Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 501

1 მკითხველთა ლიგა

2 მკითხველთა ლიგა
მძულს ყოველი თვის პირველი პარასკევი. ამ დროს სოფე-
ლი ხალხით ივსება და ახლა, ამ ხვატში, ეს სასიამოვნო სუ-
ლაც არ არის. მე ჩრდილში ვარ და დიდად არ მიჭირს, მაგრამ
დილიდანვე მზისგულზე ნაშრომი, ოფლით აყროლებული
სხეულების სუნი საკმარისია, რომ რძე აიჭრას. ჰაერი სიცხისა
და ტენისგან ლივლივებს, გუშინდელი ჭექა-ქუხილისგან
მორჩენილი გუბეებიც კი დუღს და ზედაპირზე მანქანის ზეთი-
სა თუ საწვავის ცისარტყელასებრი ზოლები უციმციმებთ.
ბაზარი იცლება, მოსაღამოებულზე ყველა თავის ფარ-
დულს კეტავს. ამ დროს ვაჭრებს ყურადღება მოდუნებული
აქვთ და იოლია იმის აწაპვნა, რაც მინდა. როცა საქმეს ვამ-
თავრებ, ჯიბეები იაფფასიანი სამკაულით მაქვს გამოტენილი
და საგზლად ვაშლსაც მოვიგდებ ხელთ. რამდენიმეწუთიანი
გაძრომ-გამოძრომის შემდეგ ცუდი შედეგი არ არის. ბრბო
ირევა და მეც ადამიანების დინებას მივყვები. ხელებს ისარი-
ვით სწრაფად ვამოძრავებ: ჩაყოფა, ამოღება. შეხება ყოველ-
თვის წამიერია. ქაღალდის ფული კაცის ჯიბიდან, სამაჯური
ქალის მაჯიდან – მოზრდილ ნივთს ხელს არ ვახლებ. სოფ-
ლელები მეტისმეტად დაკავებული არიან იმისთვის, რომ ჯიბ-
გირი გოგონა შეამჩნიონ.
ჩვენ გარშემო მაღალი, ოჩოფეხებზე შემდგარი სახლებია
ჩარიგებული. სწორედ მათ გამო ეწოდა სოფელს სახელი (ო-
ჩოფეხეთი, რა ორიგინალურია). ალაფული მიწიდან ათი ფუ-
ტის სიმაღლეზე დგანან, რადგან გაზაფხულზე ქვედა სანაპი-
3 მკითხველთა ლიგა
როს მდინარე ტბორავს, მაგრამ ახლა აგვისტოა, როცა სო-
ფელს გვალვა და უწყლოობა ტანჯავს. თითქმის ყველა მოუთ-
მენლად ელის თვის პირველ პარასკევს, როცა სკოლა და სა-
მუშაო ადრიანად მთავრდება, მაგრამ არა მე. არა, სკოლაში
მირჩევნია ყოფნა, სადაც ბავშვებით გატენილ საკლასო
ოთახში არაფერს ვსწავლობ.
დიდხანს კი აღარ მომიწევს სწავლა. ჩემი მეთვრამეტე და-
ბადების დღე მოდის, რასაც ჯარში გაწვევა მოჰყვება. არავის
შეგირდი არა ვარ, არც სამუშაო მაქვს, ამიტომ ომში გამიშვე-
ბენ, როგორც ყველა სხვა უსაქმურს. გასაკვირი არ არის,
რომ სამუშაო არ იშოვება, რადგან ყოველი კაცი, ქალი თუ
მოზარდი არმიისგან თავის არიდებას ცდილობს.
ჩემი ძმები ომში მაშინ წავიდნენ, როცა თვრამეტი წელი
შეუსრულდათ. სამივენი ტბებისქვეყნელებთან საბრძოლვე-
ლად გაგზავნეს. მხოლოდ შეიდმა იცის ცოტაოდენი წერა და
დროდადრო წერილებს მწერს ხოლმე. დაახლოებით ერთი
წელია, ბრისა და ტრემიზე არაფერი მსმენია. თუმცა ეს კარ-
გის მომასწავებელია. შეიძლება ოჯახებმა წლების განმავ-
ლობაში ვერაფერი შეიტყონ და უცებ კარზე მოადგებიან ვაჟე-
ბი ან ქალიშვილები, რომლებიც ოჯახის სანახავად გამოუშ-
ვეს ან სასწაული მოხდა და, ჯარიდან დაითხოვეს. მაგრამ,
როგორც წესი, სქელ ქაღალდზე დაწერილ წერილს იღებ,
გმადლობთ თქვენი შვილის სიცოცხლისთვისო, ამ სიტყვების
ქვემოთ სამეფო ბეჭედია დარტყმული ზედ გამოსახული ტახ-
ტით. შეიძლება დაღუპული შვილის დაგლეჯილ-
დანაკუწებული მუნდირის რამდენიმე ღილიც გერგოთ.
ცამეტი წლის ვიყავი, ბრი რომ წავიდა. ლოყაზე მაკოცა და
ჩემთვის და ჩემი პატარა დისთვის, გიზასთვის, საჩუქარი მომ-
ცა – წყვილი საყურე ორზე. შუშის თვალი ჰქონდა, ჩამავალ
4 მკითხველთა ლიგა
მზესავით მოვარდისფრო. იმ ღამით თვითონვე გავიხვრიტეთ
ყურები. როცა ტრემი და შეიდი წავიდნენ, ტრადიცია მათაც
გააგრძელეს. ახლა მე და გიზას თითო ყურზე სამ-სამი პატა-
რა საყურე გვაქვს დამაგრებული ჩვენი ძმების სახსოვრად,
სადღაც რომ იბრძვიან. არც მჯეროდა, რომ წავიდოდნენ, სა-
ნამ ლაპლაპა საჭურველში ჩამჯდარი ლეგიონერი არ გამოგ-
ვეცხადა და ისინი ერთიმეორის მიყოლებით არ წაიყვანა. და
ამ შემოდგომაზე მეც მომაკითხავენ. უკვე დავიწყე ფულის
შეგროვება – და მოპარვა – რათა წასვლისას გიზას საყურე
ვუყიდო.
ნუ იფიქრებ ამაზე, სულ ამას ამბობს დედა, არმიაზე, ძმებ-
ზე, ყველაფერზე. დიდებული რჩევაა, დე.
ქუჩის ბოლოს, მილ-როუდისა და მარშერ-როუდის გადაკ-
ვეთაზე, ბრბო იმატებს და ხალხში მეტი სოფლელი ირევა.
ბავშვების ჯგუფი, ახალბედა ქურდბაცაცები, ხელობაში ახლა
რომ იწაფებიან, გამვლელებს შორის დაძრწიან მარდი, ხარბი
თითებით. ძალიან პატარები არიან საიმისოდ, რომ ეს კარ-
გად გამოსდიოდეთ და მალე საქმეში გუშაგები ერთვებიან.
როგორც წესი, ბავშვებს ხუნდებს ადებენ ან სოფლის საგუშა-
გოს ციხეში სვამენ, მაგრამ დღეს გუშაგებს უნდათ პირველ
პარასკევს დაესწრონ, ამიტომ ქურდბაცაცებს რამდენჯერმე
ლაზათიანად წაუთაქებენ და გაუშვებენ. მცირედი ლმობიერე-
ბაა.
წელზე ძლივს შესამჩნევ შეხებას ვგრძნობ, ინსტინქტურად
ვტრიალდები. იმ სულელის ხელს ვაფრინდები, ვინც ჩემი გა-
ქურდვა მოინდომა, მაგრად ვუჭერ, რომ პატარა გაიძვერა
ვერსად გაიქცეს, მაგრამ გალეული ბავშვის ნაცვლად დამცი-
ნავი ღიმილით მომზირალ სახეს ვეფეთები.

5 მკითხველთა ლიგა
კილორნ უორენი. მეთევზის შეგირდი, ომის გამო დაობ-
ლებული და, ალბათ, ჩემი ერთადერთი გულითადი მეგობა-
რი. ბავშვობაში ერთმანეთს წავუთაქებდით ხოლმე, მაგრამ
ახლა გავიზარდეთ – ის ჩემზე ერთი თავით მაღალია – ამი-
ტომ ვცდილობ თავი ავარიდო მასთან უთანხმოებას. მგონი,
სიმაღლეს კარგად იყენებს, მაგალითად, მაღალ თაროებს
სწვდება.
– ძალიან სწრაფი ხდები, – ხითხითებს ის და ხელს ითავი-
სუფლებს ჩემგან.
– ან შენ კარგავ სისწრაფეს.
ის თვალებს ატრიალებს და ხელიდან ვაშლს მტაცებს.
– გიზას ელოდები? – მეკითხება და ნადავლს კბეჩს.
– დღეს არ სცალია, მუშაობს.
– მაშინ წავედით. არ მინდა გამოვაკლდე წარმოდგენას.
– ოჰ, ოჰ, ეს ხომ ნამდვილი ტრაგედია იქნება.
– ნწ, ნწ, მერ, – მაჯავრებს ის და თითს მიქნევს, – ეს ხომ
ჩვენს გასართობად იმართება.
– არა, ეს გაფრთხილებაა, სულელო.
მაგრამ ის უკვე თავისი დიდი ნაბიჯებით მიაბოტებს და იძუ-
ლებული ვარ მეც მივყვე ჩორთით, რომ არ ჩამოვრჩე. აცაბა-
ცა სიარული იცის. ამას მეზღვაურის სიარულს ეძახის, თუმცა
ზღვაში შორს არასდროს შესულა. ალბათ, მისი მეთევზე პატ-
რონის ნავზე გატარებული საათები, თუნდაც, ეს მდინარეზე
იყოს, თავისას შვრება.
როგორც მამაჩემი, კილორნის მამაც ომში გაგზავნეს, მაგ-
რამ მამაჩემი უფეხოდ და უფილტვოდ დაბრუნდა, მისტერ
უორენი კი ფეხსაცმელების ყუთით ჩამოასვენეს. მერე კი-
ლორნის დედაც სადღაც გადაიკარგა და პატარა ბიჭი ბედის
ანაბარად მიაგდო. ლამის შიმშილით მოკვდა, მაგრამ ჩემთან
6 მკითხველთა ლიგა
მაინც ჩხუბობდა. მე ვაჭმევდი, რადგან ძვლების გროვისთვის
ხელის გარტყმა სასიამოვნო ნამდვილად არ არის, და აი,
ესეც კილორნი, ათი წლის შემდეგ. კიდევ კარგი, შეგირდად
დგას და ომში წასვლა მაინც არ მოუწევს.
ბორცვის ძირას მივდივართ, აქ უფრო ბევრი ხალხია და
არის ერთი მუჯლუგუნებისა და ქიმუნჯების წაკვრა. პირველ
პარასკევზე დასწრება სავალდებულოა, თუ ჩემს დასავით
"აუცილებელი სამუშაო" არა გაქვს. თითქოს აბრეშუმის მო-
ქარგვა აუცილებელი რამ იყოს, მაგრამ ვერცხლისფრებს უყ-
ვართ აბრეშუმი, ხომ ასეა? გუშაგებიც კი, ყოველ შემთხვევა-
ში, რამდენიმე მათგანი, შეიძლება მოისყიდო ჩემი დის ნა-
ქარგობით. თუმცა ასეთ ამბებში კარგად ვერ ვერკვევი.
სანამ ბორცვის წვერისკენ ქვის საფეხურებით მივიწევთ,
ჩვენ გარშემო ჩრდილები მუქდებიან. კილორნი ერ-
თდროულად ორ საფეხურზე ადის და თითქმის უკან მიტო-
ვებს, მაგრამ ჩერდება და მელოდება. დამცინავად დამყურებს
და მწვანე თვალებიდან გახუნებულ-მოყვითალო თმის კუ-
ლულს იცილებს.
– ხანდახან მავიწყდება, რომ ბავშვის ფეხები გაქვს.
– ბავშვის ტვინის ქონას მისი ფეხები სჯობს, – მივუგდებ
მე, თან ჩავლისას მსუბუქად გავკრავ ხელს ლოყაში. კიბეზე
ამავალს უკან მისი სიცილი მომყვება.
– ჩვეულებრივზე უგუნებოდ ხარ.
– უბრალოდ, მეზიზღება ეს ყველაფერი.
– ვიცი, – სერიოზული სახით ბუტბუტებს კილორნი.
და მერე არენაზე ავდივართ, ზემოდან ცხელი მზე აცხუ-
ნებს. ათი წლის წინ აგებულ არენას თამამად შეიძლება ოჩო-
ფეხეთში ყველაზე მაღალი შენობა ვუწოდოთ. ქალაქის კო-
ლოსალურ ნაგებობებს ვერ შეედრება, მაგრამ მაინც, ჰაერში
7 მკითხველთა ლიგა
გამოკიდებული ფოლადის თაღები, ათასობით კვადრატული
ფუტი ბეტონი საკმარისია, რომ სოფლელ გოგოს სუნთქვა შე-
ეკრას.
ყველგან გუშაგები დგანან, მათ შავ-ვერცხლისფერ სამოსს
ბრბოში ადვილად გამოარჩევ. ეს პირველი პარასკევია და
ერთი სული აქვთ, საკუთარი თვალით როდის ნახავენ ყველა-
ფერს. გრძელი შაშხანები ან პისტოლეტები უჭირავთ, თუმცა
არაფერში სჭირდებათ. როგორც წესი, გუშაგები ვერცხლის-
ფრები არიან და ვერცხლისფრებს ჩვენგან, წითლებისგან,
არაფერი ემუქრებათ. ეს ყველამ იცის. ჩვენ არა ვართ მათი
თანასწორი, მაგრამ ამას გარეგნულად ვერ შეატყობთ. ერთა-
დერთი, რაც განგვასხვავებს, ყოველ შემთხვევაში, ფიზიკუ-
რად, ის არის, რომ ვერცხლისფრები მაღლები არიან. ჩვენი
ზურგები მოხრილია მუშაობით, ფუჭი იმედითა და გარდაუვა-
ლი იმედგაცრუებით, რომელსაც ამ ცხოვრებაში ბედისწერა
გვიმზადებს.
უსახურავო არენაზე ისევე ცხელა, როგორც გარეთ. ფეხის
წვერებზე შემდგარი კილორნი ჩრდილისკენ მიმიძღვის. ჩვენ-
თვის აქ სკამები არ არის, მხოლოდ გრძელი ბეტონის მერხე-
ბია, სამაგიეროდ, ზემოთ რამდენიმე ვერცხლისფერი დიდ-
გვაროვანი გრილ, მყუდრო ლოჟაში ნებივრობს. იქ სასმელი
აქვთ, საჭმელი, ყინულიც კი, თვით ზაფხულის ყველაზე ცხელ
დროს, რბილი სკამები, ელექტრონის შუქი და სხვა ფუფუნე-
ბის საგნები, რომლებიც მე არასდროს მეღირსება. ვერ-
ცხლისფრები ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევენ და
"ცუდ პირობებზე" წუწუნებენ. მაგათ ვაჩვენებ ცუდ პირობებს,
თუ ოდესმე შანსი მომეცა. ჩვენ მხოლოდ მაგარი მერხები და
რამდენიმე მოშიშინე ვიდეოეკრანი გვერგება, რომელთა გაძ-
ლება ძნელია, რადგან მეტისმეტად ანათებენ და ხმაურობენ.
8 მკითხველთა ლიგა
– ერთი დღის ხელფასზე დავნაძლევდეთ, რომ დღეს
კვლავ მძლავრხელიანი გაიმარჯვებს, – ამბობს კილორნი და
ვაშლის ნარჩენს არენის იატაკზე ისვრის.
– არავითარი ნაძლევი, – ვეუბნები მას.
ბევრი წითელი დებს ხელფასს ბრძოლებზე იმ იმედით,
რომ რამეს მოიგებს და მომავალ კვირაში გაიტანს თავს, მაგ-
რამ არა მე, კილორნთანაც კი. უფრო ადვილია ბუკმეკერის
ჩანთა ჩაჭრა, ვიდრე მისგან ფულის ამოგება სცადო.
– ფული ასე არ უნდა გაფანტო.
– თუ გამიმართლებს, ფანტვა აღარ გამოვა. ყოველთვის
მძლავრხელიანი ამარცხებს ვიღაცას.
ჩვეულებრივ, ორთაბრძოლების ერთ მესამედში მაინც
მძლავრხელიანები მონაწილეობენ, მათი უნარები და შესაძ-
ლებლობები უფრო მეტად შეესაბამება აქაურობას, ვიდრე
თითქმის ნებისმიერი ვერცხლისფრისა. როგორც ჩანს, ბრძო-
ლა სიამოვნებთ. თავიანთ ზეადამიანურ ძალას იყენებენ და
სხვა მებრძოლებს ჭინჭის თოჯინებივით აქეთ-იქით ისვრიან.
– სხვაზე რას იტყვი? – ვკითხულობ მე, სხვა ვერცხლის-
ფრებზე ვფიქრობ, რომლებმაც შეიძლება იბრძოლონ. ტელე-
კინები, ფეხმარდები, ნიმფები, მწვანეები, ქვისტყავები – ყო-
ველი მათგანი საზარელი სანახავია.
– არ ვიცი. იმედია, მაგარი სანახაობა იქნება. გართობა არ
მაწყენდა.
მე და კილორნს პირველი პარასკევის სანახაობაზე გან-
სხვავებული შეხედულებები გვაქვს. იმის ყურება, თუ როგორ
გლეჯს ერთმანეთს ორი მებრძოლი, არ მსიამოვნებს, მაგრამ
კილორნს ეს ძალიან უყვარს. დაე, ააყბაონ ერთმანეთი, ამ-
ბობს ის, ისინი ჩვენიანები არ არიან.

9 მკითხველთა ლიგა
კილორნს არ ესმის ამ ორთაბრძოლების მნიშვნელობა. ეს
არ არის გიჟური გართობა, რათა წითლებმა დამქანცველი
მუშაობის მერე გული გადააყოლონ. ეს კარგად გათვლილი
ცივსისხლიანი შეტყობინებაა: მხოლოდ ვერცხლისფრებს შე-
უძლიათ არენებზე ბრძოლა, რადგან მხოლოდ ვერცხლის-
ფერს შეუძლია არენას გადაურჩეს. ისინი იბრძვიან, რათა თა-
ვიანთი ძალა და ძლევამოსილება გვაჩვენონ. თქვენ ვერც კი
შეგვედრებით. ჩვენ უკეთესები ვართ. ჩვენ ღმერთები ვართ.
ეს ყოველ ზეადამიანური ძალის დარტყმაში ჩანს.
და ისინი სრულიად მართლები არიან. გასულ თვეს ფეხ-
მარდისა და ტელეკინის ორთაბრძოლას ვუყურე და მართა-
ლია, ფეხმარდი ისე სწრაფად მოძრაობდა, თვალს ვერ
წაატანდი, ტელეკინმა ის გააშეშა – მხოლოდ გონების ძალით
ასწია მიწიდან. ფეხმარდი ახროტინდა; მგონი, ყელზე უჩინა-
რი ძალა უჭერდა. როცა სახე გაულურჯდა, ბრძოლა შეწყდა.
კილორნი ტაშს უკრავდა. მან ხომ ტელეკინზე დადო.
– ბატონებო და ქალბატონებო, ვერცხლისფრებო და წით-
ლებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პირველ პარასკევ-
ზე, აგვისტოს სანახაობაზე, – დიქტორის ხმა არენაზე ექოდ
გაისმის, კედლები ეფექტს აძლიერებს. უღიმღამო ხმა აქვს,
როგორც ყოველთვის, და არც ვადანაშაულებ.
ოდესღაც ასეთი სანახაობები შეჯიბრებები კი არა, სიკვდი-
ლით დასჯის ერთ-ერთი სახეობა იყო. პატიმრები და სახელ-
მწიფოს მტრები დედაქალაქ არქეონში მიჰყავდათ და ვერ-
ცხლისფერთა თავყრილობის წინაშე ხოცავდნენ. ალბათ,
ვერცხლისფრებს ეს მოსწონდათ და შეჯიბრებების გამარ-
თვაც დაიწყეს. არა იმისთვის, რომ დაეხოცათ, არამედ გასარ-
თობად. მერე ეს სანახაობად იქცა და სხვა ქალაქებშიც გავ-
რცელდა, სხვა არენებზე იმართებოდა სხვა მაყურებლის წი-
10 მკითხველთა ლიგა
ნაშე. მერე და მერე წითლებიც დაუშვეს და მხოლოდ იაფფა-
სიან მერხებზე დასხდომის ნება დართეს. ცოტა ხანში ვერ-
ცხლისფრებმა არენები ყველგან ააშენეს, ისეთ სოფლებშიც
კი, როგორიც ოჩოფეხეთია, და დასწრება, რაც ერთ დროს სა-
ჩუქრად ითვლებოდა, წყეულ ვალდებულებად იქცა. ჩემი ძმა
ამბობს, ეს იმიტომ მოხდა, რომ არენებიან ქალაქებში წით-
ლებში შესამჩნევად შემცირდა დანაშაულის მაჩვენებელი და
აყალმაყალიო. აჯანყებებიც გაიშვიათდა. მშვიდობის შესა-
ნარჩუნებლად ვერცხლისფრებს აღარ სჭირდებათ სიკვდი-
ლით დასჯა, ლეგიონები ან გუშაგები; ორ მებრძოლსაც
იოლად შეუძლია ჩვენი დაშინება.
დღეს ნარჩევი მებრძოლები არიან. პირველი, ვინც თეთრ
ქვიშაზე გამოდის, როგორც აცხადებენ, კანტოს კაროსია,
ვერცხლისფერი, აღმოსავლეთში მდებარე ჰარბორ-ბეიდან.
ეკრანზე კარგად ჩანს მებრძოლის ფიგურა და თქმა არ უნდა,
რომ ის მძლავრხელიანია. მკლავები ხის მორებივით აქვს:
დაბერილი, დაძარღვული, კანი ზედ ასკდება. როცა იღიმება,
ვხედავ, რომ კბილები აკლია, ან ჩამსხვრეული აქვს. შეიძლე-
ბა ბიჭობაში კბილის ჯაგრისს ეჩხუბა.
ჩემ გვერდით კილორნი ტაშს უკრავს და სხვა სოფლელე-
ბიც მასთან ერთად ღრიალებენ. განსაკუთრებით
ხმაურიანებს გუშაგი მოწონების ნიშნად პურის კვერს უგდებს.
ჩემ მარცხნივ მეორე გუშაგი ატირებულ ბავშვს ჭყეტელა ყვი-
თელ ქაღალდს აძლევს. ელექტროქაღალდს – ელექტრონის
დამატებით რაციონს. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ტაში
დავუკრათ, ვიყვიროთ, იმისთვის, რომ ყურება გვაიძულონ,
მაშინაც კი, თუ არ გვინდა.
– ასე, ასე, გააგონეთ თქვენი ხმა! – სიტყვებს წელავს დიქ-
ტორი, ხმაში შეძლებისდაგვარად მეტ ენთუზიაზმს აქსოვს, –
11 მკითხველთა ლიგა
და აი, მისი მეტოქეც, თვით დედაქალაქიდან, სამსონ მერან-
დუსი.
ამ კუნთების გროვის ფონზე მეორე მებრძოლი გაფითრე-
ბული და გამხდარი ჩანს, მაგრამ მისი მოსევადებული ფოლა-
დის საჭურველი ულამაზესია, მთლად ბზინავს. ის, ალბათ,
მეორე ვაჟის მეორე ვაჟია1, რომელიც არენაზე ცდილობს
აღიარების მოპოვებას. წესით, უნდა ეშინოდეს, მაგრამ უც-
ნაურად მშვიდი სახე აქვს.
ნაცნობი გვარი აქვს, რაც გასაკვირი არ არის. ბევრი ვერ-
ცხლისფერი ცნობილი ოჯახის შვილია, მათ "საგვარეულო-
ებს" უწოდებენ და უამრავი დედმამიშვილი ჰყავთ. ჩვენი მხა-
რის, კეპიტალ-ველის, მმართველი ოჯახი უელეს საგვა-
რეულოა, თუმცა გუბერნატორი უელე არასდროს მინახავს. ის
ამ მხარეს წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ სტუმ-
რობს და მაშინაც კი არასოდეს კადრულობს წითლების ისეთ
სოფელში მოსვლას, როგორიც ჩემია. ერთხელ მისი სამდინა-
რო გემი დავინახე, მთლად ბზინავდა, ზედ მწვანე--
ოქროსფერი ალმები აღემართათ. გუბერნატორი მწვანეა და
როცა ჩაიარა, ნაპირზე ხეები აყვავდა, მიწიდან ყვავილები
ამოიწვერა. ვიფიქრე, რა მშვენიერია-მეთქი, სანამ ერთმა უფ-
როსმა ბიჭმა გემს ქვები არ დაუშინა. მათ გემამდე ვერც მიაღ-
წიეს და წყალში ჩაცვივდნენ, მაგრამ ბიჭს მაინც დაადეს ხუნ-
დები.

1ძველთაგანვე, მაგალითად, ებრაულ თუ ევროპულ ტრადიციაში, პირმშო


ვაჟი ოჯახში მემკვიდრედ იყო აღიარებული, მეორე ვაჟს მეომრად ზრდიდ-
ნენ, მესამეს – სასულიერო პირად. აქ ავტორი მიანიშნებს, რომ მებრძო-
ლის მამაც მეორე ვაჟი იყო, თვითონაც მეორე ვაჟია და ამიტომაც, რაკი
პირმშოობა არ ერგო, სახელის მოპოვებას საბრძოლო არენაზე ცდი-
ლობს.
12 მკითხველთა ლიგა
– უეჭველად მძლავრხელიანი გაიმარჯვებს.
წარბშეკრული კილორნი ტანმორჩილ მებრძოლს უყუ-
რებს.
– საიდან იცი? იქნებ რა ძალა აქვს ამ სამსონს?
– რა მნიშვნელობა აქვს, მაინც დამარცხდება, – აგდებუ-
ლად ვამბობ და ბრძოლის საყურებლად მოხერხებულად ვეწ-
ყობი.
არენაზე სიგნალის ნაცნობი ხმა გაისმის. ბევრი ფეხზე
დგება. ერთი სული აქვთ, როდის დაიწყება, მაგრამ მე ჩუმი
პროტესტის ნიშნად მერხზე ვრჩები. ერთი შეხედვით მშვიდად
ვარ, მაგრამ კანქვეშ ბრაზი მიდუღს. ბრაზი და შური. ჩვენ
ღმერთები ვართ, ჩამესმის გონებაში.
– მებრძოლებო, მოემზადეთ.
არენის საპირისპირო კუთხეებში მდგარი მებრძოლები
ასეც იქცევიან. ცეცხლსასროლი იარაღის ხმარება დაშვებუ-
ლი არ არის, ამიტომ კანტოსი მოკლე, ფართოპირიან ხმალს
იშიშვლებს. არა მგონია, დასჭირდეს. სამსონს იარაღი არა
აქვს, მხოლოდ თითებს კრუნჩხავს.
არენაზე ხმადაბალი ელექტრონული ზუზუნი გაისმის.
მძულს ეს შეგრძნება. კბილებსა და ძვლებში ვგრძნობ ამ
ხმას, ისე პულსირებს, ასე მგონია, სხეულში რაღაც ჩამემ-
სხვრევა. ზუზუნი უცებ ჭყვიტინა ზარით წყდება. იწყება. შვე-
ბით ამოვისუნთქავ.
თავიდანვე ეტყობა, რომ ბრძოლა სისხლიანი იქნება. კან-
ტოსი ხარივით გამოვარდა წინ, სირბილისას ფეხებით ქვიშას
ამტვერებს. სამსონი ცდილობს დაუსხლტეს, მეტოქეს მხრით
გვერდს უქცევს, რომ მის ზურგს უკან გახტეს, მაგრამ მძლავ-
რხელიანი ძალიან მარდია – სამსონს ფეხში ავლებს ხელს და
არენაზე ისე ისვრის, თითქოს ბუმბული იყოს. ამას მოჰყვება
13 მკითხველთა ლიგა
ტაშისცემა, რომელიც სამსონის ტკივილისგან ამოხეთქილ
ღრიალს ფარავს, როცა ის ბეტონის კედელს შეასკდება, თუმ-
ცა ტანჯვა სახეზე მაინც ეტყობა. სანამ წამოდგომას მოას-
წრებდეს, კანტოსი თავზე ადგება და ძალის დაძაბვით აიტა-
ცებს ცისკენ. მერე ისე მაგრად ანარცხებს ქვიშაზე, რომ სამ-
სონისგან, ალბათ, დამტვრეული ძვლების გროვაღა უნდა
დარჩეს, მაგრამ ის როგორღაც მაინც დგება ფეხზე.
– სავარჯიშო ტომარაა? – იცინის კილორნი, – მისცხე მა-
გას, კანტოს!
კილორნს ფეხებზე ჰკიდია პურის კვერი ან ელექტრონის
დამატებითი რამდენიმე წუთი. ამისთვის კი არ ხარობს, გუ-
ლით უნდა ნახოს, როგორ მოირწყვება არენა სისხლით, ვერ-
ცხლისფერი სისხლით. მნიშვნელობა არა აქვს, რომ ამ
სისხლს ჩვენთან საერთო არაფერი აქვს, ის იმის გამომხატვე-
ლია, რაც ჩვენ ვერასდროს ვიქნებით, ის ყველაფერია, რაც
ჩვენ გვინდა. კილორნს მხოლოდ ამის ნახვა უნდა, რათა თავი
მოიტყუოს, რომ ისინიც ადამიანები არიან, რომლებსაც შეიძ-
ლება ტკივილი მიაყენო და დაამარცხო. მაგრამ მე უფრო
კარგად ვხვდები: მათი სისხლი მუქარაა, გაფრთხილება, და-
პირება. ჩვენ არა ვართ ერთნაირები და არც არასოდეს ვიქნე-
ბით.
და კილორნს იმედი არ უცრუვდება. ლოჟებიდანაც კი მო-
ჩანს ვერცხლისფრად მოციმციმე სითხე, სამსონის პირიდან
რომ მოწანწკარებს. ის ზაფხულის მზეს წყლის სარკესავით2
ირეკლავს და მის კისერსა თუ საჭურველზე მდინარესავით
მოედინება.

2 მდინარის, ტბის ან მისთანათა ზედაპირი.


14 მკითხველთა ლიგა
სწორედ ეს არის ვერცხლისფრებსა და წითლებს შორის
განსხვავება: ჩვენი სისხლის ფერი. ეს მარტივი სხვაობა მათ
როგორღაც ჩვენზე ძლიერებად, ჭკვიანებად და უკეთესებად
აქცევს.
სამსონი აფურთხებს და არენას მზის სხივით ალაპლაპებუ-
ლი ვერცხლისფერი სისხლი ეშხეფება. შორიახლო კანტოსი
ხმალს ხელს უჭერს, მზადაა მიაყენოს საბოლოო დარტყმა მე-
ტოქეს და ბრძოლა დაასრულოს.
– საწყალი სულელი, – ვბუტბუტებ მე. როგორც ჩანს, კი-
ლორნი მართალია. სამსონი სავარჯიშო ტომარაა.
კანტოსი ქვიშაზე მირბის, ხმალი აღუმართავს და თვალები
უელავს. და უცებ შუა გზაზე შეშდება, უეცარი შეჩერებისას მი-
სი საჭურველი ჟღარუნებს. არენის შუაგულიდან სისხლჩა-
მომდინარე მებრძოლი კანტოსისკენ თითს იშვერს, ისეთი
მზერა აქვს, პირდაპირ ძვლებში ატანს.
სამსონი თითებს ატკაცუნებს და კანტოსი წინ მიდის, მისი
მოძრაობა ზუსტად ემთხვევა მეტოქის თითებისას. პირი
დაუღია, თითქოს გამოშტერდა ან რეაქცია შეუნელდა. თით-
ქოს აზროვნება წაერთვა.
თვალებს ვერ ვუჯერებ.
არენაზე სამარისებური სიჩუმეა ჩამოწოლილი და გაუგე-
ბარ სანახაობას მივშტერებივართ, კილორნსაც კი არაფერი
აქვს სათქმელი.
– მოჩურჩულე, – აღმომხდა უნებურად.
არენაზე ასეთი ნანახი არ მყავს – ეჭვი მეპარება, საერ-
თოდ ვინმეს ჰყავდეს. მოჩურჩულეები ცოტანი არიან, სახიფა-
თონი და ძლიერები, თვით ვერცხლისფრებს შორის, თვით
დედაქალაქშიც კი. მათზე რა ჭორი არ დადის, მაგრამ ერთი
რამ მარტივი და შიშის მომგვრელი ჭეშმარიტებაა: მათ შენს
15 მკითხველთა ლიგა
თავში შემოღწევა, შენი აზრების წაკითხვა და შენი გონების
გაკონტროლება შეუძლიათ. და სამსონიც სწორედ ამას აკე-
თებს, უხმაუროდ შეცურდა კანტოსის საჭურვლისა და კუნთე-
ბის გავლით მის ტვინში, სადაც ხელს ვეღარავინ შეუშლის.
კანტოსი აკანკალებული ხელით სწევს ხმალს. ცდილობს
შეეწინააღმდეგოს სამსონის ძალას, მაგრამ რაც უნდა
ძლიერი იყოს იგი, გონებაში ჩაბუდებულ მტერს ვერ შეებ-
რძოლები.
სამსონის ხელის კიდევ ერთი გაქნევა და ქვიშაზე ვერ-
ცხლისფერი სისხლი იღვრება: კანტოსი ხმალს პირდაპირ სა-
ჭურველში იტარებს, თავისივე მუცელში. ზედა მერხზეც კი
მესმის ხორცში ჩასობილი ფოლადის გულისამრევი ხმა.
კანტოსს სისხლი ღვარად მოსჩქეფს და არენას სული ეხუ-
თება. აქ ამდენი სისხლი არასოდეს გვინახავს.
ლურჯი შუქი ინთება და არენას მქრქალი სინათლე ეფინე-
ბა, რაც ბრძოლის დასრულების მაუწყებელია. ქვიშაზე ვერ-
ცხლისფერი მკურნალები შემორბიან და დაცემული კანტო-
სისკენ მიექანებიან. ვერცხლისფერი აქ არ უნდა მოკვდეს.
მათ მამაცურად უნდა იბრძოლონ, გვაჩვენონ, რა შეუძლიათ,
კარგი სანახაობა დადგან – მაგრამ არ უნდა დაიხოცონ. ბო-
ლოს და ბოლოს, წითლები ხომ არ არიან!
არასდროს მინახავს, გუშაგებს ასე სწრაფად ემოძრაოთ.
მათ შორის რამდენიმე ფეხმარდიცაა, ელვის სისწრაფით
დაქრიან აქეთ-იქით და არენიდან გავყავართ. არ უნდათ,
რომ აქ ვიყოთ, თუ კანტოსი ქვიშაზე მოკვდება. ამასობაში,
სამსონი არენიდან ტიტანივით მიაბოტებს. მისი მზერა კანტო-
სის სხეულზე ეცემა და ველი, რომ თვალებში სინანული ექნე-
ბა, მაგრამ უშინაარსო, უემოციო, ცივი სახე აქვს. ეს ბრძოლა

16 მკითხველთა ლიგა
მისთვის არაფერს ნიშნავს. ჩვენც არაფერს წარმოვადგენთ
მისთვის.
სკოლაში გვასწავლიდნენ ჩვენამდე არსებული სამყაროს
ამბებს, როცა ცაში მცხოვრები კეთილი ღმერთები და ანგე-
ლოზები სიყვარულით მართავდნენ დედამიწას. ზოგი ამბობს,
ეს მხოლოდ ზღაპრებიაო, მაგრამ მე არ მჯერა.
ღმერთები კვლავ გვმართავენ. ისინი ვარსკვლავებიდან
ჩამოვიდნენ... და ისინი კეთილები აღარ არიან.

17 მკითხველთა ლიგა
ჩვენი სახლი პატარაა, სოფლის კვალობაზეც კი, მაგრამ,
სამაგიეროდ, ლამაზი ხედი გვაქვს. სანამ დაშავდებოდა, არ-
მიიდან ერთ-ერთი შვებულებისას მამამ სახლი შემაღლებულ-
ზე ააგო, რათა მდინარის გაღმა გახედვაც შეგვძლებოდა.
ზაფხულის ბუღშიც დაინახავთ მოშიშვლებულ მიწას, სადაც
ადრე ტყე იყო. დღეს იქაურობა მთლად გავერანებულია. სა-
ძაგელი სანახაობაა, მაგრამ ჩრდილოეთით და დასავლეთით
აყვავებული გორაკები წარსული მშვენების დადასტურებაა.
იქ იმდენი რამაა. ჩვენ მიღმა, ვერცხლისფრების მიღმა, ჩემ-
თვის ნაცნობი სამყაროს მიღმა.
კიბეზე მივძვრები, ძველ ხეს მისი ხელების ფორმა მიუღია,
ვინც მასზე ყოველდღიურად ადი-ჩადის. სიმაღლიდან ვხედავ
რამდენიმე გემს, რომლებიც მდინარეს ზევით მიუყვებიან და
ხასხასა ალმებს ამაყად მიაფრიალებენ. ვერცხლისფრები.
მხოლოდ მათ აქვთ იმდენი ფული, რომ საკუთარი ტრან-
სპორტით იმგზავრონ. ბორბლებიანი ტრანსპორტიც ჰყავთ,
იახტები, დიდ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავებიც, ჩვენ
კი ორი ფეხის მეტი არაფერი გაგვაჩნია, თუ გაგვიმართლებს,
შეიძლება ველოსიპედს გამოვკრათ ხელი.
გემები, ალბათ, სამერტონისკენ მიდიან, პატარა ქალაქის-
კენ, მეფის საზაფხულო რეზიდენციის ახლოს. დღეს გიზა იყო
იქ, ეხმარებოდა მკერავს, რომლის შეგირდიც არის. ორივე
ხშირად დადის ბაზარში – რომელსაც მეფეც სტუმრობს – რა-
თა თავიანთი ნაწარმი მიჰყიდონ ვერცხლისფერ ვაჭრებსა და
დიდებულებს, რომლებიც სამეფო ოჯახის წევრებს იხვის ჭუ-
18 მკითხველთა ლიგა
კებივით დაჰყვებიან უკან. თავად სასახლეს მზის ციხე--
დარბაზის სახელით იცნობენ. საოცარი რამ უნდა იყოს, თუმ-
ცა არასოდეს მინახავს. არ ვიცი, რაში სჭირდება სამეფო
ოჯახს მეორე სახლი, მით უმეტეს, როცა დედაქალაქში მათი
სასახლე ისეთი დიდებული და მშვენიერია. მაგრამ როგორც
სხვა ვერცხლისფრების, ისე მათი ქცევაც საჭიროებიდან არ
გამომდინარეობს. მხოლოდ სურვილებს იკმაყოფილებენ და
რაც სურთ, იღებენ კიდეც.
სანამ კარს ჩვეულ ქაოსში შევაღებდე, პარმაღზე მოფ-
რიალე დროშას ვუთათუნებ ხელს. სამი წითელი ვარსკვლავი
გაყვითლებულ ქსოვილზე, თითოეული თითო ძმისთვის. სხვა
ვარსკვლავებისთვისაც არის ადგილი. ჩემთვის. სახლების
უმეტესობაზე ასეთი დროშა კიდია, ზოგზე ვარსკვლავების მა-
გივრად შავი ზოლებია, დაღუპული შვილების სახსოვრად.
გაოფლილი დედა ქურასთან ფუსფუსებს, ჩაშუშულს ურევს
ქოთანში, მამაჩემი ინვალიდის ეტლიდან უყურებს. გიზა მაგი-
დასთან ქარგავს რაღაც ისეთ ლამაზსა და მოხდენილს, რაც
ჩემი აღქმის საზღვრებს სრულიად სცილდება.
– მოვედი, – ვამბობ მე, ისე, რომ არავის მივმართავ. მამა
პასუხად ხელს მიქნევს, დედა – თავს, გიზა კი აბრეშუმის ნა-
ჭერს თვალს არ აცილებს.
მოპარული ნივთებით სავსე ჩანთას მის გვერდით ვაგდებ,
ისე, რომ მონეტებმა რაც შეიძლება ხმამაღლა გაიწკრიალონ.
– მგონი, გვეყოფა, რომ მამას დაბადების დღისთვის კარ-
გი ნამცხვარი გამოვაცხოთ და ბატარეებიც ვიყიდოთ მთელი
თვისთვის.
გიზა ჩანთას უყურებს და უკმაყოფილოდ იკრავს წარბებს.
ის მხოლოდ თოთხმეტი წლისაა, მაგრამ თავისი ასაკისთვის
მეტად მახვილი ენა აქვს.
19 მკითხველთა ლიგა
– ერთ დღესაც მოვლენ და ყველაფერს წაიღებენ, რაც
გაქვს.
– გიზა, შურიანობა არ გიხდება, – ვტუქსავ მე და თავზე
ხელს ვუსვამ. ისიც ისვამს ხელს კეფაზე დახვეულ ლამაზ,
მბზინავ წითურ თმაზე და საგულდაგულოდ ისწორებს.
ყოველთვის მინდოდა, მქონოდა მისნაირი თმა, მაგრამ ეს
მისთვის არასდროს მითქვამს. მისი თმა ცეცხლივით წითე-
ლია, ჩემი კი, როგორც იტყვიან, მღვრიე მდინარისფერი. ძი-
რებში შავია, ბოლოებში კი გამოხუნებული, რაც ოჩოფეხე-
თის დუხჭირ ყოფას სავსებით შეესაბამება. აქაურების უმეტე-
სობა თმის უფერული ბოლოების დასაფარად მოკლე თმას
ატარებს, მაგრამ არა მე. მომწონს, როცა ჩემი თმაც კი მახსე-
ნებს, რომ ცხოვრება ასეთი არ უნდა იყოს.
– სულაც არ მშურს, – მეუბნება გაღიზიანებული გიზა და
თავის საქმეს აგრძელებს. ალისფერ ყვავილებს ქარგავს,
პრიალა შავ აბრეშუმზე თითოეული მათგანი ცეცხლისფერი
წითელი ძაფითაა ამოკემსილი.
– ძალიან ლამაზია, გი, – ერთ ყვავილს თითს ვუცაცუნებ,
მაოცებს მისი სირბილე. გიზა ამომხედავს და ნაზად მიღიმის,
ჩაწიკწიკებული კბილები უჩანს. ხშირად ვკინკლაობთ, მაგ-
რამ იცის, რომ ჩემი პატარა ვარსკვლავია.
ყველამ იცის, რომ შურიანი მე ვარ, გიზა. იმის მეტი არაფე-
რი შემიძლია, რომ ისინი გავქურდო, ვინც ცხოვრებაში რამეს
მიაღწია.
როცა შეგირდობის ვადა გაუვა, გიზას შეუძლია თავისი მა-
ღაზია გახსნას. ვერცხლისფრები ყველა კუთხიდან მოვლენ,
რომ ცხვირსახოცების, დროშებისა და ტანსაცმლისთვის ფუ-
ლი გადაუხადონ. გიზა იმას შეძლებს, რასაც წითლებში
თითო-ოროლა თუ ახერხებს: კარგად იცხოვრებს. ის ჩვენი
20 მკითხველთა ლიგა
მშობლების მარჩენალი იქნება და მე და ჩვენს ძმებს უმნიშ-
ვნელო სამსახურს მოგვცემს, რათა ომისგან დაგვიხსნას.
ერთ დღეს გიზა ჩვენ გადაგვარჩენს, თანაც, მხოლოდ ნემსისა
და ძაფის დახმარებით.
– ჩემი გოგონები ერთმანეთისგან დღე და ღამესავით გან-
სხვავდებიან, – ბუტბუტებს დედა და განაცრისფრებულ თმაში
თითებს დააცურებს. ეს შეურაცხყოფა კი არ არის, არამედ
მტკივნეული სიმართლე. გიზა მუყაითია, ლამაზი და გულითა-
დი. დედა რეალობას არბილებს და ამბობს, რომ მე ცოტა უფ-
რო უხეში ვარ – გიზას სინათლის საპირისპირო სიბნელე.
მგონი, ერთადერთი, რაც საერთო გვაქვს, საყურეა – ჩვენი
ძმების სახსოვარი.
კუთხეში მიმჯდარი მამა ხიხინებს და მკერდში მუშტს ჩაქუ-
ჩივით ირტყამს. ჩვეულებრივი ამბავია, მას ხომ მხოლოდ ერ-
თი ფილტვი აქვს ნამდვილი. საბედნიეროდ, წითელი ექიმის
ოსტატობამ გადაარჩინა, დაზიანებული ფილტვი ისეთი აპა-
რატით შეუცვალა, მის მაგივრად რომ სუნთქავს. ეს გამოგო-
ნება ვერცხლისფრებს არ ეკუთვნით, რადგან ასეთი ნივთები
არ სჭირდებათ. მათ მკურნალები ჰყავთ, ისინი წითლების გა-
დარჩენაზე დროს არ ხარჯავენ, არც ფრონტის ხაზზე მუ-
შაობენ, რათა ჯარისკაცებს სიცოცხლე შეუნარჩუნონ. მათი
უმეტესობა ქალაქებში ცხოვრობს, მიხრწნილ ვერცხლის-
ფრებს სიცოცხლეს უხანგრძლივებენ, ალკოჰოლისგან მომ-
სპარ ღვიძლზე მკურნალობენ და ასე შემდეგ. ამიტომ თავის
გადასარჩენად ჩვენ იძულებული ვართ ტექნოლოგიის იატაკ-
ქვეშა ბაზარში ჩავერთოთ. სულელური მექანიზმებია, უმეტე-
სობას არანაირი ეფექტი არა აქვს, მაგრამ ლითონის პატარა
წიკწიკა ნატეხმა მამას სიცოცხლე ნამდვილად შეუნარჩუნა.

21 მკითხველთა ლიგა
ყოველთვის მესმის მისი წიკწიკი, პაწაწინა პულსია, რომე-
ლიც მას ასუნთქებს.
– არ მინდა ნამცხვარი, – ბუზღუნებს მამა. არ გამომპარ-
ვია, როგორ დაიხედა წამოზრდილ მუცელზე.
– მაშინ მითხარი, რა გინდა, მამა, ახალი საათი ან...
– მერ, იმას, რაც ვიღაცას მაჯიდან აწაპნე, ახლად არ
ვთვლი.
სანამ ბაროუების სახლში ახალი ომი მომწიფდება, დედა
ქურიდან გადმოდგამს შეჭამანდს და ამბობს:
– სადილი მზადაა!
მერე მაგიდასთან მოაქვს და საჭმლის ოხშივარში ვეხვევი.
– დიდებული სუნი აქვს, დედა, – ცრუობს გიზა. მამა ასეთი
თავაზიანი არ არის და კერძის დანახვაზე სახეს მანჭავს.
არ მინდა ვაწყენინო ვინმეს, ამიტომ ძალით ვყლაპავ რამ-
დენიმე ლუკმას და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, არც
ისე ცუდია, როგორც ყოველთვის.
– იმ პილპილით შეანელე, მე რომ მოგიტანე?
იმის ნაცვლად, თავი დამიქნიოს, გაიღიმოს და მადლობა
გადამიხადოს, რომ ეს შევამჩნიე, დედა წითლდება და არ მპა-
სუხობს. იცის, რომ მოვიპარე, ისე, როგორც ჩემი ყველა სა-
ჩუქარი.
თეფშზე თავდახრილი გიზა ხვდება, საით მიდის ეს ყველა-
ფერი და თვალებს აბრიალებს.
ალბათ, გგონიათ, რომ უკვე ამ ყველაფერს მიჩვეული უნ-
და ვიყო, არა, მათი უკმაყოფილება მომაბეზრებელია.
დედა ოხრავს და სახეს ხელებში რგავს.
– მერ, შენ იცი, რომ მადლიერი ვარ, უბრალოდ, მინდა...
მის მაგივრად ვამთავრებ:
– რომ გიზას ვგავდე?
22 მკითხველთა ლიგა
დედა თავს გააქნევს. მორიგი ტყუილი.
– არა, რა თქმა უნდა, არა. ეს არ მიგულისხმია.
– კარგი, – დარწმუნებული ვარ, ჩემი სიბრაზე სოფლის
მეორე ბოლოშიც იგრძნობა. მთელი ძალით ვცდილობ არ
ამიკანკალდეს ხმა, – ეს ერთადერთი გზაა, რომ დაგეხმა-
როთ, სანამ... სანამ წავალ.
ომის ხსენებაზე მთელ სახლში სიჩუმე ისადგურებს, მამაც
კი წყვეტს ხიხინს. დედას თავი განზე მიაქვს, ლოყები ბრაზით
ასწითლებია. მაგიდის ქვეშ გიზა ხელს ხელზე მიჭერს.
– ვიცი, რომ ყველაფერს აკეთებ, რაც შეგიძლია, მთელი
გულით ცდილობ, – ჩურჩულებს დედა. ამის თქმა ძალიან უძ-
ნელდება, მაგრამ მისი სიტყვები მამშვიდებს.
ხმას არ ვიღებ და თავს ვუქნევ.
უცებ გიზა სკამიდან წამოხტება, თითქოს დენმა დაარტყაო.
– ო, კინაღამ დამავიწყდა, სამერტონიდან რომ მოვ-
დიოდი, ფოსტაში შევიარე. შეიდის წერილია.
თითქოს ბომბი გასკდა. დედა და მამა ერთმანეთს ასწრე-
ბენ ჭუჭყიანი კონვერტის აღებას, გიზა ჯიბიდან რომ იღებს.
ხელს არ ვუშლი, ქაღალდს ამოწმებენ. კითხვა არც ერთმა არ
იცის, ამიტომ ცდილობენ, რაც შესაძლებელია, თავად ქა-
ღალდისგან შეიტყონ.
მამა წერილს ყნოსავს, ცდილობს გამოიცნოს, რისი სუნი
აქვს.
– ფიჭვი... და არა კვამლი. ეს კარგია. ჩოუკიდან შორს
არის.
ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ. ჩოუკი დაბომბვებით გა-
პარტახებული მიწის ნაგლეჯია, ნორტას ტბების ქვეყანასთან
რომ აკავშირებს. შეტაკებების უმეტესობა სწორედ იქ ხდება.
ჯარისკაცები დროის უმეტეს ნაწილს იქ ატარებენ, ასაფეთ-
23 მკითხველთა ლიგა
ქებლად განწირულ სანგრებში იმალებიან ან გაბედულად
უტევენ მტერს, რაც ხოცვა-ჟლეტით მთავრდება. საზღვრის
დარჩენილი ნაწილი ტბაზე გადის, თუმცა იმის იქით, შორს,
ჩრდილოეთისკენ, ტუნდრად იქცევა, რომელიც მეტისმეტად
ცივი და გავერანებულია საიმისოდ, რომ იქ იბრძოლონ. მამა
წლების წინ ჩოუკში დაჭრეს, როცა მისი რაზმი დაბომბეს. ახ-
ლა ჩოუკი ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ბრძო-
ლებისგან ისეა განადგურებული, რომ აფეთქებების კვამლის-
გან მუდმივად ჯანღი დგას და მიწაზე ვერაფერი ხარობს.
იქაურობა მკვდარი და ნაცრისფერია, ისევე, როგორც ამ
ომის მომავალი.
როგორც იქნა, მამა წერილს წასაკითხად მაძლევს და კონ-
ვერტს ვხსნი, ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ, რას გვწერს
შეიდი, თან მეშინია კიდეც:

"საყვარელო ოჯახო, მე ცოცხალი ვარ. ეს ნათელია".

ამაზე მე და მამა ვფხუკუნებთ, გიზაც კი იღიმება. დედას


დიდი მხიარულება არ ეტყობა, მიუხედავად იმისა, რომ შეიდი
ყველა წერილს ასე იწყებს.

"ფრონტიდან გამოგვიწვიეს, რასაც მამა თავისი მეძებრის


ყნოსვის წყალობით, ალბათ, უკვე მიხვდებოდა. სასიამოვნოა
მთავარ ბანაკში დაბრუნება. როგორც კი ირიჟრაჟებს, აქ მხო-
ლოდ წითლები ვრჩებით. როცა ყველანი წამოვიშლებით,
პირდაპირ ალისფერი განთიადი დგება. ვერცხლისფერი
ოფიცრები თითქმის არსად ჩანან. და რაკი ჩოუკის კვამლი
აღარ გვაბრმავებს, ვხედავთ, ყოველ დილას როგორ ამოდის
სულ უფრო ნათელი მზე... მაგრამ აქ დიდხანს ვერ დავრჩები.
24 მკითხველთა ლიგა
სარდლობა გეგმავს, რომ ჩვენი რაზმი ტბაზე ბრძოლისთვის
გამოიყენოს და ერთ-ერთ ახალ საბრძოლო გემს მიგვამაგ-
რეს. თავისი რაზმიდან ჩვენთან მოვლინებულ ექიმს შევხვდი,
თქვა, რომ ტრემის იცნობს და კარგად არის. ჩოუკიდან უკან
დახევისას ჭურვის ნამსხვრევით დაჭრილა, მაგრამ მალევე
გამოკეთებულა. არავითარი ინფექცია ან მძიმე დაზიანება".

დედა ხმამაღლა ოხრავს და თავს აქნევს.


– არავითარი მძიმე დაზიანება, – ირონიით ამბობს იგი.

"ბრიზე კვლავ არაფერი ისმის, მაგრამ არ ვნერვიულობ. ის


ჩვენ შორის საუკეთესოა და ხუთწლიანი შვებულებაც მალე
მოუწევს. ბრი მალე სახლში იქნება, დედა, ამიტომ დარდი ნუ
გაქვს. მოსაყოლი სხვა არაფერია, ყოველ შემთხვევაში, ისე-
თი, რისი წერილში დაწერაც შემიძლია. გიზა, მეტისმეტად
ცხვირაწეული ნუ ივლი, თუმცა ამის სრული უფლება გაქვს.
მერ, მთლად ნუ გატუტუცდები და იმ უორენების ბიჭს ნუღარ
უტყაპუნებ. მამა, შენით მუდამ ვამაყობ. ყველანი მიყვარ-
ხართ. თქვენი საყვარელი შვილი და ძმა შეიდი".

როგორც ყოველთვის, შეიდის სიტყვები შიგ გულში


გვწვდება. თუ ძალიან შევეცდები, მის ხმასაც კი გავიგონებ.
მერე უცებ ნათურები ჩვენ ზემოთ ციმციმს იწყებს.
– გუშინ რომ დამატებითი რაციონის ქაღალდები მოვიტა-
ნე, გამანაწილებელ კოლოფში არ ჩაგიფენიათ? – ვკითხუ-
ლობ მანამ, სანამ შუქი გამოირთვება და წყვდიადში დავრჩე-
ბით. როცა თვალი სიბნელეს ეჩვევა, ვხედავ, დედა თავს აქ-
ნევს.
გიზა ოხრავს.
25 მკითხველთა ლიგა
– შეგვიძლია თავიდან აღარ დავიწყოთ? – ის დგება და
სკამი ჭრიალებს, – დასაწოლად მივდივარ. ეცადეთ არ იყვი-
როთ.
მაგრამ არ ვყვირით. როგორც ჩანს, ჩვენს სამყაროში ეს
წესად იქცა – მეტისმეტად დაღლილი ვართ ყველა, ჩხუბის
თავიც კი აღარ გვაქვს. დედა და მამა თავიანთ საძინებელში
მიდიან და მაგიდასთან მარტო მტოვებენ. ამ დროს, ჩვეულებ-
რივ, გარეთ გავძვრები ხოლმე, მაგრამ ახლა ძილის მეტი
არაფერი მინდა.
კიბეს მივყვები სხვენისკენ, სადაც გიზა უკვე გემრიელად
ფშვინავს. ყველაზე კარგად შეუძლია დაძინება, დაახლოებით
ერთ წუთში ითიშება, როცა მე შეიძლება საათები დამჭირდეს.
ლოგინში ვეწყობი, იმით კმაყოფილი, რომ შემიძლია უბრა-
ლოდ ვიწვე და შეიდის წერილი მეჭიროს. როგორც მამამ
თქვა, ფიჭვის მძაფრი სუნი აქვს.
ამაღამ მდინარე სასიამოვნოდ ჩუხჩუხებს, ნაპირისპირა
ქვებზე მირაკრაკებს და იავნანას მიმღერის. ძველი მაცივა-
რიც კი არ მაწუხებს, ბატარეებზე მომუშავე ჟანგიანი მანქანა,
რომელიც ჩვეულებრივ ისე ღმუის, რომ თავს მტკენს. მაგრამ
ძილში ჩაძირვას ჩიტის ხმა არ მაცლის. კილორნი.
არა. წადი.
იგივე ხმა, ამჯერად უფრო ხმამაღალი. გიზა ოდნავ ირხევა
და ბალიშზე თავს აბრუნებს.
უკმაყოფილოდ ვბუზღუნებ. ეს საძაგელი კილორნი! საწო-
ლიდან გადმოვდივარ და კიბეზე ჩავდივარ. ჩვეულებრივი გო-
გო არეულ ოთახში რამეს წამოჰკრავდა ფეხს, მაგრამ მე ფეხ-
ზე მყარად ვდგავარ იმ გუშაგების წყალობით, ვისგან გაქცე-
ვაც მიწევდა წლების განმავლობაში. წამში ოჩოფეხებიდან
ჩამოსასვლელი კიბის ძირში ვარ და კოჭებამდე ტალახში
26 მკითხველთა ლიგა
ვეფლობი. კილორნი მელოდება, სახლის უკნიდან ჩრდილს
გამოეყო.
– იმედია, ჩაშავებული თვალები მოგწონს, რადგან სწო-
რედ ახლა ვაპირებ დაგაჯილდოო...
მაგრამ მისი სახის დანახვაზე სიტყვას ვწყვეტ.
ის ნამტირალევია. არადა, კილორნი არასოდეს ტირის.
თითის სახსრებიდან სისხლი სდის და ვხვდები, რომ სადღაც
აქვე კედელს მაგრად დაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ ცუდ
ხასიათზე ვარ და თან ძალიან გვიანია, ჩემდა უნებურად მასზე
ვღელავ, მეტიც, მეშინია კიდეც.
– რა მოხდა? რა ამბავია? – დაუფიქრებლად ვიღებ მის
ხელს და თითებზე სისხლს ვგრძნობ, – რა დაგემართა?
მაშინვე არ მპასუხობს, ჯერ თავს იმხნევებს. ახლა უკვე
თავზარდაცემული ვარ.
– ჩემი პატრონი დაეცა და მოკვდა. შეგირდი აღარ ვარ.
ვცდილობ არ წამოვიყვირო, მაგრამ არ გამომდის და გარ-
შემო დამცინავი ექო გაისმის. შეუძლია გაჩუმდეს, ვიცი, რის
თქმასაც აპირებს, მაგრამ მაინც განაგრძობს:
– ჯერ ხელობის სწავლაც არ დამიმთავრებია და ახლა... –
მას ენა ებმის, – თვრამეტი წლის ვარ. სხვა მეთევზეებს შე-
გირდები ჰყავთ. მე არ ვმუშაობ. სამუშაოს ვერ ვიშოვი.
მომდევნო სიტყვები გულში დანასავით მირტყამს. კი-
ლორნი გაჭირვებით სუნთქავს და უცებ ვნატრობ, რომ მისი
სიტყვები არ მესმოდეს:
– ომში წამიყვანენ, მერ.

27 მკითხველთა ლიგა
ის თითქმის ასი წელია გრძელდება. მგონი, ომიც კი აღარ
ჰქვია, მაგრამ განადგურების ამ უმაღლესი ფორმის აღსანიშ-
ნავად შესაბამისი სიტყვა არ არსებობს. სკოლაში გვითხრეს,
რომ მიწის გამო დაიწყო. ტბების ქვეყანაში ნაყოფიერი, ვაკე
მიწებია, რომლებსაც თევზით სავსე ვეებერთელა ტბები ესაზ-
ღვრება. იქაურობა ნორტის ქვიან-ტყიან გორაკებს არ ჰგავს,
დასამუშავებლად ვარგისი მიწა მოსახლეობას თავის სარჩე-
ნად ძლივს ჰყოფნის. ამან ვერცხლისფრებიც კი შეაწუხა, ამი-
ტომ ჩვენმა მეფემ ტბების ქვეყანას ომი გამოუცხადა და ჩაგ-
ვითრია დაპირისპირებაში, რომელშიც გამარჯვება სინამდვი-
ლეში არც ერთ მხარეს არ შეუძლია.
ტბების ქვეყნის მეფემ, კიდევ ერთმა ვერცხლისფერმა,
იმავეთი გვიპასუხა, რასაც მისმა დიდებულებმა ერთსულოვ-
ნად დაუჭირეს მხარი. მათ ჩვენი მდინარეები უნდოდათ, რა-
თა მიეღწიათ ზღვამდე, რომელსაც ექვსი თვე ყინული არ ეკა-
რება, და კიდევ, წყლის წისქვილები, რომლებიც მრავლადაა
ჩვენს მდინარეებზე. წისქვილები ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა,
იმდენ ელექტროენერგიას იძლევა, რომ წითლებსაც კი შეგ-
ვხვდეს. მსმენია ჭორები შორს, სამხრეთში, დედაქალაქ არ-
ქეონის სიახლოვეს მდებარე ქალაქებზე, სადაც განათლებუ-
ლი და ხელმარჯვე წითლები საოცარ მანქანებს აგებენ. მათ
მიწაზე, წყალსა და ჰაერში ტრანსპორტირებისთვის იყენებენ.
აკეთებენ იარაღსაც, რომლითაც სიკვდილს თესავენ იქ, სა-
დაც ვერცხლისფრებს სჭირდებათ. მასწავლებელმა ამაყად
გვითხრა, რომ ნორტა სამყაროს მანათობელია, ხალხი, რო-
28 მკითხველთა ლიგა
მელსაც ჩვენმა ტექნოლოგიამ და ძლიერებამ დიდება მიანი-
ჭა. ყველა დანარჩენი, ტბების ქვეყანა იქნება თუ პიდმონტი
სამხრეთში, წყვდიადში ცხოვრობს. ჩვენ გაგვიმართლა, რომ
ნორტაში დავიბადეთ. გაგვიმართლა. ამ სიტყვის გაგონებაზე
კივილი მინდება.
მაგრამ ჩვენი ელექტროენერგიის, ტბისქვეყნელების საკ-
ვების დიდი მარაგის, ჩვენი იარაღისა და მათი მრავალრიც-
ხოვნობის მიუხედავად, არც ერთი მხარე ერთმანეთს დიდად
არ აღემატება. ორივეს ჰყავს ვერცხლისფერი ოფიცრები და
წითელი ჯარისკაცები, ორივე ძალასა თუ ნაირგვარ იარაღს
არ იშურებს ბრძოლაში და ფარად ათასობით წითლის
სხეული აქვთ. ომი საუკუნის წინ უნდა დამთავრებულიყო,
მაგრამ კვლავ გრძელდება. ყოველთვის სასაცილოდ მიმაჩ-
ნდა, რომ საკვებისა და წყლისთვის ვომობთ. თვით დიდებულ
და ყოვლისშემძლე ვერცხლისფრებსაც კი სჭირდებათ ჭამა.
მაგრამ ახლა არ მეცინება, როცა კილორნი მომდევნო იქ-
ნება, ვისაც დავემშვიდობები. საინტერესოა, საყურეს თუ მა-
ჩუქებს, როცა მბზინავ საჭურველში ჩამჯდარი ლეგიონერი წა-
იყვანს.
– ერთი კვირა, მერ, ერთი კვირაც და, წამიყვანენ, – ახვე-
ლებს და გაბზარული ხმის დაფარვას ცდილობს, – მაგრამ არ
მინდა... ისინი... ისინი ვერ წამიყვანენ.
მაგრამ ვხედავ, რომ მის თვალებში ბრძოლისუნარიანობა
ქრება.
– ალბათ, შეგვიძლია რამის გაკეთება, – ვლუღლუღებ მე.
– არავის არაფერი შეუძლია. არავინ არის ისეთი, ვინც
გაწვევას თავი აარიდა და გადარჩა.

29 მკითხველთა ლიგა
ეს უმისოდაც ვიცი. ყოველ წელს ვიღაც ცდილობს გაქცე-
ვას, მას ყოველ ჯერზე მიათრევენ ქალაქის მთავარ მოედანზე
და სახრჩობელაზე ჰკიდებენ.
– არა... რაღაც გზას გამოვნახავთ.
ასეთ წუთებშიც კი ნახულობს იმის ძალას, რომ გაიკრი-
ჭოს.
– ჩვენ?
ლოყებზე ელვის უსწრაფესად მეკიდება ალი.
– შენი არ იყოს, მეც გაწვევისთვის ვარ განწირული, მაგ-
რამ ვერც მე ჩამიგდებენ ხელში. უნდა გავიქცეთ.
არმია ყოველთვის იყო ჩემი ბედისწერა, ჩემი სასჯელი, მე
ეს ვიცი, მაგრამ არა კილორნისთვის. ომმა ისედაც მეტისმე-
ტად ბევრი რამ წაართვა.
– გასაქცევი არსადაა, – ბურტყუნებს ის, მაგრამ კიდევ
კარგი, მეკამათება და არ ნებდება, – ჩრდილოეთში ზამთარს
ვერ გადავურჩებით, აღმოსავლეთით ზღვაა, დასავლეთში
ომია, სამხრეთში ჯოჯოხეთური რადიაცია... და გარშემო ყვე-
ლაფერი ვერცხლისფრებითა და გუშაგებითაა სავსე.
სიტყვებს სხაპასხუპით ვაყრი:
– სოფელში ასეა, ყველგან ვერცხლისფრები და გუშაგები
არიან, ჩვენ კი ვახერხებთ და მათ ცხვირწინ ვქურდობთ, თან
უვნებელი ვრჩებით.
ჩემი გონება გამალებით მუშაობს, მთელი ძალით ცდი-
ლობს მიაგნოს რამე გამოსადეგს, და უცებ მეხივით დამ-
კრავს:
– ხომ იცი, შავ ბაზარზე ვაჭრობას ჩვენც ვეხმარებით. ყვე-
ლანაირი კონტრაბანდა გადააქვთ, მარცვლეულით დაწყებუ-
ლი, ნათურებით დამთავრებული. ვითომ ორ ადამიანს ვერ
გადაიყვანენ?
30 მკითხველთა ლიგა
კილორნი პირს აღებს, რათა ჩამოთვალოს ათასი მიზეზი,
რომელთა გამოც ამ საქმისგან არაფერი გამოვა, მაგრამ მე-
რე იღიმება და თავს მიქნევს.
არ მიყვარს სხვის საქმეში ჩარევა. ამის დრო არა მაქვს,
მაგრამ აი, მე აქა ვარ და მესმის, როგორ ვამბობ ოთხ დამ-
ღუპველ სიტყვას:
ა– ეგ საქმე მე მომანდე.
ნივთები, რომლებსაც ჩვეულებრივი მაღაზიების მეპატრო-
ნეებს ვერ მივყიდით, უილ უისტლთან მიგვაქვს. მოხუცია,
სუსტი და ხეტყის საწყობში ნამდვილად ვერ იმუშავებს, ამი-
ტომ დღისით ქუჩებს გვის. ღამღამობით თავისი დაფხავებუ-
ლი ფურგონიდან ყველაფერს მოგყიდით, რაც მოგესურვე-
ბათ, მწვავედ დეფიციტური ყავა იქნება თუ არქეონული უჩ-
ვეულო ნივთები. ცხრა წლის ვიყავი, მთელი ბღუჯა მოპარუ-
ლი ღილები მქონდა და უილთან ვცადე ბედი. არაფერი უკით-
ხავს, ისე გადამიხადა სამი სპილენძის პენი. ახლა მე მისი
საუკეთესო მომმარაგებელი ვარ და, ალბათ, საშუალებაც,
რისი წყალობითაც ასეთ პატარა სოფელში თავის გატანას
ახერხებს. თუ მომგებიანი დღე აქვს, შეიძლება მეგობარიც კი
მიწოდოს. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ აღმოვაჩინე,
რომ უილი ბევრად დიდი სქემის ნაწილი ყოფილა. ზოგი ამას
იატაკქვეშეთს უწოდებს, ზოგიც შავ ბაზარს, მაგრამ მე მხო-
ლოდ ის მაინტერესებს, რასაც ისინი აკეთებენ. მათ ყველგან
ჰყავთ უილისთანა ხალხი, ნაქურდლის შემძენები, არქეონ-
შიც კი, რაოდენ შეუძლებლადაც უნდა გვეჩვენებოდეს. კონ-
ტრაბანდული საქონელი მთელ ქვეყანაში გადააქვთ. და ახ-
ლა სანაძლეოს ჩამოვდივარ, რომ გამონაკლისს დაუშვებენ
და საქონლის მაგივრად ადამიანს გადაიყვანენ.
– არაფერი გამოვა.
31 მკითხველთა ლიგა
რვა წლის განმავლობაში უილს ჩემთვის არასდროს უთ-
ქვამს უარი, ახლა კი ამ დაჩამიჩებულმა ბებერმა სულელმა,
გადატანითი მნიშვნელობით თუ ვიტყვით, ლამის ცხვირწინ
მომიჯახუნოს ფურგონის კარი. მიხარია, რომ კილორნი აქ არ
არის და ვერ ხედავს, როგორ გვიცრუვდება იმედი.
– უილ, გთხოვ, ვიცი, რომ შეგიძლია...
ის თავს აქნევს, თეთრ წვერს აქიცინებს.
– რომც შემეძლოს, მე ერთი უბრალო ვაჭარი ვარ... ხალ-
ხი, ვისთანაც ვმუშაობ, დროსა და ძალას იმაზე არ დახარჯავს,
რომ ვიღაც გაქცეული აქეთ-იქით ატარონ. ეს ჩვენი საქმე არ
არის.
ვგრძნობ, როგორ მისხლტება თითებიდან ჩემი და კი-
ლორნის ერთადერთი იმედი.
უილი, ალბათ, ჩემს თვალებში სასოწარკვეთას ხედავს და
მოლბა, ფურგონის კარს მიეყრდნო, თან მძიმედ ოხრავს და
უკან, სიბნელეში იყურება. წუთის შემდეგ ისევ მე მიბრუნდება
და მანიშნებს, ფურგონში შემოდიო. სიხარულით ვთანხმდე-
ბი.
– გმადლობ, უილ, – ვბუტბუტებ მე, – არც კი იცი, ეს ჩემ-
თვის რას ნიშნავს...
– დაჯექი და ჩუმად იყავი, გოგონა, – ამბობს ვიღაც ხმა-
მაღლა.
ფურგონის სიბნელიდან, რომელსაც უილის ერთადერთი
ლურჯი სანთელი ძლივს ანათებს, ქალი გამოდის. გოგო უფ-
როა, რადგან ჩემზე ოდნავ უფროსი თუ იქნება, მაგრამ ბევ-
რად მაღალია, გარეგნულადაც გამოცდილ მებრძოლს ჰგავს.
ბარძაყთან წითელ ქამარზე ჩამოკიდებული, მზეებით მოხა-
ტულ ბუდეში ჩადებული პისტოლეტი მოუჩანს. ნამდვილად არ
ექნება ტარების ნებართვა. მეტისმეტად ქერა და ლამაზია
32 მკითხველთა ლიგა
იმისთვის, რომ აქაური იყოს. მის ოდნავ გაოფლიანებულ სა-
ხეს თუ გავითვალისწინებთ, სიცხესა და ტენიანობას მიჩ-
ვეული არ უნდა იყოს. აქაური არ არის, უცხოელია, და დამნა-
შავე. სწორედ ის არის, ვისი ნახვაც მინდოდა.
ფურგონის კედელზე მიმაგრებულ მერხზე მანიშნებს და
მხოლოდ ჩემ შემდეგ ჯდება. უილი უკან მოგვყვება და ისიც
ჩემ გვერდით ერთიანად დაკაწრულ მერხზე ეზღერთება, თვა-
ლებს ჩემსა და გოგოზე აცეცებს.
– მერ ბაროუ, გაიცანი ფარლი, – ჩურჩულებს ის.
გოგო კრიჭაშეკრული მაკვირდება.
– ტვირთის გადატანა გინდა.
– ჩემი და ბიჭის... – მაგრამ ის გრძელ, დაკოჟრილ ხელს
სწევს და მაწყვეტინებს:
– ტვირთის, – ამბობს ისევ და მრავალმნიშვნელოვანი
მზერით მიყურებს. მკერდში გული მიხტის; როგორც ჩანს, ამ
ფარლის შეუძლია დამეხმაროს, – და რა მიმართულებით?
გონებას ვძაბავ, ვცდილობ გავიხსენო უსაფრთხო ადგი-
ლი. თვალწინ საკლასო ოთახში გაკრული ძველებური რუკა
გამიელვებს, ზედ დატანილი სანაპიროთი და მდინარეებით,
ქალაქებით, სოფლებითა და ყველაფრით, რაც მათ შორისაა.
ჩვენთვის ყველგან სახიფათოა – ჰარბორ-ბეიდან დასავლე-
თით ტბების ქვეყნამდე, ჩრდილოეთით ტუნდრიდან რა-
დიოაქტიურ უდაბნომდე ან ნაოხარამდე.
– სადმე, სადაც ვერცხლისფრებისგან დაცული ვიქნებით.
ესაა და ეს.
ფარლი თვალებს ახამხამებს, გამომეტყველება არ ეც-
ვლება.
– უსაფრთხოებას თავისი ფასი აქვს, გოგონა.

33 მკითხველთა ლიგა
– ყველაფერს აქვს ფასი, გოგონა, – ვეპასუხები მე, მის კი-
ლოს ვბაძავ, – ჩემზე უკეთ ეს არავინ იცის.
ფურგონში კარგა ხანს სიჩუმეა. ვგრძნობ, ღამე იცრიცება
და კილორნს ძვირფას წუთებს ართმევს. გოგო, ალბათ, ჩემს
შეცბუნებასა და მოუთმენლობას გრძნობს, მაგრამ დალაპა-
რაკებას არ ჩქარობს. თითქოს მთელი მარადისობა გადის,
სანამ პირს გააღებს:
– "ალისფერი მცველი" თანახმაა, მერ ბაროუ.
მთელი ძალით ვიკავებ თავს, რომ გახარებული არ წამოვ-
ხტე, მაგრამ სანამ სახეზე ღიმილი გადამირბენდეს, რაღაც მა-
კავებს.
– გადახდა ერთიანად, საფასური ათასი კრონა, – აგრძე-
ლებს ფარლი.
თითქოს ფილტვებიდან ჰაერი ამომაცალეს, უილიც კი გაკ-
ვირვებული ჩანს, ფუმფულა თეთრ წარბებს თმისკენ აზიდავს.
– ათასი? – ძლივს ამოვთქვამ მე. ამხელა ფული ოჩოფე-
ხეთში არავის აქვს. ეს თანხა ჩემს ოჯახს მთელი წლის გან-
მავლობაში დააპურებდა. არა, უამრავი წლის განმავლობაში.
მაგრამ ფარლის არ დაუმთავრებია. ვგრძნობ, ამით
სიამოვნებას იღებს.
– გადახდა შეიძლება ქაღალდის კუპიურებით, მონეტები-
თაც ან იმავე საფასურის ნატურით. ერთ კაცზე, რა თქმა უნდა.
ორი ათასი კრონა. ეს მთელი ავლადიდებაა. ასეთი ფასი
აქვს ჩვენს თავისუფლებას.
– ტვირთი გზას ზეგ გაუდგება და მაშინ გადაიხდით.
ძლივს ვსუნთქავ. ორ დღეზე ნაკლები მაქვს იმაზე მეტი
ფულის მოსაგროვებლად, ვიდრე მთელი ცხოვრების განმავ-
ლობაში მომიპარავს. ეს შეუძლებელია.
ფარლი დროსაც არ მაძლევს, რომ შევეკამათო:
34 მკითხველთა ლიგა
– ეთანხმები ამ პირობებს?
– მეტი დრო მჭირდება.
ის თავს აქნევს და წინ იხრება. თოფისწამლის სუნს
ვგრძნობ.
– ეთანხმები პირობებს?
შეუძლებელია, სისულელეა, მაგრამ ჩვენი ერთადერთი
შანსია.
– ვეთანხმები.
ცოტა ხნით ყველაფერი ბუნდოვანია, სანამ წუხანდელი
წვიმისგან ალაფულ ბნელ ქუჩებში სახლისკენ მივლასლასებ.
ტვინზე ცეცხლი მიკიდია, ვფიქრობ, რა ვიშოვო ისეთი, რასაც
ფარლის დასახელებულ თანხასთან მიახლოებული ფასი მა-
ინც ექნება. ჩვენს სოფელში ასეთი ნამდვილად არაფერია.
კილორნი ისევ სიბნელეში მელოდება. პატარა დაკარგულ
ბიჭს ჰგავს. მგონი, ასეცაა.
– ცუდი ამბავია? – კითხულობს ის, ცდილობს მშვიდად
ილაპარაკოს, მაგრამ ხმა მაინც უკანკალებს.
– იატაკქვეშეთს შეუძლია ჩვენი აქედან გაყვანა, – კი-
ლორნის ხათრით სიმშვიდეს ვინარჩუნებ, სანამ ყველაფერს
ავუხსნი. ორი ათასი კრონა შეიძლება სამეფო ტახტის ფასი
იყოს, მაგრამ ისე ვლაპარაკობ, თითქოს ეს არც არაფერია:
– თუ ვინმეს შეუძლია ამის გაკეთება, ეს ჩვენ ვართ. ჩვენ
შეგვიძლია.
– მერ, – ცივი ხმა აქვს, ზამთარზე ცივი, მაგრამ მისი თვა-
ლების ცარიელი მზერა უარესია, – დამთავრდა. ჩვენ დავმარ-
ცხდით.
– მაგრამ, თუ ჩვენ...
– ნუ გამიკეთებ ამას, მერ, ნუ დამაჯერებ, რომ გამოსავა-
ლი არსებობს. ნუ მომცემ იმედს, – მეუბნება კილორნი, თან
35 მკითხველთა ლიგა
მხრებზე წამავლო ხელები და მაგრადაც მიჭერს. არ მტკივა,
მაგრამ გული კი მისკდება.
მართალს ამბობს. ბოროტებაა იმედის მიცემა, როცა შეუძ-
ლებელია, ის არსებობდეს. ეს მხოლოდ იმედგაცრუებას, გუ-
ლისწყრომას, მძვინვარებას მოიტანს. ეს ყველაფერი ცხოვ-
რებას იმაზე მეტად გაართულებს, ვიდრე არის.
– უბრალოდ, ნება მომეცი, შევეგუო. იქნებ... იქნებ თავში
ყველაფერი დავალაგო, იქნებ კარგად მავარჯიშონ და ბრძო-
ლაში შანსი მომეცეს.
ხელით მის მაჯას ვპოულობ და მაგრად ვუჭერ.
– ისე ლაპარაკობ, თითქოს უკვე მკვდარი ხარ.
– იქნებ ასეცაა.
– ჩემი ძმები...
– მამაშენმა მათ ყველაფერი ასწავლა, რაც საჭირო იყო,
სანამ ომში წაიყვანდნენ. ისიც შველით, რომ მთლად ამ სახ-
ლის სიმაღლეც არ არიან, – კილორნი ცდილობს გაიკრიჭოს,
რომ მეც გამაცინოს, მაგრამ არ გამოსდის, – მე კარგი მოცუ-
რავე და მეზღვაური ვარ. ტბებზე გამოვდგები.
მხოლოდ მაშინ ვხვდები, რომ ვკანკალებ, როცა მეხუტება
და მკლავებს მხვევს.
– კილორნ, – ვლუღლუღებ მის მკერდში თავჩარგული,
მაგრამ მეტს ვეღარაფერს ვამბობ. მის ადგილას მე უნდა ვი-
ყო, მაგრამ ჩემი დროც მალე მოვა. მხოლოდ იმის იმედი
მაქვს, რომ კილორნი დიდხანს იცოცხლებს და ყაზარმებში ან
სანგრებში კიდევ შევხვდებით. იქნებ მაშინ მაინც გამოვძებნო
საჭირო სიტყვები. იქნებ მაშინ მაინც მივხვდე, რას ვგრძნობ.
– ყველაფრისთვის გმადლობ, მერ, – ის უკან იხევს და
სწრაფად მიშვებს ხელს, – თუ ფულს შეაგროვებ, საკმარისად
გექნება იმ დროისთვის, როცა ლეგიონერი მოგაკითხავს.
36 მკითხველთა ლიგა
მის დასანახად ვაქნევ თავს, მაგრამ არ ვაპირებ მივცე
ბრძოლისა და მარტოდმარტო სიკვდილის უფლება.
როცა ჩემს ოთახში ვბრუნდები, ვხვდები, ამაღამ არ დამე-
ძინება. უნდა იყოს რაღაც, რისი გაკეთებაც შემიძლია და
თუნდაც ამას მთელი ღამე დასჭირდეს, მაინც მოვიფიქრებ
რამეს.
გიზა ძილში ახველებს და მორიდებულ, დაბალ ხმას გა-
მოსცემს, მძინარეც კი ახერხებს ქალბატონივით მოქცევას.
გასაკვირი არ არის, ასე კარგად რომ ეგუება ვერცხლის-
ფრებს. მას ყველაფერი აქვს, რაც მათ წითელში მოსწონთ:
წყნარია, უპრეტენზიო და თავმდაბალი. კარგია, რომ სწორედ
მას უწევს მათთან საქმის დაჭერა, ამ იდიოტ ზეადამიანებს ეხ-
მარება აბრეშუმისა და სხვა ძვირფასი ქსოვილების ამორჩე-
ვაში ტანსაცმლისთვის, რომლებსაც მხოლოდ ერთხელ ჩაიც-
ვამენ. ამბობს, ამას მალე ეჩვევი, ეჩვევი, ამდენ ფულს რომ
ხარჯავენ ასეთ უმნიშვნელო საგნებზეო.
დიდ ბაღში, სამერტონის ბაზრობაზე, ათჯერ მეტი ფული
ტრიალებს. თავის ოსტატთან ერთად გიზა მაქმანებს, აბრე-
შუმს, ბეწვს, ძვირფას ქვებსაც კი იყენებს, რათა შექმნას ხე-
ლოვნების ნიმუშები, რომლებსაც ტანსაცმლად ირგებს ვერ-
ცხლისფერთა ელიტა, მეფის ოჯახის წევრებს ყველგან კუდში
რომ დაჰყვებიან. გიზა ამას გამოპრანჭული ფარშავანგების
გამოფენას უწოდებს, დაუსრულებელი მსვლელობაა, თი-
თოეული მათგანი წინაზე უფრო ცხვირაწეული და სასაცი-
ლოა. ყველა ვერცხლისფერია, სულელი და საზოგადოებრივ
სტატუსზე გადარეული.
ამაღამ ისინი ჩვეულებრივზე მეტად მძულს. დაუდევრობის
გამო დაკარგული მათი წინდების წყვილი, ალბათ, საკმარისი

37 მკითხველთა ლიგა
იქნებოდა ჩემი, კილორნისა და ნახევარი სოფლის გაწვევის-
გან გადასარჩენად.
და აი, ამაღამ უკვე მეორედ ელვასავით დამივლის.
– გიზა, გაიღვიძე, – არ ვჩურჩულებ, ამ გოგოს მკვდარი-
ვით სძინავს ხოლმე, – გიზა.
ის გვერდს იცვლის და ბალიშში ოხრავს.
– ხანდახან შენი მოკვლა მინდა, – ბურტყუნებს იგი.
– რა სასიამოვნოა, ახლა კი გაიღვიძე!
თვალები ჯერ კიდევ დახუჭული აქვს, როცა თავს ვესხმი,
უშველებელი კატასავით ვეცემი ზედ. სანამ აყვირდება, ასლუ-
კუნდება და დედას მოუხმობს, პირზე ხელს ვაფარებ.
– უბრალოდ, მომისმინე, მეტი არაფერი. ხმა არ ამოიღო,
უბრალოდ, მომისმინე.
ჩემს ხელს მიღმა გაბრაზებული ფრუტუნებს, მაგრამ მაინც
მიქნევს თავს.
– კილორნი...
ამის გაგონებაზე სახე უწითლდება და ხითხითებს კიდეც,
რაც არ სჩვევია, მაგრამ შეყვარებული პატარა გოგოს დრო
ახლა არა მაქვს.
– შეწყვიტე, გიზა, – მძიმედ ვსუნთქავ მე, – კილორნს არ-
მიაში გაიწვევენ.
და ისიც აღარ იცინის. გაწვევა ჩვენთვის სახუმარო საქმე
არ არის.
– მისი აქედან წაყვანის გზას მივაგენი, რაც ომისგან იხ-
სნის, მაგრამ ამისთვის შენი დახმარება მჭირდება, – მიჭირს
ამის თქმა, მაგრამ სიტყვები როგორღაც დასცდება ჩემს ტუ-
ჩებს, – მჭირდები, გიზა. დამეხმარები?
ის პასუხს არ აყოვნებს და ვგრძნობ, რა ძლიერად მიყვარს
გიზა:
38 მკითხველთა ლიგა
– კი, დაგეხმარები.
კიდევ კარგი, დაბალი ვარ, თორემ გიზას სათადარიგო
უნიფორმა არ ჩამეტეოდა. ქსოვილი სქელია და მუქი, ზაფხუ-
ლის მზეს დიდად არ შეეფერება, ეს ღილები და ელვაშესაკ-
რავები კი სიცხეში გახურდება. ზურგზე მოგდებული ფუთა
ქვევით მექაჩება მასში ჩადებული ნაჭრებითა და საკერავი
ხელსაწყოების წონით. გიზაც მოათრევს ფუთას და ვიწრო
უნიფორმა აცვია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს სრულებით არ
აწუხებს. მიჩვეულია მძიმე სამუშაოსა და ცხოვრებას.
გზის უმეტესი ნაწილი მდინარის აღმა მივცურავთ, ხორ-
ბლიან კალათებს შორის ვართ შეჭეჭყილი ერთი გულკეთი-
ლი გლეხის ბარჟაზე, რომელსაც გიზა რამდენიმე წლის წინ
დაუმეგობრდა. აქ მას ხალხი ენდობა, რასაც ჩემზე ვერ ვიტ-
ყვით. როცა გლეხმა ნაპირზე გადმოგვსხა, კიდევ ერთი მილი
გვრჩება გასავლელი. იქვე ვაჭრების მიხვეულ-მოხვეული რი-
გი მიემართება სამერტონისკენ. ახლა მათთან ერთად მივაბი-
ჯებთ, იქით მივდივართ, რასაც გიზა ბაღის კარიბჭეს უწო-
დებს, თუმცა ბაღები არსად ჩანს. სინამდვილეში ეს ლაპლაპა
შუშის კარია, რომელიც გვაბრმავებს, სანამ მასში შევაბი-
ჯებთ. კედლებიც იმავე მასალისგან გაკეთებულს ჰგავს, მაგ-
რამ არ მჯერა, ვერცხლისფერი მეფე იმდენად ბრიყვი იყოს,
რომ შუშის კედლებს მიღმა აფარებდეს თავს.
– ეს შუშა არ გეგონოს, – მეუბნება გიზა, – ყოველ შემ-
თხვევაში, მთლიანად არა. ვერცხლისფრებმა ალმასის გად-
ნობა და სხვა მასალასთან შერევა ისწავლეს. სრულიად
შეუვალი კედლებია, ბომბიც კი ვერაფერს დააკლებს.
ალმას-შუშის კედლები.
– ეს აუცილებელია.

39 მკითხველთა ლიგა
– თავი დახარე, მაცალე, მე ვილაპარაკებ, – ჩურჩულებს
ის.
უკან მივდევ, თვალს არ ვაცილებ გზას, რომელიც დატეხი-
ლი შავი ასფალტიდან თეთრი ქვით მოკირწყლულ შარად იქ-
ცევა. ისეთი გლუვია, ლამის ვეცემი, მაგრამ გიზა ხელს მკი-
დებს და მაკავებს. კილორნისთვის თავისი მეზღვაურის ფეხე-
ბით აქ სიარული პრობლემა არ იქნებოდა. მეორე მხრივ, კი-
ლორნი აქ ვერც აღმოჩნდებოდა, ის უკვე დანებდა. მე კი არ
დავნებდები.
როცა კარიბჭეს ვუახლოვდებით, კაშკაშა სინათლისკენ ვა-
პარებ თვალს, რათა დავინახო, რა ხდება მეორე მხარეს. მარ-
თალია, სამერტონი მხოლოდ სეზონურად ცოცხლობს, სანამ
პირველ ყინვამდე მიატოვებენ, მაგრამ ყველაზე დიდი ქალა-
ქია, რომელიც კი ოდესმე მინახავს. აქ ხმაურიანი ქუჩებია,
მაღაზიები, ტავერნები, სახლები დიდი შიდა ეზოებით. ყველა-
ფერი მოციმციმე ალმას-შუშისა და მარმარილოს შიშის მომ-
გვრელ დიდებულებას ასხივებს. და ახლა ვხვდები, საიდან
მიიღო აქაურობამ სახელი – მზის ციხე-დარბაზი ვარსკვლა-
ვივით ბრწყინავს, ას ფუტ სიმაღლეზეა ცაში აღმართული, ხი-
დებისა და წვეტიანი შპილების გროვად. ალაგ-ალაგ ალმას--
შუშა საგანგებოდ ჩაუმუქებიათ, რათა იქ მცხოვრებთა პირად
ცხოვრებაში ვერავინ შეიჭყიტოს. არ შეიძლება, გლეხებმა მე-
ფესა და სამეფო კარის სხვა წარმომადგენლებს უთვალთვა-
ლონ. აქაურობა სუნთქვაშემკვრელი, შიშის მომგვრელი და
დიდებულია – და ეს მხოლოდ და მხოლოდ საზაფხულო რე-
ზიდენციაა.
– თქვენი სახელები, – გვიღრენს ვიღაც უხეში ხმით და გი-
ზა შეშდება.

40 მკითხველთა ლიგა
– გიზა ბაროუ. ეს ჩემი დაა, მერ ბაროუ. მეხმარება, ჩემი
ოსტატისთვის საჭირო ნივთები მიგვაქვს, – გიზა არ კრთება,
მშვიდ, მოღლილ ხმასაც კი ინარჩუნებს. გუშაგი მე მანიშნებს,
ფუთას ვხსნი და მის შიგთავსს ვაჩვენებ. გიზა ჩვენს დაგლე-
ჯილ, ჭუჭყიან პასპორტებს გადასცემს, დაშლამდე ცოტა რომ
უკლიათ, მაგრამ თავის საქმეს აკეთებენ.
კაცი, რომელიც გვამოწმებს, ალბათ, უკვე იცნობს ჩემს
დას, რადგან მის პასპორტს დაუდევრად შეავლებს თვალს,
ჩემსას კი გულდასმით ათვალიერებს, მთელი წუთი აკვირდე-
ბა ჯერ ფოტოს, მერე ჩემს სახეს. საინტერესოა, ესეც მოჩურ-
ჩულე ხომ არ არის და ჩემს აზრებს ხომ არ კითხულობს. ამ
შემთხვევაში ჩვენი პატარა ექსკურსია ძალიან სწრაფად დას-
რულდება და, ალბათ, კისერზე ყულფსაც ჩამომაცვამენ.
– მაჯები, – ოხრავს ჩვენით უკვე თავმობეზრებული გუშა-
გი.
წამით ვიბნევი, მაგრამ გიზა უყოყმანოდ უწვდის მარჯვენა
ხელს. მეც იმავეს ვიმეორებ და ხელს გუშაგს ვუშვერ. ის მაჯა-
ზე წითელ თასმებს გვაბამს. ზონრები ისე ვიწროვდება, ბორ-
კილებივით გვეკვრის ზედ და ჩვენით მათ ვერაფრით მოვიხ-
სნით.
– გაიარეთ, – ამბობს გუშაგი და ზანტად იქნევს ხელს. მი-
სი აზრით, ორი პატარა გოგო საფრთხეს არ წარმოადგენს.
გიზა მადლობის ნიშნად თავს უქნევს, მე კი, არა. ეს კაცი
ჩემგან ერთი ბეწო მადლიერებასაც კი არ იმსახურებს. კარიბ-
ჭე იღება და წინ მივიწევთ. ჩემს გულისცემას ყურებში გუგუნი
გააქვს, დიდი ბაღის ხმაურს ახშობს და ჩვენ სხვა სამყაროში
შევაბიჯებთ.
ასეთი ბაზარი არასოდეს მინახავს – ყვავილებით, ხეებითა
და შადრევნებითაა მოფენილი. წითლები არც ისე ბევრნი
41 მკითხველთა ლიგა
არიან, სწრაფად გარბი-გამორბიან თავიანთ საქმეებზე ან სა-
ქონელს ყიდიან, ყველა მათგანს მაჯაზე წითელი თასმა აქვს
შებმული. მართალია, ვერცხლისფრებს თასმები არ უკეთიათ,
მაგრამ სხვებისგან ადვილად გამოარჩევთ. ძვირფასი ქვები
და ლითონები აქვთ ასხმული, თითოეულ მათგანს სხეულით
მთელი ქონება დააქვს. პირმოკაუჭებული დანის ერთი მარჯვე
მოძრაობა და შემიძლია სახლში წავიდე იმით, რაც მჭირდე-
ბა. ყველანი მაღლები, ლამაზები არიან, მედიდური სახეებით
ნელა დააბიჯებენ, ისე მოხდენილად, როგორც არც ერთ წი-
თელს არ ძალუძს. ჩვენ დრო არა გვაქვს, რომ ამგვარად
ვიაროთ.
აგერ, საცხობს ჩავუარეთ, სადაც ოქროსფრად დაბრაწუ-
ლი ნამცხვრები ჩაურიგებიათ, ბაყალი ლამაზად აწყობს კაშ-
კაშა ხილს, რომლის მსგავსიც არასოდეს მინახავს. სამხეცეც
კი ისეთი ველური ცხოველებითაა სავსე, ჩემი აღქმის საზ-
ღვარს რომ სცილდება. პატარა გოგონა, სავარაუდოდ, ვერ-
ცხლისფერი, მისი ტანსაცმლით თუ ვიმსჯელებთ, ვაშლის პა-
ტარა ნაჭრებს აჭმევს დახალულ ცხენისმაგვარ არსებას, წარ-
მოუდგენლად გრძელი კისერი რომ აქვს. რამდენიმე ქუჩის
იქით საიუველირო მაღაზია ბრწყინავს ცისარტყელას ფერე-
ბად. ეს ადგილი გონებაში ჩავინიშნე, მაგრამ აქ მხოლოდ
ერთ მხარეს ყურება ძნელია. სიცოცხლით სავსე ჰაერი თით-
ქოს ირხევა.
სწორედ მაშინ, როცა გავიფიქრებ, რომ ამ ადგილზე ფან-
ტასტიკური არაფერი შეიძლება იყოს, ვერცხლისფრებს ყუ-
რადღებით ვაკვირდები და მახსენდება, ვინ არიან ისინი სი-
ნამდვილეში. პატარა გოგონა ტელეკინია, ვაშლს მიწიდან ათ
ფუტ სიმაღლეზე დააცურებს ჰაერში გრძელკისრიანი ცხოვე-
ლის დასაპურებლად; მეყვავილე ხელს თეთრყვავილებიან
42 მკითხველთა ლიგა
ქოთანში ურევს და მცენარე ყვავის, იდაყვებზე ეხვევა. ის
მწვანეა, მიწისა და მცენარეების მართვა შეუძლია; შადრევან-
თან ორი ნიმფა ზის, ზანტად ართობენ ბავშვებს ჰაერში მო-
ტივტივე წყლის ბურთებით. ერთ მათგანს ნარინჯისფერი თმა
აქვს და მძულვარე თვალები, მაშინაც კი, როცა მის გარშემო
ბავშვები ირევიან. მთელ მოედანზე ათასი ჯურის ვერცხლის-
ფერი თავისი უჩვეულო ცხოვრებით ცხოვრობს. იმდენი არი-
ან, თითოეული დიდებული, მშვენიერი და ძლიერია, და იმდე-
ნად შორს არიან იმ სამყაროსგან, მე რომ ვიცნობ.
– აი, ასე ცხოვრობს მოსახლეობის მეორე ნახევარი, –
ბუტბუტებს გიზა, – ეს ყველაფერი საკმარისია, რომ გული
აგერიოს.
დანაშაულის შეგრძნება მიპყრობს. მე ყოველთვის მშურ-
და გიზასი, მისი ნიჭისა და იმ პრივილეგიების, რომლებსაც ამ
ნიჭის გამო იღებს, მაგრამ არასდროს მიფიქრია, ეს რის ფა-
სად უჯდებოდა. ის სკოლაში იშვიათად დადის და სოფელში
ცოტა მეგობარი თუ ჰყავს. გიზა ჩვეულებრივი გოგო რომ
იყოს, ბევრი მეგობარი ეყოლებოდა. ხშირად გაიღიმებდა.
ამის ნაცვლად თოთხმეტი წლის გოგო ბეჯითად მუშაობს ნემ-
სითა და ძაფით, ზურგზე თავისი ოჯახის მომავალი აწევს
ტვირთად და ყელამდეა ჩაფლული იმ გარემოში, რომელიც
ჭირივით ეზიზღება.
– გმადლობ, გი, – ჩავჩურჩულებ დას. ხვდება, რომ მხო-
ლოდ დღევანდლისთვის არ ვუხდი მადლობას.
– აი, სალას მაღაზიაც, ლურჯი ტენტით, – ის ქვედა ქუჩის-
კენ, ორ კაფეს შორის მდებარე პაწაწინა მაღაზიაზე მიმანიშ-
ნებს, – მანდ ვიქნები, თუ დაგჭირდი.
– არ დამჭირდები, – ვპასუხობ მაშინვე, – საქმე ცუდადაც
რომ წავიდეს, შენ არ გაგრევ.
43 მკითხველთა ლიგა
– კარგი, – მერე ხელში მაფრინდება და წამით მაგრად მი-
ჭერს, – ფრთხილად იყავი. დღეს აქ ჩვეულებრივზე მეტი ხალ-
ხია.
– დასამალადაც მეტი ადგილი იქნება, – ვეუბნები ღიმი-
ლით.
მაგრამ გიზას უსიცოცხლო ხმა აქვს:
– გუშაგიც მეტია.
სიარულს ვაგრძელებთ, ყოველი ნაბიჯი იმ ულმობელ მო-
მენტთან გვაახლოებს, როცა ის ამ უცნაურ ადგილას მარტო
დამტოვებს. პანიკის მანიშნებელი ჟრუანტელი მივლის, როცა
გიზა ნაზად მხსნის მხრიდან ფუთას. მის მაღაზიასთან მივე-
დით.
საკუთარი თავის დასამშვიდებლად ჩუმად ვლუღლუღებ:
– არავის გამოველაპარაკო, თვალი არავის გავუსწორო,
ვიარო... საიდანაც მოვედი, იქიდანვე გავალ, ბაღის კარიბჭი-
დან. გუშაგი თასმას მომხსნის და გზას გავაგრძელებ, – თვა-
ლებგაფართოებული გიზა თავს მიქნევს, ფრთხილი და რო-
გორღაც იმედიანი გამოხედვა აქვს, – სახლამდე ათი მილია.
– სახლამდე ათი მილია, – იმეორებს ისიც.
მთელი გულით ვნატრობ, მასთან ერთად წასვლა შემეძ-
ლოს, სანამ ვუყურებ, როგორ ქრება გიზა ლურჯი ტენტის
ქვეშ. აქამდე ხომ მომიყვანა. ახლა ჩემი ჯერია.

44 მკითხველთა ლიგა
ეს აქამდე ათასჯერ მაინც მიქნია, ისე ვუყურებ ბრბოს, რო-
გორც მგელი ცხვრის ფარას. ვეძებ სუსტს, ზანტს, დოყლაპი-
ას, თუმცა აქ შეიძლება თავად ჩემზე ინადირონ. შეიძლება
ამოვირჩიო ფეხმარდი, რომელიც მყისიერად დამიჭერს, ან
უარესი, მოჩურჩულე, რომელსაც, ალბათ, შეუძლია ჩემი მი-
ახლოება მთელი მილის იქით იგრძნოს. პატარა ტელეკინი
გოგონაც კი დამჯაბნის, თუ საქმე ცუდად წამივა. ამიტომ უფ-
რო სწრაფი უნდა ვიყო, ვიდრე ოდესმე, უფრო ჭკვიანი, და
რაც ყველაზე უარესია, ყველაზე მეტად უნდა გამიმართლოს,
ვიდრე ოდესმე. სიგიჟეა. საბედნიეროდ, წითელ მსახურს ყუ-
რადღებას არავინ აქცევს, ღმერთების ფერხთით მოწრიალე
კიდევ ერთ მწერს.
მოედნისკენ მივდივარ, ხელები ჩამოშვებული მაქვს, მაგ-
რამ მზად ვარ. როგორც წესი, ეს ჩემი ცეკვაა – ბრბოს ყველა-
ზე ხალხმრავალ ნაწილში სიარული. ჩემი ხელები ისე ეტანე-
ბიან საფულეებსა და ჯიბეებს, როგორც ობობა ბუზებს. იმდე-
ნად სულელი არა ვარ, რომ აქაც იგივე ვცადო. ამის ნაცვლად
ხალხის ნაკადს დავყვები მოედანზე. ახლა ფანტასტიკური ნა-
გებობები აღარ მაბრმავებს, მათ მიღმა ვიყურები, ქვაში გაჩე-
ნილ ბზარებს გავყურებ და ყოველ ჩრდილში შავმუნდირიან
გუშაგებს ვეძებ. ვერცხლისფრების ჯადოსნურ სამყაროს უფ-
რო ცხადად აღვიქვამ. ერთმანეთს ყურადღებას თითქმის არ
აქცევენ და არასდროს იღიმებიან. ტელეკინი გოგონა, რომე-
ლიც უცნაურ ცხოველს აპურებს, მოწყენილი ჩანს. ვაჭრები
კლიენტებს არც კი ევაჭრებიან. მხოლოდ წითლებს ეტყობათ
45 მკითხველთა ლიგა
ხალისი, მათზე უკეთ მცხოვრებ, ნარნარად მოსიარულე ქა-
ლებსა და მამაკაცებს შორის გარბი-გამორბიან. სიცხის, მზი-
სა და ფერადი ალმების მიუხედავად, ამაზე ცივი ადგილი
არასდროს მინახავს.
ყველაზე ძალიან თაღებსა და ხეივნებში შემალული შავი
ფარული კამერები მადარდებს. ჩვენს სოფელში მხოლოდ
რამდენიმე თუა, გუშაგების პოსტთან და არენაზე, აქ კი ისინი
მთელ ბაზარშია მიმოფანტული. მესმის, როგორ ზუზუნებენ
მტკიცე ხმით, რათა მუდამ გვახსოვდეს: აქ თვალყურს გადევ-
ნებენ.
ხალხის ნაკადს მთავარ ქუჩაზე გავყავარ, ტავერნებსა და
კაფეებს ჩავუვლი. ზოგი ვერცხლისფერი ღია ცის ქვეშ ზის, მა-
გიდასთან, ხალხის მიმოსვლას შეჰყურებენ და დილის სასმე-
ლებით ტკბებიან. ზოგი კედლებში ჩამონტაჟებულ ან თაღები-
დან გადმოკიდებულ ეკრანებს მისჩერებია. თითოეული მათ-
განი სხვადასხვა რამეს აჩვენებს: არენაზე გამართულ ძველ
შეჯიბრებებს, ახალ ამბებს, ფერად გადაცემებს, რომლებისაც
არაფერი მესმის და ყველაფერი თავში მერევა. ეკრანების
ხმამაღალი წუილი, ელექტრონის შორეული ხმა ყურებში მი-
ზუზუნებს. როგორ უძლებენ ამას, არ ვიცი, მაგრამ ვერ-
ცხლისფრები თვალსაც არ ახამხამებენ და გადაცემებს თით-
ქმის ყურადღებას არ აქცევენ.
მზის ციხე-დარბაზის მოციმციმე ჩრდილი მეცემა და ისევ
სულელური აღფრთოვანებით ავცქერი, მაგრამ მერე მონო-
ტონური ხმა მაფხიზლებს. პირველად არენის ზუზუნს ჰგავს,
რომლითაც ბრძოლა იწყება ხოლმე, მაგრამ მაინც განსხვა-
ვებულია. უფრო დაბალი და უხეში ხმაა. დაუფიქრებლად ვაბ-
რუნებ თავს ამ ხმის წყაროსკენ.

46 მკითხველთა ლიგა
იქვე კაფეში ყველა ეკრანი ერთსა და იმავე გადაცემას აჩ-
ვენებს. მეფის მიმართვა კი არ არის, ახალი ამბებია. ვერ-
ცხლისფრებიც ჩერდებიან და სულგანაბულნი უყურებენ. ზუ-
ზუნის დამთავრებისთანავე გადაცემა იწყება. ეკრანზე ფუმფუ-
ლა ქერა ქალი ჩნდება, უეჭველად ვერცხლისფერია. ფურ-
ცლიდან კითხულობს და შეშინებული ჩანს:
– ნორტელო ვერცხლისფრებო, ბოდიშს გიხდით, რომ ხე-
ლი შეგიშალეთ. ცამეტი წუთის წინ დედაქალაქში ტერორის-
ტული თავდასხმა მოხდა.
ვერცხლისფრები კრთებიან და დამფრთხალები ჩურჩულე-
ბენ.
დაეჭვებული ვახამხამებ თვალებს. ტერორისტული თავ-
დასხმა? ვერცხლისფრებზე?
ნუთუ ეს შესაძლებელია?
– ეს დასავლეთ არქეონში სამთავრობო შენობების ორგა-
ნიზებული აფეთქება იყო. როგორც იტყობინებიან, დაზიანე-
ბულია სამეფო სასამართლო, სახაზინო პალატა და თეთრი
ალის სასახლე, თუმცა ამ დილით სასამართლოსა და პალა-
ტაში სხდომა არ იყო დაგეგმილი.
გამოსახულება იცვლება და ქალის მაგივრად ეკრანზე
ცეცხლმოკიდებული შენობა ჩნდება. გუშაგებს ხალხი გამოჰ-
ყავთ, სანამ ნიმფები ცეცხლის ალზე წყლის ჭავლს უუშვებენ.
მკურნალები, რომლებსაც მკლავზე შავ-წითელი ჯვარი აქვთ
გამოსახული, აქეთ-იქით დარბიან.
– სამეფო ოჯახი თეთრი ალის სასახლეში არ იმყოფებოდა
და, ჯერჯერობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ
ვრცელდება. მეფე ტიბერიასი ერთ საათში ერს მიმართავს.

47 მკითხველთა ლიგა
ჩემ გვერდით ვერცხლისფერი ხელს მუშტავს და დახლს
ურტყამს. მაგარ ქვის ზედაპირს ბზარები ობობას ქსელივით
ედება. მძლავრხელიანია.
– ტბებისქვეყნელების ნამოქმედარია! ჩრდილოეთს კარ-
გავენ, ამიტომ სამხრეთიდან მოიპარებიან ჩვენს შესაშინებ-
ლად! – რამდენიმე ვერცხლისფერი მას ჰბაძავს და ტბების-
ქვეყნელებს ლანძღავს.
– უნდა გავანადგუროთ, პრერიებამდე განვდევნოთ! – ეხ-
მაურება მას კიდევ ერთი ვერცხლისფერი. ბევრი მოწონებით
უკრავს ტაშს. მთელი ძალით ვიკავებ თავს, რომ არ ვეცე ამ
მხდალებს, რომლებიც ფრონტის ხაზს ვერასდროს ნახავენ
და საბრძოლველად თავიანთ შვილებსაც არ გაგზავნიან.
ვერცხლისფრები ომის საფასურს წითელი სისხლით იხდიან.
რაც უფრო დიდხანს გადის გადაცემა, სადაც აფეთქების-
გან გაცამტვერებული სასამართლოს მარმარილოს ფასადს
ანახვებენ, ან ალმას-შუშას, ცეცხლი რომ ებრძვის, მით უფრო
ბედნიერად ვგრძნობ თავს. ვერცხლისფრები უძლეველი არ
არიან. მათ მტრები ჰყავთ, მტრები, რომლებსაც მათთვის
ზიანის მიყენება შეუძლიათ. ამ შემთხვევაში წითლებს ფარად
ვერ გამოიყენებენ.
წამყვანი ბრუნდება, წინანდელზე უფრო გაფითრებულია.
მას ვიღაც კარნახობს რაღაცას ეკრანს მიღმა და ისიც ფურ-
ცლებში იქექება, თან ხელები უკანკალებს.
– ცნობილი ხდება, რომ არქეონში მომხდარ ტერორის-
ტულ აქტზე პასუხისმგებლობას ერთი ორგანიზაცია იღებს, –
ენის ოდნავი ბორძიკით ამბობს იგი. მოყაყანე კაცები მაშინვე
ჩუმდებიან, ეკრანიდან წამოსულ სიტყვებს ყურადღებით უს-
მენენ, – ტერორისტულმა დაჯგუფება "ალისფერმა მცველმა"
ეს ვიდეო რამდენიმე წუთის წინ გამოგზავნა.
48 მკითხველთა ლიგა
– "ალისფერი მცველი?" ეგ რა ჯანდაბაა? რაღაც ოინებია?
– გაისმის დაბნეული ხმები კაფეში. აქამდე "ალისფერ
მცველზე" არავის არაფერი სმენია.
აი, მე კი მსმენია.
ასე უწოდა ფარლიმ თავის თავს. საკუთარ თავსა და უილს,
მაგრამ ისინი ხომ ორივენი კონტრაბანდისტები არიან, და
არა ტერორისტები, ამფეთქებლები თუ რასაც ამ გადაცემაში
ამბობენ. უბრალო დამთხვევაა, შეუძლებელია ისინი იყვნენ.
ეკრანზე საზარელი სანახაობა მეგებება. მოყანყალე კამე-
რის წინ ქალი დგას, სახე ალისფერი ყელსახვევით აქვს ახ-
ვეული და მხოლოდ ელვარე ლურჯი თვალები მოუჩანს. ცალ
ხელში პისტოლეტი უჭირავს, მეორეში დაფლეთილი წითელი
დროშა. მკერდზე გახლეჩილი მზის ფორმის ბრინჯაოს სამ-
კერდე ნიშანი უკეთია.
– ჩვენ ალისფერი მცველები ვართ და თითოეული ადა-
მიანის თავისუფლებისა და თანასწორობისთვის ვიბრძვით, –
ამბობს ქალი. მის ხმას ვცნობ.
ფარლი.
– წითლებით დაწყებული.
გენიოსობა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ გაბ-
რაზებული, აგრესიული ვერცხლისფრებით სავსე კაფე საუკე-
თესო ადგილი არ არის წითელი გოგოსთვის, მაგრამ ვერ ვინ-
ძრევი. ფარლის სახეს თვალს ვერ ვაცილებ.
– თქვენ გწამთ, რომ სამყაროს მბრძანებლები ხართ, მაგ-
რამ თქვენი მმართველობა, როგორც მეფეებისა და ღმერთე-
ბისა, დასასრულს უახლოვდება. სანამ ადამიანებად, თქვენს
თანასწორებად არ გვაღიარებთ, ომი თქვენ ცხვირწინ იქნება.
არა ბრძოლის ველზე, არამედ თქვენს ქალაქებში. თქვენს ქუ-
ჩებში. თქვენს სახლებში. თქვენ ვერ გვხედავთ, ჩვენ ყველგან
49 მკითხველთა ლიგა
ვართ, – მის ხმაში ძალა და სიმშვიდე გამოსჭვივის, – და ჩვენ
აღვდგებით, განთიადივით ალისფრები!
განთიადივით ალისფრები.
ჩანაწერი მთავრდება და ეკრანზე ისევ პირდაღებული ქე-
რათმიანი ჩნდება. დანარჩენი გადაცემის ხმას ღრიალი ახ-
შობს, ვერცხლისფრები დაკარგულ ხმას პოულობენ, ფარლის
ლანძღავენ, ტერორისტს უწოდებენ, მკვლელს, წითელ ეშ-
მაკს. სანამ ყურადღებას ჩემზე გადმოიტანდნენ, ქუჩაში გა-
მოვდივარ.
მთელი ქუჩის გასწვრივ, მოედნიდან ციხე-დარბაზამდე,
ყოველი კაფედან ვერცხლისფრები მოედინებიან. ვცდილობ
მოვიხსნა წითელი თასმა, მაგრამ ეს სულელური ზონარი ძა-
ლიან მტკიცეა. სხვა წითლები შესახვევებსა და შენობებში
იმალებიან, ცდილობენ მოეფარონ თვალს, იმდენი ჭკუა
მყოფნის, რომ მათ მივყვე. იმ დროისთვის, როცა შესაფერის
შესახვევს ვაგნებ, ყვირილი იწყება.
ყველანაირი ინსტინქტის საწინააღმდეგოდ უკან ვიყურები
და ვხედავ წითელ კაცს, რომელიც კისრით უჭირავთ. ის ვერ-
ცხლისფერ თავდამსხმელს ემუდარება, ევედრება:
– გთხოვთ, არ ვიცი, არ ვიცი, ვინ არის ის ხალხი!
– რას წარმოადგენს "ალისფერი მცველი"? – სახეში ჩაჰ-
ყვირის ვერცხლისფერი. ვიცანი, ერთ-ერთი ის ნიმფაა, ნახე-
ვარი საათის წინ ბავშვებთან რომ თამაშობდა, – ვინ არიან
ისინი?
სანამ საწყალი წითელი უპასუხებდეს, სახეში ჩაქუჩივით
ხვდება წყლის ნაკადი. ნიმფა ხელს სწევს, წყალი ისევ ყალყზე
დგება და წითელს ურტყამს. ამ სცენას გარს ვერცხლისფრები
შემორტყმიან, ხალისობენ, ნიმფას აქეზებენ. წითელი წყალს
აფურთხებს, სუნთქვა უჭირს, სულის მოთქმას ცდილობს. ყო-
50 მკითხველთა ლიგა
ველ წამს გაიძახის, უდანაშაულო ვარო, წყალი კი მოდის და
მოდის. სიძულვილით თვალებგაფართოებული ნიმფა გაჩე-
რებას არ აპირებს. შადრევნებიდან და ჭიქებიდან ხაპავს
წყალს და შეუჩერებლად ასხამს მსხვერპლს.
მას ახრჩობენ.
ლურჯი ტენტი ჩემი სასიგნალო შუქია, პანიკაატანილ ქუ-
ჩებში რომ მიმიძღვის. მივდივარ და წითლებსა და ვერ-
ცხლისფრებს თავს ვარიდებ. ჩვეულებრივ, ქაოსი ჩემი მეგო-
ბარია, ქურდობას მიადვილებს. ვერავინ შეამჩნევდა მონეტე-
ბით სავსე საფულის დაკარგვას ამ ბრბოსა და არეულობაში,
მაგრამ კილორნი და ორი ათასი კრონა ჩემი მთავარი მიზანი
აღარ არის. მხოლოდ გიზასთან მიღწევასა და ამ ქალაქიდან
გასვლაზე ვფიქრობ, რომელიც უეჭველად საპყრობილედ იქ-
ცევა. თუ კარიბჭეს ჩაკეტავენ... არ მინდა აქ გამოკეტვაზე ვი-
ფიქრო, ალმას-შუშის მიღმა გავებმებით ხაფანგში და თავი-
სუფლება მიუწვდომელი გახდება.
გუშაგები ქუჩაში ზემოთ-ქვემოთ დარბიან, არ იციან, რა
გააკეთონ ან ვინ დაიცვან. ზოგიერთი წითლებს უყრის თავს
და აჩოქებს. ისინი კანკალებენ და იხვეწებიან, ერთსა და იმა-
ვეს იმეორებენ, რომ არაფერი იციან. ნაძლევს ჩამოვალ,
მთელ ქალაქში მე ვარ ერთადერთი, ვისაც "ალისფერ მცველ-
ზე" რაღაც სმენია.
ამის გაფიქრებაზე შიში ახალი ძალით მსერავს. თუ დამი-
ჭერენ, თუ ვეტყვი იმ მცირედს, რაც ვიცი, რას უზამენ ჩემს
ოჯახს? კილორნს? სოფელს?
არ უნდა დამიჭირონ.
ფარდულებს ვეფარები და რაც ძალა და ღონე მაქვს, გავ-
რბივარ. მთავარ ქუჩაზე დიდი არეულობაა, მაგრამ თვალი
წინ მიჭირავს, მოედნის მიღმა ლურჯ ტენტს გავყურებ. საიუვე-
51 მკითხველთა ლიგა
ლირო მაღაზიას ჩავუვლი და ნაბიჯს ვანელებ. ერთი სამ-
კაულიც კი გადაარჩენდა კილორნს. უცებ იმ უმცირეს წამს,
რომლის დროსაც შევყოვნდი, შუშა სეტყვასავით მაცვივა და
სახეს მიკაწრავს. უკან ვიხედები, ტელეკინი მომჩერებია და
ისევ მიმიზნებს. მეორე შანსს აღარ ვაძლევ და თავქუდმოგ-
ლეჯილი გავრბივარ, ფარდებს, ფარდულებსა და გაშვერილ
ხელებს შორის ვძვრები, სანამ ისევ მოედანზე არ აღმოვჩნდე-
ბი. სანამ გამოვერკვევი, როცა შადრევანს ჩავურბენ, ფეხქვეშ
წყლის დგაფუნი მესმის.
აქაფებული ლურჯი ტალღა მეჯახება გვერდიდან და ამ-
ღვრეულ წყალში მაგდებს. ღრმა არ არის, ფსკერამდე ორ
ფუტზე მეტი არ იქნება, მაგრამ წყალი ტყვიასავით მძიმეა.
ვერ ვინძრევი, ვერ ვცურავ, ვერ ვსუნთქავ. გონებაც ძლივს
მიმუშავებს. ტვინი მხოლოდ ერთ სიტყვას გაჰყვირის: "ნიმ-
ფა!" და საწყალი წითელი კაცი მახსენდება, ფეხზე მდგარი
რომ ჩაახრჩვეს წყალში მოედანზე. თავს ქვის ფსკერს ვარ-
ტყამ და სანამ მხედველობა დამეწმინდება, ნაპერწკლებსა და
ვარსკვლავებს ვხედავ. თითქოს კანის თითოეულ სანტიმეტ-
რში ელექტრონი მივლის. წყალი ჩემ გარშემო იცვლება, ისევ
ნორმალური ხდება და ზედაპირზე ამოვდივარ. ჰაერი
ხმაურით ჩამდის ფილტვებში, ყელსა და ცხვირს მწვავს, მაგ-
რამ ფეხებზე მკიდია. ცოცხალი ვარ!
საყელოში პატარა, ძლიერი ხელები მეჭიდებიან და შად-
რევნიდან ჩემს ამოთრევას ლამობენ. გიზა. ფსკერს ფეხებს
ვუბიძგებ და ერთად ვეცემით მიწაზე.
– უნდა წავიდეთ! – ვუყვირი გიზას და გაჭირვებით ვდგები
ფეხზე.
ის უკვე ჩემ წინ მირბის, ბაღის კარიბჭისკენ.
– რა გამჭრიახი ხარ! – მიყვირის მხარზემოდან.
52 მკითხველთა ლიგა
მას მივდევ და თან უკან, მოედნისკენ ვიყურები. ვერ-
ცხლისფრების ხროვა ფარდულებს მშიერი მგლებივით შესე-
ვია. ჩამორჩენილი წითლები მიწაზე იკუნტებიან და შეწყალე-
ბას ითხოვენ. შადრევნის წყალში, საიდანაც წეღან გამოვიქე-
ცი, პირქვედამხობილი წითურთმიანი კაცი ტივტივებს.
სხეული მითრთის, თითოეულ ნერვზე ცეცხლი მეკიდება,
სანამ კარიბჭისკენ გავრბივართ. გიზა ხელს ჩამჭიდებს და
ბრბოს მივარღვევთ.
– სახლამდე ათი მილია, – ბუტბუტებს ის, – იშოვე, რაც
გჭირდებოდა?
თავს ვაქნევ და მხრებზე სირცხვილის აუტანელი ტვირთი
მაწვება. საამისო დრო არ იყო. მოედნამდე ძლივს ვიყავი მი-
სული, როცა გადაცემა დაიწყო. ვერაფერს ვიზამდი.
გიზას სახე ეღუშება და შუბლს ოდნავ იჭმუხნის.
– რაღაცას მოვიფიქრებთ, – ამბობს იგი, სასოწარკვეთი-
ლი ხმა აქვს, როგორც მე.
მაგრამ წინ კარიბჭე მოჩანს და ყოველ წამს სულ უფრო ახ-
ლოვდება. ძრწოლა მიპყრობს. როგორც კი მასში გავალ და
აქაურობას დავტოვებ, კილორნის საქმე წასული იქნება.
და გიზაც ამიტომ იქცევა ასე: სანამ მის შეჩერებას ან გვერ-
დზე გაწევას მოვასწრებდე, გიზას პატარა, მარჯვე ხელი ვიღა-
ცის ჩანთაში მისრიალებს. ეს ვიღაც უბრალო ვინმე კი არ
არის, ვერცხლისფერია, ქალაქიდან გასვლას რომ ცდილობს.
ვერცხლისფერი ტყვიისფერი თვალებით, კეხიანი ცხვირითა
და კვადრატული მხრებით. მთელი გარეგნობა მიანიშნებს,
რომ მასთან საქმის დაჭერა არ ღირს. შეიძლება გიზა ნემსისა
და ძაფის ხმარების ოსტატია, მაგრამ ქურდობა მისი საქმე არ
არის. ვერცხლისფერს მხოლოდ წამი სჭირდება იმის მისახ-

53 მკითხველთა ლიგა
ვედრად, თუ რა ხდება. და მერე გიზას ვიღაც მაღლა აიტა-
ცებს.
ისევ ის ვერცხლისფერია, ორნი არიან. ტყუპი?
– ვერცხლისფრების ჯიბეებზე სანადიროდ არცთუ კარგი
დრო შეგირჩევია, – ერთდროულად ამბობს ტყუპი და მერე
სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი მათნაირი გვერტყმის გარს. მრავ-
ლდებიან. ის კლონერია.
მათ შემხედვარეს თავბრუ მესხმის.
– მას თქვენთვის ვნების მოყენება არ სურდა, მხოლოდ სუ-
ლელი ბავშვია...
– მე მხოლოდ სულელი ბავშვი ვარ! – ყვირის გიზა და
ცდილობს დაარტყას მის შემპყრობს.
ვერცხლისფრები საზარელი ხმით ხარხარებენ.
გიზასკენ ვიწევი, ვცდილობ გამოვგლიჯო ხელიდან, მაგ-
რამ ერთ-ერთი მათგანი ძირს მაგდებს. ქვიან მიწაზე დაცე-
მისგან ფილტვებში ჰაერი აღარ მრჩება და სული მეხუთება,
უმწეოდ ავყურებ კიდევ ერთ ტყუპს, ორივე მუცელზე ფეხებს
მადგამს, წამოდგომის საშუალებას არ მაძლევენ.
– გთხოვთ... – ვხრიალებ მე, მაგრამ აღარავინ მისმენს.
თავი უფრო ხმამაღლა ხმაურობს, როცა ყველა კამერა ჩვენ-
კენ ბრუნდება. სხეული ისევ დამუხტული მაქვს, ამჯერად ამის
მიზეზი ჩემი დის გამო შიშია.
გუშაგი, დღეს დილით რომ შემოგვიშვა, ხელში პისტოლე-
ტით მორბის.
– რა ხდება აქ? – ღრიალებს და იდენტურ ტყუპებს ათვა-
ლიერებს.
ისინი ერთიმეორის მიყოლებით ისევ ერთმანეთს ერწყმი-
ან, სანამ მხოლოდ ორი რჩება: ის, ვისაც გიზა უჭირავს, და
მეორე, მე რომ ვყავარ მიწაზე მილურსმული.
54 მკითხველთა ლიგა
– ქურდია, – ამბობს ერთი და ჩემს დას ანჯღრევს. გიზას
სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ ყვირის.
გუშაგი მას ცნობს და წამით მკაცრი სახე ეჭმუხნება.
– შენ ხომ იცი კანონი, გოგონა.
გიზა თავს ხრის.
– დიახ, ვიცი.
რაც შემიძლია, ვფართხალებ, რათა შევაჩერო ის, რაც
მოხდება. იქვე დაკიდებული კამერის შუშა გაიელვებს, ტკაცუ-
ნობს და იმსხვრევა. გარშემო არეულობა მატულობს. ეს გუ-
შაგს ვერ აჩერებს, ჩემს დას ხელს ავლებს და მიწას ანარ-
ცხებს.
ჩემი ღრიალი გარშემო მოგუგუნე ქაოსის ხმას ერთვის:
– ეს მე გავაკეთე! მე წავაქეზე! მე დამსაჯეთ!
მაგრამ ისინი არ მისმენენ. სულ ფეხებზე ჰკიდიათ.
უმწეოდ ვუყურებ, როგორ მიწვენს გუშაგი გვერდით ჩემს
დას. ის თვალს არ მაცილებს, გუშაგი კი პისტოლეტის კონ-
დახს დაუშვებს და იმ ხელის ძვლებს უმტვრევს, რომლითაც
გიზა კერავს ხოლმე.

55 მკითხველთა ლიგა
სადაც უნდა დავიმალო, კილორნი მაინც მიპოვის, ამიტომ
გზას ვაგრძელებ. ისე მივქრივარ, თითქოს შევძლებ და უკან
მოვიტოვებ საკუთარ დანაშაულს: რა გავუკეთე გიზას, რო-
გორ გავუცრუე იმედი კილორნს, როგორ გავაფუჭე ყველაფე-
რი... მაგრამ დედაჩემის მზერას ვერსად გავექცევი. რა თვა-
ლებით შემომხედა, როცა კართან გიზა მივიყვანე... დავინახე,
როგორ გადაურბინა სახეზე უიმედობის ჩრდილმა. სანამ მამა
გამოგორდებოდა ეტლით, მანამდე გავიქეცი. ორივეს ერთად
თვალს ვერ გავუსწორებდი. ლაჩარი ვარ.
მივრბივარ, სანამ ფიქრი შემიძლია, სანამ ყველა ცუდი
მოგონება არ წაიშლება, სანამ მხოლოდ კუნთების წვას არ
ვიგრძნობ. ჩემს თავს იმაშიც კი ვარწმუნებ, რომ ცრემლები
ჩემს ლოყებზე მხოლოდ წვიმის წვეთებია.
როცა, ბოლოს და ბოლოს, სულის მოსათქმელად სირ-
ბილს ვუკლებ, სოფლის გარეთ ვარ, ჩრდილოეთით, იმ საში-
ნელი გზისგან რამდენიმე მილის მოშორებით. შესახვევთან
ჩარიგებულ ხეებში შუქი ატანს და ფუნდუკს ანათებს, მრა-
ვალთაგან ერთ-ერთს ამ ძველ გზებზე. ხალხმრავლობაა, რო-
გორც ყოველ ზაფხულს, სავსეა მსახურებითა და სეზონურად
მომუშავეებით, რომლებიც სამეფო კარს დაჰყვებიან. ისინი
ოჩოფეხეთში არ ცხოვრობენ, სახეზე არ მიცნობენ, ამიტომ
ქურდისთვის იოლი საკბილო არიან. ამას ყოველ ზაფხულს
ვაკეთებ, მაგრამ კილორნი ყოველთვის თან მახლავს, სას-
მლით სავსე ჭიქას ჩაჰყურებს და ეღიმება, სანამ მე ვმუშაობ.
მგონი, მის ღიმილს დიდხანს ვეღარ ვნახავ.
56 მკითხველთა ლიგა
ხარხარი მოისმის და ფუნდუკიდან რამდენიმე კაცი მობარ-
ბაცებს, მთვრალები და უდარდელები არიან. მათი საფუ-
ლეები დღეს ნაშოვნი ფულითაა დამძიმებული და წკრიალი
გააქვს. ვერცხლისფრების ფულია, ამ ბატონკაცურად გამოწ-
ყობილი მხეცებისთვის მსახურების, ღიმილისა და მათდამი
მორჩილების საფასური.
დღეს იმდენი რამ გავაფუჭე, იმდენი ტკივილი მივაყენე
იმათ, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარს, უნდა შევტრიალდე და
სახლში წავიდე, გამბედაობა მოვიკრიბო და მათ თვალებში
შევხედო, მაგრამ ამის ნაცვლად ფუნდუკის ჩრდილს ვაფარებ
თავს, მომწონს სიბნელეში ყოფნა.
ალბათ, ერთადერთი, რაც კარგად გამომდის, სხვისთვის
ტკივილის მიყენებაა.
ჩემი ქურთუკის ჯიბეების შესავსებად დიდი დრო არ მჭირ-
დება. მთვრალები მალიმალ გამოდიან ფუნდუკიდან და მათ-
ში ვერევი სახეზე ღიმილით, თან ხელებს ვმალავ. ვერავინ ამ-
ჩნევს, არავინ ინტერესდება, როცა მე კვლავ ვქრები. აჩრდი-
ლი ვარ და აჩრდილი არავის ამახსოვრდება.
შუაღამე გადავიდა, ისევ ვდგავარ და ვიცდი. თავზემოთ
დაკიდებული ბრდღვიალა მთვარე მიმანიშნებს, რა დიდი ხა-
ნი გასულა, რაც სახლიდან გამოვედი. ერთი ჯიბეც და, მორჩა,
ვეუბნები ჩემს თავს. კიდევ ერთიც და, წავალ. მთელი საათია
ამას ვიმეორებ.
როცა გარეთ მორიგი კლიენტი გამოდის, არ ვყოყმანობ.
ცას აჰყურებს და ვერ მამჩნევს. ახლოს მისვლა და მისი საფუ-
ლის თასმისთვის თითის გამოდება ძნელი არ იქნება. არადა,
ხომ ვიცი, აქ ადვილად არაფერი ხდება, მაგრამ დღევანდელ-
მა არეულობამ და გიზას გამოღამებულ თვალებზე დარდმა
გამომაშტერა.
57 მკითხველთა ლიგა
უცებ მისი ხელი მაჯაზე მეხვევა და მაგრად მიჭერს. უც-
ნაურად ცხელი ხელი აქვს. ჩრდილიდან წინ გამომათრია.
ვცდილობ შევეწინააღმდეგო, გავუსხლტე და გავიქცე, მაგრამ
ძალიან ძლიერია. როცა ტრიალდება, მისი ანთებული თვა-
ლების დანახვაზე შიში მიპყრობს, იგივე შიში, ამ დილით რომ
ვიგრძენი. თუმცა მისგან ნებისმიერ სასჯელს მივიღებ. ამას
ნამდვილად ვიმსახურებ.
– ქურდი, – რაღაცნაირად გაკვირვებული ხმით ამბობს
იგი.
ვუყურებ და თავს ვებრძვი, რომ არ გამეცინოს. უარყოფის
ძალაც არა მაქვს.
– სწორედაც.
დაჟინებით მაკვირდება, გულდასმით მათვალიერებს, სა-
ხიდან გაცვეთილ ფეხსაცმელებამდე, და უხერხულობას
ვგრძნობ. წუთი უსაშველოდ იწელება. მერე ოხრავს და ხელს
მიშვებს. გაოგნებული ვაჩერდები. როცა ჰაერს ვერცხლის
მონეტა გაჰკვეთს, ძლივს მოვდივარ აზრზე და ვიჭერ. ტეტ-
რარქი. ვერცხლის ტეტრარქი მთელ კრონას უდრის. იმ ნე-
ბისმიერ მოპარულ მონეტაზე ბევრად მეტია, ჯიბეში რომ მი-
დევს.
– თავის გასატანად ეს საკმარისზე მეტია, – ამბობს ის, სა-
ნამ ხმის ამოღებას მოვასწრებდე. ფუნდუკიდან გამომავალ
შუქზე თვალები მოწითალო-ოქროსფრად უელავს, ეს სითბოს
ფერია. უკვე წლებია, ადამიანებს ვაკვირდები და ეს ახლაც
გამომადგა: ისეთი მბზინავი თმა და თეთრი კანი აქვს, როგო-
რიც მხოლოდ მსახურს თუ ექნება, მაგრამ აღნაგობით ტყის-
მჭრელს უფრო ჰგავს, ფართო მხრებითა და ძლიერი ფეხე-
ბით. ახალგაზრდაა, ჩემზე ოდნავ უფროსი, მაგრამ არც ისეთი

58 მკითხველთა ლიგა
თავდაჯერებული ჩანს, როგორიც ცხრამეტი ან ოცი წლის ჭა-
ბუკი იქნებოდა.
წესით, ფეხები უნდა დავუკოცნო, რომ გამიშვა და ასეთი
საჩუქარი გაიმეტა, მაგრამ როგორც ყოველთვის, ცნობის-
მოყვარეობა მძლევს:
– რატომ? – ძლივს ამოვთქვამ სიტყვას, რომელიც მკვა-
ხედ გაისმის ჰაერში. დღევანდელი დღის გადამკიდე სხვაგვა-
რად ვერც იქნებოდა.
ასეთ კითხვას არ ელოდება და მხრებს იჩეჩს.
– შენ ეგ ჩემზე მეტად გჭირდება.
მინდა მივახალო მონეტა სახეში და ვუთხრა, თავს თავად
მოვუვლი-მეთქი, მაგრამ დღევანდლის მერე ჭკუა ვისწავლე.
– გმადლობ, – ვცრი კბილებიდან.
ჩემი უღიმღამო მადლიერების დანახვაზე იცინის.
– თავს ნუ შეიწუხებ.
მერე მიახლოვდება, ნაბიჯს წინ დგამს. მასზე უცნაური
არასდროს არავინ მინახავს.
– სოფელში ცხოვრობ, არა?
– არ მეტყობა? – ვპასუხობ მე და ჩემს გარეგნობაზე მივუ-
თითებ – აჩეჩილი თმა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი, უსიხარულო
გამოხედვა. აბა, სხვაგან სად ვიცხოვრებ?! ის კი ჩემგან ძლი-
ერ განსხვავდება. ახალი, სუფთა პერანგი და რბილი, პრიალა
ტყავის ფეხსაცმელები აცვია. ჩემი მზერის წინაშე თითქოს
თავს უხერხულად გრძნობს და ხელით საყელოს აწვალებს.
მთვარის შუქზე ფერმკრთალი ჩანს, დაჟინებით მაცქერდე-
ბა და საუბრის თემას ცვლის:
– მოგწონს აქ ცხოვრება? – მეკითხება ის.
ამ შეკითხვაზე ლამის მეცინება, მაგრამ ის სერიოზული
ჩანს.
59 მკითხველთა ლიგა
– ეგ საერთოდ ვინმეს თუ მოსწონს? – ვპასუხობ ბოლოს.
საინტერესოა, რა თამაშს მეთამაშება.
მაგრამ სწრაფად და მკვახედ შეპასუხების ნაცვლად, რო-
გორც კილორნი იზამდა, უცნობი ხმას არ იღებს და სახე ეღ-
რუბლება.
– ისევ უკან ბრუნდები? – მეკითხება უცებ და გზისკენ მა-
ნიშნებს.
– რა იყო, სიბნელის ხომ არ გეშინია? – ვეკითხები დამცი-
ნავად და გულხელს ვიკრეფ, მაგრამ გულის სიღრმეში კით-
ხვას ვსვამ, თვითონ ხომ არ უნდა მეშინოდეს-მეთქი. ის სწრა-
ფია, ძლიერი, შენ კი აქ მარტოდმარტო ხარ.
მის სახეზე ღიმილი ბრუნდება, რაც მამშვიდებს და ეს თა-
ვისთავად შემაშფოთებელია.
– არა, მაგრამ მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ამაღამ
ხელებით აღარ იეშმაკებ. ხომ არ გინდა ფუნდუკის ნახევარზე
მეტი კლიენტი დააფრთხო? ისე, მე კალი მქვია, – ამატებს და
ხელს ჩამოსართმევად მიწვდის.
მისი კანის მცხუნვარება მახსენდება და ხელს არ ვართმევ.
ამის ნაცვლად სწრაფი, უხმო ნაბიჯებით გზისკენ მივდივარ.
– მერ ბაროუ, – ვეუბნები მხარს ზემოდან და მისი გრძელი
ფეხები სწრაფად მეწევიან.
– ყოველთვის ასეთი თავაზიანი ხარ? – თითით მიბიძგებს
ის და რატომღაც თავს ვგრძნობ საცდელ ობიექტად, რომელ-
საც აკვირდებიან, მაგრამ ხელში ჩაბღუჯული ცივი ვერცხლის
მონეტა მამშვიდებს, მახსენებს, კიდევ რა შეიძლება ჰქონდეს
მას ჯიბეში. ვერცხლი ფარლისთვის. სწორედ ეს მჭირდება.
– ალბათ, ბატონები კარგად გიხდიან, ჯიბით კრონები რომ
დაგაქვს, – ვეპასუხები მას, ვცდილობ შევცვალო თემა, რაც
კარგად გამომდის, და ისიც უკან იხევს.
60 მკითხველთა ლიგა
– კარგი სამუშაო მაქვს, – მიხსნის იგი, ამჯერად თავად
სურს საუბრის თემის შეცვლა.
– ჩემგან განსხვავებით.
– მაგრამ შენ...
– ჩვიდმეტის ვარ, – ვამთავრებ მის მაგივრად, – გაწვევამ-
დე დრო კიდევ მაქვს.
თვალები უვიწროვდება, ტუჩებს მაგრად კუმავს. ხმაში
სიმკაცრე ეპარება და უუხეშდება.
– მაინც რამდენი?
– ყოველდღიურად სულ უფრო ცოტა, – ამის ხმამაღლა
თქმაზეც კი მუცელი მგვრემს. კილორნს ჩემზე კიდევ ცოტა
დრო აქვს.
კალი ჩუმდება და ისევ მიყურებს, მათვალიერებს, სანამ
ტყეში მივაბიჯებთ. ჩაფიქრებულია.
– და სამუშაოც არ არის, – ბუტბუტებს უფრო თავისთვის,
ვიდრე ჩემს გასაგონად, – გაწვევას ვერაფრით აირიდებ.
მისი დაბნეულობა მაცბუნებს.
– შეიძლება საიდანაც შენ ხარ, იქ სხვაგვარად ხდება.
– ამიტომაც ქურდობ.
ვქურდობ.
– ყველაზე კარგად ეს გამომდის, – დასცდება ჩემს ტუჩებს.
ისევ მახსენდება, ერთადერთი, რაც კარგად გამომდის, სხვის-
თვის ტკივილის მიყენებაა, – თუმცა ჩემს დას სამუშაო აქვს, –
ვამბობ მე, სანამ გამახსენდებოდეს... არა, არა აქვს. უკვე
აღარ. ჩემ გამო.
კალი ხედავს, როგორ მებმის ენა, თითქოს ზუსტად არც ვი-
ცი, რა უნდა ვთქვა. ეს ერთადერთია, რისი გაკეთებაც შემიძ-
ლია, რომ სახეზე არაფერი შემეტყოს, რომ სრულიად უცხო

61 მკითხველთა ლიგა
ადამიანის წინაშე სულით არ დავეცე, მაგრამ, მგონი, ამ-
ჩნევს, რომ რაღაცას ვმალავ.
– იყავი დღეს სამერტონში? – ვფიქრობ, მან ამის პასუხი
უკვე იცის, – საშინელი არეულობა იყო.
– მართლაც ასეა, – ამ სიტყვებზე ლამის ვიხრჩობი.
– შენ ხომ არ... – რაც შეიძლება მშვიდად და ხმადაბლა
ამბობს ის. თითქოს კაშხალში ღრმული გამოთხარესო და
უცებ რაც დაგუბებულია, გარეთ ასხამს. რომც მნდომოდა,
სიტყვებს ვეღარ შევაჩერებდი.
სიტყვას არ ვძრავ ფარლიზე, "ალისფერ მცველსა" და კი-
ლორნზე. მხოლოდ იმას ვყვები, როგორ შემაპარა ჩემმა დამ
დიდ ბაღში ფულის მოსაპარად, რომელიც თავის გადასარჩე-
ნად გვჭირდებოდა. მერე იყო გიზას შეცდომა, მისი ჩამ-
ტვრეული თითები და ის, თუ რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. ვყვე-
ბი, როგორ მოვექეცი ჩემს ოჯახს, რას ვაკეთებდი, როგორ
ვტკენდი გულს დედაჩემს, რომ ვარცხვენ მამას, ვპარავ
ხალხს, რომელსაც ჩემიანს ვუწოდებ. გზაზე, სადაც გარს მხო-
ლოდ წყვდიადი მაკრავს, ვუყვები ამ უცნობს, რა საშინელი
ვინმე ვარ. ის კითხვებს არ სვამს, მაშინაც კი, როცა უაზრობას
ვამბობ. უბრალოდ, მისმენს.
– ყველაზე კარგად ეს გამომდის, – ვიმეორებ ისევ, სანამ
ხმა მთლად ჩამიწყდება.
თვალის კუთხით ვერცხლის გაელვებას ვხედავ. კიდევ ერ-
თი მონეტა უჭირავს. მთვარის შუქზე ზედ ამოტვიფრული მე-
ფის მოელვარე ტახტი მოჩანს. როცა მონეტას ხელში მიდებს,
ველი, რომ ისევ მის მხურვალებას ვიგრძნობ, მაგრამ გაცივე-
ბულა.

