Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 8

BlockChain ტექნოლოგიები

თემა:

Blockchain 2.0 - სმარტ-კონტრაქტები და გონიერი აქტივები

ლექტორი: დავით ყიფშიძე


* ტერმინი ბლოკჩეინ 2.0 გამოიყენება, რათა გაიმიჯნოს ბიტკონი, როგორც
აქტივი და ბლოკჩეინი, როგორც პროგრამირებადი დისტრიბუციული ნდობის
ინფრასტრუქტურა - ბლოკჩეინის დამატებითი, გაფართოებული
შესაძლებლობების გათვალისწინებით.
მისი წინა ვერსიისგან განსხვავებით, ბლოკჩეინ 2.0 აღარ არის მხოლოდ
დეცენტრალიზებული ფინანსების ხელსაწყო, არამედ ის არის უკვე უფრო ზოგადი,
დეცენტრალიზებული ბაზრის ინფრასტრუქტურა, სადაც შეიძლება მოხდეს
სხვადასხვა ტიპის აქტივების გაცვლა.
ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სერთიფიკატები, უფლებები, უძრავი ქონების
ვალდებულებები, ინტელექტუალური საკუთრება, ავტომობილები, ხელოვნების
ნიმუშები და სხვ.
alexandria, coinmarketcap
ჭკვიანი კონტრაქტი - კომპიუტერული პროგრამა ან ტრანზაქციის
პროტოკოლი, რომელიც განკუთვნულია შეთანხმების წესების მიხედვით
პროცესების ავტომატურად აღსაწერად, გასაშვებად და სამართავად.

ჭკვიანი კონტრაქტების შექმნის მიზანი:


• არ იყოს საჭირო მესამე მხარის ჩართულობა
• გამოირიცხოს შემთხვევითი ან გამიზნული შეცდომები
• აღმოიფხვრას თაღლითობის შესაძლებლობები

გონიერი აქტივი არის აქტივი, რომელსაც აქვს წვდომა ბლოკჩეინის


შესაძლებლობებზე და რეაგირებს სისტემაში ამ აქტივის შესახებ
მდგომარეობის განახლებებზე.
ეთერიუმის პლატფორმა

2013 - ვ. ბუტერინის იდეა

2014 - სისტემის ჩამოყალიბება & ფინანსების მოძიება

2015 - Solidity & დეცენტრალიზებული აპლიკაციები

EVM (Ethereum Virtual Machine):

❑ დეცენტრალიზებული გამოთვლითი ძრავი


❑ ეთერიუმის პლატფორმის ნაწილი
❑ ჭკვიანი კონტრაქტების გამშვები სისტემა
❑ იზოლირებული გარემო
ძირითადი მახასიათებლები:

ჭკვიანი კონტრაქტები ეშვება იზოლირებულ გარემოში და მათ არ აქვთ


წვდომა ბლოკჩეინს გარეთ არსებულ მონაცემებზე.
კონტრაქტის გაშვება სისტემურ ხარჯებთან არის დაკავშირებული და
შესაბამისად, არსებობს კონტრაქტის მომსახურების საფასური (Gwei).
სისტემის ძირითად ქსელში ჩაშვებული კონტრაქტის ცვლილება
შეუძლებელია. ნებისმიერი ცვლილება იწვევს ახალი კონტრაქტის გაშვებას.
იმისათვის, რომ სისტემაში გამოირიცხოს შესაძლო გართულებები, ჭკვიანი
კონტრაქტების ძირითად ქსელში ჩაშვებამდე ტესტირება უნდა მოხდეს
შესაბამის სატესტო გარემოში.
მუშაობის მაგალითი

#1 მომხმარებელი სისტემაში ათავსებს მოთხოვნას უძრავი ქონების გაყიდვაზე


#2 კონტრაქტი აკავშირებს მყიდველ და გამყიდველ მხარეს ერთმანეთთან და ამოწმებს
მათი აქტივების მდგომარეობას
#3 ხდება აქტივების გაცვლა შესაბამისი ტრანზაქციების მეშვეობით
#4 უძრავი ქონების აქტივი გადადის ახალ მფლობელთან
1 ether = 1,000,000,000 gwei (109). 1 gwei = 0.000000001 ether
Questions?

You might also like