Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 789

1 მკითხველთა ლიგა

ჯო აბერკრომბი

თვით მახვილი
პირველი კანონი - 1

მთარგმნელი: ლაშა შუბლაძე


2 მკითხველთა ლიგა
დასასრული
ლოგენი ხეებს შორის მიძვრებოდა, შიშველი ფეხები სველ
მიწაზე, ტალახსა და ფიჭვის წიწვებზე უსრიალებდა. მკერდში გუ-
ლი გამალებით უძგერდა და საფეთქლებში სისხლი მძიმედ ურ-
ტყამდა. წაბორძიკდა და გვერდულად დაეცა, საკუთარ ნაჯახს
კინაღამ მკერდით წამოეგო. მიწაზე გაშხლართული მძიმედ სუნ-
თქავდა და ბნელ ტყეს უცქერდა.
დარწმუნებული იყო, მეძებარი სულ ცოტა ხნის წინ კვალში
მოჰყვებოდა, მაგრამ ახლა მისი ნიშანწყალიც არ ჩანდა. დანარ-
ჩენების ადგილსამყოფელზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. მე-
თაურიც ამას ჰქვია – საკუთარი ხალხი ასე უგზო-უკვლოდ და-
კარგო! გაბრუნებაც შეიძლებოდა, მაგრამ ტყე შანკებით იყო
სავსე. ლოგენი ლამის ხედავდა, ხეებს შორის როგორ დაძ-
რწოდნენ. მათ სუნსაც კი მძაფრად გრძნობდა. მარცხნიდან ყვი-
რილის ხმები ისმოდა, ალბათ ბრძოლის. ფრთხილად წამოდგა,
ცდილობდა არ ეხმაურა. ტოტების ტკაცუნზე მკვეთრად შებრუნ-
და.
შუბი უახლოვდებოდა – სწრაფად და შეუბრალებლად. იარა-
ღის მეორე ბოლოს შანკა იდგა.
– ჯანდაბა! – ლოგენი განზე გახტა, მაგრამ ფეხი დაუცდა და
პირქვე დაეცა. გვერდზე გადატრიალებისას პატარა ბუჩქი და-
ლეწა. ყოველ წამს შუბის ჩარჭობას ელოდა. ქოშინით წამოდგა.
მისკენ მოქნეულ ბასრ შუბის წვერს გახედა, მოხერხებულად
აიცილა და მსხვილ ხეს ამოეფარა. როგორც კი გახედვა სცადა,
ბრტყელთავიანმა დაისისინა და იარაღი ისევ მოუქნია. ლოგენ-
მა წამით თავი ხის მეორე მხარეს გამოყო, შემდეგ უკან დაიხია,
ამჯერად სხვა მხრიდან გამოხტა და ნაჯახი გამაყრუებელი
ღრიალით მოიქნია. ხმამაღალი ტკაცანი გაისმა და იარაღი შან-

3 მკითხველთა ლიგა
კას თავის ქალას ჩაერჭო. უბრალოდ გაუმართლა. თუმცა, ლო-
გენის აზრით, ცოტაოდენი იღბალი ნამდვილად დაიმსახურა.
ბრტყელთავიანს სახეზე სისხლი ჩამოსდიოდა, ცოტა ხანი
თვალები უაზროდ ახამხამა, შემდეგ აქეთ-იქით გადაქანდა და
ქვასავით დაეცა, თან ლოგენს თითებიდან ნაჯახი გააგდებინა და
მოწინააღმდეგის ფეხებთან უაზროდ შუბის ქნევას მოჰყვა. ლო-
გენმა საკუთარი იარაღის აღება სცადა, მაგრამ დაცემულ შანკას
ხელში როგორღაც შეემაგრებინა შუბის ტარი და უღერებდა.
– აააჰ! – აღმოხდა ლოგენს, როცა შუბის წვერმა ხელიდან
ხორცის ნაჭერი აათალა. სახეზე ჩრდილი დაეცა – კიდევ ერთი
ბრტყელთავიანი. ხელებგამოწვდილი უზარმაზარი არსება უკვე
ჰაერში ეკიდა. ვერც ნაჯახის აღებას მოასწრებდა, ვერც განზე
გახტომას. ლოგენმა პირი გააღო, მაგრამ არაფერი უთქვამს, ან
კი რა შეიძლება ასეთ დროს თქვა?
სველ მიწაზე ერთდროულად დაეხეთქნენ, ეკლებსა და დამ-
ტვრეულ ტოტებში გაგორდნენ. აღრიალებულები ერთმანეთს
უმოწყალოდ გლეჯდნენ, სცემდნენ. ლოგენმა თავი ხის ფესვს
ისე ძლიერად მიარტყა, რომ კინაღამ დაყრუვდა. სადღაც დანა
ჰქონდა, მაგრამ ვერ იხსენებდა, სად. დაღმართზე მიგორავდნენ
და მიგორავდნენ, სამყარო შეუჩერებლად უტრიალებდა თვა-
ლებში. ლოგენს ტკივილისგან თავბრუ ესხმოდა, მაგრამ
ბრტყელთავიანის დახრჩობას მაინც ცდილობდა. ამ ყველაფერს
დასასრული არ უჩანდა.
არადა ხეობასთან დაბანაკება თავიდან რა ჭკვიანურ გეგმად
ეჩვენებოდა – შეუმჩნევლად ვერავინ მიეპარებოდა. ახლა კი,
როცა ლოგენი კლდის კიდისკენ მუცლით მიხოხავდა, იდეამ ხიბ-
ლი დაკარგა. თითებით სველ მიწას, ტალახსა და ფიჭვის წიწვებს
ეპოტინებოდა. ხელები ვერაფერს ჩაავლო, ვარდნაც დაიწყო და
ამოიკვნესა.

4 მკითხველთა ლიგა
შემდეგ ხელებში რაღაც მოხვდა, ხის ფესვი, რომელიც უფ-
სკრულის ნაპირიდან გამოჩრილიყო. ლოგენი ჰაერში ეკიდა,
მაგრამ ფესვს ხელებს მაინც არ უშვებდა.
– აჰა! – დაიღრიალა, – აჰა!
ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ლოგენ ცხრათითას მოსაკლავად
რამდენიმე ბრტყელთავიანი არ კმაროდა. ნაპირზე აძრომა სცა-
და, მაგრამ არ გამოუვიდა. ფეხებზე რაღაც მძიმე ექაჩებოდა.
ლოგენმა ქვევით ჩაიხედა.
ხეობა ძალიან ღრმა იყო – ციცაბო ქვის კლდეებით. ნაპრა-
ლიდან აქა-იქ ამოზრდილ ხეებს ფოთლები სივრცეში გაეფარ-
ჩხათ. ქვემოთ, სადღაც შორს, სწრაფი მდინარე ბრაზიანად
მიედინებოდა, აქაფებული წყალი შავი კლდის ქვებს ეხეთქებო-
და. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ცუდი იყო, მაგრამ მთავარი
პრობლემა უფრო ახლოს, ლამის ხელის გაწვდენაზე ჰქონდა –
კოჭში ვეება შანკა ჩაჰფრენოდა და წინ და უკან ირწეოდა.
– ჯანდაბა, – ჩაიბურტყუნა ლოგენმა. ძალიან მძიმე მდგომა-
რეობაში აღმოჩნდა. ადრეც ყოფილა ცუდ დღეში, მაგრამ რო-
გორღაც გამომძვრალა და შემდეგ იმ ამბებზე სიმღერებიც შე-
უთხზავს. თუმცა, რთული წარმოსადგენი იყო, ამაზე უარესი რა-
ღა უნდა დამართნოდა. ლოგენი ჩაფიქრდა, საკუთარი ცხოვრე-
ბა მწარე და უაზრო ეჩვენა. მის სიცოცხლეს კარგი არავისთვის
მოუტანია. ძალადობისა და ტკივილის გარდა, მხოლოდ იმედ-
გაცრუება და გასაჭირი ახსოვდა. ხელები უკვე ეღლებოდა,
მკლავებზე თითქოს ცეცხლი ეკიდა. უზარმაზარი ბრტყელთა-
ვიანი კი ჩავარდნას სულაც არ აპირებდა, პირიქით, ლოგენს
ნელ-ნელა ფეხზე აცოცდებოდა. შანკამ თავი ასწია და მეტოქეს
მრისხანედ შეუბღვირა.
ლოგენი რომ შანკას ადგილზე ყოფილიყო, სავარაუდოდ ასე
იფიქრებდა: „ჩემი სიცოცხლე იმ ფეხზეა დამოკიდებული, რო-
მელზეც ვკიდივარ, ამიტომ გარისკვა არ ღირსო“. ადამიანს
5 მკითხველთა ლიგა
მტრის სიკვდილს თავის გადარჩენა ურჩევნია. მაგრამ შანკები
სხვანაირად აზროვნებდნენ და ეს ლოგენმაც მშვენივრად იცო-
და. ამიტომ არ გაჰკვირვებია, როცა ბრტყელთავიანმა უშველე-
ბელი ხახა დააფჩინა და ფეხში კბილები ჩაასო.
– ააააჰ! – დაიღრიალა ლოგენმა და რაც ძალა შერჩენოდა,
შიშველი ფეხი შანკას თავში ჩასცხო. ცდილობდა ჭრილობაში
მოერტყა, მაგრამ ბრტყელთავიანი უფრო მაგრად უჭერდა კბი-
ლებს. რაც უფრო ძლიერად იქნევდა ფეხს, ტალახიანი ფესვიდან
ხელი მით უფრო უსრიალებდა. მალე ხელმოსაჭიდიც თითქმის
აღარაფერი დარჩა, ფესვის დარჩენილი ნაწილიც სადაცაა გა-
დატყდებოდა. ლოგენი ცდილობდა ხელებისა და მკლავების
ტკივილისთვის, ფეხში ჩარჭობილი შანკას კბილებისთვის ყუ-
რადღება არ მიექცია, რადგან სადაცაა ჩავარდებოდა. ერთა-
დერთი არჩევანი რჩებოდა: ან წყალში უნდა ჩავარდნილიყო, ან
კლდეზე დახეთქებულიყო, და ეს არჩევანიც მასზე დიდად არ
იყო დამოკიდებული.
როცა რამე საქმე გაქვს, სჯობს კეთებას დროულად შეუდგე,
ვიდრე მთელი ცხოვრება შიშში გაატარო, – იტყოდა ხოლმე
ლოგენის მამა. ამიტომ, თავისუფალი ფეხით კლდეს მაგრად მი-
ეყრდნო, ღრმად ჩაისუნთქა და რა ძალაც შერჩენოდა, სიცა-
რიელეში გადახტა. იგრძნო, შანკამ კბილები და ხელები როგორ
უშვა და წამით გათავისუფლდა.
შემდეგ ვარდნა დაიწყო. სწრაფად. თვალებში ხეობის კი-
დეები უელავდა: ნაცრისფერი ქვები, მწვანე ხავსი, თეთრი თოვ-
ლი. ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა.
ლოგენი ჰაერში ამოყირავდა, ხელ-ფეხს უაზროდ აქნევდა,
შეშინებულს ყვირილის თავიც არ ჰქონდა. ქარი თვალებში
სცემდა, ჰაერი ტანსაცმელს ახევდა, პირიდან სულს აცლიდა.
თვალი მოჰკრა, შანკას სხეული კლდეს როგორ დაეჯახა პირქვე,
დაიმტვრა და უკვე გვამად ქცეული ძირს ჩავარდა. სასიამოვნო
6 მკითხველთა ლიგა
სანახაობა იყო, მაგრამ ლოგენის კმაყოფილება დიდხანს არ
გაგრძელებულა.
წყალი შეეგება. გაცოფებული ხარივით ეძგერა გვერდში,
ფილტვებიდან ჰაერი ამოაცალა, გონება დააკარგვინა და ქვე-
ვით, ცივ წყვდიადში ჩაითრია.

7 მკითხველთა ლიგა
ნაწილი I
„გახელებული მამრის მარჯვენას მისდა უნებურად იზიდავს
მახვილი“.
ჰომეროსი, „ოდისეა“

გადარჩენილები
პირველად წყლის ხმა გაიგო. ფოთლების შრიალი, ჩიტების
ჭიკჭიკი და წყლის შხეფების ხმა მოესმა.
ლოგენმა თვალები ძლივძლივობით გაახილა. ხეებიდან გად-
ღაბნილი კაშკაშა სინათლე აღწევდა. ნუთუ ესაა სიკვდილი? მა-
შინ რატომ სტკივა ასე ძლიერად? მთელი მარცხენა მხარე
მტკივნეულად უფეთქავდა. ღრმად ჩასუნთქვა სცადა, მაგრამ
ყელში ჰაერი გაეჩხირა, წყალი ამოახველა და ტალახი გად-
მოაფურთხა. ტკივილისგან ამოიკვნესა, ოთხზე გადატრიალდა
და მდინარიდან კბილების ღრჭიალით ამოფოფხდა. შემდეგ
ზურგზე გადაბრუნდა და მდინარის ნაპირზე, დამპალ ტოტებსა
და ხავსზე გაიშხლართა.
ცოტა ხანს გაუნძრევლად იწვა, ტოტებს შორის გადაჭიმულ
რუხ ცას მისჩერებოდა და მძიმედ სუნთქავდა.
– ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, – დაიჩურჩულა ჩახლეჩილი
ხმით. ცოცხალი – ბუნების, შანკების, ადამიანებისა და მხეცების
ყველა მცდელობის მიუხედავად. წყლით გაჟღენთილი, დაბეგ-
ვილ ზურგზე გაშხლართული ლოგენი ახარხარდა, ყელიდან სა-
შინელი ბუყბუყი ამოსდიოდა. თუ ლოგენ ცხრათითაზე რამის
თქმა გინდა, თქვი, რომ შეუძლია გადარჩეს – ყველაფრის
მიუხედავად.

8 მკითხველთა ლიგა
ჭაობიანი მდინარის ნაპირზე ცივმა ქარმა დაუბერა და ლოგე-
ნის სიცილი ნელ-ნელა მიწყდა. მართალია ჯერ კიდევ ცოცხალი
იყო, მაგრამ სიცოცხლის შენარჩუნება გაცილებით გაუჭირდე-
ბოდა. ლოგენი წამოჯდა, ტკივილისგან აკანკალებული ფეხი მი-
წაზე დადგა და უახლოეს ხეს მიეყრდნო. ყურებიდან, თვალები-
დან და ცხვირიდან ტალახი მოიწმინდა, სველი პერანგი აიწია და
ჭრილობებს დახედა: გვერდი სულ დაჟეჟილი და ჩალურჯებული
ჰქონდა. ნეკნები ოდნავ შეხებაზეც საშინლად სტკიოდა, თუმცა
ჩამტვრევას გადაურცა. აი შანკას ბასრი კბილებით დაგლეჯილი,
სისხლით მოთხვრილი ფეხი კი საზიზღარი სანახავი იყო. ძალი-
ან სტკიოდა, თუმცა მოძრაობა შეეძლო, მთავარი ეს იყო. ფეხი
აქედან გასაღწევად აუცილებლად დასჭირდებოდა.
ძალიან გაუხარდა, როცა ქამარზე დამაგრებულ ქარქაშში
დანა აღმოაჩინა. გამოცდილება უებნებოდა, დანა ზედმეტი არა-
სოდესააო, ეს მახვილი კი შესანიშნავი იარაღი იყო. მიუხედავად
ამისა, პერსპექტივა არც ისე სახარბიელო ჩანდა: ბრტყელთა-
ვიანებით სავსე ტყეში სრულიად მარტოდ დარჩენილს, წარმოდ-
გენა არ ჰქონდა სად იმყოფებოდა. თუმცა, შეეძლო მდინარეს
გაჰყოლოდა, რადგან მთებიდან ყველა ჩრდილოეთით, ცივი
ზღვისკენ მიედინებოდა. ამიტომ, მდინარეს დინების საწინააღ-
მდეგოდ, სამხრეთით გაჰყვებოდა და რაც შეიძლება მაღლა
აცოცდებოდა, სადაც შანკები ვერ მიაგნებდნენ. ეს ერთადერთი
შანსი იყო.
ამ დროს ზემოთ ეციებოდა, მომაკვდინებლად ეციებოდა.
ლოგენმა შიშველ ტერფებზე დაიხედა. საუბედუროდ, შანკა მა-
ინცდამაინც მაშინ დაესხა თავს, როცა ბებერების მოსაცილებ-
ლად ჩექმები გაეხადა. არც მოსასხამი ჰქონდა, რადგან იმ
დროს ცეცხლთან ახლოს იჯდა. მთებში ასე ჩაცმული ერთი დღეც
ვერ გაძლებდა. სანამ ლოგენი უღელტეხილამდე მიაღწევდა,

9 მკითხველთა ლიგა
ღამე ხელ-ფეხი სიცივისგან გაუშავდებოდა და ნელა მოკვდებო-
და, თუ მანამდე შიმშილისგან არ გასძვრებოდა სული.
– ჯანდაბა! – ჩაილაპარაკა. ბანაკში უნდა დაბრუნებულიყო.
იმედოვნებდა, რომ ბრტყელთავიანები იქ აღარ დახვდებოდნენ
და ბანაკისგან რამეს მაინც დატოვებდნენ, რაც გადარჩენაში
დაეხმარებოდა. ასეთი გამართლება ეეჭვებოდა, მაგრამ სხვა
გზა არ ჰქონდა. ლოგენს არჩევნის საშუალება არასოდეს ჰქონ-
და.
სანამ ბანაკს მიაგნებდა, წვიმა წამოვიდა. წყალმა თმა კანზე
მიუკრო და ტანსაცმელი მთლიანად დაუსველა. ხავსმოდებულ
ხეს მიჰყრდნობოდა და ბანაკისკენ იყურებოდა. გული გამალე-
ბით უცემდა, დანის სრიალა ტარს მარჯვენა ხელის თითებს ტკი-
ვილამდე უჭერდა. კოცონის ადგილას ნახევრად დამწვარი ტო-
ტებითა და დატკეპნილი ნაცრით გარშემორტყმული ცეცხლის-
გან ამომწვარი შავი წრე დაინახა, იქვე დიდი მორიც შენიშნა,
რომელზეც სამმუხა და დოუ ბრტყელთავიანების თავდასხმისას
ისხდნენ. მდელოზე მათი განადგურებული ნივთები მიმოფანტუ-
ლიყო. იქვე სამი შანკა უსულოდ ეგდო მიწაზე. ერთ-ერთს მკერ-
დში გარჭობილი ისარი მოუჩანდა. სამი მკვდარი ბრტყელთა-
ვიანი და არცერთი ცოცხალი – იღბალმა ისევ გაუღიმა. რო-
გორც ყოველთვის გაუღიმა იმდენად, რამდენიც მხოლოდ გა-
დარჩენისთვის იკმარებდა. თუმცა უნდა ეჩქარა: ნებისმიერ
დროს შეიძლება დაბრუნებულიყვნენ.
ლოგენი ხეებიდან გამოიქცა, თან ძირს იყურებოდა. ჩექმები
ისევ იქ დახვდა, სადაც დატოვა. სასწრაფოდ ხელები ჩაავლო და
ჩაცმა დაიწყო. ცალ ფეხზე ხტოდა და სიჩქარისგან კინაღამ ფეხი
დაუცდა. მოსასხამსაც თავის ადგილას, მორის ქვეშ მიაგნო. ათი
წლის მანძილზე გამუდმებული ომისა და უამინდობისგან გაცვე-
თილ, დაფლეთილ და მრავალჯერ დაკემსილ მოსასხამს ერთი
სახელო საერთოდ აღარ შერჩენოდა. იქვე ახლოს, ბუჩქში თა-
10 მკითხველთა ლიგა
ვის გახეულ ფუთას მიაგნო, მისი შიგთავსი კი ფერდობზე მი-
მოეფანტათ. წელში მოხრილი ლოგენი ნივთების შეგროვებას
სუნთქვაშეკრული შეუდგა: ბაწარი, ძველი თიხის ჩიბუხი, გამომ-
შრალი ხორცის რამდენიმე ნაჭერი, ნემსი და გორგალი, დაჭ-
მუჭნილი მათარა, რომელშიც ცოტაოდენი სითხე დარჩენილი-
ყო. ყველაფერი გამოადგებოდა, ყველაფრის გამოყენება შეიძ-
ლება.
ერთ-ერთი ხის ტოტზე დაგლეჯილი, სველი და ტალახიანი სა-
ბანი ეკიდა. ლოგენმა ჩამოხსნა და ჩაიცინა. ძირს ძველი, გაცვე-
თილი ქვაბი დაინახა. ეტყობა ჩხუბის დროს ვიღაცამ ფეხი მიარ-
ტყა და ახლა ცეცხლისგან მოშორებით, გვერდზე გადაყირავებუ-
ლი ეულად ეგდო. ლოგენმა ქვაბს ორივე ხელი დაავლო. საიმე-
დო, კარგად ნაცნობმა, წლების მანძილზე უმოწყალო გამოყენე-
ბისგან გაცვეთილმა და გაშავებულმა ქვაბმა ყველა ომი პატ-
რონთან ერთად გაიარა – ჩრდილოეთით და უკან. ამ ქვაბში საჭ-
მელს ყველა ერთად ხარშავდა, ყველა ერთად შეექცეოდა: ფორ-
ლი, უტყვი, მეძებარი.
ლოგენმა ბანაკს კიდევ ერთხელ გახედა. სამი მკვდარი შანკა
და არცერთი მისიანი. იქნებ გაერისკა და მათი მოძებნა ეცადა...
– არა, – თქვა ლოგენმა ძლივსგასაგონად. საკუთარ მდგომა-
რეობას მშვენივრად აცნობიერებდა. ტყეში უამრავი ბრტყელთა-
ვიანი იყო – მეტისმეტად ბევრი. არ იცოდა, რამდენი ხანი იწვა
მდინარის ნაპირას უგონოდ. მისი ბიჭებიდან რომელიმეს გაქცე-
ვა რომც მოეხერხებინა, შანკები ტყეში აუცილებლად დაედევნე-
ბოდნენ. ეჭვგარეშეა – მაღალ ხეობაში დახოცილები ეყრებოდ-
ნენ. მხოლოდ მთებში წასვლა და უბადრუკი სიცოცხლის გადარ-
ჩენა დარჩენოდა. რაც უნდა მწარე იყოს, სიმართლეს თვალი უნ-
და გაუსწორო.
– მე და შენღა დავრჩით, – უთხრა ქვაბს, ჩანთაში ჩაუძახა და
მხარზე მოიგდო. შემდეგ კოჭლობით, სწრაფად, რამდენადაც
11 მკითხველთა ლიგა
ნატკენი ფეხი საშუალებას აძლევდა, მდინარის გასწვრივ, მთე-
ბისკენ ამავალ გზას გაუყვა.
მხოლოდ ორნი. ლოგენი და ქვაბი.
მხოლოდ ისინი გადარჩნენ.

12 მკითხველთა ლიგა
შეკითხვები
„ამას რატომ ვაკეთებ?“ – დერეფანში კოჭლობით მიმავალმა
ინკვიზიტორმა გლოკტამ საკუთარ თავს მეათასედ დაუსვა ეს შე-
კითხვა. კედლები გაელესათ და შეეთეთრებინათ, თუმცა, საკმა-
ოდ დიდი ხნის წინ. იქაურობა საშინლად გამოიყურებოდა და
ნესტის სუნად ყარდა. ფანჯრები არსად ჩანდა, რადგან დერეფა-
ნი მიწის სიღრმეში მდებარეობდა და მხოლოდ ლამპრებით იყო
განათებული. ჩრდილები ნელა, მშვიდად ირხეოდა ირგვლივ.
– ამის გაკეთება ვის ენდომებოდა? – ქვის ფილებზე გლოკ-
ტას თანაბარი ნაბიჯები რიტმულად ხმაურობდა. ჯერ მარჯვენა
ფეხსაცმლის ქუსლის ტკაცუნი, შემდეგ ჯოხის კაკუნი და მარცხე-
ნა ფეხის უსასრულოდ დიდხანს თრევა, რომელსაც კოჭის, მუხ-
ლის, კუდუსუნისა და ზურგის არეში კარგად ნაცნობი ტკივილი
მოჰყვებოდა. ტკაცუნი, კაკუნი, ტკივილი – აი მისი სიარულის
რიტმი.
ხანდახან დერეფნის ბინძურ ერთფეროვნებას მძიმე, დაჟან-
გული რკინით ნაჭედი კარები არღვევდა. გლოკტას მოეჩვენა,
რომ ერთ-ერთი კარის მიღმა ვიღაც ტკივილისგან ყვიროდა. „ნე-
ტა ვინ იყო ის საცოდავი, ვისაც ამ ოთახში უტარებენ დაკით-
ხვას? რომელ დანაშაულშია დამნაშავე, ან უდანაშალო? რა
საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ? რა ტყუილს ააშკარავებენ?
რა ღალატი მჟღავნდება?“ თუმცა, გლოკტას ამაზე დიდხანს არ
უფიქრია. ფიქრი კიბემ შეაწყვეტინა.
საწამებლად ერთი ადამიანის არჩევის შესაძლებლობა რომ
ჰქონოდა, გლოკტა აუცილებლად კიბის გამომგონებელს აირ-
ჩევდა. ახალგაზრდობაში, სანამ თავს უბედურება დაატყდებოდა
და ყველა ეთაყვანებოდა, კიბეებს სრულიად ვერ ამჩნევდა. ერ-
თდროულად ორ-ორ საფეხურზე მოხერხებულად დახტოდა და
გზას არხეინად აგრძელებდა. ახლა ვეღარ. „ისინი ყველგანაა.
13 მკითხველთა ლიგა
მათ გარეშე სართულებზე ვერ ახვალ. დაშვება უარესია, მაგრამ
ხალხი ამას ვერ ხვდება. ასვლისას ისე შორს ვერ გადავარდები,
როგორც დაშვებისას“.
ამ დაბრკოლებას მშვენივრად იცნობდა: გლუვი ქვისგან გა-
მოთლილ თექვსმეტ საფეხურს, შუაში გაცვეთილსა და ცოტათი
ნესტიანს, როგორც ირგვლივ ყველაფერს. კიბეს მოაჯირები არ
ჰქონდა, ვერაფერს ჩაებღაუჭებოდი. „თექვსმეტი მტერი. ნამდვი-
ლი გამოწვევაა“. გლოკტას დიდი დრო დასჭირდა, სანამ კიბეზე
ჩასვლის ყველაზე უმტკივნეულო მეთოდს მიაგნებდა. გვერდუ-
ლად მოძრაობდა, კიბორჩხალასავით. ჯერ ხელჯოხი, შემდეგ
მარცხენა და ბოლოს მარჯვენა ფეხი. წინააღმდეგ შემთხვევაში,
თუ მთელი ტანით დააწვებოდა, მარცხენა ფეხი გაცილებით ეტ-
კინებოდა. ამ ყველაფერს კისრის მწვავე ტკივილი ემატებოდა.
„კიბეზე დაშვებისას კისერი რატომ მტკივა? სხეულის სიმძიმე
ხომ კისერს არ აწვება?“ მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან
სტკიოდა.
ინკვიზიტორი ოთხი საფეხურით ადრე შეჩერდა. კიბე თით-
ქმის დაამარცხა. მარცხენა ფეხი ტკივილისგან თითქოს გაცოფ-
და; გლოკტას ჯოხზე დადებული ხელი უკანკალებდა. ღრძილებ-
ზე, სადაც ადრე წინა კბილები ჰქონდა, ენა მოისვა, ღრმად
ჩაისუნთქა და ნაბიჯი გადადგა. კოჭმა საზარლად გაიტკაცუნა და
თავზარდაცემული გლოკტა თითქოს ჰაერში გამოეკიდა. სასო-
წარკვეთილი მთელი სხეულით ცახცახებდა და წონასწორობის
შენარჩუნებას ასე ცდილობდა. მომდევნო საფეხურზე ლოთივით
მოუხეშავად წაბორძიკდა, კივილი აღმოხდა, კედელს ხელებით
წაეპოტინა და ფრჩხილებით ჩამოკაწრა. „სულელო, სულელო
ნაბიჭვარო!“
ხელჯოხი იატაკზე ხმაურით დაეცა, ურჩი ფეხები კი ქვებს ებ-
რძოდა და შემდეგ, როგორც იქნა კიბის ძირში აღმოჩნდა. წო-
ნასწორობა სასწაულებრივად შეინარჩუნა.
14 მკითხველთა ლიგა
„და აი, ის მშვენიერი და საშინელი, უსასრულო წამი – ფეხის
გადაბრუნებიდან ტკივილამდე. მალე ვიგრძნობ ტკივილს? რამ-
დენად მტკივნეული იქნება? – უაზროდ დაღებული პირით ჰაერს
მძიმედ ყლაპავდა. მოლოდინისგან კანკალებდა, – აი, ახლა,
სულ ცოტაც და...“
ტკივილი ენით აღუწერელი იყო. მთელ მარცხენა მხარეს, ფე-
ხიდან ყბამდე საშინელმა კრუნჩხვამ დაუარა. აცრემლებული
თვალები დახუჭა, მარჯვენა ხელი პირზე ისე მაგრად აიფარა,
რომ ძვლებმა გაიტკაცუნა. კბილების კრაჭუნით ყბა ყბას დააჭი-
რა, მაგრამ სულისშემძვრელი კვნესა მაინც ვერ შეიკავა.
„სიცილია თუ კივილი? განსხვავებას როგორ მივხვდე?“ სვე-
ლი ცხვირით ძლივს სუნთქავდა, ცინგლები ებერებოდა და ხელს
უსველებდა. წელში გამართვის მცდელობას სხეული კრუნჩხვით
აპროტესტებდა.
შემდეგ კრუნჩხვამ გაუარა. გლოკტამ კიდურები ფრთხილად
აამოძრავა – სხეულს ამოწმებდა. ფეხზე ცეცხლი ეკიდა, ტერფი
გაშეშებოდა, კისერი თავის ყოველ მოძრაობაზე ტკაცუნობდა და
ხერხემალში მწარედ ნესტრავდა. „არა უშავს, ყველაფერი გაცი-
ლებით უარესადაც შეიძლება დამთავრებულიყო“. თავს ძალა
დაატანა, ხელჯოხის ასაღებად დაიხარა და ორი თითით გაჭირ-
ვებით წაეპოტინა. შემდეგ ისევ გაიმართა, ცრემლები და ცინ-
გლები ხელის ზურგით მოიწმინდა. „ძალიან ამაღელვებელი
იყო. ნეტა თუ გავერთე? ადამიანების უმეტესობა კიბეს არაფრად
აგდებს, ჩემთვის კი ნამდვილი თავგადასავალია!“ დერეფანს
კოჭლობით გაუყვა, თან თავისთვის ხითხითებდა. როცა საჭირო
კარს მიადგა და შიგნით შევიდა, სახეზე ჯერ ისევ ეტყობოდა ღი-
მილის კვალი.
ოთახი ჭუჭყიან თეთრ ყუთს ჰგავდა – ორი კარით ერთმანე-
თის პირისპირ. ჭერი ძალიან დაბალი იყო, ლამპების ცეცხლი –
მეტისმეტად კაშკაშა. ერთი კუთხიდან ნესტი მოიპარებოდა, და-
15 მკითხველთა ლიგა
ხეთქილი ბათქაში შავ ობს დაეფარა. ერთ-ერთ კედელზე ვიღა-
ცას გრძელი სისხლიანი ლაქის ჩამოწმენდა ეცადა, თუმცა, რო-
გორც ჩანს, არც ისე გულმოდგინედ. შეგირდი ფროსტი ოთახის
მეორე ბოლოში იდგა, ძლიერი ხელები განიერ მკერდზე დაეკ-
რიბა. ინკვიზიტორს თავი ქვასავით უემოციო სახით დაუკრა, სა-
პასუხოდ გლოკტამაც დაუქნია თავი. მათ შორის იატაკზე დაჭე-
დებული, ჭუჭყიანი ხის მაგიდა იდგა, ორივე მხრიდან სკამებით.
ერთ-ერთზე მსუქანი, შიშველი მამაკაცი იჯდა, რომლისთვისაც
ხელები ზურგს უკან მჭიდროდ შეეკრათ და თავზე ყავისფერი
ტომარა ჩამოეცვათ. სიჩუმეს მხოლოდ მისი ხშირი, მოგუდული
სუნთქვა არღვევდა. ოთახში ციოდა, თუმცა კაცი მთლიანად გა-
ოფლიანებულიყო. „ასეც უნდა იყოს“.
გლოკტა მეორე სკამს კოჭლობით მიუახლოვდა, ხელჯოხი
მაგიდის კიდეს მიაყუდა და ნელა, ფრთხილად და ტკივილის
თანხლებით ჩამოჯდა. კისერი ჯერ მარცხნივ, შემდეგ კი მარ-
ჯვნივ გადახარა – როგორც იქნა სხეულს განტვირთვის სა-
შუალება მისცა. ხელის ჩამოსართმევად ერთი ადამიანის არჩე-
ვის შესაძლებლობა რომ მიეცათ, გლოკტა აუცილებლად სკამის
გამომგონებელს აირჩევდა. „მან ჩემი ცხოვრება თითქმის ასა-
ტანი გახადა“.
ფროსტი კუთხიდან დაიძრა და ჩუმად მიუახლოვდა დაბმულ
კაცს, ტომრის ყურს ორი მსუქანი, ფერმკრთალი თითი ჩაავლო.
გლოკტამ თავი დაუქნია და შეგირდმა სალემ რიუსს სახიდან
ტომარა ჩამოგლიჯა. კაშკაშა სინათლეზე ტყვემ თვალები გამა-
ლებით ააფახურა.
„ცბიერი ღორი. რიუს, შე ცბიერო, საზიზღარო ღორო. უკვე
მზად ხარ, ყველაფერი აღიარო, გაუჩერებლად ილაპარაკო მა-
ნამდე, სანამ გული არ აგვერევა“.
რიუსს ლოყაზე დიდი, მუქი სისხლჩაქცევა ემჩნეოდა, ერთიც
– ყბაზე, ღაბაბთან. როცა ცრემლიანი თვალები კაშკაშა შუქს შე-
16 მკითხველთა ლიგა
აჩვია, თავის წინ მჯდომი გლოკტა იცნო და სახე უეცრად იმედით
გაუნათდა – ფუჭი, უაზრო იმედით.
– გლოკტა, უნდა დამეხმარო! – აწივლდა რიუსი. წინ გა-
დაიხარა, რამდენადაც ბაწრებმა მისცა საშუალება. სასოწარკვე-
თილი ბურტყუნებდა, – ბრალს ტყუილად მდებენ, შენც ხომ იცი,
მე უდანაშაულო ვარ! ჩემს საშველად მოხვედი, არა? ჩემი მეგო-
ბარი ხარ, გავლენიანი კაცი! ჩვენ მეგობრები ვართ, მეგობრები!
შეგიძლია სიტყვა შემაწიო! მე უდანაშაულო ვარ, მე...
გლოკტამ ტყვის გასაჩუმებლად ხელი ასწია. რიუსის ნაცნობ
სახეს ისე ჩააშტერდა, თითქოს პირველად ხედავსო. შემდეგ
ფროსტს მიუბრუნდა:
– ამ კაცს უნდა ვიცნობდე?
ალბინოსმა არაფერი უპასუხა. სახის ქვედა ნაწილს ნიღაბი
უფარავდა, ზედა ნახევარი კი არაფერს გამოხატავდა. ტყვეს
თვალის დაუხამხამებლად მიაჩერდა, ვარდისფერი თვალები
გვამივით უსიცოცხლო ჰქონდა. გლოკტას შემოსვლის შემდეგ
თვალი ერთხელაც არ დაუხამხამებია. „ამას როგორ ახერხებს?“
– ეს მე ვარ, რიუსი! – დაისისინა მსუქანმა კაცმა. პანიკის შე-
მოტევისგან ხმა სულ უფრო უწვრილდებოდა, – სალემ რიუსი,
შენ ხომ მიცნობ გლოკტა! ომში ერთად ვიყავით, სანამ... ხომ
ხვდები... ჩვენ მეგობრები ვიყავით, ჩვენ...
გლოკტამ კაცი ისევ ხელის აწევით გააჩუმა და სკამის საზურ-
გეს მიეყრდნო, ერთ-ერთ შემორჩენილ კბილს ფრჩხილით იჩიჩ-
ქნიდა, თითქოს ღრმად ჩაფიქრდაო.
– რიუსი – ეს სახელი სადღაც გამიგია. ვაჭარი, აბრეშუმით
მოვაჭრეების გილდიის წევრი. თავისი სიმდიდრით საქვეყნოდ
ცნობილი ადამიანი. ახლა გამახსენდა... – გლოკტა უკეთესი
ეფექტისთვის წინ გადაიხარა და პაუზა გააკეთა, – ის ხომ მოღა-
ლატეა! ინკვიზიციამ შეიპყრო და ქონება ჩამოართვა. მან ხომ
მეფის გადასახადებისთვის თავის არიდება მოინდომა.
17 მკითხველთა ლიგა
რიუსმა პირი გააღო.
– მეფის გადასახადებისთვის! – დაუღრიალა გლოკტამ და
მაგიდას ხელი დაარტყა. მსუქანი კაცი თვალებგაფართოებული
მისჩერებოდა, კბილს ენას უსვამდა – ზედა, მარჯვენა რიგის ბო-
ლოდან მეორე კბილს.
– მაგრამ, სად გაქრა ჩვენი მანერები? – რიტორიკულად
იკითხა გლოკტამ, – ჩვენ შეიძლება ერთმანეთს ვიცნობდით,
მაგრამ შენ და ჩემი ასისტენტი ერთმანეთისთვის არავის წარუდ-
გენიხართ. შეგირდო ფროსტ, მიესალმე ამ მსუქან კაცს.
შეგირდმა ტყვეს გაშლილი ხელი გაარტყა, ისე ძლიერად,
რომ რიუსი სკამიდან გადმოვარდნილიყო. სკამი შეირყა, თუმცა
ადგილიდანაც არ დაძრულა. „ეს როგორ მოახერხა? იატაკზე
ისე როგორ დააგდო, რომ სკამს ფეხი არ მოუცვლია?“ რიუსმა
პირიდან ბუყბუყი ამოუშვა და იატაკზე გახოხდა, სახით ქვის ფი-
ლებს აეკრო.
– ნაპირზე გამორიყულ ვეშაპს მაგონებს, – თქვა გლოკტამ
გულგრილად. ალბინოსმა რიუსს მკლავში ხელი წაავლო, ფეხზე
წამოაგდო და ისევ სკამზე დაანარცხა. ლოყიდან სისხლი
სდიოდა, მაგრამ ახლა ღორის თვალებით მკაცრად იყურებოდა.
„ადამიანების უმეტესობას ცემა თრგუნავს, მაგრამ ზოგიერთს –
აბრაზებს. რიუსისნაირ ღორზე ამას ვერასოდეს წარმოვიდგენ-
დი, მაგრამ სიცოცხლე სიურპრიზებითაა სავსე“.
რიუსმა მაგიდაზე სისხლი დააფურთხა:
– ძალიან ღრმად შეტოპე გლოკტა! აბრეშუმით მოვაჭრეების
გილდია ღირსეული გილდიაა, ჩვენ დიდი გავლენა გვაქვს! ამას
არ შეეგუებიან! მე ცნობილი კაცი ვარ! შეიძლება ამწუთას ჩემი
ცოლი მეფესთან აუდიენციას ითხოვს!
– აჰ, შენი ცოლი, – გლოკტამ სევდიანად გაიღიმა, – შენი
ცოლი ძალიან ლამაზი ქალია. ლამაზი და ახალგაზრდა. საუბე-
დუროდ, შენთვის მეტისმეტად ახალგაზრდაც კი. ვშიშობ, შემ-
18 მკითხველთა ლიგა
თხვევით ისარგებლა და თავიდან მოგიშორა. შენი დავთრები
პირადად გადმოგვცა, უკლებლივ ყველა.
რიუსმა ფერი დაკარგა.
– ყველა შენი დავთარი შევამოწმეთ, – გლოკტამ მარცხნივ,
წარმოსახვითი ქაღალდების გროვაზე ანიშნა, – შემდეგ სახაზი-
ნო აღრიცხვებს შევადარეთ, – ახლა მარჯვნივ გაიხედა, – წარ-
მოიდგინე ჩვენი გაოცება, როცა რიცხვები ერთმანეთს არ დაემ-
თხვა! ამას დაემატა ძველი კვარტლის საწყობებში შენი ქვეშევ-
დრომების ღამეული ვიზიტები, აღურიცხავი მცირე გემები, მოხე-
ლეების მოქრთამვა, გაყალბებული დოკუმენტები... გავაგრძე-
ლო? – ჰკითხა გლოკტამ და ღრმა იმედგაცრუების ნიშნად თავი
გააქნია. რიუსმა ნერწყვი გადაყლაპა და ტუჩები გაილოკა. პატი-
მარს წინ კალამი და მელანი ედო. ასევე ფროსტის ლამაზი, აკუ-
რატული კალიგრაფიით შედგენილი დეტალური აღიარება, რო-
მელსაც მხოლოდ ხელის მოწერაღა აკლდა.

„ახლა კი ნამდვილად გამოვიჭირე“.


– აღიარე დანაშაული, რიუს, – ჩასჩურჩულა გლოკტამ რბი-
ლად, – და ამ დასანან საქმეს უმტკივნეულოდ მოვრჩეთ. ყველა-
ფერი აღიარე და თანამზრახველებიც დაასახელე. ჩვენ უკვე ვი-
ცით, ვინც არიან. ასე ყველასთვის მარტივი იქნება. არ მინდა
ტკივილი მოგაყენო, დამიჯერე, ეს სიამოვნებას ვერ მომანიჭებს.
„სიამოვნებას საერთოდ ვეღარაფერი მომანიჭებს“. აღიარე.
აღიარე და სიცოცხლეს შეინარჩუნებ. ანგლანდში გადასახლება
არც ისეთი საშინელებაა, როგორც ამბობენ. ცხოვრებისგან
სიამოვნების მიღება იქაც შესაძლებელია, თან მეფის სახელით
პატიოსნად იშრომებ.
რიუსი იატაკს ჩაშტერებოდა, კბილზე ენას ისვამდა. გლოკტა
სკამის საზურგეს მიეყრდნო და ამოიოხრა.

19 მკითხველთა ლიგა
– ან ნუ აღიარებ, – უთხრა ინკვიზიტორმა, – და ჩემი ინსტრუ-
მენტებით დავბრუნდები, – ფროსტი წინ წამოიწია, მასიური
ჩრდილი რიუსის სახეს დაეცა, – შენს გვამს პორტში მოტივტი-
ვეს იპოვიან, – განაგრძო გლოკტამ, – ზღვის წყლისგან გაბე-
რილს და საშინლად დამახინჯებულს... მისი ამოცნობა შეუძლე-
ბელი იქნება, – „მზადაა ყველაფერი დაფქვას, უკვე დამწიფდა
და სადაცაა გასკდება“, – დაინტერესდებიან, ნეტა ჭრილობები
სიკვდილამდე მიაყენეს, თუ მერეო? – ჰკითხა ჭერს გულგრი-
ლად, – იკითხავენ, ეს იდუმალებით მოცული გარდაცვლილი კა-
ცი იყო თუ ქალიო? – გლოკტამ მხრები აიჩეჩა, – ვინ იცის?
კარზე ძლიერად დააკაკუნეს. რიუსს სახე იმედით ოდნავ
გაუნათდა. „ოღონდ ახლა არა, ეშმაკმაც დალახვროს!“ შეგირდი
კართან მივიდა და ოდნავ შეაღო. იქედან რაღაც უთხრეს. ფროს-
ტმა კარი დახურა, გლოკტას ყურთან დაიხარა და ჩასჩურჩულა:
– შევერარია, – ფროსტის ჩლიფინა ბურტყუნიდან გლოკტა
მიხვდა, რომ კართან სევერარდი იდგა.
„უკვე? – გლოკტამ გაიღიმა და თავი დაუქნია, თითქოს კარგი
ამბავი გაეგოს. რიუსი ისევ მოიღუშა, – დაუჯერებელია, ადა-
მიანი ასე ოსტატურად მალავდეს საქმიანობას და ამ ოთახში
ემოციებს ვერ აკონტროლებდეს“. მაგრამ ინკვიზიტორმა იცო-
და, საქმე რაშიც იყო: „რთულია სიმშვიდე შეინარჩუნო, როცა
ოთახში შეშინებული, უიმედო და მარტოსული დარჩი ადა-
მიანებთან, რომლებსაც იოტისოდენა სიბრალულის გრძნობაც
არ გააჩნიათ. ჩემზე კარგად ეს ვინ უნდა იცოდეს?“ გლოკტამ
ამოიოხრა და რაც შეეძლო, დაღლილი ხმით ჰკითხა:
– აღიარებ თუ არა?
– არა! – ღორის თვალებს თავდაჯერებულობა დაუბრუნდა.
რიუსმა ინკვიზიტორს თვალი გაუსწორა, ჩუმად იჯდა და პირს აწ-
კლაპუნებდა. „მოულოდნელია, ნამდვილად მოულოდნელი.
მაგრამ, ჩვენ ხომ ეს-ესაა დავიწყეთ“.
20 მკითხველთა ლიგა
– ეგ კბილი ძალიან გაწუხებს, რიუს? – არაფერი იყო, რაც
გლოკტამ კბილებზე არ იცოდა. თავის დროზე, მისი კბილებიც
საუკეთესო პროფესიონალებმა დაამუშავეს. „ან ყველაზე უარე-
სებმა, გააჩნია, რომელი მხრიდან შეხედავ“, – როგორც ჩანს,
ახლა უნდა დაგტოვო, მაგრამ, აქ არყოფნისას შენს კბილზე ვი-
ფიქრებ. ძალიან სერიოზულად დავფიქრდები, რა შეიძლება მო-
ვუხერხო, – გლოკტამ ხელჯოხი აიღო, – მინდა წარმოიდგინო,
როგორ ვფიქრობ შენს კბილზე და მინდა აღიარებაზე კიდევ უფ-
რო სერიოზულად იფიქრო.
გლოკტა გაჭირვებით წამოდგა, მტკივანი ფეხი აუკანკალდა.
– გულწრფელად ვფიქრობ, რომ ცემა მოგიხდება, ამიტომ ნა-
ხევარი საათით შეგირდ ფროსტთან დაგტოვებ, – რიუსმა გაოცე-
ბისგან პირი დააღო. ალბინოსმა ტყვე ხელში სკამიანად აიყვანა
და კედლისკენ აუჩქარებლად შეატრიალა, – ასეთი სამუშაოს-
თვის ნამდვილად საუკეთესოა.
ფროსტმა გაცვეთილი ტყავის ხელთათმანები ამოიღო და
დიდ თეთრ ხელებზე ჩამოცმა აუჩქარებლად დაიწყო – ყოველ
თითზე ცალ-ცალკე.
– შენ ხომ ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო გინდა, არა,
რიუს? – გლოკტა კარისკენ გაემართა.
– გლოკტა მოიცა! – დაიღმუვლა რიუსმა მხარს უკან, –
მოიცა, მე...
ფროსტმა ტყვეს პირზე ხელთათმნიანი ხელი ააფარა და ნი-
ღაბთან თითი მიიტანა:
– თშშშშშ, – დაისისინა შეგირდმა. კარი ჩხაკუნით დაიხურა.
სევერარდი დერეფანში იცდიდა. ცალი ფეხით კედელს მიჰ-
ყდრნობოდა, ნიღბის ქვეშ რაღაც გაუგებარს უსტვენდა და ხელს
დროდადრო გრძელ, გაზეპილ თმაში იცურებდა. გლოკტას და-
ნახვაზე წელში გაიმართა და თავი ოდნავ დაუკრა. თვალებზეც
ეტყობოდა, რომ იღიმოდა. „ყოველთვის იღიმის“.
21 მკითხველთა ლიგა
– ზედამხედველ კალინს თქვენი ნახვა სურს, – უთხრა უხეში,
სოფლური აქცენტით, – მგონი, ასეთი გაბრაზებული არასოდეს
მინახავს.
– საბრალო სევერარდ, ალბათ როგორ შეშინდებოდი! ზარ-
დახშა თან გაქვს?
– კი.
– ფროსტს ცოტა წამოუღე?
– წამოვუღე.
– იმედი მაქვს, არც შენი ცოლი დაგვიწყებია, ხომ ასეა?
– ცხადია, – თქვა სევერარდმა. თვალები ჩვეულებრივზე ეშ-
მაკურად უელავდა, – ჩემი ცოლი ძალიან კმაყოფილი დარჩება,
თუ რა თქმა უნდა, ოდესმე მეყოლება.
– ძალიან კარგი. ახლა კი ზედამხედველთან უნდა ვიჩქარო.
როცა მასთან შევალ, ხუთი წუთი დაიცადე და ზარდახშით შემო-
დი.
– ასე უცერემონიოდ შემოვიჭრა მის კაბინეტში?
– შემოიჭერი და თუ გინდა ყელიც გამოსჭერი, არ მადარ-
დებს.
– ჩათვალეთ რომ შესრულებულია, ინკვიზიტორო.
გლოკტამ თავი დაუქნია, შეტრიალდა და შემდეგ უკან მოიხე-
და:
– ყელი მართლა არ გამოჭრა, გესმის სევერარდ?
შეგირდს თვალები აუციმციმდა და საშინელი დანა ბუდეში
შეინახა. გლოკტამ თვალები ჭერისკენ აატრიალა და კოჭლო-
ბით წაფრატუნდა. ხელჯოხი ფილებზე კაკუნობდა, ფეხი ტკივი-
ლისგან უფეთქავდა. ტკაცუნი, კაკუნი, ტკივილი – აი მისი
სიარულის რიტმი.
ზედამხედველის უზარმაზარი, მდიდრულად მოწყობილი კა-
ბინეტი დაკითხვების სახლის ერთ-ერთ ზედა სართულზე მდება-
რეობდა. ოთახში ყველაფერი მეტისმეტად დიდი და დახვეწილი
22 მკითხველთა ლიგა
იყო. ერთ-ერთ ხის კედელში ჩაშენებული უზარმაზარი, ორნა-
მენტებით მორთული ფანჯრიდან ხედი ციხე-კოშკის მოვლილ
ბაღებზე იშლებოდა. ასევე უზარმაზარი და მოჩუქურთმებული
საწერი მაგიდა ოთახის შუაში, ფერად ხალიჩაზე დაედგათ – სა-
ვარაუდოდ რომელიმე თბილი და ეგზოტიკური მხარიდან ჩამო-
ტანილზე. ქვის ბუხრის თავი ცივი, მაგრამ ასევე არანაკლებ ეგ-
ზოტიკური მხარიდან ჩამოტანილი საშინელი მხეცის თავით და-
ემშვენებინათ. ბუხარში ცეცხლი მინავლებულიყო, სადაცაა ჩაქ-
რებოდა.
თუმცა კაბინეტის სიდიდესა და ბრწყინვალებას ზედამხედვე-
ლი კალინი ჩრდილავდა: ფართო, ჯან-ღონით სავსე კაცი სიცოც-
ხლის მეექვსე ათწლეულს ასრულებდა. შეთხელებულ თმას
შთამბეჭდავი თეთრი ბაკენბარდები უნაზღაურებდა. კალინს ძა-
ლიან საშიში კაცის რეპუტაცია ჰქონდა, ინკვიზიციაშიც კი, მაგ-
რამ გლოკტას აღარაფრის ეშინოდა, ეს ორივემ იცოდა.
მაგიდასთან დიდი, მოჩუქურთმებული სკამი იდგა, თუმცა ზე-
დამხედველი ბოლთას სცემდა, ყვიროდა და ხელებს იქნევდა.
გლოკტასთვის დათმობილი სკამიც ძალიან ძვირფასი ჩანდა,
თუმცა აშკარად ისეთი შეერჩიათ, რომ მასზე მჯდომს რაც შეიძ-
ლება არაკომფორტულად ეგრძნო თავი.
„ჰგონია ეს შემაწუხებს? მცირე უხერხულობა ჩემთვის
ჩვეულებრივი ამბავია“.
სანამ კალინი მგზნებარედ საუბრობდა, გლოკტა კედელზე
მხეცის მაგივრად ზედამხედველის თავის წარმოდგენით ერთო-
ბოდა. „ეს ბრიყვი ძალიან ჰგავს საკუთარ ბუხარს. შთამბეჭდა-
ვად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში ცარიელია. საინტერე-
სოა, დაკითხვას როგორ გაუძლებს? ალბათ, ამ სულელური ბა-
კენბარდებით დავიწყებდი...“ მსგავსი ფიქრების მიუხედავად,
გლოკტას სახე მხოლოდ ყურადღებას და პატივისცემას გამოხა-
ტავდა.
23 მკითხველთა ლიგა
– ამჯერად საკუთარ თავს გადააჭარბე გლოკტა, შეშლილო
ხეიბარო! როცა ვაჭრები ყველაფერს შეიტყობენ, ცოცხლად გა-
გატყავებენ!
– კანის აცლა მიცდია, ძალიან აღმგზნები რამეა. „ჯანდაბა,
ენას კბილი დააჭირე და გაიღიმე. სად დაეხეტება ეს სტვენის
მოყვარული სულელი? როგორც კი აქედან გავაღწევ, ჩემი ხე-
ლით გავაძრობ ტყავს“.
– ძალიან ენამახვილი ხარ, გლოკტა, სიცილით მოვკვდი! მე-
ფის გადასახადებისთვის თავის არიდება? – ზედამხედველმა ინ-
კვიზიტორს ზემოდან მრისხანედ დახედა, სიბრაზისგან ბაკენ-
ბარდები ყალყზე დაუდგა, – მეფის გადასახადებისთვის? – და-
უღრიალა გლოკტას და ნერწყვებით გაწუწა, – გადასახადებს
თავს ყველა არიდებს! აბრეშუმით მოვაჭრეები, სანელებლებით
მოვაჭრეები, ყველა! ყოველი სულელი, ვისაც გემი აქვს!
– მაგრამ ამჯერად ეს ყველაფერი სრულიად შეუნიღბავად
ხდებოდა, ზედამხედველო. ეს ჩვენი პირდაპირი შეურაცხყოფა
იყო. მე ვიფიქრე, რომ ვალდებულები ვიყავით...
– იფიქრე? – კალინს სახე გასწითლებოდა და მრისხანების-
გან ცახცახებდა, – გარკვევით გითხრეს: აბრეშუმისა და სანე-
ლებლების ვაჭრებისგან, ყველა დიდი გილდიისგან, თავი შორს
დაიჭირე! – ზედამხედველმა ბოლთის ცემა კიდევ უფრო სწრა-
ფად განაგრძო. „ასეთი ტემპით ხალიჩას გაცვეთ კალინ, დიდ
გილდიებს ახლის ყიდვა მოუწევთ“.
– იფიქრე, არა? ჰოდა უნდა გაათავისუფლო! უნდა გავუშვათ.
ფიქრით კი იმაზე იფიქრე, ვაჭრებს ბოდიში როგორ მოუხადო!
რა სირცხვილია! დასაცინი გამხადე! ახლა სად არის?
– შეგირდ ფროსტთან დავტოვე.
– იმ ენაბლუ ცხოველთან? – სასოწარკვეთილი ზედამხედვე-
ლი საკუთარ თმას ჩააფრინდა, – დავიღუპეთ, ხომ? მისგან აღა-
რაფერი დარჩებოდა! ასეთ მდგომარეობაში მყოფს ვერ დავაბ-
24 მკითხველთა ლიგა
რუნებთ! მორჩა გლოკტა, შენი საქმე წასულია, წასული! პირდა-
პირ არქილექტორთან მივდივარ! არქილექტორთან!
ამ დროს მასიური კარი გაიღო და ოთახში სევერარდი შემო-
ვიდა, ხელში ზარდახშა ეჭირა. „ზუსტად დროზე, არც ერთი წა-
მით ადრე“. ზედამხედველმა გაკვირვებისგან პირი დააღო, გაბ-
რაზებულმა ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა. სევერარდმა ზარ-
დახშა მაგიდაზე დააბრეხვა და შიგნით რაღაცამ გაიჟღარუნა.
– ეს რა ჯანდაბას ნიშნავს... – სევერარდმა სახურავი ახადა
და კალინმა ფული დაინახა. „ძალიან გიყვარს, ხომ?“ ზედამხედ-
ველმა წინადადება ვერ დაასრულა, სახეზე გაოცება შეცბუნებით
შეეცვალა, ბოლოს კი – ეჭვით. პირი მოკუმა და ნელა დაჯდა.
– გმადლობ, შეგირდო სევერარდ, – თქვა გლოკტამ, – შე-
გიძლია დაგვტოვო.
ზედამხედველმა კარისკენ მიმავალ სევერარდს თვალი
გააყოლა და ბაკნებარდებზე ხელი მოისვა. სახის ფერმა ნელ-
ნელა ბუნებრივი ვარდისფერი დაიბრუნა.
– კონფისკაციით ამოვიღეთ, რიუსის ფულია – რასაკვირვე-
ლია, ახლა მეფეს ეკუთვნის. ვიფიქრე, თქვენთვის, როგორც ჩე-
მი უშუალო ხელმძღვანელისთვის, უნდა გადმომეცა, რათა შემ-
დეგ ხაზინას ჩააბაროთ. „ან უფრო დიდი მაგიდა იყიდო, გა-
სიებულო წურბელა“.
გლოკტა წინ გადაიხარა, ხელები მუხლებზე დაიწყო:
– შეგიძლიათ თქვათ, რომ რიუსმა ძალიან ღრმად შეტოპა,
კითხვები ჩნდებოდა და ვინმე სამაგალითოდ უნდა დაგვესაჯა.
ბოლოს და ბოლოს, ხალხმა ხომ არ უნდა იფიქროს, საერთოდ
არაფერს აკეთებენო. დიდი გილდიები კი შეშფოთდებიან და უფ-
რო მოკრძალებულად მოიქცევიან. „ეს ვაჭრებს შეაშინებს და
გილდიებს კიდევ უფრო მეტ ფულს დასცინცლავ“. თან ყოველ-
თვის შეგიძლიათ ყველაფერი მე დამაბრალოთ, მე ხომ შეშლი-
ლი ხეიბარი ვარ.
25 მკითხველთა ლიგა
გლოკტამ შეამჩნია, რომ ზედამხედველს აზრი ჭკუაში დაუჯ-
და. ძალიან კი ეცადა დაემალა, მაგრამ ფულის დანახვაზე კა-
ლინს ბაკენბარდები აუცახცახდა.
– კარგი გლოკტა, ძალიან კარგი. ასე იყოს, – ზარდახშისკენ
ხელი გაიშვირა და თავი ფრთხილად დაახურა, – მაგრამ თუ
ოდესმე მსგავსი რამის გაკეთებას კიდევ გადაწყვეტ, ჯერ მე და-
მეკითხე, კარგი? სიურპრიზები არ მიყვარს.
გლოკტა მოუქნელად წამოდგა და კარისკენ წაფრატუნდა.
– ჰო, კიდევ! – ინკვიზიტორი ცივად მოტრიალდა. კალინი
დიდი, ხშირი წარბებიდან მკაცრად უყურებდა, – როცა აბრეშუ-
მით მოვაჭრეებს შევხვდები, რიუსის აღიარებითი ჩვენება დამ-
ჭირდება.
გლოკტამ ფართოდ გაუღიმა და წინა კბილების ადგილზე დი-
დი ნაპრალი გამოაჩინა:
– ეს პრობლემა არ იქნება, ზედამხედველო.
კალინი მართალი იყო. რიუსის ასეთ მდგომარეობაში გაშვე-
ბა არაფრით შეიძლებოდა. დახეთქილი ტუჩები სისხლში ამოს-
ვროდა, დაჟეჟილი გვერდები სისხლჩაქცევებისგან სწრაფად
უშავდებოდა, თავი მხარზე ჩამოვარდნოდა, სახე ისე გასიებო-
და, ვერავინ იცნობდა.
„ერთი სიტყვით, აღიარებისთვის მზადაა“. – ვეჭვობ, უკანას-
კნელი ნახევარი საათით მაინცდამაინც ვერ ისიამოვნებდი, რი-
უს. ძალიან მეეჭვება, მოგწონებოდა. შეიძლება შენს ცხოვრება-
ში ყველაზე ცუდი ნახევარი საათიც იყო, თუმცა, ზუსტად ვერ
გეტყვი. ახლა ვფიქრობ, რა მოგიხერხოთ და სამწუხაროდ ვითა-
რება ასეთია: უკანასკნელი ნახევარი საათი არაფერია იმასთან
შედარებით, რაც წინ გელის. აქამდე მხოლოდ ერთობოდი, –
გლოკტა წინ გადაიხარა, მის მაქმანს რიუსის გასისხლიანებული
ცხვირისგან სულ რამდენიმე ინჩი (საზომი ერთეული, უდრის
2,54 სმ-ს) აშორებდა, შემდეგ წყნარად ჩასჩურჩულა, – ჩემთან
26 მკითხველთა ლიგა
შედარებით შეგირდი ფროსტი პატარა გოგონაა – უწყინარი კნუ-
ტი. როცა საქმეს შევუდგები, გასულ ნახევარ საათს ნოსტალგი-
ით მოიგონებ. შემევედრები, ისევ ფროსტთან დაგაბრუნო. გეს-
მის?
რიუსი ჩქამს არ გამოსცემდა, გატეხილი ცხვირით სტვენის
გარდა.
– აჩვენე ინსტრუმენტები, – დაიჩურჩულა გლოკტამ. ფროს-
ტმა წინ გადააბიჯა და გაპრიალებული ყუთი დრამატულად გახ-
სნა. ოსტატურად გაკეთებული ნივთი იყო, ნამდვილი ხელოვნე-
ბის ნიმუში. როცა სახურავი ახადეს, ყუთიდან უამრავი უჯრა
ამოიწია, მარაოსავით გაიშალა და გლოკტას საზარელი ინ-
სტრუმენტები მთელი დიდებულებით გამოაჩინა: ყველა ზომისა
და ფორმის დანა, სწორი თუ მოღუნული ნემსები, ზეთისა და მჟა-
ვას ბოთლები, ლურსმნები და ხრახნები, მომჭერები და
ბრტყელტუჩები, ხერხები, ჩაქუჩები, ქვის სატეხები. სარკესავით
გაპრიალებული, მომაკვდინებლად ალესილი ბასრი ლითონი,
ხე და მინა ლამპის შუქზე ბრწყინავდა. ვაჭარი ჩალურჯებულ, შე-
შუპებულ მარცხენა თვალს საერთოდ ვერ ახელდა, მაგრამ მარ-
ჯვენა თვალით ინსტრუმენტებს მონუსხული და თავზარდაცემუ-
ლი მიშტერებოდა: ზოგი მათგანის მოქმედების პრინციპი ნათე-
ლი იყო, დანარჩენების კი – შემზარავად გაუგებარი. „ნეტა რო-
მელი ინსტრუმენტი უფრო აშინებს?“
– როგორც მახსოვს, შენს კბილზე ვსაუბრობდით, – ჩაიჩიფ-
ჩიფა გლოკტამ. რიუსმა მზერა ინკვიზიტორზე გადაიტანა, – თუ
აღიარებას ამჯობინებ? – „ჩემ ხელშია, სადაცაა დამნებდება.
აღიარე აღიარე, აღიარე, აღიარე...“ კარზე ძლიერი კაკუნი გაის-
მა. „ჯანდაბა, ისევ!“ ფროსტმა კარი ოდნავ შეაღო და იქედან რა-
ღაც უცებ ჩასჩურჩულეს. რიუსმა გასიებული ტუჩი გაილოკა. კა-
რი დაიხურა და ალბინოსი გლოკტას ყურთან დაიხარა:

27 მკითხველთა ლიგა
– არფიეკფორია, – ინკვიზიტორს სიცივემ დაუარა. „ფული
საკმარისი არ აღმოჩნდა. სანამ კალვინის კაბინეტიდან დავ-
ბრუნდი, ბებერ ნაბიჭვარს ყველაფერი არქილექტორისთვის
ჩაუკაკლია. დავიღუპე?“ ამის გაფიქრებაზე შერცხვა. „კარგი,
მაგრამ მანამდე ამ მსუქან ღორს მივხედავ“, – სევერარდს უთხა-
რი, რომ ახლავე მოვალ, – გლოკტა რიუსისკენ შებრუნდა, მაგ-
რამ ფროსტმა დიდი, თეთრი ხელი მხარზე დაადო.
– ეშ, ეშ არფიეკფორია, – ფროსტმა კარზე ანიშნა, – იშ აქაა,
აშლა.
„ახლა? – გლოკტამ იგრძნო, როგორ აუცახცახდა ქუთუთო, –
რატომ? მაგიდის კიდეს დაეყრდნო და ძლივძლივობით წამოდ-
გა. ნეტავ, ჩემს გვამს ხვალ სადმე არხში იპოვნიან? მკვდარს და
წყლისგან გაბერილს, რომლის... რომლის ამოცნობაც შეუძლე-
ბელი იქნება?!“ ამის გაფიქრებაზე მხოლოდ მსუბუქი შვება იგ-
რძნო. „აღარავითარი საფეხურები“.
მისი უდიდებულესობა ინკვიზიციის არქილექტორი დერეფან-
ში, კარს მიღმა იცდიდა. მისი თეთრი მოსასხამი, თეთრი ხელ-
თათმანები და თეთრი თმა დასვრილ კედლებთან საოცარ კონ-
ტრასტს ქმნიდა. მათ ფონზე კედელი თითქმის ყავისფერი ჩანდა.
არქილექტორი სამოც წელს გადაბიჯებული იქნებოდა, მაგრამ
სიბერე საერთოდ არ ეტყობოდა. ძალიან მაღალი, გამხდარი,
სუფთად გაპარსული მამაკაცი შესანიშნავად გამოიყურებოდა.
„ისე გამოიყურება, თითქოს ვერაფრით გააოცებ“.
ერთმანეთს ადრეც შეხვედროდნენ, ექვსი წლის წინ, როცა
გლოკტა ინკვიზიციაში მივიდა. მას შემდეგ თითქმის არ შეცვლი-
ლა. არქილექტორი სულტი მთელ კავშირში ერთ-ერთი ყველაზე
გავლენიანი კაცი იყო; შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოშიც.
უკან ორი უზარმაზარი, შავნიღბიანი შეგირდი ედგა აჩრდილი-
ვით უხმოდ.

28 მკითხველთა ლიგა
როცა გლოკტა ოთახიდან გამოვიდა, სულტმა მშრალად
გაუღიმა. მრავლისმეტყველი ღიმილი იყო: ცოტა ზიზღი, ცოტა
სიბრალული და სულ ოდნავი მუქარა. ყველაფერი, ხალისის
გარდა.
– ინკვიზიტორო გლოკტა! – მიმართა არქილექტორმა და
თეთრხელთათმნიანი ხელი გაუწოდა. თითზე დიდი, მეწამული
ბეჭედი უბრწყინავდა.
– გემორჩილებით და გემსახურებით, თქვენო უწმინდესობავ,
– ბეჭედზე საკოცნელად დახრილმა გლოკტამ დამანჭვისგან თა-
ვი ვერ შეიკავა. რთული და მტკივნეული მანევრი ლამის უსას-
რულოდ გაიწელა. ბოლოს, როგორც იქნა, წელში გაიმართა,
სულტი კი ცივი ცისფერი თვალებით წყნარად მისჩერებოდა.
მზერაში იკითხებოდა, რომ არქილექტორმა ინკვიზიტორი ბო-
ლომდე გაშიფრა, მასზე ყველაფერი შეიტყო და ამით დიდად არ
აღფრთოვანებდა.
– მომყევი, – არქილექტორი შეტრიალდა და დერეფანს გაუყ-
ვა. გლოკტა კოჭლობით დაედევნა, ჩუმი შეგირდებიც ახლოს
მიჰყვებოდნენ. სულტი თავისუფლად, გულგრილი თავდაჯერე-
ბულობით მოძრაობდა, მოსასხამის კალთები ელეგანტური
ფრიალით მისდევდა. „ნაბიჭვარი“. მალე კარს მიადგნენ, რომე-
ლიც გლოკტას კაბინეტის კარს ძალიან ჰგავდა. არქილექტორი
ოთახში შევიდა, შეგირდებმა კი გულზე ხელები დაიკრიბეს და
შესასვლელს ორივე მხრიდან ამოუდგნენ. „პირადად სურს გასა-
უბრება. შეიძლება ჩემი უკანასკნელი საუბარი აღმოჩნდეს“.
გლოკტამ ზღურბლს გადააბიჯა.
ეს ოთახი ბინძურ ყუთს ჰგავდა: ზედმეტად განათებული, კედ-
ლებზე ჭუჭყიანი ბათქაშით, და მეტისმეტად დაბალი ჭერით. ნეს-
ტის ლაქების ნაცვლად კედელზე დიდი ბზარი მოჩანდა, მაგრამ,
სხვამ მხრივ, ძალიან ჰგავდა გლოკტას კაბინეტს. მაგიდა შელა-
ხული სკამები – იაფფასიანი. იატაკზე ცუდად მოწმენდილი სის-
29 მკითხველთა ლიგა
ხლის კვალიც კი ჩანდა. „საერთოდაც, საჭირო ეფექტის მოსახ-
დენად თვითონვე ხომ არ შეღებეს?“ მოულოდნელად ერთ-
ერთმა შეგირდმა კარი ხმაურით გაიხურა – სავარაუდოდ,
გლოკტა რომ შემხტარიყო შიშისგან, მაგრამ ინკვიზიტორს თვა-
ლიც არ დაუხამხამებია.
არქილექტორი სულტი ერთ-ერთ სავარძელში გრაციოზუ-
ლად ჩაეშვა და მაგიდაზე დადებული შეყვითლებული ფურცლე-
ბით სავსე საქაღალდე თავისკენ მიიცურა. ხელით მეორე სკამზე
ანიშნა, სადაც, როგორც წესი, ტყვეებს სვამდნენ. ეს ირიბი მი-
ნიშნება გლოკტას არ გამოჰპარვია.
– მირჩევნია ვიდგე, თქვენო უწმინდესობავ.
სულტმა გაუღიმა. მშვენიერი, ბასრი, თვალისმომჭრელად
თეთრი კბილები ჰქონდა.
– არა, არ გირჩევნია.
„მასთან ვერაფერს გავხდები“. გლოკტა დაკითხვისთვის გან-
კუთვნილ სკამზე მოუხერხებლად დაეშვა. არქილექტორმა აკინ-
ძული დოკუმენტების პირველი ფურცელი გადაშალა, შუბლი
შეჭმუხნა და თავი დანანებით, ოდნავ გადააქნია, თითქოს რაღა-
ცამ იმედი ძალიან გაუცრუაო. „ჩემი სახელგანთქმული კა-
რიერის დეტალებმა ხომ არა?“
– ცოტა ხნის წინ ზედამხედველი კალინი მეწვია. ძალიან გაბ-
რაზებული ჩანდა, – სულტის მკაცრი ცისფერი თვალები ფურ-
ცლებს მოსწყდა, – შენზე გაბრაზებული, გლოკტა. საქმის ვითა-
რება დაწვრილებით გადმომცა. მითხრა, რომ საფრთხეს წარმო-
ადგენთ, კონტროლს არ ექვემდებარებით, შედეგებზე დაუფიქ-
რებლად მოქმედებთ. მითხრა შეშლილი ხეიბარიაო. მისი დე-
პარტამენტიდან თქვენს გაძევებას დაჟინებით მოითხოვს, – არ-
ქილექტორმა ცივად, ბოროტად გაუღიმა, ზუსტად ისე, როგორც
გლოკტა უღიმოდა ტყვეებს. „ოღონდ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი

30 მკითხველთა ლიგა
კბილით“ – ვფიქრობ, თქვენს მოცილებას... სამუდამოდ გულის-
ხმობდა.
ერთმანეთს მაგიდის მოპირდაპირე მხარეებიდან მიაჩერ-
დნენ.
„ახლა შეწყალების ხვეწნა უნდა დაგიწყო? მიწაზე ხოხვა და
შენი ფეხების კოცნა? სიცოცხლე ეგრეც არ მადარდებს, ხოხვის-
თვის კი მეტისმეტად მოუქნელი ვარ. შენს შეგირდებს ჩემი მოკ-
ვლა სკამზე მოუწევთ. ყელი გამომჭერი. თავი მხრებში ჩამაჭ-
ყლიტე. სულერთია. ოღონდ, ნუ გააჭიანურებთ“.
თუმცა სულტი საერთოდ არ ჩქარობდა. თეთრ ხელთათმნიან
ხელებს კოხტად, აკურატულად ამოძრავებდა: ფურცლები შრა-
შუნებდა და ტკაცუნებდა.
– ინკვიზიციაში თქვენნაირი ადამიანი ბევრი არ გვყავს,
გლოკტა. კეთილშობილი წარმომავლობის ხართ, ბრწყინვალე
ოჯახიდან. შესანიშნავი მოფარიკავე, კავალერიის მამაცი ოფი-
ცერი. კაცი, რომელსაც უდიდესი მიზნებისთვის ამზადებდნენ, –
სულტმა თავიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა, თითქოს ეს ყველა-
ფერი ვერ დაეჯერებინა.
– ასე ომამდე იყო, არქილექტორო.
– ცხადია. როცა ტყვედ ჩავარდით, ყველა ძალიან დამწუხ-
რდა. თქვენი ცოცხლად დაბრუნების იმედი ხომ თითქმის არ არ-
სებობდა. ომი გრძელდებოდა, თვეები ერთმანეთს მისდევდა,
თქვენი გადარჩენის იმედი კი ნელ-ნელა იწურებოდა. თუმცა,
როცა საზავო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, თქვენ იმ ტყვე-
ებს შორის აღმოჩნდით, ვინც კავშირს გადასცეს, – სულტმა თვა-
ლები მოჭუტა და ინკვიზიტორს დაჟინებით ჩააშტერდა, – რამე
აღიარეთ?
გლოკტამ თავი ვერ შეიკავა და ჩახრინწული ხმით ახარხარ-
და. სიცილი ცივ ოთახში უცნაურად გაისმა. ამ ხმას აქ, ქვემოთ,
ხშირად ვერ გაიგებდით.
31 მკითხველთა ლიგა
– ვაღიარე თუ არა რამე? ხმის დაკარგვამდე ვილაპარაკე.
რაც ვიცოდი, ყველაფერი დავფქვი! ყველა საიდუმლო ბოლომ-
დე ამოვთქვი! სულელივით ვყრანტალებდი! როცა სათქმელი
აღარაფერი დამრჩა, რაღაცების გამოგონება დავიწყე. ვიფსამ-
დი და პატარა გოგოსავით ვტიროდი. ყველა ასე იქცევა.
– მაგრამ ყველა ვერ გადარჩა. ორი წელი იმპერატორის დი-
ლეგში... ერთი წელიც კი ვერავინ გაძლო. მკურნალები დარწმუ-
ნებულები იყვნენ, რომ ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგებოდით,
მაგრამ ერთი წლის შემდეგ ინკვიზიციაში მიღება მოითხოვეთ.
„ეს ორივემ ვიცით, ორივე იქ ვიყავით. მაშ, რა გინდა ჩემგან,
რას აჭინაურებ? ალბათ, ძალიან მოგწონს საკუთარი ხმის გაგო-
ნება“.
– მითხრეს, რომ ხეიბარი იყავით, გაგტეხეს, ვეღარასოდეს
გამოსწორდებოდით და თქვენი ნდობა არ შეიძლებოდა. მაგრამ
თქვენთვის მეორე შანსის მოცემა მინდოდა. ტურნირების მოგე-
ბა იდიოტებსაც შეუძლიათ, ნამდვილი მეომრები კი ომში იბადე-
ბიან. თქვენი მიღწევა უნიკალურია – ორი წელი ნამდვილ ჯოჯო-
ხეთს გაუძელით. ამიტომაც ჩრდილოეთით, ჩვენს ერთ-ერთ მა-
ღაროში ზედამხედველად გაგგზავნეს. ანგლანდზე რისი თქმა
შეგიძლიათ?
„გახრწნილი და ძალადობით სავსე ბინძური ორმოა; ციხე,
რომელშიც თავისუფლების სახელით უდანაშაულოებსაც და
დამნაშავეებსაც მონებად ვაქცევთ. მყრალი სორო, რომელშიც
იმათ ვყრით, ვინც გვეზიზღება და გვრცხვენია, შიმშილით, ავად-
მყოფობითა და მძიმე შრომით არ დაიხოცონ“.
– ციოდა, – უპასუხა გლოკტამ.
– თქვენც ცივი იყავით. ანგლანდში ძალიან ცოტა მეგობარი
გაიჩინეთ: სულ რამდენიმე ინკვიზიციიდან და საერთოდ არავინ
გადასახლებულებიდან, – სულტმა ქაღალდებიდან დაფლეთი-
ლი წერილი ამოიღო და უკმაყოფილოდ გადაავლო თვალი, –
32 მკითხველთა ლიგა
ზედამხედველმა გოილმა მითხრა, თევზივით ცივია, სისხლი არ
აქვსო. მისი აზრით, ვერაფერს მიაღწევდით და თქვენგან სარგე-
ბელი არ იქნებოდა. „გოილი. ეგ ნაბიჭვარი ყასაბი! მირჩევნია
უსისხლო ვიყო, ვიდრე უტვინო“.
– თუმცა თქვენი ზედამხედველობის სამი წლის განმავლობა-
ში მუშაობა საგრძნობლად გაიზარდა, ფაქტობრივად გაორმაგ-
და. ამიტომაც აქ, ადუაში, კალინის ხელქვეითად გადმოგიყვა-
ნეს. ვიფიქრე, მასთან მუშაობისას დისციპლინას მიეჩვეოდით,
მაგრამ როგორც ჩანს, ვცდებოდი. მაინც თავნებობთ, – არქი-
ლექტორი წარბშეკრული მისჩერებოდა, – გულახდილად გით-
ხრათ, მგონი კალინს თქვენი ეშინია, და არამარტო მას. უკმაყო-
ფილოები არიან, თქვენი მეთოდებით, ქედმაღლობით, საქმის
მიმართ თქვენი... სპეციფიკური დამოკიდებულება არ მოსწონთ.
– თქვენ რას ფიქრობთ, არქილექტორო?
– გულწრფელად? თქვენი მეთოდები მაინცდამაინც არც მე
მომწონს, თქვენი ქედმაღლობაც მაღიზიანებს. მაგრამ შედეგე-
ბით კმაყოფილი ვარ, ძალიან კმაყოფილი, – არქილექტორმა
საქაღალდე ხმაურით დაკეცა, ხელი დაადო და გლოკტასკენ გა-
დაიხარა. „ზუსტად ისე, როგორც მე ვიხრები ტყვეებისკენ, როცა
რამის აღიარებას ვითხოვ“, – თქვენთვის დავალება მაქვს.
თქვენი ტალანტისთვის შესაფერისი დავალება და არა უბადრუ-
კი კონტრაბანდისტების დევნა. საქმე, რომელიც ინკვიზიციაში
თქვენს რეპუტაციას გამოასწორებს, – არქილექტორმა ხან-
გრძლივი პაუზა გააკეთა, – მინდა, სეპ დან ტოიფელი დააპატიმ-
როთ.
– ტოიფელი? – გლოკტა მოიღუშა, – სამეფო მონეტების ოს-
ტატი, თქვენო უწმინდესობავ?
– დიახ, თვით ტოიფელი.
„სამეფო მონეტების ოსტატი. მნიშვნელოვანი კაცი, მნიშვნე-
ლოვანი ოჯახიდან. ჩემი ანკესისთვის მეტისმეტად დიდი თევზია.
33 მკითხველთა ლიგა
თევზი გავლენიანი მეგობრებით. ასეთი კაცის დაპატიმრება ძა-
ლიან სახიფათო იქნება – შეიძლება ფატალურადაც დამთავ-
რდეს“.
– შეიძლება ვიკითხო, რატომ?
– არ შეიძლება. მიზეზები მე მომანდეთ. თქვენ მის აღიარება-
ზე იზრუნეთ.
– რისი აღიარება, არქილექტორო?
– კორუფციისა და სახელმწიფოს ღალატის, რა თქმა უნდა!
როგორც ჩანს, სამეფო მონეტების ოსტატი ძალიან გათავხედდა.
არსებობს ეჭვი, რომ ქრთამს იღებს, აბრეშუმის ვაჭრების გილ-
დიასთან ერთად მეფის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმე-
დებს. ძალიან დაგვეხმარება, თუ ამას გილდიის რომელიმე წევ-
რიც დაადასტურებს.
„საინტერესო დამთხვევაა, რომ სწორედ ახლა, როცა აქ ვსა-
უბრობთ, აბრეშუმით მოვაჭრეების გილდიის ერთ-ერთი ყველა-
ზე გავლენიანი წევრი ჩემს კაბინეტში დაკითხვაზე იმყოფება“.
გლოკტამ მხრები აიჩეჩა.
– როცა აღიარებას იწყებენ, ადამიანები ყველაზე მოულოდ-
ნელ სახელებს ამბობენ.
– ძალიან კარგი, – არქილექტორმა ხელი აიქნია, – თავისუ-
ფალი ბრძანდებით, ინკვიზიტორო. ტოიფელის აღიარებითი ჩვე-
ნების სანახავად ხვალ, ამავე დროს დავბრუნდები. იმედი მაქვს,
ჩვენება თქვენს ხელთ დამხვდება.
გლოკტა დერეფანს კოჭლობით მიუყვებოდა და მძიმედ სუნ-
თქავდა.
„ჩაისუნთქე, ამოისუნთქე. მშვიდად“. არქილექტორის კაბინე-
ტის ცოცხლად დატოვების იმედი არც ჰქონია. „ახლა კი დიდი
საქმის გაკეთება მომიწევს. კავშირის ერთ-ერთ ყველაზე გავლე-
ნიან კაცს აღიარება უნდა გამოვტყუო, თან თვით არქილექტო-
რის დავალებით. ძალიან დიდი საქმეა. მაგრამ როდემდე? რა-
34 მკითხველთა ლიგა
ტომ მაინცდამაინც მე? ჩემი შედეგების გამო? თუ იმიტომ, რომ
მარტივად გამწირავენ?
– ბოდიშს ვიხდი, მთელი დღეა გვაწყვეტინებენ. არა, მარ-
თლა. ხან ვინ შემოდის, ხან ვინ. თავი საროსკიპოში მგონია! –
რიუსმა დახეთქილი და გასიებული ტუჩებით სევდიანად გაიღი-
მა. „ასეთ დროს ღიმილი ნამდვილი სასწაულია. მაგრამ, ყველა-
ფერი ოდესღაც მთავრდება“.
– მოდი, გულახდილად ვისაუბროთ, რიუს. შენს საშველად
არავინ მოვა. არც დღეს, არც ხვალ და არც არასოდეს. შენ ყვე-
ლაფერს აღიარებ. მხოლოდ იმის არჩევა შეგიძლია – როდის და
რა მდგომარეობაში. დროის გაწელვით კი ვერაფერს მოიგებ,
მხოლოდ ტანჯვას გაიხანგრძლივებ. ამაში ნამდვილად კარგად
ვერკვევით.
რიუსის გასისხლიანებულ სახეზე რაიმეს ამოკითხვა რთული
იყო, მაგრამ მხრები მარცხის ნიშნად ჩამოყარა. აკანკალებული
ხელით კალამი მელანში ჩააწო და აღიარებითი ჩვენების ფურ-
ცლის ბოლოს ოდნავ დახრილი კალიგრაფიით მოაწერა ხელი.
„მორიგი გამარჯვება. გამიარა ფეხის ტკივილმა? ამომივიდა კბი-
ლები? იმ ადამიანის განადგურება, რომელსაც ოდესღაც მეგო-
ბარს ვეძახდი, რამეში დამეხმარა? მაშ, რატომ ვაკეთებ ამას?“
პასუხად მხოლოდ ფურცელზე კალმის წვერის ფხაჭუნი მიიღო.
– ბრწყინვალეა, – თქვა გლოკტამ. შეგირდმა ფროსტმა დო-
კუმენტი გადააბრუნა, – ეს შენი თანამზრახველების სიაა? –
თვალი გულგრილად გადაავლო. „ერთი მუჭა აბრეშუმის წვრი-
ლი ვაჭრები, სამი გემის კაპიტანი, ქალაქის საგუშაგოს ოფიცე-
რი, საბაჟოს რამდენიმე დაბალი რანგის მოხელე. ნამდვილად
უგემური კერძის რეცეპტია. ცოტა სანელებლები ხომ არ დაგვე-
მატებინა?“ გლოკტამ ფურცელი ამოატრიალა და ისევ მსჯავ-
რდებულისკენ გააცურა, – სეპ დან ტოიფელის სახელი აკლია,
რიუს.
35 მკითხველთა ლიგა
მსუქანი კაცი დაბნეული ჩანდა.
– მონეტების ოსტატის? – ძლივძლივობით წაიბუტბუტა და-
ხეთქილი ტუჩებით.
– სწორედ მისი.
– კი მაგრამ, მას არასოდეს შევხვედრივარ.
– მერე რა? – მოუჭრა გლოკტამ, – ისე გააკეთე, როგორც გე-
უბნები, – პირდაღებული რიუსი გაუნძრევლად იჯდა, – დაწერე,
შე მსუქანო ღორო!
შეგირდმა ფროსტმა თითები გაატკუნა.
რიუსმა ტუჩები მოილოკა.
– სეპ... დან... ტოიფელ... – თავისთვის ჩაიდუდღუნა წერის
დროს.
– ბრწყინვალეა! – გლოკტამ საშინელი, ლამაზი ინსტრუმენ-
ტების ყუთი ფრთხილად დახურა, – შენთვისაც და ჩემთვისაც ასე
ჯობია. ორივეს გამო მოხარული ვარ, რომ დღეს ესენი აღარ
დაგვჭირდება.
ფროსტმა ტყვეს მაჯებზე ხელბორკილები დაადო, ფეხზე წა-
მოაგდო და კარისკენ წაიყვანა.
– ახლა რა მელის? – დაიყვირა რიუსმა მხარს ზემოდან.
– ანგლანდი რიუს, ანგლანდი. თბილი ტანსაცმლის წაღება
არ დაგავიწყდეს, – კარი ჭრიალით დაიხურა. გლოკტამ სიაში
ჩამოწერილ სახელებს ჩახედა. სეპ დან ტოიფელი უკანასკნელი
იყო. „ტოიფელი. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი სახელია, სხვე-
ბისგან არაფრით გამორჩეული – სინამდვილეში კი ძალიან სა-
შიში“.
სევერარდი დერეფანში იცდიდა, როგორც ყოველთვის სახე-
ზე ღიმილი ეფინა.
– მსუქან ღორს არხში გადავუძახო?
– არა, სევერარდ. პირველივე გემით ანგლანდში გავუშვებთ.
– დღეს ძალიან ლმობიერი ბრძანდებით, ინკვიზიტორო.
36 მკითხველთა ლიგა
გლოკტამ ჩაიფრუტუნა.
– ლმობიერება არხი იქნებოდა. ეგ ღორი ჩრდილოეთში ექვს
კვირასაც ვერ გაძლებს. რიუსი თავიდან ამოიგდე, ამაღამ სეპ
დან ტოუფელი უნდა დავაპატიმროთ.
სევერარდმა წარბები აზიდა.
– შემთხვევით, მონეტების ოსტატზე ხომ არ საუბრობთ?
– სწორედ მასზე. უშუალოდ მისი უწმინდესობა არქილექტო-
რის ბრძანებით ვმოქმედებ. როგორც ჩანს, აბრეშუმით მოვაჭ-
რეებისგან ფულს იღებდა.
– რა სირცხვილია!
– დაღამებისთანავე გავდივართ, ფროსტს უთხარი მოემზა-
დოს.
გამხდარმა შეგირდმა თავი დაუკრა და გრძელი თმა აუფრი-
ალდა. გლოკტა შეტრიალდა და დერეფანს კოჭლობით გაუყვა.
ხელჯოხს ბინძურ ფილებზე აკაკუნებდა და მარცხენა ფეხი ტკი-
ვილისგან ეწვოდა.
„რატომ ვაკეთებ ამას?“ – ისევ ჰკითხა საკუთარ თავს.
„რატომ?“

37 მკითხველთა ლიგა
არავითარი არჩევანი
ლოგენმა გაიღვიძა და მტკივნეულად შეხტა. მოუხერხებლად
იწვა: კისერი მაგარ მიწაზე წოლისგან გაშეშებოდა, ისე მოკუნ-
ტულიყო, მუხლები ლამის გულზე ეწყო. დასიებული თვალები
გაჭირვებით გაახილა. ბნელოდა, მაგრამ საიდანღაც, სქელი
თოვლის მიღმა, სუსტი სინათლე აღწევდა.
ლოგენმა პანიკის ჩხვლეტა იგრძნო, იცოდა სადაც იყო. სით-
ბოს შესანარჩუნებლად გამოქვაბულის შესასვლელთან თოვ-
ლის გროვა დაახვავა. როგორც ჩანს, სანამ ეძინა, თოვა არ შეწ-
ყვეტილა და ახლა გასასვლელი იქოლებოდა. თოვლი თუ ადა-
მიანის სიმაღლეზე დადებდა, გამოქვაბულიდან ვერასოდეს გა-
აღწევდა. ნუთუ ხეობიდან ამ სიმაღლეზე მხოლოდ იმისთვის
ამობობღდა, რომ შემდეგ კლდის ნაპრალში მომკვდარიყო, სა-
დაც ნორმალურად ფეხებსაც კი ვერ შლიდა?
ლოგენმა, რამდენადაც ჩაკეტილი სივრცე საშუალებას მის-
ცემდა, ფართხალი დაიწყო. სიცივისგან გაშეშებულ ხელებს გა-
აფთრებული იქნევდა, თოვლის გარღვევას ცდილობდა, თეთრ
მასას ებრძოდა, ცხვირში წყევლა-კრულვას დუდღუნებდა.
მოულოდნელად გამოქვაბულში კაშკაშა სინათლის სხივები
მკვეთრად შემოიჭრა. ლოგენმა დარჩენილი თოვლის გროვა გა-
არღვია და გარეთ, სუფთა ჰაერზე გაიჭრა.
ბრწყინვალე ლურჯ ცაზე მზე კაშკაშებდა. ლოგენმა სახე შე-
უშვირა, აცრემლებული თვალები დახუჭა და სხივებს სხეულზე
ჩამოღვრის საშუალება მისცა. მჭრელი, სუსხიანი ჰაერი ყელს
სტკენდა. გამომშრალი პირი თითქოს ქვიშით ავსებოდა, ენა
უხეშად გამოჩორკნილი ხის ნაჭერივით გაშეშებოდა. ლოგენმა
ცოტა თოვლი მოჩიჩქნა და პირში ჩაიყარა, გადნობას დაუცადა
და გადაყლაპა. სიცივისგან თავი ასტკივდა.

38 მკითხველთა ლიგა
საიდანღაც სასაფლაოს სიმყრალეს გრძნობდა. ეს არ იყო
მხოლოდ ნესტისა და მისი ამჟავებული ოფლის სუნი, თუმცა,
თვითონაც საშინლად ყარდა. სუნი ლპობაშეპარულ საბანს ას-
დიოდა: მაჯებთან გადახვეული ორი პატარა ნაგლეჯი ხელებზე
თათმანივით შემოეხვია, მესამე აყროლებული ნაგლეჯი კი ქუ-
დივით გაეკრა თავზე.
არც ჩექმების მჭიდროდ ჩაფუთნა დავიწყებოდა, დანარჩენი
ქსოვილი კი მოსასხამის ქვეშ, სხეულზე შემოეხვია. მართალია
საშინლად ყარდა, მაგრამ გასულ ღამეს გაყინვას სწორედ მისი
წყალობით გადაურჩა, ასე რომ, ლოგენის აზრით, გარიგება
ხელსაყრელი იყო.. სანამ საბნის ნაფლეთების მოშორებას შეძ-
ლებს, სუნი კიდევ უფრო აუტანელი გახდება.
ლოგენი ბორძიკით წამოდგა და მიმოიხედა: ციცაბო, ვიწრო
ხეობა თოვლს ჩაეხერგა.
ხეობას სამი დიდი მწვერვალი დაჰყურებდა. რუხი ქვები და
თეთრი თოვლი ლურჯ ცას უერთდებოდა. მათ კარგად იცნობდა.
შეიძლება ითქვას, მისი ძველი მეგობრები იყვნენ. მხოლოდ ისი-
ნიღა შემორჩნენ. ახლა ის ძალიან მაღლა, მთებში, სამყაროს
სახურავზე იდგა. აქ უსაფრთხოდ იყო.
– უსაფრთხოდ, – თავისთვის, უსიხარულოდ ამოიხრიალა
ლოგენმა. საფრთხე მხოლოდ საკვებისგან, სითბოსგან „არ
ემუქრებოდა“. შეიძლება შანკებს გაექცა, მაგრამ აქ სიკვდილის
საუფლო იყო და თუ დიდხანს დარჩებოდა, თვითონაც მოკვდე-
ბოდა.
მხეცივით მოშიებოდა. დაცარიელებული მუცელი მტკივნეულ
ხვრელად ქცეულიყო, რომელიც საკვებს განმგმირავი ხმით ით-
ხოვდა. ჩანთაში ხორცის უკანასკნელ ნაჭერს ხელის ფათურით
მიაგნო. ძველი, ყავისფერი, ცხიმიანი ნაჭერი გამხმარ ტოტს
ჰგავდა. მუცელს ნამდვილად არ ამოუვსებდა, მაგრამ სხვა არა-

39 მკითხველთა ლიგა
ფერი გააჩნდა. ძველი ჩექმის ტყავივით მაგარ ხორცს კბილებით
დაეძგერა და პირში თოვლთან ერთად ჩაიტენა.
ლოგენმა თვალები მოიჩრდილა და ხეობას ქვემოთ, ჩრდი-
ლოეთით გახედა – იქეთ, საიდანაც გუშინ ამოვიდა. ფერდობი
თანდათან დაბლდებოდა, თოვლი და კლდე ადგილს ფიჭვნარს
უთმობდა, ტყეებს ნელ-ნელა დაკლაკნილი საძოვრები ცვლიდა,
ბალახიანი ბორცვები ზღვისკენ, შორეული ჰორიზონტის კაშკაშა
ხაზისკენ იჭრებოდა. სახლი... ამის გაფიქრებამ ლოგენი ცუდად
გახადა.
სახლი. ადგილი, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა: მამამისი –
ბრძენი და ძლიერი კაცი, კარგი კაცი, მისი ხალხის კარგი ბელა-
დი. ლოგენის ცოლი, მათი შვილები. კარგი ოჯახი ჰქონდა. უკე-
თეს შვილს, ქმარს და მამას იმსახურებდნენ. მისი მეგობრებიც
იქ იყვნენ, ძველებიც და ახლებიც. ყველა მათგანის ისევ ერთად
ნახვა კარგი იქნებოდა. მამამისთან დიდ დარბაზში საუბარი,
შვილებთან თამაში, ცოლთან მდინარის პირას ჯდომა... სამმუ-
ხასთან ტაქტიკის განხილვა, მეძებართან ერთად მაღალ
ხეობებში ნადირობა, ტყეში შუბით თარეში და უდარდელად სი-
ცილი.
ლოგენმა მოულოდნელი ნოსტალგია იგრძნო, ტკივილმა სუ-
ლი შეუხუთა. ერთი პრობლემა იყო: ყველა მათგანი დაიხოცა.
დარბაზისგან შავი, დამწვარი ნაფოტებიღა დარჩენილიყო, მდი-
ნარისგან – ბინძური არხი. არასოდეს დაავიწყდებოდა, გორაკე-
ბიდან დაბრუნებულმა ხეობაში გადამწვარი ნანგრევები როგორ
დაინახა. როგორ დაღოღავდა ფერფლში გადარჩენილების პოვ-
ნის იმედით, სანამ მეძებარმა მხარზე ხელი არ დაადო და უთხრა
დანებდიო. გვამების გარდა ვერაფერს მიაგნო. ისეთი დამპალი
სხეულები დახვდა, ვინმეს ამოცნობა შეუძლებელი იყო. შემდეგ
ძებნას შეეშვა. შანკებს საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავდათ
– ცოცხალი არავინ გადარჩენილა. თოვლს დააფურთხა, მშრალ
40 მკითხველთა ლიგა
ხორცს ფურთხი გაეყავისფრებინა. მხოლოდ უსულო, გაყინულ
და გახრწნილ გვამებს მიაგნო, ან ფერფლად ქცეულ სხეულებს.
ყველა მტვრად იქცა.
ლოგენმა კბილები გააღრჭიალა და დამპალი საბნით შეხ-
ვეული ხელები მაგრად მომუშტა.
შეეძლო უკანასკნელად მოენახულებინა ზღვის პირას მდება-
რე სოფელი. გამაყრუებელი ღრიალით შევარდნილიყო დასახ-
ლებაში, როგორც ადრე კარლეონში, სადაც თითი დაკარგა და
სახელი გაითქვა. შეეძლო სამყარო რამდენიმე შანკასგან
გაეთავისუფლებინა, შუაზე გაეგლიჯა, ისევე როგორც უგულო
შამა გადაჭრა შუაზე – მხრიდან მუცლამდე, ნაწლავები გარეთ
რომ გადმოეყარათ. შეეძლო მამამისის, ცოლის, შვილების, მე-
გობრების სახელით შური ეძია. შესაფერისი სიკვდილი იქნებო-
და ადამიანისთვის, რომელსაც სისხლიან ცხრას ეძახდნენ –
მომკვდარიყო სხვების ხოცვისას. ასეთ რამეზე სიმღერის დაწე-
რაც ღირს.
მაგრამ, კარლეონში ახალგაზრდას და ძლიერს ზურგს მე-
გობრები უმაგრებდნენ. ახლა დასუსტებული, მშიერი და სრუ-
ლიად მარტო იყო. უგულო შამა უზარმაზარი, სამართებლივით
ბასრი ხმლით მოკლა. ლოგენმა დანას დახედა: არა უშავს, მაგ-
რამ შურისძიების ძვირფას წუთებს შეუმცირებს, ყველაფერი მა-
ლე მორჩება. და საერთოდაც, მასზე სიმღერებს ვინ იმღერებს?
გლახაკივით ძონძებში ჩაცმულს ისრებით თუ დაცხრილავდნენ,
იცნობდნენ კი ლოგენს? რომც იცნონ შანკებს სიმღერისთვის შე-
საფერისი ხმა არ აქვთ, წარმოსახვის უნარი – მით უმეტეს. ამი-
ტომ შურისძიებას შეუძლია დაიცადოს ყოველ შემთხვევაში, სა-
ნამ უფრო დიდ მახვილს არ იპოვის. ბოლოს და ბოლოს, სიმარ-
თლეს თვალი უნდა გაუსწორო.
მაშ, სამხრეთით უნდა გაემართოს, მოხეტიალე გახდეს. მისი
უნარების პატრონი სამუშაოს ყოველთვის იპოვიდა. მძიმეს, შე-
41 მკითხველთა ლიგა
საძლოა ბინძურსაც, მაგრამ სამუშაო სამუშაოა. უნდა ეღიარები-
ნა, რომ ამაში რაღაც მიმზიდველი იყო: არავისზე პასუხისმგებე-
ლი არ ხარ, გადაწყვეტილებებზე პასუხს მხოლოდ საკუთარი თა-
ვით აგებ, შენზე არავის სიცოცხლე ან სიკვდილი არ არის დამო-
კიდებული. მართალია სამხრეთში ბევრი მტერი ჰყავს, მაგრამ
სისხლიანი ცხრა მტრებს ადრეც გამკლავებია.
ისევ გადააფურთხა. თუ პირში ფურთხისთვის საკმარისი ნერ-
წყვი გაქვს, ეს უკვე კარგია. დანარჩენს მოევლება. მეტი არც
არაფერი გააჩნდა: ფურთხი, ძველისძველი ქვაბი და აყროლე-
ბული საბნის ნაფლეთები. სიკვდილი ჩრდილოეთში ან სიცოც-
ხლე სამხრეთში – უნდა აერჩია ლოგენს; რეალურად, არჩევანი
არ ჰქონდა.
უბრალოდ ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა – ლოგენი ყო-
ველთვის ასე იქცეოდა. გადარჩენის შემდეგ ამით უნდა დაიწყო,
მიუხედავად იმისა, სიცოცხლეს იმსახურებ თუ არა. ცდილობ
გარდაცვლილები არ დაივიწყო, კარგად მოიგონო. შემდეგ კი
ცხოვრებას აგრძელებ და მომავალს იმედით უყურებ.
ლოგენმა ცივი ჰაერი ღრმად შეისუნთქა და შემდეგ გარეთ
გამოუშვა.
– მშვიდობით, მეგობრებო, – ჩაიბურტყუნა თავისთვის. შემ-
დეგ ჩანთა მხარზე გადაიგდო, შეტრიალდა და ღრმა თოვლში
გზის გაკვლევა დაიწყო: ქვემოთ, სამხრეთით, მთებისგან შორს.
ისევ გაწვიმდა. მშვიდი წვიმა ყველაფერს ცივ ნამში ხვევდა.
ტოტებზე, ფოთლებზე, წიწვებზე გროვდებოდა და ბოლოს
მსხვილ წვეთებად სწყდებოდა, ლოგენს გაჟღენთილ ტანსაც-
მელს კიდევ უფრო უსველებდა და კანზე წურწურით ჩამოს-
დიოდა.
ლოგენი სველ ბუჩქში ჩაიცუცქა, გაუნძრევლად და ჩუმად იჯ-
და, სახეზე წყალი ჩამოსდიოდა, დასველებული მახვილი ელვა-
რებდა. ლოგენი ტყეს მთელი არსებით გრძნობდა, ყველა მოძ-
42 მკითხველთა ლიგა
რაობასა და ხმას ამჩნევდა: ათასობით მწერის ბზუილს, თხუნე-
ლების შრაშუნს, ირმების ფრთხილ ფაჩუნს, ძველი ხეების ღე-
როებში წვენის მოძრაობასაც კი. ტყეში ყოველი ცოცხალი არსე-
ბა, მათ შორის ლოგენი, საკვებს ეძებდა. ყურადღება მთლიანად
ნადირისთვის მიეპყრო – იქვე, მისგან მარჯვნივ, ხეებს შორის
ფრთხილად მიიპარებოდა. გემრიელი საჭმელი გამოვა. ტყე სი-
ჩუმეში ჩაძირულიყო, ტოტებიდან წვეთების გაუთავებელ წკა-
პუნს თუ არ ჩავთვლით. ახლა სამყაროში ლოგენისა და მისი
საკვების გარდა აღარაფერი არსებობდა.
როცა დაასკვნა, რომ მსხვერპლი საკმარისად მიუახლოვდა,
ლოგენი ბუჩქიდან გამოხტა და ახალგაზრდა ირემი სველ მიწაზე
დასცა. ცხოველმა ტლინკების ყრა და ფართხალი დაიწყო, მაგ-
რამ ლოგენი ძლიერი და სწრაფი იყო, დანა კისერში ელვის სის-
წრაფით ჩასცხო და ცხოველს ყელი გამოჭრა. ჭრილობიდან
ცხელმა სისხლმა ამოასხა, მონადირის ხელები და სველი მიწა
წითლად შეღება.
ლოგენმა ცხოველის გვამი აიღო და მხრებზე მოიგდო. კარგი
წვნიანი გამოვიდოდა, შეიძლება სოკოებიც დაემატებინა. ძალი-
ან კარგი. როცა კარგად დანაყრდება, დახმარებას სულებს
სთხოვს. როგორც წესი, სულების დახმარება არაფერში ადგე-
ბოდა ხოლმე, მაგრამ ლოგენს მარტო ყოფნა არ სურდა.
სანამ ბანაკს მიაღწევდა, მზე თითქმის ჩასულიყო. სადგომი
ლოგენის უზარმაზარ, შთამბეჭდავ სხეულს სრულად შეესაბამე-
ბოდა: ტალახიან მიწაში ამოთხრილი ორმოს სახურავს დამპა-
ლი ტოტების გროვა ქმნიდა, რომელთაც ორი დიდი ხის კეტი
აკავებდა. თუმცა ორმო ნახევრად მშრალი იყო, თანაც, წვიმას
გადაეღო. ამაღამ ცეცხლის დანთება შეეძლო. ასეთ ფუფუნებაში
დიდი ხანია არ ყოფილა: ნამდვილი კოცონი, მხოლოდ მისთვის.
დანაყრების შემდეგ, ლოგენმა ჩიბუხი ჩაგით (ჩაგა – აბედა
სოკოს ერთ-ერთი ნაირსახეობა, იზრდება ძირითადად არყის ხე-
43 მკითხველთა ლიგა
ებზე) გატენა. ჩაგას რამდენიმე დღის წინ, ხის ფესვებთან ამო-
სულს მიაგნო, ჩიბუხისთვის სოკოს ყვითელი, სველი ქუდები შე-
აგროვა. ლოგენმა მაშინ ბლომად სოკო მოაგროვა, მაგრამ მო-
წევა დღემდე ვერ შეძლო – აქამდე საკმარისად არ იყო გამომ-
შრალი. ცეცხლიდან პატარა ტოტი ამოიღო, ჩიბუხთან მიიტანა
და მოქაჩა. სოკოს ცეცხლი კარგად მოეკიდა და ნაცნობი, მიწის
გემოთი გაჟღენთილი მოტკბო სუნი გაუშვა.
ლოგენმა დაახველა, ყავისფერი კვამლი გამოუშვა და მოცეკ-
ვავე ცეცხლის ალებს ჩააშტერდა.
გონებით ძველ დროსა და ბანაკებში დაბრუნდა: აი მეძებარი,
იღრიჭება და წვეტიანი კბილები უელავს. წინ მთასავით დიდი
თულ დურუ უზის და სიცილისას ჭექა-ქუხილივით ქუხს. უსუსტე-
სი ფორლი, როგორც ყოველთვის, შეშინებულია და თვალებს
ნერვიულად აცეცებს. რუდ სამმუხაც აქაა და, რა თქმა უნდა,
ჰარდინგ უტყვიც, როგორც სჩვეოდა – ჩუმად. არასოდეს ლაპა-
რაკობდა. უტყვიც ხომ ამიტომ შეარქვეს.
ყველა გამოეცხადა, მაგრამ სინამდვილეში აქ არ იყვნენ. ყვე-
ლა მოკვდა, მტვრად იქცა. ლოგენმა ჩიბუხი ცეცხლში გად-
მოაპირქვავა და შეინახა. მოწევის გუნებამ გადაუარა. მამამისი
მართალს ეუბნებოდა – მარტო არასოდეს უნდა მოსწიო.
გაცვეთილ მათარას თავი მოხსნა, მოიყუდა და ცეცხლში
წვრილ წვეთებად შეაშხეფა. ალი ზევით, ცივ ჰაერში აიჭრა. ლო-
გენმა ტუჩები მოიწმინდა, სასმელის მწველი, მწარე გემოთი
ტკბებოდა. შემდეგ ზურგით ფიჭვს მიეყრდნო და დაიცადა.
მაშინვე არ მოსულან. სულ სამნი იყვნენ. ხეებში მოცეკვავე
ჩრდილებიდან უხმოდ გამოვიდნენ და ცეცხლს ნელა მიუახ-
ლოვდნენ. სინათლეზე თანდათან ფორმა შეისხეს.
– ცხრათითა, – თქვა პირველმა.
– ცხრათითა, – თქვა მეორემ.

44 მკითხველთა ლიგა
– ცხრათითა, – თქვა მესამემ. მათი ხმები ტყის ათასგვარ
ხმაურს ძალიან ჰგავდა.
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს კოცონთან, – უპა-
სუხა ლოგენმა. სულებმა ჩაიმუხლეს და ცხრათითას არაფრის-
მთქმელი გამომეტყველებებით მიაჩერდნენ, – დღეს მარტო სამ-
ნი ხართ?
პირველად მარჯვენამ უპასუხა:
– ყოველწლიურად, ზამთრის შემდეგ, სულ უფრო ცოტა ჩვენ-
განი იღვიძებს. მხოლოდ ჩვენ დავრჩით. გაივლის რამდენიმე
ზამთარი და ვეღარც ჩვენ გავიღვიძებთ. შენს ძახილს ვეღარავინ
გამოეხმაურება.
ლოგენმა თავი სევდიანად დაუქნია.
– რამე ახალი ამბავი ხომ არ იცით?
– ვიღაც კაცი გადმოვარდნილა კლდიდან, მაგრამ მდინარეს
ცოცხალი გამოურიყავს ნაპირზე. შემდეგ, გაზაფხულის დასაწ-
ყისში, დამპალ ნაჭრებში გახვეული მთებში ასულა. მაგრამ ჩვენ
ამ ჭორებს ყურს არ ვუგდებთ.
– ძალიან ბრძნული გადაწყვეტილებაა.
– ბეთოდი ომს იწყებს, – თქვა სულმა, რომელიც შუაში იჯდა.
ლოგენმა შუბლი შეკრა.
– ბეთოდი ყოველთვის ომს იწყებს, მისი საყვარელი საქ-
მიანობაა.
– მართალია. შენი დახმარებით იმდენ ბრძოლაში გაიმარ-
ჯვა, ალაფისგან ოქროს ქუდი დაიდგა.
– შევეცი მაგ ნაბიჭვარს, – ლოგენმა ცეცხშლი ჩააფურთხა, –
კიდევ რა იცით?
– მთების ჩრდილოეთით შანკები თარეშობენ, გზად ყველა-
ფერს აოხრებენ და წვავენ.
– ჰოო, ცეცხლი ძალიან უყვართ, – თქვა შუა სულმა.

45 მკითხველთა ლიგა
– მართალია, – დაუდასტურა მარცხენამ, – შენს მოდგმაზე
მეტადაც კი, ცხრათითა. ცეცხლი უყვართ და მისი ეშინიათ, – სუ-
ლი წინ გადაიხარა, – გავიგეთ, რომ აქედან სამხრეთით,
ჭაობებში ერთი კაცი დაგეძებს.
– ძლევამოსილი კაცი, – თქვა შუამ.
– მაგი, ძველი დროიდან, – დაამატა მარცხენამ.
ლოგენი მოიღუშა. ამ მაგებზე რაღაცები სმენოდა. ერთხელ
ჯადოქარს შეხვდა, მაგრამ მისი მოკვლა ადვილი აღმოჩნდა.
არავითარ განსაკუთრებულ ძალას არ ფლობდა. ყოველ შემ-
თხვევაში, ლოგენმა ვერაფერი შეამჩნია. მაგრამ მაგი სხვა საქ-
მე იყო.
– გვსმენია, რომ მაგები ძალიან ძლიერები, ბრძენები არიან,
– თქვა შუაში მჯდომმა სულმა, – რომ ადამიანების საოცარ ად-
გილებში წაყვანა და ბევრი რამის ჩვენება შეუძლიათ. მაგრამ
ცბიერები არიან და ყველაფრიდან საკუთარ სარგებელს ელიან.
– მაინც რა უნდა?
– თვითონ ჰკითხე, – სულებს ადამიანების საქმეები არ
ადარდებდათ, დეტალებში კი ძალიან სუსტად ერკვეოდნენ.
თუმცა, ეს საუბარი ხეებზე არაფრისმომცემ ბოდვას მაინც ჯობ-
და.
– რას აპირებ, ცხრათითა?
ლოგენი წამით ჩაფიქრდა.
– სამხრეთით წავალ და მაგს ვიპოვი. ვკითხავ, ჩემგან რა უნ-
და.
სულებმა თავი დაუქნიეს. არაფრით გამოუხატავთ, აზრი
მოეწონათ თუ არა. სრულიად არ ანაღვლებდათ.
– მაშ, მშვიდობით, ცხრათითა, – უთხრა მარჯვენამ, – შესაძ-
ლოა, ერთმანეთს ვეღარასოდეს შევხვდეთ.
– როგორმე უთქვენოდაც გავძლებ.

46 მკითხველთა ლიგა
ლოგენის ირონია შეუმჩნეველი დარჩა. სულები წამოიმარ-
თნენ და ცეცხლს მოშორდნენ, თანდათან უკუნში შთაინთქნენ.
ლოგენმა თავისთვის აღიარა, რომ უფრო მეტად დაეხმარნენ,
ვიდრე იმედოვნებდა – სულებმა მიზანი მისცეს.
დილით სამხრეთით გაემართება და მაგს მოძებნის. ვინ იცის,
ეგებ კარგი თანამოსაუბრე აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, ის-
რების წვიმის ქვეშ უაზროდ სიკვდილს აჯობებს. ლოგენი
ცეცხლს უყურებდა და თავს ნელა, თავისთვის აკანტურებდა.
სხვა დროებსა და სხვა კოცონებს იხსენებდა, მაშინდელს,
როცა მარტო არ იყო.

47 მკითხველთა ლიგა
დანებით თამაში
ადუაში გაზაფხულის მშვენიერი დღე იდგა. სურნელოვანი
კედრის ტოტებში მზე სასიამოვნოდ ანათებდა და მოთამაშეებს
ჭრელ ჩრდილებში ახვევდა. ეზოში ალერსიანი ქარი ქროდა.
კარტი რომ არ გაეტაცა, მოთამაშეებს მათზე ხელის მაგრად მო-
ჭერა და მაგიდაზე ჭიქებითა და მონეტებით დამაგრება უწევ-
დათ. ხეებზე ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, ბაღის ბოლოდან კი მებაღის
მაკრატლის ტკაცუნი ისმოდა და ოთხკუთხა ეზოს მაღალი, თეთ-
რი შენობების კედლებიდან სასიამოვნო ექოდ ბრუნდებოდა. მა-
გიდაზე დახვავებული ფულის ოდენობა მოთამაშეებს ხან ახა-
რებდათ, ხან არა. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, ხელ-
ში რა კარტი ეჭირათ.
კაპიტან ჯეზალ დან ლუთარს ნამდვილად ახარებდა. მეფის
პირად დაცვაში დანიშვნის შემდეგ კარტის თამაშის საიდუმლო
ტალანტი აღმოაჩინა – ტალანტი, რომლითაც ბევრ ფულს იგებ-
და. შეძლებული ოჯახის შვილს ფული მაინცდამაინც არ სჭირდე-
ბოდა, თუმცა თამაში ხელმომჭირნეობის ილუზიის შექმნის სა-
შუალებას აძლევდა, მიუხედავად იმისა, რომ ფულს მეზღვაური-
ვით უდარდელად ფლანგავდა. სახლში მამამისი ყველას თავს
აბეზრებდა იმით, თუ როგორ გონივრულად ხარჯავდა ჯეზალი
ფულს და ჯილდოდ ნახევარი წლის წინ კაპიტნის ჩინიც უყიდა.
თუმცა ძმები ამით მაინცდამაინც არ აღფრთოვანებულან. დიახ,
ფული ყოველთვის სასარგებლოა, თანაც ზოგჯერ ახლობლების
დაცინვაზე სასიამოვნო არაფერია.
ჯეზალი სკამზე გადაწოლილიყო, ცალი ფეხი გაეჭიმა და სხვა
მოთამაშეების სახეებს აკვირდებოდა. მაიორ ვესტს სკამი მაგი-
დიდან შორს გაეჩოჩებინა და უკანა ფეხებზე ისე აქანავებდა, სა-
დაცაა გადაყირავდებოდა. ჭიქა მზისთვის მიეშვირა და ქარვის-
ფერ სითხეში სხივების თამაშით ტკბებოდა. სახეზე ბუნდოვანი,
48 მკითხველთა ლიგა
იდუმალი ღიმილი გადაჰკვროდა, რომელიც თითქოს ამბობდა:
„შეიძლება თქვენსავით პატივსაცემი ოჯახიდან არ ვარ, სო-
ციალური სტატუსითაც თქვენზე დაბლა ვდგავარ, მაგრამ მეფის
სახელობის ტურნირი მოვიგე და მისი წყალობა ბრძოლის ველ-
ზე დავიმსახურე. ამიტომაც თქვენზე უკეთესი ვარ, უბადრუკო
ბავშვებო, და იმას გააკეთებთ, რასაც გეტყვით“. თუმცა დღეს ბე-
დი არ სწყალობდა და ჯეზალის აზრით, ფულს ზედმეტად უფ-
რთხილდებოდა.
მოღუშული ლეიტენანტი კასპა წინ გადახრილი იჯდა, ქვიშა-
სავით ყვითელ წვერს იფხანდა და კარტს ისე ჩაშტერებოდა,
თითქოს რთულ არითმეტიკულ ამოცანას ხსნისო.
სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ლეიტენანტი კარტს საშინ-
ლად თამაშობდა და ჯეზალს ყოველთვის ემადლიერებოდა, რო-
ცა ის სასმელზე ჰპატიჟებდა – საკუთარი ფულით ნაყიდ სასმელ-
ზე. თუმცა, კასპას წაგება დიდად არ ადარდებდა, მამამისი ხომ
მთელ კავშირში ერთ-ერთი უმსხვილესი მიწამთფლობელი იყო.
ჯეზალს ხშირად შეუმჩნევია, რომ მოსულელო ადამიანები
ჭკვიან ხალხში მოხვედრისას იმაზე უფრო იდიოტებად აჩვენე-
ბენ თავს, ვიდრე სინამდვილეში არიან. რამდენადაც საზოგა-
დოებაში მაღალი ადგილის დაკავების შანსი უკვე დაკარგული
აქვთ, სიმპათიური იდიოტების როლებს დიდი სიხარულით ირ-
გებენ. კამათისგან თავს იკავებენ, რადგან წაგებისთვის არიან
განწირულები. სამაგიეროდ ყველას უმეგობრდებიან. კასპას
კონცენტრირებული სახე თითქოს ამბობდა: „შეიძლება ჭკვიანი
არა, მაგრამ ალალი და მეგობრული ვარ, რაც გაცილებით მნიშ-
ვნელოვანია. ჭკუას მეტისმეტად აფასებენ. თანაც მე ხომ ძალი-
ან, ძალიან მდიდარი ვარ. ამიტომ ყველას განურჩევლად ვუყ-
ვარვარ“.

49 მკითხველთა ლიგა
– მოგყვები, – უთხრა კასპამ და ვერცხლის მონეტების პატა-
რა გროვა მაგიდაზე დაყარა. ფული მხიარული წკრიალით
გაიფანტა და მზის სხივებზე თვალისმომჭრელად აბრჭყვიალდა.
დაბნეულმა ჯეზალმა დასკვნების გამოტანა დაიწყო. იქნებ
ახალი მუნდირი? კასპა ყოველთვის მოუსვენრად ცმუკავდა, რო-
ცა კარგი კარტი ეჭირა. მაგრამ ახლა სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
ბლეფი კასპასთვის მეტისმეტად რთული რამე იქნებოდა, ალბათ
ტყუილად ჯდომა მობეზრდა. ჯეზალს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ
ფსონის მომდევნო აწევისთანავე „დაწვებოდა“.
ლეიტენანტმა ჯალენჰორმმა შუბლი მუქარით შეიკრა და კარ-
ტები მაგიდაზე დაყარა:
– მთელი დღეა ნაგავი მომდის! – გამაყრუებლად დაიგრგვი-
ნა და სკამზე დაჯდა, დაკუნთული მხრები მუქარით მოხარა.
თითქოს თავისი პოზით სურდა ეთქვა: „ზორბა და მამაცი ვარ,
ფეთქებადი ხასიათი მაქვს, ამიტომ უნდა მიფრთხილდეთ“.
მიუხედავად ამისა, კარტის თამაშში ჯეზალის პატივისცემა ვე-
რაფრით დაიმსახურა. ჩხუბში ასეთი ტემპერამენტი შესაძლოა
სასარგებლო გამოდგეს, მაგრამ როცა საქმე ფულს ეხება,
პრობლემების მეტი არაფერი მოაქვს.
სამწუხაროდ ლეიტენანტს მეტისმეტად ცუდი კარტი ეჭირა,
თორემ ჯეზალი ფულის ნახევარს მაინც გამოსტყუებდა. ჯალენ-
ჰორმმა ჭიქა ერთიანად გამოცალა და ხელი ბოთლისკენ წაიღო.
თამაშში მხოლოდ ბრინტი დარჩა – მოთამაშეებში ყველაზე
ახალგაზრდა და ღარიბი. ტუჩებს ფრთხილი და სასოწარკვეთი-
ლი გამომეტყველებით ილოკავდა, რომელიც ამბობდა: „არც
ისეთი ახალგაზრდა და ღარიბი ვარ, როგორიც გგონიათ. შემიძ-
ლია თავს ფულის წაგების უფლება მივცე. არც ერთ თქვენგანზე
ნაკლები არ ვარ“. ბრინტს დღეს ბლომად მონეტები ჰქონდა,
ალბათ გასამრჯელო ცოტა ხნის წინ აიღო. სავარაუდოდ ამ ფუ-
ლით მომდევნო რამდენიმე თვე უნდა ეცხოვრა. ჯეზალი კი ამ
50 მკითხველთა ლიგა
ფულის მოგებას და შემდეგ ქალებსა და სასმელში გაფლანგვას
აპირებდა. ამაზე ფიქრისას კინაღამ ხითხითი აუტყდა, სასწრა-
ფოდ თავი უნდა შეეკავებინა. სიცილს მოგების შემდეგაც შეძ-
ლებდა. ბრინტი უკან გადაწვა, ფიქრობდა, როგორ ეთამაშა. გა-
დაწყვეტილების მიღებისთვის საკმაო დრო დასჭირდებოდა,
ამიტომაც ჯეზალმა მაგიდიდან ჩიბუხი აიღო.
მაგიდაზე სპეციალურად მწეველებისთვის განკუთვნილი
ლამპა იდგა, რომლითაც ჯეზალმა ჩიბუხს ცეცხლი მოუკიდა, პი-
რიდან სხვადასხვა ზომის, უსწორმასწორო რგოლები გამოუშვა
და კედრის ტოტები კვამლში გახვია. სამწუხაროდ მოწევა კარ-
ტის თამაშივით კარგად არ ეხერხებოდა: რგოლების მაგივრად
მხოლოდ მოყვითალო-მოყავისფრო გამონაბოლქვის მახინჯ
ღრუბელს უშვებდა. გულახდილად რომ ვთქვათ, მოწევა მაინ-
ცდამაინც არ უყვარდა. ცოტა უქეიფოდ ხდიდა, მაგრამ ეს ძვირი
სიამოვნება მოდაში იყო და ცუდად ყოფნის გამო ჯეზალი მასზე
უარს ვერაფრით იტყოდა. თანაც, ქალაქში ბოლო სტუმრობისას,
მამამისმა უმშვენიერესი სპილოს ძვლის ჩიბუხი უყიდა და ჯეზა-
ლი მოწევისას შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. თანაც ძმებსაც
შურდათ მისი და ოდნავ ცუდად ყოფნა მარტო ამად ღირდა.
– თამაშში ვარ, – გამოაცხადა ბრინტმა.
ჯეზალმა სკამიდან ფეხი ჩამოსწია.
– მაშინ ასი მარკით (მარკა – გერმანული ფულის ერთეული
ევროს შემოღებამდე) ვზრდი... დაახლოებით, – და ფულის მთე-
ლი გროვა მაგიდის ცენტრისკენ გააცურა. ვესტმა შეუღრინა. ფუ-
ლის გროვას ერთი მონეტა მოსწყდა, გვერდზე დაეცა და მაგიდა-
ზე გაგორდა. ვერცხლმა ქვის ფილაზე დაცემისას ისე გაიწ-
კრიალა, როგორც მხოლოდ ვერცხლს შეუძლია, რაც კაცს არა-
ფერში შეეშლება; ბაღის მეორე ბოლოში მებაღემ თავი ინსტიქ-
ტურად ასწია, მაგრამ იმწამსვე განაგრძო ბალახის კრეჭა.