62 მკითხველთა ლიგა
მგონია, რომ ვიყვირებ, არ მჭირდება შენი სიბრალული-
მეთქი, მაგრამ სისულელე იქნება – მონეტით იმას ვიყიდი,
რის ყიდვასაც გიზა ვეღარ შეძლებს.
– გულით ვწუხვარ, მერ. ასე არ უნდა ხდებოდეს.
მოღუშვის თავიც აღარ მაქვს.
– უარესადაც ცხოვრობენ. ჩემზე ნუ წუხხარ.
ის სოფლის განაპირას მტოვებს და მარტო მივაბიჯებ სოფ-
ლის სახლებს შორის. ტალახი და სიბნელე კალს არ მოსწონს
და მანამდე ქრება, სანამ უკან მიხედვასა და უცნაური მსახუ-
რისთვის მადლობის გადახდას მოვასწრებ.
ჩემი სახლი სიჩუმესა და სიბნელეშია ჩაფლული, მაგრამ
მაინც შიშისგან მაჟრჟოლებს. თითქოს დილის მერე ასი წელი
გავიდა და ის სხვა ცხოვრების ნაწილად იქცა, რომელშიც სუ-
ლელი, თავკერძა და იქნებ ცოტათი ბედნიერიც კი ვიყავი. ახ-
ლა აღარაფერი მაბადია, ჯარში გაწვევისთვის განწირული მე-
გობრისა და ხელის ძვლებდამტვრეული დის გარდა.
– დედაშენს ასე ნუ ანერვიულებ, – ქოხის ერთერთი ოჩო-
ფეხის უკნიდან გუგუნებს მამაჩემის ხმა. რამდენი წელია, ქვე-
მოთ ჩამოსული არ მინახავს.
გაოცებისა და შიშისაგან ხმა მიწვრილდება:
– მამა, აქ რას აკეთებ? როგორ...
იგი ცერა თითით მხარს იქით, ჭოჭონაქზე მანიშნებს, სახ-
ლის კედელზე ჩამოკიდებული რომ ქანაობს. პირველად გა-
მოიყენა.
– შუქი ჩაქრა, ვიფიქრე, შევამოწმებ-მეთქი, – ისევე უხე-
შად ამბობს მამა, როგორც ყოველთვის. ინვალიდის ეტლით
ჩამივლის და ჩერდება გამანაწილებელ კოლოფთან, რომ-
ლისგანაც გამომავალი მილი მიწაში იკარგება. ასეთი კოლო-

63 მკითხველთა ლიგა
ფი ყველა სახლს აქვს, ის არეგულირებს ელექტრობას და
შუქს გვაძლევს.
მამა ქშინავს, მისი მკერდი ყოველ ჩასუნთქვაზე ჩხაკუნებს.
შეიძლება გიზა ახლა მას დაემსგავსოს – ხელის ნაცვლად
პროთეზი, არეული ტვინი, იმაზე ფიქრით გატანჯული, რა შე-
იძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ არ მოხდა.
– რატომ არ იყენებთ ჩემს მოტანილ ელექტროქაღალ-
დებს?
პასუხად მამა მაისურის უბიდან დამატებითი რაციონის ქა-
ღალდს იღებს და კოლოფში აგდებს. წესით, უნდა ანთებული-
ყო და გამოცოცხლებულიყო, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდე-
ბა. გატეხილია.
– აზრი არა აქვს, – ოხრავს მამა და სკამის საზურგეს ესვე-
ნება. ორივენი გამანაწილებელ კოლოფს ვუყურებთ, ხმას არ
ვიღებთ, არც განძრევა გვინდა და არც ზემოთ ასვლა. მამაც
ჩემსავით გაიქცა, სახლში დარჩენა ვერ შეძლო, სადაც დედა
გიზას დასტიროდა და ქვითინით გლოვობდა დამსხვრეულ
ოცნებებს, ჩემი და კი ანუგეშებდა.
მამა კოლოფს ისე ურტყამს, თითქოს ამ წყეული ნივთის-
თვის ჩარტყმას უცებ ჩვენთვის შუქის, სითბოსა და იმედის
დაბრუნება შეეძლოს. უფრო და უფრო სწრაფად ურტყამს,
უფრო მეტი სასოწარკვეთით. ბრაზს ასხივებს. ჩემზე ან გიზაზე
კი არ ბრაზობს, არამედ სამყაროზე. დიდი ხნის წინ ჭიანჭვე-
ლები გვიწოდა, წითელი ჭიანჭველები, ვერცხლისფერი მზის
შუქში რომ იწვიან. სხვათა დიდებულებით გასრესილნი არსე-
ბობის უფლებისთვის ბრძოლას ვაგებთ, რადგან განსაკუთ-
რებულები არა ვართ. ჩვენ მათსავით ვერ განვვითარდით,
ჩვენი შეზღუდული თვალსაწიერის მიღმა არავითარი ზებუ-
ნებრივი ძალა და თვისება არ გაგვაჩნია. იგივე დავრჩით, სა-
64 მკითხველთა ლიგა
კუთარ სხეულებში ჩავიყინეთ. ჩვენ გარშემო სამყარო შეიც-
ვალა, ჩვენ კი უცვლელნი დავრჩით.
ბრაზი უკვე მეც მაწვება და ვწყევლი ფარლის, კილორნს,
არმიაში გაწვევას, ყველაფერს, რაც თავში მომივა. ლითონის
ყუთი გაცივებულია, ელექტრობის სითბო კარგა ხნის წინ და-
კარგა, მაგრამ მექანიზმის სიღრმეში ვიბრაცია კვლავ იგ-
რძნობა, ელოდება, ისევ როდის ჩაირთვება. ტვინი მებნევა
ელექტროენერგიაზე ფიქრით, როგორმე უნდა დავაბრუნო და
დავამტკიცო, რომ ამ არეულ მსოფლიოში თუნდაც პატარა
რამ მაინც შეიძლება იყოს წესრიგში. ყუთს ჩავკირკიტებ და
თითის წვერებზე რაღაც ბასრი მხვდება, სხეულში მუხტი მივ-
ლის. შიშველი სადენი ან გაფუჭებული ჩამრთველია-მეთქი,
ვეუბნები ჩემს თავს. თითქოს ქინძისთავმა მიჩხვლიტა, ნერ-
ვებში ნემსის წვერი შემესო, თუმცა ტკივილს ვერ ვგრძნობ.
ჩვენს თავზე ვერანდის ნათურა ზუზუნით ცოცხლდება.
– წარმოუდგენელია, – ბუტბუტებს მამა.
ეტლს ტალახში ატრიალებს, ისევ ჭოჭონაქთან მიგორავს.
უხმოდ მივყვები, არ მინდა, ის მიზეზი ვახსენო, რომლის გა-
მოც ორივეს გვაშინებს ადგილი, რომელსაც ჩვენს სახლს ვუ-
წოდებთ.
– მეტჯერ აღარ გაიქცე, – ოხრავს მამა, თან ეტლს პლატ-
ფორმაზე ამაგრებს.
– აღარ გავიქცევი, – ვეთანხმები მეც, უფრო ჩემს თავს,
ვიდრე მას.
ჭოჭონაქი იჭიმება, ჭრიალებს და მამა აჰყავს. კიბეზე
სწრაფად ავდივარ და ზემოთ ველოდები, პლატფორმისგან
გამოხსნაში უსიტყვოდ ვშველი.
– ოხერი ჯართი, – ბუზღუნებს მამა, როცა უკანასკნელ სა-
მაგრს ვხსნი.
65 მკითხველთა ლიგა
– დედა გაიხარებს, სახლიდან რომ გახვედი.
ის ხელში ხელს მტაცებს და გამჭოლი მზერით მიყურებს.
მართალია, მამა ახლა თითქმის არ მუშაობს, მხოლოდ
წვრილმანების შეკეთებაში გვეხმარება და დანით ხისგან სა-
თამაშოებს გვითლის, მაგრამ ხელები ისევ უხეში და დაკოჟ-
რილი აქვს, თითქოს ფრონტიდან ახალი დაბრუნებული იყოს.
ომი მუდამ თან გვახლავს.
– დედაშენს არ უთხრა.
– მაგრამ...
– ვიცი, გგონია, თითქოს ეს დიდი არაფერია, მაგრამ ასე
არ არის. ხომ ხვდები, იფიქრებს, ეს დიდი მოგზაურობისკენ
გადადგმული პატარა ნაბიჯიაო. ჯერ ღამით გავალ სახლიდან,
მერე დღისით, მერე ბაზარში ვიგორავებ მასთან ერთად, რო-
გორც ოცი წლის წინ. თითქოს ყველაფერი ისე იქნება, რო-
გორც უწინ, – მამას თვალები უმუქდება, რაც შეუძლია ხმა-
დაბლა ლაპარაკობს, – მე აღარ გამოვკეთდები, მერ. უკეთე-
სად აღარასოდეს ვიქნები. დედას ამის იმედს ვერ მივცემ, რო-
ცა ვიცი, რომ ეს არასდროს მოხდება. ხომ გესმის?
ძალიან კარგად მესმის, მამა.
მან იცის, რაც დაგვმართა მე და გიზას ფუჭმა იმედმა და
მიმქრალი ხმით ამბობს:
– მინდოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.
– ეგ ყველას გვინდა.
სიბნელის მიუხედავად, სხვენზე ასული მაინც ვხედავ გიზას
მოტეხილ ხელს. ჩვეულებრივ, ბურთივით დამრგვალებულს
სძინავს ხოლმე, თხელი საბნის ქვეშ, მაგრამ ამჯერად ზურგზე
წევს, დაშავებული ხელი ტანსაცმლის გროვაზე უდევს. დედამ
ჩემი ნაცოდვილარი შეასწორა – არტაშანი თავიდან დაადო,
გადაუხვია. ახალთახალი სახვევებია. შუქი არ მჭირდება იმის
66 მკითხველთა ლიგა
მისახვედრად, რომ მისი საბრალო ხელი სისხლჩაქცევები-
თაა ჩაშავებული. მოუსვენრად სძინავს, ტანს არხევს, თუმცა
მკლავს არ ამოძრავებს, ძილშიც კი სტკივა.
მინდა მივიდე მასთან, მაგრამ დღევანდელი დღის საში-
ნელ მოვლენებს რა ვუწამლო?
შეიდის წერილს ვიღებ პატარა ყუთიდან, სადაც მის ნაწე-
რებს ვინახავ. სხვა თუ არაფერი, ეს დამამშვიდებს მაინც. ქა-
ღალდში გამომწყვდეული მისი ხუმრობები, მისი სიტყვები,
მისი ხმა ყოველთვის მაწყნარებს, მაგრამ როცა ისევ ჩავათ-
ვალიერებ წერილს, მუცელში ძრწოლას ვგრძნობ.
"ალისფერი განთიადი" – წერია წერილში. ზუსტად ასე,
პირდაპირ ჩემ ცხვირწინ... ფარლის სიტყვები გადაცემაში, "ა-
ლისფერი მცველის" საბრძოლო მოწოდება ჩემი ძმის ხელნა-
წერში... მეტისმეტად უცნაური ფრაზაა იმისთვის, რომ ყურად-
ღება არ მივაქციო, მეტისმეტად უნიკალურია, რომ ამოსაშ-
ლელად გავიმეტო. და შემდეგი წინადადება: "ვხედავთ, რო-
გორ ამოდის სულ უფრო ნათელი მზე..." ჩემი ძმა ჭკვიანი, სა-
ღად მოაზროვნე ბიჭია. მზის ამოსვლები, განთიადები ან მა-
ღალფარდოვანი სიტყვები არ აინტერესებს. "როცა ყველანი
წამოვიშლებით", გახმიანდა ჩემში, მაგრამ თავში ფარლის კი
არა, ჩემი ძმის ხმა ჩამესმის: "პირდაპირ ალისფერი გან-
თიადი დგება".
მერე ფარლის სიტყვები:
ჩვენ აღვდგებით, განთიადივით ალისფრები.
შეიდმა საიდანღაც იცოდა. აფეთქებასა და გადაცემაში
ფარლის გამოჩენამდე კვირებით ადრე შეიდმა იცოდა "ალის-
ფერი მცველის" შესახებ და შეეცადა, ეს ჩვენთვისაც ეთქვა.
რატომ?
იმიტომ, რომ ერთ-ერთი იმათგანია.
67 მკითხველთა ლიგა
არ ვკრთები, როცა გამთენიისას კარი ხმაურით იღება. შე-
მოწმების მიზნით ჩხრეკა ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა, რო-
გორც წესი, ეს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ხდება. ეს მესა-
მეა.
– მიდი, გი, – ვლუღლუღებ მე და საწოლიდან ადგომასა
და კიბეზე ჩასვლაში ვეხმარები. ბარბაცით დადის, ჯანსაღ
ხელს ეყრდნობა, დედა ქვემოთ გველოდება. ხელებს გიზას
ხვევს, მაგრამ თვალები ჩემკენ აქვს. ჩემდა გასაკვირად, გაბ-
რაზებული ან იმედგაცრუებული არ ჩანს, პირიქით, ალერ-
სიანად მიყურებს.
კართან ორი გუშაგი გველის, მხრებზე შაშხანები მოუგდი-
ათ. მათ სოფლის საგუშაგოდან ვიცნობ, მაგრამ სხვაც ახ-
ლავთ – წითელსამოსიანი ახალგაზრდა ქალი, მკერდზე სამ-
ფერი ნიშანი აქვს, ზედ გამოსახული გვირგვინით. გასაგებია,
მეფის მსახურია, წითელი, რომელიც მეფეს ემსახურება, და
ვხვდები, რომ ეს უბრალო ჩხრეკა არ არის.
– ვემორჩილებით ჩხრეკასა და კონფისკაციას, – ბურტყუ-
ნებს მამა. ვალდებულია, ყოველი ჩხრეკისას ეს სიტყვები
თქვას, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სახლის გასაჩხრეკად შე-
მოცვივდნენ, გუშაგები ადგილიდან არ იძვრიან.
თავზარი მეცემა, როცა ქალი წინ წამოდგამს ნაბიჯს და მე
მომმართავს:
– მერ ბეროუ, სამერტონში ხართ გამოძახებული.
გიზა ჯანსაღ ხელს ჩამჭიდებს, თითქოს ჩემი დაკავება შე-
ეძლოს.
68 მკითხველთა ლიგა
– რაო? – ძლივს ვახერხებ ამოთქმას.
– სამერტონში ხართ გამოძახებული, – იმეორებს ის და
კარისკენ მანიშნებს, – ჩვენ გაგაცილებთ. გამოგვყევით.
არასოდეს მსმენია, წითელი სადმე გამოეძახებინოთ. აბა,
ჩემგან რა უნდათ? ასეთი რა ჩავიდინე?
მაგრამ თუ დავფიქრდებით, მე დამნაშავე ვარ და, ალბათ,
ფარლისთან კავშირის გამო ტერორისტადაც შემრაცხავენ.
ტანში ნერვიული ჩხვლეტა მივლის, ყოველი კუნთი დაჭიმუ-
ლი და დაძაბული მაქვს. გაქცევა მომიწევს, მიუხედავად იმი-
სა, რომ გუშაგები კარს ხერგავენ. სასწაული იქნება, ფანჯრამ-
დე თუ მივასწარი.
– დამშვიდდი, გუშინდელს მერე ყველაფერი დალაგდა, –
ჩაიცინებს ქალი, მან ხომ არ იცის, სინამდვილეში რისიც მე-
შინია, – ციხე-დარბაზსა და ბაზარს ახლა კარგად იცავენ. წა-
ვიდეთ... გთხოვ, – ჩემდა გასაკვირად, ის იღიმება, თუმცა გუ-
შაგებს შაშხანები მაგრად ჩაუბღუჯავთ. ტანში სიცივე მივლის.
გუშაგებისთვის უარის თქმა და გამოძახების უარყოფა სიკ-
ვდილს ნიშნავს, თან არა მარტო ჩემსას.
– კარგი, – ვბუტბუტებ მე და გიზასგან ხელს დავიხსნი. ის
წინ მოიწევს, უნდა ისევ ჩამეჭიდოს, მაგრამ დედა უკან სწევს.
– ისევ შევხვდებით, ხომ?
კითხვა უპასუხოდ რჩება და ვგრძნობ, როგორ მისვამს მა-
მა თბილ ხელს მკლავზე. მემშვიდობება. დედას თვალები და-
უღვრელი ცრემლებით უწყლიანდება. გიზა ცდილობს არ
დაახამხამოს თვალი და ყოველი წამი კარგად დაიმახსოვ-
როს. არაფერი გამაჩნია, რომ სახსოვრად დავუტოვო, მაგრამ
სანამ ზედმეტად შევყოვნდები ან ტირილს ამოვუშვებ, გუშაგი
მკლავში ხელს მკიდებს და გარეთ გავყავარ.

69 მკითხველთა ლიგა
ჩემს ტუჩებს ძლივს დასცდება ჩურჩულით ნათქვამი სიტ-
ყვები:
– მიყვარხართ.
მერე ჩემ უკან კარი ხმაურით იხურება და სახლისა და ძვე-
ლი ცხოვრებისკენ მიმავალ გზას კეტავს.
სწრაფად მივაბიჯებთ სოფლის შუკებში და ბაზრის მოედან-
ზე გავდივართ. აგერ, კილორნის დაფხავებული სახლიც. რო-
გორც წესი, ამ დროისთვის უკვე ღვიძავს, შუა გზაშია მდინა-
რისკენ მიმავალი, რათა საქმეს ადრიანად შეუდგეს, როცა
ჯერ კიდევ სიგრილეა, მაგრამ ეს დღეები წარსულში დარჩა.
ალბათ, ახლა ნახევარ დღეს ძილში ატარებს, ცდილობს, რო-
გორც შეუძლია, ისე ისიამოვნოს, სანამ არმიაში გაიწვევენ.
გონების ერთი ნაწილით მინდა ხმამაღლა გამოვემშვიდობო,
მაგრამ ამას არ ვაკეთებ. მოგვიანებით მივა ჩემს სანახავად
და გიზა ყველაფერს მოუყვება. ჩუმი ღიმილით ვიხსენებ, რომ
დღეს ფარლი მელოდება, ჰგონია, დიდ ფულს მივუტან, მაგ-
რამ იმედი გაუცრუვდება.
მოედანზე მბზინავი შავი ტრანსპორტი გველოდება. ოთხი
ბორბალი აქვს, შუშის ფანჯრები, მომრგვალებული ფორმის
– ჩემს ჩასაყლაპად მომზადებულ მხეცს ჰგავს. საჭესთან კი-
დევ ერთი გუშაგი ზის, ჩვენი მიახლოებისთანავე რთავს ძრა-
ვას და დილის ჰაერში შავ კვამლს ურევს. უსიტყვოდ მსვამენ
უკან და სანამ მანქანა დაიძრება, მსახურიც ჩემ გვერდით
ჯდება. მალე წარმოუდგენელი სისწრაფით მივქრით. ეს მან-
ქანით ჩემი პირველი და უკანასკნელი გასეირნება იქნება.
მინდა მათ დაველაპარაკო, ვკითხო, რა ხდება, როგორ
დამსჯიან ჩემი დანაშაულებისთვის, მაგრამ ვიცი, ყურს არ
მათხოვებენ. ამიტომ ფანჯრიდან ვიყურები, ვხედავ, როგორ
რჩება უკან სოფელი და ტყეს ვუახლოვდებით, ნაცნობ ჩრდი-
70 მკითხველთა ლიგა
ლოეთის გზაზე მივქრივართ. გუშინდელივით ხალხმრავლო-
ბა არ არის და გუშაგები ყველგან არიან. ციხე-დარბაზი დაცუ-
ლიაო, თქვა მსახურმა. ალბათ, ამას გულისხმობდა.
წინ ალმას-შუშის კედელი ანათებს, ტყის თავზე ამოსული
მზის შუქს ირეკლავს. მინდა დავხუჭო თვალები, მაგრამ ვერ
ვბედავ. აქ თვალები გახელილი უნდა მქონდეს.
კარიბჭესთან შავფორმიანები ირევიან, გუშაგები გულდა-
გულ ამოწმებენ ქალაქში შემავალ მგზავრებს. როცა ვჩერდე-
ბით, მსახური ქალი ხალხის რიგში გამატარებს და კარიბჭის
გავლით ქალაქში შევყავარ. ხელს არავინ გვიშლის, საბუთებ-
საც კი არ გვიმოწმებენ. როგორც ჩანს, მას აქ კარგად იცნო-
ბენ.
როცა ქალაქში შევდივართ, ქალი შემომხედავს.
– მე ენი მქვია, მაგრამ ერთმანეთს უმეტესად გვარებით
მივმართავთ. უოლში დამიძახე.
უოლში. ნაცნობი გვარია. თუ ამას მის გარუჯულ კანსა და
გახუნებულ თმას დავუმატებთ, ეს მხოლოდ ერთ რამეს შეიძ-
ლება ნიშნავდეს.
– შენც...
– ჰო, ოჩოფეხეთიდან ვარ, როგორც შენ. შენს ძმას, ტრე-
მის ვიცნობდი, ბრის კი ნეტავ არ ვიცნობდე. გულისტკენა
კარგად გამოსდიოდა, – ომში წასვლამდე ბრის სოფლის გო-
გოებში ასეთი რეპუტაცია ჰქონდა, ერთხელ მითხრა, არმიაში
გაწვევის ისე არ მეშინია, როგორც ჩვენი სოფლელი სის-
ხლმოწყურებული გოგოების, ისინი ბევრად სახიფათო
არიანო, – მაგრამ შენ არ გიცნობ, თუმცა ამის დროც გვექნე-
ბა.
ამის გაგონებაზე უკვე ვბრაზდები.
– ეგ რას ნიშნავს?
71 მკითხველთა ლიგა
– იმას, რომ აქ დიდხანს მოგიწევს მუშაობა. არ ვიცი, ვინ
აგიყვანა სამსახურში ან რა გითხრეს შენი მომავალი სამუშა-
ოს შესახებ, მაგრამ ძალიან დამღლელი კი იქნება. მარტო
თეთრეულის გამოცვლა და თეფშების რეცხვა კი არ მოგი-
წევს. შეხედვის გარეშე უნდა დაინახო, მოსმენის გარეშე
გაიგონო. ჩვენ აქ საგნები ვართ, მომსახურე ცოცხალი ქანდა-
კებები, – უოლში ჩუმად ოხრავს, მერე ზურგს მაქცევს და კა-
რიბჭის მეზობელ კარს მოწყვეტით აღებს, – რას იზამ, სადაც
წითელია, იქ გასაჭირს რა გამოლევს, ამ "ალისფერი მცვე-
ლის" ამბის გადამკიდე კი ახლა საქმე გაცილებით რთულა-
დაა.
ის კარში შედის. ერთი შეხედვით, პირდაპირ კედელში
გაიარა. მერე ვხვდები, რომ კიბეზე ჩადის და სიბნელეში ქრე-
ბა.
– სამსახური? – ჩავაცივდი უოლშს, – რა სამსახური? რაზე
ლაპარაკობ?
ის კიბეზე ჩემკენ ტრიალდება და თავმობეზრებული მიყუ-
რებს.
– შენ გამოგიძახეს, რომ მოსამსახურის ადგილი დაიკავო,
– და ამას ისე ამბობს, თითქოს ეს მთელ მსოფლიოში ყველა-
ზე ცხადი რამ იყოს.
მუშაობა. სამსახური. ამის გაფიქრებაზე ლამის მუხლი მო-
მეკვეთოს.
კალი. თქვა, კარგი სამსახური მაქვსო – და ახლა ისე მო-
აწყო ყველაფერი, რომ მეც დამასაქმოს. შეიძლება მასთან
ერთადაც კი მომიწიოს მუშაობამ. ამ პერსპექტივის გააზრები-
სას გული სიხარულით მიცემს. არ მოვკვდები, ომშიც არ წა-
ვალ. ვიცოცხლებ და ვიმუშავებ. და მოგვიანებით, როცა კალს
შევხვდები, დავარწმუნებ, რომ კილორნსაც უშველოს.
72 მკითხველთა ლიგა
– ფეხი გამოადგი, იმის დრო არა მაქვს, რომ ხელი ჩაგჭი-
დო!
სწრაფად ჩავდივარ და საკვირველად ბნელ გვირაბში ვეშ-
ვები. კედლებზე პატარა ნათურებია, სწორედ იმდენ შუქს გა-
მოსცემენ, რომ იქაურობა დავინახო. თავს ზემოთ მილები ზუ-
ზუნებენ, მათში ელექტრობა და წყალი გადის.
– სად მივდივართ? – როგორც იქნა, ამოვისუნთქავ მე.
უოლში აშკარად ღელავს და გაოცებული მეუბნება:
– მზის ციხე-დარბაზში, რა თქმა უნდა.
წამით ვგრძნობ, როგორ მიჩერდება გული.
– რაო... რაო? სასახლეში, თვითონ სასახლეში?
ის უნიფორმაზე მიკრულ სამკერდე ნიშანს უკაკუნებს
თითს. მქრქალ შუქზე გვირგვინი ციმციმებს.
– ახლა შენ მეფეს ემსახურები.
ჩემთვის უნიფორმაც მზად აქვთ, მაგრამ თითქმის ვერ ვამ-
ჩნევ. გარემო, სადაც ვიმყოფები, ისედაც საოცარია: მეფის
სასახლის ეს დიდებული დარბაზი მოყვითალო-მოყავისფრო
ქვითა და მბზინავი მოზაიკითაა გაფორმებული. გაჩქარებით
დადიან წითელ უნიფორმებში გამოწყობილი მსახურები. სა-
ხეებზე ვაკვირდები, კალს ვეძებ, რათა მადლობა გადავუხა-
დო, მაგრამ მათ შორის არ ჩანს.
უოლში გვერდზე მიდგას და ჩურჩულით მაძლევს რჩევებს:
– არაფერი თქვა. არაფერს მოუსმინო. არავის გამოელა-
პარაკო, ხმას მაინც არავინ გაგცემს.
სიტყვებს ძლივს ვუყრი თავს. ბოლო ორი დღის მოვლენე-
ბი სულსა და გულზე ქვასავით მაწევს. ალბათ, განგებამ გა-
დაწყვიტა, რომ გზა გამიხსნას და მოულოდნელი ცვლილებე-
ბის ქარბორბალაში ჩამითრიოს.

73 მკითხველთა ლიგა
– შენი მოსვლა ძალიან გადატვირთულ დღეს დაემთხვა,
ალბათ, დღეს ყველაზე მეტი საქმე გვექნება.
– გემები და დირიჟაბლები დავინახე, ვერცხლისფრები
მთელი კვირაა მდინარეს აღმა მიუყვებიან, – ვამბობ მე, –
ჩვეულებრივზე მეტნი იყვნენ, წელიწადის ამ დროისთვისაც
კი.
უოლში მაჩქარებს და ხელში მჩრის ლანგარს, რომელზეც
მბზინავი ჭიქები აწყვია. დარწმუნებული ვარ, ამ ნივთებს ჩემ-
თვის და კილორნისთვის თავისუფლების ყიდვა შეუძლიათ,
მაგრამ დარბაზის ყოველ კარსა და ფანჯარასთან დაცვა
დგას. ამდენ გუშაგს ვერ დავუძვრები, თუნდაც ჩემი სიმარ-
ჯვის წყალობით.
– რა ხდება დღეს? – ვკითხულობ გულუბრყვილოდ. ჩემი
გამოხუნებული თმის კულული თვალთან ჩამომივარდა და სა-
ნამ ხელით გადაწევას მოვასწრებდე, ამას უოლში აკეთებს და
პაწაწინა სამაგრით მიმაგრებს. სწრაფი და გათვლილი მოძ-
რაობები აქვს, – სულელური შეკითხვა დავსვი?
– არა, მეც არაფერი ვიცოდი, სანამ მომზადება არ დავიწ-
ყეთ, თანაც, ეს ოცი წელია აღარ მომხდარა, მას მერე, რაც
დედოფლად ელარა აირჩიეს, – უოლში ისე სწრაფად ლაპა-
რაკობს, მისი სიტყვები ლამის ერთმანეთში ირევა, – დღეს
სადედოფლოების გამოცდის დღეა. ვერცხლისფერი დიდებუ-
ლების ოჯახების – დიდი საგვარეულოების ქალიშვილები ჩა-
მოვიდნენ, რათა პრინცს თავი მოაწონონ. ამაღამ დიდი ლხი-
ნი გაიმართება, მაგრამ ახლა ხვეულ ბაღში არიან და პრინ-
ცის წინაშე წარსადგენად ემზადებიან იმ იმედით, რომ რომე-
ლიმე მათგანი რჩეული გახდება. ამ გოგოებისგან ერთ-ერთი
მომდევნო დედოფალი გახდება და ასეთი შანსის გულისთვის
ერთმანეთს არ დაინდობენ.
74 მკითხველთა ლიგა
გონებაში ფარშავანგების თავყრილობას წარმოვიდგენ.
– ესე იგი, პრინცის წინ ტრიალებენ, რამდენიმე სიტყვას
ამბობენ და წამწამებს აფახულებენ?
უოლში ფრუტუნებს და თავს აქნევს.
– ეს ცოტა სხვანაირად ხდება, – მერე თვალებში ელვა გა-
უკრთება, – შენ ხომ მსახური ხარ და თავადვე ნახავ.
ჩვენ წინ მოჩუქურთმებული ხისა და ნაწრთობი მინისპანე-
ლებიანი მასიური კარი ილანდება. მსახური ხელს უბიძგებს,
აღებს, შიგნით სწორ ხაზად დაწყობილ წითელფორმიანებს
უშვებს, და ჩემი ჯერი დგება.
– შენ არ მოდიხარ? – საკუთარ ხმაში სასოწარკვეთა მეს-
მის, თითქმის ვევედრები უოლშს, ჩემთან დარჩეს, მაგრამ ის
უკან იხევს და მარტო მტოვებს. სანამ ხაზს შევაყოვნებდე ან
ავრევდე, თავს ვაიძულებ ნაბიჯის წინ გადადგმას და მზის
შუქზე იქ გავდივარ, რასაც უოლშმა ხვეული ბაღი უწოდა.
თავიდან მგონია, რომ ისეთივე არენაზე ვდგავარ, როგო-
რიც ჩვენს სოფელშია. მისი დამრეცი კედლები გიგანტურ
ფიალას ქმნიან, მაგრამ ქვის მერხების ნაცვლად მრგვალ ტე-
რასებზე მაგიდები და პლუშგადაკრული სკამები დგას. საფე-
ხურებზე ჩარიგებული დიდქოთნებიანი მცენარეები და შად-
რევნები ტერასებს ლოჟებად ყოფენ. ბალახიან არენას გარს
ქვის ქანდაკებები ერტყმის. ჩემ წინ წითელი და შავი აბრეშუ-
მით გაწყობილი ლოჟაა. ოთხი რკინის სკამი არენას გადაჰყუ-
რებს.
ჯანდაბა, ეს რა ადგილია?
თავგზააბნეული ვმუშაობ, მორჩილად დავყვები სხვა წით-
ლებს. სამზარეულოს ვემსახურები, რეცხვა და მზარეულების
დახმარება მევალება. ამჟამად მომავალი ღონისძიებისთვის
არენას ვამზადებთ. ვერ ვხვდები, რაში სჭირდება სამეფო
75 მკითხველთა ლიგა
ოჯახს არენა. სოფელში მას მხოლოდ ორთაბრძოლებისთვის
იყენებენ, ვერცხლისფრების ორთაბრძოლებისთვის, მაგრამ
აქ რისთვის უნდათ? ეს ხომ სასახლეა, ეს იატაკი სისხლით
არასდროს გაისვრება. და მაინც, ეს არენაა და ცუდი წინათ-
გრძნობით ვივსები. მჩხვლეტავი შეგრძნება მიბრუნდება და
კანქვეშ ტალღებად მივლის, როცა საქმეს მოვრჩები და მსა-
ხურების შემოსასვლელთან ვბრუნდები. სადედოფლოების
გამოცდამდე დიდი დრო აღარ რჩება.
სხვა მსახურები უხმოდ მიიძურწებიან დიდი ფარდებით
გარშემორტყმული შემაღლებული პლატფორმისკენ. მივდევ
და მათ რიგში ვდგები. ამ დროს ზუსტად სამეფო ლოჟასა და
მსახურების შემოსასვლელს შორის კარი იღება.
იწყება.
უცებ ისევ დიდი ბაღი მახსენდება, და ლამაზი, ულმობელი
არსებები, თავს ადამიანებს რომ უწოდებენ. თვითკმაყოფი-
ლები და ამპარტავნები, მკაცრი თვალებითა და საძაგელი ხა-
სიათით. ეს ვერცხლისფრებიც, დიდი საგვარეულოები, რო-
გორც უოლშმა უწოდა მათ, სხვანაირები არ იქნებიან. შეიძ-
ლება უარესებიც აღმოჩნდნენ.
ჯგროდ შემოდიან, ცივი გრაციოზულობით, მათი ნაირფე-
რი მორთულობა მთელ არენას ავსებს. სხვადასხვა ოჯახის –
საგვარეულოების გარჩევა ადვილია. ერთი საგვარეულოს
წევრებს ერთ ფერში აცვიათ. იისფერი, მწვანე, შავი, ყვითე-
ლი – სტუმრები ცისარტყელას ფერებად მიიწევენ საოჯახო
ლოჟებისკენ. ნეტავ რამდენი საგვარეულოა აქ? ხალხის
რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს, ზოგი სალაპარაკოდ
ჩერდება, სხვები წინ გამოწვდილი, თითქოს უდრეკი მკლავე-
ბით ეხვევიან ერთმანეთს. ვხვდები, ეს მათთვის წვეულებაა.
უმეტესობას ნაკლებად აქვს იმედი, რომ დედოფლად მათი
76 მკითხველთა ლიგა
ოჯახის წევრს აირჩევენ და მხოლოდ დროის გასატარებლად
მოვიდნენ.
მაგრამ ზოგიერთი მხიარულების ხასიათზე არ ჩანს. აგერ,
ვერცხლისფერთმიანი ოჯახი შავაბრეშუმიან სკამზე ზის მეფის
ლოჟის მარჯვნივ და დაძაბული დუმს. ოჯახის პატრიარქს წა-
მახული წვერი და შავი თვალები აქვს. უფრო ქვემოთ, მუქ
ლურჯსა და თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ოჯახის წევ-
რები ერთმანეთში ბუტბუტებენ. ჩემდა გასაკვირად, ერთ მათ-
განს ვცნობ. სამსონ მერანდუსია, მოჩურჩულე, რომელიც
არენაზე ვნახე რამდენიმე დღის წინ. სხვებისგან განსხვავე-
ბით კუშტად დასჩერებია იატაკს, გონებით სხვაგან არის. ყუ-
რადღება უნდა მივაქციო, რომ მას ან მის სასიკვდილო შესაძ-
ლებლობებს პირისპირ არსად შევეჩეხო.
უცნაურია, მაგრამ პრინცთან ქორწინებისთვის შესაფერი-
სი ასაკის გოგონებს ვერსად ვხედავ. ალბათ, სადმე სხვაგან
ემზადებიან და თავზე გვირგვინის დადგმის შანსს მოუთმენ-
ლად ელიან.
დროდადრო თავის მაგიდაზე ვინმე ლითონის კვადრატულ
ღილაკს აწვება შუქის ასანთებად, იმის ნიშნად, რომ მსახური
სჭირდება. ვინც კართან ახლოსაა, მიეახლება, დანარჩენები
კი ბოლთას ვცემთ და ჩვენს ჯერს ველოდებით. რა თქმა უნდა,
როცა კართან მივდივარ, წარბშეკრული ოჯახის შავთვალა
პატრიარქი მაგიდაზე თითს ღილაკს ურტყამს.
ღმერთს ვემადლიერები ჩემი ფეხებისთვის, რომელთაც
არასდროს უღალატიათ. ხალხში სწრაფად მივიწევ წინ, მოწ-
რიალე ვერცხლისფრებს შორის მივძვრები და მკერდში გუ-
ლი მიბაგუნებს. მათ რამე კი არ უნდა მოვპარო, არამედ უნდა
მოვემსახურო. გასულ კვირას მერ ბაროუს არ ეცოდინებოდა,

77 მკითხველთა ლიგა
მის ამჟამინდელ ვერსიაზე უნდა ეცინა თუ ეტირა. მაგრამ ის
სულელი გოგო იყო და ახლა ამის საფასურს მე ვიხდი.
– ბატონო? – ვამბობ მე წვეროსნის წინაშე მდგარი, რო-
მელმაც მსახური გამოიძახა. გონებაში საკუთარ თავს ვლან-
ძღავ. არაფერი თქვა! ეს პირველი წესია და მე ის უკვე დავარ-
ღვიე.
მაგრამ ის, როგორც ჩანს, ვერაფერს ამჩნევს და ცარიელ
წყლის ჭიქას მიწვდის, მოწყენილი სახე აქვს.
– გვეთამაშებიან, პტოლემუს, – ბუბუნა ხმით ეუბნება
გვერდით მჯდარ დაკუნთულ ახალგაზრდა კაცს. მგონი, სწო-
რედ ეგაა ის უიღბლო, ვისაც პტოლემუსი უწოდეს.
– ძალის დემონსტრაციაა, მამა, – პასუხობს პტოლემუსი
და თავის ჭიქას ცლის, მერე მე მაწვდის და უყოყმანოდ ვარ-
თმევ, – ისინი მოცდას გვაიძულებენ, იმიტომ, რომ შეუძლი-
ათ.
ისინი სამეფო ოჯახის წევრები არიან, რომლებიც ჯერ არ
გამოჩენილან, მაგრამ შემაცბუნებელია იმის მოსმენა, როგო-
რი ზიზღით ლაპარაკობენ მათზე ვერცხლისფრები. ჩვენ, წით-
ლები, მეფესა და დიდებულებს მხოლოდ მაშინ ვლანძღავთ,
თუ არავინ გვისმენს, ვფიქრობ, ეს ჩვენი პრეროგატივაა. ამ
ხალხს ცხოვრებაში ერთი დღეც კი არაფერი გასჭირვებია. რა
უთანხმოება შეიძლება ჰქონდეთ ერთმანეთში?
მინდა დავრჩე და ყური მივუგდო, მაგრამ მეც კი ვხვდები,
რომ ეს წესებს ეწინააღმდეგება. პირს ვიბრუნებ, საფეხურებს
ავუყვები და მათი ლოჟიდან გამოვდივარ. ფერად-ფერადი
ყვავილების უკან ნიჟარა მოჩანს, კარგია, ალბათ, აღარ მო-
მიწევს მთელი არენის გავლა ჭიქების ასავსებად. ამ დროს ჰა-
ერში მკვეთრი ხმა გაისმის, რომელიც ძალიან ჰგავს იმას,
პირველი პარასკევის სანახაობაზე რომ მსმენია. ხმა კიდევ
78 მკითხველთა ლიგა
რამდენჯერმე გუგუნებს, საზეიმო მელოდიაა, ალბათ, მეფის
მოსვლის მაუწყებელი. სათითაოდ ყველა დიდი საგვარეულო
ფეხზე დგება, ხალისით თუ უხალისოდ. ვხედავ, პტოლემუსი
მამამისს ისევ რაღაცას როგორ ჩაულაპარაკებს.
ყვავილების უკან ჩამალული, ამ შემაღლებული ადგილი-
დან მეფის ლოჟის ოდნავ უკან ვდგავარ – მერ ბაროუ მეფის-
გან რამდენიმე იარდის მოშორებით. რას იფიქრებდა ამაზე
ჩემი ოჯახი ან კილორნი? ეს კაცი სასიკვდილოდ გვგზავნის,
მე კი ჩემი ნებით გავხდი მისი მსახური. ეს გულს მირევს.
მეფე სწრაფად შემოდის, მხრებგაშლილი და წელში გა-
მართული. ზურგიდანაც კი უფრო მსუქანი ჩანს, ვიდრე მონე-
ტებსა და ეკრანებზეა, მაგრამ უფრო მაღალიცაა. შავ-წითელი
სამოსი აცვია, სამხედრო სტილში, თუმცა ვეჭვობ, ოდესმე ერ-
თი დღე მაინც გაეტარებინოს იმ სანგრებში, სადაც წითლები
იხოცებიან. მის მკერდზე სამკერდე ნიშნები და მედლები
ბრწყინავენ იმ საგმირო საქმეთა დასტურად, მას რომ არას-
დროს ჩაუდენია. წელზე მოოქრული ხმალიც კი ჰკიდია,
მიუხედავად იმისა, რომ გარს უამრავი მცველი ახვევია. მეც-
ნობა მის თავზე დადებული გვირგვინი, წითელი ოქროსა და
რუხი თუჯის წნულებით, ყოველ წვეტს დაკლაკნილი ალის
ფორმა აქვს. ცეცხლივით ანთია მის მელანივით შავ თმაზე,
რომელსაც ჭაღარა შერევია. სწორედ რომ მისი შესაფერისია.
მეფე ხომ მწველია, როგორც მამამისი, და მანამდე იმის მამა,
და ასე შემდეგ. დამღუპველი ცეცხლისა და მხურვალების
მძლავრი ბატონები. ერთ დროს ჩვენი მეფეები რეჟიმის მოწი-
ნააღმდეგეებს ცეცხლოვანი შეხებით წვავდნენ. შეიძლება ეს
მეფე წითლებს აღარ წვავს, მაგრამ მაინც გვხოცავს ომითა
და განადგურებით. მას ის სახელი ჰქვია, რომელიც ჯერ კი-
დევ მაშინ ვიცოდი, სასკოლო ოთახში მჯდარი სწავლას მოწ-
79 მკითხველთა ლიგა
ყურებული პატარა გოგონა რომ ვიყავი, თითქოს განათლე-
ბის მიღებას რაიმე აზრი ჰქონდა ჩემთვის – ტიბერიას კალო-
რე მეექვსე, ნორტას მეფე, ჩრდილოეთის ცეცხლი. ნამდვილი
ენის გასატეხია. რომ შემეძლოს, მის სახელს მივაფურთხებ-
დი.
მას დედოფალი მოჰყვება და ხალხს თავს უქნევს. მეფეს
მუქი სამოსი აცვია, დედოფლის მუქლურჯ-თეთრი კაბა კი
ჰაეროვანი და მსუბუქია. თავს მხოლოდ სამსონის ოჯახის წი-
ნაშე ხრის, და ვამჩნევ, რომ მასაც მათი ფერის ტანსაცმელი
აცვია. მათი მოდგმისა უნდა იყოს, თუ ოჯახური მსგავსების
მიხედვით ვიმსჯელებთ – იგივე ფერფლისფერ-ქერა თმა,
ლურჯი თვალები და ღვარძლიანი ღიმილი ველურ, მტაცებელ
კატას ამსგავსებს.
რამდენადაც საზარელი უნდა მოგეჩვენოთ სამეფო ოჯახის
წევრები, ისინი მაინც ვერ შეედრებიან იმ მცველებს, მათ რომ
მოჰყვებიან. მართალია, სიბინძურეში დაბადებული წითელი
ვარ, ვიცი, რას წარმოადგენენ ისინი. ყველამ იცის, როგორ
გამოიყურება მცველი, რადგან მასთან შეხვედრა არავის უნ-
და. ყოველ ტელეგადაცემაში, სიტყვით გამოსვლისას ან
ბრძანების გაცემისას მეფეს გვერდით უდგანან. როგორც ყო-
ველთვის, მათი უნიფორმები ცეცხლს მიაგავს, მოწითალო--
ნარინჯისფრად კაშკაშებენ, თვალები კი საშინელი შავი ნიღ-
ბების უკან უელავთ. თითოეულ მათგანს შავი შაშხანა უჭი-
რავს ზედ მიმაგრებული მბზინავი ვერცხლის ხიშტით, რო-
მელსაც ძვლის გადაჭრა შეუძლია. მათი შესაძლებლობები
მათსავე გარეგნობაზე თავზარდამცემია – ისინი ელიტური
მებრძოლები არიან ვერცხლისფერთა სხვადასხვა საგვა-
რეულოდან, ბავშვობიდან ნაწრთობი. მეფისა და მისი ოჯახის-
თვის ფიცი აქვთ მიცემული, რომ მთელი სიცოცხლე მათი ერ-
80 მკითხველთა ლიგა
თგული იქნებიან. მათი შეხედვაც საკმარისია, რომ ჟრუან-
ტელმა დამიაროს, მაგრამ დიდი საგვარეულოების წევრებს
სულაც არ ეშინიათ.
სადღაც, ლოჟების სიღრმეში, ვიღაც აღრიალდა:
– სიკვდილი "ალისფერ მცველს"!
სხვებიც მაშინვე ხმას აძლევენ. მაკანკალებს, როცა მა-
გონდება გუშინდელი ამბები, ახლა რომ ასე შორეულია. რა
სწრაფად შეუძლია ამ ბრბოს სახეცვლა...
მეფე აფორიაქებული ჩანს, ხმაურის გაგონებაზე ფითრდე-
ბა. ხალხის ასე აზვირთებას შეჩვეული არ არის და ყვირილს
ლამის ღრენით პასუხობს:
– "ალისფერ მცველს" – და ყველა ჩვენს მტერს – მალე გა-
ვუსწორდებით! – ტიბერიასი გრგვინავს, მისი ხმა სტუმრებში
ექოდ გაისმის და ისე აჩუმებს, თითქოს მათრახი გადაარ-
ტყაო, – მაგრამ ჩვენ აქ ამისთვის არ შევკრებილვართ. დღეს
ჩვენს ტრადიციას მივაგებთ პატივს და ამას ვერც ერთი წითე-
ლი ეშმაკი ხელს ვერ შეუშლის. ახლა სადედოფლოების გა-
მოცდის ცერემონია გაიმართება, რათა გამოვავლინოთ ყვე-
ლაზე ნიჭიერი ქალიშვილი, რომელიც ყველაზე კეთილშო-
ბილ ვაჟზე დაქორწინდება. ამაში ვპოულობთ ძალას, რათა
კავშირი შევკრათ დიდ საგვარეულოებთან. ეს გვაძლევს
ძლიერებას, რომ ვერცხლისფრების მმართველობა უკუნისამ-
დე გაგრძელდეს, რომ დავამარცხოთ ჩვენი მტრები როგორც
საზღვრებზე, ისე საზღვრებს შიგნით.
– ძლიერება! – მასთან ერთად აგუგუნდა ბრბო. საზარელი
მოსასმენია, – ძალაუფლება!
– დადგა დრო, ისევ აღვადგინოთ ჩვენი იდეალები. ჩემი
ორივე ვაჟი მიაგებს პატივს ჩვენი საგვარეულოს ჩვეულებას,
– ის ხელს აიქნევს, ორნი წინ წამოდგებიან და მამას გვერ-
81 მკითხველთა ლიგა
დით ამოუდგებიან. მათ სახეებს ვერ ვხედავ, მაგრამ ორივენი
მეფესავით მაღლები, შავთმიანები არიან და მათაც ძვირფასი
მუნდირები აცვიათ, – პრინცი მეივენი კალორესა და მერან-
დუსის საგვარეულოებიდან, ჩემი მეუღლის, დედოფალ ელა-
რას ვაჟი.
პრინცი, უფრო ფერმკრთალი და გამხდარი, ხელს სწევს
და პირქუშ სალამს იძლევა. მარცხნივ თუ მარჯვნივ ბრუნდება
და მის სახეს ვხედავ. მართალია, მეფური, სერიოზული შესა-
ხედაობა აქვს, ჩვიდმეტ წელზე მეტის მაინც ვერ იქნება.
მკვეთრი ნაკვთები და ლურჯი თვალები აქვს, ღიმილით ცეც-
ხლსაც კი გაყინავს – მას სძულს ეს ცერემონია. ამაში მეც ვე-
თანხმები.
– და ტახტის მემკვიდრე კალორესა და ჯეიკოსის საგვა-
რეულოებიდან, ჩემი გარდაცვლილი მეუღლის, კორიანის ვა-
ჟი, ნორტას სამეფოსა და ცეცხლოვანი გვირგვინის მომავალი
მფლობელი, ტიბერიას მეშვიდე.
სანამ მე ამ სულელურ სახელზე უჩუმრად ვხითხითებ, არ
ვუყურებ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ხელს იქნევს და იღი-
მება. ბოლოს თვალებს ვწევ, რათა მომავალი მეფე შევათვა-
ლიერო, მაგრამ ის არ არის, რასაც ველოდი.
ჭიქები ხელიდან მიცვივდება და უვნებლად ჩაშვავდება
წყლიან ნიჟარაში.
ვიცნობ ამ ღიმილს და ამ თვალებს. ისინი წუხელ მწვავ-
დნენ. მან ეს სამუშაო მიშოვა, არმიაში გაწვევისგან მიხსნა.
მეგონა, ერთ-ერთი ჩვენგანი იყო. ეს როგორ შეიძლებოდა
მომხდარიყო?
და მერე ის მთელი ტანით ბრუნდება და სტუმრებს ხელს
უქნევს. შეცდომა გამორიცხულია.
კალი ტახტის მემკვიდრეა.
82 მკითხველთა ლიგა
მსახურებთან ვბრუნდები პლატფორმაზე, სიცარიელის
გრძნობა მიპყრობს. ბედნიერება, რომელსაც აქამდე
ვგრძნობდი, უკვალოდ გაქრა. თავს ვერ ვაიძულებ უკან მივი-
ხედო და მდიდრულად გამოწყობილ კალს შევხედო, იქ რომ
დგას ბაფთებითა და მედლებით მორთული. მეზიზღება ეს მე-
ფური ყოყოჩობა. გვირგვინიანი სამკერდე ნიშანი უკეთია,
როგორც უოლშს, მაგრამ მისი სამაგრი გიშრის, ბრილიანტი-
სა და ლალისგან არის გაკეთებული, მუქ შავ მუნდირზე უციმ-
ციმებს. სადღაა მისი უბრალო ტანსაცმელი, წუხელ რომ ეცვა
და ჩემისთანა გლეხებში ერეოდა. ახლა ზედგამოჭრილი მო-
მავალი მეფეა, თხემით ტერფამდე ვერცხლისფერი.
და მე მას ვენდობოდი.
სხვა მსახურები გზას მითმობენ და რიგის ბოლოში ჩადგო-
მას მაცლიან, სანამ თავი მიბრუის. მან ეს სამსახური მიშოვა,
გადაგვარჩინა მეც და ჩემი ოჯახიც – და ის ერთ-ერთი მათგა-
ნია. უფრო უარესიც – ის პრინცია. პრინცი. ადამიანი, ვის სა-
ნახავადაც შეიკრიბა ხალხი ამ მრგვალ ქვის სიმახინჯეზე.
– ყველანი იმისთვის მოხვედით, რათა პატივი მიაგოთ
ჩემს ვაჟსა და სამეფოს, ამიტომ მეც მოგაგებთ პატივს, – ბუ-
ბუნებს მეფე ტიბერიასი და შუშასავით ამსხვრევს ჩემს ფიქ-
რებს. მკლავებს სწევს და ხალხით სავსე ლოჟებს ესალმება.
თუმცა მთელი ძალით ვცდილობ არ მოვაშორო მეფეს თვა-
ლი, თავს ვერ ვერევი და კალს გავხედავ. იღიმება, მაგრამ ეს
ღიმილი მის თვალებს ვერ აღწევს.

83 მკითხველთა ლიგა
– პატივს მივაგებ თქვენს უფლებას, იყოთ მბრძანებლები.
მომავალი მეფე, ჩემი ვაჟის შვილი, თქვენი ვერცხლისფერი
სისხლის მატარებელი იქნება, ისევე, როგორც ჩემი სისხლი-
სა. ვინ იბრძოლებს თავისი უფლებისთვის?
პასუხად ვერცხლისფერთმიანი ოჯახის უხუცესი ყვირის:
– ჩემი ოჯახი იბრძოლებს!
მთელ არენაზე სხვადასხვა საგვარეულოს უხუცესები ერ-
თხმად გაჰყვირიან:
– ჩემი ოჯახი იბრძოლებს!
მათი ხმა ექოდ გაისმის. რომელიღაც რიტუალს ასრულე-
ბენ, რომელიც ჩემთვის გაუგებარია.
ტიბერიასი იღიმის და თავს იქნევს.
– მაშინ დავიწყოთ სადედოფლოების გამოცდა. ლორდო
პროვოს, გთხოვთ.
მეფე თავის ადგილზე ბრუნდება, იქით იყურება, სადაც, ჩე-
მი აზრით, პროვოსების საგვარეულო უნდა იჯდეს. დამსწრენი
მის მზერას აყოლებენ თვალს და შავზოლებიან ოქროსფერ
სამოსში გამოწყობილ ოჯახს აშტერდებიან. მოხუცი კაცი გა-
მოდის წინ, ნაცრისფერ თმაში თეთრი შერევია. ამ უცნაურ
ტანსაცმელში დასანესტრად მზადმყოფ კრაზანას ჰგავს. რო-
ცა ხელს აიქნევს, არც კი ვიცი, რას უნდა ველოდო.
უცებ პლატფორმა იხრება და აქეთ-იქით მოძრაობას იწ-
ყებს. ვხტები და ლამის გვერდით მდგომ მსახურს ვეჯახები,
ვიდრე პლატფორმა გაურკვეველი მიმართულებით მის-
რიალებს. გული ყელში მებჯინება, როცა ვხედავ, როგორ
ტრიალებს არენა. ლორდი პროვოსი ტელეკინია, ნაგებობას
გონების ძალით ამოძრავებს.
მისი ძალის გავლენით მთელი შენობა იცვლება, ბაღის ზე-
დაპირი ფართოვდება და დიდ მოედნად გადაიქცევა. ქვედა
84 მკითხველთა ლიგა
ტერასები უკან იწევენ და ზედა ტერასების გვერდით ადიან.
ხვეული ბაღი ცის ქვეშ გადაშლილ უზარმაზარ ცილინდრად
იქცა. სანამ ტერასები მოძრაობენ, იატაკი დაბლა იწევს და
ყველაზე ქვედა ლოჟის ქვეშ, ოცი ფუტის სიღრმეზე ჩერდება.
შადრევნები ჩანჩქერებად იქცა და ცილინდრის ზემოდან ქვე-
მოთ იღვრება, სადაც ღრმა, ვიწრო აუზებს ავსებს.
ჩვენი პლატფორმა მეფის ლოჟის ზემოთ ჩერდება და წინ
მთელი არენის შესანიშნავი ხედი გვეშლება, მისი ზედაპირის
ჩათვლით. ამ ყველაფერს წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა.
ლორდმა პროვოსმა ხვეული ბაღი ბევრად ავის მომასწავე-
ბელ რამედ აქცია.
მაგრამ როცა პროვოსი ისევ ჯდება, ჯერ კიდევ ყველაფერი
მოძრაობს. ელექტრობა ზუზუნებს და ტკაცუნობს, რის გამოც
ხელებზე ბუსუსები ყალყზე მიდგება. არენის ახლოს იისფერ--
თეთრი შუქი ელავს. ენერგიის უხილავი წყარო ქვაშია დამა-
ლული. ამ პროცესის სამართავად არც ერთი ვერცხლისფერი
არ დგება ფეხზე, როგორც ეს პროვოსმა გააკეთა. ვხვდები,
რატომაც. ამას ვინმე ვერცხლისფერი კი არ აკეთებს, არამედ
ტექნოლოგიის სასწაულია, კერძოდ, ელექტრობის. ელვა ქუ-
ხილის გარეშე. სინათლის სხივები ერთმანეთს ჯვარედინად
კვეთენ და დამაბრმავებლად მბრწყინავ ქსელს ქმნიან. მხო-
ლოდ მისი შეხედვაც კი თვალებს მტკენს და თავში მტკივ-
ნეულად, ბასრი ხანჯალივით მჩხვლეტს რაღაც. ვერ ვხვდები,
როგორ იტანენ სხვები ამ ყველაფერს.
ვერცხლისფრები გაოგნებული არიან, ცნობისმოყვარეობა
აღეძრათ იმით, რისი გაკონტროლებაც არ შეუძლიათ. რაც
შეგვეხება ჩვენ, წითლებს, თავზარდაცემული ვართ.
ელექტრობა იმატებს, ქსელის ფორმას იძენს და ზუზუნი
ისევე უცბად წყდება, როგორც დაიწყო. ქსელი შეშდება, ჰა-
85 მკითხველთა ლიგა
ერში მყარდება და ჩვენსა და არენას შორის გამჭვირვალე,
იისფერ ფარს ქმნის – ჩვენსა და იმას შორის, რაც დაბლა უნ-
და მოხდეს.
გონება გამალებით მიმუშავებს, ნეტავ რაში დასჭირდათ
მოელვარე ფარი? დათვის ან მგლების ხროვის, ან ტყის რო-
მელიმე იშვიათი მხეცისთვის ნამდვილად არ იქნება. მითურ
არსებებსაც კი, გიგანტურ კატებს, ზღვის ზვიგენებს ან დრაკო-
ნებს არ შეუძლიათ ამდენი ვერცხლისფრისთვის საფრთხის
შექმნა. ან სადედოფლოების გამოცდის დღეს აქ მხეცებს რა
უნდათ? ეს დედოფლის ამოსარჩევი ცერემონიაა, მონსტრებ-
თან ბრძოლა კი არა.
თითქოს ჩემს პასუხად, ქანდაკებებით გარშემორტყმული
მიწის ზედაპირი, ცილინდრის იატაკის პატარა წრე, ფართოდ
იხსნება. უნებურად წინ ვიწევი, მგონია, უფრო უკეთ დავინა-
ხავ. მსახურები ჩემ გარშემო გროვდებიან, უნდათ ნახონ, რა
საშინელება იმალება მიწის ქვეშ.
სიბნელიდან გოგონა ამოდის, ყველაზე პაწაწინა მათ შო-
რის, ვინც კი ოდესმე მინახავს.
ტაშისცემა გაისმის, ძვირფასი ქვებით მორთულ ყავისფე-
რი აბრეშუმის სამოსში გამოწყობილი ოჯახი თავის ქალიშ-
ვილს ესალმება.
– როჰრი, რჰამბოსის საგვარეულოდან, – გაჰყვირიან ისი-
ნი და დამსწრეებს გოგონას სახელს ამცნობენ.
გოგონა, რომელიც თოთხმეტ წელზე მეტის არ იქნება, ზე-
მოთ იხედება და ოჯახის წევრებს უღიმის. ქანდაკებებთან შე-
დარებით ძალიან პატარაა, მაგრამ ხელები უცნაურად გრძე-
ლი აქვს. შეიძლება ძლიერმა სიომ ადვილად გაიტაცოს. ის
ქანდაკებების რიგს ათვალიერებს, თან სულ იღიმის. მზერას
კალზე აჩერებს, უფრო სწორად, პრინცზე, ცდილობს მოხიბ-
86 მკითხველთა ლიგა
ლოს ირმის თვალებით ან თაფლისფერი თმის დროდადრო
შერხევით. თავიდან სულელად მეჩვენება, სანამ დიდ ქვის
ქანდაკებას არ მიუახლოვდება და ერთი დარტყმით არ წააგ-
დებინებს თავს.
რჰამბოსის საგვარეულოდან ისევ ხმა გაისმის:
– მძლავრხელიანი!
ჩვენ ქვემოთ, არენაზე, პატარა როჰრი ყველაფერს ქარიშ-
ხალივით აცამტვერებს, ქანდაკებებს მტვრის ფაშარ გროვე-
ბად აქცევს, მის ფეხქვეშ იატაკიც კი იბზარება. მიწისძვრაა პა-
წაწინა ადამიანის სახით, გზად ყველას და ყველაფერს რომ
ანადგურებს.
ესე იგი, ეს შეჯიბრებაა.
სასტიკი შეჯიბრება, სარძლოების მშვენიერების, დიდებუ-
ლებისა და ძლიერების საჩვენებლად. ყველაზე ნიჭიერი ქა-
ლიშვილის გამოსავლენი შეჯიბრება. ეს ძალის დემონსტრი-
რებაა, რათა პრინცი ყველაზე ძლიერ გოგოს შეუწყვილდეს,
რომ მათი შვილები ყველაზე ძლიერები გამოვიდნენ. და ეს
ასობით წელია ხდება.
მაჟრჟოლებს, როცა ვიფიქრობ, რა ძალა შეიძლება ჰქონ-
დეს კალის ნეკს.
ის თავაზიანად უკრავს ტაშს, როცა რჰამბოსების გოგო
არენის განადგურებას ამთავრებს და ქვევით ჩამავალ პლატ-
ფორმაზე დგება. რჰამბოსების ოჯახი ესალმება, სანამ გოგო-
ნა სიბნელეში გაქრება.
შემდეგია ჰერონი, უელეების საგვარეულოდან, ჩემი მხა-
რის გუბერნატორის ქალიშვილი. მაღალია, სახეც თავის ჩიტ-

87 მკითხველთა ლიგა
სეხნიას3 მიუგავს. გავერანებული მიწა მის გარშემო იცვლება,
იატაკს ისევ ძველებური სახე უბრუნდება.
– მწვანე მეთვალყურე! – გაიძახიან მისი ოჯახის წევრები.
მწვანე. მისი ბრძანებით ხეები თვალის დახამხამებაში იზ-
რდებიან და წვერით მანათობელ ფარს კაწრავენ. ფარი ნა-
პერწკლებს ყრის იქ, სადაც რტოები ეხება, და მწვანე ფოთ-
ლებს ცეცხლი ეკიდება.
შემდეგი გოგონა, ნიმფა, ოსანოსების საგვარეულოდან,
მოლოდინს აჭარბებს – ჩანჩქერებით ტყის ხანძარს აქრობს,
გრიგალივით მიუშვებს აქაფებულ წყალს და მხოლოდ გადამ-
წვარ მიწასა და დანახშირებულ ხეებს ტოვებს.
შეჯიბრებას ბოლო არ უჩანს, თითქოს საათობით გრძელ-
დება. თითოეული გოგონა გამოდის, რათა საკუთარი ძალა
აჩვენოს და ყოველ მათგანს სულ უფრო განადგურებული
არენა ხვდება, მაგრამ გაწვრთნილები არიან, რომ ყველა-
ფერს გაუმკლავდნენ. სხვადასხვა ასაკისა და გარეგნობის
მიუხედავად, ყველამ შესანიშნავად იცის თავისი საქმე. ერთი
გოგონა, რომელიც თორმეტი წლის ძლივს იქნება, რასაც ეხე-
ბა, ყველაფერს აფეთქებს, თითქოს მოსიარულე ბომბი იყოს.
– გამანადგურებელი! – ყვირიან მისი ოჯახის წევრები გო-
გონას ძალის აღსაწერად. სანამ უკანასკნელ თეთრ ქანდაკე-
ბას ააფეთქებს, მოელვარე ფარი მტკიცედ დგას. ცეცხლის შე-
ხებისას შიშინებს და ეს ხმა ყურებში მიწივის.
ელექტრობა, ვერცხლისფრები და ღრიანცელი – ყველა-
ფერი თავში მერევა. ვუყურებ მწვანეებს, ფეხმარდებს,
მძლავრხელიანებს, ტელეკინებს, და ასობით სხვადასხვანა-
ირ ვერცხლისფერს, რომლებიც ფარის ქვეშ ერთმანეთს

3 ჩიტი-სეხნია – Heron ინგლისურად ყანჩას ნიშნავს.


88 მკითხველთა ლიგა
ცვლიან. ჩემ თვალწინ ისეთი მოვლენები ხდება, რომელთა
რეალურობასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. გოგონები სა-
კუთარ კანს ქვად აქცევენ ან შუშის კედლებს კივილით ამ-
სხვრევენ. ვერცხლისფრები უფრო დიდებულები და ძლიერე-
ბი არიან, ვიდრე მეგონა, ისეთი ძალები აქვთ, რომელთა არ-
სებობაზეც არაფერი მსმენოდა. როგორ შეიძლება ასეთი
ხალხი სინამდვილეში არსებობდეს?
ამხელა გზა გამოვიარე და უცებ აღმოვჩნდი ისევ არენაზე,
სადაც ვუყურებ, როგორ გვაჩვენებენ ვერცხლისფრები იმას,
რაც ჩვენთვის შეუძლებელია.
აღფრთოვანებული, მოწიწებით ვუყურებ, როგორ იხმობს
ციდან ათას მტრედს ცხოველთმჭერი, რომელსაც ფრინველე-
ბისა და ცხოველების დამორჩილება შეუძლია. როცა ჩიტები
თავით მოექანებიან ძირს და მანათობელ ფარს ასკდებიან,
სისხლისა და ბუმბულის პატარა ღრუბლებად იქცევიან და
ამის დანახვაზე აღფრთოვანება ზიზღით მეცვლება. ფარი ისევ
ნაპერწკლებს ყრის, ყველაფერს წვავს, რაც ჩიტებისგან დარ-
ჩა, და ისევ ელვარებს. როცა ცივსისხლიანი ცხოველთმჭერი
ისევ ქვევით ეშვება, ტაშის გაგონებაზე ლამის გული ამერი-
ოს.
შემდეგი გოგონა, რომელიც, იმედია, ბოლოა, მტვრად
ქცეულ არენაზე ამოდის.
– ევანგელინი, სამოსის საგვარეულოდან, – ყვირის ვერ-
ცხლისფერთმიანთა ოჯახის უფროსი. მხოლოდ ის ლაპარა-
კობს და მისი ხმა ხვეულ ბაღში ექოდ გაისმის.
ჩემი სადამკვირვებლო პუნქტიდან ვამჩნევ, რომ მეფე და
დედოფალი ცოტა უფრო გამართულები სხედან. ევანგელინმა
უკვე მიიპყრო მათი ყურადღება. მათგან განსხვავებით, კალი
თავის ხელებს დაჰყურებს.
89 მკითხველთა ლიგა
სხვა გოგონებს აბრეშუმის კაბები ეცვათ, რამდენიმეს უც-
ნაური, მოოქრული საჭურველიც, ევანგელინი კი არენაზე შა-
ვი ტყავის სამოსით ამოდის. ქურთუკი, შარვალი, ფეხსაცმე-
ლები – ყველაფერი ვერცხლით აქვს მორთული. არა, ეს ვერ-
ცხლი არ არის. რკინაა. ვერცხლი არ არის ასეთი მქრქალი
და მაგარი. მისი ოჯახის ყველა წევრი ფეხზე დგება და ტაშით
ეგებება. პტოლემუსისა და შავთვალა უხუცესის ოჯახიდანაა,
მაგრამ სხვებიც უკრავენ ტაშს, სხვა ოჯახები. უნდათ, რომ ის
იყოს დედოფალი. ის მათი რჩეულია. გოგონა სალამს იძლე-
ვა, ორი თითი მიაქვს წარბთან, ჯერ თავის ოჯახს ესალმება,
მერე მეფის ლოჟას. ისინიც იმავე ჰჟესტით პასუხობენ, ეს
ევანგელინი აშკარად ყველაზე მეტად მოსწონთ.
შეიძლება ეს შეჯიბრება უფრო მეტად ჰგავს პირველი პა-
რასკევის სანახაობას, ვიდრე მე ვიფიქრებდი, ოღონდ, ნაც-
ვლად იმისა, ვერცხლისფრებმა აჩვენონ წითლებს, სად არის
მათი ადგილი, ამჯერად მეფე აჩვენებს ქვეშევრდომებს, სად
დგანან, რაოდენ ძლიერებიც უნდა იყვნენ ისინი. იერარქია
იერარქიის შიგნით.
იმდენად გამიტაცა სანახაობამ, რომ თითქმის ვერც ვამ-
ჩნევ, რომ დროა, მსახურის მოვალეობა შევასრულო. სანამ
ვინმე საჭირო მიმართულებით მიბიძგებდეს, თავად მივდი-
ვარ შესაბამისი ლოჟისკენ და მესმის, როგორ ამბობს სამო-
სების ოჯახის უფროსი:
– მაგნეტრონი.
მგონი, ასე თქვა, მაგრამ წარმოდგენა არა მაქვს, რას ნიშ-
ნავს ეს.
სწრაფად მივდივარ ვიწრო დერეფნების გავლით, რომლე-
ბიც ერთ დროს ბილიკები ყოფილა, და ქვემოთ მივემართები
იმ ვერცხლისფრებისკენ, რომლებსაც ჩემი სამსახური დას-
90 მკითხველთა ლიგა
ჭირდათ. ლოჟა დაბლაა, მაგრამ მარდი ვარ და იქამდე მი-
საღწევად დრო თითქმის არ მჭირდება. მეტისმეტად ჩასუქე-
ბულ ოჯახს წავადექი თავზე, ბუმბულით მორთული საძაგელი
ჭყეტელა ყვითელი აბრეშუმის სამოსი აცვიათ და ვეება ნამ-
ცხვარს შეექცევიან. ლოჟაში თეფშები და ცარიელი ჭიქებია
მიმოფანტული, საქმეს ვუდგები და მათ აკრეფას ვიწყებ სწრა-
ფი და გამოცდილი ხელებით. ლოჟაში ეკრანი ციმციმებს და
აჩვენებს ევანგელინს, რომელიც ისევ არენაზე დგას.
– რა ფარსია ეს ყველაფერი, – ბუტბუტებს ერთ-ერთი ყვი-
თელი ჩიტუნა და პირში ნამცხვარს იტენის, – სამოსების გო-
გონა უკვე გამარჯვებულია.
უცნაურია, ის ხომ ყველაზე სუსტი ჩანს.
თეფშებს ვკრეფ, მაგრამ თვალი ეკრანისკენ მაქვს, ვუყუ-
რებ, როგორ დაძრწის განადგურებულ არენაზე. როგორც
ჩანს, იქ ისეთი არაფერია, რაც გამოადგება იმის საჩვენებ-
ლად, რა შეუძლია, მაგრამ გოგონა შეწუხებული სულაც არ
ჩანს. საშინელი ღიმილი აქვს, თითქოს სრულიად დარწმუნე-
ბულია საკუთარ დიდებულებაში. მე კი მასში დიდებულს ვე-
რაფერს ვხედავ.
მერე მის სამოსზე მიმაგრებული მოქლონები მოძრაობას
იწყებენ, ჰაერში ლივლივებენ, თითოეული მაგარი, მრგვალი
ტყვიაა. და თითქოს თოფი გაისროლესო, ევანგელინისგან
სწრაფად გაცვივდებიან და მტვერში, კედელსა თუ მანათო-
ბელ ფარში ეჭედებიან.
ის ლითონებს აკონტროლებს.
რამდენიმე ლოჟა ტაშს უკრავს, მაგრამ მას ჯერ არ დაუმ-
თავრებია. სადღაც, ნაგებობის სიღრმიდან, ღრჭიალი და ჟღა-
რუნი გვესმის. მსუქნების ოჯახიც კი წყვეტს ჭამას, შეცბუნებუ-
ლები იყურებიან აქეთ-იქით. დაბნეულები არიან, აინტერე-
91 მკითხველთა ლიგა
სებთ, რა ხდება, მე კი ფეხქვეშ რხევას ვგრძნობ და ვიცი, რომ
უნდა მეშინოდეს.
არენის იატაკი გამაყრუებელი ხმაურით ტყდება, სიღრმი-
დან ამოდიან დაგრეხილი რკინის მილები, კედლებსაც ზღარ-
ბის ეკლებივით ასხდება წვერწამახული რკინა და ევანგე-
ლინს ერტყმიან გარს ნაცრისფერ და ვერცხლისფერ გვირ-
გვინად. გოგონა თითქოს იცინის, მაგრამ მილების გამაყ-
რუებელი ჭრიალ-ზუზუნი მის ხმას ახშობს. მანათობელ ფარს
ნაპერწკლები სცვივა. ევანგელინი რკინის ალყაში თავს ძა-
ლაყინით იცავს, ისე, რომ წვეთი ოფლიც არ გამოსდის. ბო-
ლოს მეტოქეებს საშინელი გრუხუნით დასცემს ძირს. თვა-
ლებს ცაში აღაპყრობს, ზედა ლოჟებისკენ. პირს ფართოდ
აღებს და პატარა ბასრ კბილებს აშიშვლებს. დამშეულს
ჰგავს.
და უცებ იწყება. ჯერ ოდნავ ირღვევა წონასწორობა, მერე
კი მთელი ლოჟა იხრება. თეფშები იატაკზე ცვივა და ბროლის
ჭიქები წინ მიგორავენ, მოაჯირს იქით ცვივიან და მანათობელ
ფარს ემსხვრევიან ზედ. ევანგელინი ჩვენს ლოჟას თავისკენ
ეწევა, წინ ხრის და გვაქანავებს. ვერცხლისფრები ჩემ გარშე-
მო ყვირიან და მაგიდას ხელებით ეპოტინებიან. აპლოდის-
მენტებს პანიკა ცვლის. ჩვენი ლოჟა ერთადერთი არ არის –
ამ რიგში ყველა ლოჟა ჩვენთან ერთად ირყევა. შორს, ქვე-
მოთ, ევენგელინი ხელით მართავს ამ ყველაფერს, დაძაბული
სახე უნაოჭდება. როგორც არენაზე მებრძოლ ვერცხლისფერ
მეომრებს, მასაც უნდა აჩვენოს სამყაროს, რა შეუძლია.
ეს ფიქრი გამიელვებს თავში, როცა ყვითელ, ბუმბულიან
სამოსში გამოწყობილი მსუქანი სხეული მეჯახება და დარჩე-
ნილ ჭურჭელთან ერთად მოაჯირს იქით მისვრის.

92 მკითხველთა ლიგა
ფარზე ვეცემი და ყველაფერი წითლდება. ელექტრონი სი-
სინებს და ჰაერს ტრუსავს. მომხდარის გასააზრებლად დრო
არა მაქვს, მაგრამ ვიცი, ეს გამჭვირვალე მოწითალო ნათება
ცოცხლად შემხრაკავს, იქვე დამაკლავს ჩემი წითელი უნი-
ფორმით. დარწმუნებული ვარ, ვერცხლისფრები მხოლოდ
იმაზე იდარდებენ, ვინ უნდა გაასუფთაოს აქაურობა ჩემი ნარ-
ჩენებისგან.
თავის დარტყმისგან თვალწინ ვარსკვლავები მიხტის. არა,
ვარსკვლავები კი არა, ნაპერწკლები. ფარი თავის საქმეს აკე-
თებს და ელექტრონით მწვავს. ჩემი უნიფორმა იწვის და ბო-
ლი ასდის. ველი, რომ კანსაც იგივე მოუვა. ჩემს გვამს შესა-
ნიშნავი სუნი ექნება, მაგრამ როგორღაც არაფერს ვგრძნობ.
ალბათ, ისე ძლიერად მტკივა, რომ ვერც აღვიქვამ.
მაგრამ არა – ვგრძნობ ნაპერწკლების სიმხურვალეს, ჩემს
სხეულზე ზემოთ-ქვემოთ რომ დარბიან და თითოეულ ნერვს
ცეცხლს უნთებენ. ისე, ცუდი შეგრძნება არ არის. უფრო მე-
ტიც, ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ. თითქოს მთელი ცხოვრე-
ბა ბრმა ვიყავი და ახლა თვალი ამეხილა. კანქვეშ რაღაც
მოძრაობს, მაგრამ არა ნაპერწკლები. ხელებზე დავიხედავ,
გაოცებული დავყურებ აელვარებულ ჩემს სხეულს. სიცხისგან
დანახშირებული ტანსაცმელი იწვის, მაგრამ ჩემი კანი არ იც-
ვლება. ფარი ცდილობს მომკლას, მაგრამ არ გამოსდის.
რაღაც რიგზე ვერ არის.
მე ცოცხალი ვარ.
ფარს შავი კვამლი ასდის, ნატეხ-ნატეხ გაბზარვას იწყებს.
ნაპერწკლები უფრო ელვარებენ და ბრაზობენ, მაგრამ ძალას
კარგავენ. ვცდილობ დავატანო თავს ძალა და წამოვდგე, მაგ-
რამ ჩემ ქვემოთ ფარი იმსხვრევა და ისევ ვეცემი.

93 მკითხველთა ლიგა
როგორღაც ვახერხებ დაშვებას მტვრის გროვაზე, კიდევ
კარგი, ლითონის ნატეხები შორს ყრია. მაგრად ვარ დაჟეჟი-
ლი და კუნთებშიც სისუსტეს ვგრძნობ, მაგრამ მაინც ცოცხა-
ლი ვარ. ჩემს უნიფორმას ჩემსავით არ გაუმართლა, ძლივ-
სღა შემრჩენია ტანზე მთლად დანახშირებული.
გაჭირვებით ვდგები ფეხზე, ვგრძნობ, რომ დამწვარი უნი-
ფორმა ტანიდან ნაჭერ-ნაჭერ მცილდება. ჩემ ზემოთ არენას
ჩურჩული და გაოცების შეძახილები გადაუვლის. ვგრძნობ,
ყველა მე მომჩერებია, დამწვარ წითელ გოგოს, ადამიან--
მეხამრიდს.
ევანგელინი თვალებგაფართოებული მიყურებს. გაბრაზე-
ბული ჩანს, დაბნეული და... შეშინებული.
ჩემი ეშინია. რატომღაც მე ვაშინებ.
– სალამი, – ვეუბნები სულელივით.
ევანგელინი ლითონის ნამსხვრევების წვიმით მპასუხობს,
ყოველი ნამსხვრევი ბასრი და მომაკვდინებელია, ჰაერს აპო-
ბენ ჩემი გულისკენ მომართულები.
დაუფიქრებლად ვიქნევ ხელებს იმ იმედით, რომ ყველაზე
საშიში ნატეხებისგან თავს დავიცავ, და იმის მაგივრად, რომ
მტევნებში უამრავი ბასრი ნამსხვრევი შემესოს, რაღაც სრუ-
ლიად განსხვავებულს ვგრძნობ. როგორც ნაპერწკლებთან
შეხებისას, თითოეული ნერვი მიმღერის, შინაგანი ცეცხლით
აღგზნებული. ეს ცეცხლი ჩემში მოძრაობს, თვალების უკან,
კანქვეშ, სანამ სხეულში ახალ ძალას არ ვგრძნობ. მერე ის
ჩემგან გამოხეთქავს – ენერგია და ძალა.
ჩემი ხელებიდან სინათლის, არა, ელვის ჭავლი გადმოს-
კდება და ჩემკენ მქროლავ ლითონის ნატეხებს ალში ხვევს.
ნამსხვრევების წივილი ისმის, ბოლი ასდით და სიმხურვა-
ლისგან სკდებიან. ვნებას არავის აყენებენ, ისე ცვივიან მიწა-
94 მკითხველთა ლიგა
ზე, ელვა კი ევანგელინს ოდნავ აუვლის გვერდს, შორეულ კე-
დელს ეხეთქება და ბეტონში ოთხი ფუტის სიდიდის ხვრელს
ტოვებს.
გოგონას გაოცებისგან ყბა უვარდება. დარწმუნებული ვარ,
მეც ასეთივე სახე მაქვს. ხელებს დავყურებ და ვფიქრობ, რა
ჯანდაბა დამემართა ამწამს. ჩვენ ზემოთ ასობით ვერცხლის-
ფერსაც ამის ინტერესი კლავს. თავს ვწევ და ვხედავ, ყველა
მე მომჩერებია.
მეფეც კი გადმოხრილა თავისი ლოჟიდან, ცის ფონზე მისი
მოელვარე გვირგვინის სილუეტი მოჩანს. კალიც მის გვერდი-
თაა და თვალებგაფართოებული ჩამომცქერის.
– მცველებო! – გაისმის მეფის მჭახე, მუქარით სავსე ხმა.
უცებ ყველა ლოჟიდან მცველების წითელ-ნარინჯისფერი უნი-
ფორმები გამოანათებს. რჩეული გუშაგები შემდეგ სიტყვას,
მომდევნო ბრძანებას ელიან.
კარგი ქურდი იმიტომ ვარ, რომ ვიცი, როდის უნდა გავიქ-
ცე. ახლა სწორედ ამის დროა.
სანამ მეფე დაილაპარაკებდეს, შურდულივით გავვარდე-
ბი, ჩავუქროლებ გაოგნებულ ევანგელინს, რათა არენის ჯერ
კიდევ ღია ლიუკში ჩავასწრო.
– დაიჭირეთ! – გაისმის ზურგს უკან, როცა ნახევრად ბნელ
იატაკქვეშეთში ვვარდები. ევანგელინის გამართულ მფრინა-
ვი ლითონის შოუს წყალობით ჭერში ნახვრეტები გაჩენილა
და ისევ შემიძლია ხვეული ბაღის დანახვა. გულგახეთქილს
მეჩვენება, რომ შენობას სისხლი სდის, უნიფორმებში გამოწ-
ყობილი მცველები ლოჟებიდან ხტებიან და ჩემკენ მოექანე-
ბიან.
ფიქრის დრო აღარ არის, მხოლოდ გაქცევაღა დამრჩენია.

95 მკითხველთა ლიგა
არენის ქვემოთ მდებარე ოთახიდან ბნელი დერეფანი გა-
დის. ზემოდან კვადრატული შავი კამერები დამყურებენ, თავ-
ქუდმოგლეჯილი გავრბივარ და ერთი დერეფნიდან მეორეში
ვუხვევ. ვგრძნობ, ჩემზე დაგეშილი მცველები კვალში მიდგა-
ნან. გაიქეცი, მეორდება გონებაში, გაიქეცი, გაიქეცი, გაიქე-
ცი.
კარი უნდა ვიპოვო, ან ფანჯარა, საიდანაც თავს დავაღწევ.
თუ გარეთ გასვლას მოვახერხებ, ვთქვათ, ბაზარში, შეიძლება
შანსი მქონდეს. შეიძლება.
კიბის პირველ წყებას, რომელსაც ვაგნებ, გრძელ, სარ-
კეებიან დერეფანში ავყავარ, მაგრამ იქაც კამერებია, ვეებერ-
თელა შავი ხოჭოებივით მიმალულან ჭერის კუთხეებში.
თავზე ზუზუნით გადამიქროლებს ტყვია და იატაკს გავერ-
თხმები. დერეფანში შემოვარდნილი ცეცხლისფერსამოსიანი
ორი მცველი სარკეს ეჯახება, ამსხვრევენ და თავს მესხმიან.
ისინი ზუსტად ისეთები არიან, როგორიც გუშაგები ჩვენს სო-
ფელში, ვეუბნები ჩემს თავს, ისეთივე მოუქნელები, ისინი შენ
არ გიცნობენ და არ იციან, რისი გაკეთება შეგიძლია.
ეს მეც არ ვიცი.
ელოდებიან, რომ გავიქცევი, ამიტომ პირიქით ვიქცევი და
მათკენ მივექანები. დიდი და მძლავრი შაშხანები აქვთ, მათი
სიდიდე ხელს უშლით. სანამ ზემოთ აწევას მოასწრებენ, რა-
თა მესროლონ, ხიშტზე წამომაგონ ან ორივე ერთად, გლუვ
მარმარილოს იატაკზე მუხლებზე ვეცემი და ორ გიგანტს შო-
რის მივსრიალებ. ერთი ღრიალებს, მის ხმაზე კიდევ ერთი
სარკე სკდება და წვრილ ნატეხებად იფშვნება. სანამ მცველე-
ბი შემოტრიალებას მოახერხებენ, ხელიდან ვუძვრები და
ისევ გავრბივარ.

96 მკითხველთა ლიგა
როცა, ბოლოს და ბოლოს, ფანჯარას ვპოულობ, ეს ერ-
თდროულად კურთხევაცაა და წყევლაც – მოწყვეტით,
სრიალით ვჩერდები ფანჯარაში ჩასმული უზარმაზარი ალმას-
შუშის წინ, რომელიც თვალუწვდენელ ტყეს გადასცქერის.
ტყე სწორედ იქაა, მეორე მხარეს, გაუვალი კედლის მიღმა.
მაშ, კარგი, ხელებო, ახლა სწორედ საიმისო დროა, რომ
იმარჯვოთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერი ხდება. არაფერი,
როცა ასე მჭირდება.
მოულოდნელად ცეცხლის მხურვალებას ვგრძნობ. ვტრი-
ალდები, მოახლოებულ წითელ-ნარინჯისფერ უნიფორმებს
ვხედავ და ვიცი, რომ მცველებმა მიპოვეს, მაგრამ ეს მხურვა-
ლების ტალღა ცხელია, მოციმციმე, თითქმის ხელით შემიძ-
ლია შეხება. ეს ცეცხლია. და ზუსტად ჩემკენ მოდის.
ძლივს გასაგონი, სუსტი, დამარცხებული ხმა მაქვს, როცა
ჩემს გამოუვალ მდგომარეობაზე მწარედ მეცინება:
– ო, დიდებულია!
გასაქცევად ვიწევ, მაგრამ შავი ქსოვილის ფართო კე-
დელს ვეჯახები. ძლიერი ხელები მეხვევა და მაგრად მიჭერს,
ვიდრე მათგან დასხლტომას ვცდილობ. დაწვი, ააგიზგიზე!
ვყვირი გონებაში, მაგრამ ამაოდ. ამჯერად სასწაული ვეღარ
გადამარჩენს.
სიცხე ძლიერდება და ფილტვებიდან ჰაერის ამოწვით მე-
მუქრება. დღეს ელვას გადავურჩი. არ მინდა ცეცხლთანაც
ვცადო ბედი.
მაგრამ კვამლი უფრო მალე მომკლავს. სქელი, შავი,
სულშემხუთავი ბოლია და ცოცხლად მახრჩობს. მზერა მებინ-
დება და ქუთუთოები მიმძიმდება. ფეხის ხმა, ყვირილი და
ცეცხლის გუგუნ-ტკაცუნი მესმის, ირგვლივ სამყარო ბნელდე-
ბა.
97 მკითხველთა ლიგა
– მაპატიე, – ამბობს კალის ხმა.
მგონი, სიზმარში ვარ.

98 მკითხველთა ლიგა
პარმაღზე ვდგავარ და ვუყურებ, როგორ ემშვიდობება დე-
დაჩემი ჩემს ძმას, ბრის. ქვითინებს, მაგრად ეხვევა, ახალშეჭ-
რილ თმას უსწორებს. შეიდი და ტრემი იქვე დგანან, რომ ვი-
ნიცობაა, დედას მუხლმა უმტყუნოს, ხელი მიაშველონ. ვიცი,
მათაც ტირილი უნდათ, როცა ხედავენ, როგორ მიდის მათი
უფროსი ძმა, მაგრამ დედის გულისთვის თავს იკავებენ. მამა
ხმას არ იღებს, კმაყოფილებით ათვალიერებს ლეგიონერს,
რომელიც თავისი ფოლადისფურცლოვანი და ტყვიაგამძლე
ქსოვილის საჭურვლითაც კი ჩემი ძმის გვერდით ტანმორჩი-
ლი ჩანს. ბრი ცოცხლად შეჭამდა, მაგრამ ამას არ აკეთებს.
საერთოდ არაფერს აკეთებს, როცა ლეგიონერი მკლავში
ხელს ჩაავლებს და ერთმანეთს გვაცილებს. შემდეგ აჩ-
რდილს ვხედავ, საშინელი შავი ფრთებით ჩემს ძმას რომ გა-
მოუდგა უკან. გარშემო სამყარო ტრიალებს და დაცემას ვიწ-
ყებ.
კიდევ ერთი წელი გადის... მიწაზე ვეცემი, ფეხები ჭყაპუნა
ტალახში მეფლობა ზედ ჩვენი სახლის ქვემოთ. ამჯერად დე-
და ტრემის ებღაუჭება, ლეგიონერს რაღაცას ევედრება.
შეიდი უკან სწევს. სადღაც გიზა მისტირის თავის საყვარელ
ძმას. მე და მამა ჩუმად ვართ, ცრემლებს ვიკავებთ. აჩრდილი
ბრუნდება, ამჯერად ჩემ გარშემო ტრიალებს, ცასა და მზეს აბ-
ნელებს. თვალებს მაგრად ვხუჭავ იმ იმედით, რომ გამეცლე-
ბა.
როცა ისევ ვახელ თვალს, შეიდის მკლავებში ვარ და რაც
შეიძლება მაგრად ვეხუტები. ჯერ თმა არ შეუჭრია და მისი ნი-
99 მკითხველთა ლიგა
კაპამდე ჩამოგრძელებული წაბლისფერი თმა კეფაზე მიღი-
ტინებს. მის მკერდში ჩაკრული უცბად ვკრთები. ყურზე მწა-
რედ მჩხვლეტს რაღაც, უკან ვიხევ და ჩემი ძმის პერანგზე სის-
ხლის წითელ წვეთებს ვხედავ. მე და გიზამ ისევ გავიხვრიტეთ
ყურები იმ პატარა საჩუქრით, შეიდმა რომ დაგვიტოვა. და,
მგონი, არასწორად, მე ხომ ყველაფერს ყოველთვის არასწო-
რად ვაკეთებ. აჩრდილის ჩემთან ყოფნას მთელი არსებით მა-
ნამდე ვგრძნობ, სანამ დავინახავ. და ის გაბრაზებულია.
აჩრდილი მოგონებების ფერხულში მითრევს, ყოველი
მათგანი ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობაა. ზოგიერთი ჩე-
მი სიზმარია. არა, უფრო სწორად, კოშმარები. ჩემი ყველაზე
საშინელი კოშმარები.
გარშემო ახალი სამყარო ისხამს ხორცს და კვამლითა და
ფერფლით დაბნელებული ლანდშაფტი ისახება. ჩოუკი. იქ
არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ იმდენი კი მსმენია, რომ
იქაურობის წარმოდგენა შევძლო. ვაკე ადგილია, ათასობით
ბომბისგან გაჩენილი კრატერებით დასერილი. თითოეულ
კრატერში ბინძურ წითელ ფორმებში გამოწყობილი ჯარისკა-
ცები მოკუნტულან სისხლმნთხევი იარებივით. მათ შორის
დავფარფატებ, სახეებს ვაკვირდები, ვეძებ ძმებს, რომლებიც
კვამლმა და ჭურვების ნამსხვრევებმა წამართვეს.
პირველი ბრი გამოჩნდა, ლაფში დგას და ლურჯფორმიან
ტბებისქვეყნელთან ხელჩართული ბრძოლა აქვს გამართუ-
ლი. მინდა მივეშველო, მაგრამ ისევ მივფარფატებ და მხედ-
ველობიდან ვკარგავ. შემდეგ ტრემის ვხედავ, დაჭრილ ჯა-
რისკაცთან იხრება, ცდილობს შეუჩეროს სისხლი და სიკ-
ვდილს გადაარჩინოს. მისი ლბილი ნაკვთები, ასე რომ
წააგავს გიზასას, ტანჯვით დაბრეცილა. არასოდეს დამავიწ-

100 მკითხველთა ლიგა


ყდება ეს ტკივილისა და იმედგაცრუებისგან აღმოხდენილი
ყვირილი. როგორც ბრის, ტრემისაც ვერაფრით ვეხმარები.
შეიდი ფრონტის წინა ხაზზე დგას, უფრო წინ, ვიდრე უმამა-
ცესი მეომრები. ბორცვის თავზეა შემდგარი, არაფრად აგ-
დებს ბომბებს, შაშხანებს ან ბორცვის მეორე მხარეს მყოფ
ტბებისქვეყნელების ჯარს. იმის თავხედობაც კი ჰყოფნის,
რომ გამიღიმოს. უმწეოდ ვუყურებ, როგორ სკდება მიწა მის
ფეხქვეშ და შეიდს კვამლისა და ფერფლის ზვირთები ნთქავს.
– შეჩერდი! – როგორღაც ვახერხებ და ვყვირი, ხელს ვიწ-
ვდი კვამლის ქულისკენ, რომელიც ოდესღაც ჩემი ძმა იყო.
კვამლი ფორმას იძენს და აჩრდილად იქცევა. ის წყვდიად-
ში მითრევს, სანამ ისევ მოგონებები არ მომეძალება ტალღე-
ბად.
მამა სახლში ნახევრად მკვდარი ბრუნდება. კილორნის
გაწვევა. გიზას ხელი – ეს ყველაფერი ერთმანეთში ირევა,
ისეთი მკვეთრი ფერების მორევია, რომ თვალებს მტკენს. რა-
ღაც უცნაური ხდება. მოგონებები რამდენიმე წლით უკან იხე-
ვენ, თითქოს ჩემს ცხოვრებას ვუყურებ უკუღმა. და მერე ჩანს
ისეთი მოვლენები, რომლებიც შეუძლებელია მახსოვდეს:
როგორ ვსწავლობ ლაპარაკს, სიარულს, ჩემი პატარა ძმები
ხელიდან ხელში გადამცემენ ერთმანეთს, სანამ დედა მათ
ტუქსავს. ეს შეუძლებელია.
– შეუძლებელია, – მეუბნება აჩრდილი. ისეთი მკვეთრი
ხმაა, მეშინია არ გამებზაროს თავის ქალა. მუხლებზე ვეცემი
და თითქოს ბეტონს ვეჯახები.
და მერე ყველაფერი ქრება. ძმები, მშობლები, ჩემი და, ჩე-
მი მოგონებები, კოშმარები... ჩემ გარშემო ფოლადის გისო-
სები და ბეტონის იატაკი იკვეთება. ეს გალიაა.

101 მკითხველთა ლიგა


გაჭირვებით ვდგები ფეხზე, ცალ ხელს მტკივან თავზე ვი-
ჭერ, სანამ მხედველობა დამეწმინდება. გისოსებს იქიდან ვი-
ღაც მიყურებს. თავზე გვირგვინი უბრწყინავს.
– თავს დაგიკრავდით, მაგრამ შეიძლება წავიქცე, – ვეუბ-
ნები დედოფალ ელარას და მაშინვე ვნატრობ, სიტყვების
უკან წაღება შემეძლოს. ის ვერცხლისფერია და მასთან ასეთი
ლაპარაკი არ შეიძლება. შეიძლება ხუნდები დამადოს, მაშიმ-
შილოს, დაგვსაჯოს მე და ჩემი ოჯახი. არა, ვფიქრობ გულგა-
ხეთქილი, ის დედოფალია. შეიძლება მომკლას. ყველანი
ამოგვხოცოს.
მაგრამ ჩემი სიტყვებით შეურაცხყოფილი არ ჩანს. პირი-
ქით, თვითკმაყოფილი სახით იღიმება. თვალებში რომ ჩავხე-
დავ, გულისრევა მეძალება და ისევ ორად ვიკეცები.
– ეგ ძალიან მაგონებს თავის დაკვრას, – ნასიამოვნები
კრუტუნებს ჩემი ტკივილის დანახვაზე.
თავს ვებრძვი, რომ არ მარწყიოს, ხელს ვიწვდი და გისო-
სებს ვეჭიდები. ცივი ფოლადის გარშემო მუჭს ვკრავ.
– რას მიპირებთ?
– მეტს არც არაფერს, მაგრამ ეს... – ის ხელს გამოსწევს,
რათა საფეთქელზე შემეხოს. მისი თითების ქვეშ ტკივილი
სამმაგდება და გისოსებს ვენარცხები, ძლივს ვიკავებ თავს,
რომ არ დავეცე და გონება არ დავკარგო, – ეს იმისთვის, რომ
რამე სისულელე არ ჩაიდინო.
თვალზე ცრემლი მადგება, მაგრამ ვუძლებ.
– სისულელეში ფეხზე დგომა იგულისხმება? – ძლივძლი-
ვობით ვეკითხები დედოფალს. ტკივილი გონებას მიბნელებს,
თავაზიანობის თავი სადღა მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებ თა-
ვის შეკავებას, რომ ლანძღვა-გინების კორიანტელი არ დავა-
ტეხო. ღვთის გულისათვის, მერ ბაროუ, ენას კბილი დააჭირე.
102 მკითხველთა ლიგა
– არა, ვინმეს ელექტროდენით მისიკვდილება იგულის-
ხმება, – სისინებს ელარა.
ტკივილი იკლებს და საკმარის ძალას მაინც ვპოულობ,
რომ რკინის სკამამდე მივაღწიო. როცა თავს ქვის ცივ კე-
დელს ვადებ, მაშინღა ვიაზრებ მის სიტყვებს: ელექტროდე-
ნით მისიკვდილება.
გონებაში მოგონებები გაირბენენ, მახსოვრობა ნაწილ-
ნაწილ მიბრუნდება. ევანგელინი, მანათობელი ფარი, ნაპერ-
წკლები და მე... შეუძლებელია.
– შენ არა ხარ ვერცხლისფერი. შენი მშობლები წითლები
არიან, შენც წითელი ხარ და სისხლიც წითელი გაქვს, – ბუტ-
ბუტებს დედოფალი და გალიის წინ ბოლთას სცემს, – შენ სა-
ოცრება ხარ, მერ ბაროუ, უბრალოდ, წარმოუდგენელი. ეს
მეც კი არ მესმის, არადა, მთლიანად შეგისწავლე.
– ეს თქვენ იყავით? – ვყვირი და მტკივან თავზე ხელი
მაქვს წავლებული, – თქვენ შემომიძვერით გონებაში? ჩემს
მოგონებებში? ჩემს კოშმარებში?
– თუ ადამიანის შიშს იცნობ, მაშინ მასაც იცნობ, – დედო-
ფალი ისე მიყურებს, თითქოს ერთი ბატისტვინა ვინმე ვიყო, –
ხომ უნდა გამეგო, რასთან გვაქვს საქმე.
– მე "რა" არა ვარ.
– გავიგებთ, რაც ხარ, მაგრამ ერთი რამისთვის მადლობე-
ლი იყავი, პატარა ელვა-გოგონა, – ელარა დამცინავად იღი-
მის და სახეს გისოსებს ადებს. უცებ ჩემი ფეხები ზემოთ იწევა
და მათ ვეღარ ვგრძნობ, თითქოს მათზე ვიჯექი და დამიბუჟ-
და. თითქოს პარალიზებული ვარ. პანიკა მეწყება, როცა
ვხვდები, რომ თითის წვერებსაც კი ვერ ვამოძრავებ. ალბათ,
მამაც იმავეს განიცდის, უღონობასა და უსარგებლობას. მაგ-
რამ როგორღაც ფეხზე ვდგები, ფეხები თავისით მიდიან, გი-
103 მკითხველთა ლიგა
სოსებისკენ მივყავარ. გარედან დედოფალი მიყურებს, მისი
თვალების ხამხამი ჩემს ნაბიჯებს ემთხვევა.
ის მოჩურჩულეა და თავის ნებაზე მათამაშებს. როცა საკ-
მარისად ახლოს მივდივარ, ჩემს სახეს ხელებში იქცევს. თა-
ვის ტკივილი მიორმაგდება და სიმწრით ვკივი. რას არ მივ-
ცემდი ახლა, რომ მხოლოდ ისეთი მარტივი პრობლემა მქონ-
დეს, როგორიც არმიაში გაწვევაა.
– შენ ეს ასობით ვერცხლისფრის წინაშე გააკეთე, იმათ წი-
ნაშე, ვინც კითხვებსაც სვამს და ძალაც აქვს, – ჩამსისინებს
ყურში, მისი გულისამრევად მოტკბო სუნთქვა სახეზე მელამუ-
ნება, – მხოლოდ ამის გამო ხარ ისევ ცოცხალი.
ხელები მემუშტება და ვნატრობ, მათგან ისევ ელვა გამო-
ვიდეს, მაგრამ ეს არ ხდება. დედოფალმა იცის, რის გაკეთე-
ბასაც ვცდილობ და გულიანად იცინის. თვალებს უკან ვარ-
სკვლავები სკდებიან და მხედველობას მიბინდავენ, მაგრამ
მესმის, როგორ გადის ის აბრეშუმის შარიშურით. მხედველო-
ბა მიბრუნდება და ვხედავ, როგორ ეფარება თვალს მისი კაბა
და სრულიად მარტოს მტოვებს. ძლივძლივობით მივდივარ
სკამამდე, თან გულისრევის ძლიერ შეგრძნებას ვებრძვი.
დაღლილობა ტალღებად მიტევს, კუნთებში იწყება და
ძვლებში გადადის. მე მხოლოდ ადამიანი ვარ და ადამიანებს
ისეთი დღეების გადატანა არ უწევთ, როგორიც დღეს მე მო-
მიხდა. უცებ გაოცებული ვამჩნევ, რომ მაჯაზე არაფერი მიკე-
თია. წითელი თასმა მოუხსნიათ. ეს რას უნდა ნიშნავდეს?
თვალებში ცრემლები მჩხვლეტენ და ლოყებზე ჩამოდენით
მემუქრებიან, მაგრამ არ ვიტირებ. ჯერ კიდევ დამრჩენია ამ-
დენი სიამაყე.
შემიძლია ვებრძოლო ცრემლებს, მაგრამ არა შეკით-
ხვებს, ან მზარდ ეჭვს ჩემს გულში.
104 მკითხველთა ლიგა
რა მომდის?
ვინ ვარ?
თვალებს ვახელ და ვხედავ მცველს, რომელიც გისოსებს
იქიდან მომჩერებია. სუსტ შუქზე მისი ვერცხლისფერი ღილე-
ბი ელავენ, მაგრამ ეს ნათება მისი მელოტი თავის ბრწყინვას
ვერ შეედრება.
– უნდა გააგებინოთ ჩემს ოჯახს, სადაც ვარ, – ვლუღლუ-
ღებ წამომჯდარი. კიდევ კარგი, ის მაინც ვუთხარი ჩემებს,
ყველანი ძალიან მიყვარხართ-მეთქი, ვფიქრობ და ჩვენი უკა-
ნასკნელი შეხვედრა მაგონდება.
– მე მხოლოდ შენი მაღლა აყვანა მევალება, – მპასუხობს
იგი არცთუ ისე უხეშად. სიმშვიდის განსახიერებაა, – ტანსაც-
მელი გამოიცვალე.
უცებ ვხვდები, რომ ტანზე ისევ ნახევრად დამწვარი უნი-
ფორმა მკიდია ნაფლეთებად. მცველი გისოსებთან ლამაზად
დაწყობილ ტანსაცმლის გროვაზე მითითებს. მერე ზურგს მაქ-
ცევს და განმარტოებულობის ილუზიას მჩუქნის.
უბრალო ტანსაცმელია, მაგრამ ხარისხიანი, ამაზე ნაზი
არასდროს არაფერი მცმია – გრძელსახელოებიანი თეთრი
პერანგი და შავი შარვალი, ორივე მხარეს თითო ვერცხლის-
ფერი ხაზი რომ დაჰყვება. აქ ფეხსაცმელებიცაა, შავი,
პრიალა ჩექმა, რომელიც მუხლებამდე მწვდება. ჩემდა გასაკ-
ვირად, ტანსაცმელზე წითელი ფერი არსად ჩანს, მაგრამ რა-
ტომ, არ ვიცი. ჰოო, გაურკვევლობა ჩვეულებრივი რამ ხდება.
– უკვე ჩავიცვი, – ვბურტყუნებ მე და გაჭირვებით ვიცვამ
მეორე ჩექმას. როცა ფეხზე კარგად მოვირგებ, მცველი ჩემ-
კენ ბრუნდება. გასაღების წკრიალი არ მესმის, თუმცა საკეტ-
საც ვერსად ვხედავ. არ ვიცი, როგორ უნდა გამომიშვას ამ
უკარო გალიიდან.
105 მკითხველთა ლიგა
მაგრამ იმის ნაცვლად, საიდუმლო კარი გააღოს, ხელს
ამოძრავებს და გისოსები იხსნება. რა თქმა უნდა. ციხის ზე-
დამხედველი...
– დიახ, მაგნეტრონი ვარ, – ამბობს ის თითების ტკაცუნით,
– და თუ ძალიან გაინტერესებს, ის გოგო, შენ რომ კინაღამ
შებრაწე, ჩემი ბიძაშვილია.
სუნთქვა მეკვრის, არ ვიცი, რა ვუპასუხო.
– ბოდიშს გიხდით.
მაგრამ შეკითხვასავით გამომდის.
– ბოდიში იმაზე მოიხადე, რომ ააცილე, – სრულიად სე-
რიოზული სახით მპასუხობს მცველი, – ევანგელინი მაგარი
ნაბიჭვარია.
– ოჯახური თვისებაა? – პირს ტვინზე სწრაფად ვამოძრა-
ვებ და სული მეხუთება, როცა ვაანალიზებ, რა წამოვროშე ამ-
წუთას.
ამ უზრდელობისთვის არ მასილაქებს, თუმცა ამის სრული
უფლება აქვს. ამის ნაცვლად მცველს სახეს ღიმილის მსგავსი
რაღაც უბრეცს.
– ალბათ, მაგას თავად გაარკვევ, – ამბობს და შავი თვა-
ლებით თბილად მიყურებს, – მე ლუკას სამოსი ვარ. მომყევი.
არაფერს ვეკითხები, ისედაც ვიცი, სხვა არჩევანი არა
მაქვს.
საკნიდან გავყავარ და ავდივართ ხვეულ კიბეზე, სადაც
არანაკლებ თორმეტი მცველი გვხვდება. უსიტყვოდ მერტყმი-
ან გარს, მრავალჯერ ნაცად წყობას ქმნიან და თან მივყავარ.
ლუკასიც აქვეა, სხვებთან ფეხშეწყობით მოაბიჯებს. ხელში
შაშხანები უჭირავთ, თითქოს ბრძოლისთვის ემზადებიან. რა-
ღაც მკარნახობს, რომ ისინი აქ სხვების ჩემგან დასაცავად
არიან.
106 მკითხველთა ლიგა
როცა უფრო ლამაზ ზედა სართულებზე ავდივართ, ალმას-
შუშის კედლები უცნაურად შავ შეფერილობას იღებს.
დაბურულია-მეთქი, ვფიქრობ, მახსენდება, რას ამბობდა გიზა
მზის ციხე-დარბაზის შესახებ, ალმას-შუშა შეიძლება სურვი-
ლისამებრ გაამუქონ, რათა დამალონ ის, რაც არავინ უნდა
ნახოსო. ცხადია, მეც ამ კატეგორიაში შევდივარ.
გაოცებული ვამჩნევ, რომ ფანჯრები ფერს რაიმე მექანიზ-
მის წყალობით კი არ იცვლიან, არამედ ოფიცერი, წითური ქა-
ლი, ხელს იქნევს ყოველ კედელთან, რომელსაც ჩავუვლით,
და მისი გაუგებარი ძალა შუქს ბლოკავს და ალმას-შუშას
თხელ ჩრდილს ჰფენს.
– ის დამჩრდილავია, შუქს თრგუნავს, – ჩურჩულებს ლუ-
კასი, როცა გაკვირვებას მამჩნევს.
აქ კამერებიცაა. ჟრუანტელი მივლის, სხეულზე მათ ელექ-
ტრულ მზერას ვგრძნობ. წესით, ამდენი ელექტრონით გარშე-
მორტყმულს თავი უნდა ამტკივებოდა, მაგრამ არაფერიც არ
მტკივა. იმ ფარმა ჩემში რაღაც შეცვალა; ან რაღაც გამოუშვა
და ჩემი ის ნაწილი გამოათავისუფლა, ამდენი ხანი რომ ჩაკე-
ტილი იყო. ვინ ვარ მე? – ჩამესმის ისევ გონებაში, კიდევ უფ-
რო ავის მომასწავებლად, ვიდრე წინათ.
ელექტრობით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნება მხო-
ლოდ მაშინ მეშვება, როცა ვეებერთელა კარების წყებას გა-
ვივლით. აქ სხვისი თვალი ვერ მხედავს. იმხელა ოთახში შევ-
დივართ, ათ ჩემს სახლს დაიტევს, თავისი ოჩოფეხებითა და
ყველაფრით. ოთახი კი არა, დარბაზია. და ზუსტად ჩემ გას-
წვრივ მისი მოელვარე თვალები მომჩერებიან. თვით მეფე
ზის ალმას-შუშის ტახტზე, რომელზეც ცეცხლის ენები ამოუკ-
ვეთიათ. მის უკან დღის შუქით გაჩახჩახებული ფანჯარა წამ-

107 მკითხველთა ლიგა


სვე მუქდება. შეიძლება უკანასკნელად მოვკარი თვალი მზის
შუქს.
ლუკასსა და სხვა მცველებს წინ მივყავარ, მაგრამ დიდ-
ხანს არ რჩებიან. ლუკასი უკანასკნელად გამომხედავს და
სხვებს გარეთ მიუძღვება.
ჩემ წინაშე მეფე ზის, დედოფალი მარცხნივ უდგას, პრინ-
ცები კი, მარჯვნივ. კალს განგებ არ ვუყურებ, მაგრამ ვიცი,
რომ თავად თვალებით მჭამს. ჩემს ახალ ჩექმას თვალს არ
ვაშორებ, მის წვერებს ვაშტერდები, რათა არ დავნებდე შიშს,
რომელიც სხეულს ტყვიასავით მიმძიმებს.
– ახლა მუხლს მოიდრეკ, – ბუტბუტებს დედოფალი ხავერ-
დოვანი, ნაზი ხმით.
ასეც უნდა ვიქცეოდე, მაგრამ სიამაყე ამის ნებას არ მომ-
ცემს. აქაც კი, ვერცხლისფრების წინაშე, მეფის წინაშე, მუხ-
ლები არ იხრებიან.
– არ მოვიდრეკ, – ვამბობ მე და მაღლა ახედვის ძალასაც
ვპოულობ.
– მოგწონს საკანი, გოგონა? – ამბობს ტიბერიასი, მისი მე-
ფური ხმა ოთახს ავსებს. მის ხმაში მუქარა დღესავით ნათე-
ლია, მაგრამ მაინც არ ვიძვრი. თავს წინ წამოსწევს და ისე
მათვალიერებს, თითქოს რაღაც უცნაური ექსპერიმენტი ვი-
ყო.
– რა გინდათ ჩემგან? – ვეკითხები ენის ბორძიკით.
დედოფალი მეფისკენ იხრება.
– ხომ გითხარი, ნამდვილი წითელია... – მაგრამ მეფე ისე
აუქნევს ხელს, როგორც ბუზს. ელარა ტუჩებს კუმავს და უკან
იხევს, ხელი ხელზე მაგრად გადაუჭდია. ეგრე მოუხდება.

108 მკითხველთა ლიგა


– მე რაც მინდა შენგან, ის შეუძლებელია, – მეუბნება ტი-
ბერიასი. მრისხანე მზერა და ანთებული თვალები აქვს, თით-
ქოს უნდა აქვე დამფერფლოს.
დედოფლის სიტყვები მახსენდება.
– სულაც არ მაწუხებს, რომ ჩემი მოკვლა არ შეგიძლიათ.
მეფე დამცინავად ფრუტუნებს.
– ჩემთვის არ უთქვამთ, რომ ენამახვილიც ხარ.
შვებას ვგრძნობ, თითქოს გრილმა ნიავმა დაუბერა. აქ
სიკვდილი არ მელის. ჯერ არა.
მეფე ქაღალდების დასტას აგდებს ძირს, ყველა ასოებითაა
დაფარული. ზედა ფურცელზე სტანდარტული ინფორმაციაა:
ჩემი სახელი, დაბადების თარიღი, მშობლები. აქვეა პატარა
ყავისფერი ლაქაც – ჩემი სისხლი. ჩემი სურათიცაა, ის, რომე-
ლიც პასპორტში მაქვს ჩაკრული. საკუთარ თავს დავყურებ,
სურათის გადასაღებად რიგში დგომისგან დაღლილი მზერა
მაქვს. როგორ მინდა შემეძლოს ამ სურათში შეხტომა, იმ გო-
გოში, ვისი პრობლემაც მხოლოდ გაწვევა და მშიერი კუჭი
იყო.
– მერ მოლი ბაროუ, დაბადებული 17 ნოემბერს, ახალი
წელთაღრიცხვით 302 წელს. დენიელ და რუთ ბაროუების
ასული, – ტიბერიასი ამ ყველაფერს ზეპირად იხსენებს და
ჩემს ცხოვრებას მიყვება, – პროფესია არა გაქვს და მომავალ
დაბადების დღეზე არმიაში გაწვევა გელის. სკოლაში იშ-
ვიათად დადიხარ, ცუდი ნიშნები გყავს და გაქვს დანაშაულე-
ბის მთელი სია, რომელთა გამო ქალაქების უმეტესობაში ცი-
ხეში მოხვდებოდი. მაგალითად, ქურდობა, კონტრაბანდა,
დაპატიმრებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. რომ შევაჯა-
მოთ, ღატაკი ხარ, უზრდელი, უზნეო, გაუნათლებელი, ღვარ-

109 მკითხველთა ლიგა


ძლიანი, ჯიუტი და ვნება მოგაქვს როგორც სოფლის, ისე მთე-
ლი ჩემი სამეფოსთვის.
მისი მკვახე სიტყვებით მოგვრილ შოკთან შესაგუებლად
წუთი მჭირდება, მაგრამ როცა ყველაფერს გავიაზრებ, აღარ
ვეპასუხები. მართალია.
– და მაინც, – აგრძელებს იგი და ფეხზე დგება. ამ სიახ-
ლოვიდან ვხედავ, რომ მისი გვირგვინი მომაკვდინებლად
ბასრია. მის კბილანებს შეუძლიათ მოგკლან, – იმავ-
დროულად, რაღაც სხვაც ხარ, რაღაც, რისი გაგებაც არ შე-
მიძლია. ერთდროულად წითელიც ხარ და ვერცხლისფერიც,
ისეთი უნარით, რომლის სასიკვდილო შედეგების გააზრება
არ შეგიძლია. აბა, რა უნდა გიქნა?
მე მეკითხება ამას?
– შეგეძლოთ, გაგეშვით. არავის არაფერს ვეტყვი.
სიტყვას დედოფლის ხარხარი მაწყვეტინებს:
– და დიდი საგვარეულოები? ისინიც არაფერს იტყვიან?
დაივიწყებენ წითელუნიფორმიან პატარა ელვა-გოგონას?
არა. არავინ დაივიწყებს.
– შენ იცი ჩემი რჩევა, ტიბერიას, – ამატებს დედოფალი და
მეფეს უყურებს, – და ეს ჩვენს პრობლემებს გადაჭრის.
ცუდი რჩევა უნდა იყოს, საჩემო ნამდვილად არ იქნება,
რადგან კალი ხელს მუშტავს. ეს მოძრაობა ჩემს ყურადღებას
იპყრობს და, ბოლოს და ბოლოს, ფეხიდან თავამდე ვათვა-
ლიერებ. მშვიდია, გაუნძრევლად დგას, უხმოდ, დარწმუნებუ-
ლი ვარ, საგანგებოდაა ამისთვის გაწვრთნილი, მაგრამ თვა-
ლებში ცეცხლი უელავს. წამით ჩვენი მზერა ერთმანეთს
ხვდება, მაგრამ განზე ვიხედები, სანამ დავუძახებდე და შვე-
ლას ვთხოვდე.

110 მკითხველთა ლიგა


– დიახ, ელარა, – ამბობს მეფე და ცოლს თავს უქნევს, –
შენი მოკვლა არ შეგვიძლია, მერ ბაროუ, – ჯერჯერობით,
ვფიქრობ მე, – ამიტომ ჩვენ თვალწინ დაგმალავთ, სადაც და-
გაკვირდებით, დაგიცავთ და ვეცდებით გამოგიცნოთ.
თვალები ისე უბრწყინავს, თავი შესაჭმელად გამზადებუ-
ლი კერძი მგონია.
– მამა! – აღმოხდება კალს, მაგრამ მისი ძმა – ფერმკრთა-
ლი, გამხდარი პრინცი – მკლავში ხელს ჩაავლებს და აჩუ-
მებს. ამას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და კალი უკან იხევს.
ტიბერიასი განაგრძობს, შვილს ყურადღებას არ აქცევს:
– შენ აღარ ხარ მერ ბაროუ, სოფელ ოჩოფეხეთის წითელი
ასული.
– აბა, ვინ ვარ? – ვეკითხები მე შიშისგან აკანკალებული
ხმით და იმ საშინელებაზე ვფიქრობ, რაც შეიძლება დამმარ-
თონ.
– მამაშენი ეთან ტიტანოსი იყო, რკინის ლეგიონის გენე-
რალი, შენი ჩვილობისას მოკლეს. წითელმა ჯარისკაცმა გიშ-
ვილა და სიღატაკეში გაგზარდა, ნამდვილი მშობლების ვი-
ნაობა არასდროს გაუმხელია. ისე გაიზარდე, გეგონა, არა-
ფერს წარმოადგენდი და ახლა, შემთხვევითობის წყალობით,
ყველაფერი შეიტყვე. შენ ვერცხლისფერი ხარ, ქალბატონი
გამქრალი დიდებული საგვარეულოდან, ძლევამოსილი კე-
თილშობილი, და ერთ დღეს ნორტას პრინცესაც.
მთელი ძალით ვცდილობ თავის შეკავებას, მაგრამ გაოცე-
ბულს მაინც აღმომხდა:
– ვერცხლისფერი... პრინცესა?
თვალებმა მიმტყუნა და კალისკენ გამექცა. პრინცესა
პრინცს უნდა გაჰყვეს ცოლად.

111 მკითხველთა ლიგა


– შენ ჩემს ვაჟ მეივენს მისთხოვდები. წინააღმდეგობის გა-
წევა არც იფიქრო.
ვფიცავ, მესმის, როგორ ეხლება იატაკს ჩემი ყბა. საცოდა-
ვი, სამარცხვინო ხმა აღმომხდება, ვცდილობ მოვუყარო თავი
სათქმელს, მაგრამ ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებ. ახალგაზ-
რდა პრინციც ასეთივე დაბნეული ჩანს და ჩემსავით ბლუკუ-
ნებს რაღაცას. ამჯერად კალს უწევს მისი გაკავება, თუმცა
თვალს არ მაცილებს.
პრინცი ხმას პოულობს:
– არ მესმის, – ლუღლუღებს იგი, კალს იცილებს და სწრა-
ფად მიდის მამამისთან, – ის... რატომ? – წესით, შეურაცხყო-
ფილი უნდა ვიყო მისი სიტყვებით, მაგრამ ახლა მის ეჭვებს
სავსებით ვიზიარებ.
– ჩუმად, – ამბობს დედამისი, – შენ დაემორჩილები მის
ბრძანებას.
მეივენი დედას უყურებს, ზედგამოჭრილი მშობლების წი-
ნააღმდეგ აჯანყებული ჭაბუკია, მაგრამ დედამისი შუბლს იკ-
რავს და პრინციც უკან იხევს, ჩემსავით კარგად იცის მისი ძა-
ლის ძალა.
სუსტი, ძლივს გასაგონი ხმა მაქვს:
– მგონი, ეს... მეტისმეტია, – ამ სიტუაციას მეტს ვერაფერს
ვუწოდებ, – თქვენ, ალბათ, არ უნდა გინდოდეთ ქალბატონად
მაქციოთ, არათუ პრინცესად.
ტიბერიასს სახეს პირქუში ღიმილი უმანჭავს. კბილები მა-
საც ისეთივე დამაბრმავებლად თეთრი აქვს, როგორიც დე-
დოფალს.
– მე სწორედ ეს მინდა, ძვირფასო. შენს უდღეურ, უმნიშ-
ვნელო ცხოვრებას პირველად უჩნდება აზრი, – თითქოს სა-
ხეში სილა გამაწნეს, – აჯანყების წინაშე ვდგავართ, საამი-
112 მკითხველთა ლიგა
სოდ ძალიან ცუდი დრო ამოირჩიეს. ტერორისტები თუ თავი-
სუფლებისთვის მებრძოლები, თუ რასაც უწოდებენ თავიანთ
თავს ეს სულელი წითელი იდიოტები, თანასწორობის სახე-
ლით აფეთქებებს აწყობენ.
– იმ ალისფერმა მცველებმა, – ფარლი... შეიდი... რო-
გორც კი ეს სახელი გამიელვებს თავში, ლოცვას ვიწყებ, რომ
დედოფალი ელარა გონებაში არ შემიძვრეს, – ტერორისტუ-
ლი აქტი მოაწყვეს...
– დიახ, დედაქალაქში, – მხრებს იჩეჩს მეფე და კისერს
იფხანს.
ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა: ვის აქვს ყველაზე მეტი
ფული, ვინ ვერ შეგამჩნევს და როგორ გამოიყურებიან მატ-
ყუარები. ვხვდები, მეფე იტყუება, თან ვუყურებ, კიდევ ერ-
თხელ როგორ იჩეჩს მხრებს. ცდილობს ისე დაიჭიროს თავი,
თითქოს არაფერიაო, მაგრამ არ გამოსდის. რაღაც ბევრად
მეტი მოხდა, ვიდრე რამდენიმე აფეთქება.
– და შენ, – აგრძელებს იგი და წინ იხრება, – შეიძლება
დაგვეხმარო, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
გულგახეთქილი რომ არ ვიყო, გადავიხარხარებდი.
– იმით დაგეხმარებით, რომ ცოლად გავყვები... უკაცრა-
ვად, თქვენი სახელი გამიმეორეთ?
პრინცს ლოყები უთეთრდება, ალბათ, ვერცხლისფრებს
ასე ენთებათ სახე. მას ხომ ვერცხლისფერი სისხლი აქვს.
– მე მეივენი მქვია, – ამბობს დაბალი, ჩუმი ხმით. რო-
გორც კალსა და მამამისს, მასაც მბზინავი შავი თმა აქვს, მაგ-
რამ მსგავსება ამით მთავრდება. კალსა და მეფეს ფართო
მხრები და მძლავრი კუნთები აქვთ, მეივენი კი გაჩხინკულია,
თვალები კამკამა წყლისფერი აქვს, – მაგრამ მაინც არაფერი
მესმის.
113 მკითხველთა ლიგა
– მამას იმის თქმა უნდა, რომ ეს გოგო ჩვენთვის ახალი
შესაძლებლობაა, – ერთვება კალი და ცდილობს აუხსნას
ძმას ვითარება, მეივენისგან განსხვავებით, ძლიერი და
მბრძანებლური ხმა აქვს. ეს მეფის ხმაა, – თუ მას წითლები
ნახავენ, სისხლით ვერცხლისფერს, მაგრამ ბუნებით წი-
თელს, რომელიც ჩვენს წრეში მივიღეთ, შეიძლება აჯანყება
ჩაცხრეს. ეს ძველ ზღაპარს ჰგავს, მდაბიო რომ პრინცესა
ხდება. ის მათი გმირი იქნება. შეიძლება ტერორისტების ნაც-
ვლად მას მოუსმინონ, – და მერე უფრო ნაზად, მაგრამ უფრო
მრავალმნიშვნელოვნად ამატებს, – შეიძლება ამან წითლები
დაამშვიდოს.
მაგრამ ეს არც ზღაპარია და არც სიზმარი. ეს კოშმარია.
მთელი ცხოვრება გამოკეტილი ვიქნები, მაიძულებენ ვიქცე
სხვა ადამიანად, ერთ-ერთ მათგანად. თოჯინად. სანახაობად,
რომელიც ხალხს ბედნიერებასა და სიმშვიდეს მოუტანს და,
იმავდროულად, ხმას ჩააგდებინებს.
– და თუ ყველაფერს ჭკვიანურად მოვაწყობთ, დიდი საგ-
ვარეულოებიც კმაყოფილი დარჩებიან. შენ ომის გმირის და-
კარგული ქალიშვილი ხარ. ამაზე დიდი პატივი რა გინდა? –
მეუბნება მეფე.
კალს მავედრებელი მზერით ვუყურებ თვალებში. მან ერ-
თხელ მიშველა, იქნებ ერთხელაც შეძლოს, მაგრამ ის თავს
ნელა აქნევს აქეთ-იქით. აქ ვეღარაფერს გააწყობს.
– ეს თხოვნა არ არის, ქალბატონო ტიტანოს, – ამბობს ტი-
ბერიასი. ახალი სახელით მომმართავს, ახალი წოდებით, –
შენ ამას გააკეთებ, თანაც, როგორც წესი და რიგია.
დედოფალი ელარა უფერულ თვალებს მაპყრობს.
– აქ იცხოვრებ, როგორც პრინცის საცოლეს შეეფერება.
ყოველი დღის განრიგი ჩემი ზედამხედველობით გაიწერება
114 მკითხველთა ლიგა
და ყველაფერს შეგასწავლიან, რათა იყო... – ის სიტყვას
ეძებს და ტუჩს იკვნეტს, – შესაფერისი, – არ მინდა ვიცოდე,
ეს სიტყვა რას ნიშნავს, – მუდმივ მეთვალყურეობაში იქნები.
ამ წუთიდან დანის პირზე ცხოვრობ. ერთი არასწორი ნაბიჯი
ან სიტყვა და პასუხს აგებ.
კისერი მეჭიმება, თითქოს ვგრძნობ, როგორ მახვევს ტან-
ზე ჯაჭვს მეფე-დედოფალი.
– და ჩემი ცხოვრება?
– რომელი ცხოვრება? – წამოიძახებს დედოფალი, – გო-
გო, თავდაყირა გადმოეშვი და პირდაპირ ზღაპარში ჩავარდი!
კალი წამით თვალებს მაგრად ხუჭავს, თითქოს დედოფ-
ლის სიცილი ტკივილს აყენებს.
– ის თავის ოჯახს გულისხმობს. ამ გოგოს – მერს, ოჯახი
ჰყავს.
გიზა, დედა, მამა, ბიჭები, კილორნი – ცხოვრება, რომე-
ლიც წამართვეს.
– ო, გასაგებია, – უკმაყოფილოდ ამბობს მეფე და ისევ
ტახტზე ჯდება, – მათ ისეთ შემწეობას გავუწევთ, ხმის ამომღე-
ბი არ იქნებიან.
– მინდა ჩემი ძმები ომიდან შინ დააბრუნოთ, – როგორც
იქნა, რაღაც სასარგებლო ვთქვი, – და ჩემი მეგობარი კი-
ლორნ უორენი ლეგიონერებმა არ წაიყვანონ.
ტიბერიასი მაშინვე მპასუხობს, მისთვის ხომ რამდენიმე
წითელი ჯარისკაცი არაფერს ნიშნავს:
– დაე, ასე იყოს.
და ეს სასიკვდილო განაჩენს უფრო ჰგავს, ვიდრე წყალო-
ბას.

115 მკითხველთა ლიგა


ქალბატონი მარინა ტიტანოსი, ქალბატონი ნორა ნოელე-
სა და რკინის ლეგიონის გენერლის, ბატონი ეთან ტიტანოსის
ასული. ტიტანოსების საგვარეულოს მემკვიდრე. მარინა ტი-
ტანოსი. ტიტანოსი.
გონებაში ჩემი ახალი სახელი ჩამესმის, სანამ წითელი მო-
ახლეები ახალი ცხოვრებისთვის მამზადებენ. სამი გოგონა
სწრაფად და მარჯვედ მუშაობს, ერთმანეთს არასდროს ესაუბ-
რებიან. მეც არაფერს მეკითხებიან, თუმცა, ალბათ, ძალიან
კი უნდათ ამის გაკეთება. არაფერი თქვა, მახსენდება მე. მათ
ჩემთან ლაპარაკის უფლება არა აქვთ და არც იმის ნებას მის-
ცემენ, სხვასთან ისაუბრონ ჩემ შესახებ, მაგრამ დარწმუნებუ-
ლი ვარ ამჩნევენ ჩემში უცნაურობებს, ისეთებს, რომლებიც
მარტო წითლებისთვისაა დამახასიათებელი.
მრავალი მტანჯველი წუთის მანძილზე ცდილობენ გამხა-
დონ შესაფერისი, მბანენ, თავს მევლებიან, მაკიაჟს მიკეთე-
ბენ, იმ უტვინო არსებად რომ მაქციონ, რომელიც მე უნდა ვი-
ყო. მაკიაჟი ყველაზე უარესია, განსაკუთრებით, კანზე წასმუ-
ლი სქელი, თეთრი მასა... სამ ქილას მისვამენ და სახეს, კი-
სერს, ლავიწის ძვალსა და მკლავებს მბზინავი, ტენიანი თეთ-
რი პუდრით მიფარავენ. სარკეში მაცქერალს მგონია,
სხეულიდან სითბო გამომწოვეს, თითქოს პუდრი კანის მხურ-
ვალებას მალავს. ვოხრავ, როცა ვხვდები, რომ ეს იმისთვი-
საა, რათა ბუნებრივი სიწითლე დაიფაროს, ჩემი კანის ღაჟღა-
ჟა ვარდისფერი, წითელი სისხლი. ვერცხლისფერი უნდა ვიყო
და როცა გოგონები ჩემი სახის შეღებვას მორჩნენ, ნაწილობ-
116 მკითხველთა ლიგა
რივ ვარ კიდეც. გაფერმკრთალებული კანით, გამუქებული
თვალებითა და ტუჩებით უფრო ცივი, ბოროტი გამომეტყვე-
ლება მაქვს, მოსიარულე სამართებელს ვგავარ. ვერცხლის-
ფერი ვარ, ლამაზი, და ჩემი თავი მეზიზღება.
რამდენ ხანს გაგრძელდება ეს? პრინცის საცოლე ვარ.
ამის გაფიქრებაც კი სიგიჟედ მეჩვენება. იმიტომ, რომ ასეცაა.
სრულ ჭკუაზე მყოფი არც ერთი ვერცხლისფერი არ შემირ-
თავდა ცოლად, არათუ ნორტას პრინცი. არც აჯანყების ჩამ-
შვიდების, არც საკუთარი პიროვნების დამალვის, არც არაფ-
რის გამო.
აბა, რა მიზეზია?
როცა მოახლეები კაბას მარგებენ, თავი გვამი მგონია, სა-
კუთარი დაკრძალვისთვის რომ რთავენ. ვიცი, ეს სიმარ-
თლისგან არც ისე შორსაა. წითელი გოგოები ვერცხლისფერ
პრინცებზე არ ქორწინდებიან. მე ვერასოდეს დავიდგამ გვირ-
გვინს და ვერც ტახტზე დავჯდები. რაღაც მოხდება, შეიძლება
უბედური შემთხვევაც. ტყუილით აღვზევდები და ერთ დღეს
მორიგი ტყუილი დამანარცხებს ძირს.
კაბა მაქმანებიანი აბრეშუმის ქსოვილია, ვერცხლისფრად
დაწინწკლული, მუქი იისფერი. ათასფრად მორთული ოჯახები
მიდგება თვალწინ და მახსენდება, რომ ყველა საგვარეულოს
თავისი ფერი აქვს. ჩემი გვარის, ტიტანოსების, ფერი იისფერი
და ვერცხლისფერი უნდა იყოს.
როცა ერთ-ერთი მოახლე ჩემს საყურეს მისწვდება და
ცდილობს წამართვას ის უკანასკნელიც, რაც ძველი ცხოვრე-
ბიდან დამრჩა, ტანში შიში მივლის.
– ხელი არ ახლო!
გოგო უკან გახტა, თვალებს სწრაფად აფახულებს, სხვები
ჩემს წამოძახილზე შეშდებიან.
117 მკითხველთა ლიგა
– ბოდიში, მე... – არა, ვერცხლისფრები ბოდიშს არ იხდი-
ან. ყელს ჩავიწმენდ და თავს ვიმხნევებ, – საყურეებს ხელი
არ ახლოთ, – ძლიერი და მკაცრი ხმა მაქვს, მეფური, – შე-
გიძლიათ გამომიცვალოთ ყველაფერი, მაგრამ საყურეებს არ
შეეხოთ.
იაფფასიანი რკინის სამი ნატეხი, თითოეული თითო ძმის-
გან, ჩემთან დარჩება.
– ეგ ფერი გიხდებათ.
ადგილზე ვტრიალდები, ამ დროს კი მოახლეები ერ-
თდროულად ხრიან თავებს. მათ წინ კალი დგას. უცებ ძალიან
მიხარია, რომ მის დანახვაზე წამოწითლებულ სახეს მაკიაჟი
მიფარავს.
ის სწრაფად იქნევს ხელს, აქედან მოშორდითო, და მოახ-
ლეები ოთახიდან კატისგან დამფრთხალი თაგვებივით ფაცი-
ფუცით გარბიან.
– აქაურ სიტუაციაში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ, მგონი,
აქ არ უნდა იყო, ჩემს ოთახში, – რაც შეიძლება ქედმაღლუ-
რად ვამბობ მე. ბოლოს და ბოლოს, ამ ორომტრიალში მის
გამო აღმოვჩნდი.
ის ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯს დგამს და ინსტინქტურად უკან
ვიხევ. ფეხს კაბის ნაკეცს ვადგამ და ან უნდა წავიქცე, ან აღარ
უნდა გავინძრე. არ ვიცი, რომელი უფრო ნაკლებად სასურვე-
ლია.
– ბოდიშის მოსახდელად მოვედი, რაც სხვების თანდას-
წრებით დაუშვებელია, – კალი ამჩნევს, რომ რაღაც რიგზე
ვერ მაქვს და სიტყვას წყვეტს. ყვრიმალი ნერვიულად უტო-
კავს, როცა ამხედ-დამხედავს, ალბათ, ახსენდება ის საცოდა-
ვი გოგო, რომელმაც გუშინ მისთვის ჯიბეების დაცარიელება

118 მკითხველთა ლიგა


სცადა. ახლა იმ გოგოს საერთოდ აღარ ვგავარ, – ბოდიში,
რომ ამ ამბავში ჩაგითრიე, მერ.
– მარინა, – ამ სახელს გემოც კი ცუდი დაჰკრავს, – ასე
მქვია, არ გახსოვს?
– მაშინ მერი შესაფერისი მეტსახელია.
– მგონი, ჩემში "შესაფერისი" არაფერია.
კალი მათვალიერებს და მისი მზერა კანს მწვავს.
– როგორ მოგწონს ლუკასი? – ბოლოს და ბოლოს, მეკით-
ხება ის და დიდსულოვნად იხევს უკან.
ლუკას სამოსი, მცველი, პირველი რიგიანი ვერცხლისფე-
რი, ვისაც აქ შევხვდი.
– მგონი, არა უშავს, – ალბათ, დედოფალი მას ჩამომაცი-
ლებს, როცა გაიგებს, რა კეთილად მომექცა.
– ლუკასი კარგი კაცია. მის სიკეთეს ოჯახი სისუსტედ უთ-
ვლის, – დასძენს კალი და თვალები ოდნავ უმუქდება, თით-
ქოს ეს სიტუაცია მისთვისაც ნაცნობია, – მაგრამ კარგად მო-
გემსახურება, პატიოსნად. ამაზე მე ვიზრუნებ.
რა გულისხმიერებაა, კეთილი მცველი მომიჩინა. მაგრამ
ენას ვკბენ, კარგს არაფერს მომიტანს, თუ ამ წყალობას დავ-
ცინებ.
– გმადლობთ, თქვენო უდიდებულესობავ.
თვალებში ისევ ნაპერწკალი უდგება და ტუჩებს ღიმილი
უგრეხს.
– შენ იცი, რომ კალი მქვია.
– შენც იცი ჩემი სახელი, არა? – ბრაზით ვეუბნები მე, –
იცი, სადაურიც ვარ.
ის ძლივს შესამჩნევად მიქნევს თავს, თითქოს დარცხვენი-
ლია.

119 მკითხველთა ლიგა


– მათზე უნდა იზრუნო, – ჩემი ოჯახი. თვალწინ მათი სა-
ხეები მიდგას, ჩემგან უკვე შორს არიან, – ყველაზე, სადამ-
დეც შეძლებ.
– ვიზრუნებ, რა თქმა უნდა, – ის ჩემკენ დგამს ნაბიჯს და
ჩვენ შორის მანძილს კვლავ ამცირებს, – ბოდიშს გიხდი, –
იმეორებს ის. ეს სიტყვები გონებაში ხმიანდება და მოგონება
მიცოცხლდება.
ცეცხლის კედელი. მახრჩობელა კვამლი. ბოდიში, ბოდი-
ში, ბოდიში.
სწორედ კალმა დამიჭირა და ამ საძაგელი ადგილიდან
გაქცევა არ დამანება.
– ბოდიშს იმისთვის მიხდი, რომ აქაურობისგან თავის
დაღწევის ერთადერთი შანსი წამართვი?
– იმას გულისხმობ, რომ თავს დააღწევდი მცველებს, დაც-
ვას, კედლებს, ტყეს და შენს სოფელში დაბრუნდებოდი, სანამ
თავად დედოფალი არ ჩაგიდგებოდა კვალში? – მპასუხობს
კალი, ჩემს ბრალდებებს ყურადღებას არ აქცევს, – შენი შე-
ჩერება შენთვის და შენი ოჯახისთვის საუკეთესო გამოსავალი
იყო.
– შევძლებდი გაქცევას, შენ მე არ მიცნობ.
– დედოფალი ცასა და დედამიწას შეძრავდა პატარა ელვა-
გოგონას საპოვნელად.
– ასე ნუ მეძახი, – ეს მეტსახელი იმაზე საზიზღარია, ვიდ-
რე ჩემი ყალბი სახელი, რომელსაც ჯერ ისევ ვეჩვევი. პატარა
ელვა-გოგონა, – დედაშენი მეძახის ეგრე.
კალი მწარედ იღიმება.
– ის დედაჩემი კი არა, მეივენის დედაა, – მისი შემხედვა-
რე ვხვდები, რომ ამ თემას არ უნდა შევეხო.

120 მკითხველთა ლიგა


– აჰა, – მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ ძლივს გასაგონი
ხმით, ისიც მალე მიწყდება და თაღებიანი ჭერიდან სუსტი ექო
გაისმის. კისერს ვიგრძელებ და პირველად ვათვალიერებ
ჩემს ოთახს მას შემდეგ, რაც აქ შემოვედი. ასეთი სილამაზე
არასდროს მინახავს – მარმარილო და ალმას-შუშა, აბრეშუ-
მი და ბუმბული... განათება შეიცვალა, მუქი ნარინჯისფერი
შეფერილობა მიიღო. ღამდება.
და ჩემი ახალი ცხოვრება იწყება.
– ამ დილით სხვა ადამიანად გავიღვიძე, – ვბუტბუტებ უფ-
რო ჩემთვის, ვიდრე კალის გასაგონად, – და ახლა სულ სხვა
ვინმედ უნდა ვიქცე.
– ამას შეძლებ, – ვგრძნობ, როგორ მიახლოვდება, მისი
სითბო ოთახს ისე ავსებს, რომ ჟრუანტელი მივლის, მაგრამ
თავს არ ვწევ. ამას არ ვიზამ.
– საიდან იცი?
– იმიტომ, რომ ვალდებული ხარ შეძლო, – კალი ტუჩს იკ-
ვნეტს და დაჟინებით მიყურებს, – ეს სამყარო რამდენადაც
ლამაზია, იმდენად სახიფათოა. ადამიანებს, რომლებიც შეც-
დომას უშვებენ, რომლებიც გამოსადეგი არ არიან, თავიდან
იცილებენ. შეიძლება შენც მოგიცილონ.
ოდესმე ასეც მოხდება, მაგრამ ეს ერთადერთი საფრთხე
არ არის, რომელიც მემუქრება.
– ესე იგი, წუთი, როდესაც შეცდომას დავუშვებ, შეიძლება
ჩემთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს?
კალი არ მპასუხობს, მაგრამ პასუხს მის თვალებში ვხედავ:
დიახ.
თითებით მაჯაზე ვერცხლისფერ თასმას ვაწვალებ, მაგ-
რად ვქაჩავ. ეს რომ სიზმარი ყოფილიყო, გამეღვიძებოდა,
მაგრამ არა.
121 მკითხველთა ლიგა
ეს რეალობაა.
– და ჩემი ნიჭი? – წინ ვიწვდი ხელებს, რომლებშიც ჯოჯო-
ხეთური ნათება იმალება.
პასუხად კალს ეღიმება.
– აი, მაგას კი თავს კარგად გაართმევ.
მერე ხელს მიწვდის. მაჯაზე უცნაური რამ აქვს შებმული,
სამაჯურს ჰგავს რკინის ორი ბოლოთი, რომელიც ჩხაკუნებს
და ნაპერწკლებს ყრის. იმის ნაცვლად, რომ გაიელვონ და
გაქრნენ, ნაპერწკლები ელავენ, წითელ ალად ინთებიან და
მხურვალებას გამოსცემენ. მახსენდება, ის ხომ მწველია, ცეც-
ხლსა და სითბოს აკონტროლებს. ის პრინცია, თანაც ძალიან
სახიფათო. მაგრამ ალი ისევე სწრაფად ქრება, როგორც გაჩ-
ნდა და მხოლოდ კალის გამამხნევებელი ღიმილი და სადღაც
ჩამალული კამერების ზუზუნი რჩება, ყველაფერს რომ ზემო-
დან დაჰყურებენ.
თვალის კუთხით ვხედავ ნიღბიან მცველებს, რომლებიც
მუდმივად მახსენებენ ჩემს ახალ სოციალურ სტატუსს. მე
თითქმის პრინცესა ვარ, ქვეყანაში მეორე ყველაზე სასურ-
ველ სასიძოზე დანიშნული. და სიცრუეც ვარ. კალი დიდი ხა-
ნია წავიდა და მცველებთან დამტოვა. ლუკასი ცუდი ტიპი არ
არის, მაგრამ სხვები კი პირქუშები და მდუმარენი არიან, თვა-
ლებში არასდროს მიყურებენ. ისინი, ლუკასიც, ზედამხედვე-
ლები არიან, საკუთარ კანში დატყვევებულს მდარაჯობენ. მე
წითელი ვარ იმ ვერცხლისფერი ფარდის მიღმა, რომელსაც
არასდროს გადასწევენ. თუ დავეცემი ან წავიბორძიკებ, მოვ-
კვდები. და ჩემი შეცდომის გამო სხვებიც დაიხოცებიან.
სანამ მცველები მიმაცილებენ, გონებაში დედოფლის მო-
გონილ ისტორიას ვიმეორებ, ლამაზი ამბავია, რომელსაც

122 მკითხველთა ლიგა


იგი სამეფო კარს მოუყვება. მარტივია, ადვილი დასამახსოვ-
რებელი, მაგრამ მაინც ტვირთად მაწევს.
ომის დროს, ფრონტზე დავიბადე. ჩემი მშობლები ბანაკზე
შეტევის დროს დაიღუპნენ. ნანგრევებიდან წითელმა ჯარის-
კაცმა დამიხსნა და წამიყვანა თავის ცოლთან, რომელიც ყო-
ველთვის ნატრობდა ქალიშვილს. სოფელ ოჩოფეხეთში გამ-
ზარდეს და ჩემს მემკვიდრეობით ნაბოძებ უფლებებსა და ნიჭ-
ზე ამ დილამდე არაფერი ვიცოდი. და ახლა ჩემს კუთვნილ
ადგილს დავუბრუნდი.
ამაზე ფიქრი ცუდად მხდის. ჩემი ადგილი სახლშია, ჩემს
მშობლებთან, გიზასა და კილორნთან და არა აქ.
მცველები დერეფნების ლაბირინთში წინ მიმიძღვიან, სა-
სახლის ზედა სართულებზე. როგორც ხვეულ ბაღში, აქაური
არქიტექტურაც თლილი ქვის, ალმას-შუშისა და რკინისგან
შედგება. ალმას-შუშა ყოველ კუთხეშია და სუნთქვაშემ-
კვრელ ხედს აჩენს ბაზრობაზე, მდინარის ხეობასა და მის
მიღმა ტყეებზე. ამ სიმაღლიდან ვხედავ შორს აღმართულ გო-
რაკებს, რომელთა არსებობა არც კი ვიცოდი, ჩამავალი მზის
ფონზე მათი სილუეტები ილანდება.
– ბოლო ორი სართული სამეფო პალატებია, – ამბობს
ლუკასი და ზემოთ მიმავალ ხვეულ დერეფანზე მიმანიშნებს.
მზის შუქი ცეცხლოვანი ქარიშხალივით ბრწყინავს და შუქს
ლაქებად გვანათებს.
– ლიფტი საცეკვაო დარბაზში ჩაგვიყვანს. აქეთ, – ლუკასი
ხელს მიწვდის და რკინის კედელთან მაჩერებს. ის ბუნდოვ-
ნად ირეკლავს ჩვენს გამოსახულებას, მერე კი ლუკასის ხე-
ლის აქნევაზე გვერდით გაცურდება.
მცველებს უფანჯრო, მკვეთრად განათებულ ოთახში შევ-
ყავარ. თავს ვაიძულებ თანაბრად ვისუნთქო, თუმცა კი
123 მკითხველთა ლიგა
სიამოვნებით გავვარდებოდი გარეთ ამ ვეებერთელა რკინის
კუბოდან.
ლამის ჭერს თავი ავარტყი, როცა ლიფტი დაიძრა, გულის-
ცემა ამიჩქარდა. გახშირებულად ვსუნთქავ, თვალებგაფარ-
თოებული, გულგახეთქილი ვაცეცებ თვალებს და ველი, რომ
სხვებიც ჩემსავით იქნებიან, მაგრამ არავინ იმჩნევს, რომ
ოთახი, რომელშიც გამოკეტილი ვართ, ძირს ვარდება. მხო-
ლოდ ლუკასი მატყობს შიშს და დაშვების სისწრაფეს ოდნავ
ანელებს.
– ლიფტი ზემოთ-ქვემოთ დადის, ასე რომ, სიარული არ
მოგიწევს. სასახლე ძალიან დიდია, ქალბატონო ტიტანოს, –
ბუტბუტებს ძლივს შესამჩნევი ღიმილით.
სანამ ქვემოთ მივექანებით, ერთდროულად გაოცებულიც
ვარ და შეშინებულიც. შვებით ამოვისუნთქავ, როცა ლუკასი
ლიფტის კარს აღებს, და გავდივართ სარკეებიან დარბაზში,
რომელიც ამ დილით გავირბინე. ჩამტვრეული სარკეები უკვე
შეუცვლიათ – თითქოს არც არაფერი მომხდარა.
როცა კუთხიდან დედოფალი ელარა გამოჩნდება მცველე-
ბის თანხლებით, ლუკასი თავს უკრავს. ამჯერად დედოფალს
შავი, წითელი და ვერცხლისფერი სამოსი აცვია, მისი ქმრის
ფერები. ქერა თმითა და ფერმკრთალი კანით საზარელი შე-
სახედია.
მკლავში მავლებს ხელს და სიარულისას ახლოს მიზი-
დავს. ტუჩებს არ ამოძრავებს, მაგრამ მისი ხმა ჩვეულებრი-
ვად მესმის გონებაში. ამჯერად ეს ტკივილს ან უსიამოვნო
შეგრძნებას არ იწვევს, მაგრამ მაინც გულისამრევი და უჩ-
ვეულოა. მინდა ვიყვირო, ჩემი თავიდან გამოვაძევო, მაგრამ
არაფერი შემიძლია გარდა იმისა, რომ მძულდეს.

