Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

შუალედური 2. სატესტო ვარიანტი.

1. სხვა თანაბარ პირობებში,


რომელი ქვემოთ მოცემული მტკიცებულება არის სწორი:
1. კონკურენციისთვის საჭიროა მინიმუმ ორი ერთმანეთის კონკურენტი
2. კონკურენციისთვის არ აქვს მნიშვნელობა აქტორების რაოდენობას
3. კონკურენცია ეს არის მოცემულობა კონკრეტულ დროს
4. კონკურენცია ეს არის მოცემულობა კონკრეტულ დროს, კონკურენციისთვის არ აქვს მნიშვნელობა
აქტორების რაოდენობას
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია.

2. როდის იყენებს კომპანია კონკურენციის ელემენტებიდან ერთერთს?


1. ქალაქში არის ორი ფოტოაპარატების მწარმოებელი კომპანია, ერთი კომპანია მეორეს კონკურენტია
და ის კონკურენტის მოსაშორებლად მთავრობასთან კორუფციულ გარიგებაში
2.
3. შედის
4. ქალაქში არის ორი ფოტოაპარატების მწარმოებელი კომპანია; ერთი კომპანია ცდილობს წვლილი
შეიტანოს რეგულაციების გამკაცრებაში და ამით გააძევოს მეორე კომპანია ბაზრიდან
5. ქალაქში არის ფოტოაპარატების მწარმოებელი ორი კომპანია, ერთი კომპანია მეორეს კონკურენტია
და აღმოაჩენს, რომ კონკურენტმა გამოუშვა ახალი ტიპის ლინზა, რომელიც მოსწონთ
მომხმარებლებს, ამიტომ თვითონაც იწყებს ამ ტიპის ლინზის წარმოებას.
6. ყველა პასუხი სწორია
7. ყველა პასუხი არასწორია

3. გიორგის აქვს ვენტილატორების კომპანია. თვის განმავლობაში მისი შემოსავალი შეადგენს 2240 ლარს.
მისი ხარჯი თვის განმავლობაში არის 1584 ლარი. გიორგის რომ არ ემუშავა ვენტილატორების კომპანიაში,
იმუშავებდა რადიოების კომპანიაში და მიიღებდა 1280 ლარ შემოსავალს თვეში და მისი ხარჯი იქნებოდა
თვეში 944 ლარი. რამდენია გიორგის ბუღალტრული მოგება წლის განმავლობაში?
1. 656
2. 7872
3. 992
4. 11904
5. ყველა პასუხი არასწორია

ყოველთვიური მოგება = 2240-1584=656


წლის = 656*12 = 7872

4. გიორგის აქვს ვენტილატორების კომპანია. თვის განმავლობაში მისი შემოსავალი შეადგენს 2240 ლარს.
მისი ხარჯი თვის განმავლობაში არის 1584 ლარი. გიორგის რომ არ ემუშავა ვენტილატორების კომპანიაში,
იმუშავებდა რადიოების კომპანიაში და მიიღებდა ლარ1280 შემოსავალს თვეში და მისი ხარჯი იქნებოდა
თვეში 944 ლარი. რამდენი იქნებოდა გიორგის ბუღალტრული მოგება (ერთი წლის განმავლობაში), რომ მას
რადიოების კომპანიაში დაეწყო მუშაობა?
1. 4032
2. 656
3. 7872
4. 992
5. ყველა პასუხი არასწორია
ყოველთვიური მოგება = 1280-944=336
წლიური მოგება = 336*12 = 4032

5. გიორგის აქვს ვენტილატორების კომპანია. თვის განმავლობაში მისი შემოსავალი შეადგენს 2240 ლარს.
მისი ხარჯი თვის განმავლობაში არის 1584 ლარი. გიორგის რომ არ ემუშავა ვენტილატორების კომპანიაში,
იმუშავებდა რადიოების კომპანიაში და მიიღებდა 1280 ლარ შემოსავალს თვეში და მისი ხარჯი იქნებოდა
თვეში 944 ლარი. რამდენია გიორგის ეკონომიკური მოგება წლის განმავლობაში?
1. 320
2. 3840
3. 992
4. 11904
5. ყველა პასუხი არასწორია
7872-4032=3840

