Professional Documents
Culture Documents
ლ.ეზუგბაია, ქართველური ენები-2022
ლ.ეზუგბაია, ქართველური ენები-2022
ლ.ეზუგბაია, ქართველური ენები-2022
ქართველური ენები
1
მცხოვრებ მეგრელ-ლაზს, ხოლო ჭან-ი მიემართებოდა უფრო მთისწინა ზოლში ან
მთაში მცხოვრებ კოლხებს. ამის კვალი უნდა ჩანდეს თანამედროვე ლაზურშიც,
როდესაც არცერთი ლაზი საკუთარ თავს ჭან-ად არ მოიხსენიებს, მაგრამ მისი
საცხოვრისიდან მოშორებით, მთაში მცხოვრებს, იმავე ლაზს ზღვისპირელი ლაზი
ჭან-ს უწოდებს, ხოლო ის, ვისაც ზღვისპირელი ჭანს ეძახის, მასზე მაღლა სოფელში
მოსახლე ლაზს ასევე ჭან- სახელით მიმართავს.... სახელები ლაზი და ჭანი
საუკუნეების მანძილზე ურთიერთმონაცვლეობდა, მაგრამ, ცხადია, ისტორიულად
ტერმინ ჭანს უფრო ვიწრო მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ეტყობა, თავდაპირველად
ჭანი მიემართებოდა მთაში მცხოვრებ ზანს (ანუ ჭანი = მთიელი კოლხი)“( ჭ. ქირია, ლ.
ეზუგბაია, ო. მემიშიში, მ. ჩუხუა, 2014, გვ. )
ტერმინი ზანური უკავშირდება ერთი მხრივ, სვანურ ენაში მეგრელთა
სახელდებას „ზანარ“ ტერმინით, მეორე მხრივ, ბერძნულ წყაროებში დაცულ „სანებ“
ტერმინს კოლხეთში მცხოვრები ხალხის აღსანიშნავად.
ივანე ჯავახიშვილის აზრით ტერმინები „ქართველი“, ძვ. ქართ. „ქართუელი“ და
„ქართლი“ „შუშანიკის წამების“ დაწერამდე შვიდი საუკუნით ადრე უნდა
დამკვიდრებულიყო. მეგრულად ქართველი იწოდება ეთნონიმით „ქორთუ“, რაც
ლინგვისტური კანონზომიერებით (ბგერათშესატყვისობებით) სრული შესატყვისია
ქართვ-ელ-ი ფორმის“ ქართვ“ ფუძისა. ვ თანხმოვნის ადგილას ისტორიულად უ
ხმოვანი იყო: ქართველი<ქართუელი. შესაბამისად, მეცნიერები ქართულ-ზანური
ერთიანობის პერიოდისათვის (ივარაუდება ჩვ. წელთაღრიცხვის მიჯნა) აღადგენენ
*ქართუ სახელს (თ. გამყრელიძე, ). *ქართუ სიტყვაში აშკარად გამოიყოფა უ
ბოლოსართი, ისევე როგორც ქართლი ნაწარმოებია ქართ- ძირზე -ლ- ბოლოსართის
დართვით. აღსანიშნავია, რომ მეგრელები და სვანები თბილისის აღსანიშნავად
იყენებენ სიტყვას „ქართ“.
*ქართუ ტერმინს წინ უძღოდა იბერ- ტერმინი, რომელიც პირველად ბერძნულ
წყაროებში ჩნდება. სიმონ ჯანაშიას აზრით, „იბერი“ უკავშირდება ჰეროდოტეს მიერ
ნახსენებ „სასპერებს“, რაც ქართულ და სომხურ წყაროებში ცნობილია „სპერი“
ტერმინით, ხოლო თურქულში _ „ისპირი“. მისივე აზრით, იბერ- ფუძემდე დადის
ქართველების აღმნიშვნელი ყველა უცხოური სახელწოდება.
2
ქართულის დიფერენციაციის პროცესში (უფრო ზუსტად იმ ენის დაშლისას, რომლის
გაგრძელება ისტორიულ ქართულშია მოცემული) წარმოიშვა ზანური დიალექტური
განშტოება, საიდანაც შემდეგი დაშლის შედეგად ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი
ენები - სვანური და ზანური. ეს უკანასკნელი აერთიანებს მეგრულსა და ლაზურს,
რომლებიც ერთმანეთის მიმართ დიალექტებია, თუმცა მეცნიერთა ნაწილი მათ
დამოუკიდებელ ენებად მიიჩნევს. საკუთრივ ზანურის დაშლა მეგრულ და ლაზურ
ერთეულებად ახალი მოვლენაა, კერძოდ, ივ. ჯავახიშვილის აზრით, ეს პროცესი
დაიწყო ახ. წ. მე-8 საუკუნეში არაბობის დროს, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ
საქართველოდან დაიწყო ქართულენოვანი მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია
დასავლეთით.
