯეინ ფეარფაქსის საქციელი იყო. ეს უკანასკნელი უარს
არ ამბობდა მისის ელტონის ყურადღებაზე და მშვენივრად ეგუებოდა
მას. ემას ხშირად ესმოდა, რომ ჯეინ ფეარფაქსი ხან ელტონებთან ერ-
თად სეირნობდა, ხან სტუმრობდა მათ და ხანაც მთელ დღეს სამღვდე-
ლო სახლში ატარებდა! გასაოცარი იყო! ემას უჭირდა იმის დაჯერება,
რომ მის ფეარფაქსი იმგვარ საზოგადოებასა და ურთიერთობებს უძ-
ლებდა, რის შეთავაზებაც სამღვდელო სახლს შეეძლო.
„გამოცანაა ეს გოგო, ნამდვილი გამოცანა! – ფიქრობდა ემა, – უკვე
თვეებია, რაც ყველა სხვა სიკეთეს ყოვლად ხელმოკლე ცხოვრება არჩია
და ახლა კიდევ მისის ელტონიც დაიმატა! ნუთუ არ ამცირებს მისი ყუ-
რადღება ან მისი მწირი გონებრივი შესაძლებლობები? მასთან საუბარი
როგორ შეუძლია? არ ერჩივნა, თავისი მეგობრების დახვეწილ საზოგა-
312
დოებაში დაბრუნებულიყო – ადამიანებთან, რომელთაც ის ნამდვილი,
წრფელი გრძნობებით უყვართ?“ ჯეინი ჰაიბერიში სამი თვით იყო ჩამო-
სული. ყოველ შემთხვევაში, თავიდან ასე თქვეს. ქემპბელები ირლან-
დიაში სამი თვით წავიდნენ, მაგრამ გეგმები შეეცვალათ და ქალიშვილს
დაჰპირდნენ, სულ ცოტა, შუა ზაფხულამდე დავრჩებითო. ჰოდა, ჯეინ-
მაც ახალი მოწვევა მიიღო ირლანდიაში. მის ბეიტსის თქმით (ცხადია,
ეს ყველაფერი ისედაც მისგან გახდა ცნობილი), მისის დიქსონი ჯეინს
დაჟინებით სთხოვდა ჩასვლას. მხოლოდ მისი თანხმობა და ყველაფერი
მყისვე მოგვარდებოდა – მსახურებს გაგზავნიდნენ და მგზავრობასთან
დაკავშირებით უმცირეს დეტალებსაც მოაგვარებდნენ. თუმცა, ჯეინმა
უარი თქვა!
„ალბათ რაიმე უფრო სერიოზული მოტივი აქვს, ვიდრე ერთი შეხედ-
ვით ჩანს, თორემ უარს არ იტყოდა, – დაასკვნა ემამ, – ალბათ რაღაც
სასჯელს იხდის, რაც ან ქემპბელებმა დააკისრეს, ან თავად დააკისრა
საკუთარ თავს. აშკარად დიდ შიშთან, სიფრთხილესთან თუ გადაწყვე-
ტილებასთან გვაქვს საქმე. დიქსონებთან არყოფნის განაჩენი ნამდვი-
ლად ვიღაცამ გამოუტანა, მაგრამ ელტონებთან ერთად ყოფნას ვინღა
აიძულებს? ...ეს კიდევ ცალკე თავსატეხია“.
როცა ეჭვების ერთი ასპექტი ემამ იმ რამდენიმე ადამიანთან გაახმო-
ვანა, რომელთაც მისი აზრი მისის ელტონის შესახებ წვრილად მოეხსე-
ნებოდათ, მისის უესტონმა ჯეინის გამართლება დაიწყო: – ემა, ჩემო
ძვირფასო, არა მგონია, სამღვდელო სახლში ყოფნა დიდ სიამოვნებას
ანიჭებდეს... მაგრამ სულ სახლში ჯდომას ალბათ ურჩევნია. დეიდამისი
კარგი ქალია, მაგრამ მუდმივად მის საზოგადოებაში ყოფნა ძალიან
დამღლელი უნდა იყოს. სანამ გემოვნებას დავუწუნებდეთ, უნდა გავით-
ვალისწინოთ, რას ტოვებს მის ფეარფაქსი შინ, როცა სამღვდელო სახ-
ლში მიდის.
– მართალი ხართ, მისის უესტონ, – თბილად აღნიშნა მისტერ ნაიტ-
ლიმ, – მის ფეარფაქსს ნებისმიერი ჩვენთაგანივით შესწევს უნარი, სწო-
რი შეხედულება ჰქონდეს მისის ელტონზე. მეგობრის არჩევა მისი ნება
რომ ყოფილიყო, მას არ აირჩევდა. მაგრამ... – და საყვედურნარევი ღი-
313
მილით ემას გადახედა, – ...მისის ელტონისგან იმ ყურადღებას იღებს,
რასაც სხვა არ აძლევს.
ემამ მისის უესტონის წამიერი მზერა იგრძნო. გულზე მოხვდა მის-
ტერ ნაიტლის თბილი სიტყვები და ლოყებშეფაკლულმა თქვა: – მისის
ელტონის ყურადღება მის ფეარფაქსს უფრო უნდა სძულდეს, ვიდრე სი-
ამოვნებდეს. მისის ელტონის მიპატიჟებებმა, წესით, უფრო განზე უნდა
გაგწიოს, ვიდრე მიგიზიდოს.
– არ გამიკვირდება, – თქვა მისის უესტონმა, – მის ფეარფაქსი საკუ-
თარ სურვილზე მეტად, დეიდამისს უწევდეს ანგარიშს. ეს უკანასკნელი
ალბათ წააქეზებს, მისის ელტონის ზრდილობას ზრდილობითვე უპასუ-
ხოს. დიდი შანსია, საბრალო მის ბეიტსი დისშვილს იმაზე უფრო ახლო
ურთიერთობისკენ უბიძგებდეს, ვიდრე მის ფეარფაქსს საკუთარი საღი
აზრი კარნახობს...
ქალბატონები რამდენიმე წუთს მოუთმენლად ელოდნენ მისტერ ნა-
იტლის რეაქციას.
– კიდევ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, – ჯენტლმენმა, ბოლოს
და ბოლოს დაარღვია სიჩუმე, – მისის ელტონი მას ისე არ ელაპარაკება,
როგორც მასზე ლაპარაკობს. ყველას მოგვეხსენება სხვაობა მესამე და
მეორე პირის ნაცვალსახელებს შორის – „ის“ და „შენ“. პირადი ურთი-
ერთობისას ყველანი ვგრძნობთ რაღაც ისეთის გავლენას, რაც ჩვეულებ-
რივი ეტიკეტის მიღმაა და რაც გაცილებით ადრე ყალიბდება. ადამიანს
გადაკრულადაც კი ვერ ვეტყვით რაიმე უსიამოვნოს, რაც მანამდე, მთე-
ლი ერთი საათის განმავლობაში მის ზურგს უკან შეიძლება გვეფიქრა
ან გველაპარაკა. ამ ორ სიტუაციაში სხვადასხვანაირად ვგრძნობთ
თავს. ამ დაუწერელი კანონის გარდა, ალბათ თავადაც მშვენივრად
ხვდებით, რომ რადგან ინტელექტუალურ უპირატესობას ფლობს, მის
ფეარფაქსს მანერებიც გაცილებით უკეთესი აქვს, ამიტომ მისის ელ-
ტონში რიდს იწვევს. აქედან გამომდინარე, მასთან პირისპირ დარჩენი-
ლი მისის ელტონი მას ზუსტად იმგვარი პატივისცემით ეპყრობა, რო-
გორსაც ის იმსახურებს. ჯეინ ფეარფაქსისთანა ქალს მისის ელტონი
ალბათ აქამდე არასდროს გადაყრია და რაოდენ პატივმოყვარეც უნდა
314
იყოს, შეუძლებელია, არ აღიაროს თავისი უმნიშვნელობა მასთან შედა-
რებით – გააზრებულად თუ არა, გაუცნობიერებლად მაინც.
– ვიცი, რა მაღალი აზრისაც ხართ ჯეინ ფეარფაქსზე, – თქვა ემამ,
რომელიც პატარა ჰენრიზე ფიქრობდა და შფოთისა და დელიკატურო-
ბის მონაცვლეობამ ვერ გადააწყვეტინა, სხვა რა შეიძლებოდა, ეთქვა.
– დიახ, – მიუგო მისტერ ნაიტლიმ, – ალბათ ყველამ იცის, რა მაღა-
ლი აზრისაც ვარ მასზე.
– და მაინც... – სწრაფად დაიწყო ემამ, მაგრამ მალევე გაჩუმდა. მერე
იფიქრა, სჯობს, ყველაზე ცუდი ახლავე გავიგოო, და სხაპასხუპით
თქვა: – და მაინც, თავად, შესაძლოა, ვერც კი ხვდებით, რამდენად მა-
ღალია ეს აზრი. თქვენი აღტაცების მასშტაბებმა, ერთ დღესაც, შესაძ-
ლოა, თავადვე განგაცვიფროთ.
მისტერ ნაიტლი, ამ დროს, თავის სქელი ტყავის გამაშებზე ქვედა
ღილების შეკვრას ცდილობდა და ან ამ ძალისხმევის გამო თუ სხვა რა-
იმე ძალის გავლენით, უცებ საგრძნობლად გაწითლდა.
– ოჰ! რას მეუბნებით?! – გახლდათ მისი პასუხი, – სამარცხვინოდ
დაგაგვიანდათ. მისტერ ქოულმა ამაზე ექვსი კვირის წინ გადამიკრა
სიტყვა.
ემამ ფეხზე მისის უესტონის ფეხი იგრძნო. პრინციპში, არც იცოდა,
როგორ მიეღო მისი სიტყვები. ერთი წუთის შემდეგ სიჩუმე ისევ მისტერ
ნაიტლიმ დაარღვია: – და მაინც, ეს ვერასდროს მოხდება. მერწმუნეთ.
მის ფეარფაქსისთვის ხელი რომც მეთხოვა, უარს მივიღებდი... თუმცა,
ღრმად ვარ დარწმუნებული, არც არასდროს ვთხოვ.
ახლა ემამ დააჭირა თავის მეგობარს მეტად მრავალმნიშვნელოვნად
ფეხი და, მისტერ ნაიტლის პასუხით დიდად კმაყოფილმა, მხიარულად
წამოიძახა: – არა ხართ პატივმოყვარე, მისტერ ნაიტლი. ვაფასებ ამას
თქვენში!
ჩაფიქრებულ მისტერ ნაიტლის ემას სიტყვები თითქმის არც გაუგო-
ნია. ცოტა ხანში კი იკითხა: – ანუ გადაწყვიტეთ, რომ ჯეინ ფეარფაქსი
უნდა შევირთო ცოლად?

315
– არა, ნამდვილად არა. მაჭანკლობის გამო საკმარისად დამტუქსეთ
და, ცხადია, თავს ნებას არ მივცემდი, თქვენთან დაკავშირებით დამე-
გეგმა რამე. რაც ახლა ვთქვი, არაფერს ნიშნავს. მოგეხსენებათ, ასეთ
რამეებს უბრალოდ ამბობენ... ღმერთო, არა! პატიოსან სიტყვას გაძ-
ლევთ, სრულებით არ მინდა, ჯეინ ფეარფაქსი ან კიდევ ჯეინ-ვინმე-
სხვა შეირთოთ ცოლად. ცოლი რომ გყავდეთ, ჩვენთან ასე ხშირად და
არხეინად ვეღარ იმასლაათებდით.
მისტერ ნაიტლი კვლავ ჩაფიქრდა. შემდეგ კი თქვა: – არა, ემა, არა
მგონია, ჩემი აღტაცების მასშტაბებმა ოდესმე განმაცვიფროს. ამ კუთ-
ხით მასზე არასდროს მიფიქრია. გარწმუნებთ! – მცირე პაუზის შემდეგ
კი დაამატა: – ჯეინ ფეარფაქსი ძალიან მომხიბლავი ახალგაზრდა ქა-
ლია... თუმცა, თვით ჯეინ ფეარფაქსიც კი არ არის სრულყოფილი.
გულღიაობა აკლია, რასაც კაცი ნამდვილად ისურვებდა ცოლში.
ამ სიტყვების გაგონებაზე, ემამ ლამის ვერ დამალა სიხარული. ჯეინ
ფეარფაქსსაც ჰქონდა ნაკლი!
– ჰმმ... და ალბათ მისტერ ქოული მაშინვე გააჩუმეთ...
– დიახ. თუმცა, მან უბრალოდ, სიტყვა გადამიკრა. ვუთხარი, რომ
ცდებოდა. მან კი ბოდიში მომიხადა და აღარაფერი უთქვამს. ქოულს
ნამდვილად არ აქვს პრეტენზია, თავის მეზობლებზე უფრო ჭკვიანი ან
მახვილგონიერი იყოს.
– როგორ არ ჰგავს ეს ჩვენს ძვირფას მისის ელტონს! მას ხომ მთელ
სამყაროზე უფრო ჭკვიანი და მახვილგონიერი ჰგონია თავი! ძალიან მა-
ინტერესებს, ქოულებზე რა აზრისაა ან როგორ მოიხსენიებს მათ! თქვენ
თუ „ნაიტლის“ გეძახით, მისტერ ქოულს რაღა უნდა დაუძახოს?! მაშ,
აბა, არ უნდა მიკვირდეს, ჯეინ ფეარფაქსი ზრდილობიანად რომ პასუ-
ხობს და არც მასთან სტუმრობას თაკილობს? მისის უესტონ, თქვენი
არგუმენტი ჩემთვის ყველაზე უფრო მისაღებია. მზად ვარ, ის უფრო
დავიჯერო, რომ მის ბეიტსისგან თავის დაღწევის ცდუნებასთან გვაქვს
საქმე და არა მისის ელტონზე მის ფეარფაქსის ინტელექტუალურ ზე-
გავლენასთან. ვერც იმას დავიჯერებ, რომ მისის ელტონი – ფიქრით,
სიტყვით თუ საქმით – საკუთარ არასრულფასოვნებას აღიარებს ან
316
თავშეკავებას გამოიჩენს ნებისმიერ რამეში, რაც კარგი აღზრდის შესა-
ხებ მის მდაბიო წარმოდგენაში არ ჯდება. ვერ წარმოვიდგენ, რომ სტუ-
მარს არ აყენებს შეურაცხყოფას გაუთავებელი ქება-დიდებითა თუ
დახმარების შეთავაზებით; რომ განუწყვეტლივ არ ლაქლაქებს თავის
გრანდიოზულ განზრახვებზე მისთვის სამუდამო საცხოვრებლის უზ-
რუნველყოფისა და ბარუშ-ლანდოთი არაჩვეულებრივი სეირნობების
თაობაზე.
– ჯეინ ფეარფაქსი ემოციურია, – დასძინა მისტერ ნაიტლიმ, – ამაში
არ ვადანაშაულებ. ეჭვი მაქვს, გამორჩეულადაც გონიერია, ძლიერი ხა-
სიათიც აქვს და შესანიშნავი თვისებებიც: სულგრძელობა, მოთმინება,
თვითკონტროლი. მაგრამ ჩაკეტილია და, მგონი, კიდევ უფრო ჩაკეტი-
ლი, ვიდრე უწინ იყო... მე კი ადამიანში გულღია ბუნება მიყვარს. არა...
სანამ ქოულმა არ გადამიკრა სიტყვა ჩემს ვითომგრძნობებზე, თავში
აზრადაც არ მომსვლია. ჯეინ ფეარფაქსს ყოველთვის აღტაცებითა და
სიამოვნებით ვხვდებოდი და ვესაუბრებოდი, მაგრამ გრძნობა არას-
დროს გამჩენია.
– აბა, მისის უესტონ, – გამარჯვებული ტონით შესძახა ემამ, როცა
მისტერ ნაიტლიმ ქალბატონები დატოვა, – ახლა რას იტყვით? მოიყ-
ვანს მისტერ ნაიტლი ჯეინ ფეარფაქსს ცოლად?
– ემა, ჩემო საყვარელო, მე იმას ვიტყვი, რომ მისტერ ნაიტლი ახლა
იმდენად შეპყრობილია აზრით, არა ვარ მასზე შეყვარებულიო, რომ არ
გამიკვირდება, ბოლოს მართლა რომ შეუყვარდეს. არ მცემოთ ოღონდ.

317
თავი 16

ჰაიბერისა და მის შემოგარენში, ყველა, ვინც ერთხელ მაინც იყო


მისტერ ელტონთან ნამყოფი, მისი ქორწინების შემდეგ, მეტად მოწადი-
ნებული შეიქნა, მისთვის სათანადო პატივი მიეგო. მისთვის და მისი
ქალბატონისთვის წვეულებებს ისეთი სიხშირით აწყობდნენ, რომ მალე
მისის ელტონს ერთობ სასიამოვნო წინათგრძნობა გაუჩნდა, თავისუფა-
ლი დღე არასდროს გაგვითენდებაო.
– გასაგებია, გასაგები, – დარწმუნებით ამბობდა ის, – ვხედავ, როგო-
რი ცხოვრებაც მელის. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მალე სრულიად
თავაშვებულები გავხდებით. აშკარად ძალიან მოდურები ვართ. თუ
ასეთია სოფლის ცხოვრება, მაშინ ნამდვილად არაფრის არ უნდა შემე-
შინდეს. დამდეგი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ერთი თავისუფალი
დღეც კი არ გვაქვს! აქ ჩემზე მწირი შინაგანი რესურსების ქალიც კი ვერ
მოიწყენდა!
უარს არცერთ მიპატიჟებაზე არ ამბობდა. ბათის ჩვეულებათა წყა-
ლობით, საღამოს შეკრებები მისთვის სრულიად ბუნებრივი იყო, მეიპლ-
გროუვის დამსახურებით კი, სადილებისადმი მეტად მგრძნობიარე და-
მოკიდებულება ჰქონდა. მხოლოდ ერთი მისაღები ოთახი არ ჰყოფნიდა,
მეტიც – თავიდან ამან თავზარიც კი დასცა; არც არაფრით გამორჩეუ-
ლი სადღესასწაულო ნამცხვრებით იყო კმაყოფილი და არც ის მოსწონ-
და, ჰაიბერის ბანქოს წვეულებებზე ნაყინით რომ არ უმპასპინძლდე-
ბოდნენ. მოდური ცხოვრების წესის შესახებ ბევრი არაფერი გაეგებო-
დათ არც მისის ბეიტსს, არც მისის პერის, არც მისის გოდარდს და არც
დანარჩენებს, მაგრამ მისის ელტონს გადაწყვეტილი ჰქონდა, მათთვის
ყველაფერი ესწავლებინა. ადგილობრივი ქალბატონების ყურადღების
პასუხად, ის გაზაფხულზე გეგმავდა წვეულებას – თანაც ძალიან მაღა-
ლი კლასისას, სადაც, სტილის სრული დაცვით, ბანქოს ყოველ მაგიდა-
ზე სათითაოდ დადგამდა სანთლებს, ბანქოს ახალთახალ დასტებსაც
დააწყობდა და მსახურებსაც დაიმატებდა, რათა კერძები თუ სასმელი
სათანადო დროს, სათანადო თანმიმდევრობით ჩამოეტარებინათ.
318
ელტონებისთვის სადილის გამართვას ემაც გეგმავდა. სხვებს არ უნ-
და ჩამორჩენოდა, თორემ იეჭვებდნენ, ისე დაეცა, უკვე ჯავრს იყრისო.
მოკლედ, ელტონები ჰარტფილდში უნდა მიეწვია. ამ საკითხზე ათწუ-
თიანი თათბირის შემდეგ, მისტერ ვუდჰაუზმაც სრული მზადყოფნა გა-
მოთქვა, დრო მხოლოდ პირობების შეთანხმებამ წაიღო – დაიჟინა,
სუფრის თავში არ დავჯდებიო, რასაც ასევე ჩვეული განხილვა მოჰყვა,
თუ ვინ დაჯდებოდა მის კუთვნილ ადგილას.
გარკვეულ დაფიქრებას სტუმრების შერჩევაც ითხოვდა. ელტონების
გარდა, უესტონები და მისტერ ნაიტლი აუცილებლად უნდა მიეწვიათ.
სუფრის მერვე წევრად გარდაუვალი იყო პატარა საბრალო ჰარიეტის
მოწვევაც, თუმცა, ემამ მას მოვალეობის მოხდის მიზნით გაუგზავნა მო-
საწვევი. ჰოდა, არაერთი მიზეზის გამო, ძალიანაც ესიამოვნა, როცა პა-
სუხად ჰარიეტის ხვეწნა-მუდარა მიიღო, დამრთეთ ნება, უარი გითხრა-
თო. „თუ გამოუვიდოდა, ერჩივნა, მისტერ ელტონის საზოგადოებაში არ
ყოფილიყო. ბოლომდე ჯერ მაინც არ შეეძლო, უდრტვინველად ეცქირა
მისთვის და მისი მომხიბლავი ცოლისთვის. მის ვუდჰაუზს ძალიან თუ
არ ეწყინებოდა, შინ დარჩებოდა“. ზუსტად ასეთ პასუხს ნატრობდა ემა,
თუმცკი არ ელოდა. აღაფრთოვანა პატარა მეგობრის ვაჟკაცობამ –
სწორედ ვაჟკაცობა იყო ის, რამაც ჰარიეტს ხალხში ყოფნაზე უარი ათ-
ქმევინა და სახლში დარჩენის ძალა მისცა. გარდა ამისა, ახლა ემას შე-
ეძლო, სწორედ ის ადამიანი დაეპატიჟებინა ჰარტფილდში, ვისი სტუმ-
რობაც ნამდვილად სურდა – ჯეინ ფეარფაქსი. მისის უესტონთან და
მისტერ ნაიტლისთან ბოლო საუბრის შემდეგ, ჯეინ ფეარფაქსის გამო
სინდისი ქენჯნიდა; ვერ ივიწყებდა მისტერ ნაიტლის სიტყვებს, რომ ჯე-
ინ ფეარფაქსი მისის ელტონისგან იმგვარ ყურადღებას იღებდა, რასაც
სხვისგან მოკლებული იყო.
„მართალია, აბსოლუტურად მართალი, – ამბობდა ემა, – ყოველ
შემთხვევაში, იმდენად, რამდენადაც მე მეხება... ამ სიტყვების ადრესა-
ტი კი სწორედ მე ვიყავი... სირცხვილია... ტოლები ვართ... ბავშვობიდან
ვიცნობ... უფრო ახლო ურთიერთობა უნდა მქონოდა... ახლა უკვე აღა-

319
რასდროს მოვეწონები. ამდენი ხანია, არაფრად ვაგდებ. მაგრამ დღე-
იდან გაცილებით დიდ ყურადღებას გამოვიჩენ, ვიდრე ოდესმე“.
მოწვევას ყველა გამოეხმაურა. ყველას ეცალა და ყველას ძალიან გა-
უხარდა. თუმცა, სადილის სამზადისში ერთობ უიღბლო გარემოებამ
იჩინა თავი. გაზაფხულზე, რამდენიმე კვირით, ემას ორი უფროსი დის-
შვილი უნდა სწვეოდა. ჰოდა, მისტერ ჯონ ნაიტლიმ ნათესავებს შეატ-
ყობინა, ბიჭებს ბარემ ახლა ჩამოვიყვან და ერთ სრულ დღეს თავადაც
დავრჩები ჰარტფილდშიო. ეს „ერთი სრული დღე“ კი სწორედ სადილის
დღეს ემთხვეოდა, არადა, მისტერ ჯონ ნაიტლის გადატვირთული გრა-
ფიკი არ აძლევდა საშუალებას, გეგმები შეეცვალა. ამ გარემოებამ დი-
დად არც მისტერ ვუდჰაუზი გაახარა და არც – მისი ქალიშვილი. სა-
დილზე შეკრებილი რვა ადამიანი მისტერ ვუდჰაუზისთვის სტუმართა
ასატანი რაოდენობის მაქსიმუმი იყო, ახლა კი უცებ სტუმრებს მეცხრე
კაცი უნდა შეჰმატებოდათ, რომელიც, ემას ღრმა რწმენით, აუცილებ-
ლად უგუნებოდ შეიქნებოდა, რაკი შეიტყობდა, რომ ჰარტფილდში გა-
სატარებელორმოცდარვა საათში, მაინცდამაინც წვეულებას უნდა და-
ვესწროო.
მამის ნუგეში ემას საკუთარზე უკეთ გამოუვიდა. დაარწმუნა, მართა-
ლია, მისტერ ჯონ ნაიტლი მეცხრე სტუმარი იქნება, სამაგიეროდ, ძა-
ლიან ცოტას ილაპარაკებს და, ამდენად, ხმაურში მნიშვნელოვან
წვლილს ვერ შეიტანსო. მაგრამ ეს ახალი ამბავი თავად სრულებით არ
ეპრიანებოდა – სასადილო მაგიდასთან, მის წინ, მისტერ ნაიტლის ნაც-
ვლად, მისი ცხვირჩამოშვებული და უხალისო ძმა უნდა მჯდარიყო.
ბედმა მისტერ ვუდჰაუზს უფრო გაუღიმა, ვიდრე ემას. ჯონ ნაიტლი
ჩამოვიდა, მაგრამ მისტერ უესტონს მოულოდნელად ქალაქში გამგზავ-
რება მოუხდა, რის გამოც სადილს ვეღარ დაესწრებოდა. მისტერ ვუდ-
ჰაუზი დაწყნარდა, საბოლოოდ კი, მამის, პატარა ბიჭებისა და ბედთან
შეგუებული სიძის შემხედვარეს, ემასაც გამოუკეთდა განწყობა.
დადგა წვეულების დღე. სტუმრები პუნქტუალურად შეიკრიბნენ.
მისტერ ჯონ ნაიტლი უჩვეულოდ თავაზიანად იქცეოდა – ნაცვლად
იმისა, სადილის მოლოდინში, ძმა ფანჯარასთან გაეტყუებინა, ოთახში
320
იყო და მის ფეარფაქსს ესაუბრებოდა, შიგადაშიგ კი მისის ელტონს
(რომლის ელეგანტურობა – თუ შეიძლება, ამას ელეგანტურობა ეწო-
დოს – მხოლოდ მარგალიტებითა და მაქმანებით შემოიფარგლებოდა)
ათვალიერებდა; აკვირდებოდა იმდენად, რამდენადაც ეს იზაბელას ინ-
ფორმირებისთვის იყო საჭირო. მის ფეარფაქსს კი, ძველსა და თავაზიან
ნაცნობს, გულისხმიერად ემუსაიფებოდა. მის ფეარფაქსს იმ დღეს უკვე
შეხვედროდა, საუზმემდე, როცა ცა საწვიმრად ემზადებოდა, ის კი თა-
ვის პატარა ბიჭებთან ერთად სეირნობიდან ბრუნდებოდა. ჰოდა, ახლა
ბუნებრივი იყო, ამ თემაზე გარკვეული თავაზიანი ინტერესი გამოეჩინა:
– იმედი მაქვს, ამ დილას ძალიან შორსაც არ გარისკეთ წასვლა და მა-
შინვე შინ გაბრუნდით, მის ფეარფაქს, თორემ დარწმუნებული ვარ,
დასველდებოდით. ჩვენც ძლივს შემოვასწარით.
– მხოლოდ ფოსტამდე მივედი, – უპასუხა ჯეინ ფეარფაქსმა, – და
ძალიანაც არ წვიმდა, შინ რომ დავბრუნდი. ეს ჩემი ყოველდღიური მო-
ვალეობაა. სანამ აქ ვარ, წერილები ყოველთვის მე გამომაქვს. ეს დამა-
ტებით პრობლემებსაც გვარიდებს და სახლიდან გასვლის საშუალება-
საც მაძლევს. დილის სეირნობა ჩემზე კარგად მოქმედებს.
– არა მგონია, წვიმაში სეირნობაც კარგად მოქმედებდეს.
– ჰო, მაგრამ, თითქმის არ წვიმდა, მე რომ გამოვედი.
– გამოდის, რომ შინ დარჩენას წვიმაში სეირნობა არჩიეთ, – ღიმი-
ლით მიუგო მისტერ ჯონ ნაიტლიმ, – რადგან როცა თქვენთან შეხვედ-
რის სიამოვნება მხვდა წილად, ექვსი იარდითაც კი არ იყავით სახლის
კარს მოშორებული, არადა, ჰენრისა და ჯონს წვიმის წვეთები უკვე კარ-
გა ხნის წინ შეენიშნათ. ჩვენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ფოსტას მი-
ზიდულობის დიდი ძალა აქვს, თუმცა ჩემი ხნის როცა გახდებით, მიხ-
ვდებით, რომ არანაირი წერილი არ ღირს წვიმაში დასველებად.
ამ სიტყვებზე ჯეინ ფეარფაქსი ოდნავ წამოწითლდა და მიუგო: –
იმის იმედი ვერ მექნება, რომ ოდესმე თქვენსავით უძვირფასეს ადამია-
ნებს შორის ვიცხოვრებ. შესაბამისად, ვერც იმის მოლოდინი მექნება,
რომ ასაკის მატებასთან ერთად, წერილებისადმი გულგრილი გავხდები.

321
– გულგრილი?! არა, რას ამბობთ! გულგრილობა არ მიგულისხმია!
წერილებისადმი გულგრილი ვერ იქნები. წერილები, ზოგადად, ნამდვი-
ლი წყევლაა.
– თქვენ ალბათ საქმიან წერილებს გულისხმობთ. მე კი მხოლოდ მე-
გობრულ წერილებს ვიღებ.
– ხშირად მიფიქრია, რომ ამ ორიდან ეგ უკანასკნელი უარესია, –
მშრალად დასძინა მისტერ ჯონ ნაიტლიმ, – საქმეს ფული მაინც მო-
აქვს, აი, მეგობრობა კი რაში გარგიათ.
– ოჰ! ალბათ ხუმრობთ! მისტერ ჯონ ნაიტლის კარგად ვიცნობ – მე-
გობრობას სხვებზე მეტად თუ არა, სხვებივით ნამდვილად აფასებს. ად-
ვილი დასაჯერებელია, რომ წერილები მართლაც ბევრს არაფერს ნიშ-
ნავს თქვენთვის, ყოველ შემთხვევაში – ჩემთან შედარებით, მაგრამ არა
იმიტომ, რომ ჩემზე ათი წლით უფროსი ხართ. განსხვავება არა ასაკში,
არამედ ცხოვრებისეულ მდგომარეობაშია. უძვირფასესი ადამიანები
მუდამ ახლო გყავთ, მე კი, სავარაუდოდ, აღარასდროს მეყოლებიან
გვერდით. ამდენად, მანამ, სანამ სიყვარული არ გამიქარწყლდება, ფოს-
ტა ყოველთვის მიმიზიდავს და იმაზე ცუდ ამინდშიც, ვიდრე დღეს იყო.
– როცა გითხარით, დრო და წლების მსვლელობა შეგცვლით-მეთქი, –
მიუგო ჯონ ნაიტლიმ, – ცხოვრებისეული მდგომარეობის ცვლილება ვი-
გულისხმე, რაც სწორედ დროს მოაქვს ხოლმე. დრო, როგორც წესი,
ასუსტებს შორს მყოფ ადამიანებზე მიჯაჭვულობას... მის ფეარფაქს,
როგორც ძველ მეგობარს, ნება მომეცით, იმედი ვიქონიო, რომ ათი
წლის შემდეგ თქვენს ცხოვრებაშიც ისევე მრავლად იქნებიან სიყვარუ-
ლის ობიექტები, როგორც ჩემს ცხოვრებაში არიან.
ეს კეთილი სიტყვები იყო და წყენინებას არამც და არამც არ ისახავ-
და მიზნად. ასე რომ, სიცილით ნათქვამი თავაზიანი მადლობა საკმარი-
სი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შეფაკლულმა ლოყებმა, აკანკალებულმა
ტუჩებმა და თვალში ჩამდგარმა ცრემლმა დაადასტურა, რომ ადრე-
სატს სიტყვები გულზე მოხვდა და სასაცილოდ სრულებით არ ჰქონდა
საქმე. თუმცა, ამ დროს მის ფეარფაქსის ყურადღება მისტერ ვუდჰაუზ-
მა მოითხოვა. ეს უკანასკნელი, თავისი წეს-ჩვეულებების თანახმად,
322
სტუმრებთან რიგრიგობით მიდიოდა, ქალბატონებს კი განსაკუთრებულ
ქათინაურებს უძღვნიდა. ჰოდა, ახლა მის ფეარფაქსის ჯერი მოსული-
ყო.
– ძალიან ვწუხვარ, მის ფეარფაქს, – ალერსიანად დაიწყო მისტერ
ვუდჰაუზმა, – რომ ამ დილას, წვიმაში მოყევით. ახალგაზრდა ქალბა-
ტონები თავს განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდნენ, რადგან ნაზი
ყვავილებივით არიან. მათ ჯანმრთელობასა და ფერს მოფრთხილება
სჭირდება. დროულად გამოიცვალეთ წინდები, ჩემო საყვარელო?
– დიახ, სერ, რასაკვირველია. დიდი მადლობა, ასე რომ ზრუნავთ
ჩემზე.
– მის ფეარფაქს, ჩემო საყვარელო, ახალგაზრდა ქალბატონებზე
ზრუნვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია... იმედი მაქვს, თქვენი კეთი-
ლი ბებია და დეიდა თავს კარგად გრძნობენ. მოგეხსენებათ, ჩემი ძველი
მეგობრები არიან. ნეტავ, ჯანმრთელობა მაძლევდეს საშუალებას და
უკეთესი მეზობელი ვიყო. მერწმუნეთ, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია
თქვენი სტუმრობა. ჩემი ქალიშვილიცა და მეც ძალიან ვაფასებთ
თქვენს კეთილშობილებას და უზომოდ გვიხარია, ჰარტფილდში რომ
გხედავთ.
მის ფეარფაქსი ბოლო იყო სტუმარ ქალბატონებს შორის, რომელთა
წინაშეც გულკეთილმა, თავაზიანმა მოხუცმა ვალი პირნათლად მოიხა-
და და თავი მეტად სასურველ სტუმრად აგრძნობინა, მაშ, უკვე შეეძ-
ლო, მშვიდად დამჯდარიყო მისთვის განკუთვნილ ადგილას.
ამასობაში წვიმაში სიარულის ამბავს მისის ელტონის ყურამდეც მი-
ეღწია და ახლა მისი ჯერი იდგა, ჯეინს თავისი საყვედურებით დასხმო-
და თავს: – ჯეინ, ჩემო ძვირფასო, ეს რა გაიგო ჩემმა ყურებმა?! წვიმაში
ფოსტაში იყავით?! ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს! და მერწმუნეთ,
აღარც განმეორდება. საბრალო გოგო, ეს როგორ გააკეთეთ? აი, რას
ნიშნავს, თქვენ გვერდით რომ არ ვიყავი! ხომ მოგივლიდით სათანა-
დოდ!
ჯეინმა შესაშური მოთმინებით დაარწმუნა მისის ელტონი, რომ ოდ-
ნავადაც არ გაციებულა.
323
– ოჰ, სისულელეებს ნუ მეუბნებით! საბრალო გოგო! არ იცით, თავს
როგორ გაუფრთხილდეთ. ფოსტაში! ღმერთო! მისის უესტონ, ასეთი რა-
მე გაგიგიათ? მე და თქვენ ავტორიტეტულობა უნდა გამოვიჩინოთ.
– ავტორიტეტულობა არ ვიცი, მაგრამ რჩევის მიცემის ცდუნება ნამ-
დვილად მაქვს, – დამაჯერებელი ტონით უპასუხა მისის უესტონმა, –
მის ფეარფაქს, ასეთ რისკზე არ უნდა წახვიდეთ, მით უფრო, რომ ასე
იოლად ცივდებით. უდავოდ მეტად უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე,
განსაკუთრებით კი წელიწადის ამ დროს. ჩემი აზრით, გაზაფხულობით
მეტი სიფრთხილეა საჭირო. სჯობს, თქვენი წერილებისთვის ერთი-ორი
საათი ან თუნდაც ნახევარი დღე მოიცადოთ, ვიდრე გარისკოთ და
კვლავ შეიბრუნოთ ხველა. ისეთი გონიერი ადამიანი ხართ, დარწმუნე-
ბული ვარ, ყველაფერს ჩემზე უკეთ ხვდებით, და ვფიქრობ, ამიერიდან
აღარასოდეს მოიქცევით დაუდევრად.
– ღმერთო, ასე აღარ უნდა მოიქცეს! – ენთუზიაზმით ჩაერთო მისის
ელტონი, – ჩვენ არ მივცემთ ამის უფლებას! – და ამ სიტყვებს მრავალ-
მნიშვნელოვანი თავის კანტური მოჰყვა: – რაღაც უნდა მოვიფიქროთ,
აუცილებლად უნდა მოვიფიქროთ. მისტერ ე.-ს დაველაპარაკები. კაცი,
რომელსაც ჩვენთვის დილაობით წერილები მოაქვს... დამავიწყდა სახე-
ლი... მოკლედ, ჩვენი მსახურია... თქვენს წერილებსაც წამოიღებს და
პირდაპირ შინ მოგიტანთ ხოლმე. ეს ყოველგვარ სირთულეს მოხსნის,
ხოლო ჩვენგან, ჩემო ძვირფასო ჯეინ, ასეთი რამე უყოყმანოდ უნდა მი-
იღოთ.
– უაღრესად კეთილი ხართ, – მიუგო ჯეინმა, – მაგრამ ჩემს დილის
სეირნობებს ვერ შეველევი. მირჩიეს, დიდი დრო გავატარო გარეთ, ბევ-
რი ვისეირნო, ფოსტა კი ერთ-ერთი ასეთი დანიშნულების ადგილია. პა-
ტიოსან სიტყვას გაძლევთ, აქამდე ავდრიანი დილა, პრაქტიკულად,
არც შემხვედრია.
– ჯეინ, ჩემო ძვირფასო, მორჩით ამაზე ლაპარაკს. ყველაფერი გა-
დაწყვეტილია, ყოველ შემთხვევაში, – და მისის ელტონმა ხელოვნურად
გაიცინა, – იმდენად, რამდენადაც საერთოდ რამის გადაწყვეტა შემიძ-
ლია ჩემი ბატონისა და მბრძანებლის ხელდასხმის გარეშე. მისის უეს-
324
ტონ, მოგეხსენებათ, მე და თქვენ სიფრთხილე გვმართებს, ზედმეტი
არაფერი წამოგვცდეს. თუმცა, ჯეინ, ჩემო ძვირფასო, გულს იმით ვიკე-
თებ, რომ ზოგ-ზოგიერთებზე გავლენის მოხდენის უნარი ჯერაც შემ-
წევს. ამდენად, რაიმე უძლეველ წინააღმდეგობას თუ არ წავაწყდი,
ჩათვალეთ, რომ საკითხი მოგვარებულია.
– მაპატიეთ, – სერიოზული ტონით მიუგო ჯეინმა, – მაგრამ ნამდვი-
ლად არ შემიძლია, მსგავს წინადადებას დავთანხმდე. ეს თქვენი მსახუ-
რისთვის მხოლოდ ფუჭი საზრუნავი იქნება. ფოსტაში წასვლა რომ არ
მსიამოვნებდეს, ამ საქმეს ბებია მოაგვარებდა, როგორც იქცევა კიდეც,
როცა მე აქ არ ვარ.
– ჰო, მაგრამ, ჩემო ძვირფასო, პათის ისედაც ბევრი საქმე აქვს! თა-
ნაც ამაზე კეთილშობილურს რას გააკეთებენ ჩვენი მსახურები?!
ჯეინს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ აშკარად არ აპირებდა
დანებებას, თუმცა პასუხის ნაცვლად, კვლავ მისტერ ჯონ ნაიტლისთან
გააგრძელა საუბარი: – რა არაჩვეულებრივი დაწესებულებაა ფოსტა!
როგორი სწრაფი და მოწესრიგებული! რამდენ წვრილმანს მოიცავს და
მაინც როგორ კარგად კეთდება საქმე! რომ დაფიქრდე, შეიძლება, გაოგ-
ნდე კიდეც!
– ნამდვილად კარგად გამართული სისტემაა.
– დაუდევრობას თუ გაუგებრობას ძალიან იშვიათად აქვს ადგილი!
მთელ სამეფოში რეგულარულად ათასობით წერილი მოძრაობს და ძა-
ლიან იშვიათია, ადრესატამდე რომელიმე შეცდომით მივიდეს. მგონი,
მილიონში ერთიც კი არ იკარგება! ხოლო თუ ხელწერის თავისებურე-
ბებსაც გავითვალისწინებთ, კიდევ უფრო გასაოცარი ხდება ეს ყველა-
ფერი.
– ფოსტის თანამშრომლები გამოცდილების შედეგად ხდებიან ექ-
სპერტები. კარგი თვალი და მოქნილი ხელია საჭირო ამ სფეროში მუ-
შაობისთვის და ხანგრძლივი დრო ამ უნარების გასავარჯიშებლად თუ
დასახვეწად; – ღიმილით გააგრძელა ჯონ ნაიტლიმ, – გაითვალისწინეთ,
რომ მათ ამაში უხდიან. სწორედ ესაა მათი მაღალი კომპეტენციის გა-
საღები. ხალხი იხდის და, სანაცვლოდ, კარგ მომსახურებას ითხოვს.
325
ამას კალიგრაფიის მრავალფეროვნებაზე მოჰყვა საუბარი და ჩვე-
ული კომენტარები.
– ზოგი ამტკიცებს, – აღნიშნა ჯონ ნაიტლიმ, – რომ ერთსა და იმავე
ოჯახში აღზრდილ ადამიანებს მსგავსი კალიგრაფია აქვთ. ბუნებრივი-
ცაა, რადგან მათ ერთი მასწავლებელი ასწავლით. მაგრამ სამართლია-
ნობისთვის უნდა ითქვას, რომ მსგავსება უფრო ქალებს ეხება, რადგან
ბიჭებს მხოლოდ ადრეულ ასაკში ასწავლიან წერას, მერე კი, უკვე თავი-
ანთ ნებაზე მიშვებულნი, ისე წერენ, როგორც გამოსდით. იზაბელასა და
ემას ხელწერა, ჩემი აზრით, ისე ჰგავს ერთმანეთს, რომ ხანდახან გარჩე-
ვაც კი მიჭირს.
– მსგავსება მართლაც არის, – ყოყმანით დაეთანხმა ძმა, – ვხვდები,
რასაც გულისხმობ... თუმცა, ემას უფრო მტკიცე ხელწერა აქვს.
– იზაბელაცა და ემაც ულამაზესად წერენ, – ჩაერთო მისტერ ვუდჰა-
უზი, – და ყოველთვის ასე იყო... იმავეს თქმა შემიძლია საბრალო მისის
უესტონზეც... – ამ ფრაზას მისტერ ვუდჰაუზის მსუბუქი ოხვრა და მი-
სის უესტონის მისამართით მსუბუქი, ღიმილიანი მზერა მოჰყვა.
– ყველაზე კარგი კალიგრაფია, რაც კი ჯენტლმენში მინახავს... – და-
იწყო ემამ და მისის უესტონს გადახედა. ეს უკანასკნელი ამ დროს სხვას
უსმენდა და ემაც შეჩერდა. პაუზამ დაფიქრების საშუალება მისცა:
„აბა, ვნახოთ, ერთი, როგორ ვახსენებ! ნეტავ, შევძლებ, ამდენი ხალხის
წინაშე პირდაპირ სახელით მოვიხსენიო? იქნებ რაიმე შემოვლითი ფრა-
ზა გამოვიყენო? – თქვენი იორკშირელი მეგობარი... იორკშირიდან გა-
მოგზავნილი წერილების ავტორი... თუ მხნეობა არ მეყოფა, რაღაც
ასეთ ხერხს უნდა მივმართო... მაგრამ არა, მისი სახელის წარმოთქმა
ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე შემიძლია. აშკარად უკეთესობისკენ
მივდივარ... აბა, მხნეობას მოვუხმოთ!“ ამასობაში მისის უესტონი გან-
თავისუფლდა და ემამ კვლავ წამოიწყო: – მისტერ ფრენკ ჩერჩილს ჯენ-
ტლმენებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო კალიგრაფია აქვს.
– მე არ ვგიჟდები, – მაშინვე ჩაერთო მისტერ ნაიტლი, – ერთი ციდა
ასოებით წერს, სიმტკიცე აკლია. უფრო ქალის ხელწერას ჰგავს.

326
ამას არცერთი ქალბატონი არ დაეთანხმა და მისტერ ნაიტლის ცი-
ლისწამებაში დასდეს ბრალი: „სულაც არა, არავითარ შემთხვევაში...
შესაძლოა, დიდი ასოებით მართლაც არ წერს, მაგრამ ძალიან მკაფიო
და უდავოდ მტკიცე ხელწერა აქვს. თან ხომ არ აქვს მისის უესტონს მი-
სი წერილი, რომ აჩვენოს?“ აღმოჩნდა, რომ მისის უესტონს გერის ბო-
ლო წერილი შინ დაეტოვებინა.
– სხვა ოთახში რომ ვიყოთ, – თქვა ემამ, – ჩემს საწერ მაგიდასთან,
დარწმუნებული ვარ, ერთ ნიმუშს ვიპოვიდი. მაქვს მისი წერილი. არ
გახსოვთ, მისის უესტონ, ერთხელ თქვენი სახელით მოაწერინეთ?
– ეს, უბრალოდ, მან თქვა, მომაწერინაო, თორემ...
– მოკლედ, მაქვს ეს წერილი და შემიძლია, ნასადილევს გამოვიტანო,
რომ დავარწმუნოთ მისტერ ნაიტლი.
– ოჰ! როცა მისტერ ფრენკ ჩერჩილისნაირი გალანტური კაცი მის
ვუდჰაუზისნაირ მშვენიერ ქალბატონს სწერს, ცხადია, ცდას არ დააკ-
ლებს და თავის მაქსიმუმს გააკეთებს, – მშრალად უპასუხა მისტერ ნა-
იტლიმ.
ამასობაში სუფრა გაიშალა. მაგიდასთან ჯერ არც კი მიეხმოთ, რომ
მისის ელტონი უკვე ფეხზე იდგა, და სანამ მისტერ ვუდჰაუზი გამოაც-
ხადებდა, ნება მომეცით, სასადილო ოთახში შეგიძღვეთო, სიტყვითაც
გამოვიდა: – მე უნდა შევიდე პირველი? უკვე მრცხვენია კიდეც, მუდამ
პირველი რომ ვარ.
წერილებთან დაკავშირებით ჯეინის მღელვარება ემას, რასარკვირ-
ველია, არ გამოჰპარვია. გაიგონა და დაინახა ყველაფერი და ერთგვარ-
მა ცნობისმოყვარეობამაც შეიპყრო – ნეტავ, ამ წვიმიანი დილის სეირ-
ნობას რაიმე პრაქტიკული შედეგი თუ ჰქონდაო. ეჭვობდა, რომ ჰქონდა;
რატომ გავიდოდა წვიმაში, თუ არა ძალიან ძვირფასი ადამიანის წერი-
ლის ურყევი მოლოდინი და ამ მოლოდინის გამართლება?! ემას აზრით,
ჯეინი ჩვეულზე ბედნიერი ჩანდა – ფერიც საგრძნობლად უკეთესი
ჰქონდა და განწყობაც.
ცხადია, შეეძლო, ერთი-ორი კითხვა დაესვა, მაგალითად, ირლან-
დიური ფოსტის ავკარგიანობასა და ხარჯებზე – ენის წვერზეც კი ედგა
327
– მაგრამ თავი შეიკავა. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ისეთი არაფე-
რი წამოსცდენოდა, რითაც ჯეინ ფეარფაქსს გულს ატკენდა. ასე რომ, ეს
ორი ქალბატონი დანარჩენებს სასადილო ოთახში ხელკავით გაჰყვა,
როგორც საუკეთესო მეგობრები, რაც ორივეს სილამაზესა და მოხდენი-
ლობას კიდევ უფრო მეტ ეშხს ჰმატებდა.

328
თავი 17

როცა სადილის შემდეგ ქალბატონებმა კვლავ მისაღებ ოთახში გა-


დაინაცვლეს, ემამ აღმოაჩინა, რომ ერთიანობის შენარჩუნება შეუძლე-
ბელი იყო. საზოგადოება ორ ჯგუფად გაიყო. მისის ელტონს, თავისი შე-
უპოვარი სიბრიყვისა და ცუდი აღზრდის წყალობით, ჯეინ ფეარფაქსის
ყურადღება ერთიანად მიეტაცებინა, ემას კი არაფრად აგდებდა. ემა და
მისის უესტონი იძულებულნი იყვნენ, ან მხოლოდ ერთმანეთთან ელა-
პარაკათ, ან, უბრალოდ, ჩუმად ყოფილიყვნენ. მისის ელტონმა მათ სხვა
არჩევანი არ დაუტოვა. ამ უკანასკნელის დადუმებას მხოლოდ მცირე
ხნით თუ ახერხებდა ჯეინი. მისის ელტონი ხშირ-ხშირად მოაღებდა
ხოლმე პირს და, მართალია, ნახევრად ჩურჩულით ლაპარაკობდა, მა-
ინც ძალიან რთული იყო, არ გაგეგო მათი საუბრის ძირითადი თემები:
ფოსტა, გაციების რისკი, წერილების გამოტანა, მეგობრობა დეტალუ-
რად განიხილებოდა. მოგვიანებით კი მისის ელტონმა თანამოსაუბრეს
ნამდვილი დაკითხვა მოუწყო – რაიმე ხომ არ შეგიტყვიათ საკადრისი
ოჯახის შესახებ, სადაც სამუშაოდ წახვიდოდითო, შემდეგ კი დაჟინე-
ბით საკუთარი შუამდგომლობაც შესთავაზა.
– უკვე აპრილი მოგვადგა! – თქვა მან, – თქვენზე ვღელავ, ჯეინ. მა-
ლე ივნისიც კარზე მოგვიკაკუნებს.
– ჰო, მაგრამ არც ივნისზე და არც რომელიმე სხვა თვეზე არ გამიკე-
თებია სწორება... ზოგადად ზაფხული ვიგულისხმე.
– და ჯერ არაფერი შეგიტყვიათ, ხომ?
– არც კი გამიკითხავს, ჯერ არ მაქვს სურვილი.
– ოჰ, ჩემო საყვარელო! ასეთი საქმისთვის ადრე არასდროსაა. თქვენ
ვერ აცნობიერებთ, რა რთულია სასურველი ოჯახის პოვნა.
– ვერ ვაცნობიერებ?! – მიუგო ჯეინმა და თავი გააქნია, – მისის ელ-
ტონ, ძვირფასო, ჩემზე ბევრი ვის უფიქრია ამ საკითხზე?!
– ჰო, მაგრამ მაღალი საზოგადოების ნიუანსებში ჩემსავით არ ხართ
ჩახედული. არ იცით, საუკეთესო ოჯახებს რამდენი კანდიდატი ჰყავს.
მეიპლ-გროუვის შემოგარენში ამის მეტი რა მინახავს?! მისტერ საკლინ-
329
გის ბიძაშვილის, მისის ბრაგის, კართან მსურველთა რიგი არ წყდებოდა!
მის ოჯახში მოსახვედრად რას არ აკეთებდნენ! ეს კი იმიტომ, რომ მისის
ბრაგი საუკეთესო წრეში ტრიალებს, სამეცადინო ოთახებში ცვილის
სანთლები აქვს!69 ხვდებით ალბათ, რაოდენ სასურველია მასთან მუშა-
ობა! მთელი სამეფოს ოჯახებს შორის, მისის ბრაგის ოჯახი სწორედ ის
არის, სადაც ყველაზე მეტად გამიხარდებოდა თქვენი ხილვა!
– პოლკოვნიკი და მისის ქემპბელი შუა ზაფხულისთვის ქალაქში
დაბრუნდებიან, – მიუგო ჯეინმა, – რაღაც ხანი მათთან უნდა გავატა-
რო. დარწმუნებული ვარ, მოუნდებათ. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებ
საკუთარი მომავლის განკარგვას, ამჟამად კი ნამდვილად არ მინდა, ჩემ
გამო შეწუხდეთ.
– შევწუხდე! ჰო, ჰო, ვიცი, რომ გერიდებათ. გეშინიათ, რომ შევწუხ-
დები, მაგრამ ჯეინ, ჩემო ძვირფასო, მერწმუნეთ, ქემპბელები თქვენი
ბედით ჩემზე მეტად ვერ იქნებიან დაინტერესებულები. ერთი-ორ დღე-
ში მისის პარტრიჯს მივწერ და მკაცრად დავავალებ, ყურადღებით
იყოს, ვაითუ რაიმე რიგიანი გამოჩნდეს.
– გმადლობთ, მაგრამ მირჩევნია, ამ საკითხზე არ დაელაპარაკოთ.
სანამ დრო არ მოახლოვდება, არ მინდა, ვინმე ჩემ გამო შეწუხდეს.
– ჰო, მაგრამ, ჩემო პატარა, დრო უკვე მოახლოებულია. უკვე აპრი-
ლია, რაღა დარჩა ივნისამდე ან თუნდაც ივლისამდე?! ეს დრო არაფე-
რია, როცა ასეთი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი. მეცინება თქვენს გამო-
უცდელობაზე! ოჯახი, რომელსაც იმსახურებთ და რომელიც თქვენს მე-
გობრებს თქვენთვის ემეტებათ, ქუჩაში კი არ გდია?! დამიჯერეთ, ახლა-
ვე უნდა დავიწყოთ ძებნა.
– მაპატიეთ, მემ, მაგრამ პირადად მე ამის სურვილი ნამდვილად არ
მაქვს. თავად ჯერ არაფერს ვეძებ და შევწუხდები, ჩემი მეგობრები ჩემ
მაგივრად თუ მოძებნიან. სრულებით არ მეშინია და არ მგონია, რომ
დიდხანს მომიწევს უმუშევრად ყოფნა მას მერე, რაც თავად გადავ-

ცვილის სანთლები იმ დროს ძვირი ღირდა და პატარა ოთახებში (როგორიც იყო, მა-
69

გალითად, სამეცადინო ოთახი), უმეტესწილად, უფრო იაფფასიან ქონის სანთლებს


ხმარობდნენ.
330
წყვეტ, როდის უნდა შევუდგე საქმეს. არის ქალაქში გარკვეული ადგი-
ლები – დაწესებულებები, რომელთაც მიმართავ და დროულად მიიღებ
დადებით პასუხს; ამ დაწესებულებებში ყიდიან ადამიანის... მთლად
ხორცს არა, მაგრამ ინტელექტს.
– ღმერთო! ჩემო ძვირფასო! ადამიანის ხორცს? მაოცებთ. თუ ამით
მონებით ვაჭრობის გაკრიტიკება გსურთ, ნება მომეცით, დაგარწმუნოთ,
რომ მისტერ საკლინგი მუდამ მისი გაუქმების მომხრე იყო.
– ეს არ მიგულისხმია, მონებით ვაჭრობაზე არც მიფიქრია, – მიუგო
ჯეინმა, – მერწმუნეთ, მხოლოდ აღმზრდელებით ვაჭრობას ვგულის-
ხმობ, რაც, ცხადია, მკვეთრად განსხვავდება იმ დანაშაულისგან, რასაც
მონებით მოვაჭრეები სჩადიან, თუმცა, მსხვერპლთათვის... არც კი ვიცი,
რომელი უფრო დიდი უბედურებაა... ერთი სიტყვით, მე მხოლოდ იმის
თქმა მინდოდა, რომ არსებობს სარეკლამო სამმართველოები და ეჭვი
არ მეპარება, რომ მათი დახმარებით რაიმე ნორმალურს სწრაფად ვი-
პოვი.
– რაიმე ნორმალურს! – გაიმეორა მისის ელტონმა, – ეჰ, ეს, შესაძ-
ლოა, თქვენს თავმდაბლობასთან თანხვედრაშია... ვიცი, როგორი თავ-
მდაბალიც ხართ... მაგრამ თქვენს მეგობრებს არ დააკმაყოფილებთ, ნე-
ბისმიერ წინადადებას რომ დასთანხმდეთ და ისეთ ოჯახში დაიწყოთ
მუშაობა, რომელიც არც კარგ წრეში ტრიალებს და რომლისთვისაც
ცხოვრების დახვეწილი წესი მიუწვდომელია.
– ძალიან თავაზიანი ბრძანდებით, მაგრამ მე ასეთი რამეებისადმი
გულგრილი ვარ. მდიდარ ოჯახში მოხვედრა ჩემი მიზანი ნამდვილად
არ არის. პირიქით, თავი შეიძლება, უფრო დამცირებულადაც ვიგრძნო,
ჩემსა და მათ შორის მკვეთრი სხვაობა თუ იქნება. წესიერი, კეთილშო-
ბილური ოჯახი ერთადერთია, რასაც ვითხოვ.
– გიცნობთ, კარგად გიცნობთ, ნებისმიერ რამეს დასთანხმდებოდით,
მაგრამ მე ცოტათი უფრო მეტი მოთხოვნა მაქვს და დარწმუნებული
ვარ, კეთილი ქემპბელებიც ჩემს მხარეს იქნებიან. თქვენი გამორჩეული
უნარებით ყველა უფლება გაქვთ, საუკეთესო წრეში მოხვდეთ. ჯერ
მარტო თქვენი მუსიკალური შესაძლებლობები გაძლევთ უფლებას, თა-
331
ვად წამოაყენოთ თქვენი პირობები, იმდენი ოთახი მოითხოვოთ, რამ-
დენიც გაგიხარდებათ, და ოჯახში იმდენად გაითქვიფოთ, რამდენადაც
მოგესურვებათ... თუმცა... არ ვიცი... არფაზე რომ უკრავდეთ, ამ ყვე-
ლაფრის უფლება ნამდვილად გექნებოდათ. მაგრამ ფორტეპიანოზე ძა-
ლიან კარგად უკრავთ და მღერით კიდეც... ჰო, დარწმუნებული ვარ, არ-
ფას გარეშეც შეგიძლიათ პირობების წამოყენება... და, ასეც უნდა ქნათ.
ვერც ქემპბელები და ვერც მე იქამდე ვერ მოვისვენებთ, სანამ არაჩვეუ-
ლებრივ ოჯახში ყოვლად ღირსეულად და კომფორტულად არ მოეწყო-
ბით.
– თქვენ ალბათ მართლაც შეგიძლიათ „არაჩვეულებრივი“, „ღირსე-
ული“ და „კომფორტული“ ერთ კონტექსტში მოიხსენიოთ... – დასძინა
ჯეინმა, – შესაძლოა, მართლაც თანაბარი მნიშვნელობა აქვს ამ შემ-
თხვევაში... მაგრამ სერიოზულად გეუბნებით: ნამდვილად არ მინდა,
ვინმემ სცადოს ჩემთვის რაიმეს მოძებნა. თქვენი უკიდურესად მადლიე-
რი ვარ, მისის ელტონ, ყველა იმ ადამიანის მადლიერი ვარ, ვისაც ჩემზე
გული შესტკივა, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არ მინდა, ზაფხულამდე
ამ მხრივ რაიმე ნაბიჯი გადაიდგას, რადგან კიდევ ორი ან სამი თვის
განმავლობაში, იქ დავრჩები, სადაც ვარ და ისე, როგორც ვარ.
– მერწმუნეთ, მეც ერთმნიშვნელოვნად გეუბნებით, – უპასუხა მისის
ელტონმა, – მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ყურადღებით ვიყო და ჩემს
მეგობრებსაც დავავალო ყურადღებით ყოფნა, რომ რაიმე ჭეშმარიტად
უმაღლესი კლასის ვარიანტი არ გავუშვათ ხელიდან.
მისის ელტონი მსგავს სტილში მიერეკებოდა, სანამ მისტერ ვუდჰაუ-
ზი არ შევიდა ოთახში. ჰოდა, მის პატივმოყვარეობასაც ახალი საკვები
გაუჩნდა.
– აი, ჩემი საყვარელი მოხუცი კავალერიც მოდის! – ემამ გაიგონა, ნა-
ხევრად ჩურჩულით როგორ გადაულაპარაკა მისის ელტონმა ჯეინს, –
როგორი გალანტურია, სხვა კაცებს რომ შემოასწრო, არა?! რა საყვარე-
ლია. მერწმუნეთ, უაღრესად მომწონს. ვგიჟდები ამ სანდომიან, ძველ-
მოდურ თავაზიანობაზე. ჩემს გემოვნებაში ეს უფრო ზის, ვიდრე თანა-
მედროვე თავისუფლება, რაც ხშირად გულს მირევს. მაგრამ ეს კეთილი
332
მოხუცი კაცი... ნეტავ, მოგესმინათ, როგორ გალანტურად მელაპარაკე-
ბოდა სადილზე. ოჰ! გარწმუნებთ, ვიფიქრე, ცოტაც და ჩემი Caro Sposo
იეჭვიანობს-მეთქი. მგონი, ძალიან მოვწონვარ, ჩემი კაბაც შეამჩნია.
თქვენ მოგწონთ? სელინას არჩევანია. კოხტაა, ჩემი აზრით, მაგრამ
ზედმეტად გადაპრანჭული ხომ არ არის? გადაპრანჭული რაღაცები
მძულს – საზიზღრობაა. თუმცა, ახლა იძულებული ვარ, მეტ-ნაკლებად
მოკაზმულმა ვიარო – მომეთხოვება. ახალდაქორწინებული ქალი, მო-
გეხსენებათ, პატარძალივით უნდა გამოიყურებოდეს, მაგრამ ჩემი ბუ-
ნებრივი გემოვნება ცალსახად სადა ჩაცმულობისკენ იხრება. სადა სტი-
ლი განუზომლად აღემატება მორთულ-მოკაზმულ ჩაცმულობას. თუმ-
ცა, მგონი, უმცირესობაში ვარ. ძალიან ცოტა ადამიანი თუ აფასებს სა-
და ჩაცმულობას, მათთვის მთავარი მორთულ-მოკაზმულობა და პრან-
ჭიაობაა. ვფიქრობ, აი, ასეთივე მაქმანი ხომ არ გავუკეთო ჩემს თეთრსა
და ვერცხლისფერში გადაწყვეტილ პოპლინის კაბას... რას იტყვით, მო-
უხდება?
ის-ის იყო, ყველა სტუმარმა კვლავ მისაღებ ოთახში მოიყარა თავი,
რომ უცებ მისტერ უესტონი გამოჩნდა. შინ სამხრობისთვის დაბრუნე-
ბულს შინვე ესადილა და მალე ჰარტფილდში წამოსულიყო. მისმა ამ
ჟესტმა გაკვირვება სრულებით არა, თუმცა დიდი სიხარული კი გამოიწ-
ვია. მისტერ ვუდჰაუზს თითქმის იმავე დოზით გაუხარდა მისი დანახვა,
რა დოზითაც მანამდე შეწუხდებოდა. მხოლოდ ჯონ ნაიტლი დარჩა
განცვიფრებული. ვერაფრით წარმოედგინა, ლონდონიდან შინ გვიან
დაბრუნებულ კაცს, ნაცვლად იმისა, წყნარად დაესვენა, დამატებით ნა-
ხევარიმილი რატომ უნდა გაევლო და სხვის სახლში მისულიყო მხო-
ლოდ იმიტომ, რომ დაძინებამდე საზოგადოებაში გათქვეფილიყო და
ხალხის ხმაურში დაესრულებინა დღე. ეს ჯონ ნაიტლისთვის ნამდვილი
გამოცანა იყო. დილის რვა საათიდან ფეხზე იდგა! შესაძლოა, წამითაც
არ გაჩერებულა! ალბათ უამრავიც ილაპარაკა და ჰქონდა შანსი, ახლა
მაინც ყოფილიყო ჩუმად! არაერთ თავყრილობაში მოუხდა ყოფნა და
ჰქონდა შანსი, ახლა მაინც განმარტოებულიყო! როგორ მიატოვა თავი-
სუფლება და ბუხრის მყუდროება?! როგორ შეუძლია, ამ აპრილის თოვ-
333
ლჭყაპიან საღამოს კვლავ ხალხში გაიქცეს?! არადა, თითის ერთი შეხე-
ბა და ცოლსაც შინ წაიყვანდა, ჰოდა, გასაგებიც იქნებოდა მისი მოტივი,
მაგრამ მისი აქ მოსვლით, ნაკლებ სავარაუდოა, წვეულებას ბოლო მო-
ეღოს, პირიქით – ალბათ უფრო გაიწელება. ჯონ ნაიტლიმ მისტერ უეს-
ტონს გაოგნებული მზერა ესროლა, მერე მხრები აიჩეჩა და ჩაილაპარა-
კა: „ვერ წარმომიდგენია. თვით მისგანაც კი“.
მისტერ უესტონი კი, რომელსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ვინმე
თუ აღეშფოთებინა, ტრადიციულად მხიარული და არხეინი იყო; სახ-
ლისგან მოშორებით გატარებულ დღეს მისთვის მთავარი მოსაუბრის
უფლება მიენიჭებინა და, მოკლედ, მარაქაში გარეულიყო. თავდაპირვე-
ლად ცოლს გასცა ამომწურავი პასუხები სადილთან დაკავშირებით –
დაარწმუნა, მსახურებმა პირნათლად შეასრულეს შენი ინსტრუქცი-
ებიო, მერე შეკრებილებს ლონდონის ახალი ამბები გაუზიარა და, ბო-
ლოს, ოჯახურ სიახლეებზე გადავიდა – ამ სიახლის უპირველესი ადრე-
სატი მისის უესტონი გახლდათ, თუმცა ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეს ამ-
ბავი დანარჩენებისთვისაც უაღრესად საინტერესო იქნებოდა. ცოლს
ფრენკის წერილი მიაწოდა. გზაში გადააწყდა თურმე, თან წამოიღო და
თავს წაკითხვის ნებაც მისცა.
– წაიკითხეთ, წაიკითხეთ, – მიმართა ცოლს, – ძალიან გაგახარებთ.
სულ რამდენიმე ხაზია... დიდ დროს არ წაიღებს. ემასაც გააცანით.
სანამ მისის უესტონი და ემა წერილს კითხულობდნენ, მოღიმარი
მისტერ უესტონი ქალბატონებს ჩუმად, თუმცა ყველასათვის გასაგებ
ხმაზე ელაპარაკებოდა.
– მოკლედ, ჩამოდის, როგორც თავადაც ხედავთ. მგონი, არაჩვეუ-
ლებრივი ახალი ამბავია. თქვენ რას იტყვით? ხომ გეუბნებოდით, მალე
ჩამოვა-მეთქი! ენ, ჩემო ძვირფასო, ხომ სულ გეუბნებოდი? შენ კი არ
გჯეროდა... ქალაქში, მაქსიმუმ მომავალ კვირას ჩავლენ, რადგან ის
ქალბატონი ეშმაკივით მოუთმენელია, როცა რამე უნდა. მე თუ მკით-
ხავთ, ხვალ ან შაბათს უკვე ქალაქში იქნებიან. რაც შეეხება მის ავად-
მყოფობას, ცხადია, სერიოზული არაფერი სჭირს. მაგრამ რა შესანიშნა-
ვია, ფრენკი ქალაქში რომ იქნება – კვლავ ჩვენთან ახლო. იქ კარგა ხანს
334
დარჩებიან, ფრენკი კი ნახევარ დროს ჩვენთან გაატარებს. აი, სწორედ
ეს მინდოდა. რა კარგი ამბავია, არა?! დაამთავრეთ? ემამაც წაიკითხა
ყველაფერი? კარგი, დაანებეთ ახლა თავი, დაანებეთ, სხვა დროს დავი-
ლაპარაკოთ კარგად, ახლა არ გვინდა. უბრალოდ, სხვებსაც ორი სიტ-
ყვით გავაცნობ საქმის ვითარებას.
მისის უესტონს ეს ამბავი უაღრესად ესიამოვნა. გამომეტყველებაზეც
ემჩნეოდა და სიტყვებშიც. ბედნიერი იყო. იცოდა, რომ ბედნიერი იყო
და ბედნიერი უნდა ყოფილიყო. თბილად და გულღიად მიულოცა ქმარს.
ემას კი მასავით ლაღად არ შეეძლო ლაპარაკი. უფრო საკუთარი
გრძნობების აწონ-დაწონით იყო დაკავებული და საკუთარი მღელვარე-
ბის დოზებში გარკვევას ცდილობდა. საბოლოოდ კი, დაასკვნა, ეს
მღელვარება საგრძნობიაო.
მისტერ უესტონისთვის აღტყინებულ მდგომარეობას დაკვირვების
უნარი წაერთმია და ლაპარაკად ქცეულიყო – იმდენად, რომ სხვების
მოსმენით მაინცდამაინც არ ირჯებოდა. შესაბამისად, ემას ნათქვამმა
სრულიად დააკმაყოფილა და უკვე დანარჩენ მეგობრებთან გადაინაც-
ვლა, რათა მათთვისაც ეცნობებინა სასიხარულო ამბავი, რომელიც
ოთახში მყოფთ ალბათ უკვე ისედაც გაეგოთ.
მისტერ უესტონი არავის სიხარულს ეჭვქვეშ არ აყენებდა, რაც კარგი
იყო, რადგან სხვაგვარად, შესაძლოა, მიმხვდარიყო, რომ მისმა ცნობამ
ვერც მისტერ ვუდჰაუზი აღაფრთოვანა და ვერც მისტერ ნაიტლი. მისის
უესტონისა და ემას შემდეგ, სწორედ ამ ორ ჯენტლმენს ერგო პატივი.
მათ შემდეგ კი რიგში მის ფეარფაქსი იდგა, მაგრამ ეს უკანასკნელი ისე
იყო ჯონ ნაიტლისთან საუბარში გართული, რომ ჩაჩრა მეტისმეტად
უხერხული იქნებოდა. ასე რომ, რამდენადაც გვერდით მისის ელტონი
ეჯდა, რომელსაც არავინ ელაპარაკებოდა, მისტერ უესტონმა საჭიროდ
ჩათვალა, სწორედ მისთვის გაეზიარებინა სიხარული.

335
თავი 18

– იმედია, მალე მექნება ჩემი ვაჟის თქვენთვის გაცნობის პატივი, –


დაიწყო მისტერ უესტონმა.
მისის ელტონმა, რომელიც ერთობ მოწადინებული იყო, ამგვარ
იმედში მის მიმართ კომპლიმენტი ამოეკითხა, რაც შეეძლო, გრაციოზუ-
ლად გაიღიმა. მისტერ უესტონმა კი განაგრძო: – ფრენკ ჩერჩილის შესა-
ხებ ალბათ გსმენიათ. ჩემი შვილია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გვარს
არ ატარებს.
– ოჰ, დიახ! და ძალიან გამიხარდება მისი გაცნობა. დარწმუნებული
ვარ, მისტერ ელტონი არ დააყოვნებს და ესტუმრება მას, მერე კი ორი-
ვენი დიდი სიხარულით ვუმასპინძლებთ სამღვდელო სახლში.
– ძალიან თავაზიანი ბრძანდებით. დარწმუნებული ვარ, ფრენკსაც
უსაზღვროდ გაუხარდება. მომავალ კვირას უკვე ქალაქში იქნება, თუ
უფრო ადრე არა. ამის შესახებ ამ დილას შევიტყვეთ. გზაში ფოსტა შე-
მომხვდა და ჩემი შვილის ხელწერა რომ ვიცანი, თავს უფლება მივეცი,
წერილი გამეხსნა, თუმცა, ადრესატი მისის უესტონი გახლდათ.
მერწმუნეთ, მისი წერილების მთავარი ადრესატი სწორედ მისის უეს-
ტონია, მე ათასში ერთხელ თუ მომწერს.
– ანუ მისის უესტონისთვის განკუთვნილი წერილი გახსენით?! ღმერ-
თო, მისტერ უესტონ! – მისის ელტონმა ნაძალადევად გაიცინა, – უნდა
გავაპროტესტო, ვინაიდან ძალიან სახიფათო პრეცედენტია! გემუდარე-
ბით, თქვენს მეზობლებს თქვენი მიბაძვის ნებას ნუ მისცემთ. ხოლო თუ
ეს უკვე ნორმაა, მაშინ დროა, ჩვენ, გათხოვილმა ქალებმა გარკვეულ
ზომებს მივმართოთ! ღმერთო, მისტერ უესტონ! თქვენგან ამას ვერაფ-
რით წარმოვიდგენდი!
– ეჰ, მისის ელტონ, ჩვენ, მამაკაცები, უბადრუკი არსებები ვართ და
თავს უნდა გაუფრთხილდეთ. ერთი სიტყვით, ამ წერილიდან ვიგებთ,
რომ... მოკლე წერილია... სიჩქარეში დაწერილი... უბრალოდ, შეტყობი-
ნების მიზნით... ამ წერილიდან ვიგებთ, რომ ყველანი ქალაქში მოდიან,
მისის ჩერჩილის გამო – მთელი ზამთარი ცუდად გრძნობდა თავს და
336
ფიქრობს, რომ ენსკოუმბში მისთვის ზედმეტად ცივა. ჰოდა, დაუყოვ-
ნებლივ სამხრეთისკენ აპირებენ გადმობარგებას.
– რას მეუბნებით?! იორკშირიდან?! ენსკოუმბი მგონი იორკშირშია.
– დიახ, ლონდონიდან ასოთხმოცდაათ მილში ცხოვრობენ. უდავოდ
ხანგრძლივი მგზავრობა ელით.
– ჰო, ნამდვილად გრძელი გზაა. სამოცდახუთი მილით მეტი, ვიდრე
მეიპლ-გროუვიდან ლონდონამდე. მაგრამ დიდი ქონების მფლობელ-
თათვის მანძილი ხომ არაფერია, მისტერ უესტონ! განცვიფრდებით,
რომ გითხრათ, როგორ დაქრის ჩემი სიძე, მისტერ საკლინგი, აქეთ-
იქით. ალბათ არც დამიჯერებთ, მაგრამ ერთხანს, მისტერ ბრაგთან ერ-
თად, ოთხი ცხენით, ლონდონში კვირაში ორჯერაც კი მიდიოდა.
– ენსკოუმბიდან ლონდონამდე გზის სიშორე ყველაზე მეტად მისის
ჩერჩილს შეაწუხებს, – მიუგო მისტერ უესტონმა, – როგორც წერილები-
დან ვიცით, მთელი კვირები ტახტიდან ვერ დგებოდა. ფრენკი ბოლო წე-
რილში გვწერდა, იმდენად სუსტადაა, აქეთ-იქიდან ჩემი და თავისი
ქმრის მკლავებს თუ არ დაეყრდნო, დამოუკიდებლად ორანჟერეამდეც
კი ვერ მიდისო. არადა, ახლა ქალაქში ჩასვლა ისე ეჩქარება, რომ გზაში
მხოლოდ ორი ღამის გათევას აპირებს. ესეც ფრენკის წერილიდან შე-
ვიტყვეთ. ცხადია, ფაქიზი ქალბატონები ერთობ უჩვეულო ჯანმრთე-
ლობის პატრონები არიან. ამაში უნდა დამეთანხმოთ, მისის ელტონ.
– არაფერშიც არ დაგეთანხმებით! მერწმუნეთ, მე ყოველთვის ჩემი
სქესის წარმომადგენელთა მხარეს ვარ. გაფრთხილებთ, ამ საკითხთან
დაკავშირებით ჩემი სახით მრისხანე ოპონენტს შეიძენთ. ქალებს მუდამ
თანადგომას ვუცხადებ და, მერწმუნეთ, რომ იცოდეთ, რას ნიშნავს სას-
ტუმროში ძილი სელინასათვის, არ გაგიკვირდებოდათ, მისის ჩერჩილი
რატომ ცდილობს, ამ სიტუაციას ყოველმხრივ აარიდოს თავი. სელინას
თქმით, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია... მგონი, მისი სიფრთხილე, გარკვე-
ულწილად, მეც გადმომედო. სულ თავისი ზეწრებით მოგზაურობს.
არაჩვეულებრივად წინდახედული ნაბიჯია. მისის ჩერჩილიც ასე იქცე-
ვა?

337
– მენდეთ, მისის ჩერჩილი აკეთებს ყველაფერს, რაც კი ყველა მედი-
დურ ქალბატონს გაუკეთებია ერთად. მისის ჩერჩილი არ დაუშვებს,
რომ სამეფოში ვინმეს ჩამორჩეს, რადგან...
– ოჰ, მისტერ უესტონ! – სიტყვა გააწყვეტინა ენთუზიაზმით აღ-
ვსილმა მისის ელტონმა, – სწორად გამიგეთ, სელინა მედიდური ქალბა-
ტონი სულაც არ არის. მერწმუნეთ. ეს ნუ გეგონებათ.
– არ არის?! მაშ, მისის ჩერჩილთან პარალელის გასავლებად არ გა-
მოგვადგება. ეს უკანასკნელი ზედმიწევნით მედიდური ქალბატონია,
ალბათ ყველაზე მედიდური, ვინც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ.
აქ კი მისის ელტონი მიხვდა, რომ მიქარა, როცა ასე თავგამოდებით
შეეპასუხა.
სინამდვილეში, მის მიზანს არამც და არამც არ წარმოადგენდა ვინ-
მეს დარწმუნება, ჩემი და მედიდური ქალბატონი არ არისო. ჰოდა, სა-
ნამ მისტერ უესტონი ლაპარაკობდა, თავს იმტვრევდა იმაზე ფიქრით,
როგორ წაეღო უკან თავისი სიტყვები.
– ალბათ უკვე ეჭვობთ, რომ მისის ჩერჩილი ჩემი კეთილგანწყობით
დიდად არ სარგებლობს... თუმცა, ეს ჩვენ შორის უნდა დარჩეს, – განაგ-
რძობდა მისტერ უესტონი, – ფრენკი ძალიან უყვარს და, ამდენად, მას-
ზე აუგად ლაპარაკი არ მჩვევია. გარდა ამისა, ახლა მთლად ჯანმრთე-
ლადაც არ გრძნობს თავს, თუმცა, მას თუ დაუჯერებ, ჯანმრთელად
არც არასდროსაა. ამას ყველასთან არ ვიტყვი, მისის ელტონ, მაგრამ
მისის ჩერჩილის ავადმყოფობის დიდად არ მჯერა.
– თუ მართლა ავადაა, ბათში რატომ არ წავა? ან თუნდაც – ქლიფ-
ტონში?70
– ამოიჩემა, ენსკოუმბში მეტისმეტად ცივაო, სინამდვილეში კი, მგო-
ნი, უბრალოდ მობეზრდა იქაურობა. აქამდე ამდენი ხნით არასდროს
ყოფილა სახლში გამოკეტილი, ჰოდა, ახლა ცვლილება მოუნდა. ენსკო-
უმბი კარგი, თუმცა, მიყრუებული ადგილია.

