Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 22

2 ქულიანი საკითხები

1. ფათერაკი - ხიფათი, შემთხვევა, სავსებით უნებლიედ


ჩადენილი მოქმედება, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა არ
ინიშნება.

2. იშობრივი - სრულიად უნებლიე მოქმედება


წინაწარწურთილება - განზრახ ჩადენილი დანაშაული

3. აღბუღას სამართლის წიგნის უძველესი ხელნაწერი - ,,წიგნი


სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოველთავე’’

4. მოსეს სამართლის ქართული ვერსიის წყაროები - ბიბლიის


მეხუთე წიგნი ანუ მეორე სჯულის კანონი.

5. ბერძნული სამართლის ქართული ვერსიის წყაროები - მათე


ვლასტარის სინტაგმა და კონსტანტინე არმენოპულოს ექვსწიგნეული.

6. ორკერძოვე დანაშაული - ორი ან მეტი პირის მიერ ჩადენილი


დანაშაული

7. ამილახორი- ექვემდებარებოდა ამირსპასალარს


ამირეჯიბი - ექვემდებარებოდა მანდატურთუხუცესს

8. სავაზიროს შემადგენლობა - მწიგნობართუხუცეს


წყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი,
მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი, საწოლის მწიგნობარი,
ამილახორი და ორი ამირეჯიბი

9. შეურაცხადობის აღმნიშვნელი ტერმინები - უმეცრებაი


გონებისაი და ფრიად უძლურებაი გონებისაი

10. საპატიჟო ადგილი - საპატიჟო ადგილას დანაშაულის ჩამდენი


განსაკუთრებული სიმკაცრით ისჯებოდა. საპატიჟო ადგილად
ითვლებოდა ისეთი ადგილები როგორებიცაა: ეკლესია, შესაწირი
ადგილი, მეფის სასახლე, სასაფლაო და ა.შ.

11. მეჭურთლეთუხუცეს ექვემდებარებოდა საჭურჭლე, ხოლო


მსახურთუხუცეს - სალარო.

12. განზრახვის თანამოწმე - პირი, რომელიც გვიან


შეუერთდებოდა თანამზრახველებს
13. ვახტანგის სამართლის წიგნით მიხედვით სიმთვრალეში
ჩადენილი დანაშაული - განსაკუთრებული სიმკაცრით ისჯებოდა,
რადგან პირს უნდა გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ იგი
სიმთვრალეში ,,აჩქარებული’’ იყო, ამიტომაც არ უნდა დაელია ბევრი.

14. კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპი - პირი ოჯახთან


ერთად იყო პასუხისმგებელი. მაგალითად, თუ მას ჰქონდა ვალი,
რომელსაც ის ვერ იხდიდა, მაშინ მისი ოჯახი გადაეცემოდა მევალეს.
გარდა ამისა, თუ ოჯახის უფროსი ჩაიდენდა დანაშაულს, მაშინ მისი
ოჯახიც პასუხს აგებდა. იმ შემთხვევაში თუ თემმა იცოდა დამნაშავის
ადგილსამყოფელი და არ გასცემდა მას, მაშინ თემიც კოლექტიური
პასუხისმგებლობის პრინციპით აგებდა პასუხს
დამნაშავის ,,მფარველობისთვის’’

15. განზრახ მკვლელობასთან მიახლოებული დანაშაულის


მაგალითები ექვთიმე მთაწმინდელის მიხედვით - თუ ქალმა კაცს
შესაყვარებლად რაღაც სასმელი დაალევინა და შემდეგ კაცი
გარდაიცვალა. მართალია ქალს მისი მოკვლა არ უნდოდა, თუმცა
ექვთიმე ამ საკითხს მაინც განზრახ მკვლელობასთან მიახლოებულად
განიხილავს. გარდა ამისა, თუ დედამ დალია წამალი იმისათვის, რომ
ნაყოფი მოკლას ესეც მსგავსი ტიპის დანაშაულად აქვს განხილული
ექვთიმეს.

16. ექსორია - ქვეყნიდან გაძევება. მაგალითად, ხშირად


აძევებდნენ საქართველოდან კონსტანტინოპოლში
გაძევება - საცხოვრებელი ადგილიდან გაძევება სხვა
ადგილას, კონკრეტული ადგილის მიუთითებლად.

17. სისხლი - ქონებრივი სასჯელი, ქონებრივი გადასახდელი


პატიჟი - საჯარო სახის სასჯელი, რომელიც ძირითადად
მოიაზრების ფიზიკური ტკივილის მიმყენებელ სასჯელებს

18. გამაწბილებელი სასჯელები - თავზე ლაფის დასხმა, გაპარსვა,


გატიტვლება, ყელზე თოკგამობმული დამნაშავის ქუჩა-ქუჩა ტარება,
თავზე ნაცრის დაყრა, ვირზე შესხმა, თავზე წვენის დასხმა, მონად
გაყიდვა და ა.შ

19. შურისძიების ფარგლები გიორგი 5 ის მიხედვით -


ძეგლისდების მიხედვით შურისძიება შეზღუდულია სახელმწიფოს
მიერ, დროით და არ გადადის გვარზე, მაგრამ არა აკრძალული.
მაგალითად, თუ ვინმეს რამე მოპარეს, მაშინ დაზარალებული უნდა
მივიდეს ხევისბერთან, ხევისბერი დაიბარებს ქურდს და თუ იგი არ
გამოცხადდა და ქონება არ დააბრუნა, მაშინ დაზარალებულს აქვს
უფლება ძალა გამოიყენოს და ისე დააბრუნოს მოპარული. თუ ვინმეს
ცოლი მოსტაცეს, მაშინ დაზარალებულს შეუძლია 1 წელი ააწიოკოს
მომტაცებელი.

20. თავისუფლების აღმკვეთი დაწესებულებები -


დილეგი,საპატიმრო,საკანი

21. დილეგი - ბორკილებიანი პატიმრების სამყოფელი


საპატიმრო - უბორკილო პატიმრების სამყოფელი

22. სომხური სამართლის ქართული ვერსიის წყაროები - შედგება


ორი ნაწილისგან მხითარ გოშის სამართალი და სირიულ-რომაული
სამართალი

23. ლევან მეფის აქტები დასტურლამალში - მდივანბეგობის


გარიგება და ბოქაულთუხუცესის სარგო

24. როსტომ მეფის აქტები დასტურლამალში - მურდრის


დებულება/განაწესი და ყარაის კონის განაწესი.

