Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 28

კვირა 6.

1
შესავალი ლექცია
ნუცა მჭედლიშვილი

რ. გერიგი, ფ. ზიმბარდო. ფსიქოლოგია და ცხოვრება გვ. 1–8, 699–704


გვ. 1-8

აშშ-ში მოსამართლეების გადაწყვეტილებაზე, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ შავკანიანი და


თეთრკანიანი ბავშვების სკოლების სეგრეგაცია უკანონო იყო, დიდი გავლენა იქონია კენეტ
კლარკის ჩვენებამ, რომელმაც ფსიქოლოგიური კვლევა ჩაატარა. ბავშვებს ორი თოჯინა
აჩვენა, იდენტური, უბრალოდ ფერი ჰქონდათ განსხვავებული. მათმა უმეტესობამ თეთრი
თოჯინა უფრო სასურველად მიიჩნია და შავკანიანი თოჯინა „უსიამოვნო“ შესახედაობის
თოჯინად დაახასიათა. ამ კვლევიდან აშკარა გახდა, რომ შავკანიანი ბავშვი უკვე 6, 7 და 8
წლის ასაკში ექცევა საკუთარი ჯგუფის შესახებ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების
ტყვეობაში. შედეგად, შავკანიანი ბავშვები ზიანდებიან პიროვნული განვითარების
პროცესში. ეს კვლევა გვიჩვენებს ფსიქოლოგიური კვლევის პოტენციურ გავლენას
ადამიანებისა და საზოგადოების ცხოვრებაზე.

ფსიქოლოგია - ინდივიდის ქცევისა და ფსიქიკური პროცესების მეცნიერული შესწავლა.


ფსიქოლოგიის მეცნიერული ასპექტი მოითხოვს, რომ ფსიქოლოგიური დასკვნები
მეცნიერული მეთოდებით მოპოვებულ მონაცემებს ეყრდნობოდეს.

მეცნიერული მეთოდი - პრობლემის ანალიზისა და გადაჭრისათვის საჭირო


თანმიმდევრული ნაბიჯები (პროცედურების წყება, რომლებიც ობიექტური ინფორმაციის
შეგროვებისა და ინტერპრეტაციისთვის გამოიყენება, თანაც ისე, რომ შეცდომა მინიმუმამდეა
დაყვანილი და განზოგადება სანდოა). ეს მეთოდი იყენებს ობიექტურად შეგროვებულ
მონაცემებს დასკვნების გაკეთების მიზნით.

ქცევა - იარაღი, რომლის საშუალებითაც ადამიანი გარემოს ერგება. ფსიქოლოგები იკვლევენ


ადამიანისა და ცხოველების დაკვირვებად ქცევებს. ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიური
ანალიზის საგანი ადამიანია (ინდივიდია). შესაძლოა, ინდივიდს აკვირდებოდნენ
ფსიქოლოგები ან ბუნებრივ გარემოში, ან - კვლევით ლაბორატორიაში, კონტროლირებად
პირობებში. ადამიანის ქცევას ვერ გავიგებთ მასში მიმდინარე ფსიქიკური პროცესების
ახსნის და შესწავლის გარეშე. ადამიანის ქცევების უმეტესობა სწორად შინაგანი ტიპისაა -
აზროვნება, დაგეგმვა, მსჯელობა.

 სოციოლოგები - სწავლობენ ადამიანთა ქცევას ჯგუფებში ან ორგანიზაციებში.

 ანთროპოლოგები - ყურადღებას ამახვილებენ ადამიანისი ქცევაზე სხვადასხვა


კულტურაში.

ფსიქოლოგია სხვა არაერთ მეცნიერებასაც იყენებს: ეკონომიკას, პოლიტოლოგიას,


სოციოლოგიას, ეთნოლოგიას, ბიოლოგიას (ტვინის პროცესების შესწავლასა და ბიოქიმიური
საფუძვლების გარკვევაში), კომპიუტერულ მეცნიერებას, მედიცინას, ფილოსოფიას და სხვა.

ფსიქოლოგიის მიზნები

ფსიქოლოგიას აქვს ოთხი მიზანი: მოვლენის აღწერა, ახსნა, წინასწარმეტყველება და


გაკონტროლება. გამოყენებითი ფსიქოლოგიის წარმომადგენლებს მეხუთე მიზანიც აქვთ:
ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება.
მოვლენის აღწერა - ეს ფსიქოლოგის პირველი ამოცანაა. დაკვირვების შედეგად მიღებულ
მასალას მეცნიერები ქცევით მონაცემებს უწოდებენ - ორგანიზმის ქცევისა და იმ პირობების
აღწერა, რომელშიც ეს ქცევა ხორციელდება. მკვლევრები ქცევის შესწავლისას ირჩევენ
ანალიზის სათანადო დონესა და ქცევის საზომებს, რომლებიც ქცევის ობიექტურად
შესწავლის საშუალებას იძლევა. ქცევის ანალიზის დონეები იცვლება გლობალურიდან
სპეციფიკურისაკენ. ყველაზე ფართო დონე იქნებოდა მთლიანი პიროვნების ქცევის შესწავლა
რთულ სოციალურ და კულტურულ კონტექსტში. ხოლო ინდივიდუალური ანალიზის დონეზე
შეიძლება, შეისწავლონ, შუქნიშნის სინათლეზე რეაქციის სიჩქარე, თვალის მოძრაობა
კითხვის დროს და სხვა. მკვლევრებს ქცევის კიდევ უფრო მცირე ერთეულების შესწავლა
შეუძლიათ ტვინის მაგ, იმ უბნის შესწავლით, რომელიც პასუხისმგებელია მოგონებაზე,
დასწავლაზე, სმენაზე და სხვა. რაც არ უნდა ფართო და ვიწრო იყოს ფსიქოლოგიის
ფოკუსები, აუცილებელია, ობიექტური აღწერა ქცევისა. მკვლევარმა რეალურად არსებული
ფაქტები უნდა შეაგროვოს და სუბიექტური თვალსაზრისი არ უნდა ჩართოს მონაცემების
შეგროვების პროცესში (ცრურწმენა, მოლოდინი, მიკერძოება).

მოვლენის ახსნა - ახსნა აღქმულის მიღმა იხედება და ცდილობს კანონზომიერებები


აღმოაჩინოს ფსიქიკურ და ქცევით პროცესებში. ზოგჯერ, რაღაც ქცევის მიზეზს ფსიქოლოგია
ინდივიდის შიგნით პოულობს - მათ ორგანიზმული ცვლადები ეწოდება. ადამიანში
ორგანიზმულ ცვლადებს დისპოზიციურ ცვლადებს უწოდებენ. ზოგჯერ ქცევებზე გავლენას
გარემოს, ანუ სიტუაციური ცვლადები ახდენს. ფსიქოლოგები ახსნის ორივე ტიპს
ითვალისწინებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში.

წინასწარმეტყველება - ხშირად, რაღაც ქცევების მიზეზების ზუსტი ახსნა საშუალებას


იძლევა, მკლვვეარმა იწინასწარმეტყველოს მომავალი ქცევა. ქცევის ასახსნელად სხვადასხვა
ახსნა მოიძებნება სიზუსტისა და ამომწურავობის მიხედვით. მეცნიერული
წინასწარმეტყველება ემყარება იმის გაგებას, თუ როგორ არის ერთმანეთთან
დაკავშირებული მოვლენები და ვარაუდობს, რომელი მექანიზმები აკავშირებს ამ მოვლენებს
ერთმანეთთან. მიზეზ-შედეგობრივი წინასწარმეტყველება აზუსტებს იმ პირობებს,
რომელშიც ქცევა შეიცვლება.

კონტროლი - კონტროლი ნიშნავს, რომ ქცევა ან მოხდება, ან არ მოხდება - ჩვენ შეგვიძლია,


მის ხარისხზე, მის მოქმედებაზე, მის ფორმაზე ვიქონიოთ გავლენა. მიზეზ-შედეგობრივი
ახსნა მნიშვნელოვანია, რათა მასზე კონტროლი მოვიპოვოთ. კონტროლი ფსიქოლოგებს
საშუალებას აძლევს, ადამიანების ცხოვრება გააუმჯობესონ. ამ მხრივ ფსიქოლოგები
საკმაოდ ოპტიმისტურები არიან. გაგება და არა კონტროლი წარმოადგენს ბევრი აფრიკული
ქვეყნის ფსიქოლოგების საბოლოო მიზანს - კონტროლზე ყურადღების გამახვილება
დასავლურ ფსქიოლოგიაში, შესაძლოა, ინდუსტრიალიზაციის, კოლონიალიზმისა და
დამპყრობლური მენტალიტეტის შედეგია. ასევე, კონტროლზე ფოკუსირება მამაკაცურ
მიდგომად ითვლება. ქალებს რომ წამყვანი როლი ეთამაშათ ფსიქოლოგიის განვითარებაში,
ასე არ იქნებოდა.

გვ. 699-704

პაპა სალვატორეს ოპერის მოსმენა უყვარდა, თუმცა ძალიან ღარიბი იყო. ყოველ შაბათს
უსმენდა ხოლმე პატარა რადიოში ოპერას და კარებსაც აღებდა სახელოსნოსი, რომ სხვებიც
ეზიარებინა ოპერისათვის. ერთ შაბათს გარეთ ბიჭების ჯგუფი გამოჩნდა, რომლებიც
ლაზღანდარობდნენ და დასცინოდნენ პაპა სალვატორეს. პაპა სალვატორე ვეღარ
სიამოვნებდა ოპერის მოსმენით. ერთ შაბათსაც გარეთ გამოვიდა და ვითომდა ტკბებოდა
ბიჭების ლაზღანდარობით, 25 ცენტი გადაუხადა მათ ამ სანახაობაში. მეორე შაბათს ბიჭები
ისევ დაბრუნდნენ, თუმცა სალვადორემ მოიბოდიშა, არ მაქვს იმხელა თანხა, სათანადოდ
გადაგიხადოთ და 10 ცენტს გადაგიხდითო. ბიჭები გაბრაზდნენ, ასე იაფად არ გავმართავთ
შოუსო და წავიდნენ. აღარც გამოჩენილან. ასე მოიშორა პაპა სალვადორემ უხეში ბიჭები.
მოცემული ქეისი გვაქცევს სოციალური ფსიქოლოგიის სამყაროში.

 სოციალური ფსიქოლოგია - ფსიქოლოგიის ის დარგია, რომელიც შეისწავლის


ადამიანთა შორის ურთიერთობებისა და ურთიერთდამოკიდებულებების გავლენას
მათ ქცევებზე, დამოკიდებულებებზე, აღქმებსა და მოტივებზე. ის ასევე შეისწავლის
ჯგუფებსა და ჯგუფთაშორის ფენომენებს. სოციალური ფსიქოლოგები ცდილობენ,
ჩაწვდნენ ადამიანთა ქცევას სოციალურ კონტექსტში.

სოციალური ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ქცევის ძირითადი განმსაზღვრელი მიზეზები იმ


სოციალური სიტუაციის მახასიათებელია, რომელშიც ის ხორციელდება.

 სოციალური როლი - სოციალურად განსაზღვრული ქცევის პატერნი, რომლის


განხორციელებასაც მოელიან პიროვნებისაგან მოცემულ სიტუაციაში ან ჯგუფში
ფუნქციონირებისას. განსხვავებული სიტუაციები განსხვავებული როლის მორგების
საშუალებას იძლევა. სიტუაციები იმითაც ხასიათდება, რომ ადამიანები
ემორჩილებიან ქცევების წარმმართველ წესებს, ანუ, ითვალისწინებენ სპეციფიკურ
მოთხოვნებას.

არსებობს ექსპლიციტური წესები - თვალსაჩინოდაა მოცემული, მაგ, „ნუ მოსწევთ“. ასევე


ზოგი წესი ექსპლიციტურად დაისწავლება ბავშვობაში - მაგ, „პატივი ეცით უფროსებს“.
არსებობს იმპლიციტური წესები - გარკვეულ სიტუაციებში სხვა ადამიანებთან ურთიერთბაში
დაისწავლება: რამდენად ხმამაღლა ჩავრთოთ მუსიკა, რამდენად ახლოს მივიდეთ
ადამიანთან, როდის მივმართოთ უფროსს სახელით და სხვა - ყველა ეს აქტივობა
სიტუაციაზეა დამოკიდებული.

მოცემული მაგალითი გვიჩვენებს წესებისა და როლების ზეგავლენის შესახებ:

სოციალური როლები ფიქტიურ ციხეში (ზიმბარდოს კვლევა)

კალიფორნიაში ჩაატარეს კვლევა. კოლეჯის სტუდენტები წაიყვანეს პოლიციის მანქანით,


ბორკილებით სტენფორდის საგრაფოს ციხეში. კომბინიზონები ჩააცვეს, დაარეგისტრირეს,
თითის ანაბეჭდები აუღეს. ყველაფერი ისე გააკეთეს, თითქოს მართლა ციხეში მიჰყავდათ
დამნაშავეები. რენდომიზებულად გაანაწილეს როლები: 8 სტუდენტი მცველი იქნებოდა, 8 -
პატიმარი. როდესაც სტუდენტებმა დაკისრებული როლები გაითავისეს, მცველებმა
აგრესიულად ქცევა დაიწყეს. წესებს უდგენდნენ „პატიმრებს“. დამორჩილების უარის თქმის
შემთხვევაში პრივილეგიებს ართმევდნენ - თავიდან, თანაკლასელებთან კონტაქტის,
კითხვისა და მსგავს პრივილეგიებს, თუმცა შემდგომში - ჭამის, ძილის, დაბანის.
დამამცირებელ და უაზრო სამუშაოებს აძლევდნენ „პატიმრებს“. ზედამხედველები
მუდმივად ახალ სასჯელებს იფიქრებდნენ. „პატიმრებმა“ პათოლოგიური ქცევების
გამოვლენა დაიწყეს, დაერღვათ ფსიქოლოგიური სტაბილურობა. თანდათან ბედს
შეეგუვნენ. მით ნაკლებ წინააღმდეგობას წევდნენ პატიმრები, რაც უფრო მკაცრ
კონტროლსა და დომინანტობას იჩენდნენ „მცველები“. ზოგს გამძვინვარებული შეტევები
დაეწყო, აზროვნების დეზორგანირება, დეპრესია. ამის გამო კვლევა 2 კვირის ნაცვლად 6
დღეში დაასრულეს. საბედნიეროდ, ხანგრძლივი ნეგატიური ეფექტი არ იქონია მოცემულმა
კვლევამ.

