5 საჭით მართვის სისტემა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 24

თავი 5.

avtomobilis marTvis sistemebi

5. 1. საჭით მართვის სისტემა

საჭით მართვის სისტემა არის ავტომობილის ერთ-ერთი ძირი-


თადი სისტემა, რომელიც შედგება საჭის თვლის მდებარეობის და
სამართი თვლების (უმრავლეს შემთხვევაში წინა თვლები) მობრუნების
კუთხის სინქრონიზაციისათვის განკუთვნილი კვანძებისგან და მექანი-
ზმებისგან. საჭით მართვის სისტემის დანიშნულებაა ავტომობილის
მობრუნების უზრუნველყოფა და მოძრაობის სასურველი მიმართულების
შენარჩუნება.

კონსტრუქციულად საჭით მართვის სისტემა შედგება შემდეგი


ელემენტებისგან:
საჭის თვალი - განკუთვნილია ავტომობილის მიმართულების მართ-
ვისთვის. თანამედროვე მანქანების მოდელებში დამატებით მასზე
განთავსებულია მულტიმედიური სისტემის მართვის ღილაკები,
აგრეთვე მასში თავსდება მძღოლის უსაფრთხოების ბალიში.
საჭის სვეტი - გადასცემს მაბრუნ ძალას საჭიდან საჭის მექანიზმს. ეს არის
ლილვი კარდანული სახსრებით. მასზე დამატებით მონტაჟდება ანთების
საკეტი, სინათლის ტექნიკის მართვის ორგანოები და ავტომობილის
საქარე მინის გასასუფთავებელი ხელსაწყოები.
საჭის მექანიზმი - ახდენს მძღოლის მიერ საჭის საშუალებით თვლების
მობრუნების ძალის გარდაქმნას და გადასცემს მას თვლების ამძრავს.
კონსტრუქტორული თვალსაზრისით ეს არის რედუქტორი გარკვეული
გადაცემის რიცხვით. თვითონ მექანიზმი საჭის სვეტს აერთებს საჭის
თვლის მართვის კარდანულ ლილვთან.
საჭის ამძრავი - შედგება საჭის წევისგან, ბერკეტებისა და ბუნიკებისგან,
რომლებიც ძალას გადასცემენ საჭის მექანიზმიდან წამყვანი თვლების
მოსაბრუნებელ მუშტებს.
საჭის მართვის გამაძ₾იერებელი - ადიდებს საჭიდან ამძრავზე გადაცე-
მულ ძალის სიდიდეს.
დამატებითი ელემენტები - საჭის მართვის ამორტიზატორები ან
დემპფერები, ელექტრონული სისტემა.

ნახ. საჭით მართვის სისტემა.

1. საჭე; 2. საჭის სვეტი; 3 - კარდანული ლილვი; 4. მგრეხი მომენტის


აღმრიცხველი; 5. გამაძ₾იერებელი; 6. საჭის მექანიზმი; 7. წევა; 8. მილტუჩი
5.1.2. საჭით მართვის სახეები

რედუქტორის ტიპზე დამოკიდებულებით საჭის მექანიზმის


მართვის სისტემა შეიძლება იყოს შემდეგი სახეების:
ლარტყის ტიპის - მსუბუქ ავტომობილებში ყველაზე მეტად გამოყე-
ნებული სახეობა. ასეთი ტიპის მართვის სისტემა კონსტრუქციულად
მარტივია და აქვს მაღალი მქკ. უარყოფითია - მაღალი მგრძნობელობა
რთულ საგზაო პირობებში აღძრული დარტყმითი დატვირთვების
მიმართ.
ჭიახრახნული - უზრუნველყოფს ავტომობილის კარგ მანევრირებას და
თვლების საკმაოდ დიდ მობრუნების კუთხეს. ასეთი ტიპის მექანიზმი
ნაკლებად ექვემდებარება დარტყმითი დატვირთვების გავლენას, თუმცა
მისი დამზადება უფრო ძვირადღირებულია.
ხრახნული - მისი მუშაობის პრინციპი ჭიახრახნულის მსგავსია, თუმცა
მას აქვს უფრო მაღალი მქკ და შეუძლია მეტი მაბრუნი მომენტის შექმნა.
თანამედროვე ავტომობილების საჭეს აქვს გამაძლიერებელი,
რომლის დანიშნულებაა საჭის თვალზე მოსული მძღოლის ძალის 2-3-
ჯერ შემცირება, რაც აადვილებს ავტომობილის მართვას. განასხვავებენ
საჭით მართვის სისტემებს ჰიდრავლიკური, პნევმატიკური და
ელექტრული გამაძ₾იერებლებით.
ჰიდრავლიკურ გამძლიერებელის ძირითადი ღირსებაა კომპაქტუ-
რობა და მარტივი კონსტრუქცია. მისი უარყოფითია მუშა სითხის დონის
კონტროლის აუცილებლობა. თანამედროვე სატრანსპორტო საშუალე-
ბებში უპირატესი გამოყენება აქვს საჭის ჰიდრავლიკურ მართვას.
უფრო პროგრესულად ითვლება საჭის სისტემის მართვა
ელექტრული გამაძლიერებლით. იგი უზრუნველყოფს მართვის რეგუ-
ლირების სიმარტივეს, მუშაობის მაღალ საიმედოობას და ავტომობილის
მართვის შესაძლებლობას მძღოლის გარეშე.
თანამედროვე ავტომობილებში საჭის მართვაში შესაძლებელია
გამოყენებული იქნას შემდეგი დამატებითი სისტემები:
საჭის აქტიური მართვა - სისტემა ცვლის გადაცემის რიცხვის სიდიდეს
მიმდინარე სიჩქარის მიხედვით. იგი უზრუნველყოფს თვლის მობრუ-
ნების კუთხის კორექტირებას, მაღალ უსაფრთხოებას და მოძრაობის
მდგრადობას სრიალა ზედაპირებზე პლანეტარული რედუქტორის
მეშვეობით. საჭის აქტიური მართვის სისტემას იყენებს BMW.
საჭის დინამიკური მართვა - მუშაობს აქტიური სისტემის მსგავსად,
თუმცა კონსტრუქციაში პლანეტარული რედუქტორის ნაცვლად
გამოყენებულია ტალღური რედუქტორი. საჭის დინამიკურ მართვას
იყენებს Audi.
საჭით მართვის მიმართ არსებობს შემდეგი მოთხოვნები:
 უზრუნველყოფილი უნდა იქნას მოძრაობის მოცემული ტრაექ-
ტორია მობრუნების აუცილებელი პარამეტრებით, მობრუნება-
დობით და მდგრადობით;
 მანევრის განსახორციელებლად საჭის თვალზე მოდებული ძალა
არ უნდა აღემატებოდეს ნორმირებულ მნიშვნელობას.
 საჭის მობრუნების ჯამური რიცხვი საშუალო მდებარეობიდან
თითოეულ ზღვრულ მდებარეობამდე არ უნდა აღემატებოდეს
დადაგენილ მნიშვნელობას.
 გამაძლიერებლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შენარჩუ-
ნებული უნდა იქნას ავტომობილის მართვის შესაძლებლობა.