25. ათაბაგის ძირითადი ფუნქცია - ტახტის მემკვიდრის აღზრდა

26. შინათანგამცემელი - ადამიანი,რომელიც შიდა საიდუმლოს


ფლობს და გასცემს თანამზრახველებთან, რათა დანაშაულის ჩადენა
გაუმარტივდეთ
ძალისმიმცემელი - პირი,რომელიც დანაშაულში უშუალოდ
არ მონაწილეობს, თუმცა დამნაშავეებს აწვდის დამხმარე საშუალებებს
რითიც ისინი დანაშაულს ჩადიან

27. გორგი მეხუთის ძეგლის დადება მოქმედებდა მთიულეთში

28. მწიგნობართუხუცეს ექვემდებარებოდა - 26 მწიგნობარი,


ხოლო ზარდახნისა და საწოლის მწიგნობრები ითვლებოდნენ მის
თანაშემწეებად

29. ორდალები ვახტანის სამართლის მიხედვით - შანთი,


მდუღარე, ხმალი და ცოდვის მოკიდება.
30. ხელმწიფის კარის გარიგება - ავტორი უცნობია, შედგენილია
მეთოთხმეტე საუკუნეში. დაღუპვას გადაარჩინა და გამოსცა ექვთიმე
თაყაიშვილმა

4 ქულიანი საკითხები

1. თანამონაწილეობის აღმნიშვნელი ტერმინები

განმზრახი - პირი, რომელსაც გულში ჰქონდა ჩადებული ბოროტი


აზრი და სხვისი დახმარებით ცდილობდა მის განხორციელებას

თანამზრახველი - დანაშაულის მონაწილე ნებისმიერი პირი

განზრახვის თანამოწმე - პირი, რომელიც გვიან შეუერთდა


თანამზრახველებს

მიმდგომი - მოგივანებით შეერთებული პირი, რომელიც


დანაშაულსაც ჩადის

ასაბია/მეშუელი - ბოროტმოქმედების განხორციელების მონაწილე

თანაშემწე - თანამოქმედი

ძალისმიმცემელი - ვინც არ მონაწილეობს დანაშაულში, თუმცა


დამნაშავეებს აწვდის საშუალებებს დანაშაულის ჩადენისთვის

შინათგამცემელი - ვინც შიდა საიდუმლოს ფლობს და გასცემს


თანამზრახველებისთვის.

2. ვახტანგის სამართლის წიგნთა კრებულის შემადგენელი ნაწილები

ვახტანგის სამართლის წიგნთა კრებული შედგება შემდეგი


ნაწილებისაგან:

1. ვახტანგის სამართლის წიგნი - ,,სამართალი ბატონიშვილის


ვახტანგისა’’
წიგნი შედგენილია ვახტანგის ჯანიშინობის დროს. გიორგი მეფე
შესავალში მოხსენიებულია როგორც ქართლის მეფე და ირანის
მთავარსარდალი, მაშასადამე გიორგი მეთერთმეტე ჯერ კიდევ
ცოცხალია, ის მოკლეს 1709 წელს, ვახტანგი კი ქართლს განაგებდა
1704 წლიდან, ე.ი წიგნი შედგენილია 1704-1709 წლებში. წიგნის
ძირითადი წყარო ქართული ჩვეულებითი სამართალია. ვახტანგის
სამართლის წიგნის პირველი ვარიანტი 204 მუხლით მთავრდება,
რადგან 204-ე მუხლს მოსდევს ბოლოსიტყვაობა და აგრეთვე 205 მდე
ყველა მუხლი გარკვეული პრინციპით არის დალაგებული, ხოლო
შემდეგ ბევრი გამეორებულია, არეულია, ამიტომაც ვარაუდობენ რომ
დანარჩენები მოგვიანებით არის მიმატებული. შესავალში ჩანს, რომ
წიგნზე მუშაობდა ბევრი კათალიკოსი, დიდებული, ბრძენი ადამიანი.

2. ებრაული სამართალი - იგი წარმოადგენს მეორე სჯულის კანონს


ბიბლიის პირველი ხუთი წიგნიდან მეხუთეს. მის შედგენას მიაწერენ
მოსეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ იგი შედგენილი უნდა იყოს
ებრაელების მეფის იოსიას დროს. წიგნში მოცემულია რელიგიური
კანონმდებლობა, მოთხრობილია ებრაელების ხეტიალი უდაბნოში,
მოსეს გარდაცვალება და დასაფლავება.

3. ბერძნული სამართალი - იგი წარმოადგენს მათე ვლასტარის


სინტაგმას, რომელიც შევსებულია კონსტანიტენე არმენოპულოს
ექვსწიგნეულით. გადაწერილია ვლახეთში მე-17 საუკუნეში

4. სომხური სამართალი - შედგება ორი ნაწილისგან: სირიულ-


რომაული და მხითარ გოშის სამართალი. სირიულ-რომაული
შედგენილია ბიზანტიაში მეხუთე საუკუნეში და ჰქონდა სამი რედაქცია :
სირიული, არაბული და სომხური. მხითარ გოშის სამართალი მე-12 მე-
13 საუკუნეებშია შედგენილი. მასში მოცემულია კაზუსები, საერო და
საეკლესიო კანონები. გამოყენებულია მოსეს, იუსტინიანეს და
თეოდოსიუსის კანონები წიგნის შედგენისას.

5. კათალიკოსთა სამართალი - შედგენილია მე-16 საუკუნეში


ქართლის კათალიკოსის მალაქიასა და აფხაზეთის კათალიკოს
ევდემონის მიერ. განკუთვნილია დასავლეთ საქართველოსთვის.
ძეგლის შედგენის მიზეზია დასავლეთ საქართველოში გახშირებული
მკვლელობა, ტყვეთა სყიდვა და სხვადასხვა დანაშაული. პირველი
შვიდი მუხლი ძირითადად შეეხება საერო დანაშაულებს: ტყვეთა
სყიდვა, მკვლელობა, ეკლესიის გაძარცვა და ა.შ 7 დან განხილულია
ძირითადად ეკლესიის საკითხები: იკრძალება ერისკაცის ხელით
ზიარების გაგზავნა, აკრძალულია ქრთამით ხელდასხმა,
აკრძალულია ეკლესიის ქონების ჩამორთმევა და ა.შ
6. გიორგი მეხუთის ძეგლისდადება - შედგენილია მე-14 საუკუნეში
მთიულეთისათვის. შედგება 45 მუხლისა და შესავლისგან. შეტანილია
ძირითადად სისხლის სამართლის ნორმები. მისი ძირითადი წყარო
ადათობრივი სამართალია. მოყვანილია ისეთი დანაშაულები
როგორებიცაა : მკვლელობა, ცოლის მოტაცება, თავდასხმა,
მეკობრეობა, ვალი და პროცენტი, უარზანგობა და ა.შ. აღსანიშნავია
შურისძიების ფარგლები გიორგი მეხუთის მიხედვით. შურისძიება
კონტროლირებადია სახელმწიფოს მიერ, შეზღუდულია დროით და არ
გადაგის გვარზე. მაგალითად, თუ ვინმეს რამე მოპარეს, მაშინ
დაზარალებული უნდა მივიდეს ხევისბერთან, ხევისბერი დაიბარებს
ქურდს და თუ იგი არ გამოცხადდა და ქონება არ დააბრუნა, მაშინ
დაზარალებულს აქვს უფლება ძალა გამოიყენოს და ისე დააბრუნოს
მოპარული.

7. აღბუღას სამართლის წიგნი - შედგენილია მე-14 საუკუნეში


უშუალოდ სამცე საათაბაგოსთვის. შესავალი ეკუთვნის აღბუღას, 65
მუხლი - ბექას, 65 დან 98 მდე კვლავ აღბუღასია,ხოლო 99 დან 102 მდე
ეკუთვნის ბაგრატ კურაპალატს. სულ შედგება 176 მუხლისგან და
ვახტანგის სამართლის კრებულში ეწოდება ბექა-აღბუღას სამართალი.

