Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 11

1 რა არის ევოლუცია? ცოცხალი სამყაროს თანდათანობითი ცვლილება და განვითარება.

მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ბუნებაში იმდენივე სახეობაა, რამდენიც ღმერთმა შექმნა.


2 რა არის კრეაციონიზმი?
ბუნების უცვლელობის კანონი-ლინე.

შეხედულება, რომლის მიხედვითაც ორგანული სამყარო ცვალებადია, სახეობები განიცდიან


განვითარებას, შეიძლება ერთი სახეობიდან მეორე წარმოიქმნას. სახეობები იცვლებიან გარემოს
ცვლილებების შესაბამისად. ცხოველთა და ფრინველთა მრავალფეროვნება ორგანული სამყაროს
3 რა არის ტრანსფორმიზმი? განვითარების შედეგია. ორგანიზმები სრულყოფილებისაკენ ისწრაფვიან. ყველა ცვლილება
სასარგებლოა და შთამომავლობებს ისინი მემკვიდერეობით გადაეცემა. ორგანული სამყაროს
მრავალფეროვნების მიზეზებია სწრაფვა სრულყოფილებისაკენ და სასარგებლო ნიშნების
მემკვიდრეობით გადაცემა-ლამარკი.

4 რა არის გრადაცია? ორგანიზაციის დონის ამაღლება. ერთი დონიდან მეორეზე გადასვლა.

5 რა არის პროგრესისკენ სწრაფვა? ინდივიდის სწრაფვა სრულყოფილებისაკენ.

ორგანიზმები იცვლებიან მათი სასიცოცხლო პირობების ცვლილებების შესაბამისად. დააკვირდა


ფერმერთა ექსპერიმენტებს და გააანალიზა, რომ ისინი სახეობებიდან სასურველი ნიშან-
თვისებების გამოსაყვანად ორი მკვეთრად გამოხატული თვისებების მქონე ინდივიდებს
6 რა იყო დარვინის დასკვნები? აჯვარებდნენ. მან დაასკვნა, რომ ინდივიდუალური ცვლილებები შემთხვევითი ხასიათისაა და
შეიძლება იყოს სასარგებლოც, საზიანოც და ნეიტრალურიც. მან ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ
ორგანიზმების გეომეტრიული პროგრესიით გამრავების მიუხედავად, ყოველ სახეობაში
ინდივიდთა რაოდენობა მდგრადია.

ერთი არსების დამოკიდებულება მეორეზე, რაც ეხება ინდივიდის სიცოცხლის შენარჩუნებას და


7 რა არის ბრძოლა არსებობისთვის?
ნაყოფიერი შთამომავლობის დატოვებას.
ბრძოლა, რომლის დროსაც გადარჩებიან ისინი, რომლებიც უკეთ შეეგუებიან პირობებს მოცემულ
რა არის ბრძოლა ბუნების არახელსაყრელ გარემოსა და მომენტში. საარსებო პირობები მუდმივი არ არის, ამიტომ უპირატესობას ბრძოლაში
8
პირობებთან? ის ინდივიდები მოიპოვებენ, რომლებსაც აქვთ უნარი, უკეთ შეეგუონ ცვლად პირობებს,
თვითონაც შეიცვალონ.

ბრძოლა ორ სახეობას შორის, რომლის დროსაც არიან დამარცხებულები, მაგრამ არა ბოლომდე
რა არის სახეობათაშორისი ბრძოლა გამარჯვებულები. თუ წაგებული გადაშენდება, გამარჯვებულისთვის ცხოვრება არ
9
არსებობისთვის? გაადვილდება. დაიწყება გამარჯვებულების გამრავლება და საარსებო რესურსები არასაკმარისი
გახდება მათთვის.

ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლა, რომლის დროსაც ორი ერთნაირი სახეობა


რა არის შიდასახეობრივი ბრძოლა
10 უპირისპირდება ერთმანეთს საერთო საკვების, საცხოვრებელი არეალის ან მეწყვილის გამო. იგი
არსებობისთვის?
განსაკუთრებით მძაფრდება სახეობაში ინდივიდების რაოდენობის ზრდისას.

ბუნებაში ინდივიდების ერთი ნაწილის განადგურება და მეორე ნაწილის წარმატებულად


11 რა არის ბუნებრივი გადარჩევა?
გამრავლება. უკეთ შეგუებულთა გადარჩენა.

