ACC.6 სერვისების ხელმისაწვდომობისა და მიწოდების ბარიერების შემცირება

You might also like

Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 4

დოკუმენტის No. : ACC.

6
კავკასიის მედიცინის ცენტრი
დოკუმენტის ტიპი: APP
დანიშნულება: პაციენტის მოვლის წესებისა და პროცედურების ძალაში შესვლის
ხელმისაწვდომობა და უწყვეტობა თარიღი: 1-1-2023
ხელახლა განხილვის
დასახელება: სერვისების ხელმისაწვდომობისა და მიწოდების თარიღი: 1-1-2026
ბარიერების შემცირება გამოცემა: 1-ლი
გამოცემა

1. მიზანი:

1.1 კავკასიის მედიცინის ცენტრის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.


1.2 სერვისების წვდომისა და მიწოდების ბარიერების შემცირება.

2. გამოყენების სფერო:

კავკასიის მედიცინის ცენტრის პერსონალი

3. განმარტებები:

3.1 კულტურული თავისებურებები: ადამიანის ქცევის ინტეგრირებული ნიმუში, რომელიც


მოიცავს აზრებს, კომუნიკაციებს, ენებს, პრაქტიკებს, რწმენას, ღირებულებებს,
თავაზიანობას, წეს-ჩვეულებებს, რიტუალებს, ურთიერთქმედების მანერებს, როლებს,
ურთიერთობებს და რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სოციალური ჯგუფის
მოსალოდნელ ქცევებს;

4. პოლისი:

4.1 ეს არის კავკასიის მედიცინის ცენტრის პოლისი, აღმოფხვრას ან შეამციროს მისი


მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მიწოდების ფიზიკური, ენობრივი და
კულტურული ბარიერები.

5. პროცედურა:

5.1 კავკასიის მედიცინის ცენტრს აქვს გეგმა, მისი სერვისების ხელმისაწვდომობისა და


მიწოდების გასაუმჯობესებლად და განიხილება შემდეგი ბარიერების აღმოფხვრის ან
შემცირების ღონისძიებები:

5.1.1 ფიზიკური ბარიერები:

5.1.1.1 კავკასიის მედიცინის ცენტრმა უნდა უზრუნველყოს ინვალიდის


ეტლები, სველი წერტილი და დამხმარე პერსონალი სპეციალური
საჭიროებებისა და ხანდაზმული პაციენტებისთვის.
5.1.1.2 მხედველობის შეზღუდვა

ACC.6 სერვისების ხელმისაწვდომობისა და მიწოდების ბარიერების შემცირება Page 1 of 4


5.1.1.2.1 უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ პაციენტებთან
ურთიერთობის გაიდლაინები

5.1.1.2.1.1 როდესაც ეჭვი გეპარებათ, რა უნდა გააკეთოთ,


პერსონალი სვამს მარტივ კითხვას:“რით
შემიძლია დაგეხმაროთ?“ ეს საშუალებას
მისცემს პაციენტს, რომ თქვას, თუ რამე
შეიძლება გაკეთდეს მისთვის.
5.1.1.2.1.2 თანხმობის ფორმის შინაარსი ეფექტურად უნდა
ეცნობოს ბრმა პაციენტს ან მის მშობელს,
მათთვის თანხმობის ფორმის წაკითხვით.
5.1.1.2.1.3 მოთხოვნის შემთხვევაში სრულად წაიკითხეთ
და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარეთ
თანხმობის ფორმის, ფინანსური
პასუხისმგებლობის, გადასახადების და სხვა
დოკუმენტების შევსებაში. თუ თქვენ
მოგეთხოვებათ ხმამაღლა წაუკითხოთ
პაციენტს, გაითვალისწინეთ
კონფიდენციალურობა; მოძებნეთ
განცალკევებული ოთახი ან სივრცე, სანამ
გააგრძელებთ.
5.1.1.2.1.4 ახლად დაბრმავებული ბავშვის, ზრდასრულის
გაწერის შემდეგ უშუალო მომსახურებისა და
მზრუნველობის უწყვეტობის
უზრუნველსაყოფად, გასათვალისწინებელია
ადგილობრივი სიბრმავე ან არის თუ არა
მხედველობის დაკარგვა გამოწვეული უბედური
შემთხვევით, დაგეგმეთ მიმართვა
უსინათლოთა მომსახურების ადგილობრივ
სააგენტოებში.
საჭიროების შემთხვევაში უსინათლოთა
საზოგადოებასთან პაციენტის დაკავშირება.