საერთოქართველური
ქართულ-ზანური
ზანური
3
ერთეულის (ქვესისტემის) არსებობას; ესენია: ქართული, ზანური და სვანური“ (ჭ.
ქირია, ლ. ეზუგბაია, ო. მემიშიში, მ.ჩუხუა 2014, ). მაშასადამე, დასაშვებია,
ერთდროულად დაწყებულიყო სამივე დიალექტის დამოუკიდებელ ენებად
ჩამოყალიბების პროცესი.
საერთოქართველური
4
მაშინ მისი წყვილეული ს ბგერაც ამავე მიმართულებით უნდა შეიცვალოს და მოგვცეს
შ და მისთ.
სანიმუშოდ: ამ კანონის საფუძველზე ქართველური ენების მონაცემებით
დადგინდა, რომ ძირეულ მასალაში ქართულის ძ ც წ (წინაენისმიერ, სისინა) სამეულს
ზანურში რეგულარულად შეესატყვისება ჯ ჩ ჭ (უკანაენისმიერი, შიშინა), ანუ თუ
ქართულში რომელიმე ძირეულ სიტყვაში გვაქვს ძ (ძელი), ზანურში შესაბამის
სიტყვაში იქნება ჯ (ჯალი). რაც მთავარია, თუ სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები არ
შეხვდა, ასევე მოიქცევიან სამეულის დანარჩენი წევრებიც: ც (ცოლი) და ჩ (ჩილი), წ
(წითელი) და ჭ (ჭითა) და მისთ“
(ა. არაბული, 204 28).
5
3. გამოსადეგია შესადარებელი ენებისათვის საერთო მასალა, რომელმაც
დიფერენციაცია განიცადა: კაცი-კოჩი, ძმა-ჯიმა.
როგორც ზემოთ ითქვა, ენის ცვლილება ხდება დროსა და სივრცეში. ენის ცვლილება
დროში აჩვენებს, რომ ენა ისტორიული კატეგორიაა. ენის ისტორიულ ჭრილში
შესწავლას დიაქრონული კვლევა ეწოდება. ენის ცვლილება სივრცეში დიალექტების
(კილოების) წარმოქმნის საფუძველია. ენის შესწავლას კონკრეტული დროისა და
სივრცის მიხედვით (მაგ. კახურის თავისებურებანი თანამედროვე ეტაპზე)
სინქრონული კვლევა ეწოდება.
6
ხეთური წერილობითი ნიმუშების მიხედვით, ძვ. წ. მე-2 ათასწლეულში
ცენტრალურ ანატოლიაში ინდოევროპელი ხეთები ჩაენაცვლებიან ადგილობრივ
ხათებს, რომელთა შესახებ სწორედ ხეთური ძეგლები მოგვითხრობენ. კვლევების
თანახმად, იწყება ხათების მიგრაცია ჩრდილო-დასავლეთით - რკინის მადნის ძიებაში
„აუყვებიან შავიზღვისპირეთს და აჭარისა და გურიის, კოლხეთის დაბლობის შემდეგ
კი - ბზიფის, კოდორის, ენგურის, ცხენისწყლისა და რიონის ხეობების აღმა, რაჭა-
სვანეთის გავლით - გადადიან ჩრდილოეთ კავკასიაში - ითვისებენ ადგილობრივ
საბადოებს, რაც მკაფიოდ დასტურდება დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური
მონაპოვრით“ ( ე. ასტახიშვილი, ნ. ახმეტელი, მ. ღამბაშიძე 2018, 31). ამიტომაც
ხათური ენის გენეალოგიური ლინგვისტური კვლევა ორი მიმართულებით
წარიმართა: ხათური ენათესავება ჩრდილო-კავკასიურ, კერძოდ, ჩერქეზულ-
ადიღეური ენების ოჯახს; ხათური ენათესავება ქართველური ენების, კერძოდ,
ზანური ჯგუფის ოჯახს. ხათურ-ჩერქეზულის კავშირს ადასტურებს სუბეთნონიმები,
როლებიც დღესაც დასტურდება: ჩერქეზული ხათუქა, შდრ, ხათუსა; ფახუა „უბიხის“
აღმნიშვნელი, შდრ. ხათური ფახუვა, აბეშლა, შდრ. თანამედროვე აბაზა აფხაზურში.