ქლიფტონი – რეალური ადგილი; ეს სახელი არაერთ ადგილს ჰქვია ინგლისში, თუმ-


70

ცა მისის ელტონი, სავარაუდოდ, ბრისტოლის ადმინისტრაციულ რაიონს გულის-


ხმობს.
338
– ჰო... მეიპლ-გროუვივით ალბათ. მასავით მოწყვეტილი მთავარი
გზიდან ცოტა ადგილი თუ მეგულება. მეიპლ-გროუვის გარშემო უზარ-
მაზარი ტყე-პარკი ისეთ შეგრძნებას გიჩენს, თითქოს ყველაფერს მოწ-
ყვეტილი ხარ... სრულ იზოლაციაში! მისის ჩერჩილს კი ალბათ არა აქვს
სელინასნაირი ხასიათი და ჯანმრთელობა, ასეთი განმარტოებით ისია-
მოვნოს. ან იქნებ ის შინაგანი რესურსები არ ჰყოფნის, რაც სოფლის
ცხოვრებისთვისაა საჭირო. სულ იმას ვამბობ, რომ შინაგანი რესურსები
ქალისათვის ზედმეტი არასდროსაა... თავად კი, საბედნიეროდ, ისეთი
მდიდარი შინაგანი სამყარო მაქვს, რომ საზოგადოებაზე საერთოდ არ
ვარ დამოკიდებული.
– ფრენკი აქ თებერვალში იყო ჩამოსული, ორი კვირით.
– ჰო, მგონი, ასეც მითხრეს. ახლა რომ ჩამოვა, ჰაიბერის საზოგადოე-
ბა მცირედ გამდიდრებული დახვდება... ცხადია, თუ თავხედობაში არ
ჩამომართმევთ საკუთარ თავზე ასე ლაპარაკს... თუმცა, შესაძლოა, არც
კი გაუგია, რომ ამქვეყნად ასეთი არსება დაიარება.
ეს იმდენად თამამი განცხადება იყო, რომ კომპლიმენტს ითხოვდა და
უყურადღებოდ ვერ დატოვებდი. შესაბამისად, გალანტურმა მისტერ
უესტონმა უმალ წამოიძახა: – ჩემო ძვირფასო მადამ! თქვენ გარდა,
ასეთ რამეს ვერავინ დაუშვებდა. რას ჰქვია, არ გაუგია?! ღრმად ვარ
დარწმუნებული, მისის უესტონის ბოლო წერილები სულ „მისის ელტო-
ნითაა“ აჭრელებული. – ამ სიტყვებით მისტერ უესტონმა ვალი პირნათ-
ლად მოიხადა და კვლავ სუფთა სინდისით შეეძლო კვლავ შვილის თე-
მას დაბრუნებოდა: – ფრენკი რომ აქედან წავიდა, მისი დაბრუნების სა-
კითხი საკმაოდ ბუნდოვანი იყო, რაც დღევანდელ ახალ ამბავს ორმა-
გად მისასალმებელს ხდის. ამას ნამდვილად არ ველოდით. თუმცა, პი-
რადად მე ყოველთვის ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ მალე დაგ-
ვიბრუნდებოდა, მაგრამ ჩემი არავის სჯეროდა. ფრენკიცა და მისის
უესტონიც ძალიან უიმედოდ იყვნენ: „როგორ მოახერხებს ჩამოსვლას?
ბიძა და ბიცოლა ვითომ კვლავ დართავენ ჩამოსვლის ნებას?..“ მოკ-
ლედ, ბევრი ასეთი ფრაზა მაქვს მოსმენილი, მაგრამ სულ ვგრძნობდი,
რომ რაღაც აუცილებლად მოხდებოდა ჩვენდა სასიკეთოდ. ჰოდა, რო-
339
გორც ხედავთ, მოხდა კიდეც. ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მასწავ-
ლა, მისის ელტონ, რომ ერთი თვის უიღბლობას მომდევნო თვე აუცი-
ლებლად გამოასწორებს.
– აბსოლუტურად მართალი ხართ, მისტერ უესტონ. სწორედ ამას ვე-
უბნებოდი ერთ-ერთ აქ მყოფ ჯენტლმენს ქორწინებამდე, როცა ყველა-
ფერი მთლად შეუფერხებლად არ მიდიოდა, ანუ მისი გრძნობების შესა-
ფერისი სიჩქარით არ ვითარდებოდა მოვლენები; როცა სასოწარკვეთი-
ლებაში ეშვებოდა და უიმედოდ ამბობდა ხოლმე, დარწმუნებული ვარ,
ამ ტემპით ჰიმენის ზაფრანისფერ სამოსს71 მაისამდე ვერ ჩავიცვამთო.
ოჰ! როგორ გამიჭირდა ამ სევდიანი აზრების გაფანტვა და მისი გახალი-
სება! კარეტა... კარეტასთან დაკავშირებითაც გვქონდა გარკვეული
იმედგაცრუება... მახსოვს, ერთ დილას, ჩემთან სრულიად სასოწარკვე-
თილი მოვიდა...
ამ სიტყვებზე მისის ელტონს მსუბუქი ხველა აუტყდა და იძულებუ-
ლი გახდა, გაჩუმებულიყო. მისტერ უესტონმა კი დრო იხელთა და მა-
შინვე ჩამოართვა სიტყვა: – მაისი ახსენეთ. სწორედ მაისია ის თვე, რო-
მელიც პროფესიონალების (ან სულაც თავისივე) დანიშნულებით, მისის
ჩერჩილი ენსკოუმბიდან უფრო თბილ ადგილას უნდა გადავიდეს. მოკ-
ლედ, ლონდონში. ასე რომ, მშვენიერი პერსპექტივა გველის – ფრენკი
მთელი გაზაფხულის განმავლობაში ჩვენი ხშირი სტუმარი იქნება. წე-
ლიწადის უკეთეს დროს ვერც კი შეარჩევ: დღეები გრძელია; ამინდი –
თბილი და სასიამოვნო, სულ რომ გასეირნებისკენ გიბიძგებს. მის აქ
ყოფნას წვიმიანი, ნესტიანი და უღიმღამო ამინდები დაემთხვა. მოგეხ-
სენებათ, თებერვალში სულ ასეა. ამიტომ, მხოლოდ იმის ნახევარი შევ-
ძელით, რაც ჩაფიქრებული გვქონდა. ახლა კი შესანიშნავი დღეები გვე-
ლის წინ, სრულყოფილად ვისიამოვნებთ! ისე, არც კი ვიცი, მისის ელ-

ჰიმენი ბერძნულ მითოლოგიაში ქორწინების ღმერთია; მიჩნეული იყო, რომ მას ზაფ-
71

რანისფერი ტანსაცმელი ეცვა; ყოველ შემთხვევაში, ასე წერია ინგლისელი პოეტისა


და საზოგადო მოღვაწის, ჯონ მილტონის (1608-1874) პოემაში, „ლ’ალეგრო“ (1645).
სავარაუდოდ, სწორედ ამ პოემის ალუზიასთან გვაქვს საქმე მისის ელტონის შემთხვე-
ვაში, რომელიც თავისი განათლების წარმოჩენას ცდილობს.
340
ტონ, რა უფრო დიდი სიხარულია – შეხვედრების ზუსტი დროის ბუნ-
დოვანება და ერთგვარად მაცდური მოლოდინი თუ მისი აქ ჩამოსვლის
ზუსტი დღისა და საათის ცოდნა?! ჰო, ესეც არანაკლები ბედნიერებაა.
სიხარული და ბედნიერება, ჩემი აზრით, დიდწილად სწორედ სულიერ
მდგომარეობაზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, ჩემი ვაჟი მოგეწონე-
ბათ, თუმცა, სასწაულსაც ნუ ელოდებით. ყველა მიიჩნევს, რომ ძალიან
კარგი ახალგაზრდა კაცია, მისის უესტონი მისდამი უკიდურესად მი-
კერძოებულია – მისი აზრით, ფრენკს ბადალი არა ჰყავს, რაც, როგორც
ხვდებით, მე ძალიანაც მსიამოვნებს.
– გარწმუნებთ, მისტერ უესტონ, ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, რომ
მეც მხოლოდ საუკეთესო აზრი მექნება მასზე. მისტერ ფრენკ ჩერჩილის
ქება არაერთხელ მსმენია... თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ით-
ქვას, რომ მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც მხოლოდ
საკუთარ მსჯელობას ეყრდნობა და სხვისი გავლენის ქვეშ არ ექცევა.
გაფრთხილებთ, როგორადაც დავინახავ თქვენს ვაჟს, ზუსტად ისეთ
აზრს შევიქმნი მასზე. მლიქვნელობა არ მჩვევია.
მისტერ უესტონი ჩაფიქრებული ჩანდა.
– იმედი მაქვს, – დასძინა ცოტა ხანში, – საბრალო მისის ჩერჩილის
მიმართ ძალიან ულმობელიც არ ვყოფილვარ. თუ მართლა ავადაა, არ
მინდა, უსამართლოდ მოვექცე, მაგრამ რამდენიმე ისეთი თვისება აქვს,
რომ, დიდი სურვილის მიუხედავად, მიჭირს მასზე მთლად სულგრძე-
ლად საუბარი... მისის ელტონ, დარწმუნებული ვარ, ამ ოჯახთან ჩემი
კავშირის შესახებ მოგეხსენებათ და ისიც იცით, როგორ მომეპყრნენ.
ჩვენში დარჩეს და, მთელი პასუხისმგებლობა სწორედ მის კისერზეა.
კონფლიქტს მან შეუნთო ცეცხლი. ის რომ არა, ფრენკის დედა არ და-
იჩაგრებოდა. კი, მისტერ ჩერჩილიც ამაყია, მაგრამ მისი სიამაყე ცოლი-
სას ვერ შეედრება. მისი მშვიდი, ზარმაცი, ჯენტლმენისთვის დამახა-
სიათებელი სიამაყე არავის ვნებს, მხოლოდ თავად მას ხდის ცოტათი
უსუსურსა და უინტერესოს. აი, მისის ჩერჩილი კი ამპარტავნებისა და
უტიფრობის განსახიერებაა! კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჭირს მისი
ატანა, ისაა, რომ გვარიშვილობასა და წარმომავლობაზე პრეტენზიის
341
გამოთქმის რიგიანი უფლება არცა აქვს; როცა მისტერ ჩერჩილმა შეირ-
თო ცოლად, არაფერს წარმოადგენდა – ერთი რიგითი ჯენტლმენის ქა-
ლიშვილი იყო, მაგრამ გახდა თუ არა მისის ჩერჩილი, იმდენი პრეტენ-
ზია გაუჩნდა დიდებულებასა და წარჩინებულობაზე, რომ თვით ჩერჩი-
ლებიც კი დაჩრდილა. თუმცა, გარწმუნებთ, სინამდვილეში ერთი მეტი-
ჩარა ქალია და მეტი არაფერი.
– ვინ იფიქრებდა! ეს მართლაც საშინლად გამაღიზიანებელი უნდა
იყოს. მეტიჩარა ხალხის ატანა არ მაქვს! ამ ჯურის ხალხი მეიპლ-გრო-
უვში შემძულდა. იქ ერთი ოჯახია, რომელთა წევრებიც ისეთი სახეებით
დადიან, რომ ჩემს სიძესა და დას სულ ნერვები ეშლებათ. მისის ჩერჩი-
ლი ისე აღწერეთ, უმალ ეს ხალხი დამიდგა თვალწინ. გვარად ტუპმენე-
ბი არიან, იქ სულ ახლახან დასახლდნენ და უამრავი მდაბიო ნათესავი
ჰყავთ, მაგრამ ისე ცხვირაბზუებულები დაიარებიან, თითქოს ძველი,
მკვიდრი ოჯახების თანასწორნი იყვნენ. მაქსიმუმ წელიწად-ნახევარია,
უესტ ჰოლში72 ცხოვრობენ და კაცმა არ იცის, საიდან აქვთ ქონება. ბირ-
მინგემიდან73ჩამოვიდნენ, რაც, მოგეხსენებათ, უპირატესობა მაინცდა-
მაინც არ გახლავთ. ბირმინგემიდან ჩამოსულ ხალხს დიდად ვერ ენდო-
ბი. სულ ვამბობ, რომ თვითონ ეს სახელი – „ბირმინგემი“ – საზარლად
ჟღერს... თავად ტუპმენებზე სხვა არაფერია ცნობილი, თუმცკი, მერ-
წმუნეთ, ბევრი ეჭვი არსებობს. არადა ისე იქცევიან, რომ თავი აშკარად
ჩემი სიძის, მისტერ საკლინგის, თანასწორი ჰგონიათ. ეს უკანასკნელი,
სამწუხაროდ, მათი უახლოესი მეზობელია. სავალალო ამბავია. ამ
დროს, მისტერ საკლინგი თერთმეტი წელია, მეიპლ-გროუვში ცხოვ-
რობს, მანამდე კი იქ მამამისი ცხოვრობდა... ყოველ შემთხვევაში, მე ასე
ვიცი... არა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მოხუცმა მისტერ საკ-
ლინგმა სახლის შეძენა სიკვდილამდე მოასწრო...

უესტ ჰოლი – გამოგონილი ადგილი მეპლ გროუვთან ახლო.


72

ბირმინგემი – რეალური ადგილი; დასავლეთ ცენტრალურ ინგლისში მდებარე ტრა-


73

დიციულად ინდუსტრიული ქალაქი, რომელიც ლონდონის შემდეგ ყველაზე დიდი და


მჭიდროდ დასახლებულია.
342
ამასობაში, ჩაის ჩამოტარების დრომ მოატანა და მისის ელტონს ლა-
პარაკი შეაწყვეტინეს. მისტერ უესტონმაც, რაკი ყველაფერი, რის
თქმაც განზრახული ჰქონდა, უკვე ეთქვა, მყისვე შემთხვევით ისარგებ-
ლა და მისის ელტონს გაეცალა.
ჩაის შემდეგ, მისტერ და მისის უესტონები და მისტერ ელტონი მის-
ტერ ვუდჰაუზთან ერთად ბანქოს მაგიდას შემოუსხდნენ. დარჩენილი
ხუთი ადამიანი კი საკუთარი თავის ამარა დარჩა. ემა შიშობდა, რომ
მთლად კარგად ვერ შეეწყობოდნენ ერთმანეთს. მისტერ ნაიტლი საუბ-
რის განწყობაზე არ იყო, მისის ელტონი ყურადღებას ითხოვდა, თუმცა
ამ ყურადღების გამოჩენის სურვილი მაინცდამაინც არავის ჰქონდა, ხო-
ლო თავად ემა ერთგვარ შინაგან მღელვარებას მოეცვა და ერჩივნა, და-
დუმებულიყო.
მისტერ ჯონ ნაიტლი, რომელიც მეორე დღეს, ადრიანად მიემგზავ-
რებოდა, ძმაზე სიტყვაუხვი გამოდგა.
– მოკლედ, ემა, – დაიწყო სწრაფად, – მგონი, ბიჭებთან დაკავშირე-
ბით ყველაფერი გითხარით. თუმცა, თქვენი დის წერილიც გაქვთ და
შეგვიძლია, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იქ ყველაფერი დეტალურა-
დაა გაწერილი. ჩემი ინსტრუქცია უფრო ლაკონური იქნება და იზაბე-
ლას რჩევებისგან ალბათ განსხვავებულიც. სულ ორ რამეს ვითხოვ: არ
გაანებივროთ და წამლებით არ გაჭყიპოთ.
– იმედი მაქვს, ორივენი კმაყოფილები დარჩებით, – მიუგო ემამ, –
რადგან ყველა ღონეს ვიხმარ, ბიჭებმა ბედნიერად იგრძნონ თავი, რაც
იზაბელასთვის სავსებით საკმარისი იქნება, ხოლო ბედნიერება ფუჭ გა-
ნებივრებასა და წამლებით გაჭყიპვას თავისთავად გამორიცხავს.
– თუ შეგაწუხებენ, შინ უნდა დააბრუნოთ.
– მართლა ფიქრობთ, რომ შემაწუხებენ?
– ყოველ შემთხვევაში, ვაცნობიერებ, რომ მამათქვენისთვის, შესაძ-
ლოა, ზედმეტად ხმაურიანები აღმოჩნდნენ... ან სულაც თქვენ დაგაწ-
ვნენ გარკვეულ ტვირთად, მით უფრო, თუ თქვენი გართობის გეგმები
კვლავ იმ მზარდი ტემპებით წავა, როგორც ეს ბოლო პერიოდში ხდებო-
და.
343
– მზარდი ტემპებით!
– რა თქმა უნდა. თავადაც უნდა ხვდებოდეთ, რომ ბოლო ნახევარ
წელიწადში თქვენი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა.
– შეიცვალა! არა, ნამდვილად ვერ ვხვდები.
– ფაქტია, რომ უწინდელთან შედარებით, ახლა ბევრად უფრო აქ-
ტიური ხართ. ყოველ ჯერზე მიმყარდება ეს აზრი. აი, სულ რაღაც ერთი
დღით ჩამოვედი, თქვენ კი სტუმრებისთვის სადილი გაგიმართავთ! რო-
დის იყო ასე? თქვენი სამეზობლო იზრდება და თქვენც უფრო ითქვიფე-
ბით მათში. თქვენს ყველა ბოლოდროინდელ წერილში იზაბელას სულ
ახალ-ახალი მხიარულებების შესახებ უყვებოდით. ხან მისტერ ქოულის
სადილები, ხან მეჯლისები „ქრაუნში“... ჯერ მარტო რენდალსი რად
ღირს – რენდალსმაც კი შეცვალა თქვენი ცხოვრებისეული რიტმი.
– ჰო, – სწრაფად ჩაერთო მისი ძმა, – ყველაფერი რენდალსის დამსა-
ხურებაა.
– ჰოდა ამიტომაც... რამდენადაც, ჩემი ვარაუდით, რენდალსის გავ-
ლენა არ შესუსტდება, სავსებით შესაძლებელია, ჰენრიმ და ჯონმა გარ-
კვეული დაბრკოლებები შეგიქმნან. ემა, მე მხოლოდ ერთს გთხოვთ: თუ-
კი ასე იქნება, ბავშვები სახლში გამოგზავნეთ.
– არა! – წამოიძახა მისტერ ნაიტლიმ, – დონველში გამოუშვით. მე
ნამდვილად თავისუფალი ვიქნები.
– უკვე ძალიან მეცინება! – აღმოხდა ემას, – ერთი, მითხარით, ამ ჩე-
მი აუარებელი გასართობებიდან რომელზე ვიყავი უთქვენოდ? და რა-
ტომ გგონიათ, რომ არსებობს საფრთხე, თითქოს თავისუფალი დრო არ
მექნება და ბიჭებს ვერ მივხედავ? ნეტავ, რომელ გართობას გულის-
ხმობთ: ერთხელ ქოულებთან რომ ვისადილე თუ მეჯლისს რომ ვგეგმავ-
დით, რომელიც არ შედგა? მესმის თქვენი, – ემამ მისტერ ჯონ ნაიტლის
დაუკრა თავი, – ბედმა გაგიღიმათ, ერთდროულად ამდენ მეგობარს რომ
შეხვდით და ისეთი აღტაცებული ხართ, რომ არ შეგიძლიათ, არ შეიმ-
ჩნიოთ. მაგრამ აი, თქვენ, – ემა ახლა მისტერ ნაიტლის მიუბრუნდა, –
მშვენივრად იცით, რაოდენ იშვიათად ხდება, ჰარტფილდი ორი საათით
დავტოვო, ჰოდა, ვერაფრით ვხვდები, ახლა რატომ მიწინასწარმეტყვე-
344
ლებთ დროსტარებათა სერიებს! რაც შეეხება ჩემს პატარა, უსაყვარლეს
ბიჭებს, თუ დეიდა ემას მათთვის დრო არ ექნება, არა მგონია, ბიძია ნა-
იტლისთან უფრო გაუმართლოთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს უკა-
ნასკნელი როცა შინ არის, ან თავისთვის კითხულობს, ანაც საშინაო
ბუღალტერიას ჩაჰკირკიტებს, და სახლიდან ხუთი საათით მაინც გადის,
მაშინ, როცა მე მხოლოდ ერთი საათით შეიძლება გავიდე.
მისტერ ნაიტლი მონდომებით ცდილობდა, არ გაჰღიმებოდა, თუმცა,
სულ მალე ღიმილის სურვილი გაუქრა, რადგან მასთან მისის ელტონმა
წამოიწყო საუბარი.

345
ნაწილი III

თავი 1

ემას სულ ცოტა ხანს დაფიქრება დასჭირდა, რომ ფრენკ ჩერჩილის


დაგეგმილი სტუმრობით გამოწვეული მღელვარების ბუნებაში გარკვეუ-
ლიყო. მალე დარწმუნდა, რომ შიშსა თუ სირცხვილს არა საკუთარი
თავის, არამედ ახალგაზრდა კაცის გამო გრძნობდა. ემას გატაცება,
პრაქტიკულად, გამქრალიყო. ამაზე დარდიც აღარ ღირდა.
მაგრამ თუ ფრენკ ჩერჩილი ისეთივე შეყვარებული დაბრუნდებოდა,
როგორც ორი თვის წინათ იყო, მაშინ ნამდვილად სავალალო ვითარება
შეიქმნებოდა და ემას საფრთხე და განსაცდელი ემუქრებოდა. მის ვუდ-
ჰაუზი აღარ აპირებდა ფლირტში აყოლას, ამისათვის კი მოუწევდა,
მუდმივად ეკონტროლებინა საკუთარი ქცევა, რათა ახალგაზრდა კაცი-
სათვის უნებურად არ მიეცა ფუჭი იმედი.
ნეტავ, შესძლებოდა და ფრენკ ჩერჩილი სიყვარულში გამოტყდომის-
გან შეეკავებინა, თუნდაც ეს მათი უცნაური რომანის მტკივნეულ ფინა-
ლად ქცეულიყო!
ემას უცნაური წინათგრძნობა არ ასვენებდა; ისეთი განცდა ჰქონდა,
რომ გაზაფხული მნიშვნელოვანი მოვლენის გარეშე არ ჩაივლიდა, რაც
მის ამჟამინდელ სულიერ სიმშვიდეს თავდაყირა დააყენებდა.
მალე (თუმცა, არც იმდენად, როგორც ამას მისტერ უესტონი ვარაუ-
დობდა) ფრენკ ჩერჩილის გრძნობებში უკეთ გარკვევის საშუალებაც მი-
ეცა. ჩერჩილები ქალაქში ისე სწრაფად არ გადაბარგებულან, როგორც
ეგონათ, მაგრამ ჩავიდნენ თუ არა, ახალგაზრდა კაცი სულ რამდენიმე
საათით ესტუმრა ჰაიბერის – ჯერჯერობით მეტი ხნით გაჩერება არ შე-
ეძლო. რენდალსიდან კი დაუყოვნებლივ ჰარტფილდისკენ გაეშურა და
ემასაც გაუჩნდა შანსი, თავისი მახვილი თვალის წყალობით გრძნობათა
არსში გარკვეულიყო, რათა გეგმები ამ გრძნობების ხარისხის მიხედვით
დაესახა. ერთმანეთს უაღრესად მეგობრულად შეხვდნენ. ფრენკ ჩერ-

346
ჩილს მის ვუდჰაუზის ნახვა რომ ფრიად ეამა, ამას წყალი არ გაუვიდო-
და, მაგრამ ემამ ლამის პირველსავე წუთებში იეჭვა, რომ განშორებას
და, ალბათ ეჭვსაც, მის ვუდჰაუზი ჩემდამი გულგრილიაო, ყოვლად ბუ-
ნებრივი და სასურველი შედეგი გამოეღო – ახალგაზრდა კაცი ნაკლე-
ბად შეყვარებული ჩანდა.
ფრენკ ჩერჩილი მშვენიერ განწყობაზე იდგა. ბევრს ლაპარაკობდა და
ბევრსაც იცინოდა, აღტაცებით იხსენებდა თავის პირველ ვიზიტსა და
მაშინდელ ამბებს, ამ ნაძალადევი მხიარულებით კი, როგორც ემამ იეჭ-
ვა, თითქოს რაღაცის დამალვას ცდილობდა; დროდადრო უცნაურად
ცქმუტავდა და აშკარად ღელავდა; თანაც ჩქარობდა, ჰარტფილდში
სულ თხუთმეტიოდე წუთი დაჰყო – ჰაიბერიში ვიღაცებთან მიეჩქარე-
ბოდა: „გზად ძველი ნაცნობები შეხვდნენ და მათ სულ ნახევარი წუთით
გამოელაპარაკა. ამ ხალხს იმედებს გაუცრუებდა, თუ დროულად არ
ინახულებდა. ძალიან უნდოდა ჰარტფილდში დარჩენა, მაგრამ აუცი-
ლებლად უნდა წასულიყო“.
მის ვუდჰაუზი დარწმუნებული იყო, რომ ფრენკ ჩერჩილს უფრო ნაკ-
ლებად უყვარდა, მისი აფორიაქებული განწყობა და ხანმოკლე ვიზიტი
კი აფიქრებინებდა, რომ ჯერ სრულად არ განკურნებულიყო. ჯენტლმე-
ნის უცნაურ ქცევას შიშითხსნიდა. დიახ, ფრენკ ჩერჩილს ეშინოდა,
კვლავ არ მოქცეულიყო ემას გავლენის ქვეშ, ამიტომ ცდილობდა, მას-
თან პირისპირ დიდხანს არ დარჩენილიყო.
მომდევნო ათი დღის განმავლობაში ეს ფრენკის ერთადერთი ვიზიტი
იყო ჰაიბერიში. მის იმედსა და განზრახვას, როგორც თავად იუწყებო-
და, მუდმივად რაღაც აფერხებდა, მათ შორის – დედობილის პროტეს-
ტი. ეს კი, თუ მისტერ ჩერჩილი გულწრფელი იყო, იმას ნიშნავდა, რომ
მისის ჩერჩილის კაპრიზებსა თუ ნერვულ აშლილობას ლონდონიც ვე-
რაფერს შველოდა. მისის ჩერჩილის ავადმყოფობას ეჭვქვეშ აღარ აყე-
ნებდნენ – ამის შესახებ ფრენკმა გადაჭრით განაცხადა რენდალსში,
თუმცა, ასევე, აღიარა, ბიცოლაჩემი ბევრ რამეს აზვიადებსო. ნახევარ
წელიწადში მისის ჩერჩილის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესებული-
ყო, მაგრამ ფრენკი იმედს არ კარგავდა, რომ მის სიცოცხლეს მზრუნვე-
347
ლობითა და წამლებით კიდევ მრავალ წელიწადს არ დაემუქრებოდა
საფრთხე. მამამისის ყველა ეჭვის მიუხედავად, ფრენკი მაინც არ აძ-
ლევდა თავს იმის თქმის უფლებას, თითქოს მისის ჩერჩილი ავად ყოფ-
ნას მთლიანად იგონებდა და სინამდვილეში ძველებურად ძალ-ღონით
აღსავსე იყო.
მისის ჩერჩილს არც ლონდონი მოსწონდა. ისედაც სუსტი ნერვების
პატრონს სასტიკად აღიზიანებდა და სტანჯავდა იქაური ხმაური. ლონ-
დონში გადმოსვლიდან ათი დღის თავზე, რენდალსში ახალი წერილი
მოვიდა, რომლითაც ფრენკი გეგმების ცვლილებებს იტყობინებოდა.
ჩერჩილები დაუყოვნებლივ რიჩმონდში74 მიემგზავრებოდნენ, რადგან
მისის ჩერჩილისთვის ერთი იქაური განთქმული მკურნალი ერჩიათ; თა-
ნაც, ეს ადგილი თურმე ძალიან მოსწონდა. საუკეთესო უბანში ყოველ-
მხრივ აღჭურვილი სახლი იქირავეს და იქაურობაზე დიდ იმედს ამყა-
რებდნენ.
როგორც ემას რენდალსიდან შეატყობინეს, ფრენკ ჩერჩილი ამ სიახ-
ლეს მეტად გაუხარებია, „ბედნიერი იყო, რომ ასე გაუმართლა. სახლი
მაისისა და ივნისისთვის იქირავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ორი
თვით მისთვის ამდენ ძვირფას ადამიანთან ასე ახლო იქნება“. ახალ-
გაზრდა კაცი ერთობ დარწმუნებით იტყობინებოდა, რომ მათთან ხში-
რად ივლიდა, ლამის ისე, როგორც თავად მოისურვებდა.
ემამ შეამჩნია, როგორ შეხვდა ამ სასიხარულო ამბავს მისტერ უეს-
ტონი, რომელიც ამ არაჩვეულებრივი გეგმის მთავარ მიზეზად სწორედ
ემას მოიაზრებდა. ემა კი იმედოვნებდა, რომ მისტერ უესტონი ცდებო-
და. თუმცა, წინ მთელი ორ თვე იყო და ამ დროში, წესით, ყველაფერი
გაირკვეოდა.
მისტერ უესტონი უზომოდ ბედნიერი იყო. ვინ იფიქრებდა! ახლა
ფრენკი მართლაც მეზობლად ეყოლებოდათ. განა რა ბედენა იქნებოდა
ცხრა მილი ახალგაზრდა კაცისთვის?! სულ რაღაც ერთი საათის მგზავ-
რობა! სად რიჩმონდის სიახლოვე და სად ლონდონისა! პირველ შემ-

რიჩმონდი – იმ დროს საკმაოდ მოდური ქალაქი ლონდონის გარეუბანში.


74

348
თხვევაში, ფრენკი სულ მათთან იქნებოდა, მეორე შემთხვევაში კი –
არასდროს. თექვსმეტი მილი... არა, თვრამეტი... სრული თვრამეტი მი-
ლი მანჩესტერ სტრიტამდე75 სერიოზულ დაბრკოლებას შექმნიდა.
მთელ დღეს გზაში უნდა ყოფილიყო. არა, არა, რაღა ლონდონი და რა-
ღა – ენსკოუმბი. მაგრამ აი, რიჩმონდი სწორედაც რომ ხელსაყრელ მან-
ძილზე მდებარეობდა და ზედგამოჭრილი იყო ფრენკის ხშირი ვიზიტე-
ბისთვის. ამაზე უფრო ხელსაყრელ მანძილს ვერც ინატრებდნენ!
ამ ცვლილებამ მყისვე ერთ კარგ ჩანაფიქრს შეასხა ხორცი – მეჯ-
ლისს „ქრაუნში“. არა, მეჯლისი არც არასდროს დაჰვიწყებიათ, მაგრამ
უწინ თარიღის დათქმას არ ჰქონდა აზრი, ახლა კი გადაწყვეტილი ამ-
ბავი იყო. სამზადისი ბოლომდე მიიყვანეს და გადავიდნენ თუ არა ჩერ-
ჩილები რიჩმონდში, ფრენკმა მოკლე ბარათი მოიწერა: „მისის ჩერჩილი
უკეთ გრძნობს თავს, მას კი ნებისმიერ დროს, მთელი დღე-ღამით შეუძ-
ლია ჰაიბერიში ჩამოსვლა“. ზუსტი თარიღის დასახელებას წინ აღარა-
ფერი ედგა. სულ რამდენიმე დღეც და ჰაიბერის მაცხოვრებლები ეზია-
რებოდნენ ბედნიერებას, რასაც მისტერ უესტონის მეჯლისი მოასწავებ-
და.
მისტერ ვუდჰაუზიც შეურიგდა ბედს, რაშიც წელიწადის დრომაც შე-
იტანა თავისი წვლილი. გადაწყდა, მასთან მისის ბეიტსი დარჩებოდა,
ემას ჯეიმსი მოემსახურებოდა, მის არყოფნაში კი ჰენრი და ჯონი არ
იცელქებდნენ და არაფერს მოიწევდნენ.

75
მანჩესტერ-სტრიტი – ქუჩა ლონდონის ცენტრალურ უბანში.
349
თავი 2

ამჯერად ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. დადგა მეჯლისის


დღე. დილამ ნერვიული მოლოდინით ჩაიარა, თუმცა, სადილამდე ცოტა
ხნით ადრე რენდალსში ფრენკ ჩერჩილი გამოცხადდა და ყოველგვარ
ნერვიულობასაც წერტილი დაესვა. ემას კი ალბათ პირდაპირ „ქრაუნ-
ში“ შეხვდებოდა, თუმცა ეს უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე რიგითი შეხ-
ვედრა ხალხმრავალ ადგილას.
მისტერ უესტონმა ემას მთელი გულით სთხოვა, „ქრაუნში” ნაადრე-
ვად მოდითო, რათა სტუმრების შეკრებამდე მოესმინა მისი აზრი ოთა-
ხების კომფორტულად მოწყობის შესახებ. ემამ იცოდა, რომ მისვლის
შემთხვევაში, ახალგაზრდა ჯენტლმენის კომპანიაში გარკვეული დრო-
ის გატარება მოუწევდა, მაგრამ მისტერ უესტონს უარი ვერ უთხრა, ჰა-
რიეტს გაუარა და „ქრაუნში“ მისვლა ლამის რენდალსის მკვიდრთაც კი
მიასწრო.
მართალია, ფრენკ ჩერჩილს ბევრი არაფერი უთქვამს, მაგრამ თვა-
ლებში ეტყობოდა, რომ არაჩვეულებრივი დროის გატარებას იმედოვ-
ნებდა. ოთახები ყველამ ერთად დაათვალიერა, რათა დარწმუნებულიყ-
ვნენ, რომ ყველაფერი ნამდვილად რიგზე იყო. რამდენიმე წუთში ემამ
ეტლის ხმა გაიგონა და ის იყო, უნდა წამოეძახა, ასე ადრე რატომ მო-
ვიდნენო, რომ კარი ერთმა ძველმა მეგობარმა ოჯახმა შემოაღო. მის-
ტერ უესტონს ისინიც იმავე მიზეზით დაებარებინა, რა მიზეზითაც ემა.
ამ ოჯახს ძალიან მალე კიდევ ერთი ეტლი მოჰყვა, ამჯერად – ბიძაშვი-
ლებისა, რომლებიც იმავე მიზეზით მოსულიყვნენ ადრიანად. ერთი
სიტყვით, მოკლე დროში იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ ემამ იეჭ-
ვა, სტუმრების ნახევარი მეჯლისის მზადების პერიოდშივე შეიკრიბე-
ბაო.
თურმე მხოლოდ მის გემოვნებას როდი ენდობოდა მისტერ უესტონი.
გამორჩეულობის შეგრძნებისა თუ პატივმოყვარეობისთვის დიდი ვერა-
ფერი ხეირია იმ კაცის ახლო მეგობრის როლი, ვისაც ამდენი ახლობელი
და ნდობით აღჭურვილი პირი ჰყავს გარშემო. ემას მოსწონდა მისტერ
350
უესტონის გულღიაობა, მაგრამ არა ამ დოზით. კაცს, ზოგადად, ყველას
მიმართ კეთილგანწყობა შეჰფერის და არა ყველასთან მეგობრობა...
ერთ ასეთ კაცს ემა ნამდვილად იცნობდა.
„ქრაუნში“ შეკრებილნი ოთახებს ჯგუფ-ჯგუფად ათვალიერებდნენ
და ქება-დიდებას არ იშურებდნენ. ბოლოს, როცა აღარაფერი ჰქონდათ
საქმე და სათქმელი, ბუხრის წინ მოიყარეს თავი და ახალი სალაპარაკო
თემის წამოჭრამდე იმაზე შეთანხმდნენ, მაისის მიუხედავად, საღამოს
მხიარულებას აგიზგიზებული ბუხარი დაამშვენებსო.
მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ მისტერ უესტონის პირადი მრჩევ-
ლები უფრო მრავლადაც იქნებოდნენ წარმოდგენილნი, რომ არა ერთი
გარემოება: რენდალსიდან მომავალი უესტონები გზად მისის ბეიტსის
სახლთან შეყოვნებულიყვნენ, რათა მათთვის თავიანთი ეტლი შეეთავა-
ზებინათ, მაგრამ შეეტყოთ, რომ დეიდისა და დისშვილის ტრანსპორტი-
რება ელტონებს აეღოთ საკუთარ თავზე.
ფრენკი ემასთან ახლო იდგა, თუმცა რაღაც მაინც არ ასვენებდა.
თვალებს მოუთმენლად აცეცებდა, კართან წარამარა მიდიოდა, ეტლე-
ბის ხმას აყურადებდა... მოკლედ, ან მეჯლისის დაწყებას ჩქარობდა, ან
ემასთან სიახლოვე აფორიაქებდა. მისის ელტონზე ჩამოვარდა სიტყვა.
– იმედია, მალე შემოგვიერთდება, – განაცხადა ფრენკმა, – იმდენი
რამ მოვისმინე მის შესახებ, რომ ცნობისმოყვარეობით ვიწვი. ალბათ,
საცაა, მოვა.
ეტლის ხმა გაიგონეს. ფრენკი უმალ კარისკენ გაემართა, მაგრამ მა-
შინვე მობრუნდა და თავი იმართლა: – დამავიწყდა, რომ ჯერ არც კი
ვიცნობ. არც მისტერ ელტონს შევხვედრივარ და არც მის მეუღლეს. ასე
რომ, არაა საჭირო თავის გამოდება.
ოთახში შემოსულ მისტერ და მისის ელტონებს, ცხადია, ღიმილითა
და ზრდილობიანი სალმით მიეგებნენ.
– მის ბეიტსი და მის ფეარფაქსი სადღა არიან?! – იკითხა მისტერ
უესტონმა, – გვეგონა, თქვენ მოიყვანდით.
შეცდომა მალევე გამოსწორდა. ეტლი მაშინვე გაგზავნეს. ემას ერთი
სული ჰქონდა, ფრენკის პირველი შთაბეჭდილება მოესმინა მისის ელ-
351
ტონზე, მის სახელდახელოდ შერჩეულ კაბაზე, მის ხელოვნურ ელეგან-
ტურობასა და ყალბ ღიმილზე. ფრენკიც გაცნობისთანავე დაუზარებ-
ლად შეუდგა მისის ელტონის შესწავლას. ის იყო, ელტონების ეტლი
დაბრუნდა, რომ ვიღაცამ წვიმა ახსენა.
– წავალ, ვნახავ, ქოლგები თუ აქვთ, სერ, მის ბეიტსის უყურადღე-
ბოდ დატოვება არ გვეკადრება, – მიმართა ფრენკმა მამამისს და მაშინ-
ვე გაიქცა. მას მისტერ უესტონიც მიჰყვა, მაგრამ ეს უკანასკნელი მისის
ელტონმა შეაჩერა, რათა ვაჟის შესახებ კომპლიმენტებით ესიამოვნები-
ნა. მისის ელტონი ისე მოურიდებლად ხმამაღლა ლაპარაკობდა, რომ
ჩქარი ნაბიჯით მიმავალმა მისტერ ფრენკ ჩერჩილმაც კი მოჰკრა ყური
პირველ სიტყვებს.
– რა არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცია, მისტერ უესტონ! გახ-
სოვთ ალბათ, გულწრფელად გითხარით, მხოლოდ საკუთარ შთაბეჭდი-
ლებებს დავეყრდნობი-მეთქი. ჰოდა, მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ
უაღრესად მომეწონა... მენდეთ. კომპლიმენტებს ტყუილად არ ვისვრი.
ჩემი აზრით, ძალიან სიმპათიური ახალგაზრდაა და ზუსტად ისეთი მა-
ნერები აქვს, მე რომ ვაფასებ – ჭეშმარიტად ჯენტლმენური, ყოველგვარ
თვითკმაყოფილებასა და ქედმაღლობას მოკლებული. ხვდებით ალბათ,
როგორ მძულს თვითკმაყოფილი ხალხი... პირდაპირ, მზარავს. მეიპლ-
გროუვში ასეთ ხალხს წამითაც ვერ უძლებენ. ვერც მისტერ საკლინგი
იტანს მათ და ვერც მე. ხანდახან მკვახედაც კი მივმართავდით ასეთებს!
სელინას უფრო რბილი ხასიათი აქვს და უკეთ ეპყრობოდა...
სანამ ფრენკზე ესაუბრებოდა, მისტერ უესტონი დატყვევებულივით
უსმენდა, მაგრამ მისის ელტონი მეიპლ-გროუვზე გადავიდა თუ არა, მა-
შინვე გაახსენდა, რომ ახალმოსულ ქალბატონებს უნდა დახვედროდა.
ამიტომ, ქალბატონს მხიარულად გაუღიმა და სწრაფად გაეცალა.
მისის ელტონი ახლა მისის უესტონს მიუბრუნდა: – დარწმუნებული
ვარ, ეს ჩვენი ეტლია და მის ბეიტსი და მის ფეარფაქსიც რამდენიმე
წამში შემოგვიერთდებიან. ჩვენი მეეტლე და ცხენები საოცარი სიმარ-
დით გამოირჩევიან! მგონი, ჩვენზე სწრაფად არავინ მოძრაობს. რა სა-
სიამოვნოა, როცა გაქვს საშუალება ეტლი მეგობარს გაუგზავნო! მესმის,
352
მხოლოდ კარგი გინდოდათ, თქვენი ეტლი რომ შესთავაზეთ, მაგრამ
შემდეგ ჯერზე ამის აუცილებლობა აღარ იქნება. მერწმუნეთ, მათზე
ყოველთვის მე ვიზრუნებ.
მის ბეიტსი და მის ფეარფაქსი ოთახში ორი ჯენტლმენის თანხლე-
ბით შემოვიდნენ. მისის ელტონმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩათვა-
ლა, რომ მათი მიღებამხოლოდ მისის უესტონის კი არა, მისი პირადი
ვალიც იყო – მის ჟესტებსა და მოძრაობაში ეს აშკარად იკითხებოდა,
მით უფრო, ემას მახვილი თვალისთვის – თუმცა, მისი, ისევე როგორც
ყველა სხვა დანარჩენის სიტყვები მის ბეიტსის სიტყვათა ნაკადში ჩა-
იკარგა. ეს უკანასკნელი ოთახში ქაქანით შემოვიდა და მანამ არ გაჩე-
რებულა, სანამ ბუხრის წინ შეკრებილ ხალხს არ შეუერთდა.
– რა კეთილი ხართ! საერთოდ არ წვიმს და არც რაიმე ნიშანია წვი-
მისა. ჯეინი კი ამბობს... – გაისმა კარის გაღებისას, თუმცა, ტექსტის ში-
ნაარსი ზღურბლზე გადმობიჯებისთანავე შეიცვალა, – ოჰ, ღმერთო! რა
შესანიშნავია! გასაოცარია! პატიოსან სიტყვას გაძლევთ, აღფრთოვანე-
ბული ვარ! როგორ არაჩვეულებრივად მოგიწყვიათ! არაფერი აკლია.
ვერც კი წარმოვიდგენდი... რა საუცხოოდაა განათებული! ჯეინ, ჯეინ,
შეხედე! რაიმე მსგავსი გინახავს ოდესმე?! ღმერთო, მისტერ უესტონ,
ალბათ ჯინის ლამპარი გქონდათ! კეთილი მისის სტოუკსი თავის ოთახს
ვერც კი იცნობდა. შემოსასვლელში შემხვდა. „ოჰ, მისის სტოუკს!“ –
ვუთხარი, თუმცა მეტი ვერაფერი მოვასწარი... გმადლობთ, მემ, ძალიან
კარგად... – ეს მისის უესტონის სალმის პასუხად ითქვა – იმედი მაქვს,
თქვენც ყველანი კარგადა ხართ... მიხარია ამის გაგონება. მეშინოდა,
თავის ტკივილები არ დაეწყოს- მეთქი! ხშირად გხედავდით აქეთ მომა-
ვალს... ალბათ რამდენ ხათაბალასთან იყო დაკავშირებული... მარ-
თლაც ძალიან მიხარია ამის გაგონება. აჰ! მისის ელტონ, ძვირფასო,
თქვენი ძალიან მადლიერი ვარ ეტლის გამო! ...არაჩვეულებრივ დროს
მოვიდა. ჯეინიცა და მეც უკვე მზად ვიყავით. ცხენები წუთითაც კი არ
შეგვიყოვნებია. საოცრად კომფორტული ეტლია... ღმერთო! მადლობა
მისის უესტონსაც ეკუთვნის. კეთილმა მისის ელტონმა ჯეინს პატარა
წერილი გამოუგზავნა, თორემ თქვენი ეტლით ვისარგებლებდით, მისის
353
უესტონ. მაგრამ ერთ დღეში ორი ასეთი შეთავაზება?! ამქვეყნად საუკე-
თესო მეზობლები გვყავს. დედაჩემს ვუთხარი, „პატიოსან სიტყვას გაძ-
ლევ, მემ...“ ...გმადლობთ, დედა ძალიან კარგადაა, ახლა მისტერ ვუდჰა-
უზს სტუმრობს. შალის მოსახვევი გავატანე, თორემ საღამოობით ჯერ
ისევ გრილა... თავისი ახალი, დიდი მოსახვევი... მისის დიქსონის საჩუ-
ქარია. რა კეთილშობილია, დედაჩემზე რომ ფიქრობს! უეიმათშია ნაყი-
დი... მისტერ დიქსონმა აარჩია. როგორც ჯეინი ამბობს, კიდევ სამი მო-
სახვევი იყო და თურმე ერთხანს ყოყმანობდნენ. პოლკოვნიკ ქემპბელს
მწვანე უფრო მოსწონებია... ჯეინ, ჩემო საყვარელო, დარწმუნებული
ხარ, რომ ფეხები არ დაგისველდა? მართალია, სულ ოდნავ წამოწინ-
წკლა, მაგრამ მაინც მეშინია... მაგრამ მისტერ ფრენკ ჩერჩილმა საოცა-
რი კეთილშობილება გამოიჩინა... თანაც ფეხსაწმენდიც ეგო და პირდა-
პირ მასზე შეგეძლო ფეხის დადგმა... მისტერ ფრენკ ჩერჩილის საოცარი
თავაზიანობა არასდროს დამავიწყდება... ღმერთო, მისტერ ფრენკ ჩერ-
ჩილ! უნდა გითხრათ, რომ დედას სათვალეს მოქლონი ერთხელაც არ
ჩამოვარდნია. დედაჩემი თქვენს კეთილშობილებას ხშირად იხსენებს.
ასე არაა, ჯეინ? მისტერ ფრენკ ჩერჩილზე ხომ ხშირად ვლაპარაკობთ?
...აჰ, მის ვუდჰაუზიც აქ ყოფილა! მის ვუდჰაუზ, ჩემო ძვირფასო, როგო-
რა ხართ? ...გმადლობთ, კარგად ვარ, საკმაოდ კარგად... მგონია, რომ
ჯადოსნურ სამყაროში შევიკრიბეთ! როგორი გარდასახვაა! კომპლიმენ-
ტების თქმა უზრდელობაა, ვიცი, მაგრამ... – მის ბეიტსმა ემა ყოვლად
დაუფარავი კმაყოფილებით აათვალიერ-ჩაათვალიერა, – ...პატიოსან
სიტყვას გაძლევთ, მის ვუდჰაუზ, ისე გამოიყურებით... ჯეინის ვარცხნი-
ლობა როგორ მოგწონთ? თქვენ უნაკლო მსაჯული ხართ. სულ თვითონ
გაიკეთა. სასწაულიაპირდაპირ, თვითონ რომ იკეთებს ასეთ ვარცხნი-
ლობებს! ...ლონდონის ვერც ერთი დალაქი ვერ დაუდებდა ტოლს ოჰ, აი,
ექიმი ჰიუზი და მისი მეუღლე დავლანდე. უნდა მივიდე და ორი წამით
დაველაპარაკო. ...როგორ ხართ? როგორ ხართ? მეც კარგად, გმად-
ლობთ. რა არაჩვეულებრივია, არა? ...სად არის ძვირფასი მისტერ რი-
ჩარდი? ოჰ, აი, ისიც. ნუ შეაწუხებთ. აშკარად უკეთესი საქმითაა დაკა-
ვებული – ახალგაზრდა ქალბატონებს ესაუბრება. როგორ ხართ, მის-
354
ტერ რიჩარდ? ...იმ დღეს დაგინახეთ, ქალაქისკენ მიაჭენებდით ცხენს ეს
ვის ხედავს ჩემი თვალები?! მისის ოტვეი! და ჩვენი ძვირფასი მისტერ
ოტვეი და მის ოტვეი და მის ქეროლაინი. რამდენი მეგობარი დაგვახ-
ვედრეთ! აჰ, მისტერ ჯორჯი და მისტერ არტური! როგორ ხართ? როგორ
ხართ ყველანი? ძალიან კარგად, გმადლობთ, უკეთესად რომ არ შეიძ-
ლება მოიცადეთ, ისევ ეტლის ხმა ისმის?! ეს ვინღა უნდა იყოს? სავარა-
უდოდ, ძვირფასი ქოულები. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, საუცხოო
შეგრძნებაა ამდენ და ასეთ მეგობარს შორის ყოფნა! და რა დიდებული
ცეცხლია! მგონი, ცოტათი შევიბრაწე კიდეც... არა, ყავა არ მინდა, გმად-
ლობთ, ყავას არ ვსვამ. ჩაის დავლევდი, სერ, თუ არ შეწუხდებით... მე-
რე იყოს, ნუ იჩქარებთ... ოჰ! ჩაიც მოდის უკვე! რა საუცხოოდაა ყველა-
ფერი!
ფრენკ ჩერჩილი თავის ადგილს დაუბრუნდა – ემას გვერდით. ემა კი,
მის ბეიტსის ხანმოკლე პაუზებისას უნებურად ზურგსუკან მყოფი მისის
ელტონისა და მის ფეარფაქსის დიალოგს უგდებდა ყურს. ფრენკი ჩა-
ფიქრებული ჩანდა... შესაძლოა, მასაც ესმოდა ორი ქალბატონის სა-
უბარი. ჯეინი მშვიდად და ზრდილობიანად იღებდა მისის ელტონისგან
კაბასა და გარეგნობასთან დაკავშირებულ ქათინაურებს, მერე, თავად
მისის ელტონმა მოისურვა ქათინაურების მოსმენა და დაკითხვას შე-
უდგა: „როგორ მოგწონთ ჩემი კაბა? და ჩემი სამკაულები? როგორი ვარ-
ცხნილობა გამიკეთა რაიტმა?..“ ამ ტიპის არაერთ შეკითხვას ჯეინი
მოთმინებითა და ზრდილობით პასუხობდა.
– საერთოდ, გარეგნულ მხარეზე ძალიან ცოტას ვფიქრობ, – თავს
იქებდა მისის ელტონი, – მაგრამ ახლა ყველას მზერა ჩემკენაა მომარ-
თული... თანაც, ეს, ჩემი მხრიდან, უესტონებისადმი პატივისცემაცაა...
ეჭვიც არ მეპარება, ეს მეჯლისი, პირველ ყოვლისა, ჩემს პატივსაცემად
გამართეს... ამდენად, არ მინდა, სხვებზე უარესად გამოვიყურებოდე.
ისე, ოთახში მარგალიტებს, პრაქტიკულად, ვერ ვხედავ... საკუთარს თუ
არ ჩავთვლით... მოკლედ, როგორც ვხვდები, ფრენკ ჩერჩილი გამორჩეუ-
ლად ცეკვავს... ვნახოთ, აბა, ჩვენი სტილები თუ შეეწყობა ერთმანეთს...
ფრენკ ჩერჩილი უდავოდ დახვეწილი ყმაწვილია. ძალიან მომწონს.
355
ზუსტად იმწამს ფრენკმა ისე ენერგიულად გაუბა საუბარი, რომ ემამ
იეჭვა, უთუოდ თავის ქებას მოჰკრა ყური და მეტის გაგონება აღარ უნ-
დაო. ფრენკმა ქალბატონების ხმები ერთხანს თითქოს გადაფარა კიდეც,
თუმცა სულ მცირეოდენი პაუზა და მისის ელტონის სიტყვები ისევ მკა-
ფიოდ გაისმა.
– ოჰ, როგორც იქნა, გვიპოვეთ, არა? აქეთ განვმარტოვდით... – მი-
მართავდა მოახლოებულ ქმარს, – აი, ახლა ვეუბნებოდი ჯეინს, ალბათ
ჩვენზე ნერვიულობას დაიწყებს-მეთქი.
– „ჯეინს“! – გაოცებით და უკმაყოფილოდ გაიმეორა ფრენკ ჩერჩილ-
მა, – უცერემონიო მიმართვაა... იმედია, მის ფეარფაქსი წინააღმდეგი
არ არის.
– როგორ მოგწონთ მისის ელტონი? – ჩურჩულით ჰკითხა ემამ.
– საერთოდ არ მომწონს.
– უმადური ხართ.
– უმადური? რატომ? – გაუკვირდა ფრენკს. შემდეგ შეჭმუხნილი
შუბლი გახსნა და განაგრძო: – არა, ნუ მეტყვით. არ მინდა, ვიცოდე, რას
გულისხმობთ... მამაჩემი სადაა? აღარ ვიწყებთ ცეკვას?
ემა ვერ ხვდებოდა... ფრენკი აშკარად უცნაურ გუნებაზე იყო. ის მა-
მის მოსაძებნად გაეშურა და მალევე მისი და მისის უესტონის თანხლე-
ბით დაბრუნდა. ცოლ-ქმარს სურდა, ერთი პატარა საჩოთირო საკითხი
ემასთვისაც მოეხსენებინათ. მისის უესტონს ის იყო, გაეაზრებინა, რომ
მეჯლისის გახსნა მისის ელტონისთვის უნდა ეთხოვათ. ეს კი თავდა-
პირველ ჩანაფიქრსა და გეგმას ეწინააღმდეგებოდა, რომლის მიხედვი-
თაც მეჯლისის გახსნის პატივი ემას უნდა რგებოდა წილად. სამწუხარო
რეალობას ემა მხნედ შეხვდა.
– და მეწყვილეზე რა ვქნათ? – იკითხა მისის უესტონმა, – ალბათ ეჭ-
ვიც არ ეპარება, რომ ფრენკი ეცეკვება.
ფრენკი უმალ ემას მიუბრუნდა, ძველი პირობა შეახსენა და თავმომ-
წონედ გამოაცხადა, დაკავებული კაცი ვარო. მამა ვაჟის განაცხადით
კმაყოფილი დარჩა.

356
გაირკვა, რომ მისის უესტონი მისის ელტონის მეწყვილედ თავიდანვე
თავის ქმარს განიხილავდა, რომელიც ემასა და ფრენკს უნდა დაეყო-
ლიებინათ, თუმცა, ამ საქმეს დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია – მის-
ტერ უესტონის დათანხმება იოლი აღმოჩნდა. ძალიან მალე მოცეკვავე-
თა რიგში პირველები მისტერ უესტონი და მისის ელტონი ჩადგნენ, ხო-
ლო მათ მისტერ ფრენკ ჩერჩილი და მის ვუდჰაუზი მიჰყვნენ. ემა იძუ-
ლებული გახდა, პირველობა მისის ელტონისთვის დაეთმო, არადა, მეჯ-
ლისზე, როგორც წესი, საკუთარ თავს მიიჩნევდა პრივილეგირებულად.
მოკლედ, ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ემამ ლამის ქორწინების უპი-
რატესობა აღიარა... პატივმოყვარეობადაკმაყოფილებული მისის ელ-
ტონი ახლა უდავოდ ფლობდა უპირატესობას. მართალია, მეწყვილედ
ფრენკ ჩერჩილი ერჩივნა, მაგრამ ფიქრობდა, ბევრიც არაფერი დამი-
კარგავსო, რადგან მისტერ უესტონი ვაჟზე უკეთ თუ არა, უარესად ნამ-
დვილად არ ცეკვავდა...
ემა, ამ პატარა უსიამოვნების მიუხედავადაც, მეტად კმაყოფილი იყო
– სხვა წყვილებს აღტაცებით შესცქეროდა და ამ იშვიათი, საყოველთაო
საზეიმო განწყობით ტკბებოდა. თუმცა, ერთი რამ მაინც აწუხებდა: მის-
ტერ ნაიტლი არ ცეკვავდა. მოცეკვავეთა შორის კი არ ტრიალებდა, იქ
იდგა, სადაც არ იყო მისი ადგილი – ქმრების, მამებისა და ვისტის მო-
თამაშეთა გვერდით, რომლებიც ყალბი ინტერესით ადევნებდნენ თვალს
ცეკვას მანამ, სანამ ბანქოს მაგიდები გაიშლებოდა. არადა, მისი მაღა-
ლი, მტკიცე, მოხდენილი სხეული ხნიერი კაცების ჩათქვირული ფორმე-
ბისა და მოკაკვული მხრების ფონზე, ემას აზრით, ისე ახალგაზრდუ-
ლად გამოიყურებოდა და ისეთ კონტრასტს ქმნიდა, თვალს ვერ მოს-
წყვეტდი. მეტიც, ემას თავისი მეწყვილის გარდა, ოთახში ერთი ახალ-
გაზრდა მამაკაციც კი არ ეგულებოდა (ახალგაზრდები კი მრავლად
ირეოდნენ), მასთან შედარების ღირსი რომ ყოფილიყო. მისტერ ნაიტ-
ლიმ რამდენიმე ნაბიჯით წაიწია წინ და ამ რამდენიმე ნაბიჯმა ემა კი-
დევ ერთხელ დაარწმუნა, რა მოხდენილად იცეკვებდა, სულ ოდნავ რომ
შეეწუხებინა თავი. მათი მზერა დროდადრო ხვდებოდა ერთმანეთს და
მისტერ ნაიტლი ღიმილით უსწორებდა თვალს, თუმცა, ზოგადად, ძა-
357
ლიან სერიოზული ჩანდა. ემას გულით უნდოდა, მისტერ ნაიტლის მე-
ტად ჰყვარებოდა მეჯლისები და მეტად მოსწონებოდა ფრენკ ჩერჩილი;
ამჩნევდა, რომ მისტერ ნაიტლი აკვირდებოდა. ცხადია, არ ღირდა თა-
ვის მოტყუება, თითქოს მისი ცეკვით იხიბლებოდა, მაგრამ ალბათ არც
კიცხავდა, ან თუ კიცხავდა, უსამართლოდ – ემასა და მის მეწყვილეს
შორის ფლირტის ნასახიც კი არ იგრძნობოდა; უფრო ხალისიან მეგობ-
რებს ჰგავდნენ, ვიდრე შეყვარებულ წყვილს. ეს კიდევ ერთი დასტური
გახლდათ: ფრენკ ჩერჩილი ემაზე ახლა ნაკლებად ფიქრობდა.
მეჯლისი მართლაც რომ ერთი სიამოვნება იყო. მისის უესტონი ყუ-
რადღებასა და მზრუნველობას არ აკლებდა ბედნიერ სტუმრებს, რომ-
ლებიც, თავის მხრივ ხოტბას არ იშურებდნენ ჯერ კიდევ მის დაწყებამ-
დე, არადა ქება, როგორც წესი, დასასრულს უფრო ლოგიკურია. რაც
შეეხება მნიშვნელოვან, დასამახსოვრებელ დეტალებს, მეჯლისი ამით
მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა, თუ არ ჩავთვლით ერთ ფაქტს, რამაც
ემას ყურადღება მიიქცია – ვახშმობამდე ბოლო ორ ცეკვაში ისე მოხდა,
რომ ახალგაზრდა ქალბატონთაგან მხოლოდ ჰარიეტი დარჩა მეწყვი-
ლის გარეშე, ამ დროს კი დარბაზში არაერთი ჯენტლმენი ტრიალებდა.
უცებ, შორიახლო მისტერ ელტონი გამოჩნდა და ემამ მაშინვე დარწმუ-
ნებით გაიფიქრა, ჰარიეტის გაწვევისაგან თავის ასარიდებლად ახლავე
ბანქოს ოთახს მიაშურებსო.
მაგრამ მისტერ ელტონს გაქცევა არც უფიქრია. ოთახის ერთ კუთხე-
ში თავმოყრილ სტუმრებს თავმომწონედ მიუახლოვდა და რამდენიმეს
გამოელაპარაკა კიდეც; ერთი ორჯერ ზუსტად მის სმითის პირდაპირაც
კი შეჩერდა და მის გვერდით მსხდომთ გაუბა საუბარი. ემამ, რომელიც
იმწამს არ ცეკვავდა და ოთახის შუაგულისკენ მიემართებოდა, ეს კარ-
გად დაინახა. რაკი გასცდა, ვეღარ გაბედა უკან მიეხედა, თუმცა, მისტერ
ელტონის ნათქვამი ყოველი სიტყვა მკაფიოდ გაიგონა. მისტერ ელტონი
მისის უესტონს ელაპარაკებოდა. ემამ წინ მდგომ მისის ელტონსაც მოჰ-
კრა თვალი, რომელიც არა მხოლოდ უსმენდა ქმარს, არამედ მრავალ-
მნიშვნელოვანი მზერით აქეზებდა კიდეც. ემამ ცხადად გაიგონა, რო-
გორ მზრუნველად ჰკითხა გულკეთილმა და მეგობრულმა მისის უეს-
358
ტონმა, რატომ არ ცეკვავთო, მისტერ ელტონმა კი მიუგო, დაუყოვნებ-
ლივ ვიცეკვებ, მისის უესტონ, თუ თქვენ იქნებით ჩემი მეწყვილეო.
– მე? არა, რას ამბობთ! უკეთეს მეწყვილეს გიშოვით. მე რა მოცეკვა-
ვე ვარ?!
– მაშ, თუ მისის გილბერტი ინებებს... – უკან არ დაიხია მისტერ ელ-
ტონმა, – მართალია, ჩემი, როგორც ცოლიანი და მოწიფული მამაკაცის,
ცეკვა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მისის გილბერტისთანა ძველ მეგო-
ბართან მაინც ძალიან გამიხარდება.
– მისის გილბერტს არ უნდა ცეკვა, მაგრამ გამიხარდებოდა, ერთ თა-
ვისუფალ გოგონას თუ გაიწვევდით. მის სმითს ვგულისხმობ.
– აჰ, მის სმითი! არც შემიმჩნევია. უაღრესად თავაზიანი ხართ და
ასაკშეპარული ცოლიანი კაცი რომ არ ვიყო... თუმცა, ჩემი ცეკვა წარ-
სულს ჩაბარდა, მისის უესტონ. უნდა მომიტევოთ. სხვა, რაც გინდათ,
მთხოვეთ – თქვენს განკარგულებაში ვარ და არ დაგზარდებით... მაგრამ
რაღა დროს ჩემი ცეკვაა.
ემამ შეამჩნია, მისის უესტონი როგორ გაოგნებული და გულნატკენი
დაუბრუნდა საკუთარ ადგილს. ესეც შენი სასიამოვნო, თავაზიანი, მე-
გობრული მისტერ ელტონი! ემამ თვალი გააყოლა. მისტერ ელტონი
განზე გამდგარი მისტერ ნაიტლისკენ გაეშურა გამოსალაპარაკებლად,
მაგრამ ჯერ თავის ცოლს გაუღიმა მრავალმნიშვნელოვნად.
ემას მისკენ აღარ გაუხედავს – ბრაზით გულანთებულს შეეშინდა,
ვაითუ სახეც ავარვარებული მაქვსო.
მაგრამ წუთის შემდეგ უხერხული სიტუაცია სასიამოვნოდ შეიცვა-
ლა: ჰარიეტს მოცეკვავეებისკენ მისტერ ნაიტლი მიუძღვოდა! სიხარუ-
ლითა და მადლიერებით აღვსილ ემას ერთი სული ჰქონდა, მისტერ ნა-
იტლისთვის გულითადი მადლობა გადაეხადა. თვალებით ლამის ყვე-
ლაფრის თქმა შეძლო, როგორც კი მისტერ ნაიტლის მზერა დაიჭირა.
მისტერ ნაიტლი ზუსტად ისე ცეკვავდა, როგორც ემას წარმოედგინა:
უნაკლოდ. წუთისწინანდელი საჩოთირო სიტუაცია რომ არა, იფიქრებ-
დით, ჰარიეტი ყველაზე იღბლიანი არსებააო. სიხარულსა და უპირატე-

359
სობას, რაც მას არგუნეს, გოგონა გრძნობდა და უფასებდა კიდეც მის-
ტერ ნაიტლის: მთელი მონდომებით და გაბადრული სახით ცეკვავდა.
მისტერ ელტონი კი ბანქოს ოთახში გაიძურწა. ემას ღრმა რწმენით,
საკმაოდ ბრიყვულადაც გამოიყურებოდა. გულქვაობაში ჯერჯერობით
ცოლს ვერ გაეჯიბრებოდა, მაგრამ ბევრიც აღარაფერი უკლდა. აი, მისის
ელტონის შესახებ მსჯელობა შესაძლებელი იყო, როცა მეწყვილესთან
ხმამაღლა აღნიშნა: – ნაიტლის შეეცოდა საბრალო პატარა მის სმითი!
რა კარგად აღზრდილი კაცია.
ამასობაში, ვახშმობის დრო მოვიდა, რასაც მის ბეიტსის მორიგი მო-
ნოლოგი მოჰყვა, რომელიც მაშინღა დაასრულა, როცა მაგიდასთან
დაჯდა და კოვზი აიღო ხელში.
– ჯეინ, ჯეინ, ჯეინ, ჩემო ძვირფასო, სად ხარ? აიღე შენი მოსახვევი.
მისის უესტონი გევედრება, მოიხუროსო. ამბობს, მეშინია, დერეფანში
ორპირი არ იყოსო, თუმცა ყველაფერი გააკეთეს, რომ... ერთი კარი აჭე-
დეს კიდეც... ყველგან ჭილოფი აგია... ჯეინ, ჩემო ძვირფასო, უნდა მო-
იხურო... მისტერ ჩერჩილ! ღმერთო, რა თავაზიანი ხართ! რა მარჯვედ
მოახურეთ! ...როგორი კმაყოფილი ვარ! რა არაჩვეულებრივი მეჯლისია!
...ჰო, ჩემო ძვირფასო, შინ გავიქეცი... გითხარი კიდეც, უნდა გავიქცე-
მეთქი... ბებო უნდა დამეწვინა... მაგრამ არავის უგრძნია ჩემი არყოფ-
ნა... როგორც გითხარი, უჩუმრად წავედი. ბებო შესანიშნავად გრძნობ-
და თავს, თურმე არაჩვეულებრივად გაერთო მისტერ ვუდჰაუზთან, ბევ-
რი ილაპარაკეს და ნარდიც ითამაშეს... ჩაი პირველ სართულზე გაუწ-
ყვიათ – ჩაით, ორცხობილით, გამომცხვარი ვაშლებითა და ღვინით
უვახშმიათ... რამდენჯერმე საოცრად იღბლიანადაც გაუგორებია კამა-
თელი... ჰო, შენზე მკითხა, როგორ ერთობაო, ვის ეცეკვაო. „ოჰ! – ვუპა-
სუხე, – არ მინდა, ჯეინს დავასწრო. რომ წამოვედი, მისტერ ოტვეის
ეცეკვებოდა. მაგრამ აჯობებს, ხვალ თავად გიამბოს ყველაფერი. პირვე-
ლი მეწყვილე მისტერ ელტონი იყო, თუმცა მომდევნო ვინ იქნება, არ
ვიცი; შესაძლოა, მისტერ უილიამ ქოკსი“ სერ, ჩემო ძვირფასო, ძალიან
თავაზიანი ხართ ვინმე სხვასთან ხომ არ გირჩევნიათ? ...მთლად ასე უი-
მედოდაც არ ვარ სერ, საოცრად თავაზიანი ბრძანდებით. აქეთ მკლავზე
360
ჯეინი, იქითაზე – მე! ღმერთო! მოიცადეთ, მოიცადეთ, ცოტა ხანს გავ-
ჩერდეთ, მისის ელტონი მოდის, უნდა გავატაროთ. ძვირფასი მისის ელ-
ტონი! რა ელეგანტურად გამოიყურება! რა მშვენიერი მაქმანებია!.. ახ-
ლა კი შეგვიძლია, გავყვეთ. ნამდვილი საღამოს დედოფალია! აი, დერე-
ფანიც. ორი საფეხურია, ჯეინ. ყურადღება მიაქციე – ორი საფეხურია.
უჰ, ერთი ყოფილა! რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ორი იყო.
რა უცნაურია! ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ორი იყო, არადა, ერთი ყო-
ფილა. ამდენი კომფორტი და დახვეწილობა არსად მინახავს შეხედე,
ყველგან სანთლები დაუნთიათ... ბებოზე გიყვებოდი, ჯეინ... პატარა
იმედგაცრუება შეხვედრია კი, გამომცხვარი ვაშლები და ორცხობილები
შესანიშნავია, მაგრამ მანამდე ხორცისა და სატაცურის უგემრიელესი
რაგუ შემოუტანიათ, კეთილ მისტერ ვუდჰაუზს კი დაუჟინია, სატაცური
მოუხარშავიაო და უკან გაუტანებია. არადა, ბებოს ხორცზე და სატა-
ცურზე მეტად არაფერი უყვარს ჰოდა, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებუ-
ლი დარჩა, მაგრამ შევთანხმდით, რომ ამას არავის მოვუყვებით, რად-
გან შეიძლება, ძვირფასი მის ვუდჰაუზის ყურამდეც მივიდეს, მის ვუდ-
ჰაუზი კი ძალიან შეწუხდება! ღმერთო, რა არაჩვეულებრივია! გაოცე-
ბული ვარ! ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი! როგორი ელეგანტურობა!
როგორი სიუხვე! ასეთი არაფერი მინახავს მას მერე, რაც სად უნდა
დავსხდეთ? სად დავსხდეთ? ნებისმიერ ადგილას, ოღონდაც კი ჯეინი
ორპირში არ მოხვდეს. მე სად დავჯდები, სულერთია. ოჰ! ამ მხარეს
გვირჩევთ? ...ეჭვიც არ მეპარება, მისტერ ჩერჩილ... უბრალოდ, ზედმე-
ტად კარგი ადგილია... თუმცა, როგორც გვეტყვით. შეუძლებელია,
თქვენი რჩევები ამ სახლში მცდარი იყოს... ჯეინ, ძვირფასო, მგონი კერ-
ძების ნახევარსაც კი ვერ დავიმახსოვრებთ, ბებოს რომ ვუამბოთ! წვნი-
ანი! ღმერთო დიდებულო! უკვე? არ ღირდა... თუმცა საუცხოო სურნე-
ლი ასდის და თავს ვერ შევიკავებ – უნდა დავიწყო.
ვახშმის დასრულებამდე ემას მისტერ ნაიტლისთან ლაპარაკის სა-
შუალება არ მისცემია. მაგრამ როცა კვლავ საცეკვაო ოთახში გადაი-
ნაცვლეს, დაჟინებული მზერა მიაპყრო და თავისთან მიიხმო. მისტერ
ელტონის საქციელი მისტერ ნაიტლიმ უპატიებელ უზრდელობად შე-
361
რაცხა და მგზნებარედ დაგმო. არც მისის ელტონის მზერა დატოვა გა-
უკიცხავად.
– ვგონებ, მხოლოდ ჰარიეტის წყენინება არ ჰქონდათ განზრახული, –
ივარაუდა მისტერ ნაიტლიმ, – ემა, ვერ გამიგია, რატომ გმტრობენ? –
იკითხა უცებ ღიმილით და ემას დაჟინებით შეხედა, თუმცა პასუხი რომ
ვერ მიიღო, განაგრძო: – მისტერ ელტონი კიდევ ჰო, მაგრამ მისის ელ-
ტონს, წესით, საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს. ცხადია, ჩემს ამ
ვარაუდს არ უპასუხებთ, მაგრამ აღიარეთ, რომ გინდოდათ, ჰარიეტი
მისტერ ელტონისთვის შეგერთოთ.
– მინდოდა – მიუგო ემამ, – და სწორედ მაგას ვერ მპატიობენ.
მისტერ ნაიტლიმ თავი გააქნია, მაგრამ მოწყალედ გაიღიმა: – არ
დაგტუქსავთ. თვითკრიტიკის უნარის ამარა დაგტოვებთ.
– რაკი ამდენი მლიქვნელის ხელში ვარ, გგონიათ ჩემი ნდობა შეიძ-
ლება? ჩემი პატივმოყვარე ხასიათი ოდესმე მეტყვის, შეცდიო?
– პატივმოყვარეობა არა, მაგრამ გონიერება გეტყვით. ერთი თუ შე-
გაცდენთ, მეორე უთუოდ სწორ გზაზე დაგაყენებთ.
– ვაღიარებ, რომ მისტერ ელტონში აბსოლუტურად შევცდი. პატარა
კაცია, რასაც თქვენ, ჩემგან განსხვავებით, მალევე მიხვდით. შევცდი
იმაშიც, რომ დავიჯერე, თითქოს ჰარიეტს ეტრფოდა. მოკლედ, ყველა-
ფერი ათასი უაზრო შეცდომისა და გაუგებრობის შედეგია!
– კარგი, ამ აღიარების სანაცვლოდ, მეც სამართლიანი ვიქნები და
გეტყვით, რომ თქვენ ბევრად უკეთესს ურჩევდით, ვიდრე თავად შეარ-
ჩია. ჰარიეტ სმითს უდავოდ აქვს რამდენიმე კარგი თვისება, რასაც მი-
სის ელტონი სრულიად მოკლებულია. უპრეტენზიო, წრფელი, უეშმაკო
გოგონაა და ნებისმიერი გონიერი და გემოვნებიანი კაცის თვალში ასი
თავით აღემატება მისის ელტონისნაირ ქალს. ჰარიეტთან საუბარი გა-
ცილებით სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.
ემა მეტად კმაყოფილი დარჩა, თუმცა იძულებული გახდა, საუბარი
შეეწყვიტა – მისტერ უესტონი სტუმრებს კვლავ საცეკვაოდ იხმობდა: –
მის ვუდჰაუზ, მის ოტვეი, მის ფეარფაქს, აქ მოდით! ემა, მიეცით თქვენს

362
მეგობრებს მაგალითი. რა ზარმაცები ყოფილხართ! გძინავთ, თუ რა
გჭირთ?
– მე მზად ვარ, – შესძახა ემამ, – როცა კი საჭირო ვიქნები.
– ვისთან აპირებთ ცეკვას? – ჰკითხა მისტერ ნაიტლიმ.
ემამ ერთხანს იყოყმანა, მერე კი მიუგო: – თქვენთან, თუკი დამპატი-
ჟებთ.
– თანახმა ხართ? – მისტერ ნაიტლიმ ხელი გაუწოდა.
– რა თქმა უნდა. თქვენ გვაჩვენეთ, რომ ცეკვა შეგიძლიათ, მე და
თქვენ კი, მოგეხსენებათ, არც მთლად და-ძმანი ვართ, რომ ცეკვა ეტიკე-
ტის დარღვევად ჩაგვითვალონ.
– დიახ, სწორედაც რომ არ ვართ და-ძმანი.

363
თავი 3

მისტერ ნაიტლისთან ხანმოკლე საუბარი ემასთვის მეჯლისის საუკე-


თესო მოგონებად იქცა – მომდევნო დილას, სეირნობისას, სწორედ ამ
მოგონებებით ტკბებოდა. უხაროდა, რომ მასა და მისტერ ნაიტლის, ბო-
ლოს და ბოლოს, ერთნაირი პოზიცია ჰქონდათ ელტონებთან დაკავში-
რებით. განსაკუთრებულ სიამოვნებას კი მისტერ ნაიტლისგან ჰარიეტის
ქება და მის მიმართ გამოჩენილი ყურადღება ჰგვრიდა. ელტონების
თავხედობა, რაც გართობას გაფუჭებით ემუქრებოდა, საბოლოოდ, სა-
ღამოს მთავარ ნათელ წერტილად იქცა. ემა ახლა მეორე სახარბიელო
შედეგსაც ელოდა – ჰარიეტის საბოლოო გამოფხიზლებას, რის იმედსაც,
მეჯლისის დასასრულს, მისივე შეფასებები აძლევდა. გოგონას უეცრად
თითქოს თვალები აეხილა და მიხვდა, რომ მისტერ ელტონი სულაც არ
იყო ისეთი ღირსეული, როგორც მას წარმოედგინა. ციებ-ცხელებას წერ-
ტილი დაესვა. ემას, პრაქტიკულად, აღარ ეშინოდა, რომ ნებისმიერი სა-
ხისა და დოზის ყურადღება ჰარიეტს კვლავ აუჩქარებდა მაჯისცემას.
ელტონების ბოროტების იმედი კი ჰქონდა – თავს ნამდვილად არ დაზო-
გავდნენ და ჰარიეტს ხაზგასმით ცუდად მოეპყრობოდნენ...
მოკლედ, ჰარიეტი გონს მოეგო, ფრენკ ჩერჩილი აღარ იყო ემაზე
უგონოდ შეყვარებული, მისტერ ნაიტლი კი აღარ უჯავრდებოდა! ერთი
სიტყვით, ემას წინ არაჩვეულებრივი ზაფხული ელოდა!
ამ დილას, ფრენკ ჩერჩილს აღარ ელოდა, რადგან ახალგაზრდა კაცს
გაეფრთხილებინა – რაზეც ემას გული ოდნავადაც არ დასწყვეტია –
ვერ მივცემ თავს ჰარტფილდში შემოვლის სიამოვნების უფლებას, ვი-
ნაიდან შუადღისთვის შინ უნდა ვიყოო.
ემამ კარგად აწონ-დაწონა ყველაფერი და, ფრიად კმაყოფილი, ის
იყო, შინ შებრუნებას აპირებდა, რომ უცებ რკინის ჭიშკარი გაიღო და
ისეთი წყვილი შემოვიდა, რომელთა ერთად ნახვასაც ყველაზე ნაკლე-
ბად წარმოიდგენდა: ფრენკ ჩერჩილი და მის მკლავზე დაყრდნობილი
ჰარიეტი! დიახ, ჰარიეტი! ემას წუთიც არ დასჭირვებია იმის მისახვედ-
რად, რომ რაღაც მეტად უჩვეულო ხდებოდა. ჰარიეტი გაფითრებული-
364
ყო, ფრენკი კი მის გამხნევებას ცდილობდა. როცა სამივენი სახლში შე-
ვიდნენ, ჰარიეტი სავარძელზე მიესვენა და გონება დაკარგა.
როცა ვინმე გონებას კარგავს, პირველ ყოვლისა, მისი მოსულიერებაა
საჭირო. ამას მოსდევს კითხვები და პასუხები, გაოცების დაცხრომა და
ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. მსგავსი ამბები ძალიან საინტე-
რესოა, თუმცა დაძაბულობა თუ გაურკვევლობა დიდხანს არ გასტანს
ხოლმე, და ემამაც რამდენიმე წუთში ყველაფერი წვრილად შეიტყო.
მის სმითი და მისის გოდარდის პანსიონის მდგმური, მის ბიკერტონი,
რომელიც წინა საღამოს მეჯლისსაც ესწრებოდა, ერთად გამოსულიყ-
ვნენ სასეირნოდ რიჩმონდის მიმართულებით. ეს ყოვლად უსაფრთხო
გზა, ჰაიბერიდან ნახევარი მილის მოშორებით, დაბურულ თელიანში
უხვევდა, სადაც კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. გარკვეული მანძილი
რომ გაიარეს, უცებ ძალიან ჩამობნელდა და გოგონებმა მათგან არცთუ
შორს, გაშლილ მინდორზე, ბოშების ბანდა შენიშნეს. ერთი დადარაჯე-
ბული ბავშვი მათკენ მოწყალების სათხოვნელად დაიძრა. მის ბიკერ-
ტონი ძალიან შეშინდა და ყვირილით გაიქცა – ციცაბო გზისპირი აირ-
ბინა, პატარა მესერს გადაახტა და უმოკლესი გზით ჰაიბერისკენ გასწია.
მართალია, ჰარიეტსაცდაუყვირა, გამომყევიო, მაგრამ საბრალო ჰარიე-
ტი ვერ გაჰყვა – წინა ღამის ცეკვების გამო, თურმე ფეხები სტკიოდა და
გზისპირზე ასვლის პირველსავე მცდელობაზე ისე შემოუტია, მთლად
წაართვა ძალა. მოკლედ, ამგვარ მდგომარეობაში, საშინლად თავზარ-
დაცემული, იძულებული გახდა, ადგილზე დარჩენილიყო.
რთული სათქმელია, როგორ მოიქცეოდნენ ბოშები, ახალგაზრდა
ქალბატონებს მეტი გამბედაობა რომ გამოეჩინათ, მაგრამ ჰარიეტის ეს
საქციელი პირდაპირ აგულიანებდა მათ. მართლაც, ძალიან მალე, მსუ-
ქანი ქალისა და ბრგე ბიჭის მეთაურობით, მის სმითს ხუთი-ექვსი ბავ-
შვი დაესხა თავს – მეტად ხმაურიანები იყვნენ და თამამად იქცეოდნენ,
თუმცა მთლად თავხედურიც არაფერი უკადრებიათ... მოკლედ, უაღრე-
სად შეშინებულმა ჰარიეტმა ისღა მოიფიქრა, რომ საფულე ამოიღო,
ბოშებს შილინგი მისცა და შეევედრა, სხვა არაფერი მთხოვოთ და არა-
ფერი დამიშავოთო... ამასობაში უკვე შეეძლო ნელა სიარული და
365
ფრთხილად განაგრძო გზა... თუმცა, მისი თავზარდაცემულობა და სა-
ფულე მეტისმეტად დიდი საცდური გამოდგა ბოშებისათვის და მალე
მთელი ბანდა გამოედევნა... გოგონა ალყაში მოაქციეს და მთელი ფული
მოსთხოვეს.
სწორედ ამ მდგომარეობაში ნახა ის ფრენკ ჩერჩილმა – ხმაურიანი
და უტიფარი ბოშების ალყაში იდგა აცახცახებული. იღბლიანი შემ-
თხვევითობის წყალობით, ფრენკი ჰაიბერიში შეყოვნებულა, რის გამოც
ჰარიეტისთვის დახმარების აღმოჩენა შეძლო.
ასეთ სასიამოვნო დილას ფრენკს სეირნობა გადაეწყვიტა, ცხენები
დაეტოვებინა და მეეტლე ჰაიბერიდან ერთი-ორი მილის მოშორებით
მოცდაზე შეეპირებინა... თუმცა, რადგან წინა ღამეს მის ბეიტსისთვის
მაკრატელი გამოერთმია, დაბრუნება კი დაჰვიწყებია, იძულებული გამ-
ხდარა, მათთან შეევლო და რამდენიმე წუთით შეყოვნებულიყო. სწო-
რედ ამ მიზეზით ჰაიბერიდან ჩაფიქრებულზე გვიან გამოსულა და რაკი
ფეხით იყო, ბანდას ვერ შეემჩნია, ჰოდა, შიში, რასაც ჰარიეტში თეს-
დნენ, ბოშებს ახლა თავად უნდა ეწვნიათ. საბრალო ჰარიეტი ახალგაზ-
რდა კაცს მკლავზე ჩაბღაუჭებია და ლუღლუღით შეჰვედრებია დახმა-
რებას. მისი ჰარტფილდში მიყვანა ფრენკის იდეა ყოფილა: სხვა ადგი-
ლი არც კი მოსვლოდა თავში. საბრალო გოგოს ჰარტფილდამდე ეყო ძა-
ლა, აქ კი ერთიანად უმტყუნა.
აი, ეს გახლდათ მთელი ისტორია, რაც ფრენკმა და მოსულიერებულ-
მა ჰარიეტმა უამბეს ემას. ფრენკ ჩერჩილი ჩქარობდა. უკვე იმდენად აგ-
ვიანდებოდა, რომ ერთ წუთსაც ვეღარ დაკარგავდა. ემამ დააიმედა, მი-
სის გოდარდს მე შევატყობინებ, რომ ჰარიეტი უსაფრთხოდ არის, ხოლო
მისტერ ნაიტლის ვაცნობებ, სამეზობლოში ასეთი ხალხი რომ დაიარე-
ბაო, და, ფრენკიც წავიდა, გამომშვიდობებისას კი მის ვუდჰაუზმა თა-
ვისი და მეგობრის სახელით ათასი მადლობა გადაუხადა და ყოველგვა-
რი წყალობა და სიკეთე უსურვა.
კეთილშობილი ახალგაზრდა კაცისა და ლამაზი ახალგაზრდა ქალის
ასეთი თავგადასავალი ყველაზე გულცივსა და რაციონალურ ადამიან-
საც კი გაუჩენს საფუძვლიან ეჭვებს. ლინგვისტს, გრამატიკოსს ან თუნ-
366
დაც მათემატიკოსს რომ ენახა ის, რაც ემამ ნახა, და მოესმინა იგივე,
რაც ემამ მოისმინა, ხომ ასევე ვერ დააღწევდა თავს აზრს, რომ კონკრე-
ტულ გარემოებას ეს ახალგაზრდები ერთმანეთისთვის განსაკუთრებუ-
ლად საინტერესოდ ექცია?! ჰოდა, აბა უკიდეგანო ფანტაზიის პატრონს
როგორღა უნდა ჩაექრო ცნობისმოყვარეობისა და შორსმჭვრეტელობის
ცეცხლი?! მით უფრო, როცა მისი გამომგონებელი გონება მსგავსი ფან-
ტაზიისთვის მზად იყო!
მეტად უჩვეულო რამ მოხდა! ემა ვერავის იხსენებდა, ამ ადგილას
მსგავს ფათერაკში გახვეულიყოს. რაღა მაინცდამაინც ჰარიეტს შეემ-
თხვა, თანაც, ზუსტად იმ დროს, როცა ფრენკ ჩერჩილს უნდა ჩაევლო
და მისი გადარჩენა შესძლებოდა?! არა, უდავოდ უცნაური იყო, მით
უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ფრენკი ემას სიყვარულისგან ლა-
მობდა თავის დაღწევას, ჰარიეტი კი მისტერ ელტონისგან იკურნებოდა.
თითქმის გამორიცხული იყო, ამ თავგადასავალს მის მთავარ გმირებში
ერთმანეთისადმი ძლიერი ინტერესი არ გაეღვივებინა.
სანამ ჰარიეტი ნახევრად უგონოდ იყო, ფრენკი მის შიშსა და გუ-
ლუბრყვილობაზე ემას ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზუ-
ლად უამბობდა; ემოციურად აღწერდა, როგორ გამალებით ჩაებღაუჭა
მის სმითი მკლავზე... ბოლოს, მის ბიკერტონის უგუნურ საქციელსაც
აღშფოთებით გაუსვა ხაზი.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მოვლენების მეტად საინტერესო
განვითარებაზე მიანიშნებდა, ემამ მტკიცედ გადაწყვიტა, არ ჩარეული-
ყო – არავინ წაექეზებინა და არავის დახმარებოდა: არცერთი ზედმეტი
ნაბიჯი, არცერთი მინიშნება თუ გადაკრული სიტყვა; ერთხელ უკვე საკ-
მარისად ჩაერია!
მის ვუდჰაუზი აპირებდა, ბოშების ინციდენტი მამისაგან დაემალა –
იცოდა, რამხელა მღელვარება და განგაში მოჰყვებოდა სიმართლის გამ-
ხელას, თუმცა, მალევე მიხვდა, რომ დამალვა შეუძლებელი იყო. ნახე-
ვარ საათში ახალი ამბავი მთელმა ჰაიბერიმ იცოდა. ამაზე ლაპარაკობ-
და ყველა, ვინც, ზოგადად, ბევრს ლაპარაკობს ხოლმე – ახალგაზრდები
და მდაბიოები. მართლაც, ძალიან მალე, ყველა ახალგაზრდა და მსახუ-
367
რი საშიში ამბის განხილვით იქცევდა თავს. წინა ღამის მეჯლისი ბო-
შებმა გადაფარეს.
ემას ვარაუდი გამართლდა და საბრალო მისტერ ვუდჰაუზი კარგა
ხანს აკანკალებული იჯდა; მანამ არ მოისვენა, სანამ პირობა არ ჩამო-
ართვა ორივეს, რომ ბუჩქნარს აღარასოდეს გასცდებოდნენ. ნუგეშად
მხოლოდ ის წერილები ჰქონდა, რომლებსაც მთელი დღის განმავლობა-
ში იღებდა მეზობლებისგან მისი, მის ვუდჰაუზისა და მის სმითის მოსა-
კითხად (მეზობლებმა იცოდნენ, როგორ უყვარდა მისტერ ვუდჰაუზს,
ჯანმრთელობის ამბებს რომ ეკითხებოდნენ). თითოეულ წერილს პასუხს
პირადად სცემდა, არა ვართ კარგადო, ირწმუნებოდა, არადა, ემაც
მშვენივრად გრძნობდა თავს და არც ჰარიეტი უჩიოდა მაინცდამაინც
რამეს. ქალიშვილი მამის საქმეში არ ჩარეულა.
ზოგადად კი, მის ვუდჰაუზს არ გაუმართლა, ჯანმრთელობასთან
ასეთ დამოკიდებულებაში მყოფი კაცის შვილი თითქმის არასდროს
ხდებოდა ავად, თუმცა, მისტერ ვუდჰაუზს ეს ხელს არ უშლიდა, მის-
თვის ნაირ-ნაირი დაავადება მოეგონებინა და თავისი წერილები მეტად
დამაჯერებელი გაეხადა. ბოშები კანონის ამოქმედებას არ დალოდებიან
– მყისვე დატოვეს ტერიტორია; ჰაიბერის ქალბატონებმა წესიერად შე-
შინებაც კი ვერ მოასწრეს, რომ ძველებურად უსაფრთხოდ იქცა იქაუ-
რობა. მოკლედ, მალე ეს ამბავი ყველამ მიივიწყა, ემასა და მისი დის-
შვილების გარდა: ემას წარმოსახვაში ის საპატიო ადგილს იკავებდა,
ჰენრი და ჯონი კი ყოველდღე ითხოვდნენ ჰარიეტისა და ბოშების ისტო-
რიას და ყოველ ჯერზე უმცირეს დეტალსაც კი უსწორებდნენ დეიდას,
თუკი რაიმეს ოდნავ შეცვლიდა.