6. გიორგის აქვს ვენტილატორების კომპანია. თვის განმავლობაში მისი შემოსავალი შეადგენს 2240 ლარს.
მისი ხარჯი თვის განმავლობაში არის 1584 ლარი. გიორგის რომ არ ემუშავა ვენტილატორების კომპანიაში,
იმუშავებდა რადიოების კომპანიაში და მიიღებდა 1280 ლარ შემოსავალს თვეში და მისი ხარჯი იქნებოდა
თვეში 944 ლარი. რამდენი იქნებოდა გიორგის ეკონომიკური მოგება წლის განმავლობაში, თუ ის რადიოებს
კომპანიაში იმუშავებდა?
1. -320.00
2. -3840
3. -1248.00
4. -14976
5. ყველა პასუხი არასწორია
4032-7872=-3840

7. მაშინ, როდესაც კინოს ბილეთი ღირს 10 ლარი, მომხმარებლები ყიდულობენ 15000 ბილეთს. ქალაქის
მერმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად შემდეგი წლის მანძილზე კინოს ბილეთი იქნება უფასო.
რას გამოიწვევს მერის ეს გადაწყვეტილება.
1. დეფიციტს
2. შავ ბაზარს
3. პროფიციტს
4. მოთხოვნის სიდიდის შემცირებას
5. სწორია 1) და 2)
6. სწორია 2) და 3)
7. სწორია 3) და 4)
8. ყველა პასუხი სწორია
9. ყველა პასუხი არასწორია

ეს არის ჯერ კიდევ პირველ შუალედურამდე გავლილი თემა, რომელიც პირველ შუალედურში არ
მოხდა. ამ თემიდან უნდა იცოდეთ მხოლოდ ფასების რეგულირების ზოგადი შედეგები.
დეტალურად ეს თემა ლექციაშია ახსნილი და ლექციის მასალა საკმარისია ამ საკითხებზე პასუხის
გასაცემად.

8. ფინანსთა მინისტრმა, არჩევნების შემდეგ, განაცხადა რომ გადაწყვეტილი აქვს პროდუქციის ფასებში
ჩარევა. თუ მან გადაწყვიტა ფასების ზრდა აკრძალოს, ეს ქმედება შესაძლოა განხილულ იყოს როგორც:
1. ფასებზე ზედა ზღვარის დაწესება
2. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა
3. ფასებზე ქვედა ზღვარის დაწესება
4. ჭარბი მიწოდების წინა პირობა
5. სწორია 1) და 2)
6. სწორია 3) და 4)
7. ყველა პასუხი სწორია
8. ყველა პასუხი არასწორია
სიტყვის თავისუფლების ნაწილი: სახელმძღვანელოში სავარჯიშო იყო ამ თემაზე, რომელიც
ვიდეო-სემინარზე გავარჩიეთ. მთავარი აქ არის ის, რომ ფასები - ინფორმაციის მატარებელია,
ამიტომ როცა ფასებს არეგულირებ შინაარსობრივად აფერხებ ინფორმაციის გავრცელებას

9. მოკვლევამ აჩვენა, რომ ბუნებაში ნაგავი ისეთ ადგილებში უფრო მეტად ყრია სადაც ნაგვის დაყრის
ამკრძალავი ნიშნებია. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
1. ნიშნები განთავსებულია ისეთ ადგილებში, სადაც მეტი ნაგავი იყრება და შესაბამისად იქ სადაც
ურნაში გადაყრის ალტერნატიული დანახარჯი მაღალია.
2. ვიზიტორები მთავრობის რეგულაციას ამგვარად აპროტესტებენ.
3. ვიზიტორებისთვის ნაგავის დაყრის ალტერნატიული დანახარჯი მაღალია
4. ვიზიტორებისთვის ნაგავის არ დაყრის ალტერნატიული დანახარჯი დაბალია
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია
აქ პასუხი ახსნას არ ითხოვს, ხოლო თემატურად ალტერნატიულ დანახარსა და გარეგან ეფექტებს
ეხება ეს საკითხი

10. ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში მოხდა ეკოლოგიური კატასტროფა, რომელი ნივთი უნდა გაუგზავნოთ იმ
რეგიონის მკვიდრთ, რომელიც ბუნების დამანგრეველმა ძალებმა დააზარალა?
1. ის ნივთი რომლის ფასიც ყველაზე მეტად გაიზარდა
2. ადამიანების დასახმარებლად უმჯობესია მათთვის ისეთი პროდუქტების მიწოდება, რის შეძენაზეც
რიგები აქვთ
3. ჯობია ისეთი პროდუქტების მიწოდება, რაზეც, მათი განცხადებით, მაღალი მოთხოვნაა
4. ესეთ დროს გამართლებული არ არის რამის მიწოდება
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია
ისევ ფასების როლზე, როგორც ინფორმაციის მატარებელზეა, საუბარი. ეს თემა დეტალურად
განხილულია ლექციაზე, სადაც სპეკულანტებსა და შუამავლებზე იყო საუბარი.