როცა იცვლება გადარჩენის მიმართულება და ახლადწარმოქმნილი ნიშნები ფართოდ ვრცელდება


12 როდის წარმოიქმნება ახალი სახეობა?
სახეობაში. ეს ნიშნები მემკვიდრულია.

13 რა არის ევოლუციის მამოძრავებელი ძალა? ბუნებრივი გადარჩევა.

14 რა არის ბუნებრივი გადარჩევის მასალა? მემკვიდრული ცვალებადობა.

15 რა არის იზოლაცია? რაღაც მიზეზების გამო ერთი სახეობის ინდივიდებს შორის შეუჯვარებლობა.

16 რა არის დივერგენცია? ნიშან-თვისებების დაცილების პროცესი, რომელიც იწვევს სახეობის წარმოქმნას.


ევოლუციის, სახეობის შეცვლის მამოძრავებელი ძალა ბუნებრივი გადარჩევაა, მასალა
რაში მდგომარეობს დარვინ-უოლესის გადარჩევისთვის მემკვიდრული ცვალებადობა, ბუნებრივი გადარჩევა, უკეთშეგუებულთა
17
თეორია? გადარჩევა, ინდივიდთა გარკვეული ჯგუფის შერჩევით განადგურებას და სხვა ჯგუფის
უპირატეს გამრავლებას გულისხმობს.

18 რა არის ევოლუციის სინთეზური თეორია? ევოლუციის თანამედროვე თეორია.

ევოლუციის სინთეზური თეორია ორგანული სამყაროს ევოლუციის თეორიაა, რომლის


რაში მდგომარეობს ევოლუციის
19 მიხედვით, ევოლუცია გენეტიკურად განპირობებული ნიშან-თვისებების ბუნებრივი გადარჩევის
სინთეზური თეორია?
გზით ხდება. ევოლუციის ელემენტარული ერთეული პოპულაციაა და არა სახეობა ან ინდივიდი.

იმ ორგანიზმების ერთობლიობა, რომლებსაც აქვთ ერთნაირი წარმომავლობა, ყველა ნიშან-


20 რა არის სახეობა? თვისების მემკვიდრული მსგავსება და უნარი, შეჯვარებისას წარმოქმნან თავისივე მსგავსი
ნაყოფიერი შთამომავლობა.

ნიშან-თვისებები, რომლითაც ერთი სახეობის ინდივიდები სხვა სახეობის ინდივიდებისგან


21 რა არის სახეობის კრიტერიუმი?
განსხვავდებიან.

ერთი სახეობის ინდივიდების შინაგანი და გარეგანი აგებულების მსგავსება. ეს კრიტერიუმი


რა არის სახეობათა მორფოლოგიური
22 უნივერსალურად არ ითვლება, რადგან არსებობენ სხვადასხვა სქესის წარმომადგენლები და
კრიტერიუმი?
სახეობა-ორეულები.

ქრომოსომათა განსაზღვრულ რიცხვში მსგავსება. თუმცა არ ითვლება ეს კრიტერიუმი


რა არის სახეობათა გენეტიკური
23 უნივერსალურად, რადგან ერთი სახეობის ინდივიდები ხშირად ქრომოსომათა რიცხვით
კრიტერიუმი?
განსხვავდებიან.
სასიცოცხლო პროცესების მსგავსება (სუნთქვა, საჭმლის მონელება, ექსკრეცია, გამრავლება..). ეს
რა არის სახეობათა ფიზიოლოგიური
24 კრიტერიუმი არაა უნივერსალური, რადგან არსებობენ გამონაკლისები სხვადასხვა სახეობათა
კრიტერიუმი?
შეჯვარებისას მიღებული ჰიბრიდების სახით.

ერთი სახეობის ინდივიდთა უნარი, წარმოქმნან მხოლოდ მათთვის დამახასიათბელი


რა არის სახეობათა ბიოქიმიური სპეციფიკური ცილები და ნუკლეინის მჟავები. მაგრამ ეს კრიტერიუმი უნივერსალური არაა,
25
კრიტერიუმი? რადგან მალარიის კოღოს სახეობა-ორეულებს განსხვავებული ბიოქიმიური მაჩვენებელი აქვთ
კვერცხებში.