ფიქტიურ ციხეში შექმნილი სიტუაციის ძალამ სტუდენტების გონებაში ახალი სოციალური


რეალობა - ნამდვილი რეალობა შექმნა. როლები ალალბედზე განაწილდა, თუმცა ნაკისრმა
როლებმა შექმნა განსხვავება სტუდენტების სტატუსებსა და უფლებებს შორის. მიუხედავად
იმისა, რომ სტუდენტებისთვის არავის უსწავლებია, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მსგავს
სიტუაციაში და არც ყოფილან ოდესმე ამ სიტუაციაში, თითოეულმა მათგანმა ისწავლა
განსხვავება ძალაუფლების ქონასა და არქონას შორის. „მცველები“ იძულებითი წესების
გამოყენებით იმორჩილებდნენ „პატიმრებს“. მათ შეეძლოთ არსებულ სოციალურ
სტრუქტურაზე რეაგირება: აჯანყება ან დამორჩილება. მონაწილე სტუენტებს მსგავსი
განსხვავებული სიტუაციური ძალების ზეგავლენა უკვე ჰქონდათ გამოცდილი ადრეულ
სოციალურ ურთიერთბებში: მშობელი - შვილი, მასწავლებელი - მოსწავლე, ექიმი - პაციენტი.
სტუდენტები გაკვირვებულები იყვნენ, რამდენად მარტივად აითვისეს მაკონტროლებლის
როლი. უნიფორმის ჩაცმაც კი საკმარისი აღმოჩნდა ამისთვის.
კვირა 6.2
კონფორმულობა
ნუცა მჭედლიშვილი

რ. გერიგი, ფ. ზიმბარდო. ფსიქოლოგია და ცხოვრება გვ. 705-712

 სოციალური ნორმები - ჯგუფის წევრების მიმართ სოციალურად მისაღები განწყობილებებისა


და ქცევების სპეციფიკური მოთხოვნები, რომლებიც ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული
მანიფესტირებული ან ფარული სახით არსებობენ. ნორმები ჯგუფში ინტერაქციების
რეგულირებას ემსახურება. წევრებს შეუძლიათ, ერთმანეთის ქცევები იწინასწარმეტყველონ.
ასევე არსებობს ნორმიდან გადახვევის შემთხვევაში შემწყნარებლობის დიაპაზონი, რომელიც
ზოგჯერ ფართოა, ზოგჯერ ვიწრო.

რომელიმე ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა ჩვეულებრივ მთელი რიგი ისეთი ნორმების დაცვას


ნიშნავს, რომლებიც ჯგუფის შიგნით სასურველი ქცევების განხორციელებას არეგულირებენ. ამის
შემჩნევა ორი გზით ხდება: ჩვენ ჯგუფის ყველა წევრის ან უმრავლესობის ერთგვარობას ვამჩნევთ ან
იმ ნეგატიურ შედეგებს ვაკვირდებით, რომლებსაც ჯგუფის წევრები სოციალური ნორმების
უგულებელყოფის შემთხვევაში იღებენ.
 კონფორმულობა - როდესაც სოციალურ ნორმას ვემორჩილებით ან სოციალურ როლს
ვირგებთ, კონფორმულობას ვიჩენთ. კონფორმულობა ადამიანების ტენდენციაა, დაეთანხმონ
ჯგუფის წევრების ქცევებსა და შეხედულებებს. არსებობს ორი ტიპის ძალები, რომლებსაც
კონფორმულობამდე მივყავართ: ინფორმაციული გავლენის პროცესები და ნორმატიული
გავლენის პროცესები.

ინფორმაციული გავლენის პროცესები - მოცემულ სიტუაციაში სწორად და კორექტულად მოქცევის


სურვილი.

ნორმატული გავლენის პროცესები - გარეშემყოფთაგან მოწონების, აღიარებისა და მიღების


სურვილი.

მაგალითად, როდესაც რესტორანში ჩვენს მაგიდაზე ბევრი დანა-ჩანგალი დევს, სწორი არჩევნის
გაკეთების მიზნით სხვების არჩევანს დავაკვირდებით დანა-ჩანგალში. ეს იქნება ინფორმაციული
გავლენა.

მუზაფერ შერიფის ექსპერიმენტი გვიჩვენებს, როგორ შეუძლია ინფორმაციულ ზეგავლენას ნორმის


კრისტალიზაცია - ნორმის ჩამოყალიბება და გამყარება (ჯგუფის წევრების მოლოდინების თანხვედრა
ერთობლივი მსჯელობის ან აქტივობის პირობებში).

ინფორმაციული გავლენა აყალიბებს ნორმებს - მუზაფერ შერიფის ექსპერიმენტი

ჯერ მარტო შეუშვეს ექსპერიმენტის მონაწილეები ბნელ ოთახში და ავტოკინეტიკურ ეფექტზე


დაკვირვება დაავალეს - ილუზია შექმნეს ოთახში, თითქოს სინათლის წერტილი მოძრაობდა,
მაშინ, როდესაც არ მოძრაობდა რეალურად. მონაწილეებს უნდა ემსჯელათ სინათლის წერტილის
მოძრაობის მიმართულებისა და ოდენობის თაობაზე. თავდაპირველად, მათი პასუხები ძალზედ
განსხვავდებოდა, თუმცა შემდგომ, როდესაც ოთახში მათთან ერთად სხვა მონაწილეებიც შეუშვეს,
რომლებიც ხმამაღლა მსჯელობდნენ, ცდისპირების პასუხები ერთმანეთს დაემსგავსა. მაშინაც კი,
როდესაც იგივე მონაწილეები მარტო დარჩნენ და კვლავ სთხოვეს შეფასებების გაკეთება, ისეთივე
შეფასებები გააკეთეს, როგორიც ჯგუფური შეფასების პირობებში.

ეს პასუხები ერთი წლის შემდგომაც გამეორდა. ასევე, მოხდა ნორმების თაობიდან თაობაზე
გადაცემა - ანუ, ნორმები ტრანსგენერაციულია. მანამ ცვლიდნენ ცდისპირებს ჯგუფში, სანამ
ჯგუფის შემადგენლობა ბოლომდე არ შეიცვალა, თუმცა შეფასების ნორმა იგივე რჩებოდა, ე.ი
გადაეცემოდა თაობიდან თაობას.
სოლომონ აშმა კი გვიჩვენა, რომ ადამიანები, შესაძლოა, კონფორმულები ნორმატული გავლენის
გამო იყვნენ.

ხაზების სიგრძის ილუზორული აღქმა - სოლომონ აშის ექსპერიმენტი

ცდისპირები დასვეს მაგიდასთან 6-8 სხვა ადამიანთან ერთად, რომლებიც წინასწარ


განსაზღვრული სცენარის მიხედვით მოქმედებდნენ. მონაწილეებს ეკითხებოდნენ სურათზე
გამოსახული ხაზები როგორ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან - ტოლი იყო, რომელიმე უფრო
გრძელი იყო თუ არა, რომელიმე უფრო მოკლე იყო თუ არა. თავდაპირველად, ყველა მონაწილე
ეთანხმებოდა სწორ გამოთქმულ შედარებებს ხაზებისა, თუმცა შემდგომ უეცრად ერთმა
მონაწილემ ორი სრულიად განსხვავებული ზომის ჯოხი ტოლად გამოაცხადა. ასევე მოიქცა ჯგუფის
სხვა ყველა წევრი, გარდა ცდისპირი სტუდენტისა. ის ან კონფორმული უნდა ყოფილიყო და
დათანხმებოდა დანარჩენებს, ან - მტკიცედ დაეცვა თავისი აზრი. 18 ცდიდან 12 შემთხვევაში ამ
დილემის წინაშე დგებოდა სტუდენტი. მონაწილეთა მეოთხედი დარჩა სრულიად დამოუკიდებელი
და კონფორმიზმი არასდროს გამოუვლენიათ. 50-80% ერთხელ მაინც დაეთანხმა უმრავლესობის
ყალბ შეფასებას. მონაწილეთა მესამედი კი ნახევარზე მეტ შემთხვევაში დაეთანხმა
უმრავლესობის ყალბ შეფასებას. ამ მონაწილეებს ეშმა „დეზორიენტირებული“ და „ეჭვით
მართული უწოდა“.

კიდევ ჩაატარა აშმა კვლევები („დამოუკიდებლობის კვლევები“, ვინაიდან აში გაოცებული იყო იმ
ხარისხით, რა ხარისხითაც ადამიანები არ იჩენენ კონფორმულობას) და დაინახა, რომ მდგრად
კონფორმულობის შედეგებს მხოლოდ მაშინ იღებდა, როდესაც ერთსულოვანი უმრავლესობა
მხოლოდ 3-5 ადამიანისგან შედგებოდა. როდესაც ერთი თანამოაზრე მისცეს ცდისპირს, რომელიც წინ
აღუდგა უმრავლესობას, კონფორმულობის ეფექტი შემცირდა. რაც უფრო დიდი იყო წინააღმდეგობა
ჯგუფის რომელიმე წევრსა და სხვა წევრებს შორის, მით უფრო დიდი იყო დამოუკიდებლობის ხარისხი
ცდისპირისა.

აშის ცდების გააზრება: ადამიანები სრულიად არ ექცევიან ნორმატული გავლენის ქვეშ და უმრავლეს
შემთხვევაში იცავენ თავიანთ დამოუკიდებლობას; ადამიანები ზოგჯერ კონფორმულებიც არიან,
ძირითადად - არაორაზროვან სიტუაციებში.

კონფორმულობა ყოველდღიურ ცხოვრებაში

ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც ნორმატული, ასევე ინფორმაციული ზეგავლენები უბიძგებს


ადამიანს, სათანადო განწყობებისა და სწორი ქცევის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად
კონკრეტულ რეფერენტულ ჯგუფს მიმართონ.

კონფორმულობის მცდელობა - ტეხასის A&M უნივერსიტეტი

ტეხასის უნივერსიტეტის სტუდენტებს მათი თანაუნივერსიტეტელების პასუხი გააცნეს და


მოტყუებით უთხრეს, რომ უმრავლესობა ეთანხმებოდა დებულებას: „არ გავამართლებდი
მეგობარს, რომელმაც აკრძალული ნივთიერებები მიიღო“. ამ დებულებაში რა იგულისხმებოდა, არ
გავამართლებდი=არ შევურიგდები ნარკოტიკის გამოყენებას თუ არ გავამრთლებდი=შევწყვეტ
მეგობრობას მასთან, არ იყო გასაგები. ის სტუდენტები, რომლებიც ამ უნივერსიტეტთან უფრო
ძლიერ აიგივებდნენ თავს, ამ დებულების ინტერპრეტირებისას მეორე განმარტებას იყენებდნენ,
ვინაიდან მაქსიმალურად ცდილობდნენ, არ ეღალატათ უნივერსიტეტის სტუდენტთა
ნორმებისათვის. ის სტუდენტები, რომლებიც დიდად არ აიდენტიფიცირებდნენ თავს ამ
უნივერსიტეტთან, პირველ განმარტებას იყენებდნენ.

დასკვნა: ჩვენ იმ დროს განვიცდით ინფორმაციულ ზეგავლენას უფრო მეტად, როდესაც


ინფორმაციის წყარო ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია.
უმცირესობის გავლენა და ნონკონფორმიზმი

როგორ ხდება, რომ ადამიანები ზოგჯერ ეწინააღმდეგებიან უმრავლესობის გავლენას და, ზოგადად,
როგორ არის შესაძლებელი რაიმე სიახლე (არანორმატიული)? ბევრი ფსიქოლოგი უთმობდა
ყურადღებას უმცირესობის მიერ უმრავლესობის აზრის შეცვლას/შემობრუნებას. ფრანგი მკვლევარი
სერჟ მოსკოვიჩი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უმცირესობის გავლენების კვლევა დაიწყო.

უმცირესობის შენელებული ზეგავლენა

ბარათებს ურიგებდნენ ცდისპირებს და სთხოვდნენ, განესაზღვრათ მისი ფერი. უმეტესობამ


სწორად განსაზღვრა, თუმცა ორმა თანამონაწილემ მწვანე ბარათის შესახებ დასაბუთება დაიწყო,
ცისფერიაო. იმდენად ურყევ პოზიციაზე იდგნენ, რომ გავლენა მოახდინეს არაერთ მონაწილეზე და
აზრი შეაცვლევინეს.

უმცირესობის ურყევმა პოზიციამ შესაძლოა, ძალა გამოაცალოს უმრავლესობის სიძლიერეს.


უმცირესობის ჯგუფებს შედარებით ნაკლები ნორმატიული გავლენა აქვთ, რადგან უმრავლესობას
ნაკლებად აწუხებს, უმცირესობა რამდენად მოიწონებს მას. თუმცა, უმცირესობას გააჩნია
ინფორმაციული ზეგავლენა უმრავლესობაზე - მათ შეუძლიათ, უბიძგონ უმრავლესობას სადაო
საკითხის სხვადასხვა კუთხით განხილვისაკენ. ჩვეულებრივ, ცხოვრებაში უმრავლესობა თითქოს Status
Quo-ს დამცველია, ხოლო სიახლეები უმცირესობას შემოაქვს. ვიღებთ კონფლიქტს მყარად
დაფუძნებული უმრავლესობისა და დისიდენტური უმცირესობის ხედვას შორის, რასაც მოჰყვება
ინოვაციური ძვრები.

როგორ ზემოქმედებენ ჯგუფები გადაწყვეტილების მიღებაზე

სოციალურმა ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ არსებობს 2 ძალა, რომელიც მაშინ მოქმედებს,


როდესაც ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას. ესენია: ჯგუფური პოლარიზაცია და ჯგუფური აზროვნება.

ჯგუფური პოლარიზაცია - ჯგუფი ავლენს გადაწყვეტილების მიღების ისეთ ტენდენციას, რომელიც


უფრო უკიდურესია, ვიდრე ჯგუფის წევრების მიერ ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად
მიღებული გადაწყვეტილებები იქნებოდა. მაშინ, როცა ჯგუფის შეფასება უფრო უკიდიურესია, ვიდრე
ცალკეული წევრების შეფასებების საშუალო, მაშინ სახეზე გვაქვს პოლარიზაცია. მკვლევრებმა
აღნიშნეს, რომ ჯგუფურ პოლარიზაციას საფუძვლად უდევს ორი ტიპის პროცესი: ინფორმაცია-
გავლენის მოდელი და სოციალური შედარების მოდელი.