124 მკითხველთა ლიგა


ტიტანოსები გამანადგურებლები იყვნენ, ამბობს ის, მისი
ხმა ყველგანაა, შეხებით შეეძლოთ ნივთების განადგურება,
როგორც გამოცდაზე გააკეთა ლეროლანების საგვარეულოს
გოგომ. როცა გოგოს გახსენებას ვცდილობ, ელარა მის გა-
მოსახულებას პირდაპირ ტვინში მიგზავნის. ის ელავს, ძლივს
ჩანს, მაგრამ მაინც ვხედავ ნარინჯისფერსამოსიან გოგოს,
რომელიც ქვიშასა და ქვას ბომბის აფეთქებასავით აცამტვე-
რებს. დედაშენი, ნორა ნოელე, ქარიშხალი იყო, როგორც
სხვები ნოელეების საგვარეულოდან. ქარიშხლები რაღაც
დონეზე ამინდს აკონტროლებენ. ეს იშვიათად ხდება, თუმცა
მათი შეუღლების შედეგია შენი უნიკალური უნარი – ელექ-
ტრობის კონტროლი. თუ ვინმე გკითხავს, მეტი არაფერი უთ-
ხრა.
სინამდვილეში, რა გინდათ ჩემგან? მისი ხმა თავშიც კი მი-
ცახცახებს.
გონებაში მისი სიცილი ჩამესმის, ერთადერთი პასუხი, რო-
მელსაც ვიღებ:
გახსოვდეს, ვინ უნდა იყო, კარგად დაიმახსოვრე, განაგ-
რძობს ელარა და ჩემს შეკითხვას ყურადღებას არ აქცევს,
თავს ისე მოაჩვენებ, რომ წითლად გაგზარდეს, მაგრამ სის-
ხლით ვერცხლისფერი ხარ. ახლა წითელი მხოლოდ გონე-
ბით ხარ, გარეგნულად კი, ვერცხლისფერი.
შიშის ჟრუანტელი მივლის.
ამ წუთიდან ცხოვრების ბოლომდე უნდა იცრუო. შენი სი-
ცოცხლე ამაზეა დამოკიდებული, პატარა ელვა-გოგონავ.

125 მკითხველთა ლიგა


ელარა საცეკვაო დარბაზში მტოვებს. დაბნეული ვფიქრობ
მის სიტყვებზე.
ადრე მეგონა, რომ მხოლოდ ასეთი დაყოფა არსებობდა:
ვერცხლისფერი და წითელი, მდიდარი და ღარიბი, მეფეები
და მონები, მაგრამ მათ შორის ბევრი სხვა რამ არის, რაც მე
არ მესმის, არადა, პირდაპირ ამ არეულობის შუაგულში მოვ-
ხვდი. ისე გავიზარდე, არ ვიცოდი, ვახშმისთვის საჭმელი თუ
მექნებოდა. ახლა სასახლეში ვდგავარ თავადვე ცოცხლად
შესაჭმელად გამზადებული.
წითელი გონებით, ვერცხლისფერი გულით – ეს შეგონება
ჩემთან რჩება და ჩემს ქცევას წარმართავს. ისევ თვალებგა-
ფართოებული ვარ, როცა დიდებულ სასახლეს ვათვა-
ლიერებ, რომელიც არც მერს დასიზმრებია და არც მარინას,
მაგრამ ტუჩები მკაცრად მაქვს მოკუმული. მარინა ამ ყვე-
ლაფრით დაბნეულია, თუმცა თავს აკონტროლებს. ის ცივი
და უგრძნობია.
დარბაზის ბოლოში კარი იღება და ჩანს ვეებერთელა დარ-
ბაზი, რაც კი ოდესმე მინახავს, სამეფო ტახტი სადაც იდგა, იმ
დარბაზზე დიდიც კი არის. არა მგონია, ოდესმე აქაურობის
გამაოგნებელ ზომებს შევეჩვიო. ოთახის კიბის ბაქანზე შევა-
ბიჯე. კიბე დაბლა ჩადის, იქ, სადაც ყველა საგვარეულო უხმო
მოლოდინში გარინდებულა და ზემოთ იყურება. ისევ ჩვეულ
ფერებში აცვიათ. რამდენიმე მათგანი ერთმანეთში ჩურჩუ-
ლებს, ალბათ, ჩემსა და ჩემს პატარა წარმოდგენაზე ლაპარა-
კობენ. მეფე ტიბერიასი და ელარა შემაღლებულ ადგილზე
126 მკითხველთა ლიგა
დგანან იატაკიდან რამდენიმე ფუტ სიმაღლეზე, ქვეშევრდო-
მების თავყრილობისკენ სახით მიბრუნებულნი. ისინი არასო-
დეს უშვებენ ხელიდან სხვაზე ბატონობის შესაძლებლობას.
ან ძალიან ამპარტავნები არიან, ან კარგად აქვთ გაცნო-
ბიერებული თავიანთი ძლიერება და ძალაუფლება. გამოიყუ-
რებოდე ძლიერად – ნიშნავს იყო ძლიერი.
პრინცებს, მშობლების მსგავსად, შავ-წითელი სამოსი აც-
ვიათ, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავებული. ორივეს საბ-
რძოლო მედლები ჰკიდია. კალი მამას მარჯვნივ უდგას, მშვი-
დი, გულგრილი სახე აქვს. თუკი უკვე იცის, ცოლად ვინ უნდა
მოიყვანოს, ამით დიდად ბედნიერი არ ჩანს. მეივენიც იქვეა,
დედამისის მარცხნივ, სახეზე განცდების ქარიშხალი უბობოქ-
რებს. უმცროსი ძმა კალივით კარგად ვერ ფარავს განცდებს.
ყოველ შემთხვევაში, ცრუპენტელასთან მაინც არ მომი-
წევს საქმის დაჭერა.
– სადედოფლოების გამოცდა ყოველთვის სასიხარულო
მოვლენაა. ის გამოხატავს ჩვენი დიდებული სამეფოს მომა-
ვალსა და იმ კავშირს, რომლის ძალაც ჩვენი მტრების წინა-
აღმდეგ მტკიცედ გვაერთიანებს, – ეს მეფე მიმართავს დამ-
სწრეებს. ჯერ ვერავინ მამჩნევს, შემოსასვლელში ვდგავარ
და მათ შევყურებ, – მაგრამ როგორც დღეს ნახეთ, გამოცდის
დღემ უფრო მეტი რამ მოგვცა, ვიდრე მომავალი დედოფალი.
ტიბერიასი სიტყვას დედოფალს აძლევს. ელარა მეფეს
ხელს ჩასჭიდებს და მორჩილად იღიმება. საძაგელი არამზა-
დიდან მორიდებულ დედოფლამდე მისი გარდასახვა გამაოგ-
ნებელია.
– ჩვენ ყველას გვახსოვს ჩვენი ნათელი იმედი, ომის
წყვდიადთან მებრძოლი ჩვენი მეთაური, ჩვენი მეგობარი, გე-
ნერალი ეთან ტიტანოსი, – ამბობს ელარა.
127 მკითხველთა ლიგა
სევდის ან მოწონების ნიშნად ოთახში ხალხი ჩურჩულებს.
სამოსების ოჯახის უფროსიც კი, ევანგელინის ბოროტი მამა,
თავს ხრის.
– ის რკინის ლეგიონს გამარჯვებისკენ წაუძღვა და გადას-
წია ფრონტის ხაზი, რომელიც ასი წლის განმავლობაში უც-
ვლელი იყო. ტბებისქვეყნელებს მისი ეშინოდათ, ჩვენს ჯა-
რისკაცებს კი უყვარდათ.
რაღაც ეჭვი მეპარება, თუნდაც ერთ წითელ ჯარისკაცს უყ-
ვარდეს რომელიმე ვერცხლისფერი გენერალი.
– ტბებისქვეყნელმა ჯაშუშებმა მოკლეს ჩვენი საყვარელი
მეგობარი ეთანი, ფრონტის ხაზზე გადმოიპარნენ, რათა
გაენადგურებინათ მშვიდობის მისაღწევად ჩვენი ერთადერ-
თი იმედი. მისი ცოლი, ქალბატონი ნორა, და უბრალოდ კარ-
გი ქალი, მასთან ერთად დაიღუპა. თექვსმეტი წლის წინ, იმ
საბედისწერო დღეს, ტიტანოსების საგვარეულო განადგურ-
და. მეგობრები დავკარგეთ, ვერცხლისფერი სისხლი დაიღვა-
რა.
ოთახში სიჩუმე ისადგურებს, დედოფალი ჩუმდება, რათა
თვალები შეიმშრალოს. ვიცი, რომ ცრემლები, რომელსაც იწ-
მენდს, ნაძალადევი და ყალბია. სადედოფლოების გამოცდის
მონაწილე რამდენიმე გოგონა სკამებზე წრიალებს. მკვდარი
გენერალი არ ადარდებთ, არც მათ და არც დედოფალს. ეს
ჩემ გამოა, როგორღაც ისე უნდა შეაპარონ წითელი გოგონა
სამეფო კარზე, რომ ვერავინ ვერაფერი შეამჩნიოს. ეს ჯადოს-
ნური ხრიკია, დედოფალი ხომ დახელოვნებული ჯადოსანია.
მისი მზერა მპოულობს, კიბის თავზე მდგარს მომანათებს
თვალებს, და მის მზერას ყველა თვალს აყოლებს. ზოგი დაბ-
ნეული ჩანს, სხვებს ამდილანდელი მოვლენებიდან ვახსო-
ვარ, ზოგიც ჩემს კაბას უყურებს. ტიტანოსების საგვარეულოს
128 მკითხველთა ლიგა
ფერები ჩემზე უკეთ იციან და ხვდებიან, ვინც ვარ. ან ვინადაც
თავს ვაჩვენებ.
– ამ დილით სასწაული ვნახეთ. ვუყურებდით, როგორ ჩა-
ვარდა არენაზე წითელი გოგო, როგორც ელვა, და ის ძალა
გვაჩვენა, რომელიც არ შეიძლებოდა, ჰქონოდა.
ჩურჩული ძლიერდება, რამდენიმე ვერცხლისფერი ფეხზეც
კი დგება. სამოსების გოგონა გამძვინვარებული ჩანს და შავი
თვალებით მაშტერდება.
– მე და მეფემ გოგონა ძირისძირობამდე გამოვკითხეთ,
ვცდილობდით, გაგვეგო, ვინ იყო, – გამოკითხვა – ჩემს ტვინ-
ში შემოძრომის რა საინტერესო აღწერაა, – ის წითელი არ
არის, მაგრამ მაინც სასწაულია. მეგობრებო, გთხოვთ
მიესალმოთ ეთან ტიტანოსის ქალიშვილის – ქალბატონი მა-
რინა ტიტანოსის დაბრუნებას, რომელიც დაკარგული იყო და
ახლა ვიპოვეთ.
დედოფალი ხელით მიხმობს და მეც ვემორჩილები.
კიბეზე ძალდატანებული ტაშის თანხლებით ვეშვები,
ვცდილობ არ წავიბორძიკო. მაგრამ ფეხზე მტკიცედ ვდგავარ,
მშვიდი სახე მაქვს, როცა ასობით გაოცებულ, დაეჭვებულ,
ჩემზე მოციებულ სახეს ჩავუვლი. ლუკასი და სხვა მცველები
არ მომყვებიან, კიბის თავში რჩებიან. კიდევ ერთხელ აღმოვ-
ჩნდი მარტოდმარტო ამ ხალხის წინაშე და თავი ასე გაშიშ-
ვლებულად არასოდეს მიგრძნია, მიუხედავად აბრეშუმისა და
პუდრის ფენებისა. კიდევ კარგი, მაკიაჟი მიკეთია. ეს ჩემი ფა-
რია, მათსა და ჩემი ვინაობის შესახებ სიმართლეს შორის აღ-
მართული. ეს სიმართლე თავად ჩემთვისვეა გაუგებარი.
დედოფალი წინა რიგში ცარიელ სკამზე მანიშნებს და მეც
იქით მივდივარ. გამოცდის მონაწილე გოგონები მიყურებენ
და უკვირთ, რატომ ვარ აქ და უცბად ასე მნიშვნელოვანი რა-
129 მკითხველთა ლიგა
ტომ გავხდი. მაგრამ ისინი მხოლოდ გაოცებული არიან და
არა გაბრაზებული. სიბრალულით მიყურებენ, როგორც შეუძ-
ლიათ, ისე თანამიგრძნობენ ჩემი სევდიანი ისტორიის გამო.
მაგრამ არა ევანგელინ სამოსი. როცა, ბოლოს და ბოლოს,
ჩემს სკამამდე ვაღწევ, ის ზუსტად ჩემ გვერდით ზის და თვალს
თვალში მიყრის. აღარსად ჩანს მისი ტყავის სამოსი და რკი-
ნის მოქლონები. ამჯერად ერთმანეთში გადაწნული ოქროს-
რგოლებიანი კაბა აცვია. თითები ისე ეძაბება, ვხვდები, მხო-
ლოდ ის უნდა, ყელში მწვდეს.
– ის მშობლებისგან განსხვავებით სიკვდილს გადაურჩა.
ქალბატონი მარინა ფრონტს გაარიდეს და წაიყვანეს წითლე-
ბის სოფელში, სადამდეც აქედან ათი მილიც კი არ არის, –
აგრძელებს მეფე, რომელმაც სიტყვა ჩამოართვა დედო-
ფალს, რათა ჩემი სასწაულებრივი ამბის მოყოლა დაასრუ-
ლოს, – წითელმა მშობლებმა აღზარდეს და წითელ მსახუ-
რად მუშაობდა... და ამ დილამდე სჯეროდა, რომ ერთ-ერთი
მათგანი იყო, – ამ სიტყვების თანმხლები ოხვრის გაგონებაზე
კბილს კბილზე ვაჭერ, – მარინა ნამდვილი ბრილიანტი იყო
მისთვის შეუფერებელ გარემოცვაში. ჩემი გარდაცვლილი მე-
გობრის ქალიშვილი ჩემ ცხვირწინ, ჩემივე სასახლეში მუშა-
ობდა, მაგრამ ასე აღარ იქნება. ჩემი დანაშაულის გამოსასყი-
დად და სამეფოს წინაშე მისი მამისა და საგვარეულოს დიდი
დამსახურების სანაცვლოდ პატივი მაქვს გამოგიცხადოთ კა-
ლორეების საგვარეულოსა და ტიტანოსების აღმდგარი საგ-
ვარეულოს შეერთება.
კვლავ ოხვრა, ახლა უკვე გამოცდის მონაწილე გოგონე-
ბის. ჰგონიათ, კალს ვართმევ, რომ მათი მეტოქე ვარ. მეფეს
ავხედავ, ჩუმად ვევედრები განაგრძოს, სანამ რომელიმე გო-
გოს წავუხრჩვივარ.
130 მკითხველთა ლიგა
თითქოს ვგრძნობ, როგორ მერჭობა ევანგელინის გამოტ-
ყორცნილი დანა. თითებს ისე მაგრად კრავს, მთლად უთეთ-
რდება. ძლიერ სურვილს ებრძვის, რომ ყველას თვალწინ გა-
მაძროს ტყავი. მამამისი მზრუნველად ადებს მკლავზე ხელს
დასამშვიდებლად.
როცა მეივენი დგამს წინ ნაბიჯს, ოთახში დაძაბულობა
ნელდება. წამით ენა ებმის, წინასწარ ნასწავლი სიტყვები
ერევა, მაგრამ მერე ხმას პოულობს:
– ქალბატონო მარინა.
მთელი ძალით ვცდილობ არ ავკანკალდე, ფეხზე ვდგები
და მას ვუყურებ.
– მისი უდიდებულესობა მამაჩემისა და კეთილშობილი სა-
მეფო კარის წინაშე გაძლევთ ერთგულების ფიცს და გთხოვთ
ხელს. თანახმა ხართ?
სანამ მეივენი ლაპარაკობს, გული სწრაფად მიცემს. მარ-
თალია, მისი სიტყვები გულწრფელ შეკითხვას ჰგავს, მაგრამ
ვიცი, პასუხის გასაცემად არჩევანი არა მაქვს. ძალიან მინდა
თვალი ავარიდო, მაგრამ მაინც მეივენს ვუყურებ. ოდნავ შე-
სამჩნევ გამამხნევებელ ღიმილს იმეტებს ჩემთვის. ნეტავ რო-
მელ გოგოს აურჩევდნენ?
და მე ვის ავირჩევდი? თუ არაფერი ეს არ მოხდებოდა, თუ
კილორნის ბატონი არ მოკვდებოდა, თუ გიზას ხელს არ მოს-
ტეხდნენ, თუ არაფერი შეიცვლებოდა... თუ... ეს მსოფლიოში
ყველაზე საშინელი სიტყვაა.
გაწვევა. გადარჩენა. მწვანეთვალებიანი ბავშვები ჩემსა-
ვით სწრაფი ფეხებითა და კილორნის გვარით. ასეთი მომავა-
ლი ადრე თითქმის შეუძლებელი იყო. ახლა უკვე აღარც არ-
სებობს.

131 მკითხველთა ლიგა


– ერთგულების ფიცს გაძლევ, მეივენ კალორე, – ვამბობ
მე და ჩემს კუბოზე უკანასკნელ ლურსმანს ვაჭედებ. ხმა მით-
რთის, მაგრამ ვაგრძელებ, – თანახმა ვარ.
სრული განწირულობის გრძნობა მეუფლება, თითქოს სა-
ბოლოოდ მივუხურე კარი წარსულ ცხოვრებას. ლამის წავიქ-
ცე, მაგრამ როგორღაც ვახერხებ გრაციოზულად დაჯდომას.
მეივენი თავის სკამთან მიდის, მადლიერი იმით, რომ სა-
ყოველთაო ყურადღების ცენტრში აღარ არის. დედამისი გა-
სამხნევებლად მკლავზე ხელს უთათუნებს და ნაზად იღიმება
– მხოლოდ მისთვის. ვერცხლისფრებსაც კი უყვართ შვილე-
ბი, მაგრამ როგორც კი კალი წამოდგება, ელარას სიმკაცრე
უბრუნდება და მისი ღიმილი მაშინვე ქრება.
თითქოს ოთახში ჰაერი ილევა, როცა ყველა გოგონა ერ-
თდროულად ჩაისუნთქავს, სანამ მის გადაწყვეტილებას
ელოდებიან. ვეჭვობ, დედოფლის ამორჩევისას მისთვის აზრი
ეკითხათ, მაგრამ ის თავის როლს კარგად თამაშობს, რო-
გორც მეივენი, როგორც მე. ფართოდ იღიმის, თეთრ კბი-
ლებს აელვებს, რაზეც რამდენიმე გოგონა ოხრავს კიდეც,
მაგრამ კალის თბილ თვალებს საშინლად უსიხარულო მზერა
აქვთ.
– მე მამაჩემის მემკვიდრე ვარ, დაბადებიდან მომდევს მი-
სი კეთილშობილება, ძლიერება და ძალაუფლება. თქვენი ერ-
თგულება მე მეკუთვნის, ჩემი სიცოცხლე კი – თქვენ. ჩემი ვა-
ლია, თქვენ და ჩემს სამეფოს მთელი გულით გემსახუროთ, –
კარგად არის ნავარჯიშები ამ სიტყვების თქმაში, მაგრამ ენ-
თუზიაზმს ნამდვილად ვერ დაუკარგავ. ის დარწმუნებულია
საკუთარ თავში, რომ კარგი მეფე იქნება, ან ამისთვის გამარ-
თულ ბრძოლაში დაიღუპება, – მე მჭირდება დედოფალი, რო-

132 მკითხველთა ლიგა


მელიც ისეთივე მსხვერპლს გაიღებს, როგორსაც მე, რათა
დავიცვათ წესრიგი, სამართლიანობა და სტაბილურობა.
გამოცდის მონაწილე გოგონები კისრებს იგრძელებენ,
რომ კალის მომდევნო სიტყვები კარგად მოისმინონ. მხო-
ლოდ ევანგელინი არ ინძრევა, სახეზე საძაგელი ღიმილი
დასთამაშებს. სამოსების საგვარეულოს წარმომადგენლებიც
მშვიდად არიან. მისი ძმა პტოლემუსი მთქნარებასაც კი იკა-
ვებს. მათ იციან, ვინ არის რჩეული.
– ქალბატონო ევანგელინ.
ევანგელინი არც გაოცებით ოხრავს, არც გაოგნება ან აღ-
ტაცება ეტყობა. სხვა გოგონებიც კი, რომლებსაც გული
გაუტეხეს, გულდაწყვეტილები იჩეჩენ მხრებს და ისევ სკამებ-
ზე ეშვებიან. არადა, ყველამ იცოდა, რომ ასე იქნებოდა. მახ-
სენდება, ხვეულ ბაღში მსუქნების ოჯახი როგორ წუწუნებდა,
ევანგელინ სამოსი უკვე გამარჯვებულიაო. მართალს ამბობ-
დნენ.
ევანგელინი გულგრილი გრაციოზულობით დგება ფეხზე,
კალს თითქმის არ უყურებს, მხარს ზემოდან დამცინავად გა-
დახედავს გაწბილებულ გოგონებს, უნდა, რომ მისი დიდების
წუთები კარგად დაინახონ. უნდა, რომ ყველამ იცოდეს, რაც
შეუძლია. სახეზე ღიმილი გადაურბენს, როცა მე შემომხე-
დავს. კბილების მხეცურ გაელვებასაც კარგად ვამჩნევ.
როცა ისევ პრინცისკენ მიბრუნდება, კალი თავისი ძმის შე-
თავაზებას იმეორებს:
– მისი უდიდებულესობა მამაჩემისა და კეთილშობილი სა-
მეფო კარის წინაშე გაძლევთ ერთგულების ფიცს და გთხოვთ
ხელს. თანახმა ხართ?

133 მკითხველთა ლიგა


– ერთგულების ფიცს გაძლევთ, პრინცო ტიბერიას, – ამ-
ბობს ევანგელინი უცნაურად მაღალი ხმით, რომელიც მის
მკაცრ გარეგნობას არ შეესაბამება, – თანახმა ვარ.
ევანგელინი საზეიმო ღიმილით ჯდება და კალიც თავის
სკამს უბრუნდება. მისი ღიმილი სახეზე მიმაგრებულ ჯავშანს
ჰგავს, მაგრამ გოგონა ამას ვერ ამჩნევს.
უცებ მკლავზე ხელს ვგრძნობ, კანში ფრჩხილები მესობა.
თავს ვიკავებ, რომ სკამიდან არ წამოვხტე. ევანგელინი
წარბს არ იხრის, ისევ წინ იყურება, იმ ადგილისკენ, რომე-
ლიც ერთ დღეს მისი იქნება. ეს რომ სოფელში ხდებოდეს,
რამდენიმე კბილს ჩამოვუღებდი. თუ სისხლს გამომადენს, წი-
თელ სისხლს, ჩვენი პატარა თამაში მანამ დასრულდება, სა-
ნამ დაწყებას მოვასწრებთ. მაგრამ სანამ კანს გამიკაწრავს,
ჩერდება და სისხლჩაქცევებს მიტოვებს, რომელთა დაფარ-
ვაც მოახლეებს მოუწევთ.
– წინ გადამიდგები და ნელა მოგკლავ, პატარა ელვა-
გოგონავ, – სისინებს ღიმილით. პატარა ელვა-გოგონა. ეს
მეტსახელი უკვე მართლა ნერვებს მიშლის.
მისი სერიოზულობის დასტურად მის მაჯაზე შებმული გლუ-
ვი ლითონის სამაჯური იცვლება და ბასრი ეკლების წრედ იქ-
ცევა. თითოეული წვეტი სისხლის დაღვრის სურვილით ანთე-
ბული ბზინავს. ნერწყვს ძლივს ვყლაპავ და ვცდილობ არ გა-
ვინძრე, მაგრამ მალევე ამიშვებს და ხელს ისევ კალთაში
იდებს. ის კიდევ ერთხელ ემსგავსება მოკრძალებულ ვერ-
ცხლისფერ გოგონას. თუ ვინმე არსებობს, ვისაც სახეში იდაყ-
ვის ხეთქვა მოუხდებოდა, ეს ევანგელინ სამოსია.
დარბაზს სწრაფად ვავლებ თვალს და ვამჩნევ, რომ დამ-
სწრეებს უგუნებობა დაეტყოთ. ზოგ გოგონას თვალებში
ცრემლი უბრწყინავს და ევანგელინსა და მეც კი მგლებივით
134 მკითხველთა ლიგა
შემოგვცქერიან. ალბათ, ამ დღეს მთელი ცხოვრება ელოდ-
ნენ და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მინდა დავუთმო მათ ჩემი
ნიშნობა, მივცე, რაც ასე ძალიან უნდათ, მაგრამ არა. ბედ-
ნიერად უნდა გამოვიყურებოდე, თავი უნდა მოვიკატუნო.
– მართალია, დღეს მშვენიერი, ბედნიერი დღე იყო, – ამ-
ბობს მეფე ტიბერიასი და დიდებულების განწყობას ყურადღე-
ბას არ აქცევს, – უნდა შეგახსენოთ, რატომ გაკეთდა ასეთი
არჩევანი: სამოსების ძლევამოსილ საგვარეულოსთან კავში-
რის შედეგად ჩემს შვილს ეყოლება მემკვიდრეები, რომლე-
ბიც ჩვენი ერის წინამძღოლები გახდებიან. ყველამ იცით,
რომ ჩვენი სამეფო საფრთხეშია, ჩრდილოეთით ომი გვაქვს
გაჩაღებული, ხოლო სულელი ექსტრემისტები, ჩვენი ცხოვ-
რების წესის მტრები, ცდილობენ შიგნიდან გაგვანადგურონ.
შეიძლება "ალისფერი მცველი" ჩვენთვის მცირერიცხოვანი
და უმნიშვნელოა, მაგრამ ის ჩვენი წითელი ძმებისთვის არის
სახიფათო, – დარბაზში, ჩემი ჩათვლით, ბევრს ეღიმება დამ-
ცინავად სიტყვაზე "ძმები".
მცირერიცხოვანი და უმნიშვნელო. აბა, მე რაღად ვუნდი-
ვარ? რაში ვჭირდები, თუ "ალისფერი მცველი" მათთვის არა-
ფერია? მეფე მატყუარაა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, რის და-
მალვას ცდილობს. შეიძლება ეს "ალისფერი მცველის" ძალა
იყოს. შეიძლება მეც ვიყო.
ალბათ, ორივე.
– თუ აჯანყება ფესვს გაიდგამს, – განაგრძობს იგი, – ის
სისხლის ღვრითა და ქვეყნის გახლეჩით დასრულდება, რა-
საც ვერ დავუშვებ. სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ. ევან-
გელინი და მარინა დაგვეხმარებიან ამაში საერთო კეთილ-
დღეობის გულისთვის.

135 მკითხველთა ლიგა


მეფის სიტყვებზე ხალხში ჩურჩული ჩაირბენს. ზოგი თავს
იქნევს, სხვები პრინცების რჩეულებს გვიყურებენ, მაგრამ
პროტესტს არავინ გამოთქვამს. ხმას არავინ იღებს. ასეც რომ
ექნათ, მაინც არავინ მოუსმენდა.
გაღიმებული მეფე თავს ხრის. გაიმარჯვა და ეს იცის.
– ძლიერება და ძალაუფლება! – იმეორებს ის.
ყველა ხმას აძლევს.
ამ სიტყვების წარმოთქმა მიჭირს, ჩემთვის სრულიად უც-
ხოა. კალი ზემოდან დამყურებს, როგორ ვიმეორებ მათ
სხვებთან ერთად. ამწამს ჩემი თავი მეზიზღება.
– ძლიერება და ძალაუფლება!
ლხინის დროს ძალიან ვწვალობ – ვუყურებ, მაგრამ არ
ვხედავ, მესმის, მაგრამ არ ვუსმენ. საჭმელიც კი უგემურად
მეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი არასოდეს მინა-
ხავს. ალბათ, პირს უნდა ვიტენიდე და ჩემს ცხოვრებაში
საუკეთესო საჭმლით ვტკბებოდე, მაგრამ არ შემიძლია. ხმის
ამოღებასაც ვერ ვახერხებ, როცა მეივენი მშვიდი ხმით მე-
ჩურჩულება:
– მშვენივრად გამოგდის, – ამბობს ის, მაგრამ ვცდილობ
არ მივაქციო ყურადღება. ძმასავით რკინის სამაჯური უკეთია,
ცეცხლის გამჩენი, რაც მახსენებს, ვინ არის მეივენი და რა შე-
უძლია – ძლიერი, სახიფათო ვერცხლისფერია, მწველი.
ბროლის მაგიდასთან ვზივარ, შუშხუნა ოქროსფერ სითხეს
ვსვამ, სანამ თავბრუ არ მესხმის, და თავი მოღალატე მგონია.
რა აქვთ დღეს საღამოს ვახშმად ჩემს მშობლებს? თუ იციან,
სად ვარ? იქნებ დედა პარმაღზე ზის და ჩემს დაბრუნებას
ელოდება?
მე კი იმ ადამიანებით სავსე ოთახში ვარ გამომწყვდეული,
რომლებიც მომკლავდნენ, სიმართლე რომ გაეგოთ. მეფის
136 მკითხველთა ლიგა
ოჯახის წევრებიც მომკლავდნენ, რომ შეეძლოთ. ალბათ,
ერთ დღეს ასეც მოიქცევიან. ჩემი ცხოვრება თავდაყირა
დააყენეს: მერი მარინად აქციეს, ჯიბგირი – დიდგვაროვნად,
ჯვალო – აბრეშუმად, წითელი – ვერცხლისფრად. დილით
მსახური ვიყავი, ამაღამ პრინცესა ვარ. კიდევ რა შეიცვლება?
მეტს რას დავკარგავ?
– საკმარისია, – ამბობს მეივენი, მისი ხმა ღრიანცელში
იკარგება. ის ჩემს ძვირფას ღვინის ჭიქას წყლიანი ჭიქით
ცვლის.
– მომეწონა ეგ სასმელი, – მაგრამ წყალსაც ხარბად ვსვამ
და ვგრძნობ, როგორ მეწმინდება გონება.
მეივენი მხოლოდ მხრებს იჩეჩს.
– მოგვიანებით მადლობას მეტყვი.
– გმადლობ, – ვეუბნები რაც შეიძლება გესლიანად. არ
დამვიწყებია, როგორ მიყურებდა ამ დილას, თითქოს მისი
ფეხსაცმლის ძირზე მიკრული ჭუჭყი ვიყო, რაც შეგიძლია აფ-
ხიკო და გადააგდო, მაგრამ ახლა უფრო მშვიდი, ნაზი მზერა
აქვს, კალივით.
– ვწუხვარ დილანდელი ამბის გამო, მარინა.
მე მერი მქვია.
– არა მგონია, – ამის ნაცვლად ეს ამომდის პირიდან.
– მართლა, – ამბობს და ჩემკენ იხრება. გვერდიგვერდ
ვსხედვართ მაღალ მაგიდასთან, მეფის ოჯახის სხვა წევრებ-
თან ერთად, – უბრალოდ... როგორც წესი, უმცროსი პრინცე-
ბი მეუღლეს თავად ირჩევენ. ეს ერთ-ერთი პრივილეგიაა იმ
პრინცისთვის, ვინც ტახტის მემკვიდრე არ არის, – ამატებს
საშინლად ნაძალადევი ღიმილით.
აჰა.

137 მკითხველთა ლიგა


– ეგ არ ვიცოდი, – ვპასუხობ მე, მართლა არ ვიცი, რა უნ-
და ვთქვა. უნდა მეცოდებოდეს, მაგრამ ერთი ბეწო სიბრალუ-
ლის განცდაც კი არა მაქვს.
– ჰო, ეგ ვერ გეცოდინებოდა. შენი ბრალი არ არის.
მეივენი სტუმრებს ათვალიერებს, ისე აკვირდება აქაურო-
ბას, როგორც მეთევზე, რომელმაც წყალში ანკესი ისროლა.
ნეტავ ვის ეძებს?
– აქ არის? – ვეკითხები ჩურჩულით, ვცდილობ შემრიგებ-
ლური კილო მქონდეს, – ის გოგო, ვინც შენ ამოირჩიე?
იგი ყოყმანობს, მერე თავს აქნევს.
– არა, შეგულებული არავინ მყოლია, მაგრამ კარგი იქნე-
ბოდა, არჩევნის საშუალება მქონოდა. ხომ ხვდები?
არა, ვერ ვხვდები. მე არჩევნის ფუფუნება არა მაქვს. არც
ახლა, არც არასდროს.
– ჩემი ძმის საქმე სხვანაირადაა. ისე გაიზარდა, რომ ყო-
ველთვის იცოდა, გადაწყვეტილების მიღების უფლება არას-
დროს ექნებოდა. მგონი, ახლა მესმის, რას გრძნობს კალი.
– შენ და შენს ძმას ყველაფერი გაქვთ, პრინცო მეივენ, –
ვჩურჩულებ ისე მგზნებარედ, თითქოს ლოცვას ვამბობდე, –
სასახლეში ცხოვრობთ, ძლიერება და ძალაუფლება გაქვთ.
არ იცით, რა არის გაჭირვება, თქვენთვის კბილებში არას-
დროს ამოურტყამს და დამიჯერე, ამას ხშირად აკეთებს. ამი-
ტომ ბოდიშს გიხდი, თუ არც ერთი არ მებრალებით.
და აი, ჩემმა ტვინმა და ენამ ერთდროულად აიშვეს თავი.
სანამ ვიაზრებ, რა წამოვროშე და დასამშვიდებლად დარჩე-
ნილ წყალს ვსვამ, მეივენი ცივი თვალებით შემომცქერის,
მაგრამ ყინულის კედელი უკან იხევს, დნება და მზერა ისევ
ურბილდება.

138 მკითხველთა ლიგა


– მართალი ხარ, მერ. არავის არ უნდა შევებრალო, – მის
ხმაში სიბრაზე მესმის. თრთოლით ვუყურებ, როგორ აპარებს
თვალს კალისკენ. მისი უფროსი ძმა მზესავით ბრწყინავს, მა-
მამისთან ერთად იცინის. როცა მეივენი თავს მოაბრუნებს,
კიდევ ერთხელ იღიმის ნაძალადევად, მაგრამ მის თვალებში
საკვირველი სევდა მოჩანს.
ძალიან არ მინდა, მაგრამ მოულოდნელად ეს მივიწყებუ-
ლი პრინცი მაინც შემებრალა, თუმცა ესეც გამივლის, როცა
მახსენდება, ვინ არის ის და ვინ – მე.
მე წითელი გოგო ვარ ვერცხლისფრების ზღვაში და თავს
ვერავის შეცოდების ნებას ვერ მივცემ, განსაკუთრებით, ამ
გველის წიწილის.

139 მკითხველთა ლიგა


ლხინის ბოლოს სტუმრები სადღეგრძელოებს ამბობენ, ჭი-
ქები მეფის მაგიდისკენ აქვთ მიმართული. ნაირფრად გამოწ-
ყობილი ბატონები და ქალბატონები ხოტბას არ იშურებენ,
რათა მბრძანებლების გული მოიგონ. ყველა მათგანის დამახ-
სოვრება მომიწევს, მათი ფერებითა და გვარებით. მეივენი
მათ სახელებს რიგრიგობით მკარნახობს, თუმცა ხვალ უკვე
აღარაფერი მემახსოვრება. თავიდან ეს მომაბეზრებელია,
მაგრამ მალე წინ ვიხრები, რომ კარგად მოვისმინო.
ბოლოს ლორდი სამოსი რჩება და როცა ფეხზე დგება, სი-
ჩუმე ისადგურებს. ეს კაცი პატივისცემას იწვევს, თვით ტიტა-
ნების გულშიც კი. მართალია, აბრეშუმის სადა შავი სამოსი
აცვია და მეტისმეტად ძვირფასი სამკაულები ან მედლები არა
აქვს აჩონჩხილი, მაგრამ ძლევამოსილების უდავო ელფერი
დაჰკრავს. მეივენის განმარტება არ მჭირდება იმის მისახვედ-
რად, რომ ის დიდ საგვარეულოებს შორის ყველაზე მაღლა
დგას, ამ ადამიანის ყველაზე მეტად უნდა მეშინოდეს.
– ვოლო სამოსი, – ბუტბუტებს მეივენი, – სამოსების საგ-
ვარეულოს უფროსი და რკინის მაღაროების პატრონი. ომში
გამოყენებული თითოეული იარაღი მისი მიწიდან მოდის.
ესე იგი, ის რიგითი დიდებული არ არის. მისი მნიშვნელო-
ბა მხოლოდ ტიტულებით არ განისაზღვრება.
ვოლოს სადღეგრძელო მოკლე და პირდაპირია:
– ჩემს ქალიშვილს გაუმარჯოს, – ამბობს დაბალი, მტკიცე,
ძლიერი ხმით, – მომავალ დედოფალს.

140 მკითხველთა ლიგა


– ევანგელინს გაუმარჯოს! – წამოხტა მამის გვერდით
მჯდარი პტოლემუსი, დარბაზს ავლებს თვალს და აკვირდება,
ვინმე შეპასუხებას ხომ არ გაბედავს. რამდენიმე დიდებული
და მათი ქალბატონები გაღიზიანებული არიან, გაბრაზებუ-
ლიც კი, მაგრამ ჭიქებს სხვებთან ერთად სწევენ და ახალ
პრინცესას ადღეგრძელებენ. მათი ჭიქები შუქს ირეკლავს,
თითოეული მათგანი პატარა ვარსკვლავია ღმერთის ხელში.
როცა ვოლო ჯდება, დედოფალი ელარა და მეფე ტიბე-
რიასი წამოდგებიან, სტუმრებს უღიმიან. კალიც დგება, მერე
ევანგელინი, მერე მეივენი, და ერთი სულელური წუთის შემ-
დეგ მეც მათ ვბაძავ. სხვადასხვა საგვარეულოს წევრებიც იმა-
ვეს აკეთებენ და მარმარილოს იატაკზე მათი სკამების
ჭრიალი ქვაზე ლურსმნის გასმას მაგონებს. საბედნიეროდ,
მეფე და დედოფალი უბრალოდ თავებს ხრიან, კიბის პატარა
წყებაზე ჩადიან და ჩვენს მაღალ მაგიდას ტოვებენ. დასრულ-
და. ჩემს პირველ ღამეს გადავურჩი.
კალი ევანგელინს ხელს ჰკიდებს და მშობლებს მიჰყვება,
მე და მეივენი ყველაზე უკან ვდგავართ. როცა პრინცი ხელს
ჩამკიდებს, აღმოჩნდება, რომ საოცრად ცივი კანი აქვს.
ვერცხლისფრები ორივე მხრიდან გროვდებიან და უხმოდ
მიმავლებს გვაკვირდებიან. ცნობისმოყვარე, ცბიერი, ბორო-
ტი სახეები აქვთ და ყოველი ყალბი ღიმილი მახსენებს, რომ
მაკვირდებიან. თვალებით მხვრეტენ, სისუსტესა და ნაკლს
ეძებენ, რაც ძალიან უსიამოვნოა, მაგრამ არ უნდა გავტყდე.
შეცდომა არ უნდა დავუშვა. არც ახლა, არც არასდროს. მე
ერთ-ერთი მათგანი ვარ. მე განსაკუთრებული ვარ. მე შემ-
თხვევითობა ვარ. ტყუილი ვარ. და ჩემი ცხოვრება ილუზიის
შენარჩუნებაზეა დამოკიდებული.
მეივენი თითებს მაგრად მიჭერს და წინ მივყავარ.
141 მკითხველთა ლიგა
– თითქმის დასრულდა, – ჩურჩულებს ის, სანამ დარბაზის
შორეულ ბოლოში გავდივართ, – თითქმის მივედით.
სულის ხუთვის გრძნობა ქრება, როცა სალხინო დარბაზს
უკან ვიტოვებთ, მაგრამ კამერები მძიმე ელექტრულ მზერას
გვაყოლებენ. რაც მეტს ვფიქრობ მათზე, მით უფრო დაჟინე-
ბით გვაცქერდებიან, მერე კი მანამდე ვგრძნობ, სად იმალება
კამერა, სანამ დავინახავდე. შეიძლება ეს ჩემი "ნიჭის" გვერ-
დითი მოვლენაა. შეიძლება აქამდე არასდროს მოვხვედრილ-
ვარ ამდენი ელექტრონის გარემოცვაში და რასაც მე
ვგრძნობ, სხვებისთვის ჩვეული ამბავია. ან შეიძლება მე უბ-
რალოდ ანომალია ვარ.
დერეფანში მცველების ჯგუფი გველის, რათა ზემოთ აგვა-
ცილონ, მაგრამ რამ შეიძლება შეუქმნას საფრთხე ამ ხალხს?
კალი, მეივენი და მეფე ტიბერიასი ცეცხლს აკონტროლებენ,
ელარა – გონებას. რამ უნდა შეაშინოთ?
ჩვენ აღვდგებით, განთიადივით ალისფრები, მახსენდება
ფარლის ხმა, "ალისფერი მცველის" ლოზუნგი, მერე ჩემი
ძმის სიტყვები, როცა ყველანი წამოვიშლებით, პირდაპირ
ალისფერი განთიადი დგება. უკვე დაესხნენ თავს დედაქა-
ლაქს. შეიძლება შემდეგი სამიზნე მეფის სასახლეა. შეიძლება
მეც ვიყო სამიზნე. ფარლიმ შეიძლება გადაცემაში კამერის
წინ გამაკავოს და ყველას დაანახვოს ჩემი თავი ვერცხლის-
ფრებისთვის ძირის გამოსათხრელად. "შეხედეთ მათ სიცრუ-
ეს, შეხედეთ ამ ტყუილს", იტყვის ის, სახეს კამერისკენ მიმაშ-
ვერინებს და მსოფლიოს დასანახად გამომადენს წითელ
სისხლს.
სულ უფრო გიჟური აზრები მომდის თავში, ყოველი მომ-
დევნო წინაზე საშინელი და უცნაურია. მხოლოდ ერთი დღეა
აქა ვარ და აქაურობა უკვე მაგიჟებს.
142 მკითხველთა ლიგა
– ყველაფერმა კარგად ჩაიარა, – ამბობს ელარა და როცა
სასახლის მათ კუთვნილ ნაწილში გავდივართ, მეფისგან
ხელს ითავისუფლებს, რაც ტიბერიასს სრულიად არ აწუხებს,
– გოგონები თავიანთ ოთახებში წაიყვანეთ.
ამ ბრძანებით პირადად არავის მიმართავს, მაგრამ
მცველთა ჯგუფს ოთხი მათგანი გამოეყოფა. შავი ნიღბების
უკან თვალები უბრწყინავთ.
– მე ვიზამ ამას, – ერთდროულად ამბობენ კალი და მეივე-
ნი. მერე ერთმანეთს გაოცებულები შეჰყურებენ.
ელარა ცალ ლამაზ წარბს სწევს.
– ეს შეუფერებელი საქციელი იქნება.
– მე მარინას გავაცილებ, მეივი ევანგელინს წაიყვანს, –
სწრაფად სთავაზობს კალი და მეივენი ამ მეტსახელის გაგო-
ნებაზე ტუჩებს კუმავს. მეივი. ალბათ, ბავშვობისას კალი ასე
ეძახდა და ეს სახელი დღემდე შერჩა, როგორც უმცროსი ძმის
აღმნიშვნელი, რომელიც მუდამ ჩრდილშია, მუდამ მეორე.
მეფე მხრებს იჩეჩს.
– გაუშვი, ელარა. გოგონებს კარგად გამოძინება სჭირდე-
ბათ, ეს ჩვენი მცველები კი ნებისმიერ გოგოს კოშმარულ სიზ-
მრებს მოჰგვრიან, – ის იცინის და მცველებს მხიარულად უქ-
ნევს თავს. ისინი არ პასუხობენ, ქვასავით უტყვად დგანან. არ
ვიცი, საერთოდ აქვთ თუ არა ხმის ამოღების უფლება.
რამდენიმეწამიანი დაძაბული სიჩუმის შემდეგ დედოფალ-
მა პირი იბრუნა.
– მაშ, კარგი.
როგორც ყველა ცოლი, ელარაც ვერ იტანს, როცა ქმარი
ეურჩება, და როგორც ნებისმიერ დედოფალს, სძულს ის ძა-
ლაუფლება, რომელიც მეფეს მასზე აქვს. ცუდი კომბინაციაა.

143 მკითხველთა ლიგა


– ძილის დროა, – ამბობს მეფე უფრო მბრძანებლური და
ავტორიტეტული ხმით. მცველები მასთან რჩებიან და უკან
მისდევენ, როცა ცოლი საპირისპირო მხარეს მიდის. ალბათ,
ერთ ოთახში არ სძინავთ, მაგრამ ეს დიდად გასაკვირი არ
არის.
– მაინც სად არის ჩემი ოთახი? – კითხულობს ევანგელინი
და მეივენს უყურებს. დარცხვენილი სადედოფლოსგან ჩემ-
თვის უკვე ნაცნობ გულქვა დემონად გარდაისახა.
მისი შემხედვარე მეივენი ხმაურით ყლაპავს ნერწყვს.
– აა... აქეთ... ქალბატონო, – იგი ხელს უწვდის ევანგე-
ლინს, მაგრამ გოგონა სწრაფად აუვლის გვერდს, – ღამე
მშვიდობისა კალ, მარინა, – ოხრავს მეივენი და მე მიყურებს.
მიმავალ პრინცს მხოლოდ თავს ვუქნევ. ჩემი საქმრო. ეს
ფიქრი გულს მირევს. მიუხედავად იმისა, რომ თავაზიანად
მომექცა, თბილადაც კი, ის ვერცხლისფერია. და ელარას შვი-
ლი, რაც უარესია. მისი ღიმილი და კეთილი სიტყვები ამას
ვერ დამავიწყებს. კალიც სწორედ ასეთია, მბრძანებლობის-
თვის აღზრდილი, რათა ამ გახლეჩილ სამყაროს არსებობა
გაუხანგრძლივოს.
ის თვალს აყოლებს ევანგელინს, მიმავალ გოგონას აკ-
ვირდება და უცნაურია, მაგრამ ეს მაღიზიანებს.
– ნამდვილი მძლეველი ამოირჩიე, – ვამბობ, როცა ევან-
გელინი იმ მანძილზე გვშორდება, რომ ხმას ვეღარ გაიგო-
ნებს.
კალის ღიმილი ქრება და ხვეული დერეფნის გავლით ჩემი
ოთახისკენ ავდივართ. ჩემი პატარა ფეხებით ვცდილობ არ
ჩამოვრჩე მის გიგანტურ ნაბიჯებს, მაგრამ ის ვერაფერს ამ-
ჩნევს, ფიქრებშია ჩაფლული.
ბოლოს ის ტრიალდება, თვალები ნაკვერცხლებს მიუგავს.
144 მკითხველთა ლიგა
– მე არაფერი ამირჩევია. ეს ყველამ იცის.
– ის მაინც იცოდი, რომ ასე იქნებოდა, მე კი ამ დილით
რომ გავიღვიძე, შეყვარებულიც კი არ მყავდა, – კალი ჩემს
სიტყვებზე კრთება, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. აუტანე-
ლია იმის ყურება, როგორ ებრალება საკუთარი თავი, – თა-
ნაც მეფე გახდები. ალბათ, კარგი კომპენსაციაა.
კალი ჩაიცინებს, მაგრამ არცთუ მხიარულად. თვალები
უმუქდება, ნაბიჯს წინ დგამს და თავიდან ფეხებამდე მათვა-
ლიერებს, მაგრამ გამკიცხველი გამომეტყველება კი არა
აქვს, არამედ უფრო სევდიანი. აწყლიანებულ მოწითალო-
ოქროსფერ თვალებში ღრმა სევდა უჩანს, პატარა დაკარგულ
ბიჭს ჰგავს, დასახმარებლად ვინმეს რომ ეძებს.
– შენ ძალიან ჰგავხარ მეივენს, – ამბობს ერთი გრძელი
წუთის შემდეგ, რომლის დროსაც გული გამოხეთქვაზე მაქვს.
– იმას გულისხმობ, რომ უცნობი ადამიანის საცოლე ვარ?
ეგ ნამდვილად საერთო გვაქვს.
– ორივენი ძალიან ჭკვიანები ხართ, – თავს ვერ ვიკავებ
და ვფრუტუნებ. ცხადია, კალმა არ იცის, რომ თოთხმეტი
წლის მოსწავლის სასკოლო ტესტსაც კი ვერ ამოვხსნი მათე-
მატიკაში, – შენ იცნობ ადამიანებს, გესმის მათი, მათ ბუნებას
ხედავ.
– როგორ არა, განსაკუთრებით კარგად ეგ წუხელ გამომი-
ვიდა. წუთითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ტახტის მემკვიდრე
იყავი, – ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს გუშინ იყო. რამდენი
რამ მოხდა ერთ დღეში.
– შენ რა იცოდი, რომ თქვენებური არ ვიყავი.
მისი სევდა გადამდებია, არც მე ვგრძნობ თავს კარგად.
– ესე იგი, ადგილები გავცვალეთ.

145 მკითხველთა ლიგა


უცებ სასახლე ისეთი მშვენიერი და დიდებული აღარ მეჩ-
ვენება. ლითონი და მაგარი ქვა მეტისმეტად პირქუშია, მე-
ტისმეტად ელვარე და არაბუნებრივი. თითქოს მათში გამომ-
წყვდეული ვარ. და ამ ყველაფრის ქვემოთ კამერების ელექ-
ტრონული ზუზუნი ისმის. ხმასაც კი არ ჰგავს, შეგრძნება უფ-
რო კანქვეშ, ძვლებში, სისხლშია. გონებით ინსტინქტურად
ელექტრონის წყაროსკენ მივიწევ. შეჩერდი, ვეუბნები ჩემს
თავს, საკმარისია! მკლავებზე ბუსუსები ყალყზე მიდგება, კან-
ქვეშ რაღაც შიშინებს, ტკაცუნობს, ეს ენერგიაა, რომელსაც
ვერ ვაკონტროლებ. რა თქმა უნდა, ეს ახლა მემართება, რო-
ცა ყველაზე ნაკლებად მჭირდება.
მაგრამ შეგრძნება ისევე მალე ქრება, როგორც გაჩნდა და
ელექტრობა კვლავ დაბალ, მოზუზუნე ხმად იქცევა. სამყარო
ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
– კარგად ხარ?
კალი დაბნეული მომჩერებია.
– უკაცრავად, – ვბურტყუნებ მე და თავს ვუქნევ, – უბრა-
ლოდ, ვფიქრობდი.
ისიც თავს მიქნევს, ისე გამოიყურება, თითქოს პატიებას
ითხოვდეს.
– შენს ოჯახზე?
ეს სიტყვები გაწნულ სილასავით მხვდება. ბოლო რამდე-
ნიმე საათია ისინი არც კი გამხსენებია და ეს გულს მირევს.
აბრეშუმსა და სამეფო ოჯახის წევრებს შორის გატარებულმა
მცირე დრომ უკვე შემცვალა.
– შენი ძმებისა და მეგობრის არმიიდან გათავისუფლების
ბრძანება გავეცი, შენს სახლში კი გუშაგი გავგზავნე მშობლე-
ბისთვის იმის სათქმელად, თუ სად ხარ, – მეუბნება კალი,

146 მკითხველთა ლიგა


ჰგონია, ეს დამამშვიდებს, – თუმცა ყველაფერს ვერ გავუმ-
ხელთ.
წარმომიდგენია, ეს როგორ მოხდებოდა: გამარჯობა,
თქვენი ქალიშვილი ახლა ვერცხლისფერია და პრინცს მიჰ-
ყვება ცოლად. მას ვეღარასოდეს ნახავთ, მაგრამ დასახმა-
რებლად ფულს გამოგიგზავნით. სამართლიანი გარიგებაა,
ხომ ასეა?
– მათ იციან, რომ ჩვენთვის მუშაობ და აქ უნდა იცხოვრო,
მაგრამ ისევ მსახური ჰგონიხარ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯე-
რობით. როცა შენი ცხოვრება შეიცვლება და საზოგადოებაში
გასვლა მოგიწევს, მოვიფიქრებთ, რა მოვუხერხოთ შე-
ნიანებს.
– წერილის მიწერის უფლება მაინც თუ მაქვს? – შეიდის
წერილები ჩვენს ბნელ ყოფაში მუდამ სინათლის სხივი იყო.
ჩემიც ძალიან გაუხარდებათ.
მაგრამ კალი უარის ნიშნად თავს აქნევს.
– ბოდიში, ეს შეუძლებელია.
– მე ასე არ ვფიქრობ.
პრინცი წინ მიმიძღვის და შევდივართ ჩემს ოთახში, რომე-
ლიც მაშინვე ნათდება. მგონი, შუქი მოძრაობაზე რეაგირებს.
როგორც წეღან, დერეფანში, გრძნობები მიმძაფრდება და
ყველაფერი ელექტრონული ჩემს გონებაში მწველ შეგრძნე-
ბას იწვევს. მაშინვე ვხვდები, რომ ჩემს ოთახში ოთხ კამერა-
ზე ნაკლები არ არის, და მაჟრჟოლებს.
– ეს შენივე დასაცავადაა. ვინმეს რომ წერილები ხელში
ჩაუვარდეს და შენი ამბავი გაიგონ...
– კამერებიც ჩემს დასაცავადაა? – ვეკითხები და კედლებ-
ზე ვუთითებ. მათი მზერა კანში მესობა, ჩემი სხეულის თი-
თოეულ სანტიმეტრს აკვირდებიან. ამას ჭკუიდან გადავყავარ
147 მკითხველთა ლიგა
და ასეთი დღის შემდეგ არ ვიცი, კიდევ რამდენის ატანას შევ-
ძლებ – ამ საშინელ სასახლეში ვარ გამოკეტილი, კედლე-
ბით, მცველებითა და იმ ხალხით გარშემორტყმული, ვინც
სიამოვნებით გამგლეჯდა შუაზე, ჩემს ოთახშიც კი არ შემიძ-
ლია ცოტა ხნით მოსვენება.
იმის ნაცვლად, რომ გაბრაზებულმა შემომიტიოს, კალი
გაოგნებულია. კედლებზე არაფერი ჩანს, მაგრამ კამერების
არსებობას ისიც უნდა გრძნობდეს. როგორ შეიძლება მასზე
მომართული მზერა ვერ იგრძნოს ვინმემ?
– მერ, აქ კამერები არ არის.
აგდებულად ავუქნევ ხელს. ელექტრონის ზუზუნი ისევ კან-
ში მატანს.
– სისულელეს ნუ ამბობ, მე მათ ვგრძნობ.
კალი ახლა ნამდვილად თავგზააბნეულია.
– გრძნობ? რას გულისხმობ?
– მე... – მაგრამ სიტყვები ყელში მეჩხირება, როცა ვხვდე-
ბი, რომ ის ვერაფერს გრძნობს. ვერც კი ხვდება, რას ვეუბნე-
ბი. როგორ უნდა ავუხსნა ეს, თუ არ იცის? როგორ ვუთხრა,
რომ ჰაერში პულსირებად ენერგიას ვგრძნობ, თითქოს ის ჩე-
მი სხეულის ნაწილია? რომ თითქოს ჩემი მეექვსე გრძნობაა?
გაიგებს, რას ვგულისხმობ?
საერთოდ ვინმე თუ გაიგებს?
– ეს... ნორმალური არ არის?
მის თვალებში რაღაც იელვებს, ყოყმანობს, სიტყვების
პოვნას ცდილობს იმის სათქმელად, რომ მე განსხვავებული
ვარ. ვერცხლისფრებს შორისაც კი რაღაც სხვა ვარ.
– როგორც ვიცი, არა, – ამბობს ბოლოს.
ჩემი ხმა მეც კი საცოდავად მეჩვენება:
– მგონი, ჩემში ნორმალური აღარაფერი დარჩა.
148 მკითხველთა ლიგა
ის რაღაცის სათქმელად პირს აღებს, მაგრამ გადაიფიქ-
რებს. სანუგეშოს ვერაფერს მეტყვის. ჩემთვის ვერაფერს
გააკეთებს.
ზღაპრებში ღარიბ გოგოს ეღიმება, როცა პრინცესა ხდება.
ამწუთას არ ვიცი, ოდესმე კიდევ თუ გავიღიმებ.

149 მკითხველთა ლიგა


ეს შენი დღის განრიგია:
07.30 – საუზმე, 08.00 – ეტიკეტი, 11.30 – სადილი, 13.00
– გაკვეთილები, 18.00 – ვახშამი. ლუკასი ყველგან გამოგ-
ყვება. განრიგის ცვლილება არ განიხილება.
მისი უდიდებულესობა დედოფალი ელარა მერანდუსების
საგვარეულოდან.

ბარათი მოკლე და პირდაპირია, უხეშიც კი. ხუთსაათიანი


გაკვეთილების წარმოდგენაზე თავბრუ მეხვევა, მახსენდება,
როგორ ვერ ვიტანდი სკოლას. ბარათს ოხვრით ვაგდებ უკან-
ვე, ტუმბაზე. ჩემს გასაბრაზებლად დილის ოქროსფერ შუქზე
ეცემა.
როგორც გუშინ, ახლაც სამი მოახლე დამტრიალებს თავს
უხმოდ. თხუთმეტი წუთის შემდეგ, მას მერე, რაც ვიწრო ტყა-
ვის ლეგინსით, ფუშფუშა კაბით, უამრავი ქვედაკაბითა და
სხვა უცნაური, არაპრაქტიკული ტანსაცმლით გავწამდი, არ-
ჩევანი შევაჩერე ყველაზე უბრალო სამოსზე, რისი პოვნაც
საკვირველი ნივთებით სავსე ამ კარადაში შევძელი. წელვა-
დი, მაგრამ გამძლე შავი შარვალი, იისფერი ჟაკეტი ვერ-
ცხლისფერი ღილებით და პრიალა ნაცრისფერი ჩექმა. თუ არ
ჩავთვლით მბზინავ თმასა და მაკიაჟს, თითქმის ისევ მე ვარ.
ლუკასი კარს იქით მიცდის, ცალ ფეხს ქვის იატაკზე აბაკუ-
ნებს.
– ერთი წუთი გადააცილეთ, – ამბობს ის, როგორც კი დე-
რეფანში გავდივარ.
150 მკითხველთა ლიგა
– ყოველდღიურად იქნები ჩემი ძიძა თუ მხოლოდ მანამ-
დე, სანამ აქაურობაში გავერკვევი?
ლუკასი ერთი ნაბიჯით უკან მომყვება და თავაზიანად მაჩ-
ვენებს მიმართულებას.
– თქვენ როგორ ფიქრობთ?
– გაუმარჯოს ჩვენს ხანგრძლივ და ბედნიერ მეგობრობას,
ოფიცერო სამოს.
– მეც ასე ვფიქრობ, ქალბატონო.
– ასე ნუ მეძახი.
– როგორც იტყვით, ქალბატონო.
წუხანდელ ლხინთან შედარებით საუზმე უფერული ჩანს.
"პატარა" სასადილო ოთახი მაინც დიდია, მაღალი ჭერითა და
მდინარეზე ხედით, მაგრამ გრძელი მაგიდა მხოლოდ სამი კა-
ცისთვის არის გაწყობილი. ჩემდა საუბედუროდ, ორი სხვა
ელარა და ევანგელინი არიან. როცა შევდივარ, ხილით სავსე
ჯამები ნახევრად დაცლილი აქვთ. ელარა თითქმის არ მიყუ-
რებს, მაგრამ ევანგელინის მკაცრი მზერა ორივეს გასწვდება.
მის ლითონის აღჭურვილობაზე მზე ცეკვავს და დამაბრმავე-
ბელ ვარსკვლავს ჰგავს.
– სწრაფად უნდა ჭამო, – თავაუწევლად ამბობს დედოფა-
ლი, – ქალბატონი ბლონოსი დაგვიანებას არ გაპატიებს.
ჩემ წინ მჯდომი ევანგელინი პირზე ხელს იფარებს და იცი-
ნის.
– ჯერ ისევ ეტიკეტს სწავლობ?
– ესე იგი, შენ არ სწავლობ? – გული სიხარულით მიძგერს
იმის გაფიქრებაზე, რომ გაკვეთილებზე მასთან ერთად ჯდომა
არ მომიწევს, – მშვენიერია.
ევანგელინი ჩემს ნათქვამს არაფრად აგდებს და დამცი-
ნის:
151 მკითხველთა ლიგა
– ეტიკეტს მხოლოდ ბავშვები სწავლობენ.
ჩემდა გასაკვირად, დედოფალი ჩემს მხარს იჭერს:
– ქალბატონი მარინა საშინელ პირობებში აღიზარდა.
არაფერი იცის ჩვენი წესებისა და იმის შესახებ, თუ რა მოეთ-
ხოვება. მის მდგომარეობას გაგებით უნდა მოეკიდო, ევანგე-
ლინ.
მშვიდი, მაგრამ მუქარით სავსე საყვედურია. ევანგელინს
ღიმილი ტუჩებზე აცივდება და თავს აქნევს, დედოფლისთვის
თვალებში შეხედვას ვერ ბედავს.
– სადილი დღეს შუშის ტერასაზე გაიმართება, სადედოფ-
ლოების გამოცდაში მონაწილე გოგონებსა და მათ დედებთან
ერთად. ეცადეთ, ნიშნის მოგებით არავის უყუროთ, – ამატებს
ელარა.
მე ამას არასდროს ვიზამ, მაგრამ ევანგელინს კი სახეზე
მიტკლისფერი ედება.
– ისევ აქ არიან? – მესმის ჩემი შეკითხვა, – მას შემდეგაც
კი, რაც რჩეულები ვერ გახდნენ?
ელარა თავს მიქნევს.
– ჩვენი სტუმრები შემდეგ კვირებშიც აქ იქნებიან, რათა
პატივი მიაგონ პრინცებსა და მათ საცოლეებს. გამოსამშვი-
დობებელ მეჯლისამდე არსად წავლენ.
მკერდში გული მიმძიმდება და მერე ფეხის თითებში მეპა-
რება. წუხანდლის მსგავსი კიდევ ბევრი ღამე იქნება, უამრავი
ხალხითა და ჩემზე მოშტერებული ათასი თვალით. ისინი შე-
კითხვებსაც დამისვამენ და მე პასუხი უნდა გავცე.
– რა კარგია.
– და მეჯლისის შემდეგ მათთან ერთად გავემგზავრებით, –
განაგრძობს ელარა და დანას ათამაშებს, – დედაქალაქში.

152 მკითხველთა ლიგა


დედაქალაქი. არქეონი. ვიცი, რომ სამეფო ოჯახი ყოველი
ზაფხულის მიწურულს თეთრი ალის სასახლეში ბრუნდება და
მეც უნდა გავყვე. წასვლა მომიწევს და ეს სამყარო, რომლის
არაფერი მესმის, ჩემი ერთადერთი სინამდვილე გახდება. შინ
ვეღარასოდეს დავბრუნდები. შენ იცოდი ეს, ვეუბნები ჩემს
თავს, შენ ამას დათანხმდი, მაგრამ ეს ტკივილს არ მინელებს.
როცა ისევ დერეფანში გამოვაღწევ, ლუკასი წინ მიმიძ-
ღვის. სიარულისას დამცინავად მიღიმის.
– სახეზე საზამთროს წვენი გაქვთ.
– რა თქმა უნდა, მაქვს, – ვიღრინები და პირს ხელთათ-
მნით ვიწმენდ.
– ქალბატონი ბლონოსი აქ არის, – ამბობს ლუკასი და დე-
რეფნის ბოლოსკენ მითითებს.
– მას რაღა შეუძლია? დაფრინავს თუ თავისივე ყურებიდან
ყვავილებს ზრდის?
ლუკასი იღიმება და მეც ხასიათზე მოვყავარ.
– არა, მკურნალია. მათი ორი სახეობა არსებობს: კანის
მკურნალები და სისხლის მკურნალები. ბლონოსების საგვა-
რეულოში ყველა სისხლის მკურნალია, რაც იმას ნიშნავს,
რომ საკუთარი თავის განკურნება შეუძლიათ. სასახლის სა-
ხურავიდან რომ გადავაგდო, ისე ადგება და წავა, ნაკაწრიც
არ ექნება.
სიამოვნებით ჩავატარებდი ასეთ ცდას, მაგრამ ამას ხმა-
მაღლა არ ვამბობ.
– სისხლის მკურნალი არასდროს მინახავს.
– ვერც ნახავდი, რადგან არენაზე ბრძოლის უფლება არ
ეძლევათ. რა აზრი აქვს?!
ოჰო, ჯადოსნური შესაძლებლობების მქონე მორიგი ვერ-
ცხლისფერი.
153 მკითხველთა ლიგა
– ესე იგი, თუ მოულოდნელად ჩემს უნარს ვერ გავაკონ-
ტროლებ...
ლუკასი იღიმება, ხვდება, რის თქმასაც ვცდილობ.
– მას არაფერი მოუვა, მეორე მხრივ, ფარდები...
– ამიტომაც მიმაბარეს მას, რადგან სახიფათო ვარ.
მაგრამ ლუკასი თავს აქნევს და ამბობს:
– ქალბატონო ტიტანოს, თქვენ მას იმიტომ მიგაბარეს,
რომ სხეულის დაჭერის საშინელი მანერა გაქვთ და საჭმელს
ძაღლივით ჭამთ. ბეს ბლონოსი გასწავლით, როგორ გახდეთ
ნამდვილი ქალბატონი და თუ რამდენჯერმე შეტრუსავთ, არა-
ვინ გაგიბრაზდებათ.
როგორ უნდა გავხდე ქალბატონი... რა საშინელებაა.
ლუკასი კარზე თითებით აკაკუნებს და ვკრთები. კარი
გლუვ, უხმო ანჯამებზე იღება და მზით განათებულ ოთახს ვხე-
დავ.
– სადილზე თქვენს წასაყვანად დავბრუნდები, – ამბობს
იგი. მე არ ვინძრევი, ფეხსაც არ ვატოკებ, მაგრამ ლუკასი
მსუბუქად მიბიძგებს და ამ საზარელ ოთახში მაგდებს.
კარი ჩემ უკან იხურება და დერეფანსა და საერთოდ ყვე-
ლაფერს ფარავს ჩემი თვალთახედვიდან, რასაც შეეძლო, და-
ვემშვიდებინე. ლამაზი ოთახია, მაგრამ მეტად სადა, ფანჯრე-
ბი იატაკიდან ჭერამდეა, მაგრამ სრულიად ცარიელია. კამე-
რები ზუზუნებენ, ელექტრობის ძლიერი ვიბრაცია იგრძნობა,
თავისი ენერგიით ლამის ჰაერი დაწვას ჩემ გარშემო. დარ-
წმუნებული ვარ, დედოფალი თვალს მადევნებს და მითითებე-
ბის სწორად შესრულების უგერგილო მცდელობებზე დამცი-
ნის კიდეც.
– არის აქ ვინმე? – ვკითხულობ მე, პასუხს ველი, მაგრამ
ამაოდ.
154 მკითხველთა ლიგა
ფანჯრებთან მივდივარ და ეზოს გადავყურებ. გაკვირვებუ-
ლი აღმოვაჩენ, რომ ეს ფანჯარა ეზოს მხარეს არ გადის და
კიდევ ერთ ლამაზ ბაღს კი არ გადაჰყურებს, არამედ ვეებერ-
თელა თეთრ ოთახს.
მისი იატაკი ჩემგან რამდენიმე სართულით დაბლაა და
გარშემო ბილიკითაა შემოსაზღვრული. ცენტრში უცნაური
მოწყობილობა ბრუნავს, აქეთ-იქით ტრიალებს, თან ლითო-
ნის ხელები აქვს გამოწვდილი. უნიფორმებიანი მამაკაცები
და ქალები მოტრიალე მექანიზმის დარტყმებს იცდენენ. ის
სიჩქარეს უმატებს, უფრო სწრაფად ბრუნავს, სანამ მხოლოდ
ორი მოწინააღმდეგის პირისპირ არ რჩება. თავის მხრივ, ისი-
ნიც სწრაფები არიან, მოხდენილად და წამიერად იხრებიან
და მოქნეულ რკინის ხელებს თავს არიდებენ. მექანიზმი ყო-
ველ მობრუნებაზე უმატებს სიჩქარეს, სანამ არ შენელდება
და გამოირთვება. იგი დამარცხებულია.
ეს რაღაც ვარჯიშის მსგავსი უნდა იყოს, გუშაგების ან მცვე-
ლებისთვის.
მაგრამ როცა ორი მოვარჯიშე მიზანში სროლას იწყებს,
ვხვდები, რომ სულაც არ არიან გუშაგები. ჰაერში კაშკაშა წი-
თელ ცეცხლოვან სფეროებს ისვრიან და სამიზნეებს აფეთქე-
ბენ. თითოეული გასროლა უნაკლოა და ზემოდანაც კი ვცნობ
მათ მოღიმარ სახეებს. კალი და მეივენი.
აი, თურმე რით არიან დაკავებული დღის განმავლობაში.
იმას კი არ სწავლობენ, როგორ უნდა მართონ სახელმწიფო,
როგორ უნდა იმეფონ ან, უბრალოდ, როგორ უნდა იყვნენ
კარგი მმართველები, არა, ისინი საომრად ემზადებიან და
ვარჯიშობენ. კალი და მეივენი მომაკვდინებელ იარაღს წარ-
მოადგენენ, ისინი ჯარისკაცები არიან. ომი მხოლოდ ფრონ-
ტზე არ მიმდინარეობს. ომი ყველგანაა – სასახლეში, სატე-
155 მკითხველთა ლიგა
ლევიზიო გადაცემებში, მათი თითოეული ქვეშევრდომის გუ-
ლებში. ისინი მბრძანებლები იქნებიან არა მარტო წარმომავ-
ლობის, არამედ ძალის გამოც. ძლიერება და ძალაუფლება.
ვერცხლისფრები მხოლოდ ამას სცემენ პატივს და მხოლოდ
მათი წყალობით გვამყოფებენ მონობაში.
შემდეგი ევანგელინია. სამიზნეებს აფრენისთანავე ვერ-
ცხლისფერ ბასრ რკინის პატარა ისრებს ესვრის და ყველა
მათგანს სათითაოდ აგდებს. გასაკვირი არ არის, ეტიკეტის
გამო რომ დამცინა – სანამ მე აქ წესიერად ჭამას ვსწავლობ,
ის მკვლელობაში ვარჯიშობს.
– სანახაობით ტკბებით, ქალბატონო მარინა? – მესმის
ზურგს უკან მჩხავანა ხმა. ოდნავ შემკრთალი ვტრიალდები
და რასაც ვხედავ, ნამდვილად ვერ მამშვიდებს.
ქალბატონი ბლონოსი საზარელი სანახავია, რაც ზრდი-
ლობას მთლად მავიწყებს და ყბაჩამოვარდნილი ვაშტერდე-
ბი. სისხლის მკურნალი, საკუთარი თავის განკურნება რომ
ძალუძს. ახლა ვხვდები, რას ნიშნავს ეს.
ორმოცდაათ წელს ზემოთ იქნება, დედაჩემზე უფროსი,
მაგრამ გლუვი კანი აქვს, ძვლებზე საკვირველად მჭიდროდ
გადაკრული. ქათქათა თეთრი და მბზინავი თმა უკან გა-
დაუვარცხნია, გადატკეცილ შუბლზე მორკალული წარბები
ისე აუზიდავს, თითქოს მუდმივად და უკიდურესად გაოცებუ-
ლია. მის გარეგნობაში ყველაფერი არაბუნებრივია – მეტის-
მეტად სავსე ტუჩებიდან უჩვეულოდ სწორ ცხვირამდე. მხო-
ლოდ მუქი ნაცრისფერი თვალები ამჟღავნებენ სიცოცხლეს.
დანარჩენი, როგორც ვხვდები, ყალბია. როგორღაც თავის
თავს ისე უმკურნალა, უფრო სწორად, შეცვალა, რომ ასეთ
საზარელ არსებად გადაიქცა, რათა უფრო ახალგაზრდულად,
ლამაზად და უკეთესად გამოიყურებოდეს.
156 მკითხველთა ლიგა
– უკაცრავად, – როგორც იქნა, ხმის ამოღებას ვახერხებ,
– რომ შემოვედი, არ იყავით...
– დაგინახეთ, – მომიგდებს იგი, უკვე ვეზიზღები, – ისე
დგახართ, როგორ ხე ქარიშხალში.
ის მხრებში მავლებს ხელს, უკან სწევს მათ და გამართუ-
ლად დგომას მაიძულებს.
– მე ბეს ბლონოსი ვარ და ვეცდები გაქციოთ ქალბატო-
ნად. ერთ დღესაც პრინცესა გახდებით და ვერ დავუშვებთ,
რომ ველურივით იქცეოდეთ, ხომ ასეა?
ველური. წამით ამ სულელი ქალბატონი ბლონოსისთვის
სახეში შეფურთხებაზე ვფიქრდები. მაგრამ რად დამიჯდება
ეს? რას მივაღწევ ამით? ეს მხოლოდ იმას დაამტკიცებს, რომ
ის მართალია. რაც ყველაზე უარესია, ვხვდები, რომ ეს ქალი
მჭირდება. მისი ვარჯიშები შეცდომის დაშვებისგან დამიცავენ
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცოცხალს დამტოვებენ.
– ვერა, ვერ დავუშვებთ, – ვპასუხობ მიმქრალი ხმით.
ბლონოსი ზუსტად სამსაათ-ნახევრის შემდეგ მიშვებს თა-
ვისი მარწუხებიდან და ისევ ლუკასის მზრუნველობას ვუბრუნ-
დები. მანერების გაკვეთილებისგან ზურგი მტკივა. მასწავლი-
და, როგორ უნდა ვიჯდე, ვიდგე, ვიარო და ვიძინო (ზურგზე,
ხელები გვერდებზე, ყოველთვის მშვიდად), მაგრამ ეს არაფე-
რია იმ გონებრივ ვარჯიშთან, რომლის გადატანაც მომიხდა.
სამეფო კარზე მიღებული ნორმებით ამივსო თავი, სახელე-
ბით, წესებითა და ეტიკეტით. ბოლო რამდენიმე საათში დაჩ-
ქარებული კურსი გავიარე ყველაფერ იმისა, რაც აუცილებ-
ლად უნდა ვიცოდე. საგვარეულოების იერარქია ნელ-ნელა
გასაგები ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაღაცას მაინც
ავურევ. ჩვენ მხოლოდ ზედაპირულად გადავჩხრიკეთ ეტიკე-
ტის საკითხები და ახლა შემიძლია წავიდე დედოფლის სულე-
157 მკითხველთა ლიგა
ლურ წვეულებაზე ისე, რომ მიახლოებით მაინც მეცოდინება,
როგორ უნდა მოვიქცე.
შუშის ტერასა შედარებით ახლოსაა, დერეფანი უნდა გა-
ვიაროთ და ერთი სართულით ქვემოთ ჩავიდეთ, ამიტომ ელა-
რასა და ევანგელინთან მორიგი შეხვედრის წინ გონზე მოსას-
ვლელი დრო არ მრჩება. ამჯერად, როცა ზღურბლზე შევაბი-
ჯე, მაცოცხლებელი სუფთა ჰაერი მეგებება. მას შემდეგ, რაც
მარინად ვიქეცი, გარეთ პირველად გამოვდივარ, მაგრამ ახ-
ლა, როცა მონაბერ ნიავს ვსუნთქავ და სახეზე მზე მელამუნე-
ბა, ისევ მერ ბაროუ ვარ. თუ თვალებს დავხუჭავ, შემიძლია
წარმოვიდგინო, რომ არაფერი მომხდარა... მაგრამ მოხდა.
ბლონოსის ცარიელი საკლასო ოთახისგან განსხვავებით,
შუშის ტერასა მდიდრულადაა მორთული და სახელს ამარ-
თლებს. თავზემოთ შუშის ჩარდახია, რომელიც სადა, ლამა-
ზად ნაკვეთ სვეტებს ეყრდნობა. შუშა მზის სხივებს მილიონო-
ბით მოცეკვავე ფერად გარდასახავს, რაც ზედმიწევნით
შეესაბამება მოსეირნე ქალების ნაირფერ ჩაცმულობას. ეს
ხელოვნური სილამაზეა. ვერცხლისფრების სამყაროში ყვე-
ლაფერი ასეთია.
სანამ სუფთა ჰაერით დატკბობას მოვასწრებდე, ჩემ წინ
ორი გოგონა აღიმართება. ღიმილიც ისეთივე ცივი და ყალბი
აქვთ, როგორიც თვალები. მათი კაბების ფერების მიხედვით
(მუქი ლურჯი და წითელი, მეორეს – მთლად შავი), ისინი ირა-
ლებისა და ჰეივენების საგვარეულოებს წარმოადგენენ. აბ-
რეშუმები და დამჩრდილავები, ვფიქრობ მე, როცა ვერ-
ცხლისფერთა შესაძლებლობების შესახებ ბლონოსის გაკვე-
თილი მახსენდება.

158 მკითხველთა ლიგა


– ქალბატონო მარინა, – ამბობენ ერთდროულად და ცი-
ვად მიკრავენ თავს. მეც იმავეთი ვპასუხობ, თავს ისე ვხრი,
როგორც ქალბატონმა ბლონოსმა მაჩვენა.
– მე სონია ვარ ირალების საგვარეულოდან, – ამბობს
პირველი და ამაყად სწევს თავს. მოქნილი, კატისმაგვარი
მოძრაობები აქვს. აბრეშუმები ძალიან მოქნილები და უხ-
მაუროები არიან, შესანიშნავად დაბალანსებულნი და მარდე-
ბი.
– მე კი ელანე ვარ ჰეივენების საგვარეულოდან, – თით-
ქმის ჩურჩულით ამატებს მეორე. სონია შავგვრემანია, მუქი,
გარუჯული კანითა და შავი თმით, ელანე ფერმკრთალია,
მბზინავი წითური კულულებით. კანზე მქრქალი მზის შუქი
დასთამაშებს. ამის გამო მისი გარეგნობა უნაკლოდ მეჩვენე-
ბა. დამჩრდილავია, შუქს თრგუნავს.
– მოსალმება გვინდოდა.
მაგრამ მათი დაძაბული ღიმილი და მოჭუტული თვალები
გულითადი სალმის მანიშნებელი ნამდვილად არ არის.
– გმადლობთ... ძალიან სასიამოვნოა, – უხერხულობის
დასამალავად ვახველებ, სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდი-
ლობ, მაგრამ გოგონებს ეს არ ეპარებათ და ერთმანეთს მრა-
ვალმნიშვნელოვან მზერას უცვლიან, – სადედოფლოების გა-
მოცდაში თქვენც მონაწილეობდით? – ვეკითხები სწრაფად,
იმ იმედით, რომ ჩემი საშინელი მანერებისგან ყურადღება გა-
დავატანინო.
მაგრამ ეს შეკითხვა მხოლოდ აბრაზებთ. სონია გულხელს
იკრეფს და რკინისფრად შეღებილ წამახულ ფრჩხილებს
აჩენს.
– დიახ, მაგრამ თქვენსა და ევანგელინივით ნამდვილად
არ გაგვიმართლა.
159 მკითხველთა ლიგა
– ბოდიში, – წამომცდება მე, სანამ სიტყვის შეკავებას მო-
ვასწრებდე. მარინა ბოდიშს არ მოიხდიდა, – იმას ვგულის-
ხმობ, რომ ხომ იცით, განზრახული არ მქონია...
– თქვენი განზრახვები კიდევ გამოჩნდება, – კრუტუნებს
აბრეშუმა სონია, რომელიც ყოველ წამს სულ უფრო ემგვანე-
ბა კატას. როცა მიტრიალდება, თითებს ისე ატკაცუნებს, რომ
ფრჩხილებს ერთმანეთს დანასავით უსვამს და ვკრთები, – ბე-
ბია, მოდი, გაიცანი ქალბატონი მარინა.
ბებია. ლამის შვებით ამოვისუნთქო, კეთილ მოხუც ქალს
ველი, ბაჯბაჯით რომ მოვიდეს და ამ გესლიანებისგან დამიხ-
სნას, მაგრამ მწარედ ვცდები.
ჩამომხმარი დედაბრის მაგივრად, წინ საშინელი გარეგ-
ნობის ქალი მიდგას, თითქოს ფოლადისა და ჩრდილისგან
არის შექმნილი. ყავისფერი კანი და შავი თმა აქვს, როგორც
სონიას, თუმცა თეთრად დაზოლილი. ასაკის მიუხედავად, ყა-
ვისფერი თვალები ხალისიანად უბრწყინავს.
– ქალბატონო მარინა, ეს ბებიაჩემია, ქალბატონი არა,
ირალების საგვარეულოს უფროსი, – მიხსნის სონია და
ღვარძლიანად მიღიმის. მოხუცი ქალი მათვალიერებს და მი-
სი მზერა ნებისმიერ კამერაზე უარესია, პირდაპირ ჩემში
ატანს, – შეიძლება მას ჯიქის სახელით იცნობთ.
– ჯიქი? არ ვიცი...
მაგრამ სონია ლაპარაკს აგრძელებს და ჩემი ყურებით
ტკბება, როცა მე უხერხულად ვწრიალებ:
– მრავალი წლის წინ, როცა ომი ოდნავ ჩამშვიდდა, დაზ-
ვერვის აგენტებს ჯარისკაცებზე ბევრად მეტი მნიშვნელობა
მიენიჭათ. ჯიქი მათ შორის უდიდესი იყო.
ჯაშუში. ჯაშუშის წინაშე ვდგავარ.

160 მკითხველთა ლიგა


თავს გაღიმებას ვაიძულებ და შიშის დაფარვას ვცდილობ.
ხელისგულები ოფლით მეცვარება და იმედი მაქვს, რომ ხე-
ლის ჩამორთმევა არავისთვის მომიწევს.
– სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ქალბატონო.
არა მხოლოდ თავს მიკრავს.
– მე ვიცნობდი მამათქვენს, მარინა... და დედათქვენსაც.
– ორივე ძალიან მენატრება, – ვპასუხობ მე გულის მო-
სალბობად.
მაგრამ ჯიქი შეცბუნებული ჩანს, თავს გვერდზე ხრის. წა-
მით მის თვალებში არეკლილ ათასობით საიდუმლოს ვხედავ,
ომის ქაოსში რის ვაი-ვაგლახით მოპოვებულს.
– გახსოვთ მშობლები? – მეკითხება და ტყუილის გაგრძე-
ლებისკენ მიბიძგებს.
ხმა მეკარგება, მაგრამ ტყუილების ფქვა უნდა განვაგრძო:
– არა, არ მახსოვს, მაგრამ მშობლები ძალიან მენატრება,
– დედ-მამა მახსენდება, მაგრამ მოგონებას უცებ ვიშორებ.
წითელ წარსულზე ფიქრი ახლა სულაც არ გამომადგება, –
ნეტავ აქ იყვნენ, რომ ამ ყველაფრის კარგად გაგებაში დამ-
ხმარებოდნენ.
– ჰმ, – ამბობს არა და ისევ მაკვირდება. ეს მისი ეჭვი აივ-
ნიდან გადახტომას მანდომებს, – მამათქვენს ლურჯი თვალე-
ბი ჰქონდა, ისევე, როგორც დედას.
მე კი ყავისფერი თვალები მაქვს.
– მე ბევრი რამით განვსხვავდები, ზოგი რამ ჩემთვის ჯე-
რაც გაუგებარია, – მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ. იმედია,
ეს განმარტება საკმარისი იქნება.
უცებ ხსნად დედოფლის ხმა მევლინება:
– არ დავსხდეთ, ქალბატონებო? – ამბობს ის, შეკრები-
ლებს მიმართავს. ეს საკმარისია, რათა არას, სონიასა და ჩუმ
161 მკითხველთა ლიგა
ელანეს თავი დავაღწიო და დავჯდე, სადაც შვებით ამოვისუნ-
თქავ.
შუა სადილობისას ისევ ვმშვიდდები. ყველას წესისამებრ
მივმართე და როგორც დამარიგეს, მხოლოდ იმდენი ვილაპა-
რაკე, რამდენიც საჭირო იყო. სამაგიეროდ, ევანგელინმა იმ-
დენი ილაპარაკა, ორივეს გვეყოფოდა, ქალებს კალისადმი
მის "მარადიულ სიყვარულზე" ელაზღანდარავებოდა, ამბობ-
და, რამხელა პატივია მისთვის რჩეულობა. მეგონა, გამოც-
დის მონაწილე გოგონები პირს შეკრავდნენ და ბოლოს
მოუღებდნენ, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ასე არ მომხდარა.
მხოლოდ ირალების ბებია და სონია ჩანდნენ ჩემით დაინტე-
რესებული, თუმცა დაკითხვა აღარ გაუგრძელებიათ... მაგრამ
მომავალში ამას აუცილებლად იზამენ.
როცა ჩემკენ მომავალ მეივენს ვხედავ, იმდენად ამაყი ვარ
იმით, რომ სადილს მშვიდობიანად გადავურჩი, მისი მოსვლა
არც კი მაღიზიანებს. მეტიც, უცნაურია, მაგრამ გულზე მეშვე-
ბა და ჩემი გულცივობაც ნაწილობრივ ქრება. ის ფართოდ
იღიმება და რამდენიმე დიდი ნაბიჯით მიახლოვდება.
– ჯერ ისევ ცოცხალი ხარ? – მეკითხება იგი. ირალებთან
შედარებით გულკეთილი ფინიაა.
თავს ვერ ვიკავებ და მეღიმება.
– ქალბატონი ირალი ისევ ტბებისქვეყნელებთან უნდა
შეგზავნოთ. ერთ კვირაში აიძულებს დანებებას.
მეივენი უგულოდ იცინის.
– ნამდვილი ალესილი ცულია. ვერ ხვდება, რომ ომში
აღარ არის. გკითხა რამე?
– უფრო დაკითხვას ჰგავდა. მგონი, გაბრაზებულია, რომ
მისი შვილიშვილი დავჯაბნე.

162 მკითხველთა ლიგა


მეივენის თვალებში შიში კრთის და მე მესმის მისი. თუ ჯი-
ქი ჩემს კვალს გამოჰყვა...
– თავი არ უნდა მოგაბეზროს, – ბუტბუტებს იგი, – დედა-
ჩემს ვეტყვი და ყველაფერს მოაგვარებს.
ძალიან არ მინდა ელარას დახმარება, მაგრამ სხვა გზას
ვერ ვხედავ. არასთანა ქალი ჩემს ამბავში უზუსტობებს ადვი-
ლად გამოქექავს და მაშინ ჩემი საქმე წასული იქნება.
– გმადლობ, ეს... ეს ძალიან დამეხმარება.
ვამჩნევ, რომ მეივენს უნიფორმა აღარ აცვია, ყოველდღი-
ურ, პრაქტიკულ სამოსშია გამოწყობილი. ეს ოდნავ მამშვი-
დებს, ვინმეს მაინც ვხედავ, ვინც არაოფიციალურად გა-
მოიყურება, მაგრამ ვერ დავუშვებ, გული მომილბეს. ის ერთ-
ერთი მათგანია, ამის დავიწყება არ შეიძლება.
– დღეს ყველაფერს მორჩი? – მეკითხება ის, სახე ეცვლე-
ბა და გულღიად მიღიმის, – თუ გინდა, სასახლეს დაგათვა-
ლიერებინებ.
– არა, – სწრაფად ვპასუხობ მე და მისი ღიმილი ქრება. მი-
სი მოღუშული სახე ისევე მაღელვებს, როგორც ღიმილი, –
ნასადილევს გაკვეთილები მაქვს, – ვამატებ მე, ვიმედოვნებ,
რომ ცოტათი გულს გავუკეთებ. რატომ ვფიქრობ მისი გუნე-
ბის გამოკეთებაზე, არ ვიცი, – დედაშენი განრიგების დიდი
მოყვარულია.
ის თავს მიქნევს, ცოტა ხასიათზე მოდის.
– ნამდვილად ეგრეა. კარგი, აღარ მოგაცდენ.
ის ნაზად იღებს ჩემს ხელს. სიცივე, ადრე რომ ვიგრძენი
მის კანზე, გამქრალა. მის ნაცვლად სასიამოვნო სითბოს
ვგრძნობ. სანამ ხელის გამორთმევას მოვიფიქრებ, მიდის და
მარტოს მტოვებს.

163 მკითხველთა ლიგა


ლუკასი ცოტა ხანს მაცდის, რომ გონზე მოვიდე და მერე
შენიშნავს:
– იცით, ქალბატონო მარინა, უფრო სწრაფად მივიდოდით,
ფეხს რომ გამოადგამდეთ.
– მოკეტე, ლუკას.

164 მკითხველთა ლიგა


ჩემი მომდევნო მასწავლებელი იატაკიდან ჭერამდე წიგნე-
ბით სავსე ოთახში მელოდება. ამდენი წიგნი არასოდეს მინა-
ხავს, არც მეგონა, თუ ამდენი არსებობდა. ძველი და ფას-
დაუდებელი კოლექცია ჩანს. სკოლისა და ყველანაირი წიგ-
ნისადმი ჩემი სიძულვილის მიუხედავად, რატომღაც მომ-
წონს. მაგრამ სათაურები და ტექსტები ჩემთვის გაუგებარ
ენაზეა დაწერილი, სიმბოლოების გროვაა, რომლებსაც ვერა-
სოდეს ამოვხსნი.
კედელზე გაკრული რუკები წიგნებივით საინტერესოა. სა-
მეფოსა და სხვა ქვეყნების რუკებია, ძველი და ახალი. შორე-
ულ კედელზე უშველებელი, ფერადი რუკაა მინიან ჩარჩოში
ჩასმული. რამდენიმე სხვადასხვანაირი ქაღალდისგანაა დამ-
ზადებული. სულ ცოტა, ორჯერ მაღალია ჩემზე და ოთახში
ყველაზე მეტად იქცევს ყურადღებას. ზოგი ასო წაშლილია,
რუკა ალაგ-ალაგ დახეულიცაა, წითელი ხაზების, ლურჯი სა-
ნაპიროების, მწვანე ტყეებისა და ყვითელი ქალაქების უწეს-
რიგო გროვაა. ეს ძველი სამყაროა, წარსულის მსოფლიო,
ძველი სახელებითა და მივიწყებული საზღვრებით, რომლე-
ბიც აღარაფერში გვარგია.
– ხომ უცნაურია, უყურებდე სამყაროს ისეთს, როგორიც
ერთ დროს იყო? – ამბობს მასწავლებელი, რომელიც წიგნე-
ბის გროვიდან გამოდის. მისი ყვითელი მოსასხამი, სიძვე-
ლისგან დალაქავებული და გაცრეცილი, მას ადამიან-
ქაღალდს ამსგავსებს.
– შეგიძლიათ იპოვოთ, სად ვიმყოფებით?
165 მკითხველთა ლიგა
ვეება რუკის შემხედვარე გაუბედავად ვყლაპავ ნერწყვს,
მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ესეც ჩემს გამოსაცდელა-
დაა, როგორც სხვა ყველაფერი.
– ვეცდები.
ნორტა ჩრდილო-აღმოსავლეთითაა... ოჩოფეხეთი
კეპიტალ-რივერის პირას, რომელიც ზღვისკენ მიედინება. წუ-
თის განმავლობაში დაძაბული ძებნის შემდეგ, როგორც იქნა,
ვპოულობ მდინარეს და პატარა ყურეს ჩემს სოფელთან.
– აი, – ვამბობ მე და ჩრდილოეთზე ვუთითებ, სადაც, ჩემი
ვარაუდით, სამერტონი უნდა იყოს.
ის თავს მიქნევს, იმით გახარებული, რომ მთლად უვიცი
არა ვარ.
– სხვა რამეს თუ ცნობთ?
მაგრამ როგორც წიგნებში, რუკაზეც უცხოური აღნიშვნე-
ბია.
– ვერ ვკითხულობ.
– მე თქვენთვის წაკითხვა არ მითხოვია, – ისევ თავა-
ზიანად მპასუხობს მასწავლებელი, – გარდა ამისა, სიტყვებს
შეუძლიათ იცრუონ. მათ მიღმა უნდა ხედავდეთ.
მხრებს ვიჩეჩ და ისევ რუკას ვუყურებ. სკოლაში კარგი
მოსწავლე არასდროს ვყოფილვარ და ეს კაცი ამას მალე
გაიგებს. მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ეს თამაში მომწონს –
რუკის დათვალიერება და ნაცნობი მოხაზულობების ძებნა.
– ეს შეიძლება ჰარბორ-ბეი იყოს, – ვბუტბუტებ ბოლოს და
მოკაუჭებული კონცხის ახლოს ადგილს თითით მოვხაზავ.
– მართალია, – ამბობს ის და იღიმება. ღიმილის დროს
თვალების გარშემო ნაოჭები უღრმავდება და ეს მის ასაკზე
მეტყველებს, – ეს ახლა დელფია, – ამატებს იგი და სამხრეთ-
ში მდებარე ქალაქზე მითითებს, – არქეონი კი აქ არის.
166 მკითხველთა ლიგა
მერე კეპიტალ-რივერის ახლოს ადებს თითს, ოდნავ
ჩრდილოეთით, რამდენიმე მილის მოშორებით, რაც, წესით,
რუკაზე ყველაზე დიდი ქალაქი უნდა იყოს მთელი ქვეყნის
მასშტაბით ჩვენ წინ გადაშლილ მსოფლიოს გამოსახულება-
ზე. ნაოხარი. ეს სახელი გაგონილი მაქვს ჩემი ძმისა და უფ-
როსი ბავშვებისგან, ერთმანეთს რომ ეჩურჩულებოდნენ.
ნაოხარი, ფერფლის ქალაქი – ასე ეძახდა შეიდი, ქალაქი,
რომელიც ისევ კვამლითა და წყვდიადით არის მოცული ათას
წელზე მეტი ხნის წინ მომხდარი ომის შედეგად. ამ ადგილის
წარმოდგენისას ზურგზე ჟრუანტელი მივლის. ჩვენი სამყა-
როც ასეთივე ხომ არ იქნება, ომი თუ არ დასრულდა?
მასწავლებელი უხმოდ დგას და ფიქრს მაცდის. სწავლების
ძალიან უცნაური მეთოდი აქვს. ალბათ, ეს გაკვეთილი ოთ-
ხსაათიანი თამაში გამოვა, რა დროსაც კედელზე ვიქნები მი-
ჩერებული.
მაგრამ მოულოდნელად ოთახში სუსტ ზუზუნს ვგრძნობ,
უფრო სწორად, მის არყოფნას. კამერების ელექტრონულ
სიმძიმეს მთელი დღე ვგრძნობდი, იმდენად, რომ აღარც კი
ვამჩნევდი. ამ წუთამდე, როცა მათ საერთოდ აღარ ვგრძნობ.
ზუზუნი გაქრა. ნათურების ელექტრონული პულსი ისევ იგ-
რძნობა, მაგრამ არა კამერების. არავითარი თვალთვალი.
ელარა აქ ვერ დამინახავს.
– რატომ არავინ გვიყურებს?
ის მხოლოდ თვალებს ახამხამებს.
– ესე იგი, განსხვავება არის, – ბუტბუტებს იგი. არ ვიცი,
რას გულისხმობს, მაგრამ ეს ძალიან მაბრაზებს.
– რატომ?

167 მკითხველთა ლიგა


– მერ, აქ იმიტომ ვარ, გასწავლო ისტორია, ასევე, თუ რო-
გორ უნდა იყო ვერცხლისფერი და... მმმ... გამოსადეგი, – მე-
უბნება უკმაყოფილო სახით.
დაბნეული ვაჩერდები. შიშის ცივი ჟრუანტელი მივლის.
– მე მარინა მქვია.
მაგრამ ის მხოლოდ ხელს აიქნევს და ჩემს უღონო შეკამა-
თებას არად აგდებს.
– ასევე ვეცდები გავიგო, როგორ მოხდა, რომ ასეთი ხარ
და რა სახის უნარები გაქვს.
– ეს უნარები იმიტომ მაქვს, რომ ვერცხლისფერი ვარ. ჩე-
მი მშობლების შესაძლებლობების ნარევია – მამაჩემი გამა-
ნადგურებელი იყო, დედაჩემი – ქარიშხალი, – ენის ბორძი-
კით ვუყვები ელარას მოგონილ ამბავს, ყველაფრის გასაგე-
ბად ახსნას ვცდილობ, – მე ვერცხლისფერი ვარ.
თავზარი მეცემა, როცა ის თავს აქნევს.
– არა, არა ხარ, მერ ბაროუ, და ეს არასდროს დაივიწყო.
მან იცის. დავიღუპე. ყველაფერი დამთავრდა. უნდა შევეხ-
ვეწო, შევევედრო, რომ საიდუმლო შემინახოს, მაგრამ სიტ-
ყვები ყელში მეჩხირება. დასასრული ახლოვდება და მის შე-
საჩერებლად პირის გაღებაც არ შემიძლია.
– ეგ საჭირო არ არის, – ამბობს იგი, როცა შიშს მამჩნევს,
– არ ვაპირებ ვინმეს გავუმხილო შენი წარმომავლობა.
ცოტა ხნით გულზე მეშვება და უკვე სხვა სახის შიშს
ვგრძნობ.
– რატომ? რა გინდათ ჩემგან?
– უპირველეს ყოვლისა, მე ცნობისმოყვარე კაცი ვარ. რო-
ცა სადედოფლოების გამოცდისას წითელი მსახური იყავი და
უცებ ვიღაც დიდი ხნის წინ დაკარგული ვერცხლისფერი დიდ-

168 მკითხველთა ლიგა


გვაროვანი აღმოჩნდი, უნდა გითხრა, რომ ძალიან დავინტე-
რესდი.
– ამიტომ არ არის აქ კამერები? – ბრაზით ვეკითხები მე
და უკან ვიხევ. ხელებს ვმუშტავ და ვნატრობ, ნეტავ მათგან
ელვამ იფეთქოს და ამ კაცისგან დამიცვას, – ესე იგი, არ არ-
სებობს ჩანაწერი, როგორ მამოწმებთ?
– აქ კამერები იმიტომ არ არის, რომ მათი გამორთვის
უნარი მაქვს.
იმედი მეძლევა, თითქოს სრულ წყვდიადში ნაპერწკალმა
იელვა.
– თქვენ რა ძალას ფლობთ? – ვეკითხები თრთოლით. შე-
იძლება ისიც ჩემნაირია.
– მერ, როცა ვერცხლისფერი ამბობს სიტყვას "ძალა", ის
გულისხმობს ძლიერებას, ღონეს. მეორე მხრივ, "შესაძლებ-
ლობა" აღნიშნავს იმ პატარა სისულელეებს, რისი გაკეთებაც
ჩვენ შეგვიძლია, – პატარა სისულელეებიო. მაგალითად,
ადამიანის შუაზე გადატეხა ან შუა მოედანზე წყალში ჩახრჩო-
ბა, – ჩემი და ერთ დროს დედოფალი იყო და ეს აქ ჯერ კიდევ
რაღაცას ნიშნავს.
– ქალბატონ ბლონოსს ჩემთვის ეგ არ უსწავლებია.
ის ხითხითებს.
– ეგ იმიტომ, რომ ქალბატონი ბლონოსი სისულელეებს
გასწავლის. მე ამას არასდროს ვიზამ.
– ესე იგი, თუ დედოფალი თქვენი და იყო, თქვენ...
– ჯულიან ჯეიკოსი, თქვენს სამსახურში მიგულეთ, – ის სა-
საცილოდ მდაბლად მიკრავს თავს, – ჯეიკოსების საგვა-
რეულოს უფროსი, არაფრის მემკვიდრე, გარდა რამდენიმე
ძველი წიგნისა. გარდაცვლილი დედოფალი კორიანი ჩემი და

169 მკითხველთა ლიგა


იყო და პრინცი ტიბერიას მეშვიდე, იგივე კალი, როგორც მას
ვეძახით, ჩემი დისწულია.
მსგავსებას მეც ვხედავ. კალი ფერებით მამას ჰგავს, მაგ-
რამ ლმობიერი გამომეტყველება და თბილი თვალები დე-
დისგან უნდა ჰქონდეს გამოყოლილი.
– ესე იგი, დედოფლისთვის საინტერესო სამეცნიერო ექ-
სპერიმენტად არ მაქცევთ? – ვეკითხები ჯერ კიდევ ფრთხი-
ლად.
იმის ნაცვლად, რომ გაბრაზდეს, ჯულიანი ხარხარებს.
– ძვირფასო, დედოფალს ყველაზე მეტად შენი გაქრობა
გაახარებს. იმის გარკვევა, ვინ ხარ, შენთვის დახმარება ამის
გაანალიზებაში, მას ყველაზე ნაკლებად უნდა.
– მაგრამ თქვენ ამას მაინც გააკეთებთ, არა?
მის თვალებში რაღაც ბრაზის მსგავსი იელვებს.
– დედოფლის გავლენა არც ისეთი დიდია, როგორც უნდა,
რომ შენ გეგონოს. მინდა ვიცოდე, ვინ ხარ და დარწმუნებული
ვარ, შენც იგივე გინდა.
რამდენადაც შეშინებული ვიყავი წეღან, იმდენადვე დაინ-
ტერესებული ვარ ახლა.
– დიახ, მინდა.
– ასეც ვფიქრობდი, – ამბობს და წიგნების გროვის მიღმი-
დან მიღიმის, – ვწუხვარ, მაგრამ უნდა გითხრა, რომ მეც უნდა
შევასრულო დავალება და იმ დღისთვის მოგამზადო, როცა
დრო მოვა, რომ საქმეს შეუდგე.
სახე მეცვლება, კალის სიტყვები მახსენდება: შენ მათი
გმირი ხარ, წითლებს შორის აღზრდილი ვერცხლისფერი.
– უნდათ როგორღაც აჯანყების შესაჩერებლად გამომიყე-
ნონ.

170 მკითხველთა ლიგა


– დიახ, ჩემს ძვირფას სიძესა და მის დედოფალს სჯერათ,
რომ ამის გაკეთება შეგიძლია, თუ სწორად გამოგიყენებენ, –
მის ყოველ სიტყვაში რისხვა გამოსჭვივის.
– სულელური აზრია, ეს შეუძლებელია. ვერაფრის გაკეთე-
ბას ვერ შევძლებ და მაშინ... – ხმა მიწყდება. მაშინ მომკლა-
ვენ.
ჯულიანი ჩემს ფიქრებს მიჰყვება:
– ცდები, მერ. ახლა შენთვის გაუგებარია ის ძალა, რომე-
ლიც გაქვს, არ იცი, რამდენად შეგიძლია მისი გაკონტროლე-
ბა, – მასწავლებელი მაგრად მომუჭულ ხელებს ზურგს უკან
მალავს, – წითლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ "ალისფე-
რი მცველი" ზედმეტად რადიკალურია და მეტისმეტად ჩქა-
რობს, მაგრამ შენ კონტროლირებადი ცვლილება ხარ, რომ-
ლის ნდობაც ხალხს შეუძლია. შენ ნელი ცეცხლი ხარ, რომე-
ლიც რამდენიმე მიმართვითა და გაღიმებით ჩააქრობს რევო-
ლუციის გზნებას. შეგიძლია დაელაპარაკო წითლებს, უთხრა,
რა კეთილშობილები, კეთილმოსურნეები, როგორი სამარ-
თლიანები არიან მეფე და ვერცხლისფრები. შეგიძლია ხალხი
ისევ მონობაზე დაიყოლიო. ის ვერცხლისფრებიც კი დაარ-
წმუნო იმავეში, ვისაც მეფესთან შეკითხვები აქვთ და ეჭვები
აწუხებთ... და სამყარო ისეთივე დარჩება, როგორიც ახლაა.
ჩემდა გასაკვირად, ჯულიანი ამით გულგატეხილი ჩანს.
მოზუზუნე კამერების გარეშე მეტისმეტად ვთამამდები და
დამცინავად მეღიმება.
– და თქვენც ეს არ გინდათ? ვერცხლისფერი ხართ, მე და
"ალისფერი მცველი" უნდა გძულდეთ.
– ყველა ვერცხლისფერი ბოროტი არ უნდა გეგონოს, ისე-
ვე, როგორც ყველა წითელი არარაობა, – მკაცრად ამბობს
იგი, – რასაც ჩემი ხალხი შენ და შენიანებს გიკეთებთ, სრუ-
171 მკითხველთა ლიგა
ლიად არაადამიანურია. დაჩაგრულები, სიღარიბისა და სიკ-
ვდილის უწყვეტ წრეში ხართ გამომწყვდეული, მხოლოდ იმი-
ტომ, რომ, ჩვენი აზრით, ჩვენგან განსხვავებული ხართ. ეს
არასწორია. ნებისმიერი, ვინც ისტორიას სწავლობს, გეტყვის,
რომ ეს ყველაფერი ცუდად დასრულდება.
– მაგრამ ჩვენ მართლაც სხვანაირები ვართ, – ეს ამ სამ-
ყაროში გატარებულმა ერთმა დღემ მასწავლა, – ჩვენ თანას-
წორები არა ვართ.
ჯულიანი წინ იხრება და თვალებით მბურღავს.
– ამწუთას ვუყურებ იმის მტკიცებულებას, რომ შენ ცდები.
შენ ანომალიას უყურებ, ჯულიან.
– ნებას მომცემ დაგიმტკიცო, რომ ცდები, მერ?
– ეს რას გვარგებს? მაინც არაფერი შეიცვლება.
გაღიზიანებული ჯულიანი ოხრავს, შეთხელებულ წაბლის-
ფერ თმაზე ისვამს ხელს.
– შენს გამოჩენამდე საუკუნეების მანძილზე ვერცხლის-
ფრები ცოცხალი ღმერთები იყვნენ დედამიწაზე, წითლები კი
– მწერები მათ ფერხთით. რა უნდა დავარქვათ ამას, თუ არა
ცვლილება?
მას შეუძლია თავის გადარჩენაში დამეხმაროს. მეტიც, შე-
იძლება ისიც მასწავლოს, როგორ უნდა ვიცხოვრო.
– რა უნდა გავაკეთოთ?
ჩემი დღეები ერთ რიტმში მიდიან, მუდამ უცვლელი განრი-
გით – ეტიკეტი დილით, გაკვეთილები – ნაშუადღევს, მათ
შორის კი ელარა დამატარებს სადილებზე. ჯიქი და სონია ჯერ
კიდევ ეჭვით მიყურებენ, მაგრამ აღარ გამომლაპარაკებიან.
რაც უნდა მიჭირდეს ამის აღიარება, მეივენის დახმარება,
როგორც ჩანს, მაინც გამომადგა.

172 მკითხველთა ლიგა


შემდეგ დიდ წვეულებაზე, რომელიც ამჯერად დედოფლის
პირად სასადილო დარბაზში იმართება, ირალები ყურადღე-
ბას აღარ მაქცევენ. მიუხედავად ეტიკეტის გაკვეთილებისა,
სადილებზე ისევ დაძაბული ვარ, ვცდილობ დავიმახსოვრო,
რაც მასწავლეს. ოსანოსი, ნიმფები, ლურჯი და მწვანე. უელე,
მწვანე მეთვალყურეები, მწვანე და ოქროსფერი. ლეროლანი,
გამანადგურებლები, ნარინჯისფერი და წითელი. რჰამბოსი,
ტაიროსი, ნორნუსი, ირალი და კიდევ ბევრი სხვა. არ მესმის,
როგორ იმახსოვრებენ ამ ყველაფერს.
როგორც წესი, ევანგელინის გვერდით ვზივარ. ძალიან
კარგად ვიცი, რამდენი რკინის ნივთია მაგიდაზე, ყოველი
მათგანი ევანგელინის მსახვრალ ხელში სასიკვდილო იარა-
ღია. ყოველთვის, როცა საჭმლის დასაჭრელად დანას სწევს,
სხეული მეძაბება და დარტყმას ველი. ჩვეულებრივ, ელარა-
მაც იცის, თავში რაც მიტრიალებს, მაგრამ ღიმილით აგრძე-
ლებს ჭამას. იმის ცოდნა, რომ ჩვენი უხმო ბრძოლით ტკბება,
ევანგელინისგან მოყენებულ ტანჯვაზე უარესია.
– როგორ მოგწონთ მზის ციხე-დარბაზი, ქალბატონო ტი-
ტანოს? – მეკითხება პირდაპირ მჯდარი გოგო – ატარა,
ვაიპერის საგვარეულოდან, მწვანე და შავი. ცხოველთმჭერი,
რომელმაც მტრედები დახოცა, – ალბათ, იმ სოფელს ვერც
შეადარებთ, სადაც ადრე ცხოვრობდით, – სიტყვა "სოფელს"
სალანძღავ სიტყვასავით ამბობს და მის დამცინავ ღიმილსაც
ვამჩნევ.
სხვა ქალები მასთან ერთად იცინიან, ზოგი ერთმანეთს
შოკირებული ეჩურჩულება.
პასუხს წუთით ვაყოვნებ, რადგან ვცდილობ არ ამიდუღდეს
სისხლი.

173 მკითხველთა ლიგა


– ციხე-დარბაზი და სამერტონი ჩემი ჩვეული გარემოსგან
ძალიან განსხვავდება, – ძლივს ვამბობ მე.
– რა თქმა უნდა, – ამბობს მეორე ქალი და საუბარში ჩა-
სართავად წინ იხრება. უელე, თუ მისი მწვანე-ოქროსფერი სა-
მოსით ვიმსჯელებთ, – ერთხელ კეპიტალ-ველი მოვიარე და
უნდა გითხრათ, რომ წითლების სოფლები პირდაპირ ამაზ-
რზენია. ნორმალური გზებიც კი არა აქვთ.
გზების მოკირწყვლა კი არა, თავის რჩენას ძლივს ვახერ-
ხებთ. კრიჭა ისე ძლიერ მეკვრის, მგონი, კბილები ჩამემ-
სხვრევა. გაღიმებას ვცდილობ, მაგრამ მანჭვა გამომდის.
ქალს სხვებიც ეთანხმებიან.
– მგონი, წითლებს სხვანაირად არც შეუძლიათ, – განაგ-
რძობს უელე და ზიზღით ცხვირს იბზუებს, – ასე ცხოვრება
მოსწონთ.
– ჩვენი ბრალი არ არის, რომ მსახურებად არიან დაბადე-
ბული, – აგდებულად ამბობს ყავისფერსამოსიანი რჰამბოსი,
თითქოს ამინდზე ან საჭმელზე ლაპარაკობდეს, – ასეთია სა-
განთა ბუნება.
ბრაზი მაწვება, მაგრამ დედოფლის ერთი გამოხედვით
ვხვდები, რომ აჯობებს მშვიდად ვიყო. ჩემი მოვალეობა უნდა
შევასრულო, უნდა მოვიტყუო:
– მართლაც ასეა, – შორიდან მესმის ჩემი ხმა. მაგიდის
ქვემოთ ხელებს ვმუშტავ, საცაა გული გამისკდება.
მაგიდასთან მჯდომი ქალები ამ საუბარს ყურადღებით ის-
მენენ. ბევრი იღიმება, ზოგი თავს მიკანტურებს, როცა ჩემი
ხალხის შესახებ მათ საძაგელ აზრებს კვერს ვუკრავ. მათი სა-
ხეების დანახვაზე კივილი მინდება.
– რა თქმა უნდა, – ვაგრძელებ მაინც, თავს ვერ ვიკავებ, –
როცა იძულებული ხარ ასე იცხოვრო, არავითარი საშველი
174 მკითხველთა ლიგა
და გამოსავალი არა გაქვს, ამან შესაძლოა ნებისმიერი აქცი-
ოს მსახურად.
სახეებზე ღიმილი ქრება და დაბნეულობით იცვლება.
– ქალბატონ ტიტანოსს საუკეთესო მასწავლებლები ეხმა-
რებიან, რათა ჩვენი საზოგადოების სრულყოფილი წევრი
გახდეს, – სწრაფად ამბობს ელარა და სიტყვას მაწყვეტინებს,
– უკვე შეუდგა მეცადინეობას ქალბატონ ბლონოსთან.
ქალები მოწონებით დუდუნებენ, გოგონები ერთმანეთს
უკმაყოფილი მზერას უცვლიან. ეს დრო საკმარისია, რომ
გონს მოვიდე და აღვიდგინო თვითკონტროლი, რომელიც
იმისთვისაა საჭირო, რომ სადილმა ჩემთვის მშვიდობიანად
ჩაიაროს.
– რას უპირებს მისი უდიდებულესობა მეფე აჯანყებულებს?
– კითხულობს ვიღაც ქალი, მისი უხეში ხმა სუფრაზე სამარი-
სებურ დუმილს იწვევს და დამსწრეებსაც ყურადღება ჩემგან
მასზე გადააქვთ.
ყველა ამ კითხვის დამსმელს უბრუნდება, სამხედროუნი-
ფორმიან ქალს. რამდენიმე სხვა ქალსაც აცვია უნიფორმა,
მაგრამ მისი, სხვებისგან განსხვავებით, მეტი მედლითა და
ლენტითაა დამშვენებული. მახინჯი ნაიარევი, რომელიც
ჭორფლიან სახეზე დაჰყვება, მოწმობს, რომ ეს ჯილდოები
ტყუილად არ მიუღია. სასახლეში ადვილად ივიწყებ, რომ
სადღაც ომი მიმდინარეობს, მაგრამ ამ ქალის ნატანჯი გამო-
ხედვით ვხვდები, რომ ის არასოდეს დაივიწყებს, არ შეუძლია.
დედოფალი ელარა კოვზს დამუშავებული გრაციოზულო-
ბითა და არანაკლებ დამუშავებული ღიმილით გადადებს.
– პოლკოვნიკო მაკანტოს, მე მათ აჯანყებულებს ვერ ვუ-
წოდებდი...

175 მკითხველთა ლიგა


– მათ მხოლოდ ერთ თავდასხმაზე აიღეს პასუხისმგებლო-
ბა, – მიუგებს პოლკოვნიკი და დედოფალს სიტყვას აწყვეტი-
ნებს, – ჰარბორ-ბეიში აფეთქებაზე რაღა ვთქვათ, ან დელფის
აეროდრომზე მომხდარ შემთხვევაზე? სამი რეაქტიული
თვითმფრინავია აფეთქებული, ორი კი ჩვენივე ბაზებიდან
მოიპარეს!
თვალები მიფართოვდება და სხვა ქალებთან ერთად
გაოცებასა თუ ოხვრას ვერ ვიკავებ. მეტი თავდასხმა მომხდა-
რა, მაგრამ სანამ სხვები გულგახეთქილები სხედან და პირზე
ხელები აქვთ აფარებული, თავს ვებრძვი, რომ არ გამეღიმოს.
როგორც ჩანს, ფარლის ბევრი საქმე ჰქონია.
– თქვენ ინჟინერი ხართ, პოლკოვნიკო? – ელარას ცივი,
მკაცრი და მტკიცე ხმა აქვს. ის მაკანტოსს თავის გაქნევასაც
არ აცდის, – მაშინ ვერ მიხვდებით, რა გზით გამოიწვია გაზის
გაჟონვამ აფეთქება ბეიში. ისიც შემახსენეთ, საჰაერო ძა-
ლებს თქვენ სარდლობთ? უკაცრავად, არა, სახმელეთო ძა-
ლებში მსახურობთ. აეროდრომის ინციდენტი ვარჯიშის
დროს მოხდა, რასაც თავად გენერალი, ბატონი ლარისი ეს-
წრებოდა. მან პირადად დაარწმუნა მისი უდიდებულესობა,
რომ დელფის ბაზას საფრთხე არ ემუქრება.
პატიოსან ბრძოლაში მაკანტოსი, ალბათ, ელარას შიშვე-
ლი ხელებით გაგლეჯდა შუაზე, მაგრამ ამის ნაცვლად ელა-
რამ ეს სიტყვებით გააკეთა. და ჯერ არ დაუმთავრებია. გონე-
ბაში ჯულიანის სიტყვები ჩამესმის – სიტყვებს შეუძლიათ იც-
რუონ.
– მათი მიზანი უდანაშაულო ადამიანებისთვის ზიანის მი-
ყენებაა, როგორც ვერცხლისფრების, ისე წითლებისთვის. ში-
შისა და პანიკის გამოწვევა უნდათ. მცირერიცხოვანნი არიან,
ლაჩრები, ეშინიათ მართლმსაჯულების, რომელსაც ჩემი ქმა-
176 მკითხველთა ლიგა
რი აღასრულებს. თუ ჩვენს სამეფოში მომხდარ ყოველ უბე-
დურ შემთხვევასა და გაუგებრობას მათ მივაწერთ, ჩვენს და-
შინებაში მხოლოდ ხელს შევუწყობთ. ნუ მისცემთ ამ ურჩხუ-
ლებს ამის სიამოვნებას.
რამდენიმე ქალი ტაშს უკრავს და დასტურის ნიშნად თავს
აქნევს, დედოფლის უსინდისო ტყუილს ეთანხმებიან. მათ
ევანგელინიც უერთდება და ყველა მას ჰბაძავს, სანამ მხო-
ლოდ მე და პოლკოვნიკი ვსხედვართ უხმოდ. ვხედავ, მას დე-
დოფლის სიტყვებისა არაფერი სწამს, მაგრამ მატყუარა ხა-
რო, ვერ ეტყვის, თან აქ, მის მოედანზე.
ძალიან მინდა უმოძრაოდ დავრჩე, მაგრამ ვიცი, არ შეიძ-
ლება. მე მარინა ვარ და არა მერი, მხარი უნდა დავუჭირო
ჩემს დედოფალსა და მის საძაგელ ტყუილს. ხელები ერთმა-
ნეთთან მიმაქვს და ელარას სიცრუეს ტაშს ვუკრავ, დატუქსუ-
ლი პოლკოვნიკი კი თავჩაქინდრული ზის.
მართალია, გარს მუდმივად მსახურები და ვერცხლისფრე-
ბი მახვევია, ნელ-ნელა მარტოობის შეგრძნება მიტევს. კალს
ხშირად ვერ ვხედავ, ძალიან დაკავებულია, სულ ვარჯიშობს
და ვარჯიშობს. ციხე-დარბაზიდანაც კი გადის და მახლობელ
ბაზაში ჯარებს სიტყვით მიმართავს ან მამას ახლავს სახელ-
მწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას.
ალბათ, შეიძლება გავესაუბრო ლურჯთვალება მეივენს, რო-
მელსაც ერთთავად გაუბედავი ღიმილი დასთამაშებს ბაგეზე,
მაგრამ მას ჯერ მაინც ვუფრთხი. საბედნიეროდ, ერთმანეთ-
თან მარტო არასდროს გვტოვებენ. ეს სამეფო კარის სულე-
ლური ტრადიციაა, რათა კეთილშობილი ბიჭები და გოგონები
ცდუნებისგან დაიცვან, როგორც ქალბატონი ბლონოსი ბრძა-
ნებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, ეს მეც მეხებოდეს.

177 მკითხველთა ლიგა


მართალი რომ ვთქვა, ხანდახან არც კი მახსოვს, რომ ერთ
დღეს მას ცოლად უნდა გავყვე. აზრი, რომ მეივენი ჩემი ქმარი
იქნება, არარეალურად მეჩვენება. ჩვენ მეგობრებიც კი არა
ვართ, არათუ შეყვარებულები. რამდენადაც თავაზიანი უნდა
იყოს იგი, გუმანი მეუბნება, რომ ელარას შვილთან ფხიზლად
უნდა ვიყო, რომ ის რაღაცას მალავს. არ ვიცი, რა შეიძლება
იყოს ეს.
ჯულიანის გაკვეთილები ამ ყველაფერს შედარებით ასა-
ტანს ხდის. სწავლა, რომელიც ერთ დროს ჭირივით მეზიზღე-
ბოდა, ახლა წყვდიადის ზღვაში ნათელი წერტილია. კამერე-
ბისა და ელარას თვალთვალის გარეშე შესაძლებელი ხდება
გამოვიკვლიოთ, რას წარმოვადგენ სინამდვილეში. მაგრამ
საქმე წინ ნელა მიდის, რაც ორივე ჩვენგანისთვის ძალიან
დამღლელია.
– ვიცი, რა არის შენი პრობლემა, – მეუბნება ჯულიანი მე-
ცადინეობის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე. რამდენიმე
იარდის მოშორებით ვდგავარ ხელებგაწვდილი, როგორც
ნამდვილი სულელი. ჩემს ფერხთით უცნაური ელექტრონული
მექანიზმია, რომელიც დროდადრო ნაპერწკლებს ყრის. ჯუ-
ლიანს უნდა, რომ ეს ელექტრონული ძალა დავიმორჩილო,
გამოვიყენო, მაგრამ კვლავ არ გამომდის იმ ელვის გამომუ-
შავება, რომლის გამოც ამ თავგადასავალში აღმოვჩნდი ჩათ-
რეული.
– იქნებ სასიკვდილო საფრთხეში ჩავარდნაა საჭირო, –
ვბრაზობ მე, – ლუკასს შაშხანა ხომ არ ვთხოვოთ?
ჩვეულებრივ, ჩემს ხუმრობებზე იცინის ხოლმე, მაგრამ ახ-
ლა ჯულიანი ღრმად ჩაფიქრებულია.
– ბავშვივით ხარ, – ამბობს ბოლოს. ასეთ შეურაცხყოფაზე
ცხვირს ვჭმუხნი, მაგრამ ის მაინც განაგრძობს, – თავიდან
178 მკითხველთა ლიგა
ბავშვებსაც სწორედ ასე ემართებათ, როცა თავის გაკონტრო-
ლება არ შეუძლიათ. მათი შესაძლებლობები შიშისა და
სტრესის დროს ვლინდება, სანამ ემოციების მართვასა და თა-
ვისივე სასარგებლოდ მათ გამოყენებას ისწავლიან. არსე-
ბობს ის, რაც ბიძგს მოგცემს, და მას თავადვე უნდა მიაგნო.
მახსენდება, რას ვგრძნობდი ხვეულ ბაღში, მეგონა, ჩემი
საქმე წასულია-მეთქი, მაგრამ ის, რასაც ვგრძნობდი, როცა
მანათობელ ფარს შევეჯახე, შიში სულაც არ ყოფილა – ეს
სიმშვიდე იყო. ეს იყო შეგნება იმისა, რომ ჩემი აღსასრული
დადგა და ვხვდებოდი, რომ მის შესაჩერებლად ვერაფერს ვი-
ზამდი – ამიტომ შევეგუე.
– ყოველ შემთხვევაში, ცდად ღირს, – მაგულიანებს ჯუ-
ლიანი.
ისევ ვდგები ოხვრით კედლის პირისპირ. ჯულიანმა აქ
რამდენიმე ქვის თარო ჩაამწკრივა, რა თქმა უნდა, ყველა ცა-
რიელი, რომ რამე სამიზნე მქონდეს. თვალის კუთხით ვხე-
დავ, როგორ იხევს უკან, თან თვალს არ მაცილებს.
დამშვიდდი, ნურაფერზე იფიქრებ, ჩურჩულებს ხმა გონე-
ბაში. თვალებს ვხუჭავ და კონცენტრირებას ვახდენ, არაფერ-
ზე ვფიქრობ. გონებით უნდა მივწვდე ელექტრობას, უნდა შე-
ვიგრძნო და შევეხო. კანქვეშ ენერგიის ჭავლი მივლის და ყო-
ველ კუნთსა და ძარღვში მიჯდება. ჩვეულებრივ, ამ დროს,
როცა ზღვარზე ვარ, ყველაფერი მთავრდება, მაგრამ არა ამ-
ჯერად. იმის ნაცვლად, რომ ენერგიის მოკრება ვცადო, ვდუნ-
დები და ისეთი შეგრძნება მეუფლება, რისი ახსნაც არ შემიძ-
ლია – გრძნობა, რომელიც ერთდროულად ყველაფერიცაა
და არაფერიც, სინათლე და სიბნელე, სიცხე და სიცივე, სი-
ცოცხლე და სიკვდილი. მალე გონებაში მხოლოდ ენერგია
რჩება და ყოველგვარი აჩრდილი თუ მოგონება ქრება. ჯუ-
179 მკითხველთა ლიგა
ლიანი და წიგნებიც კი წყვეტენ არსებობას. აზროვნება დაწ-
მენდილი მაქვს, შავ სიცარიელეში ენერგია ზუზუნებს. როცა
ამ გრძნობას ვუღრმავდები, ის არ ქრება და ჩემ შიგნით მოძ-
რაობს, თვალებიდან თითის წვერებამდე. ჩემს ხელმარცხნივ
ჯულიანი ხმამაღლა ქშინავს.
თვალებს ვახელ და მექანიზმიდან ჩემი თითებისკენ
თეთრ-იისფერი ნაპერწკლები მოიწევენ, როგორც სადენებში
ელექტრობა.
ჯულიანი ხმას ვერ იღებს. ვერც მე.
განძრევა არ მინდა, მეშინია, რომ ნებისმიერი პატარა
ცვლილება ნათებას გააქრობს. მაგრამ არა, იგი ჩემს თითებ-
ზე ისე ხტის და ტრიალებს, როგორც კატა ძაფის გორგლით
თამაშისას. ერთი შეხედვით უვნებელი რამ ჩანს, მაგრამ მახ-
სენდება, ევანგელინი კინაღამ რომ შევიწირე. თუ ნებას მივ-
ცემ, ამ ძალას შეუძლია მომაკვდინებელი იყოს.
– იქნებ გაამოძრაო, – მეუბნება თვალებგაფართოებული,
აღელვებული ჯულიანი.
ინტუიცია მეუბნება, რომ ეს ელვარება დამემორჩილება.
ის ჩემი ნაწილია, ჩემი სულის ნაწილი ამ სამყაროში.
ხელს მაგრად ვმუშტავ და კუნთების დაძაბვაზე ნაპერ-
წკლებიც რეაგირებენ, ზომა, სისწრაფე და ელვარება ემატე-
ბათ. პერანგის სახელო შემომეცალა – ქსოვილს წამებში წვა-
ვენ. თითქოს ბავშვი ისროდეს ბურთს, ქვის თაროებისკენ გა-
ვიქნევ ხელს და ბოლო წამს მუშტს ვშლი. ელვა წინ გაიჭრება
კაშკაშა ნაპერწკლებისგან შემდგარ ბურთად და სამიზნეს
ეხეთქება.
ამ შეჯახებით გამოწვეულ გრუხუნზე შიშით ვყვირი და წიგ-
ნების გროვაზე ვეცემი. იატაკზე ვფართხალებ, გული ამოვარ-
დნაზე მაქვს. ქვის მძიმე თარო სქელი მტვრის ღრუბლად იქ-
180 მკითხველთა ლიგა
ცევა. ნატეხების თავზე ნაპერწკლები ელავენ, მაგრამ სწრა-
ფად ქრებიან და მხოლოდ დამსხვრეული ქვა რჩება.
– თაროსთვის ბოდიშს გიხდით, – ვამბობ წიგნების გრო-
ვაში მოქცეული. ჩემი სახელო ისევ ბოლავს, მაგრამ ეს არა-
ფერია იმასთან შედარებით, რასაც ხელში ვგრძნობ – სის-
ხლძარღვები ვიბრირებენ, ძალის შეგრძნება სასიამოვნო რამ
ყოფილა.
ჯულიანის ჩრდილს ვხედავ მტვრიან ჰაერში, ჩემს ნამოქ-
მედარს ამოწმებს და ეცინება, თეთრი კბილები მტვერში
უელავს.
– ამაზე დიდი საკლასო ოთახი დაგვჭირდება.
ჯულიანი არ ცდება. სავარჯიშოდ ყოველდღიურად ახალი,
უფრო და უფრო დიდი ოთახის ძებნა გვიწევს, სანამ, ბოლოს
და ბოლოს, ერთი კვირის შემდეგ, შესაფერის ადგილს არ
ვპოულობთ მიწისქვეშა სართულზე. აქ კედლები რკინაბეტო-
ნისაა, უფრო მტკიცე, ვიდრე ზედა სართულების დეკორა-
ტიული ქვა და ხე.
რბილად რომ ვთქვათ, მიზანში უგერგილოდ ვისვრი და
ვარჯიშისას ჯულიანი ჩემგან დისტანციას ინარჩუნებს, სამა-
გიეროდ, ელვის გამოწვევა სულ უფრო და უფრო მიადვილ-
დება.
ჯულიანი მუდმივად ჩანაწერებს აკეთებს, ყველაფერს
ინიშნავს, ჩემი პულსისა და ჩემი ელექტრონით დამუხტული
ჭიქის ტემპერატურის ჩათვლით. თითოეული ახალი ჩანაწერი
მის შეფიქრიანებულ, თუმცა ბედნიერ ღიმილს იწვევს, მაგრამ
ამის მიზეზს არ მეუბნება. ვეჭვობ, რომ მითხრას, მაინც ვერა-
ფერს მივხვდები.
– საოცარია, – ბუტბუტებს ჯულიანი და ჩემთვის უცნობ რა-
ღაც მოწყობილობაზე დატანილ წარწერებს კითხულობს. ამ-
181 მკითხველთა ლიგა
ბობს, რომ ამით ელექტროენერგია იზომება, მაგრამ არ ვიცი,
ეს როგორ ხდება.
ხელებს ვკრავ, ვუყურებ, როგორ "იმუხტებიან", როგორც
ჯულიანი ამბობს. ახალი ტანსაცმლის წყალობით ამჯერად სა-
ხელოებს არაფერი მოსდის. ცეცხლგამძლე ქსოვილია, ისე-
თი, კალსა და მეივენს რომ აცვიათ, თუმცა, ჩემი აზრით, შოკ-
გამძლე უნდა ერქვას.
– რა არის საოცარი?
ჯულიანი ყოყმანობს, თითქოს არ უნდა, რომ მითხრას,
თითქოს არ თვლის საჭიროდ, მაგრამ ბოლოს მნებდება.
– სანამ დაიმუხტებოდი და საწყალ ქანდაკებას შებრაწავ-
დი, – ის კვამლადენილი ნამტვრევებისკენ იშვერს ხელს, რო-
მელიც ოდესღაც რომელიღაც მეფის ბიუსტი იყო, – ამ ოთახ-
ში ელექტრობის ოდენობა გავზომე.... ნათურებში, სადენებში
და ასე შემდეგ... და ამწუთას ეს მაჩვენებელი შენს სხეულზეც
შევამოწმე.
– მერე?
– მაჩვენებელი წინანდელზე ორჯერ გაიზარდა, – ამბობს
ამაყად, მაგრამ ვერ ვხვდები, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ჯუ-
ლიანი სწრაფი მოძრაობით თიშავს ნაპერწკლებიან ყუთს,
როგორც მას დავარქვი. ვგრძნობ, როგორ იკლებს ელექ-
ტრონი, – ისევ სცადე.
გაბეზრებული ისევ კონცენტრირებას ვახდენ და წამის შემ-
დეგ ნაპერწკლები ბრუნდებიან, თანაც წინანდელივით
ძლიერად კაშკაშებენ, მაგრამ ამჯერად ისინი ჩემი სხეული-
დან წარმოიშობიან.
ჯულიანს პირს ფართო, ყურიდან ყურამდე ღიმილი უპობს.
– მერედა, ეს რაზე მიანიშნებს?

182 მკითხველთა ლიგა


– ეს ჩემს ეჭვებს ადასტურებს, – ხანდახან მავიწყდება,
რომ ჯულიანი სწავლული მეცნიერია, მაგრამ ამას მაშინვე
მახსენებს ხოლმე, – შენ ელექტროენერგია წარმოშვი.
ახლა კი ნამდვილად ვიბნევი.
– ჰო, ჯულიან, ჩემი უნარიც ხომ სწორედ ეგ არის.
– მე კი დღემდე მეგონა, რომ შენ ელექტროენერგიის მარ-
თვის უნარი გაქვს და არა მისი შექმნის, – ხმადაბლა მეუბნება
იგი, – მერ, შექმნა არავის შეუძლია.
– რა სისულელეა, ნიმფები...
– წყალს მართავენ, რომელიც უკვე არსებობს. თუ წყალი
არ არის, უძლურები არიან.
– მაშინ კალზე ან მეივენზე რაღა ვთქვათ? რაღაც არ მახ-
სოვს, მათ გარშემო ცეცხლი ენთოს, რომ იქიდან გამოიყე-
ნონ.
ჯულიანს ეღიმება და თავს აქნევს.
– ხომ ნახე მათი სამაჯურები?
– კი, ყოველთვის უკეთიათ.
– სამაჯურები ნაპერწკლებს გამოსცემენ, პაწაწინა ალს,
რომელსაც ბიჭები აკონტროლებენ. ცეცხლის წარმომშობი
წყაროს გარეშე არავითარი ძალა არ გააჩნიათ. ბუნების ძა-
ლების მაკონტროლებელი ყოველი ვერცხლისფერი ერ-
თნაირია, უკვე არსებულ რკინას, წყალს ან მცენარეებს მარ-
თავენ. ისინი იმდენად არიან ძლიერები, რამდენადაც გარე-
მო შეუწყობს ხელს. შენ სხვანაირი ხარ, მერ.
სხვანაირი ვარ. არავის ვგავარ.
– ეს რას ნიშნავს?
– ზუსტად არ ვიცი. შენ რაღაც სრულიად სხვა ხარ... არც
წითელი, არც ვერცხლისფერი... რაღაც სხვა, რაღაც უფრო
მეტი.
183 მკითხველთა ლიგა
– რაღაც განსხვავებული, – მეგონა, ჯულიანის ექსპერი-
მენტები რამე პასუხს მოგვცემდა, მაგრამ ამის ნაცვლად მხო-
ლოდ მეტი შეკითხვა გაგვიჩინა, – ვინ ვარ მე? რა მჭირს?
უცებ სული მეხუთება და თვალზე ცრემლი მადგება. თვა-
ლებს ვახამხამებ, რომ ჯულიანის თვალწინ არ ავტირდე. ყვე-
ლაფერი ერთად დამატყდა თავს – გაკვეთილები, ეტიკეტი,
აქაურობა, სადაც ვერავის ვენდობი, სადაც ისიც ვერ ვიქნები,
ვინც სინამდვილეში ვარ. სულის შემხუთავი გრძნობაა. მინდა
ავკივლდე, მაგრამ ვიცი, არ შეიძლება.
– ცუდი როდია, რომ განსხვავებული ხარ, – მეუბნება ჯუ-
ლიანი, მაგრამ მისი ხმა შორიდან მესმის. მას ჩემი მოგონე-
ბები ფარავს სახლის, გიზასა და კილორნის შესახებ.
– მერ, – ის ჩემკენ დგამს ნაბიჯს, მისი სახე სიკეთეს ასხი-
ვებს, მაგრამ ჩემგან მკლავის სიგრძეზე დგება. ჩემი კი არა,
მისივე უსაფრთხოების გულისთვის, რათა ჩემგან დაცული
იყოს. ვოხრავ და ვგრძნობ, ნაპერწკლები დამიბრუნდნენ, მა-
ჯებზე დამირბიან, ელვარების მგზნებარე ქარიშხალში გახვე-
ვით მემუქრებიან, – მერ, მე მიყურე და ეცადე გააკონტრო-
ლო.
ის ხმადაბლა, მშვიდად ლაპარაკობს, მაგრამ დამაჯერებ-
ლად. შეშინებულიც კი მეჩვენება.
– გააკონტროლე, მერ.
მაგრამ ვერაფერსაც ვერ ვაკონტროლებ. ვერც საკუთარ
მომავალს, ვერც ფიქრებს, ვერც ამ უნარს, რომელიც ჩემი
ყველა პრობლემის წყაროა.
თუმცა ერთი რამეა, რისი მართვაც ისევ შემიძლია – ჩემი
ფეხები.
მე ხომ უკანასკნელი ლაჩარი ვარ და აი, გავრბივარ კი-
დეც.
184 მკითხველთა ლიგა
როცა მივქრივარ, დერეფნები უკაცრიელია, მაგრამ ათა-
სობით კამერის უხილავი სიმძიმე ზემოდან მაწვება. დიდი
დრო არ დამრჩენია მანამდე, სანამ ლუკასი ან კიდევ უარესი
– მცველები მომაგნებენ. უბრალოდ, სუფთა ჰაერი მჭირდება,
ცა უნდა დავინახო და არა გამჭვირვალე შუშა.
მთელი ათი წამი აივანზე ვარ გაშეშებული, სანამ მივხვდე-
ბი, რომ წვიმს და წყალი ჩემში აალებული ბრაზის ჩაცხრობას
ლამობს. ნაპერწკლები ქრებიან, მათ ნაცვლად საძაგელი,
მდუღარე ცრემლები ჩამომდის სახეზე. სადღაც შორს დაიგ-
რგვინა და ჰაერი თბება, მაგრამ ტენიანი სიცხე ნელ-ნელა იკ-
ლებს. ზაფხული მალე დასრულდება. დრო მიდის. ჩემი ცხოვ-
რებაც გრძელდება, როგორც უნდა მინდოდეს, რომ იგივე
დარჩეს.
როცა მკლავზე ძლიერი ხელი მეხვევა, ლამის წამოვიკივ-
ლო. ორი მცველი მადგას თავზე, ნიღბებიდან მუქი თვალები
მოუჩანთ. ჩემზე ორჯერ მაღლები არიან, გულქვები, და ისევ
იმ საპყრობილეში ჩემს შეთრევას ცდილობენ.
– ქალბატონო, – მიღრენს ერთი, მის კილოში პატივისცე-
მა არ იგრძნობა.
– გამიშვით, – ვუბრძანებ სუსტი ხმით, ლამის ჩურჩულით.
ისე ხარბად ვყლაპავ ჰაერს, თითქოს წყალში ვიყო და ვიხ-
რჩობოდე, – გთხოვთ, რამდენიმე წუთი მომეცით...
მაგრამ მე მათი ბატონი არა ვარ. პასუხს არ მცემენ. აქ პა-
სუხს არავინ იძლევა.
– ხომ გაიგონეთ, რა გითხრათ ჩემმა საცოლემ, – ამბობს
ვიღაც მტკიცე, მკაცრი ხმით. სამეფო ოჯახის წევრი უნდა
იყოს. მეივენი, – ხელი გაუშვით.

185 მკითხველთა ლიგა


როცა აივანზე პრინცი გამოდის, უნებურად გულზე მეშვება.
მცველები მის დანახვაზე იჭიმებიან და თავს ხრიან. მერე ის
მცველი ალაპარაკდება, მე რომ მიჭერს:
– ბატონო, ნაბრძანები გვაქვს თვალყური ვადევნოთ, რომ
ქალბატონმა ტიტანოსმა განრიგი არ დაარღვიოს, – ამბობს
ის და ხელს ოდნავ მიშვებს.
– მე კი ახალ ბრძანებას გაძლევთ, – პასუხობს მეივენი ყი-
ნულივით ცივი ხმით, – მარინას მე გავაცილებ საკლასო
ოთახში.
– ძალიან კარგი, ბატონო, – ერთხმად ამბობენ მცველები,
პრინცს ვერ ეწინააღმდეგებიან.
ისინი მძიმე ნაბიჯებით გვშორდებიან, ალისფერი მოსასხა-
მები წვიმისგან მთლად გალუმპული აქვთ და მეც შვებით
ამოვისუნთქავ. აქამდე არ შემიმჩნევია, რომ ხელები მიკანკა-
ლებს და ამის დასამალად მუშტებს ვკრავ, მაგრამ თავაზიანი
მეივენი არაფერს იმჩნევს.
– სასახლეში შხაპიც გვაქვს, არ იცოდი?
თვალებს ვიწმენდ, მაგრამ ცრემლი დიდი ხნის წინ შეუერ-
თდა წვიმის წყალს და ახლა უხერხულად ვსრუტუნებ, მა-
კიაჟიც შავად გადღაბნილი მაქვს. საბედნიეროდ, პუდრი, რო-
მელიც ვერცხლისფრად მაქცევს, წყალგამძლეა. უფრო
ძლიერი მასალისგანაა გაკეთებული, ვიდრე მე.
– წლის ამ დროის პირველი წვიმაა, – ამოვთქვამ როგორ-
ღაც, ვცდილობ ჩვეულებრივი ხმა მქონდეს, – მინდოდა, ჩემი
თვალით მენახა.
– გასაგებია, – ამბობს მეივენი და გვერდში მიდგება. თავს
განზე ვაბრუნებ, იქნებ ცოტა მეტი ხნით მოვარიდო სახე, –
იცი, მესმის შენი.

