Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 547

1

odri nifenegeri

droSi mogzauris
coli

მთარგმნელი

ხათუნა ბასილაშვილი

2
ვუძღვნი
ელიზაბეთ ჰილმანტამანდლს
20 მაისი, 1915 – 18 დეკემბერი, 1986

და

რობერტ ჩარლზ ტამანდლს


11 თებერვალი, 1915 – 23 მაისი, 1957

ავტორი

მკითხველთა ლიგა

3
საათზე გამოსახული დრო ჩვენი ბანკირი,
მებაჟე და პოლიციის ინსპექტორია,
ეს შიდა დრო ჩვენი ცოლია.

ჯ. ბ. პრისტლი
„კაცი და დრო“

სიყვარული სიყვარულის შემდეგ


მოვა დრო,
როცა გაოცებული
შენს სახლის კართან მოსულ
საკუთარ თავს სარკეში მიეგებები
და თითოეული თქვენგანი მეორეს
ღიმილით სალამს ეტყვის.
ეტყვის, აი, აქ დაჯექი. ჭამე.
კვლავ შეგიყვარდება ის უცნობი,
რომელიც შენ იყავი.
ღვინოს გაუწვდი. დააპურებ.
გულს იმ უცნობს კვლავ დაუბრუნებ,
რომელსაც უყვარდი.
მას, ვინც მთელი ცხოვრება უყურადღებოდ გყავდა,
ის, ვინც ხუთი თითივით გიცნობს.
თაროდან ჩამოიღე სასიყვარულო ბარათები,
ფოტოსურათები და სასოწარკვეთილი წერილები,
შენი გამოსახულება სარკიდან ჩამოფხიკე.
დაჯექი. საკუთარი ცხოვრება ინადიმე.

დერეკ უოლკო

მკითხველთა ლიგა

4
პროლოგი

კლერი: ძნელია, როცა გტოვებენ. ჰენრის ველი, არ ვიცი, სად


არის და არც ის ვიცი, როგორ არის. ძნელია, როცა შენ ხარ ის, ვინც
რჩება.
განუწყვეტლივ ვსაქმიანობ. დრო ასე უფრო სწრაფად გადის.
მარტო ვიძინებ და მარტო ვიღვიძებ. ვსეირნობ. დაღლამდე ვმუ-
შაობ. ვუყურებ, როგორ დააფრიალებს ქარი ნაგავს, რომელიც მთე-
ლი ზამთარი თოვლის ქვეშ იდო. სანამ დაფიქრდები, ყველაფერი
იოლი გგონია. ნეტავ რატომ გიყვარს მაშინ მეტად, როცა შენ გვერ-
დით არ არის?
დიდი ხნის წინ მამაკაცები ზღვაში გადიოდნენ, ქალები უცდიდ-
ნენ, წყლის პირას მდგომნი ცის კიდეს გასცქეროდნენ და პაწაწინა
გემის გამოჩენას ელოდნენ. ახლა მე ჰენრის ველი. უნებლიეთ და
გაუფრთხილებლად ქრება, მე კი ველი. მოლოდინის ყოველი წამი
წელიწადად, მარადიულობად მეჩვენება. თითოეული წამი მიიზლაზ-
ნება და მინასავით გამჭვირვალე ხდება. ყოველ წამში მოლოდინის
უსასრულოდ ჩამწკრივებულ წამებს ვხედავ. რატომ წავიდა იქ, სა-
დაც ვერ გავყვები?
ჰენრი: როგორი შეგრძნებაა? როგორი შეგრძნებაა?
ზოგჯერ გეჩვენება, რომ წამით ყურადღება გაგეფანტა. კრთები,
როცა ხვდები, რომ წიგნი, რომელიც ხელში გეჭირა, წითელი კოტო-
ნის ჩაღილული კუბოკრული პერანგი, საყვარელი შავი ჯინსი და ენ-
დროსფერი, ცალ ქუსლზე გამოხეული წინდა, სასტუმრო ოთახი და
სამზარეულოში ასადუღებლად გამზადებული ჩაიდანი გაქრა. ჩხიკ-
ვივით შიშველტიტველი სოფლის უცხო შარაზე, თხრილში, ყინუ-
ლივით ცივ წყალში კოჭებამდე დგახარ. მცირე ხანს იცდი და ელი,
რომ ტკაცანით ისევ შენს სასტუმრო ოთახში, შენს წიგნთან დაბრუნ-
დები და ა.შ. ხუთი წუთი ცახცახებ და ყველაფერს წყევლაკრულვას
უთვლი, ჯოჯოხეთს ნატრობ, მერე კი გაურკვეველი მიმართულებით

5
მიდიხარ, სოფლის სახლს მიადგები, უნდა იქურდო ან ყველაფერი
ახსნა. შეიძლება ქურდობისთვის ციხეში ჩაგსვან, ახსნა კი გქანცავს
და დროს და სიცრუეს ითხოვს; იქნებ ტყუილის გამოც წაგათრიონ
ციხეში, ასე რომ, მნიშვნელობა არა აქვს.
ზოგჯერ გეჩვენება, რომ ფეხზე წამოხტი, მიუხედავად იმისა, რომ
ძილბურანში მყოფი საწოლში წევხარ. საკუთარი სისხლის გუგუნი
ყურებში გესმის და თავბრუ გესხმის, გგონია, ეცემი. რაღაც ხელ-
ფეხს გწიწკნის და მერე ისინი გძვრება. კვლავ სხვაგან ამოყავი თა-
ვი. ეს წამში ხდება, ხელის რამეზე ჩასაჭიდი ან დასაბზრიალებელი
დრო გაქვს (თავს ან რამე ძვირფას ნივთს აზიანებ), მაგრამ უეცრად,
დილის 4 საათსა და 16 წუთზე, ოჰაიოში, ათენსის „მოტელ 6-ის“
ტყის მოლივით ხასხასა მწვანე ხალიჩაზე ვარდები. ორშაბათია, 6
აგვისტო, 1981 წელი. თავით კარს ასკდები, კარს ფილადელფიელი
ვინმე მის ტინა შულმანი აღებს და მის ფეხებთან გართხმული შიშვე-
ლი კაცის დანახვაზე კივის. თვალს საოლქო ჰოსპიტალში ახელ,
შენი პალატის კართან პოლიციელი ზის და ხმაჩახრინწულ ტრანზის-
ტორში „ფილის“ თამაშს უსმენს. მერე, საბედნიეროდ, ისევ გონებას
კარგავ, რამდენიმე საათში კი საკუთარ საწოლში, საკუთარი ცოლის
გვერდით იღვიძებ. შეწუხებული სახით დაგცქერის.
ზოგჯერ ეიფორია გეუფლება. ყველაფერი დიდებულია და თავი-
სი აურა აქვს, თავბრუ გესხმის და მიდიხარ. ქალაქში ნემსიწვერების
თავზე, მამაშენის ბოტასებზე, შენი სამი დღის წინანდელ საპირფა-
რეშოს იატაკზე ან ილინოისში, ოუკპარკის ბილიკებზე არწყევ, 1903
წელია; ან 1950-იანები, სხვადასხვა დროსა და ადგილას, ტენისის
კორტზე მუხლებზე დგახარ და საკუთარ შიშველ ფეხებზე აღებინებ.
რას გრძნობ?
იმას, რასაც იმ სიზმარში, რომელშიც გამოცდაზე მოუმზადებელი
გადიხარ ან შიშველი უმისამართოდ დაეხეტები. ან რომელშიც სა-
ფულე შინ დაგრჩა.
როცა იქ, იმ დროში ვარ, ვიკეტები და ჩემი თავის სასოწარკვეთი-
ლი ვერსია ვხდები. ქურდად, მაწანწალად, დევნილად, ცხოველად
ვიქცევი, რომელიც გარბის და იმალება. ხანში შესულ ქალებს ვაფ-

6
რთხობ და ბავშვებს ვართობ. მე ოინი, უმაღლესი დონის ილუზია
ვარ, იმდენად წარმოუდგენელი, რომ ნამდვილი ვხდები.
არის ამ წასვლამოსვლასა და უმისამართო გადაადგილებაში
ლოგიკა ან კანონზომიერება? არის აქ დარჩენის და ყოველი უჯრე-
დით აწმყოზე ჩაჭიდების შანსი? არ ვიცი. მაგრამ ორიენტირები არ-
სებობს; როგორც ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში, აქაც გან-
საზღვრული მოდელები და შესაძლებლობები გვხვდება. ამ ეპიზო-
დის დაწყებას ნებისმიერმა რამ შეიძლება მისცეს ბიძგი – დაქანცუ-
ლობამ, ხმაურმა, სტრესმა, უეცრად ადგომამ, სინათლის მოულოდ-
ნელად ანთებამ, მაგრამ ასეც შეიძლება მოხდეს – ჩვენს დივანზე ყა-
ვის ფინჯნით ხელში მოკალათებული და „სანდი ტაიმზის“ კითხვაში
ჩაფლული, როცა ჩემ გვერდით კლერი თვლემს, უეცრად 1976 წელ-
ში აღმოვჩნდე და ბაბუაჩემის გაზონის კრეჭაში გართული ჩემი ცა-
მეტი წლის თავი ვნახო. ზოგი ეპიზოდი რამდენიმე წამს გრძელდება;
ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მანქანის რადიოს ვუსმენ, რომელსაც
გადაცემის დაჭერა უჭირს. ხან ქუჩაში ხალხის ბრბოში ვარ, ხან აუ-
დიტორიაში, ხანაც მაყურებელთა შორის. ხშირად მინდორში, სახ-
ლში, მანქანაში, სანაპიროზე ან სკოლის დაწყებით კლასში მარ-
ტოდმარტო დავიარები. ციხის საკანში, ხალხით გაჭედილ ლიფტში
ან ტრასაზე აღმოჩენისა მეშინია. უეცრად არსაიდან დედიშობილა
ვჩნდები. რითი ავხსნა? თან ვერაფერი მიმაქვს. სამოსი, ფული და
პირადობის მოწმობა არა მაქვს. მუდამ ტანისამოსის შოვნასა და და-
მალვას ვცდილობ. საბედნიეროდ, სათვალეს არ ვხმარობ.
ირონიაა: მე შინ ყოფნა, სავარძელში ნებივრობა, მშვიდად ჯდო-
მა მიყვარს. ამ მოკრძალებული სიამოვნების გარდა არაფერი მინ-
და. მე მხოლოდ მისტიკური რომანის საწოლში კითხვა, კლერის
ახალდაბანილი, გრძელი, ჟღალი თმის სურნელის ყნოსვა, დასასვე-
ნებლად წასული მეგობრის გამოგზავნილი საფოსტო ბარათი, ყავა-
ში ნაღების ჩასხმა, კლერის მკერდქვეშ რბილი და ფაფუკი კანის შე-
ხება, სამზარეულოს მაგიდაზე გახსნის მოლოდინში, სიმეტრიულად
დალაგებული ჩანთების რიგის ცქერა მინდა. მკითხველების წასვლ
ის შემდეგმ ბიბლიოთეკაში წიგნების თაროებს შორის სიარული და

7
მათ ყდებზე ხელის შევლება მიყვარს. როცა დროის ჭირვეულობით
აქედან მივდივარ, ისინი მენატრება, იმდენად მძაფრად, რომ მგონ-
ია, დანით მიფატრავენ სხეულს.
და კლერი. მუდამ მენატრება. დილით, ნამძინარევი და ბალიშის
ნაკვალევით სახეზე. ქაღალდის დასამზადებელ ავზში იდაყვამდე
მკლავებჩაყოფილი კლერი, რომელიც ყალიბს იღებს, ფერთხავს და
ფიბრას ურევს. წიგნის კითხვაში გართული კლერი, რომლის თმაც
სკამის ზურგს ეფინება, ან ის, რომელიც დაწოლის წინ დაწითლე-
ბულ ხელებზე დამარილებელ ბალზამს ისვამს. მისი დაბალი ხმა
სულ ყურში მიდგას.
მძულს იქ ყოფნა, სადაც ის არ არის და როცა არ არის. მაგრამ
მივდივარ, ის თან ვერ მომდევს.

მკითხველთა ლიგა

8
ნაწილი I
კაცი დროის მიღმა

ო, განა მიტომ, რომ არსებობს ბედნიერება,


ეს ნაადრევი და მცირე უპირატესობა დაკარგვისწინა.
...
არამედ მიტომ, რომ აქ ყოფნა უკვე ბევრია,
და იმიტომ, რომ ყოველივეს ქვეყნად არსებულს
თითქოს ვჭირდებით, ამ წარმავალთ, ჩვენთან საოცრად
დაკავშირებულთ, ჩვენ – ყველაზე სწრაფმავალნი.
...
იმ ქვეყანაში რას წაიღებ? ვერც ჭვრეტის უნარს
აქ ძლივს შესწავლილს, ვერც ვერაფერს, რაც აქ მომხდარა.
მაშასადამე, მხოლოდ ტკივილებს.
მაშასადამე, ღრმა სიმძიმილს, უპირატესად.
მაშასადამე, სიყვარულის ძალზე ხანიერ
გამოცდილებას – ესე იგი, ყველაფერს უთქმელს.

„დუინური ელეგიები“, მეცხრე ელეგია


რაინერ მარია რილკე1

1
(აქ და შემდგომ რაინერ მარია რილკეს „დუინური ელეგიების“ თარ-
გმანი ეკუთვნის ვახუშტი კოტეტიშვილს.)

9
პირველი პაემანი, ერთი

შაბათი, 26 ოქტომბერი, 1991 წელი


(ჰენრი 28 წლისაა, კლერი 20ის)

კლერი: ბიბლიოთეკაში გრილა და ხალიჩის საწმენდი სითხის


სუნი დგას, თუმცა აქ მხოლოდ მარმარილოს ვხედავ. სტუმრების
დავთარში ხელს ვაწერ: კლერ ებშაირი 11:15, 102691 საგანგებო
კოლექცია. ნიუბერის ბიბლიოთეკაში არასდროს ვყოფილვარ და
ახლა, როცა ჩაბნელებულ პირქუშ დერეფანში შევდივარ, ოდნავ
ვღელავ. შობის დილის განწყობა მეუფლება და ბიბლიოთეკა ლამა-
ზი წიგნებით სავსე საჩუქრების ყუთი მგონია. მქრქალი შუქით განა-
თებულ ლიფტში სრული სიჩუმეა. მესამე სართულზე ვჩერდები და
მკითხველის ბარათის განაცხადს ვავსებ, მერე ზედა სართულზე სპე-
ციალურ საცავში ავდივარ. ბიბლიოთეკის იატაკზე ჩემი ფეხსაც-
მლის ქუსლების ბაკუნი ისმის. ოთახში სიჩუმეა, მაგრამ უამრავი
ხალხი ირევა, მძიმე მაგიდებზე წიგნები აწყვია, გარშემო მკითხვე-
ლები სხედან. ჩიკაგოს დილის სხივები მაღალ ფანჯრებში აღწევს.
მაგიდასთან მივდივარ და ფურცლების დასტას ვიღებ. ხელოვნების
ისტორიაში ნაშრომი უნდა დავწერო. ჩემი კვლევის თემა „კელ-
მსკოტპრესის“ მიერ გამოცემული ჩოსერია. წიგნს ვეძებ და ვიწერ.
კელმსკოტის ქაღალდის წარმოების შესახებ წაკითხვაც მინდა. კა-
ტალოგი ჩემთვის ცოტა გაუგებარია. დახმარების სათხოვნელად
კვლავ მაგიდასთან მივდივარ. იმ ქალს ვუხსნი, რაც მინდა, ჩემს
მხარს უკან ვიღაცას გაჰყურებს.
– ალბათ, თქვენს დახმარებას მისტერ დეტამბლი შეძლებს, – ამ-
ბობს ის. ვტრიალდები, ასახსნელად ვემზადები და ჩემ წინ მდგომ
ჰენრის ვხედავ.
ენა მივარდება. ეს ჰენრია, მშვიდი, ჩაცმული და იმაზე გაცილებით
ახალგაზრდა, ვიდრე მე მახსოვს. ნიუბერის ბიბლიოთეკაში მუშა-
ობს და აწმყოში – აქ და ახლა – ჩემ წინ დგას. ვზეიმობ. ჰენრი მოთ-
მინებით მიცქერს, დაეჭვებული, მაგრამ თავაზიანი.

10
– რითი დაგეხმაროთ? – მეკითხება ის.
– ჰენრი! – თავს ვიკავებ და კისერზე არ ვეხვევი. ვხვდები, რომ
ცხოვრებაში პირველად მხედავს.
– ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს? უუკაცრავად, მე არ... – იქაურობას
ათვალიერებს და ღელავს იმის გამო, რომ მკითხველები და თანამ-
შრომლები გვხედავენ და ამ ბედნიერებისგან სახეგაცისკროვნებუ-
ლი გოგოს გახსენებას ცდილობს. როცა ბოლოს მიდოუში ვნახე, ფე-
ხის თითებს მიწუწნიდა.
ახსნას ვცდილობ:
– მე კლერ ებშაირი ვარ. ბავშვობაში გიცნობდით, – ვიბნევი, არ
ვიცი, რა ვქნა, წინ საყვარელი მამაკაცი მიდგას, რომელსაც წარ-
მოდგენა არა აქვს, ვინ ვარ. მისთვის ყველაფერი მომავალშია. ამ
უჩვეულო სიტუაციაზე გადახარხარება მინდა. რამდენი წელია, ჰენ-
რის ვიცნობ, ის კი დაბნეული და შეშინებული მიცქერს. მამაჩემის
ძველ სათევზაო შარვალში გამოწყობილი ჰენრი გამრავლების ტა-
ბულაში, ფრანგული ზმნის უღლებასა და სახელმწიფოების დედაქა-
ლაქების ცოდნაში მოთმინებით მცდის; ეს ჰენრი, მიდოუში შვიდი
წლის კლერის მიერ მიტანილ უცნაურ ლანჩზე გულიანად ხარხარე
ბს. ჩემი თვრამეტი წლის დაბადების დღეს ჰსმოკინგში გამოწყობი-
ლი ათრთოლებული ხელებით პერანგზე სამკლავურებს იხსნის. აქ
და ახლა!
– მოდი, ყავა დავლიოთ, ვისადილოთ, ან რამე... …– რა თქმა უნ-
და, დამთანხმდება. ამ ჰენრის, რომელსაც წარსულში ვუყვარდი და
მომავალშიც ვეყვარები, ახლაც უნდა ვუყვარდე, ეს გრძნობა იმ სხვა
დროის გამოძახილი უნდა იყოს. ვმშვიდდები, როცა მთანხმდება.
პაემანს საღამოს ტაილანდურ რესტორანში ვნიშნავთ, მაგიდასთან
მჯდომი ქალი გაოცებული გვიცქერის, ელმსკოტი და ჩოსერი მავიწ-
ყდება, დარბაზიდან გავდივარ, მარმარილოს კიბეზე მივფარფატებ
და დერეფანში მივრბივარ. გარეთ ჩიკაგოს ოქტომბრის მზით განა-
თებული ქუჩა მხვდება, პარკში შევდივარ და პატარა ძაღლებსა და
ციყვებს ვაფრთხობ. ბედნიერებისგან ვყვირი და მივრბივარ.
ჰენრი: ოქტომბრის ჩვეულებრივი დღეა, მზე ანათებს და გრილა.

11
სამსახურში, ნიუბერის მეოთხე სართულზე, ერთ მომცრო ტენისრე-
გულატორიან უფანჯრო ოთახში ვზივარ და ახლახან ბიბლიოთეკის-
თვის ნაჩუქარი ებრუს2 კოლექციის კატალოგს ვადგენ. ლამაზია,
მაგრამ მისი გადარჩევა მღლის; თავი მეცოდება. მგონია, რომ დავ-
ბერდი, თავს ისე ვგრძნობ, როგორც ოცდარვა წლის ღამენათევი ახ
ალგაზრდა უნდა გრძნობდეს, რომელიც მთელი ღამე ძალიან ძვი-
რიან არაყს სვამდა და ინგრიდ კარმაიკლის დაკარგული კეთილ-
განწყობის მოპოვებას ამაოდ ცდილობდა. მთელი ღამე ვჩხუბობ-
დით, ახლა იმასაც ვერ ვიხსენებ, რაზე. თავი მისკდება. ყავა მინდა.
ებრუს არეულს ვტოვებ (ვიცი, რა პრინციპითაცაა არეული) და სამ-
კითხველო დარბაზში შევდივარ.უ უეცრად იზაბელის ხმა მესმის:
– იქნებ მისტერ დეტამბლი დაგეხმაროთ.
სინამდვილეში კი ამას ამბობს: „ჰენრი, შე ეშმაკო, სად მიიპარე-
ბი?“ მერე ეს საოცრად ლამაზი, ქარვისფერთმიანი, მაღალი, თხელი
ქალიშვილი ტრიალდება და ისეთი სახით შემომცქერის, თითქოს
პირადად მისი ქრისტე ვიყო. მუცელი მიბუყბუყებს. ცხადია, მიც-
ნობს, მაგრამ მე ვერ ვცნობ. ღმერთმა იცის, რა ვუქენი, რა ვუთხარი
ან რას დავპირდი ამ გასხივოსნებულ არსებას; სხვა გზა არა მაქვს
და ბიბლიოთეკის ჟარგონზე ვამბობ:
– რით დაგეხმაროთ?
– ჰენრი!
ისეთი ხმა აქვს, გული რაღაცას მიგრძნობს და ვხვდები, რომ დრ
ოის რომელიღაც წერტილში მე და მას რაღაც საოცრება გადაგვხდა
თავს. მასზე არაფერი ვიცი, სახელიც კი.
– ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს? – ვეკითხები მე.
იზაბელი ისეთი სახით მიმზერს, თითქოს ამბობს: „ტრაკი ხარ,
ჰენრი“, ქალიშვილი კი მპასუხობს:
– მე კლერ ებშაირი ვარ. პატარაობაში გიცნობდით.

2
ებრუ (თურქ. ebri – ჰაეროვანი ღრუბლები) – წყლის ზედაპირზე ხატვის
ტექნიკა, შემდგომ გამოსახულება ქაღალდზე ან სხვა მყარ ზედაპირზე (ხე-
ზე, ქსოვილზე, კერამიკაზე, ტყავზე) გადააქვთ)

12
სადილად მპატიჟებს. ვთანხმდები. თავზარდაცემული ვდგავარ.
ჩემს მდგომარეობას საუკეთესო ნამდვილად არ ჰქვია – წვერგასა-
პარსი და ნაბახუსევი ვარ, ის კი მაინც თვალებში შემომციცინებს. ამ
საღამოს „ბიუ ტაიში“ ვხვდებით. მერე კლერი, რომელმაც უკვე და-
მიბევა, სამკითხველო დარბაზიდან სწრაფი ნაბიჯით გადის. გაოცე-
ბული ლიფტში ვდგავარ და ვხვდები, რომ ჩემი მომავლის ლატარი-
ის იღბლიანმა ბილეთმა აქ, აწმყოში მომაგნო და სიცილი მიტყდება.
დერეფანში გავდივარ, ქუჩისკენ მიმავალ კიბეს მივუყვები და ვხე-
დავ, რომ კლერი ვაშინგტონის სკვერისკენ ხტუნვახტუნვითა და ყი-
ჟინით მირბის, მე კი ლამის ცრემლები წამსკდეს; არ ვიცი, რატომ.
იმ საღამოს:
ჰენრი: საღამოს 6 საათსა და 00 წუთზე შინ მივრბივარ და თავის
მოწესრიგებას ვცდილობ. ნორთდეაბორნზე პატარა, მაგრამ გიჟუ-
რად ძვირ სტუდიოს ბინაში ვცხოვრობ; განუწყვეტლივ ვეჯახები უშ-
ნოდ გაჩხერილ კედლებს, სამზარეულოს მაგიდას და ავეჯს. პირვე-
ლი ნაბიჯი: ბინის კარის ჩვიდმეტ საკეტს ვაღებ, სასტუმრო ოთახის
კედელს, რომელსაც საძინებლადაც ვხმარობ, ვეხეთქები და ტანი-
სამოსის გახდას ვიწყებ.
ნაბიჯი ორი: წვერს ვიპარსავ და შხაპს ვიღებ.
ნაბიჯი სამი: კარადაში უიმედოდ ვიქექები და ვხვდები, რომ სუფ-
თა არაფერი მაქვს. ქიმწმენდაში წასაღები ტანსაცმლის კალათში
თეთრ პერანგს ვარჩევ. გადავწყვიტე – ჩავიცვამ შავ კოსტიუმს ღია
ცისფერი ჰალსტუხით და ბროგებს3.
ნაბიჯი ოთხი: უცბად ვიცვამ და ვხვდები, რომ ფედერალური სა-
დაზვერვო ბიუროს აგენტს ვგავარ. ნაბიჯი ხუთი: ჩემს სამყოფელს
ვათვალიერებ და ვხედავ, რომ არეულია. ამაღამ კლერს შინ არ მო-
ვიყვან, შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაშიც კი. ნაბიჯი ექვსი:
სააბაზანოს სარკეში ჩემს თავს თავიდან ფეხებამდე ვათვალიერებ

3
ბროგები (ინგლ. Brogues) – ფეხსაცმელი დეკორატიული პერფორაციით
ნაკერების გასწვრივ, ცხვირსა და საქუსარზე.

13
– იქიდან კაფანდარა, 185-სანტიმეტრიანი ათი წლის ეგონ შილეს 4
მსგავსი, სუფთა პერანგსა და მესაფლავის კოსტიუმში გამოწყობი-
ლი თვალებგაფართოებული არსება შემომყურებს. ნეტავ იმ ქალმა
როგორ სამოსში მნახა; ვხვდები, რომ მის წარსულში ჩემი მომავ-
ლის ტანისამოსით არ მივსულვარ; რაო? რა თქვა? მაშინ პატარა გო-
გო ვიყავიო? უამრავი უპასუხო კითხვა დამირბის თავში. ვჩერდები
და ვოხრავ. კეთილი, რაც არის, არის. საფულეს და გასაღებს ხელს
ვტაცებ და მივდივარ: ოცდაჩვიდმეტ საკეტს ვკეტავ, პატარა ჭრიალა
ლიფტით ჩავდივარ, ჰოლში ვარდებს ვყიდულობ, რესტორნამდე
ორ კვარტალს ფეხით რეკორდულ დროში გავდივარ და ხუთ წუთს
მაინც ვაგვიანებ. მაგიდასთან ზის, ჩემს დანახვაზე სახეზე შვებას
ვატყობ. ხელს ისე მიქნევს, თითქოს აღლუმზე იყოს.
– გამარჯობა, – ვამბობ მე. ღვინისფერი ხავერდის კაბა აცვია და
მარგალიტის მძივი უკეთია. ბოტიჩელის ნახატს ჰგავს, გზად ჯონ
გრემის5 ტილოზე შეჩერებულს: უზარმაზარი ნაცრისფერი თვალები,
მოგრძო ცხვირი და გეიშასავით პატარა და ნაზი პირი აქვს. გრძელი,
წელამდე წითელი თმა მხრებზე აყრია. ისეთი ფერმკრთალია, სან-
თლის შუქით განათებულ ცვილის ფიგურას ჰგავს. ვარდებს ვუწვდი.
– ეს შენ.
– გმადლობ, – ამბობს უაზროდ გახარებული. შემომცქერის და
ხვდება, რომ მისი რეაქცია მაოცებს, – ყვავილები არასდროს გიჩუქ-
ნია.
მაგიდასთან მის პირისპირ ვჯდები. ჩინებულია. ეს ქალი მიც
ნობს; ეს ჩემი მომავალი ჰიჯრის6 შემთხვევითი ნაცნობი არ არის.
მიმტანი მოდის და მენიუს გვაწვდის.

4
ეგონ შილე (1890–1918) – ავსტრიელი მხატვარი-ექსპრესიონისტი.
5
ჯონ გრემი (ივან დომბროვსკი, 1886-1961) – წარმოშობით რუსი ამერი-
კელი ავანგარდისტი და პრიმიტივისტი მხატვარი.
6
ჰიჯრა (არაბ. გადასახლება, გადახვეწა, ემიგრაცია) – მაჰმადიანური ტრა-
დიციის მიხედვით, მუჰამადისა და მისი მიმდევრების (მუჰაჯირების) გა-
დასახლება მექიდან მედინაში; აქ გადატან. ხეტიალი.

14
– მითხარი, – დაჟინებით ვამბობ მე.
– რა?
– ყველაფერი. იცი, რატომ ვერ გცნობ? ძალიან ვწუხვარ...
– არა, ნუ წუხხარ. იმის თქმა მინდა, რომ ვიცი... რატომაც გემარ-
თება ეს, – ამბობს და ჩურჩულით განაგრძობს, – შენთვის ჯერ არა-
ფერი მომხდარა, მე კი, მე უკვე დიდი ხანია გიცნობ.
– რამდენი ხანია?
– თოთხმეტი წელი. პირველად ექვსი წლისამ გნახე.
– ღმერთო... ხშირად მხედავდი თუ მხოლოდ რამდენჯერმე?
– ბოლო შეხვედრისას მითხარი, როცა სადილად შევხვდებო-
დით, ეს მომეტანა.
ღია ცისფერ საბავშვო დღიურს მიწვდის.
– აი, გამომართვი.
იმ ადგილას ვშლი, სადაც სანიშნედ გაზეთის ფურცელი დევს; იმ
გვერდზე, რომლის მარჯვენა კუთხეშიც ორი პატარა კოკერსპანიე-
ლის ლეკვი ხატია და თარიღები წერია. 1977 წლის 23 სექტემბრი-
დან იწყება და თექვსმეტ პატარა ლეკვიან ფურცელზე, 1989 წლის
24 მაისით სრულდება. ვითვლი. 152 შეხვედრაა. ექვსი წლის ბავ-
შვის ხელწერით ლურჯი მელნით გულმოდგინედ არის გამოყვანი-
ლი.
– ეს სია შენ შეადგინე? ზუსტია?
– ეს თარიღები შენ მიკარნახე. ამითხარი, რომ ამ რიცხვებში
მოხვიდოდი. მობიუსის ლენტს ჰგავს, არა? მაგრამ ზუსტია. მიდოუში
შენთან შესახვედრად მათ მიხედვით მოვდიოდი ხოლმე.
მერე მიმტანი გოგო მოდის და ვუკვეთ: ტაილანდურ ქოქოსის წვ
ნიანს ჩემთვის, მასამანს კი, ჩილიან კერძს, მისთვის. მიმტანს ჩაი
მოაქვს და თითო ფინჯანს ვასხამ.
– მიდოუ რა არის? – მღელვარებისგან ვცმუკავ. აქამდე ჩემი მო-
მავლიდან არავინ მინახავს, მით უმეტეს, ბოტიჩელის ნახატი, რომე-
ლიც უკვე 152-ჯერ შემხვდა.
– მიდოუ მიჩიგანში ჩემი მშობლების მამულის ერთი ნაწილია.
ცალ მხარეს ტყე აკრავს, მეორეზე სახლი დგას. მის შუაგულში მდე-

15
ლოა, შუაში კი დიდი ქვა დევს. იქ სახლიდან არ ჩანხარ, რადგან ეზო
შემაღლებულზეა, მერე თავდაღმართი იწყება და იმ მდელოთი
მთავრდება. მარტო ვთამაშობდი ხოლმე და მეგონა, ჩემი იქ ყოფნის
ამბავი არავინ იცოდა. ერთხელ პირველ კლასში სკოლიდან შინ მი-
სული მდელოზე გავედი და იქ შენ დამხვდი.
– ალბათ, შიშველ-ტიტველი ვიყავი და გული მერეოდა.
– ძალიან მშვიდად მეჩვენე. ჩემი სახელი იცოდი, მერე უეცრად
გაქრი. ახლა, როცა ამ შემთხვევას ვიხსენებ, ვხვდები, რომ იქ მანამ-
დეც იქნებოდი ნამყოფი. ვგონებ, პირველად 1981 წელს მოხვედი,
როცა 10 წლის ვიყავი. „ოჰ, ღმერთო ჩემო“, – უთავბოლოდ იმეო-
რებდი და თვალს არ მაცილებდი. სიშიშვლის გამო შეცბუნებული
ჩანდი, მე კი ჩვეულებრივად მიმაჩნდა ის, რომ რაღაც ჯადოსნობის
წყალობით ეს ბებერი ტიპი მომავლიდან მოდიოდა და სამოსს
მთხოვდა, – კლერი იღიმება, – და საჭმელს.
– რატომ იცინი?
– უცნაურ საჭმელებს გიმზადებდი...არაქისის კარაქისა და ან-
ჩოუსის სანდვიჩებს. „რიცის“ კრეკერებზე გადასმულ პაშტეტსა და
ჭარხალს გაჭმევდი. ახლა ვხვდები, რატომაც – მაინტერესებდა, რა-
მეზე თუ იტყოდი უარს და თან ჩემი კულინარიული ოსტატობით გა-
ოცება მსურდა.
– რამდენი წლის ვიყავი?
– ვგონებ, ყველაზე ბებერი ორმოცდარაღაცის გნახე, ყველაზე
ახალგაზრდა კი არ ვიცი; ალბათ, ოცდაათის? ახლა რამდენის ხარ?
– ოცდარვის.
– ძალიან ახალგაზრდა ჩანხარ. ბოლო წლებია, ორმოცს გადა-
ცილებული ხარ და მეჩვენება, რომ უამრავი პრობლემა გაქვს... რთ
ული სათქმელია. პატარაობაში ყველა უფროსი დიდად და ბებრად
გეჩვენება.
– მერე? იმ მდელოზე რას ვაკეთებდით ხოლმე? როგორც ვატ-
ყობ, ხშირად ვხვდებოდით.
იღიმება.
– ბევრ რამეს. საქმიანობა ჩემი ასაკისა და ამინდის გათვალისწ-

16
ინებით იცვლებოდა. საშინაო დავალების მომზადებაში მეხმარებო-
დი, ხან მეთამაშებოდი, უფრო ხშირად კი ვლაპარაკობდით. როცა
პატარა ვიყავი, ანგელოზი მეგონე და ღმერთზე გეკითხებოდი. გარ-
დატეხის ასაკში შენთან სექსი მინდოდა, შენს შეცდენას ვცდილობ-
დი, მაგრამ არ გამომდიოდა, ამიტომ უფრო მიზანდასახული გავ-
ხდი. ახლა მგონია, რომ მშობელივით მექცეოდი და ჩემი გარყვნა
არ გინდოდა.
– ოჰ, ალბათ, თავის დროზე ასე იყო საჭირო, მაგრამ სულ არ მი
ნდა ახლაც მშობლად მთვლიდე.
ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება, შეთქმულებივით ვიღიმე-
ბით.
– ზამთარში რაღას ვაკეთებდით? მიჩიგანში მკაცრი ზამთარი
იცის.
– სარდაფში გაპარებდი ხოლმე; ჩვენს სახლს უზარმაზარი, რამ-
დენიმეოთახიანი სარდაფი აქვს. ერთში საკუჭნაოა, კედლის მეორე
მხარეს კი დიდი ღუმელი დგას. სამკითხველოს ვეძახით, რადგან ყვ
ელა უსარგებლო ძველ წიგნს და გაზეთს იქ ვტენით. ერთხელ იქ მყა
ვდი, ქარბუქი იყო, სკოლასა და სამსახურში არ დავდიოდით. ლამის
გავგიჟდი – მშიერი მელოდი, შინ კი სურსათი შემოგვაკლდა. ქარბუ-
ქი მაშინ დაიწყო, როცა ეტა სურსათის საყიდლად აპირებდა წას-
ვლას. სამი დღე იყავი გამოკეტილი, „რიდერზ დაიჯესტს“ კითხულო
ბდი და სარდინითა და „რამენის“ ატრიით გაგქონდა თავი.
– საინტერესო უნდა იყოს. მოუთმენლად დაველოდები.
ამასობაში ჩვენი კერძები მოაქვთ.
– საჭმელების კეთება ისწავლე?
– არა, მაგაზე პრეტენზია არა მაქვს, ვერ დავიჩემებ, ვისწავ-
ლემეთქი. ნელი და ეტა მიწყრებოდნენ, როცა სამზარეულოში დავ-
წრიალებდი და კოკა-კოლას დასხმის გარდა, სხვა რამის კეთებას
ვცდილობდი. რაც ჩიკაგოში გადმოვედი, აღარავინ მყავს ისეთი, ვი-
საც საჭმელს მოვუმზადებ და აღარც სწავლის სურვილი მაქვს. ძირი-
თადად, სკოლით და ასეთი რამეებით ვარ დაკავებული და საჭმელ-
საც იქ ვჭამ, – კლერი თავისი კერძიდან ერთ ლუკმას იღებს, –კარგ

17
ია, – ამბობს ის.
– ნელი და ეტა?
– ნელი ჩვენი მზარეულია, – ღიმილით ამბობს კლერი, – ნელი
დაახლოებით ასეთია, – დეტროიტელი კორდონბლუა7. აი, ისეთი,
როგორიც არეთა ფრანკლინი იქნებოდა ჯულია ჩაილდის როლში,
ეტა კი ჩვენი მნე ქალია და ოჯახს უვლის. დედასავით გვყავს. დედა
კი... ეტა მუდამ ჩვენთან არის, გერმანელია და მკაცრი, დედა კი ცო-
ტა ღრუბლებში დაფრინავს. მიხვდი?
თავს ვუქნევ, რადგან პირი წვნიანით მაქვს გამოტენილი.
– ჰო და კიდევ პიტერი გვყავს. მებაღე.
– ოჯახში მოსამსახურეები გყოლიათ. რაღაც ეგ ჩემს ლიგაში
ვერ ხვდება. შენი ოჯახის რომელიმე წევრს ვიცნობ?
– გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე ბებია მიგრამი გაგაცანი.
შენზე სხვა არავისთვის არაფერი მითქვამს. იმ დროს თითქმის ბრმა
იყო. იცოდა, რომ დაქორწინებას ვაპირებდით და შენი გაცნობა მთ
ხოვა.
ჭამას ვწყვეტ და კლერს ვაცქერდები. ისიც მიყურებს, ანგელოზი-
ვით მშვიდი და წყნარი.
– დაქორწინებას ვაპირებდით?
– კი, მე ასე ვიცი, – მპასუხობს ის, – წლებია მეუბნები, რომ იქ,
საიდანაც მოდიხარ ხოლმე, ცოლქმარი ვართ.
მეტისმეტია. ეს უკვე მეტისმეტია. თვალებს ვხუჭავ და თავს ვუბრ
ძანებ, არაფერზე ვიფიქრო; ახლა აქედან წასვლა ნამდვილად არ
მინდა.
– ჰენრი, ჰჰენრი, ხომ კარგად ხარ? –კლერი უცბად ჩემ გვერდით
სკამზე ჩნდება. თვალებს ვახელ, ჩემს ხელებს თავისაში იმწყვდევს.
ვაცქერდები და მათში მშრომელი ადამიანის უხეშ და დამსკდარ ხე-

7
კორდონ-ბლუ (ფრანგ. ლეჩორდონ ბლეუ – ცისფერი ლენტი) – უმაღლე-
სი კლასის მზარეული; არეთა ფრანკლინი (1942-2018) – ამერიკელი მომ-
ღერალი, „სოულის დედოფალი“; ჯულია ჩაილდი (1912-2004) – ამერიკე-
ლი კულინარი, ფრანგული სამზარეულოს თაყვანისმცემელი.

18
ლებს ვცნობ, – ჰენრი, მაპატიე, მაგრამ ეს მეუცხოება. რაღაც პირი-
ქითაა. ერთადერთი კაცი ხარ ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც ყველა-
ფერი იცის. დამავიწყდა, რომ ყველაფერი ერთად არ უნდა მეთქვა,
– იღიმება, – უკანასკნელი რამ, რაც წასვლისას მითხარი, ეს იყო:
„შემიბრალე, კლერ“. ისე თქვი, თითქოს ვიღაცის ციტატა თქვი. ახლ
აღა მივხვდი, რომ მაშინ ჩემი სიტყვები გაიმეორე, – ჩემი ხელები
კვლავაც ჩაბღუჯული უჭირავს. მგზნებარედ შემომცქერის; სიყვარუ-
ლით. ძალიან მერიდება მისი.
– კლერ...
– გისმენ.
– მოდი, თავი შევიკავოთ. ისე მოვიქცეთ, თითქოს ეს ორი ნორ-
მალური ადამიანის პირველი პაემანია.
– კარგი, – დგება და მაგიდასთან თავის ადგილას ბრუნდება.
წელში სწორდება და სერიოზული სახის შენარჩუნებას ცდილობს.
– ჰმ, კარგი... კლერ, შენ შესახებ მომიყევი. ჰობი? ცხოველები?
უჩვეულო სექსუალური მიდრეკილებები?
– ეგ შენ თვითონ დაადგინე.
– კარგი... რომელ სკოლაში სწავლობ? რაზე სწავლობ?
– ხელოვნების ინსტიტუტის სკოლაში ვარ. ქანდაკებაზე ვმუშა-
ობ, ახლახან კი ქაღალდის დამზადების შესწავლა დავიწყე.
– მაგარია. ახლა რაზე მუშაობ?
ცოტა შემცბარი მეჩვენება.
– რაღაც დიდებს... ჩიტებს, – მაგიდას დასცქერის და ჩაის ყლუპს
სვამს.
– ჩიტებს?
– ჰო, ისა... სინამდვილეში ძლიერ სურვილზეა, – თვალს მარი-
დებს და საუბრის თემას ვცვლი.
– შენს ოჯახზე კიდევ მომიყევი რამე.
– კეთილი, – კლერი შვებით სუნთქავს და იღიმება, – მოკლედ...
ჩემი ოჯახი მიჩიგანში ტბის ნაპირზე მდებარე პატარა ქალაქის მე-
ზობლად ცხოვრობს. იმ ტბას საუთჰევენი ჰქვია. ჩვენი სახლი ისეთ
ადგილზეა, იმ ქალაქს არ ეკუთვნის. დედაჩემის მშობლების, ბებია

19
და ბაბუა მიგრამებისა იყო. ბაბუა ჩემს დაბადებამდე მოკვდა, ბებია
კი გარდაცვალებამდე ჩვენთან ცხოვრობდა. მაშინ ჩვიდმეტის ვიყა-
ვი. ბაბუა ვექილი იყო. მამაც ვექილია. დედა მაშინ გაიცნო, როცა
ბაბუასთან დაიწყო მუშაობა.
– მაშ, უფროსის ქალიშვილი შეურთავს ცოლად.
– ჰო, ზოგჯერ მეჩვენება, რომ უფროსის სახლ-კარი შეირთო. დე-
და დედისერთაა, სახლი კი საოცრება. ხელოვნებასა და ხელობაზე
უამრავი წიგნი გვაქვს.
– რამე ჰქვია? ვინ ააშენა?
– მიდოულარკჰაუზი ჰქვია. 1896 წელს პიტერ უინსმა ააშენა.
– ოჰო, მაგის სურათი მინახავს. ჰენდერსონებისთვის აშენდა,
არა?
– ჰო, მერი ჰენდერსონისა და დიტერ ბასკომბის საქორწილო სა-
ჩუქარი იყო. გადმოსვლიდან მეორე წლისთავზე განქორწინდნენ და
სახლი გაყიდეს.
– მდიდრული სახლია.
– ჩემი ოჯახი მდიდარია... და სიმდიდრეზე ძალიან უცნაური წარ-
მოდგენა აქვთ.
– დაძმა გყავს?
– მარკი ოცდაორი წლისაა, ჰარვარდში სამართლის მოსამზადე-
ბელ კურსს ასრულებს, ალისია კი ჩვიდმეტისაა და სკოლას ამთავ-
რებს. ჩელოზე უკრავს.
ხმაში დისადმი სიყვარული, ძმისადმი კი გულგრილობა ეტყობა.
– ძმა დიდად არ გეხატება გულზე, არა?
– მარკი მამას ჰგავს. ორივეს გამარჯვება უყვარს, მედიდურად
გელაპარაკებიან. მუდამ ცდილობენ თავიანთ ჭკუაზე გატარონ.
– იცი, მშურს მათი, ვისაც დაძმა ჰყავს, მაშინაც კი, თუ დიდად არ
უყვართ.
– დედისერთა ხარ?
– ჰო, მეგონა, ჩემზე ყველაფერი იცოდი.
– პრინციპში ყველაფერი და თან არაფერი. ვიცი, როგორი ხარ
შიშველი, მაგრამ დღეს დილას შენი გვარი პირველად გავიგე. ვიცო-

20
დი, რომ ჩიკაგოში ცხოვრობ, მაგრამ შენს ოჯახზე არაფერი ვიცი,
იმის გარდა, რომ დედა ექვსი წლისას ავტოავარიაში დაგეღუპა. ვი-
ცი, რომ ხელოვნებაში კარგად ერკვევი და ფრანგულად და გერმა-
ნულად თავისუფლად ლაპარაკობ; წარმოდგენა არ მქონდა, რომ
ბიბლიოთეკარი ხარ. აწმყოში ვერსად გიპოვე; ასე მითხარი, მაშინ
მოხდება, როცა დრო მოვაო და აი, მოვიდა.
– ჰო, მოვიდა, – ვეთანხმები მე, – ჩემი ოჯახი მდიდარი არ არის.
მუსიკოსები არიან. მამაჩემი რიჩარდ დეტამბლია, დედა კი ანეტ
ლინ რობინსონი იყო.
– ოჰ! მომღერალი?
– ჰო. მამა ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრში ვიოლინოზე უკ-
რავს. დედასავით წარმატებული არ არის. საწყენია, რადგან ძალიან
ძლიერი მევიოლინეა. დედას გარდაცვალების შემდეგ ერთ ადგილს
ტკეპნის.
ანგარიში მოაქვთ. საჭმელს თითქმის ხელუხლებელს ვტოვებთ,
მაგრამ ახლა ეს არ მანაღვლებს. კლერს ჩანთისკენ მიაქვს ხელი;
უარის ნიშნად თავს ვაქნევ. ვიხდი; რესტორნიდან გავდივართ და შე-
მოდგომის ჩინებულ ღამეს კლერკის ქუჩაზე ვდგებით. კლერი სა-
განგებოდაა გამოწყობილი – ცისფერი ნაქსოვი მოსასხამი აცვია და
ბეწვის კაშნე უკეთია. მე პალტოს წამოღება დამავიწყდა და ვკანკა-
ლებ.
– სად ცხოვრობ? – მეკითხება ის.
უი, ვაი.
– აქედან ორი კვარტალის მოშორებით, პაწაწინა ბინა მაქვს, ძა-
ლიან არეული, – ვპასუხობ მე, – შენ სად ცხოვრობ?
– როსკოვილიჯში, ჰოინზე, მაგრამ მარტო არა ვარ. ოთახის მე-
ზობელი მყავს.
– თუ ჩემთან წამოხვალ, თვალებს დახუჭავ და ათასამდე დაით-
ვლი. შენი ოთახის მეზობელი ყრუ ხომ არ არის ან ისეთი, არაფერი
რომ არ აინტერესებს?
– არა, მაგას ბედი უნდა. შინ არასდროს არავინ მიმყავს; ჩარისი

21
თავზე დაგახტება, ფრჩხილებში ბამბუკის ნაფოტებს ჩაგასობს და
ყველაფერს გათქმევინებს.
– ერთი სული მაქვს, ვინმე ჩარისმა მაწამოს, მაგრამ როგორც
გატყობ, შენ ასე არ ფიქრობ. წამოდი, ჩემს დარბაზებში გეპატიჟები.
ჩრდილოეთისკენ მივდივართ, ქუჩას მივუყვებით. კლარკსტრი-
ტის სასმელების მაღაზიაში შევდივარ და ერთ ბოთლ ღვინოს ვყი-
დულობ. უკან გამოსულს კლერი გაკვირვებული მხვდება.
– მეგონა, შენთვის დალევა არ შეიძლებოდა.
– არა?
– ექიმმა კენდრიკმა მკაცრად აგიკრძალა.
– ეგ ვინღაა? – ნელა მივდივართ, რადგან კლერს მოუხერხებე-
ლი ფეხსაცმელი აცვია.
– შენი ექიმია. ქრონოდარღვევების ექსპერტი.
– ამიხსენი.
– ბევრი არც მე ვიცი. ექიმი დევიდ კენდრიკი მოლეკულური გე-
ნეტიკოსია, რომელმაც ქრონოდარღვევების მიზეზი დაადგინა – უფ-
რო სწორად, დაადგენს. გენეტიკურია. ამ დაავადების საიდუმლოს
2006 წელს გახსნის, – ოხრავს, – როგორც ვხვდები, ჯერ ადრეა. ერ-
თხელ მითხარი, ათი წლის შემდეგ ქრონოდარღვევა გაცილებით
მეტ ადამიანს ექნებაო.
– არ გამიგია, ვინმეს ეს რაღაც დარღვევა ჰქონდეს.
– ექიმი კენდრიკი ახლავე რომ იპოვო, ვერ დაგეხმარება. ეს
რომ შეეძლოს, ალბათ, წარსულში ვერ შევხვდებოდით.
– მოდი, მაგაზე აღარ გვინდა.
უკვე ჩემს ჰოლში ვართ. კლერი პირველი შედის ლიფტში. კარს
ვკეტავ და თერთმეტს ვაწვები. ძველი ნაჭრის, საპნის, ოფლისა და
ბეწვის სუნი ასდის. ჰაერს ფილტვებში ღრმად ვუშვებ. ლიფტი ჩემს
სართულზე ჩერდება, გამოვდივართ და ვიწრო დერეფანს მივუყვე-
ბით. გასაღებების აცმას ვიღებ, ასშვიდივე საკეტს ვარგებ და კარს
ნელა ვაღებ.
– სანამ ვსადილობდით, აქ უარესი რამ დატრიალებულა; თვა-
ლები უნდა აგიხვიო.

22
კისკისებს, ბოთლს ძირს ვდგამ და ჰალსტუხს ვიხსნი. თვალებს
ვუხვევ და კეფაზე ვუნასკვავ. კარს ვაღებ, ბინაში შემყავს და სავარ-
ძელში ვსვამ.
– მიდი, დაიწყე თვლა.
იწყებს. შლეგივით დავქრი და იატაკიდან საცვალსა და წინდებს
ვკრეფ, ჩაის კოვზებსა და ყავის ფინჯნებს ვიღებ და სამზარეულოს
ნიჟარაში ვყრი. როცა ცხრაას სამოცდაშვიდამდე ადის, თვალები-
დან სახვევს ვხსნი. გასაშლელ დივანს ვკეცავ, დასჯდომად ვაქცევ
და ვჯდები.
– ღვინო? მუსიკა? სანთლის შუქი?
– კი, თუ შეიძლება.
ვდგები და სანთლებს ვანთებ. ბრას ვრთავ, ოთახში პატარა წი-
თელი შუქი იწყებს ხტუნვას და ყველაფერი უფრო ლამაზი ჩანს. ვარ-
დებს წყალში ვდებ, კორპსაძრობს ვპოულობ, ბოთლიდან საცობს
ვაძრობ და ჭიქებში ღვინოს ვასხამ. მცირე ხანს ვფიქრობ და შუბერ-
ტის კომპაქტდისკს ვდებ; დედა მღერის. მუსიკა ხმადაბლა უკრავს.
ჩემი ბინა ერთი დივნისგან, ერთი სავარძლისა და ოთხი ათასი
წიგნისგან შედგება.
– ჩინებულია, – ამბობს კლერი, დგება და დივანზე ჯდება. მე მის
გვერდით ვეწყობი. ვმშვიდდები, როცა გვერდიგვერდ მსხდომნი ერ-
თმანეთს შევცქერით. სანთლის შუქი მის თმაზე დახტის. ჩემკენ იხ-
რება და ლოყაზე ხელით მეხება.
– რა კარგია, რომ ჩემთან ხარ. ძალიან მარტოდ ვგრძნობდი
თავს.
ჩემკენ ვიზიდავ. ერთმანეთს ვკოცნით. ძალიან... აწყობილი კოც-
ნაა. ხანგრძლივი ნაცნობობის დასტურია და უეცრად მაინტერესებს,
რას ვაკეთებდით ხოლმე მის მდელოზე, მაგრამ ამ აზრს ვდევნი. ჩვე-
ნი ტუჩები ერთმანეთს სცილდება; სხვა რომ იყოს, ასეთ დროს მისი
ტანისამოსის ციხესიმაგრეში გზის გაკვლევას შევეცდებოდი, ახლა
კი უკან ვვარდები, დივანზე ვეცემი და მასაც მივათრევ, იღლიებში
ხელებს ვუყრი და ჩემკენ ვქაჩავ. ხელები ხავერდის კაბაზე დასრი-
ალებს, ის კი ჩემს სხეულსა და დივანს შორის დარჩენილ სივრცეში

23
ხავერდის გველთევზასავით სხლტება და ქვეშ მექცევა. სახეზე დავ-
ცქერი, დივნის სახელურს ვეყრდნობი და ვგრძნობ, როგორ მეტმას-
ნება მისი თხელ ქსოვილში გახვეული სხეული. ჩემს ერთ ნაწილს გა-
დახტომა, ჩაყვინთვა უნდა, მაგრამ თავბრუდახვეული და არაქათგა-
მოცლილი ვარ.
– საწყალი ჰენრი.
– რატომ საწყალი? ბედნიერებისგან ვარ ასე, – მართალს ვამ-
ბობ.
– ეს სიურპრიზები უშველებელი ლოდებივით დაგაყარე, – ფე-
ხებს თეძოებზე მალაგებს და ზედ ასოს თავზე მექცევა. გონების კონ-
ცენტრაციის ჩინებული საშუალებაა.
– არ გაინძრე, – ვამბობ მე.
– კარგი. სახალისო საღამო გამოვიდა. დავრწმუნდი, რომ ცოდ-
ნა ძალაა და რაღაც ეგეთი. ყოველთვის მაინტერესებდა, სად ცხოვ-
რობ, რას იცვამ, რას საქმიანობ და თავს რითი ირჩენ.
– Voilà! 8– ხელებს კაბის ქვეშ ვუცურებ და მის ბარძაყებზე და-
ვასრიალებ. წინდა აცვია და წვივსაკრავი უკეთია. ზუსტად საჩემო
გოგოა.
– კლერ?
– Oui.
– ყველაფრის ერთიანად დაუფლება მეუხერხულება. ცოტა ხომ
არ დაგვეცადა?
შეცბუნდა.
– ვწუხვარ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ არის! წლებია ამ
დღეს ველი. ეს ნამცხვარი არ არის... რომ შეჭამო და გათავდეს.
– შენი წილი ნამცხვარი მიირთვი და ესეც დააყოლე.
– ჰო, ეგ ჩემი დევიზია, – ეშმაკურად იღიმება და თეძოებს წინ და
უკან არხევს. ახლა ისეთი ერექცია მაქვს, ამ სიმაღლის ამერიკულ
გორაკებზე მშობლები ბავშვს მარტო ვერ დასვამენ.
– ყოველთვის ყველაფერს შენს ჭკუაზე აკეთებ, არა?

8
ფრანგ.) ესეც ასე, მზად არის.

24
– ჰო, ყოველთვის. საშინელება ვარ. მხოლოდ შენთან ვერ გა-
ვაწყვე ვერაფერი. საშინლად დამტანჯე შენი ფრანგული ზმნების უღ-
ლებითა და შაშის თამაშით.
– ალბათ, თავი იმით უნდა ვინუგეშო, რომ შენი დამორჩილების
იარაღი ჩემს მომავალ „მე“საც ექნება. ყველა ბიჭთან ასე იქცევი?
თავს შეურაცხყოფილად გრძნობს; ვერ გეტყვით, რამდენად
გულწრფელად.
– ბიჭებთან ასეთ რამეს არ ვაკეთებ. რა საძაგელი აზრები მოგ-
დის! – პერანგზე ღილებს მიხსნის, – ღმერთო... რა ახალგაზრდა
ხარ, – ძუძუსთავებზე ხელს მაგრად მიჭერს. ჯანდაბა კეთილგონიე-
რებას. მისი კაბის მექანიზმს ჩავწვდი.
მეორე დილას:
კლერი: ვიღვიძებ, მაგრამ წარმოდგენა არა მაქვს, სად ვარ. უც-
ხო ჭერია. სადღაც შორს მანქანების ხმაური ისმის. წიგნების თარო-
ები. ჩემი ხავერდის კაბა ცისფერ სავარძელზე დევს, ზედ ჰალსტუხი
აგდია. მერე მახსენდება. თავს ვაბრუნებ და ჰენრის ვხედავ. ისე ჩვე-
ულებრივად მეჩვენება, თითქოს მთელი ცხოვრება ასე ვიყოთ. უც-
ნაურად მოკუნტულს მშვიდად სძინავს, ნაპირზე გამორიყულს ჰგავს
– ცალი მკლავი სახეზე უდევს, დღის სინათლეს ემალება, მისი გრძე-
ლი შავი თმა ბალიშზე ყრია. ყველაფერი ძალიან იოლად მოხდა.
ჩვენ ერთად ვართ. აქ და ახლა. აწმყოში ერთად ვართ.
საწოლიდან ფეხაკრეფით ვდგები. ჰენრის დივანი მისი საწოლიც
არის. ზამბარა წრიპინებს. საწოლსა და წიგნების თაროებს შორის
ვიწრო გასასვლელია, კიდეკიდე მივიპარები და დერეფანში გავდი-
ვარ. სააბაზანოც პაწაწინაა. თავი საოცრებათა ქვეყანაში მყოფი
ელისი მგონია, მეჩვენება, რომ ვეებერთელა ვარ და რომ მოვბრუნ-
დე, ცალი ხელი ფანჯარაში უნდა გავყო. ორნამენტებიანი პატარა
რადიატორი სიცხის ოხშივარს აფრქვევს. ვშარდავ და ხელპირს ვი-
ბან. მერე ვამჩნევ, რომ თეთრი ფაიფურის ჭიქაში ორი კბილის ჯაგ-
რისი დევს.
სამედიცინო კარადას ვაღებ. ზედა თაროზე სამართებელი, საპა
რსი ქაფი, „ლისტერინი“, „ტაილენოლი“, პარსვის შემდეგ გამოსაყ

25
ენებელი ბალზამი, ბლუ მარბლი, 9კბილების საჩიჩქნი ჯოხი და დე-
ზოდორი დევს. ქვედაზე კი ხელის ლოსიონი, ტამპონები, კონტრა-
ცეპტივდიაფრაგმა, დეზოდორი, პომადა, მულტივიტამინების ფლა-
კონი და სპერმიციდის ტუბი. პომადა ძალიან მუქი წითელია.
ვდგავარ და უხმოდ დავცქერი. თითქოს მაზიდებს. ნეტავ როგო-
რია და რა ჰქვია? ნეტავ რამდენი ხანია, რაც ხვდება? როგორც ვატ-
ყობ, დიდი ხანი უნდა იყოს. სარკეში ჩემს გამოსახულებას ვუყურებ
– ფერი არ მადევს, თმა აჩეჩილი მაქვს. პომადას ადგილზე ვაბრუნებ
და სააფთიაქო კარადის კარს ვხურავ. ვინც უნდა იყო, ახლა აქ მე
ვარ. შენ ჰენრის წარსული ხარ, მე კი მომავალი. საკუთარ თავს ვუ-
ღიმი. სარკიდან ჩემი ანარეკლი შემომცინის. კარიდან ჰენრის თეთ
რი პირსახოცის ხალათს ვხსნი. მის ქვეშ ღია ცისფერიც არის. არ ვი-
ცი, რატომ, მაგრამ მისი ხალათის ჩაცმის შემდეგ თავს უკეთ ვგრძნ
ობ.
სასტუმრო ოთახში ჰენრის კვლავ სძინავს. ფანჯრის რაფიდან
ჩემს საათს ფრთხილად ვიღებ და დავცქერი – შვიდის ნახევარია.
მოუსვენრად ვარ, ახლა ვერ დავწვები. ერთ ციცქნა სამზარეულოში
შევდივარ და ყავას ვეძებ. ყველა სადგამსა და გაზის ქურაზე ჭურჭე-
ლი, ჟურნალები და სხვა საკითხავი მასალაა დახვავებული. ნიჟარა-
ში ცალი წინდა გდია. ვხვდები, რომ წუხელ ყველაფერს ხელი მოხ-
ვია და სამზარეულოში შეყარა. მოწესრიგებული მეგონა, თურმე მხ
ოლოდ გარეგნობაზე ზრუნავს, სხვა მხრივ ფეთხუმია. ყავას მაცი-
ვარში ვპოულობ, ყავადანსაც ვაგნებ და ყავის მოდუღებას ვიწყებ,
თან მისი წიგნების თაროებს ვათვალიერებ.
აი, მე ასეთ ჰენრის ვიცნობ. დონის 10„ელეგია, სიმღერები და სო-
ნეტები“, ქრისტოფერ მარლოუს, „დოქტორი ფაუსტუსი“, „შიშველი

9
ბლუ მარბლი – დედამიწისგამოსახულებიანი პატარა სფეროსებრი სათა-
მაშო; ჩვეულებრივ, ფერადი მინის, თიხის, ფოლადის ან აქატის ბურთულა.
10
იგულისხმება ჯონ დონი (1572-1631)– ინგლისელი პოეტი და მოქადაგე,
ლონდონის წმინდა პავლეს ტაძრის წინამძღვარი, ინგლისური ბაროკოს
ლიტერატურის („მეტაფიზიკური სკოლის“

26
ლანჩი“, ენ ბრედსტრიტი, იმანუელ კანტი. ბარტი, ფუკო, დერიდა.
ბლეიკის „უბიწოებისა და გამოცდილების სიმღერა“, „უინი ფუჰი“,
გარდნერის „ანოტირებული ალისა“. ჰაიდეგერი. რილკე. „ტრის-
ტრამ შენდი“. „სიკვდილის ხაფანგი უისკონსინში“. არისტოტელე.
ეპისკოპოსი ბერკლი. ენდრიუ მარველი. „ჰიპოთერმია, კიდურების
წაყინვა და სიცივის მიერ მიყენებული სხვა ტრავმები“.
საწოლი ჭრიალებს და მე ადგილზე ვხტები. წამომჯდარა და დი-
ლის მზის შუქზე თვალმოჭუტული შემომცქერის. ისეთი ახალგაზრდ
აა, ისეთი უცნობი. ჯერ კიდევ ვერ მცნობს. უეცრად მეშინია, რომ არ
ახსოვს, ვინ ვარ.
– მგონი, გცივა. მოდი, შემოწექი, კლერ.
– ყავა გავაკეთე, – ვთავაზობ მე.
– მმმ. ვიცი, სუნი მეცა, მაგრამ ჯერ მოდი, დილა მშვიდობისა მი-
სურვე.
საწოლში ვძვრები. მისი ხალათი მაცვია. როცა ხელს ხალათის
ქვეშ მიცურებს, წუთით ჩერდება, ვგრძნობ, რაღაცას მიხვდა და თა-
ვის სააბაზანოს გადაავლო გონების თვალი.
– ეგ გაღელვებს?
ვყოყმანობ.
– კი, გაღელვებს. რა თქმა უნდა, გაღელვებს, – ჯდება. მეც ვჯდე-
ბი. თავს აბრუნებს და მიყურებს, – ისედაც თითქმის დასრულებული
იყო.
– თითქმის?
– დაშორებას ვაპირებდი. უბრალოდ, ცუდ დროს მოხდა... ან პი-
რიქით, კარგს. არ ვიცი.
ჩემი გამომეტყველების წაკითხვას ცდილობს. ნეტავ რატომ? პა-
ტიება უნდა. მისი ბრალი არ არის. საიდან ეცოდინებო– რა ხანია,
ერთმანეთს ნერვებს ვუშლით, – სხაპასხუპით ლაპარაკობს, მერე
ჩერდება, – გაინტერესებს?
– არა.
– გმადლობ, – ხელს სახეზე ისვამს, – ვწუხვარ. არ ვიცოდი, რომ
ახლა მოხვიდოდი, თორემ ცოტას მივალაგებდი... ჩემს ცხოვრებას

27
აც... არა მარტო ბინას, – ყურქვეშ პომადის კვალი ატყვია. ვწმენდ.
ხელს ხელზე მკიდებს და არ მიშვებს, – ისეთი არ ვარ, როგორიც გე-
გონე? – შიშნარევი ხმით მეკითხება.
– ჰო... უფრო... – მინდა ვთქვა, რომ უფრო ეგოისტია, მაგრამ ვა
მბობ, – ახალგაზრდა ხარ.
ფიქრობს.
– მერე ეგ კარგია თუ ცუდი?
– განსხვავებული, – ორივე ხელს მხრებზე ვუსვამ, მერე ზურგზე
ვუცურებ, კუნთებს ვუზელ და მის ყველა ჩაღრმავებას ვსწავლობ, –
გინახავს შენი თავი ორმოცი წლის ასაკში?
– ჰო, ისეთი სანახავი ვარ, თითქოს წისქვილის ქვა გადამატარეს
და დამასახიჩრეს.
– ჰო, მაგრამ ნაკლებად... ანუ უფრო... იმის თქმა მინდა, რომ უკ
ეთ მიცნობ... ასე რომ...
– იმის თქმა გინდა, რომ ახლა ცოტა გაუთლელი ვარ.
უარის ნიშნად თავს ვაქნევ, მაგრამ სწორედ მაგას ვგულისხმობ.
– არა, იმის, რომ მე ყველაფერი გამოვიარე, შენ კი... და თანაც
არა ვარ ნაჩვევი ისეთი ჰენრის გვერდით ყოფნას, რომელსაც არ ახ-
სოვს, რა მოხდა.
იღუშება.
– ვწუხვარ, მაგრამ ის შენი ნაცნობი კაცი ჯერ არ არსებობს. არ
დამტოვო და, ადრე თუ გვიან, გამოჩნდება. მე მხოლოდ ეს შემიძლ
ია.
– სამართლიანია, მაგრამ ამასობაში...
ტრიალდება და ჩემი მზერის დაჭერას ცდილობს.
– ამასობაში რა?
– მინდა...
– გინდა?
სახეზე ალმური მედება. იღიმება და მსუბუქი ხელის კვრით ბალ
იშზე მაგდებს.
– აი, ხომ ხედავ, იცი.
– ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ რაღაცებს ვხვდები.

28
მერე ოქტომბრის დილის ფერმკრთალი მზის სხივებზე ჩათბუნე-
ბულები ვთვლემთ, ჩვენი კანი ერთმანეთს ეკვრის, ჰენრი კისერთან
რაღაცას მეჩურჩულება, მაგრამ ნათქვამი არ მესმის.
– რა თქვი?
– ვფიქრობდი, რომ ძალიან მშვიდად ვგრძნობ თავს აქ, შენ
გვერდით. ჩინებულია აქ წოლა, როცა ვიცი, რომ მომავალში ყველ
აფერი რიგზეა.
– ჰენრი...
– რაო?
– შენს თავს რატომ არაფერი უთხარი ჩემზე?
– მაგას არასდროს ვშვრები.
– რას არ შვრები?
– დროზე ადრე ჩემს თავს არაფერს ვეუბნები, თუ რამე უზარმა-
ზარი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. ჩვეულებრივი ად
ამიანივით ცხოვრებას ვცდილობ. ჩემს თავთან ყოფნა არ მიყვარს.
მასთან მისვლას თავს ვარიდებ, თუ, რა თქმა უნდა, სხვა გზა არის.
მცირე ხანს ვფიქრობ.
– მე ჩემს თავს ყველაფერს ვეტყოდი.
– არა, არ ეტყოდი. ეგ უამრავ პრობლემას ქმნის.
– ყოველთვის ვცდილობდი, რამე დამეცდენინებინა შენთვის, –
გვერდზე ვგორდები და ზურგზე ვწვები, თავს ხელზე აყრდნობს და
ზემოდან დამცქერის. ჩვენს სახეებს ექვსიოდე დუიმი აცილებს. რა
უცნაურია, ახლაც ისევე ვლაპარაკობთ, როგორც უამრავჯერ გვისა-
უბრია, მაგრამ ფიზიკური სიახლოვე აზრებს გვიფანტავს.
– რამეს გეუბნებოდი? – მეკითხება ის.
– ზოგჯერ. როცა გუნებაზე იყავი ან როცა სხვა გზა არ გქონდა.
– მაგალითად?
– აი, ხედავ? რაღაცები შენც გაინტერესებს, მაგრამ არ გეტყვი.
იცინის.
– ახია ჩემზე. მისმინე, მშია. წამოდი, რამე ვჭამოთ.
გარეთ გრილა. დეაბორნზე მანქანები და ველოსიპედისტები
დაქრიან. ტროტუარზე წყვილები მიდიან, ხალხში ვერევით და დი

29
ლის მზის შუქზე, ხელიხელჩაკიდებულებს ნებისმიერი გამვლელი
გვხედავს. სინანულისგან გულში რაღაც მწყდება – თითქოს საიდუმ-
ლო წამართვეს, მერე უეცრად აღტყინებას ვგრძნობ: ყველაფერი ახ-
ლა იწყება.

ყველაფერი პირველად

კვირა, 16 ივნისი, 1968 წელი


ჰენრი: პირველად ჯადოსნური იყო. საიდან უნდა მცოდნოდა, რა
იყო ან რას ნიშნავდა? ჩემს მეხუთე დაბადების დღეზე ბუნების ისტო-
რიის საველე მუზეუმში მივდივართ. მანამდე მუზეუმში არ ვყოფილ-
ვარ. ჩემი მშობლები განუწყვეტლივ მიყვებოდნენ, რა საოცრებები
მელოდა იქ – უზარმაზარ დარბაზში ვეებერთელა სპილოს ფიტულე-
ბი, დინოზავრების ჩონჩხები, პირველყოფილი ადამიანის დიორამე-
ბი. დედამ სიდნეიდან უშველებელი, საოცარი ცისფერი პეპელა ჩა-
მომიტანა – Papilio Ulysses – ბამბით გატენილ ჩარჩოში იჯდა. სა-
ხესთან იმდენად ახლოს მიმქონდა, ფერის გარდა ვერაფერს ვარ-
ჩევდი. მისი ცქერისას საოცარი გრძნობა მეუფლებოდა; გრძნობა,
რომლის გაცოცხლებას მერე დიდხანს ალკოჰოლით ვცდილობდი,
მაგრამ კლერთან სიახლოვისასღა განვიცადე; ეს მთლიანობის,
თავდავიწყების, სიშლეგის, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, განცდა
იყო. ჩემი მშობლები დაუსრულებლად მიყვებოდნენ პეპლებით, კო-
ლიბრებითა და ხოჭოებით სავსე ჩარჩოებზე.
აფორიაქებულსა და აღტყინებულს ალიონზე გამეღვიძა. სპორ-
ტული ფეხსაცმელი ამოვიცვი, ჩემს Papilio Ulyssesს ხელი დავავლე,
პიჟამის ამარა უკანა ეზოში გავედი, კიბე ჩავიარე და მდინარის

30
კენ გავწიე. საფეხურზე ჩამოვჯექი და ამომავალ მზეს მივაცქერდი.
იხვების ოჯახი მოცურდა, მდინარის გადაღმა ენოტი გამოჩნდა, გა-
ოცებულმა შემომხედა, საუზმე წყალში გარეცხა და ჭამა. ალბათ, ჩა-
მეძინა. დედას ხმა მომესმა, ნამისგან მოლიპულ კიბეზე ავირბინე და
შინისკენ გავიქეცი, პეპელას ვუფრთხილდებოდი და ფრთხილად
მივრბოდი. დედა მდინარეზე მარტო ჩასვლის გამო გამიჯავრდა,
მაგრამ არ მეჩხუბა, რადგან დაბადების დღე მქონდა.
იმ ღამეს არ მუშაობდნენ. წასასვლელად საგულდაგულოდ გა-
მოეწყვნენ. მე მათზე ადრე გავემზადე, საწოლზე ჩამოვჯექი და ნო-
ტების წაკითხვა ვცადე. მაშინ ჩემმა მშობლებმა უკვე იცოდნენ, რომ
მათ ერთადერთ პირმშოს მუსიკალური ნიჭი არ ჰქონდა. ვცდილობ-
დი, მაგრამ მელოდიაში არ მესმოდა ის, რაც მათ. მუსიკა მიყვარდა,
მაგრამ ვერ ვმღეროდი. ოთხი წლის ასაკში გაზეთს ვკითხულობდი,
ნოტები კი შავი აბლაბუდა იყო. იმედს არ კარგავდნენ, ეგონათ, ფა-
რული მუსიკალური ნიჭი მქონდა. ნოტები ავიღე, დედა მომიჯდა და
დახმარება სცადა. ის ამღერდა, მე ავხრიალდი; ყმუილის მსგავსი
ბგერები აღმომხდა; დედამ შემიღიტუნა და ავკისკისდით. წელზე პი
რსახოცშემოხვეული მამა სააბაზანოდან გამოვიდა, აგვყვა და
რამდენიმე დიდებული წუთის განმავლობაში მან და დედამ ხმაშეწ-
ყობილებმა იმღერეს, მერე მამამ ხელში ამიტაცა; საძინებელს ცეკ-
ვაცეკვით შემოუარეს, მე შუაში ვყავდი. მერე ტელეფონმა დარეკა
და ყველაფერი დასრულდა. დედა ყურმილის ასაღებად წავიდა, მა-
მამ საწოლზე დამსვა და ჩაცმა დაიწყო.
გაემზადნენ. დედას მოკლესახელოებიანი წითელი კაბა და სან-
დლები ეცვა; ფეხისა და ხელის ფრჩხილებზე კაბის შესაფერი ლაქი
ესვა. მამა მუქ ლურჯ შარვალსა და თეთრ მოკლესახელოებიან პე-
რანგში გამოეწყო – დედას ეპატაჟური კაბისთვის მშვიდ ფონს ქმნი-
და. მანქანაში ჩავსხედით. უკანა სავარძელზე მოვკლათდი, ლეიქ-
შორდრაივზე ჩამწკრივებულ მაღალ სახლებს წამოწოლილი შევ-
ცქეროდი და მეჩვენებოდა, რომ დაოთხილები მირბოდნენ.
– ჰენრი, ადექი, მოვედით, – თქვა დედამ.
წამოვჯექი და მუზეუმს გავხედე. მთელი ბავშვობა ევროპის დედ

31
აქალაქებში დამატარებდნენ, საველე მუზეუმი „მუზეუმის“ ჩემეულ
წარმოდგენას აკმაყოფილებდა, მაგრამ მის გუმბათიან ქვის ფასად-
ში უჩვეულო არაფერი იყო. კვირა დღეს მანქანის გასაჩერებელი ად-
გილის მონახვა ჭირდა, მაგრამ ვიპოვეთ და ტბის ნაპირს ფეხით გა-
ვუყევით, ნავებს, ძეგლებს და აღტაცებულ ბავშვებს ჩავუარეთ. მძი-
მე კოლონებს გავცდით და მუზეუმში შევედით.
იქ მოჯადოებულ ბიჭად ვიქეცი.
ბუნების მთელი საოცრება გამოფენილი და ისეთი მარადიული
ლოგიკით იყო დალაგებული, რომელიც თავად ღმერთმა ბრძანა;
ღმერთმა, რომელსაც შექმნისას დავთრები აერია და საველე მუზე-
უმს მათ დალაგებაში დახმარება სთხოვა. ხუთი წლის ბავშვისთვის,
რომელსაც ერთი პეპელაც აღაფრთოვანებდა, იმ დარბაზებში სი-
არული ედემის ბაღში სეირნობისა და იქაური სილამაზით ტკბობის
ტოლფასი იყო.
უამრავი რამ ვნახეთ: რა თქმა უნდა, პეპლები; ჩარჩოებში ჩასმუ-
ლი პეპლები ბრაზილიიდან, მადაგასკარიდან, ჩემი პეპლის ძმა ავ-
სტრალიიდან თუ ახალი ზელანდიიდან. მუზეუმი ძველი, ჩაბნელებუ-
ლი და ცივი იყო, რის გამოც ამ კედლებში გაყინული შეუცნობლისა
და მოლოდინის, დროისა და სიკვდილის განცდა მეფობდა. კრისტა-
ლებიც ვნახეთ და პუმებიც, ონდატრებიც, მუმიებიც და ნამარხებიც.
გაზონზე ლანჩი ვჭამეთ, მერე ისევ მუზეუმში შევყვინთეთ და ჩიტები,
ალიგატორები და ნეანდერტალელები დავათვალიერეთ. ისე დავი-
ღალე, ფეხზე ძლივს ვიდექი, მაგრამ წასვლა არ მინდოდა. დაცვა შე-
მოვიდა და კარისკენ თავაზიანად გაგვრეკა; ცრემლებს ვიკავებდი,
მაგრამ დაქანცულობისა და აქ დარჩენის სურვილისგან მაინც წამ-
სკდა. მამამ ხელში ამიყვანა და მანქანასთან მივედით. უკანა სავარ
ძელზე ჩამეძინა. როცა გამეღვიძა, შინ ვიყავით, სადილობის დრო
იყო.
ქვედა სართულზე მისტერ და მისის კიმისთან ვისადილეთ. ჩვენი
ბინის პატრონები იყვნენ. მისტერ კიმი ტლანქი, სიტყვაძუნწი კაცი
იყო; თითქოს მოვწონდი, მაგრამ არასდროს უთქვამს, მისის კიმი კი
(ჩემი კიმიკო) ჩემი მეგობარი, ჩემი შლეგი კორეელი ყომარბაზი ძი

32
ძა გახლდათ. როცა მეღვიძა, ძირითადად, მასთან ვიყავი. დედაჩემს
სადილების კეთება არ ეხერხებოდა, კიმიკო კი სუფლეს თუ
ბიბიმბოპს, ყველაფერს, თვალის დახამხამებაში ამზადებდა და ლა-
მაზად რთავდა. ჩემი დაბადების დღისთვის პიცა და შოკოლადის
ნამცხვარი გამოეცხო.
ვჭამეთ. დაბადების დღე სიმღერით მომილოცეს და სანთლები
ჩამაქრობინეს. არ მახსოვს, რა ჩავუთქვი. იმ დღეს დასაძინებლად
ჩვეულ დროს აღარ გამიშვეს, რადგან ნანახით ჯერ კიდევ აღფრთო-
ვანებული ვიყავი და შუადღისითაც მეძინა. უკანა ვერანდაზე დედას-
თან, მამასა და მისის და მისტერ კიმებთან ერთად ვიჯექი, ლიმო-
ნათს ვსვამდი, საღამოს ცის სილურჯეს გავცქეროდი, ჭრიჭინობე-
ლებისა და სხვა ბინებიდან გამომავალი ტელევიზორის ხმას ვუსმენ-
დი, როცა მამამ თქვა:
– ძილის დროა, ჰენრი.
კბილები გამოვიხეხე, ლოცვა ვთქვი და დავწექი. დაქანცული,
მაგრამ ფხიზლად ვიყავი. მამამ რაღაც წამიკითხა და რაკი დაინახა,
რომ არ მეძინებოდა, შუქი ჩამიქრო, ჩემი საძინებლის კარი ღია და-
ტოვა და სასტუმრო ოთახში დედასთან გავიდა. ასეთი გარიგება და
ვდეთ: მე ვიწვებოდი, ისინი კი მანამ დამიკრავდნენ, სანამ არ მომბ
ეზრდებოდა. დედა ფორტეპიანოს მიუჯდა, მამამ ვიოლინო ამოიღო.
დიდხანს უკრავდნენ და მღეროდნენ – ხან ძილისპირულს, ხან ძველ
გერმანულ სიმღერებს და ხან ნოქტიურნებს. ძილის მომგვრელ ჰან-
გებს ასრულებდნენ, რათა აღგზნებულ ბიჭს რული მიჰკარებოდა თვ
ალზე. მერე დედა შემოვიდა, დამხედა, მეძინა თუ არა. ალბათ, ჩემს
პატარა საწოლსა და სხვადასხვა მხეცით მოჩითულ პიჟამაში ძალი-
ან პატარა და დამფრთხალი ვეჩვენე.
– ოჰ, პატარავ, კიდევ არ გძინავს?
თავი დავუქნიე.
– მე და მამა ვწვებით. ხომ კარგად ხარ?
კარგად ვარმეთქი. გულში ჩამიკრა.
– დღეს მუზეუმში ძალიან კარგი იყო, არა?
– ხვალაც წავალთ?

33
– ხვალ ვერა, მაგრამ მალე წავალთ, კარგი?
– კარგი.
– ღამე მშვიდობისა, – კარი ღია დატოვა და დერეფანში შუქი ჩა-
აქრო.
– ძილი ნებისა, მოსვენებისა.
მცირედი ხმაური შემომესმა. წყალი მოუშვეს, უნიტაზი ჩარეცხეს.
მერე ყველაფერი მიჩუმდა. წამოვდექი და ჩემი ფანჯრის წინ ჩავი-
მუხლე. მეზობელ სახლში შუქი ენთო. სადღაც მანქანამ ჩაიქროლა,
რადიო ბოლო ხმაზე ღრიალებდა. მცირე ხანს შევიცადე, მინდოდა
ძილი მომრეოდა, მერე წამოვდექი და ყველაფერი შეიცვალა.

შაბათი, 2 იანვარი, 1988 წელი; დილის 4:03


/ კვირა,16 ივნისი, 1968 წელი, საღამოს 10:46
(ჰენრი 24 წლის და 5 თვისაა)

ჰენრი: ახლა დილის 4 საათი და 03 წუთია. იანვრის დილაა, ყი-


ნავს და შინ ვბრუნდები. საცეკვაოდ ვიყავი, გადამთვრალი არა, მაგ-
რამ დაქანცული ვარ. გაჩახჩახებულ დერეფანში გასაღებს ხელის
კანკალით ვიღებ, მუხლებზე ვეცემი, თავბრუ მესხმის, თვალები მე-
ბინდება და წყვდიადში ვიკარგები, მეტლახზე ვარწყევ. თავს ვწევ და
წითლად განათებულ ნიშანს ვხედავ, რომელსაც „გასასვლელი“
აწერია, თვალი სიბნელეს ეჩვევა და ვეფხვებს ვხედავ, პირველყო-
ფილი მამრები შუბმომარჯვებულები დგანან, სტრატეგიული მიზნე-
ბიდან გამომდინარე პირველყოფილ მდედრებს ფრიად მოკრძალე-
ბული ტყავები აცვიათ; მგლისებრ ძაღლებსაც ვხედავ. გული მიბა-
გუნებს და სასმლისგან არეულს ასეთი აზრი მომდის – ღმერთო ჩე-
მო, ქვის ხანაში მოვხვდი, მერე ვხვდები, რომ ნიშანს „გასასვლელი“
მეოცე საუკუნეში გავყავარ. ვდგები, ვცახცახებ და კარისკენ წას-
ვლას ვბედავ, გაყინულ მეტლახზე შიშველი ფეხები მეთოშება, ტანი
მეხორკლება და თმა ყალყზე მიდგება. სიჩუმეა. ჰაერი კონდიცირე-
ბის გამო ფისივით მწებვარეა. გასასვლელთან მივდივარ და მეზობ-

34
ელ ოთახში ვიხედები. შუშის კარადებითაა სავსე; მაღალი ფანჯრე-
ბიდან შემომავალი ქუჩის თეთრი შუქის ნათებაზე ათასობით ხოჭოს
ვარჩევ. საველე მუზეუმში ვარ, მადლობა ღმერთს. უხმოდ ვდგავარ,
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და გონების მოკრებას ვცდილობ. ჩემი და-
ბორკილი ტვინი რაღაცას იგონებს, ამ მოგონების ამოჩიჩქნას ვცდი-
ლობ. ჰო, ჩემი მეხუთე დაბადების დღეა... აქ ვიღაც იყო და სადაცაა
ახლა მე იმ ვიღაცად ვიქცევი... ტანისამოსი მჭირდება. კი, აუცილებ-
ლად მჭირდება.
გრძელ დერეფანში, რომელიც მეორე სართულს შუაში კვეთს,
თავქუდმოგლეჯილი მივრბივარ, დასავლეთის კიბით პირველი სარ-
თულისკენ მივიწევ და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ დეტექტო-
რების წინარე ეპოქაში მოვხვდი. მთვარის შუქზე ვეებერთელა სპი-
ლოები ავის მომასწავებლად დამცქერიან, ხელს ვუქნევ და მთავარი
შესასვლელი კარის ხელმარჯვნივ პატარა საჩუქრების მაღაზიისკენ
მივდივარ. გამოფენილ საქონელს გვერდს ვუვლი და რამდენიმე
იმედისმომცემ ნივთს ვამჩნევ: წერილების გასახსნელ მოჩუქურ-
თმებულ დანას, საველე მუზეუმისლოგოიან ლითონის სანიშნეს და
ორ დინოზავრებისგამოსახულებიან მაისურს. კარადებს ბოქლომე-
ბი ტყუილად ადევს; სალაროს გვერდით მიგდებული ქინძისთავით
ვხსნი და ნივთებს ვიღებ. მერე მესამე სართულზე ავდივარ. ეს სა-
ველე მუზეუმის სხვენია, აქ ლაბორატორიები და პერსონალის კაბი-
ნეტებია. კარებზე მიკრულ ლითონის ფირფიტებს ვათვალიერებ, ეს
გვარები არ მეცნობა; ერთერთს ალალბედზე ვარჩევ და წიგნის სა-
ნიშნეს საკეტის გასწვრივ კარში ვარჭობ, რაზა იღება და ოთახში
შევდივარ.
ამ კაბინეტის ბინადარი ვინმე ვ. მ. უილიამსონია, დიდი ფეთხუმი
ვინმე ჩანს. ოთახში ყველგან ფურცლები და ყავის ჭიქებია, საფერ-
ფლეები სიგარეტის ნამწვით აქვს სავსე, საწერ მაგიდაზე გველის
ჩონჩხი უდევს. იქაურობას ვჩხრეკ, ტანისამოსს ვეძებ, მაგრამ ვერ
ვაგნებ. მეზობელი კაბინეტი ვიღაც ქალს, ვინმე ჯ. ფ. ბეტლის ეკუთ-
ვნის. მესამე ცდაზე მიმართლებს. დდ. უ. ფიჩს ტანსაცმლის საკიდზე
კოსტიუმი აქვს, ჩემი ზომაა, თუმცა მკლავებსა და ფეხებზე მოკლე,

35
მხრებში კი სულ ოდნავ განიერი მაქვს. პიჯაკის ქვეშ დინოზავრიანი
მაისური მაცვია, ფეხსაცმელს ვერ ვშოულობ, მაგრამ მაინც ღირ-
სეულად გამოვიყურები. დდ. უ.ს უჯრაში „ორეოს“ გაუხსნელი შეკ-
ვრა უდევს. ღმერთმა გაახაროს. მასაც ვეპატრონები, კაბინეტიდან
გავდივარ და კარს ფრთხილად ვხურავ.
სად ვიყავი, როცა ჩემი ცალი დავინახე? თვალებს ვხუჭავ და და-
ქანცულობას ვგრძნობ, ძილმორეული თითებით მეალერსება. ლა-
მის ზეზეულად დამეძინოს, თავს ვიმორჩილებ: მამაკაცის სილუეტი
ჩემკენ მოდის, ზურგს მუზეუმის წინკარი უნათებს. „დიდ დარბაზში“
უნდა დავბრუნდე.
იქ დუმილი და სიმშვიდე მხვდება. დარბაზის ცენტრს ვუახლოვ-
დები, კარს ვუმზერ და გარდერობის გვერდით ვჯდები, მარცხნივ მდ
ებარე სცენაზე უნდა გავიდე. მესმის, გუგუნით როგორ ასკდება სის-
ხლი ჩემს ტვინს, ჰაერის კონდიცირების სისტემა ღმუის, ლეიკ-
შორდრაივზე მანქანები ბღავილით დაქრიან. ათ ცალ „ორეოს“
ვჭამ, ერთმანეთს სათითაოდ და ძალიან ფრთხილად ვაძრობ, შო-
კოლადის შიგთავსს წინა კბილებით ვფხეკ, ვციცქნი, რათა დიდხანს
მეყოს. წა
რმოდგენა არა მაქვს, რომელი საათია ან კიდევ რამდენ ხანს უნდა
ველოდო. ფხიზლად და საღ გონებაზე ვარ. დრო გადის, მაგრამ არა-
ფერი ხდება. მერე ყრუ ბგერა, რაღაც ქოშინი მესმის. სიჩუმეა. ვიც-
დი. ვდგები და დარბაზში ფეხაკრეფით გავდივარ, მარმარილოს ია-
ტაკზე დამრეცად დაცემულ სინათლეში გზას მივიკვლევ. კარის შუ-
აში ვდგები და ვყვირი, მაგრამ ხმამაღლა არა:
– ჰენრი!
კვლავ არაფერი. კარგი ბიჭი, ფრთხილი და ჩუმი. ისევ ვცდილობ.
– ყველაფერი კარგადაა, ჰენრი. მე შენი მეგზური ვიქნები. აქაუ-
რობას დაგათვალიერებინებ. ეს საგანგებო ტურია. ნუ გეშინია, ჰენ-
რი.
ძალიან ბუნდოვანი, ყრუ ხმაური ისმის.
– მაისური მოგიტანე, ჰენრი. ექსპონატების თვალიერებისას არ
შეგცივდება.

36
ახლა უკვე ვარჩევ; წყვდიადის კიდეზე დგას.
– აი, დაიჭირე.
მაისურს ვესვრი, უჩინარდება, მერე სინათლეში ჩნდება. მაისური
მუხლამდე დასთრევს. ეს მე ვარ – ხუთი წლის, ზღარბივით აბურ-
ძგნილი თმით, მთვარესავით გაცრეცილი სახის კანით და ყავისფე-
რი, ლამის სლავური თვალებით, დამფრთხალი, ძარღვმაგარი. ხუ-
თი წლის ასაკში ჩემი მშობლების საიმედო მკლავებში ბედნიერი
ვარ. ყველაფერი მერე მოხდა.
მისკენ ნელა მივდივარ, ვიხრები და ვუყვავებ:
– გამარჯობა. მიხარია, რომ გაგიცანი, ჰენრი. გმადლობ, რომ
მოხვედი.
– სად ვარ? შენ ვინ ხარ? – წვრილი და მაღალი ხმა აქვს, ქვის
იატაკზე ექოსავით ისმის.
– საველე მუზეუმში ხარ. აქ ის უნდა გაჩვენო, რაც დღისით ვერ
ნახე. მეც ჰენრი მქვია. ხომ სასაცილოა, არა?
თავს მიქნევს.
– ნამცხვარი გინდა? მუზეუმების თვალიერებისას მე მუდამ ნამ-
ცხვარს ვჭამ. ყველაფერს უფრო მკაფიოდ შეიგრძნობ.
„ორეოს“ შეკვრას ვუწვდი. ყოყმანობს, არ იცის, უნდა გამომარ-
თვას თუ არა და არც ის იცის, რამდენის აღება შეიძლება ისე, რომ
უზრდელობა არ ერქვას.
– რამდენიც გინდა, აიღე. მე ათი ცალი ვჭამე; უნდა დამეწიო.
სამს იღებს.
– ეგებ კონკრეტულად რამის ნახვა გინდა? საიდან დავიწყოთ?
უარის ნიშნად თავს აქნევს.
– კეთილი, მესამე სართულზე ავიდეთ. იქ იმას ინახავენ, რაც
დარბაზებში გამოფენილი არა აქვთ. კარგი?
– კარგი.
წყვდიადში კიბეს მაღლა მივუყვებით. ნელა მოძრაობს, მე აუჩქა-
რებლად მივყვები გვერდით.
– დედა სად არის?
– შინაა, სძინავს. ეს საგანგებო ტურია, მხოლოდ შენთვის. დღეს

37
ხომ შენი დაბადების დღეა. უფროსები ასეთ რამეებს არ აკეთებენ.
– შენც ხომ უფროსი ხარ?
– მე უჩვეულო უფროსი ვარ. თავგადასავლების მაძიებელი. რო
გორც კი გავიგე, რომ საველე მუზეუმში დაბრუნება გინდა, გადავ-
წყვიტე, შესაძლებლობით მესარგებლა და ყველაფერი მეჩვენებინა.
– მე აქ როგორ მოვხვდი?
კიბის თავში ჩერდება და დაბნეული შემომცქერის.
– საიდუმლოა... გეტყვი, მაგრამ დაიფიცე, რომ არავის უამბობ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ არავინ დაგიჯერებს. თუ ძალიან გინდა, დედას
უთხარი და კიმის, სხვას არავის. კარგი?
– კარგი...
მის წინ მუხლზე ვდგები და მას, ჩემს უმწიკვლო თავს, თვალებში
შევცქერი.
– აბა, დედა დაიფიცე.
– უჰ, იცი, ისა...
– კეთილი. კარგად მისმინე; აი, რა ხდება: შენ დროში მოგზა-
ურობ. შენს საძინებელში იყავი და უეცრად... ბრახ! აქ აღმოჩნდი.
ჯერ ახალი მოსაღამოებულია და შინ წასვლამდე უამრავ რამეს ვნა-
ხავთ, – დუმს, მაგრამ ცნობისმოყვარე თვალებით შემომცქერის, –
მოსულა?
– ჰო, მაგრამ... რატომ?
– ეგ არც მე ვიცი. როცა მეცოდინება, გეტყვი. მოდი, დროს ნუ-
ღარ ვკარგავთ. წავიდეთ. ნამცხვარი გინდა?
ერთ ცალს იღებს, დერეფანს ნელი ნაბიჯით მივუყვებით. ექსპერ
იმენტს ვწყვეტ.
– მოდი, აი, ეს ვცადოთ, – ვამბობ და წიგნის სანიშნეს ერთი ოთა-
ხის საკეტის გასწვრივ ვარჭობ. 306 აწერია. კარი იღება და როცა სი-
ნათლეს ვანთებ, მთელ ოთახში გოგრის ზომის ქვებს ვხედავ; ზოგი
მთელია, ზოგი შუაზე გაპობილი; გარედან კლდის ნაგლეჯს ჰგავს,
შიგნით კი ლითონითაა დაძარღვული.
– ოჰ, ჰენრი, ნახე, ესენი მეტეორიტებია.

38
– მეტეორიტი რა არის?
– კოსმოსიდან ჩამოვარდნილი ქვა, – ისეთი სახით შემომცქე-
რის, თითქოს მეც კოსმოსიდან ჩამოვარდნილი ვიყო, – გინდა სხვა
კარი ვცადოთ? – თავს უხმოდ მიქნევს. მეტეორიტების ოთახის კარს
ვხურავ და დერეფნის მეორე მხარეს სხვას ვაღებ. ჩიტებითაა სავსე.
ჩიტები, რომლებიც თითქოს მიფრინავენ, ხის ტოტზე ჩამომსხდარი
და მარადიულობად ქცეული ჩიტები, მათი თავები და ტყავი. ასობით
უჯრიდან ერთერთს ვაღებ. იქ ათობით მინის მილაკი გვხვდება, თი-
თოეულში სულ პაწია შავი და ოქროსფერი ჩიტი ზის, რომელსაც
ფეხზე თავისი სახელი აქვს მიბმული. ჰენრის თვალები საცერივით
უფართოვდება, – გინდა რომელიმეს შეეხო?
– კი.
მილაკს ბამბის ბურთულას ვაძრობ, ვანჯღრევ და ფერად ფრინ-
ველს ხელისგულზე ვიპირქვავებ. ფორმას არ იცვლის, ისეთივეა,
როგორიც მილაკში იყო. პატარა თავზე სიყვარულით უსვამს ხელს.
– სძინავს?
– ჰო, მეტნაკლებად.
გამჭოლი მზერით შემომცქერის და ჩემს ორაზროვან ნათქვამზე
ფიქრობს. ჭივჭავს მილაკში ვტენი, თავს ვახურავ და უჯრაში ვდებ.
ისეთი დაღლილი ვარ, სიტყვა „ძილის“ გაგონებაც მაცდუნებს. დერ
ეფანში მივუძღვი, უეცრად მაგონდება, ბავშვობაში რისი კეთება მიყ-
ვარდა ხოლმე ღამით.
– აბა, ჰენრი, წამოდი, ბიბლიოთეკაში შევიდეთ.
მხრებს იჩეჩს. წინ მივდივარ, ახლა უკვე ჩქარი ნაბიჯით, სირბი-
ლით მომდევს. ბიბლიოთეკა შენობის აღმოსავლეთით, მესამე სარ-
თულზეა. როცა ვუახლოვდებით, წუთით ვჩერდები და საკეტებს ვათ-
ვალიერებ. ისე შემომცქერის, თითქოს მეუბნება: „ესეც შენ“. ჯიბეებს
ვიჩხრეკ და წერილების გასახსნელ დანას ვაგნებ. ხის სახელურს
ვანჯღრევ და ჰოი საოცრებავ, იქ ლითონის გრძელი წვერი მხვდება.
მის ნახევარს გასაღების ბუდეში ვარჭობ და ხელების ცეცებით ვსინ-
ჯავ. ზამბარების ღრჭიალი ისმის, ახლა მეორე ნაწილს ვასრიალებ
საკეტში, მერე წიგნის სანიშნეს ვთხრი და ყველაფერი თვალის დახ

39
მხამებაში ხდება – სეზამ, გაიღე!
ბოლოს ჩემს თანამგზავრზე შთაბეჭდილებას ვახდენ.
– მაგას როგორ აკეთებ?
– ძნელი არ არის. სხვა დროს გასწავლი. Entrez 11– კარს ფარ-
თოდ ვუღებ, შემოდის. სინათლეებს ტკაცანით ვანთებ და სამკით-
ხველო დარბაზი ჩნდება; ხის მძიმე მაგიდები და სკამები, მუქი მოყა-
ვისფრომოწითალო ხალიჩა, კატალოგების ვეებერთელა მერხი. სა-
ველე მუზეუმის ბიბლიოთეკა ხუთი წლის ბავშვებზე შთაბეჭდილების
მოსახდენად არ არის. დახურულია – მეცნიერებისა და სწავლულე-
ბისთვისაა. ოთახის გაყოლებაზე თაროებია ჩამწკრივებული, მა
გრამ, ძირითადად, ვიქტორიანული ეპოქის ტყავის ყდებში ჩასმული
სამეცნიერო პუბლიკაციები დევს. მე ოთახის შუაგულში მდგარი ვე-
ებერთელა მუხისა და მინის კარადაში გამოკეტილი წიგნი მაინტე-
რესებს. საკეტს ქინძისთავით ვწევ და კარს ვაღებ. საველე მუზეუმი
უსაფრთხოებას ცოტა სერიოზულად უნდა მოეკიდოს. ასეთი საქციე-
ლის გამო თავს საშინლად არ ვგრძნობ, მე ნამდვილი ბიბლიოთეკა-
რი ვარ და ნიუბერიში ყოველდღე უამრავ კარადას ვაღებ. კატალო-
გების მაგიდასთან მივდივარ, ქეჩის ნაჭერს და რამდენიმე საფენს
ვიღებ და ყველაზე ახლოს მდგომ მაგიდაზე ვალაგებ. მერე წიგნს კა-
რადიდან დიდი რუდუნებით ვიღებ და ქეჩაზე ვდებ. სკამს ვწევ.
– ამაზე დადექი, უკეთ დაინახავ, – სკამზე ძვრება, მე წიგნს ვშლი.
ეს ოდიუბონის „ამერიკის ფრინველებია“, საუცხოო „ორი სპილოს
ფოლიო“12ლამის ჩემი მცირეწლოვანი ვერსიის სიმაღლის. საუკე-
თესოა ყველა არსებულ ეგზემპლარს შორის. ვინ იცის, მის დათვალ
იერებაში რამდენი წვიმიანი დღე გამიტარებია. პირველ გვერდზე ვშ

11
(ფრანგ.) შემოდი.
12
„ორი სპილოს ფოლიო“ – წიგნის ფორმატი 99X66 სმ-ზე. ამერიკელი ნა-
ტურალისტის, ორნიტოლოგისა და მხატვარ-ანიმალისტ ჯონ ჯეიმზ ოდიუ-
ბონის (1785-1851) ილუსტრირებული „ამერიკის ფრინველები“ სწორედ ამ
ფორმატისაა და ყველაზე ძვირად გაყიდულ ბეჭდურ წიგნად ითვლება აუქ-
ციონების ისტორიაში.

40
ლი, ჰენრი იღიმება და შემომცქერის.
– პოლარული ღორიხვა, – კითხულობს იგი, – ჩვეულებრივ იხვს
ჰგავს.
– ჰო, იმას ჰგავს. გინდა დაგენაძლევები, რომ შენს საყვარელ
ფრინველს გამოვიცნობ.
უარის ნიშნად თავს აქნევს და იღიმება.
– რაზე დამენაძლევები?
თავის დინოზავრებიან მაისურს დასცქერის და მხრებს იჩეჩს. ეს
გრძნობა მეც გამომიცდია.
– შევთანხმდით? თუ გამოვიცნობ, „ორეოს“ მოგცემ, თუ ვერ გა-
მოვიცნობ, მაშინაც.
ფიქრობს და ხვდება, რომ უსაფრთხო ნაძლევია. მთანხმდება.
ფლამინგოზე ვშლი. იცინის.
– მართალი ვარ?
– ჰო!
ადვილია ყოვლისმცოდნეობა, როცა ყველაფერი უკვე გამოვ-
ლილი გაქვს.
– ძალიან კარგი. აჰა, შენი „ორეო“. ერთიც მე, რადგან არ შევ-
ცდი, ოღონდ წიგნის თვალიერების დასრულებამდე ხელს არ ვახლ
ებთ, ამ ფერადფერად ჩიტებს ნამცეცებს ხომ არ დავაყრით? მართა-
ლი ვარ?
– ჰო! – „ორეოს“ სავარძლის სახელურზე დებს, ყველაფერს თა-
ვიდან ვიწყებთ და ჩიტებს ფურცელფურცელ ვათვალიერებთ. ესენი
მინის მილაკებში ჩასკუპებულებზე გაცილებით ნამდვილებს ჰგვა-
ნან.
– ეს დიდი ცისფერი ყანჩაა. ვეებერთელაა, ფლამინგოზე დიდი.
ოდესმე კოლიბრი გინახავს?
– დღეს ვნახე!
– აქ? მუზეუმში?
– ხო.
– ცოტა მოიცადე და გარეთაც ნახავ. პატარა ვერტმფრენებივით
არიან. ისე სწრაფად იქნევენ ფრთებს, ჰაერში გადღაბნილ ლაქებ-

41
ად ჩანან.
წიგნს უზარმაზარი ფურცლები აქვს და გადაშლისას ზეწრებივით
ფრიალებს. ახალი საოცრების მოლოდინში ჰენრი სულგანაბული
დგას და ყოველი წეროს, მელოტას, მეჭვავიას თუ კოდალას დანახ-
ვაზე სიამოვნების შეძახილი აღმოხდება. როცა გრატაზე ვშლით, წინ
იხრება, ეხება და ხელს ნაზად უსვამს. ჯერ მას ვუყურებ, მერე წიგნს.
ეს წიგნი, ეს მომენტი მახსოვს; ეს პირველი წიგნია, რომელიც შემიყ-
ვარდა; მახსოვს, რომ მასში შეფოფხება და დაძინება მინდოდა.
– დაიღალე?
– ხო.
– წავიდეთ?
– კარგი, წავიდეთ.
„ამერიკის ფრინველებს“ ვხურავ, შუშის სახლში ვაბრუნებ, ფლა-
მინგოზე ვშლი და კარადას ვკეტავ. ჰენრი სკამიდან ხტება და თავისი
წილი „ორეოს“ ჭამას იწყებს. ქეჩას ადგილზე ვდებ და სკამს მერ-
ხთან ახლოს ვწევ. ჰენრი შუქს აქრობს და ბიბლიოთეკიდან გავდი-
ვართ.
მივსეირნობთ, ყველაფერზე ვმასლაათობთ, რაც დაფრინავს ან
დასრიალებს, და „ორეოს“ ვჭამთ. ჰენრი დედაზე, მამასა და მისის
კიმზე მიამბობს, რომელიც თურმე ლაზანიას გაკეთებას ასწავლის.
ბრენდაზეც მიყვება, რომელიც ლამის გადამავიწყდა, ბავშვობაში
კი, დღევანდელი დღიდან სამი თვის თავზე, სანამ მისი ოჯახი ტამპა-
ში, ფლორიდაში გადავიდოდა, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.
ახლა ლეგენდარული ვერცხლისზურგა გორილა ბუშმანის წინ
ვდგავართ; მისი მედიდური ფიტული პირველი სართულის დერეფ-
ნის მარმარილოს კვარცხლბეკიდან გვიბღვერს. უეცრად ჰენრი კი-
ვის, ბორძიკობს, მებღაუჭება, მე ვიჭერ. ის იქ აღარ არის. ხელში მი-
სი თბილი, ცარიელი მაისური მრჩება. ვოხრავ და ზედა სართულზე
მუმიების საცქერად და მასზე საფიქრალად ავდივარ. ჩემი პატარა
„მე“ უკვე შინ არის და საწოლში ძვრება. მახსოვს, ეს მახსოვს. დი-
ლით გაღვიძებულს ეს ყველაფერი საოცარი სიზმარი მეგონა. დე-
დამ გაიცინა და თქვა, რომ დროში მოგზაურობა ჩინებული რამ იყო,

42
თვითონაც სიამოვნებით იმოგზაურებდა.
ეს პირველი იყო.

პირველი პაემანი, ორი

პარასკევი, 23 სექტემბერი, 1977 წელი


(ჰენრი 36 წლისაა, კლერი 6-ის)

ჰენრი: მიდოუში ვარ და ვიცდი. მდელოს მოშორებით ვიმალები,


რადგან სამოსი, რომელსაც კლერი ქვის ქვეშ მალავს ხოლმე, იქ არ
მხვდება; ყუთს ვერ ვპოულობ, მაგრამ იმისთვისაც მადლობელი
ვარ, რომ ჩინებული დილაა. რომელიღაც განუსაზღვრელი წლის
ადრეული სექტემბერია. მაღალ ბალახში მოწყვეტით ვწვები. ვფიქ-
რობ. ის, რომ აქ ყუთი და ტანსაცმელი არ არის, ერთადერთს ნიშ-
ნავს – იმ დროში ვარ, როცა კლერს არ ვიცნობ. იქნებ ჯერ არც და-
ბადებულა. ასეთი რამ ადრეც შემმთხვევია და საოცრად მტკენია.
კლერი მენატრება. ვიმალები, მისი ოჯახის სიახლოვეს შიშვლად გა-
მოჩენას ვუფრთხი. მიდოუს მარჯვენა ნაპირის ვაშლის ხეებზე მო-
ნატრებით ვფიქრობ. წელიწადის ამ დროს ვაშლები უნდა ესხას, პა-
ტარა, მჟავე, ირმის ჩაკბეჩილი ვაშლები. მაინც იჭმება. კარის ჯახუნი
მესმის და ბალახიდან ვიჭყიტები. ვიღაც ბავშვი ჩემკენ აცაბაცა მორ-
ბის; როცა ტალღასავით აზვირთებულ ბალახში შემოდის, გული ბუ-
დიდან ამოვარდნას ლამობს. მდელოზე კლერი მოდის.
ძალიან პატარაა. არაფერი იცის; მარტოა. სკოლის ფორმა, მწვა-
ნე ჯემპრი, თეთრი ბლუზა, მუხლამდე თეთრი წინდა და უთასმო ფეხ-
საცმელი აცვია, „მარშალ ფილდის“ ქაღალდის პარკი და საცურაო
პირსახოცი მოაქვს. მიწაზე აფენს და რაც რამ ჩანთაში უდევს, ზედ
ყრის – ყველაფერია, თუ რამით რამის დაწერა შეიძლება: ძველი
მელნის კალმები, ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წვერმომტვრეუ-
ლი პატარა ფანქრები, ფლომასტერები და სურნელოვანი „ჯადოსნუ-
რი მარკერები“, მამამისის საკანცელარიო ნივთებიც კი. ყველაფე-

43
რს კოხტად ალაგებს და ფურცლების დასტას მარჯვედ ფერთხავს,
თითოეულ კალამს და ფანქარს გულმოდგინედ ამოწმებს, სწორ ხა-
ზებს ავლებს და რაღაცას წერს. ღიღინებს. ყურს ვუგდებ – დიკ ვან
დაიკის შოუს მელოდიას მღერის.
ვყოყმანობ. კმაყოფილი და საქმით გატაცებული ჩანს. ექვსისა
იქნება; თუ სექტემბერია, სულ ახლახან პირველ კლასში შევიდოდა.
აშკარად არ მელის. უცხო ვარ, თანაც სკოლაში ბავშვებს პირველ
რიგში ხომ იმას ასწავლიან, რომ უცნობებს, მით უმეტეს მათ, ვინც
საყვარელ თავშესაფარში შიშველტიტველი შეხვდებათ, სახელს და-
უძახებთ და ეტყვით, დედილოს და მამილოს ჩემზე არაფერი უთ-
ხრაო, არ უნდა გამოელაპარაკონ. არ ვიცი, პირველად დღეს უნდა
შევხვდე თუ მერე. ეგებ დღეს ჩუმად უნდა ვიყო; მერე ის წავა, მე იმ
მჟავე ვაშლებს ჩავახრამუნებ, სადმე გასაშრობად გაფენილ სა-
რეცხს მოვიპარავ და ჩემს ჩვეულ პროგრამას დავუბრუნდები.
ფიქრებიდან ტკაცანით ვფხიზლდები და ვხედავ, რომ მიყურებს.
ღიღინში ავყოლილვარ, მაგრამ ამას გვიან ვხვდები.
– მანდ ვინ არის? – ჩურჩულით კითხულობს ის. გამწყრალ ბატს
ჰგავს, მხოლოდ კისერი და ფეხები უჩანს. სწრაფად ვფიქრობ.
– გამარჯობა, დედამიწის ბინადარო, – წამღერებით ვამბობ მე
და კეთილად ვუღიმი.
– მარკ, შე იდიოტო! – აქეთიქით იყურება და რამე სასროლს ეძე-
ბს. არჩევანს თავის ფეხსაცმელზე აჩერებს, რომელსაც მძიმე და
ბასრი ქუსლი აქვს. იხდის და მტყორცნის. ვგონებ, კარგად ვერც მხე-
დავს, მაგრამ უმართლებს და პირდაპირ პირში მარტყამს. ტუჩიდან
სისხლი მომდის.
– გთხოოვ, მაგას ნუ შვრები. სისხლის დენის შესაჩერებელი არა-
ფერი მაქვს, – ხელს ტუჩზე ვიჭერ და ჩემი ხმა ყრუდ მესმის. ყბა მტკი-
ვა.
– ვინ ხარ?
დამფრთხალი ჩანს. სხვათა შორის, მეც.
– ჰენრი...კლერ, ჰენრი ვარ. არაფერს დაგიშავებ, მაგრამ
გთხოვ, ნურაფერს მესვრი.

44
– ფეხსაცმელი დამიბრუნე. მე შენ არ გიცნობ. რატომ იმალები?
– შემიბღვერს ის.
მის ფეხსაცმელს უკან, მდელოზე ვისვრი, იღებს და პისტოლეტი
ვით მიშვერს.
– იმიტომ, რომ ტანისამოსი დამეკარგა და მრცხვენია. შორი გზი-
დან მოვედი, აქ არავის ვიცნობ, ახლა კი სისხლიც მომდის.
– საიდან ხარ? ჩემი სახელი საიდან იცი?
სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა.
– მომავლიდან მოვდივარ. დროში მოგზაური ვარ. მომავალში
ჩვენ მეგობრები ვართ.
– დროში მოგზაურობა მარტო ფილმებში არსებობს.
– ეგ ჩვენ გვგონია ასე.
– რატომ?
– ყველა რომ დროში მოგზაურობდეს, ძალიან გადაიტვირთებო-
და ხალხით. გახსოვს, შარშან შობაზე ბებიაშენი ებშაირის სანახა-
ვად რომ წახვედი, ო’ჰარას აეროპორტში ზღვა ხალხი რომ იყო?
ჩვენ, დროში მოგზაურებს, მეტისმეტი ორომტრიალი არ გვინდა და
ამიტომ ყველაფერს ვასაიდუმლოებთ.
ჩემს ნათქვამზე წუთით ფიქრდება.
– გამოდი.
– მაშინ შენი პირსახოცი მათხოვე.
პირსახოცს იღებს, მისი კალმები და ფანქრები ძირს ცვივა. მეს-
ვრის, ვიჭერ, მისკენ ზურგით ვდგები და წელზე ვიხვევ. მკვეთრი
ვარდისფერია და ნარინჯისფერი გეომეტრიული ფიგურები აქვს. ზუ
სტად ისეთია, მომავალ მეუღლესთან პირველად შეხვედრისას რომ
უნდა გქონდეს. მდელოზე გავდივარ და დიდ ქვაზე რაც შეიძლება
ღირსეულად ვჯდები. უკან იხევს და შორს დგება, მაგრამ მაინც მდე-
ლოზე არის. ფეხსაცმელები კვლავაც ჩაბღუჯული აქვს.
– სისხლი მოგდის.
– ვიცი. იმიტომ, რომ ფეხსაცმელი მომარტყი.
– უი.
სიჩუმეა. ვცდილობ, რაც შეიძლება უწყინრად და სასიამოვნოდ

45
დავიჭირო თავი. კლერის ცხოვრებაში სასიამოვნო ადამიანი ბევრს
ნიშნავს, რადგან გარშემო ასეთი ბევრი არ ჰყავს.
– დამცინი.
– მე შენ არასდროს დაგცინებ. საიდან მოიტანე, რომ დაგცინი?
ძალიან ჯიუტია.
– დროში არავინ მოგზაურობს და იქიდან. მატყუებ.
– დროში სანტა მოგზაურობს.
– რა?
– არ იცოდი? აბა, ერთ ღამეში იმდენი საჩუქრის ჩამორიგებას
როგორ ასწრებს? საათს უკან სწევს იმისთვის, რომ ყველას საკვა-
მურში მოასწროს საჩუქრების ჩაყრა.
– სანტა ჯადოსნურია, შენ არა.
– შენ მართლა გჯერა, რომ მე ჯადოსნური არა ვარ? კარგი რა,
ლუის, რა ურწმუნო ვინმე ხარ.
– მე ლუისი არა ვარ.
– ვიცი, კლერი ხარ. კლერ ენ ებშაირი, დაბადებული 1971 წლის
24 მაისს. შენი მშობლები ფილიპ და ლუსილ ებშაირები არიან, შენ
მათთან, ბებიასთან, შენს ძმა მარკსა და და ალისიასთან ერთად
ცხოვრობ. აი, იმ დიდ სახლში იქ, მაღლა რომ დგას.
– ეგეთი რამეები რომ იცი, არ ნიშნავს, რომ მომავლიდან ხარ.
– ცოტას თუ დაიცდი, ნახავ, რომ აქედან გავქრები, – ვიცი, ეს გა-
ამართლებს, რადგან ერთხელ კლერმა მითხრა, რომ პირველი შეხ-
ვედრისას ყველაზე შთამბეჭდავად ეს მოეჩვენა.
სიჩუმე. სიმძიმე ფეხიდან ფეხზე გადააქვს და კოღოს ხელის აქნ
ევით იგერიებს.
– შენ სანტას იცნობ?
– პირადად? არა, – სისხლდენა შემიჩერდა, მაგრამ, ალბათ, მა-
ინც საზარელი შესახედი ვარ, – კლერ, მისმინე, შემთხვევით ჭრი-
ლობაზე დასაკრავი სალბუნი ხომ არა გაქვს? ან რამე საჭმელი ხომ
არ წამოგიღია? დროში მოგზაურობა მაშივებს ხოლმე.
მცირე ხანს ფიქრობს. ჯემპრის ჯიბეში ხელს იყოფს და „ჰერშის“
ფილას იღებს, ერთი ლუკმა აქვს წაკბეჩილი. მესვრის.

46
– გმადლობთ... ძალიან მიყვარს, – კოხტად, მაგრამ სწრაფად
ვჭამ. სისხლში შაქრის შემცველობა ძალიან დაბალი მაქვს. ქაღალ
დს პარკში ვუგდებ. კმაყოფილი ჩანს.
– ძაღლივით ჭამ.
– არა! მოგეჩვენა! – თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, – ჰო და
კიდევ განზიდული ცერები მაქვს. დიდად გმადლობ.
– ზიდული ცერები რას ნიშნავს?
– აბა, ასე ქენი, – ვეუბნები და თითებით თანხმობის ნიშნის გაკე-
თებას ვთხოვ. ჩემს ნებას დაჰყვა, – აი, ამას ნიშნავს განზიდული თი-
თები, ანუ იმას, რომ ამისი გაკეთება შეგიძლია. ეს ნიშნავს, რომ ქი-
ლის გახსნის, ფეხსაცმლის თასმების შეკვრისა და სხვა ისეთი რა-
მეების კეთების უნარი გაქვს, რასაც ცხოველები ვერ შეძლებენ.
ასეთი ახსნა არ აკმაყოფილებს.
– და კარმელიტა ამბობს, რომ ცხოველებს სული არა აქვთ.
– როგორ არა აქვთ? ეგ საიდან მოიტანა?
– პაპს ასე უთქვამს.
– ეგ შენი პაპი ერთი ბებერი დარტყმულია. ცხოველებს ჩვენზე
გაცილებით ლამაზი სული აქვთ. არც ტყუილებს ამბობენ და არც არ
ავის აფეთქებენ.
– სამაგიეროდ ერთმანეთს ჭამენ.
– იმიტომ, რომ სხვა გზა არა აქვთ; „დაიარიქვინში“ ვერ წავლენ
და შოკოლადმოყრილი ვანილის ნაყინით პირს ვერ ჩაიტკბარუნე-
ბენ, არა? – კლერს ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად ეს ნაყინი უყვარს
(ბავშვობაში უყვარდა. დიდობაში სუში უყვარს. განსაკუთრებით პი-
ტერსონავენიუს სუში „კაცუ“).
– მაშინ ბალახი ჭამონ.
– ბალახის ჭამა ჩვენც შეგვიძლია, მაგრამ არ ვჭამთ. ჰამბურგე-
რებს ვეტანებით.
კლერი მდელოს კიდეზე ჯდება.
– ეტამ მითხრა, უცნობებს არ ელაპარაკოო.
– კარგი რჩევა მოუცია.
სიჩუმე ისადგურებს.

47
– როდის გაუჩინარდები?
– როცა კარგად გავხდები და მზად ვიქნები. მოგბეზრდი?
თვალებს ატრიალებს.
– მანდ რას აკეთებ?
– სუფთა წერას ვსწავლობ.
– შეიძლება ვნახო?
ფრთხილად დგება, რამდენიმე ფურცელს აგროვებს, თან გოროზ
მზერას არ მაცილებს. წინ ვიხრები და ხელს ისე ვუწვდი, თითქოს
როტვეილერი იყოს. სწრაფად მესვრის და გარბის. ისე ვაკვირდები,
თითქოს ბრიუს როჯერზის13 „კენტავრის“ ესკიზები, „კელის წიგ-
ნის“14 ორიგინალი ან რაღაც მსგავსი გადმომცა. დიდი ბეჭდური ას
ოებით უამრავჯერ დაუწერია: „კლერ ენ ებშაირი“. ყველა პირველი
ასო დაკულულებული და ჩახვეულია, მუცლის ნაცვლად კი ღიმილა-
კი აქვს. ძალიან ლამაზია.
– ძალიან ლამაზია.
სიამოვნებს. ასე იცის, როცა ნამუშევარს უქებ.
– ერთს შენც გაგიკეთებ.
– ძალიან გამახარებ, მაგრამ დროში მოგზაურობისას თან ვერა-
ფერი მიმაქვს, ამიტომ გქონდეს და როცა მოვალ, მაჩვენე ხოლმე.
– რატომ ვერ წაიღებ?
– აბა, დაფიქრდი. დროში მოგზაურებმა რამეების აქეთიქით ტა-
რება რომ დავიწყოთ, რა ქაოსი იქნება. წარმოიდგინე, წარსულში
ფული რომ ჩამოვიტანო. ყველა გამარჯვებული ლატარიის ბილე-
თის ნომერი მეცოდინება და ტონობით ფულს ჩავიჯიბავ. ეგ ხომ უსა-
მართლობა იქნება, არა? ან სინდისზე ხელი რომ ავიღო, აქ რაღაცე-
ბი მოვიპარო და მომავალში წავიღო; იქ ვერავინ მომაგნებს.
– ვგონებ, მეკობრე უნდა იყო! – ამას კმაყოფილი სახით ამბობს.

13
ბრიუს როჯერზი (1870-1957) – ამერიკელი მბეჭდავი და შრიფტის დიზაი-
ნერი, შრიფტის გარნიტურა „კენტავრის“ შემქმნელი.
14
„კელის წიგნი“ – 800 წელს ირლანდიელი ბერების მიერ მინიატიურები-
თა და ორნამენტებით მოკაზმული შუა საუკუნეების ხელნაწერი წიგნი

48
ეს აზრი მოსწონს და ავიწყდება, რომ საშიში უცნობი ვარ, – შეგიძ-
ლია ეგ ფული დამარხო, განძის რუკა შეადგინო და მომავალში
ამოთხარო.
დაახლოებით ასე ვაფინანსებთ მე და კლერი ჩვენს როკენრო-
ლური სტილის ყოფას. დიდობაში კლერს ეს ცოტა ამორალურად ეჩ-
ვენება, მაგრამ საფონდო ბირჟაზე უდავო უპირატესობა გვაქვს.
– კარგი აზრია, მაგრამ ფულზე მეტად ტანსაცმელი მჭირდება.
დაეჭვებული მიცქერს.
– მამაშენს რამე ისეთი ტანსაცმელი არა აქვს, რომელიც აღარ
სჭირდება? თუნდაც მარტო შარვალი იყოს. ცუდად ნუ გამიგებ, ეს
პირსახოცი ძალიან მომწონს, მაგრამ იქ, საიდანაც ვარ, შარვალი
მაცვია ხოლმე.
ფილიპ ებშაირი ჩემზე ცოტა დაბალია, მაგრამ ოცდაათი გირვან-
ქით მძიმე. მის შარვალში ძალიან სასაცილო ვარ, თუმცა თავს კარ-
გად ვგრძნობ.
– არ ვიცი...
– კარგი, ახლა არ მინდა, მაგრამ, როცა სხვა დროს მოვალ, თუ
რამეს მიშოვი, მადლობელი დაგრჩები.
– სხვა დროს?
ცარიელ ფურცელს და ფანქარს ვიღებ და ბეჭდური ასოებით ვუ-
წერ: „ხუთშაბათი, 29 სექტემბერი, 1977 წელი, ნავახშმევს“. ფურ-
ცელს ვუბრუნებ, ფრთხილად მართმევს. მხედველობა მერევა, ყვე-
ლაფერი იდღაბნება. მესმის, როგორ ეძახის ეტა კლერს, – კლერ, ეს
საიდუმლოა, გაიგე?
– რატომ?
– ახლა ვერ გეტყვი. უნდა წავიდე. სასიამოვნო იყო შენი გაცნო-
ბა. ჭკვიანად იყავი, – ხელს ვუწვდი, ფურცელს გაბედულად იღებს.
ერთმანეთს ხელს ვართმევთ. მე ვქრები.

მკითხველთა ლიგა

49
ოთხშაბათი, 9 თებერვალი 22.00
(კლერი 28-ისაა, ჰენრი 26-ის).

კლერი: ადრეა, ექვსი საათია და დილის ფხიზელი ძილით მძინავს,


სიზმარში მყოფს ჰენრი მუჯლუგუნით მაღვიძებს, ვხვდები, რომ სად-
ღაც იყო. ჩემს თავს ზემოთ განსხეულდა, ვკივი, მერე ერთმანეთს
არაქათს ვაცლით, იცინის და გვერდზე გორდება, მისკენ ვტრიალდ
ები, ვუცქერ და ვხვდები, რომ პირიდან სისხლი მოსდის. სველი ტი
ლოს მოსატანად მკვირცხლად ვდგები, როცა ვბრუნდები და ნაჭერს
ტუჩზე ვადებ, იღიმება.
– რა შეგემთხვა?
– ფეხსაცმელი მესროლე.
არასდროს არაფერი მისვრია. ეგეთი რამ არ მახსოვს.
– არ მისვრია.
– კი, მესროლე. ახლახან პირველად შევხვდით. ჩემი დანახვის-
თანავე თქვი: „ამ კაცს ცოლად გავყვები“ და ფეხსაცმელი გამომიქა-
ნე. ყოველთვის ვამბობდი, რომ ადამიანებში ჩინებულად ერკვევი.

ხუთშაბათი, 29 სექტემბერი, 1977 წელი


(კლერი 6-ის არის, ჰენრი 35-ის)

კლერი: დღეს დილით მამას საწერი მაგიდის კალენდარიც იმავე


თარიღს აჩვენებს, რაც იმ კაცმა დამიწერა. ნელი ალისიას კვერცხს
უხარშავდა, ეტა მარკს უკიოდა, რადგან საშინაო დავალების დაწე-
რის ნაცვლად სტივთან ფრისბის თამაშით ირთობდა თავს. ეტა, შე-
იძლება სკივრიდან ძველი ტანისამოსი ამოვიღო? – ვიკითხე მე.
სხვენში რომ სკივრებია, იმას ვგულისხმობდი, რომლებიდანაც ტა-
ნისამოსს ვიღებთ და პრანჭიობანას ვთამაშობთ ხოლმე. რად გინ-
და? ვუთხარი, მეგანთან პრანჭიაობანა უნდა ვითამაშომეთქი. გამი-

50
წყრა და მითხრა, რომ სკოლაში წასვლის დრო იყო და თამაშსა და
გართობაზე სკოლიდან დაბრუნების შემდეგ მეფიქრა. წავედი, მიმა-
ტებაგამოკლება ვისწავლე, ამოცანები ამოვხსენი; მერე ენა
გვქონდა და როცა შინ დავბრუნდი, ისევ ეტას ძებნა დავიწყე, მაგრამ
ქალაქში წასულიყო. ნელმა ნამცხვრის ცომის გატლეკის ნება დამ-
რთო, ეტა ამის სასტიკი წინააღმდეგია ხოლმე, რადგან შეიძლება
სალმონელა შეგვხვდეს. დედა რაღაცას წერდა, ის იყო, დაუკითხავ
ად უნდა ამეღო რაღაც, როცა მკითხა:
– რაშია საქმე, პატარა?
ნებართვა ვთხოვე. მითხრა, წადი და რაც მოგეწონება, „შემწეო
ბის“ პარკებიდან ამოიღეო. სამრეცხაოში გავედი, ჩანთები დავათ-
ვალიერე და მამას სამი შარვალი შევარჩიე, ერთი სიგარეტით იყო
ამომწვარი. ორი ავიღე, თეთრი პერანგიც მოვძებნე, ისეთი, როგო-
რიც მამას სამსახურში აცვია ხოლმე, თევზებიანი ჰალსტუხიც შე-
ვარჩიე და წითელი სვიტერიც. კიდევ ყვითელი ხალათი, რომელიც
მამას ჩემს ბავშვობაში ეცვა და მისი სუნი ასდიოდა. ტანისამოსი ჩან-
თაში ჩავალაგე და შემოსასვლელში განჯინაში ჩავკეტე. როცა გა-
მოვდიოდი, მარკმა თვალი მომკრა და მომაძახა: რას აკეთებ, შე
ტრაკო ბავშვო? არაფერს, შე მართლა ტრაკო! – დავუყვირე მე. მერე
თმა მომწიწკნა, მე ფეხზე მაგრად დავაბიჯე, ეტკინა, აყვირდა და და-
საბეზღებლად გაიქცა. ჩემს ოთახში შევიკეტე და მისტერ ბეარს და
ჯეინს ტელევიზორობანა ვეთამაშე. ჯეინი კინოვარსკვლავი იყო,
მისტერ ბეარმა ჰკითხა, კინოვარსკვლავობა ხომ არ გიჭირსო, ჯეინ-
მა უთხრა, ვეტერინარობა მირჩევნია, მაგრამ რადგან წარმოუდგენ-
ლად ლამაზი ვარ, კინოვარსკვლავი გავხდიო, მისტერ ბეარმა დაამ-
შვიდა, ვეტერინარი სიბერეში გახდებიო. ამ დროს ეტამ კარზე დამი-
კაკუნა და მკითხა, მარკს ფეხზე რატომ დააბიჯეო. მივუგე, იმიტომ,
რომ თმა უმიზეზოდ მომწიწკნამეთქი. მერე ეტამ მითხრა: ორივე ძა-
ლიან მაბრაზებთო და წავიდა. მოკლედ, ყველაფერმა ჩაიარა. ეტას-
თან ერთად ვისადილეთ, რადგან დედა და მამა წვეულებაზე იყვნენ.
შემწვარი წიწილა და ბარდა გვქონდა, შოკოლადის ნამცხვარიც
იყო, ყველაზე დიდი ნაჭერი მარკს შეხვდა, მაგრამ მე არაფერი

51
ვთქვი, რადგან გოგლიმოგლის გატლეკის ნება მომცეს. ნასადი-
ლევს ეტას გარეთ გაშვება ვთხოვე, მითხრა, დავალებად რა გაქვსო,
მივუგე, მართლწერა და ფოთლების შეგროვებამეთქი. მითხრა, წა-
დი, მაგრამ შებინდებამდე შინ იყავიო. ოთახიდან გავედი, ცისფერი
ზებრებიანი სვიტერი ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და მდელოზე გავედი,
მაგრამ ის კაცი იქ აღარ დამხვდა, ცოტა ხანს ქვაზე მარტო ვიჯექი,
მერე ფოთლების შეგროვებას შევუდექი. ისევ ბაღში გავედი და დე-
დას პატარა ხეს ფოთლები დავაწყვიტე, მერე გავიგე, რომ ეს ხე გინ-
კო ყოფილა, რამდენიმე ფოთოლი არყსა და მუხასაც დავაგლიჯე.
მერე ისევ მდელოზე გავედი, ის კაცი არც ახლა დამხვდა და ვიფიქ-
რე: მოიგონა, რომ დროიდან მოდის; როგორც ვატყობ, არც ეს შარ-
ვალი სჭირდებამეთქი. მერე თავი დავირწმუნე, ალბათ, რუთი არ
ცდებამეთქი. იმ კაცზე არავისთვის არაფერი მითქვამს, მან კი მით-
ხრა, იტყუები, ადამიანები სინამდვილეში არ ქრებიან, ეგ მხოლოდ
ტელევიზორში ხდებაო. ან ეგებ სიზმარი იყო, როგორიც ის, რომე-
ლიც ბუსტერის სიკვდილის შემდეგ ვნახე, თითქოს კარგად იყო და
გალიაში იჯდა, მაგრამ გაღვიძებულს იქ არ დამხვდა, დედამ კი მით-
ხრა, სიზმრები რეალური ცხოვრებისგან განსხვავდება, მაგრამ
მნიშვნელოვანიაო. აგრილდა, ვიფიქრე, ჩანთას აქ დავტოვებ და თუ
ის კაცი მოვა, ჩაიცვამს-მეთქი. ბილიკს დავადექი, ის იყო, უკან უნდა
წავსულიყავი, როცა ხმაური შემომესმა, ვიღაცამ თქვა: უი! ჯანდაბა.
როგორ მეტკინა. მე შევშინდი.
ჰენრი: როცა იქ ვჩნდები, ქვაზე მოწყვეტით ვენარცხები და მუხ-
ლებს ვიტყავებ. მდელოზე ვარ, მზე ჩადის, ცას ჯ. მ. უ. ტერნერის ნა-
ხატივით ნარინჯისფერი ნათელი ადგას, ხეების თავზე კი წითელი
შარავანდედია გამოსახული. მდელოზე არავინაა, მაგრამ ტანისა-
მოსით სავსე ჩანთას ვხედავ და ვხვდები, რომ კლერი დატოვებდა,
რომ იმ შეხვედრის შემდეგ პირველად მოვედი. თვითონ არსად ჩანს
და მის სახელს ხმადაბლა ვამბობ. პასუხი არ არის. ჩანთას ვჩხრეკ.
ერთი ხაკისფერი და ერთიც ყავისფერი შალის შარვალი დევს; სა-
შინლად მახინჯი კალმახებიანი ჰალსტუხი და ჰარვარდული სვიტე-
რი. ოქსფორდული თეთრი პერანგი საყელოზე წითელი კანტით და

52
იღლიებში ოფლის ლაქებით და კიდევ დახვეწილი აბრეშუმის ხალა-
თი, რომელსაც ფილიპის მონოგრამა და ჩამოხეული ჯიბე აქვს. ყვე-
ლაფერი, ჰალსტუხის გარდა, საჩემოა და ძალიან მომწონს. ხაკის-
ფერ შარვალს და სვიტერს ვიცვამ და კლერის მემკვიდრეობით მი-
ღებულ უზადო გემოვნებას ვლოცავ. თავს ჩინებულად ვგრძნობ, მა
გრამ უფეხსაცმლობა მაწუხებს, სხვა მხრივ დროსა და სივრცეში ჩე-
მი ამჟამინდელი ადგილმდებარეობისთვის მშვენივრად ვარ აღჭურ-
ვილი.
– გმადლობ, კლერ, მაგარი ხარ, – ხმადაბლა ვამბობ მე.
მიკვირს, როცა მდელოს ნაპირას კლერი ჩნდება. ბნელდება და
ამ ბინდბუნდში პაწაწინა და შეშინებული ჩანს.
– გამარჯობა.
– გამარჯობა, კლერ, ტანსაცმლისთვის გმადლობ. მშვენიერია,
მთელი საღამო თბილად და კარგად ვიქნები.
– მალე უნდა წავიდე.
– არა უშავს. ლამის დაბნელდა. ხვალ სკოლა გაქვს?
– აბა, რა.
– რა რიცხვია?
– ხუთშაბათი, 29 სექტემბერი, 1977 წელი.
– გმადლობ.
– ეგ არ იცი?
– ესესაა ჩამოვედი. რამდენიმე წუთის წინ 2000 წლის 27 მარტი
იყო. წვიმიანი დილა იდგა და პურს ვხუხავდი.
– ეს თარიღი შენ თვითონ დამიწერე, – ფილიპის სამსახურის
გერბიან ფურცელს იღებს და მიწვდის. ვუახლოვდები და ვართმევ.
ჩემი ხელით საგულდაგულოდ გამოყვანილ ბეჭდურ ასოებს დავცქე-
რი. ვდუმვარ და იმაზე ვფიქრობ, დროში მოგზაურობის უცნაურობე-
ბი პატარა გოგონას, ახლანდელ კლერს, გასაგებად როგორ ავუხ-
სნა.
– აი, დაახლოებით ასეთი რამ ხდება. მაგნიტოფონის გამოყენე-
ბა ხომ იცი?
– მმმმმმმმ...

53
– აი, მისმინე, მაგნიტოფონში კასეტას დებ და თავიდან ბოლომ-
დე უსმენ. ხომ ასეა?
– ჰო...
– ცხოვრებაშიც ასეა. დილით დგები და საუზმობ, კბილებს იხე-
ხავ და სკოლაში მიდიხარ. ასეა? ადგომისთანავე სკოლაში ხომ არ
ამოყოფ თავს და რუთსა და ჰელენთან ერთად დაუყოვნებლივ
ლანჩს ხომ არ მიუჯდები; მერე პირდაპირ სახლში ხომ არ გაჩნდები
და ჩაცმას ხომ არ დაიწყებ. მართალი ვარ?
– ჰო, – ხითხითებს კლერი.
– ჩემთვის ყველაფერი სხვაგვარადაა, რადგან დროში ვმოგზა-
ურობ. ერთი დროდან მეორეში დავხტივარ. აი, წარმოიდგინე, რომ
მაგნიტოფონს რთავ, ცოტა ხანს უსმენ და ამბობ, ისევ ამ სიმღერის
მოსმენა მინდა. თავიდან უსმენ, მერე ისევ იქ გინდება დაბრუნება,
სადაც გაჩერდი, მაგრამ შემთხვევით ძალიან წინ ახვევ, უკან აბრუ-
ნებ, მაგრამ ამჯერად მეტისმეტად უკან. მიხვდი?
– ისე რა.
– ვერ ვიტყვით, რომ მსოფლიოში საუკეთესო ანალოგიაა. ზოგ-
ჯერ დროში მეც ვიკარგები ხოლმე და არ ვიცი, როდის და სად ვარ.
– ანალოგია რა არის?
– როცა ერთის ახსნას სხვა მისი მსგავსით ცდილობ. მაგალი-
თად, ამწუთას ამ სვიტერში ისე კარგად ვგრძნობ თავს, როგორც
რწყილი ნოხში, შენ კალმით ნახატივით ლამაზი ხარ, ეტა კი გაგიჟ-
დება, თუ დროზე არ მიხვალ შინ.
– შენ აქ უნდა დაიძინო? ჩვენთან წამოდი, სტუმრებისთვის ძალი-
ან მაგარი ოთახი გვაქვს.
– გმადლობთ. საოცრად კეთილი ხარ. სამწუხაროდ, შენს ოჯახს
1991 წლამდე ვერ გავიცნობ.
საგონებელში ვარდება. ვგონებ ნაწილობრივ იმიტომ, რომ
1970იანი წლების შემდეგ სხვა ყველაფერი წარმოუდგენლად ეჩვენე-
ბა. მის ასაკში მეც იგივე პრობლემა მქონდა, ოღონდ 1960იანებთან
დაკავშირებით.
– რატომ არა?

54
– დროში მოგზაურებს ერთი საერთო წესი გვაქვს – როცა სხვა
დროში ვხვდებით, ჩვეულებრივ ადამიანებთან არ ვსაუბრობთ, რად-
გან შეიძლება რაღაცები ავურიოთ. თუმცა მე ამის არ მჯერა; ყველა-
ფერი ისე ხდება, როგორც ერთხელ მოხდა. მე სამყაროების გახლე-
ჩის მქადაგებელი არა ვარ.
– აბა, მე რომ მელაპარაკები?
– შენ განსაკუთრებული გოგო ხარ. მამაცი და ჭკვიანი და საიდუ
მლოს შენახვაც შეგიძლია.
ძალიან იბნევა.
– რუთს ვუთხარი, მაგრამ არ დამიჯერა.
– ოჰ, არა უშავს, მაგაზე ნუ ინაღვლებ. მეც არავინ მიჯერებს, გან-
საკუთრებით ექიმები. მათ ვერაფერს დააჯერებ, თუ არ დაუმტკიცებ.
– მე მჯერა შენი.
ჩემგან ხუთიოდე დუიმზე დგას. მის პატარა ფერმკრთალ სახეს
დასავლეთიდან გადმოღვრილი მზის უკანასკნელი ნარინჯისფერი
სხივი ადგას. თმა კუდად აქვს შეკრული, ცისფერი ჯინსი და მუქი სვი-
ტერი აცვია, მკერდზე მორბენალი ზებრები ახატია. ხელები მომუშ-
ტული უჭირავს და განრისხებული და მიზანდასახული ჩანს. ჩვენი
გოგონაც ასეთი იქნებოდა, – სევდიანად ვფიქრობ მე.
– გმადლობ, კლერ.
– ახლა უნდა წავიდე.
– კარგი აზრია.
– ისევ მოხვალ?
ჩემი მეხსიერების ნუსხას თვალს ვავლებ.
– 16 ოქტომბერს დავბრუნდები, პარასკევი დღე იქნება. სკოლის
შემდეგ პირდაპირ აქ მოდი. ის პატარა ცისფერი დღიური და ავტო-
კალამი წამოიღე, რომელიც მეგანმა დაბადების დღეზე გაჩუქა, –
თარიღს ვუმეორებ და ვაკვირდები, იმახსოვრებს თუ არა.
– Au revoir 15, კლერ.

15
(ფრანგ.) ნახვამდის

55
– Au revoir...
– ჰენრი.
– Au revoir, ჰენრი, – ჩემზე უკეთესი აქცენტი აქვს. ტრიალდება
და ბილიკზე მირბის, თავისი განათებული და თბილი სახლის მკლა-
ვებში მიიწევს, მე კი მდელოს ვკვეთ. იმ ჰალსტუხს „დინა ფიშ ენდ
ფრაის“ გვერდით მდგომ სანაგვე ყუთში ვტენი.

გაკვეთილები გადარჩენაში

ხუთშაბათი, 7 ივნისი, 1973 წელი


(ჰენრი 27-ის, კლერი 9-ის)

ჰენრი: 1973 წლის ივნისის მზიან დღეს ჩიკაგოს ხელოვნების ინ-


სტიტუტის გადაღმა ჩემს პატარა თავთან ერთად ვდგავარ. ის მომა-
ვალი ოთხშაბათიდან მოვიდა, მე – 1990 წლიდან. მთელი ნაშუად-
ღევი და საღამო ჩვენს განკარგულებაშია – ჯიბის ქურდობის პირ-
ველ გაკვეთილს კი მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ხელოვნების მუზე-
უმში ვუტარებ.
– არ შეიძლება მხოლოდ ხელოვნება დავათვალიეროთ? – მა-
ვედრებელი ხმით ამბობს ჰენრი. ნერვიულობს. ასე არასდროს მოქ-
ცეულა.
– არა, ეს უნდა ისწავლო. რა გადაგარჩენს, თუ ვერაფერი მოიპა-
რე?
– ვიმათხოვრებ.
– მათხოვრობა ძნელია, თანაც პოლიცია გდევნის. ახლა მისმი-
ნე: როცა იქ მივალთ, უკან ჩამომრჩი და თავი ისე დაიჭირე, ვითომ

56
არ მიცნობ, მაგრამ შორიახლოს იტრიალე და მიყურე, რას გავაკე-
თებ. თუ რამეს მოგაწვდი, ძირს არ დააგდო, ჯიბეში ჩაიდე. გაიგე?
– მგონი, კი. შეიძლება წმინდა გიორგის სანახავად წავიდეთ?
– კი, რა თქმა უნდა.
მიჩიგანავენიუს ვჭრით და მუზეუმის კიბეზე მზეს მიფიცხებულ
სტუდენტებსა და დიასახლისებს შორის მივიკვლევთ გზას. ჰენრი
ერთ ბრინჯაოს ლომს ხელს უსვამს.
თავს ზომიერად ცუდად ვგრძნობ. ერთი მხრივ, ჩემს ცალს გა-
დარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უნარებს ვასწავლი.
ამ სერიაში შედის: მაღაზიის ძარცვა, ხალხის ცემა, საკეტების გატე
ხა, ხეზე ცოცვა, მანქანის ტარება, სახლის გაქურდვა, ნაგავში ქექვა
და ისეთი უცნაური ნივთების იარაღად გამოყენება, როგორიც და-
რაბები და ნაგვის ურნების თავსახურავებია, მეორე მხრივ კი ჩემს
პატარა უმწიკვლო ცალს ვაფუჭებ. ვოხრავ. რა ვქნა, ეს ვიღაცამ აუ
ცილებლად უნდა გააკეთოს.
უქმე დღეა და უამრავი ხალხი ირევა. რიგში ვდგებით, გასასვლ
ელში გავდივართ და გრანდიოზულ კიბეს მივუყვებით. ევროპულ
გალერეებში შევდივართ და მეჩვიდმეტე საუკუნის ნიდერლანდები-
დან მეთხუთმეტე საუკუნის ესპანეთში ვხვდებით. წმინდა გიორგი
ჩვეულებისამებრ შემართულია და პატარა შუბით გველეშაპს
კლავს, პატარა ვარდისფერმწვანე პრინცესა კი მორჩილად ელის.
მე და ჩემს პატარა ორეულს ეს ყვითელმუცლიანი გველეშაპი მთე-
ლი გულით გვიყვარს და საოცრად გვამშვიდებს იმაზე ფიქრი, რომ
მისი აღსასრულის დღე ჯერაც შორს არის.
მე და ჰენრი ხუთი წუთის განმავლობაში ბერნარდო მარტორე-
ლის ნახატის წინ ვდგავართ, მერე ჩემკენ ტრიალდება. ახლა მთელ
ამ გალერეაში მარტონი ვართ.
– ძნელი არ არის, – ვეუბნები მე, – აი, მიყურე. უვინმე ყურადღე-
ბაგაფანტული უნდა შეარჩიო. უნდა მიხვდე, სად აქვს საფულე. მამა-
კაცების უმრავლესობას, როგორც წესი, შარვლის უკანა ჯიბეში ან
პიჯაკის უბეში უდევთ, ქალებში კი ზურგზე მოგდებული ჩანთა ჯობს.
შეგიძლია ქუჩაში ხელჩანთა გამოსტაცო კიდეც, მაგრამ დარწმუნე-

57
ბული უნდა იყო, რომ თუ ვინმე დაგედევნება, ნებისმიერს გაასწრებ.
გაცილებით მშვიდად იქნები, თუ ისე ასწაპნი, რომ ვერავინ შეგამ-
ჩნევს.
– ერთი ფილმი ვნახე, სადაც ვარჯიშისას ტანსაცმელში პატარა
ზანზალაკები ედოთ და თუ საფულის ამოღების დროს ქურდი პიჯაკს
შეეხებოდა, ზარები რეკავდა.
– ეგ ფილმი მეც მახსოვს, მაგრამ მაგაზე შინ იმეცადინე. ახლა
მომყევი.
ჰენრი მეთხუთმეტე საუკუნიდან მეცხრამეტისკენ მიმყავს და უეც-
რად ფრანგული იმპრესიონიზმის ცენტრში ვჩნდებით. ხელოვნების
ინსტიტუტი იმპრესიონისტების კოლექციითაა ცნობილი. ან ახლავე
უნდა შევუდგე საქმეს, ან აქაურობას გავეცალო, მაგრამ ეს დარბა-
ზები, როგორც ყოველთვის, ხალხითაა სავსე, კისერწაგრძელებუ-
ლები „გრანდჟატს“ 16ან მონეს „თივის ზვინს“ შესცქერიან. ჰენრი
უფროსების თავებს ზემოთ ვერაფერს ხედავს, ეს ტილოები მისთვის
არ არსებობს, მაგრამ იმდენად ღელავს, რომ მათი შეხედვის თავი
არა აქვს.
ოთახს თვალს ვავლებ. ვიღაც ქალი პატარა ბავშვის თავთან იხ-
რება, ბავშვი იკლაკნება და საზარლად კივის. ალბათ, ძილის დრო
მოუვიდა. ჰენრის თავს ვუქნევ და მათკენ მივდივარ. ქალის მხარზე
გადაკიდებული ლამის ზურგზე მოგდებული ხელჩანთა ადვილი გა-
სახსნელია. ბავშვით არის დაკავებული და მის დაწყნარებას ცდი-
ლობს. ტულუზლოტრეკის „მულენრუჟის“ წინ დგას. თავს ისე ვიჭერ,
თითქოს სურათს შევცქერი, შემთხვევით ვეჯახები და წინ ვუბიძგებ,
მერე მკლავში ხელს ვავლებ და წონასწორობის შენარჩუნებაში
ვშველი.
– მაპატიეთ, ხომ არაფერი გატკინეთ? აქ იმდენი ხალხია, – ამა-
სობაში ხელს მის ჩანთაში ვყოფ, შემცბარი ჩანს, მუქი თვალები, გრ
ძელი თმა და დიდი მკერდი აქვს, ორსულობისას მომატებულ წონას

16
იგულისხმება ფრანგი მხატვრის ჟორჟ სიორას (1859-1891) ნახატი „კვი-
რადღე კუნძულ გრანდ-ჟატზე“.

58
ჯერაც ებრძვის. თვალს თვალში ვუყრი და კვლავ ვუბოდიშებ, მისი
საფულე ჩემს სახელოში სრიალდება, თავიდან ფეხებამდე ვათვა-
ლიერებ და ვიღიმი, ვტრიალდები, მივდივარ და მხრის ზემოდან გავ-
ცქერი. ბიჭუნა ხელში აჰყავს და საბრალო სახით შემომცქერის. ვი-
ღიმები და მივდივარ, მივდივარ. ჰენრი უკან მომდევს. კიბეზე, იუნი
ორების მუზეუმისკენ ჩავდივარ. პაემანი მამაკაცების საპირფარე-
შოსთან გვაქვს.
– უცნაური იყო, – ამბობს ჰენრი, – ისეთი სახით რატომ შემოგ-
ხედა?
– ეულია და იმიტომ, – სიტუაციას ვამძაფრებ მე, – ალბათ, ქმარი
ხშირად ტოვებს, – საპირფარეშოს კაბინაში ერთად ვეტენებით და
საფულეს ვხსნი. დენიზ რედკი რქმევია. ილინოისში, ვილაპარკში
ცხოვრობს. ამ მუზეუმის თანამშრომელი და რუზველტის უნივერსი-
ტეტის კურსდამთავრებულია. საფულეში ოცდაორი დოლარი და რა-
ღაც ხურდა უდევს. ჰენრის ვაჩვენებ, ფულს საფულეში უხმოდ ვაბ-
რუნებ და ვუწვდი. კაბინიდან გამოვდივართ, მამაკაცების საპირფა-
რეშოს ვტოვებთ და მუზეუმის შესასვლელისკენ მივემართებით.
– აჰა, ეს მცველს მიეცი და უთხარი, რომ ძირს დაგდებული ნახე.
– რატომ?
– არ გვჭირდება, უბრალოდ, გაჩვენე.
ჰენრი დაცვის თანამშრომელთან მირბის, ხანში შესული შავკა-
ნიანი ქალი უღიმის და თავზე ხელს უსვამს. ნელი ნაბიჯით ბრუნდე-
ბა, ერთმანეთს ათ ფუტზე მივყვებით, წინ მე მივუძღვები, გრძელ,
ჩაბნელებულ კორიდორში მივდივართ, რომელშიც ერთ დღეს დე-
კორატიული ხელოვნების მუზეუმი გაიხსნება, ჯერჯერობით კი უამ-
რავი პოსტერი დევს. იოლ მსხვერპლს ვეძებ და ჩემ წინ ჯიბის ქურ-
დის ნამდვილ ოცნებას ვხედავ – დაბალს, ჩასკვნილსა და გარუ-
ჯულს, როგორც ვატყობ, „რიგლიფილდიდან“ შემთხვევით შემოუხ-
ვია, ბეისბოლის კეპი ახურავს, პოლიესტერის შარვალი და ცისფერი
მოკლესახელოებიანი ჩაღილული პერანგი აცვია, თანამგზავრ ქა-
ლიშვილს ვან გოგზე ლექციას უკითხავს.
– მოკლედ, ყურს იჭრის და თავის გულის სწორს უძღვნის... აბა,

59
ასეთ საჩუქარზე რას იტყვი? ყური! ჰჰმ! ამიტომ საგიჟეთში ამწესე-
ბენ...
ამ ტიპზე ფიქრიც არ ღირს. გზას განაგრძობს, ყროყინებს და ყუ-
რადღებას არაფერს აქცევს, საფულე უკანა მარცხენა ჯიბეში უდევს.
ძალიან თამამია, მისი საფულის დანახვაზე ხელები მექავება. ფეხ-
დაფეხ მივდევ. როცა ცერა და საჩვენებელ თითს ჯიბეში ვუყოფ და
საფულეს ვწაპნი, ჰენრი ყველაფერს ხედავს. უკან ვრჩები, ისინი მი-
დიან, საფულეს ჰენრის ვაწვდი და შარვალში იტენის.
სხვა მეთოდებსაც ვაჩვენებ: როგორ ამოაძროს საფულე პიჯაკის
გულის ჯიბიდან; როგორ მოაფაროს სხვების მზერას ქალის საფულ
ეში აფათურებული ხელი; ვუხსნი ყურადღების გადატანის ექვს მე-
თოდს, როცა ვიღაცის ზურგჩანთიდან საფულეს იღებ, როგორ დააც-
დენინო ადამიანს, სად უდევს ფული. ახლა უფრო თავისუფლადაა,
ვგონებ მოსწონს კიდეც. ბოლოს ვამბობ:
– ახლა მიდი, შენ სცადე.
შიშისგან ქვავდება.
– არა, მე არ შემიძლია.
– რა თქმა უნდა, შეგიძლია. მიმოიხედე და ვინმე იპოვე.
იაპონური ხელოვნების დარბაზში ვდგავართ. ხანში შესული ქა-
ლებითაა სავსე.
– აქ, არა.
– კარგი. აბა, სად?
წუთით ფიქრობს.
– რესტორანი რომ იყოს?
რესტორნისკენ მშვიდად მივდივართ. ყველაფერი მკაფიოდ მახ-
სოვს. მაშინ ძალიან შევშინდი. ჩემს თავს ვუყურებ და ვრწმუნდები,
რომ გაფითრებული ვარ. მეღიმება, რადგან ვიცი, რაც უნდა მოხდეს.
ბაღის რესტორნის რიგის ბოლოში ვდგებით. ჰენრი იქაურობას ათ-
ვალიერებს და ფიქრობს.
ჩვენ წინ რიგში ძალიან მაღალი შუახნის კაცი დგას, ჩინებული
ყავისფერი მსუბუქი კოსტიუმი აცვია; ვერაფრით მიხვდები, სად აქვს
საფულე. ჰენრი უახლოვდება და ჩემს მიცემულ საფულეს უწვდის.

60
– სერ, ეს თქვენი ხომ არ არის? – კითხულობს ის, – ძირს ეგდო.
– ოჰ, არა მგონია, არა, – ამბობს ის. შარვლის უკანა ჯიბეს ისინ-
ჯავს, საფულეს პოულობს, მისი ხმის უკეთ გასაგებად ჰენრისკენ იხ-
რება, საფულეს ართმევს და ხსნის, – დაცვას წაუღე... ისე, კარგი
გვარიანი ფული კი დევს, იმათ წაუღე, – სქელი სათვალე უკეთია,
ჰენრისკენ იხრება და თვალმოჭუტული აკვირდება, ამასობაში ჰენ-
რის ხელი მისი პიჯაკის ქვეშ მიცოცავს და საფულეს აცლის. რადგან
ჰენრის მოკლესახელოებიანი მაისური აცვია, უკან მივყვები და ისიც
საფულეს მაწვდის. ის ყავისფერკოსტიუმიანი მაღალი, გამხდარი კა-
ცი კიბეზე ანიშნებს და უხსნის, სად და როგორ დააბრუნოს საფულე.
ჰენრი იქით ფეხათრეული მიდის, უკან მივყვები, წინ ვუსწრებ და მუ-
ზეუმის გავლით შესასვლელისკენ მივუძღვები, მცველებს გვერდს
ვუვლით და მიჩიგანავენიუზე გავდივართ, სამხრეთით გვიჭირავს
გეზი, დემონებივით ვხითხითებთ და „მხატვრების კაფეში“ შევდივა
რთ. ჩვენი უკანონოდ მოპოვებული შემოსავლით რძის კოქტეილს
ვსვამთ და შემწვარ კარტოფილს ვჭამთ. მერე ყველა ფულამოც-
ლილ საფულეს საფოსტო ყუთში ვყრით და „პალმერჰაუზში“ ოთახს
ვქირაობთ.
– აბა, რას იტყვი? – ვკითხულობ, აბაზანის კიდეზე ვჯდები და ვუ-
ყურებ, როგორ იხეხავს ჰენრი კბილებს.
– რაა? – მპასუხობს კბილის პასტით პირგამოტენილი ჰენრი.
– რა აზრის ბრძანდები?
აფურთხებს.
– რაზე?
– ჯიბგირობაზე.
სარკეში შემომცქერის და ამბობს:
– არა უშავს, – ტრიალდება და სახეში მიყურებს, – გამომივიდა,
– მპასუხობს სახეგაბადრული.
– ბრწყინვალე იყავი!
– კიი! – მერე სახიდან ღიმილი უქრება, – ჰენრი, დროში მარტო
მოგზაურობა არ მომწონს. შენთან ერთად ჯობს. ყოველთვის გამომ-
ყვები ხოლმე?

61
ჩემკენ ზურგშექცევით დგას და ერთმანეთს სარკეში შევცქერით.
საწყალი პატარა მე: ძალიან გამხდარი ვარ, მხრების ძვლები ისე
მაქვს გამოჩრილი, თითქოს ფრთები უნდა წამომეზარდოს. ტრიალ-
დება და პასუხს ელის – ვხვდები, რაც უნდა ვუთხრა ჩემს თავს. ხელს
ვიწვდი, ნაზად ვაბრუნებ და გვერდით ვიყენებ, მხარდამხარ ვდგა-
ვართ და ორივე სარკეში ვიყურებით.
– შემომხედე, – „პალმერჰაუზის“ მოვარაყებული აბაზანის სარ-
კეში ჩვენს ანარეკლს შევცქერით. ერთნაირი, მუქი ყავისფერი თმა
და მუქი, ოდნავ დახრილი თვალები გვაქვს, დაღლილობაც ერთნაი-
რად გვეტყობა. ყურებიც ერთმანეთის ზუსტი ორეულია. მე უფრო მა-
ღალი, დაკუნთული და წვერგაპარსული ვარ. ის გამხდარია და მო-
უქნელი, ცარიელი მუხლები და იდაყვებია. ხელს ვკიდებ, თმას უკან
ვიწევ და იმ შემთხვევიდან შემორჩენილ ნაიარევს ვაჩვენებ. უნებ-
ლიეთ მბაძავს და შუბლზე ისეთივე ნაიარევზე ისვამს ხელს.
– ზუსტად ისეთია, როგორიც ჩემი, – ამბობს გაოცებული მე, – ეგ
საიდან გაქვს?
– ჰო, იგივეა. ზუსტად იგივე. ჩვენ იგივენი ვართ.
გაცნობიერების მომენტი დგება. თავიდან არც მე მესმოდა, მერე
კი მეც ასე მივხვდი. ახლა ვხედავ, ეს როგორ მოხდა. ცხოვრებაში
პირველად მინდება, ორივე მე ვიყო, მინდა მასთან შედარებით უპი-
რატესობა დავკარგო და აწმყო და მომავალი ერთდროულად ვიგრ
ძნო. ამას მიჩვეული ვარ. მახსენდება, ცხრა წლისა უეცრად როგორ
მივხვდი, რომ ჩემი მეგობარი, ხელმძღვანელი და ძმა მე თვითონ ვი-
ყავი. მე, მხოლოდ მე. ისიც მაგონდება, როგორ ეულად ვიგრძენი
თავი.
– შენ მე ხარ.
– ჰო, როცა გაიზრდები.
– მაგრამ სხვები?
– სხვა დროში მოგზაურები?
თავს მიქნევს.
– არა მგონია, სხვებიც იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, მე არ მინა-
ხავს.

62
მარცხენა თვალის კუთხეში ცრემლი უბრწყინავს. პატარაობაში
მეგონა, რომ დროში მოგზაურთა მთელი საზოგადოება არსებობდა,
ჩემი მასწავლებელი ჰენრი კი მათი დესპანი იყო და ამ საზოგადოე-
ბაში გასაწევრებლად მამზადებდა. ახლაც ამ ერთ დროს უზარმაზა-
რი საძმოს უკანასკნელი, გარიყული წევრი მგონია თავი. ალბათ,
მსგავსი რამ იგრძნო რობინზონ კრუზომ იმ ნაფეხურების ნახვისას,
სანამ მიხვდებოდა, რომ ისინი მისი იყო. ეს მე ვიყავი, ფოთოლივით
პატარა და წყალივით თხელი, ავტირდი. ხელით მიჭირავს; საკუთა-
რი თავი ძალიან დიდხანს მიჭირავს ხელით.
მოგვიანებით მისაღებში ვრეკავთ და ოთახში ცხელი შოკოლა-
დის ამოტანას ვითხოვთ. ჯონი კარსონს ვუყურებთ. ჰენრის შუქანთე-
ბულ ოთახში ეძინება. შოუს დასრულების შემდეგ თვალს მისკენ ვა-
პარებ და ვხედავ, რომ იქ აღარ არის, გამქრალა, ახლა ჩემს ძველ
ოთახში, მამაჩემის სახლშია, ძილმორეული ჩემს ძველ საწოლთან
დგას და მადლიერი ვარდება შიგნით. ტელევიზორს და ბრას ვაქ-
რობ. ღია ფანჯრიდან 1973 წლის ხმაური ისმის. შინ წასვლა მინდა.
ეული და მიტოვებული სასტუმროს ხმელ საწოლზე ვწვები. ჯერ კი-
დევ ვერაფერს ვხვდები.

კვირა, 10 დეკემბერი, 1978 წელი


(ჰენრი 15 წლისაა)

ჰენრი: ახლა ჩემს საძინებელში ჩემს თავთან ერთად ვარ. შემდე-


გი მარტიდან მოდის. იმით ვართ დაკავებულები, რასაც განმარტოე-
ბულები ვაკეთებთ მაშინ, როცა გარეთ ცივა და როცა ორივემ სიმწი-
ფის ასაკს გადავაბიჯეთ, მაგრამ გოგოებს ჯერ რეალურად არ ვიც-
ნობთ. ალბათ, ადამიანთა დიდი ნაწილი ასე მოიქცევა, ის შე-
საძლებლობა რომ ჰქონდეს, რაც მე. ანუ გეი და რამე ეგეთი არა
ვარ.
კვირა დილაა. სენტჯოს ზარების რეკვა მესმის. წუხელ მამა გვიან
დაბრუნდა; ალბათ, კონცერტის შემდეგ „ხაზინაში“ შეიარა; ისეთი

63
მთვრალი იყო, კიბეზე დაეცა, შემოვათრიე და ლოგინში ჩავაწვინე.
ახველებს და მესმის, რომ სამზარეულოში რაღაცას აფუჭებს.
მეორე მე იბნევა; გამუდმებთ კარისკენ უჭირავს თვალი.
– რა იყო? – ვეკითხები.
– არაფერი.
ვდგები და საკეტს ვწევ.
– არა, – ამბობს ის. როგორც ვატყობ, ლაპარაკი ძალიან უჭირს.
– მოდი, – ვამბობ მე.
ჩემს კართან მამას მძიმე ნაბიჯების ხმა ისმის.
– ჰენრი! – იძახის ის, კარის სახელური ნელა ტრიალდება და
უეცრად ვხვდები, რომ უნებლიეთ საკეტი გავაღე, ჰენრი ხტება, სა-
ხელურისთვის ხელის წავლებას ცდილობს, მაგრამ ვერ ასწრებს.
მამა კარში თავს ყოფს და – Flagrante delicto 17– ოჰ, – ამბობს ის, –
თვალები უფართოვდება და სახეზე ზიზღი ეტყობა, – ღმერთო ჩემო,
ჰენრი, – კარს კეტავს და მესმის, რომ თავისი ოთახისკენ მიდის.
ჩემს თავს საყვედურნარევი გამომეტყველებით ვუმზერ და ჯინსსა
და მაისურს ვიცვამ. დერეფანს გავდივარ და მამას ოთახს ვუახლოვ-
დები. კარი დაკეტილია. ვაკაკუნებ. პასუხი არ არის.
– მამა!
სიჩუმე. კარს ვაღებ და ზღურბლზე ვჩერდები.
– მამა! – ჩემგან ზურგშექცევით თავის საწოლზე ზის. უძრავად
ზის, მცირე ხანს ვდგავარ, მაგრამ ოთახში შესვლას ვერ ვბედავ. ბო-
ლოს კარს ვხურავ და ჩემს ოთახში ვბრუნდები.
– ყველაფერი შენი ბრალი იყო, – მკაცრად ვეუბნები ჩემს თავს.
ჯინსი აცვია და ხელებში თავჩარგული სკამზე ზის.
– შენ იცოდი, იცოდი, რაც მოხდებოდა და არაფერი თქვი. სად
არის შენი თვითგადარჩენის შეგრძნება? რა ჯანდაბა გჭირს? რაში
გჭირდება მომავლის ცოდნა, თუ ასეთი მცირე დამამცირებელი სცე-
ნებისგანაც კი ვერ გვიხსნი.
– მოკეტე, უბრალოდ, მოკეტე, – ხრიალებს ჰენრი.

17
(ლათ.) დანაშაულის ადგილზე, ცხელ კვალზე გამოჭერა

64
– არ მოვკეტავ, – ვამბობ მე და ხმას ვუწევ, – ერთადერთი რამ
უნდა გაგეკეთებინა, უბრალოდ, უნდა გეთქვა...
– მისმინე, – თავს მაღლა სწევს. გაჯავრებული ჩანს, – აი, იცი,
როგორ არის... დაახლოებით ისე, როგორც იმ დღეს საციგურაო მო-
ედანზე მოხდა.
– ო, ღმერთო! – რამდენიმე წლის წინ, „ინდიანჰედპარკში“ და-
ვინახე, როგორ მოირტყა პატარა გოგონამ თავში ჰოკეის ყვანჯი. სა-
შინელება იყო. მერე გავიგე, რომ საავადმყოფოში გარდაცვლილა.
იმ დროში დავიწყე მოგზაურობა, ბევრჯერ და ხშირად ვბრუნდებო-
დი, დედამისის გაფრთხილება მინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი.
თითქოს კინოთეატრის დარბაზში ფილმს ვუყურებდი, თითქოს მოჩ-
ვენება ვიყავი. ვყვიროდი: არა, შინ წაიყვანე, ყინულთან არ მიუშვა,
რამეს დაიშავებს, მოკვდება, – მერე ვხვდებოდი, რომ ეს სიტყვები
მხოლოდ ჩემს თავში იყო, ყველაფერი კი ისევ ისე ხდებოდა.
ჰენრი ამბობს:
– შენ მომავლის შეცვლა გინდა, ეს კი ჩემი წარსულია და მასთან
ვერაფერს გავაწყობ. ვეცადე და სწორედ ამ მცდელობის გამო მოხ-
და ასე. ხმა რომ არ ამომეღო, არც შენ ადგებოდი….
– მაშ, რატომ თქვი?
– იმიტომ, რომ ვთქვი. დაიცადე და ნახავ, – მხრებს იჩეჩს, – აი,
როგორც დედას მოუვიდა, ის უბედური შემთხვევა. Immer weider 18
ყოველთვის თავიდან და ყოველთვის იგივე ხდება.
– მერე? თავისუფალი ნება?
ფეხზე დგება, ფანჯარასთან მიდის და ტეიტინგერების უკანა ეზო-
ში იყურება.
– ჩემს 1992 წლიდან მოსულ თავს სწორედ მაგაზე ვესაუბრე. ძა-
ლიან საინტერესო რამ მითხრა: მითხრა, რომ თავისუფალი ნება
მხოლოდ დროში, აწმყოში არსებობს, წარსულში კი მხოლოდ იმას
ვაკეთებთ, რაც ისედაც ვქენით და იქ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვხვ
დებით, თუ მართლა ვიყავით.

18
(გერმ.) ისევ და ისევ

65
– სადაც ვარ, ჩემი აწმყო ის არის. ხომ უნდა შემეძლოს იმის გა-
დაწყვეტა...
– არა, როგორც ჩანს, არა.
– მომავალზე რა თქვა?
– აი, ნახე. როცა მომავალში მიდიხარ, იქ რაღაცას აკეთებ, მერე
აწმყოში ბრუნდები, შენი ნამოქმედარი კი წარსულის ნაწილი ხდება.
ალბათ, ესეც გარდაუვალად იქცევა.
ერთდროულად თავისუფლებისა და სასოწარკვეთილების ძალი
ან უცნაური განცდა მეუფლება. ოვოფლიანდები. ფანჯარას აღებს და
ოთახში ცივი ჰაერის ნაკადი იჭრება.
– გამოდის, როცა აწმყოში არა ვარ, ჩემს საქციელზე პასუხს არ
ვაგებ.
იღიმება.
– მადლობა ღმერთს.
– ჰო, იქ ყველაფერი უკვე მოხდა.
– ჰო, ასე გამოდის, – სახეზე ხელს ისვამს და ვხედავ, რომ სადა-
ცაა წვერის პარსვას დაიწყებს, – მაგრამ მითხრა, რომ ისე უნდა მო-
იქცე, თითქოს თავისუფალი ნება გაქვს, თითქოს შენს ნამოქმედარ-
ზე პასუხს აგებ.
– რატომ? რა მნიშვნელობა აქვს?
– ალბათ, ის, რომ თუ ასე არ მოიქცევი, სასოწარკვეთილება შე-
გიპყრობს.
– ეს პირადად გამოცადა?
– ჰო.
– მერე რა ხდება?
– მამა სამი კვირა ზედ არ გიყურებს. ეს კი, – ხელს საწოლისკენ
იშვერს, – ეს შეხვედრები უნდა შეწყდეს.
ვოხრავ.
– კარგი, ბატონო, რა პრობლემაა. კიდევ რა?
– ვივიენ ტესკა.
მე და ვივიენი გეომეტრიაზე ერთ კლასში ვართ და გამუდმებით
მასზე ვფიქრობ, თუმცა ხმას არ ვცემ.

66
– ხვალ გაკვეთილების შემდეგ მიდი და სადმე დაპატიჟე.
– არ ვიცნობ.
– დამიჯერე, – ეშმაკურად იღიმება. მიკვირს, რატომ უნდა ვენ-
დო, მაგრამ დაჯერება მინდა.
– კარგი.
– ახლა უნდა წავიდე. ფული, გეთაყვა.
ოცდოლარიანს ვაძრობ.
– კიდევ.
ოცსაც ვუმატებ.
– მეტი არა მაქვს.
– კარგი, – ჩაცმას იწყებს და ტანისამოსის გროვიდან რაღაცებს
იღებს. კარგს იზამს, თუ მომაცილებს და მათ აღარასოდეს ვნახავ.
– პალტო არ გინდა? – ვეკითხები და პერუულ სათხილამურო
ქურთუკს ვუწვდი, რომელსაც ვერასდროს ვიტანდი. იჯღანება და იც-
ვამს. ოთახის უკანა კარისკენ მივდივართ. ტაძრის ზარების რეკვა
ნაშუადღევს გვამცნობს.
– ნახვამდის, – ამბობს ჩემი ცალი.
– აბა, ბედნიერად, – ვპასუხობ და ვკრთები, როცა ჩიკაგოს მზით
განათებულ კვირა დილას შეუცნობლისკენ მიმავალ ჩემს „მეს“ ვხე-
დავ. ხის კიბეზე ყრუ ბრახაბრუხით ჩადის, მე ოთახის სიჩუმეში შევ-
დივარ.

ოთხშაბათი, 17 ნოემბერი/სამშაბათი,
28 სექტემბერი, 1982 წელი
(ჰენრი 19 წლისაა)

ჰენრი: ზაიონში, ილინოისში, პოლიციის მანქანის უკანა სავარ-


ძელზე ვზივარ. ხელბორკილი მადევს და შიშველი ვარ. ამ მანქანაში
სიგარეტისა და კიდევ რაღაცის სუნია, რაღაც ისეთის, რაც ყველა
პოლიციის მანქანაში დგას. ვგონებ, შიშის. დასივებულ მარცხენა

67
თვალს ვერ ვახელ, მთელი სხეული დალილავებული, დაჭრილი და
დაკაწრული მაქვს, რადგან ორმა ზორბა პოლიციელმა მინის ნამ-
სხვრევებზე მათრია. ახლა თავიანთ მანქანასთან დგანან და მეზობ-
ლებს ელაპარაკებიან, ერთმა მათგანმა დამინახა, როგორ ვცდი-
ლობდი ვიქტორიანული სტილის თეთრყვითელ სახლში შეღწევას,
რომლის წინაც ახლა ეს მანქანა დგას. არ ვიცი, დროში სად ვიმყო-
ფები, ერთი საათი იქნება, რაც აქა ვარ და სულს ძლივს ვითქვამ. ძა-
ლიან მშია. დაღლილი ვარ. წესით, დოქტორ კვარის სემინარზე უნ
და ვიყო, შექსპირის შესახებაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვაცდენ. ძა-
ლიან ცუდი. „ზაფხულის ღამის სიზმარს“ არჩევენ.
პოლიციის მანქანაში თბილა და ჩიკაგოში არა ვარ. ჩიკაგოელ
პოლიციელებს ვძულვარ, რადგან დაკავებისთანავე ვქრები, ვერ
არკვევენ, როგორ. მათ შეკითხვებს არ ვპასუხობ, წარმოდგენა არა
აქვთ, ვინ ვარ ან სად ვცხოვრობ. რომ დაადგინონ, ცუდად წამივა
საქმე, რადგან ჩემს დაპატიმრებაზე რამდენიმე ვადაგადაცილებუ-
ლი ორდერია გაცემული: სახლში უკანონოდ შეჭრა, მაღაზიის ძარ-
ცვა, დაპატიმრებისას წინააღმდეგობის გაწევა, სხვის კერძო საკუთ-
რებაში უკანონოდ შესვლა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას
გენიტალიის გამოჩენა, ქურდობა und so weiter 19.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ალბათ, უნდა ვიარაუდოთ, რომ
მეტისმეტად ბოთე ბოროტმოქმედი ვარ, მაგრამ ჩემი პრობლემა ის
არის, რომ შიშველს შეუმჩნევლად დარჩენა მიჭირს. ჩემი მთავარი
აქტივები ეშმაკობა და სისწრაფეა, მაგრამ დღისითმზისით შიშ-
ველტიტველი სახლებში შეჭრას ზოგჯერ ვერ ვახერხებ. შვიდჯერ და-
მიჭირეს, შვიდივეჯერ თითების ანაბეჭდების აღებამდე და ფოტოს
გადაღებამდე გავქრი.
მეზობლები პოლიციის მანქანის ფანჯრებიდან მიჭყიტინებენ. აა-
ი, დარდი. აი, დარდი. დიდხანს ვუნდები. ამჯერად დიდი ხანი მჭირ-
დება. ერთი ამისიც, ყველაფერი მძულს. საზურგეს ვეყრდნობი და
თვალებს ვხუჭავ.

19
(გერმ.) და ასე შემდეგ

68
მანქანის კარი იღება. ჰაერი ცივია – თვალებს ვახელ – სულ ერ-
თი წამით მანქანის წინა და უკანა ნაწილების გამყოფ ლითონის ცხა-
ურს და დახეთქილი ხელოვნური ტყავის სავარძლებს ვხედავ, ხელ-
ბორკილი მადევს, ფეხებზე ხორკლები მაყრია, შავწინაფრიანი ქუდი
ხელსაწყოთა პანელზე დევს, ოფიცერს ხელში დიდი წიგნაკი უჭი-
რავს, ღაჟღაჟა სახე, ჭაღარაშეპარული დაფანჩული წარბები და ჩა-
მოკიდებული ყბები აქვს – ყველაფერი ციმციმებს, ფერები ერთმა-
ნეთში იდღაბნება, პეპლების ფრთებივით ფარფატებს და პოლიციე
ლი ამბობს:
– ნახეთ, რაღაც შეტევის მსგავსი ემართება.
კბილებს ვაკაწკაწებ და პოლიციის მანქანა თვალის დახამხამე-
ბაში ქრება, მე კი ჩემი სახლის უკანა ეზოში გულაღმა ვწევარ. აარის!
აარის! ფფილტვებს სექტემბრის თბილი ჰაერი მივსებს. ვჯდები და
მაჯებს ვიფშვნეტ, ხელბორკილის ნაკვალევი ჯერაც მეტყობა.
ვიცინი. კვლავ დავუძვერი! ჰუდინი, პროსპერო, 20მიყურეთ! მე
ჯადოქარიც ვარ.
თავბრუსხვევა მეწყება და ნაღველს კიმის ქრიზანთემებზე ვან-
თხევ.

შაბათი, 14 მაისი, 1983 წელი


(კლერი 11 წლისაა, თითქმის 12-ის)

კლერი: დღეს მერიკრისტინა ჰეფუორთის დაბადების დდღეა და


სენტბასილის ყველა მეხუთეკლასელი გოგონა ღამით მასთან რჩე-
ბა. სადილად პიცა, „კოკა“ და ხილის სალათი გვაქვს, მისის ჰეფუ-
ორთმა რქაეულის თავის ფორმის ვეებერთელა ნამცხვარი გამოგ-
ვიცხო, რომელსაც ასეთი წარწერა აქვს: დაბადების დღეს გილოცავ,
მერიკრისტინა! ზემოდან წითელი სარკალი ასხია. ვმღერით, მერი-

20
გარი ჰუდინი (1874-1926) – ცნობილი ამერიკელი მეფოკუსე; პროსპერო
– შექსპირის „ქარიშხლის“ პერსონაჟი.