368
თავი 4

ხიფათიანი თავგადასავლიდან სულ რამდენიმე დღეში, ერთ დილას,


ემას ჰარიეტი ესტუმრა პატარა ამანათით ხელში. დაჯდა, ერთხანს
იყოყმანა და ბოლოს დაიწყო: – მის ვუდჰაუზ... დრო თუ გაქვთ... რაღა-
ცის თქმა მინდა თქვენთვის... ერთ რამეში უნდა გამოგიტყდეთ... და
ამით ყველაფერი დასრულდება.
ემა გაოცდა. შეევედრა, მითხარითო. ჰარიეტს იმდენად სერიოზული
გამომეტყველება ჰქონდა, რომ ნამდვილად რაღაც მნიშვნელოვანის
თქმას აპირებდა.
– მის ვუდჰაუზ, ჩემი ვალია და სურვილიც, რომ ამ საკითხში თქვენ-
თან დასამალი არაფერი მქონდეს. საბედნიეროდ, ერთი თვალსაზრი-
სით, სრულიად შევიცვალე და მიმაჩნია, რომ თქვენც გაგახარებთ ამის
ცოდნა. არ მინდა ზედმეტი ლაპარაკი... ისედაც ძალიან მრცხვენია, ასე
რომ დავკარგე თავი... იმედი მაქვს, გესმით ჩემი.
– ჰო, – მიუგო ემამ, – იმედია.
– რამდენ ხანს ვიტყუებდი თავს! სიგიჟე იყო! ახლა მასში გამორჩე-
ულს ვეღარაფერს ვხედავ. აღარ მაინტერესებს, ვნახავ თუ არა... თუმ-
ცა, მაინც მირჩევნია, არ ვნახო... ჰო, ნებისმიერ მანძილს გავივლი,
ოღონდ კი მასთან შეხვედრა ავირიდო... ახლა ოდნავადაც აღარ მშურს
მისი ცოლის; აღარც აღტაცებული ვარ მისით და აღარც ვეჭვიანობ. კი,
ვაღიარებ, რომ მომხიბლავი ქალია, მაგრამ ავია... არასდროს დამავიწ-
ყდება მისი მზერა იმ ღამეს! მიუხედავად ამისა, მის ვუდჰაუზ, მერწმუ-
ნეთ, მას ცუდს არაფერს ვუსურვებ. პირიქით, დაე, ბედნიერები იყვნენ
ერთად, ერთი წამითაც არ მეტკინება ამის გამო გული. იმისათვის, რომ
დაგარწმუნოთ ჩემს სიმართლეში, ახლა გავანადგურებ იმას, რაც დიდი
ხნის წინათ უნდა გამენადგურებინა... რაც არც კი უნდა შემენახა... – ჰა-
რიეტი გაწითლდა, – ჰო, ახლა ერთიანად გავანადგურებ და ამას თქვენი
თანდასწრებით გავაკეთებ, რათა თავად განსაჯოთ, როგორი რაციონა-
ლური გავხდი. შეგიძლიათ, გამოიცნოთ, რა დევს ამ ამანათში? – ჰარი-
ეტმა ემას გახედა დამორცხვებით.
369
– წარმოდგენაც არა მაქვს. ოდესმე რაიმე გაჩუქათ?
– არა... საჩუქრებს ვერ ვუწოდებ, მაგრამ ამ ნივთებს ძალიან ვაფა-
სებდი.
ჰარიეტმა ამანათი ემასკენ გაიშვირა და ემამაც ამოიკითხა ზედ წა-
წერილი სიტყვები: „უძვირფასესი საუნჯე“. სანამ ჰარიეტი ხსნიდა,
ცნობისმოყვარეობით აღვსილი ემა თვალს არ აცილებდა ამანათს. აუ-
არება ვერცხლისფერი ქაღალდიდან, მის სმითმა ბოლოს და ბოლოს, პა-
ტარა, ლამაზი, ტანბრიჯული ზარდახშა76 ამოაძვრინა და გახსნა. ემამ
მხოლოდ ბამბის უნაზესი სარჩულისა და წებოვანი სახვევის77 პატარა
ნაჭრის დანახვა შეძლო.
– აბა, მის ვუდჰაუზ, – მიმართა ჰარიეტმა, – ახლა კი უნდა გაგახსენ-
დეთ.
– არა, ნამდვილად ვერაფერს ვიხსენებ.
– ღმერთო ჩემო! მეგონა, შეუძლებელი იყო, დაგვიწყებოდათ, რაც
ზუსტად ამ ოთახში მოხდა წებოვან სახვევთან დაკავშირებით. ეს ერთ-
ერთი უკანასკნელი შეხვედრაა ჰარტფილდში! ეს ჩემს ანგინამდე სულ
ორიოდე დღით ადრე მოხდა... თქვენი დისა და სიძის ვიზიტამდე... მგო-
ნი, სწორედ იმ საღამოს... არ გახსოვთ, თქვენი ახალი დანით თითი გა-
იჭრა და თქვენ წებოვანი სახვევი ურჩიეთ, მაგრამ არ გქონდათ და მე
მთხოვეთ, მიეცითო. ჰოდა, მეც ამოვიღე და მოვუჭერი. მაგრამ ზედმე-
ტად გრძელი გამოდგა და მას კიდევ ჩამოაჭრა. მორჩენილ ნაწილს ცო-
ტა ხანს ხელში ათამაშებდა და მერე დამიბრუნა. მე კი, სულელმა, გან-
ძად ვაქციე – გადაწყვიტე, არასდროს გამომეყენებინა, მხოლოდ დრო-
დადრო ვათვალიერებდი, როგორც უძვირფასეს ნივთს.
76
ტანბრიჯული ზარდახშა – ხის ზარდახშა, რომელსაც საუკუნეებში, საგრაფო კენტის
ქალაქებში – როიალ ტანბრიჯ-უელსსა და ტანბრიჯში – ამზადებდნენ. იყიდებოდა
როგორც მოხატული, ისე სადა, რათა ქალბატონებს თავად მოეხატათ.
77
წებოვანი სახვევი – იგულისხმება ლეიკოპლასტირის XVIII-XIX საუკუნეების ეკვივა-
ლენტი – წებოთი დაფარული აბრეშუმის ან ბამბის (შავი, ხორცისფერი ან თეთრი) წე-
ბოვანი სახვევები. მზადდებოდა თევზის საცურავი ბუშტისგან. დიდ ბრიტანეთში მას
„სამეფო კარის სახვევს“ უწოდებდნენ, რადგან, როგორც წესი, მას სამეფო კარის ქა-
ლები იყენებდნენ სახეზე ხარვეზების დასაფარად.
370
– ჰარიეტ, ჩემო უსაყვარლესო! – ემა წამოხტა და სახეზე ხელები აი-
ფარა, – ახლა საკუთარი თავის კიდევ უფრო მრცხვენია! ამდენს ვერ
ავიტან. დამავიწყდა?! არა, ყველაფერი მშვენივრად მახსოვს, ყველაფე-
რი, გარდა იმისა, რომ სახვევი სამახსოვროდ შეინახეთ... ამაზე აქამდე
არაფერი ვიცოდი... მაგრამ თითი რომ გაიჭრა... წებოვანი სახვევი რომ
ვურჩიე... რომ ვთქვი, მე არა მაქვს-მეთქი... ღმერთო! რამდენი ცოდვაა
ჩემს კისერზე! ამ დროს კი ჯიბეში ბლომად მეწყო! ეს ჩემი მორიგი უგუ-
ნური ოინი იყო! ღირსი ვარ, მთელი ცხოვრება აჭარხლებულმა ვიარო!
რა გაეწყობა... – ემა კვლავ დაჯდა, – გააგრძელეთ... კიდევ?
– მართლა ჯიბეში გედოთ სახვევი? მერწმუნეთ, ეჭვიც კი არ შემპარ-
ვია, იმდენად ბუნებრივად გამოგივიდათ.
– და, ეს წებოვანი სახვევი მის მოსაგონრად შეინახეთ! – დასძინა
ემამ, რომელსაც ამასობაში განელებოდა სირცხვილის გრძნობა და, გა-
ოცების მიუხედავად, უკვე ართობდა კიდეც ეს ისტორია. გულში ასეთი
რამეც კი გაიფიქრა: „ღმერთო, დიდებულო! თავში არასდროს მომივი-
დოდა, შემენახა წებოვანი სახვევის ნაგლეჯი, რომელსაც ფრენკ ჩერჩი-
ლი ათამაშებდა ხელში!“
– აქ... – ჰარიეტი ისევ ზარდახშას მიუბრუნდა, – ...რაღაც კიდევ უფ-
რო ღირებული დევს... უფრო სწორად, ის, რაც ღირებულად მიმაჩნდა,
რადგან წებოვანი სახვევისგან განსხვავებით, ეს ნივთი ოდესღაც მარ-
თლაც მას ეკუთვნოდა.
ემას ერთი სული ჰქონდა, უფრო ძვირფასი განძი ენახა. ეს ძველი
ფანქრის ნატეხი აღმოჩნდა, წვერის გარეშე.
– ეს მართლაც მას ეკუთვნოდა. გახსოვთ, ერთ დილას... არა, არ გე-
მახსოვრებათ. მოკლედ, ერთ დილას... ზუსტად არ მახსოვს, სამშაბათი
იყო თუ ოთხშაბათი, იმ საღამომდე... ნაძვის ლუდთან დაკავშირებით
რაღაცის ჩანიშვნა უნდოდა ჯიბის ბლოკნოტში. მისტერ ნაიტლი უხსნი-
და რაღაცას ნაძვის ლუდის მოხარშვის შესახებ და უნდოდა, ჩაეწერა.
მაგრამ როცა ფანქარი ამოიღო, აღმოაჩინა, რომ წვერი საერთოდ აღარ
ჰქონდა; მალე სულ გაუტყდა კიდეც. ჰოდა, სხვა ფანქარი ათხოვეს და
ძველი, რომელიც აღარაფრად ვარგოდა, მაგიდაზე დატოვა. მაგრამ მე
371
სულ თვალი მეჭირა და როგორც იქნა, გავბედე აღება. მას მერე სულ
ჩემთანაა.
– მახსოვს, – წამოიძახა ემამ, – გადასარევად მახსოვს, ნაძვის ლუდ-
ზე რომ ლაპარაკობდნენ... ჰო! მე და მისტერ ნაიტლი ვამტკიცებდით,
მოგვწონსო, და მისტერ ელტონიც მგონი ცდილობდა, ჩვენთვის მოება-
ძა. გადასარევად მახსოვს... მოიცადეთ, მისტერ ნაიტლი ზუსტად აქ იდ-
გა, არა? ჰო, მგონი, ზუსტად აქ იდგა.
– არ ვიცი! ვერ ვიხსენებ... ძალიან უცნაურია, მაგრამ ვერ ვიხსენებ...
მახსოვს, რომ მისტერ ელტონი აქ იჯდა – აი, დაახლოებით, სადაც მე
ვზივარ...
– კარგი, განაგრძეთ.
– სულ ეს არის! სხვა არაფერი მაქვს... ისღა დამრჩენია, ორივე ნივთს
ცეცხლში შევუძახო, თქვენ კი უნდა მიყუროთ.
– ჩემო საბრალო, საყვარელო ჰარიეტ! და ამ ნივთების ასე შენახვა
ბედნიერებას განიჭებდათ?
– დიახ... რა ბრიყვი ვიყავი! მაგრამ ამ ყველაფრის უკვე მრცხვენია
და მინდა, ისევე სწრაფად დავივიწყო, როგორც დაიწვება. სამახსოვრო
ნივთების მისი ქორწინების შემდეგ შენახვა ისედაც დიდი შეცდომა იყო
ჩემი მხრიდან. ვიცოდი, არასწორად ვიქცეოდი... მაგრამ მათთან გამომ-
შვიდობების გამბედაობა არ მყოფნიდა.
– კი მაგრამ, ჰარიეტ, წებოვანი სახვევის დაწვაც აუცილებელია? ძვე-
ლი ფანქრის ნატეხი კი უნდა გადააგდოთ, მაგრამ წებოვანი სახვევი, შე-
საძლოა, გამოგადგეთ.
– თავს უკეთ ვიგრძნობ, თუ დავწვავ, – მიუგო ჰარიეტმა, – უსიამოვ-
ნო მოგონებებს იწვევს ჩემში. ყველაფერი უნდა მოვიცილო... აი, ასე!
მისტერ ელტონსაც ბოლო მოეღო, მადლობა ღმერთს!
„და „მისტერ ჩერჩილი“ როდის დაიწყება?“ – ეშმაკურად გაიფიქრა
ემამ, რამდენიმე დღის მერე კი საფუძველიც გაუჩნდა, ერწმუნა, რომ
დასაწყისისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმული იყო.
მის ვუდჰაუზს გულით უნდოდა, ბოშებს ჰარიეტის ბედი თუ ვერ გა-
მოეცნოთ, მოეწყოთ მაინც...
372
თუმცა, ხიფათიდან ორი კვირის თავზე, სრულიად უნებლიეთ, ბევრ
რამეს აეხადა ფარდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მორიგ ტრივია-
ლურ საუბარში, სიტყვამ მოიტანა და, ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე
(რითაც ნათქვამი კიდევ უფრო ღირებული ჩანდა), ემამ ჰარიეტს ურ-
ჩია, რომ გათხოვდებით, ასე და ასე მოიქეცითო. ერთწუთიანი დუმილის
შემდეგ კი ჰარიეტმა ძალიან სერიოზული ტონით მიუგო, მე არასდროს
გავთხოვდებიო.
ემამ მეგობარს გახედა და მყისვე მიხვდა საქმის ვითარებას. ერთხანს
დაფიქრდა, ღირდა თუ არა ყურადღების მიქცევად, ბოლოს კი უთხრა: –
არასდროს გათხოვდებით?! ეს, მგონი, ახალი გადაწყვეტილებაა.
– დიახ, თუმცა ისეთი, არასდროს რომ არ შევცვლი.
– იმედი მაქვს, იმიტომ არა, რომ... – ემამ სათქმელი მცირე ყოყმანის
შემდეგ დაასრულა: – იმედი მაქვს, ეს მისტერ ელტონისადმი კომპლი-
მენტად არ უნდა მივიღო.
– მისტერ ელტონის?! ღმერთო, არა! – აღშფოთებით წამოიყვირა ჰა-
რიეტმა და ემამ ძლივს გაარჩია მომდევნო სიტყვები: – მისტერ ელტონს
განუზომლად აღემატება!
მის ვუდჰაუზი დაფიქრდა: გაეგრძელებინა საუბარი თუ უყურადღე-
ბოდ დაეტოვებინა მეგობრის ნათქვამი? ასეთ შემთხვევაში, ჰარიეტს,
შესაძლოა, ჰგონებოდა, რომ ემა მას ცივად ექცეოდა ან უბრაზდებოდა,
და შეკითხვებით ეცადა, საჭიროზე მეტი გაეგო. არადა, ემას მტკიცედ
ჰქონდა გადაწყვეტილი, აღარ დაეშვა ძველებური ცნობისმოყვარეობა –
იმედებისა და შანსების განხილვა. თუმცა, დაფიქრების შემდეგ, მაინც
გადაწყვიტა, რომ ყველაზე ჭკვიანური იქნებოდა, ჰარიეტს ყველაფერი
ეთქვა და გაემხილა, რის თქმაცა და გამხელაც გარდაუვალი იყო. ამ გა-
დაწყვეტილების მიუხედავად, თავს პირობა მისცა, უკვე დადგენილ
ზღვარს არ გადასულიყო, რაც ორივესთვის უფრო საიმედო იქნებოდა.
მოკლედ, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ემამ დუმილი დაარღვია: –
ჰარიეტ, არ მინდა, თავი მოგაჩვენოთ, თითქოს ვერ მივხვდი, რა იგუ-
ლისხმეთ. თქვენი გადაწყვეტილება... მე ვიტყოდი, მოლოდინი, არას-

373
დროს დაქორწინდეთ, განპირობებულია იმით, რომ ადამიანი, რომელიც
მოგწონთ, თქვენზე ბევრად მაღალ საფეხურზე დგას, ხომ?
– ოჰ, მის ვუდჰაუზ! მერწმუნეთ, ისეთი ამპარტავანი არ ვარ, რომ
დავუშვა... ჯერ ასე არ გავგიჟებულვარ... ჩემთვის ისიც საკმარისია, მი-
სით შორიდან დავტკბე და ვიფიქრო, რამდენად აღემატება ყველას ამ-
ქვეყნად... დავტკბე და ვიფიქრო მადლიერებითა და თაყვანისცემით,
მით უფრო, რომ ჩემგან ამას ნამდვილად იმსახურებს.
– სულაც არ მიკვირს. ისეთი სამსახური გაგიწიათ, ძნელი იყო, თქვე-
ნი გული არ გაეთბო.
– სამსახური?! ღმერთო, მისგან ენითაღუწერლად დავალებული ვარ!
ჯერ მარტო ყველა იმ ემოციის გახსენება, რაც იმწამს დამეუფლა როცა
დავინახე, ჩემკენ როგორ მოდიოდა... მისი კეთილშობილური მზერა... მე
კი რა უბედური ვიყავი მანამდე... ყველაფერი როგორ წამებში შეიცვა-
ლა! ერთ წამში! სრული უბედურებიდან სრულ ბედნიერებამდე!
– ეს ძალიან ბუნებრივია. ბუნებრივი და ღირსეული... დიახ, ჩემი აზ-
რით, ძალიან ღირსეულია არჩევანი მადლიერების გრძნობით. თუმცა,
ვერ გაგამხნევებთ, რომ ეს იღბლიანი არჩევანია. ეს ჩემს ძალებს აღემა-
ტება. არ გირჩევთ, გრძნობებს გასაქანი მისცეთ, ჰარიეტ. ნამდვილად
ვერ დავდებ თავს, რომ თქვენს გრძნობებს გრძნობებითვე უპასუხებენ.
კარგად დაფიქრდით, რაში ყოფთ თავს. იქნებ, უფრო ჭკვიანური იყოს
გრძნობების დათრგუნვა, სანამ გვიან არ არის?! ნებისმიერ შემთხვევა-
ში, არ მისცეთ ფართო გასაქანი თქვენს ემოციებს, სანამ არ დარწმუნ-
დებით, რომ მასაც მოსწონხართ. ფრთხილად იყავით და დააკვირდით.
დაე, მისი ქცევა იქცეს თქვენი გრძნობების მეგზურად. ახლავე გაფ-
რთხილებთ, რადგან ამ თემაზე აღარასდროს ვილაპარაკებთ; არავითარ
შემთხვევაში არ ჩავერევი; ამიერიდან ამ საკითხზე არაფერი მეცოდინე-
ბა. დაე, მისი სახელიც არასდროს ვახსენოთ! ერთხელ მწარედ შევცდით,
ამიტომ ახლა ფრთხილად ვიქნებით. კი, უდავოდ თქვენზე მაღლა დგას,
რაც მეტად სერიოზული პრობლემაა... და მაინც, ჰარიეტ, ამაზე საკვირ-
ველი რამეებიც მომხდარა, კიდევ უფრო შეუფერებელი ქორწინებებიც
შემდგარა... თუმცა, თავს გაუფრთხილდით. არ მინდა, ზედმეტად და-
374
გაიმედოთ, მაგრამ როგორც უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი, დარ-
წმუნებული იყავით, რომ მისდამი თქვენი ინტერესი კარგი გემოვნების
ნიშანია, რასაც ყოველთვის ძალიან დავაფასებ.
ჰარიეტმა მეგობარს ხელზე აკოცა – ხმის ამოუღებლად, მორჩილად
და მადლიერად. ემა კი დარწმუნებული იყო, რომ ეს გრძნობა ჰარიეტის
კიდევ უფრო მეტად გაზრდისა და დახვეწის საწინდრად იქცეოდა.

375
თავი 5

ამ გეგმებში, იმედებსა და ჩუმ ოცნებებში დადგა ივნისი, რასაც ჰა-


იბერიში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოჰყოლია. ელტონები ძველე-
ბურად საკლინგების ვიზიტზე და ბარუშ-ლანდოს სიკეთეებზე ლაპარა-
კობდნენ; ჯეინ ფეარფაქსი ისევ ბებიასთან იყო და რაკი ქემპბელების
დაბრუნება შუა ზაფხულიდან აგვისტომდე გადაიდო, ალბათ კიდევ
ორი სრული თვის გატარება მოუწევდა ნათესავებთან, ცხადია, თუკი
გაუმკლავდებოდა მისის ელტონის აქტიურობას და, საკუთარი ნების
წინააღმდეგ, „არაჩვეულებრივ ოჯახში“ არ იჩქარებდა მუშაობის დაწ-
ყებას.
მისტერ ნაიტლი, რომელსაც მხოლოდ მისთვის ცნობილი მიზეზების
გამო თავიდანვე აეთვალწუნებინა ფრენკ ჩერჩილი, სულ უფრო მეტ ან-
ტიპათიას გრძნობდა მის მიმართ; არ ასვენებდა ეჭვი, რომ ის ემას გუ-
ლის მოგებისას ორმაგ თამაშს თამაშობდა. ემა რომ მისი სამიზნე გახ-
ლდათ, ამას მოწმობდა მისი ყურადღება, მამამისის გადაკრული სიტ-
ყვები თუ დედინაცვლის საგულდაგულო დუმილი. ყველაფერი – მისი
სიტყვაც, ქცევაც, თავშეკავებულობაცა და თავაშვებულობაც – ამაზე
მიანიშნებდა. ამდენი ადამიანი ფრენკ ჩერჩილს სწორედ ემას უმიზნებ-
და, თავად ემას ის ჰარიეტისთვის გადაელოცა, მისტერ ნაიტლის კი ყვე-
ლასგან განსხვავებული ეჭვი არ ასვენებდა – ფრენკ ჩერჩილსა და ჯეინ
ფეარფაქსს შორის რაღაც ხდებოდა; მათ რაღაც საერთო საიდუმლო
ჰქონდათ; მეტიც, ფრენკ ჩერჩილს ჯეინი მოსწონდა. როგორც კი ამას
მიხვდა, მისტერ ნაიტლიმ მოსვენება დაკარგა: ერთი მხრივ, ვერაფრით
აიძულებდა თავს, ეს ამბავი უმნიშვნელოდ ჩაეთვალა, მეორე მხრივ კი,
ეშინოდა, ემასავით მეტისმეტად ფანტაზიებს არ აჰყოლოდა. პირველი
ეჭვი მაშინ გაუჩნდა, როცა რენდალსის ოჯახთან და ჯეინთან ერთად
ელტონებთან სადილობდა. მის ფეარფაქსის მისამართით მისტერ ფრენკ
ჩერჩილის ისეთი მზერა დაიჭირა არაერთხელ, რომ მის ვუდჰაუზის
თაყვანისმცემლისგან, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა. მას მერე მათ მუდამ
აკვირდებოდა და სულ უფრო მეტად რწმუნდებოდა – ცხადია, თუ ბუხ-
376
რის შემყურე კუპერივით78 („თავადვე ვქმნი, რასაც ვხედავ“79) არ ფან-
ტაზიორობდა – რომ ფრენკ ჩერჩილსა და ჯეინს შორის საიდუმლო ურ-
თიერთკავშირი არსებობდა.
ერთ დღეს, ნასადილევს, მისტერ ნაიტლიმ, ჩვეულებისამებრ, ჰარ-
ტფილდში შეიარა. ემა და ჰარიეტი სასეირნოდ აპირებდნენ გასვლას და
თავადაც გაჰყვა ქალბატონებს, უკანა გზაზე კი სხვა მეგობრებსაც გა-
დაეყარნენ, რომლებიც, მოსალოდნელი წვიმის გამო, ასევე ადრიანად
გამოსულიყვნენ სასეირნოდ. მისტერ და მისის უესტონებსა და მათ ვაჟს
მის ბეიტსი და მისი დისშვილი კიდევ უფრო ადრე შეხვედროდნენ. გზა
ყველამ ერთად განაგრძო და ჰარტფილდის ჭიშკრებთან ემამ, რაკი იცო-
და, რომ მამამისს ზუსტად ამ ხალხის სტუმრობა გაუხარდებოდა, ყვე-
ლა დიდსულოვნად შინ შეიწვია ჩაიზე.
რენდალსის მკვიდრნი მაშინვე დათანხმდნენ, მის ბეიტსი კი ხან-
გრძლივი მონოლოგის შემდეგ (რასაც თითქმის არავინ უსმენდა), და-
თანხმდა „ძვირფასი მის ვუდჰაუზის უაღრესად თავაზიან წინადადე-
ბას“.
ბაღში რომ შედიოდნენ, ცხენზე ამხედრებული მისტერ პერი დალან-
დეს და ფრენკ ჩერჩილმა დედინაცვალს ჰკითხა: – სხვათა შორის, რა
ქნა მისტერ პერიმ, ეტლის შეძენას რომ აპირებდა?
– არც კი ვიცოდი, ამას თუ აპირებდა, – მისის უესტონს გაოცება არ
დაუმალავს.
– თავად არ მითხარით?! სამიოდე თვის წინ მომწერეთ ამის თაობა-
ზე.
– მე? შეუძლებელია!

78
კუპერი (უილიამ კუპერი – 1731-1800) – თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპუ-
ლარული ინგლისელი პოეტი, რომელმაც XVIII საუკუნის ბუნებაზე ორიენტირებულ
პოეზიას მიმართულება შეუცვალა: ის ინგლისური სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებას
აღწერდა. კუპერი რომანტიკული პოეზიის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც მიიჩნევა. მიიჩ-
ნევა, ასევე, რომ მან დიდი გავლენა იქონია ჯეინ ოსტინზე, განსაკუთრებით კი მისმა
პოემამ, „დავალება“, რომელიც ოსტინის რომანებში ხშირადაა ციტირებული.
79
ტაეპი უილიამ კუპერის პოემიდან „დავალება“ (1785).
377
– დიახ, თქვენ. გადასარევად მახსოვს. მომწერეთ, ძალიან მალე იყი-
დისო. ეს მისის პერიმ ახარა ვიღაცას. მას დაუძალებია ქმრისთვის,
რადგან მიაჩნდა, რომ ცუდ ამინდში გარეთ ყოფნა ძალიან ვნებს. ახლა
მაინც არ გაგახსენდათ?
– პატიოსან სიტყვას გაძლევთ, პირველად მესმის.
– პირველად გესმით?! არა, მართლა არ იცოდით?! ღმერთო, დიდებუ-
ლო! აბა, მე საიდან მოვიტანე?! ალბათ დამესიზმრა... არადა, დარწმუ-
ნებული ვიყავი, რომ... მის სმით, ისე დადიხართ, მგონი, ძალიან დაიღა-
ლეთ. ცოტაც და შინ იქნებით.
– რა ხდება? რას ამბობდით? – ჩაერთო მისტერ უესტონი, – პერი და
ეტლიო? ფრენკ, პერი ეტლის შეძენას აპირებს? მიხარია, რომ შეუძლია,
თავს ამის უფლება მისცეს. თავად გითხრა?
– არა, სერ, – სიცილით უპასუხა ვაჟმა, – როგორც ჩანს, არავინაც არ
მითხრა... ძალიან უცნაურია! დარწმუნებული ვიყავი, რომ მისის უეს-
ტონმა მომწერა ენსკოუმბში... მრავალი კვირის წინ... თითქოს დაწვრი-
ლებით მიამბო... მაგრამ როგორც თავად ამბობს, მსგავსი არაფერი გა-
უგია... ასე რომ, ალბათ დამესიზმრა. სიზმრებს ხშირად ვხედავ. როცა
წასული ვარ, ჰაიბერიდან ყველა მესიზმრება... და როცა ახლო მეგობ-
რებზე მოვილევ სიზმრებს, უკვე მისტერ და მისის პერიებზე გადავდი-
ვარ.
– უცნაური კია, – აღნიშნა მამამისმა, – ასეთი მკაფიო, ლოგიკური
სიზმარი რომ დაგესიზმრა მათზე, ვისზეც, წესით, ბევრი არ უნდა გე-
ფიქრა ენსკოუმბში: პერიმ ეტლის ყიდვა გადაწყვიტა; ცოლი კი ისე
დარდობს მასზე, რომ დაარწმუნა, უნდა იყიდოო. დარწმუნებული ვარ,
ადრე თუ გვიან, ასეც მოხდება. უბრალოდ, შენმა სიზმარმა ცოტათი გა-
უსწრო მოვლენებს. ზოგჯერ რა რეალურია სიზმრები! ზოგჯერ – რა აბ-
სურდულიც!
მოკლედ, ფრენკ, შენი სიზმარი უდავოდ მოწმობს, რომ ჰაიბერიზე
ბევრს ფიქრობ, როცა აქ არ ხარ. ემა, თქვენც ნაირ-ნაირ სიზმრებს ხე-
დავთ ალბათ, ხომ?

378
ემას მისტერ უესტონის მრავალმნიშვნელოვანი შეკითხვა არ გაუგო-
ნია. წინ მიდიოდა, რათა მამა სტუმრებთან შესახვედრად შეემზადები-
ნა.
– სიმართლე გითხრათ... – წამოიძახა მის ბეიტსმა, რომელიც ბოლო
ორი წუთი ამაოდ ცდილობდა, დანარჩენებისთვის ხმა მიეწვდინა, – ...ამ
თემაზე ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, შესაძლოა, მისტერ ფრენკ ჩერ-
ჩილს... არა, იმას კი არ ვგულისხმობ, რომ არ დასიზმრებია... თავადაც
ყოვლად უცნაურ სიზმრებს ვხედავ ხოლმე... მაგრამ უნდა ვაღიარო,
რომ გაზაფხულზე მისის პერიმ მართლაც უამბო დედაჩემს... მხოლოდ
ქოულებმა და ჩვენ ვიცოდით, ერთგვარი საიდუმლო იყო... მხოლოდ სა-
მი დღის განმავლობაში განიხილებოდა ეს საკითხი. მისის პერი ძალიან
ღელავდა – აუცილებლად უნდა იყიდოს ეტლიო, და ერთ დილასაც, დე-
დაჩემთან ძალიან კარგ გუნებაზე მოვიდა, რადგან ეგონა, მისტერ პერი
დავარწმუნეო. ჯეინ, არ გახსოვს, ბებიამ გადმოგვცა ეს ყველაფერი, რო-
ცა შინ დავბრუნდით... ახლა უცებ დამავიწყდა, შინ რატომ არ ვიყა-
ვით... მგონი, რენდალსში გახლდით... ჰო, მგონი, მართლაც რენდალ-
სში... მისის პერის დედაჩემი განსაკუთრებულად უყვარს... არა, ვის არ
უყვარს დედაჩემი?! მაგრამ მხოლოდ დედაჩემს გაანდო ეს ამბავი სა-
იდუმლოდ; რასაკვირველია, დედა წინააღმდეგი არ იყო, ჩვენთვისაც გა-
ემხილა, მაგრამ ეს ჩვენ შორის უნდა დარჩენილიყო. ჰოდა, მე ერთი სუ-
ლიერისთვისაც კი არ მითქვამს სიტყვა. თუმცა, ბოლომდე არ გამოვ-
რიცხავ, რომ რაიმე წამომცდა... ისე წამოვაყრანტალებ ხოლმე რაღა-
ცას, ვერც კი ვხვდები. დიდი ლაქლაქა ვარ, მოგეხსენებათ, და შიგადა-
შიგ წამომცდება ხოლმე რაღაც ისეთი, რაც არ უნდა ვთქვა. ჯეინივით
კი არა ვარ. ნეტავ, ვიყო! შემიძლია, თავი დავდო, ჯეინს ერთი ზედმეტი
სიტყვაც კი არ დასცდენია ცხოვრებაში... სად არის ჯეინი? აჰ, უკან ყო-
ფილა! ...გუშინდელივით მახსოვს, მისის პერი რომ ჩვენთან იყო... მარ-
თლაც უჩვეულო სიზმარია, ვერაფერს იტყვი!
უკვე სახლთან იყვნენ. მის ბეიტსის მზერას ჯეინის მისამართით მის-
ტერ ნაიტლის მზერა უძღვოდა წინ. მანამდე კი ფრენკ ჩერჩილისთვი-
საც შეევლო თვალი, რომელსაც – მისტერ ნაიტლის აზრით – სახეზე
379
აღბეჭდილი დაბნეულობა სიცილით შეენიღბა. ჯეინი მართლაც უკან
იყო და მეტად დაკავებული ჩანდა თავისი შარფის მოხვევით. ამასობა-
ში მისტერ უესტონი ჰოლში შევიდა. დანარჩენი ორი ჯენტლმენი კი
კართან შედგა, რომ ჯეინი გაეტარებინათ. ამ დროს, მისტერ ნაიტლიმ
იეჭვა, ფრენკ ჩერჩილს ახალგაზრდა ქალის მზერის დაჭერა სურსო (და-
ჟინებით შესცქეროდა), მაგრამ ჯეინმა მათ შორის ისე ჩაიარა, რომ არ-
ცერთისათვის არ შეუხედავს.
დამატებითი კომენტარებისა და ახსნა-განმარტებების დრო აღარ
იყო; სიზმარი ერთადერთი ვერსია გახლდათ. მისტერ ნაიტლი იძულე-
ბული გახდა, სხვებთან ერთად შემოსჯდომოდა დიდ, მრგვალ, თანამედ-
როვე მაგიდას, რომელსაც ემას დამსახურებით დაედო ჰარტფილდში
ბინა და რომელსაც ვერავინ, თუ არა ემა, იქ ვერ დადგამდა, რადგან
სხვა ვერავინ დაარწმუნებდა მისტერ ვუდჰაუზს, მისით ჩაენაცვლებინა
პატარა ზომის „პემბრუკი“80, რომელიც ორმოცი წლის განმავლობაში
ძლივს იტევდა ჰარტფილდის ოჯახის თავის სადილსა და ვახშამს.
ჩაის სმის პროცესმა სასიამოვნოდ ჩაიარა, სხვაგან გადანაცვლებას
არავინ ჩქარობდა.
– მის ვუდჰაუზ, – მიმართა ფრენკ ჩერჩილმა ემას ჩაის სმის დასრუ-
ლების მერე, – თქვენმა დისშვილებმა ანბანი წაიღეს? ასოების ყუთს
ვგულისხმობ... აქ არ იდო ხოლმე? სად არის? უჟმური საღამოა და ვი-
ფიქრე, დრო ისე გაგვეტარებინა, როგორც ზამთარში. გახსოვთ, ერთ
დილას, იმ ასოებით როგორ გავერთეთ?! მინდა, ისევ გაგაწვალოთ თავ-
სატეხებით.
ემამ იდეა მოიწონა და ყუთი მოიტანა. ისა და ფრენკ ჩერჩილი
სწრაფ-სწრაფად ადგენდნენ ანაგრამებს ერთმანეთისთვის და ნებისმიე-
რისთვის, ვინც გამოცნობას მოინდომებდა, თუმცა, მაგიდაზე მიმოფან-
ტული ასოებით დიდად არავინ დაინტერესებულა. ამ უწყინარი თამა-
შით კმაყოფილი მხოლოდ მისტერ ვუდჰაუზი იყო, რომელსაც მეტად

„პემბრუკი“ – შედარებით პატარა ზომის, კვადრატული ფორმის დასაკეცი მაგიდა.


80

სახელი, სავარაუდოდ, უკავშირდება პემბრუკის მე-9 ჰერცოგს, მოყვარულ არქიტექ-


ტორს, ჰენრი ჰერბერტს (1693-1751).
380
აღიზიანებდა მისტერ უესტონის წამოწყებული აქტიური გასართობები.
აი, ახლა არხეინად იჯდა და ხან „საბრალო პატარა ბიჭებთან“ განშო-
რებაზე ვიშვიშებდა სიყვარულით და ხანაც ასოებს აქებდა სათითაოდ,
ეს ასო რა ლამაზად გამოუყვანია ემასო.
ფრენკ ჩერჩილმა ასოები მის ფეარფაქსს დაუწყო. ამ უკანასკნელმა
კი მათ მსუბუქად შეავლო თვალი და საქმეს შეუდგა. ფრენკი ემას გვერ-
დით იჯდა, ჯეინი – მათ პირდაპირ, მისტერ ნაიტლის კი ისეთი ადგილი
დაეკავებინა, საიდანაც ყველას ხედავდა. მისი მიზანიც სწორედ ეს იყო
– რაც შეიძლება, მეტი შეემჩნია. ჯეინმა სიტყვა გამოიცნო და ძლივს
შესამჩნევი ღიმილით წინ გასწია. შესაძლოა, უნდოდა, გამოცნობილი
სიტყვა დანარჩენ სიტყვებსა და ასოებში ჩაკარგულიყო, იმის ნაცვლად,
რომ ამაზე ეზრუნა, ინსტინქტურად, პირდაპირ მსხდომთ გახედა, ამა-
სობაში კი ჰარიეტმა, რომელიც ყოველ ახალ ანაგრამას ენთუზიაზმით
შესცქეროდა და ვერც ერთს ვერ იცნობდა, ჯეინისთვის განკუთვნილი
ანაგრამა მყისვე თავისკენ მისწია და დახმარებისთვის გვერდით მჯდომ
მისტერ ნაიტლის მიმართა. „აბდაუბდა“ ჰარიეტმა საზეიმოდ გაახმოვა-
ნა ანაგრამა, ჯეინს კი სახეზე ალმური მოედო, რამაც ამ ერთი შეხედ-
ვით სრულიად ჩვეულებრივ სიტყვას დამატებითი მნიშვნელობა შესძი-
ნა. მისტერ ნაიტლიმ ეს სიზმარს დაუკავშირა, მაგრამ ვერაფრით მიხ-
ვდა, ეს როგორ უნდა მომხდარიყო: რა მოუვიდა მის ფეარფაქსის სანა-
ქებო დელიკატურობას, თავდაჭერილობას? ქალიშვილი აშკარად რა-
ღაც აბდაუბდაში იყო გახვეული და ყოველ ფეხის ნაბიჯზე არაგულ-
წრფელობასა და ორმაგ თამაშს აწყდებოდა. ანაგრამა კი გალანტური
თაღლითობის მშვენიერი საშუალება იყო – გულუბრყვილო თამაში,
რომელიც ფრენკ ჩერჩილმა უფრო სერიოზული თამაშის შესანიღბად
შეარჩია.
საშინლად აღშფოთებული მისტერ ნაიტლი შიშითა და უნდობლო-
ბით აკვირდებოდა ფრენკ ჩერჩილსა და მის ორ დაბრმავებულ მეგო-
ბარს. მალე ფრენკ ჩერჩილმა კიდევ ერთი ანაგრამა გაამზადა და თვალ-
თმაქცურად მორცხვი ღიმილით მიაწოდა ემას, ემამ კი უმალვე გამოიც-

381
ნო და ძალიანაც გამხიარულდა, მაგრამ სიტყვის დასახელების ნაც-
ვლად, წამოიძახა: – რა სისულელეა! სირცხვილია!
ფრენკ ჩერჩილმა კი ჯეინს გახედა და ემას დაეკითხა: – მივცემ... არა?
მისტერ ნაიტლიმ მკაფიოდ გაიგონა, როგორ ენერგიულად და სიცი-
ლით შეეწინააღმდეგა ემა: – არა, არა, არ მისცეთ. არ შეიძლება.
მაგრამ ფრენკ ჩერჩილმა – ამ გალანტურმა ახალგაზრდა კაცმა, რო-
მელსაც, მისტერ ნაიტლის დასკვნით, სიყვარული უგულოდ შეეძლო და
რომელიც თავაზიანობით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა – ემას არ
დაუჯერა და ანაგრამა მის ფეარფაქსს გადააწოდა, თან ხაზგასმული
მოწიწებით შეევედრა, გამოიცანითო. მისტერ ნაიტლიმ ძალიან მოინ-
დომა და „დიქსონი“ ამოიკითხა. მალე ჯეინ ფეარფაქსმაც შეძლო სიტ-
ყვის გარჩევა, ოღონდ ის უდავოდ უკეთ ჩასწვდა ქვეტექსტს და აშკა-
რად არ ესიამოვნა. ხოლო როცა თავი ასწია და შეამჩნია, რომ უყურებ-
დნენ, ერთიანად აჭარხლდა.
– არ მეგონა, საკუთარი სახელები თუ შეიძლებოდა, – თქვა და ასოე-
ბი მტკიცედ, თითქოს ბრაზიანადაც, გასწია განზე, თავდამსხმელებს
ზურგი აქცია და დეიდამისს მიუბრუნდა.
– ჰო, ჩემო საყვარელო, მართალია! – სიტყვის თქმა არ აცალა მის
ბეიტსმა, – მეც ზუსტად იგივე უნდა მეთქვა. მართლაც უნდა წავიდეთ.
უკვე საღამოვდება და ბებია ალბათ გველოდება. სერ, ჩემო ძვირფასო,
უღრმესი მადლობა, მაგრამ უნდა დაგემშვიდობოთ.
დეიდამ სწორად გამოიცნო – ჯეინს მართლაც ერთი სული ჰქონდა,
როდის დატოვებდნენ იქაურობას. სწრაფად წამოდგა, მაგრამ მასთან
ერთად ერთბაშად იმდენი ადამიანი წამოიშალა, რომ ჯეინი იძულებუ-
ლი გახდა, შეყოვნებულიყო. მისტერ ნაიტლიმ დალანდა, როგორი ფო-
რიაქით მიაწოდეს მას ასოების კიდევ ერთი წყება და როგორ მტკიცედ
გასწია ჯეინმა განზე, ისე, რომ არც დაუხედავს. შემდეგ თავისი შარფის
ძებნას შეუდგა. შარფს ფრენკ ჩერჩილიც ეძებდა. ოთახში არეულობა
სუფევდა და მათი გამომშვიდობების მომენტი მისტერ ნაიტლის მხედ-
ველობიდან გამორჩა.

382
ყველა წავიდა, მისტერ ნაიტლის გარდა. ნანახს ერთიანად მოეცვა
მისი გონება. როცა ფიქრებში უკეთ გასარკვევად უკვე სანთლებიც შეაშ-
ველეს, გადაწყვიტა, რომ... აუცილებლად... ჰო, აუცილებლად... რო-
გორც მეგობარს, შეშფოთებულ მეგობარს, ემასთან ამ თემაზე სიტყვა
უნდა გადაეკრა, მისთვის ერთი-ორი შეკითხვა დაესვა. არ ჰქონდა უფ-
ლება, ასეთ სახიფათო სიტუაციაში მისი დაცვა არ ეცადა. ეს მისი მოვა-
ლეობა იყო.
– ემა, – დაიწყო მან, – შეიძლება, ვიკითხო, რა იყო ასეთი სასაცილო
და მახვილგონივრული იმ ბოლო სიტყვაში, მის ფეარფაქსს რომ უნდა
გამოეცნო? დავინახე სიტყვა და ძალიან მაინტერესებს, რატომ იყო ერ-
თი მხარისთვის ასე სახალისო, მეორისთვის კი ასე შემაღონებელი.
ემა დაიბნა. სიმართლის თქმა ვერ გაბედა, რადგან, მართალია, ჯე-
რაც ძველ აზრზე იდგა, მაგრამ უკვე ნანობდა, მისტერ დიქსონზე თავი-
სი ეჭვი ოდესღაც მისტერ ფრენკ ჩერჩილს რომ გაუზიარა.
– ოჰ! – წამოიძახა ვითომ უდარდელად, თუმცა სირცხვილის დამალ-
ვა გაუჭირდა, – არაფერი... ჩვენი ხუმრობაა.
– რომელიც მხოლოდ თქვენ და მისტერ ჩერჩილმა გაიგეთ? – სერიო-
ზული ტონით ჩაეკითხა მისტერ ნაიტლი.
მისტერ ნაიტლის იმედი ჰქონდა, რომ ემა კვლავ რამეს იტყოდა, მაგ-
რამ მას ხმა არ ამოუღია. ჯენტლმენი ერთხანს ორჭოფობდა: ღირდა კი
ჩარევა? ემას დაბნეულობა მისსავე გატაცებაზე მეტყველებდა. და მა-
ინც, მისტერ ნაიტლიმ სიჩუმე დაარღვია.
ვალდებული იყო. უნდა გაერისკა, თუნდაც მის ჩარევას ცუდი შედეგი
მოეტანა, რადგან საქმე ემას კეთილდღეობას ეხებოდა. მისტერ ნაიტ-
ლის ერჩივნა, ახლა შესჯახებოდა ყველა უსიამოვნებას, ვიდრე შემდეგ
ეწვნია თავისი ჩაურევლობის შედეგები.
– ემა, ჩემო ძვირფასო, – როგორც იქნა, დაიწყო ძალიან წრფელი და
კეთილი ტონით, – თქვენ გგონიათ, რომ ბოლომდე იცით, რა სახის ურ-
თიერთობა აკავშირებთ იმ ჯენტლმენსა და იმ ახალგაზრდა ქალბა-
ტონს, წეღან რომ ვახსენეთ?

383
– მისტერ ფრენკ ჩერჩილსა და მის ფეარფაქსს?! ღმერთო, რა თქმა
უნდა! რატომ მეკითხებით?
– არასდროს გიფიქრიათ, რომ მისტერ ჩერჩილს მოსწონს მის ფეარ-
ფაქსი ან ამ უკანასკნელს მოსწონს ის?
– არასდროს, არასდროს! – დაუფარავი მგზნებარებით წამოიძახა
ემამ, – წამის მეასედითაც კი არ მიფიქრია. და თქვენ რატომღა იფიქ-
რეთ?
– ბოლო ხანებში შევნიშნე, რომ გარკვეული გრძნობები აკავში-
რებთ... გარეშე თვალისთვის ფარული მრავალმნიშვნელოვანი მზერა...
– ღმერთო, ძალიან გამახალისეთ! საოცრად მიხარია, რომ იკადრეთ
და ფანტაზიას მიეცით გასაქანი... მაგრამ არცთუ წარმატებით... ძალიან
ვწუხვარ, პირველივე მცდელობა რომ უნდა გაგიკრიტიკოთ, მაგრამ
ასეა... მერწმუნეთ, მსგავსი არაფერი ხდება. ის, რამაც თქვენ შეცდომა-
ში შეგიყვანათ, სულ სხვა, საკმაოდ თავისებური გარემოების შედეგია...
აბსოლუტურად სხვა სახის გრძნობებისა... შეუძლებელია ამის ახსნა...
იმდენი სიბრიყვე და უაზრობა ახლავს მას... მაგრამ ის, რისი მოყოლაც
შეიძლება და რაც საღი აზრის ფარგლებში ჯდება, ისაა, რომ ერთმანე-
თისადმი ერთ მისხალ გატაცებასა თუ სიყვარულსაც კი არ განიცდიან.
მის ფეარფაქსისა თუ არა, ჯენტლმენის გულგრილობაზე ნამდვილად
შემიძლია, თავი დავდო.
ემას თავდაჯერებულმა და კმაყოფილმა ტონმა დააბნია და დაადუმა
მისტერ ნაიტლი. ემა კი მხიარულ განწყობაზე იდგა და ერთი სული
ჰქონდა, მისტერ ნაიტლისგან მოესმინა მისი ეჭვის უმცირესი დეტალე-
ბი. თუმცა, მისტერ ნაიტლი ვერც მის მხიარულ განწყობას აუწყობდა
ფეხს და არც ლაპარაკის გუნებაზე იდგა; იმასაც ხვდებოდა, რომ ემას
ვერაფერში გადაარწმუნებდა; ბუხრის წინ მჯდომს, გაღიზიანება, საბო-
ლოოდ, ციებ-ცხელებაში რომ არ გადაზრდოდა (მისტერ ვუდჰაუზის
ჩვეულებათა წყალობით, ბუხარში ცეცხლი მთელი წლის განმავლობაში
თითქმის ყოველ საღამოს ენთო), საჩქაროდ წამოდგა, მასპინძელს გა-
მოემშვიდობა და გაეშურა დონველის სააბატოს სიგრილესა და სიმარ-
ტოვეში.
384
თავი 6

ჰაიბერის მცხოვრებლები დიდხანს იკვებებოდნენ მისტერ და მისის


საკლინგების ვიზიტთან დაკავშირებული ცრუიმედებით, ბოლოს კი მო-
უწიათ შეგუება მეტად სამწუხარო ფაქტთან: საკლინგებთან ურთიერ-
თობით შემოდგომამდე ვერ შეივსებდნენ ინტელექტუალურ მარაგს.
არადა, ახალი ამბების ყოველდღიური მიმოხილვისას პირველ თემად
კარგა ხანს სწორედ მათი ვიზიტი განიხილებოდა. ეს თემა თანდათან
სხვა თემებმა ჩაანაცვლა, რომელთა შორისაც იყო უახლესი ცნობები
მისის ჩერჩილის ჯანმრთელობის შესახებ და მისის უესტონის ფეხმძი-
მობა. ამ უკანასკნელი დიდებული ამბით მეზობლები ფრიად ხარობ-
დნენ.
მისის ელტონი კი იმედგაცრუებული იყო. ვიზიტის გადადებით გა-
დაიდო ათასგვარი სიამოვნება და ტრაბახის შესაძლებლობა, გაცნობის
ცერემონია და ნათესავების ქება- დიდება. სალაპარაკო თემად კი კვლავ
გეგმები დარჩა. თუმცა, მცირედი განსჯის შემდეგ, მისის ელტონი მიხ-
ვდა, რომ მთლად ყველაფრის გადადება არ იყო საჭირო. მართალია,
საკლინგები არ ჩამოდიოდნენ, მაგრამ მათ გარეშეც ხომ შეიძლებოდა
ბოქს-ჰილის81 დალაშქვრა? ჰოდა, ბოქს-ჰილზე წასვლა გადაწყდა და ეს
თითქმის მთელმა ჰაიბერიმ შეიტყო, მეტიც, ზოგმა იდეის ცალკე გან-
ხორციელებაც კი გადაწყვიტა – მაგალითად, ემამ, რომელიც არ იყო
ბოქს-ჰილზე ნამყოფი და ძალიან უნდოდა, თავისი თვალით ენახა ის,
რასაც ამდენი ადამიანი ნახვის ღირსად მიიჩნევდა. მან მისტერ უეს-
ტონთან ერთად დაგეგმა, რომელიმე სასიამოვნო დილას აუცილებლად
მოეწყოთ გასვლა. მხოლოდ ორ ან სამ რჩეულს მისცემდნენ დამგზავრე-
ბის უფლებას და წყნარ და უპრეტენზიო მოგზაურობას მოაწყობდნენ –
არა ისეთს, როგორიც ელტონებსა და საკლინგებს სჩვეოდათ: ალიაქო-
თით, ხმაურიანი სამზადისითა და ჭამა-სმით.

ბოქს-ჰილი – ადგილობრივი ღირშესანიშნაობა – მწვერვალი სურეიში, რომელიც


81

ლონდონიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 30 კმ-ში მდებარეობს.


385
ამ შეთანხმების მიუხედავად, მისტერ უესტონმა მისის ელტონს მა-
ინც შესთავაზა, რადგან სიძემ და დამ გიმტყუნეს, სჯობს, გავერთიანდე-
თო, და მისის ელტონიც უმალ დასთანხმდა. მისტერ უესტონის ინიცია-
ტივამ ემა ფრიად აღაშფოთა, თუმცა ვინაიდან მისი აღშფოთება მხო-
ლოდ მისის ელტონის სიძულვილს ეფუძნებოდა, რაც მისტერ უესტონს
გადასარევად უნდა სცოდნოდა, საკითხის გამწვავება ნამდვილად აღარ
ღირდა; თანაც, მისტერ უესტონის მიმართ საყვედური მისის უესტონს
ატკენდა გულს. ასე რომ, ემა იძულებული შეიქნა, დასთანხმებოდა გეგ-
მას, რომელიც მას დამცირებას უქადდა – შესაძლო იყო, დაეცინათ კი-
დეც, მისის ელტონის ორგანიზებულ პიკნიკზე იყოო! სხვა შემთხვევაში,
მის თავიდან ასარიდებლად, ყველა ღონეს იხმარდა, ახლა კი მამაცუ-
რად ითმენდა და არ იმჩნევდა, რომ თავს უაღრესად შეურაცხყოფილად
გრძნობდა, გულში კი მწვავედ კიცხავდა მისტერ უესტონს მეტისმეტი
კეთილგანწყობის გამო.
– მიხარია, რომ მომიწონეთ საქციელი, – გულუბრყვილოდ მიმართა
მისტერ უესტონმა, – თუმცა ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა. მოგზაურობა
სისულელეა ბევრი ხალხის გარეშე. ასეთ დროს ზედმეტი არავინაა. ბევ-
რი ხალხი გართობის ერთგვარ გარანტიას იძლევა. თან, ყველაფერს
რომ თავი დავანებოთ, მისის ელტონი კარგი ბუნების ქალია. ცოდვა იქ-
ნებოდა მისი დატოვება.
ემას ხმამაღლა ერთი ფრაზაც არ უარუყვია, გულში კი არც ერთს არ
დაეთანხმა. შუა ივნისი და მშვენიერი დარი იდგა. მისის ელტონს უკვე
ერთი სული ჰქონდა, გამგზავრების თარიღი დაესახელებინა, და მისტერ
უესტონს მტრედის ღვეზლებისა და ცივი ბატკნის დეტალებს უთანხმებ-
და, რომ მოულოდნელად მათი ეტლის ცხენი დაკოჭლდა, რის გამოც
ყველა გეგმა განუსაზღვრელი დროით ჩაიშალა. ცხენის გამოკეთების
ზუსტი დროის გამოცნობა შეუძლებელი იყო, ამიტომ აღარც სამზადისს
ჰქონდა აზრი. მოკლედ, ერთობ სავალალო სიტუაცია შეიქმნა, რამაც
მისის ელტონი ფრიად აღაშფოთა: – რა საშინელებაა, არა, ნაიტლი?!
არადა, რა არაჩვეულებრივი ამინდია! სეირნობისთვის ზედგამოჭრილი!
მძულს ყველანაირი შეფერხება და იმედგაცრუება... ახლა რაღა ვქნათ?!
386
ასე თუ გაგრძელდა, ზაფხულიც გავა და ვერაფერს მოვასწრებთ. შარ-
შან ამ დროს უკვე ნანახი გვქონდა კინგსუესტონი... მეიპლ-გროუვიდან
წავედით... საოცარი დრო გავატარეთ...
– დონველს რატომ არ მოინახულებთ? – მიუგო მისტერ ნაიტლიმ, –
ცხენები არ დაგჭირდებათ. მეწვიეთ და მიირთვით ჩემი მარწყვი. მალ-
მალე მწიფდება.
შესაძლოა, მისტერ ნაიტლიმ იხუმრა კიდეც, მაგრამ იძულებული
გახდა, ყველაფერი გაესერიოზულებინა, რადგან მის შეთავაზებას აღ-
ტაცებით შეხვდნენ; მისის ელტონის – „ღმერთო! უდიდესი სიამოვნე-
ბით!“ – ისეთივე ენთუზიაზმით განხორციელდა, როგორც ითქვა. დონ-
ველის განთქმული მარწყვის მდელოები იქ წასვლის საუკეთესო მიზეზი
იყო, თუმცა მიზეზი არც იყო საჭირო: კომბოსტოს ბოსტანიც ასეთივე
საკმარისი საცდური იქნებოდა ქალბატონისთვის, რომელსაც ძალიან
უნდოდა სადმე წასვლა. ის გამუდმებით უმეორებდა მისტერ ნაიტლის,
აუცილებლად მოვალო – გაცილებით ხშირად, ვიდრე მისტერ ნაიტლი
წარმოიდგენდა, და ამას მათი სიახლოვის დასტურად, გამორჩეულ კომ-
პლიმენტად აღიქვამდა, რითაც, ცხადია, უაღრესად კმაყოფილი იყო.
– მენდეთ სიტყვაზე, – ამბობდა ის, – აუცილებლად მოვალ. დათქვით
დღე და არ დაგაღალატებთ. ნებას მომცემთ, ჯეინ ფეარფაქსი წამოვიყ-
ვანო?
– დღეს ვერ დავთქვამ, – იუარა მისტერ ნაიტლიმ, – სანამ იმათაც არ
დაველაპარაკები, ვინც მინდა, რომ თქვენთან ერთად მოვიდეს.
– ოჰ! ეს საქმე მე მომანდეთ. თქვენგან მხოლოდ კარტ-ბლანში მჭირ-
დება... მოგეხსენებათ, მე ქალბატონი პატრონესა ვარ. ეს ჩემი წვეულება
უნდა იყოს და მეგობრებსაც მე მოვიყვან.
– იმედი მაქვს, მისტერ ელტონს მართლაც მოიყვანთ, – მიუგო მის-
ტერ ნაიტლიმ, – დანარჩენების მოსაპატიჟებლად კი არ გაგრჯით.
– ოჰ! რა ეშმაკური ნათქვამია! მაგრამ მერწმუნეთ, ძალაუფლების
ჩემთვის მონიჭებამ არ უნდა შეგაშინოთ. ახირებული პატარა გოგო კი
არა ვარ! გათხოვილ ქალებს, მოგეხსენებათ, თამამად შეგიძლიათ, ან-

387
დოთ ასეთი საპასუხისმგებლო საქმეები. ეს ჩემი წვეულებაა. მანდეთ
ბოლომდე. სტუმრებს მე დაგიპატიჟებთ.
– არა, – მშვიდად უპასუხა მისტერ ნაიტლიმ, – ამქვეყნად მხოლოდ
ერთი გათხოვილი ქალია, რომელსაც შემიძლია, დავრთო ნება, დონ-
ველში ის დაპატიჟოს, ვინც მოესურვება და ეს ქალი...
– ...მისის უესტონია, როგორც ვვარაუდობ, – გააწყვეტინა საკმაოდ
შეურაცხყოფილმა მისის ელტონმა.
– არა... მისის ნაიტლი. ხოლო ვინაიდან ის ჯერ არ არსებობს, მსგავს
საკითხებს თავად გადავწყვეტ.
– ოჰ! რა უცნაური არსება ხართ! – წამოიყვირა მისის ელტონმა, მე-
ტად კმაყოფილმა იმით, რომ მას არავინ არჩიეს, – იუმორი კარგი გაქვთ
და გაქვთ უფლება, რაც მოგესურვებათ, ის თქვათ. ჰო, ნამდვილად კარ-
გი იუმორი გაქვთ. კარგი, მაშ, მე ჯეინსა და დეიდამისს წამოვიყვან. და-
ნარჩენებს კი თქვენ განდობთ. არ ვარ წინააღმდეგი, ჰარტფილდის ოჯა-
ხიც ვიხილო. ამაზე არ იდარდოთ. ვიცი, როგორ გიყვართ ისინი.
– მათ უთუოდ იხილავთ, თუკი დავითანხმებ. მის ბეიტსსაც მე შე-
ვუვლი გზად.
– ეს ნამდვილად არ არის საჭირო. ჯეინს ყოველდღე ვნახულობ...
თუმცა, როგორც გენებოთ. ოღონდ, დილიდანვე უნდა შევიკრიბოთ, ნა-
იტლი. ყველაფერი სადად უნდა იყოს. ჩემს დიდ ქუდს დავიხურავ და
ხელზე რომელიმე პატარა კალათას გადავიკიდებ. ჰო, აი, ალბათ ამას,
ვარდისფერი ბაფთით... ამაზე სადა რაღა უნდა იყოს?! ჯეინსაც ეხურე-
ბა რაიმე მსგავსი. არაა საჭირო ზედმეტი გაპრანჭვა... ეს ერთგვარი ბო-
შური წვეულება უნდა იყოს. თქვენს ბაღებში ვისეირნებთ, ჩვენით დავ-
კრეფთ მარწყვს და ხეების ჩრდილში დავისვენებთ... თქვენ თუ რაიმეს
დამატება მოგესურვებათ, ყველაფერი გარეთ უნდა შემოგვთავაზოთ,
ჩრდილში გაშლილ სუფრაზე. ყველაფერი მაქსიმალურად ბუნებრივად
და მარტივად! თქვენც ასე არ წარმოგიდგენიათ?
– მთლად ასე არა. ბუნებრივი და მარტივი ჩემთვის სასადილო
ოთახში გაშლილი სუფრაა. იმ ბუნებრიობასა და სიმარტივეს, რასაც
სადილისთვის მსახურები და ავეჯი სჭირდება, ყველაზე მეტად სასადი-
388
ლო ოთახი უხდება. როცა გარეთ მარწყვის ჭამა მოგწყინდებათ, შეგეძ-
ლებათ, შინ შებრძანდეთ და ცივი ხორცი მიირთვათ.
– კარგი... როგორც გენებოთ. ოღონდ გრანდიოზული არაფერი დაგ-
ვახვედროთ. სხვათა შორის, მე ან ჩემი მნე ხომ არ წაგადგებით ჩვენი
რჩევებით? ნაიტლი, გთხოვთ, გულწრფელად მითხარით. თუ გინდათ,
დაველაპარაკები მისის ჰოჯესს ან თავად გავაკონტროლებ, რომ...
– გმადლობთ, ოდნავადაც არ მაქვს ამის სურვილი.
– რა გაეწყობა... თუმცა, თუ რაიმე პრობლემა შეიქმნება, იცოდეთ,
რომ ჩემი მნე უაღრესად ჭკვიანი ქალია.
– თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ ჩემიც სავსებით ჭკვიან ქალად
მიიჩნევს თავს და ვერავის დახმარებას ვერ აიტანს.
– რა საწყენია, ვირი რომ არა გვყავს. არადა, რა გადასარევი იქნებო-
და, მე, ჯეინი და მის ბეიტსი ვირებით რომ მოვსულიყავით, ჩემი Caro
sposo კი ფეხით. სოფლის ცხოვრებისთვის ვირი აუცილებელიც კია,
რადგან რაგინდ მდიდარ რესურსებსაც უნდა ფლობდეს ქალი, შეუძლე-
ბელია, სულ სახლში იყოს გამოკეტილი. ბევრი სიარული კი, მოგეხსენე-
ბათ... ზაფხულში მტვერია, ზამთარში – ტალახი.
– თუმცა, დონველსა და ჰაიბერის შორის გზა სუფთაა. დონველის ბი-
ლიკი არასდროსაა ტალახიანი, მით უფრო ახლა – გზა სულ მშრალია.
მაგრამ თუ გირჩევნიათ, ვირით წამოდით. შეგიძლიათ, მისის ქოულს
სთხოვოთ. მინდა, ყველაფერი მაქსიმალურად თქვენი გემოვნების შესა-
ფერისად იყოს.
– დარწმუნებული ვარ, რომ ასეა, ჩემო კეთილო მეგობარო, და ამის-
თვის, ცხადია, მადლობას გიხდით. ვიცი, რომ თქვენი უკმეხობის უკან
ძალიან თბილი გული იმალება. მისტერ ე.-ს ვეუბნები ხოლმე, რომ ნამ-
დვილი ოხუნჯი ხართ. დიახ, მერწმუნეთ, ნაიტლი, თქვენს პატივისცე-
მას ჩემდამი მთელ ამ გეგმაში ბოლომდევაცნობიერებ. ზუსტად მიხ-
ვდით, რით შეიძლებოდა, მოგენიჭებინათ ჩემთვის სიამოვნება.
მისტერ ნაიტლის კიდევ ერთი მიზეზით არ სურდა ჩრდილში გაშლი-
ლი სუფრა. უნდოდა, მისტერ ვუდჰაუზი და ემა დონველში ვიზიტზე
დაეყოლიებინა და კარგად იცოდა, რომ ნებისმიერი მათგანის გარეთ სა-
389
დილობას მისტერ ვუდჰაუზი არ დაუშვებდა. დილის მგზავრობითა და
დონველში ერთი-ორი საათის გატარებით მოთაფვლის შემდეგ არ იქნე-
ბოდა ღირსეული მისი მოტყუება და სუფრის ხის ძირში დახვედრება.
და, მართლაც, მისტერ ვუდჰაუზი სუფთა სინდისით მოიპატიჟეს.
ისიც დათანხმდა. თანაც, დონველში ორი წელი არ ყოფილიყო. „რატო-
მაც არა – რომელიმე დარიან დილას ის, ემა და ჰარიეტი ესტუმრებიან.
ხოლო სანამ მისი საყვარელი გოგონები ბაღში ისეირნებენ, თავად მისის
უესტონთან მუსაიფში გაიყვანს დროს. სავარაუდოდ, დღის ამ მონაკ-
ვეთში, მიწაც მშრალი იქნება. ძალიან უნდა ძველი სახლის მონახულე-
ბა; სიხარულით მოინახულებს ელტონებსაც და სხვა მეზობლებსაც...
ნამდვილად არ არის წინააღმდეგი, რომელიმე დარიან დილას ის, ემა
და ჰარიეტი დონველს ეწვიონ. მისტერ ნაიტლის მხრიდან ეს უდავოდ
დასაფასებელია... კეთილშობილური და კეთილგონივრული საქციელი...
უფრო ჭკვიანურიც, ვიდრე საღამოს სადილია... საღამოს სადილები რა
მოსაწონია“.
მისტერ ნაიტლის გაუმართლა: ყველა მალევე დაითანხმა. მეტიც, ეს
წინადადება ყველამ მისის ელტონივით ისე მიიღო, თითქოს მათდამი
პატივისცემის ნიშნად ეწყობოდა. ემა და ჰარიეტი გამოტყდნენ, რომ ამ
დღისგან მხოლოდ საუკეთესოს ელოდნენ, ხოლო მისტერ უესტონმა,
უკითხავად, პირობა დადო, ფრენკიც აუცილებლად შემოგვიერთდება,
თუკი შეძლებსო. ეს მისი მხრიდან, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხო-
ლოდ გეგმის მოწონებისა და მადლიერების დასტური იყო, რის გამოც
მისტერ ნაიტლიც იძულებული შეიქნა, არაფერი შეემჩნია და ეთქვა,
მოხარული ვიქნები, თუ მოვაო; მისტერ უესტონს კი დრო არ დაუკარ-
გავს და მაშინვე ბარათი გაამზადა, რომელშიც არგუმენტები არ და-
უზოგავს შვილის დასათანხმებლად.
ამასობაში, დაკოჭლებული ცხენიც გამოჯანმრთელდა და ბოქს-ჰი-
ლის მონახულებაც, საბედნიეროდ, დაბრუნდა დღის წესრიგში. ბოლოს,
გადაწყდა, ერთ დღეს დონველს დაუთმობდნენ, მომდევნოს კი – ბოქს-
ჰილს. რაც მთავარია, ამინდი ზედგამოჭრილი იყო.