186 მკითხველთა ლიგა


მართლა, პრინცო? ხვდები, როგორია, როცა ყველაფერს
გართმევენ, რაც გიყვარს, და გაიძულებენ, სხვა ადამიანი
იყო, დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში, ყოველდღე, ყო-
ველ წამს იტყუებოდე? იცოდე, რომ რაღაც რიგზე ვერ გაქვს?
მის ყოვლისმცოდნე ღიმილს ვერ ვუძლებ.
– იცი, თავის მოჩვენება არ ღირს, რომ ჩემსა და ჩემი
გრძნობების შესახებ ყველაფერი იცი.
ჩემს ნათქვამზე სახე ეღრუბლება და პირი ეღრიცება.
– გგონია, არ ვიცი, რა ძნელია აქ ყოფნა? ამ ხალხს შო-
რის? – ისიც განზე იხედება, თითქოს ეშინია ვინმემ არ გაიგო-
ნოს, მაგრამ არავინ გვისმენს, გარდა წვიმისა და ქუხილისა,
– ვერ ვამბობ, რა მინდა, ვერ ვაკეთებ იმას, რაც მინდა, დედა-
ჩემის გადამკიდე ჩემს ნებაზე ფიქრსაც ძლივს ვახერხებ... და
ჩემი ძმისაც!
– შენი ძმა რა შუაშია?
სიტყვები ყელში ეჩხირება. არ უნდა ეს ხმამაღლა თქვას,
მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებს.
– ის ძლიერია, ნიჭიერი, ძალაუფლება აქვს, მე კი მისი
ჩრდილი ვარ, მისი ცეცხლის ჩრდილი.
მეივენი მძიმედ სუნთქავს და ვგრძნობ, რომ ჰაერი ჩვენ
გარშემო უცნაურად თბება.
– ბოდიშს გიხდი, – მეუბნება და ნაბიჯს უკან დგამს. ჰაერი
ცივდება. მეივენი ისევ გადაიქცა ვერცხლისფერ პრინცად,
რომლის დანახვაზეც წვეულებები და უნიფორმები გახსენდე-
ბა, – ეს არ უნდა მეთქვა.
– არა უშავს, – ვლუღლუღებ მე, – სასიამოვნოა იმის გაგე-
ბა, რომ მარტო მე არ ვგრძნობ თავს აქ უცხოდ.

187 მკითხველთა ლიგა


– რაღაც უნდა გითხრა ჩვენს... ვერცხლისფრების შესახებ.
ჩვენ ყოველთვის მარტო ვართ. აქაც და აქაც, – ამბობს ის და
თავსა და გულზე მითითებს, – ამით ძალას ვინარჩუნებთ.
ჩვენ თავზემოთ ელავს და მეივენს თვალები ლურჯად უბ-
რწყინავს.
– რა სისულელეა, – ვეუბნები მას და ისიც პირქუშად იცი-
ნის.
– გირჩევნია გული არავის გადაუხსნა, ქალბატონო ტიტა-
ნოს. ეს კარგს არაფერს მოგიტანს.
ამ სიტყვებზე ჟრუანტელი მივლის. უცებ მახსენდება, რომ
წვიმს და, ალბათ, საშინელი შესახედი ვარ.
– გაკვეთილზე უნდა დავბრუნდე, – ვბურტყუნებ მე, მინდა
დავტოვო აივანზე მარტო, მაგრამ ის ხელს მკლავში მავლებს.
– მგონი, მე შემიძლია დაგეხმარო და შენი პრობლემა მო-
ვაგვარო.
წარბს მაღლა ვწევ.
– რა პრობლემა?
– იმ გოგოს არ ჰგავხარ, ყოველ წვრილმანზე რომ სლუკუ-
ნებს. მონატრება გღრღნის, – ის ხელს სწევს, სანამ შევეპასუ-
ხებოდე, – მე შემიძლია ამაში დახმარება.

188 მკითხველთა ლიგა


მცველები დერეფნებში წყვილ-წყვილად პატრულირებენ,
მაგრამ მეივენს ჩემთვის ხელკავი აქვს გამოდებული და არ
გვაჩერებენ. მართალია, ღამეა და დიდი ხანია, ლოგინში უნ-
და ვიყო, მაგრამ ხმას არ იღებენ. პრინცს წინ არავინ ეღობე-
ბა. არ ვიცი, სად მივყავარ, მაგრამ დამპირდა, რომ სახლში
წამიყვანს.
ის დუმს, მაგრამ მტკიცე ნაბიჯით მოდის და ძლივს შესამ-
ჩნევად იღიმება. მეც თავს ვერ ვიკავებ და გაბადრული შევ-
ცქერი. შეიძლება ისეთი ცუდიც არ არის, მაგრამ იმაზე ბევ-
რად ადრე ჩერდება, სანამ, ჩემი აზრით, უნდა შევჩერდეთ –
ჯერ ისევ იმ სართულზე ვართ, სადაც სამეფო ოჯახის წევრე-
ბის ოთახებია.
– მოვედით, – ამბობს და კარზე აკაკუნებს.
წამის შემდეგ კარი იღება და კალს ვხედავ. მის დანახვაზე
უკან ვიხევ. გულმკერდი მოუშიშვლებია, მაგრამ უცნაური სა-
ჭურველი ნაწილობრივ ჯერ კიდევ ტანზე აქვს – მხრებიდან
იხსნის ქსოვილში ჩაკერებულ ლითონის ფირფიტებს, ზოგი-
ერთი დაკბილულია. გულთან ახლოს იისფერ სისხლჩაქცევას
ვამჩნევ, ლოყებზე ოდნავ ამოსვლია წვერი. მთელი კვირის
განმავლობაში პირველად ვნახე და ცხადია, ცუდი დრო შე-
ვარჩიე. სანამ მხრებიდან საჭურველს იხსნის, ვერ მხედავს.
სუნთქვა მეკვრის.
– დაფაზე ფიგურები დავაწყვე, მეივი... – ამბობს, მაგრამ
ჩუმდება, როცა ძმის გვერდით მხედავს, – მერ, რით შემიძ-
ლია დაგეხმარო? – მეკითხება დაბნეული.
189 მკითხველთა ლიგა
– ზუსტად არ ვიცი, – ვპასუხობ მე და მეივენს გადავხედავ.
ჩემი საქმრო ეშმაკურად იღიმება და ოდნავ სწევს ცალ წარბს.
– იმისთვის, რომ კარგი შვილია, ჩემს ძმას მოქმედების
განსაზღვრული თავისუფლება აქვს, – მხიარულად ამბობს
იგი. კალსაც ოდნავ ეღიმება და თვალებს ეშმაკურად ატ-
რიალებს, – სახლში წასვლა გინდოდა, მერ, და ისეთი ადა-
მიანი გიპოვე, ვინც იქ უკვე ნამყოფია.
წამიერი დაბნეულობის შემდეგ ვხვდები, რას გულისხმობს
მეივენი და რა სულელი ვიყავი, აქამდე რომ ვერაფერს
ვხვდებოდი. კალს შეუძლია სასახლიდან გამიყვანოს. ფუნ-
დუკში ხომ სწორედ ის იყო, აქედან გასვლა მოახერხა, ესე
იგი, ჩემთვისაც შეუძლია იმავეს გაკეთება.
– მეივენ, – კალი ტუჩებს კუმავს, მისი ღიმილი ქრება, –
ხომ იცი, მისთვის არ შეიძლება. ცუდი აზრია...
ჩემი ჯერია, რომ ხმა ამოვიღო და ის მივიღო, რაც მინდა:
– მატყუარა!
კალი ანთებული თვალებით მიყურებს, მისი მზერა ჩემში
ატანს. იმედია, ხედავს ჩემს მტკიცე სურვილს, სასოწარკვეთი-
ლებას, საჭიროებას.
– ჩვენ მას ყველაფერი წავართვით, ძმაო, – ჩურჩულებს
მეივენი და უახლოვდება, – ეს ხომ მაინც შეგვიძლია მივცეთ?
კალი ნელა, ყოყმანით უქნევს თავს და მანიშნებს, ოთახში
შემოდიო. აღელვებისგან გაბრუებული სწრაფად შევდივარ,
ლამის ასკინკილით.
სახლში მივდივარ.
მეივენი კართან შეყოვნდება, ღიმილი უნელდება, როცა
გვერდიდან ვშორდები.
– შენ არ მოდიხარ.
ეს შეკითხვა არ არის.
190 მკითხველთა ლიგა
მეივენი თავს უქნევს ძმას.
– ჩემი იქ ბოდიალის გარდა, საზრუნავი სხვაც ბევრი გექ-
ნება.
დიდი გენიოსობა არ მჭირდება იმის მისახვედრად, რომ ეს
სიმართლეა. მართალია, ჩვენთან ერთად არ მოდის, მაგრამ
ამ სიკეთეს არ დავივიწყებ. უყოყმანოდ ვხვევ მკლავებს
მეივენს. წამით გაუნძრევლად დგას, მერე ნელა მხვევს ხელს
მხრებზე. როცა უკან ვიხევ, ლოყები ვერცხლისფრად უელვა-
რებს. მეც სისხლი მიდუღს ძარღვებში და ყურები მიგუგუნებს.
– ძალიან ნუ დააგვიანებთ, – ამბობს ის, თვალს მწყვეტს
და შეხედავს კალს, რომელსაც ეღიმება.
– ისე იქცევი, თითქოს აქამდე ეს არ გამიკეთებია.
ძმები ხითხითებენ, ერთმანეთს ისე უცინიან, როგორც ეს
ჩემს ძმებს ათასჯერ მაინც უქნიათ. როცა მეივენი კარს გაიხუ-
რავს და კალთან მტოვებს, უნებურად პრინცების მტრობა მი-
ნელდება.
კალის ოთახი ჩემსაზე ორჯერ დიდია, მაგრამ აქ ისეთი
არეულობაა, რომ უფრო პატარა ჩანს. კედლებში დატანებუ-
ლი ნიშები სავსეა უნიფორმებითა და საჭურვლით. ყოველი
მათგანი მანეკენებზეა მორგებული, კალის სხეულის ასლებ-
ზე. ისინი ჩემ თავზემოთ უსახო აჩრდილებივით აღმართულან
და უხილავი თვალებით დამყურებენ. მეტწილად მსუბუქი აღ-
ჭურვილობაა, ფოლადისფურცლოვანი და სქელი ქსოვილით,
მაგრამ ზოგი მძიმეცაა, ბრძოლისთვის და არა ვარჯიშისთვის
განკუთვნილი. ერთს მბზინავი ლითონის მუზარადიც კი ახუ-
რავს, დაბურული შუშის სახის დამცავიც აქვს. ჯაჭვ-კურტაკის
მუქ ნაცრისფერ სახელოზე მბზინავი ემბლემაა ამოქარგული:
ალში გახვეული შავი გვირგვინი და ვერცხლისფერი ფრთები.

191 მკითხველთა ლიგა


რას აღნიშნავს იგი, რისთვისაა ეს ყველაფერი და რა გაუკე-
თებია საჭურველასხმულ კალს, ამაზე ფიქრი არ მინდა.
როგორც ჯულიანს, კალსაც აქვს წიგნები, რომლებიც
აქეთ-იქითაა მიმოყრილი. ქაღალდებზე მელნის მდინარეები
მიედინება, მაგრამ ეს წიგნები ჯულიანისას სიძველით ვერ შე-
ედრება. უმეტესობა ახალი აკინძული და ლამინირებულ ქა-
ღალდზეა დაბეჭდილი, რათა ასოები არ წაიშალოს. ყველა
მათგანი საერთო ენაზეა დაწერილი, რომელიც ნორტაში,
ტბების ქვეყანასა და პიდმონტში იხმარება. სანამ კალი სა-
პირფარეშოში გადის საჭურვლის მოსაშორებლად, მის წიგ-
ნებს ვათვალიერებ. უცნაურია, ფურცლები სავსეა რუკებით,
დიაგრამებითა და სქემებით – ისინი ომის საშინელ ხელოვ-
ნებას ეძღვნება. თითოეული მათგანი წინაზე ძალადობრივია,
დაწვრილებით არის აღწერილი გასული წლების სამხედრო
მოქმედებები. დიდებული გამარჯვებები, სასტიკი დამარცხე-
ბები, იარაღები, მანევრები – ეს ყველაფერი თავბრუს მახ-
ვევს. კალის ჩანაწერები უფრო უარესია, ხაზს უსვამს იმ ტაქ-
ტიკას, რომელიც, მისი აზრით, იმად ღირს, რომ ადამიანების
სიცოცხლე შეეწიროს. სურათებზე გამოსახული პაწაწინა
კვადრატები ჯარისკაცებს აღნიშნავენ, მაგრამ მე ჩემს ძმებს,
კილორნსა და უამრავ მათნაირს ვხედავ.
წიგნებს მიღმა, ფანჯარასთან, პატარა მაგიდა და ორი სკა-
მი დგას. მაგიდაზე სათამაშო დაფა დევს ზედ დაწყობილი ფი-
გურებით. ამ თამაშს ვერ ვცნობ, მაგრამ ვიცი, რომ მეივენის-
თვისაა განკუთვნილი. ალბათ, საღამოობით ხვდებიან ერ-
თმანეთს, თამაშობენ და ერთობიან, როგორც ძმებს სჩვევი-
ათ.
– დიდი დრო არ გვექნება, – გამომძახის კალი და ვკრთე-
ბი. საპირფარეშოსკენ ვიხედები და პერანგის ჩაცმისას მის
192 მკითხველთა ლიგა
ფართო, დაკუნთულ ზურგს მოვკრავ თვალს. სისხლჩაქცევე-
ბიც აქვს და ნაიარევებიც, არადა, დარწმუნებული ვარ, მკურ-
ნალების მთელი არმია მოემსახურება, თუ მოუნდა. რატომ-
ღაც ნაიარევების დატოვება არჩია.
– მხოლოდ ჩემი ოჯახის ნახვა მინდა, – ვპასუხობ მე და
ადგილს ვიცვლი, რომ კიდევ არ გამექცეს თვალი.
კალი გამოდის, სადა ტანსაცმელი აცვია. წამის შემდეგ
ვხვდები, იგივე ეცვა, იმ ღამით რომ შევხვდი. დაუჯერებელია,
თავიდანვე როგორ ვერ შევიცანი მისი ბუნება: მგელი ცხვრის
ტყავში, ახლა კი მე ვარ ცხვარი მგლის ტყავში.
არავინ გვაჩერებს, როცა ქვედა სართულზე ჩავდივართ.
ალბათ, ტახტის მემკვიდრეობას თავისი უპირატესობები აქვს.
კალი კუთხეში უხვევს და დიდ, ბეტონისკედლებიან ოთახ-
ში შევყავარ.
– მოვედით.
აქაურობა საწყობს ჰგავს, ბრეზენტგადაფარებული უც-
ნაური ფორმის ნივთებია ჩარიგებული. ზოგი დიდია, ზოგი პა-
ტარა, მაგრამ ყველას რაღაც აფარია.
– ეს ხომ ჩიხია, – ვაპროტესტებ მე. მხოლოდ ერთი კარია,
რომლითაც აქ შემოვედით.
– ჰო, მერ, ჩიხში მოგიყვანე, – ოხრავს ის და ერთ-ერთ
რიგთან მიდის. როცა ჩაივლის, ბრეზენტი ფრიალებს და მის
ქვემოთ ლითონი ბზინავს.
– აქაც საჭურველია? – ერთ ფიგურას თითით მოვსინჯავ, –
მეტი გჭირდება, რაც ზემოთ იყო, ის არ გეყოფა. ისე, შეიძლე-
ბა საჭიროც იყოს, რომ რომელიმე ჩაიცვა. ჩემი ძმები კარგა
ზორბები არიან და გასილაქებაც უყვართ, – თუმცა, თუ კალის
წიგნებითა და კუნთებით ვიმსჯელებთ, თავის დაცვას ნამდვი-

193 მკითხველთა ლიგა


ლად შეძლებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ცეცხლის გაკონ-
ტროლებაზე.
ის თავს აქნევს.
– მგონი, მაგის გარეშეც იოლად გავალ, თანაც, ამაში გუ-
შაგს ვგავარ. შენმა ოჯახმა არასწორად არ უნდა გაგვიგოს.
– და რა გინდა, რომ იფიქრონ? არა მგონია, შენი წარდგე-
ნის უფლება მქონდეს.
– ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ამაღამ გარეთ გასვლის ნება
მოგვცეს. იოლია, – ამბობს იგი და მხრებს იჩეჩს. როგორ
ეადვილება ამ ხალხს ტყუილის თქმა.
– და მე რატომ გამომყევი? ამაზე რაღა ვთქვათ?
კალი ეშმაკური ღიმილით მითითებს ბრეზენტგადაფარე-
ბულ ფიგურაზე.
– მე შენი მძღოლი ვარ.
ის ბრეზენტს გადახდის ფიგურას და შავად შეღებილ ლი-
თონის უცნაურ მოწყობილობას აშიშვლებს. ორი დაკბილუ-
ლი ბორბალი, სარკესავით პრიალა ზედაპირი, ფარები, ტყა-
ვის გრძელი დასაჯდომი – ასეთი ტრანსპორტი არასდროს მი-
ნახავს.
– ეს მოტოციკლია, – ამბობს კალი და ამაყი მამის გამო-
მეტყველებით უსვამს ხელს ვერცხლისფერ საჭეს. მან ამ ლი-
თონის მხეცის ყოველი სანტიმეტრი იცის და უყვარს, – სწრა-
ფია, მოქნილი, იქ შეუძლია მისვლა, სადაც სხვა ტრანსპორტი
ვერ მივა.
– მომაკვდინებელ ხაფანგს ჰგავს, – ვეუბნები მე, შეცბუნე-
ბას ვერ ვმალავ.
კალი იცინის და დასაჯდომიდან ჩაფხუტს იღებს. იმედია,
არ ელის, რომ მე დავიხურავ ან ამ რაღაცაზე დავჯდები.

194 მკითხველთა ლიგა


– მამაჩემმა და პოლკოვნიკმა მაკანტოსმაც ეგ თქვეს. არ-
მიისთვის მასობრივ წარმოებას ჯერ არ აპირებენ, მაგრამ მა-
ინც დავარწმუნებ ამის საჭიროებაში. არც ერთხელ არ წავ-
ქცეულვარ მას შემდეგ, რაც ბორბლები გავაუმჯობესე.
– შენი აწყობილია? – ეჭვით ვეკითხები მე, მაგრამ მხრებს
იჩეჩს, ვითომც არაფერიო, – ოჰო.
– შენ მაშინ ნახე, როცა ზედ დაჯდები, – ამბობს და ჩაფ-
ხუტს მიწვდის. სწორედ ამ დროს შორეული კედელი ირყევა,
სადღაც ლითონის მექანიზმი ღრიალებს, კედელი ზევით ადის
და ღამის წყვდიადს აჩენს.
სიცილით ვიხევ უკან ამ სიკვდილის მანქანისგან.
– ამაზე დაჯდომას არ ვაპირებ.
მაგრამ კალი დამცინავად იღიმის, ცალ ფეხს მოტოციკლს
გადაადებს და ჯდება. მანქანა ცოცხლდება, ენერგიით სავსე
კრუტუნებს და გუგუნებს. ვგრძნობ მის სიღრმეში არსებულ
აკუმულატორს, საიდანაც ძალა მოდის. ძალა, რომელიც თა-
ვისუფლად მიშვებას ითხოვს, რათა სახლამდე არსებული
გრძელი გზა გალიოს. სახლი.
– გპირდები, ეს სრულიად უსაფრთხოა, – მიყვირის ძრა-
ვის ხმაურის დასაფარად. წინა ფარები ინთებიან და ღამეს
ანათებენ. კალის მოწითალო-ოქროსფერი თვალები ჩემს
თვალებს ხვდება და ის ხელს მიწვდის, – მერ!
ძლიერი მუცლის გვრემის მიუხედავად, ჩაფხუტს ვიხურავ.
დირიჟაბლში არასოდეს ვმჯდარვარ, მაგრამ ვიცი, რომ
ფრენა ზუსტად ასეთი გრძნობა უნდა იყოს. ეს თავისუფლების
შეგრძნებაა. კალის მოტოციკლი ნაცნობ გზას ელეგანტურად,
რკალების ხაზვით ნთქავს. ვერაფერს იტყვი, კარგი მძღო-
ლია. ძველი გზა ოღროჩოღროა და ორმოებით მოფენილი,
მაგრამ ყველას ადვილად უვლის გვერდს, მე კი გული ყელში
195 მკითხველთა ლიგა
მირტყამს. მხოლოდ მაშინ, როცა ქალაქიდან ნახევარ მილზე
შევჩერდებით, ვხვდები, რომ ისე მაგრად ვარ ჩაკრული
კალს, ძლივს მიცილებს. მისი სითბოს გარეშე უცებ ძალიან
მცივა, მაგრამ ამ ფიქრს უკუვაგდებ.
– მოგეწონა, არა? – ამბობს და ძრავას აქრობს. უცნაურად
პატარა სკამმა ფეხები და ზურგი მატკინა, კალი კი მიწაზე
მარჯვედ გადმოხტა.
ცოტა მიჭირს, მაგრამ მეც ჩამოვდივარ. მუხლები ოდნავ
მიკანკალებს, ყურებში ისევ გულისცემა მიგუგუნებს, მაგრამ,
მგონი, მთლიანობაში არა მიშავს.
– მგზავრობისას ჩემი პირველი არჩევანი ეს ნამდვილად
არ იქნებოდა.
– გამახსენე, რომ ერთხელ რეაქტიულ თვითმფრინავზე
დაგსვა, მერე მოტოციკლს ინატრებ, – მპასუხობს და მოტო-
ციკლი გზიდან გადაჰყავს, რათა ხეებში თვალს მოაფაროს.
ზედ რამდენიმე ხშირფოთლიან ტოტს აგდებს და უკან იხევს
ნახელავის შესაფასებლად. ზუსტად რომ არ ვიცოდე, საით
უნდა გავიხედო, მოტოციკლს ვერც შევამჩნევდი.
– როგორც ვხედავ, ამას ხშირად აკეთებ.
კალი ისევ მე მიბრუნდება, ცალი ხელი ჯიბეში უდევს.
– ხანდახან სასახლეში... დახუთულობაა.
– და წითლებით სავსე ფუნდუკში, არა? – ვეკითხები მე და
ჩემთვის საინტერესო საკითხს ვეხები, მაგრამ ის უკვე სოფ-
ლისკენ მიაბიჯებს, სწრაფად მიდის, თითქოს დასმული შე-
კითხვის გადასწრების იმედი აქვს.
– მე დასალევად არ გავდივარ გარეთ, მერ.
– მაშინ რას აკეთებ, ჯიბგირებს იჭერ და ნებსით თუ უნებ-
ლიეთ სამსახურს აწყებინებ?

196 მკითხველთა ლიგა


როცა იგი მოწყვეტით ჩერდება და ჩემკენ ტრიალდება,
მკერდზე ვეჯახები და წამით მისი სხეულის სიმძიმეს ვგრძნობ,
მერე კი ვხვდები, რომ გულიანად იცინის.
– როგორ თქვი, ნებსით თუ უნებლიეთო? – მეკითხება
ხითხითით.
მაკიაჟის ქვეშ სახე მიწითლდება და ოდნავ ვკრავ ხელს.
გონებაში საკუთარ თავს ვკიცხავ.
– უბრალოდ, კითხვაზე მიპასუხე.
კალი მშვიდდება და მიღიმის.
– ამას ჩემთვის არ ვაკეთებ, – ამბობს იგი, – უნდა გაიგო,
მერ, მე არ... ერთ დღეს მეფე გავხდები. საკუთარ თავს თავ-
კერძაობის უფლებას ვერ მივცემ.
– მგონი, სწორედ მეფეა ის ერთადერთი, ვისაც მაგის უფ-
ლება აქვს.
კალი თავს აქნევს, სასოწარკვეთილი მზერით მიყურებს.
– ნეტავ მართლა ეგრე იყოს.
ის ხელს მუშტავს და ხსნის. ლამის ვხედავ ალს მის კანზე,
რომელიც ბრაზით ელავს, მაგრამ მალე გაუვლის და თვა-
ლებში მხოლოდ სინანულის ნაკვერცხალი რჩება. როცა ისევ
სოფლისკენ მიტრიალდება, ამჯერად ნაბიჯს ანელებს.
– მეფე თავის ხალხს უნდა იცნობდეს. ამიტომ ვიპარები
სასახლიდან, – ბუტბუტებს ის, – დედაქალაქშიც ასე ვიქცევი
და ფრონტზეც. მომწონს იმის ნახვა, სინამდვილეში რა ვითა-
რებაა სამეფოში, იმის ნაცვლად, რომ ეს მრჩევლებმა და
დიპლომატებმა მიამბონ. კარგი მეფე სწორედ ასე უნდა იქ-
ცეოდეს.
ისე იქცევა, თითქოს რცხვენია საკუთარი სურვილისა,
იყოს კარგი მეფე. შეიძლება მამამისისა და სხვა სულელების
თვალში ეს სწორიცაა. ძლიერება და ძალაუფლება – კალს
197 მკითხველთა ლიგა
ბავშვობიდანვე ამ სიტყვებს უნერგავდნენ. არა სიკეთეს,
ლმობიერებას, თანაგრძნობას, თანასწორობას ან სხვა რა-
მეს, რის მისაღწევადაც მეფემ უნდა იღვაწოს.
– და რას ხედავ, კალ? – ვეკითხები მას და მივუთითებ სო-
ფელზე, რომელიც ჩვენ წინ ხეებიდან იკვეთება. მკერდში გუ-
ლი მიფრთხიალებს იმის გაცნობიერებაზე, რომ მასთან ასე
ახლოს ვარ.
– სამყაროს, რომელიც დაღუპვის ზღვარზე ტორტმანებს,
და თუ თანასწორობას დაკარგავს, დაეცემა, – ოხრავს იგი,
იცის, რომ ეს ის პასუხი არ არის, რომლის მოსმენაც მსურს, –
შენ ხომ არ იცი, რა სახიფათო მდგომარეობაა და რა ახლო-
საა მსოფლიო განადგურებასთან. მამაჩემი ყველაფერს აკე-
თებს, რომ დაგვიცვას და მეც იმავეს ვიზამ.
– ჩემი სამყარო უკვე განადგურებულია, – ვამბობ მე და
ტალახში მივაბოტებ. გარშემო ყველაფერი ბინძურია, თით-
ქოს ხეებმა გზა დაგვითმეს და თვალწინ გადაგვიშალეს ის
ლაფში ჩაფლული ადგილი, რომელსაც ჩემს სახლს ვუწოდებ.
სასახლესთან შედარებით აქაურობა ჯოჯოხეთურ ჯურღმულს
ჰგავს. ნუთუ კალი ამას ვერ ამჩნევს? – მამაშენი შენს ხალხს
იცავს, ჩემსას კი არა.
– სამყაროს შეცვლას თავისი ფასი აქვს, მერ, – ამბობს ის,
– ბევრი დაიღუპება, უმეტესად, წითლები. საბოლოოდ მაინც
ვერ გაიმარჯვებდით, შენ ხომ საერთო სურათს არ იცნობ.
– ჰოდა, მანახვე, – ვბრაზდები მეც, მისი სიტყვები ძალიან
მაღიზიანებს, – როგორია ეგ სურათი.
– ტბებისქვეყნელები ჩვენ გვგვანან, ჰყავთ მეფე, კეთილ-
შობილები, იქაურობას ვერცხლისფერთა ელიტა მართავს.
ჩვენი მოკავშირე პიდმონტელი პრინცები არასდროს დაუჭე-
რენ მხარს ქვეყანას, სადაც წითლები და ვერცხლისფრები
198 მკითხველთა ლიგა
თანასწორნი იქნებიან. პრერიასა და ტირაქსისზეც იგივე ით-
ქმის. ნორტაში რომც მოხდეს გარდაქმნა, დანარჩენები დიდ-
ხანს არ დაგვაცდიან, შემოიჭრებიან, დაგვიპყრობენ, ქვეყა-
ნას გაყოფენ. უფრო საშინელი ომი იქნება და მეტი ხალხი
დაიღუპება.
ჯულიანის რუკა მახსენდება, რა დიდი იყო მასზე ჩვენი
ქვეყნის მიღმა მდებარე სივრცე. ამ ყველაფერს ვერცხლის-
ფრები აკონტროლებენ და ჩვენ დასახმარებლად ვერავის
მივმართავთ.
– იქნებ ცდები? იქნებ ნორტა დასაწყისი აღმოჩნდეს, ის
ცვლილება, რომელიც ყველას სჭირდება? შენ არ იცი, რას
მოიტანს თავისუფლება.
კალს ამაზე პასუხი არა აქვს და ნაღვლიანი სიჩუმე ისად-
გურებს.
– აი, მოვედით, – ვბუტბუტებ მე და ჩემი სახლის ნაცნობი
მოხაზულობის წინ ვჩერდები.
პარმაღზე უხმაუროდ ვადგამ ფეხს, კალი კი მძიმე ნაბიჯე-
ბით, ბრაგუნით დადის და ფეხქვეშ იატაკს აჭრაჭუნებს. მის-
თვის ჩვეულ სითბოს ასხივებს და უცებ წარმოვიდგენ, რო-
გორ შეუნთებს სახლს ცეცხლს. ის ჩემს მღელვარებას
გრძნობს და მხარზე თბილ ხელს მადებს, მაგრამ ეს ვერ მამ-
შვიდებს.
– შემიძლია დაბლა დაგელოდო, თუ გინდა, – ჩამჩურჩუ-
ლებს მოულოდნელად, – შანსი არ უნდა მივცეთ, რომ მიც-
ნონ.
– ვერ გიცნობენ. მართალია, ჩემი ძმები ჯარში იყვნენ,
მაგრამ, ალბათ, ასე ერთი შეხედვით ვერაფერს მიხვდებიან,
– შეიდი მიხვდება, გავიფიქრე მე, მაგრამ ის საკმარისად

199 მკითხველთა ლიგა


ჭკვიანია იმისათვის, რომ ენას კბილი დააჭიროს, – ამასთან,
ხომ გინდა იცოდე, რისთვის ღირს ან არ ღირს ბრძოლა.
კარს ვაღებ და სახლში შევდივარ, რომელიც ჩემი აღარ
არის. თითქოს დროში უკან დავბრუნდი.
ოთახში გუნდური ხვრინვა გაისმის, ეს არა მარტო მამაჩე-
მია, არამედ ვიღაცის მოზრდილი ფიგურაც აძლევს ბანს. ბრი
რბილ სავარძელზე მოკუნტულა კუნთებისა და თხელი საბნე-
ბის გროვად. შავი თმა ჯერ კიდევ ჯარისკაცურად აქვს შეჭრი-
ლი, მკლავებსა და სახეზე ნაიარევებს ვხედავ, მოწმეებს იმი-
სა, რომ ომში იყო. ალბათ, ნაძლევი წააგო ტრემისთან, რო-
მელიც ჩემს საწოლში წრიალებს. შეიდი არსად ჩანს, მაგრამ
ძილი არც არასდროს ჰყვარებია. ალბათ, სოფელში დაწანწა-
ლებს და ძველ ნაცნობ გოგოებს ეძებს.
– ადექი, შე ძილისგუდა! – ვიცინი მე და სწრაფი მოძ-
რაობით ბრის საბანს ვხდი.
ის იატაკზე ეცემა, რითაც, ალბათ, უფრო იატაკი დაშავდა,
ვიდრე თვითონ, გორაობს და ჩემს ფეხებთან შეშდება. წამით
ისეთი სახე აქვს, თითქოს ისევ უნდა ჩაეძინოს.
მერე მიყურებს და თვალებს ახამხამებს, მზერადაბინდუ-
ლი და დაბნეული. ერთი სიტყვით, ისეთია, როგორც ყოველ-
თვის.
– მერ...
– მოკეტე, ბრი, აქ ხალხი დაძინებას ცდილობს! – ბურტყუ-
ნებს ტრემი სიბნელეში.
– ყველანი გაჩუმდით! – ღრიალებს მამა საძინებლიდან
და ყველანი შევხტებით.
თურმე როგორ მომნატრებია ეს ყველაფერი. ბრი ძილს
თავს ართმევს და მაგრად მიკრავს გულში, თან იცინის. იქვე
გრიალი გაისმის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტრემი წამოხ-
200 მკითხველთა ლიგა
ტა, მართლაც ზედა სართულიდან ისკუპებს და სწრაფად აღ-
მოჩნდება ჩვენ გვერდით.
– მერი მოვიდა! – ყვირის და ხელში ამიტაცებს. ბრიზე გამ-
ხდარია, მაგრამ არც ის წვრილი ლობიოს ღეროა, მე რომ
მახსოვს. მკლავები დაკუნთვია. ეტყობა, ბოლო რამდენიმე
წელი მისთვის იოლი არ ყოფილა.
– მიხარია შენი ნახვა, ტრემი, – ვჩურჩულებ მასზე ჩაკრუ-
ლი, მგონი, საცაა გავსკდები.
საძინებლის კარი ხმაურით იღება და დედა გამოდის და-
ძენძილი ხალათით. ბიჭების დასატუქსად აღებს პირს, მაგრამ
ჩემს დანახვაზე ენა უვარდება. მერე იღიმის და ტაშს შემოჰ-
კრავს.
– როგორც იქნა, ჩვენს სანახავად მოხვედი!
მას მამა მოჰყვება, ქშენით მოგორავს ოთახში. სულ ბო-
ლოს გიზას ეღვიძება, მაგრამ მხოლოდ თავს გამოყოფს და
ქვემოთ იყურება.
როგორც იქნა, ტრემი ხელს მიშვებს და ისევ მსვამს კალის
გვერდით, რომელიც შესანიშნავად ახერხებს თავი ისე მოგ-
ვაჩვენოს, თითქოს უხერხულადაა და აქ აშკარად ზედმეტია.
– გავიგე, გამოსწორდა და სამუშაო იშოვაო, – მაჯავრებს
ტრემი და ნეკნებში თითს მატაკებს.
ბრი ხითხითებს და თმას მიწეწავს.
– ჯარში მაინც არ მიიღებდნენ, მთელ ლეგიონს ისე გაქურ-
დავდა, ვერავინ ვერაფერს გაიგებდა.
ამაზე მხოლოდ ვიღიმები.
– როგორც ჩანს, არმიაში აღარც თქვენ სჭირდებით. ესე
იგი, დაგითხოვეს?
მამა წინ გამოგორდება და მათ ნაცვლად მპასუხობს:

201 მკითხველთა ლიგა


– რაღაც ლატარია მოვიგეთ, როგორც წერილში ეწერა.
ბაროუების ბიჭები სრული სამხედრო პატივით დაითხოვეს ჯა-
რიდან და პენსიაც დაუნიშნეს, – ვხვდები, რომ მამას ერთი
სიტყვაც არ სჯერა, მაგრამ ვითარებას აღარ უღრმავდება, დე-
და კი, პირიქით, ყველაფერს იჯერებს.
– შესანიშნავია, არა? როგორც იქნა, მთავრობამ ჩვენთვი-
საც გააკეთა რაღაც, – ამბობს და ბრის ლოყაზე კოცნის, –
შენც ხომ მოგცეს სამუშაო, – ისეთ სიამაყეს ასხივებს, როგო-
რიც არასდროს მინახავს, როგორც წესი, ამას მხოლოდ გი-
ზასთან ამჟღავნებს. არ იცის, რომ სიცრუით ამაყობს, – რო-
გორც იქნა, ამ ოჯახსაც გაუღიმა იღბალმა.
ჩვენ ზემოთ გიზა ფრუტუნებს. არც ვამტყუნებ, ჩემმა იღ-
ბალმა მას ხელი მოსტეხა და მომავალი დაუნგრია.
– როგორ არა, ძალიან იღბლიანები ვართ, – უკმაყოფი-
ლოდ ამბობს და დგება, რომ შემოგვიერთდეს.
ნელა მოიწევს ჩემკენ, ცალ ხელს იხმარს და კიბეზე ჩამო-
დის. როცა ბოლო საფეხურს ჩამოსცდება, ვხედავ, რომ არტა-
შანზე ფერადი ქსოვილი აქვს შემოხვეული. სევდა მაწვება,
როცა ვხვდები, რომ ეს ლამაზი ნაჭერი მისი მოქარგულია,
რომელსაც ვეღარასოდეს დაასრულებს.
მინდა გადავეხვიო და მისკენ ვიწევი, მაგრამ ის უკან იხევს
და კალს უყურებს. მგონი, მხოლოდ მან შეამჩნია უცხო ბიჭი.
– ეს ვინღაა?
ვწითლდები, მე ხომ კალი სულ გადამავიწყდა.
– ო, ეს კალია. ისიც მსახურად მუშაობს სასახლეში.
– გამარჯობა, – ამოთქვამს კალი და სულელურად ოდნავ
იქნევს ხელს.

202 მკითხველთა ლიგა


დედა სკოლის მოსწავლესავით კისკისებს და თავადაც
ხელს უქნევს, დაკუნთულ მკლავებზე აკვირდება, მაგრამ მამა
და ბიჭები ასეთი მოხიბლული არ არიან.
– ჩვენებური არ უნდა იყო, – უღრენს მამა და კალს ისე
უყურებს, თითქოს რაღაც მწერი იყოს, – ეს მაშინვე ვიყნოსე.
– ის მხოლოდ მუშაობს იქ, მამა... – ვეპასუხები მე, მაგრამ
კალი მაწყვეტინებს:
– ჰარბორ-ბეიდან ვარ, – ამბობს და არც "რ"-ს ჰარბორუ-
ლი კილოთი გამოთქმა ავიწყდება, – ოუშენ-ჰილში ვიყავი
მსახურად, იქაურ სამეფო რეზიდენციაში, და ახლა სამეფო
ოჯახის წევრებს ყველგან დავყვები, სადაც მიემგზავრებიან, –
ის გამჭოლი მზერით, გვერდულად გამომხედავს, – როგორც
სხვა მსახურები.
დედა ხმაურით ოხრავს და მკლავზე მეჭიდება.
– შენც წახვალ? იმ ხალხთან ერთად წასვლა მოგიწევს,
როცა გაემგზავრებიან?
მინდა ვუთხრა, რომ ეს ჩემი არჩევანი არ არის, რომ ჩემი
სურვილით არ მივდივარ, მაგრამ მათივე უსაფრთხოების-
თვის უნდა ვიცრუო:
– ამ სამუშაოზე მხოლოდ ეს ადგილი იყო თავისუფალი,
თანაც, კარგად მიხდიან.
– მგონი, კარგად მივხვდი, რაც ხდება, – ამბობს ბრი და
კალის პირისპირ დგება. პრინცის სასახელოდ უნდა ითქვას,
რომ არაფერს იმჩნევს.
– ისეთი არაფერი ხდება, – ამბობს ის ცივად და ბრის
თვალს უსწორებს, – მერმა სასახლეში მუშაობა აირჩია. ერ-
თწლიან კონტრაქტზე მოაწერა ხელი, ესაა და ეს.
ბრი ბუზღუნით იხევს უკან.
– უორენების ბიჭი უფრო მომწონდა, – ბურტყუნებს ის.
203 მკითხველთა ლიგა
– ნუ ბავშვობ, ბრი, – ვეუბნები გაბრაზებული. დედა კრთე-
ბა ჩემი მკაცრი ხმის გაგონებაზე, თითქოს ამ სამიოდე კვირის
განმავლობაში დაავიწყდა, როგორი ხმა მაქვს. უცნაურია,
თვალები ცრემლით ევსება. დედას ავიწყდები. ამიტომაც უნ-
და, რომ დარჩე, რათა არ დაავიწყდე.
– არ იტირო, დედა, – ვამბობ მე და მის მოსახვევად ნაბიჯს
ვდგამ. ჩემს მკლავებში მოქცეული ისეთი გამხდარი მეჩვენე-
ბა, უფრო გამხდარი, ვიდრე მახსოვდა. ან შეიძლება შემ-
ჩნეულიც არ მქონდა, როგორ გაილია.
– მხოლოდ შენ გამო არ ვტირი, ძვირფასო, ეს... – იგი
თვალს მარიდებს და მამას უყურებს. თვალებში ტკივილი ჩას-
დგომია, ჩემთვის უცნობი ტკივილი. სხვები თვალს ვერ უსწო-
რებენ. მამაც კი თავის უსარგებლო ფეხებს დაჰყურებს. სახ-
ლში ავის მომასწავებელი სიჩუმე ისადგურებს.
და მერე ვხვდები, რაც ხდება, რისგან ცდილობენ ჩემს
დაცვას.
აკანკალებული ხმით ვსვამ კითხვას, რომელზე პასუხის
გაგებაც არ მინდა:
– შეიდი სად არის?
დედა იკუნტება, ძლივს მიდის სკამამდე და ქვითინი უტ-
ყდება. ბრისა და ტრემის ამის ატანა არ შეუძლიათ და პირს
იბრუნებენ. გიზა არ ინძრევა, იატაკს ისე ჩაჰყურებს, თითქოს
უნდა, რომ მიწამ უყოს პირი. არავინ არაფერს ამბობს, მხო-
ლოდ დედაჩემის ტირილი და მამაჩემის მძიმე სუნთქვა ავ-
სებს ჩემი ძმის შემდეგ დარჩენილ სიცარიელეს. ჩემი ძმა, ჩე-
მი უსაყვარლესი ძმა.
უკან ვიხევ და ტკივილით თავგზააბნეული ლამის ვეცემი,
მაგრამ კალი მიჭერს. ნეტავ ეს არ ექნა, მინდა დავეცე, რამე
მძიმესა და რეალურს შევეხო, რომ გონებაში შემოჭრილი
204 მკითხველთა ლიგა
ტკივილი ასეთი მწარე აღარ იყოს. ხელი ყურთან მიმაქვს და
ჩემს საყვარელ სამ საყურეს ვუსვამ თითს. მესამე, შეიდის სა-
ყურე, ძალიან ცივი მეჩვენება.
– წერილში ამის თქმა არ გვინდოდა, – ჩურჩულებს გიზა
და ხელს არტაშანზე იფათურებს, – არმიიდან დათხოვნამდე
დაიღუპა.
ასე არასდროს მომნდომებია ელექტრობით რაიმეს გა-
ნადგურება, მთელი მძვინვარებისა და ტკივილის მომაკვდი-
ნებელი ძალის მქონე ერთ მუხტში ჩაქსოვა. თავი გააკონ-
ტროლე, ვუბრძანებ საკუთარ თავს. დაუჯერებელია, როგორ
მეშინოდა, რომ კალი სახლს გადაწვავდა, ელვასაც ხომ ასევე
ადვილად შეუძლია იმავეს გაკეთება.
გიზა ცრემლებს ებრძვის და თავს აიძულებს განაგრძოს
ლაპარაკი:
– გაქცევა სცადა და სიკვდილით დასაჯეს.
ფეხები ისე უეცრად მეკვეთება, რომ კალიც კი ვერ ას-
წრებს ჩემს დაჭერას. არაფერი მესმის, ვერაფერს ვხედავ.
მხოლოდ ვგრძნობ. სევდა, შოკი, ტკივილი, გარშემო ყველა-
ფერი ბრუნავს. ელექტროენერგიით სავსე ნათურები ზუზუნე-
ბენ, ეს ხმა ისეთი ძლიერია, მგონი, თავი გამისკდება. კუთხე-
ში მაცივარი ტკაცუნობს, მისი ძველი, დაუძლურებული აკუმუ-
ლატორი მომაკვდავი გულივით ფეთქავს. მთელი ეს ელექ-
ტრობა დამცინის, მიწვევს, ცდილობს გამტეხოს, მაგრამ არა,
ამას არ დავუშვებ.
– მერ, – ყურში ჩამძახის კალი, ჩემ გარშემო მისი მკლავე-
ბის სითბოს ვგრძნობ, მაგრამ ისე შორიდან ჩამესმის მისი
ხმა, თითქოს ოკეანის გაღმა იდგეს და იქიდან მიყვიროდეს, –
მერ!

205 მკითხველთა ლიგა


მტკივნეულად ვისუნთქავ ჰაერს, სულის მოთქმას ვცდი-
ლობ. ლოყები სველი მაქვს, თუმცა არ მახსენდება, ავტირე-
ბულიყავი. სიკვდილით დასაჯეს. ძარღვებში სისხლი მიდუღ-
დება. ეს ტყუილია, შეიდი არ გაქცეულა, ის "ალისფერი მცვე-
ლის" წევრი იყო. გაუგეს და ამის გამო დასაჯეს. მოკლეს.
ასეთი ბრაზი არასოდეს მიგრძნია. არც მაშინ, როცა ბიჭე-
ბი ჯარში წაიყვანეს, არც მაშინ, როცა კილორნი მოვიდა ღა-
მით, და არც მაშინ, როცა გიზას ხელი მოსტეხეს.
სახლში გამაყრუებელი ღმუილი გაისმის და მაცივარი, ნა-
თურები და კედლებში დატანებული სადენები ელექ-
ტროენერგიის კრიტიკული დოზით იმუხტებიან. ელექტრობა
ზუზუნებს და ენერგიასა და სიბრაზეს მმატებს. უფრო სახიფა-
თო ვხდები. ახლა თავად მე ვქმნი ენერგიას და მთელ სახლში
ვგზავნი საკუთარ ძალას, როგორც ჯულიანმა მასწავლა.
კალი მიყვირის, მარხევს, ცდილობს მომაწვდინოს რო-
გორღაც ხმა, მაგრამ არ გამოსდის. ეს ძალა ჩემშია და მისი
დაკარგვა არ მინდა. ეს ტკივილზე უკეთესი შეგრძნებაა.
ნათურები ტაფაზე დაყრილი სიმინდის მარცვლებივით
სკდება და თავზე ნამსხვრევები გვეყრება. ბრახ, ბრახ, ბრახ,
ლამის დედაჩემის კივილი ჩაახშონ.
ვიღაც უხეშად მაყენებს ფეხზე, ჩემს სახეს ხელებში იქცევს,
მაგრად მიჭერს და რაღაცას მეუბნება. ჩემს დამშვიდებას ან
თანაგრძნობის გამოხატვას კი არ ცდილობს, არამედ გონზე
მოყვანას. ეს ხმა საიდანღაც მეცნობა.
– მერ, გამოფხიზლდი!
ზემოთ ვიყურები და ნათელ მწვანე თვალებსა და შეშფო-
თებულ სახეს ვხედავ.
– კილორნ...

206 მკითხველთა ლიგა


– ვიცოდი, რომ მოხვიდოდი, – ბურტყუნებს ის, – თვალი
სულ გზაზე მეჭირა.
უხეში ხელები აქვს, მაგრამ ეს მამშვიდებს. ისევ სინამდვი-
ლეს ვუბრუნდები, სამყაროს, სადაც ჩემი ძმა მკვდარია. ჩვენ
ზემოთ ბოლო გადარჩენილი ნათურა ქანაობს, ძლივს ანა-
თებს ოთახსა და ჩემს გაოგნებულ ოჯახის წევრებს.
მაგრამ ეს ერთადერთი არ არის, რაც სიბნელეში ანთია.
ჩემს ხელებზე თეთრ-იისფერი ნაპერწკლები ცეკვავენ, უკ-
ვე დასუსტებულან, მაგრამ მაინც დღესავით ნათლად ჩანან.
ჩემი ელვა. ახლა თავს ტყუილით ვეღარ დავიძვრენ.
კილორნი სკამზე მსვამს, სახეზე დაბნეულობის შავი ღრუ-
ბელი გადაჰფარებია. სხვები, უბრალოდ, მომშტერებიან და
გულისტკივილით ვაცნობიერებ, რომ ეშინიათ, მაგრამ კი-
ლორნი შეშინებული კი არა, გაბრაზებულია.
– ეს რა გაგიკეთეს? – გრგვინავს იგი, მისი ხელები ჩემგან
რამდენიმე სანტიმეტრშია. ნაპერწკლები მთლიანად ქრება
და მხოლოდ კანი და აკანკალებული თითები რჩება.
– არაფერი გაუკეთებიათ, – ნეტავ ეს იმათი ბრალი იყოს.
ნეტავ ამის სხვისთვის დაბრალება შემეძლოს. კილორნის
მხრებს იქით ვიხედები და კალის მზერას ვხვდები. რაღაც-
ნაირად დუნდება და უსიტყვოდ მიქნევს თავს. ესე იგი,
ტყუილის თქმა არ მომიწევს.
– მე ასეთი ვარ.
კილორნი კიდევ უფრო იღუშება.
– ერთ-ერთი მათგანი ხარ? – ერთ წინადადებაში ჩატეული
ამდენი ბრაზი და ზიზღი არასდროს მიგრძნია. ამის დანახვაზე
სიკვდილი მინდება, – მითხარი!
პირველად დედა მოდის გონს და უშიშრად მკიდებს ხელს.

207 მკითხველთა ლიგა


– მერი ჩემი ქალიშვილია, კილორნ, – ამბობს და ისეთი
თავზარდამცემი სახით უყურებს, რომ არც მეგონა, თუ ასეთი
გამომეტყველების მიღება შეეძლო, – ეს ყველამ ვიცით.
ჩემიანები დედას კვერს უკრავენ, მაგრამ კილორნს ეს ვერ
ამშვიდებს. ისე მიყურებს, თითქოს უცხო ვიყო, თითქოს ერ-
თმანეთს მთელი ცხოვრება არ ვიცნობდეთ.
– დანა მომეცი და ყველაფერი გაირკვევა, – ვეუბნები კი-
ლორნს და თვალს თვალში ვუყრი, – გაჩვენებ, რა ფერის
სისხლი მდის.
ეს ოდნავ ამშვიდებს და უკან იხევს.
– უბრალოდ... არაფერი მესმის.
ეს ჩემთვისაც გაუგებარია, მეგობარო.
– ვეთანხმები კილორნს, მეც დაბნეული ვარ. მერ, ჩვენ ვი-
ცით, ვინ ხარ, მაგრამ... – ბრის ენა ებმის, საჭირო სიტყვებს
ეძებს, არადა, შეპასუხება არასდროს უჭირდა, – როგორ?
კარგად არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, მაგრამ რაც შემიძლია,
ვცდილობ. ამასთან, არ მავიწყდება, რომ თავზე კალი მადგას
და ყურადღებით მისმენს, ამიტომ "ალისფერი მცველისა" და
ჯულიანის აღმოჩენების შესახებ არაფერს ვამბობ. ბოლო სა-
მი კვირის ამბავს რაც შეიძლება ზოგადად ვუყვები: როგორ
ვიტყუები, რომ ვერცხლისფერი ვარ, როგორ დავინიშნე
პრინცზე და საკუთარი ძალის გაკონტროლება ვისწავლე – ეს
ყველაფერი მტკნარი სიცრუეა, მაგრამ ყურადღებით მისმე-
ნენ.
– არ ვიცით, რატომ და როგორ ხდება ეს, შეიძლება ვერც
ვერასდროს გავიგოთ, – ვასრულებ მე და ხელს წინ ვიწვდი.
ვხედავ, როგორ იხევს უკან ტრემი.
მხარდაჭერის ნიშნად დედა ხელზე ხელს მიჭერს. ეს მცირე
ნუგეშიც კი სასწაულებრივად მოქმედებს ჩემზე. ისევ ვბრაზობ
208 მკითხველთა ლიგა
და გული საშინლად მტკივა, მაგრამ ელექტრობით რაიმეს
აფეთქების სურვილი უკვალოდ ქრება. რაღაც თვითკონტრო-
ლის მსგავსს ვიბრუნებ, რაც საკმარისია იმისთვის, რომ თა-
ვის შეკავება მოვახერხო.
– მგონი, ეს სასწაულია, – ჩურჩულებს დედა და ჩემს დასა-
ნახად იღიმება, – შენთვის ყოველთვის საუკეთესო გვინდოდა
და მიიღე კიდეც. ბრი და ტრემი უსაფრთხოდ არიან, გიზას
არაფერი გაუჭირდება, შეგვიძლია ნორმალურად ვიცხოვ-
როთ და შენ, – ის აწყლიანებული თვალებით შემომხედავს, –
შენ კი განსაკუთრებული ადამიანი იქნები. მეტი რა უნდა
ინატროს მშობელმა?
ნეტავ მისი სიტყვები სიმართლე იყოს, მაგრამ თავს მაინც
ვუქნევ, დედაჩემისა და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ვიღიმები
კიდეც. ტყუილის თქმა სულ უფრო კარგად გამომდის და რო-
გორც ჩანს, ჩემი სჯერათ... მაგრამ არა კილორნს. ისევ ღე-
ლავს და ბრაზის მორიგი შეტევის მოგერიებას ცდილობს.
– როგორია პრინცი? – მეკითხება დედა, – მეივენი.
სახიფათო კითხვაა. ვგრძნობ, როგორ მისმენს კალი,
ელოდება, რას ვიტყვი მის უმცროს ძმაზე. და რა უნდა ვთქვა?
რომ კეთილია? რომ ნელ-ნელა სულ უფრო მომწონს? რომ
ჯერ კიდევ არ ვიცი, მისი ნდობა შეიძლება თუ არა? ან კიდევ
უარესი, რომ ვერასოდეს ვეღარავის ვენდობი?
– როგორსაც ველოდი, ისეთი არ არის.
გიზა უხერხულობას მამჩნევს და კალს უყურებს.
– ესე იგი, ეს შენი პირადი მცველია? – მეკითხება და საუბ-
რის თემას თვალის დახამხამებაში ცვლის.
– დიახ, ასეა, – პასუხობს კალი ჩემ მაგივრად. იცის, რომ
ჩემი ოჯახის წევრების მოტყუება არ მინდა, ყოველ შემთხვე-

209 მკითხველთა ლიგა


ვაში, იმაზე მეტად არა, ვიდრე ეს აუცილებელია, – და ბო-
დიშს გიხდით, მაგრამ მალე უნდა წავიდეთ.
მისი სიტყვები გულში დანასავით მესობა, მაგრამ უნდა და-
ვემორჩილო.
– დიახ, ასეა.
დედა ჩემთან ერთად დგება და ხელში ისე მაფრინდება, მე-
შინია არ მომტეხოს.
– რა თქმა უნდა, ჩვენ არავის არაფერს ვეტყვით.
– არც ერთ სიტყვას, – ეთანხმება მამა. ძმებიც თავს იქნე-
ვენ და იფიცებიან, რომ არაფერი წამოსცდებათ.
მაგრამ კილორნს მრისხანე სახე აქვს. რატომღაც ძალიან
გაბრაზდა და ვერაფრით ვხვდები, რატომ. მაგრამ მეც ვბრა-
ზობ. შეიდის სიკვდილი გულზე ისევ ლოდივით მაწევს.
– შენ რას იტყვი, კილორნ?
– ჰო, მეც შეგინახავ საიდუმლოს, – მომიგდებს და სანამ
შევაჩერებდე, სავარძლიდან დგება და გარეთ ამოვარდნილ
ქარბორბალაში გავარდება. კარს იჯახუნებს და კედლები ზან-
ზარებენ. მიჩვეული ვარ კილორნის ემოციურობას, სასოწარ-
კვეთის იშვიათ წუთებს, მაგრამ ასეთი მძვინვარება მისთვის
რაღაც ახალია. არ ვიცი, როგორ მოვიქცე.
ჩემი დის შეხება მაფხიზლებს, მახსენდება, რომ დამშვი-
დობების დრო დადგა.
– ეს ბედის საჩუქარია, – ჩამჩურჩულებს ყურში, –
ტყუილუბრალოდ ნუ გაანიავებ.
– ხომ დაბრუნდები? – მეკითხება ბრი და გიზაც უკან
იხევს. პირველად მას შემდეგ, რაც ომში წაიყვანეს, ბრის თვა-
ლებში შიშს ვხედავ, – ახლა პრინცესა ხარ, წესებს შენ ადგენ.
ნეტავ ასე იყოს.

210 მკითხველთა ლიგა


მე და კალი ერთმანეთს ვუყურებთ, უსიტყვოდ ვსაუბრობთ.
მისი მოკუმული ტუჩებისა და ნაღვლიანი თვალების მიხედ-
ვით ვხვდები, როგორი უნდა იყოს ჩემი პასუხი.
– ვეცდები, – ვჩურჩულებ აკანკალებული ხმით. კიდევ ერ-
თი ტყუილით არაფერი დაშავდება.
როცა სოფლის კიდეს ვაღწევთ, გიზას დამშვიდობება მახ-
სენდება და ისევ გული მტკივა. მის თვალებში საყვედური არ
ჩანდა, თუმცა კი ყველაფერი წავართვი. ქარში მისი ბოლო
სიტყვები ხმიანობს და ყველა სხვა ხმას ახშობს. ტყუილუბრა-
ლოდ ნუ გაანიავებ.
– შენს ძმაზე ძალიან ვწუხვარ, – ბურტყუნებს კალი, – არ
ვიცოდი, რომ...
– უკვე მკვდარი იყო? – დეზერტირობის გამო დასაჯესო.
მორიგი ტყუილი. ისევ ვცოფდები და თავის შეკავებასაც არ
ვცდილობ, მაგრამ, აბა, რას გავხდები? რა შემიძლია გავაკე-
თო, რომ ჩემი ძმის გამო შური ვიძიო ან სხვების გადარჩენა
ვცადო?
ტყუილუბრალოდ ნუ გაანიავებ.
– კიდევ ერთგან უნდა მივიდე, – სანამ კალი შემეკამათე-
ბოდეს, რაც შეიძლება მომნუსხველად ვიღიმები, – გპირდე-
ბი, დიდ დროს არ წაიღებს.
ჩემდა გასაკვირად, სიბნელეში უხმოდ მიქნევს თავს.
– სასახლეში მუშაობა დიდი პატივია, – ხითხითებს უილი,
როცა მის ფურგონში მოხერხებულად ვჯდები. ძველი ლურჯი
სანთელი ისევ ანათებს და მოციმციმე შუქს გამოსცემს. რო-
გორც ვფიქრობდი, ფარლი აქედან დიდი ხნის წასულია.
როცა ვრწმუნდები, რომ კარ-ფანჯარა ჩაკეტილია, ხმას ვუ-
წევ:
– უილ, მე იქ არ ვმუშაობ. ისინი...
211 მკითხველთა ლიგა
მოულოდნელად უილი ხელს ამიქნევს.
– ო, ეგ ყველაფერი უკვე ვიცი. დალევ ჩაის?
– არა, – განცვიფრებისგან ხმა მიკანკალებს, – როგორ...
– სამეფო კარის მაიმუნებმა გასულ კვირას მომავალი დე-
დოფალი აირჩიეს, რა თქმა უნდა, ეს ვერცხლისფერთა ქალა-
ქებში ტელეეთერით გადმოსცეს, – ამბობს ხმა ფარდის უკან.
მერე გარეთ გამოდის და ეს ფარლი არ არის, ადამიანის
ფორმის ჭოკია. თავით ჭერს ეხახუნება და უგერგილოდ იკუნ-
ტება. გრძელი წითური თმა აქვს, რომელიც ფერით ზუსტად
შეესაბამება გულმკერდზე ირიბად გადაჭიმულ წითელ
ლენტს. ზედ მზის ფორმის ისეთივე სამკერდე ნიშანი უკეთია,
როგორიც ფარლის ეკეთა გადაცემაში. ვხედავ მის წელზე შე-
მორტყმულ პატრონტაშსაც, რომელიც მბზინავი ტყვიებითაა
სავსე. იქვე წყვილი პისტოლეტიც უდევს. ისიც "ალისფერი
მცველიდანაა".
– ვერცხლისფერთა ეკრანებზე სულ თქვენ ჩანდით, ქალ-
ბატონო ტიტანოს, – ისე გამოთქვამს ჩემს სახელს, თითქოს
გინება იყოს, – თქვენ და ის სამოსი. მითხარით, ისეთივე უც-
ხვირპიროა, როგორიც ტელევიზორში ჩანს?
– ეს ტრისტანია, ფარლის ერთ-ერთი თანაშემწე, – ერთვე-
ბა უილი და უცნობს გამკიცხავად უყურებს, – წესიერად,
ტრისტან.
– ვითომ რატომ? – დამცინავად ვამბობ მე, – ევანგელინ
სამოსი სისხლმოწყურებული ნაძირალაა.
ტრისტანი იღიმება და უილს თვითკმაყოფილი სახით უყუ-
რებს.
– ყველანი მაიმუნები არ არიან, – ვამატებ ხმადაბლა,
მეივენის სიტყვები მახსენდება, დღეს რომ მითხრა.

212 მკითხველთა ლიგა


– შენს საქმრო პრინცს გულისხმობ თუ იმას, ტყეში რომ
გელოდება? – მშვიდად მეკითხება უილი, თითქოს ფქვილის
ფასი აინტერესებს.
მისგან განსხვავებით ტრისტანი მერხიდან ელვის სისწრა-
ფით წამოიჭრება, მაგრამ კართან მივასწრებ და ორივე ხელს
ვშლი. კიდევ კარგი, თავს ვაკონტროლებ, "ალისფერი მცვე-
ლის" წევრის ელექტრობით შეტრუსვა ახლა ყველაზე ნაკლე-
ბად მჭირდება.
– ვერცხლისფერი მოიყვანე აქ? – სისინებს ტრისტანი, –
თანაც პრინცი? იცი, რა შესაძლებლობები გაგვიჩნდება, თუ
ხელში ჩავიგდებთ? იცი, რა კოზირი გვექნება?
ის ჩემ თავზემოთ კოშკივით არის აღმართული, მაგრამ
უკან არ ვიხევ.
– ხელი არ ახლოთ.
– ფუფუნებაში გატარებული რამდენიმე კვირა, და შენი
სისხლი მათსავით ვერცხლისფერია, – მომიგდებს ის და ისე
მიყურებს, თითქოს ჩემი მოკვლა უნდა, – მეც ხომ არ მიპირებ
ელექტრობით მისიკვდილებას?
ეს გულს მტკენს და ტრისტანმა ეს იცის. ხელებს ჩამოვუშ-
ვებ, მეშინია არ დამაღალატონ.
– მას კი არა, შენ გიცავ, იდიოტო. კალი ჯარისკაცად არის
დაბადებული და აღზრდილი, რომ მოუნდეს, ამ სოფელს
მთლად გადაწვავს, – მაგრამ ამას არ იზამს. იმედია.
ტრისტანი პისტოლეტზე წაივლებს ხელს.
– ვნახოთ, აბა, სცადოს.
მაგრამ უილი მკლავზე დანაოჭებულ ხელს ადებს. ეს შეხე-
ბა საკმარისია, რომ მეამბოხე დამშვიდდეს.
– საკმარისია, – ჩურჩულებს უილი, – აქ რატომ მოხვედი,
მერ? კილორნსა და შენს ოჯახს ხომ არაფერი ემუქრება?
213 მკითხველთა ლიგა
მძიმედ ვსუნთქავ და ისევ ტრისტანს შევყურებ. ეს-ესაა,
დამემუქრა, კალს მოვიტაცებ და მძევლად მეყოლებაო, და
რატომღაც ამაზე ფიქრი საშინლად მაღელვებს.
– ჩემი... – ერთი სიტყვა ვთქვი და უკვე ენა მებმის, –
შეიდი "ალისფერი მცველის" წევრი იყო, – ეს უკვე შეკითხვა
კი არა, ფაქტია. უილი დარცხვენით ხრის თვალებს, ტრისტანი
თავსაც კი ჩაჰკიდებს, – ამის გამო სიკვდილით დასაჯეს. ვერ-
ცხლისფრებმა ძმა მომიკლეს და ახლა უნდათ ისე ვიქცეოდე,
თითქოს ამას მეც ვეთანხმები.
– უარს თუ იტყვი, მოგკლავენ, – მპასუხობს უილი.
ეს თავადაც ვიცი.
– ამას არც ვაპირებ. იმას ვიტყვი, რაც უნდათ, მაგრამ... –
ენა ოდნავ მებმის, რადგან ეს ახალი გზის დასაწყისია, – მე
სასახლეში ვცხოვრობ, მათი სამყაროს გულში. სწრაფი ვარ,
უხმაუროდ ვმოძრაობ და შემიძლია საერთო საქმეში დაგეხ-
მაროთ.
ტრისტანი ხმაურით ჩაისუნთქავს და მთელი ტანით იმარ-
თება. მართალია, წეღან გაბრაზებული იყო, მაგრამ ახლა მის
თვალებში სიამაყის მსგავსი რამ მოჩანს.
– გინდა "ალისფერ მცველს" შეუერთდე?
– დიახ.
უილი ტუჩებს კუმავს და თვალებით მბურღავს.
– იმედია, ხვდები, რაში ყოფ თავს. ეს მხოლოდ ჩემი, ფარ-
ლის ან "ალისფერი მცველის" ბრძოლა არ არის – ის შენიცაა,
თანაც სიკვდილამდე. მარტო შენი ძმისთვის კი არ უნდა იძიო
შური, არამედ ყველას გამო. უნდა იბრძოლო მათთვის, ვინც
ჩვენამდე იყვნენ, და მათ გადასარჩენად, ვინც ჩვენ შემდეგ
იქნებიან.

214 მკითხველთა ლიგა


უილის კოჟრიანი ხელი ჩემს ხელს დასწვდება და მის მაჯა-
ზე პირველად ვამჩნევ სვირინგს – წითელ თასმას. ისეთს,
რომლის ტარებასაც ვერცხლისფრები გვაიძულებენ. თუმცა
უილს ახლა ის სამუდამოდ ხელზე ექნება. მისი სხეულის ნაწი-
ლია, როგორც სისხლი ჩვენს ძარღვებში.
– ჩვენ გვერდით ხარ, მერ ბაროუ? – მეკითხება და ჩემს
ხელს თავისაში იქცევს. ომი უფრო საშინელი გახდება და მე-
ტი ხალხი დაიღუპებაო, თქვა კალმა, მაგრამ შეიძლება ცდე-
ბა. შეიძლება ყველაფერი შევცვალოთ.
უილის ხელს თითებს ვუჭერ. კარგად ვხვდები, რაოდენ
მძიმე და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებ.
– თქვენ გვერდით ვარ.
– ჩვენ აღვდგებით, – ერთხმად ამბობენ უილი და ტრისტა-
ნი. მეც მახსენდება ეს სიტყვები და მათთან ერთად ვიმეორებ,
– განთიადივით ალისფრები.
მოციმციმე სანთლის შუქზე კედლებზე აღმართული ჩვენი
ჩრდილები ურჩხულებს ჰგვანან.
როცა სოფლის ბოლოში კალს ვხვდები, თავს როგორღაც
უფრო მსუბუქად ვგრძნობ, ჩემი გადაწყვეტილებისა და მო-
მავლის გამო ამაღლებული განწყობა მაქვს. კალი უხმოდ
მომყვება და ხანდახან ჩემკენ თვალს აპარებს. მის ადგილას
მე ვეცდებოდი, პასუხი დამეტყუებინა, მაგრამ კალი სხვა-
ნაირად იქცევა. შეიძლება ეს სამხედრო ტაქტიკაა, რომელიც
თავის რომელიმე წიგნში ამოიკითხა. დაე, მტერი თავად მო-
გიახლოვდეს.
მეც ხომ უკვე მისი მტერი ვარ.
კალი მაბნევს, ისევე, როგორც მისი ძმა. ორივენი გულკე-
თილები არიან, მიუხედავად იმისა, რომ იციან, წითელი ვარ
და, წესით, ზედაც არ უნდა მიყურებდნენ, მაგრამ კალმა სახ-
215 მკითხველთა ლიგა
ლში წამომიყვანა, მეივენიც თბილად მომექცა, ჩემი დახმარე-
ბა მოინდომა. უცნაური ბიჭები არიან.
როცა ტყეში შევდივართ, კალის ქცევა იცვლება და სე-
რიოზული სახით მეუბნება:
– დედოფალს უნდა დაველაპარაკო შენი განრიგის ცვლი-
ლების შესახებ.
– რატომ?
– იქ კინაღამ აფეთქდი, – ამბობს ნაზად, – ჩვენთან ერთად
უნდა ივარჯიშო, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
მე ხომ ჯულიანი მავარჯიშებს, მაგრამ რაღაც მკარნახობს,
რომ იგი კალივით, მეივენივითა და ევანგელინივით ვერ გამ-
წვრთნის. იმის ნახევარიც რომ ვისწავლო, რაც მათ იციან,
ვინ იცის, როგორ წაადგება ეს "ალისფერ მცველს"... და
შეიდის ხსოვნას!
– თუ ეს ეტიკეტის შესწავლისგან დამიხსნის, უარს არ გეტ-
ყვი.
მოტოციკლთან მისული კალი უცებ უკან გადმოხტება, ხე-
ლები ცეცხლში აქვს გახვეული და მის თვალებშიც ალი გიზ-
გიზებს.
– ვიღაც გვითვალთვალებს.
კითხვებით აღარ ვაწუხებ. კალს მებრძოლის ინსტინქტები
აქვს, მაგრამ რა შეიძლება აქ გვემუქრებოდეს? რისი უნდა
ეშინოდეს მძინარე, ღარიბი სოფლის ტყეში? მაგრამ მახსენ-
დება, რომ სოფელი ამბოხებულებითაა სავსე.
მაგრამ ფარლისა და შეიარაღებული მეამბოხეების ნაც-
ვლად ხეებიდან კილორნი გამოდის. დამავიწყდა, როგორი
მოქნილია და რა დაუბრკოლებლად დადის სიბნელეში.
კალის ხელებზე ცეცხლი ქრება და კვამლი ასდის.
– ოჰ, შენ ხარ.
216 მკითხველთა ლიგა
კილორნს მზერა ჩემგან კალზე გადააქვს და მდაბლად უკ-
რავს თავს.
– ბოდიშს გიხდით, თქვენო უდიდებულესობავ.
იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი უარყოს, კალი წელში
იმართება და მთლად მომავალ მეფეს ემსგავსება. კილორნს
პასუხს არ სცემს და მოტოციკლთან მიდის, რომ ტოტები
მოაშოროს, მაგრამ ვგრძნობ, თვალს არ მაცილებს, გაფაცი-
ცებით აკვირდება, რა ხდება ჩემსა და კილორნს შორის.
– ამას მართლა აკეთებ? – ამბობს კილორნი, დაჭრილ
ცხოველს ჰგავს, – მართლა მიდიხარ, რომ ერთ-ერთი მათგა-
ნი იყო?
ეს სიტყვები სილის გაწვნაზე მტკივნეულია. მინდა ვუთხრა,
რომ მე არავინ არაფერს მეკითხება.
– ხომ ნახე, რა დამემართა სახლში, რისი გაკეთება შემიძ-
ლია? მათ შეუძლიათ დამეხმარონ, – თავადვე მიკვირს, ისე
ადვილად გამომდის ამ ტყუილის თქმა. შეიძლება ერთ დღეს
საკუთარი თავის მოტყუებაც შევძლო და თავი დავირწმუნო,
რომ ბედნიერი ვარ, – იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.
კილორნი თავს გააქნევს და ცალ ხელს მკლავში ისე წა-
მავლებს, თითქოს წარსულში ჩვენი დაბრუნება შეეძლოს, სა-
დაც უფრო მარტივი პრობლემები გვქონდა, – შენი ადგილი
აქ არის.
– მერ, – კალი მოთმინებით იცდის, მოტოციკლის სკამს
ეყრდნობა, მაგრამ მტკიცე ხმა აქვს. გვაფრთხილებს.
– უნდა წავიდე, – ვცდილობ მოვიშორო კილორნის ხელი,
ზურგი ვაქციო, მაგრამ ამის ნებას არ მაძლევს. ყოველთვის
ჩემზე ძლიერი იყო. ძალიან მინდა ხელი არ გამიშვას, მაგრამ
ეს შეუძლებელია.
– მერ, გთხოვ...
217 მკითხველთა ლიგა
უცებ ძლიერ სიცხეს ვგრძნობთ, თითქოს მზემ მწველი სხი-
ვები მოგვანათა.
– ხელი გაუშვი, – უღრენს კალი კილორნს. ისეთ სითბოს
ასხივებს, ჰაერი თითქმის ლივლივებს. ვხედავ, როგორ ცდი-
ლობს სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ მოთმინება ელევა.
კილორნი დამცინავად უყურებს თვალებში, საჩხუბრად იწ-
ვევს, მაგრამ ის მე მგავს: ჩვენ ქურდები ვართ, ვირთხები. ვი-
ცით, როდის ვიჩხუბოთ და როდის გავიქცეთ. იგი უხალისოდ
იხევს უკან, ხელს მიშვებს და მკლავზე მისი ნათითურები
მრჩება. შეიძლება ერთმანეთს უკანასკნელად ვხედავთ.
ჰაერი გრილდება, მაგრამ კალი უკან არ იხევს. მე მისი
ძმის საცოლე ვარ და უნდა დამიცვას.
– გაწვევისგან ჩემს გადასარჩენად შეთანხმება დადე, არა?
– მშვიდად ამბობს კილორნი, ბოლოს და ბოლოს, ხვდება,
რამხელა ფასი გადავიხადე ამაში, – ცუდი ჩვევა გაქვს, მუდ-
მივად ჩემს გადარჩენას ცდილობ.
ოდნავ ვუქნევ თავს და თავზე ჩაფხუტს ვიხურავ, რათა
ცრემლები დავმალო. გაბრუებული მივყვები კალს მოტოციკ-
ლთან და მის უკან ვჯდები.
კილორნი უკან იხევს და კრთება, როცა ძრავა ირთვება.
მერე მიცინის, ისეთ გამომეტყველებას იღებს, რომელიც ად-
რე მისთვის თავში წამორტყმას მანდომებდა.
– ფარლის შენგან მოკითხვას გადავცემ.
მოტოციკლი მხეცივით ღრიალებს და კილორნის, სოფლი-
სა და ჩემი წარსულისგან შორს მიმაქროლებს. ტანში საწამ-
ლავივით მიჯდება შიში და ბოლოს მთლად ვიზაფრები, მაგ-
რამ საკუთარი თავის გამო კი არ მეშინია. უკვე აღარ. კი-
ლორნზე ვღელავ, იმ სისულელეზე, რის გაკეთებასაც აპი-
რებს.
218 მკითხველთა ლიგა
ის ფარლის იპოვის და მეამბოხეებს შეუერთდება.

219 მკითხველთა ლიგა


მეორე დილას თვალებს ვახელ და ბუნდოვნად ვხედავ
ჩემს საწოლთან მდგარ ადამიანს. ესეც ასე, სასახლიდან გა-
ვედი, წესები დავარღვიე და ახლა ამისთვის მომკლავენ, მაგ-
რამ უბრძოლველად არ დავნებდები.
სანამ უცნობი გონს მოსვლას მოასწრებდეს, ლოგინიდან
წამოვფრინდები, მზად ვარ თავი დავიცვა. კუნთები მეჭიმება
და სხეულში ელექტრობის სასიამოვნო ვიბრაციას ვგრძნობ,
მაგრამ მკვლელს კი არა, წითელ უნიფორმაში გამოწყობილ
ქალს ვხედავ და ვცნობ კიდეც.
უოლში ძველებურად გამოიყურება, აი, მე კი შეცვლილი
ვარ. ის ლითონის ხელის ურიკასთან დგას, რომელზეც ჩაი,
პური და ყველაფერი ის აწყვია, რაც კი შეიძლება საუზმედ ვი-
ნატრო. როგორც მორჩილი მსახური, ხმას არ იღებს, მაგრამ
ყველაფერი თვალებში უწერია. ხელებზე მიყურებს, როგორ
დამდის თითებზე ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი ნაპერწკლე-
ბი. მათ ვაქრობ და სინათლე ისევ კანქვეშ ქრება.
– ბოდიშს გიხდი, – წამოვიყვირებ მე და უკან გავხტები. ის
მაინც არაფერს ამბობს, – უოლშ...
მაგრამ ის სუფრას მდუმარედ აწყობს, მერე კი ძალიან მაკ-
ვირვებს, როცა იმ სიტყვებს მეუბნება, რომლებიც უკვე ლოც-
ვასავით თუ წყევლასავით დავიზეპირე: ჩვენ აღვდგებით, გან-
თიადივით ალისფრები.
სანამ გაოგნებული პასუხის გაცემას მოვასწრებდე, უოლში
ხელში ჩაის ფინჯანს მაჩეჩებს.

220 მკითხველთა ლიგა


– მოიცა, – მისკენ ხელს ვიწვდი, მაგრამ სწრაფად იხევს
უკან და მდაბლად მიკრავს თავს.
– უკაცრავად, ქალბატონო, – ამბობს და ამით მთავრდება
ჩვენი საუბარი.
აღარ ვაკავებ, ვუყურებ, როგორ გადის ოთახიდან და უკან
მხოლოდ უთქმელი სიტყვების ექო რჩება.
უოლშიც "ალისფერი მცველის" წევრია.
ჩაის ფინჯანი უჩვეულოდ ცივია.
დავხედავ და ვამჩნევ, რომ ჭიქა ჩაით კი არა, წყლითაა
სავსე. ჭიქის ფსკერზე ქაღალდის ნაგლეჯს მელანი გასდის.
სანამ შეტყობინებას ვკითხულობ, წყალი ნაწერს შლის, ყო-
ველგვარი კვალი იკარგება, სანამ ამღვრეული ნაცრისფერი
სითხე და ცარიელი ფურცელი არ რჩება. არავითარი დამამ-
ტკიცებელი საბუთი ჩემი პირველი მეამბოხური ქმედებისა
აღარ არსებობს.
შეტყობინების დამახსოვრება ძნელი არ არის, მხოლოდ
ერთი სიტყვა იყო: შუაღამისას.
იმის ცოდნა, რომ აჯანყებულები, რომლებთანაც კავშირი
მაქვს, ჩემთან ასე ახლოს არიან, უნდა მამშვიდებდეს, მაგრამ
რატომღაც ჟრუანტელი მივლის. შეიძლება აქ, კამერების
გარდა, სხვებიც მითვალთვალებენ.
და ეს ჩემთვის განკუთვნილი ერთადერთი შეტყობინება
არ არის. ტუმბაზე ჩემი ახალი განრიგი დევს, დედოფლის
არანორმალურად ლამაზი კალიგრაფიით დაწერილი:

შენი განრიგი შეიცვალა:


06.30 – საუზმე, 07.00 – ვარჯიში, 10.00 – ეტიკეტი, 11.30
– საუზმე, 13.00 – ეტიკეტი, 14.00 – გაკვეთილები, 18.00 –
ვახშამი.
221 მკითხველთა ლიგა
ლუკასი ყველგან გამოგყვება.
განრიგის ცვლილება არ განიხილება.
მისი უდიდებულესობა დედოფალი ელარა

– ესე იგი, როგორც იქნა, ვარჯიშიც დაგაწყებინეს? – მიცი-


ნის ლუკასი, ოდნავ ამაყიც კი ჩანს, როცა პირველ მეცადი-
ნეობაზე მივყავარ, – ან ძალიან ისახელეთ თავი, ან პირიქით.
– ცოტ-ცოტა ორივე.
უფრო პირიქით, ვფიქრობ მე, როცა ჩემს სახლში წუხანდე-
ლი შემთხვევა მახსენდება. ვიცი, ახალი განრიგი კალის დამ-
სახურებაა, მაგრამ არ ველოდი, თუ ასე სწრაფად მოახერხებ-
და. სიმართლე ითქვას, ვარჯიშს მოუთმენლად ველი. ჩემი
თვალით ვნახე, რას აკეთებდნენ კალი და მეივენი – საკუთა-
რი უნარების სრულყოფაში ვარჯიშობდნენ. თუ მეც რამე
მსგავსი უნდა გავაკეთო, მათთან შედარებით უიმედოდ ჩა-
მორჩენილი ვიქნები, მაგრამ დამლაპარაკებელი მაინც მეყო-
ლება. და თუ გამიმართლებს, ევანგელინი სასიკვდილოდ
დაავადდება და თავისი უბადრუკი სიცოცხლის ბოლომდე სა-
წოლს მიეჯაჭვება.
ლუკასი თავს აქნევს და ხითხითებს.
– მზად იყავით, მწვრთნელები იმით არიან განთქმული,
რომ უძლიერეს ჯარისკაცებსაც კი სიქას აცლიან. შეპასუხებას
ვერ აიტანენ.
– მეც ვერ ავიტან, რომ ვინმემ სიქა გამაცალოს, – ვეპასუ-
ხები მკვახედ, – შენ როგორ გავარჯიშებდნენ?
– ცხრა წლის რომ ვიყავი, პირდაპირ ჯარში წავედი, ასე
რომ, ჩემი შემთხვევა ცოტათი განსხვავებულია, – ამბობს და
წარსულის გახსენებაზე სახე ეღუშება.

222 მკითხველთა ლიგა


– ცხრა წლის? – ეს შეუძლებლად მეჩვენება. რომელი უნა-
რიც უნდა გქონდეს, ეს დაუჯერებელია.
მაგრამ ლუკასი მხრებს ისე იჩეჩს, ვითომ ისეთი არაფერი
მომხდარა.
– ფრონტი სავარჯიშოდ ყველაზე კარგი ადგილია, იქ
დროდადრო პრინცებსაც კი ავარჯიშებენ.
– მაგრამ ახლა აქა ხარ, – ვეუბნები მე, თან მცველის შავ--
ვერცხლისფერ უნიფორმაზე ვუყურებ, – ჯარისკაცი აღარ ხარ.
ლუკასის გულგრილი ღიმილი პირველად ქრება.
– ომი ძალიან დამღლელია, – უფრო საკუთარ თავს ეუბ-
ნება, ვიდრე მე, – ადამიანები ომში დიდხანს არ უნდა რჩე-
ბოდნენ.
– და წითლები? – მესმის ჩემივე ხმა. ბრი, ტრემი, შეიდი,
მამაჩემი, კილორნის მამა და ათასობით, მილიონობით სხვა,
– ისინი ომს ვერცხლისფრებზე უკეთ უძლებენ?
როცა ლუკასი, ბოლოს და ბოლოს, მპასუხობს, უკვე სა-
ვარჯიშო დარბაზთან ვართ მისული. ცოტა არ იყოს, შემცბარი
ჩანს:
– სამყარო ასეა მოწყობილი. წითლები მსახურობენ, მუ-
შაობენ, იბრძვიან. ეს კარგად გამოსდით. ესაა მათი მოვა-
ლეობა, – ენას ვკბენ, რომ არ ვუღრიალო, – ყველა ვერ იქნე-
ბა განსაკუთრებული.
ბრაზი მაწვება, მაგრამ სიტყვას არ ვუბრუნებ. მოთმინების
დაკარგვისთვის, თუნდაც, ლუკასთან, თავზე ხელს არავინ გა-
დამისვამს.
– აქედან მე თვითონ წავალ, – ვეუბნები ცივად.
ის უკმაყოფილებას მამჩნევს და ოდნავ იღუშება. როცა
ისევ ამოიღებს ხმას, სწრაფად და ხმადაბლა ლაპარაკობს,
თითქოს არ უნდა ვინმემ გაუგოს:
223 მკითხველთა ლიგა
– მე კითხვების დასმა მეკრძალება, – ბუტბუტებს ის და შა-
ვი თვალებით მრავალმნიშვნელოვნად მიყურებს, – და
თქვენც.
გული შემიხტება, მისი სიტყვების ფარული აზრი თავზარს
მცემს. ლუკასმა იცის, რომ ჩემ შესახებ ყველაფერს არ უმხე-
ლენ.
– ლუკას...
– აქ შეკითხვების ადგილი არ არის! – ის წარბებს იჭმუხ-
ნის, ცდილობს მიმახვედროს ყველაფერს და მეტისმეტად არ
ვინერვიულო, – ქალბატონო ტიტანოს.
ახლა უფრო გამოკვეთილად გამოთქვამს ჩემს სახელს,
რომელიც ჩემი ფარია და, იმავდროულად, იარაღიცაა დე-
დოფლის ხელში.
ლუკასი კითხვებს არ დასვამს. მიუხედავად მისი შავი თვა-
ლებისა, ვერცხლისფერი სისხლისა და სამოსების ოჯახის წევ-
რობისა, ისეთს არაფერს იზამს, რომ საფრთხე შემექმნას.
– დაიცავით განრიგი, ქალბატონო, – ის მეტისმეტად ოფი-
ციალურად იხევს უკან. მერე თავით მიმანიშნებს კარზე, სა-
დაც წითელი მსახური იცდის, – ვარჯიშის მერე თქვენს წასაყ-
ვანად მოვალ.
– გმადლობ, ლუკას, – მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ. მან
მე უფრო მეტი მომცა, ვიდრე თავად ხვდება.
მსახური იისფრად და თეთრად დაზოლილ ელასტიკურ შავ
სამოსს მაწვდის. მერე მითითებს პატარა ოთახზე, სადაც
სწრაფად ვიცვლი ტანზე. ყოველდღიურ ტანსაცმელს ვიხდი
და კომბინეზონს ვიცვამ. ჩემს ძველმანებს ჰგავს, ადრე სო-
ფელში რომ ვატარებდი. გაცვეთილია, მაგრამ იმდენად მო-
ხერხებული და ტანზე კარგად მომდგარი, რომ სისწრაფეს არ
დამაკარგვინებს.
224 მკითხველთა ლიგა
როცა სავარჯიშო დარბაზში შევდივარ, მაშინვე ვამჩნევ,
რომ ყველა მე მიყურებს, რაც არ მსიამოვნებს, თანაც, აქ უამ-
რავი კამერაა. იატაკი ფეხქვეშ რბილი და დრეკადია, ყოველი
ნაბიჯის გადადგმისას იზნიქება. ზემოდან დღის შუქი მირ-
ტყამს, რადგან, თითქოს ჩემი გულის გასახეთქად, ჩვენს თავ-
ზე ღრუბლებით მოფენილი ზაფხულის ლურჯი ცა გადაშლი-
ლა. ხვეული კიბე კედელში გამოჭრილ რამდენიმე სართულს
აკავშირებს. ყველა სხვადასხვა სიმაღლეზე და სხვადასხვა
მოწყობილობითაა სავსე. აქ ბევრი ფანჯარაა. ვიცი, რომ
ერთ-ერთი მათგანის მიღმა ქალბატონი ბლონოსის საკლასო
ოთახია. სხვა ფანჯრებს იქით რა არის და ან იქიდან ვინ იყუ-
რება, წარმოდგენა არა მაქვს.
წესით, უნდა მაღელვებდეს ახალგაზრდა მეომრებით სავ-
სე დარბაზში შესვლა, რომელთაგან თითოეული ჩემზე უკეთ
ნავარჯიშებია. ამის ნაცვლად ძვლებისა და ლითონის საძა-
გელ ნაზავზე ვფიქრობ, ყინულის გულცივ დედოფალზე –
ევანგელინ სამოსზე. ოთახის შუაგულამდე ძლივს ვასწრებ
მისვლას, რომ პირს აღებს და შხამის ნთხევას იწყებს:
– ეტიკეტის შესწავლა უკვე დაამთავრე? ბოლოს და ბო-
ლოს, გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომის ხელოვნება თუ
შეისწავლე? – დამცინის ის და ტრენაჟორიდან დგება. დაწნუ-
ლი ვერცხლისფერი თმა უკან აქვს შეკრული და ძალიან მინ-
და ძირში წავაჭრა, მაგრამ წელზე ჩარიგებული ბასრი ფოლა-
დის დანები გადამაფიქრებინებს. როგორც მე და ყველა
სხვას, მასაც სამოსების საგვარეულოს ფერებში გაწყობილი
კომბინეზონი აცვია. შავ-ვერცხლისფერ ტანსაცმელში მომაკ-
ვდინებლად გამოიყურება.

225 მკითხველთა ლიგა


მას გვერდით სონია და ელანე ამოუდგებიან ისეთივე დამ-
ცინავი ღიმილით. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც მე შემეშ-
ვნენ, მომავალ დედოფალს აეკიდნენ.
ვცდილობ არ მივაქციო მათ ყურადღება და თვალებით
მეივენს ვეძებ. ის სხვებისგან განცალკევებით კუთხეში მიმ-
ჯდარა. შეგვიძლია განვმარტოვდეთ. მისკენ მივდივარ და
უკან დიდგვაროვანი ახალგაზრდების ჩურჩული მომყვება.
ზოგი ცდილობს გამოიჩინოს თავაზიანობა, თავს მიკრავენ,
მაგრამ უმეტესობა ცივი სახით მათვალიერებს, განსაკუთრე-
ბით, გოგონები, მათ ხომ ერთ-ერთი პრინცი წავართვი.
– ძალიან დაგაგვიანდა, – იცინის მეივენი, როცა გვერდით
მივუჯდები. ის ბრბოში არ ერევა და, მგონი, ამის სურვილი
არც აქვს, – რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი, თავს
გვარიდებს-მეთქი.
– მხოლოდ ერთ ადამიანს ვერიდები, – ვპასუხობ მე და
ევანგელინს გავხედავ. ის სამიზნეებიან კედელთან იწონებს
თავს დაქალების გარემოცვაში. ფოლადის დანები ჰაერში სი-
სინით მიქრიან და სამიზნეებს შიგ შუაში ერჭობიან.
მეივენი ჩაფიქრებული მიყურებს, როგორ ვადევნებ
თვალს ევანგელინს.
– როცა დედაქალაქში დავბრუნდებით, მისი ხშირად ნახვა
აღარ მოგიწევს, – მეუბნება ის, – მასა და კალს უამრავი საქ-
მე ექნებათ, თავიანთ მოვალეობას შეასრულებენ და მთელ
ქვეყანას მოივლიან. ჩვენც ჩვენი საქმე გვექნება.
ევანგელინისგან შორს ყოფნის პერსპექტივა ძალიან მიმ-
ზიდველია, მაგრამ ეს ისევ მახსენებს შეუჩერებლად მოწიკწი-
კე საათს, რომლის ისრებიც ჩემს წინააღმდეგ მუშაობენ. მა-
ლე სასახლის, რივერ-ველისა და ჩემი ოჯახისგან ძალიან
შორს ვიქნები.
226 მკითხველთა ლიგა
– ხომ არ იცი, როდის ბრუნდები... – ენა მებმის და ჩემს
თავს ვუსწორებ, – უფრო სწორად, როდის ვბრუნდებით დე-
დაქალაქში?
– გამოსამშვიდობებელი მეჯლისის შემდეგ. შენთვის ჯე-
რაც არ უთქვამთ?
– კი, დედაშენმა ახსენა და ქალბატონი ბლონოსიც ცდი-
ლობს მასწავლოს ცეკვა... – დარცხვენილი ვწყვეტ სიტყვას.
გუშინ ბლონოსმა სცადა ესწავლებინა რამდენიმე ნაბიჯის
გადადგმა, მაგრამ ეს იმით დასრულდა, რომ ძირს გავიშ-
ხლართე. ქურდობა მშვენივრად გამომდის, მაგრამ ცხადია,
რომ ცეკვა ჩემი საქმე არ არის.
– "ცდილობს" – მთავარი სიტყვა აქ ეს არის.
– ნუ ღელავ, ყველაზე უარესის გადატანა ჩვენ არ მოგვი-
წევს.
ცეკვაზე ფიქრი გულს მიხეთქავს, მაგრამ შიშს დავძლევ და
ვეკითხები:
– აბა, ვის მოუწევს?
– კალს, – უყოყმანოდ მპასუხობს მეივენი, – ჩემს ძმას
ბევრი უაზრო საუბრის ატანა და ბევრ აბეზარ გოგოსთან ცეკ-
ვა მოუწევს. მახსოვს, გასულ წელს... – ის ჩუმდება და ეცინე-
ბა, – სონია ირალი სულ უკან დასდევდა, ცეკვისას ხელს უშ-
ლიდა, ცდილობდა, გვერდზე გაეყვანა, ცოტა გავერთოთო.
იძულებული გავხდი, ჩავრეულიყავი და სონიასთან ერთად
დავტანჯულიყავი ორი სიმღერის განმავლობაში, რათა კალს
ცოტა ხანს მაინც დაეხსნა თავი მისგან.
აბეზარი გოგონების ლეგიონის წინააღმდეგ გაერთიანებუ-
ლი ორი ძმის წარმოდგენაზე მეცინება, ალბათ, რამდენი იწ-
ვალეს ერთმანეთის გადასარჩენად, მაგრამ სანამ მე ვიცინი,
მეივენის ღიმილი ქრება.
227 მკითხველთა ლიგა
– მაგრამ ამჯერად სამოსი ეყოლება გვერდზე. გოგონები
მას ვერაფერს გაუბედავენ.
ვფრუტუნებ, მახსენდება, რა მტკივნეულად ჩამაფრინდა
ხელზე.
– საწყალი კალი.
– როგორ ჩაიარა სოფელში სტუმრობამ? – მეკითხება იგი,
ჩემს გუშინდელ ექსკურსიას გულისხმობს. ესე იგი, კალს მის-
თვის არაფერი უთქვამს.
– მძიმედ, – მხოლოდ ასე შემიძლია ამის აღწერა. ახლა
ჩემმა ოჯახმა იცის, ვინც ვარ, კილორნმა მგლის ხახაში შერ-
გო თავი და შეიდიც მკვდარია, – არმიიდან დათხოვნამდე
ცოტა ხნით ადრე ჩემი ერთ-ერთი ძმა სიკვდილით დაუსჯიათ.
მეივენი ჩემთან ახლოს გადმოინაცვლებს. მგონი, უხერხუ-
ლობას გრძნობს, ბოლოს და ბოლოს, ეს მისმა ხალხმა
ჩაიდინა. ის სანუგეშოდ ხელზე ხელს მადებს.
– ძალიან ვწუხვარ, მერ. დარწმუნებული ვარ, ამას არ იმ-
სახურებდა.
– არა, არ იმსახურებდა, – ვჩურჩულებ მე, მახსენდება, რა-
ტომაც დაიღუპა ჩემი ძმა. ახლა მეც იმავე გზას ვადგავარ.
მეივენი დაჟინებით მაკვირდება, თითქოს ჩემს თვალებში
რაიმე საიდუმლოს ამოკითხვას ცდილობს. კიდევ კარგი,
ბლონოსის გაკვეთილებზე დავდივარ, თორემ მეგონებოდა,
რომ მეივენსაც დედოფალივით აზრების წაკითხვა შეუძლია,
მაგრამ არა, ის მხოლოდ და მხოლოდ მწველია. ვერცხლის-
ფრებს იშვიათად გადაეცემათ დედის შესაძლებლობები, ორი
უნარი ერთად არასდროს არავის ჰქონია. ამიტომ ჩემი
საიდუმლო "ალისფერ მცველთან" კავშირის შესახებ საიდუმ-
ლოდვე რჩება.

228 მკითხველთა ლიგა


როცა წამოსაყენებლად ხელს მიწვდის, მის დახმარებაზე
უარს არ ვამბობ. გარშემო ყველა ვარჯიშობს, რამდენიმე
ხურდება, კიდურებს ჭიმავენ ან დარბაზში დაძუნძულებენ.
ზოგს გაოცებით შევყურებ. ელანე ჩემი თვალთახედვის არი-
დან ხან იკარგება, ხან ისევ ჩნდება, შუქს ისე აკონტროლებს,
რომ მთლიანად ქრება. ქარის მბრძანებელი ბიჭი, ოლივერი,
ლარისების საგვარეულოდან, პაწაწინა ქარბორბალას ქმნის
ხელებს შორის და ჰაერში მტვრის ნაწილაკებს ატრიალებს.
სონია უხალისოდ უცვლის დარტყმებს ანდროს ეაგრის, და-
ბალ, მაგრამ დაკუნთულ თვრამეტი წლის ბიჭს. აბრეშუმა სო-
ნია ძალიან მოქნილი და სწრაფია და, წესით, მეტოქეს უნდა
აჯობოს, მაგრამ ამ ძალადობრივი ცეკვისას ანდროსი დარ-
ტყმაზე დარტყმით პასუხობს. ეაგრის საგვარეულოს ვერ-
ცხლისფრები მხედვარები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ უახ-
ლოეს მომავალს ხედავენ და ანდროსიც შესანიშნავად იყე-
ნებს ამ უნარს. ვერც ერთი ვერ ჯაბნის მეორეს, თანაბარი თა-
მაშია და არა უხეშ ძალაზე დამყარებული.
წარმოვიდგენ, რისი გაკეთება შეუძლიათ სინამდვილეში.
რამხელა ძალა აქვთ. და ესენი მხოლოდ ბავშვები არიან. ჩე-
მი იმედი უკვალოდ ორთქლდება და მის ადგილს შიში იკა-
ვებს.
– მოეწყვეთ, – ამბობს ვიღაც ხმადაბლა, თითქმის ჩურჩუ-
ლით. ჩემი ახალი მასწავლებელი უხმოდ შემოდის, გვერდით
კალი მოჰყვება, მათ უკან პროვოსების საგვარეულოს წარმო-
მადგენელი ტელეკინი მოაბიჯებს. როგორც კარგი ჯარისკაცი,
კალი ფეხს უწყობს მწვრთნელს, რომელიც პრინცის გვერდით
ტანმორჩილი და უწყინარი ჩანს. ფერმკრთალი კანი და-
ნაოჭებული, თმა კი ტანსაცმელივით თეთრი აქვს, ორივე მის
ასაკსა და გვაროვნულ წარმოშობაზე მიუთითებს. არვენების
229 მკითხველთა ლიგა
საგვარეულო, ჩამხშობები, როგორც გაკვეთილებიდან მახ-
სოვს. ძლევამოსილი გვარია, ძალიან ძლიერი, რასაც ასე
აფასებენ ვერცხლისფრები. იგი მანამდეც მინახავს, სანამ მა-
რინა ტიტანოსი გავხდებოდი. მაშინ პატარა ვიყავი. ის სიკ-
ვდილით დასჯას ზედამხედველობდა, წითლებსაც სჯიდნენ და
ვერცხლისფრებსაც, რასაც ტელევიზიით გადასცემდნენ. ვი-
ცი, რატომაც მიანდვეს ეს საქმე.
გოგონა ჰეივენების საგვარეულოდან უცებ მატერიალიზ-
დება და ისევ ხილვადი ხდება. ოლივერის ხელებს შორის
მოტრიალე ქარი ქრება. ევანგელინის დანები ძირს ცვივა და
მეც კი ვგრძნობ, როგორ ვივსები მშვიდი სიცარიელით,
ელექტრობის შეგრძნება სრულიად მეთიშება.
ის რეინ არვენია, მწვრთნელი, ჯალათი, ჩამხშობი. მას შე-
უძლია ვერცხლისფერი იმად აქციოს, რაც მათ ყველაზე მე-
ტად ეზიზღებათ: წითლად. მათი უნარების გამორთვა და მათი
ჩვეულებრივ ადამიანებად გადაქცევა შეუძლია.
სანამ მას პირდაღებული მივშტერებივარ, მეივენი მის უკან
მაყენებს, ჩვენს მწკრივს სათავეში კალი უდგას, ევანგელინი
– ჩვენს მეზობელ მწკრივს და ამ ერთხელ მაინც ყურადღებას
არ მაქცევს – უყურებს კალს, რომელსაც მეტად მბრძანებლუ-
რი გამომეტყველება აქვს.
არვენი ჩემს წარსადგენად დროს არ ხარჯავს. ფაქტობრი-
ვად, ვერც კი ამჩნევს, რომ მის გაკვეთილს შევუერთდი.
– ირბინეთ, – ამბობს იგი დაბალი, უხეში ხმით.
კარგია. ეს ნამდვილად შემიძლია.
მწკრივებად დავრბივართ, სასიამოვნო სიჩუმეში მსუბუქი
ნაბიჯებით ვურტყამთ დარბაზს წრეს. ფეხს ვუჩქარებ, იმ ვარ-
ჯიშით ვტკბები, რომელიც ასე ძალიან მენატრებოდა. მალე
ზუსტად ევანგელინის გვერდით გავრბივარ. მერე ჩემ გვერ-
230 მკითხველთა ლიგა
დით კალი აღმოჩნდება, მწკრივის დანარჩენი წევრები მას უწ-
ყობენ ფეხს. მიყურებს, როგორ დავრბივარ და მიღიმის.
ეს კარგად გამომდის და მსიამოვნებს კიდეც. დრეკად
იატაკზე სირბილი უცნაური შეგრძნებაა, ყოველ ნაბიჯზე მივ-
ხტივარ, მაგრამ ყურებში მოწოლილ სისხლს, ოფლს, ტემპს,
ამ ყველაფერს კარგად ვიცნობ. თვალები რომ დავხუჭო, შე-
მიძლია წარმოვიდგინო, რომ სოფელში ვარ კილორნსა და
ჩემს ძმებთან ერთად, ან სულაც მარტო, სრულიად თავისუფა-
ლი.
ეს მანამდე გრძელდება, სანამ კედლის ერთი ნაწილი წინ
არ გამოხტება და მუცელში არ მომხვდება.
დარტყმისგან ფეხები მეკვეთება და იატაკზე ვიშხლართე-
ბი, მაგრამ ნამდვილი დარტყმა მხოლოდ ჩემს სიამაყეს მიად-
გა. მორბენლების მწკრივი ჩამივლის და უკან ჩამორჩენილს,
ევანგელინი მხარზემოდან დამცინავად მიღიმის. მხოლოდ
მეივენი ანელებს ნაბიჯს და მელოდება, როდის დავეწევი.
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვარჯიშზე, – ხითხი-
თებს ის და მიყურებს, რა გაჭირვებით ვდგები ფეხზე.
მთელ დარბაზში კედლის სხვა ნაწილები გამოდიან წინ და
მორბენლებისთვის დაბრკოლებებს ქმნიან. ისინი ამას მიჩ-
ვეული არიან და ისე არიდებენ თავს, სიჩქარეს არც ანელე-
ბენ. კალი და ევანგელინი სათავეში დგანან და მათ წინ გა-
მომხტარ ნებისმიერ ბარიერს ახტებიან, ან მის ქვეშ ძვრები-
ან. თვალის კუთხით ვხედავ, რომ კედელზე ტელეკინი პრო-
ვოსი ზემოქმედებს და ამოძრავებს. თითქოს დამცინავად მი-
ღიმის კიდეც.
თავს ვიკავებ, რომ გულიანად არ შევუკურთხო და ისევ
გავრბივარ. მეივენი გვერდით მომყვება, ერთ ნაბიჯზე მეტით
არ მშორდება და უცნაურია, მაგრამ ეს ძალიან მაბრაზებს.
231 მკითხველთა ლიგა
სიჩქარეს ვუმატებ, წინ გავექანები და ბოლოს მთელი ძალით
მივქრივარ, მაგრამ მეივენი ჩემი სოფლის გუშაგებს არ ჰგავს
– მისი უკან ჩამოტოვება ძალიან ძნელია.
როცა წრეზე სირბილს ვამთავრებთ, კალი ერთადერთია,
ვისაც წვეთი ოფლი არ გამოსვლია. ევანგელინიც კი დაქან-
ცული ჩანს, თუმცა ამის დამალვას მთელი ძალით ცდილობს.
მძიმედ ვსუნთქავ, მაგრამ ჩემი თავით ვამაყობ. ცუდი სტარ-
ტის მიუხედავად, ტოლი არავის დავუდე.
მწვრთნელი არვენი წამით გვაკვირდება, მზერას ჩემზე
აჩერებს და მერე ტელეკინს მიუბრუნდება:
– სამიზნეები, თეო, თუ შეიძლება, – ამბობს ისევ ჩურჩუ-
ლით. თითქოს მზის დასანახად ფარდები გადასწიესო,
ვგრძნობ, რომ ჩემი ნიჭი ისევ მიბრუნდება.
ტელეკინი თანაშემწე ხელს იქნევს და იატაკის ერთი ნაწი-
ლი განზე გადის – უეცრად ის უცნაური იარაღი გამოჩნდა,
ბლონოსის საკლასო ოთახის ფანჯრიდან რომ დავინახე. ახ-
ლა ვხვდები, რომ ეს იარაღი კი არა, ცილინდრია. მხოლოდ
ტელეკინის ძალით მოძრაობს და არა სხვა განსაკუთრებული,
უცნაური ტექნოლოგიის დახმარებით. ვერცხლისფრებს, თა-
ვიანთი უნარების გარდა, არაფერი გააჩნიათ.
– ქალბატონო ტიტანოს, – ბუტბუტებს არვენი და ვკრთები,
– როგორც ვხვდები, საინტერესო უნარი გაქვთ.
ის ელვას გულისხმობს, გამანადგურებელ იისფერ-თეთრ
მუხტებს, მაგრამ გონებაში ჯულიანის გუშინდელი სიტყვები
მიტრიალებს. მე არა მარტო ვმართავ, ვქმნი კიდეც, მე განსა-
კუთრებული ვარ.
ყველა მე მიყურებს. კბილს კბილზე ვაჭერ და თავს შთავა-
გონებ, რომ ძლიერი უნდა ვიყო.

232 მკითხველთა ლიგა


– საინტერესოა, მაგრამ არა უნიკალური, – ვეუბნები
მწვრთნელს, – ძალიან მინდა კარგად გავერკვე მასში, ბატო-
ნო.
– შეგიძლია ახლავე დაიწყო, – მპასუხობს არვენი და მის
უკან ტელეკინი იძაბება.
ჰაერში მაშინვე ავარდება ერთ-ერთი სამიზნე, იმაზე სწრა-
ფად, ვიდრე წარმოვიდგენდი.
გააკონტროლე, ვიმეორებ ჯულიანის სიტყვებს, ყურადღე-
ბა მოიკრიბე.
ამჯერად ვგრძნობ, როგორ ვიწოვ ელექტრობას ჰაერიდან
და სადღაც ჩემი სხეულის შიგნიდან. ეს ხელებზე მეტყობა და
პაწაწინა ნაპერწკლები აცეკვდებიან, მაგრამ ელექტრონული
ბურთი მანამ ეცემა ძირს, სანამ გავისვრიდე, ნაპერწკლებს
იატაკი იწოვს და ისინიც ქრებიან. ჩემ უკან ევანგელინი ხით-
ხითებს, მაგრამ როცა მოვტრიალდები, ხელში მეივენი შემ-
რჩება. ის ოდნავ მიქნევს თავს, ისევ სცადეო. მის გვერდით
კალს გულხელი დაუკრეფია და მოღუშულ სახეზე ამოუცნობი
განცდა ეხატება.
ჰაერში ბზრიალით იჭრება მომდევნო სამიზნე. ნაპერ-
წკლები ახლა უფრო მალე ჩნდებიან, ციალებენ, ციმციმებენ,
სამიზნე კი ზენიტს აღწევს. როგორც ამას წინათ ჯულიანის
საკლასო ოთახში, მუხტს ვკრავ და როცა ტანში მძვინვარე ძა-
ლა დამივლის, ვისვრი.
ის რკალისებრი ტრაექტორიით მიფრინავს, მომაკვდინე-
ბელი შუქით ანთებული, და ქვემოთ წამოსულ სამიზნეს გვერ-
დულად ეჯახება – ჩემი დარტყმისგან იბზარება, ბოლი ასდის,
ნაპერწკლებს ყრის და ხმაურით ენარცხება იატაკს.
თავს ვერ ვიკავებ და საკუთარი თავით კმაყოფილი ფარ-
თოდ ვიღიმები. ჩემ უკან კალი, მეივენი და სხვა მოვარჯი-
233 მკითხველთა ლიგა
შეები ტაშს უკრავენ. რა თქმა უნდა, არა ევანგელინი და მისი
მეგობრები, რომლებიც ჩემი გამარჯვებით თითქმის შეურაც-
ხყოფილი არიან.
მაგრამ არვენი არაფერს ამბობს, მოლოცვით თავს არ
იწუხებს. ის ჩემს მიღმა სხვებს გაჰყურებს.
– შემდეგი.
მწვრთნელი ქანცის გაწყვეტამდე გვარბენინებს. ჩვენი
უნარების დასახვეწად განკუთვნილ ერთ ვარჯიშს მეორე
ცვლის. რა თქმა უნდა, ყველაფერში სხვებზე უკან ვარ, მაგ-
რამ ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა უფრო კარგად გამომდის. ვარ-
ჯიშის დასრულებისას ოფლში ვიწურები და მთელი სხეული
მტკივა.
ჯულიანის გაკვეთილი სულზე მისწრებს, დაჯდომისა და ძა-
ლის აღდგენის საშუალება მეძლევა, მაგრამ დილის ვარჯიშ-
საც კი არ შეუძლია ენერგია სრულიად გამომაცალოს, რად-
გან შუაღამე ახლოვდება! რაც მეტი დრო გადის, მით უფრო
ახლოა თორმეტი საათი. ახალ ნაბიჯს გადავდგამ და საკუთა-
რი ბედისწერის ბატონ-პატრონი გავხდები.
ჯულიანი მოუსვენრობას ვერ მამჩნევს, ალბათ, იმიტომ,
რომ ახალაკინძულ წიგნებშია ჩაფლული. თითოეული დაახ-
ლოებით ერთი ინჩის სისქეა და გარკვევით აწერია წელი. მე-
ტი არაფერი. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს.
– ეს რა არის? – ვეკითხები ჯულიანს და ერთ-ერთ წიგნს
ვიღებ. შიგნით უამრავი ფურცელია: სახელები, თარიღები,
ადგილები და გარდაცვალების მიზეზი. უმეტესობაზე სისხლის
დაკარგვა მიუწერიათ, მაგრამ აქვეა ავადმყოფობა, დახრჩო-
ბა, სულის შეხუთვა და სხვა უფრო სპეციფიკური და საზარე-
ლი დეტალები. ძარღვებში სისხლი მეყინება, როცა ვხვდები,
რასაც ვკითხულობ.
234 მკითხველთა ლიგა
– დაღუპულთა სია.
ჯულიანი თავს მიქნევს.
– აქ ყველა ის პირია, რომლებიც ტბებისქვეყნელებთან
ომში დაიღუპნენ.
შეიდი მახსენდება და მუცელში ყველაფერი მიტრიალებს.
რაღაცით ვხვდები, რომ იგი ამ სიაში არ იქნება. დეზერტირებ-
ზე მელანს არ ხარჯავენ. გაბრაზებული გონებას წარვმართავ
სამაგიდო ლამპისკენ, რომელიც წიგნებს გვინათებს. მასში
არსებული ელექტრობა მიზიდავს, ისეთივე ნაცნობია ჩემ-
თვის, როგორიც საკუთარი გულისცემა. გონების საშუალე-
ბით ვთიშავ და ისევ ვრთავ, ჩემი არათანაბარი პულსის მი-
ხედვით ვათამაშებ შუქს.
ჯულიანი მოციმციმე შუქს შეჰყურებს და ტუჩებს კუმავს.
– რამე ისე არ არის, მერ? – მეკითხება ცივად.
არაფერი არ არის ისე.
– განრიგის ცვლილება დიდად არ მომწონს, – ვეუბნები
და ლამპას თავს ვანებებ. ეს ტყუილი არ არის, მაგრამ არც სი-
მართლეა, – ვეღარ ვიმეცადინებთ.
ის მხოლოდ მხრებს იჩეჩს და ამ მოძრაობაზე ირხევა მისი
ყავისფერი ტანსაცმელი, რომელიც დღეს უფრო ჭუჭყიანი
ჩანს. თითქოს ჯულიანი თავისი ერთ-ერთი წიგნის ფურცლად
გადაქცეულა, – როგორც გავიგე, უფრო სხვა სახის ცოდნა
გჭირდება, ვიდრე მე შემიძლია მოგცე.
კრიჭა მეკვრის და სანამ ხმას ამოვიღებდე, სიტყვებს ვარ-
ჩევ:
– გიამბოთ კალმა, რაც მოხდა?
– დიახ, – მშვიდად მპასუხობს ჯულიანი, – და ასეც უნდა
ექნა. ამისთვის ნუ დაადანაშაულებ.

235 მკითხველთა ლიგა


– რაშიც მინდა, იმაში დავადანაშაულებ, – ვბრაზობ მე,
თან კალის ოთახში მიმოყრილი საომარი წიგნები მახსენდე-
ბა, სიკვდილის სახელმძღვანელოები, – ის ზუსტად ისეთივეა,
როგორიც სხვები.
ჯულიანი რაღაცის სათქმელად აღებს პირს, მაგრამ ბოლო
წამს გადაიფიქრებს და ისევ წიგნებს მიუბრუნდება.
– მერ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მეცადინეობას ვერ დავარ-
ქმევთ, თანაც, დღეს ვარჯიშზე ძალიან იყოჩაღე.
– დამინახეთ? როგორ?
– ნებართვა ვითხოვე.
– რატომ?
– ამას მნიშვნელობა არა აქვს, – ამბობს და დაჟინებით
მაცქერდება. მისი ხმა უცებ მელოდიური ხდება და ჩემზე და-
მამშვიდებლად მოქმედებს. ამოვისუნთქავ და ვხვდები, რომ
ის მართალია.
– მნიშვნელობა არა აქვს, – ვიმეორებ მე.
მართალია, ჯულიანი ჩუმადაა, მაგრამ მისი ხმის ექო ისე
ტრიალებს ოთახში, როგორც მაცოცხლებელი სიო.
– აბა, დღეს რას ვაკეთებთ?
საკუთარი თავით კმაყოფილი ჯულიანი იღიმება.
– მერ...
ისევ ჩვეულებრივი ხმა აქვს, მშვიდი და ნაცნობი. იმ ხმის
ექო ქრება, ღრუბელივით განიმქრევა, და მისი ზემოქმედებაც
ჩემზე.
– რა... ეს რა ჯანდაბა იყო?
– ალბათ, ქალბატონ ბლონოსს გაკვეთილებზე ჯეიკოსე-
ბის საგვარეულოს შესახებ ბევრი არაფერი უთქვამს, – მეუბ-
ნება ღიმილით, – მიკვირს, აქამდე რომ არ მკითხე.

236 მკითხველთა ლიგა


მართლაც, ჯულიანის უნარით არასდროს დავინტერესე-
ბულვარ. ყოველთვის მეგონა, რომ სხვებთან შედარებით
სუსტი იქნებოდა, ის ხომ მათსავით გაყოყოჩებული არ არის –
მაგრამ, როგორც ჩანს, ვცდებოდი. ის ბევრად ძლიერი და სა-
ხიფათოა, ვიდრე მგონია.
– თქვენ ადამიანების მართვა შეგიძლიათ, როგორც დე-
დოფალს, – მაკანკალებს იმის გაფიქრებაზე, რომ ჯულიანი,
კარგი ადამიანი, ჩემდამი სიმპათიით განწყობილი, შეიძლება
რაიმეთი ელარას ჰგავდეს.
ის ამ ბრალდებას მშვიდად ხვდება და ისევ წიგნში იყურე-
ბა.
– სულაც არა. მასავით ძლიერი და სასტიკი არა ვარ, – ის
ოხრავს და მიხსნის, – ჩვენ მომღერლებს გვიწოდებენ. უფრო
სწორად, ასე გვერქმეოდა, ჩემ გარდა, ასეთი კიდევ ვინმე
რომ იყოს. ჩემი საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენე-
ლი ვარ და ამ ნიჭის მქონე ბოლო ადამიანი. აზრებს ვერ
ვკითხულობ, ფიქრებს ვერ ვმართავ, ტელეპათია არ მეხერხე-
ბა. სამაგიეროდ, სიმღერა შემიძლია – როგორც კი ვინმე
გაიგონებს და მას თვალებში ჩავხედავ, შემიძლია იმის გაკე-
თება ვაიძულო, რაც მინდა.
თავზარი მეცემა. ჯულიანიც კი ასეთია.
ნელა ვიხევ უკან, მინდა მისგან ცოტა შორს ვიყო. რა თქმა
უნდა, ამას ამჩნევს, მაგრამ გაბრაზებული არ ჩანს.
– სწორად იქცევი, რომ არ მენდობი, – ამბობს იგი, – არც
არავინ მენდობა. არსებობს საიმისო მიზეზი, რომ ჩემი მეგობ-
რები მხოლოდ წიგნში ჩაწერილი სიტყვები არიან. ჩემს უნარს
არ ვიყენებ, თუ ეს ძალიან აუცილებელი არ არის და ბოროტი
განზრახვით არც არასოდეს გამომიყენებია, – მერე პირქუ-

237 მკითხველთა ლიგა


შად ჩაიცინებს, – რომ მომენდომებინა, ამ ნიჭის დახმარებით
ტახტზეც ავიდოდი.
– მაგრამ ეს არ გიქნიათ.
– არა. არც ჩემი და მოქცეულა ასე, მიუხედავად იმისა,
სხვები რას ამბობენ.
კალის დედა.
– მასზე არავინ ლაპარაკობს. ყოველ შემთხვევაში, ჩემ-
თან არა.
– ხალხს არ უყვარს გარდაცვლილ დედოფლებზე ლაპარა-
კი, – მპასუხობს და მოწყვეტით მაქცევს ზურგს, – მაგრამ მის
სიცოცხლეში სხვანაირად ხდებოდა. კორიან ჯეიკოსი, მომღე-
რალი დედოფალი, – ასეთი ჯულიანი არასდროს მინახავს.
ჩვეულებრივ, ის მშვიდია, უწყინარი, შეიძლება ცოტათი უც-
ნაური, მაგრამ გაბრაზებული და გულნატკენი – არასოდეს, –
იცი, ის სადედოფლოების გამოცდით არ აურჩევიათ, რო-
გორც ელარა, ევანგელინი ან შენ. ტიბმა ჩემი და ცოლად იმი-
ტომ შეირთო, რომ ერთმანეთი უყვარდათ.
ტიბი. სასაცილოა, ასე მოკლე სახელი უწოდო ტიბერიას
კალორე მეექვსეს, ნორტას მეფეს, ჩრდილოეთის ცეცხლს.
მაგრამ ოდესღაც ისიც ახალგაზრდა იყო, როგორც კალი, ბი-
ჭი, რომელიც მეფობისთვის იყო დაბადებული.
– მათ ჩემი და სძულდათ, რადგან განთქმულ საგვა-
რეულოს არ ვეკუთვნოდით და არ გაგვაჩნდა ძლიერება, ძა-
ლაუფლება და სხვა სისულელეები, რასაც ეს ხალხი ადიდებს,
– განაგრძობს ჯულიანი და ისევ პირს მარიდებს. ყოველ ჩა-
სუნთქვაზე მხრები უთახთახებს, – და როცა ჩემი და დედოფა-
ლი გახდა, არსებული ვითარების შეცვლა მოინდომა. ის კე-
თილი და ლმობიერი იყო, დედა, რომელსაც შეეძლო, ისე
აღეზარდა კალი, რომ სწორედ ისეთი მეფე გამხდარიყო, რო-
238 მკითხველთა ლიგა
მელიც ქვეყანას სჭირდებოდა: ყველას გამაერთიანებელი...
მეფე, რომელსაც ცვლილებების არ შეეშინდებოდა... მაგრამ
ამას ასრულება არ ეწერა.
– ვიცი, რას ნიშნავს ოჯახის წევრის დაკარგვა, – ვამბობ მე
და შეიდი მახსენდება. მის დაღუპვას ახლაც ვერ ვიჯერებ, იქ-
ნებ ყველა მატყუებს და ის ახლა სახლშია, არაფერი ემუქრება
და ბედნიერია, მაგრამ ვიცი, რომ ეს სიმართლე არ არის.
ამის მტკიცებულება ჩემი ძმის სადღაც დაგდებული უთავო
გვამია, – მხოლოდ წუხელ გავიგე, რომ ფრონტზე ჩემი ძმა
დაღუპულა.
როგორც იქნა, ჯულიანი ჩემკენ ბრუნდება და შუშის თვა-
ლებით მიყურებს.
– ბოდიში, მერ, არ ვიცოდი.
– ვერც გაიგებდით, არმია სიკვდილით დასჯილებზე წიგ-
ნებში არაფერს წერს.
– სიკვდილით დასაჯეს?
– ჰო, დეზერტირობის გამო, – ამ სიტყვას სიცრუისა და
სისხლის გემო დაჰკრავს, – თუმცა ამას არასდროს იზამდა.
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ჯულიანი მხარზე ხელს მა-
დებს.
– როგორც ჩანს, იმაზე მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე შენ
გგონია, მერ.
– რას გულისხმობთ?
– ჩემი დაც მოკლეს. მათ ხელს უშლიდა და თავიდან
მოიშორეს... და... – ხმას უდაბლებს, – ნებისმიერს მოუღებენ
ბოლოს, თუ დასჭირდებათ. კალსაც კი... ან მეივენს... განსა-
კუთრებით, შენ.
განსაკუთრებით, მე. პატარა ელვა-გოგონას.

239 მკითხველთა ლიგა


– ჯულიან, მეგონა, თქვენ ამ ყველაფრის შეცვლა გინდო-
დათ.
– დიახ, მინდა, მაგრამ ამას დრო სჭირდება, დაგეგმვა...
და თან ძალიან უნდა გაგვიმართლოს, – ის თვალით მზო-
მავს, თითქოს იცის, რომ უკვე შევდგი ფეხი ამ სახიფათო გზა-
ზე, – არ მინდა ამაში აღმოჩნდე ჩათრეული.
უკვე გვიანაა.

240 მკითხველთა ლიგა


უკვე ერთი კვირაა საათს დავყურებ და შუაღამეს ველოდე-
ბი. მალე იმედი გადამეწურება. რა თქმა უნდა, ფარლი სასახ-
ლეში ვერ შემოაღწევს. ისიც კი არ არის ასეთი ნიჭიერი, მაგ-
რამ დღეს ღამით საათის წიკწიკში ვგრძნობ, რომ სადედოფ-
ლოების გამოცდის დღის შემდეგ პირველად ყველაფერი
გაითიშა: აღარც ელექტრობაა, აღარც კამერები, საერთოდ
აღარაფერი. სასახლე მთლიანად წყვდიადშია ჩაფლული.
ასეთი რამ ადრეც მინახავს, ძალიან ხშირადაც კი, მაგრამ ეს
რაღაც სხვაა. შემთხვევითობა არ უნდა იყოს. ეს ჩემ გამო
ხდება.
ეს რამდენიმე კვირაა უკვე გვარიანად შელანძღულ ჩექმას
ვიცვამ და სწრაფად მივდივარ კართან. დერეფანში გასვლის-
თანავე უოლშის ხმა მესმის, ჩუმად, სხაპასხუპით ლაპარა-
კობს და სიბნელეში მიმათრევს.
– დიდი დრო არ გვექნება, – ჩურჩულებს და მოსამსახუ-
რეებისთვის განკუთვნილ კიბესთან მივყავარ. თვალთან
თითს ვერ მიიტან, მაგრამ მან იცის, საით მივდივართ და მეც
ვენდობი, – თუ გაგვიმართლებს, შუქს თხუთმეტ წუთში ჩარ-
თავენ.
– და თუ არ გაგვიმართლებს? – ვჩურჩულებ სიბნელეში.
მას სწრაფად ჩავყავარ კიბეზე და კარს მხრით აღებს.
– მაშინ იმედია, გული დიდად არ დაგწყდებათ, თუ უთა-
ვოდ დარჩებით.
პირველად მიწის, ტალახისა და წყლის სუნს ვგრძნობ, რაც
ტყიან ადგილას გატარებულ წარსულ ცხოვრებას მახსენებს.
241 მკითხველთა ლიგა
აქაურობაც ტყეს ჰგავს, ნუჟრებიანი ძველი ხეებითა და ასო-
ბით მცენარით, რომელთაც მთვარე ლურჯად და შავად ღე-
ბავს, მაგრამ ჩვენ თავზემოთ შუშის გუმბათია აღმართული.
სათბური. მიწაზე ჩრდილები ცეკვავენ და ერთმანეთში იხ-
ლართებიან, ყოველი მომდევნო წინაზე მახინჯია. ყოველ
ბნელ კუთხეში გუშაგები მელანდება, მგონია, გვეცემიან და
ისევე დაგვხოცავენ, როგორც ჩემი ძმა მოკლეს. მაგრამ საში-
ნელი შავი ან ალისფერი უნიფორმის ნაცვლად აქ მხოლოდ
ყვავილებია, რომლებიც შუშის ჭერის ქვემოთ ყვავის და ზე-
მოდან ვარსკვლავები დანათის.
– ბოდიში, რომ რევერანსით არ გესალმები, – ამბობს ხმა
და თეთრად მოხასხასე მაგნოლიის ხეებიდან ვიღაც გამო-
დის. მის ლურჯ თვალებში მთვარე ირეკლება და სიბნელეში
ცივი ცეცხლით გიზგიზებს. ფარლი. სამსახიობო ნიჭი ნამდვი-
ლად აქვს.
როგორც გადაცემაში, სახეზე ახლაც წითელი შარფი აქვს
შემოხვეული და ნაკვთებს უმალავს, მაგრამ ვერ მალავს
ვეებერთელა ნაიარევს, ყელზე რომ ეწყება და საყელოსთან
ქრება. ახალია, ახლაღა იწყებს მოშუშებას. მას შემდეგ, რაც
ბოლოს ვნახე, ეტყობა, დიდი ქარბორბალა გამოიარა... ისევე
როგორც მე.
– ფარლი, – ვამბობ და მისალმების ნიშნად თავს ვხრი.
საპასუხოდ თავს არ მიკრავს, თუმცა არც ველი. ეს ხომ
საქმიანი შეხვედრაა.
– და მეორე? – ჩურჩულებს იგი.
მეორე?
– ჰოლანდს მოჰყავს. ნებისმიერ წამს შეიძლება მოვიდ-
ნენ, – ქოშინებს აღელვებული უოლში. ნეტავ ვის ველოდე-
ბით? ფარლისაც კი თვალები უბრწყინავს.
242 მკითხველთა ლიგა
– რა ხდება? ვინ შემოგვიერთდა?
პასუხის ნაცვლად ერთმანეთს უყურებენ. თავში რამდენი-
მე სახელი გამირბენს, მსახურებისა და სამზარეულოში მომუ-
შავე ბიჭებისა, რომლებიც, ალბათ, ჩვენი მომხრეები არიან.
მაგრამ ის, ვინც გვიერთდება, მსახური არ არის. არც წი-
თელი.
– მეივენ!
როცა სიბნელეს ჩემი საქმრო გამოეყოფა, ვერ ვხვდები,
დავიყვირო თუ გავიქცე. ის პრინცია, ვერცხლისფერი, ჩვენი
მტერი, მაგრამ აი, აქ არის, "ალისფერი მცველის" ერთ-ერთი
მეთაურის გვერდით დგას, თან ჰოლანდი ახლავს, ხანში შე-
სული წითელი მსახური, რომელიც წლებია სასახლეში მუშა-
ობს და ახლა ამაყად იბღინძება.
– ხომ გითხარი, მერ, მარტო არა ხარ-მეთქი, – ამბობს
მეივენი, მაგრამ არ იღიმება. ხელი უტოკავს, ძალიან განერ-
ვიულებულია. მას ფარლი აშინებს.
ვხედავ, რატომაც. პისტოლეტიანი ფარლი წინ დგამს ნა-
ბიჯს. ისიც ძალიან აღელვებულია, თუმცა ხმა არ უკანკალებს:
– მინდა ეს შენი პირით თქვა, პატარა პრინცო. მითხარი,
რაც მას უთხარი, – ამბობს და თავს ჰოლანდისკენ გაიქნევს.
"პატარა პრინცი". ამაზე მეივენი დამცინავად იღიმება, ტუ-
ჩები უკმაყოფილოდ ეგრიხება, მაგრამ არ კამათობს.
– მინდა "ალისფერი მცველის" წევრი გავხდე, – თავდაჯე-
რებულად ამბობს ის.
ფარლი სწრაფად შეაყენებს ფეხზე ჩახმახს და მეივენს
უმიზნებს. გული მიჩერდება, როცა ლულას შუბლზე ადებს,
მაგრამ პრინცი არ კრთება.
– რატომ? – სისინებს ფარლი.

243 მკითხველთა ლიგა


– იმიტომ, რომ სამყარო არასწორი გზით მიდის. რაც მამა-
ჩემმა გააკეთა და რასაც ჩემი ძმა გააკეთებს, არასწორია, –
შუბლზე პისტოლეტმიდებულიც კი ახერხებს მშვიდად ლაპა-
რაკს, თუმცა კისერზე ჭირის ოფლი ჩამოსდის. ფარლი უკან
არ იხევს, უფრო დამაჯერებელ პასუხს ელის და ვხვდები, რომ
მეც იმავეს ველი ყურებად ქცეული.
მეივენს მზერა ჩემზე გადმოაქვს და გაჭირვებით ყლაპავს
ნერწყვს.
– თორმეტი წლის რომ ვიყავი, მამაჩემმა ფრონტზე გამ-
გზავნა გასაკაჟებლად, რათა ჩემს ძმას დავმსგავსებოდი. კა-
ლი უნაკლოა, რატომ არ შეიძლებოდა, მეც მისნაირი ვყოფი-
ლიყავი?
თავს ვერ ვიკავებ და მის სიტყვებზე ვკრთები, მათში ჩემ-
თვის ნაცნობ ტკივილს ვამჩნევ. მე გიზას ჩრდილში ვცხოვ-
რობდი, ის კი, კალის. ვიცი, როგორია ეს.
ფარლი ფრუტუნებს, ლამის დასცინის მეივენს.
– შურიანი ბიჭუნები არ გამომადგება.
– ნეტავ შური იყოს ჩემი აქ მოსვლის მიზეზი, – ჩურჩუ-
ლებს მეივენი, – სამი წელი გავატარე ყაზარმებში, დავყვებო-
დი კალს, გენერლებსა და ოფიცრებს, ვუყურებდი, როგორ
იბრძოდნენ და იხოცებოდნენ ჯარისკაცები იმ ომისთვის,
რომლისაც არავის არაფერი სწამდა. სისულელედ მეჩვენე-
ბოდა ის, რასაც კალი ღირსებად და ერთგულებად თვლის. მე
მხოლოდ უაზრო ნგრევას ვხედავდი. ფრონტის ხაზის ორივე
მხარეს სისხლი იღვრებოდა და თქვენმა ხალხმა ამისთვის
დიდი მსხვერპლი გაიღო.
მახსენდება კალის ოთახში ნანახი წიგნები, სადაც ტაქტიკა
და სამხედრო მანევრები ისეა აღწერილი, თითქოს ეს თამაში

244 მკითხველთა ლიგა


იყოს. ამის გახსენებაზე თავს ჩავქინდრავ, მაგრამ სისხლი მე-
ყინება იმისგან, რასაც მეივენი შემდეგ ამბობს:
– ერთი ჩვიდმეტი წლის ბიჭი, წითელი, წარმოშობით ყინუ-
ლოვანი ჩრდილოეთიდან იყო. სხვებისგან განსხვავებით არ
იცოდა, რომ პრინცი ვიყავი, მაგრამ ყოველთვის კარგად მექ-
ცეოდა, ისე, როგორც პიროვნებას. ალბათ, სწორედ ის იყო
ჩემი პირველი მეგობარი, – შეიძლება მთვარის შუქი მატყუ-
ებს, მაგრამ თვალებში რაღაც ცრემლის მსგავსი უბრწყინავს,
– თომასი ერქვა და ვნახე, როგორ მოკვდა. შემეძლო, გადა-
მერჩინა, მაგრამ მცველებმა გამაკავეს. მითხრეს, თქვენი სი-
ცოცხლე მისაზე ძვირფასიაო, – ახლა მის თვალებში ცრემ-
ლების ნაცვლად რკინისებური ნება მოჩანს, ხელებს მუშტავს,
– კალი ამას წონასწორობას ეძახის, ვერცხლისფრების წით-
ლებზე უპირატესობას. ის კარგი ადამიანია და სამართლიანი
მმართველი იქნება, მაგრამ ფიქრობს, რომ ცვლილება ძალი-
ან ძვირი დაგვიჯდება, – განაგრძობს მეივენი, – მინდა გაგა-
გებინოთ, რომ ისეთი არა ვარ, როგორიც დანარჩენები. ჩვენს
სიცოცხლეს ერთნაირი ფასი აქვს და თუ ეს რამეს შეცვლის,
მას სიხარულით დავთმობ.
ის პრინცია და რაც ყველაზე უარესია, დედოფლის შვილი.
სწორედ ამ მიზეზით არ მინდოდა, მივნდობოდი, იმ საიდუმ-
ლოებათა გამო, რომლებსაც მალავდა. შეიძლება სწორედ
ამის დაფარვას ცდილობდა: საკუთარი გულის.
მართალია, მთელი ძალით ცდილობს გაბედული ჩანდეს,
წელში გამართული იდგეს და ტუჩები არ უკანკალებდეს, მისი
ნიღბის მიღმა მაინც ვხედავ ჩვეულებრივ ბიჭს. ჩემი არსების
ერთ ნაწილს უნდა მოეხვიოს, დაამშვიდოს, მაგრამ ვიცი,
ფარლი მაშინვე შემაჩერებს. როცა იარაღს ნელა, მაგრამ სა-

245 მკითხველთა ლიგა


ბოლოოდ დაუშვებს, ვდუნდები და ვხვდები, რომ სუნთქვა შე-
კავებული მქონია.
– ბიჭი მართალს ამბობს, – გვეუბნება მსახური ჰოლანდი.
მეივენს ამოუდგება გვერდით, უცნაურად უფრთხილდება თა-
ვის პრინცს, – უკვე თვეებია, ამაზე ფიქრობს, რაც ფრონტი-
დან დაბრუნდა.
– და რამდენიმე ცრემლიანი ღამის შემდეგ ჩვენზე უამბე?
– უტევს ფარლი და თავის შიშის მომგვრელ მზერას მისკენ
მიმართავს, მაგრამ ჰოლანდი არ კრთება.
– პრინცს ბავშვობიდან ვიცნობ. ნებისმიერი მისი ახლობე-
ლი მიხვდება, რომ შეიცვალა, – ჰოლანდი მეივენს უყურებს,
თითქოს იხსენებს, როგორი იყო ბიჭობისას, – დაფიქრდით,
როგორი მოკავშირე შეიძლება იყოს, რამხელა დახმარების
გაწევა შეუძლია.
მეივენი განსხვავებულია. ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი,
მაგრამ ვხვდები, რომ ჩემი სიტყვები ფარლიზე გავლენას ვერ
მოახდენს. ახლა ეს მხოლოდ თავად მეივენს თუ შეუძლია.
– შენი საგვარეულოს ფერებზე დაიფიცე, – უღრენს მას
ფარლი.
ეს ფიცის დადების უძველესი რიტუალია, როგორც ქალბა-
ტონმა ბლონოსმა ამიხსნა. ეს იგივეა, რომ ერთდროულად
დაიფიცო შენი სიცოცხლე, ოჯახი, მომავალი შვილები. მეივე-
ნი არ ყოყმანობს:
– ჩემი საგვარეულოს ფერებს ვფიცავ, – ამბობს და თავს
ხრის, – "ალისფერი მცველის" ერთგული ვიქნები, – ცოლო-
ბაც მსგავსი სიტყვებით მთხოვა, მაგრამ ეს ვითარება ბევრად
მნიშვნელოვანი და მომაკვდინებლად სახიფათოა.
– კეთილი იყოს შენი ფეხი "ალისფერ მცველში", – ამბობს
ბოლოს ფარლი და შარფს იხსნის.
246 მკითხველთა ლიგა
ფილებიან იატაკზე ჩუმად მივიწევ წინ, სანამ არ მოვიქცევ
მის ხელს ხელში, რომელიც ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ
სითბოს ასხივებს.
– გმადლობ, მეივენ, – ვჩურჩულებ მე, – არც კი იცი, რამ-
დენს ნიშნავს ეს ჩვენთვის.
ჩემთვის.
ვერცხლისფრის, თანაც სამეფო ოჯახის წარმომადგენლის,
ამბოხებულთა წრეში ჩართვის შემდეგ სხვა გახარებული იქ-
ნებოდა, მაგრამ ფარლის მსგავსი არაფერი ეტყობა.
– რისი გაკეთება შეგიძლია ჩვენთვის?
– შემიძლია ინფორმაცია გადმოგცეთ, დაზვერვის მონაცე-
მები, ყველაფერი, რაც ბრძოლის გასაგრძელებლად დაგჭირ-
დებათ. მამაჩემთან ერთად საგადასახადო საბჭოს სხდომებში
ვმონაწილეობ...
– გადასახადები არ გვაინტერესებს, – აწყვეტინებს ფარ-
ლი და ბრაზით გადმომხედავს, თითქოს ჩემი ბრალი იყოს,
რომ მეივენის შეთავაზება არ მოეწონა, – სახელები გვჭირდე-
ბა, ადგილმდებარეობა, მომავალი სამიზნეები. რას უნდა მი-
ვაყენოთ დარტყმა მაქსიმალური ზიანისთვის... შეგიძლია
ასეთი ინფორმაციის მოცემა?
მეივენი უხერხულად იშმუშნება.
– მე პრობლემის მოგვარების შედარებით მშვიდობიან
გზას ვარჩევდი, – ბუტბუტებს ის, – ძალადობა მეგობრებს
ნამდვილად არ შეგძენთ.
ფარლი იცინის და ექო მთელ სათბურში გაისმის.
– შენი ხალხი ჩემსაზე ბევრად სასტიკი მოძალადეა. ბო-
ლო რამდენიმე საუკუნე თქვენს მონობაში გავატარეთ და
უსისხლოდ თავს ვერ დავიხსნით.

247 მკითხველთა ლიგა


– ალბათ, ასეა, – ლუღლუღებს მეივენი. ვხვდები, ფიქ-
რობს თომასსა და სხვებზე, რომელთა სიკვდილი თავისი
თვალით უნახავს. უკან იხევს, მხრით მეხახუნება, თითქოს
ჩემგან ელის დაცვას. ფარლის ეს არ ეპარება და ლამის ხარ-
ხარი აუტყდეს.
– პატარა პრინცი და პატარა ელვა-გოგონა, – იცინის ის, –
ერთმანეთს შეეფერებით. ერთი ლაჩარია, შენ კი, – მე მიბ-
რუნდება, ფოლადისფერ-ლურჯი თვალები ანთებული აქვს, –
ბოლოს რომ შევხვდით, სასწაულის საპოვნელად მზად იყავი,
ტალახშიც გეგორავა.
– ვიპოვე კიდეც, – ვეუბნები მას. ჩემი სიტყვების დასამ-
ტკიცებლად ხელებზე ნაპერწკლები მენთება და მოციმციმე
იისფერ შუქს გვფენს.
სიბნელე უკან იხევს და "ალისფერი მცველის" წევრები
ავის მომასწავებელი თანამიმდევრობით გამოდიან ხეებიდან
და ბუჩქებიდან. სახეები შარფებითა და ბენდენებით აქვთ და-
ფარული, მაგრამ მთლიანად ვერ დაიმალებიან. ყველაზე აყ-
ლაყუდა ტრისტანი უნდა იყოს. იმის მიხედვით, თუ რა დაძაბუ-
ლი და საბრძოლველად მომზადებული დგანან, ვხვდები, რომ
ეშინიათ.
მაგრამ ფარლის სახე არ იცვლება. იცის, რომ მისი მცვე-
ლები მე და მეივენს ბევრს ვერაფერს დაგვაკლებენ, მაგრამ
შეშინებული სულაც არ ჩანს. ჩემდა გასაკვირად, იღიმება. ში-
შის მომგვრელი სანახავია დაკრეჭილი კბილებითა და ცხო-
ველური შიმშილის გამომხატველი სახით.
– ჩვენ შეგვიძლია ამ ქვეყანაში ყველაფერი ავაფეთქოთ
და გადავწვათ, – ამბობს და სადღაც ჩვენ შორის იყურება ამა-
ყად, – მაგრამ ეს ვერ შეედრება იმ ზიანს, რისი მიყენებაც
თქვენ შეგიძლიათ – მეფე მამის წინააღმდეგ აჯანყებულ
248 მკითხველთა ლიგა
პრინცსა და წითელ გოგოს ვერცხლისფრის შესაძლებლობე-
ბით. რას იტყვის ხალხი, როცა ნახავენ, რომ ჩვენ გვერდით
ხართ?
– მეგონა, თქვენ გინდოდათ... – იწყებს მეივენი, მაგრამ
ფარლი ხელის აქნევით აწყვეტინებს:
– აფეთქებები საშუალებაა ყურადღების მისაქცევად. რო-
ცა ამ საცოდავი ქვეყნის თითოეული ვერცხლისფერი ჩვენ შე-
მოგვხედავს, რაღაც გვჭირდება, რასაც მათ ვაჩვენებთ, – ის
თვალებით გვზომავს და გონებაში რაღაცას ანგარიშობს, –
მგონი, ამისთვის გამოდგებით.
ხმა მიკანკალებს იმის შიშით, რას შეიძლება გულისხმობ-
დეს ფარლი:
– მაინც რისთვის?
– ჩვენი დიდებული რევოლუციის სახე იქნებით, – ამბობს
და თავს ამაყად სწევს. ოქროსფერ თმაზე მთვარის შუქი ეღ-
ვრება. წამით მეჩვენება, რომ მანათობელი გვირგვინი ადგას,
– წყლის წვეთი იქნებით, რომელიც კაშხალს დაანგრევს.
მეივენი აღტაცებით უქნევს თავს.
– აბა, რით დავიწყოთ?
– მგონი, დროა, მერმა ძველი ოინბაზობა გაიხსენოს.
– რას გულისხმობ? – არაფერი მესმის, მაგრამ მეივენი
ადვილად ხვდება ფარლის ჩანაფიქრს. – მამაჩემი "ალისფე-
რი მცველის" მოწყობილი ტერორისტული აქტების შესახებ
სიმართლეს მალავს, – მიხსნის ის.
პოლკოვნიკი მაკანტოსი და საუზმისას მისი გაცხარება
მახსენდება.
– დელფის აეროდრომი და ჰარბორ-ბეი?
მეივენი თავს მიქნევს.