14
15

ნახ. ავტომობილის საჭის აგებულება


1. საჭის თვალი, 2. საჭის დასამაგრებელი ქანჩი; 3. საჭის სვეტის ზედა საფარი; 4
- საჭის რედუქტორის კბილანა; 5 - საჭის ლილვის მილტუჩი; 6 - საჭის ლილვი; 7
- საჭის ლილვის მილი; 8 - საჭის სვეტის ქვედა საფარი; 9 - სფერული სახსარი; 10
- საჭის წევის დაბოლოება; 11 - მტვრის შემკრები; 12 - საჭის რედუქტორის
ლარტყა; 13 - საჭის წევის დასამაგრებელი ჭანჭიკი; 14 - მაჩერი ფირფიტა; 15 -
საჭის წევა; 16 - წინა დგარის მოსაბრუნებელი ბერკეტი.
გარდა ამისა, არსებობს საჭის ნორმალური ფუნქციონირების განმსაზ-
ღვრელი კიდევ ერთი პარამეტრი - ჯამური ლუფტი (ფოლხვა), ანუ საჭის
მობრუნების კუთხე სამართავი თვლების მობრუნების დაწყებამდე.
დასაშვები ჯამური ლუფტი საჭით მართვაში უნდა
მდებარეობდეს ზღვრებში:
 100 მსუბუქ ავტომობილებისა და მიკროავტობუსებისთვის;
 200 ავტობუსებისა და მსგავსი სატრანსპორტო საშუალებებისთვის;
 250 სატვირთო ავტომობილებისთვის.

5.1.3...საჭის ლარტყა მექანიზმი

საჭის ლარტყა მექანიზმი შედგება კბილანასგან და კბილებიანი


ლარტყისგან. კბილანა უკავშირდება საჭის სვეტის ლილვს, ხოლო
ლარტყა - წევის საშუალებით თვლების მოსაბრუნებელ მუშტებს.

მოსაბრუნებელი ბერკეტები

წევა წევა

თვალი
თვალი ლარტყა საჭის სვეტი
საჭე

5.1.4. საჭის ჭიახრახნული მექანიზმი

თუ საჭის მექანიზმი ჭიახრახნულია (ნახ. ), მაშინ იგი შედგება


გლობოიდური ჭიახრახნისგან და კუთხური სექტორისგან, რომელზეც
დაყენებულია გორგოლაჭი. კუთხურ სექტორს უკავშირდება ლილვი
სპეციალური თავით, რომლის გადაადგილება გადაეცემა საჭის
ტრაპეციას, რომელიც შედგება საჭის ორი - მარჯვენა და მარცხენა
წევისგან. წევის გადაადგილება იწვევს თვლის მობრუნებას გარკვეული
მიმართულებით. დღეისათვის ავტომობილები საჭის ჭიახრახნული
მექანიზმით გვხვდება იშვიათად.

kuTxuri seqtori globoiduri


Wiaxraxni qanqara

saWis trapeciis wevebi


saWes
svetis lilvi

saWe

ნახ. ა) საჭის ჭიახრახნული მექანიზმი; ბ) გლობოიდური


ჭიახრახნი
8 მ

avt
os
sig
rZ
e

avtomobilis sigane +1 m
5. 2. ავტომობილის სამუხრუჭო სისტემა

სამუხრუჭო სისტემის დანიშნულებაა მოძრავი ავტომობილის


სიჩქარის შემცირება სასურველ სიდიდემდე ან მის სრულ გაჩერებამდე
და ავტომობილის უძრაობის უზრუნველყოფა ადგილზე დგომისას.
ავტომობილის დამუხრუჭება ხორციელდება შემდეგნაირად:
სამუხრუჭო სისტემა ეწინააღმდეგება თვლების ბრუნვას, რის შედეგადაც
გზასა და თვლებს შორის წარმოიქმნება სამუხრუჭო ძალები, რომლებიც
მიმართულია ავტომობილის მოძრაობის საწინააღმდეგოდ. შედეგად
კინეტიკური ენერგიის მარაგი, რომელიც აქვს მოძრავ ავტომობილს
სამუხრუჭო მექანიზმებში ხახუნისა და თვლების გზაზე სრიალის
შედეგად გარდაიქმნება თბურ ენერგიად, რაც გაიწოვება ატმოსფეროში.
თანამედროვე ავტომებილებში გამოიყენება შემდეგი სახის
სამუხრუჭო სისტემები: მუშა, დგომის, სათადარიგო, დამხმარე,
მისაბმელის.
ექსპლუატაციის პროცესში ავტომობილის დამუხრუჭება
შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ხერხით: ძრავით, სამუხრუჭო
სისტემით, სამუხრუჭო სისტემით და ძრავით (კომბინირებულად),
სამუხრუჭო სისტემის პერიოდული გამორთვით, მუხრუჭ-
შემნელებლით.
sadgomi muxruWis
berketi