390
ლამის ბუნიობას, ერთ მზიან დილას, მისტერ ვუდჰაუზი დონველის
სააბატოსკენ თავისი ეტლით გაემგზავრა; ღიაცისქვეშა წვეულებაში
მონაწილეობის ნიშნად, მთელი გზა ერთი ფანჯარა ჩამოწეულიც კი
ჰქონდა! დონველის სააბატოს ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ ოთახში
აგიზგიზებული ბუხრის წინ ბედნიერად მოკალათდა (მთელი დილა
სწორედ ბუხართან გაატარა) და არხეინად ალაპარაკდა თავის იმდღე-
ვანდელ გმირობაზე; დროდადრო რჩევებსაც აძლევდა დანარჩენებს, შინ
შესულიყვნენ და არ დასიცხულიყვნენ. როცა სტუმრები გარეთ გაიწვი-
ეს, მისტერ ვუდჰაუზის ერთგული კომპანიონის როლი მისის უესტონმა
იკისრა, რომელიც თითქოს განზრახ წამოსულიყო ფეხით და განზრახ
დაეღალა თავი, რომ სულ მის გვერდით მჯდარიყო. ჰოდა, მართლაც,
იჯდა და მოთმინებითა და თანაგრძნობით უსმენდა მოხუცს.
ემას, კარგა ხანი იყო, დონველის სააბატო არ ენახა, ამიტომ, დარ-
წმუნდა თუ არა მამის კომფორტში, სიხარულით მიატოვა ის და იქაუ-
რობის თვალიერებას შეუდგა.
მოგონებების ზუსტად აღსადგენად ყველაფერს დეტალურად აკვირ-
დებოდა, უფრო ზუსტ წარმოდგენას იქმნიდა სახლ-კარზე, რომელიც
მასაც და მთელი მის ოჯახსაც განსაკუთრებულად აინტერესებდა ახ-
ლაც და დააინტერესებდა მომავალშიც.
იყურებოდა გარშემო და სააბატოს ამჟამინდელსა და მომავალ
მფლობელთან ნათესაური კავშირებით გამოწვეულ სამართლიან სიამა-
ყესა და თვითკმაყოფილებას გრძნობდა. ეს დარბაისლური ზომისა და
სტილის, დაცული და იზოლირებული ნაგებობა დაბლობზე იდგა. მინ-
დვრებამდე გადაჭიმულ ფართო და ბარაქიან ბაღებს ნაკადული გასდევ-
და, რომლის დანახვაც სააბატოდან – იმდროინდელი სახლიდან, როცა
ხედებს არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, ლამის შეუძლებელი
იყო, თუმცა, ტყის კორომებისა თუ ხეივნების გამოხშირვა, არც მოდისა
და არც ფუფუნების გამო, აზრად არავის მოსდიოდა. უჩვეულო ფორმის
სახლი ბევრი კომფორტული და ერთი-ორი ლამაზი ოთახით, რომელიც
ჰარტფილდზე დიდი იყო და მას საერთოდ არ ჰგავდა, მიწის კარგა დიდ
ნაწილს იკავებდა და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ ზუსტად ისეთი
391
იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო... ემა სულ უფრო მეტი პატივისცემით
იმსჭვალებოდა ამ ჭეშმარიტად გვარიშვილური, შეურყვნელი სისხლისა
და მსოფლმხედველობის ოჯახის კარ-მიდამოს მიმართ. კი, ჯონ ნაიტ-
ლის მთლად უზადო ხასიათი არ ჰქონდა, მაგრამ იზაბელა უდავოდ
ბრწყინვალე ბედში იყო ჩავარდნილი – მისი ქმრის არც სახელი, არც
სტატუსი და არც სახლი სირცხვილისგან არასდროს შეგიფაკლავდა
ლოყებს. სწორედ ამ სასიამოვნო გრძნობებით მოცული სეირნობდა ემა
სააბატოს ბაღებში, სანამ დანარჩენებთან ერთად მარწყვის შეგროვებას
შეუდგებოდა. ყველანი შეკრებილიყვნენ ფრენკ ჩერჩილის გარდა. მას
რიჩმონდიდან ყოველ წუთს ელოდნენ. მისის ელტონი, რომელიც თავი-
სი ბედნიერებისთვის საჭირო ყველა ატრიბუტით აღჭურვილიყო, – დი-
დი ქუდითა და კალათით, – მეტად მოწადინებული გახლდათ, საზოგა-
დოებას წინ გაძღოლოდა, დაეკრიფა და სხვებისაგანაც მიეღო მარწყვი
ან ისევ მარწყვზე ელაპარაკა. დიახ, მარწყვზე და მხოლოდ მარწყვზე
შეიძლებოდა ახლა ფიქრი თუ ლაპარაკი – „ამ საუკეთესო ინგლისურ
ხილზე... ყველას რომ უყვარს... ასეთი სასარგებლო რომაა... ამ სანაქე-
ბო ბაღებსა და ჯიშებზე... რამხელა სიამოვნებაა მათი ხელით კრეფა...
მხოლოდ ასე თუ მიიღებ ჭეშმარიტ სიამოვნებას... დილა უდავოდ სა-
უკეთესო დროა... არც იღლები... თან ყველა ჯიში თავისებურად არაჩ-
ვეულებრივია... თუმცა, აი, ხენდრო ათი თავით სჯობს ყველას... რა შე-
დარებაა... ხენდრო იშვიათობას წარმოადგენს... ისე, ყველაზე მეტად
ჩილიური მარწყვი მოსწონს... თუმცა, ტყის მარწყვს განსაკუთრებული
არომატი აქვს... რაც შეეხება მარწყვის ფასებს ლონდონში... ბრისტოლ-
ში უხვად ნახავთ... მეიპლ-გროუვში... როგორ ზრდიან იქ... იციან, რო-
დისაა გადარგვა საჭირო... ყველა მებაღეს თავისი აზრი აქვს... ზოგადი
წესი არ არსებობს... მებაღეებს აზრს ვერასდროს შეაცვლევინებ... უგემ-
რიელესი ხილია... მაგრამ ბევრი არ უნდა ჭამო – ზედმეტად ნოყიერია...
ალუბალი უკეთესია... მოცხარი ენერგიას ჰმატებს... მარწყვის მოკრეფის
ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ დახრა გიწევს... რა მწველი მზეა... საშინ-
ლად დაიღალა... მეტს ვეღარ აიტანს... ახლავე ჩრდილში უნდა დაჯ-
დეს“.
392
აი, ასეთ მონოლოგში განვლო ნახევარმა საათმა. მისის ელტონს
მხოლოდ ერთხელ გააწყვეტინა სიტყვა მისის უესტონმა, რომელიც სახ-
ლიდან იმისთვის გამოსულიყო, რომ გერის ამბავი მოეკითხა – უკვე
ნერვიულობას ვიწყებო. ღელავდა, მის ცხენსაც ხომ არ მოუვიდა რამეო.
საბოლოოდ, ყველამ ჩრდილში მოიყარა თავი და ემა იძულებული
გახდა, მისის ელტონისა და ჯეინ ფეარფაქსის საუბრისთვის დაეგდო
ყური. განიხილებოდა „ყოვლად სასურველი სამუშაო ადგილი“, რომე-
ლიც მისის ელტონისათვის იმ დილას შეეტყობინებინათ და რომლითაც
აღტაცებაში მოსულიყო. არც მისის საკლინგის ოჯახზე იყო ლაპარაკი
და არც – მისის ბრაგისა, თუმცა დიდებულებითა და წარჩინებულობით
მხოლოდ ამ ორ ქალბატონს თუ ჩამოუვარდებოდა. ეს იყო მისის ბრაგის
ბიძაშვილი, მისის საკლინგის ნაცნობი ქალბატონი, რომელიც მეიპლ-
გროუვში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. შესანიშნავი, მომხიბ-
ლავი, დახვეწილი ქალბატონი საუცხოო წრიდან, ოჯახიდან, ფენიდან,
კლასიდან და ა.შ. მისის ელტონი არ იშურებდა სითბოს, ენერგიასა და
ოჯახის ქება-დიდებას, რომ ჯეინი წინადადებაზე დაეყოლიებინა, მაგ-
რამ მის ფეარფაქსი მშვიდად იმეორებდა, ამ ეტაპზე არ მსურს მუშაო-
ბის დაწყება, როგორ ოჯახზეც უნდა იყოს ლაპარაკიო. მოტივადაც იმა-
ვეს ასახელებდა. მიუხედავად ამისა, ელტონი ჯიუტად სთხოვდა, მომე-
ცით უფლება, ხვალვე გავაგზავნო თანხმობაო. როგორ უძლებდა ამ
ყველაფერს ჯეინი, ემასთვის გამოცანა იყო. ის არც ღიზიანდებოდა და
არც ტონს იცვლიდა. ბოლოს, როგორც იქნა, უჩვეულო გადაწყვეტილე-
ბა მიიღო და იქ მყოფთ გასეირნება შესთავაზა: „იქნებ, გაევლოთ ცოტა?
მისტერ ნაიტლი ბაღებს ხომ არ აჩვენებს მათ? თავის ყველა ბაღს...
სულ ყველაფრის დათვალიერება სურს“. როგორც ჩანს, მეგობრის შე-
უპოვრობა უკვე მისთვისაც სცდებოდა ყოველგვარ საზღვარს.
ცხელოდა. ერთხანს, გაფანტულად ისეირნეს (სამ-სამადაც კი ძლივს
იკვრებოდნენ), მერე კი, ცაცხვების ფართო და მოკლე ხეივანს გაუყვნენ,
რომელიც ბაღის ერთგვარ საზღვარს ქმნიდა. მის იქით არაფერი იყო,
მაღალსვეტებიანი ქვის კედლის გარდა, რომლის იქითაც ხედი იშლებო-
და და რომელიც თითქოს სახლის სიახლოვის ნიშნად აეშენებინათ,
393
თუმცა, იქ სახლი არასდროს მდგარა. ცხადია, გემოვნებაზე დავობენ და
შეიძლება საკამათოც იყოს ასეთი საზღვრის მიზანშეწონილობა, მაგრამ
ადგილიც სასიამოვნო სასეირნო იყო და ხედიც – ძალიან ლამაზი. სა-
აბატოდან ნახევარი მილში დიდებული, ტყიანი ფერდობი ჩანდა, მის
ძირში კი განმარტოებით მდგარი ები-მილის ფერმა იწვერებოდა – წინ
მინდვრები ჰქონდა; გარს კი მდინარე უვლიდა.
კაშკაშა, თუმცა არა შემაწუხებელი მზის ქვეშ დანახული ინგლისუ-
რი სიმწვანე, ინგლისური კულტურა, ინგლისური კომფორტი თვალის-
თვისაც და გონებისთვისაც მეტად საამური იყო.
ისე მოხდა, რომ ცაცხვნარში სეირნობისას ემა და მისტერ უესტონი
დანარჩენებს გამოეყვნენ, ემამ კი უმალ შენიშნა, რომ მისტერ ნაიტლი
და ჰარიეტიც დაწინაურებულიყვნენ და გვერდიგვერდ მიუყვებოდნენ
გზას. მისტერ ნაიტლი და ჰარიეტი! რა უცნაური სანახავი იყო! თუმცა,
ემას ესიამოვნა. იყო დრო, მისტერ ნაიტლის ჰარიეტის საზოგადოება
ეთაკილებოდა და უცერემონიოდაც კი შეაქცევდა ხოლმე ზურგს, მაგ-
რამ ახლა მშვენივრად საუბრობდნენ; იყო დრო, როცა ემასაც არ მოს-
წონდა ჰარიეტის ები-მილის ფერმასთან სიახლოვე, მაგრამ ახლა აღარ
ეშინოდა. მისი აზრით, ახლა ჰარიეტსაც თამამად შეეძლო ეცქირა ამ
სილამაზისთვის, ბარაქიანი საძოვრებისთვის, საძოვრებზე გაშლილი
ნახირისთვის, აყვავებული ხეხილისა და კვამლის მკრთალი სვეტისათ-
ვის. ქვის კედელთან ემა მათ უნებურად დაეწია და შენიშნა, რომ ისინი
ლაპარაკით უფრო იყვნენ გართულნი, ვიდრე აქეთ-იქით ყურებით. მის-
ტერ ნაიტლი ჰარიეტს სოფლის მეურნეობის მეთოდებზე ემუსაიფებო-
და, მიახლოებულ ემას კი უმალ ღიმილი შეაგება, რომლითაც თითქოს
ეუბნებოდა: „ეს თემები პირადად ჩემთვისაა საინტერესო. მაქვს მათზე
ლაპარაკის უფლება ისე, რომ ეჭვი არავის შეეპაროს, თითქოს რობერტ
მარტინის თემაზე გადასასვლელად შესავალს ვაკეთებდე“. ემას არც
შეჰპარვია ეჭვი. რობერტ მარტინი უკვე ძალიან ძველი ამბავი იყო. ალ-
ბათ უკვე შეეწყვიტა კიდეც ჰარიეტზე ფიქრი. სამივე ერთად გაუყვა
ხეივანს. ჩრდილი საუკეთესოდ აღადგენდა ძალებს და ემამაც გაიფიქრა
– ეს ამ დღის ყველაზე სასიამოვნო მონაკვეთიაო.
394
შემდეგი გაჩერება სახლი იყო. სადილობის დრო მოსულიყო. ჰოდა,
ყველანი დასხდნენ და შეუდგნენ ჭამას... ფრენკ ჩერჩილი კი ისევ არ
ჩანდა. მისის უესტონი ამაოდ ელოდა. მისი ქმარი ოდნავადაც არ ნერ-
ვიულობდა და ცოლის შიშებზე იცინოდა, თუმცა, მისის უესტონი ვე-
რაფრით სძლევდა შიშს და მხოლოდ ის უნდოდა, გერი მშვიდობით მო-
სულიყო. ის ხომ ჩვეულზე უფრო დარწმუნებით იტყობინებოდა, ჩამო-
ვალო, რადგან ბიცოლამისი გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს.
შეშინებულ მისის უესტონს არაერთმა შეახსენა – მისის ჩერჩილის
მდგომარეობა ისე მოულოდნელად იცვლება, რომ თავისუფლად შეიძ-
ლება, ფრენკს ახლაც გაუცრუოს იმედი და იძულებული გახადოს, რიჩ-
მონდში დარჩესო. მოკლედ, როგორც იქნა, მისის უესტონი დაარწმუნეს
– ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე თქვა – რომ ფრენკის ჩამოსვლას
მართლაც მისის ჩერჩილის მორიგი შეტევა აფერხებდა. სანამ ამ თემას
განიხილავდნენ, ემამ ჰარიეტს შეავლო თვალი. ეს უკანასკნელი თავდა-
ჭერილად იქცეოდა და ემოციებსაც მშვენივრად ნიღბავდა.
სადილობა დასრულდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კიდევ ერთხელ უნ-
და გასულიყვნენ გარეთ, რათა დარჩენილი ღირსშესანიშნაობებიც ენა-
ხათ – მაგალითად, სააბატოს ძველი სათევზაო გუბურები; შესაძლოა,
სამყურას მინდვრამდეც მისულიყვნენ, რომლის მოთიბვა ხვალ უნდა
დაეწყოთ... კიდევ ერთხელ მიიღებდნენ სიცხეში ყოფნისა და სიგრილე-
ში გადანაცვლების სიამოვნებას. მისტერ ვუდჰაუზს უკვე შეესრულები-
ნა ფიზიკური აქტივობის დოზა – ცოტა ხნით გაესეირნა ყველაზე შე-
მაღლებულ ადგილას, სადაც თვით ისიც კი ვერ დაიჩივლებდა, მდინა-
რიდან სინესტე მოდისო. მასთან დარჩენა ამჯერად მისმა ქალიშვილმა
გადაწყვიტა და მისტერ უესტონს საშუალება მისცა, სეირნობაზე და-
ეყოლებინა ცოლი, რომლის უგუნებობასაც ცოტაოდენი მრავალფეროვ-
ნება არ აწყენდა.
მისტერ ვუდჰაუზის გასართობად მისტერ ნაიტლის თავი ერთი წამი-
თაც არ დაუზოგავს. დროის გასაყვანად, ძველ მეგობარს გრავიურების
ალბომი, მედლებით, კამეებით, მარჯნებითა და ნიჟარებით სავსე უჯრე-
ბი და ყველა საოჯახო კოლექცია გამოულაგა, რაც მის კაბინეტებში
395
ინახებოდა. მისტერ ნაიტლის სიკეთის წყალობით, მისტერ ვუდჰაუზმა
არაჩვეულებრივად შეიქცია თავი. აქამდე თუ მისის უესტონი ათვალიე-
რებინებდა, ახლა თავად ათვალიერებინებდა ემას. მაინცდამაინც კარ-
გად ვერ ერკვეოდა ყველა ალბომში, მაგრამ მეტად ფრთხილად და ინ-
ტერესით ჩაჰკირკიტებდა თითოეულს. თუმცა, სანამ დათვალიერების
მეორე ეტაპი დაიწყებოდა, ემა კართან მივიდა – უნდოდა, ერთი-ორი
წუთით თვალი შეევლო კარმიდამოსთვის, მაგრამ გაიხედა თუ არა, ჯე-
ინ ფეარფაქსი დალანდა – ბაღიდან ისეთიგამომეტყველებით მოიჩქა-
როდა, თითქოს გაქცევას ლამობსო. მის ვუდჰაუზის ნახვას ასე უცებ არ
ელოდა და თავიდან შეცბა კიდეც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სწორედ მის
ვუდჰაუზს ეძებდა.
– შეგიძლიათ, ერთი თხოვნა შემისრულოთ? – დაიწყო მან, – როცა
მიკითხავენ, უთხარით, რომ შინ წავედი. ახლავე მივდივარ... დეიდაჩემი
ვერ ხვდება, რომ უკვე გვიანია და სახლიდან დიდი ხნის წინ წამოვე-
დით... დარწმუნებული ვარ, ბებიას ვჭირდები და ამიტომ ახლავე უნდა
წავიდე... ამის შესახებ არავისთვის მითქვამს. არ მინდა, ვინმე შევაწუ-
ხო და ავანერვიულო. ზოგი გუბურებთანაა, ზოგიც ცაცხვნარში სეირ-
ნობს. ჩემს არყოფნას კარგა ხანს ვერავინ შეამჩნევს, ხოლო როცა ერ-
თად მოიყრიან თავს, იქნებ, გამიწიოთ სამსახური და შეატყობინოთ,
რომ წავედი.
– რასაკვირველია, თუკი ასე გსურთ... მაგრამ ჰაიბერიში მარტო ხომ
ვერ წახვალთ?!
– რატომაც არა, რა უშავს?! სწრაფად დავდივარ. ოც წუთში შინ ვიქ-
ნები.
– ჰო, მაგრამ ფეხით მარტო მგზავრობისთვის ძალიან შორსაა. მამა-
ჩემის მსახურს გაგაყოლებთ... ნება მომეცით, ეტლი გამოვიძახო. ხუთ
წუთში აქ იქნება.
– გმადლობთ, გმადლობთ... მაგრამ არავითარ შემთხვევაში! მირჩევ-
ნია, ფეხით წავიდე... ან მარტო სიარულის როგორ უნდა შემეშინდეს?!
მალე ხომ თავად მომიწევს სხვების დაცვა?!

396
ჯეინი მეტად აღელვებული ჩანდა და ემაც ძალიან გულითადად შე-
ეპასუხა: – დამიჯერეთ, არ ღირს საფრთხეში თავის ჩაგდება. ეტლს გა-
მოვიძახებ. სიცხეც სახიფათოა დღის ამ მონაკვეთში... თან უკვე დაღ-
ლილი ხართ.
– დიახ... ნამდვილად დაღლილი ვარ, – მიუგო ჯეინმა, – მაგრამ ეს
სხვანაირი დაღლილობაა... სწრაფი ნაბიჯით სიარულით კი ძალებს აღ-
ვიდგენ... მის ვუდჰაუზ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გამოგვიც-
დია სულიერი დაღლილობა. მე კი, უნდა გამოგიტყდეთ, სრულიად გა-
მოფიტული ვარ. ყველაზე დიდი სიკეთე თქვენგან ახლა ის იქნება, მარ-
ტოობის ნება მომცეთ და მოგვიანებით დანარჩენებს შეატყობინოთ,
რომ წავედი.
ემა ვეღარ შეეწინააღმდეგა. თავისი თვალით ხედავდა ყველაფერს.
თანაგრძნობით უთხრა, ახლავე წადითო, და თვალითაც გააცილა, რათა
მის უსაფრთხოებაში დარწმუნებულიყო. გამომშვიდობებისას ჯეინმა
მადლიერი მზერა შეავლო, ხოლო გამომშვიდობებისას სიტყვები – „ოჰ,
მის ვუდჰაუზ! რამხელა კომფორტია ხანდახან მარტოობა!“ – თითქოს
საშინლად დამძიმებული გულიდან აღმოხდა, თითქოს ამბობდა, რამხე-
ლა მოთმინება სჭირდებოდა და რამდენის ატანა უწევდა მათ გამოც კი,
ვისაც ის ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა.
„არ გინდა ასეთი სახლისა და დეიდის გაძლება?! – ჩაილაპარაკა
ემამ, როცა სახლში შებრუნდა, – მებრალებით. რაც უფრო ხშირად და
სამართლიანად აღიარებთ მათ საშინელებას, მით უფრო მომეწონე-
ბით“.
ჯეინის წასვლიდან თხუთმეტიოდე წუთში, როცა მამა-შვილი ვენე-
ციის წმინდა მარკის82 მოედნის ხედებს ათვალიერებდა, ოთახში ფრენკ
ჩერჩილი გამოცხადდა. ემა მასზე არ ფიქრობდა – გადაავიწყდა, მასზე
რომ უნდა ეფიქრა – მაგრამ მისმა დანახვამ გულწრფელად გაახარა. ახ-
ლა მისის უესტონიც დამშვიდდებოდა. შავი ფაშატი უდანაშაულო აღ-

წმინდა მარკის მოედანი – მთავარი მოედანი ვენეციაში (იტალია), რომელსაც იტა-


82

ლიაში წმინდა მარკოს პიაცას ან უბრალოდ პიაცას უწოდებენ.


397
მოჩნდა, სამაგიეროდ, ისინი გამოდგნენ მართლები, ვინც მიზეზად მისის
ჩერჩილს ასახელებდა. სწორედ ამ უკანასკნელის მდგომარეობის დრო-
ებითი გართულების გამო შეყოვნებულიყო – ნერვულმა შეტევამ თურმე
რამდენიმე საათს გასტანა და ახალგაზრდა კაცს გამომგზავრების ყვე-
ლა იმედი გადაუწურა. „რომ სცოდნოდა, რა სიცხეში მოუწევდა ცხენის
ჭენება და მაინც დაგვიანება, წამოსვლას გადაიფიქრებდა... ასე ბოლოს
როდის ცხელოდა, აღარც ახსოვდა... ლამის ნანობდა გამომგზავრე-
ბას...“ ფრენკ ჩერჩილი, ბოლოს და ბოლოს, დაჯდა ჯერ კიდევ გახურე-
ბული ბუხრიდან რაც შეიძლებოდა შორს; მეტისმეტად საცოდავად გა-
მოიყურებოდა.
– რაც ნაკლებს იწრიალებთ, მით მალე გაგრილდებით, – ურჩია ემამ.
– გავგრილდები თუ არა, წავალ. არც უნდა წამოვსულიყავი... მაგრამ
ჩემს ჩამოსვლაზე იმხელა ამბავი ატეხეს!.. ალბათ თქვენც მალე დაბ-
რუნდებით შინ... ერთი თქვენგანი შემხვდა კიდეც გზაში... სიგიჟეა ასეთ
სიცხეში... სრული სიგიჟე!
ემა უსმენდა, უყურებდა და მალე მიხვდა, რომ ფრენკ ჩერჩილის
მდგომარეობას კონკრეტული სახელი ერქვა: უგუნებობა. ადამიანთა ნა-
წილი სიცხეს წყობიდან გამოჰყავს და მათ შორის იყო ფრენკ ჩერჩილიც.
რამდენადაც ემამ იცოდა, მსგავს მდგომარეობას ჭამა-სმა შველოდა,
ამიტომ ახალგაზრდა კაცს სუფრასთან მისვლა ურჩია: სასადილო
ოთახში უხვად მოიძებნებოდა ყველაფერი. ემამაც სულგრძელად კა-
რისკენ მიუთითა.
„არა... არ შია. თან დანაყრების მერე უარესად დასცხება“. ორიოდ
წუთში კი რაღაც წაიბურტყუნა ნაძვის ლუდთან დაკავშირებით და გა-
ვიდა. ემამ კი გაიფიქრა: „მიხარია, რომ აღარ მიყვარს. არ მომეწონებო-
და კაცი, რომელიც დილის სიცხეს ასე ადვილად გამოჰყავს წყობიდან.
თუმცა, ჰარიეტს ისეთი რბილი ხასიათი აქვს, რომ ეს საერთოდ არ შე-
აწუხებს“.
ფრენკ ჩერჩილი საკმარისად დიდხანს იყო გასული, რომ გვარიანად
ეჭამა. მართლაც, უკეთეს განწყობაზე დაბრუნდა. უკვე შეძლო, ემასთან
და მამამისთან მიეჩოჩებინა სკამი და მათი საქმიანობით დაინტერესე-
398
ბულიყო, თან ზომიერი სინანულიც გამოეთქვა დაგვიანების გამო. სა-
უკეთესო განწყობაზე მაინც არ იყო, მაგრამ გახალისებას ცდილობდა.
მათთან ერთად შვეიცარიის ხედებს ათვალიერებდა და ენაწყლიანობ-
და.
– როგორც კი ბიცოლა გამოკეთდება, საზღვარგარეთ წავალ, – გამო-
აცხადა მან, – მანამ ვერ მოვისვენებ, სანამ ამ ადგილებს არ შემოვივლი.
ერთ მშვენიერი დღეს ჩემს ჩანახატებსაც გამოგიგზავნით... ან ჩანაწე-
რებს მოგზაურობის შესახებ... ან სულაც პოემას. აუცილებლად ვიპოვი
თვითგამოხატვის ხერხს.
– შესაძლოა... თუმცა, არ მგონია, ეს შვეიცარიის პეიზაჟი იყოს. შვე-
იცარიაში ვერასდროს წახვალთ, ჩერჩილები არ დაგრთავენ ინგლისის
დატოვების ნებას.
– შეიძლება მათაც მოუნდეთ წამოსვლა. იქნებ, თბილი კლიმატის
რეკომენდაცია მისცენ ბიცოლას. ნამდვილად მგონია, რომ საზღვარგა-
რეთ ყველანი ერთად გავემგზავრებით. გარწმუნებთ, მაქვს ამის იმედი.
ამ დილას მტკიცე წინათგრძნობა გამიჩნდა, რომ მალე საზღვარგარეთ
ვიქნები. უნდა ვიმოგზაურო. მომბეზრდა უსაქმურობა. ცვლილება
მჭირდება. სერიოზულად გეუბნებით, მის ვუდჰაუზ... რაც უნდა წარ-
მოისახოთ თქვენი გამჭოლი მზერით... ინგლისი უკვე ყელში ამომივი-
და... და რომ შემეძლოს, ხვალვე წავიდოდი.
– თქვენ ფუფუნება და უდარდელი ცხოვრება ამოგივიდათ ყელში.
რამდენიმე პრობლემის გამოგონება და წასვლის სურვილიც გადაგივ-
ლით.
– ფუფუნება და უდარდელი ცხოვრება?! ძალიან ცდებით. საკუთარ
თავს ფუფუნებაში მცხოვრებ, უდარდელ ადამიანად ვერ აღვიქვამ. რაც
კი ამქვეყნად მნიშვნელოვანია, მე ყველაფერი მაკლია. იღბლიანი ნამ-
დვილად არ ვარ.

399
– თუმცა, აღარც მთლად ისეთი უბედური ხართ, წეღან რომ იყავით.
კიდევ ერთი ნაჭერი ცივი ხორცი, ერთი ყლუპი „მადეირა“83 წყლით და
საბოლოოდ გამოკეთდებით.
– არა... აღარ მინდა. თქვენ გვერდით ჯდომა მირჩევნია. თქვენ ჩემი
საუკეთესო წამალი ხართ.
– ხვალ ბოქს-ჰილზე მივდივართ. უნდა შემოგვიერთდეთ. მართალია,
შვეიცარია არ არის, მაგრამ მაინც გამოდგება თქვენისთანა ახალგაზ-
რდა კაცისთვის, ასე ძალიან რომ უნდა გარემოს შეცვლა. დარჩით და
წამოდით ჩვენთან ერთად. აბა, რას იტყვით?
– არა, ნამდვილად ვერ დავრჩები. საღამოს, როგორც კი აგრილდება,
შინ გავბრუნდები.
– მაგრამ ხომ შეგიძლიათ, ხვალ ადრიანად, სიგრილეში, ისევ ჩამოხ-
ვიდეთ.
– არა... არ ღირს. თუ ჩამოვალ, გაბრაზებული ვიქნები.
– მაშ, როგორც გენებოთ, მაშინ, რიჩმონდში დარჩით.
– დიახ, მაგრამ, რიჩმონდში უარესად ვიქნები. ვერაფრით შევეგუები,
რომ იქ უჩემოდ წახვალთ.
– თავად უნდა გადაწყვიტოთ, გაბრაზებულობის რომელი მიზეზი
გირჩევნიათ. მე აღარაფერს დაგაძალებთ.
ნელ-ნელა დანარჩენებიც შემოუერთდნენ და მალე ყველამ ერთად
მოიყარა თავი. ზოგს უაღრესად გაუხარდა ფრენკ ჩერჩილის დანახვა,
ზოგმა ეს ამბავი უფრო თავშეკავებულად მიიღო. მის ფეარფაქსის წას-
ვლის გამხელას კი საყოველთაო ვიშვიში მოჰყვა, რაც იმ გადაწყვეტი-
ლებით დაგვირგვინდა, შინ დაბრუნების დროაო. მომდევნო დღესთან
დაკავშირებით ხანმოკლე თათბირი შედგა და დაიშალნენ. საბოლოოდ,
ფრენკ ჩერჩილი შემდეგი სიტყვებით გამოემშვიდობა ემას: – კარგი... თუ
თქვენ გსურთ, რომ დავრჩე და ხვალ წამოგყვეთ, ასეც ვიზამ.

„მადეირა“ – ყურძნის მაგარი ღვინო, რომელსაც პორტუგალიაში, მადეირას კუნძუ-


83

ლებზე ამზადებენ.
400
ემამ პასუხად მხოლოდ გაუღიმა. მოკლედ, რიჩმონდიდან სასწრა-
ფოდ თუ არ გამოიძახებდნენ, იქ მომდევნო საღამომდე ვეღარაფერი
დააბრუნებდა.

401
თავი 7

ბოქს-ჰილის მონახულებისთვის შესანიშნავი დილა გათენდა. ამას-


თან, მგზავრთა განთავსება, დროის განაწილება და წინასწარ მოგვარე-
ბული ყველა სხვა პირობაც სასიამოვნო ექსკურსიის იმედს იძლეოდა.
ყველაფერს მისტერ უესტონი ხელმძღვანელობდა – ჰარტფილდსა და
სამღვდელო სახლს შორის საქმიანად ფუსფუსებდა. მისმა ძალისხმევამ
ნაყოფი გამოიღო: ყველანი დროულად გაემზადნენ. ემა და ჰარიეტი ერ-
თად წავიდნენ, მის ბეიტსი და მისი დისშვილი – ელტონებთან ერთად,
ჯენტლმენები ცხენებზე ამხედრდნენ, მისის უესტონი კი მისტერ ვუდჰა-
უზთან დარჩა. მხოლოდ ისღა რჩებოდა, ბედნიერად ეგრძნოთ თავი.
შვიდი მილი სიამოვნების მოლოდინში გალიეს და იქაურობამ ყველა
აღაფრთოვანა. თუმცა, რაღაც მაინც არ იყო რიგზე... უხალისო, დუნე
განწყობა სუფევდა და ერთიანობის შეგრძნებაც ნაკლები იყო: ელტონე-
ბი ცალკე სეირნობდნენ, მისტერ ნაიტლიმ კი მის ბეიტსსა და ჯეინზე
მზრუნველობა აიღო საკუთარ თავზე, ემა და ჰარიეტი ფრენკ ჩერჩილს
ერგო, მისტერ უესტონი კი ჯგუფებს შორის ჰარმონიის მიღწევას ამაოდ
ცდილობდა. დაქსაქსულობა, ერთი შეხედვით, შემთხვევითი იყო, თუმ-
ცა, არსებითად ერთხელაც არ შეცვლილა. სამართლიანობისთვის უნდა
აღინიშნოს, რომ ელტონები საერთო მარაქაში გასარევად მზად იყვნენ
და, რაც შეეძლოთ, თავაზიანად იქცეოდნენ, მაგრამ სხვა დანარჩენე-
ბისგან განცალკევების სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ამას ვერც
ლამაზი პეიზაჟები, ვერც ცივი კერძების ასორტიმენტი და ვერც ხალი-
სიანი მისტერ უესტონი ვერაფერს შველოდა.
თავიდან ემამ ძალიან მოიწყინა და სამართლიანადაც. პირველად
ხედავდა ასე ცხვირჩამოშვებულ და გამოსულელებულ ფრენკ ჩერჩილს.
ამ უკანასკნელს ერთი სიტყვაც არ უთქვამს ისეთი, მოსმენის ღირსი
რომ ყოფილიყო, აქეთ-იქით ბეცივით აცეცებდა თვალებს, აღტაცებასაც
მოვალეობის მოხდის მიზნით გამოხატავდა და ემასაც თითქმის არ უს-
მენდა. მისი მოწყენა, რასაკვირველია, ჰარიეტსაც გადასდებოდა. ერთი
სიტყვით, ორივენი აუტანლები იყვნენ.
402
სიტუაცია მაშინ გამოსწორდა, ყოველ შემთხვევაში, ემასთვის, როცა
ყველანი ერთად დასხდნენ. მაშინ ფრენკ ჩერჩილსაც მოემატა ხალისი
და მთავარ თანამოსაუბრედ ემა იქცია. ყურადღებას არ აკლებდა და
ძალიან ცდილობდა, თავი სასიამოვნო კაცად წარმოეჩინა. მის გამო-
ცოცხლებას ემა სიხარულით შეხვდა. მისი პირფერობა უხერხულობის
გარეშე მიიღო, გახალისდა და ახალგაზრდა კაცი მეტი აქტიურობის-
თვის მეგობრულად შეაგულიანა კიდეც. ასე მხოლოდ მათი ნაცნობობის
პირველ პერიოდში თუ იქცეოდა, მაგრამ ახლა იგივე საფუძველი აღარ
ჰქონდა; აი, სხვების თვალში კი ეს ყველაფერი აღიქმებოდა იმად, რა-
საც ყველაზე უკეთ სიტყვა „ფლირტი“ გამოხატავს.
„მისტერ ფრენკ ჩერჩილსა და მის ვუდჰაუზს საოცარი ფლირტი
აქვთ“, – დაუფარავად გამოიყენებდა ამ სიტყვას ორი ქალბატონი, რო-
მელთაგან ერთი წერილს მეიპლ-გროუვში აფრენდა, მეორე კი – ირლან-
დიაში. ემა ჭეშმარიტი ბედნიერების გამო როდი იყო ხალისიანი და
უდარდელი. სინამდვილეში, ამით იმედგაცრუების დამალვას ცდილობ-
და. ფრენკ ჩერჩილის ყურადღება, რაც უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი –
მეგობრობა, აღტაცება თუ სიცელქე – მოსწონდა, თუმცა, მას მაინც მე-
გობრად განიხილავდა.
– არც კი იცით, როგორ ვარ თქვენგან დავალებული, აქ წამოსვლა
რომ მთხოვეთ! – უთხრა ფრენკ ჩერჩილმა, – თქვენ რომ არა, მთელ ამ
ბედნიერებას მოვიკლებდი. რიჩმონდში დაბრუნება უკვე გადაწყვეტილი
მქონდა.
– ჰო, ძალიან ბრაზიანი ჩანდით. არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ საუკე-
თესო მარწყვის ჭამის შანსი კი გაუშვით ხელიდან. ნამდვილად უფრო
კეთილი მეგობარი აღმოვჩნდი, ვიდრე თქვენ იმსახურებთ.
– ასე ნუ ამბობთ, ბრაზიანი კი არა, დაქანცული ვიყავი. სიცხემ მა-
ჯობა.
– დღეს უფრო ცხელა.
– დღეს სავსებით კომფორტულად ვარ.
– იმიტომ, რომ კონტროლის ქვეშ ხართ.
– თქვენი კონტროლის?.. ნამდვილად.
403
– შეიძლება, მინდოდა, რომ ასე გეთქვათ, მაგრამ მე თვითკონტროლი
ვიგულისხმე. გუშინ, რაღაც მიზეზით, თვითკონტროლის სადავეები გა-
მოგეცალათ ხელიდან, დღეს კი დაიბრუნეთ... ვინაიდან მე ყოველთვის
ვერ ვიქნები თქვენთან, სჯობს, დავიჯეროთ, რომ თავს ჩემ გარეშეც
აკონტროლებთ.
– ჰო, მაგრამ მაინც იმავე აზრამდე მივდივართ. თვითკონტროლი რა-
ში მჭირდება? მელაპარაკებით თუ ჩუმად ხართ, თქვენ მაინც მმარ-
თავთ. თანაც ყოველთვის შეგიძლიათ ჩემთან ყოფნა; ყოველთვის ჩემ-
თან ხართ.
– მხოლოდ გუშინდელი დღის სამი საათიდან. ჩემი სამარადისო გავ-
ლენა უფრო ადრე ვერ დაიწყებოდა ან ისეთ გუნებაზე არ იქნებოდით.
– გუშინდლიდან?! მე კი მეგონა, პირველად თებერვალში გნახეთ.
– თქვენი ენამოსწრებულობა ნებისმიერს განაიარაღებს. მაგრამ... –
უცებ ემამ ხმას დაუწია, – ჩვენ გარდა არავინ ლაპარაკობს და შვიდი
მდუმარე ადამიანის გასართობად მსგავს სისულელეებზე ლაპარაკი,
ცოტა არ იყოს, უადგილოა.
– ერთ სიტყვასაც კი არ ვამბობ ისეთს, რისაც მრცხვენია, – უტიფ-
რად განუცხადა ფრენკ ჩერჩილმა, – პირველად თებერვალში გნახეთ.
დაე, ეს ყველამ გაიგოს. დაე, ჩემი ხმა მიკლჰემიდან84 დორკინგამდე85
ექოდ გავრცელდეს. პირველად თებერვალში გნახეთ, – შემდეგი სიტყვე-
ბი კი ჩურჩულით წარმოთქვა: – ჩვენს თანამგზავრებს მგონი ჩამოეძი-
ნათ. რა ვქნათ, რით გამოვაცოცხლოთ? ნებისმიერი სისულელე გამოდ-
გება. უნდა ავალაპარაკოთ ქალბატონებო და ბატონებო, მის ვუდჰაუ-
ზისგან, რომელიც ყველგან და ყოველთვის პირველია, ნაბრძანები
მაქვს, მოგახსენოთ, რომ მისი სურვილია, გაიგოს, რაზე ფიქრობთ!
ზოგმა გაიცინა და გულკეთილად უპასუხა. მის ბეიტსმა ბევრი ილა-
პარაკა; მისის ელტონი გაიბღინძა მის ვუდჰაუზის პირველობის გაგონე-

84
მიკლჰემი – სოფელი და ოლქი სურეიში.
85
დორკინგი – სავაჭრო ქალაქი სურეიში.
404
ბაზე; ყველაზე გამორჩეული პასუხი კი მისტერ ნაიტლისა იყო: – მის
ვუდჰაუზს ნამდვილად უნდა იცოდეს ჩვენი ფიქრები?
– ოჰ, არა, არა! – წამოიძახა ემამ და, რაც შეეძლო, უდარდელად გა-
იცინა, – ამქვეყნად არაფრის გულისთვის! ახლა ნამდვილად ვერავითარ
დარტყმას ვერ გავუძლებ. რაც გინდათ, ის თქვით, ოღონდაც თქვენს
ფიქრებს ნუ გამიმხელთ. თუმცა, შესაძლოა, ეს ყველას არ ეხება, – და
მან მისტერ უესტონსა და ჰარიეტს შეავლო მზერა, – ზოგიერთის ფიქ-
რების არ მეშინია.
– ეს უკვე ისეთი რამაა... – მრავალმნიშვნელოვნად წამოიყვირა მი-
სის ელტონმა, – რის უფლებასაც საკუთარ თავსაც კი ვერ მივცემდი!
თუმცა, შესაძლოა, როგორც დღევანდელ Chaperone-ს86... იმ წრეში,
სადაც მე ვტრიალებ... მსგავს ექსკურსიებზე... ახალგაზრდა ქალბატო-
ნები... გათხოვილი ქალბატონები... – მისის ელტონი, უმთავრესად,
ქმარს მიმართავდა და ამ უკანასკნელმაც ჩურჩულით მიუგო: – სავსე-
ბით მართალი ხარ, საყვარელო. ზუსტად რომ ასეა... სად გაგონილა...
მაგრამ არიან ქალბატონები, არაფრის თქმას რომ არ ერიდებიან... შე-
ეშვი... ხუმრობად ჩაუთვალე... ნუ მიაქცევ ყურადღებას. ყველამ იცის,
შენ რას იმსახურებ.
– ასე არ გამოვა, – გადაუჩურჩულა ფრენკმა ემას, – უმრავლესობას
რატომღაც ეწყინა. უფრო მოწიწებით შევუტევ... ქალბატონებო და ბა-
ტონებო, მის ვუდჰაუზისგან ნაბრძანები მაქვს, გითხრათ, რომ ის უარს
ამბობს უფლებაზე, იცოდეს, ზუსტად რას ფიქრობთ, და ახლა მხოლოდ
რაიმე გასართობს ითხოვს თქვენგან. აქ შვიდნი ხართ... ჩემ გარდა... მე
კი, როგორც მის ვუდჰაუზი სიხარულით აცხადებს, მას უკვე ვართობ...
ჰოდა, ახლა ყოველი თქვენგანისგან ითხოვს ერთ რამეს ძალიან ჭკვია-
ნურს, – პროზას ან პოეზიას, თქვენსას ან თუნდაც სხვის მიერ შექ-

Chaperone (ფრანგ.) –კონტექსტის მიხედვით, აღნიშნავს დაუოჯახებელი ქალბატო-


86

ნებისა და ბატონების თავშეყრის ადგილას მყოფ ერთადერთ გათხოვილ ქალს, რომე-


ლიც მათ თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს, რომ რაიმე ამორალურ საქციელს
არ ჰქონდეს ადგილი.
405
მნილს... ან კი სამ ძალიან სულელურ რამეს, და გპირდებათ, რომ ყველა
მათგანზე გულიანად გაიცინებს.
– ღმერთო, ძალიან კარგი! – წამოიძახა მის ბეიტსმა, – „სამი ძალიან
სულელური რამე“ ჩემთვისაა ზედგამოჭრილი! პირის გაღება და, დარ-
წმუნებული ვარ, მაშინვე ვიტყვი სამ ძალიან სულელურ რამეს. არ მე-
თანხმებით? – სხვათა თანხმობის იმედად, კეთილად გადახედა დანარ-
ჩენებს, – აბა, რას ფიქრობთ? ხომ გამომივა?
ემამ თავი ვეღარ შეიკავა: – აჰ, მემ! შესაძლოა, ერთმა სირთულემ
იჩინოს თავი. ერთ ჯერზე მხოლოდ სამი უნდა თქვათ.
ემას ყალბი ცერემონიულობით გაბითურებულ მის ბეიტსს აზრის გა-
საგებად დრო დასჭირდა, მაგრამ როცა მიხვდა, გაბრაზება არ შესტყო-
ბია, მხოლოდ სახე აელეწა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გული ეტკინა.
– აჰ! ხო... მართალია... მივხვდი, რასაც გულისხმობს, – მისტერ ნა-
იტლის მიუბრუნდა, – და ვეცდები, ენას კბილი დავაჭირო. ალბათ ძა-
ლიან აუტანელი ვარ, თორემ ძველ მეგობარს ასეთ რამეს არ ეტყოდა.
– მე მომწონს თქვენი ჩანაფიქრი... – წამოიძახა მისტერ უესტონმა, –
და შევეცდები, რაიმე მოვიფიქრო. გამოცანა როგორ ფასდება?
– ვშიშობ, დაბალი ქულებით, სერ, – მიუგო შვილმა, – მაგრამ მოწყა-
ლენი ვიქნებით, მით უმეტეს მათთვის, ვინც ნავსს გატეხს.
– არა, არა, – ჩაერთო ემა, – არ ფასდება დაბალი ქულებით. მისტერ
უესტონის გამოცანა მის დანაშაულსაც გამოისყიდის და მისი მომდევ-
ნოსიც. გთხოვთ, სერ, გვითხარით.
– ვეჭვობ, მაინცდამაინც მახვილგონივრული არ არის, – თავი დაიზ-
ღვია მისტერ უესტონმა, – ძალიან უბრალოა და სწორხაზოვანი. თუმ-
ცა, აი, მოუსმინეთ: რომელი ორი ასო გამოხატავს სრულყოფილებას?
– ორი ასო?! სრულყოფილებას?! წარმოდგენა არ მაქვს.
– აჰ, არა მგონია, გამოიცნოთ. თქვენ კი – მისტერ უესტონმა ემას მი-
მართა: – ნამდვილად ვერასდროს გამოიცნობთ. გეტყვით... M და. ანუ
„ემა“. მიხვდით?
ემას ძალიან ესიამოვნა. მისტერ უესტონის გამოცანა მახვილოგო-
ნივრულობის შედევრი შესაძლოა მართლაც არ იყო, მაგრამ ემამ მაინც
406
გულიანად იცინა. ფრენკი და ჰარიეტიც გამხიარულდნენ. დანარჩენები
კი არ აღფრთოვანებულან. ზოგი, საერთოდ, უემოციოდ იყურებოდა.
ბოლოს, მისტერ ნაიტლიმ სერიოზული ტონით წარმოთქვა: – აი, ახლა
კი გასაგებია, როგორი მახვილგონივრულობაც მოგვეთხოვება. მისტერ
უესტონმა იმდენად კარგად შეასრულა დავალება, რომ დანარჩენები
თამაშგარეთ დაგვტოვა. „სრულყოფილება“ მეტისმეტად ნაჩქარევი იყო.
– ღმერთო! უნდა მომიტევოთ, მე თამაშიდან გავდივარ, – ჩაერთო
მისის ელტონი, – მე ნამდვილად არ შემიძლია... და არც მომწონს. ერ-
თხელ, აკროსტიქი87 გამომიგზავნეს, რომლითაც ჩემი სახელი იკითხე-
ბოდა. უნდა გითხრათ, ოდნავადაც არ გამხარებია. ვიცი, ვისგანაც იყო...
ერთი ყეყეჩისგან! შენ იცი, ვინც მყავს მხედველობაში, – ამ სიტყვებით
მან ქმარს მიმართა, – ასეთი გასართობი შობას უხდება, ბუხრის წინ,
მაგრამ ახლა, ზაფხულში, როცა ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს ათვალი-
ერებ, ყოვლად უადგილოა. მის ვუდჰაუზმა უნდა მაპატიოს. მე მათ
რიცხვს არ ვეკუთვნი, მახვილგონივრულობას ნებისმიერი ადამიანის
გულის მოსაგებად რომ იყენებენ. ამ მხრივ არც ვაცხადებ პრეტენზიას.
ძალიან სხარტი კი ვარ, მაგრამ უფლებას ვიტოვებ, თავად განვსაჯო,
როდის გამოვავლინო ჩემი სისხარტე და როდის დავაჭირო ენას კბილი.
თუ შეიძლება, გამომტოვეთ, მისტერ ჩერჩილ. მისტერ ე., ნაიტლი, ჯე-
ინი და მე უნდა გამოგვტოვოთ. ჩვენ სათქმელი არაფერი გვაქვს...
– დიახ, დიახ, გთხოვთ, მეც გამომტოვოთ, – ცოლს დამცინავი ქედ-
მაღლობით აუბა მხარი მისტერ ელტონმა, – მე ვერაფერს შემოგთავა-
ზებთ, რაც მის ვუდჰაუზს ან ნებისმიერ ახალგაზრდა ქალბატონს გაარ-
თობს. ასაკშეპარული ცოლიანი კაცი ვარ... არ გავისეირნოთ, ოგასტა?
– დიდი სიამოვნებით! უკვე ძალიან მომბეზრდა ამდენ ხანს ჯდომა.
მოდით, ჯეინ, ხელკავი გამიყარეთ.
ჯეინმა უარი თქვა შეთავაზებაზე, ასე რომ, ცოლ-ქმარი მარტო გა-
ეშურა.

აკროსტიქი – ლექსი, რომლის სტრიქონთა თავკიდური ასოებისგან გამოდის სიტყვა


87

ან ფრაზა.
407
– რა ბედნიერი წყვილია! – ელტონები თვალსმოფარებულებიც არ
იყვნენ, რომ ფრენკ ჩერჩილმა წამოიძახა, – როგორ უხდებიან ერთმა-
ნეთს! ძალიან გაუმართლათ, ასე რომ დაქორწინდნენ – საზოგადოებრი-
ვი თავშეყრის ადგილას შეხვედრებისა და ბათში ორიოდ კვირის ნაცნო-
ბობის შედეგად! საოცარი იღბალია, თორემ, აბა, როგორ შეიძლება, რა-
იმე გაიგო ადამიანის ნამდვილი ბუნების შესახებ ბათში ან ნებისმიერ
ხალხმრავლობაში?! მხოლოდ უახლოესი ადამიანების გარემოცვაში,
მშვიდსა და უბრალო გარემოში თუა შესაძლებელი ქალის შესახებ აზ-
რის ჩამოყალიბება. სხვა შემთხვევაში ყველაფერი ბედს უნდა მივან-
დოთ... ბედი კი, როგორც წესი, უკუღმართია. რამდენი კაცი ვიცით, ვინც
ხანმოკლე ნაცნობობა სერიოზულ კავშირად აქცია და მერე მთელი
ცხოვრება სინანულში გაატარა!
მის ფეარფაქსმა, რომელიც მანამდე იშვიათად და ისიც მხოლოდ თა-
ვის მოკავშირეებთან ლაპარაკობდა, ახლა ხმა ამოიღო: – დიახ, ასეთი
რამეები ნამდვილად ხდება... – სიტყვა ხველებამ გააწყვეტინა, ფრენკ
ჩერჩილი კი მიუბრუნდა და სერიოზული ტონით ჩაეკითხა: – რაღაცას
ამბობდით.
ჯეინმა ყელი ჩაიწმინდა: – იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ, მართალია,
ასეთ უიღბლო მდგომარეობაში კაცებიც ვარდებიან და ქალებიც. შესაძ-
ლოა, ნაჩქარევი და წინდაუხედავი გრძნობები გაჩნდეს... მაგრამ რო-
გორც წესი, ადამიანებს აქვთ დრო, ამისგან განთავისუფლდნენ. უიღ-
ბლო ნაცნობობა მხოლოდ სუსტ, უნებისყოფო ადამიანებს უქმნის დაბ-
რკოლებებს და უჩენს სამუდამო თავისტკივილს.
ფრენკ ჩერჩილმა უსიტყვოდ შეხედა მის ფეარფაქსს და თანხმობის
ნიშნად თავი დაუქნია. ცოტა ხანში კი ხალისიანად წამოიწყო: – მე სა-
კუთარ კეთილგონიერებას, პრაქტიკულად, ვერ ვენდობი. ამიტომ, როცა
დაქორწინებას გადავწყვეტ, იმედი მაქვს, ვინმე ამირჩევს ცოლს. ამირ-
ჩევთ ცოლს? – კითხვით ემას მიმართა, – დარწმუნებული ვარ, თქვენ
მიერ შერჩეული ნებისმიერი ადამიანი მომეწონება. ჩვენი ოჯახისთვის
მსგავსი სამსახურის გაწევა თქვენთვის უცხო არ უნდა იყოს, – ამ სიტ-

408
ყვებზე მან მამას გაუღიმა, – იპოვეთ ვინმე ჩემთვის. მე არსად მეჩქარე-
ბა. მფარველობა გაუწიეთ, განათლება მიეცით.
– და საკუთარ თავს დავამსგავსო.
– აუცილებლად, თუკი შეძლებთ.
– ძალიან კარგი. შეკვეთა მიღებულია. მომხიბლავი ცოლი გეყოლე-
ბათ.
– ძალიან ცოცხალი უნდა იყოს და თაფლისფერი თვალები ჰქონდეს.
სხვა მოთხოვნა არა მაქვს. რამდენიმე წლით უცხოეთში წავალ... როცა
დავბრუნდები, ცოლის საძებნელად თქვენთან მოვალ. დაიმახსოვრეთ.
ეს ისეთი დავალება იყო, ემას ნამდვილად არ დაავიწყდებოდა. ნუთუ
ჰარიეტი არ ერგებოდა აღწერილ არსებას?! თაფლისფერ თვალებს თუ
არ ჩავთვლით, ორ წელიწადში ის ზუსტად ისეთი გახდებოდა, როგორიც
ფრენკ ჩერჩილს სურდა. ამ უკანასკნელს იქნებ სულაც ჰარიეტი ჰყავდა
მხედველობაში, ვინ იცის?! მისი მხრიდან განათლების ხსენება თითქოს
სწორედ ჰარიეტზე მიანიშნებდა.
– მემ, – მიმართა ჯეინმა დეიდას, – იქნებ, მისის და მისტერ ელტო-
ნებს შევუერთდეთ?
– როგორც გინდა, საყვარელო. მე უკვე მზად ვარ. მაშინაც მზად ვი-
ყავი და არც ახლა ვარ წინააღმდეგი. მალე დავეწევით. აი, ვხედავ კი-
დეც... არა, არა, ეს ვიღაც სხვაა. ეს ქალბატონი იმ ირლანდიელებთან
ერთადაა, დაქირავებული ეტლით რომ ჩამოვიდნენ... საერთოდ არ
ჰგავს მისის ელტონს... კარგი, კარგი, აბა...
დეიდა და დისშვილი დაიძრნენ. ნახევარ წუთში, მათ მისტერ ნაიტ-
ლიც გაჰყვა. მხოლოდ მისტერ უესტონი, მისი ვაჟი, ემა და ჰარიეტი
დარჩნენ. ახალგაზრდა კაცის ანცობა თანდათან მოსაბეზრებელი გახ-
და. ემაც კი დაღალა მისმა მლიქვნელობამ და გადაჭარბებულმა მხი-
არულებამ; უნდოდა, თავადაც გაჰყოლოდა დანარჩენებს ან სულაც
მარტო დარჩენილიყო და დამტკბარიყო თვალწინ გაშლილი მშვენიერე-
ბით. მსახურთა გამოჩენამ გაახარა – ეს უკანასკნელნი წამოსულიყვნენ,
რათა ეცნობებინათ, რომ ეტლები მზად იყო. ემას სიხარული ვერც ნივ-
თების მოგროვებისა და გამგზავრებამდელი სამზადისის თანმდევმა
409
ალიაქოთმა გააუფერულა და ვერც მისის ელტონის დაჟინებამ, პირვე-
ლი მისი ეტლი მოეყვანათ. მის ვუდჰაუზი იმედოვნებდა, რომ ეტლში
ჩაჯდომა წერტილს დაუსვამდა ამ ვითომდა სასიამოვნო დღის მეტად
საეჭვო თავშესაქცევებს; მომავალში კი ვეღარაფერი აცდუნებდა, ისეთ
აქტივობაში მიეღო მონაწილეობა, რომელშიც ამდენი არასწორად შერ-
ჩეული ადამიანი მოიყრიდა თავს.
სანამ ეტლს უცდიდა, გვერდით მისტერ ნაიტლი ამოუდგა, მიმოიხე-
და, თითქოს დარწმუნდა, ახლომახლო არავინააო, და ხმადაბლა უთ-
ხრა: – ემა, იძულებული ვარ, კიდევ ერთხელ დაგელაპარაკოთ ისე, რო-
გორც უწინ. შესაძლოა, ამ პრივილეგიას არც მანიჭებთ და მხოლოდ უძ-
ლებთ, მაგრამ მე მაინც უნდა ვისარგებლო მისით. როცა ვხედავ, რომ
არ იქცევით სწორად, არ შემიძლია, არ მიგითითოთ. როგორ შეგეძლოთ,
ასე გულქვად მოჰქცეოდით მის ბეიტსს? ასე თავხედურად გამოგეყენე-
ბინათ თქვენი მახვილგონიერება მისი ხასიათის, ასაკის და ცხოვრები-
სეული მდგომარეობის ქალის მიმართ? ემა, ყურებს არ ვუჯერებდი.
ემა წამოწითლდა, შეწუხდა, მაგრამ სცადა სიცილში გაეტარებინა.
– რას ამბობთ?! თავი როგორ უნდა შემეკავებინა? ამას ვერავინ მო-
ახერხებდა. ისეთიც არაფერი მითქვამს. თან, მგონი, თვითონ ვერც კი
მიხვდა.
– მერწმუნეთ, მშვენივრად მიხვდა. ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ნეტავ,
მოგესმინათ მისი სიტყვები... როგორ გულწრფელად, დიდსულოვნად
ლაპარაკობდა; როგორ აქებდა თქვენს სულგრძელობას – რამხელა ყუ-
რადღებას მაქცევენ ის და მამამისი, მე კი ალბათ როგორი მოსაწყენი
ვარო.
– ოჰ! – წამოიძახა ემამ, – ვიცი, რომ მასზე უკეთესი ამქვეყნად არ
არსებობს, მაგრამ აღიარეთ: მასში კეთილშობილება და სიბრიყვე ყოვ-
ლად უიღბლოდაა ერთმანეთთან შეზავებული.
– ვაღიარებ, – მიუგო მისტერ ნაიტლიმ, – და მდიდარი რომ იყოს,
სხვებსაც დავრთავდი ნებას, ზოგჯერ მასში სასაცილო მეტი დაენახათ,
ვიდრე კეთილშობილური; შეძლებული ქალი რომ იყოს, ასეთ ხუმრო-
ბებს ყურადღებასაც არ მივაქცევდი, და არც თქვენ შეგეკამათებოდით.
410
მაგრამ, ემა, დაფიქრდით... ის ხომ ღარიბია; ყველა კომფორტი გამოე-
ცალა ხელიდან, რაშიც დაიბადა; და რაც უფრო მეტხანს იცოცხლებს,
მით უფრო გამოეცლება. მისმა მდგომარეობამ თქვენში მხოლოდ თა-
ნაგრძნობა უნდა აღძრას. ძალიან ცუდად მოიქეცით, ძალიან! თქვენ,
ვისაც ის ჩვილობის ასაკიდან გიცნობთ, იმდროიდან, როცა მისი ყუ-
რადღება პატივი იყო, ახლა, წუთიერ სიამაყეს აყოლილი, მას დასცი-
ნით, ამცირებთ... თანაც დისშვილის წინაშე... და სხვების წინაშეც, რო-
მელთაგან რამდენიმესთვის თქვენი დამოკიდებულება მის ბეიტსისადმი
პირდაპირ მაგალითი გახდება. თქვენთვის უსიამოვნოა ამის მოსმენა,
ემა... არც ჩემთვისაა სასიამოვნო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ვალდებული
ვარ... მე ყოველთვის, ყოველთვის გეტყვით სიმართლეს, როდემდეც შე-
მეძლება; მშვიდი სინდისით ვიცხოვრებ, მეცოდინება, რომ გულწრფელი
რჩევებით ჭეშმარიტ მეგობრობას გიწევთ, და დავიჯერებ, რომ ამის გა-
მო, ადრე თუ გვიან, უფრო დამაფასებთ, ვიდრე ახლა შეგიძლიათ.
ამასობაში ეტლსაც მიუახლოვდნენ და მისტერ ნაიტლი მას ეტლში
ასვლაში დაეხმარა. ემოციებით დატვირთული ემა მისტერ ნაიტლის
თვალს ვერ უსწორებდა და ვერც ხმას იღებდა. ერთიანად სინანულსა
და საშინელ სირცხვილს მოეცვა. ეტლში ასვლისთანავე სკამზე მიესვე-
ნა, მაგრამ მალევე მოეგო გონს – ასე გამოუმშვიდობებლად, შეცდომის
უღიარებლად, ასეთი უკმეხი სახით განშორება არ შეიძლებოდა. მაშინ-
ვე ფანჯარას მიაწყდა, რათა მისტერ ნაიტლისთვის დაეძახა, ხელი და-
ექნია, ეჩვენებინა, რომ საერთოდ არ იყო გულგრილი, მაგრამ დააგვიან-
და – მისტერ ნაიტლი გატრიალებულიყო, ცხენები კი დაძრულიყვნენ.
კარგა ხანს იყურებოდა უკან, მაგრამ ამაოდ – ცხენები სწრაფად მიაქ-
როლებდნენ ეტლს და მწვერვალსაც და დანარჩენებსაც უკან იტოვებ-
დნენ. მისტერ ნაიტლის სიტყვებით შეძრული ემა ვეღარ მალავდა თა-
ვის მწუხარებას; ასეთი აღელვებული, შერცხვენილი და ნაღვლიანი
არასდროს ყოფილა. მისტერ ნაიტლი მართალი იყო – როგორ შეეძლო,
ასეთი სასტიკი და ბოროტი ყოფილიყო მის ბეიტსის მიმართ?! ასე და-
ცემულიყო იმ ადამიანთა თვალში, ვისაც ასე აფასებდა?! როგორ დაუშ-

411
ვა მისტერ ნაიტლის მიტოვება ისე, რომ ერთი მადლობა, ერთი თანხმო-
ბა, ერთი კეთილი სიტყვაც არ დასცდა?!
რაც უფრო მეტს ფიქრობდა, ემას მით უფრო მეტად სტკიოდა გული.
ასეთი სასოწარკვეთილი მანამდე არასდროს ყოფილა. საბედნიეროდ,
მასთან მხოლოდ ასევე მოწყენილი ჰარიეტი იჯდა და მასაც ერჩივნა,
ჩუმად ყოფილიყო. ემას მთელი გზა ჰარტფილდამდე ღაპაღუპით სცვი-
ოდა ცრემლები და მათ დამალვას არც კი ცდილობდა.

412
თავი 8

ბოქს-ჰილის უიღბლო ამბებზე ფიქრით დაღლილ მის ვუდჰაუზს ძა-


ლიან უნდოდა სცოდნოდა, სხვები რას ფიქრობდნენ – თავ-თავიანთ
სახლებში შეყუჟულნი ალბათ სიამოვნებით იხსენებდნენ ამ მოგზაურო-
ბას, რომელიც ემასთვის უაზროდ დახარჯულ დროდ, უსიამოვნო თავ-
გადასავლად და საძულველ მოგონებად ქცეულიყო. მასთან შედარებით,
მამასთან ნარდის თამაშში გატარებული საღამო ნამდვილ ნეტარებად
ეჩვენებოდა. დიახ, ძალიან სიამოვნებდა ოცდაოთხი საათიდან მამის
კომფორტისთვის შეწირული ყოველი წუთი. მისტერ ვუდჰაუზის ამხე-
ლა სიყვარულს, ნდობასა და პატივისცემას შესაძლოა არც იმსახურებ-
და, მაგრამ არც მწვავე საყვედურის ღირსი იყო – მას, როგორც შვილს,
უგულობას ვერავინ დასწამებდა; ვერავინ ეტყოდა: „როგორ შეგეძლოთ,
ასე გულქვად მოჰქცეოდით საკუთარ მამას? ...მე ვალდებული ვარ... მე
ყოველთვის, ყოველთვის გეტყვით სიმართლეს, როდემდეც შემეძლება“.
საკუთარ თავს არასდროს მისცემდა უფლებას, მის ბეიტსი... არა, აღა-
რასდროს! თუ მომავალში გამოვლენილ ყურადღებას წარსულის ცოდ-
ვების გამოსყიდვა შეუძლია, მაშინ ემას ალბათ უნდა ჰქონოდა პატიე-
ბის იმედი. სინდისი ჰკარნახობდა, რომ ხშირად მართლაც დაუდევარი
იყო, თუმცა, დაუდევრობა მის ფიქრებს არასდროს არ უნდა გასცდენო-
და. ქედმაღალი იყო და თავხედურად გამოუვიდა, მაგრამ ეს აღარ გან-
მეორდებოდა.
გულწრფელი სინანულით აღსავსემ, გადაწყვიტა, მეორე დღესვე
სწვეოდა მის ბეიტსს და მასთან თანასწორი ურთიერთობა დაეწყო.
ამ აზრით შეპყრობილი, მეორე დილას სახლიდან ადრიანადვე გავი-
და, რომ რაიმე გაუთვალისწინებელ გარემოებას არ შეეფერხებინა მისი
განზრახვა. ფიქრობდა, სავსებით შესაძლებელია, მისტერ ნაიტლი გზად
შემხვდეს ან ჰარტფილდში მივიდეს, სანამ მე ბეიტსებთან ვიქნებიო. წი-
ნააღმდეგი არ იქნებოდა, ასე მომხდარიყო: მზად იყო, დანაშაულიც
ეღიარებინა და მისი გამოსწორებაც თავის თავზე აეღო.

413
„ქალბატონები შინ ბრძანდებიან!“ – ამ ფრაზის გაგონება ემას ასე
არასდროს გახარებია. კორიდორში და მერე კიბეზეც პირველად ჰქონდა
არა ვალის მოხდის, არამედ სითბოს გაცემის სურვილი; უნდოდა არა
მასპინძლების ზურგსუკან დაცინვა, არამედ მათთან ურთიერთობით
სიამოვნების მიღება.
მისის ბეიტსის კარს მიღმა ფაციფუცი ატყდა. ემამ მის ბეიტსის ხმაც
კი გაიგონა.
მოახლეც ერთობ დაბნეული ჩანდა და აშკარად უხერხულად
გრძნობდა თავს – ემას ჯერ მოცდა სთხოვა, მერე კი საჭიროზე ადრე,
სწორედ იმ დროს შეიყვანა მისაღებში, როცა დეიდა და დისშვილი
გვერდითა ოთახში აპირებდნენ შემალვას. ემამ ჯეინს წამიერად მოჰკრა
თვალი და შენიშნა, რომ მის ფეარფაქსი უკიდურესად ავად გამოიყურე-
ბოდა.
სანამ ამ გვერდითა ოთახის კარს დახურავდნენ, ემას მის ბეიტსის
სიტყვებიც შემოესმა: – კარგი, ჩემო საყვარელო, ვეტყვი, რომ წევხარ
და თავს ძალიან ცუდად გრძნობ.
რაც შეეხება საბრალო მოხუცს, მისის ბეიტსს, ის ემას, ჩვეულებისა-
მებრ, თავაზიანად შეეგება. ჩანდა, წესიერად ვერც გაეგო, რა ხდებოდა.
– ვშიშობ, ჯეინი არ არის კარგად, – მოიბოდიშა მან, – მაგრამ არ ვი-
ცი... მეუბნებიან, კარგად არისო. წესით, ჩემი ქალიშვილი მალე შემოგ-
ვიერთდება, მის ვუდჰაუზ. იმედი მაქვს, სკამს იპოვით. ნეტავ, ჰეტიც აქ
იყოს, თორემ მე ბევრი არაფერი შემიძლია... იპოვეთ სკამი, მემ? მოხერ-
ხებულად მოეწყვეთ? იმედი მაქვს, ჰეტი მალე აქ იქნება.
ემაც მთელი სულითა და გულით იმედოვნებდა იმავეს. ერთხანს შიშ-
მა გაუელვა, ვაითუ მის ბეიტსი ჩემთან შეხვედრას გაურბისო, მაგრამ
„ძალიან გახარებული და მადლიერი“ მის ბეიტსი მართლაც დაბრუნდა
მისაღებ ოთახში. ემას სინდისი ჰკარნახობდა, რომ მასპინძლის მანე-
რებსა და გამომეტყველებას ძველებური სილაღე აკლდა, მაგრამ იმე-
დოვნებდა, თუ მის ფეარფაქსის ამბავს მეგობრულად გამოჰკითხავდა,
უწინდელი კეთილგანწყობის მოპოვებას შეძლებდა. არც შემცდარა.
მისმა შეკითხვებმა მყისვე მოუბრუნა მის ბეიტსს გული.
414
– აჰ, მის ვუდჰაუზ! როგორი კეთილი ხართ! ალბათ შეიტყვეთ... და
ჩვენი სიხარულის გასაზიარებლად მოხვედით. თუმცა, სიმართლე გით-
ხრათ, მე დიდად არ მიხარია... – ამ სიტყვებზე მის ბეიტსმა თვალში
ჩამდგარი ცრემლი მოიწმინდა, – მასთან განშორება ჩვენთვის ძალიან
მძიმე იქნება... თან ამდენ ხანს აქ რომ გვყავდა... ახლა საშინლად სტკი-
ვა თავი, მთელი დილა წერაში გაატარა: ხვდებით ალბათ, რამსიგრძე
წერილების დაწერა მოუწევდა პოლკოვნიკი ქემპბელისა და მისის დიქ-
სონისთვის. „ჩემო საყვარელო, – ვუთხარი, – თვალებს დაიბრმავებ“.
სულ ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები. თუმცა, რა გასაკვირია, მის ვუდ-
ჰაუზ?! უზარმაზარი ცვლილებაა. მართალია, საოცრად გაუმართლა...
პირველსავე ცდაზე ისეთი ოჯახი იპოვა, ყველა ახალგაზრდა ქალი რომ
ინატრებდა... ნუ იფიქრებთ, მის ვუდჰაუზ, რომ უმადურები ვართ ან არ
ვაფასებთ, ასე ძალიან რომ გაგვიღიმა ბედმა... მაგრამ საბრალო, საყვა-
რელი გოგო! – მის ბეიტსმა კვლავ მოიწმინდა ცრემლი, – რომ იცოდეთ,
როგორ სტკივა თავი. როცა ადამიანი ასეთ განსაცდელშია, მოგეხსენე-
ბათ, უჭირს, სათანადოდ გააცნობიეროს და დააფასოს მოვლენილი
მადლი. ისე ცუდადაა, მეტი რომ არ შეიძლება. მისი გამომეტყველებით
ნამდვილად ვერ იფიქრებთ, რომ აღფრთოვანებული და გახარებულია
ასეთ შესანიშნავ ოჯახში სამუშაოს პოვნით. უნდა აპატიოთ... ვერ გა-
მოდის თქვენს სანახავად... არ შეუძლია... თავის ოთახშია... მინდა, რომ
იწვეს, მაგრამ არ წვება – ოთახში დადის. თუმცა, რადგან წერილები
უკვე დაწერა, ამბობს, მალე კარგად გავხდებიო. ვიცი, უაღრესად წუხს,
თქვენ რომ ვერ გნახავთ, მის ვუდჰაუზ, მაგრამ ისეთი კეთილი ხართ,
ალბათ აპატიებთ. კართან გალოდინეთ და ძალიან მრცხვენია ამის გა-
მო... ალიაქოთი ავტეხეთ... ისე მოხდა, რომ კარზე კაკუნი ვერ გავიგეთ
და უკვე კიბეზე იყავით, როცა მივხვდით, რომ სტუმარი მოდიოდა. „მი-
სის ქოული იქნება, – ვთქვი მე, – მერწმუნე. ასე ადრიანად სხვა არავინ
მოვიდოდა“. „რა გაეწყობა, – მიპასუხა ჯეინმა, – ადრე თუ გვიან მომი-
წევს მასთან შეხვედრა და ბარემ ახლავე შევხვდები“. მაგრამ მერე პათი
შემოვიდა და გვითხრა, რომ თქვენ მოსულიყავით. „ღმერთო, – ვთქვი
მე, – მის ვუდჰაუზია. დარწმუნებული ვარ, გინდა მისი ნახვა“. „არავის
415
ნახვა არ შემიძლია, – თქვა ჯეინმა და გავიდა. სწორედ ამიტომ გალო-
დინეთ, მის ვუდჰაუზ, და უკიდურესად ვწუხვარ და მრცხვენია. „თუ
გინდა, გადი, ჩემო საყვარელო, – ვუთხარი ჯეინს, – ვეტყვი, რომ წევ-
ხარ“.
ემა გულწრფელი ინტერესით უსმენდა მის ბეიტსს და ჯეინის მიმართ
სულ უფრო თბილი გრძნობებით იმსჭვალებოდა, მისი ტანჯვა-განსაც-
დელის სურათმა სულ მთლად გაუფანტა უწინდელი უღირსი ეჭვები და
მხოლოდ სიბრალულს გრძნობდა. თავისი წარსული ქცევის გათვალის-
წინებით, აღიარა, რომ ყოვლად ბუნებრივად მიაჩნდა ჯეინისგან, ჰქო-
ნოდა მის ქოულის ან ნებისმიერი სხვა ერთგული მეგობრის ნახვის სურ-
ვილი და არ შესძლებოდა ემას ატანა; გულწრფელი სინანულითა და
დარდით ლაპარაკობდა; ნატრობდა, რომ თანხმობას, რაც მის ბეიტსის
თანახმად, ჯეინს უკვე განეცხადებინა შეთავაზებულ წინადადებაზე,
მის ფეარფაქსისთვის მაქსიმალური სიკეთე და კომფორტი მოეტანა.
„ალბათ მძიმე განსაცდელში იყვნენ ახლა ყველანი, თორემ პოლკოვნიკ
ქემპბელის ჩამოსვლამდე ამ საქმეს ხომ უნდა მოეცადა“.
– როგორი კეთილი ხართ! – მიუგო მის ბეიტსმა, – თუმცა, თქვენ ხომ
ყოველთვის კეთილი ხართ!
„ყოველთვის“ – ეს სიტყვა ემას გულზე მოხვდა და დამატებითი ქა-
თინაურების თავიდან ასაცილებლად, სასწრაფოდ თემა შეცვალა: – თუ
არ მიწყენთ, ვიკითხავ, სად მიდის მის ფეარფაქსი?
– მისის სმოლრიჯთან... არაჩვეულებრივი ქალია... საუცხოო... მის
სამ ქალიშვილს უნდა მოუაროს... შესანიშნავ ბავშვებს... ასეთი უზრუნ-
ველყოფილი ოჯახი იშვიათობაა, თუ არ ჩავთვლით, თავად მისის საკ-
ლინგისა და მისის ბრაგის ოჯახებს, მაგრამ მისის სმოლრიჯი ორივეს-
თან მეგობრობს, იმავე სამეზობლოდანაა, მეიპლ-გროუვიდან მხოლოდ
ოთხი მილის სავალზე ცხოვრობს. ჯეინი მხოლოდ ოთხი მილით იქნება
მეიპლ-გროუვიდან დაშორებული.
– როგორც ვვარაუდობ, მისის ელტონის დამსახურებაა, რომ მის ფე-
არფაქსი...

416
– დიახ. ჩვენი კეთილი მისის ელტონი! დაუღალავი, ჭეშმარიტი მეგო-
ბარი! ჯეინისგან უარის გაგონებაც კი არ სურდა. არ აძლევდა „არა“-ს
თქმის საშუალებას. ჯეინმა რომ პირველად შეიტყო ამის შესახებ... ეს
კი გუშინწინ მოხდა, ზუსტად იმ დილას, დონველში რომ ვიყავით... საკ-
მაოდ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ უარს იტყოდა და ზუსტად
იმ მიზეზთა გამო, თქვენ რომ ახსენეთ: პოლკოვნიკ ქემპბელის დაბრუ-
ნებამდე, არსად აპირებდა წასვლას და ჯერჯერობით ვერაფერი აცდუ-
ნებდა, რაიმე შეთავაზებას დასთანხმებოდა – ასეც უთხრა მისის ელ-
ტონს, თან – არაერთხელ. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, აზრს თუ შეიც-
ვლიდა! მაგრამ ჩვენი კეთილი მისის ელტონი, რომელსაც საღი აზრი
არასდროს ღალატობს, ჩემზე შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა. ყველა როდი
შეძლებდა მასავით კეთილად გაჯიუტებას და ჯეინის უარზე უარის
თქმას. მართლაც მტკიცედ გამოაცხადა, რომ გუშინვე არ მისწერდა მი-
სის სმოლრიჯს ჯეინის უარს, მიუხედავად იმისა, რომ ჯეინი სთხოვდა,
მისწერეთო. კიდევ მოვიცდიო, დაიჟინა და მართალიც აღმოჩნდა. ჯე-
ინის გამგზავრება გუშინ საღამოს გადაწყდა. ჩემთვის ეს სიურპრიზი
იყო! რას წარმოვიდგენდი?! ჯეინმა მისის ელტონი გვერდზე გაიხმო და
უთხრა, რომ მისის სმოლრიჯის წინადადების უპირატესობებზე ეფიქრა
და იმ აზრამდე მისულიყო, რომ უნდა დასთანხმებოდა. სანამ ყველაფე-
რი არ გადაწყდა, ჩემთვის ამის შესახებ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.
– გუშინ საღამოს მისის ელტონთან იყავით?
– ჰო, ყველანი. მისის ელტონმა დაგვპატიჟა. ამაზე ბოქს-ჰილზე შევ-
თანხმდით, როცა მისტერ ნაიტლისთან ერთად ვსეირნობდით. „საღამოს
ყველანი ჩვენთან უნდა მოხვიდეთ, – აი, ასე გვითხრა, – დაჟინებით
ვითხოვ, ყველანი მოხვიდეთ“.
– მისტერ ნაიტლიც იყო ალბათ...
– არა, მისტერ ნაიტლი არ მოსულა. თავიდანვე უარი თქვა. მისის
ელტონი ამბობდა, აუცილებლად დავითანხმებო, და მეც მეგონა, რომ
მოვიდოდა, მაგრამ არ მოსულა. მხოლოდ მე, დედაჩემი და ჯეინი ვიყა-
ვით და ძალიან სასიამოვნო საღამოც გავატარეთ. მოგეხსენებათ, მის
ვუდჰაუზ, ასეთ კეთილ მეგობრებთან სულ სასიამოვნოდ ატარებ დროს,
417
თუმცა, უნდა ითქვას, რომ დილის ექსკურსიის შემდეგ, ყველანი დაღ-
ლილები ვიყავით. ხომ იცით, ხანდახან სიამოვნებაც დამღლელია... თა-
ნაც, არა მგონია, რომელიმე მათგანი მაინცდამაინც ნასიამოვნები იყოს
ამ ექსკურსიით. თუმცა, ჩემთვის მაინც ძალიან სასიამოვნო მოგონებად
დარჩება და მუდამ უზომოდ მადლიერი ვიქნები იმ კეთილი მეგობრე-
ბის, ჩემი თან წაყვანა რომ გადაწყვიტეს.
– მართალია, თქვენ არაფერი იცოდით, მაგრამ როგორც ვხვდები, მის
ფეარფაქსი ამ გადაწყვეტილებას მთელ დღეს იღებდა.
– ჰო, ალბათ ასეა.
– მასთან განშორება მისთვის და მისი ყველა მეგობრისთვის უსია-
მოვნო იქნება... მაგრამ იმედი მაქვს, მომავალი საქმიანობა ყოველგვარ
სიკეთეს მოუტანს... ყოველ შემთხვევაში, იმ ოჯახის შესაძლებლობები-
სა და ცხოვრების წესის გათვალისწინებით.
– გმადლობთ, ძვირფასო მის ვუდჰაუზ, გმადლობთ. ჰო, ჯეინის ბედ-
ნიერებისთვის ამ ოჯახს უდავოდ ყველაფერი აქვს. საკლინგებისა და
ბრაგების გარდა, მისის ელტონის სანაცნობო წრეში ასეთი არაჩვეუ-
ლებრივი, ხელგაშლილი და დახვეწილი ბავშვებიანი ოჯახი არც კი მო-
იძებნება. მისის სმოლრიჯიც ყოვლად ბრწყინვალე ქალია! ცხოვრების
წესით ლამის მეიპლ-გროუვსაც კი უტოლდებიან... რაც შეეხება ბავ-
შვებს, პატარა საკლინგებსა და ბრაგებს თუ არ ჩავთვლით, ასეთ წესი-
ერსა და საყვარელ ბავშვებს ვერსად ნახავთ. ჯეინი სულ პატივში ეყო-
ლებათ, არაფერს მოაკლებენ! მხოლოდ სიამოვნება თუ ელის წინ! ჰო,
სიამოვნებებით სავსე ცხოვრება! და ხელფასი?! მერიდება კიდეც თქვენ-
თან ამ თანხის დასახელება, მის ვუდჰაუზ. მიუხედავად იმისა, რომ დიდ
თანხებს შეჩვეული ხართ, მაინც გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რამ-
დენს უხდიან ასეთ ახალგაზრდას.
– ოჰ, მადამ! – წამოიძახა ემამ, – თუ სხვა ბავშვებიც ცოტათი მაინც
ისეთები არიან, როგორიც მე ვიყავი, მაშინ იმაზე ხუთჯერ მეტი ხელფა-
სიც კი უზარმაზარი შრომით ნაშოვნი ფულია.
– რა კეთილშობილური აზრები გაქვთ!
– და როდის აპირებს მის ფეარფაქსი გამგზავრებას?
418
– მალე, ძალიან მალე. ყველაზე ცუდი სწორედ ეს არის. ორ კვირაში.
მისის სმოლრიჯს ძალიან ეჩქარება. საბრალო დედაჩემი ძალიან განიც-
დის, ამიტომ დროდადრო შევუძახებ ხოლმე: „კარგი რა, მემ, მოდი,
აღარ გვინდა ამაზე ფიქრი“.
– მის ფეარფაქსის მეგობრებსაც გაუჭირდებათ მისი დაკარგვა. პოლ-
კოვნიკი და მისის ქემპბელი არ შეწუხდებიან, მათ ჩამოსვლამდე თუ წა-
ვა სამუშაოდ?
– ჯეინი ამბობს, დარწმუნებული ვარ, ძალიან შეწუხდებიანო. მი-
უხედავად ამისა, ფიქრობს, რომ შანსის ხელიდან გაშვება არ ეპატიება.
ვერ დავმალე გაოცება, როცა პირველად მითხრა, რაზე ლაპარაკობდა
მისის ელტონთან... რამდენიმე წამში მისის ელტონიც მოვიდა და მომი-
ლოცა! ეს ჩაიმდე მოხდა... არა, მოიცადეთ... ჩაიმდე ვერ იქნებოდა, ვი-
ნაიდან ის-ის იყო, ბანქოს თამაშს ვიწყებდით... არა, არა, ჩაიმდე იყო,
იმიტომ, რომ, მახსოვს, ვფიქრობდი... ღმერთო, არა! ახლა ყველაფერი
გამახსენდა: სანამ ჩაის შემოიტანდნენ, მისტერ ელტონს დაუძახეს –
მოხუცი ჯონ ებდის ვაჟს უნდოდა მასთან საუბარი. საბრალო მოხუცი
ჯონი... დიდ პატივს ვცემ. საბრალო მამაჩემის მედავითნე იყო ოცდაშ-
ვიდი წელიწადი... ახლა კი საბრალო მოხუცი ლოგინსაა მიჯაჭვული
ნიკრისის ქარის გამო... დღეს უნდა ვინახულო... ჯეინიც წამომყვება,
დარწმუნებული ვარ, თუ საერთოდ შეძლებს გარეთ გასვლას... მოკლედ,
საბრალო ჯონის ბიჭი მისტერ ელტონთან სალაპარაკოდ იყო, იქნებ
სამრევლოდან შემწეობა მივიღოთო. არა, თავად კი არ უჭირს – მთავა-
რი მეჯინიბეა „ქრაუნში“ და ყველაფერი – მაგრამ დამხმარეს გარეშე,
მამას ვერ უვლის... მისტერ ელტონი რომ შემობრუნდა ოთახში, გვიამ-
ბო, რაც მეჯინიბე ჯონს ეთქვა მისთვის, ჰოდა, სწორედ მაშინ გაირკვა,
რომ „ქრაუნიდან“ რენდალსში კარეტა გაეგზავნათ, რათა მისტერ
ფრენკ ჩერჩილი რიჩმონდში წასულიყო. ჰო, აი, ეს მოხდა ჩაიმდე. ჯეინი
კი ჩაის მერე ელაპარაკა მისის ელტონს.
მის ბეიტსს, პრაქტიკულად, არ მიუცია ემასთვის საშუალება, აღე-
ნიშნა, როგორ სიახლეს წარმოადგენდა ეს უკანასკნელი ცნობა მისთვის.
მაგრამ ემას ამით არაფერი დაუკარგავს. მის ბეიტსს წამითაც არ დაუშ-
419
ვია, რომ ემას არ ეცოდინებოდა მისტერ ფრენკ ჩერჩილის გამგზავრების
დეტალები, თუმცა, ყველა დეტალის დაწვრილებით მოყოლას შეუდგა.
რაც ამ საკითხზე მისტერ ელტონს შეეტყო, გახლდათ მეჯინიბისა და
რენდალსის მსახურთა ინფორმაციის ნაზავი. მოკლედ, ბოქს-ჰილიდან
ახალი დაბრუნებულები იყვნენ, რომ რენდალსში რიჩმონდიდან კურიე-
რი მივიდა. კურიერის დანახვა, თავისთავად, არავის გაჰკვირვებია. მის-
ტერ ჩერჩილს დისშვილისთვის ერთი-ორი პწკარი მიეწერა – აუწყებდა,
მისის ჩერჩილის მდგომარეობა ნორმალურიაო, თუმცა, სთხოვდა, რიჩ-
მონდში დაბრუნებას მომდევნო დილას ნუ გადააცილებო. ამის მიუხე-
დავად, მისტერ ფრენკ ჩერჩილმა გადაწყვიტა, აღარ მოეცადა და და-
უყოვნებლივ გამგზავრებულიყო. რადგან მისი ცხენი, როგორც ჩანს, გა-
ციებული იყო, „ქრაუნში“ მყისვე ტომი აფრინეს კარეტისთვის, მეჯინი-
ბე კი ამ დროს გარეთ იდგა და თავისი თვალით დაინახა, როგორ ჩაიქ-
როლა კარეტამ – მეეტლე მთელი სისწრაფით მიაჭენებდა ცხენებს.
ამ ამბავში არც გასაოცარი იყო რამე და არც – საინტერესო, და ემას
ყურადღება მხოლოდ იმდენად დაიმსახურა, რამდენადაც იმ საკითხს
ეხმიანებოდა, რასაც მისი გონება უკვე ისედაც მოეცვა: გამაოგნებელ
სხვაობას მისის ჩერჩილისა და ჯეინ ფეარფაქსის მდგომარეობას შო-
რის. პირველი ყველაფერს წარმოადგენდა, მეორე – არაფერს. ქალთა
განსხვავებულ ხვედრზე ჩაფიქრებული მის ვუდჰაუზი ერთხანს უაზ-
როდ მიშტერებოდა სივრცეს, სანამ ისევ მის ბეიტსმა არ გამოაფხიზლა:
– ვხვდები, რაზეც ჩაფიქრებულხართ. ფორტეპიანო... რა ბედი ეწევა
ფორტეპიანოს?! მართალი ხართ. ჩემმა საბრალო ჯეინმაც ჩამოაგდო
ამაზე სიტყვა... „შენ უნდა წახვიდე, – ასე ამბობდა, – მე და შენ უნდა
დავშორდეთ. აქ აღარაფერი გესაქმება... თუმცა, დაე, დარჩეს ცოტა
ხანს, – მომმართა მე, – იდოს აქ, სანამ პოლკოვნიკი ქემპბელი დაბრუნ-
დება. დაველაპარაკები პოლკოვნიკს და ის მოაგვარებს. ის ყველა სირ-
თულეში დამეხმარება“. ჩემი ღრმა რწმენით, ჯეინმა დღემდე არ იცის,
ფორტეპიანო პოლკოვნიკის საჩუქარია თუ მისი ქალიშვილის.
ფორტეპიანოს ხსენებამ ემას უნებურად ყველა თავისი ძველი ახირე-
ბული და უსამართლო მონაჩმახი გაახსენა, უსიამოვნო მოგონებების
420
თავიდან მოსაშორებლად კი გადაწყვიტა, დაესრულებინა ვიზიტი. ადგა,
კიდევ ერთხელ მთელი გულით ყველაფერი საუკეთესო უსურვა მის ბე-
იტსს და შინისაკენ გაეშურა.