249 მკითხველთა ლიგა


– ის ამ ტერორისტულ აქტებს უბედურ შემთხვევებს ან სას-
წავლო გაფრენებისას ინციდენტებს უწოდებს, მაგრამ ეს სიც-
რუეა. მაგრამ როცა სადედოფლოების გამოცდის დღეზე თი-
თებიდან ელვა წამოგსკდა, დედაჩემმაც კი ვეღარ მოახერხა
შენი არსებობის დამალვა. რაღაც ისეთი გვჭირდება, რასაც
ვეღარ დამალავენ. ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ "ალისფერი
მცველი" მართლაც არსებობს და ძალიან სახიფათოა.
– მაგრამ ამას ხომ შედეგებიც მოჰყვება? – მახსენდება,
ქალაქში არეულობისას როგორ აწამებდა და ხოცავდა უდა-
ნაშაულო ხალხს გავეშებული ბრბო, – ვერცხლისფრები შურს
ჩვენზე იძიებენ და ვითარება გაუარესდება.
ფარლი განზე იხედება, ჩემს მზერას ვერ უძლებს.
– სამაგიეროდ, უფრო მეტნი შემოგვიერთდებიან. უფრო
მეტი ადამიანი მიხვდება, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება
და ამის შესაცვლელად რაღაც უნდა ვიღონოთ. ძალიან დიდ-
ხანს ვიყავით უმოქმედოდ. დროა, მსხვერპლი გავიღოთ და
წინ წავიდეთ.
– ჩემი ძმაც მსხვერპლად გაიღე? – გაცეცხლებული ჯიქურ
ვეუბნები ფარლის, – შენი აზრით, ეს საქმე მის სიკვდილად
ღირდა?
მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფარლი ჩემს მოტ-
ყუებას არ ცდილობს:
– შეიდმა იცოდა, რაზეც მიდიოდა.
– სხვებზე რაღას იტყვი? რა მოუვათ ბავშვებს, მოხუცებს,
რომლებსაც შენი "დიდებული რევოლუცია" არ აინტერესებთ?
რა მოხდება, როცა მცველები შენ ვერ მოგაგნებენ და მათ მო-
უყრიან თავს დასასჯელად?
მეივენი ნაზი, თბილი ხმით ჩამჩურჩულებს:
– გაიხსენე ისტორია, მერ. რა გასწავლა ჯულიანმა?
250 მკითხველთა ლიგა
მან სიკვდილის შესახებ მომიყვა. წარსული დროებისა და
ომების შესახებ. მაგრამ უფრო ადრე, მაშინ, როცა ცვლილე-
ბები ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, რევოლუციები, აჯანყებე-
ბი ხდებოდა, იმპერიები ეცემოდნენ და ყველაფერი იცვლე-
ბოდა. თავისუფლება დროის დინებასთან ერთად ქრებოდა
და ისევ ჩნდებოდა.
– რევოლუციას ნაპერწკალი სჭირდება, – ვჩურჩულებ მე,
გაკვეთილზე ჯულიანის ნათქვამს ვიმეორებ.
ფარლის ეღიმება.
– ყველაზე კარგად ეს შენ უნდა იცოდე.
მაგრამ მაინც ვერ ვმშვიდდები. შეიდის დაკარგვით გამოწ-
ვეული ტკივილი, იმის ცოდნა, რომ ჩემმა მშობლებმა შვილი
დაკარგეს – ასეთი შემთხვევები მხოლოდ მოიმატებს, თუ
ამას გავაკეთებთ. კიდევ რამდენი შეიდი დაიღუპება?
უცნაურია, მაგრამ მეივენი ცდილობს ჩემს დარწმუნებას
და არა ფარლი.
– კალი ფიქრობს, რომ ცვლილება მეტისმეტად ძვირად
დაგვიჯდება, – ამბობს ის, ნერვიულობს და ხმა უკანკალებს,
მაგრამ თავისი სიტყვების ღრმად სწამს, – და ერთხელაც ის
მეფე გახდება. გინდა, რომ ჩვენი მომავალი ასეთი იყოს?
ამჯერად პასუხის გაცემა მიადვილდება:
– არა.
კმაყოფილი ფარლი თავს მიქნევს.
– როგორც უოლშმა და ჰოლანდმა მითხრეს, – ის მათკენ
გაიქნევს თავს, – სასახლეში წვეულება უნდა გაიმართოს.
– მეჯლისი, – განუმარტავს მეივენი.
– ეს შეუძლებელია, – ვამბობ მე, – ყველას პირადი მცვე-
ლი ეყოლება, დედოფალიც მიხვდება, თუ რამე რიგზე არ იქ-
ნება.
251 მკითხველთა ლიგა
– ვერ მიხვდება, – ერევა მეივენი და ლამის ეცინება ჩემს
სიტყვებზე, – დედაჩემი ყოვლისშემძლე ნუ გგონია, როგორც
უნდა, რომ შენ დაგაჯეროს. მის შესაძლებლობებსაც აქვს საზ-
ღვარი.
საზღვარი? დედოფალს? ამის გაფიქრებაც კი ეჭვით მავ-
სებს.
– ამას როგორ ამბობ? კარგად იცი, რისი გაკეთებაც შეუძ-
ლია.
– ვიცი, რომ შუა მეჯლისზე, როცა მის გარშემო ამდენი ხმა
და ფიქრია, ის ვერაფერს შეძლებს. და თუ მოვერიდებით და
საბაბს არ მივცემთ, ვერც ვერაფერს მიხვდება. მხედვარ ეაგ-
რებზეც იგივე ითქმის. საფრთხის მოლოდინში არ იქნებიან
და ამიტომ ვერაფერს დაინახავენ, – მეივენი ისევ ფარლის
უბრუნდება, ისარივით იმართება წელში, – ვერცხლისფრები
ძლიერები არიან, მაგრამ არა უძლეველნი. ჩვენ შეგვიძლია
ამის გაკეთება.
ფარლი მშვიდად იქნევს თავს და ფართოდ იღიმება.
– როცა მზად ვიქნებით, ისევ დაგიკავშირდებით.
– შეიძლება სამაგიეროდ რაღაც გთხოვოთ? – ვბურტყუნებ
მე და ფარლის მკლავში ვწვდები, – ჩემს მეგობარს, რომლის
გამოც ადრე შენთან მოვედი, სურს "ალისფერ მცველს"
შეუერთდეს, მაგრამ ამის უფლება არ უნდა მისცე. იზრუნე,
რომ ამ ყველაფერში არ ჩაერიოს.
ის ნაზად იშორებს ჩემს ხელს და თვალებში სინანული უდ-
გება.
– იმედია, მე არ მგულისხმობ.
გული მისკდება, როცა ჩრდილში მდგარი ერთ-ერთი ამბო-
ხებული წინ გამოდის. სახეზე აკრული წითელი ნაჭერი ვერ
უფარავს ფართო მხრებსა და გაქუცულ პერანგს, რომელიც
252 მკითხველთა ლიგა
ათასჯერ მაინც მინახავს, მაგრამ მისი თვალების მტკიცე მზე-
რა და მასზე ორჯერ უფროსი კაცის შესაფერისი შეუპოვრობა
სრულებით არ მეცნობა. თითქოს კილორნს წლები მომატე-
ბია. სულით ხორცამდე ალისფერი მცველია, მიზნისთვის საბ-
რძოლველად და დასაღუპად მზად მყოფი. ის განთიადივით
ალისფერია.
– არა, – ვჩურჩულებ მე და ფარლისგან უკან ვიხევ. ახლა
ვხედავ მხოლოდ კილორნს, რომელიც დიდი სისწრაფით
მიიწევს დაღუპვისკენ, – კარგად იცი, შეიდს რაც დაემართა.
ამას არ უნდა აკეთებდე.
ის ნაჭერს იხსნის და ჩასახუტებლად იწევს, მაგრამ ნაბიჯს
უკან ვდგამ. მის შეხებაზე ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს
მიღალატა.
– მერ, ნუღარ ცდილობ ჩემს გადარჩენას.
– უნდა ვეცადო, რადგან საკუთარ თავს თვითონ არ უფ-
რთხილდები.
რატომ ჰგონია, რომ უფრო მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ
საზარბაზნე ხორცი? როგორ შეუძლია ამის გაკეთება? სად-
ღაც შორიდან ზუზუნი მესმის, ხმა ყოველ წამს ძლიერდება,
მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. თავის შეკავებას ვცდილობ,
რომ ფარლის, მისი ხალხისა და მეივენის წინაშე ცრემლები
არ წამსკდეს.
– გთხოვ, კილორნ.
ამ სიტყვებზე იღუშება, თითქოს ეს შეურაცხყოფა იყოს და
არა მისი მეგობარი გოგონას ვედრება.
– შენ შენი არჩევანი უკვე გააკეთე, მე კი ჩემებურად მო-
ვიქცევი.
– ეს შენ გამო მოხდა, რომ უსაფრთხოდ ყოფილიყავი, –
ვეუბნები მე. წარმოუდგენელია, რა სწრაფად ვუბრუნდებით
253 მკითხველთა ლიგა
ძველ ჩვევებს და როგორც ყოველთვის, ახლაც ვკინკლაობთ,
მაგრამ ამჯერად სასწორზე ბევრად მეტი რამ დევს. არ შემიძ-
ლია ფეხებზე დავიკიდო და წავიდე, – შენ გამო დავდე შეთან-
ხმება მათთან.
– შენ იმას აკეთებ, რაც შენი აზრით დამიცავს, მერ, – ამ-
ბობს ის დაბალი, უხეში ხმით, – ნება მომეცი მეც დაგიცვა.
თვალებს ვხუჭავ, გულისტკივილს მთელი არსებით
ვგრძნობ. კილორნს ყოველთვის ვიცავდი, მას მერე, რაც დე-
დამისმა მიატოვა და ლამის შიმშილით მოკვდა. ახლა ზრუნ-
ვის უფლებას აღარ მაძლევს, მიუხედავად იმისა, რომ მომავა-
ლი ძალიან სახიფათო გახდა.
ნელ-ნელა ისევ ვახელ თვალებს.
– როგორც გინდა, ისე მოიქეცი, კილორნ, – ვეუბნები ცი-
ვი, ისეთი გულგრილი ხმით, რომელიც სადენებსა და წრედში
დენის ზუზუნს მაგონებს, – შუქს მალე ჩართავენ. უნდა წავი-
დეთ.
ამბოხებულები უცებ აფუსფუსდებიან და სათბურში იმალე-
ბიან, უოლში ხელს ჩამკიდებს. კილორნი უკან იხევს, სხვებს
უნდა მიჰყვეს და ჩრდილს შეეფაროს, მაგრამ თვალს არ მა-
ცილებს.
– მერ! – მეძახის იგი, – დამემშვიდობე მაინც!
მაგრამ მე უკვე მივდივარ, გვერდით მეივენი მიდგას, წინ
ორივეს უოლში მიგვიძღვება. უკან არ მივიხედავ, რადგან მან
ყველაფერი გათელა, რაც კი მისთვის გამიკეთებია.
როცა რამე კარგს ელოდები, დრო მიიზლაზნება. სამა-
გიეროდ, ეს საძაგელი მეჯლისი ახლოვდება სწრაფად. კვირა
"ალისფერ მცველთან" ყოველგვარი კავშირის გარეშე გადის,
მე და მეივენი ახალს ვერაფერს ვიგებთ, დრო კი გარბის. ვარ-
ჯიში, ეტიკეტის გაკვეთილები, სულელური საუზმე, რომლის
254 მკითხველთა ლიგა
მერეც ლამის ვიტირო, როცა ვერცხლისფრების ქება და ჩემი
ხალხის ძაგება მიწევს. მხოლოდ "ალისფერი მცველის" გახ-
სენება მაძლევს ძალას.
ქალბატონი ბლონოსი მტუქსავს, რომ გაკვეთილზე უყუ-
რადღებოდ ვარ. იმის თავიც არა მაქვს, რომ ვუთხრა, უყუ-
რადღებო ვარ თუ არა, ცეკვას მაინც ვერაფრით
შემასწავლით-მეთქი. უხმაუროდ მოძრაობა ძალიან კარგად
გამომდის, მაგრამ რიტმს აყოლა საშინლად მიჭირს. ამასო-
ბაში, ჩემთვის ოდესღაც საზიზღარ ვარჯიშზე მთელი ბრაზისა
და სტრესისგან ვთავისუფლდები. იმისგან, რასაც გულში ვი-
ნახავ, სირბილისას ან სროლაში ვარჯიშისას ვიცლები.
მაგრამ როცა ნელ-ნელა ყველაფერში კარგად ვერკვევი,
ატმოსფერო ვარჯიშზე მკვეთრად იცვლება. ევანგელინი და
მისი ლაქიები ჩემს გამოწვევას აღარ ცდილობენ და გულ-
მოდგინედ ხურდებიან. მეივენიც კი ყურადღებით აკეთებს
აზიდვებს, თითქოს რაღაცისთვის ემზადება.
– რა ხდება? – ვეკითხები მას და სხვებზე ვანიშნებ, თან ვა-
პარებ თვალს კალისკენ.
– მალე ნახავ, – მპასუხობს მეივენი უცნაურად უსიცოც-
ხლო ხმით.
როცა არვენი პროვოსთან ერთად შემოდის, ისიც უჩ-
ვეულოდ მოქნილად მოდის. მაშინვე კი არ გვიღრენს, ირბი-
ნეთო, არამედ უტყვად მოსწავლეებისკენ მოიწევს.
– ტირანა, – ბუტბუტებს არვენი.
გოგონა ლურჯზოლიანი კომბინეზონით, ნიმფა ოსანოსე-
ბის საგვარეულოდან, წინ გამოდის, დარბაზის შუაგულში
დგება და რაღაცას ელოდება. ერთდროულად შეშინებულიც
არის და გახარებულიც.

255 მკითხველთა ლიგა


არვენი მზერას ჩვენზე ჩამოატარებს. წამით ჩემზე ჩერდე-
ბა, მერე, საბედნიეროდ, მეივენს გადახედავს.
– პრინცო მეივენ, გთხოვთ, – და ხელით ანიშნებს ტირა-
ნასკენ.
მეივენი თავს უქნევს და გოგონას უახლოვდება. ორივენი
თითებს კუმშავენ და დაძაბული ელოდებიან, რა მოხდება.
უცებ იატაკი ირყევა და მათ გარშემო კედლები აღიმართე-
ბა. ეს პროვოსია – ხელები აღუმართავს და თავის უნარს იყე-
ნებს სავარჯიშო დარბაზის გარდასაქმნელად. როცა ნაგებობა
ფორმას იღებს, ვხვდები, რაც არის და გული მიჩქარდება.
ეს არენაა.
კალი ჩემ გვერდით მეივენის ადგილს იკავებს, სწრაფად
და უხმაუროდ.
– ერთმანეთს არაფერს დაუშავებენ, – მიხსნის ის, – არვე-
ნი მანამდე შეაჩერებს, სანამ ერთმანეთს მძიმედ დააშავებენ,
მკურნალებიც აქვე არიან.
– დიდი შეღავათია, – ვფრუტუნებ მე.
არენა სწრაფად ყალიბდება ჩვენ თვალწინ და მის ცენ-
ტრში მეივენი და ტირანა ორთაბრძოლისთვის ემზადებიან.
მეივენის სამაჯური ინთება და მისი ხელები ცეცხლში ეხვევა,
ალი მკლავებს აღწევს, ჰაერიდან კი წყლის წვეთები მოწვე-
თავს და მათი ნაკადი ტირანას გარშემო მორევივით
ტრიალებს.
საბრძოლველად ორივე მზადაა.
აღელვებულს რომ მხედავს, კალი რატომღაც ბრაზდება.
– თავში მარტო მეივენი გიტრიალებს?
სულაც არა.
– ამ ეტიკეტის გაკვეთილებმა დამანელა, – არ ვცრუობ,
ცეკვის შესწავლა ჩემი პრობლემების სიაში ბოლო ადგილ-
256 მკითხველთა ლიგა
ზეა, თუმცა არც სიმართლეს ვამბობ, ვითომ ამწუთას მარ-
თლა ცეკვა მადარდებს, – მგონი, ცეკვა იმაზე უარესად გა-
მომდის, ვიდრე სამეფო კარზე მიღებული ქცევის წესების შეს-
წავლაა.
ჩემდა გასაკვირად კალი ხარხარებს.
– ალბათ, ძალიან ცუდად ცეკვავ.
– ჰო, უპარტნიოროდ სწავლა ძნელია, – ვეუბნები გაღი-
ზიანებული.
– გეთანხმები.
ბოლო ორი კედელიც შეერთდა და არენა და ღობურაც
მზად არის – ახლა მეივენი და მისი მეტოქე ჩვენგან სქელი
შუშით გამოყოფილი არენის მინიატიურულ ვერსიაში არიან
გამომწყვდეული. როცა ბოლოს ვუყურე ვერცხლისფრების
ორთაბრძოლას, ერთ-ერთი კინაღამ დაიღუპა.
– ვის აქვს უპირატესობა? – ეკითხება არვენი კლასს. ჩემ
გარდა, ყველა ხელს სწევს, – ელანე...
ელანე ჰაივენი ყბას წინ იშვერს და ამაყად პასუხობს:
– უპირატესობა ტირანას აქვს, ასაკით უფრო დიდია და გა-
მოცდილიც, – ამას ისე ამბობს, თითქოს ეს სრულიად ცხადი
იყოს. მეივენს ლოყები უთეთრდება, მაგრამ ცდილობს დამა-
ლოს, – და წყალიც ცეცხლს ამარცხებს.
– ძალიან კარგი, – არვენი მეივენს გადახედავს, ელოდე-
ბა, შეეკამათება თუ არა იგი გოგონას, მაგრამ მეივენი ხმას
არ იღებს, დაე, მის მაგივრად აგიზგიზებულმა ცეცხლმა ილა-
პარაკოს, – მაჩვენეთ, რა შეგიძლიათ.
მეტოქეები საავდრო ღრუბლებივით ეძგერებიან ერთმა-
ნეთს – ეს სტიქიების ბრძოლაა, წყალსა და ცეცხლს ანთხე-
ვენ. ტირანა მეივენის ცეცხლოვან შეტევებს შეუვალი წყლის
ფარით იგერიებს. რამდენჯერაც მეივენი ცეცხლოვანი მუშტე-
257 მკითხველთა ლიგა
ბის ქნევით მიუახლოვდება, იმდენჯერვე აბოლებული ხელე-
ბით იხევს უკან. თითქოს თანაბარი ბრძოლაა, მაგრამ რო-
გორღაც მეივენი უპირატესობას მოიპოვებს, შეტევაზე გადა-
დის და მოწინააღმდეგეს კედელთან იმწყვდევს.
დამსწრეები მებრძოლებს შეძახილებით ამხნევებენ. ასე-
თი სანახაობები ადრე გულს მირევდა, მაგრამ ახლა ჩუმად
ყოფნა მიჭირს. ყოველ ჯერზე, როცა მეივენი ტირანას უტევს
და სადაცაა ძირს უნდა დასცეს, თავს ვერ ვიკავებ და სხვებ-
თან ერთად ვღრიალებ.
– ეს ხაფანგია, მეივი, – ჩურჩულებს კალი უფრო თავის-
თვის, ვიდრე სხვის გასაგონად.
– რა ხდება? რას აპირებს ტირანა?
კალი თავს დანანებით აქნევს.
– უყურე და ნახავ. ჩემი ძმა უკვე მის ხელშია.
მაგრამ ტირანა გამარჯვებულს არ ჰგავს. კედელზე აკ-
რულს, წყლის ფარი აქვს აფარებული და დარტყმას დარტყმა-
ზე იგერიებს.
არ მეპარება ის უმცირესი წამიც კი, როცა ტირანა ბრძო-
ლის მიმდინარეობას მთლიანად ცვლის. ის მეივენს მკლავში
ავლებს ხელს და თავისკენ ექაჩება, ბზრიალებენ და წა-
მიერად იცვლიან ადგილს. ახლა მეივენია მოქცეული მისი
ფარის უკან, წყალსა და კედელს შუა. მაგრამ მას წყლის გა-
კონტროლება არ შეუძლია და ნაკადი ზედ აწვება, ცდილობს
მოიგერიოს ცეცხლით და ამაოდ – წყალი მხოლოდ დუღდება
და მეივენის აალებულ კანზე ბუშტუკებს აჩენს.
ტირანა უკან მიდგება და მეივენის ფართხალს ღიმილით
უყურებს.
– მნებდები?
პრინცს ტუჩებზე წყლის ბუშტუკები უჩნდება. ნებდება.
258 მკითხველთა ლიგა
წყალი თავს ანებებს მეივენს და აპლოდისმენტების თან-
ხლებით ისევ ჰაერში ორთქლდება. პროვოსი ხელს იქნევს და
არენის ერთ-ერთი კედელი უკან გადის. ტირანა ოდნავ უკ-
რავს თავს, როცა გაწუწული, მოღუშული მეივენი ბარბაცით
გამოდის არენიდან.
– ელანე ჰეივენს ბრძოლაში ვიწვევ! – მკაცრად ამბობს
სონია ირალი, ცდილობს მანამდე გააგონოს ყველას ეს სიტ-
ყვები, ვიდრე არვენი ვინმე სხვასთან დააწყვილებდეს.
მწვრთნელი თავს იქნევს, გამოწვევაზე თანხმობას აძლევს და
მერე ელანეს უყურებს. ჩემდა გასაკვირად, ის იღიმება და
აუჩქარებლად მიდის არენისკენ. გრძელი წითური თმა ყოვე-
ლი ნაბიჯის გადადგმაზე ერხევა.
– ვიღებ შენს გამოწვევას, – ეუბნება სონიას და არენის
შუაგულში დგება, – იმედია, ახალი ილეთები ისწავლე.
სონიაც დგება, თვალები ეშმაკურად უელავს და იცინის კი-
დეც.
– გგონია, რომც მესწავლა, გაგიმხელდი?
როგორღაც ახერხებენ და მანამდე ხითხითებენ და უღიმი-
ან ერთმანეთს, სანამ ელანე ჰეივენი უხილავი არ გახდება და
მეტოქეს ყელში არ სტაცებს ხელს. სონია იხრჩობა, სული
ეხუთება, მერე უჩინარი გოგონას მკლავებში დატრიალდება
და თავს დაიხსნის. მათი ორთაბრძოლა მალე სახიფათო,
სისხლიან კატათაგვობანად გადაიქცა.
მარცხით გაბრაზებული მეივენი გოგონების ბრძოლას არ
უყურებს.
– აბა, გისმენ, – ეუბნება კალს და ისიც ხმადაბლა არი-
გებს. როგორც ვხვდები, ეს ჩვეული ამბავია.

259 მკითხველთა ლიგა


– შენზე ძლიერს კუთხეში ნუ მიიმწყვდევ, ამით უფრო სა-
ხიფათო ხდება, – ეუბნება და ძმას მხარზე ხელს ხვევს, – რაკი
ნიჭით ვერ ამარცხებ, გონებით უნდა აჯობო.
– დავიმახსოვრებ, – ბურტყუნებს მეივენი, რომელიც უხა-
ლისოდ, მაგრამ მაინც იღებს მის რჩევას.
– თუმცა უკვე უკეთესად გამოგდის, – ჩურჩულებს კალი
და ძმას მხარზე ხელს უთათუნებს. მისი ეს გულთბილი ჟესტი,
ცოტა არ იყოს, ქედმაღლური მეჩვენება. მიკვირს, რომ მეივე-
ნი არ ღიზიანდება, მაგრამ ამას მიჩვეულია, როგორც მე ვიყა-
ვი მიჩვეული გიზასგან.
– გმადლობ, კალ, მგონი, ყველაფერი გაიგო, – ვეუბნები
მეივენის ნაცვლად. მისი უფროსი ძმა სულელი არ არის და ამ
მინიშნებას მოღუშული იღებს. მხოლოდ ერთხელ გამომხე-
დავს და ევანგელინს ამოუდგება გვერდში. ნეტავ ეს არ ექნა,
რადგან მაშინ ამ გოგოს აბუჩად ამგდები ღიმილისა და ნიშ-
ნისმოგებიანი მზერის ატანა აღარ მომიწევდა, თანაც, ყოველ-
თვის, როცა კალი მას უყურებს, მუცელი უცნაურად მგვრემს.
როცა იმ მანძილზე გვშორდება, რომ ჩემს ნათქვამს ვეღარ
გაიგონებს, მეივენს მხარს გავკრავ:
– ხომ იცი, მართალს გეუბნება. მეტოქეს სწორედ ჭკუით
უნდა აჯობო.
ჩვენ თვალწინ სონია რაღაცას ჩაავლებს ხელს, რაც ერთი
შეხედვით ჩვეულებრივი ჰაერია და კედელზე ანარცხებს.
ვერცხლისფერი სითხის წვეთები ამოასხამს და ელანე ისევ
ხილული ხდება, ცხვირიდან სისხლი ჩამოსდის.
– როცა საქმე არენას ეხება, კალი ყოველთვის მართა-
ლია, – ამბობს შუბლშეკრული მეივენი, – თავადვე ნახავ.
არენის მოპირდაპირე მხარეს ევანგელინი სასტიკ დაპი-
რისპირებას უყურებს და ეღიმება. არ ვიცი, როგორ შეუძლია
260 მკითხველთა ლიგა
ამის ყურება, როცა მისი მეგობრები ერთმანეთს სისხლს ადე-
ნენ. საკუთარ თავს ვახსენებ, რომ ვერცხლისფრები განსხვა-
ვებულები არიან. იარები მალე უშუშდებათ. ტკივილი დიდ-
ხანს არ აწუხებთ. კანის მკურნალები აქვე ჰყავთ, ამიტომ ძა-
ლადობას მათთვის სხვა მნიშვნელობა აქვს. გადამტვრეული
ხერხემალი თუ გაფატრული მუცელი მათთვის დიდი არაფე-
რია. ვიღაც ყოველთვის მოვა შენი ჭრილობების გასამთე-
ლებლად. ხიფათის, შიშის ან ტკივილის ცნება მათთვის უცნო-
ბია. ერთადერთი, რისთვისაც მართლა შეიძლება ზიანის მი-
ყენება, მათი სიამაყეა.
შენ ვერცხლისფერი ხარ, მარინა ტიტანოს. შენ ეს მოგ-
წონს.
კალი გოგონებს აკვირდება, ისე უყურებს, როგორც ნა-
ხატს ან წიგნს, და არა ხორცშესხმულ ადამიანებს. შავი კომ-
ბინეზონის ქვეშ კუნთები დაძაბული აქვს, ბრძოლისთვის
მზად არის.
და როცა მისი ჯერი მოდის, ვხვდები, რასაც გულისხმობდა
მეივენი.
არვენი კალს ორ მოწინააღმდეგეს ურჩევს: ქარის მბრძა-
ნებელ ოლივერსა და საირინ მაკანტოსს, გოგოს, რომელიც
თავის კანს ქვად აქცევს, მაგრამ რაც ხდება, იმას ბრძოლას
ძნელად თუ ვუწოდებ. მიუხედავად იმისა, რომ ორნი არიან,
კალი მათ ეთამაშება. დროდადრო ერთ მათგანს ბრძოლის
უნარს სრულებით უკარგავს: ოლივერს ცეცხლის სპირალში
აქცევს, სანამ საირინს უცვლის დარტყმებს. გოგონა ცოცხალ
ქანდაკებას ჰგავს, მძიმე ქვისგან და არა ხორცისა და სის-
ხლისგან შექმნილს, მაგრამ კალი უფრო ძლიერია. მისი დარ-
ტყმები გაქვავებულ კანს ამსხვრევს და მუშტის თითოეულ
მოხვედრაზე გოგონას სხეული ებზარება. ეს კალისთვის მხო-
261 მკითხველთა ლიგა
ლოდ ვარჯიშია, თითქოს მობეზრებული აქვს კიდეც. ბრძოლა
მთავრდება, როცა არენაზე ისეთი ჯოჯოხეთური ცეცხლი აგიზ-
გიზდება, მეივენიც კი უკან იხევს. როცა ცეცხლი და კვამლი
მიინავლება, ოლივერი და საირინი უკვე დანებებულან. კანი
მთლად დანახშირებული აქვთ, მაგრამ არც ერთი არ წუწუ-
ნებს.
კალი არენას ზურგს აქცევს, არც უყურებს, როგორ კურ-
ნავს მათ კანის მკურნალი. ამ ბიჭმა მე გადამარჩინა, სახლში
წამიყვანა, ჩემ გამო წესები დაარღვია. ამასთან, ის გულქვა
მეომარი და სისხლში ამოსვრილი ტახტის მემკვიდრეა.
შეიძლება კალი ვერცხლისფერია, მაგრამ დამწვარი კანი-
ვით შავი გული აქვს.
როცა ჩემკენ გამოიხედავს, თვალს ვარიდებ. თავგზა არ
უნდა ამიბნიოს იმ უჩვეულო სითბომ და სიკეთემ, ჩემთან რომ
იჩენს. მის დატრიალებულ ცეცხლოვან ჯოჯოხეთს კარგად და-
ვიმახსოვრებ. კალი უფრო სახიფათოა, ვიდრე ყველა დანარ-
ჩენი ერთად. ეს არ უნდა დავივიწყო.
– ევანგელინ, ანდროს, – ამბობს არვენი და თავს უქნევს
მათ. ანდროსი ცხვირჩამოშვებულია, სულაც არ ეპიტნავება
ევანგელინთან შერკინება და წაგება, მაგრამ მორჩილად მი-
ჩანჩალებს არენისკენ. ჩემდა გასაკვირად, ევანგელინი ადგი-
ლიდან არ იძვრის.
– არა! – ამბობს თამამად და ფეხსაც არ იცვლის.
არვენი მისკენ მიტრიალდება და მისთვის ჩვეული ჩურჩუ-
ლისგან განსხვავებული, უხეში ხმით, რომელიც ყველას ყურს
გვჭრის, ეკითხება:
– ქალბატონო სამოს, რა თქვით?
ევანგელინი შავ თვალებს მე მიბრიალებს და მისი შემო-
ხედვა დანასავით ბასრია.
262 მკითხველთა ლიგა
– მარინა ტიტანოსს ვიწვევ.

263 მკითხველთა ლიგა


– არც კი იფიქრო, – უღრენს მეივენი, – ის მხოლოდ ორი
კვირაა, რაც ვარჯიშობს, შენ ხომ შუაზე გადაჭრი.
პასუხად ევანგელინი მხოლოდ მხრებს იჩეჩს და სახეზე
დამცინავი ღიმილი ეფინება. თითებს ბარძაყზე ათამაშებს და
თითქმის ვგრძნობ, როგორ მესობა მისი ბრჭყალები კანში.
– მერე რა მოხდა? – ერთვება სონია და, მგონი, თვალებში
ბებიამისის მზერა უკრთის, – მკურნალები ხომ აქ არიან. არა-
ვის არაფერი დაუშავდება, თანაც, თუ ჩვენთან ერთად უნდა
ივარჯიშოს, ბარემ ბოლომდე ჩაერთოს პროცესში.
არავის არაფერი დაუშავდებაო? გულში ვიცინი, არაფერი
დამიშავდება, მაგრამ ჩემი სისხლი ყველას წინაშე გამოჩნდე-
ბა. გულისცემა ტვინში მირტყამს და ყოველ წამს სულ უფრო
მიჩქარდება. ზემოთ ნათურები კაშკაშებენ და არენას აჩი-
რაღდნებენ. ჩემი სისხლის ფერს ვერ დავმალავ და ისინი
დაინახავენ, ვინ ვარ სინამდვილეში – წითელი, მატყუარა და
ქურდი.
– თუ შეიძლება, ჯერჯერობით, მირჩევნია სხვების ბრძო-
ლას ვუყურო, სანამ რინგზე ავალ, – ვამბობ მე, ვცდილობ ვუ-
პასუხო ნამდვილი ვერცხლისფერივით, მაგრამ ხმა მიკანკა-
ლებს და ევანგელინი ამას ამჩნევს.
– ბრძოლის გეშინია? – დამცინის და თითებს ნელ-ნელა
ათამაშებს. ერთ-ერთი მისი დანა, პატარა ვერცხლისფერ
ეშვს რომ ჰგავს, ნელა, მუქარით ტრიალებს მისი მაჯის გარ-
შემო, – საწყალი პატარა ელვა-გოგონა.

264 მკითხველთა ლიგა


მინდა ვიყვირო, დიახ, მეშინია-მეთქი, მაგრამ ვერცხლის-
ფერი ამას თავისი პირით არასდროს აღიარებს. მათთვის ძა-
ლა და სიამაყე ყველაფერია.
– საერთოდ, იმისთვის ვიბრძვი, რომ გავიმარჯვო, – ვახ-
ლი სახეში ევანგელინს, – სულელი არა ვარ, ვიცი, რომ ჯერ
ვერ დაგამარცხებ.
– რინგს მიღმა ვარჯიშით დიდ შედეგს ვერ მიიღებ, მარინა,
– კრუტუნებს სონია და სიხარულით ეჭიდება ჩემს ამ ტყუილს,
– მგონი, მწვრთნელიც დამეთანხმება. როგორ უნდა გაიმარ-
ჯვოს, თუ არასდროს ცდის?
არვენმა იცის, რომ რაღაცით განსაკუთრებული ვარ და
ჩემს ძალასა და ნიჭს უცნობი მიზეზი აქვს, მაგრამ რა უნდა
იყოს ეს, ვერ ხვდება და ინტერესით მიყურებს. მასაც უნდა
არენაზე გავიდე. ჩემი ორად ორი მოკავშირე, კალი და მეივე-
ნი, ერთმანეთს შეშფოთებით გადახედავს, ფიქრობენ, რო-
გორ უნდა გამოძვრნენ ამ სახიფათო ვითარებიდან. ნუთუ
ამას არ ელოდნენ? არ იცოდნენ, რომ საქმე აქამდე მივიდო-
და?
შეიძლება ჩაფიქრებულიც სწორედ ეს იყო. არენაზე ტრა-
გიკულად დაღუპვა. დედოფალიც კიდევ ერთხელ იცრუებს.
შესაფერისი სიკვდილია უცნობი გოგონასთვის, რომელიც
მათ საზოგადოებას არ ეკუთვნის. ეს ხაფანგია, რომელშიც
ჩემი ნებით გავები.
თამაში დასრულდება და ვეღარასოდეს ვნახავ მათ, ვინც
მიყვარს.
– ქალბატონი ტიტანოსი ომში დაღუპული გმირის ქალიშ-
ვილია და თქვენ მას მუდმივად იწვევთ, – ბრაზით ამბობს კა-
ლი და გოგონებს თვალებით ხვრეტს. ისინი არაფერს იმჩნე-
ვენ და ჩემი დაცვის უღონო მცდელობაზე ლამის გაეცინოთ.
265 მკითხველთა ლიგა
შეიძლება კალი მებრძოლადაა დაბადებული, მაგრამ სიტყვე-
ბით ომში დამარცხებისთვისაა განწირული.
აი, სონია კი ბევრად ცბიერია და მლიქვნელობაში დახე-
ლოვნებული. თუ კალი რინგის მებრძოლია, სონია სიტყვით
მეომარია და სიტყვებს სურვილისამებრ, ძალიან ადვილად
ატრიალებს:
– გენერლის ქალიშვილი კარგად უნდა იბრძოდეს. წესით,
ევანგელინს უნდა ეშინოდეს.
– სისულელეს ნუ ამბობ, მარინა გენერალს არ გაუზრდია,
– უტევს მეივენი. კალზე უკეთესად გამოუვიდა, მაგრამ ჩემ
მაგივრად კამათში გამარჯვების უფლებას ვერ მივცემ, არა ამ
გოგონებთან.
– მე არ ვიბრძოლებ, – ვამბობ ისევ, – სხვა გამოიწვიე.
როცა ევანგელინი იღიმება და თეთრ, ბასრ კბილებს აელ-
ვებს, ჩემი ძველი ინსტინქტები თავში ზარივით ჩამოჰკრავენ.
დახრას ძლივს ვასწრებ, როცა ჰაერს მისი დანა გაჰკვეთს
ზუსტად იმ წერტილში, სადაც წამის წინ ჩემი ყელი იყო.
– მე შენ გიწვევ, – ცრის კბილებში და სახეში მორიგ დანას
მტყორცნის. მისი ქამრიდან სხვა დანებიც ზემოთ იწევენ ჩემს
ნაკუწ-ნაკუწ დასაკეპად.
– ევანგელინ, შეწყვიტე! – ყვირის მეივენი. კალი ფეხზე მა-
ყენებს, აღელვებული სახე აქვს. მე ადრენალინის მომატების
გამო სისხლი მიდუღს და მისი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები
ლამის გამომრჩეს:
– შენ უფრო სწრაფი ხარ. მუდმივად შეავიწროვე, ნუ შეგე-
შინდება, – კიდევ ერთი დანა ჩამიქროლებს და ჩემს ფეხებ-
თან იატაკში ერჭობა, – სისხლი თუ წამოგივა, არ დაანახვო.
კალის მიღმა ვხედავ, ევანგელინი მტაცებელ კატასავით
მოიპარება და ხელში მბზინავ დანებს ატრიალებს. მაშინვე
266 მკითხველთა ლიგა
ვხვდები, რომ ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, პრინცებიც
კი. გამარჯვების შანსს ვერ მივცემ. არ უნდა დავმარცხდე.
ჩემი გასროლილი ელვის ბურთი ჰაერს კვეთს, ევანგე-
ლინს მკერდში ხვდება და ის მთელი ძალით ეხეთქება არენის
კედელს, მაგრამ ნაცვლდ იმისა, გაბრაზდეს, გახარებული მი-
ყურებს.
– დიდი დრო არ დამჭირდება, პატარა ელვა-გოგონავ, –
მიღრენს და ვერცხლისფერ სისხლს იწმენდს.
ყველა უკან იხევს და ჩვენ გვაჩერდება. შეიძლება უკანას-
კნელად მხედავენ ცოცხალს. მაგრამ არა, არ უნდა დავმარ-
ცხდე! გონებას ვძაბავ და ისეთი მონდომებით ვიკრებ ძალას,
რომ ძლივს ვამჩნევ გარშემო წამომართულ კედლებს. პრო-
ვოსის გავლენით არენა გარდაიქმნა და წითელ გოგოს ავად
მოღიმარ ვერცხლისფერ მხეცთან ამწყვდევს.
ევანგელინი ფართოდ მიღიმის. არენის იატაკიდან ფენა-
ფენად წამოშლილი სამართებლის პირივით ბასრი, თხელი
ლითონის ნატეხები მისი სურვილისამებრ იღებენ ფორმას.
ლითონი იღუნება, იგრიხება და ცოცხალ კოშმარად იქცევა.
ევანგელინს სასროლი დანები აღარ სჭირდება, ახალი ტაქტი-
კა აქვს – მისი წარმოსახვით შექმნილი ლითონის არსებები
ყოველი მხრიდან მიიჩქარიან ქალბატონისკენ. თითოეულს
რვა ფეხი აქვს, ბასრი და მომაკვდინებელი. თრთიან და ელო-
დებიან, როდის გამოუშვებს ევანგელინი ჩემს დასაგლეჯად.
ობობები. საძაგელი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს უკვე კანზე
შემომაცოცდნენ.
ჩემს ხელებზე ნაპერწკლები კიაფობენ, თითებს შორის
ციმციმებენ. ნათურები ბჟუტვას იწყებენ, რადგან დარბაზში
არსებულ ელექტროენერგიას ისე ვიწოვ, როგორც ღრუბელი

267 მკითხველთა ლიგა


წყალს. სხეულში მივლის ელექტრობა, რომელიც ჩემს ძალას
ემორჩილება და სასიცოცხლოდ აუცილებელია.
მე აქ სიკვდილი არ მიწერია.
კედლის იქით შეშინებული მეივენი საცოდავად მიღიმის.
მის გვერდით გაუნძრევლად დგას კალი. ჯარისკაცმა წარბი
არ უნდა შეიხაროს, სანამ გამარჯვებას არ მოიპოვებს.
– ვის აქვს უპირატესობა? – კითხულობს არვენი, – მარი-
ნას თუ ევანგელინს?
ხელს არავინ სწევს, ჩემი მეტოქის მეგობრებიც კი. ყველა
ჩვენ მოგვჩერებია, უყურებენ, როგორ ვიკრებთ ძალას.
ევანგელინის ღიმილი ქრება, ის მიჩვეული იყო ფავორი-
ტობას, რომლისაც ყველას ეშინოდა. ახლა უკვე ძალიან გაბ-
რაზებულია.
ნათურები ინთება და ქრება, ჩემი სხეული კი ელექ-
ტროენერგიით მეტისმეტად დამუხტული სადენივით ზუზუ-
ნებს. მბჟუტავ შუქში ევანგელინის ობობები საშინელი ბასრი
კიდურებით ფეხშეწყობილნი მოცოცავენ ჩემკენ.
და მხოლოდ შიშს, ძალასა და ძარღვებში ენერგიის მოწო-
ლას ვგრძნობ.
შუქი თამაშობს და ჩვენს ბრძოლას უცნაურ მოციმციმე ფე-
რებად ღებავს. სიბნელეში იისფერ-თეთრი ელვა გადმომ-
სკდება და ობობებს ფანტავს. გონებაში კალის სიტყვები ჩა-
მესმის და მუდმივად ვმოძრაობ, ერთ ადგილზე დიდხანს არ
ვჩერდები, რომ ევანგელინმა ზიანის მოყენება ვერ მოას-
წროს. ის თავის ობობებში იხლართება და მთელი ძალით
ცდილობს ელვის თავიდან აცილებას. მკლავს წვეტიანი ლი-
თონი მისერავს, მაგრამ ტყავის კომბინეზონი უძლებს და არ
იხევა. ევანგელინი სწრაფია, მაგრამ მე მასზე მარდი ვარ,
მიუხედავად იმისა, რომ ფეხქვეშ ობობები მიფუთფუთებენ.
268 მკითხველთა ლიგა
წამით მისი საძაგელი ვერცხლისფერი ნაწნავი მხვდება ხელ-
ში, მაგრამ ისევ მისხლტება. სულის მოთქმის საშუალებას არ
ვაძლევ.
ვიმარჯვებ.
ლითონის ღრჭიალსა და მოვარჯიშეთა ჟრიამულში ძლივს
ვარჩევ მეივენის ღრიალს, მიყვირის, ბოლო მოუღეო. შუქი
ბჟუტავს და კარგად ვერ ვხედავ, სად არის ევანგელინი, მაგ-
რამ უცებ ვგრძნობ, რას ნიშნავს, იყო ვერცხლისფერი, მთე-
ლი სხეულით შეიგრძნობდე ძალას, იცოდე, რომ იმის გაკე-
თება შეგიძლია, რაც შეუძლებელია მილიონობით სხვა ადა-
მიანისთვის. ევანგელინი მუდმივად გრძნობს ამას და ახლა
ჩემი ჯერია. გასწავლი, რა არის შიში.
წელში მუშტი მხვდება და ტკივილი მთელ სხეულში მივ-
ლის. მუხლები მეკეცება და ვეცემი. ევანგელინი თავზე მადგე-
ბა, იღიმება და სახეზე ვერცხლისფერი თმა აყრია.
– ხომ გითხარი, დიდი დრო არ დამჭირდება-მეთქი, – მე-
უბნება იგი.
უცებ ფეხები თავისით ამოძრავდებიან და იმ ილეთს
იმეორებენ, რომელიც სოფლის ქუჩებში ასჯერ მაინც გამიკე-
თებია, ერთხელ თუ ორჯერ კილორნისთვისაც კი – ფეხს გა-
მოვდებ და ის ჩემ გვერდით ენარცხება. მაშინვე ზემოდან ვაჯ-
დები, ზურგში მწველ ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემს
ხელებს ელექტრობისგან ტკაცატკუცი გაუდის, მაშინაც კი,
როცა სახეში ვურტყამ. თითები ტკივილისგან მიფეთქავს,
მაგრამ არ ვჩერდები – ვერცხლისფერი ტკბილი სისხლი
მწყურია.
– ინატრებ, რომ დიდი დრო არ დამჭირდეს, – ვღრიალებ
მასზე მოქცეული.

269 მკითხველთა ლიგა


ევანგელინი დაჟეჟილი ტუჩებით როგორღაც ახერხებს და
იცინის. მის სიცილს ლითონის ღრჭიალ-წკრიალი ახშობს.
ჩვენ გარშემო მიმოფანტული ელექტრობით დამუხტული
ობობები ისევ ამოძრავდნენ, ფორმას იცვლიან, ერთმანეთს
ეკვრიან და ლითონის საზარელ მბოლავ ურჩხულს ქმნიან.
ის საოცარი სიჩქარით მოექანება ჩემკენ და ევანგელინის-
გან გადამაგდებს. ახლა მე ვარ მიწას გაკრული და ერთ
სხეულად მოძრავ, ერთმანეთში ჩახლართულ ლითონის ნა-
ტეხებს ავყურებ. შიშისა და დაღლილობის გამო ხელებზე ნა-
პერწკლები მიქრება. მკურნალებიც ვეღარაფერს მიშველიან
მას შემდეგ, რაც ახლა მოხდება.
ლითონის ურჩხული სახეზე სამართებელივით ბასრ ფეხს
მისვამს და წითელი, ცხელი სისხლი გადმომდის. ჩემივე ყვი-
რილი მესმის, ოღონდ არა ტკივილის, არამედ დამარცხების
გამო ვყვირი. ეს დასასრულია.
უცებ ურჩხულს ცეცხლმოკიდებული მკლავი ხვდება, გვერ-
დზე გადავარდება და მისგან ნახშირივით შავი ფერფლის მე-
ტი არაფერი რჩება. ძლიერი ხელები ფეხზე მაყენებენ, თმაზე
მკიდებენ ხელს და მთელ სახეზე მაფარებენ, რათა დაიმა-
ლოს წითელი ლაქა, რომელსაც ჩემი გაცემა შეუძლია.
მეივენს სავარჯიშო დარბაზიდან გავყავარ. მთლად ვცახცა-
ხებ, მაგრამ ის ხელით მამაგრებს და წინ მივიწევთ. ჩემკენ
მკურნალი მოდის, მაგრამ კალი გზას უღობავს, რათა მან ჩე-
მი სახე არ დაინახოს.
სანამ ჩვენს ზურგს უკან კარი გაჯახუნდება, მესმის, რო-
გორ ყვირის ევანგელინი და როგორ უყვირის მუდამ მშვიდი
კალი, ქარიშხალივით ღრიალებს.
როცა ისევ დავილაპარაკებ, ხმა მიკანკალებს:
– კამერები, კამერებში მხედავენ.
270 მკითხველთა ლიგა
– კამერებთან მცველები დგანან, მათ დედაჩემისთვის ერ-
თგულების ფიცი აქვთ მიცემული. დამიჯერე, ახლა ამაზე ნერ-
ვიულობა არ ღირს, – ამბობს მეივენი, ლამის ენა ებმის.
მკლავზე მაგრად მიჭერს ხელს, თითქოს ეშინია, ვინმემ ჩემი
თავი არ წაართვას. სახეზე ხელს მისვამს და სახელოთი
სისხლს მწმენდს. ვინმემ რომ დაგვინახოს...
– ჯულიანთან წამიყვანე.
– ჯულიანი სულელია, – ბუტბუტებს მეივენი.
დერეფნის ბოლოში ვიღაცები ჩანან, რამდენიმე დიდებუ-
ლი დასეირნობს, მეივენი მათ თავს არიდებს და მსახურების-
თვის განკუთვნილ დერეფანში გავყავარ.
– ჯულიანმა იცის, ვინც ვარ, – ვჩურჩულებ მე და მეივენს
ხელზე ვებღაუჭები, ორივეს მაგრად გვიჭირავს ერთმანეთი, –
ეცოდინება, რა უნდა გააკეთოს.
მეივენი ეჭვით მიყურებს, მაგრამ ბოლოს თავს მიქნევს.
როცა სასახლის იმ ნაწილში მივდივართ, სადაც ჯულიანი
ცხოვრობს, სისხლდენა ჩერდება, მაგრამ სახე ისევ მოსვრი-
ლი მაქვს.
ჯულიანი კარს პირველი დაკაკუნებისთანავე აღებს, ისევე
აჩაჩულ-დაჩაჩულია, როგორც ყოველთვის. ჩემდა გასაკვი-
რად, მეივენის დანახვაზე წარბს იკრავს.
– პრინცო მეივენ, – ამბობს და მოუხეშავად, ლამის
შეურაცხმყოფლად უკრავს თავს. მეივენი არ პასუხობს,
გვერდს უვლის და ოთახში შევყავარ.
ჯულიანს რამდენიმე პატარა ოთახი აქვს. სიბნელისა და
უჰაერობის გამო აქაურობა უფრო პატარა მეჩვენება. ფარდე-
ბი ჩამოფარებულია და ნაშუადღევის მზე ოთახში ვერ აღწევს,
იატაკზე მიმოყრილი ქაღალდების გამო ფეხი გვიცურავს.
კუთხეში ჩაიდანი დუღს, ღუმლის ნაცვლად ლითონის ელექ-
271 მკითხველთა ლიგა
ტრონულ მოწყობილობაზე დგას. გასაკვირი არ არის, რომ
ჯულიანისთვის, გაკვეთილების გარდა, თვალი არსად მომიკ-
რავს, როგორც ჩანს, რაც სჭირდება, ყველაფერი აქვე აქვს.
– რა ხდება? – გვეკითხება და ორ მტვრიან სკამზე მიგვი-
თითებს. ცხადია, სტუმრები ხშირად არ აწუხებენ. მე ვჯდები,
მაგრამ მეივენი უარზეა და ისევ დგას.
სახეზე ჩამოშლილ თმას ვიშორებ და ჩემი ვინაობის მამხი-
ლებელ წითელ დროშას ვამზეურებ.
– ევანგელინს მეტისმეტი მოუვიდა.
ჯულიანი წრიალებს, მაგრამ ნათელია, რომ ჩემი კი არა,
მეივენის გამოა უხერხულად. ისინი ერთმანეთს უყურებენ,
მაგრამ რატომ, ვერ ვხვდები. ბოლოს ჯულიანი ისევ მე გად-
მომხედავს.
– მერ, მე კანის მკურნალი არა ვარ. მხოლოდ ის შემიძ-
ლია, რომ სახე მოგბანო.
– ხომ გითხარი, – ამბობს მეივენი, – ვერ დაგვეხმარება.
ჯულიანი დამცინავად პრეხს ტუჩს.
– სარა სკონოსი მონახეთ, – მოგვიგდებს იგი, კრიჭას
კრავს და ელოდება მეივენის რეაქციას, რომელიც ასეთი გა-
ცეცხლებული არასოდეს მინახავს, კალთან კამათის დროსაც
კი. თუმცა მათ შორის ბრაზი კი არ იგრძნობა, არამედ ზიზღი.
მათ ერთმანეთი სულით ხორცამდე სძულთ.
– იმოქმედეთ, პრინცო, – ეს წოდება ჯულიანის პირიდან
ლანძღვასავით ისმის.
ბოლოს და ბოლოს, მეივენი ემორჩილება და გარეთ გა-
ვარდება.
– რა ხდება თქვენ შორის? – ვჩურჩულებ მე და ჯულიანს
კარზე მივანიშნებ.

272 მკითხველთა ლიგა


– ახლა მაგის დრო არ არის, – მპასუხობს და სახის გასაწ-
მენდად თეთრ ნაჭერს მიგდებს. ქსოვილი წითელი ლაქებით
იფარება და აღარაფრად ვარგა.
– სარა სკონოსი ვინღაა?
ჯულიანი კვლავ ყოყმანობს.
– კანის მკურნალი. მოგარჩენს, – ჩემი მეგობარია... სან-
დო მეგობარი.
არ მეგონა, ჯულიანს თავისი წიგნებისა და ჩემ გარდა, სხვა
მეგობარი თუ ჰყავდა, მაგრამ კითხვებით თავს აღარ ვაბეზ-
რებ.
როცა რამდენიმე წუთის შემდეგ მეივენი ბრუნდება, სახე
უკვე კარგად მაქვს გაწმენდილი, თუმცა ჯერ ისევ სველი და
წებოვანია. ხვალ რამდენიმე სისხლჩაქცევის დაფარვა მომი-
წევს და წარმოდგენაც კი არ მინდა, რას მიგავს ზურგი.
ფრთხილად ვივლებ ხელს შესივებულ ადგილზე, სადაც ევან-
გელინმა ჩამარტყა.
– სარა არა... – მეივენი ჩუმდება, სიტყვები ერევა, – სარა
ის არ არის, ვისაც ამ შემთხვევაში დასახმარებლად მივმარ-
თავდი.
სანამ მიზეზს ვკითხავდე, კარი იღება და ვხედავ ქალს, რო-
მელიც, ჩემი აზრით, სარა უნდა იყოს. ჩუმად შემოდის, თვა-
ლები დაუხრია. ბლონოსების საგვარეულოს სისხლის მკურ-
ნალებისგან განსხვავებით, ასაკი ცხადად ეტყობა სახეზე, ყო-
ველ ნაოჭსა და ჩაცვენილ, ჩაღრმავებულ ლოყებზე. დაახ-
ლოებით ჯულიანის ტოლი უნდა იყოს, მაგრამ მხრები ისე
აქვს ჩამოყრილი, რომ ვხვდები, ადვილი ცხოვრება არ უნდა
ჰქონდეს გავლილი.
– სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ქალბატონო სკონოს, –
ვეუბნები ისეთი მშვიდი ხმით, თითქოს ამინდის ამბავს ვეკით-
273 მკითხველთა ლიგა
ხებოდე. როგორც ჩანს, ეტიკეტის გაკვეთილებს უკვალოდ არ
ჩაუვლია.
მაგრამ ის არ მპასუხობს. ჩემი სკამის წინ ჩაიმუხლებს და
ჩემს სახეს უხეშ ხელებში იქცევს. შეხებისას ისეთი ცივია, რო-
გორც ნამზეურზე მოხვედრილი ცივი წყალი. ჩემს გაჭრილ
ლოყაზე თითებს საოცრად ნაზად დააცურებს. გულმოდგინედ
მუშაობს, სახეზე სხვა სისხლჩაქცევებსაც არ ტოვებს უყურად-
ღებოდ. სანამ დაშავებულ ზურგზე ვიტყოდე რაიმეს, ხელს
უკან მიცურებს, სიცივეს ვგრძნობ და ნატკენი ადგილი მიამ-
დება. რამდენიმე წუთში საქმეს ასრულებს და ახლა თავს ისე
ვგრძნობ, როგორც მაშინ, აქ რომ პირველად მოვედი. უფრო
უკეთესადაც, რადგან ძველი სატკივარი და დაჟეჟილობებიც
უკვალოდ ქრება.
– გმადლობთ, – ვამბობ მე, მაგრამ ის ისევ არ მპასუხობს.
– გმადლობ, სარა, – ჩაილაპარაკებს ჯულიანი. ქალის
თვალები ნაცრისფრად გაიელვებს და ის ჯულიანს ახედავს,
ძლივს შესამჩნევად უქნევს თავს. ჯულიანი წინ იხრება და ხე-
ლით შველის ადგომაში. ისე მოძრაობენ, როგორც პარ-
ტნიორები ცეკვისას, იმ იდუმალ მუსიკას რომ უსმენენ, რომე-
ლიც მათ გარდა არავის ესმის.
სიჩუმეს მეივენის ხმა არღვევს:
– სულ ესაა, სკონოს.
სარას სიმშვიდე ფარულ ბრაზში გადაიზრდება, ჯულიანს
ზურგს აქცევს, დაჭრილი მხეცივით მივარდება კარს და
ხმაურით გაიჯახუნებს. ჩარჩოში ჩასმული რუკები თავიანთ
შუშის ციხეებში ტოკავენ. მისი წასვლის შემდეგ ჯულიანსაც კი
დიდხანს უკანკალებს ხელები, თითქოს ისევ გრძნობს მის შე-
ხებას.

274 მკითხველთა ლიგა


ის ცდილობს დამალოს, მაგრამ კარგად არ გამოსდის:
ვხვდები, ოდესღაც ჯულიანს ეს ქალი უყვარდა და შეიძლება
დღესაც უყვარს. კარს შეწუხებული უყურებს, თითქოს მის
დაბრუნებას ელოდება.
– ჯულიან...
– რაც უფრო დიდხანს არ გამოჩნდებით, მით მეტი ხალხი
იჭორავებს თქვენზე, – ბუტბუტებს ის და კარისკენ მიგვანიშ-
ნებს.
– გეთანხმები, – მეივენი კარისკენ მიდის, რათა გააღოს
და თან გამიყოლოს.
– დარწმუნებული ხარ, რომ არავის დაუნახავს? – ვისვამ
ხელს უკვე ჯანსაღ, სუფთა ლოყაზე.
მეივენი ჩაფიქრდება.
– ისეთს არავის, ვისაც გრძელი ენა აქვს.
– სასახლეში საიდუმლოება დიდხანს ვერ იმალება, – ამ-
ბობს ჯულიანი, ბრაზისგან ხმა უკანკალებს, – ეს კარგად
იცით, თქვენო უმაღლესობავ.
– საიდუმლოსა და ტყუილს შორის განსხვავება კარგად
უნდა იცოდე, – მიუგდებს მეივენი, მაჯაზე მკიდებს ხელს და
ისევ დერეფანში გავყავარ, სანამ ვკითხავდე, რა ხდება. შორს
არა ვართ წასული, როცა ნაცნობი ფიგურა გვაჩერებს.
– რამე პრობლემაა, ძვირფასო? – მიმართავს მეივენს აბ-
რეშუმის სამოსში გამოწყობილი დედოფალი ელარა. უც-
ნაურია, მაგრამ მარტოა, მცველები თან არ ახლავს. ყურად-
ღებით დაჰყურებს მეივენის ხელს, რომელსაც ისევ უჭირავს
ჩემი მაჯა. პირველად ხდება, რომ ჩემს ფიქრებში შემოძრო-
მას არ ცდილობს. ის ახლა მეივენის თავში იქექება.

275 მკითხველთა ლიგა


– ისეთი არაფერი, რასაც ვერ გავუმკლავდები, – პასუ-
ხობს შვილი და ხელს ისე მიჭერს, თითქოს ჩემგან ელის შვე-
ლას.
ელარა წარბს მაღლა სწევს, მისი ერთი სიტყვისაც არ სჯე-
რა, მაგრამ არაფერს ეკითხება. არა მგონია, საერთოდ ვინ-
მეს რამეს ეკითხებოდეს. ისედაც ყველაფრის პასუხი იცის.
– აჯობებს იჩქაროთ, ქალბატონო მარინა, თორემ საუზმე-
ზე დაგაგვიანდებათ, – დათაფლული ხმით ამბობს და მზერა
ჩემზე გადმოაქვს. ახლა უკვე მე ვუჭერ ხელს მეივენს, – და
ვარჯიშისას უფრო ფრთხილად იყავით ხოლმე. წითელი სის-
ხლი ძალიან ძნელი გასაწმენდია.
– თქვენ უკეთ იცით, – მკვახედ ვეპასუხები მე, რადგან
შეიდი მახსენდება, – რადგან როგორც უნდა ცდილობდეთ
დაფარვას, მაინც ვხედავ სისხლში გასვრილ თქვენს ხელებს.
ჩემი შეტევით გაოცებულს თვალები უფართოვდება. ალ-
ბათ, ასე არავინ არასდროს შეჰპასუხებია და უცებ თავს გა-
მარჯვებულად წარმოვიდგენ, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელ-
დება.
უცებ ჩემი სხეული უკან მიდის და დერეფნის კედელს
ხმაურით ეხეთქება. როგორც ძაფებით მარიონეტს, ისე მმარ-
თავს დედოფალი. თითოეული ძვალი მიჭრიალებს და კისერი
მიტკაცუნებს, თავის ძლიერად მირტყმისგან თვალწინ ლურჯ
ვარსკვლავებს ვხედავ.
არა, ვარსკვლავები კი არა, მისი თვალებია.
– დედა! – ყვირის მეივენი, მისი ხმა შორიდან მესმის, –
დედა, გაჩერდი!
ყელზე ხელი მეხვევა და ადგილზე მალურსმავს, რადგან
სხეულს ვეღარ ვაკონტროლებ. სახეზე მის აუტანლად მოტ-
კბო სუნთქვას ვგრძნობ.
276 მკითხველთა ლიგა
– ასე აღარასოდეს მომმართო, – მეუბნება ელარა, იმდე-
ნად გაბრაზებულია, ჩემს გონებაში ჩურჩულით თავს აღარ
იწუხებს. ხელს უფრო მაგრად მიჭერს და რომც მინდოდეს,
ვერ შევეკამათები.
რატომ არ მკლავს? ვფიქრობ, სანამ სულის მოსათქმელად
ვფართხალებ, თუ ამხელა ტვირთი ვარ, ასეთი პრობლემა,
რატომ არ ადგება და არ მომკლავს?
– საკმარისია! – ღრიალებს მეივენი და დერეფანს მისი
ბრაზი ათბობს. მართალია, მზერა მენისლება და თვალებში
სიბნელე მეპარება, მაინც ვხედავ, რა საოცარი ძალითა და
გაბედულებით მაშორებს დედამისს.
ელარა ჩემზე კონტროლს კარგავს და კედლიდან იატაკზე
ვეზღერთები. გაოგნებული ელარა ბორძიკობს და ლამის ეცე-
მა. ახლა მზერა მეივენზე გადააქვს, საკუთარ შვილზე, რომე-
ლიც პირისპირ უდგას.
– დღის განრიგი შეასრულე, მერ, – გამოცრის იგი და დე-
დამისს თვალს არ აშორებს. დარწმუნებული ვარ, დედოფალი
მის გონებაში გაჰყვირის და ჩემი გამოქომაგების გამო ლან-
ძღავს, – წადი!
სიცხე ძლიერდება, რაღაც ტკაცუნობს, მეივენის კანს ალ-
მური ასდის და უცებ კალის ფიცხი ხასიათი მახსენდება. რო-
გორც ჩანს, ეს ცეცხლი მეივენშიც ცოცხლობს, შეიძლება უფ-
რო ძლიერიც კი, და როცა იგი იფეთქებს, სულაც არ მინდა
ახლომახლო ყოფნა.
ბარბაცით მივდივარ და ვცდილობ, რაც შეიძლება შორს
წავიდე დედოფლისგან, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ და უკან ვი-
ყურები. ისინი ერთმანეთს მისჩერებიან და ჩემთვის გაუგებარ
თამაშში არიან ჩართული.

277 მკითხველთა ლიგა


მოახლეები უხმოდ მელიან ოთახში, ხელში ოქრონემსუ-
ლი კაბა უჭირავთ. სანამ ერთი მათგანი იისფერი ძვირფასი
თვლებით მოოჭვილ აბრეშუმის კაბას მაცმევს, სხვები თმას
მვარცხნიან და მაკიაჟს მიკეთებენ. როგორც ყოველთვის,
არც ახლა იღებენ ხმას, მიუხედავად იმისა, რომ დაძაბული
დილის შემდეგ დატანჯული და შეშლილი სახე მაქვს.
საუზმეზე უცნაური ვითარებაა. ჩვეულებრივ, აქ ქალები
ერთად საუზმობენ და მომავალ ქორწინებებსა და სხვა სისუ-
ლელეებზე ლაპარაკობენ, როგორც მდიდარ ქალბატონებს
სჩვევიათ, თუმცა დღეს განსხვავებული სიტუაციაა. ისევ იმ
ტერასაზე ვსხედვართ, რომელიც მდინარეს გადაჰყურებს,
ბრბოში აქა-იქ გაიქროლებს მსახურის წითელი უნიფორმა,
მაგრამ ამდენი სამხედროფორმიანი ადრე აქ არასდროს ყო-
ფილა. გეგონებათ, მთელი ლეგიონის თანდასწრებით ვსაუზ-
მობთ.
კალი და მეივენიც აქ არიან, მუნდირებზე მედლები უბ-
რწყინავთ და სასიამოვნო საუბრის დროს იღიმებიან, სანამ
ჯარისკაცებს თვით მეფე ართმევს ხელს. ყველა მათგანი
ახალგაზრდაა, რუხ მუნდირებზე ვერცხლისფერი ემბლემე-
ბით. სულაც არ ჰგავს გაქუცულ წითელ უნიფორმებს, რომ-
ლებიც ჩემს ძმებსა და სხვა წითლებს დაურიგეს გაწვევისას.
დიახ, ეს ვერცხლისფრებიც ომში მიდიან, მაგრამ არა ნამ-
დვილ ბრძოლაში. ისინი გავლენიანი ხალხის ვაჟები თუ ქა-
ლიშვილები არიან და ფრონტი კიდევ ერთი ადგილია, სადაც
სტუმრად ჩადიან. ეს მათი ვარჯიშის შემადგენელი ნაწილია.
ჩვენთვის, პირადად ჩემთვის, ეს ჩიხი იყო. გარდაუვალი და-
ღუპვა.
მე ისევ უნდა ვითამაშო ჩემი როლი, უნდა გავიღიმო, ჯა-
რისკაცებს ხელი ჩამოვართვა და სიმამაცისთვის მადლობა
278 მკითხველთა ლიგა
გადავუხადო. თითოეული სიტყვა ჩემთვის მეტად მწარეა. ბო-
ლოს სტუმრებს თავს ვაღწევ და მცენარეებით ნახევრად და-
ფარულ ნიშას ვაფარებ თავს.
– ყველაფერი რიგზეა?
წინ კალი მიდგას, ერთდროულად აღელვებულიც ჩანს და
უცნაურად მოდუნებულიც. მას მოსწონს ჯარისკაცებთან ყოფ-
ნა, ალბათ, ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა.
მართალია, გაქრობა მინდა, მაგრამ წელში ვიმართები.
– სილამაზის კონკურსები არ მიყვარს.
ის შუბლს იკრავს.
– მერ, ისინი ფრონტზე მიდიან. მგონი, ყველაზე მეტად შენ
უნდა გინდოდეს მათი წესისამებრ გაცილება.
ჩემი სიცილი თოფის გასროლასავით გაისმის.
– ჩემი ცხოვრების რომელი მონაკვეთი გაფიქრებინებს,
რამეში მანაღვლებდეს ეს გაქსუებული ღლაპები რომ ისე მი-
დიან ომში, როგორც შვებულებაში?
– მხოლოდ ის, რომ არჩევანის საშუალება ჰქონდათ, სუ-
ლაც არ აკნინებს მათ სიმამაცეს.
– მაშინ იმედია, ისიამოვნებენ ყაზარმებით, კარგი მომა-
რაგებითა და იმ ყოველგვარი უპირატესობით, რისი ფუფუნე-
ბაც ჩემს ძმებს არასდროს ჰქონიათ, – ეჭვი მაქვს, ამ ვერ-
ცხლისფრებს, რომლებმაც ჯარისკაცობა საკუთარი ნებით
აირჩიეს, არაფერი მოაკლდებათ.
კალს ისეთი სახე აქვს, თითქოს უნდა ერთი კარგად და-
მიღრიალოს, მაგრამ თავს იკავებს. ახლა, როცა ვიცი, რა
ფიცხიცაა, მიკვირს, რომ თავის გაკონტროლება შეძლო.
– ეს მთლიანად ვერცხლისფრებისგან შემდგარი პირველი
ლეგიონი იქნება ფრონტზე, – მეუბნება მშვიდად, – ისინი
წითლებს შეებრძოლებიან, წითლებივით ეცმევათ და მათი
279 მკითხველთა ლიგა
თანამებრძოლებიც წითლები იქნებიან. ტბებისქვეყნელებს
მათი ვინაობა არ ეცოდინებათ, როცა ლეგიონი ჩოუკში ჩავა.
და როცა ბომბებს ჩამოყრიან და მტერი ხაზის გარღვევას შე-
ეცდება, სიურპრიზს შეეფეთებიან.
უცებ ერთდროულად მცივა და მცხელა კიდეც.
– ორიგინალურია.
მაგრამ კალი გახარებული არ ჩანს, პირიქით, სევდიანია.
– ეს აზრი შენ მომაწოდე.
– რაო?
– როცა სადედოფლოების გამოცდის დღეს არენაზე ჩამო-
ვარდი, არავინ იცოდა, რა უნდა ექნა. დარწმუნებული ვარ,
ტბებისქვეყნელებიც იმავე მდგომარეობაში ჩაცვივდებიან.
მინდა დავილაპარაკო, მაგრამ ხმა არ ამომდის. საბრძო-
ლო მანევრებში განსწავლულობას რომ თავი დავანებოთ,
შთაგონების წყაროც არასოდეს ვყოფილვარ ვინმესთვის. კა-
ლი ისე მიყურებს, თითქოს კიდევ რაღაცის თქმა უნდა, მაგ-
რამ ხმას არ იღებს. არც ერთმა არ ვიცით, რა ვთქვათ.
ქარის მბრძანებელი ოლივერი, ის ბიჭი, ჩვენთან ერთად
რომ ვარჯიშობს, კალს მხარზე ხელს ადებს, მეორე ხელში
სასმლიანი ჭიქა უჭირავს. მასაც სამხედრო ფორმა აცვია. ომ-
ში მიდის.
– რას მიმალულხარ, კალ? – იცინის და ჩვენ გარშემო
მდგარ ხალხზე მიგვანიშნებს, – ამათგან განსხვავებით ტბე-
ბისქვეყნელებს ასე ადვილად ვერ დაემალები! კალი თვა-
ლებში მიყურებს და ლოყები უვერცხლისფრდება.
– ნებისმიერ დროს მზად ვარ მათთან შესახვედრად, – პა-
სუხობს ოლივერს, თან თვალს არ მაცილებს.
– მათთან ერთად მიემგზავრები?

280 მკითხველთა ლიგა


ოლივერი კალის მაგივრად მპასუხობს და ომში მიმავალი
ბიჭის კვალობაზე მეტისმეტად ფართოდ იღიმება.
– მიემგზავრება კი არა, კალი ჩვენი მეთაურია! ეს მისი
ლეგიონია და პირდაპირ ფრონტზე მივდივართ.
კალი ნელა იცილებს ოლივერის ხელს მხრიდან, მაგრამ
ქარის მთვრალი მბრძანებელი ვერაფერს ამჩნევს და ლაქ-
ლაქს განაგრძობს:
– ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გენერალი იქნება
და პირველი პრინცი, ვინც წინა ხაზზე იბრძოლებს.
და პირველი პრინცი, ვინც დაიღუპება, ჩამჩურჩულებს გო-
ნებაში ავბედითი ხმა. ამ წინათგრძნობის საწინააღმდეგოდ
კალს ხელს ვკიდებ და ისიც არ მეწინააღმდეგება, ნებას მაძ-
ლევს, მისი ხელი მეჭიროს. ახლა არც პრინცს ჰგავს, არც გე-
ნერალს და არც ვერცხლისფერს, იგი ის ბიჭია, ფუნდუკში
რომ იყო და ჩემი დახმარება უნდოდა.
დაბალი, მაგრამ მტკიცე ხმით ვეკითხები:
– როდის?
– მეჯლისის შემდეგ, როცა დედაქალაქში დაბრუნდები.
შენ სამხრეთში წახვალ, – ჩურჩულებს ის, – მე კი, ჩრდილო-
ეთში.
შიშის ცივი ჟრუანტელი მივლის, როგორც მაშინ, როცა კი-
ლორნმა პირველად მითხრა, ომში მივდივარო, მაგრამ ის მე-
თევზეა, ქურდი, რომელმაც იცის, როგორ უნდა გადაირჩინოს
თავი, როგორ გაძვრეს-გამოძვრეს. კალს არ ჰგავს. კალი ჯა-
რისკაცია. ის მოკვდება, თუ საჭირო გახდა. ამ ომში საკუთარი
სისხლის დაღვრას არ მოერიდება. და ვერ ვხვდები, ეს რატომ
მაშინებს. რატომ ვღელავ, არ ვიცი.
– კალის ფრონტზე ყოფნა ამ ომს საბოლოოდ დაასრუ-
ლებს, ის გამარჯვებას მოგვიტანს, – ამბობს ოლივერი და სუ-
281 მკითხველთა ლიგა
ლელურად იკრიჭება. ისევ მხარზე ეპოტინება კალს, მაგრამ
იგი იცილებს, ისევ წვეულებას უერთდება და ნიშაში მტოვებს.
ვიღაც ცივ სასმელს მაწვდის და ჭიქას ერთ ყლუპად ვცლი.
– ასე ნუ მიეძალები, – ჩურჩულებს მეივენი, – ისევ დღე-
ვანდელზე ფიქრობ? მცველებთან გადავამოწმე, შენი სახე
არავის დაუნახავს.
მაგრამ ეს არც კი მახსოვს. ვუყურებ, როგორ ართმევს კა-
ლი ხელს მამამისს. სახეზე დიდებული ღიმილი დასთამაშებს,
ის ნიღაბი აქვს მორგებული, რომლის მიღმაც მხოლოდ მე
ვხედავ.
მეივენი ჩემს მზერას აყოლებს თვალს და ფიქრს მიმიხ-
ვდება.
– თავად მოინდომა ეს. მისი არჩევანია.
– ეგ იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მოვუწონოთ.
– ჩემი შვილი გენერალია! – გუგუნებს მეფე ტიბერიასი,
მისი ამაყი ხმა წვეულების ხმაურს ფარავს. წამით, როცა
კალს ხელს გადახვევს და თავისკენ მიიზიდავს, მავიწყდება,
რომ ის მეფეა. ჩემთვის თითქმის გასაგები ხდება კალის სურ-
ვილი, მამას ასიამოვნოს.
რას არ მივცემდი, რომ დედაჩემს ასე შეეხედა ჩემთვის,
როცა ჯერ კიდევ ქურდი ვიყავი... ან ახლა რას არ მივცემ!
ეს სამყარო ვერცხლისფერიცაა და ნაცრისფერიც. გარშე-
მო შავ-თეთრი არაფერია.
როცა ვახშმიდან კარგა ხნის შემდეგ ღამით კარზე ვიღაც
მიკაკუნებს, ველი, რომ ეს უოლში იქნება ჭიქაში ჩაის მაგივ-
რად მორიგი საიდუმლო შეტყობინებით, მაგრამ კარს მიღმა
კალი დგას. უნიფორმისა და საჭურვლის გარეშე ჩვეულებრივ
ბიჭს ჰგავს. ცხრამეტი წლის ძლივსაა და მალე დაღუპვა ან
დიდება ელის, ან ორივე ერთად.
282 მკითხველთა ლიგა
პიჟამაში გამოწყობილი ვიკუნტები და ვნატრობ, ნეტავ ხა-
ლათი მეცვას-მეთქი.
– კალ, რამე გინდოდა?
ის მხრებს იჩეჩს და ოდნავ იღიმება.
– ევანგელინმა დღეს კინაღამ მოგკლა არენაზე.
– მერე?
– მერე არ მინდა, რომ ეს საცეკვაო დარბაზში გააკეთოს.
– რამე არ ვიცი? მეჯლისზე უნდა ვიჩხუბოთ?
ის იცინის და შეღებულ კარს მხრით ეყუდება. ოთახში არ
შემოდის, თითქოს არ შეუძლია, ან ამის უფლება არა აქვს. მე
მისი ძმის ცოლი გავხდები, კალი კი ომში მიდის.
– თუ ცეკვა იცი, არავისთან ჩხუბი არ მოგიწევს.
მახსენდება ჩემი ნათქვამი, რომ ცეკვა არ გამომდის და
ქალბატონი ბლონოსიც ცუდი მასწავლებელია, მაგრამ კალი
ამაში როგორ უნდა დამეხმაროს? ან რაში სჭირდება?
– ძალიან კარგი მასწავლებელი ვარ, – ამატებს ის და ეშ-
მაკურად იღიმება. ხელს რომ მიწვდის, ტანში ჟრუანტელი
მივლის.
ვიცი, რომ ეს არ უნდა გავაკეთო. ვიცი, რომ კარი უნდა მი-
ვუკეტო და ამ გზას არ უნდა გავყვე, მაგრამ ის ომში მიდის,
შეიძლება დაიღუპოს კიდეც.
მის გამოწვდილ ხელს კანკალით ვაგებებ ჩემსას და მას
ოთახიდან გავყავარ.

283 მკითხველთა ლიგა


იატაკზე მთვარის შუქი ეცემა და კარგად ანათებს აქაურო-
ბას. ვერცხლისფერ შუქში სიმორცხვით აწითლებული ჩემი
კანი თითქმის არ ჩანს – მთლად ვერცხლისფერს ვგავარ. კა-
ლი ოთახში ავეჯს აქეთ-იქით სწევს, ცეკვაში სავარჯიშოდ ად-
გილს ათავისუფლებს და სკამებს ხის იატაკზე აჭრიალებს.
განმარტოებული დარბაზია, მაგრამ კამერების ზუზუნი სად-
ღაც აქვე ისმის. ელარას მცველები გვიყურებენ, მაგრამ ჩვენს
შესაჩერებლად არავინ მოდის. უფრო სწორად, კალის შესა-
ჩერებლად.
ის პერანგის ჯიბიდან უცნაურ მოწყობილობას იღებს – პა-
ტარა ყუთს – და შუა იატაკზე დებს. მერე უყურებს და რაღაცას
ელოდება.
– შეუძლია მაგ რაღაცას ცეკვა მასწავლოს?
კალი ისევ იღიმება და თავს აქნევს.
– არა, მაგრამ დაგვეხმარება.
უცებ ყუთიდან პულსირებადი, რიტმული ხმა გაისმის და
ვხვდები, რომ ეს ისეთივე დინამიკია, როგორიც სოფელში
იდგა არენაზე, მაგრამ ეს მუსიკისთვისაა და არა ბრძოლის-
თვის, სიცოცხლისთვის და არა სიკვდილისთვის.
მსუბუქი და სწრაფი მელოდიაა, როგორც გულისცემა. პი-
რისპირ მდგარი კალი ფართოდ იღიმება და დროდადრო
ფეხს ათამაშებს. თავს ვერ ვიკავებ და მუსიკის რიტმს მეც
ფეხს ვაყოლებ. ისეთი ენერგიული და მხიარულია, სულ არ
ჰგავს ბლონოსის საკლასო ოთახში დაკრულ ცივ, მჭახე მუსი-
კას, ან სოფელში მოსმენილ სევდიან სიმღერებს. ფეხებს ვა-
284 მკითხველთა ლიგა
თამაშებ, ვცდილობ გავიხსენო, როგორი ნაბიჯების გადადგმა
მასწავლა ქალბატონმა ბლონოსმა.
– მაგას ყურადღებას ნუ აქცევ, უბრალოდ იმოძრავე, –
იცინის კალი. დოლის ხმა გაისმის და ისიც ენერგიულად
ტრიალებს. პირველად ვხედავ ასეთს, როცა მხრებზე მომავა-
ლი მეფობის ტვირთი არ აწევს.
მეც ასეთივე სიმსუბუქეს ვგრძნობ და ცოტა ხნით ყველა-
ნაირი შიში და საზრუნავი მავიწყდება. ეს სხვანაირი თავი-
სუფლებაა, თითქოს კალის მოტოციკლით მივქრივარ.
პრინცს ცეკვა ჩემზე უკეთესად გამოსდის, მაგრამ რომ შე-
ხედოთ, მაინც სულელი გეგონებათ, წარმოდგენაც არ მინდა,
მეც რა იდიოტურად გამოვიყურები, მაგრამ სიმღერა რომ
მთავრდება, მაინც გული მწყდება. ნოტები ჰაერში ქრება და
თითქოს ისევ სინამდვილეს ვუბრუნდები. ცივი ჟრუანტელი
მივლის და ვხვდები, აქ არ უნდა ვიყო.
– ალბათ, ეს ცუდი აზრია, კალ.
ის კმაყოფილი სახით გადახრის თავს და მეკითხება:
– ვითომ რატომ?
მაიძულებს, რომ პირდაპირ ვუთხრა.
– მე მეივენთან განმარტოების უფლებაც კი არა მაქვს, –
ენა მებმის და ვწითლდები, – და არა მგონია, ბნელ ოთახში
შენთან ცეკვა მისაღები იყოს.
იმის ნაცვლად, რომ შემეკამათოს, კალი მხოლოდ იცინის
და მხრებს იჩეჩს. ოთახში მეორე, უფრო ნელი, მაგრამ ლამა-
ზი მელოდია გაისმის.
– როგორც ვხედავ, ამით ჩემს ძმას სამსახურს ვუწევ, – მე-
რე ეშმაკურად იღიმება, – თუ გინდა, მთელი ღამე ფეხს ად-
გამდე?

285 მკითხველთა ლიგა


– მე შესანიშნავად ვხმარობ ფეხებს, ასე რომ, გმადლობ,
– ვეუბნები და გულხელს ვიკრეფ.
ის ნელა, ნაზად იღებს ჩემს ხელს.
– შეიძლება არენაზე ასეა, – მეუბნება იგი, – მაგრამ სა-
ცეკვაო მოედანზე არა მგონია.
ვუყურებ მის ფეხებს, რომლებსაც მუსიკას აყოლებს, კალს
თან მივყავარ და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცდილობ,
მაინც ვბორძიკობ.
ის იღიმება, ბედნიერი იმით, რომ თავისი სიმართლე დაამ-
ტკიცა. ის ხომ მთელი არსებით ჯარისკაცია და ჯარისკაცებს
კი გამარჯვება უყვართ.
– მეჯლისზე ასეთივე რიტმიანი სიმღერები იქნება. ადვი-
ლად შესასწავლი, მარტივი ცეკვაა.
– მაინც ავურევ რაიმეს, – ვბურტყუნებ და იატაკზე მასთან
ერთად დავსრიალებ. ფეხებს უხეშად მივაქნევთ და ვცდილობ
არ ვიფიქრო მის სიახლოვეზე, ან მის დაკოჟრილ ხელზე. ჩემ-
და გასაკვირად, ჩემნაირი ხელები აქვს: მრავალწლიანი მუ-
შაობით გაუხეშებული.
– ჰო, ვიცი, რომ აურევ, – ჩურჩულებს ის და აღარ იღიმე-
ბა.
მიჩვეული ვარ, რომ კალი ჩემზე მაღალია, მაგრამ ამ ღა-
მით რაღაცნაირად დაპატარავებული მეჩვენება. შეიძლება
სიბნელის ბრალია, ან ცეკვის. ისეთივეა, როგორიც მაშინ,
პირველად რომ შევხვდი: ჩვეულებრივი ადამიანი და არა
პრინცი.
სახეზე მაკვირდება, იქ, სადაც ჭრილობა მქონდა.
– მეივენმა კარგად გიმკურნალა, – მეუბნება უცნაური,
თითქოს ბრაზიანი ხმით.

286 მკითხველთა ლიგა


– მეივენმა კი არა, ჯულიანმა და სარა სკონოსმა, – ამაზე
კალი ისე მძაფრად არ რეაგირებს, როგორც მეივენი, მაგრამ
ტუჩებს მაინც კუმავს, – რას ერჩით იმ ქალს შენ და შენი ძმა?
– მეივენს თავისი მიზეზები აქვს, თანაც, სამართლიანი, –
ბუტბუტებს იგი, – მაგრამ ამას მე ვერ მოგიყვები. ვერ ვიტყო-
დი, რომ სარა მძულს, უბრალოდ, მასზე ფიქრი არ მსიამოვ-
ნებს.
– რატომ? რა დაგიშავათ?
– მე არაფერი, – ოხრავს ის, – სარა ჯულიანსა და დედა-
ჩემთან ერთად გაიზარდა, – დედამისის ხსენებაზე ხმას
დაუწევს, – დედაჩემის საუკეთესო მეგობარი იყო. როცა გარ-
დაიცვალა, სარა მწუხარებით ჭკუაზე აღარ იყო, ჯულიანიც,
მაგრამ სარა... – ის სიტყვას წყვეტს, ფიქრობს, როგორ აჯო-
ბებს გაგრძელება. ნაბიჯს ვანელებთ, ბოლოს ვჩერდებით კი-
დეც და გაშეშებული ვდგავართ, სანამ ოთახში მუსიკა უკ-
რავს.
– დედაჩემი არ მახსოვს, – ამბობს უცებ, ცდილობს ამიხ-
სნას ყველაფერი, – ერთი წლისაც კი არ ვიყავი, როცა დაიღუ-
პა. მასზე მხოლოდ მამაჩემისა და ჯულიანისგან ვიცი... და ამ
თემაზე ლაპარაკი არც ერთს არ უყვარს.
– დარწმუნებული ვარ, სარას შეუძლია დედაშენის შესახებ
მოგიყვეს, თუ მისი საუკეთესო მეგობარი იყო.
– სარა სკონოსს ლაპარაკი არ შეუძლია, მერ.
– საერთოდ ვერ ლაპარაკობს?
კალი ნელა განაგრძობს, ისეთივე მშვიდი ხმით, როგორც
მამამისს სჩვევია:
– მან ისეთი რაღაცები თქვა, რაც არ უნდა ეთქვა, საშინე-
ლი ტყუილები, და ამისთვის დასაჯეს.
თავზარი მეცემა. ლაპარაკი არ შეუძლიაო.
287 მკითხველთა ლიგა
– მაინც რას ამბობდა?
უცებ თითებით ვგრძნობ, როგორ უცივდება კალს სხეული.
უკან იხევს, ხელს მიშვებს და მუსიკაც ჩუმდება. სწრაფი მოძ-
რაობით იდებს ჯიბეში დინამიკს და სიჩუმეში მხოლოდ ჩვენი
გულისცემა ისმის.
– აღარ მინდა მასზე ლაპარაკი, – ის მძიმედ სუნთქავს.
თვალები უცნაურად უბრწყინავს, ხან მე მიყურებს, ხან მთვა-
რის შუქით განათებულ ფანჯრებს.
გულში ჩხვლეტას ვგრძნობ. მის ხმაში არსებული ტკივილი
ჩემთვისაც ძნელი ასატანია.
– კარგი.
სწრაფი ნაბიჯებით მიდის კართან, თითქოს მთელი ძალით
ცდილობს არ გაიქცეს, მაგრამ როცა ოთახის ბოლოში გასუ-
ლი ისევ შემობრუნდება და სახეზე შევხედავ, ისეთივეა, რო-
გორიც ყოველთვის – მშვიდი, თავდაჭერილი, აუღელვებე-
ლი.
– ნაბიჯების სწორად გადადგმაში ივარჯიშე, – ამბობს და
სწორედ ქალბატონი ბლონოსივით გამოსდის, – ხვალ ზუს-
ტად ამ დროს ისევ ვივარჯიშებთ, – მერე მიდის და ოთახში
მარტო მტოვებს.
– რა ჯანდაბას ვაკეთებ? – ვბუტბუტებ ჩემთვის.
თითქმის საწოლთან ვარ მისული, როცა ვხვდები, რომ
ჩემს ოთახში რაღაც რიგზე ვერ არის: კამერები გამორთუ-
ლია. არც ერთი არ ზუზუნებს, ელექტრონული თვალები არ
მაკვირდებიან და არ იწერენ, რას ვაკეთებ, მაგრამ ელექ-
ტროენერგია სრულად არ ითიშება, როგორც ამას წინათ. კა-
მერების გარდა, სხვა ყველაფერი მუშაობს, ჩემი ოთახის გარ-
და, ელექტრობა ისევ პულსირებს ყველა კედელში.
ფარლი.
288 მკითხველთა ლიგა
მაგრამ რევოლუციონერის ნაცვლად სიბნელიდან მეივენი
გამოდის. ის ფარდებს სწევს და მთვარის შუქს უშვებს, რომ
ერთმანეთი დავინახოთ.
– ღამეული გასეირნებიდან დაბრუნდი? – მეკითხება მწა-
რე ღიმილით.
პირს ვაღებ და სიტყვებს ვეძებ.
– ხომ იცი, რომ აქ არ უნდა იყო? – ვიღიმები ძალით, იმ
იმედით, რომ დამშვიდებას შევძლებ, – ქალბატონი ბლონო-
სი აღშფოთდება და ორივეს დაგვსჯის.
– დედაჩემის მცველები ჩემგან დავალებული არიან, – ამ-
ბობს ის და დამალულ კამერებზე მითითებს, – ბლონოსს არა-
ვითარი დამამტკიცებელი საბუთი არ ექნება.
რატომღაც ეს ვერ მამშვიდებს. პირიქით, ჟრუანტელი მივ-
ლის. არა შიშის, არამედ წინათგრძნობის გამო. ჟრჟოლა უფ-
რო ძლიერდება და ნერვებს მიწეწავს, თითქოს ჩემი ელვით
ვარ დამუხტული, მეივენი კი ნელ-ნელა მოიწევს ჩემკენ.
კმაყოფილებით უყურებს, როგორ ამიწითლდა ლოყები.
– ზოგჯერ ეს მავიწყდება, – ჩურჩულებს, ლოყაზე ხელით
მეხება და ყოყმანობს, თითქოს გრძნობს, რა ფერის სისხლი
დამირბის ძარღვებში, – ნეტავ ყოველდღე მაკიაჟის გაკეთება
არ გიწევდეს.
მისი თითების ქვეშ კანი მითბება, მაგრამ ვცდილობ არ მი-
ვაქციო ყურადღება.
– მეც იმავეს ვნატრობ.
ტუჩები ეგრიხება, გაცინება უნდა, მაგრამ არ გამოსდის.
– რა ხდება?
– ფარლი ისევ დამიკავშირდა, – ის უკან იხევს და აკანკა-
ლებული თითების დასამალად ხელებს ჯიბეებში იწყობს, –
შენ გასული იყავი.
289 მკითხველთა ლიგა
რა დროს ეს იყო.
– რა გითხრა?
მეივენი მხრებს იჩეჩს, ფანჯარასთან მიდის და ღამეულ
ცას გაჰყურებს.
– უფრო კითხვებს მისვამდა.
სამიზნეები. ალბათ, ისევ აიძულებს იმ ინფორმაციის გა-
დაცემას, რისი გამხელაც მეივენს არ სურს. მისი ჩამოყრილი
მხრებისა და აკანკალებული ხმის მიხედვით ვხვდები, რომ
მან უფრო მეტი უთხრა, ვიდრე სურვილი ჰქონდა. ბევრად მე-
ტი.
– ვინმეს მოკვლა ურჩიე? – გონებაში ვიხსენებ ნაცნობ
ვერცხლისფრებს, რომლებიც მართალია თავისებურად, მაგ-
რამ მაინც კეთილად მომექცნენ. რომელიმე მათგანი რევო-
ლუციას ხომ არ შეეწირება? ვის აირჩევენ?
– მეივენ, ვინ დაუსახელე?
ის შემობრუნდა და მის თვალებში ასეთი მრისხანება არას-
დროს მინახავს. წამით მეშინია, ცეცხლის ალში არ გაეხვიოს-
მეთქი.
– არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ ფარლი მართალია.
უქმად ვერ ვისხდებით, უნდა ვიმოქმედოთ. და თუ ამისთვის
ხალხის დასახელებაა საჭირო, მზად ვარ. ეს არ მომწონს,
მაგრამ გავაკეთებ. უფრო სწორად, უკვე გავაკეთე.
კალის მსგავსად, ისიც აკანკალებული ამოისუნთქავს და
დამშვიდებას ცდილობს.
– მამაჩემთან ერთად საბჭოს სხდომებს ვესწრები გადასა-
ხადების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე. ვიცი,
ვინც იქნება დიდი დანაკლისი ჩემი... ვერცხლისფრებისთვის.
ფარლის ოთხი პირი დავუსახელე.
– ვინ?
290 მკითხველთა ლიგა
– რეინალდ ირალი, პტოლემუს სამოსი, ელინ მაკანტოსი,
ბელიკოს ლეროლანი.
ვოხრავ და თავს ვუქნევ. ამ ვერცხლისფრების სიკვდილს
ვერავინ დამალავს. ევანგელინის ძმა და პოლკოვნიკი – ეს
ნამდვილად დიდი დარტყმა იქნება.
– პოლკოვნიკმა მაკანტოსმა იცოდა, რომ დედაშენი ცრუ-
ობდა. მან სხვა თავდასხმების შესახებაც იცის და...
– ის ნახევარ ლეგიონს მეთაურობს და სამხედრო საბჭოს
უძღვება. უმისოდ ფრონტზე რამდენიმე თვე დიდი არეულობა
იქნება.
– ფრონტზე?
კალი... მისი ლეგიონი...
მეივენი თავს მიქნევს.
– ამ ამბების შემდეგ მამაჩემი თავის მემკვიდრეს ომში არ
გაუშვებს. ეჭვი მაქვს, ჩვენგან ასე ახლოს მომხდარი თავდას-
ხმის შემდეგ დედაქალაქიდან გასვლის ნებასაც არ მისცემს.
ესე იგი, პოლკოვნიკის სიკვდილი კალს გადაარჩენს და "ა-
ლისფერ მცველსაც" გამოადგება.
შეიდიც ხომ ამის გამო დაიღუპა და მის საქმეს ახლა მე
ვაგრძელებ.
– ერთი გასროლით ორი კურდღელი, – ვამბობ და
ვგრძნობ, რომ სადაცაა ცხარე ცრემლით ავტირდები. რა ძნე-
ლიც უნდა იყოს, მაკანტოსის ცხოვრებას კალის ცხოვრებაზე
უყოყმანოდ გავცვლი, ამას კიდევ ათასჯერ ვიზამდი.
– ამაში შენი მეგობარიც იქნება ჩარეული.
მუხლები მიკანკალებს, მაგრამ თავს ვიკავებ, თან გაბრა-
ზებული ვარ, თან მეშინია, წარბშეკრული, დანაღვლიანებუ-
ლი მეივენი კი თავის გეგმას მიხსნის. როცა ამთავრებს, იმ

291 მკითხველთა ლიგა


კითხვას ვუსვამ, რომელზე პასუხის გაცემა დიდად არ ეხალი-
სება:
– და თუ ჩავფლავდებით?
– ეგ არ მოხდება, – ის ოდნავ აქნევს თავს.
– და რომ მოხდეს? – მე პრინცი არა ვარ, დალხენილი
ცხოვრება არ მქონია და ვიცი, რომ ყველასა და ყველაფრის-
გან მხოლოდ უარესს უნდა ველოდო, – რა მოხდება, თუ არა-
ფერი გამოგვივა?
ის ხმაურით ისუნთქავს ჰაერს, სიმშვიდის შენარჩუნებას
ცდილობს.
– მაშინ ორივენი მოღალატეები ვიქნებით. ღალატისთვის
გაგვასამართლებენ, სიკვდილს მოგვისჯიან და დაგვხოცავენ.
ჯულიანის გაკვეთილზე უგულისყუროდ ვარ. მხოლოდ იმა-
ზე ვფიქრობ, რაც მომავალში უნდა მოხდეს. შეიძლება ბევრი
შეცდომა დავუშვათ, სასწორზე იმდენი რამ დევს. ჩემი, კი-
ლორნისა და მეივენის სიცოცხლე – სამივენი საშინლად
ვრისკავთ.
– ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ... – იწყებს ჯულიანი ისე-
თი კილოთი, რომ, ცოტა არ იყოს, შეცბუნებული ვარ, – მგო-
ნი, პრინც მეივენთან მეტისმეტად დიდ დროს ატარებ.
ლამის შვებით გამეცინოს, მაგრამ ამასთან, მწყინს კიდეც.
ამ გველებით სავსე ხაროში მეივენი უკანასკნელია, ვისაც უნ-
და ვუფრთხოდე. ამის გაფიქრებაც კი მაღიზიანებს.
– ის ჩემი საქმროა, – ვპასუხობ ჯულიანს, ვცდილობ არ გა-
მომივიდეს უხეშად.
მაგრამ იმის მაგივრად, რომ საუბრის თემა შეცვალოს, ჯუ-
ლიანი წინ გადმოიხრება. ჩვეულებრივ, მისი სიმშვიდე ჩემზეც
დადებითად მოქმედებს ხოლმე, მაგრამ დღეს მაღიზიანებს.

292 მკითხველთა ლიგა


– მე მხოლოდ შენს დახმარებას ვცდილობ. მეივენიც დე-
დამისს ჰგავს.
ახლა უკვე მართლა ვბრაზდები.
– თქვენ მის შესახებ არაფერი იცით, – მეივენი ჩემი მეგო-
ბარია და ჩემზე მეტს რისკავს, – მისი მშობლების გამო მეივე-
ნის განსჯა იგივეა, მე რომ ჩემი სისხლის მიხედვით განმსა-
ჯოთ. ის, რომ მეფე-დედოფალი გძულთ, არ ნიშნავს, რომ
მეივენიც უნდა გძულდეთ.
ჯულიანი ანთებული თვალებით მიყურებს. როცა დაილა-
პარაკებს, მისი ხმა ბრდღვინვას უფრო ჰგავს:
– მეფე იმიტომ მძულს, რომ ჩემი დის გადარჩენა ვერ შეძ-
ლო და იგი იმ გველით ჩაანაცვლა. დედოფალი იმიტომ
მძულს, რომ სარა სკონოსი გაანადგურა, გოგო, რომელიც
მიყვარდა, ენა ამოაჭრა, – მერე დარდიანად მეუბნება, – ისე-
თი ლამაზი ხმა ჰქონდა.
ლამის გული ამერიოს. უცებ სარას ნაღვლიანი სიჩუმე და
ჩაცვენილი ლოყები გასაგები ხდება. გასაკვირი არ არის,
რომ ჯულიანმა სამკურნალოდ ის მომიყვანა, სარა ხომ ვერა-
ვის ვერაფერს ეტყოდა.
– მაგრამ... – დაბალი, ხრინწიანი ხმა მაქვს, თითქოს მეც
ამომგლიჯეს ენა, – ის ხომ მკურნალია.
– კანის მკურნალებს საკუთარი თავის განკურნება არ შე-
უძლიათ. დედოფლის დაწესებულ სასჯელს კი ვერავინ შეეწი-
ნააღმდეგება. ამიტომ სარამ სიკვდილამდე ასე შერცხვენილ-
მა უნდა იცხოვროს, – ჯულიანს ხმაში კიდევ უფრო უარესი
მოგონებებისგან გამოწვეული სევდა ერევა, – ვერცხლის-
ფრები ტკივილს არად აგდებენ, ძალიან ამაყები ვართ. სიამა-
ყე, ღირსება, პატივი – ამ ყველაფერს ვერც ერთი ნიჭი ვერ
შეცვლის.
293 მკითხველთა ლიგა
სარა ძალიან მეცოდება, მაგრამ საკუთარი თავის გამოც
ვშიშობ. რაღაც თქვა და ამისთვის ენა ამოაჭრეს. მე რაღას
მიზამენ?
– ნუ დაივიწყებ, ვინ ხარ, პატარა ელვა-გოგონავ.
ეს მეტსახელი სახეში სილის გაწვნას ჰგავს და ისევ
რეალობაში მაბრუნებს.
– ეს შენი სამყარო არ არის. რევერანსის სწორად გაკეთე-
ბის შესწავლა არაფერს ცვლის. შენ ვერ ხვდები, რა თამაშს
ვთამაშობთ.
– იმიტომ, რომ ეს თამაში არ არის, ჯულიან, – ჩანაწერე-
ბის წიგნს მისკენ მივწევ და ხელში გარდაცვლილების სიას
ვჩრი, – ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მე ტახტის, გვირ-
გვინის ან პრინცისთვის არ ვთამაშობ. საერთოდ არ ვთამა-
შობ. მე სხვანაირი ვარ.
– დიახ, ასეა, – ბუტბუტებს და ფურცლებზე თითს დაატა-
რებს, – და ამიტომაც გემუქრება საფრთხე ყველასგან...
მეივენისგან... ჩემგანაც კი... ნებისმიერს შეუძლია ნების-
მიერის ღალატი.
რაღაც ახსენდება და მზერა ენისლება. მქრქალ შუქზე მო-
ხუცი ნაცრისფერი ჩანს, გარდაცვლილ დაზე მოგონებებით
დატანჯული კაცია, რომელსაც გაუბედურებული ქალი უყვარს
და იძულებულია ამეცადინოს ის გოგო, ვინც მუდმივად იტ-
ყუება. მის უკან ძველ რუკას ვხედავ. აქ ყველგან წარსულის
აჩრდილებია.
მერე საშინელი ფიქრი მომდის თავში: შეიდიც უკვე აჩ-
რდილია ჩემთვის. ვინ იქნება შემდეგი?
– შეცდომა არ დაუშვა, ჩემო გოგონა, – ოხრავს ჯულიანი,
– ამ თამაშში ვიღაცის პაიკი ხარ.

294 მკითხველთა ლიგა


შეკამათების თავი არა მაქვს. რაც გინდა, ის იფიქრე, ჯუ-
ლიან. მე ვერავინ გამაცურებს.
პტოლემუს სამოსი. პოლკოვნიკი მაკანტოსი. გონებაში
მათ სახეებს ვხედავ, როცა დარბაზში კალთან ერთად დავ-
სრიალებ. დღეს ღამით მთვარე მილეულია, ქრება, მაგრამ
ასე იმედიანად არასოდეს ვყოფილვარ. ხვალ მეჯლისია და
შემდეგ... არ ვიცი, სად წამიყვანს გზა. მაგრამ ეს იქნება ახა-
ლი, განსხვავებული გზა, რომელიც უკეთესი მომავლისკენ
წაგვიყვანს. აუცილებლად იქნება ნგრევა, ზოგი დაშავდება,
ზოგი დაიღუპება, ამას ვერ ავცდებით, როგორც მეივენმა
თქვა. მაგრამ ვიცით, რა რისკებიც არსებობს. თუ ყველაფერი
გეგმის მიხედვით წავა, "ალისფერი მცველი" თავის დროშას
ყველას დასანახავად ააფრიალებს. თავდასხმის შემდეგ ფარ-
ლი კიდევ ერთ ჩანაწერს გაავრცელებს ტელევიზიით და დაწ-
ვრილებით ჩამოთვლის ჩვენს მოთხოვნებს. თანასწორობა,
ერთობა, თავისუფლება. საყოველთაო აჯანყების საფრთხის
გათვალისწინებით კეთილგონივრული მოთხოვნებია.
უცებ ბიძგს ვგრძნობ და წინ გადახრილი ნელა ვეშვები
იატაკისკენ, თან წამოვიკივლებ. კალი ძლიერ ხელებს მხვევს
და წამიერად ძალიან ადვილად მწევს ზემოთ.
– ბოდიში, – ამბობს დარცხვენით, – მეგონა, ამისთვის
მზად იყავი.
სულაც არა ვარ მზად. მეშინია. ძალით ვიცინი, რათა ვერა-
ფერი შემატყოს.
– არა, ჩემი ბრალია, ისევ ჩავფიქრდი.
მისი გაცურება ასე ადვილი არ არის, თავს ხრის და თვა-
ლებში მიყურებს.
– ისევ მეჯლისის გამო ღელავ?
– უფრო მეტად, ვიდრე გგონია.
295 მკითხველთა ლიგა
– ნაბიჯები ერთიმეორის მიყოლებით გადადგი, ეს შენ-
თვის საუკეთესო გამოსავალია, – მერე ჩაიცინებს და უფრო
მარტივ მოძრაობაზე გადადის, – ვიცი, ძნელია ამის დაჯერე-
ბა, მაგრამ ყოველთვის არც მე ვყოფილვარ საუკეთესო მო-
ცეკვავე.
– პირდაპირ საოცარია, – ღიმილით ვპასუხობ მეც, – მე-
გონა, პრინცებს დაბადებიდან შეეძლოთ ცეკვა და სულელუ-
რი საუბრების გაბმა.
კალი ისევ იცინის და ნაბიჯს უჩქარებს.
– ყოველ შემთხვევაში, არა მე. ჩემი ნება რომ იყოს, გა-
რაჟში მუშაობას ავირჩევდი, ან ყაზარმაში ვარჯიშს. მეივენს
არ ვგავარ, პრინცობა მას ჩემზე მეტად შეეფერება.
მეივენზე ვფიქრობ, მის თბილ სიტყვებზე, უზადო მანერებ-
ზე, სამეფო კარის წეს-ჩვეულებების ზედმიწევნით ცოდნაზე –
იმ ყველაფერზე, რის უკანაც თავის ნამდვილ ბუნებას მა-
ლავს. ნამდვილად უფრო შეეფერება მეფობა.
– მაგრამ ის ყოველთვის პრინცად დარჩება, – ვბუტბუტებ
მე და ამის გაფიქრებაზე თითქოს მეცოდება კიდეც, – შენ კი
მეფე გახდები.
ორივენი ჩუმად ვართ და კალს თვალებში ჩრდილი უდგე-
ბა, ფარული სევდა, რომელიც ყოველდღიურად ძლიერდება.
შეიძლება ომი ისე ძალიანაც არ მოსწონს, მე რომ მგონია.
– ხანდახან ვნატრობ, რომ ასე არ იყოს, – ამბობს ხმადაბ-
ლა, მაგრამ მისი ხმა ჩემს გონებას იპყრობს. ჰორიზონტზე უკ-
ვე ხვალინდელი მეჯლისი მოჩანს, მაგრამ კალზე, მის ხელებ-
სა და დამწვარი ხის კვამლის სუსტ სუნზე უფრო ვფიქრობ,
რომელიც კალს ყოველთვის თან დაჰყვება. ეს სურნელი სით-
ბოს, შემოდგომასა და ჩემს სახლს მახსენებს.

296 მკითხველთა ლიგა


ჩემს აჩქარებულ გულისცემას მელოდიას ვაბრალებ, მუსი-
კას, რომელიც სიცოცხლით სავსეა. რატომღაც ეს საღამო ჯუ-
ლიანის გაკვეთილებს მახსენებს, მის მონათხრობს ჩვენამდე
არსებულ სამყაროზე. ეს იმპერიების, მათი დაცემისა და ომე-
ბის სამყარო იყო – და ჩემთვის წარმოუდგენელი თავისუფ-
ლებისაც. მაგრამ მაშინდელი ადამიანები გაქრნენ, მათი ოც-
ნებები დაიმსხვრა და მხოლოდ კვამლი და ფერფლი დარჩა.
ეს ჩვენი ბუნებაა, ამბობდა ჯულიანი, ჩვენ ვანგრევთ. ეს
ჩვენი მოდგმის წყევლაა. რა ფერის სისხლიც უნდა ჰქონდეს,
ადამიანი მაინც დასაცემადაა განწირული.
რამდენიმე დღის წინ ეს სიტყვები ჩემთვის გაუგებარი იყო,
მაგრამ ახლა, როცა კალის ხელი მიჭირავს და ის მსუბუქად
მიმაფრენს, ნელ-ნელა ვხვდები მათ მნიშვნელობას.
ვგრძნობ, რომ მეც ვეცემი.
– მართლა აპირებ ლეგიონთან ერთად წასვლას? – ამ
სიტყვების თქმაც კი მაშინებს.
ის ოდნავ მიქნევს თავს.
– გენერლის ადგილი მის ჯარისკაცებთანაა.
– პრინცი კი მის პრინცესასთან უნდა იყოს, ევანგელინ-
თან, – ვამატებ მაშინვე. ყოჩაღ, მერ, ვყვირი გონებაში.
ჩვენ გარშემო ჰაერი ცხელდება, თუმცა კალი არც ინძრე-
ვა.
– მგონი, არაფერი გაუჭირდება. მაინცდამაინც გული არც
მოუწევს ჩემკენ. არც მე მომენატრება.
მისთვის თვალებში ჩახედვას ვერ ვბედავ და წინ ვიყურე-
ბი. საუბედუროდ, ჩემ წინ მისი მკერდი და ძალიან თხელი პე-
რანგია. ჩემ თავზემოთ კალი მძიმედ სუნთქავს.

297 მკითხველთა ლიგა


მერე თითებს ნიკაპზე ამომდებს და თავს ამაწევინებს, რა-
თა თვალებში ჩამხედოს. მის თვალებში ოქროსფერი ალი
ციმციმებს, სხეულში მოგიზგიზე ცეცხლის ანარეკლი.
– შენ მომენატრები, მერ.
რა ძლიერადაც უნდა მსურდეს გაუნძრევლად დგომა,
დროის შეჩერება და ამ წამის სამუდამოდ გაგრძელება, ვიცი,
რომ ეს შეუძლებელია. რასაც უნდა ვფიქრობდე ან ვგრძნობ-
დე, კალი ის პრინცი არ არის, ვისაც ერთგულება შევფიცე.
რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ის ჩვენი მოწინააღმდე-
გეა. ის მტერია, მასთან ასეთი ურთიერთობა მეკრძალება.
ამიტომ ნელ-ნელა, უხალისოდ ვიხევ უკან მისი მკლავე-
ბისგან და იმ სითბოსგან, ასე ძალიან რომ შევეჩვიე.
– არ შემიძლია, – მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ, თუმცა
ვიცი, რომ თვალები მღალატობენ. უკვე ვგრძნობ სინანული-
სა და ბრაზის ცრემლებს, იმ ცრემლებს, რომლებითაც ტირი-
ლი ჩემს თავს ავუკრძალე.
მაგრამ შეიძლება ომში წასვლის პერსპექტივამ კალი ისე-
თი გახადა, როგორიც ადრე არ იყო – თამამი და წინდაუხე-
დავი. ის ხელს მკიდებს და თავისკენ მიზიდავს. ის თავის ერ-
თადერთ ძმას ღალატობს, მე კი საერთო საქმეს, მეივენსა და
საკუთარ თავს, მაგრამ გაჩერება არ მინდა.
ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის ღალატი.
მისი თბილი ტუჩები ჩემსას ეხება და მაგრად მკოცნის. ეს
შეხება ისევე მმუხტავს, როგორც ჩემთვის უკვე ნაცნობი
ელექტრობა, მაგრამ ეს ნგრევის კი არა, სიცოცხლის ნაპერ-
წკალია.
ძალიან მინდა უკან დახევა, მაგრამ არ შემიძლია. კალი
კლდეა და მე მისი კიდიდან ვიჩეხები, არც კი ვფიქრობ, რა შე-
იძლება მოჰყვეს ამას ორივე ჩვენგანისთვის. ერთ დღეს მიხ-
298 მკითხველთა ლიგა
ვდება, რომ მისი მტერი ვარ და ეს ყველაფერი შორეულ მო-
გონებად იქცევა, მაგრამ არა დღეს.

299 მკითხველთა ლიგა


საათები სჭირდება ჩემთვის მაკიაჟის გაკეთებასა და გა-
მოპრანჭვას, რათა იმ გოგოდ ვიქცე, ვინც უნდა ვიყო, თუმცა
ეს დრო მხოლოდ რამდენიმე წუთად მეჩვენება. როცა მოახ-
ლეები სარკის წინ მაყენებენ და უხმოდ მთხოვენ მათი ნამუ-
შევრის მოწონებას, მხოლოდ თავს ვუქნევ და იმ გოგოს ვუყუ-
რებ, ვინც სარკიდან მომჩერებია – ერთდროულად ლამაზი-
ცაა და მომავალი მეჯლისით შეშინებულიც, აბრეშუმის მო-
ციმციმე ტანსაცმელშია გამომწყვდეული. ეს შეშინებული გო-
გონა უნდა დავმალო. უნდა გავიღიმო, ვიცეკვო და ერთ-ერთი
მათგანი ვიყო. შიშს დიდი ძალისხმევით უკუვაგდებ, მას ხომ
ჩემი დაღუპვა შეუძლია.
დერეფნის ბოლოს მიცდის მეივენი, რომელიც უნიფორმა-
ში აჩრდილს ჰგავს. ნახშირივით შავი ქსოვილისა და ფერ-
მკრთალი კანის ფონზე მუქი ლურჯი თვალები უფრო ჩამუქე-
ბია. შეშინებული სულაც არ ჩანს, ის ხომ ვერცხლისფერი
პრინცია, ასე ადვილად არ შეკრთება.
იგი ხელს მიწვდის და მე სიხარულით ვეჭიდები. ველი,
რომ მასთან თავს უსაფრთხოდ და დაცულად ვიგრძნობ, მაგ-
რამ მისი შეხება კალსა და ჩვენს ღალატს მახსენებს. წუხან-
დელი ღამე უფრო ცხადად მიდგება თვალწინ და გონებაში
ყველაფერი დაწვრილებით აღმიდგება. მეივენი ვერაფერს
მატყობს. მას უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი აქვს.
– შესანიშნავად გამოიყურები, – მეუბნება ხმადაბლა და
კაბას უყურებს.

300 მკითხველთა ლიგა


ვერ დავეთანხმები – სულელური, ერთმანეთში გადახ-
ლართული იისფერი ძვირფასი თვლებით მეტისმეტად გადატ-
ვირთული კაბაა, რომელიც ჩემს ყოველ მოძრაობაზე
ბრჭყვიალებს და მბზინავ ხოჭოს ვგავარ. მაგრამ დღეს ღამით
ხომ ნამდვილი ქალბატონი უნდა ვიყო, მომავალი პრინცესა,
ამიტომ მეივენს თავს ვუკრავ და მადლიერი ვუღიმი. თავს ვე-
რაფერს ვუხერხებ და მაინც მახსენდება, რომ ტუჩები, ახლა
მას რომ უღიმიან, წუხელ მის ძმას კოცნიდნენ.
– უბრალოდ, მინდა ეს მალე დასრულდეს.
– ეს დღეს ღამით არ დასრულდება, მერ, ძალიან დიდხანს
არ დასრულდება. შენც კარგად იცი, არა? – ბევრად უფროსი,
უკვე დაბრძენებული ადამიანივით ლაპარაკობს და არა ჩვიდ-
მეტი წლის ბიჭივით. აღარ ვიცი, რას უნდა ვგრძნობდე, მაინც
ვყოყმანობ და იგი ტუჩებს კუმავს.
– მერ!
ხმა ებზარება.
– მეივენ, არ გეშინია? – ვეკითხები ჩურჩულით, – მე მეში-
ნია.
მზერა უმკაცრდება, თვალები მოსევადებულ ფოლადს ემ-
სგავსება.
– მე მარცხის მეშინია. ვაითუ ხელი მოგვეცაროს და ეს შე-
საძლებლობა ხელიდან გავუშვათ. იმისიც მეშინია, რა მოხ-
დება, თუ ამ სამყაროში არასდროს არაფერი შეიცვლება, –
ძლიერი მღელვარების გამო კანი უცხელდება, – ეს სიკვდილ-
ზე მეტად მაშინებს.
ძნელია, მისმა სიტყვებმა შთაბეჭდილება არ მოახდინოს
და მეც თავს ვუქნევ. როგორ შეიძლება ახლა უკან დახევა? მე
არ შევდრკები.

301 მკითხველთა ლიგა


– აღსდექი, – ჩურჩულებს ძლივს გასაგონი ხმით. ალისფე-
რი, როგორც განთიადი.
ხელს უფრო მტკიცედ ჩამჭიდებს და დერეფანში, ლიფტებ-
თან გავდივართ. კალი და ევანგელინი არსად ჩანან და იმე-
დია, არც გადავაწყდებით. რაც უფრო დიდხანს ვერ დავინახავ
მათ ერთად, მით ბედნიერი ვიქნები.
დედოფალ ელარას ბრჭყვიალა სიმახინჯე აცვია – წითელ,
შავ, თეთრ და ლურჯ ფერებშია გამოწყობილი, ეს მისი და მე-
ფის საგვარეულოს ფერებია. ის ძალდატანებით იღიმება და
თავის ვაჟს უყურებს.
– აი, ჩვენც მოვედით, – ამბობს მეივენი, ხელს მიშვებს და
დედას გვერდით უდგება. მისი შეხების გარეშე კანი უც-
ნაურად მიცივდება.
– აბა, რამდენ ხანს მომიწევს აქ ყოფნა? – მეივენი ხმაში
ჩივილს ურევს. შესანიშნავად ასრულებს თავის როლს. რაც
უფრო გადაატანინებს ყურადღებას სხვა რამეზე დედამისს,
მით უფრო გაიზრდება ჩვენი შანსი. ერთხელ მაინც რომ ჩაგ-
ვხედოს გონებაში, ყველაფერი დამთავრდება და ყველანი
დავიღუპებით.
– მეივენ, არ შეიძლება, როცა გინდა მაშინ მოხვიდე და
წახვიდე. შენ შენი მოვალეობები გაქვს და იმდენ ხანს დარჩე-
ბი, რამდენიც საჭირო იქნება, – ის შვილს თავს დას-
ტრიალებს, საყელოს, მედლებს თუ სახელოებს უსწორებს და
წამით ეს გულს მიჩუყებს. ეს ქალი ჩემს ფიქრებში შემოიჭრა,
ცხოვრება წამართვა, მე ის მძულს, და მაინც, მასში არის რა-
ღაც კარგი. მას უყვარს თავისი ვაჟი და დედამისის ცოდვების
მიუხედავად, მეივენსაც უყვარს იგი.
მეორე მხრივ, მეფე ტიბერიასი მეივენს ყურადღებას არც
კი აქცევს. გულგრილად გახედავს და ამბობს:
302 მკითხველთა ლიგა
– ბიჭი მოწყენილია, ფრონტისგან განსხვავებით აქ თავს
ვერაფრით გაირთობ, – თან გაკრეჭილ წვერზე ისვამს ხელს,
– რამე საქმეს უნდა მოჰკიდო ხელი, მეივი.
წამით მეივენს გულგრილობის ნიღაბი ჩამოეცლება. უკვე
მაქვს ჩემი საქმე, გაჰყვირის თვალებით, მაგრამ ენაზე კბილს
აჭერს.
– კალს თავისი ლეგიონი ჰყავს, იცის, რასაც აკეთებს და
რა უნდა. შენც უნდა გაარკვიო, რისი გაკეთება გინდა.
– დიახ, მამა, – ამბობს მეივენი. მართალია, ბრაზის და-
მალვას ცდილობს, მაგრამ მაინც გადაურბენს სახეზე ჩრდი-
ლი.
სახის ამ გამომეტყველებას ძალიან კარგად ვიცნობ. მეც
ასეთი სახე მქონდა, როცა ჩემი მშობლები მიმანიშნებდნენ,
გიზას უნდა მიჰბაძოო, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეუძლებე-
ლი იყო. ისე ვიძინებდი, ჩემი თავი მეზიზღებოდა, ვნატრობ-
დი, ნეტავ შევიცვალო-მეთქი, მინდოდა, გიზასავით წყნარი,
ნიჭიერი და ლამაზი ვყოფილიყავი. არაფერია ამ გრძნობაზე
უფრო მტკივნეული. მაგრამ მეფე ვერ ამჩნევს მეივენის ტკი-
ვილს, როგორც ჩემი მშობლები ვერ ამჩნევდნენ ჩემსას.
– მეივენის დახმარება, რომ აქაურობას შევეჩვიო, საკმა-
ოდ სასარგებლო საქმეა, – ვამბობ მე იმ იმედით, რომ მეფის
უკმაყოფილება რამენაირად გავაქარწყლო. როცა ტიბერიასი
მე მიბრუნდება, მეივენი ოხრავს და მადლიერი მიყურებს.
– მართლაც კარგად უმუშავია, – მპასუხობს მეფე და ზემო-
დან დამყურებს. ვიცი, ახსენდება საწყალი წითელი გოგონა,
რომელმაც მისთვის დაჩოქებაზე უარი თქვა, – როგორც გა-
ვიგე, მალე ნამდვილი ქალბატონი იქნები.
მაგრამ მისი ნაძალადევი ღიმილი მის თვალებამდე არ აღ-
წევს და მათში შეუცდომლად ვხედავ ეჭვს. მაშინ იმ დარბაზში
303 მკითხველთა ლიგა
ჩემი მოკვლა უნდოდა, რათა თავისი ტახტი და ქვეყნის სტაბი-
ლურობა დაეცვა და არა მგონია, ეს სურვილი ოდესმე
გაუნელდეს. მე ერთდროულად საფრთხეც ვარ და ინვესტიცი-
აც. როცა დასჭირდება, გამომიყენებს, და როცა აუცილებელი
გახდება, მომკლავს.
– ძალიან დამეხმარა, დიდო მეფეო, – ვუკრავ თავს, ვი-
თომც დიდად მადლიერი ვარ, თუმცა სულ არ მაინტერესებს,
რას ფიქრობს. მისი აზრი მამაჩემის ინვალიდის სავარძელზე
გაჩენილი ჟანგის ფასადაც არ მიღირს.
– ყველანი მზად ვართ? – ამბობს კალის ხმა და ფიქრს მაწ-
ყვეტინებს.
ჩემი სხეული თავისით რეაგირებს და მის დასანახად თავს
ვაბრუნებ. მუცელი მგვრემს, მაგრამ არა სიხარულის, მღელ-
ვარების ან სხვა ისეთი რამის გამო, რაზეც ჭკუათხელი გო-
გოები ლაქლაქებენ. ჩემს თავზე მერევა გული, იმაზე, რაც და-
ვუშვი და რაც თვითონვე მინდოდა, რომ მომხდარიყო. კალი
თვალის გასწორებას ცდილობს, მაგრამ განზე ვიყურები და
მის მკლავს ჩაჭიდებულ ევანგელინს ვხედავ. სხეულზე ისევ
უამრავი ლითონი უბრწყინავს და ისე ახერხებს დამცინავი გა-
მომეტყველების მიღებას, რომ ტუჩებსაც არ ამოძრავებს.
– თქვენო ბრწყინვალებავ, – ბუტბუტებს ის და არანორმა-
ლურად უნაკლო რევერანსს აკეთებს.
ტიბერიასი თავისი ვაჟის საცოლეს უღიმის და კალს მხარ-
ზე ხელს უთათუნებს.
– სწორედ შენ გელოდებოდით, შვილო, – ეუბნება მას კმა-
ყოფილი სახით.
როცა მამა-შვილი ერთმანეთს გვერდში ამოუდგება, ოჯა-
ხური მსგავსების უარყოფა შეუძლებელია – იგივე თმა, იგივე
მოწითალო-ოქროსფერი თვალები, დგომის მანერაც კი ერთი
304 მკითხველთა ლიგა
აქვთ. მეივენიც მათ უყურებს თავისი ლურჯი თვალებით, ჩა-
ფიქრებულს ნაზი მზერა აქვს. დედამისს მისი ხელი უჭირავს.
ევანგელინსა და მამამისს შორის მდგარი კალი მეტს ვერა-
ფერს ახერხებს, ოდნავ მიკრავს თავს. ეს ის მისალმებაა, რო-
მელსაც მე ვიმსახურებ.
მორთულობის მიუხედავად, სამეჯლისო დარბაზი ისეთი-
ვეა, როგორიც ერთ თვეზე მეტი ხნის წინ იყო, როცა დედო-
ფალმა ელარამ ამ უცნაურ სამყაროში ჩამითრია და ჩემი სა-
ხელი თუ ვინაობა ოფიციალურად წამართვა. მე დარტყმა მო-
მაყენეს და დღეს ჩემი ჯერია, რომ იმავეთი ვუპასუხო.
ამაღამ სისხლი დაიღვრება.
მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ შემიძლია. სხვებთან ერთად
უნდა ვიდგე, სამეფო კარის ასობით წევრს ვესაუბრო, მეფე--
დედოფალსა და ერთ ვითომ დიდგვაროვან, წითელ ცრუპენ-
ტელასთან სალაპარაკოდ რომ ჩამწკრივებულან. რიგს
თვალს ვაყოლებ, რჩეულებს ვეძებ – სამიზნეებს, რომელთა
სახელებიც მეივენმა ფარლის გადასცა. ისინი ის ნაპერწკლე-
ბი არიან, რომლებიც ცეცხლს ააგიზგიზებენ. რეინალდი,
პოლკოვნიკი მაკანტოსი, ბელიკოსი და პტოლემუსი, ევანგე-
ლინის ვერცხლისფერთმიანი, შავთვალება ძმა.
ის ერთ-ერთი პირველია, ვინც გვესალმება. თავის მკაცრ
მამას მოჰყვება უკან, რომელიც ქალიშვილის სანახავად მო-
ისწრაფვის. როცა პტოლემუსი ჩემთან მოდის, გულისრევის
გრძნობას ვებრძვი. ასეთი რთული არასდროს არაფერი გამი-
კეთებია: სასიკვდილოდ განწირულ ადამიანს ვუყურებ თვა-
ლებში.
– გილოცავთ, – მეუბნება ქვასავით უხეში ხმით და ასეთი-
ვე უხეშ ხელს მიწვდის. სამხედრო უნიფორმის ნაცვლად, აც-
ვია შავი ლითონის ჯაჭვის პერანგი, რომელიც ერთმანეთზე
305 მკითხველთა ლიგა
ასხმული გლუვი, მბზინავი ქერცლებისგან შედგება. ის მეომა-
რია, მაგრამ არა ჯარისკაცი. როგორც მანამდე მამამისი, ისიც
არქეონის გარნიზონის მეთაურია და დედაქალაქს საკუთარი
ჯარით იცავს. მეივენმა მას ამას წინათ გველის თავი უწოდა.
წააჭერი ის და ქვეწარმავალი მოკვდება. მისი ქორული მზერა
ევანგელინისკენ არის მიმართული, მაშინაც კი, როცა ჩემი
ხელი უჭირავს. სწრაფად მშორდება, უცებ ჩაუვლის კალს,
მეივენს და თავის დას დიდი სიყვარულით გადაეხვევა. მიკ-
ვირს, მათი სულელური ტანსაცმელი ერთმანეთში რომ არ გა-
დაიხლართა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ვეღარასოდეს
ჩაეხუტება ევანგელინს, რომელიც, თავის მხრივ, ძმას დაკარ-
გავს, როგორც მე. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი, რამ-
ხელა ტკივილია ეს, მაინც ვერ ვაიძულებ თავს მის შეცოდე-
ბას. მით უმეტეს, ახლა, როცა ასეა ჩაფრენილი კალზე. ისინი
სრულიად განსხვავებულნი ჩანან – კალს სადა მუნდირი აც-
ვია, მისი საცოლე კი ბასრი ქაცვებით გაფორმებულ კაბაში
ვარსკვლავივით ანათებს. მინდა მოვკლა, მის ადგილზე ყოფ-
ნა მინდა, მაგრამ ვერაფერს გავაწყობ. ევანგელინი და კალი
ამაღამ ჩემს მთავარ საზრუნავს ნამდვილად არ წარმოადგე-
ნენ.
პტოლემუსი თვალს ეფარება. ხალხი იმატებს, მათი ცივი
ღიმილითა და გესლიანი სიტყვებით ძალიან ვიღლები. შემ-
დეგი, ვინც გვესალმება, ირალების საგვარეულოა, მოქნილი,
ზანტი მოძრაობებით წინ მოუძღვით არა, იგივე ჯიქი. ჩემდა
გასაკვირად, თავს მდაბლად მიკრავს და მიღიმის, მაგრამ რა-
ღაც უცნაური ხდება, ვხვდები, რომ მან უფრო მეტი იცის, ვიდ-
რე გარეგნულად ამჟღავნებს. უსიტყვოდ ჩამივლის და მორი-
გი დაკითხვით აღარ მტანჯავს.
306 მკითხველთა ლიგა
ბებიას მიჰყვება სონია, რომელსაც მორიგი სამიზნისთვის
აქვს ხელი ჩაკიდებული: ეს რეინალდ ირალია, მისი ბიძაშვი-
ლი. როგორც მეივენმა მითხრა, მრჩეველია ფინანსურ სა-
კითხებში, გენიოსი, რომელიც არმიას გადასახადებითა და
სავაჭრო სქემებით ნაშოვნი ფულით ამარაგებს. თუ ის მოკ-
ვდება, ფული გაქრება და ომიც შეწყდება. ამის გულისთვის
ერთი გადასახადების შემგროვებლის გაწირვა ნამდვილად
მიღირს. როცა ხელს მართმევს, ვამჩნევ, გაყინული მზერა და
ნაზი ხელები აქვს. ეს ხელები ჩემსას ვეღარასოდეს შეეხები-
ან.
როცა პოლკოვნიკი მაკანტოსი მიახლოვდება, მისი ასე
ადვილად თავიდან მოშორება აღარ გამომდის. ნაიარევი მის
სახეზე განსაკუთრებით თვალში საცემია, მით უმეტეს, დღეს,
როცა ყველა გამოპრანჭულია. შეიძლება "ალისფერი მცვე-
ლი" არ ადარდებს, მაგრამ არც დედოფალს დაუჯერა და არ
სურდა იმ ტყუილების მოსმენა, რომლითაც ელარა გვიბნევ-
და თავგზას.
ხელს ძლიერად მართმევს. როგორც იქნა, გამოჩნდა ისე-
თი ვინმე, ვისაც არ ეშინია, რომ შუშასავით დავიმსხვრევი.
– ყველანაირ ბედნიერებას გისურვებთ, ქალბატონო მა-
რინა. ერთმანეთს ძალიან უხდებით, – ის თავს მეივენისკენ
გაიქნევს, – ამ ახირებულ ევანგელინ სამოსს არ ჰგავხართ, –
ამატებს მხიარული ჩურჩულით, – ის ძალიან დაღვრემილი
დედოფალი იქნება, თქვენ კი ბედნიერი პრინცესა, დაიმახ-
სოვრეთ ჩემი სიტყვები.
– დავიმახსოვრებ, – ვამბობ მე. გაღიმებასაც ვახერხებ,
მიუხედავად იმისა, რომ პოლკოვნიკი ცოტა ხანში ცოცხალი
აღარ იქნება. როგორი თბილი სიტყვებიც უნდა მითხრას, მი-
სი წუთები დათვლილია.
307 მკითხველთა ლიგა
ის მეივენისკენ ინაცვლებს, ხელს ართმევს, ერთი კვირის
მერე მასთან ერთად ჯარების შესამოწმებლად წასვლას სთა-
ვაზობს და ვხვდები, რომ მასთან შეხვედრამ პრინცზეც იმოქ-
მედა. მისი წასვლის შემდეგ ხელს მკიდებს და გასამხნევებ-
ლად მიჭერს თითებს. ვიცი, ნანობს, რომ პოლკოვნიკი დაასა-
ხელა, მაგრამ როგორც რეინალდისა და პტოლემუსის, მისი
სიკვდილიც ემსახურება საერთო მიზანს, რომლის მისაღწე-
ვად მაკანტოსის სიცოცხლის გაწირვა ნამდვილად ღირს.
შემდეგი სამიზნე, ბელიკოს ლეროლანი, რიგის ბოლოდან
მოდის, სადაც ნაკლებად მნიშვნელოვანი საგვარეულოს წარ-
მომადგენლები დგანან. მას მხიარული ღიმილი და წაბლის-
ფერი თმა აქვს და მისი საგვარეულოსთვის დამახასიათებე-
ლი დაისისფერი სამოსი აცვია. მათგან განსხვავებით, ვისაც
დღეს მივესალმე, გულთბილი, კეთილი ადამიანი ჩანს. მისი
ღიმილი ისეთივე გულიანია, როგორიც ხელის ჩამორთმევა.
– ძალიან სასიამოვნოა, ქალბატონო მარინა, – ის მეტის-
მეტად თავაზიანად მიხრის თავს, – მოხარული ვიქნები მრა-
ვალი წლის მანძილზე გემსახუროთ.
ვუღიმი და თავს ვიკატუნებ, თითქოს მას წინ სიცოცხლის
მრავალი წელი აქვს, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად
სიმტკიცის შენარჩუნება მიჭირს. როცა დავინახავ მის ცოლს,
რომელსაც ტყუპი ბიჭი მოჰყავს, მინდა ავყვირდე. ოთხი წლი-
სანი ძლივს იქნებიან და ლეკვებივით წკმუტუნებენ, მამას
აცოცდებიან ფეხებზე. ის საგანგებოდ მათთვის განკუთვნილი
ნაზი ღიმილით უღიმის.
მეივენის თქმით, ბელიკოსი დიპლომატია, ჩვენს მოკავში-
რე პიდმონტელებთან ელჩად არის შორეულ სამხრეთში. უმი-
სოდ ჩვენი კავშირი ამ ქვეყანასა და მის ჯართან შეწყდება და
ნორტა იძულებული გახდება მარტოდმარტო დაუპირისპირ-
308 მკითხველთა ლიგა
დეს ჩვენს ალისფერ განთიადს. ის კიდევ ერთი მსხვერპლია,
რომლის გაღებაც მოგვიწევს, კიდევ ერთი სახელი, რომელ-
საც დაივიწყებენ. მაგრამ ის ხომ მამაა. მამაა და ჩვენ მის
მოკვლას ვაპირებთ.
– გმადლობ, ბელიკოს, – ამბობს მეივენი და ჩამოსართმე-
ვად ხელს უწვდის, ცდილობს მანამდე მომაშოროს ლეროლა-
ნები, სანამ საბოლოოდ გავტყდები.
საუბრის გაბმას ვცდილობ, მაგრამ თვალწინ მხოლოდ მა-
მა მიდგას, რომელიც მალე მის ბავშვებს უნდა წავართვა. მახ-
სენდება, როგორ ტიროდა კილორნი მამის გარდაცვალების
შემდეგ. ისიც პატარა იყო.
– ერთი წუთით, თუ შეიძლება, – შორიდან მესმის მეივენის
ხმა, – მარინა ჯერ კიდევ ეჩვევა სამეფო კარის გართობებს.
სანამ კიდევ ერთხელ მოვხედავ განწირულ მამას, მეივენს
სწრაფად გავყავარ. რამდენიმე სტუმარი მოგვაჩერდა და
ვგრძნობ, რომ კალიც თვალს გვაყოლებს. ლამის ვეცემი,
მაგრამ მეივენი მაკავებს და აივანზე გავდივართ. ჩვეულებ-
რივ, სუფთა ჰაერი ჩემზე მაცოცხლებლად მოქმედებს ხოლმე,
მაგრამ ვეჭვობ, ახლა ვერაფერი მიშველის.
– ბავშვები... – ეს სიტყვები თავისით გადმომსკდება, – ის
ხომ მამაა.
მეივენი ხელს მიშვებს და აივნის მოაჯირს ვესვენები, მაგ-
რამ ის უკან არ იხევს. მთვარის შუქზე ყინულივით თვალები
უბრწყინავს და მე მანათებს. ცალ ხელს მხრებზე მხვევს და
მაიძულებს მოვუსმინო.
– რეინალდიც მამაა. პოლკოვნიკსაც შვილები ჰყავს. პტო-
ლემუსი ჰეივენების ქალიშვილზეა დანიშნული. მათ ყველას
ჰყავთ საყვარელი ადამიანები, ყველას ჰყავს ახლობლები,
ვინც მათ იგლოვებს, – ძლივს ამოთქვამს ამ სიტყვებს, ჩემსა-
309 მკითხველთა ლიგა
ვით შეძრულია, – ჩვენ ვერ ავირჩევთ, როგორ უნდა მივაღწი-
ოთ საერთო მიზანს, მერ. რაც შეგვიძლია, ის უნდა გავაკე-
თოთ, რადაც უნდა დაგვიჯდეს.
– მათ ამას ვერ გავუკეთებ.
– გგონია, მე მინდა? – ის მძიმედ სუნთქავს, მისი სახე ჩემ-
გან რამდენიმე სანტიმეტრშია, – თითოეულ მათგანს ვიცნობ
და გული მტკივა, რომ ვღალატობ, მაგრამ ეს აუცილებლად
უნდა გავაკეთოთ. იფიქრე, რამხელა ფასი აქვს მათ სიცოც-
ხლეს და რას მივაღწევთ მათი სიკვდილით, ეს რამდენ შენი-
ანს გადაარჩენს. მეგონა, ეს კარგად გესმოდა!
მეივენი ჩერდება და წამით თვალებს მაგრად ხუჭავს. რო-
ცა ძალას იკრებს, ხელი ჩემს სახესთან მოაქვს და ათრთო-
ლებულ თითებს ლოყაზე მისვამს.
– მაპატიე, უბრალოდ... – ხმა უკანკალებს, – შეიძლება
შენ ვერ ხედავ, რას მოიტანს დღევანდელი ღამე, მაგრამ მე
ვხედავ. ვიცი, რომ ამით ბევრი რამ შეიცვლება.
– მჯერა შენი, – ვჩურჩულებ და მის ხელს ჩემსაში ვიქცევ,
– მხოლოდ იმას ვნატრობ, რომ ნეტავ ყველაფერი სხვა-
ნაირად იყოს.
ჩვენს ზურგს უკან, სამეჯლისო დარბაზში, ხალხის რიგი იკ-
ლებს. ხელის ჩამორთმევისა და ქათინაურების დრო ამოიწუ-
რა. აი, ახლა კი ნამდვილად დაიწყო საღამო.
– ყველაფერი ასეა, მერ. დამიჯერე, ამის გაკეთება აუცი-
ლებელია.
ამის გაცნობიერება ძალიან მტკივნეულია, გული მიტო-
კავს და მისგან სისხლი წვეთავს, მაგრამ თავს ვუქნევ.
– კარგი.
– თქვენ ორნი მანდ კარგად ხართ?

310 მკითხველთა ლიგა


წამით კალს უცნაურად წვრილი ხმა აქვს, მაგრამ ყელს იწ-
მენდს, აივანზე გამოდის და სახეზე მაკვირდება.
– მერ, მზად ხარ?
მეივენი ჩემ მაგივრად პასუხობს:
– კი, მზადაა.
ერთად ვშორდებით აივნის მოაჯირს, ღამის წყვდიადს და
შეიძლება უკანასკნელ მშვიდ წუთებსაც ჩვენს ცხოვრებაში.
როცა თაღოვან გასასვლელს გავივლით, მკლავზე მსუბუქ შე-
ხებას ვგრძნობ: კალი. უკან ვიყურები და ვხედავ, თვალს არ
მაცილებს, თითები ჩემკენ აქვს გამოწვდილი. ადრინდელზე
უფრო მუქი თვალები აქვს, რაღაცნაირი გზნებით სავსე, რომ-
ლის ამოცნობასაც ვერ ვახერხებ, მაგრამ სანამ რამეს იტყო-
დეს, ევანგელინი ამოუდგება გვერდით. როცა კალი ხელს
ჩაჰკიდებს, მაშინვე თვალს ვარიდებ.
მეივენს დარბაზის შუაგულში, შედარებით თავისუფალი
ადგილისკენ მივყავარ.
– ეს ცეკვის ყველაზე ძნელი ნაწილია, – ამბობს ჩემს და-
სამშვიდებლად.
ეს მოქმედებს, მართლაც ცოტა გულზე მეშვება და კანკა-
ლიც ქრება.
პირველად ჩვენ ვცეკვავთ ყველას თვალწინ – ორი პრინცი
და მათი საცოლეები. ეს ძლიერებისა და ძალაუფლების მო-
რიგი დემონსტრირებაა, დამარცხებული საგვარეულოების
წინაშე ორი გამარჯვებული გოგო დგას. ამწუთას ეს ყველაზე
ნაკლებად მინდა, მაგრამ ასეა საჭირო. როცა საძაგელი
ელექტრონული მუსიკა ირთვება, ვხვდები, რომ უცნობი მე-
ლოდია არ არის.
მეივენი გაოგნებული ჩანს, როცა უყურებს, როგორ ვამოძ-
რავებ ფეხებს.
311 მკითხველთა ლიგა
– ივარჯიშე?
ჰო, შენს ძმასთან ერთად.
– ცოტა.
– სიურპრიზებით სავსე ხარ, – ხითხითებს ის, ასეთ დრო-
საც კი პოულობს გაღიმების ძალას.
ჩვენ გვერდით კალი და ევანგელინი დგანან. ისე გამოიყუ-
რებიან, როგორც მეფე-დედოფალს შეეფერება: მეფურად, მე-
დიდურად და შესანიშნავად. კალი თვალს თვალში მიყრის
ზუსტად იმ მომენტში, როცა საცოლის თითებს ხელს აჭდობს.
ერთდროულად ათასნაირი გრძნობა მეუფლება, მაგრამ სა-
სიამოვნო არც ერთი არ არის, მაგრამ ფეხი არ მერევა და უფ-
რო მჭიდროდ ვეკვრი მეივენს, რომელიც გაფართოებული
ლურჯი თვალებით დამყურებს. კალი ევანგელინთან ერთად
იმავე ცეკვას იწყებს, რომელსაც მე მასწავლიდა. ეს ცეკვა
ჩემზე უკეთ გამოსდის, პირდაპირ ცარიელი მოხდენილობა
და სილამაზეა, მე კი ისევ ვგრძნობ, რომ ვეცემი.
გულგრილად მომზირალი სტუმრების წინ დავსრიალებთ
იატაკზე მელოდიას აყოლილები. უკვე ვცნობ მათ სახეებს, ვი-
ცი საგვარეულოები, მათი ფერები, შესაძლებლობები, ისტო-
რია, ვინ უნდა შემეცოდოს და ვისი უნდა მეშინოდეს. მშიერი
თვალებით გვიყურებენ და ვხვდები, რატომაც. ფიქრობენ,
რომ მომავალი ჩვენ ვართ – კალი, მეივენი, ევანგელინი და
მეც კი. ჰგონიათ, მეფესა და დედოფალს, პრინცსა და პრინცე-
სას ადევნებენ თვალს, მაგრამ მე ასეთი მომავალი დაგეგმი-
ლი არა მაქვს. ჩემთვის იდეალურ სამყაროში კალს თავისი
აზრების დამალვა არ მოუწევდა, მეც არ დავმალავდი ჩემს ვი-
ნაობას. კალი გვირგვინს არ დაიდგამს და ტახტის დასაცავად
არ იბრძოლებს. ამ ხალხს აღარ ექნება კედლები, რათა მათ
უკან შეაფარონ თავი.
312 მკითხველთა ლიგა
განთიადი ყველა თქვენგანისთვის დადგება.
კიდევ ორი სიმღერის განმავლობაში ვცეკვავთ და სხვა
წყვილებიც გვიერთდებიან. ნაირგვარი ფერების ქარბორბა-
ლაში კალსა და ევანგელინს ვეღარ ვხედავ, სანამ ისეთი
გრძნობა არ მიჩნდება, რომ საცეკვაო მოედანზე მარტო მე და
მეივენი ვტრიალებთ. წამით ჩემ წინ კალის სახე ამოტივტივ-
დება მისი ძმის ნაცვლად და უცებ მგონია, რომ ისევ მთვარით
განათებულ ოთახში ვართ.
მაგრამ მეივენი კალი არ არის, რამდენადაც უნდა უნდო-
დეს ეს მამამისს. არც ჯარისკაცია, მეფეც ვერ გახდება, მაგ-
რამ უფრო მამაცია და სწორად მოქცევის სურვილი აქვს.
– გმადლობ, მეივენ, – ძლივს გასაგონად ვჩურჩულებ მე
საშინელი მუსიკის თანხლებით.
ის არც მეკითხება, რას ვგულისხმობ.
– მადლობა საჭირო არ არის, – მეუბნება უცნაურად დაბა-
ლი, ლამის ჩამწყდარი ხმით და თვალები უმუქდება, – არაფ-
რის გამო.
მასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ, ცხვირი მისი
ყელიდან რამდენიმე სანტიმეტრზე მაქვს. ვგრძნობ, როგორ
უცემს გული ჩემი ხელების ქვეშ, გულისცემის რიტმიც ჩემსას
ემთხვევა. მეივენი დედამისს ჰგავსო, თქვა კალმა და ძა-
ლიანაც შეცდა.
მას ცეკვით მივყავარ საცეკვაო მოედნის კუთხესთან, სა-
დაც ახლა უამრავი დიდებული ტრიალებს. ვერავინ შეამ-
ჩნევს, რომ აქეთ გამოვედით.
– რამეს ხომ არ ინებებთ? – ბუტბუტებს მსახური და გვიწ-
ვდის ლანგარს, რომელზეც შუშხუნა ოქროსფერი სასმლით
სავსე ჭიქები აწყვია. ხელს ავუქნევ და უცებ მის მწვანე თვა-
ლებს ვცნობ.
313 მკითხველთა ლიგა
ენას ვკბენ, რომ მისი სახელი არ წამომცდეს: კილორნი.
ჩემდა გასაკვირად, წითელი უნიფორმა უხდება და ერ-
თხელ მაინც მოუხერხებია სახიდან ჭუჭყის ჩამოწმენდა. მგო-
ნი, ჩემი ნაცნობი მეთევზე ბიჭი აღარ არსებობს.
– ტანი მექავება ამაში, – დუდღუნებს სასაცილოდ. არა,
მგონი, მაინც არსებობს.
– მაგ უნიფორმაში ყოფნა დიდხანს აღარ მოგიწევს, – ეუბ-
ნება მეივენი, – ყველაფერი ადგილზეა?
კილორნი თავს უქნევს და თვალებს ბრბოზე აცეცებს.
– მაღლა უკვე მზად არიან.
კედელს ზემოთ მიუყვება ხვეული კიბე, რომლის ბაქნები
მცველებითაა სავსე, მაგრამ მათ თავზე, მოჩუქურთმებულ ნი-
შებში და ჭერთან ახლომდებარე ფანჯრებიან აივნებზე, ჩრდი-
ლები მოჩანს და ისინი სულაც არ არიან მცველები.
– მხოლოდ ნიშანი უნდა მისცე, – მეუბნება კილორნი და
მიწვდის ლანგარს, რომელზეც ოქროსფერი სასმლით სავსე
ჭიქა დგას.
მეივენი მხარდაჭერის ნიშნად გვერდით მიდგას.
– მერ.
ახლა ჩემი ჯერია.
– მზად ვარ, – ვამბობ და ვიხსენებ გეგმას, რომელიც რამ-
დენიმე დღის წინ მეივენმა ჩურჩულით გამანდო. აკანკალე-
ბულს, მთელ ტანში მივლის ელექტრობის ნაცნობი ზუზუნი,
სანამ თითოეული ნათურისა თუ კამერის ნათებას მთელი არ-
სებით არ ვიგრძნობ. ჭიქას ვწევ და სულმოუთქმელად ვსვამ.
კილორნი სწრაფად მართმევს ჭიქას.
– ერთი წუთი.
როგორი განწირული ხმა აქვს.