ინფორმაცია-გავლენის მოდელი - ამ მოდელის მიხედვით, ჯგუფის წვერებს სხვადასხვა ინფორმაცია


შეაქვთ გადაწყვეტილებაში და თუ თანაჯგუფელებს განსხვავებული მიზეზები გაგვაჩნია, რატომაც არ
მოგვწონს, მაგ, ფილმი, მაშინ ამ მიზეზების თავმოყრა საბოლოოდ იმას გამოიწვევს, რომ ძალიან
დავიწუნებთ ფილმს ყველანი.

ჯგუფის პოლარიზაცია ჯგუფური აზროვნების ერთ-ერთი შედეგია. ირვინ ჯენისმა ტერმინი ჯგუფური
აზროვნება განსაზღვრა, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მყოფი ჯგუფისთვის
დამახასიათებელი - კონსენსუსის მისაღწევად არასასურველი ინფორმაციის გადაცხრილვის -
ტენდენცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლიდერის მოსაზრებას თანხვდება. ჯენისის ჯგუფური
აზროვნების თეორია ისტორიულ ფონზე აღმოცენდა - ამერიკის კუბაში შესაძლო შეჭრის მოვლენის
გაანალიზებისას. ჯენისმა აღნიშნა, რომ ჯგუფები, რომლებიც ძლიერი შეჭიდულობით ხასიათდებიან,
ლიდერის უშუალო მითითებით ოპერირებენ და ჯგუფური აზროვნებისთვის დამახასიათებელ
გადაწყვეტილებას იღებენ. ასევე, ძალიან მოწყვლადნი არიან ჯგუფური აზროვნების მიმართ ჯგუფები,
როდესაც მთელი ჯგუფისთვის მისაღები დადებითი მოსაზრების შენარჩუნებას ცდილობენ. თუმცა,
ჯგუფებმა უნდა გაიაზრონ, რომ უთანხმოება ხშირად აუმჯობესებს ჯგუფურ გადაწყვეტილებას.

სოციალური შედარების მოდელი - ჯგუფის წევრები თანატოლების მიზიდვას ჯგუფის იდეალების


რეალურზე მეტად ექსტრემალურად წარმოდგენით ცდილობენ. თუ ვთვლით, რომ ფილმი არავის
მოეწონა, განსაკუთრებით უარყოფითად შევაფასებთ მას და თუ ყველა წევრი ამ გზით შეეცდება
ჯგუფის საერთო შეფასების დაფიქსირებას, აუცილებლად გვექნება სახეზე პოლარიზაცია.
სიტუაციის ძალა: მხილებანი ფარული კამერით

ალან ფანტმა შექმნა ფარული კამერა. მისი დახმარებით შესაძლებელია, დავინახოთ, როგორ ზუსტად
მიჰყვება ადამიანის ბუნება სოციალურ სცენას. სასაცილო სანახავია, როდესაც ადამიანი შედის
ლიფტით და დაუწერელ კანონს ემორჩილება, რომ სახით კარისკენ იდგეს, თუმცა როდესაც
დანარჩენები ზურგით დადგებიან კარებისაგან, ისიც შებრუნდება და ახლადამოცენებულ ნორმას
მიჰყვება.

ცხოვრებაში მინიმალური სოციალური პირობებიც კი საკმარისია, რომ ადამიანმა უჩვეულო ქცევები


გამოავლინოს. ანუ, სიტუაციები არსებით როლს ასრულებენ ადამიანის ქცევის დეტერმინაციაში.
კვირა 7.1
სოციალური რეალობის კონსტრუირება
ნუცა მჭედლიშვილი

რ. გერიგი, ფ. ზიმბარდო. ფსიქოლოგია და ცხოვრება გვ. 712-722

სოციალური რეალობის კონსტრუირება

შესაძლოა, ადამიანები ერთსა და იმავე მოვლენას ვუყურებდეთ და განსხვავებულ ინტერპრეტირებას


ვაძლევდეთ. ამას ეწოდება სოციალური რეალობის კონსტრუირება. ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ცოდნასა და
გამოცდილებას, რათა მათზე დაყრდნობით ავხსნათ სიტუაცია.

შეგვიძლია კი ოდესმე ვთქვათ, თუ „რა მოხდა სინამდვილეში?“

კვლევა ეხებოდა სოციალური რეალობის კონსტრუირების საკითხს. ორი გუნდი, პრინსტონი და


დარტმუთის გუნდები, თამაშობდა მატჩს და ორმხრივად უხეში თამაში ჩატარდა. როდესაც მატჩის
ჩანაწერი აჩვენეს პრისტონელ და დარტმუთელ სტუდენტებს, პრისტონელები უხეშად და ბინძურად
აფასებდნენ თამაშს დარტმუთელების მხერიდან, ხოლო დარტმუთელები თამაშს უხეშად და
ლამაზად აფასებდნენ და თვლიდნენ, რომ ეს „სიუხეშე“ ორივე მხრიდან თანაბრად მოდიოდა.

სოციალური სიტუაციები მაშინ იძენენ მნიშვნელობას, როდესაც მაყურებელი სელექციურად


აღიქვამს იმას, რა მოხდა (ანუ, იმის შესაბამისად, რისი დანახვა უნდოდა ან სურდა).

ადამიანები წარსულში შეძენილ ცოდნას მიმდინარე მოვლენების ინტერპრეტირებისთვის იყენებენ.

სოციალური პერცეპცია - პროცესია, რომლითაც ადამიანები სხვათა ქცევების გაგებასა და


კატეგორიზებას ახდენენ. ახლა განვიხილავთ, როგორ აფასებენ ადამიანები იმ ძალებს, რომლებიც
გავლენას ახდენენ სხვა ადამიანების ქცევებზე - ანუ, განვიხილავთ კაზუალურ ატრიბუციებს. შემდეგ
განვიხილავთ, რატომ ხდება, რომ ზოგჯერ სოციალური პერცეპცია თანხვდება ჩვენს მოლოდინებს.

ატრიბუციის თეორიის წარმოშობა

ჩვენ გვსურს, დავადგინოთ სოციალური მოვლენების მიზეზები. ატრიბუციის თეორია აღწერს


ინფორმაციის გამოყენების გზებს, რომლებსაც მიმართავს სოციალური აღმქმელი მიზეზობრივი
ახსნისას. ეს თეორია სათავეს ფრიც ჰაიდერის შრომებიდან იღებს.

ადამიანი იწყებს ქცევის მიზეზების გარკვევას, კერძოდ, მიზეზების ადგილმდებარეობის - მიზეზები


პიროვნებაშია, ანუ, დისპოზიციურია, თუ - გარეგანი მიზეზები გვაქვს სახეზე, ანუ - სიტუაციური.

ჰაროლდ კელიმ გამოყო ცვლადები, რომლებსაც ადამიანები ატრიბუციული დასკვნების გაკეთებისას


იყენებენ. კელის ეკუთვნის დაკვირვება, რომ ადამიანები ბუნდოვან პირობებში უფრო ხშირად ახდენენ
კაუზალურ ატრიბუციას. ანუ, მაშინ, როდესაც არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმის თაობაზე, რატომ
მოიქცა ადამიანი ასე და არა სხვაგვარად. ადამიანები გაურკვევლობას მოვლენებიდან ინფორმაციის
დაგროვებითა და კოვარიაციის პრინციპის გამოყენებით ეწინააღმდეგებიან.

კოვარიაციის პრინციპი - თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანები ქცევისა და მისი მიზეზის
დაკავშირებას ახდენენ პრინციპით: თუ არსებობს ეს მიზეზი, არსებობს ქცევაც და პირიქით - თუ არ
არსებობს ეს მიზეზი, არ არსებობს ქცევაც. მაგ, ქუჩაში ვართ და მეგობარმა ყვირილი ატეხა,
მიგვითითებს თან ცხენზე. ჩვენ ან ვიფიქრებთ, რომ ის გაგიჟდა (დისპოზიციური ატრიბუცია), ან
ვიფიქრებთ, რომ საფრთხე გვემუქრება (სიტუაციური ატრიბუცია). მაგრამ, რა შემთხვევაში ვიფიქრებთ
აქედან ერთ-ერთს? კელი ამბობს, ადამიანები ასეთ დასკვნებს კოვარიაციის შეფასების საფუძველზე
აკეთებენო და იყენებენ იმ კონკრ. ადამიანის შესახებ 3 განზომილებას:

1. განსხვავებულობა - რამდენად დამახასიათებელია ქცევა მოცემული სიტუაციისთვის.


2. კონსისტენტურობა - რამდენად ხშირად მეორდება ქცევა მოცემულ სიტუაციაში.
3. კონსენსუსი - სხვა ადამიანებიც იგივენაირად იქცევიან თუ არა.

ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა

ადამიანები უფრო მეტად დისპოზიციური ატრიბუციისკენ არიან მიდრეკილები. ამას ლი როსმა


ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა (აფშ) უწოდა - ის გულისხმობს დისპოზიციური ატრიბუციისკენ
გადახრასა და სიტუაციური ფაქტორების სათანადოდ ვერშეფასებას.

მონეტის აგდება „ქმნის“ ცოდნისუნარიანობას (აფშ-ს მაგალითი)

მონეტის აგდებით გაირკვა, ვინ დასვამს კითხვას და ვინ გასცემს პასუხს. კითხვის დამსმელებმა
წინასწარ იციან პასუხები. გვყავს დამსწრეებიც. ამ ცდის შემდგომ დამსწრეები და კითხვაზე პასუხის
გამცემი მონაწილეები თვლიან, რომ მათი ცოდნა საშუალოზე დაბალია და ბევრად ჩამორჩება
კითხვების დამსმელებისას. კითხვების დამსმელები კი თვლიან, რომ მათი და კითხვებზე პასუხის
გამცემების ცოდნა თანაბარია.

ხშირად სიტუაციური ფაქტორების გავლენის შემჩნევა რთული და შეუძლებელია. კვლევები


ადასტურებს, რომ აფშ-ს ნაწილობრივ კულტურული წყაროებიც აქვს. დასავლურ კულტურაში
ვხვდებით ისეთ მახასიათებლებს, რომლებიც დამოუკიდებელ „მე“-ს აყალიბებენ, აღმოსავლური
კულტურები კი ურთიერთდამოკიდებულების „მე“-ს აყალიბებენ. დასავლელები შედეგად უფრო
ნაკლებად კონცენტრირდებიან სიტუაციაში მოქმედ ცალკეულ ინდივიდებზე.

მეგობრობა და საკუთარი თავისადმი მიკერძოება

დადგინდა, რომ ადამიანები დადებით შედეგებს უმეტესწილად დისპოზიციურად ხსნიან (საკუთარი


თავისადმი მიკერძოება - ატრიბუციულ მიკერძოებათა ერთობლიობა, როდესაც ადამიანები
ცდილობენ, თავის დამსახურებად ჩათვალონ წარმატება, ხოლო წარუმატებლობა - სხვებს
დააბრალონ), ხოლო უარყოფითს - ჯგუფის სხვა წევრებს აბრალებენ, სიტუაციურ, გარემო
ფაქტორებს აბრალებენ. როდესაც ჯგუფის წევრები მეგობრები არიან, სიტუაცია იცვლება და
წარმატებისა და წარუმატებლობის შემთხვევებში ატრიბუციები უფრო ადეკვატურია.

საკუთარი თავისადმი მიკერძოება

მონეტის ექსპერიმენტში დავინახეთ, რომ ადამიანები პირიქით, საკუთარ შესაძლებლობებს


აფასებდნენ უარყოფითად. ადამიანები აფშ-ს ზოგჯერ საკუთარი თავის ხარჯზეც უშვებენ ანუ. თუმცა,
უმრაველს შემთხვევაში ადამიანები მიკერძოებას საკუთარი თავის მიმართ იჩენენ. ადამიანები
მიდრეკილები არიან, წარმატების შემთხვევაში დისპოზიციური ატრიბუცია მოახდინონ და
წარუმატებლობის შემთხვევაში სიტუაციური ატრიბუცია მოახდინონ.

საკუთარი თავისადმი მიკერძოების გამო შესაძლოა, წარუმატებლობის ალბათობა გაიზარდოს - თუ


ვიფიქრებთ, რომ გამოცდის კარგად დაწერა ჩვენი დამსახურებაა და არა სიტუაციური ფაქტორის -
გამოცდის სიმარტივის, შემდეგისთვისაც ნაკლებად ვიმეცადინებთ. თუ ვიფიქრებთ, რომ გამოცდის
ცუდად დაწერა სიტუაციური ფაქტორების დამსახურებაა და არა დისპოზიციური - არადა, წვეულებაზე
დავრჩით და იმიტომ ვერ დავწერეთ გამოცდა,

მოლოდინები და თვითქმნადი წინასწარმეტყველება

თვითქმნადი წინასწარმეტყველება - ზოგიერთ შესაძლო ქცევებთან დაკავშირებით გაკეთებული


წინაწარმეტყველებები, რომლებიც ქცევებს ისე ცვლიან, რომ ისეთი სახე მიიღონ მათ, როგორსაც
ადამიანები ელოდნენ ერთმანეთისგან. თუ მე და ანო მივდივართ წვეულებაზე და ანო მაგრად
გართობას ელოდება, მე კიდევ - მოწყენას, ჩვენი ქცევებიც ამ მოლოდინების შესაბამისი იქნება.
პიგმალიონის ეფექტი=სოციალური მოლოდინები გამოიყენა რობერტ როზენტალმა თავის
ექსპერიმენტში.
მოლოდინებმა შეიძლება, შეცვალოს IQ

მასწავლებლებს უთხრეს, რომ კონკრეტულმა ბავშვებმა მაღალი IQ დააფიქსირეს საშუალოზე


ტესტში და მომავალი ვარსკვლავები იყვნენ. შედეგად, წლის ბოლოს ამ ბავშვებმა მართლაც
გააუმოჯბესეს IQ 10-30 ერთეულით მიუხედავად იმისა, რომ საწყისი ცნობა მათ შესახებ არასწორი
იყო და რენდომიზებულად შეირჩნენ. ოთხმა პროცესმა იქონია გავლენა მათ IQ-ზე:

1. თბილად და მეგობრულად ეპყრობოდნენ მასწავლებლები ამ მოსწავლეებს და მათი


სოციალურად აღიარების კლიმატს ქმნიდნენ;
2. უფრო მეტს ითხოვდნენ სირთულისა და მოცულობის კუთხით ამ ბავშვებისგან;
3. უფრო კონკრეტულ რეაქციებს (როგორც შექებას, ასევე კრიტიკას) იძლეოდნენ ამ ბავშვების
მიმართ;
4. ამ მოსწავლეების თავის გამოჩენის მეტ შესაძლებლობას აძლევდნენ, რითაც უმტკიცებდნენ
მათ რწმენას საკუთარი თავისა.