421
თავი 9

ჰარტფილდისკენ მიმავალ გზაზე მის ვუდჰაუზისთვის ხელი არავის


შეუშლია სევდიან ფიქრებში, მაგრამ შინ მისულს, სასტუმრო ოთახში
ისეთი ხალხი დაუხვდა, რომ იძულებული გახდა, ამ ფიქრებიდან გა-
მორკვეულიყო. მისი არყოფნის დროს, ჰარტფილდში მისტერ ნაიტლი
და ჰარიეტი მისულიყვნენ, მისტერ ვუდჰაუზთან დამსხდარიყვნენ და
მას ელოდებოდნენ. მისტერ ნაიტლი ემას დანახვისთანავე წამოდგა და
ჩვეულზე ბევრად სერიოზული ტონით დასძინა: – არ მინდოდა, ისე წავ-
სულიყავი, თქვენ არ მენახეთ, მაგრამ დრო აღარ მაქვს, ახლავე უნდა
წავიდე. ლონდონში მივდივარ, რამდენიმე დღეს ჯონთან და იზაბელას-
თან გავატარებ. ხომ არ გსურთ, რაიმე გადავცე, „სიყვარულის“ გარდა,
რომლის „გადაცემაც“, როგორც წესი, შეუძლებელია?
– არა, არაფერი. მაგრამ ეს რაღაც მოულოდნელი გადაწყვეტილებაა,
ხომ?
– დიახ... თუმცა, რაღაც ხანია, ვფიქრობ ამაზე.
ემა დარწმუნებული იყო, რომ მისტერ ნაიტლის მისთვის ჯერაც არ
ეპატიებინა, თუმცა, იმედოვნებდა, ჯენტლმენი დროთა განმავლობაში
მიხვდებოდა, რომ კვლავაც მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ. სანამ მის-
ტერ ნაიტლი წასასვლელად ემზადებოდა (ემას მოეჩვენა, რომ ის ფეხს
ითრევდა), მისტერ ვუდჰაუზმა ქალიშვილს ტრადიციული დაკითხვა
მოუწყო: – აბა, ჩემო საყვარელო, მითხარი, უსაფრთხოდ მიხვედი? ჩემი
ძველი, კარგი მეგობარი და მისი ქალიშვილი როგორ დაგხვდნენ? დარ-
წმუნებული ვარ, შენი სტუმრობა ძალიან გაუხარდათ. როგორც უკვე
გითხარით, მისტერ ნაიტლი, ძვირფასი ემა მისის და მის ბეიტსების მო-
სანახულებლად იყო წასული. მათ მიმართ ყოველთვის ძალიან ყურად-
ღებიანია!
ამ უსამართლო ქათინაურმა ემას ლოყები შეუფაკლა და მორცხვი
ღიმილით – რაც თავისთავად ბევრ რამეზე მიანიშნებდა – მისტერ ნა-
იტლის გახედა. ამ უკანასკნელსაც თითქოს წამებში შეეცვალა ემაზე
წარმოდგენა: უმალ დაინახა და დააფასა ყველა დადებითი ცვლილება
422
ემას გრძნობებსა თუ აზრებში და თვალებგაბრწყინებულმა, ალერსია-
ნად გაუწორა მზერა. ემას გული გაუთბა, ხოლო წუთის შემდეგ, მისტერ
ნაიტლის ერთი პატარა ჟესტის შედეგად, რომელშიც მეგობრობაზე უფ-
რო მეტი იკითხებოდა, კიდევ უფრო დიდი სითბოთი აივსო. მისტერ ნა-
იტლიმ ხელზე ხელი მოჰკიდა... თუმცა, იქნებ, პირიქით... იქნებ, თავად
ემამ გამოიწვია... ასე იყო თუ ისე, მისტერ ნაიტლიმ ემას ხელი მოჰკიდა,
მოუჭირა და აშკარად ტუჩებისკენ მიჰქონდა, რომ უეცრად გადაიფიქრა
და გაუშვა. ემა ვერ მიხვდა, თუმცა რაც უნდა ყოფილიყო გადაფიქრე-
ბის მიზეზი – ზოგადად, ნაკლებგალანტურობა თუ რაიმე სხვა – ცხადი
იყო, რომ მის განზრახვაში რაღაც უბრალო, თუმცა ძალიან ღირსეული
და შთამბეჭდავი იკითხებოდა, რაც მის ვუდჰაუზს მერე კარგა ხანს დი-
დი სიამოვნებით აგონდებოდა. ეს ჟესტი უდავოდ მისტერ ნაიტლის კე-
თილგანწყობას მოწმობდა.
ამის შემდეგ, მისტერ ნაიტლიმ ლამის ერთ წამში დატოვა ჰარტფილ-
დი. ზოგადად, ის მუდამ სწრაფად იღებდა გადაწყვეტილებებს – წას-
ვლას არასდროს აჭიანურებდა და არასდროს ორჭოფობდა – მაგრამ
დღეს მართლაც ელვის სისწრაფით გაუჩინარდა.
ემა მის ბეიტსთან ვიზიტს არ ნანობდა, თუმცა ერჩივნა, შინ ათი წუ-
თით ადრე დაბრუნებულიყო: დიდ სიამოვნებას მიიღებდა მისტერ ნა-
იტლისთან ჯეინ ფეარფაქსის მდგომარეობაზე საუბრით. არც იმას დარ-
დობდა, მისტერ ნაიტლის რომ ბრანსვიკში გადაეწყვიტა წასვლა: მისი
ვიზიტი იქ ძალიან გაახარებდათ, მაგრამ ამ ვიზიტის დაგეგმვა უფრო
ხელსაყრელ დროსაც შეიძლებოდა და ემაც უკეთ იგრძნობდა თავს, გეგ-
მის შესახებ ცოტათი უფრო ადრე თუ ეცოდინებოდა. ის კი ნამდვილად
ანუგეშებდა, რომ ისა და მისტერ ნაიტლი კარგ მეგობრებად დაემშვი-
დობნენ ერთმანეთს. მის ვუდჰაუზი არ ცდებოდა: მისტერ ნაიტლის გა-
მომეტყველება და შეწყვეტილი გალანტურობა იმას მოწმობდა, რომ
ჯენტლმენს უკვე მობრუნებოდა ემაზე გული.
როგორც მოგვიანებით გაარკვია, მისტერ ნაიტლის ჰარტფილდში ნა-
ხევარი საათი დაეყო.

423
ემამ კარგად იცოდა, რა საშინელებას წარმოადგენდა მამამისისთვის
მისტერ ნაიტლის ლონდონში გამგზავრება – თანაც, ასე ნაუცბადევად
და ეტლის გარეშე, მხოლოდ ცხენით. ამიტომაც, ყურადღების სხვა რა-
მეზე გადატანის მიზნით, ჯეინ ფეარფაქსის ამბის მოყოლა დაიწყო. მო-
სალოდნელმა და ერთობ სასურველმა შედეგმაც არ დააყოვნა: მისტერ
ვუდჰაუზი დაინტერესდა, თუმცა სიახლეს არ შეუწუხებია; შეგუებული
იყო აზრს, რომ მის ფეარფაქსი, ადრე თუ გვიან, აღმზრდელად უნდა
წასულიყო სამუშაოდ, შესაბამისად, ამ თემაზე მღელვარების გარეშე
შეეძლო ლაპარაკი, განსხვავებით მისტერ ნაიტლის ლონდონში გამ-
გზავრებისგან, რაც ნამდვილი ელდა იყო მისთვის.
– მართლა ძალიან მიხარია, ჩემო საყვარელო, მის ფეარფაქსი ასეთ
კომფორტულ გარემოში რომ იცხოვრებს. მისის ელტონი კარგად აღ-
ზრდილი, სასიამოვნო ქალია და, ვფიქრობ, სანაცნობო წრეც მშვენიერი
ჰყავს. იმედი მაქვს, იქ მშრალი კლიმატია და მის ფეარფაქსის ჯან-
მრთელობაზეც სათანადოდ იზრუნებენ. ეს უმთავრესი ამოცანაა, რო-
გორც მის ტეილორის შემთხვევაში იყო ჩემთვის. მოგეხსენება, ჩემო საყ-
ვარელო, მის ფეარფაქსი ახლა იმ ქალბატონის როლის შესრულებას
იწყებს, რასაც ჩვენთვის მის ტეილორი ასრულებდა. თუმცა, არის ერთი
მომენტი, რაშიც, იმედი მაქვს, მის ფეარფაქსს უფრო გაუმართლებს და
იმ ოჯახში ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, არაფერი აცდუნებს, სხვა-
გან გადასახლდეს.
მომდევნო დღეს რიჩმონდიდან ისეთი ამბები შეიტყვეს, რომ სხვა
ყველაფერმა უკანა რიგში გადაიწია. რენდალსში საგანგებო კურიერი
ჩავიდა და ოჯახს მისის ჩერჩილის გარდაცვალება აუწყა! მართალია,
მის დისშვილს არავითარი განსაკუთრებული მიზეზი არ ჰქონდა, რის
გამოც რიჩმონდში წასვლა იჩქარა, მაგრამ გაირკვა, რომ ფრენკ ჩერჩი-
ლის დაბრუნებიდან მისის ჩერჩილმა მხოლოდ ოცდათექვსმეტი საათი
იცოცხლა და უეცარმა შეტევამ გამოასალმა სიცოცხლეს – სრულიად
განსხვავებულმა და მოულოდნელმა პრობლემამ, რის წინასწარ გან-
ჭვრეტაც ვერ მოხერხდა. ძლევამოსილი მისის ჩერჩილი აღარ იყო.

424
რეაქცია ამ ამბავზე ზუსტად ისეთი ჰქონდათ, როგორიც უნდა ჰქო-
ნოდათ. ყველა დამძიმებული და დასევდიანებული იყო, თანაგრძნობით
განმსჭვალულიყო წარსულის მიმართ და დარდობდა მისი ოჯახის წევ-
რებზე, მოგვიანებით შეკითხვაც გაჩნდა – სად დაასაფლავებდნენ მისის
ჩერჩილს. როგორც გოლდსმითი გვეუბნება, როცა მშვენიერი ქალი
ცოდვაში ეშვება, ერთადერთი გამოსავალი მისი სიკვდილია.88 იგივე შე-
იძლება ითქვას საძულველ ქალზეც – მაშინაც სიკვდილს შესწევს მისი
შებღალულირეპუტაციის განწმენდის ძალა. მისის ჩერჩილი ალბათ,
სულ ცოტა, ოცდახუთი წელიწადი იყო, სძულდათ, ახლა კი მასზე თა-
ნაგრძნობით საუბრობდნენ და ყველაფერს ჰპატიობდნენ. მეტიც, ერთ
ასპექტში სრულიად გაამართლეს: აქამდე არავინ უშვებდა, რომ მისი
ავადმყოფობა სერიოზული იყო, გარდაცვალებამ კი ერთიანად გაათა-
ვისუფლა ახირებულობასთან, წარმოსახვით ჩივილებთან და ეგოიზ-
მთან დაკავშირებული ყველა ცოდვისაგან.
„საბრალო მისის ჩერჩილი! ნამდვილად ძალიან წვალობდა, გაცილე-
ბით მეტად, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა... გაუთავებელი ტკივილები კი
მის ხასიათს დააწვა ხარკად. სამწუხარო ამბავი მოხდა... მიუხედავად
მისის ჩერჩილის ნაკლოვანებებისა, როგორ უნდა ეცხოვრა ახლა მის-
ტერ ჩერჩილს? მისტერ ჩერჩილის დანაკარგი უთუოდ განუზომელია.
მისტერ ჩერჩილი ამას უბრალოდ ვერ გადაიტანს“. თვით მისტერ უეს-
ტონმაც კი გააქნია სერიოზული სახით თავი და თქვა: „ეჰ! საბრალო ქა-
ლი! ვინ იფიქრებდა?!“ – მერე კი გადაწყვიტა, რაც შეიძლება ღირსეუ-
ლად გამოეგლოვა მიცვალებული. მისის უესტონიც განიერ, არშიიან კა-
ბებს89 ეძებდა, შიგადაშიგ ოხრავდა და გულწრფელი თანაგრძნობით
ზნეობრივი ხასიათის დასკვნები გამოჰქონდა. ცოლ-ქმრის ერთ-ერთი
პირველი ფიქრები ფრენკს უკავშირდებოდა – როგორ იმოქმედებდა დე-
დობილის გარდაცვალება მასზე. რაც შეეხება ემას: მისის ჩერჩილის

88
ალუზია ირლანდიელი მწერლის, ოლივერ გოლდსმითის (1728-1774) რომანში – „უე-
იკლფილდის მღვდელი“ (1766) – მოტანილ ლექსთან.
89
ოსტინის ეპოქაში, ქალები, გლოვის ნიშნად, სულ ცოტა, სამინჩიანი არშიის მქონე
კაბებს იცვამდნენ.
425
პერსონისა და დაქვრივებული მისტერ ჩერჩილის განსაცდელისადმი
რიდითა და თანაგრძნობით განიმსჭვალა, თუმცა, ბევრი ფიქრით ნამ-
დვილად არ გარჯილა, სამაგიეროდ, უფრო მეტი დრო უფრო მსუბუქ
ფიქრებს დაუთმო: როგორ იმოქმედებდა ეს ამბავი ფრენკზე, რა სარგე-
ბელს ნახავდა ახალგაზრდა კაცი ან როგორ განთავისუფლდებოდა, და
ძალიან მალე ამ ამბავში არაერთი მოსალოდნელი სიკეთე დაინახა. ახ-
ლა მის გრძნობებს ჰარიეტ სმითისადმი აღარაფერი დააბრკოლებდა.
ცოლის გარეშე, მისტერ ჩერჩილი არ იყო საშიში. მისი დაყოლიება დის-
შვილს ნებისმიერ რამეზე შეეძლო. მოკლედ, ისღა რჩებოდა, ფრენკ ჩერ-
ჩილს გაჰღვივებოდა გრძნობები, რომელთა სიმყარეში, მთელი თავისი
ინტერესისა და კეთილი ზრახვების მიუხედავად, ემა ჯერაც არ იყო
დარწმუნებული.
ჰარიეტი შესანიშნავად იქცეოდა – რაც უნდა ნათელი იმედი ჰქონო-
და გულში, გარეგნულად არაფერს იმჩნევდა. ემაც მეტად კმაყოფილი
იყო მეგობრის ხასიათის ამგვარი სიმტკიცით და ყოველგვარ მინიშნებას
გაურბოდა, რასაც ეს სიმტკიცე შეიძლებოდა შეერყია. ამდენად, მისის
ჩერჩილის სიკვდილზე ორმხრივი თავშეკავებულობით ლაპარაკობდნენ.
რენდალსში ფრენკისგან მოკლე წერილები მიიღეს, სადაც ოჯახის
წევრებს ჩერჩილების მდგომარეობასა და მათ მნიშვნელოვან გეგმებს
აუწყებდა. მისტერ ჩერჩილი თავს მოსალოდნელზე უკეთ გრძნობდა,
იორკშირში პანაშვიდის შემდეგ დისშვილთან ერთად უინძორში 90
სტუმრობას გეგმავდა ერთ ძალიან ძველ მეგობართან, რომელსაც ბო-
ლო ათ წელიწადს ჰპირდებოდა, გესტუმრებიო. ეს კი იმას ნიშნავდა,
რომ ჰარიეტს ჯერჯერობით მხოლოდ მომავლის იმედად მოუწევდა
ყოფნა. ემას ყურადღებას ახლა ჯეინ ფეარფაქსი უფრო საჭიროებდა.
ჰარიეტისგან განხვავებით, ამ უკანასკნელის მომავალი მთლიანად ბუ-
რუსით იყო მოცული. ჯეინ ფეარფაქსის მდგომარება ახლა იმგვარი
იყო, რომ ვერავინ, ვისაც კი მისთვის სიკეთე სურდა, ამ სიკეთის გამო-

უინძორი – სავარაუდოდ, იგულისხმება ქალაქი ინგლისის სამხრეთ- აღმოსავლე-


90

თით, ლონდონის დასავლეთით მდებარე საგრაფო ბერკშირში.


426
ხატვას ვერ გადადებდა, ხოლო ემასთვის ეს მთლად უზენაეს სურვილად
ქცეულიყო. არაფერს ისე არ ნანობდა, როგორც თავის წარსულ სიცივეს
ჯეინის მიმართ; აღარაფერი ენანებოდა ადამიანისთვის, რომელსაც ამ-
დენი თვის განმავლობაში არაფრად აგდებდა; სურდა, პატივისცემითა
და სიმპათიით გაენებირვებინა; სურდა, მისთვის სასარგებლო ყოფილი-
ყო; ეჩვენებინა, როგორ აფასებდა მის საზოგადოებას და მისთვის პატი-
ვისცემა და ყურადღება დაედასტურებინა.
გადაწყვიტა, ჯეინი ჰარტფილდში მიეწვია და დასაყოლიებლად წე-
რილი გაუგზავნა. თუმცა, მიპატიჟებაზე უარი მიიღო, თანაც – სიტყვი-
ერი: „მის ფეარფაქსი თავს კარგად არ გრძნობდა, რომ წერილი დაეწე-
რა“. მართლაც, იმავე დილას, ჰარტფილდში მისულმა მისტერ პერიმ
დაადასტურა, გოგონა უკვე ისე ცუდად არის, რომ ჩემი ჩარევა საჭი-
როაო. თურმე ისეთი თავის ტკივილი და ნერვული შეტევები სტანჯავ-
და, რომ მისტერ პერი ამტკიცებდა, დათქმულ დროს მისის სმოლრიჯ-
თან გამგზავრებას ალბათ ვერ შეძლებსო. მის ფეარფაქსის ჯანმრთე-
ლობის მდგომარეობა მეტად რთულად იყო, მადაც დაჰკარგვოდა. მარ-
თალია, სიმპტომები განგაშის საფუძველს არ იძლეოდა ფილტვების
პრობლემაზე, რისაც მის ოჯახს ყველაზე მეტად ეშინოდა, მაგრამ მის-
ტერ პერი მაინც მეტად წუხდა. მისი აზრით, მის ფეარფაქსს საკუთარ
თავზე იმაზე მეტი აეღო, ვიდრე რეალურად შეეძლო, და ამას თავადვე
ხვდებოდა, მაგრამ არ აღიარებდა. მისტერ პერიმ ისიც აღნიშნა, მის ფე-
არფაქსის ნერვულ მდგომარეობაზე საცხოვრებელი პირობები ახდენს
მეტად არახელსაყრელ გავლენასო. მისი აზრით, მუდამ ერთ ოთახში
გამოკეტილი გოგონასათვის, კეთილი დეიდა, თუნდაც მისტერ პერის ძა-
ლიან ძველი მეგობარი, მსგავსი ჩივილების დროს, მთლად საუკეთესო
კომპანიონად არ გამოდგებოდა. არა, მისტერ პერი მის ბეიტსის მზრუნ-
ველობასა და ყურადღებას ეჭვქვეშ კი არ აყენებდა... პირიქით; მაგრამ
მეტად შიშობდა, რომ მის ფეარფაქსს გადაჭარებული მზრუნველობა და
ყურადღება უფრო ავნებდა, ვიდრე წაადგებოდა. ემა ამ მონათხრობს
გულწრფელად შეწუხებული უსმენდა, ჯეინზე სულ უფრო დარდობდა
და გულწრფელად უნდოდა, რამეში დახმარებოდა: ერთი-ორი საათით
427
მაინც გაერიდებინა დეიდამისისგან... გარემო და ჰაერი შეეცვალა მის-
თვის... რაციონალური საუბრით გაეხალისებინა... მომდევნო დილას,
თანაგრძნობით აღსავსე კიდევ ერთი ვრცელი წერილი მისწერა და აუწ-
ყა, რომ ნებისმიერ დროს, როცა თავად მოისურვებდა, ეტლით გაუვლი-
და; ისიც აღნიშნა, რომ პაციენტის თაობაზე მისტერ პერის მოსაზრებაც
მოესმინა და ეს უკანასკნელი ცალსახად მომხრე იყო მსგავსი გასეირნე-
ბის. პასუხი მოკლე წერილის სახით მოვიდა: „მის ფეარფაქსი პატივის-
ცემას გიდასტურებთ და მადლობას გიხდით, მაგრამ სეირნობისთვის
თავს ძალიან ცუდად გრძნობს“.
ემას გული დასწყდა, რადგან მიაჩნდა, ცოტათი უკეთეს პასუხს იმსა-
ხურებდა, მაგრამ ახლა კამათის დრო ნაკლებად იყო – აკანკალებული
ხელით დაწერილი ეს მოკლე ბარათიც ავტორის მძიმე მდგომარეობაზე
მიუთითებდა. ასე რომ, ემამ იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ სჯობდა, ამ
დეპრესიას დაპირისპირებოდა და ჯეინი შეხვედრასა და დახმარების
მიღებაზე დაეთანხმებინა. უარის მიუხედავად, ეტლი შეუკვეთა და მი-
სის ბეიტსის სახლისკენ გაეშურა იმ იმედით, რომ ჯეინს ასე მაინც აც-
დუნებდა, მაგრამ ამაოდ. ეტლთან მის ბეიტსი ჩავიდა, მადლობებად
დაიღვარადა მთელი გულითგაიზიარა ემას აზრი, რომ სეირნობა და ჰა-
ერი ახლა საუკეთესო წამალი იქნებოდა. მერე შინ აბრუნდა და დისშვი-
ლის დასარწმუნებლად ყოველ ხერხს მიმართა. თუმცა, სულ ტყუილად.
მის ბეიტსი იძულებული გახდა, ემასთან უარით დაბრუნებულიყო. ჯე-
ინის დარწმუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯერ მარტო სახლიდან გას-
ვლის იდეაც კი თურმე უარესად ხდიდა. ემას უნდოდა, თავად შესძლე-
ბოდა ჯეინის ნახვა, რომ თავადვე მოესინჯა ძალები; ის იყო, სურვილის
გახმოვანება დააპირა კიდეც, რომ მის ბეიტსმა დაასწრო და უნებურად
თქვა, დისშვილს დავპირდი, მის ვუდჰაუზს არავითარ შემთხვევაში არ
შემოვუშვებო. „საბრალო საყვარელ ჯეინს არავის ნახვის თავი არ
ჰქონდა... საერთოდ არავის... თუმცა, მისის ელტონს, რასაკვირველია,
ვერ ეტყოდნენ უარს... და რადგან მისის ქოულისა და მისის პერისაც
ბევრჯერ ეთხოვათ... თუმცა, მათ გარდა, ჯეინს არავის ნახვა არ შეეძ-
ლო“.
428
ემას არავითარი სურვილი არ ჰქონდა, მისის ელტონისთვის, მისის
პერისა და მისის ქოულისთვის გაეტოლებინა თავი, რომლებიც ყველგან
ჯიქურ იჭრებოდნენ. თუმცა, იმასაც ხვდებოდა, რომ ჯეინთან პრივილე-
გიის პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა. ამდენად, დანებდა და მხოლოდ და-
მატებითი შეკითხვები დაუსვა მის ბეიტსს დისშვილის მადასთან და დი-
ეტასთან დაკავშირებით. ერთი სული ჰქონდა, ამ მხრივ მაინც ყოფილი-
ყო სასარგებლო. მის ბეიტსს ეს საკითხი განსაკუთრებულად აშფოთებ-
და და ბევრიც ილაპარაკა. ჯეინი თითქმის არაფერს ჭამდა – ყველაფე-
რი, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდათ (და მათზე კარგი მეზობლები ამ-
ქვეყნად არავის ჰყავდა), ჯეინს უგემურად ეჩვენებოდა, არადა, მისტერ
პერიმ ნოყიერი საკვების მიღება ურჩია.
შინ დაბრუნდა თუ არა, ემამ თავისი მნე იხმო და ძალიან სწრაფად,
მეტად მეგობრულ წერილთან ერთად, მის ბეიტსს საუკეთესო ხარისხის
მარანტას ფესვები გაუგზავნა.
ნახევარ საათში, მარანტას ფესვები უკან დაუბრუნდა მის ბეიტსის
ათას მადლობასთან ერთად, „საბრალო ჯეინმა იქამდე არ მოისვენა, სა-
ნამ უკან არ გამომაგზავნინა. თქვა, უბრალოდ, ვერ მივიღებო... მეტიც,
დაიჟინა, რომ საერთოდ არაფერი სჭირდება“.
მოგვიანებით, ემამ შეიტყო, რომ ჯეინ ფეარფაქსი ჰაიბერიდან არც
ისე შორს, მინდორში მოსეირნე დაენახათ – სწორედ იმ დღეს, როცა
„სეირნობისთვის ძალიან ცუდად იყო“ და ემას უარი შეუთვალა. მის
ვუდჰაუზი მიხვდა, რომ ჯეინს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, მისგან
არანაირი დახმარება არ მიეღო, და ამ აღმოჩენამ ძალიან დაასევდიანა.
სიბრალულისგან გული ეკუმშებოდა და ძალიან წყინდა, კეთილ ზრახ-
ვებს რომ არ უფასებდნენ, მეგობრობაზე კი უარს უცხადებდნენ. თავს
იმითღა ინუგეშებდა, რომ საკუთარ სინდისთან მართალი იყო (ნამდვი-
ლად მხოლოდ კეთილი განზრახვა ამოძრავებდა); თამამად შეეძლო ეთ-
ქვა: მისტერ ნაიტლის რომ დაენახა, როგორ ცდილობდა დახმარებოდა
ჯეინ ფეარფაქსს, და მის გულშიც რომ ჩაეხედა, სასაყვედუროს ვერა-
ფერს უპოვიდა.

429
თავი 10

ერთ დილას, მისის ჩერჩილის გარდაცვალებიდან დაახლოებით ათი


დღის შემდეგ, ემას ქვედა სართულზე უხმეს – მისტერ უესტონი იცდი-
და. სტუმარს „ხუთი წუთი დრო და გადაუდებელი საქმე ჰქონდა მის
ვუდჰაუზთან“. ერთმანეთს სასტუმრო ოთახის კართან შეხვდნენ. მის-
ტერ უესტონმა ემა, ჩვეულებისამებრ, დიდი ამბით მოიკითხა და მერე
უმალ დაუწია ხმას, რომ მისტერ ვუდჰაუზს არაფერი გაეგო: – დღეს
რენდალსში შეძლებთ წამოსვლას? იქნებ ამ დილასვე გამონახოთ დრო?
მისის უესტონს სურს თქვენი ნახვა. აუცილებლად.
– ცუდად ხომ არაა?
– არა, არა, მსგავსი არაფერი... უბრალოდ, ცოტათი აღელვებულია.
თავად გეახლებოდათ, მაგრამ უნდა, რომ მარტო გნახოთ, აქ კი, მოგეხ-
სენებათ... – ამ სიტყვებზე მისტერ უესტონმა მისტერ ვუდჰაუზს გახედა,
– მაშ, წამოხვალთ?
– რა თქმა უნდა. ამწუთასვე. ისე მთხოვთ, შეუძლებელია, უარი გით-
ხრათ. მაგრამ რა ხდება? ნამდვილად კარგადაა?
– სიტყვაზე მენდეთ და ნუღარაფერს მკითხავთ. ცოტა ხანში ყველა-
ფერს შეიტყობთ. ყველაზე დაუჯერებელი ამბავია! მაგრამ, ჩუმად!
თვით ემასთვისაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა გამოცნობა, რას ნიშ-
ნავდა ეს ყველაფერი. მისტერ უესტონის გამომეტყველება აშკარად რა-
ღაც ძალიან მნიშვნელოვანზე მიანიშნებდა, მაგრამ რადგანაც მისი მე-
გობრის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრებოდა, ეცადა, წინასწარ არ
ენერვიულა, მამამისს მოურიგდა, სასეირნოდ ახლა წავალო, და, მის-
ტერ უესტონთან ერთად, რენდალსისკენ სწრაფი ნაბიჯით გაეშურა.
– ახლა მაინც მითხარით, რა მოხდა, მისტერ უესტონ, – მიმართა
ემამ, როგორც კი მთავარ ჭიშკარს გასცდნენ.
– არა, არა, – სერიოზული ტონით უპასუხა მისტერ უესტონმა, – ნუ
მთხოვთ. ჩემს ცოლს შევპირდი, რომ ყველაფერს მას მივანდობდი. ის
ჩემზე უკეთ შეგამზადებთ. ნუ იქნებით მოუთმენელი, ემა. ძალიან მალე
ყველაფერს შეიტყობთ.
430
– შემამზადებს?! – თავზარდაცემული ემა ადგილზე გაშეშდა, –
ღმერთო, დიდებულო! ახლავე მითხარით, მისტერ უესტონ! რაღაც მოხ-
და ბრანსვიკში, არა? ნამდვილად ასეა. ახლავე მითხარით! ვითხოვ, და-
უყოვნებლივ მითხრათ ყველაფერი.
– ძალიან ცდებით.
– მისტერ უესტონ, ასეთ თემებზე ხუმრობა არ შეიძლება. დაფიქ-
რდით, ჩემი რამდენი უძვირფასესი და უახლოესი ადამიანია ახლა
ბრანსვიკში! ვის ეხება? გაფიცებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის წმინ-
დაა, ნურაფრის დამალვას ნუ შეეცდებით!
– ემა, სიტყვას გაძლევთ, რომ...
– სიტყვას? პატიოსან სიტყვას რატომ არა? რატომ არ ამბობთ, რომ
არცერთ მათგანს არაფერი სჭირს? ღმერთო დიდებულო! ჩემი ოჯახის
რომელიმე წევრს თუ არ ეხება, ჩემი შემზადება რა საჭიროა?
– პატიოსან სიტყვას გაძლევთ, – მთელი სერიოზულობით მიუგო
მისტერ უესტონმა, – ეს ამბავი ოდნავადაც კი არ უკავშირდება ვინმეს
ბრანსვიკიდან.
ამის გაგონებაზე, ემას მხნეობა დაუბრუნდა და კვლავ შეძლო სი-
არულის გაგრძელება.
– შემეშალა, როცა გითხარით, შემზადებაა საჭირო-მეთქი, – განაგ-
რძო მისტერ უესტონმა, – სინამდვილეში, თქვენ არც კი გეხებათ... მხო-
ლოდ მე მეხება... ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ ასეა... ჰმმ...
მოკლედ, ემა, ჩემო ძვირფასო, სანერვიულოდ არავითარი მიზეზი არ
გაქვთ. არა, იმის თქმა კი არ მინდა, რომ უსიამოვნო ამბავი არაა... მაგ-
რამ გაცილებით უარესი რამეებიც ხდება... სწრაფად თუ ვივლით, რენ-
დალსში მალე მივალთ.
ემა მიხვდა, რომ უნდა მოეთმინა, შესაბამისად, კითხვებიც აღარ და-
უსვამს, მხოლოდ საკუთარ ფანტაზიას მისცა გასაქანი, რამაც იმ აზ-
რამდე მიიყვანა, რომ ეს ამბავი ფულს უკავშირდებოდა... ალბათ რაღაც
ისეთს აეხადა ფარდა, რამაც რიჩმონდში ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი.
ემას წარმოსახვა შორს გაიჭრა: შესაძლოა, მისტერ ჩერჩილს ხუთი-ექ-
ვსი უკანონო შვილი აღმოაჩნდა და საბრალო ფრენკი ქონების გარეშე
431
დარჩა! ცხადია, ეს მეტად უსიამოვნო იქნებოდა, თუმცა თავად მას მარ-
თლაც არავითარ ტანჯვას არ უქადდა...
ემა და მისტერ უესტონი სწრაფად მიდიოდნენ.
– ვინ არის ეს ჯენტლმენი ცხენზე? – უცებ იკითხა ემამ, თუმცა პასუ-
ხი დიდად არ აინტერესებდა; ამ კითხვით მხოლოდ ის უნდოდა, თანამ-
გზავრს დახმარებოდა საიდუმლოს შენახვაში.
– არ ვიცი... რომელიმე ოტვეია ალბათ... ფრენკი არ უნდა იყოს...
არა, მერწმუნეთ, ფრენკი ნამდვილად არ არის. მას ვერ ნახავთ. ამ
დროისთვის, უინძორამდე ნახევარი გზა უნდა ჰქონდეს გავლილი.
– ანუ თქვენი ვაჟი ჩამოსული იყო?
– ოჰ! დიახ... არ იცოდით? არა უშავს, არა უშავს... – ერთხანს მის-
ტერ უესტონი გაჩუმდა, შემდეგ კი უფრო ფრთხილად და დინჯად გა-
ნაგრძო: – ჰო, ფრენკი ამ დილას იყო ჩამოსული, ისე, უბრალოდ, ჩვენს
მოსაკითხად.
ემა და მისტერ უესტონი კიდევ უფრო აჩქარდნენ და მალე რენდალ-
სშიც მივიდნენ.
– აი, ჩემო ძვირფასო, მოგიყვანე... – მიმართა მისტერ უესტონმა
ცოლს ოთახში შესვლისთანავე, – ...და იმედი მაქვს, მალე უკეთ იქნები.
მარტო დაგტოვებთ, მაგრამ აქვე ვიქნები, – და ემამ მკაფიოდ გაიგონა,
როგორ უჩურჩულა მისტერ უესტონმა ოთახიდან გასვლისას ცოლს
შემდეგი: – პირობა არ დამირღვევია. წარმოდგენაც არ აქვს, რა ხდება.
მისის უესტონი კი ისე ავად გამოიყურებოდა და ისეთი განერვიულე-
ბული სახე ჰქონდა, რომ ემას მოუსვენრობამ იმატა. დარჩნენ თუ არა
მარტო, მაშინვე მგზნებარედ ჰკითხა: – რა ხდება, ჩემო საყვარელო მე-
გობარო? როგორც ვხვდები, საქმე რაღაც ძალიან უსიამოვნო ამბავს
ეხება. გთხოვთ, პირდაპირ მითხარით. მთელი გზა საშინლად დაძაბულ-
მა გამოვიარე და ნუღარ გააჭიანურებთ. ალბათ თქვენც მოგეშვებათ,
თუ თქვენს განსაცდელს ამოთქვამთ...
– მართლა ვერაფერს ხვდებით?! – აკანკალებული ხმით ჰკითხა მისის
უესტონმა, – ემა, ჩემო ძვირფასო, თქვენ... ნუთუ არც ვარაუდობთ, რის
თქმას ვაპირებ?
432
– მხოლოდ იმას ვხვდები, რომ მისტერ ფრენკ ჩერჩილს ეხება.
– მართალი ხართ. მას ეხება და მიკიბ-მოკიბვას აღარ დავიწყებ, –
მისის უესტონმა ხელსაქმე გვერდზე გადადო და შეეცადა, ემასთვის
მზერა გაესწორებინა, – ამ დილას აქ იყო ყოვლად უჩვეულო საქმეზე.
ვერც კი აღგიწერთ, როგორ გავოგნდით. მოვიდა, რათა მამამისისთვის
განეცხადებინა... თავისი გრძნობების შესახებ...
მისის უესტონმა ღრმად ჩაისუნთქა. ემამ კი ჯერ თავის თავზე იფიქ-
რა, შემდეგ – ჰარიეტზე.
– ეს გრძნობებზე მეტია, – გააგრძელა მისის უესტონმა, – ეს ნიშნო-
ბას ეხება... დიახ, ნიშნობას. რას იტყვით, ემა? – ან რას იტყვის ყველა,
როცა ცნობილი გახდება, რომ ფრენკ ჩერჩილი და მის ფეარფაქსი და-
ინიშნნენ... მეტიც, უკვე დიდი ხანია, დანიშნულები არიან!
ემა განცვიფრებისგან ფეხზე წამოიჭრა და თავზარდაცემულმა წა-
მოიძახა: – ჯეინ ფეარფაქსი! ღმერთო დიდებულო! სერიოზულად ამ-
ბობთ?! არა, ალბათ მეხუმრებით!
– სავსებით ბუნებრივია თქვენი გაკვირვება, – მისის უესტონი ისევ
თვალს არიდებდა აღზრდილს, თუმცა ენერგიულად ლაპარაკობდა, –
მაგრამ ეს სიმართლეა. ოფიციალურად ოქტომბერში დანიშნულან, უე-
იმათში, და ამ ამბავს ამდენ ხანს ყველასგან საიდუმლოდ ინახავდნენ.
მათ გარდა, ერთმა სულიერმაც კი არ იცოდა არაფერი – არც ქემპბე-
ლებმა, არც ჯეინისა და არც ფრენკის ოჯახებმა. იმდენად გამაოგნებე-
ლი ამბავია, თუნდაც აბსოლუტური ჭეშმარიტება რომ იყოს, მაინც ძა-
ლიან მიჭირს მისი დაჯერება!.. არადა, მეგონა, ფრენკს კარგად ვიცნობ-
დი!
ემამ წესიერად ვერც კი გაიგო მისის უესტონის ბოლო სიტყვები. მისი
გონება ორ აზრს შორის გახლეჩილიყო: ერთი მისი და ფრენკის უწინ-
დელ საუბრებს ეხებოდა მის ფეარფაქსის შესახებ, მეორე კი საბრალო
ჰარიეტს. დროდადრო მხოლოდ ინფორმაციის დადასტურებას ითხოვდა
და ითხოვდა.
– რა გაეწყობა, – ბოლოს და ბოლოს, შეძლო თავის ხელში აყვანა, –
ეს ისეთი ამბავია, სულ ცოტა, ნახევარი დღე მაინც უნდა ვიფიქრო, რომ
433
თავი და ბოლო გავუგო. ღმერთო! მთელი ზამთარი დანიშნულები იყ-
ვნენ! ჯერ კიდევ მანამ, სანამ რომელიმე მათგანი ჰაიბერიში ჩამოვიდო-
და!
– ოქტომბრიდან დანიშნულები არიან... საიდუმლოდ დაინიშნნენ...
გული მტკივა, ემა, ძალიან მტკივა. მამამისიც ზუსტად ჩემსავითაა.
არის რაღაც, რასაც, უბრალოდ, ვერ ვპატიობთ.
– თავს არ მოვიკატუნებ, თითქოს არ მესმის, რას გულისხმობთ, – მი-
უგო ემამ მცირედი ფიქრის შემდეგ, – მესმის და როგორც შემიძლია, და-
გამშვიდებთ. დარწმუნებული იყავით, რომ მის ყურადღებას ჩემდამი ის
შედეგი არ გამოუღია, რისაც ახლა გეშინიათ.
მისის უესტონმა ემას უნდობლად შეხედა – ვერ გადაეწყვიტა, და-
ეჯერებინა თუ არა, მაგრამ ემას გამომეტყველებაც მისი სიტყვებივით
მტკიცე ეჩვენა.
– და უფრო იოლად რომ დაიჯეროთ ჩემი სრული გულგრილობა მის-
დამი, გეტყვით, რომ ჩვენი ნაცნობობის პირველ ხანებში ის მართლა
მომწონდა, მზად ვიყავი სიყვარულისთვის... არა, გამიჩნდა კიდეც
გრძნობა მის მიმართ... და მეც მიკვირს, თანდათან როგორ გამინელდა.
დიახ, საბედნიეროდ, გამინელდა. ბოლო დროს – სულ ცოტა, ბოლო სა-
მი თვე მაინც – საერთოდ აღარ ვფიქრობ მასზე. უნდა დამიჯეროთ, მი-
სის უესტონ. ეს აბსოლუტური სიმართლეა.
სიხარულის ცრემლებით თვალებდანამულმა მისის უესტონმა ემას
აკოცა და როგორც კი ლაპარაკის უნარი დაუბრუნდა, მეგობარი დაარ-
წმუნა, რომ მის სიტყვებზე ტკბილი ახლა არაფერი ეგულებოდა.
– მისტერ უესტონიც გაიხარებს, – აღმოხდა სიხარულით, – ამ ამბავ-
მა ძალიან გვანერვიულა. არადა, ვოცნებობდით, ერთმანეთი შეგყვარე-
ბოდათ... გვჯეროდა კიდეც, რომ ასე იქნებოდა... წარმოგიდგენიათ ალ-
ბათ, როგორ განვიცდიდით თქვენ გამო.
– მე განსაცდელი ავირიდე, რაც თქვენთვისაც და ჩემთვისაც უდავოდ
ნამდვილი სასწაულია. მაგრამ ეს მას არ ათავისუფლებს დანაშაულის-
გან, მისის უესტონ. ჩემი აზრით, ის უზომოდ დამნაშავეა. რა უფლება
ჰქონდა, დაკავებული გულითა და გონებით ჩამოსულიყო ჩვენთან და
434
ასე თავისუფლად მოქცეულიყო? რა უფლება ჰქონდა, თავი მოეწონები-
ნა ერთი ახალგაზრდა ქალბატონისთვის – რასაც უდავოდ ცდილობდა,
მაშინ, როცა მისი გული, სინამდვილეში, სხვას ეკუთვნოდა? რა იცოდა,
რომ არ შემიყვარდებოდა?! ძალიან, ძალიან ბევრი შეეშალა.
– ემა, ჩემო ძვირფასო, შთაბეჭდილება მექმნება, რომ...
– და ჯეინ ფეარფაქსი?! როგორ იტანდა მის ამგვარ ქცევას?! რა უგ-
რძნობი ყოფილა! მის თვალწინ სხვა ქალს ეპრანჭებოდნენ, ის კი უდ-
რტვინველად ითმენდა ამ ყოველივეს, ერთხელაც არ გაბრაზებულა! მის
ცივსისხლიანობას ვერც ვერასდროს გავიგებ და ვერც ვერასოდეს მოვი-
წონებ.
– მათ შორის გაუგებრობები იყო, ემა. მისტერ ჩერჩილმა მკაფიოდ
გვითხრა ამის შესახებ. დრო არ ჰქონდა, რომ დეტალურად განემარტა
ყველაფერი – მხოლოდ თხუთმეტი წუთით შემოგვირბინა და ისეთი
აფორიაქებული იყო, ეს დროც კი ვერ გამოიყენა სათანადოდ, თუმცა,
ცალსახად თქვა, რომ მათ შორის სერიოზულ გაუგებრობას ჰქონდა ად-
გილი. მგონი, უკვე დაშორების პირასაც იყვნენ და ეს, სავარაუდოდ,
სწორედ მისმა არასწორმა საქციელმა გამოიწვია.
– არასწორმა საქციელმა? ღმერთო, მისის უესტონ! ძალიან რბილა-
დაა ნათქვამი. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე „არასწორი საქციელი“.
ვერც კი აღგიწერთ, ჩემს თვალში როგორ დაკნინდა. კაცი ასე არ უნდა
იქცეოდეს! არავითარი გულწრფელობა, არავითარი პატიოსნება და სა-
მართლიანობა, არავითარი სიმართლისა და პრინციპების ერთგულება,
რაც თაღლითობასა და სულმდაბლობას გამორიცხავს და რასაც კაცი
ყოველ ფეხის ნაბიჯზე უნდა ავლენდეს!
– ემა, ჩემო ძვირფასო, ნება მომეცით, გამოვესარჩლო. მართალია, ამ
შემთხვევაში, შეცდა, მაგრამ საკმარისად დიდი ხანია, ვიცნობ, რომ პა-
სუხი ვაგო მის არაერთ კარგ თვისებაზე და...
– ღმერთო, დიდებულო! – ემას მისის უესტონის ნათქვამი არ გაუგო-
ნია, – და მისის სმოლრიჯი?! ჯეინი აღმზრდელადაც კი მიდიოდა! რო-
გორი უგრძნობი კაცი უნდა იყო! ხვდებოდა მაინც, რისთვის სწირავდა?

435
ისიც კი გაწირვაა, თუნდაც მხოლოდ აფიქრებინო ადამიანს ასეთი ზო-
მების მიღება!
– მან ამის ამის შესახებ არაფერი იცოდა, ემა. ამ შემთხვევაში, საერ-
თოდ არ ვადანაშაულებ. ეს გადაწყვეტილება მის ფეარფაქსმა მისგან
დამოუკიდებლად მიიღო, ფრენკისთვის არაფერი უთქვამს... ან ყოველ
შემთხვევაში, დარწმუნებით არაფერი უთქვამს... გუშინდლამდე, რო-
გორც ფრენკი ამბობს, მის ფეარფაქსის გეგმების შესახებ წარმოდგენაც
არ ჰქონია. არ ვიცი, რა სახით – წერილით თუ რაიმე სხვა ფორმით –
ყველაფერი სრულიად მოულოდნელად შეიტყო და სწორედ მის ფეარ-
ფაქსის ამ ჩანაფიქრმა, ამ გეგმამ გადააწყვეტინა, დაუყოვნებლივ მი-
ეღო ზომები, ბიძამისისთვის მოეყოლა ყველაფერი, მისი სიკეთის იმედი
ჰქონოდა და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა ამ გასაიდუმ-
ლოებული, მტანჯველი მდგომარეობისთვის, რომელიც აგერ უკვე ამდე-
ნი ხანია, გრძელდება.
ემა თანდათან იკრებდა ყურადღებას.
– მალე დაწვრილებით შევიტყობ მის ამბებს, – განაგრძობდა მისის
უესტონი, – რომ მიდიოდა, მითხრა, მალე მოგწერთო; იმედი გამიჩნდა,
რომ ბევრ ისეთ დეტალს გავიგებ, რაც ჯერ კიდევ არ ვიცი. მოდით, და-
ველოდოთ მის წერილს. სავარაუდოდ, ბევრი გამამართლებელი გარე-
მოება გამოჩნდება. შესაძლოა, ბევრი რამ გაირკვეს და ბევრი რამის პა-
ტიებაც შევძლოთ, რაც ახლა გაუგებარი და უპატიებელი გვეჩვენება. ნუ
ვიჩქარებთ მის მკაცრად განსჯას. მოვითმინოთ. მე ის უნდა მიყვარდეს
და რადგან ახლა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით
დავმშვიდდი, მინდა, ყველაფერი საბოლოოდ კარგად დასრულდეს.
მზად ვარ, იმედი ვიქონიო, რომ ასეც იქნება. ამდენმა საიდუმლომ ალ-
ბათ უზომოდ გატანჯა ორივე.
– რაღაც ვერ ვატყობ, – მშრალად მიუგო ემამ, – ვაჟბატონი ძალიან
დაზარალებულიყოს... და მისტერ ჩერჩილმა როგორ მიიღო ეს ამბავი?
– თანხმობა, პრაქტიკულად, უპრობლემოდ მისცა. წარმოიდგინეთ,
ერთ კვირაში როგორ თავდაყირა დადგა ამ ოჯახში ყველაფერი! ვფიქ-
რობ, საბრალო მისის ჩერჩილის სიცოცხლეში ვერავითარი იმედი, შანსი
436
ან შესაძლებლობა ვერ ექნებოდათ... მაგრამ ჯერ მისი ნეშტი საგვარეუ-
ლო აკლდამაში წესიერად დავანებულიც არ არის, რომ მის ქმარს იმაზე
ითანხმებენ, რასაც თავად არაფრით დაუშვებდა. რამხელა მადლია,
როცა გადამეტებული ძალაუფლება ადამიანს საფლავში მიჰყვება! მის-
ტერ ჩერჩილი ძალიან იოლი დასაყოლიებელი აღმოჩნდა.
„ეჰ! – უნებურად გაიფიქრა ემამ, – ჰარიეტის შემთხვევაშიც ასე მო-
იქცეოდა“.
– ეს ყველაფერი წუხელ მოგვარდა, გამთენიისას კი ფრენკი აქეთ გა-
მოემგზავრა. როგორც ვიცი, რაღაც დრო ჰაიბერიში დაჰყო, ბეიტსებ-
თან, ხოლო მერე ჩვენთან მოვიდა, მაგრამ ისე ჩქარობდა ბიძასთან დაბ-
რუნებას, რომელსაც, მოგეხსენებათ, ახლა ის ყველაზე მეტად სჭირდე-
ბა, რომ, როგორც უკვე გითხარით, აქ თხუთმეტ წუთზე მეტხანს ვერ
დარჩა. ისეთი აფორიაქებული იყო, რომ სულ სხვა ადამიანს ჰგავდა –
ასეთი არასდროს მინახავს. ამ ყველაფერს ახალი შოკიც დაერთო, მის
ფეარფაქსის ჯანმრთელობის სავალალო მდგომარეობას ვგულისხმობ,
არადა, მანამდე ამის ეჭვიც კი არ ჰქონდა... ისე გამოიყურებოდა, რომ
მჯერა, უზომოდ განიცდიდა მის ფეარფაქსის ავადმყოფობას.
– თქვენ მართლა გჯერათ, რომ მათი ურთიერთობა ასე იდეალურად
იყო გასაიდუმლოებული? არც ქემპბელებმა იცოდნენ ნიშნობის შესახებ
და არც დიქსონებმა?
ემამ ვერ შეძლო, „დიქსონი“ აღელვების გარეშე ეხსენებინა.
– არც მათ და არც სხვა ვინმემ. ცხადად თქვა, რომ თავად წყვილის
გარდა, ერთმა სულიერმაც კი არაფერი იცოდა.
– რა გაეწყობა, – დასძინა ემამ, – მგონი, ნელ-ნელა შევურიგდებით
ამ აზრს და მეც მხოლოდ ბედნიერებას ვუსურვებ... მაგრამ ყოველთვის
ვიფიქრებ, რომ ყოვლად საძაგლად მოიქცა. სხვა რა შეიძლება ვუწოდო
მათ საქციელს, თუ არა ფარისევლობა და ტყუილი, მაბეზღარობა და
ორგულობა? ჩვენთან ჩამოვიდნენ და თავს გულღიაობასა და უბრა-
ლოებაზე დებდნენ... ამ დროს კი თურმე ერთმანეთთან საიდუმლო კავ-
შირი აქვთ და მალულად გვჭორავენ, ხოლო ჩვენ მთელი ზამთარი და
გაზაფხული სულელებივით ტყუილში ვცხოვრობთ, გვგონია, რომ თა-
437
ნასწორ ურთიერთობაში ვართ, პატიოსნად ვექცევით ჩვენ შორის მყოფ
ორ ადამიანს, რომლებიც შესაძლოა, ერთად აგროვებენ და განიხილა-
ვენ ერთმანეთზე გაგონილ შეფასებებს! დაე, საკუთარ თავს დააბრა-
ლონ, თუ ერთმანეთის შესახებ რაღაც არცთუ მთლად სასიამოვნო მო-
ისმინეს ჩვენგან!
– ამ მხრივ, საერთოდ არ ვნერვიულობ, – უპასუხა მისის უესტონმა,
– დარწმუნებული ვარ, მათ ზურგსუკან ისეთი არასდროს არაფერი
მითქვამს, რაც ჩემგან პირადად არ გაუგიათ.
– თქვენ გაგიმართლათ. თქვენი ერთადერთი შეცდომა ჩემთან დარჩა,
როცა მიჩურჩულეთ, რომ ჩვენი ერთი მეგობარი ამ ქალბატონზე შეყვა-
რებული გეგონათ.
– მართალია. თუმცა, რამდენადაც მის ფეარფაქსზე მუდამ გამორ-
ჩეულად კარგი აზრის ვიყავი, რთული წარმოსადგენია, ნებისმიერი გა-
უგებრობის შემთხვევაშიც კი, მასზე რაიმე ცუდი მეთქვა; რაც შეეხება
ახალგაზრდა კაცის გაჭორვას, ამ მხრივ შემიძლია, აბსოლუტურად
მშვიდად ვიყო.
ამ დროს, ფანჯრიდან, შორიახლო, მისტერ უესტონი დალანდეს. აშ-
კარად მოუსვენრად სცემდა ბოლთას. ცოლმა ანიშნა და ისიც მაშინვე
სახლისკენ გამოემართა, ამასობაში კი მისის უესტონმა ემას მიმართა: –
ახლა, ჩემო საყვარელო ემა, ნება მომეცით, შეგევედროთ, ისე მოიქცეთ
და ილაპარაკოთ, რომ მისტერ უესტონს გულზე მოეშვას და ამ ქორწი-
ნებისადმი კეთილად განეწყოს. მოდით, მხოლოდ საუკეთესოზე გავამახ-
ვილოთ ყურადღება... მართლაც, უამრავი რამაა, რაც სრულიად სამარ-
თლიანად მის ფეარფაქსის სასარგებლოდ შეიძლება ითქვას. ვიცი, რომ
ეს არ არის საოცნებო კავშირი, მაგრამ თუ მისტერ ჩერჩილს არ აწუ-
ხებს, ჩვენ რატომ უნდა ვინერვიულოთ? მისთვის – ფრენკს ვგულის-
ხმობ – შესაძლოა, მეტად იღბლიანი ქორწინებაც კია; ამ ძალიან მტკი-
ცე ხასიათის, გონიერ გოგონას მუდამ ვაფასებდი და მინდა, ახლაც და-
ვაფასო, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულად, თუმც, ერთადერთხელ
გადაუხვია მკაცრ ზნეობრივ წესებს. სხვათა შორის, მისი მდგომარეობის
გათვალისწინებით, ამ შეცდომის გამართლებაც კი შეიძლება!
438
– ნამდვილად შეიძლება! – წამოიძახა ემამ თანაგრძნობით, – თუკი
არსებობს რაიმე სიტუაცია, როცა ქალს ეპატიება მხოლოდ საკუთარ
თავზე დარდი, ეს ჯეინ ფეარფაქსის სიტუაციაა! ალბათ სწორედ ამგვარ
სიტუაციაზე შეგვიძლია, ვთქვათ: „ქვეყანაცა და კანონებიც მისი შენ
გმტრობენ“.91
ამასობაში მისტერ უესტონმაც შეაღო კარი და ემა მეტად ხალისიანი
ღიმილით მიეგება: – გასაოცარი ოინი მომიწყვეთ! მგონი, ეს თქვენი ახა-
ლი ხერხია, ცნობისმოყვარეობა გამიღვიძოთ და გამოცნობის ნიჭში გა-
მავარჯიშოთ. ძალიან კი შემაშინეთ. მეგონა, სულ ცოტა, ქონების ნახე-
ვარი დაკარგა-მეთქი. ამ დროს, მოვდივარ და ირკვევა, რომ მოსასამ-
ძიმრებლად კი არა, მოსალოცად გაქვთ საქმე. მთელი გულით გილო-
ცავთ, მისტერ უესტონ, ინგლისის ყველაზე მშვენიერი და განათლებუ-
ლი ქალი მალე თქვენი რძალი გახდება.
ქმარმა ცოლს გახედა ფრთხილად და დარწმუნდა, რომ ყველაფერი
მართლაც რიგზე იყო, რაც დაუყოვნებლივ აისახა კიდეც მის განწყობა-
ზეც. მყისვე დაუბრუნდა მკვირცხლი გამომეტყველება და ხალისიანი
ხმა; მადლიერებით აღვსილმა, ემას გულიანად ჩამოართვა ხელი. ამ თე-
მაზე უკვე ისე ლაპარაკობდა, რომ მცირეოდენი დრო და შეგულიანება
იყო საჭირო და დაიჯერებდა, ეს ნიშნობა არც ისეთი საგანგაშო ამბა-
ვიაო.
მისი თანამოსაუბრეები მხოლოდ დადებითზე მიანიშნებდნენ და
არაფერს იშურებდნენ, მის თვალში ვაჟის წინდაუხედაობა გაეუფერუ-
ლებინათ. ბოლოს, როცა ფრენკ ჩერჩილის განსჯით კარგად მოიოხეს
გული – და მერეც, როცა ემას ჰარტფილდში აცილებდა, მისტერ უეს-
ტონს სულ ერთი ნაბიჯი აშორებდა იმ აზრამდე, რომ ეს ფრენკის სა-
უკეთესო გადაწყვეტილება იყო.

ციტატა უილიამ შექსპირის (1564-1616) პიესიდან „რომეო და ჯულიეტა“ (მოქმედე-


91

ბა V, სურათი I), მთარგმნელი – ვახტანგ ჭელიძე.


439
თავი 11

„საბრალო, საბრალო ჰარიეტი!“ – იმეორებდა გულში ემა და სწორედ


ამ სიტყვებში იმალებოდა ის მტანჯველი აზრები, რომელთაგანაც ვე-
რაფრით თავისუფლდებოდა. ფრენკ ჩერჩილი მას ცუდად მოექცა –
არაერთი თვალსაზრისით, ძალიან ცუდადაც, მაგრამ მასზე ასე მაინც
უფრო საკუთარი ქცევის გამო ბრაზობდა. ფრენკ ჩერჩილმა ჩააგდო ემა
ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჰარიეტთან დაკავშირებით და სწო-
რედ ეს ამძაფრებდა ემას სიბრაზეს. საბრალო ჰარიეტი! უკვე მეორედ
გაბითურდა ემას შეცდომებისა და პირფერობის გამო. მისტერ ნაიტლიმ
სწორად იწინასწარმეტყველა ერთხელ: „თქვენ არ ხართ ჰარიეტ სმითის
მეგობარი, ემა“. მართლაც, დათვური სამსახურის გარდა მისთვის არა-
ფერი გაუწევია. თუმცა, ერთი ნუგეში ის იყო, რომ ამ უკანასკნელ შემ-
თხვევაში, შეეძლო, თავი ნაკლებად დაედანაშაულებინა, ვიდრე წინა
ჯერზე, როცა უბედურების ერთადერთი და მთავარი შემოქმედი სწო-
რედ თავად იყო – ჰარიეტი ისეთ რამეში დაარწმუნა, რაც გოგონას აზ-
რად არასდროს მოუვიდოდა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი ჰარიეტმა
მანამ აღიარა, ფრენკ ჩერჩილი მომწონსო, სანამ ემა გადაუკრავდა სიტ-
ყვას. ამის მიუხედავად, ემას მაინც სინდისი ქენჯნიდა, რომ გაამხნევა
მეგობარი, რაც, წესით, ძირშივე უნდა ჩაეკლა. ხომ შეეძლო, არ გადაეს-
ვა მისთვის თავზე ხელი და არც ემოციების გაქანების საშუალება მი-
ეცა?! ამას ემას გავლენა ნამდვილად ეყოფოდა. გულის სიღრმეში ხომ
ყოველთვის იცოდა, რომ თუ თავიდანვე არ აღკვეთდა, მეგობრის ბედ-
ნიერება რისკის ქვეშ დადგებოდა; საღი აზრით რომ ეხელმძღვანელა,
უნდა გაეფრთხილებინა, არ ღირს ახალგაზრდა კაცზე ფიქრი, ვინაიდან
ხუთასიდან ალბათ მხოლოდ ერთი შანსია, ამ კაცმა ოდესმე შენზე
იფიქროსო.
„მაგრამ, ვშიშობ, საღ აზრთან ცოტა რამ მქონდა საერთო“, – სინა-
ნულით ფიქრობდა ემა.
საკუთარ თავზე ხომ უკიდურესად ბრაზობდა და ფრენკ ჩერჩილზეც
რომ არ გაბრაზებულიყო, ნამდვილად ჯოჯოხეთში იგრძნობდა თავს.
440
რაც შეეხება ჯეინ ფეარფაქსს, საბედნიეროდ, ის მაინც აღარ იყო სა-
დარდებელი; სადარდებლად ჰარიეტიც ეყოფოდა. ჯეინზე წუხილი აღარ
მოეთხოვებოდა. მართალია, მის პრობლემებსა თუ შერყეულ ჯანმრთე-
ლობას და ჰარიეტის განსაცდელს ერთი წყარო ჰქონდა, მაგრამ ის ახლა
ადვილად განიკურნებოდა – უიღბლო, გაჭირვებულ ცხოვრებას წარ-
სულს ჩააბარებდა და ძალიან მალე, ჯანმრთელ, ბედნიერ და მდიდარ
ქალად იქცეოდა... ახლა ემამ უკვე იცოდა, ბოლო დროს რატომაც უგუ-
ლებელყოფდნენ ასე დაჟინებით. ახალმა ამბავმა ბევრ რამეს მოჰფინა
ნათელი. უდავოა, რომ ჯეინის დამოკიდებულება ეჭვიანობით იყო ნა-
კარნახევი. ჯეინისთვის ემა მეტოქე გახლდათ და სწორედ ამიტომ არ
პასუხობდა მის ყურადღებასა თუ სითბოს. ჰარტფილდის ეტლით სეირ-
ნობა ალბათ საპყრობილე იყო მისთვის, მარანტას ფესვები ჰარტფილ-
დის საკუჭნაოდან კი – საწამლავი. ემას ყველაფერი ესმოდა და რო-
გორც კი სიბრაზემ გადაუარა, აღიარა, ჯეინი ბედნიერ ცხოვრებას ნამ-
დვილად იმსახურებსო. აი, საბრალო ჰარიეტის მდგომარეობა კი გულზე
ლოდივით აწვა! ჰარიეტზე მეტად ახლა არავის სჭირდებოდა თანაგ-
რძნობა.
მეორე იმედგაცრუება საბრალო გოგონასათვის უსათუოდ პირველზე
მწვავე იქნებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ მისი გატაცების მეორე ობიექ-
ტი პირველზე გაცილებით მომხიბლავი იყო; ალბათ უფრო გაიტანჯე-
ბოდა, რადგან ფრენკ ჩერჩილისგავლენა მასზე ბევრად უფრო ძლიერი
ჩანდა, რაზეც მისივე თავშეკავებულობა მოწმობდა.
ამ საშიშროების მიუხედავად, ემამ მტკიცედ გადაწყვიტა, მეგობრის-
თვის აუცილებლად და დაუყოვნებლივ ეცნობებინა მტკივნეული სიმარ-
თლე. მართალია, გამომშვიდობებისას, მისტერ უესტონს შეჰპირდა, ამ
ამბავს საიდუმლოდ შევინახავო, – მისტერ უესტონის განმარტებით, „ეს
მისტერ ჩერჩილის კატეგორიული სურვილია, როგორც პატივისცემის
ნიშანი ახლახან გარდაცვლილი ცოლის მიმართ. ეს ეტიკეტია, რომელ-
საც გვერდს ვერაფრით ავუვლით“ – ჰარიეტის შემთხვევაში, გამონაკ-
ლისი უნდა დაეშვა, რადგან ეს მისი უმთავრესი მოვალეობა იყო.

441
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჯავრობდა, მაინც ლამის გაეცინა
იმის გახსენებაზე, რომ ჰარიეტს ზუსტად ისეთ საჩოთირო საქმეზე უნ-
და დალაპარაკებოდა, როგორზეც სულ ახლახან მისის უესტონი ელაპა-
რაკა; ინფორმაცია, რაც ასე აღელვებით შეატყობინეს, ახლა ასეთივე
აღელვებით უნდა გაეცა. ჰარიეტის ნაბიჯებისა და ხმის გაგონებაზე, გუ-
ლი აუჩქარდა და უნებურად გაიფიქრა, მისის უესტონსაც ალბათ იგივე
დაემართა, როცა მე რენდალსს ვუახლოვდებოდიო. ინატრა, ამ ორ შემ-
თხვევას ფინალიც მსგავსი ჰქონოდა, თუმცა, დიდი იმედი არ ჰქონდა.
– აბა, მის ვუდჰაუზ, – წამოიძახა ჰარიეტმა და ხალისიანად შეაბიჯა
ოთახში, – რას იტყვით, ხომ ყველაზე უცნაური ახალი ამბავია?
– რომელ ახალ ამბავს გულისხმობთ? – ემამ ვერც ჰარიეტის გამო-
მეტყველებით და ვერც მისი ინტონაციით ვერ გამოიცნო, მანაც იცოდა
თუ არა რამე.
– ჯეინ ფეარფაქსის ამბავს. ასეთი უცნაური რამ გაგიგონიათ ოდეს-
მე?! ღმერთო! ნუ გეშინიათ, შეგიძლიათ, თამამად ისაუბროთ ამაზე ჩემ-
თან, მისტერ უესტონმა თავისი პირით მიამბო ყველაფერი. სულ ცოტა
ხნის წინ შემხვდა. გამაფრთხილა, საიდუმლოაო, ამიტომ, ცხადია,
თქვენ გარდა ამაზე ლაპარაკს ვერავისთან გავბედავ, თანაც, თქვენზე
მითხრა, იცისო.
– რა გიამბოთ მისტერ უესტონმა? – თავგზა აებნა ემას.
– ღმერთო! ყველაფერი. რომ ჯეინ ფეარფაქსი და მისტერ ფრენკ
ჩერჩილი დაქორწინებას აპირებენ და რომ ამდენ ხანს მალულად იყ-
ვნენ დანიშნულები. რა უცნაურია, არა?
მართლაც ძალიან უცნაური იყო. ჰარიეტის ქცევა იმდენად უცნაური
იყო, რომ ემა ვერ ხვდებოდა, რა უნდა ეფიქრა. ჩანდა, ეს სიახლე ჰარი-
ეტს ყოველგვარი მღელვარებისა და იმედგაცრუების გარეშე მიეღო. ემა
უხმოდ შეჰყურებდა მას.
– წარმოიდგენდით, რომ მისტერ ფრენკ ჩერჩილი მასზე შეყვარებუ-
ლი იყო? – წამოიძახა ჰარიეტმა, – არა, თქვენ კი წარმოიდგენდით...
თქვენ ხომ ყველას გულში შეგიძლიათ ჩახედვა... – ამ სიტყვებზე წამო-
წითლდა, – მაგრამ აი, ყველა სხვა დანარჩენი...
442
– პატიოსან სიტყვას გაძლევთ, – შეაწყვეტინა ემამ, – უკვე ეჭვი მეპა-
რება, რომ ეს შემიძლია. ჰარიეტ, სერიოზულად მეკითხებით, მეგონა თუ
არა მისტერ ფრენკ ჩერჩილი სხვა ქალზე შეყვარებული, მაშინ, როცა
მთლად ღიად თუ არა, ქარაგმულად მაინც გამხნევებდით, რომ გრძნო-
ბებისთვის გასაქანი მიგეცათ? არა, ბოლო ერთ საათს თუ არ ჩავ-
თვლით, ერთი პატარა ეჭვიც კი არ მქონია მისტერ ფრენკ ჩერჩილის
გრძნობებზე ჯეინ ფეარფაქსის მიმართ. შეგიძლიათ, დარწმუნებული
იყოთ, ასეთი ეჭვი რომ მქონოდა, აუცილებლად გაგაფრთხილებდით.
– მე?! – წამოიძახა განცვიფრებულმა და აჭარხლებულმა ჰარიეტმა,
– მე რატომ უნდა გაგეფრთხილებინეთ? თქვენ ხომ იცით, რომ მისტერ
ფრენკ ჩერჩილისადმი გულგრილი ვარ!
– ძალიან მიხარია, ასე ცივად რომ ლაპარაკობთ მასზე, – მიუგო
ემამ, – მაგრამ ალბათ არ ეცდებით, უარყოთ, რომ ერთ დროს, არცთუ
ისე დიდი ხნის წინათ, ცხადად მიმანიშნეთ, მის მიმართ გარკვეული
გრძნობები მაქვსო.
– მისტერ ფრენკ ჩერჩილის მიმართ?! არასოდეს! არასოდეს! მის
ვუდჰაუზ, ჩემო საყვარელო, ეს როგორ იფიქრეთ?! – შეწუხებულმა ჰა-
რიეტმა განზე გაიხედა.
– ჰარიეტ! – წამოიყვირა ემამ მცირე პაუზის შემდეგ, – რის თქმა გინ-
დათ? ღმერთო, დიდებულო! რის თქმა გინდათ? რომ...
ემამ მეტის თქმა ვეღარ შეძლო, დაჯდა და შეძრწუნებული, ჰარიე-
ტის პასუხს დაელოდა.
ჰარიეტი ემასგან მოშორებით იდგა და განზე იყურებოდა. პასუხის
გაცემას კი არ ჩქარობდა.
– ნამდვილად ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ არასწორად გამიგებ-
დით! – ბოლოს და ბოლოს, დაიწყო ემაზე არანაკლებ აღელვებით, – ვი-
ცი, პირობა დავდეთ, რომ მის სახელს არასდროს ვახსენებდით... მაგრამ
იმის გათვალისწინებით, რომ ის განუზომლად მაღლა დგას ყველა სხვა
დანარჩენზე, უბრალოდ, დარწმუნებული ვიყავი, არავისში აგერე-
ოდათ... მისტერ ფრენკ ჩერჩილი! არც კი ვიცი, მასთან მისტერ ფრენკ
ჩერჩილი რა მოსატანია?! იმდენს კი ვხვდები, რომ მისტერ ჩერჩილზე
443
არ უნდა ვიფიქრო, როცა ის არის გვერდით. ეს როგორ უნდა შეგშლო-
დათ?! მართლაც რომ გასაოცარია! დამიჯერეთ, რომ არა თქვენი გამ-
ხნევება და შეგულიანება, ამას თავიდანვე სიგიჟედ ჩავთვლიდი და ოც-
ნებასაც კი ვერ გავბედავდი. რომ არა თქვენი სიტყვები, რომ ამაზე საკ-
ვირველი რამეებიც მომხდარა... რომ კიდევ უფრო შეუფერებელ ქორწი-
ნებებსაც ჰქონია ადგილი... მე ვერც კი გავბედავდი... ვერც კი დავუშვებ-
დი, რომ... მაგრამ რადგან თქვენ, ვინც მას დაბადებიდან იცნობთ...
– ჰარიეტ! – ემა ცდილობდა, თავი ხელში აეყვანა, – მოდით, გავარ-
კვიოთ ყველაფერი ისე, რომ მორიგი შეცდომა გამოვრიცხოთ. თქვენ
მხედველობაში გყავთ... მისტერ ნაიტლი?
– დიახ. სხვაზე არც კი მიფიქრია... და მეგონა, ეს თქვენც იცოდით; ეს
სრულიად ცხადი იყო, როცა მასზე ვლაპარაკობდით.
– არც ისე, – მიუგო ემამ ნაძალადევი სიმშვიდით, – რადგან ყველა-
ფერი, რაც მაშინ თქვით, ჩემთვის სულ სხვა ადამიანზე მიანიშნებდა.
შემიძლია, ლამის დავიფიცო კიდეც, რომ მისტერ ფრენკ ჩერჩილი ახსე-
ნეთ. დარწმუნებული ვიყავი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ მხედ-
ველობაში გქონდათ ის სამსახური, რაც მისტერ ფრენკ ჩერჩილმა გაგი-
წიათ ბოშების ინციდენტისას.
– ოჰ, მის ვუდჰაუზ! დაგავიწყდათ...
– არა, ჰარიეტ, ჩემო ძვირფასო, გადასარევად მახსოვს ძირითადი
არსი იმისა, რაც მაშინ გითხარით. გითხარით, არ მიკვირს, მსგავსი
გრძნობები რომ გაგიჩნდათ, ეს, მის მიერ გაწეული სამსახურის გათვა-
ლისწინებით, სრულიად ბუნებრივია-მეთქი... თქვენც დამეთანხმეთ,
მხურვალედ დამიდასტურეთ, რომ მთლიანად აცნობიერებდით ამ სამ-
სახურის მნიშვნელობას; იმ შეგრძნებებზეც კი ილაპარაკეთ, რაც მისი
დანახვისას დაგეუფლათ, როცა თქვენს გადასარჩენად მოიჩქაროდა.
ნათლად მახსოვს ეს ყველაფერი.
– ღმერთო ჩემო! – წამოიძახა ჰარიეტმა, – ახლა მეც მახსენდება ჩვე-
ნი საუბარი... და ვხვდები, რატომაც იფიქრეთ ასე. მაგრამ მე სულ სხვა
რამეს ვგულისხმობდი... ბოშები და მისტერ ფრენკ ჩერჩილი კი არ მყავ-
და მხედველობაში... არა! – ჰარიეტი სულ უფრო ემოციურად ლაპარა-
444
კობდა, – მე ბევრად ღირებულ შემთხვევას ვგულისხმობდი, კერძოდ კი
იმას, რომ მისტერ ნაიტლიმ საცეკვაოდ გამიწვია მაშინ, როცა მისტერ
ელტონმა დამამცირა. სწორედ ამ დიდსულოვანმა საქციელმა დამარ-
წმუნა, რომ მისტერ ნაიტლი ყველა სულიერ არსებას აღემატება.
– ღმერთო, დიდებულო! – წამოიყვირა ემამ, – ყოვლად უიღბლო, სა-
ვალალო შეცდომა დავუშვი! ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ?
– ანუ... არ შემაგულიანებდით, სწორად რომ გაგეგოთ ჩემი, არა?
თუმცა, სხვა თუ არაფერი, არც ისე ცუდ დღეში ვარ, როგორც მეორე
ჯენტლმენის შემთხვევაში ვიქნებოდი... ჯერ კიდევ შესაძლებელია,
რომ...
ჰარიეტი გაჩუმდა. ემაც დამუნჯებულიყო.
– სულ არ მიკვირს, მის ვუდჰაუზ, – განაგრძო ჰარიეტმა, – რომ ამ
ორ კაცს შორის უზარმაზარ სხვაობას ხედავთ, გინდ ჩემზე იყოს ლაპა-
რაკი და გინდ ნებისმიერ სხვა ქალზე. ალბათ ფიქრობთ, რომ მისტერ
ფრენკ ჩერჩილთან შედარებით, ეს ადამიანი ხუთი მილიონი თავით
მაღლა დგას ჩემთვის... ან ნებისმიერი სხვა ქალისთვის... მაგრამ იმედი
მაქვს, მის ვუდჰაუზ, თუ დავუშვებთ, რომ... თუ... რაც უნდა უცნაურად
ჩანდეს... მაგრამ თქვენი თქმის არ იყოს, ამაზე საკვირველი რამეებიც
მომხდარა, კიდევ უფრო შეუფერებელ ქორწინებებსაც ჰქონია ადგილი,
ვიდრე ჩემი და მისტერ ფრენკ ჩერჩილისა იქნებოდა, გამოდის, ასეთი
რამეც კი მომხდარა... და თუ ძალიან გამიმართლებს, თუ ძალიან, ძა-
ლიან გამიმართლებს... თუ მისტერ ნაიტლის მართლა... თუ მისთვის ეს
შეუფერებლობა არ წარმოადგენს პრობლემას, იმედს ვიტოვებ, თქვენ
წინააღმდეგ არ განეწყობით და დაბრკოლებების შექმნას არ შეეცდე-
ბით, ჩემო უძვირფასესო მის ვუდჰაუზ... მჯერა, რომ ასე არ მოიქცევით!
თქვენ ხომ მეტისმეტად კეთილი ხართ!
ჰარიეტი ერთ-ერთ ფანჯარასთან იდგა. ემამ, რომელიც შიშისგან გა-
შეშებულიყო, მისკენ გაიხედა და ნაჩქარევად ჰკითხა: – და გაქვთ რაიმე
საფუძველი, იფიქროთ, რომ მისტერ ნაიტლისაც აქვს საპასუხო გრძნო-
ბა?