314 მკითხველთა ლიგა


კილორნი ლანგრის ქნევით მიდის, ხალხში ერევა და უკვე
ვეღარ ვხედავ. გაიქეცი, ვევედრები გონებაში, იმ იმედით,
რომ სისწრაფე ეყოფა. მეივენიც მტოვებს, დედამისის გვერ-
დით უნდა იყოს და თავისი დავალება შეასრულოს.
შუა ბრბოში შევდივარ და ვგრძნობ, რომ ელექტრობით
ვივსები, ის გარეთ გამოხეთქას ლამობს, მაგრამ ამას ვერ და-
ვუშვებ, სანამ არ დაიწყებენ.
30 წამი.
წინ მეფე ტიბერიასს ვლანდავ, თავის საყვარელ ვაჟთან
ერთად იცინის. მესამე ჭიქა ღვინოს სვამს და ლოყები ვერ-
ცხლისფრად აქვს ალაპლაპებული, კალი კი მორიდებით
წრუპავს წყალს. ჩემგან სადღაც მარცხნივ ევანგელინის მჭახე
სიცილი ისმის, ალბათ, ძმასთან ერთადაა. ამ დარბაზში ოთხი
კაცი ითვლის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს.
ბოლო წამებს ჩემი გულისცემის მიხედვით ვითვლი. სტუმ-
რებში მდგარს კალი მამჩნევს, ჩემთვის საყვარელი ფართო
ღიმილით მიღიმის და ჩემკენ მოდის, მაგრამ სანამ მოსახდე-
ნი ხდება, მოსვლას ვერ ასწრებს. სამყარო ნელდება და მხო-
ლოდ კედლებში დაბუდებულ მძლავრ ძალას ვგრძნობ, მაგ-
რამ მის მართვას ვსწავლობ, როგორც ჯულიანის გაკვეთი-
ლებზე.
ზემოდან ოთხჯერ გაიელვებს და ოთხი სროლა გაისმის.
ამას ყვირილი მოჰყვება.

315 მკითხველთა ლიგა


მეც სხვებთან ერთად ვყვირი. ნათურები ხან ბჟუტავენ, ხან
ქრებიან.
სიბნელის ერთი წუთი. აი, რა სჭირდებათ მათ ჩემგან. კი-
ვილში, ღრიალსა და ფეხების ბრახუნში კონცენტრირება
თითქმის შეუძლებელია, მაგრამ საკუთარ თავს გონების და-
ძაბვას ვაიძულებ. ნათურები უკანასკნელად გაიელვებენ, შუ-
ქი ქრება და მოძრაობა ლამის შეუძლებელი ხდება. ეს ჩემს
მეგობრებს გაქცევის საშუალებას მისცემს.
– აივნებზე, ფანჯრებთან! – გაისმის ქაოსში ვიღაცის
ღრიალი, – გარბიან! – ამ მოწოდებას სხვა ხმებიც უერთდე-
ბიან, მაგრამ ვერც ერთს ვერ ვცნობ. ამ საგიჟეთში ხომ ყვე-
ლას სხვანაირი ხმა აქვს, – იპოვეთ! შეაჩერეთ! დახოცეთ!
მცველებს შაშხანები აქვთ მომარჯვებული, სხვების მხო-
ლოდ ჩრდილები მოჩანს, გაქცეულებს მისდევენ. მახსენდება,
რომ უოლშიც მათთან არის. თუ მან და სხვა მსახურებმა ად-
რეც შეძლეს ფარლისა და კილორნის შემოპარება, ახლაც
შეძლებენ და გააპარებენ. შეუძლიათ დაიმალონ ან გაიქცნენ.
არაფერი უჭირთ.
მათ სიბნელე იხსნის, რომელიც მე გამოვიწვიე.
ბრბოდან ცეცხლის სვეტი ავარდება და ჰაერში ცეცხლოვა-
ნი გველივით იკლაკნება. თავზე დაგვტრიალებს და ჩაბნელე-
ბულ სამეჯლისო დარბაზსა და სტუმრების ზემოთ აწეულ სახე-
ებს ანათებს. კედლებზე ჩრდილები დახტიან. დარბაზი წითე-
ლი შუქით განათებულ კოშმარად იქცა, სადაც დენთის სუნი
ტრიალებს. ჩემთან ახლოს სონია კივის, რეინალდის გვამზე
316 მკითხველთა ლიგა
დამხობილა. მოხუცი არა მოისაზრებს, შვილიშვილს მკვდარს
მოაცილებს და ქაოსიდან გაჰყავს. რეინალდი ჭერს შუშის
თვალებით მიშტერებია და მათში წითელი შუქი ირეკლება.
მე ისევ ვიცდი, ყოველი კუნთი გაქვავებული და დაჭიმული
მაქვს. ცეცხლის სვეტთან ახლოს ვხედავ, როგორ მიაქანებენ
მცველები მეფეს დარბაზიდან. ის წინააღმდეგობას უწევს,
ყვირის, ღრიალებს, დარჩენა უნდა, მაგრამ ამჯერად მის
ბრძანებას არ ემორჩილებიან. ელარაც იქვეა, მეივენი ხე-
ლით აჩქარებს, რომ საფრთხეს გაეცალონ. სხვებიც მიჰყვე-
ბიან, ერთი სული აქვთ აქედან გავიდნენ.
გუშაგები ხალხის ნაკადისკენ მორბიან, ოთახს მათი ყვი-
რილი და ფეხების ტყაპატყუპი ავსებს. ჩემ გარშემო დიდებუ-
ლები ერთმანეთს აწვებიან და დარბაზიდან გაღწევას ცდი-
ლობენ, მაგრამ მე ერთ ადგილას ვდგავარ და როგორღაც
ვუძლებ. არავინ ცდილობს გამწიოს გვერდზე, საერთოდ ვე-
რავინ მამჩნევს. გულგახეთქილები არიან. მთელი მათი
ძლიერებისა და ძალაუფლების მიუხედავად, შიშის მნიშვნე-
ლობა მაინც იციან. რამდენიმე ტყვია კმარა, რომ თავზარი
დაეცეთ.
ვიღაც აქვითინებული ქალი მეჯახება და სახით პირდაპირ
ცხედრის წინ, სისხლში ვემხობი. ეს პოლკოვნიკი მაკანტო-
სია. მის ნაიარევს შევყურებ. სახეზე ვერცხლისფერი სისხლი
ჩამოსდის და შუბლიდან იატაკზე ეწვეთება. უცნაური ნატ-
ყვიარი აქვს, ნაცრისფერი, ქვის მსგავსი ხორცით გარშემორ-
ტყმული. ქვისტყავა ყოფილა. მაშინვე არ მომკვდარა, ტყვიის
შეჩერება უცდია, მაგრამ ეს შეუძლებელია და ახლა უსულოდ
აგდია.
მოკლული ქალისგან უკან ვიხევ, მაგრამ ერთმანეთში
არეულ ვერცხლისფერ სისხლსა და ღვინოზე ხელები მიცუ-
317 მკითხველთა ლიგა
რავს. შეძრწუნებული ვკივი, სისხლი ხელებზე მეწებება, თით-
ქოს იცის, რაც ჩავიდინე. ის ყველგანაა, ცივი და წებოვანი,
ჩემს დახრჩობას ცდილობს.
– მერ!
ძლიერი მკლავები იატაკიდან მაყენებენ და იმ ქალს მაშო-
რებენ, რომლის სიკვდილშიც მეც წვლილი დავიდე.
– მერ, გთხოვ, – მევედრება ხმა, მაგრამ ვერ ვხვდები, რა-
ტომ.
იმედგაცრუებული ვღრიალებ და ბრძოლას ვაგებ. შუქი
ისევ ინთება და ანათებს ბრძოლის ველს, სადაც აბრეშუმი და
სიკვდილი მეფობს. როცა წამოდგომას ვცდილობ, რათა დავ-
რწმუნდე, რომ მიზანი ნამდვილად მიღწეულია, ვიღაც მკრავს
ხელს და ისევ ვეცემი.
წინასწარ მოფიქრებულ სიტყვებს ვბუტბუტებ, ამ ყველა-
ფერში მეც უნდა შევასრულო ჩემი როლი.
– ბოდიში... ნათურები... არ შემიძლია... – ზემოთ ნათურე-
ბი ისევ ბჟუტვას იწყებენ.
კალს არაფერი ესმის და ჩაიმუხლებს.
– სად ხარ დაჭრილი? – ღრიალებს და ისე მამოწმებს, რომ
ვხვდები, ამ საქმეში კარგადაა გაწვრთნილი. თითებს ჩამომა-
ყოლებს მკლავებსა და ფეხებზე, ჭრილობას ეძებს, საიდანაც
ამდენი სისხლი მოდის.
უცნაურად ნაზი, ათრთოლებული ხმა მაქვს:
– კარგად ვარ, – მას კვლავ არ ესმის, – კალ, კარგად ვარ!
სახეზე შვება ეფინება და წამით მგონია, რომ ისევ მაკო-
ცებს, მაგრამ ის ჩემზე ადრე ფხიზლდება.
– მართლა კარგად ხარ?
ფრთხილად ვწევ ვერცხლისფრად დალაქავებულ ხელ-
თათმანს.
318 მკითხველთა ლიგა
– ეს ჩემი როგორ იქნება?
ჩემი სისხლი სხვა ფერისაა, ეს შენც იცი.
კალი თავს მიქნევს.
– ჰო, რა თქმა უნდა, – ჩურჩულებს იგი, – უბრალოდ...
იატაკზე დაცემული დაგინახე და ვიფიქრე... – ხმა უწყდება და
თვალებში საშინელი სევდა უდგება, რაც მალევე ქრება და
შეუპოვრობით იცვლება.
– ლუკას, გაიყვანე აქედან!
ჩემი პირადი მცველი შაშხანამომარჯვებული მოქრის ჩემ-
კენ. მიუხედავად იმისა, რომ უნიფორმასა და ჩექმაში ძველე-
ბურად გამოიყურება, ის ლუკასი აღარ არის, მე რომ ვიცნობ.
მისი შავი თვალები, სამოსების თვალები, ღამესავით ჩამუქე-
ბულან.
– სხვებთან წავიყვან, – ამბობს და ხელში ამიტაცებს.
მართალია, ყველაზე უკეთ ვიცი, რომ საფრთხე აღარ გვე-
მუქრება, კალს მაინც ვტაცებ ხელს.
– შენ რაღას იზამ?
ის ძალიან ადვილად იხსნის თავს ჩემი ხელისგან.
– მე არ გავიქცევი.
მერე მცველების ჯგუფს უბრუნდება და ჭერზე მიჩერებულ
ცხედრებს გადააბიჯებს. ამ დროს მცველი უგდებს პისტო-
ლეტს, რომელსაც მარჯვედ იჭერს ჰაერში და სასხლეტს თითს
ადებს. მისი მეორე ხელი აბრიალდება, ზედ მუქი, მომაკვდი-
ნებელი ალი ციმციმებს. მცველებისა და იატაკზე დაყრილი
გვამების ფონზე სრულიად სხვა ადამიანს ჰგავს.
– წავედით სანადიროდ, – ამბობს და კიბეზე არბის. მცვე-
ლებიც მიჰყვებიან, თითქოს მოწითალო-მოშავო კვამლი
აედევნა კალის ხელზე მოგიზგიზე ცეცხლს. მათ უკან რჩება

319 მკითხველთა ლიგა


სისხლით მოსვრილი სამეჯლისო დარბაზი, სადაც ჯერ კიდევ
გაისმის ყვირილი და მტვრის ბუღი დგას.
დარბაზის ცენტრში ბელიკოს ლეროლანი წევს, ვერ-
ცხლისფერი შუბითაა განგმირული და არა ტყვიით. ბარჯით4
არის ნასროლი, ისეთით, ადრე რომ ვიყენებდი თევზაობისას.
ტარზე შებმული აქვს გაქუცული ალისფერი ალამი, რომელიც
ნიავის დაბერვაზე ოდნავ ირხევა. ზედ ემბლემაა გამოსახული
– გახლეჩილი მზე.
სამეჯლისო დარბაზი თვალს ეფარება და მსახურებისთვის
განკუთვნილ შავკედლებიან დერეფანში გავდივართ. უცებ
დაიგრგვინებს, ფეხქვეშ იატაკი გვერყევა, ლუკასი კედლის-
კენ მისვრის და ფარივით მეფარება. გრიალი მეორდება, ჭე-
რი ზანზარებს და ზემოდან ნატეხები გვაცვივა. ჩვენ უკან კარი
ფეთქდება და ცეცხლის ალში ეხვევა. სამეჯლისო დარბაზი-
დან შავი კვამლი გამოდის. აფეთქება.
– კალ! – ვცდილობ დავუძვრე ლუკასს ხელიდან და ისევ
დარბაზისკენ გავიქცე, მაგრამ ის არ მიშვებს, – ლუკას, უნდა
დავეხმაროთ!
– მერწმუნეთ, ბომბი პრინცს ვერაფერს ავნებს, – ბურტყუ-
ნებს ის და წინ მივყავარ.
– ბომბი? – ეს არ დაგვიგეგმავს, – რომელი ბომბი?
ლუკასი ჩემგან რამდენიმე ნაბიჯით იხევს უკან, აშკარად
ბრაზისგან კანკალებს.
– ხომ დაინახეთ ის ოხერი წითელი ალამი, ეს "ალისფერი
მცველია" და... – იგი ჩაბნელებულ და ცეცხლში გახვეულ სა-
მეჯლისო დარბაზზე მითითებს, – ეს კი ჩვენ ვართ.

4სატყორცნი იარაღი, რომლითაც ვეშაპებზე ან დიდ თევზებზე ნადირო-


ბენ.
320 მკითხველთა ლიგა
– რაღაც უაზრობაა, – ვბურტყუნებ და ვცდილობ გავიხსე-
ნო გეგმის ყოველი დეტალი. ბომბის შესახებ მეივენს ჩემთვის
არაფერი უთქვამს. საერთოდ არაფერი. რომ სცოდნოდა,
საფრთხე შემექმნებოდა, კილორნიც არაფრით არ მომცემდა
იქ ყოფნის ნებას. ასე არ მომექცეოდნენ.
ლუკასი პისტოლეტს ბუდეში იდებს და გრგვინავს:
– მკვლელებს დიდ აზროვნებას ვერ მოსთხოვთ!
სული მეხუთება. რამდენი ადამიანი იყო ჩარჩენილი დარ-
ბაზში? რამდენი ბავშვი დაიღუპა სულ ტყუილუბრალოდ?
ლუკასი ჩემს სიჩუმეს თავზარდაცემას მიაწერს, მაგრამ
ცდება. ახლა მხოლოდ ბრაზს ვგრძნობ.
ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის ღალატი.
ლუკასს მიწისქვეშეთში ჩავყავარ. არანაკლებ სამ კარს გა-
ვივლით, თითოეული მათგანი მთელი ფუტი სისქისაა და ფო-
ლადისგან ნაჭედი. საკეტი არც ერთს არა აქვს, ლუკასი მათ
ხელის აქნევით აღებს. ამის დანახვაზე მახსენდება, როგორ
გასწია აქეთ-იქით ჩემი საკნის გისოსები, როცა პირველად
შევხვდი.
სანამ რამეს დავინახავდე, სხვების ხმა მესმის, ერთმანეთს
ესაუბრებიან და ლითონის კედლები ექოს გამოსცემენ. მეფე
ბრაზობს, მისი ხმის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის.
წინ და უკან დადის, მოსასხამი უფრიალებს და თითქოს ბუნ-
კერში მთელ ადგილს ის იკავებს.
– მინდა იპოვოთ ისინი. მინდა იდგნენ ჩემ წინ და ზურგში
ხმალი ჰქონდეთ მიბჯენილი. ვნახოთ ერთი, როგორ იჭიკჭი-
კებენ ეს ლაჩრები! – იგი მცველს მიმართავს, მაგრამ ნიღ-
ბიანი ქალი გაუნძრევლად დგას, – მინდა ვიცოდე, რა ხდება!

321 მკითხველთა ლიგა


ელარა სავარძელზე მისვენებულა, ცალი ხელი გულზე
უდევს, მეორით მაგრად ჩაუბღუჯავს მეივენი, რომელსაც ჩემს
დანახვაზე თვალები უნათდება.
– კარგად ხარ? – ოხრავს და სწრაფად მიკრავს გულში.
– კი, უბრალოდ შეშინებული ვარ, – ამოვთქვამ მე, ვცდი-
ლობ ვილაპარაკო რაც შეიძლება მეტი, მაგრამ როცა ელარა
აქვეა, საკუთარ თავს ფიქრის ნებასაც ვერ ვაძლევ, არათუ
ლაპარაკის, – სროლის შემდეგ აფეთქებაც მოხდა, ბომბი
ააფეთქეს.
მეივენი წარბს კრავს, მაგრამ დაბნეულობას სწრაფად
ნიღბავს მძვინვარებით.
– ნაბიჭვრები!
– ველურები! – დაკრეჭილი კბილებიდან გამოცრის მეფე
ტიბერიასი, – ჩემი შვილი სადღაა?
მეივენს გავხედავ, სანამ მივხვდები, რომ მეფე მას სულაც
არ გულისხმობს. მეივენი ამას ყურადღებას არ აქცევს, მიჩ-
ვეულია, რომ ვერ ამჩნევენ.
– კალი თავდამსხმელებს გაეკიდა, თან მცველებიც წაიყ-
ვანა, – მოღუშული, გაცეცხლებული კალის გახსენებაზე შიში
მიპყრობს, – და მერე სამეჯლისო დარბაზიც აფეთქდა. არ ვი-
ცი, რამდენი... რამდენი კაცი იყო იქ დარჩენილი.
– კიდევ რა მოხდა, ძვირფასო? – ამას ელარა მეუბნება და
მისგან ალერსიანი სიტყვის გაგონება ჩემთვის ელექტროშო-
კივითაა. ის ჩვეულებრივზე ფერმკრთალია და ძლივს სუნ-
თქავს. შეშინებულია, – რამე ხომ არ გახსენდება?
– შუბზე ალამი იყო მიმაგრებული, ეს "ალისფერმა მცველ-
მა" ჩაიდინა.
– მართლა? – ამბობს და ცალ წარბს სწევს. თავს ვიკავებ,
რომ უკან არ დავიხიო და გონებაში მის ჩურჩულს არ გავექცე.
322 მკითხველთა ლიგა
ნებისმიერ წამს ველი, რომ თავში შემომიძვრება სიმართლის
გასაგებად, მაგრამ ამის ნაცვლად თვალს მაცილებს და მე-
ფეს უყურებს.
– ხედავ, რა ჩაიდინე? – ტუჩები ეგრიხება და შუქზე კბილე-
ბი კრიალა ეშვებს მიუგავს.
– მე? შენ უწოდე "ალისფერ მცველს" მცირერიცხოვანი და
სუსტი, შენ ატყუებდი ჩვენს ხალხს, – უტევს ტიბერიასი, – შენ
გამო აღმოვჩნდით ამ საფრთხის წინაშე უძლური!
– ამ საქმისთვის რომ მაშინ მიგეხედა, როცა ისინი მარ-
თლა სუსტები და ცოტანი იყვნენ, ეს არ მოხდებოდა!
ერთმანეთს დამშეული ქოფაკებივით დაეტაკნენ, თი-
თოეული ცდილობს მეორეს უფრო მწარედ უკბინოს.
– ელარა, მაშინ ისინი ტერორისტები არ იყვნენ. ჩემს
ოფიცრებსა და ჯარისკაცებს ბროშურების მჯღაბნელი რამდე-
ნიმე წითლის დევნაზე ვერ მოვაცდენდი. ისინი არაფერს აშა-
ვებდნენ.
ელარა ნელა მიუთითებს ჭერზე.
– შენი აზრით, ეს არაფრის დაშავებას ნიშნავს? – მეფეს
ამაზე პასუხი არა აქვს და კამათში გამარჯვებით კმაყოფილი
ელარა დამცინავად იღიმება, – დადგება დღე, როცა თქვენ,
კაცები, ისწავლით ყველაფერზე დროულად ყურადღების მიქ-
ცევას და სამყაროში ეს მაშინვე ნაყოფს გამოიღებს. "ალის-
ფერი მცველი" ვირუსია, რომელიც შენი უყურადღებობის გა-
მო გავრცელდა და დროა, ბოლო მოვუღოთ!
ელარა სავარძლიდან დგება.
– ამ წითელ ეშმაკებს ჩვენივე კედლებში უნდა ჰყავდეთ
მოკავშირეები, – ხმას არ ვიღებ და თვალებს იატაკს არ ვაცი-
ლებ, – დროა მსახურებს გავესაუბრო. ოფიცერო სამოს,
გთხოვთ.
323 მკითხველთა ლიგა
ლუკასი მაშინვე კარს უღებს. გაშმაგებული ელარა ქარიშ-
ხალივით გარბის გარეთ და უკან ორი მცველი მიჰყვება. ლუ-
კასიც მასთან ერთად მიდის და ერთიმეორის მიყოლებით
აღებს მძიმე კარებს, რომელთა ჭრიალი სულ უფრო და უფრო
შორიდან ისმის. არ მინდა ვიცოდე, რას უზამს დედოფალი
მსახურებს, მაგრამ ვიცი, ეს მტკივნეული იქნება და ისიც ვი-
ცი, რას აღმოაჩენს – არაფერს. ჩვენი გეგმის თანახმად,
უოლში და ჰოლანდი ფარლისთან ერთად უნდა გაქცეულიყ-
ვნენ. მათ იცოდნენ, რომ მეჯლისის შემდეგ სასახლეში დარ-
ჩენა მათთვის სახიფათო იქნებოდა და მართლებიც იყვნენ.
მძიმე რკინის კარი ცოტა ხნით იხურება, მალე კი ისევ იღე-
ბა. კიდევ ერთი მაგნეტრონი შემოდის: ევანგელინი. სამეჯ-
ლისო კაბაში საზარელი სანახავია, ძვირფასი თვლები დამ-
სხვრევია, ყველაზე ცუდი სანახავი მისი თვალებია: სველი,
შავი მაკიაჟით მოთხვრილი, და შეშლილი გამოხედვით. პტო-
ლემუსი. ის დაღუპულ ძმას დასტირის. მართალია, დიდად არ
მენაღვლება, მაგრამ მაინც მინდება, რომ მივიდე და დავამ-
შვიდო, თუმცა ამის სურვილი მაშინვე მიქრება, როგორც კი
კალი შემოდის.
კანი კვამლისგან გასჭვარტლია და ერთ დროს სუფთა უნი-
ფორმა მთლად გათხუპვნია. ჩვეულებრივ, კალის თვალების
მკაცრი, ზიზღით სავსე მზერა შემაშფოთებდა, მაგრამ კიდევ
ერთი რაღაცის დანახვაზე ტანში შიში მივლის. მისი შავი უნი-
ფორმა სისხლითაა დალაქავებული და ხელებსაც უსვრის.
სისხლი ვერცხლისფერი კი არა, წითელია.
– მერ, – მეუბნება მე, მაგრამ მის ხმაში სითბო აღარ არის,
– წამომყევი. ახლავე!
ის მე მომმართავს, მაგრამ ყველა მოჰყვება. დერეფნების
გავლით საკნებისკენ მივდივართ, კალი წინ მიგვიძღვის.
324 მკითხველთა ლიგა
მკერდში გული ისე მიცემს, ლამის გამისკდეს. ოღონდ კი-
ლორნი არა. მის გარდა, ნებისმიერი იყოს. მეივენს ხელი
ჩემს მხარზე უდევს. ჯერ მგონია, რომ ამას ჩემს დასამშვიდებ-
ლად აკეთებს, მაგრამ მერე უკან მექაჩება: ცდილობს დამაკა-
ვოს, რომ წინ არ გავვარდე.
– იქვე უნდა მოგეკლა, სადაც იდგა, – ეუბნება ევანგელინი
კალს და თითს უსვამს პერანგზე მიცხებულ წითელ სისხლს, –
მაგ წითელ ეშმაკს ცოცხალს არ დავტოვებდი.
ვის გულისხმობს? ტუჩს მაგრად ვკბენ, რომ პირი არ გავა-
ღო და რამე სისულელე არ წამომცდეს. მეივენი მარწუხივით
მიჭერს მხარზე ხელს და ვგრძნობ, როგორ უჩქარდება გუ-
ლისცემა. ორივემ ვიცით, რომ შეიძლება ეს ჩვენი თამაშის
დასასრული იყოს. ელარაც მოვა, მათ ტვინებში შეძვრება და
გაიგებს, რამდენად შორს მიდის ეს შეთქმულება.
საკნებამდე ჩამავალი საფეხურები ისეთივეა, როგორიც
მთელ სასახლეში, თუმცა ეს კიბე უფრო გრძელია და სასახ-
ლის ყველაზე ღრმა ნაწილში ჩადის.
ჩვენ თვალწინ დილეგია, რომელსაც, სულ ცოტა, ექვსი
მცველი დარაჯობს. ცივი ჟრუანტელი მივლის, მაგრამ არ
ვკანკალებ და გაჭირვებით ვადგამ ფეხებს.
საკანში ოთხნი დგანან, თითოეული მათგანი გასის-
ხლიანებული და დალურჯებულია. ცუდი განათების მიუხედა-
ვად, ყველას ვცნობ. უოლშს ცალი თვალი გასივებული და და-
ხუჭული აქვს, მაგრამ სხვა მხრივ არა უშავს. ტრისტანი კე-
დელს მიყრდნობია, რათა გასისხლიანებული ფეხი სხეულის
წონისგან დაასვენოს. ჭრილობაზე სახელდახელო სახვევი
აქვს, რომელიც თითქოს კილორნის მაისურისგან არის ჩამო-
ხეული. კიდევ კარგი, თავად კილორნი უვნებელი ჩანს. ის
მხარში ამოსდგომია ფარლის. მას ლავიწის ძვალი აქვს გატე-
325 მკითხველთა ლიგა
ხილი და ცალი ხელი უცნაურად ჰკიდია, მაგრამ ეს ხელს არ
უშლის, რომ დამცინავად გვიყუროს. გისოსებიდან გვაფურ-
თხებს კიდეც და ნერწყვისა თუ სისხლის ნაზავი ევანგელინს
ფეხზე ეცემა.
– მაგის გამო ენას ამოგაძრობ! – უღრენს ევანგელინი და
გისოსებისკენ მირბის, მაგრამ უცებ ჩერდება და ხელს რკინის
გისოსს ურტყამს. მართალია, შეუძლია გონების ძალით ისინი
თვალის დახამხამებაში გადახსნას და საკანში ცოცხალი აღა-
რავინ დატოვოს, მაგრამ თავს იკავებს.
ფარლი თვალს არ გვაცილებს და ევანგელინის სიფიცხეზე
წარბიც არ შეუხრია. თუ ეს მისი აღსასრულია, მას აუცილებ-
ლად თავაწეული შეხვდება.
– პრინცესისთვის ცოტა უხეში საქციელია.
სანამ ევანგელინი მოთმინებას დაკარგავს, კალს ის უკან
გამოჰყავს, მერე ნელა ასწევს ხელს და ერთ-ერთ ტყვეზე
მიუთითებს:
– შენ!
თავზარი მეცემა, როცა ვხვდები, რომ თითს იშვერს კი-
ლორნისკენ, რომელსაც ლოყაზე ნერვი უტოკავს, მაგრამ
იატაკს თვალებს არ აცილებს.
კალს იგი იმ ღამიდან ახსოვს, მე რომ შინ წამიყვანა.
– მერ, ამიხსენი ეს ყველაფერი.
პირს ვაღებ იმ იმედით, რომ რაღაც ფანტასტიკური
ტყუილის თქმას მოვახერხებ, მაგრამ არაფერი გამომდის.
კალს თვალები უმუქდება.
– ის შენი მეგობარია. ამიხსენი, რა ხდება?
ევანგელინი მთელ ბრაზს ჩემზე ანთხევს:
– შენ მოიყვანე აქ! – მომვარდება გაალმასებული, – ეს
შენ ჩაიდინე?!
326 მკითხველთა ლიგა
– მე არაფერი ჩამიდენია, – ვპასუხობ ენის ბორძიკით,
ვგრძნობ, რომ ყველა მე მიყურებს, – უფრო სწორად, სასახ-
ლეში სამუშაო მართლაც მე ვუშოვე... ხეტყის საწყობში მუშა-
ობდა... ეს საშინლად მძიმე საქმეა, – სწრაფად ვიგონებ ამ
ტყუილებს, ერთიმეორის მიყოლებით, – ის... ის ჩემი მეგობა-
რი იყო, როცა სოფელში ვცხოვრობდი. მინდოდა, დარწმუნე-
ბული ვყოფილიყავი, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდა. მსა-
ხურის ადგილი ვუშოვე, ზუსტად ისე, როგორც... – კალს გავ-
ხედავ, ორივეს გვახსოვს ის ღამე, როცა პირველად შევხვდით
ერთმანეთს, და მეორე დღეც, – მეგონა, რომ ვეხმარებოდი.
მეივენი საკნისკენ მიდის და ჩვენს მეგობრებს ისე აკვირ-
დება, თითქოს პირველად ხედავს, მერე მათ წითელ უნიფორ-
მებზე მიგვითითებს:
– როგორც ჩანს, მართლაც მსახურები არიან.
– მეც იმავეს ვიტყოდი, სადრენაჟო მილთან რომ არ წაგ-
ვესწრო, საიდანაც გაპარვას აპირებდნენ, – მოუჭრის კალი, –
მათ გამოსათრევად დიდი დრო დაგვჭირდა.
– მარტო ესენი იყვნენ? – კითხულობს მეფე ტიბერიასი და
საკანში იხედება.
კალი თავს აქნევს.
– სხვებიც იყვნენ, მაგრამ მდინარესთან მიგვასწრეს. არ
ვიცი, ზუსტად რამდენი კაცი იყო.
– მოდი, ზუსტად გავიგოთ, – ამბობს ევანგელინი და წარ-
ბებს სწევს, – დედოფალს დაუძახეთ, მანამდე კი... – ის მეფეს
მიუბრუნდება, რომელიც ულვაშში ჩაიღიმებს და თავს უკან-
ტურებს.
საჭირო არ არის იმის კითხვა, რას გულისხმობენ. რას და,
წამებას.

327 მკითხველთა ლიგა


ოთხივე ტყვე მტკიცედ დგას, არც კი კრთებიან. მეივენი
კბილს კბილზე აჭერს და დაძაბული ფიქრობს, რა გამოსავ-
ლის პოვნა შეიძლება, მაგრამ იცის, რომ ეს შეუძლებელია.
ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალი ის იქნება, თუ ტყვეები არ
გატყდებიან და ისევ იცრუებენ, მაგრამ რა პირით უნდა მო-
ვითხოვოთ ეს მათგან? ნუთუ ისინი ტკივილისგან დაიტანჯები-
ან და იყვირებენ, ჩვენ კი გაუნძრევლად ვიდგებით?
როგორც ჩანს, ჩემს კითხვაზე კილორნს პასუხი აქვს. მისი
თვალები ამ საზარელ ადგილასაც კი ბრწყინავენ: მე არ გაგ-
ყიდი.
– კალ, ამას შენ გავალებ, – ამბობს მეფე და შვილს მხარ-
ზე ხელს ადებს. მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ დაჭყეტილი
თვალებით ვუყურო და ვილოცო, რომ მამის თხოვნა არ შეას-
რულოს.
ის მხოლოდ ერთხელ გამომხედავს, თითქოს შეიძლება,
რომ ეს მობოდიშებად ჩავუთვალო. მერე უბრუნდება ერთ
ტანმორჩილ მცველს, რომელსაც ნიღბის უკან თვალები
თეთრ-ნაცრისფრად უბრწყინავს.
– მცველო გლიაკონ, ცოტაოდენი ყინული მჭირდება.
წარმოდგენა არა მაქვს, ეს რას ნიშნავს, მაგრამ ევანგე-
ლინი კისკისებს.
– კარგი არჩევანია!
– საჭირო არ არის ამას უყურო, – ბუტბუტებს მეივენი და
ცდილობს გამწიოს უკან, მაგრამ ახლა კილორნს ვერ მივა-
ტოვებ. მეივენის ხელს ბრაზით ვიშორებ და ისევ ჩემს მეგო-
ბარს ვუყურებ.
– დაე, დარჩეს, – ჩხავის ევანგელინი, ჩემი ტანჯვის ყურე-
ბა სიამოვნებს, – ისწავლის, როგორ უნდა დაუმეგობრდეს
წითლებს.
328 მკითხველთა ლიგა
ისევ საკნისკენ მიბრუნდება, გისოსებს გადახსნის და გა-
თეთრებულ თითს უშვერს ფარლის.
– ამით დავიწყოთ, უნდა გავტეხოთ.
მცველი თავს უქნევს, ფარლის მაჯაზე ავლებს ხელს და
საკნიდან მოათრევს. მათ უკან გისოსები ისევ იხურება და
ტყვეები კვლავ გამომწყვდეული რჩებიან. კილორნი და უოლ-
ში გისოსებს მოაწყდნენ, სახეს შიში უმანჭავთ.
მცველი ფარლის აჩოქებს და მომდევნო ბრძანებას ელო-
დება.
– გისმენთ, ბატონო.
კალი მის გვერდით დგება, მძიმედ სუნთქავს. ყოყმანობს,
მაგრამ მერე მტკიცე ხმით ამბობს:
– რამდენი ხართ?
ფარლი მაგრად კრავს კრიჭას. მოკვდება და ხმას არ
მოიღებს.
– მკლავით დაიწყე.
მცველი სიფრთხილით თავს არ იწუხებს და დაშავებულ
მკლავს უგრეხს, რაზეც ფარლი ტკივილისგან ყვირის, მაგრამ
მაინც არაფერს ამბობს. მთელი ძალით ვიკავებ თავს, რომ
მცველს არ ვეცე.
– და ჩვენ გვიწოდებთ ველურებს? – ზიზღით ამბობს გისო-
სებზე შუბლმოდებული კილორნი.
მცველი ფარლის ნელა უწევს სისხლით დასველებულ სა-
ხელოს და თეთრ, უხეშ ხელებს კანზე ადებს. შეხებისას ფარ-
ლი ყვირის, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ.
– სად არიან დანარჩენები? – ეკითხება კალი და ჩაიმუხ-
ლებს, რომ თვალებში ჩახედოს. წამით ფარლი ჩუმდება და
მძიმედ სუნთქავს. კალი წინ იხრება და მოთმინებით ელოდე-

329 მკითხველთა ლიგა


ბა, როდის გატყდება იგი, მაგრამ ფარლი წინ წაიწევს და მთე-
ლი ძალით ურტყამს თავს სახეში.
– ჩვენ ყველგან ვართ! – იცინის ის, მაგრამ ისევ ყვირის,
როცა მცველი მის წამებას აგრძელებს.
კალი მარჯვედ დგება ფეხზე, ცალი ხელი გატეხილ ცხვირ-
ზე აქვს მიდებული. მის ადგილას სხვას შეიძლება ეცემა ტყვე,
მაგრამ ამას არ აკეთებს.
სადაც მცველი ხელით ეხება, ფარლის მკლავზე წითელი
ნანემსარები უჩნდება, რომლებიც ყოველ წამს იზრდებიან.
უკვე გალურჯებულ კანზე მუდმივად ჩნდება მტკივნეული ღია
წითელი წერტილები. მცველი გლიაკონი. გლიაკონების საგ-
ვარეულო. ბლონოსის გაკვეთილები მახსენდება საგვა-
რეულოთა შესახებ. ისინი მყინავები არიან.
თავბრუ მესხმის, ყველაფერს ვხვდები და პირს ვიბრუნებ.
– ეს სისხლია, – ვჩურჩულებ მე, უკან მიხედვის ძალა
აღარ მაქვს, – მცველი მას სისხლს უყინავს, – მეივენი უსიტ-
ყვოდ მიქნევს თავს, დამწუხრებული სახე და ძალიან სევ-
დიანი თვალები აქვს.
ჩვენს ზურგს უკან მცველი თავის საქმეს აგრძელებს და
ფარლის მკლავზე ზემოთ მიიწევს. ხორციდან წითელი, სა-
მართებელივით ბასრი ყინულის ლოლუები იწვერებიან და
ყოველ ნერვს წარმოუდგენელი ტკივილით წეწავენ. ფარლი
კბილს კბილზე აჭერს და სტვენით სუნთქავს, მაგრამ ისევ
არაფერს ამბობს. წამები გადის, გული სწრაფად მიცემს,
ვფიქრობ, როდის დაბრუნდება დედოფალი და როდის დამ-
თავრდება ჩვენი თამაში.
ბოლოს კალი ფეხზე წამოხტება.
– საკმარისია.

330 მკითხველთა ლიგა


ფარლისთან მეორე მცველი, კანის მკურნალი სკონოსი
ჩაიმუხლებს. ფარლი იატაკზე აგდია და უაზროდ მისჩერებია
თავის მკლავს, რომლიდანაც გაყინული სისხლი დანებივი-
თაა ამოჩრილი. მცველი ხელებს ჩვეული მოძრაობით დაატა-
რებს მასზე და სწრაფად კურნავს.
როცა მკლავზე სითბო უბრუნდება, ფარლი პირქუშად იცი-
ნის.
– და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერი თავიდან და-
ვიწყოთ, არა?
კალი ხელებს ზურგს უკან იწყობს. ის და მამამისი ერთმა-
ნეთს გადახედავენ და მეფე თავს უქნევს.
– ჰო, ასეა, – ოხრავს კალი და ისევ მყინავს გახედავს,
მაგრამ ის გაგრძელებას ვერ ასწრებს.
– სად არის? – ყვირის ვიღაც საშინელი ხმით და ექო კიბე-
ზე გაისმის.
ამ ხმაზე ევანგელინი სწრაფად მიბრუნდება და კიბის თავ-
ში ავარდება.
– აქა ვარ! – ყვირის ისიც.
როცა კიბეზე პტოლემუს სამოსი ჩამოდის და დას ეხვევა,
თავის შესაკავებლად ხელის მტევანში ფრჩხილებს მაგრად
ვისობ. აი, ისიც, ცოცხალია, სუნთქავს და განრისხებულია.
იატაკზე მიგდებული ფარლი ჩუმად იგინება.
პტოლემუსი მხოლოდ წუთით ყოვნდება და მერე ევანგე-
ლინს გვერდს უვლის, თვალები საშინელი მძვინვარებით
უგიზგიზებს. მის შეჯავშნულ პერანგს მხართან ტყვია მოხვედ-
რია და გახეულა, მაგრამ ქსოვილის ქვეშ კანი უვნებელია.
ჭრილობა გაუმთელეს. საკნისკენ მიიწევს, ხელები ეკრუნჩხე-
ბა. გისოსები ბუდეში ცახცახებენ და ბეტონთან შეხებისას
ჭრიალებენ.
331 მკითხველთა ლიგა
– პტოლემუს, ჯერ არა... – ეუბნება კალი და ხელით იჭერს,
მაგრამ პტოლემუსი ხელს ჰკრავს და მიუხედავად იმისა, რომ
მასზე არანაკლებ ძლიერია, კალი ბორძიკობს.
ევანგელინი ძმას მივარდება.
– არა, ჯერ უნდა ვალაპარაკოთ!
პტოლემუსი მხარს იქნევს და ადვილად იცილებს დას. მას
ევანგელინიც ვერ შეაჩერებს.
გისოსები იბზარება, მისი ძალის გავლენით ჭრიალებენ და
საკანი იღება. მის შეჩერებას მცველებიც ვერ ასწრებენ, იგი
მოქნილი, დამუშავებული მოძრაობებით სწრაფად მიიწევს
წინ. კილორნი და უოლში კედელს ეკვრიან, მაგრამ პტოლე-
მუსი ნამდვილი მტაცებელია, მტაცებლებს კი სუსტებზე ნადი-
რობა სჩვევიათ. მოტეხილი ფეხით ტრისტანს არავითარი შან-
სი არა აქვს, ის ხომ ძლივს მოძრაობს.
– ჩემს დას ვეღარასოდეს შეუქმნით საფრთხეს! –
ღრიალებს პტოლემუსი და მის ძალას დამორჩილებული ფო-
ლადის გისოსი ტრისტანს პირდაპირ მკერდში ერჭობა. მო-
მაკვდავი ხროტინებს, თავისივე სისხლში იხრჩობა, პტოლე-
მუსი კი იღიმება.
როცა მკვლელობის წყურვილით ანთებული კილორნს მი-
უბრუნდება, წინ მივქრივარ.
კანზე ნაპერწკლები მენთება, პტოლემუსს დაკუნთულ კი-
სერში ვავლებ ხელს და მუხტს ვურტყამ. ელექტრობა ძარ-
ღვებში უვლის და მთლად შეშდება. მის უნიფორმაზე ასხმუ-
ლი ლითონი თრთის, ბოლი ასდის და პტოლემუსი თითქოს
ცოცხლად იწვება. მერე ბეტონის იატაკზე მოადენს ზღარ-
თანს, სხეული შოკისგან ისევ უკანკალებს.

332 მკითხველთა ლიგა


– პტოლემუს! – ევანგელინი ხელს ძმის სახისკენ იწვდის.
ჩემი ნაპერწკლები მის ხელზე გადადიან, ის უკან იხევს,
გაავებული მიყურებს და გაცეცხლებული მიტევს:
– როგორ ბედავ!
– შენს ძმას არაფერი უჭირს, – ისეთი ძალის მუხტი არ გა-
მომიყენებია, რომ რამე დაშავებოდა, – როგორც შენ თქვი,
ტყვეების დაკითხვაა საჭირო. მკვდრებს ვეღარაფერში გამო-
ვიყენებთ.
სხვები მიყურებენ და მათ სახეზე ემოციების უცნაური ნაზა-
ვი აღბეჭდილა. გაფართოებული და შიშით სავსე თვალები
აქვთ. კალი, ბიჭი, რომელსაც ვაკოცე, ჯარისკაცი, უხეში ძა-
ლით სავსე, თვალსაც ვერ მისწორებს. მისი სახის გამომეტ-
ყველებას ადვილად ვცნობ: ეს სირცხვილია, მაგრამ არ ვიცი,
რის გამო: იმიტომ, რომ ფარლის ტკივილი მიაყენა, თუ იმი-
ტომ, რომ ვერ აალაპარაკა. კიდევ კარგი, მეივენი მაინც ნორ-
მალურად იქცევა და სევდიანად დაჰყურებს ტრისტანის სხე-
ულს, რომელსაც ჯერ კიდევ სისხლი სდის.
– დედას შეუძლია დილეგში მოგვიანებით ჩამოვიდეს, –
ეუბნება იგი მეფეს, – მაგრამ ზემოთ მყოფ ხალხს უნდა, რომ
თავისი მეფე ნახოს და დარწმუნდეს, მას არაფერი ემუქრება.
ისედაც ბევრი ვერცხლისფერი დაგვეღუპა. მამა, ყველა უნდა
დაამშვიდო. შენც იგივე გმართებს, კალ.
ამას დროის მოსაგებად აკეთებს. უჭკვიანესი მეივენი ცდი-
ლობს მოგვცეს მცირეოდენი შანსი მაინც.
მიუხედავად იმისა, რომ სიმწრის ჟრუანტელი მივლის,
კალს მაინც ვეხები მხარზე, ბიჭს, რომელიც წუხელ მკოცნი-
და. შეიძლება ახლა დამიჯეროს.
– შენი ძმა მართალია, კალ, დაკითხვა მოიცდის.

333 მკითხველთა ლიგა


ჯერ კიდევ იატაკზე ჩამუხლული ევანგელინი კბილებს აღ-
რჭენს.
– სამეფო კარზე პასუხებს მოითხოვენ და არა ნუგეშისცე-
მას! ეს ახლავე უნდა გაკეთდეს! თქვენო უდიდებულესობავ,
სიმართლე ძალით უნდა ამოვგლიჯოთ...
მაგრამ ტიბერიასიც ხვდება, რომ მეივენმა გონივრული
რჩევა მისცა.
– ტყვეები აქ დარჩებიან, – ამბობს ის, – ხვალ კი სიმარ-
თლეს გავარკვევთ.
კალს უფრო მაგრად ვუჭერ ხელს და თითებქვეშ მის დაჭი-
მულ კუნთებს ვგრძნობ. ჩემს შეხებაზე დუნდება, თითქოს
მხრებიდან დიდი ტვირთი მოეხსნა.
მცველები წინ გამოდიან და ფარლის ისევ გავერანებულ
საკანში აგდებენ. ის თვალს არ მაშორებს, აინტერესებს, რა
ჯანდაბის გაკეთებას ვაპირებ.
ნეტავ ვიცოდე.
ევანგელინი ძმას მოათრევს, მის უკან გისოსები ისევ თა-
ვიანთ ადგილს უბრუნდებიან.
– მეტისმეტად სუსტი ხარ, ჩემო პრინცო, – ჩასსისინებს
კალს ყურთან.
თავს ვიკავებ, რომ ისევ კილორნს არ გავხედო და გონება-
ში მისი სიტყვები ჩამესმის: ნუღარ ცდილობ ჩემს დაცვას.
ვერ მოგართვი.
სახელოდან მაკანტოსის სისხლი მწვეთავს და სიარული-
სას ვერცხლისფერ კვალს ტოვებს, სანამ იმ ოთახამდე მი-
ვალთ, სადაც მეფის ტახტი დგას. უშველებელ კარს მცველები
დარაჯობენ, შაშხანები დერეფნისკენ მიუმართავთ. როცა ჩა-
ვუვლით, გაშეშებული დგანან, არ ირხევიან. მათ ნაბრძანები
აქვთ ყველა მოკლან, თუ ამის საჭიროება იქნება. კარს მიღმა
334 მკითხველთა ლიგა
დიდებული დარბაზი სევდისა და მრისხანების გამომხატველი
ხმებითაა სავსე. მინდა ვიგრძნო სულ ოდნავ მაინც, რომ გა-
მარჯვებას მივაღწიეთ, მაგრამ გისოსებს უკან გამომ-
წყვდეული კილორნის გახსენება სასიამოვნო გრძნობას მიქ-
რობს. პოლკოვნიკის შუშისებრი თვალების მოგონებაც მტან-
ჯავს.
კალს ვუახლოვდები, ის ძლივს მამჩნევს, ანთებული თვა-
ლებით იატაკს ჩასჩერებია.
– ბევრი დაიღუპა?
– როგორც ვიცი, ათი, – ბუტბუტებს იგი, – სამი სროლი-
სას, რვა აფეთქების გამო. თხუთმეტი დაჭრილი გვყავს, –
თითქოს საქონელს აღრიცხავდეს და არა ხალხს, – მაგრამ
ყველას უმკურნალებენ.
ის ცერა თითით მანიშნებს მკურნალებზე, რომლებიც დაჭ-
რილებს შორის დარბიან. აქ ორ ბავშვს ვხედავ. დაჭრილების
იქით, მეფის ტახტის წინ, დაღუპულები დაუსვენებიათ. ბელი-
კოს ლეროლანს გვერდით თავისი ტყუპი ვაჟი უწევს, მათ
ცხედრებს აქვითინებული დედა დარაჯობს.
პირზე ხელს ვიფარებ, რომ არ დავიკივლო.
ეს ჩემი სურვილი არ ყოფილა.
მეივენი თავისი თბილი ხელით ჩემსას ჩაბღუჯავს, საზა-
რელ სცენას მარიდებს და ტახტის გვერდით ჩვენთვის გან-
კუთვნილ ადგილზე მივყავარ. კალიც იქვე დგას და ამაოდ
ცდილობს ჩამოიბანოს ხელებიდან წითელი სისხლი.
– ცრემლების დრო დამთავრდა, – გრგვინავს ტიბერიასი
და მუშტებს კრავს, ქვითინი და სრუტუნი ერთდროულად
წყდება, – ახლა დაღუპულებს პატივს მივაგებთ, დაჭრილებს
ვუმკურნალებთ და დაცემულთა გამო შურს ვიძიებთ. მე მეფე
ვარ, მე არასდროს არაფერს ვივიწყებ. არ ვპატიობ. წარსულ-
335 მკითხველთა ლიგა
ში ლმობიერებას ვიჩენდი და ჩვენს წითელ ძმებს შეეძლოთ
სიცოცხლე ღირსეულად, კეთილდღეობაში გაეტარებინათ,
მაგრამ სახეში შეგვაფურთხეს, ჩვენს წყალობაზე უარი თქვეს
და თავსვე დაიტეხეს ყველაზე საშინელი უბედურება.
ის იატაკზე აგდებს წითელ ალამსა და ვერცხლისფერ შუბს,
რომელიც დაცემისას ავის მომასწავებელ სამგლოვიარო
ხმას გამოსცემს. მის ემბლემას – გახლეჩილ მზეს მთელი
დარბაზი დასცქერის.
– ეს სულელები, ეს ტერორისტები, ეს მკვლელები სამ-
სჯავროს წინაშე წარდგებიან და დაიხოცებიან. ვფიცავ ჩემს
გვირგვინს, ჩემს ტახტს, ჩემს შვილებს, ისინი დაიხოცებიან!
აღელვებული ვერცხლისფრებით სავსე დარბაზს ბრაზიანი
ჩურჩული გადაუვლის. ისინი როგორც ერთნი, ისე დგანან,
მიუხედავად იმისა, დაჭრილები არიან თუ არა. სისხლის რკი-
ნისებრ სუნს ლამის ჭკუიდან გადავყავარ.
– ძლიერება! – ღრიალებს ბრბო, – ძალაუფლება! სიკვდი-
ლი!
თვალებგაფართოებული, შეშინებული მეივენი მე მიყუ-
რებს. ვიცი, რასაც ფიქრობს, იმიტომ, რომ თავში მეც იგივე
მიტრიალებს:
ეს რა ჩავიდინეთ!

336 მკითხველთა ლიგა


ჩემს ოთახში ვბრუნდები და ვიხდი აბრეშუმის კაბას, რო-
მელიც აღარაფრად ვარგა, და იატაკზე ვაგდებ. გონებაში მე-
ფის სიტყვები ჩამესმის და ამას ამ საშინელი ღამის მოვლენე-
ბიც ზედ ერთვის. ამ ყველაფერში კილორნის თვალები მოდის
წინ, მწვანე ცეცხლი, რომელიც მიყურებს და მწვავს. უნდა გა-
დავარჩინო, მაგრამ როგორ? ნეტავ ისევ შემეძლოს გარიგე-
ბის დადება და ჩემი თავისუფლება მისაზე გავცვალო. ნეტავ
ყველაფერი ისევ ისეთი მარტივი იყოს. ჯულიანის გაკვეთი-
ლებს ჩემთვის ასეთი მნიშვნელობა არასოდეს შეუძენია, რო-
გორც ახლა: წარსული ბევრად დიდებულია, ვიდრე მომავა-
ლი.
ჯულიანი... ჯულიანი!
დერეფანი სავსეა მცველებით, ყველა მათგანს მომართუ-
ლი იარაღი უჭირავს, მაგრამ შეუმჩნევლად გაძრომ-
გამოძრომის ხელოვნება მეტად დავხვეწე და არც ჯულიანის
ოთახია შორს. იმის მიუხედავად, რომ ძალიან გვიანია, ის
ფხიზლობს და წიგნებში იქექება. გარშემო ყველაფერი იგი-
ვეა, თითქოს არაფერი მომხდარა. შეიძლება არც იცის, მაგ-
რამ მერე მაგიდაზე ვამჩნევ ყავისფერი ლიქიორის ბოთლს,
რომელიც იმ ადგილზე დგას, სადაც, წესით, ჩაიდანი უნდა
იყოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი იცის.
– უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით უნდა ვი-
ვარაუდოთ, რომ გაკვეთილები დროებით აღარ ჩაგვიტარდე-
ბა, – ამბობს წიგნზე დახრილი. თუმცა მას მაინც ხმაურით ხუ-

337 მკითხველთა ლიგა


რავს და ყურადღება ჩემზე გადმოაქვს, – რომ არაფერი
ვთქვათ იმაზე, რომ ძალიან გვიანია.
– თქვენი დახმარება მჭირდება, ჯულიან.
– ეს "მზის აფეთქებას" უკავშირდება? დიახ, უკვე მოუგო-
ნეს მახვილგონივრული სახელი, – ის კუთხეში მდგარ ჩამუ-
ქებულ ეკრანს მაჩვენებს, – რამდენიმე საათია, ახალ ამბებში
მარტო ამას აჩვენებენ. მეფე ხვალ დილით მთელ ქვეყანას
მიმართავს.
მახსენდება, როგორ გადმოსცემდა ფუმფულა ქერა წამ-
ყვანი დედაქალაქზე თავდასხმის ამბავს ერთ თვეზე მეტი ხნის
წინ. მაშინ მხოლოდ რამდენიმე კაცი დაშავდა და მოედანზე
მაინც არეულობა მოხდა. ახლა რაღას იზამენ? რამდენი უდა-
ნაშაულო წითელი დაიღუპება?
– თუ იმ ოთხი ტერორისტის გამო მოხვედი, რომლებიც ამ-
ჟამად სასახლის დილეგში არიან გამოკეტილი? – არ ჩერდე-
ბა ჯულიანი და ჩემს რეაქციას აკვირდება, – უკაცრავად, სამი
ტერორისტიღა დარჩა. პტოლემუს სამოსი თავის რეპუტაციას
ნამდვილად ამართლებს.
– ისინი ტერორისტები არ არიან, – ვპასუხობ მშვიდად,
ვცდილობ არ ავფეთქდე.
– ტერორიზმის განმარტება ხომ არ გაჩვენო, მერ? – მე-
კითხება ირონიულად, – შეიძლება სამართლიანი მიზანი
აქვთ, მაგრამ მეთოდები... გარდა ამისა, მნიშვნელობა არა
აქვს, შენ რას ამბობ, – ის ისევ ეკრანზე მანიშნებს, – მათ სი-
მართლის თავიანთი ვერსია აქვთ და ხალხიც მხოლოდ ამას
მოისმენს.
კბილებს მტკივნეულად ვაჭერ ერთმანეთს.
– დამეხმარებით თუ არა?

338 მკითხველთა ლიგა


– თუ აქამდე არ შეგინიშნავს, მე მასწავლებელი და ერ-
თგვარად საზოგადოებიდან განკვეთილიც ვარ. აბა, მე რო-
გორ უნდა დაგეხმარო?
– გთხოვთ, ჯულიან, – ვგრძნობ, რომ ჩემი უკანასკნელი
შანსი მისხლტება, – თქვენ მომღერალი ხართ, შეგიძლიათ
დაელაპარაკოთ მცველებს, ნებისმიერი რამის გაკეთება
აიძულოთ. ტყვეების გათავისუფლებაც შეგიძლიათ.
მაგრამ ჯულიანს წარბი არ შეუხრია, მშვიდად წრუპავს
ლიქიორს. არც კი იჭყანება, როგორც ეს კაცებს სჩვევიათ.
ალკოჰოლის სიმძაფრე მისთვის ჩვეული რამ არის.
– ხვალ მათ დაჰკითხავენ და როგორი სიმტკიცეც უნდა გა-
მოიჩინონ და რამდენ ხანსაც უნდა გაუძლონ, სიმართლე მა-
ინც გაირკვევა, – ნელა ვიღებ ჯულიანის ხელს, მისი ქაღალ-
დისგან გაუხეშებული თითები მიჭირავს, – ეს ჩემი გეგმა იყო.
მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, – საჭირო არ არის მეივენის შესა-
ხებაც გაიგოს. ეს კიდევ უფრო გააბრაზებს.
ეს ნახევრად ტყუილი თავის საქმეს აკეთებს, ამას ჯუ-
ლიანის თვალებში ვხედავ.
– შენ? ეს შენი გაკეთებულია? – მას ენა ებმის, – სროლა,
აფეთქება...
– ბომბი... გათვალისწინებული არ ყოფილა.
ბომბი საშინელება იყო.
მას თვალები უვიწროვდება და ვხვდები, რომ გონებაში
რაღაცას წონის. მერე ერთბაშად მიტევს:
– ხომ გითხარი, არაფერში გაერიო-მეთქი! – მაგიდას
მუშტს ურტყამს, ასეთი გაბრაზებული არასოდეს მინახავს, –
და ახლა, – ოხრავს იგი და ისე ნაღვლიანად მიყურებს, რომ
გული მტკივა, – ახლა უნდა ვუყურო, როგორ იღუპები?
– თუ ისინი გაიქცევიან...
339 მკითხველთა ლიგა
ის დარჩენილ სასმელს ერთ ყლუპად სვამს, მერე ხელს იქ-
ნევს, ჭიქა იატაკზე იმსხვრევა და შეშინებული ლამის შევხტე.
– და მე რაღა მეშველება? ყველა კამერა რომც გამოვრთო
და მცველებს გონებიდან ყველაფერი ამოვუშალო, რაც ჩვენ-
ზე მიანიშნებს, დედოფალი მაინც გაიგებს, – ის თავს გააქ-
ნევს და ოხრავს, – ამის გამო თვალებს დამთხრის.
და ჯულიანი ვეღარაფერს წაიკითხავს. ეს როგორ უნდა
ვთხოვო?
– მაშინ დაე, მოვკვდე, – სიტყვები ყელში მეჩხირება, –
მათსავით ვიმსახურებ ამას.
ის ჩემს სიკვდილს ვერ დაუშვებს, ეს გამორიცხულია. მე
პატარა ელვა-გოგონა ვარ და სამყაროს შევცვლი.
როცა ისევ ლაპარაკობს, უსიცოცხლო ხმა აქვს:
– მათ ჩემი დის დაღუპვა თვითმკვლელობად შერაცხეს, –
ის ნელა ისვამს თითებს მაჯაზე და ძველ მოგონებებში ეფლო-
ბა, – ცრუობდნენ და მე ეს ვიცოდი. კი, ბუნებით ნაღვლიანი
იყო, მაგრამ ასეთ რამეს არასოდეს იზამდა. მას ხომ კალი და
ტიბე ჰყავდა. ის მოკლეს და მე არაფერი ვთქვი. მეშინოდა და
სამარცხვინო ბრალდებაზე ვერაფერი ვუპასუხე. იმ დღის შემ-
დეგ ჩემი დანაშაულის გამოსყიდვას ვცდილობ, ამ საზიზღარი
სამყაროს ჩრდილს ვარ შეფარებული და ველი, როდის დად-
გება ის დრო, როცა მის გამო შურს ვიძიებ, – ჯულიანი თავს
სწევს და თვალებში ცრემლები უბრწყინავს, – ალბათ, ეს
კარგი დასაწყისი იქნება.
გეგმის მოსაფიქრებლად ჯულიანი დიდხანს არ ფიქრობს.
მხოლოდ მაგნეტრონი და რამდენიმე გამორთული კამერა
გვჭირდება და საბედნიეროდ, მიუღწეველი ჩემთვის არც ერ-
თი არ არის.

340 მკითხველთა ლიგა


ლუკასს ვუხმობ და ორი წუთიც არ გადის, რომ ოთახის
კარზე მიკაკუნებს.
– რით დაგეხმაროთ, მერ? – მეკითხება ჩვეულებრივზე
უფრო აფორიაქებული. ვიცი, რომ მისთვის ადვილი არ იქნე-
ბოდა იმის ყურება, თუ როგორ "გასაუბრებას" გაუმართავდა
დედოფალი მსახურებს. ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც ვერ
შემატყობს, როგორ ვკანკალებ.
– მომშივდა, – დაზეპირებული სიტყვების თქმა მოსალოდ-
ნელზე ადვილად გამომდის, – ხომ იცი, ვახშამი არ გამართუ-
ლა და მაინტერესებდა...
– მზარეული ხომ არა ვარ? ვინმე ისეთი უნდა გამოგეძა-
ხათ, ვინც სამზარეულოში მუშაობს, ეს მათი საქმეა.
– მე მხოლოდ... იცი, რა, მგონი, იმის დრო არ არის, რომ
მსახურებმა აქეთ-იქით იხეტიალონ. ხალხი ჯერ კიდევ ძალი-
ან გაღიზიანებულია და არ მინდა დაშავდეს ვინმე იმიტომ,
რომ ვახშამი ვერ ვჭამე. შენ მხოლოდ გამაცილე, ესაა და ეს.
ვინ იცის, იქნებ ნამცხვარიც შეგხვდეს.
ლუკასი გოგოსგან თავგაბეზრებული ყმაწვილივით ოხ-
რავს და ხელს მიწვდის. მეც ხელს ვუწვდი, თან დერეფანში
კამერებს ვუყურებ და ვთიშავ.
მაშ, ასე, იწყება.
თავს უხერხულად უნდა ვგრძნობდე, რომ ლუკასს ვიყენებ,
თანაც, საკუთარი გამოცდილებით ვიცი, როგორია, როცა
შენს გონებას ვინმე თავის ნებაზე ათამაშებს, მაგრამ ამას კი-
ლორნის გადასარჩენად ვაკეთებ. ლუკასი ისევ ბუზღუნებს,
როცა ჯულიანს ვეჩეხებით.
– ლორდ ჯეიკოს... – იწყებს ლუკასი და თავს ხრის, მაგრამ
ჯულიანი ნიკაპში ჩაავლებს ხელს ისეთი სწრაფი მოძრაობით,
რომ მისგან ვერც წარმომედგინა. სანამ ლუკასი რამეს გაიაზ-
341 მკითხველთა ლიგა
რებდეს, ჯულიანი თვალებში ჩაჰყურებს და ბრძოლა მანამდე
მთავრდება, სანამ დაიწყება.
ლუკასს ყურში მისი დათაფლული, კარაქივით რბილი და
რკინასავით მტკიცე ხმა ჩაესმის:
– მსახურებისათვის განკუთვნილი დერეფნის გავლით საკ-
ნებთან ისე მიგვიყვანე, ვერავინ შეგვამჩნიოს. არაფერი
დაიმახსოვრო.
მუდამ ხალისიანი და ხუმარა ლუკასი უცნაურ, ნახევრად
დაჰიპნოზებულ მდგომარეობაში ვარდება. თვალები შუშასა-
ვით აქვს და ვერ ამჩნევს, როგორ ართმევს ჯულიანი პისტო-
ლეტს, მაგრამ ჩვეულებრივად მიდის და დერეფნების ლაბი-
რინთებში ჩვენ მივყავართ. ყოველ მოსახვევში ელექტრონუ-
ლი თვალების მზერას ველოდები და ერთიმეორის მიყოლე-
ბით ვთიშავ. ჯულიანი იმავეს უკეთებს მცველებს, აიძულებს
დაგვივიწყონ, როცა ჩავუვლით. ერთად დაუმარცხებელ
გუნდს ვქმნით და ცოტა ხანში დილეგში ჩამავალი კიბის თავ-
ში ვდგავართ. ქვემოთ ბევრი მცველი იქნება და მათთან და-
მოუკიდებლად გამკლავებას ჯულიანი ვერ შეძლებს.
– ერთი სიტყვაც არ თქვა, – ჩასჩურჩულებს ჯულიანი ლუ-
კასს და ისიც თანხმობით უქნევს თავს.
ახლა ჩემი ჯერია, რომ წინ გავუძღვე მათ. ველი, რომ შემე-
შინდება, მაგრამ სუსტი განათება და გვიან ღამით ხეტიალი
უკვე ნაცნობი ვითარებაა. ეს ყველაზე კარგად გამომდის –
სადმე შეპარვა, ტყუილების თქმა და ქურდობა.
– ვინ მოდის? თქვენი სახელი და მოსვლის მიზეზი? – გვიყ-
ვირის ერთ-ერთი მცველი. მის ხმას ვცნობ – გლიაკონია, მყი-
ნავი ქალი, რომელმაც ფარლი აწამა. იქნებ ჯულიანი დავარ-
წმუნო, რომ კლდიდან გადაშვება შთააგონოს.

342 მკითხველთა ლიგა


წელში ვიმართები, რათა სრული სიმაღლით გამოვჩნდე,
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ჩემი კილო და ხმაა:
– მე ქალბატონი მარინა ტიტანოსი ვარ, პრინც მეივენის
საცოლე, – მივუგდებ მცველს და კიბეზე რაც შეიძლება მედი-
დურად ჩავდივარ, ელარასა და ევანგელინს ვბაძავ და ცივი,
მკაცრი ხმა მაქვს. ძლიერება და ძალაუფლებაც ჩემს ხელ-
თაა, – ხოლო მოსვლის მიზეზებს მცველებთან არ განვიხი-
ლავ.
ჩემს დანახვაზე ოთხივე მცველი შეკითხვის გამომხატვე-
ლი სახეებით გადახედავს ერთმანეთს. ერთი მათგანი, ღო-
რისთვალება ზორბა კაცი, მკაცრად მათვალიერებს. გისო-
სებს უკან კილორნი და უოლში წამოხტნენ. კუთხეში მიმჯდა-
რი ფარლი არ ინძრევა, ხელები მუხლებზე აქვს შემოხვეული.
წამით მგონია, რომ სძინავს, სანამ არ ამოძრავდება და მისი
ლურჯი თვალები შუქს არ აირეკლავენ.
– ეს აუცილებლად უნდა ვიცოდე, ქალბატონო, – მეუბნება
გლიაკონი მობოდიშე ხმით. ის თავს უკრავს ჯულიანსა და
ლუკასსაც, რომლებიც კიბეზე მომყვებიან, – ეს თქვენ ორსაც
გეხებათ.
– პირადად მინდა გასაუბრება ამ... – ხმაში რაც შეიძლება
მეტ ზიზღს ვაქსოვ. ეს არც ისე ძნელია, როცა ღორისთვალება
მცველი ასე ახლოს მიდგას, – არსებებთან. შეკითხვები
გვაქვს, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს, და ბოროტმოქმე-
დებაც უნდა ვაზღვევინოთ. ხომ ასეა, ჯულიან?
ჯულიანი თავის როლს კარგად ასრულებს და დამცინავად
იღიმება.
– ადვილად ავამღერებთ.

343 მკითხველთა ლიგა


– ეს შეუძლებელია, ქალბატონო, – ღრუტუნებს ღორის-
თვალება ჰარბორ-ბეის მოუხეშავი კილოთი, – ნაბრძანები
გვაქვს, რომ მთელი ღამე აქ ვიდგეთ და არავინ გავატაროთ.
ერთხელ სოფელში ერთმა ბიჭმა გახრწნილი კეკლუცი მი-
წოდა, რადგან მოვხიბლე და მშვენიერი ფეხსაცმელები დავ-
ტყუე.
– ჩემი სტატუსი კარგად იცით, ხომ ასეა? მალე პრინცესა
ვიქნები და ჩემი კეთილგანწყობა კი ძალიან საჭირო რამ
არის. გარდა ამისა, წითელ ვირთხებს ერთი მტკივნეული გაკ-
ვეთილი უნდა ჩავუტაროთ.
ღორისთვალება ბრიყვულად ახამხამებს თვალებს და ჩემს
ნათქვამზე ფიქრობს. ჯულიანიც აქვეა იმ შემთხვევისთვის, თუ
მისი ტკბილი სიტყვები დამჭირდება. ორ წამში ღორისთვალე-
ბა თავს მიკრავს და სხვებს ხელს აუქნევს.
– ხუთ წუთს გაძლევთ.
ისე ფართოდ ვიღიმები, სახე მტკივა, მაგრამ ეგ არაფერი.
– დიდად გმადლობთ. ყოველი თქვენგანის წინაშე ვალში
ვარ.
ერთრიგად ეწყობიან და ფეხების ფრატუნით გადიან. რო-
გორც კი კიბის თავს მიაღწევენ, თავს იმის ნებას ვაძლევ,
რომ იმედი გამიჩნდეს. ხუთი წუთი სრულიად საკმარისი იქნე-
ბა.
კილორნი ლამის გისოსებს შემოახტეს, ერთი სული აქვს,
საკნიდან როდის გამოვა, უოლში კი ფარლის აყენებს ფეხზე,
მაგრამ ადგილიდან არ ვიძვრი. ჯერ არ ვაპირებ მათ გათავი-
სუფლებას.
– მერ... – ჩურჩულებს ჩემი ყოყმანით დაბნეული კილორ-
ნი, მაგრამ ისე ვუყურებ, რომ ჩუმდება.

344 მკითხველთა ლიგა


– ბომბი, – გონებაში კვამლი და ცეცხლი მიტრიალებს და
ისევ ის წამი მახსენდება, სამეჯლისო დარბაზი რომ აფეთქდა,
– ბომბზე მომიყევი.
ველი, რომ ბოდიშებს მომაყრიან, პატიებას შემევედრები-
ან, მაგრამ ამის ნაცვლად ერთმანეთს უაზროდ გადახედავენ.
თვალებანთებული ფარლი გისოსებისკენ იხრება.
– მაგაზე არაფერი ვიცი, – ძლივს გასაგონად ჩურჩულებს
ის, – ამის ნებართვა არავისთვის მიმიცია. ორგანიზებული
თავდასხმა უნდა ყოფილიყო, კონკრეტული სამიზნეებით.
ჩვენ არ ვხოცავთ შემთხვევით ადამიანებს, რომელთა მკვლე-
ლობას აზრი არა აქვს.
– დედაქალაქში და სხვაგან მომხდარ აფეთქებებზე რაღას
იტყვი?
– მაგ შენობებში არავინ იყო, არავინ დაღუპულა, ყოველ
შემთხვევაში, ჩვენ გამო, – მშვიდად ამბობს ფარლი, – გეფი-
ცები, მერ, ამ ამბავთან არაფერ შუაში ვართ.
– ნუთუ მართლა ფიქრობ, რომ ჩვენს ყველაზე დიდ იმედს
ავაფეთქებდით? – ამატებს კილორნი. კითხვა არ მჭირდება,
ისედაც ვიცი, მე მგულისხმობს.
ბოლოს ჯულიანს ვუქნევ თავს.
– გახსენი საკანი, ოღონდ ჩუმად, – ჩურჩულებს ლუკასის
სახეზე ხელებმიდებული ჯულიანი.
მაგნეტრონი ემორჩილება და გისოსებს ასო O-ს ფორმით
გრეხს, იმდენად ფართოდ, რომ ტყვეები გამოეტიონ. პირვე-
ლი უოლში გამოდის, გაკვირვებულს თვალები უფართოვდე-
ბა. მას კილორნი მოჰყვება, თან გამოსვლაში შველის ფარ-
ლის, რომელსაც ხელი უსიცოცხლოდ ჰკიდია – მკურნალი აქ
არ შეხებია.

345 მკითხველთა ლიგა


კედლისკენ ვანიშნებ და ისინიც თაგვებივით უხმაუროდ
მიაბიჯებენ ქვის იატაკზე. უოლში ტრისტანის ცხედარს გახე-
დავს, ისევ რომ აგდია უსიცოცხლოდ საკანში, მაგრამ ფარ-
ლის არ შორდება. ჯულიანი მათ ლუკასს უყენებს უკან და
თვითონ გათავისუფლებული ტყვეების გასწვრივ კიბის ბაქან-
ზე დგება.
მე მეორე მხარეს გავდივარ და კილორნს ვუდგები გვერ-
დით. იმის მიუხედავად, რომ ღამე მკვდართან ერთად გაატა-
რა საკანში, მისგან მაინც სახლის სუნი მოდის.
– ვიცოდი, რომ მოხვიდოდი, – ჩამჩურჩულებს იგი, – ვი-
ცოდი!
მაგრამ ქათინაურებისა და ზეიმის დრო არა გვაქვს, სანამ
აქედან უვნებლად არ გავლენ.
კიბის თავში მდგარი ჯულიანი თავს მიქნევს. ის მზადაა.
– მცველო გლიაკონ, ერთი წუთით, თუ შეიძლება, – ავყვი-
რი კიბეს და ამით ხაფანგში მორიგ სატყუარას ვდებ. ფეხის
ხმაზე ვხვდები, რომ გაება.
– გისმენთ, ქალბატონო!
როცა ჩამოდის, მაშინვე გაღებულ საკანს შეხედავს და
გაკვირვებული ოხრავს ნიღბის მიღმა, მაგრამ ჯულიანი ძა-
ლიან სწრაფია.
– გასული იყავი და რომ დაბრუნდი, ასეთი ვითარება დაგ-
ხვდა. ჩვენ არ გახსოვართ. ერთ-ერთ მათგანს დაუძახე, ჩამო-
ვიდეს, – ბუტბუტებს ის, მისი ხმა საზარელი სიმღერაა.
– მცველო ტაიროს, მჭირდები! – ამბობს გათიშული
გლიაკონი.
– ახლა დაიძინე.
ის მანამდე ეცემა, სანამ ჯულიანი ბოლო სიტყვას დაამთავ-
რებს, მაგრამ იგი მცველს იჭერს და ფრთხილად აწვენს. ეს
346 მკითხველთა ლიგა
ყველაფერი კილორნზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და
გაოცებული ოხრავს, ამით კმაყოფილი ჯულიანი თავს ოდნავ
ჩაღიმების უფლებას აძლევს.
შემდეგი ტაიროსი ჩამოდის კიბეზე, დაბნეულია, მაგრამ
მზადაა გვემსახუროს. ჯულიანი იმავეს აკეთებს, რამდენიმე
წამში მღერის ბრძანებებს. არ ველოდი, რომ მცველები ასე-
თი სულელები იქნებოდნენ, მაგრამ ეს გასაგებია: მათ ბავ-
შვობიდან ავარჯიშებენ საბრძოლო ხელოვნებაში და ლოგიკა
თუ ინტელექტი მათთვის უცხო ხილია.
მაგრამ ბოლო ორი მცველი, ღორისთვალება და მკურნა-
ლი, იოლად მოსატყუებელი არ აღმოჩნდნენ. როცა ტაიროსი
იხმობს და კანის მკურნალს ჩამოსვლას უბრძანებს, ისინი ერ-
თმანეთს რაღაცას ეუბნებიან.
– მალე მორჩებით, ქალბატონო ტიტანოს? – ეჭვით მეძა-
ხის ღორისთვალება.
სწრაფად მოვისაზრებ და ვპასუხობ:
– დიახ, უკვე მოვრჩით. თქვენი მეგობრები პოსტებს დაუბ-
რუნდნენ, მინდა დავრწმუნდე, რომ თქვენც იმავეს იზამთ.
– ო, მართლა? ასეა, ტაიროს?
ჯულიანი ელვისებურად იხრება მძინარე ტაიროსისკენ,
თვალებს უღებს და ქუთუთოებს ხელით უჭერს.
– უთხარი, რომ პოსტზე დაბრუნდი. თქვი, რომ ქალბატონი
საქმეს მორჩა.
– ჩემს პოსტს დავუბრუნდი, – მონოტონური ხმით ამბობს
ტაიროსი. იმედია, გრძელი კიბე და ქვის კედლები ექოს შეც-
ვლიან, – ქალბატონი საქმეს მორჩა.
– ძალიან კარგი, – ბურტყუნებს ღორისთვალება.
საფეხურებზე ფეხების ტყაპუნი გაისმის, ერთად ჩამოდიან.
ორნი. ჯულიანი მათ მარტო ვერ გაუმკლავდება. ვგრძნობ,
347 მკითხველთა ლიგა
როგორ იძაბება ჩემ უკან კილორნი, ხელებს მუშტავს და ყვე-
ლაფრისთვის მზად არის. ცალი ხელით კედლისკენ ვუბიძგებ,
მეორეზე კი თეთრი ნაპერწკლები მიციმციმებს.
სწორედ მაშინ, როცა უნდა გამოჩნდნენ, ფეხის ხმა წყდე-
ბა. მათ ვერც მე ვხედავ და ვერც ჯულიანი, მაგრამ ღორის-
თვალება ძაღლივით ქშინავს. მკურნალიც იქვეა ჩასაფრებუ-
ლი, სადაც ჩვენ ვერ მივწვდებით. სრულ სიჩუმეში ყველას
გვესმის შაშხანის გაჩხაკუნება.
ჯულიანს თვალები უფართოვდება, მაგრამ უკან არ იხევს,
ცალ ხელს მცველისთვის ართმეულ პისტოლეტს უჭერს. ლა-
მის სუნთქვაც შევიკავო, რადგან ვიცი, რომ წკიპზე ვართ.
თითქოს კედლები ვიწროვდება და გვამწყვდევს ქვის კუბოში,
საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია.
ძალიან მშვიდად ვარ, როცა კიბეზე ავდივარ და ნაპერ-
წკლებიან ხელს ზურგს უკან ვმალავ. ნებისმიერ წამს ველი,
რომ ტყვიებს დამახლიან და ტკივილს ვიგრძნობ, მაგრამ
მსგავსი არაფერი ხდება. სანამ აშკარა მიზეზს არ მივცემ, არ
მესვრიან.
– რამე პრობლემაა, მცველებო? – მკაცრად ვეკითხები
მათ და ისე ვწევ წარბს, როგორც ევანგელინის სახეზე ძალი-
ან ბევრჯერ მინახავს. ნელა ვდგამ ზემოთ კიდევ ერთ ნაბიჯს,
რათა ორივე კარგად გამოჩნდეს. გვერდიგვერდ დგანან და
თითი ორივეს სასხლეტზე უდევს, – კარგი იქნება, თუ შაშხა-
ნებს არ მომიშვერთ.
ღორისთვალება დაჟინებით მიყურებს, მაგრამ ეს სულაც
არ მაკრთობს. მე ქალბატონი ვარ და ქალბატონივით უნდა
მოვიქცე.
– თქვენი მეგობარი სადღაა?

348 მკითხველთა ლიგა


– ო, ახლავე მოვა. ერთ-ერთ ტყვეს გრძელი ენა აქვს და
დამატებითი ყურადღების გამოჩენა გახდა საჭირო, – ტყუილი
უკვე ძალიან ადვილად გამომდის. ვარჯიში მართლაც ძალიან
სასარგებლოა.
ღორისთვალება ფართოდ იღიმება და შაშხანას ოდნავ და-
უშვებს.
– იმ კახპას გულისხმობთ, სახეზე ნაიარევი რომ აქვს? მეც
იძულებული გავხდი, მისთვის ჩემი ხელის შესაძლებლობები
მეჩვენებინა, – ხითხითებს იგი. სიცილში ავყვები და ვფიქ-
რობ, რას უზამდა ელვა მის დიდ, უფერულ თვალებს.
ახლოს რომ მივდივარ, კანის მკურნალი ცალ ხელს ლი-
თონის მოაჯირს ადებს და გზას მიღობავს. მეც იმავეს ვაკე-
თებ. მოაჯირი ცივია, მაგარი. ნუ იჩქარებ, ვაფრთხილებ საკუ-
თარ თავს და ნაპერწკლებიან ხელში საჭირო ენერგიას მივ-
მართავ. ვერც დაწვავს და ვერც იარებს გაუჩენს, მაგრამ
ორივეს ჭკუას ასწავლის. თითქოს ნემსში ძაფს ვუყრი და მარ-
თლაც დახელოვნებული მკერავივით გამომდის.
ჩემ ზემოთ მდგარი მკურნალი მეგობართან ერთად არ
იცინის. ელვარე ვერცხლისფერი თვალები აქვს და ნიღბითა
და ალისფერი მოსასხამით ღამეული კოშმარიდან გადმოსულ
დემონს ჰგავს.
– ზურგს უკან რა გაქვთ? – სისინებს ნიღაბს მიღმა.
მხრებს ვიჩეჩ და კიდევ ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები.
– არაფერი, მცველო სკონოს.
– ტყუილია! – გამოცრის იგი კბილებში.
ერთდროულად ვრეაგირებთ და მაშინვე მოქმედებაზე გა-
დავდივართ – მისი ტყვია მუცელში მხვდება, მაგრამ ჩემი
ელექტრული მუხტი ლითონის მოაჯირს გაივლის, ზემოთ
ადის და პირდაპირ მკურნალის ტვინს სწვდება. ღორისთვა-
349 მკითხველთა ლიგა
ლება ყვირის და შაშხანას ისვრის. ტყვია ოდნავ მცდება და
კედელს ხვრეტს. აი, მე კი არ ვაცილებ და ზურგს უკან დამა-
ლულ ელექტრულ მუხტს მათრახივით ვურტყამ. ორივე უგ-
რძნობლად ცურდება კიბეზე და კუნთები შოკისგან უთრთით.
და მეც ვეცემი.
უცებ გავიფიქრებ, ნეტავ ქვის იატაკი თავის ქალას თუ
ჩამიმტვრევს-მეთქი. მგონი, სისხლისგან დაცლას ეგ უნდა
სჯობდეს, მაგრამ ვიღაცის გრძელი ხელები მიჭერენ.
– კარგად იქნები, მერ, – ჩურჩულებს კილორნი, მუცელზე
ხელს მადებს და სისხლდენის შეჩერებას ცდილობს. ბალახი-
ვით მწვანე თვალები აქვს. სამყარო სიბნელეში იძირება, მაგ-
რამ მათ კარგად ვხედავ, – ისეთი არაფერია.
– ეს ჩაიცვით! – ეუბნება ჯულიანი სხვებს. ფარლი და
უოლში გვერდით ჩამირბენენ, რათა ალისფერი მოსასხამები
და ნიღბები მოირგონ, – შენც!
ის ძალიან ჩქარობს და კილორნს ისეთი ძალით მაშო-
რებს, ლამის ოთახის მეორე ბოლოში მოისვრის.
– ჯულიან... – ვხრიალებ მე და ვცდილობ წავავლო ხელი.
მადლობა უნდა გადავუხადო.
მაგრამ ის უკვე შორსაა და წაქცეული მკურნალისკენ იხ-
რება. თვალებს უხელს, უმღერის და გაღვიძებას უბრძანებს.
რამდენიმე წამში თავზე მკურნალი მადგას და ხელს ჭრილო-
ბაზე მადებს. სულ ცოტა ხანში სამყარო ბინდისგან იწმინდე-
ბა. კუთხეში მდგარი კილორნი შვებით ამოისუნთქავს და მო-
სასხამს იხურავს.
– მასაც უმკურნალოს, – მივუთითებ ფარლიზე. ჯულიანი
თავს მიქნევს და მკურნალს მისკენ წარმართავს. ხმამაღალი
ტკაცანი გაისმის და მხარი თავის ადგილას ჯდება.

350 მკითხველთა ლიგა


– დიდად დამავალეთ, – ამბობს ფარლი და სახეზე ნიღაბს
იკეთებს.
უოლში თავზე გვადგას, ნიღბით ხელში. წაქცეულ მცვე-
ლებს პირდაღებული დაჰყურებს.
– მკვდრები არიან? – შეშინებული ბავშვივით ჩურჩულებს
ის.
ჯულიანი ღორისთვალებასთვის სიმღერას ამთავრებს და
ამოგვხედავს.
– არა, რამდენიმე საათში გაიღვიძებენ და თუ გაგიმარ-
თლებთ, მანამდე თქვენს გაქცევას ვერავინ შეიტყობს.
– რამდენიმე საათი საკმარისი იქნება, – ფარლი უოლშს
სილას აწნავს და ისევ რეალობაში აბრუნებს, – გამოფხიზ-
ლდი, გოგონა, ამაღამ ბევრი სირბილი მოგვიწევს.
ბოლო რამდენიმე დერეფანს სწრაფად გავდივართ. მიუხე-
დავად ამისა, მაინც ძალიან მეშინია, სანამ კალის გარაჟში არ
აღმოვჩნდებით. პირდაღებული ლუკასი ქაღალდივით ადვი-
ლად ხვრეტს ლითონის კარს და ბნელი ღამე გვეგებება.
ჩემდა გასაკვირად, უოლში მეხუტება.
– არ ვიცი, ეს როგორ მოხდება, – ბუტბუტებს იგი, – მაგ-
რამ იმედია, ერთ დღესაც დედოფალი გახდები. წარმოიდგი-
ნე, რამდენი რამის გაკეთებას შეძლებ. წითელი დედოფალი.
კარგად ვიცი, რომ ეს შეუძლებელია და მეღიმება.
– სისულელეს ნუ ამბობ. წადი.
ფარლი ისეთი გულჩვილი არაა, რომ ჩამეხუტოს, მაგრამ
მხარზე ხელს მაინც მითათუნებს.
– ჩვენ ისევ შევხვდებით, თანაც, მალე.
– იმედია, არა ასეთ ვითარებაში.
ფარლი ფართოდ იღიმება და კბილებს აელვებს. ვხვდები,
რომ ნაიარევის მიუხედავად, ძალიან ლამაზია.
351 მკითხველთა ლიგა
– არა ასეთ ვითარებაში, – იმეორებს იგი, სანამ უოლშთან
ერთად ღამის სიბნელეში გავიდოდეს. მათ კილორნი მიჰყვე-
ბა.
– ვიცი, რომ ჩვენთან ერთად წამოსვლას ვერ მოგთხოვ, –
ბუტბუტებს ის, თან თავის ნაიარევ ხელებს დაჰყურებს. თი-
თოეული ეს ნაკაწრი ზეპირად ვიცი. მე შემომხედე, შე სულე-
ლო.
ვოხრავ და ვუბიძგებ გასასვლელისკენ, რომლის მიღმაც
თავისუფლება ელის.
– საერთო საქმისთვის აქა ვარ საჭირო. შენც აქ გჭირდები.
– რა მჭირდება და რა მინდა, ეს ორი რამ ერთმანეთისგან
ძალიან განსხვავდება.
გაცინება მინდა, მაგრამ არაფრის თავი არა მაქვს.
– ჩვენთვის ეს დასასრული არ არის, მერ, – ბუტბუტებს კი-
ლორნი და მაგრად მეხვევა, მერე ჩუმი სიცილისგან გულ-
მკერდი უთახთახებს, – წითელი დედოფალი. ყურს კარგად
ხვდება.
– მოშორდი აქაურობას, სულელო, – ასე გულიანად და,
იმავდროულად, სევდიანად არასოდეს გამღიმებია.
ის კიდევ ერთხელ შემომხედავს, მერე ჯულიანს უკრავს
თავს და სიბნელეში გადის. მის უკან ლითონის კარი ისევ იკ-
ვრება და ჩემს მეგობრებს ვეღარ ვხედავ. არ მინდა ვიცოდე,
სად მიდიან.
ჯულიანს ძალით მივყავარ, მაგრამ ხანგრძლივი გამომ-
შვიდობების გამო არ მსაყვედურობს. მგონი, ლუკასზე უფრო
დარდობს, რომელიც ძილ-ბურანშია და უკვე დორბლიც ჩა-
მოსდის.

352 მკითხველთა ლიგა


ღამეა და მესიზმრება, თითქოს სიბნელეში ჩემი ძმა, შეიდი
მოდის ჩემთან სტუმრად. მაგრამ როცა თვალს დავახამხამებ,
ქრება და გონება იმას ჩამყვირის, რაც უკვე ვიცი: "შეიდი
მკვდარია".
დილით ფეხის ხმა და ბრახუნი მაღვიძებს და ლოგინში წა-
მომჯდარი ველი, რომ კალს დავინახავ, მცველებს ან გამხე-
ცებულ პტოლემუსს, რომელიც მზადაა გამგლიჯოს იმის გამო,
რაც ჩავიდინე, მაგრამ ესენი მხოლოდ მოახლეები არიან, კა-
რადაში იქექებიან. ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად საქმიანო-
ბენ და მოურიდებლად ყრიან იატაკზე ჩემს ტანსაცმელს.
– რა ხდება?
კარადაში თავშერგული გოგონები შეშდებიან. მერე თავს
მიკრავენ, ხელში აბრეშუმისა და სელის სამოსი უჭირავთ. ახ-
ლოს მივდივარ და ვხედავ, რომ ფეხებთან ტყავის ჩემოდნები
უწყვიათ.
– სადმე მივდივართ?
– ბრძანება გვაქვს, ქალბატონო, – თვალდახრილი მეუბ-
ნება ერთ-ერთი, – მხოლოდ ის ვიცით, რაც გვითხრეს.
– რა თქმა უნდა. კარგი, მაშინ ახლავე ჩავიცვამ, – ყველა-
ზე ახლოს ჩამოკიდებულ ტანსაცმელს დავწვდები იმ იმედით,
რომ რაღაცას მაინც გავაკეთებ დამოუკიდებლად, მაგრამ მო-
ახლეები მასწრებენ.
ხუთი წუთის შემდეგ მაკიაჟიც გაკეთებული მაქვს და მზად
ვარ. უცნაური ტყავის შარვალი და ფურჩალებიანი ბლუზა
მაცვია. არადა, ყველაფერს მერჩივნა, ჩემი სავარჯიშო კომბი-
353 მკითხველთა ლიგა
ნეზონი ჩამეცვა, მაგრამ სავარჯიშო დარბაზის გარეთ მისი
ჩაცმა აქ მიღებული არ არის.
– ლუკას! – გავძახი ცარიელ დერეფანს, ველი, რომ ნიში-
დან გამოყოფს თავს.
მაგრამ ის არსად ჩანს, ამიტომ ეტიკეტის გაკვეთილზე მივ-
დივარ და თან, ველი, რომ ლუკასი ახლა მაინც გადამიჭრის
გზას. როცა ასეც არ ხდება, შიში მეპარება. ჯულიანმა წუხან-
დელი ღამე დაავიწყა, მაგრამ შეიძლება ლუკასს რაღაც მაინც
ამოუტივტივდა გონებაში. შეიძლება დაკითხვაზეა ან უკვე და-
საჯეს იმ ღამის გამო, რომელიც არ ახსოვს, იმის გამო, რის
ჩადენაც აიძულეს.
მაგრამ მარტო ყოფნა დიდხანს არ მიწევს – აგერ მეივე-
ნიც, ტუჩებზე მხიარული ღიმილი დასთამაშებს.
– ადრე ამდგარხარ, – ჩემკენ იხრება და ჩურჩულით მეუბ-
ნება, – იმის მიუხედავად, რომ გვიან დაწექი.
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობ, – ვცდილობ უმანკო ხმით
ვუპასუხო.
– ტყვეები გაიპარნენ, სამივე გაქრა.
ხელს გულზე ვიდებ და კამერების დასანახად გაოგნებულ
სახეს ვიღებ.
– ჩემი საგვარეულოს ფერებს ვფიცავ საშინელებაა! წით-
ლები გაგვექცნენ? შეუძლებელია!
– მართლაც ასეა, – მეივენს ისევ ეღიმება, მაგრამ თვალე-
ბი ოდნავ უმუქდება, – რა თქმა უნდა, კითხვის ნიშანი ბევრია.
დენის ჩაქრობა, უსაფრთხოების სისტემის გათიშვა, რომ აღა-
რაფერი ვთქვათ მცველებზე, რომლებსაც მეხსიერებაში ჩა-
ვარდნები აქვთ, – ის გამომცდელად მიყურებს.
მეც ასევე მკაცრად ვუყურებ, რათა დაბნეულობა არ შემატ-
ყოს.
354 მკითხველთა ლიგა
– დედაშენმა... უკვე დაჰკითხა ისინი?
– დიახ.
– და ამ საკითხის შესახებ... – სიტყვებს დიდი ყურადღე-
ბით ვარჩევ, – სხვებთან ლაპარაკს თუ აპირებს? მაგალითად,
მცველებთან.
მეივენი თავს მიქნევს.
– ვისაც უნდა ექნა ეს, შესანიშნავად გამოუვიდა. დედაჩემს
დაკითხვაში ვეხმარებოდი და მისი ყურადღება მათკენ მივ-
მართე, ვისზეც შეიძლება ეჭვი არსებობდეს, – მიმართა. ესე
იგი, ყურადღება ჩემგან გადაატანინა. ცოტა გულზე მეშვება
და მადლობის ნიშნად მკლავზე ხელს ვუჭერ, – ამასთან, შე-
იძლება დამნაშავეებს ვერც ვერასოდეს მივაკვლიოთ. წუხელ
ბევრი წავიდა სასახლიდან. ფიქრობენ, რომ აქ უსაფრთხოდ
ვეღარ იქნებიან.
– იმის მერე, რაც წუხელ მოხდა, ალბათ, მართლებიც არი-
ან, – მკლავში ხელს გამოვდებ და ჩემკენ ვიზიდავ, – ბომბის
შესახებ რა გაარკვია დედაშენმა?
ის ხმას კიდევ უფრო იდაბლებს:
– არავითარი ბომბი არ ყოფილა.
რაო?
– აფეთქება მოხდა, მაგრამ ეს უბედური შემთხვევა იყო.
ტყვიამ იატაკქვეშ გამავალი გაზის მილი გახვრიტა და როცა
კალმა ცეცხლი აანთო... – ის სიტყვას წყვეტს და ხელით
ჟესტს აკეთებს, – ამ ამბის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება
დედაჩემის იდეა იყო.
ჩვენ არ ვხოცავთ შემთხვევით ადამიანებს, რომელთა
მკვლელობას აზრი არა აქვს.
– ის "ალისფერ მცველს" ურჩხულად წარმოსახავს.
მეივენი ნაღვლიანად მიქნევს თავს.
355 მკითხველთა ლიგა
– ახლა მათ გვერდში არავინ დაუდგება, წითლებიც კი.
სისხლი მიდუღს. კიდევ ტყუილები. ელარა ტყვიის გასრო-
ლისა და ხმლის ამოღების გარეშე გვამარცხებს. იარაღად
მხოლოდ სიტყვებს იყენებს, ახლა კი მისი სამყაროს გულში,
არქეონში მგზავნიან.
შენს ოჯახს ვეღარასოდეს ნახავ. გიზა იმხელა გაიზრდება,
რომ ვეღარ იცნობ. ბრი და ტრემი დაქორწინდებიან, შვილები
ეყოლებათ და დამივიწყებენ. მამა თავისი ჭრილობებისგან
ტანჯვით მოკვდება და მალე დედაც მიჰყვება.
მეივენი ფიქრს მაცლის, ინტერესით აკვირდება ჩემს სახე-
ზე გამოხატულ განცდებს. ის ფიქრში ხელს არასდროს მიშ-
ლის და ზოგჯერ მისი სიჩუმე სხვის სიტყვებზე უკეთესია.
– აქ კიდევ რამდენ ხანს დავრჩებით?
– დღეს მივემგზავრებით, ნაშუადღევს. დიდგვაროვანთა
უმეტესობა უფრო ადრე მიდის, მაგრამ ჩვენ გემით უნდა წავი-
დეთ. ტრადიციას ასეთ არეულობაშიც არ ვღალატობთ.
როცა პატარა გოგო ვიყავი, პარმაღზე ვიჯექი და გავყუ-
რებდი მდინარეზე მცურავ ლამაზ გემებს, რომლებსაც გეზი
დედაქალაქისკენ ეჭირათ. მინდოდა, მეფისთვის მომეკრა
თვალი და ამის გამო შეიდი დამცინოდა ხოლმე. მაშინ ვერ
ვხვდებოდი, რომ ეს კიდევ ერთი სპექტაკლი იყო, მორიგი სა-
ნახაობა, როგორც არენაზე გამართული ორთაბრძოლები,
რომლებითაც ჩვენთვის უნდა ეჩვენებინათ, თუ რა დაბალ სა-
ფეხურზე ვდგავართ ამ გრანდიოზულ მსოფლიო წესრიგში.
ამჯერად ისევ მომიწევს ამაში მონაწილეობა, მხოლოდ უკვე
მეორე მხარეს.
– ისიც კარგია, რომ შენს სახლს ისევ ნახავ, თუნდაც, სულ
ცოტა ხნით, – ამატებს ის, ცდილობს გამიკეთოს გული. დიახ,

356 მკითხველთა ლიგა


მეივენ, მეც სწორედ ეგ მინდა, დავდგე და ვუყურო, როგორ
ჩამიქროლებს თვალწინ ჩემი სახლი და ძველი ცხოვრება.
მაგრამ მომიწევს ამის ატანა. კილორნისა და სხვების გა-
თავისუფლებამ კეპიტალ-ველიდან წასვლა დააჩქარა და
ასეთ გაცვლაზე სიხარულით დავთანხმდები.
ლაპარაკს ხმამაღალი გრიალი გვაწყვეტინებს, იმ დერეფ-
ნიდან რომ გაისმის, რომელსაც კალის ოთახამდე მივყა-
ვართ. პირველად მეივენი რეაგირებს, მასწრებს და დერეფ-
ნის ბოლოში გადის, თითქოს რაღაცისგან ჩემს დაცვას ცდი-
ლობს.
– კალ, ცუდი სიზმარი ნახე? – იძახის იმით შეშფოთებული,
რაც დაინახა.
დერეფანში კალი გამოდის, მუშტები აქვს შეკრული, თით-
ქოს ხელების დამორჩილებას ცდილობს. აღარსად ჩანს სის-
ხლით დალაქავებული უნიფორმა, ახლა სხვა აცვია, პტოლე-
მუსისას ჰგავს, ოღონდ უფრო მოწითალო შეფერილობა აქვს.
მინდა გავაწნა სილა, დავკაწრო და ვუყვირო იმის გულის-
თვის, რაც ფარლის, ტრისტანს, კილორნსა და უოლშს დამარ-
თა. სხეულში ნაპერწკლები დამირბის და გარეთ გამოშვებას
ითხოვს. მაგრამ, აბა, სხვა რას ველოდი? ვიცი, ვინც არის და
რისიც სწამს – სჯერა, რომ წითლების გადარჩენა არ ღირს.
ამიტომ რაც შეიძლება თავაზიანად ველაპარაკები:
– შენს ლეგიონთან ერთად მიდიხარ?
მის თვალებში ჩაბუდებული მძვინვარების მიხედვით
ვხვდები, რომ არსადაც არ მიდის. ადრე მეშინოდა, რომ წას-
ვლა მოუწევდა, ახლა ამას ვნატრობ. ვერ ვიჯერებ, რომ მასზე
ვღელავდი და თავში ასეთი აზრები მიტრიალებდა.
კალი მძიმედ სუნთქავს.

357 მკითხველთა ლიგა


– დამჩრდილავთა ლეგიონი არსადაც არ მიდის. მამა ნე-
ბას არ გვრთავს. ეს მეტისმეტად სახიფათოა და მისთვის მეც
მეტისმეტად ძვირფასი ვარ.
– იცი რა, მამაჩვენი მართალს ამბობს, – მეივენი ძმას და-
სამშვიდებლად მხარზე ხელს ადებს. მახსენდება, როგორ
ცდილობდა კალი იმავე ჟესტით მეივენის დაწყნარებას, მაგ-
რამ ახლა ვითარება შეიცვალა, – ტახტის მემკვიდრე ხარ და
ვერ დაუშვებს, რომ შენც დაგკარგოს.
– მე ჯარისკაცი ვარ, – კბილებში ცრის კალი და ძმის ხელს
იშორებს, – უსაქმოდ ვერ დავჯდები და ვერ ვუყურებ, ჩემ მა-
გივრად სხვები როგორ იბრძვიან. ამას ვერ გავაკეთებ.
ბავშვს ჰგავს, რომელიც ტირილით ითხოვს სათამაშოს.
ალბათ, ხალხის ხოცვა ძალიან მოსწონს. ეს გულს მირევს.
ხმას არ ვიღებ, დაე, მეივენმა დიპლომატიურად მოაგვაროს
ყველაფერი. მან ყოველთვის იცის, რა უნდა თქვას.
– სხვა საქმეს მოჰკიდე ხელი. მეორე მოტოციკლი ააწყვე,
ვარჯიშს მოუმატე... ჯარისკაცებს გაწვრთნი, მომავალი საფ-
რთხეებისთვის მოემზადები. კალ, ათასი სხვა რამის გაკეთება
შეგიძლია, რაც შენი სადმე ჩასაფრებაში მოყოლითა და სიკ-
ვდილით არ დამთავრდება! – ამბობს მეივენი და ძმას უყუ-
რებს. მერე იღიმება, ვითარების განმუხტვას ცდილობს, – არ
იცვლები, კალ, ერთ ადგილზე გაჩერება არ შეგიძლია.
წუთიერი დაძაბული დუმილის შემდეგ კალი ოდნავ იღიმე-
ბა.
– არასოდეს!
მერე მე გამომხედავს, მაგრამ მისი ოქროსფერი თვალე-
ბის მზერა ვეღარასოდეს დამატყვევებს. თავს მივაბრუნებ და
ვითომ კედელზე დაკიდებულ ნახატს ვათვალიერებ.

358 მკითხველთა ლიგა


– ლამაზი საჭურველია, – ვამბობ დამცინავი ღიმილით, –
შენს კოლექციას მოუხდება.
კალი შეცბუნებული და დაბნეული ჩანს, მაგრამ მალე მო-
დის გონს. უკვე აღარ იღიმება, თვალები უვიწროვდება, ყვრი-
მალები უკრთის და კბილს კბილზე აჭერს. თითებს საჭურ-
ველზე ათამაშებს, რაც ისეთ ხმას გამოსცემს, თითქოს ქვაზე
ვიღაც ბრჭყალებს უსვამს.
– ეს პტოლემუსის საჩუქარია. მე და ჩემი საცოლის ძმას
ახლა საერთო საქმე გამოგვიჩნდა.
ჩემი საცოლეო, თითქოს ამით ვიეჭვიანებ.
მეივენი საჭურველს ფრთხილად ათვალიერებს.
– რას გულისხმობ?
– პტოლემუსი დედაქალაქში ოფიცრებს მეთაურობს. ჩემს
ლეგიონთან ერთად იქაც შეიძლება სასარგებლო საქმის გა-
კეთება.
გულში ისევ შიშის ჟრუანტელი მივლის და ყველანაირ
იმედსა და ბედნიერებას სპობს, რაც წუხანდელმა წარმატებამ
მაგრძნობინა.
– მაინც რომელი საქმის? – მესმის ჩემივე ხმა.
– მე კარგი მონადირე ვარ, პტოლემუსი კი მკვლელობაშია
დახელოვნებული, – კალი ნაბიჯს უკან დგამს და ნელ-ნელა
გვცილდება.
დერეფნის ბოლოსკენ მიიწევს, მაგრამ ვგრძნობ, რომ
წყვდიადით მოცულ უკეთურ გზას დაადგა. მაშინებს იმ ბიჭის
მომავალი, ვინც ცეკვა მასწავლა. არა, მის გამო კი არ მეში-
ნია, მისი მეშინია... და ეს ჩემს ყველა შიშსა და კოშმარზე
უარესია.

359 მკითხველთა ლიგა


– ჩვენ შორის დარჩეს, მაგრამ იცოდეთ, "ალისფერ
მცველს" საბოლოოდ ამოვძირკვავთ და ერთხელ და სამუდა-
მოდ დავასრულებთ ამ აჯანყებას.
დღეს გაკვეთილები არ მექნება, რადგან ყველა გასამგზავ-
რებლად ემზადება და სწავლისა თუ ვარჯიშისთვის არავის
სცხელა. შეიძლება სიტყვა "გაქცევა" უფრო შეესაბამებოდეს
იმას, რასაც ახლა ვესტიბიულში ვხედავ. ადრე მეგონა, რომ
ვერცხლისფრები ხელშეუხებელნი იყვნენ, ღმერთები, ვისაც
ვერასოდეს ვერავინ დაემუქრება და შეაშინებს. ახლა ვიცი,
რომ სიმართლე სრულიად სხვანაირია. იმდენი ხანი იყვნენ
მწვერვალზე ყველაფრისგან დაცული და სრულიად იზოლი-
რებული, რომ დაავიწყდათ – შეიძლება ისინიც დაეცნენ. მა-
თი ძალა მათივე სისუსტედ იქცა.
ერთ დროს ამ კედლების მეშინოდა, ასეთი სილამაზე თავ-
ზარს მცემდა, მაგრამ ახლა მათში ბზარებს ვხედავ. მაშინაც
ასე იყო, როცა არქეონზე თავდასხმის ამბავი გავიგე და გა-
ვაცნობიერე, რომ ვერცხლისფრები ხელშეუხებელი არ არი-
ან. მაშინ აფეთქებები მოხდა, ახლა კი ალმას-შუშა რამდენი-
მე ტყვიამ გახვრიტა და მათი შიში და პარანოია სააშკარაოზე
გამოიტანა. ვერცხლისფრები წითლებს გაურბიან – ეს იგივეა,
ლომები რომ თაგვებს გაექცნენ. მეფე-დედოფალს უთან-
ხმოება აქვს, სამეფო კარი ერთმანეთთან დაპირისპირებულ
ჯგუფებად არის დაყოფილი, კალი კი, უნაკლო პრინცი და მა-
მაცი ჯარისკაცი, სინამდვილეში ჩვენი უბოროტესი მტერია.
ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის ღალატი.
კალი და მეივენი ყველას ემშვიდობებიან და ორგანიზებუ-
ლი ქაოსის მიუხედავად, თავიანთ მოვალეობას ასრულებენ.
არც ისე შორს დირიჟაბლები იცდიან, მათი ძრავების ზუზუნი
სასახლეშიც კი ისმის. მინდა ახლოდან ვნახო ეს დიდებული
360 მკითხველთა ლიგა
მანქანები, მაგრამ მაშინ ხალხში გარევა მომიწევს და გარ-
დაცვლილ ახლობლებზე მგლოვიარე ადამიანების დანახვა
ძალიან მძიმე იქნება. წუხელ თორმეტი ვერცხლისფერი
დაიღუპა, მაგრამ მათი სახელების გაგება არ მინდა. ვერ და-
ვუშვებ, რომ ამხელა სიმძიმე დამაწვეს, მით უმეტეს, ახლა,
როცა ფხიზელი გონება ყველაზე მეტად მჭირდება.
უქმად დგომა და თვალების ცეცება მბეზრდება და ფეხებს
თავის სურვილზე დავყავარ, ჩემთვის უკვე ნაცნობ დერეფნებ-
ში დავსეირნობ. დარბაზებს კეტავენ, სანამ შემდეგ სეზონზე
სამეფო კარი ისევ დაბრუნდება. ვიცი, რომ მე მათ შორის არ
ვიქნები. მსახურები თეთრ ზეწრებს აფარებენ ავეჯს, ნახატებ-
სა და ქანდაკებებს, სანამ მთელი სასახლე მოჩვენებებით და-
სახლებულს არ ემსგავსება.
კარგა ხნის შემდეგ ჯულიანის ძველი საკლასო ოთახის
ზღურბლზე აღმოვჩნდები და რასაც ვხედავ, მაოგნებს – აქ
აღარც წიგნებია, აღარც მაგიდა და აღარც რუკები. ოთახი უფ-
რო დიდი ჩანს, მაგრამ მე საპირისპირო გრძნობა მიჩნდება –
თითქოს აქაურობა დაპატარავდა. ადრე მთელ სამყაროებს
იტევდა, ახლა კი მხოლოდ მტვერი და დაჭმუჭნილი ფურცლე-
ბი დარჩა. იმ კედელს შევყურებ, სადაც დიდი რუკა ეკიდა.
ერთ დროს მისი არაფერი მესმოდა, ახლა კი ძველი მეგობა-
რივით ვიხსენებ:
ნორტა, ტბების ქვეყანა, პიდმონტი, პრერია, ტირაქსისი,
მონტფორტი, საირონი, უამრავი სადავო ტერიტორია... სხვა
ქვეყნები, სხვა ერები, სხვადასხვა ფერის სისხლის გამო ყვე-
ლა მათგანი ჩვენსავით დაყოფილი... ჩვენ თუ შევიცვლებით,
ისინიც მოგვბაძავენ? თუ ჩვენს განადგურებასაც შეეცდებიან?
– იმედია, არ დაგავიწყდება, რაც გასწავლე, – ცარიელ
ოთახში ჯულიანის ხმა მაფხიზლებს. უკან მიდგას და ჩემს მზე-
361 მკითხველთა ლიგა
რას აყოლებს თვალს იმ კედლისკენ, სადაც რუკა ეკიდა, –
ვწუხვარ, რომ უფრო მეტი ვერ გასწავლე.
– არქეონში გაკვეთილებისთვის უამრავი დრო გვექნება.
ჯულიანი ისე მწარედ იღიმება, რომ მისი შეხედვა ლამის
გულს მტკენს. უცებ ვკრთები და ვგრძნობ, რომ ამ ოთახში
პირველად გვიყურებენ კამერები.
– ჯულიან, რა ხდება?
– დელფის არქივარიუსებმა ძველი ტექსტების აღდგენაზე
მუშაობა შემომთავაზეს, – იტყუება, ეს ისეთივე ცხადია, რო-
გორც ის, რომ სახეზე ცხვირი მაქვს, – როგორც გავიგე,
ნაოხარში წასწყდომიან ბუნკერებს, სადაც თურმე ფურცლე-
ბის მთები დგას და ყველა დასამუშავებელია.
– ეგ საქმე ძალიან მოგეწონებათ, – ხმა ყელში მეჩხირება.
ვიცოდი, რომ წასვლა მოუწევდა. წუხელ ჩავითრიე ამ საქმეში
და კილორნის გამო მისი სიცოცხლე ჩავაგდე საფრთხეში, –
ხომ გვესტუმრებით, როცა შეძლებთ?
– დიახ, რა თქმა უნდა, – მორიგი ტყუილი. ტყვეების გა-
პარვაში მისი მონაწილეობის ამბავს ელარა მალე შეიტყობს
და ჯულიანს გაქცევა მოუწევს. ახლა მხოლოდ იმის მოხერხე-
ბაღა შეუძლია, რომ შანსი შეიქმნას, – შენთვის საჩუქარი
მაქვს.
თვითონ ჯულიანი მირჩევნია ნებისმიერ საჩუქარს, მაგრამ
მაინც ვეცდები, მადლიერი გამომეტყველება მქონდეს.
– ბრძნული რჩევა?
ის ღიმილით აქნევს თავს.
– ნახავ, როცა დედაქალაქში ჩახვალ, – მერე ხელებს იწ-
ვდის და თავისკენ მიხმობს, – უნდა წავიდე, გასამგზავრებ-
ლად უნდა მოვემზადო.

362 მკითხველთა ლიგა


მისი მოხვევა იგივეა, რომ მამაჩემს ან ჩემს ძმებს მოვეხ-
ვიო, რომელთაც ვეღარასოდეს ვნახავ. მისი გაშვება არ მინ-
და, მაგრამ დარჩენა მისთვის მეტისმეტად სახიფათოა და ეს
ორივემ ვიცით.
– გმადლობ, მერ, – ჩამჩურჩულებს ყურში, – შენ ძალიან
მახსენებ მას, – ვხვდები, რომ დიდი ხნის წინ გარდაცვლილ
დას, კორიანს გულისხმობს, – მომენატრები, პატარა ელვა-
გოგონავ.
ამწამს ეს მეტსახელი არცთუ ცუდად ჟღერს.
იმის ხალისი არა მაქვს, რომ აღვფრთოვანდე გემით, რო-
მელიც წყალზე ელექტროძრავის საშუალებით მისრიალებს.
ყოველ ბოძზე შავი, ვერცხლისფერი და წითელი დროშები
ფრიალებს იმის აღსანიშნავად, რომ ეს მეფის გემია. ბავშვო-
ბაში მიკვირდა, რატომ ამჯობინებდა მეფე წითელ ფერს. ეს
ფერი სრულიად არ შეეფერებოდა. ახლა ვხვდები, რომ წითე-
ლი მისი ალის ფერია, ასევე ომის, განადგურებისა და იმ
ხალხის ფერი, რომელსაც მართავს.
– მცველები, რომლებიც წუხელ ტყვეებს დარაჯობდნენ,
სხვაგან გადაიყვანეს, – ბუტბუტებს მეივენი, როცა გემბანზე
ვსეირნობთ.
სხვაგან გადაყვანა შელამაზებული გამოთქმაა და დასჯა
იგულისხმება. მახსენდება ღორისთვალებას გამოხედვა და
სრულიადაც არ ვწუხვარ.
– სად გადაიყვანეს?
– რა თქმა უნდა, ფრონტზე. მათ რომელიმე უვარგის დაჯ-
გუფებას მიამაგრებენ, რათა დაშავებულ, უმაქნის ან ურჩ ჯა-
რისკაცებს უმეთაურონ. როგორც წესი, ასეთებს პირველებს
გზავნიან იქ, სადაც მტრის სანგრებს უტევენ, – მეივენს თვა-

363 მკითხველთა ლიგა


ლებში ჩრდილი უდგება და ვხვდები, რომ ასეთი რამ თავადაც
უნახავს.
– სადაც პირველები იხოცებიან.
ის შუბლშეკრული მიქნევს თავს.
– და ლუკასი? გუშინს მერე არ მინახავს...
– კარგადაა, თავის ოჯახთან – სამოსების საგვარეულოს-
თან ერთად მგზავრობს. თავდასხმამ ყველა შეაშინა, განსა-
კუთრებით, დიდებული საგვარეულოები.
ერთდროულად ვგრძნობ შვებასა და სევდასაც. ლუკასი
უკვე მენატრება, მაგრამ იმის გაგებაც მიხარია, რომ არაფე-
რი ემუქრება და ელარას ბრჭყალებისგან შორს არის.
მეივენი ტუჩს იკვნეტს, დათრგუნვილი ჩანს.
– მაგრამ ეს გაურკვევლობა დიდხანს არ გაგრძელდება.
პასუხები მალე იქნება.
– რას გულისხმობ?
– კიბეზე სისხლი იპოვეს. წითელი სისხლი.
ნატყვიარი აღარ მაქვს, მაგრამ ტკივილი არ დამვიწყებია.
– მერე?
– მერე ის, რომ შენი მეგობრის ვინაობა, რომელსაც არ
გაუმართლა და დაიჭრა, მალე გაირკვევა, თუ სისხლის ბაზა-
ში მის შესახებ ინფორმაცია ინახება.
– სისხლის ბაზაში?
– ჰო, სისხლის მონაცემთა ბაზაში. ნებისმიერ წითელს,
რომელიც დასახლებული ადგილიდან თუნდაც ასი მილის რა-
დიუსში ცხოვრობს, დაბადებისას სისხლის ნიმუშს უღებენ. ეს
თავიდან პროექტის სახით დაიწყო, უნდა გაერკვიათ, რა გან-
გვასხვავებს ერთმანეთისგან, მაგრამ ბოლოს ისევ შენი ხალ-
ხის დასამონებელ კიდევ ერთ საშუალებად გადაიქცა. დიდ
ქალაქებში წითლები პასპორტებს კი არ იყენებენ, არამედ ბა-
364 მკითხველთა ლიგა
რათებს, რომლებზეც სისხლის შესახებ ინფორმაციაა დატა-
ნილი. მათ ყოველ ჭიშკართან უღებენ სინჯებს, შესვლისას თუ
გამოსვლისას. ადამიანები ცხოველებივით აღრიცხვაზე
ჰყავთ.
მახსენდება, როგორ მომიყარა მეფემ ძველი დოკუმენტე-
ბი. იქ ჩემი სახელი, ფოტო და სისხლის ლაქა იყო.
ჩემი სისხლის. მათ ჩემი სისხლი აქვთ.
– და მათ... შეუძლიათ გაარკვიონ, ვისი სისხლია?
– ამას დრო სჭირდება, დაახლოებით ერთი კვირა, მაგრამ
კი, შეუძლიათ, ეს სწორედ ასე ხდება, – ის ჩემს აცახცახებულ
ხელებს დაჰყურებს და ზედ თავის ხელს მადებს. გაყინულ
კანში სითბო მეღვრება, – მერ, რა ხდება?
– მან დამჭრა, – ვჩურჩულებ მე, – მცველმა დამჭრა. მათ
ჩემი სისხლი იპოვეს.
უცებ მასაც ჩემსავით უცივდება ხელები.
მიუხედავად იმისა, რომ მეივენს ხშირად მოსდის ჭკვიანუ-
რი აზრები, ამჯერად სათქმელი აღარაფერი აქვს. უხმოდ მი-
ყურებს და გულგახეთქილი ნაწყვეტ-ნაწყვეტ სუნთქავს. ვიცი,
მისი სახის გამომეტყველება რასაც ნიშნავს: მეც ასეთი სახე
მაქვს ხოლმე, როცა ვინმეს ვეთხოვები.
– რა ცუდია, რომ უფრო დიდხანს არ დავრჩით, – ვბუტბუ-
ტებ მე და მდინარეს გავყურებ, – მერჩივნა, სახლთან ახლოს
მოვმკვდარიყავი.
სიო უბერავს და სახეზე თმა ჩამომიშალა, მაგრამ მეივენი
ხელით მიწევს და საოცარი სისწრაფით მიზიდავს თავისკენ.
ვაი.
მისი კოცნა მისი ძმისას სულ არ ჰგავს. მეივენი უფრო თავ-
დავიწყებით მკოცნის, რითაც მეც მაკვირვებს და თავის თავ-
საც. იცის, რომ სწრაფად მივექანები ფსკერისკენ, როგორც
365 მკითხველთა ლიგა
მდინარეში ჩავარდნილი ქვა, და უნდა, რომ ჩემთან ერთად
ჩაიძიროს.
– ამ საკითხს მე მოვაგვარებ, – ბუტბუტებს, თან მკოცნის.
მის გამოხედვაში ამდენი ცეცხლი და სიმტკიცე არასოდეს მი-
ნახავს, – სიტყვას გაძლევ, უფლებას არ მივცემ რამე დაგიშა-
ვონ.
ჩემი არსების ნაწილს უნდა, რომ მისი სიტყვები დაიჯეროს.
– მეივენ, ყველაფერს ვერ გაუმკლავდები.
– მართალი ხარ, ამას ვერ შევძლებ, – მპასუხობს იგი და-
ძაბული ხმით, – მაგრამ შემიძლია ის დავარწმუნო, რომ დაგ-
ვეხმაროს, ვისაც ჩემზე მეტი ძალა აქვს.
– ვის გულისხმობ?
როცა ჩვენ გარშემო ტემპერატურა იმატებს, მეივენი უკან
იხევს, კბილს კბილზე აჭერს, თვალები ისე უელავს, რომ შე-
იძლება მაშინვე დააცხრეს იმას, ვინც გაბედა და ხელი შეგვი-
შალა. მე არ ვბრუნდები, მეტწილად იმიტომ, რომ კიდურებს
ვერ ვგრძნობ. გაშეშებული ვარ, თუმცა ტუჩები წეღანდელი
კოცნისგან მაინც დაბუჟებული მაქვს. არ ვიცი, ეს რას ნიშნავს
და არც ის მესმის, რას ვგრძნობ.
– დედოფალს სურს, რომ სამზერ გემბანზე მასთან იყოთ,
– ამბობს კალი ქვად ქცეული ხმით. თითქოს გაბრაზებულია,
მაგრამ მის ბრინჯაოსფერ თვალებს სევდიანი, თითქმის და-
მარცხებული მზერა აქვთ, – გემი შენი სოფლის ახლოს მიცუ-
რავს, მერ.
დიახ, სანაპირო უკვე მეცნობა. ვცნობ აი, იმ მოჭრილ ხეს,
სანაპიროს მოხაზულობას, ხერხებისა და დაცემული ხეების
ხმაც ხომ არაფერში ამერევა. ეს ჩემი სახლია. დიდი გულის-
ტკივილით ვშორდები მოაჯირს და ვუყურებ კალს, რომელიც
ხმადაბლა ლაპარაკობს ძმასთან.
366 მკითხველთა ლიგა
– გმადლობ, კალ, – ვბუტბუტებ მე, ჯერ კიდევ მეივენის
კოცნისა და ჩემი გარდაუვალი დაღუპვის გააზრებას ვცდი-
ლობ.
კალი გვშორდება, მისი მუდამ გამართული წელი ახლა
მშვილდივით მოხრილია. მის თითოეულ ნაბიჯზე მტკივ-
ნეულად მჩხვლეტს დანაშაულის გრძნობა, ჩვენი ცეკვა და
კოცნა მახსენდება. მე ყველას ტკივილს ვაყენებ, განსაკუთ-
რებით, საკუთარ თავს.
მეივენი მიმავალ ძმას გაჰყურებს.
– კალს წაგება არ უყვარს და... – ის ხმას უდაბლებს და ისე
ახლოს მოდის, მის თვალებში პაწაწინა ვერცხლისფერ წინ-
წკლებს ვხედავ, – არც მე მიყვარს. მე შენ არ დაგკარგავ, მერ,
არავითარ შემთხვევაში.
– შენ მე არასდროს დამკარგავ.
მორიგი ტყუილია და ეს ორივემ ვიცით.
სამზერი გემბანი გემის წინა ნაწილშია და ზემოდან შუშის
გუმბათი ადგას. ყავისფერი ჩრდილები მდინარის ნაპირის
მოხაზულობას იღებენ და ხეებიდან ბორცვი და არენა მოჩანს.
ნაპირისგან ძალიან შორს ვართ იმისთვის, რომ სახეები გა-
ვარჩიოთ, მაგრამ ჩემს სახლს მაშინვე ვცნობ. პარმაღზე ისევ
ფრიალებს ძველი დროშა ზედ ამოქარგული სამი წითელი
ვარსკვლავით. შეიდის პატივსაცემად ერთს შავი ზოლი დაჰ-
ყვება. ის სიკვდილით დასაჯეს და ასეთ შემთხვევაში ვალდე-
ბული ხარ ააძრო ვარსკვლავი, მაგრამ ჩვენებმა ეს არ გააკე-
თეს და ესეც თავისებური ამბოხებაა.
მინდა მეივენს ჩემი სახლი დავანახვო და სოფლის შესახებ
ვუამბო. მე ვნახე მისი ცხოვრება და ახლა მინდა ჩემიც ნახოს,
მაგრამ გემბანზე სიჩუმეა, სოფელს ვუახლოვდებით და მას
ყველა უხმოდ გაჰყურებს. მინდა ვიყვირო, სოფლელებს არა-
367 მკითხველთა ლიგა
ფერში აინტერესებთ. თქვენს საყურებლად მხოლოდ სულე-
ლები თუ შეჩერდებიან, თქვენზე დროს მხოლოდ სულელები
თუ დახარჯავენ-მეთქი.
გემი ისევ მიცურავს და ვფიქრობ, იქნებ სოფელი მარ-
თლაც სულელებით არის დასახლებული-მეთქი, რადგან ყვე-
ლა, ორი ათასივე კაცი, ნაპირზე გამოფენილა. ზოგი მუხლამ-
დე დგას წყალში. აქედან ყველა ერთმანეთს ჰგავს – შემეჩ-
ხრებული თმით, გაცვეთილი ტანსაცმლით, დაშაშრული კა-
ნით, დაღლილობით თუ შიმშილით – ეს ყველაფერი მეც გა-
მოცდილი მაქვს.
და ბრაზი. გემიდანაც კი ვგრძნობ მათ სიბრაზეს. ისინი არ
გვესალმებიან და არც არაფერს ამბობენ. ხელს არავინ იქ-
ნევს, არავინ იღიმება.
– რა ხდება? – ვოხრავ მე, მაგრამ პასუხს არავისგან ველი.
თუმცა დედოფალი მპასუხობს, თანაც ძალიან კმაყოფილი
ხმით:
– ძალიან უსიამოვნოა, როცა მდინარეზე გემით ისე ჩაივ-
ლი, რომ არავინ გიყურებს, მაგრამ ჩვენ ეს გამოვასწორეთ.
ვხვდები, რომ ეს კიდევ ერთი მოვლენაა, რაზე დასწრებაც
სავალდებულოა, ისევე, როგორც ბრძოლები და სატელევი-
ზიო გადაცემები. გუშაგებმა ავადმყოფი მოხუცები და დაქან-
ცული მუშები გარეთ გამოყარეს, ნაპირზე დგომასა და ჩვენს
ყურებას აიძულებენ.
სადღაც ნაპირზე მათრახი გატყლაშუნდება, რასაც ქალის
კივილი მოჰყვება.
– ხაზზე იდექით! – გაისმის ხმა. თვალებს აქეთ-იქით არა-
ვინ აცეცებს, პირდაპირ იყურებიან, ისე მშვიდად დგანან, რომ
ვერც კი ვხვდები, საიდან გაისმა ყვირილი. ისეთი რა მოხდა,
რომ ასეთი მორჩილები გახდნენ? რა გაუკეთეს?
368 მკითხველთა ლიგა
ვუყურებ და ცრემლი მადგება. ისევ მესმის მათრახის
ტყლაშუნი და ბავშვების ტირილი, მაგრამ ამას არავინ ეწინა-
აღმდეგება. უცებ გემბანის კიდესთან მივვარდები, მინდა გა-
ვამტვრიო ეს შუშა და გარეთ გავიდე.
– საით გაგიწევია, მარინა? – კრუტუნებს მეფის გვერდზე
დასკუპებული ელარა. მშვიდად წრუპავს სასმელს და თან
მათვალიერებს.
– ამას რატომ აკეთებთ?
ევანგელინი, რომელსაც ხელები ჯვარედინად უწყვია
მდიდრულ კაბაზე, დამცინავად მიყურებს.
– რა შენი საქმეა?
მას არავინ ეპასუხება.
– მათ იციან, რა მოხდა სასახლეში, შეიძლება ამას იწონე-
ბენ კიდეც, ამიტომ უნდა დაინახონ, რომ დამარცხებულები
არა ვართ, – ბუტბუტებს მდინარის ნაპირს მიჩერებული კა-
ლი. ეს ლაჩარი თვალს ვერ მისწორებს, – სისხლიც კი არ
გვდის.
მათრახი კიდევ ვიღაცას ხვდება და ვკრთები, დარტყმას
ლამის საკუთარ კანზე ვგრძნობ.
– მათი ცემის ბრძანებაც შენ გაეცი?
კალი ჩემს გამოწვევას არ პასუხობს და ტუჩებს მაგრად კუ-
მავს, მაგრამ როცა კიდევ ერთი სოფლელი აყვირდება და გა-
მათრახებას აპროტესტებს, კალი თვალებს ხუჭავს.
– უკან დაიხიეთ, ქალბატონო ტიტანოს, – გრგვინვასავით
გაისმის მეფის ხმა, უფრო სწორად, ბრძანება. თითქმის
ვგრძნობ, როგორ იღიმება კმაყოფილი, როცა უკან ვიხევ და
ისევ მეივენთან ვბრუნდები, – ეს წითლების სოფელია, ეს
ჩვენზე უკეთ იცი. ისინი ტერორისტებს იფარავენ, კვებავენ,
იცავენ და თავად უერთდებიან მათ რიგებს. ისინი ჩვენი შვი-
369 მკითხველთა ლიგა
ლები არიან, რომლებიც ცუდად მოიქცნენ და ახლა ჭკუა უნდა
ისწავლონ.
პირს ვაღებ, რათა შევეპასუხო, მაგრამ დედოფალი კბი-
ლებს აელვებს და მეუბნება:
– იქნებ ვინმე ისეთს იცნობ, ვინც სამაგალითოდ უნდა
დაისაჯოს? – მეკითხება მშვიდად და ნაპირზე მანიშნებს.
მისი მუქარით შეშინებულს სიტყვა ყელში მეჩხირება:
– არა, თქვენო უდიდებულესობავ, ასეთს არავის ვიცნობ.
– მაშინ ნუ ერევი და ჩუმად იყავი, – მერე ფართოდ იღიმე-
ბა, – რადგან შენი ლაპარაკის დროც მოვა.
აი, რისთვის ვჭირდები. ასეთი მომენტისთვის, როცა საქმე
ცუდად წაუვათ, მაგრამ ვერ შევეკამათები. მის ბრძანებას უნ-
და დავემორჩილო და ვუყურო, სამუდამოდ როგორ ეფარება
თვალს ჩემი სახლი.
რაც უფრო ვუახლოვდებით დედაქალაქს, მით უფრო მოზ-
რდილი სოფლები გვხვდება. მალე პეიზაჟი იცვლება და ტყის-
მჭრელთა თუ გლეხების სოფლების ნაცვლად ნამდვილ ქა-
ლაქებს ვხედავთ. ისინი ვეებერთელა წისქვილების გარშემო
არიან გაშენებული, წითელი მუშები აგურის სახლებსა და სა-
ერთო საცხოვრებლებში ცხოვრობენ. როგორც გლეხობა, ქა-
ლაქელებიც ქუჩებში გამოფენილან ჩვენს საყურებლად. გუ-
შაგები ყვირიან, მათრახის ტკაცუნი ისმის. ამას ვერაფრით
ვეჩვევი და ყოველ ჯერზე ვკრთები.
მერე ქალაქებს მდინარის ნაპირზე გადაჭიმული მამულე-
ბი, დიდებული სახლები და მზის ციხე-დარბაზის მსგავსი სა-
სახლეები ცვლიან. ქვით, შუშითა და მარმარილოთი არიან
ნაშენი და ყოველი შემდგომი უფრო დიდებულია, ვიდრე წი-
ნა. მათი გაზონები მდინარემდე აღწევენ. ულამაზესი შადრევ-
ნები და ბაღები მწვანე მეთვალყურეების ნახელავია. თავად
370 მკითხველთა ლიგა
სახლები ღმერთების ნაშენს ჰგავს, ყოველ მათგანს განსხვა-
ვებული სილამაზე აქვს, მაგრამ მათი ფანჯრები ჩაბნელებუ-
ლია, კარი კი – დაკეტილი. სოფლებსა და პატარა ქალაქებში
სიცოცხლე დუღდა, აქ კი ყველაფერი ჩამკვდარია. მხოლოდ
ალმები ფრიალებენ, თითო შენობაზე თითო აღუმართავთ,
რითიც ვხვდები, რომ იქ ვიღაც ცხოვრობს. ლურჯი ალამი
ოსანოსების საგვარეულოს ეკუთვნის, ვერცხლისფერი – სა-
მოსებს, ყავისფერი – რჰამბოსებს და ასე შემდეგ. ფერები უკ-
ვე კარგად ვიცი და ყოველი უსიცოცხლო სახლის დანახვაზე
ვხვდები, თუ ვის ეკუთვნის. რამდენიმე მათგანის პატრონის
სიკვდილშიც მირევია ხელი.
– ეს რივერ-როუა, – მიხსნის მეივენი, – აქ სააგარაკო სახ-
ლებია იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე დიდებულის ოჯახი
ქალაქგარეთ გასვლას მოინდომებს.
ირალების სახლს გავყურებ, შავი მარმარილოსგან ნაგებ
სვეტებიან საოცრებას. შესასვლელს ქვის ჯიქები დარაჯობენ
და ზეცას უღრენენ. ქანდაკებების დანახვაზეც კი ჟრუანტელი
მივლის, როცა არა ირალი და მისი დაჟინებული კითხვები
მახსენდება.
– აქ ხომ არავინაა.
– წლის უმეტეს დროს ეს სახლები ცარიელია და თანაც,
ახლა ქალაქის დატოვებას ვერავინ გაბედავს "ალისფერი
მცველის" თავდასხმის შიშით, – ის ძლივს შესამჩნევად, მწა-
რედ მიღიმის, – ურჩევნიათ დაიმალონ ალმას-შუშის კედ-
ლებში და მათ მაგივრად ჩემმა ძმამ იბრძოლოს.
– ნეტავ ბრძოლა არავის უწევდეს.
მეივენი თავს გააქნევს.
– ფუჭი ოცნება კარგს არაფერს მოგვიტანს.

371 მკითხველთა ლიგა


უხმოდ ვუყურებთ, როგორ ჩაუვლის გემი რივერ-როუს და
ნაპირზე კიდევ ერთი ტყე გამოჩნდება. უცნაური, ძალიან მა-
ღალი ხეებია, შავი მერქნითა და მუქი წითელი ფოთლებით.
სრული სიჩუმეა, ასეთი რამ ტყეში შეუძლებელია. სიჩუმეს ჩი-
ტის ჭიკჭიკიც კი არ არღვევს, ზემოთ ცა მუქია, მაგრამ არა ნა-
შუადღევის მზის მქრქალი ნათების გამო. შავი ღრუბლები
გროვდებიან და ხეების თავზე სქელი საბანივით ეკიდებიან.
– ეს რაღაა? – ჩემი ხმაც კი ყრუდ გაისმის და უცებ მიხა-
რია, რომ გემბანს ზემოდან შუშა ფარავს. ჩემდა გასაკვირად,
სხვები წასულან და ჩაბნელებული პეიზაჟის საყურებლად
მარტო დავუტოვებივართ.
მეივენი ტყეს გაჰყურებს და სახეზე ზიზღი ეხატება.
– ეს ხეები ბარიერის ფუნქციას ასრულებენ. დაბინძურე-
ბულ ჰაერს საშუალებას არ აძლევენ, რომ მდინარეს აღმა აჰ-
ყვეს. წლების წინ გააკეთეს უელეს საგვარეულოს მწვანე მეთ-
ვალყურეებმა.
გემის ქვეშ ყავისფერი, ჩქარი ტალღები ქაფდებიან და მო-
ელვარე ფოლადის კარკასზე შავი ჭვარტლის ფენას ტოვებენ.
სამყარო უცნაურ ელფერს იღებს, თითქოს ჭუჭყიანი მინის
მიღმა ვიყურები. დაბლა ჩამოწოლილი ღრუბლები სინამდვი-
ლეში ღრუბლები სულაც არ არიან – ათასობით საკვამური
ბოლავს და ქალაქს აბნელებს. ხეები და ბალახი არსად არის
– ეს ფერფლისა და ხრწნის მიწაა.
– ნაცრისფერი ქალაქი, – ბუტბუტებს მეივენი.
ქარხნები იქამდე არიან გადაშლილი, სადამდეც ჩემი თვა-
ლი გასწვდება. ჭუჭყიანები არიან, ვეებერთელები და ელექ-
ტრობით გავსებულნი ზუზუნებენ. ეს ხმა სახეში მუშტივით
მხვდება და ლამის ფეხქვეშ მიწა გამომაცალოს. გული ცდი-
ლობს აჰყვეს ელექტრობის არამიწიერ პულსს და იძულებუ-
372 მკითხველთა ლიგა
ლი ვარ დავჯდე. ძარღვებში სისხლი საშინელი სისწრაფით
მიჩქეფს.
მეგონა, ჩემი სამყარო იყო საშინელი და ჩემი ცხოვრება კი
– უსამართლო, მაგრამ ისეთ ადგილს, როგორიც ნაცრისფე-
რი ქალაქია, სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი.
ბინდბუნდში ელექტროსადგურები ციმციმებენ და ჰაერში
ობობას ქსელებივით გაბმულ სადენებს მოლურჯო--
მოცისფრო და ღია მწვანე ფერებად აციმციმებენ. მიწიდან შე-
მაღლებულ გზებზე ტვირთით სავსე ტრანსპორტი მიდი-მოდის
და საქონელი ერთი ქარხნიდან მეორეში გადააქვს. უთავბო-
ლო, არეულ მოძრაობაში ერთმანეთს უსიგნალებენ და ისე
მიედინებიან, როგორც შავი სისხლი ნაცრისფერ ძარღვებში.
რაც ყველაზე უარესია, თითოეული ქარხანა პატარა სახლები-
თაა გარშემორტყმული, მათ შორის კი ვიწრო ქუჩები გადის.
ნამდვილი ჯურღმულებია.
საეჭვოა, ამ გაკვამლული ცის ქვეშ მუშები მზის შუქს ოდეს-
მე ხედავდნენ. ქუჩები გადავსებულია, სახლებსა და ქარხნებს
შორის მიდი-მოდიან, ალბათ, მათი ცვლა დასრულდა. არსად
ჩანან გუშაგები, არც მათრახის ტყლაშუნი გვესმის და არც
არავინ მოგვჩერებია უაზროდ. მათ ჩვენს ყურებას არავინ
აძალებს. ვხვდები, რომ მეფეს აქ არ სჭირდება თავის წარმო-
ჩენა, ეს ხალხი დაბადებიდან ისედაც დათრგუნვილია.
– ესენი ტექნები არიან, – ვჩურჩულებ ხრინწიანი ხმით,
მახსენდება ეს სახელი, რომელსაც ვერცხლისფრები ასე
უდარდელად წარმოთქვამენ ხოლმე, – ისინი ამზადებენ ნა-
თურებს, კამერებს, ეკრანებს...
– შაშხანებს, ტყვიებს, ბომბებს, გემებს, ტრანსპორტს, –
ამატებს მეივენი, – ელექტროენერგიას გვაწვდიან, წყალს
ასუფთავებენ. ისინი ჩვენთვის ყველაფერს აკეთებენ.
373 მკითხველთა ლიგა
და სანაცვლოდ მხოლოდ კვამლს იღებენ.
– რატომ არ მიდიან აქედან?
ის მხრებს იჩეჩს.
– სხვანაირი ცხოვრება არც უნახავთ. ტექნების უმეტესობა
თავისი ქუჩიდან არასოდეს გადის. ომში მოხალისედ წას-
ვლაც კი აკრძალული აქვთ.
მოხალისედ წასვლაც კი ეკრძალებათ. ისეთი საშინელი
ცხოვრება აქვთ, რომელსაც ომში წასვლაც კი ჯობს და ამის
უფლებასაც კი არ აძლევენ.
როგორც ყველაფერი სხვა, ქარხნებიც თვალს ეფარება,
მაგრამ ამ სანახობას ვერ ვივიწყებ. არც არასდროს არ უნდა
დაგავიწყდეს, ჩამძახის გონებაში რაღაც. ისინი არ უნდა და-
ვივიწყო.
როცა ბარიერი-ხეებისგან შემდგარ კიდევ ერთ ტყეს გა-
ვივლით, ვარსკვლავებს ვხედავ, მათ ქვეშ კი – არქეონს. თა-
ვიდან დედაქალაქს ვერც ვამჩნევ და მისი შუქები ვარსკვლა-
ვების ბრწყინვა მგონია, მაგრამ რაც უფრო ახლოს მივდი-
ვართ, მით ფართოდ ვაღებ პირს.
ფართო მდინარეზე სამიარუსიანი ხიდია გადებული და ორ
ქალაქს ერთმანეთთან აკავშირებს. ათასობით ფუტი სიგრძი-
საა და ნათურებით გაჩახჩახებული. აქვეა ბაზრები და მაღა-
ზიები, მდინარიდან ასობით ფუტ სიმაღლეზე თავად ხიდში
არიან ჩაშენებული. წარმომიდგენია, როგორ დგანან იქ ვერ-
ცხლისფრები, სვამენ, ჭამენ და სამყაროს ზემოდან დასცქე-
რიან. ქვედა იარუსზე ტრანსპორტი დადის, მათი წინა ფარები
თითქოს მოწითალო-მოთეთრო კომეტები არიან, რომლებიც
ღამის წყვდიადს კვეთენ.
ხიდის ორივე ბოლოში კარიბჭეებია და მის გარდიგარდმო
მდებარე ქალაქის ორივე ნაწილი კედლებითაა დაცული. აღ-
374 მკითხველთა ლიგა
მოსავლეთ სანაპიროზე ვეებერთელა ლითონის კოშკები აღ-
მართულან და ხმლებივით ხვრეტენ ცას, ყოველ მათგანს ზე-
მოდან გიგანტური მტაცებელი ფრინველების მბზინავი ფიგუ-
რები ადგათ. კიდევ მეტი ტრანსპორტი და ხალხია მოკირ-
წყლულ ქუჩებში, რომლებიც მდინარის ციცაბო ნაპირებს მი-
უყვებიან და შენობებს ხიდსა თუ გარე კარიბჭეებთან აკავში-
რებენ.
ალმას-შუშის სქელი კედლებია, როგორც მზის ციხე--
დარბაზში, ოღონდ ზედ პროჟექტორებით განათებული ლი-
თონის კოშკები და სხვა ნაგებობები ადგას. კედლებზე გუშა-
გები პატრულირებენ, მაგრამ მათი უნიფორმები მეფის მცვე-
ლების ხასხასა წითელ ან სასახლის გუშაგების მუქ შავ უნი-
ფორმებს არ ჰგავს. მქრქალი ვერცხლისფერ-თეთრი უნი-
ფორმები აცვიათ და ლამის ერწყმიან ქალაქის პეიზაჟს. ისინი
ნამდვილი ჯარისკაცები არიან, ზოგიერთებს კი არ ჰგვანან,
გოგოებს რომ ეცეკვებიან, ისინი ციხესიმაგრეს დარაჯობენ.
არქეონი ომისთვის არის აშენებული და არა მშვიდობის-
თვის.
დასავლეთ სანაპიროზე სამეფო სასამართლო და სახაზი-
ნო პალატა მოჩანს. მათ ტერაქტის შესახებ ნანახი გადაცემი-
დან ვცნობ, მბზინავი თეთრი მარმარილოს შენობებია. მიუხე-
დავად იმისა, რომ მათზე თავდასხმიდან მხოლოდ თვეზე ცო-
ტა მეტია გასული, ორივე მთლიანად შეუკეთებიათ. მას შემ-
დეგ თითქოს მთელი ცხოვრება გავიდა. ისინი თეთრი ალის
სასახლეს ესაზღვრებიან, მას მეც კი ერთი შეხედვით ვცნობ.
ჩემი ძველი მასწავლებელი ამბობდა, რომ იგი თავად გორა-
კის ფერდობში გამოკვეთეს თეთრი მარმარილოსგან. მის
კედლებს ზემოდან ოქროსა და სადაფისგან ნაკვეთი ცეცხლის
ალი დანათის.
375 მკითხველთა ლიგა
ყველაფრის კარგად შეთვალიერებას ვცდილობ და თვა-
ლებს ხიდის ორივე ბოლოზე ვაცეცებ, მაგრამ ამ ადგილის
სრულყოფილი აღქმა ჩემი გონებისთვის შეუძლებელია. ჩვენ
ზემოთ, ღამეულ ცაზე, ნელა დაცურავენ დირიჟაბლები, რეაქ-
ტიული თვითმფრინავები კი უფრო ზემოთ კვეთენ ჰაერს მოწ-
ყვეტილი ვარსკვლავებივით. ადრე მეგონა, რომ მზის ციხე--
დარბაზი იყო საოცრება, მაგრამ ნათელია, რომ ამ სიტყვის
ნამდვილი მნიშვნელობა არ მცოდნია.
თუმცა აქ მშვენიერს ვერაფერს ვამჩნევ, მიუხედავად იმი-
სა, რომ გაკვამლული, ჭვარტლიანი ქარხნები სულ ცოტა ხნის
წინ გამოვიარეთ. ვერცხლისფრების ქალაქსა და წითლების
ჯურღმულებს შორის იმხელა განსხვავებაა, რომ სიმწრით
კბილს კბილზე ვაჭერ. სწორედ ამ სამყაროს დანგრევას
ვცდილობ, რომელსაც ჩემი და იმ ყველაფრის განადგურება
სურს, რაც ჩემთვის ძვირფასია. ახლა ცხადად ვხედავ, თუ რას
ვებრძვი და რა ძნელი, უფრო სწორად კი, შეუძლებელი იქნე-
ბა გამარჯვება. ზემოდან დიდებული ხიდი დაგვყურებს და ასე
უმნიშვნელოდ თავი არასოდეს მიგრძნია, თითქოს მზადაა,
რომ გადამყლაპოს.
მაგრამ მაინც უნდა ვცადო, თუნდაც, ნაცრისფერი ქალაქი-
სა და მისი ბინადრებისთვის, რომლებსაც მზე არასოდეს უნა-
ხავთ.