69
კრისტინა თორმეტივე სანთელს სულის ერთი შებერვით აქრობს.
ვგონებ, ვიცი, რაც ჩაიფიქრა; ალბათ, ჩაუთქვა, სიმაღლეში აღარ
გავიზარდოო. მის ადგილას მე ამას ვინატრებდი. მერიკრისტინა
ჩვენს კლასში ყველაზე მაღალია – 5 ფუტი და 9 დუიმია.დედამისს
უკვე გაასწრო, მამა კი მართლა, აი, მართლა ძალიან მაღალი ჰყავს.
ერთხელ ჰელენმა ჰკითხა, მან კი მიუგო, 6 ფუტი და 7 დუიმიაო.
ოჯახში ერთი გოგოა, უფროსი ძმები ჰყავს, წვერს იპარსავენ და ძა-
ლიან მაღლები არიან. ზედ არ გვიყურებენ, ნამცხვარსა და ღვეზელს
ეძალებიან, მათი გამოჩენისთანავე რუთი უჩვეულოდ ბევრს და ხმა-
მაღლა კისკისებს. ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. მერიკრის-
ტინა საჩუქრებს ხსნის. ჩემი ცისფერი სვიტერისნაირი ვაჩუქე, მწვა-
ნეა და ყაისნაღით ნაქსოვი საყელო აქვს, „ლაურა ეშლია“. ნასადი-
ლევს ვიდეოში „მაწანწალა მშობელს“ ვუყურებთ; ჰეფუორთების
მთელი ოჯახი აქეთიქით დადის, თითქოს გვითვალთვალებენ, მერე
მეორე სართულის სააბაზანოში პიჟამებს ვიცვამთ და მერიკრისტი-
ნას ვარდისფრად მორთულ ოთახში ვლაგდებით. აქ კედლის ხალი-
ჩაც ვარდისფერია. ეტყობა, ამდენი ვაჟის შემდეგ მერიკრისტინას
მშობლებს ქალიშვილის შეძენა ძალიან გაუხარდათ. ჩვენჩვენი სა-
ძილე ტომრებით მოვედით, მაგრამ მათ იატაკზე ერთ გროვად
ვყრით და ზოგი მერიკრისტინას საწოლზე, ზოგიც კედელთან ვჯდე-
ბით. ნენსის პიტნის შნაფსი მოუტანია, ყველანი ცოტცოტას ვწრუ-
პავთ. საზიზღარი გემო აქვს და მკერდს „ვიკს ვაკორაბივით“ მიხუ-
რებს. მერე „ამის პატრონმა რა ქნას“ ვთამაშობთ. რუთი ვენდის დე-
რეფანში უმაისუროდ სირბილს უბრძანებს. ვენდი ფრენცის ეკითხე-
ბა, რა ზომის ბიუსტჰალტერი აცვია მის ჩვიდმეტი წლის და ალექ-
სისს (პასუხია 38დ). ფრენცი გეილს ასეთ კითხვას უსვამს: რას აკე-
თებდა მაიკლ პლეტნერთან ერთად გასულ შაბათს „დეარი ქვინ-
ზშიო“ (პასუხი: ნაყინს ჭამდა. აბა, კი!). ბოლო ეს თამაში ყველას
გვღლის, რადგან რთული მოსაფიქრებელია, ვინ რა ქნას, თანაც ერ-
თმანეთის შესახებ ყველამ ყველაფერი ვიცით; საბავშვო ბაღიდან
ერთად ვართ. მერე მერიკრისტინა ამბობს:
– მოდი, სამკითხაო დაფა დავატრიალოთ.

70
ყველანი მხარს ვუბამთ, რადგან მისი დაბადების დღეა და სულე-
ბის გამოძახებაც გვიყვარს. დაფას კარადიდან იღებს. მოყანყალე-
ბულია და იმ პატარა პლასტმასის რაღაცაზე, რაზეც ასოები წერია,
მინა არა აქვს. ჰენრიმ მიამბო, რომ ერთხელ ასეთ სეანსზე მედიუმს
ბრმა ნაწლავი გასკდომია და სასწრაფო გამოუძახებიათ. პატარაა,
ერთ ჯერზე ორი კაცი თუ გამოიყენებს. პირველობას მერიკრისტინა-
სა და ჰელენს ვუთმობთ. წესი ასეთია – რაც გაინტერესებს, ხმამაღ-
ლა უნდა ჰკითხო, თორემ არაფერი გამოვა. ორივე პლასტმასს ადე-
ბს თითებს. ჰელენი მერიკრისტინას შესცქერის, ის ყოყმანობს, ამი-
ტომ ნენსი ამბობს:
– ბობიზე ჰკითხე.
– ბობი დაქსლერს მოვწონვარ? – კითხულობს ის.
ყველა ხთხითებს.
პასუხი „არა“ უნდა იყოს, მაგრამ ჰელენის მცირე ბიძგის შემდეგ
დაფა „ჰოს“ ამბობს. მერიკრისტინა ისე იბადრება, ზედა და ქვედა
ღრძილები უჩანს. ჰელენი ეკითხება, ვინმე ბიჭს თუუ მოვწონვარო.
დაფა ცოტა ხანს ბრუნავს და მერე „დ“, „ე“, და „ვ“ ასოებზე მორი-
გეობით ჩერდება.
– დეივიდ ჰენლი? – ეკითხება პატი და ყველა კისკისებს. დეივი
ჩვენს კლასში ერთადერთი ფერადკანიანია. ჩიაა და მორცხვი, მაგ-
რამ მათემატიკაში მაგარია.
– ეგებ დიდი რიცხვების გაყოფაში გიშველოს, – ამბობს ლაურა,
რომელიც ასევე ძალიან მორცხვია. ჰელენი იცინის. მათემატიკაში
საშინელებაა.
– მიდი, კლერ, ახლა შენ და რუთმა სცადეთ.
ჰელენასა და მერიკრისტინას ადგილებს ვიკავებთ. რუთი მიყუ-
რებს, მე მხრებს ვიჩეჩ.
– არ ვიცი რა ვკითხო, – ვამბობ მე.
ყველა ჭიხვინებს. რამდენი რამ შეიძლება ჰკითხო? მე კი იმდენი
რამის გაგება მინდა. დედა ხომ კარგად იქნება? რატომ უყვიროდა
მამა ეტას დღეს დილით? ჰენრი ნამდვილი ადამიანია? რატომ დამი-
მალა მარკმა ფრანგულის საშინაო დავალების რვეული? ამასობაში

71
რუთი ეკითხება:
– რომელ ბიჭებს მოსწონთ კლერი? – გაავებულ მზერას ვტყორ-
ცნი, მაგრამ ის ღიმილს მაგებებს, – არ გაინტერესებს?
– არა, – ვამბობ მე, მაგრამ თეთრ პლასტმასზე თითებს მაინც
ვდებ. თითებს რუთიც ადებს. თეფში არ ტოკდება. ორივე ძალიან ნა-
ზად ვეხებით. ვცდილობთ სწორად გავაკეთოთ და არ ვუბიძგოთ. ნე-
ლა მოძრაობს. წრიულად ბრუნავს და „ჰ“ზე ჩერდება. მერე სწრაფად
მოძრაობს და რიგრიგობით ჩერდება „ე“ ზე, „ნ“ზე, „რ“სა და
„ი“ზე.
– ჰენრი, – ამბობს მერიკრისტინა, – ვინ არის ჰენრი?
თავს ვაქნევ, თითქოს ჩემთვისაც ამოუხსნელია.
– ახლა შენ ჰკითხე, რუთ.
ეკითხება, ვის მოვწონვარო.დაფა ბრუნავს და (თითქოს დიდი სა-
ოცრება იყოს) რ. ი. კ. ი.ს წერს. ვგრძნობ, როგორ აძლევს თვითონ
ბიძგს. რიკი ჩვენი საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელი
მისტერ მელონია, რომელსაც ინგლისურის პედაგოგი, მის ინგლი
მოსწონს. პატის გარდა, ყველა იცინის. მასაც მისტერ მელონი მოს-
წონს.მე და რუთი ვდგებით და ლაურა და ნენსი სხდებიან. ნენსი ჩემ-
კენ ზურგით ზის, ასე რომ, მის სახეს ვერ ვხედავ, როცა დაფას ეკით-
ხება:
– ჰენრი ვინ არის? – ყველა მე შემომცქერის და დუმს. დაფას
დავყურებ. არ იძვრის. მგონია, გადავრჩი, როცა კვლავ მოძრაობას
იწყებს. ჰ„ჰ“ს წერს, ალბათ, ისევ „ჰენრის“ დაწერს, – ვფიქრობ მე.
ნნენსიმ და ლაურამ ჰენრიზე ხომ არაფერი იციან. მასზე მეც კი არა-
ფერი ვიცი. „ქ. მ. ა. რ. ი“. ყველა მე შემომყურებს.
– გათხოვილი არა ვარ. მე მხოლოდ თერთმეტის ვარ.
– ვინ არის ჰენრი? – არ ცხრება ლაურა.
– არ ვიცი. ეგებ ვინმე ისეთია, ვისაც ჯერ არ ვიცნობ.
თავს მიქნევს. ყველა საგონებელშია. ძალიან მიკვირს.ქმარი?
რა ქმარი?

72
ხუთშაბათი, 12 აპრილი, 1984 წელი
(ჰენრი 36 წლისაა, კლერი12-ის)

ჰენრი: მე და კლერი ტყეში მოწყობილ საცეცხლურში ჭადრაკს


ვთამაშობთ. გაზაფხულის ლამაზი დღეა და ტყეში სიცოცხლე ჩქეფს
– ჩიტების გუნდები ბუდეებს იკეთებენ. კლერის გარეთ გამოფენილი
ოჯახის თვალს ვერიდებით. აქამდე ძლივს გამოაღწია; დედოფალი
სამი სვლის წინ მოვუკალი, განწირულია, მაგრამ ბრძოლას არ
წყვეტს.
თავს მაღლა სწევს და კითხულობს:
– ჰენრი, „ბითლზში“ ყველაზე მეტად ვინ გიყვარს?
– ჯონი, რა თქმა უნდა.
– რატომ, რა თქმა უნდა?
– რა ვიცი, რინგოსაც არა უშავს, მაგრამ ცოტა ბაიყუშია, ჯორჯი
კი ჩემი გემოვნებისთვის მეტისმეტად ახალი ეპოქაა.
– ახალი ეპოქა რა არის?
– განსხვავებულად მოაზროვნე... ენერგიული და მოსაწყენი მუ-
სიკა... თავის იმაში დარწმუნების პათეტიკური მცდელობა, რომ ინ-
დოელებთან დაკავშირებული ყველაფერი ძალიან მაგარია. არადა-
სავლური მედიცინა.
– მაგრამ შენ ხომ ჩვეულებრივი მედიცინა არ გიყვარს.
– ეგ იმიტომ, რომ ექიმები დაჟინებით მარწმუნებენ, შეშლილი
ხარო. ხელი რომ მქონდეს მოტეხილი, მეც დასავლური მედიცინის
გულშემატკივარი ვიქნებოდი.
– პოლზე რას იტყვი?
– პოლი გოგონებისთვისაა.
მორცხვად იღიმება.
– მე ყველაზე მეტად პოლი მომწონს.
– იმიტომ, რომ გოგო ხარ.
– პოლი გოგონებისთვის რატომაა?
ახლა ფრთხილად, – ვეუბნები საკუთარ თავს.
– რა ვიცი, საყვარელი „ბიტლია“.

73
– მერე ეგ ცუდია?
– არა, ცუდი არ არის, მაგრამ ბიჭებს მაგარი ტიპები უფრო მოს-
წონთ. ჯონი მაგარი „ბიტლია“.
– ჰო, მაგრამ ეგ მოკვდა.
ვიცინი.
– სიკვდილის მერეც შეიძლება მაგარი იყო. ასე გაცილებით ად-
ვილიც კი არის იმიტომ, რომ არც ბერდები, არც სუქდები და არც თმა
გცვივა.
კლერი „WhenIam 64“ 21ის დასაწყისს ღიღინებს. თავის ეტლს
ხუთი უჯრით წინ სწევს. ქიშის გამოცხადება შემიძლია, რის შესახე-
ბაც სხვათა შორის ვამბობ, ფიგურას უმალ უკან აბრუნებს.
– პოლი რატომ მოგწონს? – ვეკითხები და სახეზე ვუყურებ. ალ-
მური ედება და თვალებს ხრის.
– ისეთი... ლამაზია, – მპასუხობს ის. ისე ამბობს, რომ თავს რა-
ღაც უცნაურად ვგრძნობ. დაფას დავყურებ და ვხვდები, თუ კუს ცხე-
ნით მომიკლავს, ქიშის გამოცხადება შეუძლია. ვფიქრობ, გავაფ-
რთხილო თუ არა. ცოტა პატარა რომ იყოს, ვეტყოდი. თორმეტი
წლისამ თვითონ უნდა იაზროვნოს. დაფას მეოცნებე სახით დასცქე-
რის. უეცრად ვხვდები, რომ ვეჭვიანობ. ღმერთო. თავადაც არ მჯე-
რა, რომ ვეჭვიანობ – ბებრუხანა, მულტიმილიონერ როკვარსკვლა
ვზე ვეჭვიანობ, რომელიც ამ ბავშვს მამად ეკუთვნის.
– ჰოო, – ვამბობ მე.
დაფიდან თავს სწევს და ეშმაკურად იღიმება.
– აბა ვინ მოგწონს? – მეკითხება ის.
შენ, – ვფიქრობ მე, მაგრამ არაფერს ვამბობ.
– როდის? შენხელა რომ ვიყავი?
– ჰო. ჩემხელა როდის იყავი?
პასუხის გაცემამდე ამ თვითნაბადის ფასეულობასა და პოტენცი-
ალს ვწონი.
– შენხელა 1975ში ვიყავი. შენზე რვა წლით უფროსი ვარ.

21
(ინგლ.) „როცა 64 წლის გავხდები“.

74
– ოცის ხარ?
– არა, ოცდათექვსმეტის, მამად გეკუთვნი.
წარბებს ჭმუხნის. ვგონებ, მათემატიკაში დიდად ძლიერი არ არ
ის.
– კი, მაგრამ თუ 1975 წელს ოცის იყავი, ახლა...
– ოჰ, უკაცრავად, მართალი ხარ. ოცდათექვსმეტის ვარ, მაგრამ
სადღაც იქ, – ხელს სამხრეთისკენ ვიქნევ, – ოცის გახლავარ, რე-
ალურ დროში.
ჩემი ნათქვამის გააზრებას ცდილობს.
– ესე იგი, ორი ცალი ხარ?
– არა, მთლად ასე არ არის. ერთი ვარ, მაგრამ ზოგჯერ იმ დროში
ვმოგზაურობ, სადაც ისედაც ვარ, ასეთ დროს შეიძლება ითქვას,
რომ ორი ვარ... ან მეტი.
– მე რომ ერთზე მეტი არ მინახავხარ?
– მნახავ. როცა ჩემს აწმყოში შევხვდებით, ეს ხშირად მოხდება
ხოლმე, – უფრო ხშირადაც, ვიდრე ვისურვებ, კლერ.
– 1975 წელს ვინ მოგწონდა?
– რეალურად არავინ. 1975 წელს სხვა საფიქრალი მქონდა, ცა-
მეტი წლისა კი პატი ჰერსტზე ვირეოდი.
ჩემი ნათქვამი სწყინს.
– შენი სკოლელი იყო?
ვიცინი.
– არა, მდიდარი კალიფორნიელი გოგო, კოლეჯში სწავლობდა,
მემარცხენე პოლიტიკურმა ტერორისტებმა გაიტაცეს და ბანკებს
აძარცვინებდნენ. რამდენიმე თვის განმავლობაში ახალ ამბებში მუ-
დამ მასზე ლაპარაკობდნენ.
– მერე? რა მოუვიდა? შენ რატომ მოგწონდა?
– გაუშვეს. გათხოვდა და შვილებიც შეეძინა, ახლა კი მდიდარი
კალიფორნიელი ქალბატონია. რატომ მომწონდა? ეგ არ ვიცი. რა-
ღაც სიგიჟე იყო, ხვდები? ვგონებ იმიტომ, რომ ვგრძნობდი, რა დღე-
ში იყო შინიდან გატაცებული გოგო, რომელსაც რაღაცების კეთებას
აიძულებდნენ. მერე, ალბათ, მოეწონა.

75
– შენც აკეთებ ისეთ რამეებს, რაც არ გინდა?
– ჰო, მე მუდამ, – ფეხი მიბუჟდება, ვდგები და მანამ ვაქნევ, სანამ
ჩხვლეტას არ მიწყებს, – არც შენთან ვარ ყოველთვის უსაფრთხოდ,
კლერ. ხშირად ისეთ ადგილებში ვხვდები, სადაც ტანისამოსსა და
საჭმელს ქურდობით ვშოულობ.
– ოჰ.
სახე ეღრუბლება, მერე თავის სვლას ხედავს, აკეთებს და გამარ-
ჯვებული სახით მიმზერს.
– ქიში!
– ოჰო, ყოჩაღ! – ვულოცავ მე. შენ du jour 22 ჭადრაკის დედოფა-
ლი ხარ.
– დიახაც, ვარ, – ამბობს და სიამაყისგან სახეზე ალმური ედება.
ფიგურების საწყის მდგომარეობაში დალაგებას იწყებს, – კიდევ
გინდა?
თავს ისე ვიჭერ, თითქოს ჩემს არარსებულ საათს დავცქერი.
– ჰო, რა თქმა უნდა, – კვლავ ვჯდები, – გშია?
უკვე რამდენიმე საათია აქ ვსხედვართ და საგზალი გველევა.
მ„დორიტოს“ დიდი შეკვრაღა დაგვრჩა.
– ხო, – თან პაიკებს ზურგს უკან მალავს. მარჯვენა იდაყვზე ხელს
მსუბუქად ვურტყამ, ხელისგულზე თეთრი პაიკი უდევს. ჩემი სტან-
დარტული პირველი სვლით ვიწყებ და ლაზიერის წინ მდგომ პაიკს
еQ4ზე ვდგამ. ისიც თავის სტანდარტულ სვლას აკეთებს და ლაზიე-
რის წინ მდგომი პაიკი еQ4ზე გადააქვს. შემდეგ ათ სვლას ძალიან
სწრაფად ვთამაშობთ, მერე უეცრად ცხრება და დაფას აკვირდება.
მუდამ ექსპერიმენტებშია და Coup d’eclat23გაკეთებას ცდილობს, –
ახლა ვინ მოგწონს? – თავაუღებლად მეკითხება ის.
– ახლა როდის? ოცი წლის ასაკში თუ ოცდათექვსმეტის?
– ორივეში.
ვცდილობ, გავიხსენო, რა ხდება მაშინ, როცა ოცი წლის ვარ. ქა-

22
(ფრანგ.) დღევანდელი დღის
23
(ფრანგ.) რაიმე გრანდიოზულის

76
ლების ადღაბნილი კორიანტელია – ძუძუები, ფეხები, კანი, თმა...
სულ ყველა ერთმანეთში მერევა. მათ სახეებს სახელებიც არა აქვთ.
ოცი წლისა საქმიანი, მაგრამ საცოდავი ვარ.
– ოცი წლის ასაკში განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. არა-
ვინ მახსენდება.
– ოცდათექვსმეტის?
კლერს ვაკვირდები. თორმეტი წლის ძალიან პატარაა? ჰო, რა
თქმა უნდა, პატარაა. ჯობს ლამაზ, მიუწვდომელ, უვნებელ პოლ მაკ
არტნიზე იოცნებოს, ვიდრე დროში მოგზაურ ბებრუხანა ჰენრის შე-
ერკინოს... მმაგრამ ამას რატომ მეკითხება?
– ჰენრი?
– რა?
– ცოლი გყავს?
– ჰო, – უხალისოდ ვაღიარებ მე.
– ვინ არის?
– ძალიან ლამაზი, მომთმენი, ნიჭიერი ახალგაზრდა ქალია.
სახე ეჯღანება.
– ოჰ.
ჩემს ერთ ორი სვლით ადრე მოკლულ თეთრ კუს იღებს და მიწას
გამეტებით ანარცხებს.
– მშვენიერია, – ამბობს ის. ახალგაგებული ამბით, ცოტა არ
იყოს, გუნებაწამხდარი ჩანს.
– რა მოგივიდა?
– არაფერი.
თავისი დედოფალი e2-დან c5-ზე გადააქვს.
– შამათი.
ცხენით სვლას ვაკეთებ და მეფეს ვიცავ.
– მე გათხოვილი ვარ? – მეკითხება ის.
თვალებში ვუყურებ და ვამბობ:
– დღეს შენს ბედს ცდი.
– ვითომ რატომ? მაინც არასდროს არაფერს მეუბნები. ჰენრი,
მითხარი, შინაბერად ხომ არ დავრჩები?

77
– მონაზვნად აღიკვეცები, – ვაჯავრებ მე.
კანკალებს.
– არა, ოღონდ ეგ არა, – მერე ეტლით პაიკს მიკლავს, – შენი ცო-
ლი სად გაიცანი?
– უკაცრავად, ეგ უმაღლესი დონის საიდუმლოა, – ვამბობ და
ეტლს ლაზიერით ვუკლავ.
სახე ებრიცება.
– მაშინაც დროში მოგზაურობდი? აი, მაშინ, როცა იმას შეხვდი.
– სხვის საქმეებში ცხვირს არ ვყოფდი.
ოხრავს. მეორე ეტლით მორიგ პაიკს მიკლავს. პაიკები ნელნე-
ლა ხელიდან მეცლება. კუ a4-ზე გადამაქვს.
– ეგ უსამართლობაა. ჩემზე ყველაფერი იცი, შენზე კი არაფერს
მიყვები.
– ჰო, მართალი ხარ, ეგ სამართლიანი არ არის, – სინანულით
აღსავსე და სათნო სახით შეხედვას ვცდილობ.
– რუთი, ელენა და მეგანი თავიანთ შესახებ ყველაფერს მიამბო-
ბენ. მეც ყველაფერს ვუყვები.
– ყველაფერს?
– ჰო, მაგრამ შენზე არაფერი მითქვამს.
– რატომ?
ცოტა დამფრთხალი მეჩვენება.
– შენ საიდუმლო ხარ, თანაც არ დამიჯერებენ, – კუს მხედრით
მიკლავს და ეშმაკურად შემომღიმის. დაფას დაკვირვებით დავცქე-
რი, მისი მხედრის მოკვლის ან ჩემი კუს დახსნის გზას ვეძებ. თეთრე-
ბის საქმე ცუდად არის, – ჰენრი, შენ ნამდვილი პიროვნება ხარ?
უეცრად ვკრთები.
– ჰო, აბა, სხვა რა უნდა ვიყო?
– არ ვიცი. ეგებ სული ხარ?
– ნამდვილი პიროვნება ვარ, კლერ.
– აბა, დამიმტკიცე.
– როგორ?
– არ ვიცი.

78
– ვგონებ, ვერც შენ დაამტკიცებ, კლერ, რომ პიროვნება ხარ.
– დავამტკიცებ.
– როგორ?
– მე პიროვნებასავით ვარ.
– ეგრე მეც პიროვნებასავით ვარ.
სასაცილოა, რომ კლერი ამაზე იწყებს ლაპარაკს. 1999 წელს მე
და ექიმ კენდრიკს ამ საკითხზე ფილოსოფიური პაექრობა გვქონდა.
სჯერა, რომ მე ადამიანის ახალი ჯიშის წინამორბედი ვარ, რომელიც
ისევე განსხვავდება ჩვეულებრივი ხალხისგან, როგორც კრომანიო-
ნელი თავისი ნეანდერტალელი მეზობლებისგან. მე კი ვამტკიცებ-
დი, რომ არეული გენეტიკური კოდის ნაგლეჯი ვარ და ჩემი შვილის
ყოლის უუნარობა ნიშნავს, რომ სუსტ რგოლად არ ვიქცევი. მერე
ერთმანეთს კიერკეგორისა და ჰაიდეგერის ციტატები ვტყორცნეთ
და ვიღრიალეთ. ამასობაში კლერი დაეჭვებით შემომყურებს.
– ადამიანები შენსავით არ ჩნდებიან და ქრებიან. ჩეშირულ კა-
ტასავით ხარ.
– რისი თქმა გინდა, რომ გამონაგონი პერსონაჟი ვარ? –ახლა კი
ვხედავ, რა სვლა უნდა გავაკეთო. მეფის ეტლი g3ზე უნდა გადავიტა-
ნო. აის კუს მომიკლავს, მაგრამ დედოფალს შესწირავს. კლერი ამას
რამდენიმე წამში ხვდება და ენას მიყოფს. ამდენი „დორიტოსის“ ჭა-
მის შემდეგ ენაზე სავალალო ნარინჯისფერი ადევს.
– ახლა ზღაპრებზე დავფიქრდი. შენ თუ ნამდვილი ხარ, რატომ
არ შეიძლება ზღაპრებიც ნამდვილი იყოს? – დგება და დაფას ისე
დასცქერის. ისე ირხევა, თითქოს ცეკვავს, თითქოს შარვალზე ცეც-
ხლი უკიდია, – ვგონებ, მიწა გამაგრდა. ტაკო დამიბუჟდა.
– ვინ იცის, იქნებ სინამდვილეა. შეიძლება მათი რაღაც ნაწილი
ნამდვილია, დანარჩენი კი ადამიანებმა დაამატეს.
– ვინ იცის, იქნებ ფიფქია კომაში იყო?
– მძინარე მზეთუნახავიც.
– ჯეკილობიოს მარცვალი კი სინამდვილეში ერთი საოცარი მე-
ბაღე იყო.
– ჰო, ნოე კი ერთი უცნაური ბერიკაცი, სახლი ნავზე დაიდგა და

79
კატები მოაშენა.
მაშტერდება.
– ნოე ბიბლიაშია. ეგ ზღაპარი არ არის.
– ა, ჰო, მართალი ხარ. უკაცრავად.
ძალიან მშია. შეიძლება ნელმა ყოველ წამს დარეკოს ზარი, კლე-
რი შინ შევა. ახლა კი დაფასთან, თავის ადგილას ჯდება. ვატყობ,
რომ თამაშისადმი ინტერესს კარგავს, როცა თავისი მოკლული ფი-
გურებით პატარა პირამიდის აგებას იწყებს.
– მაინც არ დამიმტკიცე, რომ რეალური ხარ, – ამბობს ის.
– არც შენ.
– შენ რა? ეჭვი გეპარება, რომ მე რეალური ვარ? – გაოცებული
მეკითხება ის.
– ეგებ სიზმრად გხედავ... ან იქნებ შენ გესიზმრები. ეგებ მხო-
ლოდ ერთმანეთის სიზმრებში ვარსებობთ, დილით გაღვიძების შემ-
დეგ კი ერთმანეთი გვავიწყდება.
შუბლს იჭმუხნის და ხელს ისე იქნევს, თითქოს ამ უცნაურ აზრს
იგერიებს.
– მიჩქმიტე, გთხოვ, – ამბობს ის. წინ ვიხრები და იდაყვზე ნაზად
ვჩქმეტ, – უფრო მაგრად! – კვლავ ვჩქმეტ, ისე მაგრად, რომ წამით
წითელ და თეთრ ნათითურებს ვტოვებ, მალე გასდის, – რომ მეძი-
ნოს, ხომ გამეღვიძებოდა, არა? ყოველ შემთხვევაში, ახლა სულ არ
მეძინება.
– მე კი თავს არც სულად ვგრძნობ და არც გამონაგონ პერსონა-
ჟად.
– შენ რა იცი? მე რომ გიგონებდე, მაგრამ არ მინდოდეს, რომ გა-
იგო, რომ გამონაგონი ხარ, ხომ არ გეტყოდი, არა?
წარბებს მაღლა ვზიდავ.
– ეგებ ღმერთმა გამოგვიგონა და არ გვეუბნება?
– ეგეთ რამეების თქმა არ შეიძლება, – მიყვირის ის, – ღმერთის
არ გჯერა, არა?
მხრებს ვიჩეჩ და საუბრის თემას ვცვლი.
– მე პოლ მაკარტნიზე რეალური ვარ.

80
შეწუხებული შემომცქერის. ფიგურების ყუთში ჩალაგებას იწ-
ყებს. თეთრებს და შავებს ცალცალკე დებს.
– პოლ მაკარტნის არსებობა უამრავმა ადამიანმა იცის, შენი კი
მარტო მე.
– მაგრამ მე მიცნობ, მას კი არა.
– დედაჩემი „ბითლზის“ კონცერტზე იყო, – ჭადრაკის დაფას კე-
ცავს, იზმორება და ახალგამოკვირტული ფოთლების ბალდახინს
შესცქერის, – კომისკის პარკში იყო, ჩიკაგოში, 1965 წლის 8 აგვის
ტოს, – მუცელზე ვუღიტინებ, ზღარბივით იგორგლება და ხითხი-
თებს. ერთმანეთს ვუღიტინებთ, ვკუჭკუჭებთ, მიწაზე ვგორავთ, ვც
ხრებით და ხელჩაკიდებულები გულაღმა ვწევართ.
– შენი ცოლიც დროში მოგზაურია? – მეკითხება ის.
– არა, მადლობა ღმერთს.
– რატომ მადლობა ღმერთს? ისიც გაერთობოდა. ერთად ივლი-
დით.
– ერთ ოჯახში ერთი დროში მოგზაური საკმარისზე მეტია. ეგ სა-
შიშია, კლერ.
– შენ გამო ნერვიულობს?
– კი, – რბილი ხმით ვამბობ მე, – ნერვიულობს. ნეტავ ახლა,
1999 წელს, კლერი რას აკეთებს? იქნებ ჯერაც სძინავს და არ იცის,
რომ იქ არა ვარ.
– გიყვარს?
– ჰო, ძალიან, – ჩურჩულით ვამბობ მე. გვერდიგვერდ ვწევართ
და მოქანავე ხეებს, ჩიტებს და ცას შევცქერით. უეცრად ყრუ სრუტუ-
ნი მესმის, მისკენ ვიცქირები და ძალიან მიკვირს, როცა მის თვა-
ლებზე ცრემლებს ვხედავ – ღაპაღუპით მოსდის და პატარა ნაკადუ-
ლებივით ყურებისკენ მიწანწკარებს. ვჯდები და მის თავთან ვიხრე-
ბი.
– რა ხდება, კლერ? – თავს აქნევს და ტუჩებს მაგრად კუმავს. თმ
ას ვუსწორებ, ხელს ვკიდებ, ვაყენებ და გულში ვიკრავ, თან ბავშვია
და თან არა.
– რა მოხდა?

81
ჩუმად მპასუხობს, არ მესმის და კითხვას ვუმეორებ.
– იცი, რა ვიფიქრე, ეგებ მე ვარ შენი ცოლი, – ამბობს ის.

ოთხშაბათი, 27 ივნისი, 1984 წელი


(კლერი 13 წლისაა)

კლერი: მინდორზე ვდგავარ. ივნისის მიწურულის გვიანი ნაშუ-


ადღევია; რამდენიმე წუთში ვახშმისთვის უნდა გავემზადო. ტემპე-
რატურა მკვეთრად იკლებს. ათი წუთის წინ ლურჯ ცას სპილენძისფ
ერი ედგა, ჩაიხუთა, თითქოს აქაურობას უზარმაზარი შუშის გუმბა-
თი დააწვა და მისმა სიმძიმემ ჰაერი ჩაზნიქა. წეღან სიცხე ხმასაც კი
ნთქავდა, მწერები გუნდებად დაბზუოდნენ. პაწაწინა საცალფეხო
ხიდზე ვზივარ და პატარა გარინდული გუბის თავზე მოსრიალე წყლ
ის მწერებს ვუცქერ. ჰენრიზე ვფიქრობ. დღეს არ მოვა; მორიგ შეხ-
ვედრამდე ოცდაორი დღე დარჩა. ახლა გაცილებით გრილა. ჰენრი
თავსატეხს მიჩენს. მთელი ცხოვრება რაღაც უმნიშვნელოდ ვთვლი-
დი. ის საიდუმლოა, რაც მას უფრო საინტერესოს და მიმზიდველს
ხდის, მაგრამ საოცრებაცაა და ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ გო-
გოების უმრავლესობას ასეთი ჰენრი არა ჰყავს, ან თუ ჰყავს, მის შე-
სახებ დუმს. ქარი ქრის; მაღალი ბალახი ღელავს, თვალებს ვხუჭავ,
ზღვის ხმა მესმის (ზღვა მხოლოდ ტელევიზორში მინახავს). როცა
ვახელ, ცა ყვითელია, მერე მწვანე. ჰენრი ამბობს, მომავლიდან
მოვდივარო. სანამ პატარა ვიყავი, ეს პრობლემად არ მიმაჩნდა;
წარმოდგენა არ მქონდა, რას ნიშნავდა, ახლა კი ვფიქრობ – იქნებ
მომავალი რაღაც ადგილია, ან მისი მსგავსი, სადაც მეც შემიძლია
წასვლა, თანაც ისე, რომ ასაკის მატება საჭირო არ იყოს. ნეტავ ჰენ-
რის ჩემი მომავალში წაყვანა თუ შეუძლია?
ტყე ჩაშავდა, ხეები მოიხარა, გვერდზე გადაწვა და თავი დახარა.
მწერების ზუზუნი აღარ ისმის, ქარი ყველაფერს თელავს, ბალახი
ძირს წევს, ხეები ტკაცანებს და ოხრავს. მომავლის მეშინია; უზარმა-
ზარი ყუთი მგონია, რომელიც სადღაც მელოდება. ჰენრი ამბობს,

82
რომ მომავალში მიცნობს. ხეებიდან ვეებერთელა შავი ღრუბლები
ამოდის, ისე უეცრად ჩნდება, რომ სიცილს ვერ ვიკავებ, მარიონე-
ტებს ჰგვანან. ქუხს. უეცრად ვხვდები, რომ ამ მინდორში წელგამარ-
თული ვდგავარ, ვდგავარ იქ, სადაც ყველაფერი წევს, მეც ვწვები იმ
იმედით, რომ ქარი ვერ შემნიშნავს, გულაღმა ვწევარ და ვუყურებ,
როგორ მოდის ციდან წყალი. ტანისამოსი წამში მისველდება და
ვგრძნობ, რომ ჰენრი აქ არის, საშინლად მჭირდება მისი აქ ყოფნა,
მისი ხელის შეხება, და მეჩვენება, რომ ეს წვიმა ჰენრია, მე კი მარტო
ვარ და მას ვნატრობ.

კვირა, 23 სექტემბერი, 1984 წელი


(ჰენრი 35 წლისაა, კლერი 13-ის)

ჰენრი: მდელოზე ვდგავარ. ძალიან ადრეა, ჯერ არც ურიჟრაჟია.


ზაფხულის მიწურულია და ყვავილები მკერდამდე მწვდება. გრილა.
მარტო ვარ. მცენარეებში გზას მივიკვლევ და ტანსაცმლის ყუთს ვხე-
დავ, ვხსნი. ლურჯი ჯინსი, თეთრი ოქსფორდული პერანგი და
ფლოსტები მხვდება. ეს სამოსი არ მეცნობა და ვხვდები, რომ არ ვი-
ცი, დროში სად ვარ. ცოტა ხემსიც დაუტოვებია: არაქისის კარაქისა
და ჯემის სანდვიჩი ალუმინის ფოლგაში საგულდაგულოდ შეუხვე-
ვია, ერთი ვაშლი და „ჯეის“ ჩიფსების პარკიც არის. მისი სასკოლო
ლანჩი იქნება. სამოცდაათიანების მიწურული ან ოთხმოციანების
დასაწყისი უნდა იყოს. ქვაზე ვჯდები, ვჭამ და თავს გაცილებით უკეთ
ვგრძნობ. მზე ამოსვლას იწყებს. მინდორი ჯერ ლურჯია, მერე ნა-
რინჯისფერი, ბოლოს კი ვარდისფერი ხდება. ჩრდილები გრძელდე-
ბა და თენდება. კლერი არ ჩანს. რამდენიმე ფუტს მცენარეების სიღ-
რმეში მივხოხავ, ვიკუნტები, მიწა დაცვარული და სველია, მაგრამ
მაინც ვიძინებ.
როცა ვიღვიძებ, მზე მაღლა არის, გვერდით კლერი მიზის და
კითხულობს. მიღიმის და ამბობს:
– ჭაობში დღის სინათლეა. ჩიტები მღერიან, ბაყაყები ყიყინებენ

83
და ადგომის დროა!
ვოხრავ და თვალებს ვიფშვნეტ.
– გამარჯობა, კლერ. დღეს რა დღეა?
– კვირაა, 23 სექტემბერი, 1984 წელი.
კლერი ცამეტისაა. უცნაური და რთული პერიოდია, მაგრამ არც
ისეთი რთული, როგორიც ჩემს აწმყოში გვაქვს. ვჯდები და ვამთქნა-
რებ.
– კლერ, ძალიან რომ გთხოვო, სახლიდან ერთ ფინჯან ყავას ვერ
გამოაპარებ?
– ყავას? – ისე მეკითხება, თითქოს ამ სითხის არსებობა პირვე
ლად ესმის. ზრდასრულობაში ისიც ისევე „ზის“ ყავაზე, როგორც მე.
ლოჯისტიკის შესაძლებლობაზე ფიქრობს.
– ძალიან რომ გთხოვო?
– კეთილი, ვცდი, – ზლაზვნით დგება.
ეს ის წელია, როცა კლერმა ტანი უეცრად აიყარა. ხუთი დუიმით
გაიზარდა და ახალ სხეულთან შეგუება უჭირს. მკერდი, ფეხები და
თეძოები ახალგამოძერწილი აქვს. როცა სახლისკენ მიმავალს
თვალს ვაყოლებ, ამ აზრის განდევნას ვცდილობ. იმ წიგნს დავცქე-
რი, რომელსაც ცოტა ხნის წინ კითხულობდა. დოროთი სეიერსია, მე
არ წამიკითხავს. როცა ბრუნდება, ოცდამეცამეტე გვერდზე ვარ.
თერმოსი, ფინჯნები, საბანი და რამდენიმე დონატი მოაქვს. ზაფხუ-
ლის მზედ ჭორფლი დაუყრია, მზისგან გამოხუნებულ, მხრებზე ჩა-
მოშლილ თმაზე ხელის გადასმა მინდა, მაგრამ თავს ვიკავებ; როცა
საბანს ძირს აფენს, თმა მკლავზე უცურდება.
– გაიხარე, – ვამბობ და ჭიქას ისე ვართმევ, თითქოს წმინდა რამ
იყოს. საბანზე ვსხდებით. ფლოსტებს ვიხდი, ფინჯანს ორივე ხელით
ვბღუჯავ და პირველ ყლუპს ვსვამ. წარმოუდგენლად ძლიერია და
მწარე.
– ვაა, ეს ყავაა თუ რაკეტის საწვავი, კლერ!
– ზედმეტად მაგარია? – შემცბარი მეკითხება, ამიტომ ქათინაუ-
რის თქმას ვჩქარობ:
– ზედმეტად მაგარი ყავა არ არსებობს, მაგრამ ეს მართლა მაგა-

84
რია. ძალიან მომწონს. შენ გააკეთე?
– აბა, რა. აქამდე არასდროს გამიკეთებია. მარკი შემოვიდა,
ტვინის ბურღვა დაიწყო და შეიძლება რამე ავურიე.
– არა, კარგია, – ვამბობ და სულს ვუბერავ. მერე ხარბად ვეწა-
ფები და თავს უმალ უკეთ ვგრძნობ. მეორე ფინჯანსაც ვისხამ.
თერმოსს მართმევს. ჭიქას ნახევრამდე ივსებს და ფრთხილად
წრუპავს.
– ფუი, – ამბობს ის, – რა საზიზღრობაა. ასეთი გემო უნდა ჰქონ-
დეს?
– ისე, ცოტა ნაკლებად მძვინვარე უნდა იყოს. შენ ბევრი ნაღები
თა და შაქრით უფრო მოგეწონება.
ჭიქაში ჩარჩენილ ყავას მდელოზე ასხამს და დონატს იღებს.
– შენ მე ახირებულად მაქცევ.
მზა პასუხი არა მაქვს, რადგან ასეთი რამ არასდროს მომსვლია
თავში.
– არა, მაგას სულ არ ვცდილობ. მე შენ არაფრად გაქცევ.
– როგორ არა, მეუბნები, რომ ნაღებიანი და ტკბილი მიყვარს, მე
კი სინამდვილეში ყავა არც გამისინჯავს. როგორ მივხვდე, მართლა
ასეთი მომწონს თუ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას შენ ჩამჩიჩინებ?
– კლერ, ეს გემოვნებაზეა დამოკიდებული. შენ თვითონ მიხვდე-
ბი, როგორი მოგწონს, რა მნიშვნელობა აქვს, მე რას გეტყვი, თანაც
ხომ მთხოვ ხოლმე, მომავლის ამბები გითხრა.
– მომავლის ცოდნა და იმის თქმა, მე რა მომწონს, სხვადასხვაა.
– რატომ? ყველაფერი ხომ მაინც თავისუფალ ნებასთანაა დაკავ-
შირებული.
ფეხსაცმელსა და წინდებს იძრობს. წინდებს ფეხსაცმელში კოხ-
ტად აწყობს და საბნის კიდეზე დებს. მერე ჩემს გადაყრილ ფლოს-
ტებს იღებს და თავისი ნივთების პირისპირ დებს. თითქოს ეს საბანი
ტატამი იყოს.
– მეგონა, თავისუფალი ნება ცოდვას უკავშირდებოდა.
მის ნათქვამზე ვფიქრობ.
– არა, თავისუფალი ნება მართებულითა და მცდარით რატომ უნ-

85
და შეიზღუდოს? აი, ნახე – ფეხსაცმლის გახდა შენი თავისუფალი ნე-
ბით გადაწყვიტე. ამას მნიშვნელობა არა აქვს, არავის საქმე არ
არის, ფეხსაცმელი გეცმება თუ არა. ეს არც ცოდვაა და არც სიკეთე
და არც მომავალზე ახდენს გავლენას, ეს მხოლოდ შენი თავისუფა-
ლი ნებაა.
მხრებს იჩეჩს.
– მაგრამ ზოგჯერ, როცა რაღაცას მეუბნები, მეჩვენება, რომ ის
მომავალი უკვე დადგა. თითქოს ის წარსულში მოხდა და მე ვეღარა-
ფერს შევცვლი.
– ამას დეტერმინიზმი ჰქვია, – ვპასუხობ მე, – ასეთი რამ ჩემს
სიზმრებში ხდება.
გაოცებული შემომცქერის.
– რატომ? – კითხულობს ის.
– თუ შენ ფიქრობ, რომ მომავალში ვერაფერს შეცვლი, მაშ, მე
რას უნდა ვგრძნობდე. მუდამ ვაწყდები ფაქტებს, რომლებიც მარ-
წმუნებს, რომ მომავალში ვერაფერს შევცვლი, მიუხედავად იმისა,
რომ იქ ვარ და ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდება.
– ჰენრი, შენ მართლა ცვლი რაღაცებს! შენ დამიწერე ის, რაც
1991 წელს იმ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთან დაკავშირებით
უნდა მოგცე. და კიდევ ის სია... ის, რომ არ მქონდეს, არ მეცოდინე-
ბოდა, როდის მოვიდე შენთან შესახვედრად. შენ მუდამ რაღაცას
ცვლი.
ვიღიმები.
– მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც იმისკენ მივყავართ, რაც უკვე
მოხდა. მაგალითად, ვერ შევცვლი იმას, რომ შენ ფეხსაცმელი გა-
იხადე.
იცინის.
– რა მნიშვნელობა აქვს, გავიხადე თუ არა?
– არა აქვს, მაგრამ რომ ჰქონდეს, ვერც მაშინ შევცვლიდი. ეს ამ
სამყაროს ისტორიის შეუცვლელ ნაწილად იქცა, მე ვეღარაფერს გა-
ვაწყობ.
დონატს ვიღებ. „ბისმარკია“; სხვებზე მეტად ეს მიყვარს. მოყრი-

86
ლი შაქარი მზეზე დნება და ხელებზე მეწებება.
კლერი თავის დონატს ბოლოს უღებს, ჯინსის პერანგის სახელო-
ებს იკაპიწებს და ფეხმორთხმული ჯდება. კისერს იქექავს და გაჯავ-
რებული შემომცქერის.
– ახლა, ცოტა დამძაბე. როცა ცხვირს ვიხოცავ, მეჩვენება, რომ
ისტორიულ ფაქტს ჩავდივარ.
– კი, ასეა.
თვალებს ატრიალებს.
– დეტერმინიზმის საპირისპირო რა არის?
– ქაოსი.
– ოჰ, ეგ არ მომწონს. შენ?
„ბისმარკს“ კარგა გვარიან ლუკმას ვაკბეჩ და ქაოსზე ვფიქრობ.
– კიც და არაც. ქაოსი მეტი თავისუფლებაა. პრინციპში სრული
თავისუფლება, მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს. მინდა მოქმედებაში
თავისუფალი ვიყო, მაგრამ ჩემს ნამოქმედარს მნიშვნელობაც უნდა
ჰქონდეს.
– ჰენრი, შენ ღმერთი გავიწყდება – რატომ არ შეიძლება იყოს
ღმერთი, რომელიც ყველაფერს მნიშვნელობას აძლევს? – გულ-
წრფელად ჯავრდება და კოპს კრავს. ჩუმდება და მინდვრის გადაღმა
რაღაცას გასცქერის.
პარკიდან უკანასკნელ „ბისმარკს“ ვიღებ, პირში ვიდებ და დრო-
ის მოსაგებად ნელნელა ვღეჭავ. როცა ღმერთს ახსენებს, ხელისგუ-
ლები მიოფლიანდება და დამალვა, გაქცევა ან გაქრობა მინდა.
– არ ვიცი, კლერ, ჩემთვის ყველაფერი იმდენად უწესრიგოდ და
უმიზნოდ ხდება, რომ ღმერთის არსებობა აზრს კარგავს.
მკლავებს მუხლებზე იჭდობს და ამბობს:
– შენ თვითონ თქვი, რომ ყველაფერი წინასწარაა დაგეგმილი.
– ჰოპლა, – ვამბობ, კოჭებში ხელს ვჭიდებ, ჩემკენ ვქაჩავ, მის
ფეხებს კალთაში ვილაგებ და ვუცქერ. იცინის, იდაყვებს ეყრდნობა
და წამოჯდომას ცდილობს. ფეხები ცივი აქვს; ძალიან ვარდისფერი
და სუფთა ტერფები ჰქონია, – კეთილი, აი, მისმინე. ასეთი ვარიან-
ტები გვაქვს – სამყარო, რომელშიც წარსული, აწმყო და მომავალი

87
ერთდროულად თანაარსებობს და ყველაფერი უკვე მომხდარია; ქა-
ოსი, სადაც შეიძლება ნებისმიერი რამ მოხდეს და რამის წინასწარ-
მეტყველება შეუძლებელია იმიტომ, რომ ყველა ცვლადი ვერ გვე-
ცოდინება; და მესამე – ქრისტიანული სამყარო, სადაც ყველაფერი
ღმერთმა შექმნა და ყველაფერი გარკვეული მიზეზით ხდება, მაგრამ
ყველას მაინც არჩევნის თავისუფლება გვაქვს. ასეა?
ფეხის თითებს პარჭყავს.
– კი, ასეა.
– მერე? შენ რომლის გჯერა?
დუმს. ცამეტი წლის ასაკში მასში პრაგმატიზმი და იესოსა და მა
რიამისადმი რომანტიკული გრძნობა თანაბრად მძლავრობს. შარ-
შან უყოყმანოდ ღმერთს დაასახელებდა. ათ წელიწადში დეტერმი-
ნიზმს იტყვის, ათი წლის შემდეგ კი ირწმუნებს, რომ ეს სამყარო შემ-
თხვევითობაზე დგას და თუ ღმერთი არსებობს, მას ჩვენი ლოცვა არ
ესმის, რომ მიზეზი და შედეგი გარდაუვალი, სასტიკი და ამავე დროს
უაზროა. მერე? ეგ აღარ ვიცი. ახლა კი კლერი სიყმაწვილის ზღურ-
ბლზეა, ცალ ხელში რწმენა უჭირავს, მეორეში კი მზარდი სკეპტი-
ციზმი და მათით მოხერხებულად მანიპულირებას ან მათ შერწყმას
ცდილობს. უარის ნიშნად თავს იქნევს.
– არ ვიცი. მე ღმერთი მინდა. ეგრე არ შეიძლება?
თავს სულელურ მდგომარეობაში ვგრძნობ.
– რა თქმა უნდა, შეიძლება, რადგან შენ ასე გჯერა.
– მარტო დაჯერება არ კმარა, მინდა მართლა ასე იყოს.
ყვრიმალებზე ცერა თითს ვუსვამ და თვალებს ხუჭავს.
– ჰო, ორივეს ასე გინდათ – შენ და თომა აკვინელს, – ვპასუხობ
მე.
– ჰო, ეგ გამიგია, – ისეთი ხმით ამბობს, თითქოს დიდი ხნის წინ
გარდაცვლილი მისი საყვარელი ბიძა ან იმ სატელევიზიო გადაცე-
მის წამყვანი იყოს, რომელსაც ბავშვობაში უყურებდა ხოლმე.
– მას წესრიგი, განსჯა და, რაღა თქმა უნდა, ღმერთიც უნდოდა.
მეცამეტე საუკუნეში ცხოვრობდა და პარიზის უნივერსიტეტში ასწავ-
ლიდა. არისტოტელესიც სჯეროდა და ანგელოზებისაც.

88
– მე ანგელოზები მიყვარს, – ამბობს კლერი, – იცი, რა ლამაზები
არიან. ნეტავ მეც მქონდეს ფრთები, დედამიწის გარშემო დავფრი-
ნავდე და ღრუბლებზე ვიჯდე ხოლმე.
– Ein jeder Engel ist schrecklich, – ვამბობ მე.
ჩუმად ოხრავს, თითქოს მეუბნება, მე გერმანული არ ვიცი, დაგა-
ვიწყდა?
– „ყველა ანგელოსი შემზარავია“. ეეს რილკეს „დუინურ ელეგი-
ებში“ წერია. ჩვენი ერთერთი უსაყვარლესი პოეტია.
იცინის.
– იმავეს აკეთებ!
– რას?
– მასწავლი, რა მომწონს, – ჩემს კალთაზე დალაგებულ ფეხის
თითებს რკალავს. მის ფეხებს დაუფიქრებლად ვილაგებ მხრებზე,
მერე ვხვდები, რომ ზედმეტად სექსუალური გამოდის, მის ფეხებს ვი-
ღებ, ცალ ხელში ვიქცევ და ჰაერში მიჭირავს, ზურგს ზემოთ სწევს,
უმანკოსა და ანგელოზისებურს საბანზე გაშლილი თმა გარს შარა-
ვანდედივით აკრავს. ფეხისგულებზე ვუღიტინებ. ხითხითებს და
თევზივით ხტის, მერე დგება და მინდორზე გარბის, ისე მიღიმის,
თითქოს ასადგომად და გასაკიდებლად მაქეზებს. მეც ვუღიმი.
ბრუნდება და საბანზე გვერდით მიჯდება.
– ჰენრი?
– რა?
– შენ მე მცვლი.
– ვიცი.
ვტრიალდები, მინდა შევხედო. წამით მავიწყდება, რომ ჯერ ბავ-
შვია და რომ ეს დიდი ხნის წინ იყო; ამ პატარა გოგოს სახეზე ჩემს
ცოლ კლერს ვხედავ, არ ვიცი, რა ვუთხრა მას, რომელიც ერ-
თდროულად უფროსიც არის და ბავშვიც და ყველა სხვა გოგოსგან
განსხვავებული; იცის, რომ განსხვავებულობა შეიძლება რთული
იყოს. ვგონებ, პასუხს არც ელის. მკლავზე მეყრდნობა, ხელს მხრებ-
ზე ვხვევ.
– კლერ! – მინდვრის გადაღმა მამამისი მის სახელს ყვირის. ფეხ-

89
ზე ხტება და ფეხსაცმელს და წინდებს ხელს ავლებს.
– ტაძარში წასვლის დროა, – ამბობს ნერვიული ხმით.
– კარგი, ნახვამდის, – ვამბობ მე, ხელს ვუქნევ, მიღიმის და დუდ-
ღუნით მპასუხობს:
– ნახვამდის, – მერე ბილიკისკენ მიდის და შინისკენ მირბის.
მცირე ხანს მზისგულზე ვწევარ, ღმერთზე ვფიქრობ და დოროთი
სეიერსს ვკითხულობ. ერთ საათში მეც მივდივარ, იქ მხოლოდ საბა-
ნი, წიგნი, ყავის ჭიქები და სამოსი რჩება, რაც ჩვენს იქ ყოფნას მოწ-
მობს.

დასასრულის შემდეგ

შაბათი, 27 ოქტომბერი, 1984 წელი


(კლერი 13 წლისაა, ჰენრი 43-ის)

კლერი: უეცრად მეღვიძება. ხმაური იყო: ვიღაცამ დამიძახა. ჰენ-


რის ხმას ჰგავდა. საწოლში ვჯდები და ვაყურადებ. ქარი ღმუის, ყვა-
ვი ჩხავის. ვაითუ ჰენრი იყო? საწოლიდან ვხტები და გავრბივარ,
ფეხშიშველი ქვედა სართულზე ჩავრბივარ, უკანა კარიდან გავდი-
ვარ და მინდვრისკენ მივიჩქარი. ცივა. ქარი ჩემს საღამურში ატანს.
სად არის? ვჩერდები, ვიყურები და ხეხილის ბაღში მამასა და მარკს
ვხედავ, მკვეთრი ნარინჯისფერი სანადირო კოსტიუმები აცვიათ, ვი-
ღაც კაციც ახლავთ, დგანან და რაღაცას გასცქერიან, მაგრამ მერე
ჩემი ხმა ესმით, ტრიალდებიან და ვხედავ, რომ ის კაცი ჰენრია. მა-
მასა და მარკთან რა უნდა? მათკენ გავრბივარ, ფეხებს გამხმარი ბა-
ლახი მისერავს, მამა ჩემს შესახვედრად მოდის.
– საყვარელო, ამ დილაადრიან აქ რა გინდა? – მეკითხება ის.
– ჩემი სახელი შემომესმა, – მამას ეღიმება. სულელი გოგო – მი-
სი ღიმილი თითქოს ამას ნიშნავს. ჰენრის გავცქერი, იქნებ მან ამიხ-
სნას. რატომ დამიძახე, ჰენრი? თავს აქნევს და თითს ტუჩებზე იდებს.

90
ჩჩჩ, არ თქვა, კლერ. ხეხილის ბაღში შედის, მეც მინდა ვნახო ის, რა-
საც ისინი უცქერდნენ, მაგრამ იქ არაფერი ჩანს და მამა ამბობს:
– წადი, კლერ, დაწექი, ეგ სიზმარი იყო, – მხარზე ხელს მხვევს
და შინისკენ მივყავარ, ვტრიალდები და ჰენრის გავცქერი – ხელს
მიქნევს და იღიმება.ა არა უშავს, კლერ, მოგვიანებით აგიხსნი (მას
კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ არაფერს ამიხსნის, მეტყვის, თვითონ
მიხვდიო ან ერთ დღეს ყველაფერი თავისთავად გახდება ნათელი).
ხელს ვუქნევ და მარკს გავყურებ, მაინტერესებს, შენიშნა, ხელი
რომ დავუქნიე, მაგრამ ჩვენგან ზურგით დგას, გაჯავრებულია, ჩემს
წასვლას უცდის, რათა მამას სანადიროდ გაჰყვეს, ჰენრის აქ რა უნ
და ან ერთმანეთს რა უთხრეს? კვლავ უკან ვიყურები, მაგრამ ჰენრი
იქ აღარ არის, მამა კი ამბობს:
– წადი, კლერ, წადი, დაწექი, – შუბლზე მკოცნის. გაჯავრებული
ჩანს, სახლისკენ მივრბივარ, მერე აკანკალებული საწოლზე ვზი-
ვარ, ვერ ვხვდები, რა მოხდა, მაგრამ ვიცი, რომ რაღაც ცუდი, ძალი-
ან, ძალიან ცუდი მოხდა.

ორშაბათი, 2 თებერვალი, 1987 წელი


(კლერი 15 წლისაა, ჰენრი 38-ის)

კლერი: სკოლიდან შინ დაბრუნებულს ჰენრი სამკითხველო


ოთახში მელის. ღუმლის ოთახის გვერდით პატარა სადგომი მოვუწ-
ყვე; იმის საპირისპირო მხარესაა, სადაც ველოსიპედებს ვაყენებთ.
ოჯახს ვუთხარი, წიგნის კითხვა სარდაფში მიყვარსმეთქი, ამიტომ აქ
ხშირად ვარ და უჩვეულოდ არავის ეჩვენება. ურდულს ქვემოთ
უზურგო სკამს არჭობს, ოთხჯერ ვუკაკუნებ ხოლმე, მიღებს და მიშ-
ვებს. ბალიშებით, მუთაქებითა და საბნებით პატარა ბუნაგი მოიწყო,
ჩემი ღამის სანათის შუქზე წიგნებს კითხულობს. მმამას ძველი ჯინსი
და ფლანელის კუბოკრული პერანგი აცვია, დაღლილი და გასაპარ-
სია. დღეს დილით კარი ღია დავუტოვე და აი, მოსულა კიდეც.
საჭმლით სავსე ლანგარს იატაკზე ვდგამ.
– რაღაც წიგნები ჩამოგიტანე.

91
– ჰო, კარგი რამეებია, – 60იანების ჟურნალ „მედს“ კითხულობს,
– დროში მოგზაურთათვის ფასდაუდებელი რამ არის, რადგან მათ
იმ პერიოდის ფაქტები სჭირდებათ, რომელშიც მოგზაურობენ, – ამ-
ბობს ის და 1968 წლის „მსოფლიო ალმანახს“ ზემოთ სწევს.
საბნებზე მის გვერდით ვჯდები და მისკენ თვალს ვაპარებ, მაინ-
ტერესებს, გამწევს თუ არა. ვხედავ, რომ ფიქრობს, ამიტომ ხელებს
მისკენ ვიშვერ, ვაჩვენებ და მერე ზედ ვჯდები. იღიმება.
– თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში, – ამბობს ის.
– ახლა რომელი დროიდან მოდიხარ?
– 2001 წლის ოქტომბრიდან.
– დაღლილი ჩანხარ.
ვხედავ, რომ თავის თავთან ბჭობს, არ იცის, დაღლილობის მიზე-
ზი მითხრას თუ არა, ბოლოს დუმილს ამჯობინებს.
– რა ხდება ჩვენს თავს 2001-ში?
– დიდი რამეები, დამქანცველი, – ჩემს მოტანილ როსტბიფიან
სანდვიჩს ჰკბეჩს, – ვაა, რა მაგარია, – ამბობს ის.
– ნელმა გააკეთა.
იცინის.
– იცი, რა არ მესმის? როგორ შეიძლება ადამიანს, რომელიც
უზარმაზარ ქანდაკებებს აკეთებს, ქანდაკებებს, რომლებიც ქარიშ-
ხლის ძალას უძლებენ, საღებავების რეცეპტებს იგონებს, კოზოს და
უამრავ სხვა რამეს ამზადებს, საჭმლისა არაფერი გაეგებოდეს. სა-
ოცარია.
– ეგ ფსიქოლოგიური ბლოკია. ფობია.
– უცნაურია.
– სამზარეულოში შესვლისას რაღაც ხმა ჩამძახის: „აქედან წა-
დი“, მეც ვდგები და მოვდივარ.
– კარგად ჭამ? რაღაც ძალიან გამხდარი მეჩვენები.
მე კი ჩემი თავი სქელი მგონია.
– კი, ვჭამ, – მერე უეცრად საშინელი აზრი მომდის და ვეკითხე-
ბი, – 2001ში მსუქანი ვარ? ალბათ, ახლა გამხდრად იმიტომ გეჩვე-
ნები.

92
ჰენრის რაღაც ახსენდება და იღიმება, მე ვერ ვხდები, რაზე.
– ჩემს აწმყოში ცოტა გათქვირული ხარ, მაგრამ გაგივლის.
– აჰა.
– გათქვირული კარგია, მოგიხდება.
– არა, გმადლობ, – ჰენრი შეწუხებული სახით შემომცქერის, –
იცი, ანორექტიკი ან რაღაც მისი მსგავსი არა ვარ. ამაზე ნუ ღელავ.
– ეგ იმიტომ, რომ დედაშენი ამაზე მუდამ ტვინს გიბურღავდა.
– მიბურღავდა?
– გიბურღავს.
– აბა, რატომ თქვი, გიბურღავდაო?
– ისე, უბრალოდ. ლუსილი ჩინებულად ბრძანდება. ნუ ღელავ, –
იტყუება. მუცელში სპაზმი მივლის, მუხლებზე მკლავებს ვიხვევ და
თავს ვქინდრავ.
ჰენრი: არ მჯერა, რომ ის, რაც ახლა წამომცდა, ასეთი მძლავრი
იყო. თმაზე ხელს ვუსვამ და სულ ერთი წამით ჩემს აწმყოში დაბრუ-
ნებას ვნატრობ, მხოლოდ იმდენი ხნით, რომ კლერს რჩევა ვკითხო
– რა უნდა ვუთხრა, თხუთმეტი წლის მას დედის სიკვდილის გამო.
იმიტომ წამომცდა, რომ თითქმის არ მძინავს. ცოტა მაინც რომ მე-
ძინოს, სწრაფადაც ვიაზროვნებდი და არც მეხსიერებაში მექნებოდა
ჩავარდნები. კლერი ჩემს ყველა ნაცნობს შორის ყველაზე მართალი
ადამიანია და უმცირესი ტყუილის მიმართაც სასტიკად მგრძნობი-
არეა. ამიტომ ასეთი ალტერნატივები მაქვს: პასუხზე უარი, რაც გა-
აცოფებს; ტყუილი, რასაც არ მიიღებს; ან სიმართლე, რაც გააღიზია-
ნებს და დედასთან მის ურთიერთობას უცნაურად აქცევს. შემომ-
ცქერის და ამბობს:
– მითხარი.
კლერი: ჰენრი საცოდავი შესახედავია.
– არ შემიძლია, კლერ.
– რატომ?
– წინასწარ ცოდნა კარგი არ არის. ცხოვრებას გინგრევს.
– ჰო, მაგრამ ნახევრად სიმართლის ცოდნას სჯობს.
– სათქმელი არაფერია.

93
პანიკა მიპყრობს.
– თავი მოიკლა, – დარწმუნებული ვამბობ.
ყველაზე მეტად ამისი მეშინოდა.
– არა. არა. ეგრე არ არის.
ვაშტერდები. საოცრად უბედური გამომეტყველება აქვს. არ ვი-
ცი, სიმართლეს ამბობს თუ არა. მისი აზრების კითხვა რომ შემეძ-
ლოს, ცხოვრება გაცილებით იოლი იქნებოდა. დედა. ოეჰ, დედა...
ჰენრი: საშინელებაა. კლერს ასეთ მდგომარეობაში ვერ ვამყო-
ფებ.
– საშვილოსნოს კიბო, – მშვიდად ვამბობ მე.
– მადლობა ღმერთს, – ამბობს და ტირის.

პარასკევი, 5 ივნისი, 1987 წელი


(კლერი 16 წლისაა, ჰენრი 32-ის)

კლერი: მთელი დღეა ჰენრის ველი. ძალიან ვღელავ. გუშინ მარ-


თვის მოწმობა ავიღე, მამამ საღამოს რუთის წვეულებაზე „ფიატით“
წასვლის ნება მომცა. დედას ეს აზრი არ მოსწონს, მაგრამ რადგან
მამა დამთანხმდა, ვეღარაფერს გააწყობს. ნასადილევს ბიბლიოთე-
კიდან მათი კამათი მესმის.
– ხომ შეგეძლო ჩემთვისაც გეკითხა?
– ლუსი, არაფერი დაშავდება.
წიგნს ვიღებ და მდელოზე გავდივარ. ბალახში ვწვები. მზე ჩას-
ვლას იწყებს. გრილა და იქაურობა პატარა თეთრი პეპლებითაა სავ-
სე. დასავლეთით ხეებს ვარდისფერი და ნარინჯისფერი ცა დასცქე-
რის, ჩემს თავს ზემოთ კი ლურჯი თაღი იკვრება. შინ ხომ არ შევიდე
და სვიტერი გამოვიტანო, ვფიქრობ მე, როცა უეცრად ბალახებში ვი-
ღაცის ფეხის ხმა ისმის. დარწმუნებული ვარ, ჰენრია. მდელოზე
ჩნდება და ქვაზე ჯდება. ბალახიდან ვუჭყიტინებ. ახალგაზრდას ჰგა-
ვს, ოცდაათისა იქნება. უბრალო შავი მაისური და მაღალყელიანი

94
სპორტული ფეხსაცმელი აცვია. წყნარად ზის და მელოდება. წუთსაც
ვეღარ მოვიცდი, ფეხზე წამოვხტები და ვაკრთობ.
– ოჰ, ღმერთო, კლერ! ამ ბებერ კაცს გულს ნუ მიხეთქავ.
– ბებერი არა ხარ.
იღიმება. სასაცილოა, როცა სიბერეზე ლაპარაკს იწყებს.
– მაკოცე, – კატეგორიულად ვთხოვ მე. მკოცნის.
– ეგ რასთან დაკავშირებით იყო? – მეკითხება ის.
– დღეს მართვის მოწმობა ავიღე!
შეშფოთებული შემომცქერის.
– ოჰ, არა, არაფერი. მოლოცვა მინდოდა.
ვუღიმი; რაც უნდა მითხრას, ხასიათს ვერ წამიხდენს.
– გშურს.
– კი, ასეა. ტარება მიყვარს, მაგრამ არასდროს მიტარებია.
– ეგ როგორ?
– ძალიან საშიშია.
– მშიშარა.
– სხვებისთვისაა საშიში. წარმოიდგინე, მანქანის მართვისას
რომ გავუჩინარდე. თავისით წავა და მერე – ბაახ! უუამრავი მკვდა-
რი და სისხლი. არა მგონია, კარგი იყოს.
ქვაზე ჰენრის გვერდით ვჯდები. განზე იწევს. აინუნში არ ვაგდებ.
– საღამოს რუთთან წვეულებაზე მივდივარ. წამოხვალ?
ცალ წარბს ზემოთ აზიდავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ციტატას მეტ-
ყვის ისეთი წიგნიდან, რომლის არსებობის შესახებაც არაფერი ვიცი
ან ლექციას წამიკითხავს, მმაგრამ არა, ამჯერად მხოლოდ ამას ამ-
ბობს:
– კლერ, ეგ ხომ მთელი შენი სამეგობროს გაცნობას ნიშნავს.
– მერე რა? დავიღალე ყველაფრის გასაიდუმლოებით.
– აი, ნახე, შენ თექვსმეტის ხარ, მე – ოცდათორმეტის. ორი შენ-
ხელა ვარ. შენს მშობლებს ეს არ მოეწონებათ.
ვოხრავ.
– უნდა წავიდე. წამოდი და მანქანაში დამელოდე, დიდხანს არ
დავრჩები, მერე სადმე გავივლით.

95
ჰენრი: მანქანას რუთის სახლიდან დაახლოებით ერთი კვარტა-
ლის მოშორებით ვაჩერებთ. მუსიკა აქაც ისმის. „Talking Heads“ის
„ერთხელ ცხოვრებაში“ უკრავენ. მინდა კლერის გაყოლა შემეძ-
ლოს, მაგრამ უგუნურება იქნება. მანქანიდან ხტება და ყვირის:
– დარჩი! – გეგონება, ვეებერთელა, ურჩი ძაღლი ვიყო. მოკლე
ქვედაკაბასა და მაღალ ქუსლებზე აყუდებული რუთის სახლისკენ
ბარბაცით მიდის. მანქანაში მოწყვეტით ვწვები და ვიცდი.
კლერი: კარში შესვლისთანავე ვხვდები, რომ ეს წვეულება შეც-
დომაა. რუთის მშობლები ერთი კვირით სანფრანცისკოში წავიდნენ,
ასე რომ, დალაგების, შეკეთებისა და სარემონტო სამუშაოსთვ
ის დრო უხვად აქვს, მაგრამ მაინც მიხარია, რომ ეს ჩემი სახლი არ
არის. მეგობრები რუთის უფროს ძმას, ჯეიკსაც დაუპატიჟებია, ასამ-
დე ადამიანი იქნება, ყველა მთვრალია. გოგოებზე მეტი ბიჭია და
ვნატრობ, შარვლითა და უქუსლო ფეხსაცმლით ვიყო, მაგრამ ახლა
ამას აღარაფერი ეშველება. როცა სამზარეულოში სასმლის ასაღე-
ბად შევდივარ, უკნიდან ვიღაცის ხმა ამბობს:
– ფრთხილად, მის, შეხედეთ, მაგრამ ნუ შეეხებით! – პირს უხამ-
სად აწკლაპუნებს. უეცრად ვბრუნდები და იმ ტიპს ვხედავ, რომელ-
საც ხვლიკისსიფათას ვეძახით (სახეზე ფერისმჭამელების გამო). ეშ-
მაკურად შემომცქერის.
– გმადლობთ, მაგრამ შენ არ გისხამ, ხვლიკისსიფათა, – ვამბობ
მე.
სამზარეულოში მომდევს.
– ქალიშვილო, ასეთი რამ არ უნდა იკადროთ. მე ხომ თქვენი
უაღრესად მოხდენილი სამოსის გამო ქათინაური უნდა მეთქვა,
თქვენ კი შეურაცხმყოფთ…, – არ ჩუმდება. გამოვრბივარ, წინ ელენს
ფარივით ვიყენებ და სამზარეულოდან გამოღწევას ვცდილობ.
– ეგ ნერვებს მიშლის, – ამბობს ჰელენი, – რუთი სად არის?
რუთი ზედა სართულზე, თავის საძინებელში ლაურასთან ერთად
არის. სიბნელეში მარიხუანას ეწევიან და ჯეიკის მეგობრებს, რომ-
ლებიც აუზში შიშვლები ბანაობენ, ფანჯრიდან უთვალთვალებენ. მა-
ლე ყველანი ფანჯარასთან ვგროვდებით და მათ პირდაღებულები

96
შევყურებთ.
– მმ, – ამბობს ჰელენი, – მინდა.
– რომელი? – ეკითხება რუთი.
– აი, ის, ანძაზე რომ დგას და ჩასახტომად ემზადება.
– ოოჰ.
– რონს შეხედე, – ამბობს ლაურა.
– ეგ რონია? – ხითხითებს რუთი.
– ოჰო, იმ საშინელი მეტალიკის მაისურისა და ტყავის ქურთუკის
გარეშე უკეთესი შესახედავია, – ამბობს ჰელენი, – კლერ, რა
გჭირს? რას დადუმებულხარ?
– ჰა? ჰრა ვიცი, – ვამბობ მე სუსტი ხმით.
– ნახე, რა დღეში ხარ, ვნებისგან თვალები დაგიელმდა. შენ მა-
გივრად მრცხვენია. ასეთ მდგომარეობამდე როგორ მიიყვანე თავი?
– სიცილით ამბობს ის, – არა, სერიოზულად, კლერ, არ შეიძლება,
რომ მოიშორო და დაწყნარდე?
– არ შემიძლია, – საცოდავი ხმით ვამბობ მე.
– როგორ არ შეგიძლია, დაბლა ჩადი და მთელ ხმაზე დაიყვირე:
„მიხმარეთ!“ და ორმოცდაათი ბიჭი ერთხმად აყვირდება: „მე! მე! მე
გიხმარ!“
– არაფერი გესმის. მე მასე არ მინდა... იცი, ეგ...
– მაგას ვიღაც კონკრეტული უნდა, – ამბობს რუთი და აუზს
თვალს არ აცილებს.
– ვინ? – მეკითხება ჰელენი.
მხრებს ვიჩეჩ.
– მიდი, კლერ, ამოყაჭე.
– გაანებეთ თავი. თუ არ უნდა, მისი ნებაა, ნუ იტყვის, – ლაურას
გვერდით ვზივარ და თავს მხარზე ვადებ.
უეცრად ჰელენი ამბობს:
– ახლავე მოვალ.
– სად მიდიხარ?
– „ბელინის“ მოსამზადებლად შამპანური და ატმის წვენი მოვი-
ტანე, მაგრამ მანქანაში დამრჩა, – კარს აღებს და გიჟივით გარბის.

97
ვიღაც მხრებამდე ჩამოშლილთმიანი ბიჭი ანძიდან ხტება და ჰაერში
სალტოს აკეთებს.
– ო, ლა ლა! – ერთხმად ყვირიან რუთი და ლაურა.
ჰენრი: დიდი დრო გავიდა, ალბათ, ერთი საათი მაინც. კლერის
წამოღებული ჩიფსების ნახევარი ამოვჭამე და ერთი ბოთლი თბილი
„კოკაც“ მივაყოლე. დროდადრო ვთვლემ. იმდენი ხნის წინ წავიდა,
რომ გასეირნებაზე ვფიქრობ, თანაც მოშარდვაც მინდა.
ჩემკენ მომავალიქ ქუსლების ბაკაბუკი მესმის. ფანჯრიდან ვიყუ-
რები, მაგრამ კლერის ნაცვლად ვიწრო წითელ კაბაში გამოკვარ-
თულ სექსბომბა გოგოს ვხედავ. თვალებს ვახამხამებ და ვხვდები,
რომ ეს მისი მეგობარი ჰელენ პოუელია. ოჰ, ოჰ.
მანქანას ჩემი მხრიდან უახლოვდება, წინ იხრება და მიყურებს.
თავიდან ფეხებამდე ვათვალიერებ და ვბრუვდები.
– გამარჯობა, კლერის მეგობარო, მე ჰელენი ვარ.
– ნომერი გეშლება, ჰელენ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ გაგი-
ცანი, – სასმლის სუნად ყარს.
– ეგებ მაგ მანქანიდან გადმოხვიდე და წესიერად გაგვეცნო?
– აქაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, გმადლობ.
– კარგი, მაშინ მე შემოგიერთდები, – მანქანას გარს ბარბაცით
უვლის, კარს აღებს და მძღოლის სავარძელზე მოწყვეტით ჯდება.
– ძალიან დიდი ხანია შენი გაცნობა მინდა, – მესაიდუმლის ხმით
ამბობს ჰელენი.
– გინდა? რატომ? – სასოწარკვეთილი ვარ და კლერის მოსვლას
ვნატრობ, ის თუ მიხსნის, მაგრამ მაშინ ყველაფერი გაცხადდება,
არა?
ჰელენი ჩემკენ იხრება და sotto voce 24 ამბობს:
– დავასკვენი, რომ არსებობ. დაკვირვების საოცარმა უნარმა მი-
მახვედრა, რომ ჭეშმარიტებაა ის, რაც შეუძლებლის გამორიცხვის
შემდეგ რჩება, რაც უნდა შეუძლებელი იყოს, – ასე რომ, – ჩუმდება
და აბოყინებს, – რა არაქალურად გამომივიდა, მომიტევე... დავასკ-

24
(იტალ.) ხმადაბლა

98
ვენი, რომ კლერს მეგობარი ჰყავს, რადგან ასე რომ არ იყოს, იმ კა-
რგ ბიჭებთან დაწოლაზე უარს არ იტყოდა, რომლებსაც მისი უარის
გამო ძალიან სწყდებათ გული... და აი, შენც!
ჰელენი ყოველთვის მომწონდა და ძალიან ვწუხვარ, რომ მისი
მოტყუება მიწევს. ალბათ, ამით უნდა ავხსნა ის, რაც ჩვენს ქორწილ-
ზე მითხრა. შიგადაშიგ ასეთი პატარპატარა თავსატეხები მიყვარს
კიდეც.
– ძალიან დამაჯერებლად მსჯელობ, ჰელენ, მაგრამ მე კლერის
მეგობარი არა ვარ.
– აბა, მის მანქანაში რა გინდა?
უეცრად საოცარი აზრი მომდის. ალბათ, კლერი ამის გამო მომ-
კლავს.
– მე კლერის მშობლების მეგობარი ვარ. ძალიან ღელავდნენ
იმის გამო, რომ წვეულებაზე, სადაც შესაძლოა ალკოჰოლი იყოს,
მანქანით წამოვიდა. იმ შემთხვევისთვის გამომაყოლეს, თუ ძალიან
ბევრს დალევს. მისი მძღოლი ვიქნები.
ჰელენი ტუჩებს ბერავს, თითქოს იბუტება და ამბობს:
– საჭირო არ არის. ჩვენი პატარა კლერი იმდენს სვამს, რომ სულ
პაწია, პაწია სათითეშიც კი ჩაეტევა.
– არ ვამბობ, რომ სვამს. მისი მშობლების პარანოიაა.
ტროტუარზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ბაკუნი ისმის. ამჯე-
რად კლერია. ქვავდება, როცა ხედავს, რომ მარტო არა ვარ.
ჰელენი მანქანიდან ხტება და ამბობს:
– კლერ, ეეს ურჩი კაცი ამბობს, რომ შენი შეყვარებული არ არის.
მე და კლერი ერთმანეთს შევყურებთ.
– არა, არ არის, – ცივად ამბობს ის.
– ოჰ, შენ რა, უკვე მიდიხარ? – კითხულობს ჰელენი.
– ლამის შუაღამეა. სადაცაა გოგრად ვიქცევი, – მანქანას გარს
უვლის და კარს აღებს, – წავედით, ჰენრი, – ქოქავს და ფარებს ანთ
ებს.
ფარების შუქზე სარივით დარჭობილი ჰელენი ჩანს. ჩემს მხარეს
მოდის და ამბობს:

99
– ჰმ, ესე იგი მისი შეყვარებული არა ხარ, ჰენრი, ხომ? ერთი წამ
ით ლამის მომატყუე, ჰო, მომატყუე, ნახვამდის, კლერ, – ამბობს და
იცინის.
კლერი მანქანას მოუხერხებლად ძრავს და გზაზე გადის. რუთი
კონგერზე ცხოვრობს. ბროდვეიზე ვუხვევთ, ქუჩაში ყველა ლამპიო-
ნი ჩამქრალია. ბროდვეიზე მანქანების ორი სავალი ზოლია. ლარი-
ვით სწორია, მაგრამ ამ სიბნელეში სიარული სამელნეში სიარულს
ჰგავს.
– შორ ნათებაზე აანთე, კლერ, – ვამბობ მე.
ის ყველა ფარს აქრობს.
– კლერ!
– ნუ მასწავლი, რა ვქნა!
ვჩუმდები. რადიოს საათის განათებული ციფრების გარდა, ვერა-
ფერს ვხედავ. 11:36-ს აჩვენებს. მესმის, როგორ მიწუის ჰაერი მან-
ქანის ფანჯრებიდან; ძრავის ღმუილიც მესმის, ასფალტზე მქროლა-
ვი მანქანის საბურავების ღრჭიალიც, მაგრამ მეჩვენება, რომ ადგი-
ლიდან არ ვიძვრით; სამყარო კი ჩვენ გარშემო საათში ორმოცდა-
ხუთი მილის სისწრაფით მოძრაობს. თვალებს ვხუჭავ. არაფერი იც-
ვლება. ვახელ. გული მიბაგუნებს.
სადღაც შორს მანქანის ფარები ჩანს. შუქებს ანთებს, კვლავ მივ-
ქრივართ; ქუჩის ყვითელ ზოლებს შორის მივდივართ. 11:38-ია.
ხელსაწყოების პანელიდან არეკლილ შუქზე ვხედავ, რომ
კლერს სახეზე არაფრისმთქმელი გამომეტყველება აქვს.
– ეგ რატომ ქენი? – ვეკითხები მე. ხმა მიკანკალებს.
– ვითომ რატომ არ უნდა მექნა? – მეკითხება ზაფხულის გუბესა-
ვით მშვიდი ხმით.
– იმიტომ, რომ შეიძლებოდა, ორივე მოვმკვდარიყავით.
სვლას ანელებს და „ბლუსტარტრასაზე“ გადის.
– მაგრამ ასე ხომ არ ხდება, – ამბობს ის, – მე ვიზრდები, გხვდე-
ბი და ვქორწინდებით.
– უნდა იცოდე, რომ ავარია მოგვივიდა და ერთი წელი ორივეს
გირები გვეკიდა ფეხზე.

100
– ასე რომ ყოფილიყო, გამაფრთხილებდი, ასე არ მექნა, – ამ-
ბობს ის.
– ვცადე, მაგრამ მიკივლე.
– ანუ შენ, როგორც ჩემზე უფროსს, პატარა კლერისთვის უნდა
გეთქვა, ეს არ ქნაო.
რა მნიშვნელობა აქვს. მაინც მოხდებოდა.
ამასობაში მიგრამლეინს ვუახლოვდებით და იქით უხვევს. ეს
კერძო გზა მისი სახლისკენ მიდის.
– კლერ, იქით შეუხვიე, გთხოვ, კარგი? – ბალახზე შედის, აჩე-
რებს, ძრავას თიშავს და შუქებს აქრობს. კვლავ წყვდიადი სიბნელე
წვება და მილიონობით ჭრიჭინობელას ჭრიჭინი მესმის. მისკენ ვიხ-
რები, ჩემკენ ვიზიდავ და მხარზე ხელს ვხვევ. დაჭიმული და გაქვა-
ვებულია.
– რაღაცას უნდა დამპირდე, – ვამბობ მე.
– რას? – მეკითხება ის.
– დამპირდი, რომ მსგავსს აღარასოდეს არაფერს იზამ. მარტო
მანქანის არა, არც სხვა შემთხვევაში იზამ იმას, რაც საშიშია, იმი-
ტომ, რომ დანამდვილებით არაფერი იცი. მომავალი უცნაურია და
ნუ გეგონება, რომ ვერაფერი გავნებს...
– თუ მომავალში მნახე...
– დამიჯერე, უბრალოდ, დამიჯერე.
იცინის.
– რატომ უნდა დაგიჯერო?
– არ ვიცი. იქნებ მიყვარხარ?
ისე სწრაფად ტრიალდება, რომ თავს ყბაში მირტყამს.
– ვაი.
– მაპატიე, – მისი პროფილის მოხაზულობასაც ძლივს ვარჩევ, –
გიყვარვარ? – მეკითხება ის.
– ჰო.
– ახლა?
– ჰო.
– მაგრამ ჩემი შეყვარებული არა ხარ.

101
აი, თურმე რა აწუხებს.
– პრაქტიკულად შენი ქმარი ვარ, მაგრამ რადგან ჯერ არ გვი-
ქორწინია, შეყვარებული გამოვდივარ.
ხელს უადგილო ადგილას მადებს.
– ჯობს, შენი საყვარელი ვიყო.
– თექვსმეტი წლის ხარ, კლერ, – ხელს ვაღებინებ და სახეზე ვე-
ფერები.
– ეგ უკვე დიდია. ხელები სველი გაქვს.
სალონში შუქს ანთებს და ვკრთები, როცა მის სისხლით დათ-
ხვრილ სახესა და კაბას ვხედავ. მერე ჩემს ხელისგულებს დავცქერი
– გაწეპილი და წითელი მაქვს.
– ჰენრი, რა მოხდა?
– არ ვიცი, – მარჯვენა ხელს ვიტლეკ და ოთხი ღრმა, ნახევარ-
მთვარის ფორმის ჭრილობა ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება, – ვი-
ცინი, – ჩემი ფრჩხილების ნაკვალევია. მაშინდელია, როცა ფარებ-
ჩამქრალი მიქროდი.
სალონში შუქს ტკაცანით აქრობს და კვლავ წყვდიადში ვსხედ-
ვართ. ჭრიჭინობელები თავგამოდებით მღერიან.
– შენი შეშინება არ მინდოდა.
– ჰო, მაგრამ შემაშინე. საერთოდ, როცა საჭესთან ზიხარ, არ მე-
შინია ხოლმე. ეს მხოლოდ...
– რა?
– ბავშვობაში ავარიაში მოვყევი და მანქანები არ მიყვარს.
– ოჰ, ძალიან ვწუხვარ.
– არა უშავს... მისმინე, რომელი საათია?
– ოჰ, ღმერთო ჩემო, – შუქს ანთებს, – 12:12ია. დამაგვიანდა...
ან ასეთი სისხლიანი სახლში როგორ შევიდე? – ისეთი თავზარდა-
ცემულია, გადახარხარება მინდა.
– აი, ასე, – მარცხენა ხელისგულს ცხვირსა და ტუჩზე ვუსვამ, –
ცხვირიდან სისხლი წაგსკდა.
– კარგი, – მანქანას ქოქავს. ფარებს ანთებს და კვლავ გზაზე გა-
დის, – ასეთ დღეში რომ მნახავს, ეტას გული გაუსკდება.

102
– ეტა? შენი მშობლები?
– დედას, ალბათ, ეძინება, მამა კი პოკერის სათამაშოდ დადის
ხოლმე, – ჭიშკარს აღებს და შევდივართ.
– მართვის მოწმობის აღებისთანავე ჩემი შვილი მანქანით რომ
წასულიყო სადმე, მთელ ღამეს წინკართან გავატარებდი წამმზომით
ხელში.
მანქანას ისეთ ადგილას აჩერებს, რომელიც სახლიდან არ ჩანს.
– შვილები გვყავს?
– ვწუხვარ, მაგრამ ეგ საიდუმლო ინფორმაციაა.
– მაინც მოვიპოვებ. გავასაჩივრებ და მისი მიღების უფლებას ინ
ფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე მომცემენ.
– აბა, შენ იცი, – ფრთხილად ვკოცნი, რათა ყალბი სისხლდენის
კვალი არ წავუშალო, – თუ რამეს გაარკვევ, მეც გამაგებინე, – ვამ-
ბობ და კარს ვაღებ, – ეტასთან გამართლებას გისურვებ.
– ღამე მშვიდობისა.
– ძილი ნებისა.
გადმოვდივარ და კარს, რაც შემიძლია, ფრთხილად ვხურავ. მან-
ქანა უხმაუროდ მიდის, უხვევს და სახლისკენ იღებს გეზს. მდელოზე,
ვარსკვლავების ქვეშ დასაძინებლად მივდივარ.

კვირა, 27 სექტემბერი, 1987 წელი


(ჰენრი 32 წლისაა, კლერი 16-ის)

ჰენრი: მიდოუში მდელოდან დასავლეთით, თხუთმეტიოდე ფუტ-


ზე განვსხეულდი. თავს საშინლად ვგრძნობ, თავბრუ მესხმის და გუ-
ლი მერევა, ამიტომ რამდენიმე წუთს უძრავად ვზივარ და დამშვიდე-
ბას ვცდილობ. რუხი დილაა, მაღალ გაყავისფრებულ ბალახში ვწე-
ვარ, ღეროები კანში მერჭობა. მცირე ხნის შემდეგ თავს უკეთ
ვგრძნობ, სიწყნარეა, ვდგები და მდელოზე გავდივარ.
კლერი მიწაზე ზის და ზურგით ქვას ეყრდნობა. არაფერს ამბობს,

103
მაგრამ ისე მიყურებს, რასაც მხოლოდ ბრაზი ჰქვია. ოჰ, ოჰ, – ვფიქ-
რობ მე, – ნეტავ რა დავაშავე? აახლა გრეის კელის ფაზაშია; ლურჯი
შალის ლაბადა და წითელი ქვედაკაბა აცვია. მაკანკალებს, ტანისა-
მოსის ყუთს ვეძებ. ვაგნებ და შავ ჯინსს, შავ სვიტერს, შავ წინდებს,
შავ ქურთუკს, შავ მაღალყელიან ფეხსაცმელს და შავი ტყავის ხელ-
თათმანს ვიცვამ. ისეთი შესახედავი ვარ, თითქოს ესსაა ვიმ ვენდერ-
სის 25ფილმში მთავარ როლს შევასრულებ. კლერის გვერდით ვჯდე-
ბი.
– კლერს გაუმარჯოს. ხომ კარგად ხარ?
– გამარჯობ, ჰენრი, აი, ეს შენ, – ამბობს და თერმოსს და ორ სან-
დვიჩს მაწვდის.
– თითქოს გული მერევა, ამიტომ ცოტა ხანს არ შევჭამ, – საჭ-
მელს ქვაზე ვდებ. თერმოსში ყავაა; ოხშივარს ღრმად ვისუნთქავ.
მისი სუნიც კი უკეთ მხდის, – შენ როგორ ხარ? – ზედ არ მიყურებს.
ვაკვირდები და ვხვდები, რომ ნამტირალევს ჰგავს.
– ჰენრი, შეგიძლია ჩემი ხათრით ვიღაცას სცემო?
– რაა?
– მინდა ერთ ვიღაცას რაღაც მაგრად ვატკინო, მაგრამ მასეთი
დიდი არა ვარ და არც ჩხუბი ვიცი. შეგიძლია ჩემ ნაცვლად სცემო?
– ვინ? როდის? რატომ? – ვკითხულობ მე.
თავის კალთას დასცქერის.
– ამაზე ლაპარაკი არ მინდა, სიტყვაზე არ მენდობი, რომ საცე-
მია?
ვგონებ, ვხვდები, რაც ხდება; ვგონებ, ეს ამბავი ადრეც გამიგო-
ნია. ვოხრავ, მისკენ ვიწევი და ხელს ვხვევ. თავს მხარზე მადებს.
– ის ტიპია, ვისთანაც პაემანზე იყავი თუ რაღაც მაგდაგვარი,
არა?
– ჰო.
– მაგარი დამპალია და გინდა ცოტა წავუთაქო?

25
ვიმ ვენდერსი (დ. 1945) – დიდი გერმანელი რეჟისორი, ავტორი ფილ-
მებისა „პარიზი, ტეხასი“ (1984), „ბერლინის ცა“ (1987)

104
– ჰო.
– კლერ, ბევრი ბიჭია დამპალი, მეც ეგეთი ვიყავი...
იცინის და ამბობს:
– დაგენაძლევები, ჯეისონ ევერლეისავით დამპალი ვერ იქნებო-
დი.
– ფეხბურთელია თუ რაღაც ეგეთი, არა?
– ჰო.
– კლერ, რამ გაფიქრებინა, რომ ვიღაც ზორბა, ჩემზე ორჯერ უმ-
ცროს სპორტსმენს ვცემ? მაგნაირ ტიპთან რატომ გაიარე?
მხრებს იჩეჩს.
– სკოლაში ყველა დამცინოდა იმის გამო, რომ არავის ვხვდები...
რუთი, მეგანი და ნენსი... ჭორები დამიყარეს, რომ ლესბოსელი ვარ.
დედაც მეკითხება, რატომ არავისთან დადიხარო. ბიჭები შეხვედრას
მთხოვენ, მე უარზე ვარ. მერე ბეატრის დილფორდმა – თვითონ ისე-
თია – მკითხა, შენც ეგეთი ხარო, ვუთხარი, არამეთქი და მითხრა,
არ მიკვირს, მაგრამ ყველა მასე ამბობსო. ამიტომ ვიფიქრე, იქნებ
ჯობდეს, ვინმესთან გავიარო-მეთქი. პირველმა ჯეისონმა მთხოვა
შეხვედრა. სპორტსმენია, კარგი გარეგნობის არის და მეგონა, რომ
თუ მასთან გავივლიდი, ყველა გაიგებდა და მოკეტავდნენ.
– ეს შენი პირველი პაემანი იყო?
– ჰო. იტალიურ რესტორანში წავედით, ლაურა და მაიკი შეგ-
ვხვდნენ. თეატრალური კლასიდანაც ბევრნი იყვნენ. ვუთხარი,
ჩვენჩვენი დანახარჯი გადავიხადოთ-მეთქი, არაო, მითხრა, ასე არ
დავდივარ, მე გადავიხდიო. სკოლაზე, ფეხბურთსა და რაღაც ეგე-
თებზე ვილაპარაკეთ. მერე „პარასკევი, 13 რიცხვის“ მეშვიდე ნაწი-
ლის სანახავად წავედით. მაგარი სისულელე იყო, იცოდე, თუ მისი
ნახვა გი
ნდა.
– უკვე ვნახე.
– მართლა? საშენოს არ ჰგავს.
– მეც იმავე მიზეზით ვნახე, რისთვისაც შენ. იმ გოგოს უნდოდა
ნახვა, ვისაც შევხვდი.

105
– ვინ იყო?
– ერთი გოგო. ალექსი ერქვა.
– როგორი იყო?
– ბანკის მოლარე, დიდი ძუძუები ჰქონდა და ჟიმაობა ევასებო-
და, – წამოროშვისთანავე ვხვდები, რომ მოზარდ კლერს ველაპარა-
კები და არა ჩემს ცოლს. ამიტომ გონებაში თავს ვკიცხავ.
– ჟიმაობა? – მეკითხება კლერი და წარბებს მაღლა ქაჩავს.
– ჰო, მოკლედ, როგორც იყო. მერე კინოში წახვედით და მერე...
– მითხრა, ტრავერსში წავიდეთო.
– ეგ რა არის?
– ფერმაა ჩრდილოეთში, – ხმა ისე უწყდება, რომ ძლივსღა მეს-
მის, – მანდ ხალხი იმ საქმეზე …დადის... ხომ მიხვდი? – არ ვპასუ-
ხობ, – ვუთხარი, დაღლილი ვარ და სახლში მინდა-მეთქი, მერე გა-
გიჟდასავით, – ჩუმდება; მცირე ხანს უხმოდ ვსხედვართ და ჩიტების
ჭიკჭიკს, თვითმფრინავებისა და ქარის ხმას ვუგდებთ ყურს. მერე
უეცრად ამბობს, – მართლა ძალიან გაბრაზდა.
– მერე რა მოხდა?
– შინ არ წამომიყვანა; წარმოდგენა არ მქონდა, სად ვიყავით;
სადღაც გზის მე-12 მონაკვეთზე, წრეზე დადიოდა, ღმერთო, არ ვი-
ცი. მერე იმ ტალახიან შარაზე გადაუხვია, იქ ის პატარა კოტეჯი იდგა.
იქვე ტბა იყო, წყლის ხმა გავიგონე. იმ კოტეჯის გასაღები ჰქონდა.
ნელ-ნელა ვბრაზდები. ეს აქამდე არ უამბია; მხოლოდ ის მით-
ხრა, რომ ერთხელ პაემანზე ვიღაც საშინელ ტიპს, ფეხბურთელს,
ვინმე ჯეისონს შეხვდა. ისევ დადუმდა.
– კლერ, გაგაუპატიურა?
– არა, მითხრა... მაგისთვის არ ღირხარო... ასე თქვა... არა, არ
გავუუპატიურებივარ. არა, მხოლოდ მატკინა. მან მე... – ვერ ამბობს.
მე ვუცდი. პალტოს ღილებს იხსნის და იხდის, მერე სვიტერს და მის
ჩალურჯებულ ზურგს ვხედავ. თეთრ კანზე მუქი მეწამულისფერი
ლაქები აყრია. ტრიალდება და ვხედავ, რომ მარჯვენა ძუძუ სიგარე-
ტით აქვს დამწვარი, დაწყლულებული და საზარელი სანახავია. ერ-
თხელ ვკითხე, ეგ ნაიარევი საიდან გაქვს-მეთქი, მაგრამ მაშინ არ

106
მითხრა. იმ ტიპს მოვკლავ. დავასახიჩრებ. კლერი ჩემ წინ ზის, ტანზე
ხორკლები აყრია, მხრებში მოხრილია და მელის. პერანგს ვუწვდი.
იცვამს.
– კარგი. სად შეიძლება იმ ტიპის ნახვა?
– მე წაგიყვან, – ამბობს ის.
ეზოს ბოლოში თავის „ფიატში“ მსვამს. ეს ადგილი მისი სახლი-
დან არ ჩანს. ნისლიანი დილაა, მაგრამ მზის სათვალე უკეთია. პო-
მადე უსვია და თმა კუდად აქვს შეკრული. თექვსმეტი წლისაზე გაცი-
ლებით უფროსს ჰგავს. ფილმიდან „ფანჯარა ეზოს მხარეს“ („ფანჯა-
რა ეზოს მხარეს“–გადმომხტარს ჰგავს, მაგრამ ქერა რომ იყოს, მე
ტად ემსგავსებოდა. შემოდგომის ფერებით მორთულ ხეებს შორის
მივდივართ, მაგრამ არა მგონია, ახლა რომელიმე ფერების გარჩე-
ვის გუნებაზე ვიყოთ. უეცრად ჩემს გონებაში საოცარი სისწრაფით
მოძრაობს იმის ჩანაწერი, რაც კლერს იმ კოტეჯში გადახდა თავს.
– რამხელაა?
ფიქრობს.
– შენზე რამდენიმე დუიმით მაღალი,მაგრამ გაცილებით მძიმე
იქნება, ასე, ორმოცდაათი გირვანქით.
– ღმერთო ჩემო.
– აი, ნახე, რა წამოვიღე, – ხელჩანთას ხსნის და პისტოლეტს აძ-
რობს.
– კლერ!
– მამასია.
სწრაფად ვაზროვნებ.
– ეგ ცუდი აზრია, კლერ. ახლა ისეთი გაგიჟებული ვარ, შეიძლე-
ბა მართლა გამოვიყენო, რაც მართლა სისულელე იქნება. ააჰ, მო-
იცადე, – პისტოლეტს ვართმევ, მჭიდს ვაძრობ და ტყვიებს ჩანთაში
ვუყრი, – აჰა, ასე ჯობს, ბრწყინვალე აზრი მოგსვლია, კლერ, – ცნო-
ბისმოყვარე სახით შემომცქერის. პისტოლეტს ქურთუკის ჯიბეში ვი-
ტენი, – როგორ გირჩევნია, ანონიმურად დავრჩე, თუ იცოდეს, რომ
შენ მიმაგზავნე.
– მეც იქ უნდა ვიყო.

107
– აჰა.
კერძო გზაზე გადადის და მანქანას აჩერებს.
– მინდა სადმე წავიყვანოთ, რაღაც ძალიან მაგრად ვატკინოთ,
მე კი ვიდგე და ვუყურო. მინდა შიშისგან ჩასვრილი ვნახო.
ვოხრავ.
– კლერ, მე ეგეთ რამეებს არ ვაკეთებ. მხოლოდ თავდაცვის მიზ-
ნით ვჩხუბობ ხოლმე.
– გთხოვ, – გულწრფელად ამბობს.
– კარგი.
გზას მივუყვებით და ყალბი კოლონიური სტილით ნაგები ახალი
დიდი სახლის წინ ვჩერდებით. მანქანები არ ჩანს. მეორე სართუ-
ლის ღია ფანჯრიდან ვან ჰალენის ჰანგები ისმის. წინკართან მივდი-
ვართ, განზე ვდგები, კლერი ზარს რეკავს. მუსიკა წამში წყდება და
საფეხურებზე მძიმე ნაბიჯების ხმა ისმის. კარი იღება და ხრინწული
ხმა კითხულობს:
– რა იყო, კიდევ გინდა?
ამის გაგონება მყოფნის. პისტოლეტს ვაძრობ და კლერის გვერ-
დით ვდგები. იარაღს მკერდზე ვაბჯენ.
– გამარჯობა, ჯეისონ. ეგებ ჩვენთან ერთად გამოგესეირნა?
ისევე იქცევა, რასაც მე ვიზამდი – ძირს წვება და გორდება, მაგ-
რამ სისწრაფე აკლია. კარში ვსხლტები, მკერდზე ვახტები და კისერ-
ში ხელს ვუჭერ. მერე ვდგები, ფეხს მკერდზე ვაბიჯებ და იარაღს შუბ-
ლზე ვაბჯენ. c’est magnifique mais ce n’est pas la guerre26.რაღაც ტომ
კრუზის სტილში გამომდის – ძალიან ლამაზი და ძალიან ამერიკუ-
ლია.
– ეს რა პოზიციაზე თამაშობს? – ვეკითხები კლერს.
– ნახევარდაცვაა.
– ჰოო, ვერ ვიტყოდი. ადექი, ხელები მაღლა ასწიე ისე, რომ კარ-
გად დავინახო, – ხალისიანად ვეუბნები მე. მემორჩილება. კარიდან
გამყავს. ყველანი მანქანის სავალ ზოლზე გავდივართ. მერე ერთი

26
(ფრანგ.) ეს ჯადოსნურია, მაგრამ ომი არ არის

108
კარგი აზრი მომდის – კლერს სახლში ვგზავნი და თოკის მოტანას
ვთხოვ. რამდენიმე წუთში მაკრატლითა და წებვადი ლენტით ბრუნ-
დება.
– შენ სად გინდა? სად დავამუშაოთ?
– ტყეში.
ტყისკენ მიგვყავს, ჯეისონი ქოშინით მოგვდევს. ხუთიოდ წუთში
პატარა გაკაფულ ადგილს ვხედავ, რომლის ნაპირზეც ერთი თელა
დგას.
– კლერ, აქ რომ იყოს?
შევცქერი. მშვიდი და აუღელვებელია. რეიმონდ ჩენდლერის მკ
ვლელს ჰგავს.
– მიპასუხე, კლერ.
– ხეზე მიაბი.
პისტოლეტს კლერს ვუწვდი, ჯეისონს კი ხელებს თელის გარშე-
მო ვაწყობინებ და ლენტით ვუკრავ. რულონი ლამის ხელუხლებე-
ლია, მე მის მთლიანად გამოყენებას ვგეგმავ. ჯეისონს სუნთქვა უჭი-
რს, ლამის ხიხინებს. მის ზურგს უკან ვდგავარ და კლერს გავცქერი.
ისე უყურებს, თითქოს კონცეპტუალური ხელოვნების ცუდი ნიმუში
იყოს.
– ასთმა გაქვს?
თავს აქნევს. თვალის გუგები დავიწროებია – პაწაწინა შავი წერ-
ტილებიღა უჩანს.
– წავალ, ინჰალატორს მოვუტან, – ამბობს და იმ ბილიკით, რომ-
ლითაც მოვედით, სახლისკენ მიდის. ჯეისონი ნელა და ფრთხილად
სუნთქვას ცდილობს. რაღაცის თქმა უნდა.
– შენ... ვინ ხარ? – ხრინწიანი ხმით მეკითხება ის.
– კლერის შეყვარებული, მოქცევა უნდა გასწავლო, რადგან თვი-
თონ არ იცი, – მერე დამცინავ კილოს ვიშორებ, ვუახლოვდები და
ვეუბნები, – ეგ როგორ უქენი? ეგ ხომ სულ ბავშვია. არაფერი იცის,
შენ კი ყველაფერი თავდაყირა დააყენე...
– მომატყუა.… ტყუილი იმედი მომცა.
– აზრზე არ არის. ეს იგივეა, რაც კნუტი იმიტომ აწვალო, რომ გი

109
კბინა.
არ მპასუხობს. ახლა სუნთქვის ნაცვლად გრძელი, სტვენისებრი
ხმა ამოსდის. როცა ძალიან ვშფოთავ, კლერი მოდის. ინჰალატორს
მაწვდის და შემომცქერის.
– საყვარელო, ამის გამოყენება იცი?
– მგონი, უნდა შეანჯღრიო, პირში ჩაუდო და დააწვე.
ასე იქცევა და ეკითხება, დამატება ხომ არ უნდა. თავს უქნევს.
ოთხი ჩასუნთქვის მერე უკან ვიხევთ და ვუყურებთ – ჩვეულებრივად
სუნთქავს.
– მზად ხარ? – ეკითხება კლერი.
მაკრატელს იღებს და ჰაერში აკრაჭუნებს. ჯეისონი თავს განზე
სწევს. კლერი უახლოვდება, მუხლებზე დგება და ტანისამოსს აჭრის.
– ჰეი, – ამბობს ჯეისონი.
– ჩუმად იყავი, – ვამბობ მე, – ჯერ არავინ არაფერს გტკენს.
კლერი ჯინსის შემოჭრას ასრულებს და მაისურის ჯერი დგება. მე
ნელნელა ვაბამ ხეზე. კოჭებიდან ვიწყებ, მუხლებსა და ბარძაყებზე
გადავდივარ და მჭიდროდ ვკრავ.
– გაჩერდი, – მეუბნება კლერი, როცა საზარდულს ვუახლოვდე-
ბი. საცვალს აჭრის. მე წელს ვუკოჭავ. კანი გაწებილი აქვს და იმ ად-
გილის გარდა, რომელსაც „სპიდოს“ საცურაო შორტი უფარავს, ყვ
ელგან გარუჯულია. ოფლად იღვრება. ვკოჭავ, მხრებამდე ავდივარ
და ვჩერდები, რადგან მინდა ისუნთქოს. მერე უკან ვიხევთ და საკუ-
თარი ნამუშევრით ვტკბებით. ახლა წებვადი ლენტით შეფუთულ მუ-
მიას ჰგავს, მაგრამ მას ერექცია აქვს. კლერს სიცილი უტყდება. მისი
სიცილი ავის მომასწავებელ ექოსავით გაისმის ტყეში. მკაცრად
ვუცქერი. მის სიცილში რაღაც სასტიკი ჟღერს, თითქოს რაღაცას
ხვდება, უეცრად მეჩვენება, რომ ეს კლერის ბავშვობისა და ქალო-
ბის წყალგამყოფი მომენტია.
– ახლა რას ვშვრებით? – ვკითხულობ მე. ჩემს ერთ ნაწილს მის
ჰამბურგერად ქცევა უნდა, მეორე კი ხეზე მიბმული ადამიანის ცემის
წინააღმდეგია. ჯეისონი ჭარხალივით წითლდება. რუხი წებვადი
ლენტის ფონზე საოცარ კონტრასტს ქმნის.

110
– ოჰ, – ამბობს კლერი, – ვგონებ, კმარა.
გულზე მეშვება, მაგრამ ვკითხულობ:
– დარწმუნებული ხარ? უამრავი რამ შემიძლია ვუქნა. გინდა ყუ-
რის დაფები დავუხეთქო? ცხვირი გავუტეხო? როგორც ვატყობ, ეგ
ცხვირი ერთხელ უკვე გაუტეხია. შეგვიძლია აქილევსის მყესები გა-
ვუწყვიტოთ. უახლოეს მომავალში ფეხბურთის თამაშს ვეღარ შეძ-
ლებს.
– არა! – ყვირის გაკოჭილი ჯეისონი და სხეული ეძაბება.
– მაშ, ბოდიში მოიხადე, – ვამბობ მე.
ყოყმანობს და ამბობს:
– ბოდიში.
– ძალიან პათეტიკური მოსასმენია.
– ვიცი, – ამბობს კლერი. ხელჩანთაში იქექება და მარკერს იღე-
ბს. ჯეისონს ისე უახლოვდება, თითქოს ზოოპარკის ბინადარი მხეცი
იყოს და გაკოჭილ მკერდზე რაღაცას აწერს. ასრულებს, უკან იხევს
და მარკერს თავს ახურავს. მათი პაემნის მოკლე შინაარსი დააწერა.
მარკერს ჩანთაში იგდებს და ამბობს:
– წავედით.
– ამას ასე ვერ დავტოვებთ. ვაითუ შეტევა ისევ დაემართოს.
– კარგი, ვიცი, რაც უნდა ვქნა. ვიღაცვიღაცებს დავურეკავ.
– მოიცადე ერთი წუთით, – ამბობს ჯეისონი.
– რა გინდა? – პასუხობს კლერი.
– ვის დაურეკავ? რობს დაურეკე.
კლერი იცინის.
– აბა, კი. შენ როგორც იტყვი, ყველა ჩემს ნაცნობ გოგოს დავუ-
რეკავ.
ჯეისონთან მივდივარ და ლულის ტუჩს ნიკაპქვეშ ვადებ.
– თუ გავიგე, რომ ჩემს არსებობაზე ვინმესთან რამე თქვი, დავ-
ბრუნდები და ბოლოს მოგიღებ. ვერ ივლი, ვერ ილაპარაკებ, ვერ შე-
ჭამ და ვერც ქალთან დაწვები. ალბათ, იცი, რომ კლერი ჩინებული
გოგოა, რომელიც რაღაც აუხსნელი მიზეზით ბიჭებთან პაემანზე არ
დადის. გაიგე?

111
ჯეისონი სიძულვილით სავსე თვალებით მიყურებს.
– ჰო, გავიგე.
– ჯერ ძალიან ლმობიერად მოგექეცით, მაგრამ თუ კლერს შე-
ეხები, განანებ.
– კარგი.
– კეთილი, – იარაღს ჯიბეში ვიდებ, – ისე, კარგად გაგვართე, –
ვამბობ მე.
– მომისმინე, შე სირო...
ესღა მაკლდა. ვტრიალდები და საზარდულში წიხლს მთელი ძა-
ლით ვურტყამ. ჯეისონი ღმუის. სახეგაფითრებულ კლერს შევცქერი.
ჯეისონს სახეზე ცრემლი ღაპაღუპით მოსდის. ნეტავ გონებას თუ და-
კარგავს.
– წავედით, – ვამბობ მე. კლერი თავს მიქნევს. მანქანასთან ცო-
ტა ნირწამხდრები ვბრუნდებით. მესმის, როგორ გვიყვირის ჯეისონი
რაღაცას. ვსხდებით, კლერი მანქანას ქოქავს და მთელი სიჩქარით
მიქრის.
გზას გავცქერი. წვიმას იწყებს. ტუჩების კუთხეებში კმაყოფილი
ღიმილი დასთამაშებს.
– ეგ გინდოდა? – ვეკითხები მე.
– ჰო, ეგ. გმადლობ.
– არაფერს. თავბრუსხვევას ვგრძნობ. ვგონებ მივდივარ.
კლერი გვერდით ქუჩაზე გადის. მანქანაზე წვიმა წკაპაწკუპით ეც
ემა. თითქოს მანქანის სამრეცხაოში ვართ.
– მაკოცე, – დაჟინებით ამბობს ის, – ვკოცნი, მაგრამ მივდივარ.

ორშაბათი, 28 სექტემბერი, 1987 წელი


(კლერი 16 წლისაა)

კლერი: ორშაბათს სკოლაში ყველა მე მიყურებს, მაგრამ ხმას


არ მცემს. თავს ჯაშუშ ჰარიეტად ვგრძნობ მას შემდეგ, რაც კლასე-
ლებმა მისი დღიურები აღმოაჩინეს. დერეფანში ისე მივდივარ,

112
თითქოს წითელ ზღვას მივაპობ. როცა პირველი დასვენების შემდეგ
ინგლისურზე შევდივარ, ყველა ჩუმდება. რუთის გვერდით ვჯდები.
იღიმება და შეწუხებულ სახეს იღებს. არაფერს ვამბობ, მერხის ქვეშ
მისი ხელის ხელზე შეხებას ვგრძნობ, ცხელი, პატარა ხელის მტევა-
ნი აქვს. ჩემი ხელი ცოტა ხანს ხელში აქვს მომწყვდეული, საკლასო
ოთახში მისტერ პარტაკი შემოდის, ხელს მიშვებს, მისტერ პარტაკი
ამჩნევს, რომ კლასი უჩვეულოდ დუმს. ხმადაბლა კითხულობს:
– ეს შაბათკვირა ხომ ყველამ მშვიდობით გაატარეთ?
სიუ ვონგი პასუხობს:
– დიახ, – ოთახში ნერვიული სიცილი ისმის. პარტაკი იბნევა,
სასტიკი დუმილი წვება. ბოლოს ის ამბობს:
– კეთილი, მოდი, „ბილი ბადზე“ გადავიდეთ. 1851 წელს ჰერმან
მელვილმა „მობი დიკი“ ანუ „ვეშაპი“ გამოაქვეყნა, რომელიც ამე-
რიკელმა საზოგადოებამ გულგრილად მიიღო.
ტვინში არაფერი შემდის. მართალია, შალის პულოვერის ქვეშ
კოტონის მაისური მაცვია, მაგრამ მთელ სხეულს მიშუშხავს და ნეკ-
ნებს მტკენს, ჩემი კლასელები კი „ბილი ბადზე“ გულმოდგინედ მსჯე-
ლობენ. ბოლოს ზარი ირეკება და კლასიდან გარბიან. ნელა მივყვე-
ბი, რუთი გვერდით მომდევს.
– ხომ კარგად ხარ? – მეკითხება ის.
– კი, ძირითადად.
– რაც მთხოვე, შევასრულე.
– რომელ საათზე?
– ექვსი იქნებოდა. შემეშინდა, რომ მისი მშობლები დაბრუნდე-
ბოდნენ და იპოვიდნენ. ძლივს მოვხსენით. იმ წებომ მკერდის თმა
მთლიანად ააფხრიწა.
– კარგია. ბევრმა ნახა?
– ჰო, ყველამ... ყველა გოგომ. როგორც ვიცი, ბიჭებს არ უნა-
ხავთ.
დერეფნები თითქმის ცარიელია. ფრანგულის საკლასო ოთახის
წინ ვდგავარ.
– კლერ, მესმის რატომაც ქენი ეს, მაგრამ არ მესმის, როგორ.

113
– დამხმარე მყავდა.
ზარი ირეკება და რუთი ზამბარასავით ხტება.
– ოჰ, ღმერთო, სპორტდარბაზში უკვე ზედიზედ მეხუთეჯერ ვიგ-
ვიანებ! – ისე მირბის, თითქოს ძლიერი მაგნიტური ველი იზიდავს, –
ლანჩზე მომიყევი! – მეძახის ის.
ვდგები და მადამ საიმონის გაკვეთილზე შევდივარ.
– აა– Ah, Mademoiselle Abshire, asseyezvous, s’il vous plait 27, –
ამბობს ის. ლაურასა და ჰელენს შორის ვჯდები. ჰელენი ბარათს
მწერს და მაწვდის: „ყოჩაღ“. კლასი მონტენს თარგმნის. უუხმოდ
ვმუშაობთ, მადამი მერხებს შორის დადის და გვისწორებს. გონების
დაძაბვა და კონცენტრაცია მიჭირს. როგორი გამომეტყველება ჰქო
ნდა ჰენრის, როცა ჯეისონს წიხლი ჩააზილა: საოცრად გულგრილი,
თითქოს უბრალოდ ხელი გაიქნია, თითქოს არაფერზე ფიქრობდა,
მერეღა აღელდა, რადგან არ იცოდა, როგორი რეაქცია მექნებოდა.
მივხვდი, ჰენრის ესიამოვნა, რომ ჯეისონს ატკინა, მაგრამ ეს იგივეა,
რასაც ჯეისონი გრძნობდა, როცა მე მტკენდა? ჰენრი კეთილია, მაგ-
რამ ეს მის საქციელს დასაშვებად აქცევს? ის, რომ მე მინდოდა, ასე
მოქცეულიყო?
– Clare, attendez 28, – ჩემს იდაყვთან მესმის მადამის ხმა.
ზარის შემდეგ ყველა გარეთ გარბის. ჰელენთან ერთად მივდი-
ვარ. ლაურა ბოდიშის მოხდის ნიშნად მეხვევა და შენობის მეორე
მხარეს მუსიკის გაკვეთილზე გარბის. მე და ჰელენს მესამე გაკვეთი-
ლი სპორტი გვაქვს.
ჰელენი იცინის.
– ყოჩაღ, გოგონი. თვალებს არ ვუჯერებდი. იმ ხეზე როგორ მი-
აბი?
ეს შეკითხვა უკვე მღლის.
– მეგობარი მყავს, რომელიც ასეთ რაღაცებს სჩადის. ის დამეხ-

27
((ფრანგ.) მადმუაზელ ებშაირ, დაბრძანდით, გეთაყვა.),
28
(ფრანგ.) კლერ, მოიცადე.

114
მარა.
– ვინ არის?
– მამაჩემის კლიენტია, – ვტყუი.
ჰელენი თავს აქნევს და ამბობს:
– ტყუილი არ გეხერხება.
ვიღიმები და არაფერს ვამბობ.
– ჰენრი, ჰო?
უარის ნიშნად თავს ვაქნევ და ტუჩებზე თითს ვიდებ. გოგოების
სპორტდარბაზს ვუახლოვდებით. გასახდელში შევდივართ. აბრაკა
დაბრა! ყველა უეცრად ჩუმდება. მერე სიჩუმეს ხმადაბალი საუბარი
არღვევს. ჩემი და ჰელენის კარადები ერთსა და იმავე კუთხეშია. ვა-
ღებ და სპორტულ ფორმასა და ფეხსაცმელს ვიღებ. ვიცი, რაც უნდა
ვქნა – ფეხსაცმელს და წინდებს ვიხდი, მაისურის და საცვლის ამარა
ვრჩები. ბიუსტჰალტერი არ მაცვია იმიტომ, რომ მტკენს.
– მიყურე, ჰელენ, – ვამბობ და მაისურს ვიხდი. ჰელენი ჩემკენ
ტრიალდება.
– ღმერთო, კლერ!
ახლა უარესად მაქვს ჩალურჯებული, ვიდრე გუშინ. ზოგიერთი
უკვე გამწვანებულა. ჯეისონის ქამრის ნარტყამისგან ბარკლებზე
ღუდუდოები მაზის.
– ოჰ, ღმერთო, კლერ! – ამბობს ჰელენი და ფრთხილად მეხვევა.
ოთახში სიჩუმეა, ჰელენის მხრის ზემოდან ვიყურები და ოთახს
თვალს ვავლებ. ჩვენ გარშემო შემოკრებილი გოგოები გვიცქერენ.
ჰელენი სწორდება, მათ უყურებს და ამბობს:
– აბა? – უკანა რიგში ვიღაც ტაშს უკრავს, მერე სხვები აჰყვებიან,
ისინიც ტაშს უკრავენ და იცინიან, ლაპარაკობენ და ხარობენ, მე კი
სიმსუბუქეს, საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობ. ჰაერივით ვმჩატდები.

მკითხველთა ლიგა

115
ოთხშაბათი, 12 ივლისი, 1995 წელი
(კლერი 24 წლისაა, ჰენრი 32-ის).

კლერი: ძილბურანში ვარ, საწოლში. უეცრად მუცელზე ჰენრის


ხელის შეხებას ვგრძნობ და ვხვდები, რომ დაბრუნდა. თვალებს ვა-
ხელ, ჩემკენ იხრება და მკერდზე, სიგარეტით ამომწვარ ადგილზე
მკოცნის, ღამის მკრთალ შუქზე მის სახეს ვეხები.
– გმადლობ, – ვამბობ მე.
– არაფრის, – მაგებებს ის.
ამ შემთხვევაზე ამის შემდეგ აღარასდროს აღარაფერი გვითქვამს.
კვირა, 11 სექტემბერი, 1988 წელი
(ჰენრი 36 წლისაა, კლერი 17-ის)

ჰენრი: სექტემბრის თბილ ნაშუადღევს მე და კლერი ხეხილის


ბაღში ვართ. მდელოზე მწერები ოქროსფერ მზის სხივებზე უსაქმუ-
რობენ. არაფერი იძვრის და როცა გამხმარ ბალახს გავცქერი, ვხე-
დავ, რომ ჰაერი სიცხისგან თრთის. ვაშლის ხის ძირას ვსხედვართ.
კლერი მის ტანზეა მიყუდებული, ქვეშ ბალიში უდევს და მისი ფესვე-
ბისგან ასე იცავს თავს. გაშოტილი ვარ და თავი მის კალთაში მი-
დევს. ვჭამეთ, ნასუფრალი აქაიქ მიმოფანტული ყრია. ვაშლებიც
გდია. მეძინება და კმაყოფილი ვარ. ჩემს აწმყოში იანვარია და მე და
კლერი ვწვალობთ. ეს ზაფხულის ინტერლუდია იდეალურია.
– აი, ასე მინდა დაგხატო, – ამბობს კლერი.
– თავდაყირა და მძინარე?
– დასვენებული. ძალიან მშვიდი ჩანხარ.
რატომაც არა.
– მიდი, დაიწყე, – ვამბობ მე.
აქ იმიტომ ვართ, რომ კლერს ვაშლის ხეები მისცეს დასახატა-
ვად. ესკიზების დაფას და ნახშირს იღებს. წიგნს მუხლებზე იდებს.
– გინდა გავიწიო?
– არა, ეგ ყველაფერს შეცვლის. ისე იყავი, როგორც ხარ, – ცას

116
და მის ფონზე გამოკვეთილ ხეების ტოტებს ზანტად გავცქერი.
უძრავად ყოფნა დისციპლინას მოითხოვს. კითხვისას დიდხანს
შემიძლია გაუნძრევლად ყოფნა, მაგრამ კლერის წინ ჯდომა, რაც
უნდა საოცარი იყოს, მიჭირს. ისეთი პოზაც კი, რომელიც თავიდან
მოსახერხებლად მეჩვენება, ტანჯვად მექცევა ხოლმე. არ ვინძრევი,
მხოლოდ თვალებს ვატრიალებ და კლერს შევცქერი. საქმეშია ჩაფ-
ლული. გეგონებათ, ხატვისას სამყაროს სწყდება, ქრება და ამ ქვე-
ყანაზე მხოლოდ ის და მისი შესწავლის საგანიღა რჩება. ამიტომაც
მიყვარს, როცა კლერი მხატავს: როცა ასეთი ყურადღებით მიცქერს,
ვგრძნობ, რომ მისთვის ყველაფერი ვარ. ასე მიყურებს, სექსის
დროსაც. ახლა თვალებში მიმზერს და იღიმება.
– დამავიწყდა მეკითხა: რომელი დროიდან მოდიხარ?
– 2000 წლის იანვარია.
სახე ეცვლება.
– მართლა? მეგონა, უფრო მერედან მოდიოდი.
– რატომ? ასეთ ბებერს ვგავარ?
ცხვირზე ხელს მისვამს. თითები ძგიდეს ეხება და წარბებზე გადა-
დის.
– არა, მაგრამ მშვიდი და ბედნიერი ჩანხარ. როცა 1998, 1999 და
2000დან მოდიხარ, მუდამ გაღიზიანებული და გაჯავრებული ხარ,
მაგრამ მიზეზს არ მეუბნები. 2001-ში კი ისევ კარგი ბიჭი ხდები.
ვიცინი.
– მკითხავივით ლაპარაკობ. აზრად არ მომსვლია, ჩემს ხასიათს
თუ ასე აკვირდებოდი.
– სხვა რა საქმე მაქვს?
– გახსოვდეს, როგორც წესი, შენთან სტრესს მოვყავარ ხოლმე.
ამიტომ თავში ნუ ჩაიდებ, რომ იმ წლებში მხოლოდ საშინელება
ხდება. უამრავი კარგი რამეც არის.
ხატვას განაგრძობს. ჩვენს მომავალზე აღარაფერს მეკითხება
ხოლმე. კითხვას ასე მისვამს:
– ჰენრი, შენ რისი გეშინია?
ეს შეკითხვა მაოცებს და ვფიქრობ.

117
– სიცივის. ზამთრის და კიდევ პოლიციის. იმის მეშინია, რომ
შეცდომით სადმე ისეთ დროსა და ადილას მოვხვდები, სადაც მანქა-
ნა დამეჯახება ან მცემენ. კიდევ დროში დაკარგვის და უკან ვერდაბ-
რუნების მეშინია. შენი დაკარგვის მეშინია.
იღიმება.
– მე როგორ უნდა დამკარგო? არსად მივდივარ.
– მეშინია, რომ ჩემი არასაიმედოობა დაგღლის და მიმატოვებ.
დაფას გვერდზე დებს. მე წელში ვსწორდები.
– არადროს მიგატოვებ, მიუხედავად იმისა, რომ შენ წარამარა
მტოვებ.…
– მე ხომ შენი მიტოვება არ მინდა.
ნახატს მაჩვენებს. მეცნობა. შინ, თავისი სახატავი მაგიდის გვერ-
დით უკიდია. აქ მშვიდი ვჩანვარ. ხელს აწერს და თარიღის მითითე-
ბას იწყებს.
– არ დააწერო. იმას თარიღი არა აქვს.
– არა?
– არა. მე ეს სურათი ვიცი, თარიღი არ აწერია.
– კეთილი, – ამბობს, შლის და მის ნაცვლად აწერს – „მიდოუ-
ლარკი“, – მოვრჩი, – ამბობს და გაოცებული სახით შემომცქერის,
– ოდესმე ყოფილა, რომ აწმყოში დაბრუნებულს იქ რაღაც შეცვლი-
ლი დაგხვედრია? რა მოხდება, ამ ნახატს თარიღი რომ დავაწერო?
რა იქნება?
– არ ვიცი. მიდი, აბა, სცადე, – ცნობისმოყვარე სახით ვამბობ მე.
„მიდოულარკს“ შლის და მის ნაცვლად 1988 წლის 11 სექტემბერს
წერს.
– აი, ნახე. ძალიან ადვილი იყო, – ამბობს ის, – ერთმანეთს გა-
ოცებულები შევცქერით, – იცინის, – ეგებ სივრცისა და დროის კონ-
ტინუუმი დავარღვიე კიდეც, მაგრამ ამას არაფერი ეტყობა.
– გაგაგებინებ, თუ მესამე მსოფლიო ომის მიზეზი გახდი, –თავ-
ბრუსხვევა მეწყება, – კლერ, ვგონებ, მივდივარ, – ვამბობ მე, – მკო
ცნის. მივდივარ.

118
ხუთშაბათი 13 იანვარი, 2000 წელი
(ჰენრი 36 წლისაა, კლერი 28ის)

ჰენრი: ნასადილევს კვლავაც კლერის ნახატზე ვფიქრობ და მის


სანახავად სახელოსნოში შევდივარ. პატარა, მსუბუქი, მეწამული
ფურცლებისგან უზარმაზარ ქანდაკებას აკეთებს. ნაჭრის თოჯინასა
და ჩიტის ბუდეს შორის რაღაც საშუალოა. გარს ვუვლი და მაგიდის
წინ ვდგები. ნახატი არ ჩანს.
კლერი შემოდის და ერთი იღლია აბაკას ბოჭკო შემოაქვს.
– მისმინე, – ამბობს და ყველაფერს იატაკზე ყრის, – რა ხდება?
– ის ნახატი რა იქნა, აქ რომ ეკიდა? აი, მე რომ ვარ, ის.
– არ ვიცი. ეგებ ძირს დავარდა, – მაგიდის ქვეშ ძვრება და ამ-
ბობს, – აქ არ არის. უი, მოიცადე, აქ ყოფილა, – ორ თითს შორის
მოქცეულს იღებს, – უუჰ, სულ ობობას ქსელშია, – მტვერს წმენდს
და მიწვდის. ვუყურებ. თარიღი არა აქვს.
– თარიღი სად წავიდა?
– რა თარიღი?
– თარიღი აქ დააწერე, ქვედა კიდეში. შენი სახელის ქვეშ. წაჭრი-
ლივით არის.
იცინის.
– კარგი, ვაღიარებ, მე წავაჭერი.
– რატომ?
– შენმა კომენტარმა მესამე მსოფლიო ომზე დამაფრთხო. უეც-
რად ვიფიქრე, ვაითუ ამ ექსპერიმენტის გამო მომავალში აღარასო-
დეს შევხვდეთმეთქი.
– მიხარია, რომ ასე მოიქეცი.
– რატომ?
– არ ვიცი. უბრალოდ, მიხარია, – ერთმანეთს ვაშტერდებით,
იღიმება, მე მხრებს ვიჩეჩ, სულ ეს არის, მაგრამ რატომ მეჩვენება,
რომ რაღაც შეუძლებელი მოხდა? რატომ ვგრძნობ ასეთ საოცარ
შვებას?

119
შობის ღამე, ერთი

(ყოველთვის ერთსა და იმავე მანქანაზე შეჯახება)

შაბათი, 24 დეკემბერი, 1988 წელი


(ჰენრი 40 წლისაა, კლერი 17-ის)

ჰენრი: ზამთრის ბნელი ნაშუადღევია. „მიდოულარკჰაუზის“ სამ-


კითხველო ოთახში ვარ. კლერს საჭმელი დაუტოვებია: როსტბიფი
და ყველი, მდოგვი, თეთრი პური, ვაშლი, ლიტრი რძე, საშობაო კექ-
სების მთელი შეკვრა, „გუნდები“, დარიჩიანიანნიგვზიანი და მიწის-
თხილიანი ნამცხვრები, ზედ ჰერშის „ქისის“ შოკოლადებით.
ჩემი საყვარელი ჯინსი და მაისური მაცვია წარწერით: შეხ პის-
ტოლს. ბედნიერი უნდა ვიყო, მაგრამ არა ვარ: კლერს ჩემთვის „სა-
უთ ჰევან დეილის“ დღევანდელი ნომერიც დაუდვია, რომელსაც
1988 წლის 24 დეკემბერი აწერია. შობის ღამეა. ამ საღამოს ჩიკაგო-
ში, „გეთ მი ჰაი ლაუნჯში“ ოცდახუთი წლის მე მანამ სვამს, სანამ
სკამიდან ჩამოვარდება და იატაკზე მოადენს ბრახვანს. მმერე სა-
ავადმყოფო „მერსიში“ კუჭს ამოურეცხავენ. დღეს დედაჩემის და-
ღუპვის მეცხრამეტე წლისთავია.
ჩუმად ვზივარ და დედაზე ვფიქრობ. სასაცილოა, როგორ განი-
ლევა ხოლმე მოგონებები. ბავშვობის მოგონებების ამარა რომ ვი-
ყო, რამდენიმე მკაფიო მომენტის გარდა, დედა ბუნდოვნად მემახ-
სოვრებოდა. ხუთი წლისამ ლირიკულ ოპერაში მისი ნამღერი „ლუ-
ლუ“ მოვისმინე. გვერდით მამა მეჯდა, პირველი აქტის მერე დედას
გაუღიმა და აღფრთოვანებული მიაჩერდა. მახსოვს, ერთხელ მე და
დედა მამას შევცქეროდით, როცა ბულეზის დირიჟორობით ორკეს-
ტრთან ერთად ბეთჰოვენს უკრავდა. ერთხელ მისაღებში შესვლის
ნება მომცეს, როცა უამრავი სტუმარი ჰყავდათ, ბლეიკის „ვეფხვი“
ვთქვი და ვიბრდღვინე. მაშინ ოთხის ვიყავი. როცა დავასრულე, დე-

120
დამ ხელში ამიყვანა და მაკოცა. ტაში დამიკრეს. დედას მუქი პომადა
ესვა, დავიჟინე, ლოყაზე მისი კვალით უნდა დავიძინომეთქი. ერთ-
ხელ უორენპარკში მერხზე იჯდა, მამა საქანელაზე მაქანავებდა, დე-
და ხან ახლოს იყო, ხან ძალიან შორს.
დროში მოგზაურობის ერთერთი საუკეთესო და ამავე დროს ყვე-
ლაზე მტკივნეული მხარე ცოცხალი დედის ნახვის შესაძლებლობაა.
რამდენჯერმე ველაპარაკე; რაღაცები ვუთხარი, აი, მაგალითად:
„დღეს რა საძაგელი ამინდია, არა?“ მერე ელექტრომატარებელში
ადგილი დავუთმე, სუპერმარკეტში გავყევი და მის სიმღერასაც ვუს-
მინე. იმ ბინის წინ, რომელშიც მამა დღესაც ცხოვრობს, ხშირად
დავდივარ, მათ ლაპარაკს შორიდან ვუსმენ, ზოგჯერ ჩემი პატარა
მეც თან მყავს, ერთად დავდივართ, რესტორნებში ვჭამთ და ფილ-
მებს ვუყურებთ. 1960-იანი წლებია, ელეგანტურები არიან, ახალ-
გაზრდები, ბრწყინვალე მუსიკოსები და მთელი სამყარო ხელის-
გულზე უდევთ. ტოროლებივით ბედნიერები არიან, ბედნიერებისა
და ლხენისგან ბრწყინავენ. როცა ერთმანეთს შემთხვევით გადავეყ-
რებით ხოლმე, ხელს მიქნევენ; მეზობელი ვგონივარ, რომელსაც
ხშირად ხვდებიან, რადგან ის ბევრს დადის, თმას უცნაურად ატა-
რებს, უცნაურად აკლდება და ემატება ასაკი. ერთხელ გავიგონე,
როგორ იკითხა მამამ, ნეტავ ამ ბიჭს კიბო ხომ არ სჭირსო. დღემდე
მაოცებს, რომ მამა ვერ მიხვდა, ის ბავშვი, რომელსაც ქორწინების
პირველ წლებში ხშირად ხვდებოდნენ, მათი ვაჟი იყო.
ვხედავ, როგორ ვართ მე და დედა ერთად. ახლა ფეხმძიმედაა,
სამშობიაროდან მომიყვანეს, დედა საბავშვო ეტლით პარკში მასე-
ირნებს, ზის და ნოტებს არჩევს, ხმადაბლა მღერის და ხელებს შეუმ-
ჩნევლად ჩემკენ იშვერს, მიცინის და სათამაშოებს მიჩხაკუნებს.
ხელჩაკიდებულები დავდივართ და ციყვებს, მანქანებს, მტრედებს
და ყველაფერ მოძრავს ვუცქერთ. ლაბადა, უთასმო ფეხსაცმელი და
შარვალი „კაპრი“ აცვია. მუქი თმა და დრამატული სახე აქვს, სავსე
ტუჩები, დიდი თვალები, მოკლედ შეკრეჭილი თმა; იტალიელს
ჰგავს, მაგრამ ებრაელია. პომადა, თვალის კონტური, ტუში და ფე-
რუმარილი უსვია, წარბები შეღებილი აქვს და ქიმწმენდაში მიდის.

121
მამა კი ისეთია, როგორიც საერთოდ არის – მაღალი, სადად იცვამს
და მუდამ ქუდით დადის. სახე სხვა აქვს. ძალიან კმაყოფილია. ერ
თმანეთს ეხებიან, მუდამ ხელჩაკიდებულები დადიან. პლაჟზე სამი-
ვეს ერთნაირი სათვალე გვიკეთია, მე სასაცილო ცისფერი ქუდი მა-
ხურავს. საბავშვო ზეთით გაპოხილები მზეს ვეფიცხებით. რომს,
„კოკასა“ და ჰავაიურ პუნშს ვსვამთ.
დედას ვარსკვლავი ამოსვლას იწყებს. ჯეიან მეკსა და მარი დე-
ლაკრუასთან ერთად სწავლობს და დიდების ბილიკზეც ისინი მიუკ-
ვლევენ გზას. პატარა, მაგრამ ბრწყინვალე პარტიებს მღერის, „ლი-
რიკოპერიდან“ ლუი ბეარის ყურადღებასაც იქცევს. „აიდაში“ ლინი
უევერლის ცვლის, მერე კარმენის პარტიას აძლევენ. სხვა დასების
ყურადღებასაც იქცევს და მსოფლიოში მოგზაურობას ვიწყებთ. „დე-
კასთვის“ შუბერტი ჩაწერა, „ემისთვის“ ვერდი და ვეილ და ჩვენ ლო
ნდონში, პარიზში, ბერლინსა და ნიუიორკში მივდივართ. იქიდან
მხოლოდ უთვალავი სასტუმროს ოთახი და თვითმფრინავები მახ-
სოვს. მის ლინკოლნცენტრში გამართულ კონცერტს ტელევიზორში
გადმოსცემენ. გადაცემას ბებიაბაბუასთან ერთად მანსიში ვუყურებ.
ექვსი წლის ვარ და ვერ ვიჯერებ, რომ ამ შავთეთრ პატარა ტელეეკ-
რანზე დედაჩემი დგას. მადამ ბატერფლაის მღერის.
„ლირიკის“ 1970-იანების სეზონის დასრულების შემდეგ ვენაში
გადასვლას გეგმავენ. მამას ფილარმონიაში მოსმენები აქვს. როცა
ტელეფონი წკრიალებს, ვიცით, რომ ეს დედას მენეჯერი, ბიძია იში
რეკავს ან გრამჩამწერი სტუდია.
კიბის თავზე კარის გაღების ხმა მესმის, მერე უეცრად იკეტება და
ვიღაც საფეხურებზე ჩამოდის. კლერი ოთხჯერ ყრუდ აკაკუნებს და
მე კარის ურდულიდან ბრტყელზურგიან სკამს ვაცლი. თმაზე თოვ-
ლი აყრია და ლოყები დაწითლებული აქვს. ჩვიდმეტი წლისაა. კი-
სერზე მკლავებს მაჭდობს და გახარებული მეხვევა.
– შობას გილოცავ, ჰენრი! რა კარგია, რომ აქა ხარ!
ლოყაზე ვკოცნი; მისი მხიარული შეძახილები ჩემს ფიქრებს გან-
დევნის, მაგრამ ნაღველი და დანაკარგის შეგრძნება არ მტოვებს.
თმაზე ხელს ვუსვამ, ხელში თოვლის პატარა ბღუჯა მრჩება, რომე-

122
ლიც მყისიერად დნება.
– რა ხდება? – მეკითხება და ხელუხლებელ საჭმელს და ჩემს მო
ქუფრულ სახეს უცქერის, – რატომ ხარ ასეთი მოღუშული, მაიონეზი
რომ არ მოგიტანე, იმიტომ?
– მოიცა, ჩუმად, – ვამბობ და ძველ „ლეიზიბოის“ სკამზე ვჯდები,
კლერი ჩემ გვერდით ეჭეჭყება. მკლავს მხრებზე ვხვევ. ხელს ბა
რძაყის შიდა მხარეს მადებს. ხელს ვაღებინებ და ხელში ვიჭერ. ცივი
ხელი აქვს, – დედაჩემზე არასდროს არაფერი მითქვამს? – ვეკით-
ხები მე.
– არა, – უმალ სმენად იქცა. ყოველთვის სიამოვნებით მისმენს,
თუ რამ ავტობიოგრაფიულს ვანდობ. რაც ნაკლები თარიღი რჩება
ჩვენს ნუსხაში და ჩვენი განშორების ორი წელი ახლოვდება, კლერს
სჯერა, რომ რეალურ ცხოვრებაში აუცილებლად მიპოვის, თუ რამ-
დენიმე ფაქტს ვეტყვი. ვერ შეძლებს, რადგან არ ვეტყვი, თვითონ კი
არაფერს მეკითხება.
თითო თითო კექსს ვჭამთ.
– კარგი, გეტყვი. ერთ დროს დედა მყავდა. მამაც. ერთმანეთი ძა-
ლიან უყვარდათ. მერე მე გავჩნდი. ძალიან ბედნიერები ვიყავით.
თავიანთ საქმეში ორივე ძალიან ძლიერი იყო, დედა უძლიერესიც
კი, ბევრს ვმოგზაურობდით და მთელი მსოფლიოს სასტუმროები
მოვლილი გვქონდა. მაშინაც თითქმის შობა იყო...
– რომელ წელს?
– იმ წელს, როცა ექვსის ვიყავი. შობის ღამის დილა გათენდა, მა-
მა ვენაში იყო, იქ გადავდიოდით და ბინას ეძებდა. იმ დღეს მოფრი-
ნავდა, მე და დედა აეროპორტში მის დასახვედრად მივდიოდით,
შობას ბებოსთან ვხვდებოდით.
რუხი, თოვლიანი დილა იდგა, ქუჩას ყინულის საფარი ეკრა, ჯერ
მარილი არ დაეყარათ. დედა ნერვიული მძღოლი იყო. ჩქაროსნული
ტრასები სძაგდა. აეროპორტში წასვლას ვერ იტანდა და იმიტომ და-
თანხმდა, რომ მიზეზთა გამო ასე ჯობდა. ადრიანად ავდექით, მანქა-
ნა მოამზადა. თბილი ქურთუკი, ჩექმა, ჯინსი, პულოვერი, საცვალი,
შალის წინდები და ხელთათმანები მეცვა და ნაქსოვი ქუდი მეხურა.

123
დედას კი სულ ერთიანად შავები ეცვა, რაც მაშინ ახლანდელზე გა-
ცილებით დიდი იშვიათობა იყო.
კლერი რძეს პირდაპირ კოლოფიდან სვამს და მიხაკისფერი პო-
მადის კვალს ტოვებს.
– რა მანქანა იყო?
– 62 წლის „ფორდ ფეარლაინი“.
– ეგ რა არის?
– ტანკივით იყო, რადიატორის ცხაურებიანი. ჩემს მშობლებს ძა-
ლიან უყვარდათ. ბევრი რამ აკავშირებდათ მასთან.
მანქანაში ჩავსხედით. მე წინ, მის გვერდით დავჯექი, ღვედები
გადავიკარით და დავიძარით. საშინელი ამინდი იდგა. ცუდი ხილვა-
დობა იყო, მანქანას კი ფანჯრებზე ყინულის სალღობი არ უვარგო-
და. საცხოვრებელი ქუჩების ლაბირინთი გავიარეთ და ჩქაროსნულ
მაგისტრალზე გავედით. პიკის საათი დასრულებული იყო, მაგრამ
ყინვისა და მოახლოებული დღესასწაულის გამო მანქანები ძლივს
მოძრაობდნენ. ალბათ, საათში თხუთმეტიოცი მილის სიჩქარით
მივდიოდით. დედა მარჯვენა ზოლში დარჩა, სხვა ზოლში გადასვლა,
ალბათ, იმიტომ არ ისურვა, რომ გზა კარგად არ ჩანდა და კიდევ იმი-
ტომ, რომ აეროპორტისკენ გადახვევამდე, ჩქაროსნულ მაგის-
ტრალზე ძალიან ცოტა ხანს უნდა გვევლო.
სატვირთო მანქანას მივყვებოდით, ჩვენ შორის დიდი მანძილი
იყო. როცა ტრასაზე გავედით, პატარა წითელ „კორვეტს“ გავუსწა-
რით. ვიღაც კბილის ექიმი მართავდა, რომელიც დილის 10 საათსა
და 30 წუთზე ცოტა შეზარხოშებული ბრძანდებოდა, უეცრად წინ გა-
ვარდა, მოყინულ გზაზე ვერ დაამუხრუჭა და დაგვეჯახა. ჩვეულებ-
რივ ამინდში იმ „კორვეტისგან“ არაფერი დარჩებოდა, გამძლე „ფო
რდ ფეარლაინს“ კი ფრთა შეეჭეჭყებოდა და უვნებელი გადარჩებო-
და.
ცუდი ამინდი და საოცრად მოლიპული გზა იყო. როცა „კორვეტი“
დაგვეჯახა, მანქანა მოგვიცურდა, წინ გასრიალდა, სხვა მანქანებმა
სვლა შეანელეს. ჩვენ წინ მიმავალი სატვირთო მანქანა ძლივს მი-
ღოღავდა. დედა მუხრუჭს დააწვა, მაგრამ არ დაიჭირა.

124
იმ სატვირთო მანქანას ნელი სვლით შევეჯახეთ, ყოველ შემთხვ
ევაში, მე ასე მახსოვს. ორმოცი მილით მივდიოდით. ღია პიკაპის ტი
პისა იყო და ზედ ჯართი ეწყო. დაჯახებისას იქიდან უშველებელი ფო-
ლადის ფირფიტა გადმოვარდა, ჩვენი საქარე მინა გააპო და დედა-
ჩემს თავი მოჰკვეთა.
კლერი თვალებს ხუჭავს.
– არა, – ამბობს ის.
– კი, ასე იყო.
– მაგრამ შენც ხომ შიგ იჯექი... ალბათ, ძალიან დაბალი იყავი!
– არა. ეგრე არ მომხდარა. ის ფოლადი სწორედ იქ შემესო, სა-
დაც შუბლი უნდა მქონოდა. ნაიარევიც მატყვია შუბლზე, – კლერს
ვაჩვენებ, – ქუდი გამისერა. პოლიციამ ვერაფერი გაარკვია. ჩემი
ტანისამოსი მანქანაში დახვდათ, სავარძელზე და ძირს ეყარა, მე კი
მანქანის გვერდით შიშველი ვეგდე.
– შენ დროში მოგზაურობდი.
– ჰო, ასე იყო, – წუთით ვდუმდებით, – მაშინ მეორეჯერ ვიმოგ-
ზაურე დროში. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ვუყურებდი, როგორ შე-
ვენარცხეთ იმ საბარგო მანქანას, მერე კი გონს საავადმყოფოში მო-
ვედი. არაფერი დამშავებია, მხოლოდ შოკში ვიყავი.
– ეგ როგორ? როგორ გგონია, რა მოხდა?
– სტრესი – წმინდა წყლის შიში. ვგონებ, ჩემმა სხეულმა ის ოინი
ჩაიდინა, რომელიც ეხერხება.
კლერი ჩემკენ აბრუნებს სახეს. ნაღვლიანი და აღელვებულია.
– ანუ...
– დედა მოკვდა, მე გადავრჩი. „ფორდს“ წინა ნაწილი შეეჭეჭყა,
დედას საჭე მკერდში შეესო, თავი ცარიელ საქარე მინაში გაიჭრა და
პირდაპირ სატვირთო მანქანაში შევარდა. წარმოუდგენლად ბევრი
სისხლი იყო. „კორვეტის“ მძღოლს არაფერი დაშავებია, სატვირთო
მანქანისა კი მომხდარის სანახავად გადმოვიდა, დედას დანახვაზე
გონება დაკარგა, დაეცა და უბედური შემთხვევის ყურებაში გართუ-
ლმა სკოლის ავტობუსის მძღოლმა გადაუარა, სატვირთოს მძღოლს
ორივე ფეხი მოსტყდა. მე ათი წუთისა და ორმოცდაშვიდი წამის გან-

125
მავლობაში იქ არ ვიყავი. არ მახსოვს, სად წავედი; შეიძლება ჩემ-
თვის ერთიორი წამი იყო. მოძრაობა გაჩერდა. სასწრაფო დახმარე
ბები სამი სხვადასხვა მიმართულებიდან მოდიოდნენ, მაგრამ ნახე-
ვარი საათი ვერ მოაღწიეს. პარამედიკოსებმა ფეხით მოირბინეს.
მხარზე შემისვეს. ჩემი გამოჩენა მხოლოდ ვიღაც პატარა გოგონამ
შენიშნა; მწვანე „შევროლეს“ უკანა სავარძელზე იჯდა. პირი დააღო
და თვალმოუცილებლად მომაშტერდა.
– ჰენრი, ხომ არ გახსოვს, სად იყავი? ეს საიდან იცი? ათი წუთი
და ორმოცდაშვიდი წამი? ზუსტად?
ცოტა ხანს ვდუმვარ და ვფიქრობ, როგორ ავუხსნა ყველაზე გა-
საგებად:
– მიზიდულობის ძალის შესახებ ხომ იცი? რაც უფრო დიდია ნივ-
თი, მეტი მასა აქვს, შესაბამისად მიზიდულობის ძალაც დიდია, ხომ
ასეა, არა? თავისზე პატარა საგნებს იზიდავს, რომლებიც მის გარშე-
მო ბრუნავენ.
– ჰო...
– დედაჩემის სიკვდილი...… დასაწყისი იყო... მერე ყველაფერი
მის გარშემო ხდება...მესიზმრება ხოლმე და იმ დროშიც ვმოგზა-
ურობ. მუდამ და მუდამ. იქ რომ იყო, იქაურობას თავს რომ დას-
ტრიალებდე, ყველა წვრილმანს ნახავდი, მანქანებს, ხალხს, ხეებს,
თოვლს – ყველაფრის ნახვის დრო რომ გქონდეს, მეც დამინახავდი.
მანქანებში ვარ, ბუჩქების უკან, ხიდზე, ხეებზე. ყველა კუთხიდან ვნა-
ხე, შემდეგ განვითარებულ მოვლენებშიც ვმონაწილეობ: იქვე მახ-
ლობლად მდებარე ავტოგასამართი სადგურიდან აეროპორტში
ვრეკავ და ვამბობ, რომ მამაჩემს აცნობონ, დაუყოვნებლივ საავად-
მყოფოში მოვიდეს. საავადმყოფოს მოსაცდელში ვზივარ და ჩემს
სანახავად მოსულ მამას ვუცქერ. სახეზე ნაცრისფერი ადევს და
შლეგივით არის. გზის სავალ ზოლზე მივდივარ და ჩემი პატარა მეს
გამოჩენას ველი, მერე ჩემს პატარა ბავშვს გალეულ მხრებზე საბანს
ვუკეცავ. ჩემს პატარა სახეს დავცქერი, რომელიც ვერ ხვდება, რა
მოხდა და ვფიქრობ...ვფიქრობ, – ახლა ვტირი. კლერი მკლავებს
მაჭდობს, მის მოჰერით შემოსილ მკერდზე უხმოდ ვქვითინებ.

126
– რა მოგივიდა? რა მოგივიდა, ჰენრი?
– ალბათ, მეც უნდა მოვმკვდარიყავი.
ერთმანეთს ვებღაუჭებით. თავს ნელნელა ვიმშვიდებ. სვიტერი
მივუჩეჩმოვუჩეჩე. სამრეცხაოში შედის და იქიდან ალისიას თეთრ
პოლიესტერის პერანგში გამოდის. თოთხმეტისაა, მაგრამ კლერზე
მაღალია და მოსული. ჩემ წინ მდგომ კლერს ვაშტერდები და ვწუხ-
ვარ, რომ აქა ვარ და შობას ვუშხამავ.
– მაპატიე, კლერ, არ მინდოდა ეს ნაღველი შენთვის მომეხვია.
შობა დღე ძალიან მიმძიმს.
– ოჰ, ჰენრი! როგორ მიხარია, რომ აქა ხარ! იცი, მირჩევნია ვი-
ცოდე – შენ არსაიდან მოდიხარ, მერე ისევ არსაით ქრები და შენი
ცხოვრების შესახებ თუ მეტი მეცოდინება, უფრო რეალური გახდე-
ბი... თუნდაც რაღაც საშინელებები იყოს... იმდენი მინდა ვიცოდე,
რამდენის თქმასაც შეძლებ.
კიბის თავიდან ალისია კლერს ეძახის. დროა, წავიდეს და შობა
თავის ოჯახთან ერთად იზეიმოს. ფეხზე ვდგები, ერთმანეთს ფრთხი-
ლად ვკოცნით და კლერი ყვირის:
– მოვდივარ! – მიღიმის და კიბეზე არბის.
კარის ქვეშ სკამს ვარჭობ და მთელი ის გრძელი ღამე მარტო
ვრჩები.

შობის ღამე, ორი

შაბათი, 24 დეკემბერი, 1988 წელი


(ჰენრი 25 წლისაა)

ჰენრი: მამას ვურეკავ და ვეკითხები, უნდა თუ არა საშობაო შუ-


ადღის კონცერტის შემდეგ სადილად ვეწვიო. ზერელედ მპატიჟებს,
მე თავაზიან უარს ვამბობ, რაც მამას შვებას ჰგვრის. წელს „დეტამ-
ბლის ოფიციალური გლოვის დღე“ რამდენიმე ადგილას ჩატარდე-

127
ბა. მისის კიმი კორეაშია წასული, თავის დებს სტუმრობს; მის ყვავი-
ლებს ვრწყავ და მის ფოსტას ვიღებ. ინგრიდ კარმაიკლს ვურეკავ და
შეხვედრას ვთხოვ, მაგრამ ცივად მპასუხობს, რომ შობის ღამეა და
ზოგიერთს ოჯახი ჰყავს, რომლებიც პატივისცემას ითხოვენ. ჩემს
უბის წიგნაკს გამალებით ვფურცლავ. ყველა ან ქალაქგარეთაა, ან
ქალაქში და სტუმრად ჩამოსულ ნათესავებთან ზის. მეც ბებიაბაბუ-
ასთან უნდა წავსულიყავი. მერე გამახსენდა, რომ ფლორიდაში
არიან. ნაშუადღევის 2 საათი და 53 წუთია, მაღაზიები იკეტება. „ელ-
ზში“ ერთ ბოთლ შნაპსს ვყიდულობ და ქურთუკის ჯიბეში ვიჩრი.
ბალმონტში ელექტრომატარებელს ვახტები და ქალაქის ცენტრში
მივდივარ. ნაცრისფერი დღეა და ცივა. მატარებელი ნახევრად ცა-
რიელია – მზავრების დიდ ნაწილს ბავშვები „მარშალ ფილდის“ სა-
შობაო გამოფენის სანახავად და „უოთერ თაუერ ფლეისში“ ნაგვია-
ნები საჩუქრების საყიდლად მიჰყავს. რანდოლფთან ჩამოვდივარ
და დასავლეთით, გრანტპარკისკენ ვიღებ გეზს. მცირე ხანს გადა-
სასვლელთან ვჩერდები, ვსვამ და საციგურაო მოედნისკენ მივდი-
ვარ. რამდენიმე წყვილი და ბავშვები ციგურაობენ, ერთმანეთს დას-
დევენ, რვიანებს ხაზავენ და იცინიან. მეტნაკლებად ჩემი ზომის ცი-
გურებს ვქირაობ, თასმებს ვიკრავ და ყინულზე გავდივარ. მოედნის
პერიმეტრზე ნელა ვსრიალებ და არაფერზე ვფიქრობ. გამეორება,
წონასწორობის დაცვა და ცივი ჰაერის ჩასუნთქვა. მზე ჩადის. დაახ-
ლოებით ერთ საათს ვსრიალებ, მერე ციგურებს ვაბრუნებ, მაღალ-
ყელიან ფეხსაცმელს ვიცვამ და მივდივარ.
დასავლეთით, რენდოლფზე ვუხვევ, მერე სამხრეთით მიჩი-
განავენიუზე გავდივარ და ხელოვნების ინსტიტუტს ვუახლოვდები.
მის წინ საშობაო გვირგვინებით მორთული ლომები დგანან. კო-
ლუმბდრაივზე გავდივარ. გრანტპარკი ცარიელია, თუ ყვავებს არ
ჩავთვლით, რომლებიც მედიდურად დააბიჯებენ საღამოს ცისფერ
თოვლზე. ჩემს თავს ზემოთ ლამპიონები ცას ნარინჯისფრად ღება-
ვენ, ტბას კი ზურმუხტისფერი ცა ადგას თავზე. ბუკინგემის შადრე-
ვანთან მანამ ვდგავარ, სანამ სიცივეს ვუძლებ, თოლიების ფრენას
და მათთვის ვიღაცის დანატოვარი პურის ქერქისთვის გაჩაღებულ

128
ძიძგილაობას ვუცქერ. ცხენზე ამხედრებული პოლიციელი შადრე-
ვანს ნელა უვლის გარს და სამხრეთით მშვიდად მიდის.
გზას ვაგრძელებ. ჩემი ფეხსაცმელი მთლად წყალგაუმტარი არ
არის, მართალია, სვიტერი ფენაფენად მაცვია, მაგრამ თხელი ქურ-
თუკი ყინვას ვერ აკავებს. არც საკმაო ქონი მაქვს ტანზე; ნოემბრი-
დან აპრილამდე მუდამ მცივა. ჰარისონს მივუყვები და სთე-
ითსტრიტზე გავდივარ. „ფესიფიკ გარდენ მისიას“ ვცდები, სადაც
უსახლკაროები თავშესაფრისა და სადილისთვის შეკრებილან. ნე-
ტავ რას ჭამენ? ნეტავ იქ, იმ თავშესაფარშიც თუ ზეიმობენ? მანქანე-
ბი თითქმის არ დადის. საათი არა მაქვს, მაგრამ ვხვდები, შვიდი უნ-
და იყოს. ბოლო დროს ვამჩნევ, რომ ჩემს აღქმაში დრო სხვანაირად
გადის; თითქოს უფრო ნელა მოძრაობს, ვიდრე სხვებისთვის. ნაშუ-
ადღევი მთელ დღედ მეჩვენება ხოლმე, ელექტრომატარებლით
სადმე წასვლა კი დიდ გზაზე მგზავრობას უდრის. დღევანდელი დღე
არ მთავრდება. ვახერხებ იმდენს, რომ ძალიან ბევრი არ ვიფიქრო
დედაზე, იმ ავარიასა და…მთლიანად იმაზე... მაგრამ ახლა, საღა-
მოს, როცა ქუჩას მივუყვები, ფიქრი ნელნელა მძლავრობს. ვხვდები,
რომ მშია. სასმელმა გამიარა. თითქმის „ადამსთან“ ვარ, გონებაში
იმ ფულს ვითვლი, რომელიც თან მაქვს, გადავწყვიტე ლუდით ცნო-
ბილ დიდად პატივსაცემ რესტორან „ბერგოფში“ უშურველად დავ-
ხარჯო.
„ბერგოფში“ თბილა და ხმაურია. ხალხიც ბევრია, ზოგი ჭამს, ზო-
გი უსაქმოდ დგას. „ბერგოფის“ ლეგენდარული მიმტანები სამზა-
რეულოსა და მაგიდებს შორის დაქრიან. რიგში ვდგები და აყაყანე-
ბულ ოჯახებსა და წყვილებს შორის მოქცეული ვლღვები. დიდ დარ-
ბაზში, ოთახის სიღრმეში, პატარა მაგიდისკენ მიმიძღვიან. შავ
ლუდს, ერთ თეფშ იხვის სოსისს და შპეცლეს ვუკვეთ. როცა მოაქვთ,
ნელა ვჭამ. პურსაც ვატან და უეცრად ვხვდები, რომ არ მახსოვს, ვი-
საუზმე თუ არა. კარგია, რომ ჩემს თავზე ვზრუნავ, იდიოტივით არ
ვიქცევი და სადილობა მახსენდება. სკამის საზურგეს ვაწვები და
დარბაზს ვათვალიერებ. ამ მაღალი ჭერის, მუქი ხის პანელისა და
აკვარელებით შესრულებული ნავების ქვეშ შუახნის წყვილები სად-

129
ილობენ. მთელი დღე საყიდლებზე იარეს, ახლა კი ნავაჭრზე, შვი-
ლიშვილებზე, თვითმფრინავის ბილეთებზე, ჩამოსვლის დროსა და
მოცარტზე მასლაათობენ. საოცრად მინდება სიმფონიურ კონცერ-
ტზე წასვლა, მაგრამ დღეს საღამოს პროგრამა არ არის. მამა, ალ-
ბათ, ორკესტრჰოლიდან შინისკენ მიდის. სულ ზედა იარუსზე დავ-
ჯდებოდი (აკუსტიკის მხრივ საუკეთესო ადგილია) და მალერის
„სიმღერა დედამიწაზე“, ბეთჰოვენს ან რამე არასაშობაოს მოვუს-
მენდი. არა უშავს, იყოს. გაისად წავალ. უეცრად ჩემი ცხოვრების
ყველა შობა თვალწინ მიდგება და სასოწარკვეთილება მიპყრობს.
არა. საოცრად მინდება დრომ ამ დღიდან ამომაგდოს და სადმე უფ-
რო კეთილში გადამისროლოს. მერე ამ სურვილის გამო თავს დამ-
ნაშავედ ვგრძნობ; მიცვალებულებს გახსენება სჭირდებათ, მაშინაც
კი, თუ მათი მოგონება გვჭამს, თუ „ძალიან ვწუხვარის“ გარდა, ვე-
რაფერს ვამბობთ და თუ არც ამის თქმას აქვს აზრი. არ მინდა ეს
თბილი და მოზეიმე რესტორანი სევდით დავამძიმო, რომელიც მერე
გამახსენდება, როცა აქ ბებიაბაბუასთან ერთად მოვალ. ვიხდი და
მივდივარ.
ქუჩაში გამოსული ვდგავარ და ვფიქრობ. შინ წასვლა არ მინდა.
ხალხში ყოფნა და აზრების სხვა რამეზე გადატანა მსურს. უეცრად
„გეთ მი ჰაი ლაუნჯი“ მახსენდება, ადგილი, სადაც ყველაფერი შეიძ-
ლება, ადგილი, რომელიც ექსცენტრიკულობის ნავსაყუდელია. სა-
უცხოოა. „უოთერ თაუერ ფლეისზე“ გავდივარ და ჩიკაგოავენიუსკენ
მიმავალ 66 ნომერ ავტობუსს ვუცდი. დამენში ჩამოვდივარ და 50
ნომერს ჩრდილოეთით მივყვები. ნარწყევის სუნი დგას, მე ერთა-
დერთი მგზავრი ვარ. მძღოლი „ჩუმ ღამეს“ მღერის, რბილი საეკლე-
სიო ტენორი აქვს და როდესაც ვებანსიაში ავტობუსიდან ჩამოვდი-
ვარ, ბედნიერ შობას ვუსურვებ. როცა „ფიქსით შოფს“ ჩავუვლი, თო-
ვას იწყებს და თითების წვერებით მსხვილ, სველ ფიფქებს ვიჭერ. ბა-
რიდან მუსიკის ჰანგები იღვრება. ქუჩაში მიტოვებული მატარებლის
აჩრდილი ჩანს. როცა კარს ვაღებ, ვიღაც საყვირზე უკრავს და უეც-
რად ცხელი ჯაზი მკერდში მირტყამს. წყალწაღებულივით შევდივარ
მასში; აქ ამისთვის მოვედი.

130
დარბაზში ათიოდე კაცია, ბარმენ მიას ჩათვლით. სამ მუსიკოსს,
საყვირს, კონტრაბასსა და კლარნეტს პაწაწინა სცენა უჭირავთ,
კლიენტები ბარის გარშემო სხედან. მუსიკოსები გაშმაგებით უკრა-
ვენ, ძილმორეული დერვიშებივით ქანაობენ და როცა ვზივარ და ვა-
ყურადებ, „თეთრი შობის“ მელოდიას ვარჩევ. მია მიახლოვდება,
თვალმოუცილებლად მიცქერს და ბოლო ხმაზე ვყვირი:
– ვისკი და წყალი!
– „ჰაუსი“, – მიკივის ის.
– ჰო, იყოს!
მერე გასაზავებლად მიდის. მუსიკა მოულოდნელად ჩუმდება.
ტელეფონი რეკავს, მია ყურმილს იღებს და ამბობს:
– გეთ მი ჰაიიიიიიიიიიიიიიი!
სასმელს წინ მიდგამს, ოციანს ვუდებ.
– არა, – ეუბნება ის ვიღაცას ტელეფონზე, – მაშ, წადი შენიც.
ყურმილს ისე ანარცხებს, თითქოს კალათბურთის ფარში ბურთს
აგდებს. რამდენიმე წამი გაქვავებული დგას, მერე „პალ მალს“ უკი-
დებს და უზარმაზარ ბოლქვს ჩემკენ უშვებს.
– ოჰ, უკაცრავად, – ამბობს ის. მუსიკოსები ბართან ჯგუფად
გროვდებიან, სათითაოდ ყველას ლუდს უსხამს. საპირფარეშოს კა-
რი პირდაპირ სცენაზე გადის, მომენტით ვსარგებლობ და მოსაფ-
სმელად გავდივარ. უკან დაბრუნებული ვხედავ, რომ მიას ჩემთვის
მეორე ჭიქაც შეუვსია.
– ნათელმხილველი ხარ, – ვამბობ მე.
– შენს გამოცნობას არაფერი უნდა, – საფერფლეს ცლის, კე-
დელს ეყრდნობა და კითხულობს, – მოგვიანებით რას აკეთებ?
ჩემს ალტერნატივებს თვალს ვავლებ. მიასთან ერთად ერთიორ
ჯერ დავბრუნდი შინ, კარგი ვინმეა, მაგრამ ახლა შემთხვევითი ცუღ-
ლუტობების გუნებაზე არა ვარ. თუმცა, მეორე მხრივ, როცა ცუდად
ხარ, თბილ სხეულს არაფერი სჯობს.
– დღეს უნდა გადავთვრე. შენ რა გაქვს გუნებაში?
– თუ არ გადათვრები, შეგიძლია ჩემთან წამოხვიდე და თუ ცოც-
ხალმა გაიღვიძე, დიდად დამავალებ, თუ ჩემს მშობლებთან გლენ-

131
კოში საშობაო სადილზე წამოხვალ და რეიფს რომ დაგიძახებენ, პა-
სუხს გასცემ.
– ოჰ, ღმერთო, მია, მაგის წარმოდგენაზეც კი თავის მოკვლა მი
ნდა... მაპატიე.
ბარზე წინ იხრება და ძალიან ენერგიულად ლაპარაკობს:
– ჰენრი, უნდა მიშველო. კარგი, წარმოსადეგი კაცი ხარ, მამრო-
ბითი სქესის. მერე რა, რომ ბიბლიოთეკარი ბრძანდები. არ დაიბნე-
ვი, როცა ჩემი მშობლები შენების საქმიანობასა და კოლეჯზე დაგის-
ვამენ კითხვებს.
– დავიბნევი – საპირფარეშოში შევვარდები და ყელს გამოვიჭ-
რი... ან რა აზრი აქვს? რომ მოვეწონო, რამდენიმე წელს შეკითხვე-
ბით შეგაღონებენ: „ის სასიამოვნო ყმაწვილი ბიბლიოთეკარი სად
დაიკარგა, რომელსაც ხვდებოდი?“ ან მერე რას იზამ, როცა ნამ-
დვილ რეიფს გააცნობ?
– ვგონებ, ეგ სანერვიულო აღარ არის. გთხოვ, წამოდი. სამაგი-
ეროდ, მე სამმაგ სექსს გიჩვენებ, რომელზეც ყურმოკვრითაც არა-
ფერი იცი.
რამდენიმე თვეა, ინგრიდის მშობლების გაცნობაზე უარს ვამ-
ბობ. ხვალ მათთან საშობაო სადილზეც არ მივდივარ. არც მიას ხათ-
რით, რომელსაც ხეირიანად არც ვიცნობ, არ ვიზამ ამას.
– მია, წლის ნებისმიერ სხვა დღეს იყოს – ამაღამ ისე უნდა დავ-
თვრე, რომ ფეხზე ვერ ავდგე, იმის აყენებაზე ლაპარაკი არ არის. შე-
ნებს დაურეკე და უთხარი, რომ რეიფი გლანდების ოპერაციას ან
რამე მსგავსს იკეთებს.
ბარის მეორე ბოლოსკენ მიდის, სადაც სამ ძალიან საეჭვო კო-
ლეჯის ტიპის ყმაწვილს უნდა მიხედოს. მერე მცირე ხანს ბოთლებ-
თან ტრიალებს და რაღაც განსაკუთრებულს ამზადებს. ცხვირწინ მა-
ღალ ჭიქას მიდგამს.
– აჰა, ეს ჩვენზეა, უფროსობა გპატიჟებს, – სასმელს მარწყვის
ესენციადამატებულის ფერი აქვს.
– ეს რა არის? – ვამბობ და ვწრუპავ. „სევენაფის“ გემო დაჰკრავს
მია მზაკვრულად იღიმება.

132
– მე მოვიგონე. ხომ გინდა გატიალდე? ჰოდა, ეს პირდაპირ იქით
მიმავალი ჩქაროსნული მატარებელია.
– დიდი მადლობა, – ვამბობ და ჭიქას მისი დღეგრძელობის ნიშ
ნად ვწევ. უეცრად სიმხურვალესა და საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ,
– მია, ეს ღვთიური რამაა. უნდა დააპატენტო. მთელ ჩიკაგოში დახ-
ლები უნდა დადგა და პატარა ჭიქებით გაყიდო. მილიონერი გახდე-
ბი.
– კიდევ?
– აბა, როგორ.
როგორც „დეტამბლ&დეტამბლი თავისუფალი ალკოჰოლიკე-
ბის“ უმცროსმა პარტნიორმა ჩემი სმის შესაძლებლობის ზღვარი
ჯერ დანამდვილებით არ ვიცი. მია დახლს გადაღმა დგას და რამდე-
ნიმე ჭიქის შემდეგ თვალმოჭუტული შემომცქერის.
– ჰენრი?
– რა?
– ახლა უნდა მოგცელო.
ვგონებ, კარგი აზრია. თანხმობის ნიშნად თავის დაქნევას ვცდი-
ლობ, მაგრამ ვერ ვახერხებ. ამის ნაცვლად სკამიდან იატაკზე ძალი-
ან ნელა და გრაციოზულად ვსრიალდები.
გონს საავადმყოფო „მერსიში“ მოვდივარ. მია სასთუმალთან მი-
ზის. მთელ სახეზე ტუში აქვს გადღაბნილი. წვეთოვანი მიდგას და
ცუდად ვარ. ძალიან ცუდად. ყველა მხრივ ცუდად. თავს ვაბრუნებ და
ჯამში ვარწყევ. მია პირს მწმენდს.
– ჰენრი, – ჩურჩულებს ის.
– რა? რა ჯანდაბა გინდა?
– ჰენრი, ძალიან ვწუხვარ...
– შენი ბრალი არ არის. რა მოხდა?
– გონება დაკარგე, მე კი მერეღა დავთვალე... რამდენს იწონი?
– 175 გირვანქას.
– ღმერთო... ისადილე?
ვფითრდები და ვამბობ:
– ჰო.

133
– ის, რასაც სვამდი, დაახლოებით ორმოცგრადუსიანი იყო. მა-
ნამდე ორი ჭიქა ვისკი დალიე... კარგად იყავი, უეცრად საშინლად
ცუდად გახდი, გონება დაკარგე, დავფიქრდი და მივხვდი, რომ მანა
მდე ბევრი გექნებოდა დალეული. მერე 911ში დავრეკე... ახლა აქა
ხარ.
– გმადლობთ. ჰო, ალბათ, ეგრე იყო.
– ჰენრი, სიკვდილის წინ რამე ნატვრა გაქვს?
ვფიქრობ. კედლისკენ ვტრიალდები და თავს ვიმძინარებ.

შაბათი, 8 აპრილი, 1989 წელი


(კლერი 17 წლისაა, ჰენრი 40-ის)

კლერი: ბებია მიგრამის ოთახში ვზივარ და მასთან ერთად


„ნიუიორკ ტაიმზის“ კროსვორდს ვხსნი. აპრილის ნათელი, გრილი
დილაა და ბაღში ქარზე მოფრიალე წითელ ტიტებს ვხედავ. დედა
ეზოშია და ფორსიტიას გვერდით რაღაც თეთრს და პატარას რგავს.
ცოტაც დაქ, ქარი ქუდს მოხდის, ხელებს თავზე ივლებს, მერე იხდის
და კალათის ქვეშ დებს.
თითქმის ორი თვეა ჰენრი არ მინახავს; ნუსხაში მორიგი შეხვედ-
რა სამი კვირის შემდეგ გვაქვს. იმ დროს ვუახლოვდებით, როცა
ორი წლის და ცოტა მეტის განმავლობაში ვერ ვნახავ. პატარაობაში
ჰენრი ჩვეულებრივ ადამიანად მიმაჩნდა; მისი მოსვლა უჩვეულო
არ იყო, ახლა კი მისი ყოველი გამოჩენა ერთით ნაკლებ შეხვედრას
ნიშნავს. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. მე რაღაც მინდა... მინდა
ჰენრიმ რაღაც მითხრას, რამე ისეთი, რომ დაამტკიცოს, ეს ყველა-
ფერი ხუმრობა არ იყო. მე მინდა და მორჩა. ძალიან მინდა.
ბებია მიგრამი ცისფერ სავარძელში ფანჯარასთან ზის. მე რაფა-
ზე ვზივარ და კალთაში გაზეთი მიდევს. ნახევარი კროსვორდი ამოვ-
ხსენით. გონება მეფანტება.

134
– მიდი, ბავშვო, კიდევ წამიკითხე, – ამბობს ბებია.
– ოცი ვერტიკალურად – „მაიმუნური მაიმუნი“ – რვა ასოა, მე-
ორე ასოა „ა“, ბოლოსწინა კი „ნ“.
– „კაპუცინი“, – ღიმილით ამბობს ბებია და ბრმა თვალებს ჩემ-
კენ ატრიალებს. ის მე ნათელ ფონზე გადღაბნილ შავ ლაქად მხე-
დავს, – გამოგვდის, არა?
– ჰო, მაგარია. აბა, ახლა ეს სცადე, ცხრამეტი ჰორიზონტალუ-
რად: „იდაყვს ძალიან შორს ნუ გაიწვდი“ 29ათი ასოა, მეორეა „უ“.
– „ბურმაშეივი“... ეგ შენამდე იყო.
– ჰოო, ამას ნამდვილად ვერ გამოვიცნობდი, – ვდგები და ვიზ-
მორები. სასეირნოდ წასვლა მჭირდება. ბებოს ოთახი მამშვიდებს,
მაგრამ კლაუსტროფობიის განცდას ბადებს. ჭერი დაბალია, კედ-
ლებზე გაკრული ცისფერი შპალერი ყვავილებით არის მოჩითული,
საწოლს ცისფერი გობელენი აფარია, თეთრ ხალიჩას კი ფხვნილის,
კბილის პროთეზისა და ბებერი კანის სუნი ასდის. ბებია მიგრემი
კოხტად, წელში გამართული ზის. ლამაზი თმა აქვს, თეთრია, მაგ-
რამ შიგადაშიგ ჟღალი ზოლები გასდევს, ასეთი თმა მისგან მემ-
კვიდრეობით მეც მერგო, შუბლთან გადაყოფილი და უზადოდ დავ-
რცხნილმოწესრიგებული აქვს. თვალები ცისფერ ღრუბელს მიუ-
გავს. ცხრა წელია ბრმაა და უკვე მიეჩვია; სახლში გადაადგილება-
საც ახერხებს. ცდილობს კროსვორდების ამოხსნის ხელოვნებას
დამაუფლოს, მაგრამ ეს საჩემო არ არის. ადრე ბებია მელნით წერ-
და ხოლმე. კროსვორდები ჰენრისაც უყვარს.
– ლამაზი დღეა, არა? – კითხულობს ბებია, სკამის საზურგეს ეყ-
რდნობა და თითების ფალანგებს ისრესს.
თავის დაქნევით ვეთანხმები და ვამბობ:
– ჰო, მაგრამ ცოტა ქარია. დედა ბაღში საქმიანობს, მაგრამ ქარი
არ აცლის.

29
ფრაზა გასული საუკუნის 30-40-იანი საპარსი კრემის „ბურმა-შეივის“
ერთ-ერთი სარეკლამო ტექსტიდან. ტექსტები შტატებს შორის საგზაო ნიშ-
ნებზე იყო დატანილი.

135
– ჰო, ლუსილი ასეთია. იცი, ბავშვო, გარეთ გასვლა მინდა.
– მეც მაგაზე ვფიქრობდი, – ვამბობ მე. იღიმება და ხელებს მიწ-
ვდის, სკამიდან ნაზად ვქაჩავ. პალტოებს ვიღებ და ბებიას თავზე
შალს ფრთხილად ვახვევ ისე, რომ თმა არ ავუჩეჩო. მერე კიბეს ნე-
ლა მივუყვებით და წინკარში გავდივართ. სახლისკენ მომავალ სა-
მანქანო გზაზე ვდგებით, ბებიასკენ ვტრიალდები და ვამბობ:
– სად გინდა წასვლა?
– ხეხილის ბაღში გავიდეთ.
– ეგ შორსაა. აი, დედა ხელს გიქნევს, შენც დაუქნიე, – ორივენი
ვუქნევთ, ჩვენგან კარგა მოშორებით, შადრევანთან დგას. ჩვენს მე-
ბაღე პიტერთან ერთად. მასთან საუბარი შეწყვიტა და ჩვენკენ იყუ-
რება, ჩვენს წასვლას ელის, მერე დედასთან დავას განაგრძობს,
ალბათ, ნარგიზების ან იორდასალამის გამო. პიტერს დედასთან კა-
მათი უყვარს, მაგრამ დედას ყოველთვის თავისი გააქვს, – ბებო, ხე-
ხილის ბაღამდე ლამის ერთი მილია.
– კლერ, მე ფეხებზე არაფერი მჭირს.
– კარგი, წავიდეთ, – მკლავში ხელს ვკიდებ და მივდივართ. რო-
ცა მიდოუს ვუახლოვდებით, ვეკითხები, – ჩრდილი გინდა თუ მზე?
– რა თქმა უნდა, მზე, – მპასუხობს ის.
იმ ბილიკს მივუყვებით, რომელიც მინდორს შუაზე კვეთს და მდე-
ლოზე გადის. მივდივართ და ბებოს იქაურობას აღვუწერ.
ახლა საცეცხლურს ვუახლოვდებით. მასში უამრავი ჩიტი ზის.
– უი, ნახე, გაფრინდნენ!
– ყვავები, შოშიები და მტრედები, – ამბობს ის.
– ჰო... ახლა ჭიშკართან ვართ. ფრთხილად, ბილიკზე ცოტა ტა-
ლახია. ძაღლის ნაკვალევს ვხედავ, დიდი ძაღლია, ალინგამების
ჯოი იქნებოდა. ყველაფერი მწვანედ ბიბინებს. აი, ის ველური ვარ-
დიც.
– ეს მდელო რა სიმაღლეზეა? – კითხულობს ბებია.
– ერთი ფუტი იქნება. ბაცი მწვანეა... აი, პატარა მუხებიც დგას.
ჩემკენ ტრიალდება და მიღიმის.
– წამოდი, მივესალმოთ.