ამ კვლევამ როზენტალსა და ჯეიკობსონს თვითქმნადობის სრული პოტენციალის ჩვენების საშუალება


მისცა. თუმცა, ცხოვრებაში, მოლოდინები ზუსტ სოციალურ აღქმებს ეფუძნება - ადამიანები მეტს
ელიან მათგან, ვინც უკეთეს შედეგებს აფიქსირებენ გამოცდებზე, უფრო მომზადებულები მოდიან.

თვითქმნადი წინასწარმეტყველების ეფექტი ყველაზე დიდია მაშინ, როდესაც დასკვნისთვის საჭირო


მინიმალური ინფორმაცია გვაქვს.

როდის აქვთ მნიშვნელობა სტერეოტიპებს

სტუდენტებს უთხრეს, ბავშვს კეიტი ჰქვიაო. მეორე ჯგუფს უთხრეს, ბავშვს კარენი ჰქვიაო. ფიზიკური
და ქცევითი თვალსაზრისით (რაც აშკარა იყო) ამ სტუდენტებმა იდენტურად დაახასიათეს ბავშვი,
თუმცა რაც შეუმჩნეველი იყო ამ ბავშვში, ეგ სრულიად განსხვავებულად დაახასიათეს, ვინაიდან
მათზე გავლენა სტერეოტიპებმა იქონია: კეიტი უფრო ათლეტურად დაახასიათეს, აქტიურად და
ხმაურიანად, ვიდრე - კარენი.

მოლოდინების გავლენა უფრო ძლიერია, როდესაც ინდივიდს არ აქვს უშუალო დაკვირვების


საფუძველზე შეფასების გაკეთების შესაძლებლობა.

ქცევები, რომლებიც ადასტურებენ მოლოდინებს

მარკ სნაიდერმა შემოიტანა ტერმინი ქცევითი დადასტურება იმ პროცესების აღსანიშნავად, რომლის


დროსაც ადამიანები სხვების სპეციფიკურად მოსალოდნელი რეაქციების შესაბამისად იქცევიან და ამ
რეაქციებს იყენებენ საკუთარი შეხედულებების დასადასტურებლად.

ქცევითი დადასტურების საზღვრები

გვყავს სამიზნეები და აღმქმელები. სამიზნეები ან ინტროვერტები არიან, ან ექსტროვერტები. ზოგს


მკაცრად ჩამოყალიბებული მოსაზრება აქვს საკუთარი ინტროვერობის შესახებ, ზოგს არა. მათთან
მიმართებით, ვისაც მკაცრად ჩამოყალიბებული მოსაზრება არ ჰქონდა, აღმქმელები აღწევდნენ
იმას, რომ მათ ისეთი ქცევები განეხორციელებინათ, რომლებიც დაადასტურებდნენ მათ
მოლოდინებს. თუმცა მყარი მე-კონცეფციის მქონეებზე ეს გავლენა არ ჰქონიათ.

მოლოდინები ყველაზე ეფექტური მაშინაა, როდესაც გარემოს რეალური მდგომარეობა ორაზროვანი


ან ბუნდოვანია!!
კვირა 7.2
დამოკიდებულებები (ატიტუდები)
ნუცა მჭედლიშვილი

რ. გერიგი, ფ. ზიმბარდო. ფსიქოლოგია და ცხოვრება გვ. 722-728

დამოკიდებულება - ადამიანების, ობიექტების ან იდეების დადებითი ან უარყოფითი შეფასება. ჩვენი


დამოკიდებულებების უმრავლესობა სულაც არ არის თვალსაჩინო და ზოგჯერ გაუცნობიერებელიც კია.
ატრიბუციები და სოციალური რეალობის კონსტრუირება სწორედ დამოკიდებულებების საფუძველზე
ხდება.

რა განაპირობებს ჩვენს დამოკიდებულებებს? სამი კატეგორიის შესაბამისი რეაქციები:

1. კოგნიტური - რა აზრები გვიჩნდება, მაგ, ჯიმ ქერის სახელის გაგონებაზე?


2. აფექტური - რა ემოციები გვიჩნდება ჯიმ ქერის სახელის გაგონებაზე?
3. ქცევითი - როგორ მოვიქცეოდით, ჯიმ ქერის ფილმის ნახვის შესაძლებლობა რომ გვქონდეს?

სწორედ ამ სამი კატეგორიის რეაქციების კომბინაცია ქმნის ჩვენს დამოკიდებულებებს. რთულია იმის
დადგენა, რამდენად და როდის ახდენს ჩვენი დამოკიდებულებები ჩვენს ქცევებზე გავლენას.
ადამიანის ქცევასა და დამოკიდებულებებს შორის კავშირი შედარებით ძლიერია, როდესაც
დამოკიდებულებები უფრო ხელმისაწვდომია. თუ ჯიმ კერიზე დასმულ კითხვაზე პასუხი სწრაფად
მოგვაფიქრდა, მაშინ - ხელმისაწვდომი ყოფილა მისდამი დამოკიდებულებები.

დამოკიდებულების ხელმისაწვდომობის საფუძველზე საარჩევნო ქცევის წინასწარმეტყველება

ამომრჩევლებს უსვამდნენ კითხვებს: „რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ და „შეგიძლიათ, თქვათ,


რომ თქვენი არჩევანი საბოლოოა?“. ამ შემთხვევაში დამოკიდებულების ხელმისაწვდომობას
კითხვაზე პასუხის გაცემის დროით იგებდნენ. ის ინდივიდები, რომლებიც უფრო მალე პასუხბდნენ,
უფრო მეტად ახორციელებდნენ გამოკითხვისას დაფიქსირებულ საარჩევნო ქცევას.

როგორ იძენს დამოკიდებულება მაღალ ხელმისაწვდომობას? დამოკიდებულებები უფრო


ხელმისაწვდომია, როდესაც ისინი უშუალო გამოცდილებას ეფუძნებიან. ჯიმ კერისადმი უფრო
ხელმისაწვდომი დამოკიდებულება გვექნება, თუ მისი რამდენიმე ფილმი გვექნება ნანახი მის შესახებ
რაიმეს მოსმენამდე. ასევე, უფრო ხელმისაწვდომია დამოკიდებულება, რაც უფრო ხშირად გვიწევს
მისი ვერბალურად გამეორება.

დამოკიდებულებებით უკეთესად შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ ადამიანების ქცევები, რაც უფრო


სპეციფიკური იქნება დასმული შეკითხვები. თუ გვეკითხებიან, ვენდობით თუ არა პოლიტიკოსებს, ჩვენ
მრავალი პოლიტიკოსი წარმოგვიდგება თვალწინ და ჩვენი პასუხი იმით განსხვავდება, მათ შორის
რომელი გაგვახსენდება პირველი. შეიძლება, ერთ კვირაში პასუხი შეიცვალოს იგივე კითხვაზე,
ვინაიდან სხვა პოლიტიკოსები წარმოგვიდგეს თვალწინ. როდესაც ჩვენი დამოკიდებულებასთან
დაკავშირებული ფაქტები უფრო სტაბილური გახდება, უფრო დიდი კავშირი იქნება
დამოკიდებულებებსა და ქცევებს შორის.

დარწმუნების პროცესი

დარწმუნება - სხვათა მცდელობა ჩვენი დამოკიდებულებები განზრახ შეცვალონ.

გადამუშავების ალბათობის მოდელი - დარწმუნების თეორიაა, რომელიც აღწერს, რამდენად


მოსალოდნელია, რომ ადამიანები თავიანთ კოგნიტურ პროცესებს დამარწმუნებელი შეტყობინების
დეტალურად გადამუშავებისკენ წარმართავენ. ეს მოდელი განასხვავებს ერთმანეთისაგან
ცენტრალურ და პერიფერიულ პროცესებს. ცენტრალური პროცესი გულისხმობს პირობებს, რომელშიც
ადამიანები გულდასმით გაიაზრებენ დამარწმუნებელი კომუნიკაციის პროცესში მოწოდებულ
ინფორმაციას იმდენად, რომ დამოკიდებულება მხოლოდ მაშინ შეიცვლება, თუ მოწოდებული
არგუმენტაცია საკმარისად ძლიერია. პერიფერიული პროცესის დროს ჩვენ არ ვიაზრებთ
არგუმენტაციას. ჩვენს მოტივებზეა დამოკიდებული, ცენტრალურ პროცესს გამოვიყენებთ თუ -
პერიფერიულს.

წარმოსახულ სამყაროს შესახებ ინფორმაციის პიროვნული მნიშვნელობა

გამოგონილ სამყაროში მით უფრო მეტად დავრწმუნდებით (ისევე, როგორც ისტორიებში), თუ ეს


სამყარო პიროვნულად ახლოს დგას ჩვენთან. სტუდენტებს წაუკითხეს ორი იდენტური ტექსტი: ერთი
ვითარდებოდა მათ ქალაქში, მეორე - სხვაგან. სტუდენტები უფრო მეტად ჩასწვდნენ და ცენტრალური
პროცესების მეშვეობით გაიაზრეს მათთან პიროვნულად დაკავშირებული ტექსტი.

ინფორმაციის დამარწმუნებლობა მხოლოდ იმითაა განპირობებული, რამდენად არიან


მოტივირებულები სტუდენტები, გადამუშავების ცენტრალური პროცესების არჩევისა და
ინფორმაციის გულდასმით შეფასებისთვის.

ასევე, დამოკიდებულებები უფრო მარტივად იცვლება, როდესაც სპეციალისტები კოგნიტური


საფუძვლის მქონე არგუმენტს კოგნიტური საფუძვლის მქონე დამოკიდებულებას უკავშირებენ,
ემოციურს კი - ემოციურს. უფრო მეტად დაგვაჯერებენ რეკლამებით, რომ ვიყიდოთ ყავა, თუ კოგნიტურ
არგუმენტებს მოგვაწვდიან ამისთვის, ვინაიდან ჩვენ ემოციის ნაცვლად გემოსა და ფასების შეფასებით
ვაკეთებთ არჩევანს კონკრეტულ ყავაზე. მისალოცი ბარათების შემთხვევაში საჭიროა აფექტური
საფუძვლის მქონე არგუმენტები.

საკუთარი ქმედებით დარწმუნება

ადამიანი ზოგჯერ საკუთარ დამოკიდებულებებსაც იცვლის.

დისონანსის თეორია - ადამიანებს დროთა განმავლობაში მათი დამოკიდებულებების სჯერათ, ესაა


ერთ-ერთი ფუნდამენტური დაშვება. ეს დაშვება იქნა გამოყენებული ლეონ ფესტინჯერის მიერ
ჩამოყალიბებულ კოგნიტური დისონანსის თეორიაში. ესაა კონფლიქტის მდგომარეობა, რომელსაც
განიცდის ადამიანი გადაწყვეტილების მიღების, ქცევის განხორციელების ან მისი რწმენების,
გრძნობებისა და ღირებულებების საწინააღმდეგო ინფორმაციის მიღების შემდეგ. დისონანსის
შემცირების ტენდენცია ამ მდგომარეობის უსიამოვნების განცდით აქტივირდება. დისონანსი
გვიბიძგებს, განვახორციელოთ უსიამოვნო გრძნობის შემცირებაზე მიმართული ქმედება. რაც უფრო
დიდია დისონანსი, მით უფრო დიდია მისი შემცირების მოტივაცია.

დისონანსი ტყუილს სიმართლედ აქცევს

ექსპერიმენტი ჩაუატარეს ცდისპირებს - ძალიან მოსაწყენი. ნაწილს 20 დოლარი მისცეს, ნაწილს - 1,


იმისთვის, რომ სხვები მოეტყუებინათ, თითქოს ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი იყო. 20 დოლარი
ვისაც მისცეს, მათ არ შეუცვლიათ წარმოდგენა და ისევ თვლიდნენ, რომ ძალიან მოსაწყენ
ექსპერიმენტში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული. 1 დოლარი ვინც აიღო, იმათ შეცვალეს
დამოკიდებულება - საინტერესო იყო რეალურად ექსპერიმენტიო.

