Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

მოგესალმებით ძვირფასო მშობლებო,სტუმრებო და მასწავლებლებო!

დღეს
მნიშვნელოვანი დღეა,რადგან მეთორმეტეკლასელებისათვის დაირეკება სკოლის
ბოლო ზარი.ეს კი ჩვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისს
მოასწავებს,რომელიცგანვლილი თორმეტი წლის მსგავსად,სავსე იქნება
სხვადასხვაემოციით,ურთიერთობებითა თუ გამოცდილებებით. ახლა კი
მოვიწვიოთ 2023/24 სასწავლო წლის სკოლადამთავრებულები და მათი
ხელმძღვანელი ქალბატონი ირინა ხოსროშვილი.
ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადოთ მასწავლებლებსა და დირექტორს-ბატონ
იაგო ელერდაშვილს,ასევე სასწავლო ნაწილს-ქალბატონ კარინა
ბერძენიშვილს,რომლებიც თავს არ იზოგავდნენ და ცდილობდნენ ჩვენთვის რაც
შეიძლება მეტი მოეწოდებინათ და ესწავლებინათ და ახლა კი გთხოვთ, რომ
მივესალმოთ მათ და მოვისმინოთ მათი სიტყვები. (შემოდის დირექტორი და
ამბობს სიტყვას)
ასევე მადლობა მშობლებს,რადგან ისინი ყოველთვის მხარში გვედგნენ და
გვეხმარებოდნენ პრობლემებთან გამკლავებაში.დარწმუნებული ვარ,რომ დღეს
სიამაყითა და სიხარულით ხართ სავსე.
ახლა კი გვინდა, მადლიერება და დიდი პატივისცემა გამოვხატოთ ჩვენი
დამრიგებლების ქეთევან კოსტავასა, თინათინ კოსტავასა, ტერეზა
კიკალეიშვილისა და ირინა ხოსროსშვილის,მიმართ. თქვენ ჩვენ მოგვეცით

(შემოდის ირინა მასწავლებელი და ამბობს სიტყვას)


(ლიკას სიტყვა თინა მასწავლებელზე და ქართული)
ახლა კი სცენა დავუთმოთ უმცროსკლასელებს, რომლებიც გადიან იმავე გზას, რაც
უკვე ჩვენ გავიარეთ და გვეტყვიან ლექსს.
(ვალსი, გოგოების ცეკვა)

ვალსი
ალბათ ყველას გვახსენდება სკოლაში გატარებული წლები,ჩვენი ბავშვობა,კარგი
თუ ცუდი მოგონებები და ვხვდებით,რომ მათ თავიდან ვეღარ გავიმეორებთ.ეს
ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.თუმცა წინ გველის არაპროგნოზირებადი
მომავალი,რომელიც მღელვარებითა და მოუთმენლობით გვავსებს.ახლა კი
ვთხოვ ბავშვებს გაიხსენონ მათთვის ყველაზე გამორჩეული მოგონება.
(მოგონებები)

(დათოს ლექსი)

ახლა კი დაშორების დროა.ჟურნალები და რვეულები დახურულია,დღიურები


გადადებულია,ბოლო ზარი დარეკილია.თუმცა გვრჩება ტკბილი
მოგონებები,რომლებიც ხანდახან შეგვახსენებენ თავს და სიხარულითა და
სითბოთი აგვავსებენ.

You might also like