რა არის სახეობათა გეოგრაფიული ერთი სახეობის ინდივიდების მიერ ბუნებაში დაკავებული არეალი. თუმცა ეს კრიტერიუმი
26
კრიტერიუმი? უნივერსალური არაა, რადგან არსებობენ სახეობა-კოსმოპოლიტები.

გარემო ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც აუცილებელია სახეობის არსებობისთვის. ეს


რა არის სახეობათა ეკოლოგიური
27 კრიტერიუმი უნივერსალური არაა, რადგან ერთი სახეობის ინდივიდს შეუძლია სხვადასხვა
კრიტერიუმი?
პირობებში არსებობა.

რა არის სახეობათა ისტორიული


28 სახეობის ინდივიდების წინაპართა ერთიანობა, წარმომავლობა.
კრიტერიუმი?

ერთი სახეობის ინდივიდების ჯგუფი, რომელიც ამავე სახეობის ინდივიდებისგან


29 რა არის პოპულაცია?
იზოლირებულია.

რა არის პოპულაციის დემოგრაფიული პოპულაციის დასახასიათებლად აღწერილი პოპულაციების რიცხობრიობა, შობადობა,


30
მაჩვენებელი? სიკვდილიანობა, ასაკობრივი შედგენილობა.

31 რა არის გენოფონდი? პოპულაციის გენებისა და ალელების ერთობლიობა.


ევოლუციური პროცესების ერთობლიობა, რომელიც სახეობის შიგნით, პოპულაციებში
32 რა არის მიკროევოლუცია? მიმდინარეობს და ცვლის მის გენოფონდს. მიკროევოლუცია ევოლუციის საწყისი ეტაპია,
რომელიც ახალი სახეობის წარმოქმნით მთავრდება.

რა არის ევოლუციის ელემენტარული


ფაქტორები, რომლებიც ცვლიან ალელებისა და გენოტიპების სიხშირეს პოპულაციაში, ანუ
33 ფაქტორები/ევოლუციის მამოძრავებელი
პოპულაციის გენეტიკურ სტრუქტურას.
ძალები?

მუტაციების გზით შესაძლებელია გენის გადასვლა ერთი ალელური მდგომარეობიდან მეორეში,


ან გენის მთლიანად შეცვლა. ახლად წარმოქმნილი მუტაციები შეიძლება იყოს სასარგებლოც,
ნეიტრალურიც და საზიანოც. მუტაციების სარგებლიანობა ან მავნებლობა დამოკიდებულია იმ
34 რა არის ევოლუციის ფაქტორი-მუტაცია?
პირობებზე, რომლებშიც ორგანიზმი ცხოვრობს. მუტაციები შემთხვევითია და არა მიმართული.
კომბინაციური ცვალებადობაც მშობლიური გენების შეუცვლელად მათი ახალი კომბინაციების
დალაგებით ხდება, რომელიც მასალას ქმნის ევოლუციისთვის.

რა არის ევოლუციის ფაქტორი-გენების პოპულაციის გენოფონდში გენებისა და გენოტიპების მკვეთრი და შემთხვევითი ცვლილებები,
35
დრეიფი? რომლის მიზეზიც შეიძლება იყოს ბუნებრივი კატასტროფა. შემთხვევითია და არა მიმართული.

ერთი სახეობის პოპულაციებს შორის სხვადასხვა ბარიერის წარმოქმნის გამო თავისუფალი


შეჯვარების შეწყვეტა ან დაბრკოლება (რეპროდუქციული იზოლაცია). არსებობს ორი ტიპის
იზოლაცია: გეოგრაფიული და ბიოლოგიური. შემთხვევითია და არა მიმართული.
გეოგრაფიული/სივრცობრივი იზოლაცია=ერთი სახეობის პოპულაციებს ერთმანეთისგან მიჯნავს
36 რა არის ევოლუციის ფაქტორი-იზოლაცია? ძნელად გადასალახი ბარიერები; ბიოლოგიური იზოლაცია=ბიოლოგიური განსხვავებების
წარმოშობა პოპულაციის ინდივიდებს შორის. მაგ: 1)ეკოლოგიური იზოლაცია-გამრავლების
ადგილის ან დროის ცვლილება; 2)ეთოლოგიური იზოლაცია-ინდივიდების საქორწინო ქცევების
განსხვავება; 3)მორფოლოგიური იზოლაცია-გამრავლების ორგანოების აგებულების განსხვავება;
4)გენეტიკური იზოლაცია-ქრომოსომების აგებულების და რიცხვის ცვლილება.
მეზობელ პოპულაციებს შორის გენების გაცვლა მაშინ ხდება, როცა მათ შორის იზოლაცია
არასრულია და ინდივიდები ერთმანეთთან შეჯვარებას ახდენენ. გენთა ნაკადი ევოლუციას
რა არის ევოლუციის ფაქტორი-გენების ამუხრუჭებს, რადგან როცა ბუნებრივი გადარჩევა აგუებს პოპულაციას საარსებო გარემოსთან და
37
ნაკადი? მხოლოდ ადაპტირებულ ალელებს ტოვებს, მიგრაციით პოპულაციებში ის ალელები შედიან,
რომელთა მფლობელებიც გარემოს ნაკლებად შეგუებულები არიან. შემთხვევითია და არა
მიმართული.