51 მკითხველთა ლიგა
კასპამ კარტები ისე მოისროლა, თითქოს თითებს უწვავსო
და თავი დანანებით გააქნია.
– ჯანდაბა, კარტში არაფერი გამეგება! – ამოიკვნესა და ზურ-
გით უხეშ, მუქ ხეს მიეყრდნო.
ჯეზალი ლეიტენანტ ბრინტს დაჟინებით მიაშტერდა, სახეზე
ოდნავ შესამჩნევი, არაფრისმთქმელი ღიმილი დასთამაშებდა.
– თაღლითობს, – ჩაიბუზღუნა ჯალენჰორმმა, – თავს ნუ ასუ-
ლელებინებ, ბრინტ.
– ამას ნუ იზამთ, ლეიტენანტო, – თქვა ვესტმა. მაგრამ ჯე-
ზალმა იცოდა, ბრინტი მაინც ითამაშებდა. ის ხომ ისეთ ადა-
მიანად ასაღებდა თავს, რომლისთვისაც ფულის წაგება არაფე-
რია. ბრინტმა ფული მაგიდის შუაგულისკენ უყოყმანოდ,
დაუდევრად გააცურა.
– აქ დაახლოებით ასია, ცოტათი მეტი ან ნაკლები, – მთელი
ძალით ცდილობდა, თავდაჯერებული ყოფილიყო, მაგრამ ხმაში
ისტერიკის ნოტები ეპარებოდა.
– მოსულა, – თქვა ჯეზალმა, – აქ ხომ ყველანი მეგობრები
ვართ. რა კარტი გაქვთ, ლეიტენანტო?
– მიწა, – ბრინტი კარტის გახსნისას თვალებს ციებცხელე-
ბიანივით აცეცებდა.
ჯეზალი მომენტის დაძაბულობით ტკბებოდა. მოიღუშა, მხრე-
ბი აიჩეჩა, წარბები აზიდა. ღრმად ჩაფიქრებულმა თავი მოიფხა-
ნა. თან ბრინტის გამომტყველებას აკვირდებოდა, რომელიც მის
ქმედებებთან ერთად იცვლებოდა: იმედი, სასოწარკვეთა, იმე-
დი, სასოწარკვეთა. ბოლოს, როგორც იქნა კარტები მაგიდაზე
დაყარა.
– წარმოგიდგენიათ? ისევ მზეები მყავს!
ბრინტი საცოდავი სანახავი იყო. ვესტმა ამოიოხრა და თავი
გააქნია. ჯალენჰორმი მოიღუშა.

52 მკითხველთა ლიგა
– დარწმუნებული ვიყავი, რომ თაღლითობდა, – ჩაიბუზღუნა
უკმაყოფილოდ.
– ამას როგორ ახერხებს? – იკითხა კასპამ და გზააბნეული
მონეტა მაგიდის შუაგულში წკიპურტის დარტყმით დააბრუნა.
– მთავარი მოთამაშეა და არა კარტი, – მხრები აიჩეჩა ჯე-
ზალმა.
ბრინტი გაფითრებული სახით უყურებდა, როგორ ხვეტდა გა-
მარჯვებული მონეტებს. ფული ქისაში სასიამოვნო წკრიალით
ჩაიყარა. ყოველ შემთხვევაში, ჯეზალისთვის. ერთი მონეტა მა-
გიდიდან გადავარდა და ბრინტის ფეხსაცმელთან დაეცა.
– ხომ ვერ მომაწვდიდით, ლეიტენანტო? – ჰკითხა დათაფ-
ლული ღიმილით.
ბრინტი წამოხტა, მაგიდას დაეჯახა და კინაღამ ამოაყირავა.
მონეტები და ჭიქები შეხტა და აჟღრიალდა.
– საქმეები მაქვს, – თქვა ჩახლეჩილი ხმით და ჯეზალს გას-
ვლისას მხარი გაჰკრა. მან თავი ვერ შეიკავა და ხეს მიენარცხა.
ამასობაში ბრინტმა ეზო გადაჭრა და ოფიცრების ყაზარმებში
თავჩაქინდრული გაუჩინარდა.
– არა, ეს დაინახეთ? – ჯეზალი აღშფოთებისგან უფრო და
უფრო იბერებოდა, – ხელი როგორ მკრა, საშინელი თავხედო-
ბაა! თან წოდებით მასზე მაღლა ვდგავარ! ღირსია, პატაკი დავ-
წერო! – პატაკის ხსენებას უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა, –
კარგი, კარგი. უბრალოდ ღირსეულად წაგება არ იცის!
ჯალენჰორმმა წარბების ქვემოდან მკაცრად გამოხედა.
– ასე ბოროტად არ უნდა ეხუმრო, მდიდარი არაა და წაგებას
ასე მარტივად ვერ გადაიტანს.
– თუ ფული არ აქვს, არც უნდა ითამაშოს! – მოუჭრა გაღი-
ზიანებულმა ჯეზალმა, – შენ არ ეუბნებოდი, ბლეფობსო? შეგეძ-
ლო მაგ გრძელ ენაზე კბილი დაგეჭირა.

53 მკითხველთა ლიგა
– ჯერ ახალია, – თქვა ვესტმა, – უბრალოდ თავის დამკვიდ-
რება უნდა. შენ რა, არასოდეს ყოფილხარ ახალბედა?
– შენ კიდევ მამაჩემი ხარ? – ჯეზალს საკუთარი ახალბედობა
მტკივნეულად გაახსენდა და ცოტათი შერცხვა.
კასპამ ხელი აიქნია.
– მე ვასესხებ ფულს, ნუ ღელავთ.
– არ გამოგართმევს, – თქვა ჯალენჰორმმა.
– ეს უკვე მისი საქმეა, – კასპამ თვალები დახუჭა და სახე
მზეს მიუშვირა, – ცხელა. ზამთარი საბოლოოდ დამთავრდა.
ალბათ შუადღეს უკვე გადაცდა.
– ჯანდაბა! – დაიღრიალა ჯეზალმა ნივთების მოგროვებისას.
მებაღემ საქმე შეწყვიტა და მოთამაშეებისკენ მოიხედა, – რა-
ტომ არაფერი მითხარი, ვესტ?
– მე რა, მამაშენი ვარ? – ჰკითხა მაიორმა. კასპამ ჩაიხითხი-
თა.
– ისევ დააგვიანე, – ჯალენჰორმმა ლოყები გამობერა, –
ლორდ-მარშალი ძალიან უკმაყოფილო იქნება!
ჯეზალმა დაშნებს ხელი წაავლო და სასწრაფოდ ბაღის ბო-
ლოსკენ გაიქცა. მაიორი ვესტი აუჩქარებლად დაედევნა.
– ფეხს აუჩქარეთ, რაღას უცდით! – დაუყვირა ჯეზალმა.
– მოვდივარ, კაპიტანო, – უთხრა მაიორმა, – მოგყვებით.
– ჰოპ, ჰოპ, ჯეზალ, ჰოპ, ჰოპ! – დაიყეფა ლორდ-მარშალ ვა-
რუზმა და კაპიტანს ხელზე ჯოხი მისცხო.
– ოოუ, – დაიწკმუტუნა ჯეზალმა და რკინის ძელი ისევ მაღლა
აწია.
– თქვენი ხელი საქმეში მინდა ვიხილო, კაპიტანო! გველივით
სწრაფად უნდა მოძრაობდეს! მინდა თქვენი ხელების სისწრაფემ
თავბრუ დამახვიოს!
ჯეზალმა ჯოჯოხეთურად მძიმე ლითონი რამდენჯერმე
მოუხერხებლად მოიქნია, ნამდვილი ტანჯვა იყო. თითები, მაჯა,
54 მკითხველთა ლიგა
მკლავი, მხარი ტკივილისგან ეწვოდა. კანი მთლიანად დასვე-
ლებოდა, სახეზე ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. მარშალი ვა-
რუზი ჯეზალის საცოდავ მცდელობებს იოლად იგერიებდა.
– ახლა კი დარტყმა! მარცხნიდან!
ჯეზალმა მარცხენა ხელი მოიქნია, მთელი შერჩენილი ძა-
ლით, დიდ სამჭედლოს უროს მოხუცს თავში უმიზნებდა. ამ წყე-
ულ ნივთს საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში მყოფიც კი ძლივს
სწევდა. მარშალი ვარუზი ზანტად გაიწია გვერდზე და მოწინააღ-
მდეგეს ჯოხი სახეში ჩასცხო.
– აუჰ! – დაიყმუვლა ჯეზალმა და უკან გადაქანდა. ურო ხე-
ლიდან გაუვარდა და ფეხზე დაეცა.
– აააააჰ! – რკინის ძელი იატაკზე ხმამაღალი წკრიალით გა-
დავარდა. როცა კაპიტანი ნატკენი ფეხის თითებისკენ დაიხარა,
უკანალზე მწვავე ტკივილი იგრძნო – ვარუზმა ჯოხი უთავაზა.
დარტყმის ხმის ექო მთელ ეზოში გაისმა. ჯეზალი პირქვე გაიშ-
ხლართა.
– საცოდავი სანახაობაა! – დაუყვირა მოხუცმა, – მაიორი
ვესტის წინაშე მარცხვენთ!
მაიორი მათ სკამზე გადაწოლილი ადევნებდა თვალს და მო-
გუდული სიცილისგან ცახცახებდა. ჯეზალი მარშლის იდეალუ-
რად გაპრიალებულ ჩექმებს მიაჩერდა, წამოდგომის არავითა-
რი სურვილი არ ჰქონდა. – ადექით, კაპიტანო ლუთარ! – დაუყ-
ვირა ვარუზმა, – თქვენი თუ არა, ჩემი დრო მაინც არის ძვირფა-
სი!
– კარგი, კარგი! – ჯეზალი გაჭირვებით წამოდგა და გაოფ-
ლილი მწველი მზის სხივების ქვეშ გაიმართა. ადგილზე ირ-
წეოდა და პირით ჰაერს ხარბად ყლაპავდა. ვარუზი მიუახლოვ-
და და დასუნა.
– დღეს უკვე დალევაც მოასწარით? – მომთხოვნი ტონით
ჰკითხა კაპიტანს, ჭაღარა ულვაშები სიბრაზისგან აეჯაგრა, –
55 მკითხველთა ლიგა
ისევე როგორც გუშინ საღამოს, ეჭვგარეშეა! – ჯეზალს პასუხი
არ ჰქონდა, – მაშინ თქვენი თავი ჯანდაბასაც წაუღია! უამრავი
საქმე გვაქვს, კაპიტანო ლუთარ, და მარტო მე ვერაფერს შევ-
ძლებ! ტურნირამდე ოთხი თვე დარჩა. ოთხ თვეში დახელოვნე-
ბულ მოფარიკავედ უნდა გაქციოთ!
ვარუზი პასუხს ელოდა, მაგრამ ჯეზალმა ვერაფერი მოიფიქ-
რა. სინამდვილეში ამ ყველაფერს მხოლოდ მამამისის გასახა-
რებლად აკეთებდა. თუმცა საეჭვო იყო, მოხუცი მეომარი ასეთ
ახსნა-განმარტებას დაეკმაყოფილებინა, ჯეზალს კი კიდევ ერთი
დარტყმის მიღების არავითარი სურვილი არ ჰქონდა.
– აბა? – ვარუზმა ჯეზალს სახეში შეჰყეფა და შეტრიალდა,
ჯოხი ზურგს უკან ეჭირა და ორივე ხელს მაგრად უჭერდა.
– მარშალო ვარ... – დაიწყო ჯეზალმა, მაგრამ სანამ სიტყვას
დაასრულებდა, მოხუცი შემოტრიალდა და ჯოხი პირდაპირ მუ-
ცელში ჩაარტყა.
– აააჰ! – აღმოხდა ჯეზალს და მუხლებზე დაეცა.
– ჩემთვის პატარა გარბენა მოგიწევთ, კაპიტანო.
– ააჰ!
– მოგიწევთ ჯაჭვების კოშკამდე მიირბინოთ. ზემოთაც სირბი-
ლით უნდა ახვიდეთ, პარაპეტამდე. აუცილებლად გავიგებთ, იქ
როდის მიაღწევთ, რადგან მანამდე, მე და მაიორი თავს კვადრა-
ტების თამაშით შევიქცევთ, აქვე, – მოხუცმა ხელი მის უკან
მდგარი ექვსსართულიანი შენობისკენ გაიშვირა, – სახურავი-
დან შესანიშნავი ხედი იშლება. თქვენს დანახვას ჭოგრიტით
შევძლებ, ასე რომ ამჯერად არავითარი თაღლითობა! – და ჯე-
ზალს თავში წამოარტყა.
– ოუ! – წამოიყვირა ჯეზალმა და თავზე ხელი მოისვა.
– კოშკის სახურავზე ახვალთ თუ არა, დაუყონებლივ უკანვე
გამოიქცევით. გამოიქცევით რაც ძალა და ღონე გაქვთ. ამაში
დარწმუნებული ვარ, რადგან თუ თქვენს მოსვლამდე თამაშს
56 მკითხველთა ლიგა
მოვრჩებით, ყველაფრის თავიდან გაკეთება მოგიწევთ, – ჯე-
ზალს გააჟრჟოლა, – მაიორი ვესტი კვადრატების ბრწყინვალე
მოთამაშეა, ასე რომ მის დასამარცხებლად ნახევარი საათი მა-
ინც დამჭირდება. გთავაზობთ, საქმეს ახლავე შეუდგეთ.
ჯეზალი ბარბაცით წამოდგა და ბაღის შორეული თაღისკენ
წყევლა-კრულვის ბუტბუტით წაძუნძულდა.
– ეგეთი სისწრაფე არ გეყოფათ, კაპიტანო, – მიაძახა ვარუზ-
მა. ჯეზალს ფეხები ტყვიასავით დამძიმებოდა, მაგრამ თავს აჩ-
ქარება მაინც აიძულა.
– მუხლები მაღლა! – მხიარულად შესძახა მაიორმა ვესტმა.
ჯეზალი დერეფანში სულელურად მოხითხითე კარისკაცს გას-
ცდა და ფართო ხეივანში აღმოჩნდა. უნივერსიტეტის სუროთი
დაფარულ კედლებს ვარუზისა და ვესტის წყევლით ჩაურბინა,
მძიმედ სუნთქავდა. შემდეგ უფანჯრო დაკითხვების სახლიც უკან
მოიტოვა, რომლის შესასვლელიც მასიური კარით იყო დალუქუ-
ლი. გზად რამდენიმე შეუხედავი კლერკი შეხვდა, რომლებიც
თავიანთ საქმეებზე მიიჩქაროდნენ. შუადღეს აგრიონტში სიწ-
ყნარე სუფევდა ხოლმე და პარკში მიღწევამდე ჯეზალს საინტე-
რესო არაფერი შეუნიშნავს.
ტბასთან ახლოს, ტირიფის ჩრდილში სამი მოდურად ჩაცმუ-
ლი ახალგაზრდა ქალი იჯდა. თან მოხუცი აღმზრდელი ახლდათ.
ჯეზალმა ნაბიჯს მყისვე აუჩქარა და ტანჯული გამომეტყველება
უდარდელი ღიმილით შეცვალა.
– ქალბატონებო, – მიესალმა კაპიტანი და ჩაუქროლა.
ზურგს უკან მათი ხითხითი მოესმა და საკუთარ თავს უხმოდ
მიულოცა. თუმცა ქალების მხედველობის არედან გაქრა თუ
არა, სიჩქარეს ორჯერ მოუკლო.
– წყეულიმც იყავ, ვარუზ, – ჩაილაპარაკა თავისთვის და მე-
ფეთა ხეივანში თითქმის სიარულზე გადავიდა, მაგრამ იძულე-
ბული გახდა ისევ აჩქარებულიყო: მისგან ოციოდ ნაბიჯში, თავის
57 მკითხველთა ლიგა
უზარმაზარი, ჭრელა-ჭრულა ამალის თანხლებით კრონპრინცი1
ლადისლა იდგა.
– კაპიტანო ლუთარ! – დაუყვირა მისმა უდიდებულესობამ.
აუარება ოქროს ღილები მზეზე უბრჭყვიალებდა, – ირბინეთ,
რაც ძალი და ღონე გაქვთ! ტურნირში თქვენს გამარჯვებაზე
ათას მარკას ჩამოვედი.
ჯეზალმა სანდო წყაროებისგან იცოდა, რომ პრინცი ორი
ათას მარკას ბრემერ დან გორსტის გამარჯვებაზე ჩავიდა, მაგ-
რამ, რამდენადაც სირბილი საშუალებას აძლევდა, თავი მდაბ-
ლად დაუკრა. პრინცის მსახურებმა ხმამაღალი შეძახილებით
გაამხნევეს.
– უბადრუკი იდიოტები! – ჩაიდუდუნა ჯეზალმა ცხვირში, თუმ-
ცა სულაც არ იქნებოდა წინააღმდეგი, ერთ-ერთი მათგანი გამ-
ხდარიყო.
ჯეზალისგან მარჯვნივ მეფეთ მეფეების უზარმაზარი ქანდაკე-
ბები იდგა, რომლებიც ქვეყანას ექვსასი წლის მანძილზე მარ-
თავდნენ, მარცხნივ კი – მათი ერთგული ვასალების მომცრო
სკულპტურები. სანამ მარშლების მოედნამდე მიაღწევდა, მო-
სახვევში დიადი მაგის, ბაიაზის ქანდაკება შეხვდა. ჯეზალმა ჯა-
დოქარს თავი დაუკრა, მაგრამ მაგმა, როგორც ყოველთვის, მო-
ღუშული და უკმაყოფილო გამომეტყველებით უპასუხა. შთამბეჭ-
დავი ქანდაკება მოწიწებას და რიდს იწვევდა, თუმცა მტრედების
განავალს ოდნავ შეელახა მაგის ქვის ლოყები.
მოედანზე თითქმის არავინ იყო, რადგან ახლა ღია საბჭო
მიმდინარეობდა. ასე რომ, ჯეზალს საბრძოლო ბანაკის კარიბ-
ჭემდე მისვლა აუჩქარებლად შეეძლო. ჩასკვნილმა სერჟანტმა
კაპიტანს თავი დაუკრა. ჯეზალი დაფიქრდა, სერჟანტი ჩემი
ასეულიდან ხომ არ არისო – ბოლოს და ბოლოს, ყველა რიგითი

1
გერმანიის იმპერიის ტახტის მემკვიდრე პრინცის ტიტული 1918 წელს მო-
ნარქიის დამხობამდე.
58 მკითხველთა ლიგა
ჯარისკაცი ხომ ერთმანეთს ჰგავს. მისალმება არ შეიმჩნია და
მაღალ თეთრ შენობებს შორის განაგრძო სირბილი.
– შესანიშნავია! – ამოიგმინა ჯეზალმა. ჯაჭვების კოშკის კარ-
თან ჯალენჰორმი და კასპა ისხდნენ, ჩიბუხს აბოლებდნენ და
იცინოდნენ. ნაბიჭვრები ალბათ მიხვდნენ, რომ ჯეზალი აქეთ გა-
მოიქცეოდა.
– ღირსებასა და დიდებას გაუმარჯოს! – დაიღრიალა კასპამ,
როცა ჯეზალმა ჩაურბინა და ქარქაშში ხმალი ააჟღარუნა, –
ლორდ-მარშალს არ ალოდინო! – მიაძახა და კაპიტანმა ზურგს
უკან ჯალენჰორმის აღფრთოვანებული ღრიალი გაიგონა.
– უბადრუკი იდიოტები! – ქოშინებდა ჯეზალი. მძიმე კარი
მხრით შეაღო. ხვეულ, ციცაბო კიბეზე მორბენალს გული ამო-
ვარდნაზე ჰქონდა. ეს აგრიონტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი
კოშკი იყო. კაპიტანს ორას ოთხმოცდათერთმეტი საფეხური უნ-
და გაევლო. „წყეული საფეხურები!“ – იწყევლებოდა გულში.
როცა მეასეს მიაღწია, ფეხებზე უკვე ლამის ცეცხლი ეკიდა და
მკერდი მძიმედ უთამაშებდა. მეორასე საფეხურზე კინაღამ სული
გააფრთხო. დარჩენილი გზა სიარულით გაიარა. ყოველი ნაბიჯი
საშინელი ტანჯვის ფასად უჯდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა,
კოშკურიდან სახურავზე გააღწია და მოაჯირს დაეყრდნო. თვა-
ლები მოულოდნელად შეფეთებულმა დამაბრმავებელმა მზის
სხივებმა მოსჭრა.
ქვემოთ, სამხრეთით, ქალაქი გადაშლილიყო: მოელვარე ყუ-
რემდე გაფენილი თეთრი სახლების უსასრულო ხალიჩა. საპი-
რისპირო მხარეს აგრიონტის ხედი კიდევ უფრო შთამბეჭდავი
ხდებოდა: უთვალავი დიდებული შენობის უზარმაზარი წყება
მწვანე ხეებსა და ბაღებში ჩაფლულიყო, გარს განიერი თხრილი
და მაღალი გალავანი ერტყა. მასზე ასობით კოშკი თავს მედი-
დურად იწონებდა. მეფეთა ხეივანი ცენტრს შუაზე კვეთდა და
ლორდთა წრისკენ მიემართებოდა. ბრინჯაოს გუმბათი მზის სხი-
59 მკითხველთა ლიგა
ვებზე კიაფობდა. უკან უნივერსიტეტის მაღალი შპილები ამოზ-
რდილიყო, მათ მიღმა კი შემოქმედის სახლის დიადი, შიშისმომ-
გვრელი სილუეტი მოჩანდა – სხვა შენობების თავზე შავ მთასა-
ვით აღმართულიყო და გრძელ ჩრდილში ხვევდა.
ჯეზალს მოეჩვენა, რომ შორს მარშალ ვარუზის ჭოგრიტის
ელვარება დაინახა. ისევ შეიგინა და კიბისკენ შეტრიალდა.
ჯეზალს გულზე მოეშვა, როცა სახურავამდე მიაღწია და მაგი-
დაზე შემორჩენილი რამდენიმე თეთრი ფიგურა დაინახა.
მარშალმა ვარუზმა კაპიტანს შეუბღვირა.
– ძალიან გაგიმართლათ. მაიორი თავს განსაკუთრებულად
კარგად იცავდა, – ვესტი გაიბადრა, – როგორც ჩანს, მისი გუ-
ლის მოგება მოახერხეთ, მაგრამ ჩემი პატივისცემის მოსაპოვებ-
ლად კიდევ მოგიწევთ ბრძოლა.
ჯეზალი მოიხარა და ხელებით მუხლებს დაეყრდნო, მძიმედ
სუნთქავდა. ოფლის წვეთები იატაკზე ეცემოდა. ვარუზმა მაგი-
დიდან გრძელი იარაღების ბუდე აიღო და ჯეზალს ცხვირწინ
გაუშალა.
– თქვენი შესაძლებლობები გვანახეთ, – კაპიტანმა მარცხენა
ხელში მოკლე, მარჯვენაში კი გრძელი მახვილი აიღო. მძიმე
რკინის ძელის შემდეგ იარაღები ბუმბულივით მსუბუქი მოეჩვე-
ნა. მარშალმა ვარუზმა უკან ერთი ნაბიჯით დაიხია და ბრძანა:
– დაიწყეთ!
ჯეზალი საწყის პოზიციაში ერთი ნახტომით ჩადგა – მარჯვენა
ხელი წინ გაიშვირა, მარცხენა – წელზე მიიკრო. ხმლები ჰაერს
სტვენით აპობდა და შუადღის მზეზე ელავდა, როცა ჯეზალი პო-
ზიციებს კარგად დამუშავებული ოსტატობით იცვლიდა.
ბოლოს შეჩერდა და იარაღები ძირს დაუშვა.
ვარუზმა თავი დაუქნია.
– კაპიტანს სწრაფი ხელები აქვს, ასე არ არის?

60 მკითხველთა ლიგა
– შესანიშნავია, – თქვა მაიორმა ვესტმა და ფართოდ გაიღი-
მა, – ჯანდაბა, იმაზე გაცილებით უკეთესია, ვიდრე მე ვყოფილ-
ვარ ოდესმე.
თუმცა ლორდ-მარშალი ნაკლებად აღფრთოვანებული ჩან-
და.
– მესამე პოზიციაში მუხლები მეტისმეტად მოხრილი გაქვთ,
მეოთხეში კი ხელი უფრო შორს უნდა გააწვდინოთ. სხვა
მხრივ... – ვარუზი შეყოვნდა, – შეიძლება ითქვას... დამაკმაყო-
ფილებელია.
ჯეზალმა შვებით ამოისუნთქა. ეს ძალიან კარგი შეფასება
იყო.
– ჰა! – მოხუცმა მოულოდნელად დაიყვირა და ნეკნებში
იარაღის ბუდის ბოლო ჩასცხო. ჯეზალი იატაკს დაენარცხა, სუ-
ლი შეეკრა და სუნთქვა გაუჭირდა – აი, თქვენს რეფლექსებს კი
გავარჯიშება ისევ აკლია, კაპიტანო. ყოველთვის მზადყოფნაში
უნდა იყოთ. ყოველთვის! ჯანდაბა, თუ ხელში იარაღი გიჭირავთ,
ძირს არ უნდა დაუშვათ!
– დიახ, სერ! – ამოიჩხავლა ჯეზალმა.
– თქვენი გამძლეობა კი სამარცხვინოა. შეხედეთ საკუთარ
თავს, კობრივით სველი ხართ! სანდო წყაროებიდან ვიცი, ბრე-
მერ დან გორსტი დღეში ათ მილს გარბის და წვეთ ოფლსაც არ
ღვრის! – მარშალი ვარუზი ჯეზალისკენ დაიხარა, – ამ დღიდან
თქვენც ყოველდღე იმავეს იზამთ. დიახ, დიახ! აგრიონტის კედ-
ლებს ყოველ დილას, ექვს საათზე შემოურბენთ, შემდეგ კი ერ-
თი საათი მაიორ ვესტთან იფარიკავებთ. მან პატივი დაგვდო და
თქვენს პარტნიორობას დიდსულოვნად დასთანხმდა. დარწმუ-
ნებული ვარ, თქვენს ტექნიკაში ყველა ხარვეზს აღმოფხვრის.
ჯეზალი დაიჭყანა და მტკივან ნეკნებზე ხელი მოისვა.
– რაც შეეხება ქეიფსა და დროსტარებას, მოვითხოვ დაუყო-
ნებლივ შეწყვიტოთ! გართობის მომხრე მეც ვარ, მაგრამ ყველა-
61 მკითხველთა ლიგა
ფერს თავისი დრო აქვს. ზეიმის საშუალება ტურნირის მერეც
გექნებათ, თუ, რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის საკმარისი მონ-
დომებით იშრომებთ. მანამდე კი ცხოვრების ჯანსაღი წესი – აი,
რა გვჭირდება! ჩემი გესმით, კაპიტანო ლუთარ? – მარშალი ვა-
რუზი მისკენ კიდევ უფრო ახლოს გადაიხარა და ყოველი სიტყვა
ზედმიწევნით მკაფიოდ გამოთქვა, – ცხოვრების ჯანსაღი წესი!
– დიახ, მარშალო ვარუზ! – ჩაიბურტყუნა ჯეზალმა.
ექვსი საათის შემდეგ ღორივით გაილეშა. გიჟივით იცინოდა
და თავში ყველაფერი უტრიალებდა. ქუჩაში გასვლისას სახეში
სუსხიანი ჰაერი ეძგერა, ღარიბული პატარა სახლები თითქოს
მიწაზე დაცურავდნენ, ცუდად განათებული ქუჩა ჩასაძირად გან-
წირული გემივით ირწეოდა. გულისრევის შეტევას მამაცურად
გაუმკლავდა. წინ დიდი ნაბიჯი გადადგა და კარისკენ სახით
მოტრიალდა. ჯეზალს კაშკაშა სინათლე, ხმამაღალი სიცილი და
ყვირილი შემოეხვია. ტავერნიდან ვიღაცის სხეული გამოფრინ-
და და პირდაპირ მკერდში ეძგერა. ლუთარი ფიგურას განწირუ-
ლი ჩაებღაუჭა და მიწაზე მძიმედ დაეხეთქა.
რამდენიმე წამით ირგვლივ ყველაფერი გაშავდა, შემდეგ ჯე-
ზალმა საკუთარი თავი ტალახში გაშხლართული აღმოაჩინა,
მასზე კი კასპა გაშოტილიყო.
– ჯანდაბა! – დაიხრიალა ჯეზალმა. ენა ებმოდა და არაფრით
ემორჩილებოდა. მოხითხითე ლეიტენანტი იდაყვის კვრით
მოიცილა, მუცელზე გადატრიალდა და ფეხზე წამოხტა. ქუჩას-
თან ერთად თვითონაც წინ და უკან ირწეოდა. კასპა ტალახში
ზურგზე გართხმულიყო და ხარხარით იხრჩობოდა. იაფფასიანი
სასმლისა და მჟავე თამბაქოს სუნად ყარდა. ჯეზალმა უნიფორ-
მიდან ტალახის ჩამოწმენდა უხეიროდ სცადა. გულზე დაჩნეულ
დიდ, სველ ლაქას ლუდის სუნი ასდიოდა, – ჯანდაბა! – ჩაიბლუ-
კუნა ჯეზალმა, – ეს როდის მოასწრეს?

62 მკითხველთა ლიგა
ქუჩის მეორე ბოლოდან ყვირილის ხმა მოესმა. ერთმანეთს
ორი მამაკაცი ჩასჭიდებოდა. ჯეზალმა თვალები მოჭუტა, ცდი-
ლობდა სიბნელეში რამე გაერჩია. ვეება კაცს კარგად ჩაცმული
ახალგაზრდა ყმაწვილი დაეჭირა და ცდილობდა, მისთვის ხელე-
ბი ზურგს უკან შეებოჭა. შემდეგ თავზე ტომრისმაგვარი რაღაც
ჩამოაცვა. ჯეზალმა თვალები მოიფშვნიტა: ყველაზე წყნარ
რაიონში არ იმყოფებოდა, მაგრამ ეს უკვე ყოველგვარ საზ-
ღვარს სცდებოდა.
ტავერნის კარი ხმაურით გაიღო და იქედან ვესტი და ჯანელ-
ჰორმი გამოვიდნენ. გალეშილები ვიღაცის დაზე საუბრობდნენ.
მკვეთრმა შუქმა ქუჩა გადაჭრა და მოჩხუბრები კარგად გაანათა.
ზორბა კაცს მთლიანად შავები ეცვა, სახის ქვედა ნაწილს კი
ნიღაბი უფარავდა. თმა, წარბები და კანი რძესავით თეთრი
ჰქონდა. ჯეზალი თეთრ ეშმაკს მიაჩერდა და მანაც მოჭუტული
ვარდისფერი თვალების მრისხანე მზერით უპასუხა.
– მიშველეთ! – ყვიროდა ახალგაზრდა ტომრიდან. ხმა შიშის-
გან უთრთოდა, – მიშველეთ! მე...
თეთრმა გოლიათმა მუშტი მუცელში ჩასცხო და ახალგაზრდა
ხვნეშით ჩაიკეცა.
– ეი, შენ! – დაუყვირა ვესტმა.
ამასობაში ჯალენჰორმი ქუჩაზე გადასულიყო.
– რა ხდება? – კასპა იდაყვებს დაეყრდნო და წამოიწია.
ჯეზალს გონება არეული ჰქონდა, მაგრამ მისი ფეხები ჯალენ-
ჰორმს თავისით დაედევნა. გული საშინლად ერეოდა. ვესტიც
ფეხდაფეხ მოჰყვებოდა. თეთრი აჩრდილი წელში გაიმართა და
ტყვეს გადაეფარა. ჩრდილებიდან კიდევ ერთი კაცი გამოვიდა,
მაღალი, გამხდარი. ისიც შავებით შემოსილიყო და სახეს ნიღა-
ბი უფარავდა. გრძელი და გაზეპილი თმა ჰქონდა. შავხელთათ-
მნიანი ხელი მაღლა აწია.

63 მკითხველთა ლიგა
– ბატონებო! – წვრილი ხმა და უხეში აქცენტი ნიღბიდან მო-
გუდულად ისმოდა, – ბატონებო, გთხოვთ, ჩვენ აქ მეფის საქმეს
ვასრულებთ.
– მეფე საქმეებს დღის შუქზე აკეთებს! – დაიღრიალა ჯალენ-
ჰორმმა.
ღიმილმა უცნობის ნიღაბი ოდნავ მოჭმუჭნა.
– ამიტომაც ღამის საქმეებისთვის ჩვენ ვჭირდებით, ხომ ასეა,
მეგობარო?
– ეს კაცი ვინ არის? – ვესტმა ტყვეზე ანიშნა.
პატიმარმა ისევ გაიბრძოლა.
– მე სეპ დან... ოოოჰ! – თეთრმა მონსტრმა სახეში მუშტი
უთავაზა და ხმა ჩააგდებინა. კაცი გზაზე უგონოდ დაეცა.
ჯალენჰორმმა ხმლის ტარს ხელი კბილების ღრჭიალით
დაადო თუ არა, თეთრი აჩრდილი საშინელი სისწრაფით დაიძრა
მისკენ. ახლოდან კიდევ უფრო ზორბა, უცნაური და საშიში ჩან-
და. ჯალენჰორმმა უნებურად უკან დაიხია, ფეხი რაღაცას წამოჰ-
კრა და ზურგზე გაიშხლართა. ჯეზალს თავში თითქოს ჩაქუჩები
ურტყამდა.
– სდექ! – დაიღმუვლა ვესტმა. ქარქაშიდან ხმალი სუსტი
ჟღარუნით ამოაძრო.
– სააააააჰ! – დაისისინა მონსტრმა და მუშტები უზარმაზარი
თეთრი ლოდებივით აღმართა.
– აუჰ! – ტომრიდან ტყვის კვნესა გაისმა.
ჯეზალს გული ყელში მოაწვა. გამხდარ კაცს გახედა. უცნობს
თვალები ეშმაკურად უელავდა.
ასეთ დროს ღიმილი ვის გაუგია? ჯეზალმა გაკვირვებით აღ-
მოაჩინა, რომ მოწინააღმდეგეს ხელში გრძელი, მახინჯი დანა
ეჭირა. საიდან გამოაძრო? გალეშილმა ჯეზალმა თავისი ხმლის
ძიებაში ხელების ააფათურა. – მაიორო ვესტ! – მოესმათ ხმა
ბნელი ქუჩიდან. ჯეზალი შედგა, დაბნეულმა ქარქაშიდან ამოსა-
64 მკითხველთა ლიგა
ღებად გამზადებული ხმალი შუა გზაზე შეაჩერა. ტალახში მოს-
ვრილი ჯალენჰორმი ფეხზე წამოდგა და ხმალი აღმართა. უფე-
რული მონსტრი კი თვალის დაუხამხამებლად მისჩერებოდა და
ფეხს არ იცვლიდა.
– მაიორო ვესტ! – გაიმეორა ხმამ რაღაცის კაკუნის ფონზე.
ვესტმა ფერი დაკარგა. სიბნელიდან კოჭლობით მომავალი ფი-
გურა გამოჩნდა. ხელჯოხს ჭუჭყიან მიწაზე აკაკუნებდა, სახის ზე-
და ნაწილს ფართო, ფარფლებიანი ქუდი უჩრდილავდა, მაგრამ
პირზე მოთამაშე უცნაური ღიმილი კარგად უჩანდა. ჯეზალმა შე-
ამჩნია, რომ წინა ოთხი კბილი აკლდა და გულისრევა იგრძნო.
ბოლოს, როგორც იქნა კაცმა მათთან მოაღწია, მოღერებულ
ხმლებს ყურადღება არ მიაქცია და თავისუფალი ხელი ვესტს
გაუწოდა.
მაიორმა ხმალი ქარქაშში ნელა ჩააბრუნა, უცნობს ხელი
გაუწოდა და სუსტად ჩამოართვა.
– პოლკოვნიკო გლოკტა? – ჰკითხა ჩახლეჩილი ხმით.
– თქვენი უმორჩილესი მსახური, თუმცა, მეომრებს აღარ მი-
ვეკუთვნები. ახლა მე მეფის ინკვიზიციაში ვარ, – ხელი ნელა
აწია და ქუდი მოიხადა. მკვდარივით გაფითრებული სახე
მთლიანად დანაოჭებოდა, ჭაღარა თმა მოკლედ შეეჭრა. ჩაშავე-
ბული თვალები ციებიანივით უელავდა. ამოვარდნილი მარცხე-
ნა თვალი შესამჩნევად დავიწროებოდა და ჩამდგარი წყალი სი-
ნათლეზე უბრწყინავდა.
– ესენი კი ჩემი დამხმარეები არიან: შეგირდი სევერარდი, –
გამხდარმა კაცმა თავი ცინიკურად დაუკრა, – და შეგირდი
ფროსტი.
თეთრმა მონსტრმა ტყვე ფეხზე ცალი ხელით წამოაგდო.
– მოიცა, – ჯალენჰორმმა ფროსტისკენ ნაბიჯი გადადგა, მაგ-
რამ ინკვიზიტორის ხელმა ნაზად შეაჩერა.

65 მკითხველთა ლიგა
– ეს კაცი მისი უდიდებულესობის ინკვიზიციის პატიმარია,
ლეიტენანტო ჯალენჰორმ, – საკუთარი სახელის გაგონებაზე
ვეება ლეიტენანტი შეყოვნდა, – მესმის, რომ მხოლოდ კეთილი
ზრახვები გამოძრავებთ, მაგრამ ეს კაცი დამნაშავეა, მოღალა-
ტე. მისი დაპატიმრების ორდერი მაქვს, პირადად არქილექტო-
რი სულტის ხელმოწერით. მერწმუნეთ, თქვენს დროსა და ენერ-
გიას სრულიად არ იმსახურებს.
ჯალენჰორმი მოიღუშა და შეგირდ ფროსტს ზიზღით გახედა.
უფერულმა ეშმაკმა არაფერი შეიმჩნია, თითქოს ქვის ქანდაკება
ყოფილიყო. ტყვე მხარზე საოცარი სიმსუბუქით შემოიგდო და
ქუჩას გაუყვა. იმ შეგირდმა კი, რომელსაც სევერარდი ერქვა,
თვალებით გაიღიმა, დანა შეინახა, ჯარისკაცებს თავი კიდევ ერ-
თხელ დაუკრა და თანმხლებს აუჩქარებლად, სტვენა-სტვენით
აედევნა.
ინკვიზიტორს მარჯვენა თვალი აუთამაშდა და ლოყაზე ცრემ-
ლები ჩამოეღვარა, ხელის ზურგით ფრთხილად მოიწმინდა.
– გთხოვთ მაპატიოთ, მართლა. გაგონილა, კაცი საკუთარ
თვალებს ვერ აკონტროლებდეს? წყეულიმც იყოს! ხანდახან
ვფიქრობ, საერთოდ ამოვიგლიჯო და სახვევი ვატარო.
ჯეზალმა გულისრევა ძლივს შეიკავა.
– რამდენი ხანი გავიდა, ვესტ? შვიდი? რვა?
– ცხრა, – მაიორს საფეთქელზე ძარღვი გამალებით უცემდა.
– წარმოგიდგენია? ცხრა წელიწადი. დაუჯერებელია! თით-
ქოს გუშინ იყო. ბოლოს ერთმანეთი ქედზე არ ვნახეთ?
– დიახ, ქედზე.
– ნუ ღელავთ, ვესტ. თქვენ არაფერში გადანაშაულებთ, –
გლოკტამ მაიორს მხარზე ხელი მეგობრულად მოუთათუნა, –
ყოველ შემთხვევაში, მაგაში არა. მახსოვს, ჩემს გადარწმუნებას
როგორ ცდილობდით. გურკჰულში საკმარისი დრო მქონდა მო-
საფიქრებლად. ძალიან, ძალიან ბევრი დრო მქონდა. ყოველ-
66 მკითხველთა ლიგა
თვის კარგი მეგობარი იყავით. ახლა კი ახალგაზრდა კოლლემ
ვესტი მეფის დაცვის მაიორია! წარმოგიდგენიათ?
ჯეზალს წარმოდგენა არ ჰქონდა, რაზე საუბრობდნენ. უნდო-
და გული აერია და შემდეგ დაეძინა. ინკვიზიტორი მისკენ ღიმი-
ლით შემობრუნდა და უკბილო ნაპრალი ისევ გამოაჩინა.
– ეს კი კაპიტანი ლუთარი უნდა იყოს, მომავალი ტურნირის
ერთ-ერთი იმედისმომცემი მონაწილე. მარშალი ვარუზი მკაცრი
მასწავლებელია, ხომ ასეა? – გლოკტამ ხელჯოხი ჯეზალისკენ
სუსტად გაიქნია, – ჰოპ, ჰოპ, არა, კაპიტანო? ჰოპ, ჰოპ!
ჯეზალს ნაღველი მოაწვა. ხველა აუტყდა და ფეხებს განწი-
რულმა დახედა. მხოლოდ ის უნდოდა, რომ სამყაროს ტრიალი
შეეწყვიტა. ინკვიზიტორმა მზერა ყველას სათითაოდ მოავლო:
ვესტს ფერი დაჰკარგოდა; მოღუშული, ტალახში ამოთხვრილი
ჯალენჰორმი ხმაჩავარდნილი იდგა; კასპა ისევ მიწაზე იჯდა.
ხმას ვერც ერთი მათგანი იღებდა.
გლოკტამ ხმა ჩაიწმინდა:
– აბა, მოვალეობა გვიხმობს, – და წინ მდგომებს თავი მოუქ-
ნელად დაუკრა, – მაგრამ ვიმედოვნებ, მალე ისევ შევხვდებით.
ძალიან მალე.
ჯეზალს კი იმედი ჰქონდა, რომ ამ კაცს აღარასოდეს ნახავდა.
– იქნებ როგორმე ფარიკაობა გაგვეხსენებინა? – ჩაილუღ-
ლუღა ბოლოს მაიორმა ვესტმა.
გლოკტამ გულიანად გაიცინა.
– ოო, დიდი სიამოვნებით, ვესტ, მაგრამ ამ ბოლო დროს, ცო-
ტა არ იყოს, კოჭლობა დამჩემდა. თუ გავარჯიშება გინდათ, დარ-
წმუნებული ვარ, ჩემი შეგირდი ფროსტი პატივს დაგდებთ და და-
გეხმარებათ, – და მზერა ჯალენჰორმზე გადაიტანა, – თუმცა, უნ-
და გაგაფრთხილოთ: ჯენტლმენივით არ იბრძვის. ყველას სა-
სიამოვნო საღამოს გისურვებთ, – ქუდი ისევ დაიხურა, ნელა
შეტრიალდა და ბინძურ ქუჩაში კოჭლობით წაფრატუნდა.
67 მკითხველთა ლიგა
სამი ოფიცერი ინკვიზიტორს დიდხანს მისჩერებოდა უხმოდ,
სანამ, როგორც იქნა, კასპამ არ იკითხა:
– ეს ყველაფერი რას ნიშნავს?
– არაფერს, – კბილებში გამოცრა ვესტმა, – აჯობებს ეს სა-
ღამო დავივიწყოთ.

68 მკითხველთა ლიგა
კბილები და თითები
„დრო ცოტა გვაქვს, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ“.
გლოკტამ სევერარდს ანიშნა, მან საპასუხოდ გაუღიმა და სეპ
დან ტოიფელს თავიდან ტომარა მოაშორა.
სამეფო მონეტების ოსტატი ღონიერი მამაკაცი აღმოჩნდა,
შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. სახეზე სისხლჩაქცევები უკვე
ეტყობოდა.
– რას ნიშნავს ეს ყველაფერი? – აღშფოთებულმა მედიდუ-
რად დაიღრიალა, – იცით მაინც, ვინ ვარ?
გლოკტამ ჩაიფრუტუნა:
– რა თქმა უნდა, ვიცით, ვინც ბრძანდებით. თქვენი აზრით,
ქუჩაში ხალხს ისე ვაპატიმრებთ, რომ მათი ვინაობაც არ ვიცით?
– მე სამეფო მონეტების ოსტატი ვარ! – დაიყვირა ტყვემ და
ბორკილების მოშორება სცადა. შეგირდ ფროსტს გულზე ხელე-
ბი დაეკრიბა და გულგრილად მისჩერებოდა. ინსტრუმენტები უკ-
ვე მაყალზე ეწყო და ბაც ნარინჯისფერ ალს ირეკლავდა, – რო-
გორ ბედავთ...
– თუ წამდაუწუმ გამაწყვეტინებთ, საუბარს ვერ გავაგრძე-
ლებთ! – იყვირა გლოკტამ. ფროსტმა ტოიფელს წვივში მწარედ
ჩასცხო და ისიც ტკივილისგან აყვირდა, – ბრალდებულმა
აღიარებაზე ხელის მოწერა ბორკილებით როგორ უნდა
მოახერხოს? ახლავე გაუთავისუფლეთ ხელები.
სანამ ალბინოსი ტყვეს ბორკილებს ხსნიდა, ტოიფელი შეშ-
ფოთებით იყურებოდა ირგვლივ. შემდეგ ყასბის დიდი დანა
დაინახა. იდეალურად გალესილი იარაღი ლამპის შუქზე სარკე-
სავით ბზინავდა. „ხომ ლამაზია? სიამოვნებით აიღებდი ხელში
და თავს წამაგდებინებდი, არა, ტოიფელ?“ – ფიქრობდა გლოკ-
ტა. შეიძლება ითქვას, გლოკტას ამის იმედიც ჰქონდა. პატიმრის

69 მკითხველთა ლიგა
მარჯვენა ხელი იარაღისკენ თითქოს უნებურად მიიწევდა, მაგ-
რამ საბოლოოდ, აღიარების ფურცელს სწვდა და მოიშორა.
– აჰ, – ჩაილაპარაკა გლოკტამ, – ბატონი სამეფო მონეტების
ოსტატი თურმე მემარჯვენე ყოფილა.
– სამეფო მონეტების ოსტატი მემარჯვენე ყოფილა, – სევე-
რარდმა ინკვიზიტორის სიტყვები ტყვეს ყურთან წაუსისინა.
ტოიფელს თვალები დაუვიწროვდა.
– ვიცი, ვინც ხართ, გლოკტა, ხომ ასეა? გურკჰულში ტყვედ
ჩავარდით და გაწამეს. სანდ დან გლოკტა, ხომ მართალი ვარ?
დიდი შეცდომა დაუშვით, ძალიან დიდი! როცა ამას უმაღლესი
მსაჯული მაროვია შეიტყობს...
გლოკტა წამოხტა და სკამი ქვის ფილებზე გარახუნდა. მარ-
ცხენა ფეხის ტკივილმა კინაღამ აგონიაში ჩააგდო, მაგრამ ამის-
თვის ყურადღება არ მიუქცევია.
– ამას ხედავ? – წაისისინა და პირი ფართოდ გააღო, რათა
თავზარდაცემულ ტყვეს კბილები კარგად დაენახა. ან, რაც მათ-
გან დარჩა, – ხედავ? მითხარი, ხედავ? სადაც ზედა კბილები და-
მაძრეს, მათ ქვემოთ ხელი არაფერზე უხლიათ; სადაც ქვედები
დამაძრეს – ზემოთები დატოვეს. მთელ პირში. ხედავ? – გლოკ-
ტამ თითები პირში ჩაიდო და ლოყები გაიწელა, ტოიფელს მისი
კბილების დათვალიერება უკეთ რომ შეძლებოდა, – ეს პატარა
ქვის სატეხით გააკეთეს. ყოველდღე პატარა ნატეხს მამტვრევ-
დნენ. ეს ყველაფერი რამდენიმე თვე გრძელდებოდა, – გლოკტა
სკამზე გაჭირვებით დაჯდა, შემდეგ კი ფართოდ გაიღიმა.
– საუცხოო ნამუშევარია, ხომ? ირონიაც ამას ჰქვია! დაუტო-
ვო ადამიანს კბილების ნახევარი ისე, რომ ყველა მათგანი გა-
მოუსადეგარი იყოს! ახლა მხოლოდ წვნიანების ჭამა შემიძლია.
სამეფო მონეტების ოსტატს ნერწყვის გადაყლაპვა გაუჭირდა.
გლოკტა გარკვევით ხედავდა მის კისერზე მოძრავ ოფლის
წვეთს.
70 მკითხველთა ლიგა
– კბილები მხოლოდ დასაწყისი იყო. ახლა მოფსმა ქალივით
დამჯდარს მიწევს, წარმოგიდგენია? ოცდათხუთმეტი წლის ვარ
და დამოუკიდებლად საწოლიდან ადგომაც კი არ შემიძლია! –
ისევ სკამზე გადაწვა, ფეხი გაშალა და ტკივილისგან სახე დაეღ-
მიჭა, – ყოველი მომდევნო დღე ჩემთვის პატარა ჯოჯოხეთია.
ყოველი დღე! და შენ სერიოზულად გგონია, რომ შემაშინებ?
გლოკტა ერთხანს ყურადღებით ათვალიერებდა ტყვეს. „წე-
ღანდელივით თავდაჯერებული აღარაა“.
– აღიარებას ხელი მოაწერე, – წასჩურჩულა ინკვიზიტორმა,
– გემში ჩაგსვამთ, ანგლანდში გაგიშვებთ და ამაღამ ძილისთვი-
საც დაგვრჩება დრო.
ტოიფელს სახე თითქმის შეგირდი ფროსტივით გაუთეთრდა,
მაგრამ არაფერი უთქვამს. „მალე არქილექტორი მოვა. სავა-
რაუდოდ, უკვე გზაშია. თუ მის მოსვლამდე აღიარება არ მექნე-
ბა... მაშინ ანგლანდში ყველა ერთად გავემგზავრებით. უკეთეს
შემთხვევაში“. გლოკტამ ხელჯოხი აიღო და წამოდგა.
– საკუთარ თავს ნამდვილ ოსტატად მივიჩნევ, მაგრამ ოსტა-
ტობა დროს მოითხოვს. დრო კი ბლომად გავფლანგეთ – ნახე-
ვარი საღამო ქალაქის ბორდელებში გეძებდით. საბედნიეროდ,
შეგირდ ფროსტს კარგი ყნოსვა და ორიენტაციის შესანიშნავი
უნარი აქვს. ტუალეტში დამალულ ვირთხასაც მიაგნებს ყნოს-
ვით.
– ტუალეტში დამალულ ვირთხას, – ექოსავით გაიმეორა სე-
ვერარდმა. თვალებში გავარვარებული მაყალის ნარინჯისფერი
მხურვალება უბრწყინავდა.
– ძალიან დაძაბული გრაფიკი გვაქვს, ამიტომ მიკიბ-
მოკიბვის გარეშე გეტყვი: აღიარებას ხელს ათ წუთში მოაწერ.
– არასოდეს! – ჩაიფრუტუნა ტოიფელმა და ხელები გულზე
დაიწყო.

71 მკითხველთა ლიგა
– გააკავეთ, – ფროსტმა ტყვე უკნიდან შებოჭა და მარჯვენა
ხელი ზურგს უკან დაუჭირა. სევერარდმა ტოიფელს მარცხენა
ხელი მაჯაში ჩასჭიდა, თითები გაუშალა და მაგიდის დახეთქილ
ზედაპირზე დაადებინა. გლოკტა უზარმაზარი დანის პრიალა
ტარს სწვდა და თავისკენ გააცურა, გზად ხის ზედაპირს კაწრავ-
და. თან ტოიფელის ხელს ათვალიერებდა. „რა საუცხოო ფრჩხი-
ლები აქვს. როგორი გრძელი და პრიალა. ასეთი ფრჩხილებით
მაღაროში მუშაობა გაუჭირდება“. გლოკტამ დანა აღმართა.
– შეჩერდით! – დაიყვირა ტყვემ.
ბახ! მძიმე დანამ ტოიფელს შუათითზე ფრჩხილი წააცალა და
მაგიდას მაგრად ჩაერჭო. ტყვეს სუნთქვა აუჩქარდა, შუბლზე
ოფლი უბრწყინავდა. „ახლა გამოჩნდება, სინამდვილეში როგო-
რიც ხარ“.
– ვფიქრობ, საქმის არსს უკვე ჩაწვდი, – უთხრა გლოკტამ, –
იცი, ასე ერთ კაპრალს აწამებდნენ, ტყვედ ჩემთან ერთად ჩა-
ვარდა. ყოველდღე ცოტ-ცოტა ხორცს აჭრიდნენ. ძლიერი კაცი
იყო, ძალიან ძლიერი. იდაყვს აცდნენ, სანამ მოკვდებოდა, –
გლოკტამ დანა ისევ აღმართა, – აღიარე!
– თქვენ არ შეგიძლიათ...
ბახ! დანამ შუა თითს ხორცი ოდნავ აათალა. სისხლმა მაგი-
დაზე გაასხა. სევერარდს თვალები ლამპის შუქზე მხიარულად
აუციმციმდა. ტოიფელს ყბა ჩამოუვარდა. „თუმცა ტკივილი ჯერ
არ დაწყებულა“.
– აღიარე! – დაიღრიალა გლოკტამ.
ბახ! დანამ არათითს ოდნავ მოათალა ხორცი, შუა თითის
დისკი კი მაგიდაზე გაგორდა და იატაკზე გადავარდა. ფროსტი
მარმარილოს ქანდაკებას ჰგავდა.
– აღიარე!
ბახ! საჩვენებელი თითის თავი ჰაერში ავარდა. შუა თითი უკ-
ვე პირველ სახსრამდე დამოკლებულიყო. გლოკტა წამით შე-
72 მკითხველთა ლიგა
ჩერდა და შუბლი ხელის ზურგით მოიწმინდა. ფეხი დაძაბულო-
ბისგან უფეთქავდა. სისხლის წვეთები იატაკზე რიტმულად ეცე-
მოდა: წკაპ, წკაპ, წკაპ. ტოიფელი თვალებგაფართოებული მის-
ჩერებოდა დამოკლებულ თითებს.
სევერარდმა თავი გააქნია.
– შესანიშნავი ნამუშევარია, ინკვიზიტორო, – ხორცის ერთ-
ერთი დისკი წკიპურტით გააგორა მაგიდაზე, – ასეთი სიზუსტე!
გასაოცარია!
– აააჰ! – დაიკივლა სამეფო მონეტების ოსტატმა. „ახლა კი
საქმის არსს ნამდვილად ჩაწვდა“. გლოკტამ დანა ერთხელაც
აღმართა.
– ვაღიარებ! – დაიყვირა ტოიფელმა, – ვაღიარებ!
– შესანიშნავია, – წყნარად თქვა გლოკტამ.
– შესანიშნავია, – გაიმეორა სევერარდმა.
– სეფანიფნავია, – თქვა შეგირდმა ფროსტმა.

73 მკითხველთა ლიგა
დიდი და უკაცრიელი ჩრდილოეთი
მაგების უძველესმა და იდუმალებით მოცულმა ორდენმა თა-
ვი სამყაროს საიდუმლოების ამოხსნასა და ჯადოქრობის დახვე-
წას მიუძღვნა. მაგებმა ძლევამოსილებისა და სიბრძნის ისეთ
მწვერვალებს მიაღწიეს, რაც ჩვეულებრივ მოკვდავთათვის წარ-
მოუდგენელი იყო. ხმები ასე ამბობდა. ამ ორდენის წევრი მის-
თვის საჭირო კაცის პოვნის ხერხს ყოველთვის გამონახავდა. მა-
შინაც კი, თუ ის კაცი უზარმაზარ და უკაცრიელ ჩრდილოეთში
მარტოდმარტო დაეხეტებოდა. და თუ ასეთი ხერხი მართლაც
არსებობდა, მაგი ნამდვილად არ ჩქარობდა.
ლოგენი აბურდულ წვერს იქექავდა, თან ფიქრობდა, რას შე-
ეძლო დიადი მაგის შეჩერება. გზა ხომ არ აებნა? ლოგენი საკუ-
თარ თავს გაუთავებლად ეკითხებოდა, ტყეში დარჩენა ხომ არ
ჯობია, სადაც საჭმელი მაინც იშოვებაო. მაგრამ სულებმა სამ-
ხრეთისკენ მიუთითეს. და თუ მთებიდან სამხრეთით ჩამოხვი-
დოდი, ასეთ უდაბურ, ჭაობიან ადგილებში ამოჰყოფდი თავს.
ჰოდა ლოგენიც იცდიდა. უამინდობისა და შიმშილისგან გატან-
ჯული ტალახსა და ველურ მცენარეებში გახლართული იჯდა. იჯ-
და და იცდიდა.
ჩექმები თითქმის ბოლომდე დაეხა, ამიტომაც საცოდავი ბა-
ნაკისმაგვარი რაღაც გზასთან ახლოს მოაწყო, ჯადოქრის მოს-
ვლა რომ არ გამოპაროდა. ომების შემდეგ ჩრდილოეთი ავაზა-
კებით გავსებულიყო: დეზერტირი ჯარისკაცებით, გაყაჩაღებული
გლეხებითა და უბრალო, სასოწარკვეთილი ადამიანებით, რომ-
ლებსაც დასაკარგი არაფერი ჰქონდათ. თუმცა ლოგენი მათზე
არ ნერვიულობდა: ასეთ ტრაკში მოსვლის საბაბი არავის ჰქონ-
და. არავის, თავად ლოგენისა და მაგის გარდა.
ამიტომაც იჯდა და იცდიდა, დროდადრო საკვებს ეძებდა, ვერ
პოულობდა, ისევ ჯდებოდა და იცდიდა. წელიწადის ამ პერიოდ-
74 მკითხველთა ლიგა
ში ნიადაგი მოულოდნელი წყალდიდობებისა და ნიაღვრების გა-
მო ხშირად სველდებოდა, მაგრამ ლოგენი პატარა, მხრჩოლავი
კოცონების დანთებას მაინც ახერხებდა, სულებს რომ არ მიეტო-
ვებინათ და შორიახლო მყოფი ჯადოქრების ყურადღება რომ მი-
ეპყრო. ამ საღამოს წვიმდა, თუმცა უკვე გადაეღო და კოცონის
დანთება შეძლო. ცეცხლზე ქვაბი იდგა და ტყიდან წამოღებული
ხორცის უკანასკნელი ნაჭრებისგან წვნიანი იხარშებოდა. დი-
ლას საკვების საძებნელად წასვლა ისევ მოუწევდა. მაგი ცოტას
დაუცდიდა, თუ, რა თქმა უნდა, ლოგენის პოვნა არ გადაუფიქრე-
ბია.
მჭლე ხორცის წვნიანს ურევდა და ვერ გადაეწყვიტა, ხვალ
ისევ ჩრდილოეთით გაბრუნებულიყო თუ გზა სამხრეთით გაეგ-
რძელებინა. უცებ გზიდან ფლოქვების ხმა შემოესმა. მხოლოდ
ერთი ცხენი იყო და აუჩქარებლად მოდიოდა. ლოგენი მოსას-
ხამზე დაჯდა და ცდა დაიწყო. ჭიხვინი და ცხენის აღკაზმულობის
ჩხარუნი გაისმა. შემდეგ ბორცვის მიღმა მხედრის თავი გამოჩ-
ნდა. მზე ჰორიზონტზე იჯდა, ამიტომ ლოგენი სილუეტს კარგად
ვერ არჩევდა, თუმცა უცნობი უნაგირში თავს აშკარად დაძაბუ-
ლად და მოუხერხებლად გრძნობდა, თითქოს მგზავრობას მიუჩ-
ვეველი იყო. მხედარმა ცხენი კოცონისკენ წყნარად წამოიყვანა
და მისგან რამდენიმე იარდში გაჩერდა.
– საღამო მშვიდობისა, – მიესალმა ლოგენს.
უცნობის გარეგნობა ლოგენის მოლოდინს ოდნავადაც არ
შეესაბამებოდა. მაგი გამხდარი, ფერმკრთალი, ავადმყოფური
შესახედაობის ახალგაზრდა მამაკაცი აღმოჩდა. თვალების ქვეშ
შავი ტომრები დაჰკიდებოდა, გრძელი თმა წვიმის წყალობით
თავზე მიჰკრობოდა და სახეზე ნერვიული ღიმილი დასთამაშებ-
და. ბრძენი კი არა სველი იყო და სულაც არ გამოიყურებოდა სა-
ზარელი ძალის მფლობელივით. მშიერს, გათოშილსა და ავად-

75 მკითხველთა ლიგა
მყოფს ჰგავდა. ისე გამოიყურებოდა, როგორც ლოგენი გრძნობ-
და თავს.
– კვერთხი არ უნდა გქონდეს?
ახალგაზრდა კაცი, როგორც ჩანს, კითხვამ გააკვირვა.
– არა... მე... საქმე ისაა... მე მაგი არ ვარ, – გაჩუმდა და ტუ-
ჩები ნერვიულად მოილოკა.
– სულებმა მითხრეს, მაგი გეძებსო, თუმცა ხშირად ცდებიან.
– მმმ... ჰო, მე მხოლოდ შეგირდი ვარ. ჩემი მასწავლებელი
დიადი ბაიაზია, – და თავი მოწიწებით ჩახარა, – მაგთა შორის
უპირველესი უმაღლესი მაგიის ოსტატი და უღრმესი სიბრძნით
დაჯილდოებული. შენს საპოვნელად მან გამომგზავნა... რომ წა-
გიყვანო... – ხმაში ეჭვი გამოერია, – ხომ ლოგენ ცხრათითა
ხარ?
ლოგენმა მარცხენა ხელი აწია და ახალგაზრდა კაცს იმ ნაპ-
რალიდან გახედა, სადაც ადრე შუათითი ჰქონდა.
– ოოჰ, შესანიშნავია, – ამოისუნთქა მოწაფემ და უცებ გონს
მოეგო, – ოჰ, უფრო სწორად... მინდოდა მეთქვა... ვწუხვარ,
რომ თითი დაკარგეთ.
ლოგენმა გაიცინა. ეს მისი პირველი სიცილი იყო მას შემდეგ,
რაც მდინარიდან ამოსვლა მოახერხა. ძალიანაც სასაცილო
არაფერი მოუსმენია, მაგრამ გულიანად გადაიხარხარა. ძალიან
ესიამოვნა. ყმაწვილმაც გაიღიმა და ცხენიდან მოუხეშავად ჩა-
მოხტა.
– ჩემი სახელია მალაქუს კვი.
– მალაქუს რა?
– კვი, – უპასუხა ახალგაზრდამ და კოცონისკენ მიიწია.
– ეგ რა სახელია.
– ძველი იმპერიიდან ვარ.
ლოგენს ასეთ ადგილი არასოდეს გაეგო.
– იმპერიაო ამბობ?
76 მკითხველთა ლიგა
– იცი, ერთ დროს ნამდვილად იმპერია იყო. ქვეყნიერებაზე
ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო, – ახალგაზრდა კოცონს
მოუხერხებლად მიუჯდა, – მაგრამ წარსულის დიდება კარგა ხა-
ნია დაკარგა. ახლა მისგან ერთი დიდი ბრძოლის ველიღა დარ-
ჩა.
ლოგენმა თავი დაუქნია: მშვენივრად იცოდა, ბრძოლის ველი
როგორ გამოიყურებოდა.
– თუმცა, აქედან ძალიან შორსაა, სამყაროს დასავლეთში, –
მაგის მოწაფემ ხელი გაურკვეველი მიმართულებით აიქნია.
ლოგენმა ისევ გადაიხარხარა:
– ეგ აღმოსავლეთია.
კვიმ სევდიანად გაიღიმა.
– წინასწარმეტყველი ვარ, თუმცა, როგორც ჩანს, არც ისე
კარგი. ოსტატმა ბაიაზმა შენს საპოვნელად გამომგზავნა, მაგ-
რამ ვარსკვლავები მაინცდამაინც არ მწყალობდნენ და უამინ-
დობის გამო გზა ამებნა, – სახიდან თმა გადაიყარა და ხელები
გაასავსავა, – შენთვის ცხენი მომყავდა, ერთიც სურსათ-
სანოვაგით დატვირთული სასაპალნე, მაგრამ ორივე ქარიშ-
ხალში დავკარგე. ვშიშობ, მოგზაურად არ გამოვდგები.
– ეგრე ჩანს.
კვიმ ჯიბიდან მათარა ამოიღო და კოცონისკენ გადაიხარა.
ლოგენმა ჭურჭელი გამოართვა, გახსნა და მოსვა. სასმელმა
მთლიანი სხეული გაუთბო.
– მალაქუს კვი, მთელი ბარგი დაკარგე, თუმცა ყველაზე
მნიშვნელოვანი ისევ თან გქონია. ამ დღეებში ჩემი გაცინება
იოლი საქმე არ არის. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს კო-
ცონთან!
– მადლობას მოგახსენებ, – მოწაფემ ხელები მინავლებულ
ცეცხლს მიუშვირა, – ორი დღეა არაფერი მიჭამია, – თავი გააქ-

77 მკითხველთა ლიგა
ნია და თმა აუფრიალდა, – ჩემთვის ეს... ძალიან რთული
დღეები იყო, – ტუჩები მოილოკა და ქვაბს გახედა.
ლოგენმა კოვზი გაუწოდა. მალაქუს კვის თვალები დაუმ-
რგვალდა:
– შენ თვითონ ჭამე?
ლოგენმა თავი დაუქნია. სინამდვილეში ჭამა ვერ მოასწრო,
მაგრამ მაგის უბედური მოწაფე ძალიან საცოდავად გამოიყურე-
ბოდა. თანაც საჭმელი ერთ ადამიანსაც ძლივს ეყოფოდა. მათა-
რიდან კიდევ ერთი ყლუპი მოსვა. ჯერჯერობით ესეც ეყოფა. კვი
საჭმელს ეცა. როცა მორჩა, ქვაბი გადმოაპირქვავა, კოვზი გა-
ლოკა, არც ქვაბის პირი დავიწყებია. ბოლოს, მორჩა და დიდ
ლოდს ზურგით მიეყრდნო:
– ლოგენ ცხრათითა, დღეს სიკვდილისგან მიხსენი, სიცოც-
ხლის ბოლომდე შენს ვალში ვარ. ასეთ გულუხვ მასპინძლობაზე
ოცნებასაც ვერ გავბედავდი.
– სიმართლე გითხრა, მეც სხვა ვინმეს ველოდი, – ლოგენმა
ისევ მოსვა და ტუჩები მოილოკა, – ვინ არის ეგ ბაიაზი?
– მაგთა შორის უპირველესი უმაღლესი მაგიის ოსტატი და
უღრმესი სიბრძნით დაჯილდოებული... ალბათ ჩემით ძალიან
უკმაყოფილოა.
– ე. ი. მასთან კაცი ფრთხილად უნდა იყოს?
– მმ... – მიმქრალი ხმით დაიწყო მოწაფემ, – ცოტა არ იყოს
ფეთქებადი ხასიათი აქვს.
ლოგენმა მორიგი ყლუპი მოსვა. სითბო მთელ სხეულში ჩა-
ეღვარა და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველად
გათბა. ცოტა ხანი ხმას არც ერთი არ იღებდა.
– ჩემგან რა უნდა, კვი?
კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო. კოცონის მეორე მხრიდან ხმა-
დაბალი ხვრინვა მოესმა. ლოგენმა გაიღიმა, მოსასხამში გაეხ-
ვია და დასაძინებლად გაემზადა.
78 მკითხველთა ლიგა
მოწაფე მოულოდნელმა ხველების შეტევამ გააღვიძა. ჯერ
დილა იდგა და უფერული სამყარო სქელ ნისლში გახვეულიყო.
ალბათ ასეც სჯობდა – სანახავი ბევრი არაფერი იყო: უამრავ
მილზე გადაჭიმული თვალუწვდენელი ტალახი, ქვები და დამ-
ჭკნარი ყავისფერი ჯოჯოები. ყველაფერს ჭირხლი მოსდებოდა,
მაგრამ ლოგენს ცეცხლის ერთი ენის გადარჩენა მაინც მოეხერ-
ხებინა. კვის ფერმკრთალ სახეზე თმა მიკრობოდა. გვერდზე გა-
დაგორდა და მიწაზე ნახველი გადმოაფურთხა.
– ააახ! – დაიხრიალა, ისევ დაახველა და გადმოაფურთხა.
ლოგენი უბედურ პირუტყვს საკუთარ საცოდავ ბარგს ჰკიდებ-
და.
– დილა მშვიდობის, – მიესალმა და თეთრ ცას ახედა, – თუმ-
ცა, არც ისე მშვიდობიანი ჩანს.
– მე მოვკვდები. მოვკვდები და განძრევაც აღარ მომიწევს.
– საკვები საერთოდ არ გვაქვს, ასე რომ, თუ აქ დავრჩებით,
მართლა მოკვდები. მე კი შენ შეჭმას და უკან, მთებში დაბრუნე-
ბას შევძლებ.
მაგის მოწაფემ საწყლად გაიღიმა:
– რა უნდა ვქნათ?
– მართლაც, რა უნდა ვქნათ? სად არის ეგ შენი ბაიაზი?
– ჩრდილოეთის დიდ ბიბლიოთეკაში.
ლოგენს ასეთი ადგილი არასოდეს სმენოდა, თუმცა მას ხომ
წიგნები არ აინტერესებდა.
– და სად არის ეგ შენი ბიბლიოთეკა?
– აქედან სამხრეთით, ცხენით ოთხი დღის სავალზე, დიდი
ტბის მახლობლად.
– გზა იცი?
მაგის მოწაფე წამოდგა, ცოტა ბანცალებდა. სწრაფად და სუს-
ტად სუნთქავდა. მოჩვენებასავით გაფითრებულიყო, სახე გაოფ-
ლიანებოდა.
79 მკითხველთა ლიგა
– მგონი კი, – გაუბედავად ჩაიბუტბუტა.
ვერც კვი და ვერც მისი ცხენი ოთხი დღე საკვების გარეშე ვერ
გაძლებდა, მაშინაც კი, თუ გზა არ აერეოდათ. უპირველესად
საკვებზე უნდა ეზრუნათ. დიდი რისკის მიუხედავად, საუკეთესო
გამოსავლად მაინც ტყის გზით წასვლა რჩებოდა. შეიძლება ყა-
ჩაღებს გადაჰყროდნენ, მაგრამ ცხენის საკვები ტყეში ბლომად
იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლოს შიმშილი მოუღებდათ.
– ჯობს ცხენზე ამხედრდე.
– ცხენები მე დავკარგე, ფეხით მე უნდა მოვდიოდე.
ლოგენმა კვის ხელი შუბლზე მიადო. ხურდა და გაოფლილი-
ყო.
– ციებ-ცხელება გაქვს. აჯობებს, ცხენით შენ იარო.
შეგირდს შეკამათება არ უცდია. ლოგენის ფეხებზე დახეულ
ჩექმებს დახედა:
– ჩემი ჩექმების ჩაცმას შეძლებ?
– მეტისმეტად პატარებია, – ლოგენმა თავი გააქნია, მიმქრა-
ლი ცეცხლის წინ ჩაიმუხლა და ტუჩები მოპრუწა.
– რას აკეთებ?
– ყოველ ცეცხლს საკუთარი სული აქვს. ამას ენის ქვეშ შევი-
ნახავ და მოგვიანებით კოცონის დანთებას შევძლებთ, – კვის
გაოცების თავიც აღარ ჰქონდა. ლოგენმა სული შეისრუტა და
კვამლისგან ხველა აუტყდა, – მზად ხარ?
მოწაფემ ხელები უიმედოდ გაშალა:
– მზად ვარ.
მალაქუს კვის საუბარი ძალიან უყვარდა. მთელი გზა გაუჩე-
რებლად ლაყბობდა: როცა სამხრეთით ტუნდრას უდაბნოს მიუყ-
ვებოდნენ, როცა უფერულ ცაზე მზე ამოდიოდა, როცა საღა-
მოობით ტყეში შედიოდნენ. ავადმყოფობა ამაში ხელს არ უშლი-
და, ლოგენიც წინააღმდეგი არ იყო. დიდი ხანია, არავინ დალა-
პარაკებია და შეგირდის ლაყბობა ფეხების ტკივილიდან ყურად-
80 მკითხველთა ლიგა
ღების გადატანაში ეხმარებოდა. შიმშილისა და დაღლილობის-
გან გული მისდიოდა, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ფეხები
იყო. ჩექმები ტყავის ნაფლეთებად ექცა, თითები დაგლეჯილი და
დალეწილი ჰქონდა, ფეხი შანკას ნაკბენისგან აუტანლად
სტკიოდა. ყოველი ნაბიჯი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ოდესღაც,
ჩრდილოეთში ლოგენი ყველაზე საშიშ კაცად ითვლებოდა. ახ-
ლა კი, პატარა ქვებისა და ტოტების წინაშე თრთოდა. თითქოს
ბედი დასცინოდა. ლოგენმა კენჭს ფეხი დაადგა და შეკრთა.
– ოსტატ ზაქარუსთან შვიდი წელი ვსწავლობდი. მაგებს შო-
რისაც სახელგანთქმულია, იუვინის თორმეტი შეგირდიდან მე-
ხუთეა. დიადი ადამიანია! – რაც მაგებს ეხებოდა, კვისთვის ყვე-
ლაფერი დიადი იყო, – იგრძნო, რომ ჩრდილოეთის ბიბლიოთე-
კაში გამგზავრებისთვის მზად ვიყავი. ოსტატ ბაიაზთან სწავლის
ნება დამრთო, საკუთარი კვერთხი რომ მივიღო. მაგრამ მოსალ-
ხენად საქმე არ მქონია, ოსტატი ბაიაზი ყველაზე მომთხოვნი
და...
მოულოდნელად ცხენი შეჩერდა და დაიჭიხვინა. ერთი ნაბი-
ჯით გაუბედავად დაიხია უკან. ლოგენმა ჰაერი შეიყნოსა და
მოიღუშა. შორიახლო ადამიანები იყვნენ, თან ძალიან ბინძურე-
ბი. უფრო ადრეც უნდა შეენიშნა, მაგრამ მთელი ყურადღება ფე-
ხებზე ჰქონდა გადატანილი. კვიმ უნაგირიდან დახედა:
– რა ხდება?
თითქოს მის საპასუხოდ, მათგან ათი ნაბიჯის მოშორებით
ხეებიდან კაცი გამოვიდა, მოშორებით გზაზე მეორეც გამოჩნდა.
ეჭვგარეშეა, ორივე ნამდვილი არარაობა იყო: წვერიანები და
ბინძურები გაცვეთილ ბეწვსა და ტყავში გახვეულიყვნენ. მეორე
მხრივ, თითქმის ისე გამოიყურებოდნენ, როგორც ლოგენი.
მარცხნივ მდგომ მჭლე ახალგაზრდას დაკბილულბოლოიანი
შუბი ეჭირა. მარჯვნივ – ვეება კაცი მძიმე, დაჟანგულ ხმალს
ათამაშებდა. თავზე ჩაზნექილი წვეტიანი მუზარადი ეხურა.
81 მკითხველთა ლიგა
მგზავრებისკენ კბილების ღრჭიალით დაიძრნენ. ლოგენს უკნი-
დან რაღაც ხმა მოესმა და მხარს უკან განგაშით მიიხედა. მესამე
კაცი გზის პირიდან ფრთხილად ეპარებოდა, ხელებში მძიმე ხის
ნაჯახი ეჭირა და სახეს უზარმაზარი ძირმაგარა უმშვენებდა.
კვი უნაგირიდან გადაიხარა, შიშისგან თვალები გაჰფარ-
თოებოდა.
– ბანდიტები არიან?
– შენი დედაც, მართლა წინასწარმეტყველი ყოფილხარ, –
კბილებში გამოცრა ლოგენმა.
ყაჩაღები მათგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით შეჩერ-
დნენ. როგორც ჩანდა, მთავარი მუზარადიანი იყო.
– კარგი ცხენია, – დაიღრინა, – ვერ გვათხოვებთ?
შუბიანმა გაიცინა და ლაგამს ხელი ჩაავლო.
ბედმა უმუხთლათ. წამის წინ თითქოს არაფერი ემუქრებო-
დათ, მაგრამ ხიფათმა მაინც მიაგნო. ლოგენს ეეჭვებოდა, ჩხუბ-
ში კვი რამე სარგებლის მომტანი ყოფილიყო. შესაბამისად, მარ-
ტო რჩებოდა სამის წინააღმდეგ (თუ იქვე სხვებიც არ იყვნენ),
თანაც მხოლოდ დანით შეიარაღებული. თუ არაფერს მოიმოქმე-
დებდა, მას და მალაქუსს გაძარცვავდნენ, შემდეგ, ალბათ, მოკ-
ლავდნენ კიდეც. სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო.
ბანდიტებს თვალი კიდევ ერთხელ შეავლო. ორი შეუიარაღე-
ბელი კაცისგან წინააღმდეგობის გაწევას არ ელოდნენ: შუბი
გვერდზე იყო გაწეული, ხმალი – წვერით მიწისკენ მიშვერილი.
ნაჯახს ვერ ხედავდა, მაგრამ იღბალს უნდა მინდობოდა. რო-
გორც წესი, ვინც პირველი ურტყამს, ბოლო დარტყმაც მას რჩე-
ბა – სამწუხარო ჭეშმარიტებაა. ასე რომ, ლოგენი მუზარადიანს
მიუტრიალდა და სახეში ცეცხლის სული შეაფურთხა.
სული ჰაერში აალდა და ყაჩაღს თავს ხარბად დააცხრა. ცეც-
ხლის მოუსვენარი ენები თავზე მოედო და ხმალი მიწაზე
ხმაურით დაუვარდა. ცეცხლის ჩაქრობა ინსტინქტურად სცადა
82 მკითხველთა ლიგა
და ალი მხრებზეც მოედო. სასოწარკვეთილმა კივილი მორთო
და სადღაც გაიქცა.
ცეცხლისგან შეშინებულმა ცხენმა დაიჭიხვინა და ყალყზე
შედგა. გამხდარმა კაცმა, რომელსაც ლაგამი ეჭირა, დაიყვირა
და წაბორძიკდა. ლოგენი ერთი ნახტომით მასთან გაჩნდა, ცალი
ხელით შუბის ტარს ეცა და ყაჩაღს თავი სახეში ჩაარტყა. ყაჩა-
ღის ცხვირმა საშინლად გაიტკაცუნა და წაბარბაცდა. კაცს სის-
ხლი ნიკაპზე ჩამოეღვარა. ლოგენმა მოწინააღმდეგეს შუბიანი
ხელი უბიძგა და მეორეთი მუშტი კისერში მთელი ძალით უთავა-
ზა. ის ხრიალით დაეცა და ლოგენმა ხელიდან შუბი გამოგლიჯა.
ზურგს უკან მოძრაობა იგრძნო, მიწაზე დაემხო და მარცხნივ
გადაგორდა. ნაჯახმა მის თავს ზემოთ ჰაერი სტვენით გააპო და
ცხენს გვერდში ღრმად შეესო. მიწას სისხლის წვეთები დაეშხე-
ფა. მოქნეულმა იარაღმა გზად დეზიც გადაჭრა. თავდამსხმელი
ნაჯახთან ერთად ბარბაცით შეტრიალდა. ლოგენი მისკენ გადახ-
ტა, მაგრამ ფეხი ქვას დაადგა და კოჭი გადაუბრუნდა. მთვრალი-
ვით შებარბაცდა და ტკივილისგან დაიყვირა. უკნიდან, ხეებიდან
ნასროლმა ისარმა სახესთან ჩაუფრინა და გზის მეორე მხარეს,
ბუჩქებში დაიკარგა. ცხენი ჭიხვინებდა და ტლინკებს ისროდა,
თვალებს გაცოფებული აცეცებდა ირგვლივ, მერე გზაზე გიჟი-
ვით გავარდა. გადაჭრილი უნაგირი ზურგიდან ჩამოუსრიალდა
და მალაქუს კვი ბუჩქებში გადააგდო.
ლოგენს მასზე ფიქრის დრო არ ჰქონდა. დაიღრიალა და ნა-
ჯახიან მოწინააღმდეგეს შუბი გულში გაუქანა. ყაჩაღმა ნაჯახის
დახვედრება მოასწრო, წვერის გვერდზე გაწევა მოახერხა, მაგ-
რამ საკმარისად შორს არა – შუბი მხარში შეესო. ტარი ხმამაღა-
ლი ტკაცუნით გადატყდა. ლოგენმა წონასწორობა დაკარგა, წინ
გადაქანდა და ყაჩაღი გზაზე დასცა. ლოგენი მოწინააღმდეგის
ზურგიდან ამოჩრილ შუბის წვერს დაეცა და იარაღი სკალპში შე-

83 მკითხველთა ლიგა
ერჭო. ყაჩაღს ხელები თმაში ჩაავლო, თავი წამოუწია და სახე
ქვაზე ძლიერად დაარტყმევინა.
ფეხზე წამოხტა, თავბრუ ეხვეოდა, თვალებიდან სისხლი ზუს-
ტად იმ დროს მოიწმინდა, როცა ტყიდან მორიგი ისარი გამოფ-
რინდა და მასთან სულ ახლოს, ხეს ჩაერჭო. ლოგენი მშვილ-
დოსნისკენ გაიქცა. ახლა კარგად ხედავდა – ბიჭი თოთხმეტ
წელზე მეტის არ იქნებოდა. უკვე მორიგ ისარს იღებდა. ლოგენ-
მა დანა ასწია. ბიჭი უკვე სასროლად ემზადებოდა, თუმცა თვა-
ლებში პანიკური შიში ედგა. ლარი მოუქნელად მოქაჩა და ისა-
რი ხელში თვითონვე გაირჭო. ახლა ჭრილობას გაოცებული
მიშტერებოდა.
ამასობაში ლოგენი მის წინ გაჩნდა. ბიჭმა მშვილდი მოუქნია,
მაგრამ ლოგენი დაიხარა, შემდეგ წინ გადახტა და იარაღი ორი-
ვე ხელით მოუქნია. დანა მსხვერპლს ნიკაპქვეშ შეესო და ჰაერ-
ში ააგდო, ტარი მოტყდა, ბასრი პირი კი კისერში ჩარჩა. სხეული
ლოგენს უსულოდ დაეცა, კისრიდან გამოჩრილმა დანის წვერმა
მხარზე ღრმა ჭრილობა დაუტოვა. იქაურობა წითლად შეიღება.
ლოგენს საკუთარი თავიდან, მხრიდან და ბიჭის ყელიდან გაუჩე-
რებლად ასხამდა სისხლი.
გვამი მოიშორა, წონასწორობის შესანარჩუნებლად ხეს მიეყ-
რდნო და ჰაერს ხარბად დაეწაფა. გული გამალებით უცემდა, ყუ-
რებში სისხლის ძლიერ შხუილს გრძნობდა, მუცელში ყველაფე-
რი უტრიალებდა.
– ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, – ჩაიჩურჩულა, – ჯერ კიდევ
ცოცხალი.
თავსა და მხარზე ჭრილობების ფეთქვა იგრძნო. ორი ახალი
ნაიარევი. ყველაფერი გაცილებით უარესადაც შეიძლება დამ-
თავრებულიყო. თვალებიდან სისხლი მოიწმინდა და გზაზე კოჭ-
ლობით დაბრუნდა.

84 მკითხველთა ლიგა
მალაქუს კვი სამ გვამს გამურული სახით უყურებდა. ლოგენ-
მა ხელი მხრებზე დაადო და თავიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა:
– დაჭრილი ხარ?
კვი ისევ გვამებს მისჩერებოდა:
– მკვდრები არიან?
მუზარადიანის სხეულს ბოლი და შემზარავად მადისაღმძვრე-
ლი სუნი ასდიოდა. ლოგენმა შეამჩნია, რომ ყაჩაღს კარგი ჩექ-
მები ეცვა, მისაზე გაცილებით უკეთესი. ძირმაგარებით დაფა-
რულ სახიანს კისერი მეტისმეტად მოღრეცოდა რომ ცოცხალი
ყოფილიყო. თანაც, სხეულში დამტვრეული შუბი ჰქონდა გაჩრი-
ლი. ლოგენმა გამხდარი კაცი ფეხით გადმოატრიალა. სისხლიან
სახეზე ჯერ კიდევ გაოცება ემჩნეოდა, თვალებით ცაში იყურებო-
და და პირი ღია დარჩენოდა.
– ალბათ, სასულე მილი გადავუმტვრიე, – დაიღრინა ლო-
გენმა. ხელები სისხლში ჰქონდა მოსვრილი. კანკალის შესაჩე-
რებლად ერთმანეთს მაგრად ჩასჭიდა.
– და ტყეში ვინც იმალებოდა?
ლოგენმა თავი უხმოდ დაუქნია და ჰკითხა:
– ცხენი რა იქნა?
– გაიქცა, – წაილუღლუღა კვიმ, – რა უნდა ვქნათ?
– ვნახოთ, საკვებად ვარგისი თუ აქვთ რამე, შენ კი მომეხმა-
რე, ამას ჩექმები გავხადო, – ლოგენმა მბოლავ გვამზე ანიშნა
კვის.

85 მკითხველთა ლიგა
ფარიკაობაში ვარჯიში
– შეუტიეთ ჯეზალ, შეუტიეთ! ჰოპ, ჰოპ! ნუ მორცხვობთ!
ჯეზალი ბრძანებას სიხარულით დაემორჩილა. წინ გახტა და
მაიორს მარჯვენა მხრიდან შეუტია. უკვე წონასწორობაშერ-
ყეული ვესტი წაბორძიკდა, პოზიციადაკარგულმა ისღა მოახერ-
ხა, რომ დარტყმა მოკლე მახვილით მოიგერია. სიმძაფრისთვის
დღეს ნახევრად გალესილი იარაღებით იბრძოდნენ. ასეთი მახ-
ვილით მოწინააღმდეგეს ვერ მოკლავ, მაგრამ თუ საკმარისად
მოინდომებ, მტკივნეულად შეგიძლია დააზიანო. ჯეზალიც ძალი-
ან ცდილობდა, გუშინდელი დამცირებისთვის შური ეძია.
– კარგია! არ დაინდოთ! ჰოპ, ჰოპ, კაპიტანო! ჰოპ! ჰოპ!
ვესტმა მოუქნელი მოძრაობა გააკეთა, მაგრამ ჯეზალმა მახ-
ვილი დროზე შენიშნა და იარაღი გვერდიდან მოიგერია. მაიორს
ისევ გამეტებით უტევდა. მარცხენა ხელი ძლიერად მოიქნია,
შემდეგ კიდევ ერთხელ. ვესტი თავს სასოწარკვეთილი იცავდა
და ზურგით კედელს მიეხეთქა. როგორც იქნა, გამოიჭირა! გახა-
რებულმა კაპიტანმა ბედნიერად ჩაიხითხითა და გრძელი მახვი-
ლით მოწინააღმდეგისკენ გაექანა, მაგრამ მოულოდნელად
მაიორი გამოცოცხლდა, გვერდზე გასხლტა და შეტევა საოცარი
სიმშვიდით აიცილა. იმედგაცრუებულმა ჯეზალმა წონასწორობა
დაკარგა, გაოგნებული წინ გადავარდა და როცა ხმალი კედელ-
ში, ქვებს შორის ნაპრალში ჩაესო, გაოცებული შეძახილი აღ-
მოხდა. გაქვავებული ხელიდან გავარდნილი მახვილი ახლა კე-
დელში ჩარჭობილი ირხეოდა.
ვესტი ჯეზალისკენ ისარივით გაექანა, კაპიტნის მეორე მახვი-
ლის ქვეშ ჩაყვინთა და მხარში მთელი ძალით შეასკდა.
– უუუჰ! – აღმოხდა ჯეზალს, პატარა მახვილი ხელიდან
გაუვარდა და იატაკზე გაიშხლართა. იარაღი ქვებზე გასრიალდა
და ლორდ-მარშალმა ვარუზმა ფეხით მოხერხებულად გააქვავა.
86 მკითხველთა ლიგა
ვესტის დაშნის ბლაგვი პირი ჯეზალის კისერთან, ჰაერში გაჩერ-
და.
– ჯანდაბა! – შეიგინა ჯეზალმა, როცა მაიორმა ხელი შესთა-
ვაზა.
– ზუსტადაც! – ღრმად ამოიოხრა ვარუზმა, – მართლაც რომ,
ჯანდაბა! გუშინდელზე საცოდავი სანახაობაა, თუ ეს საერთოდ
შესაძლებელია! მაიორ ვესტს თავი ისევ გაასულელებინეთ.
მოღუშულმა ჯეზალმა გამოწვდილი ხელი უხეშად მოიშორა
და ფეხზე წამოდგა.
– მას ერთი წამითაც არ დაუკარგავს კონტროლი, – განაგ-
რძო მარშალმა, – ხაფანგში შეტყუებისა და შემდეგ განიარაღე-
ბის ნება მიეცით! განიარაღების! ასეთ ბავშვურ შეცდომას ჩემი
შვილიშვილიც კი არ დაუშვებდა, არადა სულ რაღაც რვა წლი-
საა! – ვარუზმა იატაკზე ჯოხი დაარტყა, – კაპიტანო ლუთარ, ძა-
ლიან გთხოვთ ამიხსნათ, როგორ აპირებთ ტურნირის მოგებას,
თუ ძირს უნდა ეგდოთ, თანაც უიარაღოდ?
ჯეზალი გაიბერა და თავი მოიფხანა.
– სათქმელი არაფერი გაქვთ? მაშინ, სამომავლოდ კარგად
დაიმახსოვრეთ: კლდიდანაც რომ გადმოვარდეთ, მკვდარი თი-
თებით მაგრად ჩაბღუჯული იარაღი მინდა ვიხილო, გესმით ჩე-
მი?
– დიახ, მარშალო ვარუზ, – პირქუშად მიუგო ჯეზალმა და ბე-
ბერი ნაბიჭვრის კლდიდან გადმოვარდნა მთელი გულით ინატ-
რა. ან ჯაჭვების კოშკიდან. ეს უფრო სამართლიანი იქნებოდა.
მაიორსაც შეუძლია ვარუზს შეუერთდეს.
– მეტისმეტი თავდაჯერება მებრძოლისთვის ნამდვილი წყევ-
ლაა! ყველა მოწინააღმდეგეს ისე უნდა უყურებდეთ, თითქოს
უკანასკნელი იყოს. რაც შეეხება თქვენს ფეხებს... – ვარუზს ტუ-
ჩები ზიზღით მოეღრიცა, – წინ თუ მოძრაობთ, ყველაფერი შესა-
ნიშნავადაა, მაგრამ საკმარისია დაცვაში მყოფს უკან დახევა
87 მკითხველთა ლიგა
მოგიწიოთ, თავს კარგავთ. მაიორმა ოდნავ გიბიძგათ და გულ-
წასული სკოლის მოსწავლე გოგონასავით დაეცით.
ვესტი გაბრწყინებული შეჰყურებდა. სიამოვნებდა. ჯანდაბა,
ეს ყველაფერი ძალიან სიამოვნებდა!
– ამბობენ, ბრემერ დან გორსტს რკინის სვეტებივით მტკიცე
ფეხები აქვსო. რკინის სვეტებივით! ამბობენ, შემოქმედის სახ-
ლის დამხობა უფრო მარტივია, ვიდრე მისიო, – ლორდ-
მარშალმა უზარმაზარ კოშკზე ანიშნა, რომელიც სხვა შენობებს
თავზე მრისხანედ დაჰყურებდა, – შემოქმედის სახლის! – დაიყ-
ვირა გაღიზიანებულმა.
ჯეზალმა ჩაიფრუტუნა და ჩექმა იატაკზე დააბაკუნა. ალბათ
მეასედ ინუგეშებდა თავს, რომ ამ ყველაფრის მიტოვება ნების-
მიერ დროს შეეძლო და ხელში ხმლის აღება აღარასოდეს
მოუწევდა. მაგრამ ხალხი რას იტყვის? მამამისი შვილით ავად-
მყოფურად ამაყობდა, მისი ოსტატობით ყველგან ტრაბახობდა
და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, მარშლების მოედანზე, აღ-
ტაცებული ბრბოს წინ, საკუთარი შვილის ბრძოლა ენახა. თუ ახ-
ლა დანებდებოდა, მამა საშინლად განაწყენდებოდა. ყველა-
ნაირი ჩინის, პრივილეგიებისა და ამბიციების დავიწყება მოუხ-
დებოდა. ეჭვგარეშეა, ძმებს ამით ძალიან გაახარებდა.
– ყველაფრის გასაღები წონასწორობაა, – ვერ ისვენებდა ვა-
რუზი, – მებრძოლის ძალა მისი ფეხებიდან იწყება! დღეიდან
ვარჯიშს ერთი საათი მორები დაემატება. ყოველდღე, – ჯეზალი
მოიღუშა, – ამგვარად: სირბილი, მძიმე ძელით ვარჯიში, პოზი-
ციები, ერთი საათი ფარიკაობა, ისევ პოზიციები და ერთი საათი
მორები, – კმაყოფილმა ლორდ-მარშალმა თავი დაუქნია, – ამ
ეტაპზე საკმარისია. ხვალ დილას ექვს საათზე შეგხვდებით, ყი-
ნულივით ფხიზელს, – ვარუზმა წარბები შეკრა და დაუმარცვლა,
– ყინულივით ფხიზელს!

88 მკითხველთა ლიგა
– ამას დიდხანს ვეღარ გავუძლებ, – თქვა ყაზარმისკენ კოჭ-
ლობით მიმავალმა ჯეზალმა, – ადამიანმა ამდენი მძღნერის ჭა-
მას როგორ უნდა გაუძლოს?
– ეგ კიდევ არაფერია, – ვესტმა კბილები დაკრიჭა, – ბებერი
ნაბიჭვარი ასეთი რბილი არავისთან მინახავს. ალბათ მართლა
მოსწონხარ. ჩემთან ორჯერ უფრო აუტანლად იქცეოდა.
– უფრო აუტანლად? – ვერ იჯერებდა ჯეზალი.
– შენნაირი ფიზიკური მონაცემები არასოდეს მქონია. მძიმე
ძელის დაჭერას მანამდე მაიძულებდა, სანამ თავში არ დამეცე-
მოდა, – მაიორს ისე გააჟრჟოლა, თითქოს მოგონებებიც მტკივ-
ნეულიაო, – ჯაჭვების კოშკში აბჯარში ჩაცმულს მარბენინებდა.
ფარიკაობაში კი ყოველდღე ოთხ საათს მავარჯიშებდა.
– როგორ უძლებდი?
– სხვა გზა არ მქონდა, დიდებულების ოჯახიდან არ ვარ. ფა-
რიკაობა თავის გამოჩენის ერთადერთი შანსი იყო. მაგრამ, სა-
ბოლოოდ შრომა დამიფასდა. მეფის პირად დაცვაში რამდენი
უბრალო ოჯახში დაბადებული ადამიანი ხვდება?
ჯეზალმა მხრები აიჩეჩა:
– კაცი რომ დაფიქრდეს, ძალიან ცოტა, – მისი აზრით, ასე-
თების ადგილი იქ სულაც არ იყო.
– მაგრამ შენ შეძლებული ოჯახიდან ხარ და უკვე კაპიტანი
გახდი, – განაგრძო ვესტმა, – ტურნირს თუ მოიგებ, წარმოდგე-
ნაც არ გაქვს, რამდენს მიაღწევ. ჰოფი ჰოფმაისტერია,2 მაროვია
– უმაღლესი მსაჯული, თვითონ ვარუზიც – თავის დროზე ყველა-
ნი ჩემპიონები იყვნენ. თუ ჩემპიონის ძარღვებში დიდებულის
სისხლი ჩქეფს, ყოველთვის ბევრს მიაღწევს.
– როგორც შენი მეგობარი, სანდ დან გლოკტა? – ჩაიფრუტუ-
ნა ჯეზალმა.

2
ჰოფმაისტერი – გერმანიასა და რუსეთში სამეფო კარის ერთ-ერთი საპატიო
ტიტული.
89 მკითხველთა ლიგა
სახელმა მათ შორის მეხივით დაიქუხა.
– მმმ... თითქმის ყოველთვის.
– მაიორო ვესტ! – უკნიდან უხეში ხმა მოესმათ.
მათკენ ჩასკვნილი სერჟანტი მოიჩქაროდა. ლოყაზე დიდი
ნაიარევი ეტყობოდა.
– სერჟანტო ფორესტ, როგორ ბრძანდებით? – ჰკითხა ვეს-
ტმა და ჯარისკაცს ზურგზე ხელი მეგობრულად მოუტყაპუნა.
მაიორი გლეხებს ყოველთვის კარგად უგებდა, ჯეზალს გაახსენ-
და, რომ ვესტიც თითქმის გლეხი იყო. შეიძლება განათლებაც
მიიღო, ოფიცერიც გახდა, მაგრამ კაცი თუ დაფიქრდებოდა, ამ
სერჟანტთან გაცილებით მეტი ჰქონდა საერთო, ვიდრე ჯეზალ-
თან.
სერჟანტს სახე გაუბრწყინდა:
– ძალიან კარგად, გმადლობთ, სერ! – თქვა და ჯეზალს თავი
მოკრძალებით დაუკრა, – დილა მშვიდობისა, კაპიტანო.
ჯეზალმა თავი ცივად დაუკრა და ხეივნისკენ შეტრიალდა. ვე-
რაფრით გაეგო, ოფიცერს უბრალო ადამიანებთან მეგობრობა
რატომ უნდა ნდომოდა. თანაც, სახეს ნაიარევი ძალიან უმახინ-
ჯებდა. ჯეზალს მახინჯ ადამიანებთან საქმის დაჭერის არავითა-
რი სურვილი არ ჰქონდა.
– რით შემიძლია დაგეხმაროთ? – ჰკითხა ვესტმა.
– მარშალ ბერრს სურს თქვენი ნახვა, სერ. სასწრაფო სხდო-
მაა. დასწრება ყველა უფროს ოფიცერს უბრძანეს.
ვესტს სახე მოექუფრა.
– როგორც კი შევძლებ, მაშინვე მოვალ, – სერჟანტი სამხედ-
რო ჟესტით დაემშვიდობა და გამოზომილი ნაბიჯებით წავიდა.
– რა ამბებია? – გულგრილად ჰკითხა ჯეზალმა, თვალს კან-
ცელარიის მოხელეს ადევნებდა, რომელიც გაფრენილ ფურ-
ცელს მისდევდა.

90 მკითხველთა ლიგა
– ანგლანდი. ეს ბეთოდი, ჩრდილოეთის მეფე... – ვესტი და-
იჭყანა, თითქოს სახელიც კი ემჟავა, – ამბობენ, რომ ჩრდილო-
ეთში ყველა მტერი გაანადგურა და ახლა ომის დაწყებას კავ-
შირთან აპირებს.
– მაშ, თუ ომი უნდა... – თქვა ჯეზალმა დაუფიქრებლად. მისი
აზრით, ომები თავის გამოჩენის და კარიერული წინსვლის მშვე-
ნიერ შესაძლებლობას წარმოადგენდა. სუსტმა ნიავმა ფურცე-
ლი მის ჩექმასთან გადმოაგდო და კვლავ სადღაც გააფრინა.
კვალდაკვალ აქოშინებული მოხელე მისდევდა. ჯეზალს მის მო-
უქნელ მოძრაობებზე გაეცინა.
მაიორმა ჭუჭყიანი ფურცელი დაიჭირა და კანცელარიის მო-
ხელეს გაუწოდა.
– გმადლობთ, სერ, – მადლიერი, გაოფლიანებული მოხელე
საწყალი სანახავი იყო, – უღრმესი მადლობა!
– არაფრის, – ჩაილაპარაკა ვესტმა.
კაცმა თავი მლიქვნელურად დაუკრა და საჩქაროდ გაეცალა.
ჯეზალი იმედგაცრუებული იყო: მსუქანას წვალების ყურება ძა-
ლიან ართობდა.
– შეიძლება ომი დაიწყოს კიდეც, მაგრამ ახლა ეს ყველაზე
ნაკლებად მაღელვებს, – ამოიოხრა ვესტმა, – ადუაში ჩემი და
ჩამოვიდა.
– არ ვიცოდი, და თუ გყავდა.
– კი, მყავს და უკვე აქ არის.
– და რა? – ჯეზალს დიდად არ აღელვებდა მაიორის დის ამ-
ბავი. შესაძლოა თვითონ ვესტმა წუმპიდან ამოძრომა მოახერხა,
მაგრამ მისი ოჯახის ამბები ჯეზალს საერთოდ არ ეხებოდა. მის-
თვის მდაბიო გოგონები მხოლოდ იმისთვის არსებობდნენ, რომ
გასართობად გამოეყენებინა, მდიდრები კი – მომავალი საცო-
ლის შესარჩევად. დანარჩენი ქალები არ აინტერესებდა.

91 მკითხველთა ლიგა
– საქმე ისაა, რომ ჩემს დას შეუძლია ძალიან მომხიბვლელი
იყოს, მაგრამ თან უჩვეულოდაც იქცევა. როცა უხასიათოდაა,
ნამდვილი კატასტროფაა. სიმართლე გითხრა, მასთან საქმის
დაჭერას ჩრდილოელების მთელ ხროვასთან ბრძოლა მირჩევ-
ნია.
– ნუ აბუქებ, ვესტ, – ჯეზალი თითქმის არ უსმენდა, – ეგეთი
საშინელებაც არ იქნება.
მაიორს ცოტა მოეშვა:
– მიხარია, ასე რომ ფიქრობ. დიდი ხანია აგრიონტის დათვა-
ლიერება უნდა, მე კი წლებია ექსკურსიის მოწყობას ვპირდები.
სწორედ დღევანდელ დღეზე შევთანხმდით, – ჯეზალს თითქოს
გულზე მარწუხებმა მოუჭირეს, – მაგრამ ამ კრების გამო...
– კი მაგრამ, დრო ხომ ისედაც თითქმის არ მრჩება! – ამოიკ-
ვნესა ჯეზალმა.
– პირობას გაძლევ, ორმაგად გადაგიხდი. ერთ საათში ჩემ-
თან შევხვდეთ.
– არა, მოიცა... – მაგრამ ვესტი უკვე კრებაზე მიიჩქაროდა.
„ოღონდაც მახინჯი არ იყოს, – ფიქრობდა ჯეზალი, როცა
მაიორის აპარტამენტებს ნელა მიუახლოვდა და კარზე დასაკა-
კუნებლად ხელი უხალისოდ ასწია, – ოღონდ ძალიან მახინჯი
არ იყოს. არც ძალიან სულელი. სულელ გოგონასთან საღამოს
გატარებაზე უარესი არაფერია“. მუშტს გზის ნახევარი უკვე გაევ-
ლო, როცა ოთახიდან ხმამაღალი საუბარი შემოესმა. დერეფან-
ში გაშეშებული კაპიტანი საკუთარი ქების გაგონების იმედით
ყურით ლამის კარზე აეკრა.
– ...შენს მოახლეს რა დაემართა? – მოესმა ვესტის დახშული
ხმა. მაიორი, როგორც ჩანს, გაღიზიანებული იყო.
– მისი დატოვება მომიხდა. სახლში ბევრი საქმეა. უკვე
თვეებია, იქ არავინ ყოფილა.

92 მკითხველთა ლიგა
ვესტის და. ჯეზალს გული მოეწურა. დაბალი ხმა ჰქონდა, სა-
ვარაუდოდ მსუქანი იყო. ჯეზალი ვერ დაუშვებდა, აგრიონტში
მსუქან ქალთან მკლავგამოდებული ენახათ. ამით მისი რეპუტა-
ცია დაზარალდებოდა.
– მაგრამ, ქალაქში ასე მარტო ვერ იხეტიალებ!
– აქამდე ხომ მოვაღწიე მარტომ? გავიწყდება, ვინ ვართ,
კოლლემ. მსახურების გარეშეც შემიძლია არსებობა. აქაურების
უმრავლესობისთვის მსახურზე უკეთესი არაფრით ვარ. გარდა
ამისა, შენი მეგობარი, კაპიტანი ლუთარი მომხედავს.
– ეგ კიდევ უარესია და შენც მშვენივრად მოგეხსენება, ეშ-
მაკმაც დალახვროს!
– მე ხომ არ ვიცოდი, თუ ასე დაკავებული იქნებოდი. მეგონა,
საკუთარი დისთვის დროს გამონახავდი! – სულელი ნამდვილად
არ ჩანდა, რაც უკვე კარგი იყო. მაგრამ მსუქანი იქნებოდა და
როგორც აღმოჩნდა, ბუზღუნაც, – შენს მეგობართან უსაფ-
რთხოდ არ ვიქნები?
– მისი ნდობა შეიძლება, მაგრამ თვითონ თუ იქნება შენთან
უსაფრთხოდ? – ჯეზალი ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა
მაიორი, – აგრიონტში სეირნობას აპირებ კაცთან, რომელსაც
არ იცნობ? თავს ნუ ისულელებ, კარგად ხვდები, რას ვგულის-
ხმობ! ხალხი რას იფიქრებს?
– მიმიფურთხებია, რას იფიქრებს ხალხი! – ჯეზალი კარს მო-
შორდა. ქალბატონებისგან ასეთ სიტყვებს მიჩვეული არ იყო.
მსუქანი, ბუზღუნა და ვულგარული, ეშმაკმა დასწყევლოს! საქმე
უფრო ცუდად იყო, ვიდრე ელოდა. დერეფანს გახედა და გასაქ-
ცევად მოემზადა, თან ახსნა-განმარტების მოფიქრება დაიწყო.
მაგრამ ჯანდაბა! არ გაუმართლა: კიბეზე ვიღაც ამოდიოდა. შე-
უმჩნევლად ვერ გაიპარებოდა. სხვა გზა არ რჩებოდა, კარზე და-
კაკუნება მოუწევდა. კბილები გააღრჭიალა და აღშფოთებულმა
დააბრახუნა.
93 მკითხველთა ლიგა
საუბარი მაშინვე შეწყდა და ჯეზალს სახეზე ყალბი მეგობრუ-
ლი ღიმილი გადაეფინა. აი, წამებაც იწყება. კარი ფართოდ
გაიღო.
რატომღაც, კაბაში გამოწყობილ ვესტის დამოკლებულ და
მსუქან ვერსიას ელოდა. მაგრამ ძალიან შეცდა: ახალგაზრდა
ქალის ფიგურა, შეიძლება იმაზე ოდნავ სავსე ჩანდა, ვიდრე ამას
მკაცრი მოდა მოითხოვდა (სასახლის კარზე მოთხოვნა გაძვალ-
ტყავებულ გოგონებზე იყო), მაგრამ მსუქანს ნამდვილად ვერ
უწოდებდი. შავი თმა და კანი აღმოაჩნდა – დაწესებულ სტან-
დარტებზე ცოტა მუქი. ჯეზალმა იცოდა, რომ ქალბატონები მზის
სხივებს თავს მაქსიმალურად არიდებდნენ. თუმცა მაიორის დას
შეჰყურებდა და ვერაფრით იხსენებდა, რატომ. ძალიან მუქი,
თითქმის შავი თვალები ნახევრად ჩაბნელებული შესასვლელი-
დან ანათებდა. მიუხედავად იმისა რომ მოდაში ცისფერთვალება
ლამაზმანები იყვნენ, კაპიტანი გოგონას თვალს ვერ სწყვეტდა.
ვესტის დამ ჯეზალს გაუღიმა. უცნაური ღიმილი ჰქონდა: ცალ
მხარეს ტუჩი უფრო მაღლა ეპრიხებოდა. უცნაური შეგრძნება
დაეუფლა – თითქოს გოგონამ რაღაც ისეთი სასაცილო ამბავი
იცოდა, რაზეც თვითონ წარმოდგენა არ ჰქონდა. შესანიშნავი
კბილები თეთრად უბრწყინავდა. კაპიტანს გაბრაზება უკვალოდ
გაუქრა. რაც უფრო დიდხანს უყურებდა, მით უფრო მოსწონდა
და მით უფრო მეტი მაცდური აზრი ეპარებოდა.
– გამარჯობა, – მიესალმა გოგონა.
ჯეზალმა პირი ინსტინქტურად გააღო, მაგრამ ვერაფრის
თქმა მოახერხა. გონება თეთრი ფურცელივით დაუცარიელდა.
– თქვენ კაპიტანი ლუთარი უნდა იყოთ, ხომ ასეა?
– ე... ე...
– მე კოლლემის და ვარ, არდი, – და ხელი შუბლზე იტკიცა, –
რა იდიოტი ვარ, კოლლემმა ჩემზე ალბათ უკვე გიამბოთ. ვიცი,
რომ კარგი მეგობრები ხართ.
94 მკითხველთა ლიგა
ჯეზალმა მაიორს უხერხულად გახედა, ის კი პირქუშად უყუ-
რებდა. უადგილო იქნებოდა, თუ ეტყოდა, რომ მისი არსებობის
შესახებ სულ ცოტა ხნის წინ შეიტყო. ჯეზალი ძალიან ეცადა, სა-
ინტერესო პასუხი მოეფიქრებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
არდიმ სტუმარს ხელი იდაყვში ჩაავლო და ოთახში შეიყვანა,
თან ლაპარაკობდა:
– ვიცი, რომ ხმალს ძალიან კარგად ფლობთ, მაგრამ მით-
ხრეს, გონება კიდევ უფრო კარგად უჭრისო. და მეგობრებთან
მხოლოდ ხმალს იყენებთ, რადგან თქვენი გონება გაცილებით
სახიფათო იარაღია, – მაიორის დამ კაპიტანს მოლოდინით სავ-
სე მზერა მიაპყრო. ისევ დუმილი იდგა.
– დიახ... – ძლივს ამოიბლუკუნა ჯეზალმა, – ფარიკაობით
ნამდვილად ვარ დაკავებული.
საშინელება იყო. ნამდვილი კოშმარი.
– ნამდვილად ის ლუთარია, ვისზეც ვსაუბრობ? თუ მებაღეს
ვესაუბრები, – ჯეზალს უცნაური გამომეტყველებით შეხედა. სა-
ვარაუდოდ კაპიტანსაც ზუსტად ასეთივე გამომეტყველება ექნე-
ბოდა ცხენის ყიდვისას: ყურადღებიანი, დაკვირვებული და ოდ-
ნავ მედიდური, – ეტყობა, მებაღეებსაც მდიდრული მუნდირები
აქვთ.
ახალგაზრდა ქალის შენიშვნა ძალიან ჰგავდა შეურაცხყო-
ფას, მაგრამ ჯეზალი საინტერესო რეპლიკის მოფიქრებით იყო
გართული და ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ან სასწრა-
ფოდ უნდა ეთქვა რამე, ან მთელი დღე შერცხვენილი იქნებოდა,
ამიტომ პირი გააღო და ბედს მიენდო:
– გთხოვთ, დაბნეულობა მომიტევოთ. საიდან უნდა მცოდნო-
და, მაიორი ვესტისნაირ შეუხედავ კაცს ასეთი მშვენიერი და თუ
ეყოლებოდა?
ვესტმა ჩაიფრუტუნა. მისმა დამ ცალი წარბი აზიდა და თითე-
ბის მტვრევას მოჰყვა.
95 მკითხველთა ლიგა
– თავხედურად ჟღერს, მაგრამ ჩემი ძმის მისამართით, რაც
კარგია. ცოტა სასაცილოც იყო, რაც ასევე კარგია. გულახდილი
ხართ, ეს ცოტა უჩვეულოა და კომპლიმენტი მითხარით, რაც,
რასაკვირველია, ბრწყინვალეა. ცოტა დააგვიანეთ, მაგრამ ცდა
ამად ღირდა, – ჯეზალს პირდაპირ თვალებში ჩახედა, – შეიძლე-
ბა, საღამომ მთლად ფუჭად არ ჩაიაროს.
ჯეზალი დარწმუნებული არ იყო, რომ უკანასკნელი შენიშვნა
მოეწონა. ან ის, თუ როგორ უყურებდა მას გოგონა. მაგრამ თვი-
თონ მისი ცქერა ძალიან სიამოვნებდა, ამიტომაც მზად იყო ეპა-
ტიებინა. მისი ნაცნობი ქალები იშვიათად ამბობდნენ რამე
ჭკვიანურს, განსაკუთრებით – ლამაზები. ვარაუდობდა, რომ
სპეციალურად მხოლოდ თავის ქნევას, ღიმილსა და მოსმენას
ასწავლიდნენ, სანამ კაცები საუბრობდნენ. მთლიანობაში, ჯე-
ზალს ეს ყველაფერი აკმაყოფილებდა, მაგრამ ვესტის დას ჭკუა
ძალიან უხდებოდა და კაპიტანს ცნობისმოყვარეობა აღუძრა.
ჭარბი წონისა და ბუზღუნის დავიწყება თავისუფლად შეიძლებო-
და. რაც შეეხება ვულგარულობას... სიმპათიური ადამიანები
არასოდეს არიან ვულგარულები, ხომ ასეა? ისინი უბრალოდ...
განსხვავებულად იქცევიან. ჯეზალი უკვე ფიქრობდა, რომ საღა-
მო, როგორც გოგონამ თქვა, მთლად ფუჭად არ ჩაივლიდა.
ვესტი კარისკენ წავიდა:
– როგორც ჩანს, მარტო უნდა დაგტოვოთ, რომ ერთმანეთი
უკეთ გაკენწლოთ. მე კი ლორდ-მარშალი ბერრი მელოდება.
ისეთი არაფერი ჩაიდინოთ, რასაც მე არ ვიზამდი, კარგი? – ბო-
ლო სიტყვები თითქოს ჯეზალისკენ იყო მიმართული, მაგრამ
ვესტი დას უყურებდა.
– მგონი, თითქმის ყველაფრის უფლება მოგვცეს, – თქვა არ-
დიმ და ჯეზალის მზერა დაიჭირა. კაპიტანმა იგრძნო, რომ პატა-
რა გოგოსავით წითლდებოდა, ჩაახველა და საკუთარ ფეხსაცმე-
ლებს ჩააშტერდა.
96 მკითხველთა ლიგა
ვესტმა თვალები აატრიალა.
– მერსი! – თქვა და კარი ხმაურით გაიხურა.
– რამეს ინებებთ? – არდი უკვე ღვინოს ასხამდა.
მშვენიერ ახალგაზრდა ქალთან მარტო დარჩა. ეს ჯეზალის-
თვის ახალი სულაც არ იყო, მაგრამ მისი ჩვეული თავდაჯერება
სადღაც გამქრალიყო.
– დიახ, გმადლობთ. ძალიან თავაზიანი ბრძანდებით.
რა თქმა უნდა, სასმელი უნდა დაელია! ღვინო ნერვიულობას
უშველიდა და ნერვებს დაუწყნარებდა. არდიმ კაპიტანს ჭიქა
მიაწოდა და მეორეში თავისთვის დაისხა. ახალგაზრდა ქალბა-
ტონისთვის ასეთ დროს დალევა ცოტა მიუღებელიაო, ფიქრობ-
და ჯეზალი, მაგრამ ვერაფერი თქვა. ბოლოს და ბოლოს, არდი
მისი და კი არ იყო.
– მითხარით, კაპიტანო, ჩემი ძმა როგორ გაიცანით?
– ის ჩემი უშუალო ხელმძღვანელია, გარდა ამისა, ფარი-
კაობაში ერთად ვვარჯიშობთ, – ტვინი ნელ-ნელა აუმუშავდა, –
თუმცა ეს ყველაფერი ხომ თქვენც მშვენივრად მოგეხსენებათ.
– რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი აღმზრდელი მასწავლიდა, მა-
მაკაცებს ყოველთვის ბევრი საუბრის საშუალება უნდა მივცეთო.
ჯეზალს ღვინო გადასცდა, ხველა აუტყდა და სასმელი ქურ-
თუკზე გადაისხა:
– ჯანდაბა!
– აი, ერთი წუთით გამომართვით, – არდიმ ჯეზალს საკუთა-
რი ჭიქა მიაწოდა და კაპიტანს ორივე ხელი დაკავებული შერჩა.
გოგონამ თეთრი ცხვირსახოცი ამოიღო და მუნდირის წმენდა
დაუწყო. კაპიტანი წინააღმდეგი არ იყო, თუმცა საქციელი მე-
ტისმეტად ახირებული მოეჩვენა. სიმართლე ითქვას, ასეთი ლა-
მაზი რომ არ ყოფილიყო, აუცილებლად აღშფოთდებოდა. ნეტა
თუ ხვდებოდა, გულამოჭრილ კაბაში დახრილმა ჯეზალს რა
მშვენიერი ხედი გადაუშალა? რა თქმა უნდა, ვერა – სოფლიდან
97 მკითხველთა ლიგა
ხომ სულ ახლახან ჩამოვიდა და ჯერ დახვეწილ მანერებს შეჩ-
ვეული არ იყო. ჩვეულებრივი პროვინციელი გოგონა იყო...
თუმცა, ხედი მართლაც შესანიშნავი ჩანდა, ამას ვერ უარყოფდა.
– აი, ასე უკეთესია, – თქვა კმაყოფილმა, თუმცა მისმა მცდე-
ლობამ მაინცდამაინც ვერ გაამართლა – ყოველ შემთხვევაში,
მუნდირზე. შემდეგ ჯეზალს ჭიქები გამოართვა, თავი უკან გადა-
აგდო და საკუთარი სასმისი ერთი მოსმით, დამუშავებული მოძ-
რაობით გამოცალა. ჭურჭელი მაგიდაზე დააწყო:
– აბა, წავიდეთ?
– დიახ... რა თქმა უნდა. ოჰ, გთხოვთ, – კაპიტანმა ხელი შეს-
თავაზა.
გოგონამ კაპიტანი დერეფანში გაიყვანა და კიბეზე დაეშვნენ,
თან თავისუფლად ეტიტინებოდა. ნამდვილი სიტყვების გრიგა-
ლი იყო და, როგორც მარშალმა ვარუზმა აღნიშნა, ჯეზალის
დაცვა სუსტი აღმოჩნდა. სანამ მარშლების ფართო მოედანზე მი-
სეირნობდნენ, არდის შეტევებს გაჭირვებით იგერიებდა,
საუბარში სიტყვების ჩაკვეხებას ძლივს ასწრებდა.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს აქ წლების გან-
მავლობაში არდი ცხოვრობდა, ხოლო პროვინციელი ხეპრე ჯე-
ზალი იყო.
– ეს ომის დიდების დარბაზია? – არდიმ თავი მაღალი კედ-
ლისკენ გაიქნია, რომელიც კავშირის ჯარების შტაბბინას დანარ-
ჩენი აგრიონტისგან ჰყოფდა.
– ნამდვილად ეგ არის. ლორდ-მარშლების კანცელარია, ყა-
ზარმები, არსენალი და ეე... – გაჩუმდა, აღარ იცოდა, რა დაემა-
ტებინა. ისევ არდიმ გადაარჩინა:
– გამოდის, იქ სადღაც ჩემი ძმა უნდა იყოს. ის ხომ სახელ-
განთქმული მეომარია, როგორც ვიცი. ულრიოხის დაცვა ხომ
პირველმა გაარღვია და ასე შემდეგ.
– მმ... დიახ, აქ მაიორს ყველა პატივს სცემს.
98 მკითხველთა ლიგა
– მაგრამ ხანდახან რა მოსაწყენია, არა? ძალიან უყვარს თა-
ვის შეწუხებულ და იდუმალებით მოცულ ადამიანად მოჩვენება,
– ოდნავ ჩაიღიმა და ნიკაპზე ხელი ჩაფიქრებულმა მოისვა –
ზუსტად ისე, როგორც მის ძმას სჩვეოდა. ვესტის გამომეტყველე-
ბას ისე ოსტატურად გამოაჯავრა, ჯეზალმა სიცილი ვერ შეიკავა.
თან ფიქრობდა, მანდილოსანს უცნობ მამაკაცთან ასე ახლოს
სიარული და ხელის ინტიმურად ჩაჭიდება არ შეშვენისო. არა,
წინააღმდეგი კი არ იყო, პირიქით. მაგრამ, მათ ხომ ხალხი უყუ-
რებდა?!
– არდი... – დაიწყო ჯეზალმა.
– ეს კი მეფეთა ხეივანი უნდა იყოს.
– დიახ, ეეე... არდი...
მაგრამ, არდის თავი აეწია და ჰაროდ დიდის დიდებულ ქან-
დაკებას ათვალიერებდა, რომლის მკაცრი მზერაც, სადღაც
შორს იკარგებოდა.
– ეს ჰაროდ დიდია?
– დიახ. ბნელ საუკუნეებში, როცა კავშირი ჯერ კიდევ არ არ-
სებობდა, სამი სამეფოს გაერთიანებისთვის იბრძოდა. პირველი
მეფეთ მეფე იყო, – „იდიოტო!“ – გაიფიქრა ჯეზალმა, – „ისედაც
ეცოდინება, ეგ ხომ ყველამ იცის“, – არდი, ვშიშობ, შენი ძმა
არ...
– ეს ხომ ბაიაზია, მაგთა შორის უპირველესი?
– დიახ, ჰაროდის ყველაზე სანდო მრჩეველი იყო, არდი...
– მართალია, რომ დახურულ კრებაზე მისთვის თავისუფალ
ადგილს ისევ ინახავენ?
ჯეზალი კითხვამ საგონებელში ჩააგდო:
– მსმენია, რომ ერთი თავისუფალი სკამი აქვთ, მაგრამ არ
ვიცოდი თუ...
– ძალიან მრისხანედ გამოიყურებიან, ხომ?