3. სასჯელთა სახეები

მონღოლებთა შემოსევამდე:

1. სიკვდილით დასჯა - მეფის ღალატისთვის, შეურაცხყოფისთვის,


მეკობრეობისთვის
2. სხეულის დასახიჩრება
3. ექსორია და გაძევება
4. თავისუფლების აღკვეთა
5. მტკივნეული სასჯელები
6. ქონების კონფისკაცია (მამულის დაჭირვა)
7. მოქალაქეობრივი უფლებების ჩამორთმევა - ომში წასვლის უფლება
ეზღუდებოდათ.
8. ქონებრივი საზღაური სახელმწიფოს, ფეოდალის ან სასამრთლოს
სასარგებლოდ - ძირითადად ქურდობის გამო.
9. დაკრულვა და სხვა საეკლესიო სასჯელები - მრუშობის, უასაკოთა
გახრწნის, მამათმავლობის, პირუტყვთმავლობის გამო და სხვა.

მონღლების შემოსევის შემდეგ:


1. სიკვდილით დასჯა - თავის მოკვეთა, ჩამოხრჩობა, ცეცხლზე დაწვა.
დიდებულის, ოჯახის წევრის მოკვლისთვის ან სჯულის ღალატისთვის
2. დამასახიჩრებელი სასჯელები - ტყვის გაყიდვისთვის, სამნის
მოგლეჯისთვის, კუდიანობისთვის და სხვა.
3. ტკივილის მიმყენებელი სასჯელები (ცემა)
4.თავისუფლების აღკვეთა - ცოლის ტანჯვისთვის და სხვა.
5. გამაწბილებელი სასჯელები - ქალაქში ტიტველი შემოტარება,
ლაფის დასხმა და ა.შ. მაჭანკალის დასასჯელად და სხვა.
6.ქონებრივი სასჯელები - ჯარიმა(სახელმწიფოს სასარგებლოდ) და
კონფისკაცია( ქონების დროებით ან სამუდამოდ ჩამორთმევა)
7. დაკრულვა, შეჩვენება(ზიარების,ქორწინების,ანდერძის,წესი აგების
აკრძალვა), შერისხვა(ჯარიდან, ქვეყნიდან განდევნა).

4. ბაგრატის სამართლის წიგნის ფრაგმენტის ავტორობის საკითხი

ჯავახიშვილის აზრით - ბაგრატ პირველს შეიძლება ეკუთვნოდეს


ფრაგმენტი, რადგან წიგნში მეფე მოხსენიებულია
როგორც ,,აღმაშენებელი’’ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება კი
ამტკიცებს, რომ ბაგრატ პირველი იყო ეკლესიათა მშენებელი. გარდა
ამისა, 102 მუხლში წერია, რომ მეორე მეფე არის ეპისკოპოსი რაც
ესადაგება კვლავ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ნაჩვენებ
სასულიერო პირთა უპირატესობას. თუმცა ჯავახიშვილის აზრით
არსებობს მტკიცე არგუმენტიც რატომ ვერ შეიძლება ეკუთვნოდეს ეს
ფრაგმენტი ბაგრატ პირველს - რადგან მას მეფეთ-მეფის წოდება არ
ჰქონდა, ხოლო წიგნში მითითებულია, რომ იგი ეკუთვნის მეფეთა-
მეფეს ბაგრატ კურაპალატს. ი. ჯავახიშვილის აზრით გამოირიცხება
ბაგრატ მეხუთე და ბაგრატ მეორე. ბაგრატ მეხუთეს კურაპლატის
წოდება არ ჰქონდა, ხოლო მეორე საერთოდაც რეგვენად არის
მოხსენიებული და მასაც კურაპალატობის წოდება არ ჰქონდა. ბაგრატ
მეოთთხესაც გამორიცხავს იმ მიზეზით, რომ მის დროს ქვეყანაში
სამართალი განსაკუთრებით დაცემული იყო, ქვეყანაში არეულობა
სუფევდა და საეჭვოა ასეთ მეფეს წიგნი შეედგინა. დარჩა ბაგრატ
მესამე, რომელიც ი. ჯავახიშვილის აზრით უნდა იყოს ფრაგმენტის
ავტორიც. მას დიდი პატივით მოიხსენიებენ, აღმშენებელს უწოდებენ,
მის დროს ქვეყანაში სიმშვიდე სუფევს და კურაპალატის წოდებაც აქვს .

ივ.სურგულაძე და ი.დოლიძე მიიჩნევენ რომ ამ ფრაგმენტის ავტორი


შესაძლოა ყოფილიყო ბაგრატ მეოთხე. სურგულაძეს მიაჩნია, რომ
სწორედაც არეულობა იქნებოდა იმის მიზეზი ბაგრატ მეოთხესთივს ,
რომ შეექმნა კანონები, რომლებიც დაარეგულირებდა არსებულ
სიტუაციას. სურგულაძეს მაგალითად მოჰყავს კათალიკოსთა
სამართლის, აღბუღას სამართლისა და გიორგი ბრწყინვალის
ძეგლისდების შედგენის მიზეზი - თითოეული მათგანი შედგენილია
მაშინ, როდესაც ქვეყნის მასშტაბით თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე
სუფევდა არეულობა,რომლის დარეგულირებაც გახდა საჭირო და
ამიტომაც შექმნეს მოცემული სამართლის წიგნები. ი.დოლიძე უფრო
ჩაუღრმავდა აღბუღას სამართლის წიგნს. იგი განსაკუთრებულ
ყურადღებას ამახვილებს ტერმინოლოგიაზე და დოლიძეს
მიაჩნია,რომ 99 მუხლიდან 160 მდე ეკუთვნის ბაგრატ მეოთხეს.

ა.კიკვიძე თვლის, რომ ფრაგმენტის ავტორი ბაგრატ პირველია,


რადგან ამ ძეგლის მიხედვით მეორე მეფე ეპისკოპოსია, კათალიკოსი
საერთოდაც არ არის ნახსენები, ამიტომაც ის ვარაუდობს, რომ ეს
ძეგლი საქართველოს გაერთიანებამდე უნდა იყოს შედგენილი.

5. დანაშაულის სუბიექტის ასაკი

იოანე მმარხველი მიიჩნევდა,რომ პირი 30 წლამდე არ უნდა


გასამართლებულიყო, რადგან ამ ასაკამდე კაცში მძლავრობს გონების
უმეცრება და ხორცის მხურვალება. ექვთიმე მთაწმინდელი მიიჩნევდა ,
რომ 30 წლის ასაკამდე ადამიანი უნდა გასამართლდეს, ოღონდ რაც
შეიძლება მსუბუქი/მინიმალური სასჯელით,ხოლო ვახტანგის
სამართლის წიგნის მიხედვით 10 წლის ზემოთ პირი უნდა დაისაჯოს
სრული პასუხისმგებლობით.