136
ბილიკს გადაღმა მუხებისკენ მიმყავს. 40იან წლებში ჩემმა ბაბუ-
ამ ბებიაჩემის მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ძმის, ტედის ხსოვ-
ნის პატივსაცემად დარგო. ჯერ არ გაზრდილა, სიმაღლეში თხუთმე
ტიოდე ფუტი იქნება. ბებია შუა მუხას ხელს ადებს და ამბობს:
– გამარჯობა.
არ ვიცი, ხეს ესალმება თუ თავის ძმას.
გზას განვაგრძობთ. აღმართს მივუყვებით და ვხედავ, რომ ჩვენ
ქვემოთ მიდოუ იშლება, მდელოზე კი ჰენრი დგას. უეცრად ვჩერდე-
ბი.
– რა მოხდა? – მეკითხება ბებო.
– არაფერი, – ვამბობ და ბილიკზე მიმყავს.
– რა დაინახე? – კვლავ მეკითხება ის.
– ტყეს თავზე ქორი დასტრიალებს.
– რომელი საათია?
საათს დავცქერი. ლამის შუადღეა.
მდელოზე გავდივართ. ჰენრი გაუნძრევლად დგას. მიღიმის.
დაღლილი ჩანს. თმა გასჭაღარავებია. შავი ქურთუკი აცვია და მზით
განათებულ მდელოზე შავ ლაქად მოჩანს.
– ქვა სად არის? – კითხულობს ბებია, – დაჯდომა მინდა, – ქვას-
თან მიმყავს და დაჯდომაში ვშველი. მერე პირს ჰენრისკენ აბრუნებს
და ქვავდება.
– იქ ვინ დგას? – მეკითხება და ხმაში დაძაბულობა ეტყობა.
– არავინ, – ვცრუობ მე.
– იქ ვიღაც კაცია, – ამბობს და თავს ჰენრისკენ იქნევს. ისეთი სა-
ხით მიყურებს, თითქოს მეუბნება: „მიდი, მითხარი“.
ტყეში ძაღლი ყეფს. ვყოყმანობ.
– კლერ, – ამბობს ბებო და ხმაში შიშს ვატყობ.
– გაგვაცანი ერთმანეთი, – მშვიდად ამბობს ჰენრი.
ბებია დუმს და იცდის. მხარზე ხელს ვხვევ.
– კარგი, ბებო, ეს ჩემი მეგობარია, ჰენრი. ის არის, ვისზეც გიამ-
ბე.
ჰენრი გვიახლოვდება და ხელს ჩვენკენ იწვდის. ხელში ბებიას

137
ხელს ვუდებ.
– ელიზაბეთ მიგრამი, – ვამბობ მე.
– აჰ, თქვენ ის ხართ, – ამბობს ბებია.
– დიახ, – პასუხობს ჰენრი და მისი სიტყვა გულზე მალამოდ მე-
დება.
– შეიძლება? – კითხულობს ბებია და ხელს ჰენრისკენ იწვდის.
– თქვენ გვერდით დავჯდე? – კითხვას აგებებს ჰენრი და ქვაზე
ჯდება. ბებიას ხელს ჰენრის სახეზე ვუსვამ. ჰენრი მე შემომცქერის,
როცა ბებიას ხელი სახეზე ეხება, – მეღიტინება, – ამბობს ის.
– უხეშია. თქვენ ბიჭი არ გეთქმით, – აამბობს ის, როცა თითს გა-
უპარსავ ნიკაპზე უსვამს.
– არა.
– რამდენის ხართ?
– კლერზე რვა წლით ვარ უფროსი.
სახეზე გაოცება ეტყობა.
– ოცდახუთის? – ჰენრის შევერცხლილ თმას და მისი უპეების
გარშემო გაჩენილ ღარებს ვუყურებ. ორმოცისას ჰგავს, შეიძლება
ცოტა მეტის.
– ოცდახუთის, – მტკიცედ ამბობს ჰენრი და სადღაც იქ, ალბათ,
მართლაც არის.
– კლერმა მითხრა, რომ თქვენზე გათხოვებას აპირებს, – ეუბნე-
ბა ბებია ჰენრის.
ჰენრი იღიმება.
– დიახ, დაქორწინებას ვაპირებთ. რამდენიმე წელში, კლერის
სკოლის დამთავრების შემდეგ.
– ჩემს დროს ჯენტლმენები ქალიშვილის ოჯახის გასაცნობად სა-
დილად მოდიოდნენ ხოლმე.
– ჩვენი მდგომარეობა... სხვნაირია... აქამდე ვერ მოხერხდა.
– არ მესმის, რატომ. თუ ჩემს შვილიშვილთან ერთად მინ-
დორმინდორ უნდა იხეტიალოთ, შეგიძლიათ შინ გვესტუმროთ და
მისი მშობლები გაიცნოთ.

138
– მოხარული ვიქნები, – ამბობს ჰენრი და დგება, – მაგრამ ვწუხ-
ვარ, ახლა მალე ჩემი მატარებელი გადის და ვჩქარობ.
– ერთი წუთით, ახალგაზრდა, – იწყებს ბებია, მაგრამ ამ დროს
ჰენრი ამბობს:
– ნახვამდის, მისის მიგრამ. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი
გაცნობა. კლერ, ვწუხვარ, მაგრამ ვეღარ დავრჩები, – ჰენრისთვის
ხელის წავლებას ვცდილობ, მაგრამ ისეთი ხმა ისმის, თითქოს მთე-
ლი სამყაროს ხმაურს ის შთანთქავს და ჰენრი იქ აღარ არის. ბები-
ასკენ ვტრიალდები. ქვაზე ზის, ხელებს წინ იწვდის, სახეზე ენით
აღუწერელი განცვიფრება აწერია.
– რა მოხდა? – მეკითხება და მე ახსნას ვიწყებ. როცა ვასრულებ,
თავჩაღუნული ზის და თავისი ართრიტიანი თითებისგან სასწაულ
ფორმებს ხვლანჯავს. ბოლოს თავს სწევს და ჩემკენ იცქირება.
– კლერ, ეგ დემონი იქნება, – ამბობს ის.
ამას ისე დაბეჯითებით ამბობს, თითქოს მეუბნებოდეს, რომ პალ-
ტოს ღილები არასწორად მაქვს შეკრული, ან საუზმის დრო მოვიდა.
რა ვუპასუხო?
– მაგაზე მეც მიფიქრია, – ვეუბნები მე და მის ხელებს ვიღებ, რა-
თა ერთმანეთზე ხახუნისგან მეტად არ დაიწითლოს, – ჰენრი კეთი-
ლია. ის თავს დემონად არ გრძნობს.
ბებია იღიმება.
– ისე ლაპარაკობ, თითქოს დასტა-დასტად გყავდეს ნანახი, – ამ-
ბობს ის.
– ხომ არ გეჩვენება, რომ ნამდვილი დემონი ცოტა უფრო დემო-
ნური უნდა იყოს?
– ვატყობ, თუ მოინდომებს, ძალიან კარგად დაიჭერს თავს.
სიტყვებს ფრთხილად ვარჩევ.
– ჰენრიმ მითხრა, რომ მისი ექიმის აზრით, ის ახალი ტიპის ადა-
მიანია. ევოლუციის შემდგომ საფეხურზეა.
ბებია უარის ნიშნად თავს აქნევს.
– ეგეც ისეთივე ცუდია, როგორიც დემონობა. ღმერთო, კლერ,
ასეთ ადამიანზე გაყოლა რამ გაფიქრებინა? შვილებზე იფიქრე! უეც-

139
რად გაქრება, მომავალ კვირაში იმოგზაურებს და მერე საუზმეზე გა-
მოგეცხადება!
ვიცინი.
– ძალიან მაგარია! მერი პოპინსივით ან პიტერ პენივით იქნება.
ხელზე ხელს სუსტად მიჭერს.
– აბა, დაფიქრდი... ზღაპრებში საინტერესო თავგადასავლები
მხოლოდ ბავშვებს აქვთ. დედები შინ უცდიან და მათ ფანჯარაში შე-
მოფრენას ელიან.
მიწაზე დაყრილი ტანსაცმლის გროვას გავყურებ, რომელიც ჰენ-
რის წასვლის შემდეგ დარჩა. ვიღებ და ვკეცავ.
– ერთი წუთით, – ვამბობ მე, – მერე ტანისამოსის ყუთს ვპო-
ულობ და შიგ ვალაგებ, – წამოდი, შინ წავიდეთ, ლანჩის დრო გავი-
და, – წამოდგომაში ვშველი. ბალახში ქარი ღმუის, შინისკენ წელში
მოხრილები მივდივართ. როცა აღმართს ვუახლოვდებით, ვბრუნ-
დები და მდელოს გავცქერი. ცარიელია.
რამდენიმე ღამის შემდეგ ბებიას სასთუმალთან ვზივარ და „მი-
სის დელოუეის“ ვუკითხავ. საღამოა. თავს მაღლა ვწევ; ჩასძინებია.
კითხვას ვწყვეტ და წიგნს ვხურავ. თვალებს ახელს.
– გამარჯობა, – ვამბობ მე.
– გენატრება ხოლმე? – მეკითხება ის.
– ყოველდღე და ყოველ წუთს.
– ჰო, ყოველ წუთს. ასე ხდება ხოლმე, არა? – გვერდზე ბრუნდება
და თავს ბალიშში რგავს.
– ძილი ნებისა, – ვამბობ და ნათურას ვაქრობ. სიბნელეში ვდგა-
ვარ და ბებიას დავცქერი, საკუთარი თავის შეცოდების გრძნობა ისე
მივლის მთელ სხეულში, თითქოს შპრიცით შემიშხაპუნეს. ასე ხდება
ხოლმე, არა?

მკითხველთა ლიგა

140
შეჭამე, თორემ შეგჭამენ

შაბათი, 30 ნოემბერი, 1991 წელი


(ჰენრი 28 წლისაა, კლერი 20-ის)

ჰენრი: კლერმა სადილად დამპატიჟა. ჩვენთან ერთად მისი ოთა-


ხის მეზობელი ჩარისი და მისი შეყვარებული გომესიც ისადილებენ.
ცენტრალური სტანდარტული დროით ზუსტად 6 საათსა და 59 წუთზე
კლერის დერეფანში ვდგავარ და ზარს თითს ვაჭერ, ხელში სურნე-
ლოვანი ყვითელი ფრეზიები და ავსტრალიური კაბერნე მიჭირავს,
გული ყელში მებჯინება. კლერს პირველად ვსტუმრობ და არც მის
მეგობრებს ვიცნობ. წარმოდგენა არა მაქვს, რას უნდა ველოდო.
ზარი საშინელ ხმას გამოსცემს და კარს ვაღებ.
– ზემოთ ამოდით! – ყვირის მამაკაცის ხმა და ოთხ სართულზე
ავდივარ. ის ხმა მაღალ, ქერა ყმაწვილს ეკუთვნის, მსოფლიოში ყვე-
ლაზე უზადო ვარცხნილობა „პომპადური“ აქვს, პირში სიგარეტი
უდევს და „სოლიდარნოსტის“ მაისური აცვია. მეცნობა, მაგრამ ვერ
ვიხსენებ, საიდან. გომესის კვალობაზე... მეტისმეტად პოლონური
გარეგნობა აქვს. მოგვიანებით ვიგებ, რომ მისი ნამდვილი სახელი
და გვარია იან გომოლინსკი.
– მობრძანდით, ბიბლიოთეკის ბიჭო! – ღრიალებს გომესი.
– ამხანაგო! – ვამბობ მე და ყვავილებსა და ღვინოს ვაწვდი. ერ-
თმანეთს თვალებით ვბურღავთ, მერე ყინული ლღვება და გაბადრუ-
ლი გომესი ბინაში მიმიძღვის.
ოციანი წლების დროინდელი რკინიგზის ლიანდაგივით უსასრუ-
ლო სახლია – დერეფანი გრძელია, ოთახები კი ისე აქვს მიბმული,
თითქოს მათი მიშენება მოგვიანებითღა გაახსენდათ. აქ ერთმანეთს

141
ორი ესთეტიკა ერწყმის – ფანქი და ვიქტორიანული, რაც მძიმე, ნაკ-
ვეთფეხებიან ანტიკვარულ კოპწია სკამებსა და კედელზე გაკრულ
ელვისის პლაკატში გამოიხატება. დერეფნის ბოლოდან დიუკ
ელინგტონის ხმა ისმის: „IGot iit Bad and That Ain’t Good“, გომესი
იქით მიმიძღვის.
კლერი და ჩარისი სამზარეულოში არიან.
– ჩემო ფისოებო, ახალი სათამაშო მოგიტანეთ, – ენის მოჩლე-
ქით ამბობს ის, – ჰენრის თუ დაუძახებთ, გამოგხედავთ, მაგრამ შე-
გიძლიათ ბიბლიოთეკის ბიჭადაც მოიხსენიოთ.
კლერის თვალებს ვაწყდები, მხრებს იჩეჩს და სახეს საკოცნე-
ლად მიშვერს. თავაზიან მისალმებას ვჯერდები და ჩარისს ხელს
ვართმევ; დაბალი, სასიამოვნოდ ჩამრგვალებული და გრძელი შავი
თმა აქვს. ისეთი კეთილი სახით მიყურებს, მისთვის გულის გადაშ-
ლა, რამის, ნებისმიერი რამის გამხელა და მისი რეაქციის დანახვა
მინდა. პატარა ფილიპინელ მადონას ჰგავს. დაბალი ხმით, რომე-
ლიც დაახლოებით ასე ჟღერს: „ჩემთან ჟიმაობა არც იფიქრო“, ამ-
ბობს:
– კარგი, გომეს, მოკეტე. გამარჯობა, ჰენრი. მე ჩარის ბონავანი
ვარ. გომესს ყურადღებას ნუ მიაქცევ. ეს აქ სიმძიმეების სათრევად
მყავს.
– და სასექსაოდ. სექსი არ დაგავიწყდეს, – ახსენებს გომესი. მე-
რე მე მიყურებს და მეკითხბეა, – ლუდს დალევ?
– აბა, როგორ?
მაცივარში ძვრება და იქიდან „ბლაცს“ იღებს. საცობს ვაძრობ და
დიდ ყლუპს ვსვამ. სამზარეულო ისეთ დღეშია, გეგონებათ, „პილ-
სბერის“ ცომის ფაბრიკა აფეთქდაო. კლერი ჩემს მზერას თვალს აყ
ოლებს. უეცრად მახსენდება, რომ კეთება არ იცის.
– ჯერ ვსაქმიანობთ, არ დაგვიმთავრებია, – ამბობს ის.
– ჯერ ვაწყობთ, – ამბობს ჩარისი.
– ეგ უნდა ვჭამოთ? – კითხულობს გომესი.
მზერა ერთიდან მეორეზე გადამაქვს, ყველა ვიცინით.
– რომელიმემ კეთება იცით?

142
– არა.
– გომესი ბრინჯს ხარშავს ხოლმე.
– მხოლოდ „რაიარონის“.
– კლერი პიცას უკვეთს კარგად...
– და ტაილანდურ საჭმელს. ეგეც ვიცი.
– ჩარისი ჭამს.
– კარგი, გომეს, გეყო, – ერთხმად ამბობენ კლერი და ჩარისი.
– უჰ... ისე, ეგ რა უნდა ყოფილიყო? – ვკითხულობ და თავს მაგი-
დაზე დასვენებული კატასტროფისკენ ვიქნევ. კლერი ჟურნალიდან
ამოჭრილ ნაგლეჯს მაწვდის. რიზოტოა წიწილათი, შიიტაკეთი, ხო-
კერა გოგრითა და კედრის კაკლით. „გურმანში“ ამოვიკითხე, ოცი
ინგრედიენტი შედის, – მერე? ყველაფერი გაქვს?
კლერი თავს მიქნევს.
– ჰო, ყიდვა მეხერხება. ცოტა აწყობა მიჭირს.
ქაოსს კარგად ვაკვირდები.
– ეგებ რამე გამოვიყვანო.
– კეთება იცი?
თანხმობის ნიშნად თავს ვაქნევ.
– კეთება იცის! სადილი იხსნა! ლუდი მიირთვით! – იძახის გომე-
სი. ჩარისი ცოტა მშვიდდება და თბილად მიღიმის. კლერი, რომე-
ლიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ცოტა შემკრთალს ჰგავს, გვერ-
დით მიდგება და ჩურჩულებს:
– შენ გიჟი ხომ არა ხარ?
ვკოცნი. ცოტა იმაზე მეტხანს, ვიდრე უცხოების წინაშეა მიღებუ-
ლი. წელში ვსწორდები, ქურთუკს ვიხდი და სახელოებს ვიკაპიწებ.
– წინსაფარი მომეცით, – კატეგორიულად ვითხოვ მე, – გომეს,
ღვინო გახსენი. კლერ, მანდ რაც დაგისხამთ, გაწმინდე, თორემ მა-
ლე ჩაბეტონდება. ჩარის, მაგიდას ხომ არ გაშლი?
ერთი საათისა და ორმოცდასამი წუთის შემდეგ სუფრას ვუსხედ-
ვართ და წიწილიან რიზოტოსა და გოგრის პიურეს ვჭამთ. ყველაფე-
რი ძალიან ცხიმიანია. ყველანი გახეული მთვრალები ვართ.

143
კლერი: სანამ ჰენრი სადილს აკეთებს, გომესი სამზარეულოში
დგას, უთავბოლოდ ხუმრობს, ეწევა, ლუდს სვამს და როცა არავინ
უყურებს, მეჯღანება. ბოლოს ჩარისი იჭერს, კისერზე თითებს აჭ-
დობს და გომესი ჩერდება. ყველაზე ბანალურ რამეებზე ვლაპარა-
კობთ: ჩვენს სამსახურზე, სკოლაზე, იმაზე, სადაც გავიზარდეთ, და
ისეთ რაღაცებზე, რაზეც ახალგაცნობილი ადამიანები საუბრობენ
ხოლმე. გომესი ჰენრის სამსახურზე უყვება, ამბობს, რომ ადვოკა-
ტია და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს იცავს. ჩარისი კომპიუტერუ-
ლი პროგრამების პაწაწინა კომპანია „ლუსუს ნატურაში“ თავს გადა
ხდენილი საგმირო საქმეებით გვართობს, კომპანია ცდილობს კომ-
პიუტერებს ადამიანების ნათქვამი გააგებინოს; ის კი იმ სურათებს
ქმნის, რომლებსაც კომპიუტერების ეკრანზე ვხედავთ. ჰენრი ნიუბე-
რის ბიბლიოთეკის და იმ უცნაური ადამიანების ამბებს გვიყვება,
რომლებიც წიგნების წასაკითხად მიდიან ხოლმე.
– ნიუბერიში მართლა ინახება ადამიანის ტყავისგან გაკეთებუ-
ლი წიგნი? – ეკითხება ჩარისი ჰენრის.
– ჰო, მართლა.ნ „ნავათ ვუზერ ჰაიდარაბადელის ქრონიკები“.
1857 წელს დელიში, სამეფო სასახლეში იპოვეს. ერთხელ შემოი-
არე და გაჩვენებ.
ჩარისს აკანკალებს და იღიმება. ჰენრი ჩაშუშულს ურევს. მერე
ამბობს:
– აბა, ეცით, – ყველანი მაგიდასთან ვსხდებით. ჰენრი და გომესი
ლუდს სვამენ, მე და ჩარისი ღვინოს ვწრუპავთ, გომესი ჭიქებს პი-
რამდე გვივსებს, ცოტას ვიკიკნებით, ვერ ვხვდებით, რომ ვთვრე-
ბით, და როცა სკამზე დასხდომის ნაცვლად ლამის ძირს ვვარდები,
ჰენრი სკამს მაშველებს, გომესს კი სანთლების ანთებისას კინაღამ
ცეცხლი ეკიდება თმაზე.
გომესი ჭიქას სწევს.
– რევოლუციას გაუმარჯოს!
მე და ჩარისიც ვწევთ ჭიქებს; ჰენრიც.
– გაუმარჯოს რევოლუციას!

144
მადიანად ვიწყებთ ჭამას. რიზოტო რბილია და სლიპინა, გოგრა
– ტკბილი, ქათამი კი ცხიმში ცურავს. ისეთი კარგია, ტირილი მინ-
დება.
ჰენრი ერთ ლუკმას სინჯავს, მერე ჩანგალს გომესისკენ იშვერს.
– რომელი რევოლუცია?
– უკაცრავად?
– რომელი რევოლუციის სადღეგრძელოს ვსვამთ? – მე და ჩარი-
სი ერთმანეთს შეშფოთებულები შევყურებთ, მაგრამ უკვე გვიანია.
გომესი იღიმება და მე გული ლამის მუხლებში მივარდება.
– შემდეგის.
– რომელი შემდეგის? როდესაც პროლეტარიატი აღდგება,
მდიდრებს შეჭამს, კაპიტალიზმს აღგვის და მის ნაცვლად უკლასო
საზოგადოებას შექმნის?
– ჰო, მაგისი.
ჰენრი თვალს მიკრავს.
– ეგ კლერს არ აწყობს. ინტელიგენციაზე რა გეგმები გაქვს? იმ-
ათ რას უზამთ?
– ოჰ, – ამბობს გომესი, – ალბათ, მაგათაც გადავსანსლავთ,
მაგრამ შენ არაფერს დაგიშავებთ, მზარეულად დაგიტოვებთ. დაგ-
ვჭირდები.
ჩარისი ჰენრის ფრთხილად ეხება მკლავზე.
– არა, არავის შეჭმას არ ვაპირებთ, – ამბობს ის, – მხოლოდ მათ
ქონებას გადავანაწილებთ.
– ეგ დიდი შეღავათია, – ამბობს ჰენრი, – კლერისგან სადილის
მომზადება არ მინდა.
– არადა, ჩინებული იქნება. ძალიან გემრიელი გამოვა, – ამბობს
გომესი.
– ნეტავ კანიბალების სამზარეულო როგორია? – ვკითხულობ
მე, – კანიბალური სამზარეულოს რეცეპტები არ არსებობს?
– „უმი და მოხარშული“, – ამბობს ჩარისი.
ჰენრი აპროტესტებს.

145
– მანდ მომზადების რეცეპტები არ ეწერება. არა მგონია, ლე-
ვისტროსი30რეცეპტებს იძლეოდეს.
– რეცეპტების ადაპტაცია შეიძლება, – ამბობს გომესი და ქათმის
მორიგ ნაჭერს იღებს, – მაგალითად, კლერი სოკოთი და მარინარას
საწებლით, ლინგუინესთან ერთად, ან კლერის მკერდი а la Orange,
ან...
– გეყოთ, ეგებ არ მინდა შემჭამონ.
– ბოდიში, კლერ, – სერიოზული სახით ამბობს გომესი, – მაგრამ
უკეთესი მომავლისთვის შენ უნდა შეგჭამოთ.
ჰენრი ჩემს მზერას იჭერს და იღიმება.
– დარდი ნუ გაქვს, კლერ, რევოლუცია თუ მოხდება, ნიუბერიში
გადაგმალავ. წიგნების თაროებს შორის იცხოვრებ და თანამშრომ-
ლების ბუფეტში „დორიტოსა“ და „სნიკერსს“ შეჭამ. იქ ვერ მოგაგნე-
ბენ.
თავს ვაქნევ.
– იქნებ ყველა იურისტი დავხოცოთ?
– არა, არ გამოვა. მათ გარეშე ვერაფერს გახდებით, – ამბობს
გომესი, – მდიდრების ქონებას ეგენი განკარგავენ. იურისტების ჩა-
რევის გარეშე რევოლუცია ხუთ წუთში ყველაფერს აურევს.
– მამაჩემიც იურისტია, მაშასადამე, ვერც ჩვენ შეგვჭამთ.
– ეგ მცდარი იურისტია, – ამბობს გომესი, – მდიდრების საქმე-
ებს განკარგავს, მე კი ღარიბ, დაჩაგრულ ბავშვებს ვიცავ.
– კარგი, რა, გომეს, გეყოს, – ამბობს ჩარისი, – კლერს გულს სტ
კენ.
– სულაც არა! კლერს უნდა, რომ რევოლუციამ შეჭამოს, არა,
კლერ?
– არა.
– უჰ.
– კატეგორიული იმპერატივის შესახებ რას იტყვი? – ამბობს ჰენ-

30
იგულისხმება ფრანგი ეთნოლოგისა და ანთროპოლოგის კლოდ ლე-
ვისტროსის (1908-2009) ნაშრომი „უმი და მოხარშული“.

146
რი.
– რა უნდა ვთქვა?
– ოქროს წესი გეცოდინება – ნუ შეჭამ, თუ არ გინდა, შეგჭამონ.
გომესი ჩანგლის კბილებით ფრჩხილებს იწმენდს.
– არ გეჩვენება, რომ მსოფლიოს ასეთი წესი მართავს: შეჭამე,
თორემ შეგჭამენ.
– კი, ძირითადად, ასეა, მაგრამ შენ ხომ ალტრუიზმის შემთხვევა
ხარ? – ეკითხება ჰენრი.
– ჰო, ეგრეა, მაგრამ მე კერკეტი კაკალი ვარ, – გომესი ამას
ყალბი გულგრილობით ამბობს, მაგრამ ვხედავ, რომ ჰენრი აოცებს.
– კლერ, დესერტად რა გვაქვს?– ამბობს ის.
– ო, ღმერთო! კინაღამ დამავიწყდა, – ვამბობ, სწრაფად ვდგები
და წონასწორობის შესანარჩუნებლად მაგიდას ვებღაუჭები, – ახ-
ლავე მოვიტან.
– მოგეხმარები, – ამბობს გომესი და სამზარეულოში მომდევს.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია, სამზარეულოში კარს ვეჭი-
დები, ვბარბაცებ, გომესი ხელს მაშველებს. წამით ერთმანეთს ვეკ-
ვრით, მის ხელს წელზე ვგრძნობ, მერე მიშვებს, – კლერ, მთვრალი
ხარ, – ამბობს ის.
– ვიცი. შენც მთვრალი ხარ, – ყავადნის ღილაკს თითს ვაჭერ და
ყავა ჩაიდანში მოწანწკარებს. მაგიდას ვეყრდნობი და „ბრაუნის“
შეკვრას ფრთხილად ვიღებ. გომესი ჩემს ზურგს უკან, ძალიან ახ-
ლოს დგას და მშვიდად ამბობს, მისი სუნთქვა ყურში მიღიტინებს, –
ეს ის ბიჭია.
– ვინ ბიჭი?
– აი, ის, რომლის შესახებაც გაგაფრთხილე. ჰენრი ის ბიჭია...
სამზარეულოში ჩარისი შემოდის, გომესი უკან ხტება და მაცი-
ვარს აღებს.
– რას შვრებით? ხომ არ მოგეხმაროთ? – კითხულობს ის.
– აჰა, ეს ყავის ფინჯნები წაიღე...
მერე ყველანი ფინჯნებს, ლამბაქებს და ნამცხვარს ვიღებთ და
ოთახში მშვიდობით შეგვაქვს. ჰენრი ისე გველოდება, თითქოს კბი-

147
ლის ექიმთან იყოს, პაციენტის შეშინებული გამომეტყველება აქვს.
მეცინება. ასე მიყურებდა მიდოუშიც, როცა საჭმელი მივუტანე... მა-
გრამ აღარ ახსოვს. იქ ჯერ არ ყოფილა.
– ნუ ღელავ. ნამცხვარია და სხვა არაფერი. ხომ ხედავ,
„ბრაუნნის“ გამოცხობა მეც კი ვიცი.
ყველა იცინის და ჯდება. ბრაუნი ცოტა გამოუმცხვარია.
– გამოუმცხვარი „ბრაუნი“, – ამბობს ჩარისი.
– სალმონელოზის ჩხირი, – დასძენს გომესი.
– ცომი მიყვარს, – აცხადებს ჰენრი და თითებს იტლეკს.
გომესი სიგარეტს ახვევს, უკიდებს და ღრმა ნაფაზს ურტყამს.
ჰენრი: გომესი სიგარეტს უკიდებს და სკამის საზურგეს აწვება. ამ
ტიპში არის რაღაც, რაც ჩემში უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. ეგებ
ის, რომ კლერთან მეტისმეტად ჩვეულებრივად და მბრძანებლურად
უჭირავს თავი, ან ის, რომ პრიმიტიულ მარქსიზმს ქადაგებს? დანამ-
დვილებით ვიცი, რომ სადღაც მინახავს. წარსულში თუ მომავალში?
უნდა გავარკვიო.
– ძალიან მეცნობი, – ვეუბნები მას.
– ჰოო? ვგონებ, სადღაც გვინახავს ერთმანეთი.
მერე მახსენდება.
– იგი პოპი „რივიერათეატრში“?
უეცრად კრთება.
– ჰო. შენ იმ ქერა გოგოსთან ერთად იყავი, ინგრიდ კარმაიკ-
ლთან, მუდამ მასთან ერთად გხედავდი ხოლმე, – მე და გომესი
კლერს შევცქერით. ის გომესს დაჟინებით უყურებს; გომესი უღიმის.
გვერდზე იხედება, მაგრამ მე თვალს მარიდებს.
უეცრად ჩარისი გვევლინება მხსნელად:
– „იგი“ უჩემოდ ნახე?
– შენ მაშინ ქალაქგარეთ იყავი.
ჩარისი პატარა ბავშვივით იბუსხება.
– მე ვერაფერზე ვახერხებ მისვლას, – მომმართავს მე, – პატი
სმიტიც გამომეპარა, ახლა კი სცენაზე აღარ გამოდის. ვერც „Talking
Heads“ზე წავედი მათი ბოლო ტურის დროს.

148
– პატი სმიტი ისევ ჩამოვა, – ვამბობ მე.
– მართლა? შენ რა იცი? – მეკითხება ჩარისი. მე და კლერი ერ-
თმანეთისკენ ვაპარებთ თვალს.
– ვხვდები, – ვპასუხობ მე.
მერე ერთმანეთის მუსიკალური გემოვნების შესწავლას ვიწყებთ
და ვადგენთ, რომ ყველანი პანკის ერთგულები ვართ. გომესი ამ-
ბობს, რომ ჯონი სანდერსის ჯგუფიდან წასვლამდე „New York
Dolls“-ი ფლორიდაში ნახა. მე ლინ ლოვიჩის კონცერტს აღვწერ,
რომელსაც დროში ერთერთი მოგზაურობისას დავესწარი. ჩარისი
და კლერი აღტაცებულები ჩანან, რადგან ამ დღეებში „არაგონბოლ-
რუმში“ „Violent Femmes“-ი უკრავს, რომლის ბილეთებიც ჩარისმა
უფასოდ იშოვა. საღამოს დარჩენილი ნაწილი მშვიდად მიმდინარე-
ობს. კლერი სადარბაზომდე მაცილებს. გარეთ გასასვლელსა და ში-
და კარს შორის დერეფანში ვდგავართ.
– მაპატიე, – ამბობს ის.
– ოჰ, არა უშავს, კარგად გავერთეთ. სადილსაც არა უშავდა.
– არა, – ამბობს კლერი და ფეხსაცმელს დასცქერის, – გომესის
გამო ბოდიშს გიხდი.
დერეფანში ცივა. მკლავებს ვხვევ, მკერდზე მეყრდნობა.
– გომესის გამო რატომ? – ვეკითხები მე. რაღაცის თქმა უნდა,
მაგრამ არ ამბობს, მხრებს იჩეჩს.
– ყველაფერი კარგად იქნება, – ამბობს ის. მე მისი მჯერა. ერ-
თმანეთს ვკოცნით. მე გარეთ გასასვლელ კარს ვაღებ, ის შიგნით შე-
სასვლელს; ტროტუარზე გავდივარ და უკან ვიხედები. კლერი ჯერ
კიდევ ნახევრად ღია კარში დგას და გამომცქერის. ვდგავარ, უკან
წასვლა, მისი გულში ჩაკვრა და მასთან ერთად ზემოთ ასვლა მინდა.
ტრიალდება და ადის, მე კი მანამ ვუყურებ, სანამ თვალს არ მიეფა-
რება.

მკითხველთა ლიგა

149
შაბათი, 14 დეკემბერი, 1991 წელი,
სამშაბათი/9 მაისი,
2000 წელი (ჰენრი 36 წლის)

ჰენრი: ერთ ზორბა გარეუბნელ ბიჭს გონების დაკარგვამდე ვცემ


იმის გამო, რომ თავხედობა ეყო, პედერასტი დამიძახა და თავისი
სიმართლის დასამტკიცებლად მაგრად ცემა დამიპირა. „ვიკ თეატ-
რთან“ ვართ. სანამ ამ იდიოტს ცხვირს ვუმტვრევ და ნეკნებს ვულე-
წავ, „The Smoking Popes“ის ბასის ხმა მესმის. ისედაც დამპლური
საღამო მაქვს, ამ იდიოტმა კი მოთმინებიდან გამომიყვანა.
– ბიბლიოთეკარს გაუმარჯოს, – მესმის ვიღაცის ხმა. აბღავლე-
ბულ ჰომოფობს თავს ვანებებ, ვტრიალდები და ნაგვის ურნაზე მიყ-
რდნობილ გომესს ვხედავ. შეწუხებული სახით მიყურებს.
– ამხანაგო, – ვამბობ და იმ ტიპს, რომელსაც გამეტებით ვურ-
ტყამდი, თავს ვანებებ. მადლიერი გვერდით გორდება და იკუნტება,
– როგორ ხარ? – გომესის დანახვა შვებას მგვრის; უფრო სწორად,
მახარებს. როგორც ვატყობ, ჩემს სიხარულს არ იზიარებს.
– ვარ რა. არ მინდა, ხელი შეგიშალო, მაგრამ ეგ, ვისაც თავგა-
მოდებით უბაგუნებ, ჩემი მეგობარია.
ეგღა მაკლდა.
– თავისი ბრალია. მოვიდა და პირდაპირ მთხოვა: „სერ, მაგრად
დამჟეჟეთ“.
– ჰოო, მაშინ მაგარი ნამუშევარია, საშინლად არტისტულად გა-
მოგივიდა.
– გმადლობ.
– ხომ არ გამიჯავრდები, ნიკი რომ ავკრიფო და საავადმყოფოში
წავიღო?
– კი ბატონო, – ჯანდაბა, მისი ტანსაცმლის დაპატრონებას ვაპი-
რებდი, განსაკუთრებით მისი ფეხსაცმლის, ახალთახალი „დოკ მარ-
ტენსია“, მუქი წითელი და თითქმის ჩაუცმელი, – გომეს.
– რა? – მეგობრის წამოსაყენებლად იხრება, რომელიც თავისი-
ვე კალთაში თავის კბილს აფურთხებს.

150
– დღეს რა რიცხვია?
– 14 დეკემბერი.
– რომელი წელია?
იმ კაცის სახით მიყურებს, რომლებსაც გიჟების გასართობად არ
სცალია, ნიკს მეხანძრესავით იგდებს ზურგზე, ალბათ, სასტიკად მძ
იმეა. ნიკი მოთქვამს.
– 1991. ალბათ, მთვრალი ხარ, მაგრამ არ გეტყობა.
ხეივანს მიუყვება და თეატრის შესასვლელთან უჩინარდება.
სწრაფად ვითვლი. დიდი ხანი არ არის, რაც მე და კლერი ერთმა-
ნეთს ვხვდებით, ამიტომ გომესს ცუდად ვიცნობ. ალბათ, ამიტომაც
მიყურებდა ისე ალმაცერად.
მერე ისევ ჩნდება. ამჯერად უტვირთოდ არის.
– ტრენტი მიხედავს. ნიკი მისი ძმაა. ვერ გეტყვი, გაუხარდამეთ-
ქი.
ხეივანს მივუყვებით და აღმოსავლეთით მივდივართ.
– ეს შეკითხვა მომიტევე, ძვირფასო ბიბლიოთეკარო, მაგრამ
ასეთი ჩაცმული რატომ ხარ?
ლურჯი ჯინსი, გულზე ყვითელიხვებიანი საბავშვო ცისფერი ჯემ-
პრი, გრძელი ფოსფორისფერწითელი ჟილეტი და ვარდისფერი ბო-
ტასები მაცვია. პრინციპში, არ მიკვირს, რომ იმ ტიპს ჩემი ცემა მო-
უნდა.
– უკეთესი ვერაფერი ვნახე, – იმედია, ის ტიპი, ვისაც გავხადე,
სახლთან ახლოს იყო. ოცი გრადუსია, – შენ ძველ ბიჭებთან რატომ
მეგობრობ?
– რა ვიცი, სამართლის სკოლაში ერთად ვსწავლობდით.
სამხედრო სამოსის მაღაზიას ვუახლოვდებით და საოცრად მინ-
დება ნორმალური სამოსი მეცვას. ვწყვეტ, გავრისკო და გომესიც
აღვაშფოთო. გადაიტანს. ვჩერდები.
– ამხანაგო, ერთი წუთი დამჭირდება; რაღაც საქმე მაქვს. ხეივ-
ნის ბოლოში ხომ ვერ დამიცდი?
– რას აპირებ?
– არაფერს. გავტეხავ და შევალ. შენ იმ კაცს უყურე, ფარდის უკან

151
რომ დგას.
– მეც რომ გამოგყვე? – ნირწამხდარს ჰგავს, – კი ბატონო, თუ
გინდა.
თაღში შევდივარ, იქ უკანა კარია. ეს ადგილი სამჯერ გავტეხე,
ორჯერ – მომავალში. უკვე მთელ მეცნიერებად ვაქციე. ჯერ უბრა-
ლო საკეტს ვაღებ, რომლითაც ცხაურია დაცული, მერე შიდა კლი-
ტეს კალმის წვერითა და ბელმონტავენიუზე ნაპოვნი ქინძისთავით
ვხსნი და ორმაგი კარის საკეტის ენას ალუმინის ღეროს ვარჭობ. არ
ის! სამი წუთი მჭირდება. გომესი მორწმუნის ნეტარი მზერით შემომ-
ცქერის.
– ეს სად ისწავლე?
– ეს ხელობაა, – თავმდაბლად ვპასუხობ მე. შიგნით შევდივართ.
მოციმციმე წითელი შუქები ჩანს, სიგნალიზაციის სისტემას ჰგავს,
მაგრამ მოვუვლი. აქ უკუნი ბნელია. აქაურ განლაგებას და საქო-
ნელს გონების თვალს ვავლებ, – ხელი არაფერს ახლო, გომეს, –
თბილად და ძალდაუტანებლად ვეუბნები. რიგებს შორის ფრთხილ-
ად მივიკვლევ გზას, თვალი სიბნელეს ეჩვევა. შარვლიდან ვიწყებ:
შავ „ლევისებს“, მუქ ლურჯ ფლანელის პერანგს, შალის თბილ ორ-
მაგსარჩულიან ქურთუკს, შალის წინდებს, ბოქსიორის ტრუსს,
მთამსვლელის სქელ ხელთათმანებს და ყურებიან ქუდს ვარჩევ.
ჩემდა ბედად, ფეხსაცმელების განყოფილებაში სწორედ ისეთ „დო-
კებს“ ვაგნებ, რომელიც გომესის ძმაკაც ნიკს ეცვა. ახლა მზად ვარ.
ამასობაში გომესი დახლს უკან იჭყიტება.
– ტყუილად წუხდები, ღამით ფულს არ ტოვებენ. წავედით.
იმავე გზით გავდივართ, რომლითაც შემოვედით. კარს ფრთხი-
ლად ვხურავ და ცხაურს ვკეტავ. ჩემი ტანისამოსი, რომელიც აქ შე-
მოსვლამდე მეცვა, ჩანთაში მიდევს. ეგებ სადმე „ხსნის არმიის“ მო-
საკრებლის ურნა ვნახო. გომესი ხორცის ნაჭრის მომლოდინე დიდი
ნაგაზივით შემომცქერის.
მერე უეცრად რაღაც მახსენდება.
– მგელივით მშია. „ენ სადერში“ წავიდეთ.
– „ენ სადერში“? მეგონა, ბანკის გაძარცვას ან მინიმუმ ვინმეს

152
მოკვლას შემომთავაზებდი. ახლა საქმეს ადგახარ, ძმაო, არ გაჩერ-
დე.
– დასვენება მინდა. საწვავი უნდა ავიღო. წავედით, – ვამბობ მე.
ხეივნიდან ვუხვევთ და „ენ სადერის“ შვედური რესტორნის მანქანე-
ბის გასაჩერებლისკენ მივდივართ. მცველი უხმოდ შემოგვცქერის,
როდესაც მის საბრძანებელში დაუკითხავად შესულებს გვხედავს.
გზას ვჭრით და ბელმონტისკენ მივდივართ. ცხრა საათია და რო-
გორც ყოველთვის ქუჩაში გაქცეულები, უსახლკაროები, კლუბერე-
ბი და გარეუბნელი თავგადასავლების მაძიებლები დაფუთფუთებენ.
„ენ სადერი“ ამ ტატუების სალონებსა და სექსშოფებს შორის ღირს
ების კუნძულივითაა ამოზრდილი. შევდივართ და მაგიდასთან მიყ-
ვანას ველით. მუცელი მიბუყბუყებს. შვედური დეკორი მამშვიდებს,
კედლებზე ხეა გაკრული და წითელი ნათურები ბრუნავს. მწეველთა
დარბაზში, ბუხრის წინ გვსხამენ. აქ ყველაფერი ჩინებულია. ქურ-
თუკებს ვიხდით, ვისვენებთ და მენიუს ვშლით, მიუხედავად იმისა,
როგორც ნაღდმა ჩიკაგოელებმა ეს მენიუ ზეპირად ვიცით და ხმა-
შეწყობილები სიმღერითაც შევასრულებთ. გომესი თავისი მწევე-
ლის ავლადიდებას დანაჩანგლის გვერდით დებს.
– წინააღმდეგი ხომ არა ხარ?
– ვარ, მაგრამ მიდი.
გომესის თანამეინახეობა მისი ნესტოებიდან გამონაბოლქვ
კვამლში გაბოლვად მიჯდება. თითებზე მუქი ბრინჯაოსფერი ადევს;
ისინი მოხერხებულად დაქრიან და „დრამის“ თუთუნს სიფრიფანა
ქაღალდში გულმოდგინედ ახვევენ; სქელი ცილინდრის ფორმას აძ-
ლევს, ნერწყვით აწებებს, გრეხს, ტუჩებს შორის იქცევს და უკიდებს.
– აჰჰ.
გომესი ნახევარი საათი თამბაქოს გარეშე ყოფნას ანომალიად
თვლის. მიყვარს ადამიანების ცქერა, როცა მადას იკმაყოფილებენ,
მაშინაც კი, თუ მე არ ვმონაწილეობ.
– შენ არ ეწევი? არაფერს?
– არა. დავრბივარ.
– ჰო, მაგარ ფორმაში ხარ. ნიკი ლამის შემოგაკვდა, შენ კი ოდ-

153
ნავადაც არ დაღლილხარ.
– ძალიან მთვრალი იყო და ჩხუბის თავი არ ჰქონდა. მოჩვარუ-
ლი, უზარმაზარ ტომარასავით იყო.
– ეგრე რატომ შესდექი?
– სისულელე იყო.
მიმტანი მოდის. გვეუბნება, რომ ლანსი ჰქვია, მათი საფირმო
კერძი კი ორაგული და ნაღებიანი ბარდაა. სასმლის შეკვეთას იღებს
და სწრაფი ნაბიჯით მიდის. მე ნაღების პატარა სასოუსეს ვათამაშებ
ხელში.
– როცა ჩემი ჩაცმულობა დაინახა, იფიქრა, ამას ადვილად გავ
ლახავო და ცემა დამიპირა, „არა“ პასუხად არ ჩამითვალა და მაგი-
ტომ მოხვდა. მე მაგისთვის არ მეცალა, ჩემს საქმეზე ვფიქრობდი.
გომესი ფიქრიანი სახით მიყურებს.
– კერძოდ, რაზე?
– ბატონო?
– ჰენრი, შეიძლება არიფს ვგავარ, მაგრამ მოხუცი ბიძია გომესი
უტვინო არ არის. სანამ ჩვენი პატარა კლერი შინ მოგიყვანდა, მანამ
გადევნებდი თვალს. არ ვიცი, იცი თუ არა, მაგრამ გარკვეულ წრეებ-
ში არასახარბიელო სახელი გაქვს. შენს ბევრ ნაცნობს ვიცნობ; ძი-
რითადად, ქალებს. ისინი გიცნობენ, – თამბაქოს ბოლქვებიდან
თვალმოჭუტული შემომცქერის, – ძალიან უცნაურ რამეებს ამბობენ
შენზე, – ლანსი მოდის. ჩემთვის ყავა მოაქვს, გომესისთვის კი რძე.
ვუკვეთთ: ჩიზბურგერსა და ფრის გომესისთვის, გამოჩურჩული ბარ-
დის წვნიანს, ორაგულს, ტკბილ კარტოფილს და ხილის მიქსს ჩემ-
თვის. მეჩვენება, რომ თუ ახლავე უამრავი კალორია არ ვშთანთქე,
ვიღაც შემომაკვდება. ლანსი ჩქარი ნაბიჯით მიდის. როცა ძველ
ცოდვებს მახსენებენ, ვღელავ, მაგრამ გომესის თვალში ეს ვერ მა-
მართლებს. მმისი საქმე არ არის, მაგრამ პასუხს მაინც ელის. ყავაში
ნაღებს ვასხამ, ვურევ და ვუყურებ, როგორ ლღვება პატარა თეთრი
ლაქა მის თავზე. სიფრთხილეს ვივიწყებ, ან რა მნიშვნელობა აქვს.
– რა გინდა იცოდე, ამხანაგო?
– ყველაფერი. მაინტერესებს, ერთი შეხედვით მოკრძალებულმა

154
საბავშვო ბაღის მასწავლებლის ფორმაში გამოწყობილმა ბიბლიო-
თეკარმა არაფრის გამო კაცს ისე როგორ სცემა, რომ კომაში ჩააგ-
დო? რატომ სცადა ინგრიდ კარმაიკლმა თავის მოკვლა რვა დღის
წინ? დღეს რატომ ხარ იმაზე ათი წლით უფროსი, ვიდრე ამას წინათ
ჩანდი? თმა გიჭაღარავდება. საიდან იცი საკეტის გატეხა? საიდან
ჰქონდა კლერს შენი ფოტოსურათი შენთან შეხვედრამდე?
კლერს ჩემი სურათი 1991 წლამდე ჰქონდა? არ ვიცოდი.
– როგორი სურათი იყო?
გომესი ყურადღებით მათვალიერებს.
– აი, ასეთს უფრო გგავს, როგორიც ახლა ხარ, და არა ისეთს,
როგორიც რამდენიმე კვირის წინ იყავი, როცა სადილად მოხვედი.
ნუთუ ეგ ორი კვირის წინ იყო? ღმერთო, ანუ მე და გომესი მეორ
ედ ვხვდებით ერთმანეთს.
– გარეთაა გადაღებული; იღიმები. უკან თარიღი აწერია: ივნისი,
1988 წელი.
სადილი მოაქვთ, ვჩუმდებით და ჩვენს პატარა მაგიდაზე ყვე-
ლაფრის დატევას ვცდილობთ. ისე ვიწყებ ჭამას, თითქოს ხვალინ-
დელი დღე აღარ დადგება.
გომესი ზის და მიყურებს, როგორ ვჭამ. თვითონ პირს არაფერს
აკარებს. ასე სასამართლო დარბაზში მოწმეებს შეჰყურებს ხოლმე.
ამ მზერით ეუბნება, ყველაფერი დაფქვითო. დავფქვავ, მაგრამ ჯერ
უნდა ვჭამო. მინდა გომესმა სიმართლე იცოდეს, რადგან შემდეგ
წლებში არაერთხელ უნდა მიშველოს.
ორაგულზე გადავდივარ, მას კი ყველაფერი ხელუხლებლად უდ
ევს.
– ჭამე, ჭამე, – ვამბობ მისის კიმის ხმით. კარტოფილს კეტჩუპში
აწობს და ღეჭავს, – ნუ ღელავ. აღსარებას გეტყვი, მაგრამ მშვიდად
სადილობა მაცადე.
მნებდება და ბურგერის ჭამას იწყებს. სიტყვას არ ვამბობთ, სანამ
ხილსაც არ ვამთავრებ. ლანსს ყავა კიდევ მოაქვს. შაქარს ვყრი და
ვურევ. გომესი ისე შემომცქერის, თითქოს ჩემი შენჯღრევა უნდა. გა-
დავწყვეტ ცოტა გავერთო.

155
– კეთილი, გეტყვი – დროში მოგზაურობა.
გომესი თვალებს ატრიალებს, იჯღანება, მაგრამ არაფერს ამ-
ბობს.
– მე დროში მოგზაური ვარ. ახლა ოცდათექვსმეტი წლის გახლა-
ვარ. ეს 2000 წლის 9 მაისის დილა იყო. სამშაბათი. სამსახურში ვი-
ყავი, ის იყო, კაქსტონკლუბის წევრების ექსკურსია დავასრულე და
წიგნების თაროებზე გადასაწყობად დავბრუნდი, როცა უეცრად
სქულსტრიტზე გავჩნდი, 1991 წელი იყო. ახლაც ჩვეული პრობლემა
მქონდა – ჩასაცმლის შოვნა. ცოტა ხანს ვიღაცის ვერანდის ქვეშ ვი-
მალებოდი. ციოდა, გზაზე არავინ ჩანდა და ბოლოს ის ვიღაც ბი
ჭი, რომელსაც ეცვა... მოკლედ, შენ თვითონაც ნახე, რაც ეცვა. და-
ვაყაჩაღე, ფულიც წავართვი და სამოსიც, ყველაფერი, საცვლის
გარდა. მაგრად შევაშინე; ვგონებ, ეგონა, გაუპატიურებას ან რაღაც
ასეთს ვუპირებდი. მოკლედ, ტანსაცმელი ვიშოვე, ჰმაგრამ იმ უბან-
ში ასეთი ჩაცმული ვერ გახვალ – აუცილებლად გაუგებრობაში აღ-
მოჩნდები. მთელი საღამო საშინელებებს მომძახოდნენ, შენი მეგო-
ბარი კი ბოლო წვეთი იყო. ვწუხვარ, თუ ძალიან დაშავდა. მისი სა-
მოსი, განსაკუთრებით ფეხსაცმელი მჭირდებოდა, – გომესი მაგი-
დის ქვეშ იყურება და ფეხებზე დამცქერის, – ასეთ სიტუაციაში ხში-
რად ვარ. მე არაფერს ვგეგმავ. რაღაც მჭირს. დროში ყოველგვარი
მიზეზის გარეშე გადავაადგილდები. ვერ ვაკონტროლებ, არ ვიცი,
როდის მოხდება, ან სად და როდის ამოვყოფ თავს. ამიტომ ხან მა-
ღაზიებს ვძარცვავ, ხან საკეტებს ვტეხ, გამვლელებს ჯიბეში ხელს
ვუყოფ, ვმათხოვრობ, ვტეხ და შევდივარ, მანქანები მიმყავს,
ვიტყუები, ვიკაკვები, ვბზრიალებ, ხალხს ვასახიჩრებ. რაც გინდა,
დაასახელე, ყველაფერი გაკეთებული მაქვს.
– მკვლელობა.
– ეგ არა, რამდენადაც ვიცი... და არც გაუპატიურება, – ვლაპა-
რაკობ და თან მას შევყურებ. სახეზე ნიღაბაკრული მიყურებს, – ინ-
გრიდი... ინგრიდს მართლა იცნობ?
– სელია ეტლის ვიცნობ.
– ღმერთო ჩემო, რა უცნაური ნაცნობები გყავს. ინგრიდი რითი

156
იკლავდა თავს?
– „ვალიუმის“ დიდი დოზით.
– 1991 წელია? გასაგებია. თვითმკვლელობის მეოთხე მცდელო-
ბა იყო.
– რა?
– არ იცოდი? სელიას რაც უნდა, მხოლოდ იმას ამბობს. პრინციპ-
ში, ინგრიდმა მოახერხა და თავს 1994 წლის 2 იანვარს ბოლო მო-
უღო. მკერდში იარაღი დაიხალა.
– ჰენრი...
– იცი, ეს ექვსი წლის წინ მოხდა, მაგრამ მასზე ჯერაც გაბრაზებ
ული ვარ. სისულელეა. სასტიკი დეპრესია ჰქონდა და ვერ გამოვი-
და. ვერაფრით დავეხმარე. ამის გამო გაუთავებლად ვჩხუბოდით
ხოლმე.
– ცუდად ხუმრობ, ბიბლიოთეკარო.
– მტკიცებულება გჭირდება.
პასუხად მხოლოდ იღიმება.
– ის ფოტო? როგორც შენ ამბობ, კლერს რომ აქვს?
სახიდან ღიმილი უქრება.
– მაგის გამო საგონებელში ვარ.
– მე კლერს პირველად 1991 წლის ოქტომბერში შევხვდი, მან კი
პირველად 1977 წლის სექტემბერში მნახა; მაშინ ექვსის იყო, მე –
ოცდათვრამეტის. მთელი ცხოვრებაა მიცნობს. 1991 წელს გავიცა-
ნი. თუ გინდა, ჰკითხე. ყველაფერს გეტყვის.
– უკვე ვკითხე და მითხრა.
– კარგი, რა, გომეს, ძვირფას დროს მაკარგვინებ და თავიდან მა-
ყოლებ. არ დაუჯერე?
– არა. შენ დაუჯერებდი?
– რა თქმა უნდა. კლერმა ტყუილი არ იცის. კათოლიკურადაა აღ-
ზრდილი, – ლანსს კიდევ მოაქვს ყავა. უკვე ძალიან ბევრი კოფეინი
მივიღე, მაგრამ მეტი არ მაწყენს, – მერე? რაღა მტკიცებულებას
ეძებ?
– კლერმა თქვა, რომ უჩინარდები ხოლმე.

157
– ჰო, ეგ ჩემი ერთერთი ოინია. ჩემ გვერდით იყავი და ნახავ,
რომ ადრე თუ გვიან გავუჩინარდები. შეიძლება რამდენიმე წუთი,
საათი ან დღე დამჭირდეს, მაგრამ ამ მხრივ სანდო ვარ.
– 2000 -ში ერთმანეთს ვიცნობთ?
– ჰო, – ვიცინი მე, – და თან კარგი მეგობრები ვართ.
– ჩემს მომავალზე მითხარი.
ეგ არა. ეგ ცუდი აზრია.
– არა.
– რატომ?
– გომეს... რაღაცები ხდება. მათ შესახებ წინასწარ ცოდნა ყვე-
ლაფერს რაღაც... უცნაურს ხდის. მაინც ვერაფერს შეცვლი.
– რატომ?
– მიზეზ-შედეგობრიობა მხოლოდ წინ მიდის. ყველაფერი ერ-
თხელ, ერთადერთხელ ხდება. როცა რაღაცები იცი... მე, მაგალი-
თად, ჩიხში ვექცევი ხოლმე. თუ დროში ხარ, იმის ცოდნა... რომ თა-
ვისუფალი ხარ... დამიჯერე, – იმედგაცრუებული მიყურებს, – ჩვენს
ქორწილში ჩემი მეჯვარე იქნები, მაგრამ დეტალებს არ გეტყვი.
– იქნებ საფონდო ბირჟაზე მაინც მითხრა რამე?
რატომაც არა. 2000 წელს საფონდო ბირჟა აიწყვეტს, მაგარი შე-
მოსავალი იშოვება და გომესს გაუმართლებს.
– ინტერნეტზე თუ გაგიგია რამე?
– არა.
– კომპიუტერთანაა დაკავშირებული. მსოფლიო მასშტაბის
უზარმაზარი ქსელია და ჩვეულებრივი ადამიანები არიან ჩართული.
კომპიუტერს სატელეფონო ხაზებით უკავშირდებიან. ტექნოლოგიე-
ბის აქციები უნდა იყიდო. „Netscape“, „America Online“, „Sun
Microsystems“, „Yahoo!“, „Microsoft“, „Amazon.com“...
ყველაფერი აიწევს.
– „Dotcom“ი?
– მაგაზე ნუ ღელავ. ყველაფერი აქციების გამოსვლისთანავე
იყიდე, – ვიღიმები, – ტაში დაუკარი, თუ ფერიებისა გჯერა.
– მეგონა, ნებისმიერს ძელზე გასვამდი, ვინც დღეს საღამოს ზღ-

158
აპრებს გიხსენებდა.
– „პიტერ პენიდან“ არის, შე უწიგნურო, – უეცრად თავბრუსხვე-
ვას ვგრძნობ. ახლა აქ სცენის გამართვა არ მინდა. ფეხზე სწრაფად
ვდგები, – გამომყევი, – ვამბობ და მამაკაცების საპირფარეშოსკენ
გავრბივარ. გომესი ფეხდაფეხ მომდევს. საპირფარეშო საოცრების
წყალობით ცარიელი მხვდება, ერთ კაბინაში შევრბივარ. სახეზე
ოფლი ღვარად მომდის. ნიჟარაში გული მერევა.
– ღმერთო, იესო ქრისტე! – ამბობს გომესი, – ეე, ბიბლიოთეკის
ბიჭო...
მაგრამ მე მისი ნათქვამი აღარ მესმის, რადგან დედიშობილა
გვერდულად ცივ ლინოლეუმზე ვწევარ, უკუნ ბნელში. გაბრუებული
ვარ და მცირე ხანს არ ვიძვრი. ხელს ვიწვდი და წიგნების ყდებს
ვსინჯავ. ნიუბერიში ვარ. კატალოგებს შორის. ბარბაცით ვდგები,
რიგის ბოლომდე მივდივარ და ჩამრთველს ტკაცანით ვრთავ; იმ
რიგს, რომელშიც ვდგავარ, შუქი ეფინება და თვალებს მჭრის. ჩემი
ტანისამოსი და წიგნები, რომლებსაც ვაწყობდი, მეორე რიგის ბო-
ლოში ყრია. ვიცვამ, წიგნებს თაროებზე ვალაგებ და კარს ვაღებ. არ
ვიცი, რა დროა. ალბათ, სიგნალიზაცია უკვე ჩართეს, მაგრამ არა,
ყველაფერი ხელუხლებლად მხვდება. იზაბელი ახალ მკითხველს
სამკითხველო დარბაზში მოქცევის წესებს აცნობს; მატი გვერდით
ჩამივლის და ხელს მიქნევს. ფანჯრებში მზე იღვრება, სამკითხველო
დარბაზის საათი 4:15-ს აჩვენებს. თხუთმეტიოდე წუთით წავსულ-
ვარ. ამელია მხედავს და კარზე მანიშნებს.
– სტარბაქსში გავდივარ. ყავა გინდა?
– არ ვიცი... არა მგონია, მგმადლობ, – თავი საშინლად მტკივა.
რობერტოს კაბინეტში ვიხედები და ვეუბნები, რომ ცუდად ვარ. თავს
თანაგრძნობით მიქნევს; ხელით ტელეფონზე მანიშნებს, საიდანაც
სწრაფი იტალიური ლაპარაკი ისმის. ჩემს ნივთებს ვიღებ და მივდი-
ვარ.
ეს ბიბლიოთეკარი ბიჭის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო.

მკითხველთა ლიგა

159
კვირა, 15 დეკემბერი, 1991 წელი
(კლერი 20 წლისაა)

კლერი: მზიანი, ლამაზი კვირა დილაა და მე ჰენრისგან შინ


ვბრუნდები. ქუჩები მოყინულია და რამდენიმე დუიმის სისქის თოვ-
ლი ადევს. ყველაფერი დამაბრმავებლად ქათქათა და სუფთაა: არე-
თა ფრანკლინის სიმღერას ვღიღინებ: „RESPECT“! როცა ედისონი-
დან ჰოინზე ვუხვევ, ჰოი, საოცრებავ! ჩემ წინ მანქანის გასაჩერებელ
ადგილს ვხედავ. დღეს მიმართლებს. ვაჩერებ, მოლიპულ ტროტუ-
არზე გზას ფრთხილად მივიკვლევ და ვესტიბიულში შევდივარ,
კვლავ ვღიღინებ. მეჩვენება, რომ ხერხემალი კაუჩუკისა მაქვს, ამ
გრძნობას სექსს, ჰენრის საწოლში გაღვიძებას და შინ გამთენიისას
მისვლას მივაწერ. კიბეზე მივფარფატებ. ჩარისი ტაძარში წავიდო-
და. ახლა აბაზანის მიღება და „ნიუიორკ ტაიმზის“ წაკითხვაზე ვოც-
ნებობ. კარის გაღებისთანავე ვხვდები, რომ მარტო არა ვარ. სას-
ტუმრო ოთახში თამბაქოს ბოლქვებში გახვეული გომესი ზის; ფან-
ჯრებზე სქელი ფარდებია ჩამოშვებული. წითელ შპალერსა და წითე-
ლი ხავერდის ავეჯში ჩაძირული პოლონელ ქერა ელვის სატანას31
ჰგავს. უხმოდ ზის, მე ჩემი ოთახისკენ მივდივარ და არაფერს ვამ-
ბობ. ჯერ კიდევ გაჯავრებული ვარ მასზე.
– კლერ.
ვტრიალდები.
– რა?
– მაპატიე, შევცდი, – გომესისგან მსგავსი რამ წარმოუდგენე-
ლია. ხმა ჩახრინწვია.
სასტუმრო ოთახში შევდივარ და ფარდებს ვწევ. მზის სხივებს სი-
გარეტის კვამლში შემოღწევა უჭირს, ფანჯარას ცოტათი ვაღებ.
– არ მესმის, როგორ ახერხებ ამდენის მოწევას ისე, რომ კვამლ-

31
(ელვის პრესლის ირლანდიელმა კათოლიკე მღვდელმსახურებმა ერ-
თხელ სატანის მსახური უწოდეს.)

160
ის დეტექტორი არ ირთვება.
ცხრავოლტიან ელემენტს მაჩვენებს.
– წასვლისას ადგილზე დავაბრუნებ.
შემთხვევით „ჩესტერფილდის“ კოლოფზე ვჯდები. ველი, რომ
გომესი აზრის ასეთი შეცვლის მიზეზს მეტყვის. მეორე სიგარეტს ახ-
ვევს, უკიდებს და მიყურებს.
– წუხანდელი საღამო შენს მეგობარ ჰენრისთან ერთად გავატა-
რე.
– მეც.
– ვხვდები. მერე რა ქენით?
– „ფესეტში“ ვიყავით, პიტერ გრინუეის ფილმი ვნახეთ, მარო-
კოული კერძები ვჭამეთ და მასთან წავედით.
– იქიდან მოდიხარ?
– ჰო.
– ჩემი საღამო კულტურული თვალსაზრისით ნაკლებდატვირ-
თული, მაგრამ გაცილებით საინტერესო იყო. შენს ბიჭუნას „ვიკ-
თან“, ხეივანში გადავეყარე, ნიკს ძვალრბილს უერთიანებდა. რო-
გორც ტრენტმა მითხრა, ნიკს ცხვირი გატეხილი, სამი ნეკნი ჩალე-
წილი, ხელის მტევნის ძვლები დამსხვრეული, რბილი ქსოვილი კი
დაზიანებული აქვს და ორმოცდაექვსი ნაკერი ადევს. წინა კბილი ჩა-
სასმელი ექნება, – მისი ნათქვამი ჩემზე შთაეჭდილებას ვერ ახდენს.
ნიკი საზიზღარი ვინმეა, – ეს უნდა გენახა, კლერ, შენი შეყვარებული
ნიკს ტომარასავით აბურთავებდა. თითქოს ქანდაკებას ძერწავდა
მისგან. ერთადერთზე ფიქრობდა, სად დაერტყა, რომ მაქსიმალური
ეფექტი ჰქონოდა. ბახბუხ! ეგებ აღვფრთოვანებულიყავი კიდეც,
ნიკის ნაცვლად სხვა რომ ყოფილიყო.
– ჰენრი ნიკს რატომ სცემდა?
გომესს დაბნეულობას ვატყობ.
– ნიკის ბრალი იყო. გეებს დასცინის ხოლმე... ჰენრი კი პატარა
მის მაფეტივით იყო გამოწყობილი. წარმომიდგენია. საწყალი ჰენ-
რი.
– მერე?

161
– მერე სამხედრო მაღაზია გავქურდეთ.
ჯერჯერობით ყველაფერი ჩინებულადაა.
– მერე?
– მერე სადილად „ენ სადერში“ შევედით.
სიცილი მიტყდება. გომესი იღიმება.
– მერე მეც იმავე ამბავს მომიყვა, რაც შენ მიამბე.
– მერე რატომ დაუჯერე?
– ისე თავისუფლად ეჭირა თავი, ასე მეგონა, ძალიან კარგად
მიცნობდა. ჩემი ტელეფონის ნომერიც ჰქონდა. ვითომ არაფერი. მე
რე გაქრა – მე იქ დავრჩი, მერე კი... სხვა რაღა გზა მქონდა, დავიჯე-
რე.
თანაგრძნობით ვუქნევ თავს.
– ძალიან შთამბეჭდავად უჩინარდება. ეს მასთან პირველივე
შეხვედრიდან მახსოვს; მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. ხელი ჩამო-
მართვა და უეცრად, ფუჰ! გაქრა. როდიდან მოდიოდა?
– 2000-დან. გაცილებით უფროსს ჰგავდა.
– რთული პერიოდი აქვს.
აქ ჯდომა და ჰენრიზე ისეთ ვინმესთან ლაპარაკი მსიამოვნებს,
ვინც მას იცნობს. გომესისადმი უსაზღვრო მადლიერებას ვგრძნობ,
მაგრამ უეცრად წინ იხრება და ძალიან სერიოზული სახით ამბობს:
– მაგას არ გაჰყვე, კლერ!
– ჯერ არ შემოუთავაზებია.
– ხვდები, რასაც ვგულისხმობ.
გაუნძრევლად ვზივარ და კალთაში დასვენებულ ჩემს ხელებს
დავცქერი. მცივა და განრისხებული ვარ. თვალებს მაღლა ვწევ. გო-
მესი მომშტერებია.
– მიყვარს... მთელი ცხოვრებაა მას ველი და ახლა აქ არის, – არ
ვიცი, როგორ ავხსნა, – ჰენრის გვერდით ყველაფერს ვხედავ, თით-
ქოს გადაშლილ რუკას დავცქერი, სადაც წარსულიცა და აწმყოც ხე-
ლისგულზე მიდევს, ანგელოზად ვგრძნობ თავს, ყველაფერი ერ-
თად…... – თავს ვაქნევ. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ, – შემიძ-
ლია მასთან ერთად დროს შევეხო... იმასაც ვუყვარვარ. ჩვენ

162
ცოლქმარი ვართ, რადგან... ერთმანეთის ნაწილები ვართ... – ენა
მებმის, – ყველაფერი უკვე მოხდა... ყველაფერი ერთად, – გომესს
ვუყურებ და ვცდილობ მივხვდე, გავაგებინე თუ არა რამე.
– კლერ, ძალიან მომწონს, კარგია, მაგრამ საშიში. ყველა ქალი,
რომელთანაც საქმე ჰქონია, ცუდად ამთავრებს. არ მინდა ამ მომ-
ხიბლავი სოციოპათის მკლავებში ასე ცეკვაცეკვით ამოყო თავი
და...
– ვერ ხვდები, რომ დაიგვიანე? იმ ადამიანზე მელაპარაკები,
რომელსაც ექვსი წლიდან ვიცნობ. მე მას ვიცნობ, შენ კი ორჯერ ნა
ხე და ახლა მატარებლიდან გადმოხტომას მირჩევ. ვერ გადმოვხტე-
ბი; მე ჩემი მომავალი ვნახე; მას ვერც შევცვლი და რომც შემეძლოს,
მაინც არ შევცვლიდი.
გომესი ფიქრიანი სახით მიყურებს.
– ჩემს მომავალზე არაფერი მითხრა.
– ჰენრი შენზე ზრუნავს. შენ ასე არ მოგექცევა.
– შენ ხომ მოგექცა?
– ამას ვერ გაექცეოდა; ჩვენი ცხოვრება ერთმანეთშია ახლარ-
თული; მის გამო მთელი ბავშვობა ყველასგან განსხვავებული მქონ-
და, მაგრამ თვითონ ვერაფერს ხდებოდა. თავისი შესაძლებლობის
მაქსიმუმი გააკეთა.
საკეტში გასაღების გადატრიალების ხმა ისმის. ჩარისია.
– კლერ, არ გაბრაზდე, მე შენს დახმარებას ვცდილობ.
ვუღიმი.
– შენ ჩვენ დაგვეხმარები. აი, ნახავ.
ჩარისი ხველებით შემოდის ოთახში.
– ოჰ, საყვარელო, რამდენ ხანს გალოდინე.
– კლერს ველაპარაკებოდი... ჰენრიზე.
– დარწმუნებული ვარ ეუბნებოდი, რომ ძალიან მოგწონს, არა?
– ჩარისის ხმაში გაფრთხილება კრთება.
– ვეუბნებოდი, რომ თავს უშველოს და საპირისპირო მიმართუ-
ლებით მოკურცხლოს.
– ოჰ, გომეს... კლერ, ამას ყურს ნუ უგდებ. კაცებში საშინელი გე-

163
მოვნება აქვს, – ჩარისი გომესის მოშორებით ჯდება, ის ხელს ჰკი-
დებს და კალთაში ისვამს. ჩარისი უბღვერს.
– წირვის შემდეგ ასე იცის ხოლმე.
– საუზმე მინდა.
– ჰო, რა თქმა უნდა, გეშიება, ჩემო მტრედო, – მერე დგებიან და
სამზარეულოსკენ მირბიან. მალე ჩარისის ხმამაღალი კისკისი მეს-
მის, გომესი კი ვითომ ჟურნალ „ტაიმზით“ ტყიპავს. ვოხრავ და ჩემს
ოთახში გავდივარ. მზე ანათებს. სააბაზანოში ძველ, უზარმაზარ აბა-
ზანაში ცხელ წყალს ვუშვებ და წუხანდელ სამოსს ვიხდი. როცა შიგ
ნით ჩავდივარ, უეცრად სარკეში საკუთარ ანარეკლს ვხედავ. ლამის
მსუქანი ვარ. ეს არ მახარებს, წყალში ისეთი შეგრძნებით ვჯდები,
თითქოს ენგრის32 ოდალისკი ვიყო. ჰენრის ვუყვარვარ. აქ არის. ბო-
ლოს და ბოლოს, აქ არის; და მე ის მიყვარს. ხელებს მკერდზე ვის-
ვამ, მკერდიდან ნერწყვის თხელი ფენა ამდის, წყალს ერევა და მი-
აქვს. რატომ არის ყველაფერი ასე რთულად? ნუთუ ყველაზე დიდი
სირთულე უკან არ დარჩა? თმას წყლის ქვეშ ვყოფ, ჩემს გარშემო
დატივტივებს, მუქია და ბადეს ჰგავს. მე ჰენრი არ ამირჩევია, არც
მას ავურჩევივარ. ეს როგორ შეიძლება შეცდომა იყოს? ახლაც იმა-
ვე ფაქტის წინაშე ვდგავარ – ჩვენ არაფერი ვიცით. აბაზანაში ვწე-
ვარ და წყლის გაგრილებამდე ჩემს თავს ზემოთ კაფელს შევცქერი.
ჩარისი კარზე აკაკუნებს, მეკითხება, ხომ არ მოვკვდი და ამბობს,
რომ კბილების გახეხვა უნდა. თავზე პირსახოცს ვიხვევ და საკუთარ
თავს ისევ სარკეში ვხედავ – დროისა და ორთქლის გამო გამოსახუ-
ლება ბუნდოვანია, ჩემს თავს სხვადასხვა წარსული და მომავალი
დღეებისა და წლების მიხედვით ერთმანეთზე შრეებად დალაგე-
ბულს ვხედავ, უეცრად მეჩვენება, რომ უჩინარი გავხდი. მერე ეს
შეგრძნება ისევე სწრაფად ქრება, როგორც გაჩნდა, წუთით უძრა-
ვად ვდგავარ, მერე ხალათს ვიცვამ, კარს ვაღებ და გავდივარ.

32
იგულისხმება ფრანგი ფერმწერის ჟან ენგრის (1780-1867) ტილო „დიდი
ოდალისკი“.

164
შაბათი, 22 დეკემბერი, 1991 წელი
(ჰენრი 28 წლისაა და 33ის)

ჰენრი: დილის 5 საათსა და 25 წუთზე ზარის ხმა ისმის, ყოველ-


თვის ავბედითი ნიშანია. „ინტერკომთან“ ბარბაცით მივდივარ და
ღილაკს ვაწვები.
– ვინ არის?
– მე ვარ, შემომიშვი, – კვლავ ვაწვები, საშინელი ზუზუნი ისმის,
რაც მომსვლელს ამცნობს, – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
ორმოცდახუთი წამის შემდეგ ლიფტის რახრახი ისმის, ზემოთ ამო-
დის. ხალათს ვიცვამ, დერეფანში ვდგავარ და პატარა ჭუჭრუტანი-
დან ლიფტის კაბელების მოძრაობას ვაკვირდები. კაბინა ჩემი მხედ-
ველობის ზონაში ჩნდება და ჩერდება, რა თქმა უნდა, მე მოვედი.
კაბინის კარს აღებს და დერეფანში შემოდის, შიშველია, გასაპა
რსი, თმა ძალიან მოკლედ აქვს შეჭრილი. ცარიელ დერეფანს მი-
ვუყვებით და ბინაში შევდივართ. კარს ვხურავ და ერთმანეთის პი-
რისპირ ვრჩებით.
– აბა, – ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ რამე ვთქვა, – როგორაა
საქმე?
– ისე რა... დღეს რა რიცხვია?
– 22 დეკემბერი, 1991 წელი, შაბათი.
– ოჰ! დღეს „არაგონში“ „Violent Femmes“ უკრავს?
– ჰო.
იცინის.
– ის რა საშინელი საღამო იყო, – საწოლთან მიდის – ჩემს სა-
წოლთან – ძვრება და ზეწარს თავზე იფარებს. მე მის ფეხთან ვეშვე-
ბი.
– მისმინე, – ვამბობ მე. პასუხი არ არის, – როდიდან ხარ?
– 1996 წლის 13 ნოემბრიდან. დაძინებას ვაპირებდი. მაცადე,
დავიძინო, თორემ ხუთ წელიწადში გულწრფელად ინანებ.
გონივრული ნათქვამია. ხალათს ვიძრობ და საწოლში ვწვები.
ჩემი ორეული ჩემს მხარეს დაეპატრონა, მე სხვა, კლერის მხარეს

165
ვწევარ, ამას ახლაღა ვხვდები. აქედან ყველაფერი ცოტა განსხვავე-
ბულად ჩანს. ისეთი შეგრძნებაა, რომელიც მაშინ გეუფლება, როცა
ცალ თვალს ხუჭავ და ყველაფერს ახლოდან აკვირდები, მერე იმა-
ვეს მეორე თვალით უცქერ. ვწევარ და ვუყურებ: ჩემს ტანსაცმელს
მიმოფანტულს ვხედავ, ფანჯრის რაფაზე ღვინის ჭიქისგან დარჩენი-
ლი ლაქა ჩანს, მერე ჩემს მარჯვენა ხელს დავცქერი. ფრჩხილები
დასაჭრელი მაქვს, ჩემს ბინას კი „ფედერალური დახმარების ფონ-
დი“ თუ უშველის. ეგებ ჩემი ორეული დამეხმაროს, ცოტა სახლის
საქმეში წამიკრას ხელი და აქ ყოფნის საფასური ასე გადამიხადოს.
ვიხსენებ, მაცივარსა და საკუჭნაოში რა დევს და ვმშვიდდები – სურ-
სათი გვეყოფა. ამაღამ კლერის მოყვანას ვგეგმავ და არ ვიცი, ამ
ჩემს ზედმეტ ცალს რა ვუყო. მერე ვფიქრობ, ვინ იცის, ეგებ კლერს
ჩემი ეს გვიანდელი ეგზემპლარი უფრო მოეწონოს, რადგან მას
უკეთ იცნობს. ამის გაფიქრება რატომღაც მაკრთობს. მახსენდება,
რომ ყველაფერი, რაც ახლა მოაკლდება, მომავალს დაემატება,
მაგრამ ვშფოთავ და ვნატრობ, რომ ერთერთი ჩვენგანი წავიდეს.
ჩემს ორეულს ვაკვირდები. ზღარბივით დაგორგლილს ცალ
გვერდზე სძინავს. მისი მშურს. ის მე ვარ, მაგრამ ჯერ არა. მან ცხოვ-
რების ის ხუთი წელი გაიარა, რომელზეც მე არაფერი ვიცი, რომე-
ლიც მე ჩასაფრებული და საკბენად გამზადებული მიცდის. მან ის სი-
ამოვნებაც გამოცადა, რომელიც მე წინ ხელუხლებელი შოკოლადი-
ვით მელის.
ახლა მას კლერის თვალით ვუცქერ. თმა რატომ აქვს მოკლე? ჩე-
მი ხვეული, შავი, მხრებამდე თმა ყოველთვის მიყვარდა; სკოლის
დამამთავრებელი კლასის შემდეგ ასე ვატარებ. ადრე თუ გვიან, შე-
ვიჭრი. უეცრად ვხვდები, რომ ეს თმა იმ უამრავთაგან ერთერთია,
რაც კლერს ახსენებს, რომ მე ზუსტად ის კაცი არა ვარ, რომელსაც
ადრეული ბავშვობიდან იცნობს. მე იმის მიახლოებული ვერსია ვარ,
რაც მას გონებაში ჩარჩა. კლერის გარეშე რა ვიქნებოდი?
რა იქნებოდა კაცი, რომელიც საწოლის მეორე მხარეს ნელა და
ღრმად სუნთქავს. კისერი და ზურგი ხერხემალსა და ნეკნებთან ერ-
თად ადიჩაუდის. მისი გლუვი, თითქმის უთმო კანი კუნთებსა და

166
ძვლებს მჭიდროდ ეკვრის. დაქანცულია, მაგრამ ისე სძინავს, თით-
ქოს ნებისმიერ წუთს წამოხტება და გაიქცევა. მეც ასეთ დაძაბულო-
ბას ვასხივებ? ალბათ. კლერი მუდამ ჩივის, რომ მანამ არ ვისვენებ,
სანამ დაღლილობა არ მკლავს, სინამდვილეში კი მის გვერდით
მშვიდი და ლაღი ვარ ხოლმე. ეს ჩემი უფროსი ორეული უფრო სუს-
ტი და ფრთხილია, უფრო თავდაჯერებული და სოლიდური, მაგრამ
შეუძლია ჩემთან თავი მოიწონოს: კარგად მიცნობს, ვერ შევედავე-
ბი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
ახლა 7 საათი და 14 წუთია და აშკარად ძილი მრევს ხელს. ვდგე
ბი და ყავადანს ვრთავ. საცვალს და სპორტულ შარვალს ვიცვამ და
ვიზმორები. ბოლო დროს მუხლები მტკივა და სამუხლეებს ვატარებ.
წინდებს ვიცვამ და ბოტასებზე თასმებს ვიკრავ, ალბათ, მუხლებიც
მათ გამო მტკივა, ხვალ წავალ და ახალ ფეხსაცმელს ვიყიდი. ჩემი
სტუმრისთვის უნდა მეკითხა, გარეთ როგორი ამინდია. თუმცა უმი-
სოდაც გასაგებია – დეკემბერია ჩიკაგოში – სიცივე de rigueur 33
ჩემს ძველთაძველ „ჩიკაგოარტფესტივალის“ მაისურს, შავ სპორ-
ტულ შარვალსა და მძიმე ნარინჯისფერ სპორტულ ქურთუკს ვიცვამ,
კაპიუშონს ვიხურავ, რომელსაც წინა მხარეს დიდი X აწერია, უკანა
ნაწილი კი გამჭვირვალე აქვს. ხელთათმანებსა და გასაღებს ვიღებ
და გავდივარ.
ცუდი ამინდი არ არის, როგორც ადრეულ ზამთარში იცის. მიწაზე
ცოტა თოვლი დევს, ქარი ეთამაშება და აქეთიქით ფანტავს. დიარ-
ბორნზე მანქანების საცობია, ძრავების ზრიალი ისმის, ცა რუხია,
ნელნელა ნათდება და ნაცრისფერი ედება.
გასაღებს თასმაზე ვიბამ და ტბის სანაპიროს სირბილით მივუყ-
ვები. დელავერიდან აღმოსავლეთით, მიჩიგანავენიუზე ნელა გავ-
დივარ, ქვეითად მოსიარულეების ხიდზე გადავდივარ და ველოსი-
პედისტების ზოლს სირბილით მივუყვები, ჩრდილოეთისკენ,
ოუკსტრიტბიჩისკენ მიჭირავს გეზი. დღეს მხოლოდ თავგადადებუ-
ლი მორბენლები და მოტოციკლესტები არიან გარეთ. დღეს ლეიკმ-

33
(ფრანგ.) წესით დადგენილი, სავალდებულო.

167
იჩიგანი მუქი ფიქლის ფერია, მიქცევაა და ქვიშის შავი ზოლი გაშიშ-
ვლებულია. თავზე თოლიები დამტრიალებენ; მივრბივარ; სიცივე
სახსრებს მტკენს და უეცრად ვხვდები, რომ ტბის ნაპირას მაგრად
ცივა, ალბათ, ოცზე მეტი იქნება. ჩვეულებრივზე ნელა მივრბივარ,
ვხურდები და ჩემს საწყალ მუხლებსა და კოჭებს ვახსენებ, რომ სა-
ჭიროების შემთხვევაში სწრაფად და შორს უნდა გამაქროლონ.
ფილტვებში ცივ, მშრალ ჰაერს შევიგრძნობ, გული მშვიდად მიცემს,
როდესაც ნორთავენიუზე გავდივარ, კარგად ვარ და სიჩქარეს ვუმა-
ტებ. სირბილი ჩემთვის ბევრს ნიშნავს: გადარჩენას, სიმშვიდეს, ეი-
ფორიასა და მარტოობას. ის ჩემი ფიზიკური არსებობის დასტურია,
ის მოძრაობის კონტროლის უნარის ქონას, დროში თუ არა, სივრცე-
ში მაინც, და იმას ნიშნავს, რომ ჩემი სხეული დროებით მაინც ემორ-
ჩილება ჩემს ნებას. მივრბივარ, ჰაერს მივაპობ, გარშემო ყველაფე-
რი მოძრაობს, ჩემს ფეხებს ქვემოთ კი მიწა დიაფილმივით მირბის.
მახსოვს, ბავშვობაში, ვებისა და ვიდეოთამაშების შემოსვლამდე
დიდი ხნით ადრე, სკოლის ბიბლიოთეკაში დიაფილმებს მორყეულ
პროექტორში ვდებდით და შიგ ვიჭყიტებოდით, ჩამრთველს ვატ-
რიალებდით და სხვადასხვა კადრს ვუყურებდით. საზარელი ხმა
ჰქონდა. აღარ მახსოვს, როგორი ან რაზე იყო, მაგრამ ბიბლიოთე-
კის სუნი და ის მახსოვს, რომ იმ ხმოვანი სიგნალის გაგონებაზე
ვკრთოდი. მივფრინავ, ის საოცარი შეგრძნება მეუფლება და მეჩვე-
ნება, რომ ცოტაც და, ჰაერში ავიჭრები, მგონია, უვნებელი ვარ და
ვერაფერი შემაჩერებს, ვერაფერი, ვერაფერი, ვერაფერი.

საღამო, იგივე დღე


(ჰენრი 28 და 33 წლისაა, კლერი 20ის)

კლერი: „არაგონბოლრუმში“ „Violent Femmes“ის კონცერტზე


მივდივართ. ჰენრი ყოყმანობს, ვერ ვხვდები, რატომ, რადგან

168
„Violent Femmes“ი უყვარს, მანქანის გასაჩერებელ ადგილს ვე-
ძებთ. ერთსა და იმავე ადგილას წრეზე დავდივარ – „გრინმილს“, ბა-
რებს, მკრთალი შუქით განათებულ კორპუსებსა და სამრეცხაოებს
გარს ვუვლით. ბოლოს მანქანას არგაილზე ვაჩერებ და მოსარკულ
და დანგრეულ ტროტუარს აკანკალებულები მივყვებით. ჰენრი
სწრაფად დადის, მე აქოშინებული მივდევ ხოლმე. ახლა ჩემი ნაბი-
ჯისთვის ფეხის აწყობას ცდილობს. ხელთათმანს ვიძრობ და გაყი-
ნულ ხელს მის ჯიბეში ვჩრი. მკლავს მხარზე მხვევს. აღტაცებული
ვარ, რადგან აქამდე მე და ჰენრი საცეკვაოდ არასდროს ვყოფილ-
ვართ, თავისი მოძველებული და ყალბი ესპანური ბრწყინვალებით
„არაგონიც“ ძალიან მიყვარს. ბებია აქ ოცდაათიანებში გამართულ
ცეკვებზე მიამბობდა ხოლმე, როცა ყველაფერი ახალი და ძალიან
ლამაზი იყო და ადამიანები აივნებზე გათიშვამდე არ თვრებოდნენ,
მამაკაცების საპირფარეშოში კი შარდის ტბები არ იდგა, მაგრამ
c’est la vie 34დრო იცვლება და აქ ახლა ჩვენ ვართ.
რამდენიმე წუთს რიგში ვდგავარ. ჰენრი დაძაბული და ყურადღე-
ბად ქცეულია. ჩემი ხელი უჭირავს, მაგრამ ხალხის მიღმა იყურება.
შესაძლებლობით ვსარგებლობ და ვათვალიერებ. ლამაზია. მხრე-
ბამდე უკან გადავარცხნილი, შავი და სწორი თმა აქვს. კატასავითაა,
თხელი, დაუდეგარი და ძლიერი. ისე დგას, თითქოს ვინმეს უნდა
სწვდეს და უკბინოს. შავი ქურთუკი და თეთრი კოტონის პერანგი აც-
ვია, ქურთუკიდან გახსნილი სახელოები გამოსჩაჩვია, ლამაზი სა-
ლათისფერი მწვანე ჰალსტუხი უკეთია, იმდენად აქვს მოშვებული,
რომ მის დაკუნთულ კისერს ვხედავ, შავი ჯინსი და შავი მაღალყე-
ლიანი ბოტასები აცვია. თმას მიწევს და მაჯაზე იხვევს. მცირე ხნით
მისი ტყვე ვარ, მერე რიგი მიდის, მე წინ მატარებს.
ბილეთები გვაქვს და ხალხის ნაკადს შენობაში მივყვებით. „არა-
გონს“ უამრავი გრძელი აივანი, თაღი და დარბაზი აქვს, რაც დასა-
მალავად და დასაკარგად იდეალურია. მე და ჰენრი სცენის ახლოს

34
(ფრანგ.) ასეთია ცხოვრება.)

169
აივანზე, პატარა მაგიდასთან ვსხდებით. პალტოებს ვიხდით, ჰენრი
მაშტერდება.
– ძალიან ლამაზი ხარ, მაგარი კაბაა, მაგრამ არა მგონია, მაგაში
ცეკვა შეძლო.
ტანზე მომდგარი აბრეშუმის მოცისფრომოიასამნისფრო კაბა
მაცვია, მაგრამ წელვადია და მოძრაობაში ხელს არ მიშლის. დღეს
დილით სარკესთან ვივარჯიშე და ყველაფერი ჩინებულად გამომი-
ვიდა. ყველაზე მეტად ჩემი თმა მანაღვლებს; ზამთრის მშრალ ამინ-
დში ორჯერ იმაზე მეტი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. დაწვნას ვიწ-
ყებ, ჰენრი მაჩერებს.
– არა, რა, შენი გაშლილ თმაში ყურება მინდა.
კონცერტი იწყება. მოთმინებით ვუყურებთ. ხალხი აქეთიქით და-
დის, ყველა ლაპარაკობს და ეწევა. ადგილები აღარ არის. წარმ
ოუდგენელი ხმაურია.
ჰენრი ჩემკენ იხრება და ყურში ჩამყვირის:
– დალევ რამეს?
– „კოკას“.
ბართან მიდის. ხელებს აივნის მოაჯირზე ვდებ და ხალხს გადავ-
ცქერი. კლასიკურ კაბებსა და საბრძოლო სამოსში გამოპრანჭული
ქალიშვილები, „მოჰავესა“ და ფლანელის პერანგებში გამოწყობი-
ლი ბიჭები. ჯინსებსა და მაისურებში ჩაცმული ორივე სქესის ადამია-
ნები. კოლეჯის სტუდენტები და ოცს გადაცილებული ახალგაზრდე-
ბი, აქაიქ უფროსებიც ურევიათ.
ჰენრი კარგა ხააანს არ ჩანს. პირველი ჯგუფი გახურდა. აქაიქ აპ-
ლოდისმენტები ისმის, დამხმარეებს ამ ჯგუფის ინსტრუმენტები გა-
აქვთ და მეტნაკლებად მათი მსგავსები შემოაქვთ. ლოდინი მღლის,
ჩვენს მაგიდას და ტანსაცმელს ვტოვებ და აივანზე მჭიდროდ მდგომ
ხალხს შორის გზას მუჯლუგუნით ვიკვლევ, კიბეზე ჩავდივარ და
მქრქალად განათებულ დერეფანში გავდივარ. იქ ბარია. ჰენრი აქ
არ არის. დერეფნებში ნელა მივდივარ, ნიშებში ვიჭყიტები, მას ვე-
ძებ, მაგრამ ვცდილობ, არ შევიმჩნიო, რომ ვეძებ.
დერეფნის ბოლოში ვხედავ. ვიღაც ქალთან ძალიან ახლოს დგ-

170
ას; მეჩვენება, რომ ერთმანეთს ეხვევიან; ქალი ზურგით კედელზეა
აკრული, ჰენრი წინ უდგას, ხელით მის მხარს ზემოთ კედელს ეყ-
რდნობა. ასეთი ინტიმური პოზის დანახვა სუნთქვას მიკრავს. ქერაა
და ძალიან ლამაზი, გერმანულ სტილში, მაღალი და მოდური.
ვუახლოვდები და ვხვდები, რომ ერთმანეთს არ კოცნიან; ჩხუბო-
ბენ. ჰენრი თავისუფალი ხელით მეტად ამძაფრებს იმას, რასაც მას
უყვირის. მერე ქალს უემოციო სახეზე ბრაზი ეტყობა და ტირილამდე
მიდის. ისიც რაღაცას კივის. ჰენრი უკან იხევს და ხელებს შლის. რო-
ცა სცილდება, მისი უკანასკნელი სიტყვები მესმის:
– არ შემიძლია, ინგრიდ! უბრალოდ არ შემიძლია! მაპატიე...
– ჰენრი!
ქალი ჰენრის მოსდევს და უეცრად ორივე მხედავს. დერეფნის
ცენტრში მშვიდად ვდგავარ. ჰენრი მოღუშული მკიდებს ხელს და
კიბისკენ ჩქარი ნაბიჯით მივყავარ. სამი საფეხურის ავლის შემდეგ
ვტრიალდები და ვხედავ, რომ ის დერეფანში დგას, ხელებჩამოყრი-
ლი გვიყურებს, უმწეო და დაძაბული. ჰენრი უკან აპარებს მზერას,
გზას ვაგრძელებთ და ზემოთ ავდივართ.
ჩვენს მაგიდას ვპოულობთ, რომელიც სასწაულის წყალობით
ჯერ კიდევ თავისუფალია და ჩვენი პალტოებიც ადგილზეა. შუქი
ქრება და ჰენრი ხმას ისე უწევს, რომ ბრბოს ხმა გადაფაროს:
– მაპატიე... კარამდეც ვერ მივედი, ინგრიდს გადავეყარე.
ინგრიდი ვინ არის? დუეცრად ჰენრის სააბაზანოში ნანახი პომა-
და მაგონდება და ვხვდები, რომ ეს უნდა ვიცოდე, მაგრამ დარბაზში
სიბნელე წვება და „Violent Femmes“ი სცენაზე ადის.
გორდონ განო მიკროფონთან დგას, ყველას გვიბღვერს, ზარი
ავის მომასწავლებლად რეკავს, ის წინ იხრება და „Blister in the
Sun“ის სტრიქონებს მღერის, მერე ყველა ადგილიდან წყდება და იწ-
ყებს. მე და ჰენრი არ ვიძვრით, ჩემკენ იხრება და ყვირის:
– გინდა წავიდეთ?
საცეკვაო მოედანზე კაცობრიობის მოდგმამ აიშვა.
– მე ცეკვა მინდა!
ჰენრი შვებას გრძნობს.

171
– მაგარია! კარგი, წავედით!
ჰალსტუხს იხსნის და ქურთუკის ჯიბეში იტენის. კიბეს მივუყვებით
და მთავარ დარბაზში შევდივართ. ჩარისსა და გომესს ვხედავთ. ჩა-
რისი თავდავიწყებით და გაშმაგებით ცეკვავს, გომესი ფეხს ძლივს
ადგამს, ტუჩებს შორის თითქმის ჩამწვარი სიგარეტი უდევს. მხე-
დავს და ხელს შეუმჩნევლად მიქნევს. ამ ბრბოში გზის გაკვლევა მი-
ჩიგანლეიკში სიარულს ნიშნავს; ხალხის ბრბომ შეგვითრია, ამოგ-
ვატივტივა და სცენისკენ წაგვიღო. ბრბო ბღავის: „კიდევ, კიდევ“,
„Femmes“ პასუხობს და ინსტრუმენტებს გაშმაგებული ურტყამს.
ჰენრი წინ მიდის. სცენის წინ ვდგავართ, მოცეკვავეები ერთმა-
ნეთს ეხეთქებიან, თეძოებსა და მკლავებს გამალებულები იქნევენ
და მუსიკის ტემპს მიჰყვებიან.
ჩვენც ვცეკვავთ. მუსიკა სხეულში მივლის, ბგერების ტალღები
ხერხემალს მიუყვება და ტვინის დაუკითხავად ჩემს ფეხებს, თეძო-
ებსა და მხრებს არხევს (Beautiful girl, love your dress, high school
smile, oh, eyes, wher she is now, Ican only guess 35თვალებს ვახელ
და ვხედავ, რომ ჰენრი ცეკვისას შემომცქერის. როცა მკლავებს მაღ-
ლა ვწევ, წელზე მეხვევა და ჰაერში მიტაცებს. ის საცეკვაო მოედანი
მთელი მარადისობა პანორამულად მემახსოვრება. ვიღაც ხელს
მიქნევს, მაგრამ სანამ მივხვდები, ვინ არის, ჰენრი ძირს მსვამს. ხან
ჩახუტებულები, ხანაც ცალცალკე ვცეკვავთ.How canIexplain
personal pain?36ოფლი ღვარად მომდის. ჰენრი თავს აქნევს და მისი
თმა შავ მორევს ქმნის, მისი ოფლი მასველებს. მუსიკა გაჰყვირის და
დაგვცინის Iain’t had much to live for, Iain’t had much to live for,
Iain’t had much to live for 37 – ყველანი ვყვებით. სხეული მოქნილი
მაქვს, ფეხები მიშეშდება და უეცრად თეთრი მხურვალება მთელ

35
( ინგლ.) „ლამაზი გოგო, მაგარი კაბა, მორიდებული ღიმილი – ოჰ, დიახ,
ნეტავ ვიცოდე, სად არის ახლა?“
36
( ინგლ.) „როგორ ავხსნა ჩემი ტკივილი?“
37
( ინგლ.) „მე სიცოცხლე აღარ შემიძლია, მე სიცოცხლე აღარ შემიძლია“

172
სხეულში მივლის – ბოქვენით დაწყებული ტვინის გავლით. თმა სვე-
ლი ბაწრებივით ეტმასნება ჩემს მკლავებს, კისერს და ზურგს. მუსიკა
კედელს ენარცხება და ჩერდება. გული მიძგერს. ჰენრის ხელს მკერ-
დზე ვადებ და მიკვირს, როცა ვხვდები, რომ მას გულისცემა სულ
ოდნავ აქვს აჩქარებული.
მოგვიანებით ქალების საპირფარეშოში შევდივარ და ვხედავ,
რომ ინგრიდი ნიჟარაზე ზის და ტირის. წინ პატარა, შავკანიანი, ლა-
მაზდრედებიანი ქალი უდგას, რაღაცას ეუბნება და თმაზე ხელს უს-
ვამს. ინგრიდის ქვითინი საპირფარეშოს ყვითელ ფილებზე ექოსა-
ვით ისმის. შეუმჩნევლად გამოსვლას ვცდილობ, მაგრამ უეცრად ჩე-
მი მოძრაობა მათ ყურადღებას იპყრობს. მიყურებენ. ინგრიდი ცუდ
დღეშია. მისი გერმანული სიცივე უკვალოდ გამქრალა, სახე გაწით-
ლებული და დასივებული აქვს, ლოყებზე საღებავი ნაკადულებად
მოსდის. გაშტერებული, დასუსტებული და ძალაგამოცლილი შე-
მომცქერის. შავკანიანი ქალი მიახლოვდება. ლამაზია და ნაზი, მუქი
და სევდიანი. ახლოს მიდგება და მშვიდად ამბობს:
– დაო, რა გქვია?
ვყოყმანობ და მაინც ვპასუხობ:
– კლერი.
ინგრიდს გასცქერის.
– კლერ, მისმინე, ერთ ჭკვიანურ რამეს გეტყვი – იქ ნუ ერევი, სა-
დაც შენი ადგილი არ არის. ჰენრი უბედურებაა, მაგრამ ინგრიდის
უბედურებაა, ნუ გასულელდები და მასთან ნუ დაიჭერ საქმეს. გაიგე,
რას გეუბნები?
არ მინდა მესმოდეს, მაგრამ მესმის.
– რაზე მელაპარაკებით?
– ესენი დაქორწინებას აპირებდნენ, მმაგრამ მოულოდნელად
ჰენრი ყველაფერს შლის და ინგრიდს ყველაფრის დავიწყებას
სთხოვს, ამბობს, რომ ძალიან წუხს, მაგრამ არა უშავს. ვარწმუნებ,
რომ უმისოდ ყოფნა ჯობს, მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდა. ცუ-
დად ექცევა, იმდენს სვამს, არაფრის თავი არა აქვს, რამდენიმე
დღით იკარგება, მერე ისევ ჩნდება, თითქოს არაფერიო, ყველაფერ-

173
თან წვება, თუ რამ ფეხზე დგას. აი, ასეთია ეგ შენი ჰენრი. როცა შენც
აგატირებს და აგავიშვიშებს, არ თქვა, რომ არ გაგაფრთხილეს, –
მერე ზურგს მაქცევს, ინგრიდთან მიდის; კვლავ მე მაშტერდება, სა-
სოწარკვეთილი შემომცქერის.
მგონი, პირდაღებული ვუყურებ.
– მაპატიეთ, – ვამბობ და თავს ვშველი.
დერეფნებში დავხეტიალებ, ცარიელ ნიშას ვპოულობ, თითქოს
არავინაა, მაგრამ ერთი გოთ გოგონას ვხედავ, ტახტზე მიწოლილი
გათიშულა, თითებს შორის ანთებული სიგარეტი უელავს. ვაცლი და
ბინძურ კაფელის ფილაზე ვსრეს. ტახტის სახელურზე ვზივარ და
ვგრძნობ, რომ მუსიკა, კუდუსუნით დაწყებული ხერხემლის ჩათ-
ვლით, მთელ სხეულს მითრთოლებს. მუსიკას კბილებშიც ვგრძნობ.
საპირფარეშოში მინდა და თავი მტკივა. არ მესმის ის, რაც ახლახან
მოხდა. უფრო სწორად, მესმის, მაგრამ არ ვიცი, რა შეიძლება ვქნა.
არ ვიცი, დავივიწყო თუ ჰენრიზე გავჯავრდე, ახსნაგანმარტება მოვ-
თხოვო თუ რა ვქნა? მერე რა იქნება? ნეტავ იმ ხეპრე ჰენრისთვის,
რომელსაც არ ვიცნობ, წარსულში ასეთი საფოსტო ბარათის გაგზავ-
ნა შემეძლოს: არაფერი გააფუჭო. დამელოდე. მინდა ახლაც ჩემთან
იყო.
ამ დროს კუთხეში ჰენრის თავი ჩანს.
– აი, სად ყოფილხარ. მეგონა, დამეკარგე.
მოკლე თმა აქვს. ამ ნახევარ საათში ან თმის შეჭრა მოასწრო, ან
ჩემ წინ ჩემი საყვარელი დროში დაკარგული ადამიანი დგას. მასთან
მივრბივარ.
– უუჰ, მეც ძალიან მიხარია შენი ნახვა.
– მომენატრე, ნახე როგორ ვტირი.
– რამდენი კვირაა, რაც სულ ჩემ გვერდით ხარ.
– ვიცი, მაგრამ ეგ შენ არა ხარ. შენ განსხვავდები, – კედელს ვეყ-
რდნობი და ჰენრი მეკვრის. ერთმანეთს ვკოცნით, დედა კატასავით
მილოკავს სახეს. ვკრუტუნებ და ვიცინი, – შე საზიზღარო, გინდა შე-
ნი საზიზღარი საქციელი დამავიწყო, არა?
– რა საქციელი? არ ვიცოდი, რომ არსებობდი. ინგრიდს ვხვდე-

174
ბოდი, მაგრამ ბედნიერი არ ვიყავი. მერე შენ შეგხვდი. ჩვენი შეხ-
ვედრიდან ოცდაოთხი საათიც არ იყო გასული, როცა მასთან ყველა-
ფერი გავწყვიტე. ორგულობა რეტროაქტიული არ არის. ეგ იცი?
– იმან მითხრა, რომ...
– ვინ იმან?
– იმ შავმა ქალმა, – ვამბობ და ხელით ჰაერში მის გრძელ თმას
ვხაზავ, – დაბალია, დიდი თვალები და დრედები აქვს...
– ოჰ, ღმერთო... ეგ სელია ეტლია. ვერ მიტანს. ინგრიდი უყვარს.
– მითხრა, რომ ინგრიდის ცოლად შერთვას აპირებდი, რომ გა-
მუდმებით სვამ, ნებისმიერ შემხვედრ ქალთან წვები, რომ ძალიან
ცუდი პიროვნება ხარ და დროზე უნდა გაგეცალო. აი, ასე მითხრა.
ვერ ხვდება, გაიცინოს თუ ჩემი ნათქვამი დაიჯეროს.
– გარკვეულწილად სიმართლე უთქვამს. ყველასთან ვწვებოდი
და გათიშვამდე ვსვამდი, მაგრამ მასზე დანიშნული არ ვყოფილვარ.
ეგრე არ შევშლილვარ, რომ ინგრიდის ცოლად შერთვა მეფიქროს.
ერთად მეფურად საცოდავები ვიყავით.
– მაშ რატომ...
– კლერ, ადამიანები ექვსი წლის ასაკში თავიანთ სულიერ წყვი-
ლებს იშვიათად ხვდებიან.ამიტომ რამენაირად დროის გაყვანას
ცდილობენ. ინგრიდი ძალიან ბევრს ითმენდა. მეტისმეტად ბევრს.
ჩემს უცნაურობებს იტანდა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ ერთ დღეს
აზრზე მოვიდოდი და ამდენი ტანჯვის შემდეგ ცოლად შევირთავდი.
როცა ადამიანი ამდენს გითმენს, მისი მადლიერი ხარ, მაგრამ უეც-
რად გინდება რამე ატკინო. მიხვდი?
– ჰო, ალბათ, ეგრეა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ.
ჰენრი ოხრავს.
– ძალიან საყვარელი ხარ, რადგან ურთიერთობათა დიდი ნაწი-
ლის აწეწილი ლოგიკის არაფერი იცი. მენდე. როცა გაგიცანი, გა-
ნადგურებული და გაუბედურებული ვიყავი, ახლა ნელნელა ძალას
ვიკრებ, ვხედავ, რომ შენ ადამიანი ხარ და მეც ადამიანობა მინდა.
ამას შენგან შეუმჩნევლად ვცდილობ, რადგან ჯერაც ვერ მივხვდი,
რომ ჩვენ შორის თვალთმაქცობა საჭირო არ არის. იმ არსებას, რო-

175
მელთანაც 1991 წელს გაქვს საქმე, და ახლა შენ წინ მდგომ, 1996
წლიდან მოსულს შორის, გრძელი გზაა. უნდა დამეხმარო, მე იქ მარ-
ტო ვერ მივალ.
– ჰო, მაგრამ გამიჭირდება, მასწავლებლობას ნაჩვევი არა ვარ.
– როცა კი იმედგაცრუებას იგრძნობ, ის საათები მოიგონე, რო-
მელსაც შენთან ვატარებ და ვატარებდი ხოლმე. მათემატიკა და ბო-
ტანიკა, მართლწერა და ამერიკის ისტორია. შეგიძლია ფრანგულად
ცუდი რამეებიც მითხრა, იმიტომ, რომ მე გაზუთხვინებდი.
– ჰო, მართალი ხარ. „Il a les defauts de ses qualites“ 38
მაგრამ მაგისი სწავლება იმაზე გაცილებით ადვილია, ვიდრე
იმის, როგორ იყო ბედნიერი.
– შენ მე მაბედნიერებ. ყველაზე რთულია ისე იცხოვრო, რომ
ბედნიერი იყო, – ჰენრი ჩემს თმას ეთამაშება და პატარა ნასკვებს
კრავს, – მისმინე, კლერ, ახლა იმ საცოდავ იმბეცილთან უნდა დაბ-
რუნდე, რომელთან ერთადაც მოხვედი. ახლა ზემოთ ვზივარ, უგუნე-
ბოდ ვარ და ვერ გამირკვევია, სად წახვედი.
ვხვდები, რომ ჩემს ძველ და მომავალ ჰენრისთან შეხვედრამ ახ-
ლანდელი დამავიწყა. საოცრად მრცხვენია. უეცრად დედობრივ
სითბოს ვგრძნობ და ძალიან მინდება იმ უცხო ბიჭს, რომელიც ჩემ
თვალწინ ამ კაცად ყალიბდება, ნუგეში ვცე; ის იმ კაცად უნდა იქცეს,
რომელიც ახლა მკოცნის, მტოვებს და მაფრთხილებს, ჭკვიანად
იყავიო. კიბეზე ავდივარ და ვხედავ, რომ ჩემი მომავალი ჰენრი მო-
ცეკვავეებში დგას. ისე მივიკვლევ გზას, თითქოს სიზმარში ვიყო და
ჩემს ახლანდელ და აქაურ ჰენრის ვეძებ.

მკითხველთა ლიგა

38
(ფრანგ.) „მისი ნაკლოვანებები განუყოფელია მისივე ღირსებე-
ბისგან“

176
შობის ღამე, სამი

სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, 24, 25, 26


დეკემბერი, 1991 წელი (კლერი 20 წლისაა, ჰენრი 28-ის)

კლერი: ახლა დილის 8 საათი და 32 წუთია. 24 დეკემბერია და მე


და ჰენრი საშობაოდ მიდოულარკჰაუზში მივდივართ. ლამაზი, მზი-
ანი დღეა, ჩიკაგოში თოვლი არ არის, საუდჰევანში კი ექვს დუიმზე
დევს. გასვლამდე ჰენრი მანქანას მართავს, საბურავებს ამოწმებს
და საბარგულში იჭყიტება. წარმოდგენა არა აქვს, რას ეძებს. ჩემი
მანქანა ძალიან ლამაზია, 1990 წლის გამოშვების, თეთრი „ჰონდა
სივიკია“, ძალიან მიყვარს, ჰენრის კი მანქანით, განსაკუთრებით პა-
ტარა მანქანით, მგზავრობა სძულს. საშინელი მგზავრია, მთელი გზა
სავარძელზე ჩაფრენილი ზის. ალბათ, ნაკლებად შეეშინდებოდა,
თვითონ რომ მართავდეს, მაგრამ მიზეზთა გამო მართვის მოწმობა
არა აქვს. ზამთრის ამ ლამაზ დილას ინდიანის ფასიან ტრასაზე
მივქრივართ; მშვიდად ვარ, ჩემს ოჯახთან შეხვედრას მოუთმენლად
ველი, ჰენრი კი ტომარასავით დევს. დილით არ ურბენია; როგორც
შევნიშნე, საოცრად ბევრი ფიზიკური აქტიურობა სჭირდება იმის-
თვის, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი. მწევარივით არის. მის გვერ-
დით რეალურ დროში ყოფნა სულ სხვაა. ჩემს ბავშვობაში ჰენრი მო-
დიოდა და მიდიოდა ხოლმე, ჩვენი შეხვედრები საინტერესო და
დრამატული იყო. უამრავ რამეს არ მეუბნებოდა, ძირითადად, ახ-
ლოს არ მიკარებდა, ამიტომ სულ მუდამ დაუკმაყოფილებლობის
გრძნობა მქონდა. მეგონა, აწმყოშიც ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ
ყველაფერი გაცილებით უკეთაა, მრავალმხრივ. რაც მთვარია, ჩემს
შეხებაზე უარს აღარ ამბობს, პირიქით, მუდამ მეხება, მკოცნის, ჩემ-
თან წევს. სულ სხვა ადამიანი გავხდი, ისეთი, რომელიც წადილის
ცხელ ოხშივარადენილ აბაზანაში წევს. რაღაცებსაც მიყვება! ყვე-
ლაფერს, რასაც თავის თავზე, ცხოვრებასა და ოჯახზე ვეკითხები –
სახელებს, ადგილებსა და თარიღებსაც ამბობს. ის, რაც ბავშვობაში
იდუმალება იყო, ახლა გამხელილი და ძალიან ლოგიკურია, მაგრამ

177
ყველაზე კარგი ის არის, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში
ვხედავ – საათობით და დღეობით. ვიცი, სად ვიპოვო. სამსახურში
მიდის და შინ ბრუნდება. ზოგჯერ ტელეფონების წიგნაკს ვშლი და ამ
ჩანაწერს დავცქერი: ჰენრი დეტამბლი, 714 დიაბორნი, მე11 ქუჩა,
ჩიკაგო, ილინოისი, 60610, 3124318313. გვარი, მისამართი, ტელე-
ფონის ნომერი. შემიძლია დავურეკო კიდეც. სასწაულია. თავს დო-
როთივით ვგრძნობ, როცა მისი სახლი ოზის ქვეყანაში გაჩნდა და
სამყარო შავთეთრის ნაცვლად ფერადად იქცა. კანზასში უკვე აღარ
ვართ.
სადაცაა მიჩიგანში შევალთ, გავჩერდებით და დავისვენებთ.
პარკინგზე შევდივარ, მანქანიდან გადმოვდივართ და მუხლს ვშლ
ით. შენობისკენ მივემართებით, იქ ტურისტებისთვის რუკები, ბრო-
შურები და გამყიდველი ავტომატების მწკრივები დგას.
– ოჰო! – ამბობს ჰენრი და სწრაფი კვების პროდუქტების დიდ
ასორტიმენტს თვალს ავლებს, მერე ბროშურების კითხვას იწყებს, –
წამოდი, „ფრანკენმუთში“ წავიდეთ! „365 დღე სულ შობაა!“ ღმერ-
თო, ერთ საათში, ალბათ, ჰარაკირის ჩავიტარებდი. ხურდა გაქვს?
ხელჩანთის ფსკერზე ერთ ბღუჯა ხურდას ვპოულობ, სიხარულით
ვხარჯავთ ორ „კოკაზე“, ერთ კოლოფ „Good&Plenty“სა და „ჰერშის“
ფილაზე. მმერე ხელკავით უკან, მშრალ, ცივ ჰაერზე გავდივა
რთ. მანქანაში „კოკას“ ვხსნით და შაქარს ვიღებთ. ჰენრი ჩემს სა-
ათს დასცქერის:
– რა დეკადანსია, ჯერ 9 საათი და 15 წუთია.
– რამდენიმე წუთში 10 და 15 იქნება.
– ოჰ, გასაგებია. მიჩიგანი ერთი საათით წინაა. რა სიურრეალიზ-
მია.
ჰენრის გავყურებ.
– ყველაფერი სიურრეალისტურია. არ მჯერა, რომ ჩემს ოჯახს
ხვდები. რამდენ ხანს გმალავდი მათგან.
– იმიტომ ვხვდები, რომ გონების დაკარგვამდე მიყვარხარ. მან-
ქანით მგზავრობას, გოგოების ოჯახების გაცნობასა და შობას მუდამ
გავურბოდი. რადგან სამივეს ერთდროულად ვუძლებ, მაშასადამე,

178
ძალიან მიყვარხარ.
– ჰენრი, – მისკენ ვტრიალდები და ერთმანეთს ვკოცნით. ეტყო-
ბა, უფრო მეტსაც ვშვრებით, რადგან როცა თვალს ვახელ, ჩვენი
მანქანის შორიახლოს სამ შეღერებულ ბიჭს და უზარმაზარ ძაღლს
ვხედავ – ინტერესით შემოგვცქერიან. ჰენრი თავს სწევს და ისიც ხე-
დავს იმას, რასაც მე ვუყურებ, ბიჭები იცინიან და მარჯვენა ცერა
თითს ზემოთ სწევენ. მერე მშობლების მანქანისკენ მირბიან.
– ისე, ამ გახსენებაზე – შენთან შინ როგორ უნდა დავიძინოთ?
– უი, გუშინ ეტამ დამირეკა. მე ჩემს ოთახში ვიქნები, შენ კი ცის-
ფერში. ჩვენი ოთახები დერეფნის სხვადასხვა ბოლოშია, შუაში კი
ჩემი მშობლები და ალისია გვყავს.
– ასეთ განაწილებას რამდენად უნდა ვუერთგულოთ?
მანქანას ვქოქავ და ტრასაზე გავდივართ.
– არ ვიცი, ადრე მსგავსი არაფერი გამიკეთებია. მარკს გოგოები
მოჰყავს, თავის ოთახში შეჰყავს და შუაღამისას დივანზე ჟიმავს
ხოლმე, ჩვენ კი თავს ისე ვიჭერთ, თითქოს ვერაფერს ვხედავთ. თუ
გაგვიჭირდა, ქვემოთ, სამკითხველოში ნებისმიერ წუთს ჩავალთ; იქ
გმალავდი ხოლმე.
– ჰო, კარგია, – ჰენრი ცოტა ხანს ფანჯრიდან იყურება, – ვგონებ,
ცუდი აზრი არ არის.
– რა?
– მანქანით მგზავრობა... ტრასაზე.
– მართლა? შემდეგში თვითმფრინავით წამოგიყვან.
– არასდროს.
– პარიზი, კაირო, ლონდონი, კიოტო...
– გამორიცხულია. დარწმუნებული ვარ, დროში მოგზაურობას
დავიწყებ და ღმერთმა იცის, ჰაერში 350 მილით მფრინავ რაღაცას
როგორ დავეწევი. მმერე, ალბათ, იკარუსივით ჩამოვვარდები ცი-
დან.
– მაგას სერიოზულად ამბობ?
– არ ვაპირებ მაგის სერიოზულობაში დარწმუნებას.
– იქ დროში მოგზაურობით მისვლას შეძლებ?

179
– არ ვიცი. მე ერთი თეორია მაქვს – „დროში მოგზაურობის გან-
საკუთრებული თეორია ჰენრი დეტამბლის შესრულებით“ და არა
დროში მოგზაურობის ზოგადი თეორია.
– აბა, გისმენ.
– ეს ტვინიდან მოდის და ეპილეფსიას ჰგავს, რადგან სტრესულ
მდგომარეობაში მემართება, ფიზიკური ორიენტირებიც აქვს, მაგა-
ლითად, რაღაც ნათება, რომელიც ამ ეპიზოდის მოახლოებას მამ-
ცნობს. აწმყოში მხოლოდ ისეთი რამეების საშუალებით ვრჩები,
როგორიცაა: სირბილი, სექსი და მედიტაცია. ვერ ვაკონტროლებ,
როდის და სად მივდივარ, რამდენ ხანს ვრჩები ან როდის ვბრუნდე-
ბი. ამიტომ რივიერაში დროში მოგზაურობის ნაკლები შანსი მაქვს.
როგორც ჩანს, ყველაფერს ქვეცნობიერი აკონტროლებს, რადგან
ჩემს წარსულში ძალიან დიდ დროს ვატარებ; მუდამ იმ მოვლენებში
ვბრუნდები, რომლებიც საინტერესო ან მნიშვნელოვანი იყო, რაც
ნიშნავს, რომ შენთან ხშირად მოვალ ხოლმე. ძირითადად, ისეთ ად
გილებში დავდივარ, სადაც ვყოფილვარ, თუმცა ზოგჯერ უჩვეულო
დროსა და ადგილასაც აღმოვჩენილვარ. უფრო მეტად წარსულში
ვმოგზაურობ და არა მომავალში.
– მომავალშიც ყოფილხარ? არ ვიცოდი, რომ მაგისი უნარიც
შეგწევს.
ჰენრი საკუთარი თავით კმაყოფილი ჩანს.
– ჯერჯერობით ჩემი დიაპაზონი, ორივე მიმართულებით, მხო-
ლოდ ორმოცდაათი წელია. მომავალში იშვითად მივდივარ და რაც
მთავარია, იქ ისეთი არაფერი მინახავს, რომ ყურადსაღებად ჩამეთ-
ვალოს. იქ ძალიან ცოტა ხნით მივდივარ ხოლმე. ზოგჯერ ვერც
ვხვდები, რას ვხედავ. ძირითადად, წარსული მექაჩება უკან. იქ გა-
ცილებით მყარად ვარ. ან ეგებ მომავალი თვითონ არ არის მყარი?
ეგ არ ვიცი. მომავალში მეჩვენება, რომ გაიშვიათებულ ჰაერს ვსუნ-
თქავ. მაგით ვხვდები, რომ მომავალია: სხვანაირია. იქ სირბილი
ჭირს, – ჰენრი დაფიქრებული ამბობს და უეცრად ვხვდები, რაოდენ
საშიშია უცხო დროსა და ადგილას ყოფნა, ჩასაცმლისა და მეგობრე-
ბის გარეშე. …

180
– ამიტომ გაქვს ტერფები...
– ტყავივით.
ფეხისგულებზე დიდი ბებერები აქვს, თითქოს სადაცაა ფეხსაც-
მლად უნდა იქცეს.
– ჩლიქიანი მხეცი ვარ. ფეხებზე რამე რომ დამემართოს, შეგიძ-
ლია ადგილზე გამათავო.
მცირე ხანს უხმოდ მივქრით. გზა ჯერ აღმართში მიდის, მერე
დაბლობი იწყება, შორს სიმინდის მკვდარი მინდვრები მოჩანს. სახ-
ლები ზამთრის მზეში ჩაძირული დგას, მათ წინ გრძელ რიგად მათი
პატრონების ფურგონები, მისაბმელი ვაგონები და ამერიკული მან-
ქანებია ჩამწკრივებული. ვოხრავ. შინ დაბრუნება განსხვავებულ
გრძნობებს ბადებს. ვკვდები, ალისიასა და ეტას ნახვა ისე მინდა, დე-
დაზე ვნერვიულობ, მამასა და მარკთან შეხვედრა კი თითქმის არ
მსურს. მაინტერესებს, როგორ დაიჭერენ ჰენრისთან თავს, ის კი,
მათთან. ვამაყობ, რომ ამდენ ხანს მას საიდუმლოდ ვინახავდი.
თოთხმეტი წელი. ბავშვისთვის თოთხმეტი წელი მარადისობას უდ-
რის.
„უოლმარტის“, „დეირი ქუინისა“ და „მაკდონალდსის“ წინ მივ-
ქრით. ისევ სიმინდის ყანები. ხეხილის ბაღი. მარწყვი, მოცვი. ზაფ-
ხულში ეს გზა ხილის, მარცვლეულისა და კაპიტალიზმის გრძელი
დერეფანია, ახლა კი ყველაფერი გადამხმარი და მკვდარია, მანქა-
ნები მზიან, ცივ ტრასაზე მიქრიან და პარკინგებს, რომლებიც იხმო-
ბენ, ზედ არ უყურებენ.
ჩიკაგოში გადასვლამდე საუთჰევენზე არასდროს მიფიქრია.
ჩვენი სახლი მუდამ ცალკე კუნძულივით იყო, სამხრეთით იდგა,
გარს კი მინდორი, ხეხილის ბაღები, ტყე და ფერმები ერტყა. საუთჰე-
ვენს ქალაქად მოვიხსენიებდით – „წამო, ქალაქში ნაყინი ვჭამოთ“.
ჩვენთვის ქალაქი სურსათი, კავეულის მაღაზია, „მაკენზის“ საფუნ-
თუშე და ალისიას საყვარელი „მიუზიკემპორიუმი“ იყო, სადაც ნო-
ტებსა და გრამფირფიტებს ყიდულობდა. „ეპლიარდ ფოტოგრაფი
სტუდიოს“ წინ ვიდექით და ვიტრინაში გამოფენილ მოღიმარ პატარ-
ძლებზე, ბავშვებსა და მათ ოჯახებზე სასაცილო ამბებს ვთხზავდით.

181
მაშინ იქაური ბიბლიოთეკის ყალბი ბერძნული ბრწყინვალება სასა-
ცილოდ არ გვეჩვენებოდა, არც იქაური სამზარეული მიგვაჩნდა შეზ-
ღუდულად და ყველაფრის ნარევად და არც მიჩიგანის კინოთეატ-
რში ნანახი ფილმები მიგვაჩნდა უმოწყალოდ ამერიკულად და უაზ-
როდ. ამ აზრებამდე მოგვიანებით მივედი, როცა ერთერთი დიდი ქა-
ლაქის ნატურალიზებული უცხოელი გავხდი, რომელიც თავისი სიყ-
მაწვილის პატარა ქალაქის პროვინციული ცხოვრების წესისგან გა-
მიჯვნას ცდილობდა. უეცრად ის პატარა გოგო, რომელიც ოდესღაც
ვიყავი, საოცრად მენატრება; იმ გოგოს ეს მინდვრები უყვარდა და
ღმერთისა სწამდა, ზამთარში სახლში ყოფნა, „ნენსი დრიუს“39 ამბე-
ბის კითხვა და ხველების მენთოლიანი აბების წუწნა უნდოდა და სა-
იდუმლოს შენახვა შეეძლო. თვალს ჰენრისკენ ვაპარებ და ვხედავ,
რომ ჩასძინებია.
საუთჰევენი, ორმოცდაათი მილი.
ოცდაექვსი, თორმეტი, სამი, ერთი.
ფოენიქსროუდი.
ბლუ სთარ ჰაიუეი.
და ბოლოს მიგრამის ზოლი. ჰენრისკენ მის გასაღვიძებლად ვიხ-
რები, მაგრამ უკვე ღვიძავს. პირს აღებს და იცინის.
– რა გაცინებს? – დაბნეული ვეკითხები მე.
– არ ვიცოდი, რომ ასეთი უზარმაზარი იყო. რამდენი ოთახია ამ
მონსტრში?
– ოცდაოთხი, – ვპასუხობ მე.
როცა სახლისკენ მიმავალი გზის ბოლოში გავდივარ და წინკარ-
თან ვჩერდები, ფანჯრიდან ეტა ხელს გვიქნევს. თმა მეტად გასჭაღა-
რავებია, ვიდრე ჩვენი ბოლო შეხვედრისას ჰქონდა, სახე სიხარუ-
ლისგან უღაჟღაჟებს. როცა მანქანიდან გადმოვდივართ, ეტა ყინუ-
ლიან კიბეზე ფრთხილად ჩამოდის, უპალტოოდ არის და საღამოს

39
ლიტერატურული და კინოპერსონაჟი, გოგონა-დეტექტივი. პერსონაჟი
შექმნა ედუარდ სტრატემაერმა. პირველად გამოჩნდა 1930 წელს გამოცე-
მულ ნაწარმოებში „ძველი საათის საიდუმლო”.)

182
ლურჯი, მაქმანისსაყელოიანი კაბა აცვია; ფრთხილობს და ზორბა
სხეული დაკვირვებით მოაქვს, ხელის შესაშველებლად მისკენ მივ-
რბივარ, მაგრამ მიცილებს და გულში მაშინღა მიკრავს, როცა მიწა-
ზე მყარად დგას (ეტას „ნოქსზემას“ და ფერუმარილის სურნელს
ხარბად ვიყნოსავ). ჰენრი განზე დგას და იცდის.
– აბა, ეს ვინ მოსულა? – ისე კითხულობს, თითქოს ვიღაც პატარა
ბავშვი დაუკითხავად ჩამომეყვანოს.
– ეტა მილბაუერი, ჰენრი დეტამბლი, – ერთმანეთს ვაცნობ მათ.
ჰენრის სახეზე, „ოჰ-“სმაგვარ რაღაცას ვამჩნევ. მაინტერესებს, რა
ეგონა, ეტა როგორი იყო. ეტა ჰენრის გაცისკროვნებული სახით შეს-
ცქერის. კიბეზე ავდივართ. ეტა წინა კარს გვიღებს. ჰენრი ხმადაბლა
მეკითხება:
– ჩვენს ნივთებს რა ეშველება?
ვპასუხობ, რომ ყველაფერს პიტერი მიხედავს.
– ხალხი სად არის? – ვეკითხები ეტას.
ამბობს, რომ ლანჩი თხუთმეტ წუთში დაიწყება, მანამდე შეგვიძ-
ლია პალტოები გავიხადოთ, ხელები დავიბანოთ და სასადილოში
შევიდეთ. დერეფანში გვტოვებს და სამზარეულოში გადის. პალტოს
ვიხდი და ტანსაცმლის კარადაში ვკიდებ. როცა ვბრუნდები, ჰენრი
ვიღაცას ხელს უქნევს. მის ზურგს უკან ვიხედები და სასადილო ოთა-
ხის კარში ნელის ცხვირპაჭუა სახეს ვხედავ, იცინის, მივრბივარ და
ხმაურით ვკოცნი, ხითხითებს და მეუბნება:
– რა კარგი კაცია, შე მაიმუნო გოგო, – მერე, სანამ ჰენრი მოგ-
ვიახლოვდება, ისევ ოთახში შედის.
– ნელია? – ხვდება ჰენრი. მე თავს ვუქნევ.
– მორცხვი არ არის, უბრალოდ, დაკავებულია, – ვუხსნი მე. უკა-
ნა კიბით მეორე სართულზე ამყავს, – აი, შენ აქ იქნები, – ვეუბნები
და ცისფერი ოთახის კარს ვუღებ. იჭყიტება და დერეფანში მომდევს,
– ეს ჩემი ოთახია, – შეშფოთებული ხმით ვამბობ მე. ჰენრი ჩემზე
წინ შედის, ოთახის შუაში პატარა ხალიჩაზე დგება და ვხვდები, რომ
არაფერი ეცნობა. აქ მისთვის არაფერი არაფერს ნიშნავს, შიში და-
ნის წვერივით მესობა სხეულში: ჩვენი წარსულის ამ მუზეუმში გამო-

183
ფენილი პატარა ნივთები და სუვენირები მისთვის ისეთივე არაფრის
მთქმელია, როგორც სასიყვარულო ბარათები წერაკითხვის უცო-
დინარისთვის. ნიბლიის ბუდეს იღებს (ეს პირველია იმ ჩიტის ბუდე-
თაგან, რომლებიც წლების განმავლობაში მაჩუქა) და ამბობს:
– რა კარგი რამეა, – თავს ვუქნევ, ყველაფრის სათქმელად პირს
ვაღებ, მაგრამ ბუდეს თაროზე დებს და კითხულობს, – ეს კარი იკე-
ტება?
ვრაზავ და ჩვენ ლანჩზე ვიგვიანებთ.
ჰენრი: თითქმის მშვიდად ვარ, კლერს კიბეზე მივყვები, ჩაბნე-
ლებულ, ცივ დერეფანს მივუყვებით და სასადილო ოთახში შევდი-
ვართ. ყველა ჭამს. ოთახს დაბალი ჭერი აქვს და ძალიან მყუდროა,
უილიამ მორისის სტილში. თბილა, ბუხარი გიზგიზებს და შეშა ტკა-
ცუნებს, ფანჯრები კი ისეთი გაყინულია, რომ გარეთ ვერაფერს ვხე-
დავ. კლერი ღია წითელთმიან, გამხდარ ქალთან მიდის, დედამისი
უნდა იყოს; ქალი ტრიალდება, კლერს ლოყას საკოცნელად უშვერს
და ჩემთან მოსასალმებლად სკამიდან ოდნავ დგება. კლერი მას ასე
მაცნობს:
– ეს დედაჩემია.
მას მისის ებშაირით მივმართავ, დაუყოვნებლივ მისწორებს და
ამბობს:
– არა, ლუსილი დამიძახეთ, ყველა ასე მეძახის, – დაღლილი,
მაგრამ თბილი ღიმილი აქვს, თითქოს სხვა გალაქტიკის მზე იყოს.
მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ ვსხდებით. კლერი მარკსა და
ვიღაც ხანში შესულ ქალს შორის ჯდება, რომელიც მისი ბებიის და,
დულსი ყოფილა. მე ალისიასა და ვიღაც პუტკუნა, ლამაზ ქერა გო-
გოს შორის ვჯდები, შერონი რქმევია, მარკის სტუმარია. კლერის მა-
მა სუფრის თავში ზის, მომეჩვენა, რომ ჩემი მოსვლით შევაწუხე. სიმ-
პათიური და აგრესიული მარკიც გაღიზიანებულია. მაგათ მე ნანახი
ვყავარ. ნეტავ ასეთი რა ვქენი, რომ შემნიშნეს, დამიმახსოვრეს და
როცა მათ კლერმა ჩემი თავი წარუდგინა, შეკრთნენ. ფილიპ ებშაი-
რი ვექილია და თავის დაჭერა იცის, რამდენიმე წუთში ენაწყლია-
ნობს და იღიმება. ჩემი მასპინძელი, ჩემი შეყვარებული გოგონას მა-

184
მა, სიმელოტეშეპარული შუახნის მამაკაცი, მფრინავის სათვალით
და ცოტა მოჩვარული, მაგრამ ერთ დროს ათლეტური ტანით, ჩოგ-
ბურთელის ძლიერი ხელებითა და ნაცრისფერი თვალებით, ღიმი-
ლით, მაგრამ ყურადღებით მათვალიერებს. მარკს გაღიზიანების
დასამალად მეტი ძალისხმევა სჭირდება, როცა ჩვენი თვალები ერ-
თმანეთს აწყდება, მზერას მარიდებს და თეფშს დასცქერის. ალისია
ისეთი არ არის, როგორადაც წარმომედგინა, უშუალოა და კეთილი,
მაგრამ ცოტა უცნაური და დაბნეული. მარკივით მასაც ფილიპის შა-
ვი თმა და ლუსილის ნაკვთები აქვს, მეტნაკლებად; ალისიას ისეთი
გარეგნობა აქვს, თითქოს ვიღაც კლერისა და მარკის ნაკვთებისგან
მის გამოძერწვას ცდილობდა, მაგრამ დაეზარა, მოისროლა და
დასასრულებლად ვინმე ელეონორ რუზველტს მიუგდო. ფილიპი
რაღაცას ამბობს, ალისია იცინის, ძალიან საყვარელია, მისკენ გან-
ცვიფრებული ვტრიალდები, მაგრამ უეცრად სუფრიდან დგება.
– ტაძარში მივდივარ, – მომმართავს მე, – რეპეტიცია მაქვს. მო-
დიხარ? –კლერს გავცქერი, თავს შეუმჩნევლად მიქნევს და მე ალი-
სიას ვპასუხობ, – ჰო, რა თქმა უნდა, – ყველა ღრმად ამოისუნთქავს.
რითი? შვებით? მახსენდება, რომ შობა ქრისტიანული დღესასწა-
ულია, თუმცა პირადად ჩემთვის მონანიების დღეა. ალისია მიდის.
წარმოვიდგინე, როგორ დამცინის დედა, როგორ ზიდავს წარბებს,
როცა თავის ნახევრად ებრაელ ვაჟს შობაზე არაებრაელთა შორის
ხედავს. წარმოსახვაში მას თითს ვუქნევ. ნურაფერს იტყვი. ვეუბნები
მას. შენ ეპისკოპური ეკლესიის მრევლს გაჰყევი ცოლად. ჩემს
თეფშს დავცქერი, ბარდა და ცოტა სალათა მიდევს. ღორის ხორცს
არ ვჭამ, ბარდა მძულს.
– კლერმა გვითხრა, რომ ბიბლიოთეკარი ხართ, – საუბრის დაწ-
ყებას ცდილობს ფილიპი. ვეუბნები, რომ ასეა. ჩვენ შორის ნიუბერი-
სა და მისი მეურვეების შესახებ, რომლებიც ფილიპის ფირმის კლი-
ენტები ყოფილან, პატარა, ცოცხალი საუბარი იმართება. მისი ფირ-
მა ჩიკაგოში უნდა იყოს, თუ ასეა, ვერ გამიგია, ოჯახი მიჩიგანში რა-
ტომ ცხოვრობს.
– საზაფხულო რეზიდენციები, – ამბობს ის და მახსენდება, ოდეს-

185
ღაც კლერმა მითხრა, რომ მამამისი ანდერძებსა და ტრასტებზე მუ-
შაობს. საკუთარ პლაჟებზე წამოწოლილი, ხანში შესული, მდიდარი
ადამიანები წარმოვიდგინე, მზისგან დამცავი კრემი უხვად წაუთხიპ-
ნავთ და ვერ გადაუწყვეტიათ, ამოიღონ თუ არა ანდერძიდან უმ-
ცროსი შვილი, ამიტომ ფილიპს ურეკავენ. მახსენდება, რომ მამაჩე-
მის ორკესტრის პირველ ვიოლინოს (მამა მეორეს უკრავს) სადღაც
აქ სახლი აქვს. ამის გაგონებაზე ყველა ყურებს ცქვეტს.
– იცნობთ მას? – მეკითხება ლუსილი.
– კი, რა თქმა უნდა, ის და მამა ერთმანეთის გვერდით სხედან.
– ერთმანეთის გვერდით სხედან?
– დიახ, პირველი და მეორე ვიოლინოები არიან.
– მამათქვენი ვიოლინოზე უკრავს?
– დიახ, – კლერს ვუყურებ, რომელიც დედას შესცქერის და თით-
ქოს ამბობს: ნუ მარცხვენ, დედა.
– ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრში უკრავს?
– დიახ.
ლუსილს სახეზე ალმური ედება. უკვე ვიცი, ვისგან გამოჰყვა
კლერს, ასე რომ წითლდება ხოლმე.
– ალისიას ჩანაწერი რომ გაგატანოთ, მისი დაკრულის მოსმენა-
ზე უარს ხომ არ გვეტყვის?
იმედია, ალისია ძალიან, ძალიან კარგად უკრავს. ხალხი მამას
გამუდმებით უძღვნის ასეთ ჩანაწერებს. უკეთესი აზრი მომდის.
– ალისია ჩელისტია, არა?
– დიახ.
– მასწავლებელი ხომ არ უნდა?
საუბარში ფილიპი ერთვება:
– ფრანკ ვეინრაითის კლასში სწავლობს, კალამაზოში.
– შემიძლია ჩანაწერი იოში აკავას გადავცე. მისი ერთერთი მოს-
წავლე სამუშაოდ პარიზში გადავიდა, – იოში კარგი კაცი და ორკეს-
ტრში პირველი ჩელოა. აუცილებლად მოუსმენს, მამაჩემი კი არ
მასწავლებლობს და, ალბათ, მოისვრის. ლუსილი აღფრთოვანებუ-
ლია, თვით ფილიპიც კმაყოფილი ჩანს. კლერი ცოტა მშვიდდება.

186
მარკი ჭამს. ვარდისფერთმიანი და გალეული ბებიის და, დულსი
გულგრილად ზის. იქნებ ყრუა? ვუყურებ ჩემ მარცხნივ მჯდომ შე-
რონს, რომელსაც აქამდე არაფერი უთქვამს. ფილიპი და ლუსილი
ბჭობენ, რომელი ჩანაწერი გამატანონ, ან იქნებ ჯობდეს, ალისიამ
ახალი ჩაწეროს? შერონს ვეკითხები, პირველად არის თუ არა აქ,
თავს უხმოდ მიქნევს. ისაა, მორიგი რამ უნდა ვკითხო, როცა ფილი-
პი დედაჩემის საქმიანობით ინტერესდება, თავზარი მეცემა; კლერს
ისეთი სახით შევცქერი, თითქოს ვეკითხები: შენ ამათთვის არაფერი
გითქვამს?
– დედა მომღერალი იყო... გარდაიცვალა, – ვამბობ მე.
კლერი კი ჩუმად დასძენს:
– ჰენრის დედა ანეტ ლინ რობინსონი იყო, – იგივე რეაქცია
აქვთ, როგორიც მაშინ ექნებოდათ, რომ ეთქვა, დედამისი მარიამ
ღვთისმშობელიაო. ფილიპს სახე უნათდება, ლუსილი კი ხელებს ას
ავსავებს.
– დაუჯერებელია! ფანტასტიკური! ჩვენ მისი ყველა ჩანაწერი
გვაქვს, und so weiter. მერე ლუსილი ამბობს, – ახალგაზრდობაში
შევხვდი კიდეც, მამამ „ჩიოჩიოსანზე“ წამიყვანა, მერე მისმა ერთმა
ნაცნობმა კულისებში შეგვიყვანა და ანეტის საგრიმიოროშიც შევე-
დით. იქ დაგვხვდა, უამრავი ყვავილი ჰქონდა! თავისი პატარა შვი-
ლიც იქ ჰყავდა. ესე იგი, ის ბიჭი თქვენ ხართ!
თავს ვუქნევ და რამის თქმას ვცდილობ.
კლერი კითხულობს:
– როგორი იყო?
– დღეს სათხილამუროდ არ მივდივართ? – კითხულობს მარკი.
ფილიპი თავს აქნევს, მოგონებებში ჩაძირული ლუსილი კი იღიმება.
– ისეთი ლამაზი იყო, პარიკი ჯერაც ეკეთა. გრძელი შავი თმა
ჰქონდა და თავის პატარა ბიჭს აწვალებდა, თმით უღიტინებდა, ის კი
ხტოდა. ულამაზესი ხელები ჰქონდა, ჩემი სიმაღლისა იყო და თხე-
ლი. ებრაელი იყო, მაგრამ იტალიელს ჰგავდა, – ლუსილი უეცრად
ჩუმდება, ხელებს პირზე იფარებს, თვალებს ჩემს თეფშს ასობს; წინ

187
მოსუფთავებული მიდევს, მხოლოდ ბარდის რამდენიმე მარცვალი
გდია.
– ებრაელი ხარ? – მეგობრულად მეკითხება მარკი.
– რომ მინდოდეს, ვიქნებოდი, მაგრამ ეგ არავის უთქვამს. დედა
ექვსი წლისას მომიკვდა, მამაჩემი კი ეპისკოპური ეკლესიის გზას
აცდენილი მრევლია.
– დედას ძალიან ჰგავხართ, – იწყებს ლუსილი და მე მის მიმართ
მადლიერებას ვგრძნობ. ეტას ჩვენი თეფშები მიაქვს და მე და შე-
რონს გვეკითხება, ყავას თუ დავლევთ. ორივე ერთხმად და ისე ხმა-
მაღლა ვთანხმდებით, რომ მთელი ოჯახი იცინის. ეტა დედასავით
გვიღიმის, რამდენიმე წუთში ოხშივარადენილ ყავის ფინჯნებს წინ
გვიდგამს და მე გუნებაში ვფიქრობ: არც ისეთი ცუდია. ყველა თხი-
ლამურებსა და ამინდზე ლაპარაკობს, ვდგებით, ფილიპი და მარკი
დერეფანში გადიან. კლერს ვეკითხები, სათხილამუროდ ისიც მიდის
თუ არა, მხრებს იჩეჩს და მეკითხება, მეც თუ წავალ. ვამბობ, რომ არ
ვსრიალებ და არც სწავლის სურვილი მაქვს. ბოლოს წასვლას გა-
დაწყვეტს, რადგან ლუსილს სრიალი უნდა და თასმების შესაკრავად
ვინმე სჭირდება. როცა კიბეზე ავდივართ, მარკის ხმა მესმის:
– წარმოუდგენელი მსგავსებაა...
ჩუმად მეღიმება.
მოგვიანებით, როცა ყველა სახლიდან მიდის, ჩემი ცივი ოთახი-
დან გასვლასა და ქვემოთ ჩასვლას ვბედავ – სითბო და ყავა მინდა.
სასადილოდან სამზარეულოში შევდივარ, სადაც იმდენი მინისა და
ვერცხლის ჭურჭელია ჩამწკრივებული, იმდენი ნამცხვარი, დათლი-
ლი ბოსტნეული და ტაფა დევს, რომ ცხრავარსკვლავიან სასტუმრო-
ში გეგონებათ თავი. ყველაფრის შუაგულში ჩემგან ზურგით ნელი
დგას, „რუდოლფი, წითელცხვირა ირემს“ მღერის, ფართო თეძოებს
არხევს და პატარა, შავ გოგონას, რომელიც თვალით ჩემზე მინიშ-
ნებას ცდილობს, სათქვეფს უღერებს. ნელი ტრიალდება, ჩემს და-
ნახვაზე უკბილო პირით ფართოდ იღიმება და ამბობს:
– ჩემს სამზარეულოში რა დაგკარგვია, ბატონო შეყვარებულო?
– ყავა ხომ არ დაგრჩათ?

188
– დამრჩა? რა გგონია, ყავა მთელი დღე მიდგას და ვამძაღებ? მი-
დი, შვილო, აქედან გადი, სასტუმრო ოთახში დაბრძანდი, ზარი და-
რეკე და ახალ ყავას მოგიდუღებ. დედაშენმა ყავის ამბები არ გას-
წავლა?
– დედაჩემი დიდი ვერაფერი მზარეული იყო, – ვეუბნები და მისი
გულის სიმების გატოკებას ვცდილობ. ძალიან მადის აღმძვრელი
სუნი დგას, – რას აკეთებთ?
– შენ რისი სუნიც გცემს, მაგას ტომპსონის ინდაური ჰქვია, – ამ-
ბობს ნელი, ქურის კარს აღებს და გიგანტურ ინდაურს მაჩვენებს, ჩი-
კაგოს დიდ ხანძარგამოვლილს ჰგავს. სულ შავია, – ასეთი დაეჭვე-
ბული ნუ უყურებ, ბიჭი. ამ ქერქის ქვეშ პლანეტა დედამიწაზე ყველა-
ზე გემრიელი ინდაური იმალება.
ვუჯერებ; სუნი მართლაც საუცხოო აქვს.
– „ტომპსონის ინდაური“ რატომ ჰქვია? – ვეკითხები და ნელი მი-
სი სასწაული თვისებების განხილვას იწყებს, რომელიც 1930იან
წლებში ვინმე ჟურნალისტ მორტონ ტომპსონს გამოუგონია. რო-
გორც ეტყობა, ამ სასწაული მხეცის მომზადებას ძალიან ბევრი ტენ-
ვა, თქვეფა და ტრიალბზრიალი სჭირდება. ყავის მომზადებისას ნე-
ლი მის სამზარეულოში ყოფნის ნებას მაძლევს, ინდაურს ღუმლი-
დან მარჯვედ იღებს, ეჯაჯგურება, ზურგზე დებს, რაღაც წვენს ოსტა-
ტურად ავლებს და ისევ ღუმელში დგამს. ხელსაბანის გვერდით,
პლასტმასის დიდ ჯამში, თორმეტი კიბო დახოხავს.
– ეს რა შინაური ცხოველებია? – ვაჯავრებ მე.
– ეგ თქვენი საშობაო სადილია, შვილო. თუ გინდა, ერთი აიყვა-
ნე. ვეგეტარიანელი ხომ არა ხარ?
ვარწმუნებ, რომ კარგი ბიჭი ვარ და რასაც დამიდებენ, ყველა-
ფერს ვჭამ.
– არ გეტყობა. ისეთი გამხდარი ხარ. კარგად უნდა დაგაპურო.
– ჰო, კლერმა მაგისთვის ჩამომიყვანა.
– ჰოო, – კმაყოფილი სახით ამბობს ნელი, – ძალიან კარგი. ცო-
ტა ჩაიჩოჩე, რომ კარგად მივდგემოვდგე, – დიდ ყავის ჭიქას ვიღებ
და სასტუმრო ოთახში გავდივარ, სადაც უზარმაზარი საშობაო ნაძ-

189
ვის ხე დგას და ბუხარში ცეცხლი გიზგიზებს. აქაურობა „პოტერი
ბარნის“ რეკლამას ჰგავს. ნარინჯისფერ სარწეველა სავარძელში
ვჯდები და გაზეთების გროვას ვჩხრეკ, როცა ვიღაც ამბობს:
– ყავა სად იშოვე?
თავს ვწევ და ჩემს მოპირდაპირე მხარეს მისი სვიტერის ფერის
ცისფერ სავარძელში შერონს ვხედავ.
– გამარჯობა, – ვამბობ მე, – უკაცრავად...
– არა უშავს, – ამბობს შერონი.
– სამზარეულოში. როგორც მითხრეს, ზარი უნდა დავრეკოთ,
მაგრამ არ ვიცი, სად არის.
ოთახს თვალს ვავლებთ და მის ერთ კუთხეში ზარს ვხედავთ.
– რა უცნაურია. გუშინდლის შემდეგ აქა ვარ და ჯერაც ფეხაკრე-
ფით დავიპარები. მეშინია, სხვა ჩანგალს არ დავავლო ხელი ან რა-
მე...
– საიდან ხარ?
– ფლორიდა, – იცინის, – ჰარვარდში ჩაბარებამდე თეთრი შობა
არასდროს მქონია. მამაჩემს ჯეკსონვილში ავტოგასამართი სადგუ-
რი აქვს. ვიფიქრე, სკოლის მერე იქ დავბრუნდებიმეთქი, სიცივეს
ვერ ვიტან, მაგრამ, მგონი, შევრჩი.
– ეგ როგორ?
სახეზე გაოცება ეტყობა.
– არაფერი უთქვამთ? მე და მარკი დაქორწინებას ვაპირებთ.
ნეტავ კლერმა თუ იცის; რომ სცოდნოდა, ალბათ, არ დამიმა-
ლავდა. შერონის თითზე ბრილიანტს ვხედავ და ვამბობ:
– გილოცავ.
– ალბათ. უფრო სწორად, გმადლობ.
– რა, ალბათ, დარწმუნებული არა ხარ, რომ ქორწინდებით?
ნამტირალევს ჰგავს. თვალები დასივებული აქვს.
– ფეხმძიმედ ვარ, ასე რომ...
– ეგ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად...
– კი, ნიშნავს, როცა კათოლიკე ხარ, – ოხრავს და სავარძელში
იკუნტება. რამდენიმე კათოლიკე გოგოს ვიცნობ, რომლებმაც

190
აბორტი გაიკეთეს, მაგრამ მეხი არ დასცემიათ. როგორც ვატყობ,
შერონს რწმენა უფრო ნაკლების საშუალებას აძლევს.
– გილოცავ... უისა... როდის?
– თერთმეტი იანვარი... ბავშვი? აპრილში, – იჯღანება, – იმედია,
გაზაფხულის არდადეგებს დაემთხვევა, არ ვიცი, როგორ მოვახერ-
ხებ, მაგრამ ახლა ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს…..
– რაზე სწავლობ?
– სამედიცინოს მოსამზადებელზე. ჩემი მშობლები განრისხებუ-
ლი არიან, იმედი აქვთ, რომ ბავშვს გავაშვილებ.
– მარკი არ მოსწონთ?
– არ იცნობენ. ეშინიათ, რომ სამედიცინო სკოლაში აღარ ჩავა-
ბარებ და ყველაფერი წყალში ჩაეყრებათ.
წინა კარი იღება. მოთხილამურეები დაბრუნდნენ. ცივი ჰაერი იჭ-
რება, სასტუმრო ოთახში უბერავს. მსიამოვნებს და ვხვდები, რომ ამ
ცეცხლის პირას მჯდომი ნელის ინდაურივით დავიხრუკე.
– სადილი რომელზეა? – ვეკითხები შერონს.
– შვიდზე. წუხელ ჯერ აქ დავლიეთ, მმერე მარკმა მშობლებს
ჩვენ შესახებ უთხრა, მაგრამ გულში არავის ჩავუკრივარ. კარგად
მომექცნენ, მაგრამ ხომ იცი, როგორ ხდება, როცა ადამიანები კარ-
გები არიან და თან საზიზღრებიც? გეგონება, მარტო დავფეხმძიმდი
და მარკი არაფერ შუაშია.
ოთახში შემოსული კლერის დანახვა მახარებს. სასაცილო, წვე-
ტიანი მწვანე ქუდი ახურავს, დიდი ფოჩი დასთრევს, ლურჯ ჯინსზე
ყვითელი სათხილამურო სვიტერი აცვია. სიცივისგან აწითლებუ-
ლია და იღიმება. თმა სველი აქვს, უზარმაზარ სპარსულ ხალიჩაზე
წინდებისამარა ენერგიულად მოაბიჯებს, ის აქაურია, აქ გადახრა
არ არის, მაგრამ სხვა ცხოვრება აირჩია და ეს მახარებს. ვდგები,
მკლავებს კისერზე მხვევს, შერონისკენ სწრაფად ტრიალდება და
ამბობს:
– ახლა გავიგე! გილოცავ!
ეხვევა, შერონი მის მხრის ზემოდან შემომცქერის. შემცბარია,
მაგრამ იღიმება. მოგვიანებით შერონი მეუბნება:

191
– მგონი, ამ ოჯახში ერთადერთი ნორმალური შენ შეგხვდა.
თავს ვაქნევ, მაგრამ ვხვდები, რასაც ამბობს.
კლერი: სადილამდე ერთი საათი რჩება და ჩვენს არყოფნას ვე-
რავინ შენიშნავს.
– წამოდი, – ვეუბნები ჰენრის, – გარეთ გავიდეთ.
– უნდა გავიდეთ? – ოხრავს ის.
– რაღაც უნდა გაჩვენო.
პალტოებსა და ჩექმებს ვიცვამთ, ქუდებს ვიხურავთ, უკანა კარ-
თან მივბაჯბაჯებთ და გარეთ გავდივართ. ცა მოწმენდილი და ზღვის-
ფერია, მინდორზე დადებული თოვლი ცისფერს მკრთალად ირეკ-
ლავს, ჩაშავებულ ზოლთან კი, სადაც ეს ორი ცისფერი ერთმანეთს
ხვდება, ტყე იწყება. ჯერ ვარსკვლავები არ ჩანს, ადრეა, მაგრამ ცაზე
თვითმფრინავის მოციმციმე შუქი მიიკვლევს გზას. წარმოვიდგენ,
რომ იმ თვითმფრინავიდან ჩვენი სახლი პატარა ვარსკვლავივით
მოკიაფე წერტილად მოჩანს.
– აქეთ წამოდი.
მდელოზე მიმავალ ბილიკზე სქელი თოვლი დევს. მახსენდება,
რამდენჯერ მიცდია თოვლზე შიშველი ფეხის ნაკვალევის გატკეპნა,
რათა არავის შეენიშნა, რომ ისინი სახლისკენ მიდის, ახლა კი მხო-
ლოდ ირმისა და დიდი ძაღლის ნაფეხურები ჩანს.
მკვდარი მცენარეები თოვლის ქვეშ წვანან, ქარია და თოვლზე
ჩვენი ჩექმის ხმა ისმის. მდელო ცისფერი თოვლით სავსე ჯამს ჰგავს,
ის ქვა კი, სოკოსთავიან ხმელეთის ნაწილს.
– აი, ეს.
ჰენრი პალტოს ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დგას. ტრიალდება
და უყურებს.
– ესე იგი, ეს ის არის, – ამბობს ის. მის სახეზე იმის კვალის პოვ-
ნას ვცდილობ, რომ რაღაც აგონდება. ვერაფერს ვატყობ.
– ოდესმე დეჟავიუ გქონია? – ვეკითხები მე.
ოხრავს.
– ჩემი ცხოვრება მთლიანად ერთი გრძელი დეჟავიუა.
ვბრუნდებით და ჩვენს ნაკვალევს უკან, სახლისკენ მივყვებით.

192
მოგვიანებით:
ჰენრის ვაფრთხილებ, რომ საშობაო სადილისთვის საგანგებოდ
უნდა გამოვეწყოთ. როცა დერეფანში ვხვდები, დიდებული სანახა-
ვია: შავი კოსტიუმი და თეთრი პერანგი აცვია და სადაფისქინძისთა-
ვიანი სისხლისფერი ჰალსტუხი უკეთია.
– ღმერთო ჩემო! ფეხსაცმელიც გაგიპრიალებია!
– ჰო, გავაპრიალე! რა გულში ჩამწვდომია, არა?
– ჩინებულად გამოიყურები, ყმაწვილო.
– სინამდვილეში ერთი პანკი ბიბლიოთეკარი ვარ. მშობლებო,
ფრთხილად.
– ძალიან მოეწონები.
– მე შენ მომწონხარ. მოდი აქ.
კიბის თავზე გრძელი სარკის წინ ვდგავართ და საკუთარი თავე-
ბის ცქერით ვტკბებით. მე ბაცი მწვანე უბრეტელო აბრეშუმის კაბა
მაცვია, რომელიც ერთ დროს ბებიაჩემისა იყო. ფოტოსურათიც
მაქვს, 1941 წლის შობის ღამეს სცმია. იცინის. ტუჩებზე მუქი პომადა
უსვია და ხელში სიგარეტი უჭირავს. ამ სურათზე მისი ძმა ტედიცაა,
რომელიც ექვსი თვის შემდეგ საფრანგეთში დაიღუპა. ისიც იცინის.
ჰენრი ხელებს წელზე მხვევს და უკვირს, როცა აბრეშუმის ქვეშ კორ-
სეტს გრძნობს. ამიტომ განვუმარტავ:
– ბებია ჩემზე პატარა იყო. დაჯდომისას მაწუხებს; ლითონის ღე-
როები ნეკნებში მესობა.
კისერზე მკოცნის; უეცრად ვიღაც ახველებს და ერთმანეთს სას-
წრაფოდ ვცილდებით. მმარკის ოთახის კართან ის და შერონი დგა-
ნან. მათ ერთ ოთახში დაბინავებაზე მამა და დედა უხალისოდ და-
თანხმდნენ, რადგან აზრი აღარ აქვს.
– ეგეთები არ იყოს, – ამბობს მარკი გაღიზიანებული სკოლის
მასწავლებლის ხმით, – უფროსების მწარე გამოცდილებიდან არა-
ფერი გისწავლიათ, გოგოებო და ბიჭუნებო?
– კი, – ამბობს ჰენრი, – იყავ მზად! – მერე შარვლის ჯიბეს ისინ-
ჯავს, ცარიელი აქვს, შერონი იცინის და ჩვენ კიბეზე ჩავდივართ.
როცა სასტუმრო ოთახში შევდივართ, რამდენიმე ჭიქა უკვე ყვე-

193
ლას დალეული აქვს. ალისია ხელით რაღაცას მანიშნებს: დედას ყუ-
რადღება მიაქციე, არეულია. დედა ტახტზე ზის, არეულობისა არა-
ფერი ეტყობა, თმაზე შინიონი აქვს, მარგალიტები უკეთია და მაქმა-
ნისსახელოებიანი ატმისფერი ხავერდის კაბა აცვია. სიამოვნებს,
როცა მარკი მიდის და მის გვერდით ჯდება, იცინის, როცა ეხუმრება,
და წამით ვფიქრობ, რომ ალისია შეცდა. მერე ვხედავ, როგორ შეს-
ცქერის მამა დედას და ვხვდები, რომ ჩვენს შემოსვლამდე რაღაც სა-
შინელება თქვა. მამა სასმელების ურიკასთან დგას, ჩემკენ ტრიალ-
დება, მშვიდდება, „კოკას“ მისხამს და მარკს ლუდსა და ჭიქას აწ-
ვდის. შერონს და ჰენრის ეკითხება, რას დალევენ. შერონს „ლა
კრუა“ უნდა. ჰენრი მცირე ხანს ფიქრობს და შოტლანდიურ ვისკისა
და წყალს ითხოვს. მამა თავისი მძიმე ხელით სასმელს ურევს და
თვალები ლამის ბუდიდან სცვივა, როცა ჰენრი ძალდაუტანებლად,
ერთ ყლუპად სვამს.
– კიდევ ინებებთ?
– არა, გმადლობთ.
უკვე ვიცი, რომ ჰენრი მთელ ბოთლს სიამოვნებით წაიღებდა და
წიგნით ხელში საწოლში მოიკუნტებოდა. ისიც ვიცი, მეორეზე უარს
იმიტომ ამბობს, რომ მერე მესამესა და მეოთხესაც დაუფიქრებლად
დალევდა. შერონი ჰენრის იდაყვთან დგას, მათ მარტო ვტოვებ და
ოთახის მეორე მხარეს დეიდა დულსის გვერდით, ფანჯარასთან და-
საჯდომად მივდივარ.
– ოჰ, ბავშვო, რა კარგია, ეგ კაბა ბოლოს ელიზაბეთზე ვნახე,
პლანეტარიუმში გამართულ ლიხტების წვეულებაზე ეცვა...
ალისია გვიერთდება. მუქი ლურჯი როლინგი, რომელსაც სახე-
ლოსა და ბოდის შეერთების ადგილას პაწაწინა ხვრელი აქვს, ძვე-
ლი, ფართხუნა კილტი და ბებერი ქალივით კოჭებთან ჩაჩაჩული შა-
ლის კოლჰოტი აცვია. ვიცი, რომ ასე მამას გასაჯავრებლად იქცევა,
მაგრამ მაინც.
– დედას რა სჭირს? – ვეკითხები მას.
მხრებს იჩეჩს.
– შერონზე ბრაზობს.

194
– შერონს რას ერჩის? – კითხულობს დულსი, რომელიც ტუჩების
მოძრაობით ხვდება, რას ვამბობთ, – ძალიან კარგი გოგო ჩანს, მე
რომ მკითხო, მარკს ბევრად სჯობს.
– ფეხმძიმედ არის, – ვეუბნები დულსის, – ქორწინდებიან. დე-
დას აზრით, მდაბიო ოჯახიდანაა, რადგან მათთან კოლეჯის განათ-
ლება მის გარდა არავის აქვს.
დულსი მკაცრად მიყურებს და ხვდება, რომ მეც ვიცი ის, რაც მან.
– ამ გოგოს სხვებზე მეტად ლუსილმა უნდა გაუგოს.
ის არის, ალისიამ დულსის უნდა ჰკითხოს, რას გულისხმობს,
როცა ზარი ირეკება და სადილად გვიხმობენ, პავლოვის რეფლექსი
გვერთვება და სასადილო ოთახისკენ მივიჩქარით. მერე ალისიას
ჩავჩურჩულებ:
– მთვრალია?
ალისიაც ჩურჩულით მპასუხობს:
– მგონი, აქ ჩამოსვლამდე თავის ოთახში სვამდა.
ალისიას ხელზე ხელს ვუჭერ, უკან ჰენრი მოგვდევს, სასადილო-
ში შევდივართ და ჩვენს ადგილებზე ვსხდებით. დედა და მამა, ერთი
– სუფრის თავში, მეორე კი ბოლოში ჯდება, დულსი, შერონი და მარ-
კი მაგიდის ერთ მხარეს სხდებიან, მე, ჰენრი და ალისია კი, მეორეს.
მარკი დედას გვერდით ზის, ალისია კი, მამას. ოთახი პატარა მინის
თასებში მოტივტივე ყვავილებითაა სავსე, ეტას, თუ რამ ფაიფური
და ვერცხლეული გვაქვს, გამოულაგებია და ბებიას ნაქონ პროვან-
სელი მონაზვნების ნაქარგ სუფრაზე გაუშლია. ნამდვილი შობის ღა-
მეა. ისეთი, როგორიც მანამდე არაერთი ყოფილა, იმ განსხვავებით,
რომ ახლა ჰენრი ჩემ გვერდითაა და როცა მამა ღმერთს მადლობას
სწირავს, მორჩილად აქნევს თავს.
– მამაზეციერო, ამ წმინდა ღამეს მადლობას გწირავთ სიკეთისა
და წყალობისთვის, ჯანმრთელობისა და ბედნიერების კიდევ ერთი
წლისა და ახალი მეგობრებისთვის. მადლობა შენდა შენი ყრმის
მოვლინებისთვის, რომელიც მიგვიძღვის და გვასწავლის, და იმ ბავ-
შვისთვის, რომელსაც მარკი და შერონი შესძენენ ჩვენს ოჯახს. გე-
ვედრებით, გაგვაძლიერო შენს და ურთიერთის სიყვარულში. ამინ.

195
„ოჰოჰ“, – ვფიქრობ მე. როგორც იქნა, დაასრულა. დედას ვუყუ-
რებ და ვხედავ, რომ ლამის ბრაზისგან გასკდეს, მაგრამ ამას სხვა
ვერ მიხვდება, თუ მას არ იცნობს: თავის თეფშს მიშტერებული უძ-
რავად ზის. სამზარეულოს კარი იღება, ეტა წვნიანით შემოდის და
თითოეულ ჩვენგანს წინ პატარა ჯამს უდგამს. მარკის მზერას ვიჭერ,
თავს დედისკენ ხრის და წარბებს მაღლა სწევს, მე თავს შეუმჩნევ-
ლად ვუქნევ. ამ წლის ვაშლის მოსავალზე რაღაცას ეკითხება, დედა
პასუხობს. მე და ალისია ცოტა ვმშვიდდებით. შერონი მიყურებს, მე
თვალს ვუკრავ. წაბლისა და ძირთეთრას წვნიანია, თითქოს დიდი
ვერაფერი, სანამ ეტასას არ გასინჯავთ.
– ოჰო, – ამბობს ჰენრი. ყველანი ვიცინით და წვნიანს ბოლომდე
ვჭამთ. ეტას ჯამები გააქვს, ნელს ინდაური შემოაქვს. ვეებერთელაა
და დაბრაწული; ოხშივარი ასდის. როგორც ყოველ წელს, ახლაც
ყველა დიდი მონდომებით ვუკრავთ ტაშს. ნელს სახე უნათდება და
ამბობს:– კარგი, გეყოთ, ყოველ წელს ასე იცით.
– ოჰ, ნელ, შესანიშნავია, – ამბობს ცრემლმორეული დედა.
ნელი მკაცრი სახით ჯერ დედას უყურებს, მერე მამას და ამბობს:
– გმადლობთ, მის ლუსილ.
ეტას კარამელიზებული სტაფილო, კარტოფილის პიურე და ლი-
მონის კურდი40 შემოაქვს; ჩვენ ჩვენს თეფშებს მამას ვუწვდით, რო-
მელიც ყველაფერს ინდაურის გვერდით ზვინად გვიდებს. ჰენრის
ვაკვირდები, როცა ეტას ინდაურის პირველ ლუკმას სინჯავს: ჯერ გა-
ოცება, მერე ნეტარება ეტყობა.
– ჩემი მომავალი დავინახე, – ამბობს ის, მე ვშეშდები, – ბიბ-
ლიოთეკარობას თავს ვანებებ, თქვენს სამზარეულოში ვსახლდები
და ნელს მუხლს მოვუყრი. ეგებ ცოლადაც შევირთო.
– დაგაგვიანდა, – ამბობს მარკი, – გათხოვილია.
– კარგი, მაშინ მუხლმოყრას დავჯერდები. თქვენ თითოეული
300 გირვანქას მაინც როგორ არ იწონით?
– ნელნელა მივიწევ, – ამბობს მამა და ღიპზე ხელს ირტყამს.

40
ხილის წვენით შეზავებული მოხარშული კრემი

196
– როცა დავბერდები და ჩელოს თრევა აღარ მომიწევს, 300 გირ-
ვანქა ვიქნები, – ეუბნება ალისია ჰენრის, – პარიზში ვიცხოვრებ,
შოკოლადის გარდა არაფერს შევჭამ, სიგარას მოვწევ, ჰეროინს გა-
ვიკეთებ და ჯიმი ჰენდრიქსსა და „Doors“ს მოვუსმენ. არა, დედა?
– მეც შემოგიერთდები, – მედიდურად აცხადებს დედა, – მაგრამ
მე ჯონი მატის მოვუსმენ.
– თუ ჰეროინს გაიკეთებ, ბევრს ვეღარ შეჭამ, – ათვითცნობიე-
რებს ჰენრი ალისიას, რომელიც მას ეჭვის თვალით უცქერს, – მა-
რიხუანა სცადე, – მამა კოპს კრავს.
მარკი თემას ცვლის:
– რადიოში გამოაცხადეს, რომ ამაღამ რვა დუიმის თოვლი მოვა.
– რვა! – ყველა ერთხმად ვყვირით.
– მე თეთრ შობაზე ვოცნებობ, – ყოყმანით ბედავს სიტყვის თქმას
შერონი.
– იმედია, ტაძარში ყოფნისას არ მოვა და ქვეშ არ მოგვიქცევს, –
ბუზღუნით ამბობს ალისია, – წირვის შემდეგ საოცრად მეძინება
ხოლმე.
მერე იმ თოვლს ვიხსენებთ, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ახ-
სოვს. დულსი 1967 წლის ჩიკაგოს ქარბუქის ამბავს გვიყვება:
– მანქანა შორდრაივზე დავტოვე და ადამსიდან ბალმონტამდე
ფეხით ვიარე.
– მაგაში მეც გავიჭედე, – ამბობს ჰენრი, – ლამის გავიყინე; მერე
მიჩიგანავენიუზე პრესვიტერიანული ეკლესიის მღვდლის სახლში
ამოვყავი თავი.
– რამდენი წლის იყავით? – კითხულობს მამა. ჰენრი ყოყმანობს.
შემომცქერის და ვხვდები, რომ იქ დროში მოგზაურობისას იყო.
– სამის. მამასთან ერთად ვიყავი, – პასუხობს ის.
აშკარად ცრუობს, მაგრამ ჩემ გარდა ვერავინ ხვდება. ეტა შემო-
დის, თეფშები გააქვს და დესერტის თეფშებს გვირიგებს. ცოტა ხანში
ნელი ალმოდებული პლუმპუდინგით შემოდის.
– აი, მესმის! – ამბობს ჰენრი.
პუდინგს დედას უდებს წინ, ცეცხლის ალზე მისი ღია თმა ჩემს თმ-

197
ასავით სპილენძისფრად ღვივის. მამა შამპანურს ხსნის (ხელსახო-
ცით, რათა საცობმა ვინმეს თვალი ბუდიდან არ ამოუგდოს). ყველა
ჭიქებს ვუწვდით, გვისხამს. დედა პლუმპუდინგს თხელ ნაჭრებად ჭრ
ის, ეტა კი გვირიგებს. ორი ზედმეტი ჭიქაა, ერთი ეტასთვის, მეორე
– ნელისთვის. სადღეგრძელოს სათქმელად ყველანი ფეხზე ვდგე-
ბით.
– ოჯახს გაუმარჯოს, – იწყებს მამა.
– ეტას და ნელს გაუმარჯოს, რომლებიც ჩვენი ოჯახის წევრები
არიან, ასე დაუღალავად შრომობენ და ასეთი ნიჭის პატრონები
არიან, – ამბობს სუნთქვაშეკრული დედა ნაზი ხმით.
– მშვიდობისა და სამართლიანობისა იყოს, – ამბობს დულსი.
– ოჯახს გაუმარჯოს, – ამბობს ეტა.
– დასაწყისს გაუმარჯოს, – ამბობს მარკი და შერონს ჭიქას ურ-
ტყამს.
– შანსის იყოს, – პასუხობს შერონი.
ახლა ჩემი ჯერია. ჰენრის ვუყურებ და ვამბობ:
– ბედნიერებას გაუმარჯოს. აქ და ახლა.
– ამ სამყაროს და დროს გაუმარჯოს, – სერიოზული სახით მპა-
სუხობს ჰენრი.
გული მიტოკდება, ნეტავ ეს საიდან იცის, მაგრამ მერე მახსენდე-
ბა, რომ მარველი მისი ერთერთი საყვარელი პოეტია და ამჯერად
მხოლოდ მომავალს გულისხმობს.
– თოვლს გაუმარჯოს, დედას, მამას, კეტგუტს, შაქარს და ახალ
წითელ მაღალყელიან ფეხსაცმელს, – ამბობს ალისია და ყველანი
ვიცინით.
– სიყვარულს გაუმარჯოს, – ამბობს ნელი და მე თავისი ფართო
ღიმილით შემომცქერის.
– და მორტონ ტომპსონს – პლანეტა დედამიწაზე საუკეთესო შემ-
წვარი ინდაურის რეცეპტის ავტორს.
ჰენრი: მთელი სადილის განმავლობაში ლუსილის მოწყენილო-
ბას ჯერ აღფრთოვანება, მერე სასოწარკვეთილება ცვლის. მთელი
ოჯახი ძალიან ფხიზლად ადევნებს თვალს და მისი გუნების მართვ-

198
ას, ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაყვანას, დაცვასა და დაფარვას
ცდილობს, მაგრამ როცა დესერტის საჭმელად ვსხდებით, ლუსილი
ღონეს კარგავს და ჩუმად ქვითინს იწყებს, მხრები უკანკალებს, თა-
ვი კი ისე უვარდება ცალ გვერდზე, თითქოს მძინარე ფრინველივით
მისი ფრთის ქვეშ ამოდება უნდა. ჯერ მხოლოდ მე ვამჩნევ, შეძრწუ-
ნებული ვზივარ და არ ვიცი, რა ვქნა. მერე ფილიპი ხედავს, მთელი
სუფრა ირინდება. ფეხზე დგება და მასთან მიდის.
– ლუსი? – ჩურჩულით ამბობს ის, – ლუსი, რა მოგივიდა?
კლერი უმალ დედასთან ჩნდება და ამბობს:
– კარგი, დედა, გეყოფა, დედა...
ლუსილი თავს აქნევს.
– არა, არა, არა, – გაიძახის და ხელებს ასავსავებს. ფილიპი უკან
იხევს, კლერი კი ამბობს:
– გაჩუმდი.
ლუსილი რაღაცას სხაპასხუპით, მაგრამ გაურკვევლად ბუტბუტ
ებს. მის სიტყვებში ვერაფერს ვარჩევ, მაგრამ მერე მესმის:
– არაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, – მერე ისევ მეს-
მის, – ყველა შანსი დაკარგა... – და ბოლოს, – ამ ოჯახში მე არავინ
არაფრად მაგდებს... – და ბოლოს. – მლიქვნელობა.. – მერე ქვითი-
ნებს. ჩემდა გასაკვირად ამ თავზარდამცემ სიჩუმეს ბებია დულსი
არღვევს:
– ბავშვო, თუ აქ ვინმე მლიქვნელია, უპირველესად შენ. შენც ასე
მოიქეცი და არა მგონია, ფილიპს ამან რამის შანსი მოუსპო. მე თუ
მკითხავ, მეტიც კი მისცა.
ლუსილი ტირილს წყვეტს და დეიდამისს ენაჩავარდნილი შეს-
ცქერის. მარკი ჯერ მამას უყურებს, რომელიც თანხმობის ნიშნად
ერთხელ აქნევს თავს და მერე შერონს, რომელსაც გამარჯვებული
ღიმილი ადგას. კლერს ვუყურებ, დიდად გაოცებული არ ჩანს და
მიკვირს, საიდან იცოდა ის, რაც მარკისთვის დამალული იყო. მერე
ვფიქრობ, ნეტავ კიდევ რა იცის ისეთი, რის შესახებაც დუმს და უეც-
რად ვხვდები, რომ მან ყველაფერი იცის – ჩვენი მომავალიც, წარ-
სულიც და საერთოდ, ყველაფერი. უეცრად ამ თბილ ოთახში კანკა-

199
ლი მიტყდება. ეტას ყავა შემოაქვს. არ ვაყოვნებთ და სმას ვიწყებთ.
კლერი: მე და ეტამ დედა თავის ოთახში ავიყვანეთ. როგორც
სჩვევია, უთავბოლოდ იხდიდა ბოდიშს, გვარწმუნებდა, რომ კარგად
იყო და ღვთისმსახურებაზე დასწრებასაც შეძლებდა, მაგრამ ბო-
ლოს დაწვა და უმალ დაეძინა. ეტა ამბობს, რომ შინ დარჩება, ვინი-
ცობაა, დედამ გაიღვიძოს. ვეუბნები, ნუ სულელობ, წადი და მე დავ-
რჩებიმეთქი, მაგრამ ეტა ჯიუტია. დედას სასთუმალთან მას ვტოვებ
– წმინდა მათეს კითხულობს. დერეფანში მივდივარ და ჰენრის
ოთახში ვიჭყიტები, ბნელა. როცა ჩემი ოთახის კარს ვაღებ, ჰენრი
ჩემს საწოლზე გულაღმა მწოლი მხვდება: „დროის ნაოჭს“ კითხუ-
ლობს. კარს ვკეტავ და გვერდით ვუწვები.
– დედაშენს რა სჭირს? – მეკითხება, როცა მის გვერდით ფრთხი-
ლად ვეწყობი და ვცდილობ ჩემი კაბიდან არაფერი შეერჭოს.
– მანიაკურდეპრესიულია.
– ყოველთვის ასეთი იყო?
– ჩემს ბავშვობაში უკეთ იყო. როცა შვიდი წლის ვიყავი, ბავშვი
გააჩინა, მოუკვდა და ძალიან განიცადა. მაშინ თავის მოკვლა სცა-
და. მე ვიპოვე. ყველგან სისხლი იყო, ის სისხლიანი აბაზანა კარგად
მახსოვს, შიგ უამრავი პირსახოცი ეყარა. ავკივლდი, მაგრამ სახ-
ლში არავინ იყო, – ჰენრი არაფერს ამბობს, კისერს ვიგრძელებ და
ვხედავ, რომ ჭერს ასცქერის.
– კლერ, – ამბობს იგი.
– რა?
– ეგ როგორ არ მითხარი? შენს ოჯახში ბევრი რამ ხდება და ცუდი
არ იქნებოდა, წინასწარ გეთქვა.
– შენ ეს იცოდი, – ხმა მიწყდება მე. არ იცოდა. საიდან ეცოდინე-
ბოდა? – მაპატიე. მაშინ გითხარი, როცა მოხდა, დამავიწყდა, რომ
ახლა იმაზე წინ ვართ და მგონია, რომ ყველაფერი იცი.
ჰენრი ჩუმდება და ამბობს:
– მე ჩემს ოჯახზე ყველაფერი გადმოგილაგე; ყველა წვრილმანი
გიამბე და გაგაგებინე, ამიტომ მიკვირს... არ ვიცი.
– ის ხომ არ გამაცანი, – ვკვდები, ისე მინდა ჰენრის მამის გაცნ-

200
ობა, მაგრამ ამ საკითხზე კრინტს არ ვძრავ.
– არა, არ გაგაცანი.
– აპირებ?
– საბოლოოდ კი.
– როდის? – მეჩვენება, რომ ახლაც მეტყვის, რომ ჩემს ბედს ძა-
ლით ვექაჩები, როგორც მაშინ მეუბნებოდა ხოლმე, როცა მეტისმე-
ტად ბევრ შეკითხვას ვუსვამდი, მაგრამ ასე არ ამბობს, ჯდება, საწო-
ლიდან ფეხებს ჰკიდებს და ჰაერში აქნევს. პერანგის ზურგი დას-
ჭმუჭნია.
– არ ვიცი, კლერ, ალბათ, როცა შევძლებ.
კარის გარეთ ნაბიჯების ხმა ისმის, ჩემს კართან წყდება და ვიღაც
სახელურს წინ და უკან ატრიალებს.
– კლერ! – მამაჩემის ხმაა, – კარი რატომ ჩაგიკეტავს? – ვდგები
და ვაღებ. მამა რაღაცის სათქმელად პირს აღებს, მერე ჰენრის ხე-
დავს და ხელის დაქნევით გარეთ მიხმობს.
– კლერ, ხომ იცი, რომ მე და დედაშენი მეგობრის შენს ოთახში
შეპატიჟების წინააღმდეგი ვართ, – მშვიდად ამბობს ის, – ამ სახლში
უამრავი ოთახია...
– მხოლოდ ვლაპარაკობდით...
– შეგიძლიათ სასტუმრო ოთახში ილაპარაკოთ.
– დედაზე ვუყვებოდი და ამაზე სასტუმრო ოთახში ლაპარაკი არ
მინდა.
– საყვარელო, არა მგონია, დედაშენზე ყველაფრის მოყოლა აუ-
ცილებელი იყოს...
– მისი გამართული წარმოდგენის შემდეგ, აბა, რა ვქნა? ჰენრი
თვითონაც დაინახავს, რომ ცოტა შექანებულია, ჰენრი შტერი არ
არის, – ხმას ვუწევ, ალისია კარს აღებს და ტუჩებზე თითს იდებს.
– დედაშენი შექანებული არ არის, – მკაცრად ამბობს მამა.
– ჰო, არის, – მიდასტურებს ალისია და პაექრობაში ერთვება.
– შენ ნუ ერევი...
– დიახაც, მე...
– ალისია! – მამას სახეზე ალმური ედება, თვალები ლამის ბუდ-

201
ეებიდან გადმოსცვივდეს და ხმას ძალიან უწევს. ეტა დედას ოთახის
კარს აღებს და სამივეს გვიბღვერს.
– თუ ყვირილი გინდათ, ქვემოთ ჩადით და იქ იყვირეთ! – სისი-
ნებს და კარს ხურავს. ჩვენ შემცბარები ვუცქერთ ერთმანეთს.
– კარგი, მერე იყოს. მერე მასწავლე ჭკუა, – ვეუბნები მამას. მთე-
ლი ამ ხნის განმავლობაში ჰენრი ჩემს საწოლზე ზის და თავის ისე
დაჭერას ცდილობს, თითქოს აქ არ იყოს, – წამოდი, ჰენრი, რომე-
ლიმე სხვა ოთახში დავსხდეთ, – დატუქსული პატარა ბიჭივით თვი-
ნიერია, დგება და უხმოდ მომდევს. ალისია ამაყად მოაბიჯებს ჩვენ
უკან. კიბის ძირას თავს მაღლა ვწევ და ვხედავ, როგორ უმწეოდ შე-
მოგვცქერის მამა. ტრიალდება, დედას კართან მიდის და აკაკუნებს.
– მოდი, „საამურ ცხოვრებას“ ვუყუროთ, – ამბობს ალისია და
თავის საათს დასცქერის, – მე -60 არხზე ხუთ წუთში იწყება.
– კიდევ? ეგ ორასჯერ მაინც ხომ გაქვს ნანახი? – ალისია ჯიმი
სტიუარტზე გიჟდება.
– მე არ მინახავს, – ამბობს ჰენრი.
ალისია თავს ისე იჭერს, თითქოს თავზარდაცემული იყოს.
– არასდროს? ეეგ როგორ?
– ტელევიზორი არა მაქვს.
ეს კი ალისიასთვის ნამდვილი შოკია.
– გაგიფუჭდა თუ რა მოუვიდა?
ჰენრი იცინის.
– არა, ტელევიზორს ვერ ვიტან. თავს მატკივებს.
ტელევიზორი მას დროში მოგზაურობისკენ უბიძგებს. მორბენა-
ლი კადრი მასზე ასე მოქმედებს.
ალისია იმედგაცრუებული ჩანს.
– არ გინდა ყურება?
ჰენრი მე მიცქერს. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
– ჰო, გვინდა, – ვამბობ მე, – ცოტა ხანს ვუყურებთ, მაგრამ ბო-
ლომდე ვერა, ტაძარში წასასვლელად უნდა მოვემზადოთ.
სასტუმროს მეზობელ ოთახში, რომელშიც ტელევიზორი გვიდ-
გას, ერთად შევდივართ. ალისია რთავს. გუნდი მღერის: „ეს ერთ ნა-

202
თელ ღამეს მოხდა“.
– აჰა, – იცინის ის, – ერთი ეს საშინელი ყვითელი ცელოფანის
მოსასხამები ნახე. საწვიმარ პონჩოებს ჰგავს, – ალისია იატაკზე
მოწყვეტით ჯდება, ჰენრი კი ტახტზე. მე მის გვერდით ვიკავებ ად-
გილს. რაც ჩამოვედით, განუწყვეტლივ იმაზე ვფიქრობ, როგორ და-
ვიჭირო ჰენრისთან თავი ჩემი ოჯახის სხვადასხვა წევრის წინაშე.
რამდენად ახლოს დავჯდე მასთან? ალისია აქ რომ არ იყოს, ტახტზე
დავწვებოდი და კალთაში ჩავუდებდი თავს. პრობლემას ჰენრი აგ-
ვარებს – ჩემკენ იწევს და ხელს მხვევს. დაძაბული მკლავი აქვს: ასე
არასდროს ვმსხდარვართ. არც ტელევიზორს ვუყურებთ ხოლმე ერ-
თად. რომ ვუყურებდეთ, ალბათ, ასე ვისხდებოდით. გუნდი ქრება და
სატელევიზიო რეკლამები იწყება. „მაკდონალდსი“, „ბიუიკის“ ადგი-
ლობრივი დილერები, „პილსბერი“ „წითელი კიბორჩხალა“ – უკ-
ლებლივ ყველა ბედნიერ შობას გვისურვებს. ჰენრის ვუყურებ, რო-
მელიც უმეტყველო სახით, მაგრამ გაოცებული შესცქერის ეკრანს.
– რა იყო? – ალერსიანად ვეკითხები მე.
– სიჩქარე. ყოველ ორ წამში იცვლება კადრი; ასე ცუდად გავხდე-
ბი, – თვალებს თითებით იფშვნეტს, – წავალ, ცოტას წავიკითხავ, –
დგება, გადის და ერთ წუთში კიბეზე მისი ნაბიჯების ხმა მესმის. სწრა-
ფად ვლოცულობ: ღმერთო, გევედრები, ჰენრის დროში სამოგზაუ-
როდ ნუ წაიყვან, მით უმეტეს, ახლა, როცა ტაძარში მივდივართ და
მის გაუჩინარებას ვერაფრით ავხსნი. ალისია ტახტზე სიხარულის-
გან ცმუკავს, როცა ეკრანზე პირველი ტიტრები ჩანს.
– დიდხანს ვერ გაძლო, – ამბობს ის.
– საშინლად ატკივებს თავს. იცი, როგორ? აი, სიბნელეში გაუნ-
ძრევლად რომ უნდა იწვე და ლაპარაკის გაგონებაზე თავი რომ გის-
კდება.
– ოჰ.
ეკრანზე ჯეიმზ სტიუარტი ჩნდება, ხელში უამრავი სამოგზაურო
ბროშურა უჭირავს.
– ძალიან საყვარელია.
– ჯიმი სტიუარტი?