რაც უფრო ძლიერია დისონანსი, ადამიანი იწყებს საკუთარი ქცევის გამართლების მიმართულებით
მოქმედებას და თვითდარწმუნებას. იწყება დამოკიდებულებების შეცვლა. დამოკიდებულების
შეცვლის პირველი ნაბიჯი კი სწორედ ქცევის შეცვლაა.
კვირა 8.1
დარწმუნება და დამორჩილება
ნუცა მჭედლიშვილი

რ. გერიგი, ფ. ზიმბარდო. ფსიქოლოგია და ცხოვრება გვ. 731-733, 770-775

გვ. 731-733

დათანხმება - ადამიანები ხშირად ცდილობენ ჩვენი ქცევების ისე შეცვლას, რომ მათი მოთხოვნების
შესაბამისი გახდეს ჩვენი ქცევები. დათანხმებას ყოველ დღე იყენებენ ადამიანები, თუნდაც,
რეკლამების მეშვეობით. დათანხმების რამდენიმე მეთოდი არსებობს:

 მიგების ნორმა - მოლოდინია, რომ გაწეული სამსახური უკან დაგიბრუნდება. როდესაც


ადამიანი სიკეთეს გიკეთებს, შენც გიჩნდება სურვილი, სიკეთე გაუკეთო სანაცვლოდ - ხშირად,
უფრო დიდიც კი. ამას გამყიდველები ხშირად იყენებენ. იტყვიან, 5 დოლარს დაგიკლებო, ან -
უფასოდ ინებეთ ეს ნიმუშიო და ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვვარდებით, ვყიდულობთ რაიმეს.
 ცხვირწინ კარის მოჯახუნების მეთოდი - როდესაც დიდ თხოვნაზე უარს ამბობენ ადამიანები,
სავარაუდოა, რომ ზომიერი თხოვნის შესრულებაზე თანხმობას განაცხადებენ. ექსპერიმენტი
ჩატარდა ამ თემაზე, ადამიანებს სთხოვეს, 2 წელი დრო პატიმრებს დაუთმეთო. მათ უარი
განაცხადეს. ამის შემდგომ სთხოვეს, ერთი დღე გაასეირნეთ მაინც ზოოპარკშიო და ამაზე 50%-
მა თანხმობა განაცხადა. მაშინ, როცა დამოუკიდებლად რომ დასვეს ეს შეკითხვა, მხოლოდ
17%-მა განაცხადა თანხმობა. დიდი კითხვიდან პატარა კითხვაზე გადასვლა მიგების ნორმის
ამოქმედებას იწვევს, ვინაიდან თითქოს ჩვენთვის რაღაცას აკეთებენ, როდესაც თხოვნას
ამცირებენ და ჩვენც ვთანხმდებით.
 კარში ფეხის ჩადგმის მეთოდი - გამყიდველებმა იციან, რომ ჩვენი რაიმეზე
დავალდებულებით შეიძლება, უფრო დიდი დათმობაც გაგვაკეთებინონ. ადამიანები,
რომლებიც ხელს აწერენ პეტიციას, უფრო მეტად არიან განწყობილები დიდ ვალდებულებაზე
დათანხმებისთვისაც. ერთხელ თუ შემოდგა გამყიდველმა ფეხი ჩვენს კარში, შემდეგშიც
გამოიყენებს ჩვენი ვალდებულების გრძნობას და მეტსაც მოითხოვს. გამყიდველები ამ
მეთოდს მაშინ მიმართავენ, როდესაც ჩვენ დაგვარწმუნებენ რამის შეძენაში და შემდგომ
ცვლიან თემას: „მე ვიცი, რომ თქვენ ის ხართ, ვინც მხოლოდ ხარისხიან საქონელს ყიდულობს,
ამიტომ, დარწმ. ვარ ცოტა მეტსაც გადაიხდით“.
 დეფიციტი - ადამიანებს სურთ, ჰქონდეთ რაიმე - მოსწონთ იმის ფლობა, რაც სხვებს აქვთ.
ამიტომ, გამყიდველები ხშირად ქმნიაინ ფეიქ დეფიციტს საქონელზე, რომ ჩვენ
დაგვარწმუნონ, ხელიდან არ გავუშვათ ესა თუ ის ნივთი.
 მოდელირება - კონფორმულობის იდეას რომ დავუბრუნდეთ, ადამიანები რეფერენტული
ჯგუფის ქცევას იმეორებენ. ამიტომ, თუ ადამიანები გვინდა, რომ კონფორმულები გახდნენ, ანუ
ისე მოიქცნენ, როგორც ჩვენ გვსურს, ისეთ პირობებში უნდა ჩავაყენოთ, სადაც მათზე
ინფორმაცია იმოქმედებს: ქცევაში ცვლილების გამოწვევა თვალსაჩინო ნიმუშის, მოდელის
დემონსტრირებიითაა შესაძლებელი. ამის საილუსტრაციოდ საშხაპისა და სტუდენტების
მაგალითი გამოდგება. მანამ არ შეიცვალეს სტუდენტებმა საშხაპეში ქცევის წესი, სანამ
შესაბამისი ქცევის დემონსტრირება არ მოახდინა ადმინისტრაციამ.

შესაძლოა, ყოველგვარი მოდელირების გარეშე გაგვხადონ გამყიდველებმა კონფორმულები


ინფორმაციული და ნორმატიული გავლენის მოხდენით - მაგ, მიგვითითნ ადამიანების იმ ჯგუფზე,
რომლებიც ამ შენაძენს აკეთებენ ხოლმე.

გვ. 770-775

კონფლიქტისა და მშვიდობის ფსიქოლოგია

სასურველია, მსოფლიოში დაგროვილი მრავალმხრივი ცოდნა მეცნიერების სფეროში, გამოყენებული


იქნეს მშვიდობის დასამყარებლად. ახლა ჩვენ განვიხილავთ სტენლი მილგრემის კვლევას.
ავტორიტეტისადმი დაქვემდებარება

რატომ და როგორ მოხდა, რომ ათასობით ნაცისტი ემორჩილებოდა ჰილტერის ბრძანებებს, ხოცავდა
ადამიანებს? მილგრემმა ჩაატარა კვლევა მორჩილებისა, რომელშიც გამოჩნდა, რომ ნაცისტების
ქმედება დისპოზიციურ ცვლადებზე მემტად სიტუაციური ფაქტორების გავლენის შედეგი იყო - ესენი
ადამიანები იყვნენ, ჩვეულებრივები, არც თუ ისე ულმობელნი, რომლებმაც გაუაზრებლად,
ყოველგვარი განსჯის გარეშე შეასრულეს სხვების ბრძანებები.

მორჩილების პარადიგმა - მილგრემი რამდენიმე უნივერსიტეტსა და ქალაქში ატარებდა


ექსპერიმენტებს. მისი მთავარი ექსპერიმენტული პარადიგმა ის იყო, რომ ცდის პირები ჩართნულნი
იყვნენ საქმიანობაში, რომელიც - როგორც ცდისპირები იყვნენ დარწმუნებულები ამაში - სხვა
ადამიანზე სხვადასხვა დიაპაზონის ელექტროშოკით ზემოქმედებას ითვალისწინებდა. ამ ადამიანებს
უთხრეს, რომ მონაწილეობას იღებდნენ ექსპერიმენტში, რომელიც ამოწმებდა ჯილდოსა და სასჯელის
გავლენას მეხსიერებაზე. ცდისპირებს მოარგეს მასწავლებლების სოციალური როლი - მათ დაშვებული
შეცდომებისთვის სასჯელად ელექტროშოკით უნდა დაეჯასათ მოსწავლის სოციალურ როლში
მყოფები. ყოველი შეცდომის შემდგომ ელექტროშოკი ძლიერდებოდა. გვყავდა ექსპერიმენტატორიც -
ხალათიანი პირი, რომელიც იძლეოდა ინსტრუქციებს. მოსწავლის როლში 50-მდე წლის კაცი
მონაწილეობდა, რომელმაც ხმამაღლა აღნიშნა თავიდანვე, რომ გული აწუხებდა და მხოლოდ
ხელმოკლეობის გამო იღებდა ექსპერიმენტში მონაწილეობას. ექსპერიმენტი დაიწყო და მამაკაცმაც
განგებ დაიწყო შეცდომების დაშვება მალევე (სიტყვების წყვილები უნდა წაეკითხა და მეორე სიტყვას
რომ მოისმენდა, წყვილი უნდა დაესახელებინა). რაც უფრო მეტ შეცდომას უშვებდა ის და იზრდებოდა
ელექტროშოკის გაძლიერება ვოლტებში, მით უფრო დიდ წინააღმდეგობას და ემოციებს გამოხატავდა
მოსწავლე მამაკაციც და მასწავლებლის როლში მყოფი ცდისპირებიც (სიტყვიერ წინააღმდეგობას,
მხოლოდ). მიიღებდა თუ არა მასწავლებელი ექსპერიმენტატორის, ავტორიტეტის პასუხს იმის
თაობაზე, რომ ეს ექსპერიმენტი იყო და უნდა გაეგრძელებინათ ცდისპირებს საქმე, ცდისპირებიც უმალ
ემორჩილებოდნენ მათ. თავდაპირველად ამ ცდის თაობაზე ფსიქიატრებმა იწინასწამტყველეს, რომ
მაქსიმალურ ვოლტს (450-ს) მხოლოდ 0,1 პროცენტი თუ გამოიყენებდა ცდისპირების - არანორმალური
და სადიზმისაკენ მიდრეკილი ადამიანები, რომლებზეც გავლენას დისპოზიციური ფაქტორები ახდენს.
რეალურად კი, 65%-მა გამოიყენა 450 ვოლტი. უმრავლესობა დაემორჩილა ავტორიტეტს მაშინაც კი,
თუ სიტყვიერ წინააღმდეგობას აშკარად გამოხატავდნენ. ცდისპირები უჩვეულო სიტუაციაში იყვნენ
საკუთარი ჩვეული სიტუაციიდან „ამოგლეჯილები“ - ეს ახდენდა ცდისპირების ქცევებსა და
აზროვნებაზე სერიოზულ გავლენას.

დაიწყეს ამ ქცევის ალტერნატიული ახსნების ძიება:

1. სტუდენტებს არ სჯეროდათ, რომ ტკივილს აყენებდნენ ადამიანს - ამ იდეის


გასაბათილებლად გამეორებითი კვლევა ჩაატარეს, როდესაც სტუდენტები უკვე ზიანს ლეკვს
აყენებდნენ და მის რეალურ ტკივილსა და შეხტომებს თავიანთი თვალით ხედავდნენ. მაინც
¾-მა გამოიყენა ელექტროშოკის მაქსიმალური ოდენობა.
2. სტუდენტებზე გავლენა მოახდინა ექსპერიმენტის პირობების მოთხოვნითმა
მახასიათებლებმა - მოთხოვნითი მახასიათებლები ახვედრებენ ცდისპირებს, რა სურთ
ექსპერიმენტატორებს მათგან. ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ დაშვებას, რომ მილგრემის
ცდისპირები მიხვდნენ, უფრო საინტერესო შედეგი დადგებოდა ექსპერიმენტში, თუ
ელექტროშოკის გამოყენებას არ შეწყვეტდნენ. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ მილგრემის
მიერ დანახული შედეგი ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც შეიძლება დადგეს და მხოლოდ
ექსპერიმენტების პირობებში არ დგება. საავადმტოფოში ჩაატარეს ეს ექსპერიმენტი: მედდას
უცნობმა ექიმმა დაურეკა და მის მოსვლამდე წამლის 20მგ-ის მიცემა დაავალა პაციენტისთვის.
წამალს ეწერა, რომ მაქსიმუმ 10 მგ-იანი დოზის მიცემაა შესაძლებელი. 23-დან 21 შემთხვევაში
მედდები უცხო ექიმს დაემორჩილნენ.

რატომ ემორჩილებიან ადამიანები ავტორიტეტს?

მილგრემის კვლევამ გვაჩვენა, რომ ქცევას ხშირად ზღუდავს სიტუაციური ძალები. შედეგებმა აჩვენა,
რომ მორჩილების უფრო მაღალი დონე გვაქვს სახეზე, როდესაც მოსწავლე მასწავლებისგან
დაშორებულია; როდესაც მასწავლებელი შუალედური რგოლია და მეწყვილე ზემოქმედებს
მოსწავლეზე. უფრო დაბალი დონე გვაქვს სახეზე - როცა ავტორიტეტია თავად მოსწავლე, როცა ორი
ავტორიტეტი განსხვავებულ მითითებებს იძლევა; როცა მოსწავლე თავად ითხოვს მასზე
ზემოქმედებას. ანუ, ქცევები დამოკიდებულია სიტუაციებზე და არა ცდისპირებს შორის
ინდივიდუალურ სხვაობებზე.

ორი მიზეზი, რატომაც ადამიანები ასეთ სიტუაციაში მორჩილებას ავლენენ არის: ინფორმაციული და
ნორმატიული გავლენები. ადამიანებს აქვთ სურვილი, იყვნენ მართლები და სწორად მოიქცნენ და
იყვნენ მოწონებულები - განსაკუთრებით, ექსპერიმენტის მსგავს სიტუაციებში, სადაც ადამიანები
სხვებს ენდობიან იმის თაობაზე, რა არის ამ სიტუაციაში ადეკვატური და სწორი. მესამე ფაქტორი ის
იყო, რომ ცდისპირებს არ ჰქონდათ აშკარა გამოსავალი ამ სიტუაციიდან, იბნეოდნენ და
აგრძელებდნენ მორჩილებას - მათ რომ ღილაკი ჰქონოდათ შეწყვეტის, გამოიყენებდნენ.

გმირობა - თუ ადამიანს შეუძლია, სხვებისგან განსხვავებით, წინ აღუდგეს ძლიერ სოციალურ და


სიტუაციურ ძალებს და არ დაემორჩილოს მათ, ის გმირი ხდება. გმირი მოქმედებს სინდისიდან
გამომდინარე, შეგნებულად აკეთებს არჩევანს მაღალზნეობრივი ქცევის სასარგებლოდ.

რატომ წევრიანდებიან ადამიანები კულტებში?

არაერთი კულტი ყოფილა, რომლის ლიდერის მითითების გამოც ან მასობრივი სუიციდი ჩაუდენიათ
წევრებს, ან სხვები დაუხოცავთ. როგორ ახერხებენ ეს ლიდერები ასეთ იძულებას? ეს ლიდერები
ყოვლისმცოდნეობაზე, უკვდაობაზეც კი აცხადებენ პრეტენზიას, ქარიზმატულები არიან. ჯგუფის
წევრები კრიტიკულ აზროვნებასა და საკუთარ ნებას თმობენ. კულტები მხოლოდ მას შემდგომ
გადაიქცევიან კულტებად, რაც მიხვდებიან, რომ ატყუებდნენ. ჯგუფები ადამიანებს მათი
მოთხოვნილებების და სურვილების შესრულებას ჰპირდებიან. კულტის წვერებს რთულ სამყაროში
მარტივ და ბედნიეირ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ ლიდერები. ადამიანები განსაკუთრებით
მარტივად რწმუნდებიან კულტის ძალებში, როცა ახალ გარმეოში გადადიან საცხოვრებლად, კარგავენ
სამუშაოს, ამთავრებენ სასწვალებელს, იდევნებიან რელიგიიდან და სხვა.
კვირა 8.2
მოწონება და სიყვარული
ნუცა მჭედლიშვილი

რ. გერიგი, ფ. ზიმბარდო. ფსიქოლოგია და ცხოვრება გვ. 733-737

მოწონება

სიახლოვე - ოდესმე, გიფიქრიათ თუ არა, რატომ შეიძინეთ კონკრეტული მეგობრები? ამ კითხვაზე


პირველი პასუხი ისაა, რომ ჩვენ მეგობრად მათ ვირჩევთ, ვინც უფრო ახლოს აღმოჩნდებიან ჩვენთან.
კვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანებს უფრო მეტად მოსწონთ ის, ვინც უფრო ხშირად ხვდებათ
მხედველობის არეალში. თანამედროვე სამყაროში შესაძლოა, ჩვენ ყოველ წამს ვერ ვხედავდეთ
ფიზიკურად ადამიანს, მაგრამ თუნდაც ყოველდღიურად გამოჩენილი შეტყობინებები ჩვენს ეკრანებზე
იგივე ეფექტს ახდენს, რაც მათი ფიზიკურად ნახვა.