gafarToebis baki vakuumuri


gamaZlierebeli

mTavari
samuxruWo
cilindri
suporti
sadgomi
muxruWis
bagiri
pedali
maRali wnevis
magistrali
suporti

wina diskuri samuxruWo


eqanizmi

ნახ. ავტომობილის სამუხრუჭო სისტემა

სამუხრუჭო სისტემის ელემენტები შესაძლებელია დაიყოს სამ ძირითად


ჯგუფად:
 სამუხრუჭო ამძრავი - სამუხრუჭო პედალი, მუხრუჭის
ვაკუუმური გამაძლიერებელი, მთავარი სამუხრუჭო ცილინდრი,
თვლების სამუხრუჭო ცილინდრი, წნევის რეგულატორი,
შლანგები და მილსადენები.
 სამუხრუჭო მექანიზმები - სამუხრუჭო დოლი ან დისკი,
სამუხრუჭო ხუნდები.
 ელექტრონიკის დამხმარე ელემენტები - ABS, EBD და სხვა.
სამუხრუჭო სისტემის მუშაობის პროცესი ასეთია: მძღოლი
სამუხრუჭო პედალზე
ფეხის დაჭერით ძალას გადასცემს მთავარ სამუხრუჭო ცილინდრს
ვაკუუმური გამაძლიერებლის გავლით. მთავარი სამუხრუჭო ცილინდრი
სამუხრუჭო სითხის შეკუმშვით ადიდებს მის წნევას და გადაჭირხნის
სამუხრუჭო ცილინდრებში კონტურის გავლით (თანამედროვე
ავტომობილებში გამოიყენება ორი დამოუკიდებელი სამუხრუჭო
კონტური). თავის მხრივ, თვლების ცილინდრებს მოქმედებაში მოჰყავთ
სამუხრუჭო მექანიზმები, რომლებიც წარმოდგენილია სამუხრუჭო
დოლებით ან დისკებით და ხუნდებით. სამუხრუჭო ხუნდების მოჭერით
დოლზე ან დისკებზე წარმოებს მოძრაობის შენელება.
თანამედროვე ავტომობილებში, უსაფრთხოების ამაღლების
მიზნით, გამოიყენება
ელექტრონული სისტემები, რომლებიც ამაღლებენ დამუხრუჭების
ეფექტიანობას და უსაფრთხოებას. ამათგან ყველაზე პოპულარულად
ითვლება თვლების ანტიბლოკირების სისტემა ABS (Anti-lock Braking
System) და სამუხრუჭო ძალის განაწილების სისტემა EBD (Electronic
Brakeforce Distribution).
ABS ანტიბლოკირების სისტემის დანიშნულებაა ავტომობილის
სავალი თვლების ბლოკირების თავიდან აცილება მკვეთრი
დამუხრუჭებისას. იგი გარდა იმისა, რომ ზრდის დამუხრუჭების
ეფექტიანობას, ამცირებს სამუხრუჭო მანძილს და აუმჯობესებს
მართვადობას მკვეთრი დამუხრუჭებისას, ხოლო სველ გზაზე
განაპირობებს უკეთეს მანევრულობას.
EBD სამუხრუჭო ძალის განაწილების სისტემა ახდენს პრევენციას
- დამუხრუჭებისას ავტომობილის თითოეული თვლის ბრუნვის
ანალიზის მიხედვით ინდივიდუალურად გადასცემს მათ სამუხრუჭო
ძალას. მუშაობის პროცესში იგი იყენებს ABS სისტემის აღმრიცხველებს.
შეიძლება ითქვას, რომ EBD სისტემა არის ABS -ის პროგრამული
გაფართოება, რადგანაც საკუთარი სენსორები არ აქვს.

5.2.1. სამუხრუჭო მექანიზმები

ავტომობილის დამუხრუჭების პროცესი ხორციელდება უშუალოდ


ძალოვან გადაცემაზე სამუხრუჭო მექანიზმის ზემოქმედებით.
ავტომობილებზე ყველაზე მეტად გავრცელებულია ფრიქციული
სამუხრუჭო მექანიზმები, რომლებიც მბრუნავი მოხახუნე ზედაპირების
ფორმის მიხედვით შეიძლება იყოს დოლური ან დისკური.
დოლურ სამუხრუჭო მექანიზმში დოლი შეერთებულია
ავტომობილის თვალთან და ბრუნავს მასთან ერთად. დამუხრუჭება
წარმოებს ფრიქციულზედაპირიანი ხუნდებით მბრუნავ დოლზე
შემოჭერით. ხუნდების გაწევა შესაძლებელია განხორციელდეს სამი
ტიპის გამწევი მოწყობილობით: S-ის მაგვარი მუშტა,
ჰიდროცილინდრით და სოლით.
xundebi friqciuli nafeniT
sayrdeni fari
doli

samuxruWo
siTxis
Semsvebi
Stuceri

xundi zambara
xunde
bis
dasabr
unebla

muSa
samxruWo
cilindri

xundebis
damWeri
xundebis Semkavebeli
dgari

ნახ. დისკური და დოლური სამუხრუჭო მექანიზმები


1. სარჭი; 2. მიმმართველი თითი; 3. ჭრილი შესახედად; 4. სუპორტი;
5. სარქველი; 6. მუშა ცილინდრი; 7. შლანგი; 8. სამუხრუჭო
ხუნდი; 9. სავენტილაციო ხვრელი; 10. სამუხრუჭო დისკი; 11.
თვლის მორგვი; 12. სარქველი ჭუჭყისგან დასაცავად.

