Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

Print | Close

https://jobs.ge//ge/ads/?
view=jobs&id=524748&print=yes

მექანიკის დიზაინ-ინჟინერი - ქუთაისი


ყველა ამ ორგანიზაციის ყველა ამოსაბეჭდი
ვაკანსია განცხადება ვერსია

დასახელება: მექანიკის დიზაინ-ინჟინერი ყველა ვაკანსია ერთ


გვერდზე
მომწოდებელი: STREAM

გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი

ვაცხადებთ ვაკანსიას მექანიკის დიზაინ-ინჟინრის პოზიციაზე


ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის "Group Atlantic"-ის (http://www.groupe-
ყველა ვაკანსია ერთ
atlantic.com) შვილობილი კომპანიის "ატლანტიკ საქართველოსთვის".
გვერდზე

"ატლანტიკ საქართველოს" ქუთაისში მდებარე ქარხანა აწარმოებს


წყლის ელექტრო-გამაცხელებლებს და მის კომპონენტებს (კერამიკის
გამაცხელებელი ელემენტი, სპირალი და ა.შ.). პროდუქცია ექსპორტზე
გადის 10-ზე მეტ ქვეყანაში.

პოზიციაზე მივესალმებით როგორც გამოცდილ და კვალიფიციურ,


ასევე დამწყებ მოტივირებულ კანდიდატებსაც, რომლებიც მზად არიან
ახალი გამოწვევებისათვის.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ავტომშენებლის #88 (თავისუფალი


ინდუსტრიული ზონა)
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 08:00-17:00 ან 09:00-
18:00 სთ.)
ანაზღაურება: მაღალი კონკურენტული ანაზღაურება (ქუთაისში
რელოკაციის გათვალისწინებით) კანდიდატის გამოცდილებისა და
კვალიფიკაციის შესაბამისად
დამატებითი სარგებელი: კვება, ტრანსპორტირება, ჯანმრთელობის
დაზღვევა, საკომუნიკაციო ხარჯები

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის ტექნიკური ანალიზი და დიზაინის შემუშავება


მექანიკური ინჟინერიის სტანდარტების შესაბამისად;
** მანქანა-დანადგარების მოდიფიკაციისთვის სპეციფიკაციების
განსაზღვრა;
** კონტრაქტორ კომპანიასთან კომუნიკაციის მართვა/პროცესის
კოორდინირება და შესრულების მონიტორინგი;
** მოდიფიკაციის/ინსტალაციის სამუშაოების დაგეგმვა, დანადგარის,
:
სივრცის და ა.შ. მომზადება;
** ახალი/მოდიფიცირებული დანადგარის გამოყენების ინსტრუქციის
მომზადება, შესაბამისი თანამშრომლებისთვის ტრენინგის
ორგანიზება და ჩატარება;
** ახალი დანადგარის მუშაობის შედეგების მონიტორინგი/შედეგების
გაზომვაში ჩართულობა;
** დანადგარის შეფერხების შემთხვევაში, პრობლემის ანალიზსა და
გადაჭრის გზების ძიებაში ჩართულობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მექანიკური ინჟინერიის ან მექატრონიკის


განხრით;
** სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში (ცალკე ჯგუფად
განიხილებიან გამოცდილების არ მქონე დამწყები სპეციალისტებიც);
** პროგრამების ცოდნა: Pro-engineer და/ან SOLIDWORKS და/ან
AutoCAD;
** MS Office მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ფლობა (კომპანიაში საკომუნიკაციო ენა
ინგლისურია).

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ


მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 26 თებერვლისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის


დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია "STREAM"-ის
(http://www.stream.com.ge) რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული
კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ
კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები


დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ყველა ამ ორგანიზაციის ყველა ამოსაბეჭდი


ვაკანსია განცხადება ვერსია
:

You might also like