445
– დიახ, – მორცხვად, თუმცა უშიშრად უპასუხა ჰარიეტმა, – საფუძ-
ველი ნამდვილად მაქვს.
ემამ მყისვე აარიდა მეგობარს თვალი. ჩუმად, გაუნძრევლად იჯდა
და ფიქრობდა. რამდენიმე წუთიც საკმარისი იყო საკუთარ გულისწა-
დილში გასარკვევად. მისი გონება ერთხელ მაინც თუ გაუხსნიდა ეჭვებს
კარს, მერე ძალიან სწრაფად აღწევდა წარმატებას.
ჰოდა, საკუთარ თავს გამოუტყდა და აღიარა, რატომაც იყო უარესი,
ჰარიეტს მისტერ ნაიტლი ჰყვარებოდა ფრენკ ჩერჩილის ნაცვლად; რა-
ტომ სცემდა შიშის ზარს და რატომ უორმაგებდა ტკივილს ჰარიეტის
იმედი მისტერ ნაიტლისგან საპასუხო გრძნობებისა? ამ კითხვებზე პა-
სუხი ელვის სისწრაფით ლამის ლახვარივით ჩაესო გონებაში: მისტერ
ნაიტლის ცოლად არავინ არ უნდა შეერთო თავად ემას გარდა!
რამდენიმე წუთი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ ემას მთელი
სიცხადით გაეცნობიერებინა საკუთარი ქცევა თუ გრძნობები. ასე ნათ-
ლად პირველად გაიაზრა, როგორ უმსგავსოდ ექცეოდა თურმე ჰარიეტს,
როგორი დაუდევარი, არადელიკატური, ირაციონალური და გულქვა
იყო მის მიმართ! როგორ ბრმად, გიჟურად მოქმედებდა! ემა მზად იყო,
თავისი საქციელი ყველაზე საშინელი ეპითეტებით შეემკო. და მაინც,
საკუთარი თავის პატივისცემამ და ჰარიეტის მიმართ სამართლიანობის
შეგრძნებამ (თანაგრძნობას ნამდვილად არ საჭიროებდა გოგო, რომელ-
საც სჯეროდა, რომ ის მისტერ ნაიტლის უყვარდა, მაგრამ სამართლია-
ნობა ითხოვდა, რომ ემას თავისი სიცივით ახლა ის კიდევ უარეს დღეში
არ ჩაეგდო) ემა იმ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, რომ კვლავ მშვიდად
მჯდარიყო და წყნარად, ხაზგასმული კეთილგანწყობითაც კი ბოლომდე
გაეძლო ამ ყველაფრისათვის. საკუთარი კეთილდღეობისთვისვე სჯობ-
და, კარგად გაერკვია, რამდენად შორს წასულიყო ჰარიეტი საკუთარ
იმედებში. თანაც, ჰარიეტს არაფერი ჩაედინა ისეთი, რაც მას ემას სიყ-
ვარულისა და ინტერესის უფლებას ჩამოართმევდა – ყველა უფლება
ემას საკუთარი ნებით ერგუნებინა მისთვის; ჰარიეტი არ იმსახურებდა
იმ ადამიანის გულგრილობას, რომლის რჩევებსაც სიკეთე არასდროს
მოეტანა. ასე რომ, ემამ ემოციები მოთოკა, ჰარიეტს მიუბრუნდა და
446
უფრო გამამხნევებელი ტონით განაახლა საუბარი. საკითხი, რითაც მა-
თი დიალოგი დაიწყო (ჯეინ ფეარფაქსის საკვირველი ამბავი), ცხადია,
ჩაიკარგა. ახლა ორივე მხოლოდ საკუთარ თავზე დარდობდა.
ჰარიეტი ამასობაში არცთუ უსიამოვნო ოცნებებში ჩაძირულიყო,
მაგრამ მაინც ძალიან გაუხარდა, მეგობრის, თანაც მის ვუდჰაუზისთანა
უბადლო მსაჯულის, გამამხნევებელმა ტონმა რომ გამოაფხიზლა. მცი-
რე შეგულიანება და მის სმითი საკუთარ იმედებს აღტაცებით, თუმცკი
ძრწოლით აღწერდა. ემას ძრწოლა – კითხვებისა დასმისა და პასუხების
მოსმენის დროს – უკეთ იყო შენიღბული, ვიდრე ჰარიეტისა, თუმცა მი-
სას არაფრით ჩამოუვარდებოდა. მის ვუდჰაუზს ხმა არ უთრთოდა, მაგ-
რამ უჩვეულოდ ცქმუტავდა, რაც სრულიად ბუნებრივი იყო ორიოდე
წუთის წინ გაკეთებული აღმოჩენის გათვალისწინებით. უსმენდა ჰარიე-
ტის ისტორიას და იტანჯებოდა, თუმცა გარეგნულად არაფერს იტყობ-
და. რა თქმა უნდა, ჰარიეტის მონათხრობი თანმიმდევრული და ლოგი-
კური ვერაფრით იქნებოდა, მაგრამ ემას ამ აბდაუბდის დედააზრიც
გულს უკუმშავდა, მით უმეტეს, რომ გამამყარებელ მტკიცებულებებს
საკუთარ მეხსიერებაშიც მრავლად პოულობდა: აგონდებოდა მისტერ
ნაიტლის გაკეთილშობილებული წარმოდგენა მის სმითზე.
მისტერ ნაიტლის ქცევაში ცვლილებები ჰარიეტს იმ ორი საბედისწე-
რო ცეკვის შემდეგ შეენიშნა. ემასაც ახსოვდა, რომ სწორედ ამ მოვლე-
ნის მერე დარჩა მისტერ ნაიტლი ჰარიეტით სასიამოვნოდ გაკვირვებუ-
ლი. სწორედ იმ საღამოდან ან იმ წუთიდან მაინც, როცა ემამ მეგობარს
ჯენტლმენზე ფიქრის უფლება მისცა – ჰარიეტს შეემჩნია, რომ მისტერ
ნაიტლი მეტს ელაპარაკებოდა და ნამდვილად სხვანაირად –კეთილად
და თბილად ექცეოდა; სხვებთან ერთად სეირნობისას უფრო ხშირად
მიდიოდა მასთან; ხშირად ამოუდგებოდა გვერდით და მეტად ტკბილად
ემუსაიფებოდა, თითქოს მისი უკეთ გაცნობას ლამობდა. ეს ყოველივე
ემასაც ახსოვდა; თავადაც იყო ცვლილების მომსწრე... თითქმის იმდე-
ნივეს ამჩნევდა, რამდენსაც ჰარიეტი... მის სმითი მისტერ ნაიტლის მი-
ერ ნათქვამ ქათინაურებსა და საქებარ სიტყვებს იმეორებდა... ემა კი
გრძნობდა, რომ ეს ფრაზები მართლაც შეესაბამებოდა მისტერ ნაიტ-
447
ლის მოსაზრებებს ჰარიეტზე, რომელთაც ემასაც ხშირად უზიარებდა:
აქებდა ჰარიეტს უეშმაკობისა და ბუნებრიობისთვის, უბრალო, პატიო-
სანი, სულგრძელი გრძნობებისთვის...
მისტერ ნაიტლის ყურადღების დამადასტურებელი ბევრი სხვა
წვრილმანიც ახსოვდა ჰარიეტს – გამოხედვა, საუბარი, გოგონას გვერ-
დით ჩამოჯდომა, გადაკრული კომპლიმენტები, რაც ემას ყურადღების
მიღმა დარჩენოდა. ფაქტები, რომელთა მოყოლასაც დაახლოებით ნახე-
ვარი საათი სჭირდებოდა და რომლებიც სრულიად გამოჰპარვოდა ემას,
უამრავ საბუთს შეიცავდა მთხრობელისათვის, თუმცა, ბოლო ორი მო-
გონება, რომლებიც ყველაზე მეტად აიმედებდა ჰარიეტს, თავის დროზე
არც ემას დარჩენოდა შეუმჩნეველი. პირველი იყო მათი განცალკევება
დონველში, ცაცხვნარში სეირნობისას, სანამ მათ ემა არ შეუერთდა...
ჰარიეტის ღრმა რწმენით, მისტერ ნაიტლი გარჯილიყო კიდეც, ჰარიეტი
მარტო რომ დაეგულებინა, და ისე მრავალმნიშვნელოვნად ესაუბრებო-
და, როგორც არასდროს... მართლაც საოცრად მრავალმნიშვნელოვნად!
ამის გახსენებაზე ჰარიეტი წამოწითლდა კიდეც. მისტერ ნაიტლის ლა-
მის ისიც უკითხავს, თქვენი გული თავისუფალია თუ არაო, თუმცა, მის
ვუდჰაუზის გამოჩენისთანავე თემა შეუცვლია და სოფლის მეურნეობა-
ზე წამოუწყია ლაპარაკი.
მეორე შემთხვევა იმ დილას მოხდა, როცა ემა ბეიტსებთან იყო
სტუმრად, მისტერ ნაიტლი კი ჰარტფილდში ბოლო დღეს ატარებდა.
ემას მოსვლამდე, მთელი ნახევარი საათი, ჯენტლმენი ჰარიეტის გვერ-
დით იჯდა და ესაუბრებოდა... არადა, მოსვლისას განუცხადებია, ხუთ
წუთზე მეტხანს ვერ დავრჩებიო... საუბრის დროს, ჰარიეტისთვის უთ-
ქვამს, ლონდონში უნდა წავიდე, თუმცა, საერთოდ არ მაქვს სურვილი,
სახლი დავტოვოო.
ემა უცებ მიხვდა, რომ მისტერ ნაიტლის მასთან ამდენი არ უღიარე-
ბია, და საშინლად ეტკინა გული. მცირე დაფიქრების შემდეგ კი, პირველ
ისტორიასთან დაკავშირებით შემდეგი კითხვის დასმა გაბედა: – ნუთუ
არ შეიძლება, რომ... იქნებ, როცა ის, თქვენი აზრით, თქვენს გრძნობებ-

448
ზე გეკითხებოდათ, მისტერ მარტინი ჰყავდა მხედველობაში? იქნებ,
მისტერ მარტინის გამო...
– მისტერ მარტინი?! არა, რას ამბობთ! – ჰარიეტმა კატეგორიულად
უარყო ემას ეჭვი, – მისტერ მარტინზე ერთი პატარა მინიშნებაც კი არ
მახსოვს. მისტერ მარტინი ოდნავადაც აღარ მადარდებს და, იმედი
მაქვს, სხვებიც მშვენივრად ხვდებიან ამას.
სამხილების ჩამოთვლის დასრულების შემდეგ ჰარიეტი თავის ძვირ-
ფას მის ვუდჰაუზს მიუბრუნდა და სთხოვა, მითხარით, რას ფიქრობთო.
– ამაზე თავიდან ფიქრსაც კი ვერ გავბედავდი, თქვენ რომ არა... –
დასძინა მან, – თქვენ ხომ მითხარით, ფრთხილად იყავით და დააკვირ-
დით, დაე, მისი ქცევა იყოს თქვენი გრძნობების მეგზურიო. დაგიჯერეთ
და ახლა თითქოს ვგრძნობ, რომ ვიმსახურებ მას; ხოლო თუ ისიც მე
ამირჩევს, ეს არცთუ დიდი საოცრება იქნება.
ამ სიტყვებმა ემას გული მოუკლა; მას უზარმაზარი ძალისხმევა დას-
ჭირდა ასეთი პასუხისათვის: – ჰარიეტ, მხოლოდ იმის თქმას გავბედავ,
რომ მისტერ ნაიტლი არ იკადრებს, საკუთარ გრძნობებზე მცდარი წარ-
მოდგენა შეუქმნას ქალს ან გადაჭარბებული იმედით აღავსოს ის.
ასეთი დამაკმაყოფილებელი პასუხისთვის ჰარიეტი მზად იყო, გაეღ-
მერთებინა მეგობარი, თუმცა, მისი აღფრთოვანებისა და სიყვარულის
გამოვლინებებისგან, რაც იმწუთას ყველაზე საზარელი სასჯელი იქნე-
ბოდა, ემა მამის ნაბიჯების ხმამ იხსნა. მისტერ ვუდჰაუზი ჰოლიდან
მათკენ მიემართებოდა. ჰარიეტი ისე ღელავდა, რომ: „თავის ხელში აყ-
ვანა უჭირდა... და მისტერ ვუდჰაუზი რომ არ შეეშფოთებინა, აჯობებ-
და, წასულიყო“. ემამ მგზნებარედ მოუწონა გადაწყვეტილება და ჰა-
რიეტი მეორე კარიდან გავიდა... მარტო დარჩენილ ემას მყისვე გაუელ-
ვა საზარელმა ფიქრმა: „ღმერთო ჩემო! ნეტავ, არასდროს გამეცნო!“ ის
დღეც და მთელი ღამე ფიქრში გაატარა. ბოლო რამდენიმე საათში იმ-
დენი რამ დაატყდა თავს, რომ საგონებელში ჩავარდნილიყო. ყოველ
მომდევნო წუთს ახალი სიურპრიზი მოჰქონდა, ყოველ სიურპრიზს კი –
დამცირება. როგორ ცხოვრობდა ამდენ ხანს ასეთ სიცრუეში?! ვერაფ-
რით ხსნიდა გულისა თუ გონების შეცდომებს – თავის სრულ სიბრმავეს!
449
ხან გაუნძრევლად იჯდა, ხან კი ბოლთას სცემდა თავის ოთახსა თუ
ბაღში. საკუთარ თავს ვერაფრით ჰპატიობდა ასეთ სისუსტეს, რომ და-
უშვა და სხვებს უფლება მისცა, აბუჩად აეგდოთ; თავს ყოვლად უბედუ-
რად გრძნობდა და ეჭვიც აღარ ეპარებოდა, რომ ეს დღე მხოლოდ და-
საწყისი იყო სამუდამო უბედურებისა.
ყოველ თავისუფალ წამს, როცა მამაზე არ ზრუნავდა, დაუღალავად
ცდილობდა, საკუთარ გრძნობებში საფუძვლიანად გარკვეულიყო: რო-
დიდან გახდა მისტერ ნაიტლი მისთვის ასეთი ძვირფასი ან როდის და-
იწყო ემაზე განუსაზღვრელი გავლენის მოხდენა? როდის დაიკავა მის
გულში ადგილი, რომელიც ერთ დროს, თუნდაც მცირე ხნით, ფრენკ
ჩერჩილს ეკავა? ემა წარსულში იჩიჩქნებოდა და ამ ორ კაცს გაუთავებ-
ლად ერთმანეთს ადარებდა... ადარებდა ისე, როგორც სინამდვილეში
ხედავდა მათ იმ დროიდან მოყოლებული, როცა ფრენკ ჩერჩილი გამოჩ-
ნდა... ადარებდა ისე, როგორც ნებისმიერ სხვა დროს შეადარებდა, ერ-
თხელ მაინც რომ მოსვლოდა თავში ასეთი რამ... და მოულოდნელად
გააცნობიერა, რომ არასდროს ყოფილა ისეთი წამი, მისტერ ნაიტლი
ბევრად უკეთეს კაცად არ ჩაეთვალა ან მისი სითბო უფრო ძვირფასად
არ მიეჩნია; ფუჭ ახირებებს აყოლილი კი, სურვილების საპირისპიროდ
მოქმედებდა, როცა თავს რაღაცებს აჯერებდა... თურმე გულისთქმას არ
უსმენდა... ერთი სიტყვით, ფრენკ ჩერჩილი სინამდვილეში არასდროს
ადარდებდა!
ასეთი გახლდათ ემას ვრცელი მსჯელობის პირველი დასკვნა, რომე-
ლიც პირველ კითხვაზე გაცემული პასუხის შედეგად მიიღო და რისთვი-
საც არცთუ ისე დიდი დრო დასჭირდა. ერთდროულად, დარდობდა კი-
დეც და ძალიანაც ბრაზობდა საკუთარ თავზე. რცხვენოდა თავისი ყვე-
ლა ემოციის, გარდა იმისა, რომელსაც ახლახან ახადა ფარდა.
მისტერ ნაიტლიზე ფიქრების გარდა, ყველა სხვა ფიქრი გულს ურევ-
და.
რა აუტანლად პატივმოყვარე იყო, როცა სჯეროდა, რომ ყველას გუ-
ლის საიდუმლოს ამოხსნა შეეძლო, და უპატიებლად ამპარტავანი, რო-
ცა სხვათა ბედის მოწყობას ცდილობდა! ახლა ხომ გამოჩნდა, როგორ
450
ცდებოდა ყველაფერში! ჰარიეტსაც ცუდად მოექცა, საკუთარ თავსაც
და – რისაც ყველაზე მეტად ეშინოდა – შესაძლოა, მისტერ ნაიტლისაც.
ამ ყოვლად უთანასწორო კავშირზე, თუკი ამ კავშირს განხორციელება
ეწერა, მთელი პასუხისმგებლობა ემას კისერზე იქნებოდა, რადგან სწო-
რედ მან მისცა დასაბამი. ემას ღრმა რწმენით, მისტერ ნაიტლის არ გა-
უჩნდებოდა გრძნობა, ჰარიეტისგანაც რომ არ ეგრძნო რამე; მეტიც, ჰა-
რიეტს, უბრალოდ, ვერასდროს გაიცნობდა, რომ არა ემას ხუშტურები.
მისტერ ნაიტლი და ჰარიეტ სმითი! ამასთან შედარებით, სხვა ყველა-
ფერი რიგითი მოვლენა იყო. ამის ფონზე, ფრენკ ჩერჩილისა და ჯეინ
ფეარფაქსის რომანიც კი არაფრით გამორჩეულ, ბანალურ ამბად ჩანდა.
მისტერ ნაიტლი და ჰარიეტ სმითი! რამხელა წინსვლაა ჰარიეტისთვის
და რამხელა უკუსვლა მისტერ ნაიტლისთვის! ემას თავზარს სცემდა
იმაზე ფიქრი, როგორ დაქვეითდებოდა ჯენტლმენი საზოგადოების
თვალში; თავზარს სცემდა ცინიკური ღიმილის, დამცინავი მზერისა თუ
ღვარძლიანი მხიარულების წარმოდგენა, რასაც ეს ქორწინება გამოიწ-
ვევდა. ან მისი ძმა როგორ დამცირებულად იგრძნობდა თავს, როგორ
განაწყენდებოდა! ათასი პრობლემა თუ უხერხულობა შეექმნებოდა თა-
ვად მისტერ ნაიტლისაც... ნუთუ ეს შესაძლებელი იყო?! განა შეიძლე-
ბოდა იმის დაშვება, რომ საუკეთესო თვისებებისა თუ შესაძლებლობე-
ბის კაცი საშუალოზე დაბალ საფეხურზე გადავიდოდა?! კაცი, რომელ-
საც ყველა უნარი და წინაპირობა ჰქონდა, თავად აერჩია სატრფო, იმ
გოგოს ჯილდო გახდებოდა, ვინც პირიქით ნადირობდა მასზე?! ნუთუ
ასეთი უთანასწორობა, არათანმიმდევრულობა, შეუთავსებლობა და-
საშვები იყო თანამედროვე სამყაროში?! განა შეიძლებოდა, ადამიანის
ბედი მხოლოდ გარემოებებსა და შემთხვევითობას გადაეწყვიტა?
ოჰ! ნეტავ, ასე არასდროს დაახლოებოდა ჰარიეტს! ნეტავ, დაეტოვე-
ბინა იქ, სადაც ნამდვილად იყო მისი ადგილი, როგორც ეს მისტერ ნა-
იტლიმ ურჩია ოდესღაც! რად შეუშალა ხელი მის ქორწინებას ყოვლად
მისაღებ მისტერ მარტინზე?! ის ხომ მართლაც ნამდვილ ბედნიერებასა
და პატივისცემას მოუტანდა მის სმითს იმ წრეში, რომელსაც ის სინამ-
დვილეში ეკუთვნოდა... ახლა კი ყველაფერი უკეთ იქნებოდა!
451
საერთოდაც, როგორ დაუშვა ჰარიეტმა, რომ მისტერ ნაიტლიზე ფიქ-
რი შეეძლო?! როგორ გაბედა, წარმოედგინა, რომ ასეთი კაცის რჩეულად
ყოფნის უფლება ჰქონდა?! ჰარიეტის უწინდელი თავმდაბლობა და ეჭ-
ვები სადღაც გამქრალიყო და საკუთარი არასრულფასოვნება – გნე-
ბავთ, ინტელექტუალური, გნებავთ, წარმომავლობასთან დაკავშირებუ-
ლი – უმნიშვნელოდ ქცეულიყო. მისტერ ელტონისთვის მასზე დაქორ-
წინება რომ დაკნინების ტოლფასი იქნებოდა, ამას ხომ აცნობიერებდა,
მაშ, მისტერ ნაიტლისთვის... ღმერთო! ამაშიც ემას ხელი ერია! განა თა-
ვად არ გაისარჯა, დაერწმუნებინა მეგობარი, რომ მნიშვნელოვანი ფი-
გურა იყო; განა არ ასწავლა, რომ მაღალი საზოგადოებისთვის თავაწე-
ულს გაესწორებინა მზერა და მასში საკუთარი თავი დაენახა? თავმდა-
ბალი გოგონას პატივმოყვარე ქალად ქცევა სწორედ ემას „დამსახურე-
ბა“ იყო.

452
თავი 12

სანამ საფრთხის წინაშე არ დადგა, ემას აზრადაც არ მოსვლია, და-


ფიქრებულიყო, თუ რამდენად იყო მისი ბედნიერება მისსავე პირველო-
ბაზე დამოკიდებული: დიახ, ის პირველი უნდა ყოფილიყო ჯენტლმენის
ინტერესებშიც და გრძნობებშიც. სანამ ასე იყო და სანამ ეს სრულიად
ბუნებრივ, დამსახურებულ რეალობად მიაჩნდა, ტკბებოდა საკუთარი
როლით, რომლის მნიშვნელობა მაშინღა გააცნობიერა, როცა მიხვდა,
რომ მისი ადგილი სხვა ქალბატონს უნდა დაეკავებინა. ემა დიდხანს,
ძალიან დიდხანს პირველი იყო: მისტერ ნაიტლის ნათესავი ქალები არ
ჰყავდა და მას მხოლოდ იზაბელა თუ გაეჯიბრებოდა თავისი უფლებე-
ბით ჯენტლმენთან, რომელიც ძალიან აფასებდა ძმისცოლს. არადა, ამ
პირველობას თურმე სულაც არ იმსახურებდა: დაუდევარი და თავნება,
უგულებელყოფდა ჯენტლმენის რჩევებს ან განზრახ უჯიუტდებოდა,
ხშირად კი მხოლოდ იმიტომ ეკამათებოდა, რომ თავისი მცდარი, უტი-
ფარი აზრი გაეტანა... და მაინც, ოჯახური კავშირის, ჩვევისა და კე-
თილშობილების გამო, მისტერ ნაიტლის ის გამორჩეულად უყვარდა,
ბავშვობიდან თვალს ადევნებდა, ცდილობდა, უკეთეს ადამიანად ექცია,
ყველაფერს აკეთებდა, გოგონას მუდამ სწორ გზაზე ევლო... ემას ეჭვიც
არ ეპარებოდა, რომ ყველა ნაკლის მიუხედავად, მისტერ ნაიტლისთვის
მაინც ძვირფასი იყო, შესაძლოა, ძალიან ძვირფასიც, მაგრამ მის ვუდ-
ჰაუზს ერთხელაც არ მიუცია თავისთვის უფლება, ზედმეტი იმედით
განმსჭვალულიყო. ჰარიეტ სმითი შეიძლება ფიქრობდა, რომ იმსახუ-
რებდა მისტერ ნაიტლის მგზნებარე სიყვარულს, მაგრამ ემა ვერც კი გა-
ბედავდა ამის გაფიქრებას. თანაც, ამასწინათ ხომ დარწმუნდა, როგორი
მკაცრი იყო მის მიმართ მისტერ ნაიტლი და როგორ ულმობლად და-
ტუქსა იგი! არა, არც იმდენად ულმობლად, რომ ემას შეურაცხყოფი-
ლად ეგრძნო თავი, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ სამართლიანობისად-
მი ერთგულება და საღი აზრით ნაკარნახევი კეთილმოსურნეობა ალა-
პარაკებდა და არა რაიმე ნაზი გრძნობები. ემას არაფრის იმედი არ
ჰქონდა, გარდა იმისა, (ამის ხან მსუბუქად, ხანაც უფრო ძლიერად სჯე-
453
როდა), რომ ჰარიეტი ცდებოდა და ჯენტლმენის დამოკიდებულებას აზ-
ვიადებდა. ოჰ, ნეტავ მართლაც ასე ყოფილიყო – მისტერ ნაიტლის გუ-
ლისთვისვე, სულ რომ არავითარი ხეირი არ მოეტანა თავად ემასთვის
და ჯენტლმენიც უცოლოდ დარჩენილიყო. ემა სავსებით კმაყოფილი იქ-
ნებოდა, თუ მისტერ ნაიტლი არასდროს დაქორწინდებოდა. ნეტავ მათი
ურთიერთობა ძველებურად გაგრძელებულიყო; მისი დამოკიდებულება
ემასთან, მამამისთან და, საერთოდ, ყველასთან არასდროს შეცვლილი-
ყო; ნეტავ, დონველსა და ჰარტფილდს შორის ასე ძვირფასი მეგობრობა
და ნდობა ბოლომდე შენარჩუნებულიყო. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქ-
ნებოდა ემას სიმშვიდე სრულად უზრუნველყოფილი. რაც შეეხება თა-
ვის გათხოვებას, ემა ამას კვლავინდებურად გამორიცხავდა: არა, მამას-
თან ვერაფერი დააშორებდა. თვით მისტერ ნაიტლისაც რომ ეთხოვა ხე-
ლი, მაინც არ დაქორწინდებოდა.
და მაინც, ემა მთელი სულითა და გულით ნატრობდა ჰარიეტის
იმედგაცრუებას; იმედოვნებდა, რომ როცა ჰარიეტსა და მისტერ ნაიტ-
ლის კვლავ ერთად ნახავდა, სხვა თუ არაფერი, იმას მაინც გაარკვევდა,
როგორი იყო ამ იმედგაცრუების შანსები. ამიერიდან, ემა მათ კარგად
დააკვირდებოდა და ძველი, მცდარი დაკვირვებებისგან განსხვავებით,
იგივე შეცდომის დაშვების უფლებას თავს ნამდვილადაღარ მისცემდა.
დაკვირვების შანსი ახლოვდებოდა – მისტერ ნაიტლის უკვე ყოველდღე
ელოდნენ... და რაც უფრო მეტს ფიქრობდა, ემა მით უფრო შიშით ელო-
და ამ დღეს... მანამდე ჰარიეტი არ უნდა ენახა. ჯერ ერთი, შეხვედრა
მათ მეგობრობას კარგს არაფერს მოუტანდა: ამ თემის თუნდაც ზოგადი
განხილვა ემას მხოლოდ გულს ატკენდა და უარესად გააღიზიანებდა,
ჰარიეტს კი მაინც ვერაფერში გადაარწმუნებდა; თანაც არ უნდოდა,
უტყუარი მტკიცებულებების გარეშე რაიმე დაეჯერებინა, ამიტომ მეგო-
ბარს წერილი მისწერა და კეთილად, თუმცა კატეგორიულად სთხოვა,
ამ ეტაპზე ჰარტფილდში აღარ მისულიყო. აღიარა, რომ სჯობდა, ერთი
საკითხის კონფიდენციალური განხილვისგან თავი შეეკავებინათ; და
იმედს იტოვებდა, რომ გარკვეული დროის მერე (ემა მხოლოდ პირისპირ
საუბარს გაურბოდა) შეძლებდნენ ყველაფრის დავიწყებას და ისე მოქ-
454
ცევას, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ჰარიეტი ემას დამორჩილდა,
მოიწონა მეგობრის გეგმა და მადლიერიც დარჩა.
ის იყო, ეს საკითხი მოაგვარა, რომ ემას სტუმარი ეწვია და ცოტა
ხნით მოსწყვიტა ფიქრებს, რასაც უკანასკნელი ოცდაოთხი საათის გან-
მავლობაში მთლიანად მოეცვა მისი გონება. ჰარტფილდში მისის უეს-
ტონი მოვიდა. მომავალ რძალთან ყოფილიყო სტუმრად და გადაეწყვი-
ტა, უკანა გზაზე ვუდჰაუზებსაც სწვეოდა. ეს, ერთი მხრივ, მისი მოვა-
ლეობა იყო ემას მიმართ, მეორე მხრივ კი თავადაც ერთი სული ჰქონდა,
ბეიტსებთან ესოდენ საინტერესო ვიზიტის ყველა დეტალი აღზრდილი-
სათვის ეამბა.
მისის ბეიტსთან მისის უესტონს ქმარი გაჰყოლია და ყოვლად ღირ-
სეულადაც შეუსრულებია თავისი როლი ამ გარდაუვალ საქმეში. მაგ-
რამ მერე მისის უესტონს მის ფეარფაქსი სასეირნოდ წაყოლაზე და-
უთანხმებია, რაც უთუოდ უფრო ნაყოფიერი იქნებოდა, ვიდრე მისის
ბეიტსის სასტუმრო ოთახში გატარებული თხუთმეტი წუთი, მთელი თა-
ვისი უხერხული ემოციებით.
ამ თემის მიმართ ზერელე ცნობისმოყვარეობას ემა ჯერ კიდევ
გრძნობდა, ამიტომ მალევე განეწყო მეგობრის მოსასმენად. მისის უეს-
ტონი ბეიტსებთან მეტად აფორიაქებული წასულა; სიმართლე ითქვას,
ამ ეტაპზე სრულებით არ სურდა მათი ნახვა; ერჩივნა, მის ფეარფაქსის-
თვის უბრალოდ მიეწერა და ეს ცერემონიული ვიზიტი ცოტა ხნით გა-
დაედო, სანამ მისტერ ჩერჩილი არ შეურიგდებოდა აზრს, რომ ნიშნო-
ბის ამბავი დიდხანს ვეღარ დაიმალებოდა. მისის უესტონის ღრმა რწმე-
ნით, მისი ვიზიტი ბეიტსებთან მითქმა- მოთქმის გარეშე არ ჩაივლიდა,
რასაც მისტერ უესტონი არ ეთანხმებოდა: მას ერთი სული ჰქონდა, მის
ფეარფაქსისა და მისი ოჯახისათვის თავისი კეთილგანწყობა დაედას-
ტურებინა და არ ადარდებდა, თუ ეს ვიზიტი რაიმე ეჭვებს გამოიწვევ-
და, ვინაიდან, როგორც შენიშნა, „ასეთი რამეები მაინც არ იმალება“.
ემამ ღიმილით იფიქრა, რომ მისტერ უესტონს ნამდვილად ჰქონდა
ამის თქმის საფუძველი. მოკლედ, ცოლ-ქმარი ბეიტსებს ესტუმრა და
ახალგაზრდა ქალბატონის დარდისა და დაბნეულობის მომსწრეც შეიქ-
455
ნა. მის ფეარფაქსი მართლაც იმდენად შეცბუნებული იყო, რომ ხმას
ვერ იღებდა, მისი ყოველი გამოხედვა და მოქმედება კი მოწმობდა, რო-
გორ სტანჯავდა სინდისი. სასიამოვნო და ლამის გულისამაჩუყებელი
სანახავი იყო მოხუცი ქალბატონის წრფელი, მშვიდი სიხარული და მი-
სი ქალიშვილის ეიფორია (აღტაცებისგან ჩვეულ სტილში ვეღარ ლაპა-
რაკობდა). ორივე ისე გულწრფელად და ღირსეულად გამოხატავდა
ბედნიერებას, იმდენადუანგარონი იყვნენ თავიანთ ემოციებში, იმდენს
ფიქრობდნენ ჯეინსა და ყველა სხვა დანარჩენზე და იმდენად ცოტას –
თავიანთ თავზე, რომ შეუძლებელი იყო, გულში სითბო არ ჩაგღვროდა.
მის ფეარფაქსის ჯანმრთელობის ბოლოდროინდელმა პრობლემებმა მი-
სის უესტონს მშვენიერი მიზეზი მისცა, გოგონა ეტლით სასეირნოდ მი-
ეწვია. დარცხვენილი მის ფეარფაქსი თავიდან უარობდა, მაგრამ ბო-
ლოს, მისის უესტონის დაჟინებულ თხოვნას დაჰყვა. მგზავრობისას მი-
სის უესტონმა ისე კეთილად წააქეზა მის ფეარფაქსი, რომ მნიშვნელო-
ვან თემაზეც აალაპარაკა. მის ფეარფაქსმა საუბარი ბოდიშით დაიწყო:
პატიება ითხოვა, ასე მდუმარედ რომ შეგხვდითო, ათასგვარი თბილი
სიტყვით მადლიერება გამოხატა მისის უესტონისა და მისტერ უესტო-
ნის მიმართ, რასაც ისედაც მუდამ გრძნობდა მათდამი. შემდეგ კი ბევრი
ისაუბრეს ნიშნობასა და მომავალზე. მისის უესტონი დარწმუნებული
იყო, რომ გულახდილი საუბარი დიდ შვებას მოჰგვრიდა მის ახალგაზ-
რდა თანამგზავრს, რომელიც ამდენი ხნით გულში ამდენ საიდუმლოს
ატარებდა. ხოლო თავად მისის უესტონი ძალიან კმაყოფილი დარჩა
ყველაფრით, რაც მის ფეარფაქსმა ამ თემაზე უამბო.
– მეტად ემოციურად მიყვებოდა იმ განსაცდელზე, რაც ამდენთვიან-
მა გასაიდუმლოებამ მოუვლინა. აი, მისი სიტყვები: „არ მოგატყუებთ –
ნიშნობის მერე, ბედნიერი წუთებიც მქონდა, მაგრამ ერთი საათიც კი არ
გამიტარებია მშვიდად“. ამ სიტყვებზე ტუჩი აუკანკალდა, ემა, და დავ-
რწმუნდი, რომ რასაც მანამდე გულის სიღრმეში ვგრძნობდი, მართალი
ყოფილა.
– საბრალო გოგო! – წამოიძახა ემამ, – მაშ, ფიქრობს, რომ საიდუმ-
ლოდ დანიშვნა არასწორი საქციელი იყო?
456
– არასწორი?! დარწმუნებული ვარ, მას ისე არავინ ადანაშაულებს,
როგორც თავად იდანაშაულებს თავს. „ამის შედეგად, – მითხრა მან, –
მუდმივ ტანჯვაში აღმოვჩნდი. და ასეც უნდა ყოფილიყო. არასწორ საქ-
ციელს სასჯელი მოჰყვება, თუმცა დასჯის მერეც ბევრი არაფერი იც-
ვლება – არასწორი საქციელი არასწორად რჩება. ამას ტკივილით ვერ
გამოისყიდი. ჩემი საქციელი სრულიად ეწინააღმდეგებოდა სამართლია-
ნობის ჩემეულ აღქმას და, სინდისი მკარნახობს, რომ მოვლენების იღ-
ბლიანი განვითარებაც და ის სიკეთეც, რასაც თქვენგან ვიღებ, დაუმსა-
ხურებელია. ნუ იფიქრებთ, მადამ, რომ ცუდად აღმზარდეს. მცირედ ეჭ-
ვსაც კი ნუ შეიტანთ ჩემს ახლობელთა პრინციპებსა თუ მზრუნველობა-
ში. შეცდომა მხოლოდ ჩემს კისერზეა. მერწმუნეთ, მიუხედავად იმისა,
რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ჩემი გამართლება, გარკვეულწი-
ლად, შეიძლება, გული მისკდება, როცა წარმოვიდგენ, რომ ეს ამბავი
პოლკოვნიკ ქემპბელს უნდა ვუამბო“.
– საბრალო გოგო! – ისევ წამოიძახა ემამ, – მისტერ ფრენკ ჩერჩილი
ალბათ უგონოდ უყვარს, თორემ არც დაინიშნებოდა. როგორც ჩანს,
სიყვარულმა საღ აზრს სძლია.
– ჰო, ეჭვიც არ მეპარება, რომ სიგიჟემდე უყვარს.
– ვშიშობ, – ამოიოხრა ემამ, – მის ფეარფაქსის უბედურებაში მეც
ხშირად შემქონდა წვლილი.
– თქვენ, ჩემო სიყვარულო, ეს უნებლიეთ მოგდიოდათ. თუმცა, ვვა-
რაუდობ, რომ მის ფეარფაქსს ეს საკითხიც ჰქონდა მხედველობაში, რო-
ცა მასა და მის სატრფოს შორის არსებულ გაუგებრობებზე ჩამოაგდო
საუბარი... ხოლო გაუგებრობები რომ მართლაც იყო, ამაზე თავად მის-
ტერ ფრენკ ჩერჩილმა გადამიკრა წერილშისიტყვა... მის ფეარფაქსის
თქმით, ამ განსაცდელის ერთ-ერთი შედეგი ის იყო, რომ გოგონამ საღად
მსჯელობის უნარი დაკარგა. დაუდევარი საქციელის გამო მუდამ სინ-
დისი ქენჯნიდა, მუდამ მოუსვენრად იყო, ადვილად ღიზიანდებოდა, იმ-
დენად, რომ ახალგაზრდა კაცისთვის ამ ყველაფრის ატანა ალბათ
რთული უნდა ყოფილიყო... და იყო კიდეც... „ანგარიშს აღარ ვუწევდი
მის ხასიათსა და განწყობას, – მითხრა მან, – მის არაჩვეულებრივ ხასი-
457
ათს, ხალისიანსა და ცელქ ბუნებას, რაც, წესით, ისევე უნდა მომწონე-
ბოდა, როგორც თავიდან...“ შემდეგ თქვენზე დაიწყო ლაპარაკი – იმ
დიდ სიკეთეზე, მისი ავადმყოფობის დროს რომ იჩენდით, თან, ლოყები
ისე შეეფაკლა, რომ მივხვდი, ყველაფერი ერთმანეთთან იყო დაკავში-
რებული... მთხოვა, რომ თუ საშუალება მომეცემოდა, თქვენთვის მად-
ლობა გადამეხადა. თქვენი მეც უზომოდ მადლიერი ვარ, ემა, თქვენი
ყველა სურვილისა და მცდელობისთვის, მისთვის სიკეთე მოგეტანათ.
მის ფეარფაქსს ძალიან რცხვენია, ყველაფერზე უარს რომ გეუბნებო-
დათ.
– რომ არ ვიცოდე, რომ ახლა ბედნიერია, – სერიოზული ტონით დას-
ძინა ემამ, – ბედნიერი კი ნამდვილად უნდა იყოს, მიუხედავად სინდი-
სის ქენჯნისა, ამ მადლობას ვერ მივიღებდი, მისის უესტონ, რადგან იმ-
დენი ბოროტება გავუკეთე მის ფეარფაქსს, რომ ყველა სიკეთე... ღმერ-
თო! რა გაეწყობა, – ემამ თავი ხელში აიყვანა და შეეცადა, უფრო ხალი-
სიანი ყოფილიყო, – ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ. თქვენი დიდად
მადლობელი ვარ, ასეთი საინტერესო დეტალები რომ მიამბეთ. იმედი
მაქვს, ძალიან ბედნიერი იქნება. თანაც, რა კარგია, მისტერ ფრენკ ჩერ-
ჩილი ამხელა ქონებას რომ ფლობს, თორემ სულიერი ღირსებებით ნამ-
დვილად მის ფეარფაქსი გადასწონის.
ამგვარ დასკვნას მისის უესტონი უპასუხოდ ვერ დატოვებდა. ფრენ-
კზე, ლამის ყველა თვალსაზრისით, საუკეთესო აზრისა იყო, და რაც
უფრო მნიშვნელოვანია – ძალიან უყვარდა. ამიტომ, გერი გულწრფე-
ლად, მეტად რაციონალურად და ემოციურად დაიცვა. თუმცა, ემა აღარ
უსმენდა. მისი ფიქრები ბრანსვიკსა და დონველს შორის ქროდა. მისის
უესტონის სიტყვებზე, ჯერ ის წერილი არ მიგვიღია, ასე ძალიან რომ
ველოდებით, თუმცა იმედი მაქვს, მალე მივიღებთო, იძულებული გახ-
და, რაღაც ალალბედზე ეპასუხა, რადგან ძლივს გაიხსენა, რა წერილს
ელოდებოდნენ ასე ძალიან.
– ემა, ჩემო საყვარელო, თქვენ ხომ კარგად ხართ? – ჰკითხა მისის
უესტონმა გამომშვიდობებისას.

458
– ოჰ! მშვენივრად! ხომ იცით, მე სულ კარგად ვარ. არ დაგავიწყდეთ,
წერილი მოვა თუ არა, შემატყობინეთ.
მის ვუდჰაუზის უსიამოვნო ფიქრებს მისის უესტონის ნაამბობმა
ახალი საზრდო შეჰმატა: კიდევ უფრო მეტი პატივისცემითა და თანაგ-
რძნობით განიმსჭვალა მის ფეარფაქსის მიმართ და კიდევ ერთხელ მწა-
რედ ინანა, რაოდენ უსამართლოდ ექცეოდა მას, როცა უფრო მეტ სიახ-
ლოვეს არ ცდილობდა. გაწითლდა, როცა გააცნობიერა, რომ ამის მიზე-
ზი, ნაწილობრივ მაინც, შური იყო. ნეტავ, მისტერ ნაიტლის სურვილი
გაეთვალისწინებინა და მის ფეარფაქსისადმი მეტი ყურადღება გამოე-
ჩინა, რასაც ის ნამდვილად იმსახურებდა; ნეტავ, ეცადა და გოგონა
უკეთ გაეცნო; ნეტავ, მეგობრობისკენ ნაბიჯი გადაედგა; ნეტავ, ჰარიეტ
სმითის ნაცვლად, თავიდანვე მის ფეარფაქსში ეპოვნა მეგობარი. მეტი
ალბათობით, ახლა ხომ თავისუფალი იქნებოდა ყველა იმ ტკივილისგან,
ასე რომ სტანჯავდა! წარმოშობით, შესაძლებლობებითა და განათლე-
ბით სწორედ მის ფეარფაქსი შეეფერებოდა მეგობრად. და ჰარიეტ სმი-
თი? რას წარმოადგენდა ჰარიეტ სმითი? ემა და მის ფეარფაქსი რომც
არასდროს გამხდარიყვნენ ახლო მეგობრები, მის ფეარფაქსს ის ამ
მნიშვნელოვან საკითხზე თავის მესაიდუმლედ რომც არ ექცია (რაც, სა-
ვარაუდოდ, ასეც იქნებოდა), ემა მას სათანადოდ მაინც გაიცნობდა და
სხვა თუ არაფერი, საძულველ ეჭვებს მაინც არ დაუშვებდა, თითქოს
მის ფეარფაქსს მისტერ დიქსონის მიმართ ჰქონდა გრძნობები. არადა,
ეს ბრიყვული ეჭვები არა მხოლოდ საკუთარ წარმოსახვაში გააბუქა,
არამედ ყოვლად უპატიებლად გაახმოვანა კიდეც.
ძალიან ეშინოდა, რომ წინდაუხედავი ფრენკ ჩერჩილი ჯეინს ამის
შესახებ უამბობდა და უხეშად შელახავდა კიდეც მის ყველაზე სათუთ
გრძნობებს. ემა დარწმუნებული იყო, მის ფეარფაქსს ყველაზე დიდი
ტკივილი ჰაიბერიში სწორედ მან მიაყენა; სამნი ერთად არასდროს ყო-
ფილან ისე, რომ ემას ათასჯერ მაინც არ დაერღვია ჯეინ ფეარფაქსის
სულიერი სიმშვიდე. ბოქს-ჰილი კი ალბათ ბოლო წვეთი იყო.
უსასრულო და მელანქოლიურ საღამოს ჰარტფილდში ამინდიც თა-
ვის წილ სევდას ჰმატებდა. ელვამ და ჭექა-ქუხილმა არ დააყოვნა და
459
ცივი, კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ივლისის ნიშანწყალს მხოლოდ
ქარისგან გაძარცული ხეები და ბუჩქები ამჟღავნებდა და გვიანი მწუხ-
რი, რომლის წყალობითაც ეს პირქუში პეიზაჟები არა და არ იმალებო-
და.
ამინდმა იმდენად ცუდად იმოქმედა მისტერ ვუდჰაუზზე, რომ მისი
გამხნევება მხოლოდ ქალიშვილის ყურადღებას თუ შეეძლო, თუმცა მა-
მის გამხნევება ამხელა ძალისხმევად ემას მანამდე არასდროს დასჯდო-
მია. მოაგონდა მამასთან პირისპირ გატარებული პირველი ნაღვლიანი
საღამო – მისის უესტონის ქორწილის დღე. მაგრამ მაშინ, ჩაის დალევი-
დან მალევე, მამა-შვილთან მისტერ ნაიტლიმ შეიარა და ყოველგვარი
მოწყენილობა გაფანტა. ვაი, რომ ამგვარი საღამოები ჰარტფილდში
სულ მალე წარსულს უნდა ჩაბარებოდა! მაშინ ემას ზამთრის მოახ-
ლოების ეშინოდა, მაგრამ ვუდჰაუზები არცერთ მეგობარს არ მიუტოვე-
ბია, მხიარულება არ მოჰკლებიათ, ახლა კი... ემა ლამის დარწმუნებუ-
ლი იყო, რომ ცუდი წინათგრძნობა აუხდებოდა. მომავალი ისეთ ნის-
ლში ჩაძირულიყო, რომ ასე ადვილად არ გამოიდარებდა... სულ უმნიშ-
ვნელო გამონათებაზეც კი მადლობა უნდა ეთქვა. თუ მისი მეგობრების
წრეში მოსალოდნელი ცვლილება მოხდებოდა, მაშინ ჰარტფილდი და-
ცარიელდებოდა, თავად კი მამამისის ამარა დარჩებოდა და დანგრეულ
ბედნიერებაზე დარდით შეპყრობილს, მის გახალისებაზე ზრუნვა მო-
უწევდა.
ბავშვი, რომელიც რენდალსში დაიბადებოდა, მისის უესტონისთვის
ემაზე ძვირფასი იქნებოდა, დაიკავებდა მთელ მის გულსა და დროს. ემა
და მისტერ ვუდჰაუზი დაკარგავდნენ მისის უესტონსა და, დიდი ალბა-
თობით, მისტერ უესტონსაც. ფრენკ ჩერჩილი ჰაიბერიში აღარ ჩამოვი-
დოდა, მეტიც, ალბათ მალე მის ფეარფაქსსაც თან წაიყვანდა; ისინი
დაქორწინდებოდნენ და ენსკოუმბში ან სადმე ახლომახლო გადავი-
დოდნენ საცხოვრებლად. მოკლედ, ყველაფერს, რაც კი რამ ჰაიბერიში
კარგი იყო, ბოლო მოეღებოდა... და თუკი მათ მისტერ ნაიტლიც მიატო-
ვებდა, მაშინ საერთოდ რაღა დარჩებოდა?! – აღარც ხალისიანი საზო-
გადოება და აღარც გონიერი... ნუთუ მისტერ ნაიტლი საღამოობით ჰარ-
460
ტფილდში აღარ შეივლიდა?! როგორ უნდა შერიგებოდა ამას ემა? თა-
ნაც, თუ მისტერ ნაიტლის ისინი ჰარიეტის გამო დაკარგავდნენ, თუ ჰა-
რიეტის საზოგადოებაში ყოფნა ჯენტლმენისათვის სასურველი აღმოჩ-
ნდებოდა, თუ ჰარიეტი აღმოჩნდებოდა მისი რჩეული, მეგობარი და ცო-
ლი, მაშინ ემას მით უფრო გაუჭირდებოდა – ვერასდროს მოიშორებდა
აზრს, რომ ეს ყველაფერი თავისივე ბრალი იყო.
ემას სევდამ პიკს მიაღწია. უნებლიეთ შეკრთა, ღრმად ამოიოხრა და
ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა... ერთადერთი ნუგეში, რაც თავის ხელ-
ში აყვანაში ეხმარებოდა, იყო ორი მტკიცე გადაწყვეტილება: ამიერი-
დან უკეთ მოქცეულიყო, და მეორე, რაც უნდა ნაკლებად ბედნიერი და
ხალისიანი ყოფილიყო დამდეგი ზამთარი (და, საერთოდაც, მისი ცხოვ-
რების ყოველი მომდევნო ზამთარი), თავად უფრო რაციონალური გამ-
ხდარიყო, უკეთ შეეცნო საკუთარ თავი და გაზაფხულს ნაკლები სინა-
ნულით შეგებებოდა.

461
თავი 13

წვიმდა მეორე დილასაც. ჰარტფილდში კვლავ მოწყენილობა და მე-


ლანქოლია გამეფებულიყო... მაგრამ შუადღისას გამოიდარა. ქარი
თითქმის ჩადგა, ღრუბელი გადაიყარა და მზემაც გამოანათა. ზაფხული
დაბრუნდა. ამგვარი ცვლილება ადამიანებში, როგორც წესი, ენთუზი-
აზმს აღძრავს და ემამაც გადაწყვიტა, გარეთ გასულიყო. ასე არასდროს
მოხიბლულა თვალწარმტაცი პეიზაჟით, სურნელებითა და მშვიდი,
თბილი და ბრდღვიალა დღით, შტორმის მერე რომ იცის ხოლმე. ეს სა-
ნახაობა თანდათან ალბათ სულიერ სიმშვიდესაც მოუტანდა, რაც ძა-
ლიან სჭირდებოდა. ჰოდა, როცა ნასადილევს ერთი საათით მისტერ
ვუდჰაუზთან მისტერ პერიმ შეიარა, ემას აღარ დაუყოვნებია და ბუჩ-
ქნარისკენ გაეშურა. განახლებული ენერგიითა და შედარებით დამშვი-
დებული გონებით მიაბიჯებდა ბუჩქნარში, რომ უცებ მისტერ ნაიტლი
დალანდა – ბაღში შემოსულიყო და მისკენ აეღო გეზი. ემა დაიბნა – წა-
მის წინ ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ჯენტლმენისგან მთელი თექვსმეტი
მილი აშორებდა. თავის ხელში ასაყვანად სულ რამდენიმე წამი ჰქონ-
და. გაწონასწორებული და მშვიდი უნდა ყოფილიყო...
ნახევარ წუთში ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ჩუმად და დაძაბუ-
ლად მიესალმნენ ერთმანეთს. ემამ საერთო ახლობლები მოიკითხა.
„ყველა კარგად გრძნობდა თავს“. „როდის გამოემგზავრა მისტერ ნაიტ-
ლი ბრანსვიკიდან?“ „ამ დილას“. „მაშ, ალბათ, წვიმაში მოუწევდა
მგზავრობა“. „ჰო“.
როგორც გაირკვა, ჯენტლმენი ემასთან ერთად აპირებდა გასეირნე-
ბას, უკვე შეეხედა სასტუმრო ოთახში და რაკი მისტერ ვუდჰაუზს სტუ-
მარი ჰყავდა, ბაღში გამოსულიყო. მისტერ ნაიტლი უხალისოდ გამოი-
ყურებოდა, რაც, ემას დასკვნით, ძმასთან საუბრის შედეგი უნდა ყოფი-
ლიყო – სავარაუდოდ, მისტერ ნაიტლის ძმისთვის საკუთარი გეგმები
გაემხილა და მის რეაქციას გული ეტკინა.
ემა და მისტერ ნაიტლი გვერდიგვერდ მისეირნობდნენ. მისტერ ნაიტ-
ლი ჩუმად იყო, ემას კი ეჩვენებოდა, რომ ჯენტლმენი მისი სახის უკეთ
462
დანახვას ცდილობდა. ამან შიშები გაუმძაფრა: იქნებ, მისტერ ნაიტლი
მასთან ჰარიეტის შესახებ თავის გრძნობებზე საუბარს ლამობდა და
ძველი მეგობრისგან მხარდაჭერას ელოდა... მაგრამ ემა არ, უფრო სწო-
რად, ვერ მისცემდა ბიძგს, თუმცა, ეს დუმილიც ისეთი გაუსაძლისი იყო,
რომ ბოლოს გარისკა და ნაძალადევი ღიმილით სიჩუმე დაარღვია: –
თქვენს არყოფნაში ისეთი ამბავი მოხდა, ვფიქრობ, გაგაკვირვებთ.
– ჰოო?! – დაბალ ხმაზე მიუგო მისტერ ნაიტლიმ და ემას შეხედა, –
რას გულისხმობთ?
– ოჰ, საუკეთესოს! ქორწინებას...
მისტერ ნაიტლიმ მაშინვე არაფერი უპასუხა, ერთი წუთის შემდეგ კი
დასძინა: – თუ მის ფეარფაქსი და მისტერ ჩერჩილი გყავთ მხედველო-
ბაში, უკვე ვიცი.
– საიდან? – ემამ მისტერ ნაიტლის შეხედა და სახეზე ალმური მო-
ედო: უცებ თავში დაჰკრა: „ვაითუ გზად ჰარტფილდისკენ ჯენტლმენმა
მისის გოდარდთან შეიარა...“
– ამ დილას მისტერ უესტონმა ერთი-ორი წინადადება მომწერა სამ-
რევლოს საქმეზე, წერილის ბოლოს კი ეს ამბავიც მაცნობა ორიოდ სიტ-
ყვით.
ემამ შვებით ამოისუნთქა.
– თქვენ ალბათ ყველაზე ნაკლებად გაგიკვირდათ, ვინაიდან გარ-
კვეული ეჭვები ისედაც გქონდათ... არ დამვიწყებია, ერთხელ ჩემი გაფ-
რთხილება რომ სცადეთ... ნეტავ, თქვენთვის დამეჯერებინა... მაგრამ...
– ემას მძიმედ ამოიხვნეშა, – როგორც ჩანს, მე სიბრმავისთვის ვარ გან-
წირული.
ერთხანს ჩუმად მიდიოდნენ, უცებ ჯენტლმენმა ხელზე ხელი მოჰკი-
და, გულთან მიიტანა და გრძნობით, ჩუმად წარმოთქვა: – დრო, ჩემო
უსაყვარლესო ემა, დრო მოაშუშებს ყველა იარას... თქვენი არაჩვეუ-
ლებრივად საღი აზროვნება... თქვენი გამორჩეული პასუხისმგებლობის
გრძნობა მამის მიმართ... ვიცი, რომ არ მისცემთ თავს უფლებას... – მის-
ტერ ნაიტლიმ ემას ხელი კიდევ უფრო ძლიერად მიიბჯინა მკერდზე და
კიდევ უფრო დაბალ ხმაზე კბილებში გამოსცრა: – როგორც ყველაზე
463
ერთგული მეგობარი... რა აღმაშფოთებელია! გარეწარი! – ხმას აუწია
და ბოლო სიტყვები უფრო მტკიცედ წარმოთქვა: – მალე იორკშირში
იქნებიან. უბრალოდ, ახალგაზრდა ქალბატონი მეცოდება. უკეთესს იმ-
სახურებს.
ემა ყველაფერს მიხვდა და მისტერ ნაიტლის ასე სათუთმა გულის-
ხმიერებამ გული სიამით აუჩქროლა.
– ძალიან კეთილი ხართ... – მიუგო, როცა ამ საამო ემოციიდან გამო-
ერკვა, – მაგრამ ცდებით... სიმართლე უნდა იცოდეთ... თანაგრძნობა არ
მჭირდება. მართალია, კეთილგონიერებამ მიმტყუნა... ვერ ვხვდებოდი,
რა ხდებოდა და ამის გამო უამრავი სისულელე ვივარაუდე, ვთქვი და
გავაკეთე, რისაც მუდამ შემრცხვება... მაგრამ არ მაქვს სხვა მიზეზი, ვი-
ნანო, რომ ეს საიდუმლო აქამდე არ ვიცოდი.
– ემა! – წამოიძახა მისტერ ნაიტლიმ და დაჟინებული მზერა მიაპ-
ყრო, – მართლა ასეა? – მცირე პაუზის შემდეგ კი უფრო მშვიდად გა-
ნაგრძო: – არა, არა, სინამდვილეში მე მესმის თქვენი... მაპატიეთ... მი-
ხარია, რომ თუნდაც ამის თქმა შეგიძლიათ... მასზე ნერვიულობა ნამ-
დვილად არ ღირს! იმედი მაქვს, ძალიან მალე არა მხოლოდ გონებით,
გულითაც მიხვდებით ამას... რა კარგია, რომ თქვენი გატაცება რაიმე
ძალიან სერიოზულში არ გადაზრდილა! ვაღიარებ, რომ თქვენი ქცევე-
ბის მიხედვით ვერაფრით ვხვდებოდი, რამდენად ღრმა გრძნობებთან
გვქონდა საქმე... მხოლოდ იმაში ვიყავი დარწმუნებული, რომ მოგწონ-
დათ... მოგწონდათ ის, ვინც, ჩემი ღრმა რწმენით, ამას არ იმსახურებს...
ის მამაკაცთა მოდგმას არცხვენს... და ახლა ეს მშვენიერი ახალგაზრდა
ქალი ერგო ჯილდოდ! ეჰ, ჯეინ, ჯეინ, როგორ იუბედურებთ თავს!
– მისტერ ნაიტლი, – ემა ცდილობდა, ხალისიანი ტონი ჰქონოდა, სი-
ნამდვილეში კი ძალიან დაბნეული იყო, – ერთობ უცნაურ სიტუაციაში
ვარ. ერთი მხრივ, ვერ დავუშვებ, არასწორი წარმოდგენა გქონდეთ, ხო-
ლო მეორე მხრივ, რაკი ჩემი საქციელი ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა,
გამოდის, ზუსტად ისევე უნდა მრცხვენოდეს იმის აღიარების, რომ ეს
ადამიანი არასდროს მყვარებია, როგორც სრულიად საპირისპირო სი-

464
ტუაციაში ჩავარდნილ ქალს შერცხვებოდა... მაგრამ ასეა თუ ისე, მის
მიმართ გრძნობა არასდროს მქონია.
მისტერ ნაიტლი დუმდა. ემას კი ერთი სული ჰქონდა, ჯენტლმენს ხმა
ამოეღო, თუმცა, ამისათვის ჯერ უკეთ უნდა განემარტა ყველაფერი,
თუნდაც მისტერ ნაიტლის თვალში კიდევ უფრო დაკნინებულიყო. და
ემამ დუმილი დაარღვია: – ჩემს საქციელს გამართლება არა აქვს... მის-
მა ყურადღებამ შემაცდინა და თავს უფლება მივეცი, ამით მესარგებ-
ლა... ერთი რიგითი შემთხვევაა, რომელიც ჩემი სქესის ასობით წარმო-
მადგენელს დამართნია. მიუხედავად ამისა, არ მგონია, ეს ამბავი ჩემის-
თანა ადამიანს ეპატიებოდეს, ვინც ყველასა და ყველაფრის გაგებაზე
აცხადებს პრეტენზიას. ჩემს ცდუნებას ბევრმა გარემოებამ შეუწყო ხე-
ლი. ის მისტერ უესტონის ვაჟი გახლდათ... სულ ჩვენთან იყო... მსი-
ამოვნებდა მისი სიახლოვე... მოკლედ, – ემამ ამოიოხრა, – რაც უნდა
გამჭრიახი მიზეზები დავასახელო, ყველა საბოლოოდ ერთზე დადის: ის
პატივმოყვარეობას მიკმაყოფილებდა და მეც ვაძლევდი ყურადღების
გამოხატვის ნებას. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ მისი ყურადღება არა-
ფერს ნიშნავდა ჩემთვის... მასზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია.
კი, თავი მომაწონა, მაგრამ გული ვერ მატკინა. არასდროს მყვარებია.
ახლა უკვე შემიძლია, ავხსნა მისი საქციელი. მას არასდროს უცდია,
შემყვარებოდა. ჩემთან სიახლოვე მხოლოდ რეალური სიტუაციის შესა-
ნიღბად სჭირდებოდა. მისი მიზანიც ეს იყო – გარშემო ყველასთვის აეხ-
ვია თვალი. დარწმუნებული ვარ, ჩემზე მეტად არავინ იყო მოწადინე-
ბული, მოტყუებულიყო... უბრალოდ, ისე მოხდა, რომ მე არ მოვტყუვ-
დი... ძალიან გამიმართლა... მოკლედ, თვითონაც არ ვიცი, რა გზებით,
მაგრამ ამ ამბიდან უვნებლად გამოვძვერი.
აქ უკვე ემა პასუხს ელოდა – სხვა თუ არაფერი, მისი საქციელის გა-
გება მაინც უნდა ეცადათ. მაგრამ მისტერ ნაიტლი ჯიუტად დუმდა და
ღრმად ჩაძირულიყო ფიქრებში.
– ფრენკ ჩერჩილზე კარგი აზრის არასდროს ვყოფილვარ... – ბოლოს
და ბოლოს, ხმა ამოიღო მისტერ ნაიტლიმ, – თუმცა, ვუშვებ, რომ სათა-
ნადოდ ვერ დავაფასე. უმნიშვნელო ნაცნობობა გვაკავშირებდა... ჩემი
465
წარმოდგენა მასზე მართალიც რომ იყოს, აქვს შანსი, გამოსწორდეს...
ჰო, ასეთ ქალთან ეს ნამდვილად შესაძლებელია... არავითარი მიზეზი
არ მაქვს, ფრენკ ჩერჩილს ცუდი ვუსურვო, პირიქით, ახალგაზრდა
ქალბატონის გამო, რომლის ბედნიერებაც ამიერიდან მის ხასიათსა და
ქცევაზეა დამოკიდებული, მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ.
– ეჭვიც არ მეპარება, ერთად ბედნიერები იქნებიან, – დასძინა ემამ, –
მჯერა, რომ წრფელი, ორმხრივი გრძნობა აკავშირებთ.
– საოცრად იღბლიანი კაცია! – წამოიძახა მისტერ ნაიტლიმ, – ასე
ნაადრევად, ოცდასამი წლის ასაკში კაცი, როგორც წესი, ცუდ არჩევანს
აკეთებს ხოლმე. ოცდასამი წლის ასაკში ასეთი განძის ხელში ჩაგდება
საოცარი იშვიათობაა! იღბალია, აბა, რა არის, როცა ასეთი ქალის სიყ-
ვარულს მოიპოვებ, თან, უანგარო სიყვარულს, ვინაიდან ჯეინ ფეარ-
ფაქსის ბუნება ყოველგვარ ანგარებას გამორიცხავს... ყველაფერი
ფრენკ ჩერჩილის სასიკეთოდ აეწყო: თანასწორობა სტატუსში, ჩვევებსა
და მანერებში, რაც ასე მნიშვნელოვანია... ყოველმხრივ თანასწორნი
არიან, ერთ ასპექტს თუ არ ჩავთვლით, და ვინაიდან ჯეინ ფეარფაქსის
წრფელ გრძნობებში ეჭვს ვერავინ შეიტანს, შეიძლება ითქვას, რომ
ახალგაზრდა კაცს ამ მხრივაც ძალიან გაუმართლა: ის ცოლს ყველა იმ
სიკეთით უზრუნველყოფს, რაც მას აკლია. კაცს მუდამ სურს, ქალი
უკეთეს სახლში წაიყვანოს, შესაბამისად, ჩემი აზრით, ყველაზე ბედნი-
ერია ის კაცი, ვინც ამას ახერხებს, მით უმეტეს, როცა ქალის უანგარო
სიყვარული კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ფრენკ ჩერჩილს მართლაც
ბედი წყალობს. ყველაფერი მის სასიკეთოდ წარიმართა: კურორტზე გა-
იცნო ახალგაზრდა ქალი და მისი სიყვარული მოიპოვა... დაუდევრად კი
მოექცა, მაგრამ ქალის კეთილგანწყობა მაინც ვერ დაასუსტა... მასა და
მის ოჯახს მთელ მსოფლიოში იდეალური ქალის მოძებნა რომ ეცადათ,
ჯეინ ფეარფაქსზე უკეთესს ვერავის იპოვიდნენ... ერთადერთი დაბრკო-
ლება ბიცოლაა, რომელიც კვდება... ფრენკ ჩერჩილმა მხოლოდ უნდა
გაახმოვანოს თავისი ზრახვები... მისი ახლობლები მზად არიან, ხელი
შეუწყონ მის ბედნიერებას... მან ყველა ბოროტად გამოიყენა, მაგრამ
ყველა დიდსულოვნად ჰპატიობს მას... იღბლიანი კაცია, აბა, რა არის!
466
– ისე საუბრობთ, თითქოს გშურთ მისი.
– ჰო, ემა, მშურს. ერთი თვალსაზრისით, მართლაც მშურს.
ემა გაჩუმდა. ნახევარი წინადადებაც და, ალბათ, ჰარიეტის თემას
მიადგებოდნენ. ერთადერთი, რაც ამწუთას ემას უნდოდა, ამ თემის თა-
ვიდან არიდება იყო. სრულიად განსხვავებულ საკითხზე უნდა წამოეწ-
ყო საუბარი, კერძოდ კი – ბავშვების შესახებ ბრანსვიკში. ჰაერი ჩა-
ისუნთქა და რაღაცის თქმა დააპირა, რომ უცებ მისტერ ნაიტლიმ თავ-
ზარდამცემი სიტყვა წარმოთქვა: – არ მეკითხებით, რა არის შურის მი-
ზეზი. როგორც ჩანს, მტკიცედ გადაგიწყვეტიათ, არ დაინტერესდეთ.
ჭკვიანურადაც იქცევით... მაგრამ მე ახლა ვერ ვიქნები ჭკვიანი, ემა. მე
უნდა გითხრათ ის, რასაც თქვენ არ მეკითხებით, მიუხედავად იმისა,
რომ წუთის შემდეგ შეიძლება ვინანო კიდეც ჩემი სიტყვები.
– ოჰ! მაშინ ნუ მეტყვით, ნუ მეტყვით! – მგზნებარედ წამოიძახა ემამ,
– ცოტა ხანს დაფიქრდით, კარგად განსაჯეთ, გემუდარებით, ნუ დაუშ-
ვებთ შეცდომას!
– გმადლობთ! – ჯენტლმენი დადუმდა. ის უკიდურესად ნაწყენი ჩან-
და.
ემას არ შეეძლო მისი გულის ტკენა. მას ემასთან გულის გადაშლა
სჭირდებოდა, ალბათ მისი რჩევაც... ჰოდა, რადაც უნდა დასჯდომოდა,
უნდა მოესმინა მისთვის. იქნებ, გადაწყვეტილების მიღებაში დახმარე-
ბოდა ან შეერიგებინა ამ გადაწყვეტილებასთან; ჰარიეტი სამართლია-
ნად შეექო ან ჯენტლმენისთვის შეეხსენებინა, რომ ის დამოუკიდებელი
კაცი იყო, და ამით ორჭოფობის დაძლევაში დახმარებოდა. ორჭოფობა
მისნაირი ბუნების კაცისთვის, წესით, ყოვლად აუტანელი უნდა ყოფი-
ლიყო. ამასობაში სახლს მიუახლოვდნენ.
– შეხვალთ, ხომ? – ჰკითხა მისტერ ნაიტლიმ.
ჯენტლმენის სევდიანმა ტონმა ემა დაარწმუნა, რომ მისთვის ლაპა-
რაკის საშუალება აუცილებლად უნდა მიეცა, ამიტომ მიუგო: – არა.
მინდა, ცოტა კიდევ გავისეირნო. მისტერ პერი ჯერ არ წასულა, – რამ-
დენიმე ნაბიჯის შემდეგ კი დაამატა: – მისტერ ნაიტლი, ძალიან უსინ-
დისოდ გაგაჩერეთ. ვშიშობ, გაწყენინეთ კიდეც... მაგრამ თუ გსურთ,
467
როგორც მეგობარს, გული გადამიშალოთ ან მკითხოთ აზრი ამა თუ იმ
თემაზე... თქვენს განკარგულებაში ვარ... თავისუფლად შეგიძლიათ მე-
ლაპარაკოთ და მეც გულახდილად გეტყვით, რას ვფიქრობ.
– როგორც მეგობარი! – ემას ნათქვამი გაიმეორა მისტერ ნაიტლიმ, –
ემა, ვშიშობ, რომ ეს ფრაზა... არა, არ მინდა... ანდა მოიცადეთ! რატომ
უნდა ვიყოყმანო? უკვე საკმაოდ შორს შევტოპე საიმისოდ, რომ დამალ-
ვას აზრი ჰქონდეს... ემა, თქვენს წინადადებას მივიღებ... ჰო, რაც უნდა
უცნაურად ჩანდეს, მივიღებ თქვენს წინადადებას და ისე დაგელაპარა-
კებით, როგორც მეგობარს... მითხარით, მაქვს მცირე შანსი, იმედი მაინც
ვიქონიო, რომ...
მისტერ ნაიტლი ემას რეაქციის გადასამოწმებლად გაჩერდა, მისმა
მზერამ კი ემას მუხლები აუკანკალა.
– ემა, ჩემო უძვირფასესო, – განაგრძო ჯენტლმენმა, – რაც უნდა
მოჰყვეს ამ საუბარს, თქვენ სამუდამოდ უძვირფასეს ადამიანად დარჩე-
ბით ჩემთვის... ჩემო უძვირფასესო, უსაყვარლესო ემა... მიპასუხეთ.
პირდაპირ მითხარით თუნდაც „არა“.
ემა ხმას ვერ იღებდა.
– ჩუმად ხართ, – ენერგიულად წამოიძახა მისტერ ნაიტლიმ, – ამწუ-
თას ამაზე მეტს თქვენგან არც ვითხოვ.
ემოციებისგან თავბრუდახვეული ემა ძლივს იდგა ფეხზე. ყველაზე
მეტად ახლა იმის ეშინოდა, ეს ყველაფერი ყველაზე ტკბილი სიზმარი
არ ყოფილიყო.
– ემა, ორატორობა არ შემიძლია, – მალევე მღელვარედ, თუმცა
მტკიცედ და მკაფიოდ განაგრძო მისტერ ნაიტლიმ, – უფრო ნაკლებად
რომ მიყვარდეთ, ალბათ მეტის თქმას შევძლებდი. მაგრამ თქვენ კარ-
გად მიცნობთ... სიმართლის მეტი ჩემგან არასდროს არაფერი მოგისმე-
ნიათ... ხშირად გადანაშაულებდით, ჭკუასაც გასწავლიდით და თქვენ ამ
ყველაფერს ისე უძლებდით, ინგლისის ვერცერთი ქალი ვერ გაუძლებ-
და. ჰოდა, ემა, ჩემო უძვირფასესო, მინდა, რომ ახლაც ისევე მოთმინე-
ბით მიიღოთ ჩემი სიმართლე, როგორც აქამდე. ვიცი, რომ მაღალფარ-
დოვნად ვერ გამოვხატავ სათქმელს... ღმერთია მოწმე, ძალიან უხეირო
468
თაყვანისმცემელი ვარ... მაგრამ თქვენ გამიგებთ... და ჩემს გრძნობებს
გრძნობითვე უპასუხებთ, თუკი შეძლებთ. გთხოვთ, თქვით რამე... ამწუ-
თას მხოლოდ თქვენი ხმის გაგონება მინდა!
სანამ მისტერ ნაიტლი ლაპარაკობდა, ემას ტვინი ელვის სისწრაფით
მუშაობდა, თუმცა ერთი სიტყვაც კი არ გამოჰპარვია, ჩასწვდა და გაი-
აზრა მთელი ჭეშმარიტება. მიხვდა, რომ ჰარიეტის იმედები ყოვლად
უსაფუძვლო იყო – შეცდომა, აბსოლუტური ილუზია, როგორც თავად
ემას ყველა ვარაუდი თუ შიში; რომ ჰარიეტი არაფერს წარმოადგენდა,
თავად კი ყველაფერს; რომ ის სიტყვები, რაც მას ცოტა ხნის წინ ჰარიე-
ტის გამო ეთქვა, ჯენტლმენს ემას გრძნობათა გამოძახილად მიეღო;
რომ მისი მღელვარება, ეჭვები, ყოყმანი, საუბრისთვის თავის არიდების
სურვილი მისტერ ნაიტლის ემას უარად აღექვა... მის ვუდჰაუზს არა
მხოლოდ ამ ჭეშმარიტების გაცნობიერებამ მოუტანა ბედნიერება, არა-
მედ იმანაც, რომ ჰარიეტის საიდუმლო არ გაეთქვა. ახლა კიდევ უფრო
ღრმად დარწმუნდა, რომ საიდუმლოს გამჟღავნება არ იყო საჭირო... ახ-
ლა მხოლოდ ასე თუ შეეძლო საბრალო მეგობრის დახმარება, რადგან
სხვა მხრივ გმირობას ნამდვილად ვერ ჩაიდენდა: ვერ შეეხვეწებოდა
მისტერ ნაიტლის, მისი თავი უფრო ღირსეული ადამიანით, ჰარიეტით,
ჩაენაცვლებინა... ან, უფრო მარტივად, სულგრძელი ნაბიჯი გადაედგა
და სამუდამო უარი ეთქვა მისტერ ნაიტლისთვის, ყოველგვარი მოტივის
გარეშე, თორემ, აბა, ორივეს ხომ ვერ მოიყვანდა ცოლად?! მაგრამ არა,
ასეთ გმირულ ნაბიჯს ემას ვერაფერი გადაადგმევინებდა. ჰარიეტი მთე-
ლი სულითა და გულით ებრალებოდა და სინდისიც ქენჯნიდა, მაგრამ
ახლა დიდსულოვნების დრო არ იყო. კი, მეგობარი შეცდომაში შეიყვა-
ნა, რის გამოც მუდამ დამნაშავედ იგრძნობდა თავს, მაგრამ ემოციებს
საღი აზრი ვერ დაეჯაბნა, მით უფრო, რომ საღი აზრით აქამდეც ამ-
ხედრებულიყო ამგვარი ქორწინების წინააღმდეგ და მისტერ ნაიტლის-
თვის ამას ყოვლად უთანასწორო, დამამცირებელ კავშირად მიიჩნევდა.
ემას ერთი გზა ჰქონდა – ნათელი, თუმცა არა უეკლო... შეევედრნენ,
რამე თქვითო. ჰოდა თქვა, რაც უნდა ეთქვა; ის, რასაც ჭეშმარიტი ქალ-
ბატონი იტყოდა. საკმარისად ბევრი თქვა, რომ ჯენტლმენისთვის ეჩვე-
469
ნებინა, სასოწარკვეთის მიზეზი არ გაქვთო, და წაექეზებინა ის მეტის
სათქმელად. არადა, მისტერ ნაიტლი თავიდან სწორედაც რომ სასო-
წარკვეთილებას მისცემოდა – ყველა იმედი დამსხვრეოდა... თუმცა,
ემამ ისე უეცრად შესთავაზა, საუბარი განაახლეთო (საუბარი, რომ-
ლისთვის სულ ცოტა ხნის წინ თავადვე დაესვა წერტილი), რომ ცოტა
არ იყოს, უცნაურად გამოიყურებოდა ეს ყველაფერი! ემაც გრძნობდა
საკუთარ არათანმიმდევრულობას, მაგრამ საბედნიეროდ, კეთილ მის-
ტერ ნაიტლის დამატებითი ახსნა-განმარტებები არ მოუთხოვია.
ურთიერთობის გარკვევისას რაღაც მაინც რჩება ხოლმე შენიღბული,
მაგრამ როცა, როგორც ამ შემთხვევაში, მხოლოდ საქციელს იგებენ
არასწორად, გრძნობებში კი არ ცდებიან, მაშინ ეს ტრაგედია არ არის.
მისტერ ნაიტლის რომც სცოდნოდა ემას ეჭვები, ამით არაფერი შეიც-
ვლებოდა: ემას მაინც ექნებოდა მისდამი ნაზი გრძნობები და მზად იქ-
ნებოდა, სიყვარულზე სიყვარულით ეპასუხა.
როგორც გაირკვა, მისტერ ნაიტლის თავისი გავლენის შესახებ ემაზე
წარმოდგენაც კი არ ჰქონია. ბუჩქნარში ისე გაჰყვა, სრულებით არ აპი-
რებდა ამ თემაზე საუბარს. სულ სხვა რამ აღელვებდა: აინტერესებდა,
როგორ გადაიტანა გოგონამ ფრენკ ჩერჩილის ნიშნობის ამბავი; მხო-
ლოდ ის უნდოდა, დაემშვიდებინა ან რჩევა მიეცა მისთვის. რაც შეეხება
სხვა დანარჩენს, ყველაფერი მეტად სპონტანურად მოხდა, იმ უეცარი
გავლენის შედეგად, რაც ემას სიტყვებმა იქონია მის გრძნობებზე. როცა
გახარებული მისტერ ნაიტლი დარწმუნდა, რომ მის ვუდჰაუზი ფრენკ
ჩერჩილის მიმართ სრულიად გულგრილი იყო, იმედი ჩაესახა, რომ ემას
სიყვარულს ოდესმე მაინც მოიპოვებდა, თუ იმწუთასვე არა...
უბრალოდ, წამიერად სიგიჟემდე მოუნდა, დარწმუნებულიყო, რომ
ემა მისი გულის მოგების მცდელობას არ უკრძალავდა... თანდათან კი
უფრო სერიოზული და მომაჯადოებელი იმედებიც გაუჩნდა... სიყვარუ-
ლი, რომლის უფლებასაც ითხოვდა, უკვე მისი იყო! სულ რაღაც ნახე-
ვარ საათში, სრული უიმედობიდან სრულ ბედნიერებაში გადაინაცვლა,
თუკი საერთოდ არსებობს სრული ბედნიერება.

470
ემამაც იგივე იგრძნო. ამ ნახევარმა საათმა ორივე ერთნაირად დაარ-
წმუნა ერთმანეთის სიყვარულში, ორივეს ერთნაირად გაუქარწყლა ეჭ-
ვი და უნდობლობა. მისტერ ნაიტლიში ეჭვიანობას დიდი ხნის წინ გა-
ედგა ფესვი – იმ დღიდან, როცა ფრენკ ჩერჩილი გამოჩნდა ჰაიბერიში,
მეტიც – იმ დღიდან, როცა მისი ჩამოსვლის ამბავი გავრცელდა. მას ემა
უყვარდა და ფრენკ ჩერჩილზე ეჭვიანობდა – ეს ორი გრძნობა დაახ-
ლოებით ერთსა და იმავე პერიოდში ჩაესახა და, სავარაუდოდ, ერთმა
მეორეს მოჰფინა ნათელი. სწორედ ფრენკ ჩერჩილისადმი ეჭვიანობამ
უბიძგა მას, ლონდონში წასულიყო... ეს ბოქს-ჰილზე გადაწყვიტა, რათა
აღარ ეცქირა ემასგან ნებადართული და შეგულიანებული ფლირტის-
თვის... წავიდა, რათა გულგრილი დაბრუნებულიყო, მაგრამ არასწორი
ადგილი აირჩია: ძმის სახლში ნამდვილი ოჯახური ბედნიერება დახვდა,
რაშიც ქალს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვოდა; იზაბელა ემას ახსე-
ნებდა... მოკლედ, ბრანსვიკმა არ უშველა, უფრო დიდხანსაც რომ დარ-
ჩენილიყო, მაინც არაფერი შეიცვლებოდა... და მაინც, მისტერ ნაიტლი
დიდი რუდუნებით ითმენდა ტანჯვას, სანამ დილას მისტერ უესტონის
წერილით ჯეინ ფეარფაქსის ამბავი არ შეიტყო... ბუნებრივია, გაუხარ-
და და ამ სიხარულში სინდისის ქენჯნა ოდნავადაც არ უგრძნია, ვინაი-
დან ყოველთვის სჯეროდა, რომ ფრენკ ჩერჩილი ემას არ იმსახურებდა,
თუმცა უცებ ისე გულწრფელად შეწუხდა, ისე აღელდა ემას გამო, რომ
ბრანსვიკში ვეღარ გაჩერდა. წვიმაში იარა, შინ ჩააღწია და მყისვე ჰარ-
ტფილდისკენ გამოეშურა, რათა ენახა, როგორ მიიღო ეს მოულოდნელი
სიახლე მისმა უნაზესმა და უმშვენიერესმა, ყველა ნაკლის მიუხედავად,
უნაკლო არსებამ...
აღელვებული და სევდიანი ემას დანახვამ შეაშფოთა – ფრენკ ჩერჩი-
ლი ნამდვილი არამზადა იყო! მაგრამ ცოტა ხანში თავისი ყურით გა-
იგონა ემას ნათქვამი: ეს კაცი მის რჩეულს არასდროს ჰყვარებია... იქნებ
ფრენკ ჩერჩილი არც მთლად ასეთი წყალწაღებული იყო... სახლში
ხელჩაკიდებულები შებრუნდნენ – ემა მხოლოდ მისი იყო... ბედნიერი
მისტერ ნაიტლისთვის იმწუთას ფრენკ ჩერჩილზე აზრი რომ ეკითხათ,
სრულიად გულწრფელად იტყოდა, მშვენიერი ახალგაზრდააო.
471
თავი 14

როგორი გავიდა ემა შინიდან და რა დრამატულად განსხვავებული


გრძნობებით შებრუნდა შინ! ასეთ რამეზე ოცნებასაც ვერ გაბედავდა!
გასვლისას მხოლოდ იმის იმედი ჰქონდა, ტანჯვისგან ცოტათი მაინც
მოვითქვამ სულსო; ახლა კი, ბედნიერებისგან გულაფანცქალებული,
დარწმუნებული იყო, რომ გულის ფანცქალის განელებასთან ერთად, ეს
ბედნიერება ერთი-ორად გაიზრდებოდა.
ჩაის დასალევად დასხდნენ. იგივე ადამიანები, იმავე მაგიდის გარშე-
მო. ხომ ხშირად იკრიბებოდნენ მანამდეც; ხშირად შეუხედავთ იმავე
ბუჩქებისთვის მდელოზე და ხშირად ყოფილან ჩამავალი მზის ულამა-
ზესი სანახაობის მომსწრენი, მაგრამ ამის მსგავსი აღტაცება არასდროს
განუცდიათ. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ემას უჭირდა თავის ხელში აყ-
ვანა და ყურადღებიანი დიასახლისის ან თუნდაც მზრუნველი ქალიშ-
ვილის ჩვეული როლის მორგება.
საბრალო მისტერ ვუდჰაუზს მცირე ეჭვიც კი არ ჰქონდა, რა ვერა-
გულ გეგმას სახავდა მის წინააღმდეგ კაცი, რომელიც ამჯერადაც ასე
გულთბილად მიიღო და რომელზეც გულწრფელად ღელავდა, ვაითუ
გზაში გაცივდაო. ამ კაცის გულში რომ ჩაეხედა, მის ფილტვებზე ნამ-
დვილად აღარ იდარდებდა, მაგრამ ვინაიდან წარმოდგენაც არ ჰქონდა
მოახლოებულ ბოროტებაზე და ვერც ქალიშვილს ამჩნევდა რაიმე უჩვე-
ულოს, მეტად თვითკმაყოფილი, მათ არხეინად უამბობდა ყველა იმ ამ-
ბის დეტალებს, რაც მისტერ პერისგან მოესმინა. მოკლედ, ოდნავადაც
არ ეჭვობდა, რომ ახალგაზრდებს მისთვის რაღაც თავზარდამცემი
ჰქონდათ სათქმელი.
სანამ მისტერ ნაიტლი ჰარტფილდში იყო, აფორიაქებული ემა ვე-
რაფრით ახერხებდა თავის მოთოკვას, ჯენტლმენის წასვლის შემდეგ კი
მღელვარება ნელ-ნელა დაუცხრა, ხოლო იმავე უძილო ღამეს (რაც ასე-
თი საღამოს საფასური იყო), ორმა ისეთმა სერიოზულმა საკითხმა შე-
ახსენა თავი, რომ უცებ იფიქრა, ჩემი ბედნიერებაც კი არაა მთლად უღ-
რუბლოო – მამა და ჰარიეტი. შეუძლებელი იყო, მარტო დარჩენილს, ამ
472
ორი ადამიანის მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე
არ შეეგრძნო. რაც შეეძლო, უნდა მოფრთხილებოდა ორივე მათგანის
კეთილდღეობას, მაგრამ როგორ, საკითხავი, აი, ეს იყო. მამასთან და-
კავშირებით ამ კითხვას მალევე უპასუხა: ცხადია, მისტერ ნაიტლის
მოთხოვნები ჯერ არ იცოდა, მაგრამ საკუთარი გულში ჩაიხედა თუ არა,
მეტად მძიმე გადაწყვეტილებამდე მივიდა: მამას არასდროს დატოვებ-
და... იტირა კიდეც, როცა გააცნობიერა, რომ სხვა შესაძლებლობა საერ-
თოდ დაუშვა. სანამ მამა ცოცხალი ჰყავდა, წყვილი მხოლოდ ნიშნობას
უნდა დასჯერებოდა. ემა გულს იმით იკეთებდა, რომ მხოლოდ ნიშნობა,
თუკი ემას სახლიდან წასვლის საფრთხე დღის წესრიგიდან მოიხსნებო-
და, მისტერ ვუდჰაუზს გაახარებდა კიდეც. აი, ჰარიეტის ამბავი კი ბევ-
რად რთულად მოსაგვარებელი იყო: როგორ უნდა მოქცეულიყო ემა,
რომ გოგონას რაც შეიძლება კარგად ეგრძნო თავი? როგორ დაეცვა
უსარგებლო გულისტკივილისგან?
როგორ გამოესყიდა მის წინაშე თავისი დანაშაული? რა უნდა ექნა,
რომ მისთვის მტრად არ ქცეულიყო? ეს კითხვები ემას თავგზას უბნევ-
და, აღონებდა და მოსვენებას არ აძლევდა; სინდისი ქენჯნიდა და გამო-
სავალს ეძებდა, თუმცა რიგიანი ვერაფერი მოიფიქრა; ამიტომ გადაწ-
ყვიტა, ისევ ავარიდებ თავს მასთან შეხვედრას და, რაც საჭიროა, ყვე-
ლაფერს წერილით მივწერო. დაასკვნა, რომ ჰარიეტი გარკვეული დრო-
ით ჰაიბერიდან უნდა წასულიყო. მეტიც, სხვათა ნაცვლად გეგმების და-
სახვისჩვევის წყალობით, ლამის გადაწყვიტა, გოგონასთვის ბრანსვიკი-
დან მოსაწვევის გაგზავნაზე ეზრუნა. იზაბელას ხომ მოეწონა ჰარიეტი,
ჰოდა, მისთვის რამდენიმე კვირით ლონდონში უნდა ემასპინძლა. ემას
აზრით, ჰარიეტი ისეთი ბუნების პატრონი იყო, უარს არ იტყოდა სიახ-
ლესა და მრავალფეროვნებაზე, ქალაქის ქუჩებსა და მაღაზიებზე და
იზაბელას ბავშვებთან სიახლოვეზე. თანაც, ემას მხრიდან ეს ყურადღე-
ბისა და სიკეთის დასტური იქნებოდა ადამიანის მიმართ, რომელზეც
პასუხისმგებელი იყო და რომლისთვისაც ახლა არაფერი უნდა დაეშუ-
რებინა. მოკლედ, აუცილებელი იყო ხანმოკლე განშორება და გადავადე-

473
ბა იმ შავი დღისა, რომელიც, ადრე თუ გვიან, მაინც დადგებოდა და ყვე-
ლას ისევ ერთად მოუყრიდა თავს.
მეორე დილას ემა ადრიანად ადგა და ჰარიეტს წერილი მისწერა. ამ
საქმემ ისე დაასევდიანა, რომ მისტერ ნაიტლის საუზმობისას გამოჩენა
ჰარტფილდში სულაც არ ეჩვენა უდროო. ნასაუზმევს, ნახევარი საათი
მასთან ერთად წინა დღეს განვლილი ბილიკების ხელახლა გავლაში გა-
ატარა (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) და წინა საღამოს
ბედნიერება კიდევ ერთხელ სათანადოდ განიცადა.
მისტერ ნაიტლი ახალი წასული იყო – ყოველ შემთხვევაში, მისი
წასვლიდან ჯერ იმდენი დრო არ გასულიყო, რომ ემას სხვაზე ფიქრი
შესძლებოდა – როცა რენდალსიდან წერილი მოვიდა, ფურცლების მთე-
ლი დასტა. ემა მიხვდა, ვისგანაც იყო და მაინცდამაინც არ აღფრთო-
ვანდა. ფრენკ ჩერჩილზე ოდნავადაც აღარ ბრაზობდა და არავითარი
დამატებითი ახსნა-განმარტება არ სჭირდებოდა; თანაც, დარწმუნებუ-
ლი იყო, რაც უნდა მოეწერა ფრენკ ჩერჩილს, მას მაინც ვერასდროს გა-
უგებდა. თუმცა, გადაწყვიტა, წერილი მაინც წაეკითხა. გახსნა შეკვრა
და მოლოდინიც დაუდასტურდა: ეს ფრენკ ჩერჩილის წერილი იყო, რო-
მელიც მას მისის უესტონისთვის მიეწერა და რომლისთვისაც მისის
უესტონს პატარა ტექსტი წაემძღვარებინა:
„ემა, ჩემო ძვირფასო, დიდი სიხარულით გიგზავნით თანდართულ
წერილს. ეჭვიც არ მეპარება, რომ სამართლიანად შეაფასებთ და თქვენ-
ზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას მოახდენს. მგონი, ავტორის შესახებ
ამიერიდან სერიოზული კამათი აღარ მოგვიწევს. თავს აღარ შეგაწყენთ
გრძელი შესავლით. ჩვენ კარგად ვართ. ამ წერილმა ყველა ჩემს ბო-
ლოდროინდელ ეჭვს დაუსვა წერტილი. სამშაბათს არ მომეწონეთ – მო-
მეჩვენა, რომ რაღაც გაწუხებდათ, თუმცა ისეთი უჟმური დილა იყო,
დიდად არც მიკვირს... მართალია, არასდროს აღიარებთ, რომ ამინდი
თქვენზე მოქმედებს, მაგრამ ვფიქრობ, ჩრდილო- დასავლეთის ქარს
ყველა გრძნობს. გუშინწინდელი შტორმისა და გუშინდელი წვიმიანი
დილის გამო მამათქვენზე ვღელავდი, მაგრამ დავმშვიდდი, რაკი წუხელ
მისტერ პერისგან შევიტყვე, რომ ავად არ გამხდარა.
474
მუდამ თქვენი,
ა. უ.