99 მკითხველთა ლიგა
– ეეე... ვფიქრობ, მაშინ დროც ეგეთი იყო, – თქვა და სულე-
ლურად გაიკრიჭა.
ამ დროს ხეივანში უზარმაზარ, გაქაფულ ცხენზე მჯდომი
რაინდი-ჰერალდი გრიგალივით შემოიჭრა. მუზარადის ოქროს
ფრთები მზეზე თვალისმომჭრელად უბრწყინავდა. მოხელეები
ყველა მიმართულებით გაიფანტნენ, რათა მხედრისთვის გზა და-
ეთმოთ და ჯეზალმაც ნაზად სცადა არდის გვერდზე გაყვანა. მის-
და გასაოცრად, გოგონამ ადგილიდან დაძვრაზე უარი განაცხა-
და. ცხენმა სულ ახლოს ჩაუქროლა – იმდენად ახლოს, რომ
ქარმა არდის თმა ჯეზალს სახეში შეაყარა. გოგონა კაპიტნისკენ
შემობრუნდა, ლოყები აგზნებისგან ასწითლებოდა, მაგრამ, სხვა
მხრივ, არაფრით იმჩნევდა, კინაღამ ცხენმა რომ გადათელა.
– რაინდი-ჰერალდი იყო? – ჯეზალს მკლავში ისევ გაუყარა
ხელი და მეფეთა ხეივანში სეირნობა განაგრძო.
– დიახ, – დაიწრიპინა ჯეზალმა, ხმას რატომღაც ვერ იმორ-
ჩილებდა, – რაინდ-ჰერალდებს უდიდესი პასუხისმგებლობა
აკისრიათ. კავშირის ყველა წერტილიდან მეფის წერილებს
დაატარებენ, – როგორც იქნა გულმა გამალებით ცემა შეწყვიტა,
– მრგვალი ზღვის გადაღმაც კი, ანგლანდში, დაგოსკადან თუ
ვესტპორტიდან. მეფის სახელით საუბრის უფლება აქვთ. ნების-
მიერი სხვა ინფორმაციის გაცემა კი სასტიკად ეკრძალებათ.
– აქეთკენ გზად, გემზე ერთი რაინდი-ჰერალდი, ფედორ დან
ჰადენი მგზავრობდა, საათობით ვსაუბრობდით, – ჯეზალმა
გაოცება ვერ დაფარა, – ადუაზე, კავშირზე, მის ოჯახზე ვილაპა-
რაკეთ. სხვათა შორის, თქვენც გახსენათ, – კაპიტანმა გულგრი-
ლი გამომეტყველების შენარჩუნება ვერც ახლა შეძლო, – მომა-
ვალ ტურნირთან დაკავშირებით, – არდი ჯეზალისკენ გადაიხა-
რა, – მისი აზრით, ბრემერ დან გორსტი ასო-ასო აგკუწავთ.
ჯეზალს სასულეში ნერწყვი გადასცდა და ხველა აუტყდა,
თუმცა თავს მალევე მოერია:
100 მკითხველთა ლიგა
– სამწუხაროდ, მის აზრს ბევრი იზიარებს.
– მაგრამ, თქვენ არა, ხომ ასეა?
– ეე...
არდი გაჩერდა, კაპიტანს ხელი ხელზე მოუჭირა და თვალებ-
ში სერიოზული გამომეტყველებით ჩახედა:
– დარწმუნებული ვარ, ბრემერ დან გორსტის დამარცხებას
აუცილებლად შეძლებთ, რაც უნდა ილაპარაკონ. ჩემი ძმა ძალი-
ან გაქებთ, მაგ საქმეში კი ჩემი ძმა ძალიან ძუნწია.
– ეე... – ჯეზალს ენა ისევ დაება. თითებში სასიამოვნო
ჩხვლეტა იგრძნო. გოგონას დიდი და მუქი თვალების ცქერით
ტკბებოდა და საჭირო სიტყვები ისევ დაავიწყდა. არდის ჩვევა,
ქვედა ტუჩზე ეკბინა, გონებას ურევდა. რა დიდი, მშვენიერი ტუ-
ჩები ჰქონდა. მათ კბენაზე არც ჯეზალი იტყოდა უარს.
– ოჰ, უღრმესი მადლობა, – მიუგო ბრიყვული ღიმილით.
– აქ კი პარკი უნდა იყოს, – არდიმ ზურგი აქცია, რომ სიმწვა-
ნით დამტკბარიყო, – უფრო ლამაზია, ვიდრე წარმომედგინა.
– მმმ... დიახ, რასაკვირველია.
– რა კარგია სამყაროს ცენტრში ყოფნა! ცხოვრების უდიდესი
ნაწილი ქვეყნიერების დასალიერში გავატარე. უმნიშვნელოვა-
ნეს გადაწყვეტილებებს სწორედ აქ იღებენ! უმნიშვნელოვანესი
ხალხი სწორედ აქ ცხოვრობს! – არდიმ ხელი გზაზე მდგომი ტი-
რიფის ფოთლებში შეაცურა, – კოლლემი ფიქრობს, რომ ჩრდი-
ლოეთში ომი დაიწყება. ჩემზე ღელავდა. ვფიქრობ, ჩემს აქ ჩა-
მოსვლას ამიტომ დათანხმდა. ჩემი აზრით, ცოტა გადაამლაშა.
თქვენ რას ფიქრობთ, კაპიტანო ლუთარ?
სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე კაპიტანი ლუთარი პო-
ლიტიკური უმეცრების სამოთხეში ნებივრობდა. მაგრამ ეს პასუ-
ხად არ გამოადგებოდა:

101 მკითხველთა ლიგა


– იცით... – კაპიტანი დროს წელავდა, სანამ, როგორც იქნა,
სახელი გაიხსენა და შვებით ამოისუნთქა, – იმ ბეთოდს კარგად
მიბეგვა არ აწყენდა.
– ამბობენ, საკუთარი დროშის ქვეშ ოცი ათასამდე ჩრდი-
ლოელი შეკრიბაო, – არდი ჯეზალისკენ გადაიხარა, – ბარბა-
როსები, – წაიჩურჩულა, – ნამდვილი ველურები... ამბობენ,
ტყვეებს ატყავებსო.
კაპიტნის აზრით, ასეთ თემებზე საუბარი მანდილოსანს არ
შეეფერებოდა:
– არდი... – დაიწყო ისევ.
– მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენი და ჩემი ძმისნაირი კა-
ცების წყალობით, ქალებს არაფერი გვემუქრება, – შეტრიალდა
და გზას გაუყვა. გოგონას რომ დასწეოდა, ჯეზალს აჩქარება მო-
უხდა.
– ეს შემოქმედის სახლია? – არდიმ თავი უზარმაზარი კოშკის
საზარელი სილუეტისკენ გაიქნია.
– დიახ, ის არის.
– შიგნით მართლა არავინ შესულა?
– არავინ. ყოველ შემთხვევაში, მე არ მოვსწრებივარ. ხიდი
ყოველთვის აწეული და კარგად ჩარაზულია, – ჯეზალი კოშკის
დანახვაზე მოიღუშა. ახლა უცნაურად ეჩვენებოდა, აქამდე ამაზე
რომ არ დაფიქრებულა. კოშკი ყოველთვის აქ იყო. თუ აგრიონ-
ტში ცხოვრობდი, როგორღაც ეჩვეოდი და ბოლოს ყურადღებას
აღარ აქცევდი, – როგორც ვიცი, კოშკის შესასვლელი მჭიდროდ
არის დალუქული.
– დალუქული? – არდი უკვე ძალიან მოუახლოვდა. ჯეზალმა
ნერვიულად მიმოიხედა, მაგრამ ირგვლივ არავინ ჩანდა, – განა
უცნაური არ არის, იქ შესვლას რომ არავინ ცდილობს? კოშკი
ხომ საიდუმლოებებითაა მოცული! – ჯეზალი კისერზე გოგონას

102 მკითხველთა ლიგა


სუნთქვას გრძნობდა, – ხომ შეიძლება, უბრალოდ კარი შეამ-
ტვრიო?
გოგონა კაპიტანთან ისე ახლოს იდგა, რომ ამ უკანასკნელს
ყურადღების მოკრება ძალიან უჭირდა. ერთდროულად შეშინე-
ბულმა და აღტაცებულმა გაიფიქრა: „ხომ არ მეარშიყება? არა,
რა თქმა უნდა, არა! უბრალოდ ქალაქური ცხოვრების წესები არ
იცის, ეგაა და ეგ. ერთი მიამიტი გოგოა სოფლიდან...“ მაგრამ
ისე ახლოს იდგა... ასე მიმზიდველი და თავდაჯერებული რომ არ
ყოფილიყო... ვესტის და რომ არ ყოფილიყო...
ჩაახველა და ყურადღების გადატანის მიზნით გზას გახედა.
სულ რამდენიმე ადამიანი დაინახა, მაგრამ ნაცნობი არავინ, სა-
ნამ... მოულოდნელად არდის ჯადომ ძალა დაკარგა და ჯეზალს
კანზე სიცივემ დაუარა. მათ კუზიანი, მზიანი დღისთვის მეტისმე-
ტად თბილად ჩაცმული ფიგურა კოჭლობით უახლოვდებოდა.
წელში მოხრილი ხელჯოხს მძიმედ ეყრდნობოდა და ყოველი ნა-
ბიჯის გადადგმაზე ცახცახებდა. უფრო სწრაფად მოსიარულე
მგზავრები გზას შესამჩნევად შორიდან უვლიდნენ. სანამ მათ შე-
ნიშნავდა, ჯეზალმა სასწრაფოდ აორთქლება გადაწყვიტა, მაგ-
რამ გოგონამ თავი კოხტად გაითავისუფლა და პირდაპირ კოჭ-
ლი ინკვიზიტორისკენ გაემართა.
ხეიბარმა მათი მიახლოება იგრძნო და თავი ასწია. თვალებ-
ში შეეტყო, რომ იცნო. ჯეზალს გული მოეწურა. მათი შეხვედრა
გარდაუვალი გახდა.
– ოჰ, კაპიტანო ლუთარ! – თბილად მიესალმა გლოკტა და
ხელის ჩამოსართმევად უფრო ახლოს მიიწია, – რა სასიამოვნო
შეხვედრაა! საოცარია, ვარუზმა ასე ადრე რომ გამოგიშვათ. ეტ-
ყობა, ასაკთან ერთად რბილდება.
– ლორდ-მარშალი მაინც ყველაზე მომთხოვნია, – არ
დაეთანხმა ჯეზალი.

103 მკითხველთა ლიგა


– იმედი მაქვს, გასულ ღამეს ჩემმა შეგირდებმა ძალიან არ
შეგაწუხეს, – ინკვიზიტორმა თავი დანანებით გააქნია, – მანე-
რებში მოიკოჭლებენ, ნამდვილად მოიკოჭლებენ! მაგრამ, თავი-
ანთ საქმეში საუკეთესოები არიან! შემიძლია დავიფიცო, რომ
მეფეს მათზე ძვირფასი მსახურები არ ჰყავს.
– ვფიქრობ, მეფეს ყველა ჩვენებურად ვემსახურებით, – ჯე-
ზალს ხმაში უფრო მეტი მუქარის ნოტები გამოერია, ვიდრე უნ-
დოდა.
დანამდვილებით ვერ იტყოდი, გლოტკა შეურაცხყოფილი
დარჩა თუ არა:
– ბუნებრივია. ვგონებ, თქვენს თანამგზავრს არ ვიცნობ.
– არა, ეს...
– ერთმანეთს შევხვედრივართ, – ჯეზალის გასაკვირად თქვა
არდიმ და ინკვიზიტორს ხელი გაუწოდა, – არდი ვესტი.
გლოკტამ წარბები აზიდა:
– შეუძლებელია! – ხელზე საკოცნელად მოუქნელად მოიკე-
ცა. ჯეზალმა შეამჩნია, წელში გამართვისას ინკვიზიტორს პირი
როგორ მოეღრიცა, თუმცა სახეზე უკბილო ღიმილი მალევე და-
უბრუნდა, – კოლლემ ვესტის და! როგორ შეცვლილხართ!
– იმედი მაქვს, მხოლოდ უკეთესობისკენ, – გაიცინა არდიმ.
ჯეზალმა თავი საშინლად უხერხულად იგრძნო.
– ოო, ნამდვილად, – უპასუხა გლოკტამ.
– თქვენც ძალიან შეცვლილხართ, სანდ, – მოულოდნელად
დასევდიანდა არდი, – რომ იცოდეთ, ოჯახში თქვენზე როგორ
ვნერვიულობდით. თქვენი დაბრუნების დიდი იმედი გვქონდა, –
ჯეზალმა დაინახა, გლოკტას სახეზე კრუნჩხვამ როგორ დაუარა,
– შემდეგ, თქვენი ამბავი შევიტყვეთ. თავს როგორ გრძნობთ?
ინკვიზიტორმა ჯეზალს სიკვდილივით ცივი თვალებით შეხე-
და. კაპიტანი საკუთარ ჩექმებს ჩააშტერდა და ყელში შიში გაეჩ-
ხირა. ამ ხეიბრის არ უნდა ეშინოდეს, ხომ ასეა? მაგრამ რატომ-
104 მკითხველთა ლიგა
ღაც ისევ ფარიკაობის ვარჯიშზე დაბრუნება მოუნდა. გლოკტამ
მზერა არდიზე გადაიტანა. მარცხენა თვალი ოდნავ უთამაშებდა.
გოგონა ინკვიზიტორს სრულიად უშიშრად, წყნარად უყურებდა.
– არა მიშავს, რამდენადაც შესაძლებელია, – სახეზე უც-
ნაური გამომეტყველება გამოესახა და ჯეზალმა კიდევ უფრო
უხერხულად იგრძნო თავი, – გმადლობთ მოკითხვისთვის, მარ-
თლა. ამას არასოდეს მეკითხებიან.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ინკვიზიტორმა კისერი
გვერდზე გადახარა და ხმამაღალი ტკაცანი გაისმა:
– აჰ! ასე უკეთესია, – თქვა მან, – თქვენი ნახვა ძალიან გამი-
ხარდა, მაგრამ საქმე არ იცდის, – თანამოსაუბრეები მორიგი
გულისამრევი ღიმილით დაასაჩუქრა და გზა კოჭლობით განაგ-
რძო. მარცხენა ფეხს ხრეშზე მოუქნელად მიათრევდა.
არდი ნელ-ნელა მიმავალ სილუეტს უყურებდა და იღუშებო-
და:
– რა დასანანია, – ჩაილაპარაკა ძლივსგასაგონად.
– რა? – გამოფხიზლდა ჯეზალი. თვალწინ ის უზარმაზარი, სა-
შინელი თეთრი ტიპი ედგა. როგორი წვრილი, ვარდისფერი
თვალები ჰქონდა! შემდეგ თავზე ტომარაჩამოცმული ტყვეც გა-
ახსენდა. მეფეს ყველა ჩვენებურად ვემსახურებით. ნამდვილად
ასეა. კაპიტანს უნებურად გააჟრჟოლა.
– ადრე ის და ჩემი ძმა ძალიან ახლოს იყვნენ. ერთ ზაფხულს
ჩვენთან სტუმრად ჩამოვიდა. სიტყვებით ვერ აღვწერ, ჩემი ოჯა-
ხი როგორ ამაყობდა. ჩემს ძმასთან ერთად ფარიკაობაში ყო-
ველდღე ვარჯიშობდა და გამარჯვებული ყოველთვის გლოკტა
რჩებოდა. უნდა გენახათ, როგორ მოძრაობდა! სანდ დან გლოკ-
ტა. მაშინდელ ცის კაბადონზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი
იყო, – გოგონას სახეზე ბრძნული, ოდნავ გაღიმებული გამომეტ-
ყველება დაბრუნდა, – ახლა კი, იგივე თქვენზე მესმის.

105 მკითხველთა ლიგა


– ეე... – ჯეზალს ვერ გაეგო, არდი მართლა აქებდა თუ ეხუმ-
რებოდა. დღეს მეორედ იგრძნო ბრძოლაში დამარცხება: პირვე-
ლად ძმამ დაამარცხა, შემდეგ დამ – თან, როგორც ჩანს, გოგო-
ნამ გაცილებით მარტივად.

106 მკითხველთა ლიგა


დილის რიტუალი
ზაფხულის მზიანი დღე იდგა და პარკი ჭრელა-ჭრულა სამოს-
ში გამოწყობილი დამსვენებლებით გავსებულიყო. პოლკოვნიკი
გლოკტა მნიშვნელოვან შეხვედრაზე მტკიცე, თავდაჯერებული
ნაბიჯებით მიიჩქაროდა.
ხალხი თავს პატივისცემით უკრავდა და გზიდან ეცლებოდა.
უმეტესობას ზედაც არ უყურებდა, მხოლოდ რამდენიმე, გავლე-
ნიანი ადამიანი მიიჩნია თვალისმომჭრელი ღიმილის ღირსად.
ისინიც, მისი ყურადღებით აღფრთოვანებულები, საპასუხოდ
უღიმოდნენ.
– ვფიქრობ, მეფეს ყველა ჩვენებურად ვემსახურებით, – და-
იწკმუტუნა კაპიტანმა ლუთარმა და ხელი ხმლისკენ წაიღო, მაგ-
რამ გლოკტა მეტისმეტად სწრაფი აღმოჩნდა. მახვილმა მზის
სხივებზე გაიბრწყინა და დამცინავ იდიოტს ყელი ელვის სისწრა-
ფით გამოსჭრა.
სისხლი არდი ვესტს სახეში შადრევანივით შეესხა და გოგო-
ნაც აღფრთოვანებული ტაშისკვრას მოჰყვა, თან გლოკტას გაბ-
რწყინებული თვალებით მისჩერებოდა.
ლუთარი სიკვდილით გაკვირვებული ჩანდა.
– აჰა! ესეც ასე! – თქვა გაღიმებულმა გლოკტამ. კაპიტანი მი-
წაზე პირქვე დაეცა, გამოღადრული ყელიდან სისხლმა იფეთქა.
აღტაცებული ბრბო აღრიალდა და გლოკტამ ის მოხდენილი თა-
ვის დაკვრით დააჯილდოვა. საყოველთაო ყიჟინმა იქაურობა გა-
აყრუა.
– ოოჰ, პოლკოვნიკო, არ გინდათ... – წაიჩურჩულა არდიმ,
როცა გლოკტამ ლოყიდან სისხლი აულოკა.
– რა არ მინდა? – დაიგრგვინა გლოკტამ და გოგონა მკლა-
ვებში მოიქცია, თან ხარბად კოცნიდა. აღტყინებული ბრბო კინა-
ღამ ოვაციებით აფეთქდა. როგორც იქნა, პოლკოვნიკმა გოგონა
107 მკითხველთა ლიგა
გაათავისუფლა, ისიც მას დიდი, მუქი თვალებით უზომო თაყვა-
ნისცემით მისჩერებოდა, პირი ოდნავ დაეღო:
– არფი ეფტორი გეფაფით, – უთხრა ღიმილით.
– რა? – უცებ წყეული ბრბო გაჩუმდა და მარცხენა მხარემ გა-
შეშება დაიწყო. არდი ლოყაზე ნაზად შეეხო და დაიყვირა:
– არფი ეფტორი!
კარზე ვიღაც აბრახუნებდა. გლოკტამ თვალები გააღო. „სად
ვარ? ვინ ვარ? ო, არა!“
„როგორ არა“.
მაშინვე მიხვდა, რომ მოუხერხებლად იწვა: საბანში მოუხერ-
ხებლად გახვეული ბალიშში სახით ჩაფლულიყო. სხეულის მარ-
ცხენა ნაწილს სრულიად ვერ გრძნობდა.
კარი კინაღამ ჩამოიღეს:
– არფი ეფტორი! – მეორე მხრიდან ფროსტის მოჩლექილი
ღრიალი გაისმა.
თავის აწევისას გლოკტამ კისერში საშინელი ტკივილი იგ-
რძნო. „აჰ, გონებას ისე არაფერი გიხსნის, როგორც დღის პირ-
ველი სპაზმი“.
– კარგი, – დაიჩხავლა, – ერთი წუთი მაცადე, წყეულიმც
იყავ!
ალბინოსი კარს მძიმე ნაბიჯებით მოშორდა და დერეფანს გა-
უყვა. გლოკტა ცოტა ხანს გაუნძრევლად იწვა, შემდეგ მარჯვენა
ხელი ფრთხილად აამოძრავა და ზურგზე გადაბრუნება ძალიან,
ძალიან ნელა სცადა. დაძაბულობისგან მძიმედ ქშინავდა. მარ-
ცხენა ფეხში ტკივილი იგრძნო, თითქოს ვიღაცამ უთვალავი ნემ-
სი შეარჭოო და გლოკტამაც ხელი მომუჭა. „ნეტავი ეს ოხერი
ფეხი ასე გაშეშებული დარჩებოდეს!“ მაგრამ ტკივილი მთელ
სხეულში ძალიან სწრაფად იწყებდა გავრცელებას. თან უეცრად
უსიამოვნო სუნი ეცა. „ჯანდაბა! ისევ ჩავისვარე!“

108 მკითხველთა ლიგა


– ბარნამ! – დაიყმუვლა გლოკტამ და დაიცადა, ძლივს ქოში-
ნებდა. მთელი მარცხენა მხარე მწარედ უფეთქავდა, თითქოს სა-
წოლიდან ადგომის მცდელობის გამო გლოკტაზე შურისძიებას
ცდილობდა. „სად არის ეს ბებერი იდიოტი?“ – ბარნამ! – დაიყ-
ვირა მთელი ძალით.
– კარგად ხართ, სერ? – კარს მიღმა მსახურის ხმა მოესმა.
„კარგად? კარგად, შე რეგვენო? როგორ ფიქრობ, ბოლოს
როდის ვიყავი კარგად“?
– არა, წყეულიმც იყავ! საწოლი დავსვარე!
– ბანაობისთვის წყალი გაგიცხელეთ, სერ. ადგომას შეძ-
ლებთ?
ფროსტს კარზე დაბრახუნება ისევ მოუწია. „იქნებ მთელი ღა-
მე ღია დავტოვო? მაგრამ მერე როგორ დავიძინებ?“
– ვფიქრობ, მოვახერხებ, – დაისისინა გლოკტამ. ენა დაცა-
რიელებულ ღრძილებზე მიკრობოდა, ხელები უკანკალებდა.
ბოლოს, როგორც იქნა, საწოლიდან აბობღდა და იქვე მდგარ
სკამზე გადაჯდა.
დამახინჯებული, უთითო მარცხენა ფეხი არ ემორჩილებოდა
და უცახცახებდა. გლოკტამ ზიზღით დაიხედა ზედ: „საზიზღარი,
უსარგებლო ხორცის ნაჭერი! რატომ უბრალოდ არ მოგჭრეს? მე
თვითონ რატომ არ მოგიჭერი?“ მაგრამ მშვენივრად იცოდა, რა-
ტომაც – ორივე ფეხით ხალხს თავს მაინც აჩვენებდა, ვითომ სა-
ნახევროდ ადამიანი იყო. დამჭკნარ ბარძაყში მუშტი ჩაირტყა და
დაუყონებლივ ინანა. „სულელო! სულელო!“ ტკივილი ისევ ზურ-
გზე ააცოცდა, ამჯერად უფრო მწარედ და ყოველი წამის შემდეგ
უფრო ძლიერდებოდა. „კარგი, კარგი, არ ვიჩხუბოთ“. გამხმარი
ხორცი ნაზად დაიზილა. „ამ ჯოჯოხეთში ერთად ვართ, ჰოდა, ჩე-
მი წამება რაღა საჭიროა?“
– კართან მოსვლას შეძლებთ, სერ?

109 მკითხველთა ლიგა


უსიამოვნო სუნისგან დაჭყანულმა ხელჯოხი აიღო, ფეხზე ნე-
ლა, ტანჯვით წამოდგა და კარისკენ წალასლასდა. შუა გზაში კი-
ნაღამ ფეხი აუსრიალდა: თავის შეკავება დროულად შეძლო,
მაგრამ დაშვებული შეცდომის გამო, პასუხი მწველი ტკივილით
ზღო.
წონასწორობის შესანარჩუნებლად კედელს მიეყრდნო, სა-
კეტში გასაღები გადაატრიალა და კარი გაჭირვებით გააღო.
ბარნამი კართან ხელებგამოწვდილი იცდიდა, თუ რამეა, მის
დასაჭერად მზად რომ ყოფილიყო. „რა სირცხვილია! მე, სანდ
დან გლოკტა, მთელ კავშირის უძლიერესი მებრძოლი, მოხუცმა
მსახურმა საბანაოდ და მძღნერის ჩამოსაწმენდად ხელში აყვა-
ნილი უნდა წამიყვანოს. ალბათ ახლა ყველა რეგვენი, ვინც
ოდესმე დამიმარცხებია, ხმამაღლა იცინის. თუ საერთოდ ახ-
სოვთ ჩემი არსებობა. მეც გავიცინებდი, ასე რომ არ მტკიოდეს,
– ამ ფიქრების მიუხედავად, მარცხენა ფეხიდან სიმძიმე გა-
დაიტანა და ბარნამს მხრებზე ხელი ყოველგვარი წუწუნის გარე-
შე ჩაავლო, – რა აზრი აქვს? ტანჯვა ცოტა მაინც უნდა შევიმსუ-
ბუქო. რამდენადაც შესაძლებელია“.
გლოკტამ ჰაერი ღრმად ჩაისუნქთა:
– მშვიდად იარე, ფეხი ჯერ ბოლომდე არ ამუშავებულა.
ორი ადამიანისთვის მეტისმეტად ვიწრო დერეფანს ბორძიკი-
თა და ხტუნვა-ხტუნვით მიუყვებოდნენ. სააბაზანომდე თითქოს
ერთი მილი აშორებდათ. „ან მეტი. მირჩევნია ძველი სხეულით
ასი მილი გავიარო, ვიდრე ახლანდელით სააბაზანომდე მივიდე.
მაგრამ რას ვიზამთ? წარსულში ვერ დავბრუნდებით. ვერასო-
დეს“.
თბილი ორთქლი გლოკტას გაწებილ კანს სასიამოვნოდ
მიელამუნა. ბარნამის დახმარებით, რომელსაც ინკვიზიტორის-
თვის ხელები მხრებქვეშ ამოედო, მარჯვენა ფეხი ნელა ასწია და
წყალში ფრთხილად ჩაყო. „ჯანდაბა, ძალიან ცხელია!“ მოხუცი
110 მკითხველთა ლიგა
მსახური მეორე ფეხის ჩაყოფაშიც დაეხმარა. შემდეგ გლოკტა
ბავშვივით ფრთხილად ჩააწვინა, სანამ მთელი სხეული წყლით
არ დაეფარა.
– აააჰ! – უკბილოდ გაიღიმა გლოკტამ, – ბარნამ, შემოქმე-
დის სამჭედლოსავით ცხელია, ზუსტად ისეთი, როგორიც მიყ-
ვარს.
ფეხში სითბო ჩაეღვარა და ტკივილმაც იკლო. „მთლიანად
არ გამქრალა. ტკივილი არასოდეს მიმატოვებს. მაგრამ ასე უკე-
თესია. გაცილებით უკეთესი“. ძალა კიდევ ერთი დღისთვის გა-
მონახა. „პატარა რაღაცებით სიხარული უნდა ისწავლო, მაგა-
ლითად, ცხელი აბაზანით. წვრილმანებიც უნდა გიხაროდეს,
როცა სხვა არაფერი დაგრჩენია“.
შეგირდი ფროსტი ქვემოთ, ციცქნა სასადილოში უცდიდა,
უზარმაზარი სხეულით კედელზე მიდგმულ სავარძელში ჩასვენე-
ბული. გლოკტა მეორე სავარძელში ჩაეხეთქა და შვრიის ფაფის
სუნი იგრძნო. ჯამიდან ხის კოვზი ისე ამოჩრილიყო, რომ კიდეს
საერთოდ არ ეხებოდა. გლოკტას მუცელი აუბუყბუყდა და პირზე
ნერწყვი მოადგა. „გულისრევის ყველა სიმპტომი სახეზეა“.
– ვაშაა! ისევ შვრიის ფაფა! – დაიყვირა გლოკტამ და გაქვა-
ვებულ ფროსტს გახედა, – შვრია და თაფლი, ოქროზე კარგი!
ცხოვრებას ატკბობს შვრია და თაფლი!
ვარდისფერი თვალები დაუხამხამებლად მისჩერებოდა.
– საბავშვო სიმღერაა, დედაჩემი მიმღეროდა ხოლმე. თუმცა,
ამის ჭამას ვერაფერი მაიძულებდა, მაგრამ ახლა... – ჯამში კოვ-
ზი ჩაყო, – ჭამით ვერ ვძღები!
ფროსტი ისევ უსიტყვოდ უყურებდა.
– ძალიან სასარგებლოა, – თქვა გლოკტამ და ტკბილი ფაფა
პირისკენ გააქანა, – გემრიელი, – მომდევნო კოვზი გადაყლაპა,
– და რაც მთავარია, – ლუკმა კინაღამ სასულეში გადასცდა, –

111 მკითხველთა ლიგა


დაღეჭვა არ სჭირდება! – თითქმის სავსე ჯამი შორს გააცურა და
კოვზი მოისროლა.
– მმმ... – დაიზუზუნა, – კარგი საუზმე წარმატებული დღის სა-
წინდარია, არ შეგიმჩნევია?
თითქოს თეთრ კედელს ესაუბრებოდა, თუმცა კედელს, ალ-
ბათ, მეტი ემოცია ექნებოდა.
– ესე იგი, ჩემი ნახვა არქილექტორს სურს?
ალბინოსმა თავი დაუქნია.
– ჩვენს სახელგანთქმულ ლიდერს ჩვენგან რა უნდა სურდეს,
როგორ ფიქრობ?
ფროსტმა მხრები აიჩეჩა.
– ჰმმ, – გლოკტამ უკბილო ღრძილებიდან ფაფის ნარჩენები
გამოილოკა, – როგორ ფიქრობ, კარგ ხასიათზე იყო?
ისევ აჩეჩილი მხრები.
– ცოტა ნელა ილაპარაკე, შეგირდო ფროსტ. ყველაფერს ერ-
თიანად ნუ მომაყრი, მეშინია, რამე არ გამომეპაროს.
ისევ სიჩუმე. ოთახში ბარნამი შემოვიდა და მაგიდიდან ჯამი
აიღო:
– კიდევ რამეს ხომ არ ისურვებდით, სერ?
– აუცილებლად. დიდი, ნახევრად უმი, სისხლიანი შემწვარი
ხორცის ნაჭერი და კარგი ხრაშუნა ვაშლი მინდა, – და შეგირდ
ფროსტს გახედა, – ბავშვობაში ვაშლი ძალიან მიყვარდა.
„ეს ხუმრობა მერამდენედ უნდა ვთქვა“. ფროსტი სრულიად
უემოციოდ მისჩერებოდა, სიცილზე საუბარიც კი ზედმეტია. ინ-
კვიზიტორი ბარნამს მიუბრუნდა და მოხუცმაც დაქანცულმა
გაუღიმა.
– კარგი, კარგი, – ამოიოხრა გლოკტამ, – ადამიანს რამის
იმედი მაინც უნდა შერჩეს, ხომ ასეა?
– რა თქმა უნდა, სერ, – ჩაიბუტბუტა მსახურმა და კარისკენ
გაემართა.
112 მკითხველთა ლიგა
„ნამდვილად ასეა?“ არქილექტორის კაბინეტი დაკითხვების
სახლის ბოლო სართულზე იყო, რაც ძალიან ხანგრძლივი, მტან-
ჯველი გზის გავლას ნიშნავდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ
დერეფნებში უამრავი ხალხი მოძრაობდა. შეგირდები, მოხე-
ლეები, ინკვიზიტორები ერთმანეთში ისე ირეოდნენ, როგორც
მოფუსფუსე ჭიანჭველები ჩამოშლილი განავლის გროვაში.
როცა ვინმეს მზერას გრძნობდა, გლოკტა კოჭლობით ჩაუვ-
ლიდა, თავს მაღლა ასწევდა და გაუღიმებდა. მარტო დარჩენი-
ლი ჩერდებოდა და სულს ითქვამდა, ოფლში ცურავდა და
წყევლა-კრულვას იწყებდა, ფეხს ხან ეფერებოდა, ხან ურტყამ-
და, ცდილობდა უვარგის კიდურში სიცოცხლე დაებრუნებინა.
„ასე მაღლა რატომ არის?“ – ეკითხებოდა საკუთარ თავს ბუნ-
დოვნად განათებული დერეფნებისა და ხვეული კიბეების ლაბი-
რინთში ლასლასისას. როცა მისაღებს მიაღწია, არაქათი გამოც-
ლილი ჰქონდა, მძიმედ სუნთქავდა, ჯოხზე მეტისმეტად
ძლიერად დაყრდნობისგან მარცხენა ხელი სტკიოდა.
დიდი, შავი მაგიდის ბოლოდან, რომელიც ოთახის ნახევარს
იკავებდა, ინკვიზიტორს არქილექტორის მდივანი ეჭვით ათვა-
ლიერებდა. ხალხისთვის მოლოდინი კიდევ უფრო შემაწუხებე-
ლი რომ გამხდარიყო, მაგიდის წინ სკამები დაელაგებინათ. ორ-
მაგ კარს ორი შეგირდი სდარაჯობდა. პირქუში გამომეტყველე-
ბებით ისე გაუნძრევლად იდგნენ, თავადაც ავეჯს დამსგავსე-
ბოდნენ.
– შეხვედრა გაქვთ დანიშნული? – მომთხოვნი ხმით იკითხა
მდივანმა. „მშვენივრად იცი, ვინც ვარ, თვითკმაყოფილო ნაგა-
ვო!“
– რა თქმა უნდა, – მოუჭრა გლოკტამ, – როგორ ფიქრობთ,
ამ სიმაღლეზე თქვენი მაგიდის სანახავად ამოვბობღდი?

113 მკითხველთა ლიგა


მდივანმა ზემოდან მედიდურად დახედა. ახალგაზრდა, ფერ-
მკრთალი და წარმოსადეგი ყმაწვილი იყო, ოქროსფერი ქოჩ-
რით. „ვიღაც წვრილი, უბადრუკი დიდებულის მეხუთე შვილი,
რომლის მშობელიც მოზღვავებული ენერგიისგან ბარძაყებს
ვერ აჩერებს, ასე აგდებულად უნდა მექცეოდეს?“
– თქვენი სახელი? – იკითხა მდივანმა დამცინავად.
საფეხურების წყალობით გლოკტას მოთმინება უკვე დაკარ-
გული ჰქონდა. მაგიდაზე ხელჯოხი ისე მაგრად დააბრეხვა, რომ
მდივანი კინაღამ სავაძლიდან ამოხტა.
– მართლა ასეთი იდიოტი ხარ? ბევრი ხეიბარი ინკვიზიტორი
იცი?
– ეეე... – აბლუკუნდა ახალგაზრდა და ტუჩების ნერვიულად
ჭმა დაიწყო.
– ეეე? ეეე? რამე ციფრია, თუ რას ნიშნავს? ამოღერღე!
– მე უბრალოდ...
– გლოკტა ვარ, რეგვენო! ინკვიზიტორი გლოკტა!
– დიახ, სერ! მე მხოლოდ...
– ახლავე ასწიე გასიებული ტრაკი სავარძლიდან, იდიოტო!
იცოდე, არ მალოდინო! – მდივანი ფეხზე წამოხტა, სასწრაფოდ
კართან მივარდა და მოწიწებით გამოაღო, – ასე უკეთესია, –
დაიღრინა გლოკტამ და უკან მიჰყვა. კოჭლობით მიმავალმა
კართან მდგარ შეგირდებს გახედა; თითქმის დარწმუნებული
იყო, რომ ერთ-ერთს ოდნავ ეღიმებოდა.
მისი უკანასკნელი, ექვსი წლის წინანდელი ვიზიტის შემდეგ,
კაბინეტი თითქმის არ შეცვლილიყო: მომრგვალებული ოთახი
გამოქვაბულს ჰგავდა, გუმბათიან ჭერზე გარგულიების სახეები
ამოეკვეთათ. ოთახის ერთადერთი, უზარმაზარი ფანჯრიდან ჩი-
ნებული ხედი იშლებოდა: უნივერსიტეტის შპილები, აგრიონტის
გარე კედლის დიდი ნაწილი, რომლის ფონზეც შემოქმედის სახ-
ლის შემზარავი სილუეტი აღმართულიყო.
114 მკითხველთა ლიგა
თეთრი კედლები ძირითადად თაროებითა და რაფებით იყო
დაფარული, რომლებიც რაღაც დოკუმენტებითა და ქაღალდე-
ბით გამოეტენათ. დანარჩენ სიცარიელეს კი მუქი ნახატები ავ-
სებდა, მათ შორის კავშირის ამჟამინდელი მეფის ახალგაზრდო-
ბის სურათი, რომელიც შემოსასვლელს მკაცრი და ბრძენი მზე-
რით უყურებდა. „რა თქმა უნდა, მანამდეა დახატული, სანამ ბე-
ბერ საფრთხობელად გადაიქცეოდა. ახლა გაცილებით ნაკლებ
ძალაუფლებას და გაცილებით მეტ ნერწყვს გამოყოფს“. ოთახის
ცენტრში მასიური, მრგვალი მაგიდა იდგა, ზედაპირზე გამოსა-
ხული კავშირის ზედმიწევნით ზუსტი რუკით. ყველა ქალაქი, სა-
დაც ინკვიზიციის დეპარტამენტი მდებარეობდა, ძვირფასი ქვით
მოენიშნათ. რუკის შუაში კი, ადუას პატარა, ვერცხლის ასლი
ამოზრდილიყო.
მაგიდასთან ძველისძველ, მაღალზურგიან სავარძელში არ-
ქილექტორი იჯდა და ვიღაც კაცთან საუბარში იყო გართული.
მჟავე სახის სუსტ მოხუცს სიმელოტე შეჰპარვოდა, ტანზე შავი
მანტია მოესხა. კოჭლობით მომავალი გლოკტა დაინახა თუ
არა, სულტს სახე გაუბრწყინდა, მისმა თანამოსაუბრემ კი არა-
ფერი შეიმჩნია.
– ოჰ, ინკვიზიტორო გლოკტა, მოხარული ვარ, რომ შემოგვი-
ერთდით. გენერალურ ინსპექტორ ჰალეკს იცნობთ?
– არა, ჯერჯერობით არ მქონია სიამოვნება, – თქვა გლოკ-
ტამ. „თუმცა მისი სახით თუ ვიმსჯელებთ, საეჭვოა სასიამოვნო
იყოს“. მოხუცი ბიუროკრატი წამოდგა და გლოკტას ხელი ყო-
ველგვარი ენთუზიამის გარეშე ჩამოართვა.
– ეს კი ჩემი ერთ-ერთი ინკვიზიტორი, სანდ დან გლოკტაა.
– დიახ, რა თქმა უნდა, – ჩაიბურტყუნა ჰალეკმა, – თუ არ
ვცდები, ჯარში მსახურობდით, ხომ? ერთხელ თქვენი ფარი-
კაობაც ვიხილე.
გლოკტამ ფეხზე ხელჯოხი დაიკაკუნა:
115 მკითხველთა ლიგა
– ახლო წარსულში ნამდვილად არ იქნებოდა.
– დიახ.
სიჩუმე ჩამოწვა.
– როგორც ჩანს, გენერალურ ინსპექტორს ძალიან მნიშვნე-
ლოვანი დაწინაურება ელის, – თქვა სულტმა, – დახურულ საბ-
ჭოში ელის სკამს. „დახურულ საბჭოში? მართლა? მართლაც დი-
დი წარმატებაა“.
თუმცა ჰალეკი დიდად აღფრთოვანებული არ ჩანდა:
– საქმეს გადაწყვეტილად მხოლოდ მაშინ ჩავთვლი, როცა
მისი უდიდებულესობა თავად მიმიხმობს, – მიუგო სწრაფად.
სულტმა გამოსავალი მალევე მოძებნა:
– დარწმუნებული ვარ, საბჭოში კარგად ხვდებიან, რომ
თქვენ ერთადერთი რეალური კანდიდატი ხართ, რადგან სეპ
დან ტოიფელის სახელი უკვე აღარ განიხილება.
„ჩვენი ძველი მეგობარი ტოიფელი? რისთვის აღარ განიხი-
ლება?“
ჰალეკი მოიღუშა და თავი გააქნია:
– ტოიფელი... მასთან ერთად ათი წელი ვიმუშავე. არასოდეს
მომწონდა... – „ისევე როგორც ყველა, შენი სახით თუ ვიმსჯე-
ლებთ“, – მაგრამ, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მოღალატეა.
სულტმა თავი სევდიანად გააქნია:
– ყველანი დამწუხრებული ვართ, მაგრამ აღიარებით ჩვენე-
ბაში ყველაფერი შავით თეთრზე წერია, – გაკეცილი ფურცელი
ტრაგიკული სახით გააქნია, – ვშიშობ, კორუფციამ ფესვები ძა-
ლიან ღრმად გაიდგა. ჩემზე უკეთ ეს არავის მოეხსენება, ჩემი
საქმე ხომ სარეველებთან ბრძოლაა.
– ნამდვილად, ნამდვილად, – ჩაიბუზღუნა ჰალეკმა და თავი
პირქუშად დაუქნია, – და ამისთვის ყველა ჩვენგანისგან მად-
ლობას იმსახურებთ, ისევე როგორც თქვენ, ინკვიზიტორო.

116 მკითხველთა ლიგა


– ოო, არა, მე არაფერ შუაში ვარ, – მორიდებულად იუარა
გლოკტამ. ცოტა ხანი ერთმანეთს სამივე ყალბი პატივისცემით
უყურებდა.
ბოლოს, ჰალეკმა სკამი უკან გასწია:
– რა გაეწყობა, უნდა წავიდე. გადასახადები თვითონ არ აიკ-
რიფება. საქმეს უნდა დავუბრუნდე.
– ეცადეთ სამსახურში დარჩენილი დღეები სასიამოვნოდ
გაატაროთ, – ურჩია სულტმა, – სიტყვას გაძლევთ, მეფე მალე
დაგიკავშირდებათ.
ჰალეკმა ზრდილობიანი, მაგრამ მშრალი ღიმილით უპასუხა,
თავი ორივეს ცივად დაუკრა და კარისკენ გაემართა. მდივანმა
გენერალური ინსპექტორი გააცილა და მძიმე კარი მიხურა.
ოთახში სიჩუმე გამეფდა. „და წყეულიმც ვიყო, თუ პირველმა და-
ვარღვიო“.
– ვფიქრობ, გაინტერესებთ ეს ყველაფერი რას ნიშნავდა, ჰა,
გლოკტა?
– მართლაც. ამ კითხვამ გონებაში გამიელვა, თქვენო უწმინ-
დესობავ.
– ეჭვიც არ მეპარება! – სულტი სკამიდან წამოდგა და ფან-
ჯრისკენ გაემართა, თეთრხელთათმნიანი ხელები ზურგს უკან
დაეწყო.
– მსოფლიო იცვლება, გლოკტა, მსოფლიო იცვლება. ძველი
წესრიგი ინგრევა. ერთგულება, ვალი, სიამაყე, ღირსება... ეს
ცნებები დიდი ხანია მოდიდან გადავიდა. და რამ დაიკავა მათი
ადგილი? – წამით მხარს ზემოდან გამოხედა და ტუჩი მოღრიცა,
– სიხარბემ. ვაჭრები ქვეყანაში ახალ ძალად ჩამოყალიბდნენ.
ბანკირები, მედუქნეები, ვაჭრები. უბადრუკი ადამიანები, უბად-
რუკი ჭკუითა და უბადრუკი ამბიციებით. მარტო საკუთარი თავის
ერთგულები არიან, მხოლოდ საკუთარი საფულეების მართებთ,

117 მკითხველთა ლიგა


მხოლოდ მაშინ ამაყობენ, თუ მაღლა მდგომს გააცურებენ, ღირ-
სებას კი ვერცხლის მონეტებით ზომავენ.
„კითხვაც არ უნდა, შენ თვითონაც ვაჭრების კლასს ეკუთვნი“.
სულტმა ფანჯრიდან გადაშლილ პეიზაჟს პირქუში მზერა მო-
ავლო და ინკვიზიტორისკენ მოტრიალდა:
– ჩვენს დღეებში ყველას ნაშიერს აქვს შესაძლებლობა, კარ-
გად ისწავლოს, საქმე წამოიწყოს და გამდიდრდეს. სავაჭრო
გილდიები: აბრეშუმის, სანელებლებისა და სხვა მათი მსგავსი
ვაჭრები საკუთარ კეთილდღეობასა და გავლენას შეუპოვრად
აძლიერებენ. ფსკერიდან ამოსული, თავგასული არარაობები
კანონებს უდგენენ მათ, ვისაც ბატონობის უფლება ბუნებისგან
აქვთ მინიჭებული. მსუქანი, გაუმაძღარი თითებით ძალაუფლე-
ბის სიმებს ეპოტინებიან. ამ ყველაფრის მოთმენა შეუძლებელი
ხდება, – გააჟრჟოლა და ოთახში სიარული განაგრძო.
– თქვენთან გულახდილი ვიქნები, ინკვიზიტორო, – არქი-
ლექტორმა ხელით ისეთი ჟესტი გააკეთა, თითქოს აჩვენებდა,
ეს გულახდილობა უდიდესი განძიაო, – კავშირი ასეთი ძლიერი
არასოდეს ყოფილა, არასოდეს აკონტროლებდა ამდენ მიწას,
მაგრამ ამ ფასადის მიღმა სისუსტე იმალება. საიდუმლოს არა-
ვისთვის წარმოადგენს, რომ მეფეს დამოუკიდებლად გადაწყვე-
ტილებების მიღება აღარ შეუძლია. კრონპრინცი ლადისლა უბ-
რალო პრანჭია ბიჭია, რომელსაც თავს მლიქვნელებისა და
იდიოტების არმია ახვევია. აზარტული თამაშებისა და მოდის
გარდა არაფერი აღელვებს. პრინცი რეინოლტი მეფობის გაცი-
ლებით უკეთესი კანდიდატურაა, მაგრამ უმცროსია. დახურული
საბჭო, რომლის მისიაც ჩასაძირად განწირული გემის მართვაა,
თაღლითებითა და ინტრიგანებითაა გატენილი. არიან სამეფოს
ერთგულებიც, მაგრამ ასეთი ცოტაა. დანარჩენები მეფეს თავი-
ანთი მიზნებისთვის იყენებენ.

118 მკითხველთა ლიგა


„რა დასანანია! რა თქმა უნდა, ჯობს მეფე პირადად შენი მიზ-
ნებისთვის გამოვიყენოთ, ხომ?“
– ამასობაში, კავშირი მტრებითაა გარშემორტყმული, ხიფა-
თი როგორც საზღვრებს გარეთ, ისე შიგნიდანაც გვემუქრება.
გურკჰულს ახალი, ენერგიული იმპერატორი ჰყავს, რომელიც
ქვეყანას ახალი ომისთვის ამზადებს. იარაღი ხელში ჩრდი-
ლოელებმაც აიღეს და ანგლანდის საზღვრებზე დათარეშობენ.
ღია საბჭოში დიდებულები ძველი პრივილეგიების დაბრუნებას
ითხოვენ, სოფლებში კი გლეხებს დამატებითი უფლებები მოუნ-
დათ, – სულტმა ღრმად ამოიოხრა, – დიახ, ძველი წესრიგი ინ-
გრევა და მის დასაცავად გულწრფელობა და გამბედაობა არა-
ვის ჰყოფნის.
სულტმა მზერა ერთ-ერთ პორტრეტზე შეაჩერა: ზორბა, მე-
ლოტი კაცი მთლიანად თეთრებში გამოწყობილიყო. გლოკტამ
მაშინვე იცნო: „ცოლერი, უდიდესი არქილექტორი. ინკვიზიციის
დაუღალავი დამცველი, ჯალათების გმირი, მოღალატეების ღა-
მის კოშმარი“. კედლიდან მრისხანედ იყურებოდა, თითქოს მო-
ღალატეების მზერით განადგურება სიკვდილის შემდეგაც შეუძ-
ლიაო.
– ცოლერი, – დაიღრინა სულტმა, – მერწმუნეთ, მის დროს
ყველაფერი სხვაგვარად იყო: გლეხები წუწუნს, ვაჭრები თაღ-
ლითობას, ხოლო დიდებულები ყოველწამს უფლებებზე
საუბარს ვერ ბედავდნენ. თუ ვინმეს საკუთარი ადგილი დაავიწ-
ყდებოდა, უმალ გავარვარებული რკინით შეახსენებდნენ, ნების-
მიერი უკმაყოფილო მოსამართლე კი უკვალოდ ქრებოდა. ინ-
კვიზიცია პატივსაცემი ინსტიტუტი იყო, სადაც საუკეთესოები,
ყველაზე ჭკვიანები მუშაობდნენ. მეფის უანგარო სამსახური და
ღალატის ძირფესვიანად აღმოფხვრა მათი ერთადერთი სურვი-
ლი და ჯილდო იყო.
„ოჰ, ნამდვილად დიდებული დრო ყოფილა!“
119 მკითხველთა ლიგა
არქილექტორი ისევ სავარძელს დაუბრუნდა და მაგიდაზე
გლოკტასკენ გადაიხარა:
– ახლა კი იმ ჭაობად ვიქეცით, რომელშიც გაკოტრებული
დიდებულების მესამე შვილები ჯიბეებს ქრთამით ივსებენ. ბუნე-
ბით კრიმინალები ადამიანების წამების სურვილს ჩვენთან იკმა-
ყოფილებენ. მეფეზე ჩვენი გავლენა განუწყვეტლივ იკლებს და
ბიუჯეტს გვიმცირებენ. იყო დრო, როცა ჩვენი ეშინოდათ და პა-
ტივს გვცემდნენ, გლოკტა, მაგრამ ახლა...
„ახლა საცოდავი თაღლითების გროვად ვიქეცით“.
სულტი კიდევ უფრო მოიღუშა და განაგრძო:
– რბილად რომ ვთქვათ, ყველაფერი შეიცვალა. ინტრიგები
და ღალატი მატულობს, და ვშიშობ, ინკვიზიცია თავის სამუშაოს
ვეღარ ასრულებს. უკვე ძალიან ბევრი ზედამხედველიც აღარაა
სანდო. მეფის, სამეფოს ან ვინმეს ინტერესები აღარ ანაღ-
ვლებთ, მხოლოდ საკუთარ თავებზე ფიქრობენ.
„ზედამხედველების ნდობა აღარ შეიძლება? შოკში ვარ!“
სულტი კიდევ უფრო მოიღუშა:
– ახლა კი ფეექტიც მკვდარია.
გლოკტამ თავი ასწია. „აი, ეს უკვე სიახლეა“.
– ლორდ-კანცლერი?
– საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი. რამდენიმე
დღის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა, სანამ თქვენი მეგობ-
რით, რიუსით იყავით დაკავებული. სიკვდილის გარემოებები
ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ ის ხომ თითქმის ოთ-
ხმოცდაათი წლის იყო. ისიც საკვირველია, ამდენი ხანი როგორ
გაძლო. ოქროს კანცლერად მოიხსენიებდნენ, თავისი დროის
უდიდეს პოლიტიკოსად მიიჩნევდნენ. მეფეთა ხეივანში დასად-
გმელად მისი ფიგურის ქვაში გამოკვეთა უკვე დაიწყეს, – სულ-
ტმა ამოიხვნეშა, – უკეთეს ჯილდოს ვერავინ ვინატრებთ. არქი-
ლექტორმა ლურჯი თვალები მოჭუტა:
120 მკითხველთა ლიგა
– თუ ჯერ კიდევ ბავშვურად გწამთ, რომ კავშირს მეფე ან ღია
საბჭოში მსხდომი ცისფერსისხლიანი ბრიყვები მართავენ, ახ-
ლავე გონს მოეგეთ. დახურული საბჭო – აი, სად სუფევს ნამდვი-
ლი ძალაუფლება! მით უმეტეს, თუ მეფის ავადმყოფობას გავით-
ვალისწინებთ. თორმეტი კაცი თორმეტ მოუხერხებელ სკამზე –
და ერთ-ერთი მათგანი მე ვარ. თორმეტი სრულიად განსხვავე-
ბული ხედვის მქონე ადამიანი და ოცი წლის განმავლობაში ომ-
სა თუ მშვიდობაში ფეექტი ამ საბჭოს აწონასწორებდა. მსაჯუ-
ლებს ინკვიზიციას უქსევდა, არმიას – ბანკირებს. ნამდვილი
ღერძი იყო, რომლის გარშემოც სამეფო ტრიალებდა, საძირკვე-
ლი, რომელზეც კავშირი იდგა. მისმა სიკვდილმა უზარმაზარი
ხვრელი დატოვა – უამრავი ფართო ხვრელი. ხალხი მათ ამოვ-
სებას მალე დაიწყებს. და გული მიგრძნობს, ეს ბრიყვი მაროვია,
უზენაესი სასამართლოს სისხლმდინარე გული, ღატაკების
თვითმარქვია მოსარჩლე, რიგში პირველი იქნება. ძალიან მყი-
ფე და საშიში მდგომარეობაა, – არქილექტორი მაგიდას მუშტე-
ბით დაეყრდნო, – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეუფერე-
ბელმა ადამიანებმა შექმნილი სიტუაციით არ ისარგებლონ.
გლოკტამ თავი დაუქნია. „მგონი სწორად მიგიხვდით, არქი-
ლექტორო – შექმნილი სიტუაციით მხოლოდ ჩვენ უნდა ვისარ-
გებლოთ“.
– ზედმეტი ახსნა არ სჭირდება იმას, რომ ლორდ-კანცლერი
სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია. გადასა-
ხადების აკრეფას, სამეფო ხაზინას და ზარაფხანას – ყველა-
ფერს ის ზედამხედველობს. ფულს, გლოკტა, ფულს! ფული კი ძა-
ლაუფლებაა, უჩემოდაც მშვენივრად მოგეხსენებათ. ახალ კან-
ცლერს ხვალ დანიშნავენ. მთავარ კანდიდატად ჩვენი ძველი მე-
გობარი, მონეტების ოსტატი, სეპ დან ტოიფელი მიიჩნეოდა.
„გასაგებია. ეჭვი მაქვს, რომ უკვე აღარ მიიჩნევა“.
სულტს ტუჩი მოეღრიცა:
121 მკითხველთა ლიგა
– ტოიფელს სავაჭრო გილდიებთან მჭიდრო კავშირი ჰქონ-
და, განსაკუთრებით აბრეშუმის ვაჭრებთან, – გესლიანი ღიმი-
ლი პირქუში გამომეტყველებით შეეცვალა, – თანაც, უმაღლეს
მსაჯულ მაროვიას ყოველთვის მხარს უჭერდა. როგორც ხვდე-
ბით, ლორდ-კანცლერობისთვის შეუფერებლი კანდიდატურა
იყო, – „რა თქმა უნდა, ძალიან შეუფერებელი კანდიდატურა
იყო“, – ჩემი აზრით, გენერალური ინსპექტორი ჰალეკი გაცი-
ლებით უკეთესი არჩევანი იქნება.
გლოკტამ კარისკენ გაიხედა და იკითხა:
– ის? ლორდ-კანცლერი?
სულტი ღიმილით წამოდგა და კედელთან მდგარ ერთ-ერთ
კარადას მიუახლოვდა:
– სწორედაც. ყველას ეზიზღება, თვითონაც ყველა ეზიზღება.
ჩემ გარდა. გარდა ამისა, გამოუსწორებელი კონსერვატორია,
რომელსაც ვაჭრების კლასი და ყველაფერი მასთან დაკავშირე-
ბული ეზიზღება, – კარადა გამოაღო, ორი ჭიქა და ძვირფასი
გრაფინი გამოიღო, – შეიძლება ჩემი უშუალო მოკავშირე არ
არის, მაგრამ სიმპათიით მაინცაა განწყობილი, დანარჩენებს კი
საშინლად მტრულად უყურებს. უკეთეს კანდიდატურას ვერ ვხე-
დავ.
– გულწრფელი მეჩვენა, – დაუქნია გლოკტამ თავი. „მაგრამ
იმდენადაც არა, აბაზანაში ჩემი წაყვანა ვანდო. თავად რას იტ-
ყვით, თქვენო უწმინდესობავ?“
– დიახ, – დაეთანხმა სულტი, – ჩვენთვის ძალიან ძვირფასი
კაცია, – ჭიქებში მუქი წითელი ღვინო ჩამოასხა, – ისიც მოვა-
ხერხე, მონეტების ოსტატად საჭირო კაცი დაენიშნათ. ეს ისე,
ბონუსად. როგორც მითხრეს, აბრეშუმით მოვაჭრეები სიბრაზის-
გან თმებს იგლეჯენ. არც ის ნაბიჭვარი მაროვიაა ბედნიერი, –
სულტმა ჩაიხითხითა, – ამდენი კარგი ამბავი და ყველაფერი
თქვენი წყალობით!
122 მკითხველთა ლიგა
გლოკტას ჭიქა გაუწოდა.
„საწამლავი? კრუნჩხვებით ნელი სიკვდილი და არქილექტო-
რის მშვენიერი მოზაიკური იატაკის ნარწყევით მოსვრა? თუ უბ-
რალოდ მაგიდაზე პირქვე დამხობა? – მაგრამ გლოკტას სხვა
არაფერი დარჩენოდა – ჭიქა გამოართვა და სასმელი მოსვა.
ღვინო ვერ იცნო, მაგრამ ძალიან ეგემრიელა, „ალბათ რომე-
ლიღაც შორეული, მშვენიერი ადგილიდან ჩამოიტანეს. თუ აქ
მოვკვდები, კიბეზე დაშვება მაინც აღარ მომიწევს“. თუმცა ღვი-
ნოს არქილექტორიც სვამდა, იღიმოდა და მშვენიერ განწყობაზე
ჩანდა. „ეტყობა, საღამომდე მაინც არაფერი მემუქრება“.
– დიახ, მშვენიერი პირველი სვლა გავაკეთეთ, – განაგრძო
სულტმა, – ნამდვილად სახიფათო დროში ვცხოვრობთ, თუმცა
ხიფათი და შესაძლებლობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია,
– გლოკტამ ზურგში მცოცავი სიცივე იგრძნო. „შიში? ამბიცია?
თუ ორივე?“, – ვინმე მჭირდება, ვინც ყველაფრის მოწესრიგება-
ში დამეხმარება. ვინმე, ვისაც არც ზედამხედველების, არც ვაჭ-
რების, დახურული საბჭოსიც კი არ ეშინია. ვინმე, ვისი ნდობაც
შემეძლება, ვინც ფაქიზად, ფრთხილად და შეუბრალებლად
იმოქმედებს. ვისი კავშირისადმი ერთგულებაც ეჭვს არ იწვევს
და ვისაც ხელისუფლებაში მეგობრები არ ჰყავს.
„ვინმე, ვინც ყველას ეზიზღება? ვისი გაწირვაც შესაძლებელი
იქნება, თუკი საქმე ჩაფლავდება? ვის დაკრძალვაზეც თითქმის
არავინ მივა?“
– პრივილეგირებული ინკვიზიტორი მჭირდება, გლოკტა,
ვინც მთელი ჩემი ძალაუფლებით იმოქმედებს და ზედამხედვე-
ლები ვერ გააკონტროლებენ. პასუხისმგებელი მხოლოდ ჩემ წი-
ნაშე იქნება, – არქილექტორმა წარბი აზიდა, თითქოს იდეა ამ-
წუთას დაებადაო, – ჩემი აზრით, ამ პოსტისთვის იდეალური კან-
დიდატურა ხართ, რას ფიქრობთ?

123 მკითხველთა ლიგა


„ვფიქრობ, რომ ასეთ თანამდებობაზე ადამიანს უამრავი მტე-
რი და ერთადერთი მეგობარი ეყოლება, – გლოკტამ არქილექ-
ტორს მზერა გაუსწორა, – იმ ერთადერთმა მეგობარმაც შეიძ-
ლება უღალატოს. ვფიქრობ, ამ თანამდებობაზე ადამიანი დიდ-
ხანს ვერ გაძლებს“.
– მოსაფიქრებლად დრო მაქვს?
– არა.
„ხიფათი და შესაძლებლობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირ-
შია...“
– მაშინ თანახმა ვარ.
– შესანიშნავია. ეჭვი არ მეპარება, ეს ხანგრძლივი და ნაყო-
ფიერი თანამშრომლობის დასაწყისია, – სულტმა ჭიქის მეორე
მხრიდან გაუღიმა, – იცით, გლოკტა, ყველა იმ ვაჭრებიდან ვის-
თანაც საქმე გვაქვს, აბრეშუმის ვაჭრები ყველაზე მეტად მეზიზ-
ღებიან. თავის დროზე ვესტპორტი კავშირში მათი წყალობით
შევიდა და გურკჰულში ომი სწორედ ვესტპორტის ფულით მოვი-
გეთ. მეფემაც ისინი, რა თქმა უნდა, უხვად დაასაჩუქრა: ვაჭრო-
ბის შეუზღუდავი შესაძლებლობები მისცა. მას შემდეგ მათი თავ-
ხედობა აუტანელი გახდა. ისე გაფხორილები დადიან და ისეთი
პრივილეგიებით სარგებლობენ, თითქოს ომები თვითონ
მოიგეს. საყოველთაოდ პატივცემული აბრეშუმის ვაჭრების
გილდია! – დამცინავად ჩაილაპარაკა არქილექტორმა, – ახლა,
როცა თქვენმა მეგობარმა რიუსმა მათი ჩაძირვის ასეთი კარგი
შანსი მოგვცა, ვფიქრობ, სირცხვილი იქნება, თუ მას არ გამოვი-
ყენებთ.
გლოკტა სახტად დარჩა, თუმცა მისი აზრით, არაფერი შეიმ-
ჩნია. „კიდევ უფრო ღრმად შევტოპოთ? რატომ? თუ აბრეშუმით
მოვაჭრეები ამ სიტუაციიდან გამოძვრებიან, ფულის გადახდას
გააგრძელებენ და ძალიან ბევრი ვინმე კმაყოფილი დარჩება.
ამჟამად ისინი შეშინებულები არიან და ფრთხილობენ – თავს
124 მკითხველთა ლიგა
იმტვრევენ, რიუსმა ვინ დაასახელა, შემდეგი ვინ აღმოჩნდება
სკამზე. თუ უფრო ღრმად შევტოპავთ, ან დავასუსტებთ, ან საერ-
თოდ გავანადგურებთ, მაშინ ისინი ფულის ხდას შეწყვეტენ და
ძალიან ბევრი უკმაყოფილო დარჩება. მათ შორის, ამ შენობა-
შიც კი“.
– თუ ასე გსურთ, გამოძიების გაგრძელებისთვის მზად ვარ,
თქვენო უწმინდესობავ, – გლოკტამ მორიგი ყლუპი მოსვა. ნამ-
დვილად საუცხოო ღვინო იყო.
– ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. თითოეული ნაბიჯი უნდა
გავთვალოთ. აბრეშუმით მოვაჭრეების ფული რძის მდინარესა-
ვით მოედინება. ბევრი მეგობარი ჰყავთ, დიდებულთა უმაღლეს
წრეებშიც კი – ბროკი, ჰოიგენი, იშერი და მრავალი სხვა. მთელ
სახელმწიფოში, ყველაზე სახელოვან ადამიანებს შორის. რამ-
დენადაც ვიცით, ამ ძუძუს ყველა მათგანი მჭიდროდ მიკრულია.
ბავშვები კი, როცა რძეს ართმევ, ტირილს იწყებენ, – სულტს ბო-
როტმა ღიმილმა გადაურბინა, – მიუხედავად ამისა, თუ გვინდა
ბავშვებს დისციპლინა ვასწავლოთ, ხანდახან უნდა ვატიროთ კი-
დეც... იმ უბადრუკმა მატლმა, რიუსმა, ჩვენებაში ვინ დაასახე-
ლა?
გლოკტა წინ მტკივნეულად გადაიხარა, რიუსის ჩვენების
ფურცელი თავისკენ მიიცურა, გაშალა და სახელების კითხვას
ქვემოდან ზემოთ შეუდგა.
– სეპ დან ტოიფელი, ყველასთვის ცნობილი.
– დიახ, დიახ. ყველანი ვიცნობთ და ყველას გვიყვარს, ინკვი-
ზიტორო, – სახე გაუბრწყინდა სულტს, – გული მიგრძნობს, შეგ-
ვიძლია სიიდან თავისუფლად ამოვშალოთ. კიდევ ვინ?
– აბა ვნახოთ, – გლოკტამ ფურცელს აუჩქარებლად დახედა,
– ჰაროლდ პოლსტი, აბრეშუმით მოვაჭრე. „არაფერს წარმოად-
გენს“.
სულტმა ხელი მოუთმენლად გაიქნია:
125 მკითხველთა ლიგა
– არაფერს წარმოადგენს.
– სოლიმო სკანდი, აბრეშუმით მოვაჭრე ვესტპორტიდან. „ი-
სიც არაფერს წარმოადგენს“.
– არა, არა, გლოკტა, ვინმე უკეთესს ვიპოვით, ვიდრე ეს სო-
ლიმოა თუ ვინცაა, ხომ ასეა? ეს წვრილი ვაჭრუკანები არ გამოგ-
ვადგებიან. ფესვი ამოთხარე და ფოთლები თვითონ ჩამოცვივ-
დება.
– ნამდვილად ეგრეა, არქილექტორო. აი, კიდევ: ვილემ დან
რობი, წვრილი აზნაური, საბაჟოში უმნიშვნელო პოსტი უკავია,
– სულტი გლოკტას ცოტა ხანი ჩაფიქრებული უყურებდა, შემდეგ
კი თავი გააქნია, – კიდევ გვყავს...
– მოიცადეთ! ვილემ დან რობი... – არქილექტორმა თითები
გაატკაცუნა, – მისი ძმა, კირალი, დედოფლის ერთ-ერთი ფავო-
რიტია, ერთხელ შეურაცხყოფა საჯაროდ მომაყენა, – სულტმა
გაიღიმა, – დიახ, ვილემ დან რობი გამოგვადგება, დააპატიმ-
რეთ.
„ესე იგი ღრმად შევტოპოთ“.
– გისმენთ და გემორჩილებით, თქვენო უწმინდესობავ.
აღიარებისას კონკრეტული პირის ამოტივტივება ხომ არ გვინ-
და? – გლოკტამ ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადო.
– არა, – არქილექტორმა ინკვიზიტორს ზურგი შეაქცია და ხე-
ლი ისევ გაიქნია, – ვინც გინდა, რამდენიც გინდა, ჩემთვის სუ-
ლერთია.

126 მკითხველთა ლიგა


მაგებს შორის უპირველესი
შორს გადაჭიმულ ტბას გარს ციცაბო კლდეები და წვიმის წვე-
თებით დანამული სიმწვანე ერტყა. სადამდეც თვალი მიუწვდე-
ბოდა, წყალი სწორზედაპირიანი და რუხი ჩანდა, თუმცა ასეთ
ამინდში ლოგენის თვალი ძალიან შორს ვერ ხედავდა. შესაძ-
ლოა მოპირდაპირე ნაპირი ასიოდე ნაბიჯშიც კი იყო, თუმცა
მშვიდი წყალი ღრმა ჩანდა. ძალიან ღრმა.
ლოგენმა მშრალად დარჩენის იმედზე ხელი დიდი ხნის წინ
ჩაიქნია. წყალი თმიდან სახეზე ეღვრებოდა, ცხვირიდან, თითე-
ბიდან, ნიკაპიდან წვეთავდა. სისველე, დაღლილობა და შიმში-
ლი მუდმივ მეგზურებად ექცნენ. თვალები დახუჭა და ყური საკუ-
თარ კანზე წვიმის წკაპუნს მიუგდო. ქვებზე წყლის რაკრაკი ეს-
მოდა. ტბასთან ჩაიმუხლა, მათარას საცობი ამოაძრო, წყალში
ჩაყო და ჰაერის ბუშტუკების სკდომას მიაჩერდა.
მალაქუს კვი ბუჩქებიდან გამოძვრა, მძიმედ და სწრაფად სუნ-
თქავდა. მუხლებზე დაემხო, ხის ფესვებთან მიფორთხდა და კენ-
ჭებზე სითხე ამოახველა. მისი ხველება უკვე საგანგაშო ხდებო-
და. ნაწლავებში იბადებოდა და მთელ გულმკერდს აზანზარებ-
და. ახლა გაცილებით ფერმკრთალი და გამხდარი იყო, ვიდრე
მათი პირველი შეხვედრისას. ლოგენი თვითონაც საკმაოდ გახ-
და – ბოლოს და ბოლოს, საშინლად მწირი დროება ედგათ. ღო-
ნემიხდილ მოწაფესთან მივიდა და თავთან ჩაუცუცქდა.
– ერთი წუთიც მადროვე, – კვიმ ჩაცვენილი თვალები დახუჭა
და თავი უკან გადააგდო, – ერთი წუთიც, – პირი ღია ჰქონდა,
გაძვალტყავებულ კისერზე კი ძარღვები გამოჰბერვოდა. მიცვა-
ლებულს ჰგავდა.
– მეტისმეტად დიდხანს არ დაისვენო, შეიძლება ვეღარასო-
დეს ადგე.

127 მკითხველთა ლიგა


ლოგენმა მათარა გაუწოდა. კვის ხელიც არ გამოუწვდია, ასე
რომ ლოგენს შეგირდის ტუჩებთან მისი მიტანა და წყლის პირში
ჩასხმა თვითონ მოუხდა. მალაქუსმა კანკალით მოსვა, ხველა
აუტყდა, თავი ისევ უკან გადასწია და ხეს ქვასავით მიახეთქა.
– იცი, სად ვართ? – ჰკითხა ლოგენმა.
შეგირდმა წყალს ისე გახედა, თითქოს ახლა შეამჩნიაო:
– ეს ალბათ ტბის ჩრდილოეთი ნაპირია... აქ სადღაც ბილიკი
უნდა იყოს, – კვი ჩურჩულზე გადავიდა, – სამხრეთ ნაპირთან
გზა იწყება, იქ ორი ქვაა, – უეცრად საშინელი ხველების შეტევა
დაეწყო და ძლივს ამოისუნთქა, – გზას გაყევი, ხიდზე გადადი და
უკვე იქ ხარ, – დაიხრიალა ძლივძლივობით.
ლოგენმა წვეთებჩამოკიდებულ ხეებს ნაპირიდან გახედა:
– შორსაა? – არავითარი პასუხი. მაშინ ლოგენმა ავადმყოფს
ხელები გამხდარ მხრებში ჩაავლო და შეანჯღრია. ახალგაზ-
რდამ თვალები გაახილა, დანისლული მზერით ამოიხედა და
გონების მოკრება სცადა, – შორსაა?
– ორმოცი მილი.
ლოგენმა ენა გააწკლაპუნა. კვი ორმოც მილს ვერ გაუძლებ-
და. დამოუკიდებლად ორმოც ნაბიჯსაც ვერ გადადგამდა. მაგის
შეგირდი ამას თვითონაც მშვენივრად ხვდებოდა, ყველაფერი
თვალებში ეწერა. „მალე მოკვდება, – დაასკვნა ლოგენმა, –
დიდი-დიდი რამდენიმე დღე იცოცხლოს“. ციებ-ცხელებას შეწი-
რული მასზე გაცილებით ძლიერი კაცებიც უნახავს.
ორმოცი მილი. ლოგენი ღრმად ჩაფიქრდა და ნიკაპს ცერა
თითით იფხანდა. ორმოცი მილი.
– ჯანდაბა, – ჩაიჩურჩულა ბოლოს.
ტომარას თავი მოხსნა, საჭმელი ჯერ კიდევ დარჩენილიყო,
მაგრამ ბევრი არა: გამომშრალი ხორცის რამდენიმე ნაჭერი და
დაობებული შავი პურის ყუა. ლოგენმა ტბას გახედა – როგორი
მშვიდია. ყოველ შემთხვევაში, სასმელი წყალი მაინც აქვთ საკ-
128 მკითხველთა ლიგა
მარისად. ლოგენმა ტომრიდან მძიმე ქვაბი ამოიღო და ქვებზე
დადო. ერთად ბევრი რამ გადაიტანეს, მაგრამ ახლა მასში მო-
სამზადებელი აღარაფერი დარჩენოდა. ნივთებთან მიჩვევა არ
შეიძლება, მით უმეტეს ასეთ ველურ ადგილებში. თოკი ბუჩქებში
მოისროლა და შემსუბუქებული ტომარა მხარზე შემოიგდო.
კვის თვალებს ისევ ვერ ახელდა, თითქმის არ სუნთქავდა.
ლოგენს ის შემთხვევა გაახსენდა, პირველად რომ სხვისი მიტო-
ვება მოუხდა. გუშინდელი დღესავით ნათლად ხედავდა. უც-
ნაურია, იმ ბიჭის სახელი დაავიწყდა, მაგრამ სახე ძალიან კარ-
გად დაამახსოვრდა. შანკამ ბარძაყიდან ხორცის ნაჭერი მოაგ-
ლიჯა. დიდი ნაჭერი. მთელი გზა კვნესოდა, სიარული არ შეეძ-
ლო. ჭრილობა ლპობას იწყებდა, განწირული იყო. მისი დატო-
ვება მოუხდათ. ლოგენი არავის დაუდანაშაულებია. ბიჭუნა ძა-
ლიან ახალგაზრდა იყო, მათთან ერთად თავიდანვე არ უნდა წა-
მოსულიყო. არ გაუმართლა, მის ადგილას ნებისმიერი შეიძლე-
ბა აღმოჩენილიყო.
დიდხანს ეძახდა, არ მიმატოვოთო, სანამ ისინი ფერდობიდან
ერთ ჯგუფად, უსიტყვოდ, თავჩაქინდრულები ეშვებოდნენ. მისი
ყვირილი დიდხანს ესმოდა, მაშინაც კი, როცა უკვე ძალიან
შორს იყო. ახლაც ესმის.
ომებში ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა: ცივ თვეებში ჯა-
რისკაცები გრძელი მარშების დროს იღუპებოდნენ. ჯერ ძალა
ეცლებოდათ, შემდეგ ჩამორჩენას იწყებდნენ და ბოლოს ეცე-
მოდნენ. გაყინულები, ავადმყოფები, დაჭრილები. ლოგენს გააჟ-
რჟოლა და მხრები აიჩეჩა. თავიდან მათ დახმარებას ცდილობ-
და. შემდეგ ბედს მადლობას სწირავდა, რომ მათ ადგილას არ
იყო. ბოლოს კი გვამებს თითქმის ვეღარც ამჩნევდა, ისე გა-
დააბიჯებდა ხოლმე. ბოლოს ხვდები, ადგომას ვინ შეძლებს და
ვინ ვეღარ. მალაქუს კვის გახედა. ერთი სიკვდილით მეტი იქნე-

129 მკითხველთა ლიგა


ბოდა ამ ველურ ადგილებში, არაფერი განსაკუთრებული. ბო-
ლოს და ბოლოს, სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო.
მაგის შეგირდი შეკრთა და მშფოთვარე ძილიდან გამოერკვა.
წამოდგომა სცადა. ხელები საშინლად უკანკალებდა. ლოგენს
აიხედა, თვალები უბრწყინავდა:
– ადგომა არ შემიძლია, – ამოიხრიალა.
– ვიცი. მიკვირს, აქამდეც როგორ მოაღწიე.
მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ლოგენმა გზა იცო-
და. თუ იმ ბილიკს მიაგნებდა, დღეში ოცი მილის გავლას შეეც-
დებოდა.
– თუ ცოტა საჭმელს დამიტოვებ... შეიძლება... როცა ბიბ-
ლიოთეკამდე მიაღწევ... ვინმე...
– არა, – კბილებში გამოცრა ლოგენმა, – საჭმელი მე დამ-
ჭირდება.
კვიმ უცნაური ხმა გამოსცა – რაღაც საშუალო ხველებასა და
ქვითინს შორის. ლოგენი მისკენ დაიხარა, მხარი მუცელზე
დაადო და მკლავი ზურგის ქვეშ ამოუდო:
– საჭმლის გარეშე ორმოცი მილი ვერ გათრევ, – წელში
გაიმართა და მაგის შეგირდი მხარზე შემოიგდო. ტბის ნაპირს
გაუყვა, კვი ქურთუკით ეჭირა, ჩექმები კენჭებზე ხრაშუნობდა.
ახალგაზრდა შეგირდი არც კი განძრეულა, უბრალოდ სველი
ჩვარივით ეკიდა, უგრძნობ ხელებს სიარულისას ლოგენს საჯ-
დომზე ურტყამდა. ოცდაათი ნაბიჯის შემდეგ ლოგენმა უკან
მოიხედა.
მიტოვებული ქვაბი ტბასთან იდო და წვიმის წვეთებით ივსე-
ბოდა. ერთად ბევრი რამ გადაიტანეს – ლოგენმა და ქვაბმა.
– მშვიდობით, ძველო მეგობარო.
ქვაბმა არ უპასუხა.
ლოგენმა აკანკალებული ტვირთი გზის პირას ფრთხილად
დააწვინა და მტკივანი ზურგი გამართა, ბინძურ ნაჭერში გახ-
130 მკითხველთა ლიგა
ვეული მხარი მოიფხანა და მათარიდან წყალი მოსვა. მის და-
ხეთქილ ტუჩებს წყლის გარდა მთელი დღე არაფერი ღირსებია
და შიმშილი შიგნიდან სჭამდა. სამაგიეროდ წვიმამ გადაიღო.
ცხოვრებაში პატარა რაღაცებით გახარება უნდა ისწავლო, მაგა-
ლითად, მშრალი ჩექმებით. განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა
არაფერი გაქვს.
ლოგენმა ტალახში გადააფურთხა და დაბუჟებული თითები
აამოძრავა. ეჭვგარეშეა, დანიშნულების ადგილას იყო: ორი ძვე-
ლისძველი და დაკენკილი ქვა გზაზე კოშკებივით აღმართული-
ყო, ფუძეები მწვანე ხავსით, ხოლო ზედა ნაწილი სირსველით
ჰქონდათ დაფარული. თითქმის გამქრალ ამოჩუქურთმებულ
ასოებს ლოგენი ვერ კითხულობდა, მეტიც – საერთოდ ვერ იც-
ნო. თუმცა ქვებისგან რაღაც საზარელი ძალა მოდიოდა: გაფ-
რთხილებას უფრო ჰგავდა, ვიდრე მისალმებას.
– პირველი კანონ...
– რაა? – გაკვირვებულმა იკითხა ლოგენმა. უკვე მეორე დღე,
მას შემდეგ რაც ძველი ქვაბი ზურგს უკან მოიტოვეს, კვი საში-
ნელ ადგილას, ძილსა და სიფხიზლეს შორის დაკარგულიყო. სა-
ღი აზრის გამოთქმა მიტოვებული ქვაბისგან უფრო მოსალოდ-
ნელი იყო, ვიდრე დაუძლურებული შეგირდისგან. დღეს, როცა
ლოგენმა გაიღვიძა, კვი ძლივს სუნთქავდა, თავიდან მკვდარიც
კი ეგონა. თუმცა ჯადოქრის შეგირდი სიცოცხლეს მთელი ძა-
ლით ებღაუჭებოდა. უნდა ეღიარებინა – ბიჭი იოლად არ გატ-
ყდა.
ლოგენი მუხლებზე დადგა და კვის სახიდან სველი თმა გა-
დაუწია. მოულოდნელად შეგირდმა ხელი მაჯაში სტაცა და წა-
მოიწია:
– აკრძალულია, – წაიჩურჩულა და ლოგენს გაფართოებული
თვალებით მიაჩერდა, – მეორე მხარესთან კონტაქტი აკრძალუ-
ლია!
131 მკითხველთა ლიგა
– ჰა?
– დემონებთან საუბარი! – ამოიჩხავლა თანამგზავრის დაფ-
ლეთილ მოსასხამზე ჩაბღაუჭებულმა, – ქვედა სამყაროს არსე-
ბები ტყუილისგან არიან შექმნილები! ეს არ უნდა გააკეთო!
– არ ვიზამ, – ჩაიბურტყუნა ლოგენმა, წარმოდგენა არ ჰქონ-
და, კვი რას გულისხმობდა, – მაგას არ ვიზამ, რასაც არ უნდა
ნიშნავდეს.
თითქმის არც არაფერს ნიშნავდა: კვის თავი უკან გადაეგდო
და ისევ ძილ-ბურანში ცახცახებდა. ლოგენმა ტუჩი მოიკვნიტა.
ავადმყოფის გონზე მოსვლის იმედი ჰქონდა, თუმცა მაინცდამა-
ინც დიდი არა. მაინც, იქნებ ბაიაზმა მოუხერხოს რამე, ბოლოს
და ბოლოს, მაგთა შორის უპირველესია, უდიდესი სიბრძნით და-
ჯილდოებული და ასე შემდეგ. ამიტომაც ლოგენმა მალაქუს კვი
ისევ მხარზე მოიგდო და ძველისძველ ქვებს შორის გალასლას-
და.
ტბის გადაღმა გზას კლდეებით გარშემორტყმული მკვეთრი
აღმართი ცვლიდა: ალაგ-ალაგ ქვებით ჩახერგილი, ზოგან კი
ქვიან ნიადაგში შეჭრილი უსწორმასწორო გზა დროის დინების-
გან გაცვეთილიყო და სარეველა ბალახს დაეფარა. აღმართი ზე-
მოთ ზიგზაგებით მიიწევდა და ლოგენს მალე ქოშინი აუტყდა,
ოფლში ცურავდა და დაღლილობისგან ფეხებზე ცეცხლი ეკიდა.
სიჩქარეს შესამჩნევად უკლებდა.
ნელ-ნელა ძალა ეცლებოდა, იღლებოდა. დაღალა არამარ-
ტო აღმართმა, ან მტანჯველმა გზამ, რომელზეც მაგის ნახევრად
მკვდარი შეგირდი მხარზე გადაკიდებული ათრია, ან გუშინდელ-
მა დამღლელმა დღემ, ან ტყეში ბრძოლამ; ყველაფერმა დაღა-
ლა – შანკებმა, ომმა, საკუთარმა ცხოვრებამ.
– დაუსრულებლად სიარული არ შემიძლია, მალაქუს, დაუს-
რულებლად ბრძოლა არ შემიძლია. ამ ცხოვრებაში კიდევ რამ-

132 მკითხველთა ლიგა


დენი მძღნერის ჭამა მომიწევს? ერთი წუთით უნდა დავჯდე, ნორ-
მალურ სკამზე, ამის დედაც! ძალიან ბევრს ვითხოვ? ჰა?
ასეთ ფიქრებში გართული ხიდს მიადგა. ყოველ ნაბიჯს გინე-
ბითა და წყევლით დგამდა, კვის თავი კი ტრაკზე ეხეთქებოდა.
ვიწრო და სწორი ხიდი ისეთივე ძველი იყო, როგორც გზა:
მხოხავი მცენარეებით შემოსილი, სიგრძეში ოციოდე ნაბიჯი თუ
იქნებოდა. თავბრუდამხვევ ხეობაზე თაღივით გადაწოლილიყო.
სადღაც შორს, ქვემოთ, მდინარე წვეტიან ქვებს ეხეთქებოდა და
ჰაერს ხმაურითა და მბრწყინავი შხეფებით რთავდა. მეორე მხა-
რეს, ხავსიან კლდეებს შორის, მაღალი გალავანი აღმართული-
ყო. ისეთი მონდომებით აეგოთ, ვერ გაარჩევდი, სად მთავრდე-
ბოდა ფრიალო კლდე და სად იწყებოდა ადამიანის ნამუშევარი.
გალავანში ერთადერთი ძველისძველი კარი ამოეჭრათ. სპი-
ლენძით მოჩუქურთმებულ კარს ნესტისა და დროისგან მწვანე
ზოლები დასტყობოდა.
სრიალა ქვებზე ფრთხილად სიარულისას ლოგენმა აღმოაჩი-
ნა, რომ ამ ადგილის შტურმით აღების შანსებზე ფიქრობდა. უბ-
რალოდ ძველი ჩვევის ბრალი იყო. არა, ვერ აიღებდი. ათასი
რჩეული მეომრითაც ვერ აიღებდი.
კარის წინ ერთადერთ ვიწრო ქვის შვერილს ვერც კიბეს მი-
ადგამდი, ვერც ტარანს დაძრავდი. გალავანი ათი ნაბიჯის სი-
მაღლის მაინც იქნებოდა, კარიბჭე კი შემაცბუნებელი სიმტკიცის
ჩანდა. თუ დამცველები ხიდსაც ჩაამტვრევდნენ... ლოგენმა კი-
დიდან გადაიხედა და ნერწყვი გადაყლაპა: ჩავარდნილს ფრენა
დიდხანს მოუწევდა.
ღრმად ჩაისუნთქა და ნესტიან, მწვანე სპილენძზე მუშტით და-
აბრახუნა – ოთხი ძლიერი, გამაყრუებელი დარტყმით. ბრძო-
ლის შემდეგ კარლეონის კარიბჭეზეც ასე აბრახუნებდა და
იქაური ხალხი იარაღის დასაყრელად მორბოდა. თუმცა ახლა
არავინ ჩქარობდა.
133 მკითხველთა ლიგა
მოიცადა. შემდეგ ისევ დააკაკუნა და კიდევ მოიცადა. მდინა-
რის ნესტისგან უფრო და უფრო სველდებოდა. კბილები გააღ-
რჭიალა და მუშტი ისევ აღმართა. ამ დროს კარში ვიწრო სარ-
კმელი გაიღო და მსხვილი გისოსებიდან აწყლიანებული თვა-
ლები ცივად მიაჩერდა:
– ვინ არის? – იკითხა გაბრაზებულმა ხმამ.
– ჩემი სახელია ლოგენ ცხრათითა. მე...
– ასეთი არავინ გამიგია.
ლოგენი ასეთ დახვედრას არ ელოდა:
– ბაიაზის სანახავად მოვედი, – პასუხი არ ისმოდა, – მაგებს
შორის უპირ...
– დიახ, დიახ, ის აქ არის, – მაგრამ კარი მაინც არ გაიღო, –
სტუმრებს არ იღებს. ბოლო შიკრიკსაც ეგრე ვუთხარი.
– მე შიკრიკი არ ვარ, მალაქუს კვისთან ერთად ვარ.
– მალაქა... ვინ?
– კვი, შეგირდი.
– შეგირდი?
– ძალიან ავადაა, – დაუმარცვლა ლოგენმა, – შეიძლება
მოკვდეს.
– ავადააო, ამბობ? შეიძლება მოკვდესო, არა?
– ჰო.
– ერთი შემახსენე, რა გქვ...
– უბრალოდ ეს ოხერი კარი გააღე! – ლოგენმა გისოსებს
მუშტი უაზროდ მოუქნია, – გთხოვ!
– აქ ასე მარტივად არავის ვუშვებთ... მოიცა. ხელები მანახე.
– რაა?
– შენი ხელები.
ლოგენმა ხელები მაღლა ასწია. აცრემლებულმა თვალებმა
თითები ნელა ჩაათვალიერა:

134 მკითხველთა ლიგა


– ცხრა! ერთი აკლია, ხედავ? – ლოგენმა სარკმელში მოჭრი-
ლი თითი შეყო.
– მაშ ცხრა, არა? თავიდანვე უნდა გეთქვა.
ურდულმა გაიჩხაკუნა და კარი ნელა, ჭრიალით გაიღო. ლო-
გენს მეორე მხრიდან წელში მოხრილი, ძველ აბჯარში გამოწყო-
ბილი მოხუცი ეჭვიანი მზერით მისჩერებოდა. ხელში გრძელი,
მისთვის მეტისმეტად მძიმე ხმალი ეჭირა. მოხუცის მთელი ძა-
ლისხმევის მიუხედავად, იარაღის წვერი აქეთ-იქეთ გამალებით
ირწეოდა.
ლოგენმა ხელები ასწია:
– გნებდები.
დარაჯს არ გასცინებია. მოღუშულმა რაღაც ჩაიბუზღუნა და
როცა ლოგენმა შიგნით შეაბიჯა, კარი გაჭირვებით მოიხურა, ჩა-
რაზა, შემდეგ შეტრიალდა და სადღაც უხმოდ წაფრატუნდა. ლო-
გენი მოხუცს გაჰყვა. ვიწრო ხეობაში უცნაური სახლები ჩამ-
წკრივებულიყო: უამინდობისგან გაცრეცილები, ხავსით დაფა-
რულები, სანახევროდ კლდეში შეჭრილები, თითქოს მთის ფერ-
დობს შეზრდილები.
ერთ-ერთი ასეთი სახლის ზღურბლზე სასტიკი გამომეტყვე-
ლების ქალი სართავ ჯარასთან მუშაობდა. როცა გონდაკარგუ-
ლი შეგირდით მხარდამშვენებულმა ლოგენმა ჩაუარა, კიდევ
უფრო მოიღუშა. ლოგენმა კი გაუღიმა. რა თქმა უნდა, მზეთუნა-
ხავი არ იყო, მაგრამ ძალიან დიდი დრო გავიდა... ქალი სახლში
მიიმალა და კარი ფეხით მიიჯახუნა, ბორბალმა კი ტრიალი გა-
ნაგრძო. ლოგენმა ამოიოხრა. მის ძველ მაგიას ძალა არ
დაუკარგავს.
მომდევნო სახლი ფურნე აღმოჩნდა, საკვამური მილი დაბ-
ლა, საძირკველთან გამოსჩროდა. ახლადგამომცხვარმა პურის
სუნმა ლოგენს ცარიელი მუცელი აუწრიალა. მოშორებით ორი
შავთმიანი ბავშვი თამაშობდა, იცინოდა და ძველი, დაგრეხილი
135 მკითხველთა ლიგა
ხის გარშემო დარბოდა. ლოგენს საკუთარი შვილები გაახსენდა.
ამ ბავშვებს საერთოდ არ ჰგავდნენ, მაგრამ ხასიათი მაინც
გაუფუჭდა.
უნდა ეღიარებინა, რომ ცოტა იმედგაცრუებული იყო. უამრა-
ვი გრძელწვერა ბრძენის ნახვას ელოდა. ამ ხალხს კი სიბრძნის
არაფერი ეტყობოდა. ჩვეულებრივი გლეხებივით გამოიყურე-
ბოდნენ. შანკების მოსვლამდე მისი სოფელი აქაურობისგან დი-
დად არ განსხვავდებოდა.
უკვე ეჭვი ეპარებოდა, სწორ ადგილას მოვიდა თუ არა, რომ
გზამ მკვეთრად მოუხვია.
მთის კალთაზე დაშენებული სამი უზარმაზარი კოშკი კენწე-
როში წვრილდებოდა. შავი სუროთი შემოსილებს საერთო სა-
ძირკველი ჰქონდათ, თუმცა მაღლა ერთმანეთს შორდებოდნენ.
ხიდსა და გზაზე გაცილებით ძველი შესახედაობა ჰქონდათ –
მთასავით ძველი. მათ ქვემოთ, ფართო ეზოს კუთხეებში უწეს-
რიგოდ მიმოფანტულ ნაირ-ნაირ შენობებთან, ყოველდღიური
საქმეებით დაკავებული ხალხი დაფუსფუსებდა. ვერანდაზე გამ-
ხდარი ქალი რძეს დღვებდა. ჩასკვნილი მჭედელი მოუსვენარი
ფაშატის დაჭედვას ცდილობდა.
სისხლიან წინსაფარში გამოწყობილ მოხუც, მელოტ ყასაბს
ეს-ესაა რომელიღაც ცხოველის დაჩეხა დაესრულებინა და ახ-
ლა მკლავებს გობში იბანდა.
ყველაზე მაღალი კოშკის წინ, ფართო კიბეებთან დიდებული
შესახედაობის მოხუცი იჯდა: მთლიანად თეთრებით შემოსილს
გრძელი წვერი და მოკაუჭებული ცხვირი ჰქონდა. თავზე მოხ-
ვეული არახჩინიდან (თხელი ქსოვილის საშინაო ქუდი) გრძელი
თეთრი თმა ეღვრებოდა. ლოგენმა, როგორც იქნა, კმაყოფილე-
ბა იგრძნო – მაგებს შორის უპირველესი მართლაც შთამბეჭდა-
ვად გამოიყურებოდა. როცა მისკენ მიმავალი ლოგენი დაინახა,

136 მკითხველთა ლიგა


წამოდგა და სტუმრისკენ სწრაფად გაეშურა, თეთრი სამოსი
სიარულისას ზურგს უკან უფრიალებდა.
– აქ დააწვინე, – ჩუმად უთხრა და ჭასთან ამოსულ ბალახზე
ანიშნა. ლოგენმა ჩაიმუხლა და კვის სხეული მიწაზე, რამდენა-
დაც მტკივანმა ზურგმა საშუალება მისცა, ფრთხილად დაასვენა.
მოხუცი ახალგაზრდას თავთან დაიხარა და დაკოჟრილი ხე-
ლი შუბლზე დაადო.
– აი, შენი შეგირდი დაგიბრუნე, – ჩაიბუტბუტა ლოგენმა,
თუმცა ყველაფერი ისედაც ცხადი იყო.
– ჩემი?
– ბაიაზი არ ხარ?
მოხუცმა გულიანად გაიცინა:
– ო არა, მე უელსი ვარ, ბიბლიოთეკის კარისკაცი.
– მე ვარ ბაიაზი, – გაისმა უკნიდან ხმა. მათკენ სწორედ ის
ყასაბი მოემართებოდა, თან ხელებს ჩვრით იწმენდდა. ასე, სა-
მოცი წლისას ჰგავდა, მაგრამ ძლიერი აგებულების, ჩასკვნილი
იყო, მტკიცე სახე ღრმად დანაოჭებოდა, რუხი წვერი პირზე მოკ-
ლედ შეეჭრა.
თმა მთლიანად გასცვენოდა და შუადღის მზე მის თავზე თვა-
ლისმომჭრელად ბრწყინავდა.
არც სიმპათიური იყო, არც დიდებული, მაგრამ როცა მიუახ-
ლოვდა, ლოგენმა მასში რაღაც არაჩვეულებრივი იგრძნო. თავ-
დაჯერებული იყო, მბრძანებლობას მიჩვეული. ეს კაცი ბრძანე-
ბებს გასცემდა და მათ უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ.
მაგებს შორის უპირველესმა ლოგენის მარცხენა ხელს ორი-
ვე ხელი შეაგება და თბილად ჩამოართვა. შემდეგ ხელისგულით
ზემოთ ამოაბრუნა და მოკვეთილი თითი გამოიკვლია.
– ლოგენ ცხრათითა. ან, როგორც ზოგი იტყოდა, სისხლიანი
ცხრა. შენზე ბევრი რამ მსმენია, ჩემს ბიბლიოთეკაში გამომ-
წყვდეულსაც კი.
137 მკითხველთა ლიგა
ლოგენს გააჟრჟოლა. დაახლოებით ხვდებოდა, მოხუცი მას-
ზე როგორ ამბებსაც მოისმენდა.
– ეგ დიდი ხნის წინ იყო.
– რა თქმა უნდა. წარსული ხომ ყველას გვაქვს, არა? ადა-
მიანებს ჭორებით არ განვსჯი, – და ფართო, თეთრი, თვალის-
მომჭრელი ღიმილით გაუღიმა. სახე მეგობრული ნაოჭებით
დაეფარა, თუმცა მისი ღრმად ჩაჯდარი და მწვანედ მოელვარე
თვალები ძველებურად მკაცრი დარჩა – ქვასავით მკაცრი. ლო-
გენმა ცალყბად გაუღიმა, თუმცა მყისვე მიხვდა, ამ კაცის გადამ-
ტერება არაფრის დიდებით სურდა.
– და შენ გზააბნეული კრავი ფარაში დააბრუნე, – ბაიაზმა
შუბლი შეიკრა და ბალახზე უგრძნობლად მწოლარე მალაქუს
კვის დახედა, – როგორ არის?
– ვფიქრობ, იცოცხლებს, სერ, – უთხრა უელსმა, – მაგრამ
სითბოში უნდა გადავიყვანოთ.
მაგებს შორის უპირველესმა თითები გაატკაცუნა; ექომ
მთელ ეზოს გადაურბინა, ტკაცუნის ხმა შენობებმა აისხლიტა:
– უშველეთ.
მათთან მჭედელი მოვიდა სწრაფი ნაბიჯებით, კვის ხელები
ფეხებში ჩაავლო და ბიბლიოთეკაში, უელსთან ერთად, მაღალი
კარის გავლით შეიყვანა.
– ახლა კი, ბატონო ცხრათითა. მე გიხმე და შენც გამომეხ-
მაურე, ეს შენს კარგ მანერებზე მეტყველებს. შესაძლოა ჩრდი-
ლოეთში მოდაში არ არის, მაგრამ უნდა იცოდე, რომ მანერებს
ძალიან ვაფასებ. თავაზიანობას ყოველთვის თავაზიანობით უნ-
და უპასუხო, ყოველთვის ასე ვფიქრობდი. ახლა რაღა მოხდა...
– ეზოში მოხუცი დარაჯი მოიჩქაროდა, საშინლად ქოშინებდა, –
ერთ დღეში ორი სტუმარი? კიდევ რა გველის წინ?
– ოსტატო ბაიაზ, – ამოიხრიალა დარაჯმა, – კარიბჭეს მხედ-
რები მოადგნენ, კარგ ცხენებზე სხედან და მშვენივრად შეიარა-
138 მკითხველთა ლიგა
ღებულები არიან! ამბობენ, ჩრდილოეთის მეფისგან სასწრაფო
შეტყობინება გვაქვსო.
ბეთოდი. ის უნდა ყოფილიყო. სულებმა თქვეს, რომ თავი ოქ-
როს ქუდით დაიჯილდოვა. ჩრდილოეთის მეფედ თავის გამოც-
ხადებას აბა სხვა ვინ გაბედავდა? ლოგენმა ნერწყვი გადაყლა-
პა. მასთან უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ მხოლოდ საკუთარი
სიცოცხლე შერჩა, თუმცა ეს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე სხვებ-
მა მოახერხეს. გაცილებით მეტი.
– ოსტატო? – ჰკითხა დარაჯმა, – ვუთხრა, რომ აქაურობას
მოშორდნენ?
– მათი მეთაური ვინაა?
– გამოწკეპილი ყმაწვილი, უჟმური სახით. ამბობს, ამ მეფის
შვილი ვარო, თუ რაღაც.
– კალდერი თუ სკეილი? ორივე საკმაოდ უჟმური ვინმეა.
– ვფიქრობ, უფრო ახალგაზრდა.
ესე იგი, კალდერი, მშვენიერია. კარგი არც ერთს ეთქმოდა,
მაგრამ სკეილი გაცილებით ცუდი ადამიანი იყო. ყოველთვის
ჯობდა მათთან შეხვედრისთვის თავის არიდება მოგეხერხებინა.
ცოტა ფიქრის შემდეგ ბაიაზმა ბრძანა:
– პრინც კალდერს შეუძლია შემოვიდეს, მაგრამ მისი ხალხი
ხიდს გადაღმა უნდა დარჩეს.
– დიახ, სერ. ხიდს გადაღმა, – დარაჯი ქოშინით გაიქცა. ცხა-
დია, კალდერი ძალიან უკმაყოფილო დარჩება. ლოგენმა წარ-
მოიდგინა, ეგრეთ წოდებული პრინცი პატარა სარკმლიდან რო-
გორ უშედეგოდ იყვირებდა და გამხიარულდა.
– უკვე ჩრდილოეთის მეფეა, წარმოგიდგენია? – ბაიაზმა დაბ-
ნეული მზერა ხეობას მიაპყრო, – ბეთოდს ჯერ კიდევ მაშინ ვიც-
ნობდი, სანამ ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდებოდა. ისევე,
როგორც შენ. ხომ ასეა, ოსტატო ცხრათითა?

139 მკითხველთა ლიგა


ლოგენი მოიღუშა. ბეთოდს ჯერ კიდევ მაშინ იცნობდა, როცა
თითქმის არაფერს წარმოადგენდა – ერთი პატარა, სხვებისგან
არაფრით გამორჩეული ტომის წინამძღოლი იყო. ლოგენმა შან-
კების მოგერიებაში დახმარება სთხოვა და ბეთოდიც დათან-
ხმდა, ოღონდ, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. მაშინ ფასი
მისაღები ეჩვენა – უბრალოდ უნდა ეჩხუბა. რამდენიმე კაცი მო-
ეკლა. ლოგენს მკვლელობა ყოველთვის გამოსდიოდა, ბეთოდი
კი ისეთ კაცს ჰგავდა, ვის გამოც ჩხუბი ღირდა – გაბედული, ამა-
ყი, შეუბრალებელი, საშინლად ამბიციური. იმ დროს ლოგენი
ყველა ამ თვისებას აღმერთებდა, მისი აზრით, მათ თვითონაც
ფლობდა. მაგრამ დრომ ორივე შეცვალა და მას მერე ფასიც
გაიზარდა.
– ადრე უკეთესი ადამიანი იყო, – მსჯელობდა ბაიაზი, – მაგ-
რამ გვირგვინი ყველას არ უხდება. მის შვილებს იცნობ?
– იმაზე უკეთ, ვიდრე ვისურვებდი.
ბაიაზმა თავი დაუქნია.
– ნამდვილი ნაგვები არიან, ხომ? და ვშიშობ, აღარაფერი ეშ-
ველებათ. ერთი წარმოიდგინე, რეგვენი სკეილი ტახტზე! ბრრრ!
– ჯადოქარს გააჟრჟოლა, – ლამის მამამისის დღეგრძელობა
ვინატრო... ლამის, მაგრამ მაინც არ ვნატრობ.
ამ დროს მათთან პატარა გოგონამ მიირბინა. სწორედ იმან,
ლოგენმა რომ ხესთან მოთამაშე შენიშნა. ხელში ყვითელი ყვა-
ვილებისგან გაკეთებული გვირგვინი ეჭირა და მოხუც ჯადოქარს
უწვდიდა.
– ჩემით გავაკეთე! – უთხრა ბაიაზს.
ლოგენს გზიდან მომავალი სწრაფი ფლოქვების ხმა უკვე ეს-
მოდა.
– ჩემთვის? რა მშვენიერია! – ბაიაზმა გოგონას ყვავილები
გამოართვა, – საუცხოო ნამუშევარია, საყვარელო. თვით ოსტატ
შემოქმედსაც კი შეშურდებოდა.
140 მკითხველთა ლიგა
მხედარი ეზოში გრიგალივით შემოიჭრა, ცხენი ყალყზე
დააყენა და უნაგირიდან სწრაფად ჩამოხტა. კალდერი. წლები
აშკარად მას უფრო ლმობიერად მოპყრობოდა, ვიდრე ლოგენს.
მუქი ბეწვით მორთულ შავ სამოსში თავიდან ფეხებამდე გახ-
ვეულიყო. თითზე დიდი, წითელი ქვა უბრწყინავდა, ხმლის ტარი
მოოქრული ჰქონდა. სიმაღლეშიც მოემატებინა და სიგანეშიც.
მართალია მისი ძმის, სკეილის ნახევარი იყო, მაგრამ მაინც
ზორბა კაცი ჩანდა. ფერმკრთალი, ამაყი სახე კი თითქმის ისე-
თივე დარჩენოდა, როგორიც ლოგენს ახსოვდა. თხელ ტუჩებზე
გამუდმებით დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა.
სადავე რძის მდღვებელ ქალს მიუგდო და ეზო სწრაფი ნაბი-
ჯებით გადაჭრა, თან ირგვლივ განრისხებული იყურებოდა.
გრძელ თმას ქარი უწეწავდა. ათიოდე ნაბიჯის მანძილზე ლოგე-
ნი შენიშნა და ყბა ჩამოუვარდა. გაოცებულმა ნახევარი ნაბიჯით
უკან დაიხია და უნებურად ხელი ხმლისკენ წაიღო. შემდეგ ცი-
ვად გაიღიმა.
– ძაღლების მოშენება დაიწყე, ბაიაზ? ამას განსაკუთრებული
გაწვრთნა სჭირდება, პატრონის ხელის კბენა სჩვევია, – ტუჩები
უფრო მოეღრიცა, – თუ გინდა, სულს მე თვითონ გავაფრთხობი-
ნებ.
ლოგენმა მხრები აიჩეჩა. დამამცირებელი საუბარი იდიოტე-
ბისა და ლაჩრების საქმეა. კალდერი ალბათ ორივე იყო, მაგრამ
არა ლოგენი. თუ ვინმეს მოკვლა გინდა, ლაყბობას მოეშვი და
საქმეს მიხედე. ზედმეტი სიტყვები მოწინააღმდეგეს მხოლოდ
მომზადების დროს აძლევს, ეს კი არაფერში გჭირდება. ამიტო-
მაც ლოგენმა არაფერი უპასუხა. თუ კალდერი დუმილს ლაჩრო-
ბად ჩამოართმევდა, უკეთესიც იქნებოდა. შესაძლოა უსიამოვ-
ნებები ლოგენს ხშირად პოულობდნენ, მაგრამ თვითონ ძალიან
დიდი ხანია, აღარ ეძებდა.

141 მკითხველთა ლიგა


ბეთოდის მეორე ვაჟმა საკუთარი ზიზღი ახლა პირველი მა-
გისკენ მიმართა.
– მამაჩემი უკმაყოფილო იქნება, ბაიაზ! ჩემს ხალხს გარეთ
მოუწია ცდა, რაც ჩვენ მიმართ უპატივცემულობაზე მეტყველებს!
– პატივისცემის მოძებნა მართლაც გამიჭირდება, პრინცო
კალდერ, – თქვა ჯადოქარმა წყნარად, – მაგრამ გულს ნუ
გაიტეხ, გთხოვ. შენს წინა შიკრიკს ხიდზე გადმოსვლის სა-
შუალებაც არ მიეცა, ასე რომ, უკვე პროგრესი გვაქვს.
კალდერი მოიღუშა.
– მამაჩემის ძახილს რატომ არ გამოეხმაურე?
– დროს იმდენი საქმე მართმევს, – ბაიაზმა ყვავილების
გვირგვინი აჩვენა, – ესენი თვითონ არ კეთდება, ხომ ხვდები.
პრინცს ხუმრობა არ მოეწონა.
– მამაჩემი, – დაიგრგვინა, – ბეთოდი, ჩრდილოეთის მეფე,
გიბრძანებს, მასთან გამოცხადდე, კარლეონში! – კალდერმა
ხმა ჩაიწმინდა, – ის არ... – და ისევ დაახველა.
– რა? – დაეკითხა ბაიაზი, – მითხარი, ჩემო ბიჭო!
– გიბრძანებს... – პრინცს ხველა აუტყდა, რაღაც ამოიხ-
რიალა და სული შეეხუთა. ხელი ყელზე იტაცა. უცებ ირგვლივ
ყველაფერი ძალიან მიჩუმდა.
– გიბრძანებსო, ამბობ? – ბაიაზმა შუბლი შეიკრა, – მკვდრე-
ბის სამეფოდან იუვინი მოიყვანე და იმან მიბრძანოს! მხოლოდ
მას შეუძლია რამე მიბრძანოს! მხოლოდ მას და სხვას არავის! –
ბაიაზი უფრო და უფრო იქუფრებოდა, და ლოგენი უკან დახევის
უცნაურ სურვილს ძლივს ერეოდა, – შენ ეს არ შეგიძლია. არც
მამაშენს შეუძლია, რაც უნდა ეძახოს საკუთარ თავს.
კალდერი მუხლებზე ნელა დაეშვა, სახე მოეღრიცა, თვალები
აუცრემლიანდა. ბაიაზმა თავიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა.
– რა სამგლოვიაროდ შემოსილხარ, ვინმე მოკვდა? გამო-
მართვი, – და ყვავილების გვირგვინი პრინცს თავზე ჩამოაცვა,
142 მკითხველთა ლიგა
– ცოტა გაგაფერადო, იქნებ, განწყობა გამოგიკეთოს. მამაშენს
გადაეცი, რომ აქ თვითონ უნდა მოვიდეს. მე სულელებისა და
უმცროსი ვაჟებისთვის არ მცალია. ძველმოდური ვარ – საუბარი
ცხენის თავთან მირჩევნია და არა უკანალთან. გაიგე, ბიჭო? –
კალდერი გვერდზე გადაბრუნებულიყო, გადმოკარკლული თვა-
ლები ჩასისხლიანებოდა. პირველმა მაგმა ხელი აიქნია, – შე-
გიძლია წახვიდე.
პრინცმა ჰაერი ხრიალით ჩაყლაპა, დაახველა და ფეხზე
ძლივს წამოდგა. ცხენთან ბარბაცით მივიდა და უნაგირზე გა-
ჭირვებით აბობღდა. ამხედრება ისე მედიდურად აღარ გამოუვი-
და, როგორც ჩამოქვეითება. კარიბჭისკენ მიმავალმა მომაკვდი-
ნებელი მზერით მხარს ზემოთ გამოიხედა, მაგრამ გაწკეპლილი
ტრაკივით წითელი სახე მუქარას ეფექტს უკარგავდა. ლოგენი
მიხვდა, რომ ფართოდ იღიმოდა. კარგა ხანია, ასე არ გამხიარუ-
ლებულა.
– როგორც მივხვდი, სულებთან საუბარი შეგიძლია.
ლოგენი მოულოდნელმა კითხვამ შეაცბუნა.
– ჰა?
– სულებთან საუბარი შეგიძლია, – ბაიაზმა თავი გადააქნია,
– ჩვენს დროში იშვიათი ნიჭია. როგორ არიან?
– ვინ, სულები?
– დიახ.
– ნელ-ნელა ქრებიან.
– მალე ყველა მიიძინებს, ხომ? მაგია ჩვენს სამყაროს ტო-
ვებს. სამყარო ასეა მოწყობილი. წლების განმავლობაში ჩემი
ცოდნა იმატებდა, ძალა კი იკლებდა.
– კალდერზე შთაბეჭდილება მაინც მოახდინა.
– აჰ! – ბაიაზმა ხელი აიქნია, – ეგ არაფერია. ჰაერისა და
ხორცის პატარა ფოკუსია, ძალიან მარტივია. დამიჯერე, მაგია
უკუიქცევა. ეს ფაქტია. ბუნების კანონი... მიუხედავად ამისა,
143 მკითხველთა ლიგა
კვერცხის გატეხის ბევრი ხერხი არსებობს, ხომ ასეა, ჩემო მეგო-
ბარო? თუ ერთი იარაღით არ გამოგვივა, სხვას ვცდით, – ლოგე-
ნი დარწმუნებული არ იყო, ხვდებოდა თუ არა, რაზე საუბრობ-
დნენ, მაგრამ დაქანცულობისგან კითხვის თავიც არ ჰქონდა.
– დიახ, რა თქმა უნდა, – ბუტბუტებდა პირველი მაგი, – კვერ-
ცხის გატეხის მრავალი ხერხი არსებობს... კვერცხზე გამახსენ-
და, მშიერი ჩანხარ.
საჭმლის ხსენებაზე ლოგენს პირი ნერწყვით აევსო.
– დიახ, – წაილუღლუღა, – დიახ... რამეს შევჭამდი...
– რასაკვირველია! – ბაიაზმა მხარზე ხელი თბილად მოუთა-
თუნა, – შემდეგ აბაზანაზეც არ იტყოდი უარს, ხომ? არ იფიქრო,
ვინმეს გვაღიზიანებდე... მაგრამ იმაზე დამამშვიდებელი არაფე-
რია, ვიდრე ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ცხელ წყალში
ნებივრობა. შენ კი, ეჭვი მაქვს, ძალიან გრძელი გზა გამოიარე.
წამომყევი, ოსტატო ცხრათითა, აქ საფრთხე არ გემუქრება.
საჭმელი. აბაზანა. უსაფრთხოება. როცა მოხუც მაგს ბიბ-
ლიოთეკაში შეჰყვა, ლოგენმა ცრემლები ძლივს შეიკავა.