6. სამოქალაქო ნორმები გიორგი მეხუთის ძეგლისდებიდან

ვალი და პროცენტი, გაყრა, ბეითალმანი ქონება, მოხუცი მამისა და


შვილების ეკონომიკური ურთიერთობა, უარზანგობა

7. დარბაზის მოწვევის წესი და ფუნქციები

დარბაზი სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი საკანონმდებლო


ორაგნო ანუ სახელმწიფო საბჭო, ანუ სამეფო კარი იყო.დარბაზი
სასახლის იმ ოთახის მნიშვნელობით იხმარებოდა, სადაც ბჭობა,
სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტა ხდებოდა.დარბაზის
შემადგნელობაში შედიან: უმაღლესი სამღვდელოების
წარმომადგენლები,ერისთავთერისთავნი, ერისთავნი და ყველა
ხეობის სასამართლო საქმის მცოდნე აზნაურები, თუმცა ეს არ არის
დარბაზის სტანდარტული შემადგენლობა. მოცემული შემადგენლობა
მოწვეული იყო ორი ფეოდალის დავის განსახილველად, სამწუხაროდ,
დარბაზის სტანდარტული შემადგენლობის დადგენა დოკუმენტის
ნაკლოვანების გამო რთულია. დარბაზს იწვევდნენ დრო და დრო,
საგანგებო შემთხვევის ან კიდევ დიდ დღესასწაულებთან
დაკავშირებით. ნათლისღებისა და აღდგომის დღესასწაულების დროს
დარბაზის მოწვევა როგორც ჩანს აუცილებელი ყოფილა, გარდა ამისა,
დარბაზის კომპეტენციაში შედიოდა კანონმდებლობის მიღება ,
მართლმსაჯულების განხორციელება, ომის საკითხები, თანამდებობის
პირების არჩევა, უცხო ქვეყნიდან მოსული დესპანის მიღების საკითხი ,
დარბაზობა დიდი დღესასწაულების, მეფეთა ხელდასხმის თუ
გამარჯვებული ლაშაქრის დასახვედრად. დარბაზობის მოწვევის
დროს არსებობდა დიდი და პატარა წესი. რაში მდგომარეობდა ამ
წესებს შორის არსებული განსხვავება, ძეგლში ამის შესახებ არაფერია
ნათქვამი. სავარაუდოა,რომ პატარა დარბაზის მოწვევა ხდებოდა
საგანგებო/სასწრაფო საკითხების მოსაგვარებლად.დარბაზობის
დროს გათვალისწინებული იყო თითოეული დეტალი: ვაზირების
სპეციალური ტანსაცმელი, მათი ადგილი იერარქიულად დაცული იყო
დარბაზობის დროს და ა.შ. დარბაზი ძირითადად დიდებულთა ორგანო
იყო, რომელიც ზღუდავდა და გასაქანს არ აძლევდა მეფის
ხელისუფლებას.

8. სავაზიროს შემადგენლობა

სავაზირო ექვსი ვაზირისგან შედგებოდა:

1.მწიგნობართუხუცესიჭყონდიდელი - იგი ითვლებოდა პირველ


ვაზირად

დანარჩენი ხუთი ვაზირი კი ვაზირთა ორ ჯგუფად იყოფა : ,,სამთა


ვაზირთა’’ და ,,ორთა ვაზირთა’’

,,სამთა ვაზირთა’’ ჯგუფში შედიოდნენ :

1.ათაბაგი
2.ამირსპასალარი
3.მანდატურთუხუცესი

,,ორთა ვაზირთა’’ ჯგუფში:

1.მეჭურჭლეთუხუცესი
2.მსახურთუხუცესი
9. მეჭურჭლეთუხუცესის ფუნქციები და მისი ქვემდებარე მოხელეები

მეჭურჭლეთუხუცესი საპატიო ვაზირია, იგივე ფინანსთა მინისტრი და


იგი განაგებს საჭურჭლეს. საჭურჭლე სახელმწიფო ხაზინაა,რომელიც
გამოიყენება ყოველდღიურად სახმარი და სახარჯავი ქონების
შესანახად. მეჭურჭლეთუხუცესის მოადგილეა მეჭურჭლეთუხუცესის
ნაცვალი. მეჭურჭლეთუხუცესს ჰქონდა საკუთარი ბეჭედი. გარდა ამისა,
მეჭურჭლეთუხუცესის მოხელეები იყვნენ:

1. მუშრიბი - არაბული სიტყვაა და ნიშნავს ზედამხედველს. მას უნდა


სცოდნოდა ყველაფერი სასახლის ქონების შესახებ. მუშრიბს ბაჟისა
და სავაჭრო გადასახადების ფუნქცია ჰქონდა დავალებული

2. საჭურჭლის მუქიფი - ძღვენთა გამგე.

3. მეჭურჭლენი

მეჭურჭლეთუხუცეს როგორ ფინანსთა მინისტრს ასევე


ექვემდებარებოდნენ: ძველი ქალაქები, ვაჭარნი, ქალაქის ამირანი,
მეჭურჭლენი ქალაქისანი, სავაჭრო გადასახადები და ბაჟი.

10. მსახურთუხუცესის ფუნქციები და ქვემდებარე მოხელეები

მსახურთუხუცესი მსახურთა უფროსი იყო. მას ექვემდებარებოდნენ:

1. სალარო - ინახებოდა არაყოველდღიურად სახმარი საჭურჭლე,


სალაროს სათავეში იდგა მოლარეთუხუცესი, ვისაც ექვემდებარებოდა
ყველა სალარო. მოლარეთუხუცეს მოლარენი ექვემდებარებოდნენ

2. ფარეშთუხუცესი - მის გამგებლობაში შედიოდა საფარეშო და


ფარეშნი. ისინი ეხმარებოდნენ დილით ფეხზე ამდგარ - საწოლიდან
გამოსულ მეფეს

საფარეშნო - შინაური მეურნეობისთვის განკუთვნილი დაწესებულება


და საწყობები. არსებობდა სამკერვალო საფარეშო, სამრეცხაო
საფარეშო და სხვ.

3. მეხილეთუხუცესს - ექვემდებარებოდა სახილე და მეხილეები

4. ციცხვთუხუცესი - ციცხვნი განაგებდნენ სასახლის საჭურჭლეს, შინ


სახმარ სხვადასხვა ჭურჭელს, აბანოს გათბობას, სახლის დაგვას,
შეშის დაჩეხვას, ცეცხლის დანთებას, წყლის ზიდვა, ოთახების
მოკაზმვას და ა.შ.