გენოფონდის მიმართულ ცვლილებებს, რომლებსაც ევოლუციის სხვა ფაქტორებისგან


38 რა არის ევოლუციის მთავარი ფაქტორი?
განსხვავებით, მხოლოდ ბუნებრივი გადარჩევა იწვევს.

პროცესი, რომლის დროსაც გადარჩებიან და გამრავლდებიან ორგანიზმები, რომლებიც უკეთ


39 რა არის ბუნებრივი გადარჩევა?
ეგუებიან გარემოს, ხოლო ნაკლებშეგუებულები გადაშენდებიან.

გადარჩევა, რომლის დროსაც საბინადრო პირობები დიდხანს არ იცვლება და ინდივიდებს შორის


დიდი კონკურენციაა. გადარჩევა მიმართულია უკვე არსებული რეაქციის ნორმის
40 რა არის მასტაბილიზებელი გადარჩევა? შენარჩუნებისკენ. გადარჩებიან საშუალო ნიშან-თვისებების მქონე ინდივიდები. გადარჩევის
შედეგად ცხოველთა ნაყოფიერება შენარჩუნდება საშუალო დონეზე, სუსტები არსებობისთვის
ბრძოლაში იღუპებიან. არ განაპირობებს პოპულაციის ევოლუციას.

იგი არღვევს პოპულაციის სტაბილურობას და იწვევს ევოლუციას. იწყება გარემოს


41 რა არის მამოძრავებელი გადარჩევა? თანდათანობითი ცვლის ფონზე. შეგუება ხანგრძლივი პროცესია. მამოძრაცებელი გადარჩევის
მოქმედებით ფენოტიპი გადაიხრება ერთ-ერთი მიმართულებით.

გარემო პირობების ცვლილება შეიძლება ხელსაყრელი აღმოჩნდეს მოცემული პოპულაციის


42 რა არის დიზრუპტული გადარჩევა? განაპირა ფენოტიპისთვის. იგი მოქმედებს ამა თუ იმ ნიშნის საშუალო მნიშვნელობების
წინააღმდეგ და ხელს უწყობს განაპირა ნიშნის მქონე ფორმებს.
მას საფუძვლად უდევს კონკურენცია სქესობრივი პარტნიორისათვის სახეობაში ერთი სქესის
43 რა არის სქესობრივი გადარჩევა? ინდივიდებს შორის. გადარჩევის ეს ფორმა იწვევს მეორადი სასქესო ნიშნების
წარმოქმნას/სქესობრივ დიფორმიზმს.

ნივთიერებები, რომლებსაც ცხოველები იმავე სახეობის ინდივიდებთან საკომუნიკაციოდ


44 რა არის ფერომონები?
გამოიმუშავებენ.

რა არის გეოგრაფიული/ალოპატრიული
45 საწყისი სახეობის არეალის გაფართოებით ან გეოგრაფიული ზღუდეებით სახეობათა გაყოფა.
სახეობათაწარმოქმნა?

ამ დროს შესაძლოა ახალი სახეობები საწყისი არეალის შიგნით წარმოიშვას. სხვადასხვა


რა არის ეკოლოგიური/სიმპატრიული
46 ეკოლოგიური ადგილის დაკავებით, სახეობები იზოლირდებიან. ამ გზით ახალი სახეობები
სახეობათაწარმოქმნა?
პოლიპლოიდიით შეიძლება წარმოიქმნას მყისიერად.