144 მკითხველთა ლიგა


კარგი კაცი
საშინლად ცხელი დღე იდგა. კაშკაშა მზის სხივები უთვალავ-
ჩარჩოიან ფანჯრებში იჭრებოდა და აუდიენციისთვის განკუთ-
ვნილი დარბაზის ხის იატაკზე კუბოკრულ ჩრდილებს ხატავდა.
ნაშუადღევის ჰაერისგან ოთახი წვნიანივით გამთბარიყო და
სამზარეულოსავით დუღდა.
ფორტის დან ჰოფს, ჰოფმაისტერს, სახე ასწითლებოდა და
ბეწვით მორთულ, ცერემონიებისთვის განკუთვნილ მანტიაში
ოფლში ცურავდა. შუადღიდან მოყოლებული, ხასიათი სულ უფ-
რო უფუჭდებოდა. ჰარლენ მორროუს, აუდიენციებზე პასუხის-
მგებელ მის მდივანს, საქმე კიდევ უფრო უარესად ჰქონდა –
სიცხის გარდა ჰოფის ტერორთანაც უწევდა გამკლავება. საშინ-
ლად იტანჯებოდნენ – ორივე თავისებურად, მაგრამ, სხვა თუ
არაფერი, ისხდნენ მაინც.
მაიორი ვესტი ამოქარგულ საზეიმო მუნდირში იხვითქებოდა.
ორი საათი ერთსა და იმავე პოზაში იდგა – სანამ გაბრაზებული
სულტი მთხოვნელებს, ან ნებისმიერ თვალში მოხვედრილს
ეჯუჯღუნებოდა, ებუზღუნებოდა და მთელი ხმით უყვიროდა, ხე-
ლები ზურგს უკან შემოეწყო და კბილებს აღრჭიალებდა. ამ შუ-
ადღეს, უკვე მერამდენედ, ვესტი პარკში, ხის ქვეშ წოლასა და
რამე ძლიერ სასმელზე ოცნებობდა – ან იქნებ ყინულში ჩამარ-
ხული მყინვარის ქვეშ ყოფნას. ნებისმიერ ადგილას, ოღონდ აქ
არა.
ამ საშინელი მიღებების დროს ფეხზე დგომა და დაცვა ვესტის
საყვარელი საქმიანობა ნამდვილად არ იყო, თუმცა ყველაფერი
უარესადაც შეიძლება ყოფილიყო. მაიორს ის რვა ჯარისკაცი გა-
ახსენდა, ამწუთას კედლის ჩაყოლებაზე რომ დარაჯობდნენ –
თანაც, მძიმე აბჯრებში. ვესტი ყოველ წამს ელოდა, რომ რომე-
ლიმე მათგანი გონებას დაკარგავდა და იატაკზე ქვაბებით სავსე
145 მკითხველთა ლიგა
კარადასავით გრუხუნით დაეცემოდა. რაც, რასაკვირველია,
ჰოფმაისტერის უდიდეს უკმაყოფილებას გამოიწვევდა. თუმცა
ჯერჯერობით ფეხზე დგომას როგორღაც ახერხებდნენ.
– ამ წყეულ ოთახში ყოველთვის ასეთი შეუფერებელი ტემპე-
რატურა რატომ არის? – ჰოფი ახსნა-განმარტებას ითხოვდა,
თითქოს სიცხე პირადად მას შეურაცხყოფდა, – ნახევარი წელი
აუტანლად ცხელა, მეორე ნახევარი კი, აუტანლად ცივა! ჰაერი
არაა, ჰაერი საერთოდ არაა! ფანჯრები რატომ არ იღება? უფრო
დიდ ოთახს რატომ არ გვაძლევენ?
– ეეე... – ალუღლუღდა შეცბუნებული მდივანი, თან გაოფ-
ლიანებულ ცხვირზე ჩამოცურებული სათვალე შეისწორა, –
მოთხოვნილი აუდიენციები ყოველთვის აქ ტარდებოდა, ჩემო
ჰოფმაისტერო, – ხელმძღვანელის შიშისმომგვრელი, მრისხანე
მზერის დანახვაზე ცოტა შეყოყმანდა, – ეე... ეს უფრო... ტრადი-
ციასავითაა?
– ვიცი, შე იდიოტო! – დაიქუხა ჰოფმა, სახე სიცხისა და მრის-
ხანებისგან ჟოლოსფერი გაუხდა, – როგორ ფიქრობ, ვინმეს შე-
ნი სულელური აზრი აინტერესებს?
– დიახ, უფრო სწორედ, არა, რა თქმა უნდა, არა, – ენა დაება
მორროუს, – იმის თქმა მინდა, რომ მართალი ბრძანდებით, მი-
ლორდ.
ჰოფმა წარბშეკრული თავი გააქნია, ოთახს მრისხანე მზერა
მოავლო და ახალი საკბილოს ძებნას შეუდგა, ვისაც რისხვას
დაატეხდა თავს.
– დღეს კიდევ რამდენი იდიოტის ატანა მოგვიწევს?
– ეე... ოთხის, თქვენო მოწყალებავ.
– ჯანდაბა! – დაიგრგვინა ჰოფმაისტერმა, თან უზარმაზარ სა-
ვარძელში წრიალებდა და ბეწვმოვლებულ საყელოს ქაჩავდა,
ტანსაცმლის შიგნით ცოტა ჰაერი რომ შეეშვა, – აუტანელია! –
ვესტი გულის სიღრმეში დაეთანხმა. ჰოფმა ხელი მაგიდაზე და-
146 მკითხველთა ლიგა
დებულ ვერცხლის თასს დასტაცა და ღვინო ხმამაღლა მოხვრი-
პა. სასმელს კარგად უგებდა, თუმცა, ახლა ღვინო მაინცდამაინც
ვერ აწყნარებდა, – მომდევნო რეგვენი ვინ არის?
– ეე... – მორროუმ გრძელ სიას სათვალიდან დახედა, თან
მელანში მოთხვრილ თითს ნაჯღაბნს აყოლებდა, – იომენ
(იომენი – ძველ ინგლისსა და შოტლანდიაში შეძლებული წვრი-
ლი მემამულე, ძირითადად ტახტის ერთგული მოსახლეობა) ჰი-
ტი, ფერმერი...
– რაა? ფერმერი? ნამდვილად ფერმერი თქვით? ესე იგი, ამ
წარმოუდგენელ სიცხეში უნდა ვისხდეთ და ვიღაც გლეხუჭას წუ-
წუნს უნდა ვუსმინოთ იმაზე, ამინდმა მისი ცხვრები როგორ
გააწამა?
– საქმე იმაშია, მილორდ... – დაიწყო ბლუკუნი მორროუმ, –
როგორც ჩანს, ეე... იომენ ჰიტს, ეე... მის მიწათმფლობელზე,
ეე... კანონიერი საჩივარი აქვს, და მმ...
– წყეულიმც იყვნენ! მაგათი საჩივრები უკვე ყელში მაქვს! –
ჰოფმაისტერმა ღვინო ისევ მოსვა, – დაუძახეთ იმ იდიოტს!
კარები გაიღო და იომენ ჰიტს აუდიენციის პატივი ერგო.
ოთახში ძალაუფლების განაწილებისთვის ხაზი რომ გაესვათ,
ჰოფმაისტერის მაგიდა მაღალ კათედრაზე დაედგათ, ასე რომ,
საბრალო კაცი ჰოფს ფეხზე მდგარიც კი ქვემოდან უყურებდა.
პატიოსანი, მაგრამ ძალიან გამხდარი სახე ჰქონდა. აკანკალე-
ბული ხელებით გაცვეთილი ქუდი წინ გაეშვირა. ვესტმა მხრები
უსიამოვნოდ აიჩეჩა, რადგან ზურგზე ოფლის წვეთმა ჩაურბინა.
– იომენ ჰიტი ხარ, ხომ ასეა?
– დიახ, მილორდ, – ჩაიბუტბუტა ჰიტმა გლეხური აქცენტით,
– ჩემი სახლი...
ჰოფმა გამომუშავებული უხეშობით შეაწყვეტინა.
– და აქ მისი უავგუსტოესი უდიდებულესობის, კავშირის მე-
ფეთ მეფის აუდიენციის სათხოვნელად მოხვედი?
147 მკითხველთა ლიგა
იომენ ჰიტმა ტუჩები გაილოკა. ვესტი ფიქრობდა, ნეტავ ფერ-
მერმა რამხელა გზა გამოიარა იმისთვის, რომ ასე გაესულელე-
ბინათო. სავარაუდოდ, ძალიან დიდი გზა.
– მე და ჩემი ოჯახი ჩვენი მიწიდან გამოგვაგდეს. მიწათ-
მფლობელი ამბობდა, რომ იჯარა არ გადავიხადეთ, მაგრამ...
ჰოფმაისტერმა ხელი აიქნია:
– აშკარაა, რომ ეს მიწებისა და სოფლის მეურნეობის მარე-
გულირებელი კომისიის საქმეა. მისი უავგუსტოესი უდიდებულე-
სობა ყველა ქვეშევრდომზე ზრუნავს, როგორი უბადრუკებიც არ
უნდა იყვნენ ისინი, – ვესტი ასეთი გულგრილი შეურაცხყოფის
გაგონებაზე კინაღამ შეკრთა, – მაგრამ ნურავინ მოელის, რომ
ყოველ წვრილმან საქმეს პირადად განიხილავს. მისი დრო ძა-
ლიან ძვირფასია, ისევე როგორც ჩემი. კარგად ბრძანდებოდეთ,
– მოსმენა მორჩა. ორმა ჯარისკაცმა იომენ ჰიტსთვის კარები გა-
მოაღო.
გლეხმა ფერი დაკარგა, თითებით ქუდის ფარფლებს აწვა-
ლებდა.
– შემიწყალეთ მილორდ, – დაიწყო ენის ბორძიკით, – კომი-
სიაში უკვე ვიყავი...
ჰოფმა ფერმერს ბლუკუნი მკაცრი გამოხედვით შეაწყვეტინა:
– კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი.
გლეხმა მხრები ჩამოყარა. ოთახს მზერა ერთხელაც მოავ-
ლო. მორროუ შორეულ კედელზე რაღაცას გატაცებით იკვლევ-
და და კაცისთვის თვალებში ჩახედვაზე უარს ამბობდა. სკამს
მიყრდნობილი, ძვირფასი დროის წართმევით განრისხებული
ჰოფმაისტერი იომენს თვალებით ბურღავდა. ვესტმა ამ ყველა-
ფერში მონაწილეობისგან თავი ცუდად იგრძნო. ჰიტი შეტრიალ-
და და თავჩაქინდრული წალასლასდა. კარები დაიკეტა.
ჰოფმა მუშტი მაგიდაზე დააბრეხვა:

148 მკითხველთა ლიგა


– არა, ეს ნახეთ? – ოფლში გახვითქულ ასამბლეას მრისხანე
მზერა მოავლო, – რა აუტანელი თავხედობაა! ხომ ნახეთ,
მაიორო ვესტ?
– დიახ, მილორდ, ყველაფერი ვნახე, – გაწელა ვესტმა, –
ნამდვილად სამარცხვინო იყო.
საბედნიეროდ, ჰოფმა მაიორის სიტყვების ნამდვილი მნიშ-
ვნელობა ვერ გაიგო.
– სრულიად მართალი ბრძანდებით, მაიორო ვესტ, ნამდვი-
ლად სამარცხვინოა! ყველა ახალგაზრდა, ვისაც თავში რამე უყ-
რია, ჯარში რატომ მიდის, ეშმაკმაც დასწყევლოს? მაინტერე-
სებს, ასეთ ვიგინდარებს აქ ვინ უშვებს! – და თანაშემწეს მძვინ-
ვარე მზერა ესროლა. მორროუმ ნერწყვი გადაყლაპა და ქაღალ-
დებს ჩახედა, – შემდეგი ვინ არის?
– ეე... – დაიწყო მორროუმ, – კოსტერ დან კაულტი, აბრეშუ-
მის ვაჭრების გილდიის მაგისტრი.
– მშვენივრად ვიცი ვინც არის, ჯანდაბა! – დაიყვირა ჰოფმა
და სახეზე მომდგარი ოფლი მოიწმინდა, – ან წყეული გლეხები
არიან, ან წყეული ვაჭრები! – კართან მდგარ ჯარისკაცებს იმხე-
ლაზე უღრიალა, რომ მის ხმას დერეფანში კარგად გაიგონებ-
დნენ, – შემოუშვით ეგ გადაყრუებული თაღლითი!
მაგისტრი კაულტი და იომენ ჰიტი ერთმანეთისგან ცა და დე-
დამიწასავით განსხვავდებოდნენ: კაულტი ზორბა, მსუქანი კაცი
იყო, იმდენადვე რბილი სახის ნაკვთები ჰქონდა, რამდენადაც
თვალები – მკაცრი. თავის მოსაწონებლად მრავალი იარდი (ინ-
გლისური სიგრძის საზომი ერთეული, უდრის სამ ფუტს (91 სმ))
ოქროს ძაფით მოქარგული ისეთი მეწამული მანტია მოესხა,
რომ მასში თავს გურკჰულის იმპერატორიც კი უხერხულად იგ-
რძნობდა. თან აბრეშუმის გილდიის ორი უფროსი წევრი ახლდა
– მის მსგავსად შთამბეჭდავ სამოსში. ვესტი დაინტერესდა,
იომენ ჰიტს ასეთი მანტიის შესაძენად ათი წელი მაინც თუ ეყო-
149 მკითხველთა ლიგა
ფოდა. შემდეგ გადაწყვიტა, არ ეყოფა, მიწიდან რომც არ გააძე-
ვონო.
– მილორდ ჰოფმაისტერო, – გამოთქმით დაიწყო კაულტმა
და სულტს თავი მოხდენილად დაუკრა. ჰოფმაისტერმა აბრეშუ-
მით მოვაჭრეების მეთაური თითქმის არ შეიმჩნია, ცალი წარბი
ოდნავ მაღლა გაექცა და ტუჩი შეუმჩნევლად მოეღრიცა. კაულ-
ტი მისი საზოგადოებრივი მდგომარეობის შესაფერის მისალმე-
ბას ელოდა, თუმცა მსგავსი ვერაფერი მიიღო. მაშინ ყელი ხმა-
მაღლა ჩაიწმინდა და გამოაცხადა, – მის უავგუსტოეს უდიდებუ-
ლესობასთან აუდიენციის სათხოვნელად მოვედი.
ჰოფმაისტერმა ჩაიფრუტუნა:
– ამ სხდომის მიზანი ისაა, რომ გავარკვიოთ, ვინ არის მისი
უდიდებულესობის ყურადღების ღირსი. აუდიენციას თუ არ ით-
ხოვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ კარი შეგეშალათ!
ცხადი იყო, ეს გასაუბრებაც უკანასკნელის მსგავსად წარუმა-
ტებლად დასრულდებოდა. „არის ამაში რაღაც საზიზღარი სა-
მართლიანობა, – გაიფიქრა ვესტმა, – დიდებულსაც და უბრა-
ლოსაც ერთნაირად ეპყრობიან“.
მაგისტრ კაულტს თვალები ოდნავ დაუვიწროვდა, თუმცა გა-
აგრძელა:
– აბრეშუმის ვაჭრების ღირსეული გილდია, რომლის მონა-
მორჩილიც გახლავართ... – ჰოფმა ღვინო ხმაურიანად მოწრუპა
და კაულტიც იძულებული იყო წამით შეჩერებულიყო, – ყველაზე
მზაკვრული და ვერაგული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
– ეს შეავსეთ, გესმით? – დაიყვირა ჰოფმაისტერმა და დაცა-
რიელებული თასი მორროუსკენ გაიქნია. მისი თანაშემწე სკამი-
დან მონდომებით წამოხტა და ხელი გრაფინს დაავლო. სანამ
ღვინო ჭურჭელს ბუყბუყით ავსებდა, კაულტს ისევ კბილების
ღრჭიალი და მოცდა მოუწია.

150 მკითხველთა ლიგა


– განაგრძეთ, – ჰოფმა ხელი უკმეხად აიქნია, – მთელი დღე
აქ ვერ ვიდგებით.
– ყველაზე მზაკვრული და მოულოდნელი თავდასხმის...
ჰოფმაისტერმა თვალები მოჭუტა და ქვემოთ ჩაიხედა:
– თავდასხმაო, ამბობთ? ჩვეულებრივ, თავდასხმები ქალა-
ქის დაცვას ეხება!
მაგისტრი კაულტი აიმრიზა. ის და მისი თანმხლები ვაჭრებიც
უკვე ოფლში ცურავდნენ.
– არა, მე სულ სხვაგვარ თავდასხმას ვგულისხმობ, მილორდ
ჰოფმაისტერო: ცბიერ და ფარულ თავდასხმას, რომლის მიზანიც
გილდიის ბრწყინვალე რეპუტაციის შელახვა და ჩვენი საქმიანი
ინტერესების დაზიანებაა, როგორც სტირიის თავისუფალ ქალა-
ქებში, ისე კავშირს გარეთ. თავდასხმა, რომლის პროვოცირე-
ბაც მისი უდიდებულესობის ინკვიზიციაში მყოფმა მოღალატე
ელემენტებმა მოახდინეს, და...
– საკმარისი მოვისმინე! – ჰოფმაისტერმა ვეება ხელი მაგის-
ტრის გასაჩუმებლად მაღლა ასწია, – თუ საქმე ვაჭრობას ეხება,
ის მისი უდიდებულესობის ვაჭრობისა და კომერციის კომისიამ
უნდა განიხილოს, – ჰოფი ნელა და გამოზომილად ლაპარაკობ-
და, თითქოს სკოლის მასწავლებელი ყოფილიყო და ყველაზე
უიმედო მოსწავლეს მიმართავდა, – თუ კანონს ეხება, მაშინ
უმაღლესი მსაჯულის, მაროვიას განყოფილებამ უნდა განიხი-
ლოს. ხოლო თუ საქმე მისი უდიდებულესობა ინკვიზიციის შიდა
საქმიანობასთანაა კავშირში, მაშინ შეხვედრაზე არქილექტორ
სულტთან უნდა ჩაეწეროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, საეჭვოა,
საქმე მისი უავგუსტოესი უდიდებულესობის პირად ყურადღებად
ღირდეს.
აბრეშუმის ვაჭრების გილდიის მეთაურმა პირი გააღო, მაგ-
რამ ჰოფმაისტერმა არ დააცადა და ხმა კიდევ უფრო აიმაღლა:

151 მკითხველთა ლიგა


– მეფე კომისიას იმიტომ ინახავს, უმაღლეს მსაჯულს იმიტომ
ირჩევს და არქილექტორს სწორედ იმიტომ ნიშნავს, რომ ყოვე-
ლი წვრილმანი საქმის პირადად გარჩევა არ მოუხდეს! სხვათა
შორის, გარკვეულ სავაჭრო გილდიებსაც პრივილეგიებს მაგი-
ტომ ანიჭებს, და არა ვაჭრების... – ტუჩები უსიამოვნო ღიმილმა
მოუღრიცა, – ...ჯიბეების გასავსებად. კარგად ბრძანდებოდეთ!
– და კარები გაიღო.
უკანასკნელ შენიშვნაზე კაულტს სახე სიბრაზისგან გაუფით-
რდა.
– ეჭვიც არ შეგეპაროთ, ჰოფმაისტერო, – თქვა ცივად, –
მოთხოვნების დაკმაყოფილებას სხვა ადგილას ვეცდებით, და
მონდომებას არ დავიშურებთ.
ჰოფი მაგისტრს ძალიან დიდხანს მიაჩერდა.
– სადაც გინდათ, იქ შეგიძლიათ ეძებოთ, – დაიღრინა ჰოფ-
მაისტერმა – ისეთი მონდომებით, როგორსაც საჭიროდ მიიჩ-
ნევთ. მაგრამ არა აქ. კარგად... ბრძანდებოდეთ! – დამშვიდობე-
ბით რომ ადამიანის განგმირვა ყოფილიყო შესაძლებელი, აბ-
რეშუმის ვაჭრების გილდიის მეთაური ახლა იატაკზე უსულოდ
ეგდებოდა.
კაულტმა თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, შემდეგ გაბრა-
ზებული შეტრიალდა და ოთახიდან ისეთი სიამაყით გავიდა, რო-
გორიც შეძლო. ფეხდაფეხ ორი ლაქია დიდებული მანტიების
შრიალით მიჰყვა. მათი გასვლის შემდეგ, კარები მიიხურა.
ჰოფმა მაგიდაზე მუშტი ისევ დაარტყა.
– აღმაშფოთებელია! – აფეთქდა ჰოფმაისტერი, – ამპარტა-
ვანი ღორები! მართლა ფიქრობენ, რომ როცა მოუნდებათ მე-
ფის კანონებს ფეხებზე დაიკიდებენ და გაჭირვების დროს დახმა-
რებას მოთხოვენ?
– ეე... არა, – თქვა მორროუმ, – რა თქმა უნდა...

152 მკითხველთა ლიგა


ლორდ-კამერგერმა მოადგილეს ყურადღება არ მიაქცია და
ვესტს დამცინავი ღიმილით მიუბრუნდა.
– და მაინც, ლამის საკუთარი თვალით დავინახე, როგორ
დასტრიალებდნენ თავს სვავები, მიუხედავად დაბალი ჭერისა,
რას იტყვით, მაიორო ვესტ? – რასაკვირველია, მილორდ ჰოფ-
მაისტერო, – ჩაიბუტბუტა ვესტმა. თავს ძალიან უხერხულად
გრძნობდა და ერთი სული ჰქონდა, ეს წამება როდის დამთავ-
რდებოდა, დასთან დაბრუნება რომ შეძლებოდა. დის გახსენება-
ზე გული მოეწურა. არდი უფრო ურჩი გამხდარიყო, ვიდრე ახ-
სოვდა. ჭკუა არ აკლდა, მაგრამ ვესტი შიშობდა, მეტისმეტი გამ-
ჭრიახობა ბოროტ სამსახურს გაუწევსო. რა იქნება, ცოლად ვინ-
მე პატიოსან კაცს გაჰყვეს და ბედნიერად იცხოვროს! ვესტის
მდგომარეობა ისედაც არასტაბილური იყო, და არდის სპექტაკ-
ლები არაფერში სჭირდებოდა.
– სვავები, სვავები, – თავისთვის ბუტბუტებდა ჰოფი, – საზიზ-
ღარი ფრინველები არიან, მაგრამ სარგებელი მათაც მოაქვთ.
შემდეგი ვინ არის?
გაოფლიანებული თანაშემწე კიდევ უფრო შეშინებული ჩან-
და, შეიშმუშნა და საჭირო სიტყვების ძებნას შეუდგა:
– ეე... დიპლომატების ჯგუფი მოვიდა.
ჰოფმაისტერი შეყოვნდა, თასი პირთან გააჩერა.
– დიპლომატები? ვისგან?
– ეე... ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთის მეფის, ბეთოდისგან.
ჰოფმა გულიანად გადაიხარხარა.
– დიპლომატები? – აკრიახდა, თან ოფლს სახელოთი იწმენ-
დდა, – ალბათ ველურებს გულისხმობთ.
მოადგილემ გაუბედავად ჩაიხითხითა.
– დიახ, მილორდ, ჰა-ჰა! რა თქმა უნდა, ველურები!
– თუმცა, სახიფათოები არიან, ჰა, მორროუ? – გააწყვეტინა
ჰოფმაისტერმა და მხიარულება მყისვე გაუქრა. მოადგილემ და-
153 მკითხველთა ლიგა
იწრიპინა და სიცილი შეწყვიტა, – ძალიან სახიფათოები. სიფ-
რთხილე გვმართებს. შემოუშვით!
სულ ოთხი იყვნენ. მათ შორის ორი, უფრო ტანდაბლები,
უზარმაზარი, სასტიკი შესახედაობის მამაკაცები აღმოჩნდნენ,
წვერს ატარებდნენ და მთლიანად ნაიარევებით იყვნენ დაფარუ-
ლები. მძიმე, გაცვეთილ აბჯრებში ჩამსხდარიყვნენ. რასაკვირ-
ველია, აგრიონტის კარიბჭესთან განაიარაღეს, მაგრამ მაინც
იგრძნობოდა, რა სახიფათოები იყვნენ. ვესტი დარწმუნებული
იყო, რომ შესასვლელთან მათი მძიმე, ძველი იარაღებისგან
ნამდვილი მთები დადგებოდა. ახლა ანგლანდის საზღვრებთან,
ვესტის სახლიდან არც ისე შორს, თავი სწორედ ასეთ ადა-
მიანებს მოეყარათ. მათ ომის წყურვილი კლავდათ.
თან ერთი შედარებით მოხუცი კაცი ახლდათ, ასევე შელა-
ხულ ჯავშანში, გრძელი თმითა და უზარმაზარი თეთრი წვერით.
მოლურჯო იარა თეთრი, ბრმა თვალის გავლით მთელ სახეს
კვეთდა. თუმცა ფართოდ იღიმოდა და მისი სასიამოვნო მანერე-
ბი პირქუშ მხლებლებთან უცნაურ კონტრასტს ქმნიდა, ისევე
როგორც დელეგაციის მეოთხე წევრთან, რომელიც სულ ბო-
ლოს მოდიოდა.
ამ უკანასკნელს შვიდი ფუტის სიმაღლის კარებში შემოსას-
ვლელად თავის დახრა მოუწია. კაპიუშონიან ყავისფერ მოსას-
ხამში ისე გახვეულიყო, რომ სახე არ უჩანდა. როცა წელში
გაიმართა, ოთახი საოცრად დაპატარავდა, დანარჩენებს ზემო-
დან კოშკივით დაჰყურებდა. მისი სიმაღლე შიშს იწვევდა, მაგ-
რამ სიმაღლის გარდა კიდევ იყო რაღაც და ეს რაღაც მისგან
უხილავ საზარელ ტალღებად იღვრებოდა. კედელთან მდგარმა
ჯარისკაცებმა ეს იგრძნეს და უხერხულად შეიშმუშნენ. ეს ენერ-
გია ჰოფის მოადგილემაც იგრძნო და დოკუმენტებში ნერ-
ვიულად ქექვა დაიწყო. ეჭვგარეშეა, მაიორმა ვესტმაც იგრძნო.

154 მკითხველთა ლიგა


პაპანაქება სიცხის მიუხედავად, კანზე შეაცივა, და სველი მუნდი-
რის ქვეშ კანზე ეკლებმა დააყარა.
მხოლოდ ჰოფი ჩანდა გულგრილი. ოთხი ჩრდილოელი პირ-
ქუში მზერით თავიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა. როგორც ჩანს,
მასზე კაპიუშონიანმა გოლიათმა იომენ ჰიტზე დიდი შთაბეჭდი-
ლების მოხდენა ვერ მოახერხა.
– ესე იგი, ბეთოდმა გამოგგზავნათ, – სიტყვები ცოტა ხანს
ღეჭა, სანამ გადმოფურთხებასავით წარმოთქვამდა, – ჩრდი-
ლოეთის მეფემ?
– ნამდვილად, – უპასუხა მოღიმარმა მოხუცმა და ჰოფს თავი
უდიდესი მოწიწებით დაუკრა, – მე ჰანსულ თეთრი თვალი ვარ,
– მისი ხმა მეფურად ჟღერდა, რბილად და სასიამოვნოდ, ვეს-
ტისთვის მოულოდნელად აქცენტის სრულიად არ ჰქონდა.
– და ბეთოდის ემისარი ხარ? – გულგრილად იკითხა ჰოფმა,
თან თასიდან ღვინო მოსვა. ცხოვრებაში პირველად, ვესტს ჰოფ-
მაისტერთან ერთად ოთახში ყოფნა უხაროდა, მაგრამ შემდეგ
თვალი კაპიუშონიან კაცს მოჰკრა და მოუსვენრობის შეგრძნება
ისევ დაბრუნდა.
– ოჰ, არა, – თქვა თეთრმა თვალმა, – მე უბრალოდ თარჯი-
მანი ვარ. აი ჩრდილოეთის მეფის ემისარი, – საღი თვალი ზე-
მოთ, მოსასხამში გახვეულ ბნელი ფიგურისკენ ნერვიულად
გააპარა, თითქოს თანმხლების თვითონაც ეშინიაო, – ფენრისი,
– ბოლოსკენ „ს“ ისე გაწელა, რომ ჰაერში სისინი გაისმა, – ფენ-
რის საზარელი.
ნამდვილად შესაფერისი სახელი იყო. მაიორ ვესტს შორეულ
ჩრდილოეთში მცხოვრებ სისხლისმსმელ გოლიათებზე ბავშვო-
ბაში მოსმენილი სიმღერები და ლეგენდები გაახსენდა. ოთახში
დროებით სიჩუმე ჩამოწვა.

155 მკითხველთა ლიგა


– ჰმმ, – ჰოფმაისტერს წარბიც არ შეუხრია, – და თქვენ მის
უავგუსტოეს უდიდებულესობა, კავშირის მეფეთ მეფესთან აუდი-
ენციას ითხოვთ?
– დიახ, ასეა მილორდ ჰოფმაისტერო, – თქვა მოხუცმა
მეომარმა, – ჩვენი ბატონი ბეთოდი ჩვენს სამეფოებს შორის ჩა-
მოვარდნილ მტრობას ძალიან განიცდის. მას სამხრეთელ მე-
ზობლებთან ურთიერთობის დალაგება სურს. ჩვენი მეფე თქვენ-
სას მშვიდობას სთავაზობს, და საკუთარი გულწრფელობის და-
სამტკიცებლად საჩუქარსაც გიგზავნით. მეტი არაფერი.
– ძალიან კარგი, – თქვა ჰოფმა კმაყოფილი ღიმილით და მა-
ღალი სავარძლის ზურგზე გადაწვა, – თავაზიანი თხოვნაა, თავა-
ზიანადვე გადმოცემული. მეფის ნახვას ხვალ, ღია საბჭოზე,
ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების წინაშე შეძლებთ. სა-
დაც მისთვის თქვენი მეფის შეთავაზებისა და საჩუქრის გადაცე-
მას შეძლებთ.
თეთრმა თვალმა თავი მოწიწებით დაუკრა:
– ძალიან გულისხმიერი ბრძანდებით, მილორდ ჰოფმაისტე-
რო, – შემდეგ შეტრიალდა და კარისკენ ორი პირქუში მეომრის
თანხლებით გაემართა. მოსასხამიანი ფიგურა წამით გაუნძრევ-
ლად იდგა, შემდეგ ნელა შეტრიალდა და კარში გასასვლელად
თავი დახარა. კარების ჩაკეტვის შემდეგ, ვესტმა როგორც იქნა,
შვებით ამოისუნთქა. თავი გააქნია და გაოფლიანებული მხრები
აიჩეჩა. ესეც შენი გოლიათებზე სიმღერები. არადა, უბრალოდ
მოსასხამში გახვეული უზარმაზარი კაცია, ეგაა და ეგ. თუმცა,
მეორე მხრივ, კარი ხომ მართლაც ძალიან მაღალი იყო...
– აი, ხედავთ, ბატონო მორროუ? – ჰოფი ძალიან თვითკმა-
ყოფილი ჩანდა, – ველურებს ნამდვილად არ ჰგავდნენ, რო-
გორც თქვენ მეუბნებოდით! ვგრძნობ, რომ ჩრდილოეთის პრობ-
ლემის გადაჭრასთან ახლოს ვართ, როგორ ფიქრობთ?
მისი მოადგილე ასე დარწმუნებული არ ჩანდა:
156 მკითხველთა ლიგა
– ეე... დიახ, მილორდ, რა თქმა უნდა.
– ეს ხომ ცხადია! ამხელა ალიაქოთი არაფრის გამოა ატეხი-
ლი. ჩვენი მშიშარა ჩრდილოელი მოქალაქეები უაზრო პესიმის-
ტურ განწყობას თესავენ. ომი? ბაჰ! – ჰოფმა მაგიდას ხელი ისევ
დაარტყა და ღვინის წვეთები თასიდან ხის ზედაპირს დაეშხეფა,
– ჩრდილოელები ამდენს ვერ გაბედავენ! მერწმუნეთ, მალე კავ-
შირის წევრობის პეტიციით მოგვმართავენ! აი, ვნახავთ, თუ
ვცდები. არა, მაიორო ვესტ?
– ეე...
– მშვენიერია! ბრწყინვალეა! დღეს რაღაც მაინც გამოგვივი-
და! ერთი შეხვედრაც და ამ წყეულ ღუმელს თავს დავაღწევთ!
ვინ დაგვრჩა, მორროუ?
მოადგილე მოიღუშა, ცხვირზე სათვალე შეისწორა და უჩ-
ვეულო სახელს ძლივძლივობით გაუმკლავდა:
– ეე... ვიღაც იორუ სულფური.
– ვინ?
– სულფირი, თუ სულფორი, თუ რაღაც ასეთი.
– მსგავსი არავინ ვიცი, – ჩაიბუზღუნა ჰოფმაისტერმა, – რას
წარმოადგენს? ვიღაც სამხრეთელია? ოღონდ კიდევ ერთი გლე-
ხი არ იყოს, ღვთის გულისათვის!
მოადგილემ საბუთებში ჩაიხედა და ნერწყვი გადაყლაპა:
– მგონი ელჩია.
– კეთილი, მაგრამ ვისი?
მორროუ ისე მოიკუნტა, როგორც ბავშვი, რომელსაც თავში
წამორტყმას უპირებდნენ:
– მაგების დიადი ორდენის! – ამოაყრანტალა გაჭირვებით.
ოთახში გაოგნებისგან სიჩუმე ჩამოწვა. ვესტს წარბები შუბ-
ლზე აუვიდა და ყბა ჩამოუვარდა. დარწმუნებული იყო, რომ უც-
ხო მზერისგან მუზარადებით დაცული, კედელთან მდგარი ჯა-
რისკაცების სახეებსაც იგივე დაემართათ. ჰოფმაისტერის რეაქ-
157 მკითხველთა ლიგა
ციის მოლოდინში უნებურად გააჟრჟოლა, მაგრამ ჰოფმა გარე-
მოცვა გულიანი ხარხარით გააოცა.
– შესანიშნავია! როგორც იქნა, რაღაცით მაინც გავირთობთ
თავს! რამდენი წელია აქ მაგი არ გვსტუმრებია! შემოუშვით ჯა-
დოქარი! არ უნდა ვაცდევინოთ.
იორუ სულფურმა იმედი ყველას ცოტათი გაუცრუა. უბრალო,
მოგზაურობისგან გაცვეთილი ტანსაცმელი ემოსა და იომენ ჰიტ-
ზე შთამბეჭდავად ვერ გამოიყურებოდა. მისი კვერთხი არც ოქ-
როთი ბოლოვდებოდა და არც მბრწყინავი კრისტალი ჰქონდა
თავზე. არც თვალები უბრწყინავდა იდუმალი ცეცხლით. ოცდა-
ათ წელს გადაცილებული, არაფრით გამორჩეული კაცი იყო,
რომელიც ხანგრძლივი მოგზაურობისგან ცოტა დაიღალა. თუმ-
ცა ჰოფმაისტერის წინაშე თავისუფლად, ყოველგვარი დაძაბუ-
ლობის გარეშე იდგა.
– ყველას მოგესალმებით, ბატონებო, – თქვა კვერთხზე დაყ-
რდნობილმა. ვესტს ვერაფრით გაეგო, სადაური იყო: კავშირი-
დან არ იქნებოდა – მეტისმეტად მუქი კანი ჰქონდა, არც გურკჰუ-
ლიდან ან შორეული სამხრეთიდან – მისი კანი ამისთვის მეტის-
მეტად ღია იყო. არც ჩრდილოელს ან სტირიელს ჰგავდა. გამო-
დის, უფრო შორეული მხარიდან ჩამოვიდა, მაგრამ საიდან? რო-
ცა უფრო ახლოდან შეათვალიერა, ვესტმა შეამჩნია, რომ თვა-
ლები სხვადასხვა ფერის ჰქონდა: ერთი ცისფერი, მეორე მწვანე.
– ჩვენც მოგესალმებით, სერ, – უპასუხა ჰოფმა ერთი შეხედ-
ვით გულწრფელი ღიმილით, – ჩემი კარი მაგების დიადი ორდე-
ნისთვის ყოველთვის ღიაა. მითხარით, თვით დიად ბაიაზთან სა-
უბრის პატივი მერგო?
სულფური დაიბნა.
– არა, არა. შეცდომით გამომაცხადეს? მე იორუ სულფური
ვარ. ოსტატი ბაიაზი მელოტი ბრძანდება, – თქვა და ხელი ხუჭუ-
ჭა ყავისფერ თმაზე მოისვა, – აქ, გარეთ, ხეივანში, მისი ქანდა-
158 მკითხველთა ლიგა
კებაც დგას. თუმცა რამდენიმე წლის მანძილზე მასთან სწავლის
პატივი მხვდა წილად. ყველაზე ძლევამოსილი და ბრძენი ოსტა-
ტია.
– რასაკვირველია! რასაკვირველია, ეგეთია! ჩვენ რით შეგ-
ვიძლია გემსახუროთ?
იორუ სულფურმა ყელი ჩაიწმინდა, თითქოს გრძელი ისტო-
რია უნდა მოჰყვესო:
– მეფე ჰაროდ დიდის სიკვდილის შემდეგ, ბაიაზმა, მაგებს
შორის უპირველესმა, კავშირი დატოვა. მაგრამ ფიცი დადო,
რომ ოდესმე დაბრუნდებოდა.
– დიახ, დიახ, ჭეშმარიტად, – ჩაიხითხითა ჰოფმა, – ნამდვი-
ლად ასეა, ეს სკოლის მოსწავლემაც კი იცის.
– დაიბარა, რომ როცა ეს მოხდება, მის დაბრუნებას სხვა გა-
მოაცხადებს.
– ესეც სიმართლეა.
– და აი, – თქვა სულფურმა ფართო ღიმილით, – მეც აქ ვარ.
ჰოფმაისტერი სიცილისგან კინაღამ გაიგუდა.
– თქვენც აქ ხართ! – იყვირა და მაგიდას მუშტი დაუბრაგუნა.
ჰარლენ მორროუმ საკუთარ თავს ოდნავ ჩახითხითების უფლე-
ბა მისცა, მაგრამ ხმა მყისვე გაკმინდა, რადგან ჰოფის სახიდან
ღიმილმა ნელ-ნელა გაქრობა დაიწყო.
– ჩემი ჰოფმაისტერობის განმავლობაში დიადი მაგების ორ-
დენის სამი წევრი მივიღე, რომლებიც მეფესთან აუდიენციას ით-
ხოვდნენ. მათგან ორი აშკარად შეშლილი, მესამე კი განსაკუთ-
რებით მამაცი თაღლითი იყო, – წინ გადაიხარა, მაგიდაზე იდაყ-
ვები დააწყო და თითები ერთმანეთს მიადო, – მითხარით, ოსტა-
ტო სულფურ, თქვენ რომელი ტიპის მაგებს მიეკუთვნებით?
– არც ერთს და არც მეორეს.
– ვხედავ. მაშინ, საბუთებიც თან გექნებათ.

159 მკითხველთა ლიგა


– ცხადია, – სულფურმა ქურთუკიდან პატარა წერილი
ამოიღო, რომელიც თეთრი ბეჭდით დაელუქათ და ზედ ერთა-
დერთი უცნაური სიმბოლო დაებეჭდათ. საბუთი ჰოფმაისტერს
წინ, მაგიდაზე დაუდევრად დაუდო.
ჰოფმა შუბლი შეიკრა. წერილი აიღო და ხელში ამოატ-
რიალა. ბეჭედი ყურადღებით შეისწავლა, სახე ხელთათმნით
მოიწმინდა, ცვილი გატეხა, სქელი ქაღალდი გაშალა და კითხვა
დაიწყო.
იორუ სულფურს შეშფოთების არანაირი ნიშანი არ ეტყობო-
და. თითქოს არც სიცხე აწუხებსო.
ოთახში მშვიდად სეირნობდა და შეჯავშნულ ჯარისკაცებს
თავს უქნევდა. როგორც ჩანს, მათი დუმილი სულაც არ აწუხებ-
და. მოულოდნელად ვესტისკენ შემობრუნდა:
– აქ საშინლად ცხელა, ხომ ასეა? პირდაპირ გასაოცარია, ამ
საბრალო ყმაწვილებს გული რომ არ მისდით და იატაკზე ქვაბე-
ბით სავსე კარადასავით გრუხუნით რომ არ ეცემიან, – ვესტმა
თვალები ააფახურა. ცოტა ხნით ადრე, სწორედ იმავეს ფიქრობ-
და.
ჰოფმაისტერმა წერილი მაგიდაზე ფრთხილად დადო, მისი
მხიარულება უკვალოდ გამქრალიყო.
– ვფიქრობ, ღია საბჭო ამ საქმის განხილვისთვის შეუფერე-
ბელი ადგილია.
– სავსებით გეთანხმებით. პირადად ლორდ-კანცლერ ფეექ-
თთან შეხვედრის იმედი მქონდა.
– ვშიშობ, ეს შეუძლებელია, – ჰოფმა ტუჩები გაილოკა, –
ლორდი ფეექთი მკვდარია.
სულფური მოიღუშა.
– ძალიან სამწუხაროა.

160 მკითხველთა ლიგა


– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მის დაკარგვას ყველანი ძა-
ლიან განვიცდით. იქნებ, მე და დახურული საბჭოს სხვა წევრებ-
მა შევძლოთ თქვენი დახმარება.
სულფურმა თავი დაუკრა:
– გისმენთ და გემორჩილებით, მილორდ ჰოფმაისტერო.
– ამ საღამოსვე ვეცდები, რამე მოვახერხო. მანამდე კი, აგ-
რიონტში დაგაბინავებთ... თქვენი წოდების შესაფერის ადგი-
ლას, – მცველებს ანიშნა და კარები გაიღო.
– უღრმესი მადლობა, ლორდ ჰოფ. ოსტატო მორროუ,
მაიორო ვესტ, – თითოეულ მათგანს თავაზიანად, სათითაოდ
დაუკრა თავი, შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა. კარები კიდევ
ერთხელ დაიხურა, ვესტი კი იმაზე ფიქრობდა, ამ კაცმა მისი სა-
ხელი საიდან იცოდა.
ჰოფი მის მოადგილეს მიუბრუნდა:
– დაუყონებლივ არქილექტორ სულტთან გაეშურეთ და გა-
დაეცით, რომ სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ. შემდეგ უმაღლესი
მსაჯული მაროვია და ლორდ-მარშალი ვარუზიც მოიყვანეთ. გა-
დაეცით, რომ უმნიშვნელოვანესი საქმე გვაქვს, და ამ სამის
გარდა, სიტყვა არავისთან დაგცდეთ! – თითი მორროუს ოფლი-
ან სახესთან გაიქნია, – არავისთან!
მოადგილე სათვალიდან გაოცებული მიშტერებოდა.
– ახლავე! – დაიღრიალა ჰოფმა. მორროუ ფეხზე წამოტა,
მანტიის კალთას ფეხი დაადგა, წაბორძიკდა და კარში სწრაფად
გავიდა. ვესტმა ნერწყვი გადაყლაპა, პირი მთლიანად გამოშრო-
ბოდა.
ჰოფმა ოთახში მყოფებს ხანგრძლივი და მკაცრი მზერა სათი-
თაოდ მოავლო:
– რაც შეეხება დანარჩენებს, სიტყვაც არავისთან დაგცდეთ,
თორემ ყოველი თქვენგანი სასტიკად ინანებს! ახლა კი, ყველამ
მარტო დამტოვეთ, სწრაფად! – ჯარისკაცები გასასვლელისკენ
161 მკითხველთა ლიგა
აბჯრის ჟღარუნით გაემართნენ. ვესტს განსაკუთრებული მიპატი-
ჟება არ სჭირდებოდა, ასე რომ, ჯარისკაცებს გაჰყვა და ფიქრებ-
ში წასული ჰოფმაისტერი მაღალ სავარძელში მარტოდმარტო
დატოვა.
ვესტმა გასვლისას კარი მიიხურა. დაბნეული იყო და თავში
შავბნელი აზრები უტრიალებდა: მაგებზე ძველი ისტორიების
ფრაგმენტები, ჩრდილოეთის ომის შიშები, კაპიუშონიანი გო-
ლიათის ხატება, რომელიც ჭერის სიახლოვეს კოშკივით აღმარ-
თულიყო. დღეს აგრიონტმა რაღაც უცნაური და ავბედითი სტუმ-
რები მიიღო, და ვესტს მშფოთვარე ფიქრები არ ასვენებდა. ამ
აზრების თავიდან ამოგდებას ცდილობდა, თავს იმშვიდებდა, ეს
ყველაფერი სისულელეაო, მაგრამ შემდეგ თავისი და გაახსენ-
და, რომელიც აგრიონტში უდარდელად დაეხეტებოდა.
მაიორმა ჩუმად ამოიოხრა. ახლა ალბათ ლუთართან ერთად
იყო. მათი გაცნობა რა ჯანდაბამ მოაფიქრა? მოუქნელ, სუსტ,
მწარე ენის პატრონ გოგონას ელოდა, ისეთს, როგორიც წლების
წინ ახსოვდა. როცა მის ოთახში აღმოჩნდა, ვესტმა ქალი ძლივს
იცნო და გაოცებისგან სახტად დარჩა. ზუსტადაც რომ ქალი, და
თან ძალიან ლამაზი. ლუთარი კი თავდაჯერებული, მდიდარი და
სიმპათიური მამაკაცია, რომელსაც ექვსი წლის ბავშვზე უარესი
თავშეკავების უნარი აქვს. ვესტმა იცოდა, რომ მას შემდეგ ერ-
თმანეთს კიდევ შეხვდნენ, თან არაერთხელ. როგორც მეგობრე-
ბი, რასაკვირველია. არდის აქ სხვა მეგობრები არ ჰყავდა.
– ჯანდაბა! – შეიგინა მაიორმა. ეს იგივე იყო, კატა არაჟან-
თან დაგესვა და იმედი გქონოდა, რომ ჯამში ენას არ ჩაყოფდა.
ამაზე აქამდე რატომ არ იფიქრა, ეშმაკმაც დალახვროს? ნამ-
დვილი კატასტროფაა! მაგრამ, ახლა რაღა უნდა ექნა? დერე-
ფანს სასოწარკვეთილი ჩააშტერდა.
არაფერი გავიწყებს საკუთარ დარდს, სხვის მწუხარებაზე
უკეთ, იომენ ჰიტი კი, მართლაც საცოდავი სანახავი იყო. გრძელ
162 მკითხველთა ლიგა
სკამზე ეულად იჯდა, სახე მიცვალებულივით გაჰფითრებოდა და
სადღაც სიცარიელეში იყურებოდა. ალბათ მთელი ეს დრო აქ
იჯდა: სანამ აბრეშუმის ვაჭრები, ჩრდილოელები და მაგი მეფეს-
თან აუდიენციას ითხოვდნენ. არაფერს უცდიდა – წასასვლელი
უბრალოდ არსად ჰქონდა. ვესტმა დერეფნის ორივე ბოლო შე-
ათვალიერა – სულიერის ნასახიც არ ჩანდა. ჰიტი მაიორს ვერ
ამჩნევდა, პირი დაეღო, თვალები უსიცოცხლო შუშებად
ჰქცეოდა, გაცვეთილი ქუდი კი მუხლებზე ედო.
ვესტს ადამიანის ასეთ მდგომარეობაში მიტოვება უბრალოდ
არ შეეძლო.
– იომენ ჰიტ, – დაუძახა მაიორმა და გაკვირვებულმა გლეხმა
თავი ასწია. სასწრაფოდ ქუდს ეცა და ფეხზე წამოხტა, თან ბოდი-
შებს ლუღლუღებდა.
– არა, გთხოვთ, არ ადგეთ, – ვესტი სკამზე ჩამოჯდა. გლეხის
ფეხებს ჩააშტერდა, რადგან თვალს ვერ უსწორებდა. უხერხული
სიჩუმე ჩამოვარდა, – მიწებისა და სოფლის მეურნეობის მარე-
გულირებელ კომისიაში მეგობარი მყავს. იქნებ როგორმე თქვე-
ნი დახმარება შეძლოს, – ხმა უხერხულად ჩაუწყდა და დერეფა-
ნი დარცხვენილმა მოათვალიერა.
ფერმერმა სევდიანად გაიღიმა:
– ნებისმიერი დახმარებისთვის უზომოდ მადლიერი ვიქნები.
– დიახ, დიახ, რასაკვირველია, ყველაფერს გავაკეთებ, რაც
შემიძლია, – ორივემ კარგად იცოდა, რომ ამ ამბისგან არაფერი
გამოვიდოდა. ვესტი დაიმანჭა და ტუჩზე იკბინა, – აი, სჯობს ეს
გამომართვათ, – და ქისა გლეხს დაჩეხილ, დაკოჟრილ თითებში
ჩაუდო. ჰიტი მაიორს ოდნავ პირდაღებული მიაჩერდა. ვესტმა
სწრაფი, უხერხული ღიმილით უპასუხა და წამოდგა. იქაურობის-
გან გაცლა რაც შეიძლება სწრაფად უნდოდა.
– სერ! – დაუძახა იომენ ჰიტმა, მაგრამ ვესტი უკვე დერეფან-
ში მიიჩქაროდა და უკან არ მოუხედავს.
163 მკითხველთა ლიგა
სიაში მომდევნო
„ამას რატომ ვაკეთებ?“
მოწმენდილი ღამის ცის ფონზე ვილემ დან რობის ქალაქის
სახლის კონტურები შავი ქაღალდისგან გამოჭრილ ფიგურას
ჰგავდა. არაფრით გამორჩეული ორსართულიანი შენობა იყო,
ირგვლივ დაბალი ღობე ერტყა – შუაში ჭიშკრით. ისეთივე სახ-
ლი იყო, როგორიც ასობით სხვა, იმავე ქუჩაზე. „ჩვენი ძველი მე-
გობარი რიუსი კი ბაზრის მახლობლად, დიდებულ ვილაში ცხოვ-
რობდა. რობს მისგან უფრო დიდი ქრთამი უნდა მოეთხოვა. უფ-
რო ამბიციური. ჩვენდა საბედნიეროდ, ასე არ მოიქცა“. ქალაქის
სხვა ხეივნები განათებისგან კაშკაშებდა და ქუჩებში მთვრალი
ადამიანები დილამდე დაეხეტებოდნენ. მაგრამ ეს განცალკევე-
ბული გვერდითა ქუჩა კაშკაშა სინათლეებისა და ცნობისმოყვა-
რე თვალებისგან შორს იყო.
„მუშაობაში ხელს არავინ შეგვიშლის“.
შენობის კუთხეში, მეორე სართულზე, ვიწრო ფანჯრიდან
ლამპის შუქი გამოსჭვიოდა. „კარგია. ჩვენი მეგობარი სახლშია.
თუმცა, ჯერ არ სძინავს – უხმაუროდ უნდა ვიაროთ“. შეგირდი
ფროსტისკენ შებრუნდა და სახლის უკანა მხარეზე ანიშნა. ალბი-
ნოსმა თავი დაუქნია და ქუჩაში უხმოდ გასრიალდა.
გლოკტამ მოუცადა, სანამ ფროსტი ღობეს მიაღწევდა და სახ-
ლის ჩრდილებში გაუჩინარდებოდა, შემდეგ სევერარდს მიუბ-
რუნდა და მთავარ შესასვლელზე ანიშნა. აწოწილი შეგირდი
რამდენიმე წამით თვალებით უღიმოდა, შემდეგ დაიხარა და
სახლისკენ სწრაფად გაეშურა, დაბალ ღობეს გადაახტა და
მეორე მხარეს, მიწაზე, ყოველგვარი ჩქამის გარეშე დაეშვა.
„ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურად მიდის, მაგრამ ახლა
ჩემი ამოძრავების დრო მოვიდა“. გლოკტამ არ იცოდა, რატომ
მოვიდა. ფროსტი და სევერარდი რობს უმისოდაც მშვენივრად
164 მკითხველთა ლიგა
გაუმკლავდებოდნენ, ინკვიზიტორი შეგირდებს მხოლოდ აფერ-
ხებდა. „თავისუფლად შეიძლება წავიქცე და მიწაზე ტრაკით გა-
ვიშხლართო, რითაც ამ იდიოტს ჩვენს მოსვლას გავაგებინებ.
მაშ, რატომღა მოვედი?“ მაგრამ გლოკტამ იცოდა, რატომაც. აღ-
ფრთოვანება უკვე ყელში აწვებოდა. თავი თითქმის ცოცხალი
ეგონა.
კაკუნის ხმა რომ ჩაეხშო, ხელჯოხის ბოლო ნაჭრით შეფუთა.
ასე რომ, ახლა ღობესთან შედარებით ფრთხილად მიბობღება
შეეძლო, უხმაუროდ. სევერარდს ჭიშკარი უკვე გაეღო და რომ
არ ეჭრიალა, ანჯამი ხელთათმნიანი ხელით ეჭირა. „ფრთხი-
ლად და ფაქიზად. ეს პატარა ღობე ასი ფუტის სიმაღლისაც რომ
იყოს, მასზე გადაბობღების შანსები მაინც ისეთივე მექნება, რო-
გორიც ახლა“.
სევერარდი წინა კართან ჩამუხლულიყო და საკეტს აწვალებ-
და. ყური ხეზე მიედო, თვალები დაძაბულობისგან მოეჭუტა,
ხელთათმნიან ხელებს ოსტატურად ამოძრავებდა. გლოკტას გუ-
ლი გამალებით უცემდა, დაძაბულობისგან კანზე ჩხვლეტდა.
„ოჰ, ეს ნადირობის აზარტი!“
ჩუმი ტკაცანი გაისმა, შემდეგ მეორეც. სევერარდმა ბზვინვა-
რე გამღებები ჯიბეში ჩაიბრუნა, შემდეგ ხელი სახელურისკენ
გაიწოდა და ნელა, ფრთხილად გადაატრიალა. კარი უხმაუროდ
გაიღო. „არა, მაინც რა სასარგებლო ყმაწვილია! მისი და ფროს-
ტის გარეშე უბრალო ხეიბარი ვარ. ჩემი ხელები, მხრები და ფე-
ხები არიან. მაგრამ მე მათი ტვინი ვარ“. სევერარდი სახლში
შესრიალდა და გლოკტაც მიჰყვა, სახე მარცხენა ფეხზე ტანის
ყოველი დაყრდნობისას ტკივილისგან ემანჭებოდა.
დერეფანში ბნელოდა, მაგრამ მაღლა, კიბეებიდან, სინათ-
ლის სვეტი გადმოსულიყო და მოაჯირები ხის იატაკზე უცნაურ,
მოღრეცილ ჩრდილებს ტოვებდა. გლოკტამ სევერარდს მაღლა
ანიშნა, მანაც თავი დაუქნია და საფეხურებისკენ ფეხაკრეფით
165 მკითხველთა ლიგა
გაემართა. კედელთან ახლოს ცდილობდა სიარულს. კაცს ეგო-
ნებოდა, იქამდე მისაღწევად მთელი ცხოვრება დასჭირდაო.
მესამე ნაბიჯზე, როცა სევერარდი ფეხს მთელი ტანით დააწ-
ვა, ხის ჭრიალი გაისმა. გლოკტას გააჟრჟოლა, შეგირდი ად-
გილზე გაშეშდა. ორივე გაუნძრევლად იცდიდა, ქანდაკებები-
ვით. მაღლიდან ჩამიჩუმიც არ ისმოდა. გლოკტამ სუნთქვა გა-
ნაგრძო. სევერარდი ძალიან ნელა მიიწევდა მაღლა, ყოველ ნა-
ბიჯს უდიდესი სიფრთხილით დგამდა. როგორც კი მეორე სარ-
თულს მიაღწია, კედელს ზურგით მიეყრდნო და კუთხეში ფრთხი-
ლად გაიხედა, ბოლოს უკანასკნელი ნაბიჯიც გადადგა და
გლოკტას თვალთახედვიდან გაქრა.
დერეფნის ბოლოში, ჩრდილს შეგირდი ფროსტი გამოეყო.
გლოკტამ წარბაწეულმა გახედა, მაგრამ მან თავი გააქნია. „ქვე-
მოთ არავინაა“. გლოკტა მთავარ კარს მიუბრუნდა და მის და-
ხურვას ძალიან ფრთხილად შეუდგა. სახელურს ხელი მაშინ გა-
უშვა, როცა კარი ბოლომდე დაიხურა, და საკეტის ენაც ბუდეში
ჩუმად შესრიალდა.
– ეს უნდა ნახოთ.
გლოკტა მოულოდნელ ხმაურზე შეხტა, სწრაფად შეტრიალ-
და და ზურგში მწვავე ტკივილი იგრძნო. კიბის თავში დოინჯშე-
მორტყმული სევერარდი იდგა. შეტრიალდა და სინათლისკენ
წავიდა. ფროსტი საფეხურებზე ბრახაბრუხით დაედევნა, ფარუ-
ლად გადაადგილებას აღარ ცდილობდა.
„ქვემო სართულზე რატომ ვერავინ ჩერდება? არა, ყოველ-
თვის მაინცდამაინც მაღლა!“ ყოველ შემთხვევაში, ჩუმად ყოფნა
მაინც აღარ უწევდა, როცა შეგირდებს კიბეზე კოჭლობით მის-
დევდა: მარჯვენა ფეხი ჭრაჭუნებდა, მარცხენა ფიცრებს ფხაჭნი-
და. მეორე სართულზე, დერეფნის ბოლოს, ოთახიდან ლამპის
კაშკაშა შუქი იღვრებოდა და გლოკტაც მისკენ წაფრატუნდა.

166 მკითხველთა ლიგა


ზღურბლს რომ გადააბიჯა, გაჩერდა და საფეხურებზე ცოცვის
შემდეგ სული მოითქვა.
„ღმერთო ჩემო, რა დომხალია“. დიდი წიგნების კარადა კედ-
ლიდან მოეგლიჯათ, გადაშლილი და დახურული წიგნები იატაკ-
ზე მიმოეფანტათ. მაგიდაზე წაქცეული ჭიქიდან ღვინო გადმოღ-
ვრილიყო და დაჭმუჭნილი ფურცლები გაჟღენთილ, წითელ ნაჭ-
რებად ექცია. საწოლი საშინლად აენგრიათ: გადასაფარებელი
სანახევროდ ჩამოეგლიჯათ, ბალიშები და ლეიბი დაეფხრიწათ.
ჰაერში ბუმბულები ტრიალებდა. ტანსაცმლის კარადის კარები
ღია დარჩენილიყო – ერთ-ერთი ნახევრად მოგლეჯილი ქანაობ-
და. შიგნით რამდენიმე დაფლეთილი ტანსაცმლის მსგავსი რა-
ღაც ეკიდა, მაგრამ უმეტესობა ძირს, გროვად ეყარა.
ფანჯრის ქვემოთ ფერმკრთალი, სიმპათიური ახალგაზრდა
კაცი ზურგზე გაშხლართულიყო, პირი ღია დარჩენოდა და ჭერს
მიშტერებოდა. ყელი უბრალოდ არ გამოეჭრათ: ჭრილობა ისე-
თი ღრმა იყო, კისერი თავს ძლივს იმაგრებდა. სისხლს ირ-
გვლივ ყველაფერი მოეთხვარა: დაგლეჯილი ტანსაცმელი, დაფ-
ხრეწილი ლეიბი და თვითონ მამაკაცის სხეულიც. კედელზე ხე-
ლისგულის რამდენიმე სისხლიანი ანაბეჭდი მოჩანდა, იატაკზე
სისხლის გუბე იდგა. „ამაღამ მოკლეს. შეიძლება სულ რამდენი-
მე საათის წინ. შეიძლება რამდენიმე წუთის წინაც კი“.
– არა მგონია, კითხვებზე გვიპასუხოს, – თქვა სევერარდმა.
– არა, – გლოკტამ თვალები ანგრეულ ოთახს მოავლო, –
ვფიქრობ, მკვდარია. მაგრამ, ეს როგორ მოხდა?
ფროსტი ვარდისფერი თვალებით ინკვიზიტორს მიაჩერდა და
თეთრი წარბი ასწია:
– სატამლავი?
სევერარდი ნიღაბში გიჟივით ახარხარდა. საკუთარ თავს ჩა-
ცინების უფლება გლოკტამაც კი მისცა.
– ცხადია. მაგრამ ჩვენი საწამლავი აქ როგორ მოხვდა?
167 მკითხველთა ლიგა
– ფანდარა გიაა, – ჩაიბურტყუნა ფროსტმა და იატაკზე ანიშ-
ნა.
გლოკტა ოთახში დაფრატუნებდა, თან ყველანაირად ცდი-
ლობდა, ფეხები და ხელჯოხი სისხლითა და ბუმბულებით არ და-
ესვარა:
– მაშ ასე: ჩვენმა საწამლავმა ანთებული ლამპა დაინახა,
ჩვენსავით. ქვედა სართულზე ფანჯრიდან შემოვიდა. კიბე ჩუმად
ამოიარა, – გლოკტამ ხელჯოხის ბოლოთი გვამის ხელები გად-
მოაბრუნა. „სისხლს რამდენიმე ლაქა დაუტოვებია, მაგრამ სახ-
სრებსა და თითებზე დაზიანება არ შეინიშნება. წინააღმდეგობა
არ გაუწევია. თავს მოულოდნელად დაესხნენ“. კისერი წაიგრძე-
ლა და ფართოდ გადახსნილ ჭრილობას ჩააცქერდა.
– ჭრილობა ერთადერთი, ძლიერი დარტყმით მიაყენეს, სავა-
რაუდოდ, დანით.
– ვილემ დან რობიც გაიბზარა და გაჟონა.
– ახლა ერთი ინფორმატორით ნაკლები გვყავს, – თქვა
გლოკტამ ჩაფიქრებულმა.
დერეფანში სისხლი არ იყო. „ჩვენი მკვლელი ყველანაირად
ეცადა, ფეხები სისხლში არ ამოესვარა. როგორი გადატრიალე-
ბულიც უნდა ჩანდეს, ოთახი ძალიან ფრთხილად გაჩხრიკა. არც
გაბრაზებული იყო და არც შეშინებული. უბრალოდ მუშაობდა“.
– მკვლელი პროფესიონალი იყო, – ჩაიბუტბუტა გლოკტამ, –
აქ მის მოსაკლავად მოვიდა. ალბათ, როცა საქმე მოათავა, ძარ-
ცვის ინსცენირება სცადა. ვინ იცის? ასეა თუ ისე, არქილექტორი
გვამით კმაყოფილი არ დარჩება, – და შეგირდებს ახედა, –
სიაში მომდევნო ვინ გვყავს?
ამჯერად საქმეს ბრძოლის გარეშე არ ჩაუვლია, ეს ეჭვგარეშე
იყო. „ერთი მხრიდან მაინც“. სოლიმო სკანდი კედლისკენ სა-
ხით, მხარზე გაშხლართულიყო, თითქოს თავისივე დაჩეხილ-
დაფლეთილი საღამურის რცხვენიაო. მკლავები ღრმა ჭრილო-
168 მკითხველთა ლიგა
ბებით ჰქონდა დაფარული. „მახვილისგან თავის დაცვას ცდი-
ლობდა“. იატაკზე გახოხებულს მოპრიალებულ ხეზე სისხლიანი
კვალი დაეტოვებინა. „აქედან გაღწევას ცდილობდა“. არ გა-
მოუვიდა. ზურგში მიყენებულმა ოთხმა ღრმა ჭრილობამ ბოლო
მოუღო.
სისხლიან გვამს რომ უყურებდა, გლოკტამ იგრძნო, ლოყა
როგორ აუტოკდა. „ერთი გვამი შეიძლება შემთხვევითობა ყო-
ფილიყო. ორი უკვე შეთქმულებაა“. ქუთუთოები აუთამაშდა.
„ვინც ეს გააკეთა, ზუსტად იცოდა, რომ მოვდიოდით, ასევე რო-
დის და ვისთან. ერთი ნაბიჯით გვისწრებენ. დიდი ალბათობით,
ჩვენი დანაშაულის თანამზრახველების სია უკვე გვამების სიად
იქცა“. უკან რაღაცამ გაიჭრიალა და გლოკტამ თავი იქეთ შეატ-
რიალდა, რითაც გაქვავებულ კისერში ძლიერი ტკივილი გამო-
იწვია. არავინ იყო, უბრალოდ სიომ ღია ფანჯარა შეარხია. „დამ-
შვიდდი, ახლავე დამშვიდდი და ყველაფერი კარგად აწონ-
დაწონე“.
– როგორც ჩანს, ღრმად პატივცემულმა აბრეშუმით მოვაჭ-
რეების გილდიამ მცირე წმენდის ჩატარება გადაწყვიტა.
– მაგრამ, როგორ გაიგეს? – ჩაიბუტბუტა სევერარდმა.
„მართლაც, როგორ?“
– ალბათ რიუსის სია ნახეს, ან ვიღაცამ უთხრა, მასში ვინ
ეწერა, – „ეს კი იმას ნიშნავს...“ გლოკტამ ცარიელი ღრძილები
გაილოკა, – ინკვიზიციაში ვიღაც ალაპარაკდა.
სევერარდს თვალები უკვე აღარ უცინოდა:
– თუ იციან სიაში ვინ არის, ისიც ეცოდინებათ, ვინ დაწერა.
იციან, ვინც ვართ.
„სიაში კიდევ სამი სახელია, ხომ ასეა? სულ ბოლოში? –
გლოკტამ ჩაიცინა, – რა ამაღელვებელია!“
– გეშინია?

169 მკითხველთა ლიგა


– აღფრთოვანებული არ ვარ, შემიძლია ეს გითხრათ, – შე-
გირდმა თავი გვამისკენ გააქნია, – ზურგში ლახვრის მიღება
ჩემს სამომავლო გეგმებში არ შედის.
– არც ჩემსაში, სევერარდ, მერწმუნე, – „ნამდვილად არ შე-
დის. თუ მოვკვდი, ვერ გავიგებ ვინ გვიღალატა. ამის გაგება კი
ძალიან მინდა“.
ამ ნათელ, უღრუბლო გაზაფხულის დღეს პარკი ყველა ფენის
უსაქმური და პრანჭია ადამიანებით იყო გავსებული. გლოკტა
მაღალი ხის მოწყალე ჩრდილში, გრძელ სკამზე გაუნძრევლად
იჯდა და მბზინავ სიმწვანეს, მბრწყინავ წყალს, ბედნიერ, გალე-
შილ, ჭრელა-ჭრულა მოსეირნეებს ათვალიერებდა. ადამიანები
ტბის გარშემო სკამებზე, ბალახზე წყვილებად და ჯგუფ-ჯგუფად
გაფანტულიყვნენ, სვამდნენ, საუბრობდნენ, მზეს ეფიცხებოდ-
ნენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ყველა ადგილი
დაკავებულიაო.
მაგრამ გლოკტასთან ახლოსაც არავინ მიდიოდა და მის
გვერდით არ ჯდებოდა. დროდადრო, ვიღაცები სკამთან ნაჩქა-
რევად მიირბენდნენ, განცვიფრებულები იმით, რომ თავისუფა-
ლი ადგილი ნახეს, მაგრამ შემდეგ მას ხედავდნენ: სახეები ეშ-
ლებოდათ და უკან ტრიალდებოდნენ, ან ისე ჩაუვლიდნენ გვერ-
დით, თითქოს სკამზე დასხდომის სურვილი არც ჰქონიათო.
„როგორც ჭირი, ისე ვაშინებ, მაგრამ, შეიძლება ასე უკეთესი-
ცაა. მათი კომპანია არაფერში მჭირდება“.
უყურებდა, ტბის შუაგულში ნავში ახალგაზრდა ჯარისკაცების
ჯგუფი ნიჩბებს როგორ უსვამდა. ერთი მათგანი წამოდგა, ად-
გილზე ქანაობა დაიწყო და ბოთლით ხელში რაღაცაზე გაცხარე-
ბული ალაპარაკდა. ნავი საგანგაშოდ შეირყა და ამხანაგებმა ჯა-
რისკაცს ყვირილი დაუწყეს, სასწრაფოდ დაჯექიო. მანძილის გა-
მო ქარს მათი გულიანი სიცილი გლოკტასთან ცოტა დაგვიანე-
ბით მოჰქონდა. „ბავშვები. რა ახალგაზრდები არიან, რა უმან-
170 მკითხველთა ლიგა
კოები. მეც ასეთი ვიყავი, არც ისე დიდი ხნის წინ. თუმცა მგონია,
მას შემდეგ ათასი წელი გავიდა. ან მეტიც. თითქოს ის სულ სხვა
სამყარო იყო“.
– გლოკტა.
ინკვიზიტორმა თავი ასწია, თვალები ხელით მოიჩრდილა.
არქილექტორი სულტი მოსულიყო, როგორც იქნა მოაღწია – მა-
ღალი, შავი ფიგურა ლურჯი ცის ფონზე გამოიკვეთა. სულტი ზე-
მოდან ცივად დაჰყურებდა, და გლოკტას მოეჩვენა, რომ
ჩვეულებრივზე მეტად დაღლილი, დანაოჭებული და პირქუში
ჩანდა.
– იმედი მაქვს, მართლა საინტერესო საქმეა, – სულტმა
გრძელი, თეთრი მოსასხამის ბოლოები ააფრიალა და სკამზე
მოხდენილად დაეშვა, – კელნში გლეხები ისევ აჯანყდნენ. ვი-
ღაც კრეტინ მიწათმფლობელს აზრად რამდენიმე გლეხის ჩამო-
ახრჩობა მოუვიდა და ახლა მათთან გამკლავება გვიწევს! ნეხ-
ვით სავსე მინდვრების და რამდენიმე ფერმერის მართვა ასე
რთულია? არავინ სთხოვს, კარგად მოექცეს, უბრალოდ ნუ ჩა-
მოახრჩობს! – არქილექტორი მდელოს განრისხებული მზერით
ბურღავდა, პირი მკაცრ, სწორ ხაზად ჰქცეოდა, – ჯანდაბა, იმედი
მაქვს, მართლა ძალიან საინტერესო საქმე გაქვთ!
„მაშინ, ვეცდები იმედები არ გაგიცრუო“.
– ვილემ დან რობი მკვდარია, – თითქოს ინკვიზიტორის სიტ-
ყვების ხაზგასასმელად, მთვრალ ჯარისკაცს ფეხი დაუცდა და ნა-
ვიდან წყალში ჩავარდა. ოდნავ მოგვიანებით, გლოკტამდე მისი
მეგობრების სიცილმა მოაღწია, – მოკლეს.
– აჰ, ხდება ხოლმე. სიაში მომდევნოს მიაკითხეთ, – სულტი
მოიღუშა და ფეხზე წამოდგა, – არ მეგონა, ყოველ წვრილმანზე
ჩემი ნებართვა თუ გჭირდებოდათ. ამ სამუშაოსთვის სწორედ
ამიტომ შეგარჩიეთ. ჰოდა, საქმეს მიხედეთ! – სულტი შებრუნდა
და წასვლა დააპირა.
171 მკითხველთა ლიგა
„სიჩქარე საჭირო არ არის, არქილექტორო. სწორედ ესაა
ჯანმრთელი ფეხების პრობლემა: მეტისმეტად მოუსვენარი ხდე-
ბი. აი, სიარული თუ გიჭირს, მაშინ ადგილიდან ფეხსაც არ დაძ-
რავ, სანამ ბოლომდე არ დარწმუნდები, რომ უკვე ნამდვილად
დროა“.
– მომდევნოსაც უბედურება შეემთხვა.
სულტი შემობრუნდა, ცალი წარბი ოდნავ მაღლა აზიდა:
– ჰოო?
– ყველას ერთი ბედი ეწია.
არქილექტორმა ტუჩები მოკუმა და ისევ სკამზე დაჯდა.
– ყველას?
– ყველას.
– ჰმმ, – თქვა ჩაფიქრებულმა სულტმა, – საინტერესოა. მაშ,
აბრეშუმით მოვაჭრეები დიდ წმენდას შეუდგნენ? მათგან ასეთ
სისასტიკეს არ ველოდი. დიახ, დრო შეიცვალა, დრო ნამდვი-
ლად... – აღარ დაასრულა არქილექტორმა. წარბები ნელ-ნელა
შეეჭმუხნა, – ფიქრობთ, რომ ვიღაცამ რიუსის სია გასცა, ხომ
ასეა? თქვენი აზრით, ვიღაც ჩვენიანი ალაპარაკდა. აქ მოსვლა
სწორედ ამიტომ მთხოვეთ?
„იფიქრე, რომ კიბეზე ამობობღება არ მინდოდა?“
– ყველა მათგანი მოკლულია. აბსოლუტურად ყველა, ვინც
ჩვენს სიაში იყო. თან მაინცდამაინც იმ ღამეს, როცა მათ დასაპა-
ტიმრებლად მივედით? ასეთი დამთხვევების დიდად არ მჯერა.
„თქვენ, არქილექტორო?“
ეტყობოდა, არც მას სჯეროდა. ძალიან სახე პირქუში ჰქონდა.
– აღიარება ვინ ნახა?
– მე, და ჩემმა ორმა შეგირდმა, რა თქმა უნდა.
– მათ ბოლომდე ენდობით?
– ბოლომდე, – სიჩუმე ჩამოწვა. მესაჭის გარეშე დარჩენილი
ნავი წყალზე ნელა ირწეოდა, ნიჩბები ჰაერში გაფარჩხულიყო,
172 მკითხველთა ლიგა
წყალში ჩავარდნილი კი დგაფუნობდა და ხარხარებდა, თან მე-
გობრებს წყლის შხეფებით ასველებდა.
– რაღაც დროის მანძილზე, აღიარება ჩემს კაბინეტში იდო, –
ჩაიჩურჩულა არქილექტორმა, – ჩემი ხალხიდან ვინმეს შეეძლო
ენახა. შესაძლოა.
– მათ ბოლომდე ენდობით, თქვენო უდიდებულესობავ?
სულტი გლოკტას ცოტა ხანს ყინულივით ცივ სიჩუმეში მისჩე-
რებოდა.
– ვერ გაბედავდნენ. მეტისმეტად კარგად მიცნობენ.
– მაშინ მხოლოდ ზედამხედველი კალინი რჩება.
როცა არქილექტორმა დაილაპარაკა, ტუჩები თითქმის არ
უმოძრავებდა:
– ფრთხილად უნდა იმოქმედოთ, ინკვიზიტორო, ძალიან
ფრთხილად. ნიადაგი, რომელზეც მიაბიჯებთ, არც ისე მყარია.
როგორც უნდა ჰგავდეს, სულელი ინკვიზიციის ზედამხედველი
ვერ გახდება. კალინს ბევრი მეგობარი ჰყავს, როგორც დაკით-
ხვების სახლში, ისე მის გარეთ. ძლევამოსილი მეგობრები. მისი
დადანაშაულებისთვის უძლიერესი მტკიცებულებებია საჭირო, –
სულტი მოულოდნელად შეჩერდა, მოიცადა, სანამ მანდილოს-
ნების პატარა ჯგუფი ჩაუვლიდათ, – უძლიერესი მტკიცებულებე-
ბი, – ჩაისისინა ისევ, როცა მანდილოსნები უსაფრთხო მანძილ-
ზე აღმოჩნდნენ და მათ საუბარს ყურს ვერ დაუგდებდნენ, – ეგ
მკვლელი უნდა მიპოვოთ.
„სათქმელად მარტივია“.
– რა თქმა უნდა, თქვენო უწმინდესობავ, მაგრამ ჩემი გამო-
ძიება ჩიხში შევიდა.
– არც ეგრეა საქმე. ხელში კიდევ ერთი კარტი დაგვრჩა: თვი-
თონ რიუსი.
„რიუსი?“

173 მკითხველთა ლიგა


– კი მაგრამ, არქილექტორო, ის ახლა ალბათ უკვე ანგლან-
დში იქნება. „რომელიმე მაღაროში ოფლში იხვითქება. თუ ამ-
დენ ხანს საერთოდ გაძლო“.
– ო, არა. აქ არის, აგრიონტში. ჩამწყვდეული გვყავს. ვიფიქ-
რე, უმჯობესი იქნებოდა, ცოტა კიდევ გაგვეჩერებინა, – გლოკ-
ტამ მთელი ძალისხმევა მოიკრიბა, გაოცება რომ არ დასტყობო-
და. „ჭკვიანურია, ძალიან ჭკვიანური. როგორც ჩანს, სულელები
ვერც არქილექტორები ხდებიან“, – რიუსი თქვენი სატყუარა
გახდება. ჩემს მდივანს კალინთან შეტყობინების გადასაცემად
გავგზავნი, ვეტყვი, რომ დათმობაზე მივდივარ. რომ აბრეშუმით
მოვაჭრეებს საქმიანობაში ხელს აღარ შევუშლი, ოღონდ უფრო
მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იყვნენ. რომ კეთილი ნების გა-
მოსახატად, რიუსს გავათავისუფლებ. თუ ინფორმაციამ კალი-
ნისგან გაჟონა, გავბედავ და ვივარაუდებ, რომ რიუსის გათავი-
სუფლებას დაუყონებლივ აბრეშუმით მოვაჭრეებს შეატყობი-
ნებს. გავბედავ და ვივარაუდებ, რომ გრძელი ენის გამო მის
დასჯას მოინდომებენ და მკვლელს მიუგზავნიან. ასევე, გავბე-
დავ და ვივარაუდებ, რომ მის შეპყრობას რიუსის მკვლელობის
მცდელობისას შეძლებთ. თუ მკვლელი არ გამოჩნდება, რას ვი-
ზამთ, გამყიდველის ძებნა სხვაგან მოგვიწევს, დაკარგვით კი
არაფერს დავკარგავთ.
– ბრწყინვალე გეგმაა, თქვენო უდიდებულესობავ.
სულტმა ინკვიზიტორს ცივი მზერა ესროლა:
– რა თქმა უნდა. სამუშაოდ ადგილი დაგჭირდებათ, დაკით-
ხვების სახლისგან მოშორებით. საჭირო სახსრებს გამოგი-
ყოფთ, რიუსს თქვენს შეგირდებს ჩავაბარებ და შეგატყობინებთ,
როცა კალინი ინფორმაციას მიიღებს. ეგ მკვლელი მიპოვეთ,
გლოკტა, და ყველაფერი გამოწურეთ. გამოწურეთ, სანამ ბო-
ლომდე არ დაიცლება, – ნავი გააფთრებული ირწეოდა, რადგან
ჯარისკაცები სველი მეგზურის წყლიდან ამოთრევას ცდილობ-
174 მკითხველთა ლიგა
დნენ, შემდეგ, მთვრალი მოულოდნელად ცალ მხარეზე აიწია,
გადაყირავდა და მგზავრები წყალში ჩაყარა.
– სახელები მინდა, – ასისინდა სულტი, თან ჯარისკაცებს
მრისხანე მზერას არ აცილებდა, – სახელები, მტკიცებულებები,
და ხალხი, ვინც ღია საბჭოს წინაშე წარდგომასა და თითის გაშ-
ვერას შეძლებს, – სკამიდან მშვიდად წამოდგა, – საქმის კურსში
მამყოფეთ, – და დაკითხვების სახლისკენ გასწია, ფეხები ქვიშა-
ზე უხრაშუნებდა. გლოკტა არქილექტორს მზერით აცილებდა.
„ბრწყინვალე გეგმაა. მოხარული ვარ, ჩემს მხარეს რომ ხართ,
არქილექტორო. ხომ ნამვილად ჩემს მხარეს ხართ?“
ჯარისკაცებს ამოტრიალებული ნავის ნაპირზე გამოთრევა
მოეხერხებინათ და ახლა მასთან გალუმპულები იდგნენ, ერთმა-
ნეთს უყვიროდნენ, წეღანდელივით კარგ ხასიათზე ვეღარ იყ-
ვნენ. ერთი მიტოვებული ნიჩაბი წყალში ტივტივებდა, თანდათან
იმ ადგილს უახლოვდებოდა, სადაც ტბიდან ნაკადული გაედინე-
ბოდა. მალე ხიდქვეშ გაცურავს, შემდეგ აგრიონტის უზარმაზარი
კედლების მიღმა აღმოჩნდება და ბოლოს წყალი გარეთ,
თხრილში გაიტანს. გლოკტა უყურებდა, ნიჩაბი წყალში რგო-
ლებს ნელ-ნელა როგორ ხაზავდა. „შეცდომა. დეტალებს ვინმე
თვალყურს უნდა ადევნებდეს. წვრილმანები ხელიდან მარტი-
ვად სხლტება, მაგრამ ნიჩბის გარეშე, ნავი სრულიად უსარგებ-
ლოა“.
პარკში მყოფების სახეებს ათვალიერებდა და ტბასთან ახ-
ლოს, სკამზე მჯდომ ლამაზ წყვილზე შეაჩერა მზერა. ახალგაზ-
რდა მამაკაცი გოგონას ჩუმად ესაუბრებოდა, სახეზე სევდიანი,
გულწრფელი გამომეტყველება ეწერა. უცებ გოგონა წამოდგა
და ყმაწვილს გაეცალა, სახე ხელებში ჰქონდა ჩარგული. „აჰ, მი-
ტოვებული სიყვარულით გამოწვეული ტკივილი! ეს დანაკლისი,
ბრაზი, სირცხვილი! გგონია, რომ ვეღარასოდეს გამოკეთდები.
რომელმა პოეტმა დაწერა, არაფერია გატეხილ გულზე მტკივ-
175 მკითხველთა ლიგა
ნეულიო? სენტიმენტალური ბოდვა. აბა ერთი იმპერატორის ცი-
ხე მოინახულოს, – გლოკტამ გაიღიმა, პირი გააღო და ცარიელი
ღრძილები, სადაც ადრე წინა კბილები ჰქონდა, მოილოკა, – გა-
ტეხილი გული დროსთან ერთად მთელდება, ჩამტვრეული კბი-
ლები კი – არასოდეს“.
გლოკტამ ახალგაზრდა კაცს გახედა: აქვითინებულ გოგონას
უყურებდა და სახეზე ოდნავ მხიარული ღიმილი დასთამაშებდა.
„ეს ნაბიჭვარი ლაწირაკი! საინტერესოა, იმდენივე გულის გატე-
ხა მოასწრო, რამდენიც მე ახალგაზრდობაში? ახლა ეს შეუძლე-
ბელი მეჩვენება. ნახევარი საათი მხოლოდ გამბედაობის მოსაკ-
რებად მჭირდება, რომ საწოლიდან ავდგე. ბოლო ხანებში, ჩემ
გამო ცრემლებს მხოლოდ ანგლანდში გაძევებულების ცოლები
ღვრიან...“
– სანდ!
გლოკტა შემოტრიალდა.
– ლორდ-მარშალო ვარუზ, რა პატივია.
– ოჰ არა, გთხოვთ, არა, – თქვა მოხუცმა ჯარისკაცმა და
სკამზე ფარიკაობის ოსტატისთვის დამახასიათებელი მარდი და
აკურატული მოძრაობით დაჯდა, – კარგად გამოიყურებით, –
უთხრა, თუმცა გლოკტასთვის ზედაც არ შეუხედავს. „ალბათ
გინდოდა გეთქვა, რომ ხეიბარივით გამოვიყურები“, – როგორ
ხარ, ჩემო ძველო მეგობარო? – აგრძელებდა ვარუზი. „ხეიბარი
ვარ, ბებერო, პომპეზურო ვირო. მეგობარი, ხომ? რამდენი წე-
ლია დავბრუნდი, ჩემი ნახვა კი ერთხელაც არ გიცდია. მეგობ-
რობას ამას ეძახი?“
– არა მიშავს, გმადლობთ, ლორდ-მარშალო.
ვარუზი სკამზე მოუსვენრად აწრიალდა.
– ჩემი ახლანდელი მოსწავლე, კაპიტანი ლუთარი... იქნებ
იცნობთ?
– დიახ, ერთმანეთი გაგვაცნეს.
176 მკითხველთა ლიგა
– მისი ვარჯიში უნდა ნახოთ, – ვარუზმა თავი სევდიანად გა-
აქნია, – ტალანტი აქვს, ეჭვგარეშეა, მაგრამ თქვენს დონეს ვე-
რასოდეს მიაღწევს, სანდ, – „არ ვიცი, არ ვიცი. იმედია ერთ
დღეს ჩემსავით ხეიბარი იქნება“, – თუმცა ტურნირში გამარჯვე-
ბისთვის ნიჭი საკმარისად აქვს. მაგრამ ამ ნიჭს ფლანგავს, ქარს
ატანს, – „ღმერთო, რა ტრაგედიაა! ისე ცუდად გავხდი, ლამისაა
ვარწყიო. მართლა ვარწყევდი, დილით რამე მაინც რომ მეჭამა“.
– ზარმაცია, სანდ, ზარმაცი და ჯიუტი. სიმამაცე არ ჰყოფნის.
მიზანმიმართული არ არის. საქმეში მთელ გულს არ დებს, დრო
კი იწურება. ვიფიქრე, თუ რა თქმა უნდა, დროს გამონახავთ, –
ვარუზმა წამით გლოკტას მზერა დაიჭირა, – იქნებ ჩემ მაგივრად
დაელაპარაკოთ?
„ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები! წუწუნა იდიოტისთვის
ლექციების კითხვა ხომ ჩემი სანუკვარი ოცნებაა! ბებერო, მედი-
დურო ყეყეჩო, როგორ ბედავ? საკუთარი რეპუტაცია ჩემს წარ-
მატებებზე ააგე, შემდეგ, როცა შენი დახმარება მჭირდებოდა,
თავიდან მომიცილე. ახლა კი ჩემთან დახმარების სათხოვნე-
ლად მოხვედი და მეგობარს მეძახი?“
– რასაკვირველია, მარშალო ვარუზ, სიამოვნებით გავესაუბ-
რები. ძველი მეგობრის გამო ყველაფრისთვის მზად ვარ.
– ბრწყინვალეა, ბრწყინვალე! დარწმუნებული ვარ, გონს
ნამდვილად მოიყვანთ. მას ყოველ დილას ეზოში, შემოქმედის
სახლთან ახლოს ვავარჯიშებ, სადაც ადრე თქვენ გავარჯიშებ-
დით... – მოხუცი მარშალი უხერხულად გაჩერდა.
– როგორც კი ჩემი მოვალეობები საშუალებას მომცემს, მა-
შინვე მოვალ.
– რა თქმა უნდა, თქვენი მოვალეობები... – ვარუზი სკამიდან
უკვე დგებოდა, აშკარად ერთი სული ჰქონდა, იქაურობას რო-
დის მოშორდებოდა. გლოკტამ მისკენ ხელი გაიშვირა და მოხუ-
ცი ჯარისკაცი წამით შეაყოვნა. „ნუ ღელავთ, ლორდ მარშალო,
177 მკითხველთა ლიგა
არაფერს გადაგდებთ“. ვარუზმა ინკვიზიტორს ხელი ფრთხილად
ჩამოართვა, თითქოს ეშინოდა, არ მოაგლიჯოსო, ბოდიშისმაგ-
ვარი რაღაც ჩაიბურტყუნა და თავაწეული თავის გზით წავიდა.
გვერდით ჩავლისას გალუმპული ჯარისკაცები შერცხვენილები
თავს უკრავდნენ და ესალმებოდნენ.
გლოკტამ ფეხი გაფარჩხა, ფიქრობდა, ადგომა ღირდა თუ
არა. „და სად უნდა წავიდე? სამყარო არ დაინგრევა, თუ აქ კიდევ
ცოტა ხანს ვიჯდები. საჩქარო არაფერია. არაფერი“.

178 მკითხველთა ლიგა


წინადადება და ძღვენი
– დაა, წინ! – დაიგრგვინა მარშალმა ვარუზმა. ჯეზალი მისკენ
გაექანა. სასოწარკვეთილი მორის კიდეებზე თავის შემაგრებასა
და ბალანსის დაცვას ფეხის თითებით ცდილობდა. მოსაჩვენებ-
ლად ერთი-ორი მოუქნელი შეტევა სცადა, ვითომ მთელი მონ-
დომებით ვარჯიშობსო. ოთხსაათიანმა ვარჯიშმა არაქათი გა-
მოაცალა და წარმოუდგენელ დაღლილობას გრძნობდა. ვარუზ-
მა წარბები შეიკრა და ჯეზალის დაბლაგვებული ხმალი მოიგე-
რია. მორზე ისე თავისუფლად მოძრაობდა, თითქოს პარკში სე-
ირნობსო, – დაა, უკან!
ჯეზალი უკან, ქუსლებზე წაბორძიკდა, წონასწორობის შესა-
ნარჩუნებლად მარცხენა ხელი სულელურად გააქნია. დაძაბუ-
ლობისგან მუხლებს ზემოთ ყველაფერი საშინლად სტკიოდა.
მუხლებს ქვემოთ ყველაფერი გაცილებით, გაცილებით უარესად
იყო. სამოც წელს გადაცილებული ვარუზი დაღლის არავითარ
ნიშანწყალს არ ავლენდა. მორზე ცეკვა-ცეკვით გადაადგილდე-
ბოდა, ჰაერს ხმლით აპობდა და წვეთი ოფლიც არ გამოსდიოდა.
ჯეზალი კი საშინლად ქოშინებდა და მარცხენა ხელით თავს სა-
სოწარკვეთილი იცავდა, წონასწორობა თითქმის ბოლომდე
დაეკარგა, მარჯვენა ფეხი ჰაერში გაეფარჩხა და მორზე საიმედო
დასაყრდენს ეძებდა.
– დაა, წინ!
ფეხების ტკივილისგან ჯეზალი აგონიაში ჩავარდა, მოძ-
რაობის მიმართულება შეცვალა და ხმალი აუტანელი მოხუცის-
კენ გაიქნია, მაგრამ ვარუზს უკან არ დაუხევია. პირიქით, ჯეზა-
ლის განწირული შეტევა თავის ჩაწევით აიცილა და მოწინააღ-
მდეგე ხელუკუღმა გარტყმით დასცა ძირს.
ჯეზალმა მრისხანებისგან ამოიღმუვლა: ეზო თავდაყირა
დადგა, მორის ნაპირს ფეხით მტკივნეულად დაეცა, ბალახზე
179 მკითხველთა ლიგა
პირქვე დაემხო, ნიკაპი მიწას ისე დაარტყა, რომ კბილებმა სა-
შინლად გაიკრაჭუნა. შემდეგ ზურგზე გადაკოტრიალდა და
ჰაერის ყლაპვა წყლიდან ამომხტარი თევზივით დაიწყო. ნატკე-
ნი ფეხი მწარედ უფეთქავდა. ესე იგი, დილას, სხეულზე ერთით
მეტი უშნო დაჟეჟილობა ექნებოდა.
– საშინელებაა, ჯეზალ, საშინელება! – დაიყვირა მოხუცმა ჯა-
რისკაცმა და ბალახზე მარდად ჩამოხტა, – მორზე ისე ირწევით,
როგორც ბაგირზე! – ჯეზალი წყევლა-კრულვით გადატრიალდა
და ფეხზე წამოდგომა დაიწყო, – გამძლე და საიმედო მუხაა, იმ-
დენად ფართო, რომ მასზე შეიძლება დაიკარგოთ კიდეც! – სა-
კუთარი სიტყვების ილუსტრირებისთვის, მოკლე მახვილი მორს
დაჰკრა და ნაფოტები ჰაერში აცვივდა.
– მგონი, წინო, მითხარით, – ამოიკვნესა ჯეზალმა.
ვარუზმა წარბები მკვეთრად აზიდა:
– კაპიტანო ლუთარ, თქვენ რა, სერიოზულად გგონიათ, რომ
ბრემენ დან გორსტი მოწინააღმდეგეებს საკუთარი განზრახვე-
ბის შესახებ უტყუარ ინფორმაციას აწვდის?
„ბრემერ დან გორსტი ჩემს დამარცხებას ეცდება, ბებერო ნა-
გავო! შენ კი მის დამარცხებაში უნდა მეხმარებოდე!“ – გაიფიქ-
რა ჯეზალმა, მაგრამ ხვდებოდა, ჯობდა ეს არ ეთქვა. ამიტომაც,
თავი უაზროდ გააქნია.
– არა! რასაკვირველია, არა! პირიქით, ყველანაირად ცდი-
ლობს, მოწინააღმდეგეები მოატყუოს და დააბნიოს, ზუსტად ისე,
როგორც ყველა კარგი მოფარიკავე უნდა იქცეოდეს! – ლორდ-
მარშალი ბოლთას სცემდა და თავს აქნევდა. ჯეზალმა ისევ
გაიფიქრა, ამ ყველაფერს ხომ არ შევეშვაო. ყოველ საღამოს სა-
წოლში მკვდარივით ჩაგდება ყელში ამოუვიდა. მაგ დროს, წე-
სით, დალევას უნდა იწყებდეს. ამ დაუსრულებელი ოთ-
ხსაათიანი ვარჯიშებისთვის ყოველ დილას დალილავებულს და
ტკივილით გატანჯულს გაღვიძება მოჰბეზრდა: სირბილი, მორი,
180 მკითხველთა ლიგა
ძელი, პოზიციები. მაიორ ვესტთან ორთაბრძოლებში მიწაზე
ტრაკით დანარცხება ყელში ამოუვიდა. ყველაზე მეტად კი ყელ-
ში ამ ბებერი სულელისგან შეურაცხყოფა ამოუვიდა.
– საცოდავი სანახაობაა, კაპიტანო, ძალიან საცოდავი. მეჩ-
ვენება, რომ უფრო და უფრო ცუდად გამოგდით...
ჯეზალი ტურნირს ვერასოდეს მოიგებდა. ამის არავის სჯერო-
და, ყველაზე ნაკლებად კი თვითონ. მაშინ, რატომ არ უნდა ჩაექ-
ნია ხელი და არ დაბრუნებოდა ბანქოსა და გვიან ქეიფებს? განა
მხოლოდ ეს არ უნდოდა ცხოვრებისაგან? მაგრამ მაშინ სხვა,
ათასობით მისნაირი დიდგვაროვანი უმცროსი შვილებისგან რა-
ღა გამოარჩევდა? ჯეზალმა დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ გა-
მორჩეული პიროვნება უნდა გამხდარიყო. იქნებ, ლორდ-
მარშალი, ან მერე ჰოფმაისტერი – ყოველ შემთხვევაში, ვინმე
დიდი და მნიშვნელოვანი. დახურულ საბჭოში დიდი სავარძელი
და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება სურდა. წარ-
მოიდგენდა, ხალხი ფეხქვეშ როგორ გაეგებოდა, ღიმილით
შეეგებებოდა და მის ყოველ სიტყვას უდიდესი გულისყურით მო-
უსმენდა, ხოლო როცა გვერდით ჩაუვლიდა, უნდოდა ეჩურჩუ-
ლათ: „აი შეხედეთ, ლორდი ლუთარი მოდის!“ შეძლებს კი, ბედ-
ნიერი იყოს, თუ მუდამ ლეიტენანტი ბრინტის უფრო მდიდარ,
ჭკვიან, სიმპათიურ ვერსიად დარჩება? ბრრ! არა, ამაზე ფიქრიც
კი არ შეიძლება!
– მიზნამდე კიდევ უსაშველოდ გრძელი გზა გვაქვს გასავლე-
ლი, დრო კი არ გვყოფნის. ყოველ შემთხვევაში, თუ ვარჯიშების
მიმართ დამოკიდებულებას არ შეიცვლით. სპარინგში უსუსური
ხართ, გამძლეობა ისევ სუსტი გაქვთ, ხოლო რაც შეეხება
თქვენს წონასწორობას, ამაზე სჯობს, არც ვისაუბროთ...
რას იფიქრებენ, თუ ახლა დანებდება? მამამისი რას იზამს?
ძმები რას იტყვიან? სხვა ოფიცრები? ლაჩრად მიიჩნევენ. და არ-
დი ვესტი... უკანასკნელი დღეები თავი მასზე ფიქრით ჰქონდა
181 მკითხველთა ლიგა
გამოტენილი. ფარიკაობას თუ შეეშვება, გადაიხრება კი მისკენ
ისე ახლოს, როგორც ახლა? დაელაპარაკება ისეთივე ნაზი
ხმით? მის ხუმრობებზე ისევ გაიცინებს? დიდი, მუქი თვალებით
ისევ ისე შემოხედავს? ჯეზალმა ლამის გოგონას სუნთქვა იგ-
რძნო...
– მისმენ, ბიჭო? – დაიგრგვინა ვარუზმა. აი, მისი სუნთქვა კი
ჯეზალმა სახეზე ნამდვილად მთელი სიცხადით შეიგრძნო, ისევე
როგორც ნერწყვი.
– დიახ, სერ! სპარინგში უსუსური, გამძლეობა სუსტი! – ჯე-
ზალმა ნერწყვი ნერვიულად გადაყლაპა, – წონასწორობაზე კი
სჯობს, არც ვისაუბროთ.
– სწორედაც! ლამისაა დავიჯერო, რომ ეს საქმე სულაც არ
გსურთ. თუმცა ამდენი უბედურების შემდეგ, რაც თქვენი ვარჯი-
შის გამო დამატყდა თავს, ამის წარმოდგენა თითქმის შეუძლე-
ბელია, – ჯეზალს თვალებით ბურღავდა, – თქვენ რას ფიქრობთ,
მაიორო?
პასუხი არ ისმოდა. ვესტი სავარძელში გადაწოლილიყო, ხე-
ლები გულზე დაეწყო და მოღუშული სივრცეს გაჰყურებდა.
– მაიორო ვესტ? – დაიყეფა ლორდ-მარშალმა.
მაიორმა თავი მკვეთრად ასწია, თითქოს ისინი ახლახან შე-
ამჩნიაო:
– მაპატიეთ, სერ, ფიქრებში გავერთე.
– შევამჩნიე, – ვარუზმა კბილები ხმაურით მოიწუწნა, – რო-
გორც ჩანს, დღეს დილას ყურადღების მოკრება ყველას უჭირს.
ჯეზალისთვის დიდი შვება იყო, მოხუცის მრისხანებამ ცოტა
ხნით მაინც სხვაზე რომ გადაინაცვლა. თუმცა მისი ბედნიერება
დიდხანს არ გაგრძელებულა.
– ძალიან კარგი, – მკვახედ ჩაილაპარაკა მოხუცმა მარშალ-
მა, – თუ ასე გსურთ. ხვალიდან ყოველ ვარჯიშს თხრილში ცურ-
ვით დავიწყებთ. ვფიქრობ, ერთი-ორი მილი საკმარისი იქნება,
182 მკითხველთა ლიგა
– ჯეზალმა ღრიალის შესაკავებლად კბილი კბილს მაგრად
დააჭირა, – ცივი წყალი გრძნობების გასამძაფრებლად ბრწყინ-
ვალე საშუალებაა. უმჯობესი იქნება, უფრო ადრე თუ დავიწ-
ყებთ, როცა თქვენი გონება ყველაზე მგრძნობიარეა. ეს იმას
ნიშნავს, რომ დილის ხუთზე შევუდგებით საქმეს. მანამდე კი
იმაზე იფიქრეთ, აქ რისთვის ხართ – ტურნირის მოსაგებად თუ
უბრალოდ ჩემს კომპანიაში გსიამოვნებთ ყოფნა, – მარშალი
ქუსლებზე შეტრიალდა და წავიდა.
ჯეზალმა მოიცადა, სანამ ვარუზმა ეზო დატოვა და როგორც
კი დარწმუნდა, რომ მოხუცი ვერ გაიგონებდა, ხმლები კედელს
განრისხებულმა მიანარცხა.
– ჯანდაბა! – დაიყვირა, როცა ხმლები მიწაზე ხმაურით დაც-
ვივდა, – ამის დედაც! – თვალებით რამეს ეძებდა, რაზეც ჯავრს
შედარებით უმტკივნეულად იყრიდა. მზერა მორის დამჭერის
ფეხზე შეაჩერა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა და თავი
ძლივს შეიკავა, ნატკენ ფეხს არ ჩაჰფრენოდა და ცალ ფეხზე
იდიოტივით არ ეხტუნა, – ჯანდაბა, ჯანდაბა! – ყვიროდა გაცო-
ფებული.
ჯეზალის გასაკვირად, მის მრისხანებას ვესტზე შთაბეჭდილე-
ბა არ მოუხდენია. ადგა, და მარშალ ვარუზს მოღუშული მიჰყვა.
– საით გაგიწევიათ? – ჰკითხა კაპიტანმა.
– აქედან შორს, – მიუგდო მაიორმა მხარს უკან, – საკმარისი
ვნახე.
– ეგ რას უნდა ნიშნავდეს?
ვესტი გაჩერდა, შემოტრიალდა და კაპიტანს შეხედა:
– გაოცდებით, მაგრამ სამყაროში უფრო სერიოზული პრობ-
ლემებიც არსებობს.
ჯეზალმა პირი დააღო და შორს მიმავალ ვესტს ხმაჩავარდნი-
ლი მიაჩერდა.

183 მკითხველთა ლიგა


– თავი ვინ გგონიათ? – დაუყვირა, როცა შორს დაიგულა, –
ჯანდაბა, ჯანდაბა! – გაიფიქრა, ისევ მორზე ხომ არ ვიყარო ჯავ-
რიო, მაგრამ ხელმეორედ აღარ გარისკა.
ჯეზალი ყაზარმაში გულისამრევ ხასიათზე ბრუნდებოდა, ამი-
ტომ ცდილობდა, აგრიონტის ხალხმრავალი ადგილებიდან თა-
ვი შორს დაეჭირა, მეფეთა ხეივანს ვიწრო ქუჩებითა და ბაღებით
უვლიდა გარს. მიდიოდა და ყოველგვარი შეხვედრის თავიდან
ასაცილებლად საკუთარ ფეხებს პირქუშად დასცქეროდა. მაგ-
რამ იღბალი მის მხარეს არ იყო.
– ჯეზალ! – სასეირნოდ გამოსული კასპა აღმოჩნდა, მდიდ-
რულად ჩაცმულ, ოქროსფერთმიან გოგონასთან ერთად. თან
სასტიკი გამომეტყველების შუახნის ქალი ახლდათ, ეჭვგარეშეა,
გოგონას აღმზრდელი, ან რამე ასეთი იყო. ერთ ცარიელ ეზოში
შეჩერებულიყვნენ და რაღაც მომცრო ქანდაკებას ათვალიერებ-
დნენ.
– ჯეზალ! – ისევ დაუყვირა კასპამ და თავს ზემოთ ქუდი დაუქ-
ნია. ვეღარსად დაემალებოდა. კაპიტანმა სახეზე ყალბი ღიმილი
გადაიკრა და მათთან მივიდა. ფერმკრთალმა გოგონამაც მომ-
ხიბვლელად გაუღიმა, მაგრამ ჯეზალს არ შეუმჩნევია.
– ისევ ვარჯიშობდი, ლუთარ? – ჰკითხა კასპამ. რა უაზრო შე-
კითხვა იყო: ჯეზალი გაოფლიანებულიყო და ხელებში საფარი-
კაო დაშნები ეჭირა. ყველამ მშვენივრად იცოდა, რომ ყოველ
დილას ვარჯიშობდა. საბედნიეროდ, ამის მიხვედრას დიდი ჭკუა
არ სჭირდებოდა, რითაც კასპა ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა.
– კი. როგორ მიხვდი? – ჯეზალს საუბრის ასე უხეშად შეწყვე-
ტა არ სურდა, ამიტომ პასუხს ყალბი ხითხითიც მოაყოლა და
ქალბატონებს სახეები კვლავ ღიმილით გაუნათდათ.
– ჰა, ჰა, ჰა, – გაიცინა კასპამ, რომელიც ყოველთვის მზად
იყო, ხუმრობების სამიზნე ყოფილიყო.

184 მკითხველთა ლიგა


– ჯეზალ, ნება მომეცი, წარმოგიდგინო ჩემი ბიძაშვილი, ლე-
დი არის დან კასპა. ეს კი ჩემი ზემდგომი, კაპიტანი ლუთარია.
აი, თურმე ვინ არის ის ცნობილი ბიძაშვილი. კავშირის ერთ-
ერთი უმდიდრესი მემკვიდრე ქალბატონი – თანაც ბრწყინვალე
ოჯახიდან. კასპა მის სილამაზეზე გაუჩერებლად ლაყბობდა, მაგ-
რამ ჯეზალს გოგონა ფერმკრთალი, გალეული და ავადმყოფური
ეჩვენა. კაპიტანს სუსტად გაუღიმა და თეთრი, ლამის გამჭვირვა-
ლე ხელი გაუწოდა.
– მოხიბლული ვარ, – ჩაიბუტბუტა უინტერესოდ და გოგონას
ხელზე დაუდევრად ეამბორა, – ჩემი შეუფერებელი ფორმის-
თვის უნდა მოგიბოდიშოთ, ვვარჯიშობდი.
– ოო, დიახ, დიახ, – დაიწრიპინა მაღალი, გამყივანი ხმით, –
თქვენზე მსმენია, რომ შესანიშნავი მოფარიკავე ბრძანდებით, –
სიჩუმე ჩამოწვა, გოგონა ფიქრობდა, რა დაემატებინა. ბოლოს
და ბოლოს, თვალები კვლავ აენთო, – მითხარით კაპიტანო, ფა-
რიკაობა მართლა ძალიან საშიშია?
რა უინტერესო ბოდვა იყო!
– ო, არა, მილედი, ჩვენ ხომ ბლაგვი იარაღებით ვიბრძვით, –
რამე უკეთესსაც დაამატებდა, მაგრამ წყეულიმც იყოს, თავს ძა-
ლა თუ დაატანოს. მხოლოდ ცალყბად გაუღიმა.
გოგონამაც იმავეთი უპასუხა. საუბარი დასასრულთან სახი-
ფათოდ ახლოს ტრიალებდა.
ჯეზალი უკვე მობოდიშებას და მათთან დამშვიდობებას აპი-
რებდა, რადგან ფარიკაობის თემა აშკარად ამოიწურა, მაგრამ
არისმა არ დააცადა და ახალი თემა გამოძებნა:
– და კაპიტანო, ჩრდილოეთში ომი მართლა დაიწყება? – წი-
ნადადების დასრულებასთან ერთად, თითქოს გოგონას ხმაც
გაილია, მაგრამ აღმზრდელი ქალი მოწონებით უყურებდა, ეჭ-
ვგარეშეა, გოგონას საუბრის ოსტატობით ფრიად კმაყოფილი
ბრძანდებოდა.
185 მკითხველთა ლიგა
ღმერთო, შენ გვიშველე!
– მმმ... ჩემი აზრით... – დაიწყო ჯეზალმა. ლედი არისის გაც-
რეცილი, ცისფერი თვალები მოლოდინით მისჩერებოდა. „ეს სუ-
ლელური ცისფერი თვალები, – გაიფიქრა კაპიტანმა, ნეტა რო-
მელ სფეროში უფრო ცუდად ერკვევა – ფარიკაობაში თუ პოლი-
ტიკაში?“
– თვითონ რას ფიქრობთ?
აღმზრდელს შუბლი ოდნავ დაუნაოჭდა. ლედი არისი შემცბა-
რი ჩანდა, საჭირო სიტყვების ძებნისას ცოტა გაწითლდა კიდეც.
– მე, ეე... ალბათ... დარწმუნებული ვარ, რომ... ყველაფერი
კარგად იქნება?
„მადლობა ღმერთს! – გაიფიქრა ჯეზალმა, – გადავრჩით!“
ახლა აქაურობას რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოსცილებო-
და.
– რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად იქნება, – თავს გაღიმე-
ბა კიდევ ერთხელ აიძულა, – თქვენი გაცნობა უდიდესი სიამოვ-
ნება იყო, მაგრამ ვშიშობ, მოვალეობა მიხმობს, ასე რომ, უნდა
დაგტოვოთ, – ახალგაზრდებს თავი ყინულივით ცივი ფორმა-
ლობით დაუკრა, – ლეიტენანტო კასპა... ლედი არის...
კასპამ მხარზე ხელი ჩვეული სითბოთი დაუტყაპუნა. გაუგებ-
რობაში მყოფმა ბიძაშვილმა შეცბუნებულმა გაუღიმა. აღ-
მზრდელმა ქალმა ალმაცერად გახედა, მაგრამ ჯეზალმა არ შე-
იმჩნია.
ლორდთა წრეში სწორედ მაშინ მივიდა, როცა საბჭოს წევრე-
ბი სადილობიდან ბრუნდებოდნენ. ვესტიბიულში მცველებს თა-
ვი მშრალად დაუკრა, შემდეგ უზარმაზარ კარიბჭეში შევიდა და
ქვემოთ, ცენტრალური შესასვლელისკენ გასწია. სანამ სამეფოს
ყველაზე გავლენიანი ადამიანების მდინარეში მიცურავდა,
უზარმაზარ შენობას ფეხსაცმელების წრიპინის, ფუსფუსისა და
ჩურჩულის ექოში აყურადებდა. დიდებულთა მაგიდასთან, საკუ-
186 მკითხველთა ლიგა
თარი ადგილისკენ გზას კაპიტანი მიხვეულ-მოხვეული კედლე-
ბის ლაბირინთში მიიკვლევდა.
– ჯეზალ, როგორ ჩაიარა ვარჯიშმა? – მიუახლოვდა ჯალე-
ჰორმი, რომელიც რატომღაც ადრე მოსულიყო და ჰოფმაისტე-
რის გამოჩენამდე საუბრის მოსწრება სურდა.
– უკეთესადაც ვყოფილვარ. თვითონ როგორ ხარ?
– ოო, მე მშვენივრად გავერთე. კასპას ბიძაშვილი გავიცანი,
აი, ის... ხომ იცი... – სახელის გახსენებას ცდილობდა.
ჯეზალმა ამოიოხრა და უკარნახა:
– ლედი არისი.
– ჰო, ეგ, ეგ! შენც ნახე?
– გამიმართლა, სულ ახლახან გადავაწყდი.
– ვაა! – წამოიყვირა ჯალენჰორმმა და ტუჩები მოკუმა, – ხომ
მომაჯადოებელია?
– ამმ... – ჯეზალმა ჯალენჰორმს მზერა მოარიდა და ბეწ-
ვეულით მორთულ მანტიებში გამოწყობილი მოფუსფუსე დიდე-
ბულების თვალიერებას მოწყენილი შეუდგა – ყოველ შემთხვე-
ვაში, მათი ნაკლებად საყვარელი შვილების. როგორც წესი, თუ
რამე განსაკუთრებული უკმაყოფილების გამოთქმა არ სურდათ,
ღია საბჭოს დიდი ბობოლები პირადად არ ესწრებოდნენ. ბევრი
მათგანი წარმომადგენლის გაგზავნითაც არ იწუხებდა თავს.
– გეფიცები, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოგოა, ვინც კი
ოდესმე მინახავს. ვიცი, კასპამ მისი ქებით ყურები გამოგვიჭედა,
მაგრამ მართალი ყოფილა.
– მმმ...
საბჭოს წევრებმა თავიანთი ადგილების დაკავება დაიწყეს.
ლორდთა წრე ამფითეატრივით აეშენებინათ და კავშირის უმ-
სხვილესი დიდებულები იქ ისხდნენ, სადაც მაყურებლები უნდა
ყოფილიყვნენ – ცენტრში გასასვლელის მქონე სკამების ნახე-
ვარწრეზე.
187 მკითხველთა ლიგა
ისევე როგორც ამფითეატრში, ზოგი ადგილი სხვაზე უკეთესი
იყო. შედარებით წვრილი დიდებულები უკან და მაღლა ისხდნენ,
დამსწრეების მნიშვნელობა წინა რიგის მიმართულებით თანდა-
თანობით იზრდებოდა. წინა რიგები ყველაზე გავლენიანი ოჯახე-
ბის თავებისთვის, ან მათი წარმომადგენლებისთვის იყო გან-
კუთვნილი. დაგოსკა და ვესტპორტიდან ჩამოსული სამხრეთე-
ლები ჯეზალის მახლობლად, მარცხნივ ისხდნენ. მოშორებით,
მარჯვნივ, ჩრდილოეთის წარმომადგნელების სკამები იყო გან-
თავსებული – ანგლანდიდან და სტარიკლანდიდან. მთავარი
ადგილები შუაში მდებარეობდა, რომელიც ცენტრალური მიწე-
ბის, კავშირის გულის დიდებულებს ეკუთვნოდათ. საერთო წარ-
მოდგენით, კავშირი სწორედ ასე იყო მოწყობილი, რასაც ჯეზა-
ლი, მეტ-ნაკლებად ეთანხმებოდა.
– რა დახვეწილია, როგორ დიდებულად უჭირავს თავი! – აღ-
ფრთოვანებული ჯალენჰორმი ვერაფრით წყნარდებოდა, – უმ-
შვენიერესი ოქროსფერი თმა, რძესავით თეთრი კანი, ფანტას-
ტიკური ცისფერი თვალები!
– და ყელამდე ფული.
– ჰოო, ეგეც, – გაიღიმა ახმახმა, – კასპა ამბობს, ბიძაჩემი
მამაჩემზე მდიდარიც კი არისო, წარმოგიდგენია?! და გოგონა
ერთადერთი მემკვიდრეა! ყველაფერს მას დარჩება! უკანას-
კნელ მარკამდე! – ჯალენჰორმს აღტაცების შეკავება უჭირდა, –
აჰ, ვისაც გაუმართლებს და გოგონა დარჩება! რა თქვი, რა
ჰქვიაო?
– არისი, – მჟავედ გაუმეორა ჯეზალმა. ამასობაში ლორდებს
ან მათ რწმუნებულებს ადგილების დაკავება მოესწროთ. ცოტა
ხალხი ჩანდა – ადგილების ნახევარზე მეტი ცარიელი იყო. თუმ-
ცა უფრო მეტი არასოდეს გროვდებოდა. ლორდთა წრე მართლა
თეატრი რომ ყოფილიყო, მესაკუთრეები ახალი პიესის ძებნაში
იქნებოდნენ.
188 მკითხველთა ლიგა
– არისი, არისი... – ჯალენჰორმმა ტუჩები მოპრუწა, თითქოს
ბაგეებზე გოგონას სახელიც კი ტკბილ გემოს უტოვებსო, – ნამ-
დვილად იღბლიანი იქნება ის კაცი, ვისაც გოგონა დარჩება!
– ჰო, ნამდვილად იღბლიანი.
„ყოველ შემთხვევაში, თუ საუბარს ფული ურჩევნია“, –
დაამატა თავისთვის ჯეზალმა. ისიც კი გაიფიქრა, არისის აღ-
მზრდელის ცოლად მოყვანა უფრო აჯობებსო – აღსაზრდელი-
ვით მუდამ დაშინებული მაინც არ ჩანდა.
ჰოფმაისტერი უკვე დარბაზში შემოსულიყო და გზას ამაღლე-
ბული კათედრისკენ იკვლევდა, სადაც მაღალი მაგიდა იდგა.
თეატრში სცენა სწორედ ამ ადგილას იქნებოდა. ჰოფმაისტერს
ფეხდაფეხ შავი მანტიებით შემოსილი მდივნები და მსახურები
მიჰყვებოდნენ, თითოეული მათგანი სქელი დავთრებითა და
ოფიციალური დოკუმენტებით შეიარაღებულიყო. ლორდი ჰოფი
ჟოლოსფერ მანტიაში გამოწყობილი მონარნარებდა, კალთები
უკან უფრიალებდა და იშვიათ, გრაციოზულ ჩიტს ჰგავდა, რო-
მელსაც თავს აბეზარი ყვავების გუნდი დასტრიალებდა.
– აი ბებერი უჟმურიც, – წაიჩურჩულა ჯალენჰორმმა და საკუ-
თარი ადგილისკენ, მაგიდის ბოლოში, გვერდულად გაეშურა.
ჯეზალმა ხელები ზურგს უკან შემოიწყო და ჩვეული პოზა მიიღო:
ფეხები ოდნავ გაფარჩხა, ნიკაპი მაღლა ასწია. მზერა რკალი-
სებრ კედელთან მდგარ, ერთმანეთისგან თანაბრად დაშორე-
ბულ ჯარისკაცებს მოავლო: როგორც ყოველთვის, უკლებლივ
ყველა მძიმე აბჯარში ჩამჯდარიყო და სრულიად გაქვავებული
იდგა. ჯეზალ ლუთარმა ღრმად ჩაისუნთქა და რამდენიმე
საათიანი საშინელი მოწყენილობისთვის მოემზადა.
ჰოფმაისტერი მაღალ სავარძელში ჩაეშვა და ღვინო მოით-
ხოვა. მდივნები ირგვლივ შემოუსხდნენ და ცენტრში მეფისთვის
ცარიელი ადგილიც დატოვეს, რომელიც, როგორც ყოველთვის,
სხდომას არ ესწრებოდა. დოკუმენტების ფურცლები აშრიალდა,
189 მკითხველთა ლიგა
მძიმე დავთრები გადაიშალა, საწერი ფრთები აწრიპინდა და სა-
მელნეში ჩაეწო. გამომცხადებელი მაგიდის ბოლოსთან მივიდა
და წესრიგის მოსახმობად კვერთხი იატაკს დაარტყა. დიდებუ-
ლების, რწმუნებულებისა და მათ თავზემოთ ლოჟებში მსხდომი
მცირერიცხოვანი მაყურებლების ჩურჩული მყისვე შეწყდა და
უზარმაზარ დარბაზში სიჩუმე გამეფდა.
გამომცხადებელმა მკერდი გამოსწია და წარმოთქვა:
– კავშირის ღია საბჭოს... – დაიწყო ნელა, მჟღერი ხმით,
თითქოს სიტყვით დაკრძალვაზე გამოდისო, – სხდომას... – და
სრულიად უადგილო, შესამჩნევი პაუზა გააკეთა. ჰოფმაისტერმა
მრისხანე მზერა ესროლა, მაგრამ გამომცხადებელი საკუთარი
დიდების რამდენიმე წამის დათმობას არ აპირებდა. ყველა კი-
დევ ცოტა ხანს ალოდინა და როგორც იქნა, დაასრულა, – გახ-
სნილად ვაცხადებ!
– გმადლობთ, – მჟავედ უთხრა ჰოფმა, – თუ არ ვცდები, სა-
ნამ სადილზე გავიდოდით, სიტყვით გამოსვლას დაგოსკის
ლორდ-გუბერნატორი აპირებდა, – ჰოფმაისტერის ხმას ორი
სხდომის მდივნის კალმების წრიპინი გამოეხმაურა, რომლებიც
მის ყოველ სიტყვას იწერდნენ. ამ ხმების სუსტი ექო მის სიტ-
ყვებს ერეოდა და უზარმაზარ სივრცეში იფანტებოდა. ჯეზალის
მახლობლად, წინა რიგში, ერთი მოხუცი კაცი ფეხზე გაჭირვე-
ბით წამოდგა, აცახცახებულ ხელებში ქაღალდების გროვა ჩაებ-
ღუჯა.
– ღია საბჭო, – რამდენადაც შეეძლო გაწელა გამომცხადე-
ბელმა, – სიტყვას დაგოსკის ლორდ-გუბერნატორის, სანდ დან
ვურმსის სრულუფლებიან წარმომადგენელს, რაშ დან თუელს
გადასცემს!
– მადლობას მოგახსენებთ, სერ, – თუელის წვრილი, გაბზა-
რული ხმა უზარმაზარ დარბაზში სასაცილოდ ხმადაბლა გაისმა.