5. მესაწოლეთუხუცესი - მისი მოვალეობა იყო მეფისთვის მსახურობა


გაეწია მაშინ, როდესაც მეფე ,,უკაზმავი’’ იყო. მას ექვემდებარებოდა
700 სახლი მესაწოლე, რომლებიც მეფეს მუდამ დაჰყვებოდნენ და მის
დაცვას წარმოადგენდნენ

11. მანდატურთუხუცესის ფუნქციები და ქვემდებარე მოხელეები

მანდატურთუხუცეს საპოლიციო უწყების ხელმძღვანელი იყო იგივე


შინაგან საქმეთა მინისტრი. ექვემდებარებოდნენ მანდატურები ,
რომლებსაც ძირითადად დაცვის ფუნქცია ჰქონდათ. სავაზიროს
სხდომის დროს ისინი იმ შენობის გარშემო იდნენ წესრიგის
დასაცავად, სადაც სხდომა მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ისინი მეფის
ვენახების მუშაობასაც ხელმძღვანელობდნენ. მანდატური ატარებდა
არგანს (ჯოხს),რომელიც მისი სამოხელეო ნიშანი იყო,ხოლო თვითონ
მანდატურთუხუცესის სამოხოლეო ნიშანი ოქროს არგან
ყოფილა,რომელსაც სამანდატურო ერქვა. მანდატურთუხუცესი
აგრეთვე ხელმძღვანელობდა დარბაზის განაწესის შესრულებას. ,,
მეფე უბრძანებს მანდატურთუხუცესსა, იგი არგანს დააგდებს და
ამირეჯიბი არგანს იღებს. მისივე ხელმძღვანელობით იწყებოდა
დარბაზის მონაწილეთა მოწვევა. მანდატურთუხუცესის მოადგილედ
ამირეჯიბი ითვლებოდა. ამირეჯიბი მეფესთან განსაკუთრებულად
დაახლოებული პირი იყო და ყოველთვის ჰქონდა მასთან მისვლის
უფლება. როგორც მანდატურთუხუცესის თანაშემწე ისიც აქტიურად
მონაწილეობდა დარბაზობის განაწესის შესრულებაში. მას აგრეთვე
ჰქონდა სავაზიროს სხდომაზე დასწრების უფლება და სათათბირო
ხმაც გააჩნდა. ამირეჯიბს ეკუთვნოდა პირადი მხლებელი, ადიუტანტი
და მას ემორჩილებოდნენ ეჯიბები და სხვა მოხელეები.
მანდატურთუხუცესს აგრეთვე ემორჩილებოდნენ გამგეთუხუცესი,
მესტუმრე.

ეჯიბი- კარისკაცი

მესტუმრე - მოციქულთა დახვედრა, მეძღვენეთა დასაჩუქრება-


დაპურება ევალებოდა

12. ქვეყნის გაცემის უფლება

ქვეყნის გაცემა მოიაზრებს მიწითა და გლეხებით ვინმეს


დაჯილდოვებას მეფის მიერ, თუმცა ქვეყნის გაცემის უფლება
ამირსპასალარსაც გააჩნდა. ლაშქრობაში გამარჯვების შემდეგ
გამოჩენილი მეომრების დაჯილდოება აუცილებელი იყო, ამიტომაც ამ
საქმეს ამირსპასალარს ანდობდნენ, რადგან სწორედაც მან იცოდა
ყველაზე კარგად ომის მონაწილეთა თავდადების შესახებ. ამ
უფლებით ფაქტობრივად მეფის ძალაუფლება იზღუდებოდა , რასაც
სავარაუდოდ დიდებულებმა თამარის მეფობის ხანაში მიაღწიეს .

10 ქულიანი საკითხები

1. სასჯელის მიზნები ი.ჯავახიშვილის მიხედვით

1. ზნეობრივი გამოსწორება - ექვთიმე მთაწმინდელიც სწორედ ამ


თვალსაზრისზე იდგა. იგი სასჯელის დანიშნულებად
თვლიდა ,,წვრთვნას’’
მამა ექვთიმე ხშირად მიდიოდა დასჯილ ბერებთან და ნუგეშს სცემდა ,
სიტყვითა და საქმით ეხმარებოდა მათ, ექვთიმეს წესად ჰქონდა, რომ
სასჯელის მოხდის შემდომ (წრთუის შემდგომ) დამნაშავეს
ასაჩუქრებდა, თუკი წინანდელი დანაშაულის მსგავსი არაფერი
ეტყობოდა, რათა დამნაშავეს გულში მტრობა არ დარჩენოდა. დავით
აღმაშენებელიც მსგავს პოლიტიკას იყენებდა. დავითმა ღალატის
გამო მოინდომა ლიპარიტის გამოსწორება და რამდენიმე ხნით
დააპატიმრა, რის შემდგეგაც მეფეს ლიპარიტისთვის წინანდელი
თანამდებობაც კი მიუცია, რითად მეფე ამტკიცებდა მოღალატისადმი
კეთილგანწყობას და დანაშაულის დავიწყებას.

2. ხორციელი და ფიზიკური ვნების მიყენება - ასეთი ტიპის სასჯელები


გამოიყენებოდა ისეთი პირების მიმართ, რომელთა გამოსწორება არ
ხერხდებოდა წვრთვნით ანუ ჰუმანური აღზრდის მეთოდით. ქართულ
საერო და საეკლესიო მწერლობაში ხაზგასმით წერია, რომ ასეთი
სასჯელის გამოყენება შეიძლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში,
მათივე სიტყვით, თვით ღვთაებაც იძლებული იყო ასეთ პირთა მიმართ
ხორციელი სატანჯველი დაეწესებინა. საეკლესიო სამართლიდან
ირკვევა, რომ დამნაშავე ბერების მიმართ იყენებდნენ ,,ღვედითა
მიმთხვევას’’, ხოლო საერო სამართლისთვის დამახასიათებელი იყო
ტაჯგანაგით ცემა. ამ სახის სასჯელს დაშინების მნიშვნელობაც ჰქონდა

3. ექსორია და გაძევება - გამოიყენებოდა ისეთი პირების მიმართ,


რომლებსაც დანაშაულისადმი მიდრეკილება ჰქონდათ გვარიდან და
ასეთ პირებს ვერც წვრთვნით და ვერც ხორციელი სატანჯველით ვერ
გამოასწორებდი. ამ სასჯელის მიზანი იყო საზოგადოებრივი
მშივდობიანობის დაცვა. დავით აღმაშენებელმა ლიპარიტის ექსორია
მოახდინა და გააგზავნა საბერძნეთში ანუ ექსორია მოიაზრებდა
ქვეყნიდან პირის გაძევებას, ხოლო გაძევება ძირითადად
გულისხმობდა სხვადასხვა დაწესებულებიდან პირის გაძევებას .
მაგალითად, ექვთიმე მთაწმინდელმა ბევრი მონასტრის მოღვაწე
გააძევა მონასტრიდან ტყუილი ამბის მიტანის გამო.

4. კანონიერებისა და სამართლიანობის დაცვა - ცნობილი საეკლესიო


მოღვაწე ეფრემ მიცერს მიაჩნია, რომ თუ ადრეულ ეტაპზე სასჯელის
მიზანი და დანიშნულება სამაგიეროს მიზღვა იყო, განვითარებულ
სახელმწიფოში მისი მიზანი და დანიშნულება უნდა იყოს
კანონიერებისა და სამართლიანობის დაცვა

2. დანაშაულის ტერმინები

1. გარდასვლა- რჯულის კანონისა და წესის დარღვევა, გარდასვლა.

2. გარდახდომა - იგივე გარდასვლა

3. დათრგუნვა - გამოიყენებოდა სამართლის, სჯულისა და ზოგადად


კანონის დარღვევის გამოსახატავად.