203
– ჰო, ესეც, მაგრამ მე შენს ჰენრიზე ვამბობ.
ვიღიმები. ისეთი ამაყი ვარ, თითქოს ჰენრი ჩემი შექმნილი იყოს.
– ჰო.
ხალხით გადატენილი ოთახის ერთი კუთხიდან ჯიმი სტიუარტს
დონა რიდი უღიმის. ცეკვავენ და ჯიმი სტიუარტის მეტოქე ჩამ-
რთველს სწევს, საცეკვაო მოედანი შუაზე იყოფა და მის ქვეშ აუზი
ჩანს.
– ჰენრი დედასაც მოსწონს.
– ალილუია, – დონა და ჯიმი უკუსვლით ცეკვავენ და აუზში ცვივ-
დებიან. მალე ლამაზად გამოწყობილი სტუმრებიც მათ ჰბაძავენ –
ყველა წყალში ხტება, ჯგუფი კი დაკვრას განაგრძობს.
– ნელი და ეტაც თანახმანი არიან.
– ჩინებულია. ახლა დარჩენილი ოცდათექვსმეტი საათიც ისე უნ-
და გავძლოთ, რომ პირველი შთაბეჭდილება არ წავახდინოთ.
– რთულია? – თუ არ... არა მგონია, ასეთი სისულელე ქნათ... –
ალისია დაეჭვებით შემომცქერის, – ხომ არ იზამთ?
– რა თქმა უნდა, არა.
– რა თქმა უნდა, არა, – ექოსავით იმეორებს ის, – ღმერთო, არ
მჯერა, რა სულელი ყოფილა ეს მარკი.
ფეხბურთის ფორმასა და აბაზანის ხალათში გამოწყობილი ჯიმი
და დონა ბედფორდფოლზის ქუჩებში მიდიან და „ბაფალოს გოგო-
ნებს“ მღერიან.
– გუშინ აქ უნდა ყოფილიყავი. მეგონა, მამას საშობაო ხის წინ
გულის შეტევა მოუვიდოდა. ვიფიქრე, დავარდება, ხესაც გადმოიყო-
ლებს და სამედიცინო ბრიგადას სათამაშოებდახუნძლული დახვდე-
ბა და სანამ გულფილტვის რეანიმაციას ჩაუტარებენ, იმ სათამაშო-
ებს სათითაოდ დააცლიანმეთქი.
ჯიმი დონას მთვარის ჩუქებას სთავაზობს. დონა თანახმაა.
– მეგონა, გულფილტვის რეანიმაცია სკოლაში ისწავლე.
– მე დედას მოსულიერებას მოვუნდებოდი. იცი, რა საშინელება
იყო, კლერ, რამდენი იკივლეს და იყვირეს.
– შერონის თანდასწრებით?

204
ალისია სევდიანად იცინის.
– ხუმრობ? როცა დედა, მამა და მარკი ერთმანეთს უკიოდნენ, მე
და შერონი აქ ვიყავით და თავაზიანად ვმასლაათობდით. მერე გავ-
ჩუმდით და ყური მივუგდეთ.
მე და ალისია ერთმანეთს ისე შევცქერით, თითქოს ვეკითხებით:
კიდევ რა არის ახალი? მთელი ცხოვრება ჩვენი მშობლების ყვი-
რილს ვისმენთ – ხან ერთმანეთს უკივიან და ხან ჩვენ. ზოგჯერ მგო-
ნია, დედას მორიგი ტირილის მოწმე რომ გავხდე, წავალ და აღა-
რასდროს ჩამოვალ. მინდა ჰენრის დავავლო ხელი და ჩიკაგოში გა-
ვიქცე, სადაც არავინ დაიყვირებს, არავინ მომაჩვენებს თავს, რომ
ყველაფერი კარგად არის და არაფერი ხდება. ვიღაც მრისხანე, მსუ-
ქანა, მაისურიანი კაცი ჯეიმზ სტიუარტს უყვირის, დონა რიდთან საუ-
ბარს მორჩეს და აკოცოს. იმ კაცს ვეთანხმები, მაგრამ ის არა. ის
დონას ხალათს ფეხს აბიჯებს, დონა ხალათიდან სხლტება და მერე
მხოლოდ ის ჩანს, რომ იგი ჰორტენზიის უზარმაზარ ბუჩქში შიშველი
იმალება.
მერე „პიცა ჰათის“ რეკლამა იწყება და ალისია ტელევიზორს
ხმას უწევს.
– ისა... კლერ?
– რა?
– ჰენრი აქ ოდესმე ყოფილა?
– არა, არა მგონია. რატომ მეკითხები?
იშმუშნება და წამით გვერდზე იხედება.
– არ გეგონოს, რომ დარტყმული ვარ.
– რაო?
– ერთხელ ერთი ასეთი უცნაური ამბავი მოხდა... დიდი ხნის
წინ... ასე, თორმეტი წლის ვიქნებოდი, უნდა მემეცადინა, უეცრად
გამახსენდა, რომ მოსმენაზე წასასვლელად სუფთა პერანგი არ
მქონდა. შინ არავინ იყო, არც ეტა, მე მარკს ვყავდი ჩაბარებული, ის
კი თავის ოთახში შეკეტილი რაღაცას აკეთებდა... ჰოდა, ქვემოთ,
სამრეცხაოში ჩავედი, პერანგს ვეძებდი, როცა უეცრად ხმაური მო-
მესმა, კარის ჯახუნივით იყო და სარდაფის სამხრეთ მხრიდან მოდი-

205
ოდა, თითქოს ვიღაც ოთახებში ველოსიპედით დაქროდა. პიტერი
მეგონა. სამრეცხაოს კართან შევჩერდი და დავაყურადე. ველოსი-
პედების ოთახის კარი გაიღო და კლერ, არ დამიჯერებ, კარში სრუ-
ლიად შიშველი ბიჭი გამოჩნდა – ჰენრის ჰგავდა.
ვიცინი, მაგრამ ჩემს სიცილს სიყალბე ეტყობა.
– კარგი რა.
ალისიაც იცინის.
– ვიცოდი, რომ სიგიჟედ მოგეჩვენებოდა, მაგრამ გეფიცები,
მართლა ასე იყო. ის ტიპი ცოტა გაოცდა. მე პირდაღებული და ყბა-
ჩამოვარდნილი ვდგავარ და ვფიქრობ, ეს შიშველი ბიჭი გაუპატიუ-
რებას მიპირებს, მოკვლას თუ კიდევ სხვა რამესმეთქი, მაგრამ არა-
ფერს ამბობს და მიდის. მხოლოდ ამას მეუბნება: „ალისიას გაუმარ-
ჯოს“, სამკითხველო ოთახში შედის და კარს ხურავს.
– მერე?
– მერე ზემოთ ავრბივარ და მარკის კარზე ვაკაკუნებ. მარკი
მეუბნება, აქედან მოუსვიო, ბოლოს კარს მიღებს და ისეთი გაშტერ
ებულია, ვერც ხვდება, რას ვამბობ, არ მიჯერებს, მაგრამ ქვემოთ მა-
ინც მომყვება; სამკითხველო ოთახის კარზე აკაკუნებს, ორივეს გვე-
შინია, იცი, როგორი მომენტია, ნენსი დრიუს რომ დაემართა, როცა
ფიქრობს, რა შტერები არიან ეს გოგოები, პოლიციას უნდა დაუძა-
ხონო, მაგრამ იქიდან ჩამიჩუმი არ ისმის, მერე მარკი კარს აღებს,
იქ არავინაა. მარკი მიბრაზდება, ჰგონია, ყველაფერი მოვიგონე, მე-
რე გვგონია, რომ ის კაცი ზედა სართულზე ავიდა, ორივე მივდივართ
და სამზარეულოში ვსხდებით, ტელეფონთან, ნელის დიდი დანაც
იქვე გვიდევს.
– აქამდე როგორ არ მიამბე?
– როცა მოხვედით, სულ გამოვყეყეჩდი. ვიცოდი, რომ მამა გა-
დაირეოდა... არ მეცინებოდა და არც ლაპარაკი მინდოდა, – ალისია
იცინის, – ერთხელ ბებიას ვკითხე, ამ სახლში მოჩვენებები ხომ არ
არიანმეთქი, მითხრა, რამდენადაც ვიციო, არაო.
– ის ბიჭი თუ მოჩვენება ჰენრის ჰგავდა?
– კი, კი! კლერ, როცა შემოხვედით და ჰენრი დავინახე, მაშინვე

206
ვიფიქრე, ეს ის ბიჭია-მეთქი! ხმაც კი იგივე აქვს, ოღონდ სარდაფში
ნანახს უფრო მოკლე თმა ჰქონდა და მასზე უფროსი იყო, ასე ორმო-
ცისა იქნებოდა...
– თუ ის მაშინ ორმოცისა იყო, ჰენრი ახლა ოცდარვისაა, ხუთი
წლის წინ ოცდასამისა იქნებოდა, ალისია...
– ოჰ, კლერ, ძალიან უცნაურია... ძმა ხომ არა ჰყავს?
– არა, და არც მამას ჰგავს დიდად.
– არ ვიცი, შეიძლება მისი ასტრალური პროექცია ან რამე მსგავ-
სი იყო.
– ან მისი დროში მოგზაური ცალი, – ვაპარებ მე.
– უი, ჰო, რა უცნაურია... ღმერთო.
ტელევიზორის ეკრანი სულ ერთი წუთით ქრება, მერე ისევ დონა
და მისი ჰორტენზიის ბუჩქი ჩნდება. ჯიმი სტიუარტი მის მკლავზე გა-
დაკიდებული ხალათით ბუჩქს წრეს ურტყამს. ჯავრობს და ეუბნება,
რომ მის საჩვენებლად ბილეთებს გაყიდის. რა ხეპრეა, ვფიქრობ და
უეცრად ვწითლდები, რადგან მახსენდება, რომ სიშიშვლეზე თუ ტან
საცმელზე ჰენრისთვის უარესი რამ მითქვამს და გამიკეთებია კი-
დეც... მაგრამ მერე მანქანა მოდის და ჯიმი სტიუარტი დონას ხა-
ლათს ესვრის, – „მამაშენს დამბლა დაეცა!“ – ეუბნება ვიღაც მანქა-
ნიდან და ჯიმი უკანმოუხედავად გარბის, დონა რიდი კი დგას ბუჩქებ-
ში. თვალზე ცრემლები მადგება.
– კარგი რა, კლერ. დაბრუნდება, – მეუბნება ალისია.
ვიღიმები. მერე ვუყურებთ, როგორ ცდილობს მისტერ პოტერი
საწყალი ჯიმის დაყოლიებას, კოლეჯს თავი დაანებოს და სესხებსა
და კრედიტებს მიხედოს.
– ნაბიჭვარი, – ამბობს ალისია.
ჰენრი: როცა ღამის ცივი ჰაერიდან ტაძრის სითბოსა და სინათ-
ლეში შევდივართ, მუცელი მიბუყბუყებს. კათოლიკურ მესას არას-
დროს დავსწრებივარ. რაღაც რელიგიურზე უკანასკნელად დედაჩე-
მის დასაფლავებაზე ვიყავი. კლერის მკლავს ბრმასავით ვებღაუჭე-
ბი, როცა ცენტრალური რიგისკენ მიმიძღვის. ცარიელ ადგილებზე
ვსხდებით. კლერი და მისი ოჯახი ბალიშებზე მუხლს იყრის. მე ვჯდე-

207
ბი, რადგან კლერმა ასე მითხრა. ადრე მოვსულვართ. ალისია სად-
ღაც გაქრა, ნელი კი თავის ქმარსა და სამხედრო საზღვაო ფლოტი-
დან შვებულებით ჩამოსულ ვაჟთან ერთად ჩვენ უკან ზის. დულსი
თავის დაქალთან ერთადაა. კლერი, მარკი, შერონი და ფილიპი ერ-
თმანეთის გვერდით დაჩოქილები დგანან, თუმცა განწყობა სხვა-
დასხვა აქვთ: კლერი დაძაბულია, მარკი – ზერელე, შერონი – მშვი-
დი და ყურადღებიანი, ფილიპი – დაქანცული. ტაძარში ყველგან პუ-
ანსეტია ღაღანებს. ცვილისა და სველი ტანისამოსის სუნი დგას. სა-
კურთხევლის მარჯვნივ მარიამის, იოსებისა და მათი გარემოცვის
სცენა ჩანს. ადამიანები ტაძარში ჯგუფ-ჯგუფად შემოდიან, ადგი-
ლებს არჩევენ და ერთმანეთს ესალმებიან. კლერი ჩემ გვერდით
ჯდება, მარკმა და ფილიპმაც მას მიჰბაძეს; შერონი მცირე ხანს ისევ
მუხლმოყრილი დგას, მერე ყველანი მშვიდად ერთ რიგში ვსხდებით
და ველით. სცენაზე – თუ საკურთხეველზე, რა ვიცი – პიჯაკში ჩაც-
მული კაცი გამოდის, პატარა სამლოცველო მაგიდებთან დამაგ-
რებულ მიკროფონებს ამოწმებს და უჩინარდება. ახლა გაცილებით
მეტი ხალხია; ტევა არ არის. ალისია, ორი სხვა ქალი და ვიღაც კაცი
სცენის მარცხნივ გადიან და ინსტრუმენტები გამოაქვთ. ქერა ქალი
ვიოლინოზე უკრავს, თაგვივით პატარა, ყავისფერთმიანი კი, ალ-
ტზე, ის მოხუციც მევიოლინეა, ფეხების ფრატუნით რომ დადის. ყვე-
ლას შავები აცვია. გასაშლელ სკამებზე სხდებიან, ნოტების სადგა-
მებთან შუქს ანთებენ, ფურცლავენ, სიმებს არხევენ და მოწონების
ნიშნად ერთმანეთს თავებს უქნევენ. უეცრად ყველა ჩუმდება, ამ სი-
ჩუმეში გრძელი, ნელი, დაბალი ნოტი ისმის, რომელიც იქაურობას
ავსებს, ის არც ერთი მელოდიის ნაწილი არ არის, თავისთვის არსე-
ბობს და ჰაერში იყინება. ალისია იმდენად ნელა გვიკრავს თავს,
რამდენადაც ეს ადამიანს შეუძლია; ბგერა, რომელსაც ის აჟღერებს,
არსაიდან ჩნდება, თითქოს ჩემს ყურებს შორის იბადება, ჩემს თავის
ქალაში ექოსავით ისმის და ტვინს თითებით ეხება. მერე ჩერდება.
მოკლე, მაგრამ სრული სიჩუმე ისადგურებს. ოთხივე მუსიკოსი
ენერგიულად იწყებს საქმეს. მათი მუსიკა იმ ეულ, მარტივ ნოტთან
დისონანსშია, თანამედროვე და დისჰარმონიულია, ეგებ ბარტოკ-

208
ია? მერეღა ვხვდები, რას უკრავენ – „ჩუმ ღამეს“. ვერ ვიგებ, რატომ
ჟღერს ასე უცნაურად, მერეღა ვხედავ, რომ ის ქერა მუსიკოსი ალი-
სიას სკამს ფეხს ურტყამს, მერე ყველაფერი სწორდება. კლერი
გვერდულად მიყურებს და იღიმება. ყველა შვებას გრძნობს. „ჩუმი
ღამის“ მერე ჰიმნი იწყება, ვერ ვცნობ. ყველა ფეხზე დგება. ტაძრის
უკანა მხარეს ტრიალდება და რიგებს შორის პატარა ბიჭების ამალი-
სა და რამდენიმე კოსტიუმიანი მამაკაცის თანხლებით მღვდელი შე-
მოდის. საზეიმო ნაბიჯებით ტაძრის წინა მხარისკენ მიდიან და თავი-
ანთ ადგილებს იკავებენ. მუსიკა უეცრად წყდება. „ოჰ, არა“, – ვფიქ-
რობ მე. ახლა რა უნდა მოხდეს? კლერი ხელს მკიდებს, სხვებთან
ერთად ჩვენც ფეხზე ვდგებით. თუ მართლა არსებობ, ღმერთო, გე-
ვედრები, ღმერთო, აქ დამაყენე, ასე მშვიდად და შეუმჩნევლად, აქ
და ახლა, აქ და ახლა.
კლერი: ჰენრის ისეთი სახე აქვს, თითქოს ცოტაც და, გული წაუ-
უვა. ღმერთო, ძვირფასო, გთხოვ, ახლა არ გააუჩინარო. მამა ჰემ-
პტონი რადიოდიქტორის ხმით გვესალმება. ჰენრის პიჯაკის ჯიბეში
ხელს ვუყოფ, გამოხეულ ადგილს ვპოულობ, მერე მის ასოს ვაგნებ
და ხელს ვუჭერ. ისე ხტება, თთქოს ელექტროშოკი მეხმაროს.
– თქვენთან არს ღმერთი, – ამბობს მამა კომპტონი.
– თქვენთანაც, მამაო, – მშვიდად ვპასუხობთ ყველა ერთხმად.
იგივეა. ყველაფერი იგივეა. ჯერ აქ ვართ და ყველა გვხედავს.
ვგრძნობ, როგორ მბურღავს ჩემს ზურგს უკან მდგომი ჰელენი თვა-
ლებით. რუთი ჩვენგან ხუთი რიგით უკან თავის ძმასა და მშობლებ-
თან ერთად ზის. ნენსი, ლაურა, მერიკრისტინა, პეტი, დეივი, კრისი
და თვით ჯეისონ ევერლეიც კი აქ არის; ვგონებ, ყველა ჩემი სკოლე-
ლი აქაა. ჰენრის გავცქერი, ვერაფერს ამჩნევს. ოფლად იღვრება.
მიყურებს და ცალ წარბს მაღლა სწევს. მესა გრძელდება. კიდევ ერ-
თხელ ვისმენთ: მშვიდობა თქვენდა. მერე სახარების მოსასმენად
ყველა ფეხზე ვდგებით – ლუკა, თავი 2. რომის იმპერიაში, მშობ-
ლიური ქალაქისკენ ყველა მიმავალი აღიწეროს... იოსები და მარი-
ამი, ფეხმძიმე, დაბადება, საოცარი, უბრალო... ჩვილის გადახვევა,
ბაგა... ამის ლოგიკას ვერასდროს ვწვდებოდი, მაგრამ უდავოდ ძა-

209
ლიან ლამაზია. მინდორში მცხოვრები მწყემსები. ანგელოზი: ნუ გე-
შინია, იწამე, და მე შენ ლხენას მოგიტან... ჰენრი ფეხს აცახცახებს,
ყურადღება მეფანტება. თვალები დახუჭული აქვს და ტუჩს იკვნეტს.
უამრავი ანგელოზია. მამა კომპტონი ქადაგებს: მაგრამ მარიამმა
ყოველივე ირწმუნა და გულში შეინახა, – ამინ, – ვამბობთ ჩვენ და
ქადაგების მოსასმენად ვსხდებით. ჰენრი ჩემკენ იხრება და ჩურჩუ-
ლით ამბობს:
– საპირფარეშო სად არის?
– აი, იმ კარიდან გახვალ, – იმ კარზე ვანიშნებ, რომლიდანაც
ალისია, ფრენკი და სხვები შემოვიდნენ.
– იქამდე როგორ მივიდე?
– ტაძრის უკანა მხარეს გადი და გვერდით რიგს გაჰყევი.
– რომ არ დავბრუნდე?
– უნდა დაბრუნდე.
და როცა მამა კომპტონი ამბობს: „ღამეთა შორის ყველაზე ნე-
ტარ ღამეს“... ჰენრი დგება და მიდის. მას მამას თვალები მიაცილე-
ბენ. გავცქერი, როცა კარიდან გადის; კარი მის ზურგს უკან იხურება.
ჰენრი: ის, სადაც ახლა ვდგავარ, დაწყებითი სკოლის დერეფა-
ნია. „მშვიდად“, – ვუმეორებ საკუთარ თავს. ვერავინ შეგამჩნევს.
სადმე დაიმალე. გარშემო გაშმაგებული ვიყურები და კარს ვხედავ:
„ვაჟები“. ვაღებ და მამაკაცების მინიატიურულ საპირფარეშოში შევ-
დივარ, ყავისფერი კაფელია, ყველაფერი ძალიან დაბალია, რადია-
ტორიდან წყალი ჟონავს, სახაზინო საპნის ძლიერი სუნი დგას. ფან-
ჯარას რამდენიმე დუიმზე ვაღებ და ღიობიდან თავს ვყოფ. მარად-
მწვანე მცენარეებს შორის ვერაფერს ვარჩევ, ცივ ჰაერს ვსუნთქავ,
ნაძვის სურნელი ასდის. რამდენიმე წუთში დაძაბულობა მეხსნება.
მეტლახზე ვწვები, ვიკუნტები, მუხლები ნიკაპთან მიმაქვს. აი, მე აქ
ვარ. ცოცხალი, საღსალამათი. ახლა. აქ, ამ ყავისფერ მეტლახიან
იატაკზე. ისეთი უმნიშვნელო რამაა, თხოვნაც არ ღირს. მთლიანო-
ბა. თუ ღმერთი არსებობს, მას უნდა, რომ ძალიან კარგები ვიყოთ;
ალბათ, სისულელეა, ვინმესგან სიკარგეს ელოდო, თუ სტიმულს არ
აძლევ, კლერი კი კარგია, ძალიან, ძალიან კარგი, ღმერთისაც

210
სწამს და მაშინ რატომ სურს ღმერთს მისი ამდენი ხალხის წინაშე
შერცხვენა.
თვალებს ვახელ. ფაიფურის პაწაწინა აღჭურვილობას სხვადას-
ხვა ფერთა გამაში გარდამავალი აურა აკრავს, ცისფერი, მწვანე და
მეწამული. ვმორჩილდები, უნდა წავიდე, ამას ვეღარაფერს ვუშვე-
ლი, ვკანკალებ.
– არა! – მაგრამ მივდივარ.
კლერი: მღვდელი ქადაგებას ამთავრებს მსოფლიო მშვიდობის
შესახებ. მამა ჩემკენ იხრება და მეკითხება:
– შენი მეგობარი ცუდად ხომ არ არის?
– თავის ტკივილი აწუხებს და ზოგჯერ თავბრუ ეხვევა ხოლმე.
– წავიდე, ვნახო, ეგებ რამით დავეხმარო?
– არა! კარგად იქნება.
ვგონებ, მამა ვერ დავარწმუნე, მაგრამ არსად მიდის. ვცდილობ
თავი მოვთოკო, არ წამოვხტე და ჰენრის საძებნელად არ გავიქცე.
ჯერ წინა მერხებზე მსხდომნი წამოიშალნენ. ალისია ბახის მეორე
სიუიტას უკრავს ჩელოსთვის. სევდიანია და ძალიან ლამაზი. დაბ-
რუნდი, ჰენრი. დაბრუნდი.
ჰენრი: ჩიკაგოში, ჩემს ბინაში ვარ. ბნელა, სასტუმრო ოთახში
მუხლმოყრილი ვდგავარ. ბარბაცით ვდგები და იდაყვით წიგნების
კარადას ვეხეთქები.
– ამის დედაც! არ მჯერა! კლერსა და მის ოჯახთან ერთად ერთი
დღეც ვერ გავძელი, ჩამისრუტა და ამ დედააფეთქებულ ჩიკაგოში,
ჩემს ბინაში პინბოლივით გადმომაფურთხა...
– ესეც ასე, – ნამძინარევი გასაშლელ საწოლზე ვზივარ.
– დღეს რა რიცხვია? – დაჟინებით ვკითხულობ.
– 1991 წლის 28 დეკემბერი. დღევანდელი დღიდან ოთხი დღის
შემდეგ.
საწოლზე ვჯდები.
– ამას ვეღარ ვუძლებ.
– დამშვიდდი. რამდენიმე წუთში დაბრუნდები. ვერავინ შენიშ-
ნავს შენს წასვლას. მთელი დანარჩენი სტუმრობა კარგად ჩაივლის.

211
– მართლა?
– ჰო, ნუ წუწუნებ, – ამბობს ჩემი ცალი და ზუსტად დასცინის მა-
მაჩვენს. მისთვის თავში წამორტყმა მინდა, მაგრამ რა აზრი აქვს?
ფონად რაღაც მუსიკა ისმის.
– ეს ბახია?
– ჰო, ტვინში გიტრიალებს. ალისია უკრავს.
– უცნაურია. აჰ! – საპირფარეშოსკენ მივრბივარ და თითქმის
ვასწრებ.
კლერი: ზიარებაზე რამდენიმე კაციღა დარჩა, როცა ჰენრი შემო-
დის კარში. ფერმკრთალია, მაგრამ დადის. რიგებს შორის მოდის
და ჩემ გვერდით იჭეჭყება.
– მესა დასრულებულია. მშვიდობა თქვენდა, – ამბობს მამა კომ-
პტონი.
– ამინ, – ვპასუხობთ ჩვენ.
სტიქაროსნები თევზების გუნდივით ჯგუფდებიან მღვდლის გვერ-
დით. რიგებს შორის მხიარულად მიაბიჯებენ, გარეთ მათთან ერთად
გავდივართ. მესმის, როგორ ეკითხება შერონი ჰენრის, ხომ კარგად
ხარო, მაგრამ რას პასუხობს, არ მესმის, რადგან ჰელენი და რუთი
წამოგვეწივნენ და მათ ჰენრის ვაცნობ.
ჰელენი ეშმაკურად იღიმება და ამბობს:
– ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს!
ჰენრი შეცბუნებული შემომცქერის. ჰელენს უარის ნიშნად თავს
ვუქნევ, ის კი იცინის.
– შეიძლება ვცდები. სასიამოვნოა შენი გაცნობა, ჰენრი.
რუთი ჰენრის ხელს მორცხვად უწვდის. ჩემდა გასაოცრად, ჰენ-
რი მის ხელს მცირე ხნით ხელში იმწყვდევს და ამბობს:
– გამარჯობა, რუთ, – ამას მანამდე ეუბნება, სანამ წარვუდგენ,
მაგრამ ვგონებ, რუთი ვერაფერს ხვდება. მალე ლაურა გვიერთდე-
ბა, ამასობაში ალისიაც მოდის – ხალხის ბრბოში გზას მოიკვლევს
და ჩელოს მოათრევს.
– ხვალ ჩემთან მოდით, – გვპატიჟებს ლაურა, – ხვალ ოთხზე ჩე-
მი მშობლები ბაჰამზე მიდიან.

212
ყველანი ხალისიანად ვთანხმდებით. ყოველ წელს საშობაო სა-
ჩუქრების გახსნისთანავე ლაურას დედმამა ტროპიკებში მიემგზავ-
რება, ჩვენ კი მათი მანქანის თვალს მიფარებისთანავე მათთან
ვჩნდებით. ბოლოს ერთმანეთს ვემშვიდობებით და ერთხმად ვყვი-
რით: „მრავალ ბედნიერ შობას დავესწროთ!“ და როცა ტაძრის
გვერდითი კარიდან პარკინგზე გავდივართ, ალისია ამბობს:
– ოჰო, ასეც ვიცოდი!
ყველგან ახალი თოვლის სქელი ფენა დევს, სამყარო სპეტაკ
თეთრ ფერში თავიდან შექმნილს ჰგავს. გაუნძრევლად ვდგავარ, ხე-
ებს და მანქანებს ვუცქერ და ტბისკენ მიმავალ ქუჩას გავყურებ; ტაძ-
რისგან შორს ტბა რაღაც უხილავს ეჯახება. ჰენრი ჩემ გვერდით
დგას და იცდის.
– წამოდი, კლერ, – ამბობს მარკი.
მე მივდივარ.
ჰენრი: შუაღამის ორის ნახევარია, როცა მიდოულარკჰაუზის
კარში შევდივართ. მთელი გზა ფილიპი ალისიას „ჩუმი ღამის“ და-
საწყისში დაშვებული „შეცდომის“ გამო ეკითხებოდა, ის კი აუღელ-
ვებლად იჯდა და ჩაბნელებულ სახლებს და ხეებს გასცქეროდა. ახ-
ლა, როცა ერთმანეთს ორმოცდამეათეჯერ უთხრეს, „შობას გილო-
ცავ“, ყველამ, ალისიასა და კლერის გარდა, ზედა სართულზე, თა-
ვთავიანთ ოთახებს მიაშურა, ალისია და კლერი პირველი სართუ-
ლის დერეფნის ბოლოს ოთახში შევიდნენ. არ ვიცი, რა ვქნა და ინ-
სტინქტურად მათ მივდევ.
– ნამდვილი სირია, – ეუბნება ალისია კლერს, როცა კარში თავს
ვყოფ. ოთახი კაშკაშა შუქშია ჩაძირული, შუაში კი უზარმაზარი ბი-
ლიარდის მაგიდა დგას. კლერი ბურთებს წინ და უკან ისვრის, ალი-
სია კი ოთახის ჩრდილში ბოლთას სცემს.
– თუ შენ განზრახ აჯავრებ, ის კი ბრაზობს, არ მესმის, რაღა
გწყინს, – ამბობს კლერი.
– ისეთი ამპარტავანია, – ამბობს ალისია და ჰაერს მუშტებს უშე-
ნს. ვახველებ. ორივე კრთება.
– ოჰ, მადლობა ღმერთს შენ ხარ, ჰენრი. მამა მეგონა, – ამბობს

213
კლერი.
– გინდა ვითამაშოთ? – მეკითხება ალისია.
– არა, მე გიყურებთ.
მაგიდასთან მაღალი უზურგო სკამი დგას და მასზე ვჯდები.
კლერი ალისიას კიის აწვდის. ალისია ცარცს უსვამს და მაგრად
ურტყამს. კუთხის ლუზებში ორი ბურთი ცვივა. ალისია კიდევ ორს
აგდებს, მერე აცდენს.
– ოჰ, ოჰ, – ამბობს კლერი, – ხათაბალაში ვარ.
კლერი ადვილად აგდებს 2 ნომერ ბურთს, რადგან ზუსტად ლუ-
ზის გვერდით ეგდო. მერე ისევ აგდებს, ამჯერად 3იანს. აალისია ორ
ბურთს აცდენს. ორს ადვილად აგდებს.
– რვიანი, გვერდითი ლუზა, – აცხადებს ალისია და თამაში მთავ-
რდება.
– ოჰ, – ოხრავს კლერი, – მართლა არ გინდა? – მეკითხება და
კიის მიწვდის.
– მოდი, ჰენრი, – ამბობს ალისია, – თქვენ არ დალევთ?
– არა, – ამბობს კლერი.
– რა გაქვს? – ვეკითხები მე.
ალისია ჩამრთველს ტკაცანით რთავს და ოთახის ბოლოში ლა-
მაზი ბარი ჩანს. მე და ალისია ვიქექებით და ჰოი, საოცრებავ, თუ
ოდესმე რამე ალკოჰოლიანი სასმელი გამიგია, ყველა იქ არის.
ალისია თავისთვის რომს და „კოკას“ ურევს. ასეთი სიმდიდრის წი-
ნაშე ცოტას ვყოყმანობ, მაგრამ ბოლოს სუფთა ვისკის ვისხამ.
კლერიც გადაწყვეტს, რაღაც მანაც დალიოს. როცა მინიატიურული
სინიდან თავის ჭიქაში ყინულს რაკარუკით ყრის და „კალუას“ ის-
ხამს, კარი იღება და ჩვენ ვშეშდებით.
მარკია.
– შერონი სად არის? – ეკითხება კლერი.
– კარი ჩაკეტე, – უბრძანებს ალისია.
კეტავს და ბართან მოდის.
– სძინავს, – ამბობს და პაწაწინა მაცივრიდან „ჰაინეკენს“ აძ-
რობს, თავს ხდის და მაგიდასთან ბარბაცით მიდის.

214
– ვინ თამაშობს?
– ალისია და ჰენრი, – პასუხობს კლერი.
– ოჰო, გააფრთხილეთ?
– მარკ, მოკეტე, – ამბობს ალისია.
– ეგ გადაცმული ჯეკი გლისონია41– მარწმუნებს მარკი.
ალისიასკენ ვტრიალდები.
– მოდი, დავიწყოთ, – ამბობს ის. კლერი ურევს. ალისია იწყებს.
ვისკიმ ყველა სინაფსი დამიცხრო და ყველაფერს მკვეთრად და მკა-
ფიოდ ვხედავ. ბურთები ფოიერვერკებივით სკდება და ახალ ნაყ-
შებს ხატავს. ბურთი ნ13 კუთხის ლუზასთან ბზრიალებს და ვარდება.
მერე ალისია ერთმანეთის მიყოლებით ნ 15-ს, ნ 12-სა და ნ 9-ს აგ-
დებს. მერე შეუძლებელს ცდილობს – ორმაგ დარტყმას.
გულხელდაკრეფილი კლერი შუქის საზღვარზე დგას, სახეს
ჩრდილი უფარავს, სხეული კი სიბნელიდან მოფარფატებს. ყურად-
ღება მაგიდაზე გადამაქვს. კარგა ხანი გასულა. ნ 2-ს, 3-ს და 6-ს ად-
ვილად ვაგდებ და სხვებს ვეძებ. მაგიდის მეორე ბოლოში კუთხის
ლუზასთანნ 1 გდია, კარგი დასარტყამია და 7 ნომერს მისკენ ვგზა-
ვნი, რაც ნ 1-ს ლუზაში აგდებს. მერე 4-იანს ვისვრი და იღბლიანი კა-
რამბოლის 42 წყალობით 5-იანს ვაგდებ. როგორც იტყვიან, გამი-
ვარდა, მაგრამ ალისია უსტვენს. 7-იანი უპრობლემოდ ვარდება.
„რვიანი კუთხეში“, – ვამბობ, კიის ვიშვერ და იმასაც ვაგდებ. მაგი-
დასთან ოხრავენ.
– ძალიან ლამაზი იყო, – ამბობს ალისია, – კიდევ გააკეთე.
კლერი სიბნელეში იღიმება.
– ეს შენ არ გგავს, – ეუბნება მარკი მას.
– დაღლილი ვარ და გაბრაზებული.
– მამაზე?

41
ჯეკი გლისონი (19161987) – რობერტ როსენის ფილმის „ბილიარდის
მოთამაშე“ (1961) ერთერთი გმირი.
42
ბილიარდში: დარტყმა ისე, რომ ბურთი მოხვდეს მეორე ბურთს და შემ-
დეგ, უკან წამოსული, მესამეს.

215
– ჰო.
– ჰო, ეგრე იცის, თუ რამეს ეტყვი, ვალში არ დაგრჩება.
ალისია იბუსხება.
– უცაბედი შეცდომა ყველას მოსდის.
– თავიდან ტერი რილი მეგონა, – ვამბობ მე.
იღიმება.
– ტერი რილი იყო. „სალომეა მშვიდობისთვის ცეკვავს“, იქიდან
იყო.
კლერი იცინის.
– სალომეას „მშვიდ ღამეში“ რა უნდოდა?
– იოანე ნათლისმცემლის წყალობით; მე დავუკავშირე, თანაც
თუ პირველი ვიოლინოს პარტიას ერთი ოქტავით ქვემოთ გადაიტან,
კარგად გამოდის, დაახლოებით ასე: ლა ლა ლა...
– ვერ დაადანაშაულებ, რომ ასე გაგიჟდა, – ამბობს მარკი, –
ხვდება, რომ შემთხვევით არ შეცდებოდი.
მეორე სასმელს ვისხამ.
– ფრენკმა რა თქვა? – კითხულობს კლერი.
– უმალ მიხვდა. სცადა მისი რამე ახალში გადაყვანას, „მშვიდი
ღამის“ სტრავინსკისთან დაკავშირება. ფრენკი ოთხმოცდაშვიდი-
საა, არ ანაღვლებს, მე რა დღეში ვარ, თუ თვითონ ხალისობს, არა-
ბელა და ეშლი კი გაღიზიანდნენ.
– ეგ პროფესიონალიზმი არ არის, – ამბობს მარკი.
– მერე ეგ ვის ანაღვლებს? ეეს წმინდა ბასილის ტაძარია, სხვა
არაფერი, – ალისია მე მიყურებს, – შენ რას ფიქრობ?
ვყოყმანობ და ვამბობ:
– მე დიდად არ მანაღვლებს, მაგრამ მამაჩემს რომ მოესმინა,
გაბრაზდებოდა.
– მართლა? რატომ?
– თვლის, რომ ყველა ნაწარმოებს პატივისცემით უნდა მოეპ-
ყრო, იმასაც კი, რომელიც დიდად არ მოსწონს. მაგალითად, ჩაიკ-
ოვსკი და შტრაუსი არ უყვარს, მაგრამ სერიოზულად ეკიდება. ამი-
ტომაა მაგარი; ყველაფერს ისე უკრავს, თითქოს ძალიან უყვარს.

216
– ოჰ, – ამბობს ალისია, ბართან მიდის, მორიგ სასმელს ისხამს
და ჩემს ნათქვამზე ფიქრობს, – კარგია, ისეთი მამა რომ გყავს, რო-
მელსაც ფულის გარდა სხვა რამეც უყვარს.
კლერის უკან ვდგავარ და სიბნელეში თითებს ხერხემალზე ვუს-
ვამ. ხელს ზურგზე იდებს, მე ხელს ხელზე ვურტყამ.
– მაგას არ იტყოდი, ჩემს ოჯახს რომ იცნობდე. მამაშენი შენზე
ზრუნავს.
– არა, – ამბობს ის და თავს აქნევს, – მას უნდა მისი მეგობრების
თვალში სრულყოფილი ვიყო. სხვა არაფერზე ზრუნავს, – ალისია
ბურთებს სამკუთხედში ალაგებს, ყველას თავის ადგილს ურჩევს, –
ვინ ითამაშებს?
– მე. ჰენრი? – ამბობს მარკი.
– სიამოვნებით.
ჩვენ ჩვენს კიებს ცარცს ვუსვამთ და მაგიდის საპირისპირო მხა-
რეს მდგომნი ერთმანეთს შევყურებთ.
მე ვიწყებ. ნ 4 და 15 ლუზებში ცვივა.
– სოლიდები43! – ვაცხადებ მე, როცა 2-იანს კუთხესთან ვხედავ.
ვაგდებ, მაგრამ შემდგომ სამს მიყოლებით ვაცილებ. დაღლილობა
მეძალება და ვისკი კოორდინაციის უნარს მიჩლუნგებს. მარკი მი-
ზანდასახულად თამაშობს, მაგრამ ალღო არა აქვს და 10-იანს და ნ
11-ს აგდებს. ვაგრძელებთ, მალე მე ყველა სოლიდს ვყრი. მარკის ნ
13 კუთხის ლუზის პირას დევს.
– რვიანი! – ვამბობ და მისკენ ვანიშნებ.
– მარკის ბურთს შენ ვერ ჩააგდებ, თუ ჩააგდებ, წააგებ, – ამბობს
ალისია.
– არა უშავს, – ვპასუხობ მე. კიის ბურთს სუსტად ვურტყამ, 8-იანს
რბილად ეხება და 13-ისკენ მიგორავს, 13ს გვერდს ისე უვლის, თით-
ქოს ლიანდაგზე იდგეს, და ორმოში ლამაზად ვარდება. კლერი იცი-
ნის, მაგრამ ნ 13 ირწევა და ვარდება.

43
სოლიდები – ერთი ფერის ბილიარდის ბურთები 1დან 7 ნომრის ჩათ-
ვლით; სტრაიპები (ზოლიანი ბურთები) – 9-დან 15-ის ჩათვლით.

217
– ოჰ, ძალიან კარგი, – ვამბობ მე, – ადვილად მოვიდა და ადვი-
ლად წავიდა.
– კარგი პარტია იყო, – ამბობს მარკი.
– ღმერთო, ასეთი თამაში სად ისწავლე? – მეკითხება ალისია.
– კოლეჯში მიღებული განათლების ნაწილია, სმასთან, ინგლი-
სურსა და გერმანულ პოეზიასთან და, რა თქმა უნდა, ნარკოტიკებ-
თან ერთად.
კიებს ვდებთ და ჭიქებს და ბოთლებს ვიღებთ.
– სპეციალობა რა იყო?
მარკი კარს აღებს და ყველანი დერეფნის გავლით სამზარეუ-
ლოსკენ მივდივართ.
– ინგლისური ლიტერატურა.
– მუსიკა რატომ არა? – ალისია თავის და კლერის ჭიქებს და
ბოთლებს ფრთხილად იღებს, სანამ კლერი კარს აღებს.
– ვერ წარმოიდგენ, იმდენად არამუსიკალური ვარ. ჩემი მშობ-
ლები დარწმუნებული იყვნენ, რომ სამშობიაროდან სხვისი შვილი
გამოატანეს.
– ალბათ, გაგიტყდა, – ამბობს მარკი, – მაგრამ მამა იურისტო-
ბას მაინც ხომ არ გაძალებს, – ეუბნება ალისიას.
სამზარეულოში შევდივართ და კლერი შუქს ანთებს.
– ის არც შენ გაძალებს, – ამბობს ალისია, – შენ თვითონ გინდა.
– ჰოდა, მეც მაგას ვამბობ. არც ერთს არ გვაძალებს ვაკეთოთ ის,
რაც არ გვინდა.
– გიტყდებოდა? – მეკითხება ალისია, – მე სიხარულით დავიჯე-
რებდი.
– დედაჩემის გარდაცვალებამდე ყველაფერი ჩინებულად იყო,
მისი სიკვდილის მერე კი სრული საშინელება დაიწყო. ვიოლინოში
ვუნდერკინდი რომც ვყოფილიყავი, ალბათ... არ ვიცი, რა იქნებოდა,
– კლერს ვუყურებ და მხრებს ვიჩეჩ, – მოკლედ, მე და მამა ერთმა-
ნეთს ვერ ვუგებთ.
– ეგ როგორ?
კლერი ამბობს:

218
– ძილის დროა, – რაც ნიშნავს, რომ გვეყო. ალისია კი ჩემს პა-
სუხს ელის.
მისკენ ვბრუნდები და ვკითხულობ:
– დედაჩემის სურათი გინახავს? – თავს მიქნევს, – მე მას ვგავარ.
– მერე?
ალისია ჭიქებს რეცხავს, კლერი ამშრალებს.
– ვერ მიტანს, როცა მხედავს. ეს ერთერთია მრავალ მიზეზს შო-
რის.
– მაგრამ...
– ალისია, – კლერი მის გაჩერებას ცდილობს, მაგრამ ვერ აჩე-
რებს:
– კი მაგრამ, ის მამაშენია...
მეღიმება.
– ის, რითიც შენ მამაშენს აჯავრებ, ახლოს ვერ მივა იმასთან, რა-
საც მე და მამა ერთმანეთს ვუკეთებთ ხოლმე.
– მაგალითად?
– უამრავჯერ გამოვუგდივარ სახლიდან, ნებისმიერ ამინდში კა-
რი ჩაუკეტავს და შინ არ შევუშვივარ. მე კი ერთხელ მანქანის გასა-
ღები მდინარეში გადავუგდე. მოკლედ, რაღაც ასეთები.
– ასე რატომ მოიქეცი?
– მთვრალი იყო და არ მინდოდა, ავარია მოსვლოდა.
ალისია, მარკი და კლერი ერთდროულად მაცქერდებიან და
თავს მიქნევენ. ყველაფერი ესმით.
– ძილის დროა, – ამბობს ალისია, ყველანი სამზარეულოდან
გავდივართ და ჩვენი ოთახებისკენ უსიტყვოდ მივემართებით. მხო-
ლოდ „ძილი ნებისას“ ვუსურვებთ ერთმანეთს.
კლერი: ჩემს მაღვიძარაზე დილის 3 საათი და 14 წუთია და ის
არის, ლოგინში უნდა ჩავთბე, კარი იღება და ჰენრი ფეხაკრეფით შე-
მოდის. ზეწარს ვიხდი, ჩემს საწოლში სწრაფად ხტება. საწოლი ჭრა-
ჭუნებს.
– გამარჯობა, – ვჩურჩულებ მე.
– გაგიმარჯოს, – ამბობს ჰენრი.

219
– არა მგონია, კარგი აზრი იყოს.
– ჩემს ოთახში ძალიან ცივა.
– ოჰ, – ლოყაზე მის შეხებას ვგრძნობ, კივილს ძლივს ვიკავებ.
ყინულივით ცივი თითები აქვს. ხელისგულებში ვიმწყვდევ და ვსრეს.
ჰენრი ჩემს ქვეშაგებში უფრო ღრმად ეფლობა. ვეკვრი და მის გათ-
ბობას ვცდილობ.
– წინდები გაცვია? – ხმადაბლა მეკითხება ის.
– ჰო.
ფეხზე მწვდება და წინდებს მხდის. რამდენიმე წუთში, ბევრი ჭრი-
ალისა და ჩჩჩჩჩჩჩჩჩს ძახილის შემდეგ ორივე ვშიშვლდებით.
– სად წახვედი, როცა ტაძრიდან გახვედი?
– ჩემთან ვიყავი, სახლში. ხუთიოდე წუთი გავჩერდი, დღევანდ-
ლიდან ოთხი დღის თავზე იყო.
– რატომ?
– დავიღალეა ან დავიძაბე.
– იქ რატომ წახვედი?
– არ ვიცი. რაღაც დეფოლტის მსგავსი მექანიზმი ჩამერთო. ალ-
ბათ, დროში მოგზაურობის საჰაერო კონტროლმა ჩემთვის იქ ყოფ-
ნა უფრო სასარგებლოდ ჩათვალა, – ჰენრი ხელს თმაში მიყოფს.
გარეთ ინათა.
– შობას გილოცავ, – ვჩურჩულებ მე. არ მპასუხობს, მის მკლა-
ვებში მოქცეული ვფხიზლობ, იმ უამრავ ანგელოზზე ვფიქრობ და
მის თანაბარ სუნთქვას ვუსმენ.
ჰენრი: გამთენიისას ვდგები, მოსაშარდად გავდივარ და როცა
ნახევრად მძინარე კლერის „ტიკერბელით“ განათებულ საპირფა-
რეშოში ვდგავარ, გოგოს ხმა მესმის:
– კლერ?
და სანამ მივხვდები, საიდან მოდის ეს ხმა, კარი, რომელიც კა-
რადისა მეგონა, იღება და ალისიას წინ დედიშობილა ვდგავარ:
– ოჰ! – ჩურჩულებს ის. დაგვიანებით ვავლებ პირსახოცს ხელს
და ვიფარებ.
– ოჰ, დილა მშვიდობისა, ალისია, – ვამბობ მე და ორივე ვიღი-

220
მებით. მერე თავის ოთახში შედის.
კლერი: ვთვლემ, მაგრამ მესმის, როგორ იღვიძებს სახლი. ნელი
სამზარეულოშია, მღერის და ქვაბებს არახუნებს. დერეფანში ვიღაც
მოდის და ჩემს კარს წინ უვლის. გვერდზე ვიხედები, ჰენრის ღრმად
სძინავს, უეცრად ვხვდები, რომ აქედან შეუმჩნევლად უნდა გავაპა-
რო.
მისი მკლავებიდან და საბნებიდან თავს ვიხსნი და ფრთხილად
ვდგები. საღამურს იატაკიდან ვიღებ და ის არის, თავზე უნდა წამო-
ვიცვა, როცა ეტას ხმა ისმის:
– კლერ, ადექი და გაანათე! დღეს შობაა! – თავს კარში ყოფს.
სანამ საღამურს თავზე წამოვიცვამ, მესმის, როგორ ეძახის ალისია
ეტას; ეტა მისთვის პასუხის დასაბრუნებლად ტრიალდება, საწოლ-
თან მივდივარ, მაგრამ ჰენრი იქ არ მხვდება. მისი პიჟამა ხალიჩაზე
გდია, ფეხს ვურტყამ და საწოლის ქვეშ ვაგდებ. ოთახში ყვითელ ხა-
ლათში გამოწყობილი ეეტა შემოდის, ნაწნავები მხრებზე აყრია.
– შობას გილოცავ! – ვეუბნები მე. დედაზე რაღაცას ამბობს, მაგ-
რამ არ მესმის, რადგან იმაზე ვფიქრობ, რა შეიძლება მოხდეს, ჰენ-
რი რომ ეტას თვალწინ განსხეულდეს.
– კლერ, – ამბობს ეტა და შეშფოთებული შემომცქერის.
– რა იყო? მაპატიე, ნახევრად მძინავს.
– ქვემოთ ყავა უკვე მზადაა.
ეტა ლოგინის გასწორებას იწყებს. საგონებელში ჩავარდნილი
სახე აქვს.
– მე გავასწორებ, ეტა. შენ ქვემოთ ჩადი, – საწოლს გარს უვლის
და მეორე მხარეს ამოწმებს. კარში დედას თავი ჩნდება. წუხანდელი
შეტევის შემდეგ ლამაზია და მშვიდი.
– შობას გილოცავ, საყვარელო.
მივდივარ და ლოყაზე ნაზად ვკოცნი.
– შობას გილოცავ, დედა, – ვეუბნები მე. ძნელია მასზე გაბრაზე-
ბა, როცა ასეთი ახლობელია და საყვარელი, თან ჩემი დედაა.
– ეტა, ქვემოთ გამომყვები? – კითხულობს დედა. ეტა ორივე ხე-
ლით ბალიშებს ასწორებს და ჩვენი თავების ტყუპ კვალს აქრობს.

221
გამომცდელად მიყურებს, წარბს მაღლა სწევს, მაგრამ არაფერს ამ-
ბობს.
– ეტა?
– მოვდივარ...
დედას ჩქარი ნაბიჯით მისდევს. კარს ვხურავ და ზურგით ვეყ-
რდნობი, სწორედ ამ დროს ჰენრი საწოლის ქვეშიდან მოგორავს.
დგება და პიჟამას იცვამს. კარს ვრაზავ.
– სად იყავი? – ვჩურჩულებ მე.
– საწოლის ქვეშ, – ჩურჩულითვე მპასუხობს, თუმცა ამას უკვე
ისედაც ვხვდები.
– მთელი ამ დროის განმავლობაში?
– ჰო.
ეს სასაცილოდ მეჩვენება და ვხითხითებ. ჰენრი პირზე ხელს მა-
ფარებს, მალე სიცილისგან ორივეს მხრები გვითრთის.
ჰენრი: გუშინდელი მღელვარების შემდეგ შობა ძალიან მშვიდად
მიდის. ნაძვის ხის გარშემო ვიკრიბებით, დაძაბული ვართ, ყველას
ხალათები და ფლოსტები გვაცვია, საჩუქრებს ვხსნით აღფრთოვა-
ნების შეძახილებით. უამრავ მადლობას ვიხდით და ვსაუზმობთ.
მცირე ხანს სიმშვიდე სუფევს, მერე საშობაო სადილს შევექცევით
და ნელს და კიბორჩხალებს ვაქებთ. ყველა იღიმება, ყველას კარგი
მანერები აქვს და კარგი შესახედავია. ბედნიერი ოჯახის ეტალონი
ვართ, ბურჟუაზიის რეკლამადაც გამოვდგებით. ჩვენ ვართ ის, რა-
ზეც ოდესმე მიოცნებია, როცა კი შობაზე მამასა და მისტერ და მისის
კიმებთან ერთად რესტორან „ლაქი უოკში“ ვმჯდარვარ; როცა ვცდი-
ლობდი, რაც შეიძლებოდა მეტად ბედნიერად მომეჩვენებინა უფ-
როსებისთვის თავი. სადილის შემდეგაც კი, როცა კარგად დანაყრე-
ბულები სასტუმრო ოთახში ვსხედვართ და ფეხბურთს ვუყურებთ, ან
საჩუქრად მოძღვნილი წიგნების კითხვასა და ნაჩუქარი სათამაშოე-
ბის აწყობას ვცდილობთ, დაძაბულობა იგრძნობა. თითქოს ამ სახ-
ლის რომელიღაც შორეულ ოთახში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმე-
ბას ხელი მოაწერეს და ახლა ყველა მის დაცვას ცდილობს, ყოველ
შემთხვევაში, ხვალამდე ან ტყვიაწამლის ახალი პარტიის ჩამოსვლ-

222
ამდე მაინც. ყველანი ვთამაშობთ, თავი მშვიდად გვიჭირავს, იდეა-
ლურ დედას, მამას, დას, ძმას, საცოლესა და საქმროს განვასა-
ხიერებთ. დიდი შვებაა, როცა კლერი საათს დასცქერის, ტახტიდან
დგება და აცხადებს:
– წავედით, ლაურასთან წასვლის დროა.
კლერი: როცა მივდივართ, ლაურას წვეულება გაჩაღებულია.
ჰენრი დაძაბული და ფერმიხდილია და პალტოების გახდისთანავე
სასმლისკენ მიდის. ღვინისგან მოთენთილი და ძილმორეული ვარ
და როცა ჰენრი მეკითხება, რას დალევო, უარის ნიშნად თავს ვაქ-
ნევ, „კოკა“ მოაქვს. ლუდი ისე ჩაუბღუჯავს, თითქოს ერთადერთი
ხსნა იყოს.
– მარტო და ჩემს ნებაზე არ დამტოვო, – მოთხოვნის კილოთი მე-
უბნება ის. მერე ჩემს მხარს ზემოთ ვიღაცას გასცქერის და სანამ თა-
ვის მიბრუნებას მოვასწრებ, ჰელენი გვადგება თავს. წამიერი და
უხერხული სიჩუმე ისადგურებს.
– ჰენრი, – იწყებს ის, – გავიგეთ, ბიბლიოთეკარი ყოფილხარ,
მაგრამ არ ჰგავხარ.
– „კელვინ კლაინის“ საცვლების მოდელი ვარ. ბიბლიოთეკარო-
ბა ნიღაბია.
ასეთი დაბნეული ჰელენი არასდროს მინახავს. ნეტავ ფოტოაპა-
რატი მქონდეს, მმაგრამ გონებას მალე იკრებს, ჰენრის თავიდან ფე-
ხამდე ათვალიერებს, იღიმება და ამბობს:
– კარგი, კლერ, გყავდეს, შენი იყოს.
– კიდევ კარგი, – ვამბობ მე, – თორემ მაგისი ქვითარი დაკარ-
გული მქონდა.
ლაურა, რუთი და ნენსი გარს გვეხვევიან და დაკითხვას იწყებენ:
როგორ გავიცანით ერთმანეთი, რას საქმიანობს ჰენრი, რომელ კო-
ლეჯში სწავლობდა, ბლა, ბლა, ბლა... ვერასდროს წარმოვიდგენდი,
თუ ასეთი ნერვების მომშლელი და მოსაწყენი იქნებოდა, როცა მე
და ჰენრი ხალხში გამოვჩნდებოდით. საუბარში მაშინღა ვერთვები,
როცა ნენსი ამბობს:
– უცნაურია, რომ ჰენრი გქვია.

223
– ჰოო? რატომ?
ნენსი იმ წვეულების ამბავს გვიყვება, როცა მერიკრისტინასთან
დაფა დავატრიალეთ და მან მითხრა, რომ ჩემს მომავალ ქმარს ჰენ-
რი ერქმეოდა. ეს ამბავი ჰენრიზე შთაბეჭდილებას ახდენს.
– მართლა? – მეკითხება ის.
– აბა, რა, – ვპასუხობ მე და უეცრად საოცრად მინდება საპირფა-
რეშოში შესვლა. ჰენრის მავედრებელი მზერის მიუხედავად, მივდი-
ვარ. როცა ზემოთ მივრბივარ, ჰელენი ფეხდაფეხ მომდევს. სააბაზა-
ნოს კარს ცხვირწინ ვუხურავ, თორემ იქაც შემოვარდება.
– კლერ, გამიღე! – ყვირის და კარს ეჯაჯგურება. არ ვჩქარობ,
ვშარდავ, ხელებს ვიბან და პომადას ვისვამ, – კლერ! – ბუზღუნებს
ჰელენი, – იცოდე, ქვემოთ ჩავალ და შენს შეყვარებულს რაც ოდეს-
მე რამე საშინელება ჩაგიდენია, ყველაფერს წვრილად ვუამბობ, თუ
ახლავე არ გამიღებბ ამ დედანატირებ კარს, – ვუღებ და ჰელენი ლა-
მის შიგნით ვარდება.
– ძალიან კარგი, კლერ ებშაირო! – მუქარით ამბობს ის. კარს კე-
ტავს. მე აბაზანის კიდეზე ვჯდები, ის ხელსაბანს ეყრდნობა და თავზე
დამცქერის, – ყველაფერი დაფქვი! რა ხდება შენსა და ამ ვიღაც ჰენ-
რის შორის? ახლა იქ ტყუილებით გვბერავდი. შენ ეგ სამი თვის წინ
არ გაგიცნია, წლებია იცნობ! რა საიდუმლოს მალავ?
არ ვიცი, საიდან დავიწყო. ჰსიმართლე ვუთხრა? არა. მაგრამ რა-
ტომაც არა? როგორც ვიცი, ჰელენმა ჰენრი ერთადერთხელ ნახა,
მაშინ ახლანდლისგან დიდად განსხვავებული არ იყო. ჰელენი მიყ-
ვარს. ჭკვიანია, გიჟმაჟი, ადვილად არ ტყუვდება, მაგრამ დროში
მოგზაურობის ამბავს არ დამიჯერებს. ამას ვერ დაიჯერებ, თუ არ ნა-
ხე.
– კარგი, – ვამბობ და გონების მოკრებას ვცდილობ, – დიდი ხა-
ნია ვიცნობ.
– რამდენი?
– ექვსი წლიდან.
ჰელენს მულტფილმის პერსონაჟივით ლამის თვალები გადმოს-
ცვივდეს. ვიცინი.

224
– რატომ...ეგ როგორ...რამდენი ხანია, რაც მასთან პაემანზე და-
დიხარ?
– არ ვიცი... ანუ იყო რაღაც მომენტები, როცა ზღვარზე ვიყავით,
მაგრამ არაფერი ხდებოდა. ჰენრი მტკიცე უარზე იდგა – ბავშვთან
საქმის დაჭერა არ უნდოდა, მე კი უიმედოდ ვგიჟდებოდი თუ რაღაც
მსგავსი...
– ჩვენ რატომ არაფერს გვეუბნებოდი? ყველაფერი ასეთი გასაი-
დუმლოებული რატომ გქონდა, ხომ შეგეძლო ჩემთვის გეთქვა?
– შენც იცოდი რაღაც, – კოჭლი ტყუილია, მაგრამ მაინც ვამბობ.
ჰელენი ნაწყენი სახით მიყურებს.
– თვითონ უნდა გეთქვა.
– ვიცი. მაპატიე.
– ჰმ... კარგი, რაშია საქმე?
– ჩემზე რვა წლით უფროსია.
– მერე?
– მე რომ თორმეტის ვიყავი, ეგ ოცის იყო.
იმაზე არაფერს ვამბობ, როცა მე ექვსის ვიყავი, ჰენრი ორმოცი-
სა იყო.
– ვერაფერს მივხვდი. გავიგე, რომ მშობლებს უმალავდი, ლო-
ლიტასავით საკუთარი ჰუმბერტ ჰუმბერტი გყავდა, მაგრამ ჩვენ რა-
ტომ არ გვეუბნებოდი? გაგვიხარდებოდა. შენზე ვღელავდით, გვე-
ცოდებოდი და გვიკვირდა, რომ მონაზონივით იქცეოდი, – ჰელენი
თავს აქნევს, – თურმე შენ ბიბლიოთეკარ მარიოსთან44ჟიმაობდი...
თავს ვერ ვიკავებ და ვწითლდები.
– არ ვჟიმაობდი.
– ოჰ, კარგი რა!
– მართლა! თვრამეტ წლამდე ვიცდიდით. პირველად ჩემს დაბა-
დების დღეზე მოხდა.
– ასეც რომ ყოფილიყო, კლერ...

44
იგულისხმება სათავგადასავლო სერიალის „ბიბლიოთეკარი: ბედის შუ-
ბის ძიებაში“ ერთერთი როლის შემსრულებელი მარიოივან მარტინესი.

225
ამ დროს სააბაზანოს კარზე მძიმე კაკუნი ისმის და მამაკაცის ბო-
ხი ხმა ამბობს:
– გოგოებო, მანდ რას შვრებით? არ მორჩით?
– გაგრძელება იქნება, – სისინებს ჰელენი, როცა სააბაზანოდან
გამოვდივართ და კართან რიგში მდგომი ხუთი ყმაწვილი ტაშს გვიკ-
რავს.
ჰენრი სამზარეულოში მხვდება. ლაურას სპორტსმენი სტუმრის
ფეხბურთზე უთავბოლო საუბარს მოთმინებით ისმენს. მის ქერა,
ცხვირპაჭუა მეგობარ გოგონას ვათვალიერებ, რომელიც მას სამზა-
რეულოდან დასალევად მიათრევს.
ჰენრი ამბობს:
– კლერ, ერთი ამ ლაწირაკებს დამიხედე! – ლაურას თოთხმეტი
წლის და ჯოდისა და მის შეყვარებულ ბობი ჰარდგროუვზე მანიშ-
ნებს. ბობის მწვანე მოჰაუკი45 და ალაგალაგ დაჭრილი მაისური აც-
ვია და ინგლისური ქინძისთავების ყელსაბამი უკეთია, ჯოდი კი ცდი-
ლობს ლიდია ლანჩს46ჰგავდეს, სინამდვილეში თმაგაჩეჩილ ენოტს
ჰგავს. ისეთი შესახედავები არიან, თითქოს შობაზე კი არა, ჰელოუ-
ინზე იყვნენ. დაკარგულებს და შეშინებულებს ჰგვანან. ჰენრი რა-
ტომღაც ძალიან ინტერესდება მათით.
– ესენი რამდენი წლისანი არიან? თორმეტის?
– თოთხმეტის.
– მოიცადე, დავთვალო, ოთხმოცდათერთმეტს გამოვაკლოთ
თოთხმეტი, ვაი! 1977 წელს არიან დაბადებული? რა ბებერი ვყო-
ფილვარ. დალევა მინდა.
სამზარეულოში ლაურა შემოდის, ხელში „ჯელო შოთით“ სავსე
სინი უჭირავს. ჰენრი ორ ცალს იღებს, ზედიზედ ცლის და იჯღანება.
– ფუჰ, რა საზიზღრობაა.
ვიცინი.

45
ინდიელთა შარვალი.
46
ლიდია ლანჩი (ლიდია კოხი, დაბ. 1959) – ამერიკელი მომღერალი და
პერფორმანსარტისტი

226
– როგორ გგონია, რას უსმენენ? – მეკითხება ჰენრი.
– არ ვიცი. წადი, ჰკითხე.
შემცბარი სახით მიყურებს.
– არა, ეგ არ შემიძლია. შევაშინებ.
– მგონი, შენ უფრო გეშინია მაგათი.
– იქნებ მართალიც ხარ. ისეთი ნორჩები, ისეთი ახალგაზრდა და
მწვანეები არიან. ახალშემოსულ ბარდასავით.
– ეგრე ოდესმე გცმია?
ჰენრი დამცინავად ფრუტუნებს.
– საიდან მოიტანე? რა თქმა უნდა, არა.
ეგენი ბრიტანულ პანკს ჰბაძავენ. მე ამერიკული პანკის მიმდევა-
რი ვარ. მე რიჩარდ ჰელს ვბაძავდი.
– არ გინდა? დაელაპარაკე, რაღაც მარტოები არიან.
– წამოდი, გამაცანი და ხელი ჩამომართმევინე.
ფრთხილად მივდივართ, თითქოს ლევისტროსი კანიბალს47უახ-
ლოვდება. ჯოდი და ბობი დამფრთხალები ჩანან, ისეთი სახეები
აქვთ, როგორც „Nature Channel“ის გასაქცევად მომზადებულ ირ-
მებს.
– გამარჯობა, ჯოდი და ბობი.
– გამარჯობა, კლერ, – ამბობს ჯოდი. მას მთელი ცხოვრებაა ვიც-
ნობ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მორცხვობს. უეცრად ვხვდები, რომ
ეს ნეოპანკური ჩაცმულობა ბობის იდეა უნდა იყოს.
– მოწყენილები მეჩვენეთ და ჰენრი მოგიყვანეთ გასაცნობად.
თქვენი სამოსი ძალიან მოსწონს.
– გამარჯობა, – ამბობს სასტიკად დაბნეული ჰენრი, – უცბად ძა-
ლიან დამაინტერესა, რას უსმენთ?
– ვუსმენთ? – იმეორებს ბობი.
– ჰო, რას უსმენთ? რომელ მუსიკას უსმენთ?
ბობის სახე უნათდება.

47
მინიშნება ლევისტროსის ნაშრომებზე, რომელმაც პირველყოფილი
ტომების ქცევები შეისწავლა

227
– „Sex Pistols“-ს – ამბობს და ჩუმდება.
– ჰო, აბა, რას მოუსმენთ? „Clash“- ს არა? – კითხულობს ჰენრი.
– ჰო და კიდევ, „Nirvana“- ს...
– „Nirvana“ მაგარია, – ამბობს ჰენრი.
–„Blondie“? – ისეთი ხმით ამბობს ჯოდი, თითქოს შეცდომის
დაშვებისა ეშინია.
– მე მიყვარს „ Blondie“, ჰენრის კი დებორა ჰარი უყვარს.
– „Romance“? – ამბობს ჰენრი. ისინი ერთდროულად უქნევენ
თავებს, – პატი სმითზე რას იტყვით?
ჯოდი და ბობი უტყვი სახეებით შესცქერიან.
– იგი პოპი?
ბობი უარის ნიშნად თავს აქნევს.
– „Pearl Jam“? – არ ცხრება ჰენრი.
ამასობაში საუბარში მე ვერევი.
– ჩვენ აქ დიდი ვერაფერი რადიოსადგური გვაქვს. ამათ ესენი
ვერ ეცოდინებათ, – ვამბობ მე.
– ოჰ, – ამბობს ჰენრი. მერე ყოყმანობს, – გინდა რაღაცები და-
გიწეროთ? რას უნდა მოუსმინოთ?
ჯოდი მხრებს იჩეჩს, ბობი თავს უქნევს. სერიოზული გამომეტყვე-
ლება აქვს და ღელავს. ხელჩანთაში კალამსა და ფურცელს ვეძებ.
ჰენრი სამზარეულოს მაგიდასთან ჯდება, ბობი მის პირისპირ.
– კარგი, – ამბობს ჰენრი, – სამოციანებში უნდა დაბრუნდეთ, კა-
რგი? „Velvet Underground“ით დაიწყეთ, ნიუ-იორკით. მერე აქ, დეტ-
როიტში გადმოდით, შეგიძლიათ „MC5“ს, იგი პოპს და „Stooges“ს
მოუსმინოთ. მერე ისევ ნიუიორკში – იქ იყვნენ: „New York Dolls“-ი
და „Heartbreakers“-ი...
– ტომ პეტი? – კითხულობს ჯუდი, – ეგ გაგვიგია.
– არა, ეგ სხვა „Heartbreakers“-ი იყო, – ამბობს ჰენრი, – უმრავ-
ლესობა 80-იანებში მოკვდა.
– ავიაკატასტროფაში? – კითხულობს ბობი.
– ჰეროინით, – უსწორებს ჰენრი, – მოკლედ, იმ დროს იყო
„Television“- ი, და რიჩარდ ჰელი და „Voidoids“-ი და პატი სმითი.

228
– „Talking Heads“- ი, – ვამატებ მე.
– ეგ არ ვიცი, პანკია?
– ჰო, იყო.
– კარგი, ესეც იყოს, – ამბობს ჰენრი და სიას „Talking Heads“- ს
ამატებს, – მერე ყველაფერი ინგლისში გადავიდა...
– მე მეგონა, პანკი ლონდონში დაიწყო, – ამბობს ბობი.
– არა. რა თქმა უნდა, არა, – პასუხობს ჰენრი და თავის სკამს
უკან სწევს, – ზოგიერთს, მათ შორის მეც, გვგონია, რომ პანკი ამის,
ამ სულის, ამ გრძნობის ყველაზე ბოლოდროინდელი გამოვლინე-
ბაა, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, და ერთა-
დერთი, რაც შეიძლება ვთქვათ, არის: „ამის დედაც!“ და ეს უთავ-
ბოლოდ და ძალიან ხმამაღლა ვიმეოროთ, სანამ ვინმე არ გაგვაჩე-
რებს.
– ჰო, – ჩუმად, ლამის რელიგიური მგზნებარებით ამბობს თმა-
აბურძგნილი ბობი, – ჰო.
– შენ არასრულწლოვანს რყვნი, – ვეუბნები მე.
– უჩემოდაც ყველაფერს მიხვდება, არა?
– ვცდილობ, მაგრამ ეგ აქ ადვილი არ არის.
– ვაფასებ, – ამბობს ჰენრი და სიას კიდევ რაღაცას ამატებს.
მხარს ზემოდან დავცქერი: „Sex Pistols“-ი, „The Clash“- ი, „Gang of
Four“ ი, „Buzzcocks“ - ი, „Dead Kennedys“-ი, „X“, „The Mekons“-ი,
„The Raincoats“-ი,„The Dead Boys“-ი, „New Order“-ი, „The Smiths“-
ი, ლორა ლოჯიკი, „The Au Pairs“ი, „Big Black“ი, „PIL“ი, .
– ჰენრი, ესენი ამათ აქ ვერ იშოვიან, – თავს მიქნევს და ფურ-
ცლის ბოლოში „ვინტენჯ ვინილის“ ტელეფონის ნომერს წერს, –
ფირსაკრავი ხომ გაქვს?
– ჩემს მშობლებს აქვთ, – პასუხობს ბობი.
ჰენრი კრთება.
– შენ რა მოგწონს რეალურად? – ვეკითხები ჯოდის. მეჩვენება,
რომ ჰენრისა და ბობის შორის გამართული მამაკაცური კავშირის
დამყარების რიტუალის მსვლელობისას ჯოდი გაირიყა.
– პრინცი, – მე და ჰენრი ერთდროულად გავიძახით, – ოჰო! –

229
მერე „1999 წელს“ ბოლო ხმაზე ვმღერით და სამზარეულოში ცეკვას
ვიწყებთ. ლაურას ჩვენი ხმა ესმის, ფირფიტის ჩასართავად მორბის
და ცეკვები იწყება.
ჰენრი: ლაურას წვეულებიდან კლერის მშობლების სახლში
ვბრუნდებით.
– ასე დაჟინებით რატომ დუმხარ? – ამბობს კლერი.
– იმ ბავშვებზე ვფიქრობ. პატარა პანკებზე.
– ჰოო? რას ფიქრობ?
– იმის მიხვედრას ვცდილობ, ის ბავშვი რატომ...
– ბობი...
– ილტვის მუსიკისკენ, რომელიც მისი დაბადების წელს შეიქ-
მნა.…
– მე „ბიტლზი“ მიყვარდა, – ამბობს კლერი, – ჩემს დაბადებამდე
ერთი წლით ადრე დაიშალნენ.
– ჰო და რატომ? რეალურად შენ „Depeche Mode“-ზე უნდა გაგი-
ჟებულიყავი ან სტინგზე, ან ვინმე მსგავსზე. ბობი და მისი შეყვარე-
ბული „The Cure“-ს უნდა უსმენდნენ და მათ სტილზე ეცვათ, მათ კი
პანკი აირჩიეს, რომლისაც არაფერი ესმით.
– ალბათ, მშობლების გასაღიზიანებლად. ლაურამ მითხრა, მამა
ჯოდის შინიდან ასე გასვლის ნებას არ აძლევსო, ის კი ყველაფერს
ზურგჩანთაში ტენის და სკოლის საპირფარეშოში იცვლის, – ამბობს
კლერი.
– ყველა ეგრე იქცეოდა. ამით შენი ინდივიდუალურობის დამ-
ტკიცებას ცდილობ. ეგ მესმის, მაგრამ რაღა 1977 წლის მოდით ცდი-
ლობენ თავის დამკვიდრებას? მაგათ, წესით, შოტლანდურა ფლანე-
ლი უნდა ეცვათ.
– ეგ რაში განაღვლებს? – კითხულობს კლერი.
– დეპრესიაში მაგდებს, რადგან მაგონდება, დრო, რომელსაც მე
ვეკუთვნოდი, მოკვდა, არა, კი არ მოკვდა, დაივიწყეს. ასეთ რამეებს
რადიოში არ უკრავენ, მაგრამ ვერ გამიგია, რატომ. თითქოს არც
ყოფილა. როცა ვხედავ, ბავშვები პანკობას როგორ ცდილობენ,
ვღელავ, რადგან არ მინდა ეს ყველაფერი გაქრეს.

230
– შენ ყოველთვის შეგიძლია უკან წასვლა, ადამიანები უფრო აწ-
მყოს ეტმასნებიან, შენ კი იქ ხშირ-ხშირად ბრუნდები.
მის ნათქვამზე ვფიქრობ.
– ეს სევდაა, კლერ. მაშინაც კი, როცა რაღაც მაგარს ვაკეთებ,
ვთქვათ, ისეთ კონცერტზე მივდივარ, რომელზეც თავის დროზე ვერ
წავედი, ან ისეთ ჯგუფს ვუსმენ, რომელიც დაიშალა ან ვინმე ისეთს,
ვინც მოკვდა. მათი ყურება სევდას მგვრის, რადგან ვიცი, მერე რაც
უნდა მოხდეს.
– რა განსხვავებაა მაგასა და შენს დანარჩენ ცხოვრებას შორის?
– არანაირი.
კლერის სახლისკენ მიმავალ კერძო გზაზე გავდივართ. ვუხვევთ.
– ჰენრი?
– რა?
– გაჩერება რომ შეგეძლოს... რომ შეიძლებოდეს დროში სამოგ-
ზაუროდ აღარ წახვიდე ისე, რომ ცუდი არაფერი მოჰყვეს, გაჩერდე-
ბოდი?
– რომ გავჩერდებოდი, მაინც რომ გაგიცნობდი?
– უკვე გამიცანი.
– გავჩერდებოდი, – ჩაბნელებულ მანქანაში კლერისკენ ვიყუ-
რები.
– სასაცილო იქნებოდა. მე ისეთი მოგონებები მექნებოდა, რო-
მელსაც შენ ვერასდროს განიცდიდი. იცი, რა გამოვიდოდა? – ვიღაც
ამნეზიასთან რომ გაქვს საქმე. აქ ჩამოსვლის შემდეგ ზუსტად ასე
ვგრძნობ თავს.
ვიცინი.
– მომავალში მე თითოეული მოგონების გაჩხრეკა მომიწევს
მთლიანი კომპლექტის შესაკვრელად; ყველა მოგონების თავმო-
საყრელად.
იღიმება.
– ჰო, ალბათ, ეგრე იქნება.
მანქანას წრეზე აბრუნებს და სახლის წინკართან ჩერდება.
– მშობლიური კერა, – ამბობს ის.

231
მოგვიანებით, როცა ზემოთ, ჩვენს განცალკევებულ ოთახებში
ფეხაკრეფით ავედით, პიჟამა ჩავიცვი, კბილები გავიხეხე, კლერის
ოთახში შევიპარე, ამჯერად კარი ჩავკეტე და მის ვიწრო საწოლში
ჩავთბი, კლერმა მითხრა:
– არ მინდა ეს დაგავიწყდეს.
– რა დამავიწყდეს?
– ყველაფერი, რაც მოხდა. ჩემს ბავშვობაში ყველაფერი სანა-
ხევროდ ხდებოდა, რადგან შენ ჯერ იქ არ მისულხარ. ისინი რეალუ-
რად მაშინღა იქცევა, როცა შენც შეგემთხვევა.
– უკვე ვუახლოვდები, – ხელს მუცელზე ვუსვამ და ფეხებშორის
ვუცურებ. კლერი გმინავს.
– ჩჩჩჩჩ...
– ხელი ყინულივით ცივი გაქვს.
– მაპატიე.
ჩუმად და ფრთხილად ვჟიმაობთ. ისე მაგრად ვათავებ, რომ თავი
საშინლად მტკივდება და მეშინია, რომ გავქრები, მაგრამ აქა ვარ.
კლერის მკლავებში მოქცეული ტკივილისგან თვალებდაელმებული
ვწევარ. კლერი ფშვინავს, ჩუმად, თითქოს რომელიღაც პატარა
ცხოველი იყოს, მაგრამ მეჩვენება, რომ ჩემს თავში ბულდოზერი და-
დის. ჩემი სახლი, ჩემი საწოლი მინდა. სახლი, შენს სახლს ქვეყანაზე
არაფერი სჯობს. შინ წამიყვანეთ, სოფლის შარაგზებო. ჩვენი სახლი
ის არის, საითაც გული მიგვიწევს. ჩემი გული კი აქ არის. ალბათ,
სახლში ვარ. კლერი ოხრავს, თავს აბრუნებს და ჩუმდება. გამარჯო-
ბა, საყვარელო, მე შინ მოვედი, შინ ვარ.
კლერი: უღრუბლო ცივი დილაა. ვისაუზმეთ. მანქანა მზადაა.
მარკი და შერონი მამასთან ერთად კალამაზუს აეროპორტში წავიდ-
ნენ. ჰენრი დერეფანშია, ალისიას ემშვიდობება; მე ზემოთ, დედას
ოთახისკენ ავრბივარ.
– ოჰ, უკვე ასეთი გვიანია? – ამბობს ის, როცა ჩექმებსა და ქურ-
თუკში გამოწყობილს მხედავს, – მეგონა, ლანჩზეც დარჩებოდით, –
საწერ მაგიდასთან ზის, რომელიც, როგორც ყოველთვის, ახლაც მი-
სი უცნაური ხელნაწერი ფურცლებითაა სავსე.

232
– რაზე მუშაობ?
რაც უნდა იყოს, გადაჯღაბნილებითა და ლაქებითაა სავსე. დედა
ფურცელს ატრიალებს და პირქვე დებს. თავის ნაწერებს საიდუმ-
ლოდ ინახავს.
– არაფერზე. ლექსია დათოვლილ ბაღზე. რაღაც არ გამოდის, –
დგება და ფანჯარასთან მიდის, – სასაცილოა. ლექსი ნამდვილი ბა-
ღივით ლამაზი არასდროსაა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი.
ვერაფერს ვიტყვი, რადგან დედა თავისი ლექსების წაკითხვის
ნებას არ მაძლევს. ამიტომ ამასღა ვამბობ:
– ჰო, რა ვიცი, ეს ბაღი მართლა ლამაზია.
ქათინაურს ხელის აქნევით იშორებს. მისთვის ქება არაფერს
ნიშნავს, მისი არ სჯერა. მხოლოდ კრიტიკის მოსმენისას ედება ლო-
ყებზე ალმური და მის ყურადღებას იპყრობს. რამე საქილიკო რომ
მეთქვა, მთელი ცხოვრება ემახსოვრებოდა. უხერხული დუმილი წვ-
ება. ვხვდები, რომ ჩემს წასვლას ელის და თავის ლექსთან დაბრუნ-
ება უნდა.
– ნახვამდის, დედა, – ვამბობ და გრილ სახეზე ვკოცნი.
ჰენრი: ერთი საათია გზაში ვართ. რამდენიმე მილზე ტრასას
ორივე მხარეს ფიჭვები მიუყვება; ახლა ვაკე დაიწყო, მავთულხლა-
რთებითაა სავსე. მცირე ხანს ორივე ვდუმვართ, როცა ვამჩნევ, მე-
უცნაურება და რაღაცას ვამბობ:
– არც ისეთი ცუდი იყო, – ამ პატარა მანქანაში ჩემი ხმა მეტისმე-
ტად მხიარულად და ხმამაღლა ისმის. კლერი არ მპასუხობს, მე მას
ვუცქერ. ტირის: მანქანას მართავს და ლოყებზე ცრემლები ჩამოს-
დის, თავი ისე უჭირავს, თითქოს არ ტირის. ატირებული კლერი
არასდროს მინახავს და მისი ჩუმი ცრემლები გულს მიკლავს.
– კლერ, კლერ, ეგებ მანქანა გადააყენო და რამდენიმე წუთით
გავჩერდეთ?
სვლას ანელებს, ზედ არ მიყურებს, სავალი ნაწილიდან გადადის
და აჩერებს. სადღაც ინდიანაში ვართ. ცა ლურჯია და გზის გასწვრივ,
მინდორზე, უამრავი ყორანი ზის. თავს საჭეზე დებს და ისე ოხრავს,
თითქოს გულს ატანს.

233
– კლერ, – მის კეფას ველაპარაკები, – კლერ, მაპატიე, რამე შე-
მეშალა? რა მოხდა? მე...
– არა, შენ არა, – მისი ხმა მისი თმის ქვეშიდან ისმის. რამდენიმე
წუთი ასე ვსხედვართ.
– მაშ, რა მოხდა? – თავს აქნევს, ვზივარ და ვაშტერდები. ძალას
ვიკრებ და ვეხები. თმაზე ხელს ვუსვამ და აცახცახებულ კისერსა და
ხერხემალს ვუსინჯავ. ტრიალდება, მისი სხეული უხერხულად მიჭი-
რავს, გულამოსკვნილი ტირის და თრთის.
მერე ჩუმდება და ამბობს:
– ღმერთმა დასწყევლოს ეგ დედაჩემი.
მოგვიანებით დენრიანექსპრესუეიზე საცობში ვსხედვართ და
ირმა ტომასს ვუსმენთ.
– ჰენრი, ხომ არ გეწყინა?
– რა უნდა მწყენოდა? – ვეკითხები და მისი ტირილი მახსენდება.
ის კი ამბობს:
– ჩემი ოჯახი... როგორი... როგორი არიან? ხომ არ მოგეჩვენა,
რომ...
– ძალიან კარგები არიან, კლერ. ყველა მომეწონა, განსაკუთრე-
ბით ალისია.
– ზოგჯერ ძალიან მინდა ყველანი მიჩიგანის ტბაში გადავყარო
და მათ ჩაძირვას ვუცქირო.
– ემაგ გრძნობას მეც ვიცნობ. იცი, რატომღაც მგონია, რომ მამა-
შენსა და შენს ძმას ადრე ვუნახავვარ. წამოსვლის წინ ალისიამაც
რაღაც ძალიან უცნაური მითხრა.
– ერთხელ მე მამასა და მარკთან ერთად გნახე, ალისიას კი სარ-
დაფში გადაეყარე, როცა ის თორმეტი წლისა იყო.
– მერე? მაგის გამო პრობლემა შეგვექმნება?
– არა, რადგან მაგას ისეთი უცნაური ახსნა აქვს, არავინ დაიჯე-
რებს.
ვიცინით და დაძაბულობა, რომელიც ჩიკაგოში ჩამოსვლამდე
მოგვყვებოდა, უკვალოდ ქრება. ტრანსპორტი უფრო სწრაფად მოძ-

234
რაობს. მალე კლერი ჩემს სახლთან ჩერდება. ჩანთას საბარგული-
დან ვიღებ და გავცქერი, როგორ მიუყვება დიარბორნის გზას. ყელ-
ში ბურთი მეჩხირება. რამდენიმე საათის შემდეგ ვხვდები, რომ ამ
გრძნობას მარტოობა ჰქვია და შობა ერთი წლით ოფიციალურად
სრულდება.

სახლი ყველგანაა, სადაც


ჩაიმუხლებ

შაბათი, 9 მაისი, 1992 წელი (ჰენრი 28 წლისაა)

ჰენრი: გადავწყვიტე, რომ საუკეთესო სტრატეგია ასეთი იქნება:


მამა სადმე უნდა დავპატიჟო; დამთანხმდება ან უარს იტყვის. მის
სახლამდე, ჩემი ბავშვობის სახლამდე, რეივენსვუდელის გავლით
მივდივარ. ბოლო დროს აქ ხშირად არა ვარ; მამა იშვითად მპატი-
ჟებს, ისე შეუთანხმებლად მისვლა კი, როგორც ახლა მივდივარ,
უხერხული მგონია. მაგრამ თუ ტელეფონს არ უპასუხებს, სხვას რას
ელის? უესტერნზე ჩავდივარ და დასავლეთით ლორენსზე ვუხვევ.
მისი ორი ოთახის ფანჯარა ვირჯინიაზე გადის, უკანა ვერანდა კი
ჩიკაგორივერს გადაჰყურებს. როცა ფოიეში ვდგავარ და ჯიბეში გა-
საღებს ვეძებ, მისის კიმი თავისი ბინის კარიდან იჭყიტება და ხელის
დაქნევით მიხმობს. ვშინდები; როგორც წესი, კიმი თბილად და ხმა-
ურით მხვდება ხოლმე და მართალია, ჩვენ შესახებ ყველაფერი
იცის, ჩვენს საქმეში არასდროს ერევა... ძირითადად, არასდროს.

235
პრინციპში, ჩვენს ცხოვრებაში საკმაოდაა ჩართული, მაგრამ ჩვენ
ეს მოგვწონს. ახლა მართლა გაჯავრებული ჩანს.
– „კოკას“ დალევ? – მეკითხება და სამზარეულოსკენ მიდის.
– რა თქმა უნდა, – ვამბობ, ზურგჩანთას წინკართან ვდებ და უკან
მივდევ. სამზარეულოში ძველმოდური საყინულის ჩხაკუნი ისმის.
ყოველთვის მაოცებს კიმის სიმხნევე და ჯანი. სამოცდაათისა იქნე-
ბა, მაგრამ ლამის ისეთივეა, როგორიც ბავშვობაში მახსოვს. აქ დიდ
დროს ვატარებდი ხოლმე, მისტერ კიმისთვის (რომელიც ხუთი
წლის წინ გარდაიცვალა) სადილის მომზადებაში ვეხმარებოდი,
ვკითხულობდი, დავალებას ვწერდი და ტელევიზორს ვუყურებდი.
სამზარეულოს მაგიდასთან ვჯდები, წინ ყინულიანი „კოკათი“ სავსე
ჭიქას მიდგამს, თავისთვის ფაიფურის ფინჯანში, რომელსაც გარშე-
მო უამრავი კოლიბრი ახატია, ხსნად ყავას იკეთებს. ის დრო მახსენ-
დება, როცა ერთერთი ასეთი ჭიქიდან პირველად მომცა ყავის დალ-
ევის ნება; ცამეტისა ვიყავი; თავი დიდად ვიგრძენი.
– რა ხანია აღარ მინახავხარ, მეგობარო.
– ჰო, ვიცი. მაპატიე... ბოლო ხანს დრო რაღაც ძალიან სწრაფად
გადის.
კმაყოფილი სახით მათვალიერებს. შავი თვალები და ისეთი გამ-
ჭოლი მზერა აქვს, ჩემი ტვინის უკანა ნაწილსაც ხედავს. მის ბრტყელ
კორეულ სახეს ყველა ემოციის დამალვა შეუძლია, თუ მისი გამ-
ჟღავნება თავად არ უნდა. ბრიჯის ფანტასტიკური მოთამაშეა.
– დროში მოგზაურობდი?
– არა, რამდენიმე თვეა აღარსად ვყოფილვარ. ძალიან მაგარია.
– შეყვარებული გყავს?
ვიღიმი.
– ოჰო, კარგია. ყველაფერი ვიცი. რა ჰქვია? აქ რატომ არ მოგ-
ყავს?
– კლერი. მამას რამდენჯერმე ვუთხარი, მოვიყვანმეთქი და უარს
ამბობს.
– მე არ მთავაზობ. აქ მოიყვანე, რიჩარდიც ჩამოვა. ნუშიან იხვს
გაგიკეთებ.

236
როგორც ყოველთვის, ახლაც საკუთარი გონებაჩლუნგობა მაო-
ცებს. მისის კიმის ყველა სოციალური უხერხულობის გაფანტვა ჩი-
ნებულად გამოსდის. მამას სინდისი არ ქენჯნის ასე საზიზღრად მოქ-
ცევის გამო, მაგრამ მისის კიმის ხათრით თავს ძალას დაატანს; უნდა
დაატანოს კიდეც, რადგან მან შვილი ლამის გაუზარდა და ვგონებ,
არც ბინის ქირას ართმევს.
– გენიოსი ხარ.
– ჰო, ვარ. ნუთუ შეიძლება მაკართურის სტიპენდია ( სტიპენდია,
რომელიც ყოველ წელს გადაეცემათ ამერიკის მოქალაქეებს ნების-
მიერ დარგში კრეატიულობისთვის. არაოფიციალურად ცნობილია
„გენიოსების გრანტის“ სახელით.) არ მქონდეს? შენ როგორ გგო-
ნია?
– არ ვიცი. ეგებ იმიტომ, რომ შინიდან არ გადიხარ. არა მგონია,
მაკართურის ხალხი „ბინგოს“ სათამაშოდ დადიოდეს.
– არა, მაგათ ისედაც ბევრი ფული აქვთ. მოკლედ, ცოლი როდის
მოგყავს?
ისე გულიანად ვიცინი, „კოკა“ ცხვირში ამდის. კიმი ზურგზე ხელს
მიბრაგუნებს. ვწყნარდები, ის კი ბუზღუნით ჯდება.
– სასაცილო რა ვთქვი? უბრალოდ, გკითხე... არ უნდა მეკითხა?
– არა, მაგიტომ არა... იმიტომ კი არ ვიცინი, რომ სასაცილოა,
არამედ იმიტომ, რომ ჩემს აზრებს კითხულობ. მამასთან დედას ბეჭ-
დების სათხოვნელად მოვედი.
– ოჰ, რა მაგარია. ცოლი მოგყავს. გადასარევია! ის გოგო თანახ-
მაა?
– მგონი, კი. ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი დარწმუნებული
ვარ.
– ძალიან კარგი. თუმცა დედაშენის ბეჭდებზე ვერაფერს გეტყვი.
იცი, რა უნდა გითხრა, – ამბობს და თვალებით ჭერზე მანიშნებს, –
მამაშენს საქმე კარგად არა აქვს. ძალიან ბევრს ყვირის, ყველა-
ფერს ისვრის და აღარ უკრავს.
– ოჰ, ეგ არ მიკვირს, მაგრამ კარგი არ არის. ამ ბოლო დროს ზე-
მოთ ხომ არ ყოფილხარ? – კიმი მამას ბინაში ხშირად ადის ხოლმე.

237
ვგონებ, ჩუმად ულაგებს კიდეც. სმოკინგის ქვეშ ჩასაცმელ მპერან-
გებს რომ უუთოებს, ჩემი თვალით ვნახე, და თითქოს ელოდა, ამას
როდის ვიტყოდი.
– შინ არ მიშვებს! – ამბობს კიმი და ლამის ცრემლები წამოს-
ცვივდეს. ძალიან ცუდია. მამას თავისი პრობლემები უდავოდ აქვს,
მაგრამ დაუნდობლად არ უნდა მოიქცეს; ეს კიმის არ უნდა შეეხოს.
– როცა შინ არ არის? – თავს ვიკატუნებ, თითქოს არ ვიცი, რომ
კიმი მამასთან დაუკითხავად შედიგამოდის; თავი ისე უჭირავს, თით-
ქოს ამას არ იკადრებს. ახლა, როცა აქ აღარ ვცხოვრობ, ამისთვის
მისი მადლიერიც ვარ. ვიღაცას ხომ უნდა ეჭიროს მასზე თვალი.
დამნაშავესავით მიყურებს, ეშმაკურად, ცოტა შეცბუნებული,
რადგან ამ თემას ვეხები.
– კარგი, გეტყვი, ერთხელ ვიყავი, რადგან მის გამო ძალიან ვღე-
ლავ. იქაურობა ნაგვით აქვს სავსე; ასე თუ განაგრძო, ტარაკანა გაჩ-
ნდება. მაცივარში ლუდისა და ლიმონის გარდა არაფერი უდევს. სა-
წოლზე იმდენი ტანსაცმელი უყრია, მგონი, მასში არც სძინავს. არ
ვიცი, რას შვრება. ასეთ ცუდ დღეში დედაშენის სიკვდილის მერე არ
მინახავს.
– აბა, შენ რა აზრის ხარ? ზემოდან საშინელი ბრაგვანი ისმის,
რაც ნიშნავს, რომ მამამ სამზარეულოში რაღაც დააგდო. ალბათ,
ახლაღა დგება, – ვგონებ, ჯობს ავიდე და ვნახო.
– ჰო, ალბათ, – ნაღვლიანად ამბობს კიმი, – მამაშენი ისეთი
კარგი კაცია. არ ვიცი, რატომ უკეთებს ამას საკუთარ თავს.
– ლოთია. ლოთები ეგრე იქცევიან. მათ „სახელმძღვანელოში“
ასე წერია: „რაც შეიძლება დაეცით და წამოდგომა არც სცადოთ“.
განმგმირავ მზერას მესვრის.
– სამსახურზე გამახსენდა...
– გისმენ.
– ვგონებ, ეს ბოლო დროა არც მუშაობს.
– ახლა სეზონი დახურულია. მაისში არ მუშაობს ხოლმე.
– ორკესტრი ევროპაში ტურნეში წავიდა, ეგ კი აქ არის. ორი
თვეა არც ქირას იხდის.

238
ჯანდაბა. ჯანდაბა.
– კიმი, რატომ არ დამირეკე? საშინელებაა, ღმერთო, – სასწრა-
ფოდ ვდგები და დერეფანში გავდივარ; მერე ჩემს ზურგჩანთას ხელს
ვავლებ და სამზარეულოში ვბრუნდები. ჩემს ჩეკების წიგნაკს ხელის
ფათურით ვეძებ და ვიღებ, – რამდენი მართებს?
მისის კიმი თავს უხერხულად გრძნობს.
– არა, ჰენრი, არ გინდა... თვითონ გადაიხდის.
– მე გადამიხადოს. აგეყოფა, მეგობარო, მითხარი, რამდენია.
არ მიყურებს, ისე ამბობს დაბალი ხმით:
– 1200 დოლარი.
– სულ ეგ არის? რას შვრები, ვერ გავიგე? თავქეიფა დეტამბლე-
ბისთვის ფილანთროპული საზოგადოება შექმენი? – ჩეკს ვწერ და
ლამბაქის ქვეშ ვდებ, – გირჩევნია, მალე გაანაღდო, თორემ მოვალ
და ვნახავ.
– არ გავანაღდებ, ეგებ კიდევ მოხვიდე და მნახო.
– ისედაც მოვალ, – დანაშაულის გრძნობა მიპყრობს, – კლერ-
საც მოვიყვან.
კიმის სახე უნათდება.
– ჰო, იმედია... შენი ხელისმომკიდე მე ვიქნები, კარგი?
– ჰო, თუ მანამდე მამაჩემი გონზე არ მოვა, პატარძალს შენ მომ-
გვრი. მაგარი იდეაა, სმოკინგში გამოწყობილი კლერს საკურთხე-
ველთან მოიყვან, ორგანისტი კი „ლოენგრინს“ დაუკრავს.
– ჯობს კაბა ვიყიდო.
– არ იყიდო, სანამ არ გეტყვი, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია,
– ვოხრავ და ვამბობ, – ავალ და დაველაპარაკები, – ფეხზე ვდგები.
მისის კიმის სამზარეულოში თავი ვეებერთელა მგონია, თითქოს
ჩემს დაწყებით კლასში ვიყო და მერხების ზომა მაოცებდეს. ტაატით
დგება და კარამდე მაცილებს. ვეხვევი. სულ წამით ძალიან უმწეო და
დაბნეული მეჩვენება. ნეტავ როგორ ცხოვრობს, მის ყოველ დღეს
კალეიდოსკოპივით ვხედავ: ალაგებს, ბაღში საქმიანობს, ბრიჯს თა-
მაშობს; მერე უეცრად ჩემი საზრუნავი მატყდება თავზე. მალე დავ-
ბრუნდები; მთელ ცხოვრებას კლერთან ერთად ლოგინში დამალუ-

239
ლი ვერ გავლევ. კიმი მიყურებს, როცა მამას კარს ვაღებ.
– მამა, შინ ხარ?
დუმილია, მერე კი მესმის:
– აქედან წადი.
კიბეზე ავდივარ და მისის კიმი თავის კარს ხურავს.
პირველად სუნი ვიგრძენი: აქ რაღაც ლპება. სასტუმრო ოთახი
გაპარტახებულია. წიგნები სად არის? ჩემს მშობლებს ტონობით
წიგნი ჰქონდათ – მუსიკაზე, ისტორიაზე, სიყვარულზე, გერმანულ-
ად, ფრანგულად, იტალიურად: სად არის? ჩანაწერებისა და კომპაქ-
ტდისკების კოლექციაც შემცირებულია. იატაკზე ქაღალდები, ძვე-
ლი ბარათები, გაზეთები და ნოტები ყრია. დედაჩემის ფორტეპიანოს
მტვერი ადევს, ფანჯრის რაფაზე ვაზაში დიდი ხნის წინ გამხმარი ხმა-
ლა მუმიას ჰგავს. დერეფანში გავდივარ და საძინებლებში ვიხედე-
ბი. სრული ქაოსია; ტანისამოსი, ნაგავი, აქაც გაზეთები. სააბაზანო-
ში ხელსაბანის ქვეშ ერთი ბოთლი „მიშლობი“ დგას, მეტლახზე კი
ლუდის გამხმარი ლაქა ჩანს.
სამზარეულოში მაგიდასთან მამა ჩემკენ ზურგით ზის და ფანჯრი-
დან მდინარეს გასცქერის. როცა შევდივარ, არ ტრიალდება. არ მი-
ყურებს, როცა ვჯდები, მაგრამ არც დგება და გადის, რასაც იმის ნიშ-
ნად მივიჩნევ, რომ შეიძლება საუბარი გაგრძელდეს.
– გამარჯობა, მამა.
დუმს.
– წეღან მისის კიმი ვნახე. ამბობს, რომ კარგად არა ხარ.
დუმს.
– გავიგე, რომ არ მუშაობ.
– მაისია.
– ტურნეში რატომ არ წახვედი?
თვალებს სწევს და შემომცქერის. მისი სიჯიუტის მიღმა შიშს ვამ-
ჩნევ.
– ბიულეტენზე ვარ.
– როდიდან?
– მარტიდან.

240
– ხელფასს გიხდიან?
დუმს.
– ავად ხარ? რა მოგივიდა?
მგონია, რომ არ მიპასუხებს, მაგრამ ხელებს წინ იწვდის. ისე
უცახცახებს, თითქოს პატარა მიწისძვრა არხევდეს. იმდენი ქნა, მი-
აღწია. ოცდასამი წელია მიზანმიმართულად სვამს და ვიოლინოს
დაკვრის უნარი მოისპო.
– ოჰ, მამა, ოჰ, ღმერთო... სტენი რას ამბობს?
– ამბობს, რომ ყველაფერი დამთავრდა. ნერვები მოკვდა და აღ-
არასდროს აღდგება.
– იესო, – ერთი აუტანელი წუთი ერთმანეთს უსიტყვოდ ვუცქე-
რთ. სახეზე ბრაზი ეტყობა და ყველაფერს ვხვდები: მას აღარაფერი
აქვს. აღარაფერი აკავებს, აღარაფერი აქვს იმისთვის, რომ ცხოვრე-
ბა ღირდეს. ჯერ დედა, მერე მუსიკა – აღარც ერთი აღარ არის. მე
მისთვის ბევრს არასდროს ვნიშნავდი, ასე რომ, ჩემი დაგვიანებული
ძალისხმევა ამაო იქნება.
– ახლა რა მოხდება?
დუმს. ახლა აღარაფერი მოხდება.
– სულ აქ ხომ არ იჯდები და შემდგომ ოც წელს სმაში ხომ არ გა-
ლევ?
მაგიდას დასცქერის.
– პენსია გექნება? კომპენსაცია? ჯანდაცვა? ანონიმური ალკო-
ჰოლიკების მკურნალობა?
არაფერი გაუკეთებია. ყველაფერზე ხელი ჩაიქნია. სად ვიყავი
ამდენ ხანს?
– ქირა გადაგიხადე.
– ოჰ, მე არ გადამიხდია? – დაბნეული ამბობს ის.
– არა, ორი თვის გქონდა გადასახდელი. მმისის კიმს ძალიან მო-
ერიდა. არ მეუბნებოდა და არც ფულს მართმევდა, მაგრამ შენი
პრობლემები მას არ უნდა შეეხოს.
– საწყალი მისის კიმი, – მამას ლოყებზე ცრემლები ჩამოსდის.
ბებერია. სხვა სიტყვა არ ვიცი. ორმოცდაჩვიდმეტისაა და ბერიკაცს

241
ჰგავს. აღარ ვბრაზდები. მეცოდება და მეშინია.
– მამა, – ისევ შემომცქერის, – რაღაცების გაკეთების ნება უნდა
მომცე, კარგი? – გვერდზე იყურება. ფანჯრიდან წყლის გადაღმა გა-
ცილებით საინტერესო ხეები ჩანს, – შენი პენსიის საბუთები, საბან-
კო ამონაწერი და რაღაც ეგეთები უნდა მაჩვენო. მე და მისის კიმის
აქაურობის დალაგების ნება უნდა მოგვცე. სმას თავი უნდა დაანებო.
– არა.
– რა არა? არა რაღაცაზე თუ ყველაფერზე?
დუმს. მოთმინებას ვკარგავ და თემას ვცვლი.
– მამა, ცოლი მომყავს.
ახლა მის ყურადღებას ვიქცევ.
– ვინ? შენ ვინ გამოგყვება? – ვგონებ, ამას ღვარძლის გარეშე
ამბობს. გულწრფელად ინტერესდება. საფულეს ვიღებ და იქიდან
კლერის სურათს ვაძრობ. კლერი მშვიდად იმზირება, ლაითჰაუზ-ბი-
ჩზეა გადაღებული. მონაბერი სიო თმას ალამივით უფრიალებს, დი-
ლის სინათლეზე, ჩამუქებული ხეების ფონზე, გაცისკროვნებული
დგას. მამა სურათს მართმევს და ყურადღებით აკვირდება.
– ეს კლერ ებშაირია. მხატვარი.
– ლამაზია, – შურით ამბობს. ეს დაახლოებით მამის კურთხევას
უდრის.
– მინდა... მინდა დედას საქორწინო და ნიშნობის ბეჭდები ვაჩუ-
ქო. დედას გაუხარდებოდა.
– შენ რა იცი? დედა, ალბათ, არც გახსოვს.
ამის განხილვა არ მინდა, მაგრამ უეცრად გადავწყვიტე, რომ
ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მსურს.
– ხშირად ვხვდები ხოლმე. სიკვდილის შემდეგ ასჯერ მაინც ვნა-
ხე. ამ უბანში ჩემთან ან შენთან ერთად მოსიარულეს ვხედავ. პარ-
კში სეირნობს და ნოტებს არჩევს, მაღაზიებში დადის და მარიასთან
ერთად „ტიასში“ ყავას სვამს. ბიძია იშისთან ერთადაც ვნახე. „ჯილი-
არდშიც“ შევხვდი. მისი სიმღერაც მესმის! – მამა პირდაღებული შე-
მომცქერის. ამით მას ბოლოს ვუღებ, მაგრამ ახლა ვერ გავჩერდები,
– ველაპარაკე კიდეც. ერთხელ ხალხით გაჭედილ მატარებელში

242
მის გვერდით ვიდექი და ხელით შევეხე, – მამა ტირის, – ეს წყევლა
არ არის, გაიგე? ზოგჯერ დროში მოზაურობა მაგარია. მე მისი ნახვა
მჭირდებოდა და ვნახე. კლერი მოეწონებოდა, ენდომებოდა, რომ მე
ბედნიერი ვიყო, იტირებდა, რომ ენახე, რა დღეში ჩაიგდე თავი.
სამზარეულოს მაგიდასთან ზის და ქვითინებს. ტირის, მაგრამ სა-
ხეზე ხელებს არ იფარებს, თავს ქინდრავს და ცრემლები ღვარად
მოსდის. ცოტა ხანს ვუყურებ, რადაც დამიჯდა მოთმინების დაკარ-
გვა. მერე საპირფარეშოში გავდივარ და ქაღალდის რულონით
ვბრუნდები. ბრმად მართმევს და ცხვირს იხოცავს, რამდენიმე წუთს
უხმოდ ვსხედვართ.
– რატომ არ მითხარი?
– რა?
– რატომ არ მითხარი, რომ ხედავ ხოლმე? მე... დამაინტერესებ-
და ამის ცოდნა.
რატომ არ ვუთხარი? აქამდე ნებისმიერი ნორმალური მამა მიხ-
ვდებოდა, რომ ის უცნობი, რომელიც მათი ქორწინების პირველ
წლებში უკან დასდევდა, მისი არანორმალური, დროში მოგზაური
ვაჟი იყო. იმიტომ, რომ მეშინოდა: იმიტომ, რომ ვძულდი, რადგან მე
გადავრჩი; გულში ჩემი თავი მასზე მეტად მიმაჩნია იმის გამო, რა-
საც ის დეფექტად თვლის. ასეთი მახინჯი მიზეზები მქონდა.
– მეგონა, გულს გატკენდა.
– ოჰ, არა... ეს მე გულს არ მტკენს. მე... მიხარია, რომ ვიცი, რომ
ის სადღაც აქ არის. ყველაზე საზარელი ის არის...… რომ აქ აღარ
არის. კარგია, თუ სადღაც არის. მაშინაც თუ ვერ ვხედავ.
– თვითონ ყოველთვის ძალიან ბედნიერი ჩანს.
– კი, თვითონ ბედნიერი იყო... ჩვენ ბედნიერები ვიყავით.
– ჰო... მაშინ სხვა ადამიანი იყავი. სულ ვფიქრობ ხოლმე, როგო-
რი ვიქნებოდი, იმ კაცს რომ გავეზარდე, როგორიც მაშინ იყავი.
ნელა დგება. მე ვზივარ, ფეხარეული ქვემოთ ჩადის და საძინე-
ბელში შედის. მესმის, რომ რაღაცებს ჩხრეკს, მერე პატარა ატლა-
სის ქისით ბრუნდება. ხელს ყოფს და ლურჯი სამკაულის ყუთს იღებს.
ხსნის და ორ ნატიფ ბეჭედს აძრობს. გრძელ, აცახცახებულ ხელზე

243
ორი მარცვალივით უდევს. მარჯვენა ბეჭდებიან ხელს მარცხენას
აფარებს და მცირე ხანს უძრავად დგას, თითქოს ისინი მის ხელებში
მომწყვდეული ციცინათელები იყოს. თვალდახუჭულია. ახელს და
მარჯვენა ხელს მიწვდის: ხელისგულს ვაგებებ და ბეჭდებს ჩემს მომ-
ლოდინე ხელებში აპირქვავებს.
ნიშნობის ბეჭედი ზურმუხტისაა, ფანჯრიდან შემომავალი მკრთა-
ლი შუქი მასზე მწვანედ და თეთრად კრთის. ვერცხლისაა და გაწმენ-
და სჭირდება. ვინმეს უნდა ეკეთოს და მე ვიცნობ გოგოს, ვინც მათ
ატარებს.

დაბადების დღე

კვირა, 24 მაისი, 1992 წელი

(კლერი 21 წლისაა, ჰენრი 28-ის)

კლერი: დღეს ჩემი ოცდამეერთე დაბადების დღეა. ზაფხულის სა-


უცხოო საღამოა. ჰენრისთან ვარ, მის საწოლში, და „მთვარის ქვას“
ვკითხულობ. ის თავის პაწაწინა სამზარეულოშია და სადილს ამზა-
დებს. როცა მის ხალათს ვიცვამ და სააბაზანოში შევდივარ, მესმის,
როგორ აგინებს ბლენდერს. არ ვჩქარობ, თმას ვიბან და სარკიდან
ორთქლს ვწმენდ. თმის შეჭრაზე ვფიქრობ. შესანიშნავი იქნება, მე-
რე უბრალოდ გადავივარცხნი და ეგ არის! წუთში მზად ვიქნები, მე-
რე მიდი! ვოხრავ. ჰენრის ჩემი თმა ისე უყვარს, თითქოს არსება
იყოს, სული ჰქონდეს და სიყვარულით პასუხი შეეძლოს. უყვარს,
ჩემს ნაწილად თვლის და გაჯავრდება, თუ შევიჭრი. მეც მომენატრე-
ბა... იმდენს მაწვალებს, ზოგჯერ მინდა მისი მოძრობა, მოსროლა
და მასთან პარიკივით თამაში შემეძლოს. ფრთხილად ვვარცხნი და

244
ხლართებს ვხსნი. ჩემი თმა საოცრად მძიმდება, როცა სველი მაქვს.
ვარცხნისას მეწიწკნება ხოლმე. სააბაზანოს კარს ვაღებ და ორთქ-
ლს ვუშვებ. ჰენრი „კარმინა ბურანადან“ რაღაცას მღერის. უცნაუ-
რია და მელოდიას აცდენილი. სააბაზანოდან გამოვდივარ, მაგიდას
აწყობს.
– კარგ დროს გამოხვედი, სადილი მზადაა.
– ერთი წუთით, დამაცადე, ჩავიცვა.
– ასეც ძალიან კარგი ხარ, მართლა, – მაგიდას გარს უვლის, ხა-
ლათს მიხსნის და მკერდზე ხელს ნაზად მისვამს.
– სადილი გაგვიცივდება.
– სადილი ცივია. ცივი უნდა იყოს.
– ოჰ... მოდი, რა ვჭამოთ, – უეცრად საოცარ დაქანცულობას
ვგრძნობ, თითქოს მორყეული ვარ.
– კარგი, – ხელს უყოყმანოდ მიშვებს და აღარაფერს ამბობს.
დანა-ჩანგალს ალაგებს. წუთით ვუყურებ, მერე იატაკზე ჩემს მიყ-
რილ ტანისამოსს ვიღებ და ვიცვამ. მაგიდასთან ვჯდები; ჰენრის
ორი ჯამი წვნიანი მოაქვს, ღია ფერის და სქელი.
– „ვიშისუაზია“, ბებიაჩემის რეცეპტით.
ერთ კოვზს ვსინჯავ, ჩინებულია, ცხიმიანი და გრილი. შემდეგი
თავი ორაგულია, ზეითუნის ზეთსა და როზმარინის მარინადში ჩადე-
ბული სატაცურის გრძელი ღერებით. პირს ვაღებ, რომ საჭმელი შე-
ვაქო, მაგრამ ამის ნაცვლად ვამბობ:
– ჰენრი, სხვებსაც ამდენი სექსი აქვთ, რამდენიც ჩვენ?
ფიქრობს.
– უმრავლესობას... ალბათ, არა. მხოლოდ იმ ახალგაცნობი-
ლებს, ვინც თვლის, რომ წარმოუდგენლდ გაუმართლათ. მე ასე
მგონია. მეტისმეტი მოგვდის?
– არ ვიცი. ალბათ, – ვამბობ და ჩემს თეფშს დავცქერი. არ მჯერა,
რომ ამას მე ვამბობ; მე, რომელიც მთელი სიყმაწვილე ჰენრის შეც-
დენას ვცდილობდი, ახლა ვეუბნები, რომ ზედმეტია.ჰენრი ძალიან
ჩუმად ზის.
– კლერ, მაპატიე... ვერ ვხვდებოდი, ამაზე არ მიფიქრია.

245
თავს მაღლა ვწევ; შემცბარი ჩანს. სიცილი მიტყდება. დამნაშავის
ღიმილით იღიმება, მაგრამ თვალები უციმციმებს.
– იცი, ზოგჯერ ვეღარც ვჯდები.
– ასეთ დროს უნდა მითხრა: დღეს არა, საყვარელო, დღეს ეგ უკ-
ვე ოდასამჯერ გავაკეთეთ და ახლა „ცივი სახლის“ 48 წაკითხვა მინ-
და.
– ჰოდა, შენც მორჩილად დამანებებ თავს, არა?
– აი, წეღან ხომ ასე მოვიქეცი, მორჩილება არ იყო?
– ჰო, მაგრამ მე თავი დამნაშავედ ვიგრძენი.
იცინის.
– მაგ შემთხვევაში ვერ დაგეხმარები. ერთადერთი ამით დაგაი-
მედებ: დღითი დღე, კვირიდან კვირამდე და თვიდან თვემდე დავსუ-
სტდები, კოცნა მომწყურდება, მინეტი მომინდება და როცა მაგ შენი
წიგნიდან თავს ასწევ, დაინახავ, რომ შენს ფეხებთან სულს განვუტე-
ვებ, თუ შენ თვითონ არ გამჟიმავ, სიტყვას არ გეტყვი. მხოლოდ წავ-
იწუწუნებ.
– მაგრამ... მე დავიღალე, შენ კი... ჩვეულებრივად ხარ. არანორ-
მალური ვარ თუ რა ხდება?
მაგიდაზე წინ იხრება და ხელებს ჩემკენ იწვდის. მის ხელებს ჩემ-
სას ვადებ.
– კლერ.
– რა?
– ალბათ, ამაზე ლაპარაკი უხერხულია, მაგრამ შენი სექსუალუ-
რი ენთუზიაზმი გაცილებით აღემატება თითქმის ყველა იმ ქალისას,
რომლებთანაც ოდესმე მქონია საქმე. ქალების უმრავლესობა ჯერ
კიდევ თვეების წინ გადაბრუნდებოდა, საშველად ბიძიას მოუხმობ-
და და ავტომოპასუხეს დააწვებოდა. უნდა მივმხვდარიყავი... მაგრამ
შენ ეს მოგწონდა. თუ ზედმეტი მომდის ან ხასიათზე არა ხარ, უნდა
მითხრა. თუ არადა, ფეხაკრეფით ვივლი და მუდამ იმაზე ვიფიქრებ,
ჩემი საზიზღარი მოთხოვნებით ხომ არ ვაწუხებ-მეთქი.

48
ჩარლზ დიკენსის რომანი

246
– რამდენი სექსი ითვლება საკმარისად?
– ჩემთვის? ოჰ, ღმერთო! მე სრულყოფილი ცხოვრება ასე წარ-
მომიდგენია: ლოგინიდან არ უნდა ვდგებოდეთ, სულ ერთავად
ალერსში უნდა ვიყოთ, შინიდან მხოლოდ სურსათის – წყლის და ხი-
ლის – ამოსატანად გავდიოდეთ იმისთვის, რომ არ გამოვიფიტოთ
და სურავანდი არ დაგვემართოს. ზოგჯერ სააბაზანოშიც შევიდოდი,
წვერს გავიპარსავდი და ისევ დავწვებოდი. შიგადაშიგ ზეწრებს გა-
მოვცვლიდით. კინოშიც წავიდოდით, რომ ნაწოლები არ გაგვჩენო-
და. ცოტას ვირბენდით... ყოველ დილით მაინც ვირბენდი.
სირბილი ჰენრის რელიგიის დონეზე აჰყავს.
– სირბილი რაღაში დაგჭირდებოდა ამდენი ვარჯიშის შემდეგ?
უეცრად სერიოზულდება.
– იმაში, რომ ჩემი გადარჩენა ხშირად იმაზეა დამოკიდებული,
ვირბინო იმაზე სწრაფად, ვინც მომდევს.
– ოჰ, – ახლა მე ვკრთები, რადგან ეს ისედაც ვიცი, – ეგ როგორ?
რაც აწმყოში გაგიცანი, თითქმის არსად გადიხარ, არც დროში სა-
მოგზაუროდ წასულხარ, არა?
– ჰო, შობაზე, ეგ შენ თვითონაც ნახე... და მადლიერების დღე-
ზეც, მაგრამ მაშინ აქ არ იყავი და არ გითხარი იმიტომ, რომ საშინე-
ლება იყო.
– ავარია ნახე?
გაოცებული შემომცქერის.
– ჰო... შენ საიდან იცი?
– რამდენიმე წლის წინ შობაზე მიდოულარკში ჩამოხვედი და მი-
ამბე. მართლა გაღიზიანებული ჩანდი.
– ჰო, მახსოვს, როცა ეგ თარიღი იმ ნუსხაში ვნახე, გავიფიქრე,
კიდევ ერთი შობა უნდა გადავიტანო-მეთქი. ის დღე ჩვეულებრივ
წელსაც საშინელი იყო; ალკოჰოლით მოვიწამლე და კუჭი ამომი-
რეცხეს. იმედია, შენ არ ჩაგაშხამე.
– არა... შენი დანახვა გამიხარდა. რაღაც მიამბე, პირადული და
მნიშვნელოვანი, თუმცა ფრთხილობდი და ადგილებისა და ადამია-
ნების სახელები არ მითხარი. ის შენი რეალური ცხოვრება იყო, მე

247
კი სასოწარკვეთილებამდე მინდოდა ისეთი რამ, რაც დამაჯერებდა,
რომ რეალური ხარ და არა ჩემი ფსიქოზის ნაყოფი. ამიტომ გეხებო-
დი მუდამ, – მეცინება, – ვერ ვხვდებოდი, ყველაფერს კიდევ უფრო
რომ გირთულებდი. ყველაფერს ვაკეთებდი, რაც აზრად მომდიოდა,
შენ კი საოცრად თავშეკავებული იყავი. ალბათ, კვდებოდი.
– შენ, შენ რა გემართებოდა?
– დესერტად რა გვაქვს?
მორჩილად დგება და დესერტი მოაქვს. ჟოლოიანი მანგოს ნაყი-
ნია. ცალ მხარეს სანთელი აქვს ჩარჭობილი; ჰენრი მიმღერის: „ გი-
ლოცავ დაბადების დღეს“. მეცინება, მელოდიას იმდენად აცდენი-
ლია. სურვილს ვუთქვამ და ვაქრობ. ნაყინი ძალიან გემრიელია; ძა-
ლიან მხიარული ვარ და ისეთი ეპიზოდის გახსენებას ვცდილობ,
რომელშიც ჰენრის შეცდენას თავგამოდებით ვცდილობდი.
– კარგი, ყველაზე უარესი ეს იყო – ერთხელ, როცა თექვსმეტი
წლის ვიყავი, გვიან ღამით გელოდებოდი. დაახლოებით ღამის
თერთმეტი საათი იქნებოდა, ახალმთვარეობა იყო, ამიტომ მდელო-
ზე ბნელოდა. შენზე გაბრაზებული ვიყავი, რადგან ისე მექცეოდი,
როგორც ბავშვს, მეგობარს ან რაღაცას. მე კი ქალწულობის და-
კარგვა სიგიჟემდე მინდოდა. მაშინ ერთი აზრი მომივიდა – შენთვის
ტანისამოსი უნდა დამემალა.
– კარგი რა.
– ჰო, ასე იყო. ავდექი და სხვა ადგილას დავმალე... – ცოტა
მრცხვენია, მაგრამ ახლა გვიანია.
– მერე?
– მერე გამოჩნდი, მანამ გაწვალე, სანამ არ შეგაცდინე.
– მერე?
– მერე მეტაკე და ძირს დამაგდე. დაახლოებით ოცდაათი წამის
განმავლობაში ორივე ვფიქრობდით, „როგორც იქნა“. ამას გაუპა-
ტიურება არ ერქვა, რადგან მე თვითონ გთხოვდი. მერე სახეზე ის
გამომეტყველება გაგიჩნდა და მითხარი, არაო, ადექი და წახვედი.
მიდოუზე გახვედი, ხეებში მიიმალე და სამი კვირა აღარ მოსულხარ.
– უყურე შენ, ეგ კაცი ჩემზე უკეთესი ყოფილა.

248
– ეს ჩემთვის სასჯელი იყო, მას შემდეგ ორი წელი თავს ვიკავებ-
დი და წესიერად ვიქცეოდი.
– მადლობა ღმერთს, ასეთი ნებისყოფის ხშირად გამოვლენა გა-
მიჭირდებოდა.
– არ გაგჭირვებია, საოცარი ეგ არის. კარგა ხანს მეგონა, რომ
არ მოგწონდი. თუ მთელი ცხოვრების საწოლში გატარებას ვაპი-
რებთ, მაშინ ჩემს წარსულში გასეირნებაზე ცოტა თავი უნდა შეიკა-
ვო.
– არ ვხუმრობ, როცა ვამბობ, ამდენი სექსი მინდა-მეთქი. ვხვდე-
ბი, რომ ეს პრაქტიკული არ არის... იცი, რა ხანია მინდა გითხრა, მე
სრულიად შევიცვალე. უბრალოდ... ძალიან მოგეჯაჭვე. მგონი, სწო-
რედ ეს მაჩერებს აქ, აწმყოში. ასეთ ფიზიკურ კავშირს თითქოს ახალ
ტალღაზე გადაჰყავს ჩემი ტვინი, – ჰენრი თითების წვერებით მეხება
ხელებზე. ზემოთ იყურება, – შენთვის რაღაც მაქვს, მოდი, აქ დაჯექი.
ვდგები და სასტუმრო ოთახში მივყვები. საწოლს კეცავს, დივნად
აქცევს, ვჯდები. მზე ჩადის და ოთახი ვარდისფერსა და ნარინჯის-
ფერში იძირება. მაგიდას აღებს, უჯრაში ხელს ყოფს და აბრეშუმის
პატარა ტომსიკას იღებს. ჩემგან ცოტა მოშორებით ჯდება; ჩვენი
მუხლები ერთმანეთს ეხება. ალბათ, ჩემი გულისცემა ესმის, – ვფიქ-
რობ მე. უკვე ამის დრო დადგა. ჰენრი ჩემს ხელს იღებს და სერიო-
ზული სახით შემომცქერის. ამას ძალიან დიდხანს ველოდი, აი, დად-
გა და ახლა მეშინია.
– კლერ?
– ბატონო, – შემკრთალი ხმა მაქვს.
– იცი, რომ მიყვარხარ. ცოლად გამომყვები?
– ჰოო... ჰენრი, – დეჟავიუს საშინელი გრძნობა მეუფლება, –
მაგრამ იცი... უკვე გამოგყევი.

მკითხველთა ლიგა

249
კვირა, 31 მაისი, 1992 წელი
(კლერი 21 წლისაა, ჰენრი 28-ის)

კლერი: მე და ჰენრი იმ შენობის ვესტიბიულში ვდგავართ, რო-


მელშიც გაიზარდა. ცოტა დაგვაგვიანდა, მაგრამ ჯერ არ ავდივართ;
ჰენრი საფოსტო ყუთებთან დგას, ღრმად სუნთქავს და თვალებს ხუ-
ჭავს.
– ნუ ნერვიულობ, – ვამბობ მე, – უარესი ვერ იქნება, ვიდრე დე-
დაჩემთან შეხვედრა იყო.
– შენმა მშობლებმა ძალიან კარგად მიმიღეს.
– მაგრამ... დედა რას როდის მოიქმედებს, არ ვიცი.
– მამაც, – ამბობს და კარში გასაღებს არჭობს, კიბის ერთ მონაკ-
ვეთზე ავდივართ და ერთერთი ბინის კარზე აკაკუნებს. უმალ აღებს
პატარა კორეელი ქალი: ეს კიმია. ლურჯი აბრეშუმის კაბა აცვია და
წითელი პომადა უსვია. წარბები ცოტა გვერდულად დაუხატავს. მა-
რილივით თეთრ თმაზე ალაგალაგ ვერცხლისფერი ზოლები გას-
დევს. დაწნული და ყურებთან ორ ნაწნავად აქვს შეკრული. რატომ-
ღაც რუთ გორდონს49 მაგონებს. მხრამდე მწვდება, თავს უკან აგ-
დებს და ამბობს:
– ოჰ, ჰენრი! რა ლამაზიიიიიააა!
ვგრძნობ, რომ ვწითლდები, ჰენრი კი პასუხობს:
– ოჰ, კიმი, ზრდილობა სად არის?
კიმი იცინის და მეუბნება:
– გამარჯობა, მის ებშაირ.
– გამარჯობა, მისის კიმი, – ვპასუხობ მე.
ერთმანეთს ვუღიმით და ის მეუბნება:
– კიმი დამიძახე, ყველა კიმის მეძახის.

49
რუთ გორდონი (1896-1985) – ამერიკელი მსახიობი, მწერალი, დრამა-
ტურგი, „ოსკარის“ ლაურეატი რომან პოლანსკის „როზმარის ბავშვში“ მე-
ორე პლანის როლის შესრულებისთვის

250
თავს ვუქნევ და სასტუმრო ოთახში მივყვები, ჰენრის მამა იქ სა-
ვარძელში ზის.
არაფერს ამბობს, უხმოდ შემომცქერის. მაღალია, თხელი და
დაღლილი. ჰენრის არ ჰგავს. მოკლე ჭაღარა თმა, მუქი თვალები,
მოგრძო ცხვირი და თხელი, კუთხეებთან დახრილი ტუჩები აქვს.
მხრებში მოხრილი ზის, მის ხელებს ვამჩნევ, გრძელი, ელეგანტური
ხელები აქვს და კალთაში ისე უსვენია, თითქოს კატა თვლემს.
ჰენრი ახველებს და ამბობს:
– მამა, ეს კლერ ებშაირია. კლერ, ეს მამაჩემი – რიჩარდ დეტამ-
ბლი გახლავს.
მისტერ დეტამბლი ნელა მიწვდის ხელს, ნაბიჯს წინ ვდგამ და
ხელს ვართმევ. ყინულივით ცივი აქვს.
– გამარჯობა, მისტერ დეტამბლ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა,
– ვამბობ მე.
– მართლა? მაშასადამე, ჰენრის ძალიან ბევრი რამ უამბია ჩემ-
ზე, – ჩახრინწული ხმა აქვს, – თქვენი ოპტიმიზმით უნდა ვისარგებ-
ლო. მოდით, გვერდით დამიჯექით. კიმი, რამეს დაგვალევინებ?
– ახლა ვაპირებდი შემოთავაზებას... კლერ, რას დალევ? „სან-
გრია“ გავაკეთე. გიყვარს? ჰენრი, შენ? „სანგრიას“ დალევ? რი-
ჩარდ, შენ ლუდი გინდა?
წუთით ყველა ჩერდება. მერე მისტერ დეტამბლი ამბობს:
– არა, კიმი, მე ჩაის დავლევ, თუ გამიკეთებ.
კიმი იღიმება და სამზარეულოში გადის. მერე მისტერ დეტამბლი
მე მიბრუნდება და ამბობს:
– ცოტა გაცივებული ვარ, წამალი დავლიე, მაგრამ ვგონებ, მაძი-
ნებს.
ჰენრი დივანზე ზის და შემოგვცქერის. ავეჯი სულ თეთრია, 1945
წელს JCPenny-ზე ნაყიდს ჰგავს. ზედ სუფთა ცელოფანი აფარია,
თეთრ ხალიჩაზე კი ვინილი აგია. ბუხარი ისეთი შესახედია, თითქოს
არასდროს დაუნთიათ; მის თავზე ბამბუკით შესრულებული ლამაზი
სურათი კიდია.
– რა ლამაზი ნახატია, – ვამბობ მე, რადგან ყველა უხმოდ ზის.

251
მისტერ დეტამბლს ნათქვამი სიამოვნებს და მპასუხობს:
– მართლა? ეგ 1962 წელს მე და ანეტმა იაპონიაში ვიყიდეთ. კი-
ოტოში შევიძინეთ, მაგრამ ჩინურია. ვიფიქრეთ კიმსა და დონგს მო-
ეწონებათმეთქი. ეს მეჩვიდმეტე საუკუნეში შესრულებული ასლია,
დედანი კი გაცილებით ძველია.
– კლერს იმ ლექსის ამბავი უთხარი, – ვამბობ მე.
– ჰო, დაახლოებით ასე ჟღერს: „ბამბუკი თავქარიანია, აზრებს
ღრუბლებში აფრენს. დგას მთაზე მშვიდი და ღირსეული, ის ჯენ-
ტლმენის ნებას ჰგავს, – დახატული და დაწერილია ლაღი გულით –
ვუ ჩენი“.
– ძალიან ლამაზია, – ვამბობ მე.
კიმი სინით შემოდის, მე და ჰენრი თითო ჭიქა „სანგრიას“ ვი-
ღებთ, მისტერ დეტამბლი კი თავის ჩაის ფინჯანს ორივე ხელში
ფრთხილად იმწყვდევს; ფინჯანი ლამბაქზე ირყევა და წკარუნებს,
ამიტომ გვერდით მაგიდაზე დებს. კიმი ბუხართან პატარა სავარ-
ძელში ზის და „სანგრიას“ წრუპავს. მე ჩემსას ვსვამ და ვხვდები, რომ
საოცრებაა. ჰენრი გამომცქერის და წარბებს ზემოთ ზიდავს.
კიმი ამბობს:
– ბაღი გიყვარს, კლერ?
– ოჰ, კი. დედაჩემი მებაღეა.
– სადილობამდე გარეთ გავიდეთ, ჩვენს უკანა ეზოს გაჩვენებ.
ჩემი იორდასალამები ყვავის, მდინარესაც განახვებ.
– კარგი იქნება.
ყველანი გარეთ გავდივართ. ჩიკაგორივერის ცქერით ვტკბებით,
რომელიც ერთობ სახიფათო კიბის ძირას მშვიდად მოედინება.
იორდასალამებიც ძალიან მომწონს.
– დედას რისი ბაღი აქვს? ვარდებს ახარებს? – მეკითხება კიმი.
კიმის პაწაწინა ვარდების ბაღი აქვს. როგორც ვხვდები, ყველა
ჩაისია.
– კი, ვარდებიც აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად ზამბახები უყვარს.
– ოჰ, ზამბახები მეც მაქვს, აი, იქით, – ზამბახებზე მანიშნებს, –
უნდა გავყო. დედას ხომ არ უნდა?

252
– არ ვიცი. ზამბახის ორასზე მეტი სახეობა აქვს.
კიმის ზურგს უკან მდგომი ჰენრი იღიმება, მე ვუბღვერი.
– ვკითხავ, თუ თავისებს გაგიცვლით; ზოგიერთი თავისი გამოყ-
ვანილია და უყვარს, როცა მეგობრებს ჩუქნის.
– ზამბახები გამოჰყავს? – მეკითხება მისტერ დეტამბლი.
– დიახ. ტიტებიც გამოჰყავს, მაგრამ ზამბახები ყველა სხვა ყვა-
ვილს ურჩევნია.
– პროფესიონალი მებაღეა?
– არა, მოყვარული, – ვპასუხობ მე, – მებაღე ჰყავს და უამრავი
სხვა ვინმე, ვინც მოდის, თოხნის, კრეჭს და რა ვიცი, რას არ შვრება.
– დიდი ბაღი იქნება, – ამბობს კიმი და სახლისკენ მიგვიძღვის.
სამზარეულოში ტაიმერის ხმა ისმის, – კეთილი. ჭამის დროა, – ვე-
კითხები, ხომ არ დაგეხმაროთმეთქი, მაგრამ ხელის დაქნევით
უარობს. ჰენრის პირისპირ ვზივარ. მამამისი მარჯვნივ მიზის, კიმის
ცარიელი სკამი კი ჩემ მარცხნივ დგას. მისტერ დეტამბლს სვიტერი
აცვია, მიუხედავად იმისა, რომ აქ თბილა. კიმის ძალიან ლამაზი კო-
ლიბრებით მოხატული ფაიფურის სერვიზი აქვს. თითოეული ჩვენგა-
ნი ერთ ჭიქა ძალიან ცივ წყალს სვამს. კიმი თეთრ ღვინოს გვისხამს.
ჰენრის მამის ჭიქასთან ყოყმანობს, მაგრამ არ უვსებს, როცა ის უა-
რის ნიშნად თავს აქნევს. სალათები გამოაქვს და ჯდება. მისტერ დე-
ტამბლი წყლით სავსე ჭიქას სწევს.
– ბედნიერ წყვილს გაუმარჯოს, – ამბობს კიმი. ყველანი ჭიქებს
ვიღებთ და ვსვამთ, – კლერ, ჰენრი ამბობს, რომ მხატვარი ხარ. რას
ხატავ?
– ქაღალდზე ვმუშაობ. ქაღალდის ქანდაკებებს ვქმნი.
– ოჰ, უნდა მაჩვენო, მაგაზე არაფერი ვიცი. ორიგამის მსგავსი
რამეებია?
– არა, არა...
საუბარში ჰენრი ერთვება:
– იცი, როგორია? აი, ისეთი, რაც „ხელოვნების ინსტიტუტში“
ვნახეთ, ვიღაც გერმანელი მხატვრის... ანსელმ კაიფერის რომ იყო.
დიდი, ბნელი, საშიში ქაღალდის სკულპტურები.

253
კიმი გაოცებულ სახეს იღებს.
– შენნაირი ლამაზი გოგო ეგეთ საშინელებებს რატომ ქმნის?
ჰენრი იცინის.
– ეს ხელოვნებაა, კიმი, თანაც ლამაზია.
– ბევრ ყვავილს ვიყენებ. თუ თქვენს დამჭკნარ ვარდებს მომ-
ცემთ, იმ ნამუშევარში ჩავრთავ, რომელსაც ახლა ვქმნი, – ვამბობ
მე.
– კარგი, მოგცემ. რაზე მუშაობ? – მთანხმდება კიმი.
– ვარდებისგან, თმისა და ყვითელი შროშანის ბოჭკოსგან შექ-
მნილ გიგანტურ ყვავზე.
– რაო? რაღა ყვავი? მაგას უბედურება მოაქვს.
– მართლა? მე რომ მკითხო, ძალიან ლამაზია.
მისტერ დეტამბლი წარბს მაღლა სწევს, სულ წამით ჰენრის
ჰგავს.
– სილამაზის შესახებ თავისებური წარმოდგენა გქონიათ, – ამ-
ბობს ის.
კიმი დგება, სალათის თეფშები გააქვს და შემოაქვს მწვანე მუხუ-
დოთი სავსე ჯამი და შემწვარი იხვი ჟოლოს ცხარე საწებლით; ოხში-
ვარი ასდის. ღვთიური რამაა და უეცრად ვხვდები, სადაც ისწავლა
ჰენრიმ კეთება.
– აბა, რას იტყვი? – კითხულობს კიმი და პასუხს ელის.
– უგემრიელესია, კიმი, – ამბობს მისტერ დეტამბლი და მეც ექო-
სავით ვიმეორებ მის ნათქვამს.
– ცოტა სიტკბო ხომ არ აკლია? – კითხულობს ჰენრი.
– ჰო, მეც მასე მგონია.
– ძალიან ნაზია, – ამბობს ჰენრი და კიმი იღიმება. ჩემი ღვინის
ჭიქის ასაღებად ხელს ვიშვერ. მისტერ დეტამბლი ხელზე მიყურებს,
იღიმება და ამბობს:
– ანეტის ბეჭედი გიხდება.
– ძალიან ლამაზია. გმადლობთ, რომ მე მომეცით.
– ამ ბეჭედსა და მის თანმხლებ საქორწინო რგოლთან უამრავი
რამ არის დაკავშირებული. 1823 წელს ჩემი დიდი, დიდი ბებიისთვის

254
პარიზში დაამზადებინეს, ჟანა ერქვა. მერე 1920ში ბებიაჩემ ივეტ-
თან ერთად ამერიკაში ჩამოვიდა. 1969 წლიდან კი, ანეტის სიკვდი-
ლის შემდგომ, უჯრაში დევს. კარგია, ისევ დღის სინათლე რომ ნახა.
ბეჭედს ვუყურებ და ვფიქრობ: ჰენრის დედას სიკვდილისას ეს ბე-
ჭედი ეკეთა. ჰენრის გავცქერი, რომელიც, როგორც ვატყობ, იმავეს
ფიქრობს, და მისტერ დეტამბლს, რომელიც იხვს შეექცევა.
– ანეტზე მომიყევით რამე, – ვეუბნები მას.
ჩანგალს დებს, მაგიდას იდაყვებით ებჯინება და ხელებს შუბლზე
იწყობს. ხელებიდან თვალმოჭუტული შემომცქერის.
– დარწმუნებული ვარ ჰენრი რამეს გეტყოდათ.
– დიახ, ცოტა რამ მითხრა. მისი ჩანაწერების მოსმენაში გავი-
ზარდე; ჩემი მშობლები მისი თაყვანისმცემლები არიან.
მისტერ დეტამბლი იღიმება.
– მაშ, გეცოდინებათ, რომ ანეტს საოცარი ხმა ჰქონდა, მდიდარი
და სუფთა... ისეთი დიაპაზონი... ეს ხმა მისი სულის გამოძახილი
იყო. როცა ვუსმენდი, ვგრძნობდი, რომ ჩემი სიცოცხლე ბიოლოგი-
ურს გაცილებით აღემატებოდა.. მას მუსიკა ესმოდა, სტრუქტურას
გრძნობდა, ზუსტად აანალიზებდა ნაწარმოების არსს, ხვდებოდა, რა
უნდა გადმოეცა... ძალიან ემოციური ადამიანი იყო და ემოციას
სხვებშიც აღძრავდა. მისი სიკვდილის შემდეგ ვგონებ ვეღარაფერს
ვგრძნობ.
მისტერ დეტამბლს ვერ ვუყურებ, ამიტომ ჰენრის შევცქერი. ის
მამამისს ისეთი დანანებით უმზერს, რომ მე თეფშს ვაშტერდები.
– ოჰ, უკაცრავად. თქვენ ანეტის შესახებ მკითხეთ და არა ჩემი.
კეთილი და უდიდესი ხელოვანი იყო; ეს ორი ძალიან იშვითად
გხვდება ერთად. ადამიანებს აბედნიერებდა; თვითონაც ბედნიერი
იყო და ცხოვრებით ტკბებოდა. მისი ტირილი ორჯერ ვნახე: პირვე-
ლად, როცა ეს ბეჭედი ვაჩუქე, და მეორედ, როცა ჰენრი გაჩნდა.
დუმილი ისადგურებს და მე ვამბობ:
– გაგიმართლათ.
იღიმება და სახეზე ხელებს იფარებს.
– ჰო, თან გაგვიმართლა, თან არა. ერთ წუთს ყველაფერი გვქ-

255
ონდა, რაზეც ოცნება შეიძლებოდა, მეორე წუთს კი ჩქაროსნულ გზა-
ზე ნაწილებად დაკუწული იწვა.
ჰენრი კრთება.
– მაგრამ არ გგონიათ, რომ მცირეხნიანი უსაზღვრო ბედნიერება
ჯობს, მაშინაც კი, თუ დაკარგავთ მთელი ცხოვრების ჩვეულებრივად
გავლის შესაძლებლობას?
მისტერ დეტამბლი მათვალიერებს. სახეზე აფარებულ ხელებს
იღებს და მაშტერდება. მერე ამბობს:
– მაგაზე ხშირად მიფიქრია. შენ ასე გჯერა?
ჩემს ბავშვობას ვიგონებ, მოლოდინს, ცნობისმოყვარეობას და
ჰენრის დანახვით განცდილ სიხარულს, როცა დღეების, კვირების
და თვეების არყოფნის შემდეგ მდელოზე გამოჩნდებოდა; ის სიხა-
რული მაგონდება, როცა ერთხელ ნიუბერის ბიბლიოთეკის სამკით-
ხველო დარბაზში შესულს ორი წლის უნახავი ჰენრი დამხვდა; მახ-
სენდება, რა ბედნიერად ვიგრძენი თავი, როცა შევეხე, როცა გავიგე,
სად არის და კიდევ ის, რომ ვუყვარვარ.
– დიახ, მე ასე მჯერა, – ვამბობ, ჰენრის თვალებს ვაწყდები და
ვიღიმები.
მისტერ დეტამბლი თავს მიქნევს.
– ჰენრიმ კარგი არჩევანი გააკეთა.
კიმი დგება, სამზარეულოში ყავის მოსატანად გადის, მისი არყო-
ფნისას კი მისტერ დეტამბლი განაგრძობს:
– მაგას არავის ცხოვრებაში სიმშვიდე არ მოაქვს. დედამისის სა-
პირისპიროა: არასაიმედო და არამდგრადი, საკუთარი თავის გარ-
და არავინ ანაღვლებს. მითხარი, კლერ, შენნაირ ლამაზ გოგოს ჰენ-
რის ცოლობა რად გინდა?
ოთახში თითქოს ყველაფერს სუნთქვა შეეკრა. ჰენრი ქვავდება,
მაგრამ არაფერს ამბობს. წინ ვიხრები, მისტერ დეტამბლს ვუღიმი
და ისეთი ენთუზიაზმით ვპასუხობ, თითქოს ეკითხოს, ყველაზე მე-
ტად რომელი ნაყინი მიყვარს.
– იმად, რომ ლოგინში მართლა ძალიან კარგია.
სამზარეულოდან ხარხარი ისმის. მისტერ დეტამბლი ჰენრისკენ

256
აპარებს თვალს, რომელიც წარბებს მაღლა სწევს და იცინის, ბო-
ლოს თვით მისტერ დეტამბლიც იღიმება.
– ჩაგეთვლათ, ძვირფასო.
მოგვიანებით, როცა ყავაც დავლიეთ, ნუშის ნამცხვარიც მივაყო-
ლეთ, კიმიმ ჰენრის ჩვილის, ახალფეხადგმულის და სკოლის მოს-
წავლის ფოტოსურათები მაჩვენა, ამასობაში ჰენრი საოცრად უხერ-
ხულად გრძნობდა თავს და ჩემს ოჯახზე მეტი ინფორმაცია მოიპოვა
(რამდენი ოთახი გვაქვს? უი, ამდენი! მეგობარო, რატომ არ მითხა-
რი, რომ ეს გოგო ლამაზთან ერთად ასეთი მდიდარიც არის?), ყვე-
ლანი წინკარში ვდგავართ და კიმს სადილისთვის მადლობას ვუხ-
დით, მისტერ დეტამბლს კი ღამე მშვიდობისას ვუსურვებთ.
– ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, კლერ, მაგრამ რიჩარ-
დი დამიძახე, – ამბობს ის.
– გმადლობთ... რიჩარდ, – და სულ წამით მას ისეთად ვხედავ,
როგორიც, ალბათ, მრავალი წლის წინ ანეტმა დაინახა – მერე ეს
ქრება და ის ჰენრის დაბნეული უკრავს თავს, ჰენრი კიმის კოცნის,
ქვემოთ ჩავდივართ და ამ ზაფხულის საღამოს გარეთ გავდივართ.
ასე მგონია, ამ სახლში შესვლის შემდეგ წლები გავიდა.
– უუჰ, – ამბობს ჰენრი, – ათასი სიცოცხლე გავათავე.
ქუჩაში ხელიხელჩაკიდებულები მივდივართ. მის ბოლოს სათა-
მაშო მოედანია, საქანელებისკენ მივრბივარ და ზედ მივცოცავ, ჰენ-
რი ჩემ გვერდით ჯდება, პირით ჩემკენ ზის, მაღლა მივიწევთ, ერთმა-
ნეთს გვერდს ვუვლით, ზოგჯერ სინქრონულად, ხან კი ისე სწრაფად,
რომ გვგონია, შევასკდებით. ვიცინით ისე, თითქოს არასდროს იქ-
ნება სევდა, არავის დავკარგავთ, არავინ მოკვდება და არავინ არ-
სად წავა: ახლა ჩვენ აქ ვართ, ამ სრულყოფილებას ვერაფერი შებ-
ღალავს და ამ საოცარი წუთების ლხენას ვერავინ მოგვპარავს.

მკითხველთა ლიგა

257
ოთხშაბათი, 10 ივნისი, 1992 წელი
(კლერი 21 წლისაა)

კლერი: კაფე „პერეგოლისში“ ფანჯრის ახლოს პაწია მაგიდას-


თან მარტო ვზივარ, ფრიად პატივსაცემი სოროა და ყავაც ჩინებული
აქვთ. გროტესკის ისტორიისთვის, რომელსაც ამ ზაფხულს გავდი-
ვარ, „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ უნდა ვამუშავებდე, მე კი ვზი-
ვარ და ვოცნებობ, ხალხს ვათვალიერებ, რომლებსაც ამ დილა-
ადრიან ჰალსტედსტრიტზე დიდი გნიასი და აურზაური აქვთ. ბოიზ-
თაუნში ხშირად არ ჩამოვდივარ. იქ უკეთ ვიმუშავებ, სადაც ჩემს მო-
ძებნას არავინ შეეცდება. ჰენრი გაუჩინარდა. შინ არ არის, არც სამ-
სახურში ყოფილა. ვცდილობ ამაზე არ ვინერვიულო და ამისადმი
გულგრილი დამოკიდებულება გამოვიმუშაო. თავს თვითონ მიხე-
დავს. მე რომ არ ვიცი სად არის, არ ნიშნავს, რომ ცუდადაა. იქნებ
ჩემთანაც იყოს?
ქუჩის გადაღმა ვიღაც დგას და ხელს იქნევს. თვალებს ვჭუტავ,
ვაკვირდები და ვხვდები, რომ ეს ის დაბალი შავი ქალია, რომელიც
იმ ღამეს „არაგონში“ ინგრიდს ახლდა. სელიაა. ხელს ვუქნევ, ქუჩა-
ზე გადმოდის. უეცრად წინ მიდგას. ისეთი დაბალია, მის სახეს ჩემს
სახესთან ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ მე ვზივარ, ის კი დგას.
– გამარჯობა, კლერ, – ამბობს ის. კარაქივით ხმა აქვს. მის ხმაში
ჩაფვლა და დაძინება მინდა.
– გამარჯობა, სელია, დაჯექი, – ჩემ პირდაპირ ჯდება და უეცრად
ვხვდები, რომ ასეთი მოკლე ფეხების გამო არის; დამჯდარი გაცილ-
ებით ნორმალურს ჰგავს.
– გავიგე, დანიშნულხართ, – ამბობს ის.
მარცხენა ხელს ვწევ და ბეჭედს ვაჩვენებ. მიმტანი გვიახლოვდე-
ბა, სელია თურქულ ყავას ითხოვს. მიყურებს და ეშმაკურად მიღი-
მის. გრძელი, თეთრი დაბრეცილი კბილები და დიდი ჩამოფხატულ-
ქუთუთოებიანი თვალები აქვს, ნახევრად მძინარეს ჰგავს. დრედები
აუწევია და ვარდისფერი ჯოხები გაუყრია, კარგად ეხამება მის ვარ-
დისფერ კაბას.

258
– ან ძალიან მამაცი ხარ, ან გიჟი, – ამბობს ის.
– ჰო, მეუბნებიან.
– მაგას შენ თვითონ უნდა ხვდებოდე.
ვიღიმები, მხრებს ვიჩეჩ, ყავას ვწრუპავ, ოთახის ტემპერატური-
საა და ძალიან ტკბილი.
სელია ამბობს:
– იცი, ახლა სად არის ჰენრი?
– არა. შენ იცი, სად არის ამწუთას ინგრიდი?
– როგორ არა, „ბერლინში“ მაგიდასთან ზის და მელის, – საათს
დასცქერის, – უკვე დამაგვიანდა, – ქუჩიდან შემომავალ სინათლე-
ზე მისი გარუჯული ქარვისფერი კანი ჯერ ლურჯი, მერე მეწამული
ფერისა ჩანს. მომაჯადოებელ მარსიანელს ჰგავს. მიღიმის და ამ-
ბობს, – ახლა, ამწუთს, დაბადების დღის კოსტიუმში გამოწყობილი
ჰენრი ბროდვეიზე მირბის, უკან სკინჰედების ჯოგი მისდევს.
ოჰ, ოღონდ ეგ არა.
მიმტანს სელიასთვის ყავა მოაქვს, მე ჩემს ჭიქაზე ვანიშნებ. მივ-
სებს, დაკვირვებით ზუსტად ერთ ჩაის კოვზ შაქარს ვყრი და ვურევ.
სელია ყავის პატარა კოვზს პირდაპირ თურქულ ყავაში არჭობს. შა-
ვია და მელასასავით 50სქელი. იყო და არა იყო რა, იყო სამი პატარა
და. ცხოვრობდნენ ერთი ჭის ფსკერზე. ჭის ფსკერზე რატომ ცხოვ-
რობდნენ? იმიტომ, რომ ეს მელასას ჭა იყო.
სელია მელოდება, რომ რამეს ვიტყვი. ძალიან კარგი, სანამ შენ
სათქმელს ეძებ, მე დროს ვიგებ.
– მართლა? – ვამბობ მე. ბრწყინვალეა, კლერ.
– ვგონებ, დიდად არ გაღელვებს. ჩემი კაცი ეგრე რომ დარბო-
დეს, ცოტა მეტად ვინერვიულებდი.
– ჰო, მაგრამ ჰენრი ჩვეულებრივი კაცი არ არის.
სელია იცინის:
– ეგ ხშირ-ხშირად გაიმეორე, დაო.

50
მელასა – შაქრის წარმოების ნარჩენი სქელი შავი სითხე.

259
ნეტავ რამდენი იცის? ინგრიდმა თუ იცის? ჩემკენ იხრება, ყავას
სვამს, თვალებს ფართოდ ახელს, წარბებს ზემოთ სწევს და ტუჩებს
ბუშტავს.
– მართლა აპირებთ დაქორწინებას?
გიჟური იმპულსი მიბიძგებს, რომ ვთქვა:
– თუ სიტყვაზე არ მიჯერებ, მოდი და მნახე. ქორწილში გპატიჟებ.
თავს აქნევს.
– მე? არ გამოვა, ჰენრის არ ვუყვარვარ. დასანახავად ვერ მიტ-
ანს.
– მგონი, არც შენ ხარ მისი დიდი გულშემატკივარი.
იღიმება.
– ახლა ვარ. მის ინგრიდ კარმაიკლს მაგრად დაადო, ახლა მის
ნამსხვრევებს ვაგროვებ, – ისევ საათს დასცქერის, – სხვათა შო-
რის, მასთან შეხვედრაზე ვიგვიანებ. დგება და მეკითხება, – ხომ არ
წამოხვალ?
– არა, გმადლობ.
– კარგი რა, გოგონი. შენ და ინგრიდმა ერთმანეთი კარგად უნდა
გაიცნოთ. უამრავი რამ გაქვთ საერთო. გოგოების პატარა წვეულე-
ბას გავმართავთ.
– ბერლინში?
სელია იღიმება.
– ქალაქში არა, ბარში, – მისი სიცილი გულზე მალამოსავით მე-
დება. ასეთი სიცილი მასზე გაცილებით დიდი ადამიანის სხეულიდან
უნდა მოდიოდეს. არ მინდა წავიდეს, მაგრამ...
– არა, არა მგონია, კარგი აზრი იყოს, – სელიას თვალებში შევ-
ყურებ, – ეგ სისასტიკე იქნება, – გამჭოლ მზერას არ მაცილებს და
უეცრად გველი და კატა მაგონდება. კატები ღამურებს ჭამენ? – თა-
ნაც ეს უნდა დავასრულო.
სელია ჩემს ალბომს ათვალიერებს.
– ეს რა არის? დავალება? რა, უნდა ისწავლო? შენს უფროს და-
იკო სელიას დაუჯერე, მან კარგად იცის, რა ჯობს სკოლის მოწაფე
გოგონებისთვის. რამდენი წლის ხარ? შენთვის სმა შეიძლება?

260
– ჰო, – ამაყად ვაცხადებ მე, – სამი კვირის წინ მაგ ასაკის გავ-
ხდი.
სელია ჩემკენ იხრება. დარიჩინის სუნი ასდის.
– მიდი, მიდი, მიდი. ცხოვრება იგემე, სანამ მისტერ ბიბლიოთე-
კართან შეუღლდები. წამოოოოოოოოოდიიიიი, კლერ! თორემ აზ-
რზე მოსვლას ვერ მოასწრებ, ისე დაიწყებ იმ ბიბლიოთეკარის შვი-
ლების ჩაჯმული პამპერსების გამოცვლას.
– არა მგონია.
– ნუღარაფერს იტყვი, ადექი და წამოდი, – ჩემს წიგნებს კრეფს
და სარძევედან ნაღებს ღვრის. ვწმენდ, როცა წიგნებამოიიღლიავე-
ბული სელია კაფედან გადის. უკან მივდევ.
– სელია, გთხოვ, არა, ეგენი მე მჭირდება, – ასეთი მოკლე ფეხე-
ბისა და ხუთი დუიმი ქუსლების პატრონის კვალობაზე ძალიან სწრა-
ფად მიდის.
– არ დაგიბრუნებ, სანამ არ დამპირდები, რომ გამომყვები.
– ინგრიდს არ მოეწონება, – ფეხაწყობილები მივდივართ. სამ-
ხრეთისკენ, ბელმონტისკენ გვიჭირავს გეზი. მისი ნახვა არ მინდა.
პირველად და უკანასკნელად „Violent Femmes“ის კონცერტზე ვნახე
და საკმარისი იყო.
– მოეწონება, მოეწონება. ძალიან აინტერესებ, – ბელმონტზე
ვუხვევთ, ტატუების სალონებს, ინდურ რესტორნებს, ტყავეულისა
და საეკლესიო მაღაზიებს წინ ვუვლით. ელექტრომატარებლის ლი-
ანდაგის ქვეშ ვძვრებით და „ბერლინს“ ვუახლოვდებით. გარედან
დიდად მიმზიდველად არ მეჩვენება; ფანჯრები შავადაა შეღებილი,
შიგნიდან კი დისკოს ვიბრაცია ისმის, კარში გალეული ბიჭი დგას, მე
ნომერს მაძლევს, სელიას არა, ხელზე ორივეს რაღაცას გვისვამს და
უფსკრულში გვიშვებს.
როცა სიბნელეს თვალს ვაჩვევ, ვხვდები, რომ აქაურობა ქალე-
ბითაა სავსე. პაწაწუნა სცენის გარშემო ქალებს მოუყრიათ თავი და
სტრიპტიზიორ ქალს შესცქერიან, რომელიც მედიდურად დააბიჯებს
სცენაზე. ბართან მდგომი ქალები იცინიან და ერთმანეთს ეარშიყე-
ბიან. „ქალების ღამე“ აქვთ. სელია რომელიღაც მაგიდასთან მიმათ-

261
რევს. ინგრიდი ეულად ზის და წინ ცისფერი სითხით სავსე მაღალი
ჭიქა უდგას. თავს მაღლა სწევს, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი დანახვა ახა-
რებს. სელია ინგრიდს კოცნის და ხელის დაქნევით მაღალი სკამის-
კენ მანიშნებს. არ ვჯდები.
– გამარჯობა, საყვარელო, – ეუბნება სელია ინგრიდს.
– ალბათ, ხუმრობ არა? – ამბობს ინგრიდი, – ეს რატომ მოიყვა-
ნე? – არც ერთი ზედ არ მიყურებს. სელიას ჩემი წიგნები კვლავაც
ჩაბღუჯული უჭირავს.
– მაგარია, ინგრიდ, კარგი გოგოა. ვიფიქრე, მისი უკეთ გაცნობა
ენდომება-მეთქი, – სელიამ ლამის ბოდიში მოიხადოს, მაგრამ მეც
კი ვატყობ, რომ ძალიან სიამოვნებს ინგრიდის ასეთ უხერხულობა-
ში ჩაგდება.
ინგრიდი მიბღვერს.
– რატომ მოხვედი? დასატკბობად? – სკამის საზურგეს აწვება და
ნიკაპს მაღლა სწევს. ქერა ვამპირს ჰგავს, შავი ხავერდის ქურთუკი
აქცვია და სისხლივით წითელი ტუჩები აქვს. საოცარია. პატარა სკო-
ლის მოწაფე გოგონა მგონია თავი. ხელებს სელიასკენ ვიწვდი, წიგ-
ნებს მაძლევს.
– მაიძულეს... მივდივარ, – ისაა, უნდა შევტრიალდე და წავიდე,
როცა ინგრიდი ხელს იშვერს და მკლავში მეჭიდება.
– ერთი წუთით მოიცადე, – მარცხენა ხელით მექაჩება, ვბარბა-
ცებ და წიგნები ძირს მიცვივა. ხელს ვგლეჯ და ინგრიდი ამბობს, –
დაინიშნე? – ჰენრის ბეჭედს დასცქერის.
არ ვპასუხობ. სელიასკენ ტრიალდება.
– შენ იცოდი, არა?
სელია მაგიდას დაჰყურებს და უხმოდ დგას.
– აქ იმიტომ მოიყვანე, რომ ეს გეჩვენებინა, არა, შე ძუკნა? –
მშვიდად ამბობს, მუსიკის ხმაურში მისი ხმა ძლივს მესმის.
– არა, ინგ, მე მხოლოდ...
– შენი დედაც, სელია, – ფეხზე დგება. წუთით სახე ჩემთან ახ-
ლოს მოაქვს და უეცრად თვალწინ მიდგება, როგორ კოცნის ჰენრი
ამ წითელ ტუჩებს. მაშტერდება, – ჰენრის გადაეცი, ჯანდაბამდე გზა

262
ჰქონია, – ამბობს ის, – ისიც უთხარი, იქ ვნახავ, – გარეთ გადის. სე-
ლია ხელებში თავჩარგული ზის.
წიგნებს ვაგროვებ. როცა წასასვლელად ვდგები, სელია ამბობს:
– მოიცადე.
ვიცდი.
– ვწუხვარ, კლერ, – ამბობს ის.
მხრებს ვიჩეჩ. კარს ვუახლოვდები და როცა ვტრიალდები, მაგი-
დასთან ხელებში თავჩარგულ სელიას ვხედავ. ინგრიდის ცისფერ
სასმელს წრუპავს. მე არ მიყურებს.
ქუჩაში სულ უფრო მეტად ვუჩქარებ ნაბიჯს, მერე ჩემს მანქანას
ვუახლოვდები. სახლში მივდივარ, ვწვები და ჰენრის ნომერს ვკრეფ,
შინ არ არის, შუქს ვაქრობ, მაგრამ არ ვიძინებ.

უკეთესი ცხოვრება ქიმიის საშუალებით


კვირა, 5 სექტემბერი, 1993 წელი
(კლერი 22 წლისაა, ჰენრი 30-ის)

კლერი: ჰენრი თავის გაცვეთილ „ექიმის სამაგიდო ცნობარს“


ჩაჰკირკიტებს. კარგის ნიშანი არ არის.
– ვერ ვხვდებოდი, რომ წამლებზე ამდენად დამოკიდებული ხარ.
– წამლებზე არა, სასმელზე.
– არა, სასმელზე არა. შენ ლოთი არა ხარ.
– ვარ.
დივანზე ვწვები და ფეხებს კალთაში ვულაგებ. წიგნს მუხლებზე
მადებს და ფურცვლას განაგრძობს.
– მაგდენს არ სვამ.
– ვსვამდი. შევამცირე მას შემდეგ, რაც ლამის თავი მოვიკალი.
ამ მხრივ მამაჩემის ამბავია ძალიან სავალალო და საყურადღებო.
– რას ეძებ?
– რამე ისეთს, რასაც ქორწილის წინ დავლევ. ოთხასი კაცის წი-

263
ნაშე შენი საკურთხეველთან მიტოვება არ მინდა.
– ჰო, კარგი აზრია, – ასეთ სცენარზე ვფიქრობ და მაჟრიალებს,
– მოდი, გავიპაროთ.
თვალებში მიყურებს.
– მოდი, მე გულითა და სულით გეთანხმები.
– ჩემი მშობლები სამუდამოდ აიღებენ ჩემზე ხელს.
– არ აიღებენ.
– შენ ეგ გამოგეპარა. ეს ქორწილი ბროდვეის მთავარ წარმოდ-
გენად უნდა იქცეს. მამაჩემისთვის ჩვენ მდიდრულად გართობისა და
თავის მოსამართლე მეგობრებთან თავის მოწონების საბაბი ვართ.
სცენიდან რომ გავეპაროთ, ჩვენ ნაცვლად მსახიობებს დაიქირა-
ვებს.
– მაშ, მერიაში წავიდეთ და ხელი წინასწარ მოვაწეროთ. თუ რა-
მე მოხდა, დაქორწინებული ვიქნებით.
– ჰო, მაგრამ... ეგ აზრი არ მომწონს... ტყუილი გამოგვივა. თავს
ცუდად ვიგრძნობ. ეგ გეგმა იმ დროისთვის რომ შემოვინახოთ, თუ
ნამდვილი ქორწილი ჩაიშალა?
– კარგი. ეგ გეგმა „ბ“ იქნება, – ხელს მიწვდის და მართმევს.
– რამე იპოვე?
– იდეალურ შემთხვევაში ფსიქოთროპული მედიკამენტი „რის-
პერდალი“ მჭირდება, მაგრამ მხოლოდ 1994 წელს გამოვა. კლოზა-
რილიც კარგია, მესამე არჩევანი კი ჰალდოლია.
– ისეთი სახელები აქვთ, თითქოს ხველების მაღალტექნოლო-
გიური მედიკამენტები იყოს.
– ნეიროლეპტიკურია.
– მართლა?
– ჰო.
– მაგრამ შენ გიჟი არა ხარ.
მიყურებს, იჯღანება და ხელებს ისე ხვლანჯავს, თითქოს მუნჯი
ფილმიდან გადმოსული მაქციის კლანჭები იყოს, მერე კი სერიოზუ-
ლად ამბობს:
– ელექტროენცეფალოგრამაზე შიზოფრენიკის ტვინი მაქვს. არ-

264
აერთ ექიმს უთქვამს, რომ დროში მოგზაურობაზე ჩემი ბოდვა ში-
ზოფრენიის შედეგია, ეს მედიკამენტები კი დოპამინის რეცეპტო-
რებს ბლოკავს.
– გვერდითი მოვლენები?
– ჰოო... დისტონია, აკატიზია, ფსევდოპარკინსონიზმი... კუნთე-
ბის დაჭიმვა, მოუსვენრობა, ბორგვა, ბოლთის ცემა, უძილობა, უძ-
რაობა, სახეზე უემოციობა, მოგვიანებით კი დისკინეზია, სახის კუნ-
თების ქრონიკული მოშლილობა, აგრანულოციტოზი, თეთრი უჯრე-
დების წარმოქმნის უნარის დაკარგვა. მერე სექსუალური უუნარობა
და ის, რომ დღესდღეობით არსებული ყველა მედიკამენტი სე-
დაციურია.
– მაგათ დალევაზე სერიოზულად ხომ არ ფიქრობ?
– ადრე „ჰალდოლსა“ და „ტორაზინს“ ვსვამდი.
– მერე?
– საშინელება იყო. ზომბივით ვიყავი. მეჩვენებოდა, რომ ტვინის
ნაცვლად „ელმერის“ წებო მესხა.
– სხვა არაფერია?
– „ვალიუმი“, „ლიბრიუმი“, „ქსანაქსი“...
– მაგეებს დედაჩემი სვამს... „ვალიუმსა“ და „ქსანაქსს“.
– ჰო, ეგენი შეიძლება, – იჯღანება და ექიმის სამაგიდო ცნობარს
განზე დებს, – ჩაიწიე, – მეუბნება და გვერდით მიწვება. საოცარ სიმ-
ყუდროვეს ვგრძნობ.
– ნურაფერს დალევ.
– რატომ?
– ავად არა ხარ.
იცინის.
– მაგიტომ მიყვარხარ: შენი უუნარობის გამო დაინახო ჩემი სა-
შინელი ნაკლი, – პერანგის საკინძეს მიხსნის, ვეკვრი და მხრებზე
მკლავებს ვხვევ. მიყურებს და იცდის. ცოტა ვბრაზდები.
– ვერ გამიგია, ასე რატომ ლაპარაკობ. საკუთარ თავზე მუდამ
საშინელებებს ამბობ. შენ ეგეთი არა ხარ. კარგი ხარ.
ხელზე დამცქერის და ახლოს მიზიდავს.

265
– მე კარგი არა ვარ, – ნაზად ჩამჩურჩულებს, – მაგრამ ვეცდები
გავხდე.
– გახდები.
– მე შენთვის კარგი ვარ... კლერ?
– რაო?.
– ღამე გაგღვიძებია და გიფიქრია, რომ ჩემი სახით ღმერთი დაგ-
ცინის?
– არა, როცა ღამით მეღვიძება, ვფიქრობ, რომ შეიძლება ერ-
თხელ გაუჩინარდე და აღარ დაბრუნდე. როცა ღამე მეღვიძება, იმ
მომავალზე ვფიქრობ, რომელიც სანახევროდ ვიცი, მაგრამ მტკი-
ცედ მწამს იმისა, რომ მარად ერთად უნდა ვიყოთ.
– მტკიცედ გწამს?
– შენ არა?
მკოცნის. ვერც დრო, ვერც ადგილი, ვერც შემთხვევა და ვერც
სიკვდილი ვერ მოდრეკს ჩემს სურვილს და ვერ მოსპობს.
– კიდევ შეგიძლია?
– წინააღმდეგი არა ვარ.
– ტრაბახა.
– ეს ვინ ამბობს ასეთ საშინელებებს ჩემზე?

მკითხველთა ლიგა

266
ორშაბათი, 6 სექტემბერი, 1993 წელი
(ჰენრი 30 წლისაა)

ჰუმბოლდტპარკში ცალ მხარეს თეთრ ალუმინაკრული სახლის


ბინძურ კიბის საფეხურზე ვზივარ. ორშაბათი დილაა, ათი საათი იქ-
ნება. ბენის დაბრუნებას ველი, სადაც არის, იქიდან. ეს უბანი არ მიყ-
ვარს; აქ, ბენის სახლის კართან მჯდომს, თავი სამსჯავროზე გამოჭე-
ნებული მგონია. პუნქტუალურობით ვერ დაიკვეხნის, ამიტომ დინ-
ჯად განვაგრძობ ლოდინს. ვუყურებ, დანგრეულ ტროტუარზე როგ-
ორ მოაგორებს ორი ლათინელამერიკელი ქალი საბავშვო ეტლებს.
ვფიქრობ, რომ ზოგიერთ ქალაქში მუნიციპალიტეტი ძალიან ცუდად
მუშაობს და სწორედ ამ დროს შორიდან ვიღაცის ყვირილი მესმის:
– ბიბლიოთეკარი ბიჭი!
იქით ვიყურები და, რაღა თქმა უნდა, გომესს ვხედავ. გონებაში
ვგმინავ. საოცარი ნიჭი აქვს – მაინცდამაინც მაშინ მხვდება, როცა
განსაკუთრებულ სისაძაგლეს ჩავდივარ. ბენის მოსვლამდე უნდა
მოვიშორო.
გომესი ჩემკენ ბედნიერი გსახით მოდის. ადვოკატის სამოსი აც-
ვია და ხელში პორტფელი უჭირავს. ვოხრავ.
– Ça va 51, მეგობარო.
– Ça va, აქ რას აკეთებ?
კარგი შეკითხვაა.
– მეგობარს ველოდები. რომელი საათია?
– თერთმეტის ათი წუთია... 1993 წლის 6 სექტემბერია, – დას-
ძენს ის.
– ეგ ვიცი, გომეს, მაგრამ მაინც გმადლობ. კლიენტთან მიდი-
ხარ?
– ჰო, ათი წლის გოგოა. დედამისის მეგობარმა მამაკაცმა „დრა-
ნო“ დაალევინა... ამ ხალხმა დამღალა.

51
ფრანგ.) სალამი.

267
– ჰო, მეტისმეტად ბევრი მანიაკი და ძალიან ცოტა მიქელანჯე-
ლოა.
– ლანჩი უკვე ჭამე? თუ ჯერ საუზმის დროა?
– ჰო... უნდა დავრჩე და მეგობარს დაველოდო.
– არ ვიცოდი, რომ აქ მეგობრები გყავდა. ყყველა აქაურს ადვო-
კატის დახმარება სჭირდება.
– მეგობარია საბიბლიოთეკო სკოლიდან.
და აი, ისიც. ბენი თავისი 1962 წლის ვერცხლისფერი „მერსედეს-
ით“ მოდის. შიგნიდან დანგრეულია, გარედან არა უშავს. გომესი ჩუ-
მად უსტვენს.
– უკაცრავად, დამაგვიანდა, – ამბობს ბენი, – გამოძახებაზე ვი-
ყავი.
გომესი ცნობისმოყვარე სახით შემომცქერის. ყურადღებას არ
ვაქცევ. ბენი ჯერ მე მიყურებს და მერე მას.
– გომეს, ეს ბენია. ბენ, ეს გომესია. ვწუხვარ, რომ გეჩქარება, ამ-
ხანაგო.
– პრინციპში, ერთიორი საათი თავისუფალი...
ახლა ვითარების მართვის სადავეებს ბენი იღებს ხელში.
– გომეს, ძალიან გამიხარდა, რომ გაგიცანი. იქნებ სხვა დროს
იყოს?
ბენი ახლომხედველია და გომესს დაჟინებით უცქერს, სათვალის
მინის მიღმა თვალები ორჯერ დიდი უჩანს. ბენი გასაღებს ათამა-
შებს. ნერვები აღარ მყოფნის. ორივე მშვიდად ვდგავართ და გომე-
სის წასვლას ველით.
– კარგი, გასაგებია, აბა, კარგად, – ამბობს გომესი.
– ნაშუადღევს დაგირეკავ, – ვეუბნები მას. ზურგს მაქცევს, არ მი-
ყურებს და მიდის. თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ არის რაღაცები,
რაც არ მინდა გომესმა იცოდეს, ეს კი ერთიერთი მათგანია. მე და
ბენი ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ და განდობილებივით შევყუ-
რებთ ერთმანეთს – ჩვენ ერთმანეთის საიდუმლო ვიცით. სახლის
კარს აღებს. ხელები მექავება ხოლმე ისე მინდა ბენის სახლში შეღ-
წევა, რადგან კარზე მრავალნიშნა კოდი და უამრავი საკეტი უდევს.

268
ბნელ ვიწრო დერეფანში შევდივართ. აქ მუდამ კომბოსტოს სუნი
დგას, თუმცა დანამდვილებთ ვიცი, რომ საჭმლის მსგავსს არაფერს
ამზადებს, კომბოსტოზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. უკანა კიბესთან
მივდივართ, ავუყვებით და დერეფანში ვხვდებით; ჯერ ერთ საძინე-
ბელში შევდივართ, მერე მეორეში, რომელშიც ბენს ლაბორატორია
აქვს. ჩანთას დებს და ქურთუკს კიდებს. ველი, რომ ფეხზე სპორტულ
ფეხსაცმელს – „ა ლა მისტერ როჯერზებს“ ჩაიცვამს, მაგრამ არა –
ყავადანს უწყებს ჩხიკინს. ვჯდები და ვუცდი, როდის მოიცლის ჩემ-
თვის.
ყველაზე უკეთ მე ვიცი, რომ ბენი ნამდვილ ბიბლიოთეკარს ჰგა-
ვს. როზარიუმში გავიცანი, მერე სწავლას ბიბლიოთეკათმცოდნეო-
ბის მაგისტრის ხარისხის მოპოვებამდე დაანება თავი. უუკანასკნე-
ლი შეხვედრის შემდეგ გამხდარა და თმა გასცვენია. შიდსი აქვს და
ყოველ შეხვედრაზე ყურადღებით ვაკვირდები.
– კარგად გამოიყურები, – ვამბობ მე.
– „ზიდოვუდინის“ დიდ დოზებს ვიღებ... ვიტამინები, იოგა და ვი-
ზუალური გამოსახულებები... კარგი, აბა, რით დაგეხმარო?
– ცოლი მომყავს.
უკვირს და მერე უხარია.
– გილოცავ. ვინ?
– კლერი. შენ იცნობ. აი, ის გოგო, ძალიან გრძელი წითელი თმა
რომ აქვს.
– ა, ჰო, – სერიოზულ გამომეტყველებას იღებს, – იმან იცის?
– ჰო.
– ძალიან კარგი, – ისეთი სახით მიყურებს, თითქოს მეკითხება,
„ძალიან კარგი, მაგრამ მე რა ვქნა?“
– მოკლედ, მის მშობლებს მიჩიგანში გრანდიოზული ქორწილის
გადახდა უნდათ. ტაძარი, მეჯვარეები, ბრინჯი და მთელი ცხრა იარ-
დი კაბა. მერე მდიდრული წვეულება იახტკლუბში, თეთრი ჰალსტუ-
ხი, ნაკლები არ შეიძლება.
ბენი ყავას ასხამს და ერთ ჭიქას მაწვდის, ზედ ვინი პუჰი ახატია.
ნაღების ფხვნილს ვამატებ და ვურევ. აქ ცივა, ყავას მწარე ოხშივა-

269
რი ასდის, მაგრამ მსიამოვნებს.
– იქ უნდა ვიყო. რვასაათიან უზარმაზარ სტრესს უნდა გავუძლო,
გონება ამერევა, მაგრამ უნდა გავუძლო და არ გავქრე.
– აჰა, – ბენი ყველაფერს ადვილად ხვდება, რაც საოცრად მამ-
შვიდებს.
– რამე ისეთი მინდა, თუ რამ დოპამინის რეცეპტორი გამაჩნია,
დაადამბლაოს.
– „ნავანი“, „ჰალდოლი“, „ტორაზინი“, „სერენტილი“, „მელარი-
ლი“, „სტელაზინი“...
ბენი სათვალეს სვიტერზე იწმენდს. მათ გარეშე დიდ მელოტ თა-
გვს ჰგავს.
– ვიფიქრე, ამას ხომ ვერ დამიმზადებსმეთქი, – ვამბობ და ჯიბე-
ში ვიქექები, ვპოულობ და ვაწვდი. თვალმოჭუტული კითხულობს.
– 3[2[4[96ფთორი1,2ბენზისქსაზოლი3ილ... კოლოიდური სილი-
კონი, დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილი მეტილცელულოზა... პროპ-
ლინგლიკოლი...– გაოცებული შემომცქერის, – ეს რა არის?
– ახალი ნეიროლეპტიკია, რისპერიდონი ჰქვია, ბაზარზე „რის-
პერდალის“ სახელით გამოვა. 1998 წელს გაიყიდება, მაგრამ ახლა
მჭირდება. ახალი კლასის მედიკამენტია, ბენზიქსაზოლის წარმოე-
ბულია.
– სად მონახე?
– ექიმის სამაგიდო ცნობარში. 2000 წლის გამოშვებაში.
– მწარმოებელი ვინ არის?
– იანსენი.
– ჰენრი, ხომ იცი, რომ ნეიროლეპტიკურებს ძნელად იტან? თუ
ეს რადიკალურად განსხვავებული მოქმედების არის?
– ჯერ არ იციან, როგორ მოქმედებს – „სელექციული მონოამი-
ნერგიკის ანტაგონისტი, ძლიერ ჰგავს მე-2 ტიპის სეროტონინს“...
ბლა, ბლა, ბლა...
– იგივეა, იგივე. რატომ გგონია, რომ „ჰალდოლზე“ უკეთესი იქ-
ნება?
შემწყნარებლურად ვუღიმი.