190 მკითხველთა ლიგა


მისი ხმა ჯეზალამდეც კი, რომელიც ათიოდე ნაბიჯის მოშორე-
ბით იჯდა, ძლივძლივობით აღწევდა, – ბატონებო...
– უფრო ხმამაღლა! – დაიძახა ვიღაცამ უკანა რიგებიდან.
დარბაზში სიცილმა გაირბინა. მოხუცმა ჩაახველა და თავიდან
სცადა:
– ბატონებო, აქ დაგოსკის ლორდ-გუბერნატორის სასწრაფო
შეტყობინების გადმოსაცემად მოვედი, – ხმა ისევ თავდაპირვე-
ლი, ძლივსგასაგონი გაუხდა, ყოველ სიტყვას კი ფრთების გუ-
ლისგამაწვრილებელი წრიპინი ერთვოდა. დამსწრეთა ლოჟები-
დან გამალებული ჩურჩული ისმოდა, რაც მოხუცის სიტყვებს კი-
დევ უფრო რთულად გასაგონს ხდიდა, – საფრთხე, რომელიც
გურკჰულის იმპერატორისგან გვემუქრება, ამ დიდებული ქალა-
ქისთვის დღითი დღე იზრდება.
დარბაზის ბოლოდან, სადაც ანგლანდის წარმომადგენლები
ისხდნენ, მოგუდული უკმაყოფილო შეძახილები გაისმა. თუმცა
დამსწრეების უმეტესობა კვლავინდებურად მოწყენილობისგან
იტანჯებოდა.
– ხომალდებზე თავდასხმებმა, ვაჭრების შევიწროებამ და
ჩვენს კედლებთან ძალების დაუფარავად დემონსტრირებამ
ლორდ-გუბერნატორი აიძულა, გამოვეგზავნე...
– როგორ გაგვიმართლა! – წამოიყვირა ვიღაცამ. დარბაზს
სიცილის ახალმა ტალღამ გადაუარა, ამჯერად უფრო მაღალმა.
– ქალაქი ვიწრო ნახევარკუნძულზეა აშენებული, – არ ნებ-
დებოდა მოხუცი, ცდილობდა ხმა მზარდ ხმაურში ყველასთვის
მიეწვდინა, – და იმ მიწებს ესაზღვრება, რომლებსაც ჩვენი
მტრები, გურკჰები მთლიანად აკონტროლებენ. ცენტრალურ მი-
წებს კი მრავალი ლიე (სიგრძის ძველებური ფრანგული საზომი;
უდრის დაახლოებით 4,5 კმ-ს) მარილიანი წყალი აშორებს! ჩვე-
ნი დაცვა ძალიან სუსტია! ლორდ-გუბერნატორი დამატებით
თანხებს კატეგორიულად მოითხოვს...
191 მკითხველთა ლიგა
ფულის ხსენებამ დარბაზში მყისიერი გნიასი გამოიწვია.
თუელის ტუჩები ისევ მოძრაობდა, მაგრამ მისი უკვე აღარავის
ესმოდა. ჰოფმაისტერი მოიღუშა და თასიდან ღვინო მოსვა. მის
ერთი თანაშემწეს, რომელიც ჯეზალისგან ყველაზე შორს იჯდა,
ფრთა მაგიდაზე დაედო და თვალებს მელნით მოთხვრილი ცე-
რით ისრესდა. ყველაზე ახლოს მყოფს კი წერა ახლახან დაეს-
რულებინა. ჯეზალმა წასაკითხად კისერი წაიგრძელა. ბოლო
ხაზზე უბრალოდ ეწერა: „ხმაური, ყვირილი“.
გამომცხადებელმა კვერთხი იატაკის ფილას დაუფარავი კმა-
ყოფილებით დასცხო. აურზაური თანდათან მიწყდა, მაგრამ თუ-
ელს ხველების შეტევა დაეწყო, საუბრის გაგრძელებას მთელი
გულმოდგინებით ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო, ხელი გაიქ-
ნია და სკამზე აჭარხლებული დაჯდა. მეზობელმა ზურგზე ხელი
დაუტყაპუნა.
– ნებას მომცემთ, ჰოფმაისტერო? – წამოიყვირა დარბაზის
მეორე ბოლოდან წინა რიგში მჯდომმა მოდურად ჩაცმულმა
ახალგაზრდა მამაკაცმა და ფეხზე წამოხტა. კალმები იმწამსვე
აწრიპინდა, – ჩემი აზრით...
– ღია საბჭო, – ჩაეკვეხა გამომცხადებელი, – სიტყვას ან-
გლანდის ლორდ-გუბერნატორის, ფედორ დან მიდის მესამე
ვაჟს და მის სრულუფლებიან წარმომადგენელს, ჰერსელ დან
მიდს გადასცემს!
– ჩემი აზრით, – განაგრძო სიმპათიურმა ახალგაზრდამ, ოდ-
ნავ გაღიზიანებული ჩანდა, რომ შეაწყვეტინეს, – ჩვენი სამხრე-
თელი მეგობრები იმპერატორის სრულმასშტაბიან შეტევას ყო-
ველთვის ელიან! – უკმაყოფილო შეძახილები ამჯერად დარბა-
ზის მეორე მხრიდან გაისმა, – შეტევას, რომელიც არასოდეს
მოხდება! გურკჰები სულ რამდენიმე წლის წინ არ დავამარ-
ცხეთ? თუ მეხსიერება მღალატობს? – აღშფოთებულმა შეძახი-
ლებმა უფრო მოიმატა, – მსგავსი პანიკა და ფეთიანობა კავში-
192 მკითხველთა ლიგა
რის რესურსებზე დამღუპველად მოქმედებს! – მისი ხმა ყაყანში
რომ არ ჩაკარგულიყო, ჰერსელი უკვე ყვირილზე გადავიდა, –
ანგლანდის საზღვრები უამრავი მილის მანძილზეა გადაჭიმუ-
ლი, ჯარისკაცები კი მეტისმეტად ცოტა გვყავს, თანაც ეს მაშინ,
როცა ბეთოდი და მისი ჩრდილოელები ძალიანაც რეალურები
არიან! სახსრები თუ ვინმეს სჭირდება...
ხმაური გაორმაგდა. ამ აურზაურში „მისმინეთ, მისმინეთ!“,
„რა ბოდვაა!“, „ტყუილია!“ და მსგავსი შეძახილები ძლივსგასა-
გონად ისმოდა. რამდენიმე დელეგატი ფეხზე წამომდგარი ყვი-
როდა. ზოგი თანხმობის ნიშნად თავს ენერგიულად უკრავდა,
ზოგიც უარს თავის ქნევით გამოხატავდა. ზოგი, საერთოდაც,
მოწყენილი ამთქნარებდა და აქეთ-იქით იყურებოდა. ჯეზალმა
ცენტრთან ახლოს ერთი ყმაწვილი შეამჩნია, რომელსაც ნამ-
დვილად ეძინა, და სკამიდან ჩამოვარდნასა და მეზობლის მუხ-
ლებზე დაცემასთან ძალიან ახლოს იყო.
კაპიტანმა თვალები ზემოთ, ლოჟებიდან მაყურებელი სა-
ხეებისკენ მიაპყრო და გული მოეწურა: იქ არდი ვესტი იდგა და
პირდაპირ მას შესცქეროდა. როცა მათი თვალები ერთმანეთს
შეხვდა, გაუღიმა და ხელი დაუქნია. ჯეზალსაც გაეღიმა, ხელი
ნახევრად უკვე აწეული ჰქონდა, როცა გაახსენდა, სად იმყოფე-
ბოდა. მკლავი ზურგს უკან წაიღო და ნერვიულად მიმოიხედა.
კიდევ კარგი, მისი შეცდომა მნიშვნელოვანმა ვერავინ შეამჩნია.
თუმცა ღიმილს მაინც ვერ იშორებდა.
– ბატონებო! – დაიგრგვინა ჰოფმაისტერმა, თან მაგიდას ცა-
რიელ თასს ურახუნებდა. ჯეზალს ასეთი მაღალი ხმა არასოდეს
გაეგო. ასეთი ღრიალის მარშალ ვარუზსაც კი შეშურდებოდა.
ჩაძინებული კაცი მაშინვე გაიმართა და თვალები მოიფშვნიტა.
ხმაური მყისვე მიწყდა. დელეგატები დარცხვენილები ჩანდნენ,
როგორც პატარა ბავშვები, რომლებიც ცელქობისთვის დატუქ-

193 მკითხველთა ლიგა


სეს. ლორდები თანდათან ადგილებს დაუბრუნდნენ. ლოჟებში
ჩურჩული შეწყდა. წესრიგი აღდგა.
– ბატონებო! გარწმუნებთ, მეფეს საკუთარი ქვეშევრდომების
უსაფრთხოებაზე მეტად არაფერი აღელვებს, სადაც უნდა იყვნენ
ისინი! კავშირი საკუთარი ხალხისა და საკუთრების წინააღმდეგ
აგრესიას არასოდეს მოითმენს! – ჰოფი ყოველ სიტყვას ხაზს მა-
გიდაზე მუშტის ბრახუნით უსვამდა, – არც გურკჰულის იმპერა-
ტორისგან, არც ჩრდილოელი ბარბაროსებისგან და საერთოდ,
არავისგან! – მაგიდას ბოლო მუშტი ისე ძლიერად ჩასცხო, რომ
ერთ-ერთი მდივნის სამელნე გადმოპირქვავდა და ფრთხილად
დალაგებული დოკუმენტები მოსვარა. ჰოფმაისტერის პატ-
რიოტულ გამოსვლას თანხმობისა და მხარდაჭერის შეძახილები
მოჰყვა.
– რაც შეეხება დაგოსკას სიტუაციას, – თუელმა იმედით
ამოიხედა, ხველების შეკავებას ცდილობდა, მაგრამ მკერდი
კვლავ ფეთიანივით უცახცახებდა, – განა მაგ ქალაქს მსოფ-
ლიოში უძლიერესი დაცვა არ ჰყავს? ათი წლის წინ განა სწორედ
დაგოსკამ არ გაუძლო გურკჰების ალყას მთელი წელი? რა
მოუვიდა თქვენს ძლევამოსილ კედლებს? რამე დაემართა? –
დიდ დარბაზში ყველა პასუხის მოლოდინში გაირინდა.
– მაგრამ, ჰოფმაისტერო, – ამოიხრიალა თუელმა, მისი ხმა
კინაღამ ერთ-ერთი მდივნის მიერ მძიმე დავთრის გადაფურ-
ცვლამ ჩაახშო, – ჩვენი დამცავი სტრუქტურები საშინელ მდგო-
მარეობაშია, მათ შესაკეთებლად ჯარისკაცები არ გვყოფნის. იმ-
პერატორს ეს მშვენივრად მოეხსენება... გემუდარებით... –
წაიჩურჩულა ძლივსგასაგონად, შემდეგ ხველების ახალი შეტე-
ვა დაეწყო და ანგლანდის დელეგაციის სიცილის თანხლებით
სკამზე დაეხეთქა.
ჰოფი კიდევ უფრო მოიღუშა:

194 მკითხველთა ლიგა


– რამდენადაც მახსოვს, ქალაქის დამცავი ნაგებობები ადგი-
ლობრივი სახსრებით უნდა შეენახათ, ასევე იმ გადასახადებით,
რომლებიც აბრეშუმით მოვაჭრეების ღირსეული გილდიისგან
უნდა მიგეღოთ. ისინი უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში
დაგოსკაში ექსკლუზიური და ძალიან მომგებიანი ლიცენზიით
ვაჭრობენ. თუ ამ პირობებში ფული გალავნის შეკეთებისთვისაც
არ კმარა, – კრებას თვალი პირქუშად მოავლო, – მაშინ იქნებ
დროა, ამ ლიცენზიის მოპოვების მსურველთა ახალი შემოთავა-
ზებები განვიხილოთ.
ლოჟებიდან დამსწრეების გაბრაზებული ბუზღუნი გაისმა.
– ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა სამეფო ტახტი დამატებით
სახსრებს ვერ გამოყოფს! – დარბაზი დაგოსკას წარმომადგენ-
ლების უკმაყოფილო, ანგლანდის მხრიდან კი, მოწონების შეძა-
ხილებმა აავსო.
– ახლა რაც შეეხება ანგლანდის სიტუაციას! – დაიქუხა ჰოფ-
მაისტერმა და მიდისკენ შეტრიალდა, – ვფიქრობ, მალე კარგ
ამბებს შევიტყობთ და შეგეძლებათ ეს ყველაფერი მამათქვენს,
ლორდ-გუბერნატორს გადასცეთ.
აღელვებული ჩურჩულის ღრუბელი თითქოს მაღლა, ოქრო-
თი მოვარაყებულ გუმბათს შეეხო. სიმპათიური ყმაწვილი სა-
სიამოვნოდ გაოცებული ჩანდა, რაც გასაგები იყო: იშვიათად,
ვინმეს ღია საბჭოდან კარგი ამბავი წაეღო – ან საერთოდ, რაიმე
ახალი ამბავი.
ამასობაში, თუელს სული მოეთქვა და პირი რაღაცის სათქმე-
ლად გაეღო, მაგრამ მაღალი მაგიდის უკან, უზარმაზარ კარზე
ბრახუნმა შეაწყვეტინა. ლორდებმა თავები ასწიეს და გაოცებუ-
ლები მოლოდინით გაიტრუნენ. ჰოფმაისტერმა ისე გაიღიმა,
თითქოს ჯადოქარია და განსაკუთრებით რთული ფოკუსი გააკე-
თაო. მცველებს ანიშნა, მათაც რკინის ურდულები ჩამოსწიეს და
მასიური მოზაიკის კარები ნელა, ჭრიალით გააღეს.
195 მკითხველთა ლიგა
დარბაზში რვა რაინდი-მცველი შემოვიდა, მბრწყინავი აბჯრე-
ბი აესხათ, სახეებს მაღალი, გაპრიალებული მუზარადები უფა-
რავდათ, ზურგებს ოქროსფერი მზის გამოსახულებიანი იისფერი
მოსასხამები უმშვენებდათ. საფეხურებზე მწყობრად ჩამოჩხა-
რუნდნენ და მაღალ მაგიდასთან ადგილი დაიკავეს. ფეხდაფეხ
ოთხი მებუკე მოჰყვებოდათ, რომლებიც წინ მარდად გამოვიდ-
ნენ, მბრწყინავი ინსტრუმენტები ტუჩებთან მიიტანეს და დარბა-
ზი მკივანი ფანფარით (ფანფარა – საყვირით მიცემული საზეიმო
სიგნალი) გააყრუეს. ჯეზალმა აძაგძაგებული კბილები ერთმა-
ნეთს დააჭირა, თვალები მოჭუტა და სანამ წკრიალა ექო
მთლიანად არ მიწყდა, აღარც გაუხელია. ჰოფმაისტერი გამომ-
ცხადებელს გაბრაზებული მიუბრუნდა, რომელიც ამ სანახაობას
პირდაღებული მისჩერებოდა.
– აბა? – წაისისინა ჰოფმა.
გამომცხადებელი გონს მოეგო:
– ააა... დიახ, რა თქმა უნდა! ბატონებო და ქალბატონებო,
უდიდესი პატივი მხვდა წილად, წარმოგიდგინოთ... – შეჩერდა
და ღრმად ჩაისუნთქა, – ...მისი იმპერიული უმაღლესობა, ან-
გლანდის, სტარიკლანდისა და მიდერლენდის მეფე, ვესტპორ-
ტისა და დაგოსკის პროტექტორი, მისი უავგუსტოესი მოწყალე-
ბა, კავშირის მეფეთ მეფე გუსტავ მეხუთე!
დარბაზში შრიალი და ჩოჩქოლი ატყდა, ყველა, ქალი თუ კა-
ცი, ადგილებიდან წამოიმართა და ცალ მუხლზე დაეშვა.
კარებში სამეფო ტახტრევანი გამოჩნდა, რომელიც მხრებით
კიდევ ექვს სახედაფარულ რაინდს მოჰქონდა. თვითონ მეფე ოქ-
როთი მოვარაყებულ სავარძელში, ძვირფას ბალიშებზე იჯდა,
ირგვლივ იყურებოდა და აქეთ-იქით ოდნავ ირწეოდა. ისეთი
ადამიანის გამომეტყველება ჰქონდა, რომელმაც გალეშილმა
დაიძინა და გაღვიძებისას თავი მისთვის სრულიად უცნობ ოთახ-
ში ამოჰყო.
196 მკითხველთა ლიგა
საშინლად გამოიყურებოდა. წარმოუდგენლად მსუქანი აბრე-
შუმსა და ბეწვში გახვეულ ზარმაც მთას ჰგავდა, თავს მძიმე,
ბრჭყვიალა გვირგვინის სიმძიმისთვის ვერ გაეძლო და ლამის
მხრებში ჩამარხულიყო. გადმოკარკლული თვალები შუშებივით
უსიცოცხლო გახდომოდა, მათ ქვეშ კი მუქი ტომრები ეკიდა.
ვარდისფერი ენის წვერი მის ფერმკრთალ ტუჩებზე მოუსვენრად
დაქროდა. მსუქანი, ჩამოწელილი ლოყები და უზარმაზარი ღა-
ბაბი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, სახე დნობას იწყებს და ნელ-
ნელა ძირს იღვრებაო.
ასეთი შესახედავი იყო კავშირის მეფეთ მეფე. ჯეზალმა ტახ-
ტრევნის მოახლოებასთან ერთად, თავი უფრო ქვემოთ ჩახარა.
– ოჰ, – დაბნეულად წაილუღლუღა მისმა უდიდებულესობამ,
თითქოს რაღაც დაავიწყდაო, – გთხოვთ, წამოდექით.
დარბაზი კვლავ ჩოჩქოლის ხმებმა აავსო, ყველა ადგილს უბ-
რუნდებოდა. მეფე ჰოფისკენ შუბლშეჭმუხნილი შებრუნდა, და
ჯეზალმა გაიგონა, როგორ ჰკითხა ჩუმად:
– აქ რატომ ვარ?
– ჩრდილოელები, თქვენო უდიდებულესობავ.
– აა, ჰო, ჰო! – მეფეს თვალები გაუბრწყინდა და შემდეგ ისევ
გაჩუმდა, – და რა უჭირთ?
– ეეე... – ჰოფმაისტერი პასუხის გაცემის საჭიროებისგან
დარბაზის მეორე ბოლოში მდებარე კარების ჭრიალმა იხნა –
სწორედ იმ კარების, რომლებშიც თვითონ ჯეზალი შემოვიდა.
ზღურბლზე ორი უცნაური კაცი გამოჩნდა და ცენტრში, რიგებს
შორის დაეშვა.
პირველი გაჭაღარავებული მოხუცი მეომარი იყო, ცალთვა-
ლას სახეს ნაიარევი უმშვენებდა, ხის ზარდახშა მოჰქონდა.
მეორე მოსასხამსა და კაპიუშონში გახვეულიყო, ერთი ნაკვთიც
კი არ უჩანდა. ისეთი ვეება იყო, მთელი დარბაზის პროპო-
ციულობა დაარღვია. მასთან შედარებით სკამები, მაგიდები,
197 მკითხველთა ლიგა
მცველებიც კი, ადამიანების დაპატარავებულ, ბავშვებისთვის
სათამაშოდ შექმნილ ვერსიებად იქცნენ. მისი მიახლოებისას გა-
სასვლელთან მჯდომი რამდენიმე ლორდი მოიკუნტა და გზიდან
გაეცალა. ჯეზალი მოიღუშა: ჰოფს რაც უნდა ეთქვა, კაპიუშო-
ნიანი გოლიათი კარგი ამბის მომტანს არ ჰგავდა. დარბაზს ნელ-
ნელა გაბრაზებული და შეშფოთებული ბუზღუნი ავსებდა. ამასო-
ბაში ორ ჩრდილოელს თავიანთ ადგილებზე, მაღალი მაგიდის
წინ, ფილებიან იატაკზე დადგომა მოესწროთ.
– თქვენო უდიდებულესობავ, – დაიწყო გამომცხადებელმა,
თავი ისე დაბლა დახარა, სხეულის შესაკავებლად კვერთხზე
დაყრდნობა მოუწია, – გახსნილი საბჭო სიტყვას ჩრდილოეთის
მეფის, ბეთოდის დესპანს, ფენრის საზარელსა და მის თარჯი-
მანს, ჰანსულ თეთრ თვალს გადასცემს.
მაგრამ მეფეს გამომცხადებლის არ ესმოდა, ყურადღება რკა-
ლისებრი კედლის ერთ-ერთი ფართო ფანჯრისკენ მიეპყრო –
შეიძლება, უბრალოდ მშვენიერი ვიტრაჟებიდან შემოსული სხი-
ვებით ტკბებოდა. თუმცა როცა ცალთვალა მოხუცმა მეომარმა
მიმართა, სწრაფად მოიხედა და მსუქანი ლოყები აუთამაშდა.
– თქვენო უდიდებულესობავ, ჩემი ბატონის, ჩრდილოეთის
მეფის, ბეთოდისგან ძმურ სალამს გადმოგცემთ, – ლორდების
წრე გასუსულიყო, კლერკების კალმების წრიპინი უკვე საშინ-
ლად ხმამაღლა ისმოდა. მოხუცმა მეომარმა თავი მის გვერდით
მდგარი უზარმაზარი კაპიუშონიანი ფიგურისკენ უხერხული ღი-
მილით გაიქნია, – ფენრის საზარელმა კი ბეთოდისგან წინადა-
დება მოგართვათ. წინადადება მეფისგან მეფეს. ჩრდილოეთის-
გან – კავშირს. წინადადება და ძღვენი, – ხის ზარდახშა მაღლა
ასწია.
ჰოფმაისტერმა თვითკმაყოფილმა ჩაიცინა:
– ჯერ თქვენი წინადადება მოგვახსენეთ.

198 მკითხველთა ლიგა


– ეს მშვიდობის წინადადებაა. ორ უდიდეს ერს შორის მშვი-
დობის, – თეთრი თვალი კვლავ მოიხარა. ჯეზალმა გულში
აღიარა, მოხუცის მანერები ნამდვილად შეუდარებელიაო, და
არა ისეთი, როგორსაც შორეული, ცივი, ველური ჩრდილოელე-
ბისგან ელოდნენ. ასეთი დახვეწილი საუბარი კრების დაწყნარე-
ბასაც კი შეძლებდა, რომ არა უკან მდგარი კაპიუშონიანი გო-
ლიათი, რომელიც მოხუცს ზემოდან შავი ჩრდილივით დაჰყუ-
რებდა.
თუმცა მშვიდობის ხსენებაზე მეფეს სახეზე სუსტი ღიმილი გა-
დაეფინა:
– კარგია, – ჩაიბუტბუტა, – ბრწყინვალეა. მშვიდობა. მშვე-
ნიერია. მშვიდობა კარგია.
– სანაცვლოდ მხოლოდ ერთ პატარა რამეს ითხოვს, – თქვა
თეთრმა თვალმა.
ჰოფმაისტერს სახე მყისვე გაუმკაცრდა, თუმცა უკვე გვიანი
იყო.
– უბრალოდ უნდა თქვას, რა უნდა, – მეფემ მოწყალედ
გაიღიმა.
კაპიუშონიანმა ფიგურამ ნაბიჯი წინ გადადგა და წაისისინა:
– ანგლანდი.
წამით ყველაფერი მიჩუმდა, შემდეგ დარბაზში ხმაურმა
იფეთქა. ლოჟებიდან აღშფოთებული სიცილი გაისმა. მიდი ისევ
ფეხზე წამომხტარიყო და სახეაწითლებული რაღაცას ყვიროდა.
თუელი ბარბაცით წამოდგა, მაგრამ ხველა აუტყდა და ისევ უკან
დაეგდო.
განრისხებულ ღრიალს დამცინავი ყიჟინა შეუერთდა. დაბ-
ნეული მეფე თვალებს შეშინებული კურდღელივით აცეცებდა.
ჯეზალი კი კაპიუშონიან მამაკაცს მისჩერებოდა. დაინახა, სა-
ხელო როგორ ჩამოუცურდა, როცა მოსასხამის შესაკრავისკენ
უზარმაზარი ხელი წაიღო. ჯეზალი თვალებს გაოცებული ახამხა-
199 მკითხველთა ლიგა
მებდა: გოლიათს ლურჯი ხელი ჰქონდა? თუ უბრალოდ ვიტრა-
ჟული მინიდან გამომავალი სინათლის თამაში იყო და მეტი არა-
ფერი? მოსასხამი იატაკზე დაეცა.
ჯეზალმა ნერწყვი გადაყლაპა, გული კინაღამ საგულედან
ამოუვარდა. თითქოს საშინელი ჭრილობა დაინახაო: რაც უფრო
შემაძრწუნებელია, მით უფრო რთულია მზერა მოაცილო. სიცი-
ლი მყისვე ჩაკვდა, ყვირილი შეწყდა და უზარმაზარი სივრცე
ისევ საზარელ სიჩუმეში გაეხვა.
მოსასხამის გარეშე ფენრის საზარელი კიდევ უფრო დიდი
ჩანდა, მოკაკვული თარჯიმნის თავზე კოშკივით აღმართულიყო.
ეჭვგარეშეა, ამაზე დიდი ადამიანი ჯეზალს არასოდეს ენახა – თუ
საერთოდ იყო ადამიანი. სახის ნაკვთები მუდმივად უმოძრავებ-
და: ემანჭებოდა, გესლიანად იღიმოდა. გადმოკარკლულ თვა-
ლებს აცეცებდა და ახამხამებდა, კრებას ათვალიერებდა. თხე-
ლი ტუჩები ხან იცინოდა, ხან ალმაცერად იღიმოდა, ხან მკაც-
რად უქვავდებოდა – წამითაც არ ისვენებდა. თუმცა მისი მთავა-
რი უცნაურობის ფონზე, ეს ყველაფერი სავსებით ნორმალური
ჩანდა: მთელი მარცხენა მხარე, თავიდან ფეხებამდე, მოხატული
ჰქონდა. გადაპარსული თავის მარცხენა მხარე, ქუთუთო, ტუჩე-
ბი, სკალპი და ყური მთლიანად უშნო რუნებით ჰქონდა დაფარუ-
ლი. უშველებელი მარცხენა ხელი, შეშუპებული მკლავიდან
გრძელ თითებამდე, პატარა სიმბოლოებისგან გალურჯებოდა.
მის მარცხენა შიშველ ტერფზეც კი უცნაური ასოები იყო გამოსა-
ხული. უზარმაზარი, არაადამიანური შესახედაობის მოხატული
მონსტრი პირდაპირ კავშირის სამმართველოს გულში იდგა. ჯე-
ზალს გაოგნებისგან ყბა ჩამოვარდნოდა.
მაღალი მაგიდის ირგვლივ თოთხმეტი რაინდი-მცველი იდგა
– ბრწყინვალედ გამოწვრთნილი მებრძოლები, დიდგვაროვანი
ოჯახებიდან. კედლებთან პოზიციებს დაახლოებით ორმოცამდე
მცველი იკავებდა და ჯეზალს პირადად ემორჩილებოდა, ყოვე-
200 მკითხველთა ლიგა
ლი მათგანი გამობრძმედილი ვეტერანი იყო. ამ ორ ჩრდილო-
ელზე ოცჯერ მეტი იყვნენ, თან სამეფო არსენალის საუკეთესო
იარაღებით აღჭურვილები. ფენრის საზარელს კი არავითარი
იარაღი არ ჰქონდა. მისი უზარმაზარობისა და უცნაურობის
მიუხედავად, საფრთხე ვერ უნდა შეექმნა მათთვის.
თუმცა ჯეზალი თავს უსაფრთხოდ მაინც ვერ გრძნობდა. პი-
რიქით, თავი მარტოსული, სუსტი, დაუცველი და წარმოუდგენ-
ლად შეშინებული მოეჩვენა. კანზე დაბურძგლა, პირი გამოუშ-
რა. მოულოდნელად გაქცევის, დამალვისა და აქ აღარასოდეს
დაბრუნება მოუნდა. მხოლოდ ჯეზალი არ გრძნობდა თავს ასე,
ან ისინი, ვინც მაღალ მაგიდას უსხდნენ. როცა წრიული დარბა-
ზის ცენტრში მდგარი მოხატული მონსტრი ნელა შემობრუნდა
და ბრბოს მოციმციმე თვალები შეანათა, გაბრაზებული სიცილი
თავზარდაცემულ ბუტბუტად იქცა. მიდის სიბრაზე უკვალოდ გამ-
ქრალიყო და ახლა საკუთარ ადგილზე მოკუნტული იჯდა. წინა
რიგში ორი დიდებული საკუთარ სკამებს გადააბობღდა, ფენრი-
სისგან თავი რაც შეიძლება შორს რომ დაეჭირათ. დანარჩენები
ან თვალს არიდებდნენ, ან სახეს ხელებში მალავდნენ. ერთ-
ერთ ჯარისკაცს შუბიც კი გაუვარდა და იარაღი იატაკზე ხმამაღა-
ლი ზრიალით დაეცა.
ფენრის საზარელი მაღალი მაგიდისკენ აუჩქარებლად შებ-
რუნდა და ვეება მოსვირინგებული მუშტი ასწია; ნაპრალივით
პირი დააღო თუ არა, სახეზე გულისამრევმა სპაზმებმა გაურბი-
ნა.
– ანგლანდი! – დაიყვირა იმაზე ხმამაღლა და საზარლად
ვიდრე ჰოფმაისტერს ოდესმე შესძლებია. მისი ღრიალი გუმბა-
თოვანმა ჭერმა აისხლიტა, წრიული კედლები შემოირბინა და
უზარმაზარი სივრცე სულისშემძვრელი ხმებით აავსო.
ერთ-ერთი რაინდი-მცველი წაბორძიკდა და შეჯავშნული ფე-
ხი მაღალი მაგიდის კიდეს ხმამაღალი ჩხარუნით მიარტყა.
201 მკითხველთა ლიგა
მეფე უკან გადაწვა და საცოდავად მოიკუნტა, გოლიათს სახე-
ზე ხელებაფარებული, თითებს შორის, ცალი თვალით თავზარ-
დაცემული მისჩერებოდა, თავზე გვირგვინი უცახცახებდა.
ერთ-ერთ მდივანს გაქვავებული თითებიდან ფრთა გაუვარ-
და. მეორეს პირი დაეღო და ფურცელზე წერას ინერციით აგრძე-
ლებდა, აკურატულად დაწერილი სწორი ხაზების ზემოთ, დიაგო-
ნალზე ერთადერთი სიტყვა უშნოდ წაეჯღაბნა: „ანგლანდი“.
ჰოფმაისტერი ცვილის ფიგურას დაემსგავსა. თასისკენ ხელი
ნელა წაიღო, ტუჩებთან მიიტანა... ცარიელი იყო. მაგიდაზე
ფრთხილად დააბრუნა, მაგრამ ხელი უცახცახებდა და ჭურჭლის
ძირი ხის ზედაპირზე ხმამაღლა აზრიალდა. ცოტა ხანს ჩუმად
იყო, ცხვირით მძიმედ სუნთქავდა.
– მართალი გითხრათ, ეს წინადადება მიუღებელია, – ამო-
ღერღა ბოლოს.
– ძალიან სამწუხაროა, – თქვა ჰანსულ თეთრმა თვალმა, –
მაგრამ ძღვენი კვლავ ძალაშია, – ყველას მზერა მისკენ მიბრუნ-
და, – ჩრდილოეთში ტრადიცია გვაქვს: როცა ორ ტომს შორის
სისხლისღვრა და ომის საფრთხეა, ორივე მხარეს საკუთარი
მებრძოლი გამოჰყავს, თავისი ხალხისთვის რომ იბრძოლოს,
და დავა ასე გადაწყვიტონ... მხოლოდ ერთადერთი სიკვდილით.
ზარდახშას თავი ნელა მოხადა. შიგნით გრძელი, სარკესავით
ალესილი დანა იდო.
– მის უდიდებულესობა ბეთოდს ფენრის საზარელი მხოლოდ
ელჩად არ გამოუგზავნია, ის მისი მებრძოლიცაა. თუ მის წინა-
აღმდეგ რომელიმე თქვენგანი გამოვა, ანგლანდისთვის ის იბ-
რძოლებს. ასე შეძლებთ თავიდან აიცილოთ ომი, რომელსაც
ვერასოდეს მოიგებთ, – და ყუთი ტატუირებულ მონსტრს გაუწო-
და, – აი, ეს არის ჩემი მბრძანებლის ძღვენი, და ამაზე გულუხვ
საჩუქარს ვერავინ შემოგთავაზებთ... თქვენს სიცოცხლეებზე
მეტს!
202 მკითხველთა ლიგა
ფენრისმა მარჯვენა ხელი ზარდახშას სტაცა და დანა ამოიღო,
მაღლა ასწია, და მახვილიც უზარმაზარი ფანჯრებიდან გადმოღ-
ვრილ ფერად შუქზე თვალისმომჭრელად აკიაფდა. ამ მომენტში
რაინდები წინ უნდა გადმომხტარიყვნენ; ჯეზალს ხმალი უნდა
ეშიშვლა; ყველა მეფეს უნდა მივარდნოდა დასაცავად, მაგრამ
არავინ განძრეულა. პირები დაეღოთ და აკიაფებულ ფოლადის
კბილს მისჩერებოდნენ.
მახვილმა გაიბრწყინა და ქვემოთ დაეშვა. კანსა და ხორცში
იოლად, ტარამდე შევიდა. სისხლიანი დანის წვერი ფენრისის
მარცხენა, მოხატული მკლავიდან ამოიზარდა. სახე დაეღმიჭა,
თუმცა უფრო მეტად არა, ვიდრე ჩვეულებრივ ემანჭებოდა. მახ-
ვილი გროტესკულად შეინძრა, როცა თითები გაჭიმა და მარცხე-
ნა ხელი ყველას დასანახად მაღლა ასწია. სისხლის წვეთები
ლორდთა წრის იატაკზე ხმამაღალი წკაპუნით ეცემოდა.
– ვინ შემებრძოლება? – დაიყივლა და ძარღვებდაბერილი
კისერი წაიგრძელა. მისი ხმის მოსმენა მტკივნეულიც კი იყო.
სამარისებური სიჩუმე. გამომცხადებელი, რომელიც ფენრის
საზარელთან ყველაზე ახლოს იდგა, მუხლებზე დაეშვა, გული
წაუვიდა და იატაკზე პირქვე დაემხო.
ფენრისმა გადმოკარკლული თვალები მაგიდასთან მდგარ
ყველაზე ზორბა რაინდს მიაპყრო, რომელიც მასზე ერთი თავით
დაბალი იყო.
– შენ? – წაისისინა. უბედურმა უნებლიეთ უკან დაიხია და
ჯავშნიანმა ფეხმა იატაკი ხმაურით გაჩხაპნა. უეჭველია – ნატ-
რობდა, ჯუჯა ყოფილიყო.
იატაკზე, ფენრისის იდაყვის ქვემოთ, მუქი სისხლის გუბე
დადგა.
– შენ? – დაუღრიალა ფედორ დან მიდს. ახალგაზრდას მი-
წისფერი დაედო, კბილები აუკაწკაწდა, ეჭვგარეშეა, ნატრობდა,
ვინმე სხვისი შვილი ყოფილიყო. გოლიათის ახამხამებული თვა-
203 მკითხველთა ლიგა
ლები მაღალი მაგიდის გაქვავებულ სახეებს ათვალიერებდა. ჯე-
ზალს სუნთქვა შეეკრა, როცა ფენრისის მზერას შეეჩეხა.
– შენ?
– წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ დღეს საღამოს საშინლად და-
კავებული ვარ. იქნებ ხვალ? – ეს მის ხმას არ ჰგავდა. მსგავსი
არაფრის თქმას აპირებდა. მაგრამ, აბა, ეს სხვას ვის შეიძლება
ეთქვა? სიტყვებმა უდარდელად, თავდაჯერებულად გაიჟღერა
და მოოქრულ გუმბათამდე ააღწია.
აქა-იქ სიცილი გაისმა, უკნიდან ვიღაცამ ბრავოც კი იყვირა,
მაგრამ ფენრისს ჯეზალისთვის თვალი არ მოუცილებია. დაიცა-
და, სანამ ხმაური მიწყდებოდა, შემდეგ პირი საზარელი ღიმი-
ლით მოეღრიცა.
– მაშ, ხვალ, – წაიჩურჩულა. ჯეზალს გულ-მუცელი აემღვრა.
სიტუაციის სერიოზულობა მთელი სიცხადით იგრძნო, თითქოს
თავზე ლოდები დაემხოო. მას? ამ რაღაცას უნდა შეებრძოლოს?
– არა, – ეს ჰოფმაისტერი იყო. ფერზე ჯერაც არ მოსულიყო,
მაგრამ ხმას ძველებური სიმტკიცე დაბრუნებოდა. ჯეზალი თავს
მოერია და მუცლის წრიალთან გამკლავება სცადა, – არა! –
დაჰყეფა ისევ ჰოფმა, – არავითარი დუელი არ გვექნება! საკამა-
თო არაფერია! უძველესი კანონით ანგლანდი კავშირს ეკუთ-
ვნის!
ჰანსულ თეთრმა თვალმა სუსტად ჩაიხითხითა.
– უძველესი კანონით? ანგლანდი ჩრდილოეთის ნაწილია. იქ
ორასი წლის წინ ჩრდილოელები სახლობდნენ, თავისუფლად
ცხოვრობდნენ. რკინა დაგჭირდათ, ამიტომაც ზღვა გადმოცუ-
რეთ, ისინი გაჟლიტეთ და მიწა მოიპარეთ! თუ უძველეს კანონში
ამას გულისხმობთ? ძლიერი სუსტს წაართმევს? – თვალები და-
უწვრილდა, – ეგეთი კანონი ჩვენც გვაქვს!
ფენრის საზარელმა ხელიდან დანა ამოიძრო. იატაკის ფი-
ლებზე სისხლის უკანასკნელი წვეთებიც დაეცა, მაგრამ სულ ეს
204 მკითხველთა ლიგა
იყო – ტატუირებულ ხორცზე არავითარი ჭრილობა აღარ ჩანდა.
არავითარი ნაიარევი. დანა ფილებზე ხმაურით დაეცა და გო-
ლიათის ფეხებთან დარჩა. ფენრისმა საბჭოს გადმოკარკლული,
მოუსვენარი, შეშლილი თვალებით მზერა უკანასკნელადაც მო-
ავლო, შემდეგ შეტრიალდა და ზემოთ, შესასვლელისკენ გასწია.
ლორდები და დელეგატები გზიდან ეცლებოდნენ.
ჰანსულ თეთრმა თვალმა საბჭოს თავი მდაბლად დაუკრა:
– იქნებ მოვიდეს დრო და ჩვენს წინადადებაზე უარის თქმა
ინანოთ. ან ჩვენს ძღვენზე. ჩვენგან კიდევ შეიტყობთ რამეს, –
თქვა წყნარად, შემდეგ სამი თითი მაღლა ასწია და ჰოფმაის-
ტერს უჩვენა, – როცა დრო მოვა, სამ ნიშანს გამოგიგზავნით.
– თუ გნებათ, სამასი გამოგზავნეთ, – დაიყეფა ჰოფმა, – მაგ-
რამ ეს ცირკი დასრულებულია!
ჰანსულ თეთრმა თვალმა თავი დაუკრა და სანდომიანად
გაიღიმა.
– ჩვენგან კიდევ შეიტყობთ რამეს, – გაიმეორა, შეტრიალდა
და ფენრის საზარელს დაედევნა. უზარმაზარი კარები ხმამაღლა
მიიხურა. ჯეზალთან მჯდარი უახლოესი მდივანი ფურცელზე სუს-
ტად ჩხაპნიდა სიტყვებს: „ჩვენგან კიდევ შეიტყობთ რამეს“.
ფედორ დან მიდი ჰოფმაისტერისკენ შემობრუნდა, პირი
მკაცრად მოეკუმა, ლამაზი ნაკვთები მრისხანებისგან დამახინ-
ჯებოდა.
– ეს არის კარგი ამბები, მამაჩემს რომ უნდა გადავცე? –
დაიკივლა გაბრაზებულმა. ღია საბჭომ ვულკანივით ამოხეთქა –
ღრიალი, ყვირილი, ყველას მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახი-
ლები. ნამდვილი ქაოსი წარმოიქმნა.
ჰოფი წამოხტა და ზურგს უკან სავარძელი გადააყირავა. გან-
რისხებული რაღაცას გაიძახოდა, მაგრამ საერთო ღრიანცელში
მისი ხმაც კი ჩაიკარგა. მიდმა ზურგი აქცია და გასასვლელისკენ
გაექანა. ანგლანდის დანარჩენი დელეგატებიც პირქუშად წა-
205 მკითხველთა ლიგა
მოდგნენ და თავიანთი ლორდ-გუბერნატორის ვაჟის კვალს გაჰ-
ყვნენ. მრისხანებისგან გაფითრებული ჰოფი უსიტყვოდ მისჩე-
რებოდა, ტუჩებს უხმოდ არხევდა.
ჯეზალმა დაინახა, მეფემ სახიდან ხელი როგორ მოიცილა,
ჰოფმაისტერისკენ გადაიხარა და წაიჩურჩულა:
– ეს ჩრდილოელები მალე მოვლენ?

206 მკითხველთა ლიგა


ჩრდილოეთის მეფე
ლოგენმა ღრმად ჩაისუნთქა, ახლადგაპარსული ყბა ცივ ნი-
ავს მიუშვირა. ამ დავიწყებული გრძნობით ტკბებოდა. შემდეგ
მზერა წინ გადაშლილ ხედს მიაპყრო. ახლა თენდებოდა, ნათე-
ლი დღე იქნებოდა. რიჟრაჟის ნისლი თითქმის მთლიანად გამ-
ქრალიყო. ლოგენის ოთახი მაღლა, ბიბლიოთეკის ერთ-ერთი
კოშკის გვერდითა მხარეს მდებარეობდა, გარეთ გამომავალი
აივნიდან ხედი მრავალ მილზე იშლებოდა. მის წინ სხვადასხვა
ფერად აჭრელებული უზარმაზარი ხეობა გადაჭიმულიყო. ზედა
ნაწილი თეთრ, გაფუებულ ღრუბლებიან ცას დაეფარა. ოდნავ
ქვემოთ შავი, ფრიალო კლდეები ტბას გარს ერტყა და პირქუშ
ყავისფერ მთებს უერთდებოდა. კლდეები თანდათან მუქი სიმ-
წვანით დაფარულ ფერდობებში გადადიოდა და ბოლოს, ქვიანი
სანაპიროს რუხ, წვრილ, დაკლაკნილ ზოლთან წყდებოდა. ამ
ყველაფერს ტბის მშვიდი სარკე ირეკლავდა – სხვა, ჩრდილე-
ბით სავსე, ამოყირავებულ სამყაროს.
ლოგენმა მზერა ხელებზე გადაიტანა: თითები ქარისგან გა-
მოფიტულ ქვის პარაპეტზე ეწყო. დამტვრეული ფრჩხილების
ქვეშ აღარც ჭუჭყი უჩანდა, აღარც სისხლი. ფერნაკლული, რბი-
ლი, ვარდისფერი და უცხო მოეჩვენა. ჭრილობები და ნაკაწრე-
ბიც კი მთლიანად შეუხორცდა. ლოგენს საერთოდ აღარ ახსოვ-
და, ბოლოს სუფთა როდის იყო, ეს გრძნობა მთლიანად დავიწ-
ყებოდა. ახალი ტანსაცმელი კანს უფხაჭნიდა, რომელიც
ჩვეულებრივ, ჭუჭყით, ცხიმითა და მიმხმარი ოფლით ჰქონდა
დაფარული.
სუფთა და დანაყრებული მშვიდ ტბას გაჰყურებდა და თავს
სულ სხვა ადამიანად გრძნობდა. წამით დაფიქრდა, ამ ახალ
ლოგენს წინ რა ელოდა, თუმცა პარაპეტის შიშველი ქვა დაკარ-
გული თითის ქვემოდან ჯიუტად უყურებდა. ის არასოდეს შეიც-
207 მკითხველთა ლიგა
ვლებოდა. ისევ ის ცხრათითა იყო, სისხლიანი ცხრა, და ყოველ-
თვის ასეთად დარჩებოდა. თუ სხვა თითებსაც არ დაკარგავდა.
თუმცა უნდა ეღიარებინა – ახლა ძველებურად ნამდვილად
აღარ ყარდა.
– კარგად გეძინა, ოსტატო ცხრათითა? – აივანზე უელსმა გა-
მოიხედა.
– ჩვილივით.
ლოგენს გამბედაობა არ ეყო, მოხუცი მსახურისთვის ეთქვა,
გარეთ მეძინაო. პირველ ღამეს საწოლში დაძინება სცადა,
წრიალებდა და ვერ ისვენებდა, მისთვის უჩვეულოდ რბილ ზეწ-
რებსა და თბილ საბნებს ვერაფრით შეეგუა. შემდეგ იატაკი მო-
სინჯა. გაცილებით უკეთესი იყო, მაგრამ ოთახი მაინც ჩახუთუ-
ლი და უჰაერო ეჩვენა. ეჩვენებოდა, რომ ჭერი უფრო და უფრო
ქვემოთ მოცოცავდა და ქვები მთელი თავისი სიმძიმით გასრე-
სას უქადდა. ჩაძინება მხოლოდ მაშინღა მოახერხა, როცა თავის
ძველ მოსასხამში გახვეული ქვის მაგარ ფილებზე დაწვა და ვარ-
სკვლავებისა და ღრუბლების ამარა დარჩა. ზოგი ჩვევა რჯულზე
უმტკიცესია.
– მნახველი გყავს, – უთხრა უელსმა.
– მე?
ზღურბლზე მალაქუს კვის თავი გამოჩნდა. თვალები ისე ჩაც-
ვენილი აღარ ჰქონდა, ტომრებიც დაპატარავებოდა. კანს ფერი
დაჰბრუნებოდა, ძვლებზე ცოტა ხორციც შესხმოდა, მოსიარულე
გვამს აღარ ჰგავდა, უბრალოდ ღონემიხდილი ავადმყოფივით
გამოიყურებოდა, ზუსტად ისე, ლოგენი პირველად რომ შეხვდა.
ლოგენმა დაასკვნა, კვი ამაზე ჯანმრთელად არც არასოდეს გა-
მოიყურებაო.
– ჰაჰ! – გაიცინა ლოგენმა, – მაინც გადარჩი!
დაღლილმა შეგირდმა თავი რამდენჯერმე დაუქნია და ოთახი
ფრატუნით გადაჭრა. სქელ საბანში გახვეულიყო, რომელიც
208 მკითხველთა ლიგა
იატაკზე დასთრევდა და ნორმალურად სიარულში ხელს უშლი-
და. მალაქუსი აივნის კარიდან ბორძიკით გამოვიდა და გაჩერ-
და, სუსხიანი დილის ჰაერი ცხვირით შეისრუტა და თვალები
ააფახურა.
ლოგენს მისი დანახვა უფრო მეტად ესიამოვნა, ვიდრე ელო-
და. ზურგზე ხელი ძველი მეგობარივით დაუტყაპუნა, შეიძლება
მეტისმეტად თბილადაც. შეგირდი წინ გადაქანდა, ფეხებში საბა-
ნი გაებლანდა და ნამდვილად წაიქცეოდა, ლოგენი მკლავით
რომ არ მიშველებოდა.
– საბრძოლო ფორმას ჯერაც ვერ დავუბრუნდი, – სუსტი ღი-
მილით ჩაიბუტბუტა კვიმ.
– გაცილებით უკეთ გამოიყურები, ვიდრე მაშინ, როცა უკა-
ნასკნელად გნახე.
– შენც. ვხედავ, წვერი აღარ გაქვს, აღარც სუნი. ცოტა
ნაიარევებიც მოიცილე და ნამდვილ, ცივილიზებულ ადამიანს
დაემსგავსები.
ლოგენმა ხელები მაღლა ასწია:
– ყველაფრისთვის მზად ვარ, ოღონდ ეგ არა.
კარიდან კაშკაშა დილის სინათლეზე უელსი გამოსხლტა.
ხელში დახვეული ქსოვილი და დანა ეჭირა.
– შეიძლება შენი ხელი ვნახო, ოსტატო ცხრათითა?
ლოგენს ჭრილობა საერთოდ დავიწყებოდა. სახვევზე ახალი
სისხლი არ ჩანდა, და როცა ნაჭერი მოიხსნა, გრძელი,
მოწითალო-მოყავისფრო ნაწიბური დაინახა, რომელიც მაჯიდან
იდაყვამდე გადაჭიმულიყო და გარს ახალი, ვარდისფერი კანი
ერტყა. თითქმის აღარ სტკიოდა, მხოლოდ ექავებოდა. ჭრილო-
ბა ორ ძველ ნაიარევს კვეთდა: ერთს რუხს და გახეულს, მაჯას-
თან – მგონი მრავალი წლის წინ სამმუხასთან დუელის დროს
რომ მიიღო. ლოგენს იმ ბრძოლის გახსენებაზე სახე მოეღრიცა.
მეორე, უფრო სუსტი ნაიარევი როგორ ერგო, საერთოდ აღარ
209 მკითხველთა ლიგა
ახსოვდა. ნებისმიერ რამეს შეეძლო დაეტოვებინა. უელსი
დაიხარა და ჭრილობის ირგვლივ კანი მოისინჯა. კვიმ ამ დროს
მისი მხარს ზემოდან ფრთხილად გადმოხედა.
– ყველაფერი კარგად მიდის, ჭრილობებს სწრაფად იშუშებ.
– დიდი გამოცდილება მაქვს.
უელსმა თავი ასწია, ლოგენს სახეში შეხედა და მზერა მის
შუბლს მიაპყრო, სადაც ჭრილობა უკვე ერთ ვარდისფერ ხაზად
ქცეულიყო.
– ვხედავ. მომავალში ბასრი საგნების თავიდან აცილება
რომ გირჩიო, ნამდვილი სისულელე იქნება, ხომ?
ლოგენმა გაიცინა.
– გინდ დაიჯერე, გინდ არა, მათ აცილებას წარსულშიც მთე-
ლი ძალით ვცდილობდი. თუმცა, ჩემი მცდელობების მიუხედა-
ვად, მაინც მაგნებდნენ.
– მაშ, – თქვა მოხუცმა მსახურმა, ქსოვილს ახალი ნაჭერი
მოაჭრა და ლოგენის მკლავი ფრთხილად შეუხვია, – იმედი ვი-
ქონიოთ, ეს უკანასკნელი სახვევი იქნება, რომელიც დაგჭირდე-
ბა.
– იმედია, – უპასუხა ლოგენმა, თან თითები გაავარჯიშა, –
იმედია, – მაგრამ ამის დიდად არ სჯეროდა.
– საუზმე მალე იქნება მზად, – თქვა უელსმა და ლოგენი
კვისთან ერთად აივანზე დატოვა.
ცოტა ხანი ჩუმად იდგნენ, შემდეგ ხეობიდან ცივმა ქარმა
დაუბერა. კვი შეკრთა და საბანი მჭიდროდ შემოიხვია:
– იქ... ტბაზე... შენ ხომ ჩემი მიტოვება შეგეძლო. შენს ადგი-
ლას მასე მოვიქცეოდი.
ლოგენი მოიღუშა. ადრე მართლა ასე იზამდა, წამითაც არ
დაფიქრდებოდა. მაგრამ ყველაფერი იცვლება.
– თავის დროზე ბევრი მიმიტოვებია. ახლა ამის გახსენებაზე
გული მერევა.
210 მკითხველთა ლიგა
შეგირდმა ტუჩები მოპრუწა და ხეობას გახედა: ტყეებს, შორე-
ულ მთებს.
– აქამდე ადამიანის მკვლელობა არასოდეს მინახავს.
– იღბალი გქონია.
– ესე იგი, შენ ბევრის სიკვდილი გინახავს?
ლოგენი შეკრთა. ამ შეკითხვას ახალგაზრდობაში სიამოვნე-
ბით უპასუხებდა. ტრაბახს და კვეხნას მოჰყვებოდა, ყველა
ბრძოლას ამაყად გაიხსენებდა, თითოეულ მოკლულს დაასახე-
ლებდა. აღარ ახსოვდა, ეს სიამაყე როდის დაუშრა. თანდათან
მოხდა: როცა ბრძოლები უფრო სისხლისმღვრელი გახდა, მიზე-
ზი საბაბად იქცა, და მეგობრები ერთიმეორის მიყოლებით მიწა-
ში ჩაწვნენ. ლოგენმა ყური მოიფხანა და ხელი ღრმა ნაიარევზე
მოუხვდა, რომელიც დიდი ხნის წინ, თულ დურუს ხმალმა
დაუტოვა. შეეძლო არ ეპასუხა, მაგრამ რატომღაც, გულწრფე-
ლობა მოუნდა.
– სამ ომში ვიბრძოდი, – დაიწყო მან, – შვიდ დიდ ბრძოლაში
ვიყავი. უთვალავ რეიდში, შეტაკებაში, უიმედო ალყასა და ყვე-
ლანაირ სისხლიან ჩხუბში მიმიღია მონაწილეობა. თოვლიან ქა-
რიშხალში, ქარბუქში, უკუნ ღამეში... მთელი ცხოვრება ვიბრძო-
დი: ხან ერთ მტერთან, ხან მეორესთან, ხან ერთ მეგობართან,
ხან მეორესთან. ომის გარდა ბევრი არაფერი ვიცოდი. მინახავს,
ადამიანები ერთადერთი სიტყვის, მზერის, ან საერთოდ არაფ-
რის გამო როგორ მოუკლავთ. ერთმა ქალმა ჩემი დანით აკუწვა
სცადა, რადგან მისი ქმარი მოვკალი, და მე ის ჭაში ჩავაგდე. ეს
კიდევ არაფერია. ადამიანის სიცოცხლე ფეხქვეშ გათელილ ტა-
ლახზე მეტად არ მიღირდა. ათ დუელში მივიღე მონაწილეობა
და ათივე მოვიგე, მაგრამ არასწორ მხარეს და ყოველთვის
არასწორი მიზეზების გამო ვიბრძოდი. შეუბრალებელი, სასტიკი
და ლაჩარი ვიყავი. ზურგში ლახვარი ჩამირტყამს, ადამიანი და-
მიწვავს, დამიხრჩვია, ქვებით ჩამიქოლია, მძინარეც მომიკ-
211 მკითხველთა ლიგა
ლავს, უიარაღოც, გაქცეულიც. მეც არაერთხელ გავქცეულვარ.
შიშისგან ჩამიფსამს. გადარჩენისთვის ვედრება დამჭირვებია.
ჭრილობები ხშირად მიმიღია, თან ძალიან მძიმე. დედის ძუძუ-
წართმეული პატარა ბავშვივით ვბღაოდი და ვტიროდი. ეჭვიც არ
მეპარება, სამყარო გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ვინმეს წლე-
ბის წინ რომ მოვეკალი, მაგრამ ასე არ მოხდა, და არ ვიცი, რა-
ტომ.
ქვებზე დაწყობილ საკუთარ ხელებს დახედა, სუფთას და ვარ-
დისფერს.
– ძალიან ცოტა მოიძებნება, ვისაც ჩემსავით აქვს ხელები
სისხლში მოსვრილი. მე ასეთი არავინ ვიცი. სისხლიანი ცხრა –
მტრები ასე მეძახიან, მტრები კი ბლომად მყავს. სულ უფრო მე-
ტი მტერი და ნაკლები მეგობარი. სისხლს ახალი სისხლის გარ-
და არაფერი მოაქვს. ახლა აღარ მცილდება, ყოველთვის თან
დამყვება, ჩრდილივით, და როგორც ჩრდილისგან ვერ გათავი-
სუფლდები, სისხლიც სამუდამოდ ჩემთანაა. მაგრამ არც უნდა
მოვიცილო თავიდან. მე ის დავიმსახურე. ღირსი ვარ. ყველგან
სისხლს დავეძებდი. ასეთია ჩემი სასჯელი.
მორჩა. ლოგენმა ღრმად, კანკალით ამოისუნთქა და ტბას მი-
აშტერდა. უკან მდგომს არ უყურებდა, მისი გამომეტყველების
დანახვა არ სურდა. სისხლიან ცხრასთან დაახლოება ვის მოუნ-
დება? კაცთან, ვინც ჭირზე მეტი ადამიანი შეიწირა, თან ნაკლები
სინანულით. მეგობრები ვერასოდეს გახდებიან – მათ შორის მე-
ტისმეტად ბევრი გვამია.
შემდეგ მხარზე კვის ხელის ტყაპუნი იგრძნო.
– ჰოო, შეიძლება, – თქვა მან, ყურებამდე იღიმებოდა, – მაგ-
რამ მე გადამარჩინე, და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ!
– წელს ერთი ადამიანი გადავარჩინე და მხოლოდ ოთხი
მოვკალი. თავიდან დავიბადე, – ცოტა ხანი ერთად იცინოდნენ,
კარგი გრძნობა იყო.
212 მკითხველთა ლიგა
– მალაქუს, ვხედავ, ისევ დაგვიბრუნდი.
ორივე მიტრიალდა, კვი საბანს გამოედო და წაბორძიკდა.
მაგთა შორის უპირველესი ზღურბლზე იდგა, გრძელი თეთრი
პერანგი ეცვა, მკლავები იდაყვებამდე აეკაპიწებინა. ლოგენის
აზრით, მაინც ყასაბს უფრო ჰგავდა, ვიდრე ჯადოქარს.
– ოსტატო ბაიაზ... ეე... თქვენს ნახვას სწორედ ახლა ვაპი-
რებდი, – კვის ენა დაება.
– მართლა? როგორ გაგვმართლებია, თვითონ რომ გეახლე,
– მაგმა აივანზე გადმოაბიჯა, – ჩემი აზრით, თუ ადამიანი თავს
ისე კარგად გრძნობს, რომ ილაპარაკოს, იცინოს და სუფთა ჰა-
ერზე გავიდეს, მაშინ ეჭვგარეშეა, კითხვის, სწავლისა და სუსტი
ჭკუის განვითარებისთვისაც მოიცლის. ამაზე რას იტყვი?
– ეჭვგარეშეა...
– ეჭგვარეშეა, კი! მითხარი, როგორ მიმდინარეობს შენი მე-
ცადინეობა?
– გარკვეულწილად... შემაწყვეტინეს? – საცოდავ შეგირდს
საშინლად აებნა თავგზა.
– ესე იგი, საშინელ ამინდში მთებში ხეტიალისას იუვინის „უ-
მაღლესი ხელოვნების საფუძვლებში“ წინ საერთოდ არ წაგიწე-
ვია?
– ეე... არა... საერთოდ არა...
– და რაც შეეხება ისტორიის შენეულ ცოდნას, როგორმე
გაღრმავდა, სანამ ოსტატი ცხრათითა ბიბლიოთეკამდე ზურგით
მოგათრევდა?
– ეე... უნდა ვაღიარო... არა.
– თუმცა, რა თქმა უნდა, მედიტაციაში ვარჯიშს მოასწრებდი,
მთელი კვირა უგონოდ წოლისას, ხომ?
– ისა... ეე... უგონო მდგომარეობაში მყოფმა... ეე...
– მაშინ მიპასუხე, შეგიძლია თქვა, რომ სწავლებაში წინ
წაიწიე? თუ სწავლა მიატოვე და ჩამორჩი?
213 მკითხველთა ლიგა
კვი იატაკს ჩააშტერდა.
– წასვლამდეც ჩამორჩენილი ვიყავი.
– მაშინ იქნებ მითხრა, დღევანდელი დღის გატარებას სად
აპირებ?
– ჩემს მაგიდასთან? – შეგირდმა თავი იმედით ასწია.
– ბრწყინვალეა! – ბაიაზმა ფართოდ გაიღიმა, – მეც ამის შე-
მოთავაზებას ვაპირებდი, მაგრამ დამასწარი! შენი მონდომება
ქების ღირსია! – კვიმ თავი გამალებით დაუქნია და სასწრაფოდ
კარისკენ გაეშურა, თან ფილებზე საბნის კიდეებს მიათრევდა.
– ბეთოდი მოდის, – ჩაიბუზღუნა ბაიაზმა, – დღეს უკვე აქ იქ-
ნება, – ლოგენს ღიმილი ჩაუქრა, ყელში ბურთი გაეჩხირა. მათი
ბოლო შეხვედრა მშვენივრად ახსოვდა: კარლეონში, ბეთოდის
დარბაზში, ნაცემი და დალეწილი, ჯაჭვებით მაგრად დაბმული
იატაკზე პირქვე გართხმული ეგდო, სისხლის წვეთები ნამჯაზე
ეცემოდა და უნდოდა, მისი ტანჯვა რაც შეიძლება მალე მორჩე-
ნილიყო. შემდეგ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გა-
მოუშვეს. კარიბჭიდანმეძებართან, სამმუხასთან, უსუსტესსა და
სხვა დანარჩენებთან ერთად გაუძახეს, და უთხრეს, უკან აღარა-
სოდეს დაბრუნდეთო. აღარასოდეს. ცხოვრებაში პირველად ბე-
თოდმა ერთი ბეწო ლმობიერება გამოიჩინა, და ლოგენს ეჭვი არ
ეპარებოდა – უკანასკნელადაც.
– დღეს? – ჰკითხა ლოგენმა, ცდილობდა ხმა არ გაჰბზარო-
და.
– დიახ, თან ძალიან მალე. ჩრდილოეთის მეფე! ჰა! რა საში-
ნელი ამპარტავნობაა! – ბაიაზმა ლოგენს თვალი ალმაცერად
შეავლო, – რაღაც უნდა მთხოვოს, და მინდა, შენც იქ იყო.
– ეს არ მოეწონება.
– სწორედაც.
ქარი თითქოს უფრო გაცივდა. თუ ლოგენს ბეთოდი აღარა-
სოდეს უნდა ენახა, მეტისმეტად სწრაფად უხდებოდა მასთან
214 მკითხველთა ლიგა
შეხვედრა. როცა რამე საქმე გაქვს, სჯობს კეთებას დროულად
შეუდგე, ვიდრე მთელი ცხოვრება შიშში გაატაროო, – იტყოდა
ხოლმე ლოგენის მამა. ამიტომ ღრმად ჩაისუნთქა, მხრები გა-
მართა და თქვა:
– იქ ვიქნები.
– ბრწყინვალეა. ახლა ერთი რამ გვაკლია.
– რა?
ბაიაზმა ჩაიფხუკუნა:
– იარაღი გჭირდება.
ბიბლიოთეკის ქვეშ, სარდაფებში სიმშრალე იყო. სიმშრალე
და სიბნელე, გზაც ძალიან, ძალიან ჩახლართული ჩანდა. საფე-
ხურებზე მაღლა-დაბლა დადიოდნენ, კუთხეებს ჭრიდნენ, კა-
რებს აღებდნენ, ხან მარცხნივ უხვევდნენ, ხან მარჯვნივ. ნამ-
დვილ კურდღლის სოროს ჰგავდა. ლოგენს ეშინოდა ჯადოქრის
მოციმციმე ჩირაღდანი არ დაჰკარგვოდა – უმისოდ შეიძლება
ბიბლიოთეკის ქვეშ სამუდამოდ დაკარგულიყო.
– აქ, ქვემოთ, სიმშრალეა, სიმშრალე და სიმყუდროვე, –
ბაიაზი თავისთვის ლაპარაკობდა, მისი ხმა დერეფნებში ექოდ
იფანტებოდა და მათი ნაბიჯების ხმას უერთდებოდა, – წიგნების-
თვის ნესტზე უარესი არაფერია, – მოულოდნელად მძიმე კარ-
თან გაჩერდა, – ისევე, როგორც იარაღისთვის, – კარს ხელი ნა-
ზად უბიძგა და ისიც ჩუმად გაიღო.
– ამას უყურე! წლებია არ გაუღიათ, მაგრამ ანჯამები ახალგა-
პოხილივით მოძრაობს! ხელობაც ამას ქვია! ხელობას რატომ
აღარავინ აფასებს? – პასუხს არ დაელოდა, ზღურბლს გადააბი-
ჯა და ლოგენიც უკან გაიყოლა.
ჯადოქრის ჩირაღდანმა გრძელი, დაბალი დარბაზი გაანათა,
კედლები უხეში ქვის ბლოკებისგან აეგოთ. ოთახის ბოლო
ჩრდილებში იკარგებოდა. კედლებს უამრავი თაროს რიგი მიუყ-
ვებოდა, იატაკი ყუთებითა და დახლებით მოეფინათ, ყველგან
215 მკითხველთა ლიგა
აუარებელი იარაღი და აბჯარი დაეხვავებინათ. მახვილები, შუ-
ბები, გაპრიალებული ლითონისა და ხის ზედაპირები ჩირაღ-
დნის სინათლეზე ელვარებდა, როცა ბაიაზი ქვის იატაკზე მათ
შორის გზას ნელა იკვლევდა.
– ცუდი კოლექცია არაა, – ჩაიბუტბუტა ლოგენმა, თან ამ
დომხალში მაგს ფეხდაფეხ მიჰყვებოდა.
– ძირითადად ძველი ხარახურაა, მაგრამ რამდენიმე გამოსა-
დეგი ნივთიც მოიძებნება, – ბაიაზმა ძველისძველ, მოოქრულ
აბჯარს მუზარადი მოხსნა და პირქუშად შეათვალიერა, – ამაზე
რას იტყვი?
– აბჯარში ვერასოდეს ვერკვეოდი.
– ჰო, პრინციპში გეტყობა კიდეც. გავბედავ და ვივარაუდებ,
რომ ცხენზე ჯდომისას ძალიან კარგია, მაგრამ თუ მოგზაურობა
ფეხით გიწევს, ნამდვილი თავისტკივილი იქნება, – მუზარადი
უკან, დახლზე მიაგდო და აბჯრის გამოკვლევა განაგრძო ფიქ-
რებში ღრმად ჩაფლულმა, – კი მაგრამ, ამაში როგორ უნდა
მოფსა?
ლოგენი მოიღუშა:
– ისა... – დაიწყო, მაგრამ ბაიაზმა გზა გააგრძელა და შუქი
ოთახის მეორე ბოლოსკენ წაიღო.
– თავის დროზე საკმაოდ ბევრი იარაღი უნდა გეხმარა, ოსტა-
ტო ცხრათითა. უპირატესობას რას ანიჭებ?
– საკუთარი იარაღი არასოდეს მქონია, – ლოგენმა დახლი-
დან გადმოწეული დაჟანგული ალებარდის ქვეშ დახრილმა
გაიარა, – მებრძოლმა არასდროს იცის, ორთაბრძოლაში რა
იარაღი შეხვდება.
– ჰო, რასაკვირველია, – ბაიაზმა ხელში ავბედითი, დაკბი-
ლულპირიანი შუბი აიღო და ჰაერში რამდენჯერმე გაიქნია. ლო-
გენმა წინდახედულად დაიხია უკან, – მომაკვდინებელი რამეა.
ამით შეგიძლია ადამიანი კედელს მიაჯაჭვო. მაგრამ შუბიან მებ-
216 მკითხველთა ლიგა
რძოლს ბევრი მეგობარი სჭირდება, და მათაც ყველას შუბი უნ-
და ჰქონდეს, – ბაიაზმა იარაღი თაროზე შემოდო და გზა განაგ-
რძო.
– ეს ნამდვილად საშიში რამე ჩანს, – მაგმა ხელი უზარმაზა-
რი ტაბარის (ტაბარი – ორპირიანი ნაჯახი) ამოჩორკნილ სახე-
ლურს ჩაავლო, – ჯანდაბა! – აღმოხდა როცა იარაღი ზემოთ ას-
წია, კისერზე ვენები დაებერა, – საკმაოდ მძიმეა, – ნაჯახი უკან
ხმაურით დააგდო და დახლი შეინძრა, – ამით ადამიანს ნამდვი-
ლად მოკლავ! ორად ისე გადაჭრი, ვითომც არაფერი! თუ, რა
თქმა უნდა, გაუნძრევლად დაგიდგება.
– აი ეს უკეთესია, – თქვა ლოგენმა. უბრალო, მაგარი ხმალი
იყო, გაცვეთილ ტყავის ქარქაშში.
– ოო, ნამდვილად! გაცილებით, გაცილებით უკეთესია. ეს
მახვილი თვით კანედიასის, ოსტატი შემოქმედის ნამუშევარია,
– ბაიაზმა ჩირაღდანი ლოგენს მიაწოდა და გრძელი ხმალი თა-
როდან ჩამოხსნა.
– არასოდეს დაფიქრებულხარ, ოსტატო ცხრათითა, რომ ხმა-
ლი გამორჩეული იარაღია? ცულები, ნაჯახები და სხვა ცივი
იარაღები მომაკვდინებელია, მაგრამ ქამარზე მკვდარი საქონე-
ლივით ვიკიდებთ, – ბაიაზმა იარაღის ტარს დახედა: ცივი, გლუ-
ვი ლითონი ხელის უკეთესი მოჭიდებისთვის პატარა ღარებით
დაეფარათ და ჩირაღდნის შუქზე კიაფობდა, – მაგრამ მახ-
ვილს... მახვილს საკუთარი ხმა აქვს.
– ჰა?
– სანამ ბუდეშია, რა თქმა უნდა, ბევრს ვერაფერს გეტყვის.
მაგრამ საკმარისია სახელურს შეეხო, დაუყონებლივ მტრის
ყურში ჩურჩულს იწყებს, – მაგმა მახვილის ვადა მაგრად ჩაბღუ-
ჯა, – რბილი გაფრთხილება. გამაფრთხილებელი სიტყვა. შენ
გესმის მისი?
ლოგენმა თავი ნელა დაუქნია.
217 მკითხველთა ლიგა
– ახლა, – წაიჩურჩულა ბაიაზმა, – ახლა სანახევროდ ამოღე-
ბულ ხმალს შეადარე, – დაახლოებით ერთი ფუტის სიგრძის ლი-
თონის ბუდიდან სისინით ამოსწია, სახელურთან ახლოს, ერთა-
დერთმა ვერცხლისფერმა ასომ გაიბრწყინა.
თვითონ მახვილი უფერული ჩანდა, მაგრამ პირი ყინულივით
ცივი ნათებით უელვარებდა.
– ახლა უფრო ხმამაღლა საუბრობს, ხომ ასეა? ახლა პირდა-
პირ იმუქრება. სიკვდილს გპირდება. გესმის?
ლოგენმა თავი ისევ დაუქნია, მახვილის მოელვარე პირს
თვალს არ აცილებდა.
– ახლა მთლიანად ამოღებულ ხმალს შეადარე, – ბაიაზმა
გრძელი მახვილი ბუდიდან ჩუმი ჟღარუნით ამოაძრო და იარა-
ღის წვერი ლოგენის სახიდან რამდენიმე ინჩში გააჩერა, – ახლა
უკვე ყვირის, ხომ ასეა? ბრძოლაში კივილით გიწვევს! ორთაბ-
რძოლას ღრიალით ითხოვს! გესმის მისი?
– მმ, – ჩაიდუდუნა ლოგენმა, უკან გადაიხარა და ხმლის მო-
ელვარე წვერს ოდნავ დაელმებული მიაჩერდა.
ბაიაზმა ხმალი დაუშვა და ბუდეში ფრთხილად ჩააბრუნა,
ლოგენმა თავისუფლად ამოისუნთქა.
– დიახ, მახვილს ხმა აქვს. ნაჯახები და გურზები მომაკვდინე-
ბელია, მაგრამ ხმალი დახვეწილი იარაღია – დახვეწილი ადა-
მიანებისთვის. შენ, ოსტატო ცხრათითა, ვფიქრობ იმაზე უფრო
ნატიფი ხარ, ვიდრე შორიდან ჩანხარ, – და ხმალი მოღუშულ
ლოგენს გაუწოდა. მისთვის ბევრი რამე დაუბრალებიათ, მაგრამ
სინატიფე – არასდროს, – ჩათვალე, რომ საჩუქარია: ჩემი მად-
ლიერება კარგი მანერებისთვის.
ლოგენი ცოტა ხნით ჩაფიქრდა. ბრძოლისთვის ვარგისი
იარაღი მანამდე დაკარგა, სანამ მთებს გადალახავდა, და ახ-
ლის მოძებნა მაინცდამაინც არ სურდა. მაგრამ ბეთოდი უახ-
ლოვდებოდა, მალე აქ იქნებოდა. უმჯობესია იარაღი არ გინდო-
218 მკითხველთა ლიგა
დეს და გქონდეს, ვიდრე გინდოდეს და უმისოდ დარჩე. გაცილე-
ბით, გაცილებით უკეთესია გქონდეს. სიმართლეს თვალი უნდა
გაუსწორო.
– მადლიერი ვარ, – უთხრა ლოგენმა, ბაიაზს ხმალი გამოარ-
თვა და ჩირაღდანი დაუბრუნა, – ალბათ.
ბუხარში დაბალი ცეცხლი ტკაცუნობდა. ოთახში სითბო, კომ-
ფორტი და სიმყუდროვე იყო.
მაგრამ ლოგენი თავს მყუდროდ ვერ გრძნობდა. ისევე რო-
გორც ყოველი ბრძოლის წინ, ნერვიულობდა, ტოკავდა და ეში-
ნოდა. ფანჯარასთან მდგარი ეზოში იყურებოდა. ბეთოდი მოდის.
უკვე სადღაც იქაა: შეიძლება ტყის ბილიკს ადგას, ან ქვებს შო-
რის გამოიარა, ან ხიდი გადმოჭრა, ან იქნებ უკვე კარიბჭეშიც
შემოვიდა.
მაგებს შორის უპირველესი კი სრულიად არ ნერვიულობდა.
სავარძელში მყუდროდ მოკალათებულიყო, ფეხები მაგიდაზე
იქვე შემოეწყო, სადაც გრძელი ხის ჩიბუხი იდო და თეთრყდიან
წიგნს სუსტი ღიმილით ფურცლავდა. ასეთი მშვიდი ლოგენს
არასოდეს არავინ ენახა, და ამის გამო თავს უარესად გრძნობ-
და.
– კარგია? – ჰკითხა ლოგენმა.
– რაზე ამბობ?
– წიგნზე.
– ოო, დიახ. საუკეთესო წიგნია. იუვინის „უმაღლესი ხელოვ-
ნების პრინციპები“. ჩემი ორდენის ქვაკუთხედია, – ბაიაზმა თა-
ვისუფალი ხელი თაროებისკენ გაიშვირა, რომლებსაც ორი კე-
დელი მთლიანად დაეფარა. თაროებზე ასობით ზუსტად ისეთივე
წიგნი ეწყო, – ყველა ესაა. ერთი წიგნია.
– ერთი? – ლოგენმა თვალი სქელ თეთრ წიგნებს მოავლო, –
ძალიან ვრცელი წიგნი ყოფილა. ყველა წაკითხული გაქვს?

219 მკითხველთა ლიგა


– აჰ, დიახ, ბევრჯერ. ეს წიგნი ჩემი ორდენის ყველა წევრმა
უნდა წაიკითხოს, შემდეგ კი საკუთარი ეგზემპლარი გააკეთოს,
– წიგნი ისე მოატრიალა, რომ ლოგენს ტექსტი დაენახა. ფურ-
ცლები მჭიდროდ იყო დაფარული აკურატული, მაგრამ გაუგება-
რი სიმბოლოებით, – ეს მე დავწერე, დიდი ხნის წინ. მის წაკით-
ხვას შენც გირჩევდი.
– კითხვა მაინცდამაინც არ გამომდის.
– მართლა? – ჰკითხა ბაიაზმა, – ძალიან სამწუხაროა, – გა-
დაფურცლა და კითხვა განაგრძო.
– და ის? – ლოგენმა სხვა წიგნიც შეამჩნია, რომელიც ყველა-
ზე მაღალ თაროზე ეულად იდო: გაცვეთილი და დაგლეჯილი
სქელი შავი წიგნი, – ესეც იუვინმა დაწერა?
ბაიაზმა წიგნს გახედა და მოიღუშა:
– არა. მისმა ძმამ, – სავარძლიდან ადგა, თითის წვერებზე
აიწია და წიგნი თაროდან ჩამოიღო, – ეს სხვანაირი ცოდნაა, –
მაგიდის უჯრა გამოაღო, შავი წიგნი შეაცურა და ბრახუნით და-
ხურა, – ჯობია ცალკე იდოს, – ჩაიბუტბუტა, ისევ დაჯდა და „მა-
ღალი ხელოვნების პრინციპები“ გადაშალა.
ლოგენმა ღრმად ჩაისუნთქა და მარცხენა ხელი ხმლის ვადას
დაადო. ხელისგულით ფოლადის სიცივე შეიგრძნო; ამ შეგრძნე-
ბას სულაც არ დაუმშვიდებია. მახვილს ხელი გაუშვა, ფანჯრის-
კენ შებრუნდა და ეზოში ყურება მოღუშულმა განაგრძო. სუნ-
თქვა შეეკრა:
– ბეთოდი. აქ არის.
– კარგი, კარგი, – როგორღაც გაფანტულად ჩაილაპარაკა
ბაიაზმა, – თან ვინ ახლავს?
ლოგენმა ეზოში მდგარი სამი ფიგურა ყურადღებით შეათვა-
ლიერა:

220 მკითხველთა ლიგა


– სკეილი, – უპასუხა წარბშეკრულმა, – და ვიღაც ქალი. ვერ
ვცნობ. ჩამოქვეითდნენ, – ლოგენმა მშრალი ტუჩები მოილოკა,
– შიგნით შემოდიან.
– დიახ, დიახ, – ბუტბუტებდა ბაიაზი, – შეხვედრებისას სწო-
რედ ასე იქცევიან. შეეცადე დაწყნარდე, ჩემო მეგობარო. ისუნ-
თქე.
ლოგენი შეთეთრებულ კედელს ზურგით მიეყრდნო, ხელები
გულზე დაიკრიფა და ღრმად ჩაისუნთქა. არ უშველა: მკერდზე
ნერვიულობის შეგრძნება კიდევ უფრო მჭიდროდ დააწვა. დე-
რეფნიდან მძიმე ნაბიჯების ხმა ესმოდა. კარის სახელური გა-
დატრიალდა.
ოთახში პირველი სკეილი შემოვიდა. ბეთოდის უფროსი ვაჟი
ყოველთვის ზორბა იყო, ბავშვობაშიც კი, მაგრამ მას შემდეგ,
რაც ლოგენმა უკანასკნელად ნახა, კიდევ უფრო გაზრდილიყო
და მხეცს დამსგავსებოდა: ლოდივით თავი კუნთების გორას
თითქოს ზედ შეზრდოდა, თავის ქალა კისერზე საგრძნობლად
ვიწრო ჰქონდა. უზარმაზარი, ქვასავით მაგარი ყბა, ბრტყელი
ცხვირის ნატეხი და მძვინვარე, გადმოკარკლული, მედიდური
თვალები „ამშვენებდა“. თხელ პირზე მუდმივად გესლიანი ღიმი-
ლი ეკრა, ზუსტად ისე, როგორც მის უმცროს ძმას, კალდერს.
მაგრამ მასში ნაკლები მუხანათობა და გაცილებით მეტი სისას-
ტიკე ჩანდა. ბარძაყზე მძიმე ორპირი მახვილი ეკიდა, და ხელი
ყოველთვის მის სიახლოვეს ეჭირა. ლოგენს გაბრაზებული
მიაჩერდა, თვალებიდან დაუფარავ ზიზღს აფრქვევდა.
შემდეგი ქალი შემოვიდა. ძალიან მაღალი, ტანადი და ფერ-
მკრთალი – თითქმის ავადმყოფურად გამოიყურებოდა. ირიბად
აჭრილი თვალები ისეთივე ვიწრო და ცივი ჰქონდა, როგორიც
სკეილს – გადმოკარკლული და მრისხანე. სქლად წასმული შავი
საღებავი მათ კიდევ უფრო ვიწრო და ცივ შესახედაობას აძლევ-
და. გრძელ თითებზე ოქროს ბეჭდები, წვრილ ხელებზე – ოქროს
221 მკითხველთა ლიგა
სამაჯურები, თეთრ კისერზე კი ოქროს ჯაჭვები უბრწყინავდა.
ოთახს სუსხიანი ცისფერი თვალები მოავლო. ყოველი ახალი
ნივთის შემჩნევისას მისი ზიზღი და ქედმაღლობა ახალ მწვერ-
ვალს აღწევდა: ჯერ ავეჯი დაიწუნა, შემდეგ წიგნები, განსაკუთ-
რებით ლოგენი. ყველაზე მეტად კი – თვითონ ბაიაზი.
ჩრდილოეთის თვითმარქვია მეფე უკანასკნელი შემოვიდა.
უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, ვიდრე ოდესმე: მდიდ-
რული, იშვიათი თეთრი ბეწვით გაწყობილი მანტია ემოსა.
მხრებზე მძიმე ოქროს ჯაჭვი ეკიდა, თავზე კი ოქროს დიადემა
ედო, რომელზეც ერთადერთი, ჩიტის კვერცხისოდენა ბრილიან-
ტი ბრწყინავდა. მოღიმარ სახეზე ლოგენმა უფრო მეტი ნაოჭი
შეამჩნია, ვიდრე ახსოვდა. თმა-წვერში ჭაღარა შეჰპარვოდა,
მაგრამ ადრინდელივით მაღალი, ენერგიული და წარმოსადეგი
დარჩენილიყო. ავტორიტეტი და სიბრძნე შეჰმატებოდა – იქნებ
დიდებულებაც კი. ყოველი ინჩით დიდებულ, ბრძენ, სამართლი-
ან კაცს ჰგავდა. იდეალური მეფის შესახედაობა ჰქონდა, მაგრამ
ლოგენი კარგად იცნობდა მას.
– ბეთოდ! – თბილად შესძახა ბაიაზმა და წიგნი ხმაურით და-
კეცა, – ჩემო ძველო მეგობარო! წარმოდგენაც არ გაქვს, შენი
ნახვა როგორ მიხარია, – ფეხები მაგიდიდან ჩამოალაგა და ოქ-
როს ჯაჭვსა და მბრწყინავ ბრილიანტზე ანიშნა, – და შენი ასეთი
წარმატების ნახვა! მახსოვს დრო, როცა მარტოც სიამოვნებით
მსტუმრობდი. მაგრამ დიდებულ ადამიანებს ამალა სჭირდებათ,
და როგორც ვხედავ, ვიღაც... სხვებიც წამოგიყვანია. რასაკვირ-
ველია, შენს მომხიბვლელ ვაჟს უკვე ვიცნობ. ვხედავ მადა არ
დაგიკარგავს, ხომ ასეა, სკეილ?
– პრინცო სკეილ! – დაიგრგვინა ბეთოდის ვეებერთელა
შვილმა და თვალები კიდევ უფრო გადმოეკარკლა.
– ჰმმ, – ბაიაზმა წარბი აზიდა, – აი შენი მეორე მეგზურის
გაცნობის სიამოვნება კი არ მქონია.
222 მკითხველთა ლიგა
– კაურიბი მქვია, – ლოგენმა თვალები დაახამხამა. ქალს
ყველაზე მშვენიერი ხმა ჰქონდა, რაც ოდესმე მოესმინა: დამამ-
შვიდებელი, დამაწყნარებელი, მომაჯადოებელი, – გრძნეული
ვარ, – წაიმღერა და თავი დამცინავი ღიმილით ასწია, –
გრძნეული. ჩრდილოეთის ყველაზე შორეული ადგილებიდან, –
ლოგენი ადგილს მიეყინა, პირი ნახევრად ღია დარჩა. ზიზღი
მთლიანად გაუქრა. აქ ყველანი მეგობრები იყვნენ – მეგობრებ-
ზე მეტიც. თვალს ვერ აცილებდა. არც უნდოდა. დანარჩენები
ოთახიდან გაქრნენ. ეგონა გრძნეული მხოლოდ მას ელაპარაკე-
ბოდა და ლოგენს ერთადერთი რამ სურდა – ქალს საუბარი არა-
სოდეს შეეწყვიტა...
მაგრამ ბაიაზმა მხოლოდ გადაიხარხარა:
– წარმოგიდგენია? ნამდვილი გრძნეული, თან ოქროს ხმით!
რა საოცარია! დიდი ხანია ასეთი არაფერი მომისმენია, მაგრამ
ეგ აქ არ გიშველის, – ლოგენმა თავი გააქნია, გონს მოეგო და
სიძულვილი მთელი სიმწვავით და დამაჯერებლობით დაუბრუნ-
და, – ერთი მითხარი, გრძნეული რომ გახდე, რამე უნდა ისწავ-
ლო? თუ საქმე მხოლოდ ძვირფასი სამკაულები და სახის მოხატ-
ვაა? – კაურიბს თვალები ავბედითად დაუწვრილდა და საშიშ
ცისფერ ნაპრალებად ექცა, მაგრამ მაგთა შორის უპირველესმა
საუბრის საშუალება არ მისცა, – თან ჩრდილოეთის ყველაზე
შორეული ადგილებიდანო, წარმოგიდგენიათ? – ბაიაზს ოდნავ
გააჟრჟოლა, – იქ ამ დროს ალბათ საშინლად ცივა. სიცივისგან
კი ძუძუსთავები ძალიან მაგრდება, ხომ ასეა? მაშ, აქ გასათბო-
ბად მოხვედი თუ სხვა მიზეზიც გაქვს?
– იქ მივდივარ, სადაც ჩემი მეფე მიბრძანებს, – წაისისინა
ქალმა და წვეტიანი ნიკაპი კიდევ უფრო მაღლა ასწია.
– შენი მეფე? – გაიმეორა ბაიაზმა და ოთახს თვალი ისე მო-
ავლო, თითქოს ვიღაც კუთხეში დამალულს ეძებსო.

223 მკითხველთა ლიგა


– მამაჩემია ჩრდილოეთის მეფე! – დაიღრიალა სკეილმა და
ლოგენს გესლიანად გახედა, – შენ კი, სისხლიანო ცხრა, მის წი-
ნაშე უნდა იჩოქებდე! – შემდეგ დამცინავი და თავხედური მზერა
ბაიაზზე გადაიტანა, – ისევე, როგორც შენ, ბებერო!
მაგებს შორის უპირველესმა ხელები ბოდიშის მოხდით
გაასავსავა.
– ოჰ, ვშიშობ, მუხლს ვერავის წინაშე მოვიდრეკ. ამისთვის
მეტისმეტად მოხუცი ვარ. სახსრები არ მომცემს საშუალებას,
ხომ ხვდები.
იატაკმა სკეილის ჩექმებქვეშ ზანზარი დაიწყო, როცა გოლი-
ათმა შეიკურთხა და წინ დაიძრა, მაგრამ მამამისმა მკლავში ხე-
ლი რბილად წაავლო:
– კარგი, შვილო ჩემო, მუხლებზე დგომის აუცილებლობას
ვერ ვხედავ, – ახლადდადებული თოვლივით ცივი და თანაბარი
ტონით უთხრა, – ერთმანეთთან კინკლაობა არ გვეკადრება. გა-
ნა ჩვენი მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა? მშვიდობა! მშვიდობა
ჩრდილოეთში! აქ მხოლოდ იმისთვის მოვედი, რომ შენი სიბ-
რძნე გამიზიარო, ბაიაზ, როგორც ამას წარსულში აკეთებდი.
ძველი მეგობრისთვის დახმარების თხოვნა, რა, დანაშაულია? –
ასეთი გულწრფელი, კეთილგონიერი და დამაჯერებელი არასო-
დეს არავინ ყოფილა. მაგრამ ლოგენი ბეთოდს კარგად იცნობ-
და.
– კი მაგრამ, ჩრდილოეთში ხომ ისედაც მშვიდობა გვაქვს? –
ბაიაზი სავარძელში გადაწვა, თითები ერთმანეთს გადააჭდო, –
განა ყველა შუღლი არ დასრულდა? ხომ გაიმარჯვე? განა ყვე-
ლაფერი არ მიიღე, რაც გინდოდა? და კიდევ უფრო მეტიც?
ჩრდილოეთის მეფე, ჰა? მე რაღა შემიძლია შემოგთავაზო?
– გეგმებს მხოლოდ მეგობრებს ვუზიარებ, ბაიაზ. შენ კი ბო-
ლო ხანებში ჩემთან აღარ მეგობრობ. ჩემი არც ერთი შიკრიკი
არ მიიღე, ჩემი შვილიც კი. ჩემს მოსისხლე მტრებს კი კარგად
224 მკითხველთა ლიგა
უმასპინძლდები, – ლოგენს პირქუშად გახედა და ტუჩი ზიზღით
მოეღრიცა, – იცი მაინც, საქმეს ვისთან იჭერ? სისხლიან ცხრას-
თან? ის ხომ ნამდვილი ცხოველია! ლაჩარი! ფიცის გამტეხი!
ასეთ საზოგადოებაში ყოფნა გირჩევნია?
ბეთოდი ისევ მეგობრული ღიმილით მიუბრუნდა ბაიაზს, მაგ-
რამ მის სიტყვებში მუქარა მკაფიოდ გაისმა:
– ვშიშობ, მოვიდა დრო გადაწყვიტო, ჩემთან ხარ თუ ჩემ წი-
ნააღმდეგ. აქ შუალედი არ არსებობს. ან ჩემი მომავლის ნაწილი
იქნები, ან წარსულის რელიკვიად იქცევი. შენი ასარჩევია, ჩემო
მეგობარო, – ლოგენს ადრეც უნახავს, როგორ სთავაზობდა ბე-
თოდი სხვებს ასეთ არჩევანს. ზოგი ემორჩილებოდა. დანარჩე-
ნები უკვე მიწაში იწვნენ.
მაგრამ ბაიაზი ისეთი კაცი არ ჩანდა, რომელისთვისაც შეიძ-
ლებოდა პასუხის გაცემა დაგეჩქარებინა.
– ნეტა რომელი ავირჩიო? – წინ ნელა გადაიხარა და მაგიდი-
დან ჩიბუხი აიღო, – მომავალი თუ წარსული? – ბუხართან
მიისეირნა, სტუმრებს ზურგი აქცია, ცეცხლთან ჩაიცუცქა,
ცხაურიდან ჯოხი გამოიღო, ჩიბუხთან მიიტანა და ნელა მოქაჩა.
თითქოს საუკუნე გავიდა, სანამ ამ ოხერ ნივთს ცეცხლი მოეკი-
დებოდა, – შენთან თუ შენ წინააღმდეგ? – ბაიაზი სავარძელს
დაუბრუნდა, თან ხმამაღლა მსჯელობდა.
– აბა? – პასუხი მოითხოვა ბეთოდმა.
ბაიაზმა ჭერს ახედა და წვრილი ყვითელი ბოლი გამოუშვა.
კაურიბი ძველ მაგს სუსხიანი ზიზღით ათვალიერებდა, სკეილი
მოუთმენლად ტოკავდა, ბეთოდი ოდნავ მოჭუტული თვალებით
იცდიდა. ბოლოს, როგორც იქნა, ბაიაზმა ღრმად ამოისუნთქა და
თქვა:
– ძალიან კარგი. შენთან ვარ.
ბეთოდმა ფართოდ გაიღიმა და ლოგენმა საშინელი იმედგაც-
რუების შეტევა იგრძნო. მაგებს შორის უპირველესისგან გაცი-
225 მკითხველთა ლიგა
ლებით მეტს მოელოდა. რა სულელია! ამ ოხერ იმედს რით ვერ
გადაეჩვია?
– კარგი, – ჩაილაპარაკა ჩრდილოეთის მეფემ, – ვიცოდი,
რომ საბოლოოდ ჩემს ხედვას გაიზიარებდი, – ტუჩები ნელა
მოილოკა, იმ მშიერი კაცივით გემრიელ საჭმელს რომ უყურებს,
– ანგლანდში შეჭრას ვგეგმავ.
ბაიაზმა წარბი ასწია, ახითხითდა, შემდეგ ახარხარდა და მა-
გიდაზე მუშტები დააბრაგუნა:
– ოჰ, რა მშვენიერია! არა, არა, ნამდვილად მშვენიერია! მიხ-
ვდი, რომ შენს სამეფოს მშვიდობა არ უხდება, ჰა, ბეთოდ? კლა-
ნები ვერაფრით დაამეგობრე, ხომ ასეა? ერთმანეთი ძველებუ-
რად ეზიზღებათ, და შენც ეზიზღები, ხომ მართალი ვარ?
– ჰოო, – გაიღიმა ბეთოდმა, – ნამდვილად ჯიუტები არიან.
– თავს დავდებ, რომ არიან! მაგრამ თუ კავშირთან საომრად
გაგზავნი, მყისვე ერთმანეთს გვერდში ამოუდგებიან, ხომ ასეა?
საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანება ნამდვილად მოუწევთ.
და თუ გაიმარჯვე? ადამიანად იქცევი, რომელმაც შეუძლებელი
შეძლო! ადამიანად, რომელმაც ჩრდილოეთიდან ეს წყეული
სამხრეთელები გაყარა! შეგიყვარებენ, ან შენი უფრო შეეშინდე-
ბათ! თუ წააგე – რას ვიზამთ, ყოველ შემთხვევაში, კლანებს ცო-
ტა ხნით მაინც დააშოშმინებ და საკუთარი მიზნებისთვის გა-
მოიყენებ. ახლა გამახსენდა, რატომ მომწონდი! ბრწყინვალე
გეგმაა!
ბეთოდი საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილი ჩანდა:
– რასაკვირველია. ოღონდ არ წავაგებთ. კავშირი სუსტი,
ქედმაღალი, მოუმზადებელია. შენი დახმარებით...
– ჩემი დახმარებით? – შეაწყვეტინა ბაიაზმა, – ძალიან ჩქა-
რობ დასკვნის გამოტანას.
– მაგრამ შენ ხომ...
– აჰ, ეგ? – მაგმა მხრები აიჩეჩა, – მატყუარა ვარ.
226 მკითხველთა ლიგა
ბაიაზმა ჩიბუხი პირთან მიიტანა. ოთახში გაოგნებული სიჩუ-
მე ჩამოვარდა. ბეთოდს თვალები დაუწვრილდა, კაურიბს კი
გაუფართოვდა. სკეილს დაბნეულობისგან შუბლი ნაოჭებით
დაეფარა. ლოგენს სახეზე ნელ-ნელა ღიმილი დაუბრუნდა.
– მატყუარა? – წაისისინა გრძნეულმა, – გაცილებით უარესი
ხარ! – მისი ხმა ისევ მღეროდა, მაგრამ ახლა სულ სხვა სიმღე-
რას – მკაცრს, განმგმირავს, მომაკვდინებლად ბასრს, – ბებე-
რო მატლო! ამ კედლებში, მსახურებსა და წიგნებში იმალები!
შენი დრო დიდი ხანია წავიდა, ბრიყვო! სიტყვებისა და მტვერის
გარდა აღარაფერი შეგრჩა! – მაგთა შორის უპირველესმა ტუჩე-
ბი მშვიდად მოკუმა და ბოლი გამოუშვა, – მხოლოდ სიტყვები
და მტვერი, ბებერო მატლო! ეგ არაფერი, ვნახოთ, შენს ბიბ-
ლიოთეკაში კიდევ დავბრუნდებით! – ჯადოქარმა ჩიბუხი, რომე-
ლიც ცოტათი ისევ ბოლავდა, მაგიდაზე ფრთხილად დადო, – აქ
დავბრუნდებით, ამ კედლებს დავანგრევთ, შენს მსახურებს ავკუ-
წავთ, წიგნებს დავწვავთ! ჩვენ...
– სიჩუმე, – ამჯერად ბაიაზი მოიქუფრა, უფრო მეტად, ვიდრე
რამდენიმე დღის წინ კალდერთან ეზოში საუბრისას. ლოგენს
ისევ უკან დახევა მოუნდა, და ამჯერად გაცილებით ძლიერად.
უცებ მიხვდა, რომ თვალებს ოთახში აცეცებდა სამალავის სა-
პოვნელად. კაურიბის ტუჩები ისევ მოძრაობდა, მაგრამ პირიდან
მხოლოდ უაზრო ჩხავილი ამოსდიოდა.
– მაშ, ჩემს კედლებს დაანგრევთ? – ჩაილაპარაკა ბაიაზმა.
ნაცრისფერი წარბები ერთად შეჰყარა, ცხვირის ზემოთ კანი
ღრმა, მკაცრმა ნაოჭებმა დაუსერა.
– ამბობ, მსახურებს მოგიკლავთო? – ჰკითხა ბაიაზმა. უეც-
რად ოთახში საშინლად აცივდა, მიუხედავად იმისა, რომ ბუხარ-
ში ცეცხლი გიზგიზებდა.
– ესე იგი წიგნებს დამიწვავთ, ხომ? – დასჭექა ბაიაზმა, – მე-
ტისმეტად ბევრს ლაყბობ, კუდიანო! – კაურიბს მუხლები მოეკ-
227 მკითხველთა ლიგა
ვეთა. კედელზე ნელა ჩამოცურდა, თეთრი ხელით კარის ჩარ-
ჩოს ებღაუჭებოდა, ჯაჭვები და სამაჯურები ერთად აჟღარუნ-
დნენ.
– მხოლოდ სიტყვები და მტვერი ვარ? – ბაიაზმა მაღლა ოთხი
თითი ასწია, – ჩემგან ოთხი ძღვენი მიიღე, ბეთოდ: ზამთარში
მზე, ზაფხულში ქარიშხალი და კიდევ ორი რამ, რასაც ვერასო-
დეს მიაღწევდი, რომ არა ჩემი ხელოვნება. სამაგიეროდ რა და-
მიბრუნე? ეს ტბა და ხეობა, რომლებიც ისედაც ჩემი იყო, მეტი
არაფერი! – ბეთოდმა თვალები ლოგენს მიანათა, მაგრამ იმ-
წამსვე მოაცილა.
– პირიქით, შენ გმართებს ჩემი. მაგრამ მაინც შიკრიკებს მიგ-
ზავნი, მოთხოვნებს მიყენებ და ახლა ბრძანებების მოცემასაც
ბედავ? ასეთი მანერები საშინლად არ მომწონს.
როგორც იქნა სკეილი მიხვდა, რა ხდებოდა და აღშფოთების-
გან თვალები კინაღამ ბუდეებიდან გადმოუცვივდა:
– მანერები? მეფეს მანერები რაში სჭირდება? მეფე იმას
იღებს, რაც უნდა! – და მაგიდისკენ მძიმე ნაბიჯი გადადგა.
სკეილი საოცრად დიდი და ულმობელი იყო, დაცემული ადა-
მიანის ჩასაქოლად უკეთესს ვერავის ნახავდი. მაგრამ ლოგენი
ჯერ არ დაცემულიყო და ამას არც აპირებდა. ამ გაბღენძილი სუ-
ლელის ტრაბახი ყელში ამოუვიდა. ნაბიჯი წინ გადადგა და სკე-
ილს გზაზე გადაეღობა, ხელი მახვილის ვადაზე ედო:
– საკმარისია!
პრინცმა ლოგენი გადმოკარკლული თვალებით თავიდან ფე-
ხებამდე ჩაათვალიერა, ხორციანი მუშტი ასწია, თითები ისე მო-
მუჭა, სახსრები გაუთეთრდა.
– ნუ მიწვევ, ცხრათითა, შე უბედურო გოშია! შენი დრო დიდი
ხანია წარსულს ჩაბარდა! კვერცხის ნაჭუჭივით დაგლეწავ!

228 მკითხველთა ლიგა


– შეგიძლია სცადო, მაგრამ ამის უფლებას არ მოგცემ. იცი,
რა შემიძლია. კიდევ ერთი ნაბიჯი და ვერ გადამირჩები, გაბერი-
ლო ღორო.
– სკეილ! – დაიყეფა ბეთოდმა, – აქ აღარაფერი გვესაქმება,
ყველაფერი გასაგებია. მივდივართ, – გასიებულმა პრინცმა კბი-
ლი კბილს დააჭირა, უზარმაზარი ხელები გვერდზე გაიქნია.
ლოგენს განრისხებული მისჩერებოდა და მის მზერაში ყველაზე
მხეცური სიძულვილი გამოსჭვიოდა, რაც კი შეიძლება ადამიან-
მა წარმოიდგინოს. შემდეგ გესლიანად ჩაიცინა და ნელ-ნელა
უკან დაიხია.
ბაიაზი წინ გადაიხარა:
– ამბობდი, ჩრდილოეთს მშვიდობას მოვუტანო, ბეთოდ, შენ
კი რა გააკეთე? ომს ომზე იწყებ! შენი სიამაყისა და სისასტიკის
წყალობით ქვეყანა სისხლისგან იცლება! ჩრდილოეთის მეფე?
ჰა! დახმარების ღირსი არ ხარ! არადა შენზე რამხელა იმედებს
ვამყარებდი!
ბეთოდი მოიღუშა, თვალები შუბლზე გაკეთებული მარგალი-
ტივით გაუცივდა: – გადამიმტერე, ბაიაზ. მე კი ძალიან სახიფა-
თო მტერი ვარ. ყველაზე საშიში. მოვა დრო და ინანებ, რაც
დღეს გააკეთე, – შემდეგ ზიზღით სავსე მზერა ლოგენს მიაპყრო,
– შენ კი ლოგენ ცხრათითა, ჩემგან შეწყალებას აღარ ელოდო!
ამიერიდან უკლებლივ ყველა ჩრდილოელი შენი მტერია! სადაც
უნდა წახვიდე შეგიზიზღებენ, შენზე ინადირებენ, დაგწყევლიან!
ამაზე პირადად ვიზრუნებ!
ლოგენმა მხრები აიჩეჩა. ახალი არაფერი მომხდარა. ბაიაზი
სავარძლიდან წამოდგა:
– სათქმელი უკვე თქვი. ახლა შენს კუდიანს ხელი მოკიდე და
აქედან გაეთრიეთ!
ოთახიდან პირველი კაურიბი გავიდა, ბორძიკებდა და ჯერ
კიდევ ქოშინებდა. სკეილმა ლოგენს მუქარით სავსე მზერა უკა-
229 მკითხველთა ლიგა
ნასკნელადაც ესროლა, შემდეგ შეტრიალდა და გააბოტა. ეგ-
რეთ წოდებულმა ჩრდილოეთის მეფემ ოთახი უკანასკნელმა
დატოვა. თავს ნელა აქნევდა და თვალებში საშინელი მრისხანე-
ბა ენთო. როცა მათი ნაბიჯების ხმა მიწყდა, ლოგენმა ღრმად
ჩაისუნთქა, მხრებში გაიმართა და მახვილის ვადიდან ხელი
აიღო.
– ესეც ასე, – თქვა ბაიაზმა მხიარულად, – ყველაფერმა კარ-
გად ჩაიარა.

230 მკითხველთა ლიგა


გზა ორ კბილის ექიმს შორის
შუაღამე უკვე გალეულიყო და გრძელ ხეივანს სიბნელე ეხ-
ვია. სიბნელე და აყროლებული ჰაერი. აქ, დოკებში, ყოველთვის
მყრალი სუნი იდგა – დამყაყებული მარილიანი წყლის, აყრო-
ლებული თევზის, კუპრისა და ცხენის განავლის. რამდენიმე სა-
ათში ეს ქუჩა ხმაურითა და ფუსფუსით აივსებოდა: ხელოსნები
აყვირდებოდნენ, მზიდავები ტვირთს გინებით წაათრევდნენ,
ვაჭრებიც აქეთ-იქით ირბენდნენ, ტალახიან რიყის ქვებზე ასო-
ბით ურიკა და ოთხთვალა იგორებდა. აქაურობას თავს ხალხის
უსასრულო ტალღა დაატყდებოდა: ზოგი გემზე ასასვლელად იჩ-
ქარებდა, ზოგიც გემიდან ჩამოსვლისთვის, დოკებს ადამიანები
ქვეყნიერების ყველა ნაწილიდან მოაწყდებოდნენ, მზის ქვეშ
სიტყვებს ყველა ენაზე გაიგონებდა კაცი. მაგრამ ღამე აქ სიწყნა-
რე გამეფებულიყო. სიწყნარე და სიჩუმე.
„სიჩუმე როგორც სასაფლაოზე, სუნი კიდევ უფრო უარესია“.
– აქ არის, – სევერარდი ვიწრო ქუჩის ჩიხისკენ გაემართა,
რომელიც ორ ჩაბნელებულ საწყობს შუაში მოექცია.
– ძალიან გაგაწვალათ? – გლოკტა შეგირდს ტკივილის მომ-
გვრელი კოჭლობით მიჰყვებოდა.
– თითქმის არა, – სევერარდმა ნიღაბი გაისწორა, ჰაერი
უკეთ რომ შესულიყო. „ალბათ ძალიან მოუხერხებელია, გამუდ-
მებით ოფლი და ჰაერი ილექება, შიგნით მთლიანად ჩახუთული
იქნება. გასაკვირი არაა, ყველა შეგირდს რომ ცუდი ხასიათი
აქვს“, – უფრო რიუსის მატრასი – მთლიანად დანით აკუწა. შემ-
დეგ ფროსტმა თავში ჩასცხო. საინტერესო რამეა: როცა ეგ ბიჭი
ვინმეს თავში წამოარტყამს, ყველა პრობლემა უკვალოდ ქრება.
– თვითონ რიუსი?

231 მკითხველთა ლიგა


– ჯერჯერობით ცოცხალია, – სევერარდის ლამპის შუქი დამ-
პალი ნაგვის გროვას დაეცა. გლოკტას ვირთხების წრიპინი მო-
ესმა, რომლებიც იქაურობას სწრაფად გაეცალნენ.
– ყველა საჭირო ყრუ ჩიხი იცი, ხომ ასეა, სევერარდ?
– ფულს ხომ მაგაში მიხდით, ინკვიზიტორო, – ბინძური შავი
ჩექმა ტალახში დაუდევრად ჩაატყაპუნა. გლოკტამ ფრთხილად
შემოვლა ამჯობინა, თავისუფალი ხელით პალტოს კალთები
მაღლა ასწია, – აქვე გავიზარდე, – განაგრძო შეგირდმა, – აქ
ხალხი შეკითხვებს არ სვამს.
– ჩვენ გარდა. „ჩვენ შეკითხვები ყოველთვის გვაქვს“.
– ასეა, – სევერარდმა მოგუდულად ჩაიხითხითა, – ჩვენ ხომ
ინკვიზიციას წარმოვადგენთ, – ლამპამ დაჭეჭყილ რკინის ჭიშ-
კარს და მაღალ კედელს მიანათა, რომლის ზედა ნაწილიც და-
ჟანგული წვეტებით იყო მოფენილი, – აქ არის.
„შორიდან თუ ვიმსჯელებთ, მართლაც შესაფერისი ადგილი-
ა“.
ეტყობოდა, ჭიშკრით მაინცდამაინც ხშირად არ სარგებლობ-
დნენ: როცა შეგირდმა საკეტი გახსნა და კარი გამოაღო, ყავის-
ფერი ანჯამები პროტესტის ნიშნად აწრიპინდა. გლოკტამ მიწა-
ზე, ორმოში დაგროვებულ გუბეს ფრთხილად გადააბიჯა და
შეიგინა, რადგან ბინძურმა წყალმა პალტოს კალთები მაინც და-
უსველა.
ანჯამები ისევ ახმაურდა, როცა სევერარდმა მძიმე ჭიშკარი
ჯაჯგურით დახურა. შუბლი დაძაბულობისგან დაეღარა. შემდეგ
ლამპას სარქველი მოხსნა და ნაგვით, სარეველებითა და შეშის
ნაჭრებით მოფენილი ფართო ეზო გაანათა.
– აი, ჩვენც მოვედით, – გამოაცხადა სევერარდმა.
ეს შენობა ალბათ ოდესღაც თავისებურად დიდებული უნდა
ყოფილიყო. „ეს ფანჯრები რამდენი დაუჯდებოდა პატრონს? და
ეს დეკორატიული ქვაფენილი? მნახველები შენობის მფლობე-
232 მკითხველთა ლიგა
ლის სიმდიდრით თუ არა, მისი გემოვნებით მაინც უნდა დარჩე-
ნილიყვნენ აღფრთოვანებულები“. მაგრამ ეს ყველაფერი წარ-
სულს ჩაბარებოდა. ახლა ფანჯრები ლპობაშეპარული ფიცრე-
ბით აეჭედათ, დეკორატიული ქვაფენილი ხავსსა და სკინტლში
ჩამარხულიყო. სვეტებზე შემოხვეულ მწვანე მარმარილოს
თხელ ფენას ბზარები ეტყობოდა, ზოგან საერთოდ ჩამოტეხი-
ლიყო და დამპალ ბათქაშს აშიშვლებდა. ყველაფერი იფშვნებო-
და, იმტვრეოდა და ლპებოდა. ყველგან ფასადის ჩამომ-
ტვრეული ნაწილები ეყარა და ეზოს მაღალ კედლებზე გრძელ
ჩრდილებს ხატავდა. დამსხვრეული ქერუბიმის თავის ნახევარი
კოჭლობით მიმავალ გლოკტას მწუხარედ მისჩერებოდა.
წყალთან ახლომდებარე ნესტიანი სარდაფის ან რამე საწყო-
ბის ნახვას უფრო ელოდა.
– ეს რა ადგილია? – იკითხა, თან ნახევრადგახრწნილ სასახ-
ლეს ათვალიერებდა.
– წლების წინ ვიღაც ვაჭარმა ააგო, – სევერარდმა დამ-
ტვრეული ქანდაკების ნატეხი გზიდან ფეხით მოიცილა და ისიც
ხმაურით გაუჩინარდა სიბნელეში, – მდიდარმა კაცმა, ძალიან
მდიდარმა – საკუთარ საწყობებსა და ნავსადგურთან ახლოს
ცხოვრება სურდა, საქმეებისთვის თვალყური უკეთ რომ ედევნე-
ბინა, – შეგირდი ჩამომტვრეულ, ხავსმოდებულ საფეხურებზე
ავიდა და უზარმაზარ, ჩამოფლეთილ მთავარ შესასვლელ კარ-
თან გაჩერდა, – ეგონა იდეა გაამართლებდა, მაგრამ ეს როგორ
მოხდებოდა? აქ ცხოვრებას ვინ მოინდომებდა თუ იძულებული
არ გახდებოდა? შემდეგ მთელი ფული დაკარგა, როგორც ვაჭ-
რებს ჩვეულებრივ ემართებათ ხოლმე. მევალეებს მყიდველის
საპოვნელად ბევრი ოფლისღვრა მოუწიათ.
გლოკტა დალეწილ, გვერდზე გადახრილ შადრევანს უყურებ-
და, რომელიც დამდგარ წყალს ნახევრამდე გაევსო:
– გასაკვირი არაა.
233 მკითხველთა ლიგა
სევერარდის ლამპა მღვიმესავით შესასვლელის უზარმაზარ
სივრცეს ძლივს ანათებდა. წინ, წყვდიადში, ორი უშველებელი,
ციცაბო კიბე დალანდეს. მეორე სართულზე კედლებს განიერი
აივანი მიუყვებოდა, მაგრამ მისი უდიდესი ნაწილი განადგურე-
ბულიყო და იატაკი ფიცრების ლპობას ჩაეტეხა, ერთ-ერთი კიბე
პირდაპირ ჰაერში წყდებოდა. ნესტიანი იატაკი ჩამოტეხილი
ბათქაშით, სახურავიდან ჩამოცვენილი კრამიტით, ფიქლის დამ-
სხვრეული ნატეხებით და ჩიტების სკინტლით იყო დაფარული.
სახურავს ზოგან პირი დაეფჩინა და ნაპრალებიდან ღამის ცა იჭ-
ვრიტებოდა. გლოკტას სართულების ბნელი ნივნივებიდან (ნივ-
ნივა – ერთი იმ ორ (ან მეტ) ძელთაგანი, რომლებიც თითო ბო-
ლოთი ერთმანეთთან არიან შეერთებული, ხოლო მეორე ბო-
ლოებით შენობას ეყრდნობიან და ქმნიან სახურავის ჩონჩხს)
მტრედების მოგუდული ღუღუნი ესმოდა, სადღაც შორიახლო
წყალი წვეთავდა.
„რა ადგილია! – გლოკტამ ღიმილი შეიკავა, – რაღაცით სა-
კუთარ თავს მაგონებს. ოდესღაც ორივე დიდებულები ვიყავით
და საუკეთესო დღეები ორივემ ზურგს უკან მოვიტოვეთ“.
– საკმარისი ადგილია, რას იტყვით? – ჰკითხა სევერარდმა,
მონგრეული შესასვლელისკენ გზას გატეხილი კიბის ქვეშ, ნა-
გავში მიიკვლევდა, მოძრაობისას მისი ლამპა უცნაურ, დაღრე-
ცილ ჩრდილებს ხატავდა.
– ალბათ, თუ რა თქმა უნდა, ხელში ათას ტყვეზე მეტი არ ჩაგ-
ვივარდა, – გლოკტა შეგირდს ფრატუნით მისდევდა, ხელჯოხს
მძიმედ ეყრდნობოდა, შლამიან იატაკზე შეშინებული მიაბიჯებ-
და. „ნამდვილად მოვსრიალდები და ჩიტის განავალში ტრაკით
მოვჯდები, კარგი ოინი კი იქნება!“
თაღმა დანგრეულ დერეფანში გაიყვანა, დამპალ, ჩამოფხრე-
წილ კედლებში ნესტიანი აგურები მოშიშვლებულიყო. ორივე
მხარეს ჩაბნელებული გასასვლელები მოჩანდა. „სუსტი ნერვე-
234 მკითხველთა ლიგა
ბის მქონე ადამიანს ასეთი ადგილი ძალიან შეაშინებს: ლამპის
შუქს მიღმა ჩაბნელებული ოთახები უსიამოვნო ფანტაზიებს
დაუხატავს, წყვდიადში მომხდარ საშინელ საქმეებს წარმოადგე-
ნინებს“. სევერარდს გახედა, რომელიც წინ უდარდელად
მიიწევდა, მისი ნიღბიდან კი ძლივსგასაგონი სტვენა აღწევდა.
ინკვიზიტორი მოიღუშა. „მაგრამ ჩვენ მყარი ნერვები გვაქვს. შე-
საძლოა, თავად ვართ ის უსიამოვნო ფანტაზიები და იმ საშინელ
საქმეებსაც ჩვენ ჩავდივართ“.
– რამდენად დიდია ეს ადგილი? – იკითხა გლოკტამ და კოჭ-
ლობა განაგრძო.
– ოცდათხუთმეტი ოთახი, მსახურების საცხოვრებლებს თუ
არ ჩავთვლით.
– ნამდვილი სასახლეა! ჯანდაბა, როგორ მიაგენი?
– ხანდახან, ღამღამობით აქ მეძინა ხოლმე. დედის სიკვდი-
ლის შემდეგ. აქ შემოსასვლელ გზას მივაგენი. მაშინ სახურავი
ჯერ თითქმის მთელი იყო და დასაძინებლად საკმაოდ მშრალი
ადგილი გახლდათ. მშრალი და უსაფრთხო. ასე თუ ისე. „რა მძი-
მე ცხოვრება გამოგივლია! მკვლელობა და ჯალათობა ნამდვი-
ლად წინ გადადგმული ნაბიჯია, ხომ ასეა? გასამართლებელ მი-
ზეზს ყველა პოულობს, და რაც უფრო ვერაგია ადამიანი, მისი
ისტორიაც უფრო გულის ამაჩუყებელი ხდება. საინტერესოა, ჩე-
მი ისტორია როგორია?“
– როგორც ყოველთვის, ძალიან მოხერხებული ხარ, ხომ
ასეა, სევერარდ?
– ფულს მაგაში მიხდით, ინკვიზიტორო.
წინ დიდი სივრცე გადაეშალათ: მისაღები, სამუშაო კაბინეტი,
ან იქნებ სულაც საცეკვაო დარბაზი – ფართი ამისთვისაც საკმა-
რისი იყო. დაობებული კედლებიდან ერთ დროს საუცხოო, ახლა
კი ჩამოცვენილი მოოქრული პანელები ჩამოზნექილიყო. ერთ-
ერთთან, რომელიც კედელზე თავს ჯერ კიდევ იმაგრებდა, სევე-
235 მკითხველთა ლიგა
რარდი მივიდა და ხელი მაგრად უბიძგა. გაისმა ჩუმი ტკაცუნი,
პანელი გაიღო და ბნელი თაღისებრი გასასვლელი გამოაჩინა.
„დამალული კარი? რა მშვენიერია! რა საზარელი! და რა
დროული!“
– ეს ადგილი მოულოდნელობებითაა სავსე, შენსავით, – უთ-
ხრა გლოკტამ და გასასვლელისკენ მტკივნეულად წალასლას-
და.
– და ვერ დაიჯერებთ, რამდენი დამიჯდა.
– ჩვენ რა, ეს სახლი ვიყიდეთ?
– ოოჰ, არა. მე ვიყიდე. რიუსის ფულით. ახლა კი თქვენ მო-
გაქირავებთ, – სევერარდს ლამპის შუქზე თვალები აუციმციმდა,
– ნამდვილი ოქროს საბადოა!
– ჰა-ჰა! – გადაიხარხარა გლოკტამ და საფეხურებზე ფრთხი-
ლად დაეშვა. „ყველაფერთან ერთად ბიზნესშიც მარჯვე ყოფი-
ლა! შეიძლება ოდესმე არქილექტორ სევერარდთან მუშაობამაც
კი მომიწიოს. უფრო უცნაური რამეებიც მომხდარა“. საფეხურებ-
ზე კიბორჩხალასავით გვერდულად ჩამავალ გლოკტას წყვდი-
ადში თავისივე ჩრდილი მიუძღოდა. დახმარების საპოვნელად
მარჯვენა ხელს უსწორმასწორო ქვის ბლოკების ნაპრალებს
უფათურებდა.
– სარდაფები მიწაში მრავალი მილით ქვემოთ ჩადის, – უკან
სევერარდი ბურტყუნებდა, – საკუთარი გასასვლელები გვაქვს
არხებზე, კანალიზაციის მილებზეც, თუ, რა თქმა უნდა, გაინტე-
რესებთ, – მარცხნივ ბნელ ნაპრალს ჩაუარეს, შემდეგ მარჯვნივ
მეორეს, ნელ-ნელა ჩადიოდნენ სიღრმეში, – ფროსტი მეუბნება,
აქედან აგრიონტამდეც ისე მიაღწევ, ზედაპირზე ერთხელაც არ
ამოხვალო.
– ეგ გამოგვადგება.
– ჰო, ალბათ. სიმყრალეს თუ გავუძლებთ.
სევერარდის ლამპამ მძიმე, ოდნავ შეღებული კარი იპოვა.
236 მკითხველთა ლიგა
– აი, სახლში დავბრუნდით, – თქვა და კარზე ოთხჯერ სწრა-
ფად დააკაკუნა. ცოტა ხნის შემდეგ სარკმლიდან შეგირდი
ფროსტის ნიღბიანი სახე გამოჩნდა, – მხოლოდ ჩვენ ვართ, –
ალბინოსის თვალებში სითბოს ან მისალმების არავითარი ნი-
შანწყალი არ გამოჩენილა.
„თუმცა არც არასდროს ჩანს“.
მძიმე ძელები გასრიალდა და კარი წყნარად გაიღო.
ოთახში მაგიდა და სკამი იდგა, კედელზე ახალი ჩირაღდნები
ეკიდა, მაგრამ არ ენთო.
„ჩვენი პატარა ლამპის გამოჩენამდე აქ უკუნი სიბნელე იქნე-
ბოდა“. გლოკტამ ალბინოსს გახედა და ჰკითხა:
– შენ რა, სიბნელეში იჯექი? – ვეებერთელა შეგირდმა მხრე-
ბი აიჩეჩა და გლოკტამ თავი გააქნია, – ხანდახან შენზე ვღელავ,
შეგირდო ფროსტ. მართლა ძალიან ვღელავ.
– ის აქვეა, – თქვა სევერარდმა და დერეფანს გაუყვა. მისი
ქუსლების კაკუნი ქვის ფილებზე ექოს გამოსცემდა. ოდესღაც ეს
ადგილი მარანი იქნებოდა: ორივე მხარეს კასრების შესანახი
გისოსებიანი საკნები მოჩანდა.
– გლოკტა! – სალემ რიუსი გისოსებს თითებით ჩაჰფრენოდა
და მათ შორის სახე მიეჭყლიტა.
გლოკტა კამერის წინ შედგა და მფეთქავი ფეხი დაასვენა.
– რიუს, როგორ ხარ? არ მეგონა, ასე მალე თუ გნახავდი, –
უკვე ჩამომხმარიყო, კანი ჩამოჰკიდებოდა და გაფერმკრთალე-
ბოდა. მიმქრალი ჩალურჯებული ჭრილობები ჯერ კიდევ ეტყო-
ბოდა. „კარგად ვერ გამოიყურება, ნამდვილად ვერა“.
– გლოკტა, რა ხდება? გთხოვ მითხარი, აქ რატომ ვარ?
„რა დაშავდება, რომ ავუხსნა?“
– როგორც ჩანს, არქილექტორის აზრით ჯერ კიდევ შეგიძ-
ლია სარგებლობის მოტანა. უნდა რომ ჩვენება მისცე, – გლოკ-

237 მკითხველთა ლიგა


ტა გისოსებისკენ გადაიხარა და წაიჩურჩულა, – ღია საბჭოს წი-
ნაშე.
რიუსი კიდევ უფრო გაფითრდა:
– შემდეგ რა მოხდება?
– ვნახავთ. „ანგლანდი, რიუს, ანგლანდი“.
– და რომ არ დავთანხმდე?
– არქილექტორს არ დაემორჩილო? – გლოკტამ ჩაიცინა, –
არა, არა, არა, რიუს. ასეთ სისულელეს ნამდვილად არ იზამ, –
შებრუნდა და სევერარდს კოჭლობით მიჰყვა.
– ყველაფრის გულისთვის! აქ სიბნელეა!
– არა უშავს, თანდათან მიეჩვევი, – გასძახა გლოკტამ მხარს
უკან. „პირდაპირ საოცარია, რას არ ეჩვევა ადამიანი“.
უკანასკნელ კამერაში მათი ბოლო ტყვე იყო დამწყვდეული.
კედელში ჩასმულ საბჯენზე ჯაჭვით დაებათ, გაეშიშვლებინათ
და, რა თქმა უნდა, თავზე ტომარა ჩამოეცვათ. დაბალი და ჩას-
კვნილი იყო, ოდნავ პუტკუნა, მუხლები ახლახან გადატყავებო-
და – ეჭვგარეშეა, მაშინ დაიზიანა, როცა ქვის უხეშ იატაკზე მო-
ისროლეს.
– მაშ, ეს არის ჩვენი მკვლელი? – გლოკტას ხმის გაგონებაზე
კაცი მუხლებზე წამოიმართა და წინ გადაქანდა, მაგრამ ჯაჭვები
დაიჭიმა. სისხლს ტომრიდან გამოეჟონა, იქვე შემხმარიყო და
ტილოზე ყავისფერი ლაქა დაეტოვებინა.
– ფრიად უსიამოვნო პერსონაჟია, – შენიშნა სევერარდმა, –
თუმცა, ახლა, დიდად საშიში აღარ ჩანს, ხომ ასეა?
– როგორც ყოველთვის, ჩვენთან მოხვედრის შემდეგ. სად
უნდა ვიმუშაოთ?
სევერარდს თვალები კიდევ უფრო მხიარულად აუციმციმდა:
– ოო, აღფრთოვანებული დარჩებით, ინკვიზიტორო.
– ცოტა დრამატულია, – თქვა გლოკტამ, – მაგრამ ეს ოდნა-
ვადაც არ აკნინებს.
238 მკითხველთა ლიგა
ფართო, მრგვალ ოთახს გუმბათოვანი ჭერი ჰქონდა, გრძელ
მრუდე კედლებს მთელ სიგრძეზე მოხატული ფრესკა გასდევდა:
ბალახზე მამაკაცი იწვა, მრავალგან დაჩეხილი სხეულით და
სისხლისგან იცლებოდა, უკანა ფონზე ტყე მოჩანდა. თერთმეტი
სხვა ფიგურა სადღაც მიდიოდა – ექვსი ერთ მხარეს, ხუთი
მეორეს. ყველა პროფილში, არაბუნებრივ პოზაში გაშეშებული-
ყო. ყველას თეთრი სამოსი ეცვა, მაგრამ სახეებს ერთმანეთის-
გან ვერ გაარჩევდი. სხვა ადამიანს უყურებდნენ – აჭრელებული
ცეცხლის ზღვის ფონზე მთლიანად შავებში ჩაცმული კაცი იდგა,
ხელები ფართოდ გაეშალა. ექვსი კაშკაშა ლამპის მკვეთრი შუ-
ქიც ვერაფერს შველოდა ხელოვნების ნიმუშს. „რა თქმა უნდა,
შედევრი არაა, უფრო დეკორაციაა, ვიდრე ხელოვნება, მაგრამ
საკმაოდ ეფექტურია“.
– წარმოდგენა არ მაქვს, რას უნდა ნიშნავდეს, – თქვა სევე-
რარდმა.
– ოსდადი დემოქმედი, – ჩაიბუტბუტა შეგირდმა ფროსტმა.
– რასაკვირველია, – გამოეხმაურა გლოკტა, თან კედელზე
გამოსახულ ბნელ ფიგურას და მის უკან მოცეკვავე ცეცხლს
თვალს არ აცილებდა, – ისტორიაში უნდა იმეცადინო, შეგირდო
სევერარდ. ეს კანედიასია, ოსტატი შემოქმედი. ეს კი დიადი
იუვინია, რომელიც მან მოკლა, – შემობრუნდა და საპირისპირო
კედელზე მომაკვდავ კაცზე ანიშნა, – ესენი იუვინის მოსწავ-
ლეები არიან, მაგები. მასწავლებლის გამო შურის საძიებლად
მიდიან.
„მოჩვენებებზე ისტორიებივითაა: მხოლოდ ბავშვების დასა-
შინებლად თუ გამოდგება“.
– სარდაფის კედლებზე ასეთი მძღნერის დასახატად ფულს
რომელი შტერი იხდის? – გაიკვირვა სევერარდმა და თავი გააქ-
ნია.

239 მკითხველთა ლიგა


– ოო, ასეთი რამეები ერთ დროს ფრიად პოპულარული იყო.
სასახლეშიცაა ერთი ასე მოხატული ოთახი. ეს მხოლოდ ასლია,
თან იაფფასიანი, – გლოკტამ კანედიასს ახედა: მისი ჩაბნელე-
ბული სახე ფრესკიდან ოთახში პირქუშად იყურებოდა. შემდეგ
ინკვიზიტორი მოპირდაპირე კედელზე გასისხლიანებულ გვა-
მისკენ შეტრიალდა, – თუმცა არის მასში რაღაც შემაშფოთებე-
ლი, არა? „ან იქნებოდა, ფეხებზე რომ არ მეკიდოს“ სისხლი,
ცეცხლი, სიკვდილი, შურისძიება. ვერ გამიგია, სარდაფში ამის
დახატვა რაში უნდა დაგჭირდეს. შეიძლება ჩვენს მეგობარ ვა-
ჭარს საკუთარი ბნელი მხარე ჰქონდა.
– ფულიან კაცს ბნელი მხარე ყოველთვის აქვს, – თქვა სევე-
რარდმა, – ეს ორი ვინღაა?
გლოკტამ შუბლი შეიკრა და სურათს მიაცქერდა. შემოქმედის
ხელების ქვეშ ორი პატარა, გაურკვეველი ფიგურა მოჩანდა –
თითო მხარეს თითო.
– ვინ იცის? – რიტორიკულად იკითხა ინკვიზიტორმა, – იქნებ
მისი შეგირდები არიან.
სევერარდმა გადაიხარხარა. ფროსტის ნიღბიდანაც კი ამო-
სუნთქვისმაგვარი რაღაც გაისმა, თუმცა მისი თვალები მხიარუ-
ლების არავითარ ნიშანწყალს არ ავლენდა. „ოჰო! სიცილით არ
დაიხრჩოს“.
გლოკტა ოთახის ცენტრში მდგარ მოპრიალებულ, გლუვზე-
დაპირიან მაგიდასთან მიფრატუნდა, რომელსაც აქეთ-იქით
ორი სკამი ედგა. ერთი იაფი და მაგარი – ასეთებს დაკითხვების
სახლში ბლომად ნახავდი. სამაგიეროდ მეორე ნამდვილად
შთამბეჭდავი რამ იყო: ყავისფერტყავგადაკრული სამეფო
ტახტს ჰგავდა, მკლავები და მაღალი ზურგი თითქოს სტუმარ-
თმოყვარეობის ნიშნად გაეშალა.
გლოკტამ ხელჯოხი მაგიდას მიაყუდა და ზურგის ტკივილის
თანხლებით ფრთხილად დაიხარა:
240 მკითხველთა ლიგა
– ოოჰ, მშვენიერი სავარძელია, – ამოისუნთქა, რბილ ტყავში
ნელა ჩაიძირა და ფეხი, რომელიც ხანგრძლივი სიარულის გამო
მწარედ უფეთქავდა, გაფარჩხა. მცირე წინააღმდეგობა იგრძნო.
მაგიდის ქვეშ ჩაიხედა და ისეთივე ნამუშევარი ფეხის დასასვენე-
ბელი ტაბურეტი დაინახა.
ინკვიზიტორმა თავი უკან გადააგდო და ახარხარდა:
– აჰ, რა მაგარია! რატომ წუხდებოდით! – და ფეხი კმაყოფი-
ლი ხვნეშით დაასვენა მომცრო სკამზე.
– ასეთი მცირე რამის გაკეთება მაინც გვმართებდა, – მიუგო
სევერარდმა, ხელები გულზე დაიკრიბა და კედელს გასის-
ხლიანებული იუვინის სხეულის გვერდით მიეყრდნო, – თქვენი
მეგობარი რიუსისგან კარგად ვიხეირეთ, ძალიან კარგად. ყო-
ველთვის კარგად გვეპყრობოდით, და ჩვენ ამას არ ვივიწყებთ.
– უუუუფ, – ფროსტი თავის ქნევით დაეთანხმა.
– მეტისმეტად გამანებივრებთ, – გლოკტამ სავარძლის გაკ-
რიალებულ ხეს ხელი გადაუსვა. „ჩემი ბიჭები. უთქვენოდ რა
მეშველებოდა? უეჭველად სახლში, საწოლში ვეგდებოდი, ჩემს
თავთან დედაჩემი იფუსფუსებდა და იმაზე ინერვიულებდა, ჩემ-
თვის კარგი გოგონა როგორღა ეპოვნა“.
ინკვიზიტორმა მაგიდაზე დაწყობილ ინსტრუმენტებს გახედა.
მისი ყუთი, რა თქმა უნდა, აქ იყო. და სხვა რამდენიმე ნივთიც:
ხმარებაში გაცვეთილი, მაგრამ მაინც კიდევ ძალიან გამოსადე-
გი. მისი ყურადღება გრძელსახელურიანმა მაშამ მიიპყრო. თავი
ასწია და სევერარდს ჰკითხა:
– კბილები?
– დასაწყისისთვის კარგი იქნებოდა.
– გეთანხმები, – გლოკტამ ცარიელი ღრძილები მოილოკა,
შემდეგ თითები სათითაოდ დაატკაცუნა, – კარგი. თუ კბილებია,
კბილები იყოს.