4. უდედებაი და უგულებელყოფაი საქმისაი - მოიაზრებდა


თანამდებობის პირის უმოქმედობას, რასაც მძიმე შედეგი ანუ
დანაშაული მოჰვყებოდა.
5. მიშვება - იგივე ,,მიმნებებლობა’’ ანუ თანამდებობის და პირი
საშუალებას აძლევს ბოროტმოქმედს თავის საწადელს მიაღწიოს მისი
უმოქმედობის გამო

6. წინაღდგომა და დარღვევა კანონისაი - გამოიყენებოდა ზოგადად


უკანონობის გამოსახატავად

7. ბრალი - გამოიყენება დანაშაულის ცნების გამოსახატავად. სულხან-


საბა ორბელიანი მას განმარტავს როგორც ,,მცირე რამ დანაშაულს’’,
მაგრამ ი.ჯავახიშვილს მიაჩნია, რომ იგი უფრო უახლოვდება ცოდვას.

8. ცოდვა - ი. ჯავახიშვილის აზრით, ეს ტერმინი სამართალდარღვევის


ზნეობრივ- სარწმუნოებრივი სახეა. შეცოდება კი დანაშაულებას
ნიშნავს.

9. დანაშაული - სულხან-საბა ორბელიანი განმარტავს


როგორც : ,,შეცოდება, ესე იგი, არს შავად ქმნა საქმისა’’. დაშავება
იგივე ფიზიკური ან ზნეობრივი ზიანის მიყენებას ნიშნავდა. ორბელიანს
მიაჩნია, რომ ,,დაშავება’’ ხეიბრად შექმნას ეწოდებოდა.

3. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, შემამსუბუქებელი და


გამომრიცხავი გარემოებები.

დამამძიმებელი გარემოებები

1. მეორედ ჩადენილი დანაშაული - მკაცრად ისჯებოდა როგორც


საეკლესიო, ისე საერო სამართლით. ლიპარიტი მეორედ ჩადენილი
დანაშაულის გამო საპყრობილეში ჰყავდა ორი წელი დავით მეფეს.

2. დამნაშავე ცოდვისმოყვარეა ან უკრძალველობასა და თავხედ


კადნიერებას ამჟღავნებს.

3. ახლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაული - მოკვლა,სისხლის


აღრევა,მცირეწლოვანთა გახრწნა.

4. თანამდებობის პირების მოურიდებლობა - თანამდებობის პირის


მიერ ჩადენილი დანაშაული უფრო მკაცრად ისჯებოდა, ვიდრე
ჩვეულებრივი მოქალაქის.

5.დანაშაულის ჩადენა საპატიჟო ადგილზე - საპატიჟო ადგილად


ითვლებოდა ეკლესია, მეფის სასახლე, შეასწირი ადგილი, სასაფლაო
და სხვ. ბექასა და აღბუღას წიგნის მიხედვით ასეთ ადგილას
ჩადენილი დანაშაული ისჯებოდა ორი თვალის ამოთხრითა და ხელ -
ფეხის მოჭრით.
შემამსუბუქებელი გარემოებები

1. ჭკუასუსტი და შეურაცხადი - ამ შემთხვევაში რადგანაც პირს


გონებრივი შესაძლებლობები შეზღუდული აქვს და შეიძლება ვერც
იაზრებდეს ჩადენილ დანაშაულს, ამიტომ შესაძლოა იგი საერთოდ
გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან.

2. ასაკი - იოანე მმარხველს მიაჩნდა რომ 30 წლამდე ადამიანი


საერთოდაც არ უნდა დასჯილიყო, ხოლო ექვთიმე მთაწმინდელს
მიაჩნდა, რომ 30 წლამდე პირი უნდა დასჯილიყო, ოღონდ რაც
შეიძლება მსუბუქად. ვახტანგის სამართლის წიგნიდან ვიგებთ, რომ
მხოლოდ 10 წლამდე პირები შეიძლება არ დაისაჯონ,ხოლო 10 წლის
ზემოთ ყველა აგებს პასუხს ჩადენილი დანაშაულის გამო
3. გამოუვალი მდგომარებოის გამო ჩადენილი დანაშაული - თუკი
დანაშაულის ჩამდენი მოქმედებდა უფროსის ბრძანებით და მისი შიშის
გამო ჩაიდინა დანაშაული. ან ომიანობის თუ თავდასხმის დროს
იძულებული იყო თავი დაეცვა. ასეთ შემთხვევებში პირის სასჯელი
შემსუბუქდებოდა ან საერთოდ პირი გათავისუფლდებოდა. ასეთ
გარემოებებს ეწოდებოდა ,,საჭირო მიზეზი’’

გამომრიცხავი გარემოებები

1. ომის დროს მტრის მოკვლა

2. თუ მკვლელობა ჩადენილია დაზარალებულის შეუცნობლად,


განზრახვის გარეშე იმ შემთხვევაში თუ არ არსებობდა ქიშპი და
მტრობა დამნაშავესა და მოკლულს შორის

3. თუ დამხვდური მომკლავს თავდამსხმელს, მომხვდურს.

4. როცა ყმას სხვისი ბატონი ხმლით დაესხმევა თავს, ის პირველი


თავდასხმას მოიგერიებს და ბატონი მეორეჯერეც შეეცდება
თავდასხმას, თუმცა ყმა დაასწრებს ხმლის მოქნევას და მოკლავს მას,
მაშინ პასუხისმგებლობა გამოირიცხება.

5. სწორმან სწორს თუ შეუტია და შემთხვევა სასიკვდილოდ


დამთავრდა

6. ყმას შეუძლია მოკლას ბატონი თუ მან ყმის ოჯახის ცოლქმრული


სიწმინდე შელახა

7. ქმარს შეუძლია მოკლას მოღალატე ცოლი.


8. ქურდის მკვლელობისთვის, რომელიც სახლში შეიპარა,
გამოირიცხება პასუხისმგებლობა.

4. მცირე და დიდი სჯულისკანონი

მცირე სჯულისკანონი

მცირე სჯულისკანონი თარგმნა ექვთიმე მთაწმინდელმა მე-11


საუკუნეში.
იგი შედგება ოთხი ნაწილისგან:

1. მე-6 მსოფლიო კრების კანონები


2.კანონნი შეცოდებულთანი იოანე მმარხველისა
3. კანონნი დღითი-დღეთა ცდომათანი
4. ძეგლის წერა სარწმუნოებისაი

ექვთიმემ ბერძნულიდან თარგმნა ბერების თხოვნით. მას არა მარტო


თარგმნელობით საქმე აქვს შესრულებული, არამედ წიგნი
თავისებურად აქვს დალაგებული, მრავალი თავისი მოსაზრებაც აქვს
დამატებული. ის ცდილობდა ტექსტი ყველანაირად შეესაბამებინა
ქართულ სინამდვილესთან. ძეგლში მოცემულია სამართლის მრავალი
დარგის შესასწავლი მასალა. წარმოდგენილია სისხლის სამართლის
მრავალი ინსტიტუტი; საუბარია სხვადასხვა დანაშაულზე, სასჯელეზე,
ბრალის დამამძიმებელ, შემამსუბუქებელ გარემოებებზე და სხვა.
თარგმანი დაახლოებით შესრულებულია 1005-1028 წლებში.