დისკურ სამუხრუჭო მექანიზმში დისკო ბრუნავს ავტომობილის


თვალთან ერთად. დისკოს ორივე მხარეს დაყენებულია ფრიქციული
ზედნაფენებიანი ხუნდები. დამუხრუჭების დროს ხუნდები ებჯინება
დისკოს და წარმოქმნილი ხახუნის ძალებით წარმოებს თვლის
დამუხრუჭება. ხუნდები სახსრულად უკავშირდებიან ავტომობილის
მზიდ სისტემას ან სავალი ნაწილის უძრავ ელემენტებს.
vakuumuri
gamaZlierebeli

muxruWis samux. siTxis mili


samuxruWo suporti
pedali
xundi
samuxroWo siTxis wnevis
momateba

ნახ. ავტომობილის სამუხრუჭო მექანიზმები

სამუხრუჭო ამძრავი ორივე შემთხვევაში მოქმედებს სამუხრუჭო


ხუნდებზე, რომლებიც აწვებიან დოლის ან დისკის ზედაპირს და ქმნიან
საჭირო ეფექტურობის ხახუნის ძალას.
თანაბარი პირობების შემთხვევაში, დოლური სამუხრუჭო
მექანიზმის სამუხრუჭო ხუნდების ღირსებაა მეტად უფრო მაღალი
ეფექტურობა ერთი და იმავე ძალით მოქმედებისას შემსრულებელ
ელემენტზე - ხუნდებზე დისკურ სამუხრუჭო მექანიზმთან შედარებით,
რაც მიიღწევა მეტი სამუხრუჭო ზედაპირით და უფრო გრძელი მხარით
სამუხრუჭო მომენტის შექმნისას.
გარდა ამისა, იმის გამო, რომ დოლურ სამუხრუჭო მექანიზმში
ხუნდებს აქვს მეტი ხახუნის ფართობი, ვიდრე დისკურ სამუხრუჭო
მექანიზმში, მათი ცვეთა მიმდინარეობს ნაკლები ინტენსივობით.
დოლური სამუხრუჭო მექანიზმის დეტალები უკეთაა დაცული გარემოს
ზემოქმედებისგან, ამიტომ ნაკლებად ექვემდებარებიან მექანიკურ
ზემოქმედებას, კოროზიას და აბრაზიულ ცვეთას.
დოლური სამუხრუჭო მექანიზმი ფართოდ გამოიყენება
სატვირთო ავტომობილებსა და ავტობუსებში. მსუბუქ ავტომობილებში
უპირატესი გამოყენება აქვთ დისკურ სამუხრუჭო მექანიზმებს თავისი
სიმსუბუქის და მცირე გაბარიტების გამო. გარდა ამისა, დიდი გაცივების
ფართობის გამო, ისინი კარგად გრილდებიან, წნევა თანაბრად ნა-
წილდება და მუშაობაში ახასიათბთ მაღალი სტაბილურობა.
სპორტულ და სარბოლო ავტომობილებში სამუხრუჭო სისტემად
ზოგჯერ იყენებენ ენერგიის გარე წყაროს, მაგალითად პარაშუტს. მასიურ
საავტომობილო მშენებლობაში ასეთი სამუხრუჭო სისტემა არ
გამოიყენება.

5.2.3. სამუხრუჭო ამძრავები

სამუხრუჭო ამძრავი ეწოდება მოწყობილობათა ერთობლიობას,


რომლებიც გადასცემენ და მართავენ ენერგიას მისი გადაცემის პროცესში
ავტომობილის დამუხრუჭების განხორციელების მიზნით. მისი
დანიშნულებაა სატერფულზე მოდებული ძალის გადაცემით სამუხრუჭო
მექანიზმების მოქმედებაში მოყვანა და მათი მართვის განხორციელება.
დამუხრუჭებისას სამუხრუჭო ამძრავმა უნდა უზრუნველყოს ამოქმე-
დების დრო არა უმეტეს 0,6 წმ, ხოლო განმუხრუჭებისას - არა უმეტეს 1,2
წმ.
ავტომობილებზე გამოიყენება სხვადასხვა სახის სამუხრუჭო
ამძრავები: მექანიკური, ჰიდრავლიკური, პნევმატიკური, ელექტრული
და კომბინირებული.
მუშა სამუხრუჭო სისტემებში ძირითადად გამოიყენება
ჰიდრავლიკური, პნევმატიკური და კომბინირებული, ხოლო დგომის
სამუხრუჭო სისტემებში - მექანიკური სამუხრუჭო ამძრავები.
მსუბუქ ავტომობილებზე და 1 ტ-მდე სრული მასის სატვირთო
ავტომობილებზე გამოიყენება ჰიდრავლიკური სამუხრუჭო ამძრავები,
რომელიც შეიძლება აღჭურვილი იყოს პნევმატიკური ან ჰიდრავლიკური
გამაძლიერებლით.
განასხვავებენ პირდაპირი და არაპირდაპირი მოქმედების
ჰიდრავლიკურ სამუხრუჭო ამძრავებს. პირველ შემთხვევაში მძღოლი
უშუალოდ მოქმედებს სამუხრუჭო მექანიზმებზე, მეორე შემთხვევაში კი,
მძღოლთან ერთად მონაწილეობს გამაძლიერებელიც.
პირდაპირი მოქმედების ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემის
(ნახ. ) მოქმედების პრინციპი შემდეგია: მძღოლის მიერ სატერფულზე 5
ფეხის დაჭერისას დგუში 4 გადადის მარცხნივ და ზრდის წნევას A
სივრცეში. წნევის მოქმედებით მარცხნივ გადაადგილდება დგუში 3,
რითაც იზრდება წნევა B სივრცეშიც. ამის გამო სამუხრუჭო სითხე
მიეწოდება 2 და 7 მილსადენებით 1 და 8 თვლების ჰიდროცილინდრებს
და წარმოებს ავტომობილის დამუხრუჭება.

