Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 4

დოკუმენტის No.

:
კავკასიის მედიცინის ცენტრი ACC.18
დოკუმენტის ტიპი: MDP
დანიშნულება: პაციენტის მოვლის წესებისა და პროცედურების ძალაში შესვლის
ხელმისაწვდომობა და უწყვეტობა თარიღი: 1-1-2023
განმეორებითი
განხილვის თარიღი: 1-1-
დასახელება:პაციენტთა მოვლის სერვისების უწყვეტობა და კოორდინაცია 2026
რედაქცია: I ვერსია

1. მიზანი:

1.1 პაციენტის საჭიროებების შესაბამისობა საჭირო რესურსებთან


ჰოსპიტალის შიგნით, და საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალის გარეთ.
1.2 პაციენტის მოვლის უწყვეტობის უზრუნველყოფა.
1.3 დახმარება პაციენტის მოვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების
მიღებაში.

2. გამოყენების სფერო:

კავკასიის მედიცინის ცენტრის სამედიცინო, საექთნო და სხვა ჯანდაცვის


პერსონალი.

3. განმარტებები:

არცერთი.

4. პოლისი:

4.1 კავკასიის მედიცინის ცენტრში შემუშავებული და დანერგილი უნდა


იყოს პროცესები, რომელიც უზრუნველყოფს ჰოსპიტალში პაციენტის
მოვლის სერვისების უწყვეტობასა და კოორდინაციას სამედიცინო
პერსონალს შორის:

4.1.1 დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელებმა უნდა


შეიმუშაონ და დანერგონ პროცესები, რომელიც
უზრუნველყოფს პაციენტის მოვლის უწყვეტობასა და
კოორდინაციას, მინიმუმ შემდეგ მიმართულებებში:

4.1.1.1 გადაუდებელი დახმარება და ჰოსპიტალიზაცია;


4.1.1.2 დიაგნოსტიკური და სამკურნალო მომსახურება;
4.1.1.3 ქირურგიული და არაქირურგიული მკურნალობის
უზრუნველყოფა;
4.1.1.4 ამბულატორიული სერვისების უზრუნველყოფა
4.1.1.5 სხვა ორგანიზაციული და მოვლის საკითხები
ACC.18 პაციენტთა მოვლის სერვისების უწყვეტობა და კოორდინაცია
Page 1 of 4
4.1.2 პაციენტის ისტორია ხელმისაწვდომი უნდა იყოს იმ სამედიცინო
პერსონალისთვის, რომლებსაც უფლება და საჭიროება აქვთ
ჰქონდეთ აღნიშნულ დოკუმენტაციასთან წვდომა პაციენტის
მოვლის უზრუნველსაყოფად.
4.1.3 პაციენტის ისტორია უნდა იყოს განახლებული უახლესი
ინფორმაციით პაციენტის მდგომარეობის შესახებ.
4.1.4 მოვლის პროცესების უწყვეტობა და კოორდინაცია უნდა იყოს
გაძლიერებული მოვლის გეგმებით, გაიდლაინებითა ან სხვა
მსგავსი დოკუმენტაციით.
4.1.5 უწყვეტობა და კოორდინაცია უნდა ვრცელდებოდეს პაციენტის
მოვლის ყველა ეტაპზე.

5. პროცედურა:
5.1 დეპარტამენტის და სამსახურების ხელმძღვანელებმა ერთობლივად
უნდა იზრუნონ მოვლის კოორდინაციისა და უწყვეტობის პროცესების
შემუშავებასა და განხორციელებაზე.
5.2 მოვლის კოორდინაციისა და უწყვეტობის პროცესები უნდა იყოს
უზრუნველყოფილი ისეთი ფორმების გამოყენებით, როგორიცაა
გაიდლაინები, კლინიკური გზები, მოვლის გეგმები, რეფერირების
ფორმები, ჩეკლისტები და ა.შ
5.3 უნდა განისაზღვროს მომსახურების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი
პირები:
5.3.1 ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების
მედდა/გადაუდებელი მედიცინის განყოფილების მედდა
კოორდინაციას უწევს პაციენტის მიღების პროცესს
ამბულატოორიიდან/გადაუდებელი დახმარების
განყოფილებიდან.
5.3.2 სოციალური მუშაკი, რომელიც პასუხისმგებელია პაციენტის
რეფერალის კოორდინაციაზე ჰოსპიტლის გარეთ, მაგალითად
რეაბილიტაციის ცენტრში.
5.3.3 ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების მედდა
პასუხისმგებელია კომპლექსური ამბულატორიული დახმარების
კოორდინაციაზე.
5.3.4 მთავარი მედდა/გადაუდებელი მედიცინის განყოფილების მედდა
კოორდინაციას უწევს პაციენტის გადაყვანას სხვა სამედიცინო
დაწესებულებაში.
5.4 მომსახურების კოორდინაციაზე პასუხისმგებელ პირებს შეუძლიათ
კოორდინაცია გაუწიონ ყველა პაციენტს მკურნალობისას (მაგალითად,
განყოფილებებს შორის გადაყვანისას) ან შეიძლება პასუხისმგებლები
იყვნენ ცალკეული პაციენტების მოვლის პროცესების კოორდინაციაზე.
5.5 მოვლის კოორდინაციის საუკეთესო შედეგი მიიღწევა წინასწარ
შემუშავებული კრიტერიუმების ან პოლისების გამოყენებით, რომელიც
განსაზღვრავს განყოფილებებს შორის პაციენტის გადაყვანის
მიზანშეწონილობას, მაგალითად შემდეგი პოლისები:

