Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

ლეონი ქეიფობდა, 3 დღე და ღამე უზომოდ სვავდა.

ჯუმბერი მერიქიფედ (სასმელის


შემვსებად) დაიყენა, არც დაჯდომა აცადა და არც აჭამა და დაალევინა, იქამდე სანამ ღონე სულ
არ გამოეცალა და არ წაიქცა. მერე დასვა საჭმელად. რუქა ლეონის მტერი იყო მან ასე იფიქრა.

ლეონი ნადირობდა და ქეიფობდა არფერზე ფიქრობდა. ერთ დღეს სანადიროდ წავიდა


თვითონ სწრაფ ცხენს მოაჯდა და ჯუმბერს ქორი დაასვა ხელზე უცხენოდ გაუშვა წინ და
საღამომდე არბენინა ქორზე და ნანადირევზე.

მეორე დღეს სანადირო ძაღლები მისცა მთა და გორები არბებინა ფეხსაცმელები გაუცვდა და
ფეხები დაუსკდა ისე რომ სისხლი წამოუვიდა.

მესამე დღეს წინ გაუშვა მაცნედ. ძალიან დასუსტდა ჯუმბერი წამდაუწუმ ეცემოდა ხოლმე და
მაინც არ მოეშვა, ასე მიიყვანა სახლამდე. ეს რომ გაიგო მისმა ვეზირმა რუქამ მეფეს დაუშალა
მისი ეს საქციელები.

ვეზირმა არაკი მოყვა :

მთიული და კაკლის ხე.

ერთი კაცი იყო რომელიც მაღლა მთაში ცხოვრობდა კლდეებსა და მწვერვალებთან ახლოს და
რომელსაც არასდროს ენახა ბევრი მცენარეები და დიდი ხეები.

ერთხელ ჩამოვიდა ბარში და ნახა ხეხილი და მწვანილი. მოეწონა ძალიან და ღმერთს


მადლობა უთხრა - ყველაფერი კარგად დაგირიგებია მაგრამ ეს ცუდადო... ამ პატარა
მცენარეზე ამხელა ნესვები მოგიბავს ხოლო ამხელა კაკლის ხეზე ასეთი პატარა კაკლებიო.
ცოტა რომ იარა ერთი კაკლის ხის ძირას მიიძინა. მოვიდა ყვავი, მაღლა შემოჯდა და კაკალი
ჩამოაგდო. შუბლში დაეცა კაცს და გაუტეხა. წამოდგა და ღმერთს მადლობა უთხრა რომ
თურმე კარგად დაგილაგებიაო ამას რომ ნევსი ბმოდა თავს გამიხეთქავდაო.

-იქნებ იმ ადამიანს უკეთ ესმოდეს და ისე სჯობდეს სანამ მასზე ცუდს რამეს იტყვიო.

სოფლის მაშენებელნი

რუქამ არაკი მოყვა:

ერთი ძაღლი და მამალი დაძმობილდნენ : სოფელი ავაშენოთო !

ძაღლმა უთხრა: როგორ ავაშენოთო?

მამალმა უპასუხა : შენ იყეფე, მე ვიყივლებ და შენდებაო.

წავიდნენ ტყეში. ძაღლმა ყეფა დაიწყო და დაეძინა. მამალი ხეზე იჯდა, ყივილი დაწიყო.
მელიას მოესმა ხმა მოვიდა, მამალს კითხა მანდ რას აკეთებო?

მამალმა უპასუხა : სოფელს ვაშენებთო.

მელიამ უთხრა : ჩამოდი სახლისთვის ტერიტორია მომიზომეო!

მამალმა უპასუხა სოფლის მაყურებელი მანდ წევს, გააღვიძე, ეგ მოგიზომავსო!


მელიას მამლის შეჭმა უნდოდა მაგრამ სხვა გზა არ ქონდა გააღვიძა ძაღლი და უთხრა რომ
მომიზომე სახლისთვის ადგილიო..