B A

ნახ. პირდაპირი მოქმედების ჰიდრავლიკური სამუხრუჭო


სისტემა
1, 8 - თვლების ჰ/ც-ები; 2,7 - სამუხრუჭო სითხის მილსადენები; 3,4 - ჰ/ც-
ების დგუშები; 5 - პედალი; 6 - მთავარი სამუხრუჭო ცილინდრი; A, B -
მთავარი სამუხრუჭო ცილინდრის არეები

არაპირდაპირი მოქმედების ჰიდრავლიკური სამუხრუჭო


სისტემას ვაკუუმური გამაძლიერებლით აქვს სარქველი 9 და დიაფრაგმა,
რისი მეშვეობითაც მუდმივად ნარჩუნდება ვაკუუმი B სივრცეში. A
სივრცე B სივრცეს უკავშირდებბა სარქველით 9 განმუხრუჭებულ
მდგომარეობაში, ან ატმოსფეროს - დამუხრუჭების შემთხვევაში.
მთავარი სამუხრუჭო ცილინდრი სითხეს გადასცემს თვლების
სამუხრუჭო ცილინდრებს წნევით, რომელიც სამუხრუჭო პედალზე
განხორციელებული დაჭერის ძალის პროპორციულია.
B

ნახ. არაპირდაპირი მოქმედების ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა


ვაკუუმური გამაძლიერებლით
1, 10 - თვლების ჰ/ც-ები; 2, 6 - მილსადენები; 3 - მთავარი სამუხრუჭო ჰ/ც; 4 -
ვაკუუმური გამაძლიერებელი; 5 - სამუხრუჭო პედალი; 7, 8 - დგუშები; 9 -
სარქველი.

ჰიდრავლიკური ამძრავი ვაკუუმური გამაძლიერებლით მუშა


სამუხრუჭო სისტემაში ითვლება ერთ-ერთ ძირითად ტიპად. მის
შემადგენლობაში შედის: სატერფული, მთავარი სამუხრუჭო ცილინდრი,
ვაკუუმური გამაძლიერებელი, თვლების ცილინდრები, შემაერთებელი
შლანგები და მილსადენები (მუშა კონტურები).
მძღოლის ფეხის დაჭერის დროს სამუხრუჭო პედალიძალას
გადასცემს მთავარ სამუხრუჭო ცილინდრს. მუხრუჭის ვაკუუმური
გამაძლიერებელი წარმოშობს დამატებით ძალას და წნევის ქვეშ მყოფი
სამუხრუჭო სითხე გადაიჭირხნება თვლების ცილინდრებში.
თანამედროვე ავტომობილებში გამოიყენება შეწყვილებული
(ტანდემური) მთავარი სამუხრუჭო ცილინდრი, რომელიც წნევას ქმნის
ორი კონტურისთვის. თვლების ცილინდრები უზრუნველყოფენ
სამუხრუჭო მექანიზმის ამუშავებას, ანუ მუხრუჭის ხუნდების მიჭერას
სამუხრუჭო დისკზე (დოლზე).
ნახ. მუხრუჭების ჰიდრავლიკური ამძრავის სქემა. 1. დგუშები
მუხრუჭის ხუნდებით; 2. მუხრუჭის სატერფული; 3. მთავარი
ჰიდროცილინდრის დგუში, რომელიც ჭოკით მიერთებულია
სატერფულთან; 4. მთავარი სამუხრუჭო ჰიდროცილინდრი
გაფართოებით; 5. წინა თვლის სამუხრუჭო დისკი; 6. კავი; 7 - 8 თველბის
ჰიდროცილინდრები; 9. სამუხრუჭო ხუნდები; 10. მუშა დგუში; 11.
სითხის წნევის მარეგულირებელი უკანა სამუხრუჭო მექანიზმში.

სამუხრუჭო სისტემის ჰიდრავლიკური ამძრავის სამუხრუჭო


ფუნქციების რეალიზებისთვის ჰიდროამძრავის ელემენტების მუშაობა
ორგანიზებულია დამოუკიდებელი კონტურების მიხედვით.მუშა
სამუხრუჭო სისტემის სამუხრუჭო ამძრავს უნდა გააჩნდეს არა ნაკლებ
ორი კონტურისა, რათა ერთ-ერთი მათგანის მწყობრიდან გამოსვლისას,
სისტემის ეფექტიანობა არ შემცირდეს 50%-ზე მეტად.
სამუხრუჭო სისტემები შეიძლება იყოს: ერთკონტურიანი,
ორკონტურიანი და მრავალკონტურიანი. მსუბუქ ავტომობილებში
ყველაზე გავრცელებული ვარიანტია ორი კონტურის არსებობა:
paraleliri SeerTeba diagonaluri CarTva