ფიზიკური მიმზიდველობა - არსებობს სტერეოტიპი, რომ ფიზიკურად მიმზიდველი ადამიანი


ყველაფერში კარგი იქნება. ადამიანებს სწამთ, რომ ფიზიკურად მიმზიდველი ადამიანები უფრო
ექსტრავერტულები, სოციალურები არიან. ამას ადასტურებს კვლევაც: სტუდენტებს უთხრეს, შეერჩიათ
მეწყვილეები ცეკვისათვის. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ის ურთიერთობები უფრო გაგრძელდა, რომლის
პარტნიორებმაც ერთმანეთი გარეგნობის გამო შეარჩიეს. ფიზიკური მიმზიდველობა, მაშასადამე,
მოწონებას განაპირობებს. თუმცა სტანდარტებსაც გააჩნია სილამაზის - სხვადასხვა კულტურაში
სილამაზედ სხვადასხვა რამ აღიქმება.

მსგავსება - ჩვენ ის ადამიანები უფრო მოგვწონს, ვისთანაც მსგავსი რწმენები, დამოკიდებულებები და


ფასეულობები გვაქვს. ეს შეიძლება იმიტომ, რომ ეს ადამიანები თავს სწორად გვაგრძნობინებენ.
სხვებთან შეიძლება, იმიტომ ვერიდებით ურთიერთობას, რომ გაგვახსენდეს კონფლიქტები,
რომლებიც განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებთან გადავიტანეთ წარსულში და ახლა
გვინდა, მოვერიდოთ ამ კონფლიქტებს.

ორმხრივობა - ჩვენ ის ადამიანები უფრო მოგვწონს, ვისგანაც ვგრძნობთ სანაცვლოდ მოწონებას.


ჩვენც ვუწყობთ ასეთი ურთიერთბების ჩამოყალიბებას ხელს. ჩვენ დავუშვებთ, რომ თუ A-ს ძალიან
მოსწონს B, მაშინ B-საც ექნება გრძნობები A-ს მიმართ.

ანუ, ჩვენი მეგობრების უმრავლესობა ის ხალხი იქნება, რომელსაც უფრო ხშირად ვხედავთ,
რომელთანაც დაკავშირებული ვართ მსგავსებით და ორმხრივი ურთიერთობებით. მაგრამ, რა
შეგვიძლია, ვთქვათ სიყვარულზე?

შეყვარება

იგივე ძალები გვიბიძგებს სიყვარულისკენ. ჩვენ ძირითადად ჯერ მოგვწონს და შემდგომ გვიყვარდება.

ადამიანების მიერ სიყვარულის გააზრება 3 ჯგუფად შეიძლება, დაიყოს:

1. ვნება - სექსუალური ლტოლვა და სურვილი;


2. ინტიმურობა - გულწრფელობა და ურთიერთგაგება;
3. ნდობა - ერთგულება და თავგანწირვა.

ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ვინმეს სიყვარული (Love) და სასიყვარულო ურთიერთობა (Being


in Love). სიყვარულის კატეგორია უფრო მეტ ადამიანს მოიცავს, ვიდრე - სასიყვარულო ურთიერთბები.
სასიყვარულო ურთიერთობები სექსუალურ ლტოლვას მოიცავს.

ზრდასრულთა მიჯაჭვულობის სტილის კვლევა - იკვლევდნენ, რამდენად დიდი მნიშვნელობა


შეიძლება ჰქონდეს ურთიერთობებში მიჯაჭვულობას მშობლებთან. არის 3 ტიპის კატეგორია: 1. მყარი
მიიჯაჭვულობის სრილი; 2. განრიდებადი სტილი; 3. შფოთვითი ამბივალენტური სტილი. ეს სტილები
მიჯაჭვულობისა ურთიერთობის ხარისხსს ზუსტად განსაზღვრავენ. პირველი სტილის ადამიანებს
ხანგრძლივი და რომანტიკული ურთიერთობები აქვთ. შფოთვითი სტილის ადამიანები უფრო ხშირად
ეჭვიანობენ.

სასიყვარულო ურთიერთობები იწყება ვნებიანი სიყვარულის პერიოდით, რომელიც კარგავს


ინტენსივობას და იმატებს ინტიმურობა - მეგობრული სიყვარულის ფაზა იწყება. ამ დროს სიყვარული
კი არ იკარგება, ბუნებრივი პროცესი მიმდინარეობს. არაა დრამატული ვნებიანი სიყვარულიდან
გამოსვლა.

სიყვარულის განცდაც განიცდის კულტურულ გავლენას. დამოუკიდებელი კულტურები, რომლებიც


პიროვნების „მე“-ს მახასიათებლებს კოლექტიურზე მაღლა აყენებენ სხვანაირად ეკიდებიან
სიყვარულს. მათთვის მთავარი იქნება, მათი პირადი შეხედულებები, ხოლო ურთიერთდამოკიდებული
„მე“-ს კულტურის ქვეყნებისათვის მთავარი იქნება - სხვების აზრი და შეხედულებები.
კვირა 9.1
ალტრუიზმი და ასოციალური ქცევა
ნუცა მჭედლიშვილი

რ. გერიგი, ფ. ზიმბარდო. ფსიქოლოგია და ცხოვრებაგვ. 744-751

ალტრუიზმი და პროსოციალური ქცევა

ტრაგედიების დროს ხშირად შეიძლება, შევამჩნიოთ, რომ ადამიანები სხვების დასაცავად


სიცოცხლესაც კი სწირავენ.

პროსოციალური ქცევები - ქცევებია, რომელთა მიზანიც სხვა ადამიანების დახმარებაა.

ალტრუიზმი - ისეთი პროსოციალური ქცევებია, რომლებსაც ადამიანები თავიანთი საკუთარი


უსაფრთხოებისა და ინტერესების გათვალისწინების გარეშე ახორციელებენ.

რა მოტივაცია უდევს ალტრუიზმს საფუძვლად?

1. ევოლუციური - ევოლუციური მოძღვრების თანახმად, სიცოცხლის მთავარი მიზანი საკუთარი


თავის რეპროდუქციაა, რაც ერთი არსების მიერ მეორესათვის საკუთარი გენების გადაცემას
გულისხმობს. ალტრუიზმი ამ შემთხვევაში იმას გულისხმობს, რომ როდესაც ჩვენ ოჯახის
წევრებს ვეხმარებით, ამით ვცდილობთ, ჩვენი გენეტიკური მემკვიდრეობა გადავარჩინოთ.
მაგ, ჩატარდა კვლევა, სადაც სტუდენტებს ეკითხებოდნენ, სიკვდილ-სიცოცხლის დროს ვის
გადაარჩენდნენ და ისინი უმეტესწილად პასუხობდნენ და-ძმას, შემდგომ ბიძაშვილებს და
შემდგომ უფრო შორეულ ნათესავებს. ყოველდღიური დახმარების პირობებშიც ვხედავდით
პატერნს დახმარებასა და ნათესაობას შორის, თუმცა - უფრო მცირეს. ამ დროს არ ხდება
ცნობიერი ფიქრი, რომ ადამიანს გენეტიკური მემკვიდრეობის გადარჩენა სურს, უბრალოდ თუ
ოჯახის წევრის გადარჩენას წყვეტს, ე.ი გენეტიკური მემკვიდრეობა დაცული იქნება.

2. ორმხრივი (რეციპროკული) ალტრუიზმი - როდესაც ვსაუბრობთ უცნობის გადარჩენაზე,


ალტრუიზმის ასახსნელად ორმხრივი ალტრუიზმის ცნებას იყენებენ. ეს იმას გულისხმობს,
რომ ადამიანები ალტრუისტულ ქცევებს იმიტომ ახორციელებენ, რომ სანაცვლოდაც იმავეს
მოელიან. მაგ, თუ მე გადავარჩინე ახლა დახრჩობას ადამიანი, ველი, რომ მეც გადამარჩენს ის
დახრჩობისგან საჭიროებისამებრ. ეს ქცევა ცხოველებისთვისაც დამახასიათებელი.

თუმცა, ორმხრვი ალტრუიზმი ვერ ხსნის ბოლომდე სოციალურ ცხოველებში კოოპერაციის ყველა
ასპექტს. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ცხოველები და ადამიანები სხვებს ეხმარებიან, უცხოებს,
და მისგან სულაც არ მოელიან სანაცვლოს - მაგ, მაშინ, როცა ტომის ერთი წევრი ნანადირევს
უნაწილებს ტომის მეორე წევრს, რომელსაც არ ეხერხება ნადირობა. რა თქმა უნდა, ის არ მოელის ამ
წევრისაგან ნანადირევის უკან „ჩასესხებას“.

ქალებს ალტრუისტული მამაკაცები უფრო მოსწონთ - კვლევებიდან დადგინდა, რომ ქალებს უფრო
მოსწონთ მამაკაცები, რომლებიც თავიანთი რესურსების შთამომავლობის უსაფრთხოების
უზრუნველყოფისთვის აქტიურად გამოყენება შეუძლიათ. ალტრუიზმი შეგვიძლია, დავამატოთ
მემკვიდრეობის ნაწილად. ქალების აზრით, კაცები, რომლებიც ალტრუისტულ ქცევებს
ახორციელებენ, უკეთესი მამები იქნებიან.

პროსოციალური ქცევების მოტივები

მკვლევარი დენიელ ბატსონი მიუთითებს, რომ არსებობს 4 ძალა, რომელიც ადამიანს


პროსოციალური ქმედებებისაკენ უბიძგებს:

1. ალტრუიზმი - სხვებისთვის სარგებლის მოტანის მოტივი;

2. ეგოიზმი - მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელება


პროსოციალური ქმედებისა - მე ველი, რომ ჯილდოს მივიღებ, თუ ვინმე გადავარჩინე;
3. კოლექტივიზმი - პროსოციალური ქცევების განხორციელება გარკვეული ჯგუფის
წარმატებების მისაღწევად. მაგ, ადამიანი ახორციელებს პროსოციალურ ქცევებს, რათა
გააუმჯობესოს თავისი ოჯახის საარსებო პირობები;

4. პრინციპიზმი - პროსოციალური ქცევის განხორციელება მორალური პრინციპებიდან


გამომდინარე, მაგ - რელიგიური ან საზოგადოებრივი პრინციპებიდან.

ამ მოტივებიდან ნებისმიერი შეიძლება, საფუძვლად დაედოს ადამიანების პროსოციალურ ქცევებს.


შესაძლოა, ისინი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშიც მოვიდნენ ერთმანეთთან, მაგ - სამართლიანობის
პრინციპი და ალტრუიზმი.

ემპათიამ უსამართლობამდე შეიძლება, მიგვიყვანოს - ჩატარდა კვლევა, რომელშიც ჯგუფის წევრებს


ერთნაირი ოდენობის ბილეთებს უნაწილებდნენ. თუმცა, როდესაც ერთი წევრის სევდიანი ისტორია
მოისმინეს, მას ცდისპირებმა უფრო მეტი ბილეთი დაურიგეს. ანუ, ემპათიამ მიგვიყვანა
უსამართლობამდე. ემპათია - ადამიანთან ემოციური იდენტიფიკაცია - სამართლიანობის პრინციპზე
მაღლა დგას.

დანიელ ბატსონმა და მისმა კოლეგებმა ემპათია-ალტრუიზმის ჰიპოთეზის საჩვენებლად კიდევ


ჩაატარეს ცდები. მაშინ, როცა რაღაც ქმედება ანსიტოციალურს ჰგავს და ვიღაცას, შესაძლოა,
უსამართლოდ მოეჩვენოს, თუ მეორე მხრიდან შევხედავთ ამ ქცევას, პროსოციალურ ქცევადაც
შეიძლება, განიხილებოდეს, მაგ, როგორც ზემოთ განხილულ ქეისში.

პროსოციალურ ქცევაზე სიტუაციის გავლენები

ერთხელ ქუჩაში გოგონა მოკლეს. უამრავი ადამიანი შეესწრო ამ სცენას და მხოლოდ მას შემდეგ
დარეკა ისიც ერთმა ადამიანმა დახმარების გამსოაძახებლად, რაც გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო.
იქნება სამართლიანი, რომ ამ ადამიანებს აპათიურები და გულქვები ვუწოდოთ? ამ კითხვაზე პასუხის
გასაცემად ბობ ლეიტეინმა და ჯონ დარლეიმ კლასიკური კვლევების სერია ჩაატარეს. მათ სურდათ,
ეჩვენებინათ, რომ თვითმხილველების ჩარევა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სენსიტიურები
არიან ისინი სიტუაციის მახასიათებლების მიმართ. მათ ჩატარებულ კვლევაში გამოჩნდა, რომ
როდესაც ადამიანები ხედავდნენ, ბევრი ადამიანი იყო ჩართული მოცემულ სიტუაციაში, ისინი უფრო
ნელა, ან - საერთოდ არ რეაგირებდნენ. ეს პასუხისმგებლობის დიფუზიის შედეგია. როდესაც ერთზე
მეტ ადამიანს შეუძლია გასაჭირში მყოფი პირისთვის დახმარების გაწევა, ისინი ხშირად ვარაუდობენ,
რომ ამ ადამიანს სხვა დაეხმარება. ამიტომ, თავად ეს ადამიანები გვერდზე გადგებიან და არ ერევიან
სიტუაციაში.

 თვითმხილველმა უნდა გააცნობიეროს სიტუაციის საგანგებოობა - ადამიანებმა უნდა


დაიწყონ ყურადღების გამახვილება მათ წინ არსებულ სიტუაციაზე. ზოგჯერ ვერც იაზრებენ
ადამიანები, რომ მათ წინ ისეთი სიტუაციაა, რომელშიც სხვისთვის დახმარების აღმოჩენა
შეიძლება. ჩატარდა ექსპერიმენტი ამის თაობაზე და გამოჩნდა, რომ როდესაც ადამიანები
თავისი საზრუნავით არიან ძლიერ დაკავებულები, ან ვერ ამჩნევენ სხვის გასაჭირს, ან
ამჩნევენ, მაგრამ ვერ აფასებენ მის საგანგებოობას.