ძაღლი ადგა მელიას გამოუდგა, დაჩეჩქვა და კუდი მოაწყვიტა.

წავიდა დაგლეჯილი მელა, გორაზე შემოდგა და შემოსძახა : მე ხომ ჩემი დამემართა, მაგრამ
თქვენ თუ მასე სოფელი ააშენოთ მაგასაც ვნახავთო!.

- შენ და მას პირი შეგიკრავთ, მე ხელუხლებელს ვიცი არ გამიშვებთ მაგრამ თუ მეფის


შვილი კარგად გაზარდოთ, მაშინ მე არაფრის გაგებაში არ ვიყოო (რუქა)

მეფე იცინოდა. იცოდა რომ სედრაქი და რუქა ერთ აზრზე არ იყვნენ და ლეონს ვეზირის სიტყვა
დაეხმარებოდა.

ერთ დღეს ლეონი ძალიან განაწყენდა შეიპყრო ჯუმბერი (მეფის ვაჟი) და ძალიან დასაჯა
ჯოხებით აცემინა. გაიგო ეს რუქამ მივიდა ძალიან გაბრაზებული და იგავ არაკები აღარ
დაიწყო მეფეს ეგრევე აკახა :

ღმერთს ამდენი ხანი ძეს (ბიჭი შვილი) თხოვდი ღმერთმა წყალობა მოგცა და შვილი მოგცა.
შენ კი მიეცი ეს შვილი ერთ დაბოღმილ კაცს რომელმაც დაიჭირა და ასი ჯოხი დაარტყა და რა
დააშავა? ისე ცუდად ყოფილა ღამემდე შეიძლება ვერ იცოცხლოს ! შენ კიდევ ლეონი დაისვი
შვილად და იმან გვიპატრონოს ყველას.

კიდევ ბევრი მსგავსი რამ უთხრა მეფეს, როგორც მტერმა იცის რომ დაინახავს დაცემულს
უფრო მეტად რომ ცდილობს მის ცემას.

მეფე ძალიან შეწუხდა და ძალიან გაბრაზდა. რუქა კიდევ უმატებდა და უმატებდა მეფის
რისხვას. ვეზირი გააძევა და ლეონის დასაძახებლად კაცი გაგზავნა. სულ თრევა თრევით
მოიყანეს. მოკვლა უნდოდა მაგრამ ლეონმა უთხრა:

- ვერ მომკლავ მეფეო ! აგერ შენი ფიცი ეს მაშინ გამოგართვი როცა ვიცოდი რომ ეს
მომელოდებოდა. უსამართლოდ ვერ მომკლავო.

გაბრაზებულმა მეფემ უთხრა გავარჩიოთ მტყუან-მართალიო!

ლეონმა უთხრა არა! ჯერ ეგ მრისხანება მოიშორე დამშვიდდი და მერე ვისაუბროთო!

ამის გაგონებაზე მეფე მაშინვე დამშვიდდა.

ლეონი ჩუმად იდგა. მერე თავისი ტკბილი ხმა აარაკრაკა :