11. რა პირობებია საჭირო იმისათვის, რომ კომპანიას ეწოდოს მონოპოლისტი?


1. თუ კონკრეტულ პროდუქტს აწვდის მხოლოდ ერთი კომპანია, ეს პირობა საკმარისია იმისთვის რომ
მას ეწოდოს მონოპოლისტი
2. თუ კომპანიას არ ჰყავს მოქმედი კონკურენტი, ეს პირობა საკმარისია იმისათვის, რომ მას ეწოდოს
მონოპოლისტი
3. თუ კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქტს აქვს მცირე ოდენობით სუბსტიტუტები, მაშინ ეს
პირობა საკმარისია იმისათვის, რომ მას ეწოდოს მონოპოლისტი
4. თუ კომპანია არის ბაზარზე ყველაზე დიდი მიმწოდებელი, ეს პირობა საკმარისია, რომ მას ეწოდოს
მონოპოლისტი
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია
მონოპოლიისთვის საჭიროა, რომ ერთდროულად შესრულდეს სამი პირობა:_იყოს ერთი
მწარმოებელი ბაზარზე, არსებობდეს ამ ბაზარზე შესვლის მაღალი ბარიერები და კომპანიის
პროდუქტს არ ქონდეს სუბსტიტუტები.

12. გიორგის აქვს რეგიონში ყველაზე კარგი სამშენებლო კომპანია. მან კონკურენტების მოსაშორებლად
გადაწყვიტა, რომ მთავრობასთან შეთანხმებით დაამუშავებდა რეგულაციას, რომელიც ნიკასთვის, მისი
კონკურენტისთვის, გაართულებდა სამშენებლო ლიცენზიის მიღების შესაძლებლობას. როგორია გიორგის
ქცევა?
1. მონოპოლიური
2. კონკურენტული
3. მომხმარებლების პრეფერენციებზე ორიენტირებული
4. რეპუტაციის მოპოვებაზე ორიენტირებული
5. არცერთი პასუხი არ არის სწორი
6. ყველა პასუხი სწორია
7. ყველა პასუხი არასწორია
თუ კომპანიის ქცევა ბაზარს მონოპოლიურ მდგომარეობასთან დაახლოვებას იწვევს, ეს იქნება
მონოპოლიური ქცევა. ბარიერების გაჩენა კი მხოლოდ მთავრობის ჩარევით შეიძლება მოხდეს,
რადგან ყველა სხვა შემთხვევაში, ბუნებრივად გაჩენილი სირთულე - პირიქით, კონკურენციის
დამახასიათებელი იქნება.

13. რას ეწოდება კომპანიის მხრიდან ბარიერის შექმნა მონოპოლიური ქცევის დროს?
1. მდგომარეობას, როდესაც მიმწოდებელი მთავრობის ჩართულობით ართულებს
კონკურენტებისთვის ბაზარზე შესვლას.
2. მდგომარეობას, როდესაც კომპანია აწარმოებს კონკურენტებისთვის რთულად მისაღწევი ხარისხის
პროდუქტს
3. მდგომარეობას, როდესაც კომპანია აწარმოებს პროდუქტს, რომლის წარმოების სურვილი სხვა
კონკურენტებს არ აქვს მაღალი ალტერნატიული დანახარჯის გამო
4. მდგომარეობას, როდესაც პროდუქტს აწარმოებს მხოლოდ ერთი მიმწოდებელი
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია
14.რა შემთხვევაში არ არის შესაძლებელი, რომ ბაზარზე გაჩნდეს მონოპოლია?
1. თუ პროდუქტს გააჩნია პირდაპირი სუბსტიტუტი
2. თუ კომპანიას გააჩნია კარგი რეპუტაცია
3. თუ კომპანიას შეუძლია პროდუქტის დაბალი დანახარჯებით წარმოება
4. თუ კომპანიის მენეჯერები მიიჩნევენ, რომ იციან მომხმარებლების პრეფერენციები
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია

15. „კომპანიამ ახალი მენეჯმენტის სისტემა დანერგა, მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოების ეფექტიანობა და
ამის ხარჯზე დაწია პროდუქტის ფასი. ამ პირობებში მისი კონკურენტი დიდი ალბათობით ვერ
გააგრძელებს მუშაობას და გაკოტრდება“. თქვენი აზრით, როგორ მოიქცა პირველი კომპანია?
1. კონკურენტულად
2. მონოპოლიურად
3. არასამართლიანად
4. სასტიკად
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია

16.უარყოფით გარეგან ეფექტებთან ერთად, რომელი იწვევს სოციალურ პრობლემებს შემდეგი


ქმედებებიდან?
1. ხორბლის გადაყრა
2. მიწის თხილის ნაჭუჭების დაყრა კალათბურთის მოედნის იატაკზე მნიშვნელოვანი თამაშის დროს
3. სიგარეტის ნამწვის დაგდება მეზობლის სახლში
4. აღლუმის დროს ფანჯრიდან კონფეტის ხვეულების გადმოყრა
5. ფეიერვერკის მოწყობა დამოუკიდებლობის დღესასწაულზე
6. ყველა პასუხი სწორია
7. ყველა პასუხი არასწორია
ეს საკითხი განხილულია ვიდეო-სემინარში. იმისდა მიხედვით, თუ როგორ ინტერპრეტაციას
მივცემთ 4 და 5, ესენი შეიძლება იყოს პრობლემის წყარო, მაგალითად, თუ ფეიერვერკი გვიან ღამე
მოაწყეს. მაგრამ ზოგადად, ეს პრობლემა არ ხდება ხოლმე. შუალედური და ფინალური
გამოცდისთვის ამ საკითხში შემდეგი კრიტერიუმი გამოიყენეთ: _- აქვს თუ არა ადგილი გარეგან
ეფექტს _- არის თუ არა საკუთრება სფეციფიცირებული (ამით დაადგენთ, მთლიანად
საზოგადოებას ადგება ზიანი თუ რომელიმე კონკრეტულ ინდივიდს ან ინდივიდის ჯგუფშ)_- რა
სახის გარეგანი ეფექტია, დადებითი თუ უარყოფითი.

17. შეუძლია თუ არა კინოთეატრში, ერთმა მაყურებელმა აუკრძალოს მეორეს ლაპარაკი ფილმის
ყურებისას?
1. არა, რადგან თეატრის ბილეთის შეძენით, მათი საკუთრება არ ვრცელდება მთლიან დარბაზზე
მათთვის სასურველი პირობებით
2. კი, რადგან მათ აქვთ უარყოფითი გარეგანი ეფექტის აღმოფხვრის უფლება
3. კი, რადგან არავის უყვარს ხმაური კინოში
4. კი, რადგან მათ ძვირი გადაიხადეს ბილეთში
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია
18. მოქალაქეებმა მიმართეს ქალაქის მერს, უკატალიზატორო ავტომობილით ქუჩაში გადაადგილების
აკრძალვის მოთხოვნით. რას მოიმიზეზებენ ისინი ეკონომიკურ ენაზე?
1. უარყოფით ექსტერნალიებს
2. დადებით ექსტერნალიებს
3. მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებას
4. უმუშევრობის ზრდას
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია

19. გიორგის აქვს რესტორანი და მის გვერდზე ავთოს აქვს შხამ-ქიმიკატების საწარმო. თუ ორივე კომპანია
იმუშავებს, გიორგის მოგება იქნება 300 ლარი, ხოლო ავთოს მოგება - 800 ლარი. თუმცა ნეგატიური
ექსტერნალიების გამო ორივე კომპანია ერთდროულად ვერ იმუშავებენ. დავუშვათ, რომ კანონით გიორგის
უპირატესობა აქვს და ავთოს არ შეუძლია საწარმო ამუშაოს გიორგის თანხმობის გარეშე. თუ
ტრანსაქციული დანახარჯი 0-ის ტოლია, რა იქნება ამ შემთხვევაში ჯამური მოგება გარე
დამკვირვებლისთვის?
1. 800 ლარი
2. 300 ლარი
3. 500 ლარი
4. 1100 ლარი
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია
ამ შემთხვევაში, ავთოს ექნება სტიმული გადაუხადოს გიორგის 300 ლარი (ან ცოტა მეტიც) და
მიიღოს საწარმოს მუშაობის უფლება. შედეგად, რესტორანი არ იმუშავებს, ხოლო საწარმოს მოგება
იქნება 500 ლარი (800-300). ჯამში კი 800 (500 საწარმოსი და 300 გიორგის)