5.1.1.2.2 კავკასიის მედიცინის ცენტრთან წვდომა დამოკიდებულია


ჟესტების ენის თარჯიმნების საჭიროებისამებრ
გამოყენებაზე.

5.1.2 ენობრივი ბარიერები

5.1.2.1 კავკასიის მედიცინის ცენტრმა შეიმუშავა საავადმყოფოში მყოფი


პერსონალის სია, რომლებიც საუბრობენ უცხო ენაზე და სურთ
თარგმნონ საჭიროების შემთხვევაში.
5.1.2.2 იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ქართულად ან
ინგლისურად საუბარი, უზრუნველყოფილი იქნება შემდეგი ენების
თარჯიმნის მომსახურება, იხილეთ დანართი 6.1.

5.1.2.2.1 ქართული
5.1.2.2.2 ინგლისური
ACC.6 სერვისების ხელმისაწვდომობისა და მიწოდების ბარიერების შემცირება Page 2 of 4
5.1.2.2.3 იტალიური
5.1.2.2.4 რუსული
5.1.2.2.5 თურქული

5.1.2.3 თარჯიმანთა სია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ოპერატორის, მიმღებების


და ყველა კლინიკური სფეროსთვის (მედდის სამორიგეო,სერვისები და
ა.შ) და შესაბამისად უნდა განახლდეს.
5.1.2.4 საელჩოების სია საკონტაქტო დეტალებით ხელმისაწვდომი უნდა იყოს
ოპერატორისთვის, რათა საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეს
კონკრეტულ საელჩოს კონკრეტული პაციენტისთვის საუბრის
თარგმნისთვის.

5.1.3 კულტურული ბარიერები

5.1.3.1 კულტურის ბარიერები შემცირდა:


5.1.3.1.1 მრავალეროვანი და მრავალენოვანი პერსონალის ყოლით.
5.1.3.1.2 პაციენტის რელიგიისა და კულტურის პატივისცემით.
5.1.3.1.3 პროფესიური ცნობიერების ამაღლებით, ზრუნვა ყველა
პაციენტს ეძლევა თანაბრად, განურჩევლად რელიგიის,
კილტურის, რასისა და ა.შ.
5.1.3.1.4 ინტერპრეტაციის სერვისების მიწოდება

5.2 მიმღების პერსონალის პასუხისმგებლობა:

5.2.1 პირველადი კონტაქტის დროს ვიზუალური, სმენის და ენობრივი ბარიერების მქონე


პაციენტების იდენტიფიცირება და მათი საჭიროებების შეფასება.
5.2.2 ურჩიეთ პაციენტებს დამხმარე პერსონალის, ენის თარჯიმნის სერვისების შესახებ და
აცნობეთ, რომ ეს სერვისები უფასოა.
5.2.3 საექთნო შემოწმების დროს მსგავს პაციენტზე გაკეთდეს ნიშანი.
5.2.4 დაუკავშირდით თარჯიმნების სიაში ჩამოთვლილ თარჯიმნებს.
5.2.5 დაუკავშირდით პაციენტთა მომსახურების განყოფიები უფროსი თუ თარჯიმანი არ
არის ხელმისაწვდომი.

5.3OPD-ის ხელმძღვანელის და პაციენტთა მომსახურების განყოფილების უფროსი


პასუხისმგებლობები:

5.3.1 შეთანხმება/დაკავშირება სატელეფონო ენის თარჯიმნის სერვისების


სარგებლობისთვის.
5.3.2 ჟესტების ენის თარჯიმანთან დაკავშირება.

6. დანართები:

6.1 თარჯიმნის სია და საკონტაქტო ნომრები.


6.2 საელჩოების დასახელების და საკონტაქტო ინფორმაციის სია.

ACC.6 სერვისების ხელმისაწვდომობისა და მიწოდების ბარიერების შემცირება Page 3 of 4


7. დამტკიცება:

დადასტურებული:___________________________________________ თარიღი: __________


პაციენტთა მომსახურების განყოფილების უფროსი

დადასტურებული:___________________________________________ თარიღი: __________


ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური დეპარტამენტის დირექტორი

დადასტურებული:___________________________________________ თარიღი: __________


საექთნო დირექტორი

დადასტურებული:___________________________________________ თარიღი: __________


სამედიცინო დირექტორი

დადასტურებული:___________________________________________ თარიღი: __________


ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების დეპარტამენტის დირექტორი

დადასტურებული:___________________________________________ თარიღი: __________


დირექტორი

ACC.6 სერვისების ხელმისაწვდომობისა და მიწოდების ბარიერების შემცირება Page 4 of 4

You might also like