2+2 - პარალელური ჩართვა. 1 კონტური მოქმედებს წინა ღერძის


მუხრუჭებზე, მეორე - უკანა ღერძზე. უარყოფითი მხარეა - უკანა ღერძი
უზრუნველყოფს სამუხრუჭო ძალების არაუმეტეს 40%.
2 + 2 - დიაგონალური ჩართვა. 1 კონტური მოქმედებს მარჯვენა წინა და
მარცხენა უკანა თვლებზე, ხოლო მეორე კონტური - მარცხენა წინა და
მარჯვენა უკანა.
4 + 2 - ერთ კონტურში ჩართულია ორი წინა, ხოლო მეორე სამუხრუჭო
მექანიზმში ყველა თვალი.
ყველაზე საიმედოდ ითვლება დიაგონალური განაწილების 4+2
განაწილების სქემა.
სატვირთო ავტომობილებსა და ავტობუსებში გამოიყენება 4 და 5
კონტურიც. ეს არის რთული, მაგრამ ძალიან საიმედო კონსტრუქციები.
ამუშავების დრო 0,05 -0,2 წმ-ია. თითოეულ ზონას აქვს თავისი
საპასუხისმგებლო ზონა და ამასთან, თითოეული კონტური
დამოუკიდებელია, რაც მიიღწევა კონსტრუქციებში სპეციალური
სარქველების გამოყენებით. მსხვილგაბარიტული სატრანსპორტო
საშუალებების მართვის პროცესის და მდგრადობის ოპტიმიზაციას
ახდენს მრავალკონტურიანი პნევმოსისტემა.
პნევმატიკურ სამუხრუჭო ამძრავს სამუხრუჭო მექანიზმები
მოქმედებაში მოყავს შეკუმშული ჰაერის ენერგიით. პნევმატიკური
სამუხრუჭო ამძრავის ხელსაწყოებია: კომპრესორი, ტენმომცილებელი,
წნევის რეგულატორი, საჰაერო ბალონები (რესივერები).
პნევმატური სამუხრუჭო ამძრავი გამოიყენება საწევარებში, საშუალო და
დიდი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილებში, აგრეთვე ავტობუ-
სებში. ძალიან დიდი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილებში
გამოიყენება კომბინირებული სამუხრუჭო ამძრავი.
პირველი პნევმატური სამუხრუჭო სისტემა დააპატენტა
ამერიკელმა ინჟინერმა დ. ვესტინჰაუზმა 1872 წ და გამოიყენებოდა
რკინიგზის ტრანსპორტზე, რამაც უზრუნველყო მატარებლების საიმედო
დამუხრუჭება და შესაძლებელი გახადა რკინიგზის შემადგენლობის
მასის და სიჩქარის გაზრდა. ავტომობილებისთვის პნევმატური
სამუხრუჭო სისტემის გამოყენების წინადადება წამოაყენა ამერიკელმა
ინჟინერმა დ. სტარტევენტმა 1904 წ, მაგრამ მისი გამოყენება სერიულად
დაიწყეს მხოლოდ გასული საუკუნის ორმოციან წლებში.

ნახ. ელექტროპნევმატური სამუხრუჭო ამძრავის სქემა


1 - ელექტროპნევმატური სამუხრუჭო ამძრავის მოდულატორი ჰაერის წნევის
აღმრიცხველით; 2 - მართვის ბლოკი; 3 - სამუხრუჭო კამერა; 4 - ელექტრო-
პნევმატური სამუხრუჭო ამძრავის ელექტრული განრთვა; 5, 7 – ABS-ის
აღმრიცხველი; 6 - კომინირებული ელექტროპნევმატური სამუხრუჭო ონკანი;

საგზაო მოძრაობის ინტენსივობისა და სიჩქარეთა ზრდის გამო


მკაცრდება მოთხოვნები ავტომობილებისა და ავტომატარებლების სამუხ-
რუჭო სისტემების მიმართ. მათი რეგლამენტირება წარმოებს საერთა-
შორისო მოთხოვნებით, სახელმწიფო სტანდარტებით და ნორმატიული
დოკუმენტებით. ამის გამო, 9 ტ-ზე მეტი სრული მასის ავტომობილებზე
გამოიყენება პნევმატური სამუხრუჭო სისტემების ამძრავები, რომელშიც
პრაქტიკულად შეუზღუდავია სამუხრუჭო მექანიზმის მხრიდან
სამუხრუჭო ძალა.
განვიხილოთ ელექტროპნევმატური სამუხრუჭო ამძრავის
კონსტრუქცია და მუშაობის პრინციპი. ცხადია, მასში გაერთიანებულია
პნევმატური და ელექტრული სამუხრუჭო სისტემების ელემეტები. თუ
პნევმატურ სამუხრუჭო ამძრავში თვლების დამუხრუჭება და
აპარატული მართვა ხორციელდება შეკუმშული ჰაერით, ელექტრო-
პნევმატურში კი ჰაერი გამოიყენება მხოლოდ თვლების
დასამუხრუჭებლად, ხოლო მართვა - ელექტრული გზით.
ელექტროპნევმატური სამუხრუჭო ამძრავის უპირატესობებია:
სამუხრუჭო მანძილის შემცირება; სამუხრუჭო ძალების ოპტიმალური
გადანაწილება ავტომობილის წინა და უკანა თვლებს შორის; ამძრავის
ელემენტების განუწყვეტელი კონტროლი გამართულობის თვალსაზრი-
სით; ავტომატარებლის მდგრადობის გაზრდა; სამუხრუჭო ამძრავის
გამარტივება პნევმატურთან შედარებით და სხვა.
კომბინირებულ სამუხრუჭო ამძრავებში გაერთიანებულია
სხვადასხვა ტიპის სამუხრუჭო ამძრავები. მათი შექმნისას ცდილობენ
გამოიყენონ თითოეული სამუხრუჭო ამძრავის უპირატესობა და თავი
აარიდონ უარყოფით მხარეებს.