20. გიორგის აქვს რესტორანი და მის გვერდზე ავთოს აქვს შხამ-ქიმიკატების საწარმო. თუ ორივე კომპანია
იმუშავებს, გიორგის მოგება იქნება 300 ლარი, ხოლო ავთოს მოგება - 800 ლარი. თუმცა ნეგატიური
ექსტერნალიების გამო ორივე კომპანია ერთდროულად ვერ იმუშავებენ. დავუშვათ, რომ კანონით ავთოს
უპირატესობა აქვს და გიორგის არ შეუძლია საწარმოს მუშაობით ზარალის თავიდან აცილება. თუ
ტრანსაქციული დანახარჯი 0-ის ტოლია, რა იქნება ამ შემთხვევაში ჯამური მოგება გარე
დამკვირვებლისთვის?
1. 800 ლარი
2. 300 ლარი
3. 500 ლარი
4. 1100 ლარი
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია
ამ შემთხვევაში, ავთო არაფერს გადაუხდის გიორგის და ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას,
მიიღებს მოგებას 800 ლარს, ხოლო გიორგის 0 ლარი ენქება)

21. გიორგი მტვირთავია, მისი მეზობელი არის მხატვარი, რომელსაც აინტერესებს ასევე ავეჯის კეთება და
ამისთვის ელექტრო ხერხიც კი შეიძინა. მხატვარმა რაღაც დროის შემდეგ ელექტრო ხერხი მტვირთავს
მისცა და ავეჯის დაჭრაში თანხა შესთავაზა, რასაც მტვირთავი დათანხმდა. მხატვარმა ეს იმიტომ გააკეთა
რომ:
1. გიორგი უფრო ახლოსაა ჭრასთან პროფესიით
2. მხატვრისთვის შესაძლო ტრავმა ბევრად უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე გიორგისთვის
3. მტვირთავის ანაზღაურება უფრო დაბალია ვიდრე მხატვრის
4. მხატვრის ანაზღაურება უფრო დაბალია ვიდრე მტვირთავის
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია
აქ ისევ ალტერნატიულ დანახარჯებზეა საუბარი, თუ ვინ რას კარგავს

22. მაღაზიაში რძის ნაწარმზე იყო ფასდაკლება. თქვენ იყიდეთ ყველი და გადაიხადეთ 15 ლარი
კილოგრამზე. გუშინ აღმოჩნდა, რომ მაღაზიაში არის დამატებითი ფასდაკლება ყველზე და ერთი
კილოგრამი ყველი 14 ლარად იყიდება. მეზობელი არ მიდის მაღაზიაში და გთხოვთ, რომ მიჰყიდოთ მას
თქვენი ყველი 16 ლარად. იქნება თუ არა ეს ფასი სამართლიანი?
1. ყველა ფასი სამართლიანია, რომელიც გარიგებით დგება
2. თუ ფასი გაძლევთ მოგების მიღების საშუალებას, მაშინ ის სამართლიანია
3. ფასი უსამართლოა, რადგან თქვენს მეზობელს უფრო იაფად შეუძლია პროდუქტის შეძენა
4. ფასი უსამართლოა, რადგან იღებთ ზედმეტ მოგებას
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია
ეს განმარტების დონეზე ასეა, ამიტომ შეგიძლია ეს პრინციპი ყველა ამგვარ კითხვაზე
პასუხისთვის გამოიყენოთ

23. 2009 წელს ნომინალური მშპ 12350000 დოლარს შეადგენდა. დეფლატორი 93 პროცენტი იყო. რამდენია
2009 წლის რეალური მშპ? (პასუხი დაამრგვალეთ)
1. 13,279,570
2. 11,485,500
3. 13,214,500
4. 12,289,485
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია
12 350 000/რეალური = 0,93
რეალური = 12 350 000/0,93= 13 279 570

24. 2009 წელს ნომინალური მშპ 830 000დოლარს შეადგენდა. დეფლატორი 105 პროცენტი იყო. რამდენია
2009 წლის რეალური მშპ? (პასუხი დაამრგვალეთ)
1. 790,476
2. 871,500
3. 788,500
4. 827,925
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია
რეალური მშპ = 830 000 / 1,05 = 790 476