270
– მხოლოდ ვარაუდია. დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი. შეგიძ-
ლია გამიკეთო?
ყოყმანობს.
– ჰო, შემიძლია.
– რამდენ ხანში? სანამ სისტემაში გაჯდება, დრო უნდა.
– შეგატყობინებ. ქორწილი როდის გაქვს?
– 23 ოქტომბერს.
– ჰოო... დოზა როგორი უნდა იყოს?
– ერთი მილიგრამით დაიწყე და თანდათან მოუმატე.
დგება და იზმორება. ამ ცივი ოთახის მქრქალ შუქზე დაბერებუ-
ლი და გაყვითლებული ჩანს, თითქოს კანის ნაცვლად ქაღალდი აკ-
რავს. მის ერთ ნაწილს ეს თავსატეხი ძალიან მოსწონს (ძალიან კარ-
გი, მოდი, ვცადოთ ამ ავანგარდული წამლის გაკეთება, რომელიც
ჯერ არც გამოუგონიათ), მეორეს კი ასეთ რისკზე წასვლა არ უნდა.
– ჰენრი, დარწმუნებით ისიც კი არ იცი, შენი პრობლემა დოპამი-
ნია თუ არა.
– ანალიზები ნახე.
– არ შეგიძლია მაგ პრობლემით უბრალოდ რომ იცხოვრო? იქ-
ნებ მკურნალობა თავად პრობლემაზე უარესია.
– ბენ, არ შეიძლება ახლა თითები გავატკაცუნო? – ვდგები, მის-
კენ ვიხრები და ვატკაცუნებ, – და ახლა, ამ წუთში 1986 წელს ალა-
ნის საძინებელში გაჩნდე...
– მოვკლავდი მაგ დედააფეთქებულს...
– ვეღარ მოკლავდი, რადგან მაშინ არ მოგიკლავს, – თვალებს
ხუჭავს და თავს აქნევს, – ვერაფერს შეცვლი: ის მაინც დაავადდება,
შენც und so weiter. მის სიკვდილს რომ უყურო გამუდმებით? – ბენი
გასაშლელ სკამზე ზის. ზედ არ მიყურებს, – აი, ასეა, ბენ. ჰო, ზოგჯერ
კარგია, მაგრამ იკარგები, იპარავ და ცდილობ, რომ...
– რამე გააწყო, – ბენი ოხრავს, – ღმერთო, არ ვიცი, რატომ გი-
ტან.
– ეგებ სიახლის ან კარგი გარეგნობის გამო?
– ჰო, იოცნებე. მისმინე, მაგ ქორწილში დაპატიჟებული ვარ?

271
შევცბი. არ მიფიქრია, რომ ბენი ჩემს ქორწილში ჩამოსვლას
ისურვებდა.
– მართლა? წამოხვალ?
– პანაშვიდებს აჯობებს.
– ჩინებულია, ტაძარში ჩემი მხარე სწრაფად ივსება. მერვე სტუ-
მარი მყავხარ.
იცინის.
– ყოფილი შეყვარებულები დაპატიჟე. მერხები არ ეყოფათ.
– ვერ გადავრჩები. მაგათ სულ ყველას ჩემი სარზე წამოცმული
თავის ნახვა უნდათ.
– ჰო, – ბენი დგება და მაგიდის ერთერთ უჯრაში იქექება. ცარიე-
ლი აბების ბოთლს იღებს და მეორე უჯრას აღებს, იქიდან კაფსულე-
ბის უზარმაზარი ბოთლი ამოაქვს, პატარა ბოთლში სამ აბს აგდებს
და მესვრის.
– ეგ რა არის? – ვკითხულობ, ბოთლს ვანჯღრევ და ერთ აბს მუჭ-
ში ვიგდებ.
– ენდორფინის სტაბილიზატორისა და ანტიდეპრესანტის ნარე-
ვია, – მოიცა, ეგ არ ქნა.
ამასობაში აბს პირში ვიგდებ და ვყლაპავ.
– მორფინზეა დამზადებული, – ოხრავს ბენი, – წამლებისადმი
ერთობ მედიდური დამოკიდებულება გაქვს.
– ოპიატები მიყვარს.
– ვხვდები. არ გეგონოს, ტონობით მოგცემ. თუ ჩათვლი, რომ
ქორწილში გამოგადგება, გამაგებინე... თუ სხვა რამ არ დაგმართა.
ოთხი საათის განმავლობაში მოქმედებს, ორი ცალი დაგჭირდება, –
ბენი თავს დარჩენილი ორი აბისკენ იქნევს, – გასართობად არ გა-
დაყლაპო, გაიგე?
– სკაუტის პატიოსან სიტყვას გაძლევ.
ბენი ფრუტუნებს. ფულს ვუხდი და მივდივარ. როცა ქვემოთ ჩავ-
დივარ, უეცრად აზვირთებული ტალღის მოწოლას ვგრძნობ, კიბის
ძირას ვჩერდები. ცოტა ხანს გაუნძრევლად ვდგავარ. არ ვიცი, რა
შეურია, მაგრამ ფანტასტიკური რამ არის. ორგაზმსა და კოკაინზე

272
ათჯერ მეტ სიამოვნებას მგვრის. თანდათან ძლიერდება. წინკარი-
დან გამოსული გომესს ლამის შუბლით ვასკდები. მელოდება.
– გასეირნება გინდა?
– რა თქმა უნდა, – მისი ყურადღება მსიამოვნებს... ან ეგებ ცნო-
ბისმოყვარეობა. თუ რა ვიცი, რაც არის. მის მანქანა „შევი ნოვას-
თან“ მივდივართ, წინა ორი ფარი ჩამტვრეული აქვს. მძღოლის
გვერდით სავარძელზე ვჯდები. გომესიც ჯდება და კარს აჯახუნებს.
პატარა მანქანას წვალებით ქოქავს და მივდივართ.
ქალაქი ნაცრისფერია და ბინძური. წვიმას იწყებს. სქელი წვეთე-
ბი ლოდებივით ეცემა საქარე მინას და მანქანების დასაყენებელ ცა-
რიელ ადგილებს უკან ვტოვებთ.
გომესი „სახელმწიფო საზოგადოებრივ რადიოს“ რთავს, ჩარლზ
მინგუსს უკრავენ, ჩემთვის ცოტა ნელია, მაგრამ იყოს. ეს თავისუფა-
ლი ქვეყანაა. აშლენდავენიუზე უამრავი ორმოა, სხვა მხრივ ყველა-
ფერი რიგზეა, ძალიან რიგზეც კი, თავში თითქოს რაღაც თხევადი
მაქვს და მილაყლაყებს, თითქოს გატეხილი თერმომეტრიდან ვერ-
ცხლისწყალი გადმოვიდა და ჩემს თავში ჩაიღვარა. თავს ძალას ვა-
ტან, რომ სიამოვნებისგან არ ვიგმინო, როცა წამალი თავის ქიმიურ
ენას პაწაწუნა ნერვების დაბოლოებებს ახებს. „ფიზიკური ბარათის
წამკითხველს“, „პედროს საბურავების ქსელს“, „ბურგერკინგს“ და
„პიცაჰათს“ უკან ვიტოვებთ, აქ მე ერთადერთი მგზავრი ვარ, – ვფიქ-
რობ და მანგუსს ვუსმენ. გომესი რაღაცას ამბობს, არ მესმის.
– ჰენრი! – მეძახის ის.
– რა?
– რა ხდება? რაში გაეხვიე?
– სამეცნიერო ექსპერიმენტია.
– რისი?
– რთული შეკითხვაა. სხვა დროს გეტყვი.
აღარაფერს ვამბობთ, სანამ მანქანა კლერის და ჩარისის სახ-
ლთან არ ჩერდება. გომესს დაბნეული შევცქერი.
– ახლა ხალხი გჭირდება, – მეგობრულად მეუბნება ის. ვერ უარ-
ვყოფ. სადარბაზოს კარს აღებს და შევდივართ. კარს კლერი გვიღე-

273
ბს; ჩემს დანახვაზე ბრაზდება, უხარია და მშვიდდება. ყველაფერი
ერთდროულად ხდება.
კლერი: ჰენრი ჩემს ლოგინში დაწოლაზე დავიყოლიე, მე და გო-
მესი კი სასტუმრო ოთახში ვსხედვართ, ჩაის ვსვამთ და არაქისისკა-
რაქიან და კივისჯემიან სანდვიჩებს ვჭამთ.
– საჭმლის კეთება ისწავლე, ქალო, – ვითომ გაჯავრებული მეუ-
ბნება გომესი. ისეთი ხმა აქვს, თითქოს ათ მცნებას ჩარლტონ ჰესტ-
ონი52 გვიკითხავდეს.
– ჰო, ამ დღეებში ვისწავლი, – ვამბობ და ჩაის ვურევ, – გმად-
ლობ, რომ წახვედი და მოიყვანე.
– შენი გულისთვის ყველაფერს ვიზამ, ფისო, – სიგარეტის შეხ-
ვევას იწყებს. ჩემს ნაცნობებს შორის მხოლოდგ გომესი ეწევა ჭამის
დროს. კომენტარისგან თავს ვიკავებ. უუკიდებს. შემომცქერის, მე კი
ფსიქოლოგიურად ცუდისთვის ვამზადებ თავს, – მაგას რა სჭირს?
ყველას, ვინც „გულისხმიერების ფარმაკოპეას“ მიმართავს, შიდსი
აქვს ან კიბო.
– ბენს იცნობ? – არ ვიცი, რატომ მიკვირს, გომესი ყველას იც-
ნობს.
– შორიდან, დედაჩემი დადიოდა მასთან, როცა ქიმია სჭირდე-
ბოდა.
– ოჰ, – ვამბობ და ვფიქრობ, რა ვთქვა ისეთი, ზედმეტი რომ არ
დამცდეს.
– არ ვიცი, რა მისცა ბენმა, მაგრამ აშკარად შენელებულია.
– ისეთ რამეს ვეძებთ, რითიც ჰენრი აწმყოში დარჩენას შეძ-
ლებს.
– ცოტა მეტისმეტად უსულოა იმისთვის, რომ ეგ ყოველდღე გა-
მოიყენოს.
– ჰო, იქნებ უფრო მცირე დოზა ჯობდეს?
– ამას რატომ აკეთებ?

52
სესილ ბ. დემილის ბიბლიურ ეპოსში „ათი მცნება“ მოსეს როლის შემ-
სრულებელი.

274
– რას?
– მისტერ ხეიბრის თანამზრახველი გახდი და ყველაფერში ხელს
უწყობ. ცოლადაც მიჰყვები.
ჰენრი მეძახის. ვდგები. გომესი ჩემკენ იწევს და ხელს მავლებს.
– კლერ, გთხოვ...
– გომეს, გამიშვი, – თვალმოუცილებლად დავცქერი. გრძელი
საშინელი მომენტის შემდეგ თვალს მარიდებს და ხელს მიშვებს. დე-
რეფანში გავდივარ, ჩემს ოთახში ჩავდივარ და კარს ვკეტავ.
ჰენრი საწოლზე კატასავით დიაგონალურად გაჭიმულა და პირ-
ქვე წევს. ფეხსაცმელს ვიხდი და მის გვერდით ვწვები.
– აბა, როგორ მოქმედებს? – ვეკითხები მე.
ჩემკენ ტრიალდება და იღიმება.
– ღვთიურია. შენც გინდა?
– არა.
ოხრავს.
– შენ ძალიან კარგი ხარ, შენი გაფუჭება არ უნდა ვცადო.
– კარგი არა ვარ. მეშინია.
დიდხანს უხმოდ ვწევართ. ფანჯარაში მზის სხივები აღწევს. ჩემს
საძინებელს ნაშუადღევის მზით განათებულს ვხედავ: კაკლის ხის
საწოლს, ოქროსფერიისფერ აღმოსავლურ ხალიჩას, ტუალეტის მა-
გიდაზე თმის ჯაგრისს, პომადას და ხელის ლოსიონს. ყოველთვიუ-
რი ჟურნალი „ხელოვნება ამერიკაში“, რომლის ყდაზეც ლეონ გო-
ლუბია გამოსახული, ჩემს ძველ სავარძელზე დევს, რომელსაც ნა-
წილობრივ ფარავს „A Rebours“-ი53ჰენრის შავი წინდები აცვია.
გრძელი, გამხდარი ფეხები სანახევროდ საწოლზე აქვს გადაკიდე-
ბული. ძალიან გამხდარი მეჩვენება. თვალები დახუჭული აქვს; ალ-
ბათ, გრძნობს, რომ თვალმოუცილებლად ვუყურებ, ახელს და მიღი-
მის. თმა სახეზე ჩამოშლია, მე უკან ვუწევ. ჩემს ხელს იღებს და
მკოცნის. შარვალს ვუხსნი და ასოზე ხელს ვუსვამ, უარის ნიშნად თა

53
(ფრანგ. „უკუღმა“) ფრანგი მწერლის ჟორისკარლ ჰიუსმანსის (1848-
1907) რომანი.

275
ვს აქნევს, ჩემს ხელს იღებს და ხელში იმწყვდევს.
– მაპატიე, კლერ, – რბილი ხმით ამბობს ის, – ამ წამალში ისეთი
რაღაც ურევია, ჩემს იარაღს მოკლე ჩართვა მისცა. მერე იყოს.
– ჩვენი ქორწილის ღამეს იყოს.
უარის ნიშნად თავს აქნევს.
– არა, ამას ქორწილზე ვერ დავლევ. ძალიან მაგარია. ბენი გე-
ნიოსია, მაგრამ უკურნებელი სენით დაავადებულებებთან აქვს საქ-
მე. არ ვიცი, რა შეურია, მაგრამ, ალბათ, ასეთ რამეს მხოლოდ სიკ-
ვდილის წინ გრძნობ, – ოხრავს და ბოთლს ჩემს ტუმბაზე დებს, – ინ-
გრიდს უნდა გავუგზავნო, ზუსტად სამაგისოა.
კარის გაღების და მიჯახუნების ხმა მესმის; გომესი მიდის.
– შეჭამ რამეს? – ვეკითხები მე.
– არა, გმადლობ.
– იმ მეორე წამალსაც დაგიმზადებს?
– ეცდება.
– თუ არ გამოდგა?
– ანუ თუ ბენმა აურია?
– ჰო.
– არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ სულ მცირე
ორმოცდასამ წლამდე უნდა ვიცოცხლო. ამიტომ ამაზე ნუ ნაღვლობ,
– ამბობს ჰენრი.
ორმოცდასამი.
– ორმოცდასამის შემდეგ რა ხდება?
– არ ვიცი, კლერ. ეგებ აწმყოში დარჩენის გზა ვნახო, – მეხვევა
და ვჩუმდებით. როცა ღამით ვიღვიძებ, ბნელა და ჰენრის ჩემ გვერ-
დით სძინავს. ელექტროსაათის შუქზე აბების ბოთლი წითლად ანა-
თებს. ორმოცდასამი?

მკითხველთა ლიგა

276
ორშაბათი, 27 სექტემბერი, 1993 წელი
(კლერი 22 წლისაა, ჰენრი 30-ის)

კლერი: ჰენრის ბინაში შევდივარ და შუქს ვანთებ. ამაღამ ოპე-


რაში მივდივართ; „ვერსალის მოჩვენებები“ გადის. „ლირიკოპერა-
ში“ დაგვიანებულებს არ უშვებენ, ამიტომ ვჩქარობ და ვერც ვხვდე-
ბი, რომ ჩამქრალი შუქი ჰენრის შინ არყოფნას ნიშნავს. გვიანღა
ვხვდები და ვბრაზდები, რადგან დაგვაგვიანდება. მაინტერესებს,
ხომ არ წავიდა სადმე. მერე ვიღაცის სუნთქვა მესმის.
უძრავად ვდგავარ. სუნთქვა სამზარეულოდან ისმის. შევრბივარ
და შუქს ვანთებ, იატაკზე ჰენრი წევს, ჩაცმულია, უცნაურ, გაქვავე-
ბულ პოზაში გდია და პირდაპირ იცქირება. ყრუ ბგერას გამოსცემს,
ეს ადამიანის ხმა არ არის, გმინვა ყელში ეჩხირება და დაკრეჭილ
კბილებს შორის გამოჭრას ლამობს.
– ოჰ, ღმერთო, ოჰ, ღმერთო!
„911“-ს ვურეკავ. ოპერატორი მარწმუნებს, რომ რამდენიმე წუთ-
ში მოვლენ. სამზარეულოში იატაკზე ვზივარ, ჰენრის დავცქერი და
ვგრძნობ, როგორ მავსებს ბრაზი. ჰენრის როლოდექსს მის საწერი
მაგიდის უჯრაში ვაგდებ და ნომერს ვკრეფ.
– ალო! – თბილი ხმა სადღაც შორს ისმის.
– ბენ მატესონი ხარ?
– დიახ. ვინ ბრძანდებით?
– კლერ ებშაირი. მისმინე, ბენ, ჰენრი იატაკზე უძრავად წევს და
ვერ მეტყველებს. ერა ჯანდაბაა?
– რაო? „911“-ს დაურეკე!
– დავურეკე...
– ეგ წამალი პარკინსონის სიმპტომების იმიტირებას ახდენს,
დოფამინი სჭირდება! ბრიგადას უთხარი... საავადყოფოდან დამი-
რეკე...
– უკვე აქ არიან.

277
– კარგი. დამირეკე...
ყურმილს ვკიდებ და პარამედიკოსების პირისპირ ვრჩები.
მოგვიანებით, როცა სასწრაფოს მანქანით საავადმყოფო „მერ-
სიში“ მივდივართ, ჰენრის ნემსებს უკეთებენ, კუჭს ურეცხავენ და პა-
ლატაში მონიტორზე აერთებენ, დუნდება და იძინებს, თავს ვწევ, პა-
ლატის კარში მაღალ, ხმელ კაცს ვხედავ და მახსენდება, რომ ბენ-
თან არ დამირეკავს. შემოდის და ოთახის მეორე მხარეს დგება. ბნე-
ლა, მხოლოდ თავჩაქინდრული ბენის სილუეტს ვხედავ.
– ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ, – ამბობს ის.
საწოლიდან ვიხრები და ხელზე ხელს ვკიდებ.
– არა უშავს, კარგად იქნება, – ვამბობ მე.
ბენი თავს აქნევს.
– ჩემი ბრალია. არ უნდა დამემზადებინა.
– რა მოხდა?
ოხრავს და სკამზე ჯდება. მე საწოლზე ვზივარ.
– რამდენიმე რამ შეიძლება იყოს, – ამბობს ის, – შეიძლება
გვერდითი მოვლენაა, ეს ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს. აან შე-
იძლება რეცეპტი არასწორად გადმოიწერა, მე კი ვერ გადავამოწმე.
ორივე ვჩუმდებით. მონიტორიდან ჰენრის ვენაში წვეთწვეთად
მიჟონავს სითხე. სანიტარი ურიკას მოაგორებს.
– ბენ? – ვამბობ მე.
– გისმენ, კლერ.
– შეიძლება ერთი რამ გთხოვო?
– რაც გენებოს.
– აღარაფერი გაუკეთო. წამლები მორჩა. წამლები ვერ უშველის,
– მიღიმის, აშკარად შვებას გრძნობს, – უბრალოდ, უარი უთხარი.
– სწორია.
ვიცინით. ბენი ცოტა ხანს რჩება, ჩემთან ერთად ზის. როცა წასას-
ვლელად დგება, ჩემს ხელს ხელში იღებს და ამბობს:
– გმადლობ სიკეთისთვის. თავისუფლად შეიძლებოდა მომკვდა-
რიყო.
– მაგრამ არ მოკვდა.

278
– არა, არ მოკვდა.
– ქორწილში გელით.
– აუცილებლად.
დერეფანში ვდგავართ. ნეონის შუქზე ბენი დაღლილს და ავად-
მყოფს ჰგავს. თავს ქინდრავს და ტრიალდება, დერეფანს მიუყვება,
მე კი სუსტი სინათლით განათებულ ოთახში შევდივარ, სადაც ჰენ-
რის სძინავს.

გარდამტეხი წერტილი

პარასკევი, 22 ოქტომბერი, 1993 წელი


(ჰენრი 30 წლისაა)

ჰენრი: საუთჰევენში ლინდონსტრიტზე მივდივარ. სანამ კლერი


და დედამისი ყვავილების მაღაზიაში საქმეებს აგვარებენ, ერთი სა-
ათი დრო მაქვს. ხვალ ქორწილია, მაგრამ სიძე ვარ და დიდი პასუ-
ხისმგებლობა არ მაკისრია. რაც მთავარია, იქ უნდა ვიყო. კლერს კი
ხან სად გზავნიან და ხან სად: ხან მკერავთანაა, ხან კონსულტაცი-
აზე, მეგობრებთან გამოსამშვიდობებელ წვეულებას აწყობს, როცა
კი ვხვდები, მუდამ დაღონებული ჩანს.
უღრუბლო და ცივი დღეა, უსაქმოდ დავეხეტები. ნეტავ საუთჰე-
ვენზე ერთი რიგიანი წიგნების მაღაზია მაინც იყოს. ბიბლიოთეკაში
მხოლოდ ბარბარა კარტლენდი და ჯონ გრიშემი აქვთ. თან კლეის-
ტის „პინგვინის“ გამოცემა მაქვს, მაგრამ ახლა ამის გუნებაზე არა
ვარ. სადალაქოს ვუახლოვდები და ვიჭყიტები; ვიღაც მოხუცს კოხ-
ტად ჩაცმული პატარა, სიქაჩლეშეპარული დალაქი კრეჭს და უმალ
ვხვდები, რაც უნდა ვქნა.
როცა შევდივარ, კარზე ზანზალაკი წკრიალებს. საპნის, ორ-
თქლის, თმის ლოსიონის და ძველი თევზის სუნი დგას. ყველაფერი
ბაცი მწვანეა. სკამი ძველია და მოქრომილი ორნამენტები აქვს, მუ-

279
ქი ხის თაროებზე ლამაზი ბოთლები და მაკრატლებიანი, სამართებ-
ლებიანი და სავარცხლებიანი სინები დევს. მეტისმეტად სამედიცი-
ნო შესახედაობა აქვს, ძალიან ნორმან როკუელია 54.დალაქი მიყუ-
რებს.
– შეჭრა? – მეკითხება და მანიშნებს თავის დაქნევით მაღალ-
ზურგიანი ცარიელი სკამების გრძელი რიგისკენ, რომლების ბოლო-
შიც, თაროზე, ერთმანეთზე კოხტად დაწყობილი ჟურნალების დასტა
დევს. რადიოში სინატრა მღერის. ვჯდები და „რიდერზ დაიჯესტს“
ვფურცლავ. დალაქი კაცს წვერის ნარჩენებს ფრთხილად ფხეკს და
პარსვის შემდგომ ლოსიონს უსვამს. ბერიკაცი გაჭირვებით დგება
და ფულს იხდის. დალაქი ლაბადის ჩაცმაში შველის და ხელჯოხს უწ-
ვდის.
– აბა, დროებით, ჯორჯ, – ამბობს მოხუცი და ფრთხილად გადის.
– ნახვამდის, ედ, – პასუხობს დალაქი.
მერე ყურადღება ჩემზე გადმოაქვს.
– რა გნებავთ?
სავარძელში ვხტები, რამდენიმე დუიმით მაღლა მწევს და პირით
სარკისკენ მაბრუნებს. ჩემს თმას უკანასკნელად ვაკვირდები. ცერი-
თა და საჩვენებელი თითით ნახევარ დუიმს ვაჩვენებ.
– სულ მოჭერი.
მოწონების ნიშნად თავს მიქნევს და ცელოფანის წინსაფარს კი-
სერზე მახვევს. მალე მაკრატელი კრიჭინს იწყებს და ჩემი თავის
გარშემო ლითონის ლითონზე წკაპუნის ხმა ისმის, თმა იატაკზე ცვი-
ვა. როცა ასრულებს, მვარცხნის, წინსაფარს მაცლის და Vოილà, მე
ჩემი მომავალი ვხდები.

მკითხველთა ლიგა

54
ნორმან როკუელი (18941978) – ამერიკელი მხატვარი, რომლის სენტიმენტა-
ლურიდილიური ნახატებით ხშირად ამკობდნენ ჟურნალების გარეკანებს.

280
ტაძარში დანიშნულ დროს მიმიყვანე

შაბათი, 23 ოქტომბერი, 1993 წელი


(ჰენრი 30 წლისაა, კლერი 22ის)
(დილის 6.00)

ჰენრი: დილის 6 საათსა და 00 წუთზე ვიღვიძებ. წვიმს. საუთჰევე-


ნის სამხრეთ სანაპიროზე მყუდრო საოჯახო სასტუმრო „ბლეიკის“
პპატარა, კეთილმოწყობილ მწვანე ოთახში ვარ. კლერის მშობლებ-
მა შეგვირჩიეს; მამაჩემს ქვედა სართულზე, მისის კიმის ულამაზესი
ყვითელი ოთახის გვერდით, მყუდრო ვარდისფერ ოთახში სძინავს,
ბებია და ბაბუა კი ზემყუდრო დიდ ცისფერ საძინებელში წვანან. ლა-
ურა ეშლის თეთრეულში გახვეული ზეფაფუკ საწოლში ვწევარ და
მესმის, როგორ ეხეთქება ქარი სახლს. წვიმა ფანჯარას ზეწარივით
ეკვრის. ნეტავ ასეთ მუსონში სირბილს თუ შევძლებ. მესმის, როგორ
ზმუის ქარი ფანჯრებში და როგორ ღმუილით ეჯახება სახურავს, რო-
მელსაც ჩემი ოთახისგან ორიოდე დუიმი ყოფს. ეს ოთახი მანსარდა-
შია. პატარა, ნატიფი საწერი მაგიდა დგას იმ შემთხვევისთვის, თუ
საკუთარი ქორწილის დღეს ქალივით უსტარის წერა მომეგუნებება.
ტუალეტის მაგიდაზე ფაიფურის ტოლჩა და თასი დევს. მათი გამო-
ყენება რომ მომნდომებოდა, ჯერ ტოლჩის თავზე მოდებულ ყინულს
დავამსხვრევდი, რადგან აქ მართლა ძალიან ცივა. ამ მწვანე ოთახ-
ში მომწყვდეული თავს პატარა, ვარდისფერ მატლად ვგრძნობ, რო-
მელმაც გზა გაიკვლია და ახლა პეპლად ან სხვა რამედ უნდა იქცეს.
ახლა, ამწუთას, რეალურად არ მღვიძავს. ვიღაცის ხველება მესმის,
მერე გულის ძგერა და მაღალი ტონალობის ბგერა, ეს ჩემი ნერვუ-
ლი სისტემა მუშაობს. ოჰ, ღმერთო, გევედრები, დღეს ნორმალური
დღე იყოს. ღმერთო, გევედრები, დღეს მხოლოდ ნორმალური შეც-
დომები დამაშვებინე, ნორმალურად მანერვიულე; ტაძარში დრო-

281
ულად, დანიშნულ დროს მიმიყვანე. გევედრები, ნურავის, განსა-
კუთრებით საკუთარ თავს, ცუდ დღეში ნუ ჩამაგდებინებ. გეხვეწები,
ჩვენი ქორწილის დღე რაც შეიძლება კარგად ჩამათავებინე, ზედმე-
ტი ეფექტების გარეშე. კლერი უსიამოვნებებისგან იხსენი. ამინ.

(დილის 7.00)
კლერი: ჩემს საწოლში, ჩემი ბავშვობის საწოლში ვიღვიძებ.
ძილღვიძილს შორის დავფარფატებ და ჩემს თავს ამ დროში ვერ
ვაგნებ. შობაა თუ მადლიერების დღე? მესამე კლასში ვარ? ავად
ვარ? რატომ წვიმს? ყვითელი ფარდების მიღმა ცა მკვდარია, ქარს
დიდი თელასთვის ყვითელი ფოთლები შემოუძარცვავს და გაუშიშ-
ვლებია. მთელი ღამეა სიზმრებს ვხედავ. ახლა ნანახი ერთმანეთში
ირევა: ხან ქალთევზა ვიყავი და ოკეანეში ვცურავდი. ახალბედას
სხვა ქალთევზები მასწავლიდნენ ცურვას, ქალთევზობაში მამეცა-
დინებდნენ. წყლის ქვეშ სუნთქვისა მეშინოდა. წყალს ვყლაპავდი და
ვერ ვხვდებოდი, როგორ მეცურა, საშინელება იყო, ზემოთ ვიწეოდი,
ჰაერს ვისუნთქავდი, სხვა ქალთევზები კი მიმეორებდნენ: „არა,
კლერ, აი, ასე“. ბოლოსღა მივხვდი, რომ მათ, და მეც, ლაყუჩები
გვქონდა, მერე ყველაფერი უკეთ იყო. ცურვა ფრენას ჰგავდა, მერე
ყველა თევზი ჩიტად იქცა. ოკეანის ზედაპირზე ერთი ნავი დატივტი-
ვებდა; პატარა აფრებიანი ნავი იყო და შიგ დედაჩემი იჯდა, სრული-
ად მარტო. ახლოს მივცურდი, ჩემი დანახვა გაუკვირდა და მითხრა:
აქ რას აკეთებ, კლერ? მეგონა, დღეს ქორწილი გქონდა, და უეცრად,
როგორც სიზმრებში ვხვდებით ხოლმე, მივხვდი, რომ თუ ქალთევზა
ვიყავი, ჰენრის ვერ გავყვებოდი ცოლად და ავტირდი. მერე გამეღ-
ვიძა და შუაღამე იყო. მცირე ხანს სიბნელეში ვიწექი და დავასკვენი,
რომ ჩვეულებრივ ქალად ვიქეცი, „პატარა ქალთევზასავით“, მაგ-
რამ ფეხებში იმ საშინელ ტკივილს არ ვგრძნობდი და არც ენა ამო-
უცლია ვინმეს. ჰანსკრისტიან ანდერსენი ან ძალიან უცნაური ვინმე
იყო, ან ძალიან ნაღვლიანი. მერე დამეძინა, ახლა ისევ ვწევარ და
დღეს მე და ჰენრი ვქორწინდებით.

282
(დილის 7:16)
ჰენრი: ცერემონია ნაშუადღევის 2 საათსა და 00 წუთზეა დანიშ-
ნული. ჩასაცმელად ნახევარი საათი, წმინდა ბასილის ტაძრამდე მი-
სასვლელად კი სულ ოცი წუთი მინდა. ახლა დილის 7 საათი და 16
წუთია, ანუ ხუთი საათი და ორმოცდაოთხი წუთი უნდა მოვკლა.
ჯინსს, ჭუჭყიან ძველ ფლანელის პერანგს და მაღალყელიან სპორ-
ტულ ფეხსაცმელს ვიცვამ და ყავის ძიებაში ფეხაკრეფით მივიპარე-
ბი ქვემოთ. მამამ მაჯობა; სასაუზმე ოთახში ზის და ორივე ხელით
ოხშივარადენილ ნატიფ ყავის ჭიქას ბღუჯავს. ჩემთვისაც ვისხამ და
მის პირისპირ ვჯდები. მაქმანებიანი ფარდებიდან შემოსულ მკრთ-
ალ შუქზე მოჩვენებას ჰგავს; ამ დილით შავთეთრი ფილმის ფერად
ვერსიას მაგონებს. თმა ყალყზე უდგას, მის დანახვაზე დაუფიქრებ-
ლად ვიტკეპნი თმას, თითქოს ჩემი ანარეკლი იყოს. ისიც იმავეს აკე-
თებს და ორივე ვიღიმებით.

(დილის 8:17)
კლერი: ალისია ჩემს საწოლზე ზის და მანჯღრევს.
– კლერ, გაიღვიძე, – დამძახის ის, – სადაცაა ინათებს და ჩიტები
ჭიკჭიკებენ (არ არის მართალი), ბაყაყები დახტიან და ადგომის
დროა! – მიღიტინებს. ზეწარს მხდის, ვჭიდაობთ და როცა საწოლზე
ვაკრავ, კარში ეტა ყოფს თავს და გაჯავრებული ამბობს:
– გოგოებო, რა დღეში ხართ? რას ძიძგილაობთ? მამათქვენს
ჰგონია, სახლს ხე დაეცა, მაგრამ თურმე ეს ორი სულელი ერთმანე-
თის მოკვლას ცდილობს! საუზმე თითქმის მზადაა, – ეტას თავი უეც-
რად უჩინარდება, საფეხურებზე მისი ფეხის ხმა გვესმის და სიცილი
გვიტყდება.

(დილის 8:32)
ჰენრი: გარეთ ქარიშხალია, მაგრამ მე მაინც ვირბენ. კლერის
მოცემულ საუთჰევენის რუკას დავყურებ (მიჩიგანის ტბის სანსეთსა-
ნაპიროს კაშკაშა სამკაული). გუშინ სანაპიროზე ვირბინე, სასიამოვ-
ნო იყო, მაგრამ დღეს დილით ამას ვერ ვიზამ. ვხედავ, როგორ ენარ-

283
ცხება ნაპირს მაღალი ტალღები. ქუჩებს ვაკვირდები და ვხვდები,
რომ წრეზე შემორბენას შევძლებ; თუ საშინელება იქნება, მოკლეზე
მოვჭრი და დავბრუნდები. ვიზმორები. ყველა კუნთი ყალყზე მიდგე-
ბა. სახსრები ისე მეჭიმება, რომ მათი ხმა სატელეფონო ხაზის ზუზუ-
ნივით მესმის. ვიცვამ და გავდივარ.
წვიმა სახეში სილას მაწნის. თავფეხიანად ვილუმპები. მე-
პელსტრიტზე ნელა გავდივარ. დიდი ჯაფა მადგება; ქარს ვებრძვი,
მაგრამ სიჩქარეს ვერ ვკრეფ. ტროტუარზე ვიღაც ქალი ბულდოგთან
ერთად დგას და გაოცებული მიყურებს. „უბრალო ვარჯიში არ გეგო-
ნოთ“, – ჩუმად ვეუბნები მას. ეს სასოწარკვეთილებაა.

(დილის 8:54)
კლერი: სასაუზმე მაგიდის გარშემო ვიკრიბებით. ყველა ფანჯრი-
დან სიცივე ატანს და ისე ძლიერ წვიმს, გარეთ ვერაფერს ვარჩევ.
ასეთ ამინდში ჰენრი როგორ ირბენს?
– ნამდვილი ქორწილის ამინდია, – ხუმრობს მარკი.
– მე არ ამირჩევია, – მხრების აჩეჩით ვპასუხობ მე.
– შენ არა?
– მამამ აარჩია.
– ჰოდა, მევე ვზღავ, – გაჯავრებული ამბობს მამა.
– მართალი ხარ, – ვპასუხობ და გახუხულ პურს ვკბეჩ.
დედა ჩემს თეფშს კრიტიკულად დაჰყურებს.
– საყვარელო, ცოტა ბეკონს და კვერცხს რატომ არ ჭამ?
წარმოდგენაზეც კი მუცელი მიბუყბუყებს.
– ვერ ვჭამ. მართლა ვერ ვჭამ. გთხოვ.
– ცოტა არაქისის კარაქი მაინც გადაისვი პურზე. ცილა მიიღე.
ეტას თვალს თვალში ვუყრი, დიდი ნაბიჯებით სამზარეულოდან
გადის და სულ მალე პატარა ბროლის ჭურჭლით კარაქი შემოაქვს.
მადლობას ვუხდი და კარაქს გახუხულ პურზე ვუსვამ. მერე დედას
ვეკითხები:
– ჯენისის მოსვლამდე ცოტა დრო თუ მაქვს?
ჯენისმა სახესა და თმაზე რაღაც საზიზღრობა უნდა მიქნას.

284
– თერთმეტზე მოვა. რატომ მეკითხები?
– ქალაქში უნდა გავიქცე. რაღაც დამრჩა საყიდელი.
– მე გიყიდი, საყვარელო, – სახლიდან გაღწევის წარმოდგენაზე
სახეზე საოცარ შვებას ვატყობ.
– მე თვითონ მინდა წასვლა.
– ორივე წავიდეთ.
– მე თვითონ, – მუნჯურად ვთხოვ რაღაცას. უკვირს, მაგრამ უხა-
ლისოდ მნებდება.
– კეთილი. ღმერთო ჩემო.
– ძალიან კარგი, მალე მოვალ, – ვამბობ და ვდგები.
მამა ახველებს.
– ხომ მაპატიებ?
– კი, რა თქმა უნდა.
– გმადლობ.
მე მათ თავს ვაღწევ.

(დილის 9:35)
ჰენრი: უზარმაზარ, ცივ, ცარიელ აბაზანაში ვდგავარ და ჩემი გა-
ლუმპული ტანისამოსიდან ამოძრომას ვცდილობ. ახალ კედებს
ფორმა შეუცვლია, ისე დაბრეცილა, ზღვის რომელიღაც ცხოველს
ჰგავს. აბაზანიდან კარამდე წყლის კვალი დამიტოვებია, რასაც, დი-
დი იმედი მაქვს, მისის ბლეიკი უყურადღებოდ დატოვებს.
ჩემს კარზე კაკუნი ისმის.
– ერთი წუთით, – ვამბობ მე. კარამდე მივჭყლაპუნებ და ვაღებ.
ჩემდა გასაოცრად ზღურბლზე კლერი დგას.
– პაროლი თქვი, – ხუმრობით ვამბობ მე.
– გამჟიმე, – მპასუხობს ის. კარს ფართოდ ვაღებ.
შემოდის, საწოლზე ჯდება და ფეხსაცმლის გახდას იწყებს.
– არ ხუმრობ?
– კარგი, რა, თითქმის ჩემი ქმარი ხარ. თერთმეტისთვის უკან უნ-
და დავბრუნდე, – თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს, – შენ რა?
ირბინე? მეგონა, ასეთ ამინდში არ გახვიდოდი!

285
– სასოწარკვეთილების ჟამი სასოწარკვეთილი ზომების მიღებას
ითხოვს.
მაისურს ვიხდი და აბაზანაში ვისვრი. ჭყაპუნით ვარდება.
ავის მომასწავებელი ნიშანი ხომ არ არის, როცა სიძე პატარ-
ძალს ქორწილამდე ხედავს?
– თვალები დახუჭე, – აბაზანაში შედის და პირსახოცს იღებს.
ვწევარ და თმას მიმშრალებს. საოცარი შეგრძნებაა. მთელი სიცოც-
ხლე შემიძლია ასე ვიყო. დიახ, ნამდვილად შემიძლია.
– აქ მართლა ცივა, – ამბობს კლერი.
– მოდი და ჩათბი, თითქმის ცოლო. მხოლოდ საწოლში თბილა,
– ვწვებით.
– ყველაფერს ვურევთ, არა?
– შენ ამაში რამე პრობლემას ხედავ?
– არა, პირიქით, მომწონს.
– ძალიან კარგი. ექსტრაქრონოლოგიური მოთხოვნილებების
დასაკმაყოფილებლად სწორედ საჭირო კაცს მიმართე.

(დილის 11:15)
კლერი: სახლში შევდივარ და ქოლგას საკუჭნაოში ვდებ. დერე-
ფანში ალისიას ვასკდები.
– სად ხარ? ჯენისი უკვე მოვიდა.
– რომელი საათია?
– თერთმეტი საათი და თხუთმეტი წუთია. პერანგი წაღმაუკუღმა
გაცვია და უკანა წინ გაქვს მოქცეული.
– ეგ კარგი ბედის ნიშანი უნდა იყოს, არა?
– შეიძლება, მაგრამ ზემოთ ასვლამდე გაიხადე და სწორად ჩა-
იცვი, – საკუჭნაოში შევდივარ და მაისურს სწორად ვიცვამ. მერე ზე-
მოთ ავრბივარ. დედა და ჯენისი ჩემი ოთახის გარეთ, დერეფანში
დგანან. ჯენისს კოსმეტიკისა და წამების სხვა ინსტრუმენტებით სავ-
სე უზარმაზარი ჩანთა უჭირავს.
– კიდევ კარგი, მოხვედი, ვნერვიულობდი, – დედას მეთვალყუ-
რეობით ჩემს ოთახში შევდივარ, ჯენისს კი იარაღები მოაქვს, – წა-

286
ვალ, საჭმლის ამბავს გავარკვევ, – ამბობს ის ხელების გრეხით. მი-
დის.
ჯენისს ვუტრიალდები, რომელიც კრიტიკული თვალით შემომყუ-
რებს.
– თმა სველი და აბურდული გაქვს. ეგებ დაივარცხნო მაინც, სა-
ნამ იარაღებს მოვამზადებ.
ჩანთიდან მილიონ ბოთლს და ტუბს იღებს და ტუალეტის მაგიდა-
ზე ახვავებს.
– ჯენის, – ვამბობ და უფიცის ღია ბარათს ვაწვდი, – ამის გაკე-
თებას შეძლებ? – ყოველთვის მიყვარდა ეს პატარა პრინცესა მედი-
ჩი, რომლის თმა ძალიან ჰგავს ჩემსას; უამრავი პაწაწინა ნაწნავი
აქვს, შიგ მარგალიტები აქვს ჩაწნული და ქარვისფერი ბულულივით
ადგას თავზე. როგორც ეტყობა, ამ უცნობ მხატვარსაც უყვარს. ან
როგორ არ ეყვარებოდა?
ჯენისი ფიქრობს.
– დედაშენს ჰგონია, რომ სხვანაირად ვიკეთებთ.
– უჰუჰ, ჩემი ქორწილია. თმაც ჩემია. კარგ გასამრჯელოს დაგი-
მატებ, თუ ისე გამიკეთებ, როგორც მე მინდა.
– ეს რომ გაგიკეთო, სახეს ვეღარ მოვასწრებ. ამის დაწვნას დი-
დი დრო უნდა.
ალილუია.
– არა უშავს, მაკიაჟს მე თვითონ მივხედავ.
– კარგი. დაივარცხნე და დავიწყოთ, – აბურდული თმის გაშლას
ვცდილობ. მომწონს კიდეც. როცა ჯენისის თხელ ხელებს ვნებდები,
ვფიქრობ, ნეტავ რას აკეთებს ჰენრი.

(დილის: 11:36)
ჰენრი: სმოკინგი და მისი თანმხლები ყველა საძაგლობა საწოლ-
ზე გაშლილი დევს. ამ ცივ ოთახში მჭლე საჯდომი მეყინება. სველ
ტანისამოსს აბაზანიდან ვიღებ და პირსაბანში ვყრი. სააბაზანოც
ლამის ოთახისხელაა. ძირს ხალიჩა აგია, უმოწყალოდ ფსევდოვიქ-
ტორიანული. უზარმაზარ კლანჭებზე შემხტარი აბაზანა უამრავ

287
ბოთლსა და პირსახოცების დასტებს შორის დგას, კამოდიც არის,
კედელზე კი ჰანტის დიდი, ჩარჩოში ჩასმული „გაღვიძებული სინდი-
სის“ რეპროდუქცია კიდია. რაფა იატაკიდან ექვს ფუტზეა, ფანჯრებ-
ზე თეთრი, გამჭვირვალე მუსლინის ფარდა კიდია. ასე რომ,
მეპლსტრიტს მთელი თავისი მკვდარი ფოთლების დიდებულებით
ვხედავ. ქუჩას ღია ყავისფერი „ლინკოლნკონტინენტალი“ ზანტად
მოუყვება. ავზში ცხელ წყალს ვუშვებ, უზარმაზარია, მისი წყლით ავ-
სებას ვერ ველოდები და ჩავდივარ. ევროპული სტილის შხაპის ფიქ-
სატორით ვთამაშობ, ათამდე შამპუნის ბოთლს, შხაპის გელსა და
თმის კონდიციონერს სახურავს სათითაოდ ვხსნი და ვყნოსავ; მეხუ-
თეზე თავი მტკივდება. „Yellow Submarine“ ს ვმღერი. ოთხი ფუტის
რადიუსზე ყველაფერი სველდება.

(შუადღის 12:35)
კლერი: ჯენისი მიშვებს და დედა და ეტა თავს დამტრიალებენ.
– ოჰ, კლერ, რა ლამაზი ხარ, – ამბობს ეტა.
– ეს ის ვარცხნილობა არ არის, რომელზეც შევთანხმდით, კლ-
ერ, – ამბობს დედა.
მერე ჯენისს შავ დღეს აყრის და ფულს აძლევს, დანაპირებს მეც
ვაძლევ, როცა დედა არ გვიყურებს. კაბა ტაძარში უნდა ჩავიცვა,
მანქანაში მსვამენ და წმინდა ბასილის ტაძრისკენ მივდივართ.

(ნაშუადღევის 12:55) (ჰენრი 38 წლისაა)


ჰენრი: მე12 მაგისტრალზე მივდივარ, საუთჰევენიდან ორიოდე
კილომეტრით სამხრეთით. წარმოუდგენლად საზარელი დღეა, ავ-
დარი. შემოდგომაა, ქარი ყველაფერს გლეჯს, წვიმა შხაპუნით მო-
დის, ცივა. ჯინსის ამარა, ფეხშიშველი და თავიდან ფეხებამდე გა-
ლუმპული ვარ. წარმოდგენა არა მაქვს, დროში სად ვარ. მიდოულა-
რკჰაუზისკენ მიჭირავს გეზი, ვიმედოვნებ, რომ სამკითხველო ოთ-
ახში გავთბები და რამესაც შევჭამ. ფული არა მაქვს, მაგრამ როცა
„ბენზინი ფასდაკლებით“ ნიშანს ვხედავ, იქით ვუხვევ. სადგურში
შევდივარ და წუთით უძრავად ვდგავარ, ლინოლეუმზე წყალი წურ-

288
წურით გამდის და სულს ვითქვამ.
– ძალიან მაგარი სასეირნო ამინდი კი არის, – ამბობს დახლში
ხანში შესული ჯენტლმენი.
– ჰო, – ვპასუხობ მე.
– მანქანა გაგიფუჭდა?
– რა? არა.
გულმოდგინედ მათვალიერებს, ფეხშიშველი ვარ და არასეზო-
ნურად მაცვია. ვყოყმანობ და დაბნეულობა მეტყობა.
– შეყვარებულმა სახლიდან გამომაგდო, – ვამბობ მე.
რაღაცას ამბობს, მაგრამ ვერ ვხვდები, რას, რადგან „საუთჰევენ
დეილის“ ნომერს ვხედავ. დღეს შაბათია, 23 ოქტომბერი, 1993 წე-
ლი. ჩვენი ქორწილის დღე. სიგარეტების თაროს თავზე ჩამოკიდე-
ბული საათი 1:10ს აჩვენებს.
– უნდა გავიქცე, – ვეუბნები იმ კაცს და გავრბივარ.

(ნაშუადღევის 1:42)
კლერი: ჩემი მეოთხეკლასელობის დროინდელ საკლასო ოთახ-
ში ვდგავარ და საპატარძლო კაბა მაცვია. მოსპილოსძვლის-
ფროწყლისფერი აბრეშუმია, უამრავი მაქმანი და მიმობნეული მარ-
გალიტი აქვს. ზედაწელსა და მკლავებზე მჭიდროდ მეკვრის, ქვე-
მოთ კი უშველებელია, კოჭებს ფარავს და შლეიფად ოცი იარდის ნა-
ჭერი დასთრევს. შიგ ათი ჯუჯა მაინც დაიმალება. თავი აღლუმზე გა-
მოტანილი უზარმაზარი თოჯინა მგონია, მაგრამ დედას ძალიან
მოსწონს. თავს დამტრიალებს, სურათებს მიღებს და კიდევ უფრო
მკვეთრი მაკიაჟის გაკეთებას მთხოვს. შესაფერის ბაც მწვანე მეჯვა-
რის სამოსში გამოწყობილი აალისია, ჩარისი, ჰელენი და რუთი
გარს მეხვევიან. რადგან ჩარისი და რუთი დაბლები არიან, ალისია
და ჰელენი კი მაღლები, საგანგებოდ და ძალიან უცნაურად შერჩე-
ულ გოგოსკაუტებს ჰგვანან, მოვილაპარაკეთ, დედას თანდასწრე-
ბით ამაზე სიტყვა არ ვთქვათ. თავიანთი ფეხსაცმელების ფერებს
ადარებენ და იმაზე დაობენ, თაიგულს რომელი დაიჭერს. ჰელენი
ამბობს:

289
– ჩარის, შენ უკვე დანიშნული ხარ, ამიტომ მისი დაჭერა არც სცა-
დო, – ჩარისი მხრებს იჩეჩს და ამბობს:
– დაზღვევაზე ვიმუშავებ. გომესისგან ყველაფერი მოსალოდნე-
ლია.

(ნაშუადღევის 1:48)
ჰენრი: ყუთებითა და ლოცვანებით სავსე შმორიან ოთახში რა-
დიატორზე ვზივარ. გომესი ბოლთას სცემს და სიგარეტს ქაჩავს.
სმოკინგში ჩინებული სანახავია. თავი აზარტული შოუს წამყვანი
მგონია. გომესი მიდის და სიგარეტს ჩაის ფინჯანში აფერფლებს. მე-
ტად მიშლის ნერვებს, უმისოდაც ძალიან ვნერვიულობ.
– ბეჭედი შენ გაქვს? – ვეკითხები მეტრილიონეჯერ.
– ჰო, მე მაქვს.
ბოლთის ცემას წყვეტს, მიყურებს და კითხულობს:
– დალევ რამეს?
– ჰო.
მათარას აძრობს და სასმელს მაწვდის. სახურავს ვხდი და ვიყუ-
დებ. ძალიან რბილი შოტლანდიური ვისკია. ერთ ყლუპს ვსვამ და
ვუბრუნებ. ვესტიბიულში ხალხის საუბარი და სიცილის ხმა მესმის.
ვოფლიანდები და თავი მტკივდება. ოთახში ძალიან თბილა. ვდგები
და ფანჯარას ვაღებ, თავს გარეთ ვყოფ და ვსუნთქავ. ჯერ კიდევ
წვიმს.
ბუჩქნარში ხმაური ისმის. ფანჯარას უფრო ფართოდ ვაღებ და
ქვემოთ ვიცქირები. აი, მე, ფანჯრის ქვეშ, ტალახში ვზივარ გაწუწუ-
ლი და ვქოშინებ. მიღიმის და ცერს ზემოთ სწევს.

(ნაშუადღევის 1:55)
კლერი: ყველანი ტაძრის შესასვლელში ვდგავართ.
– დავიწყოთ, – ამბობს მამა და იმ ოთახის კარზე აკაკუნებს, რო-
მელშიც ჰენრი იცვამს. იქიდან გომესი თავს ყოფს და ამბობს:
– თუ შეიძლება, წუთით გვადროვეთ.
ისეთი სახით მიყურებს, გულმუცელი მიტრიალდება, მერე მისი

290
თავი უჩინარდება, კარი იხურება. კარისკენ მივდივარ, როცა გომესი
მას კვლავ აღებს და მის უკან ჰენრის ვხედავ, სახელოებს იკრავს.
სველია, ტალახიანი და გასაპარსი. ორმოცი წლისას ჰგავს. მაგრამ
აქ არის და როცა ტაძრის კარში შემოდის და რიგებს შორის საკურ-
თხევლისკენ მიდის, სახეზე გამარჯვებული ღიმილი ადგას.

კვირა 13 ივნისი, 1976 წელი (ჰენრი 30 წლისაა)


ჰენრი: ჩემი ოთახის იატაკზე გულაღმა ვწევარ. მარტო ვარ, რო-
მელიღაც წლის ზაფხულის საუცხოო ღამეა. ვწევარ, ვიგინები და
სულ მცირე ხანს თავს იდიოტად ვგრძნობ. მერე ვდგები, სამზარეუ-
ლოში შევდივარ და მამას რამდენიმე ბოთლ ლუდს ვსვამ.

შაბათი, 23 ოქტომბერი, 1993 წელი


(კლერი 22 წლისაა, ჰენრი 38 და 30-ის)
(ნაშუადღევის 2:37)

კლერი: საკურთხეველთან ვდგავართ. ჰენრი ჩემკენ ტრიალდე-


ბა და ამბობს:
– მე, ჰენრი, ცოლად გირთავ შენ – კლერს. გპირდები, გიერთგუ-
ლო სიკეთისა და ძნელბედობის ჟამს, ავადმყოფობისა და ჯანმრთე-
ლობის დროს. მეყვარები და პატივს გცემ ჩემი ცხოვრების ყოველ
დღეს“. ეგ კარგად გახსოვდეს, – ვფიქრობ მე. ამ დაპირებას მეც ვი-
მეორებ. მამა კომპტონი გვიღიმის და ამბობს: „ის, რაც ღმერთმა შე-
აკავშირა, ადამიანმა არ უნდა გაყაროს“. მე კი ვფიქრობ: ეგ პრობ-
ლემა ნამდვილად არ არის. ჰენრი ვერცხლის თხელ ბეჭედს თითზე
ნიშნობის ბეჭედთან ერთად სრიალით მიკეთებს. მე უბრალო ოქ-
როს რგოლს ვუკეთებ, მხოლოდ ამ ერთადერთხელ ეკეთება. მესა
გრძელდება და ვფიქრობ: მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა, ის აქ
არის, მეც აქა ვარ. არა აქვს მნიშვნელობა, როგორ, რაც მთავარია
აქ არის. მმამა კომპტონი გვლოცავს და ამბობს:
– მესა დასრულებულია. მშვიდობა თქვენდა.
რიგებს შორის ხელკავით მივდივართ.

291
(საღამოს 6:26)
ჰენრი: წვეულება ნელ-ნელა ხურდება. ოფიციანტები ფოლადის
ურიკებით და თავდახურული სინებით წინ და უკან დარბიან. ხალხი
მოდის და ლაბადებს გასახდელში ტოვებს. ბოლოს და ბოლოს, წვი-
მამ გადაიღო. „საუთჰევენის იახტკლუბი“ ნორთბიჩზეა, 1920-იანი
წლების შენობაა, ხითა და ტყავით მოპირკეთებულ კედლებზე გემე-
ბის სურათები კიდია. გარეთ ბნელა, მაგრამ პირსზე შუქურა ციმ-
ციმებს. ფანჯარასთან ვდგავარ, გლინტვაინს ვსვამ და კლერს ველი,
რომელიც დედამისმა ჩემთვის უცნობი მიზეზით სადღაც გაიყვანა.
გომესისა და ბენის ანარეკლებს ვხედავ, ჩემკენ მოდიან, ვტრიალ-
დები.
ბენს შეღონებული სახე აქვს.
– როგორ ხარ?
– კარგად. ბიჭებო, შეიძლება ერთი რამ გთხოვოთ? – თავს მიქ-
ნევენ, – გომეს, ტაძარში დაბრუნდი. იქ ვარ და ვესტიბიულში ვიცდი.
ქვედა სართულზე მამაკაცების საპირფარეშოში შემაპარე და დამ-
ტოვე. ბენ, ჩემზე თვალი გეჭიროს (ხელს მკერდისკენ ვიშვერ), როცა
გეტყვი, ჩემს სმოკინგს ხელი დაავლე და საპირფარეშოში მომირბე-
ნინე, კარგი?
– დრო რამდენი გვაქვს? – მეკითხება გომესი.
– ბევრი არა.
თავს მიქნევს და მიდის. ჩარისი მიახლოვდება, გომესი მას შუბ-
ლზე კოცნის და მიდის. ბენისკენ ვტრიალდები, რომელიც არაქათ-
გამოცლილი ჩანს.
– როგორ ხარ? – ვკითხულობ მე.
ოხრავს.
– დაქანცული ვარ. შენ, ჰენრი?
– ჰმ.
– რომელი წლიდან მოდიხარ?
– 2002.
– შეგიძლია?.. ვიცი, რომ ასეთი რამეები არ გიყვარს, მაგრამ...
– რა გინდა, მთხოვე, ბენ, რაც გინდა, მთხოვე, დღეს განსაკუთ-

292
რებული დღეა.
– მითხარი: ისევ ცოცხალი ვარ? – მეკითხება და თვალს მარი-
დებს; სამეჯლისო დარბაზში ინსტრუმენტების გამართვაში გართულ
მუსიკოსებს გასცქერის.
– ჰო, კარგად ხარ. რამდენიმე დღის წინ გნახე, პული ვითამაშეთ.
შვებით სუნთქავს და სწრაფად ამბობს:
– გმადლობ.
– არაფრის.
თვალებზე ცრემლი ადგება. ცხვირსახოცს ვუწვდი, მართმევს,
მაგრამ ხელუხლებელს მიბრუნებს და მამაკაცების საპირფარეშოს
საძებნელად მიდის.

(საღამოს 7:04)
კლერი: ხალხი სადილად ჯდება, მაგრამ ჰენრი არ ჩანს. გომესს
ვეკითხები, სადმე ხომ არ უნახავს; ის თავის გომესისებურ მზერას
მესვრის და ამბობს, რომ დარწმუნებულია, ნებისმიერ წუთს გამოჩ-
ნდება. კიმი გვიახლოვდება, ვარდისფერ კაბაში კაფანდარა და აღ-
ელვებული ჩანს.
– ჰენრი სად არის? – მეკითხება ის.
– არ ვიცი, კიმი.
თავისკენ მქაჩავს და ჩამჩურჩულებს:
– მის მეგობარ ბენს მოვკარი თვალი, მისი ტანისამოსის გროვა
მიჰქონდა.
ოჰ, არა. თუ ჰენრი ახლა თავის აწმყოში გადავარდა, ამას ვერ ავ-
ხსნი. იქნებ ვთქვა, რომ გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა? ბიბლიო-
თეკაში საგანგებო მდგომარეობაა, ჰენრი გამოიძახეს და დაუყოვ-
ნებლივ წავიდა, მაგრამ მისი ყველა თანამშრომელი აქ არის. იქნებ,
ვთქვა, რომ ამნეზია აქვს და გზა აებნა... …
– აი, მოდის, – ამბობს კიმი და ხელს მიჭერს. ჰენრი ზღურბლზე
დგას, საზოგადოებას თვალს ავლებს და ჩვენ გვხედავს. ჩვენკენ
სირბილით მოდის.
ვკოცნი.

293
– გამარჯობა, უცნობო.
უკან, აწმყოში ჩემი ახალგაზრდა ჰენრი დაბრუნდა; ის, რომლის
ადგილიც აქ არის. მე და კიმის ხელკავს გვიყრის და სუფრასთან მივ-
ყავართ. კიმი იცინის და ჰენრის რაღაცას ეუბნება, მაგრამ მე არ მეს-
მის, რას.
– რა გითხრა? – ვეკითხები, როცა ვსხდებით.
– მკითხა, ქორწილის ღამეს a ménage a trois 55 ხომ ვერ გავახერ-
ხებთ.
კიბორჩხალასავით ვწითლდები. კიმი თვალს მიკრავს.

(საღამოს 7:16)
ჰენრი: კლუბის ბიბლიოთეკაში ვზივარ, კანაპეს ვსამ და „წყვდია-
დის გულის“ მდიდრულ ყდაში ჩასმული პირველი გამოცემის კით-
ხვას ვიწყებ, რომელიც აქამდე, ალბათ, გადაუშლელი იდო. თვალის
კუთხიდან ვხედავ კლუბის მენეჯერს, რომელიც სწრაფი ნაბიჯით მი-
ახლოვდება. წიგნს ვხურავ და თაროზე ვდებ.
– ძალიან ვწუხვარ, სერ, მაგრამ უნდა გთხოვოთ, რომ აქაურობა
დატოვოთ.
პერანგი არა, ფეხსაცმელი არა და მომსახურებაც არა.
– კეთილი, – ვდგები და როცა მენეჯერი ზურგს მაქცევს, სისხლი
თავში მაწვება და ვქრები. 2002 წლის 2 მარტს ჩვენს სამზარეულოს
იატაკზე ვჩნდები და ვიცინი, ამის გაკეთება ყოველთვის მინდოდა.

(საღამოს 7:21)
კლერი: სიტყვას გომესი ამბობს:
– ძვირფასო კლერ და ჰენრი, ძვირფასო სტუმრებო და ნაფიცო
მსაჯულებო... – ჩერდება, იცდის, თავს იქექავს, – ჩემო საყვარლე-
ბო, დღეს ჩვენ აქ, მარტოობის ნაპირზე კლერსა და ჰენრისთან და-
სამშვიდობებლად და მათთვის ცხვირსახოცების ასაფრიალებლად
შევიკრიბეთ, რათა ისინი ცოლ-ქმრული ცხოვრების გემზე დასხდნენ

55
(ფრანგ.) სიყვარული სამზე.

294
და ერთად გააპონ ამ ცხოვრების ტალღები. მართალია, სევდას
გვგვრის, რომ ისინი მარტოობის სიამოვნებას დაემშვიდობნენ, მაგ-
რამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცოლქმრული ცხოვრე-
ბის ნეტარება და აურზაური მათთვის ახალ ნავსაყუდლად იქცევა.
იქნებ ეს გზა ზოგიერთ ჩვენგანს ასცდეს, თუ დროზე არ დაიძვრინა
თავი. მოდი, სადღეგრძელო შევსვათ: კლერ ებშაირდეტამბლს გა-
უმარჯოს, რომელიც ამ ცხოვრებაში ყველა სიკეთის ღირსია, და ამ
საოცრად იღბლიანი ბიჭის და დიდი ნაბიჭვრის, ჰენრი დეტამბლის
დღეგრძელობაც იყოს. დაე, თქვენი ცხოვრების ზღვა სარკესავით
მშვიდი იყოს, დაე, ყოველთვის ზურგის ქარში გევლოთ. ბედნიერი
წყვილი ვადღეგრძელოთ! – გომესი იხრება და ტუჩებზე მკოცნის,
მის მზერას სულ წამით ვიჭერ, მერე ეს წამი ქრება.

(საღამოს 8:48)
ჰენრი: საქორწილო ტორტი დავჭერით და მივირთვით. კლერმა
თაიგული (ჩარისმა დაიჭირა), მე კი კლერის წვივსაკრავი (ამდენ
ხალხში ბენმა დაიჭირა) ვისროლე. მუსიკოსები „Take the A Train“-
ს უკრავენ, ხალხი ცეკვავს. მე კლერთან, კიმისთან, ალისიასა და ჩა-
რისთან ვიცეკვე; ახლა ჰელენთან – მაგარი სექსუალური ქალია –
კლერი კი გომესთან ცეკვავს. ჰელენს ვაბზრიალებ და ვხედავ, რომ
სელია ეტლი გომესს უახლოვდება, ის კი ტრიალდება და ჩემკენ მო-
დის. ჰელენს აბზრიალებს და ხალხის ბრბოში ისვრის, ბართან მივ-
დივარ და ვხედავ, რომ კლერი სელიასთან ცეკვავს. ბბენი ჩემთან
მოდის. სელტერის წყალს სვამს. არაყსა და ტონიკს ვუკვეთ. ბენს მკ-
ლავზე კლერის წვივსაკრავი ისე უკეთია, თითქოს რაღაცას გლო-
ვობს.
– ეგ ვინ არის? – მეკითხება ის.
– სელია ეტლი. ინგრიდის მეგობარი.
– უცნაურია.
– ჰო.
– იმ გომესს რა სჭირს?
– რას გულისხმობ?

295
ბენი მაშტერდება, თავს ატრიალებს და ამბობს:
– არა, არაფერი.

(საღამოს 10:23)
კლერი: ყველაფერი დასრულდა. ერთმანეთს გადავეხვიეთ,
კლუბიდან გამოვედით და საპარსი ქაფითა და თუნუქის ქილებით მო
რთული მანქანით გზას დავადექით. „დიუ დროპ ინის“ წინ გავაჩერე,
სილვერლეიკზე პაწაწინა უბადრუკი მოტელის წინ. ჰენრის სძინავს.
მანქანიდან გადავდივარ, ნომერს ვიღებ, მიმღების ბიჭს ჰენრის
ნომრამდე მიყვანასა და საწოლზე დაგდებაში დახმარებას ვთხოვ.
ბიჭს ჩვენი ბარგი შემოაქვს, ჩემს საპატარძლო კაბასა და ჰენრის უძ-
რავ სხეულს ათვალიერებს და ორაზროვნად იღიმება. ფეხის ქირას
ვაძლევ. მმიდის. ჰენრის ფეხსაცმელს ვხდი, ჰალსტუხს ვუშვებ. კა-
ბას ვიხდი და საწოლის გვერდზე სავარძელზე ვკიდებ.
სააბაზანოში ვდგავარ, ვკანკალებ და კბილებს ვიხეხავ. სარკი-
დან საწოლზე გაშოტილ ჰენრის ვხედავ. ხვრინავს. პასტას ვაფურ-
თხებ და წყალს ვივლებ. უეცრად ის მეუფლება: ბედნიერება. და
ვხვდები: რომ ვიქორწინეთ. მე გათხოვილი ვარ.
შუქს ვაქრობ და ჰენრის ძილის წინ ვკოცნი. სასმლის, ოფლისა
და ჰელენის სუნამოს სურნელი ასდის. ძილი ნებისა, ძილი ნებისა,
მოსვენებისა. ვიძინებ, ბედნიერი ვარ და სიზმრებს არ ვხედავ.

ორშაბათი, 25 ოქტომბერი, 1993 წელი


(ჰენრი 30 წლისაა, კლერი 22-ის)

ჰენრი: ქორწილის შემდეგ ორშაბათს მე და კლერი ჩიკაგოს რა-


ტუშაში ვართ; მოსამართლე გვაქორწინებს. მოწმეებად გომესი და
ჩარისი გვყავს. მერე სადილად ყველანი „ჩარლი ტროტერზში“ მივ-
დივართ, რესტორანი იმდენად ძვირიანია, რომ დეკორი თვითმფრი-
ნავის პირველი კლასის განყოფილებას ან მინიმალისტურ სკულ-
პტურას ჰგავს. აქ საჭმელიც ხელოვნების ნიმუშივითაა, საბედნი-
ეროდ, გემრიელია. ჩარისი ყოველ ახალშემოტანილ კერძს სურათს

296
უღებს.
– აბა, როგორია გათხოვება? – ეკითხება ჩარისი.
– ძალიან გათხოვილად ვგრძნობ თავს, – პასუხობს კლერი.
– განაგრძე, – ამბობს გომესი, – სხვადასხვა ცერემონია სცა-
დეთ: ბუდისტური, ნუდისტური...
– ნეტავ ორქმრიანობის მომხრე ხომ არა ვარ?
კლერი ბუსტუღისფერ რაღაცას ჭამს, ზედ რამდენიმე დიდრონი
კრევეტი ადევს, რომლებიც გაზეთის კითხვაში გართულ ახლომხედ-
ველ კაცს ჰგვანან.
– ვგონებ შეგიძლია ერთსა და იმავე ადამიანზე რამდენჯერაც
მოგეგუნებება, იმდენჯერ იქორწინო, – ამბობს ჩარისი.
– შენ იგივე ადამიანი ხარ? – მეკითხება გომესი.
მე რასაც ვჭამ, ზედ უმი თინუსის თხელი ნაჭრები ადევს, ენაზე
დნება. პასუხის გაცემამდე გემოთი ვტკბები:
– ჰო, მე უფრო მეტად.
გომესი უკმაყოფილოა და ბუდისტური იგავების შესახებ რაღა-
ცას დუდღუნებს, კლერი მიღიმის და ჭიქას მაღლა სწევს. ვუჭახუნებ:
ბროლის ნაზი წკრიალი ისმის და რესტორნის ზუზუნში იკარგება.
მოკლედ, ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ.

მკითხველთა ლიგა

297
ნაწილი II
სისხლის წვეთი რძიან ჯამში

– რა არის, ძვირფასო?
– აჰ, ეს როგორ ავიტანოთ?
– რა უნდა ავიტანოთ?
– ასე მოკლე ხანს... ერთმანეთისგან შორიშორს როგორ დავი-
ძინოთ?
– ერთად მშვიდად ვიქნებით და თავს ისე დავიჭერთ, თითქოს წინ
უსასრულოდ დიდი დრო გვაქვს.
– ყოველდღე სულ უფრო ნაკლები გვექნება, ბოლოს კი არაფე-
რი.
– შენ ამიტომ არაფერი გერჩივნა?
– არა. ყოველთვის მაგ პასუხამდე მივდიოდი. მას შემდეგ, რაც
ჩემი დრო ჩაირთო, და როცა აქედან წავალ, ეს შუა წერტილი იქნე-
ბა, რომელთანაც ყველაფერი მიდიოდა და რომლიდანაც ყველაფე-
რი დაიწყება. ახლა კი, საყვარელო, აქა ვართ, ახლა ვართ, ის სხვა
დრო კი სხვაგან არის.
ა.ს. ბაიეტი, „დაუფლება“

მკითხველთა ლიგა

298
ცოლქმრული ცხოვრება

1994 წლის მარტი


(კლერი 22 წლისაა, ჰენრი 30-ის)

კლერი: აი, ცოლქმარი ვართ. რეივენსვუდში ორსაძინებლიან


ბინაში ვცხოვრობთ. მზიანია, კარაქისფერი ხის იატაკი აქვს, სამზა-
რეულოში კი უამრავი ანტიკვარული სერვანტი და მოძველებული
მოწყობილობაა. რაღაცებს ვყიდულობთ, კვირა საღამოებს „კრეი-
ტენდბარელში“ ვატარებთ, საქორწილო საჩუქრებს ვცვლით, დი-
ვანს ვუკვეთთ, მაგრამ კარში ვერ ვატევთ და ვაბრუნებთ. ეს ბინა ერ-
თგვარი ლაბორატორიაა, რომელშიც ერთმანეთზე ექსპერიმენტებს
ვატარებთ და კვლევებს ვაწარმოებთ. ვადგენ, რომ ჰენრი ვერ იტა-
ნს, როცა საუზმეზე გაზეთის კითხვაში გართული და გონებაგაფან-
ტული კოვზს კბილებზე ვირტყამ. ვთანხმდებით, რომ მე ჯონი მიჩე-
ლის მოსმენის წინააღმდეგი არა ვარ, ჰენრი კი „The Shags“-ს იტანს,
თუ უცხო არავინ გვყავს. საჭმელს ჰენრი გააკეთებს, მე სარეცხს მივ-
ხედავ, სახლის მტვერსასრუტით დაწმენდაზე ორივე სასტიკ უარზე
ვართ, ასე რომ, დასუფთავების მომსახურებას ვქირაობთ.
რუტინაში ვებმებით. ჰენრი სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით ნი-
უბერიშია. დილით 7 საათსა და 30 წუთზე დგება და ყავადანს რთავს,
მერე ბოტასებს იცვამს და სარბენად მიდის. უკან დაბრუნებული შხ-
აპს იღებს და ემზადება, მე ლოგინიდან ბანცალით ვდგები და სანამ
საუზმეს ამზადებს, ველაპარაკები. როცა ჭამას ვამთავრებთ, კბი-
ლებს იხეხავს და ელექტრომატარებელზე გარბის, მე ისევ ვწვები და
რამდენიმე საათს ვთვლემ.
როცა კვლავ ვდგები, ბინაში სიჩუმეა. შხაპს ვიღებ, თმას ვივარ-
ცხნი და სამუშაო ტანსაცმელს ვიცვამ. მეორე ფინჯან ყავას ვისხამ,
უკანა საძინებელში გავდივარ, რომელშიც სახელოსნო მაქვს, და
კარს ვხურავ.

299
ოჯახური ცხოვრების დასაწყისში ჩემს პატარა სახელოსნოში
ბევრს ვწვალობ. სივრცე, რომელსაც შეიძლება ჩემი ვუწოდო, ჰენ-
რითი არ არის სავსე, იმდენად პატარაა, რომ აზრებიც პატარა მომ-
დის. ქაღალდის ნაჭუჭში მომწყვდეული მუხლუხა მატლივით ვარ;
გარშემო ქანდაკებების ესკიზები და პატარა ჩანახატები ყრია,
რომლებიც ფანჯარაზე მინარცხებულ ჩრჩილებს ჰგავს, თითქოს
ფრთებს აფართხალებენ და ამ პაწაწუნა სივრციდან გაღწევას ცდი-
ლობენ. მაკეტებს, პაწაწინა ქანდაკებებს ვაკეთებ და დიდების შე-
საქმნელად ვემზადები. იდეები დღითი დღე ძნელად მომდის, თით-
ქოს ხვდებიან, რომ ვაშიმშილებ და მათ ზრდას ხელს ვუშლი. ღამით
ფერები მესიზმრება; მესიზმრება, რომ ხელებს ქაღალდის ბოჭკოთი
სავსე ავზში ვურევ. კიდევ მინიატიურული ბაღები მესიზმრება, რომ-
ლებშიც ფეხს ვერ ვდგამ, რადგან გოლიათი ვარ.
ხელოვნების – და, ალბათ, სულ ყველაფრის შექმნის ყველაზე
შთამბეჭდავი მომენტი – ის არის, როცა ამორფული, არამატერია-
ლური იდეა მყარ ფორმას იღებს და სუბსტანციათა სამყაროში რა-
ღაცად, სუბსტანციად იქცევა. ეს, ალბათ, ყველასთვის – კირკეს-
თვის, ნიობესთვის, არტემიდასთვის, ათენასა და ყველა ძველი
გრძნეული ქალისთვის – ნაცნობი გრძნობაა, რომელიც მაშინ იბა-
დებოდა, როცა ისინი ჩვეულებრივ კაცებს ზღაპრულ ქმნილებებად
აქცევდნენ, ჯადოქრებს საიდუმლოებებს ჰპარავდნენ და ჯარებს მე-
თაურობდნენ: „აჰ, შეხედე, ეს რაღაც ახალია. მოდი, ამას ღორი და-
ვარქვათ, ამას ომი, ამას დაფნა; ან თუ გინდა, ხელოვნება იყოს“. ის
ჯადოსნობა კი, რომელსაც მე ვეწევი, უმნიშვნელო და ნელია. ყო-
ველდღე ვშრომობ, მაგრამ ხორცს ვერაფერს ვასხამ. პენელოპესა-
ვით ვარ, რომელიც ქსოვს და მერე შლის.
ჰენრი? ჩემი ოდისევსი? ის სხვა სახის ხელოვანია, გაუჩინარების
ხელოვანი. ამ მეტისმეტად პატარა ბინაში ჩვენს ერთობლივ ცხოვ-
რებას დროდადრო მისი არყოფნა არღვევს. ზოგჯერ ისე უჩინარდე-
ბა, ვერც ვამჩნევ; შეიძლება სამზარეულოდან დერეფანში გავიდე
და უკან შემობრუნებულს მის ნაცვლად ტანსაცმლის გროვა დამ-
ხვდეს, ან დილით ავდგე და აღმოვაჩინო, რომ სააბაზანოში მოშვე-

300
ბულ შხაპში არავინ დგას. ზოგჯერ ძალიან მეშინია. ერთხელ ჩემს
სახელოსნოში მუშაობისას კართან ვიღაცის გმინვა მესმის; ვაღებ
და ოთხზე დამდგარ ჰენრის ვხედავ, შიშველია და თავიდან სისხლი
სდის. თვალებს ახელს, მხედავს და ქრება. ზოგჯერ ღამით გაღვიძე-
ბულს გვერდით არ მიწევს. დილით მიყვება, სადაც იყო, ისე მიყვება,
როგორც, ალბათ, სხვა ქმრები ცოლებს სიზმარში ნანახს უამბობენ:
„1989 წელი იყო, ზელცერის ბიბლიოთეკაში ვიყავი, ბნელოდა“, ან
„გერმანული ნაგაზი გამომეკიდა და ხეზე ავძვერი“, ან „ჩემი მშობ-
ლების სახლთან წვიმაში ვიდექი და დედაჩემის სიმღერას ვუსმენ-
დი“. ველოდები, რომ მეტყვის, ჩემს ბავშვობაშიც იყო, მაგრამ არ ამ-
ბობს. მთელი ბავშვობა მოუთმენლად ველოდი. მისი ყოველი მოს-
ვლა დიდი ამბავი იყო. ახლა მისი არყოფნა აღარაფერია, გამოკლე-
ბაა, თავგადასავალი, რომლის შესახებაც მაშინ ვიგებ, როცა ჩემს
ფეხებთან განსხეულებულს სისხლი სდის, უსტვენს, იღიმება ან ცახ-
ცახებს. ახლა მეშინია, როცა აქ არ არის.
ჰენრი: ქალთან ცხოვრებისას ყოველდღე რაღაც ახალს იგებ. უკ-
ვე ვიცი, რომ გრძელი თმა აბაზანას მანამ გაჭედავს, სანამ „წყლის
გამყვანი მომიტანეს“ დაიძახებ; გაზეთიდან რამის ამოჭრა რეკომენ-
დებული არ არის, სანამ მეუღლე ყველაფერს ბოლომდე არ წაიკით-
ხავს მაშინაც კი, თუ განსახილველი გაზეთი ერთი კვირის არის; ჩვ-
ენს ორწევრიან ოჯახში ერთადერთი ვარ, ვისაც სამი დღე ერთი და
იმავე კერძის ჭამა გაბუტვის გარეშე შეუძლია; და რომ ყურსასმენე-
ბი მეუღლეების ერთმანეთის მოჭარბებული მუსიკალური გემოვნე-
ბისგან დასაცავად გამოიგონეს (ნეტავ როგორ უსმენს კლერი
„Cheap Trick“-ს? ან „Eagles“-ი რამ მოაწონა? ამას ვერ ვადგენ, რად-
გან ამ შეკითხვის დასმისთანავე თავდაცვაზე გადადის. ნუთუ შე-
იძლება, ჩემს საყვარელ ქალს „Musique du Garrot et de la Ferraille 56“ს
მოსმენა არ სურდეს). ყველაზე მეტად მის მარტოობის სიყვარულთ-
ან შეგუება მიჭირს. ზოგჯერ შინ დაბრუნებული გაღიზიანებას ვატ-
ყობ; ვგრძნობ, რომ მის აზრთა დინებას ხელი შევუშალე ან სიმშვი-

56
ბელგიური ეთნოავანგარდული დუეტის „Jardin D’Usure“ის ალბომი.

301
დე დავურღვიე. ზოგჯერ მის სახეზე ისეთ გამომეტყველებას ვხედავ,
რომელიც დახურულ კარს ჰგავს. თავის გონებაში არსებულ ოთახ-
შია შეკეტილი და ქსოვს ან რაღაც მსგავსს შვრება. აღმოვაჩინე,
რომ მარტოობა უყვარს, მაგრამ, როცა კი დროში მოგზაურობიდან
ვბრუნდები, ყოველთვის საოცარ შვებას ვატყობ.
როდესაც ხელოვან ქალთან ცხოვრობთ, ყოველი დღე ახალ მო-
ულოდნელობას გპირდებათ. მეორე საძინებელი საოცრებათა კა-
რადად აქცია – პაწაწინა ქანდაკებებით და კედლის ყოველ დუიმზე
მიკრული ჩანახატებით აქვს სავსე. თაროებსა და უჯრებში მავთუ-
ლების ხლართები და ფურცლის გრაგნილები უდევს. ეს ქანდაკებე-
ბი ფრანებს ან თვითმფრინავის მოდელებს ჰგავს. ერთხელ მისი
სტუდიის ზღურბლზე მდგომმა ასე ვუთხარი, სამსახურიდან ახალი
დაბრუნებული ვიყავი და კოსტიუმსა და ჰალსტუხში გამოწყობილს
ერთერთი თავში მომხვდა; ჩინებულად დაფრინავს. დერეფანში პი-
რისპირ ვდგავართ, ერთმანეთს პაწაწინა ქანდაკებებს ვესვრით და
მათ აეროდინამიკას ვსწავლობთ. მეორე დღეს შინ მოსულს კლერი
ქაღალდისა და მავთულებისგან შექმნილი ჩიტების მთელ გუნდს
მახვედრებს, რომლებიც სასტუმრო ოთახის ჭერზე ქანაობენ. ერთი
კვირის შემდეგ ჩვენი საძინებლის ფანჯრები ფოსფორისფერი აბ-
სტრაქტული ფორმებით მორთული მხვდება, მზის სხივები ფერს
კედლებზე ირეკლავს და ჩიტებისთვის ცას ქმნის. ძალიან ლამაზია.
მეორე საღამოს მისი სახელოსნოს ზღურბლზე ვდგავარ და ვხე-
დავ, რომ პატარა წითელი ჩიტის გარშემო შავ ხაზებს ავლებს. უუეც-
რად მას თავისი ნივთებით გარშემორტყმულს პატარა ოთახში ვხე-
დავ, ამით რაღაცის თქმას ცდილობს და მე ვხვდები, რა უნდა ვქნა.

მკითხველთა ლიგა

302
ოთხშაბათი, 13 აპრილი, 1994 წელი
(კლერი 22 წლისაა, ჰენრი 30-ის)

კლერი: კარში გასაღების ჩხაკუნი ისმის და როცა ჰენრი შემო-


დის, სახელოსნოდან გამოვდივარ. თვალებს არ ვუჯერებ – ხელში
ტელევიზორის ყუთი უჭირავს. ტელევიზორი არა გვაქვს, რადგან
ჰენრი ვერ უყურებს, მე კი მარტო ყურების თავი არა მაქვს. ძველი,
პატარა, მტვრიანი შავ-თეთრი ტელევიზორია და ანტენა მოგლეჯი-
ლი აქვს.
– შინ ვარ, საყვარელო, მოვედი, – ამბობს ჰენრი და ტელევი-
ზორს სასადილო მაგიდაზე დგამს.
– უჰ, რა ბინძურია! ხეივანში იპოვე? – ვკითხულობ მე.
თავს შეურაცხყოფილად გრძნობს.
– „იუნიკში“ ვიყიდე ათ დოლარად.
– რად გინდა?
– ამაღამ ერთი პროგრამა გადის; ვიფიქრე, ვუყურებთ-მეთქი.
– მაგრამ... – ვერ ვხვდები, რა პროგრამა შეიძლება იყოს, რომ
ჰენრის დროში მოგზაურობის რისკად უღირს.
– არა უშავს. არ დავჯდები და არ მივაშტერდები. შენ უყურე.
– რას? ტელევიზორში არაფერი მაინტერესებს.
– სიურპრიზია. რვაზე იქნება.
სადილობისას ტელევიზორი სასადილო ოთახში იატაკზე დგას.
ჰენრი კითხვებზე პასუხისგან თავს იკავებს და იმაზე ლაპარაკით მა-
ღიზიანებს, რას გავაკეთებდი, დიდი სახელოსნო რომ მქონდეს.
– რა მნიშვნელობა აქვს, ეს სახელოსნო კი არა, განჯინაა. ალ-
ბათ, ორიგამის კეთებას დავიწყებ.
– კარგი, გეყოფა, სერიოზულად გეკითხები.
– არ ვიცი, – ვამბობ და სპაგეტის ჩანგალზე ვახვევ, – თითოეულ
მაკეტს ასჯერ უფრო დიდს გავაკეთებდი. სახელოსნოს ერთი კუთხი-
დან მეორეში გორგოლაჭებით ვისრიალებდი. ვეებერთელა ავზებს
დავდგამდი, იაპონურ გასაშრობ სისტემას დავამონტაჟებდი და ათ-
გირვანქიან მდღვებავს დავიდგამდი, – ამ სახელოსნოს წარმოდგე-

303
ნა მაჯადოებს, მერე ჩემი რეალური მახსენდება და მხრებს ვიჩეჩ.
– არა უშავს, ოდესმე მექნება.
ჰენრის ხელფასსა და ჩემი სატრასტო თანხების პროცენტზე ნორ-
მალურად ვცხოვრობთ, მაგრამ ნამდვილი სახელოსნოსთვის კარგი
სამსახური მჭირდება. თუმცა მერე სახელოსნოში გასატარებელი
დრო აღარ მექნება. ნამდვილი „ხაფანგი22“-ია. ჩემს ყველა ხელო-
ვან მეგობარს ფულის ან დროის შიმშილი აქვს, ან ორივესი ერთად.
ჩარისი მთელ დღეებს კომპიუტერული პროგრამის დიზაინზე მუშა-
ობს, ხელოვნებისთვის ღამითღა იცლის. ის და გომესი მომავალ
თვეში ქორწინდებიან.
– გომესებს ქორწილზე რა ვაჩუქოთ?
– რა? არ ვიცი. „ესპრესოს“ ყველა მადუღარა რომ გადავულო-
ცოთ, რომელიც გვაჩუქეს?
– ეგენი მიკროტალღურ ღუმელსა და პურის საცხობზე გავცვა-
ლეთ.
– ა, ჰო, რვა ხდება. ყავა წამოიღე და წამოდი, სასტუმრო ოთახში
დავსხდეთ.
სკამს უკან სწევს, ტელევიზორს იღებს, მე ორივეს ფინჯანი სას-
ტუმრო ოთახში შემაქვს. ტელევიზორს ჟურნალების მაგიდაზე
დგამს და დამაგრძელებელ შნურთან და უამრავ ღილაკთან ხლა-
ფორთის შემდეგ დივანზე ვსხდებით. მე-9 არხზე ლეიბის რეკლამას
ვუყურებთ. იქ თოვს.
– დასწყევლოს ღმერთმა, – ამბობს ჰენრი და ეკრანს შესცქერის,
– „იუნიკში“ უკეთ აჩვენებდა, – ტელეეკრანზე „ილინოისის ლატა-
რიის“ ლოგო ჩანს. შარვლის ჯიბეში იქექება და პატარა ფურცელს
მიწვდის, – გამომართვი, ლატარიის ბილეთია.
– ღმერთო ჩემო, შენ ხომ არ...
– ჩუ, უყურე, – ლატარიის მესვეურები შავ კოსტიუმებში გამოწ-
ყობილი მამაკაცები პინგპონგის იღბლიანი ბურთების ნომრებს მე-
დიდური და სერიოზული სახეებით აცხადებენ; ბურთები მორიგეო-
ბით ჩნდება ტელევიზორის ეკრანზე: 43, 2, 26, 51, 10, 11. რა თქმა
უნდა, მე ეს რიცხვები მიჭირავს ხელში. გვილოცავენ. რვა მილიონი

304
დოლარი მოვიგეთ.
ჰენრი ტელევიზორს თიშავს და იღიმება.
– ხომ მაგარი ოინი იყო, არა?
– არც კი ვიცი, რა ვთქვა.
ხვდება, რომ თავს ვიკავებ და სიხარულისგან არ ვხტი.
– უბრალოდ მითხარი: „გმადლობ, ძვირფასო, სახლის საყიდე-
ლი ფულის შოვნისთვის“. ჩემთვის ეგეც კმარა.
– ჰენრი, ეს რეალური არ არის.
– არის, არის. რეალურია. როცა „კეცდელიში“ მიიტან, მინი გა-
დაგეხვევა და ილინოისის შტატის რეალურ ჩეკს გამოგიწერს.
– შენ ეს იცოდი.
– ჰო, რა თქმა უნდა. „ტრიბუნის“ ხვალინდელ ნომერში ჩავიხე-
დე.
– ამას ვერ... ეს ტყუილია.
ხელს შუბლში არტისტულად ირტყამს.
– რა სულელი ვარ, გადამავიწყდა, რომ ბილეთის ყიდვისას წარ-
მოდგენა არ უნდა გქონდეს, რა ნომრები გაიმარჯვებს. არა უშავს,
მოვუვლით.
დერეფანში გადის და სამზარეულოში ქრება, იქიდან კი ასანთის
კოლოფით გამოდის. ანთებს და ცეცხლს უშვერს.
– არა!
სულს უბერავს და აქრობს.
– არა აქვს მნიშვნელობა, კლერ! თუ მოვინდომებთ, ლატარიას
ყოველ კვირას მოვიგებთ. ასე რომ, თუ არ გინდა, პრობლემა არ
არის.
ბილეთს ცალ კუთხეში პატარა ნიშანი ადევს. ჰენრი დივანზე ჩემ
გვერდით ჯდება.
– გინდა ცოტა ხანს მოვიცადოთ? თუ განაღდება მოგინდება, გა-
ვანაღდებთ, თუ გადაწყვეტ, რომ პირველივე შემხვედრ უსახლკა-
როს უნდა მისცე, მიეცი.
– ეგ სამართლიანი არ არის.
– რა არ არის სამართლიანი?

305
– ამხელა პასუხისმგებლობას მარტო მე ნუ მკიდებ.
– მე ორივე ვარიანტზე თანახმა ვარ. თუ გგონია, რომ ილინოი-
სის შტატს ბრიყვი მშრომელებისგან გამოძალულ ფულს ვწაპნით, ეს
ბილეთი დავივიწყოთ. უფრო დიდი სახელოსნოს ფულის საშოვნე-
ლად სხვა რამეს მოვიფიქრებთ.
აჰ, დიდი სახელოსნო. მერეღა ვხვდები, რომ ჩერჩეტი ვარ; რომ
ჰენრის ლატარიის მოგება ნებისმიერ წუთს შეუძლია; და რომ ამაზე
არასდროს წასულა, რადგან ეს ნორმალური არ არის; ახლა თავისი
ფანატიკური თავდადება ნორმალური ადამიანის ცხოვრებით ცხოვ-
რებისთვის დაივიწყა იმიტომ, რომ ისეთი სახელოსნო მქონდეს, სა-
დაც კუთხიდან კუთხეში გორგოლაჭებით ვისრიალებ, მე კი უმადუ-
რივით ვიქცევი.
– კლერ, მიწაზე დაეშვი, კლერ...
– გმადლობ, – ვამბობ მე უეცრად.
წარბებს მაღლა ზიდავს.
– ეს იმას ნიშნავს, რომ ბილეთს გავანაღდებთ?
– არ ვიცი. ეს მადლობას ნიშნავს.
– არაფერს, – უხერხული დუმილი წვება, – მისმინე, ნეტავ კიდევ
რა არის ტელევიზორში?
– თოვლი.
იცინის, დგება და დივნიდან მწევს.
– წამოდი, ჩვენი უკანონო შემოსავალი დავხარჯოთ.
– სად მივდივართ?
– არ ვიცი.
კარადას აღებს და ქურთუკს მაწვდის.
– მოდი, გომესს და ჩარისს ქორწილზე მანქანა ვუყიდოთ.
– თუ არ ვცდები, მაგათ ღვინის ჭიქები გვაჩუქეს.
კიბეზე მივკუნტრუშებთ. გარეთ გაზაფხულის საუცხოო ღამეა.
კორპუსის წინ, ტროტუარზე ვდგავართ. ჰენრი ჩემს ხელს იღებს,
შევცქერი, მერე ჩვენს გადაჭდობილ ხელებს მაღლა ვწევთ, მაბ-
ზრიალებს და ბელპლენავენიუზე ვცეკვავთ, მუსიკა არ უკრავს, მხო-
ლოდ მანქანების გრუხუნი და ჩვენი სიცილი ისმის; ჰაერში ალუბლ-

306
ის ყვავილების სურნელი დგას; ხეების ძირას ვცეკვავთ, თეთრი ყვა-
ვილები კი თოვლად გვაცვივა თავზე.

ოთხშაბათი, 18 მაისი, 1994 წელი


(კლერი 22 წლისაა, ჰენრი 30-ის)

კლერი: სახლის ყიდვას ვცდილობთ. მათი დათვალიერება სა-


ოცარი რამ არის. ადამიანები, რომლებიც სხვა შემთხვევაში შინ არ
შეგიპატიჟებდნენ, კარს ფართოდ გიღებენ და კარადებში შეხედვის,
შპალერისთვის განაჩენის გამოტანის და კანალიზაციის სისტემით
დაინტერესების ნებას გრთავენ.
მე და ჰენრი სახლებს განსხვავებულად ვათვალიერებთ. მე დინ-
ჯად დავდივარ, ხის მასალებს და მოწყობილობებს ვაკვირდები, ბუ-
ხარზე შეკითხვებს ვსვამ და სარდაფში წყლის გაყვანილობის დაზია-
ნებას ვსწავლობ. ჰენრი კი უკნიდან უვლის, ფანჯრიდან იჭყიტება და
უარის ნიშნად თავს აქნევს. ჩვენს მაკლერს – კაროლს, გიჟი ჰგო-
ნია. ვუხსნი, რომ მებაღეობაზე გიჟდება. მთელი დღე ასე გადის, სა-
ღამოთი კაროლის ოფისიდან შინ ვბრუნდებით და გადავწყვეტ ჰენ-
რის ამ სიგიჟის მიზეზი ვკითხო.
– ასე რატომ იქცევი ხოლმე? – ზრდილობიანად ვეკითხები მე.
საცოდავად შემომცქერის.
– არ ვიცი, გინდა თუ არა ამის ცოდნა, მაგრამ მე ჩვენს მომავალ
სახლში ვიყავი. არ ვიცი, როდის, მაგრამ ვიყავი – ან ვიქნები – შე-
მოდგომის ერთ ლამაზ დღეს, საღამოს პირას. იმ ლამაზი მარმარი-
ლოსზედაპირიანი მაგიდის გვერდით ვიდექი, რომელიც ბებიაშე-
ნისგან გერგო და ფანჯრიდან აგურის შენობას გავყურებდი; იქ სახე-
ლოსნო გქონდა. ქაღალდებს ალაგებდი. თმა ყვითელი ბანდანით
გქონდა გადაწეული, მწვანე სვიტერი გეცვა და ის რეზინის წინსაფა-
რი გეკეთა, რომელიც გიკეთია ხოლმე. ეზოში ვაზის ფანჩატური
იყო. ორიოდე წუთით ვიყავი. ახლა იმ ხედის აღდგენას ვცდილობ;
როცა ვნახავ, მივხვდები, რომ ის ჩვენი სახლია.

307
– ღმერთო, რატომ არ მითხარი? თავს სულელურად ვგრძნობ.
– არა, მგონი, ძალიან მოგწონს. გულმოდგინებით ეკიდები, სახ-
ლის ყიდვაზე წიგნებსაც კითხულობ, ვიფიქრე, ალბათ, მოსწონს-
მეთქი, მოკლედ, იარე და ეძებე და ამას გარდაუვალად ნუ ჩათვლი.
– ვინმემ ხომ უნდა იკითხოს ტერმიტების, აზბესტის, დამპალი ხი-
სა და დრენაჟის ამბავი...
– კი, მართალი ხარ. მოდი, გავაგრძელოთ და შეთანხმებამდე
დამოუკიდებლად მივალთ.
რა თქმა უნდა, შეთანხმებას ვაღწევთ, მაგრამ მანამდე რამდენი-
მე დაძაბული მომენტი დგება. მე ისტროჯერზპარკში თეთრი სპილო
მაჯადოებს, ქალაქის ჩრდილოეთით საზარელ უბანში დგას. სახლი
კი არა, უზარმაზარი სასახლეა, ვიქტორიანული ეპოქის მონსტრი,
თორმეტკაციან ოჯახს მოსამსახურეებითურთ თავისუფლად დაი-
ტევს. სანამ ვიკითხავ, მანამ ვიცი, რომ ეს ჩვენი სახლი არ არის; ჰენ-
რის ის კარში შესვლამდეც ზარავს. უკანა ეზო მაღაზიის უზარმაზარ
პარკინგს ემიჯნება, შიგნიდან კი ერთ დროს ლამაზი სახლის ჩონ-
ჩხიღა დგას: მაღალი ჭერი, თეთრი მარმარილოს ბუხრები, ჩუქურ-
თმებიანი ხის პანელები...
– გთხოვ, – ვამბობ მე, – ეს წარმოუდგენელი რამ არის.
– ჰო, მართლა წარმოუდგენელია, აქ კვირაში ერთხელ გაგ-
ვქურდავენ და გაგვაუპატიურებენ. მთლიანად გასაკეთებელია, ელ-
ექტრობა და კანალიზაცია გასაყვანია, ახალი ღუმელი დასამონტა-
ჟებელი, სახურავიც გამოსაცვლელი ექნება. არა, ეს ის არ არის.
მისი ხმა საბოლოო გადაწყვეტილებას მამცნობს, ეს იმის ხმაა,
ვინც მომავალი ნახა და მისი არევა არ სურს.
რამდენიმე დღე ვიბუტები. ჰენრის სუშიზე მივყავარ.
– Tchotchka ,57Amorta,58 ჩემო გულისგულო, ხმა გამეცი.
– არ გელაპარაკები.
– ვიცი, მებუტები. ვერ ვიტან, როცა გაბუტულს გხედავ, მით უმე-

57
(იდიშ). ჩემო სამშვენისო.
58
(იტალ.) ჩემო სიკვდილსიცოცხლე.

308
ტეს მაშინ, როცა აზრი არა აქვს.
მიმტანი მოდის და ორივე უმალ მენიუებში ვყოფთ თავს. „კაცუ-
ში“, ჩემს საყვარელ რესტორანში, იქ, სადაც ხშირად ვჭამთ ხოლმე,
კამათი არ მინდა. ვხვდები, რომ ჰენრის ამის და იმის იმედი აქვს,
რომ სუშის დანახვა დამამშვიდებს და გამაბედნიერებს. ისპანახის
სალათას, ზღვის კომბოსტოს, ფუტომაკის, კიტრის რულეტებს და
ბრინჯის მართკუთხედებზე დაწყობილ უამრავ უმ რაღაცას ვუკვეთთ.
კიკო, მიმტანი, შეკვეთას იღებს და მიდის.
– შენზე გაბრაზებული არა ვარ, – ნაწილობრივ სიმართლეს ვამ-
ბობ.
ცალ წარბს ზემოთ სწევს.
– ძალიან კარგი. მაშ, რა ხდება?
– დარწმუნებული ხარ, რომ ის ადგილი, სადაც მაშინ იყავი, ჩვე-
ნი სახლია? ეგებ ცდები და ძალიან მაგარ რამეზე უარს მხოლოდ
იმიტომ ვამბობთ, რომ უკანა ფანჯრიდან ცუდი ხედი აქვს?
– იქ უამრავი ჩვენი ნივთი იყო, ის მხოლოდ ჩვენი სახლი თუ იქ-
ნებოდა. თუმცა ეგებ პირველი სახლი არ იყო, ცოტა შორს ვიდექი და
ვერ დაგინახე, რამდენი წლის იყავი. ახალგაზრდად მომეჩვენე, მაგ-
რამ ეგებ კარგად შენახული იყავი. გეფიცები, მართლაც საოცრებაა,
ხომ მაგარი იქნება უკანა ეზოში ასეთი სახელოსნო რომ გქონდეს?
ვოხრავ.
– ჰო, იქნება... ღმერთო, რა იქნებოდა, მაგ შენი ექსკურსიების
ვიდეოფირზე გადაღება შეიძლებოდეს. სიამოვნებით ვნახავდი. მი-
სამართს მაინც ვერ შეხედე?
– მაპატიე, ვჩქარობდი.
ზოგჯერ მგონია, რომ ჰენრის ტვინში ჩახედვისა და მისი მეხსიე-
რების ნახვის სანაცვლოდ ყველაფერს მივცემდი. გამახსენდა, პირ-
ველად კომპიუტერის გამოყენება რომ ვისწავლე; თოთხმეტისა ვი-
ყავი და მარკი თავის „მაკინტოშზე“ ხატვას მასწავლიდა. ათიოდე
წუთში ხელის შეყოფა და მისი შიგთავსის ნახვა მომინდა. ყვე-
ლაფრის ხელით შეხება მიყვარს, ტექსტურის მოსინჯვა და ფერების
ნახვა მსიამოვნებს. ჰენრისთან ერთად სახლების სანახავად სიარუ-

309
ლს ჭკუიდან გადავყავარ. ასე მგონია, საშინელ დისტანციური მარ-
თვის მანქანას ვატარებ და კედლებს ვახეთქებ. განზრახ.
– ჰენრი, წინააღმდეგი ხომ არა ხარ, ცოტა ხანს მარტომ რომ ვი-
არო?
– არა, არა მგონია, – ცოტა ნაწყენი ჩანს, – შენ თუ ასე გინდა.
– მაინც ხომ იქამდე მივალთ, არა? ანუ არაფერი შეიცვლება.
– ჰო, მართალი ხარ. ჩემზე ნუ იფიქრებ, მაგრამ სხვა ჯოჯოხეთის
ხვრელზე ნუღარ გადაირევი.
დაახლოებით ერთი თვისა და ოციოდე სახლის ნახვის შემდეგ
ვპოულობ. ეინსლიზეა, ლინკოლნსკვერზე, 1926 წელს აშენებული
წითელი აგურით ნაშენი ბუნგალო. კეროლი გასაღების ყუთს ხსნის,
საკეტს ეჯაჯგურება და როცა კარს აღებს, საოცარი შეგრძნება მეუფ-
ლება – ეს ჩემია... უკანა ფანჯარასთან მივდივარ, ეზოში ვიცქირები
და ჩემს სახელოსნოს ვხედავ, ვაზის ფანჩატურიც არის, როცა ვტრი-
ალდები, კეროლი ცნობისმოყვარე სახით შემომცქერის და მე ვამ-
ბობ:
– ამას ვყიდულობთ.
გაკვირვებულია და ცოტა მეტიც.
– დანარჩენის დათვალიერება არ გინდათ? თქვენი ქმარი?
– ოჰ, იმან უკვე ნახა, მაგრამ კეთილი, სახლი დავათვალიეროთ.

შაბათი 19 ივლისი, 1994 წელი


(ჰენრი 31 წლისაა, კლერი 23ის)

ჰენრი: გადავდივართ. მთელი დღეა ცხელა; დილით ჩვენს ბინა-


ში შემოსულ გაღიმებულ მუშებს დასცხათ, რადგან ეგონათ, ორო-
თახიან ბინას ადვილად გაართმევდნენ თავს და შუადღემდე დაას-
რულებდნენ. პირზე ღიმილი შეაშრათ, როცა სასტუმრო ოთახში
კლერის ვიქტორიანული ავეჯი და ჩემი წიგნების სამოცდათვრამეტი
ყუთი ნახეს. ახლა ბნელა და მე და კლერი სახლში დავეხეტებით,
კედლებსა და ალუბლის ხის ფანჯრების რაფებს ხელს ვუსვამთ. ფეხ-
შიშველები ხის იატაკზე დავტყაპუნებთ. კლანჭებზე შემდგარ აბაზა-

310
ნას წყლით ვავსებთ, მძიმე „უნივერსალის“ ქურას ვანთებთ და ვაქ-
რობთ. ფანჯრები შიშველია; შუქს ვაქრობთ, ბუხარს ჭუჭყიან ფან-
ჯრებში ქუჩიდან შემომავალი ლამპიონების შუქი ეცემა. კლერი
ოთახიდან ოთახში დადის, სახლს, ჩვენს სახლს ეალერსება. მე უკან
დავდევ, ვუყურებ, როგორ აღებს კარადებს, ფანჯრებს, ვიტრინებს.
სასადილო ოთახში ცერებზე იწევა და მინის სანათს თითის წვერე-
ბით სწვდება. მერე პერანგს იხდის. ენას მკერდზე ვუსვამ. სახლი
გარს გვეკვრის, გვითვალთვალებს, გვსწავლობს, როცა მის კედ-
ლებში პირველად ვეძლევით სიყვარულს, პირველად, რასაც უამრა-
ვი მერე მოჰყვება, არც მერე გვაცილებს თვალს, როცა იატაკზე ყუ-
თებით გარშემორტყმულები ვწევართ. ჩვენ ჩვენი სახლი ვიპოვეთ.

კვირა, 28 აგვისტო, 1994 წელი


(კლერი 23 წლისაა, ჰენრი 31-ის)

კლერი: ნესტიანი, წებოვანი ცხელი კვირა დღის ნაშუადღევია და


მე, ჰენრი და გომესი ევენსტონში ვართ. საქმე არა გვაქვს.დ დილას
ლაითჰაუზბიჩზე ვატარებთ, მიჩიგანის ტბაში ვერთობით და მზეზე
ვიწვებით. გომესს ქვიშაში დამარხვა უნდა, მე და ჰენრი ვეხმარე-
ბით. მსუბუქად წავიხემსეთ და ვთვლემთ. ახლა ჩერჩსტრიტზე ჩრ-
დილში მივდივართ და მზით გათანგულები ფორთოხლის ნაყინს
ვლოკავთ.
– კლერ, თავი ქვიშით გაქვს სავსე, – ამბობს ჰენრი. ვჩერდები,
წინ ვიხრები და თმას ხალიჩასავით ვფერთხავ. რაც პლაჟზე სილა
იყო, სულ მე მცვივა.
– მე ყურები და ერთი ადგილიც ქვიშით მაქვს გამოტენილი, – ამ-
ბობს გომესი.
– თავში სიამოვნებით წაგითაქებ და რაც რამ გაქვს, ერთიანად
დაგაყრევინებ, დანარჩენს თვითონ მიხედე, – ვეუბნები მე.
ბრიზი უბერავს და სხეულს ვუშვერთ. თმას მაღლა ვიწევ და უმალ
უკეთ ვგრძნობ თავს.
– ახლა რა ვქნათ? – კითხულობს გომესი. მე და ჰენრი ერთმანე-

311
თს შევცქერით.
– ბუკმენელი! – ვიძახით ერთხმად.
გომესი ოხრავს.
– ოჰ, ღმერთო, ოღონდ წიგნების მაღაზიები არა. ღვთისმშობე-
ლო, ღმერთო, თქვენ უშველეთ თქვენს მონამორჩილს.
– ბუკმენელიზე მივდივართ და მორჩა, – მხიარულად ამბობს
ჰენრი.
– დამპირდით, რომ იქ არ დავრჩებით, ვთქვათ... ვთქვათ, სამ სა-
ათზე მეტს.
– მგონი, ხუთზე იკეტება, უკვე სამის ნახევარია.
– შენ ლუდი დალიე, – ამბობს ჰენრი.
– მეგონა, ევენსტონში სასმელი აკრძალული იყო.
– არა, ვგონებ, შეცვალეს. თუ დაამტკიცებ, რომ „ახალგაზრდა
მამაკაცთა ქრისტიანული ასოციაციის წევრი“ არა ხარ, ლუდი შეიძ-
ლება.
– კარგი, წამოგყვებით. ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის.
შერმანზე ვუხვევთ და უკან ვიტოვებთ იმას, რაც ერთ დროს „მარ-
შალ ფილდზსი“ იყო, ახლა ბოტასების მაღაზიაა, იმის, რაც ერთ
დროს „უორსითი თეატრი“ გახლდათ და ახლა „გეპია“. მერე ყვავი-
ლების მაღაზიებისა და ფეხსაცმელების შემკეთებელი სახელოს-
ნოების მწკრივში გავდივართ და ბუკმენელიზე ვუხვევთ. კარს ვაღებ
და ჩაბნელებულ, გრილ მაღაზიაში შევდივართ, მეჩვენება, რომ
წარსულში ამოვყავით თავი.
როჯერი პატარა არეულდარეულ საწერ მაგიდასთან ზის და ვი-
ღაც სახეღაჟღაჟა ჭაღარა კაცს კამერულ მუსიკაზე ელაპარაკება. ჩვ-
ენს დანახვაზე იღიმება.
– კლერ, შენთვის რაღაც მაქვს, – ამბობს ის.
ჰენრი უმოკლესი გზით მაღაზიის უკანა ნაწილში გადის, სადაც
ბეჭდური და ბიბლიოფილური რაღაცები უდევთ. გომესი რწევარწე-
ვით დადის და სხვადასხვა სექციაში პატარპატარა ნივთებს ათვა-
ლიერებს: ვესტერნების განყოფილებაში უნაგირია, მისტიკაში –
ირმებზე მონადირის ქუდი. ბავშვების განყოფილებაში უზარმაზარი

312
თასიდან მარმელადს იღებს, ვერ ხვდება, რომ ის უკვე მრავალი წე-
ლია დევს და ჭამა საშიშია. როჯერს ჩემთვის დეკორატიული ქაღალ-
დების კატალოგი გადაუნახავს, ალაგალაგ ჩვეულებრივი ფურცლე-
ბიც აქვს. უმალ ვხვდები, რომ ეს ნამდვილი მონაპოვარია, სასწრა-
ფოდ საწერი მაგიდის გვერდით მაგიდაზე ვდებ და სხვა რამეების
დაგროვებას ვიწყებ; ამათ აქვე გავეცნობი. მერე თაროებს ზანტად
ვათვალიერებ, ფურცლის მტვრის, წებოს, ხალიჩის და ხის სუნს
ღრმად ვისუნთქავ. ჰენრი ხელოვნების განყოფილებაში ფეხმორ-
თხმული ზის და კალთაში რაღაც გადაშლილი უდევს. მზითაა დამ-
წვარი და ყოველი ღერი თმა ყალყზე უდგას. კიდევ კარგი, შეიჭრა.
მოკლე თმაში მეტად ჰგავს საკუთარ თავს. ვუყურებ, როგორ ივ-
ლებს თმაზე ხელს და მის თითზე დახვევას ცდილობს, მაგრამ ხვდე-
ბა, რომ საამისოდ მეტისმეტად მოკლეა. მისი შეხება, მის სასაცი-
ლოდ გაწებილ თმაზე ხელის გადასმა მინდა, მაგრამ ვტრიალდები
და მოგზაურობის განყოფილებაში ვიჭყიტები.
ჰენრი: კლერი ცენტრალურ დარბაზში ახალმიღებული წიგნების
გვერდით დგას. როჯერს არ უყვარს, როცა ვინმე ისეთ წიგნებში იქე-
ქება, რომელსაც ჯერ ფასი არ ადევს, მაგრამ როგორც შევნიშნე,
კლერს ყველაფრის ნებას აძლევს. თავჩაქინდრული რომელიღაც
წითელ წიგნს დასცქერის. ბულულად შეკრული თმიდან ერთი ღერი
გამოვარდნას ცდილობს, სარაფანის ცალი ბრეტელი მხარზე ჩამო-
ვარდნია და საბანაო კოსტიუმის ნაწილი უჩანს. იმდენად სულში ჩამ-
წვდომი სანახავია, იმდენად ძლიერი, რომ მასთან მიახლოება და
მისი შეხება მინდა, თუ ვერავინ დამინახავს, ალბათ, ვუკბენ კიდეც;
არ მინდა ეს წუთი დასრულდეს; უეცრად გომესს ვამჩნევ, მისტიკის
განყოფილებაში დგას და კლერს ისეთი სახით შესცქერის, რომე-
ლიც ჩემი გრძნობების ზუსტი ანარეკლია და ნათლად ვხედავ...
კლერი თავს სწევს, მიყურებს და ამბობს:
– ჰენრი, შეხედე, ეს პომპეია.
ღია ბარათების პპაწაწინა წიგნს მაწვდის, მაგრამ მეჩვენება,
რომ ამბობს: „ხედავ, შენ აგირჩიე“. ვუახლოვდები, ხელს ვხვევ და
ჩამოვარდნილ ბრეტელს ვუსწორებ. როცა უკან ვიყურები, ჩვენგან

313
ზურგით მდგომ აგათა კრისტის წიგნების თვალიერებაში გართულ
გომესს ვხედავ.

კვირა, 15 იანვარი, 1995 წელი


(კლერი 23 წლისაა, ჰენრი 31-ის)

კლერი: ჭურჭელს ვრეცხავ, ჰენრი კი მწვანე წიწაკას ჭრის. კვირა


საღამოა და ჩვენს უკანა ეზოში ადრიანად ჩამავალი მზის სხივები
თოვლს ვარდისფერს ხდის. ჩილის ვაკეთებთ და „Yellow Submari-
ne-“ს ვმღერით.
In the town whereIwas born
Lived a man who sailed to sea59

ქურაზე შემოდგმულ ტაფაში ხახვი შიშხინებს, როცა “And our frie-


nds are all on board“60- ს ვღიღინებთ, ვხვდები, რომ ჩემი ხმა ეულად
დატივტივებს ჰაერში, ვტრიალდები და ჰენრის ტანსაცმლის გროვას
ვხედავ, დანა ძირს გდია. ნახევარი წიწაკა დასაჭრელ დაფაზე ოდნავ
ირხევა.
ცეცხლს ვაქრობ და ხახვს ხუფს ვაფარებ. ტანსაცმლის გროვის
გვერდით ვჯდები, ვიღებ და მანამ მიჭირავს, სანამ სითბოს დაკარ-
გავს. ვდგები და საძინებელში გავდივარ, ტანისამოსს ვკეცავ და სა-
წოლზე ვდებ. სადილის კეთებას ვაგრძელებ და მარტო ვჭამ, ველი
და ვფიქრობ.

პარასკევი, 3 თებერვალი, 1995 წელი


(კლერი 23 წლისაა, ჰენრი 31-ის და 39-ის)

კლერი: გომესი, ჩარისი და ჰენრი ჩვენს სასადილო მაგიდას უსხე-


დან და „თანამედროვე კაპიტალისტის ტვინის საბურღს“ თამაშობენ.

59
(ინგლ.) „ქალაქში, სადაც მე დავიბადე, ცხოვრობდა ერთი მეზღვაური
60
(ინგლ.) „და ყველა ჩვენი მეგობარი ბორტზეა“

314
გომესმა და ჩარისმა მოიგონეს. მონოპოლის დაფაზე ვთამაშობთ.
კითხვებს ვპასუხობთ, ქულებს ვაგროვებთ, ფულს ვიხვეჭთ და მეგო-
ბარ მოთამაშეებს ექსპლუატაციას ვუწევთ. გომესის რიგია. კამა-
თელს აგორებს, ექვსიანი ჯდება და „საერთო სკივრზე“ ხვდება. ბა-
რათს იღებს.
– კარგი, საზოგადოებრივი კეთილდღეობის თვალსაზრისით
რომელ თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოგონებას შეაფასებთ ექ-
ვსი ქულით?
– ტელევიზორს, – ვამბობ მე.
– ქსოვილის დამარბილებელს, – ამბობს ჩარისი.
– მოძრაობის დეტექტორს, – ენერგიულად აცხადებს ჰენრი.
– მე დენთს ვამბობ.
– ეგ თანამედროვე ნაკლებად არის, – ვეპასუხები მე.
– კარგი. კონვეიერი.
– ორი პასუხი არ შეიძლება, – ამბობს ჰენრი.
– შეიძლება. აბა, ეგ მოძრაობის დეტექტორი რა არის? – ვამბობ
მე.
– ნიუბერის თაროებს შორის მოძრაობის დეტექტორი სულ უკან
დამდევს. ამ კვირაში თაროებს შორის ორჯერ ამოვყავი თავი; გავ-
ჩნდი თუ არა, დაცვა მოვარდა და შემამოწმა. მაგიჟებს.
– არა მგონია, მოძრაობის აღმნუსხველი სენსორების გაუქმებამ
პროლეტარიატს დიდად არგოს. მე და კლერს – ათათი ქულა, ჩა-
რისს – ხუთი კრეატიულობისთვის, ჰენრი სამი უჯრით უკან დაიხევს
საზოგადოების ინტერესებზე მაღლა პირადი კეთილდღეობის დაყე-
ნების გამო.
– ფული მაკლდება. ბანკირო, 200 დოლარი მომეცი, – ჩარისი
ჰენრის ფულს უბრუნებს.
– უფ, – ამბობს გომესი.
ვუღიმი. ჩემი ჯერია. ოთხიანს ვაგორებ.
– პარკფლეისი. ვყიდულობ, – იმისთვის, რომ რამე ვიყიდო, ჯერ
კითხვას სწორად უნდა ვუპასუხო. ჰენრი ერთ ბარათს აძრობს.
– ვისთან ერთად ისურვებდი სადილობას და რატომ: ადამ სმითი,

315
კარლ მარქსი, როზა ლუქსემბურგი, ალან გრინსპენი.
– როზა.
– რატომ?
– ყველაზე საინტერესოდ მოკვდა, – ჰენრი, ჩარისი და გომესი
თათბირობენ და მე პარკფლეისს ვყიდულობ. ჩარისს ფულს ვაძლევ,
ის სიგელს მაწვდის. ჰენრი აგორებს და საშემოსავლო გადასახადზე
ჯდება. საშემოსავლო გადასახადს თავისი საგანგებო ბილეთი აქვს.
ყველანი ვიძაბებით. ის კითხულობს.
– „დიდი ნახტომი წინ“.
– ჯანდაბა.
ჩვენს უძრავ ქონებას ყველანი ჩარისს ვაბარებთ; ის ყველაფერს,
თავის საკუთართან ერთად, ბანკის ქონებაში დებს.
– პარკფლეისისთვის ცოტა ზედმეტია.
– უკაცრავად, – ჰენრი ნახევარ დაფას გადის და სენტჯეიმზზე
ჯდება, – ვყიდულობ.
– ჩემი საცოდავი პატარა სენტ-ჯეიმზი – წუწუნებს ჩარისი. ერთ
ბარათს თავისუფალი პარკინგის ფაილიდან ვაძრობ.
– დღეს იაპონურ იენსა და დოლარს შორის როგორია გაცვლითი
კურსი?
– წარმოდგენა არა მაქვს. ეს შეკითხვა საიდანაა?
– ჩემია, – იღიმება ჩარისი.
– რა არის პასუხი?
– ერთი დოლარი 99.8 იენია.
– კეთილი. სენტჯეიმზს ვერ ყიდულობ. შენი რიგია.
ჰენრი ჩარისს კამათელს აწვდის. ოთხიანს აგორებს და ციხეში
ხვდება. ბარათს იღებს, რომელიც მის დანაშაულს ამცნობს: სამსა-
ხურებრივი კონფიდენციალური ინფორმაციის გამცემი. ვიცინით.
– ეგეთები თქვენ ხართ, – ამბობს გომესი. მე და ჰენრი თავშეკა-
ვებულად ვიღიმებით. ამ დღეებში საფონდო ბირჟაზე სასწაულებს
ვახდენთ. ჩიხიდან გამოსასვლელად ჩარისმა სამ კითხვას უნდა უპა-
სუხოს.
გომესი „შანსბარათების“ დასტიდან ერთს აძრობს.

316
– პირველი შეკითხვა: დაასახელეთ ორი ცნობილი მექსიკელი
მხატვარი, რომლებსაც ტროცკი იცნობდა.
– დიეგო რივერა და ფრიდა კალო.
– კარგი. მეორე შეკითხვა: დღეში რამდენს უხდის „ნაიკი“ ვიეტ-
ნამელ მუშებს იმ აბსურდულად ძვირად ღირებული ბოტასების შე-
კერვაში?
– ოჰ, ღმერთო... ეგ არ ვიცი, სამ დოლარს? ათ ცენტს?
– შენი პასუხი? – სამზარეულოში საზარელი ბრახუნი ისმის.
ვხტებით, მაგრამ ჰენრი კატეგორიულად ამბობს, – დასხედით! –
ვსხდებით. სამზარეულოში გარბის. ჩარისი და გომესი შეცბუნებუ-
ლი მიცქერენ. თავს ვაქნევ.
– არ ვიცი, – ვამბობ მე, მაგრამ ვიცი. დაბალი ხმები და ყრუ ოხ-
ვრა ისმის. ჩარისი და გომესი გაყინულები სხედან, ყურს უგდებენ.
ვდგები და გავდივარ.
ჰენრი იატაკზეა ჩამუხლული და ლინოლეუმზე გართხმულ შიშ-
ველ მამაკაცს შუბლზე სველ ტილოს ადებს, რა თქმა უნდა, ჰენრია.
ჭურჭლის კარადა გადაყირავებულია, მინა ჩამსხვრეული, ჭურჭელი
გადმოყრილი და დალეწილი. ამ ქაოსის შუაგულში ჰენრი წევს, სის-
ხლი სდის და ზედ ნამსხვრევები აყრია. ორივე ჰენრი მე შემომცქე-
რის: ერთი – საცოდავად, მეორე – მავედრებელი სახით. ჰენრის პი-
რისპირ, ჰენრის თავთან ვიმუხლები.
– ამდენი სისხლი საიდან მოდის? – ვჩურჩულებ მე.
– მგონი, თავის ქალიდან, – ჩურჩულითვე მპასუხობს ის.
– მოდი, სასწრაფოს დავუძახოთ, – ვამბობ მე. ჰენრის მკერდი-
დან მინის ნამსხვრევებს ვაცლი. თვალებს ხუჭავს და ამბობს:
– არ გინდა. ვჩერდები.
– წმინდა კატებო! – კარში გომესია ასვეტილი. მის ზურგს უკან
ჩარისი თითის წვერებზე დგას და რამის დანახვას ცდილობს.
– ვაი! – ამბობს და გომესს უკან სწევს. ჰენრი თავის ცალს გენი-
ტალიებზე ჩაის ტილოს აფარებს.
– ოჰ, ჰენრი, არა უშავს, მილიარდობით მოდელი დამიხატავს...
– პირადობის მცირედ შენარჩუნებას ვცდილობ, – სისინებს ჰენ-

317
რი.
ჩარისი ისე იხევს უკან, თითქოს სილა გააწნეს.
– მისმინე, ჰენრი... – გომესი სიტყვებს ვერ პოულობს.
ასეთ დროს აზროვნება მიჭირს.
– ყველა გაჩუმდით, გთხოვთ, – ვამბობ გაბრაზებული ხმით. ჩემ-
და გასაოცრად ჩუმდებიან, – რა ხდება? – ვეკითხები იატაკზე გარ-
თხმულ ჰენრის, რომელიც იმანჭება და გაუნძრევლად წოლას ცდი-
ლობს. თვალს ახელს და სანამ რამეს იტყვის, უხმოდ შემომცქერის.
– ხუთ წუთში წავალ, – ამბობს მისუსტებული ხმით. ჰენრის შესც-
ქერის, – რამე დამალევინეთ.
ჰენრი მიდის და „ჯეკ დენიელსით“ სავსე წვენის ჭიქით ბრუნდება.
თავს მე ვუჭერ, მესამედს ცლის.
– ეს შეიძლება? – კითხულობს გომესი.
– არ ვიცი და არც მაინტერესებს, – ეუბნება იატაკზე გართხმული
ჰენრი, – საშინლად მტკივა, – სუნთქვა უხშირდება, – უკან გაიწიე!
თვალები დახუჭე!
– რატომ? – კითხულობს გომესი.
ჰენრი ისე იკლაკნება, თითქოს სხეულში ელექტრობას უტარებ-
ენ. თავი ძლიერ უხტის და ყვირის:
– კლერ! – მე თვალებს ვხუჭავ. ისეთი ხმა ისმის, თითქოს ზეწარს
ფერთხავენ, მაგრამ ეს გაცილებით მაღალი ხმაა, მერე მინისა და
ფაიფურის კორიანტელი დგება და ჰენრი ქრება.
– ოჰ, ღმერთო! – ამბობს ჩარისი. მე და ჰენრი ერთმანეთს
თვალმოუცილებლად შევცქერით. ეს სულ სხვა რამ იყო, ჰენრი. ეს
ძალიან ძლიერი და მახინჯი რამ იყო. რა გემართება? მისი გაფით-
რებული სახით ვხვდები, რომ არც მან იცის. ვისკის ამოწმებს, მინის
ნამსხვრევები ხომ არ ყრია და ფსკერამდე ცლის.
– ამდენ შუშას რას უზამ? – კითხულობს გომესი ტანისამოსის
ფერთხვით.
ჰენრი დგება და ხელს მიწვდის. სისხლითა და ქაშანურის და ბრ-
ოლის ნამსხვრევებითაა დაფარული. ვდგები და ჩარისს შევცქერი.
სახეზე დიდი ჭრილობა აქვს; ლოყაზე სისხლი ცრემლივით აქვს და-

318
კიდებული.
– ყველაფერი, რაც ჩემი სხეულის ნაწილი არ არის, აქ რჩება, –
გვიხსნის ჰენრი. მერე ამოღებულ კბილს გვაჩვენებს, რომელიც იმი-
ტომ ამოიღო, რომ პლომბი უვარდებოდა, – როცა უკან დავბრუნდე-
ბი, მინა არ მექნება შერჭობილი. ყოველი ნამსხვრევის პინცეტით
ამოღება არ გახდება საჭირო.
– არ გახდება, მაგრამ ჩვენ მაინც ამოვიღებთ, – ამბობს გომესი
და ჩარისს ნამსხვრევებს ფრთხილად აცლის თმიდან. სწორს შვრე-
ბა.

მკითხველთა ლიგა

319
ბიბლიოთეკის სამეცნიერო
ფანტასტიკა

ოთხშაბათი, 8 მარტი, 1995 წელი


(ჰენრი 31 წლისაა)

ჰენრი: მე და მეტი სპეციალურ კოლექციაში წიგნების შეკვრებს


შორის დამალობანას ვთამაშობთ. მე დამეძებს, რადგან ნიუბერის
ქონების განმკარგავებსა და „ქალების წერილების კლუბის“ წევ-
რებს კალიგრაფიის სემინარი უნდა ჩავუტაროთ. ვემალები და სანამ
მიპოვის, ჩაცმას ვცდილობ.
– გეყოფა, ჰენრი, გველოდებიან, – მეძახის ადრეული ამერიკუ-
ლი რეკლამის განყოფილებიდან. მე მეოცე საუკუნის ფრანგი Livres
d’artistes61-ის განყოფილებაში შარვალს ვიცვამ.
– ერთი წუთით, რაღაცას ვეძებ, – ვპასუხობ მე და ვცდილობ გა-
ვიხსენო, ასეთ დროს რომელ მუცელმოგვობას მივმართო. მეტის
ხმა ახლოდან ისმის, როცა ამბობს:
– იცი, მისის კონელის მალე კნუტები ეყოლება. აქედან დროზე
გავიდეთ, – თავს ჩემს რიგში ყოფს და როცა პერანგის საკინძის შეკ-
ვრაში გართულს მხედავს, ამბობს, – რას აკეთებ?
– ბატონო?
– ისევ შიშველი დარბოდი, არა?
– ალბათ, – გულგრილი ხმის მიღებას ვცდილობ.
– ღმერთო, ჰენრი, ეგ ურიკა მომეცი, – მეტი წიგნებით დატვირ-
თულ ურიკას ხელს სტაცებს და სამკითხველო დარბაზისკენ მი-
აქროლებს. ლითონის მძიმე კარი იღება და იხურება. წინდებს და

61
მხატვრის წიგნი – ხელოვნების ნიმუში, რომელშიც ავტორს დამუშავებული აქვს
არა მარტო შინაარსი და ილუსტრაციები, არამედ წიგნის ყველა სხვა ელემენტი.
მხატვრის წიგნი თავისებური შემოქმედებითი მეთოდია, მხატვარი იყენებს წიგნის
ფორმას, როგორც თვითგამოხატვის ძირითად ინსტრუმენტს.

320
ფეხსაცმელს ვიცვამ, ჰალსტუხს ვიკრავ, კოსტიუმიდან მტვერს ვი-
ფერთხავ და ვიცვამ. მერე სამკითხველოში გავდივარ, გრძელ მაგი-
დასთან ხანში შესული მდიდარი ქალებით გარშემორტყმულ მეტის
პირისპირ ვდგები და კალიგრაფიის ისეთ გენიოსებზე მიმდინარე
საუბარში ვერთვები, როგორიც რუდოლფ კოხი 62იყო. მეტი მაგიდა-
ზე ქეჩას აფენს, პორტფოლიოს ხსნის და კოხზე შიგადაშიგ ჭკვიანურ
რამეებს ამბობს. სემინარის დასასრულს ისეთი სახე აქვს, ეგებ გა-
დავრჩე და არ მომკლას. ბედნიერი ქალები ლანჩზე მიდიან. მმე და
მეტი წიგნებს ყუთებში ვაბრუნებთ და ურიკაზე ვაწყობთ.
– ვწუხვარ, რომ დამაგვიანდა, – ვამბობ მე.
– ასეთი ბრწყინვალე რომ არ იყო, ერთი მაგრად მიგბეგვავდით
და Das Manifest der Nachtkultur63-ის ხელახლა აკინძვას დაგავა-
ლებდით.
– ეგეთი წიგნი არ არსებობს.
– გინდა დაგენაძლევო?
– არა, – ურიკას თაროებთან მივაგორებთ და პორტფოლიოებსა
და წიგნებს თაროებზე ვაბრუნებთ. მეტს „ბიუ ტაიში“ ლანჩზე ვპატი-
ჟებ და ყველაფერს თუ არ ივიწყებს, მპატიობს მაინც.

სამშაბათი, 11 აპრილი, 1995 წელი


(ჰენრი 31 წლისაა)

ჰენრი: ნიუბერის ბიბლიოთეკაში ერთი ვერტიკალური ღიობისა


ძალიან მეშინია. გრძელი დერეფნის აღმოსავლეთ ბოლოშია, ოთ-
ხივე სართულს მიუყვება და სამკითხველო დარბაზს წიგნთსაცავი-
დან გამოყოფს. მარმარილოსსაფეხურებიანი და მოჩუქურთმებულ-
მოაჯირიანი ცენტრალურ კიბესავით გრანდიოზული არ არის. უფან-

62
რუდოლფ კოხი (18761934) – გერმანელი კალიგრაფი, ასაწყობი შრიფ-
ტების დამპროექტებელი.
63
(გერმ.) „ღამის კულტურის მანიფესტი“

321
ჯროა. ფლუორესცენციული შუქი, წიდაბეტონის კედლები და ცემენ-
ტის ყვითლად დაზოლილი კიბე აქვს. თითოეული სართულის ბო-
ლოში – ლითონის კარი, მაგრამ ესენი არ მაშინებს. აქ გალია არ
მომწონს.
ოთხი სართულის სიმაღლისაა და ღიობის ცენტრშია. ერთი შე-
ხედვით ლიფტის შახტს ჰგავს, მაგრამ აქ ლიფტი არც ყოფილა და
არც არის. ნიუბერიში მისი დანიშნულება და ან ის, რატომ დააყენეს,
არავინ იცის. ალბათ, იმიტომ, რომ ვინმემ კიბიდან არ ისკუპოს. ჩა-
ლისფრად შეღებილი ფოლადისგანაა ნაკეთი.
როცა ნიუბერიში სამუშაოდ პირველად მოვედი, კათრინმა ყვე-
ლა კუთხეკუნჭული დამათვალიერებინა: წიგნთსაცავი, არტეფაქტე-
ბის ოთახი, აღმოსავლეთით მდებარე გაუქმებული ოთახი, რომელ-
შიც მეტი სიმღერაში ვარჯიშობს ხოლმე, მაკალისტერის საოცრად
არეული კაბინეტი, იზოლირებული სამკითხველო ჯიხური და თანამ-
შრომლების ბუფეტი ამაყად მაჩვენა. როცა ამ ღიობის კარი გააღო,
პანიკამ მომიცვა. გალიის ერთმანეთში გადახლართული მავთულე-
ბის დანახვაზე დამფრთხალი ცხენივით ყალყზე შევდექი.
– ეს რა არის? – ვკითხე მე.
– ჩვენი გალიაა, – სხვათა შორის მომიგო მან.
– ლიფტია?
– არა, უბრალოდ, გალიაა. დიდი არაფერი, არა მგონია, რამე
დანიშნულება ჰქონდეს.
– ოჰ, – მივედი და ჩავიხედე, – ქვემოთ კარი არის?
– არა. მაგაში ვერ შეხვალ.
– ოჰო, – კიბეს ავუყევით და თვალიერება განვაგრძეთ.
მას მერე იმ კიბით ასვლას ვუფრთხი. ვცდილობ იმ გალიაზე არ
ვიფიქრო; არ მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო, მაგ-
რამ ოდესმე იქ რომ მოვხვდე, ალბათ, გამოსვლას ვერ შევძლებ.

მკითხველთა ლიგა

322
პარასკევი, 9 ივნისი, 1995 წელი
(ჰენრი 31 წლისაა)

ჰენრი: მატერიალიზაციას ნიუბერის მეოთხე სართულზე, მამაკა-


ცი თანამშრომლების საპირფარეშოში განვიცდი. რამდენიმე დღე
წასული და 1973 წელში დაკარგული ვიყავი, ინდიანის სოფლებში
დავეხეტებოდი, დაღლილი ვარ, მშიერი და წვერგასაპარსი. ყველა-
ზე უარესი ისაა, რომ ცალი თვალი ჩალურჯებული მაქვს და ტანსაც-
მელს ვერ ვაგნებ. ვდგები, ერთ-ერთ კაბინაში ვიკეტები და ვფიქ-
რობ. ვიღაც შემოდის, შარვლის ელვას იხსნის და პისუართან დგება.
ამთავრებს, იკრავს, წამით ჩერდება და ჩემდა ბედად, სწორედ მაშინ
ვაცემინებ.
– მანდ ვინ არის? – კითხულობს ის. ჩუმად ვზივარ. კარის ღრი-
ჭოდან ვხედავ, რომ რობერტო იხრება და ჩემს ფეხსაცმელს უჭყიტი-
ნებს.
– ჰენრი? მეტს ვეტყვი, ტანისამოსი მოგიტანოს, ჩაიცვი და ჩემ-
თან შემოდი.
რობერტოს კაბინეტში ალანძული შევდივარ და მის პირისპირ
ვჯდები. ტელეფონზე ლაპარაკობს, კალენდრისკენ ვაპარებ თვალს.
პარასკევია. საწერი მაგიდის თავზე საათი 2:17-ს აჩვენებს. ოცდაორ
საათზე ცოტა მეტი ხნის წასული ვყოფილვარ. ყურმილს ფრთხილად
კიდებს და მიყურებს.
– კარი დახურე, – მეუბნება ის. უბრალო ფორმალობაა, რადგან
ჩვენი ოთახების კედლები ჭერამდე არ ადის, მაგრამ ვემორჩილები
და კარს ვხურავ.
რობერტო კალე იტალიური რენესანსის ცნობილი მკვლევარი
და საგანგებო კოლექციების განყოფილების უფროსია. ყველაზე
მხიარული ადამიანი, ოქროს კაცია, წვერიანი და მეგობრული; ახლა
თავისი ბიფოკალური სათვალიდან სევდიანად შემომცქერის და ამ-
ბობს:
– ამას ვეღარ დავუშვებთ და ეს შენც იცი.
– დიახ, ვიცი, – ვამბობ მე.

323
– თუ შეიძლება გკითხავ, რას უნდა უმადლოდე მაგ ფრიად შთამ-
ბეჭდავად ჩალურჯებულ თვალს? – რობერტოს ხმაში ბრაზი ერევა.
– მგონი, ხეს დავეტაკე.
– ჰო, რა თქმა უნდა, ეგრე იქნებოდა. მე თვითონ როგორ ვერ
მივხვდი, – ვსხედვართ და ერთმანეთს შევცქერით, – გუშინ შენს
ოთახში ტანსაცმლის გროვით ხელში შემოსული მეტი შევნიშნე. ეს
პირველი შემთხვევა არ იყო, ვკითხე, სად იპოვემეთქი, მიპასუხა, მა-
მაკაცების საპირფარეშოშიო. დავინტერესდი, რაღა შენს ოთახში
მოჰქონდა და მითხრა, რომ შენსას ჰგავდა; მართალი თქვა და რად-
გან თავად არსად ჩანდი, ტანსაცმელი შენს მაგიდაზე დარჩა.
ცოტა ხანს დუმს, თითქოს ჩემგან რაღაცის თქმას ელის, მაგრამ
თავში არაფერი მომდის. ისევ თვითონ განაგრძობს:
– დღეს დილით კლერმა დარეკა და იზაბელს უთხრა, რომ გრიპი
გაქვს და ვერ მოხვალ.
თავს ხელზე ვაყრდნობ. თვალი მითამაშებს.
– ამიხსენი, რა ხდება, – მომთხოვნი კილოთი ამბობს ის.
დიდი ცდუნების წინაშე ვდგავარ, მინდა ვუთხრა: რობერტო,
1973 წელში ჩავრჩი, ვერ გამოვაღწიე, მანსიში, ინდიანაში, ვიყავი,
რამდენიმე დღე ბეღელში ვიმალებოდი, მერე მისმა პატრონმა მი-
პოვა და მაგარი მომდო, რადგან ეგონა, რომ მის ცხვარს ვეღლაბუ-
ცებოდი. რა თქმა უნდა, ამას ვერ ვიტყვი. ამიტომ ვამბობ:
– მართლა არ მახსოვს, რობერტო, ძალიან ვწუხვარ.
– აჰ, გასაგებია, ვგონებ, პულს მეტი მოიგებს.
– რა პულს?
იღიმება და იმედი მესახება, რომ აღარ მომხსნის.
– მეტი დამენაძლევა, რომ არაფერსაც არ ამიხსნიდი. ამელიამ
ფული უცხოპლანეტელების მიერ გატაცებაზე დადო. იზაბელმა
თქვა, რომ საერთაშორისო ნარკოკარტელის საქმიანობაში ხარ
ჩართული, მაფიამ გაგიტაცა და მოგკლა.
–კათრინმა რა თქვა?
– მე და კათრინს გვჯერა, რომ ფრიად უჩვეულო სექსუალურ
ლტოლვასთან გვაქვს საქმე, რაც სიშიშვლისა და წიგნების სიყვარუ-

324
ლში გამოიხატება.
ღრმად ვსუნთქავ და ვამბობ:
– ეს ეპილეფსიის მსგავსი რამ არის.
რობერტო სკეპტიკურად მიყურებს.
– ეპილეფსია? გუშინ ნაშუადღევს გაქრი. თვალი ჩალურჯებული
და მთელი სახე დაჩხაპნილი გაქვს.დ დაცვას შენობის ყველა კუთ-
ხეკუნჭული გავაჩხრეკინე; როგორც მითხრეს, წიგნთსაცავში ტან-
საცმლის გახდა ჩვევად გაქვს.
ფრჩხილებს დავცქერი. როცა თავს ვწევ, რობერტო ფანჯარას
გაჰყურებს.
– არ ვიცი, რა გიყო, ჰენრი, შენი დაკარგვა არ მინდა; როცა ჩაც-
მულდახურული ხარ, ძალიან... კომპეტენტური ბრძანდები, მაგრამ
ასე არ გამოვა.
ვსხედვართ და რადენიმე წუთი ერთმანეთს უხმოდ შევცქერით.
ბოლოს დუმილს ისევ რობერტო არღვევს:
– მითხარი, რომ აღარ განმეორდება.
– მაგას ვერ გეტყვი. ნეტავ შემეძლოს.
ოხრავს და ხელს კარისკენ იქნევს.
– წადი, წადი, კვიგლის კოლექციის კატალოგი გააკეთე, ცოტა
ხანს პრობლემებს აიცილებ – კვიგლის კოლექცია, რომელიც ახლა-
ხან გვაჩუქეს, ვიქტორიანული ეპოქის ორი ათასზე მეტ ეფემე-
რას64შეიცავს, ძირითადად, საპონზე). მორჩილების ნიშნად თავს
ვუქნევ და ვდგები.
როცა კარს ვაღებ, რობერტო ამბობს:
– ჰენრი, ისე ცუდადაა საქმე, რომ ვერც ამბობ?
ვყოყმანობ.
– ჰო.
რობერტო დუმს. ზურგს უკან კარს ვხურავ და ჩემს კაბინეტში შევ-
დივარ. მეტი საწერ მაგიდასთან ზის და თავისი კალენდრიდან ჩემს-

64
ეფემერა – ნებისმიერი დროებითი ხელნაწერი ან ბეჭდური ჩანაწერი,
რომელიც განკუთვნილი არ არის ხანგრძლივად შესანახად.

325
აში რაღაცას იწერს. ჩემს დანახვაზე თავს მაღლა სწევს.
– სამსახურიდან გაგაგდო? – მეკითხება ის.
– არა.
– რატომ?
– არ ვიცი.
– უცნაურია. ჩიკაგოს წიგნის მკაზმავებს შენ მაგივრად ლექცია
მე ჩავუტარე.
– გმადლობ. ხვალ ლანჩი ჩემზე იყოს.
– ძალიან კარგი.
მეტი კალენდარს ამოწმებს.
– ორმოცდახუთ წუთში კოლუმბიის სტუდენტებს ბეჭდური საქმის
ისტორიის შესახებ გაკვეთილს ვუტარებთ.
თავს ვუქნევ და უჯრებში ვიქექები, იმას ვეძებ, რაც ახლა უნდა
ვაჩვენო.
– ჰენრი?
– ბატონო?
– სად იყავი?
– მანსი, ინდიანა, 1973 წელი.
– აჰა, გასაგებია, – მეტი თვალებს ატრიალებს და სარკასტულად
იცინის, – არა უშავს.

კვირა, 17 დეკემბერი, 1995 წელი


(კლერი 24 წლისაა, ჰენრი 8-ის)

კლერი: კიმის ვსტუმრობ. დეკემბრის თოვლიანი დილაა. საშო-


ბაო საყიდლებზე ვიარე, ახლა კი მის სამზარეულოში ცხელ შოკო-
ლადს ვსვამ, ფეხებს გამათბობელზე ვითბობ და ნავაჭრისა და დე-
კორაციების ამბებს ვყვები. საუბრისას კიმი პასეანსს შლის; ვტკბე-
ბი, ისე ოსტატურად ურევს და შავ ბანქოს წითელზე მარჯვედ დებს.
ქურაზე ხორცი იშუშება. უეცრად სასადილოში რაღაც ხმაური ისმის;
სკამი ვარდება. კიმი თავს სწევს და ტრიალდება.
– კიმი, მაგიდის ქვეშ ვიღაც პატარა ბიჭია, – ვამბობ მე.

326
ვიღაცის ხითხითი ისმის.
– ჰენრი! – იძახის კიმი. პასუხი არ არის. დგება და კარის ზღურ-
ბლთან მიდის, – ჰეი, მეგობარო, გეყოფა, კეთილინებეთ და ჩაიც-
ვით, მისტერ.
კიმი სასადილო ოთახში უჩინარდება. ჩურჩულებს. ხითხითებს.
ისევ ხითხითებს. სიჩუმე ისადგურებს. მერე კარის ზღურბლიდან პა-
ტარა შიშველი ბიჭი შემომცქერის და ქრება. კიმი შემოდის, მაგი-
დასთან ჯდება და პასეანსის გაშლას აგრძელებს.
– ოჰო, – ვამბობ მე.
კიმი იღიმება.
– ასეთი რამ ამ ბოლო დროს იშვიათად ხდება. ახლა, როცა კი
მოდის, მუდამ დიდია; აღარც ისე ხშირად მოდის, როგორც უწინ.
– არასდროს მინახავს ასეთი წინ, მომავალში წასულიყოს.
– მაგასთან ერთად ჯერ ბევრი მომავალი არა გაქვს.
წამით ვფიქრდები, რომ მივხვდე, რას გულისხმობს. როცა ვხვდ-
ები, იმაზე ვფიქრდები, როგორი იქნება ის; მის გაფართოებაზეც
ვფიქრობ; ვფიქრობ იმ დროზე, როცა იმდენად გაიზრდება, რომ წა-
რსულიდანაც მოვა ხოლმე. შოკოლადს ვსვამ და კიმის გაყინულ ეზ-
ოს გავცქერი.
– გენატრება ხოლმე? – ვეკითხები მე.
– ჰო, მენატრება, მაგრამ უკვე დიდია. იცი, როცა პატარა ბიჭის
სახით მოდის, მოჩვენებასავით არის.
თავს ვუქნევ. კიმი პასეანსის გაშლას ასრულებს და ბანქოს სათი-
თაოდ კრებს. მიყურებს და მიღიმის.
– თქვენ ბავშვს როდის აპირებთ? – მეკითხება ის.
– არ ვიცი, კიმი. არც ის ვიცი, შეიძლება თუ არა ბავშვი გვყავდეს.
დგება, ქურასთან მიდის და კერძს ურევს.
– ეგ წინასწარ არავინ იცის.
– მართალია. არავინ იცის.
მოგვიანებით მე და ჰენრი ლოგინში ვწევართ. კვლავ თოვს; რა-
დიატორები ყრუდ წკაპუნებენ. მისკენ ვბრუნდები, ის ჩემკენ.
– მოდი, ბავშვი გავაკეთოთ, – ვამბობ მე.

327
ორშაბათი, 11 მარტი, 1996 წელი
(ჰენრი 32 წლისაა)

ჰენრი: ექიმ კენდრიკს მივაგენი; ჩიკაგოს უნივერსიტეტის სა-


ავადმყოფოსთან თანამშრომლობს. მარტის საზიზღარი წვიმიანი
დღეა. თითქოს მარტი თებერვალზე უკეთესი უნდა იყოს, მაგრამ ჩი-
კაგოში ასე არ არის. ავტობუსში ავდივარ და პირუკუ სკამზე ვჯდები.
მთელი ქალაქი ჩემ თვალწინ მირბის; მალე 59-ე ქუჩაზე ვართ. ჩავ-
დივარ და წვიმაში გზას მივიკვლევ. დილის 9 საათია, ორშაბათი.
ყველა თავის თავშია ჩაკეტილი, გრძელ სამუშაო კვირაში დაბრუნე-
ბა არ სურთ. ჰაიდპარკი მომწონს. ასე მგონია, ჩიკაგოდან გადმოვ-
ვარდი და სხვა ქალაქში ჩავვარდი, კემბრიჯი უნდა იყოს. რუხი ქვის
შენობები წვიმაში ჩამუქებული დგას, ხეებს კი წვიმის სქელი წვეთე-
ბი სწყდება და გამვლელებს ეცემა; ბედისწერისადმი მორჩილების
უმწეო სიმშვიდეს ვგრძნობ; კენდრიკის დარწმუნებას შევძლებ; ამ-
დენი ექიმი ვერ დავარწმუნე, მაგრამ მის დარწმუნებას შევძლებ. ჩე-
მი ექიმი გახდება, რადგან მომავალში ის ჩემი ექიმია.
საავადმყოფოს მეზობელ პატარა შენობაში შევდივარ. ლიფტს
მესამე სართულზე ავყავარ, მინის კარს ვაღებ, რომელსაც ოქროს
ასოებით აწერია ლეგენდების გვარები: „ექიმები ს. პ. სლოანი და დ.
ლ. კენდრიკი“. მიმღებში ჩემს ვინაობას ვასახელებ და ლავანდის-
ფერ ღრმა სავარძელში ვჯდები. მოსაცდელი ოთახი ვარდისფერია-
სამნისფერშია გადაწყვეტილი, ალბათ, ავადმყოფების დასამშვი-
დებლად. ექიმი კენდრიკი გენეტიკოსია და არცთუ შემთხვევით ფი-
ლოსოფოსიც არის; ალბათ, ეს უკანასკნელი პირველს მკაცრი პრაქ-
ტიკული რეალობების გადაწყვეტაში შველის. დღეს აქ ჩემ გარდა
არავინაა. ათი წუთით ადრე მოვედი. კედელზე ფართოზოლიანი
შპალერია გაკრული, ზუსტად „პეპტობისმოლის“ ფერის. ჩემ პირდა-
პირ კედელზე წყლის წისქვილის სურათი კიდია, ძირითადად, მწვა-
ნესა და ყავისფერში შესრულებული. ფსევდოკოლონიური ეპოქის
ავეჯი დგას, ხალიჩა კი ძალიან სასიამოვნოა, სპარსულია, რბილი;
ამ საზიზღარი ოთახისთვის მეცოდება. მიმღები სათნო გარეგნობის

328
შუახნის ქალია, წლების განმავლობაში მიღებული ნამზეურის წყა-
ლობით ძალიან ღრმა ნაოჭები აქვს; ახლაც გარუჯულია; ახლა – ჩი-
კაგოში, მარტში.
9 საათსა და 35 წუთზე დერეფანში ხმები მესმის და მოსაცდელ
ოთახში ქერა ქალი შემოდის, თან ეტლში მჯდომი პატარა ბიჭი ახ-
ლავს. ცერებრალური დამბლა ან რაღაც მსგავსი უნდა ჰქონდეს. ქა-
ლი მიღიმის; მეც ღიმილით ვპასუხობ. ტრიალდება და ვხედავ, რომ
ორსულად არის. მიმღები ქალი მეუბნება:
– შებრძანდით, მისტერ დეტამბლ.
ბიჭს ვუღიმი და მივდივარ. მისი ვეებერთელა თვალები მხედავს,
მაგრამ ღიმილით არ მპასუხობს.
ექიმ კენდრიკის კაბინეტში შესული, ვხედავ, რომ რაღაცას წერს.
ვჯდები, კვლავ წერს. იმაზე ახალგაზრდაა, ვიდრე მეგონა; ორმო-
ცამდე იქნება, მე კი ყველა ექიმი ხანში შესული წარმომიდგენია.
ამას აღარაფერი ეშველება. ბავშვობიდან მომყვება, როცა დაუსრუ-
ლებლად დამატარებდნენ ექიმებთან. კენდრიკს წითელი თმა და
გამხდარი სახე აქვს, წვერიანია და თხელჩარჩოიანი სათვალე უკე-
თია. რაღაცით დ. ჰ. ლოურენსს 65ჰგავს. ნახშირისფერი კოსტიუმი
აცვია და მუქი მწვანე ვიწრო ჰალსტუხი უკეთია, რომელსაც ცისარ-
ტყელისებრი სამაგრი ამშვენებს. იდაყვთან სიგარეტის ნამწვით სავ-
სე საფერფლე უდგას; ოთახი თამბაქოს კვამლითაა გაჟღენთილი,
თუმცა ამწუთას არ ეწევა. ყველაფერი ძალიან თანამედროვეა: მი-
ლისებრი ფოლადი, კრემისფერი ტვილი66, თეთრი ხე. თავს სწევს და
მიღიმის.
– დილა მშვიდობისა, მისტერ დეტამბლ. რით შემიძლია გემსახუ-
როთ? – კალენდარს უყურებს, – თქვენ შესახებ ინფორმაცია არა
მაქვს, არა? რა პრობლემა გაქვთ?

65
იგულისხმება დეივიდ ჰერბერტ ლორენსი (1885-1930) – ინგლისელი
მწერალი, ავტორი რომანებისა „ვაჟიშვილები და საყვარლები“, „ცისარ-
ტყელა“, „ლედი ჩატერლის საყვარელი“ და ა.შ.
66
ტვილი – ერთგვარი მტკიცედ ნაქსოვი ქსოვილი.

329
– Dasein67, – ვპასუხობ მე.
– Dasein? – კენდრიკი კრთება, – ანუ? ეგ როგორ?
– როგორც მითხრეს, ჩემი მდგომარეობა მომავალში ქრონო-
დარღვევის სახელით გახდება ცნობილი. აწმყოში გაჩერება მიჭირს.
– ბატონო?
– დროში ვმოგზაურობ, უნებლიეთ.
კენდრიკი დაბნეული სახით შემომცქერის, მაგრამ გონებას იკ-
რებს. უკვე მომწონს. ცდილობს ისე მომექცეს, როგორც საღ ჭკუაზე
მყოფს, თუმცა, ალბათ, უკვე ფიქრობს, ფსიქიატრი მეგობრებიდან
რომელთან გამგზავნოს.
– გენეტიკოსი რაში გჭირდებათ? თუ როგორც ფილოსოფოსს ისე
მომმართეთ?
– ეს გენეტიკური დაავადებაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ისეთ ადა-
მიანთან საუბარიც მსიამოვნებს, ვისთანაც მის უფრო ფართო კონ-
ტექსტში განხილვას შევძლებ.
– მისტერ დეტამბლ... თქვენ აშკარად ინტელიგენტი ადამიანი
ხართ... ამ დაავადების შესახებ არაფერი მსმენია. ვერაფრით და-
გეხმარებით.
– ჩემი არ გჯერათ?
– მართალი ბრძანდებით, არა.
ნაღვლიანად ვიღიმები. თავს საშინლად ვგრძნობ, მაგრამ უნდა
შევძლო.
– იცით, უამრავ ექიმთან ვყოფილვარ, მაგრამ პირველად შემიძ-
ლია რაღაც გაჩვენოთ, რითიც ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ. რა
თქმა უნდა, არავინ მიჯერებს. თქვენ და თქვენი ცოლი მომავალ თვ-
ეს ბავშვს ელოდებით?
დადარაჯებული მიყურებს.
– თქვენ საიდან იცით?

67
გერმანული ფილოსოფიური ცნება, ჩვეულებრივ ასოცირდება მარტინ
ჰაიდეგერის სწავლებასთან. „დაზაინი“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „მუნყოფი-
ერებას“

330
– რამდენიმე წელში თქვენი ბავშვის დაბადების მოწმობას ვნა-
ხავ. მე ჩემი ცოლის წარსულშიც ვმოგზაურობ ხოლმე. ინფორმაციას
ამ კონვერტში ვინახავ. ეს კონვერტი მაშინ მომცა, როცა აწმყოში
შევხვდით. ახლა მას თქვენ გაძლევთ. თქვენი ვაჟის დაბადების შემ-
დეგ გახსენით.
– ქალიშვილს ველოდებით.
– არა, გოგონა არ არის, – ვამბობ მე, – ახლა ამაზე დავა არ
ღირს. ეს კონვერტი ბავშვის დაბადების შემდეგ გახსენით. არ გადა-
აგდოთ. როცა წაიკითხავთ, თუ ისურვებთ, დამირეკეთ, – ვდგები და
წასასვლელად ვემზადები, – კარგ ბედ-იღბალს გისურვებთ, – ვამ-
ბობ, მაგრამ ამ ბოლო დროს აღარც ბედიღბლის მჯერა. ძალიან მე-
ცოდება, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს.
– კარგად ბრძანდებოდეთ, მისტერ დეტამბლ, – ცივად ამბობს
ექიმი კენდრიკი.
როცა მივდივარ, ლიფტში ვჯდები და ვხვდები, რომ კონვერტს
ხსნის. მასში საბეჭდი ფურცელი დევს, რომელზეც წერია:
კოლინ ჯოზეფ კენდრიკი
6 აპრილი, 1996 წელი, ღამის 1:18
6 გირვანქა და 8 უნცია, კავკასიური რასა, მამრი
დაუნის სინდრომი

შაბათი, 6 აპრილი, 1996 წელი, დილის 5:32


(ჰენრი 32 წლისაა, კლერი 24-ის)

ჰენრი: მთელი ღამე ჩახვეულებს გვძინავს; მთელი ღამე დავდი-


ოდით, ვდგებოდით, ვტრიალებდით, ვდგებოდით და კვლავ ვწვებო-
დით. კენდრიკის ბავშვი ნაშუაღამევს დაიბადა. მალე ტელეფონი
დარეკავს. რეკავს. კლერს უდგას გვერდით, ყურმილს იღებს და ძა-
ლიან ჩუმად ამბობს:
– ალო!
ყურმილს მე მაწვდის.

331
– საიდან იცოდით? საიდან იცოდით? – კენდრიკი ლამის ჩურჩუ-
ლებს.
– ვწუხვარ. ძალიან ვწუხვარ, – წუთით ორივე ვდუმვართ. ვგო-
ნებ, კენდრიკი ტირის.
– ჩემთან, სამსახურში მოდით.
– როდის?
– ხვალ, – ამბობს და ყურმილს კიდებს.

კვირა, 7 აპრილი, 1996 წელი


(ჰენრი 32-ის და 8 წლისაა, კლერი 24-ის)

ჰენრი: მე და კლერი ჰაიდპარკში მივდივართ. მთელი გზა ხმა არ


ამოგვიღია. წვიმს, მინასაწმენდები მოძრაობს, თითქოს წვიმის ღვა-
რად მომავალი ნაკადისა და ქარის რიტმს მიჰყვება.
თითქოს იმ დიალოგს აგრძელებს, რომელიც არ გვქონია, კლე-
რი ისე ამბობს:
– ეგ სამართლიანი არ არის.
– რა? კენდრიკი?
– ჰო.
– ბუნებაა უსამართლო.
– ოჰ, არა. ანუ ჰო, ბავშვის ამბავი ძალიან მწყინს, მაგრამ ჩვენ
თავებს ვგულისხმობ. უსამართლობაა, ამით რომ ვსარგებლობთ.
– გინდა თქვა, რომ უკადრისია?
– ჰო.
ვოხრავ. 57-ე ქუჩიდან გასასვლელი ნიშანი მოჩანს, კლერი სხვა
სავალ ზოლში გადადის და ჩერდება.
– გეთანხმები, მაგრამ გვიანია. მე ვცადე...
– ჰო, დაგვიანებულია.
– ჰო, – ისევ სიჩუმე წვება. კლერს ცალმხრივი ქუჩების ლაბი-
რინთებში გზას ვასწავლი და მალე კენდრიკის სამსახურის შენობის
წინ ვჩერდებით.

332
– გაგმართლებოდეს.
– გმადლობ, – ვნერვიულობ.
– აბა, შენ იცი, – მკოცნის. ერთმანეთს ვუყურებთ და კენდრიკის
წინაშე დამნაშავეებად ვგრძნობთ თავს. იღიმება და სახეს მარი-
დებს. გადმოვდივარ და ნელა მიმავალ მანქანას თვალს ვაყოლებ,
59-ე ქუჩას ტაატით მიუყვება და მიდუეის ჭრის. „შმარტგალერიში“
საქმე აქვს.
ცენტრალური კარი იღება და ლიფტით მესამე სართულზე ავდი-
ვარ. კენდრიკის მოსაცდელ ოთახში არავინაა. შევდივარ და დერე-
ფანს მივუყვები. კარი ღიაა. შუქი ჩამქრალია. საწერ მაგიდასთან,
ჩემკენ ზურგით დგას და ფანჯრიდან წვიმიან ქუჩას გასცქერის. დე-
რეფანში ჩუმად ვდგავარ და ვიცდი. ბოლოს შევდივარ.
ტრიალდება. მის სახეზე მომხდარი ცვლილების დანახვა მაკ-
რთობს. განრისხებული ის სიტყვა არ არის. ცარიელია; რაღაც, რაც
ადრე იყო, გამქრალა. დაცულობა; ნდობა; საკუთარი თავის რწმენა.
იმდენად მიჩვეული ვარ მეტაფიზიკურ სიბრტყეზე ცხოვრებას, აღარ
მახსოვს, რომ სხვებს მყარ ნიადაგზე დგომა ურჩევნიათ.
– ჰენრი დეტამბლი, – ამბობს კენდრიკი.
– გამარჯობა.
– ჩემთან რატომ მოხვედით?
– იმიტომ, რომ უნდა მოვსულიყავი. ეს არჩევანი არ იყო.
– იღბალი?
– რაც გნებავთ, ის უწოდეთ. მოვლენები წრიულ ფორმას იძენს,
როცა თქვენ ჩემს ადგილას ხართ. მიზეზი და შედეგი ერთმანეთში
ირევა.
მაგიდასთან ჯდება. სკამი ჭრაჭუნებს. სხვა ხმა მხოლოდ წვიმის
არის. ჯიბეში სიგარეტს ეძებს, პოულობს და მიყურებს. მხრებს ვი-
ჩეჩ. უკიდებს და მცირე ხანს უხმოდ ქაჩავს. ვათვალიერებ.
– ეგ საიდან გაიგეთ?
– უკვე გითხარით, დაბადების მოწმობა ვნახე.
– როდის?
– 1999- ში.

333
– შეუძლებელია.
– მაშ, თქვენ თვითონ ახსენით.
თავს აქნევს.
– ვერ ვხსნი... ვცდილობ, მაგრამ ვერ ვხსნი. ყველაფერი სწორი
იყო. საათი, დღე, წონა... ანომალია, – სასოწარკვეთილი მიყურებს,
– რა იქნებოდა, სხვა სახელის დარქმევა რომ გადაგვეწყვიტა? მაგა-
ლითად, ალექსის, სემის, ან ფრედის, ან...
თავს ვაქნევ, მაგრამ უეცრად ვჩერდები, როცა ვხვდები, რომ მას
ვბაძავ.
– მაგრამ არ დაარქვით. შორს არ წავალ, არ ვიტყვი, რომ ვერ
დაარქმევდით; უბრალოდ, არ დაარქვით. მე მხოლოდ გითხარით.
მე ტელეპათი არა ვარ.
– შვილები გყავთ?
– არა, – ამაზე ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ მომიწევს, –კოლი-
ნის გამო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მართლა კარგი ბიჭია.
კენდრიკი მაშტერდება.
– მივხვდი, სადაც იყო შეცდომა. ჩვენი ტესტის შედეგები სხვა წყ-
ვილისაში აერიათ; მათი გვარი კენვიკი იყო.
– რომ გაგეგოთ, რას იზამდით?
პირს იბრუნებს.
– არ ვიცი. მე და ჩემი ცოლი კათოლიკეები ვართ, ასე რომ, შე-
დეგი იგივე იქნებოდა. სასაცილოა, რომ...
– ჰო.
სიგარეტს უკიდებს. თამბაქოს კვამლი თავს მატკივებს.
– ეგ როგორ ხდება?
– რა?
– აი, ეგ დროში მოგზაურობა, რომელშიც თითქოს დადიხართ
ხოლმე, – გაჯავრებული ხმა აქვს, – რამე ჯადოსნურ სიტყვებს ამ-
ბობთ თუ მანქანაში ჯდებით?
გასაგებად ახსნას ვცდილობ.
– არა, არაფერს ვაკეთებ. თავისით ხდება ხოლმე. მე ვერ ვაკონ-
ტროლებ. ერთ წუთს ყველაფერი კარგადაა, უეცრად კი სადღაც სულ

334
სხვა დროში ვარ. როგორც არხების გადართვისას ხდება. სხვა დრო-
სა და ადგილას ვარ ხოლმე.
– ჩემგან რა გინდათ? რითი დაგეხმაროთ?
მეტი ეფექტისთვის წინ ვიხრები და ვამბობ:
– მიზეზის დადგენა და ამის ბოლოს მოღება მინდა.
იღიმება, მაგრამ ეს მეგობრული ღიმილი არ არის.
– რად გინდათ? როგორც ვატყობ, კარგი რამ არის. ისეთი რამეე-
ბი იცით, რაზეც სხვებს წარმოდგენა არა აქვთ.
– საშიშია. ადრე თუ გვიან, მომკლავს.
– ვერ ვიტყვი, რომ მაგის წინააღმდეგი ვარ.
გაგრძელებას აზრი არა აქვს. ვდგები და კარისკენ მივდივარ.
– ნახვამდის, ექიმო კენდრიკ.
დერეფანს ნელა მივუყვები და ველი, რომ დამიძახებს, მაგრამ
არ მეძახის. ლიფტთან ვდგავარ სევდიანი და ვფიქრობ, რომ ის, რაც
მოხდა, ასე უნდა მომხდარიყო და მომავალში ყველაფერი თავისით
გამოსწორდება. კარს ვაღებ და ქუჩის გადაღმა მანქანაში მჯდომ
კლერს ვხედავ; მელის. როცა თავს ატრიალებს, სახეზე ისეთი იმე-
დი, ისეთი მოლოდინი აქვს აღბეჭდილი, რომ ნაღველი მიპყრობს,
მისთვის სიმართლის თქმის მეშინია. მისკენ მიმავალს ყურები მიწუ-
ის, წონასწორობას ვკარგავ და ვეცემი, მაგრამ მოკირწყლული ქუ-
ჩის ნაცვლად ხალიჩას ვენარცხები და მანამ ვწევარ, სანამ ბავშვის
ნაცნობი ხმა არ მესმის:
– ჰენრი, კარგად ხარ? – თავს ვწევ და რვა წლის ჩემს თავს ვხე-
დავ, საწოლში ზის და შემომცქერის.
– კარგად ვარ, ჰენრი, – დაეჭვებული სახით მიმზერს, – არა,
მართლა კარგად ვარ, ჰენრი, – ვამბობ მე.
– „ოვალტინი“ გინდა?
– ჰო, რა თქმა უნდა.
საწოლიდან ჩამოდის და დერეფანში გადის. შუაღამეა. სამზა-
რეულოში საქმიანობს და ორი ფინჯანი შოკოლადით ბრუნდება. ნე-
ლა და უხმოდ ვსვამთ. როცა ვამთავრებთ, ჭიქები სამზარეულოში
გააქვს და რეცხავს. კვალს არ ვტოვებთ. როცა ბრუნდება, ვეკითხე-

335
ბი:– რა ხდება?
– ბევრი არაფერი, დღეს სხვა ექიმთან ვიყავით.
– მართლა? მეც. ვისთან?
– გვარი დამავიწყდა. ბებერი იყო და ბანჯგვლიანი ყურები ჰქონ-
და.
– მერე?
მხრებს იჩეჩს და ამბობს:
– არ დამიჯერა.
– ჰო, თავი დაანებე. არ დაგიჯერებენ. იმან, რომელთანაც დღეს
ვიყავი, ვგონებ, დამიჯერა, მაგრამ დახმარება არ უნდა.
– ეგ როგორ?
– მგონი, არ მოვეწონე.
– ოჰ. საბანი გინდა?
– ჰო, ალბათ. ერთი მომეცი.
ჰენრის საწოლს ერთ პლედს ვაცლი და იატაკზე ვაფენ.
– ძილი ნებისა, მოსვენებისა.
ჩემი პატარა ორეულის კბილები ღამის სიბნელეში თეთრად ანა-
თებს.მ მერე იკუნტება და პატარა, დაგორგლილ მძინარე ბიჭუნად
იქცევა. ჭერს შევცქერი და ჩემს თავს კლერთან დაბრუნებას ვთხოვ.
კლერი: შენობიდან გამოსულ ჰენრის საწყალი გამომეტყველება
აქვს, რაღაცას ყვირის და ქრება. მანქანიდან ვხტები და იმ ადგი-
ლისკენ მივრბივარ – სადაც სულ წამის წინ ჰენრი იყო, ახლა ტან-
საცმლის გროვაღა აგდია. ყველაფერს ვკრეფ, რამდენიმე წამს უძ-
რავად ვდგავარ და ვხედავ, რომ მესამე სართულის ფანჯრიდან
ვიღაც კაცი მიყურებს. მერე ქრება. მანქანასთან მივდივარ, ვჯდები,
ჰენრის ღია ცისფერ პერანგს და შავ შარვალს დავცქერი და ვფიქ-
რობ, აქვს თუ არა აქ დარჩენას აზრი. ხელჩანთაში „ბრაიდსჰედში
დაბრუნება“ მიდევს, ამიტომ გადავწყვეტ, მცირე ხანს დავრჩე, იქნებ
ჰენრი გამოჩნდეს. ისაა, წიგნის ძებნას ვიწყებ, როცა ჩემი მანქანის-
კენ სირბილით მომავალ წითურ კაცს ვხედავ. მგზავრის კართან
ჩერდება და თვალმოჭუტული მიცქერს. კენდრიკი უნდა იყოს. სა-
კეტს წკაპანით ვაღებ, მანქანაში ჯდება, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ

336
უყრის.
– გამარჯობა – ვამბობ მე, – თქვენ დეივიდ კენდრიკი უნდა იყ-
ოთ. მე კლერ დეტამბლი ვარ.
– დიახ, – სულ იბნევა, – დიახ, დიახ, თქვენი ქმარი...
– ჰო, გაუჩინარდა დღისით-მზისით.
– დიახ!
– როგორც ჩანს, გიკვირთ.
– რა ვიცი...
– არაფერი უთქვამს? ასე მოსდის ხოლმე, – ეს კაცი ჩემზე დიდ
შთაბეჭდილებას ვერ ახდენს, მაგრამ ჯიუტად ვაგრძელებ, – ვწუხ-
ვარ თქვენი ბავშვის გამო. ჰენრი ამბობს, რომ ძალიან საყვარელია,
საოცრად ხატავს და წარმოსახვის ჩინებული უნარი აქვს. გოგონაც
ნიჭიერი გყავთ და ყველაფერი კარგად არის. აი, ნახავთ.
პირდაღებული მიყურებს.
– ჩვენ გოგონა არა გვყავს. მხოლოდ კოლინი...
– გეყოლებათ. ნადია ერქმევა.
– ეს ისეთი შოკი იყო. ჩემი ცოლი ძალიან გაღიზიანებულია...
– ყველაფერი კარგად იქნება.
ჩემდა გასაოცრად უცნობი ტირილს იწყებს, მხრები უთრთის, სა-
ხეს ხელებში რგავს. უეცრად ჩერდება და თავს მაღლა სწევს. „კლი-
ნექსს“ ვაწვდი და ცხვირს იხოცავს.
– ძალიან ვწუხვარ, – იწყებს ის.
– არა უშავს. რა მოხდა თქვენსა და ჰენრის შორის? ალბათ, რა-
ღაც ცუდი.
– საიდან იცით?
– სტრესში იყო, ამიტომაც დაკარგა აწმყოსთან შეხება.
– სად არის? – კითხულობს და მანქანას ისე ათვალიერებს, თით-
ქოს სადმე ვმალავდე.
– არ ვიცი. აქ არ არის. იმედი გვქონდა, რომ უშველიდით, მაგ-
რამ როგორც ვატყობ, შევცდით.
– ვერ ვხვდები, როგორ...
უეცრად ჰენრი სწორედ იმ ადგილას ჩნდება, საიდანაც გაქრა.

337
ოციოდე ფუტში მანქანა მოდის, მკვეთრად ამუხრუჭებს, ჰენრი
ჩვენი მანქანის კაპოტზე ვარდება. მძღოლი ფანჯარას სწევს, ჰენრი
შეუმჩნევლად უკრავს თავს, ის რაღაცას ყვირის და თავისი გზით მი-
დის. ჩემი სისხლის გუგუნი ყურებში მესმის. ენაჩავარდნილ კენ-
დრიკს ვუყურებ. მანქანიდან ვხტები; ჰენრი კაპოტიდან ჩამოდის.
– გამარჯობა, კლერ. რა ახლოს იყო, არა? – ამბობს ის. ვეხვევი.
კანკალებს, – ჩემი ტანსაცმელი შენ გაქვს?
– კი, აქ მაქვს. კენდრიკიც აქ არის.
– რა? სად?
– მანქანაში.
– რატომ?
– დაგინახა, რომ გაქრი და იმიტომ.
ჰენრი თავს მძღოლის ფანჯარაში ყოფს.
– გამარჯობა, – ამბობს, ტანსაცმელს იღებს და იცვამს. კენდრიკი
მანქანიდან გადმოდის და მძიმე ნაბიჯით ჩვენკენ მოდის.
– სად იყავი?
– 1971-ში. ჩემს ძველ საძინებელში ჩემს რვა წლის თავთან ერ-
თად, ღამის პირველ საათზე „ოვალტინს“ ვსვამდი. ერთი საათი დავ-
რჩი. რატომ მეკითხებით? – ჰენრი კენდრიკს გულგრილად ათვა-
ლიერებს და ჰალსტუხს იკრავს.
– წარმოუდგენელია.
– რამდენიც გენებოთ, იმდენი გაიმეორეთ, საუბედუროდ სიმარ-
თლეა.
– რვა წლისად იქეცით?
– არა. მამაჩემის სახლში, ჩემს ძველ საძინებელში ვიჯექი, 1971
წელი იყო, მე ასეთივე ვიყავი, როგორიც ვარ – ოცდათორმეტი წლ-
ის და ჩემს რვა წლის თავს ველაპარაკებოდი. ექიმის პროფესიასა
და მათ სკეპტიციზმზე ვსაუბრობდით.
ჰენრი მანქანას გარს უვლის და გვერდითა კარს აღებს.
– კლერ, წავედით, აზრი არა აქვს.
მძღოლის კარს ვაღებ.
– ნახვამდის, ექიმო კენდრიკ, კოლინს სიკეთეს ვუსურვებ.

338
– მოიცადეთ, – კენდრიკი ცოტა ხანს დუმს, აზრებს იკრებს, – ეს
დაავადება გენეტიკურია?
– დიახ, – პასუხობს ჰენრი, – გენეტიკურია, ჩვენ კი ბავშვი გვინ-
და.
სევდიანად იღიმება.
– ცოტა სარისკო წამოწყებაა.
მეც ვუღიმი და ვამბობ:
– ჩვენ რისკს მიჩვეული ვართ. ნახვამდის.
მე და ჰენრი მანქანაში ვსხდებით და მივდივართ. როცა ლე-
იკშორდრაივზე გავდივარ, ჰენრისკენ ვაპარებ თვალს; ჩემდა გასა-
ოცრად, გაბადრულია და იღიმება.
– რა გიხარია?
– კენდრიკი. ბოლომდე გაება.
– ეგრე გგონია?
– ჰო.
– ძალიან კარგი, მაგრამ ცოტა დაძაბული ჩანდა.
– არა.
– კარგი.
შინისკენ უხმოდ მივდივართ, მანქანაში სიჩუმეა, მაგრამ იმისგან
განსხვავებული, რომელიც აქეთობისას იდგა. იმ საღამოს კენდრიკი
ჰენრის ურეკავს, შეხვედრას ნიშნავენ. ეგებ მოძებნონ გზა, რომლი-
თაც ჰენრის აქ და ახლა შეაკავებენ.

პარასკევი, 12 აპრილი, 1996 წელი


(ჰენრი 32 წლისაა)

ჰენრი: კენდრიკი თავჩაქინდრული ზის. ცერა თითები მისი მტევ-


ნების მთელ პერიმეტრზე ისე დარბის, თითქოს ხელებიდან თავის
დაღწევას ცდილობს. საღამოს პირია და მის კაბინეტს მზის ოქროს-
ფერი სინათლე ადგას; არ იძვრის, მხოლოდ მისი ცერები დარბიან,
და მისმენს. წითელი ინდური ხალიჩა, ტვილის ჩალისფერი სავარ-
ძლები და წითლად აბრიალებული ფოლადის მილაკები; როდესაც

339
მისმენს, კენდრიკის „ემელის“ ყუთი უძრავად დევს. სათვალის ოქ-
როს ჩარჩო მზის სინათლეზე ბზინავს. მარჯვენა ყურის კიდე წით-
ლად უვარვარებს; მელიისფერი თმა და ვარდისფერი კანი ისე უე-
ლავს, როგორც ჩვენ შორის მდგარი ჯამიდან თავამოყოფილი ყვი-
თელი ქრიზანთემები. მთელი ნაშუადღევია ასე ზის და უხმოდ მის-
მენს.
ყველაფერი ვუამბე: როგორ დაიწყო, როგორ მივხვდი ყველა-
ფერს, როგორ ვიბრძვი თავის გადასარჩენად, რა კარგია, როცა ყვე-
ლაფერი წინასწარ იცი და რა საშინელებაა, როცა იცი, რომ უძლური
ხარ და ვერაფერს ვერსად გაექცევი. ჩუმად ვსხედვართ. თავს სწევს
და მიყურებს. წყლისფერ თვალებში ისეთი სევდა უდგას, რომლის
წაშლაც მინდა; ახლა, როცა ყველაფერი გადმოვულაგე, ჩემი ნათ-
ქვამის სათითაოდ აკრეფა, აქედან წასვლა და მისი ამაზე ფიქრის
ტვირთისგან გათავისუფლება მინდა. სიგარეტის კოლოფს იღებს,
ერთ ცალს არჩევს, ანთებს, ისუნთქავს და ცისფერ კვამლს აბოლ-
ქვებს; სინათლის გადაკვეთისას თეთრდება.
– ძილის მხრივ პრობლემები გაქვს? – მეკითხება ის. ამდენი ხნის
დუმილისგან ხმა ჩაეხრინწა.
– ჰო.
– ხომ არ არის დღის რომელიმე კონკრეტული დრო, როდესაც...
ქრები ხოლმე?
– არა... ან შეიძლება ვთქვათ, რომ დილაადრიან უფრო ხშირად
მომდის, ვიდრე სხვა დროს.
– თავის ტკივილი გაწუხებს?
– დიახ.
– შაკიკი?
– არა. საშინელი ტკივილია, მხედველობის დაბინდვით, აურე-
ბით...
– ჰმ, – კენდრიკი დგება. მუხლები უტკაცუნებს. კაბინეტში ბოლ-
თას სცემს, ეწევა და ნოხის კიდეზე დადის. ვღიზიანდები, მაგრამ
ჩერდება და ჯდება, – მისმინე, არსებობს ერთი რამ, რასაც ბლოკი-
რებულ გენებს ვეძახით. ძილ-ღვიძილის რიტმს აკონტროლებს,

340
მზესთან სინქრონში გვამყოფებს თუ რაღაც ამის მსგავსი. მთელ
ორგანიზმში სხვადასხვა ტიპის უჯრედებში აღმოვაჩინეთ, ყველაზე
მჭიდროდ კი მხედველობას უკავშირდება. როგორც ვატყობ, ბევრ
სიმპტომს ვიზუალურად განიცდი. ჰიპოთალამუსის სუპრაქიაზმატუ-
რი ბირთვი, რომელიც ზუსტად ოპტიკური ქიასმის თავზეა, ერთგვა-
რი რესტარტის ღილაკის ფუნქციას ასრულებს, დროის შეგრძნებას
განკარგავს – მისით უნდა დავიწყოთ.
– ჰო, რა თქმა უნდა, – ვპასუხობ მე, რადგან ისე გამომცდელად
შემომცქერის, თითქოს პასუხს ელის. დგება, აქამდე ჩემთვის შეუმ-
ჩნეველ კართან დიდი ნაბიჯებით მიდის და წუთით უჩინარდება. უკან
დაბრუნებულს ლატექსის ხელთათმანები და შპრიცი უჭირავს.
– სახელო აიწიე, – მიბრძანებს ის.
– ეს რა არის? – ვეკითხები და სახელოს იდაყვამდე ვიწევ. არ
მპასუხობს. შპრიცს ხსნის, მკლავზე ბამბას მისვამს, მინასკვავს და
ოსტატურად მარჭობს. კანს დავყურებ.
მზე გადასულა. კაბინეტში ბნელა.
– ჯანმრთელობის დაზღვევა გაქვს? – მეკითხება, ნემსს მაძრობს
და სახვევს მხსნის. ნანემსარზე ბამბასა და სალბუნს მაკრავს.
– არა, ყველაფერს თვითონ გადავიხდი, – თითებს ნანემსარზე
ვიჭერ და იდაყვს ვხრი.
ეღიმება.
– არა, არა, შენ ჩემი პატარა სამეცნიერო ექსპერიმენტი იქნები.
ჩემი ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის გრანტით ავტოსტო-
პით წახვალ.
– რისთვის?
– აქ არაფერს ვაკეთებთ, – ამბობს, წამით ჩერდება, ნახმარ
ხელთათმანს კეცავს და ჩემი სისხლით სავსე სინჯარას ანჯღრევს, –
შენი დნმის რიგითობა უნდა შევისწავლოთ.
– ალბათ, წლები დასჭირდება.
– კი, სჭირდება, როცა მთლიან გენომს სწავლობ. ჩვენ ყველაზე
მეტი ალბათობის უბნებს გამოვიკვლევთ. მე-17 ქრომოსომით და-
ვიწყებთ, – ლატექსის ხელთათმანს და შპრიცს პატარა ყუთში ყრის,

341
ზედ „ბიონარჩენები“ აწერია და სინჯარას რაღაცას აწერს. ჩემ პირ-
დაპირ ჯდება და „ქემელის“ ყუთის გვერდით დებს.
– ადამიანის გენომის თანამიმდევრობას 2000 წლამდე ვერ შე-
ისწავლიან და რას შეადარებ?
– 2000-ში? ასე მალე? დარწმუნებული ხარ? ჰო, ალბათ, ხარ. შე-
ნი შეკითხვის პასუხად გეტყვი, რომ შენი დაავადების მსგავსი ნების-
მიერი სხვა დაავადება, ერთგვარი შეფერხებაა, კოდის რაღაც მო-
ნაკვეთის გამეორება და ცუდ რამეებს იწვევს. მაგალითად, ჰანტინ-
გტონის დაავადების მიზეზი მეოთხე ქრომოსომაზე ზედმეტი CAG
ტრიპლეტია.
წელში ვსწორდები და ვიზმორები. ყავა არ მაწყენდა.
– აჰ, სულ ეგ არის? შეიძლება გავიქცე და ვითამაშო?
– თავის სკანირება გახდება საჭირო, მაგრამ არა დღეს. საავად-
მყოფოში ვიზიტზე ჩაგწერ, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია,
სკანირება და რენტგენი დამჭირდება. ჩემს მეგობარ ალან ლარსონ-
თან გაგგზავნი; ჩვენს კამპუსში ძილის ლაბორატორია აქვს.
– საინტერესოა, – ვამბობ და ნელა ვდგები, რათა სისხლი უცბად
არ მომაწვეს თავში.
კენდრიკი თავს გვერდზე ხრის და მაცქერდება. მის თვალებს ვერ
ვხედავ, სათვალე უპრიალებს და შიგ არაფერი ჩანს.
– მაგარია; რაც მთავარია, დიდი თავსატეხია და გვაქვს ინსტრუ-
მენტი, რომლითაც დავადგენთ...
– რას?
– იმას, რაც არის. იმას, რაც შენ ხარ, – იღიმება; უსწორმასწორო
და ჩაყვითლებული კბილები აქვს. დგება, ხელს მიწვდის, ვართმევ
და მადლობას ვუხდი; უხერხული დუმილი წვება: მთელი დღის ასე-
თი ინტიმური საუბრის შემდეგ კვლავ უცხოები ვართ. მისი კაბინეტი-
დან გავდივარ, კიბეზე ჩავდივარ, ქუჩაში გავდივარ, სადაც მზე მე-
ლის. ის, რაც მე ვარ. რა ვარ? მე რა ვარ?

