Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ეპიზოდი

ტარიელი: რამდენჯერ გთხოვეთ ,რომ არ შეგეწუხებინეთ.მარტო მინდა ყოფნა.

მსახური: ტარიელ მეფე ფარსადანმა თავისი დიდებულები გამოაგზავნა

ამბობენ,რომ სასწრაფო საქმე აქვს შენთან.


მსახური1:მაგრამ რას იზამ ასეთი ყოფილა უფლის ნება.
მსახური2:უკვე ერთი წელი გავიდა დროა დაასრულო გლოვა როდემდე უნდა
იჯდე ამ სიბნელეში.
მსახური3:მეფე ფარსადანი თავისთან გიხმობს მას შენი დახმარება ძალიან
სჭირდება.
მეფე:მოკლედ მოვილაპარაკეთ ტარიელ ხვალიდან შენ საქმეს უნდა შეუდგე,
დარწმუნებული ვარ მამაშენის გზას ღირსეულად გააგრძელებ.მე და მამაშენი
ჩვენი სამეფოების გაერთიანებისას ასე შევთანხმდით,ეს წოდება მეორეა თავისი
მნიშვნელობით,ის თქვენს გვარს ეკუთვნის.
ქალები:ტარიელ,ტარიელ რა დაგემართა,ტარიელ ხომ კარგად ხარ ტარიელ.ამ
სიცხეში რა დროს ნადირობა იყო.
მსახური:მათი უდიდებულესობა მეფე და დედოფალი.
მეფე:იყავი იყავი არ ადგე.
ნესტანი:ტარიელ მე დიდი ხანია შორიდან გიცნობ და მომწონხარ მეტიც
მიყვარხარ კიდეც.
ტარიელი:მსახურო ვახშამი მოამზადებინე და ჩემს სარდლებს უხმე საქმე მაქვს
მათთან.
ხალხი:გაგვიმარჯოს,შევავსოთ ძმებო,შევავსოთ უხ შენ გენაცვალე.
ტარიელი:ქეიფი კარგია ძმებო ,მაგრამ აქ სხვა საქმეზე სალაპარაკოდაც
მოგიხმეთ,ალბათ გაიგებდით,რომ ხატაელებთან ურთიერთობა
დაიძაბა.როგორც სჩანს მამაჩემის გარდაცვალებამ იმედი მისცა მათ,რომ ხარკის
გადახდას შეგიწყვეტდნენ. ამიტომ თქვენ ხვალიდან სამხედრო
წვრთნებისათვის ყველა პროვინციიდან უნდა მოიწვიოთ მეომრები.ჯარი
საუკეთეო ფორმაში მჭირდება.
ქალი მსახური:მოხვედი,შემოდი
ხატაეთის მეფე: მსგავსი სისულელეები კარგა ხანია არ წამიკითხავს თქვენი
მეფე ფარსადანი ჩემი მბრძანებელი როდიდან გახდა,რომ ხარკი ვუხადო წადით
და მაგ თქვენ თავგასულ ტარიელს გადაეცით,რომ მუქარას მოეშვას და თუ
ჩვენთან მართლა ომი უნდა მოვიდეს და ჩვენც სათანადოდ დავხვდებით ახლა
კი მომწყდით თავიდან.
ნესტანი:უნდა წახვიდე,შენი საქმე ეს არის.ძალიან გამიჭირდება დიდიხანი
უშენოდ ,მაგრამ საქმეს ასე სჭირდება იცი ვილოცებ შენთვის,რომ ცოცხალი და
გამარჯვებული დამიბრუნდე რა დროც არ უნდა დაგჭირდეს,გპირდები რომ
დაგელოდები.
მთავარსარდალი:მეომრები შევკრიბე ინდოეთის ყველა ქვე დანაყოფი მზადაა
ტარიელი:აბა გისმენთ.
კაცები:დიდო სარდალო ტარიელ,მეფე რამაზი ძალიან წუხს,რომ ასეთ
მდგომარეობაში აღმოვჩნდით ჩვენ სამეფოებს შორის მშვიდობისა და
მეგობრობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის,როცა ჩვენ მეფე
ვნახეთ არ ეტყობოდა ,რომ მშვიდობა სუფდა.ახლა რა შეიცვალა.
მადლიერი ადამიანი:მამათქვენმა ბავშვობაში სიკვდილს გადამარჩინა და
1წელი თავისთან მზრდიდა ამ პატივისცემას მე არადროს დავივიწყებ და მის
შვილს სასიკვდილოდ ვერასოდეს გავიმეტებ.
ხატაელი:კეთილი იყოს შენი მობრძანება ტარიელ რათ გინდოდა ამდენი
ხალხი,რომ წამოგიყვანია ჩვენ ხომ შევთანხმდით,რომ მშვიდობა გვსურს და არა
ომი.
ტარიელი:თითქოს კი შემითანხმდით ,მაგრამ მე რაღაც არ მჯერა თქვენი
მშვიდობის.
ხატაელი:რომ არ გჯერა მაგაში მართალი ხარ, ეგ 300 კაცი რას გიშველის ნეტავ.
ტარიელი:აბა ძმებო შევმუსროთ ეს მოღალატენი.
ხატაელი:გაები მახეში შე თავხედო.
მეფე:ჩემო დედოფალო იცი რა მოვიფიქრე ნესტანზე ვფიქრობდი ჰოდა
სპარსეთიდან ხვარაზმელთა შაჰის შვილი ,რომ მოვიწვიოთ სასიძოდ დროა
გავათხოვოთ.ჩვენც მოვხუცდით ხომ უნდა გავიგოთ ვინ იქნება ჩვენი სიძე.
ქალი:ძლივს შემოვაპარე ისე,რომ დავარს არ დავენახეთ.
ნესტანი: მადლობა,დაგვტოვე.
ნესტანი:დამსვი თავბრუ დამეხვევა დამსვი.
ტარიელი :მე კი მეგონა თავბრუ ჩემ დანახვაზე გეხვეოდა.ძლივს დავაღწიე თავი
მოქეიფეებს.ერთი სული მქონდა მარტო მენახე.კარგი ნახე რა ჩამოგიტანე
ხატაეთიდან.გეცოდინება,რომ საუკეთესი აბრეშუმს ამზადებენ.
ნესტანი:ძალიან ლამაზია.
ნესტანი:შე მოღალატე გამყიდველო როგორ ბედავ და მოდიხარ ჩემთან.
ტარიელი:მე მე რა დავაშავე.
ნესტანი:შენ არ იყავი ერთგულებას და სიყვარულს რომ მეფიცებოდი.იმის
მაგივრად რომ რამე მოიფიქრო ერთი სული გაქვს დანებდე და ვიღაც
ხვარაზმელს გამაყოლო.
ტარიელი: განა ნესტანი უნდა მასწავლიდეს როგორ მოვიქცე ასეთ დროს.
მსახური ხვარაზმის:ბატონო ბატონოოოო,არ გაუშვათარ გაუშვათ არ გაუშვათ
მოდით აქ უფლისწული მოგვიკლა.
ტარიელი:ჩემს სასახლეში მივდივართ თქვენ მე წამომყევით, თქვენ კი ჩვენი
ჯარის ნაწილები წამოიყვანეთ და მალე დაგვეწიეთ.

You might also like