25. 2009 წელს რეალური მშპ 72000 დოლარს შეადგენდა. დეფლატორი 108 პროცენტი იყო. რამდენია 2009
წლის ნომინალური მშპ? (პასუხი დაამრგვალეთ)
1. 77,760
2. 66,667
3. 66,240
4. 71,539
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია
ნომინალური = 72 000 * 1,08 = 77 760

26. 2009 წელს ნომინალური მშპ 122000 დოლარს შეადგენდა. დეფლატორი 95 პროცენტი იყო. 2010 წელს,
2009 წელთან შედარებით, რეალური მშპ 11 პროცენტით გაიზარდა. რამდენი იყო ნომინალური მშპ 2010
წელს, თუ დეფლატორი 1.08-ა? (პასუხი დაამრგვალეთ)
1. 153,951
2. 138,941
3. 119,119
4. 112,768
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია
რეალური 2009 წელს = 122 000 /0,95 = 128 421
რეალური 2010 წელს = 128 421 * 1,11 = 142 547
ნომინალური 2010 წელს = 142 547 * 1,08 = 153 951

27. ქვეყნის მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს. აქედან შრომისუნარიანი მოსახლეობა 1.2 მილიონია, მათ
შორის: 20000 არ ეძებს სამსახურს, 10000 ადამიანი მუშაობს საჯარო სექტორში, ხოლო 30000 თანახმაა
დაიწყოს მუშაობა, თუ მხოლოდ კარგ სამსახურს შესთავაზებენ, მაგრამ უკვე 2 წელია ეს არ მომხდარა, 1
მილიონი ადამიანი - დასაქმებულია, 70000 მუშაობს ნახევარ განაკვეთზე. რამდენია უმუშევრობის დონე?
1. 13.04%
2. 4.05%
3. 4.03%
4. 3.95%
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია
უმუშევრობის დონე = უმუშევართა რაოდ/სამუშაო ძალა
სამუშაო ძალა = 1 200 000 - 20 000 - 30 000 = 1 150 000
უმუშევართა რაოდენობა = 1 150 000 - 1 000 000 = 150 000
უმუშევრობის დონე = 150 000/1 150 000 = 13,04%

28. ქვეყნის მოსახლეობა 2.6 მილიონს შეადგენს. აქედან შრომისუნარიანი მოსახლეობა 1.35 მილიონია, მათ
შორის: 35000 არ ეძებს სამსახურს, 25000 ადამიანი მუშაობს საჯარო სექტორში, ხოლო 30000 თანახმაა
დაიწყოს მუშაობა, თუ მხოლოდ კარგ სამსახურს შესთავაზებენ, მაგრამ უკვე 2 წელია ეს არ მომხდარა. 70000
მუშაობს ნახევარ განაკვეთზე. რამდენია უმუშევართა რაოდენობა, თუ ცნობილია, რომ უმუშევრობის დონე
6%-ს შეადგენს?
1. 1 000
2. 10 000
3. 100 000
4. 1 000 000
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია
უმუშ რაოდენობა = სამუშაო ძალა * უმუშევრობის დონე
სამუშაო ძალა = 1 350 000 - 35 000 - 30 000 = 1 285 000
უმუშ რაოდენობა = 1 285 000 * 0,06 = 111 000

29. როგორ არის შესაძლებელი ექსტერნალიების ინტერნალიზაცია?


1. საკუთრების უფლებების მკაცრი განსაზღვრით
2. სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირებით
3. დემოკრატიული გადაწყვეტილების პრინციპით
4. კონკურენციის სამი ელემენტით
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია
ეს მეთოდები ჩამოთვლილია განსხვავებული შემთხვევისათვის. ამ შემთხვევაში საკმარისია
მინიმუმ ერთი მეთოდი მაინც იპოვოთ, მიუხედავად იმისა, თუ რომელია უფრო ეფექტიანი.

30 შეარჩიეთ მშპ-ს დათვლის მეთოდებიდან ერთერთი


1. პროდუქციის დამატებითი ღირებულების მიხედვით
2. სამთავრობო დანახარჯების მიხედვით
3. იმპორტის მიხედვით
4. ექსპორტის მიხედვით
5. ყველა პასუხი სწორია
6. ყველა პასუხი არასწორია

You might also like