მკითხველთა ლიგა

342
ძალიან პატარა ფეხსაცმელი

გაზაფხული, 1996 წელი


(კლერი 24 წლისაა, ჰენრი 32-ის)

კლერი: ჩემი და ჰენრის ქორწინების მეორე წლისთავზე ბევრი


განსჯისა და ლაპარაკის გარეშე ბავშვის გაჩენა ვცადეთ. ვიცოდი,
რომ დიდად იმედიანად არ იყო, მაგრამ მიზეზი არც მას ვკითხე და
არც საკუთარ თავს. ვშიშობდი, რომ მომავალში უბავშვოდ ვყავდი
ნანახი და ამაზე ლაპარაკისგან თავს ამიტომ ვიკავებდი. არც იმაზე
მინდოდა ფიქრი, რომ ჰენრის დროში მოგზაურობა მემკვიდრეობი-
თი იყო და ამის გამო ბავშვის ყოლაზე ფიქრი არ ღირდა.ა ბევრ მნიშ-
ვნელოვან რამეზე ფიქრს გავურბოდი, რადგან ბავშვით ვიყავი
მთვრალი: ბავშვით, რომელიც ძალიან ემსგავსებოდა ჰენრის, შავი
თმითა და ლამაზი თვალებით, ჩემი თეთრი კანით, რომელსაც რძი-
სა და ტალკის ფხვნილის სუნი ექნებოდა; ცომივით აფუებული
ჩვილი მინდოდა, რომელიც იღუღუნებდა და უბრალო რამეებზე გუ-
ლიანად იხითხითებდა, პატარა მაიმუნი, ფორთხიალა ბავშვი. ძილ-
შიც ბავშვები მესიზმრებოდა. ხეზე მივცოცავდი და ჩიტის ბუდეში პა-
ტარა ფეხსაცმელს ვპოულობდი; უეცრად აღმოვაჩენდი, რომ კა-
ტა/წიგნი/სანდვიჩი, რომელიც ხელში მეჭირა, ბავშვი იყო; ტბაში
ვცურავდი, ფსკერამდე ვყვინთავდი და იქაც უამრავი ბავშვი მხვდე-
ბოდა.
ყველგან ბავშვებს ვხედავდი; „ეი ენდ პიში“ პატარა წითელქუდა
გოგო აცემინებს; „გოლდენ უოკის“ (საუცხოო ვეგეტარიანული მაჭ-
კატების საბრძანებელი) პატრონების შვილი, პაწაწინა ჩინელი ბი-
ჭუნა; „ბეტმენის“ კინოთეატრში ჩაძინებული თითქმის მელოტი ჩვი-
ლი. „ჯისიპენის“ გასახდელ ოთახში ერთმა კეთილმა ქალმა თავისი
სამი თვის გოგონას ხელში დაჭერის ნება მომცა; თავი შევიკავე – იმ
მოვარდისფომოჩალისფრო სავარძლიდან არ წამოვხტი და მკერ-
დზე მიკრულ პატარა არსებასთან ერთად არ გავიქეცი.
ჩემს სხეულს ბავშვი უნდოდა. სიცარიელეს ვგრძნობდი და სისა-

343
ვსე მინდოდა. მინდოდა ისეთი ვინმე მყვარებოდა, ვინც არ დამტო-
ვებდა; ვინც ყოველთვის ჩემთან იქნებოდა. მინდოდა ამ ბავშვში
ჰენრი ყოფილიყო და მისი წასვლის შემდეგ ის, მისი ნაწილი მაინც
დარჩენილიყო ჩემთან... ცეცხლის, წყალდიდობის ან ღვთივმოვლე-
ნილი სხვა ბუნებრივი უბედურების დროს დაზღვევა მჭირდებოდა.

კვირა, 2 ოქტომბერი, 1966 წელი


(ჰენრი 33 წლისაა)

ჰენრი: ეპლტონში, ვისკონსინში, ვაშლის ხეზე მოხერხებულად


ვზივარ, კმაყოფილი ვარ, 1966 წელია, ვიღაცის მზეზე გასაშრობად
გამოფენილი სარეცხიდან აწაპნილი თეთრი მაისური მაცვია და თი-
ნუსის სანდვიჩს ვჭამ. ჩიკაგოში კი სამი წლის ვარ; დედა ცოცხალია
და ჯერ არც ეს დედააფეთქებული ქრონორაღაც მაქვს. ჩემს ყოფილ
პატარა თავს ვესალმები; ჩემს პატარაობაზე ფიქრისას კლერი მახ-
სენდება და ის, თუ როგორ ვცდილობთ ბავშვის ჩასახვას. ერთი
მხრივ, ძალიან მონდომებული ვარ; მინდა ბავშვი ვაჩუქო და საზამ-
თროსავით გავბერო, მინდა დემეტრა 68 ვნახო თავის დიდების ჟამს.
ნორმალური ბავშვი მინდა, ისეთი, რომელიც იმას გააკეთებს, რა-
საც ნორმალური ბავშვები აკეთებენ ხოლმე: ძუძუს მოწოვს, ჩემს
თითს ჩაბღუჯავს, ჩაისვრის, დაიძინებს, გაიცინებს; გვერდზე გადა-
გორდება, წამოჯდება, ივლის, იღუღუნებს. მინდა ვნახო, როგორ და-
არწევს მამაჩემი შვილიშვილს მოუხეშავად და უხერხულად; მე მა-
მას ცოტა ბედნიერება მოვუტანე – გამოვისყიდი, ეს მისი სალბუნი
იქნება. კლერის სალბუნიც. როცა მისგან წავალ, ჩემს ნაწილს და-
ვუტოვებ.
მაგრამ: მაგრამ ვიცი, რომ ეს თითქმის გამორიცხულია. ალბათ,
ჩემი შვილიც ჩემსავით მოულოდნელად გაქრება ხოლმე, ისე აორ-

68
ბერძნულ მითოლოგიაში ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების ღვთა-
ება

344
თქლდება, თითქოს ფერიებმა გაიტაცეს. მაშინ, როცა კლერის თავ-
ზე ჟინმორეული ვქოშინებ, ვგმინავ და გული ყელში მებჯინება, ღმ-
ერთს ვევედრები, სექსის მაგიამ ბავშვი მოგვცეს, ჩემი მეორე ნაწი-
ლი კი იმავე ღმერთს დანდობას სთხოვს. მაიმუნის თათის და იმ სამი
ნატვრის ამბავი მახსენდება, რომლებიც ასე ბუნებრივად და საშინ-
ლად გამომდინარეობდა ერთმანეთისგან. ნეტავ ჩვენი ოცნებაც მი-
სი მსგავსი ხომ არ არის?
მე მხდალი ვარ. უკეთესი მამაკაცი კლერს მხრებში ხელს ჩაავ-
ლებდა და ეტყოდა: „სიყვარულო, ეს შეცდომაა, მოდი, მივიღოთ
ყველაფერი ისე, როგორც არის, ასე ვიყოთ ბედნიერები“. მაგრამ
ვიცი, რომ არ დათანხმდება, ინაღვლებს. ამიტომ იმედი მაქვს; იმედ-
სა და საღ აზრს მოკლებული იმედი, და კლერს ისე ვეალერსები,
თითქოს სიკეთეს ველი.

ერთი

ორშაბათი, 3 ივნისი, 1996 წელი


(კლერი 25 წლისაა)

კლერი: როცა ეს პირველად ხდება, ჰენრი აქ არ არის. ფეხმძი-


მობის მერვე კვირაა. ბავშვი ქლიავის ზომისაა, სახე და ხელები აქვს
და გული უცემს. ახალი მოსაღამოებულია, ადრეული ზაფხულია,
ჭურჭლის რეცხვისას მოიისფრო-მოვარდისფრო და ნარინჯისფერ
ღრუბლებს ვხედავ. ჰენრი ორი საათის წინ გაქრა. გაზონის მოსარ-
წყავად გავიდა; ნახევარი საათის შემდეგ მივხვდი, რომ სარწყავი არ
ჩაურთავს, უკანა კარიდან გავიხედე და ფანჩატურის ახლოს მისი
ტანისამოსის გროვა დავინახე. გავედი, მისი ჯინსი და Kill Your
Television წარწერიანი მაისური ავიღე, დავკეცე და საწოლზე დავ-
დე. სარწყავის ჩართვა მინდა, მაგრამ არა – ჰენრი რომ დაბრუნდეს,
გაიწუწება და გაჯავრდება.
ყველიანი მაკარონი და სალათა გავამზადე, ვიტამინები დავლიე

345
და ერთი ჭიქა უცხიმო რძე მივაყოლე. ჭურჭლის რეცხვისას ვღიღი-
ნებ და ვფიქრობ, რომ ჩემს სხეულში მჯდომ პაწაწუნას ჩემი ღიღინი
ესმის, ვდგავარ, სალათის ჯამს გულმოდგინედ ვრეცხავ და ჩემი სხე-
ულის სიღრმეში, სადღაც მენჯის არეში, მწვავე ტკივილს ვგრძნობ.
ათი წუთის შემდეგ სასტუმრო ოთახში ვზივარ, ჩემს საქმეებზე ვფიქ-
რობ და ლუი დებერნიეს ვკითხულობ. მეორდება, თითქოს შიგნეუ-
ლობას მწიწკნიან. უყურადღებოდ ვტოვებ. ჰენრის წასვლის შემდეგ
ორ საათზე მეტი გავიდა. წამით ვშფოთავ, მაგრამ მერე ვივიწყებ. ნა-
ხევარი საათი არაფერზე ვღელავ, რადგან ის პატარა ტკივილი მენ-
სტრუალურს ჰგავს, ვგრძნობ, როგორ მოწანწკარებს ბლანტი სის-
ხლი ფეხებს შუა, ვდგები, საპირფარეშოში შევდივარ, საცვალს ვი-
წევ და ღმერთო, სისხლი ბლომად არის.
ჩარისს ვურეკავ. ყურმილს გომესი იღებს. აუღელვებლად ლაპა-
რაკს ვცდილობ და ჩარისის დაძახებას ვთხოვ. ტელეფონთან მოს-
ვლისთანავე მეკითხება:
– რა გჭირს?
– სისხლი წამომივიდა.
– ჰენრი სად არის?
– არ ვიცი.
– როგორი სისხლდენაა?
– მენსტრუალურს ჰგავს. ახლა ტკივილი მიმძაფრდება და იატაკ-
ზე ვჯდები, – შეგიძლია „ილინოისმასონიკში“ წამიყვანო?
– ახლავე მოვალ, კლერ, – ყურმილს კიდებს, მე კი მას ისე
ფრთხილად ვდებ, თითქოს მეშინია, უხეშად მოქცევით გული არ
ვატკინო. ფრთხილად ვდგები და ჩანთას ვეძებ. მინდა ჰენრის ბარა-
თი დავუტოვო, მაგრამ არ ვიცი, რა დავწერო, ამიტომ ვწერ: „ილი-
ნოისმასონიკში“ წავედი (სპაზმები მაქვს). ჩარისმა იქ საღამოს 7 სა-
ათსა და 20 წუთზე წამიყვანა“. ჰენრის უკანა კარს ღიას ვუტოვებ, ბა-
რათს ტელეფონის გვერდით ვდებ. რამდენიმე წუთში ჩარისი კარ-
თან დგას. საჭესთან გომესი ზის. ბევრს არაფერს ვამბობთ. წინ ვზი-
ვარ და ფანჯარაში ვიცქირები. უესტერნიდან ბელმონტშეფილდზე,
იქიდან უელინგტონზე გავდივართ. ყველაფერი უჩვეულოდ მკვეთ-

346
რი და ძლიერია, თითქოს უნდა დავიმახსოვრო, თითქოს ამაში
გამოცდა მელის. გომესი ეზოში შედის და გადაუდებელი შემთხვევე-
ბის განყოფილების შესასვლელთან ჩერდება. მეე და ჩარისი გად-
მოდივართ. გომესს გავცქერი; მიღიმის, მანქანას აღმუვლებს და
პარკინგისკენ მიდის. კარში გავდივართ, რომელიც მიახლოებისთა-
ნავე ავტომატურად იღება, თითქოს ზღაპარში ვართ; თითქოს აქ
გველიან. ტკივილმა ისე გამიარა, თითქოს ზღვის მიქცევა იყოს; მაგ-
რამ ახლა კვლავ მოიწევს, განახლებული და მძვინვარე. კაშკაშა შუ-
ქით განათებულ ოთახში რამდენიმე ადამიანი ზის, პატარები და სა-
ცოდავები თავიანთ რიგს ელოდებიან, ტკივილს თავჩაქინდრული
და გულხელდაკრეფილი იტანენ, მეც მოწყვეტით ვჯდები მათ შო-
რის. ჩარისი მიმღებში მჯდომ მამაკაცთან მიდის. არ მესმის, რას
ეუბნება, მაგრამ როცა ის პასუხად „მუცლის მოშლას“ ამბობს, ვხვდ-
ები, რაც მჭირს. ამას ასე ჰქვია, ეს სიტყვა ჩემს გონებაში ფართოვ-
დება და ყველა კუთხე-კუნჭულს ავსებს, ყველა სხვა აზრს დევნის.
ვტირი.
ყველა ღონეს ხმარობენ, მაგრამ ეს მაინც ხდება. ჰენრი ყველაფ-
რის დასრულებამდე მოსულა, მაგრამ შემოშვებაზე უარი უთქვამთ.
მძინავს. როცა ვიღვიძებ, გვიანი ღამეა და ჰენრი აქ არის. ფერმიხ-
დილია, თვალები ცარიელი აქვს და უხმოდ ზის.
– ოჰ, სად იყავი? – ძლივს ვლუღლუღებ მე.
იხრება და ხელს მხვევს. მის წვერს ლოყაზე ვგრძნობ, მჩხვლეტს,
მაგრამ კანზე არა, სადღაც შიგნით ჭრილობა პირს აღებს და ჰენრის
ცრემლები მოსდის, მაგრამ ეს ვისი ცრემლია?

მკითხველთა ლიგა

347
ხუთშაბათი, 13 ივნისი,
პარასკევი, 14 ივნისი, 1996 წელი
(ჰენრი 32 წლისაა)

ჰენრი: ექიმ კენდრიკის თხოვნას ვასრულებ და ძილის ლაბორა-


ტორიაში ქანცგამოლეული მივდივარ. აქ უკვე მეხუთე ღამეს ვათევ
და აქაური რუტინა ვიცი. უცნაურ, ყალბ ოჯახურ საძინებელში სა-
წოლზე ვზივარ, პიჟამის შარვალი მაცვია, ექიმ ლარსონის ლაბო-
რანტი კარენი კი თავსა და მკერდზე გელს მისვამს და სადენებს მა-
ბამს. კარენი ახალგაზრდაა, ქერა და ვიეტნამელი. თითებზე გრძე-
ლი ყალბი ფრჩხილები აკვრია და როცა შემთხვევით ლოყას მიჩხაპ-
ნის, ამბობს: „ოჰ, მაპატიეთ“. მქრქალი შუქი ანთია და ოთახში გრი-
ლა. ფანჯრები არ არის, მხოლოდ ცალმხრივი შუშაა, რომელიც ძა-
ლიან ჰგავს სარკეს, მის უკან ექიმი ლარსონი ან სხვა ვიღაც ზის და
აპარატურას აკვირდება. კარენი სადენებს აბამს, მშვიდობიან ღამეს
მისურვებს და გადის. ფრთხილად ვწვები, თვალებს ვხუჭავ და ობო-
ბასფეხებიანი ნიშნები მიდგება თვალწინ, რომლებიც წვრილუჯრე-
დებიან ქაღალდზე ჩემი თვალების მოძრაობას, სუნთქვას, ტვინში
წარმოქმნილ ტალღებს აღწერს. რამდენიმე წუთში ვიძინებ.
სიზმარში სირბილს ვხედავ. ტყეში მივრბივარ, გაუვალ ბუჩქნარ-
ში, ხეებში, მაგრამ მაინც მივრბივარ, მოჩვენებასავით მივხტივარ.
მდელოზე გავდივარ, ნახანძრალს ჰგავს...
მესიზმრება, რომ ინგრიდთან სექსი მაქვს. ვიცი, რომ ინგრიდია,
მიუხედავად იმისა, რომ სახეს ვერ ვხედავ, ეს მისი სხეულია, მისი
გრძელი და გლუვი ფეხები. მისი მშობლების სახლში ვართ, სასტუმ-
რო ოთახში დივანზე ვწევართ, ტელევიზორი ჩართულია და ბუნება-
ზე დოკუმენტური ფილმი გადის, რომელშიც ანტილოპების ჯოგი
გარბის, მერე აღლუმი იწყება. ამ აღლუმზე კლერი პატარა ტახტრე-
ვანზე ზის, ნაღვლიანია, მის გარშემო ადამიანები ილხენენ, უეცრად
ინგი ადგილს შლეგივით სწყდება, მშვილდისარს აძრობს და კლერს
ესვრის. ისარი ტელევიზორს ერჭობა და კლერი ორივე ხელს მარ-
ჯვენა ძუძუზე ივლებს, როგორც ვენდი პიტერ პენის მუნჯურ ვერსია-

348
ში. ადგილიდან ვწყდები და ინგრიდს ვახრჩობ, ხელებს კისერზე ვუ-
ჭერ და ვყვირი...
მეღვიძება. ოფლისგან სველს გული გამალებით მიცემს. ძილის
ლაბორატორიაში ვარ. ვფიქრობ, რამე ხომ არ მოხდა ისეთი, რასაც
მიმალავენ, ნეტავ ჩემს სიზმრებს თუ უყურებენ და ჩემს აზრებს თუ
კითხულობენ. პირს ვიბრუნებ და თვალებს ვხუჭავ.
მესიზმრება, რომ მე და კლერი მუზეუმებში დავდივართ. ძველი
სასახლეა, ყველა ტილო როკოკოს სტილის მოოქრულ ჩარჩოში
ზის, ყველა დამთვალიერებელს პუდრშეფრქვეული მაღალი პარიკი
ახურავს, უზარმაზარი კაბები, ფრაკები და ბრიჯები აცვიათ. ვერ
გვამჩნევენ, როდესაც გვერდით ჩავუვლით. ტილოებს ვუყურებთ,
მაგრამ სინამდვილეში ტილოები არ არის, ეს ლექსებია; ლექსები,
რომლებსაც ფიზიკური ფორმა აქვთ.
– შეხედე, – ვეუბნები კლერს – ეს ემილი დიკინსონია. გული ჯერ
ლხენას გთხოვს, მერე ტკივილისგან შვებას... დიდი ყვითელი ლექ-
სის წინ დგას და მისით გათბობას ცდილობს. აქ დანტეა, დონი, ბლე-
იკი, ნერუდა, ბიშოფი; მერე რილკეთი სავსე ოთახში დავდივართ,
ბიტნიკებს გვერდს ვუვლით და ვერლენისა და ბოდლერის წინ ვჩერ-
დებით. უეცრად ვხვდები, რომ კლერი დავკარგე, დავდივარ, ვეძებ,
მივრბივარ, ყველა გალერეას ვჩხრეკ და ვაგნებ: პატარა ლექსის წინ
დგას, თეთრია და ერთ კუთხეში მიჭეჭყილი. ტირის. ვუახლოვდები
და მის უკან ამ ლექსს ვხედავ: „ახლა ჩემს თავს დასაძინებლად ვაწ-
ვენ, სულს ღმერთს ვავედრებ და მის შენარჩუნებას ვთხოვ, თუ გაღ-
ვიძება არ მიწერია, ღმერთს ჩემი სულის მიბარებას ვთხოვ“.
ბალახში ვბორგავ, გაყინულია, ქარი მჯეგავს, შიშველი და მცი-
ვანი სიბნელეში ვწევარ, მიწაზე თოვლია, მუხლებზე ვდგავარ, თოვ-
ლზე სისხლის წვეთები მოწანწკარებს და ხელს ვიწვდი...
– ოჰ, ღმერთო, სისხლი სდის.
– ეს როგორ მოხდა?
– ჯანდაბა, ყველა ელექტროდი მოიგლიჯა, მომეხმარე დავაწვი-
ნო.
თვალებს ვახელ. კენდრიკი და ექიმი ლარსონი დამცქერიან.

349
ლარსონი გაკვირვებული და შეშფოთებული ჩანს, კენდრიკს მოზეი-
მე ღიმილი უნათებს სახეს.
– მიიღეთ? – ვეკითხები.
– ჩინებული იყო, – მპასუხობს ის.
ვეუბნები, რომ „მაგარია“ და გონებას ვკარგავ.

ორი
კვირა, 12 ოქტომბერი, 1997 წელი
(ჰენრი 34 წლისაა, კლერი 26-ის)

ჰენრი: ვიღვიძებ, რკინის სუნი მცემს, ეს სისხლის სუნია. ყველ-


გან სისხლია, შიგ კნუტივით მოკუნტული კლერი წევს.
თავს ვაქნევ, ის კი ამბობს:
– არა.
– კლერ, გაიღვიძე, სისხლი მოგდის.
– მესიზმრებოდა...
– კლერ, გთხოვ...
ჯდება. ხელები, სახე და თმა სისხლით აქვს დათხვრილი. ხელს
იშვერს, ზედ პაწაწუნა მონსტრი დევს.
– მოკვდა, – ამბობს და ტირის.
სისხლით გალუმპულ ლოგინზე ვსხედვართ, ერთმანეთს ვეხვე-
ვით და ვტირით.

350
ორშაბათი, 16 თებერვალი, 1998 წელი
(კლერი 26 წლისაა, ჰენრი 34-ის)

კლერი: მე და ჰენრი გასასვლელად ვემზადებით. თოვლიანი ნა-


შუადღევია, ჩექმას ვიწევ, როცა უეცრად ტელეფონი რეკავს. ჰენრი
ყურმილის ასაღებად დერეფნის გავლით სასტუმრო ოთყახისკენ მი-
დის. მესმის, როგორ ამბობს „ალოს“, მერე ამატებს: „მართლა?“ ბო-
ლოს კი: „წყეული იყოს! მოიცადე, ფურცელს მოვიტან“, – ყვირის და
მერე ხანგრძლივი დუმილი წვება, რომელსაც მხოლოდ „მოიცადე,
ამიხსენი“ არღვევს. პალტოს და ჩექმას ვიხდი და წინდებისამარა
ოთახში შევდივარ. დივანზე ზის, ყურმილი პატარა შინაური ცხოვე-
ლივით კალთაში უწევს და გაშმაგებული წერს. გვერდით ვუჯდები,
მიღიმის. წიგნაკს დავცქერი: ფურცლის თავში წერია: 4 გენი: თი-
თოეულ 4-ში, მარადიულობა 1, საათი, ახალი გენი=დროში მოგ-
ზაურს? ქრომოსომები 17X2, 4, 25, 200+ მეორდება TAG, სქესთან
დაკავშირებული? არა+დოფამინის ჭარბი რეცეპტორები, რომელი
ცილები?.. და მე ვხვდები: კენდრიკმა შეძლო! ამოიცნო! არ მჯერა.
მან შეძლო. ახლა რა იქნება?
ჰენრი ყურმილს კიდებს და შემომცქერის. ჩემსავით ისიც გაოგ-
ნებული ჩანს.
– ახლა რა იქნება? – ვეკითხები მე.
– გენების კლონირებას და თაგვებში ჩანერგვას აპირებს.
– რა?
– დროში მოგზაურ თაგვებს შექმნის. მერე უმკურნალებს.
ერთდროულად ვიცინით, მერე ვცეკვავთ, ოთახში დავქრით, მა-
ნამ ვიცინით და ვცეკვავთ, სანამ ქანცგამოლეულები და აქოშინებუ-
ლები საწოლზე გულაღმა არ ვცვივით. ჰენრის ვუყურებ და მიკვირს,
რომ უჯრედულ დონეზე ამდენად განსხვავებული, ამდენად სხვა
არის, არადა, ჩვეულებრივ კაცს ჰგავს, გრძელი თეთრი ჩაღილული
პერანგით, რომლის ჩემს ხელში მომწყვდეული ხელიც ძვალზე გა-
დაკრული ტყავივით არის; ჩვეულებრივი ადამიანივით იღიმება. ყო-

351
ველთვის ვიცოდი, რომ განსხვავებული იყო, თუმცა ამას რა მნიშ-
ვნელობა აქვს? კოდის სულ რამდენიმე ასო ჰქონია... უნდა შევცვა-
ლოთ. სადღაც ქალაქის სხვა მხარეს, ექიმი კენდრიკი თავის კაბი-
ნეტში ზის და ისეთი თაგვის შექმნაზე ფიქრობს, რომელიც დროის
კანონებს არ ცნობს. ვიცინი, მაგრამ სამკვდროსასიცოცხლო საქ-
მეა, სიცილს ვწყვეტ და პირზე ხელს ვიფარებ.

ინტერმეცო

ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 1998 წელი


(კლერი 27 წლისაა)

კლერი: დედას სძინავს, როგორც იქნა. თავის საწოლში, თავის


ოთახში სძინავს; საავადმყოფოს თავი დააღწია, მაგრამ თავისი
ოთახი, თავისი ნავსაყუდელი საავადმყოფოს პალატად გადაქცეუ-
ლი დახვდა. ვეღარაფერს ხვდება. მთელი ღამე ლაპარაკობდა, ტი-
როდა, იცინოდა, ყვიროდა და გაიძახოდა: „ფილიპ!“ და „დედა!“ და
„არა, არა არა...“ მთელი ღამე ჩემი ბავშვობის დროინდელი ჭრიჭი-
ნები და ხის ბაყაყები თავიანთი ხმაურის ელექტრონულ ფარდას არ-
ხევდნენ, ღამის შუქზე დედას კანი ცვილივით თეთრი იყო, გალეულ
ხელებს ვედრებით წინ იწვდიდა და მის დამსკდარ ტუჩებთან მომარ-
ჯვებულ ფინჯანს ებღაუჭებოდა. ახლა განთიადია. მმისი ოთახის
ფანჯარა აღმოსავლეთით გადის. ფანჯარასთან თეთრ სკამზე
ვზივარ, პირით საწოლისკენ, მაგრამ არ ვუყურებ ჩემს გალეულ დე-
დას, არც მისი აბების ბოთლებს, კოვზებს და ჭიქებს ვუმზერ, არც
წვეთოვანის მაღალ ღეროს, რომელზეც გასივებული პარკი კიდია,
არც მოციმციმე ეკრანს, არც ღამის ქოთანს და არც პატარა თირ-
კმლის ფორმის ჭურჭელს, რომელშიც აღებინებს ხოლმე, არც
ლატექსის ხელთათმანების ყუთს და სისხლიანი შპრიცებით სავსე

352
კოლოფს, რომელსაც „ბიონარჩენები“ აწერია. აღმოსავლეთით ვი-
ყურები. რამდენიმე ჩიტი მღერის. ცისვაზის ბინადარი მტრედები იღ-
ვიძებენ. სამყარო რუხია. მასში ფერი ჟონავს, მაგრამ ეს ბაცი ვარ-
დისფერი არ არის, სისხლიანი ნარინჯისფერია, ცის ჰორიზონტზე
იდღაბნება და ბაღს ავსებს, ოქროსფერი ნათება ლურჯ ცაზე კრთე-
ბა, მერე ყველა ფერი თავის ადგილას ლაგდება. ხვიარები, ვარდე-
ბი, თეთრი სალბი და გულყვითელა დილის ცვარზე მინასავით ბზი-
ნავს. ტყის განაპირას ვერცხლისფერი არყები ციდან ჩამოშვებულ
თეთრ ასხმულებს ჰგავს. მდელოს თავზე ყვავი მიფრინავს. ქვეშ თა-
ვისი ჩრდილი მისდევს; ფანჯრის ქვეშ ჯდება, თავის ლანდს ერწყმის
და ჩხავის, ერთადერთხელ. სინათლე ფანჯარას აგნებს და ჩემს ხე-
ლებსა და დედას საწოლთან სკამზე მჯდომ ჩემს დამძიმებულ სხე-
ულს კვეთს. მზე ამოდის.
თვალებს ვხუჭავ. კონდიციონერი ღმუის. მცივა, ვდგები, მეორე
ფანჯარასთან მივდივარ და ვთიშავ. ოთახში სიჩუმე ისადგურებს. სა-
წოლს ვუახლოვდები. დედა უხმოდ წევს. ის გახშირებული სუნთქვა,
რომელიც სიზმარშიც ჩამესმოდა, აღარ ისმის. პირი ოდნავ დაუღია,
წარბები თითქოს გაოცებისგან ზემოთ აუზიდავს, თვალები დახუჭუ-
ლი აქვს; თითქოს მღერის. საწოლთან მუხლს ვიყრი, ზეწარს ვხდი
და მის გულისცემას ვუსმენ. კანი თბილი აქვს. არაფერი. გული აღარ
უცემს, სისხლი არ მოძრაობს, მისი ფილტვების აფრებს ამონასუნ-
თქი ჰაერი აღარ ბერავს. სიჩუმეა.
მის გალეულ, სიმყრალეშეპარულ სხეულს გულში ვიკრავ, ეს
ისევ ჩემი ლამაზი დედიკოა. მაშინაც კი, როცა მის ძვლებს ჩემს
მკერდთან ვგრძნობ, თავი უკან უვარდება და მისი კიბომოდებული
მუცელი ნაყოფიერებას დასცინის. ის ჩემს მეხსიერებაში ისეთად
ჩნდება, როგორიც ოდესღაც იყო – ლაღი, მოცინარი, უდარდელი,
თავისუფალი.
დერეფანში ნაბიჯების ხმა ისმის. კარი იღება და ეტა ამბობს:
– კლერ, ოჰ...
დედას ბალიშებზე ვაწვენ, საღამურს და თმას ვუსწორებ.
– აღარ არის.

353
შაბათი, 12 სექტემბერი, 1998 წელი
(ჰენრი 35 წლისაა, კლერი 27-ის)

ჰენრი: ლუსილს ეს ბაღი უყვარდა. როცა აქაურობას ვსტუმრობ-


დით, კლერი მიდოულარკჰაუზის კარში შესვლისთანავე უკანიდან
გადიოდა და ლუსილის ძებნას იწყებდა; სულ მუდამ ბაღში იყო, წვი-
მასა და მზეში. სანამ ავად გახდებოდა, ყვავილების კვლებში მუხ-
ლებზე იდგა, მარგლავდა, რგავდა ან ვარდებს ამყნობდა. როცა და-
ავადდა, ეტას ან ფილს საბნებში შეფუთული ჩამოჰყავდათ და შად-
რევანთან ან მსხლის ძირას მოწნულ სკამზე სვამდნენ. იჯდა და უყუ-
რებდა, როგორ საქმიანობდა, ბარავდა, სხლავდა და რგავდა პიტე-
რი. სანამ კარგად იყო, მუდამ ბაღზე გვიამბობდა ხოლმე: როგორც
იქნა, წითელთავა ნიბლიებმა საკენკის ახალ ჭურჭელს მიაგნეს, გე-
ორგინებმა მოსალოდნელზე უკეთ იხარეს, ახალ ვარდს ლავანდის
საზარელი ელფერი აქვს, მაგრამ იმდენად მშვენიერია, რომ არ
ამოთხრის. ერთ ზაფხულს ლუსილმა და ალისიამ ექსპერიმენტი ჩა-
ატარეს: ყოველდღე რამდენიმე საათის განმავლობაში ალისია ჩე-
ლოს ბაღში უკრავდა, აინტერესებდათ, როგორი რეაქცია ექნებო-
დათ ყვავილებს მუსიკაზე. ლუსილი იფიცებოდა, რომ პამიდორს ამ-
დენი არასდროს დასხმია, ყაბაყი კი ჩემი ბარძაყის სიმსხო მოიწიეს.
ექსპერიმენტმა გაამართლა, მაგრამ ვეღარ გაიმეორეს, რადგან ეს
ლუსილის კარგად ყოფნის ბოლო ზაფხული გახლდათ.
იმ ზაფხულის შემდეგ ლუსილი მცენარესავით ჩამოხმა და ჩამოჭ-
კნა. ზაფხულში, როცა ყველას ერთად გვხედავდა, ცოცხლდებოდა
ხოლმე, სახლში მხიარული შეძახილები და მარკისა და შერონის
ბავშვების ჟივილხივილი ისმოდა, შადრევანში ცვიოდნენ და მერე
გაწებილები და ბედნიერები გაზონზე ლეკვებივით თამაშობდნენ.
ლუსილი ნაღვლიანი იყო, მაგრამ ელეგანტური. შესაგებებლად ყო-
ველთვის ფეხზე დგებოდა, თეთრსპილენძისფერი თმა წრიულად
ერტყა თავზე, სქელი კულულები კი შუბლზე ეყარა. როცა ვეხვე-
ოდით, მებაღის ტყავის ხელთათმანებს და „სმით ენდ ჰოკენის“ ია-
რაღს ძირს ყრიდა. მე და ლუსილი დიდი ხნის უნახავი ბებერი ფრან-

354
გი ჰერცოგის ქალებივით ყოველთვის ოფიციალურად ორივე ლო-
ყაზე ვეამბორებოდით ერთმანეთს. ჩემთან მუდამ კეთილი იყო, თა-
ვის ქალიშვილს კი ერთი მზერით სპობდა. მენატრება. კლერი... მის
შემთხვევაში „მენატრება“ საკმარისი არ არის. დიდი დანაკარგი
იყო. როცა ოთახში შედის, რატომ შევიდა, არ ახსოვს. ზის და წიგნს
დასცქერის, ერთი საათი ისე გავა, ფურცელს არ შლის. არ ტირის და
თუ გავიხუმრებ, იღიმება. რასაც დავუდებ, ჭამს. როცა მასთან ვწვე-
ბი, მიტანს. მალე ვანებებ თავს, რადგან ამ თვინიერ უცრემლო სა-
ხეს, რომელიც სხვაგან არის, ვუფრთხი. ლუსილი მენატრება, კლე-
რი კი დავკარგე, კლერი სადღაც გაქრა და იმ უცხოსთან დამტოვა,
რომელიც მხოლოდ გარეგნობით ჰგავს.

ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 1998 წელი


(კლერი 27 წლისაა, ჰენრი 35-ის)

კლერი: დედას ოთახი თეთრია და გაძარცული. სამედიცინო ნივ-


თები გაიტანეს. საწოლს ზეწრები გადააძრეს, დალაქავებული ლე-
იბიღა დარჩა, რომელიც ამ ლამაზ ოთახში საზარელი სანახავია. დე-
დას მაგიდის წინ ვდგავარ. თანამედროვე მძიმე, თეთრი „ფორმი-
კას“ საწერი მაგიდაა, რომელიც ფრანგული ანტიკვარული ავეჯით
სავსე, ძალიან ქალურ და დახვეწილ ოთახში უცნაური სანახავია. პა-
ტარა ნიშაში მაგიდა დგას; ზემოდან ოვალური ფანჯარა დასცქერის.
მის ცარიელ ზედაპირს დილის ნათელი ადგას. ჩაკეტილია. ერთი სა-
ათია გასაღებს ამაოდ ვეძებ. მბრუნავი სკამის ზურგს იდაყვებით
ვეყრდნობი და მაგიდას ქვემოდან შევცქერი. ბოლოს პირველ სარ-
თულზე ჩავდივარ. სასტუმრო და სასადილო ოთახები ცარიელი
მხვდება. სამზარეულოდან სიცილი მესმის და კარს ხელის კვრით
ვაღებ. ჰენრი და ნელი უამრავ ჯამ-ჭურჭელს ადგანან თავზე, ცომის
საგორავიც და მაგიდის ჩვარიც იქვე უდევთ.
– ნაზად, ბიჭო, ცოტა ნაზად, თორემ გამაგრდება, ნაზად შეეხე,
თორემ საღეჭ რეზინასავით იქნება.

355
– ბოდიში, ბოდიში, უფრო ნაზად მოვექცევი, ეგრე ნუ მირტყამ.
გამარჯობა, კლერ, – ჰენრი ტრიალდება და ვხედავ, რომ ფქვილშია
ამოგანგლული.
– რას აკეთებთ?
– კრუასანებს. დავიფიცე, რომ ან ცომის მოზელას ვისწავლი, ან
აქედან გავქრები.
– მსუბუქი იყოს შენთვის მშობლიური მიწა, შვილო ჩემო, – იცი-
ნის ნელი.
– რა მოხდა? – კითხულობს ჰენრი. ნელი ცომს აგუნდავებს, ჭრის
და გაპოხილ ქაღალდზე დებს.
– რამდენიმე წუთით ჰენრი უნდა გეთხოვო, ნელ, – თავს მიქნევს
და საგორავს ჰენრისკენ იშვერს, – თხუთმეტ წუთში აქ იყავი,
მწნილს ვიწყებთ.
– დიახ, მემ.
ჰენრი ზედა სართულზე მომდევს. დედას საწერ მაგიდასთან
ვდგავართ.
– გაღება მინდა, მაგრამ გასაღებს ვერ ვაგნებ.
ისეთ სწრაფ მზერას მესვრის, წაკითხვას ვერ ვასწრებ.
– ადვილი საქმეა, – გადის და რამდენიმე წუთში ბრუნდება. ია-
ტაკზე ჯდება და ქაღალდის ორ დიდ სამაგრს ასწორებს. ქვედა, მარ-
ცხენა უჯრიდან იწყებს. ფრთხილად არჭობს, ატრიალებს და ჯერ
პირველს, მერე მეორეს ჩრის. „Voilà“, – ამბობს და უჯრას სწევს. ქა-
ღალდებითაა სავსე. დანარჩენ ოთხსაც ადვილად აღებს. მალე ყვე-
ლას შიგთავსი ჩვენ თვალწინ არის: რვეულები, ამოხეული ფურ-
ცლები, მებაღეობის კატალოგები, თესლების პაკეტები, კალმები და
დამტვრეული ფანქრები, ჩეკების წიგნაკი, „ჰერშის“ შოკოლადი,
სანტიმეტრი და უამრავი წვრილმანი, რომელიც დღის შუქზე საცო-
დავ და ძალიან მოკრძალებულ სანახაობას ქმნის. ჰენრი ხელს არა-
ფერს ჰკიდებს. მიყურებს; უნებლიეთ კარისკენ ვიხედები, ყველა-
ფერს ხვდება. მე საწერ მაგიდასთან მივდივარ.
ფურცლები არეული და მოუწესრიგებელია. იატაკზე ვჯდები და
უჯრების შიგთავსს წინ ვიხვავებ. ყველაფერს, რაც მისი ხელითაა

356
დაწერილი, ვასწორებ და მარცხნივ ვიდებ. ზოგი სიაა ან საკუთარი
თავისთვის მიწერილი ბარათი: არ ჰკითხო ფს სს შესახებ; ან ეტას
პარასკევს დაბადების დღის სადილი შეახსენე; უამრავი ფურცელია,
ნაწერი, ნაჯღაბნი, შავი წრეები, ფრინველის ფეხების მსგავსი ფიგუ-
რები. ზოგზე წინადადება ან ფრაზაა წაწერილი. თმა დანით უნდა გა-
იყოს; ეს ვერ გავაკეთე, ვერ.დ თუ დავწყნარდები, ყველაფერი ჩაივ-
ლის. ზოგ ფურცელზე ლექსია, იმდენჯერაა გადაჯღაბნილი, რომ
აღარაფერი ჩანს, საფოს ფრაგმენტებს ჰგავს.
ძველი ხორცივით, მოდუნებული და რბილი,
ჰაერი არ არის, XXXXX მან თქვა „დიახ“
მან თქვა XXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXX
ან
მისი ხელი XXXXXXXXX
XXXXX დასაუფლებლად
XXXXXXXXXXXXX
უკიდურესად XXXXXXXXXXXXX
ზოგი ლექსი დაბეჭდილია:
ახლა იმედი სუსტია
და პატარა.
მუსიკა და სილამაზე
ჩემი ნაღველის მარილია.
ჩემს ყინულს თეთრი ნაპრალები აპობს.
ვინ იფიქრებდა,
რომ სექსის ანგელოზი
ასეთი ნაღვლიანი იქნებოდა?
ან ის სურვილი
ასე გალღვებოდა ზამთრის
ამ უსასრულო ღამის
სიბნელის წარღვნაში.
1/23/79
გაზაფხულის ბაღი:
ზაფხულის გემი

357
ჩემს ზამთარში მოცურავს
და წყვდიადს აპობს.
4/6/79
1979 წელს დედამ ბავშვი დაკარგა და თავის მოკვლა სცადა. მუ-
ცელი მტკივდება და თვალთ მიბნელდება. ახლა ვიცი, რას გრძნობ-
და მაშინ. ამ ფურცლებს ვკრეფ და გვერდზე ვაწყობ, აღარაფერს
ვკითხულობ. სხვა უჯრაში ბოლოდროინდელ ლექსებს ვაგნებ. მერე
ჩემთვის მოძღვნილს ვკითხულობ.
ბაღი თოვლქვეშ
კლერს:
ახლა ბაღი თოვლის ქვეშ წევს
ჩვენი ნაკვალევი ზედ აწერია
კლერი რომელიც ჩემი არასდროს იყო
და მუდამ საკუთარ თავს ეკუთვნოდა
მძინარე მზეთუნახავი
გამჭვირვალე საბანი
ის იცდის
ეს მისი გაზაფხულია
ეს მისი ძილია/ღვიძილია
ის ელის
ყველაფერს ელის
კოცნას
ფესვების ძირხვენების წარმოუდგენელი ფორმები
არასოდეს მიფიქრია
ჩემი ბავშვი
მისი ლამის სახე
ბაღი მომლოდინე
ჰენრი: უკვე სადილობის დროა და მე ნელს ფეხებში ვედები, ამი-
ტომ, როცა ამბობს: „იქნებ ახვიდე და ნახო, რას აკეთებს შენი ქა-
ლი?“ კარგ აზრად მეჩვენება და მივდივარ.
დედამისის თეთრი და გაყვითლებული ფურცლებით გარშემორ-
ტყმული კლერი იატაკზე ზის. მაგიდის ლამპის შუქით განათებულს

358
სახეზე ჩრდილი ადგას, თმა სპილენძისფრად უბრიალებს. მიყუ-
რებს, ქაღალდს სწევს და ამბობს:
– ნახე, ჰენრი, მან მე ლექსი დამიწერა.
როცა მის გვერდით ვჯდები დ ვკითხულობ, ლუსილს ვპატიობ,
კოლოსალურ ეგოიზმს და საზარელ სიკვდილს ცოტათი ვპატიობ და
კლერს ვუცქერ.
– ლამაზია.
თავს მიქნევს და სულ ერთი წუთით კმაყოფილია იმით, რომ დე-
დას მართლა უყვარდა. მახსენდება, როგორ მღეროდა დედაჩემი
lied69-ს ზაფხულის ერთ ნაშუადღევს, ნასადილევს, როგორ ვუღიმო-
დით ჩვენს გამოსახულებას მაღაზიის ვიტრინაში, როგორ ბზრი-
ალებდა ლურჯ კაბაში ჩაცმული დედა საგრიმიოროში სარკის წინ.
მას მე ვუყვარდი. მის სიყვარულში ეჭვი არასდროს შემიტანია, ლუ-
სილი კი ქარივით ცვალებადი იყო. ეს ლექსი, რომელიც კლერს უჭი-
რავს, მისი სიყვარულის დასტურია, ემოციის მოძალებისას შექმნი-
ლი უტყუარი მტკიცებულება. იატაკზე მიმოფანტულ ფურცლებს დავ-
ცქერი და უეცრად შვებას ვგრძნობ იმით, რაც ამ ქაოსში ამოტივტივ-
და; ის კლერის სამაშველო ნავი იქნება, ის მას იხსნის.
– მან მე ლექსი დამიწერა, – გაოცებული ამბობს ის. ლოყებზე
ცრემლები ღვარად მოსდის. ვიხუტებ; დაბრუნდა, ჩემი ცოლი დაბ-
რუნდა, კლერი, საღსალამათია, ჩაძირული გემიდან ნაპირზე გამო-
აღწია. იმ პატარა გოგოსავით ქვითინებს, რომელსაც ჩასაძირად
განწირული გემის გემბანიდან დედა ხელს უქნევს.

მკითხველთა ლიგა

69
ფართო გაგებით, ნებისმიერი სიმღერა გერმანულ ლექსებზე.)

359
ახალი წლის წინადღე, ერთი

პარასკევი, 31 დეკემბერი, 1999 წელი, ღამის 11:55


(ჰენრი 36 წლის, კლერი 28-ის)

ჰენრი: მე და კლერი უამრავ სხვა ადამიანთან ერთად უიკერპარ-


კის სახურავზე ვდგავართ და ეგრეთ წოდებული ათასწლეულის
დადგომას ვუცდით. მოკრიალებული ღამეა და ძალიან არ ცივა; ვხე-
დავ, რომ ამონასუნთქი, ყურები და ცხვირი მეყინება. დიდ შავ კაშ-
ნეში შეფუთულ კლერს მთვარის/ქუჩის შუქზე სახე საზარლად თეთ-
რი აქვს. ეს სახურავი კლერის ხელოვან მეგობრებს ეკუთვნით. გო-
მესი და ჩარისიც აქ არიან, ანორაკები და თათმანები აცვიათ და მე-
ლოდიაზე, რომელიც მხოლოდ მათ ესმით, ნელა ირწევიან. ყველა
ნასვამია და იმ კონსერვებზე ხუმრობს, რომლებიც მოიმარაგეს, იმ
გმირულ ზომებს აქილიკებენ, რომლებიც უგულისყურობით დაშვე-
ბული შეცდომისგან კომპიუტერების დასაცავად მიიღეს. მეღიმება,
რადგან ვიცი, რომ ეს სისულელე საშობაო ხეების აღებამდე გაივ-
ლის.
ფოიერვერკის დაწყებას ველით. მე და კლერი მოაჯირს ვეყ-
რდნობით, წელამდე გვწვდება, და ჩიკაგოს გადავყურებთ აღმოსავ-
ლეთით, მიჩიგანის ტბისკენ.
– ყველას მოგესალმებით! – ყვირის კლერი და ხელთათმნიან
ხელს ტბას, საუთჰევენსა და მიჩიგანს უქნევს, – სასაცილოა. იქ ახა-
ლი წელი უკვე დადგა და, ალბათ, ყველანი წვანან.
მეექვსე სართულზე ვართ და მიკვირს, რომ ამდენ რამეს ვხედავ.
ჩვენი სახლი აქედან ჩრდილო-დასავლეთით, ლინკოლ-ნსკვერზეა;
ჩვენს უბანში სიმშვიდე და სიბნელეა. სამხრეთით ქალაქის ცენტრი
ბრწყინავს. ვეებერთელა, საშობაოდ მორთული შენობების ფან-
ჯრებში წითელი და მწვანე სინათლეები კიაფობს. „სიერსი“ და „ჰენ-
კონი“ ერთმანეთს გიგანტური რობოტებივით უცქერენ და მომცრო

360
ცათამბჯენებს ზემოდან დაჰყურებენ. ჩრდილოეთ დიარბორნში ლა-
მის იმ შენობასაც ვხედავ, რომელშიც მაშინ ვცხოვრობდი, როცა
კლერს შევხვდი, მაგრამ ახლა მას მასზე მაღალი და მახინჯი შენობა
ფარავს, რომელიც რამდენიმე წლის წინ გვერდით აუგეს. ჩიკაგოში
ზოგი იმდენად ლამაზი არქიტექტურული ძეგლია, რომ შიგადაშიგ
ზოგს ანგრევენ და მათ ადგილას საშინელებებს აშენებენ, სილამა-
ზეს ასე, ალბათ, მეტად დავაფასებთ. მანქანები კანტიკუნტად დადი-
ან; შუაღამისას ყველა სადღაც უნდა იყოს, მაგრამ ქუჩაში არა. აქაიქ
ფოიერვერკის ტკაცატკუცი ისმის, ვიღაც შეშლილები ისვრიან, ალ-
ბათ, ავიწყდებათ, რომ იარაღს მაღალი ხმის გამოცემის გარდა სხვა
რამეც შეუძლია.
კლერი ამბობს:
– ვიყინები, – და თავის საათს დასცქერის.
– კიდევ ორი წუთი.
უეცრად შეძახილები გაისმის, რაც ნიშნავს, რომ ამ არემარეში
ზოგი ადამიანის საათი წინ არის.
ჩიკაგოსა და იმაზე ვფიქრობ, როგორი იქნება შემდეგ საუკუნეში.
აქ მეტი, გაცილებით მეტი ადამიანია. სასწაული ტრანსპორტის მოძ-
რაობაა, მაგრამ გზებზე გაცილებით ნაკლები ორმოა. გრანტპარკში
საოცრად მახინჯი შენობა დგას, რომელიც აფეთქებულ „კოკაკო-
ლას“ ქილას ჰგავს; უესტსაიდი ნელნელა სიღარიბიდან გამოვა, სამ-
ხრეთი კი მეტად წახდება. „რიგლიფილდს“ დაანგრევენ და მის ად-
გილას მახინჯ მეგასტადიონს ააგებენ, ჯერჯერობით კი „ნორთის-
ტის“ შუქით გაბდღვრიალებული დგას.
გომესი უკუთვლას იწყებს:
– ათი, ცხრა, რვა... მერე ყველანი ვყვებით:
– შვიდი, ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი! ოორი! ერთი! გილოცავთ
ახალ წელს! შამპანურის საცობები ცვივა, ფოიერვერკი ელვარებს
და ცას კვეთს, მე და კლერი ერთმანეთის მკლავებში ვყვინთავთ.
დრო ჩერდება და მე უკეთესი მომავლის იმედი მაქვს.

361
სამი

შაბათი, 13 მარტი, 1999 წელი


(ჰენრი 35 წლისაა, კლერი 27- ის)

ჰენრი: ახლახან ჩარისს და გომესს მესამე ბავშვი შეეძინათ –


როზა-ევანგელინ გომოლინსკი. ერთ კვირას ვაცდით, მერე კი ნუგ-
ბარითა და საჩუქრებით დატვირთულები თავს ვესხმით.
კარს გომესი აღებს. სამი წლის მაქსიმილიანი ფეხზე ეკვრის და
როცა ვეუბნებით: „გამარჯობა, მაქს“, სახეს მამას მუხლს უკან მა-
ლავს.
მეტად ექსტრავერტი ჯოზეფი კი კლერთან მირბის და ეტიკტიკე-
ბა:
– ბა, ბა, ბა!
მერე, როცა კლერი ხელში აიყვანს, ასლოკინებს.გ გომესი თვა-
ლებს ატრიალებს, კლერი იცინის, ჯოც იცინის; ამ ორომტრიალის
შემყურემ მეც უნდა გავიცინო. გეგონებათ, მათ სახლს „Toys R Us“-
ის სათამაშოების მაღაზია დაეჯახა და იქაურობა ლეგოებითა და
ფუმფულა დათუნიებით აავსო.
– ასეთი სახით ნუ უყურებ! – ამბობს გომესი, – ეს რეალური არ
არის. ჩარისის მოგონილ ვირტუალურ თამაშს ვთამაშობთ, „მშობ-
ლობანა“ ჰქვია.
– გომეს! – საძინებლიდან ჩარისის ხმა ისმის, – კლერი და ჰენრი
არიან?
დერეფნის გავლით ყველანი საძინებელში შევდივართ. გზად
სამზარეულოსკენ ვაპარებ თვალს. ნიჟარასთან შუახნის ქალი ჭურ-
ჭელს რეცხავს.
ჩარისი წევს და ხელში ჩვილი უჭირავს. სძინავს. პაწაწუნაა, შავი
თმა აქვს და რაღაცით აცტეკს ჰგავს. მაქსი და ჯო ქერათმიანები
არიან. ჩარისი საშინლად გამოიყურება (მე ასე მეჩვენება. კლერი
მოგვიანებთ მიმტკიცებს, მშვენივრად იყოო). გასუქებულა და დაღ-
ლილს და ავადმყოფს ჰგავს. საკეისრო გაიკეთა. სკამზე ვჯდები.

362
კლერი და გომესი საწოლზე სხდებიან. მაქსი დედასთან მიფორ-
თხავს და თავისუფალ მკლავში თავს უყოფს. მაშტერდება და ცერა
თითს პირში იდებს. ჯო გომესის კალთაში ზის.
– ძალიან ლამაზია, – ამბობს კლერი. ჩარისი იღიმება, – შენც
ძალიან კარგად გამოიყურები.
– საშინლად ვარ... მე მოვრჩი. უკვე გოგოც გვყავს, – ჩვილს სა-
ხეზე ხელს უსვამს. როზა ამთქნარებს და პაწია ხელს ზემოთ სწევს.
მუქი თვალები და დახრილი ჭრილი აქვს.
– როზა-ევანგელინა, – ენის მოჩლექით ეუბნება კლერი ჩვილს,
– ძალიან ლამაზი სახელია.
– გომესს უნდოდა, ოთხშაბათა დაერქმია, მაგრამ არ დავანებე.
– თანაც ხუთშაბათს დაიბადა, – გვიხსნის გომესი.
– გინდა დაგაჭერინო?
კლერი თავს უქნევს; ჩარისი შვილს მკლავებში ფრთხილად უწ-
ვენს.
კლერის ჩვილით ხელში დანახვაზე მისი შეწყვეტილი ფეხმძიმო-
ბები მაგონდება და თავბრუ მესხმის. იმედია, დროში სამოგზაუროდ
არ წავალ. მერე ეს გრძნობა ქრება და ჩვენს რეალობაში ვრჩები:
ჩვენ ბავშვებს ვკარგავთ. სად არიან ისინი? სად დაეხეტებიან? ალ-
ბათ, გზააბნეულები არიან.
– ჰენრი, გინდა როზა დაგაჭერინო? – მეკითხება კლერი.
პანიკაში ვვარდები.
– არა, – კატეგორიულად ვამბობ მე, – მცხელა, – ახსნას ვცდი-
ლობ. ვდგები და ოთახიდან გავდივარ, სამზარეულოს გავივლი და
უკანა კარს ვაღებ. ჟინჟღლავს. ვდგავარ და ღრმად ვსუნთქავ.
უკანა კარის ჯახუნი ისმის. გომესი გამოდის და ჩემ გვერდით დგ-
ება.
– კარგად ხარ? – მეკითხება.
– ჰო, მგონი, კი. იქ, შიგნით რაღაც კლაუსტროფობიასავით და-
მემართა.
– ჰო, ვიცი, რასაც გულისხმობ.
რამდენიმე წუთს უხმოდ ვდგავართ. ვცდილობ გავიხსენო, როგ-

363
ორ ვეჭირე მამას პატარაობაში ხელში, მაგრამ მხოლოდ მასთან თა-
მაში, სირბილი, სიცილი და მის მხრებზე ჯირითი მაგონდება. ვხვდე-
ბი, რომ გომესი მიყურებს და ლოყებზე ცრემლები მომდის. სახეს სა-
ხელოებზე ვიწმენდ. ვინც რა უნდა თქვას.
– ყურადღებას ნუ მომაქცევ.
გომესი ხელს უაზროდ აქნევს.
– ახლავე მოვალ, – ამბობს და სახლში შედის. მგონია, რომ წა-
ვიდა, მაგრამ მალე მოკიდებული სიგარეტით ხელში ბრუნდება. მო-
ყანყალებულ საპიკნიკე მაგიდასთან ვჯდები; წვიმას დაუსველებია
და ფიჭვის წიწვებს დაუფარავს. გარეთ ცივა.
– თქვენ რას შვრებით? ბავშვზე ისევ მუშაობთ?
– ჰო.
– კლერი ისევ წუხს მუცლის მოშლის გამო?
– მუცლების, – ვუსწორებ მე, – სამჯერ იყო.
– ერთი ბავშვის დაკარგვა, მისტერ დეტამბლ, უიღბლობას
ჰგავს, სამისა კი უყურადღებობის ბრალი უნდა იყოს.
– ეს სასაცილო არ არის, გომეს.
ნირწამხდარი ჩანს, ამ ერთხელ მაინც. ამაზე ლაპარაკი არ მინ-
და. სიტყვები არ მყოფნის. კლერთან ამაზე ვერ ვლაპარაკობ, კენ-
დრიკსა და სხვა ექიმებთან, რომელთაც ჩვენი საქმე მივანდეთ, კი.
– მაპატიე, – იმეორებს გომესი.
ვდგები.
– შევიდეთ.
– იმათ არ ვჭირდებით, ქალურ ამბებზე ლაპარაკობენ.
– კარგი, მაშინ ვიყოთ. „კაბსში“ რა ხდება?
– კარგი, გეყოს.
ბეისბოლს არც ერთი არ ვუყურებთ.გ გომესი ბოლთას სცემს.
მინდა გაჩერდეს ან შიგნით შევიდეთ.
– პრობლემა რაშია? – სხვათა შორის მეკითხება ის.
– რაშია? მგონი, ბურთს არ აწვდიან.
– არა, ძვირფასო ბიბლიოთეკარო, „კაბსებთან“ არა. ის პრობ-
ლემა მაინტერესებს, რომლის გამოც შენ და კლერი უშვილოდ დარ-

364
ჩით.
– შენი საქმე არ არის, გომეს.
უკან არ იხევს, აუღელვებელი ჩანს.
– ის მაინც იციან, რაშია პრობლემა?
– მიდი, რა, გომეს!
– აბა, აბა, სიტყვები შეარჩიე. მე ვიცნობ ერთ ბრწყინვალე ექიმს,
რომელიც...
– გომეს!
– რომელიც ფატალურ ქრომოსომულ მოშლილობებს სწავლ-
ობს.
– ეგ რატომღა იცი?
– ექსპერტია და ჩვენებას აძლევს ხოლმე.
– მისი სახელი ამიტ მონტეგიუა, – განაგრძობს ის, – გენიოსია,
– ტელევიზორშიც იყო და ყველა ჯილდო აქვს. მოსამართლეები აღ-
მერთებენ.
– ჰო, თუ მოსამართლეებს უყვართ... – სარკასტულად ვიწყებ მე.
– წადი და ნახე. ღმერთო! მე შენს დახმარებას ვცდილობ.
ვოხრავ.
– კარგი, გმადლობ.
– ეს რომელი მადლობაა?გ გმადლობ, წავალთ და დაველაპარა-
კებით თუ გმადლობ, შემეშვი?
ვდგები და შარვლიდან სველ წიწვებს ვიბერტყავ.
– წამოდი, შევიდეთ, – ვამბობ და შევდივართ.

მკითხველთა ლიგა

365
ოთხი

ოთხშაბათი, 21 ივლისი, 1999 წელი


8 სექტემბერი,1998 წელი
(ჰენრი 36 წლისაა, კლერი 28-ის)

ჰენრი: ვწევართ. კლერი თავის მხარესაა მიკუჭული, ჩემკენ ზურ-


გით წევს, ვეკვრი და მის ზურგს ვუცქერ. ღამის 2 საათი იქნება, ჩვენი
რეპროდუქციული უიღბლობის ამაო განხილვის შემდეგ სინათლე
ახლაღა ჩავაქრეთ. ცალი ხელი მის მარჯვენა ძუძუზე მიდევს და იმა-
ში გარკვევას ვცდილობ, ბოლომდე მესმის თუ არა მისი.
– კლერ, – ჩავჩურჩულებ კისერთან.
– რა?
– მოდი, ვიშვილოთ, – უკვე რამდენიმე კვირაა, თვეა ამაზე ვფიქ-
რობ, ბრწყინვალე გამოსავალია: ბავშვი გვეყოლება, ჯანმრთელი
ბავშვი. კლერიც ჯანმრთელი იქნება. ბედნიერები ვიქნებით. მე გა-
მოსავალს ამაში ვხედავ.
– ეგ სიყალბეა, – ამბობს კლერი, – თავის მოჩვენება, – საწოლ-
ში ჯდება და მიყურებს, მეც იმავეს ვშვრები.
– ნამდვილი ბავშვი იქნება, ჩვენი იქნება, კლერ, სიყალბე რატო-
მაა?
– თვალთმაქცობამ დამღალა. მუდამ ვთვალთმაქცობთ. მე ჩემი
გაჩენილი მინდა.
– სულ მუდამ არ ვთვალთმაქცობთ. რაებს ამბობ?
– ვთვალთმაქცობთ, თითქოს ნორმალურები ვიყოთ და ნორმა-
ლური ცხოვრებით ვცხოვრობთ! ისე ვიქცევი, თითქოს არ ვღელავ,
როცა ერთმა ღმერთმა იცის, სად ქრები. შენც თვალთმაქცობ, ვი-
თომ კარგად ხარ, სინამდვილეში მუდამ სიკვდილს ებრძვი, კენ-
დრიკს წარმოდგენა არა აქვს, რა ქნას! ვთვალთმაქცობ, თითქოს
ჩვენი ბავშვების სიკვდილი არაფრად მიმაჩნია, – იკუნტება და ქვი-

366
თინებს, ჩამოშლილი თმა აბრეშუმის ფარდასავით ეფინება მის სა-
ხეს.
ტირილმა დამღალა. დავიღალე ატირებული კლერის ცქერით.
მის ცრემლებთან უმწეო ვარ; ვერაფერს ვიზამ ისეთს, რაც რამეს
შეცვლის.
– კლერ, – ხელს მისკენ ვიწვდი, მის შეხებას, დამშვიდებას, სა-
კუთარი თავის დაწყნარებას ვცდილობ. ხელს მკრავს. ვდგები და ტა-
ნისამოსს ვიღებ. სააბაზანოში ვიცვამ. მისი ხელჩანთიდან მანქანის
გასაღებს ვიღებ, ფეხს ფეხსაცმელში ვუყრი. კლერი დერეფანში გა-
მოდის.
– სად მიდიხარ?
– არ ვიცი.
– ჰენრი...
გავდივარ და კარს ვაჯახუნებ. გარეთ ყოფნა მსიამოვნებს. არ
მახსოვს, სად დგას მანქანა. მერე ქუჩის გადაღმა ვამჩნევ. მივდივარ
და ვჯდები.
თავიდან ჩაჯდომა და მასში დაძინება მინდა, მაგრამ როცა კარს
ვაღებ, გასეირნებას გადავწყვეტ. პლაჟი. პლაჟისკენ წავალ. საშინე-
ლი აზრია, დაღლილი ვარ, გაღიზიანებული, ასეთ დროს მანქანის
მართვა სიგიჟეა... მაგრამ სეირნობა მინდა. ქუჩები ცარიელია. ვქო-
ქავ. საშინლად ღმუის. პარკინგიდან გამოსვლას წუთს ვანდომებ.
ფანჯარაში კლერის სახეს ვხედავ. არა უშავს, ინერვიულოს. ამ ერ-
თხელ არ მანაღვლებს.
ეინსლიდან ლინკოლნზე გავდივარ, უესტერნს ვკვეთ და გეზს
ჩრდილოეთით ვიღებ. რა ხანია, შუაღამისას ქუჩაში მარტო არ ვყო-
ფილვარ; არ მახსოვს, აწმყოში როდის ვმართე მანქანა ბოლოს,
როცა ამის გადაუდებელი საჭიროება არ იყო. საუცხოოა. როუზჰი-
ლის სასაფლაოს გვერდს ვუვლი და მანქანების დილერების გრძელ
რიგებს შორის მივქრი. რადიოს ვრთავ, WLUW-ზე ვაყენებ, კოლ-
ტრეინს უკრავენ, ხმას ვუწევ და ფანჯარას ვუშვებ. ხმაური, ქარი და
შუქნიშნების და ლამპიონების უსასრულო მწკრივი მამშვიდებს,
ტკივილს მიყუჩებს და მავიწყდება, რატომ ვარ გარეთ. ევენსტონთან

367
რიჯისკენ ვუხვევ, მერე დემპსტერით ტბისკენ გავდივარ. ლაგუნას-
თან ვაჩერებ, გასაღებს მანქანაში ვტოვებ, გადმოვდივარ და ფეხით
მივუყვები გზას. გრილა და საოცარი სიმშვიდეა. პირსზე გავდივარ
და მის ბოლოში ვჩერდები, ჩიკაგოს სანაპირო ზოლს გავცქერი, რო-
მელიც ნარინჯისფერი მეწამული ცის ქვეშ ციალებს და კრთის.
დაღლილი ვარ. სიკვდილზე ფიქრით დაღლილი. სექსისგანაც
დავიღალე, რომელიც მიზნის მიღწევის საშუალებად მექცა. მაში-
ნებს ის, სადაც შეიძლება ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს. არ ვიცი,
რამდენ ხანს გავუძლებ კლერის ზეწოლას.
რას წარმოადგენს ეს ჩანასახები, ემბრიონები, უჯრედების გრო-
ვები, რომლებსაც თავადვე ვქმნით და მერე ვკარგავთ? რატომ არი-
ან ისეთი მნიშვნელოვანი, რომ კლერის სიცოცხლის ფასად ღირს?
რატომ ავსებს მათი დაკარგვა ყოველ დღეს ასეთი სასოწარკვეთი-
ლებით? ბუნება გვირჩევს, ამაზე ხელი ავიღოთ, ის ამბობს: „ჰენრი,
შენ დედააფეთქებული ორგანიზმი ხარ, შენნაირის შექმნა აღარ მინ-
და“. მე ამასთან შესარიგებლად მზად ვარ.
მომავალში ჩემი თავი არასდროს მინახავს ბავშვით. მიუხედა-
ვად იმისა, რომ ჩემს პატარა ორეულთან დიდ დროს ვატარებ და პა-
ტარა კლერთანაც ხშირად ვარ, ჩემს ცხოვრებას არასრულყოფი-
ლად არ ვთვლი იმის გამო, რომ შვილი არა მყავს. რამდენიმე კვი-
რის წინ გავტყდი და როცა ჩემს 2004 წლიდან მოსულ თავს ნი-
უბერის წიგნების საცავში შევხვდი, ვკითხე: შვილი გვეყოლება? გა-
იღიმა და მხრები აიჩეჩა. ვწუხვარ, იცოცხლებ და თავად ნახავ, –
ამაყად, მაგრამ თანაგრძნობით მომიგო. ოჰ, ღმერთო, გთხოვ მით-
ხარი! – ვიყვირე მე. მე ხმას ავუწიე, მან კი ხელები ასწია და გაქრა.
პროჭო, – ხმამაღლა ვთქვი მე. იზაბელმა კარში თავი შემოყო და
მკითხა, წიგნთსაცავში რატომ ყვირი, ნუთუ ვერ ხვდები, რომ შენი
ხმა სამკითხველო დარბაზშიც ისმისო.
გამოუვალი მდგომარეობაა. კლერს ბავშვი აკვიატებად ექცა.
ამიტ მონტეგიუ აქეზებს, საოცარი ზღაპრებით აბრუებს, ვიტამინებს
ასმევს, რაც „როზმარის ბავშვს“ მაგონებს. იქნებ გავიფიცო? ჰო, ასე
ვიზამ. სექსგაფიცვას მოვაწყობ. ვიცინი. ტალღები ნაზად ელამუნება

368
პირსს. კარგი შანსია.
თავი მტკივა. ყურადღებას არ ვაქცევ; დაღლილობისგან მტკივა.
ნეტავ პლაჟზე ისე დაძინებას თუ შევძლებ, რომ ვერ შემნიშნონ. ლა-
მაზი ღამეა. უეცრად ძლიერი ნათება მაკრთობს, მთელ პირსს ანა-
თებს, ჩემს სახეზე ჩერდება...
...და უეცრად...
...კიმის სამზარეულოში ვარ. მაგიდის ქვეშ გულაღმა ვწევარ,
გარშემო სკამების ფეხებს ვხედავ. ერთ-ერთზე კიმი ზის და მაგიდის
ქვეშ მიჭყიტინებს. მარცხენა თეძოთი მის ფეხსაცმელს ვეკვრი.
– გამარჯობა, მეგობარო, – სუსტი ხმით ვამბობ მე. ვგრძნობ,
რომ გონებას ვკარგავ.
– ერთხელაც, ალბათ, გულის შეტევას მიმაღებინებ, მეგობარო,
– ამბობს კიმი და ფეხს მკრავს, – გამოძვერი და ჩაიცვი.
ვტრიალდები და მაგიდის ქვეშიდან ოთხზე მოვფორთხავ. მერე
ლინოლეუმზე ვიკუნტები და წამით ვისვენებ, აზრებს ვიკრებ და ვც-
დილობ არ ვარწყიო.
– ჰენრი... კარგად ხარ? – მეკითხება და ზემოდან დამცქერის, –
შეჭამ რამეს? წვნიანი გინდა? ბოსტნეულისა და მაკარონის წვნიანი
მაქვს. ყავა? – უარის ნიშნად თავს ვაქნევ, – გინდა დივანზე დაწექი?
ცუდად ხომ არა ხარ?
– არა, კიმი, ყველაფერი კარგადაა, კარგად გავხდები, – მუხ-
ლებზე წამოჯდომას ვახერხებ და ფეხზე ვდგები. საძინებელში მივ-
ბანცალებ და მისტერ კიმის კარადას ვაღებ, თითქმის ცარიელია,
მხოლოდ რამდენიმე კოხტად დაკეცილი სხვადასხვა ზომის ჯინსი
დევს – პატარა ბიჭის ზომით დაწყებული, ზრდასრულით დამთავრე-
ბული, გატკიცინებული თეთრი პერანგებიც არის. ეს ჩემი სამოსის
დასტა მუდამ მზადაა და მელის. ვიცვამ და სამზარეულოში გავდი-
ვარ, კიმის თავზე ვადგები და ლოყაზე ვკოცნი.
– რა რიცხვია?
– 8 სექტემბერი, 1998 წელი. საიდან მოდიხარ?
– მომავალი ივლისიდან, – მაგიდასთან ვსხდებით, კიმი „ნიუ-
იორკ ტაიმზის“ კროსვორდს ხსნის.

369
– მომავალ ივლისს რა ხდება?
– ძალიან გრილი ზაფხულია, შენი ბაღი საოცარი სანახავია. ტექ-
ნოლოგიების აქციების ფასები იწევს. იანვარში „ეპლის“ აქციები იყ-
იდე.
ყავისფერი ქაღალდის პარკზე იწერს.
– კეთილი. შენ? შენ როგორ ხარ? კლერი როგორ არის? ბავშვი
შეგეძინათ?
– ისე, მშია. სად არის ის წვნიანი, წეღან რომ ახსენე?
სკამიდან დგება და მაცივრისკენ მიდის. ქვაბს იღებს და წვნიანს
აცხელებს.
– შეკითხვაზე არ მიპასუხე.
– არა, კიმ, ახალი ამბები არა მაქვს. ბავშვი არა გვყავს. მე და
კლერი ამის გამო გამუდმებით ვჩხუბობთ. გეხვეწები, ახლა შენ არ
მომდგე.
ჩემკენ ზურგით დგას. წვნიანს გულმოდგინედ ურევს. მისი ზურგი
მწუხარებას ასხივებს.
– მე არ მოგდგები. ისე გეკითხები, გაიგე? მაინტერესებს.
რამდენიმე წუთით ორივე ვდუმვართ. ქვაბის ფსკერზე კოვზის
ხმა ნერვებს მიშლის. კლერი მაგონდება; როგორ გამომცქეროდა
ფანჯრიდან, როცა მანქანას ვძრავდი.
– მისმინე, კიმი.
– გისმენ, ჰენრი.
– შენ და მისტერ კიმის შვილი რატომ არ გყავდათ?
ხანგრძლივი დუმილი.
– გვყავდა.
– გყავდათ?
წვნიანს მიკიმაუსიან ჯამში მისხამს; ბავშვობაში ძალიან მიყვარ-
და. ჯდება და თმაზე ხელს ისვამს, თეთრი თმის ჩამოშლილ ღერებს
ისწორებს და კეფაზე დაგორგლილ თმაში იტენის. მიყურებს.
– წვნიანი ჭამე, ახლავე მოვალ, – დგება და სამზარეულოდან გა-
დის, ფეხებს დერეფანში ცელოფანგადაკრულ ნოხზე მიაფრატუ-
ნებს. წვნიანს ვჭამ. თითქმის ვამთავრებ, როცა კიმი შემოდის.

370
– აი, ეს მინია. ჩემი შვილი.
შავთეთრი და ბუნდოვანი ფოტოა. პატარა, ხუთი-ექვსი წლის გო-
გონა მისტერ კიმის სახლის, ამ სახლის წინ დგას. ამ სახლის, რო-
მელშიც გავიზარდე. კათოლიკური სკოლის ფორმა აცვია, ხელში
ქოლგა უჭირავს და იღიმება.
– პირველად ამ დღეს წავიდა სკოლაში. ბედნიერია და შეშინებუ-
ლი.
ვაკვირდები. კითხვის დასმისა მეშინია. თავს მაღლა ვწევ. ფანჯა-
რაში იყურება, მდინარის გადაღმა რაღაცას უცქერს.
– რა მოუვიდა?
– მოკვდა. შენს დაბადებამდე. სისხლის გათეთრებით...
უეცრად მახსენდება.
– უკანა ეზოში საქანელაზე იჯდა ხოლმე? წითელ კაბაში?
მისის კიმი შემკრთალი შემომცქერის.
– ხედავ ხოლმე?
– ჰო, მგონი. დიდი ხნის წინ ვნახე. დაახლოებით შვიდისა ვიყავი.
მდინარისკენ ჩასასვლელ კიბეზე შიშველი ვიდექი, მითხრა, ჩემს
ეზოში აღარ შემოხვიდეო, მე კი მივუგე, ეს ეზო ჩემია-მეთქი, მაგრამ
არ დამიჯერა. მაშინ ვერ მივხვდი, – ვიცინი, – მითხრა, თუ არ წახ-
ვალ, დედაჩემი გაგტყიპავსო.
კიმი სიცილისგან ცახცახებს.
– მართალი უთქვამს.
– ჰო, რამდენიმე წლით გაუსწრია ჩემთვის.
კიმი იცინის.
– მინი პატარა და დაუდეგარი იყო. მამა „მის გატლეკილს“ ეძახ-
და. ძალიან უყვარდა, – ზურგს მაქცევს და თვალებზე ივლებს ხელს.
მისტერ კიმი ერთ უთქმელ კაცად მახსოვს, ძირითადად, სავარძელ-
ში იჯდა და ტელევიზორში სპორტულ გადაცემებს უყურებდა.
– მინი რომელ წელს დაიბადა?
– 1949 ში. 1956-ში მოკვდა. სასაცილოა, ახლა შუახნისა იქნებო-
და, შვილები ეყოლებოდა. ორმოცდაცხრა წლისა უნდა ყოფილიყო.
სტუდენტი შვილები ეყოლებოდა ან ეგებ ცოტა უფროსები.

371
კიმი მე შემომცქერის, მე მას.
– ვცდილობთ, კიმი. რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვცდილობთ.
– მე არაფერი მითქვამს.
– აჰა.
კიმი ისე მიყურებს, თითქოს ლუიზ ბრუკი 70 ან ვიღაც მისი მსგავ-
სი იყოს.
– მეგობარო, ამ კროსვორდში გავიჭედე, ცხრა ვერტიკალურად,
კ-ზე იწყება.
კლერი: ვუყურებ, როგორ მიცურავენ პოლიციის მყვინთავები
მიჩიგანის ტბაში. ღრუბლიანი დილაა და უკვე ძალიან ცხელა. დემ-
პსტერ-სტრიტის პირსზე ვდგავარ. ხუთი სახანძრო და სამი სასწრა-
ფო დახმარების მანქანაა, შერიდანროუდზე კი შვიდი პოლიციის
მანქანის მაშუქები კრთის, ჩვიდმეტი მეხანძრე და ექვსი ექიმია.
თოთხმეტი მამაკაცი პოლიციელი და ერთი ქალია, დაბალია და მსუ-
ქანი, სახე ქუდისგან დაჭყლეტილს მიუგავს, სულელურ, გაცვეთილ
ფრაზებს მიმეორებს და ჩემს დამშვიდებას ცდილობს. ძალიან მინდა
ხელი ვკრა და პირსიდან მოვისროლო. ჰენრის ტანისამოსი მიჭი-
რავს, დილის ხუთი საათია. ოცდაერთი ჟურნალისტია, ზოგი ტელე-
ვიზიიდან არის, მიკროფონები მოუმარჯვებიათ და ოპერატორები
ახლავთ, პრესა კი ფოტოგრაფების თანხლებით მოსულა. ჩვენს სი-
ახლოვეს ვიღაც ხანში შესული წყვილი დადის, არ იმჩნევენ, მაგრამ
ცნობისმოყვარეობა კლავთ. ვცდილობ არ ვიფიქრო იმაზე, რაც პო-
ლიციელმა თქვა – თითქოს ჰენრი პირსის ნაპირიდან მაშინ გადახ-
ტა, როცა პოლიციის მანქანამ ფარები მიანათა. ვცდილობ არ ვიფიქ-
რო.
პირსზე ორი ახალი პოლიციელი მოდის. იქ მყოფებს რაღაცას
ეთათბირება, მერე ერთი, ყველაზე უფროსი, მათ ტოვებს და გეზს
ჩემკენ იღებს. სქელი, ძველმოდური, კიდეებში აპრეხილი ულვაში
აქვს. კაპიტან მიშელზად მაცნობს თავს და მეკითხება, ხომ ვერ და-

70
ლუიზ ბრუკი (1906-1985) – გასული საუკუნის 2030იანი წლების კინო-
ვარსკვლავი, ქალივამპის ეტალონი.

372
ვუსახელებ მიზეზს, რომელიც ჩემს ქმარს თავის მოკვლას მოანდო-
მებდა.
– იცით, არა მგონია, თავი მოეკლა, კაპიტანო. ძალიან კარგად
ცურავს, ალბათ, უილმეტისკენ ან რამე მსგავსისკენ მიცურავს, – ხე-
ლს ჩრდილოეთისკენ გაურკვეველი მიმართულებით ვიქნევ, – ალ-
ბათ, ნებისმიერ წუთს დაბრუნდება...
კაპიტანი დაეჭვებული სახით მიყურებს.
– ღამე ცურვა ჩვევად აქვს?
– დიახ, უძილობა აწუხებს.
– ხომ არ გიჩხუბიათ? გაღიზიანებული ხომ არ იყო?
– არა, – ვატყუებ, – რა თქმა უნდა, არა, – წყალს გავცქერი და
დარწმუნებით ვიცი, რომ ჩემი ნათქვამის არ სჯერა, – მეძინა. ალ-
ბათ, საცურაოდ წასვლა გადაწყვიტა და არ გამაღვიძა.
– ბარათი ხომ არ დაუტოვებია?
– არა.
ტვინს ვიჭყლეტ და უფრო რეალური განმარტების პოვნას ვცდი-
ლობ, ნაპირთან ახლოს ჭყაპანი მესმის. ალულუია. და აი, ისიც.
– აი, გამოჩნდა!
ჰენრი წყალში ფეხზე დგება. ჩემი ყვირილი ესმის, ყვინთავს და
პირსისკენ მოცურავს.
– კლერ, რა ხდება?
პირსზე ვიმუხლები. ჰენრი დაღლილს და შეცივებულს ჰგავს.
– ეგონათ, რომ დაიხრჩვე, – ჩუმად ვეუბნები, – ერთმა მათგანმა
პირსიდან გადახტომისას შეგნიშნა. ორი საათია შენს ცხედარს ეძე-
ბენ.
შეწუხებული და ამავე დროს გაკვირვებული ჩანს. ისეთია, რაც
პოლიციას ძალიან გააჯავრებს. ყველა პოლიციელი ჩემ გარშემოა
შეჯგუფებული, ჰენრის უხმოდ შეჰყურებენ.
– თქვენ ჰენრი დეტამბლი ხართ? – ეკითხება კაპიტანი.
– დიახ. წინააღმდეგი ხომ არა ხართ წყლიდან ამოვიდე? – ყვე-
ლანი ვუყურებთ, როგორ მოცურავს ჰენრი ნაპირისკენ. მოცურავს,
ჩვენ პირსის გაყოლებაზე მივდევთ. ამოდის, გაწუწულ ვირთხასავ-

373
ით დგას და წყალი წურწურით ჩამოსდის. პერანგს ვუწვდი, ტანს მი-
სით იმშრალებს. დანარჩენ ტანსაცმელს იცვამს, მშვიდად დგას და
იმის გამოცნობას ცდილობს, პოლიცია რას უზამს. მინდა ჯერ ვაკო-
ცო და მერე მოვკლა. ან პირიქით. ხელს მხვევს.გ გაწებილია და სვე-
ლი. სხეულზე ვეკვრი იმიტომ, რომ გრილია, ისიც მეკვრის და ჩემს
სითბოს ეძებს. პოლიცია რაღაცას ეკითხება. ძალიან თავაზიან პა-
სუხს სცემს. ევენსტონის პოლიციაა, რამდენიმე ორტონგროვიდა-
ნაც არის, ერთიორი ცნობისმოყვარე სკოკიდანაც მოსულა. ჩიკაგოს
პოლიცია რომ იყოს, ჰენრის იცნობდნენ და დააპატიმრებდნენ.
– რატომ არ გაეცით ხმა, როცა პოლიციამ წყლიდან ამოსვლა
მოგთხოვათ?
– ყურსარჭები მეკეთა, კაპიტანო.
– ყურსარჭები?
– დიახ, წყალი რომ არ შემსვლოდა ყურში, – ჰენრი ჯიბეებში
ქექვას იწყებს, – არ ვიცი, სად წავიღე, ცურვისას ყურსარჭებს ვხმა-
რობ.
– შუაღამის სამ საათზე რატომ ცურავდით?
– ვერ ვიძინებდი.
და ასე შემდეგ. ჰენრი უზადოდ ცრუობს და თავის თეზისს ფაქტე-
ბით ამყარებს. ბოლოს პოლიციელი პლაჟის არასამუშაო საათებში
ცურვის გამო სასამართლოში გამოძახების ორდერს უკმაყოფილო
სახით უწერს. 500 დოლარი ჯარიმა. როცა პოლიცია გვიშვებს და
მანქანისკენ მივდივართ, ჟურნალისტები, ოპერატორები და ფო-
ტოგრაფები გარს გვეხვევიან. უკომენტაროდ. მხოლოდ ვცურავდი.
გეთაყვა, სურათის გადაღება არ გვსურს. ჩხაკ. ბოლოს მანქანასთან
მივდივართ, რომელიც შერიდანროუდზე დგას, გასაღები ისევ თავის
ადგილზეა გარჭობილი. ვქოქავ და ჩემს ფანჯარას ვწევ. პოლიცია,
ჟურნალისტები და ხანში შესული წყვილი ბალახზე დგანან და გვაკ-
ვირდებიან. ერთმანეთს არ ვუყურებთ.
– კლერ.
– ჰენრი.
– მაპატიე.

374
– მეც მაპატიე, – ჰენრი მიყურებს და ხელზე, რომელიც საჭეზე
მიდევს, ხელს მკიდებს. შინისკენ ჩუმად მივდივართ.

პარასკევი, 14 იანვარი, 2000 წელი


(კლერი 28 წლისაა, ჰენრი 36-ის)

კლერი: კენდრიკი ხალიჩებით მოფენილ მშრალკედლებიან,


აკუსტიკური ფილებით მოპირკეთებულ დერეფანში მიგვიძღვის და
საკონფერენციო დარბაზში შევყავართ. უფანჯროა, მთელ სიგრძეზე
ცისფერი ხალიჩა აგია და შავი, პრიალა მაგიდა დგას, გარშემო შა-
ვი, ბალიშებიანი სკამები უწყვია. თეთრი დაფა და რამდენიმე მარ-
კერი დევს, კარის თავზე საათი კიდია, ყავის სტენდიც არის ჭიქებით,
ნაღებითა და შაქრით. მე და კენდრიკი მაგიდასთან ვსხდებით, ჰენ-
რი ბოლთას სცემს. კენდრიკი სათვალეს იხსნის და პაჭუა ცხვირს ის-
რესს. კარი იღება და ქირურგისხალათიანი ჩია ლათინელამერიკე-
ლი ურიკას მოაგორებს. ზედ ნაჭერგადაფარებული გალია დგას.
– ეს სად დავდგა? – კითხულობს ის.
– მთლიანად დატოვეთ, თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, –
პასუხობს კენდრიკი.
მხრებს იჩეჩს და გადის. კენდრიკი კართან მიდის, შუქს რთავს,
ოთახს მქრქალი სინათლე ეფინება. გალიის გვერდით ჰენრის
ძლივს ვარჩევ. კენდრიკი გალიას უახლოვდება და ნაჭერს უხმოდ
ახდის.
კედრის სუნი მოდის. ვდგავარ და თვალმოუცილებლად ვუცქერ.
ვერაფერს ვხედავ ტუალეტის ქაღალდის რულონის, საჭმლის ჯამე-
ბის, წყლის ბოთლის, სავარჯიშო რგოლის და კედრის ნატეხების
გარდა. კენდრიკი გალიას თავს ხდის, ხელს ყოფს და იქიდან რაღაც
თეთრს და პატარას იღებს. მე და ჰენრი გარს ვეხვევით და კენდრი-
კის ხელისგულზე ათრთოლებულ, პატარა თაგვს დავცქერით. კენ-
დრიკი ჯიბიდან პაწაწინა კალმის ფორმის ფარანს აძრობს და თაგვს
ანათებს. თაგვი კრთება და ქრება.

375
– ვაი! – ვამბობ მე. კენდრიკი გალიას ნაჭერს აფარებს და შუქს
ანთებს.
– ამაზე შემდეგი კვირის „ნეიჩერის“ ნომერში დავწერთ, – ამ-
ბობს ის, – პირველ გვერდზე იქნება.
– გილოცავთ, – ამბობს ჰენრი. საათს გასცქერის, – რამდენი
ხნით უჩინარდებიან ხოლმე და სად მიდიან?
კენდრიკი ყავადანზე გვანიშნებს. ორივე თავს ვუქნევთ.
– დაახლოებით ათი წუთით ქრებიან, – ამბობს ის, სამ ფინჯან ყა-
ვას ასხამს და გვიწვდის, – ცხოველების ლაბორატორიაში მიდიან
ხოლმე, ან იმ სარდაფში, რომელშიც დაიბადნენ. რამდენიმე წუთით
უჩინარდებიან.
ჰენრი თავს უქნევს.
– რაც მეტად მოემატებათ ასაკი, მით უფრო ხანგრძლივი დროით
გაუჩინარდებიან.
– ჰო, ჯერჯერობით ასეა.
– ეგ როგორ შეძელით? – ვკითხულობ მე, რადგან ვერ დამიჯე-
რებია, რომ ეს შეძლო.
ყავას უბერავს, წრუპავს და იმანჭება. მწარეა. ჩემსას შაქარს ვუ-
მატებ.
– ძალიან დაგვეხმარა ის, რომ სელერამ თაგვის მთელი გენომი
თანამიმდევრობით დაყო. ამით მივხვდით, სად გვეძებნა ოთხი სა-
მიზნე გენი. თუმცა უამისოდაც შეიძლებოდა. ჯერ შენი გენების კლო-
ნი გავაკეთეთ, მერე ფერმენტი გამოვიყენეთ და დნმის დაზიანებუ-
ლი უბანი ამოვჭერით. მერე ის ფრაგმენტები ავიღეთ და უჯრედის
ოთხად გაყოფის ეტაპზე ემბრიონში ჩავსვით. ეგ იოლი იყო.
ჰენრი წარბებს მაღლა სწევს.
– კი, რა თქმა უნდა, მაგას ჩვენს სამზარეულოში მე და კლერიც
ვაკეთებთ ხოლმე. რთული რომელი ნაწილი იყო? – მაგიდაზე ჯდება
და ყავას გვერდით იდგამს. გალიაში პატარა ბორბლის ჭრაჭუნი ის-
მის.
კენდრიკი მე მიმზერს.
– საშვილოსნოს დაჭერა, ანუ ის, რომ დედა თაგვს ნაყოფი ბო-

376
ლომდე ეტარებინა. იხოცებოდნენ, სისხლის დენა ეწყებოდათ.
ჰენრი შეშფოთებული შეჰყურებს.
– დედა თაგვები იხოცებოდნენ?
კენდრიკი თავს უქნევს.
– ჰო, დედებიც და შვილებიც. ვერ ვადგენდით, რატომ, ოცდაოთ-
ხი საათი ვმეთვალყურეობდით. მერეღა მივხვდით, რაში იყო საქმე.
ემბრიონები ჯებირებს არღვევდნენ, დედის საშვილოსნოდან გამო-
დიოდნენ და ისევ ბრუნდებოდნენ; დედები კი შიდა სისხლდენისგან
იხოცებოდნენ, ან ათდღიან ნიშნულს აღწევდნენ და მუცელი ეშლე-
ბოდათ. ძალიან ნერვების მომშლელი იყო.
მე და ჰენრი ჯერ ერთმანეთს შევყურებთ, მერე თვალს ვარიდე-
ბთ.
– ჩვენ შემთხვევაშიც ასეა, – ვეუბნები მე კენდრიკს.
– დიახ, მაგრამ ეგ პრობლემა გადავჭერით.
– როგორ? – კითხულობს ჰენრი.
– ჩავთვალეთ, რომ ეს იმუნური რეაქცია იყო. თაგვის ჩანასახში
რაღაც იმდენად უცხო იყო, რომ დედის იმუნური სისტემა მას ვირუ-
სად, უცხო სხეულად აღიქვამდა და ებრძოდა. ამიტომ იმუნური სის-
ტემა დავთრგუნეთ, მერე ყველაფერი მაგიასავით მოხდა.
ჩემი გულის ბაგუნი ყურებში მესმის. მაგიასავით.
კენდრიკი უეცრად ფეხზე დგება და იატაკზე რაღაცას სწვდება.
– აი, ხომ დაგიჭირე! – ამბობს და ხელში მომწყვდეულ თაგვს
გვაჩვენებს.
– ბრავო! ახლა რას აპირებთ? – ეკითხება ჰენრი.
– გენური თერაპია, წამლები, – ამბობს და მხრებს იჩეჩს, – გავა-
კეთეთ, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ამას რა იწვევს... ან როგორ. ახლა
ამის დადგენას ვცდილობთ.
ჰენრი მუჭს უშვერს, კენდრიკი თაგვს უსვამს. ცნობისმოყვარე სა-
ხით დასცქერის.
– დამღა აქვს.
– ჰო, მაგითი ვარჩევთ. ლაბორანტებს სისხლს უშრობენ, მუდამ
გაპარვაზე უჭირავთ თვალი, – ამბობს კენდრიკი.

377
ჰენრი იცინის.
– ჰო, ეგ ჩვენი დარვინისეული უპირატესობაა, გაქცევა გვემარ-
ჯვება, – თაგვს ეფერება, ის ხელისგულზე აცურცლავს.
– სტრესისადმი ნულოვანი ამტანობა აქვთ, – ამბობს კენდრიკი
და თაგვს გალიაში აბრუნებს. უმალ ტუალეტის ქაღალდის რულო-
ნის გულში ძვრება.
შინ მისვლისთანავე ექიმ მონტეგს ვურეკავ და იმუნოდეპრესან-
ტების და შიდა სისხლდენის ამბავს სულმოუთქმელად ვუყვები. ყუ-
რადღებით მისმენს და შეხვედრას შემდეგ კვირას მინიშნავს, ამასო-
ბაში რაღაცას თვითონაც დაადგენს. ყურმილს ვკიდებ, ჰენრი „ტაიმ-
ზის“ ბიზნესგანყოფილებიდან თავს სწევს და ნერვიულად მათვა-
ლიერებს.
– ცდად ღირს.
– სანამ მიხვდებოდნენ, მეტისმეტად ბევრი დედა თაგვი მოკვდა,
– ამბობს ის.
– მაგრამ ხომ გამოვიდა! კენდრიკმა ეს შეძლო!
– ჰო, – ამბობს და კითხვას განაგრძობს. რაღაცის სათქმელად
პირს ვაღებ, მერე აზრს ვიცვლი და სახელოსნოში გავდივარ. მეტის-
მეტად ვღელავ და კამათის თავი არა მაქვს. მაგიასავით იყო. მაგია-
სავით.

მკითხველთა ლიგა

378
ხუთი

ხუთშაბათი, 11 მაისი, 2000 წელი


(ჰენრი 39 წლისაა, კლერი 28-ის)

ჰენრი: 2000 წლის გვიანი გაზაფხულის ერთ დღეს კლარკ-სტრ-


იტზე მივდივარ. ღირსშესანიშნავი არაფერია. ანდერსონვილში ლა-
მაზი, თბილი საღამოა, მთელი მოდური ახალგაზრდობა „კოპიზში“
პატარა მაგიდებთან ზის, ცივ ყავას წრუპავს, „რეზასში“ კუსკუსს ჭამს
ან სეირნობს, შვედური სამშვენისების მაღაზიებს აინუნში არ აგდებს
და ერთმანეთის ძაღლებით აღფრთოვანებას ვერ მალავს. 2002
წელს სამსახურში უნდა ვიყო, მაგრამ არა უშავს. ნაშუადღევის ლექ-
ციათვალსაჩინოებას მეტი წაიყვანს. გონებაში ვინიშნავ, რომ სადი-
ლად დასაპატიჟებელი მყავს.
ქუჩაში უსაქმოდ დავეხეტები და უეცრად კლერს ვხედავ. „ჯორ-
ჯზის“ კლასიკური სამოსის მაღაზიის ვიტრინის წინ დგას და ჩვილის
ტანსაცმელს ათვალიერებს. ზურგიდანაც კი ნაღვლიანია, მხრები
სურვილით უთრთის. მინას შუბლით ეკვრის და არ ინძრევა; სევდი-
ანია. ქუჩას ვჭრი, საფოსტო ფურგონს და „ვოლვოს“ გზას ვუთმობ
და უკნიდან ვეპარები. თავს სწევს, კრთება და მინაში ჩემს ანა-
რეკლს ხედავს.
– ოჰ, შენ ხარ, – ამბობს და ზურგს მაქცევს, – მეგონა, გომესთან
ერთად კინოში წახვედი, – თავს ისე იცავს, თითქოს დამნაშავე იყოს,
თითქოს რაღაცაში გამომეჭიროს.
– ალბათ, წავედი. წესით, 2002-ში სამსახურში უნდა ვიყო.
იღიმება. დაღლილი ჩანს. გონებაში თარიღებს ვითვლი და
ვხვდები, რომ სამი კვირის წინ მეხუთედ დაკარგა ბავშვი. ვყოყმა-
ნობ, ვეხვევი და საოცარ შვებას ვგრძნობ, როცა დუნდება და თავს
მხარზე მადებს.
– როგორ ხარ? – ვეკითხები მე.
– საშინლად, – დაბალი ხმით მპასუხობს, – დაღლილი, – მახსენ-

379
დება, რომ რამდენიმე კვირა იწვა, – ჰენრი, მეტი აღარ შემიძლია,
ფარ-ხმალს ვყრი, – ფრთხილად ამბობს, თავის ნათქვამზე ჩემს რე-
აქციას აკვირდება და გადაწყვეტილებას წონის, – ვნებდები. ეს არ
მოხდება.
არის რამე, რის გამოც კლერს ვერ მივცემ იმას, რაც ასე ძლიერ
სჭირდება? ვერ ვპოულობ მიზეზს, რომლის გამოც ამას არ ვეტყვი.
გაუნძრევლად ვდგავარ და ვფიქრობ, რატომ უნდა დავუმალო. მახ-
სენდება, რომ ამისი მტკიცედ სწამდა, ეს რწმენა მე უნდა მივცე.
– არ დანებდე, კლერ.
– რა?
– კიდევ სცადე. ჩემს აწმყოში ბავშვი გვყავს.
თვალებს ხუჭავს და ჩურჩულებს:
– გმადლობ.
არ ვიცი, მე მეუბნება თუ ღმერთს. მნიშვნელობა არა აქვს.
– გმადლობ, – კვლავ ამბობს. მე მეუბნება, მე მიყურებს და თავს
ისე ვგრძნობ, თითქოს ხარების რომელიღაც გონებაჩლუნგ ვერსია-
ში ანგელოზი ვიყო. ვიხრები და ვკოცნი. ვგრძნობ, როგორ ივსება
მიზანდასახულობით, სიხარულითა და მიზნით. მახსენდება, როგორ
გამოჩნდა ის პაწია შავთმიანი თავი კლერის ფეხებს შორის და მიკ-
ვირს, როგორ ქმნის ეს მომენტი ასეთ სასწაულს და პირიქით. გმად-
ლობ. გმადლობ.
– შენ ეს იცოდი? – მეკითხება.
– არა, – იმედგაცრუებული მიყურებს, – არ ვიცოდი. პირიქით,
ყველა ღონე ვიხმარე იმისთვის, რომ ორსულობისგან დამეცავი.
– მაგარია, – იცინის, – ანუ მოსახდენი მაინც მოხდება. მშვიდად
ვიყო და მივუშვა, დაე, იქროლოს, არა?
– ჰო.
მიცინის; მეც ვუცინი.დ დაე, იქროლოს.

მკითხველთა ლიგა

380
ექვსი

შაბათი, 3 ივნისი, 2000 წელი


(კლერი 29 წლისაა, ჰენრი 36-ის)

კლერი: სამზარეულოს მაგიდასთან უქმად ვზივარ, „ჩიკაგო ტრი-


ბუნს“ ზანტად ვფურცლავ და ვუყურებ, როგორ ალაგებს ჰენრი ჩან-
თიდან სურსათს. ყავისფერი ქაღალდის პარკები სამზარეულოს
დახლზე კოხტად დევს, ჰენრი ჯადოქარივით აძრობს კეტჩუპს, წიწი-
ლას და ყველ „გაუდას“. კურდღელსა და აბრეშუმის თავსაფარსღა
ველი, მათ ნაცვლად კი სოკოს, შავ ლობიოს, ფეტუჩინის, მწვანე სა-
ლათის ფურცლებს, ანანასს, უცხიმო რძეს, ყავას, ბოლოკს, თალ-
გამს, კომბოსტოს, შვრიას, კარაქს, ხაჭოს, ჭვავის პურს, მაიონეზს,
კვერცხს, სამართებელს, დეზოდორს, „გრენისმიტის“ ვაშლებს,
ხვეულებს, კრევეტებს, მდნარ ყველს, მარინარას, ფორთოხლის
წვენს, სტაფილოს, კონდომს, ტკბილ კარტოფილს... იღებს. ვდგები
და დახლთან მივდივარ. ლურჯ კოლოფს ვწვდები და ჰენრის ცხვირ-
წინ ვუქნევ.
– ეს რა არის? რომანი გაქვს?
გამომწვევად მიყურებს და მაცივარში იწყებს ქექვას.
– არა, ხილვა მქონდა. კბილის პასტების რიგში ვიდექი, როცა ეს
მოხდა. გგინდა მოგიყვე?
– არა.
დგება და ჩემკენ ბრუნდება. ისეთი გამომეტყველება აქვს, თით-
ქოს ღრმად ამოოხვრა უნდა.
– კარგი, გეტყვი. ბავშვის კეთებას ვეღარ გავაგრძელებთ.
მოღალატე.
– ჩვენ შევთანხმდით, რომ...
– ...განვაგრძობდით. მმგონი, ხუთი მუცლის მოშლა საკმარისია.
საკმაოდ ვცადეთ.

381
– არა. რატომ აღარ უნდა ვცადოთ? – ვცდილობ ხმაში ვედრება
არ შემერიოს, ის ბრაზი არ გაისმას, რომლის მოწოლასაც ვგრძნობ.
სამზარეულოს დახლს გარს უვლის და წინ მიდგება, მაგრამ არ
მეხება; იცის, რომ ახლა არ უნდა შემეხოს.
– კლერ, კიდევ ერთი მუცელი რომ მოგეშალოს, მოგკლავს, მე
კი არ გავაკეთებ იმას, რაც მოგკლავს. ხუთი ფეხმძიმობა... ვიცი,
რომ ცდა კიდევ გინდა, მაგრამ ვერ შევძლებ. ამას ვეღარ ვიზამ, მა-
პატიე.
უკანა კარიდან გავდივარ და ჟოლოს ბუჩქებთან მზეში ვდგები.
ჩვენი აბრეშუმის თხელ ნაჭრებში გახვეული მკვდარი შვილები პა-
წაწინა ხის ყუთებში წვანან, გვიანი ნაშუადღევის ჩრდილში ამ ვარ-
დების ძირას. კანზემ მზის მცხუნვარებას ვგრძნობ და მათ გახსენე-
ბაზე ტანში ჟრუანტელი მივლის. „მიშველე“, – გონებაში ვეუბნები
ჩვენს მომავალ შვილს. არ იცის, მე კი ვერ ვეტყვი. მალე მოდი.

პარასკევი, 9 ივნისი, 2000 წელი/19 ნოემბერი,


1986 წელი (ჰენრი 36 წლისაა, კლერი 15-ის)

ჰენრი: დილის 8 საათი და 45 წუთია და მე ვინმე ექიმ გონსალე-


სის მოსაცდელში ვზივარ. კლერმა არ იცის, რომ აქა ვარ. ვაზექტო-
მიის გაკეთება გადავწყვიტე.
ექიმ გონსალესის კაბინეტი შერიდან-როუდზეა, დაივერსის მახ-
ლობლად, ლინკოლ-პარკის ცოტა ზემოთ, პრესტიჟულ სამედიცინო
ცენტრში. მოსაცდელი ოთახი მწვანესა და ყავისფერშია გადაწყვე-
ტილი, ხისპანელებიან კედლებზე 1880-იანი წლების დერბის გამარ-
ჯვებულების სურათები კიდია. ძალიან მამაკაცურები არიან. ისეთი
შეგრძნება მაქვს, რომ სმოკინგი უნდა მეცვას და ყბებში უზარმაზარი
სიგარა მქონდეს გარჭობილი. დალევა მინდა.
ოჯახის დაგეგმარების განყოფილებაში ძალიან სასიამოვნო
ქალმა დარწმუნებით მითხრა, რომ არ მეტკინება. აქ ჩემ გარდა ხუ-
თი სხვა ყმაწვილიც არის. ნეტავ ჰონორეა აქვთ თუ პროსტატის ჯირ-

382
კვალი აწუხებთ. ან იქნებ, ჩემი არ იყოს, პოტენციური მამობის კა-
რიერაზე უარის სათქმელად მოვიდნენ. ამ უცნობი მამაკაცებისადმი
გარკვეულ სოლიდარობას ვგრძნობ, ამ რუხ დილას ჩვენ, ყველანი,
ყავისფერ სავარძლებში ვსხედვართ, გასასინჯ ოთახში შესვლას და
შარვლის ჩახდას ველით. ერთი ძალიან მოხუცი კაციც გვირევია,
ჯოხზე დაყრდნობილი, წინ გადახრილი ზის, უზარმაზარლინზებიანი
სათვალე უკეთია, მათ მიღმა ქუთუთოები ვეებერთელა უჩანს. ეს ვა-
ზექტომიაზე არ იქნება მოსული.მ მოზარდი ყმაწვილი „ესკვაიერის“
უძველეს ნომერს ფურცლავს და გულგრილად ათვალიერებს.
თვალს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ ბართან ვზივარ, ბარმენი ზურ-
გით დგას, სასმელს მიკეთებს და ცოტა ნელთბილ წყალს ურევს. სა-
ვარაუდოდ, ინგლისური ლუდხანაა; ჰო, დეკორი მისას ჰგავს. ჩემ
მარცხნივ მჯდომი კაცი ახველებს, ხრინწიანი ხეველებაა, თითქოს
ფილტვებს აყოლებს და როცა თვალს ვახელ, კვლავინდებურად
ექიმის ოთახში ვზივარ. ჩემ მარჯვნივ მჯდომი ბიჭის საათისკენ ჩუ-
მად ვაპარებ თვალს. 9:58ია, ორ წუთში რიგი მომიწევს. როგორც
ჩანს, ექიმი დიდხანს უნდება. მიმღები ქალი აცხადებს:
– მისტერ ლისტონ.
მოზარდი მკვირცხლად დგება, მძიმე კარს აღებს და კაბინეტში
შედის. დანარჩენები ერთმანეთს შევყურებთ, თითქოს მეტროში
ვსხედვართ, ვიღაც კი „სტრიტვაიზის“ შემოსაღებას ცდილობს.
დაძაბულობისგან ლამის გავქვავდე, თავს ვახსენებ, რომ ის,
რისთვისაც აქა ვარ, აუცილებელი და კარგია. მე მოღალატე არა
ვარ. მოღალატე არა ვარ. მე კლერი საშინელებისა და ტკივილისგან
უნდა ვიხსნა. ის ამას ვერ გაიგებს. ამით გულს არ ვატკენ. ან მხო-
ლოდ მცირედით ვატკენ. ალბათ, ოდესმე ვეტყვი და მიხვდება, რომ
ეს უნდა მექნა. ჩვენ ვცადეთ. სხვა გზა არ მქონდა. მე მოღალატე არა
ვარ. თუ ეტკინება, ეს ამ ტკივილად ღირს. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ
მიყვარს. ჩვენს საწოლზე სისხლის გუბეში მჯდომი აქვითინებული
კლერი მახსენდება და ცუდად ვხდები.
– მისტერ დეტამბლ, – ახლა კი მართლა ცუდად ვარ. მუხლები
მეკვეთება. გონება მებინდება, წელში ვიკაკვები და მაღებინებს,

383
ოთხზე ვდგავარ, მიწა ცივია და გამხმარი ბალახი მჩხვლეტს. კუჭი
ცარიელი მაქვს, ლორწოს ვანთხევ. ცივა. თავს ვწევ. მიდოუში ვარ,
მდელოზე. ხეები შიშველია, ცაზე ბრტყელი ღრუბლები დაცურავს,
ადრეული ბინდი წვება. მარტო ვარ.
ვდგები და ტანისამოსის ყუთს ვეძებ. მიდოუ ყავისფერია; ქარი
ღმუის. ხეივნის ნაპირას ქარის ჩამოყრილი ვაშლების გამო ყვავები
ძიძგილაობენ. უეცრად ვიღაცის ქშენა მესმის, უკნიდან მიახლოვდე-
ბა. ვტრიალდები. კლერია.
– ჰენრი, – სუნთქვაშეკრული ამბობს ის; გაცივებულს ჰგავს. სუ-
ლის მოთქმას ვაცდი. არაფერს ვამბობ. უხმოდ დგას და ქოშინებს,
ამონასუნთქი თეთრი ღრუბლის ბოლქვებივით ამოსდის პირიდან,
ამ რუხისა და ყავისფრის ფონზე თმა მკვეთრი წითელი უჩანს, კანი
კი ვარდისფერი და მკრთალი.
ვტრიალდები და ხეხილის ბაღში შევდივარ.
– ჰენრი, – მომდევს და მკლავში ხელს მჭიდებს, – რა? რა ჩავი-
დინე? რატომ არ მელაპარაკები?
– ოჰ, ღმერთო, მე შენთვის რაღაცის გაკეთება ვცადე, რაღაც ძა-
ლიან მნიშვნელოვნის, მაგრამ არ გამოვიდა, ავნერვიულდი და აქ
ამოვყავი თავი.
– რა სცადე?
– ვერ გეტყვი. ამის თქმას არც აწმყოში ვაპირებდი. არ მოგეწო-
ნება.
– მაშ, რატომ აკეთებდი? – ქარში სულ ერთიანად თრთის.
– სხვა გზა არ მქონდა. ვერაფერი შეგასმინე. მხოლოდ ასე შევ-
წყვეტთ ბრძოლას, – ვოხრავ, – კვლავ ვცდი, თუ საჭირო გახდება,
მეორედაც ვცდი.
– რატომ ვიბრძვით? – ქვემოდან ამომცქერის, დაძაბული და
აღელვებულია. ცხვირიდან სისველე მოსდის.
– გაცივებული ხარ?
– ჰო. რატომ ვიბრძვით?
– ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა თქვენმა ელჩმა ჩვენს პრემი-
ერმინისტრის საყვარელს საელჩოში გამართულ წვეულებაზე სილა

384
გააწნა. ამან შვრიის ფასზე იმოქმედა, რამაც უმუშევრობის დონის
ზრდას მისცა ბიძგი, მერე კი ამბოხება მოჰყვა.
– ჰენრი!
– რა?
– გთხოვ, შეგიძლია მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ, კი-
თხვაზე აბუჩად აგდების გარეშე მიპასუხო?
– ვერ შევძლებ.
წინასწარი განზრახვის გარეშე, დაუფიქრებლად მაგარ სილას
მაწნის, უკან ვიხევ, მიკვირს, მიხარია.
– კიდევ დამარტყი.
დაბნეულია, უარის ნიშნად თავს აქნევს.
– კლერ, გთხოვ.
– არა. რატომ გინდა, რომ გაგარტყა? წეღან უეცრად შენთვის
ტკივილის მოყენება მომინდა.
– მინდა მატკინო, მიდი, გთხოვ, – თავს ვქინდრავ.
– რა გჭირს?
– ყველაფერი საშინლად არის, მაგრამ ვერ ვგრძნობ.
– საშინლად რა არის? რა ხდება?
– არ მკითხო.
მიახლოვდება, ძალიან ახლოს დგას და ხელზე ხელს მავლებს.
სასაცილო ცისფერ ხელთათმანს მხდის, ჩემი ხელისგული პირთან
მიაქვს და მკბენს. მტანჯველ ტკივილს ვგრძნობ. ჩერდება; მე ჩემს
ხელს დავყურებ. ნაკბენიდან სისხლი წანწკარით მომდის, პაწაწუნა
წვეთებით. ალბათ, სისხლი მომეწამლება, მაგრამ არა უშავს.
– მითხარი, – მის სახეს სულ რამდენიმე დუიმი მაშორებს. ვკოც-
ნი ძალიან მაგრად. მიძალიანდება. ხელს ვუშვებ და ზურგს მაქცევს.
– ეგ ძალიან კარგი არ იყო, – ამბობს დაბალი ხმით.
რა მჭირს? თხუთმეტი წლის კლერი იგივე ადამიანი არ არის, რო-
მელიც რამდენიმე თვეა მაწამებს; ვერაფრით ვათქმევინე უარი ბავ-
შვის ყოლის მცდელობაზე, თავის ჯანმრთელობას სულ არ უფ-
რთხილდება; სასოწარკვეთილებისა და რისკის ფასად სიყვარულის
სარეცელი ჩვილების გვამებით მოფენილ ბრძოლის ველად აქცია.

385
ხელით მხარზე ვეხები და ვამბობ:
– მაპატიე, კლერ, ძალიან გთხოვ, მაპატიე. ეს შენ არა ხარ.
ტრიალდება. ტირის. ცუდად არის. რაღაც საოცრების წყალობით
ქურთუკის ჯიბეში „კლინექსი“ მიდევს. სახეზე მსუბუქად ვეხები, ცხ-
ვირსახოცს მართმევს და ცხვირს იწმენდს.
– აქამდე არასდროს გიკოცნია, – ამბობს ის.
ალბათ, სასაცილო სანახავი ვარ, რადგან იცინის. არ მჯერა. რა
იდიოტი ვარ.
– ოჰ, კლერ. გთხოვ, დაივიწყე, კარგი? უბრალოდ წაშალე. ეს არ
მომხდარა. მოდი აქ. ორი ცალი აიღე, კარგი?
ჩემკენ ფრთხილად დგამს ნაბიჯს. ვეხვევი და ვუცქერ. თვალები
დასწითლებია, ცხვირი გასივებული აქვს, მართლა მაგარი გაცივე-
ბულია. ხელებს ყურებზე ვუჭერ, თავს ვუწევ, ვკოცნი და ჩემი გულის
მისაში ჩადებას, მისთვის სახსოვრად დატოვებას ვცდილობ; ვინ
იცის, იქნებ კვლავ დავკარგო.

პარასკევი 9 ივნისი, 2000 წელი


(კლერი 29 წლისაა, ჰენრი 36-ის)

კლერი: მთელი საღამოა ჰენრი საშინლად გარინდებული, გონე-


ბაგაფანტული და ფიქრიანია. სადილზე ისეთი სახით იჯდა, თითქოს
1942 წელს წაკითხულ წიგნს ან რაღაც მსგავსს იხსენებდა. მარჯვენა
ხელი დაბინტული აქვს. ნასადილევს საძინებელში შედის, პირქვე
ემხობა, თავს საწოლიდან ჰკიდებს, ფეხებს ჩემს ბალიშზე ალაგებს.
სახელოსნოში გავდივარ, ყალიბებს ვფხეკ და ყავას ვსვამ, მაგრამ
არ მსიამოვნებს, რადგან ვერ ვხვდები, რა სჭირს ჰენრის. კვლავ სახ-
ლში შევდივარ. იმავე პოზაში მხვდება. სიბნელეში წევს.
იატაკზე ვწვები. ვიზმორები და ზურგში რაღაც მიტკაცუნებს.
– კლერ?
– მმმ.
– გახსოვს, პირველად რომ გაკოცე?
– ცხადად.

386
– მაპატიე, – გვერდზე გორდება.
ცნობისმოყვარეობისგან ვიწვი.
– გაჯავრებული იყავი. რაღაცის გაკეთებას ცდილობდი და ვერ
შეძელი. მითხარი, გამიჯავრდებიო. რა იყო?
– ყველაფერი როგორ გახსოვს?
– მე ძალიან ორიგინალური სპლიყვი ვარ. ახლა მაინც მეტყვი?
– არა.
– თუ გამოვიცნობ, მეტყვი, რომ მართალი ვარ?
– ალბათ, არა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ დაქანცული ვარ და ჩხუბის თავი არა მაქვს.
ჩხუბი არც მე მინდა. იატაკზე წოლა მომწონს. ცივია, მაგრამ ძა-
ლიან მყარი.
– ვაზექტომიის გასაკეთებლად წახვედი.
ჰენრი დუმს. იმდენ ხანს დუმს, რომ პირთან სარკის მიტანა მინ-
და, უნდა დავრწმუნდე, რომ სუნთქავს. ბოლოს ამბობს:
– საიდან იცი?
– არ ვიცი. ვშიშობდი, რომ ასე იზამდი. ჩანაწერი ვნახე – დღეს
დილით ექიმთან იყავი ჩაწერილი.
– ეგ ბარათი დავწვი.
– ანაბეჭდი იმ ფურცელზე ვნახე, რომელიც მის ქვეშ იდო.
ოხრავს.
– ყოჩაღ, შერლოკ, მაჯობე.
სიბნელეში მშვიდად ვწევართ.
– განაგრძე.
– რა?
– თუ საჭიროდ თვლი, ვაზექტომია გაიკეთე.
ტრიალდება და მიყურებს. ჩაბნელებულ ჭერზე მხოლოდ მისი
თავის შავ ჩრდილს ვხედავ.
– არ მიყვირი.
– არა. აღარ გიყვირებ. გნებდები. გაიმარჯვე, ბავშვის კეთებაზე
ხელს ვიღებთ.

387
– გამარჯვებას ვერ დავარქმევ, ეს უბრალოდ აუცილებლად მეჩ-
ვენება.
– რაც არის.
საწოლიდან ფორთხდება და იატაკზე გვერდით მიჯდება.
– გმადლობ.
– არაფრის.
მკოცნის. 1986 წლის ნოემბრის მოღუშული დღე მიდგება თვალ-
წინ, რომლიდანაც ჰენრი მოდის – ქარი და ხეხილის გაყინულ ბაღში
მისი სხეულის სითბო. მალე მრავალი თვის განმავლობაში პირვე-
ლად ისე ვეალერსებით ერთმანეთს, რომ შედეგებზე არ ვფიქრობთ.
ის სურდო გადასდებია, რომელიც თექვსმეტი წლის წინ მქონდა.
ოთხი კვირის შემდეგ ვაზექტომიას იკეთებს, მე მეექვსეჯერ ვფეხ-
მძიმდები.

სიზმრები ბავშვზე

სექტემბერი, 2000 წელი


(კლერი 29 წლისაა)

კლერი: მესიზმრება, რომ ჩემი ბებია ებშაირის სარდაფში ჩავდი-


ვარ. მარცხენა კედელს დღემდე ეტყობა ჭვარტლის გრძელი ზოლი,
რომელიც საკვამურიდან ყვავის შემოფრენის შემდეგ დარჩა; საფე-
ხურები მტვრიანია, როცა ვებღაუჭები და თავის შეკავებას ვცდი-
ლობ, მოაჯირი ხელზე ნაცრისფერ კვალს მიტოვებს. იმ ოთახში შევ-
დივარ, რომლისაც პატარაობაში ძალიან მეშინოდა ხოლმე. უამრა-
ვი ღრმა თაროა, ზედ კონსერვის ქილები დევს – პამიდვრის, კიტ-
რის, ტკბილი სიმინდისა და ჭარხლის. დაბალზამებულებს ჰგავს.
ერთში იხვის პაწაწუნა ჩანასახია. ქილას ხუფს ფრთხილად ვხდი და
ჭუკს და სითხეს მუჭში ვისხამ. სუნთქავს და აღებინებს.
– რატომ მიმატოვე? – მეკითხება ის, როცა სულს ითქვამს და
ლაპარაკს იწყებს, – რა ხანია, გელოდები.

388
მესიზმრება, რომ მე და დედა საუთჰევენში წყნარ ქუჩაზე მივდი-
ვართ. ბავშვი მიჭირავს. გზაში მძიმდება, ლამის გამივარდეს. დედას
ვეუბნები, რომ მისი ტარება აღარ შემიძლია; უსაყვედუროდ მარ-
თმევს და გზას განვაგრძობთ. რომელიღაც სახლს ვუახლოვდებით
და უკანა ეზოში შევდივართ. ორი ეკრანი და პროექტორი დგას. ადა-
მიანები გასაშლელ სკამებზე სხედან. თითოეულზე ერთი ხის ორი
ნაწილი ჩანს. ერთში ზაფხულია, მეორეში ზამთარი; ერთი და იგივე
ხეა, წელიწადის დროებია სხვადასხვა. ბავშვი იცინის და დღის სი-
ნათლეზე ტირილს იწყებს.
მესიზმრება, რომ სეჯუიკის რკინიგზის ბაქანზე ვდგავარ და ბრა-
უნლეინის მატარებელს ველოდები. ორი ჩანთა მიჭირავს, ვამოწმებ
– ერთში მარილიანი კრეკერები, მეორეში კი პაწაწუნა მკვდრადშო-
ბილი წითელთმიანი ბავშვი დევს; შესაფუთ ქაღალდშია გახვეული.
მესიზმრება, რომ ჩემს სახლში, ჩემს ძველ ოთახში ვარ. გვიანი
ღამეა, იქაურობას აკვარიუმიდან მომავალი მქრქალი ნათელი ად-
გას. უეცრად ვხვდები, რომ ავზში რაღაც პატარა ცხოველი დაცუ-
რავს; თავზარი მეცემა; თავსახურს ვხდი და ბადით ამომყავს – ლა-
ყუჩებიანი მექვიშიაა.
– ძალიან ვწუხვარ, – ვამბობ მე, – დამავიწყდი, – მექვიშია საყვ-
ედურნარევი სახით შემომცქერის.
მესიზმრება, რომ მიდოულარკჰაუზში ზედა სართულზე ავდივარ.
ავეჯი არ ჩანს, ოთახები ცარიელია, მზის სხივებზე მტვერი მუხის გაპ-
რიალებულ იატაკზე გუბეებად დგას. გრძელ დერეფანს მივუყვები,
კარს ვაღებ და შიგ ვიცქირები, ჩემს ოთახში შევდივარ; პატარა ხის
აკვანი ეულად დგას. ხმა არ ისმის. ჩახედვის მეშინია. დედას ოთახში
იატაკზე თეთრი ზეწრებია გაშლილი. ჩემს ფეხებთან სისხლის პაწა-
წუნა წვეთი ვარდება, ზეწრის კიდისკენ ჟონავს, დიდდება და მთელ
იატაკს ფარავს.

მკითხველთა ლიგა

389
კვირა, 23 სექტემბერი, 2000 წელი
(კლერი 29 წლისაა, ჰენრი 37-ის)

კლერი: მე წყლის ქვეშ ვცხოვრობ. აქედან ყველაფერი შენელე-


ბულად და ძალიან შორეულად ჩანს. იქ – ზემოთ, მზით განათებუ-
ლი, აჩქარებული ტემპით მცხოვრები სამყაროა, იქ დრო ისე სწრა-
ფად მირბის, როგორც ქვიშა ქვიშის საათში, აქ კი, ქვემოთ, სადაც
მე ვარ, ბგერა, დრო და გრძნობა სქელი და მკვრივია. მე და ეს
ბავშვი საყვინთ ზარში ვსხედვართ და ამ უცხო გარემოში გადარჩე-
ნას ვცდილობთ, სრულიად მარტო ვარ. გამარჯობა, აქა ხარ? პასუხი
არ არის. მკვდარია. ვეუბნები ამიტს. არა, – ამბობს და იღიმება, არა,
კლერ, გული უცემს. ვერაფერს ვხვდები. ჰენრი თავზე დამტრია-
ლებს და მასაჟს მიკეთებს, ჩემს გამოკვებასა და გამხიარულებას
ცდილობს. ეზოს ვკვეთ და სახელოსნოსკენ მივდივარ. მუზეუმივი-
თაა, მავზოლეუმივით, არაფერი იძვრის, არაფერი ცოცხლობს და
სუნთქავს, არც იდეებია, მხოლოდ საგნები; საგნები, რომლებიც ისე
შემომცქერიან, თითქოს რაღაცაში ბრალს მდებენ. მაპატიე, ვეუბნე-
ბი ჩემს მუქ, ცარიელ მაგიდას, ჩემს გამშრალ ავზებს და ყალიბებს
და სანახევროდ დასრულებულ ქანდაკებებს. მკვდრადშობილი,
ვფიქრობ და ცისფერ ქაღალდში შეფუთულ არმატურას დავცქერი,
რომელიც ივნისში იმედისმომცემი იყო. ხელები სუფთა, რბილი და
ვარდისფერი მაქვს. ისინი მძულს. ეს სიცარიელეც მძულს. ეეს ბავ-
შვიც მძულს. აარა. ბავშვი არ მძულს. უუბრალოდ, ვერ ვპოულობ.
ჩემს სახატავ დაფასთან ვზივარ, ხელში ფანქარი მიჭირავს, წინ
თეთრი ქაღალდი მიდევს. არაფერი გამოდის. თვალებს ვხუჭავ და
ერთადერთი აზრი მომდის – წითელი. წყლის საღებავების ტუბს ვი-
ღებ, მუქ წითელ კადმიუმს, დიდ, სქელ ფუნჯს ვიღებ, ქილას წყლით
ვავსებ და ფურცლის წითელი ფერით ავსებას ვიწყებ. ლაპლაპებს.
სისველე არბილებს; მერე შრება და მუქდება. ვაკვირდები, როგორ
შრება. გგუმიარაბიკის სუნი ასდის. ფურცლის ცენტრში შავი მელ-
ნით პაწია გულს ვხატავ, იმ სულელურ გულს კი არა, ვალენტინობი-
სას რომ ხატავენ, ანატომიურად სწორ გულს, თოჯინას გულივით პა-

390
წიას, მერე ვენებს, მათ ნაზ ქსელს ვხატავ, ფურცლის ნაპირებამდე
აღწევს; ეს გული მათ ისე უჭირავთ, როგორც ობობას ქსელს მასში
გახლართული ბუზი. აი, ნახე, ეს მისი გულისცემაა.
მოსაღამოვდა. წყლის ქილას ვცლი, ფუნჯს ვრეცხავ. სახელოს-
ნოს კარს ვკეტავ, ეზოს ვკვეთ და უკანა კარში შევდივარ. ჰენრი სპა-
გეტისთვის სოუსს ამზადებს. ჩემს დანახვაზე თავს მაღლა სწევს.
– უკეთ ხარ?
– ჰო, უკეთ ვარ, – ვამშვიდებ მას და საკუთარ თავს.

ოთხშაბათი, 27 სექტემბერი, 2000 წელი


(კლერი 29 წლისაა)

კლერი: ის საწოლზე გდია. სისხლია, მაგრამ არც იმდენად ბევ-


რი. ზურგზე წევს და სუნთქვას ცდილობს, პაწაწინა ნეკნები უთრთის,
მაგრამ ძალიან ადრეა, იკრუნჩხება, მისი გული ძგერას იწყებს, ჭიპ-
ლარიდან სისხლი ასხამს. საწოლთან მუხლებზე ვდგები და ხელში
ამყავს, ჩემი პაწია ბიჭი, წყლიდან ამოყვანილი თევზივით ფართხა-
ლებს და ჰაერი ახრჩობს. მიჭირავს, ძალიან სათუთად; არ იცის,
რომ აქა ვარ და რომ ჩემს ხელშია, სლიპინაა, ძალიან თხელი კანი
აკრავს, თვალები დახუჭული აქვს; სული პირით ხომ არ ჩავბერო –
ვფიქრობ მე, „911“-სა და ჰენრიზეც ვფიქრობ, ოჰ, გთხოვ, არ წახვი-
დე, სანამ ჰენრი არ გნახავს! მაგრამ მის ამონასუნთქს სითხე ერევა,
ეს პატარა ზღვის ქმნილება პირიდან წყალს ასხამს, პირს აფჩენს,
უეცრად გამჭვირვალე ხდება, ხელები ცარიელი მაქვს, ის გაქრა,
გაქრა.
არ ვიცი, რამდენი ხანი ვდგავარ ასე, დრო გადის. მუხლებზე ვე-
ცემი და ლოცვას ვიწყებ. ღმერთო, გევედრები. ღმერთო, გევედრე-
ბი, ღმერთო, გევედრები. ბავშვი ჩემს საშვილოსნოში ინძრევა. ჩუ-
მად. დაიმალე.
საავადმყოფოში ვიღვიძებ. ჰენრი იქ არის. ბავშვი მოკვდა.

391
შვიდი

ხუთშაბათი, 28 დეკემბერი, 2000 წელი


(ჰენრი 33-ის და 37 წლისაა, კლერი 29-ის)

ჰენრი: მომავალში ჩვენს საძინებელში ვდგავარ. ღამეა, მაგრამ


მთვარის შუქი ოთახს სიურრეალისტურ, მონოქრომულ სანახავს
ხდის. ყურები მიგუგუნებს, მომავალში ხშირად დამემართება ასე.
მძინარე კლერს და ჩემს თავს დავცქერი. სიკვდილი მაგონდება. მო-
კუნტულს მძინავს, მუხლები მკერდთან მიმიტანია, საბანში გახვე-
ულს პირი ოდნავ ღია მაქვს. მინდა ჩემს თავს შევეხო, ხელში ავიყ-
ვანო და თვალებში ჩავხედო, მაგრამ ასე არ ხდება; ვდგავარ და ჩემს
მომავალ თავს დავცქერი. მერე საწოლის იმ მხარეს მივდივარ, სა-
დაც კლერი წევს, და მუხლს ვიყრი. სასწაულად ჰგავს ახლანდელ
კლერს. თავს ვუბრძანებ, ამ ლოგინში მწოლი მეორე სხეული და-
ივიწყოს და მხოლოდ მასზე იფიქროს.
ინძრევა, თვალებს ახელს. არ იცის, სად ვართ. არც მე ვიცი.
უეცრად ძლიერი სურვილი მიპყრობს; კლერთან სიახლოვე სა-
შინლად მინდება; აქ და ახლა. ძალიან ნაზად ვკოცნი, ფეხს ვითრევ,
არაფერზე ვფიქრობ. ძილით გათანგულია, ხელს ჩემკენ იწვდის,
ფხიზლდება, როდესაც ჩემს სიმკვრივეს გრძნობს. ფხიზლდება;
მკლავზე ხელს მისვამს, მეფერება. ზეწარს ფრთხილად ვხდი, ჩემი
ცალის შეწუხება არ მინდა, კლერმა მისი აქ ყოფნის შესახებ არაფე-
რი იცის. ნეტავ ის მეორე მე თუ გაიღვიძებს, მაგრამ, ალბათ, ჯობს
ეძინოს. კლერს ზემოდან ვექცევი, ვფარავ. ნეტავ შემეძლოს თავის
მობრუნებაში ხელი შევუშალო, ახლა ნებისმიერ წამს შემოატრი-
ალებს. როცა მის სხეულში შევდივარ, მიყურებს და მეჩვენება, რომ
არ ვარსებობ, უეცრად თავს აბრუნებს და მხედავს. ყვირის, მაგრამ
ხმამაღლა არა, და ამომცქერის, მის ზემოთ და მასში ვარ. მერე ახ-
სენდება, მთანხმდება, ძალიან უცნაურია, მაგრამ არა უშავს, ამწუ-
თას ის სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.

392
ორშაბათი, 12 თებერვალი, 2001 წელი
(ჰენრი 37 წლისაა, კლერი 29-ის)

ჰენრი: მთელი კვირაა კლერი ძალიან უცნაურ გუნებაზეა. გონე-


ბაგაფანტულია. ისეთი სახე აქვს, თითქოს რაღაც ხმა მხოლოდ მას
ესმის, თითქოს ღმერთი რაღაც საიდუმლოს მხოლოდ მას უმხელს
ან თანამგზავრიდან მიღებული რუსული კრიპტოგრამის დეკოდირე-
ბას ცდილობს. როცა ვეკითხები, პასუხად იღიმება და მხრებს იჩეჩს.
ეს მას არ ჰგავს; განგაში მიპყრობს და თავს ვანებებ.
ერთ საღამოს სამსახურიდან შინ დაბრუნებული თვალის ერთი
შევლებითაც ვხვდები, რომ საშინელება მოხდა. შეშინებული და მა-
ვედრებელი გამომეტყველებით მიყურებს. მიახლოვდება და ჩერ-
დება. არაფერს ამბობს. ვიღაც მოკვდა. ვფიქრობ მე. ვინ? მამა? კი-
მი? ფილიპი?
– თქვი რამე, – ვთხოვ მე, – რა მოხდა?
– ორსულად ვარ.
– ორსულად როგორ იქნები...
და როცა ამას ვამბობ, ზუსტად ვიცი, როგორც. ჩემთვის ის ღამე
მრავალი წლის წინ იყო, მისთვის კი რამდენიმე კვირის. მაშინ 1996
წლიდან, იმ დროიდან მოვედი, როცა სასოწარკვეთილები ბავშვის
ჩასახვას ვცდილობდით, კლერი ძილბურანში იყო. ასეთი დაუდევ-
რობისა და სიშტერისთვის თავბედს ვიწყევლი. ის კი მელოდება,
მიცდის, რომ რამეს ვეტყვი. თავს ძალას ვატან და ვიღიმები.
– დიდი სიურპრიზია.
– ჰო, – ცრემლმორეული ამბობს ის. მკლავებს ვხვევ და გულში
ვიკრავ.
– გეშინია? – ვბუტბუტებ მის თმაში.
– ჰო.
– აქამდე არ შეგშინებია.
– აქამდე გიჟი ვიყავი, ახლა ვიცი, რომ...
– იცი...

393
– რაც შეიძლება მოხდეს.
ვდგავართ და იმაზე ვფიქრობთ, რაც შეიძლება მოხდეს.
ვყოყმანობ.
– შეგვიძლია... – აღარ ვასრულებ.
– არა, მაგას ვერ ვიზამ.
მართალია, ამას ვერ იზამს. კათოლიკეს არაფერი შეცვლის.
– ეგებ კარგიც იყოს. ბედნიერი შემთხვევა, – ვამბობ მე.
იღიმება და ვხვდები, რომ ეს უნდა; იმედოვნებს, რომ შვიდი ბედ-
ნიერებას მოგვიტანს. ყელში ბურთი მეჩხირება და ზურგს ვაქცევ.

სამშაბათი, 20 თებერვალი, 2001 წელი


(კლერი 29 წლისაა, ჰენრი 37-ის)

კლერი: რადიოს საათი დილის 7:46-ს აჩვენებს, საზოგადოებრი-


ვი რადიო მწუხარებით მაუწყებს, რომ სადღაც ავიაკატასტროფა
მოხდა და ოთხმოცდაექვსი კაცი დაიღუპა. დანამდვილებით ვიცი,
რომ მეც მათ შორის ვარ. ჰენრის მხარეს საწოლი ცარიელია. თვა-
ლებს ვხუჭავ – საოკეანო ლაინერის კაიუტაში პატარა საწოლზე
ვწევარ და აღელვებული ზღვა მარწევს. ვოხრავ, ზანტად ვდგები და
საპირფარეშოში გავდივარ. ათი წუთის შემდეგ ჰენრი კარში თავს
ყოფს და მეკითხება, როგორ ვარ. მე ჯერ კიდევ ვარწყევ.
– საუცხოოდ. უკეთ არასდროს ვყოფილვარ.
აბაზანის კიდეზე ჯდება. თუმცა მირჩევნია, აუდიტორია არ მყავ-
დეს.
– სანერვიულო ხომ არ არის რამე? აქამდე გული არასდროს აგ-
რევია.
– ამიტი ამბობს, რომ კარგია; გული უნდა მერეოდეს. ეს ნიშნავს,
რომ ჩემი ორგანიზმი ბავშვს თავის ნაწილად აღიქვამს და არა უცხო
სხეულად. იმავე წამალს მასმევს, რასაც მათ, ვისაც ტრანსპლანტს
უნერგავენ.
– დღეს შენთვის კიდევ ხომ არ ჩავაბარო სისხლი ბანკში? – მე-

394
და ჰენრის მეოთხე ჯგუფის სისხლი გვაქვს. უარის ნიშნად თავს ვაქ-
ნევ და ისევ ვარწყევ. სისხლს ორივე გულმოდგინედ ვაბარებთ. ჰენ-
რის ორჯერ დასჭირდა გადასხმა, მე სამჯერ, ამათგან ერთხელ – დი-
დი რაოდენობით. წუთით ვზივარ, მერე ბარბაცით ვდგები. ხელს
მაშველებს. პირს ვიწმენდ და კბილებს ვიხეხავ. საუზმის მოსამზა-
დებლად ქვემოთ ჩადის. უეცრად საზარლად მინდება შვრიის ფაფა.
– შვრია! – ჩავყვირი ქვემოთ.
– კარგი!
თმას ვივარცხნი. სარკიდან ჩემი ვარდისფერი და დასივებული
ანარეკლი შემომცქერის. მეგონა, ორსული ქალები ლამაზები იყ-
ვნენ. ოჰ, ყველაფერი კარგადაა. რაც მთავარია, მე ჯერ კიდევ ორ-
სულად ვარ.

ხუთშაბათი, 19 აპრილი, 2001 წელი


(ჰენრი 37 წლისაა, კლერი 29-ის)

ჰენრი: ამიტ მონტეგიუს კაბინეტში ულტრაბგერით გამოკვლევა-


ზე ვართ. მე და კლერს ეს გამოკვლევა რა ხანია გვინდა, მაგრამ
ფეხს ვითრევთ. ამნიოცენტიზზე უარს ვამბობთ, რადგან დარწმუნე-
ბული ვართ, რომ გრძელი ნემსის ჩხვლეტა ბავშვის დაკარგვას ნიშ-
ნავს. თვრამეტი კვირის ფეხმძიმეა. ლამის შუა გზაზე ვართ; დროის
რორშახის ტესტის პრინციპით გადაკეცვა რომ შეიძლებოდეს, გადა-
ნაკეცი ზუსტად ცენტრში მოხვდებოდა. ჩვენს ყოფას სულგანაბული
ცხოვრება ჰქვია, ამოსუნთქვისაც გვეშინია; ვაითუ ბავშვიც ამოჰ-
ყვეს.
მოსაცდელ ოთახში სხვა წყვილებსა და საბავშვოეტლებიან დე-
დებთან ერთად ვსხედვართ; მათი პატარები დაბაჯბაჯებენ და რაღა-
ცებს ენარცხებიან. ექიმ მონტეგიუს კაბინეტი ცუდ გუნებაზე მაყე-
ნებს, აქ ძალიან დიდ დროს ვატარებთ და მუდამ ცუდ ამბებს ვიგებთ,
მაგრამ დღევანდელი დღე სხვებს არ ჰგავს. დღეს ყველაფერი კარ-
გად იქნება.
ვიღაც მედდა ჩვენს გვარს აცხადებს. გასასინჯ ოთახში წყვილად

395
შევდივართ. კლერი იხდის და მაგიდაზე ადის, გელით პოხავენ და
იწყება. ყველა მონიტორს შევჩერებივართ: მედდა, მაღალი და მე-
ფური გარეგნობის მაროკოელი ფრანგი ამიტ მონტეგიუ, მე და კლე-
რი. ჩვენ ერთმანეთის ხელი გვიჭირავს. მონიტორზე გამოსახულება
ნელნელა, ნაწილნაწილ ჩნდება.
მონიტორზე მსოფლიოს ამინდის პროგნოზის ან გალაქტიკის და
ვარსკვლავების მორევის რუკა ჩანს. ან ბავშვის.
– Bien joue, une fille. 71– ამბობს ექიმი მონტეგიუ, – თითს წოვს,
ძალიან ლამაზია და დიდი.
შვებით ვსუნთქავთ. ეს ლამაზი გალაქტიკა თავის ცერს წოვს.
როცა ვუყურებთ, თითს პირიდან იღებს.
– იღიმება, – ამბობს ექიმი მონტეგიუ.
ჩვენც ვიღიმებით.

ორშაბათი 20 აგვისტო, 2001 წელი


(კლერი 30 წლისაა, ჰენრი 38-ის)

კლერი: ბავშვის დაბადებამდე ორი კვირა რჩება, სახელზე ჯერ


ვერ შევთანხმდით. პრინციპში, არც გვიმსჯელია; ცრურწმენის გამო
ამ თემას გვერდს ვუვლით; თითქოს სახელის დარქმევის შემდეგ ფუ-
რიები მის არსებობას შეიტყობენ და გააწამებენ. ერთ დღეს ჰენრი
შინ წიგნით ბრუნდება, სახელების ლექსიკონი ჰქვია.
ვწევართ. საღამოს 8 საათი და 30 წუთია. საოცრად დაქანცული
ვარ. გვერდზე ვბრუნდები, მუცელი ნახევარკუნძულივით მადევს, პი-
რით ჰენრისკენ ვარ, ის მკლავზე თავდაყრდნობილი მხართეძოზე
წევს, ჩვენ შორის წიგნი დევს. ერთმანეთს შევცქერით და ნერვიუ-
ლად ვიღიმებით.
– რამე აზრი ხომ არა გაქვს? – ამბობს და წიგნს ფურცლავს.

71
(ფრანგ.) თამაშობს, გოგოა.

396
– ჯეინი, – ვპასუხობ მე.
იჯღანება.
– ჯეინი?
– ჩემს ყველა თოჯინას და ფუმფულა ცხოველს, უკლებლივ ყვე-
ლას, ჯეინი ერქვა.
ჰენრი სახელს წიგნში ეძებს.
– ღვთის საჩუქარს ნიშნავს.
– მე მომწონს.
– მოდი, ცოტა უჩვეულო შევარჩიოთ. ირეტზე რას იტყვი? ან ჯო-
დოტაზე? გვერდებს გამალებით ფურცლავს, – აი, ნახე, რა კარგია:
ლულოლუა. არაბულად მარგალიტს ნიშნავს.
– მარგალიტი, პერლი რომ დავარქვათ? – ბავშვი სხვადასხვა
ფერთა გამაში გარდამავალ თეთრ ბურთად წარმომიდგენია.
ჰენრი წიგნს თითს აყოლებს, ქვემოთ ჩადის და ამბობს:
– კეთილი: „(ლათინური) სავარაუდოდ, პერულას ერთერთი ვა-
რიანტი; ესე იგი, დაავადების ყველაზე ფასეული პროდუქტი“. აჰა.
– ამ წიგნში რაღაც ისე ვერ არის? – ვამბობ და ვართმევ, მერე
ჰენრის ვეძებ, – „ჰენრი (ტევტონური) სახლის მბრძანებელი, კერის
უფროსი“.
იცინის.
– კლერი მოძებნე.
– „კლარას ერთერთი ფორმაა და სახელოვანს, კაშკაშას ნიშ-
ნავს“.
– კარგია, – ამბობს ის.
ალალბედზე ვფურცლავ.
– ფილომელე?
– მომწონს, მაგრამ რა ჯანდაბა დავუძახოთ? ფილო თუ მელე?
– პირინი (ბერძნული) ჟღალი.
– ჟღალი თმა რომ არ გამოჰყვეს?
ჰენრი ჩემს თმას მუჭში იქცევს და ბოლოებს პირში იდებს. ხელს
ვაშვებინებ და ზურგზე ვიყრი.
– მეგონა, ამ ბავშვზე ყველაფერი ვიცოდით. კენდრიკს წითელ

397
თმაზე არ ჩაუტარებია ტესტი? – ვკითხულობ მე.
წიგნს მართმევს.
– იზოლტი? ზოია? ზოია მომწონს, ვარიაციებიც აქვს.
– რას ნიშნავს?
– სიცოცხლეს.
– ჰო, კარგია, სანიშნე ჩადე.
– ელაიზა, – მთავაზობს ჰენრი.
– ელიზაბეთი.
მიყურებს და ყოყმანობს.
– ანეტი.
– ლუსი.
– არა, – მტკიცედ აცხადებს ის.
– არა, – ვეთანხმები მეც.
– ჩვენ რამე ახალი დასაწყისი გვინდა. ცარიელი კადრი. მოდი,
ტაბულა რაზა 72დავარქვათ.
– ან ტიტანის თეთრი.
– ბლანში, ბლანკა, ბიანკა...
– ალბა, – ვამბობ მე.
– როგორც ჰერცოგ ქალს?
– ალბა დეტამბლი, – ენაზე დნება.
– ლამაზია, ამდენი იამბიკო ერთად... – კვლავ წიგნს ფურცლავს.
„ალბა (ლათინური) თეთრი. (პროვანსული) განთიადი“, – ლოგინი-
დან ხტება, მესმის, როგორ ჩხრეკს სასტუმრო ოთახს, რაღაცას ეძე-
ბს. რამდენიმე წუთში „რანდომჰაუზის“ „ოქსფორდის ინგლისურის
ლექსიკონის“ პირველი ტომით და ჩემი გაქექილი „ამერიკის ენციკ-
ლოპედიის“ პირველი ნაწილით ხელში ბრუნდება. აზე შლის.
„პროვანსელი პოეტების აისის სიმღერა... მიძღვნილი მათი საყვარ-
ლებისადმი“.

72
( ლათ.) „სუფთა დაფა“; ხელუხლებელი, წმინდა, ყოველგვარი გავ-
ლენისგან თავისუფალი რამ.

398
Réveillés, à l’aurore, par le cri du guetteur, deux amants qui
viennent de passer la nuit ensemble se séparent en maudissant le jour
qui vient trop tôt; tel est le thème, non moins invariable que celui de
la pastourelle, d’un genre dont le nom est emprunté au mot alba, qui
figure parfois au début de la pièce. Et régulièrement à la fin de chaque
couplet, où il forme refrain“ 73
რა სამწუხაროა. მოდი, „რანდომჰაუზში“ ვცადოთ. ასე აჯობებს.
„თეთრი ქალაქი მთის წვერზე, ციხესიმაგრე“. „რანდომჰაუზს“ გვერ-
დზე ისვრის და ენციკლოპედიას შლის. „ესოპე, სიმწიფის ხანა,
ალასკა...“ აჰა, აი, ალბა. ჩანაწერს თვალის გადავლებით კითხუ-
ლობს. „ანტიკური იტალიის დღეს გადაშენებული ქალაქები“ და
„ალბას ჰერცოგი“.
ვოხრავ და ზურგზე ვწვები. ბავშვი ინძრევა. ალბათ, გაიღვიძა.
ჰენრი ისევ ოქსფორდის ლექსიკონს უბრუნდება: „არმად, ამური,
ამურული, ბაზა, გლოსარიუმი“... ხელს საღამურის ქვეშ მიცურებს
და დაჭიმულ მუცელზე მისვამს. ბავშვი გამეტებით იქნევს ფეხს და იმ
ადგილს ურტყამს, სადაც ჰენრის ხელია, კრთება და გაოცებული მი-
ყურებს. მისი ხელები ჩემს სხეულზე დასრიალებს და მისთვის
კარგად ნაცნობ და უცნობ ლანდშაფტში გზას იკვლევს.

73
(ფრანგ.) „განთიადისას გუშაგის ყვირილით გაღვიძებული ორი საყვარე-
ლი, რომლებმაც ღამე ერთმანეთის ალერსში გალიეს, ერთმანეთს შორდე-
ბა და მალე გათენების გამო დღეს წყევლის; პასტურელივით უცვლელია ამ
ჟანრის თემაც, რომელიც სათავეს სიტყვა „ალბადან“ იღებს. ზოგჯერ
გვხვდება ლექსის დასაწყისში, ხოლო მუდმივად, როგორც რეფრენი,
სტროფის ბოლოს“.
პასტურელი (ფრანგ. pastourelle)– კანსონის ნაირსახეობა, თხრობითი
სიმღერა ლირიკული გმირის (როგორც წესი, რაინდის) შეხვედრაზე მწყემს
ქალთან (ფრანგ. pastoure) და მათი არშიყი, ხშირად მწყემსი ქალის სატ-
რფოს აგრესიული ჩარევით. პირველი პროვანსული პასტურელი XII საუკუ-
ნის პირველი ნახევრით თარიღდება.

399
– აქ რამდენ დეტამბლს დაიტევ?
– ერთით მეტის ადგილი ყოველთვისაა.
– ალბა, – ამბობს ნაზად.
– თეთრი ქალაქი. აუღებელი ციხესიმაგრე თეთრ მთაზე.
– თვითონაც მოეწონება.
საცვალს ფეხებზე, კოჭებამდე მიწევს. მხდის, საწოლზე ისვრის
და შემომცქერის.
– ფრთხილად, – ვეუბნები მე.
– კი, ძალიან ფრთხილად ვიქნები, – მყაბულდება და ტანისა-
მოსს იხდის.
თავს წარმოუდგენლად ზორბად ვგრძნობ, ამ ბალიშებისა და
საბნების გროვაში კონტინენტივით ვარ ამოჩრილი.ჰენრი უკნიდან
მაწვება, ირხევა, ენით ჩემს კანს სწავლობს.
– ნელა, ნელა, – მეშინია მე.
– „ტრუბადურების აისზე ნამღერი სიმღერა“, … – მეჩურჩულება
ის, როცა ჩემში შემოდის.
– „თავიანთი საყვარლებისთვის“, – ვპასუხობ მე. თვალები და-
ხუჭული მაქვს და მეჩვენება, რომ ჰენრის ხმა გვერდითი ოთახიდან
მესმის.
– ჰო... აი, ასე, – და მერე, – კარგია, კარგი.

მკითხველთა ლიგა

400
ალბა, გაცნობა

ოთხშაბათი, 16 ნოემბერი, 2011 წელი


(ჰენრი 38 წლისაა, კლერი 40-ის)

ჰენრი: მომავალში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტის სიურრეა-


ლისტურ გალერეაში ვარ. ჩემს ჩაცმულობას უნაკლო არ ეთქმის; მე-
ტი ვერ მოვახერხე – გარდერობში გრძელი, შავი ზამთრის პალტო
მოვიპარე, შარვალი კი მცველის კარადიდან ავიღე. ფეხსაცმელიც
მაცვია, რომლის შოვნაც ყველაზე მეტად ჭირს. ახლა ვინმეს საფუ-
ლეს ავწაპნი, მუზეუმის მაღაზიაში მაისურს ვიყიდი, რამეს შევჭამ,
ხელოვნების ნიმუშებს დავათვალიერებ, თავს ამ მუზეუმიდან ქუჩა-
ში გავიყვან და მაღაზიებისა და სასტუმროების ოთახების სამყარო-
ში ჩავიკარგები. წარმოდგენა არა მაქვს, სად ვარ ან რომელ დროში.
მეტისმეტად შორს არ უნდა ვიყო; ჩასაცმელი და თმის ვარცხნილო-
ბა 2001ისგან დიდად განსხვავებული არ არის. ეს პატარა შესვენება
ერთდროულად მახარებს და მაშფოთებს, რადგან იქ, 2001ში, კლე-
რი ნებისმიერ წუთს ელის ალბას, მის გვერდით ყოფნა მინდა, მაგ-
რამ დროში წინ მოგზაურობის უჩვეულო მომენტში ვიმყოფები. ჯან-
ზე ვარ და თავს რეალურად ვგრძნობ. ახლა ჯოზეფ კორნელის 74 ყუ-
თებით სავსე განათებულ ოთახში ვდგავარ, ვუყურებ, როგორ მის-
დევენ ხელში პატარა სკამებმომარჯვებული ბავშვები ინსტიტუტის
თანამშრომელს, და მორჩილად სხდებიან, როცა ეუბნება, დაჯდო-
მის დროაო.
ჯგუფს ვაკვირდები. ინსტიტუტის თანამშრომელი ჩვეულებრივი
ინსტიტუტის თანამშრომელია: პეწიანი, ორმოცდაათს გადაცილე-
ბული ქალი, საშინელი ქერა თმითა და დაჭიმული სახით. მასწავლე-

74
ჯოზეფ კორნელი (19031972) – ამერიკელი მოქანდაკე, ასამბლიაჟის
ოსტატი, სახელი გაითქვა თავისი „ყუთებით“, რომლებშიც მინის ხუფებ-
ქვეშ უმეტესად ვიქტორიანული ეპოქის სხვადასხვაგვარი არტეფაქტი ეწყო

401
ბელი ხალისიანია და ახალგაზრდა, ბავშვების უკან დგას და მზადაა
ნებისმიერ წუთს დააშოშმინოს ის, ვინც ცელქობას გაბედავს. ყვე-
ლაზე მეტად მოწაფეები მაინტერესებს. ათიოდე წლისანი არიან, მე-
ხუთეკლასელები იქნებიან. კათოლიკური სკოლაა, ერთნაირი
ფორმები აცვიათ, გოგოებს – მწვანე შოტლანდურები, ბიჭებს კი მუ-
ქი ლურჯი. ყურადღებიანები და თავაზიანები ბრძანდებიან, მაგრამ
აღტაცებულები არ ეთქმით. ძალიან ცუდი; კორნელს ბავშვებისთვის
ჩინებულად ვთვლიდი. როგორც ვატყობ, ინსტიტუტის თანამშრო-
მელს ისინი იმაზე პატარები ჰგონია, ვიდრე არიან. პატარებივით
ელაპარაკება. უკანა რიგში ერთი გოგონა სხვებზე მეტი ინტერესით
უსმენს. მის სახეს ვერ ვხედავ. გრძელი, ხვეული, შავი თმა აქვს და
თანატოლებისგან ფარშავანგის ფერის ლურჯი კაბა ასხვავებს. ინ-
სტიტუტის თანამშრომლის ყველა შეკითხვაზე ხელს იწევს, მაგრამ
პასუხის გაცემას არ სთხოვენ. როგორც ვატყობ, გოგონა ბრაზობს.
ინსტიტუტის თანამშრომელი ბავშვებს კორნელის „ცხოველე-
ბის“ ციკლის ყუთებზე უამბობს. მოსაწყენი ყუთებია, უმეტესობაში
თეთრი ან ფერადი ინტერიერია, შოშიის გალიასავით ქანდარებითა
და ხვრელებით, ზოგიერთში ფრინველების გამოსახულებებია ჩას-
მული. ესენი კორნელის ნამუშევრებიდან ყველაზე სრულყოფილი
და მკაცრია, ახირებების, „აბაზანის ქაფის ნაკრებისა“ და სას-
ტუმროს ყუთების რომანტიკის გარეშე.
– როგორ გგონიათ, რატომ გააკეთა მისტერ კორნელმა ეს ყუ-
თები? – იკითხავს ქალი და ბავშვებს თვალს ავლებს, მაგრამ ფარ-
შავანგისკაბიან გოგოს უგულისყუროდ ტოვებს, რომელიც ხელს ისე
იქნევს, თითქოს რევმატიული ქორეა ჰქონდეს. წინა რიგში მდგომი
ბიჭი მორცხვად ამბობს, ალბათ, მხატვარს ფრინველები უყვარდაო.
ის გოგო ამდენს ვეღარ უძლებს. დგება და ხელს გაშმაგებული იქ-
ნევს. ინსტიტუტის თანამშრომელი უხალისოდ ეუბნება:
– დიახ, გისმენთ.
– ეს ყუთები იმიტომ გააკეთა, რომ მარტოსული იყო. არავინ
ჰყავდა, ვისაც შეიყვარებდა, ამიტომ ყუთები გააკეთა, ისინი შეიყვა-
რა და ადამიანებსაც გააგებინა, რომ ოდესღაც არსებობდა; კიდევ

402
იმიტომ, რომ ფრინველები თავისუფალი არიან, ეს ყუთები მათი სა-
მალავია, აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, მასაც სურდა, თავისუფა-
ლი და დაცული ყოფილიყო. ეს ყუთები ამისთვისაა, თვითონაც, ალ-
ბათ, ჩიტივით იყო, – გოგონა ჯდება.
მისი პასუხი შოკში მაგდებს. ამ ათი წლის ბავშვს ჯოზეფ კორნე-
ლისა ესმის. მის ნათქვამს ინსტიტუტის თანამშრომელი და კლასი
ვერ ხვდება, მაგრამ მასწავლებელი, რომელიც ამ გოგონას კარგად
იცნობს, ამბობს:
– გმადლობ, ალბა, ძალიან გულისყურიანი ხარ.
ტრიალდება და მადლიერების ნიშნად მასწავლებელს უღიმის,
მე მის სახეს ვხედავ – ეს ჩემი შვილია. მთელი ეს ხანია გვერდით
გალერეაში ვდგავარ, რამდენიმე ნაბიჯს წინ ვდგამ, მისი უკეთ და-
ნახვა მინდა, ისიც მხედავს, სახე უნათდება, ადგილიდან წყდება, პა-
ტარა დასაკეც სკამს აყირავებს და სანამ გონს მოვალ, მკლავებში
მივარდება, მის წინ მუხლებზე ვდგავარ და გულში ვიკრავ.
– მამა, – უთავბოლოდ იმეორებს ის.
ყველა პირდაღებული შემოგვცქერის. მასწავლებელი ჩვენკენ
მოიჩქარის და ამბობს:
– ალბა, ეს ვინ არის? ვინ ბრძანდებით?
– მე ჰენრი დეტამბლი ვარ, ალბას მამა.
– ეს ჩემი მამიკოა!
მასწავლებელი ხელებს იგრეხს.
– სერ, ალბას მამა მკვდარია.
ენა მივარდება. ალბა კი, ჩემი შვილი, უმალ ყველაფერს ხვდება.
– მკვდარია, – ეუბნება ის მასწავლებელს, – მაგრამ მუდამ მკვ-
დარი არ არის.
გონებას ვიკრებ.
– იცით, ეს რთული ასახსნელია...
– ჩემი მამიკოა, ქრონოდარღვევა აქვს, ჩემსავით, – მასწავლე-
ბელი ყველაფერს ხვდება, მაგრამ მე ვერ ვხვდები. მასწავლებელს
მაკიაჟს ქვემოთ ფერი მისდის, მაგრამ მაინც სიმპათიურია. ალბა
ხელზე ხელს ისე მიჭერს, თითქოს რაღაცის თქმას მთხოვს.

403
– აჰ, მის...
– კუპერ.
– მის კუპერ, თუ შეიძლება მე და ალბამ რამდენიმე წუთი დავი-
ლაპარაკოთ? ერთმანეთს ხშირად ვერ ვხვდებით.
– რა ვიცი... იცით... ექსკურსიაზე ვართ... მთელი ჯგუფით... ბავ-
შვის წაყვანის ნებას ვერ მოგცემთ; დანამდვილებით ისიც არ ვიცი,
ხართ თუ არა მისტერ დეტამბლი, იცით...
– მოდი, დედას დავურეკოთ, – ამბობს ალბა. ჩანთისკენ გარბის
და მობილურ ტელეფონს აძრობს. ერთერთ ღილაკს აჭერს, ტელე-
ფონის ზუმერი მესმის და უეცრად ვხვდები, რომ შესაძლებლობა არ-
სებობს: ხაზის მეორე ბოლოში ვიღაცა ყურმილს იღებს და ალბა ამ-
ბობს, – დედიკო, ხელოვნების ინსტიტუტში ვარ... არა, კარგად
ვარ... დედა, აქ მამიკოა! მისის კუპერს უთხარი, რომ ეს მართლა ჩე-
მი მამაა, კარგი? კარგი, დროებით! – ტელეფონს მიწვდის. ვყოყმა-
ნობ, მაგრამ თავს ძალას ვატან.
– კლერ, – სუნთქვა მეკვრის, – კლერ!
– ჰენრი! არ მჯერა! სახლში მოდი!
– ვეცდები...
– როდიდან მოდიხარ?
– 2001-დან. სადაცაა ალბა უნდა დაიბადოს, – ალბას ვუღიმი. მე-
ხუტება და ხელს მაგრად მიჭერს.
– იქნებ მე მოვიდე?
– შენ უფრო სწრაფად მოხვალ. მისმინე, შეგიძლია მასწავლე-
ბელს უთხრა, რომ მე მე ვარ?
– რა თქმა უნდა. სად იქნები?
– ლომებთან. რაც შეიძლება მალე მოდი, კლერ. დიდხანს ვეღარ
დავრჩები.
– მიყვარხარ.
– მეც მიყვარხარ, კლერ, – ვყოყმანობ და ტელეფონს მისის კუ-
პერს ვუწვდი. მას და კლერს ხანმოკლე საუბარი აქვთ; კლერი არ-
წმუნებს, ალბა მუზეუმის შესასვლელთან გამაყოლოს და ამბობს,
რომ თვითონაც იქ მოვა. მისის კუპერს, რომელიც ამ ფრიად უცნაურ

404
სიტუაციაში ძალიან თავაზიანად მოიქცა, მადლობას ვუხდი. მე და
ალბა მორტონის ფრთის გავლით ხელიხელჩაკიდებულები გამოვ-
დივართ. დახვეულ კიბეს მივუყვებით და ჩინური კერამიკის დარბაზ-
ში შევდივართ. გონება სწრაფად მიმუშავებს. პირველი რა ვკითხო?
ალბა ამბობს:
– ვიდეოჩანაწერისთვის გმადლობ. დედამ დაბადების დღეზე
მომცა.
რა ვიდეოჩანაწერები?
– იელს და მასტერს ადვილად ვუმკლავდები, ახლა უოლტერზზე
ვმუშაობ.
საკეტებია. საკეტების გახსნას სწავლობს.
– ყოჩაღ. ასე განაგრძე. მისმინე, ალბა.
– ჰო, მამა?
– ქრონოდარღვევა რა არის?
– დროში გადაადგილების სინდრომი, – ტანის დინასტიის დარ-
ბაზში ფაიფურის დრაკონის წინ სკამზე ვსხდებით. ალბა პირით ჩემ-
კენ ზის, ხელები კალთაში უდევს. ზუსტად ისეთია, როგორიც მე ვი-
ყავი ათი წლის. ვერ ვიჯერებ. ჯერ არ დაბადებულა, მაგრამ ჩემ წინ
ზის, ნამდვილი გაფურჩქნილი ათენაა. მისკენ ვიხრები.
– იცი, პირველად ახლა გნახე.
იღიმება.
– გამარჯობა.
ყველაზე თავშეკავებული ბავშვია, რომელსაც ოდესმე შევხვედ-
რივარ. ვაკვირდები, – ამ ბავშვში კლერი სად არის?
– ერთმანეთს ხშირად ვხვდებით ხოლმე?
ფიქრობს.
– არა ხშირად არა. ერთი წელია აღარ მოსულხარ. რვა წლისამ
რამდენჯერმე გნახე.
– რამდენისა იყავი, როცა მოვკვდი? – სუნთქვა მეკვრის.
– ხუთის.
ღმერთო, ამის ატანა აღარ შემიძლია.
– მაპატიე. ეეგ არ უნდა მეთქვა, ხო? – მის ხმაში სინანული კრთ-

405
ის. ხელს ვხვევ და გულში ვიკრავ.
– არა უშავს. ხომ თავად გკითხე? – ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, –
კლერი როგორ არის?
– არა უშავს. მოწყენილია, – ნათქვამი გულში ლახვარივით მეს-
ობა და ვხვდები, რომ სხვა არაფრის ცოდნა არ მინდა.
– შენ როგორ ხარ? სკოლაში საქმეები როგორ მიგდის? რას სწ-
ავლობ?
იღიმება.
– სკოლაში ბევრს არაფერს. ადრეულ იარაღებსა და ეგვიპტეზე
ყველაფერი ვიცი; მე და დედა „ბეჭდების მბრძანებელს“ ვკითხუ-
ლობთ და კიდევ ასტორ პიაცოლას ტანგოს ვსწავლობ.
ათი წლისა? ღმერთო!
– ვიოლინოს მასწავლებელი ვინ არის?
– ბაბუ.
წამით მგონია, რომ ბაბუაჩემს გულისხმობს, მერეღა ვხვდები,
რომ ბაბუ მამაჩემია. ჩინებულია. თუ მამა მის მეცადინეობაზე და-
თანხმდა, ეტყობა, ძალიან ნიჭიერია.
– კარგი ხარ? – რა უტაქტო შეკითხვაა.
– კი, ძალიან კარგი.
მადლობა ღმერთს.
– მე მუსიკაში კარგი არ ვიყავი.
– ჰო, ბაბუც მასე ამბობს, – იღიმება, – მაგრამ მუსიკა გიყვარს.
– მუსიკა მიყვარს, მაგრამ ვერ ვუკრავ.
– მე ბებია ანეტის სიმღერა მოვისმინე! ისეთი ლამაზი იყო!
– რომელი ჩანაწერი?
– ცხადში ვნახე. „ლირიკში“ იყო. „აიდას“ მღეროდა.
ეს ჩემსავით ქგპ არის. ჯანდაბა.
– შენ დროში მოგზაურობ?
– ჰო, რა თქმა უნდა, – ბედნიერი სახით შემომღიმის, – დედა ამ-
ბობს, რომ ყველაფერში შენ გგავარ, ექიმი კენდრიკი კი ვუნდერ-
კინდს მეძახის.
– რატომ?

406
– ზოგჯერ შემიძლია იქ წავიდე, სადაც მინდა და როდესაც მინდა.
საკუთარი თავით კმაყოფილი ჩანს. მე მისი მშურს.
– თუ არ გინდა, შეგიძლია არ წახვიდე?
– არა, – იბნევა, – მაგრამ მომწონს. ზოგჯერ მოსახერხებელი არ
არის, მაგრამ... საინტერესოა, ხომ იცი?
ჰო, ეგ მე ვიცი.
– თუ შენი სურვილით შეგიძლია წასვლა, ჩემთანაც მოდი ხოლ-
მე.
– ვცადე. ერთხელ ქუჩაში ვიღაც ქერა ქალთან ერთად გნახე. ძა-
ლიან საქმიანი იყავი, – სახეზე ალმური ედება; წამის მეათედით მი-
სი სახიდან კლერი შემომყურებს.
– ეგ ინგრიდი იყო. სანამ დედაშენს გავიცნობდი, მანამ ვხვდებო-
დი.
მაინტერესებს, რას ვაკეთებდით მე და ინგი იმ დროს, როცა ალ-
ბამ გვნახა და რატომ არის ასეთი იმედგაცრუებული. ვნანობ, რომ
ამ საყვარელ და გონიერ ბავშვზე ასეთი ცუდი შთაბეჭდილება დავ-
ტოვე.
– გარეთ უნდა გავიდეთ და დედას დავხვდეთ.
ყურებში ხმამაღალი წუილი მესმის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ
კლერი ჩემს წასვლამდე მოვა. ვდგებით და გასასვლელისკენ სწრა-
ფი ნაბიჯით მივდივართ. გვიანი შემოდგომაა, მაგრამ ლაბადა არ
აცვია და ჩემი პალტოს კალთას ვახვევ. გრანიტის ბლოკს ვეყრდნო-
ბი, რომელზეც ლომი დგას, სამხრეთით ვიყურები, მეხუტება, ჩემს
პალტოში ეხვევა, შიშველ მკერდზე მეკვრის, მხოლოდ სახე უჩანს.
წვიმიანი დღეა. მიჩიგან-ავენიუზე ტრანსპორტი დადის. ამ ყოვლის-
მომცველი სიყვარულის გრძნობა, რომელსაც ამ საოცარი ბავშვს
მიმართ ვგრძნობ, მათრობს; ისე მეკვრის, თითქოს მხოლოდ ჩემია,
თითქოს ვერაფერი გაგვყრის, თითქოს წინ ულევი დრო გვაქვს. ამ
წუთს ვებღაუჭები და დაქანცულობას და დროს, რომელიც მიმათ-
რევს, ვებრძვი. ცოტა ხანს კიდევ დამტოვე, ვემუდარები მე ჩემს სხე-
ულს, ღმერთო, მამა დროო, სანტა, ყველა, ვისაც ჩემი გესმით. კლე-
რი მანახვეთ და მერე მშვიდად წამოგყვებით.

407
– აი, დედა, მოდის, – ამბობს ალბა. ჩემთვის უცნობი თეთრი მან-
ქანა სწრაფად გვიახლოვდება. გზაჯვარედინთან ჩერდება, იქიდან
კლერი გადმოდის, მორბის, მანქანას შუა გზაზე ტოვებს, მოძრაობას
კეტავს.
– ჰენრი!
მისკენ გაქცევას ვცდილობ, ის მორბის, კიბეზე ვეცემი, ხელებს
ვიწვდი: ალბა მებღაუჭება და კივის, კლერს რამდენიმე ნაბიჯიღა მა-
შორებს, ნებისყოფის ბოლო წვეთს ვუხმობ, გავყურებ, ძალიან
შორს არის, რაც შემიძლია გარკვევით ვამბობ:
– მიყვარხარ.
და მივდივარ. წყეული იყოს. წყეული.

საღამო, 7:20, პარასკევი, 24 აგვისტო, 2001 წელი


(კლერი 30 წლისაა, ჰენრი 38-ის)

კლერი: უკანა ეზოში შელახულ შეზლონგზე ვწევარ, ჩემ გარშე-


მო უამრავი წიგნი და ჟურნალია მიმოფანტული, იდაყვთან ნახევ-
რად დალეული ლიმონათი მიდგას, რომელშიც გალეული ყინულის
კუბები ყრია. ცოტა აგრილდა. დღისით ოცდაცხრა გრადუსი იყო; ახ-
ლა ნიავი უბერავს და ჭრიჭინები თავიანთი ზაფხულის მიწურულის
სიმღერას მღერიან. გგაურკვეველი მიმართულებიდან მომავალ-
მაო ო’ჰარასკენ მიმავალმა თხუთმეტმა თვითმფრინავმა გადამიფ-
რინა. მუცელი ცხვირზე მადევს და ამ შეზლონგს მაჯაჭვებს. ჰენრი
გუშინ დილას რვა საათზე წავიდა, უკვე ვღელავ. რა მეშველება, მშო-
ბიარობა მისი არყოფნისას რომ დამეწყოს? არც ბავშვის დაბადების
მერე რომ არ დაბრუნდეს? რამე რომ დაიშავოს? ვაითუ მოკვდა? ვა-
ითუ მე მოვკვდე? ეს ფიქრები ისე მისდევენ ერთმანეთს და ისე მერ-
ტყმიან გარს, როგორც ის უცნაური, საკუთარ კუდებზე კბილებჩავ-
ლებული მელიის ბეწვის საყელოები, რომელთაც მოხუცი ქალები
იხვევდნენ ხოლმე კისერზე, და მეტის ატანა აღარ შემიძლია. მე მუ-
დამ საქმის მორევში ვარ; ჰენრიზე ნერვიულობისას სახელოსნოს

408
ვფხეკ, ცხრა პირ რაღაცას ვრეცხავ ან ქაღალდს ვჭრი, ახლა კი ჩემი
მუცლის გამო საღამოს მზისგულზე ვწევარ, ჰენრი სხვაგან არის...
და რაღაცას აკეთებს. ოჰ, ღმერთო, გევედრები, დამიბრუნე. ახლა-
ვე.
არ მიბრუნებს. მისტერ პანეტა ხეივანში მოდის, მისი ავტოფარე-
ხის კარი ჭრიჭინით იღება და იხურება. ნაყინის მანქანა მოდის და
მიდის. ციცინათელები თავიანთ ღამის ზეიმს იწყებენ. ჰენრი არ
არის.
მომშივდა. შიმშილით მოვკვდები, ჰენრი არ არის, რომ სადილი
გამიკეთოს. ალბა ფართხალებს, ადგომას და სამზარეულოში გას-
ვლას ვფიქრობ, იქნებ რამე გავიკეთო და ვჭამო. მაგრამ გადავ-
წყვეტ, ისე მოვიქცე, როგორც ვიქცევი მაშინ, როცა ჰენრი ჩემთან არ
არის და არაფერს მიმზადებს. ნელა ვდგები და სვენებსვენებით სამ-
ზარეულოსკენ მივდივარ. ჩანთას ვეძებ, შუქს ვანთებ, კარიდან გავ-
დივარ და ვკეტავ. მოძრაობა მსიამოვნებს. მიკვირს, რომ ჩემი სხე-
ულის ერთი ნაწილის ასეთი სიდიდე კვლავ მაოცებს; იმ ადამიანს
ვგავარ, ვისმა პლასტიკურმა ოპერაციამაც წარუმატებლად ჩაიარა;
იმ აფრიკელი ქალივით ვარ, რომლის ტომის წარმოდგენაც სილა-
მაზის შესახებ კისრის, ტუჩების ან ყურის ბიბილოების საოცრად
დაგრძელებას ითხოვს. ჩემი და ალბას სიმძიმეს მივათრევ და სი-
ამის ტყუპის ცეკვით „ოპარტისკენ“, ტაილანდური რესტორნისკენ
მივდივარ.
რესტორანი ხალხით სავსე მხვდება; გრილა. წინა ფანჯარასთან
მაგიდამდე მაცილებენ. სპრინგროლებსა და ტოფუიან ატრიას ვუკ-
ვეთ. ერთ სავსე ჭიქა წყალს მთლიანად ვცლი. ალბა შარდის ბუშტზე
მაწვება; საპირფარეშოში გავდივარ და უკან დაბრუნებულს საჭმე-
ლი მაგიდაზე მხვდება. ვჭამ. წარმოვიდგენ, რაზე ვისაუბრებდით მე
და ჰენრი, ახლა აქ რომ იყოს. ნეტავ სად არის? გონებას ვჩიჩქნი და
იმის გახსენებას ვცდილობ, ბავშვობაში ხომ არ მინახავს ისეთი ჰენ-
რი, რომელიც გუშინ შარვლის ჩაცმისას გაქრა. დროს ვფლანგავ;
ყველაფერს თავად მეტყვის; ვინ იცის, ეგებ დაბრუნდა კიდეც. თავს
ვიკავებ, რომ არ ავდგე და შესამოწმებლად არ გავვარდე. მთავარი

409
კერძი მოაქვთ. ატრიას ლიმონს ვაწურავ და პირში ვიყრი. თვალწინ
ალბა მიდგას – ვარდისფერი და პაწაწინა, ჩემს მუცელში მოკუნტუ-
ლი ზის და პაწია კოხტა ჯოხებით ატრიას შეექცევა. გრძელი შავი
თმითა და მწვანე თვალებით ვხედავ. იღიმება და ამბობს: „გმად-
ლობ, დედა“. მეც ვიღიმები და ვპასუხობ: „არაფრის, რაც გინდა,
მთხოვე“. პპატარა, რბილი ცხოველიც ჰყავს – ალფონსო ჰქვია. ტო-
ფუს ალფონსოსაც აჭმევს. ჭამას ვამთავრებ. რამდენიმე წუთი ვზი-
ვარ, ვისვენებ. ვიღაც გვერდით მაგიდაზე სიგარეტს ანთებს. ვიხდი
და მივდივარ.
უესტერნავენიუზე მივბაჯბაჯებ. პუერტორიკოელი მოზარდებით
სავსე მანქანიდან ვიღაცა რაღაცას მიყვირის, არ მესმის, რას. შინ
ვბრუნდები, ჩანთას ვჩხრეკ, გასაღებს ვეძებ, კარი ფართოდ იღება
და ჰენრი ჩემ წინ დგას.
– მადლობა ღმერთს, – ამბობს და მეხვევა.
ერთმანეთს ვკოცნით. გულზე მეშვება, როცა მას ვხედავ და რამ-
დენიმე წუთის შემდეგღა ვხვდები, რომ ჩემს დანახვაზე ისიც შვებას
გრძნობს.
– სად იყავი? – მეკითხება ის.
– „ოპარტში“. შენ სად იყავი?
– ბარათი არ დაგიტოვებია, შინ დავბრუნდი, არ დამხვდი, ვიფიქ-
რე, საავადმყოფოში წაიყვანესმეთქი. დავრეკე და მითხრეს, არ შე-
მოსულაო...
სიცილი მიტყდება, ვეღარ ვჩერდები. ჰენრი დაბნეული ჩანს. რო-
ცა ლაპარაკის უნარი მიბრუნდება, ვამბობ:
– აი, ხომ ხედავ, შენც იგემე, რასაც მე განვიცდი ხოლმე.
იღიმება.
– უკაცრავად, მაგრამ... არ ვიცოდი, სად წახვედი და ცოტა შევ-
შინდი. მეგონა, ალბა უჩემოდ დაიბადა.
– შენ სად იყავი?
იღიმება.
– მოიცადე და გეტყვი. ერთი წუთით. მოდი, დავსხდეთ.
– მოდი, დავწვეთ, ძალიან დაღლილი ვარ.