 თვითმხილველმა მოვლენები უნდა შეაფასოს, როგორც საგანგებო - ხშირად ყოფილა


შემთხვევა, რომ როდესაც რაღაც სიტუაციაში ვვარდებით, ვერ ვხვდებით, ეს სიტუაცია
საგანგებოა თუ არა - ანუ, უნდა გავწიოთ დახმარება, თუ - არა. თუ დახმარება გავწიეთ,
შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, ვინაიდან სულაც არ იყოს ის საჭირო. აქ
ჩვენზე გავლენას ინფორმაციული ფაქტორები ახდენენ.

 თვითმხილველი პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს - ადამიანი პირადად უნდა


გრძნობდეს პასუხისმგებლობას და უფრო მეტად ჩაერევა სიტუაციაში. თუ მას პირადად
ვეტყვით, რომ მისი დახმარება გვჭირდება, ბევრად უფრო დიდ პასუხისმგებლობას იგრძნობს,
როდესაც უბრალოდ სიტუაციის დამსწრე იქნება.
კვირა 9.2
აგრესია
ნუცა მჭედლიშვილი

რ. გერიგი, ფ. ზიმბარდო. ფსიქოლოგია და ცხოვრებაგვ. 752-761

აგრესია - ქცევა, რომელიც სხვა ინდივიდის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ დაზიანებას იწვევს.


აგრესიული ქცევა არ აღძრავს ისეთ შეკითხვას, როგორიც აღძრა პროსოციალურმა ქცევამ.

ევოლუციონისტები ამბობენ, რომ ცხოველები აგრესიულ ქცევებს იმიტომ ახორციელებენ, რომ


დაიცვან საკუთარი ბუნებრივი რესურსები, უზრუნველყონ თავი პარტნიორით. კარლ ლორენცის
ნაშრომში „აგრესიის შესახებ“ აღწერილია მექანიზმები, რომლებიც ამცირებენ აგრესიას. ასევე,
ლორენცს მიაჩნდა, რომ ადამიანი ცხოველებისაგან იმით განსხვავდება, რომ ჩვენში მსგავსი
მექანიზმები სათანადოდ არაა განვითარებული. ჩვენში ამრიდებელი მექანიზმები იმიტომ არ
განვითარდა, რომ ადამიანებს ხელოვნური იარაღის გამოყენებამდე ერთმანეთისთვის ისედაც არ
შეეძლოთ დიდი ზიანის მიყენება. ლორენცის საწინააღმდეგო არგუმენტები: (1) კვლევებმა ცხადყო,
რომ ცხოველებიც ისეთივე აგრესიულები არიან, როგორიც ადამიანები. მაგ, შიმპანზეები თავის
ტომელებს ხოცავენ; (2) ადამიანს აგრესიის შემაკავებელი უფრო მეტი მექანიზმი გააჩნია, ვიდრე ამას
ლორენცი ვარაუდობდა.

გენეტიკური კომპონენტი - გავრცელებულია აზრი, რომ აგრესია და ძალადობისაკენ მიდრეკილება


ოჯახიდან იწყება. აქ ორი ვარიანტია, ან საუბარია გენეტიკაზე, ან - გარემოზე. ტყუპებზე დაკვირვებამ
ცხადჰყო, რომ გენეტიკურ ფაქტორებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ამ მხრივ, ხოლო გარემო
ფაქტორებს - მცირე, მაგრამ გაზომვადი. ზოგ ინდივიდს უფრო აქვს მიდრეკილება აგრესიისადმი, ზოგს
- არა.

მიზეზები - ტვინისა და ჰორმონალური განსხვავებები ქმნის სხვაობას აგრესიული ქცევების მხრივ. მაგ,
ამიგდალა და ქერქი მნიშვნ. როლს თამაშობენ ემოციების გამოხატვასა და რეგულირებაში. ასევე,
მნიშვნელოვანია, რომ ტვინის გამტარი გზები ეფექტურად ფუნქციონირებდნენ და ინდივდს
ნეგატიური ემოციების გამოხატვაზე კონტროლის საშუალებას აძლევდნენ. სეროტონინის
არასათანადო დონეს ასევე შეუძლია, ტვინის შესაძლებლობები გააუარესოს ნეგატიური ემოციების
გამოხატვის რეგულირებაში. ასევე, ზოგიერთი აგრესიული რეაქცია სტრესულ რეაქციებს ასახავს. ამ
დროს ჭარბია ჰორმონი კოტისოლი.

აგრესიული ქცევების დიფერენციაცია - არსებობს იმპულსური და არსებობს ინსტრუმენტული


აგრესია. იმპულსური - სიტუაციაზე რეაქციაა და ემოციით აღიძვრება, ემოციურად დატვირთულ
მომენტში. ინსტრუმენტული - მიზანმიმართული და გააზრებულია. ადამიანები გეგმავენ და
ფიქრობენ, როგორ მიაღწიონ მიზანს. ინდივიდები, რომლებიც იმპულსური აგრესიისადმი არიან
მიდრეკილები, უფრო მაღალი ემოციური მგრძნობელობის მქონენი არიან. ინსტრუმენტულისაკენ
მიდრეკილები კი - ძალადობის პოზიტიურად შეფასების ფაქტორის მაღალი მაჩვენებლის მქონენი.
მათ სჯერათ, რომ ძალადობის ფორმა გამართლებულია და არ განიცდიან მორალურ
პასუხისმგებლობას აგრესიული ქცევების გამო. ადამიანთა უმეტესობა არ იხრება რომელიმე
კონკრეტული ტიპის მხარეს აგრესიისა.

სიტუაციური გავლენები:

1. ფრუსტრაცია-აგრესიის ჰიპოთეზა - ამ ჰიპოთეზის თანახმად, ფრუსტრაციას მაშინ აქვს


ადგილი, როდესაც ადამიანებს დასახული მიზნის მიღწევაში ხელი ეშლებათ. შედეგად,
აგრესიის გამოვლენის ალბათობა იზრდება. როდესაც რაიმე ქმედება, რომელიც მიზნის
მიღწევაში ხელს გვიშლის, მიზანმიმართულია - აგრესია უფრო მოსალოდნელია. როდესაც
შემთხვევითობა გვაქვს სახეზე, აგრესია არაა დიდად მოსალოდნელი. სწორედ ეს მიზეზი
ხსნის, რატომ იზრდება უმუშევრობის ზრდასთან ერთად აგრესიის დონე ქვეყანაში.

2. ტემპერატურა და აგრესია - საინტერესოა, რომ მაღალ ტემპერატურაში ადამიანები უფრო


განიცდიან დისკომფორტს და, შედეგად, უფრო აგრესიულები არიან. იმდენად აგრესიული
იქნება ადამიანი, რამდენადაც განცდილ დისკომფორტს თანამოსაუბრეს, სხვა ადამიანს
მიაწერს და დააბრალებს, ნაცვლად გარემო ფაქტორებისა.

3. პირდაპირი პროვოკაცია და ესკალაცია - პირდაპირი პროვოკაცია აგრესიას იწვევს. ანუ,


როდესაც ვინმეს ქცევა გვაბრაზებს ან წონასწორობას გვაკვარგინებს, თან - თუ ვფიქრობთ, რომ
ის განზრახ პროვოკაციაა. პროვოკაციის გარდა სახეზე გვაქვს ესკალაციაც: თუ არ გამოიღებს
შედეგს პროვოკაციაზე რეაქცია, ადამიანის შემდგომი რეაქცია უფრო აგრესიული ხდება.
პროვოკაციაზე რეაქციას ფრუსტრაციამდე მივყავართ, ვინაიდან უშედეგოდ ვცდილობთ
სიტუაციის შეცვლად. ფრუსტრაციასა და ესკალაციას შორის მიმართება არსებობს ანუ.

ჩვენ ახლა ძირითადად იმპულსურ აგრესიას შევეხეთ. ინსტრუმენტული იქნებოდა, რომ გვესაუბრა
ქურდზე, რომელიც ჰპარავს ხოლმე ადამიანებს ნივთებს.

კულტურული შეზღუდვები

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ დამოუკიდებელ „მე“-სა და ურთიერთდამოკიდებულ „მე“-ს შესახებ.


საინტერესოა, რომ პირველი ტიპის ქვეყნებში უფრო მაღალი დონის აგრესიულ რეაქციებს ვხედავთ,
ვიდრე - მეორეში.

რიჩარდ ნისბეტმა შეისწავლა აგრესია ამერიკის სხვადასხვა შტატში და აღმოაჩინა, რომ


სამხრეთელების ქცევა ე.წ. ღირსების კულტურით რეგულირდებოდა, რომელშიც უმცირესი კამათიც კი
რეპუტაციის გამოცდად იქცევა. დაუშვებელია აგრესიის ის სახეები, რომლებიც საკუთრების ან
პიროვნული ღირსების ხელყოფისაგან დაცვასთან არიან დაკავშირებულნი. მიუხედავად იმისა, რომ
ბევრი ადამიანი ფიქრობს, სამხრეთელები უფრო თავაზიანები არიან, თუმცა, აღმოჩნდა რომ
სამხრეთელები უფრო მწვავედ რეაგირებენ, როდესაც საქმე ღირსებას ეხება, ვიდრე - ჩრდილოელები.

რატომ არის აშშ-ში აგრესია უფრო გაბატონებული? თუნდაც იმიტომ, რომ ბავშვები ძალიან ხშირად
და დიდი დოზით უყურებენ აგრესიულ ქმედებებს და თავადაც იმავეს იმეორებენ - თუნდაც,
ტელევიზიის მეშვეობით. ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კვირა 10.1
ცრურწმენები (წინაგანსჯები)
ნუცა მჭედლიშვილი

რ. გერიგი, ფ. ზიმბარდო. ფსიქოლოგია და ცხოვრება გვ. 762-768

ძალიან დიდი დამანგრეველი ძალა აქვს სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებით წინასწარ


შექმნილ ცრურწმენებს.

ცრურწმენა - წინასწარდასწავლილი დამოკიდებულებაა სამიზნე ობიექტის მიმართ, რომელიც


მოიცავს გენატიურ გრძნობებსა (არმოწონება, შიში) და ნეგატიურ შეხედულებებს, რომლებიც
ამართლებენ არსებულ დამოკიდებულებებსა და ქცევით განზრახვებს, რომ აცილებულ,
კონტროლირებულ, დომინირებულ ან განადგურებულ იქნენ ისინი, რომლებიც მოცემულ სამიზნე
ჯგუფს განეკუთვნებიან.

ცრურწმენის საწყისები

სოციალური კატეგორიზაცია პროცესია, რომლითაც ადამიანები საკუთარი სოციალური გარემოს


ორგანიზებას ახდენენ. კატეგორიზაციის დროს ადამიანი განსაზღვრავს, ვინ არის მისი მსგავსი და ვინ
არა - ანუ, ვისთან აიდენტიფიცირებს ის თავს და ვისთან არა. შიდა ჯგუფი ის ჯგუფია, რომელთანაც
ადამიანი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს, ხოლო გარე ჯგუფი ის ჯგუფია, რომლებთანაც
ადამიანები იდენტიფიკაციას არ ახდენენ. სწორედ ამ განსხვავებების შედეგია შიდაჯგუფური
მიკერძოება - საკუთარი ჯგუფის გადაფასება სხვა ჯგუფებთან შედარებით. ადამიანები უფრო
მეგობრულად ეპყრობიან შიდა ჯგუფის წვერებს და მტრულად - გარე ჯგუფის წევრებს. უფრო
ტენდენციურია ცრურწმენების ჩამოყალიბება გარეჯგუფის წევრების მიმართ. ეს კვლევამაც
დაადასტურა, სადაც ბავშვებს ორი სხვადასხვა ფერის ბარათები დაურიგეს.

ცრურწმენებმა ადვილად შეიძლება, მიგვიყვანოს რასიზმამდე და სექსიზმამდე.

განსაკუთრებით მაშინ ჩნდება შიდა და გარე ჯგუფების შეპირისპირება, როდესაც რესურსები


დეფიციტურია. ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც აღმოჩნდა, რომ ცრურწმენებისაკენ უფრო
მიდრეკილი ადამიანები უფრო დაკვირვებით ახორციელებნ კატეგორიზაციას, ვინაიდან უფრო დიდ
ყურადღებას აქცევენ ისინი ადამიანებს შორის განსხვავებებს. თუმცა, ცნობილია, რომ ადამიანებს
შეუძლიათ, დაძლიონ ცრურწმენებისა და სოციალური კატეგორიზაციის ტენდენცია..

სტერეოტიპების ეფექტები

სტერეოტიპები - ადამიანების გარკვეულ ჯგუფებთან დაკავშირებული განზოგადებები, რომლებიც


გარკვეულ მახასიათებლებს მიაწერენ მთელს ჯგუფს. სტერეოტიპები ამყარებენ ცრურწმენებს.
სტერეოტიპები ხშირად გავლენას ახდენენ სოციალური რეალობის კონსტრუირებაზე. ადამიანები
ავსებენ მონაცემთა ნაკლებობას სტერეოტიპების დახმარებით. ქცევით დადასტურებაშიც
გვეხმარებიან სტერეოტიპები - ჩვენ რომ რაღაც მოსაზრებას გავიმყარებთ, შემდგომ ისე ვიქცევით, რომ
ეს მოსაზრება დადასტურდეს.

ცუდი ისაა, რომ როდესაც ადამიანები გაიმყარებენ საკუთარ მოსაზრებებს, სხვების სტერეოტიპების
საწინააღმდეგო მოსაზრებებს აღარ აქცევენ ყურადღებას. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმ
ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენს სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს შეესაბამება.

შესაბამისად, ინფორმაციის მიღება არ არის საკმარისი ცრურწმენების გასაქრობად, ვინაიდან


ადამიანებს ტენდენცია აქვთ, მნიშვნელობა იმ ინფორმაციას მიანიჭონ, რომელიც არ ეწინააღმდეგება
მათ სტერეოტიპებს.