დიდი სჯულისკანონი

დიდი სჯულისკანონი არსენ იყალთოელმა თარგმნა მე-11 - მე-12


საუკუნებში.იგი არეგულირებდა როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო,
საოჯახო და სამემკვიდრეო სამართლის საკითხებს. დიდი
სჯულისკანონი შედგება ოთხი ნაწილისგან:

1. ,,მოციქულთა’’ - 85 საეკლესიო კანონი, რომელიც საეკლესიო


კანონმდებლობის პირველ წერილობით ძეგლად ითვლება.

2. მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონები

3. ადგილობრივი საეკლესიო კანონები

4. ავტორიტეტული საეკლესიო მოღვაწეთა ეპისტოლარული


კანონმდებლობა.

მცირე სჯულისკანონი და დიდი სჯულისკანონი ბრალის შესახებ


ერთნაირი წყაროებით სარგებლობენ. საინტერესოა ,,კანონებრივი
განწესებანი’’, სადაც თავმოყრილია ბრალის, განზრახვის და
შემთხვევითობის საკითხები.

საინტერესო ტერმინები გვყვდება დიდსჯულისკანონში:

დამთვევა - მაგალითად მოყვანილია, როდესაც პირი შემთხვევით


კლავს ადამიანს ნადირობისას

წინასწარწურთილება - წინასწარ განზრახული დანაშაული


განზრახვა/ბჭობა - მოფიქრება

ბრალი - დანაშაული

ბრალდებული - დამნაშავე

ბრალი განიძარცვოს - დანაშაულისგან თავი იმართლოს

გულისთქმა - სურვილი, წადილი, ნდობა

გულისსიტყვით - განზრახ

გულსავსე/გულსავსება - დარწუმებული/დარწმუნება

გულყოველობა - გულწრფელობა

თვითხელმწიფება - თავისუფალი თვიმფლობელობა

უდედება - უსაქმურება, გაუფრთხილებლობა

განკითხვა - გასამართლება

ეს ტერმინები გამოიყენება მხოლოდ ბრალთან დაკავშირებით, ხოლო


დიდისჯულისკანონი იმდენად მდიდარი წიგნია, რომ მასში
დაახლოებით 500 იურიდიული ტერმინია მოყვანილი, რაც ქართული
იურიდიული აზროვნების მაღალ დონეზე მეტყველებს.

5. რუის- ურბნისის ძეგლისწერა და კათალიკოსთა სამართალი.

რუის-ურბნისის ძეგლისწერა - რუის-ურბნისის საკლესიო კრება


მოწვეული იყო დავით აღმაშენებლის ინიციატივით. დავითი
ცდილობდა გაეძლირებინა მეფის ხელისუფლება ურჩი
ფეოდალებისა და ურჩი საეკლესიო მოღვაწეების დამორჩილების
გზით. სწორედ რუის-ურბნისის კრების მიზანი იყო განეხილა
საეკლესიო და სამღვდელო საქმეები, რადგანაც იმ პერიოდში
ეკლესიაში გაბატონებული იყვნენ ავაზაკები,რომლებმაც
გვარიშვილობითა და ქონებით დაიპყრეს ეკლესია. ურჩი ფეოდალები
არა მარტო მიწების მემკვიდრეობით შენარჩუნებისთვის იბრძდნენ ,
არამდე ეკლესიაშიც გაბატოდნენ და საეკლესიო თანამდებობზე
თავიანთი შვილები დანიშნეს.

ივანე ჯავახიშვილი ძეგლისწერას ყოფს 4 ნაწილად:


1. შესავალი
2. დადგენილებანი
3. დავითის შესხმა
4. მრავლჟამიერი და საუკუნო ხსენება გამოჩენილი ქართველებისა

კეკელიძის აზრით, ძეგლი 3 ნაწილად იყოფა:

1. შესავალი
2. დადგენილებანი
3. სინოდიკონი (დავითის შესხმა და სხვა მოღვაწეთა შესხმას ერთ
ნაწილად მოიაზრებს)

დავითის შესხმა დაახლოებით ორ გვერდზე წერია, ხოლო სხვა პირთა


მოსახსენებელი ერთ გვერდსა და სტიქონს შეიცავს. ძეგლის
შემდგენელი თავად არსენია, ე.ი მას ეკუთვნის არა მარტო დავითის
შესხმა, არამდე ამ შესხმის წინა და მომდევნო ნაწილიც. შესავალში
მოთხრობილია ადამიანის წარმოშობის ისტორია, ღმერთის მიერ
ადამიანის გაჩენა, ადამიანის ცხოვრება სამოთხეში, თავისუფლების
მინიჭება ღმერთისგან, სამოთხიდან გამოძევება, კაენის მიერ აბელის
მკვლელობა და ღმერთის მიერ ქვეყნის დაწყევლა, მოციქულების
მოღვაწეობა და ა.შ

ძეგლისწერა 15 მუხლისგან შედგება:

1. უღირსი მღვდელმთავრები გადაყნებულ უნდა იქნენ

2. ეპისკოპოსი უნდა იყოს - 35 წლის


მღვდელი - 30 წლის
დიაკონი - 25 წლის
წიგნის მკითხველი - 8 წლის

3. ხელდასხმა უნდა ჩატარდეს გიორგი მთაწმინდელის განწესებით

4. აკრძალულია ქრთამი

5. საეკლესიო ქონება დანიშნულებისამებრ უნდა გამოიყენებოდეს

6. საეკლესიო რიტუალები (ქორწინება, მონათვლა) მხოლოდ


ეკლესიის წესით უნდა ჩატარდეს
7. ქალის ქორწინების ასაკია - 12 წელი

8. მღვდლებმა უნდა იცოდნენ ეკლესიის წესები და არ აიღონ ქრთამი

9. დიდ მონასტერში 2 მოძღვარი, პატარაში - 1

10. მონასტერში აკრძალულია ვაჭრობა

11. ლოცვისა და ჟამისწირვის წესები დადგენილია

12. სომხები ითვლებიან მწვალებლებად

13. იკრძალება წარმართთან შეუღლება

14. იკრძალება წარმომადგენლობითი ქორწინება

15. სოდომური დანაშაული (არაბუნებრივი სქესობრივი კავშირი,


მამათმავლობა)

კათალიკოსთა სამართალი

კათალიკოსთა სამართალი შედგენილია მე-16 საუკუნეში ქართლის


კათალიკოსის მალაქიასა და აფხაზეთის კათალიკოს ევდემონის მიერ.
განკუთვნილია დასავლეთ საქართველოსთვის. ძეგლის შედგენის
მიზეზია დასავლეთ საქართველოში გახშირებული მკვლელობა,
ტყვეთა სყიდვა და სხვადასხვა დანაშაული. პირველი შვიდი მუხლი
ძირითადად შეეხება საერო დანაშაულებს:

1. იკრძალება ტყვეთა სყიდვა - თუკი თავადმა ტყვე გაყიდა იმისათვის,


რომ იგი მკაცრად არ დაისაჯოს, საჭიროა ტყვის მოძებნა,
საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება და იმ საეპისკოპოსოსათვის
ჯარიმის გადახდა, რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობდა გაყიდული
პირი.