ისეთი ნიშან-თვისებების ქონა, რომლებითაც სახეობა მორგებულია საარსები გარემოს და


47 რა არის შეგუებულობა?
დაცულია.

48 რისი შედეგია შეგუებულობა? ბუნებრივი გადარჩევის.

სახეობის სპეციფიკური ნიშან-თვისებების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მის


49 რა არის ადაპტაცია?
არსებობას საარსებო გარემოს კონკრეტულ პირობებში.

ორგანიზმების აგებულების/სტრუქტურის თავისებურებები კონკრეტულ გარემო პირობებში.


1.მფარველობითი—დამცველობითი, თავის გადასარჩენად; 2.დიზრუპტული—
50 რა არის მორფოლოგიური ადაპტაცია?
დამანაწევრებელი(ზებრა,ვეფხვი); 3.გამაფრთხილებელი—გველები, ჭიამაია, ბაყაყრბი;
მიმიკრია–დაუცველი ორგანიზმების მსგავსება გარემოსთან ან დაცულ ორგანიზმებთან.
ორგანიზმში ცხოველქმედების პროცესებთანაა დაკავშირებული. სპეციფიკური ცვლილებები,
51 რა არის ფიზიოლოგიური ადაპტაცია?
რომლებიც საფუძვლად უდევს ჰომეოსტაზის შენარჩუნებას.

52 რა არის ქცევითი ადაპტაცია? სახეობის გადასარჩენად ქცევითი შეგუებულობა.

ორგანიზმის რეფლექსთა ერთობლიობა, რომელიც ზუსტად აგუებს ცხოველს გარემოსთან და


53 რა არის ინსტინქტი?
შთამომავლობას გადაეცემა.

ცხოველთა კანონზომიერი, მიზანდასახული გადაადგილება განსხვავებული საარსებო


54 რა არის მიგრაცია?
პირობების მქონე გარემოში.

55 რა არის ნადირობა? ქცევითი შეგუებულობის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ყველა სახეობისთვის სპეციფიკურია.

მეხსიერების ყველაზე ადრეული ფორმა. ახალგამოჩეკილი ან ახალდაბადებული ინდივიდი


56 რა არის იმპრინტინგი?
პირველად დედად აღიქვამს სხვას.

57 რა არის შთამომავლობაზე ზრუნვა? ინდივიდების მიერ შთამომავლობის მოვლა-პატრონობა ან დაცვა.

ზესახეობრივი ევოლუცია, რომელშიც მონაწილეობენ მიკროევოლუციის პროცესები-მუტაცია,


58 რა არის მაკროევოლუცია?
რეპროდუქციული იზოლაცია, ბუნებრივი გადარჩევა.

შეისწავლის გადაშენებული ირგანიზმების ნამარხ ნაშთებს და ადგენს მათ მსგავსება/განსხვავებას


59 რა არის პალეონტოლოგია?
თანამედროვე ორგანიზმებთან.

იმ სახეობების რიგები, რომლებიც თანმიმდევრულად ცვლიდნენ ერთმანეთს ზოგიერთი


60 რა არის ფილოგენეტიკური რიგები?
ცხოველის ან მცენარის ევოლუციაში.
მეცნიერება, რომელიც ჩანასახების განვითარებას შეისწავლის. ყველა უმარტივესებიდან
61 რა არის ემბრიოლოგია?
წარმოიშვა; ზიგოტა—ბლასტულა—გასტრულა—ნეირულა.

62 რა არის დივერგენცია? ნიშნების თანდათანობით დაშორება.

63 რა არის ონტოგენეზი? არსების ინდივიდუალური განვითარება.

64 რა არის ფილოგენეზი? სახეობის ისტორიული განვითარება.

რაში მდგომარეობს ბიოგენეტიკური ყველი არსება ონტოგენეზში იმეორებს ფილოგენეზს. ონტოგენეზი არის ფილოგენეზის სწრაფი
65
კანონი? და მოკლე განვითარება.

მცენარეებისა და ცხოველების ანატომიის მსგავსება/განსხვავება. 1.ჰომოლოგიური ორგანოები—


წარმოშობით, აგებულებით მსგავსი, ფუნქციით განსხვავებული; 2.რუდიმენტული ორგანოები—
66 რა არის შედარებითი ანატომია? ფუნქციადაკარგული; 3.ანალოგიური ორგანოები—განსხვავებული წარმოშობის, ერთმანეთის
გარეგნულად და ფუნქციურად მსგავსი; 4. ატავიზმები—სტრუქტურები, რომლებიც წინაპრებს
ჰქონდათ და გაქრა.