376 მკითხველთა ლიგა


როცა დასავლეთ ნაპირთან გემი ნავსადგურში შედის და
ხმელეთზე გადმოვდივართ, უკვე დაღამებულია. სახლში ამ
დროს შუქს ვაქრობდით და დასაძინებლად ვწვებოდით, მაგ-
რამ არქეონში სხვანაირად ხდება – ქალაქი სწორედ მაშინ
კაშკაშებს ყველაზე ძლიერად, როცა დანარჩენი სამყარო
წყვდიადში იძირება. ცაში ფეიერვერკი სკდება და ხიდს შუქს
ჰფენს, თეთრი ალის სასახლის თავზე კი შავ-წითელი ალამი
აღიმართა. მეფე ისევ თავის სატახტო ქალაქში დაბრუნდა.
საბედნიეროდ, ხალხმრავალი საზეიმო ცერემონიით არა-
ვინ გვხვდება და წამებაც აღარ მომიწევს. ჩვენს წასაყვანად
შეჯავშნული მანქანები მოდიან. ჩემდა საბედნიეროდ, მე და
მეივენს ცალკე მანქანა გვერგება, თან მხოლოდ ორი მცველი
გვახლავს. ის მანქანის ფანჯრიდან ღირსშესანიშნაობებს მაჩ-
ვენებს და ლამის ყოველი ქანდაკებისა და ქუჩის მნიშვნელო-
ბას მიხსნის. მიყვება თავის საყვარელ საცხობზეც კი, რომე-
ლიც მდინარის მეორე მხარეს ყოფილა.
– ხიდი და აღმოსავლეთი არქეონი სამოქალაქო პირების
– რიგითი ვერცხლისფრებისთვისაა, თუმცა ბევრი მათგანი
ზოგიერთ დიდგვაროვანზე მდიდარიც კია.
– რიგითი ვერცხლისფრები? – ლამის გამეცინოს, – ასეთი
რამეც არსებობს?
მეივენი მხრებს იჩეჩს.
– რა თქმა უნდა. მათ შორის არიან ვაჭრები, ბიზნესმენები,
ჯარისკაცები, გუშაგები, მაღაზიების მფლობელები, პოლიტი-
კოსები, მიწათმფლობელები, მსახიობები და ინტელექ-
377 მკითხველთა ლიგა
ტუალები. ზოგი დიდებული საგვარეულოს წარმომადგენელ-
ზე ქორწინდება, ზოგიც საკმაოდ მაღალ სოციალურ საფეხურ-
ზე ასვლას ახერხებს, მაგრამ კეთილშობილი სისხლი არა
აქვთ და მათი შესაძლებლობებიც არც ისეთი მძლავრია.
როგორც ერთხელ ლუკასმა მითხრა, ყველა არ არის გან-
საკუთრებული. არ მეგონა, თუ ვერცხლისფრებსაც გულის-
ხმობდა.
– დასავლეთი არქეონი სამეფო კარს ეკუთვნის, – აგრძე-
ლებს მეივენი.
ახლა მივუყვებით ქუჩას, რომლის ორივე მხარეს ლამაზი
ქვის სახლები და გაკრეჭილი, აყვავებული ხეებია ჩარიგებუ-
ლი.
– ყველა დიდებული საგვარეულო აქ ცხოვრობს, რათა მე-
ფესა და მთავრობასთან ახლოს იყვნენ. თუ საჭირო გახდა,
აქედან მთელი ქვეყნის მართვა შეიძლება.
სწორედ ამით აიხსნება სასახლის ადგილმდებარეობა. და-
სავლეთი სანაპირო, პრაქტიკულად, ქანობია, სასახლე თუ
სხვა სამთავრობო შენობები მის თავზეა განლაგებული და
ხიდს გადაჰყურებენ. ქანობის მწვერვალს კიდევ ერთი გალა-
ვანი ერტყმის გარს და ქვეყნის გულს იფარავს. როცა კარიბ-
ჭეს გავივლით და მთელი არენისხელა კერამიკული ფილე-
ბით მოპირკეთებული მოედანი გამოჩნდება, თავის შეკავებას
ვცდილობ, არ მინდა, რომ სულელივით თვალებდაჭყეტილი
მივაჩერდე. მეივენი მას კეისრის მოედანს უწოდებს, ასე ერ-
ქვა მისი დინასტიის პირველ მეფეს. მეფე კეისარი ადრე ჯუ-
ლიანმაც ახსენა გაკვრით. ჩვენი გაკვეთილები პირველი გან-
ხეთქილების ხანას არ გასცდენია, როცა ვერცხლისფერმა და
წითელმა ბევრად მეტი მნიშვნელობა შეიძინა, ვიდრე
ჩვეულებრივი ფერებისა.
378 მკითხველთა ლიგა
თეთრი ალის სასახლე მოედნის სამხრეთ ნაწილში დგას,
დანარჩენი სასამართლოს, სახაზინო პალატასა და ადმინის-
ტრაციულ ცენტრებს უკავიათ. თუ კედლებით გარშემორ-
ტყმულ ეზოში მოვარჯიშე ჯარისკაცებით ვიმსჯელებთ, აქ ყა-
ზარმებიც უნდა იყოს. ეს ჯარისკაცები კალის დამჩრდილავთა
ლეგიონიდან არიან, ისინი ქალაქში ჩვენამდე ჩამოვიდნენ.
დიდგვაროვნების დასამშვიდებლადო, როგორც მეივენმა
თქვა. თუ მორიგი თავდასხმა მოხდება, ამ ჯარისკაცებმა უნდა
დაგვიცვან.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვიანია, მოედანზე ხალ-
ხმრავლობაა. ისინი ყაზარმების მეზობელი პირქუში შენობის-
კენ მიიჩქარიან. მის სვეტებზე შავ-წითელი დროშებია აღმარ-
თული, რომლებიც შემკულია არმიის ემბლემით – მახვილით.
ვხედავ, რომ შენობის წინ პატარა სცენაა გამართული, პო-
დიუმი გაჩახჩახებული პროჟექტორებითაა გარშემორტყმული
და ხალხის რაოდენობაც სულ უფრო იმატებს.
უცებ ჩვენს მანქანას კამერების მზერა ეცემა, იმაზე ინტენ-
სიური, ვიდრე მიჩვეული ვარ. ეს მზერა მაშინაც მოგვყვება,
როცა ერთრიგად ჩამწკრივებული მანქანებით სცენას ჩავუვ-
ლით. საბედნიეროდ, არ ვჩერდებით და თაღოვანი გასასვლე-
ლის გავლით პატარა ეზოსკენ მივდივართ, მაგრამ უცებ ჩვენი
მანქანა ამუხრუჭებს.
– რა ხდება? – ვჩურჩულებ მე და მეივენს ვებღაუჭები.
აქამდე შიშს არ ვემორჩილებოდი, მაგრამ პროჟექტორებს,
კამერებსა და თავშეყრილ ხალხს შორის ჩემი თავდაცვითი
კედელი ინგრევა.
მეივენი თავმობეზრებული ოხრავს.
– ალბათ, მამა გამოდის სიტყვით. ომახიანად ილაპარა-
კებს, რომ ხალხს გული გაუხაროს. ადამიანებს იმაზე მეტად
379 მკითხველთა ლიგა
არავინ უყვართ, ვიდრე წინამძღოლი, რომელიც მათ გამარ-
ჯვებას ჰპირდება.
მეივენი მანქანიდან გადადის და მეც გადავყავარ. მიუხე-
დავად მაკიაჟისა და ტანსაცმლისა, უცებ თავი მთლად გაშიშ-
ვლებული მგონია. ამას ტელეგადაცემისთვის აკეთებენ, მას
ათასები, მილიონები ნახავენ.
– ნუ ღელავ, ჩვენ მხოლოდ სერიოზული სახეებით დგომა
გვევალება, – ჩამჩურჩულებს ყურში მეივენი.
– მგონი, კალი უკვე ისედაც ეგრე დგას, – და მეივენს ვა-
ნიშნებ კალზე, რომელიც ევანგელინზე მიკრული ზის.
მეივენი ხითხითებს.
– კალს რომ ჰკითხო, სიტყვით გამოსვლა დროის ფუჭი და-
კარგვაა. ჩემს ძმას მოქმედება ურჩევნია სიტყვებს.
ამაში კალს მეც ვეთანხმები, მაგრამ არ მინდა ვაღიარო,
რომ მეივენის უფროს ძმასთან რაიმე საერთო მაქვს. შეიძლე-
ბა ოდესღაც ასე მეგონა, მაგრამ უკვე აღარ. აღარასოდეს.
აწრიალებული მდივანი ჟესტით მიგვიხმობს თავისთან. მა-
კანტოსების საგვარეულოს ფერები აცვია – ლურჯ--
ნაცრისფერი. შეიძლება პოლკოვნიკს იცნობდა კიდეც, იქნებ
მისი ძმაა ან ბიძაშვილი. გეყოფა, მერ. მღელვარება ახლა
არაფერს გარგებს. როცა ჩვენს ადგილას ვდგებით, ზედაც არ
გვიყურებს. კალისა და ევანგელინის უკან ვდგავართ, მათ წინ
კი მეფე-დედოფალია. უცნაურია, მაგრამ დღეს ევანგელინის
ჩვეული გულგრილობა გამქრალია. ვხედავ, რომ ხელები
უკანკალებს. შეშინებულია. მას ხომ საყოველთაო ყურადღე-
ბის ცენტრში უნდოდა ყოფნა, უნდოდა, კალის საცოლე გამ-
ხდარიყო, და მაინც ეშინია. ეს შესაძლებელია?
მერე შენობაში მეტისმეტად ბევრი მცველისა და დიდი ამა-
ლის თანხლებით შევდივართ. აქაურობას კონკრეტული ფუნ-
380 მკითხველთა ლიგა
ქცია აქვს და ნახატები ან სასტუმრო ოთახები არსად ჩანს. აქ
რუკები, გუშაგები და სათათბირო ოთახებია. დარბაზში ნაც-
რისფერ უნიფორმებში გამოწყობილი ხალხი ირევა, ჩვენს გა-
მოჩენაზე ჩერდებიან და გზას გვაძლევენ. კარების უმეტესობა
მიხურულია, მაგრამ ვახერხებ და რამდენიმეში მაინც ვიჭყი-
ტები. ოფიცრები და ჯარისკაცები ფრონტის რუკებს დაჰყურე-
ბენ და ლეგიონების განლაგებაზე კამათობენ. მომდევნო
ოთახში უზღვავი ენერგია იგრძნობა, აქ ასობით კამერაა, თი-
თოეულ მათგანს ჯარისკაცი აკონტროლებს. ყურსასმენებში
ლაპარაკობენ და მათგან შორს მყოფ ადამიანებს მკაცრი
ხმით აძლევენ ბრძანებებს, სხვადასხვა სიტყვით, მაგრამ მა-
თი მნიშვნელობა ერთია: ფრონტის ხაზი უნდა შეინარჩუნონ.
კალი სწორედ ამ ოთახთან ყურყუტებს, კისერი დაუგრძე-
ლებია, რომ უკეთ შეხედოს, შიგნით რა ხდება, მაგრამ უცებ
კარს ცხვირწინ უჯახუნებენ. ბრაზდება, მაგრამ ხმას არ იღებს
და ისევ გვერდში ამოუდგება ევანგელინს, რომელიც რაღა-
ცას ჩასჩურჩულებს. კალი ხელის აქნევით თავიდან იცილებს,
რითაც ფრიად ნასიამოვნები ვრჩები.
მაგრამ სახეზე ღიმილი მიქრება, როცა შენობის კიბესთან
დამაბრმავებელ შუქში გავდივართ. კარზე გაკრულ ფირფიტა-
ზე წარწერაა: გენერალური შტაბი. აქ შეიარაღებული ძალე-
ბის გულია. თითოეული ჯარისკაცი, არმია თუ ქვემეხი აქედან
კონტროლდება. აქ იმდენი ელექტროენერგიაა, რომ მუცელი
მიწრიალებს, მაგრამ ამდენი ხალხის წინაშე მოდუნება დაუშ-
ვებელია. ფოტოაპარატები ინთებიან და მაბრმავებენ. როცა
ვკრთები, გონებაში ხმა ჩამესმის.
მდივანი ხელში ქაღალდს მჩრის. ერთხელ დავხედავ და
ლამის წამოვიკივლო. ახლა ვხვდები, რისთვის ვჭირდებოდი
მათ.
381 მკითხველთა ლიგა
შეასრულე ის, რისთვისაც აქა ხარ, ჩურჩულებს ელარა
ჩემს თავში. მეივენის გვერდით დგას, მიყურებს და მთელი ძა-
ლით ცდილობს არ გაეღიმოს.
მეივენი თვალს აყოლებს დედამისის მზაკვრულ მზერას და
ჩემს აცახცახებულ ხელში ქაღალდს ამჩნევს. ნელა მისვამს
თითს თითზე, თითქოს თავისი ძალის ჩემთვის გადმოცემა შე-
ეძლოს. იმაზე მეტად არაფერი მინდა, ეს ფურცელი შუაზე გავ-
ფხრიწო, მაგრამ მეივენი მაგრად მიჭერს ხელს.
– ეს უნდა გააკეთო, – ჩურჩულებს ისე ხმადაბლა, რომ
ძლივს მესმის, – აუცილებლად!
– ჩემი გული დაღუპულებს დასტირის, მაგრამ ვიცი, რომ
მათი სიკვდილი ამაოდ არ ჩაივლის. მათი სისხლი კიდევ უფ-
რო განამტკიცებს ჩვენს გადაწყვეტილებას, გადავლახოთ ის
სირთულეები, რაც წინ გველის. უკვე ერთი საუკუნეა, ჩვენი
ერი ომშია ჩაბმული და გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე წარ-
მოქმნილი დაბრკოლებები ჩვენთვის უცხო არ არის. დამნაშა-
ვეებს ვიპოვით, დავსჯით და ვირუსი, რომელსაც აჯანყებას
უწოდებენ, ჩემს ქვეყანას ვერ დააავადებს.
ჩემს ახალ საძინებელში ეკრანი ისევე მჭირდება, როგორც
ძირგახვრეტილი გემი. მეფის წუხანდელ სიტყვას გადმოსცე-
მენ და გული მერევა. შემიძლია უკვე ზეპირად მოვყვე, მაგ-
რამ მაინც ვუყურებ, რადგან ვიცი, ვინ გამოდის სიტყვით მის
მერე.
ეკრანზე უცნაური სახე მაქვს, მეტისმეტად ფერმკრთალი
და გულგრილი. ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ ამ სიტყვების კით-
ხვისას მშვიდი სახე შევინარჩუნე. როცა პოდიუმზე მეფის ად-
გილს ვიკავებ, არც კი ვკანკალებ.
– მე წითლებმა აღმზარდეს. მჯეროდა, რომ მეც წითელი
ვიყავი, და ჩემი თვალით ვიხილე მისი უდიდებულესობა მე-
382 მკითხველთა ლიგა
ფის გულმოწყალება, ჩვენი ვერცხლისფერი ბატონების სა-
მართლიანობა და ის დიდი პრივილეგიები, რომლებიც მათ
ჩვენთვის გაიმეტეს. ჩვენ მოგვეცა მუშაობის, საკუთარი ქვეყ-
ნისთვის სამსახურის გაწევისა და კარგად ცხოვრების უფლე-
ბა, – ეკრანზე ვხედავ, როგორ მადებს მეივენი ხელს მკლავზე
და სანამ მე ვლაპარაკობ, თავს აქნევს, – ახლა ვიცი, რომ
ვერცხლისფრად ვარ დაბადებული, ქალბატონი ვარ, ტიტანო-
სების საგვარეულოდან, ერთ დღეს კი ნორტას პრინცესა გავ-
ხდები. თვალები ამეხილა. არსებობს სამყარო, რომელზეც
წარმოდგენაც არ მქონდა, და ის ყოვლისშემძლე და გულმოწ-
ყალეა. და ეს ტერორისტები, საზიზღარი მკვლელები, ჩვენი
ერის ქვაკუთხედის განადგურებას ცდილობენ. ამას ვერ და-
ვუშვებთ.
ჩემს მშვიდ ოთახში ჩემივე მძიმე სუნთქვა მესმის. ყველაზე
უარესი წინაა.
– ბრძენმა მეფე ტიბერიასმა სათანადო ზომები მიიღო, რა-
თა აჯანყების ვირუსი ამოიძირკვოს და ჩვენი ერის მშვიდო-
ბიანი მოქალაქეები დაცულ იქნენ. ეს ზომები შემდეგში
მდგომარეობს: დღეიდან, მზის ჩასვლის შემდეგ, ყოველი
წითლისთვის ძალაში შედის კომენდანტის საათი. გუშაგების
რაოდენობა წითლების თითოეულ სოფელსა და ქალაქში გა-
ორმაგდება. გზებზე ახალი საგუშაგო პოსტები განთავსდება
და გუშაგებით სრულად დაკომპლექტდება. წითლების ჩადე-
ნილი ყოველი დანაშაული, მათ შორის, კომენდანტის საათის
დარღვევა, სიკვდილით დასჯით დასრულდება. ამასთან, – ამ
სიტყვებზე ხმა პირველად მღალატობს, – გაწვევის ასაკმა 15
წლამდე დაიწია. ნებისმიერი, ვინც ისეთ ინფორმაციას გად-
მოგვცემს, რომელიც "ალისფერი მცველის" წევრების დაპა-
ტიმრებისათვის ან მათი თავდასხმების აღსაკვეთად გამოგ-
383 მკითხველთა ლიგა
ვადგება, შესაბამისი დოკუმენტით დაჯილდოვდება, რომე-
ლიც უფლებას მისცემს გაათავისუფლოს არმიაში სამსახუ-
რისგან ოჯახის ხუთი წევრი.
ბრწყინვალე და ამავე დროს საშინელი მანევრია. ასეთი
დოკუმენტის ხელში ჩასაგდებად წითლები ერთმანეთს არ და-
ინდობენ.
– ამ ზომების მიღება მანამდე გაგრძელდება, სანამ დაავა-
დება, სახელად "ალისფერი მცველი", სრულად არ განადგურ-
დება, – ეკრანზე ჩემივე თვალებს ვუყურებ, ვხედავ, როგორ
ვცდილობ არ შემეხუთოს სული ლაპარაკისას. თვალებგა-
ფართოებული ვდგავარ იმ იმედით, რომ ჩემიანები მიხვდები-
ან, რა ვითარებაშიც აღმოვჩნდი. სიტყვებს შეუძლიათ იცრუ-
ონ, – გაუმარჯოს მეფეს!
ბრაზით ვივსები, ეკრანი ქრება და ჩემი სახის ადგილზე შა-
ვი სიცარიელე რჩება, მაგრამ ახალი ბრძანებები ისევ თავში
მიტრიალებს. უფრო მეტი გუშაგი, სახრჩობელებზე ჩამოკი-
დებული მეტი წითელი, მეტი შვილწართმეული, ატირებული
დედა. ჩვენ რამდენიმე მოვკალით, ისინი კი ათასობით ჩვენი-
ანს მოუღებენ ბოლოს. ვიცი, რომ ამ მკაცრი ზომების გამო
ზოგი წითელი "ალისფერი მცველის" რიგებს შეუერთდება,
მაგრამ უფრო მეტი მეფეს დაუდგება გვერდით. თავიანთი სი-
ცოცხლის, ასევე შვილების სიცოცხლის გადასარჩენად იმ
მცირე თავისუფლებასაც დათმობენ, რაც ახლა აქვთ.
მეგონა, რომ ვერცხლისფრების მარიონეტად ყოფნა სხვა
მოსალოდნელ უბედურებებთან შედარებით ნაკლებად მძიმე
ასატანი იქნებოდა, მაგრამ მწარედ ვცდებოდი. თუმცა ისინი
ვერ გამტეხენ, ვერც ახლა და ვერც მაშინ, როცა ჩემი დასას-
რული მოახლოვდება. ყველაფერი უნდა გავაკეთო, რაც შე-

384 მკითხველთა ლიგა


მიძლია, სანამ ჩემს სისხლს ამოიცნობენ და ჩემი თამაში დამ-
თავრდება. სანამ წამათრევენ და სიკვდილით დამსჯიან.
კიდევ კარგი, ჩემი ფანჯარა მდინარეს გაჰყურებს. ის სამ-
ხრეთით, ზღვისკენ მიედინება. როცა წყალს ვუყურებ, ჩემი
წყვდიადით მოცული მომავალი მავიწყდება. სწრაფ დინებას
ვაყოლებ თვალს და ჰორიზონტზე შავ ლაქას ვამჩნევ. ცის და-
ნარჩენი ნაწილი სუფთაა, სამხრეთით კი შავი ღრუბლები მო-
ჩანს, სამუდამოდ რომ დასწოლიან აკრძალულ ადგილს. იქ
არის ნაოხარი, ფერფლის ქალაქი, რომელიც რადიაციამ თუ
ცეცხლმა შთანთქა და ახლა წყვდიადშია ჩაფლული. მისგან
მხოლოდ შავი აჩრდილია დარჩენილი, ძველი სამყაროს ნაშ-
თი, რომლისკენაც გზა არ არის.
ნეტავ ლუკასმა დააკაკუნოს კარზე და გაკვეთილებზე წა-
მიყვანოს, მაგრამ ის ჯერ არ დაბრუნებულა, მაგრამ, მგონი,
მისთვის აჯობებს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ
დავაყენო.
კედელზე ჯულიანის საჩუქარია მიყუდებული და კიდევ
ერთ დაკარგულ მეგობარს მახსენებს. ეს ვეებერთელა რუკაა,
რომელიც ჩარჩოშია ჩასმული და შუშის უკან ბზინავს. როცა
ხელში ვიღებ, ჩარჩოდან რაღაც ვარდება და მიწაზე ხმაურით
ეცემა.
ასეც ვიცოდი.
გული მიჩქარდება და გიჟურად მიცემს, ვიხრები, იმედი
მაქვს, რომ საიდუმლო წერილი იქნება ჯულიანისგან, თუმცა
ეს მხოლოდ და მხოლოდ წიგნაკია.
იმედგაცრუების მიუხედავად, მაინც მეღიმება. რა თქმა უნ-
და, სხვას რას მაჩუქებდა, თუ არა კიდევ ერთ თავშესაქცევ ის-
ტორიას, სიტყვების მორიგ კრებულს, რათა ამან მაინც დამამ-
შვიდოს, როცა თავად ჯულიანი გვერდით აღარ მეყოლება.
385 მკითხველთა ლიგა
ყდას ვშლი, ველოდები, რომ რამე ახალი იქნება ისტორი-
ის შესახებ, მაგრამ ამის ნაცვლად წინა ფურცელზე ხელნაწერ
სიტყვებს ვხედავ. წითელი და ვერცხლისფერი. ეჭვგარეშეა,
ეს ჯულიანის ღვლარჭნილი, ოკრობოკრო ხელწერაა.
ზურგიდან კამერები მითვალთვალებენ და მახსენდება,
რომ მარტო არა ვარ. ეს ჯულიანმაც გაითვალისწინა. უჭ-
კვიანესმა ჯულიანმა.
ჩვეულებრივ წიგნს ჰგავს, დელფიში ნაპოვნი არტეფაქტე-
ბის შესწავლის შესახებ რომ მოგვითხრობს, მაგრამ სიტყვებს
შორის მისივე ხელით წერია ის საიდუმლო, რომლის ცოდნაც
ნამდვილად ღირს. თითოეული დამატებითი ხაზის ძებნას დი-
დი დრო მიაქვს. კარგია, რომ ადრე ავდექი. ბოლოს და ბო-
ლოს, ყველას ვპოულობ და სუნთქვა მეკვრის.
დეინ დევიდსონი, წითელი ჯარისკაცი, ლეგიონი "ქარიშხა-
ლი", მოკლულია პატრულირებისას, ცხედარს ვერ მიაგნეს. 1-
ლი აგვისტო, 296 ა.წ.
ჯეინ ბარბარო, წითელი ჯარისკაცი, ლეგიონი "ქარიშხა-
ლი", უბედური შემთხვევის მსხვერპლი, დაიღუპა თავისიანე-
ბის გახსნილი ცეცხლით, ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა. 19
ნოემბერი, 297 ა.წ.
პეის გარდნერი, წითელი ჯარისკაცი, ლეგიონი "ქარიშხა-
ლი", სიკვდილით დასჯილი დაუმორჩილებლობის გამო, ცხე-
დარი დაკარგულია. 4 ივნისი, 300 ა.წ.
სხვა სახელებიცაა, სია ოცწლიან პერიოდს ეხება, ყოველი
მათგანის ცხედარი კრემირებულია ან "დაიკარგა". არ ვიცი,
როგორ შეიძლება დაიკარგოს სიკვდილით დასჯილის ცხედა-
რი. სიის ბოლოში მიწერილი სახელის დანახვაზე თვალზე
ცრემლი მადგება.

386 მკითხველთა ლიგა


შეიდ ბაროუ, წითელი ჯარისკაცი, ლეგიონი "ქარიშხალი",
დეზერტირობის გამო დასჯილია სიკვდილით, ცხედარს
ჩაუტარდა კრემაცია. 27 ივლისი, 320 ა.წ.
ჩემი ძმის სახელს ჯულიანის წერილი მოჰყვება და მგონია,
იგი ისევ ჩემ გვერდითაა და მშვიდად მიხსნის გაკვეთილს:
სამხედრო სამართლის თანახმად, დაღუპული წითელი ჯა-
რისკაცები ჩოუკის სასაფლაოზე უნდა დაიკრძალონ. სიკვდი-
ლით დასჯილებს საერთო სამარეში მარხავენ. კრემაცია მი-
ღებული არ არის. ცხედრის დაკარგვა გამორიცხულია. მიუხე-
დავად ამისა, ოცდაშვიდ ასეთ შემთხვევას მივაგენი, მათ შო-
რის, შენი ძმაც არის.
ყველანი პატრულირებისას დაიღუპნენ, ტბებისქვეყნელე-
ბის ან თავისიანების ცეცხლით, ან უსაფუძვლო ბრალდებების
გამო სიკვდილი მიესაჯათ. სიკვდილამდე რამდენიმე კვირით
ადრე ყოველი მათგანი ლეგიონ "ქარიშხალში" გადაიყვანეს
და თითოეულის ცხედარი სხვადასხვა მიზეზის გამო განადგუ-
რებული ან დაკარგულია. რატომ? "ქარიშხალი" განსაკუთრე-
ბული სიკვდილიანობით არ გამოირჩევა, გენერალ ეაგრის
მეთაურობით მასში ასობით წითელი მსახურობს და უცნაურ
ვითარებაში არ იღუპებიან. მაშ, ვინ დახოცა ეს ოცდაშვიდი
ჯარისკაცი?
პირველად გამიხარდა, რომ სისხლის ბაზა არსებობს. მარ-
თალია, ისინი დიდი ხნის "გარდაცვლილები" არიან, მათი
სისხლის ნიმუშები მაინც ინახება. ახლა კი უნდა მოგიბოდი-
შო, მერ, რადგან შენთან მთლად გულწრფელი არ ვიყავი. შენ
მე მომენდე, რომ მევარჯიშებინე და დაგხმარებოდი. ასეც მო-
ვიქეცი, მაგრამ მე საკუთარ თავსაც ვეხმარებოდი. მე ცნობის-
მოყვარე კაცი ვარ, შენ კი ყველაზე დიდი საკვირველება ხარ,
რაც კი მინახავს. თავი ვერ შევიკავე, შენი სისხლი მათისას
387 მკითხველთა ლიგა
შევადარე და საერთო თავისებურებას მივაკვლიე, რაც სხვა
ყველასგან განგასხვავებთ.
არ მიკვირს, რომ ვერავინ შენიშნა, რადგან მათ ასეთი რამ
არ უძებნიათ. მაგრამ რაკი მე უკვე ვიცოდი, პოვნა უკვე ადვი-
ლი იყო. შენი სისხლი წითელია, მაგრამ ისეთი არა, როგო-
რიც სხვებისა. მასში რაღაც ახალია, რაც აქამდე არავის უნა-
ხავს. იმ ოცდაშვიდი ჯარისკაცის შემთხვევაშიც ასე იყო – მუ-
ტაცია, ცვლილება, რომელიც შენი არსებობის გასაღები შეიძ-
ლება იყოს.
შენ ერთადერთი არა ხარ, მერ. მარტო არა ხარ. უბრა-
ლოდ, პირველი ხარ, ვინც ათასობით ადამიანმა ნახა და ამი-
ტომ შენი მოკვლა და ცხედრის გაქრობა ვეღარ მოახერხეს.
როგორც დანარჩენები, შენ ერთდროულად წითელიც ხარ და
ვერცხლისფერიც, თანაც ორივეზე ძლიერი.
ვფიქრობ, შენ მომავალი ხარ, ახალი განთიადი.
და თუ აქამდე ოცდაშვიდი იყავით, აუცილებლად სხვებიც
იქნებიან. ამაში დარწმუნებული ვარ.

გაყინული და გაშეშებული ვარ, ერთდროულად ყველა-


ფერს და ვერაფერს ვგრძნობ. სხვა ჩემნაირები.

სისხლის ბაზა გადავქექე და შენი სისხლის მუტაციის მონა-


ცემები სხვა ნიმუშებშიც ვიპოვე. აქ ყველას სახელი ჩამოვწე-
რე, რათა სხვებსაც ანახვო.
ვიცი, საჭირო არაა შენთვის იმის თქმა, რომ ეს სია უდიდე-
სი მნიშვნელობისაა. თავადაც იცი, რას შეიძლება ეს ნიშნავ-
დეს შენთვის და მთელი მსოფლიოსთვისაც. ისეთ ვინმეს გა-
დაეცი, ვისაც ენდობი, მონახე სხვები, დაიცავი ისინი, გაწ-
ვრთენი, რადგან ცოტა ხანში ამ ყველაფერს ვინმე ნაკლებად
388 მკითხველთა ლიგა
მეგობრულად განწყობილიც აღმოაჩენს და მათზე ნადირო-
ბას დაიწყებს.
აქ ჯულიანის წერილი მთავრდება და იწყება სია, რომლის
დანახვაზეც თითები მიკანკალებს. აქაა სახელები, მისამარ-
თები და ყველა მათგანი ელის, როდის აღმოაჩენენ. ყველა
ელის, როდის მოუწევთ ბრძოლა.
თითქოს გონებაში ცეცხლი მინთია. სხვები. ბევრნი.
თვალწინ ჯულიანის სიტყვები ჩამირბენენ და სულს მწვავენ.
ორივეზე ძლიერი.
პატარა წიგნაკს საიმედოდ ვინახავ ქურთუკის ჯიბეში, ჩემს
გულთან ახლოს, მაგრამ სანამ მეივენთან მივალ და ჯუ-
ლიანის აღმოჩენას ვაჩვენებ, კალს ვხედავ. სასტუმრო ოთახ-
ში მიცდის, სწორედ ისეთში, ცეკვას რომ მასწავლიდა, მხო-
ლოდ მთვარის შუქი და მუსიკა არსად არის. ერთ დროს ყვე-
ლაფერი მინდოდა, რისი მოცემაც ჩემთვის შეეძლო, ახლა კი
მის დანახვაზე გული მერევა. რაც უნდა ვცდილობდე ამის და-
მალვას, ზიზღს სახეზე მამჩნევს.
– ჩემზე გაბრაზებული ხარ, – ამბობ ის. ეს შეკითხვა არ
არის.
– სულაც არა.
– ცრუობ, – მიღრენს და უცებ თვალები ენთება. მე ჩვენი
შეხვედრის დღიდან ვცრუობ, – ორი დღის წინ მკოცნიდი და
ახლა ზედაც აღარ მიყურებ.
– მე შენი ძმის საცოლე ვარ, – ვეუბნები და უკან ვიხევ.
ჩემს სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს.
– მაშინ ამან ვერ შეგაჩერა. რა შეიცვალა?
მინდა ვუყვირო, დავინახე, ვინ ხარ სინამდვილეში. შენ კე-
თილშობილი მეომარი, უნაკლო პრინცი ან დაბნეული ბიჭი კი
არა ხარ, როგორადაც თავს მაჩვენებ, ზუსტად ისეთი ხარ,
389 მკითხველთა ლიგა
როგორიც სხვები, თუმცა კი გულდაგულ ცდილობ ამის
დამალვას-მეთქი.
– იმ ტერორისტების გამო მიწყრები?
კბილებს მტკივნეულად ვაჭერ ერთმანეთზე.
– აჯანყებულების.
– მათ უდანაშაულო ხალხი და ბავშვები დახოცეს.
– ორივემ ვიცით, რომ ეს მათი ბრალი არ იყო, – გამოვ-
ცრი მე, სულაც არ მენაღვლება, რა მკვახედ გამომდის. კალი
კრთება და წამით გაოგნებული მიყურებს, თითქოს სასახლე-
ში ატეხილი სროლა ახსენდება, მაგრამ მალე გაუვლის და
ბრაზდება.
– მაგრამ აფეთქება მაინც მათ მოაწყვეს, – ბრდღვინავს
იგი, – მცველს რაც ვუბრძანე, დაღუპულებისა და სამარ-
თლიანობისთვის გავაკეთე.
– და რა მოგცა წამებამ? იცი მათი სახელები ან რამდენი
არიან, ის მაინც თუ იცი, რას ითხოვენ? მოსასმენად ოდესმე
თავი თუ შეიწუხე?
ის მძიმედ ოხრავს და სიტუაციის განმუხტვას ცდილობს:
– ვიცი, რომ გაქვს მიზეზი, მათ თანაუგრძნობდე, მაგრამ
მათ მეთოდებს ვერ...
– მათი მეთოდები თქვენივე ბრალია. გვამუშავებთ,
სისხლს გვადენთ, თქვენს ომებსა და ქარხნებში სასიკვდი-
ლოდ გვგზავნით, ვიტანჯებით თქვენთვის იმ მცირედი კომ-
ფორტის შესაქმნელად, რომელსაც ვერც კი ამჩნევთ. და ეს
მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ სხვანაირები ვართ. რატომ
გგონიათ, რომ ამას მოვითმენთ?
კალი უხერხულად წრიალებს, ლოყაზე კუნთი უტოკავს, პა-
სუხი არა აქვს.

390 მკითხველთა ლიგა


– ერთადერთი მიზეზი, რომ სადმე სანგარში არ ჩავკვდი,
ის არის, რომ შეგეცოდე. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ახ-
ლა მისმენ, ის არის, რომ წარმოუდგენელი სასწაულის წყა-
ლობით მე სხვანაირი ვარ.
ამის დასტურად ხელებზე ელექტრულ ნაპერწკლებს ვაციმ-
ციმებ. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დავუბრუნდე იმ
ცხოვრებას, როცა ჩემს სხეულში ჯერ კიდევ არ ბუდობდა ეს
ძალა, მაგრამ კიდევ კარგი, ჯერ კიდევ კარგად მახსოვს ის
დრო.
– ამას ვერ შეაჩერებ, კალ. შენ მეფე გახდები და შეგიძლია
შეაჩერო ეს ომი, შეგიძლია ათასობით, მილიონობით ადა-
მიანი იხსნა თაობათა მანძილზე არსებული მონობისგან, რო-
მელსაც ასე ადიდებთ. უბრალოდ, უნდა თქვა, რომ საკმარი-
სია.
კალი თითქოს ნებდება და მასში ის ცეცხლი ქრება, რომ-
ლის დამალვასაც ასე გულმოდგინედ ცდილობს ხოლმე. ფან-
ჯარასთან მიდის, ხელები ზურგზე შემოუწყვია. სახეზე ამომა-
ვალი მზის შუქი დასთამაშებს, ზურგზე ჩრდილი აწევს, თით-
ქოს ორ სამყაროს შორისაა გახლეჩილი. გულის სიღრმეში
ვიცი, რომ ასეც არის. ჩემი არსების ერთ ნაწილს კალზე ისევ
გული შესტკივა და იმ უფსკრულის შემცირება უნდა, რომე-
ლიც ჩვენ შორის წარმოიშვა, მაგრამ ასეთი სულელი არა
ვარ. უიმედო სიყვარულით დატანჯული გოგო ვერ ვიქნები.
– ოდესღაც მეც იმავეს ვფიქრობდი, – ბუტბუტებს იგი, –
მაგრამ ეს ორივე მხარეს ააჯანყებს და მე ვერ ვიქნები მეფე,
რომელიც ამ ქვეყანას გააპარტახებს. ვალდებული ვარ ვიზ-
რუნო იმაზე, რაც მე და მამაჩემს მემკვიდრეობით გვერგო, –
მისგან სუსტი სიცხე ასხივებს და ფანჯრის შუშას ორთქლავს,

391 მკითხველთა ლიგა


– შენ თუ გაიღებდი მილიონობით მსხვერპლს "ალისფერი
მცველის" მიზნის მისაღწევად?
მილიონობით მსხვერპლი. ბელიკოს ლეროლანის გვამი
მახსენდება, მის გვერდზე მიწოლილი მკვდარი შვილები-
თურთ. მათ სხვა მკვდრებიც უერთდებიან – შეიდი, კილორ-
ნის მამა, თითოეული წითელი ჯარისკაცი, ვინც სხვის ომში
დაიღუპა.
– "ალისფერი მცველი" არ შეჩერდება, – ვამბობ წყნარად,
მაგრამ ვიცი, ის თითქმის აღარ მისმენს, – და მართალია,
ისინი დამნაშავეები არიან, თქვენ ასეთივე ბრალი მიგიძ-
ღვით. ხელი სისხლში გაქვს გასვრილი, პრინცო.
მეც და მეივენსაც.
ფანჯარასთან ვტოვებ იმ იმედით, რომ მასში რაღაც მაინც
შევცვალე, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში ამის შანსი მინი-
მალურია. ის მამამისს ძალიან ჰგავს.
– ჯულიანი გაქრა, არა? – მომძახის იგი და ადგილზე ვშეშ-
დები.
ნელა ვტრიალდები, თან ვფიქრობ, რა ვუპასუხო და თავს
ვისულელებ:
– გაქრა?
– ტყვეების გაქცევის შემდეგ მცველებს მეხსიერებაში ჩა-
ვარდნები ჰქონდათ, სათვალთვალო სისტემაც ურევდა. ბიძა-
ჩემი თავის უნარს იშვიათად იყენებს, მაგრამ ვიცი, რომ მომ-
ღერალია.
– გგონია, ტყვეებს ის დაეხმარა გაქცევაში?
– დიახ, – ამბობს გულისტკივილით, თან თავის ხელებს
დაჰყურებს, – ამიტომ გასაქცევად საკმარისი დრო მივეცი.

392 მკითხველთა ლიგა


– რა ქენი? – ყურებს ვერ ვუჯერებ. კალს, ჯარისკაცს, რო-
მელიც ყოველთვის ასრულებს ბრძანებებს, ბიძამისის გამო
წესები დაურღვევია.
– ის ბიძაჩემია და რაც შემეძლო, ის გავაკეთე მისთვის.
ასეთი უგულო გგონივარ? – კალი სევდიანად მიღიმის, ჩემს
პასუხს არ ელოდება და ეს გულს მტკენს, – დაპატიმრება რაც
შემეძლო გადავდე, მაგრამ კვალს ყველა ტოვებს და დედო-
ფალი მას მიაგნებს, – ის ოხრავს და ხელისგულს ფანჯრის მი-
ნას ადებს, – და ჯულიანს სიკვდილით დასჯიან.
– ასე მოექცევი საკუთარ ბიძას? – ზიზღის დამალვას არ
ვცდილობ, არც შიშის. თუ ის ჯულიანს მოკლავს, მას შემდე-
გაც კი, რაც გაპარვის ნება მისცა, მე რაღას მიზამს, როცა
გაიგებს, რაც ჩავიდინე?
კალი მხრებში იმართება და ისევ ჯარისკაცია. ცხადია,
რომ ჯულიანისა და "ალისფერი მცველის" შესახებ არაფრის
გაგონება აღარ უნდა.
– მეივენს საინტერესო წინადადება აქვს.
აი, ეს კი მოულოდნელობაა.
– მართლა?
ის თავს მიქნევს, თითქოს თავისი ძმის ხსენებაზე გაღიზი-
ანდა კიდეც.
– მეივი სწრაფად აზროვნებს, ეს თვისება დედამისისგან
ერგო.
– ესე იგი, უნდა მეშინოდეს? – ძალიან კარგად ვიცი, რომ
მეივენი არც დედამისს ჰგავს და არც ვინმე სხვას ამ წყეული
ვერცხლისფრებისგან, – კალ, რის თქმას ცდილობ?
– შეიძლება ითქვას, წინა რიგებში ზიხარ, – ბურტყუნებს
იგი, – მას შემდეგ, რაც სიტყვით გამოხვედი, ყველამ იცის,

393 მკითხველთა ლიგა


ვინ ხარ და როგორ გამოიყურები. ამიტომ შენით კიდევ უფრო
მეტი ხალხი დაინტერესდება.
წარბებს ვიკრავ და მხრებს ვიჩეჩ.
– იქნებ ჯობდა ამაზე მანამდე გეფიქრათ, სანამ იმ საზიზ-
ღარი ტექსტის წაკითხვას მაიძულებდით.
– მე ჯარისკაცი ვარ და არა პოლიტიკოსი. კარგად იცი,
რომ საგანგებო ზომების შემოღებასთან არაფერი მაკავში-
რებს.
– მაგრამ მათი მიხედვით იმოქმედებ, ისე, რომ კითხვასაც
არ დასვამ.
ამაზე არ მეკამათება. რაც უნდა დამნაშავე იყოს, მაინც არ
მომატყუებს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არა.
– შენ შესახებ ყოველგვარი ინფორმაცია განადგურებუ-
ლია. ვერც ოფიცრები, ვერც არქივარიუსები, ვერავინ იპოვის
იმის დამამტკიცებელ საბუთს, რომ წითელი დაიბადე, – ამ-
ბობს ის და იატაკს დაჰყურებს, – აი, რა შემოგვთავაზა
მეივენმა.
მიუხედავად იმისა, რომ გაბრაზებული ვარ, თან გაოცებუ-
ლიც, შვებას ვგრძნობ. სისხლის ბაზა. ჩანაწერები.
– ეს რას ნიშნავს? – თავს ვერ ვიკავებ და ხმა მიკანკა-
ლებს.
– შენი სასკოლო მონაცემები, დაბადების მოწმობა, სის-
ხლის ნიმუშები, პასპორტიც კი განადგურებულია.
გული ისე მიცემს, მისი ხმა ძლივს მესმის.
ადრე მივვარდებოდი და ჩავეხუტებოდი, მაგრამ ახლა არ
ვინძრევი. არ უნდა გაიგოს, რომ კიდევ ერთხელ გადამარჩი-
ნა. არა, კალმა კი არა, მეივენმა. ის ჩრდილია, რომელიც
ცეცხლს მართავს.

394 მკითხველთა ლიგა


– მგონი, სწორად მოიქეცით, – ვამბობ უდარდელად,
თითქოს ეს დიდად არ მაღელვებს.
მაგრამ დიდხანს თავის შეკავებას ვერ ვახერხებ. კალს
თავს ცივად ვუკრავ და ჩემი ოთახისკენ მივრბივარ, თან ყუ-
რებამდე ახეულ პირს ვმალავ.

395 მკითხველთა ლიგა


მეორე დღის უმეტეს ნაწილს აქაურობის დათვალიერებას
ვუთმობ, თუმცა გონებით სადღაც სხვაგან ვარ. თეთრი ალის
სასახლე მზის ციხე-დარბაზზე ძველია, მისი კედლები ქვისა
და ჩუქურთმებიანი ხისგანაა ნაგები და არა ალმას-შუშისგან.
ვეჭვობ, სასახლეს სრულად ვერასოდეს შევისწავლი, რადგან
ის არა მარტო სამეფო რეზიდენციას, არამედ უამრავ ადმი-
ნისტრაციულ დაწესებულებას, საკონფერენციო და სამეჯლი-
სო დარბაზებს, დიდ სავარჯიშო მოედანსა და სხვა ისეთ რამე-
ებს შეიცავს, რისიც არაფერი გამეგება. ალბათ, ამიტომ სჭირ-
დება ყბედ მდივანს ჩემს მოსაძებნად ნახევარი საათი, როცა
ქანდაკებებს შორის დავსეირნობ. მაგრამ საამისოდ მეტი
დრო აღარ მექნება. ჩემი მოვალეობები უნდა შევასრულო.
მეფის ლაქლაქა მდივნის თქმით, გარდა განსაკუთრებული
ზომების სიის წაკითხვისა, სხვა უსიამოვნო მოვალეობაც ბევ-
რი მაქვს. როგორც მომავალი პრინცესა, ოფიციალურ ღო-
ნისძიებებზე სტუმრებს უნდა შევხვდე, ხელი ჩამოვართვა,
სიტყვით გამოვიდე და მეივენის გვერდით ვიდგე. ეს ბოლო
მოვალეობა სულაც არ მაწუხებს, მაგრამ ჩემი სახალხოდ გა-
მოფენა, თითქოს გასაყიდი თხა ვიყო, სულაც არ მომწონს.
პირველ ოფიციალურ ღონისძიებაზე წასასვლელად მანქა-
ნაში მეივენს ვუჯდები გვერდით. ერთი სული მაქვს, სისხლის
ბაზის გამო მადლობა გადავუხადო და ჯულიანის სიაზე ვუამ-
ბო, მაგრამ გარშემო ძალიან ბევრი ყური და თვალია.
ფერებისა და ხმების ორომტრიალში დედაქალაქის სხვა-
დასხვა ნაწილს ვსტუმრობთ და დღე სწრაფად გადის. ხიდზე
396 მკითხველთა ლიგა
გაშენებული ბაზარი დიდ ბაღს მახსენებს, თუმცა მასზე სამ-
ჯერ დიდია. ერთი საათის განმავლობაში, სანამ ბავშვებსა და
მაღაზიების მფლობელებს ვესალმებით, ვხედავ, როგორ
შეურაცხყოფენ ან ხელს უშლიან ვერცხლისფრები უამრავ წი-
თელ მსახურს, რომლებიც მუშაობენ. გუშაგები მათ საყო-
ველთაო ძალადობისგან იცავენ, მაგრამ თითქმის ასეთივე
მტკივნეულია სიტყვები, რომლებითაც მათ ვერცხლისფრები
ამკობენ: ბავშვების მკვლელები, ცხოველები, ეშმაკები.
მეივენს მაგრად ჩაუბღუჯავს ჩემი ხელი და ყოველ ჯერზე მი-
ჭერს, როცა რომელიმე წითელს ხელის კვრით მიწაზე აგდე-
ბენ. ჩვენი შემდეგი გაჩერება ხელოვნების გალერეაა და რო-
ცა ხალხის მზერას ვშორდებით, სულს ვითქვამ, სანამ ნახა-
ტებს ვათვალიერებ. ვერცხლისფერ მხატვრებს მხოლოდ ორი
ფერი, ვერცხლისფერი და წითელი, გამოუყენებიათ ამ საძა-
გელი კოლექციის შესაქმნელად, რომლის დანახვაც გულს
მირევს. ყოველი მომდევნო ნახატი წინაზე უარესია, თი-
თოეული ფუნჯის მონასმი ვერცხლისფრების ძლიერებასა და
წითლების სისუსტეს ასახავს. ბოლო ნახატზე გამოსახულია
მონაცრისფრო-ვერცხლისფერი ფიგურა, რომელიც ძალიან
ჰგავს მოჩვენებას, და თავზე ადგას გვირგვინი, რომელსაც
ხასხასა წითელი სისხლი ჩამოსდის. ძალიან მინდა გავექანო
და კედელს თავით შევეხეთქო.
გალერეის გარეთ ხმაურიანი მოედანია, სადაც ქალაქური
ცხოვრება დუღს. ბევრი ჩერდება და პირდაღებული გვიყუ-
რებს, სანამ მანქანისკენ მივდივართ. მეივენი დაყენებული
ღიმილით იქნევს ხელს და ამით აღფრთოვანებული ბრბო მის
სახელს გაჰყვირის. მეივენს ეს კარგად გამოსდის, ამ ხალხზე
ბატონობა ხომ მისი მემკვიდრეობითი უფლებაა. როცა ბავ-
შვებთან დასალაპარაკებლად ჩერდება, სახე უფრო უნათდე-
397 მკითხველთა ლიგა
ბა. შეიძლება კალი მომავალ მეფედ დაიბადა, მაგრამ ამის-
თვის მეივენია ზედგამოჭრილი... და მას წითლების გამო სამ-
ყაროს შეცვლა უნდა, იმ წითლების, რომელთა არად ჩაგდება
ბავშვობიდან ასწავლეს.
ჯიბეში ჩადებულ სიას მალულად ვსინჯავ ხელით და იმათ-
ზე ვფიქრობ, ვისაც ჩემი და მეივენის დახმარება შეუძლიათ,
რათა ეს სამყარო შევცვალოთ. მე მგვანან თუ ისეთივე სხვა-
ნაირები არიან, როგორიც ვერცხლისფრები? შეიდი ჩემნაირი
იყო. მათ ეს იცოდნენ და ამის გამო მოკლეს... და სხვების და-
ხოცვაც შეეძლოთ. დაღუპული ძმის გამო გული საშინლად
მტკივა, წარმოვიდგენ, როგორ ვისაუბრებდით, როგორ მომა-
ვალს გამოვჭედავდით ჩვენთვის.
მაგრამ შეიდი მკვდარია და არსებობენ სხვები, რომელ-
თაც დახმარება სჭირდებათ.
– ფარლი უნდა ვიპოვოთ, – ჩავჩურჩულებ მეივენს ისე
ხმადაბლა, რომ თვითონაც ძლივს მესმის, მაგრამ სამა-
გიეროდ მას ესმის და კითხვის გამოსახატავად წარბს სწევს,
– რაღაც უნდა გადავცე.
– ეჭვი არა მაქვს, თავად გვიპოვის, – ბუტბუტებს იგი, – თუ
უკვე არ მოგვაგნო.
– როგორ?
ნუთუ ფარლი გვითვალთვალებს? ნუთუ იმ ქალაქში შე-
მოიპარა, სადაც მისი სიკვდილი უნდათ? შეუძლებელია, მაგ-
რამ მერე ვერცხლისფრების ბრბოს ვამჩნევ, მათ უკან წითე-
ლი მსახურები დგანან. რამდენიმე მათგანი ჩვენს საყურებ-
ლად ჩერდება, მკლავზე წითელი ზოლები დაჰყვებათ. ნების-
მიერი მათგანი შეიძლება იყოს ფარლის სანდო პირი, ნების-
მიერი კი არა, ყველა. მიუხედავად იმისა, რომ გუშაგები
ყველგან არიან, ფარლი მაინც ჩვენ გვერდითაა.
398 მკითხველთა ლიგა
ახლა მთავარი ის არის, საჭირო წითელი ვიპოვოთ, საჭი-
რო სიტყვები ვუთხრათ და საჭირო ადგილი მოვნახოთ, თან
ეს ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ძებნილ ტერორის-
ტთან მოლაპარაკე პრინცი და მომავალი პრინცესა ვერავინ
შეამჩნიოს.
სოფელში ადვილად შემეძლო ხალხში შეუმჩნევლად შე-
რევა, მაგრამ აქ განსხვავებული ვითარებაა. ახლა ყველას-
გან გამოვირჩევი, მცველებით გარშემორტყმული მომავალი
პრინცესა ვარ, მხრებზე აჯანყების სიმძიმე მაწევს. და შეიძ-
ლება კიდევ რაღაც უფრო მნიშვნელოვანიც, ვფიქრობ მე,
როცა ქურთუკის ჯიბეში ჩადებული სია მახსენდება.
როცა ხალხი ახლოს მოდის, რათა კარგად შეგვათვა-
ლიერონ, ჩემს შანსს ვიყენებ და ბრბოში ვიკარგები. მცველე-
ბი მეივენის გარშემო არიან შეჯგუფებული, ჯერ კიდევ ვერ შე-
ეჩვივნენ, რომ ჩემი დაცვაც ევალებათ, ამიტომ რამდენიმე
სწრაფი მოძრაობა და მცველებისა და მოჩერებული ხალხის
წრიდან გავდივარ. მოედანზე სეირნობას უჩემოდ განაგრძო-
ბენ. შეიძლება მეივენმა უკვე შეამჩნია, რომ მასთან აღარ
ვარ, მაგრამ მაინც არ ჩერდება.
წითელი მსახურები ვერ მცნობენ, თავები დახრილი აქვთ
და მაღაზიებს შორის გარბი-გამორბიან. ჩიხებსა და მიყ-
რუებულ ქუჩებს ეტანებიან, რომ არავის შეეჩხირონ თვალში
ზედმეტად. მათ ისე გაფაციცებით ვაკვირდები სახეებზე, რომ
ჩემს იდაყვთან მდგარ წითელს ვერც კი ვამჩნევ.
– ქალბატონო, ეს დაგივარდათ, – ამბობს პატარა ბიჭი.
ალბათ, ათი წლის იქნება, ცალ მაჯაზე წითელი თასმა აქვს, –
ქალბატონო!

399 მკითხველთა ლიგა


ის რაღაც ნაგლეჯს მაწვდის. ისეთი არაფერია, მხოლოდ
ქაღალდია, არ მახსოვს, მქონოდეს, მაგრამ მაინც ვუღიმი და
ვართმევ.
– დიდი მადლობა.
ბიჭი ფართოდ იღიმება, ისე, როგორც მხოლოდ ბავშვს შე-
უძლია, და მერე ისევ მოედნისკენ მიდის ასკინკილით. ცხოვ-
რების სიმძიმეს ჯერ არ გაუტეხია.
– აქეთ წამობრძანდით, ქალბატონო ტიტანოს, – მცველი
მადგება თავზე და ცარიელი თვალებით მიყურებს. ჩემმა ჩა-
ნაფიქრმა ფარლის ხალხის მოძებნის შესახებ არ გაამარ-
თლა. მივყვები და ის ისევ მანქანისკენ მიმიძღვება. ძალიან
მიფუჭდება გუნება. ადრინდელივით გაპარვაც კი არ შემიძ-
ლია. ჩვეულ ფორმაში აღარ ვარ.
– სად იყავი, რამე მოხდა? – ინტერესდება მეივენი, როცა
მანქანაში გვერდით ვუჯდები.
– არაფერი, – ვოხრავ მე და როცა დავიძრებით, ფანჯრი-
დან ვიყურები, – მომეჩვენა, რომ ნაცნობი დავინახე.
მეორე ქუჩაზე გავუხვევთ და მაშინღა მახსენდება პატარა
ქაღალდი. ხელისგულზე ვშლი, თან ხელთათმნის ნაკეცებით
ვმალავ. ზედ ბატიფეხურით წერია რამდენიმე სიტყვა, ისეთი
პატარა ასოებით, რომ ძლივს ვარჩევ:
თეატრი "ჰექსაპრინი". ნაშუადღევის სპექტაკლი. საუკეთე-
სო ადგილები.
მთელი წუთი მჭირდება იმის მისახვედრად, რომ ამ სიტ-
ყვების მხოლოდ ნახევარი მესმის, მაგრამ ამას არავითარი
მნიშვნელობა არა აქვს. შეტყობინებას მეივენს ვუჭმუჭნი
ხელში.
თეატრში ჩვენს წასაყვანად მეივენის მოთხოვნაც კმარა.
პატარა, მაგრამ მეტად შთამბეჭდავი ნაგებობაა. სახურავზე
400 მკითხველთა ლიგა
მწვანე გუმბათი ადგას, ზედ კი შავი გედის ქანდაკებაა აღმარ-
თული. ეს გასართობი დაწესებულებაა, აქ სპექტაკლები და
კონცერტები იმართება, განსაკუთრებულ შემთხვევებში ძველ
ფილმებსაც აჩვენებენ. მეივენის განმარტებით, სპექტაკლი
ნიშნავს, რომ მსახიობები სცენაზე რამე ამბავს წარმოგვიდგე-
ნენ. სოფელში ძილის წინ ზღაპრების მოსაყოლი დროც არ
გვქონდა, რომ არაფერი ვთქვათ სცენებზე, მსახიობებსა და
კოსტიუმებზე.
ძალიან მალე სცენის ზემოთ, გადახურულ ლოჟაში ვსხედ-
ვართ. ჩვენ ქვემოთ სკამები ხალხითაა სავსე, ბევრი მათგანი
ბავშვია, ყოველი დამსწრე ვერცხლისფერია. სკამების რი-
გებს შორის რამდენიმე წითელი დადის, სასმელებს დაატარე-
ბენ და მაყურებლებს ბილეთებს ართმევენ, მაგრამ არც ერთი
არ ჯდება. საკუთარ თავს ასეთი ფუფუნების უფლებას ვერ მის-
ცემენ. ჩვენ კი ხავერდის სკამებიდან ყველაფერს შესანიშნა-
ვად ვხედავთ, ფარდებიანი კარის უკან მდივანი და მცველები
დგანან.
როცა თეატრში ჩამობნელდება, მეივენი მხრებზე ხელს
მხვევს და ისე ახლოს მიზიდავს, მის გულისცემას ვგრძნობ,
თან ეკრიჭება მდივანს, რომელიც ფარდებიდან იჭყიტება.
– არ შეგვაწუხოთ.
მერე სახე ძალიან ახლოს მოაქვს.
ჩვენ უკან კარი ტკაცუნით იკეტება, მაგრამ ყურადღებას არ
ვაქცევთ. არ ვიცი, ერთი წუთი გადის თუ ერთი საათი, როცა
სცენიდან ამომავალი ხმები ისევ რეალობაში მაბრუნებს.
– ბოდიში, – ვბუტბუტებ მე და სკამიდან ვდგები, რათა
ჩვენ შორის რაღაც მანძილი დავიცვა. ახლა კოცნის დრო არ
არის, მიუხედავად იმისა, რამდენადაც უნდა მინდოდეს. ის
იღიმება და სპექტაკლის მაგივრად მე მიყურებს. მთელი ძა-
401 მკითხველთა ლიგა
ლით ვცდილობ თვალის არიდებას, მაგრამ ბოლოს მაინც მის
თვალებს ვეფეთები.
– ახლა რა უნდა ვქნათ?
ის ჩუმად იცინის, თვალები ეშმაკურად უბრწყინავს.
– ეგ არ მიგულისხმია, – მაგრამ მეც მასთან ერთად ვიცი-
ნი.
– დღეს დილით კალმა გამაჩერა.
მეივენი ამის გაგონებაზე იძაბება და ტუჩებს კუმავს.
– მერე?
– როგორც ჩანს, გადავრჩი.
მისი ღიმილით მთელი სამყაროს განათება შეიძლება.
ისევ მინდება, რომ ვაკოცო.
– ხომ გითხარი, ყველაფერს მოვაგვარებ-მეთქი, – ამბობს
უცნაურად უხეში ხმით და როცა ხელს ხელზე მადებს, უყოყმა-
ნოდ იმავეთი ვპასუხობ.
უცებ ჩვენ ზემოთ ჭერის პანელი ჭრიალით იწევა გვერდზე.
ფეხზე წამომხტარი და ჩემზე მეტად გაკვირვებული მეივენი
შავ ხვრელს აჰყურებს. ზემოდან ჩქამიც კი არ ისმის, მაგრამ
კარგად ვიცი, რაც უნდა ვქნა. ვარჯიშმა უფრო გამაძლიერა,
ამიტომ ადვილად ავდივარ ზემოთ და ცივ სიბნელეში ამოვ-
ყოფ თავს. ვერაფერს ვხედავ, მაგრამ არ მეშინია, უბრალოდ,
ძალიან ვღელავ. მეივენს ღიმილით ვუწვდი ხელს მისაშვე-
ლებლად. ის სიბნელეში მოფოფხავს და აქეთ-იქით იყურება.
სანამ ჩვენი თვალები სიბნელეს შეეჩვევა, პანელი თავის ად-
გილს უბრუნდება და ნათურები, სპექტაკლი და მაყურებლები
აღარსად ჩანან.
– იჩქარეთ და ხმა არ ამოიღოთ. აქედან მე გაგიყვანთ.
ხმას კი არ ვცნობ, არამედ სუნს: ჩაის, ძველი სანელებლე-
ბისა და ლურჯი სანთლის ნაცნობ, ძლიერ სურნელს.
402 მკითხველთა ლიგა
– უილ, – ლამის ხმა ჩამიწყდეს, – უილ უისტლ!
თვალები სიბნელეს ნელა ეჩვევა და ბუნდოვნად ვარჩევ
მის მუდამ გაბურძგნილ თეთრ წვერს. შეცდომა გამორიცხუ-
ლია.
– ჩახუტების დრო არ არის, პატარა ბაროუ, – ამბობს იგი,
– საქმე გვაქვს.
არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა უილი სოფლიდან არქეონში,
მაგრამ კიდევ უფრო საოცარია, თუ რა კარგად იცნობს თე-
ატრს. სხვენზე მივყავართ, მერე კიბით და პატარა ლიუკებით
ქვემოთ ჩავდივართ და ბოლოს სპექტაკლის ხმა ზემოდან
გვესმის. მალე მიწის ქვეშ ვართ. ჩვენ გვერდით, ორივე მხა-
რეს, აგურის საყრდენებია, ზედ გადებული ლითონის ძელე-
ბით.
– დრამატულობა მართლაც ძალიან გიყვართ, – ბურტყუ-
ნებს მეივენი და ჩაბნელებულ სივრცეს ათვალიერებს.
აქაურობა აკლდამას ჰგავს, ბნელსა და ნესტიანს, სადაც ყო-
ველ ჩრდილში საშინელება იმალება.
უილი იცინის და რკინის კარს მხრის მიწოლით აღებს.
– ჯერ სად ხართ.
ვიწრო დერეფანში მივაბიჯებთ და კიდევ უფრო ქვემოთ
ჩავდივართ. ჰაერში ოდნავ იგრძნობა კანალიზაციის სუნი.
ჩემდა გასაკვირად, დერეფანი მთავრდება პატარა ბაქნით,
რომელიც მხოლოდ ჩირაღდნითაა განათებული და უცნაურ
ჩრდილებს ჰფენს დაბზარულ, ოდესღაც ფილებით მოპირკე-
თებულ კედელს. მასზე რაღაც ნიშნები და ასოები მოჩანს,
მაგრამ არა იმ ძველებური ენის, მე რომ მინახავს.
სანამ მათ შესახებ კითხვას დავსვამდე, რაღაც ყურისწამ-
ღებად ჭრიალებს და კედლები ზანზარებს. ხმა კედელში ამო-
ტეხილი მრგვალი ხვრელიდან მოდის, რომლის მიღმა
403 მკითხველთა ლიგა
წყვდიადია. ამ ხმით დამფრთხალი მეივენი ხელს მკიდებს,
მეც შეშინებული ვარ. ლითონი ლითონს ეხახუნება და საზა-
რელ ხმას გამოსცემს. ხვრელში კაშკაშა სინათლე ჩნდება და
ვხვდები, რომ ჩვენკენ რაღაც დიდი, ძლიერი და ელექ-
ტროენერგიით აღსავსე მოდის.
გვირაბიდან ლითონის ჭია მოსრიალებს და ჩვენ წინ ჩერ-
დება. უხეში ფოლადის ფურცლები ერთმანეთზეა შედუღებუ-
ლი და ჭანჭიკებით დამაგრებული, ზედ ვიწრო ფანჯრებია
ამოჭრილი. კარი ჭრიალით იღება და შიგნით ბაქანს რბილი
ნათება ეცემა.
კართან ფარლი ზის და გვიღიმის. მერე ხელს გვიქნევს და
გვეპატიჟება.
– ყველანი ბორტზე!
– ტექნები ამას მიწისქვეშა მატარებელს უწოდებენ, – ამ-
ბობს ის, როცა კანკალით ვსხდებით, – ძალიან სწრაფია და
უძველეს ლიანდაგებზე მოძრაობს. მათი ძებნით ვერცხლის-
ფრებს თავი არ შეუწუხებიათ.
უილი ჩვენ უკან კარს ხურავს და ამ გრძელ კონსერვის ქი-
ლაში გამოკეტილები ვრჩებით. ამ მატარებლით კისრის მო-
ტეხის ძალიან რომ არ მეშინოდეს, ეს ჩემზე დიდ შთაბეჭდი-
ლებას მოახდენდა. სკამის სახელურს ხელს მაგრად ვუჭერ.
– ეს სად ააგეთ? – ეკითხება გაკვირვებული მეივენი და ამ
დანჯღრეულ გალიას ათვალიერებს, – ნაცრისფერ ქალაქს
კარგად აკონტროლებენ, ტექნები ჩვენთვის მუშაობენ...
– ჩვენ საკუთარი ტექნები გვყავს და სამშენებლო ქალაქე-
ბიც გვაქვს, პატარა პრინცო, – ამბობს ფარლი ძალიან ამა-
ყად, – ვერცხლისფრებმა ძალიან ცოტა იცით "ალისფერ
მცველზე".

404 მკითხველთა ლიგა


მატარებელი ყანყალებს, ლამის სკამიდან გადამაგდოს,
მაგრამ ზედაც არავინ მიყურებს. ის ლიანდაგებზე მის-
რიალებს და ბოლოს ისეთ სისწრაფეს ავითარებს, კუჭი ხერ-
ხემალზე მეკვრის. სხვები ისევ ლაყბობენ, მეტწილად მეივენი
სვამს შეკითხვებს მატარებლისა და "ალისფერი მცველის" შე-
სახებ. მიხარია, რომ დალაპარაკებას არავინ მთხოვს, რად-
გან თუ მშვიდად არ ვიჯდები, შეიძლება გული ამერიოს ან გო-
ნება დავკარგო. მეივენს მსგავსი არაფერი ეტყობა, მასზე ვე-
რაფერი მოქმედებს.
ის ფანჯრიდან იყურება, თვალს აყოლებს კლდეს, რომელ-
საც სწრაფად ჩავუქროლეთ, და რაღაცას ხვდება.
– სამხრეთით მივდივართ?
ფარლი სკამის საზურგეს აწვება და თავს უქნევს.
– ჰო.
– სამხრეთში რადიაციაა, – ყვირის მეივენი, რომელიც
ფარლის თავზე ადგას.
ფარლი მხოლოდ მხრებს იჩეჩს.
– სად მიგყავართ? – ვბუტბუტებ მე, როგორც იქნა, საკუ-
თარ ხმას მივაგენი.
მეივენი დროს არ კარგავს და კარისკენ მირბის. მას არა-
ვინ აჩერებს, რადგან წასასვლელი არსად აქვს. აქედან თავს
ვერ დავაღწევთ.
– იცი, ადამიანს რადიაცია რას უშვრება? – ახლა პრინცს
ნამდვილად შეშინებული ხმა აქვს.
ფარლი გიჟივით იღიმება და თითებზე ითვლის სიმპტო-
მებს:
– გულისრევის შეგრძნება, ღებინება, თავის ტკივილი,
კრუნჩხვები, კიბო, ჰო, კიდევ სიკვდილი. ძალიან უსიამოვნო
სიკვდილი.
405 მკითხველთა ლიგა
უცებ მეც ცუდად ვხდები.
– ამას რატომ აკეთებ? ჩვენ ხომ დასახმარებლად მოვე-
დით.
– მერ, გააჩერე მატარებელი, ხომ შეგიძლია ამის გაკეთე-
ბა, – მეივენმა ჩემ წინ ჩაიმუხლა, მხრებში ხელებს მკიდებს
და მაჯანჯღარებს, – გააჩერე მატარებელი!
ჩემდა გასაკვირად, კონსერვის ქილა კივის და მოწყვეტით
ჩერდება. მე და მეივენი თავს ვერ ვიკავებთ და მატარებლის
ფოლადის იატაკზე მტკივნეულად ვეხეთქებით. გაღებული კა-
რიდან შუქი გვირტყამს და ჩირაღდნებით განათებულ მორიგ
ბაქანს ვხედავთ. ის წინაზე ბევრად დიდია და ბოლო არ
უჩანს.
ფარლიმ ისე გადაგვაბიჯა, არც დაგვხედა და ბაქანზე გა-
დავიდა.
– არ მოდიხართ?
– არ გაინძრე, მერ, ეს ადგილი ბოლოს მოგვიღებს!
ყურებში რაღაც მიკივის და ლამის ახშობს ფარლის გულ-
გრილ სიცილს. წამოვჯდები და ვხედავ, რომ მოთმინებით
გველის.
– საიდან იცით, რომ სამხრეთით, ნაოხარში, ჯერ კიდევ
რადიაციაა? – გვეკითხება გიჟის ღიმილით.
მეივენს ენა ებმის:
– ჩვენ სხვადასხვა მოწყობილობა გვაქვს, ასევე დეტექტო-
რები, მათი მონაცემების თანახმად...
ფარლი თავს უქნევს.
– და ვისი ნახელავია ეგ მოწყობილობები?
– ტექნების, – ჩახლეჩილი ხმით ეუბნება მეივენი, – წით-
ლების, – ბოლოს ხვდება, რისი თქმაც უნდა ფარლის, – დე-
ტექტორები იტყუებიან?
406 მკითხველთა ლიგა
მოღიმარი ფარლი თავს უქნევს, ხელს უწვდის და წამოდ-
გომაში ეხმარება. მეივენი ჯერ კიდევ ეჭვით უყურებს, მაგრამ
ხელს აღარ უშლის, როცა ბაქანზე გავყავართ და რკინის კი-
ბეზე ავდივართ. ზემოდან მზის სხივები ჩამოდის, შედარებით
სუფთა ჰაერი ტრიალებს და იატაკქვეშეთისთვის დამახა-
სიათებელ მძიმე სუნს ერევა.
უცებ ღია ცის ქვეშ გავდივართ და ჩამოწოლილ ნისლს ვე-
ფეთებით. გარშემო კედლებია, ჭერს იჭერენ, რომელიც თით-
ქმის აღარ არსებობს – მხოლოდ მოცისფრო-მომწვანოდ და
ოქროსფრად შეღებილი მისი მცირე ნაწილი გადარჩენილა.
როცა თვალები აქაურობას ეჩვევა, ვხედავ მაღალ ჩრდი-
ლებს, რომელთა მწვერვალები ბურუსში იკარგება. ქუჩები,
ასფალტის ფართო მდინარეები, ალაგ-ალაგ დაბზარულან და
ნახეთქებიდან ასწლოვანი ნაცრისფერი სარეველა ამოზრდი-
ლა. ბეტონში ხეებსა და ბუჩქებს ამოუხეთქია, მცენარეებს
ქვაშიც კი მოუნახავთ მყუდრო ადგილები, მაგრამ ბევრი
ამოუძირკვავთ კიდეც. ფეხქვეშ დამსხვრეული შუშა ხრაშუ-
ნებს და ქარი მტვრის ღრუბლებს ატრიალებს, მაგრამ რო-
გორღაც ეს ადგილი, რომელიც მოუვლელობის ეტალონია,
მიტოვებულს არ ჰგავს. ამ ადგილს ისტორიიდან, წიგნებიდან
და ძველი რუკებიდან ვიცნობ.
ფარლი მხრებზე ხელს მხვევს და თეთრი კბილებით ფარ-
თოდ იღიმება.
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნაოხარში, კერძოდ,
ნერსიში, – ამბობს ფარლი ძველ, დიდი ხნის წინ დავიწყებულ
სახელს.
ამ გაპარტახებული კუნძულის გარშემო სპეციალური მარ-
კერებია დაყენებული იმ რადიაციის დეტექტორების მოსატყუ-
ებლად, რომლებითაც ვერცხლისფრები ძველ ბრძოლის ვე-
407 მკითხველთა ლიგა
ლებს ზვერავენ. ასე იცავს "ალისფერი მცველი" თავის სახლს.
ყოველ შემთხვევაში, ნორტაში. ასე თქვა ფარლიმ, რითაც
ქვეყნის გარეთ არსებულ სხვა ბაზებზეც მიგვანიშნა. მალე
აქაურობა მეფის ახალი კანონებისგან გამოქცეული უამრავი
წითელი ლტოლვილის თავშესაფარი იქნება.
ყოველი შენობა, რომელსაც ჩავუარეთ, დანგრევის პირას
მისულს ჰგავს და ფერფლითა და სარეველითაა დაფარული,
მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, სხვა რამესაც შეამჩნევთ
– ფეხის ანაბეჭდებს მტვერში, შუქს ფანჯარაში, ჰაერში შემ-
წვრის სუნი იგრძნობა. ხალხს, წითლებს, აქ თავიანთი ქალა-
ქი აქვთ და ყველას თვალწინ იმალებიან. ელექტროენერგია
მწირადაა, სამაგიეროდ, ღიმილია უხვად.
ნახევრად დანგრეული შენობა, რომლისკენაც ფარლის
მივყავართ, ადრე კაფე უნდა ყოფილიყო, თუ ჟანგისგან შეჭ-
მული მაგიდებითა და დაგლეჯილი დივნებით ვიმსჯელებთ.
ფანჯრები დიდი ხანია აღარ არის, მაგრამ იატაკი სუფთაა. გა-
ღებული კარიდან ქალი მტვერს გვის და გაბზარულ ტროტუ-
არზე ახვავებს. ეს რომ ჩემთვის დაევალებინათ, კიდევ იმდე-
ნია გამოსაგველი, კარგ ხასიათზე ნამდვილად ვერ ვიქნებო-
დი, მაგრამ ის საქმეს ღიმილით განაგრძობს და თავისთვის
ღიღინებს.
ფარლი თავს უკრავს, ისიც სწრაფად მიდის და მარტო
გვტოვებს. ჩემდა გასახარად, ნაცნობ სახეს ვხედავ.
კილორნი, ჯანმრთელი და უვნებელი. თამამად მიკრავს
თვალს.
– დიდი ხანია, არ შევხვედრივართ.
– მოსიყვარულების დრო არა გვაქვს, – იღრინება ფარლი
და კილორნს გვერდით უჯდება. ჩვენც გვანიშნებს და მის პირ-

408 მკითხველთა ლიგა


დაპირ კაფეს რბილ სკამებზე ვსხდებით, – როგორც ვხვდები,
სოფლებს ნახავდით, როცა მდინარით წამოხვედით.
ჩემი ღიმილი ქრება, ისევე, როგორც კილორნისა.
– დიახ.
– და ახალი კანონები? ვიცი, რომ მათ შესახებ გსმენიათ,
– ფარლი ისე მკაცრად მიყურებს, თითქოს ჩემი ბრალია, რომ
ტელეეთერში საგანგებო ზომების ჩამოთვლა მაიძულეს.
– ასე ხდება, როცა მხეცს აღიზიანებ, – ბუტბუტებს მეივენი
ჩემს დასაცავად.
– მაგრამ ახლა სახელებიც იციან.
– ისინი უკვე ნადირობენ თქვენზე, – გამოცრის კბილებში
მეივენი და მაგიდას მუშტს ურტყამს. ზედაპირზე დადებული
მტვრის თხელი ფენა ჰაერში ტრიალებს, – ხარს ცხვირწინ
აუფრიალეთ წითელი ნაჭერი, მაგრამ მხოლოდ მისი გაბრა-
ზება მოახერხეთ.
– თუმცა შეშინებულიც არიან, – ვერთვები მე, – ისწავლეს,
რომ თქვენი უნდა ეშინოდეთ. ესეც რაღაცას ნიშნავს.
– ამას აზრი არ ექნება, თუ თქვენს საიდუმლო ქალაქში
შეიყუჟებით და მათ გონს მოსვლის საშუალებას მისცემთ.
თქვენ მეფესა და არმიას დროს აძლევთ. ჩემი ძმა უკვე კვალ-
ში გიდგათ და თქვენს მოსაგნებად დიდი დრო არ დასჭირდე-
ბა, – მეივენი თავის ხელებს დაჰყურებს, რატომღაც გაბრაზე-
ბულია, – მალე მხოლოდ ერთი ნაბიჯით წინ ყოფნა საკმარი-
სი აღარ იქნება, უფრო სწორად, შეუძლებელი გახდება.
ფარლის თვალები უელავს, ორივეს გვათვალიერებს და
ფიქრობს. კილორნი შედარებით მშვიდადაა და მტვერზე უზ-
რუნველად ხატავს წრეებს. თავს ვიკავებ, რომ მაგიდის ქვეშ
ფეხი არ ვკრა, რათა ყურადღებით იყოს.

409 მკითხველთა ლიგა


– ყველაზე ნაკლებად საკუთარი უსაფრთხოება მაღელ-
ვებს, პრინცო, – ამბობს ფარლი, – მე მხოლოდ სოფლელებ-
ზე, მუშებსა და ჯარისკაცებზე ვფიქრობ. ახლა სწორედ ისინი
ისჯებიან, თანაც, ძალიან მკაცრად.
ჩემს ოჯახსა და სოფელზე ვფიქრობ, მახსენდება, რა უსი-
ცოცხლო თვალებით გვიყურებდნენ, როცა გემით ჩავუარეთ.
– რამე გაიგეთ?
– დიახ... და კარგი არაფერი.
კილორნი თავს სწევს, თუმცა თითებს ისევ მაგიდაზე ათა-
მაშებს, და ამბობს:
– ორჯერ მეტი სამუშაო დრო, კვირაობით ჩამოხრჩობა,
საერთო სამარეები... ვინც ახალ გრაფიკს ფეხს ვერ აუბამს,
საქმე ცუდად მისდის, – ჩემსავით მასაც ჩვენი სოფელი ახსენ-
დება, – ფრონტზე მყოფი ჩვენი ხალხი ამბობს, რომ არც მათ
ულხინთ. მათ ლეგიონში თხუთმეტ-თექვსმეტი წლის წითლე-
ბი მიჰყავთ. ისინი ერთ თვესაც კი ვერ გაატანენ.
ის მტვერში ასო X-ს ხაზავს. გასაგებია, რაზეც ფიქრობს.
– შეიძლება ეგ შევაჩერო, – ხმამაღლა ფიქრობს მეივენი,
– იქნებ სამხედრო საბჭო დავარწმუნო, რომ ისინი უკან გამო-
იწვიოს და დამატებითი წვრთნა ჩაუტაროს.
– ეგ არ იკმარებს, – ვამბობ დაბალი, მაგრამ მტკიცე ხმით.
ჯიბეში ჩაჭმუჭნილი სია კანს მწვავს და მზის სინათლეზე გა-
მოსვლას ითხოვს. მე ფარლის ვუბრუნდები, – ხალხი ყველ-
გან გყავს, ხომ ასეა?
ვამჩნევ, რომ სახეზე კმაყოფილება გადაურბენს.
– დიახ, ასეა.
– მაშინ ამ სახელების სია მიეცი, – ქურთუკის ჯიბიდან ჯუ-
ლიანის წიგნს ვიღებ და საჭირო ფურცელზე ვშლი, – უთხარი,
ეს ხალხი იპოვონ.
410 მკითხველთა ლიგა
მეივენი ფრთხილად მართმევს წიგნს და ათვალიერებს.
– ასობით არიან, – ბუტბუტებს და ფურცელს თვალს არ
აცილებს, – ეს რა სიაა?
– ჩემნაირები არიან. ერთდროულად წითლებიც და ვერ-
ცხლისფრებიც, თუმცა ორივეზე ძლიერი.
ახლა ჩემი ჯერია, თვითკმაყოფილი სახე მივიღო, მეივენიც
კი პირს აღებს. ფარლი ხელს უწვდის და ისიც უყოყმანოდ აძ-
ლევს სიას, თან თვალებგაფართოებული უყურებს წიგნაკს,
რომელიც ამხელა საიდუმლოს შეიცავს.
– თუმცა ცოტა ხანში ამას ჩვენი მტრებიც გაარკვევენ, –
ვამატებ მე, – ფარლი, პირველი აუცილებლად უნდა იპოვო.
კილორნი სახელებს ისეთი გამომეტყველებით დაჰყუ-
რებს, თითქოს იქ მისთვის რამე შეურაცხმყოფელი ეწეროს.
– ამას შეიძლება თვეები დასჭირდეს. წლები.
მეივენი იღუშება.
– ამდენი დრო არა გვაქვს.
– სწორედაც, – ეთანხმება კილორნი, – დაუყოვნებლივ
უნდა ვიმოქმედოთ.
უარის ნიშნად თავს ვაქნევ. რევოლუციის დაჩქარება არ
შეიძლება.
– თუ მოიცდით, თუ საკმარისად ბევრს მონახავთ, შეიძლე-
ბა არმიაც შეადგინოთ.
უცებ მეივენი მაგიდას ურტყამს ხელს და ყველანი შევხტე-
ბით.
– მაგრამ ჩვენ ხომ არმია გვყავს!
– აქ ბევრი ხალხი მყავს, მაგრამ არც მაგდენი, – ეპასუხე-
ბა ფარლი მეივენს და ისე უყურებს, როგორც გიჟს.
მაგრამ რაღაც იდუმალი ცეცხლით გახალისებული მეივე-
ნი ფართოდ იღიმება.
411 მკითხველთა ლიგა
– და თუ არქეონში ვიშოვი ლეგიონს, მაშინ რა მოხდება?
ფარლი მხრებს იჩეჩს.
– დიდი არაფერი, სხვა ლეგიონები გაგვანადგურებენ.
უცებ მეხივით დამკრავს და, ბოლოს და ბოლოს, ვხვდები,
რას გულისხმობს მეივენი.
– მაგრამ ისინი ბრძოლის ველზე სულაც არ გავლენ, –
ვამბობ მე.
მეივენიც გიჟური ღიმილით მიყურებს და ამბობს:
– შენ სახელმწიფო გადატრიალებას გულისხმობ.
ფარლი შუბლს იკრავს.
– გადატრიალებას?
– ჰო, სახელმწიფო გადატრიალებას. ეს ისტორიული ტერ-
მინია, ადრე ხდებოდა ხოლმე ასე, – ვუხსნი მე, ვცდილობ გა-
ვუფანტო დაბნეულობა, – ეს ნიშნავს, რომ პატარა ჯგუფი
სწრაფად დაამხობს მთელ მთავრობას. ხომ ხვდებით?
ფარლი და კილორნი მზერას უცვლიან ერთმანეთს, თვა-
ლები უვიწროვდებათ.
– განაგრძე, – მეუბნება ფარლი.
– ხომ იცით, როგორი განლაგება აქვს არქეონს: ხიდი, აღ-
მოსავლეთი სანაპირო და დასავლეთი სანაპირო, – თან
მტვერში თითს ვასრიალებ და ქალაქის მიახლოებით რუკას
ვხაზავ, – დასავლეთ სანაპიროზეა სასახლე, გენერალური
შტაბი, სახაზინო პალატა, სასამართლო, მოკლედ, ყველა სა-
ხელმწიფო ორგანოა. თუ როგორმე იქ შევაღწევთ, იქაურო-
ბას დანარჩენ სამყაროს მოვკვეთთ, მეფესთან მივალთ, და
ვაიძულებთ, რომ ჩვენს პირობებს დათანხმდეს, ყველაფერი
დასრულდება. მეივენ, ხომ თქვი, რომ კეისრის მოედნიდან
მთელი ქვეყნის მართვა შეიძლება. ჩვენ მხოლოდ მისი ხელ-
ში ჩაგდება დაგვჭირდება.
412 მკითხველთა ლიგა
მაგიდის ქვეშ მეივენი მუხლზე ხელს მითათუნებს. ძალიან
ამაყი სახე აქვს. ფარლის ჩვეული ეჭვიანი გამოხედვა აღარ-
სადაა, ახლა უკვე მის თვალებში იმედი მოჩანს. ის ტუჩებზე
ხელს ისვამს, რაღაცას ბურტყუნებს და მტვერში დახატულ
რუკას დაჰყურებს.
– შეიძლება რაღაც არ მესმის, – იწყებს კილორნი ჩვეული
გესლიანი კილოთი, – მაგრამ კარგად ვერ ვხვდები, როგორ
გეგმავ ვერცხლისფრებთან საბრძოლველად ამდენი წითლის
დასავლეთ სანაპიროზე შეყვანას. ერთი მათგანის მოსაკლა-
ვად ათი წითელია საჭირო. გარდა ამისა, იქ ხუთი ათასი ვერ-
ცხლისფერი ლეგიონერია, რომლებიც შენი ძმის ერთგული
არიან, – ის მეივენს გახედავს, – ყველა მათგანი დახელოვნე-
ბული მკვლელია და ამ მომენტში, როცა აქ ვლაპარაკობთ,
ისინი ჩვენზე ნადირობენ.
იმედის ნაპერწკალი ისევ ჩაინავლა და სკამის საზურგეს
ვეხეთქები.
– ჰო, ეს ძალიან ძნელი იქნება.
შეუძლებელი.
მეივენს რუკისკენ მიაქვს ხელი და დასავლეთ არქეონს
თითების რამდენიმე მოძრაობით შლის.
– ლეგიონები თავიანთ მეთაურებს ემორჩილებიან, მე კი
ვიცნობ ერთ გოგოს, რომელიც, თავის მხრივ, ძალიან კარ-
გად იცნობს ერთ მეთაურს.
მზერას ვუსწორებ და მის თვალებში გზნება ჩამქრალა, ცი-
ვად მიყურებს, მერე დაძაბულად იღიმება.
– კალზე ამბობ?
ჯარისკაცი. გენერალი. პრინცი. ტახტის მემკვიდრე. ისევ
ჯულიანი მახსენდება, კალი სამართლიანობის თავისი
გაუკუღმართებული გაგების გამო მასაც უყოყმანოდ მოკ-
413 მკითხველთა ლიგა
ლავს. კალი არასდროს, არაფრის გულისთვის არ უღალა-
ტებს თავის ქვეყანას.
მეივენი ცივად მპასუხობს:
– მძიმე არჩევანის წინაშე დავაყენებთ.
ვგრძნობ, როგორ მიყურებს კილორნი, ჩემს რეაქციას აკ-
ვირდება და ამის ატანა ძალიან მიმძიმს.
– კალი არასოდეს დაუპირისპირდება მამაშენს.
– ჩემს ძმას კარგად ვიცნობ. თუ საქმე საქმეზე მიდგება და
იძულებული იქნება, რომ შენს სიცოცხლესა და თავის გვირ-
გვინს შორის გააკეთოს არჩევანი, ორივემ ვიცით, რასაც აირ-
ჩევს, – მეპასუხება მეივენი.
– ის მე არასდროს ამირჩევს.
მეივენის მზერა კანს მწვავს, როცა ერთი მოპარული კოც-
ნა მახსენდება. სწორედ კალმა მიხსნა ევანგელინისგან. კალ-
მა არ მომცა გაპარვის ნება, რითაც ჩემს თავს კიდევ უფრო
მეტ უბედურებას დავატეხდი. კალმა მიხსნა არმიაში გაწვე-
ვისგან. მეტისმეტად დაკავებული ვიყავი სხვებზე ზრუნვით და
ვერც შევამჩნიე, როგორ ზრუნავს ჩემზე კალი. როგორ ვუყ-
ვარვარ.
უცებ სული მეხუთება.
მეივენი თავს მიქნევს.
– ის ყოველთვის შენ აგირჩევს.
ფარლი იღუშება.
– გინდათ, რომ მთელი ამ ოპერაციის, მთელი რევოლუცი-
ის ბედი თინეიჯერულ სასიყვარულო ამბავზე იყოს დამოკიდე-
ბული? დაუჯერებელია!
მაგიდის მეორე მხარეს კილორნი უცნაური გამომეტყვე-
ლებით ზის. როცა ფარლი მიუბრუნდება, რომ მისგანაც დას-
ტური მიიღოს, იმედი უცრუვდება.
414 მკითხველთა ლიგა
– აი, ჩემთვის კი სულაც არ არის დაუჯერებელი, – ჩურჩუ-
ლებს და თვალს არ მაცილებს.

415 მკითხველთა ლიგა


მე და მეივენი მანქანით ხიდზე გადავდივართ, ხელის ჩა-
მორთმევებსა თუ მერე ფარლისთან ერთად გეგმის დაწყობა-
ზე დიდი დრო დავხარჯეთ და ახლა გეზი ისევ სასახლისკენ
გვიჭირავს. ვნატრობ, რომ ახლა თენდებოდეს და არა ხვალ
დილით. ქალაქში სიარულისას მძაფრად ვგრძნობ ზუზუნს,
რომელიც ჩვენ გარშემოა. ყველაფერი ენერგიას ასხივებს,
ქუჩის ტრანსპორტიდან ბეტონსა და ფოლადში ჩასმულ ქუჩის
ფარნებამდე. მახსენდება, როგორ ვუყურებდი დიდი ხნის წინ
დიდ ბაღში ნიმფებს, რომლებიც შადრევანში თამაშობდნენ,
და მწვანეებს, ყვავილები რომ ამოჰყავდათ. იმწამს მეგონა,
რომ მათი სამყარო მშვენიერია. ახლა ვხვდები, რატომ უნ-
დათ ამ ყველაფრის შენარჩუნება და სხვებზე ძველებურად ბა-
ტონობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის უფლებას მივცემ.
ჩვეულებრივ, დედაქალაქში მეფის დაბრუნების აღსანიშ-
ნავად ლხინი იმართება ხოლმე, მაგრამ ბოლოდროინდელი
მოვლენების გამო კეისრის მოედანზე ბევრად მშვიდი ვითა-
რებაა, ვიდრე, წესით, უნდა იყოს. უხერხული სიჩუმის დასარ-
ღვევად მეივენი თავს იკატუნებს და წუწუნებს, აქაურობა სულ
ჩაკვდაო.
– აქაური სალხინო დარბაზი იმაზე ორჯერ დიდია, მზის
ციხე-დარბაზში რომ იყო, – მეუბნება იგი, როცა დიდ კარიბ-
ჭეს გავივლით. ვხედავ, რომ კალის ლეგიონის ერთი ნაწილი
ყაზარმებში ვარჯიშობს, ათასი ლეგიონერი ერთდროულად
მოძრაობს. მათი ნაბიჯები დოლის ხმასავით გუგუნებს, – გა-
თენებამდე ვცეკვავდით ხოლმე, ყოველ შემთხვევაში, კალი
416 მკითხველთა ლიგა
მაინც. გოგოები მაინცდამაინც თავს არ იწუხებდნენ ჩემთან
ცეკვით, თუ ის არ სთხოვდა ხოლმე.
– მე სიამოვნებით გეცეკვებოდი, – ვჩურჩულებ და ისევ ყა-
ზარმებს ვუყურებ. ნეტავ ხვალ მათ ხელში ჩაგდებას თუ შევ-
ძლებთ?
მეივენი არ მპასუხობს, სკამზე წრიალებს და მანქანა ჩერ-
დება. ის ყოველთვის შენ აგირჩევს.
– კალის მიმართ არაფერს ვგრძნობ, – ჩავჩურჩულებ მას,
როცა მანქანიდან გადმოვდივართ.
ის იღიმება, ხელს მკიდებს და მეც თავს ვაჯერებ, რომ არ
ვცრუობ.
როცა ჩვენ წინ სასახლის კარი იღება, მარმარილოთი მო-
პირკეთებულ ვეებერთელა დერეფნებში საბრალობელი ყვი-
რილი ისმის. მე და მეივენი ერთმანეთს შეშფოთებით ვუყუ-
რებთ. ჩვენმა მცველებმა მაშინვე შაშხანები მოიმარჯვეს, მაგ-
რამ ისინი ვერ შემაკავებენ და წინ გავვარდი. მეივენიც მომ-
დევს, ფეხის აწყობას ცდილობს. ისევ გვესმის ყვირილი, რა-
საც უამრავი ფეხის ხმა და საჭურვლის ნაცნობი წკრიალი
მოჰყვება.
მეივენი უკან მრჩება და თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ.
მრგვალ დარბაზში შევცვივდით – ეს საბჭოს დარბაზია,
პრიალა მარმარილოთი და მუქი ხით მოპირკეთებული. ხალ-
ხი უკვე ბლომადაა და ლამის თვით ბატონ სამოსს ვეჯახები,
მაგრამ დროზე ვასწრებ შეჩერებას. მეივენი ზურგიდან მეჯა-
ხება და ლამის ორივე ვეცემით.
სამოსი თავისი შავი თვალებით ცივად და მკაცრად გვიყუ-
რებს.
– ქალბატონო, პრინცო მეივენ, – ამბობს და სულ ოდნავ
გვიხრის თავს, – წარმოდგენის სანახავად მოხვედით?
417 მკითხველთა ლიგა
წარმოდგენა. გარშემო დიდებულები ირევიან, მეფე-
დედოფალიც აქაა და ყველანი წინ იყურებიან. ხალხში გზას
მივიკვლევ, წარმოდგენა არა მაქვს, მეორე მხარეს რა იქნება,
მაგრამ ვიცი, რომ კარგი არაფერი. მეივენიც მომყვება, იდაყ-
ვზე ხელს არ მიშვებს. როცა ბრბოს ვარღვევთ, მიხარია, რომ
მეივენი თბილი ხელით მამშვიდებს, რათა არ ვიყვირო, და
უკან მწევს.
დარბაზის ცენტრში არანაკლებ თექვსმეტი ჯარისკაცი
დგას და იატაკზე გამოსახულ დიდ სამეფო ბეჭედს ჭუჭყიანი
ჩექმებით სვრიან. შავი ლითონისქერცლებიანი საჭურველი
აცვიათ, თუმცა ერთი მათგანი სპილენძისფრად ელვარებს.
კალი.
გვერდით ევანგელინი უდგას, თმა შეკრული აქვს და ნაწ-
ნავად ჰკიდია. მძიმედ სუნთქავს, მაგრამ საკუთარი თავით აშ-
კარად კმაყოფილია. და სადაც ევანგელინია, მისი ძმაც სად-
ღაც იქვე იქნება.
ჯარისკაცების ზურგს უკან პტოლემუსი ჩანს და აკივლე-
ბულ ქალს თმით მოათრევს. კალი თავს აბრუნებს და იმ მო-
მენტში ხვდება ჩვენი თვალები ერთმანეთს, როცა ტყვეს
ვცნობ. მის თვალებში სინანულს ვხედავ, მაგრამ დასახმარებ-
ლად არაფერს აკეთებს.
პტოლემუსი უოლშს პრიალა იატაკზე აგდებს და ის სახით
ქვას ეხეთქება. საბრალო ერთხელ გამომხედავს და მერე
ტკივილით სავსე თვალებს მეფეს მიაპყრობს. მახსენდება ხა-
ლისიანი, მოღიმარი უოლში, რომელმაც პირველად გამაცნო
ვერცხლისფრების სამყარო. ის ადამიანი აღარ არსებობს.
– ძველ გვირაბებში ვირთხები დასუნსულებენ, – იღრინე-
ბა პტოლემუსი და ქალს ფეხით აბრუნებს გულაღმა.

418 მკითხველთა ლიგა


მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად არის ნაცემი, უოლში
საკვირველი სისწრაფით თავს აღწევს მის ფეხს, – ეს ვირთხა
მდინარესთან ახლოს ვიპოვეთ, გვითვალთვალებდა.
მათ უთვალთვალებდა? ასეთი სულელია? მაგრამ არა,
უოლში სულელი სულაც არ არის. თავზარდაცემული ვხვდე-
ბი, რომ მას ასეთი ბრძანება ჰქონდა. გვირაბებს უთვალთვა-
ლებდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ნერსიდან უკან დასაბ-
რუნებელი გზა უსაფრთხო იყო. ჩვენ მშვიდობით ჩამოვედით,
მას კი არ გაუმართლა.
მეივენი მკლავზე ხელს უფრო მაგრად მიჭერს და თავისკენ
მიზიდავს, სანამ მკერდით ზურგზე არ მეკვრის. იცის, რომ
მინდა უოლშისკენ გავექანო და დავეხმარო, მაგრამ მეც ვიცი,
რომ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.
– იმდენად შორს წავედით, სადამდეც რადიაციის დეტექ-
ტორების მიხედვით მისვლა შეიძლება, – ამატებს კალი, თა-
ნაც, ცდილობს აარიდოს თვალი უოლშს, რომელმაც სისხლი
ამოახველა, – გვირაბების სისტემა უზარმაზარია, იმაზე ბევ-
რად დიდი, ვიდრე თავიდან გვეგონა. უამრავ მილზე უნდა
გრძელდებოდეს და "ალისფერი მცველი" იქაურობას ჩვენზე
ბევრად უკეთესად იცნობს.
მეფე ტიბერიასი წვერს თითებით იფარცხავს, ავად იღუშე-
ბა და უოლშზე ანიშნებს. კალი ქალს მკლავში ჰკიდებს ხელს
და მეფისკენ მიათრევს. ათასობით სხვადასხვა წამების ხერხი
მომდის თავში, ყველა ერთმანეთზე უარესი. ცეცხლი, ლითო-
ნი, წყალი, მის ასალაპარაკებლად შეიძლება ჩემი ელვაც კი
გამოიყენონ.
– შეცდომას აღარ გავიმეორებ! – სახეში ჩაჰყვირის მეფე
უოლშს, – ელარა, ახლავე აალაპარაკე!

419 მკითხველთა ლიგა


– სიამოვნებით, – პასუხობს დედოფალი და ხელთათმა-
ნებს იძრობს.
ეს კიდევ უარესია. თუ უოლში ალაპარაკდება, ყველანი გა-
ვებმებით, გავნადგურდებით. მერე კი ნელა მოკლავენ. ყვე-
ლას ნელა დაგვხოცავენ.
ჯარისკაცებს შორის მდგარი ეაგრი, რომელიც წინასწარ
ხედავს მომავალს, უცებ წინ გამოიჭრა.
– გააკავეთ! ხელები დაუჭირეთ!
მაგრამ უოლში მის ნიჭზე უფრო სწრაფია.
– ტრისტანისთვის, – ამბობს და პირზე ხელს იფარებს, რა-
ღაცას კბეჩს, ყლაპავს და თავს უკან აგდებს.
– მკურნალი! – ყვირის კალი, ყელში ჩაავლებს ხელს და
მის შეჩერებას ცდილობს, მაგრამ უოლშს პირზე ქაფი ადგება
და კიდურები ეკრუნჩხება, – ის იხრჩობა, – მკურნალი, ჩქა-
რა!
უოლში ძლიერად იკრუნჩხება და უკანასკნელი ძალის და-
ძაბვით კალს ხელიდან უსხლტება. როცა იატაკზე ეცემა, თვა-
ლები ფართოდ აქვს გაღებული, მაგრამ ვეღარაფერს ხედავს.
მკვდარია.
ტრისტანისთვის.
გლოვის უფლებაც არა მაქვს.
– მომაკვდინებელი აბი.
კალს ნაზი ხმა აქვს, თითქოს ბავშვს ელაპარაკებოდეს,
მაგრამ, მგონი, მეც ბავშვი ვხდები, როცა საქმე ომსა და სიკ-
ვდილს ეხება, – ასეთ აბებს ფრონტზე ოფიცრებსა და ჩვენს
ჯაშუშებს ვაძლევდით. თუ მტერს ხელში ჩაუცვივდებოდნენ...
– ზედმეტი არაფერი წამოსცდებოდათ, – მივახლი პირდა-
პირ.

420 მკითხველთა ლიგა


ფრთხილად, ვეუბნები საკუთარ თავს. მართალია, მისი სი-
ახლოვე აუტანელია, მაგრამ უნდა გავუძლო. ბოლოს და ბო-
ლოს, ხომ საგანგებოდ დავდექი ამ აივანზე, რომ ჩემთვის მო-
ეგნო. იმედი უნდა მივცე. უნდა იფიქროს, რომ ჩემთან შანსი
აქვს. ეს მეივენის იდეაა, თუმცა მისთვის ამის თქმა ადვილი
ნამდვილად არ ყოფილა. მეც ძალიან მიჭირს სიცრუისა და
სიმართლის გამყოფ ვიწრო ხაზზე დგომა, განსაკუთრებით,
მაშინ, როცა საქმე კალს ეხება. ვიცი, რომ მძულს, მაგრამ მი-
სი თვალები და ხმა მახსენებს, რომ ჩემი გრძნობები არც ასე-
თი მარტივად ასახსნელია.
მოშორებით დგას, გაშლილი მკლავის სიგრძის მანძილს
ინარჩუნებს ჩვენ შორის.
– რაც შემდეგ ელოდა, იმას სიკვდილი სჯობდა.
– გაყინავდით თუ მრავალფეროვნებისთვის დაწვავდით?
– არა, – ის თავს აქნევს, – ძვლების არენაზე გავუშვებ-
დით, – ის ყაზარმებს თვალს არიდებს და მდინარის მიღმა
იყურება. შორეულ ნაპირზე, მაღალ ბორცვებთან, დგას
ვეებერთელა ოვალური არენა, რომელსაც გარშემო შვერი-
ლები დაჰყვება და შორიდან გვირგვინს ჰგავს. ძვლების არე-
ნა, პირდაპირ ეთერში დასჯიდნენ სიკვდილით, ეს დანარჩენე-
ბისთვის გაფრთხილება იქნებოდა.
– მეგონა, მაგას აღარ აკეთებდით. დიდი ხანია, ასეთი გა-
დაცემა აღარ მინახავს, – ბუნდოვნად მახსოვს, რომ მსგავსი
რამ წლების წინ მაქვს ნანახი, ბავშვობაში.
– გამონაკლისის დაშვებაც შეიძლება. არენაზე გამარ-
თულმა ბრძოლებმა "ალისფერი მცველის" აღმავლობა ვერ
შეაჩერა, შეიძლება საამისოდ სხვა რამ გამოგვადგეს.

421 მკითხველთა ლიგა


– შენ მას იცნობდი, – ვჩურჩულებ მე და მის ხმაში სულ
მცირედი სინანულის პოვნას ვცდილობ, – ჩემს წამოსაყვანად
გამოგზავნე მას შემდეგ, რაც პირველად შევხვდით.
ის გულხელს იკრეფს, თითქოს ამით წარსულისგან თავის
დაცვა შეეძლოს.
– ვიცოდი, რომ წარმოშობით შენი სოფლიდან იყო. მეგო-
ნა, ასე უფრო გაგიადვილდებოდა სასახლესთან შეგუება.
– ახლაც ვერ ვხვდები, ეს რაში გჭირდებოდა. არც კი იცო-
დი, რომ განსხვავებული ვიყავი.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ
ლეიტენანტების ღრიალი არღვევს. შებინდებულზეც კი ვარჯი-
შობენ.
– ჩემთვის იყავი განსხვავებული, – ბუტბუტებს ის.
– ნეტავ რა მოხდებოდა, ჩვენ შორის რომ ეს ყველაფერი
არ იდგეს, – ხელს სასახლესა და მოედანს ვავლებ.
დაე, აიღოს გადაგდებული ძვალი.
მკლავზე მადებს ხელს და მისი სითბო ქსოვილში ატანს.
– მაგრამ ეს ვერასოდეს მოხდება, კალ.
თვალებში რაც შეიძლება მეტ ლტოლვას ვაქსოვ, თან ჩემი
ოჯახი, მეივენი, კილორნი და ის მიზანი მახსენდება, რის მიღ-
წევასაც ვცდილობთ. შეიძლება გრძნობის ეს გამოხატვა კალ-
მა სხვანაირად მიიღოს. მიეცი იმედი, როცა ამის არავითარი
საბაბი არ არსებობს. ეს ყველაზე ცუდი საქციელია, მაგრამ
საერთო საქმის, ჩემი მეგობრებისა და საკუთარი სიცოცხლის
გამო ამას გავაკეთებ.
– მერ, – ოხრავს და თავს ჩემკენ ხრის.
ზურგს ვაქცევ და აივანზე ვტოვებ იმ იმედით, რომ ჩემს
სიტყვებზე დაფიქრდება და იქნებ ჩემს სატყუარას წამოეგოს
კიდეც.
422 მკითხველთა ლიგა
– ნეტავ ყველაფერი სხვანაირად იყოს, – ჩურჩულებს ის,
მაგრამ მაინც მესმის ეს სიტყვები და მახსენდება ჩემი სახლი
და მამაჩემი, რომელმაც ოდესღაც იგივე მითხრა. ის, რომ
კალსა და მამაჩემს, დაუძლურებულ წითელს, ერთი და იგივე
ფიქრები აქვთ, შეჩერებას მაიძულებს. თავს ვერ ვიკავებ,
უკან ვიხედები და ვუყურებ, როგორ ადგება მის ფიგურას მზის
სხივები. ლეგიონერების ვარჯიშს გაჰყურებს, მერე ისევ ჩემ-
კენ აბრუნებს თავს. მოვალეობასა და იმ გრძნობას შორის
ტორტმანებს, რომელიც პატარა ელვა-გოგონას მიმართ აქვს.
– ჯულიანმა თქვა, რომ ისეთივე ხარ, როგორიც ის, – ხმა-
დაბლა ამბობს ჩაფიქრებული კალი, – როგორიც ის იყო.
კორიანი. დედამისი. გარდაცვლილ დედოფალზე ფიქრი,
რომელსაც არასდროს ვიცნობდი, რატომღაც სევდას მგვრის.
მან ნაადრევად დატოვა მისთვის საყვარელი ადამიანები და
დარჩა დაუმთავრებელი საქმე, რომლის გაკეთებასაც მე
მაიძულებენ.
ძალიან მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ კალს ვერ დავადა-
ნაშაულებ იმის გამო, რომ ორ სამყაროს შორის მოქცეული
იტანჯება. მეც ხომ ასე ვარ.
მეჯლისის წინ მოუსვენრად ვიყავი, ღამეს გულის კანკა-
ლით ველოდი, ახლა კი მოუთმენლად ველოდები გათენებას.
თუ დილით გავიმარჯვებთ, მზე უკვე ახალი სამყაროს თავზე
ჩავა. მეფე გადადგება და ძალაუფლებას მე, მეივენსა და
ფარლის გადმოგვცემს. გადატრიალება უსისხლო იქნება, ერ-
თი მთავრობა მშვიდობიანად შეიცვლება მეორით. თუ ხელი
მოგვეცარება, ძვლების არენა გველის. მაგრამ ეს გამორიც-
ხულია. კალი ჩემს სიკვდილს არ დაუშვებს, და არც მეივენი.
ორივე მათგანი ჩემი ფარია.

423 მკითხველთა ლიგა


ლოგინში ვწევარ და ჯულიანის რუკას ვაშტერდები. ძვე-
ლებურია, თითქმის გამოუსადეგარი, მაგრამ მაინც მამშვი-
დებს. იმის მტკიცებულებაა, რომ სამყარო შეიძლება შეიცვა-
ლოს.
თავში ეს ფიქრი მიტრიალებს, როცა ჩამეძინება, მაგრამ
მოუსვენრად მძინავს. ჩემი ძმა მესიზმრება, ფანჯარასთან
დგას და უცნაური სევდით გადაჰყურებს ქალაქს, მერე კი ჩემ-
კენ შემობრუნდება:
– სხვებიც არსებობენ, – ამბობს ის, – უნდა იპოვო.
– ვიპოვი, – ვეუბნები მეც ნამძინარევი ხმით.
მალე დილის ოთხი საათი შესრულდება და სიზმრების-
თვის დრო აღარ მრჩება.
მეივენის ოთახისკენ მიმავალი ისე ადვილად ვთიშავ კამე-
რებს, თითქოს ცულით ხეებს ვჭრიდე. ყოველი ჩრდილის და-
ნახვაზე ვკრთები, ველი, რომ დერეფანში მცველი გამოჩნდე-
ბა, მაგრამ არავინ მოდის. ისინი კალსა და მეფეს იცავენ და
არა მე, ან მეორე პრინცს. ჩვენ უმნიშვნელონი ვართ, მაგრამ
ეს მალე შეიცვლება.
კარის სახელურს ვეჯაჯგურები და მეივენი წამის შემდეგ
მიღებს, სახე ამ სიბნელეშიც კი გაფითრებული აქვს. უპეები
ჩაშავებია, თითქოს საერთოდ არ უძინია, თუმცა მაინც ფორ-
მაშია, როგორც ყოველთვის. ველი, რომ ხელს ჩამკიდებს და
თბილ სხეულზე მიმიხუტებს, მაგრამ მისგან მხოლოდ სიცივე
მოდის და ვხვდები, რომ შეშინებულია.
რამდენიმეწუთიანი ყოყმანის შემდეგ გარეთ გამოვდი-
ვართ, ჩრდილს ვეფარებით და გენერალური შტაბის უკან, გა-
რე კედელთან დათქმულ ადგილზე მივდივართ. შესანიშნავი
არჩევანია, აქედან მოედანსა და ხიდს ვხედავთ, პატრულის

424 მკითხველთა ლიგა


მზერისგან კი შტაბის მოოქრული სახურავი გვიფარავს.
საათი არ მჭირდება, ვიცი, რომ ზუსტად დროზე მოვედით.
თავზემოთ ღამე იცრიცება და ცა მუქლურჯად იფერება.
განთიადი მოდის.
განთიადისას ქალაქში ისეთი სიჩუმეა, რომ ვერც კი წარ-
მომედგინა, თუ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. პატრულიც კი
ზანტად გადადის პოსტიდან პოსტზე. ძალიან ვღელავ და მუხ-
ლები მიკანკალებს. მეივენი როგორღაც სიმტკიცეს ინარჩუ-
ნებს და თვალსაც არ ახამხამებს. ალმას-შუშის კედლის მიღ-
მა ხიდს გაჰყურებს. გასაოცარი მხედველობა აქვს.
– იგვიანებენ, – ჩურჩულებს და არ ინძრევა.
– სულაც არა.
რომ არ ვიცნობდე, ფარლი მოჩვენება მეგონებოდა, რო-
მელსაც სურვილისამებრ შეუძლია გაქრობა და ისევ გამოჩე-
ნა. აგერ ნახევრად ბნელი საკანალიზაციო ჭიდან ზემოთ ამო-
დის.
ხელს ვუწვდი, მაგრამ თავისით დგება ფეხზე.
– სხვები სად არიან?
– იცდიან, – ის ჭაზე გვანიშნებს.
თუ კარგად დავაკვირდები, შეიძლება დავინახო, როგორ
დგანან საკანალიზაციო გვირაბში შეყუჟულები და ბრძანებას
ელიან ხმელეთზე ამოსასვლელად. მინდა მათთან ვიყო, კი-
ლორნსა და ჩემს ხალხთან ერთად ვიდგე, მაგრამ ჩემი ადგი-
ლი აქ არის, მეივენის გვერდით.
– შეიარაღებული ხართ? – მეივენი ტუჩებს თითქმის არ
ამოძრავებს, – მზად ხართ საბრძოლველად?
ფარლი თავს უქნევს.
– როგორც ყოველთვის, მაგრამ ჩემს ხალხს ამოსვლას
მანამდე არ ვუბრძანებ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ
425 მკითხველთა ლიგა
მოედანი ჩვენს ხელთაა. ქალბატონი ბაროუს შესაძლებლო-
ბებს მამაკაცების მოჯადოების საქმეში მეტისმეტად ვერ ვენ-
დობი.
მეც იმავე აზრის ვარ, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვიტყვი. ის
ყოველთვის შენ აგირჩევს. ასე ძალიან არასოდეს მნდომებია,
რომ ერთი რამ ერთდროულად ტყუილიც იყოს და სიმარ-
თლეც.
– კილორნმა ეს გამომატანა, – ამატებს ის და ხელს მიწ-
ვდის. ეს პატარა მწვანე ქვაა, მისი თვალების ფერი. საყურეა,
– თქვა, იცის, რასაც ნიშნავსო.
სიტყვა ყელში მეჩხირება. საყურეს ვართმევ და სხვა სამ-
თან მივუჩენ ადგილს. ბრი, ტრემი, შეიდი – თითოეულ საყუ-
რეს ვიცნობ და მათი მნიშვნელობაც ვიცი. კილორნი ახლა
მეომარია და უნდა, რომ მახსოვდეს, როგორი იყო ადრე. მო-
ღიმარი, ენამახვილი, დაკარგული ლეკვივით მუდამ ჩემს სი-
ახლოვეს მოტრიალე. ეს არასოდეს დამავიწყდება.
საყურეს ბასრი გასაყრელი აქვს, თითზე მჩხვლეტს და სის-
ხლი გამომდის. როცა ხელს ყურიდან ჩამოვიღებ, თითზე მე-
წამულ ლაქას ვხედავ. აი, ვინ ხარ შენ.
მისი მწვანე თვალების დანახვის იმედით ისევ გვირაბს
ჩავყურებ, მაგრამ წყვდიადმა თითქოს იქაურობა მთლად ჩაყ-
ლაპა და ყველა მათგანი დამალა.
– მზად ხართ? – გვეკითხება ფარლი და ორივეს გვიყუ-
რებს.
მეივენი ჩემ მაგივრად მტკიცედ პასუხობს:
– მზად ვართ.
მაგრამ ფარლი ამით არ კმაყოფილდება.
– მერ?
– მეც მზად ვარ.
426 მკითხველთა ლიგა
რევოლუციონერი თავის დასამშვიდებლად მძლავრად
ამოისუნთქავს და ჭას ზემოდან ფეხებს უტყაპუნებს. ერთხელ,
ორჯერ, სამჯერ. მერე ხიდისკენ მივტრიალდებით და სამყა-
როს შეცვლას ველოდებით.
ასე ადრიანად არავინ მოძრაობს, ტრანსპორტის ჩამიჩუ-
მიც არ ისმის. მაღაზიები დაკეტილია, მოედნები კი – უკაც-
რიელი. თუ გაგვიმართლებს, ერთადერთი, რაც დღეს ღამით
განადგურდება, ბეტონი და ფოლადი იქნება. ხიდის ბოლო
სექციაში, რომელიც დასავლეთ არქეონს ქალაქთან აკავში-
რებს, სრული სიმშვიდეა.
უცებ იქაურობა ფეთქდება და ჰაერში ნარინჯისფერ-
წითელი ალის ენა იკლაკნება. სიცხე ძლიერდება, მაგრამ არა
ბომბების, არამედ მეივენის გამო. აფეთქება მასში რაღაცას
აღვიძებს და შინაგან ცეცხლს უღვივებს.
ისეთი გრგვინვა გაისმის, ლამის მიწაზე დამცეს. ხიდის ბო-
ლო სექცია ჩამოიშალა და მდინარე ააქაფა. მომაკვდავი მხე-
ცივით გმინავს და ირხევა, ნაპირსა და ხიდის დანარჩენ ნა-
წილს შორდება და ინგრევა. ბეტონის სვეტები ირყევა, ფოლა-
დის კაბელები ტკაცუნით წყდება და წყალსა თუ ნაპირზე ცვი-
ვა. მტვრისა და კვამლის ღრუბელი არქეონს მხედველობიდან
გვიკარგავს. სანამ ხიდი წყალში ჩაშვავებას მოასწრებს,
მოედანზე განგაში ირთვება.
ჩვენ ზემოთ, კედლის თავზე, გუშაგები გარბინ. მირბიან,
რათა ყველაფერი კარგად დაინახონ. ერთმანეთს უყვირიან,
ვერ ხვდებიან, რა ხდება. უმეტესობა გაუნძრევლად დგას და
უბრალოდ უყურებს. ყაზარმებში შუქი ინთება, ხუთი ათასი ჯა-
რისკაცი ერთდროულად წამომხტარა ლოგინებიდან და ერ-
თმანეთში ირევა. კალის ჯარისკაცები. კალის ლეგიონი. და
თუ გაგვიმართლა, ჩემიც.
427 მკითხველთა ლიგა
ცეცხლსა და კვამლს თვალს ვერ ვწყვეტ, მაგრამ მეივენი
ძალით მიმახედებს თავისკენ.
– აი, ისიც, – ჩურჩულებს და სასახლიდან გამოვარდნილ
ბუნდოვან ფიგურებს მაჩვენებს.
კალს თავისი მცველები მოსდევენ, მაგრამ ყველას უს-
წრებს და ყაზარმებისკენ მირბის. პერანგის ამარაა, მაგრამ
ასეთი საზარელი დასანახი არასდროს ყოფილა. ჯარისკაცები
და ოფიცრები მოედნისკენ გარბიან, ის კი ღრიალით იძლევა
ბრძანებებს, რათა ყველამ კარგად გაიგონოს:
– იარაღი კარიბჭისკენ მიმართეთ! მეორე მხარეს ნიმფები
დააყენეთ, ცეცხლის გავრცელება არ უნდა დავუშვათ!
ჯარისკაცები მის ბრძანებებს ელვის სისწრაფით ასრულე-
ბენ. ლეგიონი თავის გენერალს ემორჩილება.
ჩვენ უკან ფარლი კედელს ეკვრის და გვირაბის ჩასას-
ვლელს უახლოვდება. ოდნავი საფრთხის შემთხვევაშიც კი
ჩახტება და გაიქცევა, გაქრება, რათა მეორე დღეს ისევ გა-
მოჩნდეს და ბრძოლა განაგრძოს. მაგრამ ეს არ მოხდება.
ყველაფერი გამოგვივა.
მეივენი წინ მიიწევს, რათა ძმას ხელი დაუქნიოს, მაგრამ
უკან ვექაჩები.
– ეს მე უნდა გავაკეთო, – ჩავჩურჩულებ და ვგრძნობ, რო-
გორ მეუფლება უცნაური სიმშვიდე.
ის ყოველთვის შენ აგირჩევს.
უკან დასაბრუნებელი გზა მეჭრება, როცა ლეგიონის, პატ-
რულისა და კალის წინაშე მოედანზე გავდივარ. კედლებზე
პროჟექტორები ინთებიან, ზოგი ხიდისკენაა მიმართული, ზო-
გიც ჩვენზე. ერთი პირდაპირ მე მანათებს და თვალებზე ხელს
ვიფარებ.

428 მკითხველთა ლიგა


– კალ! – ვყვირი, რათა ხუთი ათასი ჯარისკაცის ხმა დავ-
ფარო. როგორღაც ყურს მოჰკრავს ჩემს ძახილს და გამომხე-
დავს. ერთმანეთს თვალს თვალში ვუყრით, ჯარისკაცები კი
ჩვეული მოძრაობით ეწყობიან მწყობრად.
როცა ჩემკენ მოდის, ჯარისკაცების მწკრივს მოარღვევს,
მგონია, რომ გული წამივა. ყურებში მხოლოდ საკუთარი გუ-
ლისცემა მესმის, ის განგაშის მაუწყებელ სიგნალსა და ყვი-
რილს ახშობს. მეშინია, ძალიან მეშინია. ეს ხომ კალია, ვეუბ-
ნები ჩემს თავს, ბიჭი, რომელსაც მუსიკა და მოტოციკლები
უყვარს. არც ჯარისკაცია, არც გენერალი, არც პრინცი. ის
მხოლოდ ბიჭია, რომელიც ყოველთვის მე ამირჩევს.
ის ახლოს მოდის და ჩემ ზემოთ კოშკივით აღიმართება.
– ახლავე დაბრუნდი სასახლეში! – მეუბნება მკაცრი, მე-
ფის სადარი ხმით, რომელიც მთასაც კი თავს მოახრევინებს,
– მერ, აქ დგომა საშიშია!
ისე ძლიერად ვაფრინდები პერანგის საყელოში, რომ
ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ძალა მქონდა, და რო-
გორღაც ვაჩერებ.
– კალ, იქნებ ცვლილების ფასიც მხოლოდ ეს არის? – ისევ
გავხედავ ჩატეხილ ხიდს, რომელიც კვამლსა და ფერფლში
გახვეულა, – მხოლოდ რამდენიმე ტონა ბეტონი. როგორ მო-
იქცევი, თუ გეტყვი, რომ სწორედ აქ, ამწამს შეგიძლია ყვე-
ლაფრის გამოსწორება? შეგიძლია ორივე ჩვენგანის გადარ-
ჩენა!
თვალები ისე ენთება, რომ ვხვდები, მისი ყურადღება მი-
ვიქციე.
– საკმარისია! – ის სუსტად მეწინააღმდეგება და ხელში
თვითონაც ხელს მავლებს. მის თვალებში ამხელა შიში არას-
დროს მინახავს.
429 მკითხველთა ლიგა
– ერთხელ მითხარი, რომ გჯეროდა ჩვენი, გჯეროდა თავი-
სუფლებისა და თანასწორობისა. შეგიძლია ეს ყველაფერი
ერთადერთი სიტყვით აქციო რეალობად. მაშინ ომი აღარ იქ-
ნება და აღარავის მოუწევს სიკვდილი, – ამ სიტყვებზე შეშდე-
ბა, ამოსუნთქვასაც ვერ ბედავს, ვერ ვხვდები, რაზე ფიქრობს,
მაგრამ მაინც ვლაპარაკობ, როგორმე უნდა დავიყოლიო, –
ახლა ძალა შენს ხელშია, არმია შენ გეკუთვნის, შეგიძლია
აქაურობა ხელში ჩაიგდო და თავისუფლებისკენ წაიყვანო!
გასწი სასახლისკენ, დააჩოქე მამაშენი და ის გააკეთე, რაც
შენი აზრით სამართლიანია. გთხოვ, კალ!
ჩემს ხელებქვეშ მის სხეულს ვგრძნობ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ
სუნთქავს. ასეთი რეალური და მნიშვნელოვანი არასდროს
არაფერი არსებულა. ვიცი, რაზეც ფიქრობს – თავის სამეფო-
ზე, მის წინაშე საკუთარ მოვალეობასა და მამამისზე. და ჩემ-
ზე, პატარა ელვა-გოგონაზე, რომელიც ამ ყველაფრის უარ-
ყოფას სთხოვს. გუმანით ვხვდები, რომ ასეც იზამს.
აკანკალებული დავეკონე ტუჩებზე. ის მე ამირჩევს. გვამი-
ვით ცივი კანი აქვს.
– მე ამირჩიე, – ვეუბნები მას, – ახალი სამყარო აირჩიე.
უკეთესი სამყარო შექმენი. ჯარისკაცები დაგემორჩილებიან,
მამაშენიც დაგემორჩილება, – მისი პასუხის მოლოდინში გუ-
ლი მეკუმშება და თითოეული კუნთი მეჭიმება, ჩვენკენ მოქ-
ცეული პროჟექტორი ჩემი ძალის გავლენით გულისცემის
რიტმს აყოლილი ბჟუტავს, – დილეგში ჩემი სისხლი იპოვეს,
ტყვეებს მე დავეხმარე გაქცევაში, მალე ამას ყველა გაიგებს
და მომკლავენ. ნუ მისცემ მათ ამის უფლებას, გთხოვ, გადა-
მარჩინე!
ამ სიტყვებზე ღელავს და ხელს მაჯაზე კიდევ უფრო მაგ-
რად მიჭერს.
430 მკითხველთა ლიგა
– ეს ყოველთვის შენ იყავი!
ის ყოველთვის შენ აგირჩევს.
– მიეგებე ახალ განთიადს, კალ, ჩემთან ერთად, ჩვენთან
ერთად.
ის ჩვენკენ მომავალ მეივენს გახედავს. ძმები ერთმანეთს
თვალს თვალში უყრიან, მათი უხმო საუბრის შინაარსი ჩემ-
თვის გაუგებარია. ის ჩვენ აგვირჩევს.
– ეს ყოველთვის შენ იყავი, – იმეორებს კალი, ამჯერად
ნაწყვეტ-ნაწყვეტ და მძიმედ. მის ხმაში ათასობით ადამიანის
სიკვდილითა და ღალატით გამოწვეული ტკივილი ისმის. ჯუ-
ლიანის სიტყვები მახსენდება: ნებისმიერს შეუძლია ნების-
მიერის ღალატი, – ტყვეების გაქცევა, სამეჯლისო დარბაზზე
თავდასხმა, შუქის გამორთვა... ეს ყველაფერი შენით დაიწყო.
ვცდილობ, რომ ავუხსნა, თან უკან ვიწევ, მაგრამ ის ჩემს
გაშვებას არ აპირებს.
– მაგ შენი განთიადის გამო რამდენი ხალხი დახოცე? მათ
შორის რამდენი ბავშვი, რამდენი უდანაშაულო ადამიანი
იყო? – მისი ხელი ისე ცხელდება, უკვე მწვავს, – რამდენ ადა-
მიანს უღალატე?
მუხლები მეკეცება, ფეხქვეშ მიწა მეცლება, მაგრამ კალი
ხელს არ მიშვებს. შორიდან მესმის, როგორ ღრიალებს
მეივენი, პრინცი თავისი პრინცესას გადასარჩენად მოქრის.
მაგრამ მე პრინცესა არა ვარ. არა ვარ ის გოგო, ვინც უნდა
გადაარჩინონ. ვიდრე კალში ცეცხლი ძლიერდება და თვა-
ლებში ალი უგიზგიზებს, ჩემში ბრაზისგან გამოწვეული ელექ-
ტროენერგია გროვდება. მუხტი ჩვენ შორის სკდება და უკან
მაგდებს. სევდით, ბრაზითა და ელექტრობით დაბინდულ გო-
ნებაში ზუზუნი ჩამესმის.

431 მკითხველთა ლიგა


ჩემ უკან მეივენი ყვირის. თავს უკან ვაბრუნებ და ვხედავ,
როგორ უყვირის ფარლის, თან გიჟივით უქნევს ხელებს:
– გაიქეცით! გაიქეცით!
კალი წამოხტომას მასწრებს და თავის ჯარისკაცებს რაღა-
ცას უყვირის. იქით იყურება, საითაც მეივენი ეძახის ფარლის
და გონებაში ყველაფერს ისე აჯამებს, როგორც გენერალს
შეეფერება:
– კანალიზაციის გვირაბი! – ღრიალებს იგი, ისევ ჩემზე
მოშტერებული, – გვირაბში არიან!
ფარლის ჩრდილი ქრება, მირბის და ზურგში ტყვიებს აყ-
რიან. ჯარისკაცები მოედანზე ელვის სისწრაფით ხდიან
ლიუკებსა თუ ცხაურებს და კანალიზაციის სისტემას აშიშვლე-
ბენ. მერე ადიდებული წყალივით ჩაეშვებიან მიწისქვეშეთში.
ყურების დახშობა მინდა, რომ გაჩაღებული სასაკლაოდან
ამომავალი სროლა და ყვირილი ვეღარ გავიგონო.
კილორნი. მისი სახელი თავში ბუნდოვნად გამიელვებს, ეს
მხოლოდ ჩურჩულია და არა ფიქრი. მასზე დიდხანს ვეღარ
ვფიქრობ, რადგან თავზე მთლად აცახცახებული კალი მად-
გას, მაგრამ მისი არ მეშინია. მგონი, აღარაფრის აღარ მეში-
ნია. ყველაზე უარესი უკვე მოხდა. ჩვენ დავმარცხდით, მაგ-
რამ მაინც ვპოულობ მასთან დაპირისპირების ძალას:
– რამდენი? – ვუყვირი მას, – რამდენი მოკვდა შიმში-
ლით? რამდენი მოკლეს? რამდენი ბავშვი წაიყვანეს სასიკ-
ვდილოდ? რამდენი, პრინცო?
დღემდე მეგონა, რომ ვიცოდი, სიძულვილი რა იყო. თურ-
მე ვცდებოდი. ჩემ შესახებ, კალის შესახებ, ყველაფრის შესა-
ხებ ვცდებოდი. ეს იმხელა ტკივილს მაყენებს, რომ თავბრუ
მესხმის, მაგრამ როგორღაც ვახერხებ და არ ვეცემი, ფეხზე
ვრჩები. ის მე არასდროს ამირჩევს.
432 მკითხველთა ლიგა
– ჩემი ძმა, კილორნის მამა, ტრისტანი, უოლში! – მგონია,
რომ ასობით სახელი გადმომსკდება, რომ ყველა დაღუპულს
ჩამოვუთვლი. ისინი კალისთვის არაფერს ნიშნავენ, ჩემთვის
კი, ყველაფერს. და ვიცი, რომ ასეთი ათასობითაა, მილიონო-
ბით. მილიონობით დაუსჯელი დანაშაული.
კალი არ მპასუხობს და ველი, რომ იმ მძვინვარებას გად-
მოაფრქვევს, მის თვალებში რომ ვხედავ. თუმცა ახლა მათში
მხოლოდ სევდა იგრძნობა. იგი ისევ ჩურჩულებს და მისი სიტ-
ყვების გაგონებაზე მინდა დავეცე და ვეღარასოდეს წამოვ-
დგე.
– ნეტავ ყველაფერი სხვანაირად იყოს.
ველოდები ნაპერწკლებს, ელვას, მაგრამ სულ ტყუილად.
როცა კისერზე ცივ ხელებს და მაჯებზე ბორკილებს ვგრძნობ,
ვიცი, რაც ხდება. თავზე არვენი მადგას, მწვრთნელი, ჩამხშო-
ბი, რომელსაც ჩვენი ჩვეულებრივ ადამიანებად გადაქცევა
შეუძლია. მთელ ძალას მართმევს და ისევ არაფრით გამორ-
ჩეული მოქვითინე გოგონა ვარ. რაც კი ძალა გამაჩნდა, გა-
მომაცალა, აღარაფერი დამიტოვა. მე დავმარცხდი. როცა
მუხლები ისევ მეკვეთება, უკვე აღარავინ მიჭერს. ყრუდ მეს-
მის, როგორ ყვირის მეივენი, სანამ მასაც მიწას არ გააკრა-
ვენ.
– ძმაო! – ღრიალებს იგი, ცდილობს მიახვედროს კალი,
რას სჩადის, – მოკლავენ! მეც მომკლავენ!
მაგრამ კალი ყურს აღარ გვიგდებს, ლეგიონის ერთ-ერთ
კაპიტანს ელაპარაკება. მისი სიტყვების მოსმენით თავს არ
ვიწუხებ. რომც მინდოდეს, ვერ შევძლებ.
ქვემოდან ისევ სროლა ისმის და მიწა ზანზარებს. რამდენი
სისხლი დაიღვრება ამაღამ გვირაბებში?

433 მკითხველთა ლიგა


თავი მეტისმეტად დამძიმებული მაქვს, სხეული – დასუს-
ტებული, ამიტომ ფილებით მოპირკეთებულ მიწას მივესვენე.
ფილა ლოყის ქვეშ ცივია და გლუვი. მეივენი წინ მოჩოჩავს და
თავს გვერდით მიდებს. მახსოვს ასეთივე წამები, გონებაში
შორიდან ჩამესმის გიზას კივილი და გატეხილი ძვლის ტკაცუ-
ნი.
– სასახლეში შეიყვანეთ და მეფეს წარუდგინეთ. ის გან-
სჯის ორივეს.
კალის ხმას ვეღარ ვცნობ. მე ის ურჩხულად ვაქციე. მე
ვაიძულე, მე გავაკეთებინე ასეთი არჩევანი. სულელი და ენ-
თუზიაზმით სავსე ვიყავი. საკუთარ თავს იმედის უფლება მი-
ვეცი.
რა სულელი ვარ.
კალის თავს მიღმა მზე ამოდის და განთიადში მისი სი-
ლუეტი იკვეთება. შუქი მეტისმეტად კაშკაშაა, მეტისმეტად
მწველი და სწრაფი. თვალებს ვხუჭავ.

434 მკითხველთა ლიგა


ფეხებს ძლივს ვადგამ, მაგრამ უკნიდან ჯარისკაცი, რო-
მელსაც ჩემი დაბორკილი ხელები უჭირავს, მუდმივად წინ მი-
ბიძგებს. მეორე მეივენს მოარბენინებს ჩემ გვერდით. არვე-
ნიც მოგვყვება, რათა თავის დაღწევა ვეღარაფრით შევ-
ძლოთ. მისი აქ ყოფნა მძიმე ტვირთია, რომელიც გრძნობებს
მიჩლუნგებს. ცარიელ დერეფანში მივაბიჯებთ, არავის ცნო-
ბისმოყვარე თვალი არ გვიყურებს, მაგრამ არც მადარდებს,
რა ხდება ჩვენ გარშემო. კალი წინ მიგვიძღვის, დაძაბული,
მხრებში გამართული მიდის და უკან მოხედვის სურვილს ებ-
რძვის.
გონებაში მიწის ქვეშ ატეხილი სროლისა და ღრიალის ხმა
ჩამესმის. ისინი დაიხოცნენ. ჩვენც მკვდრები ვართ. ყველაფე-
რი დამთავრდა.
ველი, რომ ძირს დავეშვებით და ქვეყნიერების ყველაზე
ბნელ საკანში ჩავალთ. ამის ნაცვლად კალს ზემოთ ავყა-
ვართ, ისეთ ოთახში, სადაც არც ფანჯრებია და არც მცველე-
ბი. ხმაგაუმტარი კედლებია – ჩვენი ნაბიჯების ხმაც კი არ ის-
მის. აქ ჩვენს ხმას ვერავინ გაიგებს. ეს უფრო მეტად მაში-
ნებს, ვიდრე შაშხანები, ცეცხლი ან მეფის მხეცური მძვინვა-
რება.
ის შუა ოთახში დგას, მოოქრული საჭურველი აცვია და
თავზე გვირგვინი ადგას. წელზე, მარჯვნივ, საცერემონიო ხმა-
ლი ჰკიდია პისტოლეტთან ერთად, რომელიც, ალბათ, არას-
დროს გამოუყენებია. ყველაფერს მასკარადის სახე აქვს, ყო-
ველ შემთხვევაში, მეფე სწორედ ასე გამოიყურება.
435 მკითხველთა ლიგა
დედოფალიც აქ გველოდება, ტანზე მხოლოდ თხელი
თეთრი კაბა აცვია. როცა შევდივართ, ჩვენი მზერა ერთმა-
ნეთს ხვდება და ისე შემოიჭრება ჩემს ფიქრებში, როგორც
დანა ხორცში. ვყვირი და ხელების თავზე წავლებას ვცდი-
ლობ, მაგრამ ბორკილები არ მიშვებს.
ყველაფერი ისევ თავიდან ბოლომდე ჩამირბენს თვალწინ.
უილის ფურგონი. "ალისფერი მცველი". კილორნი. არეულო-
ბა, შეხვედრები, საიდუმლო შეტყობინებები. მოგონებებში
მკვეთრად ჩანს მეივენის სახე, მაგრამ ამ სურათს დედოფალი
უკუაგდებს. მის შესახებ ჩემი მოგონებების ნახვა არ უნდა.
ტვინი მიკივის, თავდასხმას ვეღარ უძლებს და ერთი ფიქრი-
დან მეორეზე დახტის, სანამ მთელი ჩემი ცხოვრება, თი-
თოეული კოცნა და ყოველი საიდუმლო ელარას წინაშე არ
გადაიშლება.
როცა საქმეს მორჩა, მკვდარივით ვარ. სიკვდილი მინდა.
კიდევ კარგი, ეს ნატვრა მალე ამისრულდება.
– დაგვტოვეთ! – ამბობს ელარა მკაცრი ხმით. ჯარისკაცე-
ბი არ იძვრიან და კალს უყურებენ. ის თავს იქნევს და ლე-
გიონერებიც ჩექმების ბრახუნით გადიან. თუმცა არვენი ისევ
უკან მიდგას, მისი ძალაც ისევ ტვირთივით მაწვება. როცა
ჩექმების ხმა მიწყდება, მეფე თავს ამოსუნთქვის ნებას აძ-
ლევს.
– შვილო, – ის კალს უყურებს და ვამჩნევ, რომ თითები
ოდნავ უკანკალებს. ვერ ვხვდები, რისი ეშინია, – ყველაფრის
შენგან მოსმენა მინდა.
– ისინი დიდი ხანია ამბოხებაში არიან ჩართული, – ენის
ბორძიკით ეუბნება კალი, – მას შემდეგ, რაც მერი ჩვენთან
მოვიდა.

436 მკითხველთა ლიგა


– ორივე? – ტიბერიასი კალს ზურგს აქცევს და თავის მი-
ვიწყებულ ვაჟს გახედავს. თითქოს სევდიანი ჩანს, სახე ეღრი-
ცება, თვალებს ხშირად ახამხამებს, მეივენისთვის შეხედვა
უჭირს, პრინცი კი მამას თვალს არ აშორებს. ის არ გატყდება,
– იცოდი ეს ყველაფერი, ჩემო ბიჭო?
მეივენი თავს უქნევს.
– მე დავეხმარე გეგმის შედგენაში.
ტიბერიასი ბარბაცებს, თითქოს ამ სიტყვებმა ფიზიკური
ტკივილი მიაყენა.
– და სასახლეზე თავდასხმა?
– მე ამოვირჩიე სამიზნეები.
კალი მაგრად ხუჭავს თვალებს, თითქოს ამ ყველაფრის
გაქრობა შეეძლოს.
მეივენს მზერა მამამისისგან იქვე მდგარ ელარაზე გადა-
აქვს. ისინი ერთმანეთს თვალებში უყურებენ და წამით ვფიქ-
რობ, რომ დედამისი მის ფიქრებში იყურება. თუმცა არა, ის
ამას არ იზამს. ვაჟის თავში ჩახედვას ვერ გაბედავს.
– მამა, ხომ მითხარი, რამე საქმეს უნდა მოჰკიდო ხელიო
და ასეც მოვიქეცი. ხომ ამაყობ ჩემით?
მაგრამ ტიბერიასი მის მაგივრად მე მომვარდა და დათვი-
ვით ღრიალებს:
– ეს შენ ჩაიდინე! შენ მოწამლე, შენ მოწამლე ჩემი ბიჭი!
როცა თვალებზე ცრემლები აუკიაფდება, ვხვდები, რომ მე-
ფის გული, რა პატარა და ცივიც უნდა იყოს, დიდ ტკივილს გა-
ნიცდის. თავისებურად უყვარს კიდეც მეივენი, მაგრამ უკვე
გვიანია, – შენ შვილი წამართვი!
– ეს თავად გააკეთეთ, – გამოვცრი კბილებში, – მეივენს
თავისი აზრი აქვს და ჩემსავით სწამს, რომ სამყარო სხვა-

437 მკითხველთა ლიგა


ნაირი უნდა იყოს. თქვენმა შვილმა უფრო შემცვალა, ვიდრე
პირიქით!
– შენი არ მჯერა, როგორღაც მოატყუე.
– მერი არ ცრუობს.
როცა მესმის, როგორ მეთანხმება ელარა, სუნთქვა მეკ-
ვრის.
– ჩვენს შვილს ყოველთვის სწყუროდა ცვლილებები, – ის
ნაზად უყურებს შვილს, შეშინებული ჩანს, – ის მხოლოდ პა-
ტარა ბიჭია, ტიბერიას.
გადაარჩინე, ვუყვირი გონებით ელარას, წესით, უნდა ეს-
მოდეს. აუცილებლად უნდა გადაარჩინოს.
ჩემ გვერდით მეივენი მძიმედ სუნთქავს და ელის განაჩენს,
რომელიც შეიძლება ჩვენი აღსასრულის მომტანი აღმოჩ-
ნდეს.
ტიბერიასი თავს ხრის, კანონები ყველაზე კარგად იცის.
კალს ძალა ჰყოფნის და ძმას თვალებში უყურებს. ვხედავ,
რომ მასთან ერთად გატარებული წუთები ახსენდება. ცეცხლი
და ჩრდილი. ერთის გარეშე მეორე არ არსებობს.
ხანგრძლივი და დაძაბული, სულის შემხუთველი დუმილის
შემდეგ მეფე კალს მხარზე ადებს ხელს. თავს წინ და უკან აქ-
ნევს, ლოყებზე ცრემლი ჩამოსდის და წვერს უსველებს.
– რაც უნდა იყოს, მეივენმა მკვლელობა ჩაიდინა. ამ
გველთან ერთად, – ის აცახცახებულ თითს ჩემკენ იშვერს, –
საშინელი დანაშაულები ჩაიდინა. ჩემსა და შენს წინააღმდეგ,
ჩვენი ტახტის წინააღმდეგ.
– მამა... – კალი სწრაფად დგება ჩვენსა და მეფეს შორის,
– ის შენი შვილია. სხვა გზაც უნდა არსებობდეს.