2. ეკლესიის გაძარცვა ძელზე გაკვრით ისჯება

3. იკრძალება ეკლესიის საკუთრების მისაკუთრება

4. ძმის და მამის მოკლვა ისჯება ხელის მოკვეთით ან გაძევებით


5. მკვლელობა უდანაშაულოსი (მიპარვით) საჯელი განსაზღვრული არ
არის

6. ქურდი ისჯება ძველი წესისთ

7. ეპისკოპოსი 20 დღის განმავლობაში უმიზეზოდ თუ არ გამოცხადდა


საეპისკოპოსოსში დაიწყევლება და განიკვეთებ

8. ეპისკოპოსი სხვა ეპისკოპოსის საქმეში არ უნდა ჩაერიოს

10. ერისკაცის ხელით ზიარების გაგზავნა აკრძალულია

12. ეპისკოპოსმა უნდა შეამოწმოს სარწმუნოებრივი წესების


შესრულება

13. არავის აქვს უფლება აღუდგეს ეპისკოპოს

15. ეპისკოპოსი უნდა დაემორჩილოს კათალიკოს

16. მეფის მოღალატე სიკვდილით ისჯება

17. ეპისკოპოსის შეურაცხყოფა ისჯება სჯულისკანონით

18. აკრძალულია ქრთამით ხელდასხმა

20. ეკლესია შეჩვენებით ემუქრება ყველას ვინც ქონებას ჩამოართმევს


(მამულს, ვენახს, სოფელს, მიწა და ა.შ)

22. ვინც რძალს შეირთავს შეჩვენებულია

23. ცოლის გაშვებისთვის სიკვდილით დასჯა (მოცემულია მუხლი


ცალკე დამატებული,მაგრამ ვის მიერ და რისთვის უცნობია თანაც
ასეთი მკაცრი სასჯელი უცნობია ქართული სამართლის სხვა
წყაროებისთვის)

6. აღბუღას სამართლის წიგნი

შედგენილია მე-14 საუკუნეში უშუალოდ სამცე საათაბაგოსთვის.


შესავალი ეკუთვნის აღბუღას, 65 მუხლი - ბექას, 65 დან 98 მდე კვლავ
აღბუღასია,ხოლო 99 დან 102 მდე ეკუთვნის ბაგრატ კურაპალატს. სულ
შედგება 176 მუხლისგან და ვახტანგის სამართლის კრებულში ეწოდება
ბექა-აღბუღას სამართალი, ხოლო 1672 წლის ხელნაწერში, რომელიც
უძველესია, ეწოდება ,,წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა
ყოველთავე“
ამ სამართლის წიგნით უმაღლესი ხელისუფალია არა მეფე, არამედ
ათაბაგი, ხოლო ეკლესიის უმაღლესი იერარქია არა კათალიკოსი,
არამედ მაწყვერელია. წიგნში ძირითადად ვხვდებით სისხლის
სამართლის ნორმებს (მკვლელობა, დაჭრა, მეკობრეობა და სხვა),
ხოლო სამოქალაქო სამრთლის ნორმებიდან ვხვდებით გირავნობას,
ნასყიდობას, საკუთრების უფლებას და სხვა. წიგნი აგრეთვე ეხება
სამოსამართლო სამართლის საკითხებს (ბჭე, მტკიცების საშუალებანი
და სხვა). აღბუღას სამართლის წიგნი გაბატონებული ფეოდალური
კლასის ინტერესებს იცავს.

საინტერესოა ბაგრატ კურაპალატის ფრაგმენტის საკითხი აღბუღას


სამრთლის წიგნში.

ჯავახიშვილის აზრით - ბაგრატ პირველს შეიძლება ეკუთვნოდეს


ფრაგმენტი, რადგან წიგნში მეფე მოხსენიებულია
როგორც ,,აღმაშენებელი’’ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება კი
ამტკიცებს, რომ ბაგრატ პირველი იყო ეკლესიათა მშენებელი. გარდა
ამისა, 102 მუხლში წერია, რომ მეორე მეფე არის ეპისკოპოსი რაც
ესადაგება კვლავ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ნაჩვენებ
სასულიერო პირთა უპირატესობას. თუმცა ჯავახიშვილის აზრით
არსებობს მტკიცე არგუმენტიც რატომ ვერ შეიძლება ეკუთვნოდეს ეს
ფრაგმენტი ბაგრატ პირველს - რადგან მას მეფეთ-მეფის წოდება არ
ჰქონდა, ხოლო წიგნში მითითებულია, რომ იგი ეკუთვნის მეფეთა-
მეფეს ბაგრატ კურაპალატს. ი. ჯავახიშვილის აზრით გამოირიცხება
ბაგრატ მეხუთე და ბაგრატ მეორე. ბაგრატ მეხუთეს კურაპლატის
წოდება არ ჰქონდა, ხოლო მეორე საერთოდაც რეგვენად არის
მოხსენიებული და მასაც კურაპალატობის წოდება არ ჰქონდა. ბაგრატ
მეოთთხესაც გამორიცხავს იმ მიზეზით, რომ მის დროს ქვეყანაში
სამართალი განსაკუთრებით დაცემული იყო, ქვეყანაში არეულობა
სუფევდა და საეჭვოა ასეთ მეფეს წიგნი შეედგინა. დარჩა ბაგრატ
მესამე, რომელიც ი. ჯავახიშვილის აზრით უნდა იყოს ფრაგმენტის
ავტორიც. მას დიდი პატივით მოიხსენიებენ, აღმშენებელს უწოდებენ,
მის დროს ქვეყანაში სიმშვიდე სუფევს და კურაპალატის წოდებაც აქვს .

ივ.სურგულაძე და ი.დოლიძე მიიჩნევენ რომ ამ ფრაგმენტის ავტორი


შესაძლოა ყოფილიყო ბაგრატ მეოთხე. სურგულაძეს მიაჩნია, რომ
სწორედაც არეულობა იქნებოდა იმის მიზეზი ბაგრატ მეოთხესთივს ,
რომ შეექმნა კანონები, რომლებიც დაარეგულირებდა არსებულ
სიტუაციას. სურგულაძეს მაგალითად მოჰყავს კათალიკოსთა
სამართლის, აღბუღას სამართლისა და გიორგი ბრწყინვალის
ძეგლისდების შედგენის მიზეზი - თითოეული მათგანი შედგენილია
მაშინ, როდესაც ქვეყნის მასშტაბით თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე
სუფევდა არეულობა,რომლის დარეგულირებაც გახდა საჭირო და
ამიტომაც შექმნეს მოცემული სამართლის წიგნები. ი.დოლიძე უფრო
ჩაუღრმავდა აღბუღას სამართლის წიგნს. იგი განსაკუთრებულ
ყურადღებას ამახვილებს ტერმინოლოგიაზე და დოლიძეს
მიაჩნია,რომ 99 მუხლიდან 160 მდე ეკუთვნის ბაგრატ მეოთხეს.

ა.კიკვიძე თვლის, რომ ფრაგმენტის ავტორი ბაგრატ პირველია,


რადგან ამ ძეგლის მიხედვით მეორე მეფე ეპისკოპოსია, კათალიკოსი
საერთოდაც არ არის ნახსენები, ამიტომაც ის ვარაუდობს, რომ ეს
ძეგლი საქართველოს გაერთიანებამდე უნდა იყოს შედგენილი.

You might also like