[მისის უესტონს]
უინძორი, ივლისი
ჩემო ძვირფასო მადამ, „რამდენადაც გუშინ გასაგებად ვერ გადმოვე-
ცი სათქმელი, ეს წერილი მოულოდნელი არ უნდა იყოს თქვენთვის.
თუმცა, გინდაც მოულოდნელი იყოს, ვიცი, მას მაინც კეთილგანწყობი-
თა და მოწყალებით წაიკითხავთ. თქვენ კეთილშობილების განსახიერე-
ბა ხართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენც კი მთელი თქვენი კე-
თილშობილების მოხმობა დაგჭირდებათ, რომ ზოგიერთი საქციელი მა-
პატიოთ. გულს იმით ვიკეთებ, რომ მან უკვე მაპატია, ვისაც კიდევ უფ-
რო მეტი მიზეზი ჰქონდა, შევძულებოდი. ვწერ და მხნეობა მემატება.
ბედნიერი კაცისთვის ძალიან ძნელია, თავმდაბალი იყოს. პატიება ორ-
ჯერ ვითხოვე და ორჯერვე ისე წარმატებით, რომ ახლა საფრთხის წი-
ნაშე ვდგავარ, არ გავყოყოჩდე და არ დავიჯერო, რომ თქვენც მაპატი-
ებთ და თქვენი მეგობრებიც, ვისაც აქვს საბაბი, ნაწყენი იყოს...
გთხოვთ, ყველამ სცადოთ და ზუსტად გაიგოთ, რა ვითარებაში ვიყავი,
როცა პირველად ჩამოვედი რენდალსში; მხედველობაში მიიღეთ იმ სა-
იდუმლოს ბუნება, რასაც თან დავატარებდი. რადაც უნდა დამჯდომო-
და, ეს საიდუმლო უნდა შემენახა. ეს იყო ფაქტი. სხვა საკითხია, რამდე-
ნად მქონდა უფლება, თავი ასეთ მდგომარეობაში ჩამეგდო. ამაზე აქ არ
ვიმსჯელებ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ვერ გავუძელი ცდუნებას და
მივეცი თავს ამის უფლება, ხოლო თუ ვინმე აბეზარი შემომედავება, ჰა-
იბერიში, იმ აგურის სახლისკენ მივუთითებ, რომელსაც ქვემოთ ალათი-
ანი, ზემოთ კი საგდულიანი ფანჯრები აქვს. ამ სახლის მშვენიერ ბინა-
დართან მიახლოებას ღიად ვერ ვბედავდი. ჩემი პრობლემები მაშინ ენ-
სკოუმბს უკავშირდებოდა, რაც ყველას ისე კარგად მოეხსენება, რომ ახ-
სნა-განმარტებას აღარ საჭიროებს. სანამ უეიმათში ერთმანეთს გამო-
ვემშვიდობებოდით, გამიმართლა და ამქვეყნად ყველაზე სამართლიანი
და პატიოსანი ქალი როგორღაც საიდუმლო ნიშნობაზე დავითანხმე.
475
უარი რომ ეთქვა, გავგიჟდებოდი. მაგრამ ალბათ მკითხავთ, რის იმედი
გქონდა ან რას ელოდი, ამას რომ აკეთებდიო. ველოდი ყველაფერს, აბ-
სოლუტურად ყველაფერს: დროს, შანსს, გარემოებას, ეტაპობრივ შედე-
გებს, უეცარ გასხივოსნებას, შეუპოვრობასა და ძალ-ღონის გამოლევას,
ჯანმრთელობასა და ავადმყოფობას. მჯეროდა, რომ უამრავი შანსი
მქონდა, და რაკი ერთგულებასა და მიმოწერაზე მისი პირობა მოვიპოვე,
უმთავრესი სიკეთე ჩემ ხელთ იყო. თუ დამატებითი ახსნა-განმარტება
გნებავთ, გეტყვით, ჩემო ძვირფასო მადამ, რომ პატივი მაქვს, ვიყო
თქვენი ქმრის ვაჟი, შესაბამისად, მისგან მემკვიდრეობით ერთი არაჩ-
ვეულებრივი თვისება მერგო: ოპტიმიზმი. მერწმუნეთ, ეს ისეთი ღირე-
ბული თვისებაა, რომ მემკვიდრეობით მიღებული ვერცერთი სახლი თუ
მიწა ვერ შეედრება... მაშ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყველა ეს გარე-
მოება – ის კონტექსტი, რომელშიც ჩემი პირველი რენდალსური ვიზიტი
შედგა... აი, აქ კი სინდისი მკარნახობს, რომ დამნაშავე ვარ, გაცილებით
ადრე უნდა ჩამოვსულიყავი. თუ გაიხსენებთ, აღმოაჩენთ, რომ თქვენ-
თან მანამ არ ჩამოვსულვარ, სანამ მის ფეარფაქსი არ დაბრუნდა ჰა-
იბერიში. იმედი მაქვს, რომ თქვენ მაპატიებთ ჩემს უღირს საქციელს,
მამაჩემის თანაგრძნობის მოპოვებისთვის კი ისევ უნდა გავისარჯო;
მინდა იცოდეს, რომ დრო, რომელიც მასთან ჩამოსასვლელად დამჭირ-
და, მენანება: ამით მე მოვიკელი თქვენი გაცნობის უდიდესი ბედნიერე-
ბა და მადლი. იმედს ვიტოვებ, თქვენთან გატარებული არაჩვეულებრი-
ვი ორი კვირის განმავლობაში თქვენგან გაკიცხვა არ დამიმსახურებია,
თუ არ ჩავთვლით ერთ საკითხს. ჰოდა, აი, ყველაზე არსებითს მივადექი
– ჩემი ქცევის უმნიშვნელოვანეს ასპექტს, რომელზეც ძალიან ვნერვიუ-
ლობ და რომელიც ჩემგან დაწვრილებით ახსნა-განმარტებას მოით-
ხოვს. მის ვუდჰაუზს მხოლოდ უდიდესი პატივისცემითა და თბილი, მე-
გობრული გრძნობით თუ ვახსენებ... თუმცა, არა, მამაჩემი შემისწორებ-
და: „უდიდესი სირცხვილით“... მან გუშინ ერთი-ორი სიტყვით გამოხატა
თავისი აზრი და მეც ვაღიარებ, რომ, გარკვეულწილად, ვიმსახურებ
მისგან საყვედურს... ვიცი, რომ ჩემი ქცევა მის ვუდჰაუზის მიმართ უფ-
რო მეტ რამეზე მიანიშნებდა, ვიდრე საჭირო იყო... სიახლოვე, რომე-
476
ლიც ჩვენ შორის მომენტალურად გაჩნდა, დასაშვებზე მეტად გამოვიყე-
ნე საიმისოდ, რომ ჩემთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საიდუმლო კიდევ
უფრო შემეფუთა... ვერ უარვყოფ: მართლაც ისე ვიქცეოდი, თითქოს
მის ვუდჰაუზის კეთილგანწყობის მოპოვებას ვცდილობდი... მაგრამ და-
მიჯერეთ, რასაც ახლა ვიტყვი: მის გულგრილობაში დარწმუნებული
რომ არ ვყოფილიყავი, ვერავითარი ეგოისტური მოტივი ვერ მაცდუნებ-
და, ასე გამეგრძელებინა... მის ვუდჰაუზი ყოვლად სასიამოვნო და მომ-
ხიბლავი პიროვნებაა, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ მას ადვილად
შეყვარება შეუძლია. მჯეროდა, რომ ის სრულიად თავისუფალი იყო
ჩემდამი გრძნობებისგან... და მინდოდა კიდეც, ასე ყოფილიყო... ჩემს
ყურადღებას მეგობრული სიცელქით იღებდა, ეს კი ზუსტად ის იყო,
რაც მჭირდებოდა. თითქოს გვესმოდა ერთმანეთის. ჩემი ყურადღება მას
ნამდვილად ეკუთვნოდა და შესაბამისადაც აღიქვამდა... ვერ გეტყვით,
პირველ ორ კვირაში მართლა გამიგო თუ არა... როცა მასთან დასამშვი-
დობებლად შევიარე, მახსოვს, ლამის ყველაფერში გამოვუტყდი, ჰოდა,
მაშინ ვიფიქრე, ალბათ ისედაც ეჭვობს რაღაცას-მეთქი. დარწმუნებუ-
ლი ვარ, იმ დღის მერე, ბევრ რამეს მიხვდა... შესაძლოა, ყველაფერი ვერ
გამოიცნო, მაგრამ მისი სხარტი გონება, ყოველ შემთხვევაში – ნაწი-
ლობრივ მაინც, მნიშვნელოვანს უთუოდ ჩასწვდა. ამაში ეჭვიც არ მეპა-
რება. როგორც კი ამ თემას ტაბუ მოეხსენება, თავადვე დარწმუნდებით,
რომ მისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ხშირად ქარაგმულად გა-
დამიკრავდა ხოლმე სიტყვას. მახსოვს, მეჯლისზე ვუთხარი, მისის ელ-
ტონისგან დავალებული ვარ, მის ფეარფაქსს რომ ყურადღებას აქცევს-
მეთქი...
იმედი მაქვს, თქვენ და მამაჩემი ამ ახსნა-განმარტებას ჩემი დანა-
შაულის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევთ. სანამ იფიქრებთ, რომ
ემა ვუდჰაუზის წინაშე შევცოდე, მანამ თქვენგან არაფრის ღირსად არ
ჩავთვლი თავს! შემინდეთ და ემა ვუდჰაუზიც დაარწმუნეთ, რომ მაპა-
ტიოს. მისდამი საოცრად ძმური გრძნობები მაქვს და ჩემისთანა ბედ-
ნიერებას ვუსურვებ სიყვარულში... ახლა ალბათ უკვე შეგიძლიათ, ახ-
სნა მოუძებნოთ ყველა იმ უცნაურობას, თუკი რამ ვთქვი ან გავაკეთე ამ
477
ორ კვირაში. ჩემი გული სულ ჰაიბერიში იყო და სულ იმას ვცდილობდი,
რაც შეიძლება ხშირად ჩამოვსულიყავი და რაც შეიძლება ნაკლები ეჭ-
ვები აღმეძრა. თუ რაიმე უჩვეულო ან არასათანადო გახსენდებათ, თა-
მამად შეგიძლიათ, თითი ჩემკენ გამოიშვიროთ... ფორტეპიანო ხომ გახ-
სოვთ?! ამხელა მითქმა-მოთქმა რომ გამოიწვია... ამასთან დაკავშირე-
ბით, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მის ფ.-მა ამ საქმისა ნამდვილად
არაფერი იცოდა... მისი ნება რომ ყოფილიყო, არასდროს მომცემდა ინ-
სტრუმენტის გამოგზავნის ნებას... სიტყვით ვერ აღვწერ მის წინდახე-
დულებას, დახვეწილობასა და სინატიფეს, რასაც ნიშნობისას ავლენდა.
გულით ვიმედოვნებ, ჩემო ძვირფასო მადამ, რომ ძალიან მალე მას თა-
ვადვე გაიცნობთ საფუძვლიანად... სიტყვები არ მყოფნის – მისი აღწერა
უბრალოდ შეუძლებელია. თავად მის ფ. გიამბობთ საკუთარი თავის შე-
სახებ... ოღონდ არა სიტყვით – ვინაიდან ამქვეყნად არავის ვიცნობ, მა-
სავით ასე საგულდაგულოდ აკნინებდეს საკუთარ ღირსებებს... მას მერე,
რაც ამ წერილის წერა დავიწყე (რომელიც უფრო გრძელი გამოდის,
ვიდრე მეგონა), მისგანაც მივიღე წერილი. თავის ჯანმრთელობაზე სა-
სიკეთო ცნობებს იძლევა, მაგრამ რაკი არასდროს წუწუნებს, ამიტომ
ვერ ვენდობი. თქვენი აზრი მინდა მოვისმინო. ვიცი, მალე ესტუმრებით;
ამ ვიზიტს ძრწოლით ელოდება. შესაძლოა, უკვე ინახულეთ კიდეც.
გთხოვთ, დაუყოვნებლივ მომწეროთ. სულმოუთქმელად გელით, ყველა
წვრილმანი მაინტერესებს.
გახსოვთ ალბათ, როგორ შეცბუნებული და ლამის ჭკუიდან გადასუ-
ლი ვიყავი, ბოლოს რომ გნახეთ. უკეთ არც ახლა ვგრძნობ თავს. ისევ
გიჟივით ვარ: ხან ბედნიერება მაგიჟებს, ხან – უბედურება. როცა იმ სი-
კეთესა და გულისხმიერებაზე ვფიქრობ, რაც მივიღე, ან კი მის შეუდა-
რებელ თვისებებზე, მის დიდსულოვნებასა და მოთმინებაზე, ასევე, ბი-
ძაჩემის სულგრძელობაზე, სიხარულისგან ჭკუა მეკარგება. მაგრამ რო-
ცა კი ყველა უხერხულობა მაგონდება, რაც მას დავატეხე თავს, და რო-
ცა ვაცნობიერებ, თუ როგორ არ ვიმსახურებ პატიებას, სიბრაზისგან
ჭკუას ვკარგავ. ნეტავ, კვლავ შემეძლოს მისი ნახვა! მაგრამ ამაზე ახლა
ლაპარაკიც კი ზედმეტია. ბიძაჩემი მეტისმეტად კეთილად მომექცა და
478
მეც ხომ უნდა ვიქონიო სინდისი! ... და მაინც, კიდევ რაღაც უნდა დავა-
მატო ამ გრძელ წერილს. ჯერ ყველაფერი არ იცით, რაც უნდა იცოდეთ.
გუშინ სიტყვას სიტყვაზე ვერ ვაბამდი... მაგრამ რადგან ამ ურთიერთო-
ბის ამბავი ასე მოულოდნელად და, როგორც უკვე იცით, უდროოდ გას-
კდა, ახსნა-განმარტებას საჭიროდ მივიჩნევ: მართალია, ხვდებით ალ-
ბათ, რომ გასული თვის 26 რიცხვის მოვლენამ92 მყისვე გამიღო კარი
ბედნიერი მომავლისკენ, მაგრამ თავს მაინც არაფრით მივცემდი უფლე-
ბას, ასე სწრაფად მიმეღო ზომები, რომ არა ერთი კონკრეტული გარე-
მოება, რა მიზეზითაც უკვე წუთსაც კი ვეღარ დავკარგავდი. სინდისი
მეყოფოდა და ყველაფერს ვიზამდი, რომ ასეთი უტაქტო და ნაჩქარევი
ნაბიჯი არ გადამედგა, მით უფრო მის ფ.-ის დელიკატური ბუნების გათ-
ვალისწინებით... მაგრამ სხვა არჩევანი აღარ მქონდა. იმ ქალის ოჯახში
მუშაობაზე ძალიან ჩქარა დათანხმდა... ჩემო ძვირფასო მადამ, ამ სიტ-
ყვებზე იძულებული გავხდი, წერა შემეწყვიტა, მღელვარება დამეცხრო
და თავი ხელში ამეყვანა... ბევრი ვისეირნე... იმედი მაქვს, აღარ მიმ-
ტყუნებს ნერვები და წერილს რაციონალურად დავასრულებ... სიმარ-
თლე გითხრათ, ეს ჩემთვის ყველაზე საძულველი მოგონებაა. სამარ-
ცხვინოდ ვიქცეოდი. აქ ისევ უნდა ვაღიარო, რომ ჩემი საქციელი მის ვ.-
ს მიმართ უკიდურესად გასაკიცხია – იმდენად, რამდენადაც ეს საქციე-
ლი მის ფ.-ს ძალიან არ სიამოვნებდა. მას არ მოსწონდა და ეს ჩემთვის
საკმარისი უნდა ყოფილიყო... მე კი ჩემს საქციელს ვამართლებდი, სი-
მართლის შესანიღბადაა საჭირო-მეთქი. მას არ სიამოვნებდა, მე კი მი-
მაჩნდა, რომ საფუძველი არ ჰქონდა; ათასჯერ მაინც მეგონა მეწვრილ-
მანე და წინდახედული, ამ დროს, მუდამ მართალი ყოფილა. მისთვის
რომ დამეჯერებინა და საკუთარი ქცევა საზღვრებში მომექცია, უდიდეს
უბედურებას ავცდებოდი... ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ... ვიჩხუ-
ბეთ. გახსოვთ ის დილა დონველში? სწორედ იქ გადაიზარდა კრიზისში
ყველა მანამდელი პატარ-პატარა უთანხმოება. მე დავიგვიანე.

იგულისხმება 26 ივნისი, მისის ჩერჩილის გარდაცვალების დღე.


92

479
გზაში შემხვდა, მარტო ბრუნდებოდა შინ, მინდოდა, ერთად წავსუ-
ლიყავით, მაგრამ მან არ დამრთო ნება. ცივ უარზე დადგა. მაშინ ვი-
ფიქრე, რა უგუნურად იქცევა-მეთქი.
თუმცა, ახლა ამ ყოვლად ბუნებრივსა და თანმიმდევრულ წინდახე-
დულებას ვუფასებ. მართლაც, ერთ დღეს თუ სხვა ქალს საეჭვოდ ბევრ
ყურადღებას ვუთმობდი (თუნდაც სხვებისთვის თვალის ახვევის მიზ-
ნით), მეორე დღეს ის ისეთ წინადადებაზე როგორ უნდა დამთანხმებო-
და, რომელიც ჩვენს საგულდაგულო სიფრთხილეს წყალში ჩაყრიდა?!
დონველიდან ჰაიბერიში ერთად რომ წავსულიყავით, ხომ ატყდებოდა
მითქმა-მოთქმა?! ამის გააზრების ნაცვლად, მე წყობიდან გამოვედი და
შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. მის სიყვარულში ეჭვი შემეპარა,
რაც კიდევ უფრო გამიძლიერდა მეორე დღეს, ბოქს-ჰილზე. ის კი ჩემმა
საქციელმა გააღიზიანა – სამარცხვინოდ, უტიფრად უგულებელვყოფდი
მას და მთელი ჩემი ყურადღება, აშკარა თავგამოდებით, მის ვ.-ისკენ
მქონდა მიმართული. ამას ვერცერთი თავმოყვარე ქალი ვერ აიტანდა
და მანაც ჩემთვის სრულიად გასაგები სიტყვებით გამოხატა თავისი აღ-
შფოთება. მოკლედ, ჩემო ძვირფასო მადამ, ამ განხეთქილებაში ის სრუ-
ლიად უდანაშაულოა, მე კი – ნამდვილი არამზადა. მოკლედ, მასზე
უკიდურესად გაბრაზებული, იმავე საღამოს რიჩმონდში დავბრუნდი,
არადა, შემეძლო მეორე დილამდე თქვენთან დარჩენა. მართალია, მა-
შინაც კი მეყო საღი აზრი და ვფიქრობდი, რომ დროთა განმავლობაში
შევრიგდებოდით, მაგრამ, მისი სიცივით გულნატკენი, ისე წავედი, რომ
მჯეროდა, მას უნდა გადაედგა პირველი ნაბიჯი მუდამ მადლობას ვიტ-
ყვი იმისთვის, თქვენ რომ არ გვახლდით ბოქს-ჰილზე და ჩემს უგვანო
ქცევას არ შესწრებიხართ, თორემ მეეჭვება, იმ დღის მერე ჩემზე ოდესმე
კარგი აზრი გქონოდათ. ის კი იყო ჩემი საქციელის მომსწრე და, შედე-
გად, მყისიერი გადაწყვეტილებაც მიიღო: როგორც კი გაიგო, რომ რენ-
დალსიდან წავედი, იმ აბეზარი მისის ელტონის წინადადებას დასთან-
ხმდა. სხვათა შორის, ამ ქალბატონის დამოკიდებულება მის ფ.-სადმი
პირველივე დღიდან აღშფოთებითა და სიძულვილით მივსებდა გულს.
არ მაქვს უფლება, მის ფ.-ს სულგრძელობასა და მოთმინების უნარზე
480
რაიმე აუგი ვთქვა – ეს თვისებები ჩემ მიმართ უხვად გამოიყენა მაგრამ
არ შემიძლია, ხმამაღლა არ განვაცხადო, რომ ეს ქალი არ იმსახურებს
ამხელა სულგრძელობასა და ამდენ მოთმინებას... „ჯეინ!“ დაუჯერებე-
ლია!
შეამჩნევდით ალბათ, რომ ჯერ მეც კი არ მიმიცია თავისთვის ნება,
თუნდაც თქვენთან, მის ფ. ასე მოვიხსენიო. ჰოდა, წარმოიდგენთ, რას
ვიგრძნობდი, როცა ვხედავდი, რომ ამ სახელს ელტონები, პრაქტიკუ-
ლად, ფეხქვეშ თელავდნენ – მდაბიურად, უტიფრად, თავიანთი უპირა-
ტესობის შეგრძნებით... ცოტაც უნდა მოითმინოთ, მალე დავასრულებ...
ერთი სიტყვით, მის ფ. სამუშაოს შეთავაზებას დასთანხმდა, გადაწ-
ყვიტა, რომ საბოლოოდ დამშორებოდა და მომწერა, ერთმანეთს აღა-
რასდროს შევხვდებითო. ის გრძნობდა, რომ ეს ნიშნობა ორივესთვის
სინანულისა და უბედურების მომტანი იქნებოდა, ამიტომ უნდა ჩაეშა-
ლა. მისი წერილი სწორედ საბრალო ბიცოლაჩემის გარდაცვალების
დღეს მივიღე. ერთ საათში დავწერე პასუხი, მაგრამ ჩემი სულიერი
მღელვარებისა და იმ უამრავი საქმის გამო, ერთბაშად რომ დამეყარა
თავს, წერილი, ნაცვლად იმისა, იმავე დღეს სხვა აუარებელ წერილთან
ერთად გამეგზავნა, სამუშაო მაგიდის უჯრაში ჩამრჩა. მოკლედ, დარ-
წმუნებული ვიყავი, რომ სულ რამდენიმე, მაგრამ მაინც დამამშვიდებე-
ლი სიტყვები მივწერე და მეც აღარაფერზე მინერვიულია ცოტა იმედი
კი გამიცრუვდა, მალევე რომ არ მივიღე პასუხი, მაგრამ რაღაც გამარ-
თლება მოვუძებნე, თანაც, ზედმეტად დაკავებული ვიყავი და – ცოდვა
გამხელილი სჯობს – ისე თავდაჯერებულიც, რომ ასეთ წვრილმანებს
არ გამოვკიდებივარ. უინძორში წავედით და ორი დღის შემდეგ, წერი-
ლის ნაცვლად, მისგან ამანათი მივიღე: ჩემივე წერილები! ერთი-ორი
ბწკარიც მოეწერა, უაღრესად გაოცებული იყო, მოკლე პასუხის ღირსა-
დაც რომ არ ჩავთვალე; მწერდა, რომ ჩემი დუმილი მხოლოდ ერთს ნიშ-
ნავდა, ამიტომ ორივე ჩვენგანისთვის უმჯობესი იქნებოდა, ყველაფრის-
თვის რაც შეიძლებოდა მალე დაგვესვა წერტილი, მიგზავნიდა ყველა
ჩემს წერილს და მთხოვდა, რომ თუ ერთ კვირაში ვერ მოვახერხებდი
მისიწერილების ჰაიბერიში გაგზავნას, გამეგზავნა მითითებულ მისა-
481
მართზე... თვალებს ვერ ვუჯერებდი: ჩემ წინ იყო ბრისტოლთან ახლო
მცხოვრები მისტერ სმოლრიჯის ზუსტი მისამართი! ვიცოდი ეს სახე-
ლიც, ადგილიც, საერთოდ ყველაფერი ვიცოდი ამის შესახებ და უმალ
მივხვდი, რასაც აპირებდა. მას კარგად ვიცნობ. ეს სრულიად შეესაბამე-
ბა მის მტკიცე ხასიათს, ხოლო წინა წერილში რომ საიდუმლოდ შეინახა
მთელი თავისი გეგმები, ესეც კვლავ მის შფოთიან, წინდახედულ და
მგრძნობიარე ბუნებაზე მეტყველებს – გეგმის გამხელას, შესაძლოა, მი-
სი მხრიდან ჩემდამი მუქარის სახე ჰქონოდა, რასაც ამქვეყნად არაფ-
რის დიდებით არ დაუშვებდა. წარმოიდგინეთ ჩემი შოკი! წარმოიდგი-
ნეთ, სანამ ჩემივე შეცდომა არ აღმოვაჩინე, რა ცოფებს ვყრიდი ფოსტის
შეცდომის გამო. რა უნდა მექნა? მხოლოდ ერთი რამ – ბიძაჩემს უნდა
დავლაპარაკებოდი. მისი ნებართვის გარეშე, ვეღარ მექნებოდა იმედი,
რომ მის ფ. ოდესმე კვლავ მომისმენდა. დაველაპარაკე. გარემოებები
ხელს მაძლევდა: სამწუხარო ამბავს ბიძაჩემის სიამაყე შეერბილებინა
და მეტად შემრიგებლური პოზიცია გამოხატა იმაზე სწრაფად, ვიდრე
ველოდი. საბრალო კაცი! ამოიხვნეშა და მითხრა, ნეტავ, ქორწინებაში
ისეთივე ბედნიერება იპოვო, როგორიც – მეო თუმცა, ვხვდებოდი, რომ
ჩემი ბედნიერება ცოტა სხვაგვარი იქნებოდა. გებრალებით იმ ტანჯვის
გამო, რაც ბიძაჩემისთვის საიდუმლოს გამხელამდე განვიცადე, მით უფ-
რო, რომ მის თანხმობაში დარწმუნებული არ ვიყავი?.. სულ ტყუილად!
შესაბრალისი ჰაიბერიში გავხდი, როცა ჩავედი და ვნახე, როგორ გამეუ-
ბედურებინა ის! როცა მისი ჩამქრალი თვალები და ავადმყოფი სახე და-
ვინახე. ვიცოდი, რომ გვიან საუზმობდნენ, ჰოდა, ჰაიბერიში იმ დროს
ჩავედი, როცა, ჩემი ღრმა რწმენით, შანსი მქონდა, მარტო მენახა. არც
შევმცდარვარ. არც ჩემს იმედში შევმცდარვარ, რომ ჩემი მოგზაურობა
ამაო არ იქნებოდა, თუმცკი არაერთი გონივრული და სამართლიანი ეჭ-
ვის გაფანტვა მომიხდა... მომიხდა, დამერწმუნებინა...
და მე ეს შევძელი. შევრიგდით და ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასია,
ყველაზე, ყველაზე ძვირფასი! ვიცი, რომ ამიერიდან ერთი გაუგებრობაც
კი აღარ იქნება ჩვენ შორის. ახლა, ჩემო ძვირფასო მადამ, გაგათავი-
სუფლებთ. არ შემეძლო, ეს ყველაფერი არ გამემხილა. ათასი და კიდევ
482
ათასი მადლობა თქვენ იმ სიკეთისთვის, რაც პირველივე დღიდან დამა-
ნახეთ, და ათი ათასი მადლობა იმ ყურადღებისთვის, რასაც, თქვენი
გულის კარნახით, მის მიმართ გამოიჩენთ თუ ფიქრობთ, რომ ასეთ ბედ-
ნიერებას არ ვიმსახურებ, იცოდეთ, რომ თქვენს აზრს ვიზიარებ. მის ვ.
„ბედის ნებიერას“ მიწოდებს. იმედი მაქვს, რომ ვარ კიდეც. ერთი თვალ-
საზრისით, იღბლიანი კი ნამდვილად ვარ: მე მაქვს პატივი, წერილის
ბოლოს საკუთარი თავი შემდეგნაირად მოვიხსენიო:
თქვენგან დავალებული მოსიყვარულე ვაჟი,
ფ.ს. ჩერჩილი.

483
თავი 15

წარმოუდგენელი იყო, წერილს ემაზე არ ემოქმედა. მართლაც, მისი


წაკითხვის შემდეგ იძულებული გახდა, აზრი შეეცვალა და წერილი
ობიექტურად შეეფასებინა, როგორც ეს მისის უესტონმა ურჩია. საკუ-
თარ სახელს რომ მიადგა, ცდუნებას ვეღარ გაუძლო: ყოველი სტრიქო-
ნი, სადაც კი „ემა“ იყო ნახსენები, ორმაგად საინტერესოდ ეჩვენებოდა
და გულზე მალამოდ ედებოდა. საბოლოოდ, მის ვუდჰაუზს ავტორისად-
მი უწინდელი სიმპათია დაუბრუნდა, ხოლო ასე დრამატულად აღწე-
რილმა სიყვარულმა, თავისი ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალის-
წინებით, ბუნებრივად მოახდინა გავლენა. ერთი ამოსუნთქვით წაიკით-
ხა. მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში მაინც ფიქრობდა, ფრენკ
ჩერჩილი არასწორად მოიქცაო, მას ახლა უფრო ნაკლებად ადანაშაუ-
ლებდა და ნაკლებად ამტყუნებდა... ფაქტი იყო, ახალგაზრდა კაცს ბევ-
რი ეტანჯა და გულწრფელად ნანობდა თავის საქციელს... თანაც, მისის
უესტონისა ისეთი მადლიერი იყო, მის ფეარფაქსზე კი – ისე შეყვარე-
ბული, ხოლო თავად ემა იმხელა ბედნიერებას განიცდიდა, რომ სისას-
ტიკის დრო ნამდვილად არ იყო. მოკლედ, იმწუთას მისტერ ფრენკ ჩერ-
ჩილი ოთახში რომ შესულიყო, ემა ძველებურად გულიანად ჩამოარ-
თმევდა ხელს...
ერთი სიტყვით, ემას ისე მოეწონა წერილი, რომ ჰარტფილდში დაბ-
რუნებულ მისტერ ნაიტლისაც გაუწოდა. დარწმუნებული იყო, მისტერ
უესტონი წერილის გასაჯაროებას დიდი სიხარულით შეხვდებოდა, გან-
საკუთრებით კი მათთან, რომლებიც, მისტერ ნაიტლის მსგავსად, მისი
ვაჟის არაერთი უღირსი საქციელის მომსწრენი იყვნენ.
– სიამოვნებით გადავხედავ, – მიუგო მისტერ ნაიტლიმ ემას, – მაგ-
რამ მეტისმეტად გრძელი ჩანს. შინ წავიღებ და ღამით წავიკითხავ.
ასე არ გამოვიდოდა. საღამოს ჰარტფილდში მისტერ უესტონი შეივ-
ლიდა და ემას წერილი მისთვის უნდა გაეტანებინა.
– თქვენთან საუბარი მერჩივნა, მაგრამ რაკი სამართლიანობა მოით-
ხოვს, წავიკითხავ, რა გაეწყობა... – და ჯენტლმენმა კითხვა დაიწყო,
484
თუმცა მაშინვე შეწყვიტა და ემას მიმართა: – ორიოდე თვის წინ, ამ
ჯენტლმენის დედინაცვლისადმი მიწერილი რომელიმე წერილის უბრა-
ლოდ შორიდან შეხედვაც კი რომ შემოგეთავაზებინათ, ემა, ასე მშვი-
დად ნამდვილად ვერ გამოგართმევდით.
კითხვა განაგრძო, ჩუმად კითხულობდა და მალევე ღიმილით შენიშ-
ნა: – ჰმმ! მშვენიერი ქათინაურებით გაჯერებული შესავალია. მაგრამ ეს
მისი სტილია. ყველას თავისი სტილი აქვს, ცხადია. მკაცრი შემფასებე-
ლი არ ვიქნები, – ცოტა ხანში კი დაამატა: – თუ ნებას დამრთავთ, ში-
გადაშიგ ხმამაღლა გამოვთქვამ აზრს. ასე უფრო ახლოს ვიგრძნობ
თქვენთან თავს. იმედი მაქვს, ეს ბევრ დროს არ წაგვართმევს... თუმცა,
თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ...
– არა, არა, პირიქით.
მისტერ ნაიტლი უფრო ხალისიანად მიუბრუნდა წერილს.
– ეს არასერიოზული განაცხადია, – დასძინა ჯენტლმენმა, – ჰმ,
ცდუნებას ვერ გავუძელიო. იცის, რომ არასწორია და თავის გასამარ-
თლებლადაც არაფერი აქვს... ცუდია... არ უნდა წასულიყო ამ საიდუმ-
ლო გარიგებაზე... მამამისის „ოპტიმიზმი“ გასაგებია, მაგრამ მთლად
მართალი არ არის. მისტერ უესტონს თავისი ოპტიმისტური ბუნება თა-
ვის პატიოსან და ღირსეულ გადაწყვეტილებებში მართლაც ძალიან წა-
ადგა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამჟამინდელი კეთილდღეობა მას
შრომის შედეგად აქვს მოპოვებული ჰო, ეს მართალია: მამასა და დედი-
ნაცვალს იქამდე არ ესტუმრა, სანამ მის ფეარფაქსი არ ჩამოვიდა ჰა-
იბერიში.
– მეც გადასარევად მახსოვს, – ჩაერთო ემა, – თქვენ თქვით, რომ მო-
ესურვებინა, უფრო მალეც ჩამოვიდოდა რენდალსშიო. ახლა არ იმ-
ჩნევთ მაგრამ აბსოლუტურად მართალი იყავით.
– მიუკერძოებელი არ ვყოფილვარ, ემა მაგრამ, მაინც მგონია, ამ საქ-
მეში თქვენი ფაქტორიც რომ არ ყოფილიყო, მაინც ვერ შევძლებდი მის
ნდობას.
როცა მისტერ ნაიტლი მის ვუდჰაუზის ფრაგმენტს მიადგა, ყველაფე-
რი, რაც მას ეხებოდა, ხმამაღლა წაიკითხა – ღიმილით, ემასკენ მიმარ-
485
თული მზერით, თავის გაქნევით, ერთი-ორი თანხმობის გამომხატველი,
ერთი-ორი გამკიცხავი თუ, უბრალოდ, სიყვარულით აღსავსე კომენტა-
რით – იმისდა მიხედვით, რას მოითხოვდა ესა თუ ის მონაკვეთი. ბო-
ლოს კი ჩაფიქრდა და საკმაოდ სერიოზული ტონით დასძინა: – ცუდია,
ძალიან ცუდი... მიუხედავად იმისა, რომ უარესიც შეიძლებოდა ყოფი-
ლიყო... ცეცხლს ეთამაშებოდა. მადლობა ღმერთს, გაუმართლა. ასე
რომ არა, ვერ გამოისყიდდა დანაშაულს. სინამდვილეში წარმოდგენაც
არ ჰქონდა, როგორ აღიქვამდით მის ქცევას. ფაქტებს ვერ ხედავდა,
რადგან საკუთარი სურვილებით იყო დაბრმავებული. ხედავდა მხო-
ლოდ იმას, რაც მასვე აწყობდა. როგორ დაიჯერა, რომ მისი საიდუმლო
ამოიცანით?! თუმცა, რა გასაკვირია – მისი გონება იმდენ ინტრიგას
ხლართავდა, ეგონა, სხვებიც მასავით იყვნენ... საიდუმლო, ეშმაკობა...
როგორ ამახინჯებს ადამიანის გონებას! ემა, ჩემო საყვარელო, ეს ყვე-
ლაფერი ხომ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამხელა ბედნიერებაა, მე და
თქვენ მხოლოდ სიმართლე და გულწრფელობა რომ გვაკავშირებს?
ემამ კვერი დაუკრა და გაწითლდა, რადგან ჰარიეტთან დაკავშირე-
ბული საიდუმლო გაახსენდა. უხერხულობის დასაფარად კი წამოიძახა:
– სჯობს, გააგრძელოთ.
მისტერ ნაიტლიმ დაუჯერა, მაგრამ ცოტა ხანში ისევ შეჩერდა: –
ფორტეპიანო! რა თქმა უნდა! ეს ძალიან, ძალიან ახალგაზრდა კაცის
საქციელს ჰგავდა – ზედმეტად ახალგაზრდისას საიმისოდ, რომ მიხ-
ვდეს, მისი საჩუქრით გამოწვეული უხერხულობა სიხარულს გადასწო-
ნის. უდავოდ ბავშვური ჩანაფიქრია! ჩემთვის რთული წარმოსადგენია,
რატომ უნდა მოუნდეს კაცს თავისი სიყვარულის იმ ფორმით დადას-
ტურება, რაც ქალს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს. ხომ იცოდა,
რომ მის ფეარფაქსი ყოველმხრივ შეუშლიდა ხელს ამგვარი ჩანაფიქრის
განხორციელებას, წინასწარ რომ სცოდნოდა.
მისტერ ნაიტლის პაუზა აღარ გაუკეთებია, სანამ იმ მონაკვეთს არ
მიადგა, სადაც ფრენკ ჩერჩილი საკუთარ სამარცხვინო საქციელს აღია-
რებდა. აქ კი შესძახა: – აბსოლუტურად გეთანხმებით, სერ! მართლაც
ძალიან სამარცხვინოდ მოიქეცით. ამაზე გულწრფელი აქ არაფერი და-
486
გიწერიათ! – მისტერ ნაიტლიმ ახალგაზრდა კაცსა და მის ფეარფაქსს
შორის განხეთქილების მიზეზი ჩაიკითხა, მიადგა იმ ადგილს, სადაც
ფრენკ ჩერჩილი ჯეინის სამართლიანი საყვედურის მიუხედავად, ჯი-
უტად აგრძელებდა მისთვის ტკივილის მიყენებას, და კიდევ უფრო
ვრცელი კომენტარი მოაყოლა: – ძალიან ცუდია. მის ფეარფაქსი უკი-
დურესად რთულ და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. არადა, მისი
მთავარი მიზანი ახალგაზრდა ქალის უსარგებლო უხერხულობათაგან
დაცვა უნდა ყოფილიყო... დარწმუნებული ვარ, მის ფეარფაქსისთვის
უფრო რთული იქნებოდა ამ საიდუმლო მიმოწერის შენარჩუნება.
ფრენკ ჩერჩილს მისი უსაფუძვლო შფოთვისთვისაც კი პატივი უნდა
ეცა, თუ, რასაკვირველია, ჯეინ ფეარფაქსი საერთოდ ავლენდა ამგვარ
რამეს. მაგრამ ფაქტია, რომ გოგონა მხოლოდ საფუძვლიანად ღელავდა.
მოკლედ, ჯეინ ფეარფაქსის ამდენი განსაცდელი რომ გავამართლოთ,
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არასწორად მოიქცა, როცა საიდუმლო
ნიშნობაზე დასთანხმდა, არასწორ საქციელს კი თავისი საფასური აქვს.
ემამ იცოდა, რომ მისტერ ნაიტლი ახლა ბოქს-ჰილის ექსკურსიას
უახლოვდებოდა და აწრიალდა. იქ, უპირველესად, ემას საქციელი იყო
გასაკიცხი! საშინლად რცხვენოდა და მისტერ ნაიტლის მზერის ცოტათი
ეშინოდა კიდეც. თუმცა, ჯენტლმენმა ყველაფერი მშვიდად, ყურადღე-
ბით და შენიშვნების გარეშე ჩაიკითხა, ერთ მზერას თუ არ ჩავთვლით
(წამიერს, რადგან გოგონას განაწყენება არ უნდოდა), ბოქს-ჰილი ისე
მოიტოვეს უკან, თითქოს არც არაფერი მომხდარაო.
– რას ვიზამთ, ჩვენი მეგობარი ელტონები ბუნებას დელიკატურობით
მაინცდამაინც არ დაუჯილდოებია, – მომდევნო შენიშვნად ჩაურთო
მისტერ ნაიტლიმ, – აქ ახალგაზრდა კაცის გრძნობები უფრო გასაგე-
ბია... მოიცათ, რაო?! მის ფეარფაქსმა გადაწყვიტა, სამუდამოდ დას-
ცილდეს? გრძნობდა, რომ ეს ნიშნობა ორივესთვის სინანულისა და უბე-
დურების მომტანი იქნებოდა... წარმომიდგენია, რას განიცდიდა ამ კა-
ცის შემყურე! გამოდის, რომ ფრენკ ჩერჩილი მართლაც საშინელი...
– არა, არა, კითხვა განაგრძეთ... ნახავთ, როგორ იტანჯა.

487
– იმედი მაქვს, – მშრალად მიუგო მისტერ ნაიტლიმ და წერილს მი-
უბრუნდა, – სმოლრიჯი! ეს რაღა უბედურებაა? რას ნიშნავს ეს ყველა-
ფერი?
– მის ფეარფაქსი დათანხმდა მისის სმოლრიჯის ბავშვების აღ-
მზრდელობას... მისის სმოლრიჯი კი მისის ელტონის მეზობელია მე-
იპლ-გროუვიდან... ჰო, სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს, მისის ელ-
ტონმა როგორ გადაიტანა ეს იმედგაცრუება?
– ემა, ჩემო ძვირფასო, თუ გინდათ, ბოლომდე წავიკითხო, ხმა აღარ
ამოიღოთ... არც მისის ელტონი ახსენოთ. ერთი გვერდიღა დამრჩა. მა-
ლე მოვრჩები. რამხელა წერილი დაუწერია!
– მინდა, კითხვისას ამ კაცისადმი ცოტა უფრო კეთილგანწყობილი
იყოთ.
– ჰო, აი, აქ ნამდვილად გრძნობასთან გვაქვს საქმე... აშკარად განი-
ცადა, ასე ავად რომ დაუხვდა... არა, მის გრძნობაში მართლაც არ მეპა-
რება ეჭვი. „ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, ყველაზე, ყველაზე ძვირ-
ფასი“. იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს დააფასებს ამ შერიგების მნიშვნე-
ლობას... უთუოდ მეტად გულუხვია, თავისი ათასი და ათი ათასი მად-
ლობით... „ასეთ ბედნიერებას არ ვიმსახურებ“. ჰო, აი, აქ ვეთანხმები...
„მის ვუდჰაუზი ბედის ნებიერას მიწოდებს“. – უყურე შენ მის ვუდჰა-
უზს! და მშვენიერი ფინალიც... გამომართვით წერილი. ჰმ, „ბედის ნები-
ერა“! მართლა ასე შეარქვით?
– ჩემსავით კმაყოფილი არ ჩანხართ ამ წერილით. მაგრამ მასზე მა-
ინც უკეთესი შთაბეჭდილება უნდა შეგქმნოდათ... ყოველ შემთხვევაში,
იმედი მაქვს, რომ ასე იქნება... ცოტათი მაინც არ გამოსწორდა თქვენს
თვალში?
– კი, ნამდვილად გამოსწორდა. უამრავი შეცდომა დაუშვა, დაუფიქ-
რებლობისა და უდარდელობის გამო... და სავსებით ვეთანხმები, რომ
ასეთ ბედნიერებას არ იმსახურებს, მაგრამ რადგანაც ცალსახაა, რომ
მის ფეარფაქსი ძალიან უყვარს – და იმედია, უკვე მალე შეძლებს მას-
თან ერთად ცხოვრებას – მზად ვარ, ვირწმუნო, რომ ხასიათი გამოუ-
კეთდება და მის ფეარფაქსისგან პრინციპების ერთგულებასა და დელი-
488
კატურობას ისწავლის, რაც ასე ძალიან აკლია. ახლა კი, ნება მომეცით,
სხვა თემაზე ვილაპარაკოთ. ამწუთას სულ სხვა ადამიანის ინტერესებ-
ზე ვღელავ და ფრენკ ჩერჩილზე ვეღარ ვიფიქრებ. მთელი დილაა, ერთი
საკითხი მიტრიალებს გონებაში.
ჰოდა, ეს საკითხიც გაჟღერდა – უბრალოდ, პირდაპირ, ინგლისელი
ჯენტლმენის სტილში, რასაც მისტერ ნაიტლი თვით საყვარელ ქალთა-
ნაც კი არ ღალატობდა. მოკლედ, ჯენტლმენი ღელავდა, როგორ უნდა
გთხოვოთ ხელი ისე, რომ მამათქვენის ბედნიერება არ დავაზარალოო.
ემას პასუხი მზად ჰქონდა: მანამ მამა ცოცხალი იყო, ყოველგვარი
ცვლილება გამორიცხული იქნებოდა. მამას ვერასდროს დატოვებდა.
მისტერ ნაიტლი ამ პასუხის მხოლოდ ერთ ნაწილს იზიარებდა: ემა რომ
მამას ვერ დატოვებდა, ამას ჯენტლმენიც მასზე არანაკლებ აცნობიე-
რებდა, მაგრამ „ყოველგვარ ცვლილებაზე“ უარის თქმას კი ვერაფრით
დაუშვებდა. სწორედ ამაზე ფიქრობდა ბეჯითად და გამალებით; თავ-
დაპირველად იფიქრა, იქნებ მისტერ ვუდჰაუზი დავიყოლიო, რომ ქა-
ლიშვილთან ერთად დონველში გადმოსახლდესო, მაგრამ მისტერ ვუდ-
ჰაუზს იმდენად კარგად იცნობდა, რომ თავი დიდხანს აღარ მოუტყუ-
ებია; მალევე აღიარა, რომ ეს გეგმა მისტერ ვუდჰაუზის კეთილდღეო-
ბასთან – შესაძლოა, მისი სიცოცხლესთანაც კი – შეუთავსებელი იქნე-
ბოდა და, რა თქმა უნდა, გარისკვად არ ღირდა. თუმცა, იმედი ჰქონდა,
რომ მისი უსაყვარლესი ემა ვერ დაიწუნებდა მის ახალ გეგმას, რომლის
თანახმადაც, თავად მისტერ ნაიტლი გაიღებდა მსხვერპლს და გადავი-
დოდა ჰარტფილდში. რაკი მისტერ ვუდჰაუზის ბედნიერებისთვის ან,
სხვა სიტყვებით, მისი სიცოცხლისთვის, აუცილებელი იყო, ემას კვლავ
ჰარტფილდში ეცხოვრა, მაშინ მისტერ ნაიტლის სახლიც იქ იქნებოდა.
ყველას ერთად დონველში ცხოვრებაზე ემასაც ეფიქრა და, მისტერ
ნაიტლის მსგავსად, მასაც უკუეგდო ეს აზრი, მაგრამ აი, ახალი, საპი-
რისპირო ვარიანტი კი აზრადაც არ მოსვლოდა. აცნობიერებდა, რამხე-
ლა სიყვარულს მოწმობდა ეს მისტერ ნაიტლის მხრიდან; აცნობიერებ-
და, რომ დონველის დატოვებით, ჯენტლმენი უამრავ რამეს იღებდა
მსხვერპლად: საკუთარ თავისუფლებასა და ჩვევებს; მისტერ ვუდჰაუზ-
489
თან თანაცხოვრებისას, თანაც არა საკუთარ სახლში, ძალიან, ძალიან
ბევრ რამესთან მოუწევდა შეგუება. ემა შეჰპირდა, ვიფიქრებო, და ურ-
ჩია, თქვენც კარგად აწონ-დაწონეთო, მაგრამ ჯენტლმენს უკვე მტკი-
ცედ გადაეწყვიტა და საკითხის დამატებით განხილვას აზრი არ ჰქონდა.
ემა დაარწმუნა, ამის გამო დილას უილიამ ლარკინსსაც კი გავექეცი და
ძალიან ბევრი და ძალიან მშვიდად ვიფიქრეო.
– უჰ! ერთი გაუთვალისწინებელი სირთულეა, – წამოიძახა ემამ, –
დარწმუნებული ვარ, ეს უილიამ ლარკინსს არ მოეწონება. სანამ მე
მკითხავთ აზრს, ჯერ მისგან უნდა მიიღოთ თანხმობა.
ასე იყო თუ ისე, ემამ პირობა დადო, რომ იფიქრებდა. საგულისხმოა,
რომ მის იმ მრავალ ფიქრს შორის, რაც კი ბოლო დროს დონველის სა-
აბატოს უკავშირდებოდა, არცერთი ყოფილა მისი დისშვილის, ჰენრის,
უფლებების შებღალვასთან დაკავშირებული; არადა, არცთუ ისე დიდი
ხნის წინათ დონველის მომავალი მემკვიდრისუფლებებს კბილებით
იცავდა. წესით, ახლაც უნდა დაფიქრებულიყო იმ ზიანზე, რასაც თავი-
სი ქორწინება მოუტანდა საბრალო პატარა ბიჭს, მაგრამ ახლა მხოლოდ
ირონიულად ეღიმებოდა იმის გახსენებაზე, კეთილი, მზრუნველი დისა
და დეიდის მანტიაში გახვეული, როგორ გაშმაგებით ებრძოდა მისტერ
ნაიტლის დაქორწინების იდეას ნებისმიერზე – ჯეინ ფეარფაქსზე თუ
კიდევ სხვაზე.
რაც უფრო მეტს ფიქრობდა მისტერ ნაიტლის წინადადებაზე – და-
ქორწინებულიყვნენ და ჰარტფილდში ეცხოვრათ – ემას მით უფრო მი-
საღებად ეჩვენებოდა ის: მის წარმოდგენაში მისტერ ნაიტლის უხერხუ-
ლობანი მსუბუქდებოდა, თავად მისი კომფორტი იზრდებოდა, ხოლო
ორივეს საერთო კეთილდღეობა სწონიდა ამ გეგმის ნებისმიერ ხარვეზს.
როგორი მეგობარი ეყოლებოდა ემას გვერდით ჭირსა თუ ლხინში! რო-
გორი გამზიარებელი ყველა იმ ვალდებულებისა და საზრუნავისა, რომ-
ლებიც დროსთან ერთად, სამწუხაროდ, მოიმატებდა!
რომ არა ჰარიეტი, ემა ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იქნებოდა. მაგ-
რამ ახლა მის ბედნიერებას მეგობრის ტანჯვა ჩრდილავდა. ჰარიეტი
ჰარტფილდს უნდა ჩამოშორებოდა; თავისივე კეთილდღეობისთვის,
490
შორს უნდა ყოფილიყო იმ ბრწყინვალე ოჯახური იდილიისგან, სულ მა-
ლე ემასთან რომ დაისადგურებდა. ჰარიეტი ყოველმხრივ წაგებიან
მდგომარეობაში იყო. მისი არყოფნა ემას ცხოვრებას სერიოზულ კვალს
ვერ დაამჩნევდა, პირიქით – ჰარტფილდში ის ახლა ზედმეტიც კი იქნე-
ბოდა...
მის სმითს მისტერ ნაიტლი დროთა განმავლობაში, რასაკვირველია,
დაავიწყდებოდა... ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას ვინმეთი ჩაანაც-
ვლებდა, მაგრამ ეს მალე არ მოხდებოდა – ჯერ ერთი, თავად მისტერ
ნაიტლი არაფერს მოიმოქმედებდა გოგონას განსაკურნებლად, ვინაიდან
ის, მისტერ ელტონისგან განსხვავებით, იყო კეთილი, თანაგრძნობით
სავსე, გულწრფელად ყურადღებიანი ყველას მიმართ; და, მეორეც, გა-
მორიცხული იყო, თვით ჰარიეტსაც კი ერთ წელიწადში სამ კაცზე მეტი
შეჰყვარებოდა.

491
თავი 16

ემას დიდი შვება მოჰგვარა იმის აღმოჩენამ, რომ ჰარიეტიც არანაკ-


ლებ გაურბოდა მასთან შეხვედრას. მათი ეპისტოლარული ურთიერთო-
ბაც კი საკმაოდ მტკივნეული იყო და, აბა, წარმოიდგინეთ, რამდენად
მძიმე იქნებოდა პირისპირ შეხვედრა!
ჰარიეტმა ისე გამოხატა სათქმელი, როგორც მოსალოდნელი იყო:
საყვედურების გარეშე, არც ღიად მიუნიშნებია, რომ ბოროტად მოექ-
ცნენ. და მაინც, ემას აზრით, წერილში რაღაც იგრძნობოდა, სიბრაზის-
მაგვარი, ყოველ შემთხვევაში, რაღაც ისეთი ემოცია, რაც სიბრაზეს
ემიჯნებოდა და რამაც თითოეულში კიდევ უფრო გაამძაფრა ცალ-ცალ-
კე ყოფნის სურვილი... შესაძლოა, ეს მხოლოდ ემას ფანტაზია იყო, სინ-
დისის ქენჯნით შთაგონებული, მაგრამ, მაინც, მხოლოდ ნამდვილი ან-
გელოზი თუ აიტანდა ასეთ დარტყმას სიბრაზის გარეშე.
ემამ უპრობლემოდ დააპატიჟებინა იზაბელას ჰარიეტი, მიზეზი კი
უტყუარი მოიფიქრა: კბილი. ჰარიეტი კარგა ხანი იყო, კბილს იტკივებ-
და, მისის ნაიტლი კი, რომლისთვისაც წმინდა იყო ყველაფერი, რაც
ჯანმრთელობას უკავშირდებოდა, სიხარულით გაუწევდა დახმარებას.
მიუხედავად იმისა, რომ კბილის ექიმით ისევე არ იყო აღფრთოვანებუ-
ლი, როგორც თავისი მისტერ უინგფილდით, იზაბელამ მაინც მეტად
მოიწადინა, ჰარიეტი საკუთარი ფრთის ქვეშ ჰყოლოდა. იზაბელას და-
თანხმების შემდეგ, ემამ მეგობარსაც გაუზიარა ჩანაფიქრი და ისიც იო-
ლად დაიყოლია. ჰარიეტი, სულ მცირე, ორი კვირით მიიწვიეს ლონდონ-
ში და მისტერ ვუდჰაუზის ეტლიც გამოუყვეს. ყველაფერი დაიგეგმა, გა-
დაწყდა და მის სმითმა მალე ბრანსვიკში ამოყო თავი.
ახლა ემას შეეძლო, მისტერ ნაიტლის ვიზიტებით გული ბოლომდე
ეჯერებინა: ესაუბრა, მოესმინა და გულწრფელად ბედნიერი ყოფილიყო,
არ ჰქონოდა უსამართლობის, დანაშაულის, დიდი ტკივილის განცდა,
რაც მოსვენებას უკარგავდა ყოველ ჯერზე, როცა კი გაახსენდებოდა,
რამდენად ცოტა მანძილი აშორებდა გულგატეხილ მეგობართან, რომე-

492
ლიც იმწუთას შესაძლოა იტანჯებოდა იმით, რაც თავად ემას ჩაენერგა
მასში.
ემას მიერ აღქმული სხვაობა მისის გოდარდთან მყოფ ჰარიეტსა და
ლონდონში მყოფ ჰარიეტს შორის, შესაძლოა, არც ისე რაციონალური
ჩანდა, მაგრამ ემა დარწმუნებული იყო, რომ ლონდონში უამრავი რამ
მიიზიდავდა ჰარიეტის თვალს და უამრავი რამით შეიქცევდა თავს, შე-
საბამისად, საბრალო გოგონა წარსულზეც ნაკლებს იფიქრებდა და თან-
დათან ნორმალურ ცხოვრებასაც დაუბრუნდებოდა.
ერთი სიტყვით, მის ვუდჰაუზი ჰარიეტზე აღარ დარდობდა, თუმცა,
თავს არ აძლევდა ნებას, მეგობარზე დარდი სხვა დარდით ჩაენაცვლე-
ბინა. გადაწყვიტა, არ ეჩქარა და ერთი მეტად რთული საქმე, რაც მხო-
ლოდ მისი გასაკეთებელი იყო – მამისთვის ნიშნობის ამბის გამჟღავნება
– მანამ გადაედო, სანამ მისის უესტონის კეთილდღეობა არ იქნებოდა
სათანადოდ უზრუნველყოფილი. ახლა დამატებითი თავსატეხების
დრო არ იყო. იმედი ჰქონდა, რომ ეშმაკი არ შეუჩნდებოდა და დათ-
ქმულ დროზე ადრე არაფერს მოიმოქმედებდა. საკუთარი თავისთვის,
სულ ცოტა, ორი კვირა – ორი თავისუფალი და მშვიდი კვირა – უნდა
გამოეყო და ბოლომდე დამტკბარიყო მისით; ემოციათა არადადეგების
პერიოდში კი თუნდაც ნახევარი საათი მის ფეარფაქსისთვისაც დაეთმო.
აუცილებლად უნდა ენახა, თუნდაც იმიტომ, რომ მათი მდგომარეობა
ახლა ძალიან ჰგავდა ერთმანეთს და ემას მის მიმართ კეთილგანწყობას
ერთიორად ზრდიდა. ცხადია, თავის საიდუმლოს არ გაუმხელდა, მაგ-
რამ გულში ხომ ეცოდინებოდა, რამხელა საერთო ჰქონდათ მასა და ჯე-
ინს, ჰოდა, ნებისმიერი რამ, რასაც კი მის ფეარფაქსი ეტყოდა, ორმაგად
საინტერესოდ მოეჩვენებოდა!
ემა ბეიტსებთან გაეშურა. გაახსენდა, ერთხელ ამაოდ რომ იცადა
მათ კართან, მათ სახლში კი ბოლოს ბოქს-ჰილის ექსკურსიის მომდევნო
დილას იყო... საბრალო ჯეინი მაშინ ისეთ დღეში დაუხვდა, ემას თანაგ-
რძნობით აევსო გული, თუმცა მისი ტანჯვის ყველაზე მძიმე ნაწილის
შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონია... ახლაც ეშინოდა, ვაითუ არასა-
სურველი სტუმარი აღმოვჩნდეო, და რაკი დარწმუნებული იყო, რომ
493
ბეიტსები შინ იქნებოდნენ, გადაწყვიტა, თავად შესასვლელში დარჩენი-
ლიყო, ზემოთ კი პათი ააგზავნა – უთხარით, მოვედიო. გაიგონა, პათიმ
როგორ ახსენა მისი სახელი, რასაც უხერხული ფუსფუსი აღარ მოჰყო-
ლია. „სთხოვეთ, ამოვიდეს“ – მკაფიოდ მოესმა, ზუსტად ერთ წუთში კი
კიბეზე თვით ჯეინი შეეგება – ისე გულიანად მიიწევდა ემასკენ, თითქოს
ნებისმიერი სხვაგვარი მიღება უზრდელობაში ჩაეთვლებოდა. ჯეინი
არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა: ასეთი გულღია, ასეთი აქტიური
ემას ის არასდროს ენახა. სინანულიც იგრძნობოდა, სითბოც, სიხალისეც
– ყველა ემოცია, რაც კი მის გარეგნობასა თუ ქცევას მანამდე აკლდა.
ემას ხელი გაუწოდა და ხმადაბლა, თუმცა მეტად ემოციურად დასძინა:
– მის ვუდჰაუზ! როგორი კეთილი ხართ... მიჭირს, სიტყვებით გადმოვ-
ცე... იმედი მაქვს, დამიჯერებთ... მაპატიეთ, რომ ამდენ ხანს ჩუმად ვი-
ყავი.
ემას ესიამოვნა და დააპირა დაედასტურებინა, სიტყვები ზედმეტია-
ო, რომ უცებ მისაღები ოთახიდან მისის ელტონის ხმა შემოესმა და,
ელდანაცემი, იძულებული გახდა, მთელი თავისი მეგობრული გრძნობე-
ბი და მილოცვა ერთ ძალიან, ძალიან გულწრფელ ხელის ჩამორთმევა-
ში მოექცია.
ოთახში მისის ბეიტსი და მისის ელტონი ისხდნენ. მის ბეიტსი შინ არ
იყო. აი, თურმე რატომ არ მოჰყვა პათის მიერ მისი სახელის ხსენებას
დიდი ფაციფუცი. რა თქმა უნდა, ემას ერჩივნა, მისის ელტონი არ დახ-
ვედროდა, მაგრამ ახლა ისეთ გუნებაზე იყო, თავისუფლად აიტანდა
თუნდაც მას. თანაც, მისის ელტონი უჩვეულო თავაზიანობით შეხვდა,
რამაც ემას იმედი მისცა, ყველაფერი უმტკივნეულოდ ჩაივლისო.
მის ვუდჰაუზს არ გასჭირვებია, გამოეცნო მისის ელტონის აზრები
და მისი კარგ გუნებაზე ყოფნის მიზეზი. ჩანდა, მის ფეარფაქსს ეს ქალ-
ბატონი თავის მესაიდუმლედ ექცია, რის გამოც ის თავს პრივილეგირე-
ბულად მიიჩნევდა – ეგონა, საყოველთაო საიდუმლო მხოლოდ მას გა-
ანდეს, და თვითკმაყოფილება სახეზე ეწერა. სანამ ემა მისის ბეიტსს
ეკითხებოდა, როგორ გრძნობთ თავსო, და კეთილი მოხუცის პასუხს ვი-
თომდა უსმენდა, შენიშნა, მისის ელტონმა როგორ კეკლუცად გადაკეცა
494
საიდუმლო წერილი, რომელსაც მანამდე ალბათ ხმამაღლა უკითხავდა
მის ფეარფაქსს, მეწამულ-ოქროსფერ ხელჩანთაში შეინახა და მრავ-
ლისმთქმელი თავის კანტურით დასძინა: – ამაზე სხვა დროს ვილაპა-
რაკოთ. მე და თქვენ ამის შესაძლებლობა მრავალჯერ მოგვეცემა, მით
უმეტეს, დედააზრი უკვე იცით. უბრალოდ, კიდევ ერთხელ მინდოდა
დამედასტურებინა, რომ მისის ს. ჩვენს ბოდიშებს იღებს და არ არის
ნაწყენი. ხომ ნახეთ, რა არაჩვეულებრივი წერილი გამოგზავნა! ღმერ-
თო, უტკბესი არსებაა! რომ წასულიყავით, ძალიან შეგიყვარდებოდათ...
თუმცა, მორჩა, ხმას არ ვიღებ! სჯობს, თავი შევიკავოთ... კარგი გოგოები
უნდა ვიყოთ. ჩუუ! გახსოვთ ეს სტრიქონები?! ...დამავიწყდა, რომელი
ლექსიდანაა... „როცა საქმეში გარეულია ქალი, სხვას ყველაფერს ეკარ-
გება აზრი“.93 ჰოდა, ჩემო საყვარელო, ჩვენს შემთხვევაში, „ქალი“
არის... ჰმ... დუმილი ოქროა! დღეს რაღაც უცნაურ გუნებაზე ვარ, არა?
მაგრამ მინდა, მისის ს.-სთან დაკავშირებით არხეინად იყოთ... მე ისე
დავუხატე ყველაფერი, ოდნავადაც არ განაწყენებულა.
საკმარისი იყო, ემა მისის ბეიტსის ხელსაქმისკენ შებრუნებულიყო,
რომ მისის ელტონმა ნახევრად ჩურჩულით დაამატა: – შეამჩნევდით,
სახელები არ მიხსენებია. ღმერთო, სახელმწიფო მინისტრივით ფრთხი-
ლი ვარ! ძალიან კარგად გავართვი თავი!
ემას ეჭვი აღარ ეპარებოდა. მისის ელტონი შანსს არ უშვებდა ხელი-
დან, რომ თავისი ინფორმირებულობა გამოემჟღავნებინა. ერთხანს ყვე-
ლანი შეხმატკბილებულად ამინდსა და მისის უესტონზე საუბრობდნენ,
უცებ, სრულიად მოულოდნელად, ემას მისის ელტონმა მიმართა: – მის
ვუდჰაუზ, არ მიგაჩნიათ, რომ ჩვენმა პატარა, კოხტა მეგობარმა საოც-
რად მოიკეთა და პერისთვის მადლობა გვაქვს გადასახდელი? – მისის

ციტატა ინგლისელი პოეტისა და დრამატურგის, ჯონ გეის (1685-1732) იგავ-არაკი-


93

დან „კურდღელი და მისი ბევრი მეგობარი“ (1727). საგულისხმოა, რომ ამის ციტირე-
ბით მისის ელტონი ცუდ გემოვნებას ავლენს: ჯერ ერთი, არ ახსოვს წყარო; მეორეც, ამ
სტრიქონების მოხმობით, ჯეინს ძროხას ადარებს, ფრენკს კი ხარს; და ბოლოს, ეს სა-
ბავშვო იგავ-არაკია, რაც შეიძლება, იმას ნიშნავდეს, რომ მისის ელტონს დაწყებითი
განათლების გარდა ბევრი არაფერი მიუღია.
495
ელტონმა ჯეინს მრავალმნიშვნელოვანი მზერა ესროლა, – მერწმუნეთ,
პერიმ უმოკლეს დროში მოახდინა სასწაული! ღმერთო, თქვენც რომ გე-
ნახათ, როგორ გამოიყურებოდა... – აქ მისის ბეიტსმა რაღაც უთხრა
ემას და მისის ელტონმაც მაშინვე ჩურჩულით დაამატა: – პერის თანა-
შემწე არ უნდა ვახსენოთ... სიტყვაც არ უნდა დაგვცდეს ერთ უინძო-
რელ ექიმზე! ღმერთო, არა! პერის უნდა მივაწეროთ მთელი დამსახუ-
რება.
ცოტა ხანში მისის ელტონი კვლავ მის ვუდჰაუზს მიუბრუნდა: –
ბოქს-ჰილის შემდეგ, თქვენი ხილვის სიამოვნება, მგონი, არ მქონია, მის
ვუდჰაუზ. მშვენიერი ექსკურსია კი იყო, თუმცა რაღაც მაინც აკლდა...
თითქოს... იმის თქმა მინდა, რომ ზოგიერთი ჩვენგანი მთლად უღრუბ-
ლო განწყობაზე არ იდგა... ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენა, თუმცა,
შესაძლოა, შევცდი. ასეა თუ ისე, სურვილი გამიჩინა, იქ კიდევ წავიდე.
რას იტყვით, სანამ კარგი ამინდია, იმავე შემადგენლობით რომ დავ-
ლაშქროთ ბოქს-ჰილი? იმავე შემადგენლობით გავემგზავროთ, უკლებ-
ლივ ყველა...
აქ უკვე მის ბეიტსიც შემოვიდა და ემაც უნებლიეთ ძალიან გაერთო,
როცა დაინახა, როგორი თავგზააბნეული პასუხობდა მის ბეიტსი მის
მოკითხვას. ემას აზრით, მის ბეიტსი ნამდვილი დილემის წინაშე იდგა:
ერთი მხრივ, არ იცოდა, რა უნდა გაემხილა და რა – არა, მეორე მხრივ
კი ერთბაშად ყველაფრის გამხელის სურვილით იწვოდა.
– მის ვუდჰაუზ, ჩემო ძვირფასო, კეთილშობილების განსახიერება
ხართ! არც კი ვიცი, როგორ ვთქვა... ჰო, ყველაფერი მესმის... უსაყვარ-
ლესი ჯეინის მომავალი... უფრო სწორად... იმის თქმა მინდა, როგორ
უცებ გამოკეთდა! ...მისტერ ვუდაჰუზიროგორ გრძნობს თავს? ...მიხარია
ამის გაგონება. ...ლამისაა, ჭკუიდან გადავიდე... როგორი პატარა, ბედ-
ნიერი წრე შეიკრა! ჰო, ჰო... რა არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცია!
უფრო სწორად, როგორი თავაზიანი... ჩვენს კეთილ მისტერ პერის ვგუ-
ლისხმობ... როგორი ყურადღება გამოიჩინა ჯეინის მიმართ!
მის ბეიტსმა ჩვეულზე უფრო დიდი მადლიერება გამოხატა მისის
ელტონის მიმართ და ემაც მიხვდა, რომ თავდაპირველად ჯეინს ალბათ
496
პატარა წყევლა-კრულვა დაატეხეს სამღვდელო სახლში, ახლა კი დიდ-
სულოვნად აპატიეს... ეს რამდენიმე ჩურჩულით ნათქვამმა სიტყვამაც
ცხადჰყო და მისის ელტონის უფრო ხმამაღალმა განცხადებამაც: – ჰო,
ჩემო კეთილო მეგობარო, აქ ვარ და თანაც, იმდენი ხანია, რომ ნებისმი-
ერ სხვა ოჯახში უკვე ბოდიშის მოხდა მომიწევდა... მაგრამ საქმე ისაა,
რომ ჩემს ბატონსა და პატრონს ველოდები. დამპირდა, რომ შემოგვიერ-
თდებოდა და პატივს მოგაგებდათ.
– რას ამბობთ?! ანუ მისტერ ელტონის ნახვის სიამოვნება გველის? ეს
მართლაც დიდი პატივია, ვინაიდან ვიცი, რომ ჯენტლმენებს დილის ვი-
ზიტები დიდად არ უყვართ, მისტერ ელტონი კი ძალიან დაკავებული
კაცია!
– მერწმუნეთ, მის ბეიტს, მართლაც საოცრად დაკავებულია, დილი-
დან დაღამებამდე საქმე აქვს. მასთან მიმავალი ხალხის რიგს ბოლო არ
უჩანს ხოლმე – რჩევებს ეკითხებიან ამა თუ იმ საკითხზე... ხან მომრი-
გებელი მოსამართლე ჰკითხავს აზრს, ხან – სამრევლოს ზედამხედვე-
ლები, ხანაც – საეკლესიო გამგებლები... მის გარეშე ნაბიჯს ვერ დგა-
მენ... „ღვთის გულისათვის, მისტერ ე., – ხშირად ვეუბნები, – მადლობა
ღმერთს, მე მაინც არ მეხებიან... არც კი ვიცი, რას დავხატავდი ან რას
დავუკრავდი, ამდენი ადამიანი რომ მაკითხავდეს ყოველდღე“. თუმცა,
უნდა გამოვტყდე, რომ ეს ორივე საქმიანობა უპატიებლად მივივიწყე:
ამ ორ კვირაში ერთი ნოტიც კი არ ამიღია... ასეა თუ ისე, გარწმუნებთ,
მალე აქ იქნება... მოიცლის თუ არა, მოვა... – შემდეგ მისის ელტონმა
პირზე ხელი აიფარა, ემას რომ არ გაეგო მისი სიტყვები, და ჩუმად და-
ამატა: – ...მოსალოცად, რა თქმა უნდა! ღმერთო, აბა, სხვაგვარად რო-
გორ?!
მის ბეიტსმა ირგვლივ ბედნიერი სახით მიმოიხედა.
– შემპირდა, ნაიტლისთან მოვრჩები თუ არა საქმეს, მოვალო. ის და
ნაიტლი ახლა ოთახში არიან გამოკეტილები და რაღაცას ბჭობენ... მის-
ტერ ე. ნაიტლის მარჯვენა ხელია.
ემამ, რომ არ გასცინებოდა, სასწრაფოდ იკითხა: – ფეხით არის მის-
ტერ ელტონი დონველში წასული? ...გარეთ ცხელა.
497
– ღმერთო, არა! შეხვედრა „ქრაუნში“ აქვთ. ეს რეგულარული შეხ-
ვედრაა, უესტონი და ქოულიც იქ იქნებიან, უბრალოდ, მე წამყვან ფი-
გურებზე გავამახვილე ყურადღება... მისტერ ე. და ნაიტლი თავიანთ
ჭკუაზე აკეთებენ ყველაფერს.
– დღე ხომ არ აგერიათ? – ჩაეკითხა ემა, – თითქმის დარწმუნებული
ვარ, რომ შეხვედრა „ქრაუნში“ ხვალ იმართება... მისტერ ნაიტლი იყო
გუშინ ჰარტფილდში და ახსენა, შეხვედრა შაბათს არისო.
– ღმერთო, არა! შეხვედრა ნამდვილად დღეს არის, – უკმეხად მიუგო
ამრეზილმა მისის ელტონმა, – ჩემი აზრით, ეს საოცრად პრობლემური
სამრევლოა. მეიპლ-გროუვში მსგავსი არაფერი გაგვიგია.
– მეიპლ-გროუვის სამრევლო ძალიან პატარაა, – აღნიშნა ჯეინმა.
– ჩემო საყვარელო, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ასეთი რამე მეიპლ-
გროუვის შესახებ არავის უთქვამს!
– ჰო, მაგრამ ამას პატარა სკოლა მოწმობს. თავადვე გითქვამთ, რომ
სკოლა თქვენი დისა და მისის ბრაგის მფარველობის ქვეშაა, ერთადერ-
თი სკოლაა და ოცდახუთ ბავშვზე მეტი არ სწავლობს.
– ოჰ, რა ჭკვიანი არსება ხართ, ჯეინ! როგორი გონების პატრონი! რა
სრულყოფილი დუეტი ვიქნებოდით მე და თქვენ, ჩვენი ძალები რომ
გაგვეერთიანებინა! თქვენი მტკიცე ხასიათი და ჩემი ხალისიანი ბუნება
იდეალური კომბინაცია იქნებოდა არა, იმის თქმა კი არ მინდა, თითქოს
ზოგ-ზოგიერთებს უკვე იდეალად არ მიაჩნდეთ თუმცა, ჩუ! არცერთი
ზედმეტი სიტყვა არ გამაგონოთ!
ეს ყოვლად უსარგებლო გაფრთხილება იყო: ემა ნათლად ხედავდა,
რომ მის ფეარფაქსს მისის ელტონთან კი არ სურდა საუბარი, მის ვუდ-
ჰაუზთან უნდოდა ორიოდ სიტყვის გაცვლა. მართლაც, სრულიად ცხა-
დი იყო, რომ ჯეინს სწორედ ემას მიმართ სურდა ყურადღების გამოჩე-
ნა, თუმცა ეს სურვილი მზერაზე შორს ვერ მიდიოდა.
ამასობაში მისტერ ელტონი გამოცხადდა და მისი ქალბატონი მას
ჩვეული სიანცით მიეგება.
– მშვენიერი საქციელია, სერ, ვერაფერს იტყვი! გამომიშვი აქ, ჩემს
მეგობრებს უკვე თავი შევაწყინე, შენ კი მხოლოდ ახლა ინებე მოსვლა!
498
მაგრამ იცოდი, როგორი მორჩილიც ვარ; იცოდი, რომ ფეხს არ მოვიც-
ვლიდი, სანამ ჩემი ბატონი და პატრონი არ მოვიდოდა. ჰოდა, ვზივარ
აქ, ამდენი ხანია, და ამ ახალგაზრდა ქალბატონებს ჭეშმარიტი მორჩი-
ლების ნიმუშს ვაძლევ... ვინიცობაა, საკმაოდ მალე გამოადგეთ...
მისტერ ელტონს ისე სცხელოდა და ისეთი დაღლილი იყო, რომ მახ-
ვილგონივრულობის თავი არ ჰქონდა. ის იყო, დანარჩენ ქალბატონებს
პატივი მიაგო, რომ უმალ მტანჯველ სიცხეზე და იმაზე ავიშვიშდა, რომ
სულ ტყუილად გაევლო ამხელა გზა.
– დონველში ნაიტლი ვერსად ვნახე, – წუწუნებდა ის, – ძალიან უც-
ნაურია! დაუჯერებელი! არადა, ამ დილას წერილი გავუგზავნე და მა-
ნაც მიპასუხა, პირველამდე უთუოდ შინ ვიქნებიო.
– დონველში?! – წამოიყვირა მისმა ცოლმა, – მისტერ ე., ჩემო ძვირ-
ფასო, შენ დონველში არ ყოფილხარ! „ქრაუნს“ გულისხმობ ალბათ. ხომ
„ქრაუნის“ შეხვედრიდან მოდიხარ ახლა?
– არა, არა, „ქრაუნში“ ხვალ ვხვდებით, ჰოდა, სწორედ ამ საქმეზე
მინდოდა დღეს მისტერ ნაიტლის ნახვა. ...რა აუტანლად დახუთული
დილაა! ...მინდვრებით წავედი, – მისტერ ელტონს ისეთი ტონი ჰქონდა,
თითქოს უკიდურესად ბოროტად მოეპყრნენო, – რის გამოც უარესად
დამცხა! ის კი შინ არ დამხვდა! გარწმუნებთ, სულ არ მომწონს ეს ამბა-
ვი. თანაც, არაფერი დაუბარებია ჩემთვის, ერთი საბოდიშო სიტყვაც კი
არა! მსახურმა გამომიცხადა, არც ვიცოდი, თუ გელოდებოდათო... რა
უცნაურია! ...არც არავინ იცოდა, საით წავიდა. შესაძლოა, ჰარტფილ-
დში, შესაძლოა, ები-მილში, შესაძლოა, თავის ტყეშიო... მის ვუდჰაუზ,
ეს ჩვენს მეგობარ ნაიტლის არ ჰგავს! შეგიძლიათ, ახსნათ მისი საქცი-
ელი?
ემას გულში ეცინებოდა, ხმამაღლა კი თქვა, უდავოდ მეტად უჩვეუ-
ლო საქციელია და ვერავითარ გამართლებას ვერ მოვუძებნიო.
– წარმოუდგენელია! – დასძინა მისის ელტონმა, რომელიც ისე შე-
ურაცხყოფილად გრძნობდა თავს, როგორც ნამდვილ ცოლს შეეფერება,
– ვერ ვხვდები, შენ ასე როგორ მოგექცა! სხვებს კიდევ ჰო, მაგრამ შენ?!
ამქვეყნად უკანასკნელი ხარ, ვინც შეიძლება, კაცს დაავიწყდეს! მისტერ
499
ე., ჩემო ძვირფასო, დარწმუნებული ვარ, მსახურებს დაუბარა შენთვის
სიტყვა... თვით მისტერ ნაიტლიც კი ვერ მოიქცევა ასე ექსცენტრუ-
ლად... მსახურებს კი დაავიწყდათ. მენდე, ასეა. დონველის მსახურების-
გან სულაც არ მიკვირს: ხშირად დავკვირვებივარ, რომ უკიდურესად
უხეშად და უგულისყუროდ იქცევიან... პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ჰა-
რისნაირ არსებას მებუფეტედაც არ დავიყენებდი. რაც შეეხება მისის
ჰოჯესს, ჩვენი რაიტი ძალიან დაბალი წარმოდგენისაა მასზე: რაიტს
რეცეპტს შეჰპირდა და ჯერაც არ გამოუგზავნია.
– სახლს რომ მივუახლოვდი, – განაგრძო მისტერ ელტონმა, – უი-
ლიამ ლარკინსი შემხვდა და მითხრა, ჩემი ბატონი შინ არ არისო, მაგ-
რამ არ დავუჯერე... უილიამი საკმაოდ უგუნებოდ მეჩვენა. მითხრა, არ
ვიცი, ბოლო დროს რა სჭირს ჩემს ბატონს, მაგრამ წესიერად სიტყვასაც
ვერ დააცდენინებო. უილიამს რა უნდა, არ მაინტერესებს, მაგრამ ჩემ-
თვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნაიტლისთან შეხვედრა და ბუნებრი-
ვია, ძალიანაც გავბრაზდი, ამხელა გზა ასე ტყუილ-უბრალოდ რომ გა-
ვიარე.
ემა მიხვდა, რომ საუკეთესო, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა, შინ
წასვლა იყო. დიდი ალბათობით, ამ წუთებში მას იქ ელოდებოდნენ; თა-
ნაც, უილიამ ლარკინსის თუ არა, მისტერ ელტონის დამატებითი აგრე-
სიისგან მაინც დაიხსნიდა მისტერ ნაიტლის.
ემას ესიამოვნა, როცა მის ფეარფაქსმა მისი გაცილება გადაწყვიტა,
მეტიც – კიბეზეც კი ჩაჰყვა. ჰოდა, ემამაც უმალ ისარგებლა სიტუაციით:
– კარგიცაა, რომ საუბრის საშუალება არ მომეცა. სხვა მეგობრებთან
ერთად რომ ყოფილიყავით, შესაძლოა, ვერ გამეძლო ცდუნებისთვის,
კითხვები დამესვა და საჭიროზე უფრო ღიად მელაპარაკა. ვხვდები,
რომ კადნიერად მოვიქცეოდი.
– ღმერთო! – წამოიძახა ჯეინმა ყოყმანით და სახეზე ალმური მო-
ედო, რაც ემას აზრით, ბევრად უფრო უხდებოდა, ვიდრე მთელი ეს თავ-
დაჭერილი ელეგანტურობა, – ამის საფრთხე არც იყო. საფრთხე ის უფ-
რო იყო, მე რომ არ დამექანცეთ საუბრით. ინტერესი რომ გამოგეხატათ,
თქვენი მხოლოდ მადლიერი დავრჩებოდი... მერწმუნეთ, მის ვუდჰაუზ,
500
– ჯეინს ნელ-ნელა თავი ხელში აჰყავდა, – ჩემი არასწორი საქციელის...
ყოვლად არასწორი საქციელის გამო სინდისი მქენჯნის, ხოლო ერთა-
დერთი ნუგეში იმის ცოდნაა, რომ ჩემს მეგობრებს – მათ, რომელთა აზ-
რი ჩემთვის ყველაზე ღირებულია – იმდენად მაინც არ ვძულვარ, რომ...
ძალიან ბევრის თქმა მინდა და ძალიან ცოტა დრო მაქვს... მინდა, ბო-
დიში მოვიხადო, პატიება ვითხოვო, რაღაცით თავი გავიმართლო. ვალ-
დებული ვარ. მაგრამ, სამწუხაროდ... მოკლედ, მხოლოდ თქვენი თანაგ-
რძნობის იმედი თუ მექნება...
– ღმერთო! მართლაც ძალიან გიყვართ წვრილმანები! – თბილად წა-
მოიძახა ემამ და ხელი მოჰკიდა, – ჩემთან საბოდიშო არაფერი გაქვთ.
და ყველა, ვის მიმართაცკი შეიძლება ბოდიში მოგეთხოვებოდეთ, ისეთი
კმაყოფილია, ისე აღტაცებული, რომ...
– ძალიან კეთილი ხართ, მაგრამ არასდროს დამავიწყდება, როგორ
ცივად და უკმეხად გექცეოდით... ეს ტყუილზე აგებული ცხოვრება იყო!
ალბათ, თავი შეგაძულეთ.
– გემუდარებით, აღარაფერი თქვათ. ბოდიშს მე უნდა გიხდიდეთ.
მოდით, პირდაპირ ვაპატიოთ ერთმანეთს ყველაფერი. სჯობს, დროზე
დავივიწყოთ, ეს არც ჩვენს ნერვიულობად ღირს და არც დროის კარ-
გვად. იმედი მაქვს, უინძორიდან კარგი ამბები გაქვთ.
– ძალიან.
– როგორც ვხვდები, მომდევნო სიახლე ის იქნება, რომ თქვენ დაგ-
კარგავთ... არადა, ახლახან გაგიცანით...
– ოჰ! არა, ამ საკითხზე ჯერ ლაპარაკიც ზედმეტია. აქ ვიქნები, სანამ
პოლკოვნიკი და მისის ქემპბელი არ წამიყვანენ.
– გასაგებია, ჯერჯერობით დეტალურად ვერაფერს დაგეგმავთ, – ღი-
მილით მიუგო ემამ, – მაგრამ მაპატიეთ, უკვე უნდა იფიქროთ.
– სავსებით მართალი ხართ, – ღიმილითვე მიუგო ჯეინმა, – ამაზე
უკვე ნაფიქრი გვაქვს და გამოგიტყდებით... დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენ
შორის დარჩება... მოკლედ, მისტერ ჩერჩილთან რომ ვიცხოვრებთ ენ-
სკოუმბში, ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია. გლოვა, სულ ცოტა, სამ
თვეს გასტანს, მერე კი, იმედი მაქვს, აღარაფერი შეგვიშლის ხელს.
501
– გმადლობთ, გმადლობთ! აი, ზუსტად ამის გაგონება მინდოდა.
ღმერთო, რომ იცოდეთ, როგორ მიყვარს ყველაფერი გადაწყვეტილი და
დაუფარავი!.. კარგად იყავით!

