Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

დოკუმენტის №

დადგენ ილება დაზარ ალებულად ცნ ო ბის შეს ახებ

ქ.მცხეთა 08.03.2023
საქმის №
დაზარალებული პირი:
სახელი:
გვარი:
დაბადების თარიღი:
დადგენილების შემდგენი პირი:
საქმის ფაქტობრივი გარემოებები და პირის დაზარალებულად ცნობის საფუძველ(ებ)ი:
2023 წლის 19 თებერვალს შსს ყაზბეგის რაიონული სამმართველოს დაბა სტეფანწმინდის
განყოფილებაში
პოლიციის დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის -- საქმეზე, -- მიმართ
განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის
პირველი
ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა --- მიმართ
განახორციელა თაღლითობა, კერძოდ, 2023 წლის 06 თებერვალს თანხა - 350 ევროს ოდენობით გადაარიცხინა ---
კუთვნილ „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე - ---, თითქოსდა სასტუმროს ნომრის დაჯავშნის სანაცვლოდ, რის
შედეგადაც დაეუფლა თანხას 350 ევროს ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად,
დაზარალებული - ეს არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ
ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით იკვეთება, რომ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად --- მიადგა ქონებრივი
ზიანი, რის გამოც არსებობს მისი დაზარალებულად ცნობის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვიხელმძღვანელე რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
მე-3 მუხლის 22-ე ნაწილით, 33-ე და 56-ე მუხლებით:
კვალიფიკაცია, რომელზეც პირი ცნობილი უნდა იქნეს დაზარალებულად:
180-2 ბ

დავადგინ ე

1. სისხლის სამართლის N საქმეზე დაზარალებულად იქნას ცნობილი --- (დაბ. --- წ.);
2. დაზარალებულს წერილობით განემარტოს საქართველო სსსკ-ის 57-ე მუხლით დადგენილი უფლებები;
3. დაზარალებულისათვის დადგენილების გაცნობა და უფლებების განმარტება დაევალოს შსს დაბა
სტეფანწმინდის პოლიციის განყოფილების გამომძიებელს;
დადგენილებას გავეცანი, განმემარტა საქართველოს სსსკ-ის 57-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები
დაზარალებული პირის ხელმოწერა: ---------------------
დადგენილების დაზარალებულისთვის გაცნობის თარიღი: ----------------------

შემდგენი პირის ხელმოწერა: -----

You might also like