438 მკითხველთა ლიგა


ტიბერიასი გაირინდა, მან მამობრივი გრძნობები გვერდზე
უნდა გადადოს და ისევ მეფედ იქცეს. ის ხელით იწმენდს
ცრემლებს.
– როდესაც თავზე გვირგვინს დაიდგამ, ყველაფერს მიხ-
ვდები.
დედოფალს თვალები ისე უწვრილდება, მხოლოდ ლურჯი
ნაპრალები რჩება. ზუსტად მეივენისთანა თვალები აქვს.
– საბედნიეროდ, ეგ არასოდეს მოხდება, – ამბობს მოკ-
ლედ.
– რაო? – ტიბერიასი მისკენ ბრუნდება, მაგრამ ნახევრად
მიტრიალებული ადგილზევე შეშდება.
ეს ადრეც მინახავს, დიდი ხნის წინ, არენაზე, სადაც მო-
ჩურჩულემ მძლავრხელიანი დაამარცხა. ელარამ იგივე მეც
გამიკეთა და მარიონეტად მაქცია. ახლაც ის აკონტროლებს
ვითარებას.
– ელარა, რას აკეთებ? – სისინებს მეფე დაკრეჭილი კბი-
ლებიდან.
ის იმ სიტყვებით პასუხობს, რომელიც მე არ მესმის, რად-
გან მეფის თავში ლაპარაკობს. მისი პასუხი ტიბერიასს ძალი-
ან არ მოსწონს.
– არა! – ღრიალებს იგი, ელარა კი გონების ძალით მუხ-
ლებზე დაჩოქებას აიძულებს.
კალი მათკენ იწევს, ხელზე ალი უბრიალებს, მაგრამ ელა-
რა ხელს უშვერს და მასაც აჩერებს. ახლა ორივე მის ხელშია.
პრინცი გაიბრძოლებს, კბილებს აღრჭიალებს, მაგრამ
ოდნავადაც ვერ მიიწევს წინ. ლაპარაკსაც ძლივს ახერხებს:
– ელარა... არვენ!

439 მკითხველთა ლიგა


მაგრამ ჩემი ყოფილი მწვრთნელი არ ინძრევა. დგას და
კმაყოფილი სახით უყურებს ამ ყველაფერს. როგორც ჩანს, ის
დედოფლის ერთგულია და არა მეფის.
ელარა გადაგვარჩენს, თავისი შვილის გამო გადაგვარ-
ჩენს. კალზე ჩამოვედით ფსონს, რომ იმდენად ვუყვარდი,
სამყაროსაც კი შეცვლიდა, თურმე გათვლა დედოფალზე უნ-
და გაგვეკეთებინა. გაღიმება მინდა, ახარხარება, მაგრამ კა-
ლის სახის გამომეტყველება მაინც მაცბუნებს.
– ჯულიანი მაფრთხილებდა, – ძლივს ამოთქვამს კალი,
ისევ ცდილობს ელარას კლანჭებიდან თავის დახსნას, – მე-
გონა, შენსა და დედაჩემის შესახებ იტყუებოდა, როცა მიყვე-
ბოდა, რა გაუკეთე.
მუხლებზე დაჩოქილი მეფე ღმუის. საცოდავი ხმა აქვს, ასე-
თი არასდროს არაფერი მსმენია.
– კორიანი, – კვნესის იატაკს დაჩერებული ტიბერიასი, –
ჯულიანმა იცოდა, სარამაც იცოდა და სიმართლის ცოდნის
გამო დასაჯე!
ელარას შუბლზე ოფლი ჟონავს. მეფისა და პრინცის დიდ-
ხანს შეკავებას ვეღარ შეძლებს.
– ელარა, მეივენი აქედან უნდა გაიყვანო, – ვეუბნები მას,
– ჩემი დარდი ნუ გაქვს, მხოლოდ მას მიხედე.
– ო, ამაზე შენ ნუ იდარდებ, პატარა ელვა-გოგონა, – დამ-
ცინავად მეუბნება ის, – შენზე საერთოდ არ ვფიქრობ. თუმცა
შენი ერთგულება ჩემი შვილის მიმართ ძალიან ამაღელვებე-
ლია, არა, მეივენ? – ის მხარს ზემოდან გახედავს ჯერ კიდევ
ხელებშეკრულ ვაჟს.
პასუხად მეივენი ხელებს გაიქნევს და ბორკილებს საოც-
რად ადვილად ამსხვრევს. მისი მაჯიდან გამდნარი რკინა
მოწვეთავს და იატაკზე ხვრელებს აჩენს. როცა ფეხზე დგება,
440 მკითხველთა ლიგა
ველი, რომ დამიცავს, გადამარჩენს, როგორც მე ვცდილობ-
დი ამის გაკეთებას. მერე ვხვდები, რომ არვენი ჯერ კიდევ
თავზე მადგას და ნაპერწკლებისა და ელექტრობის ნაცნობი
გრძნობა არ დაბრუნებულა. ის ჯერ კიდევ მაკონტროლებს,
მიუხედავად იმისა, რომ მეივენს თავი დაანება.
როცა კალს შევხედავ თვალებში, ვხვდები, რომ ყველა-
ფერს ჩემზე ბევრად უკეთ ხვდება. ნებისმიერს შეუძლია ნე-
ბისმიერის ღალატი – ეს სიტყვები სულ უფრო და უფრო ხმა-
მაღლა ჩამესმის თავში და ბოლოს ქარიშხალივით აკივ-
ლდნენ ჩემს ყურებში.
– მეივენ! – მაღლა ავიხედავ, რომ სახეზე შევხედო და
უცებ ვეღარ ვცნობ. ისევ ის ბიჭია, ვინც მამშვიდებდა, მკოცნი-
და, ძალას მაძლევდა. ჩემი მეგობარი. მეგობარზე უფრო მე-
ტიც. მაგრამ მასში რაღაც რიგზე ვერ არის, რაღაც შეიცვალა,
– მეივენ, ამაყენე!
ის მხრებს ამოძრავებს, ძვლებს ატკაცუნებს, რათა ტკივი-
ლი დაიამოს. უცნაურად ნელა მოძრაობს და როცა ისევ ფეხ-
ზე დგება და დოინჯს შემოირტყამს, ისეთი გრძნობა მაქვს,
თითქოს პირველად ვხედავ. ძალიან ცივი თვალები აქვს.
– არა მგონია, ეგ კარგი აზრი იყოს.
– რაო? – ჩემი ხმა ისე ჩამესმის, თითქოს ვიღაც სხვისგან
მოდიოდეს. პატარა გოგონას ხმა მაქვს, მე მხოლოდ პატარა
გოგონა ვარ.
მეივენი არ მპასუხობს და თვალებში მიყურებს. ბიჭი, რო-
მელსაც მე ვიცნობდი, ისევ აქაა, იმალება, მისი თვალების
უკან ილანდება. რომ შევძლო და მივწვდე... მაგრამ მეივენი
ჩემზე სწრაფად მოძრაობს და როცა ხელს გავიწვდი, მიშო-
რებს.

441 მკითხველთა ლიგა


– კაპიტანო ტაიროს! – ღრიალებს კალი, ლაპარაკი ჯერ
კიდევ შეუძლია, ჯერჯერობით ელარას ამის უნარი არ წაურ-
თმევია, მაგრამ ოთახში არავინ შემოდის. ჩვენი ხმა არავის
ესმის.
– კაპიტანო ტაიროს! – გაჰყვირის ისევ კალი, მაგრამ მისი
ვედრება არავის ესმის, – ევანგელინ! პტოლემუს! ვინმემ დაგ-
ვეხმარეთ!
ელარა კმაყოფილი უსმენს მის ღრიალს, ამ ხმით ტკბება,
მაგრამ მეივენი კრთება.
– ამას აუცილებლად უნდა ვუსმინოთ? – კითხულობს იგი.
– არა, ალბათ, აუცილებელი არ არის, – ელარა ოხრავს
და თავს იქნევს. მისი გონების ძალით კალის სხეული მამამი-
სის პირისპირ ინაცვლებს.
კალი თავზარდაცემული ჩანს, თვალები უფართოვდება.
– რას აკეთებ?
მეფეს სახე ეღუშება.
– ვერ ხვდები?
აი, მე კი ნამდვილად ვერაფერს ვხვდები. აქ ჩემი ადგილი
არ არის. ჯულიანი მართალი იყო, ამ თამაშისა არაფერი მეს-
მის, არც ვიცი, როგორ უნდა ვითამაშო. ნეტავ ახლა ჯულიანი
აქ იყოს, რათა ჩემთვის ყველაფერი აეხსნა და დამხმარებო-
და, მაგრამ დასახმარებლად არავინ მოდის.
– გთხოვ, მეივენ, – ვევედრები მას, იქნებ ვაიძულო, რომ
შემომხედოს. მაგრამ ის ზურგს მაქცევს და დაჟინებით აშტერ-
დება მის სისხლსა და ხორცს, რომელსაც უღალატა.
ელარას არ ანაღვლებს, რომ მეივენი ჩემს მოგონებებში
იყო, რომ ამ ყველაფერში მისი ვაჟიც იყო ჩართული. გაკვირ-
ვებულიც კი არ არის. პასუხი შემაძრწუნებლად მარტივია:
იმიტომ, რომ მან უკვე იცოდა, იმიტომ, რომ მეივენი დედა-
442 მკითხველთა ლიგა
მისს ძალიან ჰგავს, იმიტომ, რომ ეს სწორედ ელარას გეგმა
იყო. ამის გაფიქრებაზე კანს თითქოს დანებით მისერავენ,
მაგრამ ტკივილი, რასაც ახლა ვგრძნობ, ამ ყველაფერს კი-
დევ უფრო რეალურს ხდის.
– შენ მე გამომიყენე.
ბოლოს და ბოლოს, მეივენი მოწყალებას მოიღებს და გა-
მომხედავს.
– ნელ-ნელა ხვდები, არა?
– სამიზნეები შენ ამოირჩიე. პოლკოვნიკი, რეინალდი, ბე-
ლიკოსი, პტოლემუსიც კი – ისინი "ალისფერი მცველის" კი
არა, შენი მტრები იყვნენ, – მინდა, რომ შუაზე გავგლიჯო, სუ-
ლერთია, ელვით თუ სხვა რამით. მინდა ძალიან ვატკინო.
როგორც იქნა, დავისწავლე ჯულიანის გაკვეთილი – ნე-
ბისმიერს შეუძლია ნებისმიერის ღალატი.
– ეს კი ჩვეულებრივი შეთქმულება იყო. ამის გაკეთების-
კენ შენ მიბიძგე და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეუძლებელი
იყო, მიუხედავად იმისა, რომ შენ იცოდი, კალი მამამისს არა-
ვითარ შემთხვევაში არ უღალატებდა, დამაჯერე, რომ სხვა-
ნაირად მოხდებოდა, ყველანი დაგვაჯერე.
– ჩემი ბრალი არ არის, თუ იმდენად სულელი აღმოჩნდი,
რომ თამაშში ამყევი, – მპასუხობს იგი, – ახლა "ალისფერ
მცველსაც" ბოლო მოეღო.
თითქოს კბილებში მომხვდა რაღაც.
– ისინი შენი მეგობრები იყვნენ... გენდობოდნენ.
– ისინი ჩემი სამეფოსთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ,
თანაც, სულელები იყვნენ, – მიტევს ისიც, მერე ჩემკენ იხრე-
ბა და მზაკვრული ღიმილით მეუბნება, – იყვნენ.
ამ ბოროტ ხუმრობაზე ელარაც იცინის.

443 მკითხველთა ლიგა


– ძალიან ადვილი იყო მათ რიგებში შენი შეპარება. ამას
მხოლოდ ერთი ზედმეტად მგრძნობიარე მსახური დასჭირდა.
როგორ მოახერხეს ამ სულელებმა ჩვენთვის სერიოზული
საფრთხის შექმნა, ახლაც ვერ ვხვდები.
– შენ მე დამაჯერე, – ვჩურჩულებ ისევ, თან მისი ნათქვამი
თითოეული ტყუილი მახსენდება, – მეგონა, ჩვენი დახმარება
გსურდა, – ზლუქუნით ნათქვამი გამომდის და წამით ფერ-
მკრთალი სახე მოულბება, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდე-
ბა.
– სულელო გოგო, – ამბობს ელარა, – შენმა სულელურმა
ქმედებამ ლამის ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა. ტყვეების
გასაპარებლად შენივე პირადი მცველი გამოიყენე და შუქიც
გამორთე. გეგონა, ისეთი სულელი ვარ, შენს კვალს ვერ მი-
ვაგნებდი?
გაშეშებული ვაქნევ თავს.
– შენ მომეცი ამის გაკეთების უფლება, ყველაფერი წინას-
წარ იცოდი.
– რა თქმა უნდა, ვიცოდი. რა გგონია, სხვანაირად ამდენს
როგორ მიაღწევდი? შენი კვალის დაფარვამ მომიწია, ნების-
მიერისგან გიცავდი, ვისაც ცოტა ჭკუა მაინც ჰქონდა ამ ყვე-
ლაფრის შესამჩნევად, – ის მხეცივით მიღრენს, – წარმოდგე-
ნაც არა გაქვს, რა შრომა დამჭირდა, რომ საფრთხე ამეცილე-
ბინა, – სიამოვნებისგან ალმური ასდის, ყოველი წამით ტკბე-
ბა, – მაგრამ შენ წითელი ხარ და როგორც ყოველი თქვენგა-
ნი, შენც დამარცხებისთვის იყავი განწირული.
მისი სიტყვები მოულოდნელად მატყდება თავზე და ნელ-
ნელა ყველაფერი თავის ადგილზე დგება. გულის სიღრმეში
უნდა მცოდნოდა, რომ მეივენის ნდობა არ ღირდა. მეტისმე-
ტად კარგი იყო, მეტისმეტად მამაცი და კეთილი. თავისიანებს
444 მკითხველთა ლიგა
ზურგი აქცია და "ალისფერ მცველს" შეუერთდა. მან კალის-
კენ მიბიძგა. ზუსტად ის მომცა, რაც მინდოდა და ამით დამაბ-
რმავა.
ყვირილი, ტირილი მინდა, მაგრამ ელარას ვუყურებ.
– შენ არიგებდი მას, რა უნდა ეთქვა, – ვჩურჩულებ მე.
აუცილებელი არ არის, თავი დამიქნიოს, ისედაც ვიცი, რომ
მართალი ვარ, – შენ იცი, რა მიდევს თავში, – მახსენდება,
როგორ იქექებოდა ჩემს ტვინში და თავი მტკივდება, – ზუს-
ტად იცი, როგორ უნდა მოიგო ჩემი გული.
ყველაზე მეტად გულს მეივენის უემოციო გამომეტყველება
მტკენს.
– რამე მაინც იყო სიმართლე?
როცა ის თავს უარყოფის ნიშნად აქნევს, ვხვდები, რომ
ესეც ტყუილია.
– თომასიც კი?
ბიჭი ფრონტზე, რომელიც სხვის ომში დაიღუპა. მას თომა-
სი ერქვა და ვნახე, როგორ კვდებოდა.
ეს სახელი მის ნიღაბს ბზარს უჩენს და გულგრილ გამო-
მეტყველებას უცვლის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ის თა-
ვიდან იცილებს ამ სახელსა და ტკივილს, რომელსაც მისი
გახსენება ჰგვრის.
– კიდევ ერთი დაღუპული ბიჭი. ამას მნიშვნელობა არა
აქვს.
– სწორედ მაგას აქვს მნიშვნელობა, – ვჩურჩულებ ჩემ-
თვის.
– მგონი, დროა, მათ დაემშვიდობო, მეივენ, – ამბობს
ელარა და შვილს მხარზე თეთრ ხელს ადებს. როგორც იქნა,
სუსტი წერტილი მოვუძებნე და დედამისი ლაპარაკის გაგრძე-
ლების უფლებას აღარ მაძლევს.
445 მკითხველთა ლიგა
– მათთვის სათქმელი არაფერი მაქვს, – ჩურჩულებს
მეივენი და მამამისს უბრუნდება. გვირგვინს, ხმალს, საჭურ-
ველს, ყველაფერს უყურებს, ოღონდ მისთვის თვალის გასწო-
რებას ვერ ბედავს, – შენ არასდროს მიყურებდი, ვერასდროს
მხედავდი, რადგან ის გყავდა, – თავს კალისკენ გაიქნევს.
– მეივენ, კარგად იცი, რომ ეგ სიმართლე არ არის. შენ ჩე-
მი შვილი ხარ და ამას ვერაფერი შეცვლის, ისიც კი, – ამბობს
ტიბერიასი და ელარას გახედავს, – ისიც კი, რის გაკეთებასაც
აპირებს.
– საყვარელო, არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, – მიესიყ-
ვარულება ელარა, – მაგრამ რაც შეეხება შენს საყვარელ
ბიჭს, – იგი კალს სახეში ურტყამს, – იდეალურ ტახტის მემ-
კვიდრეს, – ამჯერად უფრო მაგრად ურტყამს, – კორიანის
ვაჟს, – შემდეგი დარტყმა კალს ტუჩს უხეთქავს და სისხლი
მოსდის, – მასზე ვერაფერს დაგპირდები.
კალს ნიკაპზე შედედებული ვერცხლისფერი სისხლი ჩა-
მოსდის. მეივენი მას დაჰყურებს და სახე ოდნავ ექუფრება.
– ჩვენც გვყავდა შვილი, ტიბე, – ჩურჩულებს ელარა
მძვინვარებისგან ათრთოლებული ხმით და მეფეს უბრუნდე-
ბა, – იმის მიუხედავად, თუ რას გრძნობდი ჩემ მიმართ, ის მა-
ინც უნდა გყვარებოდა.
– მიყვარდა კიდეც! – ყვირის მეფე და ცოლის გონებრივი
მარწუხებისგან თავის დაღწევას ცდილობს, – ახლაც მიყ-
ვარს!
ვიცი, რას ნიშნავს, როცა განზე გწევენ და სხვის ჩრდილში
ცხოვრობ, მაგრამ ასეთი ბრაზი, ასეთი სისხლიანი, სასტიკი,
საზარელი სცენის მოწყობა ყოველგვარ საზღვარს სცილდე-
ბა. მეივენს უყვარს მამამისი და თავისი ძმა – როგორ აძლევს

446 მკითხველთა ლიგა


ელარას ამ ყველაფრის უფლებას? როგორ შეიძლება ეს მა-
საც უნდოდეს?
მაგრამ იგი ჩუმად დგას და სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ
ავამოძრაო.
იმას, რაც შემდეგ ხდება, რის გაკეთებასაც ელარა თავის
მარიონეტებს აიძულებს, სრულიად მოუმზადებელი ვხვდები.
კალის ხელი ცახცახებს და ელარას ძალით წინ იწევს. კალი
მთელი ძალით ცდილობს შეწინააღმდეგებას, მაგრამ ამაოდ.
მან არ იცის, როგორ უნდა იმოქმედოს ასეთ ბრძოლაში. რო-
ცა მისი ხელი მოოქრულ ხმალს დასწვდება და მამამისის
წელზე დაკიდებული ქარქაშიდან ამოაძრობს, ყველაფერი გა-
საგები ხდება. სახეზე ცრემლები ჩამოსდის და გავარვარე-
ბულ ლოყებზე ორთქლი ასდის.
– ეს შენ არა ხარ, – ამბობს მეფე და კალის მოღრეცილ სა-
ხეს უყურებს. შეწყალებას არ ითხოვს, – ვიცი, რომ ეს შენ არა
ხარ, შვილო. ეს შენი ბრალი არ არის.
ასეთ რამეს არავინ იმსახურებს. არავინ. გონებაში ელვას
მოვიხმობ და ის მოდის. ელარასა და მეივენს მუხტს ვურტყამ
და მეფესა და პრინცს ვიხსნი, მაგრამ ეს ფანტაზიაც კი არას-
რულყოფილია, რადგან ფარლი და კილორნი დაიხოცნენ,
რევოლუცია დამარცხდა. ამას წარმოდგენაშიც კი ვერაფერს
ვუშველი.
კალი აკანკალებულ თითებში ჩაბღუჯულ ხმალს აღმარ-
თავს. საცერემონიო კია, მაგრამ მისი პირი ბზინავს და სამარ-
თებელივით ბასრია. ფოლადი წითლდება, კალის ცეცხლოვა-
ნი შეხება აცხელებს და მოოქრული ვადა თითებს შორის სა-
ცაა ჩაადნება. ოქრო, ვერცხლი და ფოლადი ხელიდან ცრემ-
ლებივით მოწვეთავს.

447 მკითხველთა ლიგა


მეივენი ფრთხილად, დაკვირვებით უყურებს ხმალს, რად-
გან სიცოცხლის ბოლო წუთებში მამის სახის შეხედვისა ეში-
ნია. მეგონა, მამაცი იყავი. თურმე რა მწარედ ვცდებოდი.
– გთხოვ, – მეივენი გაჭირვებით წარმოთქვამს სიტყვებს,
– გთხოვ...
მაგრამ ელარას თვალებში არც სინანული ჩანს და არც
სინდისის ქენჯნა. ამ წუთს დიდხანს ელოდა. როცა ხმალი ჰა-
ერში გაიელვებს და ხორცსა და ძვალს გაჰკვეთს, თვალსაც
არ ახამხამებს.
მეფის ტანი ხმაურით ეცემა, თავი მიგორავს და ცოტა მო-
შორებით ჩერდება. ვერცხლისფერი სისხლი იატაკზე სარკი-
სებრ გუბეს აყენებს და კალს ფეხის წვერებზე ეღვრება. ის აგ-
დებს ვადაგამდნარ ხმალს, რომელიც ქვას წკრიალით ეხეთ-
ქება. მერე მუხლებზე ეცემა და თავზე ხელებს იტაცებს. გვირ-
გვინი სისხლიან იატაკზე მიგორავს და მეივენის ფეხებთან
ჩერდება. მისი წამახულ ბოლოებზე ვერცხლისფერი სითხე
ბრწყინავს.
როცა ელარა იკივლებს და მეფის სხეულს გოდებით დაემ-
ხობა, ამ ყველაფრის აბსურდულობაზე ლამის გამეცინოს. აზ-
რი შეიცვალა? თუ მთლად გაგიჟდა? მერე მესმის, როგორ
ჩხაკუნით ირთვებიან კამერები. კედლებიდან დაგვყურებენ
და პირდაპირ მეფის უთავო ცხედრისკენ არიან მიმართული,
სადაც დედოფალი დაღუპულ ქმარს დასტირის. მეივენს ცალი
ხელი დედამისის მხარზე უდევს და კალს სახეში ჩაჰყვირის:
– შენ ის მოკალი! მეფე მოკალი! შენ მამაჩვენი მოკალი! –
სახეზე სულ ოდნავ დასთამაშებს დამცინავი ღიმილი, მაგრამ
კალი როგორღაც ახერხებს და თავს იკავებს, რომ ძმა შუაზე
არ გაგლიჯოს. ის გაოგნებულია, არაფერი ესმის, არც უნდა,

448 მკითხველთა ლიგა


რომ ესმოდეს. აი, მე კი ამჯერად ყველაფერს კარგად ვხვდე-
ბი.
სიმართლეს მნიშვნელობა არა აქვს. მნიშვნელოვანი მხო-
ლოდ ის არის, რისიც ხალხს სჯერა. ადრე ჯულიანი ცდილობ-
და ესწავლებინა ეს ჩემთვის და ახლა უკვე ყველაფერი გასა-
გებია. ისინი დაიჯერებენ ამ პატარა სპექტაკლს, მსახიობების
დადგმულ, ტყუილებით სავსე წარმოდგენას. და კაცს, რო-
მელმაც ტახტის გამო მამა მოკლა, არც არმია დაუჭერს მხარს
და არც ქვეყანა.
– გაიქეცი, კალ! – ვყვირი მე, ვცდილობ გამოვაფხიზლო,
– უნდა გაიქცე!
არვენი შემეშვა, ამიტომ ელექტრონული მუხტი მიბრუნდე-
ბა და ჩემს ძარღვებში ისე დასრიალებს, როგორც ცეცხლი ყი-
ნულზე. ლითონში ელექტრობის შეშვება უადვილესია, ნაპერ-
წკლებით ვწვავ და ბორკილები მაჯებიდან მიცვივა. ვიცნობ ამ
გრძნობას, ინსტინქტს, რომელიც ჩემში ახლა იღვიძებს.
გაიქეცი, გაიქეცი, გაიქეცი.
კალს მხრებში ვაფრინდები, მის წამოყენებას ვცდილობ,
მაგრამ გათიშულია, ადგილიდან არ იძვრის. პატარა მუხტს
ვურტყამ, სწორედ იმდენს, რომ მისი ყურადღება მივიპყრო
და ისევ ვყვირი:
– გაიქეცი!
ეს საკმარისი აღმოჩნდა და ფეხზე ბორძიკით დგება, მაგ-
რამ კინაღამ სისხლის გუბეზე მოსრიალდა.
ველი, რომ ელარა ჩემზე გადმოინაცვლებს და შეეცდება,
ან კალი მოვკლა, ან თავი მოვიკლა, მაგრამ ის კამერების წი-
ნაშე თამაშს განაგრძობს და ისევ კივის. მეივენი აალებული
ხელებით ადგას თავზე და მის დასაცავად მზადაა. ჩვენს შეჩე-
რებას არც კი ცდილობს.
449 მკითხველთა ლიგა
– გასაქცევი არსად გაქვთ! – ყვირის ის, მაგრამ მე უკვე
მივრბივარ და კალსაც მივათრევ, – თქვენ მკვლელები, მო-
ღალატეები ხართ და მართლმსაჯულების წინაშე წარდგებით!
მისი ხმა, რომელსაც ასე კარგად ვიცნობდი, კარამდე და
მერე დერეფანშიც უკან მოგვყვება. მასთან ერთად გონებაშიც
რაღაც ჩამყვირის.
სულელო, შტერო გოგო, ნახე, შენმა იმედმა სადამდე მი-
გიყვანა!
ახლა უკვე კალი მიმათრევს და მაჩქარებს. ბრაზის, მძვინ-
ვარებისა და სევდის გამო თვალებიდან ცხელი ცრემლები ჩა-
მომდის და მალე მხოლოდ კალის ხელში მოქცეულ ჩემს
ხელს ვხედავ. არ ვიცი, სად მივყავარ და უაზროდ მივყვები.
ჩვენ უკან ჩექმების ბრახუნის ნაცნობი ხმა ისმის. ოფიცრე-
ბი, მცველები და ჯარისკაცები, ყველანი მოგვდევენ.
ფეხქვეშ იატაკი იცვლება და უკანა დერეფნების პრიალა
ხის ნაცვლად სალხინო დარბაზში დაგებულ მარმარილოზე
აღმოვჩნდებით. ულამაზესი ფაიფურით გაწყობილი გრძელი
მაგიდები გზას გვიღობავენ, მაგრამ კალი მათ ცეცხლის ჭავ-
ლით ფანტავს. კვამლის გამო განგაში ირთვება, ზემოდან წყა-
ლი გვესხმება და კალს ებრძვის. მის სხეულზე მოხვედრისას
შიშინებს, ორთქლდება და თეთრ ღრუბელში გვახვევს. კალი
მოჩვენებას ჰგავს, რომელსაც მოულოდნელად წაართვეს სი-
ცოცხლე და აღარ ვიცი, როგორ ვანუგეშო.
სამყარო ნელდება, როცა სალხინო დარბაზი ნაცრისფერი
უნიფორმებითა და შავი შაშხანებით მუქდება. გასაქცევი
აღარსადაა, უნდა ვიბრძოლო.
კანზე ნაპერწკლები მენთება და გათავისუფლებას მევედ-
რება.

450 მკითხველთა ლიგა


– არა! – კალს უსიცოცხლო, სუსტი ხმა აქვს. ის ხელებს
დაუშვებს და ალი ქრება, – აქ ვერაფერს გავაწყობთ.
მართალს ამბობს.
ისინი ყოველი კარიდან და თაღიდან გამოდიან, ფანჯრებ-
შიც კი უნიფორმები მოჩანს. კბილებამდე შეიარაღებული,
ჩვენს დასახოცად მზად მყოფი ასობით ვერცხლისფერი. ხა-
ფანგში გავებით.
კალი ჯარისკაცებს უყურებს, მათ სახეებზე თვალებს
დაატარებს, ეს ხომ მისი ხალხია. ისინიც ანთებული თვალე-
ბით უყურებენ, ვიცი, რომ უკვე ნანახი აქვთ ელარას გათამა-
შებული საზარელი სცენა. მათ ერთგულებას ბზარი შეეპარა,
ისევე, როგორც მათი გენერლის სულს. ერთ-ერთი მათგანი,
კაპიტანი, კალს უყურებს და კანკალებს. ჩემდა გასაკვირად,
პისტოლეტს გვერდზე გასწევს და ისე გადმოდგამს ნაბიჯს.
– დაემორჩილეთ დაპატიმრებას, – ამბობს და ხელები
უცახცახებს.
კალი ძველ მეგობარს თვალს თვალში უყრის და თავს უქ-
ნევს.
– ვემორჩილებით დაპატიმრებას, კაპიტანო ტაიროს.
გაიქეცი, მიყვირის სხეულის ყოველი უჯრედი, მაგრამ არ
შემიძლია. კალსაც ნატანჯი სახე აქვს, თვალებში წარმოუდ-
გენელი ტკივილი უჩანს, მის სულს იარები დასტყობია.
მანაც დაისწავლა თავისი გაკვეთილი.

451 მკითხველთა ლიგა


მეივენმა მიღალატა. არა, ის არც არასდროს ყოფილა ჩემს
მხარეზე.
თვალები გარემოს ეჩვევიან და სუსტ შუქში გისოსებს ვარ-
ჩევ. ჭერი დაბალია, ჰაერი – მძიმე, როგორც მიწის ქვეშ იცის.
აქ ადრე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყველა დილეგი ხომ
ერთნაირია.
– ძვლების არენა, – ვჩურჩულებ, არ ველი, რომ ვინმე
გაიგონებს.
თუმცა ვიღაც იცინის.
სიბნელე ნელ-ნელა უკან იხევს და საკანი უფრო კარგად
ჩანს. ჩემთან ახლოს გისოსებზე მიყუდებული ზის ვიღაცის
ზორბა ფიგურა და გამაყრუებლად იცინის.
– ოთხი წლის ვიყავი, როცა აქ პირველად მოვედი, მეივენი
კი ორისაც არ იყო. დედამისის კაბის უკან იმალებოდა, სიბნე-
ლისა და ცარიელი საკნების ეშინოდა, – კალი ხითხითებს,
მის ყოველ სიტყვაში მწარე ირონია ისმის, – მგონი, სიბნე-
ლის აღარ ეშინია.
– არა, აღარ ეშინია.
მე მისი ცეცხლის ჩრდილი ვარ. როცა ეს სიტყვები მითხრა,
მეივენის მჯეროდა. დავიჯერე, როცა თქვა, რა ძლიერ სძულ-
და ეს სამყარო. ახლა ვიცი, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო,
ბრწყინვალე ოინი. ყოველი სიტყვა, შეხება და გამოხედვა
სიცრუე იყო. მე კი ჩემი თავი მეგონა მატყუარა.
ინსტინქტურად ჩემს უნარს ვუხმობ, ელექტრობის უმცირეს
ნიშანწყალს ვეძებ, რაც მცირედ ენერგიას მაინც მომცემს,
452 მკითხველთა ლიგა
მაგრამ არაფერია. მხოლოდ სრული სიცარიელე, საზიზღარი
გრძნობა, რომლის გამოც ჟრუანტელი მივლის.
– არვენიც აქვეა? – ვინტერესდები მე, მახსენდება, რო-
გორ გამთიშა და მაიძულა, მეყურებინა, როგორ ანადგურებ-
დნენ მეივენი და ელარა თავიანთ ოჯახს, – ვერაფერს
ვგრძნობ.
– თავად საკნებია ასეთი, – უხალისოდ ამბობს კალი. ჭუჭ-
ყიან იატაკზე ხელით რაღაცას ხატავს – ცეცხლის ენებს, –
კედლები ჩუმი ქვისგან არის გაკეთებული. ამის ახსნა არ
მთხოვო, რადგან არ შემიძლია და არც მინდა ვცადო.
ის ჭერს მისჩერებია, ანთებული თვალებით უყურებს სიბ-
ნელეში ჩაფლული საკნების დაუსრულებელ რიგს. წესით, უნ-
და მეშინოდეს, მაგრამ საშიში აღარაფერი დამრჩა. ყველაზე
უარესი უკვე მოხდა.
– სანამ არენაზე ბრძოლების გამართვას დავიწყებდით,
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვერცხლისფრებს ჩვენ თვითონ ვსჯი-
დით სიკვდილით, ძვლების არენა კოშმარებით იყო გაჯერე-
ბული – დიდი გრეკო ადამიანებს შუაზე გლეჯდა და მათ
ღვიძლს ჭამდა; გესლიანმა საცოლემ, ცხოველთმჭერი ვაიპე-
რების საგვარეულოდან, ჩემი დიდი ბაბუის ძმასთან ქორწინე-
ბის პირველ ღამეს ოთახში გველები შეუშვა. ამბობენ, ისე
იყო დაკბენილი, სისხლი შხამად ექცაო, – კალი მთელი
მსოფლიოს დამნაშავეების ჩამოთვლას აგრძელებს. ეს ყვე-
ლაფერი იმ ისტორიებს ჰგავს, ბავშვების შესაშინებლად რომ
იგონებენ, რათა კარგად მოქცევა აიძულონ, – ახლა კი აქ
ჩვენ ჩაგვსვეს. მომავალში მოღალატე პრინცს დამიძახებენ.
იტყვიან, ისე უნდოდა ტახტზე ასვლა, ვერ მოითმინა და მამა-
მისი მოკლაო.
თავს ვერ ვიკავებ და ვამბობ:
453 მკითხველთა ლიგა
– იჭორავებენ, იმ გველმა აიძულაო, – გონებაში ცხადად
წარმოვიდგენ, როგორ ლაპარაკობენ ყოველი ქუჩის კუთხეში
და როგორ გადასცემენ ყოველ ტელეეკრანზე, – მე დამდებენ
ბრალს, პატარა ელვა-გოგონას. მე ავავსე შენი ფიქრები შხა-
მით, მე გაგრყვენი. მე გაიძულე ამის გაკეთება.
– თითქმის მართლა მაიძულე, – ბუტბუტებს ის, – ამ დი-
ლით კინაღამ შენ ამოგირჩიე.
ეს ყველაფერი ამ დილით მოხდა? შეუძლებელია. გისო-
სებს ვეკვრი და კალისკენ ვიხრები.
– დაგვხოცავენ, არა?
კალი თავს მიქნევს და ისევ იცინის. მისი სიცილი ადრეც
გამიგია, ყოველ ჯერზე, როცა ცეკვას ვცდილობდი, მაგრამ ეს
უკვე სხვა ხმაა. მასში სითბო უკვალოდ გაქრა.
– მეფე ამაზე პირადად იზრუნებს. სიკვდილით დაგვსჯიან.
სიკვდილით დასჯა. სულაც არ მიკვირს.
– ამას როგორ გააკეთებენ? – ბოლო სიკვდილით დასჯა
ძლივსღა მახსოვს. გონებაში მხოლოდ რაღაც სურათები დამ-
რჩა: ვერცხლისფერი სისხლი ქვიშაზე, ბრბოს ღრიალი. სოფ-
ლიდან კი სახრჩობელები მახსოვს, თოკები ძლიერ ქარში ქა-
ნაობდნენ.
კალს მხრები ეძაბება.
– ბევრი მეთოდი არსებობს. მათ ერთდროულად ან ცალ-
ცალკე იყენებენ. ხმლებს, შაშხანებს ან თავიანთ უნარებს, ან
სამივეს ერთად, – ბედს შეგუებული მძიმედ ოხრავს, – ტკი-
ვილს მოგვაყენებენ, სწრაფი სიკვდილის იმედი არ უნდა
გვქონდეს.
– იქნებ იქაურობა მთლად სისხლით მოვრწყო და ხალხს
საფიქრალი მიეცემა, – ამ საზარელ აზრზე მეღიმება. როცა
მოვკვდები, ჩემს წითელ დროშას ავაფრიალებ და მის შხე-
454 მკითხველთა ლიგა
ფებს ვეებერთელა არენის ქვიშიან ზედაპირზე მოვასხამ, –
მაშინ ჩემს ვინაობას ვეღარ დამალავენ, ყველა გაიგებს, ვინც
ვარ სინამდვილეში.
– გგონია, ეს რამეს შეცვლის?
უნდა შეცვალოს. ფარლის სია აქვს, ის სხვებს იპოვის...
მაგრამ ფარლი ხომ მკვდარია. იქნებ სახელები ვინმეს გა-
დასცა, ვინც ჯერ ისევ ცოცხალია. სადღაც სხვა ჩემნაირებიც
არიან და მათ აუცილებლად უნდა მიაგნონ. მათ უნდა განაგ-
რძონ ჩემი საქმე, იმიტომ, რომ მე ვეღარაფერს შევძლებ.
– მგონი, ამით არაფერი შეიცვლება, – ამბობს კალი, მისი
ხმა ჩამოწოლილ სიჩუმეს არღვევს, – ალბათ, ამას მორიგ სა-
ბაბად გამოიყენებენ და უფრო მეტ წითელს გაიწვევენ არ-
მიაში, უფრო მკაცრი კანონები ამოქმედდება და მეტი შრომა-
გასწორებითი ბანაკი შეიქმნება. დედამისი მომდევნო
საოცარ ტყუილს გამოიგონებს და სამყაროც ძველებურად
იტრიალებს.
არა. ძველებურად ვეღარ.
– ის ჩემნაირების ძებნას დაიწყებს, – ხმამაღლა ვამბობ
აზრს, რომელიც ამწამს მომივიდა თავში. მე უკვე ბოლო მო-
მეღო, დავმარცხდი, დაღუპული ვარ. და ეს კუბოში ბოლო
ლურსმნის ჩაჭედება იქნება. თავზე ხელებშემოჭდობილი თი-
თებს თმაში ვიცურებ.
გისოსებზე მოყუდებული კალი ადგილს იცვლის, მისი წო-
ნისგან ლითონის ძელები ზანზარებენ.
– რა თქვი?
– სხვა ჩემნაირებიც არსებობენ. ჯულიანმა გაარკვია. გა-
მანდო, როგორ უნდა მომეძებნა ისინი, – ხმა მიწყდება, გაგ-
რძელება აღარ მინდა, – მე კი მეივენს მოვუყევი, – კივილი
მინდება, – მან შესანიშნავად გამომიყენა.
455 მკითხველთა ლიგა
კალი თავს ჩემკენ აბრუნებს და ლამის გისოსებში გამოძ-
ვრეს. მართალია, ეს საძაგელი კედლები მის საოცარ უნარს
ახშობს, თვალებში მაინც ალი ენთება.
– როგორი გრძნობაა? – მიღრენს და ლამის ცხვირს
ცხვირზე მადებს, – როგორი გრძნობაა, როცა გიყენებენ, მერ
ბაროუ?
რას არ მივცემდი ადრე, რომ ჩემი ნამდვილი სახელი ხმა-
მაღლა ეთქვა, მაგრამ ახლა თითქოს ნესტარი ჩამარჭვეს. მე-
გონა, ორივეს ვიყენებდი, მეივენსაც და კალსაც. რა სულელი
ვიყავი!
– მაპატიე, – ხმის ამოღებას ძლივს ვახერხებ. მძულს ეს
სიტყვა, მაგრამ მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძლია, – მე
მეივენი არა ვარ, კალ. ეს იმისთვის არ მიქნია, რომ შენთვის
ტკივილი მომეყენებინა. შენთვის გულის ტკენა არასდროს
მნდომებია, – და უფრო ნაზად, ძლივს გასაგონად ვამატებ, –
ყველაფერი ტყუილი არ იყო.
კალი გისოსებს ისე მაგრად ახეთქებს თავს, ისეთი ხმა გა-
ისმის, რომ, ალბათ, ძალიან ეტკინა, მაგრამ არაფერს იმ-
ჩნევს. ჩემსავით დაკარგა შიშისა და ტკივილის განცდის უნა-
რი. ძალიან ბევრი რამ მოხდა.
– როგორ გგონია, ჩემს მშობლებსაც დახოცავენ? – ჩემი
და, ჩემი ძმები. ახლა მიხარია კიდეც, რომ შეიდი მკვდარია
და მეივენი ვერ მისწვდება.
ვგრძნობ საოცარ სითბოს, რომელიც ძვლებში მიჯდება.
კალი ისევ ჩემკენ იწევს, ახლა ზუსტად ჩემ უკან არის. ბუნებ-
რივ სითბოს ასხივებს, ადამიანურს, და არა ბრაზისგან გამოწ-
ვეულ მცხუნვარებას. მესმის, როგორ სუნთქავს და როგორ
უცემს გული. დოლივით გუგუნებს, როცა ტყუილის თქმის ძა-
ლას პოულობს:
456 მკითხველთა ლიგა
– ვფიქრობ, ამაზე მნიშვნელოვანი საქმეებიც აქვთ.
ვიცი, გრძნობს, რომ ვტირი და ქვითინისას მხრები მიკან-
კალებს, მაგრამ არაფერს ამბობს. აქ სიტყვებით ვერას გააწ-
ყობს, მაგრამ ადგილიდან არ იძვრის, უკანასკნელია, ვინც
მათბობს ამ ფერფლად ქცეულ სამყაროში. ყველას გამო ვტი-
რი – ფარლის, ტრისტანის, უოლშის, უილის, ბრის, ტრემის,
გიზას, დედაჩემისა და მამაჩემის. ყველა მებრძოლის გამო.
და კილორნის. ძალიან ვეცადე, მაგრამ მაინც ვერ გადავარ-
ჩინე. ჩემს თავსაც კი ვერაფერს ვშველი.
კიდევ კარგი, ჩემი საყურეები მაინც მაქვს. პატარა, ბასრი
მარცვლები, რომლებიც ბოლომდე ჩემთან დარჩებიან. მე
მათთან ერთად მოვკვდები, ისინი კი ჩემთან ერთად.
– სხვა ვითარებაში ვიეჭვიანებდი.
მეივენის ხმის გაგონებაზე ზურგზე უსიამოვნო ჟრუანტელი
ჩამირბენს.
კალი წარმოუდგენლად სწრაფად წამოხტა ფეხზე და გისო-
სებს მივარდა. ლითონი ჟღარუნა ხმას გამოსცემს, მაგრამ გი-
სოსები მეტად მტკიცეა და მეივენი, ცბიერი, საზიზღარი, საში-
ნელი მეივენი, მიუწვდომელია. თუმცა მაინც უკან იხევს და
ამის დანახვა მსიამოვნებს.
– ძალას გაუფრთხილდი, ძმაო, – კბილების კრაჭუნით ამ-
ბობს მეივენი, – მალე დაგჭირდება.
მართალია, თავზე გვირგვინი არ ადგას, მაგრამ მასში უკ-
ვე იგრძნობა მომავალი გულმხეცი მეფე. უნიფორმა ახალი
მედლებით დაუმშვენებია. ისინი ოდესღაც მამამისს ეკეთა.
მიკვირს, რომ ისევ სისხლით მოსვრილი არ არიან. ადრინ-
დელზე უფრო ფერმკრთალი ჩანს, თუმცა უპეები ჩაშავებული
აღარ აქვს. ჩანს, მამის მკვლელობამ ტკბილად დააძინა.

457 მკითხველთა ლიგა


– არენაზე შენც იქნები? – ირონიულად ეკითხება კალი,
ხელებს მაგრად უჭერს გისოსებს, – ამას შენი ხელით გააკე-
თებ? გეყოფა საამისო სიმამაცე?
ადგომის თავი არა მაქვს, არადა, ძალიან მინდა, რომ გი-
სოსებს ვეცე, შიშველი ხელებით ლითონი დავლეწო და
მეივენს ყელში ვწვდე, მაგრამ მხოლოდ ყურება შემიძლია.
თავისი ძმის სიტყვებზე იგი უხალისოდ იცინის.
– ორივემ ვიცით, რომ ჩემი უნარის გამოყენებით ვერ და-
გამარცხებ, – ამბობს და მისთვის დიდი ხნის წინ მიცემულ
რჩევას კალს უკან უბრუნებს, – ამიტომ გონებით დაგამარ-
ცხე, ძვირფასო ძმაო.
ერთხელ მითხრა, კალი დამარცხებას ვერ იტანსო. ახლა
ვხვდები, რომ ერთადერთი, ვინც მოსაგებად თამაშობდა,
მეივენი იყო. ყოველი ჩასუნთქვა, თითოეული სიტყვა მის სის-
ხლიან გამარჯვებას ემსახურებოდა.
კალი ჩახლეჩილი ხმით ეკითხება:
– მეივი, – მიმართავს ძმას მეტსახელით, თუმცა მის ხმაში
სიყვარული აღარსადაა, – როგორ გამიკეთე ეს მე ან მამას?
ან მერს?
– მოკლული მეფე, მოღალატე პრინცი... რამდენი სის-
ხლია, – დამცინავად იღიმება კალისგან შორს მდგარი მეივე-
ნი, – ისინი ქუჩებში მამაჩვენს დასტირიან, ყოველ შემთხვევა-
ში, თავს ასე გვაჩვენებენ, – ამატებს უხალისოდ, მხრების აჩე-
ჩით, – ეს სულელი მგლები ჩემი ფეხის დაცდენას ელიან, მაგ-
რამ ვინც ჭკვიანია, იცის, რომ ეს არ მოხდება. სამოსები, ირა-
ლები, ისინი უკვე წლებია ბრჭყალებს ილესავენ, სუსტ, ლმო-
ბიერ მეფეს ელიან. იცი, რომ სისხლმოწყურებულებს შენს
დანახვაზე დორბლი მოსდით? იფიქრე ამაზე, კალ. დიდი ხნის
შემდეგ მეფე ნელა, მშვიდად გარდაიცვლებოდა, ტახტზე კი
458 მკითხველთა ლიგა
შენ ახვიდოდი. ცოლად ევანგელინი გეყოლებოდა, ფოლადი-
სა და დანების ქალიშვილი, გვერდზე თავისი ძმით. მეფედ
კურთხევის ღამესაც ვერ გადაურჩებოდი. ევანგელინი იმავეს
გიზამდა, რაც დედაჩემმა გააკეთა და თავისი შვილით შეგ-
ცვლიდა.
– არ მითხრა, რომ ეს დინასტიის დასაცავად გააკეთე, –
ფრუტუნებს კალი და თავს აქნევს, – ეს ტახტზე ასასვლელად
ჩაიდინე.
მეივენი ისევ მხრებს იჩეჩს და ბოროტი ღიმილით გვიყუ-
რებს.
– მართლა ასე გიკვირს? საწყალი მეივი, მეორე პრინცი,
თავისი ძმის ცეცხლის ჩრდილი, სუსტი, პატარა, განზე გასად-
გომად და თავის დასახრელად განწირული.
ის კალის საკანს სცილდება და ჩემთან მოდის. ქვემოდან
ავყურებ, გამოძრავებას ვერ ვბედავ. მისგან სუნიც კი ცივი
მოდის.
– თანაც იმ გოგოზე დანიშნული, რომელმაც სხვას დაადგა
თვალი, ჩემს ძმას, პრინცს, რომლის ხიბლს ვერავინ უძლებს,
– ველური ბრაზით ნათქვამი მისი სიტყვები ძნელი მოსასმე-
ნია, მაგრამ მათში სიმართლეა, სასტიკი სიმართლე, რომ-
ლის დავიწყებასაც ასე ძალიან ვცდილობდი. მათ გაგონებაზე
ჟრუანტელი მივლის, – შენ ყველაფერი წამართვი, რაც ჩემი
უნდა ყოფილიყო, კალ, ყველაფერი.
უცებ ფეხზე ვდგები, მთლად ვკანკალებ, მაგრამ მაინც
ვდგავარ. ის ძალიან დიდხანს გვატყუებდა და ახლა ამის უფ-
ლებას ვეღარ მივცემ.
– მე შენი არასოდეს ვყოფილვარ, შენ კი ჩემი, მეივენ, –
ვეუბნები მას, – კალი არაფერ შუაშია. მეგონა, უნაკლო იყა-

459 მკითხველთა ლიგა


ვი, ძლიერი, მამაცი, კარგი ადამიანი. მეგონა, მასზე უკეთესი
იყავი.
კალზე უკეთესი. მეივენს არ ეგონა, თუ ამ სიტყვებს ოდეს-
მე ვინმე იტყოდა. ის კრთება და წამით ისევ ვხედავ ბიჭს, რო-
მელსაც ადრე ვიცნობდი, ბიჭს, რომელიც არ არსებობს.
ის ხელს იწვდის და გისოსებს შორის მაჯაზე მეჭიდება. რო-
ცა კანზე მეხება, ზიზღის მეტს ვერაფერს ვგრძნობ. მაგრად
უჭირავს ჩემი ხელი, თითქოს სამაშველო გვარლი ვიყო. მას-
ში რაღაც გატყდა და სასოწარკვეთილი ბავშვი გამოაჩინა,
საბრალო, იმედდაკარგული არსება, რომელიც თავის საყვა-
რელ სათამაშოს ხელს არ უშვებს.
– შემიძლია გადაგარჩინო.
ამ სიტყვებზე მაკანკალებს.
– მამაშენს უყვარდი, მეივენ. ამას ვერ ამჩნევდი, მაგრამ
უყვარდი.
– ტყუილია.
– უყვარდი და შენ ის მოკალი! – სიტყვებს სწრაფად ვაყრი,
როგორც გადაჭრილი ვენიდან წამსკდარ სისხლს, – შენს
ძმას უყვარდი და მკვლელად აქციე. მე... მეც მიყვარდი, გენ-
დობოდი, მჭირდებოდი, ახლა კი ამის გამო სიკვდილი მელის.
– მე მეფე ვარ. იცოცხლებ, თუ მოვინდომებ. ყველაფერს
მოვაგვარებ.
– იმას გულისხმობ, რომ ამას იმ შემთხვევაში შეძლებ, თუ-
კი იცრუებ? ერთხელაც შენივე ტყუილებში ჩაიხრჩობი, მეფე
მეივენ. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ცოცხალი არ ვიქნები,
რათა ეს ჩემი თვალით ვნახო, – და ახლა უკვე მე ვაფრინდები
ხელში. მთელი ძალით მოვწევ და გისოსებზე ვაჭყლეტ. ლო-
ყაში მუშტს ვურტყამ და ნაცემი ძაღლივით წკავწკავებს, –
შეცდომას აღარ გავიმეორებ და აღარასოდეს შეგიყვარებ.
460 მკითხველთა ლიგა
სამწუხაროდ, მალე მოდის გონს და თმას ისწორებს.
– ესე იგი, მას ირჩევ?
ვხარხარებ, თან ორივე ძმის მზერას ვგრძნობ.
– კალმა მე მიღალატა, მე კი მას ვუღალატე, ხოლო შენ
ორივეს არაერთხელ გვიღალატე, – საშინელი სიტყვებია,
მაგრამ სიმართლეა. სრულიად მართალს ვამბობ, – არც
ერთს არ გირჩევთ.
ამწუთას მგონია, რომ ცეცხლს სწორედ მე ვაკონტროლებ
და მეივენი დავწვი. ჩემი საკნისგან ბორძიკით იხევს უკან.
როგორღაც ისე მოხდა, რომ პატარა, ელვაწართმეულმა გო-
გონამ, ბორკილდადებულმა, პატიმარმა, ადამიანმა, ღმერთი
დაამარცხა.
– რას ეტყვი ხალხს, როცა სისხლი წამომივა? – ვსისინებ
მის ზურგს უკან, – სიმართლეს?
ის გულიანად იცინის. პატარა ბიჭი ქრება და მის ადგილს
ისევ მკვლელი და მეფე იკავებს.
– სიმართლე ის არის, რასაც მე ვიტყვი. შემიძლია ცეცხლი
შევუნთო სამყაროს და ვთქვა, რომ წვიმა მოდის.
და ზოგი მართლაც დაიჯერებს. მხოლოდ სულელები. მაგ-
რამ სხვები არ დაიჯერებენ. წითლები თუ ვერცხლისფრები,
მდაბიოები თუ კეთილშობილები, ზოგი მაინც მიხვდება სი-
მართლეს.
დამცინავი ხმა აქვს, სახით კი მხეცს ჰგავს.
– ყველას მივხედავთ, ვინც იცის სიმართლე, ვისაც ოდნავი
ეჭვი მაინც აქვს.
გონებას ვძაბავ და ყველას ვიხსენებ, ვინც იცოდა, რომ
რაღაც რიგზე ვერ მქონდა. მეივენი დამასწრებს, როგორც
ჩანს, მოსწონს დახოცილთა ჩამოთვლა.

461 მკითხველთა ლიგა


– რა თქმა უნდა, პირველად ქალბატონი ბლონოსი დასა-
ჯეს. თავის მოკვეთა კანის მკურნალისთვის შესაფერისი სას-
ჯელია.
ის მოხუცი, აბეზარი ყვავი იყო, მაგრამ ამას არ იმსახურებ-
და.
– შენი მოახლეების საქმე უფრო ადვილად მოვაგვარეთ.
ოლდშაირელი ლამაზი გოგოები იყვნენ. დედაჩემმა თავად
გააკეთა ეს.
მათი სახელები არც ვიცოდი.
ფეხები მეკეცება და მუხლებით მტკივნეულად ვეხეთქები
ქვის იატაკს.
– მათ არაფერი იცოდნენ, – მაგრამ ჩემი ვედრება უკვე
უსარგებლოა.
– ლუკასიც მოკვდება, – ამბობს მეივენი და თეთრ კბი-
ლებს სიბნელეში დამცინავად კრეჭს, – ამას შენი თვალით ნა-
ხავ.
გულისრევა მეძალება.
– ხომ მითხარი, თავის ოჯახთან არისო!
ის დიდხანს და გულიანად იცინის.
– როდის უნდა მიხვდე, რომ ჩემი პირიდან ამოსული ყოვე-
ლი სიტყვა ტყუილი იყო?
– ლუკასი არაფერ შუაშია, მე და ჯულიანმა ვაიძულეთ, –
საშინელებაა, რომ იძულებული ვხდები ვევედრო, მაგრამ მე-
ტი არაფერი შემიძლია, – ის სამოსების საგვარეულოდანაა,
მათი წევრის მოკვლა არ შეგიძლიათ.
– მერ, ყურს არ მიგდებ? მე ყველაფერი შემიძლია, – მიღ-
რენს იგი, – სამწუხაროა, რომ ჯულიანი დროულად ვერ ჩამო-
ვიყვანეთ აქ. სიამოვნებით ვაყურებინებდი, როგორ მოკვდე-
ბი.
462 მკითხველთა ლიგა
მთელი ძალით ვცდილობ, რომ ქვითინი ჩავიხშო და პირზე
ხელს ვიფარებ.
– ჯულიანი იპოვეთ?
– რა თქმა უნდა, ვიპოვეთ, ისიც და სარაც დავიჭირეთ, –
იცინის მეივენი, – ჯერ სკონოსს მოვაკვლევინებ და დედაჩე-
მის დაწყებულ საქმეს დავასრულებ. ეს ამბავი შენც იცი, არა,
კალ? იცი, რაც ჩაიდინა დედაჩემმა, კორიანს თავში შეუძვრა
და გონება აურია, – ის ახლოს მოდის, საზარელი თვალები
აქვს, – ეს სარამაც იცოდა… და მამაშენმაც, და შენც კი, მაგ-
რამ არ დაუჯერეთ. დედაჩემს გამარჯვების საშუალება მიეცით
და ახლაც იგივე გაიმეორეთ.
გისოსებზე თავმიყრდნობილი კალი პასუხს არ სცემს.
იმით კმაყოფილი, რომ თავისი ძმა გაანადგურა, მეივენი ახ-
ლა მე მომიბრუნდა, ჩემს საკანთან დგას.
– თითოეული მათგანი ტკივილისგან იღრიალებს. ამას
შენთვის გავაკეთებ, მერ. არა მარტო შენი მშობლები და ძმე-
ბი, არამედ ყველა შენისთანა. ყველას ვიპოვი და სიკვდილის
წინ შენზე იფიქრებენ, რადგან ეცოდინებათ, რომ შენი წყა-
ლობით დაატყდათ თავზე უბედურება. მეფე ვარ და შეგეძლო
ჩემი წითელი დედოფალი ყოფილიყავი, ახლა კი არაფერს
წარმოადგენ.
ლოყებზე ჩამომავალ ცრემლებს არ ვიწმენდ, რაღა აზრი
აქვს. მეივენი ჩემი ტანჯვით ტკბება და კბილებით ჰაერს ისე
ისუნთქავს, თითქოს უნდა, რომ გემო გამისინჯოს.
– მშვიდობით, მეივენ, – ნეტავ მეტის თქმა შემეძლოს, მაგ-
რამ ასეთი ბოროტების წინაშე სიტყვებს ვერ ვპოულობ. მან
იცის, რასაც წარმოადგენს და რაც ყველაზე უარესია, ეს მოს-
წონს.

463 მკითხველთა ლიგა


ის თავს ხრის, თითქოს თავს გვიკრავს. კალი ზედაც არ
უყურებს და გისოსებს ეჭიდება, ისე უჭერს ხელს, თითქოს
მეივენის კისერი იყოს.
– მშვიდობით, მერ, – დამცინავი ღიმილი ქრება და ჩემდა
გასაკვირად, თვალები უწყლიანდება. თითქოს უცებ მიხვდა,
რაც ჩაიდინა და რა ბედი გველის წინ, – ერთხელ გითხარი,
გული არავის გადაუხსნა-მეთქი. ჯობდა, ჩემთვის დაგეჯერები-
ნა.
როგორ ბედავს!
სამი უფროსი ძმა მყავს, ამიტომ როცა მეივენს ვაფურ-
თხებ, ზუსტად მიზანში ვარტყამ – პირდაპირ თვალებში.
ის სწრაფად მაქცევს ზურგს და ლამის მირბის. კალი დიდ-
ხანს გაჰყურებს მიმავალს და ხმის ამოღებას ვერ ახერხებს.
მეც სხვა რა გზა მაქვს, ვზივარ და მძვინვარების დაოკებას
ვცდილობ. როცა კალი ისევ ჩემ პირისპირ ჯდება, სათქმელი
აღარაფერი გვაქვს.
დღევანდელი დღე ერთდროულად ბევრი რამის ნაყოფია.
მივიწყებული შვილი, შურისმაძიებელი დედა, ძმის ჩრდილში
მოქცეული ძმა, უცნაური მუტაცია – ამ ყველაფერმა ერთად
ტრაგედია შეადგინა.
ძველებურ ზღაპრებში გმირი გამოჩნდება ხოლმე, მაგრამ
ყველა ჩემი გმირი შორს არის, ან მკვდარია. ჩემს გადასარჩე-
ნად არავინ მოვა.
ალბათ, მეორე დილა გათენდა, რადგან მცველები მოდი-
ან, წინ თვით არვენი მოუძღვით. მახრჩობელა კედლებს მისი
მოსვლაც ემატება და აქაურობა უკვე აუტანელია. ისინი ფეხზე
მაყენებენ.
– მცველო პროვოს, მცველო ვაიპერ, – კალი მათ თავს უკ-
რავს, როცა მისი საკნის კარს აღებენ. ფეხზე უხეშად წამოაგ-
464 მკითხველთა ლიგა
დებენ, მაგრამ კალი სიკვდილის საფრთხის წინაშეც კი მშვი-
დია.
ის თითოეულ მცველს, რომელსაც ჩავუვლით, სახელით
მიმართავს და ესალმება. ისინიც უყურებენ, გაბრაზებულები,
შეცბუნებულები, ან ორივე ერთად. მეფის მკვლელი ასეთი
თავაზიანი არ უნდა იყოს. ჯარისკაცები უფრო უარესად იქცე-
ვიან. უნდა, რომ შეჩერდეს და წესიერად დაემშვიდობოს მათ,
თუმცა კალის დანახვაზე მისივე ლეგიონის ჯარისკაცები იღუ-
შებიან და გულცივ გამომეტყველებას იღებენ. ვფიქრობ, ეს
არანაკლებ სტკენს გულს, ვიდრე სხვა ყველაფერი. ცოტა
ხნის შემდეგ ჩუმდება და იმ მცირე ნებისყოფასაც კარგავს,
რაც დარჩენია. რაც უფრო მაღლა ავდივართ და სიბნელეს
ვშორდებით, ხალხის ჟრიამული სულ უფრო ახლოვდება. თა-
ვიდან სუსტად ისმის, მაგრამ მერე ჩვენ ღრიალში გადაიზ-
რდება. არენა სავსეა, მაყურებლები სანახაობისთვის მზად
არიან.
ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ხვეულ ბაღში ჩავვარ-
დი და სხეულზე ნაპერწკლები ამენთო, და ძვლების არენაზე
დამთავრდება. მალე გვამად ვიქცევი.
არენის მომსახურე პერსონალი, ვერცხლისფრები უხალი-
სო თვალებით, მტრედების გუნდივით გვესევიან. ფარდის
უკან მაყენებენ და ენერგიული მოძრაობებითა და უხეში ხე-
ლებით მომავალი სანახაობისთვის მამზადებენ. მათ ყურად-
ღებას თითქმის არ ვაქცევ. ყოველი მხრიდან ხელს მკრავენ,
მექაჩებიან და იაფფასიან სავარჯიშო კომბინეზონს მაცმევენ.
ასეა ჩაფიქრებული, შეურაცხყოფაა, როცა სიკვდილის წინ
ასეთი სამოსის ჩაცმას გაძალებენ, მაგრამ მე ხომ შრიალა აბ-
რეშუმს უხეში ტილო მირჩევნია.

465 მკითხველთა ლიგა


ბუნდოვნად მახსენდება ჩემი მოახლეები. ისინი ყოველ-
დღე მიკეთებდნენ მაკიაჟს. ისიც იცოდნენ, რომ რაღაცას ვმა-
ლავდი და ამის გამო სიკვდილი ხვდათ წილად. ახლა არავინ
დამტრიალებს თავზე და საკანში გატარებული ღამის შემდეგ
ჭუჭყს არავინ მაცილებს. ეს კიდევ ერთი მასკარადია. ერთ
დროს ლამაზი ღიმილი, აბრეშუმი და ძვირფასი ქვები მამშვე-
ნებდა, მაგრამ ეს მეივენის ორპირობისთვის შესაფერისი გა-
რეგნობა არ იყო, მათთვის დაკონკილი წითელი გოგონა უფ-
რო ადვილად გასაგებია.
და უფრო ადვილად მოსაკლავიც.
როცა ფარდის იქით მიშვებენ, ვხედავ, რომ კალიც ჩემს
დღეშია. მედლები არ ჰკიდია და არც საჭურველი აცვია, მაგ-
რამ ხელზე ისევ უკეთია ალის გამომყოფი სამაჯური. დაბეჩა-
ვებულ ჯარისკაცში ცეცხლი ჯერ კიდევ ბჟუტავს. სიკვდილს
შეგუებულია, მაგრამ ისე არ მოკვდება, რომ ვინმე თან არ
წაიყოლოს.
ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ
საყურებელი სხვა არაფერია.
– სად მიგყავართ? – კალი თვალს მაცილებს და არვენს
უყურებს.
ქაღალდივით თეთრი მოხუცი ყოფილ შეგირდებს შემოგ-
ვცქერის, თვალებში სიბრალულის ნაპერწკალიც კი არ უჩანს.
ნეტავ ამ სამსახურის გაწევისთვის რას დაჰპირდნენ? მაგრამ
უკვე ვხედავ – სამკერდე ნიშანი უკეთია, გიშრით, ალმასები-
თა და ლალით გაწყობილი გვირგვინი, რომელსაც ადრე კა-
ლი ატარებდა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ბევრი სხვა რამეც
მისცეს.
– შენ პრინცი და გენერალი იყავი. ჩვენმა ბრძენმა, მოწყა-
ლე მეფემ გადაწყვიტა, რომ ღირსეულად სიკვდილის შესაძ-
466 მკითხველთა ლიგა
ლებლობა მოგცეს, – ის ღიმილით ლაპარაკობს და პატარა
ბასრ კბილებს აჩენს. ვირთხის კბილებს, – ისეთი სიკვდილის,
რომელსაც მოღალატე არ იმსახურებს. რაც შეეხება გაიძვე-
რა წითელ გოგონას, – ის საზარელ მზერას მაპყრობს და კარ-
გად მაკვირდება, მისმა სულის შემხუთველმა ძალამ ლამის
გამჭყლიტოს, – მას არავითარი იარაღი არ ექნება და ისე
მოკვდება, როგორც თავისი ბოროტებისთვის დაიმსახურა.
შესაკამათებლად პირს ვაღებ, მაგრამ არვენი ალმაცერად
აპარებს ჩემკენ თვალს, მის ამონასუნთქს შხამის სუნი დაჰ-
კრავს.
– მეფის ბრძანებაა.
არავითარი იარაღი. ყვირილი მინდება. არც ელვა. არვენი
ჩემი ძალის გამოყენების საშუალებას არ მომცემს, თუნდაც
მოვკვდე. თავში მეივენის სიტყვები ჩამესმის: ახლა არაფერს
წარმოადგენ. სიკვდილიც ასეთივე უსახელო მელის. ჩემი სის-
ხლის დამალვა აღარ მოუწევთ, იტყვიან, რომ ჩემი საოცარი
უნარი პირწმინდა სიყალბე იყო.
საკანში ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდი არენაზე,
რათა ელექტრული მუხტი ცისკენ გამეტყორცნა, სისხლი კი
მიწაზე დამეღვარა. ახლა ჟრუანტელი მივლის და ვკანკალებ,
გაქცევა მინდა, მაგრამ ჩემი შელახული სიამაყე, ერთადერ-
თი, რაც ღირებული დამრჩა, ამის ნებას არ მომცემს.
კალი ხელს მკიდებს. სიკვდილის შიშით ატანილი, ისიც
ჩემსავით თრთის. ყოველ შემთხვევაში, გაბრძოლების შანსი
მაინც ექნება.
– რამდენ ხანსაც შევძლებ, დაგიცავ, – ჩურჩულებს იგი.
მისი სიტყვები ხალხის ფეხების ბრახუნისა და ჩემივე გულის-
ცემის გუგუნის გამო ძლივს მესმის.

467 მკითხველთა ლიგა


– მაგას არ ვიმსახურებ, – ვეუბნები კალს, მაგრამ მადლო-
ბის ნიშნად მაინც ხელს ვუჭერ. ვუღალატე, ცხოვრება დავუნ-
გრიე და ის ასე მიხდის სამაგიეროს.
შემდეგი ოთახი ბოლოა, სინამდვილეში ეს დერეფანია.
ოდნავ შემაღლებულ ზედაპირზე ავდივართ და ფოლადის კა-
რიბჭესთან ვჩერდებით. მასში მზის სხივები ატანს და სახეზე
გველამუნება, თანაც, სავსე არენის ღრიანცელი გვესმის.
კედლები ხმას ამრუდებს და შეძახილებსა და ყვირილს კოშ-
მარულ ყმუილად აქცევს. მგონი, ეს სიმართლისგან შორს
არც უნდა იყოს.
წინ წასული ვხედავ, რომ მხოლოდ ჩვენ არ ველოდებით
სიკვდილს.
– ლუკას!
მცველი აკავებს, მაგრამ ის მაინც ახერხებს და მხარს ზე-
მოდან გვიყურებს. სახე მთლად დალურჯებული აქვს და ად-
რინდელზე ფერმკრთალია, თითქოს რამდენიმე დღეა მზეზე
არ გასულა. ალბათ, ასეცაა.
– მერ... – ჩემს სახელს ისე ამბობს, გული მეკუმშება. მა-
საც ვუღალატე, ისევე გამოვიყენე, როგორც კალი, ჯულიანი,
პოლკოვნიკი, როგორც მეივენის გამოყენებას ვცდილობდი,
– მაინტერესებდა, კიდევ როდის გნახავდი.
– მაპატიე, – საფლავში ჩასვლამდეც რომ ვიხადო ბოდი-
ში, საკმარისი მაინც არ იქნება, – მითხრეს, რომ შენს ოჯახ-
თან იყავი, თორემ...
– თორემ რა? – მეკითხება ნელა, – მე შენთვის არაფერს
ვნიშნავ, ნივთი ვარ, რომელიც გამოიყენე და მიაგდე.
ეს ბრალდება სამართებლის დასმასავითაა.
– მაპატიე, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებინა.

468 მკითხველთა ლიგა


– დედოფალმა გახსენება მაიძულა, – აიძულა. მის ხმაში
ტკივილი ისმის, – ბოდიშს ნუ მიხდი, რადგან ეს შენი გული-
დან არ მოდის.
მინდა მოვეხვიო და ვაჩვენო, რომ მისთვის ცუდი არ მინ-
დოდა.
– გეფიცები, ლუკას, ცდები.
– მისი უდიდებულესობა მეივენი კალორესა და მერანდუ-
სის საგვარეულოდან, ნორტას მეფე, ჩრდილოეთის ალი! –
გაისმის არენაზე და ექო კარიბჭეში ატანს. მისასალმებელი
ხმების გაგონებაზე ვიბუზები, ლუკასიც კრთება. მისი დასას-
რული მოახლოვდა.
– გააკეთებდი იმავეს? – ეს სიტყვები მწარედ მტკენს
გულს, – ისევ დადებდი ჩემს სიცოცხლეს სასწორზე შენი ტე-
რორისტი მეგობრებისთვის? – კი, ისევ ისე მოვიქცეოდი, ამას
არ ვამბობ, მაგრამ ლუკასი პასუხს ჩემს თვალებში ხედავს, –
შენი საიდუმლო შევინახე.
ეს ყველა შეურაცხყოფაზე უარესია, რისი მოყენებაც ჩემ-
თვის შეეძლო. იმის ცოდნა, რომ დამიცვა, იმის მიუხედავად,
რომ არ ვიმსახურებდი, გულს მიღრღნის.
– მაგრამ ახლა ვიცი, რომ განსხვავებული არა ხარ, უკვე
აღარ, – აგრძელებს ის, ლამის იფურთხება სიტყვებს, – ისე-
თივე ხარ, როგორიც სხვები – უგულო, თავკერძა, გულცივი –
ზუსტად ჩვენნაირი. მათ კარგად გამოგწვრთნეს.
მერე ზურგს მაქცევს და ისევ კარიბჭეს უყურებს. ჩემგან
არაფრის გაგონება აღარ სურს. მინდა მივუახლოვდე, ყველა-
ფერი ავუხსნა, მაგრამ მცველი არ მიშვებს. მეტი არაფრის გა-
კეთება არ შემიძლია, უნდა ვიდგე და ჩვენს აღსასრულს ვე-
ლოდო.

469 მკითხველთა ლიგა


– ძვირფასო მოქალაქენო, – მეივენის ხმა კარიბჭეში მზის
სხივებთან ერთად შემოდის. ისეთივე ხმა აქვს, როგორიც მა-
მამისს, როგორიც კალს, მაგრამ მასში რაღაც უფრო მკაცრიც
გაისმის. ის მხოლოდ 17 წლისაა და უკვე ურჩხულია, – ჩემო
ხალხო, ჩემო შვილებო.
ჩემ გვერდით კალი სიმწრით ფრუტუნებს, მაგრამ არენაზე
სამარისებური სიჩუმეა. მეივენს ხალხი ხელში ჰყავს მოქ-
ცეული.
– ზოგიერთი ამას ბოროტებას უწოდებდა, – განაგრძობს
მეივენი. დარწმუნებული ვარ, სიტყვა წინასწარ დაიზეპირა,
ალბათ, ალქაჯმა დედამისმა დაუწერა, – მაგრამ მამაჩემის
სხეული ჯერ არ გაცივებულა, მისი სისხლის ლაქები ჯერ კი-
დევ ეტყობა იატაკს და მე კი იძულებული ვარ დავიკავო მისი
ადგილი. სამწუხაროდ, ჩემს მეფობას ასეთი სისხლიანი და-
საწყისი აქვს. ათ წელიწადზე მეტია, ვერცხლისფერი სიკვდი-
ლით არ დაგვისჯია და გული მტკივა, რომ ამ საშინელი ტრა-
დიციის აღდგენა მიწევს, მაგრამ მამაჩემის, ჩემი გვირგვინისა
და თქვენ გამო ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო. მე ახალგაზ-
რდა ვარ, მაგრამ არა სუსტი. ეს დანაშაული, ეს ბოროტება
აუცილებლად დაისჯება!
ზემოთ, მაღალ არენაზე ჟრიამული გაისმის და მაყურებ-
ლები სიკვდილს ესალმებიან.
– ლუკას სამოს, ტახტის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისა
და "ალისფერი მცველის" სახელით ცნობილ ტერორისტულ
ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის დამნაშავედ გაც-
ხადებ და სიკვდილს გისჯი. აღასრულეთ განაჩენი!
ლუკასი შემაღლებულ არენაზე ადის და სიკვდილთან შე-
სახვედრად მიიწევს. ერთხელაც კი არ გამოუხედავს, თუმცა
ამას არც ვიმსახურებ. ის კვდება არა მხოლოდ იმიტომ, რისი
470 მკითხველთა ლიგა
გაკეთებაც ვაიძულეთ, არამედ იმიტომ, სინამდვილეში ვინც
ვარ. მან სხვებივით იცოდა, რომ ჩემს თავს რაღაც უცნაური
ხდებოდა. და როგორც სხვები, ისიც მოკვდება. როცა თვალს
ეფარება, პირს ვიბრუნებ და კედელს ვაშტერდები. შაშხანე-
ბის ხმა მაინც მესმის და სისხლიანი სანახაობით კმაყოფილი
ბრბო გავეშებული ღრიალებს.
ლუკასი მხოლოდ დასაწყისი იყო, შესავალი აქტი, წარ-
მოდგენას მე და კალი დავდგამთ.
– იარეთ, – ამბობს არვენი და წინ, კარიბჭისკენ გვიბიძ-
გებს. ნელა ავდივართ და ისიც უკან მოგვყვება.
კალს ხელს არ ვუშვებ, რათა ფეხი არ დამიცდეს. მას ყვე-
ლა კუნთი დაძაბული აქვს და სამკვდრო-სასიცოცხლო შეტა-
კებისთვის მზად არის. საბოლოოდ ვცდილობ ელვის გამოწ-
ვევას, მაგრამ ამაოდ. ჩემში ელექტრობის ოდნავი ვიბრაციაც
კი არ იგრძნობა. არვენმა და მეივენმა ყველაფერი წამარ-
თვეს.
კარიბჭის ღრიჭოდან ვხედავ, როგორ მიათრევენ ლუკასის
ცხედარს, რომელიც ქვიშაზე ვერცხლისფერი სისხლის კვალს
ტოვებს. გულისრევას ვგრძნობ და სიმწრით ტუჩს ვკბენ.
ამ დროს ფოლადის კარიბჭე გამაყრუებლად გუგუნებს,
ზანზარებს და ზემოთ იწევა. წამით მზის შუქი მაბრმავებს და
ადგილს ვეყინები, მაგრამ კალი მიბიძგებს და არენაზე გავყა-
ვარ.
ჩვენ ფეხქვეშ პუდრივით ხავერდოვანი თეთრი ქვიშა ყრია.
როცა თვალები გარემოს ეჩვევიან, ლამის სუნთქვა შემეკრას.
არენა უშველებელია, ფოლადისა და ქვის ფართოდ დაღებუ-
ლი ნაცრისფერი ხახა, ათასობით მრისხანე სახით სავსე. სა-
მარისებურ სიჩუმეში ზემოდან დაგვყურებენ და მათ სიძულ-
ვილს კანზე ვგრძნობ. წითლები საერთოდ არ ჩანან, თუმცა
471 მკითხველთა ლიგა
ამას არც ველოდი. აი, რას უწოდებენ გართობას ვერცხლის-
ფრები, ეს კიდევ ერთი სახალისო სანახაობაა და მისი არა-
ვისთან გაზიარება არ უნდათ.
არენა ეკრანებით არის მოფენილი და ზედ ჩემსავე სახეს
ვუყურებ. რა თქმა უნდა, მათ ყველაფერი უნდა ჩაიწერონ და
ტელევიზიით მთელ ქვეყანას ანახვონ. ყველამ დაინახოს კი-
დევ ერთი წითელი, რომელიც სამსჯავროს წინაშეა წარმდგა-
რი. ჩემი თავის დანახვაზე ვჩერდები: ისევ ძველებურად გა-
მოვიყურები. გაწეწილი, აბურდული თმა, ღარიბული სამოსი,
მტვერი პატარა ღრუბლებად ამდის. კანი სისხლის მოწოლის-
გან მიწითლდება, რის დამალვასაც ამდენ ხანს ვცდილობდი.
სიკვდილი რომ არ მელოდებოდეს, ალბათ, გამეღიმებოდა.
ჩემდა გასაკვირად, ეკრანები ციმციმებენ და ჩემი და კა-
ლის გამოსახულება ხარვეზებიანი ჩანაწერით იცვლება –
სათვალთვალო კამერების ჩანაწერებია, ყოველი ელექტრო-
ნული თვალის. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვსუნთქავ და ვხვდები, სინამ-
დვილეში რამდენად ყოვლისმომცველი იყო მეივენის გეგმა.
ეკრანები ყოველ მოპარულ მომენტს კიდევ ერთხელ ატ-
რიალებენ: კალთან ერთად სასახლიდან გაპარვა, ერთად
ცეკვა, ჩურჩულით საუბარი, ჩვენი კოცნა. და მერე მეფის
მკვლელობა მთელი თავისი საშინელებით. ამ ყველაფერს
ერთად როცა ხედავ, მეივენის ტყუილის დაჯერება ძნელი არ
არის. ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება, წითელი ეშმაკი,
რომელმაც პრინცი შეაცდინა და მეფე მოაკვლევინა. ბრბო
ღელავს და ჩურჩულებს, მიგდებული ლამაზი სატყუარა
მთლიანად გადაყლაპეს. ნანახის უარყოფა ჩემს მშობლებსაც
კი გაუჭირდებოდათ.
– მერ მოლი ბაროუ.

472 მკითხველთა ლიგა


მეივენის ხმა ჩემ უკან ბუბუნებს და მისკენ შევტრიალდით.
ეს სულელი გვირგვინოსანი ზემოდან დაგვყურებს. მისი ლო-
ჟა სავსეა შავ-წითელი დროშებითა და ჩემი ნაცნობი ბატონე-
ბითა და ქალბატონებით. მოკლული მეფის პატივსაცემად თა-
ვიანთი საგვარეულოების ფერების ნაცვლად შავები აცვიათ.
სონია, ელანე და დიდებული საგვარეულოების სხვა შვილები
ზიზღით დამყურებენ. ბატონი სამოსი მეივენის მარცხნივ
დგას, დედოფალი კი, მარჯვნივ. ელარას გლოვის ნიშნად
პირბადე ჩამოუფარებია, ალბათ, მზაკვრული ღიმილის დასა-
ფარად. ველი, რომ ევანგელინიც იქვე იქნება, მეფეზე და-
ქორწინების სურვილით ანთებული. ბოლოს და ბოლოს, მას
ხომ მხოლოდ დედოფლობა უნდოდა, მაგრამ ის არსად ჩანს.
თავად მეივენი შავ აჩრდილს ჰგავს, ფერმკრთალი სახე შა-
ვად მბზინავი საჭურვლის ფონზე კიდევ უფრო მკვეთრად
უჩანს. ის ხმალიც ჰკიდია წელზე, რომლითაც მეფე მოკლეს,
თავზე კი მზისგან ალაპლაპებული მამამისის გვირგვინი ად-
გას.
– ერთ დროს გვჯეროდა, რომ დაკარგული მარინა ტიტა-
ნოსი იყავი, ჩემი სამეფოს კიდევ ერთი მოკლული მოქალაქის
ასული. შენი წითელი თანამზრახველების დახმარებით, ტექ-
ნოლოგიური მოწყობილობებითა და სხვა ხრიკებით გაგვაცუ-
რე და ჩემს ოჯახში შემოაღწიე.
ტექნოლოგიური მოწყობილობები. ეკრანები აჩვენებენ,
როგორ გამოვყოფ ელექტრობას ხვეულ ბაღში. ჩანაწერში ეს
მეტად არაბუნებრივად ჩანს.
– ჩვენ მოგეცით განათლება, საზოგადოებრივი სტატუსი,
ძლიერება, ძალაუფლება და ჩვენი სიყვარულიც კი. ამის სა-
ნაცვლო შენ ღალატით გადაგვიხადე და შენი ტყუილებით ჩე-
მი ძმა თავის სისხლსა და ხორცს დაუპირისპირე. ახლა უკვე
473 მკითხველთა ლიგა
ვიცით, რომ შენ დამარცხებული "ალისფერი მცველის" ჯაშუში
ხარ და პირადად გეკისრება პასუხისმგებლობა უამრავი ადა-
მიანის სიკვდილზე, – ეკრანები მზის ციხე-დარბაზზე თავდას-
ხმას აჩვენებენ, სადაც სისხლით მოსვრილ სამეჯლისო დარ-
ბაზში სიკვდილი მეფობს. ქაოსში კარგად მოჩანს ფარლის
დროშა – მოფრიალე წითელი ნაჭერი და ზედ გამოსახული
გახლეჩილი მზე.
– ჩემს ძმასთან, პრინც ტიბერიას მეშვიდესთან, კალორე-
სა და ჯეიკოსის საგვარეულოების წარმომადგენელთან ერ-
თად, ბრალი გედება ტახტის წინააღმდეგ მიმართული უამრა-
ვი სასტიკი, ამაზრზენი დანაშაულის ჩადენაში, მათ შორისაა
სიცრუე, სახელმწიფო ღალატი, ტერორიზმი და მკვლელობა,
– შენი ხელები ჩემსაზე სუფთა არ არის, მეივენ, – შენ მეფე
მოკალი, მამაჩემი, ჩემს ძმას გონება დაუბინდე და ამის გაკე-
თება აიძულე. შენ წითელი ეშმაკი ხარ, – ის კალს გახედავს,
რომელსაც ბრაზისგან ცეცხლი ეკიდება, – შენ კი სუსტი ხარ,
შენი ტახტის, შენი სისხლისა და შენი ფერების მოღალატე, –
ეკრანზე კვლავ მეფის მკვლელობა მოჩანს და მეივენის მზაკ-
ვრულ სიტყვებს კიდევ უფრო ამყარებს, – თქვენს ბოროტ-
მოქმედებათა გამო ორივეს დამნაშავედ გცნობთ. დაე, აღ-
სრულდეს სასიკვდილო განაჩენი!
არენაზე მოწონების შეძახილები გუგუნებს და ეს ხმები
სისხლმოწყურებული ღორების ჭყივილს მაგონებს.
ეკრანებზე კვლავ ჩემი და კალის გამოსახულება ჩნდება,
ელიან, რომ ავქვითინდებით ან შეწყალებას შევევედრებით,
მაგრამ არც ერთი ჩვენგანი ადგილიდან არ იძვრის. ჩვენგან
მსგავსს ვერაფერს მიიღებენ.
მეივენი თავისი ლოჟიდან გაბოროტებული დაგვცქერის,
ელის, რომ რომელიმე ჩვენგანი გატყდება.
474 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ამის ნაცვლად კალს წარბთან ორი თითი მიაქვს
და სალამს აძლევს. მეივენისთვის ეს სახეში სილის გაწვნაზე
უარესია და იმედგაცრუებული უკან იხევს. თვალს გვარიდებს
და არენის შორეული ბოლოსკენ იყურება. როცა შევტრიალ-
დები, ველი, რომ დავინახავ შაშხანებიან ჯალათებს, რომ-
ლებმაც ლუკასი დახვრიტეს, მაგრამ თვალწინ სრულიად სხვა
სანახაობა მაქვს.
არ ვიცი, საიდან მოვიდნენ, ან როდის, მაგრამ მტვერში
ხუთი სილუეტი მოჩანს.
– ცუდი არ არის, – ვბუტბუტებ ჩემთვის და კალს ხელს ვუ-
ჭერ. ის მეომარია, ჯარისკაცი, ხუთი ერთზე შეიძლება მის-
თვის სამართლიანი შეფარდება იყოს.
მაგრამ კალი წარბს იკრავს და ჩვენს ჯალათებს აკვირდე-
ბა. ისინი უფრო ახლოს მოდიან და შიში მიპყრობს. ვიცი მათი
სახელები და შესაძლებლობები, ხოლო ზოგ მათგანს სხვებზე
ბევრად კარგად ვიცნობ. ხუთივე ძალ-ღონითაა სავსე და
საომარი საჭურველი და უნიფორმები აცვიათ.
მძლავრხელიანი რჰამბოსი, რომელსაც შეუძლია შუაზე
გამგლიჯოს, ჰეივენების ვაჟი, რომელიც გაქრება, მოჩვენება-
სავით მომეპარება და დამახრჩობს, და თვით ბატონი ოსანო-
სი, რათა კალის ცეცხლი წყლით ჩაახშოს. მახსენდება, რომ
არვენიც აქვეა. კარიბჭესთან დგას და თვალს არ მაცილებს.
დანარჩენი ორის დავიწყებაც არ შეიძლება. მაგნეტრონე-
ბი არიან.
თითქმის პოეტური სანახაობაა: ერთნაირ საჭურველში
ჩამსხდარი ევანგელინი და პტოლემუსი ერთნაირად გაავებუ-
ლები გვიყურებენ და ხელში გრძელ, ბასრ დანებს ათამაშე-
ბენ.

475 მკითხველთა ლიგა


სადღაც გონებაში საათი წიკწიკებს და ათვლას იწყებს. დი-
დი დრო არ დაგვრჩენია.
ზემოდან მეივენი დაგვჩხავის:
– დაე, დაიხოცონ!

476 მკითხველთა ლიგა


ჩვენ ზემოთ ფარი ინთება, შუშის ვეებერთელა მეწამულ-
იისფრად დაძარღვული გუმბათი, როგორიც ხვეულ ბაღში
იყო. ჩვენს დასაცავად კი არა, არამედ მაყურებლების. უშვე-
ლებელ ჭერზე ელექტრული ნაპერწკლები ციმციმებენ და მა-
ღიზიანებენ. არვენი რომ არა, ელვას გამოვიყენებდი და ვიბ-
რძოლებდი. ვაჩვენებდი ამ სამყაროს, ვინც ვარ, მაგრამ ამას
ახდენა არ უწერია.
კალი წინ გამოდის და ხელს წინ იშვერს. მის გარშემო
ჰაერი ლივლივებს, მისი სხეულიდან ამავალი სიცხით არის
გავარვარებული. ის მათ პირისპირ დგება და მე მფარავს.
– ჩემ უკან იყავი, რამდენ ხანსაც შეძლებ, – ამბობს და
ისეთ სიცხეს გამოსცემს, რომ ოდნავ უკან ვიხევ. მაჯაზე სამა-
ჯური უელვარებს და მის თითებზე ინთება ალი, რომელიც
მკლავებზე გადასდის. მის პერანგში რაღაც ისეთი ურევია,
რომ ქსოვილი უძლებს და არ იწვება.
– როცა ცეცხლის კედელს გამოარღვევენ, გაქცევა მოგი-
წევს. ევანგელინი ყველაზე სუსტია, მძლავრხელიანი კი ყვე-
ლაზე ნელი. შეგიძლია მას გადაასწრო. ეცდებიან გაწელონ
დრო, სანახაობა გაახანგრძლივონ, – მერე ჩუმად ამატებს, –
სწრაფად სიკვდილის ნებას არ მოგვცემენ.
– შენ რაღას იზამ? ოსანოსი...
– ოსანოსზე ზრუნვა მე მომანდვე.
ჯალათები მედგრად მოიწევენ წინ, როგორც მსხვერპლზე
მონადირე მგლები. არენის შუაგულში იფანტებიან, თი-
თოეული მათგანი თავდასხმისთვის მზად არის. ლითონის
477 მკითხველთა ლიგა
ჭრიალის ხმა ისმის, არენის იატაკის ერთი ნაწილი გვერდზე
მისრიალებს და ბატონი ოსანოსის ფერხთით აქაფებული
წყლით სავსე აუზი ჩანს. ის იღიმება, აუზიდან წყალს თავისკენ
იზიდავს და მისგან ავის მომასწავებელ ფარს ქმნის. მახსენ-
დება, როგორ შეებრძოლა მისი ქალიშვილი ტირანა ვარჯიში-
სას მეივენს და თავბედი აწყევლინა კიდეც.
მაყურებლები ხმაურობენ. პტოლემუსი მათთან ერთად
ღრიალებს, თავისი განთქმული სიფიცხე გონებას აკარგვი-
ნებს. საჭურველზე ხელს ირტყამს და ისიც ზარივით ხმას გა-
მოსცემს. მის გვერდით ევანგელინი მოელვარე დანებს თი-
თებს შორის ღიმილით ატრიალებს.
– ამჯერად ადრინდელივით არ მოხდება, წითელო, – ჩხა-
ვის იგი, – ახლა ხრიკები ვეღარ გიშველის.
ხრიკები. ევანგელინმა ჩემი შესაძლებლობების შესახებ
სხვებზე უკეთ იცის. იცის, რომ ეს ხრიკი არ ყოფილა, მაგრამ
მას სჯერა. ის სიმართლეს უარყოფს და მისთვის უფრო ადვი-
ლად გასაგებ ტყუილს იჯერებს.
ჰეივენების ვაჟი, სტრალიანი, იღიმება. ელანესავით ისიც
დამჩრდილავია, როცა მზის შუქზე თრთოლას იწყებს, ქრება
და ჰაერს ერევა, კალი წარმოუდგენლად სწრაფად მირბის
წინ, ხელი თაღივით აქვს გამოშლილი და ისე იქნევს, თით-
ქოს ბალახს თიბავს.
მის მკლავზე ალი გიზგიზებს, ქვიშას წვავს და მათგან გვა-
ცალკევებს, მაგრამ ცეცხლი საკვირველად სუსტია. ქვიშა არ
იწვის.
თავს ვერ ვიკავებ და მეივენს გავხედავ, მინდა ვუყვირო,
ის კი ისევ აუტანელი, მრუდე ღიმილით დამცინავად მიყუ-
რებს. მარტო მე კი არ წამართვა ჩემი უნარი, კალსაც შეუზღუ-
და მისი.
478 მკითხველთა ლიგა
– ნაბიჭვარი, – ვილანძღები მე, – ქვიშა...
– ვიცი, – მომიგდებს კალი, ხელს იქნევს და ისევ მიწის
აალებას ცდილობს.
ჩვენ პირისპირ ცეცხლის ხაზი წამით ორად იყოფა, რასაც
ტკივილისგან გამოწვეული ყვირილი მოსდევს. მინავლული
ცეცხლის მეორე მხარეს სტრალიანი ისევ ხილული ხდება და
მკლავებზე წაკიდებულ ცეცხლს ებრძვის. მერე თავისი შიშის
მომგვრელი ლურჯი თვალებით ჩვენკენ და კალის კედლის-
კენ გამოიხედავს და ერთი მოძრაობით მიუშვებს წყალს სუსტ
ცეცხლზე. წყალი შიშინებს, დუღს და ორთქლის სქელ ღრუბ-
ლად იქცევა. შუშის გუმბათქვეშ მოქცეული ორთქლი არენაზე
ვრცელდება და გვფარავს ბუნდოვანი თეთრი ნისლით, რომე-
ლიც ტრიალებს და გვითრევს თეთრ სამყაროში, სადაც ნე-
ბისმიერი ჩრდილი შეიძლება ჩვენთვის დამღუპველი აღმოჩ-
ნდეს.
– მზად იყავი! – მიყვირის კალი და ხელს მიწვდის, მაგრამ
ორთქლი ირღვევა და ჩვენკენ ღრიალით მოექანება ხორცისა
და ფოლადის მასა – პტოლემუსი.
ის კალს მუცელში მუშტს ურტყამს და ძირს აგდებს, მაგრამ
კალი მიწაზე იმდენ ხანს არ რჩება, რომ პტოლემუსმა მოას-
წროს და გამოშიგნოს დანებით – ბასრი პირებით მიწაში წამ-
ში ესობიან მას შემდეგ, რაც კალი წამოხტა და პტოლემუსის
საჭურველს წაავლო ხელი. მის შეხებაზე ფოლადი დნება და
ბერსერკერი5 გიჟივით ბღავის. მე მივრბივარ, კალი კი ადა-
მიანის ცოცხლად შეწვას ცდილობს მისსავე საჭურველში.

5ბერსერკერი — ძველ გერმანულ და ძველ სკანდინავიურ საზოგადოება-


ში მეომარი, რომელიც თავს ოდინს უძღვნიდა. ბრძოლებში ისინი სისას-
ტიკით, არაადამიანური ძალით, სწრაფი რეაქციითა და ტკივილის უგ-
479 მკითხველთა ლიგა
– არ მინდა შენი მოკვლა, პტოლემუს, – ეუბნება კალი
ტკივილისგან აყვირებულ მაგნეტრონს. ყოველი დანა, ლი-
თონის ყოველი ნატეხი, რომელსაც პტოლემუსი კალისთვის
დასარტყმელად სწევს, ძლიერ სიცხეში დნება, – არ მინდა
ამის გაკეთება.
სამი მბზინავი დანა ძლივს შესამჩნევად გაიელვებს და
ორთქლს გაჰკვეთს. იმდენად სწრაფად მიქრიან, ჰაერში გად-
ნობას ვერ ასწრებენ. ისინი კალს ზურგში ხვდება და მაისურ-
ში ერჭობა, მერე კი უცებ სამივე დნება. კალი ტკივილისგან
ღრიალებს და წამით კონცენტრაციას კარგავს. პერანგს ვერ-
ცხლისფერი სისხლის სამი ლაქა უსველებს. დანები მეტისმე-
ტად პატარაა საიმისოდ, რომ ღრმა ჭრილობა მიაყენონ, მაგ-
რამ მაინც დაასუსტებენ. პტოლემუსი შანსს იყენებს და მისი
დანები თვალის დახამხამებაში გადაიქცა ერთ დიდ, ვეებერ-
თელა ხმლად. ის ხმალს იქნევს, იმ იმედით, რომ კალს შუაზე
გადაჭრის, მაგრამ პრინცი თავის არიდებას ასწრებს და მხო-
ლოდ მუცელი ეკაწრება.
ისევ ცოცხალია, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.
ორთქლში ევანგელინი გამოჩნდება, თან მბზინავ დანებს
ატრიალებს. კალი თავს ხრის და მათ იცილებს, თან ევანგე-
ლინის შემოტევის შესანელებლად მისკენ ცეცხლის ბურთებს
უშვებს. იგი ორივეს ებრძვის გიჟურ რიტმში, რაც ორი მაგ-
ნეტრონის მოგერიების საშუალებას აძლევს, მიუხედავად მა-
თი ძლიერებისა. მაგრამ ტანსაცმელს სისხლი უსველებს და
ყოველ წამს ახალი ჭრილობა უჩნდება. პტოლემუსის ხმალი
იცვლება და ნაჯახად იქცევა, მერე კი სამართებელივით

რძნობლობით გამოირჩეოდნენ. პტოლემუსიც ბერსერკერივით აგრე-


სიული და სასტიკია.
480 მკითხველთა ლიგა
თხელ ლითონის მათრახად, ევანგელინის წვეტიანი ვარ-
სკვლავები განუწყვეტლივ იკბინებიან. ისინი მას ნელა, მაგ-
რამ მეთოდურად ღლიან.
გულდაწყვეტილი ვფიქრობ ჩემს ელვაზე და ჭიშკართან
მდგომ რავენს გავყურებ. ისევ იქ დგას და სულის მოთქმის
საშუალებას არ მაძლევს. მაჯაზე პისტოლეტი ჰკიდია. მასთან
შებრძოლებას ვერც ვეცდები. არაფრის გაკეთება არ შემიძ-
ლია.
ამ დროს ორთქლიდან ბეტონის უზარმაზარი ნატეხი გამო-
ვარდება და პირდაპირ ჩემკენ მოქრის. ძლივს ვასწრებ თავის
დახრას და ის ქვიშას ასკდება, სადაც წამის წინ ვიდექი, მაგ-
რამ სანამ აზრზე მოვალ, მეორე მოფრინავს წივილით ჰაერ-
ში. როგორც კალი, მეც ჩემს რიტმს ვპოულობ და ქვიშაზე
ვირთხასავით დავძვრები, სანამ რაღაც არ მაჩერებს მოწყვე-
ტით.
ხელი. უხილავი ხელი.
სტრალიანი ხელს ყელზე მხვევს და მახრჩობს. მესმის,
როგორ სუნთქავს ჩემს ყურთან ახლოს, თუმცა ვერაფერს
ვხედავ.
– წითელი და მკვდარი, – იღრინება იგი და უფრო მაგრად
მიჭერს.
ხელს ვიქნევ და იდაყვს იქ ვურტყამ, სადაც, სავარაუდოდ,
მისი ნეკნები უნდა იყოს, მაგრამ ის არ იძვრის. ვერ ვსუნთქავ
და თვალებში შავი წერტილები მიხტის, რომელთა რაოდენო-
ბა შესაძლოა მალე გაიზარდოს, მაგრამ მაინც ვიბრძვი. ჯან-
ღში ვხედავ, როგორ მოიპარება მძლავრხელიანი რჰამბოსი,
თან თვალს არ მაშორებს. ის შუაზე გამაპობს.
კალი ისევ სამოსებს ებრძვის და მთელი ძალით ცდილობს
არ წამოეგოს დანას. რომც მინდოდეს, საშველად ვერ მოვუხ-
481 მკითხველთა ლიგა
მობ, მაგრამ როგორღაც ახერხებს და ჩემკენ ცეცხლის
ბურთს ისვრის. რჰამბოსი უკან გახტება, თავისი დიდი ფეხე-
ბით ბორძიკობს და რამდენიმე წამს მაძლევს. სული მეხუთე-
ბა, ვიხრჩობი, ამიტომ ხელებს უკან გავწევ და უხილავ თავს
ვეხები. საოცარია, მაგრამ მის სახეს და მერე თვალებსაც კი
ვპოულობ. ჩახლეჩილი ხმით ვყვირი, ცერა თითებს თვალე-
ბის ბუდეებში ვუყრი და ვაბრმავებ. სტრალიანი ღრიალებს და
ხელს მიშვებს. მუხლებზე ეცემა და ისევ ხილული ხდება, ვერ-
ცხლისფერი სისხლი თვალებიდან ცრემლებივით ჩამოსდის.
– შენ ჩემი უნდა ყოფილიყავი! – ყვირის ვიღაც. ვტრიალ-
დები და ვხედავ ევანგელინს, რომელიც კალს თავზე დას-
დგომია და დანა აღმართული აქვს. პტოლემუსმა კალი მიწა-
ზე დაანარცხა, ახლა ორივენი ქვიშაზე გორავენ, ევანგელინი
ზემოდან დაჰყურებთ, გარშემო მისი დანები ყრია, – მხოლოდ
ჩემი!
იმწუთას, სანამ ევანგელინს დავეტაკები, ვერ ვხვდები,
რომ მაგნეტრონისკენ თავაწყვეტილი გაქანება არცთუ კარგი
აზრია. ერთად ვეცემით და სახეს მის საჭურველზე ვიკაწრავ.
ჩხვლეტასა და ძლიერ ტკივილს ვგრძნობ და ყველას დასანა-
ხად მომდის წითელი სისხლი. მართალია, ეკრანებს ვერ ვხე-
დავ, მაგრამ ვიცი, რომ მთელ ქვეყანაში ჩემი სისხლის გამო-
სახულებას გადასცემენ.
ევანგელინი კივის და თავის მოცეკვავე დანებს მიქნევს.
ჩვენ უკან კალი ფეხზე დგება და პტოლემუსს ცეცხლის ბურ-
თის დარტყმით იშორებს. მაგნეტრონი თავის დას ეჯახება და
მანამდე აგდებს ძირს, სანამ მისი დანები სხეულში ჩამერჭო-
ბიან.

482 მკითხველთა ლიგა


– დაიხარე! – ყვირის კალი და ქვიშაზე მაგდებს, როცა მო-
რიგი ბეტონის ლოდი გადაგვიფრენს და შორეულ კედელს მი-
ემსხვრევა.
ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
– იდეა მაქვს.
კალი ქვიშაზე აფურთხებს და, მგონი, მის სისხლში არეულ
რამდენიმე კბილს ვხედავ.
– კარგია, იმიტომ, რომ იდეები ხუთი წუთის წინ გამომე-
ლია.
კიდევ ერთი ლოდი ჩაგვიქროლებს და დროულად გავხტე-
ბით აქეთ-იქით. შურისძიების წყურვილით ანთებული ევანგე-
ლინი და პტოლემუსი ბრუნდებიან და კალს დანებისა თუ ლი-
თონის ნამსხვრევების ქაოსურ ცეკვაში ითრევენ. მათი ძალა
არენას აზანზარებს, ნიადაგიდან სულ უფრო მეტი ლითონი
ამოაქვთ და კალს აიძულებენ, სხვა ყველაფერთან ერთად,
თავის თითოეულ ნაბიჯს დააკვირდეს. ქვიშიდან ნამსხვრევე-
ბი ცვივა, მილები თუ მავთულები იწვერება და ლითონის მო-
მაკვდინებელ დაბრკოლებებს ქმნიან.
ერთი მათგანი ერჭობა სტრალიანს, რომელიც ისევ ჩაცუც-
ქულია და თავის თვალებს დასტირის. მილი პირდაპირ მასში
გადის, პირიდან ამოიწვერება და მის ღრიალს საბოლოოდ
ადუმებს. ბრძოლის ველზე აურზაურის მიუხედავად, მაინც
მესმის, როგორ ღრიალებენ მაყურებლები სტრალიანის აღ-
სასრულის დანახვაზე. მთელი მათი სისასტიკისა და ძალის
მიუხედავად, მაინც ლაჩრები არიან.
ფეხებს ქვიშაში ვათამაშებ, რჰამბოსს გარშემო ვუვლი და
შეტევაზე გადმოსვლას ვაიძულებ. კალი მართალია, მე უფრო
სწრაფი ვარ, და მიუხედავად იმისა, რომ რჰამბოსი კუნთების-
გან შემდგარი ურჩხულია, როცა ჩემს დაჭერას ცდილობს, ფე-
483 მკითხველთა ლიგა
ხები ებლანდება ერთმანეთში. ის მიწიდან წვეტიან, დაგრე-
ხილ მილებს აძრობს და შუბებივით მესვრის, მაგრამ მათი აც-
დენა ადვილია და ის იმედგაცრუებული ღრიალებს. მე წითე-
ლი ვარ, მე არაფერი ვარ და მაინც შემიძლია ძირს დაგცე.
წყლის რაკრაკი მაფხიზლებს და მეხუთე ჯალათი მახსენ-
დება. ნიმფა.
სწორედ დროზე ვტრიალდები და ვხედავ, რომ ბატონი
ოსანოსი წყლის ნაკადს ორად ყოფს, როგორც ფარდას, და
არენის იატაკს ასუფთავებს. ათი იარდის მოშორებით კალი
ისევ დაძაბულ ბრძოლაშია ჩაბმული. კვამლსა და ცეცხლს
აფრქვევს და მაგნეტრონებს იგერიებს, მაგრამ როცა ოსანო-
სი მიუახლოვდება და თან წყლის ფარი აქვს მომარჯვებული,
კალის ცეცხლი ნელდება. აი, ნამდვილი ჯალათი. სანახაობა
მალე დასრულდება.
– კალ! – ვყვირი მე, მაგრამ ვეღარაფრით დავეხმარები.
ვეღარაფრით.
ლოყასთან მილის ნატეხის ზუზუნი მესმის, ისე ახლოს,
რომ მის ცივ შეხებას ვგრძნობ, თავბრუ მესხმის და ვეცემი.
არენის კარიბჭე მხოლოდ რამდენიმე იარდის მოშორებითაა,
მაგრამ მის შესასვლელში ისევ დგას არვენი და ნახევრად
სიბნელე ფარავს.
კალი ოსანოსისკენ ცეცხლის ბურთს უშვებს, მაგრამ ის
ალს აორთქლებს. ცეცხლისა და წყლის შეტაკების გამო ორ-
თქლი სტვენს და წყალი იმარჯვებს.
რჰამბოსი მიახლოვდება და კარიბჭისკენ მახევინებს. მომ-
წყვდეული ვარ. ჩემი მომწყვდევის ნება მივეცი. ჩემ უკან კე-
დელს ქვები და ლითონი ისეთი ძალით ეხეთქება, რომ მომ-
ხვდეს, ძვლებს გადამიმტვრევს. ელვა, ვყვირი გონებაში, ელ-
ვა!
484 მკითხველთა ლიგა
მაგრამ არაფერი ხდება. მხოლოდ უგრძნობი, სულის შემ-
ხუთავი სიცარიელე.
არენაზე ყველა ფეხზე დგას, დასასრულის მოახლოებას
გრძნობენ. ზურგს უკან მეივენის ხმა მესმის, სხვებთან ერთად
გაჰყვირის:
– ბოლო მოუღეთ! – ღრიალებს იგი. მის ხმაში ასეთი სი-
ძულვილი ჯერ კიდევ მაოცებს, მაგრამ როცა ზემოთ ვიყურები
და ორთქლსა და ფარს მიღმა თვალებში შევხედავ, მათში
ბრაზის, სიშმაგისა და ბოროტების მეტი არაფერია.
რჰამბოსი ხელში გრძელი, წვეტიანი მილით მიზანში მი-
ღებს. სიკვდილი კარს მომდგომია.
გრუხუნში პტოლემუსის ტრიუმფალური ღრიალი მესმის.
ის და ევანგელინი წყლის მბრუნავ სფეროსა და მასში მოქცე-
ულ ბუნდოვან ფიგურას ერიდებიან. ეს კალია. წყალი დუღს,
მისი სხეული იძაბება, თავის დახსნას ცდილობს, მაგრამ არა-
ფერი გამოსდის. ის დაიხრჩობა.
ჩემ უკან მდგომი არვენი ლამის ყურში ჩამცინის:
– ვის აქვს უპირატესობა? – ვარჯიშზე ნათქვამ სიტყვებს
იმეორებს და ამაზრზენად ხითხითებს.
კუნთები მტკივა და მეკრუნჩხება, სხეული ამ ყველაფრის
დამთავრებას ითხოვს. მინდა დავწვე, ვაღიარო დამარცხება
და მოვკვდე. მათ მატყუარა და გაიძვერა მიწოდეს. მართლე-
ბიც იყვნენ.
მაგრამ მათთვის კიდევ ერთი ხრიკი მაქვს გადანახული.
რჰამბოსი ქვიშას ფეხს მაგრად აჭერს და მილს მიმიზნებს.
ვიცი, რაც უნდა ვქნა. ის შუბს ისეთი ძალით ტყორცნის, რომ
ლამის ჰაერი დაწვას. ვიხრები და ქვიშას გავერთხმები.

485 მკითხველთა ლიგა


გულისამრევი ჭყაპუნი მახვედრებს, რომ ჩემმა გეგმამ
გაამართლა – ელექტრობის ზუზუნი მეუბნება, რომ შეიძლება
გავიმარჯვო კიდეც.
ჩემ უკან არვენი ეცემა, მუცელი მილით აქვს განგმირული.
– მე მაქვს უპირატესობა, – ჩავღრიალებ მის გვამს.
როცა ისევ ფეხზე ვდგები, ელექტრული მუხტი, ელვა, ნა-
პერწკლები, ელექტრონული შოკი და საერთოდ ყველაფერი,
რისი მართვაც შემიძლია, ერთდროულად ინთხევა ჩემი
სხეულიდან. გაოგნებული ბრბო ერთხმად გმინავს, მაგრამ
ყველაზე მეტად მეივენი გაჰყვირის:
– მოკალით! მოკალით! – ღრიალებს და გუმბათის ზემო-
დან ჩემზე მიუთითებს, – ესროლეთ!
ელექტრულ ფარს ტყვიები სეტყვასავით აცვივა, მაგრამ
მხურვალებას ვერ უძლებენ და დნებიან. არენის დამცავი გუმ-
ბათი არ იმსხვრევა. ის მაყურებლებს უნდა იცავდეს, მაგრამ
ვერ გაითვალისწინეს, რომ ფარი ელექტრულია, ელვა, ესე
იგი, ჩემია და ახლა მე მიცავს.
ბრბო სუნთქვაშეკრული გვიყურებს და თვალებს არ უჯე-
რებს. ჭრილობებიდან წითელი სისხლი მდის და კანზე ნაპერ-
წკლები მიციმციმებს. ისინი მთელ სამყაროს უცხადებენ ჩემს
ვინაობას. ჩვენ თავზემოთ ეკრანები ითიშება, მაგრამ უკვე
ყველამ დამინახა და ვერცხლისფრები ვეღარ შეაჩერებენ
იმას, რაც უკვე მოხდა.
რჰამბოსი ბორძიკით დგამს ნაბიჯს უკან, სუნთქვა ყელში
ეჩხირება. მეორედ ჩასუნთქვის შანსს აღარ ვაძლევ.
ვერცხლისფერი და წითელი, და ორივეზე ძლიერი.
ჩემი ელვა ტანში უვლის, სისხლს უდუღებს, კუნთებს უბრა-
წავს და ისე ეცემა ძირს, როგორც ხორცის დაკრუნჩხული ნა-
ჭერი.
486 მკითხველთა ლიგა
ოსანოსი შემდეგი ეცემა, როცა სხეულში ნაპერწკლები და-
ურბენენ. თხევადი სფერო სკდება და ქვიშაში პირქვეჩამხო-
ბილი კალი წყალს ხველებით აფურთხებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ხელის შესაშლელად ქვი-
შიდან ლითონის დაკბილული ეკლები ამოდის, წინ მივქრი-
ვარ და თითოეულ დაბრკოლებას გვერდს ვუქცევ. ამაში თა-
ვად მწვრთნიდნენ, მათივე ბრალია. მათ თავიანთი აღსასრუ-
ლი გამოჭედეს.
ევანგელინი ხელს იქნევს და ჩემი თავისკენ ფოლადის ძე-
ლი მოფრინავს. მის ქვეშ ვძვრები, მუხლებით მივსრიალებ
ქვიშაზე და მის სიახლოვეს ვჩერდები, ხელებში დანის ფორ-
მის ელექტრული მუხტი მიფეთქავს.
მის ხელში დაგრეხილი ლითონი ბასრ ხმლად გარდაიქ-
მნება. მას ჩემს ელვას ვაჯახებ და ევანგელინი ტორტმანებს,
მაგრამ ბრძოლას აგრძელებს. ჩვენ გარშემო ლითონი ზუზუ-
ნებს, დაქრის და ცდილობს შემიშალოს ხელი, ევანგელინის
ობობებიც კი ბრუნდებიან და ჩემს აკუწვას ცდილობენ, მაგ-
რამ საკმარისად ბევრნი არ არიან. თავად ევანგელინი არ
არის საკმარისი.
ელვის მორიგი დარტყმა მის დანებს ფანტავს, ის ეცემა და
ცოცვით ცდილობს ჩემგან თავის დაღწევას. არაფერი გა-
მოუვა.
– ეს ხრიკი არ ყოფილა, – ხრიალებს გაოგნებული. ჩემს
ხელებზე აცეცებს თვალებს, უკან იხევს, ჩვენ შორის ჰაერში
ლითონის ნატეხები ლივლივებენ, მათ ევანგელინი სახელდა-
ხელო ფარად იყენებს, – ტყუილი არ ყოფილა!
პირში სისხლის გემოს ვგრძნობ, მკვეთრს, რკინისებრსა
და უცნაურად სასიამოვნოს. ყველას დასანახად ვაფურთხებ.

487 მკითხველთა ლიგა


ზემოთ, გუმბათს მიღმა, ლურჯი ცა მუქდება, შავი ღრუბლები
გროვდებიან. ჭექა-ქუხილი ახლოვდება.
– შენ მითხარი, მოგკლავ, თუ წინ გადამიდგებიო, – შესა-
ნიშნავი გრძნობაა ამ სიტყვების მისთვის უკანვე მიხლა, – ახ-
ლა სწორედ მაგის შანსი გაქვს.
ევანგელინს მკერდი აუდ-ჩაუდის, გაჭირვებით სუნთქავს.
დაღლილია, დაჭრილი და მის თვალებში ფოლადისებრი სიმ-
ტკიცის ნაცვლად შიში მოჩანს.
მაინც ჯიუტად წინ მოიწევს და შემოტევის მოსაგერიებლად
ვემზადები, მაგრამ სულ ტყუილად. იმის ნაცვლად, რომ თავს
დამესხას, ზურგს მაქცევს და გარბის. მე გამირბის, უახლოეს
ჭიშკარს მივარდება, რომელსაც კი იპოვის. უკან მივდევ, რომ
წამოვეწიო, მაგრამ კალის სასოწარკვეთილი ღრიალი მაჩე-
რებს.
ოსანოსი ისევ ფეხზეა და განახლებული ენერგიით უტევს,
პტოლემუსი მათ გარშემო უვლის და შესაფერის წამს ელო-
დება. კალს უჭირს თავისი ცეცხლით ნიმფებთან ბრძოლა.
მახსენდება, რა ადვილად დამარცხდა მეივენი ასეთივე მოწი-
ნააღმდეგესთან ვარჯიშის დროს დიდი ხნის წინ.
ნიმფას მაჯაზე ვხვევ ხელს და ელექტრულ მუხტს ვურტყამ,
ბრაზის ჩემკენ მომართვას ვაიძულებ, მაგრამ წყალი ჩაქუჩი-
ვით მხვდება და ქვიშაზე მაგდებს. ნაკადი მირტყამს და მირ-
ტყამს, უკვე სუნთქვაც შეუძლებელი ხდება. პირველად მას
შემდეგ, რაც არენაზე გამოვედი, გულზე შიშის ცივი ხელი მი-
ჭერს. ახლა, როცა გამარჯვებისა და გადარჩენის შანსი გაგ-
ვიჩნდა, დამარცხება საშინლად მაშინებს. ფილტვები ჰაერს
ითხოვს, თავს ვერ ვიკავებ და პირს ვაღებ, რითაც წყალს უფ-
ლებას ვაძლევ დამახრჩოს. ის ცეცხლივით, სიკვდილივით
მწველია.
488 მკითხველთა ლიგა
სულ პატარა ნაპერწკალი დამივლის და ეს საკმარისია –
ელექტრობა წყალში გაივლის და ოსანოსს ხვდება. ის
ღრიალებს და დიდი მანძილით იხევს უკან, რაც სველ ქვიშაზე
გაცოცების საშუალებას მაძლევს. პირს ვაღებ და ვყლაპავ ჰა-
ერს, რომელიც ფილტვებს მწვავს, მაგრამ ახლა სულის მოთ-
ქმის დრო არ არის. ოსანოსი ისევ ჩემკენ მოდის, ამჯერად
ყელზე ხელებს მაჭდობს და წყლის ნაკადის ქვეშ მაგრად მი-
ჭერს.
მაგრამ მისთვის მზად ვარ. იმდენად სულელი ყოფილა,
რომ ხელი მომკიდა და კანით კანზე შემეხო. როცა ელვას
ვუშვებ და მუხტი წყლის გავლით მის სხეულში აღწევს, ოსა-
ნოსი ადუღებული ჩაიდანივით კივის და უკან ვარდება. როცა
წყალი წყდება და მას ქვიშა იწოვს, მაშინღა ვხვდები, რომ
ნამდვილად მკვდარია.
როცა მთლად გაწუწული ფეხზე ვდგები, ადრენალინის, ში-
შისა და ძალის მოწოლისგან ვკანკალებ, მაგრამ თვალი მა-
ინც კალისკენ გამირბის. იგი მთლად დასერილი, დალურჯე-
ბული და დასისხლიანებულია, მაგრამ ხელებზე კაშკაშა წი-
თელი ალი უნთია და მის ფეხებთან პტოლემუსი იკრუნჩხება.
იგი დამარცხების აღიარების ნიშნად ხელებს სწევს და შეწყა-
ლებას ითხოვს.
– მოკალი, კალ, – ვამბობ მე, მინდა ვნახო, როგორ წა-
მოუვა პტოლემუსს სისხლი. ზემოთ მანათობელი ფარი ისევ
ციმციმებს, ჩემი ბრაზი მასზეც მოქმედებს. ნეტავ პტოლემუ-
სის ნაცვლად აქ ევანგელინი იწვეს და მე თვითონ შემეძლოს
ამის გაკეთება, – მას ჩვენი დახოცვა უნდოდა, მოკალი!
კალი არ ინძრევა და კრიჭაშეკრული მძიმედ სუნთქავს.
დაძაბულია, შურისძიების სურვილი კლავს, ბრძოლის ალი-

489 მკითხველთა ლიგა


თაა შეპყრობილი, მაგრამ ნელ-ნელა ჩვეული სიმშვიდე და
საზრიანობა უბრუნდება. ასეთი ის ვეღარასოდეს იქნება.
მაგრამ ადამიანის ბუნება ასე ადვილად არ იცვლება. ის
უკან იხევს და ცეცხლის ალი ქრება.
– არ მოვკლავ.
სიჩუმეა, რა მშვენიერი ცვლილებაა აღრიალებული ბრბოს
შემდეგ, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ჩვენი სიკვდილი
წყუროდა. მაგრამ როცა ავიხედავ, ვხვდები, რომ არავინ გვი-
ყურებს, ისინი კალის სულგრძელობას ან ჩემს შესაძლებლო-
ბებს ვერ ხედავენ. ტრიბუნებზე არავინაა. დიდი არენა დაცა-
რიელდა და ჩვენი გამარჯვების მოწმე არავინ ყოფილა. მეფემ
ყველა გარეკა არენიდან, რათა დამალოს, რაც გავაკეთეთ,
რათა მერე საკუთარი ტყუილებით მოამარაგოს ისინი.
თავისი ლოჟიდან მეივენი ტაშს უკრავს.
– კარგი ნამუშევარია, – ყვირის და არენის კიდესთან მო-
დის. ფარის იქიდან გვიყურებს, გვერდით დედამისი უდგას.
ეს ხმა ნებისმიერ დანაზე მტკივნეულია და მაკრთობს. ცა-
რიელ არენაზე მისი ექო გაისმის, სანამ ქვასა და ქვიშაზე ჩექ-
მებიანი ნაბიჯების ხმა არ ჩაახშობს.
გუშაგები, მცველები, ჯარისკაცები, ისინი ყოველი ჭიშკრი-
დან შემოდიან ქვიშაზე. ასობით არიან, ათასობით, მათთან
ბრძოლას აზრი არა აქვს. ჩვენ ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ
ომი წავაგეთ.
პტოლემუსი ბარბაცით მიდის და ჯარისკაცებს მიღმა ქრე-
ბა. ახლა მარტო ვრჩებით წრეში, რომელიც მუდმივად ვიწ-
როვდება, აქ მეტი არავინ და აღარაფერი დარჩა.
ეს უსამართლობაა. ჩვენ გავიმარჯვეთ, ყველას სეირი ვუჩ-
ვენეთ. უსამართლობაა! მინდა ვიყვირო, ელექტრული მუხტი
მათრახივით ვიქნიო და გააფთრებულმა ვიბრძოლო, მაგრამ
490 მკითხველთა ლიგა
ტყვიებს ვერ დავასწრებ. თვალზე ბრაზით მოგვრილი ცხელი
ცრემლები მადგება, მაგრამ არ ვიტირებ, არა ამ ბოლო წუ-
თებში.
– ვწუხვარ, რომ ამ დღეში ჩაგაგდე, – ვუჩურჩულებ კალს.
მნიშვნელობა არა აქვს, რას ვფიქრობ მის შეხედულებებზე,
სწორედ ის არის ნამდვილი წაგებული. თავად მე ვიცოდი, რა
რისკიც არსებობდა, მაგრამ კალი პაიკი იყო და მის გარშემო
ბევრი თამაშობდა უხილავ თამაშს.
ის კრიჭას კრავს და ფიქრობს, როგორ შეიძლება ამ მდგო-
მარეობიდან თავის დაღწევა, მაგრამ გამოსავალი არ არსე-
ბობს. არ ველი, რომ მომიტევებს, ამას არც ვიმსახურებ, მაგ-
რამ ის ხელს მკიდებს მე, როგორც მის მხარეს მყოფ უკანას-
კნელ ადამიანს.
და ნელა იწყებს ღიღინს. ვხვდები, ეს სწორედ ის სევდიანი
სიმღერაა, რომლის მელოდიის თანხლებით იმ მთვარის შუ-
ქით განათებულ ოთახში ერთმანეთს ვაკოცეთ.
ღრუბლებში გრგვინვა გაისმის, მალე ჭექა-ქუხილიც დაიწ-
ყება. გუმბათზე წვიმის წვეთები ეცემა, წყალში ელექტრობა
ატანს და ისიც შიშინებს, მერე კი წყალი თანაბარ ნაკადად ჩა-
მოდის. ჩვენს დანაკარგს ცაც კი გლოვობს.
ლოჟის კიდეზე გადმოხრილი მეივენი გვიყურებს, მანათო-
ბელი ფარი სახის ნაკვთებს უცვლის და ისეთივე ურჩხულის
შეხედულებას აძლევს, როგორიც სინამდვილეშია. ცხვირზე
წვიმის წყალი ჩამოსდის, მაგრამ ვერაფერს ამჩნევს. დედამი-
სი ყურში რაღაცას ეუბნება და ისიც რეალობაში ბრუნდება.
– მშვიდობით, პატარა ელვა-გოგონავ.
როცა ხელს სწევს, მეჩვენება, რომ უკანკალებს.
თვალებს სწორედ ისე ვხუჭავ, როგორც პატარა გოგონა,
ველი, რომ ასობით ტყვია მომხვდება და საშინელ ტკივილს
491 მკითხველთა ლიგა
ვიგრძნობ. ფიქრებს უკან, წარსულში მივყავარ, კილორნთან,
ჩემს მშობლებთან, და-ძმებთან. ნეტავ ყველას მალევე ვნა-
ხავ? გული მეუბნება, რომ კი. არ ვიცი, როგორ და სად, მაგ-
რამ ისინი მე მელიან. და როგორც ეს ხვეულ ბაღში გავაკეთე,
როცა მეგონა, რომ ვარდნა ჩემი სიკვდილით დასრულდებო-
და, ახლაც გულგრილად ვემორჩილები ბედს. მე მოვკვდები.
ვგრძნობ, როგორ მიდის სიცოცხლე და ხელს ვუშვებ.
ზემოთ გამაყრუებელი ქუხილი ისმის, ისეთი ძლიერი, რომ
ჰაერს არხევს. ჩემს ფეხქვეშ მიწა ზანზარებს და დახურული
ქუთუთოების მიღმაც კი ვხედავ, როგორ ელავს შუქი. იისფე-
რი, თეთრი და ძლიერი, ყველაზე ძლიერი, რაც კი ოდესმე
მიგრძნია. ოდნავი ინტერესი მიჩნდება, ნეტავ რა მოხდება,
თუ მე დამარტყამს? მოვკვდები თუ ვიცოცხლებ? თუ მეხი ჩემ-
გან რამე ახალ საშინელებას გამოჭედავს?
ამას ვერასდროს გავიგებ.
კალი მხრებში მავლებს ხელს და ორივენი ძირს ვეცემით,
როცა ზეციდან გიგანტური მეხი ვარდება. ის ფარს ეჯახება და
იისფერი ნაპერწკლები თავზე თოვლივით გვაცვივა. ისინი
ჩემს კანზე მოხვედრისას შიშხინებენ და ეს ძალიან სასიამოვ-
ნოა. ელექტროენერგიის გამამხნევებელ პულსაციას
ვგრძნობ და სიცოცხლე მიბრუნდება.
ჩვენ გარშემო ყველა იკუნტება ან გარბის, ცდილობენ გა-
ექცნენ ელვარე სტიქიას. კალი ცდილობს გამათრიოს გვერ-
დზე, მაგრამ მას ყურადღებას თითქმის აღარ ვაქცევ. ჭექა-
ქუხილთან ერთად ჩემი შეგრძნებები მძაფრდება, ვგრძნობ,
რომ ელექტრობა ჩემ ზემოთ, ჰაერში მორევივით ტრიალებს.
ის მე მეკუთვნის.
კიდევ ერთხელ გაიელვებს და მეხი ამჯერად ქვიშას ეხეთ-
ქება. გუშაგები იფანტებიან და ჭიშკრებისკენ გარბიან, მაგ-
492 მკითხველთა ლიგა
რამ მცველები და ჯარისკაცები ასე ადვილად შესაშინებლები
არ არიან. ისინი მალე მოდიან გონს. კალი მიმათრევს, ცდი-
ლობს გადავრჩეთ ორივე, მაგრამ ისინი მაინც მოგვდევენ და
გასაქცევიც არსადაა.
მართალია, ჭექა-ქუხილი მსიამოვნებს, მაგრამ ენერ-
გიასაც მთლიანად მწოვს და მაუძლურებს. ასეთი სტიქიის
მართვა უკვე მეტისმეტია. მუხლები მეკეცება, გული დოლი-
ვით მიბაგუნებს მკერდში, ისეთი სიჩქარით, რომ მგონია, სა-
ცაა გასკდება. კიდევ ერთი მეხი, ერთადერთი, და შეიძლება
შანსი გვქონდეს.
როცა ცარიელ აუზს მივადგებით, სადაც ინახებოდა ოსა-
ნოსის წყალი, რომელსაც არენაზე იარაღად იყენებდა, ვხვდე-
ბი, რომ ყველაფერი დამთავრდა. ვეღარსად წავუვალთ.
კალი მაგრად მიჭერს ხელს და აუზის კიდეს მაშორებს, რა-
თა თავით არ გადავეშვა. ქვემოთ წყვდიადის მეტი არაფერია
და სიღრმეში მორევივით მოტრიალე წყლის ხმა გაისმის.
არაფერია, გარდა მილებისა, წყალგაყვანილობის სისტემისა
და შავი სიცარიელისა, ჩვენ წინ კი გაწვრთნილი, სასტიკი ჯა-
რისკაცების რიგები დგანან. ერთდროულად სწევენ შაშხანებს
და გვიმიზნებენ.
მანათობელი ფარი გამქრალია, ჭექა-ქუხილი თითქმის
ჩადგა და ჩვენ დავმარცხდით. მეივენი ამას გრძნობს და თა-
ვისი ლოჟიდან ფართოდ გვიღიმის, ტუჩები საზარლად ეღრი-
ცება. ასეთი მანძილიდანაც კი ვხედავ, როგორ ბზინავს მისი
გვირგვინის წვეტები. თვალებში წვიმის წყალი ჩასდის, მაგ-
რამ მათ არ ახამხამებს. არ უნდა გამოტოვოს ჩემი სიკვდილი.
ჯარისკაცები შაშხანებს მაღლა სწევენ. ამჯერად მეივენის
ბრძანებას აღარ დაელოდებიან.

493 მკითხველთა ლიგა


სროლის ხმა მეხივით გაისმის და ცარიელ არენას ექოდ
ედება, მაგრამ მე არაფერს ვგრძნობ. სამაგიეროდ, ჯარისკა-
ცების პირველი რიგი იცელება, მკერდი ტყვიებით ეცხრილე-
ბათ. ვერაფერს ვხვდები.
ჩემს ფეხებს დავყურებ და ვხედავ, რომ ცარიელი აუზის კი-
დეებიდან უცნაური შაშხანების ლულებია ამოყოფილი. ყოვე-
ლი ლულა ბოლავს და ცახცახებს, ისევ ისვრიან და ჩვენ წინ
მდგარ ჯარისკაცებს მიწაზე აწვენენ.
სანამ აზრზე მოვიდოდე, ვიღაც უკნიდან მაფრინდება და
ბნელ სიცარიელეში მითრევს. ქვემოთ, წყალში ვეცემით, მაგ-
რამ ხელებს მაინც არ მიშვებენ.
წყალი სიბნელისკენ მიმაქანებს.

494 მკითხველთა ლიგა


ძილის შავი სიცარიელე უკან იხევს და ადგილს ისევ სი-
ცოცხლეს უთმობს. ჩემი სხეული მოძრაობს და სადღაც ახ-
ლოს ძრავის გუგუნი მესმის. ლითონი ლითონს ეხება და
ჭრიალებს. დიდი სისწრაფით მივქრივართ. ეს ხმები საიდან-
ღაც მეცნობა. ეს ხომ მიწისქვეშა მატარებელია.
რბილად ვწევარ, ლოყაზე რაღაც უცნაურად ნაზი მედება,
რომელიც ამავე დროს დაჭიმულიცაა. არც ტყავია, არც ქსო-
ვილი და არც ბეტონი. ვხვდები, რომ ეს თბილი ხორცია. ის
ჩემ ქვემოთ ადგილს იცვლის, ჩემი მოძრაობის შესაბამისად
იქცევა. თვალებს ვახელ. რასაც ვხედავ, საკმარისია იმის-
თვის, რომ მეგონოს, კიდევ მძინავს-მეთქი.
კალი ჩემ წინ ზის, მუშტებად შეკრული ხელები კალთაში
უწყვია. პირდაპირ იყურება, იმას უყურებს, ვის მუხლებზეც
ლოყა მაქვს მიდებული. მის თვალებში ჩემთვის კარგად ნაც-
ნობი ცეცხლი ანთია. მატარებელი აჯადოებს და ზოგჯერ თვა-
ლებს აცეცებს, ნათურებს, ფანჯრებსა და სადენებს უყურებს.
ერთი სული აქვს, ყველაფერი გადაქექოს, მაგრამ მის გვერ-
დით მყოფი ადამიანი განძრევის საშუალებასაც კი არ აძ-
ლევს.
ფარლი.
იარებით დაფარული რევოლუციონერი დაძაბული ადგას
კალს თავზე. როგორღაც მოედანზე მოწყობილ სასაკლაოს
გადაურჩა. მინდა გავუღიმო, დავუძახო, მაგრამ ძალიან სუს-
ტად ვარ და ხმას ვერ ვიღებ. მახსენდება ჭექა-ქუხილი, არენა-
ზე გამართული ბრძოლა და ყველა ის საშინელება, რაც მა-
495 მკითხველთა ლიგა
ნამდე მოხდა. მეივენი. ამ სახელის გახსენებაზე ტანჯვისა და
სირცხვილისგან გული მეკუმშება. ნებისმიერს შეუძლია ნე-
ბისმიერის ღალატი.
ფარლის პისტოლეტი მკერდის სიმაღლეზე უჭირავს და
მზადაა დაახალოს კალს ნებისმიერ დროს. აქ სხვებიც არიან,
რომლებიც მას ასეთივე ყურადღებით დარაჯობენ. ნატანჯები
არიან, დაჭრილები და ცოტანი, მაგრამ მაინც ავის მომასწა-
ვებლად გამოიყურებიან. დაცემულ პრინცს თვალს არ აშო-
რებენ და ისე უყურებენ, როგორც თაგვები კატას. მერე კი
ვამჩნევ, რომ მაჯებზე ადევს ხელბორკილი, რომლის გადნო-
ბაც ადვილად შეუძლია, მაგრამ ამას არ აკეთებს, მშვიდად
ზის და რაღაცას ელოდება.
როგორც კი ჩემს მზერას გრძნობს, მაშინვე უბრუნდება ხა-
ლისი.
– მერ... – ჩურჩულებს და ცეცხლოვანი ბრაზის მცირე ნა-
წილი ნელდება. მხოლოდ ნაწილი.
როცა წამოჯდომას ვცდილობ, თავბრუ მესხმის, მაგრამ
მზრუნველი ხელი ისევ უკან მიბიძგებს.
– მშვიდად იწექი, – ამბობს ხმა, რომელიც საიდანღაც მეც-
ნობა.
– კილორნ... – ვბუტბუტებ მე.
– აქა ვარ.
ვიბნევი, როცა მეთევზე ბიჭი ფარლის უკან მდგარ მცვე-
ლებს შორის მოიკვლევს გზას. ახლა თავისი საკუთარი იარე-
ბი აქვს, ჭუჭყიანი სახვევებით გადახვეული, მაგრამ წელში გა-
მართული დგას და ცოცხალია. მის დანახვაზეც კი უდიდეს
შვებას ვგრძნობ.
მაგრამ თუ კილორნი აქ დგას, სხვა მცველებთან ერთად,
მაშინ...
496 მკითხველთა ლიგა
სწრაფად ვაბრუნებ თავს და ავხედავ იმ ადამიანს, რომ-
ლის მუხლებზეც თავი მიდევს.
– ვინ...
ნაცნობი სახე აქვს, ძალიან ნაცნობი. რომ არ ვიწვე, აუცი-
ლებლად დავეცემოდი. ასეთი შოკის ატანა არ შემიძლია.
– მკვდარი ვარ? ყველანი მკვდრები ვართ?
ის ჩემს წასაყვანად მოვიდა. მე არენაზე დავიღუპე. ეს ჰა-
ლუცინაცია იყო, სიზმარი, ოცნება, სიკვდილის წინ ბოლო
ფიქრი. ჩვენ ყველანი მკვდრები ვართ.
მაგრამ ჩემი ძმა თავს ნელა აქნევს და ჩემთვის ასე ნაცნო-
ბი თაფლისფერი თვალებით მიყურებს. შეიდი ყოველთვის
სიმპათიური იყო და სიკვდილმა ეს ვერ შეცვალა.
– შენ არ მომკვდარხარ, მერ, – ამბობს ისეთივე საამური
ხმით, როგორიც ყოველთვის მახსოვდა, – არც მე მოვ-
მკვდარვარ.
– როგორ? – მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ და ცოტა უკან
ვიხევ, რომ ჩემი ძმა კარგად შევათვალიერო. ისეთივეა, რო-
გორიც ყოველთვის, ნაიარევების გარეშე, რაც მოსალოდნე-
ლი და ჩვეულებრივია ჯარისკაცისთვის. წაბლისფერი თმაც კი
გაზრდია, მხედრულად აღარ ააქვს შეკრეჭილი. თმაში თი-
თებს ვუცურებ, რათა დავრწმუნდე, რომ ის ნამდვილია.
მაგრამ ის სხვანაირია. სწორედ ისე, როგორც მე ვარ უკვე
სხვანაირი.
– მუტაცია, – ვამბობ და მკლავზე ხელს ვუსვამ, – მათ ამის
გამო მოგკლეს.
თვალები ეშმაკურად უციმციმებს.
– ჰო, სცადეს.
თვალს არ ვახამხამებ, დრო არ გადის, მაგრამ ისეთი სის-
წრაფით მოძრაობს, რომელსაც ჩემი თვალი ვერ აღიქვამს,
497 მკითხველთა ლიგა
სწრაფი – ეს ის სიტყვა არ არის. ახლა ჩემ პირისპირ ზის, ჯერ
კიდევ ხელბორკილიანი კალის გვერდით. თითქოს მხოლოდ
სივრცეში მოძრაობს და ერთი ადგილიდან მეორეზე ისე გა-
დადის, რომ ამაზე დროს არც კი ხარჯავს.
– სცადეს და არ გამოუვიდათ, – ამბობს და ფართოდ იღი-
მება, ჩემი პირდაღებული სახითა და გაშტერებული თვალე-
ბით კარგად ხალისობს, – თქვეს, რომ მომკლეს, კაპიტნებს
უთხრეს, რომ მოვკვდი და ჩემი ცხედარი დაწვეს, – ერთი უმ-
ცირესი წამიც და, ისევ ჩემ გვერდით ზის, ჰაერიდან გამოდის.
ტელეპორტაცია, – მაგრამ ისინი საკმარისად სწრაფები არ
ყოფილან. ასეთი არც არავინაა.
ვცდილობ დავუქნიო თავი და მისი უნარი, მისი არსებობა
გავიაზრო, მაგრამ ეს ჩემს ძალას აღემატება, მხოლოდ ჩემ-
თვის შემოხვეული მისი მკლავებია გასაგები. შეიდი. ცოცხა-
ლი და ჩემნაირი.
– სხვები სადღა არიან? დედა, მამა...
შეიდი ღიმილით მაჩუმებს:
– კარგად არიან და გველოდებიან, – ამბობს იგი. ხმა ოდ-
ნავ უთრთის, ღელავს, – მათ მალე ვნახავთ.
ამის გაფიქრებაზე გული სიხარულით მევსება, მაგრამ
მთელი ეს ბედნიერება, სიამოვნება და იმედი დიდხანს არ
გრძელდება – იარაღმომარჯვებულ მცველებს ვუყურებ, კი-
ლორნის იარებს, ფარლის დაძაბულ სახესა და კალის შეკ-
რულ ხელებს. კალის, ვინც ამდენი ტანჯვა გადაიტანა, ერთი
ციხიდან გაიქცა და მეორეში აღმოჩნდა.
– გაუშვით, – მე მისგან საკუთარი სიცოცხლით ვარ დავა-
ლებული, უფრო მეტითაც. რა თქმა უნდა, მისი დახმარება უნ-
და ვცადო, მაგრამ ჩემს სიტყვებზე ადგილიდან არავინ იძ-
ვრის, კალიც კი.
498 მკითხველთა ლიგა
ჩემდა გასაკვირად, ის ფარლის უყურებს და ისე მპასუ-
ხობს:
– არ გამიშვებენ და ეს არც უნდა გააკეთონ. მეტიც, ალ-
ბათ, აჯობებს თვალებიც ამიკრათ, თუ მართლა გინდათ ყვე-
ლაფერი წესისამებრ გააკეთოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი წაართვეს, კალი სა-
კუთარ თავს ვერ შეცვლის. მასში ისევ ცოცხლობს ჯარისკაცი.
– მოკეტე, კალ, შენ სახიფათო არავისთვის არა ხარ.
ის ფრუტუნებს და შეიარაღებული ამბოხებულებით სავსე
მატარებელზე მითითებს.
– მგონი, ისინი სხვაგვარად ფიქრობენ.
– ჩვენთვის არ არის სახიფათო-მეთქი, ამას ვამბობ, – ვა-
მატებ მაშინვე და სკამის საზურგეს ვაწვები, – მან იქ გადა-
მარჩინა, მიუხედავად იმისა, რაც ჩავიდინე, და იმის შემდეგ,
რაც მეივენმა გააკეთა...
– მისი სახელი აღარ ახსენო, – ღრენს კალი.
შიშის მომგვრელი ხმა აქვს, ჟრუანტელი მივლის და იმა-
საც ვამჩნევ, როგორ უჭერს ფარლი ხელს პისტოლეტს, მერე
კი კბილებში ცრის:
– მნიშვნელობა არა აქვს, შენთვის რა გააკეთა. პრინცი
ჩვენს მხარეზე არ არის... და თქვენი სიყვარულობანას გამო
იმ მცირესაც ვეღარ გავრისკავ, რაც ჩვენგან დარჩა.
ამ სიტყვებზე ვკრთებით. სიყვარული. ჩვენ შორის მსგავსი
აღარაფერია, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს გავუ-
კეთეთ, და რაც ჩვენ გაგვიკეთეს. სულერთია, რამდენადაც
უნდა გვინდოდეს, რომ მართლა რაღაც იყოს.
– მერ, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, მაგრამ ვერცხლის-
ფრების ამ ვერაგული ღალატის შემდგომ მათ ვეღარ ვენდო-
ბით, – კილორნი უფრო ლმობიერია, ცდილობს ყველაფერი
499 მკითხველთა ლიგა
ამიხსნას, მაგრამ კალს თვალს არ აცილებს. ალბათ, საკანში
ფარლის წამება და საზარელი სანახაობა, გაყინული სისხლი
ახსენდება, – შეიძლება ის ძვირფასი ტყვე გამოდგეს.
ისინი კალს ჩემსავით არ იცნობენ. არ იციან, რომ მათი გა-
ნადგურება შეუძლია, რომ თუ მოინდომებს, თვალის დახამ-
ხამებაში გაგვექცევა. მაშ, რატომ რჩება? და როცა თვალებში
ვუყურებ, ჩემს კითხვას უსიტყვოდ პასუხობს. მის თვალებში
იმხელა ტკივილს ვხედავ, რომ გული მეკუმშება. ის დაღლი-
ლია, დამარცხებული, და ბრძოლა აღარ სურს.
ჩემი არსების ერთ ნაწილსაც აღარ უნდა ბრძოლა. ეს ნაწი-
ლი ნატრობს, რომ ბორკილებთან, ტყვეობასა და მორჩილე-
ბასთან შეგუება შეეძლოს, მაგრამ ასეთი ცხოვრება უკვე გა-
ვიარე, ტალახში, სიბნელეში, საკანში, აბრეშუმის კაბაში...
ამიტომაც აღარასოდეს დავემორჩილები და ბრძოლას არას-
დროს შევწყვეტ.
და არც კილორნი. არც ფარლი. ჩვენ არასდროს შევჩერ-
დებით.
– სხვა ჩვენნაირები... – ხმა მითრთის, მაგრამ ამხელა ძა-
ლა არასოდეს მიგრძნია, – ჩემი და შეიდის მსგავსები...
ფარლი თავს მიქნევს და ჯიბეზე ხელს ითათუნებს.
– სია ისევ მაქვს, ყველა სახელი ვიცი.
– მეივენმაც იცის, – ვპასუხობ მშვიდად. ძმის სახელის გა-
გონებაზე კალი კრთება, – მათ მოსაძებნად სისხლის ბაზას
გამოიყენებს და მათზე ინადირებს.
მართალია, ლიანდაგებზე შემდგარი მატარებელი ისევ ქა-
ნაობს და ყანყალებს, მაგრამ თავს ფეხზე წამოდგომას ვაიძუ-
ლებ. შეიდი ცდილობს შემაშველოს ხელი, მაგრამ მის ხელს
ვიცილებ. ჩემით უნდა გავიარო.

500 მკითხველთა ლიგა


– მათი პოვნა არ უნდა დაგვასწროს, – თავს მაღლა ვწევ
და მატარებლის გულისცემას ვგრძნობ, ის ელექტრობით მავ-
სებს, – არავითარ შემთხვევაში.
როცა კილორნი მშვიდი, მტკიცე სახით მიახლოვდება,
თითქოს მისი სისხლჩაქცევები, იარები და სახვევები სადღაც
ქრება. მის თვალებში ალისფერ განთიადს ვხედავ.
– ვერ დაგვასწრებს.
უცებ უცნაური სითბო მეღვრება მთელ ტანში, თითქოს
მზემ გამათბო, არადა, მიწისქვეშეთში ვართ. ეს გრძნობა ისე-
ვე ნაცნობია ჩემთვის, როგორც ჩემი ელვა. ის თავისკენ მიზი-
დავს, რომ მომეხვიოს, მაგრამ ეს აკრძალული გვაქვს. მარ-
თალია, კალს ჩემს მტერს უწოდებენ, მისი ეშინიათ, მაგრამ
მის სითბოს ჩემი სხეულის გათბობის ნებას ვაძლევ და ანთე-
ბულ თვალებში ვუყურებ.
ჩვენი საერთო მოგონებები ჩამირბენენ თვალწინ და ერ-
თად გატარებული ყოველი წამი მახსენდება, მაგრამ ახლა
ჩვენი მეგობრობა აღარ არსებობს, იგი სხვა რამემ შეცვალა,
რაც ისევ საერთო გვაქვს.
ეს მეივენისადმი ჩვენი სიძულვილია.
საჭირო არ არის, მოჩურჩულე ვიყო, რომ მივხვდე, ჩვენ
ერთ რამეზე ვფიქრობთ.
მე მას მოვკლავ.

501 მკითხველთა ლიგა

You might also like