სავარაუდოდ, ხათები აუცილებლად შეერეოდნენ ადგილობრივ ქართველურ
ეთნოსებს, რაც გამოიწვევდა ენების ურთიერთშეღწევას სუპერ- თუ სუბსტრატების
სახით. ამის ყველაზე თვალშისაცემ საილუსტრაციო ენობრივ მასალას ტოპონიმები,
ჰიდრონიმები და ანთროპონიმები წარმოადგენს. ერთი მხრივ, დასავლეთ
საქართველოში გვაქვს -ფსა, -ყვა სუფიქსზე დამთავრებული ტოპონიმები და
ჰიდრონიმები: სუფსა, მალთაყვა, ბობოყვათი, ჯურუყვეთი..., მეორე მხრივ,
ანთროპონიმები: ინგოროყვა, როყვა, ჭანუყვაძე... ერთი სამეცნიერო თვალსაზრისით,
ამგვარი წარმოება ჩერქეზული, იგივე წინარე სინდური (ხათურ-ჩერქეზული) ენის
ნაკვალევია, ხოლო მეორე თვალსაზრისით, უძველესი ქართველური (ზანური)
წარმოებისაა (მ. ბუკია 2016, 139-149). არ გამოირიცხება ამ სუფიქსების არა მხოლოდ
ზანური ან ჩერქეზული წარმომავლობა, არამედ საერთო წარმომავლობაც, თუ
გავიზიარებთ პალეოკავკასიური ფუძე-ენისგან წინარესინდური (ხათურ-
ჩერქეზულის ფუძეენა) და წინარექართველური ფუძე-ენების წარმოშობას (მ. ჩუხუა,
2018, 75). ხათური ენის შესახებ კვლევა უდაოდ ასაბუთებს, ძვ. წ. მე-2 ათასწლეულის
ბოლოსთვის პროტოქართველური ენის დიფერენციაციას, მათ შორის,
შავიზღვისპირეთშიც და ანატოლიის მიმდებარედ ზანური დიალექტის არსებობას.
7
ყოფილიყო. ირკვევა, რომ ქასქების თემთა ცხოვრების წესი ემთხვევა კოლხური
ცხოვრების წესს: “უბატონო ქვეყანა“, თემებად ცხოვრება, ერთმანეთის დახმარება
გარეშე მტრის წინააღმდეგ, საკუთარი სახელები, ასევე სელის დამუშავება,
მეღვინეობა, ეგვიპტის ლაშქარში მათი სამსახური, ღორის კულტისა და საწმისის
თემა... ნიშანდობლივია, რომ „ძველაღმოსავლურ წყაროებში ქასქებზე ცნობები
წყდება ძვ. წ. მე-8 საუკუნეში, და, სწორედ, ამ პერიოდიდან წყაროებში ჩნდება
ცნობები კოლხების შესახებ“ (ე. ასტახიშვილი.... გვ. 52-53).
ჭოროხის აუზში მოიაზრება კიდევ ერთი ეთნოსი: დაია, იგივე ტაო; დაიაენი,
იგივე ტაოხი/ტაოელი. ამავე აუზშია კოლა, რომლის მცხოვრები იწოდებოდა კოლხად,
იგივე კულხა/კილხა. ურარტული წყაროების მიხედვით, კულხას სამეფო ქალაქი
ილდამუშ-ა უნდა ყოფილიყო არტანუჯი, ხოლო სამეფოში შემავალი ქათარზა -
კლარჯეთი. სავარაუდოდ, ჭოროხის აუზშიც ზანური მეტყველება უნდა ყოფილიყო
გავრცელებული. მაგალითად, ტოპონიმი არტანუჯი, რომლის ეტიმოლოგია აკაკი
შანიძემ გასული საუკუნის 30-იან წლებში დაადგინა, არის კომპოზიტური წარმოების
შესიტყვება ზანურად - „არტაანიშ ყუჯი“, რაც ქართულად ითარგმნება ასე: „არტაანის
ყური/ე“ (შდრ. რ-ჯ ბგერათშესატყვისობა ქართულსა და ზანურში: ღორი - ღეჯი,
ქმარი-ქომონჯი, ზამთარი-ზოთონჯი)... სიტყვათა შერწყმის შედეგად დაიკარგა
8
პირველი სიტყვის ბოლოკიდური და მეორე სიტყვის თავკიდური ბგერები და
მივიღეთ არტაანიუჯი>არტანუჯი... თანამედროვე სამეცნიერო ექსპედიციები
ჭოროხის ხეობაში უხვად წარმოაჩენს ზანურ ტოპონიმებს და ჰიდრონიმებს,
მაგალითისთვის, მდინარე ქლასქური, ჭოროხის მარჯვენა შენაკადი (ზანურში სქური
„წყალს, წყაროს“ აღნიშნავს, ქლასქური ანუ „შუაწყალი“). მსგავსი მასალა ამ ენის
მატარებლების განსახლების მასშტაბსა და მიგრაციულ მიმართულებებზეც
მიუთითებს. ცხადია, დროთა განმავლობაში ქართველური ხალხების მიგრაცია
ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გრძელდება,
შესაბამისად, ბერძნული წყაროები, კერძოდ, ჰეროდოტე უკვე კოლხეთის, კერძოდ,
დასავლეთ საქართველოში მდებარე სამეფოსა და მისი ხალხების შესახებ გვაწვდის
ინფორმაციას. ძვ. წ. მე-5 საუკუნისთვის დასრულებული ჩანს ქართველური ენების
დიფერენციაცია, მეგრულ-ლაზურის და სვანურის ლოკალიზება საბოლოოდ ხდება
შავიზღვისპირეთში, ხოლო ქართულისა სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში.