რისი შედეგია ჰომოლოგიური ორგანოების


67 დივერგენციული ევოლუციის.
წარმოქმნა?

68 რა არის კონვერგენცია? ევოლუციის პროცესში არამონათესავე ჯგუფების ორგანიზმებში ნიშან-თვისებების დამთხვევა.

რაზე მიუთითებს ანალოგიური


69 კონვერგენციულ ევოლუციაზე.
ორგანიზმების არსებობა?
მეცნიერება, რომელიც სწავლობს ორგანიზმების განსახლებას დედამიწაზე, მათი სასიცოცხლოდ
70 რა არის ბიოგეოგრაფია?
აუცილებელი პირობების შესაბამისად.

ყველა ცოცხალი არსების შემადგენელი ლიპიდები, ცილები და ა. შ. დნმ და რნმ-ის არსებობა;


71 რა არის მოლეკულური ბიოლოგია?
ტრანსკრიპცია, ტრანსლაცია; ატფ-ის გამოყენება.

72 რა არის ტაქსონომია? მეცნიერება, რომელიც აღწერს და ახდენს ორგანიზმთა კლასიფიკაციას.

73 რა არის ტაქსონი? ორგანიზმთა გარკვეული ჯგუფი ტაქსონომიური სისტემის შიგნით.

სახეობა(კოლხური ხოხობი) გვარი(ხოხბები) ოჯახი(ხოხობისებრთა) რიგი(ქათმისნაირი)


74 რა არის ორგანიზმთა კლასიფიკაციის “ხე”?
კლასი(ფრინველები) ტიპი(ქორდიანები) სამეფო(ცხოველები)

ორგანიზმების ნათესაური კავშირების მიხედვით დაჯგუფება. ტაქსონებს შორის


75 რა არის კლასიფიკაციის მიზანი? ფილოგენეტიკური კავშირების ძებნა. ამის გამო მეცნიერები იკვლევენ რიბოსომებს, რადგან მათ
ყველა ორგანიზმის უჯრედი შეიცავს.

ბაქტერიები ერთუჯრედიანი პროკარიოტული ორგანიზმებია, რომლებსაც აქვთ უჯრედის


კედელი, პლაზმური მემბრანა, ციტოპლაზმა, რიბოსომები, არ გააჩნია ბირთვის გარსი და
76 რა არის დომენი ბაქტერიები?
მემბრანული შენების ორგანოიდები. ბაქტერიის უჯრედი ბევრად პატარაა ეუკარიოტულ
უჯრედთან შედარებით. ისინი უჯრედის პირდაპირი გაყოფით მრავლდებიან.
არქეები ერთუჯრედიანი პროკარიოტული ორგანიზმებია, რომელთა უჯრედის კედელს და
პლაზმურ მემბრანას ბაქტერიებისაგან განსხვავებული ქიმიური შედგენილობა აქვს. მათ
ბაქტერიებისაგან მეტაბოლიზმის თავისებურებებიც განასხვავებს. არქეების ზოგიერთი სახეობა
გარემოს განსაკუთრებულად მკაცრ პირობებში ბინადრობს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ
77 რა არის დომენი არქეები?
არქეები დედამიწის ერთ-ერთი პირველი ბინადრები იყვნენ. ფიქრობენ, რომ ისინი ბაქტერიებს
გენეტიკურ მასალას და საკვებს უცვლიდნენ და რომ ეუკარიოტული უჯრედები შესაძლოა მათი
ენდოსიმბიოზის გზით წარმოიშვნენ, ანუ მაშინ, როდესაც წინაპარმა პროკარიოტულმა
უჯრედებმა ერთად დაიწყეს ცხოვრება, როგორც ერთმა უჯრედმა.

ამ დომენში გაერთიანებულია ორგანიზმები, რომელთაც აქვთ შედარებით დიდი ზომის


78 რა არის დომენი ეუკარიოტები? უჯრედები ნამდვილი ბირთვითა და მემბრანული და არამემბრანული ორგანოიდებით –
მცენარეები, ცხოველები, სოკოები, ზოგიერთი ეუკარიოტული ერთუჯრედიანი ორგანიზმი.

You might also like