410
– მთელი დღე რას აკეთებდი?
– უსაქმოდ ვიწექი.
– საწყალი კლერი, არ მიკვირს, რომ დაიღალე.
საძინებელში შევდივარ, კონდიციონერს ვრთავ და ფარდებს
ვწევ. ჰენრი სამზარეულოში შედის და იქიდან სასმელებით ბრუნდე-
ბა. საწოლზე ვეწყობი და კოჭას ლუდს ვსვამ. ჰენრი ფეხსაცმელს
ყრის და ლუდით ხელში ჩემ გვერდითკალათდება.
– ყველაფერი მიამბე.
– კარგი, – ცალ წარბს მაღლა სწევს, პირს აღებს, მაგრამ ხურა-
ვს, – არ ვიცი, როგორ დავიწყო, – ამბობს ის.
– მიდი, გაამხილე.
– იმით დავიწყებ, რომ ასეთი უცნაური რამ არასდროს გადამ-
ხდენია.
– შენზე და ჩემზე უცნაური?
– ჰო. ეგ ჩვეულებრივი იყო – ბიჭმა გოგო გაიცნო.
– იმაზე უცნაური, ვიდრე დედაშენის სიკვდილის დაუსრულებ-
ლად ყურებაა?
– ეგ ახლა უკვე საზარელ რუტინად მექცა. ცუდი სიზმარივითაა,
რომელსაც ხშირად ვხედავ. არა, ეს სიურრეალისტური რამ იყო, –
ხელს მუცელზე მისვამს, – წინ წავედი და იქ ჩვენს პატარა გოგონას
შევხვდი.
– ღმერთო, როგორ მშურს, რა მაგარია.
– ჰო, ასე ათიოდე წლის იყო. კლერ, იცი, რა საოცარი ვინმეა –
გონიერია და მუსიკალური და... ძალიან თავდაჯერებული, არაფერ-
ზე წუხს...
– როგორი იყო?
– ჩემნაირი. ჩემნაირი, ოღონდ გოგო. ლამაზია, შენი თვალები
აქვს, მაგრამ მე მგავს; შავი თმა აქვს, თეთრი კანი, ცოტა ჭორფლი
და ჩემსაზე ცოტა პატარა პირი, პარტყუნა ყურები არა აქვს. გრძელი
ხვეული თმა და ჩემი ხელები აქვს, გრძელი თითებით, მაღალია...
პატარა ფისუნიასავით იყო.
ჩინებულია. ჩინებული.

411
– ვშიშობ, ჩემი გენები გამოჰყვა... მაგრამ ხასიათით შენ გგავს.
საოცრება იყო... სკოლის მოსწავლეების ჯგუფში ვნახე ხელოვნების
ინსტიტუტში; ჯოზეფ კორნელის ფრინველების ყუთებზე ლაპარა-
კობდა. რაღაც გულგამგმირავი თქვა...მივხვდი, ვინც იყო. მანაც
მიცნო.
– იმედია, იმედია. კიდევ რაღაც უნდა გკითხო. ის... ისიც...
ყოყმანობს და ბოლოს ამბობს:
– ჰო, მოგზაურობს.
ორივე ვჩუმდებით. სახეზე ხელს მისვამს.
– ვიცი.
– კლერ, ის ბედნიერი იყო. ვკითხე და მითხრა, ძალიან მომწონ-
სო. საინტერესო არისო, – ღიმილით ამბობს ჰენრი.
ვიცინით, თავიდან სინანულით, მერე გულიანად ვხარხარებთ,
სახეების ატკივებამდე, თვალებიდან ცრემლების წამოსვლამდე ვი-
ცინით, რადგან, რა თქმა უნდა, ეს საინტერესოა. ძალიან საინტერე-
სო.

მკითხველთა ლიგა

412
დაბადება

ოთხშაბათი, 5 სექტემბერი, ხუთშაბათი,


6 სექტემბერი, 2001 წელი
(ჰენრი 38 წლისაა, კლერი 30-ის)

ჰენრი: მთელი დღეა კლერი სახლში ძუ ვეფხვივით დადის. ყო-


ველ ოც წუთში ჭინთვები უვლის.
– ცოტა წაიძინე, – ვეუბნები მე, რამდენიმე წუთით წვება და მა-
ლევე დგება. ღამის ორ საათზე ცოტას თვლემს. გვერდით ვუწევარ
და ვფხიზლობ, მის სუნთქვას ვუსმენ; ვუსმენ სუსტ, მშფოთვარე ბგე-
რებს, რომლებსაც გამოსცემს, მის თმას ვეთამაშები. ვიცი, რომ კარ-
გად იქნება, ჩემი თვალით ვნახე, მაგრამ მაინც ვღელავ; ალბაც კარ-
გად იქნება. დილის 3:30-ზე იღვიძებს.
– საავადმყოფოში წავიდეთ, – ამბობს ის.
– ეგებ ტაქსი გამოვიძახოთ, საშინლად გვიანია, – ვპასუხობ მე.
– გომესმა მითხრა, ნებისმიერ დროს დამირეკეთო.
– კარგი.
გომესის და ჩარისის ნომერს ვკრეფ. თექვსმეტი ზარი გადის, გო-
მესი მპასუხობს. ისეთი ხმა აქვს, თითქოს ზღვის ფსკერიდან ლაპა-
რაკობს.
– გისმენ, – ამბობს გომესი.
– აბა, ამხანაგო, დროა.
რაღაცას ბურდღუნებს, დაახლოებით ასე ჟღერს: „მდოგვიანი
კვერცხი“. მერე ყურმილს ჩარისი ართმევს და ამბობს, რომ გამოდი-
ან. ყურმილს ვკიდებ, ექიმ მონტეგიუს ვურეკავ და ავტომოპასუხეზე
შეტყობინებას ვუტოვებ. კლერი ოთხზე დგას და ირწევა. იატაკზე მის
გვერდით ვჯდები.
– კლერ?
ამომცქერის და რწევას არ წყვეტს.
– ჰენრი... რატომ გადავწყვიტეთ ეს კვლავ გვექნა?

413
– ალბათ, იმიტომ, რომ ყველაფრის დასრულების შემდეგ ბავშვს
დაიჭერ ხელში.
– ჰოო... ეგ ჰო...
თხუთმეტ წუთში გომესის „ვოლვოში“ ვსხდებით. ამთქნარებს,
სანამ მე კლერს უკანა სავარძელზე დაჯდომაში ვშველი.
– ჩემი მანქანის წყლებით დასვრა გულში არ გაივლო, – კეთი-
ლად ეუბნება კლერს. ჩარისი ნაგვის პარკების გამოსატანად სახ-
ლში შერბის და სკამებს ზეწრებს აფარებს. ვსხდებით და მივდი-
ვართ. კლერი მეყუდება და ჩემს ხელებს მუშტებში ბღუჯავს.
– არ დამტოვო, – ამბობს ის.
– არ დაგტოვებ, – ვეუბნები მე.
სარკეში გომესის თვალებს ვაწყდები.
– მტკივა! ოჰ, ღმერთო, როგორ მტკივა! – ამბობს კლერი.
– სხვა რამეზე იფიქრე, რამე სასიამოვნოზე, – ვამბობ მე.
უესტერნ-ავენიუზე სამხრეთისკენ მივდივართ. მანქანები თით-
ქმის არ მოძრაობენ.
– მომიყევი...
ვფიქრობ და კლერის ბავშვობის დროინდელ ამბავს ვიხსენებ.
– გახსოვს ის დღე, თორმეტისა რომ იყავი და ტბაზე წავედით?
ვცურავდით, მენსტრუაციის მოსვლის ამბავი მაშინ მითხარი, –
ხელს ისე მიჭერს, ლამის ძვლები დამამტვრიოს.
– მართლა?
– ჰო, გერიდებოდა, მაგრამ ამაყი იყავი... ვარდისფერმწვანე ბი-
კინი გეცვა და ყვითელი სათვალე გეკეთა, ჩარჩოზე გული ჰქონდა.
– უი, გამახსენდა! ჰენრი, მტკივა, ძალიან მტკივა!
ჩარისი ტრიალდება და ამბობს:
– კლერ, ბავშვი ხერხემალზე გაწვება, მობრუნდი, კარგი?
პოზის შეცვლას ცდილობს.
– აი, მოვედით, – ამბობს გომესი და მანქანას საავადმყოფოს გა-
დაუდებელი შემთხვევების შესასვლელთან აჩერებს.
– წყალს ვღვრი, – ამბობს კლერი. გომესი მანქანიდან მარდად
ხტება და ფრთხილად გადმოგვყავს. ორ ნაბიჯს დგამს და წყალს ღვ-

414
რის.
– კარგი დრო შეარჩიე, ფისო.
ჩარისი წინ გარბის და საბუთების საქმეს აგვარებს. მე და გომესს
კლერი მიმღებში შეგვყავს, იქიდან სამშობიარო ფლიგელში. ექთა-
ნების მაგიდასთან ჩერდება, ეყრდნობა; ისინი აუღელვებლად უმზა-
დებენ ოთახს.
– არ დამტოვო, – ჩურჩულებს ის.
– არ დაგტოვებ, – ვპასუხობ მე.
ნეტავ ამის დარწმუნებით თქმა შემეძლოს. მცივა და ოდნავ თავ-
ბრუსხვევას ვგრძნობ. ტრიალდება და მეკვრის. მკლავებს ვხვევ. ჩვ-
ენ შორის ბავშვს მყარ სიმრგვალედ ვგრძნობ. გამოდი, გამოდი, სა-
დაც უნდა იყო. ქოშინებს. მსუქანი ქერა მედდა გამოდის და გვეუბნე-
ბა, რომ ოთახი მზადაა. მთელი ჯოგი შევდივართ. კლერი იატაკზე
ოთხზე დგება. ჩარისი ალაგებს, ტანსაცმელს კარადაში კიდებს და
ტუალეტის ნივთები საპირფარეშოში შეაქვს. მე და გომესი ვდგა-
ვართ და კლერს უმწეოდ შევცქერით. გმინავს. ერთმანეთს თვალს
თვალში ვუყრით. გომესი მხრებს იჩეჩს.
ჩარისი ამბობს:
– კლერ, აბაზანას ხომ არ მიიღებ? თბილი წყალი გესიამოვნება.
თავს აქნევს. ჩარისი გომესს ხელით რაღაცას ანიშნებს, რაც ახ-
ლა აქედან გადის ნიშნავს.
– გავალ, მოვწევ, – ამბობს და გადის.
– მე დავრჩე? – ვეკითხები კლერს.
– ჰო, არ წახვიდე. ისეთ ადგილას დადექი, რომ დაგინახო.
– კარგი, – სააბაზანოში შევდივარ და წყალს ვუშვებ. საავადმყო-
ფოების სააბაზანოები ცუდად მხდის. მათში იაფფასიანი საპნის და
ავადმყოფი ხორცის სუნი დგას. წყლის გათბობას ველი.
– ჰენრი, აქა ხარ? – მესმის კლერის ხმა.
კარიდან თავს ვყოფ და ვპასუხობ:
– ჰო, აქა ვარ.
– აქ დარჩი, – მიბრძანებს და სააბაზანოში ჩემ ნაცვლად ჩარისი
შედის. კლერს ისეთი ხმა აქვს, რომლის მსგავსიც არ გამიგონია –

415
ეს აგონიაში მყოფი ადამიანის სასოწარკვეთილი გმინვაა. ეს რა ვუ-
ქენი? თორმეტი წლის მოცინარი კლერი მაგონდება, სველი ქვიშით
დაფარული, პირველ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი და პლაჟ-
ზე მორბენალი. ოჰ, კლერ, ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ. ხანში შესული
შავკანიანი მედდა შემოდის და ყელს უსინჯავს.
– კარგი გოგო ხარ, – აქებს კლერს, – ექვსი სანტიმეტრია.
თავს უქნევს, იღიმება და სახე ემანჭება. მუცელზე ხელს იჭერს,
ორად იკაკვება და ხმამაღლა გმინავს. მე და ექთანს გვიჭირავს. სუნ-
თქვა ეკვრის და კივის. ამიტ მონტეგიუ შემოდის და მისკენ მირბის.
– აბა, აბა, აბა, გაჩუმდი, – მედდა ექიმ მონტეგიუს ჩემთვის არ-
აფრისმთქმელ ინფორმაციას აწვდის. კლერი ქვითინებს. ვახველებ.
ხმა მიწყდება.
– ეპიდურალური ინიექცია არ შეიძლება?
– კლერ?
კლერი თავს უქნევს. ოთახში ვიღაცები შემოდიან, მილაკებით,
ნემსებით და რაღაც დანადგარებით. ვზივარ, მისი ხელი მიჭირავს
და თვალს არ ვაშორებ. გვერდზე წევს, ზმუის, სახე ოფლით და ცრ-
ემლით აქვს სველი, ანესთეზიოლოგი ხერხემალში ნემსს ურჭობს.
ექიმი მონტეგიუ სინჯავს და მონიტორს შუბლშეკრული შესცქერის.
– რა ხდება? – კითხულობს კლერი, – რაღაც ისე არ არის.
– გულისცემა აჩქარებულია. შენს პატარა გოგონას ეშინია.
კლერ, უნდა დამშვიდდე, რომ ბავშვი მშვიდად იყოს.
– ძალიან მტკივა.
– ეგ იმიტომ, რომ ბავშვი დიდია, – ამიტ მონტეგიუ აუღელვებ-
ლად ლაპარაკობს, მისი ხმა დამამშვიდებლად ჟღერს. ზორბა, ლომ-
ვეშაპისულვაშიანი ანესთეზიოლოგი გაბეზრებული სახით შემომყუ-
რებს.
– ახლა ცოტა კოქტეილს შეგიშხაპუნებთ – მცირედი ნარკოტიკი,
მცირედი ანალგეტიკი და შენც დამშვიდდები და ბავშვიც, – კლერი
თავს უქნევს, ექიმი მონტეგიუ იღიმება.
– ჰენრი, შენ როგორ ხარ?
– ვერ ვიტყვი, მშვიდად-მეთქი, – გაღიმებას ვცდილობ. იმ რაღა-

416
ცაზე, რასაც კლერს უკეთებენ, არც მე ვიტყოდი უარს. მხედველობა
მიორმაგდება; ღრმად ვსუნთქავ და ყველაფერი მწყობრში დგება.
– აი, ხომ ხედავ, ყველაფერი უკეთაა, – ამბობს ექიმი მონტეგიუ,
– ღრუბელმა გადაიარა, ტკივილი გადის, თითქოს სადღაც წავიღეთ
და გზის პირას დავტოვეთ, გადავაგდეთ, შენ და ბავშვი კი კვლავაც
აქა ხართ, არა? აქ ძალიან სასიამოვნოა, დრო ბევრი გვაქვს... არ-
სად გვეჩქარება, – კლერის სახიდან დაძაბულობა ნელნელა ქრება.
ექიმ მონტეგიუს თვალს არ აცილებს. მანქანა ზარს რეკავს. ოთახს
მკრთალი სინათლე ანათებს. მზე ამოდის. ექიმი მონტეგიუ მონი-
ტორს შესცქერის, – უთხარი, რომ კარგად ხარ და რომ ეგეც კარგად
არის. რამე უმღერე, კარგი?
– ალბა, ყველაფერი კარგადაა, – თბილი ხმით ამბობს კლერი.
მე მიყურებს, – ის ლექსი წაუკითხე, შეყვარებულები ხალიჩაზე.
უეცრად ვერ ვხვდები, რომელი, მაგრამ მერე გონება მინათდება.
ამდენი ხალხის წინაშე რილკეს ციტირება მერიდება, მაგრამ ვიწყებ:
„Engel!: Es ware ein Platz, den wir nicht wissen“...
– ინგლისურად წაუკითხე, – მაწყვეტინებს კლერი.
– უკაცრავად, – საწოლზე ვზივარ, სახით კლერის მუცლისკენ,
ზურგით კი ჩარისის, მედდისა და ექიმისკენ ვდგავარ, ჩაღილულ ხა-
ლათში ხელს ვუყოფ. კლერის ცხელი კანის ქვეშ ალბას მოხაზულო-
ბას ვგრძნობ.
– ანგელოზო! – ისე ვამბობ, თითქოს ჩვენს ლოგინში ვიყოთ,
თითქოს მთელი ღამე ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების კეთება-
ში დაგვთენებოდეს.
არომ ყოფილიყო, ანგელოსო, სადმე ადგილი,
ისეთი, ჩვენ რომ ჯერ არ ვიცით, სადაც საოცარ
და აუწერელ ხალიჩაზე შეყვარებულებს,
აქ რომ ვერასდროს ახერხებენ დაოსტატებას,
ეჩვენებინათ გულის თრთოლით თავგანწირული,
ამაღლებული ფიგურები, ვნებათაღელვის
ციხეკოშკები, თავიანთი ერთურთს მიდგმული
და მოცახცახე კიბეები უნიადაგო

417
და შესძლებოდათ გარსშემორტყმულთ მაყურებლებით –
აღურიცხველი მდუმარე მკვდრებით:
ისინი ხომ არ გადმოყრიდნენ მაშინ თავიანთ
სულ უკანასკნელ, საიდუმლო, ჩვენთვის ჯერ უცნობ,
სამარადისოდ შემონახულ და მარად მოქმედ
მონეტებს ბედნიერებისა ბოლოს და ბოლოს
უკვე ნამდვილად მოღიმარე წყვილის წინაშე
დაშოშმინებულ ხალიჩაზე? 75
– ესეც ასე, – ამბობს ექიმი მონტეგიუ და მონიტორს თიშავს, –
ყველა მშვიდადაა, – გაბადრული სახით გვიყურებს და კარში მის-
რიალებს, ექთანი უკან მისდევს. შემთხვევით ანესთეზიოლოგის
თვალებს ვაწყდები, რომლის გამომეტყველებაც ამბობს: რაც გინ-
და, ის თქვი, მაგრამ მაგარი ქალი ხარ.
კლერი: მზე ამოდის, მე ამ ვარდისფერ ოთახში, ამ უცნაურ სა-
წოლზე ვწევარ, სადღაც უცხო ქვეყანაში კი, რომელიც ჩემი საშოა,
ჩემი ნაყოფი ალბა შინისკენ მოხოხავს ან პირიქით, შინიდან მიდის.
ტკივილი მიამდება, მაგრამ შორს არ მიდის, კუთხეში ატუზული ან
ლოგინის ქვეშ ნაწყენი ზის და მაშინ მეძგერება, როცა ყველაზე ნაკ-
ლებად ველი. ჭინთვები მივლის და გამდის, შორეულია და ყრუ, რო-
გორც ნისლში ზარების რეკვა. ჰენრი გვერდით მიწევს. ხალხი მო-
დის და მიდის. მაზიდებს, მაგრამ არ ვარწყევ. ჩარისი ქაღალდის ჭი-
ქიდან ყინულის ნატეხს იღებს და მაწვდის; ძველი თოვლის გემო
აქვს. მილაკს და წითელ მოციმციმე სინათლეებს შევცქერი და დე-
დაზე ვფიქრობ. ვსუნთქავ. ჰენრი მიყურებს. დაძაბული და საცოდავი
გამომეტყველება აქვს. იმაზე ვნერვიულობ, რომ შეიძლება გაქრეს.
– ყველაფერი კარგადაა, – ვამბობ მე. თავს მიქნევს და მუცელზე
ხელს მისვამს. ოფლი მომდის. ძალიან ცხელა. მედდა მოდის და
მსინჯავს. მერე ამიტი მსინჯავს. გარს ამდენი ხალხი მახვევია, მაგ-
რამ მაინც მარტო ვარ ალბასთან ერთად. ყველაფერი რიგზეა. კარ-
გი გოგო ხარ, არაფერს მტკენ. ჰჰენრი დგება და ოთახში მანამ სცემს

75
რაინერ მარია რილკე, „დუინური ელეგიები“, მეხუთე ელეგია

418
ბოლთას, სანამ გაჩერებას არ ვთხოვ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თით-
ქოს ყველა ორგანო რაღაც არსებად მექცა, თითოეულს თავისი
დღის განრიგი აქვს და საკუთარ მატარებელზე აგვიანდება. ალბა
ჩემს სხეულში თავით გვირაბს თხრის, ხორცისა და ძვლისგან შექ-
მნილი ექსკავატორია და ჩემს სიღრმეებში გზას მოიკვლევს. მეჩვე-
ნება, რომ ჩემში დაცურავს, გუბეში ვარდება და ირინდება. მისი სა-
ხის წარმოდგენა, მისი დანახვა მინდა. ანესთეზიოლოგს ვეუბნები,
რომ მინდა რამე ვიგრძნო. გაბუჟება მალე გამდის და ტკივილი
ბრუნდება, მაგრამ ეს სხვა ტკივილია. ასატანი. დრო გადის.
დრო გადის და ტკივილი მთელ სხეულში მივლის, თითქოს თეთრ
ზეწარგადაფარებულ მაგიდასთან ვიღაც უთომომარჯვებული ქალი
დგას და უთოს სხეულში მიყრის. ამიტი შემოდის და ამბობს, რომ
სამშობიარო ბლოკში გადასვლის დროა. მპარსავენ, მფხეკენ და
გრძელ დერეფანში მიმაგორებენ. დერეფნის ჭერს შევცქერი, მე და
ალბა ერთმანეთის შესახვედრად მივგორავთ, ჰენრი გვერდზე მოგ-
ვდევს. სამშობიარო ბლოკში ყველაფერი მწვანეა და თეთრი. სა-
რეცხის ფხვნილის სუნი მცემს, ეტა მაგონდება, ეტა მინდა, მაგრამ
მიდოულარკშია. ჰენრის ვუყურებ, ქირურგის ხალათი აცვია, მაინ-
ტერესებს, აქ რატომ ვართ, შინ უნდა ვიყოთ, ვგრძნობ, რომ ალბა
ხტის, წინ მოიწევს, სხეულს ისე ვაყოლებ, თითქოს რაღაც თამაში,
სიმღერა იყოს. მერე ვიღაც ამბობს: გამარჯობა, მამა სად წავიდა?
გარშემო ვიხედები, მაგრამ ჰენრი იქ არ არის, არსად არ არის, არც
აქ; ღმერთმა დასწყევლოს – ვფიქრობ მე, მაგრამ არა, ღმერთო, მა-
გის თქმა არ მინდოდა, ალბა მოდის, მოდის; მერე ჰენრისაც ვხედავ,
მობანცალებს, გზადაკარგული და შიშველია, მაგრამ აქ არის, აქ
არის! და ამიტი ამბობს: Sacre Dieu! 76 მერე თავი მოდის! ვიჭინთები,
ალბას თავი გამოდის, ხელს დაბლა ვწევ, მინდა მის თავს, მის ნაზ,
ხავერდივით სლიპინა თავს შევეხო. ვიჭინთები, ვიჭინთები, ალბა
ჰენრის მომლოდინე ხელებში ვარდება და ვიღაც ამბობს: ოჰ! მე ცა-
რიელი და თავისუფალი ვარ და რაღაც ხმა მესმის, ისეთი როგორს-

76
(ფრანგ.) წმინდაო ღმერთო

419
აც ძველი გრამფირფიტა გამოსცემს მაშინ, როცა ნემსი არასწორად
დევს. უეცრად ალბა კივის, ის დაიბადა, ვიღაცა მას მუცელზე მაწვენს
და დავცქერი, მის სახეს ვხედავ, ვარდისფერ, მრგვალ სახეს, შავი
თმა აქვს, ბრმასავით დაეძებს რაღაცას, ხელებს იშვერს და ძუძუს
აგნებს, ჩერდება, იღლება, ყველაფრისგან იღლება.
ჰენრი ჩემს თავთან იხრება, შუბლზე ხელს ადებს და ამბობს:
– ალბა!
მოგვიანებით:
კლერი: ალბას დედამიწაზე ყოფნის პირველი დღის საღამოა. სა-
ავადმყოფოს ლოგინში ვწევარ და გარს ბუშტები, დათუნიები და ყვა-
ვილები მაკრავს, მკლავებში ალბა მიწევს. ფეხმორთხმული ჰენრი
საწოლის ბოლოში ზის და სურათებს გვიღებს. ესესაა ჭამა დაასრუ-
ლა, ახლა პაწაწინა ტუჩებიდან ხსენის ბუშტუკებს უშვებს და იძინებს,
საღამურზე თბილი და რბილი კანისა და სითხის ტომარა მაწევს. ჰე-
ნრი გადაღებას ასრულებს.
– მისმინე, – უეცრად მახსენდება მე, – სამშობიარო ოთახიდან
სად წახვედი?
იცინის.
– იმედი მქონდა, ვერ შენიშნავდი. მეგონა, ძალიან დაკავებული
იყავი...
– სად იყავი?
– შუაღამისას ჩემი დაწყებითი სკოლის ეზოში ვიარე.
– რამდენ ხანს?
– ოჰ, ღმერთო, რამდენიმე საათს. გამთენიისას წამოვედი. ზამ-
თარი იყო, გათბობა კი ჩაწეული ჰქონდათ. რამდენ ხანს არ ვიყავი?
– ზუსტად არ ვიცი. ალბათ, ხუთი წუთი.
ჰენრი თავს აქნევს.
– გაშმაგებული ვიყავი. შენ მიგატოვე და „ფრანსის პარკერის“
დერეფნებში უმიზნოდ დავეხეტებოდი... ისეთი... ისე ვგრძნობდი
თავს, – ჰენრი იღიმება, – მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა,
არა?
– „ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება“, – ვიცინი მე.

420
– „ძალაუნებურად რა ჭკვიანურად ლაპარაკობ, რომ იცოდე“77,
– კარზე ფრთხილად აკაკუნებენ, – მობრძანდით! – ამბობს ჰენრი,
ოთახში რიჩარდი შემოდის და ზღურბლზე ჩერდება. ყოყმანობს.
ჰენრი ტრიალდება და ამბობს, – მამა, – მერე ჩერდება, საწოლიდან
სასწრაფოდ დგება და ეუბნება, – შემოდი, დაჯექი, – რიჩარდს ყვა-
ვილები და პატარა დათუნია უჭირავს, რომელსაც ჰენრი ფანჯრის
რაფაზე დადგმულ გროვას მატებს.
– კლერ, – ამბობს რიჩარდი, – მე... გილოცავ! – საწოლის გვერ-
დზე მიდგმულ სკამზე ნელა ჯდება.
– გინდა დაგაჭერინო? – ეკითხება ჰენრი. რიჩარდი თავს აქნევს
და შემომცქერის, იმის გარკვევა უნდა, მე თანახმა თუ ვარ. ისეთი
შესახედია, თითქოს რამდენიმე ღამის უძინარი იყოს. დაჭმუჭნილი
პერანგი აცვია და ოფლისა და ლუდის ოხშივრით ყარს. ვუღიმი,
თუმცა არ ვიცი, რამდენად კარგი აზრი მომდის. ალბას ჰენრის ვაწ-
ვდი, რომელიც მას ფრთხილად გადასცემს რიჩარდის დაბნეულ
მკლავებს. ალბა ვარდისფერ მრგვალ სახეს რიჩარდის გრძელი, გა-
უპარსავი სახისკენ აბრუნებს, მკერდისკენ იწევს და ძუძუს ეძებს.
ძებნას მალე წყვეტს, ამთქნარებს და ისევ იძინებს. რიჩარდი იღიმე-
ბა. დამვიწყებია, როგორ უნათებს ხოლმე ღიმილი სახეს. – ვიცინი
მე.
– ძალიან ლამაზია, – მეუბნება მე, მერე ჰენრის მიმართავს, –
დედაშენს ჰგავს.
ის თავს უქნევს.
– მევიოლინე გამოვა, მამა, – იღიმება, – ერთი თაობა ჩაგივარ-
და.
– მევიოლინე? – რიჩარდი მძინარე ბავშვს დასცქერის, შავი თმა
და პაწია ხელები აქვს; სძინავს. ალბათ, არ არსებობს მეორე არსე-

77
„ძალაუნებურად რა ჭკვიანურად ლაპარაკობ, რომ იცოდე“ ( ფრაზა შექ-
სპირის პიესიდან „როგორც გენებოთ“, მოქ. II, სურ, IV, მთარგმ. მოსე ქარ-
ჩავა, ნელი საყვარელიძე, უილიამ შექსპირი, თხზულებათა სრული კრებუ-
ლი ხუთ ტომად, ტ. 3, 1987 წ

421
ბა, რომელიც ამდენად არ ჰგავს მევიოლინეს, როგორც ახლანდე-
ლი ალბა, – მევიოლინე უნდა გამოხვიდე, – რიჩარდი თავს აქნევს,
– მაგრამ შენ ჯერ ეს არ იცი, ჯერ არაფერი იცი. მევიოლინე ხარ, არა,
პატარა ქალო? – ალბა პაწია ენას ყოფს, ყველანი ვიცინით.
– როცა გაიზრდება, მასწავლებელი დასჭირდება, – ვამბობ მე.
– მასწავლებელი? შენ... იმ იდიოტ სუზუკებს ხომ არ ჩაუგდებ
ხელში? – გაჯავრებით კითხულობს რიჩარდი.
ჰენრი ახველებს.
– ვიმედოვნებდით, რომ თუ გეცლებოდა, შენ...
რიჩარდი ნათქვამს ხვდება. სასიამოვნო შესახედია, როცა ხვდე-
ბა, რომ ვიღაცას სჭირდება და რომ მხოლოდ მას შეუძლია ერთა-
დერთ შვილიშვილს ასწავლოს ის, რაც მას დასჭირდება.
– სიამოვნებით, – ამბობს ის. მომავალი თვალუწვდენელ წითელ
ხალიჩასავით ეფინება ამ პაწაწა არსების წინ.

სამშაბათი, 11 სექტემბერი, 2001 წელი


(კლერი 30 წლისაა, ჰენრი 38-ის)

კლერი: 6:43-ზე ვიღვიძებ, ჰენრი გვერდით არ მიწევს. არც ალ-


ბაა თავის საწოლში. ძუძუები მტკივა. ყველაფერი მტკივა. ფრთხი-
ლად ვდგები და საპირფარეშოში გავდივარ. დერეფანსა და სასადი-
ლო ოთახს ნელა მივუყვები. სასტუმრო ოთახში ჰენრი დივანზე ზის,
ალბა ხელში უჭირავს და არც უყურებს პატარა შავ-თეთრ ხმადაწე-
ულ ტელევიზორს. ალბას სძინავს. მის გვერდით ვჯდები. ხელს
მხვევს.
– ფეხზე რატომ ხარ? – ვეკითხები, – შენ ხომ თქვი, ერთი-ორი
საათი არაფერი მოხდებაო? – ვიღაც კაცი ამინდის პროგნოზს აცხა-
დებს, იღიმება და თანამგზავრიდან გადაღებულ მიდუესტის სურათს
გვიჩვენებს.
– ვერ დავიძინე. მინდოდა ცოტა მეტხანს კიდევ მესმინა ნორმა-
ლური სამყაროსთვის, – ამბობს ჰენრი.

422
– ოჰ, – თავს მხარზე ვადებ და თვალებს ვხუჭავ. როცა ვახელ,
მობილური ტელეფონების კომპანიის სატელევიზიო რეკლამა მთავ-
რდება, მას წყლის რეკლამა ცვლის. ჰენრი ალბას მაწვდის და დგე-
ბა. ერთ წუთში მესმის, როგორ ამზადებს საუზმეს სამზარეულოში.
ალბა იღვიძებს, საღამურს ვიხსნი და ვაჭმევ. კერტები მტკივა. ტე-
ლევიზორს შევცქერი. ქერა წამყვანი რაღაცას ღიმილით მამცნობს.
ის და მეორე წამყვანი, აზიური გარეგნობის ქალი, იცინიან და შე-
მომღიმიან. ქალაქის მერიაში მერი დელეი კითხვებს პასუხობს.
ვთვლემ. ალბა წოვს. ჰენრის სინით მოხარშული კვერცხი, გახუხუ-
ლი პური და ფორთოხლის წვენი შემოაქვს. ყავა მინდა. ტაქტის გამო
ყავა სამზარეულოში დაულევია, მაგრამ მისი სუნი ასდის. სინს
ჟურნალების მაგიდაზე დგამს და კალთაში თეფშს მიდებს. ალბა ძუ-
ძუს ჭამს, მე კვერცხს. ჰენრი თავისი პურით კვერცხის გულს იწ-
მენდს. ტელევიზორში სარეცხი საშუალების ეფექტურობის სადე-
მონსტრაციოდ ბავშვები ბალახში დარბიან. ჭამას ვასრულებთ; ალ-
ბაც ამთავრებს, მე ვაბოყინებინებ და ჰენრის ჭურჭელი სამზარეუ-
ლოში გააქვს. როცა ბრუნდება, ბავშვს მას ვაწვდი და სააბაზანოში
გავდივარ. შხაპს ვიღებ. წყალი ცხელია, ლამის გაუსაძლისად ცხე-
ლიც, მაგრამ ჩემს დაბეჟილ სხეულს შვებას ჰგვრის. ორთქლიან ჰა-
ერს ვისუნთქავ, კანს ზანტად ვიმშრალებ, ტუჩებზე, მკერდსა და მუ-
ცელზე ბალზამს ვისვამ. დაორთქლილ სარკეში ჩემს თავს ვერ ვხე-
დავ. თმას ვივარცხნი. სპორტულ შარვალს და პულოვერს ვიცვამ.
დეფორმირებულად, ჩაფუშულივით ვგრძნობ თავს. სასტუმრო
ოთახში ჰენრი თვალდახუჭული ზის, ალბა ცერს წუწნის. როცა ვჯდე-
ბი, თვალს ახელს და კრუტუნებს. თითი პირიდან უვარდება და დაბ-
ნეულ გამომეტყველებას იღებს. უდაბნოს ლანდშაფტში რაღაც ჯიპი
მიდის. ჰენრი ხმას ბოლომდე უწევს. თვალებს თითებით ისრესს.
კვლავ ვთვლემ.
– გაიღვიძე, კლერ, – ამბობს ის.
თვალს ვახელ. ტელევიზორში კადრი ტრიალდება. რომელიღაც
ქალაქის ქუჩა. ცის ნაგლეჯი. თეთრ ცათამბჯენს ცეცხლი უკიდია.
თვითმფრინავი ნელა ფრინდება მეორე თეთრ კოშკში, სათამაშოს

423
ჰგავს. ცეცხლის უხმო ენები ბრიალებს. ჰენრი ხმას უწევს.
– ოჰ, ღმერთო ჩემო, – ამბობს ხმა ტელევიზორში, – ოჰ, ღმერ-
თო ჩემო!

სამშაბათი, 11 ივნისი, 2002 წელი


(კლერი 31 წლისაა)

კლერი: ალბას ვხატავ. ცხრა თვისა და ხუთი დღისაა. ზურგზე სძი-


ნავს, სასტუმრო ოთახში ბრინჯაოსფერ ყვითელ და ხასხასა მოვარ-
დისფროიისფერ ნოხზე გაფენილ პატარა, მსუბუქ ცისფერ ფლანე-
ლის საბანზე წევს. ჭამა ახლახან დაასრულა. ძუძუები მსუბუქი, ლა-
მის მოჩვარული მაქვს. ღრმად სძინავს, უკანა კარიდან გავდივარ,
ეზოს ვჭრი და სახელოსნოს ვაღებ.
წამით ზღურბლზე ვჩერდები და მიტოვებული სახელოსნოს ნეს-
ტშეპარულ სუნს ვიყნოსავ. მერე ჩემს საქაღალდეს ვქექავ, ერთ
ხურმისფრად გამოხუნებულ ქაღალდს ვიღებ, ძროხის ტყავივით
არის, საღებავების ტუბებს, ინსტრუმენტებსა და სახატავ დაფას
ხელს ვავლებ და მივდივარ (მხოლოდ ცოტათი ვნანობ); სახლში
ვბრუნდები.
იქ საოცარი სიწყნარე მხვდება. ჰენრი სამსახურშია (იმედია),
სარდაფიდან სარეცხი მანქანის ხმა ისმის. კონდიციონერი ღმუის.
ლინკოლნ-ავენიუდან ტრანსპორტის ყრუ რახრახი მოდის. ალბას
გვერდით ვჯდები, მისი პუტკუნა ფეხებიდან რამდენიმე დუიმზე მზის
სხივი ტრაპეციად ეფინება ნოხს. ნახევარ საათში თავზე დაადგება.
სახატავ დაფას ქაღალდს ვაკრავ და საღებავებს გვერდით ვილა-
გებ. ჩემს გოგონას ფანქარმომარჯვებული ვაკვირდები.
ღრმად სძინავს. ყველა ჩასუნთქვაამოსუნთქვაზე ნეკნები ზე-
მოთქვემოთ ადიჩაუდის; ცოტა სრუტუნებს. ნეტავ ხომ არ სცივა? აქ
თბილა, ამ ივნისის გვიან ნაშუადღევს ცოტა აწითლებულია და პე-
რანგის ამარაა. მუჭს რიტმულად კუმშავს და შლის. იქნებ მუსიკა ეს-

424
იზმრება.
ალბას ჩემკენ მობრუნებული თავის კონტურს ხელის ერთი მოს-
მით ვქმნი. ჩემი ხელი ქაღალდზე სეისმოგრაფის ნემსივით დასრია-
ლებს და ფორმები ისე გადმოაქვს, როგორადაც მე ვხედავ. კისერი
ნიკაპს ქვემოთ ნაკეცებად დაფენილ საყვარელ ღაბაბშია ჩაფლუ-
ლი, როცა ფეხს ატოკებს, ნაკეცები უხტის, მერე ჩერდება. ჩემი ფან-
ქარი მის პერანგში ჩამალულ მუცლის ამობერილობასაც აღწერს.
ვაკვირდები, ფეხის კუთხეს ვასწორებ და მარჯვენა მკლავისა და ტა-
ნის შესაყარზე ნაკეცს ვხატავ.
ფონს პასტელით ვქმნი. ხაზების გამოსაკვეთად თეთრ ფერს ვი-
ყენებ – მის პაჭუა ცხვირს, პაწაწინა თითებს, პერანგს და მარცხენა
ფეხის ტერფს ვამუქებ. მუქ მწვანე და მუქ ზღვისფერ ფონს ვქმნი. იქ,
სადაც მისი სხეული საბანს ეხება, ჩრდილს უფრო მკაფიოს ვხდი.
წყლის გუბესავით დგას; სიმკვრივეს ვაძლევ. სამგანზომილებიანი
ალბა ფურცლიდან ამოხტომას ლამობს.
ვარდისფრის ორ ტონს ვიყენებ – ერთი ღიაა, ნიჟარის შიდა ნა-
წილის ფერის, მეორე – მუქი ვარდისფერი უმ თინუსს ჰგავს. კანს ხე-
ლის სწრაფი მოძრაობით ვხატავ. თითქოს ეს კანი ამ ფურცელში
უხილავად არსებობდა, მე კი მას საცნაურს ვხდი, თითქოს იმ ნივ-
თიერებას ვაფხეკ, რომელიც ფარავს. ამ პასტელით შექმნილი კანის
ზემოთ გრილი იისფერი დამაქვს და ალბას ყურებს, ცხვირს და პირს
ვუხატავ (პირი ცოტა ღია აქვს). ხშირი შავი თმა მუქი ლურჯის, შავისა
და წითლის ნაზავია. მერე წარბებზე ვაცქერდები, რომლებიც სახეზე
ბანჯგვლიანი მუხლუხა მატლებივით აზის.
მზე ადგება. იშმუშნება, პატარა ხელს თვალებზე იფარებს და ოხ-
რავს. ფურცლის ქვედა კიდეზემ მის და ჩემს სახელებს და თარიღს
ვაწერ.
ნახატი დასრულებულია. ეს სურათი ამბობს: „მიყვარდი, შეგქმე-
ნი, ეს შენ მოგიძღვენი. მას მერეც დარჩება, როცა აღარც მე ვიქნები,
არც ჰენრი და არც თვით შენ. ის იტყვის: შენ ჩვენ შეგქმენით, შენ არ-
სებობ აქ და ახლა“.
ალბა თვალებს ახელს და მიღიმის

425
საიდუმლო

კვირა, 12 ოქტომბერი, 2003 წელი


(კლერი 32 წლისაა, ჰენრი 40ის)

კლერი: ეს საიდუმლოა: ზოგჯერ მიხარია, რომ ჰენრი მიდის.


მარტო ყოფნა მსიამოვნებს. გვიან ღამით სახლში დავდივარ და სი-
ამოვნებისგან ვთრთი იმის გამო, რომ არ ვლაპარაკობ, არავის ვე-
ხები, დავდივარ, ვზივარ ან აბაზანას ვიღებ. ზოგჯერ სასტუმრო ოთა-
ხის იატაკზე ვწევარ და „Fleetwood Mac“-ს „Bangles“-ს „B52’s-“ს და
„Eagles“ს, ანუ იმ ჯგუფებს ვუსმენ, რომლებიც ჰენრის სძულს. ზოგ-
ჯერ ალბა სასეირნოდ შორს მიმყავს, ბარათს არ ვტოვებ. ხან სელი-
ას ყავის დასალევად ვხვდები და ჰენრიზე ან ინგრიდზე ველაპარა-
კები, ან იმაზე, ვინც სელიამ იმ კვირას ნახა. ხან ჩარისსა და გომეს-
თან ვარ, ჰენრის არ ვახსენებთ, უბრალოდ, ვერთობით. ერთხელ მი-
ჩიგანში წავედი, უკან დაბრუნებულს ჰენრი კვლავ წასული დამხვდა,
როცა გამოჩნდა, არ მითქვამს, რომ მეც წავედი. ზოგჯერ ბავშვს ძი-
ძასთან ვტოვებ და კინოთეატრში მივდივარ, ან მონტროუზბიჩის ბი-
ლიკებზე სიბნელეში ჩამქრალფარებიანი ველოსიპედით ვსეირნობ;
ფრენას ჰგავს.
ჰენრის წასვლა ზოგჯერ მიხარია, დაბრუნება კი ყოველთვის მა-
ხარებს.

მკითხველთა ლიგა

426
ტექნიკური სირთულეები

პარასკევი, 7 მაისი, 2004 წელი


(ჰენრი 40 წლისაა, კლერი 32-ის)

ჰენრი: ჩიკაგოს კულტურის ცენტრში კლერის გამოფენაზე ვართ.


მთელი წელია შეუსვენებლად მუშაობს, მავთულებისგან ნაკეთ
უზარმაზარი ფრინველის ეთერულ ჩონჩხებს აწყობს, გამჭვირვალე
ფურცლებში ფუთავს, ბუნებრივი ფისით ფარავს და მანამ აპრიალე-
ბს, სანამ სინათლეს არ აირეკლავს. ახლა მაღალი ჭერიდან ჩამოშ-
ვებული ეს სკულპტურები იატაკზე სხედან. ზოგი კინეტიკურია და
მოტორიზებული: რამდენიმე ფრთებს აფართხალებს, ორი მამლის
ფიტულიცაა, ერთმანეთთან ძიძგილაობენ. შემოსასვლელს რვა ფუ-
ტის სიმაღლის მტრედი ფარავს. კლერი დაქანცული და აღგზნებუ-
ლია. შავი აბრეშუმის სადა კაბა აცვია და თმა კეფაზე აქვს შეკრული.
ყვავილები მოართვეს; ხელში თეთრი ვარდების თაიგული უჭირავს;
სტუმრის შთაბეჭდილების წიგნის გვერდით ცელოფანშემოკრული
თაიგულების გროვა დგას. უამრავი ხალხია. თითოეული ექსპონა-
ტის გარშემო დგანან, აღტაცების შეძახილებს არ იშურებენ და
მფრინავ ჩიტებს კისერწაგრძელებულები შესცქერიან. ყველა ულო-
ცავს. „ტრიბუნის“ დღევანდელ ნომერში მასზე საოცარი სტატია იყო.
ჩვენი ყველა მეგობარი აქ არის, კლერის ოჯახი მიჩიგანიდან ჩამო-
ვიდა. ყველა მის გარშემო დგას: ფილიპი, ალისია, მარკი, შერონი,
მათი ბავშვები და ნელი და ეტა. ჩარისი სურათებს უღებს, ყველანი
იღიმებიან. როცა დღევანდლიდან რამდენიმე დღის თავზე ამ სურა-
თებს მოგვცემს, კლერის თვალის უპეებში გაჩენილი შავი ლაქები
და მისი სიგამხდრე გამაოცებს.
ალბას ხელჩაკიდებულს დავატარებ. უკანა კედელთან ხალხის-
გან შორს ვდგავართ. ვერაფერს ხედავს, ყველა მასზე მაღალია,
მხრებზე ვისვამ. ბუქნავს.
კლერის ოჯახი მიმოიფანტა და ახლა მას მისი დილერი ლეა ჯა-
კობი ძალიან ელეგანტურად ჩაცმულ მოხუც ცოლქმარს აცნობს.

427
– დედა მინდა, – ამბობს ალბა.
– დედას არ სცალია, ალბა, – ვამბობ მე. გულს მაზიდებს. წინ
ვიხრები და მას იატაკზე ვსვამ. ხელებს ასავსავებს.
– არა, დედა მინდა, – ამბობს ის.
იატაკზე ვჯდები და თავს მუხლებზე ვიდებ. ისეთი ადგილი მინდა,
სადაც ვერავინ დამინახავს. ალბა ყურზე მქაჩავს.
– ალბა, ეგ არ ქნა, – ვამბობ მე. თავს მაღლა ვწევ. მამაჩემი ხალ-
ხის ბრბოში ჩვენკენ მოდის, – წადი, – ვეუბნები მე ალბას და ხელს
მსუბუქად ვკრავ, – წადი, ბაბუ ნახე, – წუწუნებს.
– ბაბუს ვერ ვხედავ. მე დედა მინდა.
მამასკენ მივხოხავ. ვიღაცის ფეხებს ვეჯახები. მესმის, როგორ
ყვირის ალბა:
– დედა! – და მე ვქრები.
კლერი: უამრავი ხალხი ირევა. ყველა ჩემ სიახლოვეს მოსვლას
ცდილობს, ყველა მიღიმის. მაგარი შოუ გამოვიდა! დიდებული!
ძალზე ბედნიერი და დაღლილი ვარ. ამდენი ღიმილისგან სახე მტკი-
ვა. ყველა, ვისაც ვიცნობ, აქ არის. როცა გალერეის უკანა ნაწილში
ჩოჩქოლი ტყდება, სელიას ველაპარაკები, მერე ალბას კივილი
მესმის: „დედა!“ ჰენრი სად არის? ხალხში გზას მივიკვლევ და ალ-
ბასთან მიახლოებას ვცდილობ. ვხედავ, რომ რიჩარდს უჭირავს
ხელში. ხალხი შუაზე იყოფა და გზას მითმობს. რიჩარდი ალბას მიწ-
ვდის. ფეხებს წელზე სალტესავით მაკრავს, სახეს ჩემს მხრებში
რგავს და მკლავებს კისერზე მაჭდობს.
– მამა სად არის? – დაყვავებით ვეკითხები გოგონას.
– წავიდა, – მპასუხობს ის.

მკითხველთა ლიგა

428
NATURE MORTE

კვირა, 11 ივლისი, 2004 წელი


(კლერი 33 წლისაა, ჰენრი 41-ის)

კლერი: ჰენრის სამზარეულოს იატაკზე სძინავს, დალურჯებული


და დასისხლიანებულია. არ მინდა გავანძრიო ან გავაღვიძო. ცოტა
ხანს გრილ ლინოლეუმზე გვერდით ვუზივარ. მერე ვდგები და ყავას
ვამზადებ. როცა ფინჯანში მოწანწკარებს და მისი ჩამოსხმის სუსტი
ხმა ისმის, ჰენრი ყრუდ გმინავს და ხელს თვალზე იდებს. აშკარად
ნაცემია. ცალი თვალი ისეთი დასივებული აქვს, ვერ ახელს. ეტყობა,
სისხლი ცხვირიდან წასკდა. ნაჭრილობევს ვერ ვხედავ, მაგრამ
მთელ ტანზე მუშტისხელა, წრიული, მეწამული ჩაქცევები აქვს. ძა-
ლიან გამხდარია; ყველა ნეკნს დაუთვლი. მენჯის ძვალი გამოჩრი-
ლი, ლოყები კი ჩაცვენილი აქვს. თმა ლამის მხრამდე გაზრდია, ჭა-
ღარა შეჰპარვია. ხელები და ფეხები დასერილი აქვს და მთელ სხე-
ულზე მწერების ნაკბენების კვალი ეტყობა. გარუჯულია და ბინძური,
ფრჩხილებში ჭუჭყი შერჩენია, ჭუჭყის ზოლები მთელ ტანზეც დაჰ-
ყვება. ბალახის, სისხლისა და მარილის სუნი ასდის. მცირე ხანს ვაკ-
ვირდები, გვერდით ვუზივარ, მერე გადავწყვეტ, გავაღვიძო.
– ჰენრი, გაიღვიძე, შინ ხარ, – თბილი ხმით ვეუბნები. სახეზე
ხელს ფრთხილად ვუსვამ, ცალ თვალს ახელს. ჯერ ისევ ძილბურან-
შია.
– კლერ, – ბუტბუტებს ის, – კლერ.
საღი თვალიდან ცრემლი მოსდის, ქვითინებს, თრთის; მის თავს
კალთაში ვიდებ. ვტირი. იბუზება, იატაკზე ვწევართ, ერთმანეთს ვეკ-
ვრით და ვირწევით; ვირწევით და ჩვენს შვებასა და ბრაზს ერთად
ვტირით.

მკითხველთა ლიგა

429
ხუთშაბათი, 23 დეკემბერი, 2004 წელი
(კლერი 33 წლისაა, ჰენრი 41-ის)

კლერი: ხვალ შობის წინადღეა. ჰენრის ალბა უოთერთაუერში


„მარშალ ფილდის“ სანტას სანახავად მიჰყავს, ამასობაში მე საყიდ-
ლებს ვამთავრებ. ახლა „ბორდერსში“ კაფეში ვზივარ, ფანჯარასთან
ვზივარ და კაპუჩინოს ვსვამ, ფეხებს ვასვენებ, სკამთან გატენილი
ჩანთები მიდევს. გარეთ დღე ქრება და პაწაწინა თეთრი ნათურების
შუქზე ხეების ფორმები იკვეთება. მყიდველები მიჩიგანავენიუზე მი-
იჩქარიან, „ხსნის არმიის“ სანტას ზანზალაკების წკრიალი ისმის.
იქაურობას ვათვალიერებ, თვალებით ჰენრის და ალბას ვეძებ, უეც-
რად ვიღაც მეძახის. ჩემკენ კენდრიკი მოდის, თავის ცოლთან, ნენ-
სისთან ერთად, კოლინი და ნადიაც ახლავთ.
თვალის ერთი შევლებით ვხვდები, რომ „ფაო შვარციდან“ მოდი-
ან. იმ მშობლების შოკირებული გამომეტყველება აქვთ, რომლებ-
მაც სათამაშოების მაღაზიას ახლახან დააღწიეს თავი. ნადია ჩემკენ
მორბის და კივის:
– დეიდა კლერ, დეიდა კლერ! ალბა სად არის?
კოლინი ჩემკენ მორცხვად იშვერს ხელს და პატარა ყვითელ სა-
ბარგო მანქანას მაჩვენებს. ვულოცავ, ნადიას კი ვეუბნები, რომ ალ-
ბა სანტასთანაა სტუმრად, ის კი ამბობს, რომ სანტა ჯერ კიდევ გა-
სულ კვირას ნახა.
– რა სთხოვე? – დავინტერესდი მე.
– შეყვარებული, – ამბობს ნადია. სამი წლის არის. კენდრიკს და
ნენსის ვუღიმი. კენდრიკი ნენსის ხმადაბლა რაღაცას ეუბნება, ის კი
აცხადებს:
– წავედით, დეიდა სილვის წიგნი ვუყიდოთ.
სამივე ჩქარი ნაბიჯით მიდის. კენდრიკი ცარიელ სკამზე მანიშ-
ნებს და ამბობს:
– შეიძლება?
– რა თქმა უნდა.
ჯდება და ღრმად ოხრავს.

430
– შობა მძულს, – ამბობს ის.
– ორივეს – შენ და ჰენრის.
– იმასაც? ეგ არ ვიცოდი, – მინას ეყრდნობა და თვალებს ხუჭავს.
მგონია, ჩაეძინა, მაგრამ თვალებს ახელს და კითხულობს:
– ჰენრი წამლების მიღების რეჟიმს იცავს?
– ჰო, რამდენადაც ვიცი. რამდენადაც ახერხებს, რადგან ეს ბო-
ლო ხანია ხშირად მოგზაურობს.
კენდრიკის თითები მაგიდაზე დარბის.
– რამდენია ეგ ხშირად?
– ლამის ყოველ მეორე დღეს.
სახეზე მრისხანება ეტყობა.
– ასეთ რამეებს მე რატომ არ მეუბნება?
– მგონი, იმიტომ, რომ შიშობს, გაბრაზდებაო და მასზე ხელს
აიღებ.
– ეგ ერთადერთია ჩემს ცდის პირებს შორის, რომელსაც მეტყვე-
ლება შეუძლია, და ეგეც არაფერს ამბობს.
მეცინება.
– მეც მაგ დღეში ვარ.
– მე მეცნიერულად ვმუშაობ. უნდა მითხრას, როცა რაღაც ისე არ
არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი აზრს კარგავს.
თავს ვუქნევ. თოვას იწყებს.
– კლერ?
– გისმენ.
– ალბას დეენემის შესწავლის უფლებას რატომ არ მაძლევ?
ამაზე მე და ჰენრიმ ასჯერ მაინც ვისაუბრეთ.
– უპირველესად იმიტომ, რომ მის დეენემში ყველა მარკერის
დადგენას მოინდომებ, მაგრამ ამას არა უშავს, შენ და ჰენრი შემო-
მიჩნდებით და მასზე წამლების გამოცდის უფლებასაც მომთხოვთ,
მაგას არ დავუშვებ. აი, ამიტომ.
– ჯერ ძალიან პატარაა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე
დაქვემდებარების მეტი შანსი აქვს.
– ჩემი პასუხია არა. როცა თვრამეტისა გახდება, თვითონ გადაწ-

431
ყვეტს. ჯერჯერობით, რასაც ჰენრის აძლევ, ყველაფერი კოშმარია,
– კენდრიკს არ ვუყურებ, ამას ჩემს მაგიდაზე დასვენებულ ერთმა-
ნეთზე გადაჭდობილ ხელებს ვეუბნები.
– შეიძლება მისთვის გენური თერაპია შევიმუშაოთ.
– გენური თერაპია ადამიანს კლავს.
კენდრიკი დუმს. მაღაზიაში საოცარი ხმაურია. ამ აურზაურში
ალბას ხმა მესმის:
– დედა, – თავს ვწევ და ჰენრის მხრებზე შემოსკუპებულ ალბას
ვხედავ, მის თავზე ორივე ხელჩაბღუჯული ზის. ორივეს ენოტის ბეწ-
ვის ქუდები ხურავთ. ჰენრის კენდრიკის დანახვაზე სახეზე შეცბუნება
ეტყობა, მაგრამ სულ წამით. მაინტერესებს, რა საიდუმლოს მიმა-
ლავს ეს ორი კაცი. ჰენრი იღიმება და ჩვენკენ ფართო ნაბიჯებით მო-
დის, ალბა ბედნიერად ჭყლოპინებს ხალხის თავს ზემოთ. კენდრიკი
მისასალმებლად დგება, მე ამ აზრს უკუვაგდებ.

დაბადების დღე

ოთხშაბათი, 24 მაისი, 1989 წელი


(ჰენრი 41 წლისაა, კლერი 18-ის)

ჰენრი: ყრუ ბრახუნით ვენარცხები, ემიდოუში ვარ, ბალახზე ფე-


ხი მისხლტება და კლერის წინ დასისხლიანებული და ჭუჭყიანი ვე-
ცემი. ქვაზე ზის, სპეტაკი თეთრი აბრეშუმის კაბა, მოკლე თეთრი
თათმანები, თეთრი წინდები და თეთრი ფეხსაცმელები აცვია.
– გამარჯობა, ჰენრი, – ისეთი ხმით ამბობს, თითქოს ჩაის დასა-
ლევად ვწვეოდე.
– რა მოხდა? – ვეკითხები მე, – ისე გამოწყობილხარ, თითქოს
პირველ ზიარებაზე მიდიოდე.

432
წელში იმართება და ამბობს:
– დღეს 1989 წლის 24 მაისია.
სწრაფად ვფიქრობ.
– გილოცავ დაბადების დღეს. შემთხვევით ჩემთვის „BeeGees“-
78
ის კოსტიუმი ხომ არა გაქვს?
პასუხს არ მცემს, დგება და ქვის უკნიდან ტანისამოსით სავსე
ჩანთას იღებს. ელვას გაბრწყინებული სახით ხსნის და სმოკინგს,
შარვალს და ჯოჯოხეთურად ოფიციალურ პერანგს იღებს, რომელ-
საც საკინძები სჭირდება. მერე ჩემოდანს მოათრევს – შიგ საცვალი,
ქამარი, პეპელა-ჰალსტუხი, საკინძები და ერთი ცალი ხევარდი
დევს. სერიოზულად ვშფოთავ. ვცდილობ გავიხსენო, რა თარიღია.
– კლერ, დღეს დაქორწინებას ან სხვა რამ სიგიჟეს ხომ არ ვაპი-
რებთ? დანამდვილებით ვიცი, რომ ქორწინების დღეს შემოდგომაზე
აღვნიშნავთ ხოლმე. ოქტომბერშია. ოქტომბრის მიწურულს.
ვიცვამ, კლერი ჩემგან ზურგშექცევით დგას.
– ესე იგი ჩვენი ქორწინების დღე დაზუსტებით არც გახსოვს,
არა? რა ტიპურად მამაკაცური საქციელია.
ოხრავს.
– ძვირფასო, ეგ შენც გახსოვს და მეც, უბრალოდ ახლა ვერ ვიხ-
სენებ. სამაგიეროდ, დაბადების დღეს გილოცავ.
– თვრამეტის გავხდი.
– მადლობა ღმერთს. ძლივს. გუშინდელ დღესავით მახსოვს, ექ-
ვსისა რომ იყავი.
სახეზე ცნობისმოყვარეობა ეტყობა, როგორც ყოველთვის, ახ-
ლაც ჰგონია, რომ სხვა კლერთან ვიყავი, მასზე უფროსთან ან უმ-
ცროსთან.
– ექვსი წლის ახლახან მნახე?
– არა, ახლახან ვიწექით და „ემას“ ვკითხულობდით. ოცდაცამე-
ტი წლის იყავი, მე კი არც მეტი, არც ნაკლები, ორმოცდაერთისა გა-

78
მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთერთი ყველაზე პოპულარული ბრიტა-
ნულ-ავსტრალიური მუსიკალური ჯგუფი ძმებ გიბების შემადგენლობით.

433
ხლავარ და სწორედ ამდენისად ვგრძნობ თავს, – თმას თითებით ვი-
ვარცხნი და წამოზრდილ წვერზე ხელს ვისვამ, – მაპატიე, კლერ, და-
ბადების დღეზე საუკეთესო ფორმაში ვერ გეახელი, – ხევარდას
სმოკინგის საღილეში ვირჭობ და სახელოების შეკვრას ვიწყებ, – ექ-
ვსი წლისა კი ორიოდე კვირის წინ გნახე. იხვი დამიხატე.
სახეზე ალმური ასდის. სიწითლე ისე ედება მის სახეს, როგორც
სისხლის წვეთი რძით სავსე ჯამს.
– გშია? აი, ნახე, რა სადღესასწაულო სუფრა გავშალე!
– რა თქმა უნდა, მშია. შიმშილით ვკვდები, ჩამოვხმი, ლამის
ადამიანის ხორცი ვჭამო.
– ეგ ჯერ საჭირო არ არის.
მის ხმაში რაღაც ისეთს ვგრძნობ, რაც მადარაჯებს. რაღაც ხდე-
ბა, მაგრამ მე არ ვიცი, რა, კლერს კი ჰგონია, რომ ვიცი. მღელვარე-
ბისგან ცმუკავს. ვფიქრდები და ტყუილის გაგრძელებისა და უცოდი-
ნარობაში გამოტყდომის შეფარდებით წონას ვზომავ. ჯობს, მცირე
ხანს თავი არ გავთქვა. პლედს, რომელიც მოგვიანებით ჩვენს საწო-
ლად გადაიქცევა, შლის. ვჯდები, მისი ბაცი სიმწვანე მამშვიდებს.
სანდვიჩებს და პატარა ქაღალდის ჭიქებს, დანაჩანგალს, კრეკერ-
ებს, სუპერმარკეტში ნაყიდი ხიზილალას პაწაწინა ქილას, „გერლ-
სკაუტის“ ნამცხვრებს, მარწყვს, ერთ ბოთლ ლამაზეტიკეტიან „კა-
ბერნეს“, ყველ „ბრის“ (ცოტა გამლღვალს ჰგავს) და ქაღალდის
თეფშებს იღებს.
– კლერ! ღვინო! ხიზილალა! – შთამბეჭდავია, მაგრამ არა გა-
საოცარი. „კაბერნეს“ და საცობის ამოსაძრობს მიწვდის, – არ მახ-
სოვს, გითხარი თუ არა, მაგრამ ჩემთვის სმა არ შეიძლება. ექიმმა
ამიკრძალა, – ყურებჩამოყრილი შემომცქერის, – ჭამაზე უარს არ
გეტყვი, ეგ შემიძლია... თავს ისე დავიჭერ, ვითომ ვსვამ. თუ, რა
თქმა უნდა, გაწყობს, – თავიდან ვერ ვიცილებ იმ შეგრძნებას, რომ
სახლობანას ვთამაშობთ, – არ ვიცოდი, თუ სვამ. ალკოჰოლს ვგუ-
ლისხმობ. არასდროს მინახავს დაგელიოს.
– არ მიყვარს, მაგრამ ასეთი ღირსშესანიშნავი შემთხვევის გა-
მო, ვიფიქრე, დალევა არ გვაწყენს-მეთქი. ალბათ, შამპანური ჯობ-

434
და, მაგრამ საკუჭნაოში მხოლოდ ეს იყო.
ღვინოს ვხსნი და თითოთითო პატარა ჭიქას ვასხამ. ერთმანეთის
გამარჯვებისას უხმოდ ვსვამთ. თავს ის ვიჭერ, თითქოს ვწრუპავ.
კლერი საქმიანი სახით ერთ ყლუპს სვამს, ყლაპავს და ამბობს:
– არა უშავს, ცუდი არ არის.
– ერთი ბოთლი ოცდარაღაცა დოლარი ღირს.
– ოჰ, საუცხოოა.
– კლერ, – ჭვავის პურის სანდვიჩებს ქაღალდს აცლის; კიტრი
ზედმეტი მოსვლია. – ნერვები მეშლება, ასე ჩლუნგივით რომ ვზი-
ვარ, დღეს შენი დაბადების დღეა...
– ჰო, ჩემი მეთვრამეტე დაბადების დდღეა, – მეთანხმება ის.
– ისა... პირველად ის უნდა გითხრა, რომ ჩემს თავზე ვბრაზობ,
საჩუქარი ვერ მოგართვი, – თავს სწევს და გაოცებული შემომცქე-
რის. უეცრად ვხვდები, რომ აქ რაღაც მიზნით მოვედი, – ხომ გახ-
სოვს, რომ წინასწარ არასდროს ვიცი, როდის მოვალ, თანაც თან ვე-
რაფერი მომაქვს.
– ეგ ვიცი, მაგრამ არ გახსოვს, რომ წინა მოსვლისას ყველაფერი
მოვიფიქრეთ? იმიტომ, რომ დღეს ჩემი სიის მიხედვით ბოლოჯერ
მოდიხარ და თან ჩემი დაბადების დღეა. არ გახსოვს? – ისეთი დაჟი-
ნებით, დაძაბული შემომცქერის, თითქოს ეს მისი ფიქრების წაკით-
ხვაში დამეხმარება.
– მე მანდ ჯერ არ ვყოფილვარ, ეგ საუბარი ჩემს მომავალშია. არ
მითქვამს? ჩემს სიაში ჯერ კიდევ უამრავი პაემანია. შენთან ეს უკა-
ნასკნელია? აწმყოში ორ წელიწადში შევხვდებით ერთმანეთს.
– ეგ დიდი დროა.
უხერხული დუმილი წვება. უცნაურია – ახლა მე ჩიკაგოში ოცდა-
ხუთი წლის ვარ, ჩემი საქმეები მაქვს, კლერის არსებობაზე არაფერი
ვიცი და არც ის ვიცი, რომ ახლა, გაზაფხულის ამ საუცხოო ამინდში,
მიჩიგანში მშვენიერ მდელოზე წამოწოლილი მის მეთვრამეტე და-
ბადების დღეს აღვნიშნავ. „რიცის“ კრეკერებზე პლასტმასის დანე-
ბით ხიზილალას ვისვამთ. მხოლოდ ხრამახრუმი ისმის; სანდვიჩებს
გამძვინვარებულები ვნთქავთ. საუბარს ვერ ვაწყობთ. პირველად

435
ვფიქრდები იმაზე, ყოველთვის სიმართლეს მეუბნება თუ არა, მით
უმეტეს, კარგად იცის, რომ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ასე იწ-
ყება: „მე არასდროს“, ორჭოფულად ვუყურებ, რადგან ჩემი წარსუ-
ლის ზუსტი დავთარი თან არასდროს მაქვს, ჩემთვის წარსული
უხერხულად ერწყმის მომავალს.
მარწყვზე გადავდივართ.
– კლერ, – მიამიტად მიღიმის, – რა გადავწყვიტეთ, როცა ბო-
ლოს მნახე? შენი დაბადების დღისთვის რა დავგეგმეთ?
სახეზე კვლავ ალმური ედება.
– აი, ეს, – და ხელით ჩვენს პიკნიკზე მაჩვენებს.
– კიდევ რამე? ეს კარგად მოგვიფიქრებია.
– ჰო.
სმენად ქცეული ვუსმენ, რადგან ვგონებ, ვხვდები, რასაც იტყვის.
– რა?
კლერი ალეწილია, სხვა მხრივ ღირსეულად უჭირავს თავი, რო-
ცა ამბობს:
– სექსი უნდა გვქონდეს.
– აჰ, – მუდამ მაინტერესებდა კლერის სექსუალური გამოცდი-
ლება 1991 წლის 26 ოქტომბრამდე, ანუ იმ დღემდე, როდესაც აწ-
მყოში პირველად ვნახე. საინტერესო პროვოკაციების მიუხედავად,
მასთან სექსზე უარს ვამბობდი, ათას სისულელეზე ვემასლაათებო-
დი, როცა საზარდულის არეში მტკივნეულ სიმაგრეს ვგრძნობდი.
დღეს კლერი სამართლებრივი, თუ არა ემოციური, თვალსაზრისით
ზრდასრულია და ცხოვრებას დიდად არ გავუმრუდებ... ჩემი წყალო-
ბით ისედაც ძალიან უცნაური ბავშვობა ჰქონდა. რამდენ გოგონას
გამოსცხადებია მომავალი ქმარი შიშველი? სანამ ამაზე ვფიქრობ,
თვალს არ მაცილებს. ვფიქრობ იმ დროზე, როცა კლერთან პირვე-
ლად მქონდა სექსი; ნეტავ ეს მისთვისაც პირველი სექსი იყო ჩემ-
თან? ამას მერე, აწმყოში ვკითხავ. ამასობაში კლერი ყველაფერს
კალათში აწყობს.
– აბა?
ახლა რაღა ჯანდაბა ხდება.

436
– რა?
აღფრთოვანებული და დამფრთხალი ჩანს.
– ჰენრი, უამრავჯერ გქონია სექსი ჩემთან….
– ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ.
ამის მოსმენა ცოტა ეუხერხულება.
– ყოველთვის საოცრად ლამაზია. ყველაზე ლამაზი რამაა ჩემს
ცხოვრებაში. ძალიან ნაზად მოგექცევი, – ამას ვამბობ და ვღელავ.
პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ჰუმბერტ ჰუმბერტი მგონია თავი,
მეჩვენება, რომ უამრავი ადამიანი მიყურებს და ეს უამრავი ადამია-
ნი კლერია. ცხოვრებაში არასდროს მნდომია ამაზე ნაკლებად სექ-
სი. კეთილი. ღრმად ვსუნთქავ.
– მე შენ მიყვარხარ.
ორივე ფეხზე ვდგებით და საბნის უსწორმასწორო ზედაპირზე
ვტორტმანებთ. მკლავებს ვშლი, კლერი მეკვრის. მდელოზე ვდგა-
ვართ, ტორტის თავზე შემოსკუპული სიძეპატარძალივით ვეხუტე-
ბით ერთმანეთს. ეს ხომ კლერია, რომელიც ჩემთან, ორმოცდაერ-
თი წლის ჰენრისთან, ისეთი მოდის, როგორიც პირველად ვნახე.
არაფრის ეშინია. თავს უკან აგდებს. ვიხრები და ვკოცნი.
– კლერ.
– რაო?
– დარწმუნებული ხარ, რომ მარტონი ვართ?
– ეტასა და ნელის გარდა ყველა კალამაზუშია.
– მეჩვენება, რომ ვიღაც ვიდეოკამერით მიღებს.
– პარანოიაა. ძალიან სამწუხაროა.
– არა უშავს.
– თუ გინდა, ჩემს ოთახში ავიდეთ.
– ძალიან საშიშია. სკოლის მოწაფეები ხომ არა ვართ.
– რა?
– არა. არაფერი.
უკან იხევს და კაბაზე ელვას იხსნის. თავზე იძრობს და შესაშური
დაუდევრობით პლედზე აგდებს. ფეხსაცმელს და წინდებსაც იხდის.
ბიუსტჰალტერს იხსნის, ისვრის და ზედ საცვალსაც აყოლებს. სრუ-

437
ლიად შიშველი დგას. სასწაულია: ყველა ის პატარა ნიშანი, რომე-
ლიც ასე ძლიერ მიყვარს, გაქრა; ბრტყელი და გლუვი მუცელი აქვს,
იმ ფეხმძიმობების კვალი არსად ჩანს, რომლებმაც ამდენი ტკივილი
და ბედნიერება გვაგემა. ეს კლერი იმაზე ცოტა თხელია და მოქნი-
ლი, ვიდრე ის, რომელიც აწმყოში მიყვარს. უეცრად ვხვდები, რამ-
დენმა ნაღველმა გადაგვიარა თავს. მაგრამ რაღაც ჯადოსნობის წყა-
ლობით დღეს ასე არ არის; დღეს უნდა მოვილხინოთ. მუხლებზე
ვდგები, მიახლოვდება, ჩემ წინ დგას. თავს მუცელზე ვადებ და შევ-
ცქერი; ზემოდან დამყურებს, ხელებს ჩემს თმაში აცურებს, გარს კი
უღრუბლო ცისფერი ცა აკრავს.
ქურთუკს მხრების აჩეჩით ვიხდი და ჰალსტუხს ვიხსნი. იმუხლე-
ბა, პერანგის სახელოებს ორივე ისეთი რუდუნებით ვხსნით, თით-
ქოს მინდორს ვნაღმავთ. შარვალს და საცვალს ვიხდი. მოხდენი-
ლად არ გამომდის. ნეტავ მამაკაცი სტრიპტიზიორები ამას როგორ
ახერხებენ? ცალი ფეხი შარვლის ტოტში აქვთ, ცალი გარეთ და ისე
დააბიჯებენ? კლერი იცინის.
– აქამდე არ მინახავს, როგორ იხდი. ლამაზი სანახაობა არ
არის.
– ძალიან მაწყენინე. მოდი აქ, სახიდან ეგ იქედნური ღიმილი უნ-
და მოგწმინდო.
– უჰუჰ, – სიამაყით უნდა განვაცხადო, რომ შემდეგი თხუთმეტი
წუთის განმავლობაში კლერის სახიდან უპირატესობის ყველანაირ
კვალს ვაქრობ. მეტად იძაბება, მეტად... მიძალიანდება და თავდაც-
ვაზე გადადის. თოთხმეტი წლისა და, ღმერთმა უწყის, რამდენი სა-
ათი ბედნიერი, ვნებიანი, დინჯი სექსის შემდეგ ეს სრულიად ახლად
მეჩვენება. მინდა მანაც იგრძნოს ის გაოცება, რაც მე ვიგრძენი მას-
თან პირველი (რა სულელი ვიყავი) სექსის დროს. ვჯდები. ვქოშინებ.
ისიც ჯდება და მკლავებს მუხლებზე იჭდობს, თითქოს თავს იცავს.
– კარგად ხარ?
– მეშინია.
– არა უშავს, – ვფიქრობ მე, – გპირდები, რომ შემდეგი შეხვედ-
რისას პრაქტიკულად გამაუპატიურებ. ამ საქმეში საოცრად ნიჭიერი

438
ხარ.
– მართლა?
– მხურვალე ხარ, – კალათში ვიწყებ ქექვას: ჭიქები, ღვინო, კონ-
დომები, პირსახოცები, – ჭკვიანი გოგო ხარ, – თითო ჭიქა ღვინოს
ვასხამ, – ქალწულობას გაუმარჯოს. „მთელი სამყარო და დრო ჩვენ
რომ გვეკუთვნოდეს“, 79 – ეს სულ დაცალე, – მორჩილად ეწაფება,
თითქოს პატარა ბავშვია და წამალს სვამს. მეორე ჭიქასაც ვუვსებ და
მე ჩემსას ვცლი.
– შენთვის სმა არ შეიძლება.
– ეს მონუმენტური შემთხვევაა. ვცლით, – კლერი დაახლოებით
120 გირვანქაა, მაგრამ ესენი „დიქსის“ ჭიქებია, – ერთიც.
– კიდევ? უკვე ძილი მომერია.
– მოდუნდები.
უკანასკნელ წვეთამდე ცლის. ჭიქებს ხელს ვხვევთ და კალათში
ვყრით. ზურგზე ვწვები და მკლავებს ისე ვშლი, თითქოს ვირუჯებო-
დე ან ჯვარზე გაკრული ვიყო. კლერიც გვერდით გაიშოტა. ჩემკენ
ვწევ, გვერდიგვერდ ვწევართ და ერთმანეთს შევცქერით. თმა
მხრებსა და მკერდზე ლამაზად და გულში ჩამწვდომად აქვს ჩამოშ-
ლილი და უკვე მემილიარდეჯერ ვნატრობ, მხატვარი ვიყო.
– კლერ?
– რა?
– წარმოიდგინე, რომ გახსნილი ხარ; ცარიელი. ვიღაცამ შიგნეუ-
ლი გამოგაცალა და მხოლოდ ნერვების დაბოლოებები დაგიტოვა.
თითის წვერით მის კლიტორს ვეხები.
– საწყალი პატარა კლერი, შიგნეული არა აქვს.
– მერე? ეგ ძალიან კარგია, იცი? შიგნით სიცარიელე გაქვს. წარ-
მოიდგინე, რამდენი რამ ჩაგეტეოდა, ის სულელური თირკმელები,
კუჭი, თორმეტგოჯა და რაღაც მსგავსები რომ არ გქონდეს.
– მაგალითად, რა?

79
ენდრიუ მარველის (1621-1678) ლექსის „მორცხვი საყვარლისადმი“ და-
საწყისი.

439
ძალიან სველია. ხელს ვიღებ და კონდომს კბილებით ვხსნი. ცო-
ტა მიჭირს, რა ხანია ასეთი რამ აღარ მიქნია.
– კენგურუები, ტოსტერები და ასო.
კონდომს უკმაყოფილო სახით მართმევს. ზურგზე წვება, შლის
და ყნოსავს.
– უჰ, ეს უნდა გამოვიყენოთ?
მართალია, მას ხშირად რაღაცების თქმაზე უარს ვეუბნები, მაგ-
რამ იშვიათად ვატყუებ. გულში დანაშაულს ვგრძნობ, როცა ვამბობ:
– ჰო, მოგვიწევს.
ვართმევ, მაგრამ ვხვდები, რომ ამის წამოცმა კი არა, კუნილინ-
გუსია საჭირო. მომავალში კლერს ორალური სექსი უყვარს, ამის
ხათრით შენობებს თავზე გადაევლება და ჭურჭელსაც დარეცხავს
მაშინ, როცა მისი ჯერი არ არის. კუნილინგუსი ოლიმპიურ თამაშებ-
ში რომ შეიტანონ, მედალოსანი მე ვიქნები. ფეხებს ვაშლევინებ და
ენას კლიტორზე ვუსვამ.
– ოჰ, ღმერთო, – ამბობს კლერი, – რა ტკბილია.
– ყვირილს არა ვართ, – ვეუბნები მე, რადგან ახლა მან თავისე-
ბურად რომ დაიწყოს, ეტა და ნელი ჩამოვლენ იმის სანახავად, რა
სჭირს მათ ბავშვს. შემდეგ თხუთმეტი წუთის განმავლობაში კლერი
ევოლუციურ კიბეზე რამდენიმე საფეხურით დაბლა ჩადის, მისგან
ლიმბური ბირთვი და ზურგის ტვინის პერიფერული ნერვებიღა რჩე-
ბა. კონდომს ვიკეთებ და მასში ვსრიალდები, წარმოვიდგენ, რომ
გარშემო ყველაფერი იმსხვრევა და სისხლი შადრევანივით მოჩ-
ქეფს. თვალები დახუჭული აქვს და მგონია, ვერ ხვდება, რომ მასში
ვარ, მიუხედავად იმისა, ზემოდან ვარ მოქცეული, მერე თვალებს
ახელს და იღიმება, გამარჯვებული და ნეტარი სახე აქვს.
სწრაფად ვათავებ; კლერი მაკვირდება, რაღაცას ფიქრობს და
როცა გონს მოვდივარ, მის სახეზე აღბეჭდილ გაოცებას ვხედავ. რა
უცნაური რამეები ხდება. რა უცნაურობებს ვშვრებით ჩვენ – ცხოვე-
ლები. ზემოდან ვეცემი. ოფლად ვიღვრებით. მისი გულის, ან ეგებ
ჩემის, ძგერა მესმის.
ასოს ფრთხილად ვიღებ და კონდომს ვიძრობ. გვერდიგვერდ ვწ-

440
ევართ და ლურჯ ცას ვუცქერთ. ქარი ზღვასავით აღელვებს ბალახს.
მას გავცქერი. ცოტა არ იყოს, გაოცებული ჩანს.
– გამარჯობა, კლერ.
– გაგიმარჯოს, – სუსტი ხმით მპასუხობს.
– გეტკინა?
– კი.
– მოგეწონა?
– ოჰ, ძალიან! – ამბობს და ტირის. ვსხდებით, გულში ვიკრავ.
კანკალებს.
– კლერ, კლერ! რა მოგივიდა?
თავიდან მისი პასუხი არ მესმის. მერე კი ამბობს:
– მიდიხარ; რამდენიმე წელი ვეღარ გნახავ.
– მხოლოდ ორი; ორი წელი და რამდენიმე თვე, – მშვიდდება, –
ოჰ, კლერ, ვეღარ მოვითმინე. სასაცილოა – ახლა იმაზე ვფიქრობ-
დი, რა ბედნიერი დღეა. აქა ვარ, შენ გეფერები; მკვლელები არ მომ-
დევენ, არც სადმე მიტოვებულ ბეღელში ვიყინები, არც სხვა რამ სა-
შინელებას ჩავდივარ. უკან დაბრუნებულიც შენთან ვიქნები. დღეს
საოცარი დღეა.
შეუმჩნევლად იღიმება. ვკოცნი.
– რატომ უნდა გელოდო სულ მუდამ?
– იმიტომ, რომ სრულყოფილი დეენემი გაქვს და ცხელი კარტო-
ფილივით დროში არავინ გისვრის, თანაც მოთმინება დიდი ნიჭია, –
მუშტად შეკრული ხელით მსუბუქად მიზელს მკერდს, – კიდევ იმი-
ტომ, რომ ლამის მთელი ცხოვრებაა მიცნობ, მე კი ოცდარვისამ გა-
გიცანი. ჩვენს შეხვედრამდე მთელი ის წლები გავატარე...
– სხვა ქალებთან ჟიმაობაში.
– ჰო, მაგრამ მათ არც ვიცნობ. ის მხოლოდ შენთან შესახვედრი
ვარჯიში იყო. მაშინ ეული ვიყავი, ყველაფერი ძალიან უცნაური იყო.
თუ ჩემი არ გჯერა, შენც სცადე. მაინც ვერაფერს გავიგებ. როცა არ
გიყვარს, ყველაფერი სხვაგვარად ხდება.
– მე სხვა არავინ მინდა.
– კარგია.

441
– ჰენრი, მხოლოდ მინიშნება მომეცი. სად ცხოვრობ? როდის
შევხვდებით? რომელ რიცხვში?
– ერთ მინიშნებას მოგცემ. ჩიკაგოში.
– კიდევ მითხარი რამე.
– რწმენა იქონიე. ყველაფერი თავისით მოხდება.
– ბედნიერები ვართ?
– ძალიან ხშირად ბედნიერებისგან ჭკუიდან ვცდებით. უბედურე-
ბიც ვართ ხოლმე, იმ მიზეზით, რომელთანაც მე და შენ ვერაფერს
ვაწყობთ. მაშინ, როცა ერთმანეთს ვშორდებით.
– მაშასადამე, როცა აქა ხარ, იქ ჩემთან ერთად არა ხარ ხოლმე?
– არა. ასე არ არის. შეიძლება ათიოდე წუთით გავქრე... ან ათი
დღით. ზუსტი წესი არ არსებობს. ამიტომაც გიჭირს ასე. ზოგჯერ სა-
შიშ სიტუაციებში ვხვდები და საშინელ დღეში ვბრუნდები, როცა წა-
სული ვარ, ძალიან ვნერვიულობ. პოლიციელის ცოლობასავითაა,
– ვიღლები. მაინტერესებს, რეალურ დროში რამდენი წლის ვარ. კა-
ლენდრით ორმოცდაერთის, მაგრამ ამდენი წასვლამოსვლით,
ალბათ, ორმოცდახუთიორმოცდაექვსისა ვიქნები. ან ეგებ ოცდაც-
ხრამეტისა. ვინ იცის?.. რაღაც უნდა მეთქვა... ნეტავ რა?
– კლერ?
– გისმენ.
– როცა კვლავ მნახავ, იცოდე, ვერ გიცნობ; არ გაბრაზდე, როცა
პირველ შეხვედრაზე უცხოსავით მოგექცევი. გეხვეწები, ყველაფე-
რი ერთად არ მომაყარო და ტვინი არ გაბურღო. შემიბრალე, კლერ.
– კარგი!.. ოჰენრი... დარჩი რა, გთხოვ!
– ჩჩჩ, შენთან ვიქნები, – ისევ ვწვებით. დაქანცულობა მთელ
სხეულში მიჯდება. ერთ წუთში წავალ.
– მიყვარხარ, ჰენრი. გმადლობ დაბადების დღის ასეთი საჩუქ-
რისთვის.
– მეც მიყვარხარ, კლერ. ჭკვიანად იყავი.
მივდივარ.

მკითხველთა ლიგა

442
საიდუმლო

ხუთშაბათი, 10 თებერვალი, 2005 წელი


(კლერი 33 წლისაა, ჰენრი 41-ის)

კლერი: ხუთშაბათის ნაშუადღევია და სახელოსნოში ვარ, ბაც ყვი-


თელ კოზოს ქაღალდს ვამზადებ. ჰენრი ლამის ოცდაოთხი საათია
არ ჩანს, როგორც ყოველთვის, ახლაც იმაზე ვფიქრობ, როდის და
სად არის. ვბრაზობ, რომ აქ არ არის, და ვდარდობ, რადგან არ ვიცი,
როდის მოვა. აზრებს თავს ვერ ვუყრი და ბევრ ქაღალდს ვაფუჭებ.
ავზში ვაბრუნებ. ვისვენებ და ყავას ვისხამ. სახელოსნოში ცივა, რომ
არ შემეთბო, ავზშიც ცივი იქნებოდა წყალი, ვათბობ, რადგან სხვა-
ნაირად ხელებს დასკდომისგან ვერ ვიხსნი. კერამიკულ ფინჯანს
ვბღუჯავ, ოხშივარი ასდის. სახეს ვუშვერ, ტენს და ყავის სურნელს
ვიყნოსავ... და გმადლობ, უფალო! ჰენრის სტვენა მესმის, ბაღში ბი-
ლიკს მოუყვება და სახელოსნოში შემოდის. ფეხებს აბაკუნებს, ჩექ-
მებიდან და მხრებიდან თოვლს იფერთხავს. საოცარი სანახავია,
უკიდეგანოდ ბედნიერი ჩანს. გული მიბაგუნებს და გამოცნობას
ვცდილობ.
– 24 მაისი, 1989 წელი?
– ჰო, ჰო, ეგ არის! – ჰენრი ხელს მტაცებს და ჩემი სველი წინსაფ-
რით, თექის ჩექმებით ჰაერში მაბზრიალებს. ვიცინი. ორივე ვიცი-
ნით. ბედნიერებას ასხივებს, – რატომ არ მითხარი? მთელი ეს წლე-
ბია მაინტერესებს. კაპასი! კახპა! – კისერზე მკბენს და მიღიტინებს.
– არ იცოდი და ვერ გითხარი.
– ოჰ, კარგი. ღმერთო ჩემო, საოცარი ვინმე ხარ!
სახელოსნოს მონჯღრეულ დივანზე ვსხდებით.
– გათბობას ვერ ჩავრთავთ?
– რა თქმა უნდა, – ხტება და თერმოსტატს უწევს. ღუმელი ირთვე-
ბა, – რამდენი ხნის წასული ვარ?
– თითქმის მთელი დღის.
ოხრავს.

443
– მერე ღირდა ამად? ერთი დღის მღელვარება რამდენიმე ნამ-
დვილად ლამაზ საათად?
– ღირდა. ეს ჩემი ცხოვრების ერთერთი საუკეთესო დღე იყო, –
ვდუმვარ და ყველაფერს ვიხსენებ. ხშირად ვიხსენებდი ჰენრის სა-
ხეს, რომელიც ზემოდან დამცქეროდა, გარს კი ლურჯი ცა ეკრა; იმ
გრძნობასაც ვიხსენებდი, როდესაც მისით ვიყავი სავსე. მისი წას-
ვლის შემდეგაც ამაზე ვფიქრობდი და დაძინება მიჭირდა.
– მითხარი...
– ჩახვეულები ერთმანეთს ვათბობთ და ვამშვიდებთ.
– რა მოხდა ჩემი წასვლის შემდეგ?
– ყველაფერი ჩავალაგე, თავი მეტნაკლებად მოვიწესრიგე და
შინ დავბრუნდი. ზედა სართულზე ისე ავედი, არავინ შემხვედრია.
მერე შხაპი მივიღე. ცოტა ხანში ეტამ კარზე ბრახუნი ატეხა, იმის და-
სადგენად, რას ვაკეთებდი აბაზანაში ამ შუადღისით. თავი მოვიკა-
ტუნე, ვითომ შეუძლოდ ვიყავი. ვიყავი კიდეც... გარკვეულწილად.
მთელი ზაფხული უქმად ვიჯექი ან მეძინა. ვკითხულობდი. საკუთარ
თავში ჩავიკეტე. დროის გარკვეულ ნაწილს მდელოზე ვატარებდი
და თავს ვაიმედებდი, რომ გამოჩნდებოდი. წერილებს გწერდი და
ვწვავდი. ცოტა ხანს ჭამა შევწყვიტე, დედამ თავის თერაპევტთან წა-
მათრია და ისევ დავიწყე. აგვისტოს ბოლოს მშობლებმა გამაფ-
რთხილეს, თუ ცოტა არ „გახალისდები“, შემოდგომაზე სკოლაში
ვერ წახვალო, და უმალ გამოვცოცხლდი, რადგან ცხოვრების მიზ-
ნად შინიდან თავის დაღწევა და ჩიკაგოში ჩამოსვლა მექცა. სკოლა
ამისთვის ჩინებული იყო; სიახლე იყო, ბინა მქონდა და ქალაქი მომ-
წონდა. სხვა საფიქრალიც გამიჩნდა; მარტო იმაზე აღარ ვფიქრობ-
დი, სად იყავი ან როგორ მეპოვე. ბოლოს კი, როცა გნახე, უკვე
კარგად ვიყავი; სამუშაო მქონდა, მეგობრები შევიძინე, პაემნებსაც
მინიშნავდნენ...
– ოჰ?
– აბა, რა გეგონა.
– მერე დადიოდი?
– ჰო, დავდიოდი. ინტერესის გამო... და იმის გამო, რომ ზოგჯერ

444
ბრაზი მახრჩობდა, რადგან სადღაც სულ ახლოს შენ სხვა ქალებს
ხვდებოდი. ეს ერთგვარი შავი კომედია იყო. რამდენიმე ძალიან კა-
რგ ხელოვან ბიჭს შევხვდი, მთელი საღამო საათს დავცქეროდი და
იმაზე ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ამაო და მოსაწყენი იყო;
ხუთზე გავჩერდი, რადგან მივხვდი, რომ მათ ვაღიზიანებდი. სკოლა-
ში ვიღაცამ ხმა გამივრცელა, ლესბოსელიაო; მერე გოგოები მიბა-
რებდნენ პაემანზე.
– მეც ლესბოსელი მგონიხარ.
– ჭკვიანად იყავი, თორემ გადავიქცევი.
– ყოველთვის მინდოდა ლესბოსელობა, – ჰენრი ძილმორეულს
ჰგავს. ეს უსამართლობაა, როცა მე მომართული ვარ და ლამის შე-
ვახტე. ამთქნარებს, – არა, ამ ცხოვრებაში არა. ძალიან ბევრი ქი-
რურგიული ჩარევაა საჭირო.
თავში მამა კომპტონის ხმა ჩამესმის, მიყვავებს და მეკითხება,
აღსარებაზე კიდევ რამის თქმა ხომ არ მსურს; „არა“, – მტკიცედ ვპა-
სუხობ მე. არაფრის. ის შეცდომა იყო, ნასვამი ვიყავი და არ ითვლე-
ბა. კეთილი მღვდელი ოხრავს და ფარდას სწევს. აღსარების დასას-
რული. ჩემი ეპიტიმია80ჰენრის მოტყუება და სიცრუით ცხოვრებაა.
მას შევცქერი, ახალგაზრდა კლერის მშვენიერებით მოხიბლულს
კარგად დანაყრებული ადამიანის ბედნიერი ღიმილი აქვს; უეცრად
მძინარე გომესი მიდგება თვალწინ, მისი საძინებელი დილის შუქზე.
ეს შეცდომა იყო. ჰენრი, – ხმადაბლა ვამბობ მე. გელოდი, ერთხელ
გადავუხვიე, ერთადერთხელ. „უთხარი“, – მეუბნება მამა კომპტონი
თუ ვიღაც ჩემს თავში. „ვერ ვეტყვი, – ვლუღლუღებ მე, – შემიჯავ-
რებს“.
– ჰეი, – ნაზად ამბობს ჰენრი, – სად წახვედი?
– ვფიქრობ.
– რაღაც ძალიან ნაღვლიანი ხარ.
– შენ ნაღვლობ ხოლმე იმაზე, რომ ის, რაც საუკეთესო უნდა ყო-

80
ბერძ. epitimion, სასჯელი, რისხვა – საეკლესიო სასჯელი, რასაც სულიე-
რი მამა დაადებს მორწმუნეს – ხანგრძლივი მარხვა, ლოცვა და სხვ.

445
ფილიყო, უკვე მოხდა?
– არა, უფრო სწორად, ცოტას, მაგრამ არა ისე, როგორც შენ
გგონია. მე ჯერ კიდევ დავდივარ იმ დროში, რომელიც შენს მოგო-
ნებებში დარჩა, ასე რომ, ჩემთვის ეს ჩავლილი არ არის. მე იმაზე
ვნერვიულობ, რომ აქ და ახლა ბევრ რამეს უყურადღებოდ ვტო-
ვებთ. დროში მოგზაურობა შეცვლილი მდგომარეობაა, ასე რომ, მე
უფრო... ყურადღებიანი ვარ იქ, რადგან რატომღაც ეს იქ უფრო
მნიშვნელოვანია და ზოგჯერ მგონია, რომ ასევე ყურადღებიანი რომ
ვიყო აქ და ახლა, ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნებოდა. ამ ბო-
ლო დროს ძალიან კარგი რამეებიც მოხდა, – იღიმება, იმ თავისი
ალმაცერი ღიმილით, რომელიც სახეს უნათებს ხოლმე, ეს უმანკო
ღიმილია, დანაშაულის გრძნობას უკან დახევის საშუალებას ვაძ-
ლევ, სადღაც პატარა ყუთში ვტენი, სადაც პარაშუტივით დაკეცილს
ვინახავ.
– ალბა.
– ალბა კარგად არის. შენც კარგად ხარ. იქაც მიყვარხარ, ეს სა-
ერთო ცხოვრებაა, იქ ერთმანეთს ვიცნობთ...
– რადაც უნდა დაგვიჯდეს...
– ის, რომ ცუდი დროც დგება, ყველაფერს უფრო რეალურად აქ-
ცევს. მე რეალობა მინდა.
უთხარი. უთხარი.
– შეიძლება რეალობაც არარელუარი იყოს…, – თუ ოდესმე უნდა
ვუთხრა, ახლა დროა. მელოდება. ვერ ვამბობ.
– კლერ... – ტყუილში გამოჭერილი ბავშვივით საცოდავად შევ-
ცქერი. მერე ისე ვამბობ, ჩემი ხმა თავადაც არ მესმის:
– სხვასთან ვიწექი.
სახე ეყინება. ვერ იჯერებს.
– ვისთან? – ისე კითხულობს, ზედ არ მიყურებს.
– გომესთან.
– რატომ? – კიდევ უარესის მოლოდინში მისმენს.
– მთვრალი ვიყავი. წვეულებაზე ვიყავით, ჩარისი ბოსტონში
იყო.

446
– მოიცადე... ეგ როდის მოხდა?
– 1990-ში.
იცინის.
– ოჰ, ღმერთო, კლერ, ეგ აღარ ქნა. 1990ში... ღმერთო. მეგონა,
გასული კვირის ამბავს მიყვებოდი, – შეუმჩნევლად ვიღიმები. მერე
ამატებს, – ისე არ გაიგო, თითქოს სიხარულისგან ცას ვეწიე, მაგრამ
რადგან მე თვითონ გითხარი, სხვასთანაც სცადემეთქი, ამიტომ
ვერ... მოკლედ, არ ვიცი, – აფორიაქდა... დგება და სახელოსნოში
ბოლთის ცემას იწყებს. არ მჯერა. თხუთმეტი წელია თავზარს მცემს
შიში, იმის შიში, რომ გომესი რამეს იტყვის, თავისი ჩვეული უსულ-
გულობით რამეს ჩაიდენს, ჰენრის კი ეს არ ანაღვლებს... ან ეგებ
ანაღვლებს?
– ეგ როგორ მოხდა? – მეკითხება თითქოს უდარდელად, ყავა-
დანთან საქმიანობს და ჩემკენ ზურგით დგას.
სიტყვებს ფრთხილად ვარჩევ:
– სხვანაირად... გომესი ცუდი ბიჭი არ არის, მაგრამ...
– მიდი, მომიყევი.
– თითქოს ჩინური ფაიფურის მაღაზიაში ვიყავი და ხარს ვიგერი-
ებდი...
– ფიზიკურად ჩემზე დიდია, – ამას ფაქტის სახით აღნიშნავს.
– ახლა აღარ მახსოვს, მაგრამ მაშინ დახვეწილობა აკლდა, სექ-
სის დროსაც კი სიგარეტს ეწეოდა, – ჰენრი კრთება. ვდგები და მას-
თან მივდივარ, – ვწუხვარ. შეცდომა იყო, – თავისკენ მიზიდავს; მე
მის საყელოს ჩავჩურჩულებ, – მოთმინებით გელოდი, მაგრამ მე-
რე... – ვეღარ ვაგრძელებ. თმაზე ხელს მისვამს.
– კარგი, კლერ, – ამბობს ის, – დიდი არაფერია, – მაინტერე-
სებს, ხომ არ ადარებს ახლა მის მკლავებში მოქცეულ ორპირ
კლერს ახლახან, 1989-ში ნანახ გოგოს? თითქოს ჩემს აზრებს კით-
ხულობსო, ამბობს, – კიდევ რამე სიურპრიზი ხომ არა გაქვს?
– არა, სულ ეს იყო.
– ღმერთო, საიდუმლოს შენახვა შეგძლებია.
ვუყურებ. მაშტერდება და ვხვდები, რომ მისთვის რაღაცნაირად

447
შევიცვალე.
– ახლა უკეთ გავიგე... მეტად დავაფასე...
– რისი თქმა გინდა, რომ შედარებისას მე ვაჯობე?
– ჰო, – ფრთხილად ვკოცნი, წამით ყოყმანობს, კოცნითვე მპასუ-
ხობს და სულ მალე კვლავ კარგად ვართ. გაცილებით უკეთ, ვიდრე
კარგად. ვუთხარი, გაიგო და ძველებურად ვუყვარვარ. სხეულში სა-
ოცარ სიმსუბუქეს და აღსარებით განცდილ ნეტარებას ვგრძნობ,
თანაც ისე, რომ არც ეპიტიმია მჭირდება და არც „ღვთისმშობელო
ქალწულო“ და „მამა ჩვენო“. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გა-
დაჭედილი მანქანიდან გადმოვედი და თავისუფალი ვარ. სადღაც
იქ, მდელოზე გაშლილ მწვანე პლედზე მე და ჰენრი სიყვარულის მო-
რევში ვცურავთ, გომესი ძილმორეული სახით შემომცქერის და თა-
ვის ტორებს ჩემკენ იშვერს; ყველაფერი, ყველაფერი ახლა ხდება,
მაგრამ უკვე გვიანია, როგორც ყოველთვის, ახლა ვეღარაფერს
შეცვლი. სახელოსნოს დივანზე მე და ჰენრი ერთმანეთს ისე ვხსნით,
როგორც შოკოლადის ხელუხლებელ ყუთს; ჯერ კიდევ არ არის ძა-
ლიან გვიან; ჯერ არა.

შაბათი, 14 აპრილი, 1990 წელი


(კლერი 18 წლისაა)
(დილის 6:43)

კლერი: თვალს ვახელ, არ ვიცი, სადა ვარ. სიგარეტის სუნი


მცემს. ბზარებიან ყვითელ კედელს ჟალუზების ჩრდილი ადგას.
თავს ვაბრუნებ და ჩემ გვერდით მძინარე გომესს ვხედავ. უეცრად
ყველაფერი მახსენდება და პანიკა მიპყრობს.
ჰენრი. ჰენრი მომკლავს. ჩარისი შემიძულებს. ვჯდები. გომესის
საძინებელში საშინელი უწესრიგობაა, ყველგან სავსე საფერფლე-
ები, ტანისამოსი, იურიდიული სახელმძღვანელოები, გაზეთები და
დასარეცხი ჭურჭელი ყრია. ჩემი ტანისამოსი საწოლის გვერდით პა-

448
ტარა გროვად დევს და მბრალდებელივით შემომცქერის.
გომესს ლამაზად სძინავს. მშვიდია. იმ ბიჭს არა ჰგავს, რომელ-
მაც ახლახან შეყვარებულს მის საუკეთესო მეგობართან უღალატა.
ქერა თმა ასჩეჩვია, ისე უნაკლოდ დალაგებული არა აქვს, როგორც
იცის ხოლმე. თამაშით დაღლილი ზედმეტად ტანაყრილი პატარა ბი-
ჭივით არის.
თავი მისკდება. თითქოს მაგრად მცემეს, შიგანი მტკივა. ბანცა-
ლით ვდგები და დერეფნის გავლით სააბაზანოში მივდივარ, ნესტია-
ნი და ობმოდებულია და საპარსი მოწყობილობებით და სველი პირ-
სახოცებითაა სავსე. აღარ მახსოვს, რისთვის შევედი; ვშარდავ,
პირს მაგარი საპნის ნაგლეჯით ვიბან, სარკეში ვიყურები და ვამოწ-
მებ, შევიცვალე თუ არა. ნეტავ ჰენრი ერთი შეხედვით თუ მიხვდება,
რომ... თავბრუსხვევას ვგრძნობ, მაგრამ სხვა მხრივ ისე გამოვიყუ-
რები, როგორც დილის შვიდ საათზე უნდა ვიყო.
სახლში სიჩუმეა. სადღაც საათი წიკწიკებს. გომესი აქ ორ სხვა
ბიჭთან ერთად ცხოვრობს, ისინიც ნორთუესტერნ უნივერსიტეტის
სამართლის სკოლაში სწავლობენ და მეგობრობენ. არავის ნახვა არ
მინდა. ოთახში ვბრუნდები და მის საწოლზე ვჯდები.
– დილა მშვიდობისა, – მიღიმის და ხელს ჩემკენ იწვდის. უკან
ვიწევი და ცრემლები მომდის, – ვა, ფისუნია! კლერ! პატარავ, რა
გჭირს? – ლოგინიდან ზლაზვნით დგება, მე მის მკლავებში ვტირი.
უკლებლივ ყველა შემთხვევა მახსენდება, როცა ჰენრის მხარზე მი-
ტირია. სად ხარ? სასოწარკვეთილი ვფიქრობ.ა შენ მჭირდები, შენ,
აქ და ახლა. გომესი განუწყვეტლივ იმეორებს ჩემს სახელს. აქ რას
ვაკეთებ? შიშველი ჩემსავით შიშველი გომესის მკლავებში ვტირი?
ხელსახოცების ყუთს მიწვდის, ცხვირს ვიხოცავ, თვალებს ვიწმენდ
და სასოწარკვეთილი სახით შევცქერი. დაბნეული შემომყურებს.
– ახლა კარგად ხარ?
არა. კარგად როგორ ვიქნები?
– ჰო.
– რა მოხდა?
მხრებს ვიჩეჩ. გომესი ისე იქცევა, თითქოს მოწმე ჯვარედინ და-

449
კითხვაზე ჰყავდეს.
– კლერ, აქამდე სექსი გქონია? – თავს ვუქნევ, – ჩარისის გამო?
ჩარისის გამო ტირი? – თავს ვაქნევ, – მე რამე ისე არ ვქენი? – უარის
ნიშნად თავს ვაქნევ, – კლერ, ვინ არის ჰენრი? – გაოცებისგან პირ-
დაღებული შევცქერი.
– შენ რა იცი? – ახლა მეკითხება, როცა ეს გავაკეთე. ნაბიჭვარი.
გვერდით გორდება, ტუმბიდან სიგარეტს იღებს და უკიდებს. ასა-
ნთს ხელის გაქნევით აქრობს და ნაფაზს ურტყამს. სიგარეტიანი გო-
მესი გაცილებით... ჩაცმულს ჰგავს, თუმცა ასე არ არის. ერთ ღერს
უხმოდ მთავაზობს, ვართმევ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვეწევი. ახ-
ლა ეს მართებულად მეჩვენება, თანაც დროს ვიგებ და ვფიქრობ, რა
ვთქვა. მიკიდებს, დგება, კარადაში იქექება, ლურჯ ხალათს იღებს,
არცთუ სუფთას, და მიწვდის. ვიცვამ; უზარმაზარია. საწოლზე ვჯდე-
ბი, ვეწევი და ვუყურებ, როგორ იცვამს გომესი ჯინსს. ასეთ საშინელ
დღეში მყოფიც ვხედავ, რომ ლამაზია, მაღალი, განიერი მხრებით
და... დიდია, ჰენრის ავაზასებრი მოქნილობისგან სრულიად გან-
სხვავებული. თავს ასეთი შედარების გამოც კი საშინლად ვგრძნობ.
საფერფლეს გვერდით მიდგამს, საწოლზე ჯდება და მიყურებს.
– ძილში ვიღაც ჰენრის ელაპარაკებოდი.
ჯანდაბა. წყეული იყოს.
– რა ვთქვი?
– დაუსრულებლად ჰენრი, „ჰენრიო, იმეორებდი, თითქოს ვიღა-
ცას უხმობდი. მერე თქვი: „მაპატიე“, ერთხელ კი წამოიძახე: „აქ არ
იყავი“. მართლა გაბრაზებული ჩანდი. ვინ არის ეს ჰენრი?
– ჩემი შეყვარებულია.
– კლერ, შენ შეყვარებული არა გყავს. ექვსი თვეა მე და ჩარისი
ლამის ყოველდღე გხედავთ, არავის ხვდები, არავინ გირეკავს.
– ჰენრი ჩემი შეყვარებულია. წასულია, 1991 წლის შემოდგომა-
ზე მოვა.
– სად არის? სადღაც ახლომახლო?
– არ ვიცი, – გომესს ჰგონია, ვცრუობ. რატომღაც მინდა დავაჯე-
რო. ხელჩანთას ვიღებ, საფულეს ვხსნი და ჰენრის ფოტოს ვაჩვენებ.

450
აკვირდება.
– ეს ტიპი ნანახი მყავს; ყოველ შემთხვევაში, ამის მსგავსი. ეს ძა-
ლიან ბებერია, ის ვერ იქნება, ვისაც მე ვიცნობ, მაგრამ მასაც ჰენრი
ჰქვია.
გული გამალებით მიცემს. ვცდილობ, რაც შეიძლება გულგრი-
ლად ვკითხო.
– სად ნახე?
– კლუბებში. ძირითადად „ეგზითსა“ და „სმარტბარში“ დადის.
მაგრამ არა მგონია, ის შენი ბიჭი იყოს; ის მანიაკია. მის ყველა მოძ-
რაობას დიდი ქაოსი მოსდევს. ლოთია და... რა ვიცი... ამბობენ, ქა-
ლებს საშინლად ექცევაო... ასე მითხრეს.
– მოძალადე? – ვერ წარმომიდგენია, რომ ჰენრიმ ქალზე ხელი
ასწიოს.
– არა. ეგ არ ვიცი.
– რა გვარია?
– არ ვიცი. დამიგდე ყური, ფისუნია, ეგ ბიჭი შენ ჯერ გადაგყლა-
პავს, მერე გადმოგაფურთხებს... ეგ ის არ არის, ვინც გჭირდება.
ვიღიმები. სწორედ ის არის, ვინც მჭირდება, მაგრამ ვიცი, რომ
მის სადევნელად კლუბებში სირბილს აზრი არა აქვს.
– მაშ, ვინ მჭირდება?
– მე, მაგრამ როგორც ვატყობ, შენ ასე არ ფიქრობ.
– შენ ჩარისი გყავს. მე რად გინდივარ?
– უბრალოდ, მინდიხარ. თვითონაც არ ვიცი, რად.
– მორმონი ან რამე მსგავსი ხომ არა ხარ?
გომესი ძალიან სერიოზულად მპასუხობს:
– კლერ, მე... შემომხედე, კლერ...
– არ თქვა.
– მართლა, მე...
– არა, მაგის ცოდნა არ მინდა, – ვდგები, სიგარეტს ვჭყლეტ და
ჩაცმას ვიწყებ. გაუნძრევლად ზის და მიყურებს, როგორ ვემზადები.
ქანცგამოცლილი ვარ; თავი ბინძური და საშიში მგონია, როცა იმ კა-
ბას, რომელიც წუხელ წვეულებაზე მეცვა, გომესის თვალწინ ვიცვამ,

451
მაგრამ ვცდილობ არაფერი შემეტყოს. ზურგზე დატანებულ გრძელ
ელვას მარტო ვერ ვიკრავ, დახმარებას გომესს ვთხოვ.
– კლერ, არ გაბრაზდე.
– შენზე არ ვბრაზდები. ჩემს თავზე ვბრაზობ.
– ეგ ბიჭი მართლა მაგარი ყოფილა, თუ შენნაირი გოგო მიატო-
ვა, თვითონ სადღაც დასეირნობს, შენ კი ორი წელია მას ელი.
ვუღიმი.
– ის საოცარია, – ვხედავ, რომ გომესს გულს ვტკენ, – გომეს, მა-
პატიე, თავისუფალი რომ ვიყო და შენც... – თავს აქნევს და სანამ
გონებას მოვიკრებ, მკოცნის. კოცნითვე ვპასუხობ და უეცრად დგება
წამი, როცა ვხვდები, – გომეს, უნდა წავიდე.
თავს მიქნევს.
მივდივარ.

პარასკევი, 27 აპრილი, 1990 წელი


(ჰენრი 26 წლისაა)

ჰენრი: მე და ინგრიდი „რივიერაში“ ვართ და იგი პოპის სასია-


მოვნო ხმაზე ჩვენი პატარა ტვინების დაბნელებამდე ვცეკვავთ. მე
და ინგრიდი უბედნიერესეი ვართ მაშინ, როცა ვცეკვავთ, ვჟიმაობთ
ან სხვა ფიზიკური აქტივობას ვეწევით და არ ვლაპარაკობთ. ახლა
სამოთხეში ვართ. სხვებზე წინ ვდგავართ და მისტერ პოპი თითქოს
თავისი მანიაკური ენერგიის სფეროში გვამწყვდევს. ერთხელ ინგს
ვუთხარი, ნაღდი გერმანელივით ცეკვავმეთქი და არ ესიამოვნა,
მაგრამ სიმართლეა: სერიოზულად ცეკვავს, თითქოს მისი სიცოც-
ხლე ბეწვზე ეკიდოს, თითქოს ამ ზედმიწევნით ზუსტი ცეკვით ინდო-
ელ ბავშვებს შიმშილისაგან იხსნის. ჩინებულია. იგი პოპი სენტიმენ-
ტალურად გაჰყვირის: „I’m so pent up, like this Ican’t stay“81ზუსტად
ვიცი, რას გრძნობს ამ დროს. ასეთ მომენტებში ჩემი და ინგრიდისა
უკეთ მესმის. „Lust for Lif-e“ის, „China Doll“-ის და „Funtime“-ს მე-

81
(ინგლ.) „ყველაფერს გულში ვიკლავ, ამას ვეღარ გავუძლებ“

452
ლოდიებზე ვიწვით და ვიკლაკნებით. ისეთ სიჩქარეს ვკრეფთ, პლუ-
ტონზე მისიის გაგზავნას რომ ეყოფა; უჩვეულო გრძნობა მეუფლება
და დანამდვილებით ვიცი, რომ ამას შევძლებ, მთელი დარჩენილი
ცხოვრება აქ დავრჩები. ინგრიდი ოფლად იღვრება. თეთრი მაისუ-
რი ტანზე ეკვრის, საინტერესო შესახედია, ვნებისაღმძვრელი, იქნებ
შემოვახიო კიდეც, მაგრამ თავს ვიკავებ, რადგან ბიუსტჰალტერი არ
აცვია. ვცეკვავთ, იგი პოპი მღერის და ბოლოს, ბისზე სამჯერ გამო-
ძახების შემდეგ, ჩვენდა სამწუხაროდ, კონცერტი დამთავრდა. თავს
ჩინებულად ვგრძნობ. როცა სხვა აღტაცებულ და ნახტუნავებ მაყუ-
რებელმსმენელებთან ერთად დარბაზიდან გამოვდივართ, ვფიქ-
რობ, ახლა რა ვქნათ. ინგრიდი წასასვლელად ემზადება და ქალე-
ბის საპირფარეშოსთან გრძელ რიგში დგება, მე მას ბროდვეიზე
ვუცდი. ვუყურებ, როგორ ედავება „ბეემვეში“ მჯდომი ვიღაც იაპი82
მანქანების სადგომის მეთვალყურე ბიჭს ადგილის გამო, როცა უეც-
რად ჩემთან ზორბა ქერა ბიჭი მოდის.
– ჰენრი ხარ? – მეკითხება ის. მაინტერესებს, სასამართლო უწ-
ყებას ან რამე მსგავსს ხომ არ მომცემს.
– ჰო.
– კლერმა მოგიკითხა.
კლერი ვინ ოხერია?
– უკაცრავად, ნომერი შეგეშალათ.
ინგრიდი გვიახლოვდება. ამ ტიპს, რომელიც ბიჭობის თვალსა-
ჩინო ნიმუშია, თვალით ზომავს. ინგრიდსმ ხელს ვხვევ.
ბიჭი იღიმება.
– უკაცრავად, ვგონებ, ორეული გყავთ, – გული მეკუმშება; რა-
ღაც ხდება, მაგრამ მე ჯერ არაფერი ვიცი, აწმყოში ჩემი მომავალი
მოჟონავს, მაგრამ ახლა გამოძიების დრო არ არის. რაღაცით კმაყ-

82
(ინგლ. Yuppie, აბრევ. YoungUrbanProfessionalPerson+ სუფ. ie – ქალა-
ქელი ახალგაზრდა პროფესიონალი) – შეძლებული ახალგაზრდები,
რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია პროფესიული კარიერა, მატერიალუ-
რი წარმატება და რესპექტაბელურ საზოგადოებაში ტრიალი.

453
ოფილია, ბოდიშს იხდის და მიდის.
– რა ხდებოდა? – მეკითხება ინგრიდი.
– ვიღაცაში შევეშალე, – მხრებს ვიჩეჩ. ინგრიდი შეწუხებული
ჩანს. ყველაფერსა და ჩემზე მუდმივად ღელავს, ასე რომ, ყურადღე-
ბას არ ვაქცევ, – მისმინე, ინგ, ახლა რა ვქნათ? – ისეთი შეგრძნება
მაქვს, თითქოს ყველა მაღალ შენობაზე გადახტომას შევძლებ.
– ჩემთან ხომ არ წავიდეთ?
– ბრწყინვალე აზრია.
„მარჯის კენდისთან“ ვჩერდებით, ნაყინს ვყიდულობთ და მანქა-
ნაში შეურაცხადი ბავშვებივით ვყვირით: „ნაყინი მე, ნაყინი შენ, გა-
მოვნაყინდიიიით“!
მოგვიანებით ინგრიდთან ვწევარ, და ვფიქრობ, ვინ არის კლე-
რი. ვხვდები, რომ პასუხი არა მაქვს და ვივიწყებ.

პარასკევი, 18 თებერვალი, 2005 წელი


(ჰენრი 41 წლისაა, კლერი 33-ის)

ჰენრი: ჩარისი ოპერაში მიმყავს. „ტრისტანი და იზოლდას“ წარ-


მოადგენენ. მიზეზი, რომლის გამოც აქ კლერის ნაცვლად ჩარისთან
ერთად ვარ, ის არის, რომ მას ვაგნერი სძაგს. მდიდად არც მე მიყ-
ვარს, მაგრამ აბონემენტი გვაქვს და შინ დარჩენას წასვლა სჯობს.
ერთ საღამოს ჩარისისა და გომესის სახლში მუსიკაზე მსჯელობისას
ჩარისმა დანანებით თქვა, რომ ოპერაში არასდროს ყოფილა. ამის
გაგრძელებაა ის, რომ ახლა მე და ის „ლირიკოპერის“ წინ ტაქსიდან
გადმოვდივართ, კლერი კი შინ ალბას და ერთი კვირით სტუმრად
ჩამოსულ ალისიას ართობს.
ახლა ამის ხასიათზე არა ვარ. როცა ჩარისის წამოსაყვანად მათ
სახლთან ვჩერდები, გომესი თვალს მიკრავს და საგონებელში ჩა-

454
ვარდნილი მშობლის ხმით ამბობს: „ძალიან არ დააგვიანოთ, შვი-
ლო!“ არ მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავით მარტო მე და ჩარისი
სადმე. ძალიან მომწონს, მაგრამ არ ვიცი, რაზე ველაპარაკო.
ჩარისს ბრბოში გზას ვუკვლევ. ნელა მოაბიჯებს და დიდებულ
ფოიეს, ელეგანტურად ჩაცმული შეძლებული ხალხითა და ხელოვ-
ნურ ბეწვეულში გამოხვეული ცხვირგახვრეტილი სტუდენტებით სავ-
სე ლაპლაპა მარმარილოს გალერეებს ათვალიერებს, უღიმის ლიბ-
რეტოს გამყიდველებს, რომლებიც ხმაშეწყობილები გაიძახიან:
„ლიბრეტო! ლიბრეტო! იყიდეთ ლიბრეტო!“ ნაცნობს ვერავის ვხე-
დავ. საოპერო მუსიკის მოყვარულთა შორის ვაგნერელები „მწვანე
ბერეტები“ არიან; უფრო მტკიცეები, ყველანი ერთმანეთს იცნობენ.
მე და ჩარისი ქანდარისკენ მივდივართ, ხალხი ერთმანეთს ჰაერო-
ვან კოცნას უგზავნის.
მე და კლერს საკუთარი ლოჟა გვაქვს. ერთიერთია იმ ფუფუნება-
თაგან, რის უფლებასაც თავს ვაძლევთ. ფარდას ვწევ, წინ ჩარისს
ვუშვებ. „ოჰ!“ – ამბობს ის. ლაბადას ვართმევ და სავარძლის საზურ-
გეზე ვფენ, ჩემსასაც. სავარძლებზე ვეწყობით. ჩარისი ფეხს ფეხზე
იდებს და პატარა ხელებს კალთაში იწყობს. მქრქალ სინათლეზე შა-
ვი თმა უბზინავს, მუქი პომადითა და მეტყველი თვალებით დახვე-
წილ, გამოპრანჭულ მავნე ბავშვს ჰგავს, რომელსაც გვიანობამდე
არდაძინების და უფროსებთან ყოფნის ნება მისცეს. ზის და „ლირი-
კის“ დარბაზის სილამაზით, სცენაზე დაშვებული ოქროსფერმწვანე
ფარდით, მოოქრული თაღებითა და მაყურებლის მღელვარე ბუტბუ-
ტით ტკბება. შუქი ქრება, ჩარისი ღიმილს მანათებს. ფარდა იწევა,
ნავში ვსხედვართ, იზოლდა მღერის. სკამის საზურგეს ვეყრდნობი
და მის ხმაში ვიძირები.
ოთხი საათი, ერთი სიყვარულის ბანგი და ფეხზე წამომდგარი მა-
ყურებლის აპლოდისმენტები.
– აბა, მოგეწონა? – ვეკითხები მე ჩარისს.
იღიმება.
– სისულელე იყო, არა? მაგრამ სიმღერის წყალობით სისულე-
ლედ აღარ ჩანს.

455
პალტოს ვუწვდი, სახელოს ხელის ცეცებით ეძებს; პოულობს, იც-
ვამს, მხრებს ათამაშებს და ისწორებს.
– სულელური? ჰო, ალბათ. მრადგან ჯეინ ინგლენდს ევტერპეს
ხმა აქვს, მინდა ვირწმუნო, რომ ახალგაზრდა და ნარნარია და არა
სამასგირვანქიანი ძროხა.
– ევტერპესი?
– ჰო, ლირიკული პოეზიისა და მუსიკის მუზის.
კმაყოფილი, მგზნებარე მსმენელების ბრბოს ვუერთდებით. ქვე-
მოთ ჩავდივართ და სიცივეში მივცურავთ. უეკერდრაივზე ფეხაწყო-
ბილები გავდივართ, რამდენიმე წუთში ტაქსს ვაჩერებ. ის არის, ტაქ-
სის ჩარისის მისამართი უნდა ვუთხრა, როცა ამბობს:– ჰენრი, წამო-
დი, ყავა დავლიოთ. ჯერ სახლში წასვლა არ მინდა.
ტაქსის ვეუბნები, ქალაქის ჩრდილოეთ ნაპირზე, ჯავრისში, ყავა-
ხანა „დონისთან “ წაგვიყვანოს. ჩარისი სიმღერაზე ლაპარაკობს,
რა დიდებული იყო; დეკორაციებზე, რომლებზეც, შევთანხმდით,
რომ დიდად შთამბეჭდავი არ ყოფილა. ვაგნერით ტკბობის მორა-
ლურ სირთულეებსაც ვახსენებთ, როდესაც მისი ანტისემიტობის
ამბავი და ის იცი, რომ ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჰიტლერი
ჰყავდა. „დონთან“ მისვლის შემდეგ საუბარი უკეთ გამოგვდის. დო-
ნს ჰავაიური ნარინჯისფერი პერანგი აცვია, მისალმების ნიშნად
ხელს ვუწევ. დარბაზის ბოლოში პატარა მაგიდას ვპოულობთ. ჩარი-
სი ნაყინიან ალუბლის ნამცხვარსა და ყავას უკვეთს, მე კი ჩვეულე-
ბისამებრ არაქისისკარაქიან და ჯემიან სანდვიჩს და ყავას ვითხოვ.
სტერეოდან პერი კომოს ხმა ისმის, სერვიზები და კედელზე ჩამოკი-
დებული გარაჟის ბაზრობაზე ნაყიდი სურათები თამბაქოს სქელ
კვამლშია გახვეული. ჩარისი თავს ხელზე იდებს და ოხრავს.
– ძალიან მაგარია. ზოგჯერ მინდა დავივიწყო, რომ უკვე დიდი
ვარ.
– თქვენ გარეთ ხშირად არ გადიხართ ხოლმე, არა?
ნაყინს ჩანგლით ურევს და იცინის.
– ასე ჯო შვრება ხოლმე, ამბობს, დაჭყლეტილი უფრო გემრი-
ელიაო. ღმერთო, მათ ცუდ ჩვევებს ვიღებ ნაცვლად იმისა, კარგი

456
რამ ისწავლონ ჩემგან, – ნამცხვარს ციცქნის, – შენი შეკითხვის პა-
სუხად კი გეტყვი, რომ გარეთ გავდივართ, მაგრამ ყოველთვის რა-
ღაც პოლიტიკურის გამო. გომესს ოლდერმანობაზე83უნდა კენჭის-
ყრა.
ყავა გადამცდა და ხველება მიტყდება. როცა მეტყველების უნარი
მიბრუნდება, ვამბობ:– ალბათ, ხუმრობ. ეს ბნელი ძალებისკენ გა-
დახრას ხომ არ ნიშნავს? ხომ სულ მუდამ ქალაქის ადმინისტრაციას
ლანძღავს?
ჩარისი ალმაცერად მიყურებს.
– გადაწყვიტა, რომ სისტემა შიგნიდანაა შესაცვლელი. ბავშვებ-
ზე ძალადობის საშინელი შემთხვევები გვაქვს. დარწმუნებულია,
რომ ბევრ რამეს შეცვლის, საამისო ბერკეტი თუ ექნება.
– ეგებ მართალია.
ჩარისი თავს აქნევს.
– მე ის უფრო მომწონდა, როცა ახალგაზრდა ანარქისტრევო-
ლუციონერები ვიყავით. რაღაცების აფეთქება მირჩევნია, ვიღაცის
უკანალის კოცნას.
ვიღიმები.
– არ ვიცოდი, რომ გომესზე მეტი რადიკალი ხარ.
– ჰო, მე გომესივით მომთმენი არა ვარ. მე მოქმედება მინდა.
– გომესი მომთმენია?
– ოჰ, რა თქმა უნდა. აი, თუნდაც კლერის ამბავი ავიღოთ... –
უეცრად ჩერდება და შემომცქერის.
– რა ამბავი? – ვხვდები, რომ იმ შეკითხვას ვსვამ, რომელზე სა-
ლაპარაკოდაც აქ მოვედით და რომ კარგა ხანია ჩარისი ამაზე საუ-
ბარს ელის. ნეტავ რა იცის ისეთი, რაზეც მე წარმოდგენა არა მაქვს.
მინდა კი იმის ცოდნა, რაც ჩარისმა იცის? არა მგონია.
ჯერ მზერას მარიდებს, მერე ისევ მიყურებს. თავის ყავას დასცქე-

83
დიდ ბრიტანეთსა და ზოგიერთ ინგლისურენოვან ქვეყანაში მუნიციპა-
ლური საბჭოს ან საკრებულოს წევრი; ზოგჯერ წვრილი სამოქალაქო საქ-
მეების მუნიციპალური მოსამართლე (მაგალითად, პენსილვანიაში)

457
რის, ფინჯანს ორივე ხელით ბღუჯავს და თვალს თვალში მიყრის და
ამბობს:– მეგონა, იცოდი, რომ გომესს კლერი უყვარს.
ჩარისი სუფრაზე ნამცეცს თითით აქეთიქით აგორებს.
– კლერი... ეუბნება, რომ შეეშვას, ის კი თვლის, რომ თუ მოით-
მენს და დაიცდის, რაღაც მოხდება და ბოლოს მასთან იქნება.
– რაღაც მოხდება?
– ჰო, შენ დაგემართება რაღაც, – თვალებში მიყურებს.
ცუდად ვხდები.
– მაპატიე, – ვეუბნები ჩარისს. ვდგები და პატარა, მერილინ მონ-
როსსურათებიანი საპირფარეშოსკენ მივდივარ. სახეზე ცივ წყალს
ვისხამ. თვალდახუჭული კედელს ვეკვრი. როცა ვხვდები, რომ არ
მივდივარ, მაგიდას ვუბრუნდები.
– უკაცრავად. რას ამბობდი?
შეშინებული და დაპატარავებული ჩანს.
– ჰენრი, – მშვიდად ამბობს ის, – მითხარი.
– რა გითხრა, ჩარის?
– მითხარი, რომ არსად წახვალ, რომ კლერს გომესი არ უნდა,
რომ ყველაფერი კარგად იქნება, ან ის, რომ ყველაფერი სისულე-
ლეა, არ ვიცი... უბრალოდ, მითხარი რა ხდება! – ხმა უკანკალებს.
მკლავზე ხელით მეხება და თავს ძალას ვატან, რომ გავუძლო და
უკან არ გავხტე.
– კარგად იქნება, ჩარის. ყველაფერი კარგად იქნება, – დაჟინე-
ბით მიცქერს, არ სჯერა, მაგრამ დაჯერება უნდა. სკამის საზურგეს
ვეყრდნობი, – არ დაგტოვებს.
ოხრავს.
– შენ?
ვდუმვარ. ჩარისი მაშტერდება და თავს მიქნევს.
– წავიდეთ, – ამბობს ბოლოს.
მივდივართ.

მკითხველთა ლიგა

458
კვირა, 12 ივნისი, 2005 წელი
(კლერი 34 წლისაა, ჰენრი 41-ის)

კლერი: მზიანი კვირა დილაა, სამზარეულოში შესულს ჰენრი


ფანჯარასთან მხვდება, უკანა ეზოში იყურება. ხელის დაქნევით მიხ-
მობს. მის გვერდით ვდგები და გარეთ ვიცქირები. ალბა ვიღაც მასზე
უფროს გოგონასთან ერთად ეზოში თამაშობს. შვიდი წლისა იქნება.
გრძელი შავი თმა აქვს, ფეხშიშველია. ჭუჭყიანი მაისური აცვია, წინ
ლოგოთი „ჩუბს“. ერთმანეთის პირისპირ მიწაზე სხედან. ის გოგო
ჩვენგან ზურგით ზის. ალბა უღიმის და ხელებით ისეთ წრეს ხაზავს,
თითქოს დაფრინავს. გოგო თავს აქნევს და იცინის.
ჰენრის ვუყურებ.
– ის ვინ არის?
– ალბაა.
– ეგ ვიცი, მასთან ერთად ვინ არის?
ჰენრი იღიმება, კოპს კრავს, ამიტომ მის ღიმილს შეწუხებული
უფრო ეთქმის.
– კლერ, ეგ ალბაა. უფროსი ალბა. ისიც დროში მოგზაურობს.
– ღმერთო! – იმ გოგოს შევცქერი. ტრიალდება და სახლზე ანიშ-
ნებს, მის პროფილს წამით ვავლებ თვალს, მერე ისევ ზურგს მაქ-
ცევს, – გარეთ გავიდეთ?
– არა, თავს კარგად გრძნობენ. თუ შემოსვლა მოუნდებათ, შე-
მოვლენ.
– მისი გაცნობა მინდა...
– ჯობს არ... – მაგრამ სანამ სათქმელს დაასრულებს, ორივე ალ-
ბა ხელჩაკიდებული სახლისკენ მორბის. სამზარეულოში სიცილით
შემორბიან.
– დედა, დედა! ნახე! – ყვირის ჩემი სამი წლის ალბა და თითს იშ-
ვერს, – ეს დიდი გოგო ალბაა!
მეორე ალბა იღიმება და ამბობს.
– გამარჯობა, დედა.
მეც ვუღიმი და ვამბობ:

459
– გამარჯობა, ალბა!
როცა ტრიალდება, ჰენრის ხედავს და ყვირის:
– მამიკო! – მისკენ მირბის, მკლავებს კისერზე ხვევს და ტირის.
ჰენრი მე მიყურებს, მის ყურთან იხრება, არწევს და რაღაცას ჩას-
ჩურჩულებს.
ჰენრი: კლერი ფერდაკარგული დგას და თვალს არ გვაცილებს,
პატარა ალბაზე ხელი აქვს ჩავლებული, ალბა პირდაღებული უყუ-
რებს, როგორ მეკვრის მისი აქვითინებული უფროსი ორეული მე.
ალბასკენ ვიხრები და ვამბობ: დედას არ უთხრა, რომ მოვკვდი, კარ-
გი? შემომცქერის, გრძელ წამწამებზე ცრემლები ეკიდება, ტუჩები
უთრთის და თავს მიქნევს. კლერი ცხვირსახოცს აწვდის, ეუბნება,
ცხვირი მოიხოცეო, და გულში იკრავს. ალბა პირის დასაბანად მიჰ-
ყვება. პატარა ალბა, ახლანდელი ალბა, ბარძაყზე მეკვრის. „მამა,
რატომ? რატომ არის ასეთი სევდიანი?“ – მეკითხება და, საბედნი-
ეროდ, პასუხის გაცემა არ მიწევს, რადგან კლერი უფროს ალბასთან
ერთად ბრუნდება; კლერის მაისური და ჩემი გადაჭრილი შარვალი
აცვია. კლერი ამბობს:
– ნაყინი ხომ არ გვეჭამა? – ორივე ალბა იღიმება; პატარა ალბა
ჩვენ გარშემო ცეკვავს და ყვირის: „ნაყინი მე, ნაყინი შენ, გამოვნა-
ყინდიიით“...
მანქანაში ვსხდებით, საჭესთან კლერი ზის, გვერდზე სამი წლის
ალბა უზის, შვიდი წლისა კი უკანა სავარძელზე, ჩემ გვერდით. მეხუ-
ტება; ხელს ვხვევ. არავინ არაფერს ამბობს, პატარა ალბას გარდა:
„ნახე, ალბა, ცუგა, ნახე, ალბა! ალბა, ნახე...“ – ბოლოს უფროსი
ალბა ამბობს: „ჰო, ალბა, ვხედავ“.
კლერს „ზეფირთან“ მივყავართ, ცისფერ პრიალა ჯიხურში
ვსხდებით და ორ ბანანის ნაყინს, შოკოლადის ალაოს და ვანილის
კარამელმოყრილ კონუსს ვუკვეთთ. გოგოები ბანანის ნაყინებს
მტვერსასრუტივით ნთქავენ; მე და კლერი ჩვენს ნაყინებს ვეპარე-
ბით და ერთმანეთს თვალს ვარიდებთ.
– ალბა, შენს აწმყოში რა ხდება? – კითხულობს კლერი.
ალბა სწრაფ მზერას მტყორცნის.

460
– ბევრი არაფერი. ბაბუ სენსანსის მეორე კონცერტს მასწავლის
ვიოლინოსათვის.
– კიდევ პიესაში თამაშობ სკოლაში, – ვკარნახობ მე.
– მართლა? – კითხულობს ის, – მგონი, ჯერ არა.
– აჰ, უკაცრავად, ეგ ვგონებ, მომავალ შემოდგომას იქნება, –
ვამბობ მე.
ასე ვსაუბრობთ. ხშირად ვდუმვართ, რადგან ვარჩევთ, რა შეიძ-
ლება იცოდნენ კლერმა და პატარა ალბამ. მცირე ხნის შემდეგ ალბა
თავს ხელებზე დებს.
– დაიღალე? – ეკითხება კლერი. თავს უქნევს.
– ალბათ, ჯობს წავიდეთ, – ვეუბნები კლერს.
დანახარჯს ვიხდით; ალბა ხელში ამყავს; დაქანცულია, ლამის
ჩემს მკლავებში იძინებს. კლერმა პატარა ალბა აიყვანა, რომელიც
ამდენი შაქრის მიღების შემდეგ ძალიან აქტიურია. მანქანაში, რო-
დესაც ლინკოლნავენიუზე გავდივართ, ალბა ქრება.
– უკან დაბრუნდა, – ვამბობ მე. კლერი რამდენიმე წამს სარკი-
დან დაჟინებით შემომყურებს.
– სად უკან, მამა? – კითხულობს პატარა ალბა, – სად უკან?
მოგვიანებით:
კლერი: ალბა ძლივს დავაძინე. ჰენრი ჩვენს საწოლზე ზის, ფან-
ჯრიდან იყურება და სკოჩს სვამს. ფანჩატურის გარშემო ერთმანე-
თის დევნაში გართულ ციყვებს გაჰყურებს. მივდივარ და მის გვერ-
დით ვჯდები.
– ჰენრი, – ვამბობ მე. მიყურებს, ხელს მხვევს და თავისკენ მიზი-
დავს.
– მეტყვი, რა მოხდა?
სასმელს დგამს და ჩემი პერანგის ღილების გახსნას იწყებს.
– შეიძლება არ გითხრა?
– არა, – ქამრის ბალთას ვუხსნი და მისი შარვლის ღილებზე გა-
დავდივარ.
– დარწმუნებული ხარ? – კითხულობს და კისერზე მკოცნის.
– ჰო, – ელვას ვუხსნი, ხელს პერანგის ქვეშ ვუცურებ და მუცელ-

461
ზე ვუსვამ.
– იმიტომ, რომ მაგისი ცოდნა არ გინდა, – ჰენრის სუნთქვა ყურ-
ში მესმის და ენას ბიბილოზე მისვამს. ვკანკალებ. პერანგს მხდის და
ბიუსტჰალტერს მიხსნის. ძუძუები მითავისუფლდება, ზურგზე ვწვე-
ბი, ჰენრი შარვალს, საცვალს და პერანგს იხდის. საწოლზე მოძვრე-
ბა და ვამბობ:
– წინდები.
– უი, ჰო, – ამბობს და წინდებსაც იხდის. ერთმანეთს ვუყურებთ.
– შენ ჩემი ყურადღების გადატანას ცდილობ, – ვამბობ მე.
ჰენრი მუცელზე მეფერება.
– საკუთარის გადატანას ვცდილობ და თუ შენისაც მოვახერხე,
ეგ ბონუსი იქნება.
– უნდა მითხრა.
– არა, არ უნდა გითხრა, – ძუძუებს მუჭში იმწყვდევს და ცერა თი-
თებს კერტებზე მისვამს.
– მაშინ ყველაზე ცუდს წარმოვიდგენ.
– მიდი.
თეძოებს ვწევ და ჰენრი ჯინსსა და საცვალს მაძრობს. ფეხებს
მაშლევინებს, ზემოდან მაწვება და მკოცნის. ოოჰ, ღმერთო! ნეტავ
რა უნდა იყოს? – ვფიქრობ მე, – ყველაზე უარესი რა არის? – თვა-
ლებს ვხუჭავ, – ჩემი მოგონება: მიდოუ; ჩემი ბავშვობის ერთი ცივი
დღე, მკვდარ ბალახზე დავრბივარ, ხმაური იყო, მან ჩემი სახელი
დაიძახა...
– კლერ? – ჰენრი ნაზად მკბენს ტუჩზე, – სად ხარ?
– 1984ში.
ცოტა ხანს დუმს და მეკითხება:
– რატომ?
– ვგონებ, ეს იქ ხდება.
– რა? სად რა ხდება?
– ის, რისი ჩემთვის თქმისაც გეშინია.
გვერდზე გორდება; ახლა გვერდიგვერდ ვწევართ.
– მიამბე, – ამბობს ჰენრი.

462
– ადრე იყო. შემოდგომის დღე იდგა. მამა და მარკი ირმებზე სა-
ნადიროდ მიდიოდნენ. გამეღვიძა; მომეჩვენა, რომ მეძახდი, მდე-
ლოზე გამოვვარდი, იქ დამხვდი, შენ, მამა და მარკი რაღაცას დას-
ცქეროდით, მაგრამ მამამ შინ შემაბრუნა, ამიტომ ვერ დავინახე,
რას უყურებდით.
– ჰოო?
– იქ ცოტა მოგვიანებითაც დავბრუნდი. ბალახზე ერთ ადგილას
სისხლის გუბე იდგა.
არაფერს ამბობს. ტუჩებს მაგრად კუმავს. მკლავებს კისერზე ვაჭ-
დობ და ვეკვრი. ვამბობ:
– ყველაზე უარესი...
– ჩუმად, კლერ.
– მაგრამ...
– ჩჩჩ, – გარეთ ოქროსფერი დღეა. სახლში კი გვცივა და ერთმა-
ნეთს გასათბობად ვეკვრით. ალბას თავის საწოლში სძინავს, ნაყინი
ელანდება, სამი წლის ბავშვის სასიამოვნო სიზმრებს ხედავს, მეორე
ალბა კი იქ, სადღაც სხვაგან, სიზმარში თავის მამიკოს ეხუტება, იღ-
ვიძებს და ხედავს...
რას?

მკითხველთა ლიგა

463
მონროსტრიტის ავტოფარეხის ეპიზოდი

ორშაბათი, 7 იანვარი, 2006 წელი


(კლერი 34 წლისაა, ჰენრი 42-ის)

კლერი: ზამთრის დილის ღრმა ძილით გვძინავს; ტელეფონი რე-


კავს. უმალ ვიღვიძებ, გული მიბაგუნებს და ვხვდები, რომ ჰენრი
გვერდით მიწევს. ხელს იწვდის და ყურმილს იღებს. საათს გავცქერი
– 4:32.
– ჰო, ჰო! – ამბობს ჰენრი და ერთი გრძელი წუთის განმავლობა-
ში უსიტყვოდ ისმენს. ბოლომდე ვფხიზლდები. სახე ეშლება, – კარ-
გი, მანდ დარჩი! გამოვდივართ, – ყურმილს დებს.
– ვინ იყო?
– მე. მე ვიყავი. მონროსტრიტის პარკინგში ვარ, ტანისამოსი არა
მაქვს, გარეთ კი მინუს თხუთმეტი გრადუსია. ღმერთო, იმედია, მან-
ქანა დაიქოქება.
საწოლიდან ვხტებით და წუხანდელ ტანსაცმელს ვიცვამთ. სანამ
მე ჯინსში ფეხს ვუყრი, ჰენრი უკვე ჩექმასა და ქურთუკში დგას. მან-
ქანის დასაქოქად გარბის. ჩანთაში ჰენრის პერანგს, გრძელ, თბილ
საცვალს, ჯინსს, წინდებს, ჩექმას, ქურთუკს, ხელთათმანებსა და
პლედს ვდებ. ალბას ვაღვიძებ, ჩექმასა და პალტოში ვტენი, ქურ-
თუკს ვიცვამ და სახლიდან მივფრინავ. ფარეხიდან მანამ გავდივარ,
სანამ ძრავა გათბება, ქრება. ისევ ვქოქავ. წუთით უხმოდ ვსხედ-
ვართ, თავიდან ვცდილობ. გუშინ ხვავრიელად მოთოვა და ეინსლი
მოყინა. ალბა წრიპინებს, ჰენრი გაჩუმებას სთხოვს. როცა ლორენ-
სზე გავდივართ, სიჩქარეს ვუმატებ და ათ წუთში დრაივზე ვართ;
ასეთ დროს გარეთ არავინ არის. „ჰონდას“ გათბობა ზუზუნებს. ტბის
თავზე ცა ნათდება. იქაურობას ლურჯი და ნარინჯისფერი ნთქავს,
ასეთ ყინვაში ყველაფერი მყიფე და მსხვრევადია. როცა ლე-
იკშორდრაივზე გავდივართ, ძლიერი დეჟავიუ მეწყება: ეს სიცივე, ეს
სიჩუმეში ჩაძირული ტბა, ქუჩებზე ალაპლაპებული მარილი. მე აქ

464
ნამყოფი ვარ, ნამყოფი ვარ. ამ მომენტში ვეფლობი და უსაშველოდ
იწელება, მე ამ წუთის უცნაურობასა და მზაკვრობას ვგრძნობ; მარ-
თალია, ზამთრის ქალაქის ლანდშაფტში მივქრით, მაგრამ დრო არ
იძვრის. ირვინგს, ბელმონტს, ფულერტონს, ლასალს უკან ვიტო-
ვებთ და მიჩიგანისკენ ვუხვევთ. ძვირიანი მაღაზიების უკაცრიელ
დერეფანში მივქრით – „ოუკსტრიტი“, „ჩიკაგო“, „რანდოლფი“,
„მონრო“ – და მანქანების სადგომის მიწისქვეშა ქალაქის ბეტონის
დერეფანში შევდივართ. ბილეთს ვიღებ, რომელსაც რაღაც მანქანა
საზარელი ქალის ხმით მთავაზობს:
– ჩრდილო-დასავლეთ გასასვლელისკენ წადი, – ამბობს ჰენრი,
– ფასიანი ტელეფონი დაცვის ჯიხურთანაა, – მისი მითითების მი-
ხედვით ვიქცევი. დეჟავიუ ქრება. მეჩვენება, რომ მფარველმა ანგე-
ლოზმა მიმატოვა. მანქანების სადგომი პრაქტიკულად ცარიელია.
ყვითელი ზოლების რამდენიმე აკრზე მივფრინავ და ტელეფონის ჯი-
ხურისკენ ვიღებ გეზს: ყურმილი უმწეოდ ქანაობს. ჰენრი არსად
ჩანს.
– იქნებ აწმყოში დაბრუნდი?
– იქნებ არ დავბრუნდი, – ჰენრი დაბნეულია და მეც. მანქანიდან
გადმოვდივართ. აქ ცივა. ჩემი ამონასუნთქი კონდენსირდება და
ქრება. არა, აქედან არ უნდა წავიდეთ, მაგრამ რომ ვერ ვხვდები, რა
შეიძლებოდა მომხდარიყო? დაცვის ჯიხურს ვუახლოვდები და ვიჭ-
ყიტები. არავინ არის. ვიდეომონიტორებზე ცარიელი ბეტონი ჩანს.
– ჯანდაბა. სად უნდა წავსულიყავი? მოდი, შემოვუაროთ, – მან-
ქანაში ვსხდებით და ვეებერთელა ბეტონის შენობას გარს ვუვლით.
ნიშნები გვეუბნება: „იარე ნელა“, „პარკინგი“, „დაიმახსოვრეთ, სად
გააჩერეთ მანქანა“. ჰენრი არსად ჩანს. ერთმანეთს გაწბილებულე-
ბი შევცქერით.
– როდიდან მოდიოდი?
– არ მითქვამს.
შინ უხმოდ მივდივართ. ალბას სძინავს. ჰენრი ფანჯრიდან იყუ-
რება. ცაზე ღრუბელი არ არის, აღმოსავლეთი ვარდისფრად იღებე-
ბა, ახლა უფრო მეტი მანქანაა, ადრეული მგზავრები. როცა ოჰაიოს

465
ტრიტზე შუქნიშანზე ვჩერდებით, თოლიების კივილი მესმის. ქუჩები
ჩაბნელებულია, ყველგან წყალი და მარილია. ქალაქი რბილია,
თეთრი და თოვლში ჩაძირული. ყველაფერი ლამაზია. სადღაც ვარ,
მე კინოფილმი ვარ. თითქოს უვნებლად გადავრჩით, მაგრამ, ადრე
თუ გვიან, ამას მწარედ ვზღავთ.

დაბადების დღე

ხუთშაბათი, 15 ივნისი, 2006 წელი


(კლერი 35 წლისაა)

კლერი: ხვალ ჰენრის დაბადების დღეა. „ვინტაჯვინილში“ ვარ და


ისეთი ალბომის შერჩევას ვცდილობ, რომელიც მას არა აქვს და გა-
ახარებს. მისი მეპატრონე ვინისთვის უნდა მეკითხა, რადგან ჰენრი
აქ ხშირად და მრავალი წელია დადის, მაგრამ დახლთან ვიღაც სკო-
ლის მოსწავლე მხვდება. მაისურზე „შევენ Dead Arson“-ი აწერია და,
ალბათ, იმ მუსიკის ჩაწერის დროს, რომელიც აქ იყიდება, დაბადე-
ბულიც არ იყო. ყდებს ვათვალიერებ: „Sex Pistols“-ი, პატი სმიტი,
„Supertramp“-ი, მეთიუ სუიტი; „Phish“-ი, „Pixies“ი, „Pogues“-ი,
„Pretenders“-ი; „B52’s“, კეიტ ბუში, „Buzzcocks“-ი, „Echo and the
Bunnymen“-ი, „The Art of Noise“-ი, „The Nails“-ი, „The Clash“-ი,
„The Cramps“-ი, „The Cure“-ი, „Television“-ი, „Velvet Undergrou-
nd“-თან ვჩერდები, ყდა არ მეცნობა და ვფიქრობ, მინახავს თუ არა
ეს სახლში. ვაკვირდები და ვხვდები, რომ ეს ჰენრის სხვა ალბომის
სახელწოდებით აქვს. „Dazzling Killmen“-ი, „Dead Kennedys“-ი. მა-
ღაზიაში ვონი შემოდის, უზარმაზარ ყუთს მოათრევს, დახლის უკან
აგდებს და გარეთ გადის. ამას რამდენჯერმე აკეთებს და მერე ის და
ბიჭი ყუთების გახსნას იწყებენ, ისეთ რაღაცებს ასახელებენ, რის შე-
სახებაც არაფერი ვიცი. ვონთან მივდივარ და სამ ფირს ვაჩვენებ.
– გამარჯობა, კლერ, – მესალმება ღიმილით, – როგორაა საქმე-

466
ები?
– გამარჯობა, ვონ. ხვალ ჰენრის დაბადების დღეა. უნდა მიშვე-
ლო.
ჩემს არჩევანს ათვალიერებს და ამბობს:
– ეს ორი აქვს, – და თავს „Lilliput and the Breeders“ისკენ იქნევს,
– ეს საშინელებაა, – ამბობს და „Plasmatics“ზე მიმითთებს, – სამა-
გიეროდ, მაგარი ყდა აქვს, არა?
– მაგ ყუთში ისეთი ხომ არაფერი გაქვს, რომ მოეწონოს?
– არა. ესენი ორმოცდაათიანებიდანაა. ვიღაც მოხუცი ქალები
არიან, ცოცხალი აღარც არიან. იქნებ ეს მოგეწონოს. გუშინ მივიღე,
– ახალშემოსულების ყუთიდან „Golden Palominos“-ს აძრობს. სხვა
ახლებიცაა, ვიღებ. უეცრად ვონი მიღიმის.
– შენთვის რაღაც ძალიან ორიგინალური მაქვს. ჰენრის ვუნახავ-
დი, – დახლს უკან იქექება, – აი, – ამბობს და თეთრ, სადაყდიან
გრამფირფიტას მიწვდის. ვართმევ და ვკითხულობ: „ანეტ ლი რო-
ბინსონი, 13 მაისი, 1968 წელი, პარიზის ოპერა, ლულუ“. ვონს ცნო-
ბისმოყვარე სახით შევცქერი, – ჩვეულებრივი არ გეგონოს. ერთერ-
თი კონცერტის მეკობრული ჩანაწერია; ოფიციალურად არ არსე-
ბობს. ამას წინათ მთხოვა, ანეტის ჩანაწერებზე თვალი გეჭიროსო,
მაგ კუთხით არ ვმუშაობ, მაგრამ ვუშოვე და თქმა დამავიწყდა. მმო-
ვუსმინე. მართლა კარგი რამეა. კარგი ხარისხის ხმა აქვს.
– გმადლობ, – ჩურჩულით ვამბობ მე.
– არაფრის. რატომ აინტერესებს?
– დედამისია.
ვონი წარბებს მაღლა ზიდავს და შუბლს სასაცილოდ ჭმუხნის.
– ხომ არ მატყუებ? ჰისე, კი ჰგავს. ჰოო, საინტერესოა. ნეტავ რა-
ტომ არ მითხრა?
– ამ თემაზე არ ლაპარაკობს. დედა პატარას მოუკვდა... ავარი-
აში.
– ოჰ, მართალია, რაღაც მახსოვს... კიდევ რამე ხომ არ გინდა?
– არა, საკმარისია, – ვონს ფულს ვუხდი და მაღაზიიდან გამოვ-
დივარ. დევისსტრიტზე მივაბიჯებ, ჰენრის დედის ხმას გულში ვიკრ-

467
ავ და მოლოდინისგან ვთრთი.

პარასკევი, 16 ივნისი, 2006 წელი


(ჰენრი 43 წლისაა, კლერი 35-ის)

ჰენრი: ჩემი ორმოცდამესამე დაბადების დღეა. თვალს დილის


6:46-ზე ვახელ, სამსახურში არ მივდივარ, მაგრამ ძილს ვერ ვიბრუ-
ნებ. კლერს გავცქერი, ღრმად სძინავს – მკლავები გაუშლია, თმა კი
მარაოსავით გაშლია ბალიშზე. ლამაზია, მიუხედავად იმისა, რომ
ლოყებზე ბალიშის ნაკეცების ზოლები ატყვია. ფრთხილად ვდგები,
სამზარეულოში გავდივარ და ყავადანს ვრთავ. სააბაზანოში წყალს
ვუშვებ და გათბობას ველი. სანტექნიკოსია მოსაყვანი, მაგრამ თავს
ვერ ვაბამთ. სამზარეულოში ვბრუნდები და ყავას ვისხამ, სააბაზა-
ნოში შემაქვს და პირსაბანზე ფრთხილად ვდგამ. პირს ვიქაფებ და
პარსვას ვიწყებ. პარსვის ექსპერტი ვარ, სარკეში ჩახედვაც არ მჭირ-
დება, მაგრამ დღეს დაბადების დღის პატივსაცემად იარაღს ვიყენებ.
თმა სულ გამთეთრებია; შავი საფეთქლებზეღა შემრჩა, წარბები
შავი მაქვს. თმა ცოტა მომზრდია, ისეთი აღარ არის, როგორიც
კლერთან შეხვედრამდე მქონდა, მაგრამ მოკლეც არ ეთქმის. კანი
გამუხეშებია, უპეებსა და შუბლზე ღარები მეტყობა, ნესტოებიდან
ტუჩების კუთხეებამდეც ზოლები დამდევს. სახე მეტისმეტად თხელი
მაქვს. ძალიან გამხდარი ვარ. ოსვენციმიდან გამოსულს არ ვგავარ,
მაგრამ არც ნორმალური გამხდარი მეთქმის. კიბოს ადრეულ სტა-
დიაზე მყოფს დავემსგავსე, ან ჰეროინზე შემჯდარს. ამაზე ფიქრი არ
მინდა, პარსვას ვაგრძელებ. სახეზე წყალს ვისხამ, ლოსიონს ვის-
ვამ, უკან ვიხევ და შედეგს შევცქერი.
გუშინ ბიბლიოთეკაში ვიღაცას გაახსენდა, რომ დღეს ჩემი დაბა-
დების დღეა და რობერტომ, იზაბელმა, მეტმა, კათრინმა და ამელი-
ამ „ბიუ ტაიში“ ლანჩზე დამპატიჟეს. სამსახურში ჩემს ჯანმრთელო-
ბაზე დიდი მითქმამოთქმაა, იმის გამო, რომ წონაში ასე უეცრად და-
ვიკელი და უეცრად დავბერდი. ყველა ზედმეტად თავაზიანი გახდა,

468
ისეთი, როგორც შიდსის მსხვერპლს ან ისეთ ავადმყოფს ექცევიან,
რომელიც ქიმიოთერაპიული მკურნალობის კურსს გადის. ლამის
ვნატრობ, ვინმემ მკითხოს, მოვატყუებ და ყველაფერი გაირკვევა.
მაგრამ არაფერი მკითხეს, ვიხუმრეთ, ტაილანდური ბრინჯი,
„ფრიქკინგი“, კეშიუსა და ნიორში ჩახრაკული წიწილა და ღორის-
ხორციანი ატრია ვჭამეთ. ამელიამ ერთი გირვანქა მაგარი კო-
ლუმბიური ყავა მაჩუქა. კათრინმა, მეტმა, რობერტომ და იზაბელმა
ფული დადეს და „Mira Calligraphiae Monumenta,84“ გეტის მუზეუ-
მის ფაქსიმილეგამოცემა მიყიდეს, რომელსაც ნიუბერიში საუკუნეა
დავეძებ. ჩემს თანამშრომლებს ვუყურებ და თმა ყალყზე დამიდგა –
მივხვდი, ჰგონიათ, ვკვდები...
– ხალხო, – დავიწყე მე და ვეღარ მოვიფიქრე, რა მეთქვა, ამი-
ტომ აღარაფერი ვთქვი. სიტყვები იშვიათად მღალატობს ხოლმე.
კლერი დგება, ალბა იღვიძებს. ყველანი ვიცვამთ და მანქანაში
ვსხდებით. გომესთან, ჩარისსა და მათ ბავშვებთან ერთად ბუკფილ-
დის ზოოპარკში მივდივართ. მთელ დღეს დავთოხარიკობთ, მაიმუ-
ნებსა და ფლამინგოებს, პოლარულ დათვებს და წავებს ვუცქერთ.
ალბას ყველაზე მეტად დიდი კატები მოსწონს. როზას ალბას ხელი
უჭირავს და დინოზავრებზე უამბობს. გომესი შიმპანზეს მაგრად
აჯავრებს, მაქსი და ჯო დახტიან, ვითომ სპილოები არიან და ვიდეო-
თამაშებს თამაშობენ. მე, ჩარისი და კლერი უმიზნოდ დავდივართ,
არაფერზე ვლაპარაკობთ, მზეს ვეფიცხებით. ოთხ საათზე დაღლილ
და გასავათებულ ბავშვებს მანქანაში ვსხამთ, ვპირდებით, რომ აქ
კვლავ მოვალთ და შინ ვბრუნდებით.
ძიძა ზუსტად შვიდ საათზე მოდის. კლერი ალბას ქრთამავს და
კარგად მოქცევას სთხოვს; თავს ვაღწევთ. კლერის დაჟინებული

84
ევროპული რენესანსის უნიკალური და ულამაზესი ხელნაწერი, უნგრე-
ლი კალიგრაფ გეორგ ბოსკეისა და ფლამანდიელი მხატვრის, გრავიორი-
სა და მინიატიურისტის იორის ჰოფნაგელის (15421601) „კალიგრაფიის
სანიმუშო წიგნი“, რომელიც ამჟამად აშშში, გეტის მუზეუმში ინახება.

469
მოთხოვნით მოდურად და ელეგანტურად გვაცვია და როცა სამხრე-
თით, ლეიკშორდრაივზე მივდივართ, ვხვდები, რომ არ ვიცი, სად
მივყავარ.
– ნახავ, – მეუბნება ის.
– სიურპრიზ-წვეულება ხომ არ არის? – ვეკითხები შიშით.
– არა, – მამშვიდებს ის.
რუზველტზე გადის და პილსენს მიუყვება. ეს ლათინური უბანია,
ქალაქის ცენტრის ახლოს. ქუჩებში ბავშვები ჯგუფებად თამაშობენ,
გვერდს ვუქცევთ და მე-20ისა და რასინის მახლობლად ვჩერდებით.
კლერს მოუვლელ დერეფანში შევყავარ და კარზე ზარს რეკავს. გვი-
ღებენ და ნაგვით მოფენილ ეზოში შევდივართ, მერე მორყეულ კი-
ბეს მივუყვებით. ერთერთ კარზე აკაკუნებს; მას კლერის ხელოვნე-
ბის სკოლელი მეგობარი, ლურდესი გვიღებს. გვიღიმის და შინ ხე-
ლის დაქნევით გვიხმობს. როცა შევდივართ, ვხედავ, რომ ოთახი
რესტორნად გადაუქცევიათ, რომელშიც ერთადერთი მაგიდა დგას.
გარშემო საუცხოო სურნელი ტრიალებს. მაგიდაზე თეთრი დამას-
ტის სუფრა აფენია, თეთრი ფაიფურის ჭურჭელი და სანთლები დგას.
მძიმე, ნაჩუქურთმევ ბუფეტზე მაგნიტოფონი დევს. სასტუმრო ოთახ-
ში უამრავი გალიაა, შიგ ფრინველები სხედან: დიდი თუთიყუშები,
იადონები და პაწაწინა განუყრელები სხედან. ლურდესი ლოყაზე
მკოცნის და ამბობს: „დაბადების დღეს გილოცავ, ჰენრი!“ უეცრად
ნაცნობი ხმა მესმის: „მეც გილოცავ“. თავს სამზარეულოში ვყოფ, იქ
ნელი მხვდება. კერძს ურევს, მორევას არც მაშინ წყვეტს, როცა
მკლავებს ვხვევ და ჰაერში ვწევ.
– აუჰ, შენ გეტყობა, ფაფეულის გარდა არაფერს ჭამ.
კლერი ნელს ეხვევა და უღიმის.
– ამას მართლა უკვირს, – ამბობს ნელი, კლერი ახლა უფრო
ფართოდ იღიმება, – მიდით, დასხედით, – გვიბრძანებს ნელი, – სა-
დილი მზადაა.
ვსხდებით. ლურდესს საუცხოოდ გაფორმებული იტალიური სა-
უზმე შემოაქვს: გამჭვირვალე პროშუტო ბაც ყვითელ ნესვთან ერ-
თად, ძალიან რბილი და შებოლილი მიდიები, სტაფილოს და ჭარხ-

470
ლის თხელი ნაჭრები, რომლებსაც კამისა და ზეითუნის ზეთის გემო
დაჰკრავს. სანთლის შუქზე კლერის კანი ლბილი ჩანს, თვალები კი
ელვარე. მარგალიტები მისი ლავიწის ძვალს და მკერდის ზედა
ნაწილს მეტად გამოკვეთს; მარგალიტები მის სუნთქვასთან ერთად
ადიჩადის. ხედავს, რომ მას ვუყურებ, იღიმება და თვალს მარიდებს.
თეფშს დავცქერი და ვხვდები, რომ ჭამა დამიმთავრებია, პატარა
ჩანგალი ჰაერში იდიოტივით გაშეშებული მიჭირავს. მაგიდაზე
ვდებ, ლურდესი ჩვენს თეფშებს იღებს და შემდეგი თავი კერძი შე-
მოაქვს.
ნელის ნახელავ ვაშლითა და რეჰანით შეკაზმულ და პამიდვრის
საწებელმოსხმულ უგემრიელეს თინუსს ვჭამთ. რადიკიოსა და ყვი-
თელი წიწაკის სალათას ზედ ვაყოლებთ ყავისფერ ზეთისხილს, რო-
მელიც იმ სადილს მაგონებს, პატარაობისას დედაჩემთან ერთად
ათენში რომ ვჭამე. „სოვინიონ ბლანკს“ ვსვამთ და ერთმანეთს
სწრაფად ვადღეგრძელებთ (ზეთისხილს გაუმარჯოს! ძიძას! ნელს!).
ნელი სამზარეულოდან გამოდის და პატარა ბრტყელი ტორტი მო-
აქვს, რომელზეც სანთლები ბრიალებს. კლერი, ნელი და ლურდესი
„დაბადების დღეს გილოცავთ“ მიმღერიან. სურვილს ვუთქვამ და
სანთლებს სულის ერთი შებერვით ვაქრობ.
– მაშასადამე, სურვილი აგისრულდება, – ამბობს ნელი, მაგრამ
ეს ის სურვილი არ არის, რომელსაც ახდენა უწერია. ჩიტები უცნაურ
ხმებზე ელაპარაკებიან ერთმანეთს, როცა ნამცხვარს ვჭამთ; მერე
ლურდესი და ნელი კვლავ სამზარეულოში უჩინარდებიან.
კლერი ამბობს:
– შენთვის საჩუქარი მაქვს. თვალები დახუჭე, – ვხუჭავ. მესმის,
როგორ გასწია სკამი, ოთახს კვეთს. ვინილზე ნემსის დადების ხმა
მესმის... შიშინი... ვიოლინოს ხმა... ორკესტრის ფონზე საოცრად
სუფთა სოპრანო ძლიერ წვიმასავთ აპობს ჰაერს... დედაჩემის ხმაა.
„ლულუს“ მღერის. თვალებს ვახელ. კლერი მაგიდასთან ჩემ პირის-
პირ ზის და მიღიმის. ვდგები, სკამიდან ვაყენებ, ვეხვევი.
– საოცარია, – ვამბობ, მაგრამ ვეღარ ვაგრძელებ და ვკოცნი.
გაცილებით გვიან, მას შემდეგ, რაც ნელს და ლურდესს მადლიე-

471
რების ცრემლებითა და სიტყვებით დავემშვიდობეთ, შინ დავბრუნ-
დით, ძიძას ფული მივეცით და დაქანცულები ერთმანეთის ალერსით
დავტკბით, ახლა ვწევართ და ძილის პირას ვართ.
კლერი ამბობს:
– კარგი დაბადების დღე იყო?
– საუკეთესო, – ვამბობ მე, – ჩინებული.
– ოდესმე დროის გაჩერება მოგნდომებია? მე მარად აქ ყოფნაზე
უარს არ ვიტყოდი, – ამბობს კლერი.
– მმმ, – ვამბობ მე, ვტრიალდები და მუცელზე ვწვები. როცა ძი-
ლისკენ მივსრიალებ, კლერი ამბობს:
– მეჩვენება, რომ ამერიკული მთების წვერზე ვართ, – მერე მე-
ძინება და როცა დილით ვიღვიძებ, მავიწყდება ვკითხო, რას გულის-
ხმობდა.

არასასიამოვნო სცენა

ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2006 წელი


(ჰენრი 43-ის და 43 წლისაა)

ჰენრი: ცივ ბეტონის იატაკზე, სიბნელეში ვჩნდები. წამოჯდომას


ვცდილობ, მაგრამ თავბრუ მესხმის და ვწვები. თავი მტკივა. სახეს
ვისინჯავ – მარცხენა ყურს უკან დიდი კოპი მაქვს. სიბნელეს თვალს
ვაჩვევ, კიბის ბუნდოვან მოხაზულობას და ნიშანს „გასასვლელი“
ვხედავ, ჩემს თავს ზემოთ კი ერთადერთი ფლუორესცენციული ნა-
თურა ცივ თეთრ შუქს ასხივებს. გარშემო ფოლადის გადაჯვარედი-
ნებული წკნელები მარტყამს. უკვე რამდენიმე საათია, ნიუბერიში
გალიაში ვარ გამომწყვდეული.
– დამშვიდდი, – ხმამაღლა ვეუბნები საკუთარ თავს, – ყველაფე-
რი კარგადაა. ყველაფერი კარგადაა. ყველაფერი კარგადაა, –
ვჩერდები, როცა ვხვდები, რომ ნათქვამისა არ მჯერა. წამოდგომას

472
ვახერხებ. ვცახცახებ. არ ვიცი, რამდენ ხანს მომიწევს მოცდა. ნეტავ
რას იტყვიან ჩემი თანამშრომლები, როცა აქ დამინახავენ? სადაცაა
გამჟღავნდება, რომ მე ბუნების ახირება ვარ. ნამდვილად ვარ. მე ეს
არასდროს მნდომებია, სხვა რომ არაფერი ვთქვა.
გასათბობად წინ და უკან სიარულს ვცდილობ, მაგრამ თავი მის-
კდება. ვჩერდები, იატაკის შუაგულში ვჯდები და ვიკუნტები. საათები
გადის. მთელ ამ ინციდენტს გონებაში ვახვევ, ტექსტს ვიმეორებ,
ვფიქრობ, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ეს უფრო უკეთესად
ან უარესად. ბოლოს ესეც მღლის და გონებაში ჩანაწერებს ვუსმენ.
ეს „Jam“ის „That’s Entertainment“ია, ეს ელვის კოსტელოს „Pills and
Soap“-ი, ეს ლუ რიდის „Perfect Day“. როცა შუქი ციმციმებს, „Gang
of Four“-ის „ILove a Man in a Uniform“-ის გახსენებას ვცდილობ.
ეს კევინ ნაცისტია, ჩვენი დაცვის თანამშრომელი, ბიბლიოთეკას
აღებს. რა თქმა უნდა, მთელ პლანეტაზე შიშველი და გალიაში გა-
მომწყვდეული ყველაზე ნაკლებად მან მინდა მნახოს. შემოსვლის-
თანავე მამჩნევს. მოკუნტული ვწევარ და თავს ვიმკვდარუნებ.
– მანდ ვინ არის? – საჭიროზე ხმამაღლა კითხულობს ის. თვალ-
წინ ნესტიან კიბეზე სახეგაფითრებული კევინი მიდგას. მისი ხმა კედ-
ლებს ეჯახება და ექოსავით ისმის. კიბეზე ჩამოდის და ჩემგან ათიო-
დე ფუტზე დგება.
– მანდ როგორ მოხვდი? – კითხულობს და გალიას გარს უვლის.
თავს ვიკატუნებ, ვითომ გონზე არა ვარ. ვერ ავხსნი, ამიტომ ჯობს,
არ შემაწუხონ, – ღმერთო! ეს ხომ დეტამბლია, – ამბობს და
ვგრძნობ, რომ პირდაღებული მიცქერს. ბოლოს თავისი რადიო ახ-
სენდება, – ათიოთხი, როი, კევინი ვარ, 46-ზე ჩამოდი! ჰო, სულ ქვე-
მოთ, – ღრიალებს ის, – ქვემოთ ჩამოდი! – ღმერთო, დეტამბლ, არ
ვიცი, რისი დამტკიცება გინდოდათ, მაგრამ ეს გააკეთეთ, – მესმის,
როგორ სცემს ბოლთას. ფეხსაცმელი უჭრაჭუნებს და ხმადაბლა
ქშინავს. წარმოვიდგენ, რომ კიბეზე ზის. რამდენიმე წუთში ზემოთ
კარი იღება და კიბეზე როი მოდის. დაცვის ბიჭებს შორის როი ყვე-
ლაზე მეტად მიყვარს. უზარმაზარი აფროამერიკელია, სახეზე ყოვე-

473
ლთვის ლამაზი ღიმილი აქვს. ცენტრალური შემოსასვლელის მეფეა
და ყოველთვის მიხარია, როცა სამსახურში მოსულს მისი ხალისია-
ნი მისალმება მათბობს.
– აბა, მაჩვენე. რა ხდება? – ამბობს როი.
– დეტამბლია. ვერ გავიგე, აქ როგორ მოხვდა.
– დეტამბლი? ეგ ბიჭი სანდო არ არის. გითხარი, ერთხელ მესამე
სართულზე დედიშობილა რომ დარბოდა?
– ჰო, მითხარი.
– აქედან რამენაირად უნდა გამოვიყვანოთ.
– არ ინძრევა.
– სუნთქავს. როგორ გგონია, რამეს ხომ არ იტკენდა? სასწრაფო
ხომ არ გამოვიძახოთ?
– სახანძრო დაგვჭირდება, სამაშველო მოწყობილობით გამოიყ-
ვანენ, – კევინის ხმაში მღელვარება ისმის. არც სახანძრო მინდა და
არც სასწრაფო, ვოხრავ და ვჯდები.
– დილა მშვიდობისა, მისტერ დეტამბლ, – წამღერებით ამბობს
როი, – ცოტა ნაადრევად მოსულხართ, არა?
– ჰო, ცოტა, – ვეთანხმები და მუხლებს ნიკაპთან ვიწყობ. იმდე-
ნად მცივა, კბილების კრაჭუნისგან ყბები მეღლება. კევინს და როის
ვათვალიერებ, ისინიც შემომცქერიან, – თქვენ მოქრთამვას, ალ-
ბათ, ვერ შევძლებ, ჯენტლმენებო?
ერთმანეთს უცქერიან.
– გააჩნია, – ამბობს კევინი, – რა გაქვთ გუნებაში. ვერ დავმა-
ლავთ, რადგან ასეთ სიტუაციაში მარტო ვერაფერს შევძლებთ.
– არა, არა, მაგას არ გთხოვთ, – სახეზე შვება ეტყობათ, – ასას
დოლარს მოგცემთ, თუ რაღაცას გამიკეთებთ. პირველი: ერთერთი
წადით და ყავა მომიტანეთ.
როის სახეზე თავისი ცენტრალური შესასვლელის მეფის ღიმილი
აღებეჭდება.
– მისტერ დეტამბლ, მაგას უსასყიდლოდ გაგიკეთებთ, მაგრამ
როგორ დალევთ?
– საწრუპი მომიტანე. დერეფანში რომ აპარატები დგას, იქიდან

474
არ ჩამოასხა. გარეთ გადი და ნამდვილი ყავა მიშოვე. ნაღებით,
უშაქრო.
– ახლავე, – ამბობს როი.
– მეორე რა არის? – მეკითხება კევინი.
– ზემოთ საგანგებო საცავში ადი და ჩემი ტანისამოსი წამომიღე.
მაგიდის ქვედა, მარჯვენა უჯრაში დევს. ბონუსს მიიღებ, თუ ვერავინ
შეგნიშნავს.
– ეგ ადვილია, – ამბობს კევინი და უეცრად მიკვირს, რატომ ვერ
ვიტანდი ამ კაცს.
– კიბის ეს უჯრედი ჩაკეტე, – ეუბნება როი კევინს, რომელიც
თავს უკრავს და მისი ბრძანების შესასრულებლად მიდის. როი გა-
ლიის ერთი მხარეს დგას და თანაგრძნობით შემომცქერის.
– მანდ როგორ მოხვდით? – მეკითხება ის მე.
მხრებს ვიჩეჩ.
– მაგაზე პასუხი არა მაქვს.
იღიმება და თავს აქნევს.
– კარგი, თქვენ მაგაზე იფიქრეთ, მე წავალ, ყავას მოგიტანთ.
ოციოდე წუთი გადის. კარის გაღების ხმა მესმის, კიბეზე კევინი
ჩამოდის, უკან მეტი და რობერტო მოსდევენ. კევინი ჩემს მზერას
იჭერს და მხრებს ისე იჩეჩს, თითქოს ამბობს: მე ჩემი ვცადე. პე-
რანგს გალიის ვიწრო ღიობში აძვრენს, ვიცვამ, ამასობაში რობერ-
ტო გულხელდაკრეფილი მიმზერს. შარვალი ფართხუნაა და ღიობში
არ ეტევა. მეტი კიბეზე ჯდება და ეჭვით მიყურებს. კვლავ კარის გა-
ღების ხმა მესმის. როი მოვიდა, ყავა და მაჭკატი მომიტანა. ყავაში
საწრუპს დებს და მაჭკატის გვერდით გალიასთან დგამს. თვალს
ვწყვეტ და რობერტოს ვუცქერ, რომელიც როის და კევინს უბრუნდე-
ბა და ამბობს:
– შეიძლება მცირე ხნით მარტონი დავრჩეთ?
– რა თქმა უნდა, დოქტორო კალე, – პასუხობენ მცველები, კიბე-
ზე ადიან და პირველი სართულის კარში უჩინარდებიან. ახლა მარ-
ტო ვარ, გამომწყვდეული, რობერტოს წინ, რომელსაც ყოველთვის
პატივს ვცემდი, მაგრამ ვატყუებდი; მოკუნტული ვზივარ. ახლა სიმა-

475
რთლის თქმაღა დამრჩა, რომელიც აქამდე ნათქვამ ყველა ტყუილ-
ზე აღმაშფოთებელია.
– კარგი, ჰენრი, – ამბობს რობერტო, – უნდა დავილაპარაკოთ.
ჰენრი: ივნისის საუცხოო დილაა. სამსახურში ალბასა (ჩაცმა არ
უნდოდა) და მატარებლის გამო (მოსვლა არ უნდოდა) ცოტა ვიგვი-
ანებ, ჩემი სტანდარტებით არცთუ ბევრია. ცენტრალურ შესას-
ვლელში როის ნაცვლად მარშა მხვდება.
– გამარჯობა, მარშა. როი სად არის? – ვკითხულობ მე.
– საქმეზეა, – მპასუხობს ის.
– აჰა, – ვამბობ მე და მეოთხე სართულზე ლიფტით ავდივარ. სა-
განგებო საცავში შესულს იზაბელი მეუბნება:
– დაიგვიანე.
– ბევრით არა, – ვპასუხობ მე.
კაბინეტში შევდივარ, მეტი ჩემს ფანჯარასთან დგას და პარკს გა-
დასცქერის.
– გამარჯობა, მეტ, – ვამბობ მე. მოულოდნელობისგან შეხტა.
– ჰენრი! – ამბობს და მიტკლისფერი ედება, – გალიიდან რო-
გორ გამოძვერი?
ზურგჩანთას მაგიდაზე ვდებ და ვეკითხები:
– გალიიდან?
– შენ... – ამწუთას ქვემოდან ამოვედი... – გალიაში გამომწყვდ-
ეული დაგტოვე, რობერტო ახლაც იქ არის. მითხარი, ზემოთ ადი და
დაიცადეო, მაგრამ არ გითქვამს, რისთვის...
– ღმერთო... – ჩემს მაგიდაზე ვჯდები.
– ოჰ, ღმერთო, – მეტი ჩემს სკამზე ჯდება და შემომცქერის.
– მისმინე... აგიხსნი, – ვიწყებ მე.
– ამიხსნი?
– რა თქმა უნდა, აი, ხვდები... რომ... ჯანდაბა.
– ჰენრი ძალიან უცნაურია, არა?
– ჰო, არის, – ერთმანეთს დაჟინებით ვუმზერთ, – მისმინე, მეტ...
წამოდი, ქვემოთ ჩავიდეთ და ვნახოთ, რა ხდება. შენ და რობერტოს
ერთად აგიხსნით, კარგი?

476
– კარგი.
ვდგებით და ქვემოთ ჩავდივართ.
როცა აღმოსავლეთის დერეფანს მივუყვებით, კიბის შესასვლე-
ლთან უქმად მდგომ როის ვხედავთ. ჩემს დანახვაზე კრთება და ის
არის, რაღაც უნდა მკითხოს, როცა კათრინი ამბობს:
– გამარჯობა, ბიჭებო! რა ხდება? – წინ გვისწრებს და კიბის კა-
რის გაღებას ცდილობს, – როი, ეს კარი რატომ არ იღება?
– ისა... იცით, მის მიდ, – როი მე მიყურებს, – იცით, პრობლემა
გვაქვს...
– არა უშავს, როი, – ვამბობ მე, – მოდი, კათრინ. როი, ხომ არ
გეწყინება, აქ რომ დარჩე? – თავს გვიქნევს და კიბის უჯრედზე გვიშ-
ვებს.
როცა შევდივართ, რობერტოს ხმა მესმის:
– მისმინე, არ მომწონს, ახლა მანდ რომ ზიხარ და სამეცნიერო
ფანტასტიკას მიყვები. სამეცნიერო ფანტასტიკა რომ მინდოდეს,
ამელიას წიგნს ვეთხოვებოდი.
კიბის ძირას ზის. როცა ზურგიდან ვუახლოვდებით, ტრიალდება
და გვხედავს.
– გამარჯობა, რობერტო, – ხმადაბლა ვამბობ მე.
კათრინი კი ამბობს:
– ღმერთო ჩემო! ოჰ, ღმერთო ჩემო.
რობერტო დგება, წონასწორობას კარგავს, მეტი ხელს აშვე-
ლებს. გალიას ვუყურებ, იქ ვარ. ძირს ვზივარ, თეთრი პერანგი და
ხაკის შარვალი მაცვია, მკლავები მკერდზე მიკრულ მუხლებზე
მაქვს შემოხვეული, აშკარად მშიერი და გაყინული ვარ. გალიის გა-
რეთ ყავის ჭიქა დგას. რობერტო, მეტი და კათრინი უხმოდ შე-
მოგვყურებენ.
– როდიდან ხარ? – ვეკითხები მე.
– 2006 წლის აგვისტოდან, – ყავას ვიღებ, ნიკაპის სიმაღლეზე
ვუმარჯვებ და საწრუპს გალიის ღიობში ვყოფ. სულმოუთქმელად
ცლის ბოლომდე.
– მაჭკატი გინდა?

477
უნდა. სამ ნაწილად ვუყოფ და ღიობში ვტენი. ზოოპარკში მგონია
თავი.
– რაღაც გიტკენია.
– თავი მივარტყი, – მპასუხობს ის.
– კიდევ რამდენ ხანს იქნები?
– დაახლოებით ნახევარი საათი, – რობერტოსკენ ხელს იშვერს,
– ხედავ?
– რა ხდება? – კითხულობს კათრინი.
ჩემს თავს ვეკითხები:
– აუხსნი?
– დაღლილი ვარ. შენ აუხსენი.
ვუხსნი: ვუხსნი, რომ დროში მოგზაური ვარ და ამის პრაქტიკულ
და გენეტიკურ ასპექტებზე ვუამბობ; ვუხსნი, რომ ეს ერთგვარი და-
ავადებაა, რომელსაც ვერ ვაკონტროლებ; კენდრიკზე ვუყვები და
იმაზე, როგორ ვხვდებოდით ერთმანეთს მე და კლერი; მიზეზობრივ
მარყუჟებს, კვანტურ მექანიკას, ფოტონებს და სინათლის სიჩქარე-
საც ვეხები; ვუხსნი, როგორია დროის იმ შეზღუდვების გარეშე
ცხოვრება, რომლებშიც ადამიანების დიდი უმრავლესობა ცხოვ-
რობს; ვუხსნი, რას ნიშნავს ტყუილების თქმა, ქურდობა და შიში;
ვუხსნი, როგორ ვცდილობ ნორმალური ცხოვრება მქონდეს.
– ნორმალური ცხოვრების ერთი ნაწილი კი ნორმალური სამსა-
ხურის ქონაა, – ვასრულებ მე.
– მე ამ სამსახურს ნორმალურს ვერ დავარქმევდი, – ამბობს
კათრინი.
– მე ამ ცხოვრებას ვერ დავარქმევდი ნორმალურს, – ამბობს გა-
ლიაში ჩემი ორეული.
კიბეზე ჩამომჯდარ კედელზე თავმიყრდნობილ რობერტოს ვუც-
ქერ. დაქანცული და ნაღვლიანია.
– აბა? – ვკითხულობ მე, – სამსახურიდან მიშვებ?
ოხრავს.
– არა, არა, ჰენრი, არ გიშვებ, – დგება და პალტოს საყელოს
იფერთხავს, – ვერ გამიგია, რატომ არაფერი მითხარი დიდი ხნის

478
წინ.
– არ დამიჯერებდი, – ამბობს ჩემი ორეული, – არც ახლა დამი-
ჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ნახე.
– კარგი, დავუშვათ, – ამბობს რობერტო, როცა უეცრად ჩემი
წასვლამოსვლის თანმხლები ჰაერის გაწოვის ხმა ისმის. ვტრიალ-
დები და გალიის ფსკერზე ტანისამოსის გროვას ვხედავ. დღეს საღა-
მოს მოვალ და ტანსაცმლის საკიდით გამოვაძრობ. მეტს, რობერ-
ტოსა და კათრინს ზურგს ვაქცევ. გაოგნებულები ჩანან.
– ღმერთო, – ამბობს კათრინი, – ეს კლარკ კენტთან მუშაობას
ჰგავს.
– ჯიმი ოლსენი მგონია თავი, – ამბობს მეტი.
– ასეთ შემთხვევაში ლოის ლეინი ხარ, – აჯავრებს რობერტო
კათრინს.
– არა, არა, ლოის ლეინი კლერია, – პასუხობს იგი.
მეტი კი ამბობს:
– ლოის ლეინმა არ იცოდა, რომ კლარკ კენტი სუპერმენი იყო,
კლერმა კი...
– რომ არა კლერი, დიდი ხნის წინ ავიღებდი ყველაფერზე ხელს,
– ვამბობ მე, – არ მესმის, რატომ უმალავდა კლარკ კენტი ყველა-
ფერს ლოის ლეინს.
– ამბავი ასე უფრო საინტერესო გამოდის.
– მართლა? ვერაფერს ვიტყვი, – ვპასუხობ მე.