241 მკითხველთა ლიგა


ალიკაპი მოხსნეს თუ არა, მკვლელი ისტერიკულად აყვირდა,
იფურთხებოდა და იგინებოდა, ჯაჭვებს უშედეგოდ ებრძოდა.
გლოკტამ ერთი სიტყვაც ვერ გაიგო. „თუმცა, ვფიქრობ, შინა-
არსს ჩავწვდი. ალბათ შეურაცხყოფაა: რაღაც ჩვენს დედებზე და
ასე შემდეგ. მაგრამ ჩემი შეურაცხყოფა ასე მარტივი არ არის“.
მკაცრი იერის ტყვეს სახეზე ფერისმჭამელების ნაწიბურები ემ-
ჩნეოდა, ცხვირი არაერთხელ გაეტეხა და ფორმა მთლიანად
დაჰკარგვოდა. „იმედგაცრუებული ვარ. მეგონა ვაჭრები ამ შემ-
თხვევისთვის მაინც არ შეუშინდებოდნენ დანახარჯებს. მაგრამ
ვაჭარი ვაჭარია. ყოველთვის მოგებაზე ფიქრობს“.
შეგირდმა ფროსტმა ტყვეს მუცელში მძიმედ ჩაარტყა მუშტი
და ყოვლად მიუღებელი ლანძღვა-გინების კორიანტელს ბოლო
მოუღო. „ეს ცოტა ხნით სუნთქვას შეუკრავს. პირველი სიტყვის
ჩასაკვეხებლად მეყოფა“.
– აბა, – დაიწყო გლოკტამ, – მოვრჩეთ ამ უაზრობას. ვიცით,
რომ პროფესიონალი ხარ, რომელიც ხალხს უნდა შერეოდა და
საქმე გაეკეთებინა. ხალხში კი ვერ გაერეოდი, ჩვენს ენაზე რომ
არ საუბრობდე, ხომ ასეა?
ტყვემ სული მოითქვა და მძიმედ ამოიხრიალა:
– ჭირსაც წაუღიხართ, ნაბიჭვრებო!
– ბრწყინვალეა! საერთო ენა ჩვენს ბაასს ძალიან მოუხდება.
გული მიგრძნობს, წინ არაერთი გასაუბრება გველის. დაწყებამ-
დე, ჩვენზე ხომ არაფერი გაინტერესებს? თუ პირდაპირ საქმეზე
გადავიდეთ?
ტყვემ გლოკტას უკან, სიბნელეში, ოსტატი შემოქმედის ბუნ-
დოვან ფიგურას ეჭვით გახედა:
– სად ვარ?
– გრძელ ხეივანთან ვართ, წყლის მახლობლად, – გლოკტა
დაიჭყანა, რადგან ფეხში უეცრად კრუნჩხვამ დაუარა. მუხლი
ფრთხილად გაშალა, მოიცადა, სანამ სახსარმა არ გაიტკაცუნა
242 მკითხველთა ლიგა
და განაგრძო, – როგორც მოგეხსენება, გრძელი ხეივანი ქალა-
ქის ერთ-ერთი უმსხვილესი არტერიაა, პირდაპირ მის გულში
გადის, აგრიონტიდან ზღვამდე. ბევრ უბანს კვეთს, მასზე ბევრი
გამორჩეული შენობა დგას. მთელ ქალაქში ყველაზე ცნობილი
მისამართებიც აქვეა. თუმცა ჩემთვის ის მხოლოდ ორ კბილის
ექიმს შორის გამავალი გზაა.
ტყვეს თვალები დაუწვრილდა, შემდეგ მზერა მაგიდაზე დაწ-
ყობილი ინსტრუმენტებისკენ გაექცა. „მაგრამ აღარ იგინება. ეტ-
ყობა კბილის ექიმების ხსენებამ მისი ყურადღება მიიპყრო“.
– იქ, ხეივნის მეორე ბოლოში, – გლოკტამ ჩრდილოეთისკენ
უჩვენა, – ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ნაწილ-
ში, საჯარო პარკის წინ, თვითონ აგრიონტის ჩრდილში აღმარ-
თულ მშვენიერ თეთრ სახლში, ოსტატი ფარრადის დაწესებულე-
ბა მდებარეობს. იქნებ მასზე რამე გსმენია?
– თავიდან მომწყდი!
გლოკტამ წარბები აზიდა. „ნეტა შემეძლოს“. – ამბობენ, ოს-
ტატი ფარრადი მსოფლიოში საუკეთესო კბილის ექიმიაო. რო-
გორც მახსოვს, წარმოშობით გურკჰულიდანაა, მაგრამ იქაური
იმპერატორის ტირანიას გაქცევა, ჩვენს კავშირთან შემოერთება
და უკეთესი ცხოვრება ამჯობინა. ახლა ჩვენს ყველაზე მდიდარ
მოქალაქეებს კბილის ტკივილისგან იცავს. როცა სამხრეთში ჩე-
მი მოკრძალებული მოგზაურობიდან დავბრუნდი, ნათესავებმა
მასთან გამიშვეს, იმედი ჰქონდათ, რამეს მომიხერხებდა, –
გლოკტამ ფართოდ გაიღიმა, მკვლელს პრობლემის არსი
დაანახა, – ვერაფერი მიშველა, რა თქმა უნდა. ამაზე იმპერატო-
რის ჯალათებმა იზრუნეს. მაგრამ ჯანდაბა, შესანიშნავი კბილის
ექიმიაო, ყველა ამას გაიძახის.
– და რა?
გლოკტამ ღიმილი შეწყვიტა:

243 მკითხველთა ლიგა


– აქ, ხეივნის მეორე ბოლოში, ზედ ზღვის პირას, დოკების
ჭუჭყში, ნაგავსა და ტალახში მე ვზივარ. რა თქმა უნდა, აქ ბინები
უფრო იაფია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ რაც გარ-
კვეულ დროს ერთად გავატარებთ, არ იფიქრებ, პატივცემულ
ოსტატ ფარრადზე ნაკლებად ნიჭიერიაო. უბრალოდ, ჩემი ნიჭი
სხვა მიმართულებით განვითარდა. კარგი ექიმი პაციენტებს
ტკივილს უყუჩებს, მაგრამ მე... – გლოკტა წინ ნელა გადაიხარა,
– სულ სხვანაირი ექიმი ვარ.
მკვლელმა ინკვიზიტორს სახეში შესცინა:
– გგონია თავზე ტომრის ჩამოცმით და ამ საზიზღარი ნახა-
ტით შემაშინებ? – მზერა ფროსტს და სევერარდს მოავლო, –
ნამდვილი გიჟების ბანდა ხართ!
– ფიქრობ, რომ გაშინებთ? ჩვენ სამი? – გლოკტამ თავს ჩა-
ხითხითების უფლება მისცა, – აქ მარტო ზიხარ, უიარაღო და
სრულიად დაუცველი. ჩვენ სამის გარდა ვინ იცის შენი აქ ყოფ-
ნა? ან ვის რაში აინტერესებს? გათავისუფლების ან გაქცევის
არანაირი იმედი არ უნდა გქონდეს. ჩვენ აქ ყველანი პროფე-
სიონალები ვართ. ვფიქრობ, უკვე ხვდები, რაც გელის, – გლოკ-
ტამ უგემურად გაუღიმა, – რა თქმა უნდა, გაშინებთ, ნუ სულე-
ლობ. კარგად მალავ, ვაღიარებ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგ-
რძელდება. ძალიან მალე დადგება წამი, როცა ისევ ტომრის
თავზე ჩამოცმას შეგვევედრები.
– ჩემგან ვერაფერს ეღირსებით, – დაიღრიალა მკვლელმა,
პირდაპირ თვალებში უყურებდა, – ვერაფერს!
„შთამბეჭდავია. კერკეტი კაკალი შეგვხვდა. მაგრამ სამუშა-
ოს დაწყებამდე ეგ იოლია. ეს ჩემზე უკეთ ვინ უნდა იცოდეს“.
გლოკტამ ფეხი ნაზად მოისრისა. ახლა სისხლი თავისუფლად
ამოძრავდა, ტკივილი თითქმის გაუქრა.

244 მკითხველთა ლიგა


– ყველაზე მარტივით დავიწყოთ. სახელები – ახლა მეტი
არაფერი მაინტერესებს. მხოლოდ სახელები. შენით ხომ არ
დაგვეწყო? მაგაზე მაინც ვერ გვეტყვი, არ ვიციო.
მოიცადეს. სევერარდი და ფროსტი ტყვეს ზემოდან დაჰყუ-
რებდნენ – მწვანე თვალები იღიმოდა, ვარდისფერი არა. სიჩუმე
იდგა.
– კარგი, იყოს ეგრე, – ამოიოხრა გლოკტამ. ფროსტმა
მკვლელის ყბას მუშტები ორივე მხრიდან მიადო და მაგრად
მოუჭირა, სანამ მისი კბილები ერთმანეთს არ დააშორა. სევე-
რარდმა პირში მაშა შეუყო და კიდევ უფრო დააღებინა – საკმა-
რისად ფართოდ, რომ თავი მოუხერხებლად ეგრძნო. მკვლელს
თვალები გადმოეკარკლა.
„გკტივა, ხომ? მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, დამიჯერე“.
– ენასთან ფრთხილად, – თქვა გლოკტამ, – კიდევ დაგვჭირ-
დება.
– ნუ ღელავთ, – ჩაიბურტყუნა სევერარდმა, მკვლელს პირში
ჩახედა და თავი იმწამსვე უკან გამოსწია, – უჰ! მძღნერივით
ყარს.
„სამწუხაროა, მაგრამ არ მიკვირს. ცხოვრების ჯანსაღი წესი
დაქირავებული მკვლელებისთვის იშვიათადაა პრიორიტეტუ-
ლი“.
გლოკტა ფეხზე ნელა წამოდგა და მაგიდას კოჭლობით
მოუარა:
– მაშ ასე, – ჩაილაპარაკა და ხელები ინსტრუმენტებისკენ
გაიშვირა, – საიდან დავიწყოთ? – სადგისი აიღო, მეორე ხელით
ხელჯოხის სახელურს ჩაჰფრენოდა. მკვლელის კბილების გა-
მოკვლევას გულმოდგინედ შეუდგა. „მაინცდამაინც კარგად ვერ
გამოიყურება. მგონი ამას ჩემი კბილები მირჩევნია“.

245 მკითხველთა ლიგა


– ღმერთო ჩემო, საშინელ მდგომარეობაშია! ღრძილები
მთლიანად გაგხრწნია! სუნთქვა ასე ამიტომაც გიყარს. შენი ასა-
კის ადამიანისთვის ამას არანაირი გამართლება არ აქვს.
– ააა, – აკივლდა ტყვე, როცა გლოკტა ნერვს შეეხო. რაღა-
ცის თქმას შეეცადა, მაგრამ პირში ჩადებული მაშის გამო შე-
გირდ ფროსტს უფრო მეტი საშუალება ჰქონდა ლაპარაკისა,
ვიდრე მას.
– წყნარად, საუბრის შანსი გქონდა. შეიძლება, მოგვიანებით
ისევ მოგეცეს. ჯერ არ გადამიწყვეტია, – გლოკტამ სადგისი მა-
გიდაზე დააბრუნა, თავი ნაღვლიანად გადააქნია, – სამარცხვი-
ნო კბილები გაქვს. გულისამრევი. სრული პასუხისმგებლობით
გეუბნები, რომ თავისით ჩამოგცვივდება. და იცი, რა? – მაგიდი-
დან პატარა ჩაქუჩი და სატეხი აიღო, – მჯერა, მათ გარეშე გაცი-
ლებით უკეთ იქნები.

246 მკითხველთა ლიგა


ბრტყელთავიანები
ნაცრისფერი დილა იდგა, ციოდა. მეძებარი სველ ტყეში იჯდა,
იმაზე ფიქრობდა, ადრე ყველაფერი რა კარგად იყო. იჯდა,
დროდადრო შამფურს ატრიალებდა და ცდილობდა გაწელილი
ლოდინის გამო ძალიან არ ენერვიულა. ამაში თულ დურუ საერ-
თოდ არ ეხმარებოდა. ბალახზე ბოლთას უზარმაზარი ჩექმებით
სცემდა: ძველი ქვების გროვასთან მიდიოდა და უკან ბრუნდებო-
და. ცოფიანი მგელივით მოუსვენრობდა. მის ქუსლების ბაკუნს
მეძებარი თვალს ადევნებდა: ტუკ, ტუკ, ტუკ. დიდი ხნის წინ და-
ასკვნა, რომ კარგი მებრძოლი მხოლოდ ერთ რამეში – ბრძო-
ლაში გამოდგება. სხვა ყველაფერში, განსაკუთრებით კი ლო-
დინში, საშინლად უვარგისია.
– ხომ არ დაჯდებოდი, თულ? – შეეკითხა მეძებარი, – ნახე,
რამდენი მოსახერხებელი ქვაა. ცეცხლთან სითბოა და ასე შემ-
დეგ. ეგ მოტყლაპუნე ფეხები დაასვენე, ნერვებს მიშლის.
– დავჯდე? – დაიგრგვინა გოლიათმა, შემოტრიალდა და მე-
ძებარს თავზე უშველებელი სახლივით აღემართა, – როგორ უნ-
და დავჯდე, ან შენ როგორ შეგიძლია? – ნანგრევებს და ხეებს
ვეებერთელა, მძიმე წარბების ქვემოდან პირქუშად გახედა, –
დარწმუნებული ხარ, რომ ეს ადგილია?
– ეს ადგილია, – მეძებარმა დამტვრეულ ქვებს მოავლო თვა-
ლი, გულში ლოცულობდა, რომ მართალი ყოფილიყო. ვერ უარ-
ყოფდა – ჯერ მათი არავითარი ნიშანი არ ჩანდა, – ნუ ღელავ,
მოვლენ, – „თუ უკვე არ ჩახოცეს“, – გაიფიქრა თავისთვის, მაგ-
რამ ჭკუა ეყო და ეს ხმამაღლა არ თქვა. თულ დურუ მეხისთავას-
თან საკმარისი დრო ჰქონდა გატარებული და კარგად იცოდა –
ამ კაცის ანერვიულება არ ღირდა, თუ რა თქმა უნდა, თავის გა-
ტეხა არ გსურდა.

247 მკითხველთა ლიგა


– მაშინ სჯობს დაუჩქარონ, – თულმა უზარმაზარი, ლოდების
დასამტვრევად ნამდვილად შესაფერისი ხელები მომუშტა, – უბ-
რალოდ აქ ჯდომა და ტრაკის ქარისთვის მიშვერა გულზე საერ-
თოდ არ მეხატება.
– არც მე, – მეძებარმა ხელისგულები ასწია და სიმშვიდის შე-
ნარჩუნებას მთელი ძალით შეეცადა, – მაგრამ რატომ ბრაზობ,
დიდო ბიჭო. ძალიან მალე მოვლენ, ზუსტად ისე, როგორც დავ-
გეგმეთ. ეს ადგილია, – შამფურზე მოტრიალე ტახს გახედა,
ცეცხლს გემრიელი ქონის წვეთებით რომ ასველებდა. ნერწყვი
მოადგა, ცხვირში დაბრაწული ხორცის სუნი ეცა...
და კიდევ რაღაც. სულ ოდნავ. თავი ზემოთ ასწია და ჰაერი
დაყნოსა.
– რამე იყნოსე? – ჰკითხა თულმა და ტყეს მიაცქერდა.
– მგონი ჰო, – მეძებარი დაიხარა და მშვილდი აიღო.
– რა ხდება, შანკები?
– არ ვიცი, შეიძლება, – ჰაერი ისევ დაყნოსა. ადამიანის სუნი
იყო, თანაც – დიდი ხნის დაუბანელის.
– თქვენი დედაც, შეიძლებოდა ორივე მომეკალით!
მეძებარი უცებ შემოტრიალდა, კინაღამ დაეცა, მშვილდი ხე-
ლიდან გაუვარდა. მის უკან, ათიოდე ნაბიჯის მოშორებით, ცეც-
ხლისკენ შავი დოუ მოიპარებოდა, საძაგლად იღიმოდა. მის
მხარს უკან უტყვი გამოჩნდა, კედელივით შეუვალი გამომეტყვე-
ლებით – როგორც ყოველთვის.
– თქვე ნაბიჭვრებო! – დაიღრიალა თულმა, – თქვენი ჩუმჩუ-
მელობის გამო კინაღამ ჩავიჯვი!
– ჰოდა მშვენიერია, – დამცინავად მიუგო დოუმ, – ცოტა ცხი-
მის დაკარგვა არ გაწყენდა.
მეძებარმა ღრმად ჩაისუნთქა და მშვილდი მიწაზე დააგდო.
რა თქმა უნდა, შვება იგრძნო, ადგილის სისწორეში რომ დარ-
წმუნდნენ, მაგრამ ასეც არ უნდა შეშინებოდა. მას შემდეგ რაც
248 მკითხველთა ლიგა
ფრიალო კლდიდან გადავარდნილი ლოგენი დაინახა, სულ ასე
შეხტებოდა ხოლმე. ცხრათითა უბრალოდ უფსკრულში გადა-
ვარდა. რას იზამ, ნებისმიერი შეიძლება მოკვდეს. ფაქტია.
უტყვი დახვავებულ ქვებს გადააბობღდა, მეძებარს გვერდით
მიუჯდა და თავი ძლივსშესამჩნევად დაუქნია.
– ხორცი? – დაიყეფა დოუმ, თული გზიდან ხელით ჩამოიცი-
ლა, კოცონთან გაიშხლართა, შამფურზე აგებულ ცხოველს ფეხი
მოაგლიჯა და კბილებით ჩააფრინდა.
სულ ეს იყო. ერთთვიანი ან უფრო ხანგრძლივი განშორების
შემდეგ ერთმანეთს ასე შეხვდნენ.
– რაც მართალია, მართალია: ადამიანი მეგობრებითაა მდი-
დარი, – ჩაიბურტყუნა მეძებარმა თავისთვის.
– რაო? – დაიღრინა დოუმ, ცივ თვალებით გახედა, პირი ტა-
ხის ხორცით ჰქონდა გამოტენილი, გაუპარსავი ნიკაპი ქონისგან
უბრწყინავდა.
მეძებარმა ხელისგულები მეორეჯერ ასწია:
– საწყენად არაფერი მითქვამს, – შავ დოუსთანაც საკმარისი
დრო გაატარა, რომ სცოდნოდა – ჯობს საკუთარი ხელით გამო-
გეჭრა ყელი, ვიდრე ეს ავი ნაბიჭვარი გაგებრაზებინა, – ჩვენი
გაყოფის შემდეგ რამე პრობლემები ხომ არ ყოფილა? – იკითხა
თემის შესაცვლელად.
– გამოგივიდა, – თავი დააქნია უტყვმა.
– წყეული ბრტყელთავიანები! – დაიღრიალა დოუმ, პირიდან
ხორცის ნამცეცები მეძებარს სახეში მიაფრქვია, – ყველგან,
არიან ამის დედაც! – ტახის ფეხი ცეცხლისკენ ხმალივით გაიქ-
ნია, – ეს ყველაფერი ყელში ამომივიდა! სამხრეთში ვბრუნდები.
აქ მეტისმეტად ცივა, და ჯანდაბა, ყველგან ეს ოხერი ბრტყელ-
თავიანები დაეხეტებიან! ნაბიჭვრები! სამხრეთში მივდივარ!
– შენ რა, გეშინია? – ჰკითხა თულმა.

249 მკითხველთა ლიგა


დოუ ნელა შეუტრიალდა და ფართო, ჩაყვითლებული კბილე-
ბით გაუღიმა. მეძებარს გააჟრჟოლა. საოცრად სულელური შე-
კითხვა იყო. ცხოვრებაში არასდროს უნახავს შეშინებული, შავ-
მა დოუმ საერთოდ არ იცოდა, შიში რა იყო.
– რამდენიმე შანკამ შემაშინა? მე? – უსიამოვნოდ ჩაიცინა, –
სანამ თქვენ ორნი აქ ტრაკებს იფხანდით, კარგად გავუმასპინ-
ძლდით. ზოგიერთ მათგანს დასაძინებლად თბილი საწოლი ერ-
გო. შეიძლება მეტისმეტად თბილიც კი.
– დავწვით, – ჩაიბურტყუნა უტყვმა. უკვე მთელი დღის სამყო-
ფი ილაპარაკა.
– ხო! მაგ დამპლების მთელი ხროვა ამოვხრუკეთ! – წაისისი-
ნა დოუმ, ისე იღრიჭებოდა, თითქოს დამწვარ გვამებზე სასაცი-
ლო ხუმრობა არასოდეს გაუგიაო, – არა, არ მაშინებენ, დიდო
ბიჭო, ისევე, როგორც შენ. მაგრამ სანამ სამმუხა საწოლიდან
ჩამოწელილი ტრაკის აწევას ცდილობს, აქ ჯდომას და ცდას არ
ვაპირებ. სამხრეთში მივდივარ! – და ხორცს კბილებით მოზ-
რდილი ნაჭერი ისევ მოაგლიჯა.
– რაო, ვის აქვს ჩამოწელილი ტრაკიო?
მეძებარი გაიბადრა: დაინახა, როგორ ფართოდ მოაბიჯებდა
კოცონისკენ სამმუხა, ფეხზე წამოხტა და ძველ მეგობარს ხელი
ჩამოართვა. უსუსტესი ფორლიც თან ახლდა! მეძებარმა პატარა
კაცს ხელი ზურგზე დაუტყაპუნა და კინაღამ გადააყირავა. ძალი-
ან უხაროდა, ყველა რომ გადარჩა და კიდევ ერთი თვე გადააგო-
რეს ცოცხლებმა. კოცონთან ლიდერიც არ აწყენდათ. ყველა
უცებ გამხიარულდა, იღიმოდა და ერთმანეთს ხელს ართმევდა.
დოუს გარდა, რა თქმა უნდა. ის უბრალოდ ცეცხლთან იჯდა და
ძვალს წუწნიდა. სახე ძველი რძესავით ამჟავებოდა.
– ბიჭებო, როგორ მიხარია თქვენი ნახვა! ყველასი ერთად! –
სამმუხამ მხრიდან ვეებერთელა, მრგვალი ფარი ჩამოიხსნა და
დამტვრეულ ძველ კედელს მიაყუდა, – აბა, როგორ ხართ?
250 მკითხველთა ლიგა
– ტრაკები გვეყინება, – თქვა დოუმ, ისე რომ ზემოთ არც
აუხედავს, – სამხრეთში მივდივართ.
მეძებარმა ამოიოხრა. სულ რაღაც ათიოდე წამი იყო ერთად
შეიკრიბნენ და უკვე ჩხუბობდნენ. ლოგენის გარეშე ძალიან
გაუჭირდებოდათ – მოჩხუბრებს კარგად აშოშმინებდა. საშიში
ხალხის ბანდა იყო, სისხლისღვრისკენ ჰქონდათ მიდრეკილება.
თუმცა სამმუხა არ ჩქარობდა. როგორც ყოველთვის, ცოტა ხნით
დაფიქრდა. მოსაფიქრებლად პაუზის აღება ძალიან უყვარდა.
სწორედ ამიტომ იყო ასე საშიში.
– მაშ, სამხრეთში მიდიხართ? – იკითხა სამმუხამ მას შემდეგ,
რაც ყველაფერი კარგად გადახარშა, – როდის გადაწყვიტეთ?
– არაფერი გადაგვიწყვეტია, – მეძებარმა გაშლილი ხელის-
გულები კიდევ ერთხელ ასწია. ფიქრობდა, ამიერიდან ამის კე-
თება ხშირად მომიწევსო.
თულ დურუმ დოუს ზურგს პირქუშად გახედა:
– საერთოდ არაფერი! – დაიღრიალა, საშინლად ღიზიანდე-
ბოდა, გადაწყვეტილებებს მის ნაცვლად რომ იღებდნენ.
– არაფერი უკვე კარგია, – სამმუხა ბალახის ზრდასავით ნე-
ლა და მშვიდად ლაპარაკობდა, – რაღაც არ მახსოვს, ამ რაზმში
გადაწყვეტილებებს კენჭისყრის გარეშე რომ იღებდნენ.
დოუ წამითაც არ ჩაფიქრებულა. არასოდეს აჭიანურებდა.
სწორედ ამიტომ იყო ასე საშიში. სასწრაფოდ ფეხზე წამოხტა,
ძვალი მიწაზე მოისროლა და სამმუხასკენ მუქარით გაემართა:
– მე... ვთქვი... სამხრეთში-მეთქი! – დაიღრინა და თვალები
ისე გადმოეკარკლა, ადუღებულ წვნიანში გაჩენილ ბუშტუკებს
მიუგავდა.
სამმუხას უკან არ დაუხევია. ასეთი საქციელი არ ახასიათებ-
და. რა თქმა უნდა, ცოტა დაფიქრდა, შემდეგ ნაბიჯი წინ გადადგა
და დოუს პირისპირ აღმოჩნდა. ერთმანეთს ლამის ცხვირები
მიადეს.
251 მკითხველთა ლიგა
– თუ რამის ბრძანება გინდოდა, ცხრათითა უნდა დაგემარ-
ცხებინა, – დაიღრიალა სამმუხამ, – და მასთან ყველა დანარჩე-
ნივით არ დამარცხებულიყავი.
ამ სიტყვებზე შავ დოუს სახე კუპრივით ჩაუშავდა. არ უყვარ-
და, მარცხს რომ ახსენებდნენ:
– სისხლიანი ცხრა მტვრად იქცა, – დაიღრინა მან, – მეძე-
ბარმა დაინახა, ხომ ასეა?
მეძებარი იძულებული გახდა თავი დაექნია.
– ჰო, – ჩაიბურტყუნა სუსტად.
– ჰოდა მორჩა! ჩრდილოეთში აღარაფერი გვესაქმება,
ყველგან ბრტყელთავიანები დაძრწიან! სამხრეთში-მეთქი!
– ცხრათითა შეიძლება მართლა მოკვდა, – მიახალა სამმუ-
ხამ, – მაგრამ მის წინაშე ვალი – არა. ვერასოდეს გავიგებ, შე-
ნისთანა არარაობა ცოცხალი რატომ დატოვა, მაგრამ თავის მო-
ადგილედ მე დამასახელა, – ხელი დიდ გულმკერდზე დაიტყაპუ-
ნა, – ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემებურად იქნება! ჩემებურად და
სხვა არავის!
მეძებარმა უკან ფრთხილად დაიხია. ორნი აშკარად საჩხუბ-
რად ემზადებოდნენ. ამ აყალმაყალში ცხვირის გატეხვა ნამდვი-
ლად არ სურდა. პირველად კი არ მოხდებოდა ასეთი რამ. ფორ-
ლიმ მშვიდობის დამყარება საკუთარ თავზე აიღო:
– ბიჭებო, კარგით რა, – თქვა წყნარად და დაყვავებით, – რა
საჭიროა, – ფორლი შეიძლება მკვლელობაში მაინცდამაინც
ვერ გამოდგებოდა, მაგრამ სხვების დაშოშმინება ეხერხებოდა.
მეძებარმა მთელი გულით უსურვა წარმატება, – კარგით რა, არ
ჯობია ყველანი...
– ხმა ჩაიწყვიტე, გესმის? – დაიყეფა დოუმ, ბინძური თითი
ფორლის სახესთან გიჟივით აუქნია.
– შენი აზრი ვის რაში აინტერესებს, უსუსტესო?

252 მკითხველთა ლიგა


– ახლავე თავი დაანებე, – დაიგრგვინა თულმა და უზარმაზა-
რი მუშტი დოუს ნიკაპთან მიუტანა, – თორემ ყვირილის საბაბს
ნამდვილად მოგცემ!
მეძებარს თავის აწევისაც ეშინოდა. დოუ და სამმუხა ყოველ-
თვის კინკლაობდნენ. იოლად ფეთქდებოდნენ და მალევე ცხრე-
ბოდნენ. მეხისთავა სხვანაირი ცხოველი იყო. თუ ეს ვეებერთე-
ლა ხარი საკმარისად აფეთქდებოდა, ვეღარაფრით დააწყნარებ-
დი – ყოველ შემთხვევაში ათი კაცი და უამრავი თოკი მაინც
დასჭირდებოდა ამ ამბავს. მეძებარმა გაიფიქრა, ნეტავ ლოგენი
რას იზამდაო. აი, ის ნამდვილად შეწყვეტდა ამ ჩხუბს, მკვდარი
რომ არ იყოს.
– ჯანდაბა! – დაიყვირა მეძებარმა და კოცონიდან უეცრად წა-
მოხტა, – ყველგან წყეული შანკები დაძრწიან! რომც გავუმ-
კლავდეთ, ბეთოდი გვრჩება, მასზეც უნდა ვიფიქროთ! სამყარო-
ში ისედაც საკმარისი პრობლემებია, ახლები რომ არ დავამა-
ტოთ! ლოგენი მოკვდა და სამმუხა მისი მოადგილეა, ამის გარდა
არაფრის გაგონება არ მსურს! – თითს გაურკვეველი მიმართუ-
ლებით იქნევდა, კონკრეტულად არავისკენ გაუშვერია. შემდეგ
მოიცადა, სასოწარკვეთილი იმედოვნებდა, რომ მისმა გამოს-
ვლამ გაამართლა.
– ეგრეა, – ჩაიბურტყუნა უტყვმა.
ფორლიმ თავი კოდალასავით დააქნია:
– მეძებარი მართალია! ერთმანეთთან ჩხუბი ისევე გვჭირდე-
ბა, როგორც სირების გახმობა! სამმუხა მეორე იყო. ახლა მე-
თაური ის არის.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა; დოუ მეძებარს ცივი, ცა-
რიელი, მომაკვდინებელი მზერით ბურღავდა – როგორც კატა
უყურებს თათებში მომწყვედულ თაგვს. მეძებარმა ნერწყვი გა-
დაყლაპა. ბევრი არ მოიძებნებოდა, ვინც შავ დოუს თვალს გაუს-
წორებდა. სახელი ჩრდილოეთში ყველაზე შავბნელი რეპუტაცი-
253 მკითხველთა ლიგა
ის გამო დაერქვა: ღამე სოფლებს უეცრად დაატყდებოდა თავს
და მთლიანად ცეცხლისგან გაშავებულს ტოვებდა. ასე ამბობ-
დნენ. და ასეც იყო.
მეძებარს მთელი გამბედაობის მოკრება დასჭირდა, საკუთარ
ჩექმებს რომ არ ჩაშტერებოდა. ბოლოს დააპირა კიდეც, მაგრამ
დოუმ გვერდზე გაიხედა და დანარჩენები სათითაოდ შეათვა-
ლიერა. ადამიანების უმეტესობა ამ მზერას ვერ გაუძლებდა,
მაგრამ ისინი უმეტესობას არც ჰგავდნენ. ამაზე სისხლიანი ბან-
და დედამიწის ზურგზე არსად იყო. უკან არცერთს დაუხევია, ეს
არც კი უფიქრიათ. უსუსტესი ფორლის გარდა, რა თქმა უნდა. ის
ბალახს ჯერ კიდევ მანამდე დააჩერდა, სანამ მისი ჯერი მოვიდო-
და.
როცა დოუმ დაინახა, რომ ყველა მისი წინააღმდეგი იყო, სა-
ხეზე ბედნიერი ღიმილი გადაიკრა, თითქოს არც არაფერი მომ-
ხდარაო:
– კი ბატონო, – უთხრა სამმუხას, სიბრაზემ თითქოს იმწამსვე
გადაუარა, – მაშ, როგორ მოვიქცეთ, მეთაურო?
სამმუხამ ტყეს გახედა. ჰაერი დაყნოსა და კბილებზე ენა მო-
ივლო. წვერი მოიფხანა და სიტუაციის გააზრება სცადა. ჩაფიქ-
რებულმა თითოეული მათგანი ყურადღებით შეათვალიერა და
თქვა:
– სამხრეთში მივდივართ.
მათი სუნი მანამდე იგრძნო, სანამ დაინახავდა. ყოველთვის
ასე ხდებოდა. მეძებარს ბრწყინვალე ყნოსვა ჰქონდა, ბოლოს
და ბოლოს სახელიც ხომ ასე დაერქვა. თუმცა, სიმართლე ით-
ქვას, მათ სუნს ნებისმიერი იგრძნობდა – გულისამრევად ყარ-
დნენ.
თორმეტი დათვალეს მდელოზე: ისხდნენ, ჭამდნენ, თავიანთ
საძაგელ, ბინძურ ენაზე რაღაცას ღრუტუნებდნენ. პირიდან
ვეებერთელა ყვითელი კბილები გამოსჩროდათ, დამპალი ბეწ-
254 მკითხველთა ლიგა
ვი, აყროლებული ტყავი და დაჟანგული აბჯრის ცალკეული ნაწი-
ლები ემოსათ. შანკები.
– წყეული ბრტყელთავიანები, – თავისთვის ჩაიდუდღუნა მე-
ძებარმა. უკნიდან ჩუმი სტვენა მოესმა, გაიხედა და უტყვი დაინა-
ხა, რომელიც ბუჩქიდან იყურებოდა. მეძებარმა გაშლილი ხელი
მაღლა ასწია, ანიშნა გაჩერდიო, თავზე დაიკაკუნა – „ბრტყელ-
თავიანები“. ჯერ მუშტი, შემდეგ კიდევ ორი თითი „თორმეტის“
სათქმელად დაანახა, და ბოლოს უკან, ბილიკზე ანიშნა – სხვებ-
თან დაბრუნდიო. უტყვმა თავი დაუქნია და ხეებში გაუჩინარდა.
მეძებარმა შანკებს უკანასკნელადაც გახედა, შეამოწმა, რამე
ხომ არ იყნოსესო. არაფერი შეუნიშნავთ, ამიტომ ხეს ფრთხი-
ლად შემოუარა და თავისიანებთან დაბრუნდა.
– გზის პირას დაბანაკდნენ. მე თორმეტი დავთვალე, შეიძლე-
ბა მეტნიც არიან.
– გვეძებენ? – შეეკითხა სამმუხა.
– შეიძლება, მაგრამ მაინცდამაინც არ იკლავენ თავს.
– როგორმე ვერ შემოვუვლით? – იკითხა ფორლიმ, რომე-
ლიც ყოველთვის ცდილობდა, ჩხუბი თავიდან აეცილებინა.
დოუმ კი რომელსაც ყოველთვის ჩხუბი სწყუროდა, მიწაზე
დააფურთხა და თქვა:
– თორმეტი არაფერია! მარტივად მოვერევით!
მეძებარმა სამმუხას გახედა – მას დრო ეხელთა და ფიქრობ-
და. თორმეტი სულაც არ იყო „არაფერი“, ეს ყველამ კარგად
იცოდა, მაგრამ ზურგს უკან მტრების ცოცხლად დატოვებას, იქ-
ნებ მათთან ახლავე გამკლავება სჯობდა.
– რა ვქნათ, მეთაურო? – იკითხა თულმა.
– იარაღი, – ბრძანა სამმუხამ.
სულელი იქნება ის მებრძოლი, რომელიც იარაღის სისუფთა-
ვესა და მზადყოფნაზე არ იზრუნებს: მეძებარმა ერთი საათის წინ
შეამოწმა თავისი. თუმცა კიდევ ერთხელ შემოწმებით არავინ
255 მკითხველთა ლიგა
მოკვდება, აი, დამატებითმა სიფრთხილემ კი შეიძლება სიცოც-
ხლე შეგინარჩუნოს.
ტყე ტყავში გახვეული დანების სტვენამ, ტოტების ლაწალუწ-
მა და ლითონის ჟღარუნმა აავსო. მეძებარმა დანარჩენებს გახე-
და: უტყვმა დაჭიმულ ლარს ზუზუნით ჩამოჰკრა და ისრების ბო-
ლოებზე ფრთები შეამოწმა; თულ დურუმ უზარმაზარ, მძიმე,
თითქმის ფორლის სიმაღლის ხმლის პირს ცერა თითი გაუსვა
და როცა ჟანგის ციცქნა წერტილი შენიშნა, ქათამივით აკრიახ-
და; შავი დოუ ნაჯახს ჩვრით აპრიალებდა, იარაღის პირს მიჯნუ-
რივით ალერსიანად უყურებდა; სამმუხამ ფარის ბალთები მაგ-
რად დაჭიმა და მახვილი რამდენჯერმე გაიქნია, გაკრიალებულ-
მა ლითონმა ჰაერში გაიბრწყინა.
მეძებარმა ამოიხვნეშა, მარცხენა მაჯაზე დამცავი ქამრები
მაგრად დაიჭიმა, მშვილდის ხე შეამოწმა, სადმე ხომ არ გაიბზა-
რაო. დარწმუნდა, რომ ყველა დანა ადგილზე ჰქონდა. დანა ზედ-
მეტი არასოდესააო, უთხრა ერთხელ ლოგენმა და მეძებარმა ეს
კარგად დაიმახსოვრა. ხედავდა, ფორლი მოუქნელი ხელებით
მოკლე ხმალს როგორ ამოწმებდა და ტუჩებს უხმოდ როგორ
ამოძრავებდა, თვალებში შიში ჩასდგომოდა. ამან მეძებარის
ნერვებზეც ცუდად იმოქმედა და დანარჩენებს გახედა – ბინძუ-
რები, უამრავი ნაიარევით დაფარულები, პირქუშები და გაბურ-
ძგნილწვერიანები იყვნენ. შიში ვერავის შეამჩნია, მისი ნიშან-
წყალიც არ ჩანდა, თუმცა სულაც არ უნდა შერცხვენოდა ამის გა-
მო. განსხვავებულ ადამიანებს განსხვავებული გზები აქვთო,
უთხრა ერთხელ ლოგენმა, და თუ გინდა მამაცი იყო, ხანდახან
უნდა გეშინოდეს კიდეცო. მეძებარმა ესეც კარგად დაიმახსოვ-
რა.
ფორლისთან მივიდა, მხარზე დაუტყაპუნა და უთხრა:
– თუ გინდა მამაცი იყო, ხანდახან უნდა გეშინოდეს კიდეც.
– მაგას რატომ მეუბნები?
256 მკითხველთა ლიგა
– ასე ამბობენ, და ჩემი აზრით, კარგადაა ნათქვამი, – მეძე-
ბარი წინ ისე გადაიხარა, რომ მისი სხვას ვერავის გაეგო, – სა-
დაცაა შიშისგან ჩავიჯვამ, – იფიქრა, ლოგენი სწორედ ასე მოიქ-
ცეოდაო, და ახლა, როცა ლოგენი მტვრად იქცა, ეს მოვალეობა
მას ერგო. ფორლიმ როგორღაც ცალყბად ჩაიცინა, მაგრამ ღი-
მილი სახიდან მალევე ჩამოერეცხა და ახლა უფრო შეშინებული
ჩანდა, ვიდრე ოდესმე იყო. რას იზამ, ხანდახან ყველაფერი არ
გამოგივა.
– კარგი, ბიჭებო, – თქვა სამმუხამ, როცა ყველამ შეამოწმა
საბრძოლო აღჭურვილობა და თავიანთ ადგილებზე განთავ-
სდნენ, – აი, როგორ მოვიქცევით: უტყვო, მეძებარო, მათი ბანა-
კის მოპირდაპირე მხარეებზე, ხეების უკან. სიგნალს დაუცადეთ,
შემდეგ ნებისმიერი ბრტყელთავიანი ამოირჩიეთ და ისარი ეს-
როლეთ. თუ ააცილეთ, თქვენით იმოქმედეთ.
– კარგი, მეთაურო, – უთხრა მეძებარმა. უტყვმა თავი დაუქ-
ნია.
– თულ, მე და შენ წინიდან შევუერთდებით, მაგრამ სიგნალს
დაუცადე, კაი?
– აჰა, – დაიგრუხუნა გოლიათმა.
– დოუ, შენ და ფორლი უკნიდან მოუვლით. როცა დაგვინა-
ხავთ, მხოლოდ მაშინ გამოხვალთ. მაგრამ ამჯერად ჩვენს გა-
მოსვლას დაუცდი! – წაისისინა სამმუხამ და სქელი თითი დაუქ-
ნია.
– რა თქმა უნდა, მეთაურო, – დოუმ მხრები ისე აიჩეჩა, თით-
ქოს ყოველთვის იმას აკეთებდა, რასაც ეტყოდნენ.
– ჰოდა ეგაა, – თქვა სამმუხამ, – ვინმემ რამე ვერ გაიგო?
კოცონთან ვინმე თავცარიელი ხომ არ გვყავს? – მეძებარმა თა-
ვი ბურტყუნით გააქნია. ყველამ იგივე გააკეთა, – მშვენიერია.
კიდევ ერთი რამ, – მეთაური წინ გადაიხარა და ყველას სათითა-
ოდ ჩახედა სახეში, – დაუცადეთ... ჩემს... წყეულ... სიგნალს!
257 მკითხველთა ლიგა
როცა ხელში მშვილდი დაიჭირა, ლარზე ისარი მოჭიმა და
ბუჩქის უკან ჩაჯდა, მეძებარი მიხვდა, რომ წარმოდგენაც არ
ჰქონდა, სიგნალი რა იყო. შანკებს გახედა: ჯერ კიდევ არაფერი
ეყნოსათ, ღმუოდნენ, ყვიროდნენ და რაღაცებს აბრახუნებდნენ.
ამის დედაც, ძალიან ეფსმოდა. ბრძოლის წინ ყოველთვის უნდა
მოფსა. ვინმემ ახსენა, სიგნალი რა იქნებოდა? ვერაფრით იხსე-
ნებდა.
– ჯანდაბა, – წაიჩურჩულა თუ არა, ხეებიდან დოუ გამოვარ-
და, ცალ ხელში ნაჯახი ეჭირა, მეორეში ხმალი:
– წყეულო ბრტყელთავიანებო! – დაიყვირა და უახლოეს შან-
კას თავში ძლიერად დაარტყა; სისხლმა მდელო წითლად შეღე-
ბა. შანკები, რამდენადაც მათ ემოციებზე მსჯელობა შეიძლებო-
და, ძალიან გაოცებულები ჩანდნენ. მეძებარის ვარაუდით, ეს
სიგნალად გამოდგებოდა.
მშვილდი უახლოეს ბრტყელთავიანს დაუმიზნა, რომელიც
ხელკეტის ასაღებად დახრილიყო. ისარი შანკას იღლიაში სა-
სიამოვნო ზუზუნით შეერჭო.
– აჰა! – წამოიყვირა მეძებარმა. დაინახა, დოუმ კიდევ ერთ
ბრტყელთავიანს ზურგში მახვილი როგორ ჩასცა, ამასობაში მის
უკან კიდევ ერთი გამოჩნდა, ხელში შუბი ეჭირა და მის სასრო-
ლად ემზადებოდა. მაგრამ ხეებიდან ისარი გამოფრინდა და კი-
სერში შეერჭო. შანკას საშინელი კივილი აღმოხდა და ზურგზე
გაიშხლართა. უტყვი საოცარი მსროლელი იყო.
ამ დროს მდელოს მეორე მხრიდან სამმუხაც გამოჩნდა, ბუჩ-
ქნარიდან ღრიალით გამოხტა და შანკებს თავს მოულოდნელად
დააცხრა. ერთ-ერთს ფარი კეფაში თხლიშა და ისიც კოცონში
პირქვე ჩავარდა. მეორეს ხმალი ჩასცხო. მეძებარმა მორიგი
ისარი გაისროლა და შანკას მუცელში გაარტყა. ბრტყელთა-
ვიანი მუხლებზე დაემხო და რამდენიმე წამში თულმა ხმლის
ძლიერი დარტყმით გააგდებინა თავი.
258 მკითხველთა ლიგა
ბრძოლაში უკვე ყველა ჩართულიყო და საქმემ წინ სწრაფად
წაიწია: დარტყმა, ღმუილი, ფხაჭნა, ჟღარუნი. ყველაფერი სის-
ხლში მოისვარა, იარაღები ისე თავბრუდამხვევად მოძრაობდა,
სხეულები ისეთი სისწრაფით ეცემოდა, რომ მეძებარი ისრის
სროლას ვეღარ ასწრებდა. სამმა მებრძოლმა უკანასკნელი რამ-
დენიმე აღმუვლებულ-აყმუვლებული შანკა ალყაშია მოაქცია.
თულ დურუ უზარმაზარ ხმალს გამალებით იქნევდა და ახლოს
არავის უშვებდა. სამმუხა წინ გადახტა და ერთ-ერთს ფეხები
მოაჩეხა, დოუმ მეორეც მიაყოლა, რომელიც ამ სცენამ უკან
მოახედა.
უკანასკნელმა ბრტყელთავიანმა გამყინავად დაიყვირა და
ხეებისკენ გაიქცა. მეძებარმა ესროლა, მაგრამ სიჩქარეში ააცი-
ლა. ისარი კინაღამ დოუს შეერჭო ფეხში, მაგრამ, საბედ-
ნიეროდ, არაფერი შეუმჩნევია. შანკა, ცოტაც და, ტყეში გაუჩი-
ნარდებოდა, მაგრამ უეცრად იყივლა, ზურგზე დაეცა და აფარ-
თხალდა. ბუჩქებში ჩამალულმა ფორლიმ შანკას მოკლე ხმალი
გაუყარა.
– ერთი მოვკალი! – დაიყვირა უსუსტესმა.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ამასობაში მეძებარი მდელო-
ზე ჩამოცოცდა. ყველა გარემოს ათვალიერებდა, სადმე მტერი
ხომ არ გადარჩაო, შემდეგ შავმა დოუმ საკუთარი სისხლიანი
იარაღები თავზემოთ ასწია და მთელი ძალით იღრიალა:
– ყველანი დავხოცეთ, მაგათი დედაც!
– ჩვენც კინაღამ დაგვხოცე, წყეულო იდიოტო! – დაუყვირა
სამმუხამ.
– ჰა?
– იმ ოხერი სიგნალისთვის არ უნდა დაგეცადათ?
– მომეჩვენა, რომ იყვირე!
– არაფერიც!

259 მკითხველთა ლიგა


– მართლა? – იკითხა დოუმ გაოგნებული სახით, – ჰო მარ-
თლა, ჩვენი სიგნალი რა იყო?
სამმუხამ მძიმედ ამოიოხრა და სახეზე ხელები აიფარა.
ფორლი ისევ საკუთარ ხმალს დასჩერებოდა.
– ერთი მოვკალი! – წამოიძახა ისევ.
ახლა, როცა ბრძოლა დასრულდა, მეძებარს მეტის მოთმენა
აღარ შეეძლო, ამიტომ შეტრიალდა და უახლოეს ხეს მისაფსმე-
ლად მიადგა.
– ამოვჟლიტეთ! – დაიყვირა თულმა და მხარზე ხელი დაუტ-
ყაპუნა.
– ფრთხილად! – წამოიყვირა მეძებარმა, რადგან ფეხზე გა-
დაიფსა. ამაზე ყველას გაეცინა. უტყვმაც კი ჩაიხითხითა ოდნავ.
თულმა სამმუხა მხრებით ჩაბღუჯა და მაგრად შეანჯღრია:
– ამოვჟლიტეთ, მეთაურო!
– ჰო, ესენი დავხოცეთ, – თქვა მჟავედ სამმუხამ, – მაგრამ
კიდევ ბევრი დარჩა. ათასობით არიან. სანამ ამ მთებში დაძრწი-
ან, არ მოისვენებენ. ადრე თუ გვიან სამხრეთისკენ წავლენ. შე-
იძლება ამ ზაფხულს, როცა უღელტეხილები გაიწმინდება, ან
მოგვიანებით. მაგრამ მალე.
მეძებარმა დანარჩენებს გადახედა. ამ პატარა გამოსვლის
შემდეგ ერთმანეთს შეშფოთებულები უყურებდნენ. გამარჯვებით
დანთებული ცეცხლი მალევე ჩაქრა. სულ ასე იყო. დახოცილი
ბრტყელთავიანები შეათვალიერა. დალეწილები, გასისხლიანე-
ბულები, მოღრეცილები და დაჭყლეტილები უსულოდ ეყარნენ
მიწაზე. გამარჯვება უკვე არაფრისმომცემად მოეჩვენა.
– ამაზე ხალხს არ უნდა მოვუყვეთ, სამმუხა? – იკითხა ბო-
ლოს, – არ უნდა ვეცადოთ და ვინმე გავაფრთხილოთ?
– ჰო, – სამმუხამ ნაღვლიანად გაიღიმა, – მაგრამ ვინ?

260 მკითხველთა ლიგა


ჭეშმარიტი სიყვარულის გაკვეთილი
ჯეზალი რუხი აგრიონტის ქუჩებში ფეხებს საცოდავად მიათ-
რევდა, ხელში საფარიკაო დაშნები ეჭირა. ამთქნარებდა, ბორ-
ძიკებდა, გუშინდელი გაუთავებელი სირბილისგან გონს ჯერაც
ვერ მოსულიყო. სანამ ჰოფმაისტერი ვარუზის ყოველდღიური
წამების სეანსებისკენ მილასლასებდა, გზად არავინ შეხვედრია.
თუ დაჭრილი ჩიტის საიდანღაც უჩვეულო ჟღურტულსა და მისი-
ვე ჩექმების უხალისო ბაკუნს არ ჩააგდებდა სათვალავში, ყვე-
ლაფერი ჩაწყნარებულიყო. ჯერ ყველას ეძინა. ასეთ დროს ყვე-
ლას უნდა სძინებოდა. უპირველესად კი, მას.
მტკივანი ფეხები თაღში გაათრია და გვირაბს აუყვა. მზე ჰო-
რიზონტს ძლივს ასცილებოდა და ეზო ღრმა ჩრდილებით იყო
სავსე. სიბნელეში როგორღაც ვარუზი დალანდა, რომელიც მა-
გიდასთან იჯდა და ჯეზალს უცდიდა. ჯანდაბა! ეგონა, ერთხელ
მაინც ადრე მოვედიო. ამ ბებერ ნაბიჭვარს ოდესმე მაინც სძი-
ნავს?
– ჰოფმაისტერო! – დაიყვირა კაპიტანმა და გაუბედავად
აძუნძუნლდა.
– არა, დღეს არა, – ჯეზალს კისერზე სიცივემ დაუარა. ეს მისი
ფარიკაობის მასწავლებლის ხმა არ იყო, მაგრამ მასში რაღაც
უსიამოვნოდ ეცნო, – მარშალი ვარუზი ამ დილას უფრო მნიშ-
ვნელოვანი საქმეებითაა დაკავებული, – მაგიდასთან ჩრდილში
ინკვიზიტორი გლოკტა იჯდა და თავისი გულისამრევი, უკბილო
ღიმილით უღიმოდა. ჯეზალს ზიზღისგან გააჟრჟოლა. დილიდან-
ვე ასეთი უიღბლობა არავის სჭირდება.
ჯეზალმა ისევ უხალისოდ განაგრძო სიარული და მაგიდას-
თან შეჩერდა.
– ეჭვგარეშეა, ნამდვილად მოხარული იქნებით როცა
გაიგებთ, რომ დღეს არავითარი სირბილი, მორი, მძიმე ძელი ან
261 მკითხველთა ლიგა
ცურვა არ მოგიწევთ, – განაგრძო ხეიბარმა, – არც ესენი არ
დაგჭირდებათ, – ხელჯოხი ჯეზალის საფარიკაო დაშნებისკენ
გაიქნია, – უბრალოდ ცოტას წავიჭორავებთ. მეტი არაფერი.
ჯეზალს ვარუზთან მტანჯველი ხუთი საათის გატარება უეც-
რად ძალიან მიმზიდველად მოეჩვენა, მაგრამ უკმაყოფილების
გამომჟღავნებას არ აპირებდა. დაშნები მაგიდაზე ჟღარუნით და-
ყარა და მეორე სავარძელში უდარდელად ჩაეხეთქა. მთელი ამ
ხნის განმავლობაში გლოკტა ჩრდილიდან ყურადღებით ზვერავ-
და. ჯეზალმა სცადა, ინკვიზიტორისთვის თვალი შეუპოვრად გა-
ესწორებინა, მაგრამ ამაოდ. უკვე რამდენიმე წამის შემდეგ კი ეს
ნატანჯი სახე, უკბილო ღიმილი, ციებიანივით ანთებული, ჩაცვე-
ნილი თვალები გაცილებით უინტერესო მოეჩვენა, ვიდრე თუნ-
დაც მაგიდის ზედაპირი.
– აბა, კაპიტანო, მომიყევით, ფარიკაობა რატომ გადაწყვი-
ტეთ?
ესე იგი თამაში უნდოდა. კარტის ერთი პარტია და მხოლოდ
ორი მოთამაშე. და ყველაფერი, რასაც აქ იტყოდნენ, რა თქმა
უნდა, ვარუზამდე მიაღწევდა. ჯეზალს ეს ხელი ფრთხილად უნდა
ეთამაშა, ყველა კარტი არ უნდა ეჩვენებინა.
– საკუთარი, ჩემი ოჯახისა და მეფის ღირსებისთვის, – უპასუ-
ხა ცივად. აბა, ამ ხეიბარმა სცადოს და ამ პასუხს რამე დაუწუ-
ნოს.
– აჰ, ესე იგი თქვენი ერის გამო. რა მაღალი შეგნების მქონე
მოქალაქე ყოფილხართ! რა უანგარო თავგანწირვაა! როგორი
სამაგალითო საქციელია თითოეული ჩვენგანისთვის! – გლოკ-
ტამ ჩაიფრუტუნა, – ძალიან გთხოვთ! თუ სიცრუის თქმას აპი-
რებთ, ისეთი მაინც აარჩიეთ, თავადაც რომ დამაჯერებელი გეჩ-
ვენოთ. ეს პასუხი ორივესთვის შეურაცხმყოფელია.
„ეს უკბილო ხეიბარი ჩემთან ასეთი ტონით საუბარს როგორ
ბედავს?“ ჯეზალს ფეხები შეუტოკდა: მზად იყო ამდგარიყო, იქე-
262 მკითხველთა ლიგა
დან წასულიყო და ვარუზი, თავის საზიზღარ დამქაშთან ერთად,
ჯანდაბაში გაეგზავნა. სავარძლის სახელურებს ჩაეჭიდა, ის იყო,
უნდა წამოწეულიყო, რომ გლოკტას მზერა დაიჭირა. ხეიბარი
დამცინავად უღიმოდა. ახლა წასვლა მარცხის აღიარება იქნება.
მართლაც, რატომ გადაწყვიტა ფარიკაობა?
– ეს მამაჩემს უნდოდა.
– მართლა? მთელი გულით თანაგიგრძნობ. ერთგული შვი-
ლი, რომელიც მოვალეობის შეგრძნებით არის შებოჭილი, იძუ-
ლებულია მამის ამბიციებს ხორცი შეასხას. ნაცნობი ზღაპარია,
ძველი, მყუდრო სავარძელივით, რომელში ჩაჯდომაც ყველას
ძალიან გვიყვარს. იმას ვამბობთ, რასაც ჩვენგან მოელიან, ხომ
ასეა? ეს პასუხი ჯობდა, მაგრამ ისიც შორსაა სიმართლისგან.
– თუ ამდენი იცით, – ჩაიბუზღუნა გაჯავრებულმა ჯეზალმა, –
იქნებ თავად მითხრათ?
– კარგი. სანამ ეს პასუხებიც გიცდიათ, გეტყვით: ადამიანები
თავიანთი მეფისთვის არ ფარიკაობენ, არც ოჯახებისთვის, არც
ვარჯიშისთვის. არა. ამას აღიარებისთვის, სახელისა და დიდე-
ბის მოსახვეჭად აკეთებენ. მხოლოდ საკუთარი თავებისთვის.
ჩემზე უკეთ ეს ვინ იცის.
– თქვენ უკეთ იცით? – ჩაიფრუტუნა ჯეზალმა, – მეეჭვება,
თქვენს შემთხვევაში ამას სარგებელი მოეტანა, – ამის თქმა
დაუყონებლივ ინანა. ეს წყეული ენა, მისგან მხოლოდ უსიამოვ-
ნებები ხვდებოდა!
მაგრამ გლოკტა ისევ საზიზღრად იღიმოდა.
– სანამ საიმპერატორო ციხეში ჩამაგდებდნენ საკმაო სარგე-
ბელი მოჰქონდა. თავის გასამართლებლად რას იტყვით, მატ-
ყუარავ?
ჯეზალს საუბრის განვითარება სრულებით არ მოეწონა. სათა-
მაშო მაგიდასთან იოლ მოგებებსა და სუსტ მოთამაშეებს მეტის-
მეტად შეეჩვია. ოსტატობა ძალიან დაუბლაგვდა. ახლა სჯობდა
263 მკითხველთა ლიგა
დაეცადა და ახალი მოწინააღმდეგე უკეთ შეესწავლა. კბილი
კბილს მაგრად დააჭირა და ხმა არ ამოუღია.
– რა თქმა უნდა, ტურნირის მოსაგებად უმძიმეს შრომაა საჭი-
რო. ჩვენი საერთო მეგობარი, კოლლემ ვესტი უნდა გენახათ!
თვეების განმავლობაში ოფლში იხვითქებოდა, წრეებზე დარბო-
და, დანარჩენები კი დავცინოდით. ვიღაც ყეყეჩი, სულელი სოფ-
ლელი ჩვენნაირ დიდებულებთან შეჯიბრს როგორ ბედავს –
ვფიქრობდით ჩვენ. პოზიციები ეშლებოდა, მორზე ფეხი უს-
რიალებდა, ამისთვის მასხრად ვიგდებდით. ყოველდღე ასე მე-
ორდებოდა. მაგრამ, აბა, ახლა შეხედეთ, – გლოკტამ ხელჯოხზე
თითით დააკაკუნა, – და შემდეგ მე შემომხედეთ. როგორც ჩანს,
ბოლოს მან გაიცინა, ასე არ არის, კაპიტანო? ეს ყველაფერი
გვიჩვენებს, შრომით რამდენი რამის მიღწევა შეიძლება. მასზე
ორჯერ მეტი ნიჭი და შესაფერისი სისხლი გაქვთ. შეგიძლიათ,
იმის მეათედიც არ მოინდომოთ, რასაც ვესტი შრომობდა. მაგ-
რამ თქვენ მუშაობაზე საერთოდ უარს ამბობთ.
ჯეზალს ამის მოთმენა აღარ შეეძლო:
– საერთოდ უარს ვამბობ? მაშ ამდენ წამებას ყოველდღე ვინ
ითმენს...
– წამებას? – სწრაფადვე ჩაეძია გლოკტა.
ჯეზალი მიხვდა, რა ცუდი სიტყვა შეარჩია, მაგრამ უკვე ძალი-
ან გვიანი იყო.
– ისა... – ჩაიბლუკუნა კაპიტანმა, – მე მხოლოდ იმის თქმა
მსურდა...
– ფარიკაობაშიც კარგად ვერკვევი და წამებაშიც. მერწმუ-
ნეთ, – და ინკვიზიტორს საზარელი ღიმილი უფრო ფართოდ გა-
დაეფინა სახეზე, – ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ.
– ეე... – ჯეზალს წონასწორობა ჯერ კიდევ დაკარგული ჰქონ-
და.

264 მკითხველთა ლიგა


– ამბიციები გაქვთ, და მათი განხორციელების საშუალებე-
ბიც. ცოტაოდენი ძალისხმევა და ყველაფერი გამოვა. რამდენი-
მე თვე თავდაუზოგავი შრომა – და შემდეგ, თუ არ გენდომებათ,
მუშაობა ცხოვრებაში აღარასოდეს მოგიწევთ. რამდენიმე მოკ-
ლე თვე და მომავალი აწყობილი გაქვთ, – გლოკტამ ცარიელი
ღრძილები მოილოკა, – თუ, რა თქმა უნდა, რამე გაუთვალისწი-
ნებელი არ შეგემთხვათ. მშვენიერი შანსი მოგეცათ. თქვენს ად-
გილას მას ხელიდან არ გავუშვებდი. თუმცა, არ ვიცი. იქნებ მატ-
ყუარასთან ერთად სულელიც ხართ?
– სულელი არ ვარ, – ცივად მოუჭრა ჯეზალმა. მეტი ვერაფე-
რი მოიფიქრა.
გლოკტამ წარბი ასწია, შემდეგ დაიღმიჭა, და ფეხზე ნელა წა-
მოსადგომად ხელჯოხს მძიმედ დაეყრდნო.
– მოკლედ, თუ ასე გსურთ, საქმეს შეეშვით. დარჩენილი სი-
ცოცხლე სმასა და უმცროს ოფიცრებთან ათას სისულელეზე ლა-
პარაკში გაატარეთ. ასეთ ცხოვრებაზე უამრავი ადამიანი ოცნე-
ბობს. უამრავი ადამიანი, რომელსაც თქვენნაირი შანსი არ ღირ-
სებია. ხელი ჩაიქნიეთ. ჰოფმაისტერი ვარუზი იმედგაცრუებული
დარჩება, მაიორი ვესტიც, მამათქვენიც და ასე შემდეგ. მაგრამ
მერწმუნეთ, – ჯეზალისკენ გადაიხარა, პირზე ისევ ის საშინელი
ღიმილი ეკერა, – მე ფეხებზე მკიდია. კარგად ბრძანდებოდეთ,
კაპიტანო ლუთარ, – თქვა და თაღისკენ წაფრატუნდა.
ამ ფრიად უსიამოვნო გასაუბრების შემდეგ ჯეზალმა აღ-
მოაჩინა, რომ მოულოდნელად რამდენიმე თავისუფალი საათი
გამოუჩნდა. მაგრამ უგუნებოდ იყო და ამით დატკბობა ვერ
მოახერხა. ცარიელ ქუჩებში დაეხეტებოდა, აგრიონტის მოედ-
ნებსა და ბაღებში უაზროდ დაძრწოდა, მოღუშული ხეიბრის სიტ-
ყვებზე ჩაფიქრებულიყო და გლოკტას სახელს წყევლიდა. მაგ-
რამ ფიქრებით ისევ დიალოგს უბრუნდებოდა, თითოეულ ფრა-
ზას თავიდან იხსენებდა, ყოველ ჯერზე ახალ პასუხებს იგონებდა
265 მკითხველთა ლიგა
ინკვიზიტორის შეკითხვებზე. ნეტავ ეს არგუმენტები თავის დრო-
ზე გახსენებოდა!
– აა, კაპიტანი ლუთარი! – ჯეზალი შეკრთა და ირგვლივ მი-
მოიხედა. ხის ქვეშ, ცვრიან ბალახზე უცნობი მამაკაცი მოკალა-
თებულიყო და ქვემოდან უღიმოდა, ხელში ნახევრად შეჭმული
ვაშლი ეჭირა, – დილა სეირნობისთვის საუკეთესო დროა, მე ასე
მიმაჩნია. ყველაფერი წყნარი, ნაცრისფერი, სუფთა და ცა-
რიელია. საღამოობით მოწყობილ ხმაურიან აურზაურებთან სა-
ერთო არაფერი აქვს. მთელი ეს ხალხის გაუთავებელი ფუსფუსი
და მისვლა-მოსვლა! ასეთ ალიაქოთში როგორ უნდა იფიქრო?
და აი, ვხედავ, რომ თქვენც იმავე აზრზე ყოფილხართ. რა მშვე-
ნიერია! – და ვაშლი ხმამაღალი ხრაშუნით ღონივრად ჩაკბიჩა.
– ერთმანეთს ვიცნობთ?
– ო, არა, არა, – უპასუხა უცნობმა, ფეხზე წამოდგა და შარ-
ვლის უკანა ნაწილი გაიფერთხა, – ჯერ არა. სულფური მქვია.
იორუ სულფური.
– მართლა? და აგრიონტში რამ მოგიყვანათ?
– შეიძლება ითქვას, დიპლომატიური მისია მაქვს.
ჯეზალმა უცნობი კარგად აათვალიერ-ჩაათვალიერა, ცდი-
ლობდა გამოეცნო, საიდან იყო:
– მისია ვისგან?
– ჩემი ბატონისგან, რაღა თქმა უნდა, – უპასუხა სულფურმა,
ჯეზალს ეს ვერაფრით დაეხმარა. კაპიტანმა შეამჩნია, რომ
იორუ სულფურს სხვადასხვა ფერის თვალები ჰქონდა. საკმაოდ
უშნო თავისებურებააო, გაიფიქრა და ჰკითხა:
– და თქვენი ბატონი ვინ არის?
– ძალიან ბრძენი და ძლევამოსილი ადამიანი, – ვაშლი ბო-
ლომდე შეჭამა, ყუნწი ბუჩქებში მოისროლა და ხელები პერან-
გზე შეიწმინდა, – როგორც ვხედავ, ხმალაობდით.
ჯეზალმა დაშნებს დახედა:
266 მკითხველთა ლიგა
– დიახ, – თქვა და მიხვდა – როგორც იქნა, საბოლოო გა-
დაწყვეტილება მიიღო, – მაგრამ უკანასკნელად. თავს ვანებებ.
– ოო, ოღონდ ეს არა! – უცნობმა ჯეზალს ხელი მხარში სტა-
ცა, – ღმერთო ჩემო, ეს არ უნდა ქნათ!
– რა?
– არა, არა! ეს რომ ჩემმა ბატონმა გაიგოს, გაგიჟდება! ნამ-
დვილად გაგიჟდება! ფარიკაობას თუ მიატოვებთ, მერე სხვა რა-
მეებსაც დათმობთ! საზოგადოების ყურადღებას სწორედ ამით
იპყრობენ, ხომ გესმით? საბოლოოდ ყველაფერს ხალხი წყვეტს.
უბრალო ხალხის გარეშე არც დიდებულები არსებობენ. მათ გა-
რეშე ვერავითარი არისტოკრატია ვერ იარსებებს! ყველაფერს
ისინი წყვეტენ!
– რა? – ჯეზალმა პარკი მცველის პოვნის იმედით შეათვა-
ლიერა, სასწრაფოდ უნდა გაეფრთხილებინა, რომ აგრიონტში
საშიში შეშლილი დაძრწოდა.
– არა, არ უნდა დანებდეთ! ამის მოსმენაც არ მსურს! არავი-
თარ შემთხვევაში! დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს გა-
დაიფიქრებთ! სხვა გზა არ გაქვთ!
ჯეზალმა სულფურის ხელი მხრიდან მოიშორა:
– ვინ ხართ?
– სულფური, იორუ სულფური, თქვენს სამსახურში მიგულეთ.
იმედია ტურნირზე შევხვდებით, კაპიტანო. ან იქნებ მანამდეც! –
მხარს უკან ხელი დაუქნია და წავიდა.
ჯეზალი ცოტა ხანს პირდაღებული მისჩერებოდა.
– ჯანდაბა! – დაიყვირა და ხმლები ბალახზე მოისროლა.
დღეს, როგორც ჩანს, ყველას მის საქმეში ცხვირის ჩაყოფა მო-
უნდა, პარკში მოხეტიალე შეშლილ მაწანწალასაც კი.
ჯეზალმა ცოტა ხანს იცადა, არ უნდოდა მეტისმეტად ადრე მი-
სულიყო. შემდეგ მაიორ ვესტთან გაემართა. მაიორი მას ყო-
ველთვის თანაგრძნობით უსმენდა, თან იმედი ჰქონდა, მეგო-
267 მკითხველთა ლიგა
ბარს ჰოფმაისტერი ვარუზისთვის ცუდი ამბის გადაცემაზე
დაიყოლიებდა. ჯეზალს, შეძლებისდაგვარად, სურდა მძიმე
სკანდალი თავიდან აეცილებინა. კარზე დააკაკუნა და მოიცადა,
შემდეგ ისევ დააკაკუნა. ბოლოს კარი გაიღო.
– კაპიტანო ლუთარ! რა წარმოუდგენელი პატივია!
– არდი, – წაიბურტყუნა მისი იქ ნახვით გაოცებულმა ჯეზალ-
მა, – თქვენი ისევ ნახვა ძალიან მიხარია, – ამას კი გულწრფე-
ლად ამბობდა. გოგონამ ძალიან დააინტერესა. მისთვის ახალი
და უჩვეულო იყო დაინტერესებულიყო, ქალის მოსაზრებებით.
თან ჯანდაბა! ძალიან კარგი გარეგნობა ჰქონდა, ამას ვერავინ
უარყოფდა, და თითქოს ყოველი ნახვისას კიდევ უფრო ლამაზ-
დებოდა. რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა მათ შორის რა-
მე მომხდარიყო, ჯეზალი ხომ ვესტის მეგობარი იყო და ასე შემ-
დეგ, მაგრამ ყურებით რა დაშავდებოდა? – ეე... თქვენი ძმა არ
არის?
არდი კედელს მიყუდებულ დივანზე ზანტად დაეშვა და გაჯავ-
რებულმა ფეხი გაჭიმა:
– წავიდა. არ ვიცი, სად. ყოველთვის დაკავებულია. ჩემთვის
დრო არასოდეს აქვს, – ლოყები ჩვეულებრივზე მეტად აუღაჟ-
ღაჟდა. ჯეზალმა იქვე გრაფინი შეამჩნია. საცობი ამოეძროთ,
ღვინო კი ნახევრამდე ჩაეცალათ.
– მთვრალი ხართ?
– ცოტა, – იდაყვთან მდგარ ნახევრად სავსე ღვინის ჭიქას
მოჭუტული თვალებით გახედა, – მაგრამ უბრალოდ მოვიწყინე.
– ჯერ ხომ ათი საათიც არ გამხდარა!
– რა, ათამდე მოწყენა არ შეიძლება?
– ხვდებით, რაც ვიგულისხმე.
– მორალზე ლექციების კითხვა ჩემ ძმას მიანდეთ. მას უფრო
უხდება. და დალიეთ, – ხელი ბოთლისკენ გაიქნია, – თქვენი გა-
მომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, არც თქვენ გაწყენთ.
268 მკითხველთა ლიგა
სიმართლეს ამბობდა. სასმელი ჭიქაში დაისხა და არდის წინ
მდგარ სკამზე დაჯდა. გოგონა დამძიმებული ქუთუთოებით ათვა-
ლიერებდა. მაგიდიდან საკუთარი ჭიქა აიღო. ჭიქის გვერდით
ამოტრიალებული სქელი წიგნი იდო.
– რა წიგნია? – ჰკითხა ჯეზალმა.
– „ოსტატი შემოქმედის დაცემა“, სამ ტომად. ერთ-ერთ უდი-
დეს ისტორიულ კლასიკად არის მიჩნეული. ძირითადად მოსაწ-
ყენი ბოდვაა, – და ირონიულად ჩაიფრუტუნა, – ბრძენი მაგები,
უზარმაზარხმლიანი უდრეკი რაინდები და მშვენიერი, დიდმკერ-
დიანი მანდილოსნები. მაგია, სისასტიკე და სასიყვარულო თავ-
გადასავლები თანაბარი დოზით. ნამდვილი ნაგავია, – წიგნს ხე-
ლი თხლიშა და მაგიდიდან გადააგდო, ისიც ხალიჩაზე ფურცლე-
ბის შრიალით დაეცა.
– რამე მაინც უნდა მოიძებნებოდეს, რითაც თავს გაირთობთ.
– მართლა? და თქვენ რას მირჩევდით?
– ჩემი ბიძაშვილები ბევრს ქარგავენ...
– წადი შენი!
– ჰმმ, – ჯეზალს გაეღიმა. გოგონას უხამსი საუბარი ისე აღარ
სწყინდა, როგორც მათი პირველი შეხვედრისას, – და სახლში
რას აკეთებდით, ანგლანდში?
– აჰ, სახლში... – თავი დივანზე უკან გადააგდო, – იქ მეგონა,
რომ მოწყენილი ვიყავი. ვერ ვითმენდი, აქ ჩამოსვლა ისე მინ-
დოდა – სამყაროს კაშკაშა ცენტრში. ახლა ერთი სული მაქვს,
უკან როდის გავბრუნდები. ცოლად ვინმე ფერმერს გავყვები.
ერთ დუჟინ ნაბიჭვარს დავუყრი. სხვა თუ არაფერი, დამლაპარა-
კებელი მაინც მეყოლება ვინმე, – თვალები დახუჭა და ამოიოხ-
რა, – მაგრამ კოლლემი არ გამიშვებს. ახლა, როცა მამაჩვენი
გარდაიცვალა, ჩემზე პასუხისმგებლობას გრძნობს. ფიქრობს,
რომ უკან დაბრუნება ძალიან საშიშია. არ სურს ჩრდილოელებ-
მა ამკუწონ, მაგრამ მისი პასუხისმგებლობა აქ წყდება. როგორც
269 მკითხველთა ლიგა
ჩანს, ეს პასუხისმგებლობა ჩემთან ათი წუთის გატარებას არ ით-
ვალისწინებს. გამოდის რომ საბოლოოდ ჩავრჩი აქ, ამ გაფხო-
რილ სნობებთან.
ჯეზალი სკამზე უხერხულად შეიშმუშნა:
– ვესტი ყველაფერს ნორმალურად უმკლავდება.
– ოო, დიახ! – ჩაიფრუტუნა არდიმ, – კოლლემ ვესტი, მშვე-
ნიერი ყმაწვილი! მან ხომ ტურნირში გაიმარჯვა, არ იცოდით?
ულრიხში ალყა პირველმა სწორედ მან გაარღვია! დიდი საგვა-
რეულოდან არ არის, ჩვენ ვერასოდეს გაგვიტოლდება, მაგრამ
მდაბიოს კვალობაზე შესანიშნავი ყმაწვილია! სამწუხაროა, ასე-
თი თავხედი და რომ ჰყავს, თანაც მეტისმეტად ჭკვიანი. ეგ კი
არა, ამბობენ სვამს კიდეცო, წარმოგიდგენიათ? – წაიჩურჩულა
არდიმ, – საკუთარი ადგილი არ იცის. სამარცხვინოა. ჯობია უბ-
რალოდ თავი მოვიკატუნოთ, ვითომ საერთოდ არ არსებობს, –
ისევ ამოიოხრა გოგონამ, – დიახ, სახლში რაც უფრო მალე დავ-
ბრუნდები, ყველა უფრო ბედნიერად იგრძნობს თავს.
– მე არ ვიგრძნობ თავს ბედნიერად... – ჯანდაბა! ეს რა, ხმა-
მაღლა თქვა?
არდის გაეცინა, ოღონდ არც ისე მხიარულად.
– რა კეთილშობილური საქციელია თქვენი მხრიდან. ჰო
მართლა, დღეს რატომ არ ხმალაობთ?
– დღეს მარშალი ვარუზი დაკავებული იყო, – ჯეზალი შეყოყ-
მანდა, – და მინდა გითხრათ, რომ ამ დილით ფარიკაობას თქვე-
ნი მეგობარი, სანდ დან გლოკტა მასწავლიდა.
– მართლა? ალბათ რამე განსაკუთრებული გითხრათ.
– კი, ბევრი რამ. სულელი მიწოდა.
– წარმოგიდგენიათ?!
– ჰო, მოკლედ... – ჯეზალი მოიღუშა, – ფარიკაობა ისევე
მომწყინდა, როგორც თქვენ ეს წიგნი. თქვენს ძმასთან საუბარი

270 მკითხველთა ლიგა


სწორედ ამიტომ მსურდა. ვარჯიშისთვის თავის განებება გადავ-
წყვიტე.
არდიმ გადაიხარხარა – ფხუკუნა, ბუყბუყა ხმებს გამოსცემ-
და. მთელი სხეულით ცახცახებდა. ღვინო ჭიქიდან გადმოექცა
და იატაკზე დაეღვარა.
– სასაცილოს რას ხედავთ? – მკაცრად იკითხა ჯეზალმა.
– უბრალოდ... – არდიმ ცრემლი მოიწმინდა, – მე და კოლ-
ლემი დავნაძლევდით. დარწმუნებული იყო, რომ ბოლომდე გა-
უძლებდით. მე კი ათი მარკით გავმდიდრდი.
– ვერ ვიტყოდი, რომ თქვენი სანაძლეოს ობიექტად ყოფნა
მომწონს, – მკვახედ მიახალა ჯეზალმა.
– ვერ ვიტყოდი, რომ ეგ ფეხებზე არ მკიდია.
– ეს სერიოზული საქმეა!
– არაფერიც! – მოუჭრა გოგონამ, – აი ჩემი ძმისთვის, ნამ-
დვილად სერიოზული იყო, სხვა გზა არ ჰქონდა! თუ შენს სახელს
„დან“ არ მოსდევს, ვერავინ გამჩნევს. ეს ჩემზე უკეთ ვის ესწავ-
ლება? რაც აქ ჩამოვედი, თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ,
რომელმაც ჩემთვის რაღაც დრო მაინც გაიმეტა, და ისიც მხო-
ლოდ იმიტომ, რომ კოლლემმა გაიძულათ. ფული თითქმის არ
მაქვს, კეთილშობილ წარმომავლობაზე საერთოდ აღარაფერს
ვამბობ, და ეს ყველაფერი თქვენნაირების თვალში ნამდვილ
არარაობად მაქცევს. კაცები ყურადღებას არ მაქცევენ, ქალე-
ბისთვის კი არც ვარსებობ. აქ არაფერი დამრჩენია, არაფერი და
არავინ, და თქვენ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრებაა რთული? ძალი-
ან გთხოვთ! ბედი ფარიკაობაში ხომ არ მეცადა? – თქვა მწარედ,
– თუ შეძლებთ, ჰოფმაისტერს ჰკითხეთ, ახალი მოსწავლისთვის
თუ დარჩა ადგილი, კარგი? იქნებ, მაშინ მაინც შევძლო ვინმეს-
თან საუბარი!
ჯეზალმა თვალები ააფახურა. ეს საინტერესო აღარ იყო. ეს
უხეშობა იყო.
271 მკითხველთა ლიგა
– მოიცადეთ, თქვენ ხომ წარმოდგენაც არ გაქვთ, ეს როგო-
რი...
– ოოჰ, მორჩით სლუკუნს! რამდენი წლის ხართ? ხუთის? დე-
დიკოსთან ხომ არ დაბრუნდებოდი და ძუძუს ხომ არ მოწოვდი,
ბალღო?
ჯეზალი ყურებს ვერ უჯერებდა. „როგორ ბედავს?“
– დედაჩემი მკვდარია, – უთხრა ბოლოს.
აჰა! ეს თავს დამნაშავედ აგრძნობინებდა, იძულებული გახ-
დებოდა ბოდიში მოეხადა.
არ გამოუვიდა.
– მოკვდა? რა იღბლიანი ყოფილა: შენი სულელური წუწუნის
მოსმენა მაინც არ უწევს! ეს გაზულუქებული მდიდარი ბიჭუკები
ყველანი ერთნაირები ხართ. ყველაფერი გაქვთ, რაც კი შეიძ-
ლება ისურვო, ხოლო თუ მის ასაღებად ოდნავ ძირს დახრა მო-
გიწიათ, ისტერიკებს იწყებთ. საცოდავები ხართ! გულს მირევთ!
ჯეზალს თვალები დაუმრგვალდა. სახე აუვარვარდა, ისე ეწ-
ვოდა, თითქოს ორივე ლოყაში სილა გააწნესო. ერჩივნა, მარ-
თლა ასე ყოფილიყო. ასე ცხოვრებაში არავინ დალაპარაკებია,
არასოდეს! გლოკტაზე უარესი იყო: გაცილებით უარესი და გა-
ცილებით მოულოდნელი. ჯეზალი მიხვდა, რომ პირი ნახევრად
ღია დარჩენოდა, დახურა, კბილი კბილს მაგრად დააჭირა, ჭიქა
მაგიდაზე დაახეთქა და წასასვლელად ფეხზე წამოდგა. თითქმის
გასასვლელთან მისულიყო, როცა კარი მოულოდნელად გაიღო
და ჯეზალი მაიორი ვესტის პირისპირ აღმოჩნდა. მეგობრები ერ-
თმანეთს მიაჩერდნენ.
– ჯეზალ, – თქვა ვესტმა, კაპიტანს თავიდან განცვიფრებული
მისჩერებოდა, შემდეგ დივანზე განრთხმული და შეამჩნია და
გაოცება მსუბუქი ეჭვით შეეცვალა, – აქ რას აკეთებ?
– ეე... შენს სანახავად მოვედი.
– ვაჰ, მართლა?
272 მკითხველთა ლიგა
– დიახ, მაგრამ მოითმენს. საქმეები მაქვს, – ჯეზალმა მეგო-
ბარს გვერდი სწრაფად აუარა და დერეფანში გავარდა.
– ეს ყველაფერი რას ნიშნავს? – ზურგს უკან ვესტის ხმა მო-
ესმა, – მთვრალი ხარ?
ჯეზალის მრისხანება ყოველ ნაბიჯთან ერთად იზრდებოდა,
სანამ არ იგრძნო, რომ სადაცაა დაიხრჩობოდა. ნამდვილი თავ-
დასხმის მსხვერპლი გახდა! ველური და დაუმსახურებული თავ-
დასხმის! დერეფანში გაჩერდა, ბრაზისგან ცახცახებდა, ნეს-
ტოებით ისე ქშინავდა, თითქოს ათი მილი გაირბინაო, ხელები
ტკივილამდე მოემუშტა. თან ქალის გამო! ქალის! ვიღაც მდა-
ბიოსი! როგორ გაბედა? რამდენი დრო დაახარჯა, მის ხუმრო-
ბებზე იცინოდა, მიმზიდველად მიიჩნევდა! იმაზეც მადლობელი
უნდა დარჩენილიყო, რომ შეამჩნია!
– შეშლილი ძუკნა! – აღმოხდა ჯეზალს. ის-ისაა, უკან უნდა
გაბრუნებულიყო და ეს სიტყვები მისთვის სახეში მიეხალა, რომ
მიხვდა, უკვე ძალიან გვიანი იყო. ირგვლივ მიმოიხედა, რაღა-
ცას ეძებდა, რის დამტვრევასაც შეძლებდა. „სამაგიერო როგორ
გადავუხადო? რითი?“ უცებ გონება გაუნათდა.
უნდა დაემტკიცებინა, რომ ცდებოდა.
დიახ. დაუმტკიცებდა, რომ ცდებოდა – მასაც და იმ ნაბიჭვარ
ხეიბარს, გლოკტასაც. ანახებდა, როგორი მუშაობაც შეეძლო.
დაუმტკიცებდა, რომ არც სულელი იყო, არც მატყუარა, არც გა-
ზულუქებული ბავშვი. რაც უფრო მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფ-
რო მიმზიდველი ეჩვენებოდა აზრი. ამ წყეულ ტურნირს მოიგებ-
და, აი რას იზამდა! სახეებიდან ღიმილს ჩამოურეცხავდა! დერე-
ფანში ჩქარი ნაბიჯით დაეშვა, მკერდში ახალი, უცნაური გრძნო-
ბის დაბადებას გრძნობდა.
მიზანი. აი, რა იპოვა. იქნებ, სირბილი კიდევ მოესწრო.

273 მკითხველთა ლიგა


როგორ წვრთნიან ძაღლებს
შეგირდი ფროსტი კედელთან სრულიად გაუნძრევლად და
ჩუმად იდგა, ღრმა ჩრდილებში ძლივს მოჩანდა, თითქოს შენო-
ბის ნაწილიაო. უკანასკნელი ერთი საათის განმავლობაში, შეიძ-
ლება უფრო დიდხანსაც, ალბინოსი არ განძრეულა, ფეხი არ
გაუტოკებია, თვალი არ დაუხამხამებია, გლოკტას მისი სუნ-
თქვაც კი არ გაუგია – უბრალოდ იდგა და ქუჩას გაჰყურებდა.
გლოკტა გულში იგინებოდა, უხერხულად წრიალებდა,
შუბლს იჭმუხნიდა, სახეს იფხანდა, ცარიელ ღრძილებს ილოკავ-
და. „რატომ აგვიანებენ? კიდევ რამდენიმე წუთი და ჩამეძინება,
ამ აყროლებულ არხში ჩავვარდები და დავიხრჩობი. როგორი
დროული იქნება!“ ზეთისმაგვარ, აქოთებულ წყალს ჩახედა, რო-
მელიც მშვიდად ჩუხჩუხებდა. „დოკებთან მოტივტივე გვამი იპო-
ვეს, ზღვის წყლისგან გაბერილი და საშინლად დამახინჯებუ-
ლი... მისი ამოცნობა შეუძლებელი იქნება...“
ფროსტი სიბნელეში საკუთარ მკლავს შეეხო და დიდი თეთრი
თითით ქუჩაზე ანიშნა. სამი მამაკაცი ნელა უახლოვდებოდა
მათ. ოდნავ მოღრეცილები მოდიოდნენ, როგორც იმ ადა-
მიანებს სჩვევიათ, რომლებმაც დიდი დრო გაატარეს ზღვაში და
მოქანავე გემბანზე გამუდმებით წონასწორობის შენარჩუნება
უწევდათ. „ესეც ჩვენი პატარა წვეულების ნახევარი. სჯობს გვი-
ან, ვიდრე არასდროს“.
სამმა მეზღვაურმა არხზე გადებული ხიდის ნახევარი გა-
მოიარა, გაჩერდა და მათგან ოციოდე ნაბიჯში დაიწყო ცდა.
გლოკტას მათი საუბარი ესმოდა: უხეში, თავდაჯერებული,
მდაბიო აქცენტი. შენობაზე ჩაბღაუჭებული ჩრდილში კიდევ უფ-
რო ღრმად შევიდა.
ახლა ფეხის ხმა საპირისპირო მხრიდან მოესმათ – აჩქარე-
ბული ნაბიჯების. ორი კაცი გამოჩნდა, ქუჩაში სწრაფად მოაბი-
274 მკითხველთა ლიგა
ჯებდნენ. ერთი, ძალიან მაღალი, გამხდარი მამაკაცი ძვირადღი-
რებულ ბეწვის ქურთუკში გახვეულიყო და ირგვლივ წამდაუწუმ
ეჭვის თვალით იყურებოდა. „ეს გოფრედ ჰორნლახი უნდა იყოს,
აბრეშუმით მოვაჭრეების გილდიის უხუცესი. ის, ვინც გვჭირდე-
ბა“. მის მეგზურს წელზე ხმალი ეკიდა და მხარზე შემოდებულ
უზარმაზარ ხის სკივრს გაჭირვებით მოათრევდა. „მსახურია, ან
პირადი მცველი, ან ორივე. ის არ გვაინტერესებს“. ხიდს მიუახ-
ლოვდნენ თუ არა, გლოკტამ იგრძნო, კისერზე თმა როგორ
აეჯაგრა. ჰორნლახმა გრძელ, ყავისფერ წვერიან ერთ-ერთ მეზ-
ღვაურთან, რამდენიმე სიტყვა სწრაფად გაცვალა.
– მზად ხარ? – წაუჩურჩულა ინკვიზიტორმა ფროსტს. შეგირ-
დმა თავი დაუქნია.
– შეჩერდით! – დაიყვირა გლოკტამ მთელი ხმით, – მისი
უდიდებულესობის სახელით! – ჰორნლახის მსახური მკვეთრად
შემოტრიალდა, სკივრი ხიდზე გრუხუნით გაუვარდა, ხელი მახ-
ვილისკენ წაიღო. გზის მეორე მხარეს სიბნელიდან არბალეტის
ჩუმი გასროლა გაისმა. მსახურს სახეზე ჯერ გაოცება გამოეხატა,
შემდეგ ამოიხვნეშა და მიწაზე პირქვე დაემხო. შეგირდი ფროს-
ტი ჩრდილიდან სწრაფად გამოვიდა, გზაზე რბილად მიაბიჯებდა.
ჰორნლახი გადიდებული თვალებით მსახურის გვამს მიაჩერ-
და, შემდეგ ვეება ალბინოსს გახედა. ბოლოს მეზღვაურებს მიუბ-
რუნდა და აყვირდა:
– მიშველეთ! შეაჩერეთ!
– არ გამოვა, – გაუღიმა საპასუხოდ მეთაურმა. მისი ორი თა-
ნამგზავრი აუჩქარებლად ამოძრავდა – ხიდს კეტავდნენ. აბრე-
შუმით მოვაჭრე წაბორძიკდა და მეორე მხარეს, არხთან მდება-
რე ჩრდილებისკენ რამდენიმე გაუბედავი ნაბიჯი გადადგა. მის
წინ, კარის გასასვლელში სევერარდი გამოჩნდა, მხარზე არბა-
ლეტი გადაეკიდა.

275 მკითხველთა ლიგა


„არბალეტი რომ ყვავილების თაიგულით შევცვალოთ, ისე
გამოიყურება, თითქოს ქორწილში მიდის. ვერასოდეს იფიქრებ,
რომ ახლახან ადამიანი მოკლა“.
ალყაში მოქცეულ ჰორნლახს მხოლოდ სულელივით აქეთ-
იქით ყურება დარჩენოდა, მისკენ მიმავალ ორ შეგირდსა და
გლოკტას შიშისა და გაოგნებისგან გადიდებული თვალებით
მისჩერებოდა.
– მე ხომ გადაგიხადეთ! – დაუყვირა მეზღვაურებს სასოწარ-
კვეთილმა.
– შენ კაიუტისთვის გადამიხადე, – უპასუხა კაპიტანმა, – ერ-
თგულებას ცალკე ფასი აქვს.
შეგირდმა ფროსტმა დიდი თეთრი ხელი ვაჭარს მხარში ჩას-
ცხო და მუხლებზე დააგდო. სევერარდი მცველთან მივიდა, სხე-
ულს ფეხსაცმლის ბინძური წვერი ამოსდო და პირაღმა გადმო-
ატრიალა. გვამი ღამის ცას უსიცოცხლო თვალებით მიაჩერდა,
ყელიდან არბალეტის ისრის ბოლო გამოსჩროდა. პირიდან გად-
მოღვრილი სისხლი მთვარის შუქზე შავად ელვარებდა.
– მკვდარია, – ჩაილაპარაკა სევერარდმა, თუმცა უთქმელა-
დაც ცხადად ჩანდა.
– დიახ, როგორც წესი, ყელში ისრის გარტყმა ამისთვის საკ-
მარისია ხოლმე, – შენიშნა გლოკტამ, – მიხედე, კარგი?
– ახლავე, – სევერარდმა მცველს ხელები ფეხებში სტაცა და
ხიდის მოაჯირთან მიათრია, შემდეგ სხეულს ხელები იღლიებში
ამოუდო, ხვნეშით ასწია და წყალში გადააგდო. „როგორ ფაქი-
ზად, ოსტატურად, მოხერხებულად მოძრაობს. ეტყობა, რომ ეს
ადრეც გაუკეთებია“. ქვემოდან დგაფუნი გაისმა და გვამი შლა-
მიან წყალში ჩაიძირა. ფროსტს ჰორნლახისთვის ხელები ზურგს
უკან უკვე მაგრად შეეკრა და თავზეც ტომარა ჩამოეცვა. ტყვე
ფეხზე წამოაყენა და ეს უკანასკნელი ტილოს ქსოვილის მიღმა

276 მკითხველთა ლიგა


გამყინავად აწივლდა. გლოკტა სამ მეზღვაურთან მილასლასდა,
ჩიხში დიდხანს გაუნძრევლად დგომისგან ფეხები დაბუჟებოდა.
– ესეც ასე, – თქვა, პალტოს გულის ჯიბიდან მძიმე ქისა
ამოიღო და მომლოდინე კაპიტანს ზედ ხელისგულთან გაუჩერა,
– ერთი მითხარი, ამაღამ რა მოხდა?
მოხუცმა მეზღვაურმა გაიღიმა და გარუჯული სახე ტყავის ჩექ-
მასავით დაუნაოჭდა:
– ტვირთი მიფუჭდებოდა და პირველივე მიქცევისთანავე უნ-
და გაგვეცურა, მას ასე ვუთხარი. ამ აქოთებულ არხთან შუაღა-
მემდე ველოდეთ. ვუცადეთ და ვუცადეთ, მაგრამ წარმოგიდგე-
ნიათ? ეს ნაბიჭვარი არც კი გამოჩნდა!
– ძალიან კარგია. თქვენს ადგილას რომ ვიყო, ვესტპორტშიც
იმავეს მოვყვებოდი, თუ ვინმე რამეს მკითხავდა.
კაპიტანი ნაწყენი ჩანდა:
– კი მაგრამ, ყველაფერი მართლა ასე მოხდა, ინკვიზიტორო!
სხვა რა ისტორია შეიძლება მოვყვე?
გლოკტამ ქისას ხელი გაუშვა, შიგნით მონეტებმა გაიწკარუ-
ნეს.
– მისი უდიდებულესობა მადლიერია.
კაპიტანმა ქისა ხელში აწონა:
– ყოველთვის მზად ვარ მის უდიდებულესობას ვემსახურო! –
ის და მისი ორი თანამგზავრი შეტრიალდნენ, ჩაყვითლებული
კბილებით გაიღიმეს და ნავსადგურისკენ გაემართნენ.
– ჰოდა, მშვენიერია, – თქვა გლოკტამ, – განვაგრძოთ.
– ჩემი ტანსაცმელი სად არის? – ყვიროდა ჰორნლახი და
სკამზე იკლაკნებოდა.
– მაგის გამო ბოდიშს გიხდით. ვიცი, საკმაოდ უხერხულად
გრძნობთ თავს, მაგრამ ტანსაცმელს ბევრი რამის დაფარვა შე-
უძლია. დაუტოვე ადამიანს საკუთარი ტანსაცმელი და ამით მას
სიამაყეს, ღირსებასა და სხვა რამეებსაც დაუტოვებ, რომლებიც
277 მკითხველთა ლიგა
აქ არაფერში სჭირდება. დაკითხვისას ტყვეს ჩაცმულს არას-
დროს ვაჩერებ. გახსოვთ სალემ რიუსი?
– ვინ?
– სალემ რიუსი, ერთ-ერთი თქვენიანი. აბრეშუმით მოვაჭრე.
მეფის გადასახადებს თავს არიდებდა და ამის გამო დავიჭირეთ.
ყველაფერი აღიარა და რამდენიმე ადამიანი დაასახელა. მათ-
თან საუბარი მინდოდა, მაგრამ ყველა მოკლეს.
ვაჭარს თვალები აქეთ-იქით გაურბოდა. „საკუთარ შანსებზე
ფიქრობს, ცდილობს გაარკვიოს, რამდენად ბევრი ვიცით“.
– ადამიანები სულ კვდებიან, – უპასუხა ბოლოს ჰორნლახმა.
გლოკტამ ფრესკაზე გამოსახულ იუვინის გვამს გახედა, რომ-
ლის დაღვრილი სისხლის გამოსახატად მთელი კედელი წით-
ლად იყო შეღებილი. „ადამიანები სულ კვდებიან“.
– რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის ასე სასტიკად არა. შთა-
ბეჭდილება შემექმნა, რომ მათი დახოცვა ვიღაცას უნდოდა.
მკვლელობები ვიღაცამ შეუკვეთა. შთაბეჭდილება შემექმნა,
რომ ეს თქვენ იყავით.
– არავითარი მტკიცებულება არ გაქვთ! არავითარი! ეს არ
შეგრჩებათ!
– მტკიცებულება არაფერს ნიშნავს, ჰორნლახ, მაგრამ თქვენ
შეღავათს გაგიწევთ. რიუსი გადარჩა. სხვათა შორის, დერეფან-
შია, აქვე, ახლოს. მეგობრების გარეშე დარჩენილი გამწარებუ-
ლი მოთქვამს, ყველა აბრეშუმით მოვაჭრეს ხელს ადებს ვინც კი
ახსოვს. ან ვისაც ჩვენ ვიხსენებთ, თუ გსურთ ბოლომდე გულ-
წრფელი ვიყო, – ტყვეს თვალები დაუწვრილდა, მაგრამ არაფე-
რი უთქვამს, – კარპი სწორედ მისი მეშვეობით დავიჭირეთ.
– კარპი? – იკითხა ვაჭარმა, ცდილობდა უდარდელი ტონი
ჰქონოდა.
– რა თქმა უნდა, თქვენი დაქირავებული მკვლელი გახსოვთ,
ხომ ასეა? ჩასკვნილი სტირიელი? ნაყვავილარი სახით? მაგრად
278 მკითხველთა ლიგა
რომ ოფლიანობს? ისიც დავიჭირეთ. ყველაფერი გვიამბო. რო-
გორ დაიქირავეთ, რამდენი გადაუხადეთ, რა დაავალეთ. ყვე-
ლაფერი, – გლოკტამ გაიღიმა, – მკვლელის კვალობაზე
ბრწყინვალე მეხსიერება აქვს, თითოეული დეტალი კარგად ახ-
სოვს.
ჰორნლახს სახეზე შიში გამოესახა, სულ ოდნავ, მაგრამ მა-
ლევე მოერია თავს:
– ეს ჩემი გილდიის შეურაცხყოფაა! – შიშველმა და სკამზე
მიბმულმა ყვირილში, რაც შეეძლო, ჩააქსოვა საკუთარი ავტო-
რიტეტი, – ჩემი ბატონი, კოსტერ დან კაულტი ამას არასოდეს
დაუშვებს, ის კი ზედამხედველი კალინის ახლო მეგობარია!
– მიმიფურთხებია კალინისთვის, მისი საქმე უკვე წასულია.
თანაც, კაულტი ფიქრობს, რომ ახლა გემზე ნებივრობთ, ვეს-
ტპორტისკენ მიემართებით და თქვენზე ხელი არ მიგვიწვდება.
მეეჭვება, რამდენიმე კვირა მოგისაკლისონ, – ვაჭარს ფერი
წაუვიდა, – ამ დროის განმავლობაში კი ბევრი რამ შეიძლება
მოხდეს... ძალიან ბევრი.
ჰორნლახმა ტუჩები მოილოკა. თვალი ფროსტისა და სევე-
რარდისკენ გააპარა და გლოკტასკენ ოდნავ გადაიხარა. „აჰა,
ვაჭრობის დრო დადგა“.
– ინკვიზიტორო, – შემპარავად დაიწყო ვაჭარმა, – ცხოვრე-
ბაში თუ რამე მისწავლია, ისაა, რომ ყველა ადამიანს რაღაც უნ-
და. ყველას თავისი ფასი აქვს, ხომ ასეა? ჩვენ კი ღრმა ჯიბეები
გვაქვს. უბრალოდ უნდა თქვათ, რამდენს მოითხოვთ. უბრალოდ
თქვით! რა გინდათ?
– რა მინდა? – ჰკითხა გლოკტამ და შეთქმულივით თვითო-
ნაც წინ გადაიხარა.
– დიახ. ამას რისთვის აკეთებთ? რა გსურთ? – ჰორნლახი უკ-
ვე ეშმაკურად, კოიოტივით იღიმოდა.
„უცნაურია, მაგრამ ჩემს მოსყიდვას ვერაფრით შეძლებ“.
279 მკითხველთა ლიგა
– ჩემი კბილების დაბრუნება მინდა.
ვაჭარს ღიმილი ჩაუქრა.
– ჩემი ფეხის დაბრუნება მინდა.
ჰორნლახმა ნერწყვი გადაყლაპა.
– ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა.
ტყვე მკვდარივით გაფითრდა.
– ვერა? მაშინ, იქნებ სარზე ჩამოცმულმა თქვენმა თავმა და-
მაკმაყოფილოს. ჩემთვის შემოსათავაზებელი არაფერი გაქვთ,
რაც უნდა ღრმა ჯიბეები გქონდეთ, – ჰორნლახი უკვე აცახცახ-
და. „ტრაბახი მორჩა? ვაჭრობა შევწყვიტეთ? მაშინ შეგვიძლია
დავიწყოთ“. გლოკტამ წინ დადებული ფურცელი აიღო და პირ-
ველი შეკითხვა წაიკითხა, – თქვენი სახელი?
– მისმინეთ, ინკვიზიტორო, მე...
ფროსტმა მაგიდას მუშტი დაახეთქა და ჰორნლახი სკამზე სა-
ცოდავად მოიკუნტა.
– შეკითხვას პასუხი გაეცი, შენი დედაც! – სახეში შეჰკივლა
სევერარდმა.
– გოფრედ ჰორნლახი, – დაიწივლა ვაჭარმა.
– კარგი, – თავი დაუქნია გლოკტამ, – აბრეშუმით მოვაჭ-
რეების გილდიის უხუცესი ხართ?
– დიახ, დიახ!
– და ფაქტობრივად, მაგისტრი კაულტის ერთ-ერთი წარმო-
მადგენელი?
– თვითონაც იცით, რომ ასეა!
– მისი უდიდებულესობა მეფის წინააღმდეგ შეთქმულება,
სხვა აბრეშუმით მოვაჭრეებთან ერთად, თქვენ მოაწყვეთ? მისი
უდიდებულესობის ათი ქვეშევრდომის განზრახ მკვლელობის-
თვის მკვლელი თქვენ დაიქირავეთ? მართალია, რომ ეს თვით
აბრეშუმით მოვაჭრეების გილდიის მეთაურმა, კოსტერ დან კა-
ულტმა გიბრძანათ?
280 მკითხველთა ლიგა
– არა! – დაიწივლა ჰორნლახმა, პანიკისგან ხმა საშინლად
დაუწვრილდა. „ეს ის პასუხი არ არის, რომელიც ჩვენ გვჭირდე-
ბა“. გლოკტამ შეგირდ ფროსტს გახედა. ვაჭარს მუცელში უზარ-
მაზარი თეთრი მუშტი მოხვდა, მან ჩუმად ამოიოხრა და სკამზე
გვერდულად ჩაცურდა.
– იცით, დედაჩემს ძაღლები ჰყავს, – თქვა გლოკტამ.
– ძაღლები, – ვაჭარს ყურში სისინით ჩასჩურჩულა სევერარ-
დმა და ისევ სკამზე დააბრუნა.
– ისინი ძალიან უყვარს. ათასგვარ ოინს ასწავლის, – გლოკ-
ტამ ტუჩები მოკუმა, – იცით, ძაღლებს როგორ წვრთნიან?
ჰორნლახს სუნთქვა ისევ შეკრული ჰქონდა, აცრემლებული
თვალებით სკამზე ირწეოდა, ხმას ვერ იღებდა. „ჯერ ისევ წყლი-
დან უეცრად ამოგდებული თევზის სტადიაზეა. პირს აღებს და
ხურავს, მაგრამ ხმა არ ამოსდის“.
– გამეორებებით, – აუხსნა გლოკტამ, – გამეორება, გა-
მეორება, გამეორება. ძაღლს დავალება ასჯერ უნდა გააკეთები-
ნო, შემდეგ ყველაფერი თავიდან დაიწყო. მთავარი გამეორებაა.
ხოლო თუ გინდათ, რომ ძაღლმა თქვენი ბრძანებისას დაიყე-
ფოს, მაშინ შოლტის არ უნდა მოგერიდოთ. მინდა ჩემთვის
აყეფდეთ, ჰორნლახ, ღია საბჭოს წინაშე.
– სრულ ჭკუაზე არ ხართ, – დაისლუკუნა ვაჭარმა და ყველას
მზერა მოავლო, – ნამდვილი გიჟები ხართ! ყველანი!
გლოკტამ ცარიელი ღრძილები გამოაჩინა:
– თუ ასე გსურთ. თუ ეს გიშველით, – ისევ ხელში დაჭერილ
ფურცელს გახედა, – თქვენი სახელი?
ტყვემ ნერწყვი გადაყლაპა:
– გოფრედ ჰორნლახი.
– აბრეშუმით მოვაჭრეების გილდიის უხუცესი ხართ?
– დიახ.

281 მკითხველთა ლიგა


– და ფაქტობრივად, მაგისტრი კაულტის ერთ-ერთი წარმო-
მადგენელი?
– დიახ!
– მისი უდიდებულესობა მეფის წინააღმდეგ შეთქმულება,
სხვა აბრეშუმით მოვაჭრეებთან ერთად, თქვენ მოაწყვეთ? მისი
უდიდებულესობის ათი ქვეშევრდომის განზრახ მკვლელობის-
თვის მკვლელი თქვენ დაიქირავეთ? მართალია, რომ ეს თვით
აბრეშუმით მოვაჭრეების გილდიის მეთაურმა, კოსტერ დან კა-
ულტმა გიბრძანათ?
ჰორნლახი სასოწარკვეთილი აცეცებდა თვალებს. ფროსტი
მკაცრად უყურებდა, სევერარდიც.
– აბა? – მოითხოვა გლოკტამ.
ვაჭარმა თვალები დახუჭა და წაისლუკუნა:
– დიახ.
– რაო, რა თქვით?
– დიახ!
გლოკტამ გაიღიმა:
– ბრწყინვალეა. აბა, ახლა მითხარით: თქვენი სახელი?

282 მკითხველთა ლიგა


ჩაი და შურისძიება
– მშვენიერი მხარეა, არა? – იკითხა ბაიაზმა და გზის ორივე
მხარეს ბორცვებიანი დაბლობი შეათვალიერა.
ცხენების ფლოქვები რბილ მიწაზე ნელა თქარუნობდა, მათი
თანაბარი ხმა ლოგენის შეშფოთებულ განწყობას ეწინააღმდე-
გებოდა.
– ჰოო?
– მკაცრი ქვეყანაა, რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ მათ-
თვის, ვინც მისი კანონები არ იცის. ძლიერი ქვეყანაა, არავის
არაფერს პატიობს. მაგრამ თავისებური სიდიადეც აქვს, – მაგთა
შორის უპირველესმა ხელი მის წინაშე გადაშლილ ხედს მოავ-
ლო და ცივი ჰაერი გემრიელად ჩაისუნთქა, – მასში გულწრფე-
ლობა, პირდაპირობაა. საუკეთესო ფოლადი ყოველთვის ყვე-
ლაზე კაშკაშა არ არის, – მიუბრუნდა ლოგენს. უნაგირზე მშვი-
დად ირწეოდა, – ეს შენ მაინც უნდა იცოდე.
– ვერ ვიტყვი, აქ რამე მშვენიერს ვხედავ-მეთქი.
– ვერა? აბა რას ხედავ?
ლოგენმა ციცაბო, ბალახიან ფერდობებს გახედა, ისლითა და
ყავისფერი ბუჩქნარით დაწინწკლულ რუხ კლდეებსა და ხეებს.
– ბრძოლისთვის კარგ ადგილს ვხედავ. ოღონდ იმ პირობით,
თუ აქ პირველი მოხვალ.
– მართლა? ეგ რატომ?
ლოგენმა ამობურცულ გორაკის წვერზე ანიშნა:
– თუ მშვილდოსნებს ფერდობს მიღმა დავაყენებთ, გზიდან
არ გამოჩნდებიან, ამ კლდეებში კი ქვეითი ჯარის დამალვა შეგ-
ვიძლია. მსუბუქად შეიარაღებულებს ფერდობებზე დავტოვებთ,
მტერი უფრო ციცაბო ადგილებისკენ რომ შევიტყუოთ.
ეკლიანი ბუჩქნარისკენ ანიშნა, რომელიც ფერდობს დაბლა
ფარავდა:
283 მკითხველთა ლიგა
– უნდა დავიცადოთ, სანამ კარგად მოუახლოვდებიან, შემ-
დეგ, როცა ბუჩქნარს მოაღწევენ, ისრები დავაყაროთ. ამ სიმაღ-
ლიდან ისრების წვიმას ვერავინ გაუძლებს – ზემოდან გაცილე-
ბით სწრაფად და ძლიერად მოფრინავს, უფრო ღრმად ერჭობა.
მოწინააღმდეგის რიგებს მარტივად გატეხს. როცა მტერი კლდე-
ებს მიაღწევს, ნარბენი ძაღლივით არაქათგამოცილი იქნება,
მთელ სიმამაცეს დაჰკარგავს. სწორედ მაგ დროს უნდა შევუტი-
ოთ. იმ ქვებიდან მოულოდნელად კარლების (კარლი – ანგლო-
საქსი მებრძოლი, თავისუფალი, უბატონო გლეხი. როგორც წესი
მსუბუქად შეიარაღებული, აბჯარს არ ატარებდნენ. მთავარი
იარაღები – ფარი და შუბი) რაზმი გამოჩნდება, დასვენებული და
ძალ-ღონით სავსე. ეშმაკებივით კივილით გააყრუებენ იქაურო-
ბას. აი, ეს კი მტერს საბოლოოდ გატეხავს.
ლოგენმა თვალები მოჭუტა და ფერდობი მოათვალიერა.
ასეთ მოულოდნელ შეტაკებაში მონაწილეობა ადრეც მიუღია,
თან ორივე მხარეს. არცერთი შემთხვევისგან სასიამოვნო მო-
გონებები არ დარჩენია.
– თუ მაინც გაძლებენ, საქმეს იმ ხეებში დამალული მხედრე-
ბი დაასრულებენ. საშინელებაა, როცა უეცრად ამდენი მეომარი
ასეთი მოულოდნელი ადგილებიდან თავს გესხმის. ეს მტერს გა-
აქცევს. მაგრამ, უკვე საკმარისად დაღლილები იქნებიან, სწრა-
ფად ვერ ირბენენ. ესე იგი, ბევრი ტყვედ ჩავარდება, ტყვეები კი
გამოსასყიდს ნიშნავს, ან, ყოველ შემთხვევაში, მარტივად დასა-
ხოც მტრებს. ხოცვა-ჟლეტას ვხედავ, ან გამარჯვებას, რომელიც
სახოტბო სიმღერის ღირსი იქნება. გააჩნია, რომელ მხარეს აღ-
მოჩნდები. აი, ამას ვხედავ.
ბაიაზმა გაიღიმა, თავის ქნევა ცხენის ნელ სვლას ააყოლა:
– მგონი სტოლიკუსმა თქვა: თუ მიწა მთავარსარდალის
საუკეთესო მეგობარი არ არის, მაშინ მისი ყველაზე დაუძინებე-
ლი მტერი გახდებაო.
284 მკითხველთა ლიგა
– მასზე არაფერი მსმენია, მაგრამ სავსებით მართალი უთ-
ქვამს. აქ ჯარისთვის კარგი ლანდშაფტია, ოღონდ იმ პირობით,
თუ აქ პირველი მოსვლას მოასწრებ. დასწრება – აი, მთავარი
ოინი.
– ნამდვილად. თუმცა, არმია მაინც არ გვყავს.
– ამ ხეებში რამდენიმე მხედრის დამალვა უფრო იოლია,
ვიდრე დიდი რაზმის, – ლოგენმა ჯადოქარს მალულად გახედა:
წელში მოხრილი უნაგირზე უდარდელად ირწეოდა, ბუნებაში სე-
ირნობა აშკარად სიამოვნებდა, – არ მგონია, ბეთოდმა შენი
რჩევა ყურად იღოს, თანაც, მასთან ძველი ანგარიშები მაქვს.
მის ყველაზე მტკივნეულ ადგილს შევეხეთ – სიამაყეს. შურის-
ძიებას მოინდომებს. ძალიან, ძალიან მოინდომებს.
– აჰ, ჰო, შურისძიება. ეს ხომ ჩრდილოეთში ყველაზე გავ-
რცელებული გასართობია. როგორც ჩანს, პოპულარობა არასო-
დეს მოაკლდება.
ლოგენმა ხეობას თვალი პირქუშად მოავლო: ხეები,
კლდეები, დამრეცი ფერდობები, უამრავი ადგილი იყო, სადაც
დამალვა შეიძლება.
– შეიძლება აქ ჩვენს საძებნელად ხალხი გამოეგზავნა – კარ-
გად გაწვრთნილი და გამოცდილი მებრძოლების რაზმები; კარ-
გად შეიარაღებულები იქნებიან, ცხენები ეყოლებათ, ეს მიწები
საკუთარი ხუთი თითივით ეცოდინებათ. ახლა, როცა ყველა
მტერს გაუმკლავდა, ბეთოდისთვის ჩრდილოეთში მიუწვდომე-
ლი ადგილი აღარ დარჩა. შეიძლება უკვე იქ გვიცდიან ჩასაფრე-
ბულები, – ლოგენმა გზის წინ ასვეტილ რამდენიმე კლდეზე აჩ-
ვენა, – ან იმ ხეებში, ან აი იმათში, – წინ ტვირთაკიდებულ ცხენ-
ზე მიმავალმა მალაქუს კვიმ ნერვიულად მიმოიხედა, – ნებისმი-
ერ ადგილას შეიძლება იყვნენ.
– და ეს გაშინებს? – ჰკითხა ბაიაზმა.

285 მკითხველთა ლიგა


– მე ყველაფერი მაშინებს, და ძალიანაც კარგი, რომ ასეა.
შიში კარგი მეგობარია მისთვის, ვისზეც ნადირობაა გამოცხადე-
ბული. უშიშრები მხოლოდ მკვდრები არიან, მე კი მათი რიგების
შევსება ნამდვილად არ მსურს. ბეთოდი ხალხს ბიბლიოთეკაშიც
გამოგზავნის.
– აა, ჰო. წიგნებს დამიწვავს და ა. შ.
– და ეს გაშინებს?
– მაინცდამაინც არა. კარიბჭესთან ქვებზე, იუვინის სიტყვე-
ბია ჩაბეჭდილი, ამის დავიწყება არ შეიძლება. ახლაც კი. ვერა-
ვინ, ვისაც ძალადობა აქვს განზრახული, მათ ვერ მიუახლოვდე-
ბა. წარმომიდგენია, ბეთოდის ხალხი ტბის ირგვლივ როგორ
იხეტიალებს საკვების გამოლევამდე. ერთიანად იმის ფიქრში
იქნებიან, ამხელა ბიბლიოთეკას როგორ ვერ ვაგნებთო. არა, –
გამხიარულდა ჯადოქარი და წვერი მოიფხანა, – მირჩევნია
ჩვენს დაბრკოლებას მივხედოთ. როგორ ფიქრობ, თუ დაგვიჭი-
რეს, რა მოხდება?
– ბეთოდი დაგვხოცავს, თანაც ყველაზე უსიამოვნო ხერხით,
რომელიც აზრად მოუვა. თუ, რა თქმა უნდა, გულმოწყალებას
არ გამოიჩენს, უბრალოდ არ გაგვაფრთხილებს და არ გაგვიშ-
ვებს.
– ეგ ნაკლებად სავარაუდოა.
– მეც ეგრე მგონია. საუკეთესო, რაც ჩვენ შეგვიძლია –
თეთრ მდინარესთან მივიდეთ და მისი წყალობით ანგლანდში
მოვხვდეთ, თან იღბალს მივენდოთ, – ლოგენს იღბლის იმედზე
ყოფნა არ უყვარდა, თვითონ ეს სიტყვაც კი მჟავე გემოს უტოვებ-
და პირში. თავი ასწია და ცას დააკვირდა, – ცუდი ამინდი არ
გვაწყენდა. კარგი თავსხმა წვიმა მშვენივრად დაგვმალავდა, –
ცა მთელი კვირების განმავლობაში ლამის თავზე ჩამოქცეოდა,
ახლა კი, როცა წვიმა ასე ძალიან სჭირდებოდა, წვეთსაც ვერ
იმეტებდა.
286 მკითხველთა ლიგა
მალაქუს კვი მეგზურებს მხარს ზემოდან გამოჰყურებდა, თვა-
ლები ნერვიულობისგან გასდიდებოდა და დამრგვალებოდა:
– უფრო სწრაფად ხომ არ გვევლო?
– შეიძლება, – უთხრა ლოგენმა და თავის ცხენს კისერზე ხე-
ლი გადაუსვა, – მაგრამ ასე ცხენებს დავქანცავთ. მოგვიანებით
შეიძლება, მთელი მათი სისწრაფე დაგვჭირდეს. შეგვეძლო დღე
დავმალულიყავით და ღამ-ღამობით გვევლო, მაგრამ შეიძლება
დავიკარგოთ. ასე სიარული სჯობს. ნელა ვიმოძრაოთ და იმედი
ვიქონიოთ, რომ ვერ დაგვინახავენ, – გორაკის წვერს გახედა და
მოიღუშა, – იმედი ვიქონიოთ, რომ უკვე არ დაგვინახეს.
– ჰმმ, – დაიწყო ბაიაზამა, – მაშინ, ვგონებ, ახლა ამის სათ-
ქმელად საუკეთესო დროა: ის კუდიანი კაურიბი, არც ისეთი სუ-
ლელია, როგორადაც წარმოვაჩინე.
ლოგენს გააცივა:
– ჰო?
– ჰო. მიუხედავად მისი იმ მოხატულობის, ოქროებისა და შო-
რეულ ჩრდილოეთზე ლაყბობის, თავისი საქმე კარგად იცის.
გრძელ მზერას ეძახიან. ძველი ფოკუსია, მაგრამ ეფექტური.
შეხვედრის შემდეგ თვალს გვადევნებს.
– იცის, სად ვართ?
– უფრო ის იცის, როდის გამოვედით და რომელი მიმართუ-
ლებით მივდივართ.
– ეს ჩვენს შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.
– მე ასე არ ვიტყოდი.
– ჯანდაბა! – ლოგენმა მარცხნივ ხეებში რაღაც მოძრაობა
შეამჩნია და ხელი მახვილის ვადას სტაცა. ცაში რამდენიმე ჩიტი
აფრინდა. მოიცადა, გულისცემას ლამის პირში გრძნობდა. არა-
ფერი იყო. ხმალს ხელი გაუშვა, – მაშინ უნდა მოგვეკლა, როცა
ამის შანსი გვქონდა. სამივე.