3.1. სვანური
9
სოფლით), ბაბილი, გულიდა, წანაში, ბავარი, ხელედი, ხოფური, ყვედრეში,
რცხმელური.
3.2. მეგრული
10
ცხენისწყალი და რიონის მარცხენა სანაპირო (აბაშის რ-ნის სოფლები: გაღმაკოდორი,
გულეიკარი, კეთილარი), ხოლო სამხრეთით მდინარე ფიჩორი მიჯნავს მეგრულს
გურულისაგან.
11
3.3. ლაზური
ლაზეთის ტერიტორიის საერთო ფართობი მოიცავს 7 000 კვ. კილომეტრზე მეტს. მისი
საზღვრებია: ჩრდილოეთით შავი ზღვა, ჩრდილო-დასავლეთით და აღმოსავლეთით _
მდინარე ჭოროხი, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით _ მდინარე სამანსუ. ამ
ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მოქცეულია თურქეთის საზღვრებში, ხოლო
საქართველოს ეკუთვნის სოფელი სარფის ნაწილი.
12
4.1. ლინგვოკულტურული მნიშვნელობა
13
ხალხური ზღაპრებიდან და მითოსიდან მხოლოდ მეგრულში დასტურდება „ოქროს
საწმისის“ მითის ვარიაციები, რაც მიანიშნებს რეალურ ვითარებაზე, რომელიც არა
მხოლოდ ბერძნულ მითოლოგიაში აისახა, არამედ ზანურშიც.
14
ლაზური ასახავს იმ ყოფით კულტურას, რომლის გარეშე წარმოუდგენელია
ლაზი და, საერთოდაც, საქართველო: თუ შეიძლება ჩვენი ქვეყანა და ხალხი
ისტორიულად მოიაზრებოდეს საზღვაო კულტურის ქვეყნად, ეს ლაზების
დამსახურებაა. სწორედ ისინი იყვნენ სახელგანთქმული ზღვაოსნები;
ნავმშენებლობისა და თევზჭერის საუკუნოვანი ტრადიცია, გამოცდილება და
რიტუალები ასახულია ლაზურ ზეპირსიტყვიერებაში, ცალკეულ სიტყვებსა თუ
გამონათქვამებში. ნაოსნისა და მებადურის თემა თავისი „ფელუკათი“ (ნავი), ქსლის
ბადითა და „ქაფშია“ თევზით ზღვისპირა ლაზის სიმბოლოა, მისი ყოფის განუყრელი
ატრიბუტია. ლაზურ ფოლკლორში და, შესაბამისად, ქართულ ლიტერატურაში
ასახულია ლაზური ყოფის კიდევ ერთი თავისებურება: მიმინოთი ნადირობა (კ.
გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“); მიმინოს მოთვინიერებისა და ნადირობის
ხილვა ჯერ კიდევ შესაძლებელია ლაზეთში.
15
ქართულ-ლაზური ურთიერთობის ასეთი შეფასებაც მოგვისმენია: „ლაზები... ერთი
ფურ წუუხდენია ამაი და შუაში ხარების არაბას (ურემს) გუუვლია, ერთ .. კენ ლაზი
ყოფილა, ერთ.. კენ გურჯი. იცით ესა?“ ლაზები ჩვენი განაყრები არიანო, გეტყვიან
მურღულელი, ბორჩხელი, თუ შავშელი გურჯები, ხოლო ლაზებისთვის „ხილლი
კოჩეფეთე“/კეთილი, სასიამოვნო კაცები/ არიან გურჯები. როგორც ჩანს, საერთო
კოლექტიური მეხსიერება ჯერ კიდევ ფეთქავს ამ მხარეში...
16
შორეული და მისტიური საფუძველი აქვს და ამინდის გამოთხოვას, საქონლისა და
ადამიანის გამრავლებას უკავშირდება. რიტუალის მთავარი სიმბოლო ანთებული
ლამპარი ღვთაებას უკავშირდება, რასაც ადასტურებს ამ რიტუალთან
დაკავშირებული საგანგებო ყველიანი ღვეზელების, სეფისკვერების სახელი
„ლემზირე“.
17
გამოყენებული ლიტერატურა:
18