მეფევ დიდი მადლობა შენი სულგრძელობისთვის და რომ მაშინვე განუკითხავად არ მომკალი,


და ახლა მითხარით თქვენი შვილი სამეფოდ გინდათ თუ მწყემსად? ბევრი მწყემსი არიან
ისეთი კარგი რომ ბევრ ცუდ მეფეს სჯობია. მწყემსი იმისთვის მუშაობს რომ ცხვარი
ყოველთვის კარგად ყავდეს, კარგად აძოვოს, ნაკაწრები შეუხვიოს და გაამრავლოს, თუ ეს
ყველაფერი არ გააკეთა მოგებას ვერ ნახავს. მეფემ კი უნდა იცოდეს ყველასი ეს გლეხი იქნება
მათხოვარი თუ თავადი და აზნაური თუ როგორ შრომობენ და რას აკეთებენ, საჭმელ სასმელი
და დარიგება უნდა იცოდეს და მაგდენი ხანი ფეხზე რომ იდგა ეცოდინება როგორი ძნელია
მოსამსახურთათვის იგივეს გაკეთება. მეფე იმისთვის არის მეფე რომ როცა უნდა ადგება და
როცა უნდა დაჯდება მაგრამ სულ უნდა ახსოვდეს როგორია ფეხზე დგომა. მეფე არასდროს
იქნება მშიერი და მწყურვალი მაგრამ მან ხომ უნდა იცოდეს როგორია მშიერი ყოფნა?
უცხენოდ სიარულიც რატომ იყო საჭირო რომ სცოდნოდა მეფეს თუ რა საქმეს აკეთებენ
ბაზიერები? ამ ყველაფრით მან ბევრი რამ ისწავლა.

მეფემ რომ მოისმინა მისი სიტყვა ძალიან მოეწონა და ინანა რომ ლეონისთვის ცუდის გაკეთება
უნდოდა მოეხვია და უთხრა.

რა ვქნა შვილო, ძალიან მიჭირს ენები მომიტანეს ცუდი და შვილზე გავბრაზდი.

უსამართლო შირვან-შაჰი

მოყვა ლეონმა არაკი :

შირვანის შაჰად იჯდა ძალიან უსამართლო, უმოწყალო და სასტიკი ვინმე, თუ ვინმეს


დაინახავდა მომჩივანს ან მის წინააღმდეგ მაშინვე მოკლავდა ხოლმე. ააოხრა მან თავისი
სამეფო.

ერთ დღეს ნახა ვიღაც მომჩივანი. მისი მოკვლა ბრძანა. ამ კაცმა თქვა მე მოსაკლავი კაცი არ ვარ
ყველანაირი ცხოველის და ფრინველის ენა მესმისო.

მეფემ აღარ მოკლა, რადგან დაიჯერა მისი სიტყვები, ვეზირს მიაბარა და უბრძანა შენ ისწავლე
ამისგან და მერე მე მასწავლეო.

ვეზირმა წაიყვანა ეს კაცი და რადგან იცოდა რომ სიცოცხლის გადარჩენისთვის მოიგონა ეს


ტყუილი გაუშვა ეს კაცი.

ბევრი დღე გავიდა და ერთ ღამეს მეფე სვავდა ორი ჭოტის ხმა გაიგონა. მოაგონდა ის კაცი
მეფეს და ვეზირს კითხა ისწავლე ფრინველთა ენა იმ კაცისგანო?

მან მოახსენა ვისწავლეო.

რაო რას ამბობენ ის ჭოტებიო?

ვაზირმა უთხრა : ერთს ქალი ყავს და მეორეს თავისი ვაჟისთვის უნდა. ქალის პატრონი
ეუბნება თუ ჩემს ქალს შვიდას ნასოფლარს არ აჩუქებ მზითევში არ მოგცემო. ვაჟის მამა კი ასე
ეუბნება: შენს ქალს რომ შვიდასი ნასოფლარი მივართვა კიდევ ექვსი შვილი მყავს და მათ
საცოლეებს რაღა ვუყოო? ქალის მამამ კი ასე უპასუხა რატო დაღონებულხარ? შირვანის შაჰი
თუ არ მოკვდება კიდევ ძალიან ბევრს ააოხრებსო!
ეწყინა შაჰს და უთხრა მე მართლა ასეთი უსამართლო ვარო?

ვეზირმა უპასუხა - ჭოტები ასე ამბობენო.

ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ის შაჰი კეთილი და გულმოწყალე გახდა.

-მათ მსგავსად თუ თქვენი ეგ საჭურისი ცოცხალია კიდევ ხშირად ვიქნები ასეთ დღეშიო.

You might also like