5.2.3. ავტომობილის დგომის მუხრუჭი

სადგომი, ანუ ხელის მუხრუჭი ავტომობილის სამუხრუჭო


სისტემის განუყოფელი ნაწილია. ძირითადი სამუხრუჭო სისტემისგან
განსხვავებით, რომელსაც მძღოლი იყენებს ავტომობილის მართვისას,
ხელის მუხრუჭი ემსახურება, უპირველეს ყოვლისა, ავტომობილის
ადგილზე შეკავებას, ქანობებზე დგომას, აგრეთვე შესაძლებელია მისი
გამოყენება როგორც ექსტერნული ავარიული სისტემა ძირითადი
სამუხრუჭო სისტემის მტყუნებისას. სადგომი მუხრუჭის მთავარი
ფუნქციაა ავტომობილის შეკავება ადგილზე დიდი ხნის დგომის დროს.
იგი აგრეთვე გამოიყენება სპორტულ ავტომობილებში მკვეთრი
მოხვევების შესრულებისას. სადგომი მუხრუჭი შედგება სამუხრუჭო
ამძრავისგან (როგორც წესი, მექანიკური) და სამუხრუჭო
მექანიზმებისგან.
ამძრავის მიხედვით განასხვავებენ: მექანიკურ, ჰიდრავლიკურ და
ელექტრომექანიკურ სადგომ მუხრუჭებს. ჩართვის მეთოდის მიხედვით
სადგომი მუხრუჭი შესაძლებელია იყოს ბერკეტული და სატერფულის
მართვის. სატერფულიანი სადგომი მუხრუჭი გვხვდება ავტომატური
მართვის სიჩქარეთაკოლოფიან ავტომობილებში და იგი მდებარეობს
გადაბმულობის სატერფულის ადგილას. სადგომი მუხრუჭის
კლასიფიცირებას ახდენენ აგრეთვე, როგორც დოლური, მუშტასებრი,
ხრახნული, ცენტრალური ანუ სატრანსმისიო. დოლური სადგომი
მუხრუჭის შემთხვევაში გამოიყენება ბერკეტი, რომელიც ბაგირის
მოჭიმვით ზემოქმედებს სამუხრუჭე ხუნდებზე, რომლებიც მიეჭირება
დოლს და ხდება დამუხრუჭება.
ცენტრალური სადგომი მუხრუჭის აქტივაციისას წარმოებს არა
ავტომობილის თვლების, არამედ კარდანული ლილვის ბლოკირება.
სადგომი მუხრუჭის ელექტრული ამძრავისას დისკური სამუხრუჭო
მექანიზმი ურთიერთქმედებს ელექტროძრავასთან.
სადგომი მუხრუჭების სახეებიდან ყველაზე მეტადაა
გავრცელებული ბერკეტული სადგომი მუხრუჭი, მისი მარტივი
კონსტრუქციისა და საიმედოობის გამო. ხელის მუხრუჭის
აქტივაციისთვის საკმარისია ბერკეტის ამოწევა ზევით. ამ დროს
დაჭიმული ბაგირები ახდენენ ავტომობილის თვლების ბლოკირებას,
ამცირებენ მის სიჩქარეს და ხდება ავტომობილის დამუხრუჭება.

ნახ. სადგომი მუხრუჭის სქემა


1. საფარი; 2. წინა ბაგირი; 3. ბერკეტი; 4. ღილაკი; 5. წევის ზამბარა; 6. საკეტელას
წევა; 7. მილისა; 8. რგოლი; 9. მიმმართველი; 10. გამბჯენი მილისა; 11. უკანა
ბაგირის გამომჭიმავი ზამბარა; 12. გამბჯენი თამასა; 13. ხუნდების ხელით
აძვრის ბერკეტი; 14. უკანა ბაგირი; 15. უკანა ბაგირის კრონშტეინი.
5.2.4. რეკუპერაციული დამუხრუჭება