კლოდ სტილმა იმსჯელა სტერეოტიპულ საფრთხეზე - ადამიანების აღმოჩენა ისეთ სიტუაციებში,


რომლებთანაც დაკავშირებულია სტერეოტიპის ნეგატიური ასპექტები. მაგ, შავკანიანების შესრულება
ტესტებში უარესდება, როგორც კი უჩნდებათ ეჭვი, რომ ტესტის შედეგები შავკანიანების სწავლების
დაბალუნარიანობის სტერეოტიპებს შეესაბამება. სტერეოტიპები ხშირად სტერეოტიპებით მოცული
ადამიანების ცხოვრების დეფორმაციას იწვევენ.

მაშასადამე, ცრურწმენების შექმნა მარტივია, ხოლო დაძლევა - რთული.

ცრურწმენების დაძლევა

მუზაფერ შერიფმა ჩაატარა კვლევა, ორ ჯგუფად დაყო სტუდენტები და მათ ერთმანეთის შესახებ
მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც შეჯიბრებში ჩაერთვნენ. ამის შემდეგ საშინლად მტრული
განწყობილება გაბატონდა მათ შორის. ვერც საპირისპირო ჯგუფებთან მეორე ჯგუფის ქებამ შეცვალა
სიტუაცია. მხოლოდ მას შემდგომ დამეგობრდნენ ეს ადამიანები, რაც მათ ერთი მიზანი დაუსახეს და
ერთად მოუხდათ დავალების შესრულება. ამ ექსპერიმენტმა დაადასტურა კონტაქტის ჰიპოთეზა -
მტრულ ჯგუფებს შორის პირდაპირი კონტაქტი ამცირებს ცრურწმენებს. ცრურწმენების დასაძლევად
უნდა წახალისდეს ადამიანების ერთმანეთზე დამოკიდებულება და საერთო მიზნები. მოგვიანებით,
ელიოტ არონსონმა და მისმა კოლეგებმა შეადგინეს პროგრამა („ასაწყობი სურათების კლასები“),
რომელიც მუზაფერის ექსპერიმენტს ეყრდნობოდა და მიზნად ჰქონდა დასახული ცრურწმენების
აღმოფხვრა. მათ მეხუთეკლასელ ბავშებზე ჩაატარეს ექსპერიმენტი - მათ მისცეს დავალება,
ერთმანეთისთვის ექსპერიმენტატორების მიერ გაზიარებული ტექსტი გაეზიარებინათ, ვინაიდან ეს
ტექსტი ვრცელი ტექსტის ფრაგმენტებს წარმოადგენდა. ეს ბავშვები ძალიან დაახლოვდნენ ამ
ექსპერიმენტის შემდგომ ერთმანეთთან.

ცრურწმენის დაძლევის ექსპერიმენტი, რომელიც ინტერნაციონალურ ასპექტებს ეხება - თომას


პეტიგიუმ ჩაატარა. ადამიანებს სთხოვეს სხვა ეროვნების წევრების დახასიათება. როდესაც ამ
ეროვნებაში ადამიანებს მეგობრები ჰყავდათ, ისინი უფრო ნაკლები ცრურწმენებით ახასიათებდნენ ამ
ეროვნების წევრებს. შესაბამისად, მეგობრობა ამცირებს ცრურწმენებს, ვინაიდან ის იძლევა
საშუალებას, ადამიანებმა უფრო მეტი გაიგონ გარე ჯგუფის წევრების შესახებ და მათთან
იდენტიფიკაციაც კი მოახდინონ. მეგობრობამ, შესაძლოა, დეპროვინზიალიზაციამდეც მიგვიყვანოს,
ეს ნიშნავს, რომ ადამიანები მეტს იგებენ გარე ჯგუფის ნორმების და ჩვეულებების შესახებ და ნაკლებ
„პროვინციულები“ ხდებიან საკუთარ შიდა ჯგუფში მიმდინარე პროცესების კორექტულობასთან
მიმართებაშიც.
კვირა 10.2
კულტურა და სოციალური ფსიქოლოგია
ნუცა მჭედლიშვილი

Hofstede's Cultural Dimensions - From MindTools.com

ჩვენ ახლა ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება, გამოვიყენოთ ჰოფსტედის 6 განზომილების მოდელი


კულტურისა, რათა ეფექტურად ვითანამშრომლოთ ხალხთან განსხვავებული კულტურული
ბექგრაუნდებიდან.

რა არის ჰოფსტედის კულტურის 6 განზომილება?

ჰოფსტედმა შეისწავლა 50 სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც მუშაობენ IBM-ისთვის. მან


თავიდან 4, ხოლო შემდგომ დამატებით 2 კრიტერიუმი გამოარჩია, რომელთა საშუალებითად
შეიძლება კულტურების ერთმანეთისგან განსხვავება.

1. Power Distance Index;


2. Individualism VS Collectivism;
3. Masculinity VS Femininity;
4. Uncertainty Avoidance Index;
5. Long VS Short-term orientation;
6. Indulgence VS Restraint.

შეფასება მოხდა 100 ბალიან შკალაზე.

1. Power Distance Index (PDI)


მიემართება უთანასწორობის ხარისხს, რომელიც კულტურაში არსებობს. მაღალი PDI-ის
მქონე ქვეყნებში საზოგადოება იღებს უთანასწორობას, იერარქიულ განაწილებას
ძალაუფლებისა და ყველას აქვს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში. დაბალი ქულის მქონე
PDI-ის ქვეყნებში კი პირიქით - თანასწორობა სუფევს და ადამიანები არ იღებენ
ძალაუფლების უთანასწორო განაწილებას.

PDI მახასიათებლები რჩევები


 მიიღე ლიდერის
სტატუსი და როგორც
 ცენტრალიზებული
აუთსაიდერმა, სცადე მის
ორგანიზაცია;
ძალაუფლებას არ
 კომპლექსური იერარქიები;
მაღალი  დიდი სხვაობები
აღუდგე წინ;
 შესაძლოა,
კომპენსაციასა და
პასუხებისთვის მისვლა
ძალაუფლებაში.
ტოპ მენეჯმენტთან
დაგჭირდეს.
 მაქსიმალურად
გაანაწილე საქმე;
 ბრტყელი ორგანიზაცია;  ჩართე
 ზედამხედველები და გადაწყვეტილების
დაბალი თანამშრომლები მიღების პროცესში
თანასწორები არიან. ისინი, ვიზეც
იმოქმედებს ეს
გადაწყვეტილება.
2. Individualism VS Collectivism (IDV)
მიემართება იმას, თუ რამდენად არიან ადამიანები თავიანთ საზოგადოებაში სხვებთან
დაკავშირებულები. მაღალი IDV ნიშნავს, რომ ინტერპერსონალური კავშირები ძირითადი
„ოჯახის“ გარეთ არსებულ წევრებს შორის სუსტია. ამ დროს ადამიანებს სხვების საქციელები
და შედეგები დიდად არ აღელვებთ. კოლექტიურ საზოგადოებაში კი ხალხი ლოიალურია იმ
ჯგუფის მიმართ, რომელსაც ის ეკუთვნის. ჯგუფი დიდი ზომისაა და ადამიანები ერთმანეთის
კარგად ყოფნაზე იღებენ პასუხისმგებლობას.

IDV მახასიათებლები რჩევები


 ყურადღება გაამახვილე
 ფასობს ადამიანების დრო
ინდივიდუალურ
და პირადი ცხოვრება;
მიღწევებზე;
 ინდივიდუალური
 არ აურიო პირადი და
მაღალი ჯილდოები ფასობს;
სამუშაო ცხოვრება;
 პირადი ცხოვრების
 წაახალისე ადამიანების
პატივისცემაა
მიერ საკუთარი იდეების
მნიშვნელოვანი.
გამოხატვა.
 დათრგუნე ემოციები,
რომლებმაც, შესაძლოა,
 ყურადღება ექცევა
ჰარმონია დაარღვიონ;
სქილების შექმნას;
 აირიდე ნეგატიური
 ბუნებრივი
ფიდბექის საჯაროდ
დაბალი ჯილდოებისთვის მუშაობს
მიცემა;
ხალხი;
 „არა“-ს თქმა
 ჰარმონიის შენარჩუნება
შეგილახავს იმიჯს, თუ
ჯგუფში.
ზრდილობიანად არ
იტყვი.

3. Masculinity VS Femininity (MAS)


მიემართება როლების განაწილებას მამაკაცებსა და ქალებს შორის. მასკულინურ
საზოგადოებებში მამაკაცებისა და ქალების როლებს შორის ნაკლები კვეთაა,
მამაკაცებისაგან ასერტიულ ქმედებებს ელიან, სიძლიერესა და სისხარტეს. ფემინურ
საზოგადოებებში კი დიდი კვეთა გვაქვს ქალებისა და მამაკაცების როლებს შორის და აქ
თავმდაბლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ღირებულებას.

MAS მახასიათებლები რჩევები


 დიფერენცირებული
როლების არსებობა
 მაღალი ეგო - სიამაყისა და
გავიაზროთ;
მნიშვნელოვნობის განცდა
 გრძელი სამუშაო
მაღალი სტატუსს უკავშირდება;
საათები „მოსულა“;
 ფული და მიღწევა
 ადამიანები
მნიშვნელოვანია.
მოტივირებულები არიან
კონკრეტული მიზნებით.
 წარმატება მიიღწევა
კოლაბორაციისა და
შეთანხმების
 ურთიერთობაზე
დახმარებით;
ორიენტირებული;
დაბალი  აირიდეთ თავიდან
 სიცოცხლის ხარისხზე
„ძველი ბიჭების კლუბის
აქცენტი.
მენტალიტეტი“;
 მნიშვნელოვანია work-
life balance.

4. Uncertainty Avoidance Index (UAI)


ეს ინდექსი გვიჩვენებს, რამდენად კარგად უმკლავდებიან ადამიანები შფოთვას. ადამიანები,
რომლებიც მაღალ UAI-ის აფიქსირებენ, ცდილობენ, ცხოვრება მაქსიმალურად
მოსალოდნელი გახადონ. თუ აანალიზებენ, რომ არ შეუძლიათ საკუთარი ცხოვრების
კონტროლი, შესაძლოა, ცდაც შეწყვიტონ. მოულოდნელობებისა და იჭვნეულობის
აღმოფხვრა არ უდრის რისკების აღმოფხვრას.

UAI მახასიათებლები რჩევები


 კონსერვატული,
სტრუქტურიზებული, გარდა
 გარკვევით გამოთქვი
იმ შემთხვევისა, როცა
მოლოდინები და
ჩაფეილების რისკი უფრო
მიზნები;
მოქნილს ხდის ამ
 გავაანალიზოთ, რომ
ადამიანებს;
მაღალი  ადამიანები უფრო
შესაძლოა, არსებობდეს
უთქმელი წესები;
გამოხატავენ ემოციებს;
 ველოდოთ, რომ
 ენერგიული საზოგადოება,
ემოციები დიალოგის
თუ ადამიანები გრძნობენ,
ჩვეულებრივი ნაწილია.
რომ თავად არიან
კონტროლში ცხოვრების.
 დავრწმუნდეთ, რომ
 ღიაობა ცვლილებისა და
ადამიანები
ინოვაციისადმი;
ფოკუსირებულები
 უფრო გონებაგახსნილი
იქნებიან;
მსჯელობა და
დაბალი  ტიტულები ნაკლებ
გადაწყვეტილებების
მნიშვნელოვანია, ასე
მიღება;
რომ - მოვერიდოთ
 „დაჩქარების“ ნაკლები
„მარიაჟობას“ ცოდნითა
შეგრძნება.
და გამოცდილებით.
5. Long VS Short-Term Orientation
თავდაპირველად ამ განზომილებას Pragmatic VS Normative (PRA) ეწოდებოდა. ის მიემართება
საზოგადოებაში ადამიანების დროით ჰორიზონტს. ადამიანები გრძელვადიანი
ჰორიზონტით უფრო პრაგმატულები, გაწონასწორებულები (პრაქტიკულები ფულის ხარჯვის
მხრივ, მაგ) არიან. მოკლევადიანი ხედვის საზოგადოებებში ადამიანები უფრო დიდ
ყურადღებას ამახვილებენ პრინციპებზე, კონსტიტენტურობაზე, სიმართლეზე და ტიპურად
რელიგიურები ან ნაციონისტურები არიან.

PRA მახასიათებლები რჩევები


 ადამიანები უფრო მეტად
ინტერესდებიან  თავმდაბლურად
კითხვებით: „რა“ და მოიქეცი;
„როგორ“?  არ ისაუბრო ბევრი
Long-Term  განათლება პოზიტიური საკუთარ თავზე;
ღირებულებაა;  ადამიანები მზად არიან
 თავმდაბლები არიან კომპრომისზე.
ადამიანები.
 „გაყიდე“ საკუთარი
 ხალხს სურს იცოდეს -
თავი, რათა
„რატომ“.
სერიოზულად მიგიღონ;
 ადამიანები ზედმეტად
Short-Term  ადამიანები უფრო
ცდილობენ თავის
ნაკლებად არიან
„გაყიდვას“ და დანარჩენები
კომპრომისზე
კრიტიკულად აფასებენ.
წამომსვლელები.

6. Indulgence VS Restraint (IVR)


მაღალი IVR-ს მქონე ქვეყნები ახალისებენ ადამიანების პირად ემოციებსა და დრაივებს, მაგ,
ცხოვრებით გართობას. დაბალი IVR-ს მქონე ქვეყნებში უფრო კეთდება აქცენტი ადამიანების
ქცევების დარეგულირებაზე, მკაცრ სოციალურ ნორმებზე.

IVR მახასიათებლები რჩევები


 არ მიიღო ცხოვრება
სერიოზულად;
 ოპტიმისტურები;  წაახალისე დებატები;
 სიტყვის თავისუფლება;  პრიორიტეტი მიანიჭე
მაღალი  პირად ბედნიერებაზე ქოუჩინგსა და
აქცენტი. ფიდბექებს;
 მოქნილი სამუშაო
გრაფიკი.
 აირიდე ხუმრობების
გაკეთება ფორმალურ
 პესიმისტურები;
სიტუაციებში;
დაბალი  უფრო
 ნეგატიურობა გამოხატე
კონტროლირებულები.
მხოლოდ ფორმალ.
მითინგებზე.

You might also like