287 მკითხველთა ლიგა


– მაგრამ ასე არ მოვიქეცით, ახლა უკვე გვიანია, – ბაიაზმა
ლოგენს გახედა, – თუ მართლა დაგვიჭირეს, რას აპირებ?
– გაქცევას. და იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი ცხენები უფრო
სწრაფები აღმოჩნდებიან.
– და ეს? – ჰკითხა ბაიაზმა.
ხეები ვერ აკავებდა ქარს, რომელიც ხეობაში ძლიერად ქრო-
და და კოცონის ალს არხევდა და აცეკვებდა. მალაქუს კვის თავი
მხრებში ჩაერგო და საბანი მჭიდროდ შემოეხვია. მოკლე ღერს
მისჩერებოდა, რომელიც მის ცხვირწინ ბაიაზს ეჭირა, შუბლი
დაძაბულობისგან დანაოჭებოდა.
– მმმ... – ეს უკვე მეხუთე მცენარე იყო და საცოდავმა შეგირ-
დმა მხოლოდ ერთი მათგანის ამოცნობა შეძლო, – ეს მგონი...
ეე... ილითი?
– ილითი? – ექოსავით გაუმეორა ჯადოქარმა, სახეზე ოდნა-
ვადაც არ ემჩნეოდა მინიშნება, მართალი იყო პასუხი თუ არა.
როცა საქმე მის შეგირდს ეხებოდა, ბეთოდივით შეუბრალებელი
ხდებოდა.
– ალბათ?!
– მეეჭვება.
შეგირდმა თვალები დახუჭა და, ამ საღამოს უკვე მეხუთედ,
მძიმედ ამოიოხრა. ლოგენს შეეცოდა, მართლა ძალიან შეეცო-
და, მაგრამ ვერაფრით დაეხმარებოდა.
– ურსილუმი, ასე ჰქვია ძველ ენაზე, – თქვა ბოლოს მაგმა, –
ეს მრგვალფოთლება ჯიშია.
– დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, ურსილუმი. მთელი ამ ხნის გან-
მავლობაში ენის წვერზე მედგა!
– თუ სახელი ენის წვერზე გედგა, მაშინ მცენარის სასარგებ-
ლო თვისებებიც იქვე გექნება, არა?
შეგირდმა თვალები მოჭუტა და ღამის ცას იმედით ახედა,
თითქოს პასუხი ვარსკვლავებში ეწერებაო:
288 მკითხველთა ლიგა
– ის ძალიან შველის... სახსრების ტკივილს?
– არა, ნამდვილად არა. ვშიშობ, შენს სახსრებს ჯერ არაფერი
ეშველება, – ბაიაზმა მცენარის ღერო თითებში ნელა შეატ-
რიალა, – ურსილუმს სასარგებლო თვისებები არ გააჩნია, ყო-
ველ შემთხვევაში, ჩემთვის ნაცნობი. უბრალო ბალახია და მეტი
არაფერი, – თქვა და მცენარე ბუჩქებში მოისროლა.
– უბრალო ბალახია, – გაიმეორა კვიმ თავის ქნევით. ლო-
გენმა ამოიოხრა და დაღლილი თვალები მოისრისა.
– უკაცრავად, ბატონო ცხრათითა, თავი ხომ არ მოგაბეზ-
რეთ?
– რა მნიშვნელობა აქვს ამას? – იკითხა ლოგენმა და ხელები
ჰაერში აიქნია, – ისეთი მცენარის სახელი, რომელსაც არავითა-
რი სარგებლობა არ მოაქვს, ვის რაში აინტერესებს?
ბაიაზმა გაიღიმა:
– სამართლიანი შენიშვნაა. მალაქუს, ერთი აგვიხსენით,
ამას რა მნიშვნელობა აქვს?
– თუ ადამიანს სამყაროს შეცვლა სურს, ჯერ კარგად უნდა შე-
იცნოს იგი, – დაიწყო შეგირდმა სხაპასხუპით, თითქოს დაზუთ-
ხული აქვსო. აშკარად გახარებული ჩანდა, რომ როგორც იქნა,
ისეთ კითხვაზე უწევდა პასუხის გაცემა, რომელიც იცოდა, – მჭე-
დელმა ლითონის ყველა კანონი უნდა ისწავლოს, დურგალმა –
ხის. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ნამუშევარს ჩალის ფასიც არ
ექნება. ელემენტარული მაგია დაუმორჩილებელი და საშიშია,
რადგან ძალას მეორე მხრიდან იღებს, ქვედა სამყაროდან ამის
გაკეთება კი უაღრესად სახიფათოა. მაგი მაგიას ცოდნას უხა-
მებს და ასე ქმნის უმაღლეს ხელოვნებას. მაგრამ ისევე რო-
გორც მჭედელმა ან დურგალმა, მხოლოდ ის უნდა გარდაქმნას,
რაც კარგად ესმის. მისი ძალა ყოველი ახალი ცოდნის შეთვისე-
ბასთან ერთად იზრდება. ამიტომაც მაგი ყველაფრის შესწავლას
ცდილობს, სამყაროს მთლიანად შესამეცნებლად. ხე მხოლოდ
289 მკითხველთა ლიგა
იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც მისი ფესვები. ცოდნა კი ძა-
ლის ფესვია.
– არ მითხრა, რომ იუვინის „უმაღლესი მაგიის პრინციპები-
დანაა“?
– სულ პირველი სტრიქონებია, – უთხრა ბაიაზმა.
– მაპატიე, ასე რომ ვამბობ, მაგრამ ამ სამყაროში უკვე ოც-
დაათ წელიწადზე მეტხანს ვცხოვრობ და ახლაც ვერაფრით
ვხსნი, ჩემს თავს გადამხდარ მოვლენებს. სამყაროს მთლიანად
შემეცნება? ამოცანაც მაგას ჰქვია!
მაგმა გადაიხარხარა:
– თან ნამდვილად შეუძლებელია, მერწმუნე. ერთი პაწაწინა
ბალახის შესწავლასაც კი მთელი ცხოვრება დასჭირდება, სამყა-
რო კი გამუდმებით იცვლება. სწორედ ამიტომ, მხოლოდ ერთ
კონკრეტულ სფეროს ვირჩევთ და მას ვიკვლევთ ხოლმე.
– და შენ რა აირჩიე?
– ცეცხლი, – უპასუხა ბაიაზმა, კოცონს უდარდელად უყურებ-
და, მელოტ თავზე ცეცხლის ათინათი დასთამაშებდა, – ცეცხლი,
და ძალა, და ნებისყოფა. მაგრამ ჩემს სფეროში ამდენი ხან-
გრძლივი წლის განმავლობაში სწავლის შემდეგაც კი, ჯერაც
დამწყები ვარ. რაც უფრო მეტს იგებ, მით უფრო ხვდები, თურმე
სინამდვილეში რა ცოტა იცი. თუმცა მცდელობაც კი უკვე რაღა-
ცას ნიშნავს. ბოლოს და ბოლოს, ცოდნა ხომ ძალის ფესვია.
– ესე იგი საკმარისი ცოდნით, მაგებს ყველაფრის გაკეთება
შეგიძლიათ?
ბაიაზი მოიღუშა:
– გარკვეული ზღვარი არსებობს, ისევე, როგორც გარ-
კვეული წესები.
– პირველი კანონის მსგავსი? – მოსწავლემ და მასწავლე-
ბელმა თავები ერთდროულად ასწიეს და ლოგენს შეხედეს, –
დემონებთან საუბარი არ შეიძლება, ხომ მართალი ვარ? – კვის
290 მკითხველთა ლიგა
აშკარად აღარ ახსოვდა, ცხელებისგან როგორ ბოდავდა და
გაოცებულს ყბა ჩამოუვარდა. თვალებმოჭუტული ბაიაზი ლო-
გენს ძლივსშესამჩნევი ეჭვით მისჩერებოდა.
– ჰოო, ნამდვილად ეგრეა, – თქვა მაგებს შორის უპირვე-
ლესმა, – მეორე მხარესთან კონტაქტი აკრძალულია. პირველი
კანონი უკლებლივ ყველამ უნდა დაიცვას. ისევე, როგორც
მეორე.
– და ეგ კანონი რას ამბობს?
– ადამიანის ხორცის ჭამა აკრძალულია.
ლოგენმა წარბი ასწია:
– თქვენ, ჯადოქრებს, მრავალ უცნაურობასთან გაქვთ საქმე.
– ოოჰ, შენ ნახევარიც კი არ იცი, – გაიღიმა ბაიაზმა. შემდეგ
მოწაფისკენ შებრუნდა და ყავისფერი ხორკლიანი ფესვი გაუშვი-
რა, – ახლა, ოსტატო კვი, იქნებ დამდო პატივი და მითხრა, ამას
რა ჰქვია?
ლოგენმა თავი ვერ შეიკავა და ჩაიღიმა – ეს მცენარე თვი-
თონაც იცოდა.
– მიდი, მიდი, ოსტატო კვი, მთელი ღამე ვერ დაგიცდით.
ლოგენს შეგირდის საცოდაობის ატანა აღარ შეეძლო. მისკენ
გადაიხარა, თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ცეცხლს ჯოხით უჩხიკი-
ნებსო, სიტყვების შესანიღბად ჩაახველა და კვის გადაუჩურჩუ-
ლა:
– ყვავის ფეხი.
ბაიაზი საკმაოდ შორს იჯდა, ხეებში კი ქარი შრიალებდა. გა-
მორიცხული იყო, მაგს რამე გაეგო.
კვიმ როლი შესანიშნავად შეასრულა. ცოტა ხანი ფესვის თვა-
ლიერება წარბშეკრულმა განაგრძო და ბოლოს გაბედა:
– ყვავის ფეხი?
ბაიაზმა წარბი ასწია:

291 მკითხველთა ლიგა


– ჰმმ, ნამდვილად ეგ არის. ყოჩაღ, მალაქუს. ხომ ვერ მეტ-
ყვი, რაში იყენებენ?
ლოგენმა ისევ ჩაახველა:
– ჭრილობებისთვის, – პირზე ხელი აიფარა და წაიჩურჩულა,
თან ბუჩქებს უდარდელად ათვალიერებდა. შეიძლება მცენარე-
ებში ბევრი არაფერი გაეგებოდა, მაგრამ ჭრილობებში ნამდვი-
ლად გამოცდილი იყო.
– მგონი, ჭრილობებს უხდება, – ნელა ჩაილაპარაკა კვიმ.
– ბრწყინვალეა, ოსტატო კვი! ეს ნამდვილად ყვავის ფეხია
და ჭრილობების მოსაშუშებლად იყენებენ. ძალიან მიხარია
იმის დანახვა, რომ ნელ-ნელა წინ მივიწევთ, – ჩაახველა და ყე-
ლი ჩაიწმინდა, – თუმცა, საინტერესოა, მაინცდამაინც ეგ სახე-
ლი რატომ აირჩიე. მას ყვავის ფეხს მხოლოდ მთების ჩრდი-
ლოეთით ეძახიან. ზუსტად ვიცი, შენთვის ამ სახელით არასო-
დეს მისწავლებია. ძალიან მაინტერესებს, იმ ადგილებიდან ვის
იცნობ? – შემდეგ მზერა ლოგენზე გადაიტანა, – მაგიაში დახე-
ლოვნებაზე არასოდეს გიფიქრია, ოსტატო ცხრათითა? – თვა-
ლები მოჭუტა და ისევ კვის გახედა, – შეიძლება შეგირდის ადგი-
ლი გამომითავისუფლდეს.
მალაქუსმა თავი ჩაღუნა:
– მაპატიეთ, ოსტატო ბაიაზ, დამნაშავე ვარ.
– ნამდვილად. მაშინ, იქნებ ჩვენი ჭურჭელი გარეცხო? შეიძ-
ლება შენს შესაძლებლობებს ეს საქმე უფრო შეეფერებოდეს.
კვიმ მხრებიდან საბანი უხალისოდ ჩამოიგდო, ბინძური ჯამე-
ბი მოაგროვა და ბუჩქების გავლით ნაკადულისკენ წალასლას-
და. ბაიაზი ცეცხლზე დადგმული ქვაბისკენ გადაიხარა და მო-
თუხთუხე წყალში რაღაც გამომშრალი ფოთლები ჩაყარა. მო-
ცეკვავე ათინათები სახეს ქვემოდან უნათებდა, მელოტ თავზე
ორთქლი ასდიოდა. ყველაფრის მიუხედავად მაინც შთამბეჭდა-
ვად გამოიყურებოდა.
292 მკითხველთა ლიგა
– ეს რა არის? – ჰკითხა ლოგენმა და მის ჩიბუხს სწვდა, – რა-
მე ჯადოქრობაა? მაგიური წამალი? კიდევ ერთი უმაღლესი ხე-
ლოვნების ნიმუში?
– ჩაი.
– ჰა?
– გარკვეული მცენარის ფოთლები, რომელსაც წყალში ხარ-
შავენ. გურკჰულში ჩაი საკმაოდ დიდი ფუფუნების საგნად ით-
ვლება, – მაგმა ცოტაოდენი ნახარში ფინჯანში ჩამოასხა, – არ
გინდა გასინჯო?
ლოგენმა ჰაერი ეჭვიანად შეისრუტა:
– წინდების სუნი აქვს.
– როგორც იტყვი, – ბაიაზმა თავი გააქნია და ისევ ცეცხლს
მიუჯდა, ორთქლადენილი ფინჯანი ორივე ხელით ეჭირა, – მაგ-
რამ უარს ბუნების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ძღვენზე ამბობ, –
სასმელი მოსვა და ტუჩები სიამოვნებისგან გააწკლაპუნა, – გო-
ნებას ამშვიდებს, სხეულს სიმხნევეს მატებს. ცოტა რამ არსე-
ბობს, რასაც ფინჯანი კარგი ჩაი ვერ უშველის.
ლოგენმა ჩიბუხში ცოტაოდენი ჩაგა ჩატენა:
– თავში ნაჯახსაც?
– ეგ ერთ-ერთი გამონაკლისია, – ღიმილით აღიარა ბაიაზმა,
– მითხარი, ოსტატო ცხრათითა, შენი და ბეთოდის ასეთი სის-
ხლიანი მტრობა საიდან დაიწყო? განა ადრე მისთვის არ იბრძო-
დი? ასე რატომ ეზიზღები?
ლოგენი გაჩუმდა, ჩიბუხი მოქაჩა და ბოლო გამოუშვა:
– მიზეზები არსებობს, – თქვა ბოლოს მშრალად. ძველი ჭრი-
ლობები ჯერ კიდევ არ შეხორცებოდა, და ლოგენს მათი წვალე-
ბა არ უნდოდა.
– აჰა, მიზეზები, – ბაიაზმა ჩაის ფინჯანში ჩაიხედა, – და შენ
რა მიზეზები გაქვს? ეს შუღლი ხომ ორმხრივია?
– შეიძლება.
293 მკითხველთა ლიგა
– მიუხედავად ამისა, მზად ხარ მოიცადო?
– მიწევს.
– ჰმმ, ჩრდილოელის კვალობაზე ძალიან მომთმენი ხარ.
ლოგენი ბეთოდსა და მის საძაგელ ვაჟებზე ჩაფიქრდა. გაახ-
სენდა უამრავი კარგი ადამიანი, რომლებიც მათ თავიანთი ამბი-
ციების გამო დახოცეს. ხალხი, რომელიც მათი გულისთვის და-
ხოცა. შანკები გაახსენდა, თავისი ოჯახი გაახსენდა, ზღვისპირა
სოფლის ნანგრევები გაახსენდა. ყველა მოკლული მეგობარი
გაახსენდა. ენა კბილებზე მოივლო და ცეცხლს ჩააშტერდა.
– თავის დროზე ადამიანებს ანგარიშს ვუსწორებდი ხოლმე,
მაგრამ ეს უფრო და უფრო მეტ მტრობას აჩენდა. შურისძიება სა-
სიამოვნო რამეა, მაგრამ დიდი ფუფუნებაა. ვერ დაგანაყრებს,
წვიმისგან ვერ დაგიცავს. მტრებთან საბრძოლველად ზურგს მე-
გობრები უნდა გიმაგრებდნენ, მე კი მეგობრები საერთოდ აღარ
დამრჩა. სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო. დიდი ხანია, ჩემი
ამბიციები დღიდან დღემდე თავის გატანას აღარ გასცდენია.
ბაიაზმა გულიანად გაიცინა, თვალები ცეცხლის შუქზე უელ-
ვარებდა.
– რა? – ჰკითხა ლოგენმა და ჩიბუხი გაუწოდა.
– არ გეწყინოს, მაგრამ სიურპრიზების უშრეტი წყარო ხარ.
ამას საერთოდ არ ველოდი. ნამდვილი გამოცანა ხარ.
– მე?
– რა თქმა უნდა! სისხლიანი ცხრა, – წაიჩურჩულა ჯადოქარ-
მა და თვალები ფართოდ დააჭყიტა, – რა საძაგელი სახელის
პატრონი ხარ, ჩემო მეგობარო. შენზე რას არ ყვებიან! გულისამ-
რევი სახელი გაქვს გავარდნილი! შენი სახელით დედები ბავ-
შვებს აშინებენ! – ლოგენს ხმა არ მოუღია. ვერაფერში შეედავე-
ბოდა. ბაიაზმა ჩიბუხი ნელა მოქაჩა, შემდეგ ბოლის გრძელი ნა-
კადი გამოუშვა
– იმ დღეს ვიხსენებდი, პრინცი კალდერი რომ გვესტუმრა.
294 მკითხველთა ლიგა
ლოგენმა ჩაიფხუკუნა:
– ვცდილობ, მასზე ბევრი არ ვიფიქრო.
– მეც, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი ქცევა არ მაინტერესებს –
ჩემი ყურადღება შენმა საქციელმა მიიპყრო.
– ჩემმა? საერთოდ არ მახსოვს, რამე მაინც გამეკეთებინოს.
ბაიაზმა ჩიბუხის ტარი კოცონის მიღმა ლოგენს მიუშვირა:
– აჰ, მეც მაგას ვგულისხმობ. ბევრ მებრძოლს ვიცნობდი, უბ-
რალო ჯარისკაცებს, მთავარსარდლებს, ჩემპიონებსაც და ვის
აღარ. დიადმა მეომარმა სწრაფად და გაბედულად უნდა იმოქმე-
დოს, საკუთარი ხელით იქნება, თუ მისი არმიით. რადგან ვინც
პირველი ურტყამს, ბოლო დარტყმაც ხშირად მას რჩება. სწო-
რედ ამიტომ, საბოლოოდ მებრძოლები უმდაბლეს ინსტინქტებს
ეყრდნობიან: ყველაფერს ყოველთვის ძალადობით პასუხობენ,
ამაყები და სასტიკები ხდებიან, – ბაიაზმა ლოგენს ჩიბუხი დაუბ-
რუნა, – მაგრამ რაც უნდა თქვან, შენ ასეთი არ ხარ.
– ბევრს ვიცნობ, ვინც არ დაგეთანხმებოდა.
– შესაძლოა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: კალდერმა
შეურაცხყოფა მოგაყენა, შენ კი არ უპასუხე. კარგად იცი, როდის
უნდა იმოქმედო, და იმოქმედო სწრაფად, მაგრამ ისიც იცი, რო-
დის არ ღირს. ეს თავშეკავებულობასა და წინდახედულობაზე
მეტყველებს.
– იქნებ უბრალოდ შემეშინდა.
– ვისი, კალდერის? კარგი რა! სკეილის ოდნავადაც არ შეგ-
შინებია, ის კი გაცილებით უარესი ვინმეა. ჩემი მოწაფეც ორმო-
ცი მილი ათრიე ზურგზე აკიდებული – ეს შენს სიმამაცესა და თა-
ნაგრძნობაზე მეტყველებს. ნამდვილად უიშვიათესი კომბინა-
ციაა! ძალადობა და თავშეკავების უნარი, წინდახედულობა და
თანაგრძნობა. თანაც – სულებთან შეგიძლია საუბარი.
ლოგენმა წარბი აზიდა:

295 მკითხველთა ლიგა


– იშვიათად და მხოლოდ მაშინ, როცა გვერდით არავინ
მყავს. მათი საუბარი მოსაწყენია, თანაც იმის ნახევარსაც არ მა-
ქებენ, რასაც შენ.
– ჰა-ჰა, მართალია. რამდენადაც ვხვდები, სულებს ადამიანე-
ბისთვის სათქმელი ბევრი არაფერი აქვთ, თუმცა მათთან არა-
სოდეს მისაუბრია. ასეთი ნიჭით დაჯილდოებული არ ვარ. ჩვენს
დღეებში ეს ძალიან ცოტას შეუძლია, – ბაიაზმა ფინჯნიდან ისევ
მოსვა და ლოგენს ჭურჭლის მეორე მხრიდან გადახედა, – შენ
გარდა ცოცხალს ვერც ვერავის ვიხსენებ.
ამ დროს ხეებიდან მალაქუსი გამოლასლასდა, ცახცახებდა,
სველი ჯამები ძირს დააწყო. საბანს ეცა, მჭიდროდ შემოიხვია,
შემდეგ ცეცხლზე ორთქლადენილ ქვაბს იმედით გახედა:
– ეს ჩაია?
ბაიაზმა ყურადღება არ მიაქცია.
– მითხარი, ოსტატო ცხრათითა, – აგრძელებდა მაგი, – მთე-
ლი ამ ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩემს ბიბლიოთეკა-
ში მოხვედი, ერთხელაც არ გიკითხავს, რატომ გეძებდი, ან ამ
ჩრდილოეთის მთებში რატომ დავეხეტებით და სიცოცხლეს საფ-
რთხეში რატომ ვიგდებთ. ძალიან უცნაურად მეჩვენება.
– უცნაური არაფერია. ამის ცოდნა არ მინდა.
– არ გინდა?
– მთელი ცხოვრება რაღაცების გაგებას ვცდილობდი. მთებს
მიღმა რა არის? ჩემი მტრები რას ფიქრობენ? რომელ იარაღს
გამოიყენებენ ჩემ წინააღმდეგ? მეგობრებიდან ვისი ნდობა შე-
მიძლია? – ლოგენმა მხრები აიჩეჩა, – შეიძლება ცოდნა მარ-
თლა ძალის ფესვი იყოს, მაგრამ რაც მეტს ვიგებდი, მით უფრო
მეტი პრობლემა მხვდებოდა, – ისევ ჩიბუხი მოქაჩა, მაგრამ ის
უკვე ბოლომდე ჩამწვარიყო. ლოგენმა ფერფლი მიწაზე გადმო-
ყარა, – რაც უნდა გინდოდეს ჩემგან, ვეცდები დაგეხმარო, მაგ-
რამ დროზე ადრე ამის ცოდნა არ მინდა. გადაწყვეტილებების
296 მკითხველთა ლიგა
მიღება ყელში ამომივიდა, მაინც არასოდეს გამომდის ხოლმე
სწორი. უმეცრება ყველაზე ტკბილი წამალიაო, ამბობდა მამაჩე-
მი. ასე რომ, არ მინდა ვიცოდე.
ბაიაზი თვალს არ აცილებდა. მაგის სახეზე ლოგენი პირვე-
ლად ხედავდა განცვიფრებას. მალაქუს კვიმ ყელი ჩაიწმინდა და
ჩუმად თქვა:
– მე მინდა ვიცოდე, – და მასწავლებელს იმედით ახედა.
– რა თქმა უნდა, – ჩაიბუზღუნა ბაიაზმა, – მაგრამ შენ არავინ
გეკითხება.
დაახლოებით შუადღე იყო, როცა ყველაფერი აირია. ლო-
გენს უკვე იმედი მიეცა, თეთრ მდინარეს უვნებლად მივაღწევთ
და კიდევ ერთი კვირა მაინც ვიცოცხლებთო. რაღაც მომენტში
მოეშვა და ყურადღება მოადუნა. საუბედუროდ, საბედისწერო
სწორედ ეს მომენტი აღმოჩნდა.
მახეში ოსტატურად შეიტყუეს, ვერაფერს იტყოდი: ადგილი
საგულდაგულოდ შეერჩიათ და ხმის ჩასახშობად ცხენებისთვის
ფლოქვებზე ნაჭრები ამოეკრათ. მათთან სამმუხა რომ ყოფილი-
ყო, ხიფათს აუცილებლად იეჭვებდა – ადგილმდებარეობისა და
გარემოს შეფასების განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. მეძებარი
თავისი განუმეორებელი ცხვირით აუცილებლად იყნოსავდა მათ
სიახლოვეს. მაგრამ აქ არც ერთი იყო და არც მეორე. მკვდრები
ვერაფრით დაგეხმარებიან.
სამი მხედარი მკვეთრ მოსახვევში დამალულიყო, სამივე
კარგად შეიარაღებულიყო. ბინძური სახეები, მაგრამ კარგი ჯავ-
შანი და სუფთა იარაღები ჰქონდათ, სამივე გამოცდილი მეომა-
რი იყო. სულ მარჯვენას, ყველაზე ჩასკვნილსა და ძლიერს, კისე-
რი თითქმის არ უჩანდა. მარცხენა მაღალი და მჭლე კაცი იყო,
პატარა, სასტიკი თვალებით. ორივეს მრგვალი ჩაფხუტი ეხურა.
გაცვეთილი ჯაჭვის პერანგები ეცვათ, ხელში გრძელი შუბები
ეჭირათ და ბრძოლისთვის მზად იყვნენ. მათი მეთაური უნაგირ-
297 მკითხველთა ლიგა
ზე ბოლოკით გატენილი ჩანთასავით გადაკიდებულიყო, მაგრამ
მსუბუქ მოძრაობაზე ეტყობოდა, ცხენოსნობაში ძალიან დაოს-
ტატებულიყო. ლოგენს თავი დაუქნია.
– ცხრათითა! ბრინი! სისხლიანი ცხრა! როგორ მიხარია შენი
ნახვა!
– შავფეხა, – ჩაიბუტბუტა ლოგენმა და სახეზე ნაძალადევი
მეგობრული ღიმილი გადაიკრა, – შენი ნახვა მეც გულს გამით-
ბობდა, ყველაფერი სხვაგვარად რომ ყოფილიყო.
– მაგრამ ყველაფერი ისეა, როგორც არის, – სანამ მოხუცი
მეომარი საუბრობდა, მისი თვალები ბაიაზიდან კვიზე, კვიდან კი
ლოგენზე ნელა ხტოდა. მგზავრების იარაღებს იკვლევდა, ან
მათ ნაკლებობას. მოქმედების გეგმას აწყობდა. უფრო სულელ
მოწინააღმდეგესთან შანსების გათანაბრების შესაძლებლობა
მიეცემოდათ, მაგრამ შავფეხა სახელოვანი კაცი იყო, სულელს
ნამდვილად ვერ უწოდებდი. მზერა ლოგენის ხელზე შეაჩერა,
რომელიც ხმლის ტარისკენ ნელ-ნელა მიცოცავდა და თავი ნე-
ლა გააქნია:
– შენებური ოინები არ დაიწყო, სისხლიანო ცხრა. თავად ხე-
დავ, გამოგიჭირეთ, – და თავი ლოგენის უკან, ხეებისკენ გაიქნი-
ა.
ლოგენს გული კიდევ უფრო მოეწურა: იქიდან კიდევ ორი
მხედარი გამოჩნდა – მათკენ ჩორთით მოემართებოდნენ, ხა-
ფანგს საბოლოოდ ასრულებდნენ. ნაჭრებამოკრული ფლოქვე-
ბი რბილ მიწას თითქმის უხმაუროდ ეხებოდა. ლოგენმა ტუჩი
მოიკვნიტა. წყეულიმც იყოს, შავფეხა მართალია! ოთხმა მხე-
დარმა ალყა შეამჭიდროვა: სიარულისას შუბები უქანავებდათ,
ცივი გამომეტყველებები ჰქონდათ, ამოცანის შესრულება მთე-
ლი მონდომებით დაესახათ მიზნად. მალაქუს კვი შეშინებული
თვალებით მისჩერებოდა მათ, დამფრთხალი ცხენი უკან იწევ-
და. ბაიაზი თბილად იღიმოდა, თითქოს ძველ მეგობრებს შეხ-
298 მკითხველთა ლიგა
ვდაო. არც ლოგენი იტყოდა უარს ერთ ბეწო სიმშვიდეზე. თვი-
თონ გული გამალებით უცემდა, პირში მჟავე გემო ედგა.
შავფეხამ ცხენი წინ დაძრა, სადავეც კი არ გამოუყენებია,
ცალ ხელს ნაჯახის ტარს უჭერდა, მეორეს მუხლზე მშვიდად ას-
ვენებდა. დახელოვნებული მხედარი იყო, სახელგანთქმული.
ასე ხდება, როცა ფეხის ყველა თითს ყინვაში დაკარგავ. რა თქმა
უნდა, ჯირითი სიარულზე სწრაფია, მაგრამ როცა საქმე ბრძო-
ლას ეხებოდა, ლოგენს ერჩივნა, მიწაზე მყარად მდგარიყო, სა-
კუთარ ფეხებზე.
– აჯობებს ჩვენთან წამოხვიდეთ, – თქვა მოხუცმა მეომარმა,
– ნებისმიერ შემთხვევაში ასე აჯობებს.
ლოგენი მაინცდამაინც ვერ ეთანხმებოდა, მაგრამ ამ მდგო-
მარეობაში ვერაფერს იზამდა. შეიძლება მახვილს ხმა მართლაც
ჰქონდა, როგორც ბაიაზმა აღნიშნა, მაგრამ ცხენოსანი ადა-
მიანის განგმირვისთვის შუბი ძალიანაც ჯობდა. ლოგენს კი ოთ-
ხი შუბი უახლოვდებოდა. გამოიჭირეს – რიცხვობრივ უმცირე-
სობაში მყოფსა და მოუმზადებელს თავს მოულოდნელად დაეს-
ხნენ, თავდაცვისთვის შესაფერისი იარაღებიც არ გააჩნდა. ახ-
ლა უბრალოდ დრო უნდა მოეგო და ელოცა, რომ გამოსავალი
თვითონ გამოჩენილიყო.
ლოგენმა ჩაახველა, ცდილობდა ხმაში შიში არ შეჰპარვოდა:
– ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ბეთოდს დაუზავდებოდი, შავ-
ფეხა. ნებისმიერზე ვიფიქრებდი, ოღონდ შენზე ვერა.
მოხუცმა მეომარმა გრძელი, აჩეჩილი წვერი მოიფხანა:
– სიმართლე გითხრა, ერთ-ერთი უკანასკნელი ვიყავი. მაგ-
რამ, საბოლოოდ, მეც დანარჩენებივით მოვიდრიკე მუხლი. ვერ
ვიტყვი, რომ მომეწონა, მაგრამ ასე გამოვიდა. ჯობია ხმალი
მომცე, ცხრათითა.
– და მოხუცი იოლი? გინდა მითხრა, რომ მანაც დაუჩოქა ბე-
თოდს? თუ უბრალოდ მეტად შესაფერისი ბატონი მონახე?
299 მკითხველთა ლიგა
შავფეხას დაცინვა ოდნავადაც არ წყენია. უბრალოდ ნაღ-
ვლიანი და დაღლილი ჩანდა:
– იოლი მკვდარია, ვითომ არ იცი. თითქმის ყველა მკვდა-
რია. ბეთოდი გულზე სულაც არ მეხატება, მით უმეტეს მისი შვი-
ლები. სკეილის გასიებული ტრაკის ლოკვა არავის მოსწონს –
ისევე როგორც კალდერის გამხდარი უკანალისა. ამას თვითო-
ნაც უნდა ხვდებოდე. ახლა ხმალი მომეცი, დრო მიდის, ჩვენ კი
წინ დიდი გზა გვაქვს. საუბარს მერეც მოვასწრებთ, როცა უიარა-
ღოდ იქნები.
– იოლი მკვდარია?
– ჰო, – თქვა შავფეხამ ეჭვით, – ბეთოდი დუელში გამოიწვია.
არ გაგიგია? სიცოცხლეს საზარელმა გამოასალმა.
– საზარელმა?
– შენ რა, მთის ქვეშ იჯექი?
– ასეც შეიძლება ითქვას. ეს საზარელი რაღაა.
– არ ვიცი, რა არის, – შავფეხა უნაგირიდან გადმოიხარა და
ბალახზე დააფურთხა, – ამბობენ, საერთოდ არაა ადამიანიო.
ამბობენ იმ ძუკნა კაურიბმა მთიდან ამოთხარაო. ვინ იცის? ასეა
თუ ისე, ბეთოდის ახალი ჩემპიონია და წინამორბედზე გაცილე-
ბით საშინელი. არ გეწყინოს.
– არაფერია, – უპასუხა ლოგენმა. უკისრო მამაკაცი მასთან
ახლოს მივიდა. ცოტა არ იყოს, მეტისმეტად ახლოსაც – შუბის
წვერი ლოგენისგან ერთი-ორი ფუტის მოშორებით ქანაობდა.
თავისუფლად შეეძლო, იარაღზე ხელი ეტაცა. შეიძლება... – მო-
ხუცი იოლი ძლიერი მებრძოლი იყო.
– ჰო. მაგიტომაც ვემორჩილებოდით. მაგრამ ამან კარგი
არაფერი მოუტანა. საზარელმა დალეწა. ისე მაგრად დალეწა,
თითქოს ქეციანი ძაღლი ყოფილიყო. მის შეცდომებზე რომ გვეს-
წავლა, ცოცხალი დატოვა, თუ ამას სიცოცხლე ჰქვია... მაგრამ
იოლმა დიდხანს ვერ იცოცხლა. უმეტესობამ მუხლი მაშინვე მო-
300 მკითხველთა ლიგა
ვიყარეთ – მათ, ვისაც ცოლ-შვილი გვადარდებდა. გაჭიანურე-
ბას აზრი არ ჰქონდა. თუმცა მაღლა, მთებში, კიდევ დარჩა რამ-
დენიმე, ვინც ბეთოდს თავი არ დაუხარა. ის შეშლილი მთვარის
თაყვანისმცემელი კრუმმოკ-ი-ფეილი თავისი მთიელებით, და
კიდევ ვიღაცები. მაგრამ ცოტანი არიან. ბეთოდს უკვე მოფიქრე-
ბული აქვს, რა უნდა უყოს მათ, – შავფეხამ დიდი, დაკოჟრილი
ხელი გაუწოდა, – გირჩევნია ხმალი მომცე, სისხლიანო ცხრა.
ოღონდ მარცხენა ხელით, გთხოვ, ნელა-ნელა და ფოკუსების
გარეშე. ყველასთვის ასე აჯობებს.
მორჩა, სულ ეს იყო. დრო აღარ დარჩა. ლოგენმა მარცხენა
ხელის სამი თითი მახვილის ვადას ჩაავლო, ხელისგულზე ლი-
თონის სიცივე იგრძნო. ვეება კაცის შუბის წვერი კიდევ უფრო
მიუახლოვდა. მაღალი ოდნავ მოეშვა, დარწმუნდა, ნადავლი
ხელში ჩავიგდეთო. შუბი ცაში აეშვირა, და მზად არ ჰქონდა. აი,
ზურგს უკან მდგარ ორზე ვერაფერს იტყოდა. უკან მიხედვის
სურვილს ძლივს უმკლავდებოდა, მაგრამ ლოგენმა თავს ძალა
დაატანა და არ შებრუნებულა.
– ყოველთვის პატივს გცემდი, ცხრათითა, მიუხედავად იმისა,
რომ სხვადასხვა მხარეს ვიდექით. შენთან მტრობა არ მაქვს.
მაგრამ ბეთოდს შურისძიება უნდა, შეპყრობილია, მე კი მას
მორჩილება შევფიცე, – შავფეხამ ლოგენს თვალებში ნაღ-
ვლიანად ჩახედა, – სამწუხაროა, რომ ეს კაცი მე ვარ. ასეა თუ
ისე, ვწუხვარ.
– მეც, – ჩაიბუტბუტა ლოგენმა, – მეც ვწუხვარ, რომ ეს შენ
ხარ, – ქარქაშიდან ხმალი ნელა ამოასრიალა, – ასეა თუ ისე, –
და ხელი სწრაფად გაიქნია, მახვილის ტარი შავფეხას პირში ჩა-
არტყა. მძიმე ლითონმა მოხუც მეომარს კბილები ჩაუნგრია. შავ-
ფეხას ყვირილი აღმოხდა და უნაგირიდან ზურგით გადმოვარდა,
ნაჯახზე ხელი გაეშვა და გზაზე ზრიალით გადაუვარდა. ლოგენმა

301 მკითხველთა ლიგა


მაშინვე ჩასკვნილი კაცის შუბს სტაცა ხელი, იარაღის წვერთან
ოდნავ ქვემოთ.
– გაიქეცი! – დაუღრიალა კვის, მაგრამ შეგირდი გაუნძრევ-
ლად მიშტერებოდა, თვალებს უაზროდ აფახურებდა.
უკისრო კაცმა შუბი თავისკენ ძლიერად მოქაჩა, ლოგენი კი-
ნაღამ ცხენიდან ჩამოაგდო, მაგრამ ცხრათითას იარაღი მაგრად
ეჭირა. უზანგებს დაყრდნობილი უკან გადაწვა და ხმალი მაღლა,
თავზემოთ აღმართა. უკისროს თვალები გაუდიდდა და ცალი ხე-
ლი ინსტინქტურად აიფარა. ლოგენმა ხმალი მთელი ძალით და-
უშვა.
იარაღის სიბასრემ ლოგენი გააოგნა. ხმალმა ვეება კაცის
მკლავი ზედ იდაყვთან გადაჭრა, შემდეგ კი მხარში ჩაესო, ბეწ-
ვსა და ჯაჭვში გაიარა და სხეული მუცლამდე, თითქმის შუაზე გა-
დაუჭრა. გზაზე სისხლი თავსხმა წვიმასავით იღვრებოდა, წვეთე-
ბი ლოგენის ცხენს სახეში ესხმებოდა. საბრძოლოდ გაუწვრთნე-
ლი პირუტყვი შიშისგან ყალყზე დგებოდა, ტლინკებს ყრიდა და
გიჟივით ხტოდა. ლოგენი უნაგირზე თავს ძლივს იმაგრებდა.
თვალის კუთხით შეამჩნია, რომ ბაიაზმა კვის ცხენს ხელი გავაზე
დაარტყა და ისიც ადგილიდან მოწყდა, თან უნაგირზე მოხტუნა-
ვე შეგირდიც გაიყოლა. სასაპალნე ცხენი უკან გამალებით მის-
დევდათ.
შემდეგ ყველაფერი ერთმანეთში აირია: ყირაზე გადასული
და მოფრუტუნე პირუტყვები, ლითონის ჯახუნი და ღრჭიალი,
წყევლა-კრულვა და კივილი – ბრძოლა. ნაცნობი, მაგრამ მიუხე-
დავად ამისა არანაკლებად შემაძრწუნებელი ამბავი იყო. ლოგე-
ნი მარჯვენა ხელით სადავეს ჩაჰფრენოდა და გაცოფებულ ცხენს
ვერაფრით აწყნარებდა, თავზემოთ შეშლილივით იქნევდა
ხმალს – უფრო მტრების შესაშინებლად, ვიდრე მათთვის ზიანის
მისაყენებლად. ყოველ წამს ბიძგსა და აუტანელ ტკივილს ელო-

302 მკითხველთა ლიგა


და – შუბი განგმირავდა, მიწა ამოყირავდებოდა და სახეში
დაეტაკებოდა.
ხედავდა, კვი და ბაიაზი გზაზე ცხენებს როგორ მიაჭენებდნენ.
მხარში შუბამოჩრილი მაღალი კაცი ეწეოდათ. ხედავდა, შავფე-
ხა ზურგზე როგორ გადაბრუნდა და წამოდგა, სისხლს აფურ-
თხებდა და ხელით ნაჯახს ეძებდა. ხედავდა, ის ორი, მის უკან
რომ იდგა, გაგიჟებული ცხენების დამორჩილებას როგორ ცდი-
ლობდნენ და შუბებს ჰაერში როგორ იქნევდნენ. ხედავდა, იმ
ადამიანის ტანი, რომელიც ახლახან მოკლა, შუაზე როგორ გა-
დაიშალა, უნაგირიდან ნელა როგორ გადავარდა და ტალახიანი
ნიადაგი სისხლით როგორ მორწყავდა.
ლოგენმა მხარში შუბის შერჭობა იგრძნო, დაიყივლა, წინ გა-
დაქანდა და კინაღამ ცხენის თავს გადააფრინდა. შემდეგ უცებ
გააცნობიერა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მის წინ თავისუ-
ფალი გზა გადაშლილიყო. ლოგენმა ცხენს ფერდებში დეზები
შემოჰკრა და ცხოველიც წინ გაიჭრა, უკან დარჩენილებს სახეში
ტალახი ფლოქვებით შეაყარა. ცხრათითამ მახვილი მარჯვენა
ხელში მოიგდო, რის გამოც კინაღამ სადავე გაექცა და ცხენიდან
ჩამოვარდა. მხარი გაანძრია, მაგრამ ჭრილობა არც ისე ღრმა
აღმოჩდა – ხელის მოძრაობა ისევ თავისუფლად შეეძლო.
– ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. ჯერ კიდევ ცოცხალი...
გზა ელავდა, ქარი თვალებს უწვავდა. მაღალ კაცს ეწეოდა –
შეხვეული ფლოქვები ტალახიან გზაზე სრიალებდა და ცხენის
მოძრაობას ანელებდა. რაც ძალა ჰქონდა, ხმლის ვადა ჩაბღუჯა
და მაღალი კაცის უკან აღმართა. მტერმა თავი მოაბრუნა, მაგ-
რამ უკვე ძალიან გვიანი იყო. გაისმა ლითონის ლითონზე დარ-
ტყმის გამაყრუებელი ჯახუნი, იარაღმა მუზარადზე ღრმა, ჩაზნე-
ქილი კვალი დატოვა და მაღალი კაცი უნაგირიდან ჩამოაგდო.
ფეხი ისევ უზანგში დარჩა და თავი გზას კიდევ ერთხელ დაარ-
ტყა, შემდეგ გათავისუფლდა და ბალახზე გაგორდა, ხელ-ფეხს
303 მკითხველთა ლიგა
აქეთ-იქით აქნევდა. მხედრის გარეშე დარჩენილი ცხენი არ გა-
ჩერებულა, სირბილს განაგრძობდა და ლოგენს უბრალოდ თვა-
ლი შეავლო, როცა მან გვერდით ჩაუქროლა. – ჯერ კიდევ ცოც-
ხალი.
ლოგენმა მხარს უკან მოიხედა. შავფეხა ისევ უნაგირზე ამ-
ძვრალიყო და ახლა ოთხით მოსდევდა, ნაჯახი თავზემოთ აეწია,
გაჩეჩილ თმას ქარი უფრიალებდა. დარჩენილი ორი შუბოსანიც
თან ახლდა, ცხენებს მთელი ძალით მოაჭენებდნენ, მაგრამ ლო-
გენს მდევრებისგან ჯერ კიდევ კარგა მანძილი აშორებდა. ლო-
გენმა გადაიხარხარა. სავარაუდოდ ხელიდან დაუსხლტა. ხმალი
შავფეხას დაუქნია. გზა ხეობის გვერდზე, ტყეში იკარგებოდა.
– ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ! – დაიყვირა მთელი ხმით; უცებ
მისი ცხენი ისე მოულოდნელად შეჩერდა, ლოგენი კინაღამ თავ-
ზე გადააფრინდა. მკლავი პირუტყვის კისერზე რომ არ მოეხვია,
თავს ნამდვილად ვერ შეიკავებდა. უნაგირზე დაბრუნებულმა
ახალი პრობლემა დაინახა – უზარმაზარი პრობლემა.
გზაზე რამდენიმე ხის ღერო დაეხვავებინათ, ტოტები მოეჩე-
ხათ და წვეტიანი, კარგად ალესილი ჯირკები ყოველ მხარეს ჩა-
ედგათ. წინ კიდევ ორი ჯაჭვის პერანგიანი, შუბებმომარჯვებული
კარლი იდგა. ამ ბარიერს საუკეთესო მხედარიც ვერ გადაახტე-
ბოდა, ლოგენი კი საუკეთესო მხედარი არ იყო. ბაიაზი და მის
მოწაფეც იმავე უნარისანი ჩანდნენ. ცხენები ორივეს დაბრკო-
ლებასთან შეეჩერებინა. მოხუცი დაბნეული, ხოლო ახალგაზ-
რდა უბრალოდ შეშინებული ჩანდა.
ლოგენმა ხმალს უფრო მაგრად მოუჭირა და სასოწარკვე-
თილმა მიმოიხედა, მზერა ხეებს მოავლო, ეგებ რამე გზა ვნა-
ხოო. ახლა უფრო მეტი ადამიანი შეამჩნია. მშვილდოსნები –
ერთი, მეორე, შემდეგ მესამე. გზისკენ ორივე მხრიდან, ნელ-
ნელა მოცოცავდნენ, ისრები გაემზადებინათ და ლარები მაგ-
რად დაეჭიმათ.
304 მკითხველთა ლიგა
ლოგენი უნაგირზე შემობრუნდა, მაგრამ შავფეხა და მისი
ორი მეგზური უკვე ახლოს მოსულიყვნენ, ესე იგი, იქეთ ვერ გა-
იქცეოდა. ცხენები ლოგენისგან რამდენიმე ნაბიჯში შეაჩერეს,
სადაც მისი ხმალი ვერ მისწვდებოდათ. ცხრათითას მხრები ჩა-
მოსცვივდა. დევნა დასრულდა. შავფეხა წინ გადაიხარა და მიწა-
ზე სისხლი დააფურთხა:
– მორჩა, ყველაფერი გათავებულია სისხლიანო ცხრა. ამაზე
შორს ვეღარ გაგვექცევი.
– სასაცილოა, – ჩაილაპარაკა ლოგენმა, თავის გრძელ, რუხ,
სისხლში მოთხვრილ მახვილს დაჰყურებდა, – ამდენი ხანი ბე-
თოდისთვის ვიბრძოდი შენ წინააღმდეგ, ახლა კი შენ მებრძვი
მისი გულისთვის. როგორც ჩანს, ჩვენ ორნი ყოველთვის საპი-
რისპირო მხარეს ვართ, გამარჯვებული კი სულ ის გამოდის. ძა-
ლიან სასაცილოა.
– ჰო, – ჩაიბურტყუნა შავფეხამ სისხლიანი ტუჩებით, – სასა-
ცილოა, – მაგრამ არავინ იცინოდა. შავფეხას და მის კარლებს
სახეები სიკვდილივით გამკაცრებოდათ, კვი სადაცაა ატირდე-
ბოდა. ყველასგან გაურკვეველი მიზეზების გამო, ჩვეულ სიმშვი-
დეს მხოლოდ ბაიაზი ინარჩუნებდა, – კარგი ცხრათითა, ჩამოქ-
ვეითდი. ბეთოდს ცოცხალი სჭირდები, მაგრამ მკვდარსაც მიგი-
ღებს, თუ სხვა გზას არ დაგვიტოვებ. ჩამოქვეითდი! ახლავე!
ლოგენი გამალებით ფიქრობდა. შეძლებენ კი გაქცევას, რო-
ცა დანებდება? როცა ხელში ჩაიგდებს, შავფეხა შეცდომას აღარ
დაუშვებს. ჩხუბის ატეხისთვის ლოგენს ჩაწიხლავდნენ და სანა-
ხევროდ ცოცხლებს დატოვებდნენ, ან მუხლისთავებს გადაუმ-
ტვრევდნენ. შემდეგ ტყვეებს დასაკლავად გამზადებული ქათმე-
ბივით შეკრავდნენ. ლოგენმა წარმოიდგინა, ქვებზე ნახევარი
მილი ჯაჭვით გაკოჭილი როგორ ეგდებოდა, ბეთოდი კი ტახტი-
დან გაუღიმებდა, როცა ახარხარებული კალდერი და სკეილი
რაიმე ბასრით დაჩხვლეტდნენ. ლოგენმა მიმოიხედა. ისრების
305 მკითხველთა ლიგა
ცივი ბუნიკები, შუბების ცივი წვეტები, და ამ იარაღების პატრო-
ნების ცივი თვალები დაინახა. ხსნა არსად ჩანდა.
– კარგი, გაიმარჯვე, – ლოგენმა ხმალი წვერით ძირს გადა-
აგდო. უნდოდა მიწაში ჩარჭობილიყო და წინ და უკან ექანავა,
მაგრამ მახვილი წაიქცა და ტალახში ჩავარდა. დღეს ასეთი უიღ-
ბლო დღე ჰქონდა. უნაგირს ცალი ფეხი ნელა გადაატარა და
გზაზე ჩამოხტა.
– აი, ასე უკეთესია. ახლა დანარჩენები, – კვი ცხენიდან
დაუყონებლივ ჩამოცურდა და იქვე დადგა, ბაიაზს ქვემოდან
ნერვიულად ახედავდა ხოლმე, მაგრამ მაგი არ ჩქარობდა. შავ-
ფეხა მოიღუშა და ნაჯახი ასწია, – შენც, მოხუცო!
– ჯირითი მირჩევნია, – ლოგენს გააჟრჟოლა: ეს პასუხი
არასწორი იყო. ახლა შავფეხა ბრძანებას გასცემს და მშვილდის
ლარიც გაიწკარუნებს. მაგთა შორის უპირველესი გზაზე ისრე-
ბით დაცხრილული გაიშხლართება, თუმცა, ალბათ სახეზე
მკვდარსაც იგივე ღიმილი ექნება.
მაგრამ ბრძანება არა და არ ისმოდა.
არავითარი ბრძანება, არავითარი მაგიური შელოცვა, არავი-
თარი საიდუმლო ჟესტი – ბაიაზის მხრებთან უბრალოდ ჰაერი
აციმციმცდა, როგორც ცხელ დღეს მიწის თავზე იცის ხოლმე, და
ლოგენს გულ-მუცელი ტკივილმა ამოუტრიალა.
შემდეგ გარშემო ხეები მწველი, დამაბრმავებელი, სიმხურვა-
ლისგან გათეთრებული ცეცხლის კედლებივით აფეთქდა. ღე-
როები სკდებოდა და ტოტები გამაყრუებელი ლაწალუწით ტყდე-
ბოდა, კაშკაშა ცეცხლის ალები და მწველი ორთქლი მიიწევდა
ცისკენ. ერთმა ცეცხლწაკიდებულმა ისარმა ლოგენს თავზემოთ
გადაუფრინა. ამის შემდეგ მოისრეები სადღაც გაქრნენ, ყველა
ამ გავარვარებულ ღუმელში მოიხარშა.
გაოგნებული და თავზარდაცემული ლოგენი უკან გადაქანდა,
ახველებდა და სული ეხუთებოდა. მწველი სიცხისგან თავის და-
306 მკითხველთა ლიგა
საცავად სახეზე ხელი აიფარა. ბარიკადის თავზე ალი ცამდე აღ-
წევდა და ირგვლივ დამაბრმავებელ ნაპერწკლებს ყრიდა, ორი
კაცი, რომლებიც ცოტა ხნის წინ ხის ბარიერთან იდგნენ, ახლა
ძირს ეყარნენ, ხარბ ცეცხლში გახვეულები მიწაზე ფართხალებ-
დნენ. მათი კივილი გამაყრუებელ ღრიალში იკარგებოდა.
ცხენები ტლინკებს ყრიდნენ და ადგილზე ტრიალებდნენ, ში-
შისგან გაცოფებულიყვნენ და ხმამაღლა ფრუტუნებდნენ. შავფე-
ხა მიწაზე მეორედ აღმოჩნდა, აალებული ნაჯახი ხელიდან
გაუვარდა, მისი ცხენი წაბორძიკდა და ზემოდან დაეცა. მის ერთ-
ერთ მეგზურს კიდევ უფრო არ გაუმართლა – ცხენმა პირდაპირ
ცეცხლის ზეწარში მოისროლა, და მისი სასოწარკვეთილი ყვი-
რილი მაშინვე მიწყდა. ფეხზე მხოლოდ მეორე დარჩა, მისდა სა-
ბედნიეროდ ხელთათმანები ჩაეცვა. რაღაც სასწაულით ცეც-
ხლმოკიდებულ შუბს ხელიდან არ უშვებდა.
ასეთი ცეცხლით გარშემორტყმულს შეტევაზე გადმოსვლის
გამბედაობა როგორ ეყო, ლოგენისთვის გაუგებარი დარჩა.
ბრძოლაში უცნაური რამეები შეიძლება მოხდეს. შუბოსანმა სა-
მიზნედ კვი ამოირჩია და ღრიალით გაექანა მისკენ, აალებულ
შუბს მკერდში უმიზნებდა. შიშისგან გამოჩერჩეტებული შეგირ-
დი ადგილზე მიჯაჭვულივით უმწეოდ იდგა. ლოგენი მთელი ტა-
ნით დაეჯახა, ხმალი მაღლა აღმართა და კვი გზაზე გადაისრო-
ლა, შეგირდმა მაშინვე თავზე ხელები აიფარა. შემდეგ ცხრათი-
თამ მახვილი ბრმად გაიქნია და გვერდით ჩაქროლებულ ცხენს
ფეხები გადაუჩეხა.
მახვილი თითებიდან გამოეცალა და სადღაც გადავარდა,
შემდეგ ლოგენს დაჭრილ მხარში ცხენის მოკვეთილი ფლოქვი
დაეტაკა და ტალახში ჩააგდო. ლოგენს სუნთქვა შეეკრა, ცეც-
ხლში გახვეული სამყარო თავში გიჟივით დაუტრიალდა. თუმცა
მისმა დარტყმამ შედეგი გამოიღო – მისგან რამდენიმე ნაბიჯში
ცხენს მოკვეთილი წინა ფეხები მოეკეცა, ცხოველი წაბორძიკდა,
307 მკითხველთა ლიგა
ინერციით ცოტა კიდევ გაირბინა, ცეცხლში ჩავარდა და გავარ-
ვარებულმა ალმა მხედართან ერთად შთანთქა.
ლოგენმა მზერით მოძებნა ხმალი. აშიშხინებული ფოთლები
გზაზე დაფრინავდა, სახეს და ხელებს სწვავდა. სიცხე მძიმე წო-
ნასავით დააწვა, კანიდან ოფლს უწურავდა. როგორც იქნა გა-
სისხლიანებულ მახვილის ვადას დაჩეხილი თითებით მიაგნო,
ფეხზე წამოდგა, აქეთ-იქით ირწეოდა და მრისხანებისგან უაზ-
როდ ღრიალებდა, მაგრამ აღარავინ დარჩენილიყო, ვისაც შე-
ებრძოლებოდა. ცეცხლი ისევე მალე გაქრა, როგორც გაჩნდა.
ლოგენი ახველებდა და დატრიალებულ კვამლში თვალებს
ახამხამებდა. ამ ღრიალის შემდეგ ჩამომდგარი სიჩუმე ყოვლის-
მომცველი ჩანდა, ნაზი სიო – კი ყინულივით ცივი. მათ ირ-
გვლივ, ხეების ნაცვლად დანახშირებული და დამსკდარი ჯირკე-
ბის ამომწვარი ფართო წრე დარჩა, თითქოს რამდენიმე საათი
იწვოდაო. ბარიკადი ნაცრისფერი ფერფლისა და შავი ნამტვრე-
ვების გროვად ქცეულიყო. იქვე, მიწაზე ორი გვამი ეგდო, მათში
ადამიანის ამოცნობა თითქმის შეუძლებელი იყო, ძვლებამდე
დახრუკულიყვნენ. შუბების გაშავებული თავები გზასთან ეყარა,
ხის ტარები უკვალოდ გამქრალიყო. მოისრეებისგან საერთოდ
აღარაფერი დარჩენილიყო. ჭვარტლად ქცეულები ქარმა გაფან-
ტა. კვი მიწაზე გაუნძრევლად ეგდო, თავზე ხელები აეფარებინა.
შორიახლო შავფეხას ცხენი გვერდულად გაშხლართულიყო,
ერთი ფეხი წყნარად უტოკავდა, დანარჩენები გაშეშებოდა.
– ესეც ასე, – თქვა ბაიაზმა. მოგუდულმა ხმამ ლოგენი შეახ-
ტუნა. რატომღაც ეგონა, აღარასოდეს არავითარი ხმას აღარ
გაიგებდა, – მორჩა, – მაგთა შორის უპირველესმა ფეხი უნა-
გირს გადმოატარა და გზაზე ჩამოქვეითდა. მისი ცხენი წყნარად
და მორჩილად იდგა, მთელი ამ დროის განმავლობაში არც კი
განძრეულა, – ოსტატო კვი, ახლა ხედავთ, რისი მიღწევა შეიძ-
ლება, თუ მცენარეებს კარგად შეისწავლით?
308 მკითხველთა ლიგა
ბაიაზი მშვიდად საუბრობდა, მაგრამ ხელები უცახცახებდა.
ძალიან უცახცახებდა. ღონემიხდილი, ავადმყოფი და მოხუცებუ-
ლი ჩანდა, თითქოს მძიმე ტვირთი ათი მილზე ათრიაო. ლოგენი
მოხუცს მიაჩერდა, წინ და უკან ირწეოდა, ხმლიანი ხელი უღო-
ნოდ ჩამოუვარდა.
– ესე იგი, ეს არის ის ხელოვნება? – საკუთარი ხმა ძალიან
ჩუმად თითქოს შორიდან ესმოდა.
ბაიაზმა სახიდან ოფლი მოიწმინდა.
– დიახ, თავისებურად. ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან დახვეწი-
ლია. თუმცა... – ფეხსაცმელი დანახშირებულ გვამს წაკრა, –
ჩრდილოელები სინატიფეს მაინც ვერ შეაფასებდნენ, – დაიჭყა-
ნა, ჩაცვენილი თვალები მოისრისა და გზას გახედა, – ცხენები
სად ჯანდაბაში გაქრა?
ლოგენს შავფეხას ცხენის მხრიდან ჩახრინწული ოხვრა მო-
ესმა. მისკენ გაემართა, მუხლებზე დაეცა, ძლივძლივობით წა-
მოდგა და ისევ ცხოველისკენ გასწია. მხარი მტკივნეულად
უფეთქავდა, მარცხენა მკლავს საერთოდ ვერ გრძნობდა, დაფ-
ლეთილი თითებიდან სისხლი სდიოდა, მაგრამ შავფეხა უარეს
დღეში იყო. გაცილებით უარესში. მიწაზე გაშხლართული იდაყ-
ვებს ეყრდნობოდა, ფეხები ცხენის ქვეშ მოჰყოლოდა, დამწვარი
ხელები ნაფლეთებად ჰქცეოდა. გასისხლიანებულ სახეზე სრუ-
ლი გაოცება ეწერა, ცხენის ტანიდან ფეხების გამოთრევას უშე-
დეგოდ ცდილობდა.
– შენ მე მომკალი, შენი დედაც, – წაიჩურჩულა საკუთარ
დაფლეთილ ხელებს ჩაშტერებულმა, – ჩემი საქმე წასულია. ვე-
რასოდეს მოვბრუნდები, და რომც მოვახერხო, რისთვის? – მწა-
რედ გაიცინა, – ბეთოდი ადრინდელივით გულმოწყალე აღარაა.
ჯობია ახლავე მომკლა, სანამ ტკივილს ვიგრძნობ. ასე აჯობებს,
– უკან გადაქანდა და ისევ მიწაზე დაემხო.

309 მკითხველთა ლიგა


ლოგენმა ბაიაზს შეხედა, მაგრამ ვერავითარ დახმარებას
ვერ მიაგნო.
– მკურნალობაში მაინცდამაინც ვერ გამოვდგები, – მოუჭრა
მაგმა და აფეთქებულ ხეებს გახედა, – ხომ გითხარი, ვიწრო
სფეროებს ვსწავლობთ-მეთქი, – თვალები დახუჭა და ორად
მოიხარა, ხელებით მუხლებს დაეყრდნო, მძიმედ სუნთქავდა.
ლოგენმა ბეთოდის დარბაზი წარმოიდგინა, და ორი პრინცი,
რომლებიც ხარხარებენ და იატაკზე დაგდებულ ტყვეს ამწარე-
ბენ.
– კარგი, – ჩაიბურტყუნა, წამოდგა და ხმალი აღმართა, –
კარგი.
შავფეხამ გაუღიმა:
– მართალი იყავი, ცხრათითა. ბეთოდისთვის არ უნდა დამე-
ჩოქებინა. არასოდეს. წყეულიმც იყოს ისიც და მისი საზარელი
ურჩხულიც. ჯობდა ბოლომდე მებრძოლა და მთაში მოვმკვდა-
რიყავი. ეგეთ სიკვდილში რაღაც მაინც იქნებოდა ღირსეული.
უბრალოდ ძალიან დავიღალე. შენ ხომ გესმის ჩემი, ჰა?
– მესმის, – ჩაიბუტბუტა ლოგენმა, – მეც ძალიან დავიღალე.
– რაღაც ღირსეული, – გაიმეორა შავფეხამ და ნაცრისფერ
ცას ახედა, – უბრალოდ ძალიან დავიღალე. ამიტომაც, ვფიქ-
რობ, დავიმსახურე. ეს სამართლიანია, – ნიკაპი მაღლა ასწია, –
რაც არის, არის. მიდი ბიჭო, დაასრულე.
ლოგენმა ხმალი აღმართა.
– მიხარია, რომ ეს შენ ხარ, – კბილებში გამოცრა შავფეხამ,
– ღირსეული ხელით მაინც ვკვდები.
– მე არ მიხარია, – ლოგენმა ხმალი მოიქნია.
გადამწვარი ჯირკები ბოლავდა, კვამლი ჰაერში ტრიალებდა,
მაგრამ ახლა შესამჩნევად აციებულიყო. ლოგენი პირში სის-
ხლის მლაშე გემოს გრძნობდა. შეიძლება სადმე ენაზე იბკინა.
შეიძლება სხვისი სისხლი იყო. ხმალი მიწაზე მოისროლა. იარა-
310 მკითხველთა ლიგა
ღი რამდენჯერმე ახტა და წკრიალით დაეცა, ტალახში წითელ
წინწკლებს ყრიდა. კვი ცოტა ხანს გაშეშებული იდგა, შემდეგ
მოიხარა, ხველა აუტყდა და გზაზე აღებინა. ლოგენმა შავფეხას
უთავო გვამს დახედა:
– კარგი კაცი იყო, ჩემზე უკეთესი.
– ისტორია კარგი ადამიანების გვამებით სავსეა, – ბაიაზი
მუხლებზე მოუხეშავად დაეშვა და ხმალი აიღო, შავფეხას ქურ-
თუკზე შეაწმინდა, შემდეგ თავი ასწია და კვამლის ბურუსში გზას
ალმაცერად გახედა, – უნდა წავიდეთ. ალბათ სხვებიც გზაში
არიან.
ლოგენი თავის გასისხლიანებულ ხელებს დაჰყურებდა და
თვალებთან ატრიალებდა. ხელები მას ეკუთვნოდა, ეჭვგარეშე
იყო. აი, მისი მოკვეთილი თითიც...
– არაფერი შეცვლილა, – ჩაიდუდუნა თავისთვის.
ბაიაზი წელში გაიმართა, მუხლებიდან მტვერი ჩამოიფერ-
თხა:
– და როდის იცვლებოდა? – ლოგენს ხმლის ვადა მიუშვირა,
– ვფიქრობ, კიდევ დაგჭირდება.
ლოგენმა მახვილს შეხედა: სუფთა იყო, მუქი ნაცრისფერი –
ისევე, როგორც ყოველთვის. ცხრათითასგან განსხვავებით,
დღევანდელმა საშინელებამ იარაღზე კვალი არ დატოვა. ლო-
გენს მისი აღება არ უნდოდა. აღარასოდეს. მაგრამ მაინც გამო-
ართვა.

311 მკითხველთა ლიგა


მეორე ნაწილი
„ცხოვრება – როგორიც იგი სინამდვილეშია – კარგსა და
ცუდს შორის ბრძოლა კი არ არის, არამედ ცუდსა და უარესს შო-
რის“.
იოსიფ ბროდსკი

როგორ გამოიყურება თავისუფლება


ნიჩბის წვერი მიწას მკვეთრი ხმით ჩაერჭო – ლითონმა მიწა
გაფხაჭნა. მეტისმეტად ნაცნობი ხმა იყო. როგორც უნდა ეცადა,
ნიჩაბი გრუნტში ღრმად ვერ ჩადიოდა, რადგან მზისგან გამომ-
ცხვარი მიწა კლდესავით გამაგრებულიყო.
მაგრამ მაგარი ნიადაგი ვერ შეაჩერებდა.
მთელი ცხოვრების განმავლობაში უამრავი ორმო ამოეთხა-
რა – ზოგიერთი ამაზე რთულიც კი.
თუ ბრძოლაში ცოცხალი დარჩი, მერე მიწის თხრა გიწევს,
მას მკვდარი მეგობრებისთვის თხრი. უკანასკნელ პატივისცემას
გამოხატავ, თუნდაც პატივს საერთოდაც არ სცემდე. იმდენად
ღრმად თხრი, რამდენადაც შეგიძლია ან გადარდებს, ორმოში
ჩააგორებ და ზემოდან მიწას დააყრი. ისინიც გაიხრწნებიან და
დავიწყებას მიეცემიან. ყოველთვის ასე იყო.
ქალმა მხარი შეარხია და ქვიშიანი გრუნტი ნიჩბით მოისრო-
ლა. თვალი გააყოლა ჰაერში გაფანტულ მიწის ნამცეცებსა და
პატარა ქვებს, რომლებიც ერთ-ერთ ჯარისკაცს დაეყარა სახეზე.
მკვდარი ცალი თვალით საყვედურით მისჩერებოდა. მეორეში
ქალის ნასროლი ისარი ჩარჭობოდა. მიცვალებულის სახეს რამ-
დენიმე ბუზი ზარმაცად დაბზუოდა. დღეს ის არ დაიმარხებოდა.

312 მკითხველთა ლიგა


სამარეები ქალის ხალხს ეკუთვნოდა. ეს ნაბიჭვარი და მისი მე-
გობრები კი შეუბრალებელი მზის ქვეშ დაიწვებოდნენ.
ბოლოს და ბოლოს, სვავებსაც ხომ უნდათ ჭამა.
ნიჩბის პირმა ჰაერი სტვენით გააპო და ისევ მიწაში ჩაერჭო.
ჰაერში მიწის კიდევ ერთი გროვა გაიშალა. ქალი წელში
გაიმართა, სახიდან ოფლი მოიწმინდა და ცას ახედა. მცხუნვარე
მზე ზუსტად მის თავს ზემოთ კაშკაშებდა, მტვრიანი მიწიდან უკა-
ნასკნელ ტენს იწოვდა, ქვებზე სისხლს ახმობდა. ორ ამოთხრილ
საფლავს გახედა. კიდევ ერთი დარჩა. მალე მაგასაც მორჩება,
ამ სამ სულელს მიწას დააყრის, ცოტას შეისვენებს და გზას და-
ადგება.
დანარჩენები მალე მოაკითხავდნენ.
ნიჩაბი მიწაში ჩაარჭო, პატარა ტყავის გუდა აიღო და საცობი
ამოაძრო. თბილი წყლის რამდენიმე ყლუპის დალევის შემდეგ
თავს იმის უფლებაც მისცა, ცოტა ბინძურ ხელზე გადმოეღვარა
და სახეზე შეესხა. სხვა თუ არაფერი, სიკვდილმა ის მაინც
მოახერხა, რომ წყალზე დაუსრულებელ ჩხუბს მოუღო ბოლო.
ახლა სამყოფი რაოდენობა დარჩა.
– წყალი... – ამოიხრიალა კლდესთან ჯარისკაცმა. საკვირვე-
ლი იყო, რომ ჯერ კიდევ ცოცხლობდა. ქალის ნასროლი ისარი
გულს ასცდა, მაგრამ მაინც მოკლავდა – უბრალოდ ისე სწრა-
ფად ვერა, როგორც ვარაუდობდა. კლდესთან მიბობღება
მოეხერხებინა, მაგრამ ბევრი ხოხვა აღარ ეწერა. მომაკვდავის
ირგვლივ ქვები მუქი სისხლით შეღებილიყო. სიცხე და ისარი მა-
ლე ბოლოს მოუღებდა, როგორი ძლიერიც უნდა ყოფილიყო.
ქალს არ სწყუროდა, მაგრამ ბლომად წყალი ჰქონდა, თან
მთლიანად ვერ წაიღებდა. კიდევ რამდენიმე ყლუპი მოსვა და
ნაწილი პირიდან ისე გადმოუშვა, რომ კისერში ჩაეღვარა. აქ,
უდაბურეთში წყლის დაღვრა იშვიათი სიამოვნება იყო. მბრწყი-
ნავი წვეთები მშრალ მიწას დაეშხეფა და შავ ლაქებად იქცა. სა-
313 მკითხველთა ლიგა
ხეზე ცოტა კიდევ შეისხა, ტუჩები მოილოკა და ჯარისკაცს გახე-
და.
– შემიწყალე... – ამოიჩხავლა კაცმა, ცალი ხელი მკერდზე იმ
ადგილზე ედო, საიდანაც ისარი გამოსჩროდა, მეორე კი ქალის-
კენ სუსტად გამოეწვდინა.
– შეგიწყალო? ჰა-ჰა! – საცობი ისევ ტყავის მათარაში ჩაარ-
ჭო და საფლავთან მიაგდო, – განა არ იცი, ვინ ვარ? – ხელი ნიჩ-
ბის სახელურს სტაცა და ისევ მიწაში ჩაასო.
– ფერრო მალჯინი! – სადღაც უკნიდან გაისმა ხმა, – მე ვიცი,
ვინც ხარ!
სიტუაცია უსიამოვნოდ განვითარდა...
ისევ ნიჩაბი გაიქნია, ტვინი გამალებით აამუშავა. მშვილდი
პირველ გათხრილ საფლავთან დაეტოვებინა, ვერ მისწვდებო-
და. ორმოდან ცოტა მიწა ამოიღო, უხილავი სტუმრის მზერას გა-
ოფლილ მხრებზე ეკლების ჩხვლეტასავით გრძნობდა. ისევ მო-
მაკვდავ ჯარისკაცს გახედა: მის ზურგს უკან რაღაცას მიშტერე-
ბოდა, ეს კი ქალს ახლადგამოჩენილი უცნობის ადგილმდება-
რეობაზე წარმოდგენას უქმნიდა.
ნიჩაბი ერთხელაც გაიქნია, შემდეგ ხელი გაუშვა და ორმოს
გადაახტა, მიწაზე გადაგორდა, გზად მშვილდი აიღო, ისარი
დაამაგრა და ლარი მოჭიმა – ყველაფერი ერთ მოძრაობაში მო-
ასწრო. მისგან ათიოდე ნაბიჯში მოხუცი კაცი იდგა. უიარაღოს
წინ ნაბიჯიც არ გადმოუდგამს. უბრალოდ იდგა და ფერროს კე-
თილად უღიმოდა.
ქალმა ისარი გაუშვა.
უნდა ითქვას, ფერრო მალჯინი მშვილდს მომაკვდინებელი
სიზუსტით ხმარობდა. ამას ათი მკვდარი ჯარისკაციც დაადასტუ-
რებდა, რომ შესძლებოდათ: ექვს მათგანს მისი ისარი ამშვენებ-
და, ამ ბრძოლაში ერთხელაც არ აუცილებია მიზნისთვის. არც
ახსოვდა, ოდესმე ახლო მანძილიდან აეცილებინა, როგორ ნაჩ-
314 მკითხველთა ლიგა
ქარევადაც უნდა ესროლა. ხალხი ათჯერ უფრო შორიდანაც მო-
უკლავს, ვიდრე ახლა ეს მოღიმარი ბებერი ნაბიჭვარი.
მაგრამ ამჯერად ააცილა.
ისარმა თითქოს ჰაერში მიმართულება შეიცვალა. შეიძლება
რომელიღაც ბუმბული არასწორად ჰქონდა დამაგრებული, მაგ-
რამ მაინც, რაღაც რიგზე ვერ იყო. მოხუცი არც კი განძრეულა,
ისევ იქ იდგა და იღიმოდა, ისარმა კი სულ რამდენიმე ინჩით ჩა-
უქროლა და დაბლა, ფერდობზე გაუჩინარდა.
ამან ორივეს დრო მისცა, სიტუაცია გაეაზრებინათ.
ბერიკაცი უცნაური ვინმე ჩანდა. ძალიან მუქი, მუგუზალივით
შავი კანი ჰქონდა. ესე იგი შორეული სამხრეთიდან უნდა ყოფი-
ლიყო – უზარმაზარი და უკაცრიელი უდაბნოს გადაღმიდან.
მსგავს მოგზაურობას ძალიან ცოტა თუ უძლებდა და ფერროს
ასეთი ადამიანები თითქმის არასოდეს ენახა. მაღალსა და გამ-
ხდარს გრძელი, დაძარღვული ხელები ჰქონდა, უბრალო მოსას-
ხამი მოეხვია. მაჯებზე უამრავი უცნაური სამაჯური აესხა, კაშკა-
შა მზეზე ზოგი თვალისმომჭრელად ბრწყინავდა, ზოგიც მუქად
ელვარებდა; ყველა ერთად მკლავს ნახევრამდე უფარავდა.
ჭაღარა თმა სახეზე რუხი ძაფებივით ჩამოჰყროდა, ზოგი წე-
ლამდეც კი სწვდებოდა, გალეულ, წვეტიან ყბაზე ნაცრისფერი
ნაწვერალი აჩნდა. მკერდზე დიდი ტყავის მათარა დაემაგრები-
ნა, ქამარზე კი ტყავის ჩანთების გროვა აესხა. მეტი არაფერი.
არავითარი იარაღი. იმ უდაბურეთიდან მოსულისთვის ყველაზე
უცნაურიც სწორედ ეს იყო: ამ ღვთისგან მივიწყებულ მიწაზე
მხოლოდ ისეთი ხალხი დაეხეტებოდა, ვინც იქიდან გამოიქცა,
ან ვინც მათ დასაჭერად გამოგზავნეს. ორივე შემთხვევაში კარ-
გად უნდა ყოფილიყო შეიარაღებული.
ეს კაცი არც გურკჰი ჯარისკაცი იყო და არც ქალის თავის-
თვის დანიშნული ჯილდოს მისაღებად მოსული ვინმე.

315 მკითხველთა ლიგა


არც ბანდიტი, არც გაქცეული მონა. მაშინ ვინ იყო? აქ რატომ
მოვიდა? ეჭვგარეშეა, მას მოაკითხა. შეიძლება ერთ-ერთი მათ-
განი იყო.
მჭამელი.
უდაბურეთში უიარაღოდ სხვა ვინ იხეტიალებდა? არ ეგონა,
მისი ხელში ჩაგდება ასე ძალიან თუ უნდოდათ.
მოხუცი გაუნძრევლად იდგა, უბრალოდ უღიმოდა. ფერრო
მორიგ ისარს სწვდა, მაგრამ მოხუცი აუღელვებლად ადევნებდა
თვალს.
– ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს – დაბალი
ხმით ნელა წარმოთქვა უცნობმა.
ფერრომ ისარი მოამზადა. მოხუცი არ განძრეულა. ქალმა
მხრები აიჩეჩა და კარგად დაუმიზნა. მოხუცი ისევ იღიმოდა,
თითქოს ამქვეყნად არაფერი აღელვებსო. ქალმა ისარი გაუშვა
და ისევ ოდნავ ააცილა, ამჯერად მეორე მხრიდან; ისარი ფერ-
დობიდან გადაფრინდა.
შეიძლება ერთხელ აეცილებინა, მაგრამ ორჯერ? აქ რაღაც
ვერ იყო რიგზე. ფერროს თუ რამისა გაეგებოდა, ადამიანის მოკ-
ვლის. მოხუცი სულელი ახლა ქვაღორღიან მიწაზე უნდა გდებუ-
ლიყო და სისხლისგან დაცლილიყო. ის კი ისევ იქ იდგა და უბ-
რალოდ იღიმოდა, თითქოს ამბობდა: „იმაზე ნაკლები იცი, ვიდ-
რე გგონია. მე მეტი ვიცი“.
ეს საშინლად გამაღიზიანებელი იყო.
– ვინ ხარ, ბებერო ნაბიჭვარო?
– იულვეის მეძახიან.
– ბებერი ნაბიჭვარიც გეყოფა! – მშვილდი ძირს დააგდო, ხე-
ლები გვერდებზე ისე ჩამოაცურა, რომ მარჯვენა ტანს მოეფარა
და მოხუცი ვერ დაინახავდა. შეუმჩნეველი მოძრაობით სახელო-
დან მოღუნული დანა გამოაძრო და ხელისგულში ჩამალა. ადა-

316 მკითხველთა ლიგა


მიანის მოკვლის მრავალი გზა არსებობს, და თუ რომელიმე არ
გაამართლებს, სხვა უნდა სცადო.
ფერრო პირველივე წარუმატებლობისას არასოდეს ნებდებო-
და.
იულვეი მისკენ ნელა გაემართა, შიშველ ტერფებს ქვებზე ატ-
ყაპუნებდა და სამაჯურები ხმადაბლა უწკრიალებდა.
ახლა მიხვდა, რომ ეს ძალიან უცნაური იყო: თუ სიარულისას
ასე ხმაურობდა, შეუმჩნევლად როგორღა მოეპარა?
– რა გინდა?
– მინდა დაგეხმარო, – უფრო მიუახლოვდა, გაშლილი მკლა-
ვის მანძილიღა აშორებდა ქალისგან, შემდეგ შეჩერდა და ფარ-
თოდ გაუღიმა.
დანით შეიარაღებული ფერრო გველივით სწრაფი და მშვილ-
დოსანზე ორჯერ უფრო მომაკვდინებელი იყო. ამას უკანასკნე-
ლი მოკლული ჯარისკაციც დაადასტურებდა – რომ შესძლებო-
და. მთელი ძალითა და მრისხანებით მოქნეულმა დანამ თვა-
ლისმომჭვრელად გაიელვა, ჰაერში გადღაბნილი კვალი დატო-
ვა. მოხუცი რომ იქ მდგარიყო, სადაც ქალს ეგონა, კისერზე თა-
ვი არ შერჩებოდა. მაგრამ იულვეი იქ არ იდგა. ერთი ნაბიჯით
მარცხნივ აღმოჩნდა.
ქალმა მისკენ საბრძოლო ყიჟინით ისკუპა, ელვარე დანა
პირდაპირ გულში გაუქანა, მაგრამ მხოლოდ ჰაერი განგმირა.
მოხუცი ისევ ძველ ადგილას იდგა გაუნძრევლად და იღიმოდა.
ძალიან უცნაური იყო. ფერრომ ფრთხილად შემოუარა გარშე-
მო, სანდლებიან ფეხებქვეშ ქვიშა უხრაშუნებდა, მარცხენა ხელს
თავზემოთ ატრიალებდა, მარჯვენათი დანის ტარი მჭიდროდ ჩა-
ებღუჯა. ფრთხილად უნდა ემოქმედა – აქ აშკარად მაგია იყო გა-
რეული.
– ასეთი რისხვა საჭირო არაა. აქ შენს დასახმარებლად ვარ.
– წყეულიმც იყოს შენი დახმარება, – დაუსისინა ქალმა.
317 მკითხველთა ლიგა
– მაგრამ შენ ის გჭირდება, თან ძალიან. უკვე მოდიან, ფერ-
რო. ყველა გორაკზე ჯარისკაცები განათავსეს – ბევრი ჯარისკა-
ცი.
– გავექცევი.
– მეტისმეტად ბევრნი არიან. ყველას ვერ გაექცევი.
ფერრომ თავით მკვდარ სხეულებზე ანიშნა:
– მაშინ მათ ხორცს სვავებს შევაჭმევ.
– ამჯერად ვერა. მარტო არ არიან. ეხმარებიან, – სიტყვა
„დახმარებაზე“ ისედაც დაბალი ხმა კიდევ უფრო მიაჩუმა.
ფერრო მოიღუშა:
– ქურუმები?
– დიახ, და არამარტო, – თვალები ძალიან გაუდიდდა, – მჭა-
მელი, – წაიჩურჩულა, – შენი ცოცხლად აყვანა უნდათ. იმპერა-
ტორს შენი სამაგალითოდ დასჯა სურს. შენი საქვეყნოდ ჩვენება
აქვს ჩაფიქრებული.
ქალმა ჩაიფრუტუნა:
– შევეცი იმპერატორს.
– როგორც გავიგე, ეგ უკვე მოგისწრია.
ფერრომ დაიღრიალა და ისევ ასწია დანა, მაგრამ ეს დანა
აღარ იყო: ხელში გველი უსისინებდა, მომაკვდინებლად საშიში,
საკბენად პირი უკვე გაეღო.
– უუჰ, – ქალმა ქვეწარმავალი მიწაზე მოისროლა და თავში
ფეხი მოუქნია, მაგრამ გველის მაგივრად დანას დაარტყა.
იარაღმა ხმამაღლა გაიტკაცუნა და გატყდა.
– დაგიჭერენ, – თქვა მოხუცმა, – დაგიჭერენ და ქალაქის
მოედანზე ფეხებს უროებით გადაგიმტვრევენ, რომ გაქცევა ვე-
ღარასოდეს შეძლო. შემდეგ გაგხდიან, თავს გადაგპარსავენ,
ვირზე უკუღმა შეგსვამენ და შაფფას ქუჩებს მოგატარებენ. ხალ-
ხი ქუჩებში ჩამწკრივდება და ლანძღვა-გინებას დაგიწყებს.
ქალმა შეუბღვირა, მაგრამ იულვეი არ ჩერდებოდა:
318 მკითხველთა ლიგა
– სასახლის წინ გალიაში ჩაგსვამენ, სიკვდილამდე გაშიმში-
ლებენ და მწველ მზეზე დაგხრუკავენ. გურკჰულის კეთილი ხალ-
ხი კი გისოსებიდან დაგცინებს, შეგაფურთხებს და განავალს
გესვრის. თუ გაგიმართლა, შეიძლება ფსელი დაგალევინონ.
როცა საბოლოოდ მოკვდები, იქვე დაგტოვებენ და გაიხრწნები,
ბუზები ნამცეც-ნამცეც შეგჭამენ. მაშინ ყოველი სხვა მონა
დაინახავს, როგორ გამოიყურება თავისუფლება და მიხვდება,
რომ ახლანდელი ცხოვრება ურჩევნია.
ფერროს ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა. დაე მოვიდნენ,
თუნდაც იმ მჭამელთან ერთად. ის გალიაში არ მოკვდება. თუ სა-
ჭირო გახდა, საკუთარი ხელით გამოიჭრის ყელს. მოხუცს მოღუ-
შულმა შეაქცია ზურგი, ნიჩაბს ხელი დასტაცა და უკანასკნელი
საფლავის გათხრას გიჟივით შეუდგა. მალე ორმო საკმარისად
ღრმა გახდა.
საკმარისად ღრმა – იმ არარაობისთვის, ვინც მასში დალპე-
ბოდა.
ფერრო შემოტრიალდა. იულვეი მომაკვდავ ჯარისკაცთან ჩა-
ჩოქილიყო და წყალს საკუთარი მათარიდან ასმევდა.
– ჯანდაბა! – წამოიყვირა ქალმა და მათკენ გადადგა ნაბიჯი,
ნიჩბის სახელურს თითებს მაგრად უჭერდა.
მისი მიახლოებისას მოხუცი ფეხზე წამოდგა:
– შემიწყალე... – ამოიხრიალა ჯარისკაცმა და ხელი გაიწ-
ვდინა.
– მე შენ განახებ შეწყალებას! – ნიჩბის პირი დაჭრილს თავის
ქალაში ღრმად ჩაესო. სხეული ოდნავ შეტოკდა და გაყუჩდა.
ფერრო მოხუცს გამარჯვებული გამომეტყველებით მიუბრუნდა.
მან სევდიანი სახით უპასუხა. თვალებში რაღაც ედგა... იქნებ...
სიბრალული?
– რა გინდა, ფერრო მალჯინ?
– რაა?
319 მკითხველთა ლიგა
– ეს რატომ ჩაიდინე? – იულვეიმ მკვდარ კაცზე ანიშნა, – რა
გინდა?
– შურისძიება, – ქალმა სიტყვა თითქოს გადმოაფურთხა.
– ყველაზე? გურკჰულის მთელ ერზე? ყველა კაცზე, ქალსა და
ბავშვზე?
– ყველაზე!
მოხუცმა მოკლულების გვამებს მოავლო თვალი:
– მაშინ დღევანდელი მუშაობით ძალიან კმაყოფილი უნდა
იყო.
ფერრომ ნაძალადევად გაიღიმა:
– დიახ.
თუმცა ბედნიერი არ იყო. აღარც ახსოვდა ეს გრძნობა. საკუ-
თარი ღიმილი უჩვეულო, არაბუნებრივი და ცალყბა მოეჩვენა.
– შურისძიების გარდა არაფერზე ფიქრობ? ყოველი დღის ყო-
ველ წუთს მასზე ფიქრში ატარებ? შენი ერთადერთი სურვილია?
– დიახ.
– მათთვის ტკივილის მიყენება? მათი დახოცვა? მათი საბო-
ლოოდ განადგურება?
– დიახ!
– შენთვის არაფერი გინდა?
ქალი შეყოყმანდა:
– რა?
– შენთვის. შენ თვითონ რა გინდა?
ფერრო მოხუცს ეჭვით მიაჩერდა, მაგრამ პასუხი ვერაფრით
მოიფიქრა. იულვეიმ თავი სევდიანად გააქნია:
– როგორც ვხედავ, ფერრო მალჯინ, ისეთივე მონად დარჩე-
ნილხარ, როგორიც ადრე იყავი. სავარაუდოდ, მომავალშიც
ასეთი იქნები, – ამ სიტყვებით ქვაზე დაჯდა და ფეხები გადააჯვა-
რედინა.

320 მკითხველთა ლიგა


ფერრო მოხუცს ცოტა ხანს დაბნეული მისჩერებოდა. შემდეგ
ისევ ბრაზი აუდუღდა – ცხელი და მანუგეშებელი.
– თუ ჩემს დასახმარებლად მოხვედი, შეგიძლია მათ დამარ-
ხვაში დამეხმარო! – და საფლავებთან ჩამწკრივებულ სამ გასის-
ხლიანებულ გვამზე ანიშნა.
– ოო, არა. ეგ შენი საქმეა.
ფერრომ მოხუცს ზურგი შეაქცია, ცხვირში წყევლა-კრულვას
დუდღუნებდა, შემდეგ ერთ-ერთი თანამგზავრისკენ გაემართა.
შებედის გვამს ხელი იღლიებში ამოსდო და პირველ საფლავ-
თან მიათრია. ქუსლებით ქვიშაზე ვიწრო ზოლებს ტოვებდა. რო-
ცა ორმომდე მიაღწია, ფერრომ გვამი საფლავში ჩააგდო. შემ-
დეგი ალუგაი იყო. ისიც საფლავის ფსკერზე აღმოჩნდა და თავზე
მშრალი მიწა დაეყარა.
ფერრო ნასარის გვამისკენ მიბრუნდა. მახვილის სახეში ჩარ-
ტყმით მოეკლათ და ქალმა გაიფიქრა, ამან გარეგნობა ცოტათი
კიდეც გამოუკეთაო.
– რა კარგი ვინმე ჩანს, – თქვა იულვეიმ.
– ნასარი, – ფერრომ უხალისოდ გაიცინა, – ქალებზე მოძა-
ლადე, ქურდი და ლაჩარი, – ამოახველა და მკვდარს სახეზე
დააფურთხა. ნერწყვი გვამს შუბლზე რბილად დაეცა და ოდნავ
გაიშალა, – ამ სამიდან ყველაზე უარესია, – თქვა და საფლავებს
დახედა, – მაგრამ დანარჩენებიც კაი ნაგვები იყვნენ.
– კარგი მეგობრები აგირჩევია.
– მათ, ვის თავებზეც ნადირობაა გამოცხადებული, თანამ-
გზავრების არჩევის ფუფუნება არ აქვთ, – ნაზარს გასისხლიანე-
ბულ სახეში ჩააცქერდა, – იმას იღებ, რასაც გთავაზობენ.
– თუ ასე არ მოგწონდნენ, დანარჩენებივით სვავებს რატომ
არ დაუტოვე? – იულვეიმ ხელი მიწაზე დაყრილ ჯარისკაცებს მო-
ავლო.

321 მკითხველთა ლიგა


– შენიანები უნდა დამარხო, – ნასარს ფეხი მიარტყა და ორ-
მოში ჩააგდო. გვამი გადატრიალდა, ვარდნისას ხელები გაიქნია
და საფლავში პირქვე ჩავარდა, – ყოველთვის ასეთი წესი იყო.
ფერრომ ნიჩაბს ხელი ჩაავლო და მიცვალებულის ზურგზე
ქვაღორღიანი მიწის დაყრა დაიწყო. ჩუმად მუშაობდა, სახეზე
ოფლი სდიოდა და შემდეგ მიწაზე ეწვეთებოდა. იულვეი თვალს
მშვიდად ადევნებდა, სანამ ბოლო ორმოც არ ამოავსო. უდაბ-
ნოს კიდევ სამი მტვრის გროვა შეემატა. ქალმა ნიჩაბი მოისრო-
ლა, ისიც ერთ-ერთ გვამს მოხვდა, აისხლიტა და ქვებზე არახუნ-
და. გვამიდან ბუზების პატარა შავი ღრუბელი გაბრაზებული ზუ-
ზუნით აფრინდა, მაგრამ ლეშს მალევე დაუბრუნდა.
ფერრომ მშვილდი და ისრები აიღო და ზურგზე მოიკიდა. მა-
თარას ხელი დაავლო, ფრთხილად აწონა და ისიც მხრებზე მო-
იგდო. შემდეგ დახოცილი ჯარისკაცების გვამები გაჩხრიკა.
ერთ-ერთს, მათ ლიდერს რომ ჰგავდა, მშვენიერი მოღუნულპი-
რიანი ხმალი უპოვა. ამოღებაც კი ვერ მოესწრო – ფერროს ისა-
რი ყელში უფრო სწრაფად ჩაესო.
ქალმა ხმალი ბუდიდან ამოიღო და მოსინჯა: ჰაერში რამდენ-
ჯერმე გაიქნია. ძალიან კარგი რამ იყო: იდეალური წონის, მშვე-
ნივრად დაბალანსებული, გრძელი პირი მომაკვდინებელად
უელვარებდა, მბრწყინავი ფოლადის სახელური მზეზე კიაფობ-
და.
ხმალს კომპლექტში დანა მოჰყვებოდა. ფერრომ იარაღები
აიღო და ორივე ქამარში გაირჭო.
სხვებიც გაჩხრიკა, მაგრამ ღირებული ვერაფერი იპოვა. სა-
დაც მოახერხა, გვამებიდან ისრები ამოჭრა. რამდენიმე მონეტა-
საც წააწყდა, მაგრამ გვერდზე მოისროლა. ფული მხოლოდ და-
ამძიმებდა, თანაც, ამ უდაბურეთში რა უნდა ეყიდა? მტვერი? აქ
მეტი არაფერი იყო, მტვერს კი ფასი არ ედო.

322 მკითხველთა ლიგა


ჯარისკაცებს ცოტაოდენი საჭმელი აღმოაჩნდათ, მხოლოდ
ერთი დღის სამყოფი. ესე იგი ახლომახლო სხვებიც იყვნენ, სა-
ვარაუდოდ, ბევრნი და არცთუ შორს. იულვეი სიმართლეს ამ-
ბობდა, მაგრამ ფერროს ეს არ ადარდებდა.
შებრუნდა და სამხრეთით გაეშურა, ფერდობზე დიადი უდაბ-
ნოს მიმართულებით დაეშვა და მოხუცი ზურგს უკან მოიტოვა.
– არასწორ მხარეს მიდიხარ, – მიაძახა მან.
ქალი გაჩერდა, კაშკაშა მზეზე თვალები მოჭუტა და მიაჩერ-
და:
– განა ჯარისკაცები არ მოდიან?
იულვეის თვალებში ნაპერწკლებმა გაურბინა:
– შეუმჩნევლად დარჩენის მრავალი გზა არსებობს, უდაბუ-
რეთშიც კი.
ფერრომ ჩრდილოეთით გადაწოლილი დაუსრულებელი,
უსახური დაბლობისკენ გაიხედა – გურკჰულისკენ. არც გორაკი
ჩანდა, არც ხე, მრავალი მილის მანძილზე პატარა ბუჩქისმაგვა-
რიც კი არაფერი ამოზრდილიყო. ვერსად დაიმალებოდი.
– შეუმჩნევლად დარჩენის? მჭამელებისგანაც კი?
მოხუცმა გადაიხარხარა:
– განსაკუთრებით მაგ თვითკმაყოფილი ღორებისგან. იმის
ნახევარი ჭკუაც არ აქვთ, რამდენიც ჰგონიათ. შენი აზრით, აქამ-
დე როგორ მოვაღწიე? პირდაპირ მათი გავლით მოვედი, მათ
შორის, მათ სხეულებზე მოვდიოდი! სადაც მინდა, იქ დავდივარ,
და ვისაც მინდა, თან იმას წავიყვან.
ფერრომ თვალები მოიჩრდილა და სამხრეთით გაიჭყიტა.
უდაბნო უსასრულოდ შორს გადაჭიმულიყო. აქ, ველურ ბუნება-
ში გადარჩენას შეძლებდა, გაჭირვებით – მაგრამ შეძლებდა.
მაგრამ იქით, უდაბნოს განსაცდელს როგორ გაუმკლავდეს,
მცოცავ ქვიშებსა და შეუბრალებელ სიცხეში?
როგორც ჩანს, მოხუცი მის ფიქრებს კითხულობდა:
323 მკითხველთა ლიგა
– იქ არაფერია, დაუსრულებელი ქვიშების გარდა. უდაბნო
გადამიკვეთია, ეს შესაძლებელია. მაგრამ არა შენთვის.
„მართალია, ეშმაკმაც დასწყევლოს“. ფერრო მშვილდის ლა-
რივით გამხდარი და ძლიერი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშ-
ნავდა, რომ შედარებით დიდხანს ივლიდა წრეებზე, სანამ ქვიშა-
ზე პირქვე არ დაემხობოდა. მართალია სასახლის წინ გალიაში
სიკვდილს უდაბნოში სულის გაფრთხობა სჯობდა, მაგრამ სულ
ოდნავ. ფერროს კი სიცოცხლე უნდოდა.
რაღაც საქმეები დარჩა.
მოხუცი იქვე იჯდა, ფეხებგადაჯვარედინებული იღიმოდა. ვინ
ან რა იყო? ფერრო არავის ენდობოდა, მაგრამ უცნობს რომ მი-
სი იმპერატორთან წაყვანა ნდომებოდა, ხმამაღლა კი არ გამო-
უცხადებდა მოვედიო, საფლავის გათხრისას თავში რაიმეს ჩა-
არტყამდა. მაგიას ფლობდა, ეს საკუთარი თვალებით დაინახა.
სულ არაფერს მცირე შანსი მაინც სჯობდა.
მაგრამ სანაცვლოდ რას მოსთხოვდა? ცხოვრება ფერროს
უფასოდ არაფერს აძლევდა და ამის მოლოდინი არც ახლა
ჰქონდა. თვალები მოჭუტა და ჰკითხა:
– ჩემგან რა გინდა, იულვეი?
მოხუცმა ჩაიცინა. მისი სიცილი უკვე ძალიან აღიზიანებდა.
– მოდი ასე ვთქვათ: ახლა მე დაგეხმარები. მოგვიანებით, კი
შენც იმავეს იზამ.
ამ პასუხს სიცხადე საშინლად აკლდა, მაგრამ როცა სასწორ-
ზე სიცოცხლე დევს, არჩევნის საშუალება არ გაქვს. ფერროს
იმის გაფიქრებაც კი ზიზღს ჰგვრიდა, რომ ვინმეს უნდა დამორ-
ჩილებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
ყოველ შემთხვევაში, თუ კვირის ბოლომდე მაინც უნდოდა
გადარჩენა.
– რა უნდა ვქნათ?

324 მკითხველთა ლიგა


– დაღამებას უნდა დავუცადოთ, – იულვეიმ მიწაზე გაფან-
ტულ დასახიჩრებულ გვამებს გახედა და ამრეზილმა ჰაერი
შეისუნთქა, – ოღონდ, ალბათ, აქ არა.
ფერრომ მხრები აიჩეჩა, შუა საფლავზე დაჯდა და თქვა:
– აქაც გამოდგება. სვავების ქეიფის ყურება მინდა.
მოწმენდილი ღამის ცა კაშკაშა ვარსკვლავებით მოფენილი-
ყო, ჰაერი გაგრილებულიყო – გაცივებულიყო კიდეც. ქვემოთ
გადაშლილ ბნელ და მტვრიან ხეობაში კოცონები ბრჭყვიალებ-
და – ცეცხლის დახლართულ ხაზს ისინი თითქოს უდაბნოს ნა-
პირზე მოემწყვდია. ფერრო, იულვეი, ათი გვამი და სამი საფლა-
ვი ფერდობზე ალყაში მოექცნენ. ხვალ, როგორც კი გამომშრალ
ნიადაგზე პირველი სხივი დაეცემოდა, ჯარისკაცები კოცონებს
მიატოვებდნენ და გორაკებისკენ ფრთხილად წამოცოცდებოდ-
ნენ. თუ ფერრო აქ დახვდებოდათ, ალბათ მოკლავდნენ, ან
უარესი – დაატყვევებდნენ. ამდენს მარტო ვერ შეებრძოლებო-
და, თუნდაც მჭამელი არ ჰყოლოდათ თან.
ძალიან უჭირდა აღიარება, მაგრამ ახლა მისი სიცოცხლე
იულვეის ხელთ იყო.
მოხუცმა ვარსკვლავებიან ცაში აიჭვრიტა და თქვა:
– დროა.
სიბნელეში ქვიან ფერდობზე დაიწყეს ცოცვა, ლოდებს და იშ-
ვიათ, ტანდაბალ, ნახევრადგამხმარ ბუჩქებს შორის ფრთხილად
მიიკვლევდნენ გზას – ჩრდილოეთით, გურკჰულისკენ. იულვეი
გასაოცრად სწრაფად მოძრაობდა და ფერროს მის დასაწევად
თითქმის სირბილი უწევდა. თან მიწას ათვალიერებდა, გამომ-
შრალ ქვებში ფეხის დასადგამ ადგილს ფრთხილად არჩევდა.
როცა გორაკის ძირს მიაღწიეს, დაინახა, რომ იულვეის პირდა-
პირ ცეცხლის ჯაჭვის მარცხენა ფრთისკენ მიჰყავდა, იქით,
საითაც ყველაზე მეტი კოცონი ენთო.

325 მკითხველთა ლიგა


– მოიცა, – წაიჩურჩულა, მოხუცს ხელი მხარში ჩაავლო და
მარჯვენა მხარეს ანიშნა. იქ ნაკლები ცეცხლი ჩანდა და მათ შო-
რის გასხლტომა უფრო იოლი იქნებოდა, – იმ გზაზე რას იტყვი?
ფერრომ ვარსკვლავების შუქზე მოღიმარი იულვეის კბილები
ძლივს შეამჩნია.
– ო არა, ფერრო მალჯინ. ჯარისკაცების უმეტესობა სწორედ
იქაა... და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარიც, – ხმის დადაბლებას
არც კი ცდილობდა, და ეს ფერროს ნერვებზე მოქმედებდა, –
სწორედ იმ მხარეს ელიან შენს გამოჩენას, თუ ჩრდილოეთში
წასვლას გადაწყვეტ. მაგრამ არ გელიან. ფიქრობენ, რომ სამ-
ხრეთში წასვლას და უდაბნოში სიკვდილს არჩევ ტყვედ ჩავარ-
დნას. ასეც მოიქცეოდი, აქ რომ არ ვყოფილიყავი.
იულვეი შეტრიალდა და გზა განაგრძო, ფერრო კი მოკუნტუ-
ლი დაედევნა. როცა კოცონებს მიუახლოვდა, დაინახა, რომ მო-
ხუცი მართალს ამბობდა: ცეცხლის გარშემო ფიგურები ისხდნენ,
მაგრამ ძალიან მეჩხერად. იულვეიმ სულ მარცხნივ, ოთხი კო-
ცონისკენ თავდაჯერებულმა გააბოტა. ამ ოთხი კოცონიდან ჯა-
რისკაცები მხოლოდ ერთთან შეკრებილიყვნენ. მოხუცი დამალ-
ვას არც კი ცდილობდა, სამაჯურები ერთხმად უჟღარუნებდა,
შიშველ ფეხებს მშრალ მიწაზე ხმამაღლა მიატყაპუნებდა. იმდე-
ნად მიუახლოვდნენ, რომ ცეცხლის გარშემო მყოფი სამი ჯარის-
კაცის სახეების გარჩევაც კი შეეძლოთ. უეჭველია, იულვეის შემ-
ჩნევა ნებისმიერ წამს შეეძლოთ. მისი ყურადღების მისაპყრო-
ბად ქალმა წაისისინა, დარწმუნებული იყო, რომ მის ხმას
გაიგონებდნენ.
იულვეი შემოტრიალდა, ცეცხლის სუსტ შუქზე ეტყობოდა,
დაბნეული იყო.
– რა? – თქვა მან.

326 მკითხველთა ლიგა


ქალს გააჟრჟოლა, ელოდა რომ ჯარისკაცები წამოხტებოდ-
ნენ, მაგრამ ისინი წყნარად აგრძელებდნენ მუსაიფს და მათ ყუ-
რადღებას არ აქცევდნენ. იულვეიმ მათ გახედა და თქვა:
– ვერ დაგვინახავენ, ვერც ჩვენს ხმას გაიგონებენ, თუ მაინ-
ცდამაინც ყურებში არ ჩაჰყვირებ. საფრთხე არ გვემუქრება, –
თქვა და გზა გააგრძელა, ჯარისკაცებს შორიდან უვლიდა. ფერ-
როც უკან გაჰყვა, მაინც მიწისკენ დახრილიყო და ჩუმად მოძრა-
ობდა – ჩვევის გამო.
როცა უფრო მიუახლოვდნენ, ფერრომ ჯარისკაცების საუბრი-
დან ცალკეული სიტყვების გარჩევა შეძლო. ნაბიჯი შეანელა და
ყურები ცქვიტა. შემდეგ შეტრიალდა და პირდაპირ ცეცხლისკენ
გაემართა. იულვეიმ გამოხედა და ჰკითხა:
– რას აკეთებ?
ფერრომ სამ ჯარისკაცს შეხედა: პირველი, ძლიერი და საში-
ში შესახედაობის, უეჭველად ვეტერანი უნდა ყოფილიყო, მეორე
გამხდარი იყო და მნახველს სინდიოფალას მოაგონებდა, მესა-
მე, ალალი სახის მქონე ახალგაზრდა ყმაწვილი კი ჯარისკაცს
არ ჰგავდა. იარაღი გვერდით დაეწყოთ, ქარქაშებში, ბუდეებში,
ნაჭრებში გაეხვიათ, ბრძოლისთვის მზად არ ჰქონდათ. ფერრომ
ზურგიდან ფრთხილად მოუარა და მათ საუბარს ყური მიუგდო.
– ამბობენ, ნამდვილი გიჟიაო, – გამხდარი ახალგაზრდას
ეჩურჩულებოდა, აშკარად მის შეშინებას ცდილობდა, – ამბო-
ბენ, ასი კაცი მოკლაო, თუ მეტი არა. თუ სიმპათიური ხარ, ყვე-
რებს ცოცხალს მოგაჭრის, – ბიჭს ხელი ფეხებს შორის სტაცა, –
და შენ თვალწინ შეჭამს!
– სისულელეებს ნუ როშავ, – თქვა ახმახმა, – ჩვენთან ახ-
ლოსაც არ გამოივლის, – იქით ანიშნა, სადაც ნაკლები ცეცხლი
მოჩანდა და ჩურჩულზე გადავიდა, – მისკენ წავა, თუ საერთოდ
ამ გზით წამოვა.

327 მკითხველთა ლიგა


– მაშინ იმედი ვიქონიოთ, რომ არ წამოვა, – თქვა ახალგაზ-
რდამ, – მე ყოველთვის ვამბობდი: იცოცხლე და სხვებსაც აცა-
დე.
გამხდარმა კაცმა კოპები შეიკრა:
– და ის უდანაშაულო, კარგი ხალხი, მან რომ დახოცა? სხვა-
თა შორის, ქალებიც და ბავშვებიც! მათთვის სიცოცხლე არ უნდა
დაეცლიათ?
ფერრომ კბილები გააღრჭიალა: რამდენადაც ახსოვდა, ბავ-
შვი არასოდეს მოუკლავს.
– მათზე, რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ. არც ვამბობ, არ უნ-
და დავიჭიროთ-მეთქი, – ახალგაზრდა ჯარისკაცმა ნერვიულად
მიმოიხედა, – უბრალოდ, რა იქნება, მისი დაჭერა მაინცდამაინც
ჩვენ არ მოგვიწიოს.
გამოცდილმა ჯარისკაცმა გადაიხარხარა, გამხდარი კი ამ
სიტყვებმა ვერ გაამხიარულა:
– შენ რა, ლაჩარი ხარ?
– არა! – გული მოუვიდა ახალგაზრდას, – მაგრამ ცოლი და
ჩემზე დამოკიდებული ოჯახი მყავს, აქ სიკვდილი მაინცდამაინც
არ მინდა. ესაა და ეს, – თქვა და ფართოდ გაიღიმა, – კიდევ
ერთ ბავშვს ველოდებით. იმედი გვაქვს, ამჯერად ბიჭი იქნება.
დიდმა ჯარისკაცმა თავი დაუქნია:
– ჩემი ბიჭი თითქმის ზრდასრულია. როგორ სწრაფად იზ-
რდებიან...
ბავშვებზე, ოჯახებზე, იმედებზე საუბრის გაგონებისას ფერ-
როს მრისხანებამ მკერდში მარწუხები კიდევ უფრო მაგრად
მოუჭირა. რატომ ეღირსათ მათ ეს ყველაფერი... ეს ცხოვრება...
მას კი არაფერი? მათ და მათნაირებმა ყველაფერი რატომ წაარ-
თვეს? ბუდიდან მოღუნული დანა ამოიღო.
– რას აკეთებ, ფერრო? – დაუსისინა იულვეიმ.
ახალგაზრდამ მოიხედა:
328 მკითხველთა ლიგა
– რამე გაიგეთ?
ახმახმა გადაიხარხარა:
– მგონი გავიგე, როგორ ჩაიჯვი, – გამხდარი აკრიახდა,
ახალგაზრდამ დარცხვენილმა გაიღიმა. ამასობაში ფერრო უკ-
ნიდან მიეპარა. მისგან ერთი-ორი ნაბიჯიღა აშორებდა, ცეცხლი
კარგად ანათებდა, მაგრამ არც ერთ ჯარისკაცს ზედაც არ შეუხე-
დავს. ფერრომ დანა აღმართა.
– ფერრო! – დაუყვირა იულვეიმ. ყმაწვილი ფეხზე წამოხტა,
შავ ხეობას ჩააშტერდა, თვალები მოჭუტა და შეიჭმუხნა. ფერ-
როს პირდაპირ სახეში უყურებდა, მაგრამ მზერა მის მიღმა, სად-
ღაც შორს, სიცარიელეში იკარგებოდა. ქალი მის სუნთქვას
გრძნობდა. დანის პირი ნაწვერალ ყელთან ერთი ინჩის დაშო-
რებით, ან უფრო ახლოს ბრწყინავდა.
ახლა. ახლა შესაფერისი დრო იყო. შეეძლო სწრაფად მოეკ-
ლა, და შემდეგ იმ ორსაც მისწვდებოდა, სანამ განგაშის ატეხას
მოასწრებდნენ. იცოდა, ამის გაკეთება შეეძლო. ისინი მოდუნე-
ბულები იყვნენ, ის კი – მზად. ახლა შესაფერისი დრო იყო.
მაგრამ ხელი არ გაუნძრევია.
– ტრაკი რატომ ასწიე? – იკითხა დიდმა ჯარისკაცმა, – იქ
არაფერია.
– შემიძლია დავიფიცო, რომ რაღაც გავიგე, – თქვა ახალგაზ-
რდა ჯარისკაცმა; ჯერ კიდევ სახეში უყურებდა ფერროს.
– მოიცა! – წამოიყვირა გამხდარმა, ფეხზე წამოხტა და თითი
გაიშვირა, – აი, აქვე დგას! პირდაპირ შენ წინ! – ფერრო წამით
ადგილს მიეყინა და ჯარისკაცს მიაშტერდა, მაგრამ შემდეგ გამ-
ხდარი და ახმახი ერთხმად ახარხარდნენ. ახალგაზრდა ჯარის-
კაცი შეცბა, კოცონისკენ შეტრიალდა და დარცხვენილი დაჯდა.
– ვიფიქრე, რომ რაღაც გავიგონე. ესაა და ეს.
– იქ არავინაა, – თქვა მოზრდილმა ჯარისკაცმა. ფერრომ ნე-
ლა დაიხია უკან. გული ერეოდა, პირი მჟავე ნერწყვით აევსო,
329 მკითხველთა ლიგა
თავი ტკივილისგან უფეთქავდა. დანა ისევ ბუდეში შეინახა, შეტ-
რიალდა და კოცონს გაეცალა. იულვეი ჩუმად გაჰყვა უკან.
როცა ცეცხლის შუქი და საუბრის ხმა სიბნელეში ჩაიკარგა,
ფერრო შეჩერდა და მაგარ მიწაზე დავარდა. ხრიოკი დაბლობი-
დან ცივი ქარი უბერავდა, სახეში მტვერს მწარედ აყრიდა, მაგ-
რამ ვერაფერს გრძნობდა. ზიზღი და მრისხანება დროებით მი-
ნავლდა, მაგრამ სულში ცარიელი ხვრელი დარჩა, და ქალს
არაფერი გააჩნდა მის ამოსავსებად. სიცარიელეს, სიცივეს, სი-
სუსტესა და სიმარტოვეს გრძნობდა. ხელები სხეულზე შემოიხ-
ვია, თვალდახუჭული წინ და უკან, ნელა ირწეოდა. მაგრამ
წყვდიადმა ვერაფრით ანუგეშა.
შემდეგ მხარზე მოხუცის ხელი იგრძნო.
სხვა დროს ფერრო გაიბრძოლებდა, ხელს მოიცილებდა და
თუ შეძლებდა, მოხუცს მოკლავდა კიდეც. მაგრამ ახლა ძალა
მთლად გამოლეოდა. თავი ასწია და თვალები დაახამხამა:
– ჩემგან აღარაფერი დარჩა. რას წარმოვადგენ? – ხელი
მკერდზე მიიდო, მაგრამ თითქმის ვერაფერი იგრძნო, – შიგნით
არაფერი მაქვს.
– ჰმმ... უცნაურია, ასე რომ ამბობ, – იულვეიმ ვარსკვლავე-
ბიან ცას გაუღიმა, – სწორედ ახლა მომეჩვენა, რომ შენში
მოიძებნება ისეთი რამ, რისი გადარჩენაც ღირს.

330 მკითხველთა ლიგა


სამეფო სამართლიანობა
როგორც კი მარშლების მოედანს მიაღწია, ჯეზალი მაშინვე
მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ღია საბჭოს დროს აქ ამდე-
ნი ხალხი თავს არასოდეს იყრიდა. მდიდრულად ჩაცმულ, შეშ-
ფოთებით მოჩურჩულე ბრბოში გზას ნაჩქარევად მიიკვლევდა –
ხანგრძლივი ვარჯიშის მერე მძიმედ სუნთქავდა და ცოტა აგვი-
ანდებოდა. სახეებზე დაძაბულობას და რაღაცის მოლოდინს ხე-
დავდა.
ლორდთა წრისკენ გზა მხრებით გაიკვლია, ინკრუსტირებულ
კარებთან მდგომ მცველებს შეშფოთებული დააკვირდა, თუმცა
ისინი ძველებურად გამოიყურებოდნენ, რადგან სახეებს მუზა-
რადის წინაფრები უფარავდათ.
წინკარში შევიდა, სადაც კაშკაშა გობელენს ორპირი ოდნავ
არხევდა, შიდა კარებში გასხლტა და ცივ, გაშლილ სივრცეში
აღმოჩნდა. როცა მაღალი მაგიდისკენ რიგებს შორის მიიჩქარო-
და, მისი ნაბიჯების ექოს მოოქრული გუმბათი ისხლეტდა. ერთ
მაღალ ფანჯარასთან ჯალენჰორმი შეამჩნია, ვიტრაჟული შუშე-
ბიდან გადმოღვრილი სხივები სახეს მრავალი ფერით უნათებ-
და. ოფიცერი დარბაზის ბოლოში მდებარე ფოლადის მოაჯირით
მოპირკეთებულ გრძელ სკამს მოღუშული დაჰყურებდა.
– რა ხდება?
– შენ რა, არ გაგიგია? – ჯალენჰორმის ჩურჩული მის აღელ-
ვებას ვერ მალავდა, – ჰოფმა მიგვანიშნა, რომ დღეს რაღაც ძა-
ლიან მნიშვნელოვანს განიხილავენ.
– უფრო ზუსტად? ანგლანდს? ჩრდილოელებს?
ვეება ჯალენჰორმმა თავი გააქნია:
– არ ვიცი, მაგრამ მალე გავიგებთ.
ჯეზალი მოიღუშა:

331 მკითხველთა ლიგა


– სიურპრიზები არ მიყვარს, – შემდეგ თვალში იდუმალი სკა-
მი მოხვდა, – ეს რისთვისაა?
ამ დროს უზარმაზარი კარები ფართოდ გაიღო და გასას-
ვლელში საბჭოს წევრების ნაკადი შემოიღვარა. განსაკუთრებუ-
ლი არაფერი ეტყობოდათ, მხოლოდ ჩვეულებრივზე უფრო სე-
რიოზულები ჩანდნენ. ახალგაზრდა ვაჟები, დაქირავებული წარ-
მომადგენლები... ჯეზალს უცებ სუნთქვა შეეკრა. ბრბოს წინ მა-
ღალი კაცი მოუძღვებოდა, ამ მდიდრულ საზოგადოებაშიც კი გა-
მორჩეულად შთამბეჭდავად ეცვა. მხრებს მძიმე ოქროს ჯაჭვი
უმშვენებდა, სახეზე კი უკმაყოფილო გამომეტყველება ეხატა.
– თვით ლორდი ბროკი! – წაიჩურჩულა ჯეზალმა.
– დიახ, და აი ლორდი იშერიც, – ჯალენჰორმმა თავი ზუსტად
ბროკის უკან მომავალი დარბაისელი მოხუცისკენ გააქნია, –
ჰაიგენი და ბარეზინიც. რაღაც სერიოზულია. სხვაგვარად არ შე-
იძლება.
კავშირის ოთხი ყველაზე გავლენიანი დიდებული წინა რიგში
დაჯდა. ჯეზალმა ღრმად ჩაისუნთქა. ღია საბჭო ასეთი ხალხმრა-
ვალი არასოდეს ენახა. საბჭოს წევრებისთვის განკუთვნილ ნა-
ხევარწრედ გამწკრივებულ სკამებზე ცარიელი ადგილები თით-
ქმის არ დარჩენილიყო. მაღლა, ლოჟებიდან აღელვებული სა-
ხეების უწყვეტი ჯაჭვი გადმოჰყურებდა.
ბოლოს კარებში ჰოფიც შემოვარდა და რიგებისკენ დაეშვა.
მარტო არ იყო. მისგან მარჯვნივ იატაკზე ტანწერწეტა, მაღალი
კაცი – არქილექტორი სულტი მონარნარებდა ამაყი გამომეტ-
ყველებით, უნაკლო თეთრ მოსასხამში გამოწყობილს თეთრი,
ფაფარივით თმა ჰქონდა. მარცხნივ მეორე კაცი მოჰყვებოდა,
ოდნავ მოხრილი ჯოხს მძიმედ ეყრდნობოდა, შავ-ოქროსფერი
მანტია მოეხურა და გრძელი, ჭაღარა წვერი ჰქონდა – უმაღლე-
სი მსაჯული მაროვია. ჯეზალი თვალებს ვერ უჯერებდა. დახურუ-
ლი საბჭოს სამი წევრი! აქ!
332 მკითხველთა ლიგა
ჯალენჰორმი სასწრაფოდ თავისი ადგილისკენ გაეშურა,
რადგან სასამართლოს მდივნებმა თავიანთი მძიმე დავთრებისა
და ფურცლების გაპრიალებულ მაგიდებზე ამოლაგება დაიწყეს.
ჰოფმაისტერი შუაში, თავის ადგილზე დაეხეთქა და დაუყონებ-
ლივ ღვინო მოითხოვა. მისი უდიდებულესობა ინკვიზიციის მე-
თაური მის გვერდით, მაღალ სავარძელში ჩასრიალდა, თავის-
თვის ოდნავ ეღიმებოდა. ბოლოს საკუთარი ადგილი წარბებშეჭ-
მუხნილმა უმაღლესმა მსაჯულმა მაროვიამაც დაიკავა. დარბაზ-
ში აფორიაქებულმა ჩურჩულმა ერთი ტონით მოიმატა, წინა
რიგში მსხდარ მაგნატებს სახეებზე პირქუში და ეჭვიანი გამო-
მეტყველებები გამოესახათ. გამომცხადებელმა მაგიდის წინ
დაიკავა ადგილი. ამჯერად ის აჭრელებულ სამოსში გამოწყობი-
ლი ვიღაც იმბეცილი კი არა, შავტუხა, ფართომკერდიანი, წვე-
როსანი მამაკაცი იყო. კვერთხი მაღლა აღმართა და იატაკზე ისე
დაარტყა, მკვდრებსაც გააღვიძებდა.
– კავშირის ღია საბჭოს კრებას გახსნილად ვაცხადებ! – და-
იგრგვინა და ღრიანცელი თანდათან ჩაკვდა.
– დღეს დილით მხოლოდ ერთი საკითხი გვაქვს განსახილვე-
ლი, – გამოაცხადა ჰოფმაისტერმა და შეკრებილები მოქუფრუ-
ლი წარბებიდან მკაცრად შეათვალიერა, – სამეფო სამარ-
თლიანობის საკითხი! – დარბაზში მოგუდული ბუტბუტი გაისმა,
– საკითხი ეხება ქალაქ ვესტპორტში ვაჭრობის სამეფო ლიცენ-
ზიას, – ხმაურმა საგრძნობლად იმატა: ბრაზიანი ჩურჩული, კე-
თილშობილი ტრაკების სკამებზე მოუსვენრად წრიალი, სქელ
ფურცლებზე ფრთების კარგად ნაცნობი წრიპინი. ჯეზალმა
დაინახა, ლორდ ბროკს წარბები როგორ შეუერთდა, ლორდ
ჰაიგენს კი ტუჩის კუთხეები ქვემოთ ჩამოეწია. როგორც ჩანს, ეს
ყველაფერი მაინცდამაინც არ მოსწონდათ. ჰოფმაისტერმა ამო-
იქშინა და სანამ დარბაზის ბუტბუტის დაწყნარებას დაუცდიდა,

333 მკითხველთა ლიგა


ღვინო გადაყლურწა, – თუმცა ამ საკითხზე სასაუბროდ საკმარი-
სი კომპეტენცია არ გამაჩნია...
– ზუსტადაც! – მკვახად წამოიძახა ლორდმა იშერმა, რომე-
ლიც პირველ რიგში მოღუშული წრიალებდა.
ჰოფმა მოხუცს მკაცრი მზერა ესროლა:
– ამიტომაც გამოვიძახე ადამიანი, ვინც საკმარისად კომპე-
ტენტურია! ჩემი კოლეგა დახურული საბჭოდან, არქილექტორი
სულტი.
– ღია საბჭო სიტყვას არქილექტორ სულტს გადასცემს! –
დასჭექა გამომცხადებელმა. ინკვიზიციის მეთაურმა კათედრის
საფეხურები გრაციოზულად ჩამოიარა და ქვის ფილებზე დადგა,
გაბრაზებულ სახეებს თავაზიანად გაუღიმა.
– ბატონებო, – დაიწყო აუჩქარებლად, მუსიკალური ხმით,
სიტყვებს ხელების გრაციოზული მოძრაობით აფორმებდა, –
უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში გურკჰულზე ჩვენი სა-
ხელოვანი გამარჯვების შემდეგ, ქალაქ ვესტპორტში ვაჭრობის
ექსკლუზიურ სამეფო ლიცენზიას აბრეშუმით მოვაჭრეების ღირ-
სეული გილდია ფლობდა.
– და საქმეს მშვენივრად უმკლავდებოდნენ! – წამოიყვირა
ლორდმა ჰაიგენმა.
– ჩვენთვის ომი მოიგეს! – დაიღრიალა ბარეზინმა და ხორ-
ციანი მუშტი სკამს გვერდზე მიარტყა.
– მშვენივრად გაუმკლავდნენ!
– მშვენივრად! – წამოიძახეს დარბაზიდან.
არქილექტორი თავს აქნევდა და ხმაურის ჩაწყნარებას უცდი-
და.
– რა თქმა უნდა, მშვენივრად გაუმკლავდნენ, – თქვა და ქვის
ფილებზე მოცეკვავესავით გაიარა, მისი ყოველი სიტყვა წრიპი-
ნით გადადიოდა ქაღალდებზე, – ამას ვერ უარვყოფ. მშვენივ-
რად გაუმკლავდნენ, – უეცრად მიტრიალდა და მანტიის კალთე-
334 მკითხველთა ლიგა
ბი ჰაერში ააფრიალა, სიბრაზისგან სახე სასტიკად მოეღრიცა, –
სამეფო გადასახადებისგან თავის არიდებას მშვენივრად გაუმ-
კლავდნენ! – დაიყვირა ხმამაღლა. დარბაზს გაოცება ერთხმად
აღმოხდა, – სამეფო კანონები ფეხებზე მშვენივრად დაიკიდეს, –
ბრბომ ისევ ამოიხვნეშა, ამჯერად უფრო ხმამაღლა, – მეფის ღა-
ლატი მშვენივრად დაგეგმეს! – თქვა და პროტესტის ქარიშხალი
ამოვარდა: მუქარით მოღერებული მუშტები ჰაერში აღიმართა,
ფურცლები იატაკზე დაიყარა. ლოჟებიდან მრისხანებისგან აფო-
რაჯებული სახეები იბღვირებოდა, მაღალი მაგიდის წინა რიგე-
ბიდან სახეაწითლებული დელეგატები აღრიალდნენ. ჯეზალი
აქეთ-იქით იყურებოდა, არქილექტორის განცხადება ხომ არ მო-
მესმაო.
– როგორ ბედავ, სულტ! – დაუღრიალა ლორდმა ბროკმა არ-
ქილექტორს, რომელიც კათედრის საფეხურებს მაღლა აუყვა და
სახეზე ისევ მსუბუქი ღიმილი დასთამაშებდა.
– მტკიცებულებებს ვითხოვთ! – ღრიალებდა ლორდ ჰაიგენი,
– სამართლიანობას მოვითხოვთ!
– მეფის სამართალს! – ისმოდა უკნიდან ყვირილი.
– ვალდებული ხართ, მტკიცებულებები წარმოადგინოთ, –
დაიყვირა იშერმა, როგორც კი ალიაქოთმა ჩაწყნარება დაიწყო.
არქილექტორმა თეთრი მანტია გაისწორა და სავარძელში
მოხდენილი მოძრაობით ისე ჩაეშვა, რომ ძვირფასი ქსოვილი
გამხდარ სხეულზე რბილად შემოეხვია:
– ოო, სწორედ მაგის გაკეთებას ვაპირებთ, ლორდო იშერ!
პატარა გვერდითა კარზე მძიმე ურდული გაიღო და ხმა დარ-
ბაზში ექოსავით გავარდა. შრიალი ატყდა: ლორდები და მათი
რწმუნებულები მოტრიალდნენ, ფეხზე წამოდგნენ, თვალები მო-
ჭუტეს, რომ კარგად დაენახათ, რა ხდებოდა. ლოჟებში ხალხი,
რაიმე რომ დაენახა, პარაპეტებზე მოუთმენლად გადმოყუდებუ-
ლიყო. დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. ჯეზალმა ნერწყვი გადაყ-
335 მკითხველთა ლიგა
ლაპა. კარს იქით კაკუნის, ტყაპუნის, ჟღარუნისა და წკრიალის
ხმები გაისმა, შემდეგ სიბნელიდან უცნაური და ავბედითი პრო-
ცესია გამოჩნდა.
პირველი სანდ დან გლოკტა გამოჩნდა, როგორც ყოველ-
თვის კოჭლობდა და ხელჯოხს მძიმედ ეყრდნობოდა, მაგრამ თა-
ვი მაღლა აეწია და ჩავარდნილ სახეზე დაჯღანული, უკბილო ღი-
მილი ეფინა. უკან სამი კაცი მოჰყვებოდა, ერთმანეთზე ხელებსა
და შიშველ ფეხებზე დადებული ჯაჭვით გადაებათ, მაღალი მაგი-
დისკენ ჩხარუნითა და წკრიალით მიაბიჯებდნენ. თავები ბო-
ლომდე ჰქონდათ გადაპარსული, ტანზე ყავისფერი ტომრები –
აღმსარებლის სამოსი – ეხვიათ. ღალატი ეღიარებინათ.
პირველი პატიმარი ტუჩებს ილოკავდა, შიშისგან გათეთრე-
ბულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. მეორე, უფრო მოკლე და
ჩასკვნილი, ბორძიკობდა, მარცხენა ფეხი უკან რჩებოდა, დაღე-
ბული პირი მტკივნეულად ეღრიცებოდა. ჯეზალმა დაინახა, პი-
რიდან ვარდისფერი ლორწო როგორ ჩამოეღვენთა და ქვის ფი-
ლებს დაეცა. მესამეს, ავადმყოფურად გამხდარს, თვალები დიდ
წრეებად ჩაშავებოდა, აფახურებდა და გარემოს ნელა იკვლევ-
და. თვალები გაჰფართოებოდა, თუმცა უაზროდ, და ეტყობოდა,
ნანახიდან ბევრს ვერაფერს იგებდა. კაპიტანმა მაშინვე იცნო
ადამიანი, რომელიც პროცესიის ბოლოში მოაბიჯებდა: ის უზარ-
მაზარი ალბინოსი იყო, ღამით რომ ნახეს ქუჩაში. ჯეზალმა
სხეულის სიმძიმე ერთი ფეხიდან მეორეზე გადაიტანა, უეცრად
შეაცივა და თავი მოუსვენრად იგრძნო.
გრძელი სკამის დანიშნულება უკვე გასაგები გახდა. სამი პა-
ტიმარი მასზე მძიმედ დაეშვა, შემდეგ ალბინოსმა ჩაიმუხლა და
ბორკილები რკინის მოაჯირზე, სკამის საყრდენის გასწვრივ მაგ-
რად დაამაგრა. პალატაში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ყვე-
ლა კოჭლ ინკვიზიტორსა და მის სამ ტყვეს მიაჩერდა.