502
თავი 17

მისის უესტონმა მეგობრები ძალიან გაახარა. ყველაფერმა მშვიდო-


ბით ჩაიარა და ის პატარა გოგონას დედა გახდა, რაც ემას ბედნიერების
დამატებით მიზეზად იქცა. ცხადია, არასდროს აღიარებდა, რომ ეს მის
მაჭანკლურ ვნებებთან იყო კავშირში და ახალშობილი გოგონას იზაბე-
ლას რომელიმე ვაჟზე სამომავლოდ ქორწინებას გეგმავდა გულში, მაგ-
რამ დარწმუნებული გახლდათ, რომ ქალიშვილი დედისთვისაც უკეთე-
სი იყო და მამისთვისაც. ბუხართან მოკალათებულ, ასაკში შესულ მის-
ტერ უესტონს (ჰო, თვით მისტერ უესტონიც დაბერდებოდა ათი წლის
შემდეგ) ძალიან გაახალისებდა თამაშობანი და ახირებები, ცელქობა და
კაპრიზები პატარა გოგონასი, რომლის სახლიდან გაშვება არასდროს
გახდებოდა საჭირო. რაც შეეხება მისის უესტონს, ეჭვსაც ვერავინ შე-
იტანდა, რომ ქალიშვილი მისთვის ზედგამოჭრილი იყო; დასანანიც კი
იქნებოდა, მისნაირ კარგ აღმზრდელსა და მასწავლებელს თავისი შე-
საძლებლობები წყალში ჩაეყარა.
– მოგეხსენებათ, მისის უესტონს ერთი დიდი უპირატესობა აქვს: ის
ჩემზე დახელოვნდა, – მისტერ ნაიტლისთან თავი მოიწონა ემამ, – რო-
გორც ბარონესა დ’ალმანი გრაფის ასულ დ’ოსტალისზე მადამ დე ჟან-
ლისის „ადელაიდი და თეოდორში“94, ჰოდა, ახლა ნახავთ, საკუთარი
ადელაიდს კიდევ უკეთეს განათლებას რომ მისცემს!
– ანუ, – მიუგო მისტერ ნაიტლიმ, – მას თქვენზე უარესად გაანებივ-
რებს, ოღონდ დარწმუნებული იქნება, რომ საერთოდ არ ანებივრებს. ეს
იქნება ერთადერთი სხვაობა.
– საბრალო ბავშვი! – წამოიძახა ემამ, – მაშინ რაღა გამოვა მისგან?
– ცუდი არაფერი. ბავშვობაში აუტანელი იქნება, ასაკთან ერთად კი
გამოსწორდება. ემა, ჩემო უძვირფასესო, გათამამებული ბავშვებისადმი

„ადელაიდი და თეოდორი“ (1782) – იგივე „წერილები განათლებაზე“ – მადამ დე


94

ჟანლისის სახელით ცნობილი ფრანგი მწერლისა და განმანათლებლის, გრაფის ასული


სტეფანი ფელისიტე დე ჟანლისის (1746-1830) ეპისტოლარული რომანი და ტრაქტატი
განათლებაზე.
503
ძალიან მოწყალე გავხდი. მთელი ჩემი ბედნიერებით თქვენგან ვარ და-
ვალებული, ჰოდა, აბა, ნამდვილი უმადურობა არ იქნება, ასეთი ბავ-
შვები რომ გავკიცხო?!
– ჰო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში თქვენ ძალას არ იშურებდით, რომ
სხვათა სირბილე გაგენეიტრალებინათ, – სიცილით მიუგო ემამ, – ეჭვი
მეპარება, მხოლოდ საკუთარი კეთილგონიერებით გამომესწორებინა ეს
ნაკლი.
– ჰოო? მე ასე არ ვფიქრობ. ბუნებამ გონიერებით დაგაჯილდოვათ,
მის ტეილორმა პრინციპებით აღგჭურვათ. უჩემოდაც მშვენივრად გაარ-
თმევდით თავს. მეტიც, ჩემს ჩარევას, შესაძლოა, იმდენივე სიკეთე მო-
ეტანა, რამდენიც ზიანი. ხომ ბუნებრივი იქნებოდა, გეკითხათ, რა უფ-
ლება აქვს, ჭკუას რომ მასწავლისო; ისიც ბუნებრივი იქნებოდა, გეფიქ-
რათ, რა უსიამოვნო მეთოდები აურჩევია ამ კაცსო. არა, ნამდვილად არ
მგონია, რომ ბევრი სიკეთე მოგიტანეთ. სიკეთე მხოლოდ საკუთარი თა-
ვისთვის მომქონდა, როცა ჩემი ყველაზე სათუთი გრძნობების ობიექ-
ტად გაქციეთ. ჭკუას ვკარგავდი თქვენზე, თქვენი ყველა ნაკლით... ამ
ნაკლოვანებებს ვაბუქებდი, რომ თქვენ გვერდით ყოფნის საშუალება
მქონოდა... ჰოდა, ახლა რომ ვფიქრობ, ალბათ, დაახლოებით, ცამეტის
იყავით, როცა შემიყვარდით.
– რას ამბობთ, თქვენ ძალიან გამომადექით! – წამოიძახა ემამ, –
თქვენი გავლენა ჩემზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ვაღია-
რებდი. დარწმუნებული ვარ, უამრავი სიკეთე მომიტანეთ. ხოლო თუ
პატარა ანა უესტონს გათამამება ემუქრება, ყოვლად დიდსულოვანი
საქციელი იქნება, მასაც იმდენი გაუკეთოთ, რამდენიც – მე... ერთის გა-
მოკლებით: არ უნდა შეგიყვარდეთ, ცამეტის რომ გახდება.
– პატარაობაში, უამრავჯერ მოსულხართ ჩემთან და თქვენი ეშმაკუ-
რი სახით გითქვამთ: „მისტერ ნაიტლი, ახლა იცით რა უნდა გავაკეთო?
მამიკო – ან მის ტეილორი – ამბობს, შეგიძლიაო“... რაღაც ისეთზე მე-
უბნებოდით, რაც იცოდით, რომ არ მომეწონებოდა. ასეთ შემთხვევებში
ჩემი ჩარევა ორმაგად გაბრაზებდათ.

504
– რა საყვარელი არსება ვყოფილვარ! სულ არ მიკვირს, ჩემს სიტ-
ყვებს ასე ალერსიანად რომ იხსენებთ.
– „მისტერ ნაიტლი“... სულ „მისტერ ნაიტლის“ მეძახდით და უკვე
იმდენად მიჩვეულები ვართ, საერთოდ არ ჟღერს ფორმალურად... თუმ-
ცა, მაინც ფორმალურია. მინდა, სხვანაირად მომმართოთ, მაგრამ, რო-
გორ, ეგ კი არ ვიცი.
– მახსოვს, ერთხელ, ათიოდე წლის წინ, „ჯორჯი“ დაგიძახეთ ჩემი
მორიგი „სათნო“ გამოხტომის დროს. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ მეგო-
ნა, გაბრაზდებოდით, მაგრამ არ შეიმჩნიეთ და მეც მეტჯერ აღარ მომი-
მართავს ასე.
– და ახლა ვერ დამიძახებთ „ჯორჯს“?
– შეუძლებელია! „მისტერ ნაიტლის“ გარდა, ვერაფერს დაგიძახებთ.
ვერც იმას დაგპირდებით, რომ მისის ელტონს გავეჯიბრები ლაკონურო-
ბაში და მისტერ ნ.-დ მოგიხსენიებთ... თუმცა, გპირდებით, რომ... – ცო-
ტა ხანში სიცილით დაამატა ლოყებშეფაკლულმა ემამ: – ...გპირდებით,
რომ ერთ დღეს, ნამდვილად დაგიძახებთ ნათლობის სახელს. არ ვიცი,
როდის, მაგრამ ალბათ ხვდებით – შენობაში, სადაც N. თავის ბედს,
ჭირსა თუ ლხინში, M.-ს დაუკავშირებს სამუდამოდ.95
მისტერ ნაიტლი ემას ცხოვრებაში ერთ ძალიან მნიშვნელოვან სა-
კითხშიც ჩაერია ემას სასარგებლოდ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ თემაზე
მას ასე გულღიად ვერ დაელაპარაკებოდა. არადა, თავის დროზე რომ
დაეჯერებინა ჯენტლმენის საღი აზრისთვის და გაეთვალისწინებინა მი-
სი რჩევები, ყველაზე დიდი ქალური სიგიჟისგან დაზღვეული იქნებოდა
– ჰარიეტ სმითს ასე არ დაუმეგობრდებოდა. მაგრამ ეს ზედმეტად ფაქი-
ზი თემა იყო... ვერ ბედავდა ამაზე საუბარს... ბოლო დროს ჰარიეტს ძა-
ლიან იშვიათად ახსენებდნენ. მისტერ ნაიტლის მხრიდან ეს უფრო გა-

ემა ინგლისის ეკლესიის „საერთო ლოცვათა წიგნის“ საქორწინო ცერემონიის ბლან-


95

კიდან ციტირებს, სადაც დასაქორწინებელი პიროვნებების სახელები M-ით (პირობითი


ასო, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტში უფრო კაცის სახელის ნაცვლად ეწერა) და
N-ით (რომელიც ლათინურ nomen-ს, ანუ „სახელს“ აღნიშნავს და უფრო ქალის მი-
სამართით გამოიყენებოდა) აღინიშნებოდა.
505
საგები იყო: შესაძლოა, ის, უბრალოდ, არც ფიქრობდა ჰარიეტზე, მაგ-
რამ ემას ერჩივნა, ეს ჯენტლმენის დელიკატურობისთვის მიეწერა: ჰო,
ალბათ, მისტერ ნაიტლი ეჭვობდა, რომ გოგონების მეგობრობა უკან-
უკან მიდიოდა. თავად ემაც მშვენივრად ხვდებოდა, რომ მათი ცხოვრე-
ბა ძველებურად რომ გაგრძელებულიყო, ლონდონში წასულ ჰარიეტთან
გაცილებით აქტიური მიმოწერა ექნებოდა და მეგობრის შესახებ ცნო-
ბებს ლამის მხოლოდ იზაბელას წერილებით არ შეიტყობდა. ალბათ,
ამას მისტერ ნაიტლიც ამჩნევდა. მაგრამ რა ექნა ემას – იძულებული
იყო, ჯენტლმენისაგან ეს ერთი საიდუმლო ჰქონოდა. ამ ვითარებით გა-
მოწვეული ტკივილი კი ბევრად არ ჩამოუვარდებოდა ჰარიეტის გაუბე-
დურებით გამოწვეულ ტკივილს.
როგორც მოსალოდნელი იყო, იზაბელამ საკმაოდ სახარბიელო ცნო-
ბები მოიწერა თავისი სტუმრის შესახებ. ახალჩასული ჰარიეტი იზაბე-
ლას თურმე უგუნებოდ ეჩვენა, რაც, მისი აზრით, სავსებით ბუნებრივი
იყო – ჰარიეტს ხომ კბილის ექიმთან ვიზიტი ელოდა. როცა ეს საქმე მო-
ილიეს, იზაბელას აზრით, ჰარიეტმა ძველებურად კარგად იგრძნო თა-
ვი...
უნდა ითქვას, რომ იზაბელა მთლად მახვილი თვალით არ გამოირჩე-
ოდა, თუმცა, აი, ჰარიეტს ბავშვებთან რომ არ ეთამაშა, ეს ნამდვილად
არ დარჩებოდა შეუმჩნეველი. გაირკვა, რომ ემას კეთილდღეობასა და
იმედებს გარკვეული დროით კვლავ არაფერი ემუქრებოდა: ჰარიეტი
ალბათ, სულ ცოტა, ერთი თვით დარჩებოდა ლონდონში. საქმე ის იყო,
რომ მისტერ და მისის ნაიტლიები აგვისტოში აპირებდნენ ჰარტფილ-
დში სტუმრობას და ჰარიეტს შესთავაზეს, ჩვენ წაგიყვანთო.
– ჯონი თქვენს მეგობარს არც კი ახსენებს, – მიმართა ემას მისტერ
ნაიტლიმ, – აი, მისი პასუხი, თუ გაინტერესებთ.
ეს იყო პასუხი მისტერ ნაიტლის წერილზე, სადაც ის ძმას ქორწინე-
ბის შესახებ თავის განზრახვას აუწყებდა. ემას ერთი სული ჰქონდა, შე-
ეტყო, რას ფიქრობდა სიძე – იმდენად, რომ ყურიც კი არ შეუბერტყავს
მისტერ ნაიტლის სიტყვებზე, წერილში ჰარიეტის ხსენებაც არ არისო.

506
– ჯონი ძმურად იზიარებს ჩემს ბედნიერებას, – განაგრძო მისტერ ნა-
იტლიმ, – მაგრამ ქათინაურების მოყვარული არ არის. დარწმუნებული
ვარ, მას თბილი, ძმური გრძნობებით უყვარხართ, მაგრამ მისი წერილი
იმდენად დაცლილია ემოციისგან, ნებისმიერი სხვა ახალგაზრდა ქალი
მას გულქვაობას დასწამებდა. თუმცა, თქვენზე არ ვღელავ, ვიცი, რომ
ყველაფერს სწორად შეაფასებთ.
– აზრიანად წერს, – დასძინა ემამ, როცა წერილის კითხვა დაასრუ-
ლა, – მის გულწრფელობას პატივს ვცემ. ბუნებრივია, მიაჩნია, რომ ამ
ნიშნობით მე გამიმართლა, თუმცა იმედიც აქვს, რომ დროთა განმავ-
ლობაში თქვენი სიყვარულის ღირსი გავხდები, ისეთი, როგორადაც
თქვენ უკვე მიმიჩნევთ. სხვაგვარად რომ აეგო წინადადებები, არ დავუ-
ჯერებდი.
– ემა, ჩემო საყვარელო, მსგავსს არაფერს გულისხმობს. უბრალოდ,
იმის თქმა უნდა, რომ...
– წერილში აღნიშნული ორი ადამიანის შეფასებაში მე და ის მაინ-
ცდამაინც არ განვსხვავდებით, – გააწყვეტინა ემამ ღიმილით, – ეს სხვა-
ობა ბევრად უმნიშვნელოა, ვიდრე მას ჰგონია და ავუხსნი კიდეც, გუ-
ლახდილი, არაფორმალური საუბრის შესაძლებლობა რომ მოგვეცემა.
– ემა, ჩემო ემა...
– ოჰ! – მხიარულად წამოიძახა ემამ, – თუ გგონიათ, რომ თქვენი ძმა
უსამართლოა ჩემ მიმართ, ცოტა მოიცადეთ: გაიგებს მამაჩემიც ამ ამ-
ბავს და, მერწმუნეთ, თქვენდამი გაცილებით უსამართლო იქნება.
იფიქრებს, რომ ბედმა საოცრად გაგიღიმათ და ჩვენ ორს შორის ღირ-
სეული სწორედ მე ვარ. ღმერთო, ნეტავ, ერთბაშად „საბრალო ემად“ არ
ვიქცე მის თვალში... მისი თანაგრძნობა ბედისგან ჩაგრულთა მიმართ
განუზომელია!
– ეჰ! – წამოიძახა მისტერ ნაიტლიმ, – ნეტავ მამათქვენმაც ჯონივით
იოლად დაიჯეროს, რომ მე და თქვენ ბედისგან ბოძებული ყველა თანა-
ბარი უფლებით ვსარგებლობთ ერთობლივ ბედნიერებაზე. სხვათა შო-
რის, ჯონის წერილის ერთ მონაკვეთზე გამეცინა... მიაქციეთ ყურადღე-

507
ბა? ამბობს, ეს სიახლე მთლად სიურპრიზი არ ყოფილა – ველოდი, რომ
ადრე თუ გვიან რაღაც მსგავსს გავიგებდიო.
– თუ თქვენს ძმას სწორად გავუგე, მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ
გარკვეული ზრახვები გქონდათ ცოლის შერთვასთან დაკავშირებით.
ჩემ შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონია. აშკარად არ ელოდა.
– ჰო, ჰო... მაგრამ მე იმაზე გამეცინა, ასე ღრმად რომ ჩაიხედა ჩემს
გულში. საიდან დაასკვნა? ნამდვილად არ მგონია, ჩემს განწყობაში ან
საუბარში ბოლო დროს რაიმე განსაკუთრებული შეემჩნია, რაც აფიქრე-
ბინებდა, ცოლის შერთვა გადაუწყვეტიაო. თუმცა, ალბათ იყო რაღაც...
მათთან რომ ჩავედი, მთლად საკუთარ თავს არ ვგავდი. მგონი, ბავ-
შვებს ჩვეულზე ცოტას ვეთამაშებოდი. მახსოვს, ერთ საღამოს, საბრა-
ლო ბიჭები წუწუნებდნენ, ბიძია რატომღაც სულ დაღლილიაო.
სიახლის გამჟღავნებისა და სხვათა რეაქციების გარკვევის დრო ახ-
ლოვდებოდა. როცა მისის უესტონი ბოლომდე გამომჯობინდა და მის-
ტერ ვუდჰაუზის მიღება შეეძლო, ემამ გადაწყვიტა, საიდუმლოსთვის
ფარდა აეხადა. ახალ ამბავს ჯერ შინ გაამჟღავნებდა, მერე – რენდალ-
სშიც. ფიქრობდა, რომ მამამისს პირველსავე ცდაზე ვერ დაიყოლიებდა
და ამ საქმეში მისის უესტონის ჩართვაც მოუწევდა. მაგრამ როგორ უნ-
და ეთქვა მამისთვის?! და ემამ თავის თავს დაუთქვა დრო (თორემ, საქ-
მე საქმეზე როცა მიდიოდა, გული – მუხლებში, ენა კი მუცელში უვარ-
დებოდა): ეს მაშინ უნდა მომხდარიყო, როცა მისტერ ნაიტლი არ იქნე-
ბოდა ჰარტფილდში, მაგრამ მალევე მოვიდოდა და ემას დაწყებულ საქ-
მეს ბოლომდე მიიყვანდა. სხვა გამოსავალი არ იყო: უნდა ეთქვა და თა-
ნაც, ხალისით; რაც შეიძლება ბედნიერი უნდა სჩვენებოდა. ძალ-ღონე
მოიკრიბა და მამა რაღაც უცნაურისთვის შეამზადა... მერე კი, რამდე-
ნიმე სიტყვით, განუცხადა, რომ მისი ნებართვისა და თანხმობის შემ-
თხვევაში – ამის იმედი კი ემას უდავოდ ჰქონდა, ვინაიდან ეს ყველა
მათგანის ბედნიერებას მოასწავებდა – ის და მისტერ ნაიტლი დაქორ-
წინდებოდნენ, რის შედეგადაც, ჰარტფილდი მუდმივ ბინადარს შეიძენ-
და – ადამიანს, რომელიც, ემას ღრმა რწმენით, მისტერ ვუდჰაუზს, თა-

508
ვისი ქალიშვილებისა და მისის უესტონის შემდეგ, ამქვეყნად ყველაზე
მეტად უყვარდა.
საბრალო მოხუცი! მისთვის ეს სრული შოკი აღმოჩნდა. მთელი სუ-
ლითა და გულით შეეცადა ქალიშვილის გადარწმუნებას; შეახსენა, რომ
ემას არაერთხელ ეთქვა, არასდროს დავქორწინდებიო; არწმუნებდა,
ბევრად უკეთესი იქნება, გაუთხოვარი თუ დარჩებიო. მერე საბრალო
იზაბელას მაგალითი მოიყვანა, საბრალო მის ტეილორისაც... მაგრამ
ვერაფერს გახდა. ემა მამას გვერდიდან არ სცილდებოდა, ეალერსებო-
და, უღიმოდა და ეუბნებოდა, ასეა საჭიროო; იზაბელასა და მისის უეს-
ტონს ნუ მადარებ, ვინაიდან ქორწინებამ ისინი ჰარტფილდს დააცილა,
რაც მართლაც სევდიანი ცვლილება იყოო. მართლაც, ემა ხომ არსად
მიდიოდა ჰარტფილდიდან?! მუდამ იქ იქნებოდა. მისი ქორწინება არა-
ვითარ უარყოფით ცვლილებას არ მოიტანდა, მხოლოდ დადებითს –
არავინ დააკლდებოდა ჰარტფილდს, მხოლოდ მოემატებოდა. თან, ვინ?!
– მისტერ ნაიტლი! ემა დარწმუნებული იყო, რომ მისტერ ვუდჰაუზი მა-
ლე შეეგუებოდა ამ აზრს და გაცილებით ბედნიერადაც იგრძნობდა
თავს, მისტერ ნაიტლი მუდამ გვერდით რომ ეყოლებოდა. ხომ ძალიან
უყვარდა მისტერ ვუდჰაუზს მისტერ ნაიტლი? – რასაკვირველია, ამას
ვერ უარყოფდა. მისტერ ნაიტლის სარგებლის მეტი ხომ არაფერი მოჰ-
ქონდა მისტერ ვუდჰაუზისთვის? ხომ დაუზარლად წერდა მის მაგივ-
რად წერილებს? ხომ სულ სიხარულით ეხმარებოდა? ხომ ძალიან ხა-
ლისიანი და ყურადღებიანი იყო? ხომ ძალიან დიდ პატივს სცემდა მის-
ტერ ვუდჰაუზს? ნუთუ არ იქნებოდა სასიამოვნო ასეთი კაცის მუდმი-
ვად გვერდით ყოლა?
მისტერ ვუდჰაუზი ადასტურებდა, დიახ, ყველაფერი ასე იყო. შესაძ-
ლოა, მისტერ ნაიტლი დღედაღამ მართლაც არ იყო მათთან და მისტერ
ვუდჰაუზი სიხარულით ნახავდა მას ყოველდღე... მაგრამ ისედაც ხომ
ყოველდღე ნახულობდა? მაშ, რატომ არ შეიძლებოდა, ძველებურად
გაგრძელებულიყო?
მართალია, მისტერ ვუდჰაუზი ჯერჯერობით ვერ ურიგდებოდა ამ
აზრს, მაგრამ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვეს: ჩანაფიქრი გაახმოვანეს,
509
ახლა კი დრო და ამ ჩანაფიქრის ხშირად გამეორება თავისას იზამდა.
ემას ხვეწნა-მუდარასა და დამაჯერებელ არგუმენტებს მისტერ ნაიტ-
ლის არგუმენტებიც დაემატა, რომელმაც ისე აქო და ადიდა ემა, რომ
საუბრის თემა მისტერ ვუდჰაუზისთვის ლამის სასიამოვნოც კი გახდა.
მოკლედ, მალე მიეჩვია, რომ ემაცა და მისტერ ნაიტლიც შანსს არ გა-
უშვებდნენ ხელიდან, რომ მასთან ეს საკითხი არ წამოეჭრათ. დახმარე-
ბის ხელი, ცხადია, იზაბელამაც შემოაშველათ: წერილებში ქორწინებას
სულ ხოტბას ასხამდა; მისის უესტონმაც არ დააყოვნა და პირველსავე
შეხვედრაზე მეტად სასარგებლო კუთხით წამოჭრა საკითხი – ჯერ –
როგორც გადაწყვეტილი ამბავი, მერე კი – როგორც სასიკეთო, ვინაიდან
კარგად მოეხსენებოდა, მისტერ ვუდჰაუზისთვის ორივე არგუმენტს
თითქმის თანაბარი წონა ჰქონდა... ბოლოს და ბოლოს, მისტერ ვუდ-
ჰაუზი ფაქტს როგორღაც შეურიგდა: ყველა, ვისი აზრის გათვალისწი-
ნებასაც მიჩვეული იყო, უმტკიცებდა, თქვენივე ბედნიერებისთვისაა
კარგიო, თავადაც რაღაც მსგავსს კარნახობდა ინტუიცია და ლამის
აღიარა, რომ ასეც იყო; ბოლოს და ბოლოს კი განაცხადა, რომ შესაძ-
ლოა, არცთუ ცუდი აზრი იყო, ადრე თუ გვიან, ასე ერთ-ორ წელიწად-
ში, ემა და მისტერ ნაიტლი დაქორწინებულიყვნენ.
მისის უესტონი ნამდვილად არ თვალთმაქცობდა, როცა მისტერ
ვუდჰაუზს ქორწინების უპირატესობებზე ესაუბრებოდა... თუმცა, უნდა
ითქვას, რომ როცა ეს ამბავი პირველად (ემასგან!) შეიტყო, გაოცების-
გან გაშეშდა. მაგრამ მალევე გააცნობიერა, რამხელა ბედნიერების მომ-
ტანი იქნებოდა ეს ამბავი თითოეულისთვის და უყოყმანოდ შეუდგა
მისტერ ვუდჰაუზთან შუამდგომლობას. მისტერ ნაიტლი ისე უყვარდა,
რომ ეჭვიც არ ეპარებოდა – ეს კაცი თვით უძვირფასეს ემასაც კი იმსა-
ხურებდა. ემა და მისტერ ნაიტლი ერთმანეთისთვის ყოველმხრივ სა-
კადრისი, შესაფერისი და სასურველი, უნაკლო წყვილი იყო; გარდა ამი-
სა, პირადად მისის უესტონს მისთვის მეტად მნიშვნელოვან მიზეზთა
გამო, ეს იმდენად დროულ და იღბლიან კავშირად მიაჩნდა, რომ ახლა
უკვე ვეღარც წარმოედგინა ემასთვის უკეთესი კანდიდატი, და ფიქრობ-
და, რა სულელი ვარ, მათ ქორწინებაზე ბევრად ადრე რომ არ ვიფიქ-
510
რეო. ნუთუ მოძებნიდა ემა სხვა ისეთ საქმროს, მისი თანასწორი რომ
ყოფილიყო, საკუთარი სახლ-კარი რომ მიეტოვებინა და ჰარტფილდში
გადასულიყო საცხოვრებლად?! ნაკლებად სავარაუდოა... ასეთი გეგმა
მხოლოდ მისტერ ნაიტლის შემთხვევაში გაამართლებდა, რადგან სხვა
ვერავინ აიტანდა მისტერ ვუდჰაუზს, რომლის ხასიათის თავისებურე-
ბები დაბრკოლებად ესახებოდათ მისის უესტონსა და მის ქმარს, როცა
ფრენკისა და ემას ქორწინებას გეგმავდნენ.
ენსკოუმბისა და ჰარტფილდის შეთავსება რთულ საქმედ ეჩვენებო-
დათ. ამას, ცხადია, მისტერ უესტონი ნაკლებად იზიარებდა, მაგრამ
თვით ისიც კი ვერ ახერხებდა, საუბრის ბოლოს რაიმე უფრო ოპტიმის-
ტური ეთქვა, თუ არა „მსგავსი საკითხები თავისით გვარდება. ახალგაზ-
რდები თავის გზას იპოვიან“. მაგრამ ახლა ბუნდოვანი მომავლის იმე-
დად ყოფნა აღარ იყო საჭირო. ყველაფერი სამართლიანად, მკაფიოდ
და თანასწორად იქნებოდა – არცერთ მხარეს არ მოუწევდა მნიშვნე-
ლოვანი მსხვერპლის გაღება. ეს კავშირი ჭეშმარიტი ბედნიერების იმე-
დს იძლეოდა და არ არსებობდა არავითარი რეალური, ხელშესახები
სირთულე, წინ რომ აღდგომოდა და შეეფერხებინა.
მისის უესტონს კალთაში თავისი პატარა ეწვინა და, ამგვარი ფიქრე-
ბით მოცული, თავს ამქვეყნად უბედნიერეს ქალად მიიჩნევდა. მის ბედ-
ნიერება კიდევ უფრო მაშინ გამძაფრდა, როცა შენიშნა, რომ ბავშვს ჩა-
ჩი თითქმის დაპატარავებოდა და მალე ახალი დასჭირდებოდა.
ახალი ამბავი ყველგან დიდ გაოცებას იწვევდა. ხუთი წუთით მისტერ
უესტონიც აღმოჩნდა გაოცებულთა შორის, მაგრამ მის სხარტ გონებას
ეს დრო სავსებით ეყო სიახლის გასათავისებლად, ქორწინების უპირა-
ტესობების დასანახად და, ცოლის მსგავსად, გულწრფელი სიხარულის
გამოსათქმელად. ერთი საათის მერე იმასაც კი ამტკიცებდა, ყოველთვის
ვიცოდი, რომ ასე იქნებოდაო.
– როგორც ვხვდები, საიდუმლოდ ინახავენ, – დასძინა მან, – ჰო, ასე-
თი რამეები საიდუმლოა მანამ, სანამ არ აღმოჩნდება, რომ ყველამ ყვე-
ლაფერი ისედაც იცის. ის მაინც მითხარი, როდის შეიძლება, ხმა ამოვი-
ღო... ნეტავ, ჯეინი თუ ეჭვობს რამეს...
511
მეორე დილას ამის გასარკვევად მისტერ უესტონი ჰაიბერიში წავიდა
და თავადვე მოახსენა ჯეინს ყველაფერი. რა, ჯეინი მისი ქალიშვილი
არ იყო? მისი უფროსი ქალიშვილი... ჰოდა, უნდა ეთქვა კიდეც. მის ბე-
იტსიც შინ იყო და რასაკვირველია, სიახლე მყისვე მისის ქოულთან, მი-
სის პერისა და მისის ელტონთან გაფრინდა. ამბის მთავარი გმირები
ამისთვის მზად იყვნენ: დროც კი გამოთვალეს, თუ რამდენად მალე მო-
ედებოდა ახალი ამბავი მთელ ჰაიბერის, და მეტად საზრიანადაც დაას-
კვნეს, რომ არაერთი ოჯახის საღამო გამდიდრდებოდა ამ საკვირველი
სიახლის განხილვით.
ზოგადად, ეს წყვილი ძალიან მოსწონდათ. შესაძლოა, ზოგი მისტერ
ნაიტლის მიიჩნევდა უფრო იღბლიანად, ზოგი – მის ვუდჰაუზს; იყო
ხალხი, ვისი აზრითაც, ყველანი დონველში უნდა გადასულიყვნენ, ჰარ-
ტფილდი კი მისტერ ჯონ ნაიტლისა და მისი ოჯახისთვის გადაელოცათ;
იყვნენ ისეთებიც, ვინც მათ მსახურთა შორის უთანხმოებას წინასწარ-
მეტყველებდა; მაგრამ, საბოლოო ჯამში, სერიოზული კონტრარგუმენ-
ტი არავის ჰქონია, ერთი ოჯახის გარდა – სამღვდელო სახლში გაოცება
სიხარულმა ვერ ჩაახშო.
ცოლთან შედარებით, მისტერ ელტონი ბევრს არ დარდობდა, მხო-
ლოდ იმედი გამოთქვა, რომ „ახალგაზრდა ქალბატონის პატივმოყვა-
რეობა ახლა მაინც დაკმაყოფილდებოდა“ და ივარაუდა, რომ „მას ყო-
ველთვის სურდა ნაიტლის გამოჭერა“, ხოლო მისტერ ნაიტლის ჰარ-
ტფილდში ცხოვრებასთან დაკავშირებით, ამაყად შესძახა, მადლობა
ღმერთს, მის ადგილას არა ვარო! მაგრამ აი, მისის ელტონს კი ნამდვი-
ლად აეშალა ნერვები: „საბრალო ნაიტლი! საბრალო ბიჭი! რა სამწუხა-
რო ამბავია... – ქოთქოთებდა მისის ელტონი, ვინაიდან მართალია, „ნა-
იტლი“ ძალიან ექსცენტრული კაცი იყო, მაგრამ ათასი კარგი თვისებაც
ჰქონდა, – როგორ დააბრმავა ამ გოგომ? არადა, სულ არ ჩანდა შეყვა-
რებული... ოდნავადაც კი არა... საბრალო ნაიტლი!“ – ახლა ხომ ბოლო
მოეღებოდა მასთან სასიამოვნო ურთიერთობას?! არადა, როგორ მი-
უხაროდა ხოლმე ელტონებთან სადილზე?! ერთხელაც არ უთქვამს
უარი! მაგრამ ახლა ეს ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდებოდა. „საბრალო
512
ბიჭი!“ წარსულს ჩაჰბარდებოდა მისის ელტონისთვის განკუთვნილი ექ-
სკურსიებიც დონველში. ღმერთო! მისის ნაიტლი ყველაფერს გააფუჭებ-
და! მისის ელტონი სრულებით არ ნანობდა, „ნაიტლის“ მნე რომ გამო-
ლანძღა იმ დღეს: „თავზარდამცემი გეგმაა! ერთად ცხოვრება! ასეთი
რამეები ყოველთვის ცუდად მთავრდება ხოლმე“. მისის ელტონი იც-
ნობდა კიდეც მეიპლ-გროუვთან ახლოს ერთ წყვილს, რომელთაც სცა-
დეს თანაცხოვრება, მაგრამ სამი თვის თავზე დაიშალნენ.

513
თავი 18

დრო გადიოდა. კიდევ რამდენიმე დღე და ლონდონიდან სტუმრებიც


ჩამოვიდოდნენ. ემა ამ დღეს შფოთვით ელოდა. ერთ დილას, როცა იჯ-
და და ფიქრობდა, რამდენ მღელვარებასა და სევდას მოიტანს მათი ჩა-
მოსვლაო, ოთახში მისტერ ნაიტლი შემოვიდა და მის ვუდჰაუზიც იძუ-
ლებული გახდა, ცუდი ფიქრები ცოტა ხნით გვერდზე გადაედო. პირ-
ველმა წუთებმა სასიამოვნო მუსაიფში ჩაიარა, მერე კი უცებ მისტერ
ნაიტლი დასერიოზულდა და ემას მიმართა: – ემა, რაღაც უნდა გით-
ხრათ... ერთი ახალი ამბავი.
– კარგი თუ ცუდი? – მყისვე ჰკითხა ემამ და ჯენტლმენს თვალებში
შეხედა.
– არ ვიცი, რომელი ეპითეტი გამოვიყენო.
– ოჰ! დარწმუნებული ვარ, კარგი ამბავი გაქვთ. სახეზე გაწერიათ.
ღიმილის დამალვას ცდილობთ.
– ვშიშობ... – მიუგო მისტერ ნაიტლიმ და მაშინვე მოიქუფრა, – ...ძა-
ლიან მეშინია, ჩემო საყვარელო ემა, რომ თქვენ სრულებით არ გაგეღი-
მებათ.
– ჰოო? ვითომ რატომ? განა არსებობს რამე, რაც არ მესიამოვნება
და გამართობს, თუკი თქვენ გსიამოვნებთ და გართობთ?!
– არის ერთი საკითხი... – დაიწყო მისტერ ნაიტლიმ, – ...იმედი მაქვს,
მხოლოდ ერთი... რაზეც განსხვავებული აზრი გვაქვს, – ერთხანს გაჩუმ-
და, შემდეგ გაიღიმა, ემას თვალებში შეხედა და განაგრძო: – ვერ ხვდე-
ბით, რა შეიძლება იყოს? ...არ გახსოვთ? ...ჰარიეტ სმითი.
მისი სახელის გაგონებაზე ემას ლოყები შეეფაკლა და უცებ გაურკვე-
ველმა შიშმა აიტანა.
– ნუთუ ამ დილას თავად არ შეგეხმიანათ? – ჰკითხა ჯენტლმენმა, –
დარწმუნებული ვარ, მოგწერათ და უკვე ყველაფერი იცით!
– არა, არაფერი ვიცი. გემუდარებით, მითხარით.
– ვატყობ, ცუდს გიგრძნობთ გული... და მართლაც ცუდი ამბავია...
მოკლედ, ჰარიეტ სმითი რობერტ მარტინს მიჰყვება ცოლად.
514
ემას ელდა ეცა. აშკარად არ აღმოჩნდა მზად. მისი ანთებული თვა-
ლები თითქოს ამბობდა, არა, სრულიად შეუძლებელიაო, მაგრამ არა-
ფერი უთქვამს.
– ჰო, ასეა, – განაგრძო მისტერ ნაიტლიმ, – თავად რობერტ მარტი-
ნისგან შევიტყვე სულ რაღაც ნახევარი საათის წინ.
ემა გაოცებით შესცქეროდა მისტერ ნაიტლის.
– ტყუილად კი არ მეშინოდა... არ მოგეწონათ ეს ამბავი... ნეტავ, ერ-
თნაირად ვფიქრობდეთ ამ საკითხზე, თუმცა, ამას დრო მოიტანს, ჩემო
საყვარელო. მენდეთ, დროთა განმავლობაში, ერთ-ერთი ჩვენგანი აზრს
შეიცვლის, მანამდე კი არ ღირს ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი.
– გეშლებათ, ძალიან გეშლებათ, – ემა თავის ხელში აყვანას ცდი-
ლობდა, – ეს ამბავი ცუდ გუნებაზე ვერ დამაყენებს, უბრალოდ, არ მჯე-
რა. შეუძლებელი მგონია! ...და ჰარიეტ სმითმა მიიღო რობერტ მარტი-
ნის წინადადება?! ან რობერტ მარტინმა კვლავ სთხოვა ხელი?!.. ალბათ,
გინდოდათ, გეთქვათ, რომ აპირებს ამას.
– მან უკვე სთხოვა ხელი და თანხმობაც მიიღო, – ღიმილით, თუმცა
დაბეჯითებით მიუგო მისტერ ნაიტლიმ.
– ღმერთო დიდებულო! – წამოიყვირა ემამ, გულში კი ბედნიერი იყო;
იცოდა, რომ ეს სახეზეც ეწერა, და აღტაცების დასამალად, საკერავ კა-
ლათაში ჩარგო თავი, – მაშ, მომიყევით ყველაფერი! გამაგებინეთ, რო-
გორ, სად ან როდის მოხდა. ყველაფერი მაინტერესებს. გაოცებული
ვარ... მაგრამ მერწმუნეთ, გული ოდნავადაც არ მწყდება... როგორ... ეს
როგორ უნდა მომხდარიყო?
– ძალიან მარტივად. სამი დღის წინ, რობერტ მარტინი ქალაქში წა-
ვიდა საქმეზე, მე რაღაც ქაღალდები გავატანე ჯონთან... მანაც ჯონს
კანტორაში მიაკითხა, ჯონმა კი ის „ესტლისში“96 დაპატიჟა, სადაც იმა-
ვე საღამოს უფროსი ბიჭების წაყვანას აპირებდა. მოკლედ, „ესტლისში“

„ესტლისი“ (Astley’s Amphiteatre) – საკონცერტო-საცირკო დაწესებულება ლონ-


96

დონში, რომელიც 1773 წელს ინგლისელმა ცხენოსანმა, გამომგონებელმა და თანამედ-


როვე ცირკის ფუძემდებლად მიჩნეულმა ფილიპ ესტლიმ (1742-1814) დააარსა და რო-
მელმაც 1893 წლამდე იარსება.
515
ჩემი ძმა, თქვენი და, ბავშვები და მის სმითი მიდიოდნენ. ჩემმა მეგო-
ბარმა რობერტმა ვერ გაუძლო ცდუნებას და დასთანხმდა. ყველა ძალი-
ან გაერთო, ჩემმა ძმამ სთხოვა, ხვალ ჩვენთან ისადილეთო. როგორც
ვხვდები, რობერტს სწორედ ამ ვიზიტისას მიეცა ჰარიეტთან ლაპარაკის
საშუალება და ამაოდაც არ დამაშვრალა... ჰარიეტმა თავისი თანხმო-
ბით ძალიან გაახარა მისტერ მარტინი, რასაც ეს კაცი უდავოდ იმსახუ-
რებს... გუშინ სამგზავრო კარეტას გამოჰყვა და ამ დილას საუზმის დას-
რულებისთანავე მესტუმრა. ჯერ ჩემს საქმეებზე მელაპარაკა, მერე –
თავისაზე აი, ასე მოხდა ეს ყველაფერი. მე მეტს ვერაფერს გეტყვით.
თქვენი მეგობარი კი ალბათ უფრო წვრილად გიამბობთ... დეტალებს
მხოლოდ ქალის ენა თუ ხდის საინტერესოს... ჩვენ კი, კაცები, მხოლოდ
არსებითით შემოვიფარგლებით ხოლმე თუმცა, უნდა გამოვტყდე, რომ
რობერტ მარტინი უჩვეულოდ ენაწყლიანი მომეჩვენა: წვრილმანებიც
კი მიამბო, მაგალითად, ,,ესტლისის” ლოჟიდან რომ გამოსულან, ჩემი
ძმა იზაბელასთან და პატარა ჯონთან ერთად წასულა წინ, ხოლო თა-
ვად მის სმითთან და ჰენრისთან ერთად მიჰყვებოდა უკან, ერთ მომენ-
ტში კი ისეთ ხალხმრავლობაში მოხვედრილან, რომ მის სმითი თურმე
ძალიან დაძაბულა.
მისტერ ნაიტლი გაჩუმდა. ემა კი ჯერაც ვერ ბედავდა ხმის ამოღებას.
იცოდა, რამეს თუ იტყოდა, ჯენტლმენი აუცილებლად მიხვდებოდა, თუ
როგორ შეუსაბამოდ ბედნიერი იყო. ცოტა ხანს უნდა მოეცადა, თორემ
მისტერ ნაიტლი ნამდვილად იფიქრებდა, გაგიჟდაო. ჯენტლმენმა ერ-
თხანს იცადა და, ბოლოს, ემას დუმილით გულშეღონებულმა, დასძინა:
– ემა, ჩემო სიყვარულო, კი მითხარით, ეს ამბავი გულს არ მწყვეტსო,
მაგრამ ვშიშობ, მაინც განიცადეთ. რობერტ მარტინის სოციალური
სტატუსი ნამდვილად არ ბრწყინავს, მაგრამ ხომ სავსებით აკმაყოფი-
ლებს თქვენს მეგობარს?! გპირდებით, რობერტ მარტინს უკეთ რომ გა-
იცნობთ, სულ უფრო კარგი შთაბეჭდილება შეგექმნებათ მასზე. აღ-
ფრთოვანდებით კიდეც მისი გონიერებითა და წესიერებით. მერწმუნეთ,
თქვენი მეგობარი საუკეთესო კაცის ხელშია. რომ შემეძლოს, სიამოვნე-
ბით ავუმაღლებდი სოციალურ სტატუსს რაც თავისთავად ბევრ რამეზე
516
მეტყველებს, ემა. თქვენ უილიამ ლარკინსის გამო დამცინით, მაგრამ
მერწმუნეთ, რობერტ მარტინის გარეშეც ძალიან გამიჭირდება.
მისტერ ნაიტლის ერთი სული ჰქონდა, ემას თავი აეღო ბალიშიდან
და გაეღიმა. ამასობაში, ემასაც უკვე შეეძლო ემოციის გაკონტროლება,
თამამად ახედა და ღიმილით უთხრა: – ნუ ღელავთ, ამ ქორწინებას უფ-
რო იოლად შევურიგდები, ვიდრეთქვენ გგონიათ. ჩემი აზრით, ჰარიეტმა
არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება მიიღო. მისი წარმომავლობა, შესაძ-
ლოა, მისტერ მარტინის წარმომავლობაზე უარესიც კი აღმოჩნდეს. რაც
შეეხება მის ხასიათს, ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია. მე მხოლოდ გა-
ოცებისგან ვიყავი ჩუმად. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიურპრიზი იყო
ჩემთვის! მოუმზადებელი აღმოვჩნდი! ეს კი იმიტომ, რომ მეგონა, მის
სმითი ახლა კიდევ უფრო ნაკლებად იყო რობერტ მარტინის მიმართ კე-
თილგანწყობილი, ვიდრე უწინ...
– რა თქმა უნდა, თქვენ უკეთ იცნობთ თქვენს მეგობარს, – მიუგო
მისტერ ნაიტლიმ, – მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ის ნამდვილად კარგი
ზნის, რბილი ბუნების გოგონაა და არ მგონია, ძალიან არაკეთილგან-
წყობილი იყოს იმ ახალგაზრდა კაცის მიმართ, ვინც სიყვარულში გამო-
უტყდება.
– მას, მგონი, ჩემზე უკეთ იცნობთ! – სიცილით მიუგო ემამ, – მაგრამ
მისტერ ნაიტლი, დანამდვილებით იცით, რომ წინადადებას დათან-
ხმდა? რაღაც ხნის მერე ალბათ მაინც დასთანხმდებოდა... მაგრამ ასე
მალე? რამე ხომ არ გეშლებათ? თქვენ და მისტერ მარტინი სხვა თემებ-
ზეც ხომ საუბრობდით – მეურნეობაზე, პირუტყვის გამოფენაზე, ახალ
საბურღ ჩარხზე, – იქნებ ამდენმა თემამ დაგაბნიათ და არასწორად გა-
იგეთ რამე? იქნებ თქვენი მეგობარი ჰარიეტის ხელს კი არა, რომელიმე
სანაქებო ხარის ჩლიქს გულისხმობდა?
კონტრასტს მისტერ ნაიტლისა და რობერტ მარტინის გარეგნობასა
თუ მანერებს შორის ამწუთას ემა ისე მძაფრად გრძნობდა, ისე ცხადად
წარმოუდგა ბოლოდროინდელი მოვლენები და ჰარიეტის გრძნობები,
ისე ნათლად ჩაესმა მეგობრის მრავალმნიშვნელოვნად ნათქვამი –
„მისტერ მარტინი ოდნავადაც აღარ მადარდებს და იმედი მაქვს, სხვე-
517
ბიც მშვენივრად ხვდებიან ამას“, რომ ვერაფრით დაეჯერებინა ჰარიე-
ტისგან თანხმობის მიცემა.
– რას მეუბნებით? – წამოიყვირა მისტერ ნაიტლიმ, – ასეთი რეგვენი
გგონივართ? როგორ დაუშვით, რომ ვერ მივხვდი, რა მითხრა იმ კაცმა?!
აბა, ახლა რისი ღირსი ხართ?
– ოჰ! საუკეთესო მოპყრობის, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ სხვას ვე-
რაფერს ვეგუები! მარტივი, პირდაპირი პასუხი უნდა გამცეთ. დანამ-
დვილებით იცით, რა სახის ურთიერთობა აქვთ მისტერ მარტინსა და
ჰარიეტს?
– დანამდვილებით ის ვიცი, – ლამის დამარცვლით მიუგო მისტერ
ნაიტლიმ, – რომ ახალგაზრდა კაცმა მითხრა, მის სმითი ჩემს წინადა-
დებას დასთანხმდაო. მის სიტყვებში კი ბუნდოვანი და საეჭვო არაფერი
შემიმჩნევია კარგი, ვეცდები, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ: აზრი
მკითხა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ახლა.
მისის გოდარდის გარდა, არავის იცნობს, ვისგანაც შეიძლება, გოგონას
ნათესავებისა თუ მეგობრების შესახებ შეიტყოს რამე. მკითხა, თქვენ
ხომ არ იცით, მისის გოდარდის გარდა, ვისთან შეიძლება მივიდეო.
ვუთხარი, არ ვიცი-მეთქი, მან კი მითხრა, მაშინ ვეცდები, დღის განმავ-
ლობაში მისის გოდარდს დაველაპარაკოო.
– ახლა სავსებით კმაყოფილი ვარ, – მიუგო თვალებგაბრწყინებულმა
ემამ ღიმილით, – და მათ მთელი სულითა და გულით ვუსურვებ ბედ-
ნიერებას.
– ბოლოს რომ ვილაპარაკეთ, ამ საკითხზე აბსოლუტურად სხვა მო-
საზრება გქონდათ.
– ჰო, იმედი მაქვს, მართლაც შევიცვალე... მაშინ ნამდვილი ბრიყვი
ვიყავი.
– მეც შევიცვალე და ახლა თამამად ვიზიარებ თქვენს ყველა მოსაზ-
რებას ჰარიეტის დადებით თვისებებთან დაკავშირებით. თქვენი და რო-
ბერტ მარტინის გულისთვის – რადგან მჯეროდა, რომ ჰარიეტი მაინც
უყვარდა – გავისარჯე და ვცადე გოგონას უკეთ გაცნობა. ხშირად და
ბევრს ველაპარაკებოდი. ალბათ შეამჩნევდით. ზოგჯერ მეგონა კიდეც,
518
რომ ეჭვობდით, საბრალო მარტინს შუამდგომლობსო... თუმცა, ასე არ
ყოფილა. მოკლედ, ჩემმა დაკვირვებამ იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ
ჰარიეტი უდავოდ ალალი და გულიანი გოგონაა, საკმაოდ სწორადაც
აზროვნებს, გამორჩეულად წესიერია და ბედნიერებას ოჯახურ გარემო-
ში ეძებს, სადაც არც სიყვარულს დაიშურებს და არც შრომას მოერიდე-
ბა. ამ ყველაფრისთვის კი, ვეჭვობ, დიდწილად, თქვენ უნდა გიმადლო-
დეთ.
– მე?! – წამოიყვირა ემამ და თავი გააქნია, – ეჰ, საბრალო ჰარიეტი!
თუმცა, თავი ხელში აიყვანა და არცთუ დამსახურებული ქათინაური
სიამოვნებით მიიღო.
წყვილს საუბარი მისტერ ვუდჰაუზის გამოჩენამ შეაწყვეტინა, რამაც
ემა გაახარა კიდეც. ეიფორიას თავს ვეღარ აღწევდა. მისი გონება ხტო-
და, ცეკვავდა, მღეროდა და ფიქრზე უარს აცხადებდა, ემას ჰაერზე გას-
ვლა სჭირდებოდა, რომ დაწყნარებულიყო და საკუთარ თავთან საუბ-
რით უკეთ გაეაზრებინა სატრფოს მონაყოლი. სახლიდან გასვლის მშვე-
ნიერი მიზეზი კი მისტერ ვუდჰაუზმა მისცა: ის სწორედ იმიტომ შემო-
ეჭრათ ოთახში, რომ ქალიშვილისთვის ეუწყებინა – ჯეიმსს ცხენების
შებმა დაეწყო, რათა ვუდჰაუზები რენდალსში აწ უკვე ყოველდღიურად
ქცეულ ვიზიტზე წაეყვანა.
რთული წარმოსადგენი ალბათ არაა, რამხელა სიხარულს, მადლიე-
რებას, ლამის აღმაფრენას გრძნობდა მის ვუდჰაუზი. ჰარიეტის კეთილ-
დღეობა უზრუნველყოფილი იყო – ემას ერთადერთი დარდი ღრუბელი-
ვით იფანტებოდა. საშიშიც კი ჩანდა ამხელა ბედნიერება. სხვა რაღა
ჰქონდა სანატრელი? არც არაფერი, გარდა კიდევ ორი რამისა: პირველი
– უფრო მეტად დაემსახურებინა იმ კაცის სიყვარული, რომლის გან-
ზრახვები და კეთილგონიერება მისას განუზომლად აღემატებოდა; და
მეორე – გაეაზრებინა თავისი შეცდომები და სამომავლოდ უფრო თავ-
მდაბალი და წინდახედული ყოფილიყო.
და მაინც, გულწრფელად მადლიერი და თავის გადაწყვეტილებებში
ზედმეტად სერიოზული ემა სიცილს ვერაფერს უხერხებდა – შუა ფიქ-
რისას უნებურად გადაიკისკისებდა ხოლმე. მართლაც რომ სასაცილო
519
დასასრული ჰქონდა ხუთკვირიან მელანქოლიას! აი, თურმე როგორი
გული ჰქონდა ჰარიეტს!
ჰარიეტის დაბრუნება ახლა უკვე სასიხარულო ამბავი იყო... ახლა
რობერტ მარტინის გაცნობაც კი სასიხარულო იქნებოდა.
ემას ყველა გულწრფელ და მნიშვნელოვან სიხარულს შორის პირ-
ველ ადგილს იკავებდა შეგრძნება, რომ მისტერ ნაიტლისთან მალე აღა-
რაფერი ექნებოდა დასამალი. მიჩქმალვა, ორაზროვნება და საიდუმ-
ლოები, რაც ასე ძალიან სძულდა ჰარტფილდის დიასახლისს, ერთხელ
და სამუდამოდ დასრულდებოდა. სატრფოსთვის გულის გადაშლა მის-
ნაირი ბუნების ადამიანისთვის მოვალეობასაც კი უტოლდებოდა.
ყოვლად ბედნიერი და ხალისიანი, მამასთან ერთად რენდალსისკენ
გაეშურა. მამას სანახევროდ უსმენდა, მექანიკურად ეთანხმებოდა და
სიტყვით თუ მდუმარედ აქეზებდა მის მოწყალე გადაწყვეტილებას,
რენდალსს ყოველდღე სწვეოდნენ, რომ საბრალო მისის უესტონს გული
არ სტკენოდა!
სასტუმრო ოთახში მისის უესტონი მარტო დაუხვდათ. სტუმრებმა
ბავშვი მოიკითხეს, მასპინძელმა კი, ის იყო, მისტერ ვუდჰაუზს მოს-
ვლისთვის მადლობა გადაუხადა (რასაც, სხვათა შორის, მისტერ ვუდ-
ჰაუზი თავადვე ითხოვდა), რომ ფარდებს შორის, ფანჯარასთან, ორმა
ფიგურამ გაიელვა.
– ფრენკი და მის ფეარფაქსი არიან, – თქვა მისის უესტონმა, – ახლა
უნდა მეთქვა ამ სასიამოვნო სიურპრიზის შესახებ... ფრენკი ამ დილას
ჩამოვიდა და ხვალამდე დარჩება. მის ფეარფაქსიც დავითანხმეთ და
დღევანდელ საღამოს ჩვენთან გაატარებს.
წყვილი ნახევარ წუთში ოთახში იყო. ემას ძალიან გაუხარდა ახალ-
გაზრდა კაცის ნახვა, მაგრამ ერთგვარი უხერხულობაც იგრძნო... ერ-
თმანეთს ხალისიანად და ღიმილით, თუმცა, მორცხვად მიესალმნენ და
საუბრის დაწყებაც გაუჭირდათ. ყველანი დასხდნენ, მაგრამ რაღაც ხანს
საუბარი ვერაფრით ააწყვეს. მართალია, ემას გულით უნდოდა, ფრენკ
ჩერჩილი კიდევ ერთხელ ენახა და, თანაც, ჯეინთან ერთად, მაგრამ ახ-
ლა დაეჭვდა – ამ სურვილის ასრულება არც ისე სასიამოვნო ყოფილაო.
520
რამდენიმე წუთში, როცა მათ მისტერ უესტონიც შეუერთდათ და ბავ-
შვიც შემოიყვანეს, ყოველგვარი დაძაბულობა მოიხსნა და სასაუბრო
თემების პოვნა აღარ გასჭირვებიათ. ფრენკ ჩერჩილმაც მოიკრიბა მხნე-
ობა, ემას გვერდით მიუჯდა და დასძინა: – მის ვუდჰაუზ, მადლობა უნ-
და გადაგიხადოთ იმ კეთილი სიტყვებისთვის, მისის უესტონის ერთ-
ერთ წერილში რომ ამოვიკითხე. იმედი მაქვს, დროს არაფერი შეუც-
ვლია და კვლავ მზად ხართ, მაპატიოთ. იმედი მაქვს, თქვენს სიტყვებს
უკან არ წაიღებთ.
– არა, რა თქმა უნდა! – წამოიძახა ემამ, მეტად გახარებულმა, რომ
ფრენკ ჩერჩილი ამ თემას შეეხო, – პირიქით! ძალიან მიხარია, რომ გნა-
ხეთ და ხელი ჩამოგართვით... რომ შემიძლია, პირადად მოგილოცოთ.
ახალგაზრდა კაცმა ემას მთელი გულით გადაუხადა მადლობა და
ერთხანს კვლავ საკუთარ მადლიერებასა და ბედნიერებაზე ილაპარაკა.
– ნახეთ, რა კარგად გამოიყურება! – დასძინა ბოლოს და მზერა ჯე-
ინს მიაპყრო, – ასე კარგად არასდროს ყოფილა. ხომ მეთანხმებით? ხე-
დავთ, მამაჩემს და მისის უესტონს როგორ შეუყვარდათ?!
თანდათან ფრენკ ჩერჩილი ძველებურად გახალისდა და გათამამდა,
ხოლო როცა ქემპბელების მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ ჩამოაგ-
დო სიტყვა, ეშმაკური ღიმილით „დიქსონიც“ ახსენა. ერთიანად აჭარ-
ხლებულმა ემამ მაშინვე აუკრძალა მისი თანდასწრებით ამ სახელის
ხსენება.
– ამ სახელის გაგონებაზეც კი სირცხვილით ვიწვი!
– სირცხვილი... – გაიმეორა ახალგაზრდა კაცმა, – სირცხვილი მე
მკითხეთ. თუ ვინმეს რამის უნდა რცხვენოდეს, ეს მე ვარ. მაგრამ გულ-
წრფელად მითხარით, ნუთუ საერთოდ არაფერი გიეჭვიათ? ბოლო პე-
რიოდს ვგულისხმობ, თორემ თავიდან, ვიცი, ვერაფერს ხვდებოდით.
– ერთი პატარა ეჭვიც კი არ გამჩენია, მერწმუნეთ.
– გასაოცარია. ერთხელ ისე ახლო ვიყავი აღიარებასთან, რომ... ნე-
ტავ, ასეც მოვქცეულიყავი... ნამდვილად უკეთესი იქნებოდა. არადა, ძა-
ლიან ცუდად მოვიქეცი, თან არც არაფერში წამადგა... თუმცა, ნაკლე-

521
ბად დამნაშავე მაინც ვიქნებოდი, თქვენთვის რომ გამემხილა საიდუმ-
ლო.
– ახლა აღარ ღირს ამაზე ნერვიულობა.
– იმედი მაქვს, ბიძაჩემს რენდალსში ჩამოსვლაზე დავითანხმებ, –
თემა შეცვალა ფრენკ ჩერჩილმა, – მის ფეარფაქსის გაცნობა უნდა. ქემ-
პბელები რომ დაბრუნდებიან, მათ ლონდონში შევხვდებით და, ვფიქ-
რობ, მათთან დავრჩებით კიდეც, სანამ მის ფეარფაქსს უფრო ჩრდი-
ლოეთით არ წავიყვანთ. მაგრამ ამ ეტაპზე, მისგან შორს მომიწევს ყოფ-
ნა... რა რთულია, არა, მის ვუდჰაუზ? შერიგების შემდეგ, დღეს დილას
პირველად შევხვდით. არ გეცოდებით?
ემამ ისე გულკეთილად გამოთქვა სიბრალული, რომ შეგულიანე-
ბულმა ფრენკ ჩერჩილმა მოულოდნელად წამოიყვირა: – ოჰ! სხვათა
შორის... – ხმას დაუწია, უმწიკვლო სახე მიიღო და განაგრძო: – ...მის-
ტერ ნაიტლი როგორ არის? იმედი მაქვს, კარგად, – მის ამ სიტყვებზე
ემა გაწითლდა და მხოლოდ გაიცინა, ახალგაზრდა კაცმა კი განაგრძო: –
ვიცი, რომ ჩემი წერილი ნახეთ, და ალბათ გახსოვთ, რაც გისურვეთ. ჰო-
და, მიიღეთ ჩემგანაც მოლოცვა. მერწმუნეთ, თქვენი ამბავი მთელი სუ-
ლითა და გულით გამიხარდა. ამ კაცს ჩემი შექება არ სჭირდება.
ემა აღტაცებით უსმენდა; უნდოდა, რაც შეიძლება მეტხანს მოესმინა
მსგავსი ფრაზები, მაგრამ წუთის შემდეგ ახალგაზრდა კაცი ისევ თავის
ამბებსა და თავის ჯეინს დაუბრუნდა: – ასეთი კანი გინახავთ ოდესმე?
ასეთი ნაზი! ასე სათუთი! თუმცა, თეთრი ნამდვილად არ ეთქმის. ეს
ყველაზე უჩვეულო კანის ფერია, თანაც, მუქი წამწამებისა და თმის
ფონზე... გამორჩეული ფერია! მხოლოდ ამ ქალბატონს აქვს ასეთი! მის
სილამაზეს სხვაგვარი არც მოუხდებოდა! სრულყოფილებაა!
– მისი კანის ფერით მე ყოველთვის მოხიბლული ვიყავი, – ეშმაკუ-
რად მიუგო ემამ, – მაგრამ მახსოვს დრო, ვიღაც-ვიღაცები იწუნებდნენ,
ზედმეტად ფერმკრთალიაო. ხომ არ დაგვიწყებიათ?
– ღმერთო, არა! რა უსინდისო კაცი ვარ! როგორ გავბედე...
მაგრამ ფრენკ ჩერჩილმა ისე გულიანად გადაიხარხარა, რომ ემამ
თავი ვეღარ შეიკავა და გამოუტყდა: – ეჭვი მაქვს, უამრავი პრობლემის
522
მიუხედავად, მაინც ძალიან ერთობოდით ჩვენი გაბითურებით. დარწმუ-
ნებული ვარ, ამაში მაინც ჰპოვებდით ნუგეშს.
– არა, არა და არა! ასეთ რამეში როგორ მდებთ ბრალს? სინამდვი-
ლეში ყველაზე უბედური კაცი ვიყავი!
– არც მთლად ისეთი უბედური, რომ მასხარაობის მიმართ გულგრი-
ლი ყოფილიყავით. დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ეს მშვენიერი გა-
სართობი იყო... ძალიან მოგწონდათ, ყველას რომ გვასულელებდით. ეს
ეჭვი უფრო იმიტომ გამიჩნდა, რომ თქვენს ადგილას, სიმართლე გით-
ხრათ, მეც ვიპოვიდი გართობის მიზეზს. მგონი, ამ მხრივ ცოტათი ვგა-
ვართ კიდეც ერთმანეთს, – ახალგაზრდა კაცმა თავი დაუკრა, ემამ კი
მცირე დაფიქრების შემდეგ განაგრძო: – ხასიათით თუ არა, ბედისწერით
მაინც, რომელმაც გაგვიღიმა და ისეთ ადამიანებს დაგვაკავშირა, რომ-
ლებიც ჩვენზე ათი თავით მაღლა დგანან.
– მართალი ხართ, მართალი, – მგზნებარედ მიუგო ფრენკ ჩერჩილმა,
– ოღონდ არა თქვენ შემთხვევაში – თქვენზე მაღლა ვერავინ იდგება!
ჩემთან დაკავშირებით კი აბსოლუტური სიმართლეა. ნამდვილი ანგე-
ლოზია. შეხედეთ! ხომ ყველა მიხვრა-მოხვრაში ჩანს?! შეხედეთ მის კი-
სერს... დააკვირდით მის თვალებს... როგორ უყურებს მამაჩემს... ალბათ
გაგიხარდებათ, როცა გეტყვით, რომ... – ამ სიტყვებზე ახალგაზრდა კა-
ცი ემასკენ გადაიხარა და ჩურჩულით დაამატა: – ბიძაჩემი აპირებს, ბი-
ცოლაჩემის ყველა სამკაული აჩუქოს. ძვირფას ქვებს ახალ ბუდეებში
ჩავსვამთ. გადაწყვეტილი მაქვს, ზოგიერთი ქვა თავსამკაულისთვის გა-
მოვიყენო. ხომ ძალიან მოუხდება მის შავ თმას?
– გეთანხმებით, – მიუგო ემამ და კიდევ ისეთი თბილი სიტყვები მო-
აყოლა, რომ ფრენკ ჩერჩილს მადლიერად აღმოხდა: – ღმერთო, როგორ
მიხარია, ისევ რომ გნახეთ! თანაც, ასე მშვენივრად რომ გამოიყურებით.
ამ შეხვედრის შანსს არაფრის გამო არ გავუშვებდი ხელიდან. თქვენ
რომ არ მოსულიყავით, თავად მოვიდოდი ჰარტფილდში.
დანარჩენები, ამასობაში, ბავშვზე ლაპარაკობდნენ. მისის უესტონი
წინა დღის ამბავს ჰყვებოდა: ბავშვი ისე ჭირვეულობდა, რომ ეგონა, ცუ-
დად იყო, და ძალიან შეშინებულა. ნახევარი წუთიც და, მისტერ პერის
523
გამოიძახებდა, მერე კი ალბათ შერცხვებოდა მისი ტყუილად შეწუხება.
მისტერ უესტონსაც ლამის ცოლივით შეშინებია. თუმცა, ათ წუთში
ბავშვი თავისით მოსულა გუნებაზე. მისის უესტონის ისტორია განსა-
კუთრებით საინტერესო მისტერ ვუდჰაუზისთვის აღმოჩნდა. თავიდან
ძალიან შეაქო მისის უესტონი, პერის გამოძახება რომ განუზრახავს, მე-
რე კი დიდი გულისტკივილი გამოთქვა, განზრახვა სისრულეში რატომ
არ მოიყვანეთო. „მაშინვე უნდა გამოუძახოს პერის, როგორც კი ბავშვი
სულ ოდნავ მაინც ცუდად მოეჩვენება, თუნდაც სულ ერთი წუთით.
შეშფოთება და პერის გამოძახება ზედმეტი არასდროსაა. დასანანია,
წუხელ რომ არ გამოიძახეს. მართალია, ბავშვი ახლა მშვენივრად გა-
მოიყურება, არაჩვეულებრივადაც კი, მაგრამ მაინც ჯობდა, პერის ენა-
ხა“.
ამ გვარის გაგონებაზე, ფრენკ ჩერჩილმა ყურები ცქვიტა.
– პერი! – მიმართა ემას, თან ცდილობდა მის ფეარფაქსის მზერაც
დაეჭირა, – ჩემი მეგობარი მისტერ პერი! რაო, რას ამბობენ მისტერ პე-
რიზე? ამ დილას აქ იყო? და ახლა რით დადის? ბოლოს და ბოლოს,
იყიდა ეტლი?
ემას უმალვე გაახსენდა ყველაფერი და მინიშნებასაც მიუხვდა
ფრენკ ჩერჩილს. სანამ მასთან ერთად იცინოდა, ჯეინს გახედა და დარ-
წმუნდა, რომ მასაც ესმოდა მათი საუბარი, თუმცა ცდილობდა, არაფე-
რი შეემჩნია.
– რა უცნაური სიზმარი მინახავს! – ხმამაღლა ამბობდა ახალგაზრდა
კაცი, – რომ მახსენდება, გიჟივით ვიცინი... მასაც ესმის ჩვენი, მის ვუდ-
ჰაუზ. ჰო, სახეზე აწერია! შეხედეთ, როგორ ეღიმება, ამაოდ ცდილობს
სერიოზული გამომეტყველების შენარჩუნებას. მერწმუნეთ, ახლა
თვალწინ უდგას საკუთარი წერილის ის მონაკვეთი, სადაც პერის შესა-
ხებ მომწერა, და მხოლოდ ამ უხერხულ გაუგებრობაზე ფიქრობს, არა-
და, თავს იკატუნებს, თითქოს სხვებს უსმენსო.
ბოლოს და ბოლოს, ჯეინი იძულებული გახდა, გულღიად გაეღიმა,
მერე კი, კვლავ მოღიმარი თვალებით, ახალგაზრდა კაცისკენ გატრიალ-
და და ჩუმად, თითქოს მორცხვად, მაგრამ მტკიცედ მიმართა: – როგორ
524
შეგიძლიათ ამ მოგონებების ატანა?! მართლა მაოცებთ! კი, ხანდახან
მოგონებები თავს შეგვახსენებს, ბუნებრივია... მაგრამ როგორ შეგიძლი-
ათ მათით ტრაბახი?!
ფრენკ ჩერჩილს პასუხად უამრავი რამ ჰქონდა სათქმელი და ძალია-
ნაც ართობდა ეს ყოველივე, მაგრამ ემაც ჯეინის მხარეს იყო. როცა
რენდალსიდან გამოემგზავრნენ, მის ვუდჰაუზი უნებურად ფრენკ ჩერ-
ჩილისა და მისტერ ნაიტლის შედარებას შეუდგა: რაც უნდა სიამოვნება
მიეღო პირველის ნახვით და რაც უნდა მართლაც მეგობრული გრძნობე-
ბი ჰქონოდა მის მიმართ, მისტერ ნაიტლის უდავო პიროვნული უპირა-
ტესობა ასე მძაფრად ჯერ არასდროს შეუგრძნია! აღტაცებული ფიქ-
რობდა მის ღირსებებზე და თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა.

525
თავი 19

ემა პერიოდულად მაინც ღელავდა ხოლმე ჰარიეტზე; წამიერი ეჭვები


გაჰკრავდა გულში, ნუთუ ნამდვილად შეძლებს მისტერ ნაიტლის და-
ვიწყებას და სხვა კაცის ცოლობაზე წრფელი გულით თანხმობასო. თუმ-
ცა, მისმა ეჭვიანობამ დიდხანს არ გასტანა.
რამდენიმე დღეში, ლონდონიდან ყველანი ჩამოვიდნენ და ემასაც მა-
ლევე მიეცა შანსი, ჰარიეტთან პირისპირ გატარებული მთელი საათის
შედეგად, სრულიად დამშვიდებულიყო: რაოდენ დაუჯერებელიც უნდა
ყოფილიყო, რობერტ მარტინს ძირფესვიანად ჩაენაცვლებინა მისტერ
ნაიტლი და ჰარიეტი მთელ თავის ბედნიერებას ახლა სწორედ მასზე
აგებდა.
ემას მეგობარი თავდაპირველად უგუნებოდ ეჩვენა, თითქოს რაღაც
არ ასვენებსო, მაგრამ ჰარიეტი, როგორც კი აღიარა, რა უტიფრად თავ-
დაჯერებული და სულელი იყო წარსულში და როგორ იტყუებდა თავს,
ერთბაშად გახალისდა, ტკივილმა და დაბნეულობამ გაუარა, წარსული
უკან მოიტოვა და აღტაცებით გაუსწორა თვალი თავის აწმყოსა და მო-
მავალს. თანაც, ემაც თბილად შეხვდა, ისე გულით მიულოცა, რომ მყის-
ვე ბოლო მოეღო მის შიშებს. მის სმითი მეტად მოწადინებული იყო,
ემასთვის „ესტლისში“ გატარებული საღამოსა და მომდევნო დღის სა-
დილის შესახებ დეტალურად ეამბა და ბედნიერებისგან თვალებგაბ-
რწყინებულმა, აისრულა კიდეც გულისწადილი. ემას დასკვნით, ჰარი-
ეტს რობერტ მარტინი ყოველთვის მოსწონდა, ბოლოს კი ვეღარ გაუძ-
ლო ცდუნებას, რაკი დარწმუნდა, რომ ახალგაზრდა კაცს, ყველაფრის
მიუხედავად მაინც უყვარდა.
ერთი სიტყვით, ეს ამბავი ნამდვილად სასიხარულო იყო და ამის
დასტურს ყოველი ახალი დღე იძლეოდა. ჰარიეტის მშობლების ვინაობა
ცნობილი გახდა. ის ვაჭრის ქალიშვილი აღმოჩნდა – საკმაოდ მდიდარი
კაცისა საიმისოდ, რომ ქალიშვილი რიგიანად უზრუნველეყო და საკმა-
ოდ წესიერისა საიმისოდ, რომ ჩრდილში ყოფნა ერჩია. აი, ასეთი გახ-
ლდათ ჰარიეტის წარმომავლობა, რასაც ემა, ერთ დროს, ჯიუტად თავ-
526
დებში უდგებოდა! დიახ, ჰარიეტი სათნოებით დიდად არ ჩამოუვარდე-
ბოდა ბევრი ნამდვილი ჯენტლმენის ქალიშვილს... და, მაინც, ღმერთო,
რას მოუტანდა მასთან ქორწინება მისტერ ნაიტლის... ან მისტერ ფრენკ
ჩერჩილს... ან თუნდაც მისტერ ელტონს! არაკანონიერი წარმომავლო-
ბის ლაქა, რომელიც არც გვარიშვილობით იყო გაკეთილშობილებული
და არც – ქონებით, მათთვის უთუოდ სირცხვილის ლაქად იქცეოდა!
ჰარიეტის მამამ დიდსულოვნად მიიღო სასიძო... მოკლედ, ყველაფე-
რი შესანიშნავად წარიმართა. რობერტ მარტინი ჰარტფილდშიც კი მი-
იწვიეს და ემაც დარწმუნდა, რომ ის ნამდვილად გონიერი და ღირსეუ-
ლი კაცი იყო, რომელიც მისი პატარა მეგობრის გაბედნიერებას შეძლებ-
და. მის ვუდჰაუზს არც არასდროს შეჰპარვია ეჭვი, რომ ნებისმიერი
კარგი ზნის კაცთან ჰარიეტი ბედნიერად იქნებოდა, მაგრამ რობერტ
მარტინი, თავისი სახლითა და ოჯახით, კიდევ უფრო მეტის იმედს ჰბა-
დებდა: უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მუდმივი წინსვლის შეგ-
რძნებას. ჰარიეტი მათ შორის იცხოვრებდა, ვისაც ის უყვარდა და ვინც
მასზე გამჭრიახიც იყო; მათი ცხოვრების, გართობისა თუ შრომის წესე-
ბი ზედგამოჭრილი იყო გოგონასთვის, რომელიც ამიერიდან ვეღარც თა-
ვად გადაეყრებოდა ცდუნებას და ვეღარც ცდუნება მიაგნებდა მას. პა-
ტივსაცემი და ბედნიერი ქალი იქნებოდა. ერთისიტყვით, ემამ აღიარა,
ჰარიეტი ამქვეყნად ყველაზე იღბლიანი არსებაა, ასეთი კაცის გულში
ასეთი მტკიცე და დაუცხრომელი გრძნობები რომ აღძრაო... თუმცა,
არა... მასზე უფრო იღბლიანიც არსებობდა – ეს კი თავად ემა იყო.
ჰარიეტი სულ უფრო მეტ დროს ატარებდა მარტინებთან და სულ
უფრო ნაკლებს – ჰარტფილდში, რაც კანონზომიერი იყო: მასა და ემას
შორის სიახლოვე ნელ-ნელა უნდა განელებულიყო და მათი მეგობრობა
უფრო წყნარ, კეთილმოსურნე ურთიერთობაში გადაზრდილიყო, რაც,
საბედნიეროდ, უკვე დაწყებულიყო და ბუნებრივადაც მიმდინარეობდა.
სექტემბრის ბოლოს ემა მეგობარს ეკლესიაში გაჰყვა და თავისი თვა-
ლით ნახა, როგორ თვითკმაყოფილად ჩასჭიდა ხელი რობერტ მარტინს.
ჰარიეტის სრულყოფილ ბედნიერებას ვერავითარი უსიამოვნო მოგონე-
ბა, ვერც თვით მის წინაშე მდგარი მისტერ ელტონი ვერ გააუფერულებ-
527
და. სავარაუდოდ, იმწუთას, მისტერ ელტონში მხოლოდ მღვდელს ხე-
დავდა, რომლის კურთხევაც მალე მასზეც გადმოვიდოდა... რობერტ
მარტინი და ჰარიეტ სმითი სამ ახალბედა წყვილს შორის ყველაზე ბო-
ლოს დაინიშნნენ და ყველაზე პირველებმა დაიწერეს ჯვარი.
ჯეინ ფეარფაქსი ჰაიბერიდან წასულიყო და უსაყვარლესი ადამიანე-
ბის, ქემპბელების, ოჯახური მყუდროებით ტკბებოდა. ჩერჩილები, უფ-
როსიცა და ახალგაზრდაც, ქალაქში იყვნენ და ნოემბერს ელოდებოდ-
ნენ.
შემოდგომის შუა თვე კი ემასი და მისტერ ნაიტლისა უნდა ყოფილი-
ყო. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე განიზრახეს. გადაწყვიტეს, ქორწი-
ლი ჯონისა და იზაბელას ჰარტფილდში ყოფნისთვის დაემთხვიათ და
საშუალება მიეცათ მათთვის, ორი კვირა ბავშვებთან ერთად ზღვაზე
გაეტარებინათ. მათი გეგმა ჯონმა, იზაბელამ და ყველა ახლობელმა ერ-
თხმად მოიწონა, მისტერ ვუდჰაუზის გარდა, რომელიც თანხმობას არ
ჩქარობდა, რადგან ამ ქორწინებას მხოლოდ ბუნდოვან, შორეულ მოვ-
ლენად წარმოიდგენდა.
როცა პირველად გააცნეს ჩანაფიქრი, საბრალო კაცი ისე წახდა, ლა-
მის ყველამ დაკარგა მისი წყალობის იმედი, თუმცა ამ ამბავს მეორე
ჯერზე უფრო მხნედ შეხვდა. თანდათან გააცნობიერა, რომ უძლური
იყო, აღეკვეთა გარდაუვალი კატასტროფა. გრძნობდა, რომ მისი ტვინი
ამ აზრთან შერიგების გზაზე იდგა, მაგრამ ბედნიერი მაინც არ იყო. პი-
რიქით, იმდენად უბედური ჩანდა, რომ ემას მხნეობამ უმტყუნა. განიც-
დიდა მამის ტანჯვას, მოხუცი თითქოს თავს მიტოვებულად გრძნობდა.
ემა, ერთი მხრივ, იზიარებდა ორივე მისტერ ნაიტლის მოსაზრებას –
მისტერ ვუდჰაუზის მღელვარება ჯვრისწერის დასრულებისთანავე
წარსულს ჩაბარდებაო, მაგრამ მაინც ყოყმანობდა, ვერაფრით ბედავდა
ამ ნაბიჯის გადადგმას.
ერთ მშვენიერი დღეს კი ეს ყოვლად საჩოთირო სიტუაცია შეიცვალა,
თუმცა, ცვლილება არა მისტერ ვუდჰაუზის უეცარმა გასხივოსნებამ ან
მისი ნერვული სისტემის გარდასახვამ გამოიწვია, არამედ ისევ ამ ნერ-
ვული სისტემის მექანიზმმა... ერთ ღამეს, მისის უესტონის საქათმე გა-
528
ქურდეს და ყველა ინდაური მოიპარეს. ზარალი მეზობელ საქათმეებ-
საც მიადგა. მისტერ ვუდჰაუზმა, რომლისთვისაც ქურდბაცაცობა საზა-
რელი დანაშაულის ტოლფასი იყო, მოსვენება დაკარგა და რომ არა სი-
ძის ვაჟკაცობის დიდი იმედი, ყოველ ღამეს მტანჯველ ფიქრებში გაატა-
რებდა; მაგრამ მისტერ ჯონ ნაიტლის სიმტკიცესა და სიმამაცეს ბო-
ლომდე ენდობოდა – სანამ მასა და მისიანებს რომელიმე ნაიტლი იცავ-
და, ჰარტფილდს არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. თუმცა, აღმოჩ-
ნდა, რომ ნოემბრის პირველი კვირის ბოლოსმისტერ ჯონ ნაიტლი აუ-
ცილებლად ლონდონში უნდა დაბრუნებულიყო. სწორედ ამ განსაცდე-
ლის შედეგად, მისტერ ვუდჰაუზმა ქალიშვილის ქორწინებაზე მოსა-
ლოდნელზე ხალისიანი თანხმობა განაცხადა ყოველგვარი ძალდატანე-
ბის გარეშე. როგორც იქნა, ქორწინების თარიღიც დათქვეს: მისტერ და
მისის მარტინების ქორწინებიდან ერთი თვის თავზე მისტერ ელტონი
მისტერ ნაიტლისა და მის ვუდჰაუზს დასწერდა ჯვარს.
ქორწილი შედგა. სტუმართა შორის ერთი კოხტაპრუწაც კი არ ერია.
რასაკვირველია, მისის ელტონმა ყველა წვრილმანი გამოჰკითხა შინ
დაბრუნებულ ქმარს და დაასკვნა, ყოვლად უგვანო ქორწილი ყოფილა,
გაცილებით ღარიბული, ვიდრე ჩემიო. „თეთრ ატლასს მხოლოდ კანტი-
კუნტად თუ ნახავდით, ვუალებისთვისაც კი დანანებიათ მაქმანები! სა-
ცოდაობაა პირდაპირ! სელინამ რომ გაიგოს, გამოშტერდება“.
ამ „ხინჯის“ მიუხედავად, ცერემონიაზე შეკრებილ ნამდვილ მეგო-
ბართა კეთილი სურვილები, იმედები და მომავლის რწმენა მთლიანად
ახდა: ახალდაქორწინებული წყვილი უზომოდ ბედნიერი იყო.

დასასრული

529

You might also like