ACC.18 პაციენტთა მოვლის სერვისების უწყვეტობა და კოორდინაცია


Page 2 of 4
5.5.1 ACC.20 პაციენტის ინფორმაციის გადაბარების კომუნიკაციის
გაუმჯობესება
5.5.2 ACC.12 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტის
მიღების, გაწერის და გადაყვანის კრიტერიუმები
5.5.3 ACC.14 პაციენტის გადაყვანა სხვა განყოფილებაში ჰოსპიტლის
შიგნით
5.5.4 ACC.15 პაციენტის გადაყვანა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

5.6 სამედიცინო ჩანაწერების ფორმების მოყვანილი მაგალითები,


უზრუნველყოფს პაციენტის მოვლის უწყვეტობისა და კოორდინაციის
მტკიცებულებას:

5.6.1 ICU მიღება-გადაყვანის შემაჯამებელი ფორმა


5.6.2 პაციენტის გადაყვანა სხვა განყოფილებაში
5.6.3 პაციენტის გადაყვანა სხვა ჰოსპიტალში
5.6.4 პერიოპერაციული პაციენტის ჩანაწერი/ისტორია
5.6.5 კონსულტაციის/რეფერალის მოთხოვნა
5.6.6 მომაკვდავი პაციენტის მოვლა: კლინიკური გზა
5.6.7 კლინიკური გზა: საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მართვა
ზრდასრულებში.
5.6.8 კლინიკური გზა: მწვავე აპენდიციტზე ეჭვის მქონე ზრდასრული
პაციენტების დიაგნოსტიკა და მართვა.
5.6.9 კლინიკური გზა: საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მართვა
პედიატრიაში.

5.7 პაციენტის სამედიცინო ჩანაწერები/ისტორია უნდა იყოს ინფორმაციის


პირველადი წყარო მოვლის პროცესისა და მკურნალობის
მიმდინარეობის შესახებ და, შესაბამისად, აუცილებელი საკომუნიკაციო
საშუალება.
5.8 სამედიცინო ჩანაწერი/ისტორია ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამედიცინო
პერსონალისთვის, როგორც პაციენტის ჰოსპიტალიზაციის დროს, ისე
ამბულატორიული ვიზიტებისას და საჭიროებისამებრ სხვა
შემთხვევებში. ინფორმაცია უნდა იყოს განახლებული, რათა ხელი
შეუწყოს პაციენტის მოვლის უწყვეტობას.
5.9 მკურნალობის მიმდინარეობის, პაციენტის მდგომარეობის ამსახველი
ჩანაწერები, საექთნო შეფასების ფორმები, მულტიდისციპლინური
გუნდის შენიშვნები და ყველა სამედიცინო ჩანაწერი პაციენტის
ისტორიაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პაციენტის მკურნალობაში
ჩართული ყველა სამედიცინო პერსონალისთვის.

6. დანართები:

არცერთი.

7. დამტკიცება:

ACC.18 პაციენტთა მოვლის სერვისების უწყვეტობა და კოორდინაცია


Page 3 of 4
დადასტურებულია:___________________________________________ თარიღი: __________
საექთნო მიმართულების მენეჯერი

დადასტურებულია:___________________________________________ თარიღი: __________


სამედიცინო დირექტორის მოადგილე

დადასტურებულია:___________________________________________ თარიღი: __________


ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების დეპარტამენტის
დირექტორი

დადასტურებულია:___________________________________________ თარიღი: __________


დირექტორი

ACC.18 პაციენტთა მოვლის სერვისების უწყვეტობა და კოორდინაცია


Page 4 of 4

You might also like