ავტომობილებში დამუხრუჭებისას მოძრაობის კინეტიკური


ენერგია, რომელიც მუხრუჭებში თბურ ენერგიად გარდაიქმნება,
იკარგება უსარგებლოდ და გამოდის ატმოსფეროში. ეს ხარვეზი
რეკუპერაციული დამუხრუჭებისას გამოსწორებულია, მაგრამ
რეკუპერაციული დამუხრუჭება ჩვეულებრივ, შიგაწვისძრავიან
ავტომობილებში არ გამოიყენება, იგი შესაძლებელია განხორციელდეს
ელექტრომობილებსა და ჰიბრიდულ ავტომობილებში, ასევე
ელექტროტრანსპორტში. უნდა აღინიშნოს, რომ დამუხრუჭების ასეთი
ტიპი პირველად დაინერგა რკინიგზის ტრანსპორტზე, შემდეგ კი
ჰიბრიდულ ავტომობილებში.
რეკუპერაცია არის დახარჯული ენერგიის კომპენსაცია, ანუ
დაბრუნება სისტემაში (recuperation - დაბრუნება, კომპენსაცია).
ელექტრულ ტრანსპორტზე რეკუპერაციული დამუხრუჭებისას
გამომუშავებული ელექტროენერგია მუხტავს აკუმულატორების
ბატარეას ან ხვდება საკონტაქტო ქსელში. ჰიბრიდულ ავტომობილებში
რეკუპერაციული დამუხრუჭებისას მოძრაობის კინეტიკური ენერგიის
ნაწილი გარდაიქმნება ელექტროენერგიად და მუხტავს აკუმულატორს,
რაც შემდგომში კვლავ ხმარდება ავტომობილის მოძრაობას, ნაწილი კი,
კვლავ იკარგება ატმოსფეროში სითბოს სახით.
რეკუპერაციული დამუხრუჭების განხორციელება შესაძლებელია
რევერსიული ელექტროძრავით, ე.ი. ისეთი ძრავით, რომლის ლილვს
შეუძლია ბრუნვა ორი მიმართულებით. ელექტროძრავა აბრუნებს
ავტომობილის თვალს აჩქარებისას, ხოლო დამუხრუჭებისას
ელექტროძრავა ასრულებს გენერატორის ფუნქციას და კინეტიკური
ენერგიის ნაწილი გარდაქმნილი ელექტროენერგიად მიემართება
აკუმულატორისკენ და მუხტავს მას. დამუხრუჭების კინეტიკური
ენერგიის დიდი ნაწილი კვლავ ხმარდება ხახუნით დამუხრუჭებას.
როგორც ცნობილია, ჰიბრიდულ ავტომობილში გამოყენებულია
როგორც შიგაწვის ძრავა, ასევე ელექტროძრავა. ასეთ ავტომობილებში
დამუხრუჭების ძირითადი წილი მოდის ფრიქციულ მუხრუჭებზე,
ხოლო რეკუპერაციული დამუხრუჭება ასრულებს დამხმარეს ფუნქციას.
ჰიბრიდული და ელექტრომობილების თანამედროვე მუხრუჭები
რთული კომპიუტერიზებული სისტემაა, რომელიც ითვლის
დამუხრუჭების ოპტიმალურ რეჟიმებს, დატვირთვას გადაანაწილებს
დამუხრუჭების ფრიქციულ და რეკუპერაციულ სისტემებზე,
აკონტროლებს ABS სისტემას და ა.შ.
ელექტრომობილები და ჰიბრიდული ავტომობილები აღჭურვილ-
ნი არიან მუხტის აღმრიცხველებით, რომელიც გამოტანილია
ხელსაწყოთა პანელის დისპლეიზე, სადაც აღიწერება ყოველი
გაჩერებისას რეკუპერაციული დამუხრუჭების სისტემით გენერირებული
სიმძლავრის სიდიდე.
რეკუპერაციული დამუხრუჭების ეფექტურობა დამოკიდებულია
რამდენიმე ფაქტორზე:
 მნიშვნელოვანია ავტომობილის სიახლე. ახალი წარმოების ავტო-
მობილებში გამოიყენება ახალი და გაუმჯობესებული ტექნოლო-
გიები;
 მნიშვნელოვანია რა სიხშირით გამოიყენება მუხრუჭები. სცობებსა
და ქალაქის პირობებში მოძრაობისას დამუხრუჭების ენერგიის
მნიშვნელოვანი წილი გროვდება აკუმულატორებში. ავტობანზე
გრძელი და შეუფერხებელი მოძრაობისას ძრავა მუშაობს
მხოლოდ ავტომობილის მოძრაობაზე.
hidravlikuri
muxruWebis marTvis samuxruWo xazebi
eleqtronuli moduli

hidravlikis
moduli

samuxruWo amZravis gamaZlier

mTavari samuxruWo cilindri

wina muxruWis suporti


Tvlis siCqaris gadamwodi
samuxruWo diski

სურ. ავტომობილის რეკუპერაციული დამუხრუჭების სისტემა


დამუხრუჭების რეკუპერაციულ სისტემას იყენებენ ისეთი
ავტომწარმოებლები, როგორიცაა Toyota, Chevrolet, Nissan, Tesla.
ელექტრომობილზე გამოყენებულ რეკუპერაციის სისტემას აქვს
ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება - გამომუშავებული ენერგია არ
იხარჯება მაშინვე, ხდება მისი აკუმულირება აკუმულატორში, რაც
ზრდის სვლის მარაგს, თუმცა არც თუ ძალიან. ე.ი. რეკუპერაციულ
დამუხრუჭებას არ შეუძლია სრულად დამუხტოს ელექტრომობილი.
ქალაქის პირობებში, მჭიდრო მოძრაობისას, ელექტრომობილის
სიჩქარე არცთუ ისე დიდია - 60 კმ/სთ-მდე, ხოლო ავტომობილის მასა არ
აღემატება 1-2 ტ. ამის გამო რეკუპერაციისას გამომუშვდება მცირე
ენერგია და სვლის მარაგიც უმნიშვნელოდ იზრდება. სიტუაცია ბევრად
უკეთესია, როცა დამუხრუჭება წარმოებს დიდი სიჩქარიდან. დიდი
სიჩქარით მოძრაობა კი შესაძლებელია ქალაქგარეთ, დიდი
დისტანციებზე, თუმცა ელექტრომობილების დიდ უმრავლესობას არ
აქვს საკმარისი სვლის მარაგი და დინამიკა გრძელ მანძილებზე
სასიარულოდ. რაც იმაზე მიუთითებს, რომ რეკუპერაციის სისტემა მცირე
მასის ელექტრომობილებზე არცთუ მთლად ეფექტურია.

aqtiuri dakidebis el. Zrava


samuxruWo diski

wamyvani el.
Zrava

dakidebis zambara

aqtiuri el.
eleqtromagnituri dakideba
samuxruWo
suporti

ნახ. ელექტრომობილის სავალი თვალი რეკუპერაციული დამუხრუჭებით

You might also like