პარასკევი, 7 ივლისი, 2006 წელი


(ჰენრი 43 წლისაა)

ჰენრი: კენდრიკის კაბინეტში ვზივარ და მისეულ ახსნას ვუსმენ,


რატომ არ გამოიღებს ეს ნაყოფს. გარეთ საშინლად ცხელა, ყველა-
ფერი დუღს. აქ კი კონდიციონერი იმდენად აგრილებს ჰაერს, რომ
სკამზე მოკუნტულს ტანზე მბურძგლავს. ერთმანეთის პირისპირ,

479
იმავე სკამებზე ვსხედვართ. მაგიდაზე სიგარეტის ფილტრებით სავ-
სე საფერფლე დგას. კენდრიკი სიგარეტს სიგარეტზე ეწევა. შუქი
ჩამქრალია, ცივი ჰაერი კი სიგარეტის კვამლით არის სავსე. სასმე-
ლი მინდა. კივილი მინდა. მინდა კენდრიკი გაჩუმდეს და კითხვა და-
ვუსვა. ადგომა და აქედან წასვლა მინდა, მაგრამ ვზივარ და ვუსმენ.
როდესაც ჩუმდება, შენობაში სხვა ხმებიც ისმის.
– ჰენრი, გაიგე, რა გითხარი?
სკამზე ვსწორდები და იმ მოწაფის სახით შევცქერი, რომელიც
გაკვეთილზე ღრუბლებში ფრენაში გამოიჭირეს.
– ჰმ, არა.
– გკითხე, გაიგე თუ არა, რატომ არ გამოვა ესმეთქი.
– ისა... ჰო, – გონების მოკრებას ვცდილობ, – არ გამოვა, რად-
გან ჩემს იმუნურ სისტემას დედა აქვს ნატირები... და კიდევ იმიტომ,
რომ ბებერი ვარ... და კიდევ იმიტომ, რომ ზედმეტად ბევრი გენია
ჩათრეული.
– სწორია, – ამბობს კენდრიკი და სიგარეტს ნამწვების გროვაზე
სრესს. კვამლის საცეცები სხლტება და კვდება, – ვწუხვარ, – საზურ-
გეს ეყრდნობა და ვარდისფერ ფაფუკს ხელებს კალთაში იწყობს. ის
დრო მახსენდება, როცა აქ, თავის ოფისში პირველად რვა წლის წინ
ვნახე. ორივე უფრო ახალგაზრდები და ყოყლოჩინები ვიყავით, მო-
ლეკულური გენეტიკის ზღვა შესაძლებლობებისაც მეტად გვწამდა
და იმისაც, რომ მეცნიერება ბუნების შეცდომებს გამოასწორებდა.
მაგონდება, როგორ მეჭირა ხელში კენდრიკის დროში მოგზაური
თაგვი; როგორი იმედით დავცქეროდი ჩემს პაწაწინა, თეთრ, ნდო-
ბით აღჭურვილ პირს. კლერის სახის გამომეტყველება მაგონდება,
როცა ვუთხარი, რომ ამისგან არაფერი გამოვიდოდა. თუმცა მას
არც სჯეროდა, რომ რამე გამოვიდოდა.
ხელს ვიწმენდ.
– ალბაზე რას იტყვი?
ფეხს ფეხზე იდებს და ცქმუტავს.
– ალბაზე რას ვიტყვი?
– მის შემთხვევაში გამოვა?

480
– ვერ გავიგებთ, თუ კლერი აზრს არ შეიცვლის და მის დნმზე მუ-
შაობის ნებას არ მომცემს. ორივემ ჩინებულად ვიცით, რომ კლერს
გენური თერაპიისა საშინლად ეშინია. ყოველთვის, როცა ამაზე ჩა-
მოვუგდებ სიტყვას, ისეთი სახით მიყურებს, თითქოს ჯოზეფ მენგე-
ლი ვიყო.
– ალბას დეენემი რომ გქონდეს, თაგვებზე გამოცდი, შეინახავ
და როცა თვრამეტი წლის გახდება, სურვილის შემთხვევაში ცდის.
– ჰო, ასეა.
– შეიძლება ჩემი საქმე წასულია, მაგრამ ოდესმე ალბა მაინც
ისარგებლებს ამით.
– ჰო.
– გასაგებია, – ვდგები, ხელებს ვიფშვნეტ და სხეულიდან გაცი-
ვებული ოფლით მიკრულ პერანგს ვიცლი, – ასე ვიზამთ.

პარასკევი, 14 ივლისი, 2006 წელი


(კლერი 35 წლისაა, ჰენრი 43-ის)

კლერი: სახელოსნოში ვარ და გამპის ბოჭკოს ვამზადებ. ისეთი


თხელი და გამჭვირვალეა, რომ გახედავ, ყველაფერი ჩანს. სუკეტას
ავზში ვაგდებ და ვიღებ. მოზელილ თიხას მანამ ვაბრტყელებ, სანამ
ყველგან თანაბრად არ განაწილდება. ავზის კუთხეში დასაწრეტად
ვდებ, უეცრად ალბას სიცილი მესმის, ბაღში მორბის და ყვირის:
– დედა, ნახე მამამ რა მომიტანა! – კარში შემორბის და პირდა-
პირ ჩემკენ მოქრის, ჰენრი მშვიდად მოსდევს უკან. ფეხებზე ვუყუ-
რებ, რომ ვნახო, რატომ ჭყლოპინებს: წითელი ბრჭყვიალა ფეხსაც-
მელები.
– ზუსტად ისეთია, როგორიც დოროთის აქვს! – ამბობს ალბა და
იატაკზე ბაკუნით ცეკვავს. ქუსლს ქუსლზე სამჯერ არტყამს, მაგრამ
არ ქრება. რა თქმა უნდა, უკვე შინ არის. ვიცინი. ჰენრი თავისი თა-
ვით კმაყოფილი ჩანს.
– ფოსტაში იყავი? – ვეკითხები მე.

481
სახე ეცვლება.
– ოჰ, ჯანდაბა, დამავიწყდა. ხვალ წავალ. ბოდიში. პირველ რიგ-
ში იქ წავალ, – ალბა ტრიალებს, ჰენრი ხელს იშვერს და აჩერებს, –
არ შეიძლება, ალბა, ასე ნუ შვრები, თორემ თავბრუ დაგეხვევა.
– მომწონს, როცა თავბრუ მესხმის.
– ეგ კარგი არ არის.
მაისური და მოკლე შარვალი აცვია. იდაყვზე ლეიკოპლასტირი
აკრავს.
– მკლავზე რა მოგივიდა? – ვეკითხები მე. პასუხის გაცემის ნაც-
ვლად ჰენრის უცქერს, მე კი მას.
– არაფერი, – მპასუხობს ის, – კანს წუწნიდა და შემთხვევით ჩა-
ილურჯა.
– შემთხვევით ჩაილურჯა რას ნიშნავს? – კითხულობს ალბა. ჰენ-
რი ახსნას იწყებს, მაგრამ ვაწყვეტინებ და ვკითხულობ:
– შემთხვევით ჩალურჯებას ლეიკოპლასტირი რად უნდა?
– არ ვიცი. მთხოვა, დამაკარიო, – ამბობს ჰენრი.
გული რაღაცას მიგრძნობს. თუ გინდათ, ამას დედის მეექვსე
გრძნობა დაარქვით. ალბასთან მივდივარ.
– აბა, მოდი ვნახოთ.
ხელს ხვევს, თავისკენ იზიდავს, მეორე ხელით კი მკლავს უსინ-
ჯავს.
– პლასტირი არ მოხსნა. ატკენ.
– ფრთხილად ვიქნები, – მის მკლავს მტკიცედ ვჭიდებ ხელს. ალ-
ბა წუწუნებს, მაგრამ არ ვდრკები. მკლავს ნელა ვაშლევინებ და
პლასტირს ვაძრობ. სილურჯის ცენტრში ნემსის პატარა ნაჩხვლეტს
ვხედავ.
– მტკივა, – ამბობს ალბა, – ხელს ვუშვებ. პლასტირს ისევ იკ-
რავს. შემომცქერის და მელის.
– ალბა, ეგებ წასულიყავი და კიმისთვის გეკითხა, სადილად ხომ
არ მოვა? – იღიმება და სახელოსნოდან გარბის. წუთში სახლის უკა-
ნა კარი ჯახუნით იხურება. ჰენრი ჩემს სახატავ მაგიდასთან ზის და
სკამზე წინ და უკან შეუმჩნევლად ქანაობს. თვალს არ მაცილებს. ელ

482
ის, რომ რაღაცას ვეტყვი.
– არ მჯერა, – ბოლოს ვამბობ მე, – ეგ როგორ ქენი?
– საჭირო იყო, – მპასუხობს მშვიდი ხმით, – ის... უამისოდ ვერ
დავტოვებდი, მინდა მან ყველაფერი სხვაგვარად დაიწყოს. კენდრი-
კი ამაზე იმუშავებს, მხოლოდ მისთვის იმუშავებს, ვინ იცის, ეგებ,
ყოველი შემთხვევისთვის, – კალოშებისა და რეზინის ხელთათმანე-
ბის ჭრაჭუნით ვუახლოვდები და მაგიდას ვეყრდნობი. ჰენრი თავს
გვერდზე ხრის, სახეზე სინათლე ადგას და მის შუბლზე, უპეებსა და
პირის კუთხეებში გაჩენილ ღარებს ვხედავ. ძალიან გამხდარა. ამ
სახეზე მისი თვალები ვეებერთელა ჩანს.
– კლერ, მე არ მითქვამს, ეს რისთვისაა... როცა დრო მოვა, შე-
გიძლია შენ უთხრა.
თავს ვაქნევ.
– არა, დაურეკე კენდრიკს და უთხარი, შეწყვიტოს.
– არა.
– მაშ, მე დავრეკავ.
– კლერ, ნუ...
– შენს სხეულს რაც გინდა, ის უქენი, მაგრამ...
– კლერ! – ჰენრი ჩემს სახელს კბილებს შორის ცრის.
– რა?
– დამთავრდა, გაიგე? მე მოვრჩი. კენდრიკი ამბობს, რომ მეტს
ვერაფერს იზამს.
– მაგრამ... – ვჩერდები და ვცდილობ მივხვდე, რა თქვა, – მაგ-
რამ მერე... რა ხდება?
თავს აქნევს.
– არ ვიცი... ალბათ, ის მოხდება, რაც გვეგონა, რომ მოხდებოდა,
მაგრამ თუ ეს უნდა მოხდეს... ალბას ისე ვერ დავტოვებ, რომ მისი
დახმარება არ ვცადო... ოჰ, კლერ, გამაკეთებინე ეს მისთვის! აშეიძ-
ლება არ გაამართლოს, შეიძლება არ გამოიყენოს, ეგებ დროში
მოგზაურობა მოეწონოს, ეგებ არ დაიკარგოს, არ მოშივდეს, იქნებ
არ დააპატიმრონ, არ დაედევნონ, არ გააუპატიურონ, არ სცემონ,
მაგრამ რომ არ მოეწონოს? მერე რა ვქნათ? რა ვქნათ, თუ ერთ ჩვე-

483
ულებრივ გოგონად ყოფნა მოუნდება? ოოჰ, კლერ... ნუ ტირი...
მაგრამ ვტირი, ყვითელი რეზინის წინსაფარაფარებული ვდგა-
ვარ და ვტირი, ბოლოს ჰენრი დგება და მეხვევა.
– ამისგან ჩვენ თავისუფლები არასდროს ვყოფილვართ, კლერ,
– ამბობს ის, – მე მისთვის დამცავი ბადის გაკეთებას ვცდილობ, –
მაისურის ქვეშ ჰენრის ნეკნებს ვგრძნობ, – ამის დატოვების ნებას
მაინც მომცემ მისთვის? – თავს ვუქნევ, შუბლზე მკოცნის, – გმად-
ლობ, – ამბობს და მე თავიდან ვტირი.

შაბათი, 27 ოქტომბერი, 1984 წელი


(ჰენრი 43 წლისაა, კლერი 13-ის)

ჰენრი: ახლა დასასრული უკვე ვიცი. ეს ასე მოხდება: შემოდგო-


მის ადრეულ დილას მიდოუში ვიჯდები. ღრუბლიანი და გრილი
ამინდი იდგება, შავი შალის ქურთუკი, ჩექმა და ხელთათმანები მეც-
მება. ის თარიღი იქნება, რომელიც სიაში არ არის. კლერს თავის
თბილ ორკაციან საწოლში ეძინება. ცამეტისა იქნება.
ცივ და მშრალ ჰაერს გასროლის ხმა გაჰკვეთს. ირემზე ნადირო-
ბის სეზონი იქნება. სადღაც შორს მკვეთრ ნარინჯისფერ სამოსში
ჩაცმული კაცები ისხდებიან, დაიცდიან, ისვრიან. მოგვიანებით
ლუდს დალევენ და ცოლების გამოტანებულ სანდვიჩებს შეჭამენ.
ქარი ამოვარდება, ხეხილის ბაღებში დაბერავს და ვაშლის ხეებს
უსარგებლო ფოთლებს შემოაცლის. მიდოულარკჰაუსის უკანა კარი
გაიჭრაჭუნებს, გაიღება და იქიდან ორი ნარინჯისფერკოსტიუმიანი
და მხარზე შაშხანამოკიდებული პაწაწინა ფიგურა გამოვა. ჩემკენ
წამოვლენ – ფილიპი და მარკი. ვერ შემნიშნავენ, რადგან მაღალ
ბალახში ვიქნები მოკუნტული, მუქი, უძრავი წერტილი ნაღებისფერ-
სა და მრუმე მწვანე მინდორში. ჩემგან ოციოდე მილზე მარკი და ფი-
ლიპი ბილიკიდან გადაუხვევენ და ტყისკენ აიღებენ გეზს.
შედგებიან და მიაყურადებენ. ჩემზე ადრე ისინი გაიგონებენ: ბა-
ლახში რაღაც ჩხრიალებს, ბორგავს, მოძრაობს, დიდია და ტლანქი,

484
რაღაც თეთრად კრთის, ალბათ, კუდი თუ არის? მერე ჩემკენ გამო-
ქანდება, მდელოსკენ, მარკი თოფს მოიმარჯვებს, დაუმიზნებს, ჩახ-
მახს გამოსწევს და: გასროლა, მერე კივილი, ადამიანის კივილი. მე-
რე დუმილი.
მერე:
– კლერ! კლერ! – მერე არაფერი.
წუთით უხმოდ ვიჯდები, არც ვიფიქრებ, არც ვისუნთქავ. ფილიპი
გაიქცევა, მეც გავიქცევი და მარკიც და იმ ადგილას შევეყრებით ერ-
თმანეთს.
მაგრამ იქ არაფერი იქნება. მხოლოდ სისხლი მიწაზე, პრიალა
და სქელი სისხლი. წელში მოხრილი მკვდარი ბალახი. ერთმანეთს
მივაშტერდებით, მაგრამ ვერაფერს მივხვდებით.
კლერი საწოლში გაიგებს კივილს. გაიგონებს, როგორ იძახის
ვიღაც მის სახელს, წამოჯდება, გული საგულეში აუფართხალდება
და ნეკნებს შეასკდება. კიბეს ჩამოირბენს და საღამურით მდელოს-
კენ გამოქანდება. როცა ჩვენ სამს დაგვინახავს, გაჩერდება, დაიბ-
ნევა. მისი მამისა და ძმის ზურგს უკან მდგომი პირთან მივიტან
თითს. როცა ფილიპი მისკენ წავა, მე მოვბრუნდები, ხეხილის ბაღში
მდგომ ფარდულში შევალ და იქიდან შევხედავ მამის მკლავებში
აცახცახებულ კლერს, მარკი გვერდით იდგება, მოთმინებაგამო-
ლეული და დაბნეული, ნიკაპზე თხუთმეტი წლის ბიჭის ღინღლმოდე-
ბული, ისე შემომხედავს, თითქოს ჩემს დამახსოვრებას ცდილობს.
კლერი მე შემომხედავს, ხელს დავუქნევ, მამასთან ერთად ში-
ნისკენ წავა, ისიც ხელს დამიქნევს, მაღალი და თხელი, საღამური
ისე უფრიალებს, როგორც ანგელოზს ფრთები, მერე დაპატარავდე-
ბა, სადღაც შორს წავა, სახლში გაუჩინარდება, მე კი მიწაზე პატარა
სისხლის ლაქასთან ვიდგები და მეცოდინება, რომ სადღაც იქ მე
ვკვდები.

მკითხველთა ლიგა

485
მონროსტრიტის ავტოფარეხის ინციდენტი

ორშაბათი, 7 იანვარი, 2006 წელი


(ჰენრი 43 წლისაა)

ჰენრი: ცივა. ძალიან, ძალიან ცივა და მე თოვლში მიწაზე ვწევარ.


სად ვარ? წამოჯდომას ვცდილობ. ფეხები დამზრალი მაქვს. ვერ
ვგრძნობ. ღია სივრცეში ვარ, აქ შენობები და ხეები არ არის. რამდე-
ნი ხანია, რაც აქა ვარ? ღამეა. მანქანების ხმა მესმის. ოთხზე ვდგები.
თავს ვწევ. გრანტპარკში ვყოფილვარ. ხელოვნების ინსტიტუტი ჩაბ-
ნელებული და დაკეტილია, ასობით ფუტი თოვლია. მიჩიგანავენიუ-
ზე ლამაზი შენობები მდუმარედ დგას. ლეიკშორდრაივზე მანქანე-
ბის ნაკადი მიდის, მათი ფარების შუქი სიბნელეს აპობს; თენდება.
აქედან უნდა გავაღწიო. უნდა გავთბე.
ვდგები. ფეხები თეთრი და გაშეშებული მაქვს. ვერ ვგრძნობ და
ვერ ვამოძრავებ, ნელნელა მივდივარ, ვბორძიკობ და თოვლში ვეფ-
ლობი, ვეცემი, ვდგები და კვლავ მივდივარ, ამას ბოლო არ უჩანს,
მივხოხავ. ქუჩას ფორთხვით ვკვეთ. ბეტონის კიბეზე მივლასლასებ
და მოაჯირს ვებღაუჭები. გადატყავებულ ხელებსა და ფეხებზე მარი-
ლი დამდის. ფასიან აპარატს ვაღწევ.
შვიდი ზარი გადის. რვა, ცხრა.
– ალო, – ამბობს ჩემი თავი.
– მიშველე, – ვამბობ მე, – მონროსტრიტზე პარკინგფარეხში
ვარ. აქ, ქვემოთ, წარმოუდგენლად ცივა. დაცვის ჯიხურის მახლობ-
ლად ვარ. მოდი და წამიყვანე.
– კარგი. მანდ იყავი. გამოვდივართ.
ყურმილის თავის ადგილას დადებას ვცდილობ, მაგრამ ვაცი-
ლებ. კბილს კბილზე ვაცემინებ. ჯიხურთან მივხოხავ და კარზე ვაკა-
კუნებ. შიგნით არავინაა. ვიდეომონიტორსა და გამათბობელს ვხე-
დავ, ქურთუკი, მაგიდა და სკამიც არის. საკეტს ვსინჯავ. ჩაკეტილია.
არაფერი მაქვს, რითიც გავხსნი. ფანჯარაზე მავთულებია გაბმული.
ვცახცახებ. აქ არც მანქანები დგას.

486
– მიშველეთ! – ვყვირი მე, – არავინ ჩანს. კართან ბურთივით ვი-
გორგლები, მუხლები ნიკაპთან მიმაქვს, ხელებს ფეხებზე ვიხვევ.
არავინ მოდის და, ბოლოს და ბოლოს, მე მივდივარ.

ფრაგმენტები

ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, სექტემბერი


25, 26, და 27, 2006 წელი
(კლერი 35 წლისაა, ჰენრი 43-ის)

კლერი: ჰენრი მთელი დღე წასულია. მე და ალბა სადილად „მაკ-


დონალდსში“ წავედით. „გოუ ფიში“ და „გიჟი რვიანი“ ვითამაშეთ.
ალბამ ძაღლივით გაბურძგნილი გრძელთმიანი გოგო დახატა.
ხვალ სკოლაში ჩასაცმელი კაბა შევარჩიეთ. ახლა წევს. წინა ვერან-
დაზე ვზივარ და პრუსტის წაკითხვას ვცდილობ; ფრანგულად კითხვა
მაბრუებს და ის არის, უნდა წამთვლიმოს, როცა მისაღებში ბრახუნი
ისმის და იატაკზე აკანკალებული ჰენრი წევს, გაფითრებული და გა-
თოშილი – „მიშველე“, მეუბნება, კბილებს აკაწკაწებს და ტელეფო-
ნისკენ გავრბივარ.
მოგვიანებით:
სასწრაფო დახმარების ოთახი: ფლუორესცენციული შუქით გა-
ნათებული დერეფანი: ავადმყოფებით გატენილი მოხუცები, სიცხით
გათანგული ბავშვებიანი დედები, მოზარდები, რომლების მეგობ-
რებსაც კიდურებიდან ტყვიებს უღებენ; მერე თაყვანისმცემელ გო-
გონებთან იტრაბახებენ, ახლა კი მორჩილები და დაღლილები
არიან.
მოგვიანებით:
პატარა, თეთრ ოთახში: მედდები ჰენრის საწოლზე ჩასმოსვამენ
და საბანს ხდიან. თვალებს ახელს, მხედავს და ხუჭავს. ქერა პრაქ-
ტიკანტი გოგონა ათვალიერებს. ვიღაც ექთანი პულსსა და სიცხეს
უზომავს. ჰენრი კანკალებს, ისე ძლიერად, რომ ლოგინი ზანზარებს,

487
ექთანის მკლავი კი ისე ინძრევა, როგორც 1970-იანი წლების მოტე-
ლების საწოლები ირყეოდა ხოლმე. რეზიდენტი თვალის გუგებს, ყუ-
რებს, ცხვირს, ფეხის თითებს და გენიტალიებს უსინჯავს. საბნებსა
და ლითონისა და ალუმინის ფოლგის მსგავს რაღაცაში ფუთავენ.
ფეხებზე ყინულებიან ბალიშებს ადებენ. პატარა ოთახში ძალიან
თბილა. თვალებს წამით ახელს. რაღაცის თქმას ცდილობს. ჩემს სა-
ხელს ჰგავს. საბნის ქვეშ ხელს ვუყოფ და მის გაყინულ ხელებს მუჭ-
ში ვიქცევ. ექთანს შევცქერი.
– უნდა გავათბოთ, ტემპერატურა უნდა ავუწიოთ, დანარჩენს ვნა-
ხავთ, – ამბობს ის.
მოგვიანებით:
– სექტემბერში ჰიპოთერმია როგორ დაემართა? – მეკითხება
რეზიდენტი.
– არ ვიცი, – ვპასუხობ მე, – ეგ მაგას ჰკითხეთ.
მოგვიანებით:
დილაა. მე და ჩარისი საავადმყოფოს კაფეტერიაში ვართ. ის შო-
კოლადის პუდინგს ჭამს. ზემოთ, თავის პალატაში, ჰენრის სძინავს.
თავს კიმი ადგას. თეფშზე ორი ნაჭერი გახუხული პური მიდევს. კა-
რაქით გაჟღენთილი და ხელუხლებელი. ჩარისის გვერდით ვიღაც
ჯდება; კენდრიკია.
– კარგი ამბავი მაქვს, ტემპერატურა ოთხმოცდაჩვიდმეტ მთელ,
ექვს მეათედამდე აეწია. ტვინის დაზიანება არ ჩანს.
ვერაფერს ვამბობ. გმადლობ, ღმერთო, – მხოლოდ ამას ვფიქ-
რობ.
– ესეც ასე... მოგვიანებით, როცა „წმინდა ლუკაში“ საქმეებს მო-
ვითავებ, კიდევ შემოვივლი, – ამბობს კენდრიკი და დგება.
– გმადლობ, დეივიდ, – ვეუბნები, როცა თითქმის გადის, იღიმე-
ბა და მიდის.
მოგვიანებით:
ექიმი მიურეი ინდიელ ექთანთან ერთად შემოდის, რომელსაც
სამკერდე ნიშანზე სიუ აწერია. დიდი ტაშტი, თერმომეტრი და სათ-
ლი მოაქვს. რაც უნდა იყოს, მეტისმეტად პრიმიტიული საშუალებებ-

488
ია.
– დილა მშვიდობისა, მისტერ დეტამბლ, მისის დეტამბლ. ახლა
ტერფებს გაგითბობთ, – სიუ ტაშტს იატაკზე დგამს და საპირფარე-
შოში უხმოდ გადის. წყალს უშვებს. ექიმი მიურეი ვეებერთელაა და
ერთობ შთამბეჭდავი ვარცხნილობა აქვს, ასეთს მხოლოდ წარმო-
სადეგი შავკანიანი ქალი თუ გაართმევს თავს. ფეხზე ქვემოთ ნიან-
გის ტყავის უზადო ფეხსაცმელი აცვია. ჯიბიდან შპრიცსა და ერთ ამ-
პულას იღებს და შიგთავსი ამოაქვს.
– ეს რა არის? – ვეკითხები მე.
– მორფია. ტკივილი დაეწყება. ფეხები ძალიან შორსაა წასული,
– ნაზად ჰკიდებს მკლავზე ხელს, ჰენრი ისე უხმოდ უწვდის, თითქოს
პოკერში წაეგოს. სათუთად ეხება. ნემსი სრიალით შედის და ექიმი
შპრიცს აწვება; რამდენიმე წამში ჰენრი მადლიერების ნიშნად გმი-
ნავს. როცა სიუ ცხელი წყლით შემოდის, ექიმი მიურეი ჰენრის ფეხე-
ბიდან ყინულიან ბალიშებს აცლის და საწოლის ფეხთან დებს. მერე
საწოლს დაბლა სწევს და ჰენრი მჯდომარე მდგომარეობაში გადაჰ-
ყავთ. სიუ წყლის ტემპერატურას ზომავს. ტაშტში ასხამს და ჰენრის
ფეხებს აყოფინებს. ჰენრი ოხრავს.
– ამაში ნებისმიერი ცოცხალი ქსოვილი უნდა გაწითლდეს. თუ
კიბორჩხალასავით არ გაწითლდა, საქმე ცუდადაა.
ყვითელ პლასტმასის ტაშტში მოტივტივე ჰენრის ფეხებს დავცქე-
რი. თოვლივით, მარმარილოსავით, ტიტანივით, ქაღალდივით, პუ-
რივით, მიტკალივით თეთრი აქვს, თუ რამ თეთრია, ყველანაირი
თეთრი. სიუ გაგრილებულ წყალს ცვლის. თერმომეტრი ას ექვს
გრადუსზე ადის. რამდენიმე წუთში ოთხმოცდაათზე ჩამოდის და სიუ
კვლავ წყალს ცვლის. ჰენრის ფეხები უსიცოცხლო თევზებივით ტი-
ვტივებს. ლოყებზე ცრემლები ჩამოსდის და ნიკაპქვეშ ქრება. სახეს
ვუწმენდ. თავზე ხელს ვუსვამ. ვხედავ, რომ წვივები მკვეთრ წითელ
ფერს იღებს. თითქოს ფოტოსურათის გამჟღავნებას ველით და ქი-
მიური ნივთიერებებით სავსე ავზში ჩაყრილი ნაცრისფერი გამოსა-
ხულებების გაშავებას ვუცდით. ორივე კოჭთან წითელი ფერი კრთე-
ბა. მარცხენა ქუსლთან წითელი ლაქა იდღაბნება და რამდენიმე ფე-

489
ხის თითიც ნელ-ნელა უწითლდება. მარჯვენა ფეხს ჯიუტად ადევს
მიტკლისფერი. ტერფი ნელნელა ვარდისფრდება, მაგრამ შორს აღ-
არ მიდის. ერთი საათის შემდეგ სიუ და ექიმი მიურეი ჰენრის მზრუნ-
ველად უმშრალებენ ფეხებს და სიუ თითებს შორის ბამბის ტამპო-
ნებს უწყობს. ისევ აწვენენ და ფეხებს ჩარჩოში უდებენ, რათა არა-
ფერი შეეხოს.
მომდევნო ღამე:
გვიანი ღამეა, საავადმყოფო „მერსიში“ ჰენრის სასთუმალთან
ვზივარ და ვუყურებ როგორ სძინავს. გომესი საწოლის მეორე მხა-
რეს სკამზე ზის, მასაც ჩაეძინა, თავგადაგდებული და პირღიაა, ში-
გადაშიგ ჩაფრუტუნების მსგავს ბგერებს გამოსცემს და თავს აქნევს.
ჰენრი უძრავად წევს და ჩუმად არის. წვეთოვანის სისტემა სიგ-
ნალს იძლევა. საწოლის ფეხთან, იმ ადგილას, სადაც ჰენრის ფეხები
უნდა იყოს, კარვის მსგავსი აპარატი წამომართულა, ფეხები კი
აღარ არის – ყინვამ წაართვა. ამ დილით კოჭს ქვემოთ ორივე ტერ-
ფის ამპუტაცია გაუკეთეს. ვერ წარმომიდგენია... ვცდილობ არ წარ-
მოვიდგინო ის, რაც საბნის ქვეშ არის. შეხვეული ხელები საბანზე
უწყვია, მის ხელს ვიღებ, მათ სიგრილესა და სიმშრალეს ვგრძნობ,
მის პულსსაც და იმასაც, რამდენად მატერიალურია მისი ხელი ჩემს
ხელში. ოპერაციის შემდეგ ექიმმა მიურეიმ მკითხა, ჰენრის ფეხებზე
რა გადაწყვიტეთო. თავიდან მიაბით, – სწორი პასუხი, ალბათ, ეს იქ-
ნებოდა, მაგრამ მხრები ავიჩეჩე და გვერდზე გავიხედე.
ექთანი შემოდის, მიღიმის და ჰენრის ინიექციას უკეთებს. რამ-
დენიმე წუთში ოხრავს, ნარკოტივი გონებას უბინდავს და პირს ჩემ-
კენ აბრუნებს. თვალებს ოდნავ ახელს და ისევ იძინებს.
მინდა ვილოცო, მაგრამ არც ერთი ლოცვა არ მახსენდება, თავში
ერთადერთი რამ მიტრიალებს: ერთი, ორი, სამი, სამი მაკრატე-
ლი...“ ოოჰ, ღმერთო, ოჰ, ღმერთო, გევედრები, ამას ნუ მიზამ. სნარ-
კი ხომ ბოჯუმი იყო.85არა, არაფერი გამოდის. „Envoyer chercher le

85
ლუის კეროლის პოემის „სნარკზე ნადირობა“ პერსონაჟი. ერთერთი
სახიფათო სნარკი – ვინც გზად შეხვდება, ყველას უკვალოდ აქრობს

490
médecin...“ – „Qu’avezvous?..“ – „Je me suis coupé assez fortement“...
„Il faudra aller à l’hôpital...“ – „Otez le bandage et laissezmoi voir…
Oui, c’est une coupure profunde“...86
გომესი ამთქნარებს, იზმორება და თითებს ატკაცუნებს.
– დილა მშვიდობისა, ფისო, – ამბობს ის, დგება და საპირფარე-
შოსკენ მიბანცალებს. მესმის, როგორ შარდავს, როცა ჰენრი თვა-
ლებს ახელს.
– სად ვარ?
– „მერსიში“. 2006 წლის სექტემბერია.
ჭერს შესცქერის. მერე ნელა ბალიშებზე იწევს და საწოლის ფე-
ხისკენ იყურება. წინ იხრება და ხელს საბნის ქვეშ ყოფს. თვალებს
ვხუჭავ.
ჰენრი ღრიალებს.

სამშაბათი, 17 ოქტომბერი, 2006 წელი


(კლერი 35-ისაა, ჰენრი 43-ის)

კლერი: ერთი კვირაა, რაც ჰენრი საავადმყოფოდან წამოვიყვა-


ნეთ. მთელი დღეები საწოლში მორფით გაბრუებული მოკუნტული
წევს და ძილბურანში ფანჯარას გასცქერის. ვცდილობ წვნიანი, გა-
ხუხული პური და ყველიანი მაკარონი ვაჭამო, მაგრამ არ ჭამს, ციც-
ქნის. არც ბევრს ლაპარაკობს. ალბა აქეთიქით დაქრის, არ გვაწუ-
ხებს და ჩვენს სიამოვნებას ცდილობს. უნდა მამას ფორთოხალი, გა-
ზეთი ან თავისი დათუნია მისცეს, მაგრამ ჰენრი დაბნეული უღიმის,
მისი ძღვენი კი ტუმბაზე ხელუხლებელი დევს. ენერგიული მედდა,
სონია ბრაუნი, დღეში ერთხელ მოდის, სახვევებს უცვლის და რჩე-
ვას გვაძლევს, მაგრამ როგორც კი თავის წითელ ხოჭო „ფოლკსვა-

86
(ფრანგ.) „ექიმთან გაგზავნეთ ვინმე...“; „რა გჭირთ“; „ძალიან მძიმედ
ვარ დაჭრილი...“; „ჰოსპიტალში წასვლა მოგიწევთ...“; „სახვევი მოიხსე-
ნით და მაჩვენეთ... ჰოო, ჭრილობა ღრმაა“

491
გენში“ ჯდება და მიდის, ჰენრი კვლავ სიცარიელეში იძირება. ღამის
ქოთნის გამოყენებაში მე ვშველი. პიჟამას ძალით ვუცვლი. ვეკით-
ხები, თავს როგორ გრძნობს, რა სჭირდება, ბუნდოვნად მპასუხობს
ან არაფერს ამბობს. მართალია, აქ, ჩემ წინ არის, მაგრამ გაქრა.
საძინებლის წინ სარეცხის კალათით ხელში მივდივარ და შეღე-
ბული კარიდან ალბას ვხედავ, საწოლში მოკუნტული ჰენრის გვერ-
დით დგას. ვდგავარ და ვაკვირდები. მკლავებჩამოყრილი ადგილი-
დან არ იძვრის, შავი ნაწნავები ზურგზე აყრია, ლურჯი როლინგის
საყელო ამდენი ჩაცმაგახდისგან მოჩაჩული აქვს. ოთახში დილის
სინათლე იღვრება და იქაურობას ყვითლად ღებავს.
– მამა, – ჩუმად ამბობს ალბა. ჰენრი პასუხს არ სცემს. უფრო ხმა-
მაღლა ეძახის. ჰენრი მისკენ იხედება და ტრიალდება. ალბა საწოლ-
ზე ჯდება. ჰენრი თვალდახუჭული წევს.
– მამა?
– ჰმმმ.
– კვდები?
თვალებს ახელს და ალბას აშტერდება.
– არა, – ამბობს ის.
– ალბამ მითხრა, რომ მოკვდი.
– ეგ მომავალში იქნება. ჯერ არ მოვმკვდარვარ. ალბას გადაეცი,
ეგეთი რამეები აღარ გითხრას, – ჰენრი ხელს წვერზე ისვამს, სა-
ავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ არ გაუპარსავს. ალბას ხელები
კალთაში უწყვია, ფეხები შეტყუპებული აქვს.
– სულ მუდამ საწოლში იწვები?
ჰენრი ზემოთ იწევს და თავს საწოლის საზურგეს აყრდნობს.
– ალბათ.
ტუმბის უჯრაში იქექება, მაგრამ ტკივილგამაყუჩებლები სააბაზა-
ნოში დევს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ საშინლად ვგრძნობ თავს, გაიგე?
ალბა უკან იწევს და საწოლიდან დგება.
– კარგი! – ამბობს ის. ოთახის კარს აღებს და ლამის მეჯახება,

492
კრთება, ხელებს უხმოდ მხვევს წელზე, ხელში ამყავს, დამძიმდა.
თავის ოთახში შემყავს და სარწეველა სავარძელში ვსხდებით, ვარ-
წევ, მისი გახურებული სახე კისერზე მეხუტება. რა გითხრა, ალბა?
რა ვთქვა?

ოთხშაბათი და ხუთშაბათი, 18 და 19 ოქტომბერი,


და ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი, 2006 წელი
(კლერი 35 წლისაა, ჰენრი 43-ის)

კლერი: ჩემს სახელოსნოში ლითონის მავთულის ხვეულითა და


ესკიზების დასტით ხელში ვდგავარ. დიდი მაგიდა გავათავისუფლე
და ნახატები კედლებზე კოხტად დავკიდე. ყველაფრის წარმოდგე-
ნას ვცდილობ. მისი სამ განზომილებაში დანახვა მინდა. რეალური
ზომისა უნდა იყოს. მავთულის წვერს ვექაჩები და ხვეულა იშლება.
ტანით ვიწყებ. მავთულს ვხლართავ და მხრებს, ნეკნებს და მენჯს ვა-
კეთებ. ვჩერდები. მკლავები და ფეხები გამოვკვეთო? ტერფები გა-
ვუკეთო? თავის კეთებას ვიწყებ და ვხვდები, რომ ესენი არ მჭირდე-
ბა. ყველაფერს მაგიდის ქვეშ ვყრი და მავთულს ვუბრუნდები.
ანგელოზივით უნდა იყოს. „თითოეული ანგელოსი შემზარავია,/
და ვაი ჩემს თავს/ თქვენი მცოდნე მაინც გიგალობთ,/ თქვენ – თით-
ქმის მომაკვდინებელო სულის ფრინველნო...“87მე მხოლოდ ფრთ-
ებს მივცემ. წვრილ ლითონს ვღუნავ, მარყუჟს ვაკეთებ და ვწნავ;
ფრთის სიგრძეს მკლავით ვზომავ, მეორე ფრთის კეთებისას ამ
პროცესს პირიქით ვიწყებ, ვაკეთებ, სიმეტრიას ისე ვადარებ, თით-
ქოს ალბას თმას ვჭრიდე, თვალით ვზომავ, წონას და ფორმას თი-
თებით ვსინჯავ. ფრთებს ერთმანეთზე ვამაგრებ, კიბეზე ავდივარ და
ჭერზე ვკიდებ. ჰაერში დასრიალებენ, სერავენ, ჩემი მკერდის
სიმაღლეზე, ერთმანეთისგან რვა ფუტზე, გრაციოზული, მორთულე-
ბი, უსარგებლონი.

87
რაინერ მარია რილკე, „დუინური ელეგიები“, მეორე ელეგია

493
თავიდან თეთრი წარმომედგინა, მაგრამ ვხვდები, რომ არ არის.
პიგმენტებისა და საღებავების კარადას ვხსნი. ულტრამარინი,
მქრქალი ყვითელი, ქარვისფერი, მოცისფრო-მომწვანო, ჭაობისფე-
რი. არა. აი, ეს: წითელი, რკინის ჟანგისფერი. გამხმარი სისხლის
ფერი. საშინელი ანგელოზი თეთრი ვერ იქნება, ან იმაზე თეთრი იქ-
ნება, რის გაკეთებასაც მე შევძლებ. ქილას დახლზე „კუპრივით შა-
ვის“ გვერდით ვდებ. სურნელოვანი ძაფების გროვასთან მივდივარ,
რომლებიც სახელოსნოს შორეულ კუთხეში დევს. კოზო და სელი;
გამჭვირვალობა და მოქნილობა, ძაფი, რომელიც კბილებივით კრა-
ჭუნებს, მისი კომბინირება ტუჩივით ფაფუკ ძაფთან. ორ გირვანქა
კოზოს ვწონი, უხეში და მოუქნელია და მოხარშვა და დაბეგვა უნდა.
წყალს ვადუღებ უზარმაზარ ქვაბში, რომელსაც ქურის ორი კომფო-
რი უჭირავს, წყალს ვადუღებ. მერე კოზოს ვდებ, ვუყურებ, როგორ
შავდება და ისრუტავს წყალს. სოდას ვყრი, ჭურჭელს თავს ვახურავ
და ქურას ვრთავ. ერთ გირვანქა თეთრ ტილოს პატარა ნაკუწებად
ვჭრი, ამდღვებში ვყრი, წყალს ვასხამ და ტილოს წვრილ ნაკუწებად
ვაქცევ. მერე ყავას ვიკეთებ, ვჯდები და ფანჯრიდან ეზოს გავცქერი.
იმ წუთს:
ჰენრი: დედაჩემი საწოლის ფეხთან ზის. არ მინდა ჩემი ფეხების
ამბავი გაიგოს. თვალებს ვხუჭავ და თავს ვიმძინარებ.
– ჰენრი? – ამბობს ის, – ვიცი, რომ გღვიძავს. მმიდი, მეგობარო,
ადექი და გაანათე.
თვალს ვახელ. კიმია.
– მმმ... დილა მშვიდობისა.
– ნაშუადღევის სამის ნახევარია. უნდა ადგე.
– ვერ ავდგები, კიმი, ფეხები არა მაქვს.
– სავარძელი გაქვს, – ამბობს ის, – ადექი, იბანავე და გაიპარსე,
ბებერი კაცის სუნი აგდის, – კიმი დგება, გაჯავრებული სახე აქვს. სა-
ბანს მხდის, ნიჟარიდან გამოგდებულ ხამანწკას ვგავარ, ნაშუადღე-
ვის შუქზე შეცივებული და მოშვებული ვარ. კიმი მემუქრება და ეტ-
ლში მსვამს, საპირფარეშოს კართან მიმაგორებს, მეტისმეტად ვიწ-
როა, ეტლი ვერ ეტევა.

494
– კარგი, – ამბობს დოინჯშემოყრილი, – ახლა რას ვშვრებით?
– არ ვიცი, კიმი. მე საპყარი ვარ. მე ამისა არაფერი ვიცი, – ვპა-
სუხობ მე.
– ეგ საპყარი რას ნიშნავს? – მეკითხება კიმი.
– ეს კნინობითი სიტყვაა და ხეიბარს ნიშნავს.
ისეთი სახით შემომცქერის, თითქოს რვა წლისა ვიყო და მისი
თანდასწრებით ჟიმაობა მეთქვას (მნიშვნელობა არ ვიცოდი, მხო-
ლოდ ის ვიცოდი, რომ ცუდი სიტყვა იყო), – ჰენრი, მგონი, უნარშეზ-
ღუდული უნდა თქვა, – იხრება და პიჟამის პერანგს მიხსნის.
– ხელები მაქვს, – ვამბობ მე და ღილებს ვიხსნი. კიმი ტრიალდე-
ბა, კუშტი და მოღუშულია და ონკანს უშვებს, ტემპერატურას აყენებს
და სადინარში საცობს არჭობს. წამლების კარადაში იქექება, ჩემს
სამართებელს, საპარს ქაფს და თმის ჯაგრისს იღებს. ვერ ვხვდები,
ეტლიდან როგორ ავდგე. ჩამოსრიალებას ვცდილობ; საჯდომს წინ
ვწევ, ზურგს ვზნექ და იატაკისკენ მივსრიალებ. მარცხენა მხარი
მიტრიალდება და უკანალს ვურტყამ, მაგრამ დიდი არაფერი. სა-
ავადმყოფოში ფიზიოთერაპევტ პენი ფეზერუეითს სავარძელში ჩაჯ-
დომაადგომის რამდენიმე მეთოდი ჰქონდა, მაგრამ ისინი სკამიდან
სკამზე და სკამიდან საწოლში გადასაჯდომად იყო. იატაკზე ვზივარ,
აბაზანა კი დუვრის კლდესავით დამცქერის თავზე. კიმის ვუყურებ,
ოთხმოცდაორი წლისაა და ვხვდები, რომ აქ მატოდმარტო ვარ.
მიყურებს, მაგრამ მის გამომეტყველებაში მხოლოდ სიბრალულს
ვხედავ. ვფიქრობ: ამის დედაც, რამენაირად უნდა შევძლო, კიმის
ასეთ მზერას ვერ გავუძლებ. შარვალს ვიხდი და ფეხებზე შემოხვეუ-
ლი სახვევების მოხსნას ვიწყებ. კიმი სარკეში კბილებს ითვალიერე-
ბს. აბაზანაში ხელს ვყოფ და წყალს ვსინჯავ.
– ამას ცოტა მწვანილს თუ დაამატებ, ამაღამ ვახშმად ჩახრაკუ-
ლი ხეიბარი გექნება.
– ძალიან ცხელია? – კითხულობს კიმი.
– ჰო.
წყალს ანელებს და სააბაზანოდან გადის, ეტლს კარში მიაგო-
რებს. მარჯვენა ფეხიდან სახვევს სწრაფად ვიცლი. მის ქვეშ კანი ცი-

495
ვი და ფერმკრთალი მაქვს. ხელს გადანაჭერზე ვივლებ, რომელიც
ძვალს ფარავს. ცოტა ხნის წინ „ვიკოდინი“ მივიღე. მაინტერესებს,
კიმის შეუმჩნევლად კიდევ ერთს თუ დავლევ. ბოთლი იქ, ზემოთ, სა-
მედიცინო თაროზე იქნება. კიმი ბრუნდება და სამზარეულოს სკამი
მოაქვს. გვერდით ხმაურით მიდგამს. სახვევს მეორე ფეხიდანაც
ვიხსნი.
– კარგად გაუკეთებია, – ამბობს კიმი.
– ექიმ მიურეის? ჰო, წინ წავიდნენ, გაცილებით აეროდინამიკუ-
რია.
კიმი იცინის. სამზარეულოში ტელეფონის წიგნების მოსატანად
ვგზავნი. მოაქვს, სკამზე ვდებ, ტანს ვწევ და ზემოდან ვჯდები. მერე
ვფორთხდები და აბაზანაში ვსრიალდები. წყლის ტალღა ზვირთდე-
ბა და მეტლახზე ისხმება. აბაზანაში ვწევარ. ალილუია. კიმი წყალს
კეტავს და ფეხებს ტილოთი იმშრალებს. მე წყალში ვყვინთავ.
მოგვიანებით:
კლერი: რამდენიმე საათი ხარშვის შემდეგ კოზოს ვჭიმავ და სად-
ღვებში ვუშვებ. რაც მეტხანს დარჩება, მით უფრო კარგი და მტკიცე
იქნება. ოთხ საათში ფერის მისაცემად თიხას და პიგმენტს ვყრი.
უეცრად ნაღებისფერი მასა მუქი, მიწისფერწითელი ხდება. ვედრო-
ებში ვწურავ და ავზში ვასხამ. როცა სახლში ვბრუნდები, სამზარეუ-
ლოში სადილის კეთებაში გართული კიმი მხვდება – თინუსის მობ-
რაწულას აკეთებს, რომელსაც ზემოდან დაბრაწულ კარტოფილს
მოაყრის.
– როგორ ჩაიარა?– ვეკითხები მე.
– ძალიან კარგად. სასტუმრო ოთახშია.
სააბაზანოსა და სასტუმროს შორის წყლის კვალი ჩანს, კიმის ფე-
ხის ზომის ნატერფალებია. ჰენრის დივანზე სძინავს, მკერდზე გაშ-
ლილი წიგნი ადევს. ბორხესის „ფიქციებია“. გაპარსულია, ვუახ-
ლოვდები და ჰაერს ვიყნოსავ; სისუფთავის სუნი ასდის, სველი ჭა-
ღარა თმა აბურძგნილი აქვს. ალბა თავის ოთახში დათუნიას ელაპა-
რაკება. წამით მეჩვენება, რომ დროში ვიმოგზაურე, თითქოს ეს წარ-
სულის გზააბნეული მონაკვეთია, მაგრამ ჩემი თვალები ჰენრის სხე-

496
ულზე დაქრის, საბნის ბოლოში სიცარიელეს აწყდება და ვხვდები,
რომ აქ და ახლა ვარ.
მეორე დილით წვიმს. სახელოსნოს კარს ვაღებ და იქ დილის
რუხ სინათლეზე მოფარფატე მავთულებს ვხედავ. რადიოს ვრთავ.
შოპენია, ეტიუდები, ისე ისმის, თითქოს ტალღები ქვიშას ეხეთქება.
რეზინის ჩექმებს და წინსაფარს ვიცვამ და თმის დასაცავად ბანდა-
ნას ვიკეთებ. ჩემს საყვარელ თექისა და თითბრის ყალიბს ვიღებ და
ჩარჩოში ვდებ, ავზს თავს ვხდი და ქაღალდის გასაშლელად თექას
ვაფენ. მერე ავზში ხელს ვყოფ და მუქ წითელ მოზელილ მასას ბოჭ-
კოს და წყალს ვურევ. ყალიბს ავზში ვდებ და უმალ ფრთხილად ვი-
ღებ, წყალი წურწურით გასდის. ავზის კიდეზე ვათავსებ, იწრიტება
და ზედაპირზე ბოჭკოს ფენას ტოვებს. ყალიბს თექაზე ვაჭერ, ნაზად
ვაწვები და როცა ვიღებ, ზედ ქაღალდი რჩება, ნაზია და ბზინავს. მე-
რე სხვა თექით ვფარავ, ვასველებ და კვლავ: ყალიბს ავზში ვდებ,
ვჟღენთ, ვიღებ, ვწრიტავ და გამოსახულებას ვაკეთებ. დაუსრულებ-
ლად ვიმეორებ, ყველაფერს ვივიწყებ, მუსიკა წყალზე დაფარფა-
ტებს, ეხეთქება, წყალი წურწურით მოდის და წვიმს. მერე ქაღალდს
ჰიდრავლიკურ წნეხში ვდებ. შინ მივდივარ და შაშხიან სანდვიჩს
ვჭამ. ჰენრი კითხულობს, ალბა სკოლაშია.
ლანჩის შემდეგ ფრთების წინ ჩემი ახალდამზადებული ქაღალ-
დით ხელში ვდგავარ. არმატურა ქაღალდის მემბრანით უნდა დავ-
ფარო. ქაღალდი გაჟღენთილია, სველია და მუქი, მავთულს კანივით
ეკვრის. ქაღალდს მყესივით, იმ სიმივით ვღუნავ, რომელიც იდრიკე-
ბა და ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს ღამურას ფრთებია,
გამხმარი ფურცლის ზედაპირის ქვეშ მავთული მოჩანს. ქაღალდს,
რომელიც ჯერ არ გამომიყენებია, ვაშრობ და ფოლადის ფირფიტებ-
ზე ვახურებ. მერე ზოლებად, ბუმბულებად ვხევ. როცა შრება, სათი-
თაოდ ვაწებებ. ზოლებს შავად, რუხად და წითლად ვღებავ. ამ საზა-
რელ ანგელოზს, ამ სიკვდილის ფრინველს ბუმბულს ვუმზადებ.
ერთ საღამოს, ერთი კვირის შემდეგ:
ჰენრი: კლერმა ჩაცმაზე დამიყოლია და ჩემი უკანა კარიდან გა-
საყვანად, ეზოში გასატარებლად და მის სახელოსნოში შესაყვანად

497
გომესი დაიბარა. სახელოსნოში სანთლები ანთია; ასობითაა, მაგი-
დაზე, იატაკსა და ფანჯრის რაფებზე დგას. გომესი ტახტზე მსვამს და
სახლში გადის. სახელოსნოს ცენტრში ჭერიდან თეთრი ფურცელია
დაშვებული, თავს ვაბრუნებ და ვუყურებ, არის თუ არა პროექტორი,
მაგრამ არ არის. კლერს მუქი კაბა აცვია, როცა აქეთ-იქით დადის,
სახე და ხელები თეთრად უელავს და უსხეულოს ჰგავს.
– ყავას დალევ? – მეკითხება ის.
ბოლოს საავადმყოფოში მოხვედრის წინ დავლიე.
– რა თქმა უნდა, – ვპასუხობ მე. ორ ფინჯანს ასხამს, ნაღებს ამა-
ტებს და ერთს მე მაძლევს. ცხელი ფინჯანი ძალიან ახლობელია და
მისი ხელში ჭერა მსიამოვნებს.
– რაღაც გაგიკეთე, – ამბობს კლერი.
– ფეხებია? ფეხები მჭირდება.
– ფრთები, – ამბობს და თეთრ ზეწარს აძრობს.
უზარმაზარი ფრთებია, ჰაერში დაფარფატებს და სანთლის შუქზე
კრთება. უკუნ ბნელზე ბნელია, საზარელი, მაგრამ ლტოლვით, თა-
ვისუფლებითა და უსასრულობისკენ სწრაფვითაა სავსე, მყარად
დგომის, ჩემს ორ ფეხზე დგომის, გაქცევის გრძნობა, რომელიც გაფ-
რენას ჰგავს. ფარფატის, ფრენის შეგრძნება, მიზიდულობის ძალის
დაკარგვა, დედამიწიდან აწევის და გაქცევის შესაძლებლობა, ეს
ოცნებები ამ მქრქალი შუქით განათებულ სახელოსნოში მიბრუნდე-
ბა. კლერი ჩემ გვერდით ჯდება. ვგრძნობ, რომ მიცქერს. ფრთები
დუმან, კიდეები დაძონძილი აქვთ. ვერაფერს ვამბობ. Siehe, ich
lebe. Woraus? Weder Kindheit noch Zukunft/ werden weniger...
Überzäh liges Dasein/ entspringt mir Herzen 88
– მაკოცე, – ამბობს კლერი. ვტრიალდები, სიბნელეში თეთრი
სახე და მუქი ტუჩები ელავს, და მე ვყვინთავ, ვცურავ, თავისუფალი
ვარ: მართლაც ზეჭარბი ყოფიერება ამოხეთქავს ჩემი გულიდან.

88
„მიყურე ვცოცხლობ,/ მაგრამ რისგან? არა მცირდება/ არც ბავშვობა და
არც მერმისი.../ რაღაც ზეჭარბი ყოფიერება ამოხეთქავს ჩემი გულიდან“;
რაინერ მარია რილკე, „დუინური ელეგიები“, მეცხრე ელეგია.

498
სიზმრები ფეხებზე

ოქტომბერი/ნოემბერი, 2006 წელი


(ჰენრი 43 წლისაა)

ჰენრი: მესიზმრება, რომ ნიუბერიში ვარ, კოლუმბიის კოლეჯის


სტუდენტებს ლექციას ვუტარებ. ინკუნაბულებს – პირველ ნაბეჭდ
წიგნებს, გუტენბერგის „ფრაგმენტს საშინელ სამსჯავროზე“, კექ-
სტონის89„ჭადრაკის თამაშს“ და ჟანსონის90ევსები კესარიელს ვაჩ-
ვენებ. ყველაფერი კარგადაა, კარგ შეკითხვებს მისვამენ. თაროს
ვქექავ და იმ განსაკუთრებულ წიგნს ვეძებ, რომელიც საცავიდან გა-
მოვიტანე, აქამდე არ ვიცოდი, რომ გვქონდა. მძიმე, წითელ ყუთში
დევს. სათაური არა აქვს, ნიუბერის ოქროსფრად ამოტვიფრული ინ-
სიგნიის ქვეშ მხოლოდ ნომერი წერია: ყუთი f ZX983.დ D 453. მაგი-
დაზე ვდებ და ბალიშს ვიღებ. ვხსნი და ჩემს საღსალამათ ტერფებს
ვხედავ. საოცრად მძიმეა. როცა ბალიშებზე ვდებ, თითები ყალყზე
დგება, თითქოს სალამს ამბობს, თითქოს მაჩვენებს, რომ ამის ძალა
ჯერ კიდევ შესწევს. მათ შესახებ ვლაპარაკობ და ვუხსნი, რა კავ-
შირი აქვს მეთხუთმეტე საუკუნის ვენეციური ბეჭდურ საქმესთან
ჩემს ტერფებს. სტუდენტები იწერენ. ერთი მათგანი, კილიტებიან
მოკლე ტოპში გამოწყობილი ლამაზი, ქერა ქალიშვილი, თითს ჩემი
ტერფებისკენ იშვერს და ამბობს: „შეხედეთ, რა თეთრია!“ მარ-
თლაც, კანს მკვდრისფერი ადევს, უსიცოცხლოა და მიხრწნილი. ვი-
წერ, რომ ხვალვე საკონსერვაციოდ უნდა გავგზავნო.

89
უილიამ კექსტონი (დაახლ.1422-1491)– ინგლისელი პირველმბეჭდავი,
რომელმაც 1470 წელს ლონდონში პირველი სტამბა გახსნა.
90
ნიკოლა ჟანსონი (1420-1480) – ფრანგი პუანსონისტი, გრავიორი, მბეჭ-
დავი და მესტამბე, ძირითადად, მუშაობდა ვენეციაში. ევსები კესარიელის
„სახარებისთვის მომზადება“ (De Preparatione Evangelica, 1470), ამჟამად
უკვე ანტიკვარული წიგნი, რომელიც ააწყო, მის საუკეთესო ნამუშევრად
ითვლება.

499
მესიზმრება, რომ გავრბივარ. ყველაფერი კარგადაა. ოუკსტრიტ
-ბიჩიდან ტბის ნაპირას მივრბივარ, ჩრდილოეთით მიჭირავს გეზი.
ვგრძნობ, როგორ ტუმბავს ჩემი გული სისხლს, როგორ ადიჩადის
ფილტვები. პირდაპირ მივრბივარ. „რამხელა შვებაა“, – ვფიქრობ
მე. მეშინოდა, რომ ვეღარასოდეს გავიქცეოდი, მაგრამ აი, მივრბი-
ვარ. ძალიან მაგარია.
უეცრად რაღაც ცუდი ხდება. სხეულის ზოგი ნაწილი მძვრება.
პირველად მარცხენა მკლავი. ვჩერდები, ქვიშიდან ვიღებ, ვფერ-
თხავ და ვიმაგრებ, მაგრამ კარგად ვერ ვიბამ და ნახევარი მილის
შემდეგ ისევ მძვრება. ვიღებ, მეორე ხელში ვიჭერ, იმედი მაქვს, შინ
მისვლის შემდეგ უკეთ მივიმაგრებ. უეცრად მეორე მკლავიც მძვრე-
ბა; ხელი აღარ მაქვს და ვერც ერთს ვერ ვიღებ. სირბილს ვაგრძე-
ლებ. არ მიჭირს; არაფერი მტკივა. უეცრად ვხვდები, რომ ასომ მდე-
ბარეობა შეიცვალა და შარვლის მარჯვენა ტოტში ჩავარდა, ნერვებ-
მომშლელად ქანაობს აქეთ-იქით, შარვლის ძირში რეზინი იჭერს.
ვერაფერს ვაწყობ და ვივიწყებ. ვგრძნობ, რომ ასფალტი ფეხებს მი-
ხეთქავს, ორივე ფეხი კოჭებთან მძვრება და პირქვე ვეცემი. აქ რომ
დავრჩე, სხვა მორბენლები გადამთელავენ; გვერდზე ვგორდები,
ტბაში ვვარდები, ტალღები მითრევს და აქოშინებული ვიღვიძებ.
მესიზმრება, რომ ბალეტზე ვარ. პრიმა ბალერინა ვარ. ჩემს საგ-
რიმიოროში ვზივარ და დედაჩემის ყოფილი გრიმიორი ბარბარა
ვარდისფერ ტიულის კაბას მაცმევს. ძალიან მკაცრია და მიუხედა-
ვად იმისა, რომ ფეხები საშინლად მტკივა, როცა ვარდისფერი ატ-
ლასის პუანტებს მაცმევს, არ ვგმინავ. ამთავრებს, სკამიდან ბარ-
ბაცით ვდგები და ვკივი.
– ნუ ხარ აზიზი, – მეუბნება ბარბარა, მაგრამ გული ულბება და
მორფს მიკეთებს. საგრიმიოროს კართან ბიძია იში დგას, კულისე-
ბის უკიდეგანო დერეფანში მივდივართ. ვიცი, რომ ფეხები მტკივა,
მიუხედავად იმისა, რომ ვერც ვხედავ და ვერც ვგრძნობ. მივრბი-
ვართ, კულისებში ვდგავარ, სცენას გავყურებ და ვხვდები, რომ „მაკ-
ნატუნა“ გადის, მე შაქრის ფერია ვარ. ვბრაზდები. ამას არ ველოდი.
მვიღაც ხელს მკრავს და სცენაზე მივტორტმანებ. ვცეკვავ. შუქი მაბ-

500
რმავებს, ტკივილის ექსტაზში უნებლიეთ ვცეკვავ, სვლებიც არ ვიცი.
მუხლებზე ვეცემი, ვქვითინებ, აუდიტორია ფეხზე დგება და ტაშს უკ-
რავს.

პარასკევი, 3 ნოემბერი, 2006 წელი


(კლერი 35 წლის, ჰენრი 43-ის)

კლერი: ჰენრი ხახვს იღებს, მკაცრად მიყურებს და ამბობს:


– ეს... ხახვია.
თავს ვუქნევ.
– ვიცი, წამიკითხავს.
ცალ წარბს ზემოთ სწევს.
– ძალიან კარგი. მიყურე, ხახვის გასაფცქვნელად ბასრ დანას
იმარჯვებ, ზემოთ ხსნებულ ხახვს იღებ, დაფაზე დებ და ბოლოებს აჭ-
რი; აი, ასე. მერე ფცქვნი, დაახლოებით, ასე. კარგია. მერე თხლად
და განივად ჭრი. თუ რგოლები გინდა, ალყა-ალყად ჭრი და მერე ასე
აცალკევებ, მაგრამ თუ წვნიანს, სპაგეტის სოუსს ან რამე მსგავსს ამ-
ზადებ, აი, ასე...
გადაწყვიტა საჭმლის კეთება მასწავლოს. ეტლში მჯდომისთვის
ყველა მაგიდა და სამზარეულოს დახლი მაღალია. მაგიდასთან ვს-
ხედვართ, ჯამების, დანებისა და ტომატის საწებლის თუნუქის ქილე-
ბის ალყაში. საჭრელ დაფას და დანას მაგიდაზე ჩემკენ ასრიალებს,
ვდგები და ხახვის ჭრას უხერხულად ვიწყებ. მოთმინებით შემომცქე-
რის.
– ძალიან კარგი, ჩინებულია. ახლა მწვანე წიწაკა: აქ დანით გა-
სერავ და ყუნწს მოაძრობ...
მარინარას, პესტოს და ლაზანიას ვაკეთებთ. მეორე დღეს „ბრა-
უნის“ და კრემბრიულეს. ალბა სამოთხეშია. „კიდევ მინდა დესერ-
ტი“, – გვევედრება ის. ორაგულს და კვერცხებს ვხარშავთ და ყველ-
აფრისგან, რაც ხელთ გვხვდება, პიცას ვაცხობთ. უნდა ვაღიარო,
რომ სახალისოა. როცა პირველ საღამოს სადილს ვაკეთებ,

501
ვფრთხები. სამზარეულოში ქვაბებითა და ტაფებით გარშემორტყმუ-
ლი ვდგავარ. სატაცური გადაიხარშა, ზღვის ეშმაკის ტაფიდან აღე-
ბისას ხელს ვიწვავ. ყველაფერს ლანგარზე ვდებ და სასადილო
ოთახში შემაქვს, ჰენრი და ალბა თავიანთ ადგილებზე სხედან. ჰენ-
რი გამამხნევებლად მიღიმის. ვჯდები; რძით სავსე ჭიქას ზემოთ
სწევს:
– ახალგამოჩეკილ მზარეულს გაუმარჯოს! – ამბობს ის. ალბას
ჭიქას უჭახუნებს და ჭამას ვიწყებთ. ჭამის დროს თვალს ჰენრისკენ
ვაპარებ. მეც ვჭამ და ვხვდები, რომ ყველაფერი გემრიელია.
– გემრიელია, დედა, – ამბობს ალბა. ჰენრი თავს აქნევს.
– საოცრებაა, კლერ, – ამბობს ის. ერთმანეთს შევყურებთ და
ვფიქრობ: ნუ დამტოვებ.

მოხდეს, რაც მოსახდენია!

ორშაბათი, 18 დეკემბერი,
2006 წელი/კვირა, 2 იანვარი, 1994 წელი
(ჰენრი 43 წლისაა)

ჰენრი: შუაღამისას ვიღვიძებ, ფეხებს ათასობით სამართებელი-


ვით ბასრკბილებიანი მწერი მიღრღნის და სანამ „ვიკოდინის“ ბოთ-
ლიდან აბის გადმოგდებას მოვასწრებ, ვეცემი. ორად მოკაკული ია-
ტაკზე ვგდივარ, ჩვენი იატაკი არ არის, სხვაა, ღამეც სხვაა. სად ვარ?
ტკივილისგან ყველაფერი ციალებს, მაგრამ ბნელა და რაღაცის სუ-
ნი დგას, რას მაგონებს? სახამებელს. ოფლს. სუნამოს – ძალიან
ნაცნობს, შეუძლებელია...
კიბეზე ზემოთ ამომავალი ნაბიჯების ხმა ისმის, გასაღები რამდე-
ნიმე საკეტს აღებს (სად დავიმალო?), კარი იღება, მივხოხავ, სინათ-
ლე ტკაცანით ინთება, ჩემს თავში გახეთქილ ნათურასავით სკდება
და ვიღაც ქალი ჩურჩულებს: „ოჰ, ღმერთო ჩემო“. „შეუძლებელია ეს

502
ხდებოდეს“ – ვფიქრობ მე, კარი იხურება და ინგრიდის ხმა მესმის:
„სელია, უნდა წახვიდე“. სელია ეწინააღმდეგება და სანამ ისინი
ოთახის ერთ კუთხეში კამათობენ, იქაურობას სასოწარკვეთილი
ვათვალიერებ; გასასვლელი არ ჩანს. ინგრიდის ბინა უნდა იყოს,
კლარკსტრიტზე, აქ არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყველაფერი
მისია, თავზარი მეცემა – იმზის91 სკამი, თირკმლის ფორმის მარმა-
რილოს ჟურნალების მაგიდა, რომელზეც უამრავი მოდის ჟურნალი
დევს, მახინჯი ნარინჯისფერი დივანი, რომელზეც იმასვშვრებოდით
ხოლმე – იქაურობას სასოწარკვეთილი ვათვალიერებ და რამე ჩა-
საცმელს ვეძებ; ამ მინიმალისტური სტილის ოთახში ერთადერთი
ნაჭერი დივანზე მიგდებული ნაქსოვი მეწამულყვითელი პლედია,
ხელს ვტაცებ და ტანზე ვიხვევ, ვეცემი, უეცრად კარი იღება. ინგრი-
დია. ორი გრძელი წუთის განმავლობაში უხმოდ მიყურებს, მეც შევ-
ყურებ და ერთს ვფიქრობ: „ოჰ, ინგ, რა უქენი შენს თავს?“
ჩემს მეხსიერებაში შემორჩენილი ინგრიდი მხურვალე ქერა ან-
გელოზია, რომელსაც 1988 წლის ივლისის წვეულებაზე „ჯიმბოზში“
შევხვდი; დამანგრეველი და ხელშეუხებელი, სიმდიდრის, სილამა-
ზისა და ნაღველის მბზინავ აბჯარში იჯდა. ის ინგრიდი კი, რომელიც
ახლა წინ მიდგას, გალეული, ტლანქი და დაღლილია; თავი ცალ
მხარეს გადაუგდია და გაოცებითა და ზიზღით მიმზერს. არც ერთმა
არ ვიცით, რა ვთქვათ. ბლაბადას იხდის, სკამზე აგდებს და დივნის
მეორე ბოლოში, კიდეზე ჯდება. ტყავის შარვალი აცვია. დაჯდომისას
ცოტა ჭრაჭუნებს.
– ჰენრი.
– ინგრიდ.
– აქ რას აკეთებ?
– არ ვიცი. ვწუხვარ. მე მხოლოდ... ხომ იცი, – მხრებს ვიჩეჩ. ფე-

91
ჩარლზ ოორმონდ იმზი-უმცროსი (1907-1978) და რეი იმზი (1912-1988)
– ამერიკელი არქიტექტორები და დიზაინერები. 1946 წელს დააპროექტეს
Eames Lounge Chair– ფანერის სკამი, პატარა ოტომანთან ერთად, რომ-
ლითაც სკამი შეზლონგს დაემსგავსა.

503
ხები ისე მტკივა, არ მაინტერესებს, სად ვარ.
– საშინელი შესახედავი ხარ.
– ძალიან მტკივა.
– ნუთუ მართლა? მეც.
– მე ფიზიკურ ტკივილს ვგულისხმობ.
– რა მოგივიდა? – ინგრიდი სიამოვნებით მიყურებდა, როგორ
ვიწვი მის წინ ცეცხლის ალში. სახვევს ვიძრობ და ჩემს უტერფო ფე-
ხებს ვაჩვენებ.
არც უკან ხტება და არც პირს აღებს. არც თვალს მარიდებს, ჯი-
ქურ მიყურებს და ვხედავ, რომ ყველა სხვა ადამიანზე მეტად ინ-
გრიდს ესმის ჩემი. სრულიად განსხვავებული პროცესებით ერთსა
და იმავე მდგომარეობამდე მივედით. დგება და სხვა ოთახში გადის;
თავისი ძველი საკერავი მოწყობილობით ბრუნდება. იმედის მოზ-
ღვავებას ვგრძნობ; ეს იმედი მიხდება: ჯდება, ყუთს სახურავს ხდის
და ყველაფერი ისეა, როგორც იმ ძველ, ბედნიერ დროს იყო – მთე-
ლი აფთიაქი აქ აქვს, ნემსის ბალიშებითა და სათითეებით.
– რა გინდა? – მეკითხება ინგრიდი.
– გამაყუჩებელი, – აბებით გატენილ ქისას ხსნის და სრულ
ასორტიმენტს მთავაზობს; „ულტრამს“ ვხედავ, ორ ცალს ვიღებ.
ვყლაპავ, მერე წყალი მოაქვს და ჭიქას ბოლომდე ვცლი.
– აბა, – ამბობს ინგრიდი და გრძელ თმას ფრჩხილებით ივარ-
ცხნის, – როდიდან მოდიხარ?
– 2006 წლის დეკემბრიდან. აქ რა რიცხვია?
საათს დასცქერის.
– ახალი წელი იყო. ახლა 2 იანვარია, 1994 წელი.
ოჰ, არა, ოღონდ ეს არა.
– რაშია საქმე? – კითხულობს ის.
– არაფერი.
დღეს ის დღეა, როცა ინგრიდი თვითმკვლელობას ჩაიდენს. რა
ვუთხრა? მის გაჩერებას შევძლებ? ვინმეს რომ დავუძახო?
– მისმინე, ინგ, გინდა გითხრა... – ვყოყმანობ. რა ვუთხრა ისეთი,
რომ არ დაფრთხეს? აქვს კი აზრი? ახლა, როცა მკვდარია? და მაინც

504
ჩემ წინ ზის?
– რა?
ვოფლიანდები.
– შენი თავი შეიბრალე. ნუ... ისა... ვიცი, რომ ძალიან ბედნიერი
არა ხარ...
– მერე? ვისი ბრალია? – მკვეთრი წითელპომადიანი პირი ებრი-
ცება. არაფერს ვამბობ. ჩემი? ეგ არ ვიცი. ისე მაშტერდება, თითქოს
პასუხს ჩემგან ელის. თვალს ვარიდებ, მოპირდაპირე კედელზე მო-
ჰოინადის 92პოსტერს ვუყურებ, – ჰენრი? – ამბობს ის, – რატომ მო-
მექეცი ასე სასტიკად?
თვალებს კვლავ მისკენ მივათრევ.
– მართლა? არ მინდოდა.
თავს აქნევს.
– არ განაღვლებდა, მოვკვდებოდი თუ ვიცოცხლებდი.
ოჰ, ინგრიდ.
– მანაღვლებს. არ მინდა მოკვდე.
– არ განაღვლებდა. მიმატოვე. არც საავადმყოფოში მნახე, – ისე
ლაპარაკობს, თითქოს სიტყვები ეჩხირება და ახრჩობს.
– შენს ოჯახს არ უნდოდა. დედაშენმა მითხრა, არ გაეკაროო.
– უნდა მოსულიყავი.
ვოხრავ.
– ინგრიდ, შენმა ექიმმა მითხრა, არ ნახოო.
– ვიკითხე და მითხრეს, რომ არ დაგირეკავს.
– დაგირეკე. მითხრეს, შენთან ლაპარაკი არ უნდა და აღარასო-
დეს დარეკოო, – ტკივილგამაყუჩებელი ძალას იკრებს. ტკივილი,
რომელიც ეკალივით მესობოდა ფეხებში, ნელნელა ყუჩდება. ხე-
ლებს პლედის ქვეშ ვყოფ და ჯერ მარცხენა, მერე მარჯვენა ფეხს ვა-
დებ.
– ლამის მოვკვდი და მაინც არ დამელაპარაკე.

92
ლასლო მოჰოინადი (18951946) – უნგრელი მხატვარი და ფოტოგრაფი,
ბაუჰაუზის სკოლის პროფესორი.

505
– მეგონა, ჩემთან ლაპარაკი არ გინდოდა. მე რა ვიცოდი?
– ცოლი შეირთე; მერე აღარ დაგირეკავს, ჩემს ჯიბრზე სელია
ქორწილში დაპატიჟე.
თავს ვერ ვიკავებ და ვიცინი.
– ინგრიდ, სელია კლერმა დაპატიჟა. მეგობრობენ, მაგრამ ვერ
ვხვდები, რატომ. ალბათ, პლუსი და მინუსი ერთმანეთს იზიდავს. ეს
შენ გამო არ მომხდარა.
არაფერს ამბობს. მაკიაჟშიც კი ეტყობა, რომ ფერს კარგავს.
პალტოს ჯიბეში იქექება და იქიდან ინგლისურ „ოვალზს“ და სანთე-
ბელას იღებს.
– როდიდან ეწევი? – ვეკითხები მე. მოწევა სძულს. „კოკა“ და პო-
ეტურსახელებიანი სასმელები უყვარს. ორი გრძელი ფრჩხილით
კოლოფიდან სიგარეტს აძრობს და უკიდებს. ხელები უკანკალებს.
ნაფაზს არტყამს და პირიდან ბოლქვებს უშვებს.
– აბა? როგორია უფეხებოდ ცხოვრება? – კითხულობს ის, – ეგ
როგორ დაგემართა?
– წამეყინა. გრანტპარკში გონება დავკარგე, იანვარში.
– მერე როგორ დადიხარ?
– ძირითადად, ეტლით.
– ოჰ, საშინელებაა.
– ჰო, – ვამბობ მე, – არის, – ცოტა ხანს უსიტყვოდ ვსხედვართ.
მერე ინგრიდი მეკითხება:
– ცოლი ისევ გყავს?
– ჰო.
– ბავშვები?
– ჰო, ერთი გოგო.
– აჰა, – ინგრიდი სკამის საზურგეზე წვება. სიგარეტს ქაჩავს და
კვამლს ნესტოებიდან წვრილ ზოლად უშვებს, – ნეტავ მეც მყავდეს
შვილები.
– ინგ, შენ ბავშვი არ გინდოდა.
მიყურებს, მაგრამ მის გამომეტყველებას ვერ ვხვდები.
– მინდოდა, მაგრამ მეგონა, შენ არ გინდოდა, ამიტომ არაფერი

506
მითქვამს.
– ჯერ კიდევ შეგიძლია იყოლიო.
იცინის.
– მართლა? მერე? მყავს შვილები, ჰენრი? 2006 წელს ქმარი, უი-
ნეტკაში სახლი და ორნახევარი ბავშვი მყავს?
– არა, ზუსტად ასე არ არის, – დივანზე გვერდს ვიცვლი. ტკივილი
გაქრა, მისი ნაჭუჭი დარჩა, ცარიელია, იქ ტკივილი უნდა იყოს, მაგ-
რამ ჯერ მისი მოლოდინია ჩაბუდებული.
– ზუსტად ასე არ არის, – მაჯავრებს ინგრიდი, – აბა, როგორაა?
„არა, ინგრიდ, შენ უსახლკარო მათხოვარი ხარ?“
– უსახლკარო მათხოვარი არა ხარ.
– გასაგებია, ესე იგი, უსახლკარო არ ვყოფილვარ. კარგია, ჩი-
ნებულია, – აფერფლებს და ფეხს ფეხზე იდებს. მისი ფეხები ყოველ-
თვის მიყვარდა. მაღალქუსლიანი ჩექმა აცვია. ალბათ, ის და სელია
წვეულებაზე იყვნენ. ინგრიდი ამბობს, – ორი უკიდურესი ვარიანტი
გამოვრიცხეთ: არც გარეუბანში მცხოვრები ოჯახის დედა ვარ და
არც უსახლკარო. მიდი, ჰენრი, კიდევ მითხარი რამე.
ვდუმვარ. ამის თამაში არ მინდა.
– კეთილი. მოდი, რამდენიმე შესაძლებელ ვარიანტს შორის
ამოვარჩიოთ. მოდი, ვნახოთ... ა) რაშსტრიტის ბინძურ კლუბში
სტრიპტიზს ვცეკვავ; ბ) პატიმარი ვარ, სასჯელს სელიას მკვლელო-
ბისა და მისი ხორცის მალკოლმისთვის ჭმევის გამო ვიხდი... კიდევ
რა... გ) რიოდელსოლზე ვიღაც ბანკირთან ერთად ვცხოვრობ. აბა,
რას იტყვი, ჰენრი, რომელია მართალი?
– მალკოლმი ვინ არის?
– სელიას დობერმანი.
– საინტერესოა.
სანთებელას ათამაშებს – ანთებს და აქრობს.
– ამ ვარიანტზე რას იტყვი: დ) მოვკვდი, – ვკრთები, – ეს ვარიან-
ტი როგორ მოგწონს?
– არა, არ მომწონს.
– მართლა? მე ეგ ყველაზე მეტად მომწონს, – იღიმება, მაგრამ

507
ეს ლამაზი ღიმილი არ არის; მანჭვას ჰგავს, – იმდენად მომწონს,
რომ იდეაც კი მომივიდა, – დგება. ოთახს დიდი ნაბიჯებით გაივლის
და დერეფანში გადის. მესმის, როგორ აღებს და ხურავს უჯრას. რო-
ცა შემოდის, ცალ ხელს ზურგს უკან მალავს. ჩემ წინ დგას და ამ-
ბობს, – სიურპრიზი! – და იარაღს მიშვერს.
დიდი პისტოლეტი არ არის. თხელია, შავი და მბზინავი. წელთან
ახლოს იჭერს, თითქოს არაფერი ხდება, თითქოს კოქტეილის წვე-
ულებაზეა. პისტოლეტს ვაშტერდები, – შემიძლია გესროლო, – ამ-
ბობს ის.
– კი, შეგიძლია, – ვამბობ მე.
– მაშ შემიძლია მეც დავიხალო ტყვია, – ამბობს ის.
– ჰო, ეგეც შესაძლებელია.
– მაგრამ ასე ხდება?
– არ ვიცი, ინგრიდ, შენ უნდა გადაწყვიტო.
– სისულელეა, ჰენრი, მითხარი, – მიბრძანებს ის.
– კარგი, გეტყვი, არა, ასე არ ხდება, – ვცდილობ თავდაჯერებუ-
ლი ვიყო.
სულელურად იღიმება.
– მაგრამ მე თუ მინდა ასე მოხდეს?
– ინგრიდ, მომეცი იარაღი.
– მოდი და გამომართვი.
– უნდა მესროლო? – იღიმება და თავს აქნევს. დივნიდან იატაკზე
მივფორთხავ, სახვევი უკან დამთრევს, ტკივილგამაყუჩებლის ზე-
მოქმედების გამო ზანტად ვმოძრაობ. უკან იხევს, მაგრამ პისტო-
ლეტს კვლავინდებურად მიმიზნებს. ვჩერდები.
– მოდი, ჰენრი, მოდი. კარგი ძაღლი, მიმნდობი ამუნია, – საცემს
ტკაცანით სწევს და ორ ნაბიჯს ჩემკენ დგამს. ვიძაბები. თავში მიმიზ-
ნებს. იცინის და ლულას საფეთქელზე იდებს, – როგორია, ჰენრი?
ასე ხდება?
– არა. არა!
კოპს იკრავს.
– დარწმუნებული ხარ, ჰენრი? – პისტოლეტს მკერდზე იდებს, –

508
ასე ჯობია? თავში თუ გულში, ჰენრი? – ნაბიჯს წინ დგამს. შემიძლია
შევეხო კიდეც. შემიძლია ხელი ვტაცო – მკერდზე ფეხს მირტყამს და
უკან ვვარდები, იატაკზე გართხმული ქვემოდან ავცქერი, წინ იხრე-
ბა და მაფურთხებს.
– გიყვარდი? – მეკითხება და ზემოდან დამყურებს.
– ჰო, – ვამბობ მე.
– მატყუარა, – ამბობს და ჩახმახს გამოჰკრავს.

ორშაბათი, 18 დეკემბერი, 2006 წელი


(კლერი 35 წლისაა, ჰენრი 43-ის)

კლერი: შუაღამისას ვიღვიძებ, ჰენრი წასულია. პანიკა მიპ-


ყრობს. საწოლში ვჯდები. თავში უამრავი ფიქრი მომდის. ვაითუ,
მანქანამ გაიტანა, მიტოვებულ შენობებში გზა ვერ გაიკვლია, სიცი-
ვეში გარეთყ გდია – ხმა მესმის, ვიღაც ტირის. იქნებ ალბაა და ჰენ-
რი იმის სანახავად წავიდა, რა სჭირს. ვდგები და მის ოთახში გავდი-
ვარ, დათუნიასთან ჩახუტებულს სძინავს, საბანი გადაუხდია. ხმის
მიმართულებით დერეფანში მივდივარ, სასტუმრო ოთახში ხელებში
თავჩარგული ჰენრი მხვდება, იატაკზე ზის.
მის გვერდით მუხლებზე ვდგები.
– რა მოხდა? – ვკითხულობ მე.
თავს მაღლა სწევს და ქუჩიდან შემომავალი სინათლის შუქზე მის
ლოყებზე აკიაფებულ ცრემლებს ვხედავ.
– ინგრიდი მოკვდა, – ამბობს ის.
გულში ვიკრავ.
– ინგრიდი დიდი ხანია მოკვდა, – ვუყვავებ მე.
თავს აქნევს.
– წლები, წუთები... სულერთია, – ამბობს ის. იატაკზე უხმოდ
ვსხედვართ. ბოლოს ამბობს, – როგორ გგონია, უკვე დილაა?
– რა თქმა უნდა.
ცა ჯერ კიდევ ჩაბნელებულია. ჩიტები არ მღერიან.

509
– ავდგეთ, – ამბობს ჰენრი. ეტლი მომაქვს, ჩაჯდომაში ვშველი
და სამზარეულოსკენ მივაგორებ. ხალათს ვაწვდი, გაჭირვებით იც-
ვამს. სამზარეულოში ზის და დათოვლილ ეზოს ფანჯრიდან გასცქე-
რის. სადღაც შორს, ქუჩაში მანქანა თოვლს წმენდს. შუქს ვანთებ.
მადუღარაში ყავას ვყრი, წყალს ვასხამ და ვრთავ. ფინჯნებს ვიღებ.
მაცივარს ვაღებ და ჰენრის ვეკითხები, რა უნდა; უარის ნიშნად თავს
აქნევს. სამზარეულოს მაგიდასთან მის პირდაპირ ვჯდები. მიყუ-
რებს. თვალები დასწითლებია, თმა აბურძგვნია. ხელები გამხდარი,
სახე კი სევდიანი აქვს.
– ჩემი ბრალი იყო, –ამბობს ის, – მე რომ იქ არ ვყოფილიყავი...
– გაჩერებას შეძლებდი?
– არა, ვცადე.
– კარგი, რას ვიზამ.
მადუღარა რახრახებს, თითქოს ფეთქდება. ჰჰენრი ხელებს სახე-
ზე ისვამს.
– ყოველთვის მაინტერესებდა, ბარათი მაინც რატომ არ დატო-
ვა.
ის არის, უნდა ვკითხო, რას გულისხმობს, როცა სამზარეულოს
კარში ალბას ვამჩნევ. ვარდისფერი საღამური და მწვანე თაგუ-
ნიაფლოსტები აცვია. მკვეთრი შუქი თვალს სჭრის, ამთქნარებს.
– გამარჯობა, ბავშვო, – ამბობს ჰენრი. ალბა უახლოვდება და
ეტლთან ახლოს დგება.
– დილა მშვიდობისა, – ამბობს ის.
– ამ შუაღამისას ფეხზე რატომ ხართ? – ჰაერს იყნოსავს, – ყავას
ხარშავთ, მაშასადამე, დილა ყოფილა.
– ოჰ, ეს ის ძველი მცდარი დასკვნაა: „ყავა უდრის დილას“, – ამ-
ბობს ჰენრი, – ლოგიკაში ხარვეზი გაქვს, მეგობარო.
– რა? – კითხულობს ალბა, – არ უყვარს, როცა რამეში ცდება.
– დასკვნას მცდარ მონაცემებზე აგებ; გავიწყდება, რომ შენი
მშობლები ყავაზე დამოკიდებული არიან და შეიძლება შუაღამისას
მეტი ყავის დასალევად ადგნენ, – ჰენრი მონსტრივით ან ეგებ ყავის
ნარკომანივით, ღრიალებს.

510
– ყავა მინდა. მეც ყავაზე დამოკიდებული ვარ, – ყვირილითვე პა-
სუხობს ის, მაგრამ ჰენრი ხელის ერთი მოძრაობით ჰაერში სწევს და
მერე ისევ ადგილზე სვამს. ალბა მაგიდას გარს უვლის, ჩემთან მორ-
ბის და მკლავებს კისერზე მხვევს, – ღრიალებს! – ყურში ჩამკივის
ის.
ვდგები და ხელში ამყავს. უკვე მძიმეა.
– შენც ღრიალებ.
დერეფანში მიმყავს, თავის საწოლზე ვაგდებ. სიცილისგან კანკა-
ლებს. მისი ტუმბაზე მდგომი საათი დილის 4 საათსა და 16 წუთს აჩ-
ვენებს.
– აი, ხომ ხედავ? ჯერ ადგომა ძალიან ადრეა, – სავალდებულო
წრიალის შემდეგ ლოგინში ეწყობა, მე კვლავ სამზარეულოში გავ-
დივარ. ჰენრის ორივესთვის დაუსხამს ყავა. ვჯდები, აქ ცივა.
– კლერ.
– რაო...
– როცა მოვკვდები... – ჩერდება, აქეთ-იქით იყურება, ჰაერს
ისუნთქავს და განაგრძობს, – ყველაფერს ვაწესრიგებ, ყველა სა-
ბუთს, ანდერძს, ნაცნობმეგობრებს და ალბას წერილებს ვწერ, ყვე-
ლაფერი ჩემს საწერ მაგიდაშია, – ვერაფერს ვამბობ. ის შემომცქე-
რის.
– როდის? – ვეკითხები მე, – თვეები? კვირები? დღეები?
– არ ვიცი, კლერ, – იცის. ვიცი, რომ იცის.
– ნეკროლოგი ნახე, არა? – ვამბობ მე. ყოყმანობს და თავს მიქ-
ნევს. პირს ვაღებ, რაღაცის კითხვა მინდა, მაგრამ მეშინია.

მკითხველთა ლიგა

511
საათები მაინც თუ არა, დღეები

პარასკევი, 24 დეკემბერი, 2006 წელი


(ჰენრი 43 წლისაა, კლერი 35-ის)

ჰენრი: ადრე ვიღვიძებ, იმდენად ადრე, რომ საძინებელში დი-


ლის ბინდ-ბუნდის ცისფერი ნათელი დგას. საწოლში ვწევარ და
კლერის ღრმა სუნთქვას ყურს ვუგდებ, შიგადაშიგ ლინკოლნავენიუ-
დან შემომავალი მანქანების ხმა მესმის; ყვავებს გადაძახილი აქვთ.
ფეხები მტკივა. ბალიშებზე ვიწევი და ტუმბაზე „ვიკოდინის“ ბოთლს
ვხედავ. ორ ცალს ვიღებ და „კოკათი“ ვსვამ.
საბანში ვძვრები და ცალ გვერდზე ვწვები. კლერს პირქვე ჩამხო-
ბილს სძინავს, ორივე ხელი თავზე შემოუჭდია. თავი საბანში ჩაუფ-
ლავს. თმადაფარული გაცილებით პატარა ჩანს. პატარა კლერს მა-
გონებს, ბავშვივით უმანკოდ სძინავს. ვცდილობ გავიხსენო, მინა-
ხავს თუ არა პატარა, მძინარე კლერი. ვხვდები, რომ არა. ალბას
სძინავს ხოლმე ასე. სინათლე მატულობს. ირხევა, ჩემკენ ტრიალ-
დება და გვერდზე წვება. მის სახეს ვაკვირდები. თვალებისა და ტუ-
ჩების კუთხეებში რამდენიმე ბუნდოვანი ხაზი გასჩენია, რაც იმას
ნიშნავს, რომ საშუალო ასაკში შედის. გული მწყდება – მე ამ სახეს
ვერასდროს ვნახავ; ის უჩემოდ იცხოვრებს მისით; მე ვეღარასოდეს
ვაკოცებ; იმ სამყაროში იარსებებს, რომლისაც მე არაფერი მეცო-
დინება; მე მის მოგონებებში დავრჩები, მერე წარსულში გადავინაც-
ვლებ.
დღეს დედას გარდაცვალების ოცდამეჩვიდმეტე წლისთავია. ოც-
დაჩვიდმეტი წელია ყოველ ამ დღესმ მასზე ვფიქრობ, მენატრება,
მამაც მუდამ მასზე ფიქრობს. მკვდარს რომ გულმხურვალე მოგონე-
ბა აცოცხლებდეს, დედა ჩვენი ევრიდიკე იქნებოდა, ლედი ლაზარუ-
სივით93 აღდგებოდა მკვდრეთით და ნუგეშად მოგვევლინებოდა.

93
იგულისხმება სილვია პლათის (1932-1963) ერთ-ერთი ცნობილი ლექსი
„ლედი ლაზარუსი“

512
მაგრამ ჩვენი გლოვა მას სიცოცხლის არც ერთ წამს, გულის არც
ერთ ცემას, არც ერთ ამოსუნთქვას არ მატებს. ერთადერთი, რაც მო-
ნატრებამ შეძლო, მასთან მიყვანაა. კლერს რა დარჩება, როცა მე
წავალ? როგორ დავტოვო?
მესმის, როგორ ლაპარაკობს ალბა თავის ლოგინში.
– გამარჯობა! გამარჯობა, ტედი! ჩჩჩ, ახლავე დაიძინე. – ამბობს
ის. სიჩუმეა, – მამა? – კლერს გავცქერი, მაინტერესებს, ხომ არ გა-
იღვიძებს. ღრმად სძინავს.
– მამა! – ფრთხილად ვტრიალდები. საბნიდან ვძვრები და იატაკ-
ზე მივფორთხავ. საძინებლიდან დერეფანში მივხოხავ და ალბას
ოთახს ვაღწევ. ხითხითებს, როცა მხედავს. ღრენის მსგავს ბგერებს
გამოვცემ, ძაღლივით მისვამს თავზე ხელს. საწოლში ჯდება, თუ რამ
ფუმფულა ცხოველი აქვს, ყველა გარშემო უზის.
– ჩაიწიე, წითელქუდა! – გვერდით ხტება, მე მის საწოლში ვფო-
რთხდები. სასწრაფოდ სათამაშოებს მილაგებს გარშემო. მკლავს
ვხვევ, ბალიშს ვეყრდნობი, თავის ცისფერ ტედის მიწვდის.
– ზეფირი უნდა, – მეუბნება ის.
– მაგისთვის ჯერ ცოტა ადრეა, პატარა ტედ. კვერცხ-პაშოტსა და
გახუხულ პურზე რას იტყვი?
ალბა იჯღანება. ტუჩებს, წარბებს და ცხვირს ერთდროულად ჭმუ-
ხნის.
– ტედის კვერცხი არ უყვარს, – აცხადებს ის.
– ჩჩჩჩ, დედას სძინავს.
– კარგი, – ხმამაღლა ჩურჩულებს ალბა, – ტედის ლურჯი ჟელე
უნდა.
მეორე ოთახში კლერი ოხრავს და საწოლიდან დგება.
– რძიანი მანანის ბურღული რომ იყოს? – მოთაფვლას ვცდი-
ლობ. ალბა ფიქრობს.
– ყავისფერი შაქრით?
– კეთილი, შაქრით იყოს.
– შენ თვითონ გამიკეთებ? – ლოგინიდან ვსრიალდები.
– ჰო. ზურგზე შემისვამ?

513
ვყოყმანობ. ფეხები მტკივა, ალბა კი უკვე დიდია იმისთვის, რომ
ეს უმტკივნეულოდ შევძლო, მაგრამ ახლა უარს ვერაფერზე ვეტყვი.
– რა თქმა უნდა. მიდი, შემახტი.
ოთხზე ვდგავარ. ზურგზე მახოხდება, სამზარეულოსკენ მივფორ-
თხავთ. კლერი ნამძინარევი სახით ნიჟარასთან დგას და უყურებს,
როგორ მოწვეთავს ყავა. მასთან ვცოცდები და თავს მუხლებზე ვა-
დებ, ალბას მკლავებში ხელს ჰკიდებს და ზემოთ სწევს, ალბა გიჟი-
ვით ხარხარებს. ჩემს სკამზე ვფორთხდები. კლერი იღიმება და
ამბობს:
– აბა, საუზმედ რა გვაქვს, ჩემო მზარეულებო?
– ჟელეეე! – კისკისებს ალბა.
– როგორ ჟელე? სიმინდის ფანტელების?
– არაააააააააააა!
– აბა? ბეკონის?
– არა! – ალბა კლერს ეხვევა და თმას სწიწკნის.
– აუ, ამას ნუ შვრები, საყვარელო. გასაგებია, მაშ შვრიის ჟელე
გვექნება?
– მანანის ბურღულის!
– უჰ, რა გემრიელია! – კლერი ყავისფერ შაქარს, რძეს და ბურ-
ღულის კოლოფს იღებს. დახლზე დებს და ცნობისმოყვარე სახით
მიცქერს, – შენ რა გინდა? ომლეტი?
– თუ გააკეთებ, შევჭამ.
კლერი ისე მარჯვედ ტრიალებს სამზარეულოში, თითქოს ბეტი
კროკერი 94იყოს, თითქოს მთელი ცხოვრება ამის კეთებაში გაეტა-
რებინოს. „უჩემოდაც ყველაფერს ჩინებულად გაართმევს თავს“, –
ვფიქრობ მე, მაგრამ ვიცი, რომ ასე არ იქნება. ვუყურებ, როგორ
თქვეფს ალბა ხორბალსა და წყალს და იმ დროზე ვფიქრობ, როცა
ალბა ათი, თხუთმეტი, ოცი წლისა იქნება. ჯერ არ დასრულებულა.
მე ჯერ ვერ მოვრჩი, ჯერ კიდევ მინდა აქ ყოფნა. მათი ცქერა, მათი

94
რეკლამის პერსონაჟი, სწრაფი მომზადების პროდუქტების სავაჭრო მარ-
კა.

514
გულში ჩაკვრა მინდა; მე სიცოცხლე მინდა.
– მამა ტირის, – ჩურჩულით ეუბნება ალბა კლერს.
– იმიტომ, რომ ჩემი გაკეთებული საჭმელი უნდა ჭამოს, – პასუ-
ხობს ის და თვალს მიკრავს. უნდა გავიცინო.

ახალი წლის ღამე, ორი

კვირა, 31 დეკემბერი, 2006 წელი


(კლერი 35 წლისაა, ჰენრი 43-ის)
(საღამოს 7 საათი და 25 წუთი)

კლერი: წვეულება გვაქვს, ჰენრი ამ წამოწყებას უხალისოდ შეხ-


ვდა, მაგრამ ახლა კმაყოფილია. სამზარეულოში მაგიდასთან ზის და
ალბას სტაფილოსა და ბოლოკისგან ყვავილების გამოჭრას ასწავ-
ლის. უნდა ვაღიარო, რომ ვიეშმაკე: სიტყვა ჩამოვაგდე, ალბაც იქ
იყო და ისე მოუნდა ამის ნახვა, რომ ჰენრიმ უარის თქმა ვერ გაბედა.
– მაგარი იქნება, ჰენრი. ყველას დავპატიჟებთ, ვისაც ვიცნობთ.
– ყველას? – მეკითხება ღიმილით.
– ყველას, ვინც გვიყვარს, – ვასწორებ მე ნათქვამს. რამდენიმე
დღეა სახლს ვალაგებ, ჰენრი და ალბა ნამცხვრებს აცხობენ (თუმცა,
თუ უყურადღებოდ დაგვრჩა, ცომის ნახევარს ალბა სანსლავს). გუ-
შინ მე და ჩარისი სუპერმარკეტში ვიყავით და ყველანაირი საწებე-
ლი, ჩიფსი, სპრედი, ბოსტნეული, ლუდი, ღვინო და შამპანური, პა-
ტარა ფერადი კბილების ჩხირები და ხელსახოცები, რომლებსაც ოქ-
როსფერი ასოებით აწერია – „მრავალ ახალ წელს“, პლასტმასის
თეფშები და ღმერთმა იცის, კიდევ რამდენი რამ ვიყიდეთ. მთელ
სახლში ფუსფუსია, სასტუმრო ოთახში ნაძვის ხე სწრაფად ირთვება.
ალისიაც აქ არის და ღვინის ჭიქებს რეცხავს.

515
ჰენრი ქვემოდან შემომცქერის და ამბობს:
– კლერ, სადაცაა შოუს ვიწყებთ. წადი, შხაპი მიიღე, – საათს ვუ-
ყურებ და ვხვდები, რომ დროა.
შხაპს ვიღებ, თმას ვიბან, ვიშრობ, საცვალს, ბიუსტჰალტერს,
წინდებს, შავი აბრეშუმის სადღესასწაულო კაბას და მაღალქუსლი-
ან ფეხსაცმელს ვიცვამ, სუნამოს მსუბუქად ვისხურებ, პომადას ვის-
ვამ, სარკეში ვიყურები (შეცბუნებული გამომეტყველება მაქვს) და
სამზარეულოში გავდივარ, სადაც, რაც უნდა უცნაური იყოს, ალბას
ჯერაც სუფთა ლურჯი ხავერდის კაბა, ჰენრის კი კვლავ გამოხეული
წითელი ფლანელის პერანგი და დაგლეჯილი ლურჯი ჯინსი აცვია.
– არ გამოიცვლი?
– ოჰ, რა თქმა უნდა. ხომ მიშველი?
ჩვენს საძინებელში მივაგორებ.
– რას ჩაიცვამ? – მის უჯრებში ვიქექები და საცვლებს და წინდებს
ვეძებ.
– სულერთია, რასაც შემირჩევ, – ხელს იწვდის და კარს ხურავს,
– მოდი აქ.
ქექვას ვწყვეტ და მას შევცქერი. ეტლის მუხრუჭს აწვება და სა-
წოლზე ხტება.
– ახლა ამის დრო არ არის, – ვამბობ მე.
– ზუსტად რომ დროა. მოდი, ლაპარაკზე დროს ნუღარ ვკარ-
გავთ, – მშვიდი და დამაჯერებელი ხმა აქვს. კარზე საკეტს წკაპანით
ვკეტავ.
– ამწუთას ჩავიცვი...
– ჩჩჩჩ, – ხელებს ჩემკენ იწვდის, ვნებდები, მის გვერდით ვჯდები
და უეცრად გონებაში დაუკითხავად შემოდის ფრაზა: ეს ბოლოა.
(საღამოს 8:05)
ჰენრი: კარზე ზარი სწორედ იმ დროს რეკავს, როცა ჰალსტუხს
ვიკრავ. კლერი ნერვიულად ამბობს:
– კარგად გამოვიყურები?
კარგად გამოიყურება, ვარდისფერია და ლამაზი და ამას ვეუბნე-
ბი კიდეც. საძინებლიდან გამოვდივართ, ალბა კარის გასაღებად გა-

516
რბის და ყვირის:
– ბაბუა, ბაბუ და კიმი!
მამა თოვლიან ჩექმებს იბერტყავს და მის საკოცნელად იხრება.
კლერი მას ორივე ლოყაზე კოცნის. მამა მას თავისი პალტოთი
აჯილდოებს. ალბა კიმის ხელმძღვანელობს და გახდასაც არ აცლის,
ნაძვის ხის სანახავად მიჰყავს.
– გამარჯობა, ჰენრი, – ღიმილით ამბობს მამა, ჩემკენ იხრება და
უეცრად ვხვდები, რომ ამაღამ მთელი ჩემი ცხოვრება ჩამივლის
თვალწინ. ყველა დავპატიჟეთ, ვინც რამეს ნიშნავს ჩვენთვის: მამა,
კიმი, ალისია, გომესი, ჩარისი, ფილიპი, მარკი და შერონი ბავშვე-
ბითურთ, გრემი, ბენი, ჰელენი, რუთი, კენდრიკი, ნენსი შვილებით,
რობერტო, კათრინი, იზაბელი, მეტი, ამელია, კლერის ხელოვანი
მეგობრები, ჩემი ბიბლიოთეკის კოლეჯის კურსელები, ალბას მე-
გობრების მშობლები, კლერის დილერი და თვით სელია ეტლიც კი,
კლერის დაჟინებული მოთხოვნით... ისინი გვაკლია, ვისი დაპატიჟე-
ბაც შეუძლებელი იყო: დედა, ლუსილი, ინგრიდი... ოჰ, ღმერთო.
მიშველე.
(საღამოს 8:20)
კლერი: სტუმრად მოსული ჩარისი და გომესი ისე სუნთქავენ,
თითქოს მფრინავი კამიკაძეები იყვნენ.
– ბიბლიოთეკარს გაუმარჯოს. როგორ ხარ, შე უქნარა? წინკარი-
დან თოვლს ვერ გადახვეტავ?
ჰენრი შუბლზე ხელს ირტყამს.
– ეგ როგორ დამავიწყდა.
გომესი კომპაქტდისკებით სავსე პარკს ჰენრის კალთაში უგდებს
და ეზოს გასაწმენდად გადის. ჩარისი იცინის და სამზარეულოში
მომდევს. რუსული არყის უზარმაზარ ბოთლს იღებს და საყინულეში
აგდებს. გვესმის, როგორ მღერის „თოვლი მოდის“ სახლამდე მო-
სასვლელი ბილიკის წმენდაში გართული გომესი.
– ბავშვები სად არიან? – ვეკითხები ჩარისს.
– დედაჩემთან დავტოვეთ. ახალი წელია და ვიფიქრეთ, ბებიას-
თან უკეთ გაერთობიანმეთქი, თანაც გადავწყვიტეთ ნაქეიფარზე მა-

517
რტონი დავრჩეთ.
მე ასეთ რამეზე არასდროს მიფიქრია. უკანასკნელად ალბას ჩა-
სახვამდე დიდი ხნით ადრე დავთვერი. ალბა სამზარეულოში შე-
მორბის, ჩარისი გულში იკრავს.
– პატარა გოგონა, გამარჯობა! საშობაო საჩუქარი მოგიტანეთ!
ალბა შემომცქერის.
– მიდი, გახსენი.
ფრჩხილების მოსავლელი სასაცილო კომპლექტია, უამრავი
ლაქი დევს. ალბა გაოცებისგან პირს აღებს. მუჯლუგუნს ვკრავ და
მადლობის თქმას ვახსენებ.
– გმადლობ, დეიდა ჩარის.
– არაფრის, ალბა.
– წადი, მამას აჩვენე, – ვეუბნები მას. სასტუმრო ოთახისკენ გარ-
ბის. კარიდან თავს ვყოფ და ვხედავ, რომ ალბა ჰენრის რაღაცას
აღელვებით უხსნის, ჰენრი კი საკუთარ ფრჩხილებს ისე ათვა-
ლიერებს, თითქოს მათ ექტომიასაც უპირებდნენ, – მაგარი ჰიტი გა-
მოგივიდა, – ვეუბნები ჩარისს.
იღიმება.
– ჰო, პატარაობაში კოსმეტოლოგობაზე ვოცნებობდი.
მეცინება.
– მაგრამ ვერ გაქაჩე და მხატვარი გამოხვედი, – ვამბობ მე.
– მერე გომესი გავიცანი და მივხვდი, რომ ბურჟუაზიულ ქალ-
თმოძულე კორპორაციულ სისტემას თმის მოკვეცით ვერ დავამხობ.
– ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ ვერც ნახატებით დააჩოქებ.
– შენს თავზე ილაპარაკე. სილამაზის თაყვანისმცემელი ხარ.
– დამნაშავე ვარ, დამნაშავე, დამნაშავე, – სასადილო ოთახში
შევდივართ და ჩარისი თავისი თეფშის ავსებას იწყებს, – ახლა რაზე
მუშაობ? – ვეკითხები მე მას.
– კომპიუტერულ ვირუსებს ვქმნი ნახატების სახით.
– ოოჰ, ოჰ, ოღოდ ეგ არა... მერე ეგ კანონიერია?
– არა. მე უბრალოდ მათ დიზაინს ვაკეთებ, მერე html ტილოზე
გადამაქვს და შოუს ვაწყობ. მიმოქცევაში არ ვუშვებ.

518
– მაგრამ სხვას ხომ შეუძლია გაშვება?
– ჰო, რა თქმა უნდა, – მზაკვრულად იცინის ჩარისი, – იმედია,
უშვებენ კიდეც. გომესს სიცილად არ ჰყოფნის, მაგრამ ასეთ პატარა
ნახატებს შეუძლიათ მსოფლიო ბანკს, ბილ გეიტსსა და ბანკომატე-
ბის მწარმოებელ ნაბიჭვრებს დიდი თავსატეხი გაუჩინონ.
– ღმერთმა ხელი მოგიმართოს. შოუ როდის არის?
– მაისში. მოსაწვევს გამოგიგზავნი.
– ჰო. როცა მივიღებ, მთელ ჩვენს აქტივებს ოქროდ ვაქცევ და
ბოთლში ჩავდებ.
ჩარისი იცინის. კათრინი და აამელია მოდიან, ხელოვნების მიერ
გამოწვეულ მსოფლიო ანარქიაზე საუბარს ვწყვეტთ და ერთმანეთის
სადღესასწაულო კაბებს ვაქებთ.
(საღამოს 8:50)
ჰენრი: სახლი ჩვენი უახლოესი და უსაყვარლესი ადამიანებითაა
სავსე, ზოგი ბოლოს ოპერაციამდე ვნახე. კლერის დილერი, ლეი ჯა-
კობსი, ძალიან ტაქტიანი და კეთილი ადამიანია, მაგრამ ჩემს დანახ-
ვაზე სიბრალულს ვერ მალავს; ამას მის მზერაში ვხედავ. სელია
მაოცებს – ჯიქურ მოდის და ხელს მიწვდის, ვართმევ.
– ძალიან ვწუხვარ, ამ დღეში რომ გხედავ, – ამბობს ის.
– შენ მაგრად გამოიყურები, – ვამბობ მე, რადგან მართლა ასეა.
თმა შეკრული აქვს და მოციალე ცისფერი აცვია.
– ჰოო, – აამბობს სელია თავისი ზღაპრული ტკბილი ხმით, – ის
დრო ჯობდა, როცა ცუდად იქცეოდი და შენი ის გაკნაჭული ცალი
მძულდა.
ვიცინი.
– ჰო, კარგი დრო იყო.
ხელჩანთაში იქექება და რაღაცას მიწვდის.
– ეს ინგრიდის რაღაცებში ვიპოვე. ვიფიქრე, კლერს მოეწონება-
მეთქი.
ფოტოსურათს მიწვდის, 1990იანი წლები იქნება. გრძელი თმა
მაქვს, ვიცინი, ოუკსტრიტბიჩზე ვდგავარ, პერანგი არ მაცვია. სა-
ოცარი სურათია. არ მახსოვს, როდის გადამიღო ინგმა, მაგრამ მას-

519
თან გატარებული დროიდან ისედაც თითქმის აღარაფერი მახსოვს.
– ჰო, ალბათ მოეწონება. Memento Mori, – სურათს ვუწვდი.
სელია მკაცრად მიყურებს.
– შენ არ მომკვდარხარ, ჰენრი დეტამბლ.
– აღარც შორს ვარ, სელია.
იცინის.
– თუ ჯოჯოხეთში ჩემზე ადრე მოხვდი, ინგრიდის გვერდით ადგი-
ლი დამიკავე.
მკვეთრად ტრიალდება და კლერის საძებნელად მიდის.
(საღამოს 9:45)
კლერი: ბავშვებმა ბევრი ირბინეს და უამრავი ტკბილეული ჭა-
მეს, ახლა ქანცგამოლეულები და ძილმორეულები არიან. დერე-
ფანში კოლინ კენდრიკს ვხვდები და ვეკითხები, ძილი ხომ არ უნდა;
ძალიან სერიოზულად მპასუხობს, რომ უფროსებთან ყოფნა ურჩევ-
ნია. მისი ზრდილობა, თოთხმეტი წლის ყმაწვილის სილამაზე და ის,
რომ მიუხედავად იმისა, მთელი ცხოვრებაა მიცნობს, ასე მორ-
ცხვობს ჩემთან, ძალიან მომწონს. ალბა და ნადია კენდრიკი ასეთი
თავდაჭერილები არ არიან.
– დედააააააა, – წუწუნებს ალბა, – ხომ გვითხარი, გვიანობამდე
არ დაგაძინებთო.
– რა თქმა უნდა. ახლა ცოტას არ დაიძინებთ? შუაღამის დადგო-
მამდე გაგაღვიძებთ.
– არააააააა.
კენდრიკი ამ საუბარს უსმენს, მე მხრებს ვიჩეჩ, ის იცინის.
– მოურჯულებელი დუეტი. კეთილი, გოგოებო, მაშ წადით ცოტა
ხანს ალბას ოთახში ითამაშეთ, – ფეხების ფრატუნით მიდიან და
ბუზღუნებენ. ვიცით, რომ რამდენიმე წუთში ხალისიანად დაიწყებენ
თამაშს.
– კლერ, მახარებს, რომ გხედავ, – ამბობს კენდრიკი, როცა ალი-
სია ჩაგვივლის.
– კლერ, მამას მიხედე, – ალისიას მზერას თვალს ვაყოლებ და
ვხედავ, რომ მამა იზაბელს ეარშიყება, – ეგ ვინ არის?

520
– ოჰ, ღმერთო, – ვიცინი მე, – იზაბელ ბერკი, – ვამბობ და ალი-
სიას იზაბელის დრაკონულ სექსუალურ მიდრეკილებებზე ვუამბობ.
ისე ვიცინით, ძლივს ვსუნთქავთ.
– ჩინებულია, ჩინებული, მეყოფა, – ამბობს ალისია.
ჩვენი ისტერიკული სიცილის გაგონებაზე რიჩარდი გვიახლოვ-
დება.
– ასეთი სასაცილო რა ნახეთ, bella donnas?95
თავებს ვაქნევთ და კვლავ ვიცინით.
– თავიანთი ღრმად პატივცემული მამის შეჯვარების რიტუალებ-
ზე იცინიან, – ამბობს კენდრიკი, – რიჩარდი თავს უქნევს, განცვიფ-
რებული ჩანს და ალისიას გაზაფხულის კონცერტების განრიგით ინ-
ტერესდება. სამზარეულოსკენ მიდიან, ბუქარესტსა და ბარტოკზე
საუბრობენ. კენდრიკი კვლავაც გვერდით მიდგას და ისეთი რაღა-
ცის სათქმელ მომენტს ელის, რისი მოსმენაც არ მსურს. ის არის, ბო-
დიშის მოხდას და მისგან გაცლას ვაპირებ, როცა ამბობს:
– მოიცადე, კლერ... ძალიან ვწუხვარ...
– არა უშავს, დეივიდ, – ვამბობ და მცირე ხანს ერთმანეთს უხ-
მოდ შევყურებთ. თავს მიქნევს და ჯიბეში სიგარეტს ეძებს, – თუ ლა-
ბორატორიაში შემომივლი, გაჩვენებ, რას ვუკეთებ ალბას, – იქაუ-
რობას ვათვალიერებ და ჰენრის ვეძებ. გომესი შერონს „რუმბას“ ას-
წავლის. ყველა ერთობა, მხოლოდ ჰენრი არ ჩანს. ორმოცდახუთი
წუთი მაინც იქნება, რაც თვალი არ მომიკრავს, მისი პოვნა მინდა;
მინდა დავრწმუნდე, რომ კარგად და აქ არის, – უკაცრავად, – ვეუბ-
ნები კენდრიკს, რომელსაც საუბრის გაგრძელება სურს, – სხვა
დროს, როცა მეტი სიმშვიდე იქნება, – თავს მიქნევს. ნენსი კენდრი-
კი კოლინთან ერთად შემოდის, საუბრის გაგრძელება შეუძლებელი
ხდება. ყინულის ჰოკეის განხილვას მგზნებარედ იწყებენ; მათ თავი
დავაღწიე.
(საღამოს 9:48)

95
( ესპ.) მშვენიერო ქალებო, ლამაზო ქალებო.

521
ჰენრი: სახლში ძალიან დათბა, გაგრილება მჭირდება, ამიტომ
შემინულ ვერანდაზე ვზივარ. ახლა უფრო მსხვილ ფანტელებს და
უფრო სწრაფად ყრის, ყველა მანქანას და ბუჩქს ფარავს, ტრან-
სპორტის მოძრაობის ხმას ახშობს. ლამაზი ღამეა. სასტუმრო ოთა-
ხისა და ვერანდის გამყოფ კარს ვაღებ.
– გომეს.
მოდის და თავს კარში ყოფს.
– რა?
– წამოდი, გარეთ გავიდეთ.
– საზიზღრად ცივა.
– წამოდი, შე აზიზო ოლდერმენო.
ჩემს კილოში რაღაც ისეთი კრთება, რომ მთანხმდება.
– კარგი, კარგი, ერთი წუთი მაცადე.
უჩინარდება და რამდენიმე წუთში ჩემი და თავისი პალტოებით
ხელში ბრუნდება. როცა მასში გახვევას ვცდილობ, ჯიბიდან მათა-
რას იღებს და მიწვდის.
– არა, გმადლობ.
– არაყია. მკერდზე თმას ყალყზე აყენებს.
– გამაყუჩებლებთან ცუდ რეაქციაში შედის.
– აჰ, გასაგებია. რა სწრაფად ვივიწყებთ ყველაფერს, – გომესი
სასტუმრო ოთახის გავლით მიმაგორებს. ეტლს კიბის თავზე აჩე-
რებს, მე ხელში ავყავარ და პატარა ბავშვივით, მაიმუნივით, ზურგზე
მისვამს. გარეთ გავდივართ და ცივი ჰაერი ეკზოჩონჩხივით გაყინუ-
ლი გვხვდება. გომესის ოფლს ალკოჰოლის სუნი ასდის. სადღაც
შორს ჩიკაგოს სინათლეები ვარსკვლავებივით ციმციმებს.
– ამხანაგო.
– დიახ...
– ყველაფრისთვის გმადლობ, შენ საუკეთესო... – მის სახეს ვერ
ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, როგორ ქვავდება ტანისამოსის ფენების
ქვეშ.
– რას მეუბნები?

522
– ჩემი პირადი სქელი ქალბატონი უკვე მღერის,96 გომეს. დრო
ამოიწურა. თამაში დასრულდა, გომეს.
– როდის?
– მალე.
– როდისაა ეგ მალე?
– არ ვიცი, – ვიტყუები. ძალიან, ძალიან მალე, – მოკლედ, მინ-
დოდა, მეთქვა... ვიცი, რომ ზოგჯერ ძალიან ნერვების მომშლელი
ვიყავი. (გომესი იცინის), – მაგრამ ყველაფერი მაგარი იყო (ვჩერ-
დები, რადგან შეიძლება ცრემლები წამსკდეს), – მართლა ძალიან
მაგარი იყო (ვდგავართ ორი ამერიკელი მამრი, ჩვენი ამონასუნთქი
ჰაერში იყინება და ყველა შესაძლო სიტყვა უთქმელი გვრჩება)
და ბოლოს ვამბობ, – წამოდი, შევიდეთ, – როცა ეტლში სათუ-
თად მსვამს, წამით მეხვევა და მერე მძიმე ნაბიჯებით უკანმოუხედა-
ვად მიდის.
(საღამოს 10:15)
კლერი: ჰენრი იმ ადამიანების პატარა ჯგუფით სავსე ოთახში არ
არის, რომლებიც თავგამოდებით ცდილობენ ცეკვას. ჩარისი და მე-
ტი რაღაც ილეთებს აკეთებენ, „ჩაჩაჩას“ ჰგავს, რობერტო კიმისთან
დიდი განცდით ცეკვავს, „ფოქსტროტს“ ჰგავს. გომესმა შერონი მი-
ატოვა და კათრინზე გადავიდა; როცა გომესი აბზრიალებს, კათრინი
ჰაერში ხტება და იცინის, როცა ის სიგარეტის მოსაკიდებლად ცეკ-
ვას წყვეტს.
ჰენრი არც სამზარეულოშია, რომელიც რაულს, ჯეიმზს, ლურ-
დესს და ჩემს სხვა მხატვარ მეგობრებს დაუკავებიათ. ერთმანეთს

96
ამ ფრაზის, რომელიც ანდაზად იქცა და რაიმეს დასასრულს მოასწავებს,
წარმოშობის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. ერთიერთი ოპერის მომღე-
რალი ქალების, სოპრანოების, სიმსუქნეზე მიანიშნებს. ასევე, იგულისხმე-
ბა რიჰარდ ვაგნერის მუსიკალური დრამების ციკლის, „ნიბელუნგების ბეჭ-
დის“ პერსონაჟი ბრუნჰილდე, რომელსაც ტრადიციულად ხორცსავსე ქა-
ლად წარმოადგენენ. მისი არია თითქმის 20 წუთს გრძელდება და ოპერას
აგვირგვინებს. მეორე მხრივ, ფრაზის ავტორობას მიაწერენ სპორტის
კომენტატორ რალფ კარპენტერს.

523
ხელოვნების დილერების ან მათთვის მოწყობილი საშინელი ამბე-
ბით ბერავენ. ლურდესი ედ კინჰოლცის97 ამბავს ჰყვება, რომლის
კინეტიკურმა ქანდაკებამ მისი დილერის ძვირფას საწერ მაგიდაში
უზარმაზარი ხვრელი დატოვა. ყველა სადისტურად იცინის. თითს
ვუქნევ.
– ლეამ არ გაგიგოთ, – ვემუქრები მათ.
– ლეა სად არის? – ყვირის ჯეიმზი, – დაგენაძლევებით, მაგას მა-
გარი ამბები ეცოდინება, – ჩემი დილერის საძებნელად მიდის; ის
მარკთან ერთად კიბეზე კონიაკს სვამს.
ბენი ჩაის იკეთებს. „ზიპლოკის“ პატარა ტომსიკიდან, რომელ-
შიც ყველა სახის მცენარე აქვს, რომლიდანაც ჩაის რომელიმე სა-
ხეობის დაყენება შეიძლება, რაღაცას იღებს. გულდასმით ზომავს,
საცრელში ყრის და ორთქლადენილ ფინჯანში დებს.
– ჰენრი ხომ არ გინახავს? – ვეკითხები მას.
– ჰო, ახლახან ველაპარაკე, წინა ვერანდაზეა, – ბენი თვალმო-
ჭუტული მიყურებს, – რატომღაც შევშფოთდი მის გამო, ძალიან
მოწყენილი მეჩვენა. მომეჩვენა... – ჩერდება, მერე ხელით ისეთ
ჟესტს აკეთებს, თითქოს ამბობს, შეიძლება ვცდები, – იმ ავადმყოფს
ჰგავს, რომელმაც იცის, რომ ცოტაღა დარჩა, – მუცელი მეჭიმება.
– ძალიან უგუნებოდაა მას შემდეგ, რაც ფეხები...
– ვიცი, მაგრამ ისე ლაპარაკობდა, თითქოს იმ მატარებელში
ადის, რომელიც ამწამს გადის; იცი, მითხრა... – ბენი ხმას უწევს,
ისედაც მუდამ ხმადაბლა ლაპარაკობს, ასე რომ, მისი ხმა ძლივს
მესმის, – მითხრა, რომ ვუყვარვარ და მადლობა გადამიხადა... ადა-
მიანები ასეთ რამეებს არ ამბობენ, როცა იციან, რომ აქ დასარჩენად
კიდევ დიდი დრო აქვთ, მიხვდი? – ბენის თვალები სათვალის მინე-
ბის მიღმა დარბის, ხელებს ვხვევ, წუთით ასე ვდგავართ, მკლავები
ბენის გალეულ სხეულზე მაქვს შემოხვეული. სტუმრები ყაყანებენ,
ყურადღებას არავინ გვაქცევს, – მე არ მინდა ვინმეზე დიდხანს ვიც-

97
ედვარდ კინჰოლცი (1927-1994)– ამერიკელი ინსტალაციის ჟანრის
მხატვარი

524
ოცხლო, – ამბობს ბენი, – ღმერთო, როცა თხუთმეტი წელია იმ სა-
შინელებას ვსვამ და ტანჯული ვარ, მაქვს უფლება ჩემი კუბო ყველა
ჩემმა ნაცნობმა გააცილოს და თქვას: „კაცურად მოკვდა“. ან რამე
მსგავსი. ჰენრიც იქ უნდა იყოს და ჯონ დონი წაიკითხოს: „სიკვდი-
ლო, ნუ ამაყობ, შენ ბრიყვი, დედანატირები ვინმე ხარ“. ძალიან ლა-
მაზი იქნება.
ვიცინი.
– კარგი, ჰენრიმ თუ ვერ შეძლო, მე მოვალ. მე შევცვლი, – ცალ
წარბს ზემოთ ვზიდავ, ნიკაპს მაღლა ვწევ და ხმას ვუწევ: „ერთი პა-
ტარა ძილის შემდეგ მარადიულად ვიღვიძებთ, სიკვდილი კი საც-
ვლის ამარა სამზარეულოში ზის, ღამის სამ საათზე კროსვორდს
ხსნის“, – ბენი იცინის. მე მას ფერმკრთალ, გლუვ ლოყაზე ვკოცნი
და მივდივარ.
ჰენრი სიბნელეში წინა ვერანდაზე ზის და თოვას უცქერის. მთე-
ლი დღეა ოთახიდან არ გამიხედავს და ახლაღა ვხვდები, რომ რამ-
დენიმე საათია გადაუღებლად ბარდნის. ლინკოლნავენიუზე თოვ-
ლის საწმენდი მანქანები მუშაობენ, ჩვენი მეზობლები გარეთ გამო-
ფენილან და თავიანთი სახლების წინ თოვლს ხვეტენ. ვერანდა შე-
მინულია, მაგრამ მაინც ცივა.
– შიგნით შემოდი, – ვამბობ მე. მის გვერდით ვდგები და ქუჩის
გადაღმა თოვლში გზააბნეულ ძაღლს ვუცქერი. წელზე ხელს მხვევს
და თავს თეძოზე მადებს.
– ნეტავ დროის გაჩერება შეიძლებოდეს, – ამბობს ის. თითებს
თმაში ვუყოფ. ახლა უფრო უხეში და სქელია, ვიდრე გაჭაღარავე-
ბამდე იყო.
– კლერ, – ამბობს ის.
– ჰო, ჰენრი.
– დროა, – ჩერდება.
– რა?
– ეს... მე...
– ღმერთო, – დივანზე მის პირდაპირ ვჯდები, – ნუ... დარჩი, –
ხელს ხელზე ვუჭერ.

525
– ეს უკვე მოხდა. აქ შენთან ერთად მინდა ჯდომა, – სკამიდან
ცოცდება და ჩემ გვერდით დივანზე ჯდება. ცივ ნაჭერზე ვგორდებით.
თხელ კაბაში ჩაცმულს კანკალი მიტანს, სახლში კი იცინიან და ცეკ-
ვავენ. ხელს მხვევს, გულში მიკრავს და მათბობს.
– რატომ არ მითხარი? რატომ მომეცი ამ ხალხის დაპატიჟების
ნება? – არ მინდა გავბრაზდე, მაგრამ ვბრაზდები.
– არ მინდა მარტო იყო... თანაც მათთან დამშვიდობება მინდო-
და. კარგი იყო, ძალიან კარგი, ეს ბოლო ვაშა იყო...
უხმოდ ვწევართ. ჩუმად ბარდნის.
– რომელი საათია?
საათს დავცქერი.
– თერთმეტია, თორმეტი დაიწყო.
ოჰ, ღმერთო, ჰენრი მეორე სკამიდან საბანს იღებს; ერთმანეთს
ვფუთავთ. ვერ ვიჯერებ. ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა; ადრე თუ გვი-
ან, ეს აუცილებლად მოხდებოდა, და აი, უნდა მოხდეს, ჩვენ კი აქ
ვწევართ და ველით...
– ოჰ, მოდი, რამე გავაკეთოთ! – ჩავჩურჩულებ მას.
– კლერ, – მისი მკლავები მესალტება, თვალებს ვხუჭავ.
– გააჩერე. ნუ დაუშვებ, რომ მოხდეს. შეცვალე.
– ოჰ, კლერ, – ამბობს ჰენრი ნაზად, ქვემოდან შევცქერი. თოვ-
ლზე არეკლილ შუქზე თვალები ცრემლებით უბრწყინავს. ლოყით
მის მხარს ვეკვრი. თმაზე ხელს მისვამს. დიდი ხანი ასე ვწევართ.
ოფლად იღვრება. ხელს სახეზე ვადებ, სიცხისგან იწვის.
– რომელი საათია?
– თორმეტი ხდება.
– მეშინია.
ხელებს მკლავებში ვუყრი, ფეხებს ფეხებზე ვაჭდობ. წარმოუდგე-
ნელია იმის დაჯერება, რომ ჰენრი, ასეთი ნამდვილი, ჩემი საყვარე-
ლი ჰენრი, ეს რეალურად არსებული სხეული, რომელსაც მთელი ძა-
ლით სხეულზე ვიკრავ, ოდესმე გაუჩინარდება.
– მაკოცე!
ვკოცნი და მერე მარტო ვრჩები, საბნის ქვეშ, დივანზე, ცივ ვერან-

526
დაზე. კვლავ ბარდნის. შიგნით მუსიკა ჩერდება და გომესის ხმა მეს-
მის:
– ათი, ცხრა, რვა! – დდა მერე ყველა ერთხმად ყვირის, – შვიდი,
ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი! გილოცავთ ახალ წელს! დ–
მერე შამპანურის საცობის ამოვარდნის ხმა ისმის, ყველა ერ-
თდროულად ამბობს რაღაცას, მერე ვიღაც იკითხავს, – ჰენრი და
კლერი სად არიან? – სადღაც გარეთ ვიღაც ფოიერვერკს უშვებს,
თავს ხელებში ვრგავ და ვიცდი.

მკითხველთა ლიგა

527
ნაწილი III

მონატრების ტრაქტატი

მისი ორმოცდამესამე წელი. მისი მცირე დრო ამოიწურა. მისი


დრო, ვინც უსასრულობა უთვალავი ნაპრალიდან ნახა საგნების ცა-
რიელ ტყავში და მისგან მოკვდა.
ა.ს. ბაიეტი, „დაუფლება“

აღმართულიყო თვალწინ, ზემოთაც,


თითქოსდა ზღუდე გადასალახი,
რასაც, ვგრძნობდი, რომ ბედის კარნახით
თუ გასცდებოდა – გაფრინდებოდა“
„დაბრმავებული ქალი“ 98
რაინერ მარია რილკე

შაბათი, 27 ოქტომბერი, 1984


/ორშაბათი, 1-ლი იანვარი,
2007 წელი (ჰენრი 43 წლისაა, კლერი 35-ის)

ჰენრი: ცა ცარიელია და მე მაღალ მშრალ ბალახში ვეცემი, ჯო-


ბია სწრაფად მოხდეს, და მართალია, გაუნძრევლად წოლას ვცდი-
ლობ, სადღაც შორს თოფის ტკაცანი ისმის, ალბათ, მე არაფერ შუ-
აში ვარ, მაგრამ – არა. მიწაზე მოცელილივით ვეცემი, ჩემს ბროწეუ-

98
თხზულებათა ხუთტომეული, რაინერ მარია რილკე, ტომი 2, გამომცემ-
ლობა „კავკასიური სახლი“, 2007, მთარგმნელი გივი ალხაზიშვილი.

528
ლივით გადახლეჩილ მუცელს დავცქერი, ჩემი სხეულის ჯამში შიგა-
ნისა და სისხლის წვნიანი დუღს; არ მტკივა, მაგრამ ასე არ უნდა
იყოს, მე მხოლოდ ჩემი შიგნეულის კუბისტური ვერსიის ცქერით
ვტკბები, ვიღაც გარბის, მანამდე ერთადერთი ადამიანის ნახვა მინ-
და, კლერ, კლერ! – ვყვირი მის სახელს.
კლერი ჩემს თავთან იხრება, ტირის, ალბა კი ჩურჩულებს:
– მამა...
– მიყვარხარ...
– ჰენრი...
– ყოველთვის.
– ოჰ, ღმერთო, ოჰ, ღმერთო...
– სამყარო საკმარისია...
– არა!
– და დრო...
– ჰენრი!
კლერი: სასტუმრო ოთახში სიჩუმეა. ყველა უძრავად, გაქვავებუ-
ლი დგას და ჩვენ დაგვყურებს. ბილი ჰოლიდეი მღერის, ვიღაც
დისკს რთავს და სიჩუმე წვება. იატაკზე ვზივარ და ჰენრის ვებღაუჭე-
ბი. ალბა მის სახესთან იხრება, რაღაცას ჩასჩურჩულებს და ან-
ჯღრევს. კანი თბილი აქვს, თვალები გახელილი, სადღაც ჩემ მიღმა
იცქირება, მკლავებში მის სიმძიმეს ვგრძნობ, მძიმეა, ძალიან მძიმე,
ფერმკრთალი კანი გაგლეჯილი აქვს, ყველგან წითელია, ამოგლე-
ჯილ კანს სისხლის ჩარჩო აკრავს. მკლავებში ვარწევ. ტუჩის კუთ-
ხესთან სისხლი ჟონავს. ვწმენდ. სადღაც ახლოს ფოიერვერკი ფეთ-
ქდება.
გომესი ამბობს:
– ალბათ, აჯობებს პოლიციას დავუძახოთ.

მკითხველთა ლიგა

529
სიკვდილი

პარასკევი, 2 თებერვალი, 2007 წელი


(კლერი 35 წლისაა)

კლერი: მთელი დღეა მძინავს. სახლის გარშემო რაღაც ხმები


დაქრის – ხეივანში ნაგვის მანქანა მიდის, წვიმს, ხეები საძინებლის
ფანჯრებს ენარცხება. მძინავს. ძილში ვბუდობ, ძილი მინდა, მას ვე-
წაფები, სიზმრებს განვაგდებ, უარს ვამბობ, უარს. ახლა საყვარლად
ძილი მყავს; ჩემი დავიწყება, ოპიუმი და თავდავიწყება მხოლოდ ძი-
ლია. ტელეფონი რეკავს და რეკავს. ის ავტომოპასუხე გამოვრთე,
რომელზეც ჰენრის ხმა იყო. ნაშუადღევია, ღამეა, დილაა. ჩემთვის
მხოლოდ ეს საწოლი, ეს უსასრულო თვლემაღა არსებობს, რომე-
ლიც ყველა დღეს ერთად აქცევს, დროს აჩერებს და იქამდე ჭიმავს
და კუმშავს, სანამ ის მნიშვნელობას არ კარგავს.
ზოგჯერ ძილი მტოვებს, თავს ვარწმუნებ, რომ ეტა მოვიდა და
სკოლაში წასასვლელად მაღვიძებს. ნელა და ღრმად ვსუნთქავ. ქუ-
თუთოებს ქვეშ თვალებს არ ვამოძრავებ, გონებას ვთიშავ, მალე ძი-
ლი ისევ მოდის, მის სრულყოფილ რეპროდუქციას ვხედავ და მერე
ის თავის ფაქსიმილეს ერწყმის.
ზოგჯერ მეღვიძება და ხელს ჰენრისკენ ვიშვერ. ძილი ყველა გან-
სხვავებას სპობს: განსხვავებას წარსულსა და აწმყოს შორის;
მკვდარსა და ცოცხალს შორის. არ მშია, არც პატივმოყვარეობა მა-
წუხებს და არც საზრუნავი. დღეს დილით სააბაზანოს სარკეში საკუ-
თარ სახეს მოვკარი თვალი. კანი ქაღალდივით მაქვს, გალეული
ვარ, ყვითელი, თვალებქვეშ ყავისფერი რკალებია, თმა მომეთელა.
მკვდარს ვგავარ და არაფერი მინდა.
საწოლთან კიმი ზის.
– კლერ? – ამბობს ის, – ალბა სკოლიდან მოვიდა... შეიძლება
შემოვიდეს და მოგესალმოს? – თავს ვიმძინარებ. ალბას პატარა ხე-

530
ლი სახეზე მეფერება. თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მომდის.
რაღაცას დებს. ალბათ, მისი ზურგჩანთაა? ან იქნებ ვიოლინოს ბუ-
დე? იატაკზე დებს და კიმი ამბობს:
– ფეხსაცმელი გაიხადე, ალბა.
ალბა საწოლზე მოძვრება, მკლავს კისერზე მხვევს და ხელს ნი-
კაპქვეშ მკიდებს. ვოხრავ და თვალს ვახელ. ალბა თავს იმძინარებს.
მის სქელ, შავ წამწამებს, ფართო პირს, ფერმკრთალ კანს დავცქე-
რი; ნაზად სუნთქავს, ხელს თეძოზე მჭიდებს, ფანქრის ნათალის, კა-
ნიფოლის და შამპუნის სუნი ასდის. თავზე ვკოცნი. თვალებს ახელს
და ვხედავ, რომ საოცრად, აუტანლად ჰგავს ჰენრის. კიმი ოთახიდან
გადის.
მოგვიანებით ვდგები, შხაპს ვიღებ, კიმისა და ალბასთან ერთად
მაგიდასთან ვჯდები და ვსადილობ. ალბას დაწოლის შემდეგ ჰენრის
საწერ მაგიდასთან მივდივარ, უჯრებს ვაღებ, ფურცლებისა და ფან-
ქრების დასტებს ვიღებ და კითხვას ვიწყებ:

წერილი, რომელიც ჩემი სიკვდილის


შემთხვევაში უნდა გაიხსნას

10 დეკემბერი, 2006
უძვირფასესო კლერ,
როცა ამ წერილს ვწერ, უკანა საძინებელში ჩემს მაგიდასთან
ვზივარ, საღამოს ცისფერი თოვლით სავსე ეზოს გადაღმა შენს სახე-
ლოსნოს გავცქერი. ყველაფერი მოყინულია; ყველაფერს ყინულის
ქერქი აკრავს, არაფერი იძვრის. ეს ერთერთია იმ ზამთრის საღამო-
თა შორის, როცა ყოველი საგნის სიცივე დროს ანელებს, როგორც
ქვიშის საათის ვიწრო ცენტრში ხდება, მიდის, მაგრამ ნელა, ზანტად
მიდის. ის შეგრძნება მაქვს, რომელსაც კარგად ვიცნობ და რომე-
ლიც მაშინ მეუფლება, როცა დროის მიღმა ვარ; თითქოს დროში
დავფარფატებ, მის ზედაპირზე მსუქანი მოცურავე ქალივით დავტივ-
ტივებ. დღეს უეცრად აქ, სახლში მარტო მყოფს (შენ ახლა ალისიას
კონცერტზე სენტლუისში ხარ) შენთვის წერილის მოწერა მომინდა.

531
ძალიან მომინდა, მერესთვის დამეტოვებინა რაღაც. ცოტაღა დამ-
რჩა. ვგრძნობ, რომ ჩემი ყველა რესურსი, ენერგია, სიამოვნება,
ამოიწურა. ვგრძნობ, რომ დიდხანს გაგრძელების უნარი აღარ
მაქვს... და ვიცი, რომ ეს შენც იცი.
როცა შენ ამას კითხულობ, ალბათ, მე უკვე მოვკვდი („ალბათ“
იმიტომ, რომ წინასწარ ვერ იტყვი, რა შეიძლება მოხდეს; ალბათ,
სისულელეა, საკუთარი სიკვდილის უტყუარ ფაქტად გამოცხადება).
ახლა ჩემს სიკვდილზე გეტყვი – იმედია, იოლი, მკაფიო და ნათელი
იყო. იმედია, დიდი არეულობა არ მოჰყოლია. ვწუხვარ (თვით-
მკვლელის ბარათი გამომდის. რა უცნაურია). იცი... იცი, რომ დარ-
ჩენა და გაგრძელება რომ შემძლებოდა, ყოველ წამს ჩავებღაუჭე-
ბოდი: იცი, რომ სიკვდილი მოვიდა და წამიყვანა, ისევე როგორც
ბავშვები მიჰყავთ ხოლმე სულებს.
კლერ, კვლავ მინდა გითხრა, რომ მიყვარხარ. შენი სიყვარული
მთელ ამ ლაბირინთში მთავარი ძაფი იყო, ბაგირზე მოსიარულის
გადასარჩენად ჰაერში გაჭიმული ბადე იყო, ამ ჩემს უცნაურ ცხოვ-
რებაში ერთადერთი უტყუარი რამ იყო. ამ ღამეს ვგრძნობ, რომ ჩემს
სიყვარულს ჩემზე მეტი მასა აქვს: მგონია, ჩემი წასვლის შემდეგაც
დარჩება, გარს შემოგეკვრება, დაგიცავს და გაგაძლებინებს.
არ მინდა მელოდო. ისედაც მთელი ცხოვრებაა მელოდი; მელო-
დი ისე, რომ არ იცოდი, რამდენ ხანს გასტანდა ლოდინის მორიგი
მონაკვეთი. ათი წუთი თუ ათი დღე. ერთი თვე. არასაიმედო ქმარი
ვიყავი, კლერ, მეზღვაურივით, აზვირთებულ ტალღებთან მებრძო-
ლი, ხან ცბიერი და ხანაც ღმერთების სათამაშოდ ქცეული ოდისევ-
სივით. კლერ, გთხოვ, ჩემი სიკვდილის შემდეგ ნუ დამელოდები,
თავისუფალი ხარ ჩემგან. შენში ღრმად დამმარხე, გარეთ გადი და
ცხოვრებით დატკბი. ეს ქვეყნიერება და მასში შენი თავი შეიყვარე,
ისე იმოძრავე, თითქოს დაბრკოლება არაფერი იყოს, თითქოს მთე-
ლი ქვეყნიერება შენი ბუნებრივი სტიქია იყოს. მთელი შენი ცხოვრე-
ბა მუდმივი მოლოდინი იყო ჩემს ხელში. არ ვამბობ, რომ არაფერი
გაგიკეთებია. შენი ხელოვნებით სილამაზესა და აზრს ქმნი, შენ სა-
ოცრება შექმენი – ალბა; ჩემთვის კი, ჩემთვის შენ ყველაფერი იყა-

532
ვი.სიკვდილის შემდეგ დედაჩემმა მამაჩემი შეჭამა. თუმცა თავად არ
ისურვებდა ამას. მისი გარდაცვალების შემდეგ მამას ცხოვრების
ყოველ წუთს მისი არყოფნის კვალი აჩნდა, მისი ყველა ქმედება უმი-
სამართო იყო, რადგან დედა აღარ ჰყავდა გვერდით. ახალგაზრდო-
ბაში არ მესმოდა, მაგრამ ახლა ვიცი, რომ შეიძლება არყოფნა მუ-
დამ შენთან დარჩეს დაზიანებული ნერვივით, შავი ფრინველივით
დარჩეს. მე რომ უშენოდ ცხოვრება მრგებოდა წილად, ვერ შევ-
ძლებდი. იმედია, შენ შეძლებ – შენ მეზმანე; ვნახე, როგორ მიაბიჯებ
უდრტვინველად კაშკაშა მზეში და როგორ გილაპლაპებს თმა. თვა-
ლით არ მინახავს, იმ წარმოსახვით ვნახე, რომელიც სურათებს
ქმნის და რომელსაც ყოველთვის უნდოდა შენი დახატვა, გაბრწყი-
ნებულის; იმედია, ამ ზმანებას ახდენა უწერია.
კლერ, კიდევ ერთი რამ არის, რის თქმასაც იმ მიზეზით ვაყოვ-
ნებდი, რომ ცრუმორწმუნესავით მწამდა, რომ მეთქვა, არ ახდებოდა
(ვიცი, რომ სისულელეა). მოგწერე, ნუ დამელოდები-მეთქი, რის გა-
მოც შეიძლება უფრო მეტხანს მელოდო, ვიდრე აქამდე მელოდი
ხოლმე. მაინც გეტყვი, იქნებ მერე დაგჭირდეს.
გასულ ზაფხულს კენდრიკის მოსაცდელში ვიჯექი, როცა უცნობი
სახლის ჩაბნელებულ დერეფანში აღმოვჩნდი. უამრავი კალოში
იდო და წვიმის სუნი იდგა. დერეფნის ბოლოს, კარის გარშემო ნათე-
ბა დავინახე, ძალიან ნელა და ფრთხილად მივედი და შევიხედე. დი-
ლის მზით განათებული თეთრი ოთახი იყო. ფანჯარასთან ჩემგან
ზურგშექცევით ვიღაც ქალი იჯდა, მარჯნისფერი კარდიგანი ეცვა,
ზურგზე გრძელი, თეთრი თმა ეყარა. მაგიდაზე ფინჯანი ჩაი ედგა.
ალბათ, ხმაური შემოესმა, ან ზურგს უკან რაღაც იგრძნო... მოტრი-
ალდა და დამინახა, მეც დავინახე – ის შენ იყავი, კლერ, შენ იყავი,
მოხუცი შენ, მომავალში. საოცრად ტკბილი იყო, კლერ, იმდენად
ტკბილი, რომ ენა ვერ აღწერს, სიკვდილიდან დავბრუნდი, შეგეხე
და მთელი უჩემოდ გავლილი წლები შენს სახეზე ვნახე. მეტს აღარა-
ფერს გეტყვი, თავად წარმოიდგინე, როცა დრო მოვა, ყველაფერი
თავისით მოხდება; ეს დრო აუცილებლად მოვა. ჩვენ ისევ შევხვდე-
ბით, კლერ. მანამდე სავსე ცხოვრებით იცხოვრე, ამ ლამაზ სამყარ-

533
ოში იცოცხლე.ბნელა და ძალიან დაღლილი ვარ. ყოველთვის მიყ-
ვარდი და მეყვარები. დრო არაფერია.
ჰენრი

მუნყოფიერება

შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი


(კლერი 37 წლისაა)

კლერი: ჩარისმა ალბა, როზა, მაქსი და ჯო „რეინბოუზე“ გორგო-


ლაჭებით სასრიალოდ წაიყვანა. ალბას წამოსაყვანად მივდივარ,
მაგრამ ჯერ ადრეა, ჩარისი კი იგვიანებს. კარს პირსახოცშემოხვეუ-
ლი გომესი მიღებს.
– მობრძანდი, – ამბობს და კარს ფართოდ აღებს, – ყავა გინდა?
– რა თქმა უნდა, – არეულ მისაღებში უკან მივდევ და სამზარეუ-
ლოში შევდივარ. მაგიდასთან ვჯდები, რომელზეც ჯერაც საუზმის
შემდეგ დარჩენილი ჭურჭელი აწყვია. აქეთ-იქით ვწევ და იდაყვების
დასადებად ადგილს ვითავისუფლებ. გომესი სამზარეულოში დადის
და ყავას ამზადებს.
– რა ხანია აღარ გამოჩენილხარ.
– დაკავებული ვარ. ალბა უამრავ გაკვეთილზე დადის და ყველ-
გან მე დამყავს.
– რამეს აკეთებ ხელოვნებაში? – გომესი ჭიქას და ლამბაქს მიდ-
გამს და ყავას მისხამს. რძე და შაქარი მაგიდაზეა, ჩემს თავს მე თვი-
თონ ვემსახურები.
– არა.
– ოჰ, – გომესი სამზარეულოს დახლზე წვება, ხელებით ყავის ჭი-
ქას ბღუჯავს; შავი თმა სველი და უკან გადავარცხნილი აქვს. აქამდე

534
არ შემინიშნავს, რომ საფეთქლებთან თმა უთხელდება, – მისი აღ-
მატებულების პირადი მძღოლობის გარდა რას საქმიანობ?
რას ვსაქმიანობ? ველი. ვფიქრობ. ჩვენს საწოლზე ვზივარ, ჰენ-
რის ნაქონი პერანგი მიჭირავს; ჯერაც მისი სუნი ასდის, იმ სუნს
ვყნოსავ. ღამის ორ საათზე, როცა ალბას ღრმად სძინავს, ვსეირნობ
და თავს ვიღლი, იქნებ დამეძინოს. ისე ვესაუბრები, თითქოს ჩემ
გვერდით იყოს, თითქოს ჩემი თვალით ხედავდეს ყველაფერს და ჩე-
მი ტვინით აზროვნებდეს.
– ბევრს არაფერს.
– ჰმმ.
– შენ?
– ოჰ, ხომ იცი, ვუფროსობ. ოჯახის მკაცრ მამას ვთამაშობ... რო-
გორც ხდება ხოლმე.
– ჰო, – ყავას ვწრუპავ და ნიჟარის თავზე დაკიდებულ საათს გავ-
ცქერი. შავი კატის ფორმისაა. კუდს ზემოთ ქვემოთ ქანქარასავით
აქნევს, ყოველ გაქნევაზე დიდი თვალები აქეთიქით დაურბის. ხმა-
მაღლა წიკწიკებს. 11:45-ია.
– შეჭამ რამეს?
უარის ნიშნად თავს ვაქნევ.
– არა, გმადლობ, – მაგიდაზე დარჩენილი ჭურჭლით თუ ვიმსჯე-
ლებთ, გომესს და ჩარისს საუზმედ თაფლი, ერბოკვერცხი და გახუ-
ხული პური ჰქონიათ. ბავშვებს „ლაქი ჩარმზი“, „ჩერიოსი“ და რა-
ღაც ისეთი უჭამიათ, რასაც არაქისის კარაქი ჰქონდა. ეს მაგიდა ოც-
დამეერთე საუკუნის ოჯახის საუზმის არქეოლოგიურ რეკონსტრუქ-
ციას ჰგავს.
– ვინმესთან დადიხარ?
თავს მაღლა ვწევ. გომესი დახლს ეყრდნობა და ფინჯანი ნიკაპ-
თან მიაქვს.
– არა.
– რატომ?
შენი საქმე არ არის, გომეს.
– აზრად არ მომსვლია.

535
– უნდა იფიქრო, – ამბობს და ჭიქას ნიჟარაში დებს.
– რატომ?
– სიახლე გჭირდება. ვინმე ახალი. დარჩენილ ცხოვრებას ჰენ-
რის მოლოდინში ვერ გალევ.
– გავლევ. აგერ ნახავ.
ორ ნაბიჯს დგამს და ჩემ გვერდით ჩნდება. წინ იხრება და პირი
ყურთან მოაქვს.
– ის... არ გენატრება? – ყურს მილოკავს.
ჰო, მენატრება.
– თავიდან მომწყდი, გომეს, – ვსისინებ მე, მაგრამ არ ვინძრევი.
ეს აზრი ადგილზე მაკრავს. გომესი თმას მიწევს და კისერზე მკოც-
ნის.
მოდი, ოჰ, მოდი!
თვალებს ვხუჭავ, ხელები ადგილიდან მწევს და საკინძეს მიხ-
სნის. ენა კისერზე, მხრებსა და კერტებზე დასრიალებს. ხელს ვიწ-
ვდი და რაღაც ქსოვილს ვეხები – პირსახოცია, ძირს ვარდება. ჰენ-
რი. ხელები ჯინსს მიხსნის, ძირს აგდებს და სამზარეულოს მაგიდაზე
უკან მზნექს. იატაკზე რაღაც ვარდება – ლითონის. ზურგით საჭ-
მელს, დანა-ჩანგალს, თეფშებს და ნესვის კანებს ვეკვრი. ფეხებს
ვშლი. ვაგინაზე ენა მეხება. „ოჰჰჰ…“... მდელოზე ვართ. ზაფხულია.
მწვანე საბანი აფარია. ჭამას ახალახან მოვრჩით, ნესვის გემო ჯე-
რაც პირში მიდგას. ენა სიცარიელეში აღწევს, სველია და ღია. თვა-
ლებს ვახელ; ნახევრად სავსე ფორთოხლის წვენის ჭიქას ვაშტერ-
დები. თვალებს ვხუჭავ. ჰენრის გამაგრებული და მყარი ასო ჩემში
შემოდის. მოთმინებით ველოდი, ჰენრი. ვიცოდი, რომ ოდესმე აუ-
ცილებლად მოხვიდოდი. კანი კანს ეხება, ხელები – ძუძუებს, შეს-
ვლა-გამოსვლის რიტმი, უფრო ღრმად, ოჰ...
– ჰენრი...
ყველაფერი წყდება. საათი ხმამაღლა წიკწიკებს. თვალებს ვა-
ხელ. ზემოდან გომესი დამცქერის. ნაწყენი? გაბრაზებული? უეცრად
სახე ეშლება. მანქანის კარის მიჯახუნების ხმა ისმის. ვჯდები, მაგი-
დიდან ვხტები, სააბაზანოში გავრბივარ. გომესი ტანსაცმელს მაყრ-

536
ის.როცა ვიცვამ, ჩარისისა და ბავშვების ხმა მესმის, იცინიან. ალბა
მეძახის:
– დედა!
– ერთ წუთში გამოვალ, – ყვირილით ვპასუხობ მე.
ვარდისფერ და შავი კაფელის მქრქალ სინათლეში ვდგავარ და
სარკეში საკუთარ თავს შევცქერი. თმაში „ჩერიოსი“ მაქვს. ჩემი ანა-
რეკლი დაბნეული და გაფიქრებული შემომცქერის. ხელებს ვიბან,
თმის თითებით დავარცხნას ვცდილობ. რას ვაკეთებ? რისი უფლება
მივეცი თავს?
პასუხი თავისთავად მომდის: ახლა შენ მოგზაური ხარ.

შაბათი, 26 ივლისი, 2008 წელი


(კლერი 37 წლისაა)

კლერი: როცა მე და ჩარისს ხელოვნების ნიმუშების დათვალიე-


რებაში ხელს არ გვიშლის და გალერეებში მოთმინებას იჩენს, ალ-
ბას „ედ დებევიკზში“ წასვლით ვაჯილდოებ. მეორეხარისხოვანი
რესტორანია, ძირითადად, ტურისტებს ემსახურება. იქ შესულები
დაახლოებით 1964 წელში ვხვდებით. „Kinks“ი ბოლო ხმაზე უკრავს,
კედლებზე კი ასეთი წარწერებია:
თუ ნამდვილად კარგი მომხმარებელი ხართ, მეტს შეუკვეთთ!!!
შეკვეთის განთავსების დროს გარკვევით ილაპარაკეთ.
ჩვენთან იმდენად კარგია ყავაა, ჩვენც კი ვსვამთ!
დღეს აშკარად ცხოველების ფორმის ბუშტების დღე აქვთ; მბზი-
ნავ მეწამულ კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი ალბას სოსისს აწ-
ვდის, ქუდში უხვევს და თავზე ადებს. ალბა სიხარულისგან კივის. ნა-
ხევარი საათი რიგში ვდგავართ, მაგრამ არ წუწუნებს; ერთმანეთ-
თან არშიყობაში გართულ მიმტან ქალებსა და მამაკაცებს უხმოდ
უცქერის და სხვა ბავშვების ბუშტებს მდუმარედ აფასებს. მიმტანს მა-
გიდასთან მივყავართ, სქელი, ძვლისჩარჩოიანი სათვალე უკეთია,

537
სამკერდე ნიშანზე კი „სპაზი“ აწერია. მე და ჩარისი ჩვენს მენიუებს
ტკაცანით ვხსნით და ისეთი რამის შერჩევას ვცდილობთ, რასაც „ჩე-
დერფრაიზსა“ და ხორცის რულეტთან ერთად შევჭამთ. ალბა წამღე-
რებით დაუსრულებლად იმეორებს: მილქშეიქ. სპაზის კვლავ გამო-
ჩენისას ალბას სიმორცხვის შეტევა ემართება და ძლივს ამოღერ-
ღავს, რომ არაქისიანი მილქშეიქი უნდა (და კიდევ პატარა ულუფა
ფრი, რადგან ვეუბნები, რომ ლანჩზე მხოლოდ მილქშეიქის მირ-
თმევა უხერხულია). ჩარისი ყველიან მაკარონს, მე კი ბეკონის, სა-
ლათის ფურცლისა და პამიდვრის სანდვიჩს ვუკვეთ. სპაზის
წასვლის შემდეგ ჩარისი მღერის: „ალბა და სპაზი ალუბლის ხეზე
სხედან და კოცნაობენ“. ალბა თვალებს ხუჭავს, ყურებზე ხელებს
იფარებს, თავს აქნევს და იცინის. ვიღაც მიმტანი, რომლის სამკერ-
დე ნიშანიც ამბობს, რომ ბაზი ჰქვია, წინ და უკან დადის და ბობ სი-
გერის „Old Time Rock&Roll“-ის კარაოკეს ხმას აყოლებს.
– ვერ ვიტან ბობ სიგერს, – ამბობს ჩარისი, – როგორ გგონია,
მაგ სიმღერის დაწერას ოცდაათ წამზე მეტს მოანდომებდა?
რძის კოქტეილი მაღალი ჭიქით მოაქვთ, შიგ საწრუპი დევს, ბო-
ლო ეღუნება, იმდენია, ლამის ჭიქიდან გადმოვიდეს. მის დასალე-
ვად ალბა ფეხზე დგება, თითის წვერებზე იწევა და მოსაწრუპად სა-
უკეთესო კუთხეს არჩევს. სოსისის ფორმის ძაღლისბუშტიანი ქუდი
შუბლზე უსრიალდება და სმაში ხელს უშლის. სქელი, შავი წამწამე-
ბის ქვეშიდან შემომცქერის და ქუდს იწევს.
– მამა როდის მოვა? – მეკითხება ის. ჩარისი ისეთ ბგერას გა-
მოსცემს, რომელსაც ადამიანები მაშინ გამოსცემენ, როცა შემთხვე-
ვით „პეპსი“ გადასცდებათ, ცხვირში წაუვათ და ხველება უტყდებათ,
ზურგზე მანამ ვუტყაპუნებ, სანამ ხელით გაჩერებას არ მთხოვს.
ვჩერდები.
– 29 აგვისტოს, – ვეუბნები ალბას, რომელიც რძის კოქტეილის
ნარჩენებს ისრუტავს. ჩარისი საყვედურნარევი მზერით მიცქერის.
მოგვიანებით ლეიკშორდრაივზე მანქანაში ვსხედვართ; მე სა-
ჭესთან ვარ, ჩარისი რადიოს აწვალებს, ალბას უკანა სავარძელზე
სძინავს. ირვინგპარკთან ვუხვევ და ჩარისი ამბობს:

538
– ალბამ არ იცის, რომ ჰენრი მოკვდა?
– რა თქმა უნდა, იცის, ყველაფერი ნახა, – ვახსენებ მას.
– რატომ უთხარი, რომ აგვისტოში დაბრუნდება?
– იმიტომ, რომ დაბრუნდება. ეს თარიღი თავად მომცა.
– ოჰ, – მართალია გზას ვუყურებ, მაგრამ ჩარისის დაჟინებულ
მზერას ვგრძნობ, – ეგ ცოტა... უცნაური ხომ არ არის?
– ალბას ძალიან უხარია.
– შენ?
– მე ვერ ვნახავ, – უზრუნველი ხმით თქმას ვცდილობ, თითქოს
უსამართლობა არ მაღელვებს, თითქოს არ ვგლოვობ, თითქოს არ
ვჯავრდები, როცა ალბა მიამბობს, როგორ ნახა ჰენრი, მე კი ყველა
წვრილმანს დიდი გულისყურით ვისმენ.
მე რატომ არა, ჰენრი? – უხმოდ ვეკითხები მას, როცა ჩარისისა
და გომესის სათამაშოებით სავსე ეზოს ვუახლოვდები, – რატომ
მარტო ალბა? როგორც ყოველთვის, პასუხი არც ახლა მაქვს. ჩარი-
სი მკოცნის და მანქანიდან გადადის, მშვიდად მიდის თავისი სახლის
კართან, რომელიც ჯადოსნობის წყალობით იღება და ზღურბლზე
გომესსა და როზას ვხედავ. როზა ხტის და ჩარისს რაღაცას აჩვენებს,
ართმევს, რაღაცას ეუბნება და ეხვევა. გომესი თვალმოუცილებლად
მიყურებს და ხელს მიქნევს. მეც ხელს ვუქნევ. ზურგს მაქცევს. ჩარი-
სი და როზა შინ შევიდნენ. კარი იკეტება.
მანქანაში ვზივარ, ალბას უკანა სავარძელზე სძინავს. ბაბუაწვე-
რებით სავსე გაზონზე ყვავები დადიან. სად ხარ, ჰენრი? – თავს სა-
ჭეზე ვდებ, – მიშველე. პასუხს არავინ მცემს. წუთის შემდეგ მანქანას
ვქოქავ, ეზოდან უკუსვლით გავდივარ და გეზს ჩვენი ჩუმი, მომლო-
დინე სახლისკენ ვიღებ.

მკითხველთა ლიგა

539
შაბათი, 3 სექტემბერი, 1990 წელი
(ჰენრი 27 წლისაა)

ჰენრი: მე და ინგრიდმა მანქანა დავკარგეთ. მთვრალები ვართ.


მთვრალები ვართ და თან ძალიან ბნელა, ქუჩაზე აღმადაღმა დავ-
დივართ, მანქანა არსად არის. დედააფეთქებული ლინკოლნპარკი.
ერთი ამისი დედაც.
ინგრიდი გაბრაზებულია. ჩემ წინ მიდის, ზურგიდან, თეძოების
რხევაზეც კი ეტყობა, რომ გაჯავრებულია. ჩემი ბრალია. ეს დედაა-
ფეთქებული პარკი. ვის მოუვიდა ღამის კლუბის ამ იაპურ ლინ-
კოლნპარკში აშენება. მანქანას ათი წამითაც ვერ დატოვებ, უმალ
ლინკოლნევაკუატორი მოვა და თავის ბუნაგში წაათრევს, სადაც...
– ჰენრი...
– რა?
– კვლავ ის პატარა გოგონაა.
– ვინ პატარა გოგონა?
– აი, ის, ამას წინათ რომ ვნახეთ, – ინგრიდი ჩერდება. იქით ვი-
ყურები, საითაც მანიშნებს. გოგონა ყვავილების მაღაზიის ზღურ-
ბლზე დგას. რაღაც მუქი აცვია, ამიტომ მისი სახის და შიშველი ფე-
ხების გარდა ვერაფერს ვხედავ. შვიდი-რვა წლისა იქნება; მეტისმე-
ტად პატარაა იმისთვის, რომ შუაღამით ქუჩაში მარტოდმარტო იდ-
გეს. ინგრიდი გოგონასთან მიდის; ის გულგრილად უცქერის.
– კარგად ხარ? – ეკითხება ინგრიდი გოგოს, – დაიკარგე?
გოგო მე მიყურებს და ამბობს:
– დაკარგული ვიყავი, მაგრამ ახლა ვიცი, სადაც ვარ. გმად-
ლობთ.
– გინდა შინ წაგიყვანოთ? წაგიყვანთ, თუ მანქანა ვიპოვეთ, – ინ-
გრიდი გოგონასკენ იხრება. მის სახეს გოგონასას სულ ცოტა აცი-
ლებს. როცა ვუახლოვდები, ვამჩნევ, რომ კაცის საქარე ქურთუკი
აცვია და კოჭებამდე დასთრევს.
– არა, გმადლობთ. აქედან ძალიან შორს ვცხოვრობ, – გრძელი
შავი თმა და საოცარი მუქი თვალები აქვს; ყვავილების მაღაზიის

540
ყვითელ შუქში ვიქტორიანული ეპოქის ასანთის გამყიდველ გოგო-
ნას ან დე კვინსის ანას99ჰგავს.
– დედაშენი სად არის? – ეკითხება ინგრიდი.
– შინაა, – პასუხობს გოგო. მერე მე მიღიმის და დასძენს, – არ
იცის, აქ რომ ვარ.
– გამოქცეული ხარ? – ვეკითხები მე.
– არა, – ამბობს და იცინის, – მამას ვეძებდი, მაგრამ, მგონი, ძა-
ლიან ადრე მოვედი. მოგვიანებით მოვალ.
ინგრიდს სცილდება, ჩემთან მოდის, ქურთუკის მკლავზე მეჭიდე-
ბა და მქაჩავს.
– მანქანა ქუჩის გადაღმაა, – ჩურჩულით მეუბნება ის. იქით ვი-
ყურები და ინგრიდის წითელ „პორშეს“ ვხედავ.
– გმადლობ, – ვეუბნები მე, გოგონა ყურთან მკოცნის და ტრო-
ტუარზე გარბის, ბეტონზე მისი ფეხების ტყლაშატყლუში ისმის,
ვდგავარ და ვუყურებ. როცა მანქანაში ვსხდებით, ინგრიდი მშვიდ-
დება. ბოლოს ვამბობ, – უცნაური იყო.
ინგრიდი ოხრავს და მპასუხობს:
– საღ გონებაზე მყოფი ადამიანისთვის ზოგჯერ შენც ძალიან უც-
ნაური ხარ, – მერე ჩემს სახლთან ისე მივყავარ, რომ სიტყვას აღარ
ამბობს.

კვირა, 29 ივლისი, 1979 წელი


(ჰენრი 42 წლისაა)

ჰენრი: ზოგჯერ ეს წარსულში ხდება. ლაითჰაუზბიჩზე ვსხედ-


ვართ. ათი წლისაა, მე – ორმოცდაორის. დროში ვმოგზაურობთ.
თბილი საღამოა, ივლისი ან აგვისტო იქნება. ჯინსი და მაისური მაც-
ვია, რომელიც ნორთევენსტონზე ერთი უცნაური დიდი სახლის ეზო-

99
თომას დე კვინსის (1785-1859) წიგნის „ოპიუმის მომხმარებელი ინგლი-
სელის აღსარება“ პერსონაჟი.

541
დან მოვიპარე. ალბას ვიღაც მოხუცი ქალის სარეცხის თოკიდან ჩა-
მოხსნილი ვარდისფერი საღამური აცვია. ძალიან გრძელი აქვს და
დასთრევს, მუხლებამდე ავუწიე და გავუკარი. მთელი დღეა ხალხი
უცნაურად გვიყურებს. როგორც ვატყობ, პლაჟზე მსხდომ ჩვეულებ-
რივ მამა-შვილს არ ვგავართ. თუმცა ვცდილობთ; ვიცურავეთ და
ქვიშის ციხესიმაგრე ავაგეთ. პარკინგზე ჰოთდოგები და ფრი ვჭა-
მეთ. საბნის ან პირსახოცის მსგავსი არაფერი გვაქვს, ქვიშიანები,
სველები და სასიამოვნოდ დაღლილები ვსხედვართ და ტალღებში
წინ და უკან მორბენალ ბავშვებს და მათ უკან ადევნებულ სულელ
ძაღლს შევცქერით. ჩვენს ზურგს უკან მზე ჩადის, ჩვენ წყალს ვუცქე-
რით.
– რამე მიამბე, – ამბობს ალბა და ისე მეკვრის, თითქოს მოხარ-
შული და გაცივებული პასტა იყოს.
ხელს ვხვევ.
– როგორი ამბავი გინდა?
– კარგი ამბავი. შენზე და დედაზე. როცა დედა პატარა გოგო იყო.
– კეთილი. იყო და არა იყო რა...
– ეგ როდის იყო?
– სულ ყოველთვის ერთდროულად. დიდი ხნის წინაც და ახლაც.
– ორივეჯერ?
– ჰო. ყოველთვის ოორივეჯერ.
– ორივეჯერ როგორ შეიძლება?
– გინდა მოგიყვე თუ არა?
– ჰო...
– კეთილი, მაშ, მისმინე: ერთ დროს, შენი დედიკო დიდ სახლში
ცხოვრობდა, იქვე პატარა მდელო იყო და იქ თამაშობდა ხოლმე.
ერთ მშვენიერ დღეს შენი პაწია დედიკო, რომელსაც დიდი, თავისზე
დიდი თმა ჰქონდა, მდელოზე გავიდა; იქ ვიღაც კაცი დახვდა...
– ტანსაცმელი არ ეცვა!
– ერთი ნაკუწიც არა, – ვეთანხმები მე, – დედაშენმა პირსახოცი
გაუწოდა, რომელიც შემთხვევით თან ჰქონდა, და როცა ის პირსა-
ხოცი შემოიხვია, აუხსნა, რომ დროში მოგზაური იყო, იმან კი რატო-

542
მღაც დაუჯერა...
– იმიტომ, რომ სიმართლე უთხრა!
ალბა მუცელში მუშტს მირტყამს.
– სწორად მომიყევი, – მკაცრად ამბობს ის.
– უუფ... როგორ მოგიყვე, როცა ასე მირტყამ? ღმერთო.
წყნარდება. მერე ამბობს:
– დედას მომავალში რატომ აღარ ხვდები?
– არ ვიცი, ალბა. რომ შემეძლოს, აუცილებლად შევხვდებოდი.
ჰორიზონტზე ცისფერი მუქდება, მოქცევა უკან იხევს. ვდგები,
ხელს ვუწვდი და ვქაჩავ. დგება, ბარბაცებს, ქვიშას იბერტყავს და ამ-
ბობს:
– ოჰ!
მერე მიდის, მე პლაჟზე ვდგავარ, ნესტიანი საღამური ხელში მი-
ჭირავს და ბინდბუნდში მისი თხელი ფეხების ნატერფალს გავცქერი.

აღორძინება

ხუთშაბათი, 4 დეკემბერი, 2008 წელი


(კლერი 37 წლისაა)

კლერი: ცივი და ნათელი დილაა. სახელოსნოს კარს ვაღებ და


ჩექმიდან თოვლს ვიბერტყავ. დარაბებს ვხსნი და გათბობას ვრთავ.
ყავის ადუღებას ვიწყებ. სახელოსნოს ცენტრში სიცარიელეს შევ-
ცქერი და იქაურობას თვალს ვავლებ.
ყველაფერს ორი წლის განმავლობაში დაგროვილი მტვერი და
მდუმარება ადევს. ჩემი სახატავი მაგიდა ცარიელია. ამდღვებიც ცა-
რიელი და სუფთაა. ყალიბები და საჭრელები კოხტად აწყვია, მავ-
თულის ხვეულები მაგიდის გვერდით ხელუხლებლად დევს. საღება-
ვები და პიგმენტები, ფუნჯებით სავსე ქილები, იარაღები და წიგნები;

543
ყველაფერი ისევე მხვდება, როგორც დავტოვე. კედელზე ჭიკარ-
ტებით მიკრული ესკიზები გაყვითლებული და დაკლაკნილია. ვხსნი
და ნაგვის ურნაში ვყრი.
ჩემს საწერ მაგიდასთან ვჯდები და თვალებს ვხუჭავ.
სახლის გვერდით ქარი ხეების ტოტებს აშრიალებს. ხეივანში
მანქანა წყალში მიჭყაპუნებს. ყავადანი სისინითა და ბუყბუყით
აფურთხებს ყავის უკანასკნელ წვეთს. თვალს ვახელ, ვკანკალებ და
სქელ სვიტერს ტანზე ვიტმასნი.
დღეს დილით გაღვიძებულმა აქ წამოსვლის საოცარი სურვილი
ვიგრძენი. თითქოს აქაურობა მომწყურდა: ჩემმა ძველ საყვარელმა
– ხელოვნებამ – პაემანზე მიხმო. ახლა აქ ვზივარ და ველი... რაღა-
ცას... რაც უნდა მოვიდეს, მაგრამ არ მოდის. უჯრას ვაღებ და მუქ
ლურჯ ფურცელს ვიღებ. მძიმეა და ცოტა ტლანქი, მუქი ლურჯია და
შეხებისას ლითონივით ცივი. მცირე ხანს უხმოდ დავცქერი. მაგი-
დაზე ვშლი. რამდენიმე ნაჭერ რბილ თეთრ პასტელს ვიღებ და ხელ-
ში ვწონი. ვდებ და ყავას ვისხამ. სახლს უკანა ეზოს ფანჯრიდან გავ-
ცქერი. ჰენრი რომ აქ იყოს, თავის მაგიდასთან იჯდებოდა, ფანჯრი-
დან აქეთ გამოიხედავდა. ან იქნებ ალბასთან ერთად დამალობანა
ეთამაშა, კომიქსები წაეკითხა ან ლანჩისთვის წვნიანის სამზადისში
ყოფილიყო. ყავას ვწრუპავ და დროის უკან დაბრუნებას, ახლან-
დელსა და წარსულს შორის განსხვავების წაშლას ვცდილობ. აქ
მხოლოდ მეხსიერება მაკავებს. დროვ, გთხოვ, გამაქრე. მერე ის,
რასაც ჩვენი არსებობით ვყოფთ, ერთმანეთს დაუკავშირდება.
ფურცელთან ვდგავარ და ხელში თეთრი პასტელი მიჭირავს.
უზარმაზარი ფურცელია. ცენტრიდან ვიწყებ, ვიხრები, თუმცა ვიცი,
რომ მოლბერტთან უფრო მოხერხებულად ვიმუშავებ. ფიგურას
ვზომავ, რეალურის ნახევარი ზომისა უნდა იყოს: აი, აქ თავი იქნება,
აქ საზარდული, აქ ქუსლი. ესკიზს გონებაში ვქმნი. მსუბუქად, მხო-
ლოდ მეხსიერებაზე დაყრდნობით ვხატავ: აქ თავის შუაში ცარიელი
თვალებია, მოგრძო ცხვირი, ოდნავ დაღებული პირი. წარბები გაკ-
ვირვებისგან მორკალული და ზეაზიდულია: ოჰ, ეს შენ ხარ. წაწვე-
ტებული ნიკაპი და მრგვალი ყბა, მაღალი შუბლი და გამოწეული ყუ-

544
რები. აი, კისერი, მხრები, რომლების დაქანებიდანაც თითქოს თა-
ვის დასაცავად მკერდზე გადაჯვარედინებული მკლავებია ამოზ-
რდილი, ეს ნეკნების ქვედა ნაწილი, ფუმფულა მუცელი, სავსე თეძო-
ები, ოდნავ გაღუნული ფეხები, ცერებზე ოდნავ აწეული ტერფები; ეს
ფიგურა თითქოს ჰაერში დატივტივებს. ამ ფურცლის ლურჯ ფონზე
ათვლის წერტილები ღამის ცაზე მოკიაფე ვარსკვლავებივით ჩანს;
ეს თანავარსკვლავედია. ალაგალაგ ჩრდილებს ვაკეთებ და ეს ფი-
გურა სამგანზომილებიანი მინის ჭურჭელი ხდება. ნაკვთებს ყურად-
ღებით ვხატავ, სახის სტრუქტურას ვქმნი, თვალებს ვუვსებ, ისე მიმ-
ზერენ, თითქოს ამ უეცარი არსებობით გაოგნებული იყვნენ. თმა
ტალღასავით ეფინება მთელ ფურცელს, უწონოა და უძრავად და-
ფარფატებს, სწორხაზოვნება ამ ფიგურას მოძრავს ხდის. კიდევ რა
არის ამ სამყაროში? სხვა ვარსკვალები, ძალიან შორს. იარაღებს
შორის რაღაცას ვეძებ და ნემსს ვპოულობ. ნახატს ფანჯარაზე ვაკ-
რავ, ფურცელს ვჩხვლეტ და პაწაწინა ნახვრეტებს ვუკეთებ, თითოე-
ული მათგანი სხვა სამყაროს მზე ხდება და როცა ვარსკვლავებით
სავსე გალაქტიკას ვქმნი, ფიგურას ვჩხვლეტ; ნამდვილი თანავარ-
სკვლავედი, პაწაწინა სინათლეების ქსელი – ხდება. ჩემს ასლს შევ-
ცქერი, ისიც ასევე მიმზერს. თითს ვადებ და ვამბობ:
– გაქრი, – მაგრამ არა, ის დარჩება. მე ვქრები.

ყოველთვის კვლავ

ხუთშაბათი, 24 ივლისი, 2053 წელი


(ჰენრი 43 წლისაა, კლერი 82-ის)

ჰენრი: ჩაბნელებულ დერეფანში ვარ. მის ბოლოს კარია, ოდნავ


ღიაა და იქიდან თეთრი სინათლე იღვრება. დერეფანში უამრავი კა-
ლოში და საწვიმარი ლაბადაა. კართან ნელა და უხმოდ მივდივარ
და ოთახში ფრთხილად ვიცქირები. იქაურობას დილის სინათლე ავ-
სებს, თავიდან თვალები ცოტა მტკივა, მაგრამ როცა თვალი ეჩვევა,

545
ფანჯარასთან უბრალო ხის მაგიდას ვხედავ. ვიღაც ქალი პირით
ფანჯრისკენ ზის. იდაყვთან ჩაის ფინჯანი უდგას. გარეთ ტბაა, ტალ-
ღები ნაპირს ეხეთქება და უკან იხევს. მეტისმეტად მშვიდია. რაღაც
ნაცნობია მასში. მოხუცია; თეთრი თმა გრძელ, წვრილ ნაკადად აყ-
რია ზურგზე, პატარა ბებრულ კუზზე. მარჯნისფერი სვიტერი აცვია.
მისი მხრების მოყვანილობით, გახევებული ჯდომით ვხვდები, რომ
საოცრად დაღლილია, მეც დაღლილი ვარ. სიმძიმე მეორე ფეხზე გა-
დამაქვს, იატაკი ჭრიალებს; ქალი ტრიალდება, მხედავს და სიხარუ-
ლი უნათებს სახეს; მიკვირს; ეს კლერია, ბებერი კლერი! ჩემკენ მო-
დის, ნელა, ძალიან ნელა მოდის; მე მას გულში ვიკრავ.

ორშაბათი, 14 ივლისი, 2053 წელი


(კლერი 82 წლისაა)

კლერი: ამ დილით ყველაფერი სუფთაა; შტორმის შემდეგ მთელ


ეზოში ხეების ტოტები ყრია, აუცილებლად გავალ და ავკრეფ: ნა-
პირს მთელი ქვიშა ერთ გადასწორებულ საბნად ახურავს, წვიმის
კვალი ატყვია, დილის 7 საათის მზის სხივებზე თავდახრილი ყვითე-
ლი შროშანები ოქროსფრად ელავს. სასადილო მაგიდასთან ფინჯა-
ნი ჩაით ხელში ვზივარ, წყალს ვუმზერ და ვუსმენ. ვიცდი.
ეს დღე სხვებისგან არაფრით განსხვავდება. განთიადისას ვდგე-
ბი. შარვალს და სვიტერს ვიცვამ, თმას ვივარცხნი, პურს ვხუხავ, ჩა-
ის ვიმზადებ, ვჯდები, ტბას გავცქერი და ვფიქრობ, ნეტავ დღეს მაინც
თუ მოვა. ისევე ისე ველოდები, როგორც მაშინ, როცა მიდიოდა,
მაგრამ ამჯერად დანამდვილებით ვიცი, რომ მოვა. ზოგჯერ ვფიქ-
რობ, იქნებ სასწაულს ეს მზადყოფნა, ჩემი მოლოდინი აფერხებს.
არჩევანი არა მაქვს. ის მოდის, მე აქ ვხვდები.
პენელოპეს ნათქვამმა აატირა ოდისევსი.
ტიროდა იგი და გულში იკრავდა თავის
ჭკვიანსა და ღვთივმშვენიერ მეუღლეს.

546
როგორც მძვინვარე პოსეიდონის რისხვით
ხომალდდალეწილი მეზღვაურები თავს
დააღწევენ ბობოქარ ზღვას და
სამშვიდობოს გასულნი შეჰხარიან ხმელეთს,
ასე სასოებით შესცქეროდა თავის მეუღლეს პენელოპე
და აღარ უნდოდა ყელიდან ჩამოხსნოდა100

100
ჰომეროსი, „ოდისეა“, „პალიტრა ლ“, 2019, მთარგმნელები: ზურაბ კიკ-
ნაძე, თამაზ ჩხენკელი.

547

You might also like