336 მკითხველთა ლიგა


– გამოძიება რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ, – დაიწყო არქი-
ლექტორმა სულტმა; დამსწრეთა ყურადღებით ძალიან კმაყო-
ფილი ჩანდა, – უბრალოდ თანხების არასწორი აღრიცხვიდან...
დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, – სულტმა ჯერ ბროკს, შემდეგ
იშერს და ბოლოს ბარეზინს გაუღიმა, – ვიცი, ყველანი ძალიან
დაკავებული ადამიანები ხართ. მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ ასე-
თი უმნიშვნელო საქმე აქამდე მოგვიყვანდა? ვინ წარმოიდგენ-
და, თუ ღალატი ასე ღრმად გაიდგამდა ფესვებს?
– ნამდვილად, – ჰოფმაისტერმა თასიდან მოუთმენლად
ამოიხედა, – ინკვიზიტორო გლოკტა, დარბაზი თქვენ განკარგუ-
ლებაშია.
გამომცხადებელმა კვერთხი იატაკს დაარტყა:
– კავშირის ღია საბჭო სიტყვას სანდ დან გლოკტას, განსა-
კუთრებულ ინკვიზიტორს გადასცემს!
ხეიბარი თავაზიანად იცდიდა, სანამ კლერკების ფრთები
წრიპინს შეწყვეტდა. დარბაზის შუაგულში იდგა და ხელჯოხს ეყ-
რდნობოდა. სიტუაციის სერიოზულობა, როგორც ეტყობოდა, სა-
ერთოდ არ ანაღვლებდა. შემდეგ პირველ პატიმარს მიუბრუნდა
და უბრძანა:
– ადექი და ღია საბჭოს წარუდექი.
თავზარდაცემული მამაკაცი ფეხზე ჯაჭვების ჟღარუნით წა-
მოხტა, ისევ ფერმკრთალ ტუჩებს ილოკავდა და წინა რიგში
მსხდარ ლორდებს გადმოკარკლული თვალებით მისჩერებოდა.
– სახელი? – მომთხოვნი ტონით იკითხა გლოკტამ.
– სალემ რიუსი.
ჯეზალს ყელში ბურთი გაეჩხირა. სალემ რიუსი? ამ კაცს იც-
ნობდა! მამამისი მასთან საქმეებს აწარმოებდა და ერთ დროს
ხშირად სტუმრობდა მათ მამულს! ჯეზალი დაშინებულ, თავგა-
დაპარსულ მოღალატეს ათვალიერებდა და სულ უფრო ეცემო-
და თავზარი. გონებაში მსუქანი, კარგად ჩაცმული ვაჭარი
337 მკითხველთა ლიგა
ამოუტივტივდა, ხუმრობისთვის ყოველთვის მზად რომ იყო. ის
იყო, ეჭვს ვერ შეიტანდი. წამით მათი თვალები ერთმანეთს შეხ-
ვდა და აღელვებულმა ჯეზალმა სასწრაფოდ განზე გაიხედა. მა-
მამისი ამ კაცს საკუთარ სასტუმრო ოთახში ელაპარაკებოდა!
ხელს ართმევდა! ღალატში ბრალდება ეპიდემიასავითაა – შეიძ-
ლება ადამიანთან ერთ ოთახში ყოფნითაც აიკიდო! ჯეზალი თვა-
ლებს ვერ აშორებდა ამ უცნობ, და ამავდროულად საშინლად
ნაცნობ სახეს. ამ ნაბიჭვარმა ღალატი როგორ გაბედა?
– აბრეშუმით მოვაჭრეების ღირსეული გილდიის წევრი
ხართ? – განაგრძო გლოკტამ, სიტყვა „ღირსეული“ ირონიულად
გამოკვეთა.
– ვიყავი, – ჩაილუღლუღა რიუსმა.
– რა როლი გქონდათ გილდიაში? – თავგადაპარსული ვაჭა-
რი განწირული აცეცებდა თვალებს, – თქვენი როლი! – დაიჟინა
გლოკტამ და ხმა გაუმკაცრდა.
– მეფის გასაცურებლად შეთქმულებას ვაწყობდი, – წამოიყ-
ვირა ვაჭარმა ხელების მტვრევით. დარბაზს თავზარდაცემის
ტალღამ დაუარა. ჯეზალმა ნერწყვი მჟავედ გადაყლაპა. შეამ-
ჩნია, რომ სულტი უმაღლეს მსაჯულ მაროვიას თვითკმაყოფილი
უღიმოდა. მოხუცის სახე გაქვავებოდა, მაგრამ ხელები, რომლე-
ბიც მაგიდაზე წინ ეწყო, მაგრად მოემუჭა, – ღალატზე წავედი!
ფულისთვის! კონტრაბანდა შემომქონდა და ხალხს ქრთამს ვაძ-
ლევდი, ვიტყუებოდი... ყველა ამას ვაკეთებდით!
– ყველა აკეთებდა! – გლოკტამ ასამბლეას ღვარძლიანად
მოავლო თვალი, – და თუ რომელიმე თქვენგანს ამაში ეჭვი ეპა-
რება, ყველა დავთარი, დოკუმენტი და რიცხვები გვაქვს. დაკით-
ხვების სახლში ერთი ოთახი მთლიანადაა გამოტენილი –
საიდუმლოებით, დანაშაულებითა და ტყუილებითაა სავსე, – თა-
ვი ნელა გააქნია, – გარწმუნებთ, სევდიანი წასაკითხია.

338 მკითხველთა ლიგა


– იძულებული ვიყავი! – აწივლდა რიუსი, – მაიძულეს! სხვა
გზა არ მქონდა!
კოჭლმა ინკვიზიტორმა დამსწრეებს პირქუშად გახედა და
თქვა:
– რასაკვირველია გაიძულეს. კარგად ვხვდებით, ამ საშინე-
ლი გეგმის მშენებლობის უბრალო აგური რომ ხართ. ცოტა ხნის
წინ თავს დაგესხნენ, ხომ ასეა?
– ჩემი მოკვლა სცადეს!
– ვინ სცადა?
– ამ კაცმა! – ამოიღმუვლა რიუსმა, კინაღამ ხმა ჩაუწყდა,
აცახცახებული თითი გვერდით მჯდომი პატიმრისკენ გაიშვირა
და სადამდეც ჯაჭვმა საშუალება მისცა, მისგან შორს გაჩოჩდა, –
ის იყო! ის! – მკლავის ქნევას ბორკილების ჩხარუნი ერთვოდა,
პირიდან ნერწყვს აფრქვევდა. პალატას გაბრაზებული ხმების
კიდევ ერთმა ტალღამ დაუარა, ამჯერად – უფრო ხმამაღალმა.
ჯეზალმა დაინახა, შუაში მჯდომ პატიმარს თავი როგორ ჩა-
მოუვარდა და გვერდზე გადაქანდა, მაგრამ გოლიათმა ალბი-
ნოსმა დაიჭირა და სკამზე გაასწორა.
– გაიღვიძეთ, ოსტატო კარპი! – დაუყვირა გლოკტამ. ტყვემ
მოქანავე თავი ნელა ასწია. უცნობი სახე ჰქონდა, უცნაურად გა-
ბერილი და მთლიანად ფერიმჭამელებით დაფარული. ჯეზალმა
ზიზღით შეამჩნია, რომ წინა ოთხი კბილი აკლდა. ზუსტად ისე,
როგორც გლოკტას.
– ტალინსიდან ხართ, ხომ ასეა? სტირიიდან.
პატიმარმა თავი დაუქნია – ნელა, უაზროდ. თითქოს მართლა
სანახევროდ ეძინა.
– ფულს ადამიანების მოკვლაში გიხდიან, არა?
კაცმა ისევ დააქნია თავი.

339 მკითხველთა ლიგა


– მისი უდიდებულესობის ათი ქვეშევრდომის მოსაკლავად
დაგიქირავეს, რომელთა რიცხვში ეს მომნანიებელი მოღალატე,
სალემ რიუსიც შედიოდა?
პატიმარს ცხვირიდან სისხლის ნაკადი ნელა ჩამოეღვარა და
თვალები აუტრიალდა. ალბინოსმა მხრებით შეანჯღრია, ისიც
გონს მოვიდა და თავი მთვრალივით დააქნია.
– დანარჩენ ცხრას რა მოუვიდა?
სიჩუმე.
– ისინი დახოცეთ, ხომ ასეა?
თავი ისევ დაუქნია და პატიმრის ყელიდან უცნაური ტკაცუნი
გაისმა. გლოკტამ საბჭოს მონუსხულ სახეებს პირქუში მზერა
მოავლო:
– ვილემ დან რობი, საბაჟო მოხელე – ყურებამდე გამოჭრი-
ლი ყელი, – ინკვიზიტორმა კისერზე თითი გაისვა და ლოჟაში
ვიღაც ქალმა დაიკივლა, – სოლიმო სკანდი, აბრეშუმით მოვაჭ-
რე – ზურგში ოთხჯერ ჩარტყმული დანა, – ჰაერში ოთხი თითი
აწია და შემდეგ მუცელზე ისე მიიდო, თითქოს გული ერევაო, –
სისხლიანი სია კიდევ გრძელდება. ყველა მკვდარია. გამორჩე-
ნისთვის დახოცეს... შენ ვინ დაგიქირავა?
– იმან, – ამოიხრიალა მკვლელმა, გასიებული სახე გვერ-
დით მჯდომი გაძვალტყავებული პატიმრისკენ გაიშვირა. თვა-
ლები შუშის ჰქონდა, თითქოს წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდე-
ბოდა. გლოკტა კოჭლობით მიუახლოვდა, ხელჯოხს ქვის ფი-
ლებზე აკაკუნებდა.
– თქვენი სახელი?
პატიმარმა თავი სწრაფად ასწია, მზერა ინკვიზიტორის დაღ-
რეცილ სახეზე შეაჩერა:
– გოფრედ ჰორნლახი! – უპასუხა მკვირცხლად, ხმა ოდნავ
უკანკალებდა.
– აბრეშუმით მოვაჭრეების გილდიის უხუცესი ბრძანდებით?
340 მკითხველთა ლიგა
– დიახ! – დაიყეფა მან. თვალებს ახამხამებდა და გლოკტას
უაზროდ მისჩერებოდა.
– ფაქტობრივად, მაგისტრი კაულტის ერთ-ერთი წარმომად-
გენელი?
– დიახ!
– მისი უდიდებულესობა მეფის წინააღმდეგ შეთქმულება,
სხვა აბრეშუმით მოვაჭრეებთან ერთად, თქვენ მოაწყვეთ? მისი
უდიდებულესობის ათი ქვეშევრდომის განზრახ მკვლელობის-
თვის მკვლელი თქვენ დაიქირავეთ?
– დიახ! დიახ!
– რატომ?
– გვეშინოდა, რომ ყველაფერს მოჰყვებოდნენ, რაც იცოდ-
ნენ... მოჰყვებოდნენ, რაც იცოდნენ... მოჰყვებოდნენ... – ჰორ-
ნლახს ცარიელი თვალები ერთ-ერთ ვიტრაჟულ ფანჯარზე გაუშ-
ტერდა. მისმა პირმა ნელ-ნელა მოძრაობა შეწყვიტა.
– მოჰყვებოდნენ, რაც იცოდნენ? – არ ეშვებოდა ინკვიზიტო-
რი.
– გილდიის მოღალატური საქმიანობის შესახებ! – წამოაყ-
რანტალა აბრეშუმით მოვაჭრემ, – ჩვენს ღალატზე! გილდიის
მოღალატური... მოღალატური... საქმიანობის...
გლოკტამ მკაცრად შეაწყვეტინა:
– მარტო მოქმედებდით?
– არა! არა!
ინკვიზიტორმა ხელჯოხი დააკაკუნა, წინ გადაიხარა და წაისი-
სინა:
– ბრძანებებს ვინ გაძლევდათ?
– მაგისტრი კაულტი! – დაუყონებლივ დაიყვირა ჰორნლახ-
მა, – ბრძანებებს ის გვაძლევდა! – დარბაზს ოხვრა აღმოხდა.
არქილექტორს კმაყოფილი ღიმილი კიდევ უფრო გაუფართოვ-
და, – მაგისტრი! – ბატის ფრთები შეუბრალებლად წრიპინებდა,
341 მკითხველთა ლიგა
– კაულტი! ბრძანებებს ის გვაძლევდა! ყველა ბრძანებას! მაგის-
ტრი კაულტი!
– გმადლობთ, ოსტატო ჰორნლახ.
– მაგისტრი! ბრძანებებს ის გვაძლევდა! მაგისტრი კაულტი!
კაულტი! კაულტი!
– საკმარისია! – დაიღრინა გლოკტამ. პატიმარი მიჩუმდა.
დარბაზი გაირინდა.
არქილექტორმა სულტმა მკლავი ასწია და სამი პატიმრისკენ
გაიშვირა:
– აი თქვენი მტკიცებულებებიც, ბატონებო!
– ეს ყველაფერი ყალბია! – დაიღრიალა ლორდმა ბროკმა, –
ეს ჩვენი შეურაცხყოფაა! – თუმცა თანხმობის ნიშნად ცოტა ახმა-
ურდა, ისიც გაუბედავად. ლორდ ჰაიგენი წინდახედულად დუმდა
და ფეხსაცმლის ძვირფას ტყავს ყურადღებით ჩაჰკირკიტებდა.
ბარეზინი სავარძლის საზურგეს შეეზარდა, იმის ნახევარიღა
ჩანდა, რაც წუთის წინ იყო. ლორდ იშერი შორეულ კედელს მიშ-
ტერებოდა, მძიმე ოქროს ჯაჭვს თითებით მოწყენილი ისე ათამა-
შებდა, თითქოს აბრეშუმით მოვაჭრეების გილდიის ბედი საერ-
თოდ აღარ აინტერესებსო.
ბროკმა პირადად უმაღლეს მსაჯულს მიმართა, რომელიც მა-
ღალ მაგიდასთან გაქვავებული იჯდა.
– ლორდო მაროვია, გევედრებით! კეთილგონიერი ადამიანი
ბრძანდებით! ეს... უნიჭო წარმოდგენა არ დაუშვათ!
დარბაზი მოხუცის პასუხის მოლოდინში გაირინდა. ის
მოიღუშა, გრძელ წვერზე ხელი ჩამოისვა და კბილებდაკრეჭილ
არქილექტორს გახედა. ბოლოს ჩაახველა და თქვა:
– თქვენი გულისტკივილი მესმის, ლორდო ბროკ, მართლა
კარგად მესმის. მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს კეთილგონიერი
ადამიანების დღე არ არის. დახურულმა საბჭომ საქმე შეისწავ-

342 მკითხველთა ლიგა


ლა და მტკიცებულებები დამაკმაყოფილებლად მიიჩნია. ხელებ-
შეკრული ვარ.
ბროკი პირს აცმაცუნებდა, მარცხს გემოს უსინჯავდა.
– ეს სამართალი არ არის! – დაიყვირა და დარბაზს მიუბრუნ-
და, – აშკარაა, რომ ეს ხალხი აწამეს!
არქილექტორ სულტს ტუჩები ზიზღით მოეღრიცა:
– აბა მოღალატეებს და დამნაშავეებს როგორ მოვექცეთ? –
დაიყვირა გამყივანი ხმით, – ლორდო ბროკ, მოღალატეებს ხომ
არ გადაეფარებოდით? – ხელისგული ისე დაახეთქა მაგიდას,
თითქოს ისიც სახელმწიფოს ღალატში იყო შემჩნეული, – არ და-
ვუშვებ, ჩვენი დიადი სახელმწიფო მტრებს ჩაუვარდეთ ხელში!
არც გარეშეს და არც შიდას!
– ძირს აბრეშუმით მოვაჭრეები! – გაისმა ლოჟებიდან ყვირი-
ლი.
– მოღალატეები მკაცრად უნდა დაისაჯონ!
– მეფის სამართალი! – წამოიღრიალა უკნიდან მსუქანმა მა-
მაკაცმა. წინა რიგებში მრისხანებისგან აბობოქრებულმა ტალ-
ღამ მხარი აუბა, მკაცრ ზომებსა და სასტიკ სასჯელს ითხოვდნენ.
ბროკმა მოკავშირეებს ძებნა პირველ რიგებში დაუწყო, მაგ-
რამ ვერავინ იპოვა. მუშტები შეიკრა:
– ეს სამართალი არ არის! – ისევ წამოიყვირა და სამ პატი-
მარზე ანიშნა, – ეს მტკიცებულება არ არის!
– მისი უდიდებულესობა არ გეთანხმებათ! – დაიგრგვინა
ჰოფმა, – და არც თქვენი ნებართვა სჭირდება! – მაღლა დიდი
საბუთი აწია, – ამგვარად, ამ დადგენილებით, აბრეშუმით მო-
ვაჭრეების გილდიის უფლებამოსილება შეწყვეტილია! მეფის
დეკრეტის მიხედვით მათი ლიცენზია გაუქმებულია! მისი უდიდე-
ბულესობის ვაჭრობისა და კომერციის კომისიას დაევალა, მომ-
დევნო თვის განმავლობაში ქალაქ ვესტპორტში ვაჭრობის უფ-
ლებებზე შემომავალი განცხადებები განიხილოს. შესაფერისი
343 მკითხველთა ლიგა
კანდიდატის არჩევამდე კი სავაჭრო გზები საიმედო, ერთგულ
ხელში იქნება – მისი უდიდებულესობის ინკვიზიციის მფლობე-
ლობაში!
არქილექტორმა სულტმა თავი მოკრძალებით დახარა, დე-
ლეგატებისა და ლოჟებში მსხდარი ხალხის განრისხებულ ყვი-
რილისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
– ინკვიზიტორო გლოკტა! – განაგრძო ლორდ-კამერგერმა,
– ღია საბჭო გულმოდგინებისთვის მადლობას გიხდით და
გთხოვთ, ამ საქმესთან დაკავშირებული კიდევ ერთი დავალება
შეასრულოთ, – ჰოფმა მეორე ფურცელი აწია, ამჯერად შედარე-
ბით მომცრო, – ეს მაგისტრი კაულტის დაპატიმრების ორდერია,
პირადად მეფის ხელმოწერით. გთხოვთ, დაუყონებლივ იმოქმე-
დოთ, – გლოკტამ თავი მოუქნელად დაუკრა და ლორდ-
კამერგერს გამოწვდილი საბუთი გამოართვა.
– თქვენ! – ჰოფი ჯალენჰორმისკენ შებრუნდა.
– ლეიტენანტი ჯალენჰორმი, მილორდ! – დაიყვირა ვეება მა-
მაკაცმა და გაჯგიმულმა ნაბიჯი წინ გადადგა.
– ვინც ხართ, – მოუთმენლად განაგრძო ჰოფმა, – სამეფო
დაცვიდან ოცი ადამიანი წაიყვანეთ და ინკვიზიტორი გლოკტა
აბრეშუმით მოვაჭრეების გილდიის შენობასთან მიაცილეთ.
დარწმუნდით, რომ მისი ბრძანების გარეშე შენობას ვერავინ და-
ტოვებს!
– ამწამსვე, მილორდ! – ჯალენჰორმი რიგებს შორის გასას-
ვლელისკენ გაიქცა, ცალი ხელით ხმლის ვადა ეჭირა, ფეხზე
რომ არ ეხტუნავა. გლოკტა კოჭლობით დაედევნა, საფეხურებზე
ხელჯოხს აკაკუნებდა და მაგისტრი კაულტის დაპატიმრების
დაჭმუჭნილი ორდერი მუჭში მაგრად ჩაებღუჯა. ამასობაში საზა-
რელ ალბინოსს პატიმრები ფეხზე წამოეგდო, ჯაჭვებში აჩხარუ-
ნებულებს და აქეთ-იქით მოქანავეებს იმ კარისკენ მიუძღვებო-
და, საიდანაც შემოვიდნენ.
344 მკითხველთა ლიგა
– ჰოფმაისტერო! – დაიყვირა ბროკმა, ძალა უკანასკნელა-
დაც მოიკრიბა. ჯეზალმა გაიფიქრა, ნეტა აბრეშუმით მოვაჭ-
რეებისგან რამდენი ფული იშოვაო. ან მომავალში რამდენის
შოვნას აპირებდა. როგორც ჩანდა – ძალიან ბევრის.
მაგრამ ჰოფი კლდესავით შეუპოვარი იყო:
– მაშ ასე, ბატონებო! დღეს ჩვენი საქმეები დასრულებულია,
– მაროვია მანამდე წამოდგა, სანამ ჰოფმაისტერი დაასრულებ-
და, აშკარა იყო, სასწრაფოდ იქიდან გაცლა სურდა. სქელი დავ-
თრები ხმაურით დაიხურა. აბრეშუმით მოვაჭრეების ღირსეული
გილდიის ბედს ბეჭედი დაარტყეს. ჰაერი ისევ აღელვებული დუ-
დუნით აივსო, თანდათან ხმა მოემატა და მალე კაკუნსა და ნაბი-
ჯებში გადაიზარდა, რადგან დელეგატებმა ადგილებიდან წა-
მოდგომა და დარბაზიდან გასვლა დაიწყეს. არქილექტორი
სულტი არ ამდგარა, სავარძელში იჯდა და უყურებდა, დამარცხე-
ბული მეტოქეები წინა რიგს უხალისოდ როგორ ტოვებდნენ. ჯე-
ზალმა უკანასკნელადაც დაიჭირა სალემ რიუსის სასოწარკვე-
თილი მზერა, რომელსაც პატარა გვერდითა კარისკენ მიაბრძა-
ნებდნენ. შემდეგ შეგირდმა ფროსტმა ჯაჭვი გაქაჩა და ვაჭარიც
სიბნელეში გაუჩინარდა.
გარეთ, მოედანზე, ბრბო ადრინდელზე ხალხმრავალი ჩანდა:
აბრეშუმით მოვაჭრეების გილდიის დამხობის ამბის გავრცელე-
ბასთან ერთად ხალხის რაოდენობა და ჩოჩქოლიც იმატებდა.
ზოგიერთი გაოცებული იდგა და ვერაფრით იჯერებდა, ზოგი წინ
და უკან დარბოდა – შეშინებული, გაოგნებული, დაბნეული. ჯე-
ზალმა ერთი კაცის მზერა დაიჭირა, მაგრამ მიხვდა, რომ უცნობს
უბრალოდ თვალი გაშტერებოდა და არავის უყურებდა, სახე
გაჰფითრებოდა და ხელები უკანკალებდა. შეიძლება თვითონაც
აბრეშუმით მოვაჭრე იყო, ან მათთან მჭიდროდ თანამშრომ-
ლობდა – საკმარისად მჭიდროდ, რათა მათთან ერთად ჩაძირუ-
ლიყო. ასეთი კიდევ ბევრი მოიძებნებოდა.
345 მკითხველთა ლიგა
უეცრად ჯეზალს უსიამოვნოდ გააჟრჟოლა: მოშორებით არდი
ვესტი იდგა, ქვის მოაჯირზე უდარდელად გადაყუდებულიყო. ერ-
თმანეთი იმ დღის მერე აღარ ენახათ, როცა გოგონამ სიმთვრა-
ლეში გამოლანძღა, და კაპიტანს ძალიან გაუკვირდა, მისი ნახვა
ასე რომ ესიამოვნა. მგონი საკმარისად დაისაჯაო, უთხრა საკუ-
თარ თავს. მობოდიშების შანსს ყველა იმსახურებს. არდისკენ
აჩქარებით გაეშურა და სახეზე ფართო ღიმილი წინასწარ გა-
დაიფინა. შემდეგ შეამჩნია, რომ გოგონა მარტო არ იყო.
– ეს დამპალი ლაწირაკი! – ჩაიბუზღუნა თავისთვის.
არდის ლეიტენანტი ბრინტი ესაუბრებოდა, საკმაოდ თავი-
სუფლად. თავისი საცოდავი მუნდირი ეცვა და არდისკენ იმაზე
ახლოს გადახრილიყო, ვიდრე ჯეზალი ისურვებდა. თავის მო-
საწყენ აზრებს მკლავების მომაბეზრებელი მოძრაობით ახმოვა-
ნებდა. არდი თავს უქნევდა და უღიმოდა, შემდეგ თავი უკან გა-
დააგდო, გადაიკისკისა და ლეიტენანტს მკერდზე ხელი ხუმრო-
ბით დაუტყაპუნა. ბრინტმაც გაიცინა. პატარა, მახინჯი ნაგავი!
ერთად იცინოდნენ. ჯეზალი ამ სურათმა რატომღაც გააცოფა.
– ჯეზალ, როგორ ხარ? – დაუყვირა ჯერ კიდევ ახითხითე-
ბულმა ბრინტმა.
კაპიტანი მიუახლოვდა:
– თქვენთვის კაპიტანი ლუთარი! – შეუსწორა ღვარძლიანად,
– რაც შეეხება ჩემს საქმეებს, ისინი თქვენ არ გეხებათ! განა სა-
კუთარი საქმეები არ გაქვთ?
ბრინტი ცოტა ხანს სულელივით პირდაღებული იდგა, შემდეგ
წარბები პირქუშად შეიკრა:
– დიახ, სერ, – ჩაიბურტყუნა, შეტრიალდა და კაპიტანს
გაეცალა. ჯეზალი მზერით მიაცილებდა და ჩვეულებრივზე დიდ
ზიზღს გრძნობდა მისდამი.
– ოჰო, რა მომხიბვლელია, – თქვა არდიმ, – ესე იგი ქალბა-
ტონებთან ასე იქცევით?
346 მკითხველთა ლიგა
– ვერ გეტყვით. რატომ მეკითხებით? აქ მათ სადმე ხედავთ?
შეტრიალდა და გოგონას სახეზე წამით თვითკმაყოფილი ღი-
მილი დაუნახა. საკმაოდ უსიამოვნო გამომეტყველება ჰქონდა,
თითქოს ჯეზალის აფეთქებით ტკბებოდა. კაპიტანს თავში სულე-
ლური აზრი მოუვიდა: იქნებ ეს შეხვედრა სპეციალურად მოაწ-
ყო, ჯეზალს იმ იდიოტთან ერთად რომ დაენახა და ეჭვიანობის
საბაბი მისცემოდა? მაგრამ გოგონამ გაუღიმა, მერე გაეცინა და
ჯეზალის მრისხანებაც თანდათან გაქრა. გაიფიქრა, რა მშვენივ-
რად გამოიყურებაო: გარუჯული და მზის სხივებით განათებული
მთელი ხმით იცინოდა და ოდნავაც არ ანაღვლებდა, ვინმე თუ
გაიგონებდა. დიახ, ძალიან მშვენივრად გამოიყურებოდა. წინა
ჯერზე უკეთესადაც კი. რა თქმა უნდა, შემთხვევით შეხვედა, სხვა
როგორ უნდა მომხდარიყო? არდიმ ჯეზალს შავი თვალები
მიანათა და ყველა ეჭვიც უკვალოდ გაქრა.
– ასეთი სიმკაცრე აუცილებელი იყო? – ჰკითხა გოგონამ.
ჯეზალმა კბილი კბილს დააჭირა:
– მდაბიო, თვითკმაყოფილი არარაობაა, სავარაუდოდ ვიღაც
მდიდარი კაცის ნაბიჭვარი და მეტი არაფერი. არც სისხლი აქვს,
არც ფული, არც მანერები...
– ეგენი ჩემზე მეტი აქვს. სამივე.
ჯეზალმა ენაზე იკბინა. იმის მაგივრად, არდისგან ბოდიში გა-
მოეტყუა, ახლა პატიების თხოვნა თვითონ მოუწევდა. თავისივე
დაგებული მახიდან გამოსავალს სასოწარკვეთილი ეძებდა:
– ჰო, მაგრამ ნამდვილი კრეტინია! – ამოიკვნესა ბოლოს.
– მმ... – ჯეზალმა შენიშნა, რომ არდის პირის ერთი კუთხე
ცბიერი ღიმილისგან ოდნავ აეპრიხა და გულზე მოეშვა, – ალ-
ბათ არის. ხომ არ გავისეირნოთ? – პასუხისთვის არც დაუცდია,
ხელი მოჰკიდა და მეფეთა ხეივნისკენ წაიყვანა. ჯეზალი
დაემორჩილა და გოგონას ნება დართო შეშინებული, გაბრაზე-
ბული და აღელვებული ხალხის მდინარეში გასძღოლოდა.
347 მკითხველთა ლიგა
– ესე იგი, ეს სიმართლეა?
– რა არის სიმართლე?
– რომ აბრეშუმით მოვაჭრეების საქმე წასულია?
– როგორც ჩანს. თქვენი ძველი მეგობარი, სანდ დან გლოკ-
ტა ამ ამბების შუაგულში ტრიალებდა. ხეიბრობის მიუხედავად
საკმაოდ შთამბეჭდავი წარმოდგენა მოაწყო.
არდიმ ფეხებზე დაიხედა:
– ხეიბარია თუ არა, მისთვის გზაზე გადარბენა არ ღირს.
– ჰოო, – ჯეზალს ისევ სალემ რიუსის თავზარდაცემული თვა-
ლები გაახსენდა, რომლითაც სასოწარკვეთილი შესცქეროდა,
სანამ ბნელ კარში გაუჩინარდებოდა, – ნამდვილად არ ღირს.
არცერთი იღებდა ხმას, ხეივანი უსიტყვოდ გაიარეს, მაგრამ
სიჩუმეს დაძაბულობა არ ეტყობოდა. ჯეზალს მასთან სეირნობა
მოსწონდა. უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ვის უნდა მოეხადა
ბოდიში. შეიძლება არდი ფარიკაობის თაობაზე მართალიც იყო,
სულ ცოტათი. არდიმ, თითქოს მისი ფიქრები წაიკითხაო, ჰკით-
ხა:
– მახვილებით თამაში როგორ მიდის?
– არა უშავს. და ბოთლებით თამაში?
გოგონამ მუქი წარბი აზიდა:
– ბრწყინვალედ, უკეთესად რომ არ შეიძლება. ნეტავ მაგაში
ეწყობოდეს ყოველწლიური კონკურსები, საზოგადოების ყურად-
ღებას უმალ მივიპყრობდი, – ჯეზალმა გაიცინა და დააკვირდა,
გვერდით როგორ მოჰყვებოდა; გოგონამაც საპასუხოდ გაუღი-
მა. რა ჭკვიანია, რა მიხვედრილი, რა უშიშარი. და ჯანდაბა – რა
ლამაზია! ჯეზალმა გაიფიქრა, ნეტა მისნაირი ქალი კიდევ თუ
მოიძებნებაო. რა იქნებოდა, შესაფერისი წარმომავლობა რომ
ჰქონდეს, ეუბნებოდა საკუთარ თავს დანანებით, და ფულიც...
ბევრი ფული.

348 მკითხველთა ლიგა


გასაქცევი გზები
– მისი უდიდებულესობის სახელით, კარი გააღეთ! – მესამედ
დასჭექა ლეიტენანტმა ჯალენჰორმმა. ხის კარზე მსხვილ მუშტს
აბრახუნებდა.
„უტვინო ახმახი. ვეებერთალა ადამიანებს ასე ცოტა ტვინი
რატომ აქვთ? ალბათ საქმეების კუნთებით გადაწყვეტას ისე ეჩ-
ვევიან, გონება მზეზე დადებული ქლიავივით უხმებათ“.
აბრეშუმით მოვაჭრეების გილდიის შთამბეჭდავი შენობა აგ-
რიონტისგან არც ისე შორს, ხალხმრავალ მოედანზე მდებარე-
ობდა. გლოკტასა და მისი ესკორტის ირგვლივ მაყურებლების
ბრბო შეკრებილიყო და ყოველ წუთს იზრდებოდა – ცნობისმოყ-
ვარე, შეშინებული, მონუსხული. „ცხადია, სისხლის სუნი იგ-
რძნეს“. გლოკტას ფეხი მტკივნეულად უფეთქავდა, რადგან აქ
ძალიან მოიჩქაროდა. თუმცა ეჭვი ეპარებოდა, აბრეშუმით მო-
ვაჭრეები სტუმრობით გაეოცებინათ. აბჯრიან მცველებსა და
ნიღბიან შეგირდებს მოუთმენლად გახედა, ფროსტის მკაცრ
თვალებს გადააწყდა, შემდეგ მზერა ახალგაზრდა ოფიცერზე გა-
დაიტანა, რომელიც კარზე აბრახუნებდა.
– გააღეთ!

„საკმარისია ეს სისულელე“. – ვფიქრობ, თქვენი ხმა კარგად


გაიგონეს, ლეიტენანტო, – გადაჭრით თქვა გლოკტამ, – მაგრამ
გადაწყვიტეს, არ გიპასუხონ. პატივს ვერ დამდებთ და კარს ვერ
შეამტვრევთ?
– რა? – ჯალენჰორმი გაოცებული მიაჩერდა, შემდეგ მძიმე,
საიმედოდ ჩარაზულ ორმაგ კარებს გახედა, – კი მაგრამ, მე რო-
გორ უნდა...
ამ დროს გვერდით შეგირდმა ფროსტმა ჩაუქროლა და უზარ-
მაზარი ბეჭით ერთ-ერთ კარს მთელი ძალით შეასკდა. კარი ან-
349 მკითხველთა ლიგა
ჯამებიდან გამაყრუებელი ტკაცუნით ამოვარდა და ოთახის
იატაკზე დაეხეთქა.
– აი ასე, – ჩაიბუტბუტა გლოკტამ და გამოთავისუფლებულ
შესასვლელში შევიდა, სადაც ნატეხები ჯერ კიდევ ცვიოდა ზემო-
დან. განცვიფრებული ჯალენჰორმი და ჯარისკაცები ჩხარუნით
მიჰყვნენ უკან.
დერეფანში წინ გაბრაზებული მსახური გადაუდგათ:
– როგორ ბედავთ... ოოფ! – წამოიყვირა მან, როცა ფროსტმა
გზიდან ჩამოიცილა და კედელს სახით მიანარცხა.
– დააპატიმრეთ! – დაიყვირა გლოკტამ და ხელჯოხი გაშეშე-
ბული მსახურისკენ გაიქნია. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მხარში
ტყავის ხელთათმანიანი ხელები უხეშად ჩაავლო და მზის შუქზე
ბორძიკით გაათრია. შემტვრეულ კარში შეგირდები შეცვივდნენ,
მძიმე ხელკეტებით შეიარაღებულიყვნენ, ნიღბებიდან სასტიკ
თვალებს აბრიალებდნენ, – ყველა დააპატიმრეთ! – გასძახა
გლოკტამ მხარს უკან. ფროსტის ფართო ზურგს კოჭლობით მის-
დევდა და შენობის სიღრმეში სულ უფრო იკარგებოდა.
გლოკტამ ღია კარს მიღმა ჭრელ სამოსში გამოწყობილი ვა-
ჭარი დაინახა – სახე ოფლისგან უბრწყინავდა, დახვავებულ სა-
ბუთებს აბრიალებულ ცეცხლში სასოწარკვეთილი ყრიდა.
– შეიპყარით! – დაიკივლა ინკვიზიტორმა. ოთახში იმწამსვე
ორი შეგირდი შეხტა და ვაჭარს ხელჯოხებით დააცხრა თავს. ის
ყვირილით დაეცა და მაგიდა მძიმე დავთრებიანად გადააყირა-
ვა. ჰაერში ზემოთ-ქვემოთ მოძრავი ხელკეტების გარეშემო
ფურცლებისა და ფერფლის კორიანტელი დადგა.
გლოკტამ გზა აჩქარებით განაგრძო. ყვირილისა და ცემის
ხმები მთელს შენობაში, ყოველმხრივ ვრცელდებოდა. ყველგან
კვამლის, ოფლისა და შიშის სუნი იდგა. „ყველა კარს იცავენ,
მაგრამ კაულტს გასაქცევად საიდუმლო გზებიც შეეძლო მოემ-
ზადებინა. დიდი გაქნილი ვინმეა. იმედი ვიქონიოთ, რომ ძალი-
350 მკითხველთა ლიგა
ან არ დავაგვიანეთ. წყეული ფეხი! ოღონდაც არ დაგვაგვიან-
დეს...“
გლოკტას ღრიალი აღმოხდა და ტკივილისგან დაიჭყანა: ვი-
ღაცა პალტოს კალთაზე ჩაებღაუჭა.
– მიშველეთ! – აწკმუტუნდა კაცი, – უდანაშაულო ვარ! –
ფუშფუშა სახე გასისხლიანებოდა. თითებით გლოკტას ისე ჩაჰ-
ფრენოდა, რომ ხეიბარს სადაც იყო წააქცევდა.
– მომაცილეთ! – აყვირდა გლოკტა და კაცს ხელკეტი სუსტად
ჩასცხო, თავის შესამაგრებლად ხელებს კედელს უფათურებდა.
მათთან ერთ-ერთი შეგირდი მოვარდა და ვაჭარს ხელკეტი ზურ-
გში ჩასცხო.
– ყველაფერს ვაღიარებ! – აყვირდა უცებ კაცი, როცა ისევ
აღმართული ხელკეტი დაინახა, მაგრამ იარაღმა მაინც ხმამაღა-
ლი ტკაცანით გაუპო თავი. შეგირდმა მომჩვარულ სხეულს ხე-
ლები იღლიებში ამოსდო და კარისკენ გაათრია. გლოკტა წინ
გაეშურა, თვალებგაფართოებული ლეიტენანტი ჯალენჰორმი
გვერდით მიჰყვებოდა. შემდეგ წინ ფართო კიბე დახვდათ და
გლოკტას თვალები ზიზღით მოეღრიცა. „ჩემი ძველი მტრები,
ყოველთვის წინ მეღობებიან“. მთელი ძალა მოიკრიბა და საფე-
ხურებზე აბობღება დაიწყო, თავისუფალი ხელით შეგირდ
ფროსტს ანიშნა, წინ წასულიყო. გვერდზე დაბნეულ ვაჭარს მი-
ათრევდნენ, რომელიც საკუთარ უფლებებზე რაღაცას გაჰკიოდა
და საფეხურებს ქუსლებით ებღაუჭებოდა.
გლოკტას ფეხი აუსრიალდა და კინაღამ სახით დაეცა, მაგრამ
ვიღაცამ იდაყვით დაიჭირა და შეამაგრა. ჯალენჰორმი იყო, რო-
მელსაც მძიმე, პატიოსან სახეზე დაბნეულობა ეხატა. „ესე იგი,
რაღაც სარგებელი ვეებერთელა ადამიანებსაც მოაქვთ“. ახალ-
გაზრდა ოფიცერი ინკვიზიტორს საფეხურების ბოლომდე დაეხ-
მარა. გლოკტას უარის თქმის თავიც არ ჰქონდა. „რატომ შევი-
წუხო თავი? ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მისი ძალები შეზღუ-
351 მკითხველთა ლიგა
დულია. სახით გაშხლართვაში საამაყო არაფერია. სხვას თუ
არა, მე ეს მშვენივრად მომეხსენება“.
კიბის ზემოთ დიდი, მდიდრულად მორთული მისაღები დახ-
ვდათ, იატაკზე სქელი ხალიჩითა და კედლებზე ფერადი გობე-
ლენებით. ფართო კართან ორი ხმალამოღებული მცველი იდგა,
გილდიის ლივრეები3 ემოსათ. ფროსტი მათ პირისპირ იდგა, დი-
დი თეთრი ხელები მოემუჭა. ჯალენჰორმმაც უმალ ხმალი იშიშ-
ვლა და ალბინოსს გვერდით ამოუდგა. გლოკტამ თავი ვერ
შეიკავა და გაეღიმა. „უენო ჯალათი და რაინდობის ყვავილი
გვერდიგვერდ. რა უცნაური სანახაობაა“.
– კაულტის დაპატიმრების ორდერი მაქვს, პირადად მეფის
ხელმოწერით! – გლოკტამ საბუთი მცველების დასანახად მაღ-
ლა ასწია, – აბრეშუმით მოვაჭრეების საქმე წასულია. ჩვენს გზა-
ზე გადადგომით ვერაფერს მოიგებთ. იარაღები შეინახეთ. სიტ-
ყვას გაძლევთ, არაფერი დაგიშავდებათ.
მცველებმა ერთმანეთს გაუბედავად გადახედეს.
– დროზე! – დაიყვირა ჯალენჰორმმა და მათ კიდევ უფრო
მიუახლოვდა.
– კარგი, კარგი! – ერთ-ერთი დაიხარა და ხმალი წინ, იატაკ-
ზე გაასრიალა. ფროსტმა იარაღი ცალი ფეხით გააჩერა და ზე-
მოდან დააჭირა.
– შენც! – დაუყვირა გლოკტამ მეორეს, – ახლავე!
მცველი დაემორჩილა, ხმალი იატაკზე მოისროლა და ხელე-
ბი მაღლა ასწია. წამის შემდეგ ფროსტის მუშტი ნიკაპში ისე
ძლიერად მოხვდა, კაცმა გონება დაკარგა და კედელს მიენარ-
ცხა.
– მაგრამ თქვენ ხომ... – დაიყვირა პირველმა. ფროსტმა კი
ხელი პერანგში ჩაავლო და საფეხურებზე დაბლა მოისროლა.

3
ლივრეა – შვეიცრების, მეეტლეების, ლაქიების ან გილდიის წევრების ტრა-
დიციული სამოსი. როგორც წესი მოსირმული.
352 მკითხველთა ლიგა
მცველი კიბეზე ტრიალით ჩაგორდა, საფეხურებს ეხეთქებოდა,
სანამ ბოლომდე არ ჩაიარა და გაუნძრევლად არ გაიშხლართა.
„ვიცი, რა გრძნობაცაა“.
ჯალენჰორმი გაშეშებული იდგა და თვალებს უაზროდ ახამხა-
მებდა, ხმალი ისევ ხელში ეჭირა:
– თქვენ ხომ დაჰპირდით...
– მაგაზე ნუ იდარდებთ. ფროსტ, სხვა შესასვლელი მოძებნე.
– თსსს, – ალბინოსი დერეფანში რბილად წაფრატუნდა.
გლოკტამ ცოტა ხანს დააცადა, შემდეგ კარისკენ გაემართა და
მისი გაღება სცადა. მისდა გასაოცრად, სახელური გადატრიალ-
და და კარი ფართოდ გაიღო.
ოთახი ძალიან მდიდრული იყო, სიდიდით კი ბეღელსაც არ
ჩამოუვარდებოდა. ჭერის ჩუქურთმები ოქროთი მოევარაყები-
ნათ, თაროებზე გამწკრივებული წიგნების ყუები ძვირფასი ქვე-
ბით შეემკოთ, ვეებერთელა ავეჯი ისე გაეპრიალებინათ, სარკე-
სავით ბრწყინავდა. ყველაფერი მეტისმეტად დიდი, მეტისმეტად
ძვირფასი ჩანდა. „თუმცა გემოვნება ვის რაში სჭირდება, როცა
ამდენი ფული გაქვს?“ ახალი სტილის რამდენიმე უზარმაზარი
ფანჯარა, დიდი მინებითა და თხელი ჩარჩოებით, მომხვდურებს
ქალაქის, ყურისა და იქ გაჩერებული გემების ჩინებულ ხედს
სთავაზობდა. თვითონ მაგისტრი კაულტი შუა ფანჯრის წინ, ძა-
ლიან ფართო, მოოქრულ მაგიდასთან შესანიშნავ საზეიმო მან-
ტიაში გამოწყობილი იჯდა და იღიმოდა. წარმოუდგენლად დიდი
ზომის კარადის ჩრდილი სანახევროდ ფარავდა, რომლის გრა-
ვირებულ სახელურებზეც აბრეშუმით მოვაჭრეების ღირსეული
გილდიის სიმბოლო გამოესახათ.
„ესე იგი, ჯერ არ გაქცეულა. ჩემს ხელთაა. მე...“
კარადის მსხვილ ფეხზე ბაწარი ება. გლოკტამ იატაკზე გვე-
ლივით დაკლაკნილ თოკს თვალი გააყოლა. ბაწრის მეორე ბო-

353 მკითხველთა ლიგა


ლო მაგისტრის კისერს შემოხვეოდა. „აჰ! ესე იგი, გასაქცევი გზა
მაინც მონახა“.
– ინკვიზიტორო გლოკტა! – კაულტმა თაგვის წრუწუნისმაგ-
ვარი ხმით ნერვიულად გაიცინა, – რა სასიამოვნოა, როგორც
იქნა, ერთმანეთს შევხვდით! თქვენს გამოძიებებზე იმდენი მსმე-
ნია! – თითებს თოკის მარყუჟს უფათურებდა – ალბათ ამოწმებ-
და, ხომ საიმედოდაა შებმულიო.
– საყელო ხომ არ გიჭერთ, მაგისტრო? იქნებ გაიხსნათ?
მორიგი წრიპინისმაგვარი სიცილი.
– ოო, არა, ასე არ ვფიქრობ! თქვენს არც ერთ შეკითხვაზე პა-
სუხის გაცემას არ ვაპირებ, დიდი მადლობა!
თვალის კუთხით გლოკტამ შეამჩნია, გვერდითა კარი ოდნავ
როგორ შეიღო. იქედან დიდი თეთრი ხელი გამოჩნდა და კარის
ჩარჩოს თითები ნელა მოუფათურა.
„ფროსტი. მისი დაჭერის იმედი ჯერ კიდევ არსებობს. რო-
გორმე საუბარი უნდა გავაგრძელებინო“.
– შეკითხვები აღარ დამრჩა. ყველაფერი ვიცით.
– დარწმუნებული ხარ? – ჩაიხითხითა მაგისტრმა. ალბინოსი
ოთახში უჩუმრად შემოიპარა, კაულტის მზერას უზარმაზარი კა-
რადის მიღმა, კედლის გასწვრივ, ჩრდილში ემალებოდა.
– კალინის შესახებ ყველაფერი შევიტყვეთ. ასევე თქვენს პა-
ტარა მოლაპარაკებაზე.
– ჭკუასუსტი! არავითარი მოლაპარაკება არ გვქონია! მოს-
ყიდვისთვის მეტისმეტად კეთილშობილი აღმოჩნდა! ჩემგან ერთ
მარკასაც არასოდეს აიღებდა!
„მაშინ როგორ...“
კაულტმა გაფითრებული ტუჩებით სუსტად გაიღიმა:
– სულტის მდივანი, – თქვა და ისევ ჩაიხითხითა, – პირდა-
პირ მის ცხვირწინ! ისევე როგორც შენი, ხეიბარო!

354 მკითხველთა ლიგა


„სულელო, სულელო! მდივანი წერილებს დაატარებდა,
აღიარებაც ნახა, ყველაფერი იცოდა! იმ მლიქვნელ ნაგავს
არასდროს ვენდობოდი! გამოდის, კალინი მოღალატე არ ყოფი-
ლა“.
გლოკტამ მხრები აიჩეჩა.
– შეცდომებს ყველა ვუშვებთ.
– შეცდომებს? – მაგისტრმა გესლიანად ჩაიცინა, – შენ მხო-
ლოდ შეცდომებს უშვებ, მეტს არაფერს აკეთებ, კრეტინო! სამყა-
რო ისეთი არ არის, როგორიც შენ წარმოგიდგენია! არც კი იცი,
ვის მხარეზე ხარ! არც კი იცი, რომელი მხარე რას წარმოადგენს!
– მე მეფის მხარეს ვარ, შენ კი არა. მეტის ცოდნა არც მჭირ-
დება.
ფროსტმა უკვე კარადას მიაღწია და მაგრად აეკრა, ვარდის-
ფერ თვალებს დაძაბული აბრიალებდა და ცდილობდა კუთხი-
დან შეუმჩნევლად გამოეხედა. „კიდევ ცოტა ხანი, სულ ცოტაც
და...“
– არაფერიც არ იცი, საცოდავო ხეიბარო! მხოლოდ გადასა-
ხადების დამალვა, რამდენიმე წვრილმანი ქრთამი – დამნაშა-
ვეები მხოლოდ ამაში ვიყავით!
– და ცხრა უმნიშვნელო მკვლელობაში.
– სხვა გზა არ გვქონდა! – წამოიკივლა კაულტმა, – არჩევა-
ნის საშუალება არასოდეს გვქონია! ბანკირებისთვის უნდა გა-
დაგვეხადა! ფული გვასესხეს და ვალი უნდა გადაგვეხადა! წლე-
ბია ვუხდით! ვალინტი და ბალკი – ეგ სისხლისმსმელები! ყვე-
ლაფერი მივეცით, მაგრამ ყოველთვის მეტი უნდოდათ!
„ვალინტი და ბალკი? ბანკირები?“
გლოკტამ თვალი უაზროდ მდიდრულ ფუფუნებას მოავლო:
– მეჩვენება, რომ მშრალად დარჩენას მაინც ახერხებდით.
– გეჩვენება! გეჩვენება! ეს ყველაფერი მტვერია! ყველაფერი
ტყუილია! ყველაფერი ბანკირებს ეკუთვნით! ყველა ჩვენგანიც
355 მკითხველთა ლიგა
ბანკირებს ეკუთვნით! ვალად ათასები გვაქვს! მილიონები! – კა-
ულტმა ჩაიხითხითა, – მაგრამ მეეჭვება, ახლა ფული მიიღონ,
ხომ ასეა?
– დიახ, ამაში მეც ეჭვი მეპარება.
კაულტი მაგიდაზე ინკვიზიტორისკენ გადაიხარა, თოკი ყელ-
ზე ცოტა მოეშვა და მაგიდის ზედაპირს შეეხო:
– დამნაშავეების პოვნა გინდა, გლოკტა? გამყიდველების?
მეფისა და სახელმწიფოს მტრების? დახურულ საბჭოში ეძიე! და-
კითხვების სახლში ეძიე! უნივერსიტეტში ეძიე! ბანკებში ეძიე,
გლოკტა! – უცებ ფროსტი შენიშნა, რომელიც მისგან ოთხიოდე
ნაბიჯში კარადას ეფარებოდა. თვალები გაუფართოვდა და სა-
ვარძლიდან წამოხტა.
– დაიჭირე! – დაიკივლა გლოკტამ. ფროსტი წინ გადახტა, მა-
გიდის ქვეშ გაცურდა და კაულტის აფრიალებული საზეიმო მან-
ტიის კალთას ხელი სტაცა, რადგან მაგისტრი შეტრიალებული-
ყო და ფანჯრიდან ხტებოდა. „გამოვიჭირეთ!“
გაისმა ქსოვილის ფხრეწის საზიზღარი ხმა და ფროსტს თეთრ
მუჭში მხოლოდ მანტიის ნაჭერიღა შერჩა. კაულტი თითქოს წა-
მით ჰაერში გაიყინა – ძვირფასი მინა სხეულზე შემოემსხვრა,
ნამსხვრევები და ნამტვრევები ჰაერში ბრჭყვიალით გაიფრქვა,
შემდეგ მაგისტრი გაქრა. ბაწარი მაგრად დაიჭიმა.
– თჰჰჰჰჰ, – დაისისინა ფროსტმა და გატეხილ ფანჯარას ბრა-
ზით გახედა.
– გადახტა! – აღმოხდა ჯალენჰორმს და ყბა ჩამოუვარდა.
– ცხადია, – გლოკტა მაგიდასთან მიფრატუნდა და ფროსტს
ხელიდან გახეული მანტიის ნაჭერი გამოართვა. ახლოდან ისე-
თი შთამბეჭდავი აღარ ჩანდა: მბრწყინავი ქსოვილი იყო, მაგრამ
უხარისხო.
– ვინ იფიქრებდა? – ჩაიბუტბუტა გლოკტამ თავისთვის, – ცუ-
დი ხარისხი... – ფანჯარასთან კოჭლობით მივიდა და ამომტვრე-
356 მკითხველთა ლიგა
ულ ხვრელში გაიჭყიტა. ოცი ფუტით ქვემოთ, აბრეშუმით მოვაჭ-
რეების ღირსეული გილდიის მეთაური ნელა ქანაობდა წინ და
უკან, დაფხრეწილ, ოქრომკედით ნაქარგ მანტიას ნიავი ოდნავ
არხევდა.
„იაფი ტანსაცმელი და ძვირფასი ფანჯრები. ქსოვილი რომ
უფრო მტკიცე ყოფილიყო, ნამდვილად გამოვიჭერდით. ფან-
ჯრის ჩარჩო რომ უფრო ფართო ყოფილიყო, გამოვიჭერდით.
ცხოვრება ასეთ დეტალებზეა დამოკიდებული“. ქვემოთ, ქუჩაში,
შეძრწუნებული ბრბო უკვე თავს იყრიდა: თითებს იშვერდნენ,
ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, ჩამოკიდებულ სხეულს მისჩერე-
ბოდნენ. ვიღაც ქალმა წამოიკივლა კიდეც. „შიშისგან თუ აღ-
გზნებისგან? ორივეს ერთნაირი ხმა აქვს“.
– ლეიტენანტო, პატივს ხომ ვერ დამდებდით და ბრბოს გასა-
ფანტად ქვემოთ ხომ ვერ ჩახვიდოდით? ბაწარი უნდა გადავ-
ჭრათ და ჩვენი მეგობარი დავიბრუნოთ, – ჯალენჰორმმა ინკვი-
ზიტორს გაფანტულად შეხედა, – ცოცხალია თუ მკვდარი, მეფის
ბრძანება მაინც უნდა შესრულდეს.
– დიახ, რა თქმა უნდა, – უზარმაზარმა ოფიცერმა შუბლიდან
ოფლი მოიწმინდა და კარისკენ დაბნეული გაეშურა.
გლოკტა ისევ ფანჯარას მიუბრუნდა და ქვემოთ მოქანავე
გვამს ჩახედა. ყურში ისევ მაგისტრი კაულტის ბოლო სიტყვები
ედგა.
„დახურულ საბჭოში ეძიე! დაკითხვების სახლში ეძიე! უნი-
ვერსიტეტში ეძიე! ბანკებში ეძიე, გლოკტა!“
სამი ნიშანი
ვესტი მძიმედ, ტრაკით დაეცა, ხელიდან ერთ-ერთი ხმალი
გაუვარდა და ქვებზე გაუცურდა.
– შეხებაა! – დაიყვირა მარშალმა ვარუზმა, – ნამდვილად შე-
ხებაა! მშვენიერი ბრძოლა იყო, ჯეზალ, მშვენიერი!

357 მკითხველთა ლიგა


ვესტი ამდენი მარცხისგან იღლებოდა. ჯეზალზე ძლიერი იყო,
თან მაღალიც, რაც უკეთესად წვდომის საშუალებას აძლევდა,
მაგრამ ეს თავმომწონე ნაბიჭვარი სწრაფი იყო. ჯანდაბა, ძალი-
ან სწრაფი! და ყოველდღე უფრო სწრაფი ხდებოდა! უკვე ვესტის
ყველა ხრიკი იცოდა, და თუ ასე გააგრძელებდა, მალე მაიორს
ყოველ ჯერზე დაამარცხებდა. ეს ჯეზალმაც კარგად იცოდა. რო-
ცა ვესტს წამოდგომაში დასახმარებლად ხელი გაუწოდა, სახეზე
თვითკმაყოფილი ღიმილი ეხატა.
– როგორც იქნა, რაღაცას მივაღწიეთ! – აღტაცებულმა ვა-
რუზმა ფეხზე ჯოხი დაირტყა, – უკვე შეიძლება გამარჯვების იმე-
დიც გვქონდეს, ჰა, მაიორო?
– სავსებით შესაძლებელია, სერ – უპასუხა ვესტმა და დაცე-
მისას ნატკენი იდაყვი დაიზილა. შემდეგ გვერდზე მდგომ ჯე-
ზალს გახედა, რომელსაც მარშლის ქებისგან სახე უბრწყინავდა.
– მაგრამ ზედმეტი თავდაჯერება არაფერს მოგვცემს!
– არა, სერ! – მტკიცედ დაეთანხმა ჯეზალი.
– ნამდვილად არაფერს, – თქვა ვარუზმა, – ეჭვგარეშეა,
მაიორი ვესტი ნიჭიერი მოფარიკავეა და მასთან ვარჯიში ძალი-
ან სასარგებლო და დიდი პატივიცაა, მაგრამ... – მარშალმა
ვესტს გაუღიმა, – ფარიკაობა ხომ ახალგაზრდების თამაშია,
არა, მაიორო?
– რა თქმა უნდა, სერ, – ჩაიბურტყუნა ვესტმა, – ახალგაზ-
რდების თამაში.
– ეჭვი მაქვს, ბრემერ დან გორსტი, სულ სხვანაირი მოწინა-
აღმდეგე იქნება, ისევე როგორც წლევანდელი ტურნირის და-
ნარჩენი მონაწილეები. შეიძლება დიდი გამოცდილება არ ჰქონ-
დეთ, მაგრამ გაცილებით მეტი ახალგაზრდული ენერგია ექნე-
ბათ, ხომ ასეა, ვესტ? – ოცდაათი წლის ვესტი საკმარის ენერგი-
ას გრძნობდა, მაგრამ კამათს აზრი არ ჰქონდა. კარგად იცოდა,
მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი მოფარიკავე არასოდეს ყოფი-
358 მკითხველთა ლიგა
ლა, – ბოლო თვეში შესამჩნევი პროგრესი გვაქვს, დიდი პროგ-
რესი. თუ ვარჯიშს ასე მიზანმიმართულად გააგრძელებთ, გა-
მარჯვების შანსიც გექნებათ. დიდი შანსი! კარგი ნამუშევარია!
ხვალ ორივეს გელოდებით, – თქვა მოხუცმა მარშალმა და
მზიანი ეზოდან გავიდა.
ვესტი თავის დაშნასთან მივიდა, რომელიც კედელთან ქვაზე
დავარდნილიყო. დაცემისგან გვერდი ისევ ტკიოდა, და იარაღის
ასაღებად მოუქნელად დახრა მოუხდა:
– მეც უნდა წავიდე, – ჩაიბურტყუნა და წელში გაიმართა, ტკი-
ვილის დამალვას მთელი ძალით ცდილობდა.
– მნიშვნელოვანი საქმეები გაქვს?
– მარშალმა ბერრმა დამიბარა.
– ესე იგი, ომი მაინც იქნება, არა?
– შეიძლება, არ ვიცი, – ვესტმა ჯეზალი თავიდან ფეხებამდე
შეათვალიერა. ის რატომღაც მაიორს მზერას გაურბოდა, – და
შენ? დღეს რის გაკეთებას აპირებ?
ჯეზალმა დაშნები ნერვიულად აათამაშა:
– ეე... განსაკუთრებული არაფრის... არაფერი დამიგეგმავს,
– თქვა და მზერა მოარიდა. კარტის ასეთი კარგი მოთამაშის
კვალობაზე უვარგისი მატყუარა იყო.
ვესტმა მოუსვენრობის უსიამოვნო ჩხვლეტა იგრძნო:
– შემთხვევით, ეს „არავითარი გეგმა“ არდის ხომ არ გულის-
ხმობს? ჰა?
– ამმ...
უსიამოვნო ჩხვლეტა მკაფიო ბრაზად გადაიქცა:
– აბა?
– შეიძლება, – მოუჭრა ჯეზალმა, – არაა გამორიცხული, ეე...
ჰო.
ვესტი პირდაპირ ახალგაზრდა კაცთან მივიდა:

359 მკითხველთა ლიგა


– ჯეზალ, – გაიგონა, როგორ გამოცრა საკუთარი დაკრეჭი-
ლი კბილებიდან, – იმედი მაქვს, ჩემი დის გაჟიმვას არ აპირებ.
– მისმინე...
ბრაზი საბოლოოდ ადუღდა და ვესტმა ჯეზალს ხელები
მხრებში ჩაავლო:
– არა, შენ მისმინე! – დაუღრინა მაიორმა, – არდისთან ხუმ-
რობის უფლებას არ მოგცემ, გესმის? მისთვის გული ადრეც უტ-
კენიათ და ამას მეორედ აღარ დავუშვებ! არც შენგან, არც არა-
ვისგან! ამას ვერ მოვითმენ! ის შენი მორიგი სათამაშო არ არის,
გესმის?
– კარგი, – ჩაილაპარაკა ჯეზალმა და უეცრად სახეზე ფერი
დაეკარგა, – კარგი! მისთვის თვალი არ დამიდგამს! უბრალოდ
მეგობრები ვართ და მეტი არაფერი. მომწონს! აქ არავის იცნობს
და... დამიჯერე... არავითარი საფრთხე არ ემუქრება! აააჰ! მომ-
ცილდი!
ვესტმა გააცნობიერა, რომ ჯეზალს მხრებში მთელი ძალით
ჩაჰფრენოდა. ეს როგორ მოხდა? უბრალოდ წყნარად დალაპა-
რაკება სურდა, მაგრამ მეტისმეტად შორს შეტოპა. „გული ად-
რეც უტკენიათ...“ ჯანდაბა! ეს არ უნდა ეთქვა! კაპიტანს მყისვე
ხელები უშვა და უკან ნელა დაიხია, ბრაზს იცხრობდა:
– მინდა, რომ აღარ ნახო, ჩემი გესმის?
– მოიცა, ვესტ! ვინ ხარ, რომ...
ვესტის ბრაზმა ისევ დუღილი დაიწყო:
– ჯეზალ, – დაიღრიალა მან, – შენი მეგობარი ვარ, ამიტომ
გთხოვ, – ისევ მისკენ გადააბიჯა და წინანდელზე ახლოს მივი-
და, – და მისი ძმა ვარ, ამიტომ გაფრთხილებ! მისგან თავი შორს
დაიჭირე! ამას კარგი არაფერი მოჰყვება!
ჯეზალი ზურგით კედელს აეკრა:
– კარგი... კარგი! ის შენი დაა, გავიგე!

360 მკითხველთა ლიგა


ვესტი შეტრიალდა და თაღისკენ გაეშურა, თან კისერს ისრეს-
და, ტვინში სისხლი ასხამდა.
ვესტს ლორდ-მარშალი ბერრი კაბინეტში, მაგიდასთან მჯდა-
რი და ფანჯარაში მომზირალი დახვდა: ზორბა, მკაცრი შესახე-
დაობის, კუნთმაგარი კაცი იყო, მსხვილ ყავისფერ წვერს და უბ-
რალო მუნდირს ატარებდა. ვესტი იმაზე ფიქრობდა, ნეტა რამ-
დენად ცუდი ამბებიაო. თუ მარშლის სახეს ამასთან კავშირი
ჰქონდა, მაშინ საქმე ძალიან ცუდად ყოფილა.
– მაიორო ვესტ, – ამოხედა ბერრმა მძიმე წარბების ქვემო-
დან, – მობრძანებისთვის მადლობას მოგახსენებთ.
– რა თქმა უნდა, სერ, – ვესტმა შეამჩნია, რომ მაგიდის კუთ-
ხესთან სამი უხეშად გამოჩორკნილი ხის ყუთი იდო. ბერრმა მი-
სი მზერა დაიჭირა.
– საჩუქრები, – თქვა მჟავედ, – ჩვენი ჩრდილოელი მეგობ-
რის, ბეთოდისგან.
– საჩუქრები?
– მეფისთვის, როგორც ჩანს, – მარშალი მოიღუშა და კბი-
ლებზე ენა მოივლო, – იქნებ თქვენით გენახათ, რა გამოგვიგ-
ზავნეს, მაიორო?
ვესტმა მაგიდას მოუარა, ერთ-ერთი ყუთისკენ ხელი გაიშვი-
რა და სახურავი მოხადა. იქედან უსიამოვნო სუნი ამოვარდა,
რომელიც ძალიან ჰგავდა დამპალი ხორცისას, მაგრამ შიგნით
მხოლოდ ცოტაოდენი ყავისფერი მტვერი დახვდა. შემდეგ მომ-
დევნო ყუთიც გახსნა. ის კიდევ უფრო ყარდა. კედლებზე მიწა
მიმხმარიყო, და თმაც... ქერა თმის რამდენიმე კულული. ვესტმა
ნერწყვი გადაყლაპა და პირქუშ ლორდ-მარშალს გახედა:
– სულ ესაა, სერ?
ბერრმა ჩაიფხუკუნა:
– ნეტავ ეგრე იყოს. დანარჩენის დამარხვა მოგვიხდა.
– დამარხვა?
361 მკითხველთა ლიგა
მარშალმა მაგიდიდან ფურცელი აიღო:
– კაპიტანი სილბერი, კაპიტანი ჰოსსი, პოლკოვნიკი არინ-
ჰორმი. ეს სახელები რამეს გეუბნებათ?
ვესტმა სისუსტე იგრძნო. ეს სუნი... რატომღაც გურკჰული გა-
ახსენდა, ბრძოლის ველი...
– პოლკოვნიკ არინჰორმზე მსმენია, – ჩაიბუტბუტა ყუთებზე
მიშტერებულმა, – მისი რეპუტაცია. გარნიზონს მეთაურობს,
დუნბრეკში.
– მეთაურობდა, – შეუსწორა ბერრმა, – დანარჩენი ორიც
პატარ-პატარა ავანპოსტებს მეთაურობდა, იქვე, ზედ საზღვარზე.
– საზღვარზე? – ჩაიბლუკუნა ვესტმა, მაგრამ პასუხი უკვე
იცოდა.
– მათი თავები, მაიორო. ჩრდილოელებმა მათი თავები გა-
მოგვიგზავნეს, – ვესტმა ნერწყვი გადაყლაპა და ყუთში გაჩხე-
რილ ქერა თმის კულულებს დახედა, – სამი ნიშანი. ასე თქვეს:
როცა დრო მოვა, სამ ნიშანს გამოვაგზავნითო, – ბერრი სავარ-
ძლიდან წამოდგა და ფანჯარაში გაიხედა, – ეგ ავანპოსტები
არაფერს წარმოადგენს: ძირითადად ხის ნაგებობებია, მესრები,
თხრილები და ასე შემდეგ, ბევრი ჯარისკაცი არ იცავს. თითქმის
არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობა არ გააჩნია. აი დუნბრე-
კი – სულ სხვა საქმეა.
– ის თეთრ მდინარეზე გადასასვლელს აკონტროლებს, –
ჩაილაპარაკა ვესტმა გაშეშებული ტუჩებით, – ეს ანგლანდიდან
მომავალი საუკეთესო გზაა.
– ან ანგლანდში მიმავალი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
პუნქტია. მის დამცავ ნაგებობებზე ძალიან ბევრი დრო და რე-
სურსი დაიხარჯა. საუკეთესო მასალები გამოვიყენეთ, საუკეთე-
სო არქიტექტორები მოვიწვიეთ: სამასკაციანი გარნიზონი, იარა-
ღების უზარმაზარი რეზერვი და პროვიანტი, რომელიც ერთი
წლის ალყას ეყოფა. შეუვალ ადგილად მიიჩნეოდა – ჩვენი საზ-
362 მკითხველთა ლიგა
ღვრის დაცვის გეგმების მთავარი დედაბოძი იყო, – ბერრი
მოიღუშა და ცხვირის ზემოთ ღრმა ნაოჭები გაუჩნდა, – ყველა-
ფერი წყალში ჩაიყარა.
ვესტს თავი ისევ ასტკივდა:
– ეს როდის მოხდა, სერ?
– როდის... სწორედ ეგაა საინტერესო. სულ ცოტა ორი კვი-
რის წინ, რადგან ამ „საჩუქრებმა“ ჩვენამდე მოაღწიეს. პარა-
ნოია გაქვსო, ყველა ამას გაიძახის, – მჟავედ თქვა ბერრმა, –
მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩრდილოელები ქვეყანაში შემოიჭ-
რნენ და ამ დროისთვის, ალბათ, უკვე ანგლანდის ჩრდი-
ლოეთის ნახევარიც გამოიარეს. ერთი-ორი მაღაროს დასახლე-
ბა, რამდენიმე კატორღა – ჯერჯერობით არაფერი განსაკუთრე-
ბით მნიშვნელოვანი, არც ერთი ქალაქი, რომელზეც ლაპარაკი
ეღირება. მაგრამ მოდიან, ვესტ, ეჭვი არ შეგეპაროთ. თავა-
ზიანად პასუხის ლოდინისას მტერს თავებს არავინ უგზავნის.
– ჩვენ რას ვაკეთებთ?
– თითქმის არაფერს! ანგლანდი, რა თქმა უნდა, ქუხს.
ლორდ-გუბერნატორმა მიდმა საყოველთაო განგაში გამოაცხა-
და, ყოველი მამაკაცი მოიხმო, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ბე-
თოდის დამოუკიდებლად დამარცხება. იდიოტი! ცნობებს თუ და-
ვუჯერებთ, ჩრდილოელები ყველგან არიან, ნებისმიერ ადგი-
ლას, თან ათასობით! ასი ათასიც! პორტები მოქალაქეებითაა
გატენილი, რომლებსაც ერთი სული აქვთ გაიქცნენ. თავისუფ-
ლად მოპარპაშე ჯაშუშებსა და მკვლელებზე სულ უფრო მეტ
ცნობებს ვიღებთ. ხალხი ბრბოებად დაძრწის და წარმოშობით
ჩრდილოელ მოქალაქეებს ეძებს. სცემენ, აყაჩაღებენ ან უარე-
სი. ნამდვილი ქაოსია. ამ დროს ჩვენ აქ სქელ ტრაკებზე ვსხედ-
ვართ და ვიცდით.
– კი მაგრამ... ხომ გაგვაფრთხილეს? ჩვენ ხომ წინასწარ ვი-
ცოდით?
363 მკითხველთა ლიგა
– რა თქმა უნდა! – ბერრმა ფართო ხელი ჰაერში აისროლა,
– მაგრამ ეს სერიოზულად არავის მიუღია, წარმოგიდგენია?
წყეულმა მოხატულმა ველურმა ღია საბჭოს წინაშე დანა ჩაირ-
ტყა, მეფის თვალწინ გამოგვიწვია, და არავინ არაფერი მოიმოქ-
მედა! კომიტეტი გვმართავს! ყველა თავის მხარეს იქაჩება! მხო-
ლოდ პასუხის გაცემას ახერხებ, არავითარი მომზადება! – მარ-
შალს ხველა აუტყდა, დააბოყინა და იატაკზე დააფურთხა, – აახ!
ჯანდაბა! წყეული მოუნელებლობა! – ისევ სავარძელში ჩაჯდა და
მუცელი უხალისოდ დაიზილა.
ვესტმა არ იცოდა, რა ეთქვა:
– ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ? – ჩაიბურტყუნა ბოლოს.
– სასწრაფოდ ჩრდილოეთში გამგზავრება გვიბრძანეს, ესე
იგი, როგორც კი ვინმე ინებებს და ხალხითა და იარაღით მომა-
მარაგებს. მეფემ, უფრო სწორად იმ ლოთმა ჰოფმა, ჩრდი-
ლოელების დამორჩილება მიბრძანა. ჩვენს განკარგულებაში
მეფის თორმეტი პოლკია – შვიდი ქვეითი და ხუთი კავალერის-
ტთა. მათ არისტოკრატი ახალწვეულები დაემატებიან, და ყველა
ის მეომარი, ვინც ანგლანდში ჩასვლისას ცოცხალი დაგვხვდე-
ბა.
ვესტი სავარძელში მოუსვენრად აწრიალდა:
– ეგ წარმოუდგენელი ძალა უნდა იყოს.
– ჰა! – ჩაიბუზღუნა მარშალმა, – კარგი იქნება, რომ იყოს.
თითქმის სულ ესაა, რაც გაგვაჩნია. და მოსვენებას სწორედ ეს
არ მაძლევს, – ვესტი მოიღუშა, – დაგოსკა, მაიორო! დაგოსკა!
გურკჰებს და ჩრდილოელებს ერთდროულად ვერ შევებრძოლე-
ბით.
– ჰო, მაგრამ, სერ, გურკჰები ახალი ომის დაწყებას ასე მალე
გაბედავენ? მეგონა, უაზრო ლაპარაკი იყო და მეტი არაფერი.
– იმედი მაქვს, იმედი მაქვს... – ბერრმა მაგიდაზე რამდენიმე
ფურცელი აზრდაუტანებლად გასწია შორს, – მაგრამ ეს ახალი
364 მკითხველთა ლიგა
იმპერატორი, უფმანი, სულ სხვანაირი აღმოჩნდა, ვიდრე ველო-
დით. ყველაზე უმცროსი ვაჟი იყო, მაგრამ როგორც კი მამის
სიკვდილი შეიტყო... ყველა ძმა დაახრჩობინა. ზოგი ამბობს, სა-
კუთარი ხელებით დაახრჩოო. უფმან-ულ-დოშტი – ასე ეძახიან –
უფმან შეუბრალებელი. უკვე გამოაცხადა, დაგოსკას დაბრუნე-
ბას ვაპირებო. შეიძლება ფუჭი მუქარაა. შეიძლება არა, – ბერ-
რმა ტუჩები მოკუმა, – ამბობენ, ყველგან ჯაშუშები ჰყავსო. შეიძ-
ლება ჩვენი ანგლანდის პრობლემებზეც შეიტყო. შეიძლება ჩვე-
ნი სისუსტით ისარგებლოს. ჩრდილოელებს სწრაფად უნდა გა-
ვუმკლავდეთ. რაც შეიძლება სწრაფად. თორმეტი პოლკი და
ახალწვეული დიდგვაროვნები... ამაზე შეუფერებელი დროის
არჩევა შეუძლებელი იყო.
– სერ?
– ამ აბრეშუმით მოვაჭრეების ამბავზე ვამბობ. საშინელი საქ-
მეა. ზოგი დიდგვაროვანი ძალიან შეურაცხყოფილია. ბროკი,
იშერი, ბარეზინი და სხვები. ახალწვეულების გამოხმობაზე ფეხს
ითრევენ. ვინ იცის, როდის გამოგვიგზავნიან? ან ვის გამოგვიგ-
ზავნიან? სავარაუდოდ მშიერი, უიარაღო მათხოვრების გროვას
– მშვენიერი შესაძლებლობაა, მიწები ყოველგვარი ნაგვისგან
გაწმინდონ. უსარგებლო გროვა, ზედმეტი პირები, რომელიც უნ-
და დააპურო, ჩააცვა, იარაღი მისცე, ჩვენ კი კარგი ოფიცრები
გვაკლია.
– ჩემს ბატალიონში რამდენიმე კარგი კაცი მყავს.
ბერრი მოუთმენლად დაიჭყანა:
– კარგი კაცები! დიახ! პატიოსანი, თავდადებული კაცები,
მაგრამ სრულიად გამოუცდელები! უმეტესობას, ვინც სამხრეთ-
ში იბრძოლა, ეს საერთოდ არ მოეწონა. არმიიდან წავიდა და
დაბრუნებას არ აპირებს. ახლა როგორი ოფიცრები გვყავს, გი-
ნახავთ მაინც? ჯანდაბა, დიდგვაროვან ქალთა პანსიონი გეგო-
ნებათ! და ახლა მისმა უდიდებულესობა პრინცმა მოინდომა მე-
365 მკითხველთა ლიგა
თაურობა. ისიც კი არ იცის, მახვილი რომელი ბოლოთი დაიჭი-
როს, მაგრამ დიდება სწყურია და უარს ვერ ვეტყვი!
– პრინცმა რეინოლტმა?
– ნეტავ! – დაიყვირა ბერრმა, – რეინოლტისგან რამე სარგე-
ბელი მაინც იქნებოდა! ლადისლაზე ვამბობ! დივიზიის მე-
თაურად! კაცი, რომელიც ტანსაცმელზე თვეში ათას მარკას მა-
ინც ხარჯავს! მის უდისციპლინობაზე ლეგენდები დადის! ამბო-
ბენ, სასახლის კარზე არაერთ მსახურზე უძალადია და იმ გოგო-
ნების მიჩუმათება მხოლოდ არქილექტორმა მოახერხაო.
– წარმოუდგენელია, – გაიკვირვა ვესტმა, თუმცა ეს ჭორები
მასაც გაეგონა.
– ტახტის მემკვიდრე თავს საფრთხეში იგდებს, თან მაშინ,
როცა მეფეს სუსტი ჯანმრთელობა აქვს! სასაცილო გადაწყვეტი-
ლებაა! – ბერრი წამოდგა, აბოყინებდა და იბღვირებოდა
– წყეული კუჭი! – ფანჯარასთან მივიდა და აგრიონტს პირქუ-
შად გადახედა.
– ფიქრობენ, ყველაფერი იოლად მოგვარდებაო, – თქვა ჩუ-
მად, – დახურულ საბჭოში. პატარა გასეირნება ანგლანდში და
საქმეც პირველ თოვლამდე მორჩება. მიუხედავად დუნბრეკის
შოკისა! ჭკუას ვერასოდეს სწავლობენ. გურკჰულის ომზეც ზუს-
ტად იმავეს ამბობდნენ და ამან კინაღამ ბოლო მოგვიღო. ჩრდი-
ლოელები არც ისე პრიმიტიული ველურები არიან, როგორც აქ
ფიქრობენ. სტარიკლანდში ჩრდილოელ დაქირავებულ მეომ-
რებთან მიბრძოლია: სასტიკი ადამიანები არიან, სასტიკ ცხოვ-
რებას მიჩვეულები, ომს ბავშვობიდანვე სწავლობენ, უდრეკი და
უშიშარი ხალხია, მთებში, ტყეებსა და სიცივეში ბრძოლაც შეუძ-
ლიათ. ჩვენს კანონებს არ ემორჩილებიან, მათი არც ესმით. მა-
თი ბრძოლის სისასტიკე და სიმხეცე გურკჰებსაც კი სირცხვი-
ლით გააწითლებს, – ბერრმა ფანჯარას ზურგი აქცია და ვესტს
შეხედა, – თქვენ ანგლანდში დაიბადეთ, ასე არ არის, მაიორო?
366 მკითხველთა ლიგა
– დიახ, სერ, სამხრეთში, ოსტენჰორმთან ახლოს. მამაჩემის
სიკვდილამდე ჩემს ოჯახს იქ ფერმა ჰქონდა... – თქვა ვესტმა და
გაჩუმდა.
– და იქ გაიზარდეთ?
– დიახ.
– ესე იგი იქაურ მხარეს იცნობთ.
– დიახ, სერ, მაგრამ იქ უკვე იმდენი ხანია აღარ ვყოფილ-
ვარ...
– ჩრდილოელებს იცნობთ?
– ზოგს. ანგლანდში ჯერ კიდევ ბევრნი არიან.
– მათ ენაზე საუბრობთ?
– დიახ, ცოტას, თუმცა მათ ბევრი...
– მშვენიერია. ახლა შემადგენლობას ვარჩევ – გამოცდილ
ადამიანებს, რომელთა ნდობაც შემეძლება, ვინც ჩემს ბრძანე-
ბებს კარგად შეასრულებს და თვალყურს ადევნებს, რომ ჩვენი
ეგრეთ წოდებული არმია მტრის შეხვედრამდე არ ჩამოიშალოს.
– რა თქმა უნდა, სერ, – ვესტმა ტვინი მოიჩხრიკა და მარ-
შალს უთხრა, – კაპიტანი ლუთარი საკმაოდ ნიჭიერი და მახ-
ვილგონიერი ოფიცერია, ლეიტენანტი ჯალენჰორმი...
– ფუ! – წამოიყვირა ბერრმა და ხელი გაღიზიანებულმა აიქ-
ნია, – მაგ თქვენს ლუთარს ვიცნობ, ეგ ბიჭი ნამდვილი კრეტი-
ნია! ისეთივე აღტყინებული ბავშვია, როგორებზეც ცოტა ხნის
წინ ვლაპარაკობდი! არა, ვესტ, მე თქვენ მჭირდებით!
– მე?
– დიახ, თქვენ! მარშალმა ვარუზმა, კავშირის ყველაზე სა-
ხელგანთქმულმა ჯარისკაცმა, ბრწყინვალე რეკომენდაცია გა-
გიწიათ. თქვა, რომ საოცრად თავდადებული, უდრეკი და შრო-
მისმოყვარე ოფიცერი ხართ. სწორედ ეს თვისებები მჭირდება!
ლეიტენანტობის დროს, გურკჰულში, პოლკოვნიკი გლოკტას
ხელმძღვანელობით იბრძოდით, ხომ ასეა?
367 მკითხველთა ლიგა
ვესტმა ნერწყვი გადაყლაპა:
– დიახ, სერ.
– და ყველას კარგად მოეხსენება, რომ ულრიოხის ალყა
პირველმა თქვენ გაარღვიეთ.
– დიახ, ერთ-ერთმა პირველმა, მე...
– ბრძოლაში გასძღოლიხართ ხალხს, და თქვენი სიმამაცე
არავითარ ეჭვს არ იწვევს! თავმდაბლობა საჭირო არ არის,
მაიორო, სწორედ თქვენისთანა კაცი მჭირდება! – გადაჭრით
დაასრულა ბერრმა და ისევ სავარძელში ჩაეშვა, სახეზე ღიმილი
ეხატა, დარწმუნებული იყო, რომ საქმის არსი კარგად ახსნა.
ისევ დააბოყინა და პირზე ხელი აიფარა, – ბოდიშს მოგახსე-
ნებთ... წყეული კუჭი!
– სერ, შეიძლება პირდაპირი ვიყო?
– მე ლაქია არ ვარ, ვესტ. ჩემთან ყოველთვის პირდაპირი უნ-
და იყოთ. ამას მე თვითონ მოვითხოვ!
– ლორდ-მარშლის შტატში ჩემი დანიშვნა, სერ, უნდა
გაიგოთ... მე ერთი უბრალო მემამულის შვილი ვარ. დიდგვარო-
ვანი არ ვარ. უმცროსი ოფიცრების პატივისცემის მოპოვება ბა-
ტალიონის მეთაურობის დროსაც კი მიჭირს. ხოლო თუ ბრძანე-
ბების გაცემა თქვენს შტაბში მომიხდება, ამდენი დიდგვაროვა-
ნისთვის... – სახე ჩაუშავდა და პაუზა გააკეთა. მარშალი შეუპოვ-
რად უყურებდა, – ისინი ამას უბრალოდ არ დაუშვებენ!
ბერრის წარბები ერთმანეთს შეუერთდა:
– არ დაუშვებენ?
– ამას მათი სიამაყე არ დაუშვებს, სერ, ისინი...
– ჯანდაბამდეც გზა ჰქონია მათ სიამაყეს! – ბერრი წინ გა-
დაიხარა, მუქი თვალები ვესტს სახეში მიაბჯინა, – ახლა კი მე
მომისმინეთ, და ძალიან ყურადღებით. დრო იცვლება. არის-
ტოკრატიული სისხლის ადამიანები არაფერში მჭირდება. მე
ისეთი ადამიანები მჭირდება, რომლებსაც გეგმის დაწყობა, ორ-
368 მკითხველთა ლიგა
განიზება, ბრძანებების გაცემა და მათი შესრულება შეუძლიათ.
ჩემს არმიაში არაფერი ესაქმებათ ვისაც იმის გაკეთება არ შეუძ-
ლია, რასაც ეუბნებიან. და ფეხებზე მკიდია ვის როგორი სისხლი
აქვს. როგორც ჩემი შტაბის წევრი, თქვენ მე წარმომადგენთ, ჩე-
მი დაუმორჩილებლობა ან უგულებელყოფა კი დაუშვებელია, –
უეცრად წამოაბოყინა და მაგიდას მუშტი დაახეთქა, – ამაზე მე
ვიზრუნებ! – დაიღრიალა მან, – დრო იცვლება! შეიძლება ჯერ
არ უგრძნიათ, მაგრამ მალე გაიგებენ!
ვესტი სულელივით მისჩერებოდა.
– ყველა შემთხვევაში, – ბერრმა ხელი გათავისუფლების
ნიშნად აუქნია, – მე არ გეთათბირებით – უბრალოდ ინფორმა-
ციას გაწვდით. ეს თქვენი ახალი განაწილებაა. თქვენ მეფეს
სჭირდებით, სამშობლოს სჭირდებით, ესაა მთავარი. ხუთი დღე
გაქვთ, რომ ბატალიონის მეთაურობა დათმოთ, – და ლორდ-
მარშალი ქაღალდებს მიუბრუნდა.
– დიახ, სერ, – ჩაიბურტყუნა ვესტმა.
კარი გრძნობადაკარგული თითებით როგორღაც მოიხურა
და დერეფანს ნელა გაუყვა, თან იატაკს ჩაშტერებოდა. ომი. ომი
ჩრდილოეთში. დუნბრეკი დაეცა, ჩრდილოელები ანგლანდში
შეიჭრნენ. ირგვლივ ოფიცრები დაფუსფუსებდნენ. ვიღაცამ მხა-
რი გაჰკრა, მაგრამ ვესტმა ვერც შეამჩნია. ხალხი განსაცდელში
იყო, მომაკვდინებელ განსაცდელში! შეიძლება მისი ნაცნობე-
ბიც, მისი მეზობლებიც კი. ბრძოლა აქ, კავშირის საზღვრებში
მიმდინარეობდა!
ვესტმა ნიკაპი მოიწმინდა. ეს ომი საშინელი რამ შეიძლება
აღმოჩენილიყო, გურკჰულზე უარესიც. ის კი ამ ყველაფრის
შუაგულში იქნებოდა. ლორდ-მარშლის შტაბში დანიშნეს! ის?
კოლლემ ვესტი? ერთი უბრალო კაცი? თვითონაც ვერ იჯერებ-
და.

369 მკითხველთა ლიგა


ვესტს ღაწვები ფარული სიამოვნებით გამოწვეულმა დანა-
შაულის გრძნობამ შეუფაკლა. ბოლოს და ბოლოს, მთელი ეს
წლები ძაღლივით ენაგადმოგდებული ხომ სწორედ თანამდებო-
ბისთვის მუშაობდა. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, რთული
წარმოსადგენი იყო, რამხელა მწვერვალების დაპყრობა შეეძ-
ლო. ეს ომი, რა თქმა უნდა, ცუდი, საშინელი ამბავი იყო. ვესტმა
იგრძნო, რომ იღიმოდა. საშინელება იყო... მაგრამ ომი შეიძლე-
ბა მისი წარმატებისკენ მიმავალი გზა აღმოჩენილიყო.

370 მკითხველთა ლიგა


თეატრალური დეკორაციების მაღაზია
გემბანი ჭრიალებდა და ფეხქვეშ ეცლებოდა, იალქანი ქარში
ზანტად ირხეოდა, ზღვის ფრინველების გუნდი მარილიან ჰაერს
ჟივილ-ხივილით აყრუებდა.
– ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ რამეს ვნახავდი, –
ჩაიბუტბუტა ლოგენმა.
ქალაქს უზარმაზარი თეთრი ნამგლის ფორმა ჰქონდა, ფარ-
თო ლურჯ ყურეზე მთლიანად გადაწოლილიყო, მისი სიგრძე
კლდიან კუნძულებზე გადებულ უამრავ, ამ მანძილიდან – პაწა-
წინა – ხიდს სწვდებოდა. აქა-იქ, ურიცხვი შენობით ჩახერგილი
პეიზაჟიდან მწვანე პარკები მოჩანდა, მდინარეებისა და არხების
წვრილი ნაცრისფერი ძაფები მზეზე ბრწყინავდა. კედლებიც ჩან-
და – კოშკებით მორთული, ქალაქის შორეულ ნაწილებს გარს
ეხვეოდა და სახლების უწესრიგო ლაბირინთში თამამად მიიკ-
ლაკნებოდა. ლოგენი ყბაჩამოვარდნილი იდგა, თვალებს აქეთ-
იქით აცეცებდა, ამდენი რამე ერთდროულად ვერაფრით გა-
დაეხარშა.
– ადუა! – ჩაილაპარაკა ბაიაზმა, – სამყაროს ცენტრი.
პოეტები მას თეთრი კოშკების ქალაქს უწოდებენ. ხომ მშვე-
ნიერია, როცა შორიდან უყურებ? – მაგი ლოგენისკენ გადაიხა-
რა, – მაგრამ მერწმუნე, ახლოდან საშინლად ყარს.
ადუას ცენტრში უზარმაზარი ციხესიმაგრე ამოზრდილიყო,
მისი შვეული თეთრი კედლები ქვემოთ გართხმული შენობების
ხალიჩას ზემოდან დაჰყურებდა, მზის შუქი ბრწყინვალე გუმბა-
თებზე კიაფობდა. ლოგენი ვერასოდეს წარმოიდგენდა, ადამი-
ანს ასეთი დიდებული, ასეთი ამაყი, ასეთი ძლევამოსილი ნაგე-
ბობის შექმნა თუ შეეძლო.

371 მკითხველთა ლიგა


ერთ-ერთი კოშკი სხვებთან შედარებით ჰაერში განსაკუთრე-
ბით მაღლა აჭრილიყო, ბოლოებისკენ შევიწროებული, მუქი,
სწორი სვეტების თაიგული თითქოს თვით ცას იჭერდა.
– და ბეთოდი ამასთან აპირებს ომს? – წაიჩურჩულა ლოგენ-
მა, – ნამდვილად გაგიჟებულა.
– შესაძლოა. ბეთოდი, მისი უაზრო სიამაყისა და ამბიციურო-
ბის მიუხედავად, კავშირს კარგად იცნობს, – ბაიაზმა თავი ქა-
ლაქისკენ გააქნია, – ამ ხალხს ერთმანეთის შურს, ყველას. შე-
იძლება კავშირი დაირქვეს, მაგრამ ერთმანეთს კბილებითა და
ფრჩხილებით ძიძგნიან. ღარიბები წვრილმანებზე ჩხუბობენ.
მდიდრები ძალაუფლებისა და სიმდიდრისთვის საიდუმლო ომე-
ბით არიან დაკავებულნი და ამას მმართველობას ეძახიან. ომე-
ბი სიტყვებით, ეშმაკობით, ვერაგობით მიმდინარეობს, მაგრამ
ნაკლებად სისხლიანი როდია – დანაკარგი ძალიან დიდია, –
მაგმა ამოიოხრა, – ამ კედლების მიღმა ყვირიან, კამათობენ და
ერთმანეთს ზურგს უკან დაუსრულებლად კბენენ. უძველესი ქიშ-
პი არასოდეს ცხრება, პირიქით, იფურჩქნება და წლების განმავ-
ლობაში ღრმად იდგამს ფესვებს. ყოველთვის ასე იყო. ისინი შენ
არ გგვანან, ლოგენ. აქ ადამიანი შეიძლება გიღიმოდეს, გესიყ-
ვარულებოდეს, მეგობარს გიწოდებდეს, ცალი ხელით საჩუქარს
გიძღვნიდეს, მეორით კი მახვილი ჩაგცეს. თვითონ მიხვდები, რა
უცნაური ადგილიცაა.
ლოგენისთვის უკვე ყველაზე უცნაური ადგილი იყო, რაც
ოდესმე ენახა. ქალაქს ბოლო არ უჩანდა – ყურეში რაც უფრო
ღრმად იჭრებოდნენ, მით უფრო იზრდებოდა. მუქი ფანჯრებით
დაჭორფლილი თეთრი შენობების ნამდვილი ტყე მოგზაურებს
ყოველი მხრიდან ეგებებოდა. სახურავები და კოშკები ერთად
შეჯგუფებულიყო და ერთმანეთში აზელილიყო, კედლები ერ-
თმანეთს ებჯინებოდა – და სულ ასე, სანაპირო ზოლამდე.

372 მკითხველთა ლიგა


ყურეში ყოველგვარი ზომისა და შეფერილობის გემი და ნავი
ეჯიბრებოდა ერთმანეთს, იალქნები მძლავრად იბერებოდა, ეკი-
პაჟის წევრები ხმაურიანი წყლის გადასაფარად გაჰყვიროდნენ,
გემბანზე დაფუსფუსებდნენ და რანჰოუტზე4 შეუსვენებლივ და-
ცოცავდნენ. ზოგი გემი ძალიან პატარა იყო – უფრო პატარა,
ვიდრე ორაფრიანი ნავი, რომლითაც ლოგენი და ბაიაზი მოცუ-
რავდნენ, ზოგიც – წარმოუდგენლად დიდი. ლოგენი ერთ უშვე-
ლებელ ხომალდს, მათ რომ უახლოვდებოდა, აღტაცებული მის-
ჩერებოდა. გემის ცხვირი წყალს მიაპობდა და ჰაერში შხეფებს
აბრჭყვიალებდა. ხის ნამდვილი მთა ზღვაზე რაღაც ჯადოქრო-
ბით ცურავდა. გემმა გვერდზე ჩაუარათ და მათკენ ტალღები გა-
მოისროლა, მაგრამ მთელი სანაპიროს გასწვრივ, უთვალავ ნავ-
მისადგომზე მიბმული კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი ასეთი გემი
რჩებოდა.
ლოგენმა კაშკაშა მზის სხივები ხელით მოიჩრდილა და ნავ-
საყუდელებში ნელ-ნელა ხალხის გარჩევაც დაიწყო. უკვე მათი
მოგუდული ყვირილი, ურიკების ჩაქჩაქი და მიწაზე ტვირთების
დაყრის ხმებიც მოესმა. ასობით ციცქნა ფიგურა გემებსა და შე-
ნობებთან შავი ჭიანჭველებივით ირეოდა.
– მაინც რამდენი ადამიანი ცხოვრობს აქ? – იკითხა ჩურჩუ-
ლით.
– ათასები, – ბაიაზმა მხრები აიჩეჩა, – ასობით ათასები, დე-
დამიწის ყველა კუთხიდან: ჩრდილოელები, მუქკანიანი კანტიკე-
ბი გურკჰულიდან და უფრო შორეული ქვეყნებიდან. ადამიანები
ძველი, შორეული დასავლეთის იმპერიიდან, ვაჭრები სტირიის
თავისუფალი ქალაქებიდან. სხვებიც არიან, გაცილებით შო-
რეული მხარეებიდან – ათასი კუნძულიდან, შორეული სულჯუკი-
დან, თჰონდიდან, სადაც მზის კულტს ეთაყვანებიან. აქ იმდენი

4
რანჰოუტი – გემზე: ხის მრგვალი ძელების ან ფოლადის მილების (ანძების
და სხვ.) ერთობლიობა.
373 მკითხველთა ლიგა
ადამიანი ცხოვრობს, ვერ დაითვლი – ცხოვრობენ, კვდებიან,
მუშაობენ, მრავლდებიან, ერთმანეთს დაუფიქრებლად თელა-
ვენ. კეთილი იყოს შენი მობრძანება... – და ბაიაზმა ხელები
ფართოდ გადაშალა, თითქოს საზარლად დიდ, მშვენიერ, უსას-
რულო ქალაქის გულში ჩაკვრა უნდაო, – ცივილიზაციაში!
ასობით ათასი... ლოგენი წვალებით ცდილობდა ეს გაეაზრე-
ბინა. ასობით... ათასები... საერთოდ თუ შეიძლება ამდენი ადა-
მიანი იყოს სამყაროში? გარშემორტყმულ ქალაქს განცვიფრე-
ბული მიაჩერდა, გადაღლილ, მტკივან თვალებს ისრესდა. ნეტა
ასი ათასი ადამიანი როგორ გამოიყურება?
ერთ საათში უკვე იცოდა.
ლოგენი ასეთ ჭყლეტაში, ამდენი ადამიანის გარემოცვით შე-
ვიწროებული მხოლოდ ბრძოლაში ყოფილა. ამ დოკებში ცხოვ-
რება მართლაც ბრძოლას ჰგავდა – კივილ-წივილი, ბრაზი,
ორომტრიალი, შიში და დაბნეულობა მეფობდა. შეუბრალებელ
ბრძოლას ჰგავდა, რომელსაც არც დასასრული ჰქონდა, არც გა-
მარჯვებულები ჰყავდა. ლოგენი ღია ცას იყო მიჩვეული, ჰაერის
შეგრძნებას, თავისუფლებას, მარტოობას. მგზავრობისას, როცა
ბაიაზი და კვი მის სიახლოვეს მოაჭენებდნენ, თავს შევიწროებუ-
ლად გრძნობდა ხოლმე. ახლა კი ხალხი ყოველი მხრიდან და-
ატყდა თავს – ერთმანეთს ეჯაჯგურებოდნენ, ხელს ჰკრავდნენ,
ყვიროდნენ. ასობით! ათასობით! ასი ათასობით! ნუთუ ყველა
მათგანი ადამიანი იყო? ლოგენივით მათაც საკუთარი ფიქრები,
საზრუნავები და ოცნებები ჰქონდათ? ლოგენის გარშემო მრავა-
ლი სახე ელავდა, კრთოდა – პირქუში, შეფიქრიანებული, მოღუ-
შული. სახეები ბრბოს თავბრუდამხვევ ფერად ქარიშხალში
მოულოდნელად ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ. ლოგენმა ნერ-
წყვი გადაყლაპა, თვალები ააფახურა. ყელი საშინლად გამოუშ-
რა. თავბრუ ესხმოდა. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ჯოჯოხეთში იყო.

374 მკითხველთა ლიგა


ისიც იცოდა, იქ ყოფნას იმსახურებდა, მაგრამ საკუთარ სიკ-
ვდილს ვერაფრით იხსენებდა.
– მალაქუს, – წაისისინა სასოწარკვეთილმა და მოწაფე მო-
უტრიალდა, – ერთი წუთით მოიცადე, – ლოგენმა საყელო დაქა-
ჩა, ცდილობდა ჰაერი ჩაესუნთქა, – ვერ ვსუნთქავ!
– ალბათ სუნის გამო, – გაიღრიჭა კვი.
სავსებით შესაძლებელი იყო. დოკებში ნამდვილად ისე ყარ-
და, როგორც ჯოჯოხეთში. აყროლებული თევზის სუნი, გულისამ-
რევი სანელებლები, დამპალი ხილი, ახალი ნაკელი, ცხენების,
ვირებისა და ადამიანების ოფლი – ეს ყველაფერი ცხელ მზის
გულზე ერთმანეთში არეული უფრო საშინლად ყარდა, ვიდრე
რომელიმე ცალკე აღებული.
– გზა! – ვიღაცის მხარმა ლოგენი გზიდან უხეშად ჩამოიცილა
და თვალს მიეფარა. ლოგენი ბინძურ კედელს მიეყრდნო და სა-
ხიდან ოფლი მოიწმინდა.
– რაო, ფართო და უკაცრიელ ჩრდილოეთს საერთოდ არ
ჰგავს, ხომ? ჰა, ცხრათითა? – გაიღიმა ბაიაზმა.
– ჰო, – ლოგენი გვერდით მოწრიალე ხალხს, ცხენებს, ური-
კებს, უცნობი სახეების დაუსრულებელ ნაკადს უყურებდა. ერ-
თმა გამვლელმა გვერდით ჩავლისას ეჭვით შეათვალიერა. ვი-
ღაც ბიჭუნამ მისკენ თითი გაიშვირა და რაღაც დაიყვირა. კალა-
თიანმა ქალმა სასწრაფოდ შორიდან შემოუარა, მისკენ თავს
შეშფოთებული ატრიალებდა. ლოგენი მიხვდა, რომ ყველა მას
უყურებდა – მისკენ თითებს იშვერდნენ, ეჭვით მისჩერებოდნენ
და უკმაყოფილოდ უბღვერდნენ.
ლოგენი მალაქუსისკენ გადაიხარა:
– ჩრდილოეთში ჩემი ეშინიათ და ვეზიზღები. ეს არ მომწონს,
მაგრამ მიზეზი მაინც ვიცი, – პირქუში მეზღვაურების ჯგუფი
მკაცრი მზერით აკვირდებოდა და ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩუ-
ლებოდა. ლოგენი მათ დაბნეული მისჩერებოდა, სანამ აგრუხუ-
375 მკითხველთა ლიგა
ნებული ურმის უკან არ გაუჩინარდნენ, – აქ მაინც რატომ ვეზიზ-
ღები ხალხს?
– ბეთოდი სწრაფად მოიწევს, – ჩაიბუზღუნა ბაიაზმა და
ბრბოს მოღუშულმა გახედა, – კავშირთან ომი უკვე დაიწყო. ვში-
შობ, ახლა ადუაში ჩრდილოელები დიდი პოპულარობით არ
სარგებლობენ.
– როგორ ხვდებიან, საიდან ვარ?
მალაქუსმა წარბი აწია:
– სხვებისგან გამოირჩევი, ასე ვთქვათ.
ლოგენი გვერდზე გახტა და ორ ახარხარებულ ახალგაზრდას
გზა დაუთმო:
– გამოვირჩევი? ამ ყველაფერში?
– მხოლოდ როგორც უზარმაზარი, ნაიარევებით დაფარული,
ბინძური გოლიათი.
– აა, – ლოგენმა საკუთარ თავს დახედა, – ჰოო, მესმის.
დოკებისგან მოშორებით ხალხის ნაკადი შედარებით შეთ-
ხელდა, ჰაერი გაიწმინდა და ხმაური მიწყდა. თუმცა, აქაურობაც
ხალხმრავალი, მყრალი და ხმაურიანი იყო, მაგრამ ახლა ლო-
გენი სუნთქვას მაინც ახერხებდა.
მოკირწყლულ, მცენარეებითა და ქანდაკებებით მორთულ
მოედნებს ჩაუარეს. შენობების კარებზე კაშკაშა ფერებად შეღე-
ბელი ხის ნიშნები ეკიდა: ლურჯი თევზები, ვარდისფერი ღორე-
ბი, ყურძნის მეწამული მტევნები, ყავისფრად დაბრაწული პურე-
ბი. მზის გულზე მაგიდები და სკამები გამოედგათ, რომლებსაც
ხალხი შემოსხდომოდა და საჭმელს ბრტყელი ქვაბებიდან ჭამ-
და, სასმელს კი მწვანე მინის ჭიქებიდან მიირთმევდა. გზას ვიწ-
რო ქუჩებით მიიკვლევდნენ, თავს ხის შელესილი, გაქუცული შე-
ნობები დაჰყურებდათ, სახლები ერთმანეთისკენ ისე გადახრი-
ლიყო, შუაში ლურჯი ცისთვის ადგილი მხოლოდ წვრილ ზოლად
რჩებოდა. ფართო, რიყის ქვით მოკირწყლულ, აფუსფუსებული
376 მკითხველთა ლიგა
ხალხით გამოტენილ და უშველებელი თეთრი შენობებით გარ-
შემორტყმულ გზებზე დაეხეტებოდნენ. ლოგენი ყველაფერს
გაოცებით ათვალიერებდა და თვალებს გაოგნებული ახამხამებ-
და.
არცერთ ჭაობში, როგორი ნისლიანიც უნდა ყოფილიყო ის,
არცერთ ტყეში, როგორი ხშირი და უღრანიც უნდა ყოფილიყო
ის, ლოგენს თავი ასე დაკარგულად არასოდეს უგრძნია. წარ-
მოდგენაც არ ჰქონდა, მათი ნავი რომელ მხარეს იყო, თუმცა,
საათნახევარზე მეტი არ იქნებოდა გასული რაც ნაპირთან და-
ტოვეს. მზეს მაღლა აწოწილი შენობები ეფარებოდა და ყველა-
ფერი ერთმანეთს ჰგავდა. ლოგენი იმაზე ფიქრმა შეაძრწუნა,
რომ შეიძლებოდა ამ ბრბოში ბაიაზს და კვის ჩამორჩენოდა და
სამუდამოდ დაკარგულიყო. ჯადოქრის მელოტ კეფას აჩქარე-
ბით აედევნა და გაშლილ ადგილას გააღწია. დიდ ქუჩაზე აღმოჩ-
ნდნენ, უფრო ფართოზე, ვიდრე აქამდე ენახათ. ქუჩას ორივე
მხრიდან მაღალ გალავნებსა და მესრებში ჩაფლული თეთრი სა-
სახლეები ესაზღვრებოდა. კედლებს უძველესი ხეების მწვანე ხა-
ზი მიუყვებოდა.
აქ ხალხი სხვანაირად გამოიყურებოდა. ფერადი, სადღესას-
წაულო ტანსაცმელი ისე უცნაურად შეეკერათ, მათი დანიშნუ-
ლება გაუგებარი რჩებოდა. ქალები ადამიანებს ძლივს ჰგავ-
დნენ – ფერმკრთალები და გაძვალტყავებულები ბრწყინვალე
ქსოვილებში გახვეულიყვნენ, მხურვალე მზის გულზე გასვლი-
სას ჯოხებზე გადაჭიმულ ნაჭრებს ინიავებდნენ.
– სად ვართ? – დაუყვირა ბაიაზს. ლოგენს არც კი გაუკვირ-
დებოდა, ჯადოქარს რომ ეპასუხა მთვარეზე ვიმყოფებითო.
– ეს მთავარი ხეივანია, ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი ქუ-
ჩა! ქალაქის ცენტრს გაივლის და აგრიონტამდე მიდის.
– აგრიონტი?

377 მკითხველთა ლიგა


– ციხესიმაგრე, სასახლე, ყაზარმები, ხელისუფლების სამ-
მართველო. ქალაქი ქალაქის შიგნით. კავშირის გული. სწორედ
იქ მივდივართ.
– ჰოო? – ლოგენს მჟავე გამომეტყველების მქონე ახალგაზ-
რდებმა ჩაუარეს და ეჭვით შეათვალიერეს, – მერე შიგნით შეგ-
ვიშვებენ?
– ოო, დიახ. მაგრამ აღფრთოვანებულები არ იქნებიან.
ლოგენმა ბრბოში გზის გაკვლევა განაგრძო. საითაც უნდა
გაეხედა, მზე ასობით ფანჯრების მინებზე ბრჭყვიალებდა. კარ-
ლეონში რამდენიმე მინებიანი ფანჯარა ახსოვდა, ისიც ყველაზე
დიდებულ შენობებზე – ყოველ შემთხვევაში, სანამ ქალაქს გა-
ძარცვავდნენ. სიმართლე ითქვას, მას შემდეგ ცოტა მინა დარჩა.
თითქმის საერთოდ აღარ. მეძებარს მინის მსხვრევის ხმა უყვარ-
და. ფანჯრებს შუბით ამტვრევდა და მსხვრევისა და წკარუნის
ხმებით აღტაცებული ყურებამდე იღიმოდა.
მაგრამ უარესებიც ხდებოდა. ბეთოდმა ქალაქი სამი დღით
თავის კარლებს დაუთმო – ასეთი ჩვევა ჰქონდა და ამიტომ უყ-
ვარდათ. ლოგენმა ბრძოლაში წინა დღით დაკარგა თითი და
ჭრილობა გავარვარებული რკინით მოუწვეს. უფეთქავდა და ეწ-
ვოდა, ტკივილმა მთლად გაამხეცა – თითქოს მაშინ სისასტიკის-
თვის რაიმე განსაკუთრებული მიზეზები სჭირდებოდა. ის სიმ-
ყრალე ახლაც ახსოვდა: სისხლი, ოფლი და ბოლი. მაშინდელი
ხმები ახლაც ჩაესმოდა: კივილის, მტვრევისა და ხარხარის.
– გთხოვთ... – ლოგენი წაბორძიკდა და კინაღამ დაეცა. ფეხ-
ზე რაღაც ექაჩებოდა. კედელთან, მიწაზე, ქალი იჯდა, ბინძური,
ჩამოფლეთილი ტანსაცმელი ეცვა, შიმშილისგან ჩამომხმარი,
ფერმკრთალი სახით უყურებდა. მკლავებით რაღაც ეჭირა. რა-
ღაც ძონძების ფუთა. ბავშვი...

378 მკითხველთა ლიგა


– გთხოვთ... – სულ ეს უთხრა. მეტი არაფერი. ხალხი იცინო-
და, ჭორაობდა და გვერდს ისე უვლიდა, თითქოს საერთოდ არ
არსებობდა, – გთხოვთ...
– არაფერი მაქვს, – ჩაიბუტბუტა ლოგენმა. მათგან ხუთიოდ
ნაბიჯში წოწოლაქუდიანი მამაკაცი მაგიდას მიუჯდა და მეგო-
ბართან მუსაიფი გააბა. მათ წინ თეფშზე ხორცსა და ბოსტნეულს
ორთქლი ასდიოდა. ლოგენი თეფშს და მშიერ ქალს მიშტერებო-
და...
– ლოგენ! წამოდი! – ბაიაზმა იდაყვში ხელი ჩაავლო და თა-
ვისკენ მოქაჩა.
– კი მაგრამ, განა ჩვენ არ უნდა...
– შენ რა, ვერ შეამჩნიე? ისინი ყველგან არიან! მეფეს ფული
სჭირდება, ამიტომ დიდებულებს წურავს. დიდებულები – თავი-
ანთი მიწის მოიჯარეებს, მოიჯარეები კი – გლეხებს. ზოგი მათ-
განი – ბებერი, სუსტი, ზედმეტ შვილიანი ბოლომდე იწურება,
ყველაფერს კარგავს. მეტისმეტად ბევრი გამოსაკვები ჰყავთ. ის,
ვისაც გაუმართლა, ქურდი ან მეძავი გახდა, დანარჩენებს მხო-
ლოდ მათხოვრობა დარჩენიათ.
– მაგრამ...
– გზა მოგვეცით! – ლოგენი კედელს მივარდა და მაგრად
აეკრა, მალაქუსმა და ბაიაზმაც იგივე გააკეთეს.
ბრბო ორად გაიყო და ქუჩაში ადამიანების გრძელმა კოლო-
ნამ ჩაიარა, წინ შეიარაღებული მცველები მიუძღოდათ. ზოგი
ახალგაზრდა, თითქმის ბიჭუნა, ზოგიც – ძალიან მოხუცი. ყვე-
ლანი ბინძურები და ჩამოფლეთილები იყვნენ, მხოლოდ რამდე-
ნიმე გამოიყურებოდა ჯანმრთელად. ორი მათგანი მძიმედ კოჭ-
ლობდა და მთელი ძალით ცდილობდა, დანარჩენებს არ ჩამორ-
ჩენოდა. წინა რიგში ერთ-ერთს ხელი აკლდა. ამ საცოდავების
დანახვაზე ქუჩაში მოსეირნე ვიღაც ჟოლოსფერ ქურთუკიანმა
კაცმა ცხვირი აიბზუა და ნაჭერი აიფარა.
379 მკითხველთა ლიგა
– ესენი ვინ არიან? – გადაუჩურჩულა ლოგენმა ბაიაზს, – კა-
ნონდამრღვევები?
მაგმა ჩაიფხუკუნა:
– ჯარისკაცები.
ლოგენი ჯარისკაცებს მიაჩერდა: ჭუჭყიანები იყვნენ, ახვე-
ლებდნენ, კოჭლობდნენ, ზოგს ფეხსაცმელიც არ ჰქონდა:
– ჯარისკაცები? ესენი?
– ოო, დიახ. ბეთოდთან საომრად მიდიან.
ლოგენმა საფეთქლები დაიზილა:
– ერთხელ, ერთმა კლანმა ჩემთან პირისპირ საბრძოლვე-
ლად ყველაზე საცოდავი მებრძოლი გამოგზავნა. უსუსტესი
ფორლი ერქვა. ამით მაჩვენეს, გნებდებითო. კავშირი ყველაზე
სუსტ მეომრებს რატომ აგზავნის? – მოღუშულმა ლოგენმა თავი
გააქნია, – ბეთოდს ასეთი ჯარით ვერ დაამარცხებენ.
– სხვებსაც გზავნიან, – ბაიაზმა მეორე, უფრო მცირერიცხო-
ვან ჯგუფზე ანიშნა, – ისინიც ჯარისკაცები არიან.
– ესენი? – და აჭრელებულ, წითელ ან კაშკაშა მწვანე კოს-
ტიუმებში გამოპრანჭული ახალგაზრდების ჯგუფს გახედა, თა-
ვებს უაზროდ ფართო ქუდები უფარავდათ. ამათ ხმლები მაინც
ჰქონდათ, მაგრამ მებრძოლებს დიდად არ ჰგავდნენ. უფრო მებ-
რძოლ ქალებს... მოღუშულ ლოგენს მზერა ერთი ჯგუფიდან
მეორეზე გადაჰქონდა. ბინძური მაწანწალები და გამოპრანჭუ-
ლი ყმაწვილები – ვერ გაეგო, რომელი მხარე უფრო უცნაურად
ეჩვენებოდა.
პაწაწინა ზარმა კარის გაღებისთანავე დაიწკრიალა და ლო-
გენი ბაიაზს თაღის დაბალ გასასვლელში შეჰყვა, უკან მალაქუ-
სი მოსდევდათ. მზიანი ქუჩის შემდეგ მაღაზია დაბურული მოეჩ-
ვენათ და ლოგენის თვალებს სიბნელესთან მიჩვევა თავიდან
ცოტათი გაუჭირდა. კედელზე ხის ფირფიტები მიეყუდებინათ და
შენობების, ტყეების, მთებით ბავშვურად მოეხატათ. იქვე თარო-
380 მკითხველთა ლიგა
ებზე ძალიან უცნაური ტანსაცმელი ეკიდა – ჩამოშვებული მან-
ტიები, მეტისმეტად ჭრელი კაბები, აბჯრები, გიგანტური ქუდები
და მუზარადები, ბეჭდები და ძვირფასი ქვები, უზარმაზარი გვირ-
გვინიც კი. უფრო მომცრო დახლი იარაღს, მდიდრულად მოოჭ-
ვილ ხმლებსა და შუბებს ეკავა. ლოგენმა წინ გადააბიჯა და თვა-
ლები მოჭუტა. ყალბი იყო! აქ ნამდვილი არაფერი იდო. ყველა
იარაღი უბრალოდ შეღებილი ხისგან დაემზადებინათ, გვირგვი-
ნი – ჩამოქერცლილი თუნუქისგან, ძვირფასეულობა კი – ფერა-
დი მინისგან.
– ეს რა ადგილია?
ბაიაზი კედელზე დაკიდებულ მანტიებს ათვალიერებდა:
– თეატრალური დეკორაციების მაღაზია.
– რაა?
– ამ ქალაქის მცხოვრებლებს ძალიან უყვართ სანახაობები.
სპექტაკლები – კომედია, დრამა, ყოველგვარი ჟანრი. ეს მაღა-
ზია ასეთ წარმოდგენებს საჭირო ნივთებით ამარაგებს.
– ისტორიებს იგონებენ? – ლოგენმა ხის ხმალი თითით მო-
სინჯა, – ზოგს რამდენი თავისუფალი დრო ჰქონია.
მაღაზიის უკანა კარში პატარა, ფუშფუშა კაცი გამოჩნდა და
ბაიაზი, მალაქუსი და ლოგენი ეჭვით შეათვალიერა:
– შემიძლია რაიმეთი დაგეხმაროთ, ბატონებო?
– რა თქმა უნდა, – უპასუხა ბაიაზმა და მისკენ ნაბიჯი გადად-
გა. უბრალო ხალხის აქცენტზე ძალდაუტანებლად გადაერთო, –
პიესის დადგმას ვაპირებთ და კოსტიუმები გვჭირდება. როგორც
მივხვდით, ადუაში სასცენო წარმოდგენებისთვის საუკეთესო სა-
ქონელი სწორედ თქვენ გაქვთ.
მაღაზიის მეპატრონემ ნერვიულად გაიღიმა და მყიდველების
ბინძური სახეები და დასვრილი ტანსაცმელი შეათვალიერა.
– ეს... ეს სიმართლეა, მაგრამ... ეე... ბატონებო, ხარისხი ძვი-
რი ჯდება...
381 მკითხველთა ლიგა
– ფული პრობლემა არაა, – ბაიაზმა გაძეძგილი ქისა ამოიღო
და დახლზე დაუდევრად დააგდო. ქისას პირი გადაეხსნა და ოქ-
როს მძიმე მონეტები წკრიალით გადმოცვივდა ხის ზედაპირზე.
მეპატრონეს თვალები მაშინვე ცეცხლით აენთო:
– რასაკვირველია! მაინც რისი ყიდვა გსურთ?
– მე დიდებული მანტია მჭირდება, ისეთი, მაგს რომ შეეფე-
რება, ან დიად ჯადოქარს, ან რამე ეგეთი. ცხადია, მასში რაიმე
მისტიკური უნდა იყოს. კიდევ რამე ნაკლებად შთამბეჭდავიც
გვინდა – შეგირდისთვის. დაბოლოს, სახელგანთქმული მებ-
რძოლის, ჩრდილოელი პრინცისთვისაც მოგვიძებნეთ რამე. ჩე-
მი წარმოდგენით – რამე ბეწვით მორთული.
– ყველაფერს ახლავე მოგართმევთ. წავალ ვნახავ, რა შე-
მიძლია მოგიძებნოთ, – და მაღაზიის მეპატრონე დახლის უკან,
კარში გაუჩინარდა.
– ეს ნაგავი რა ჯანდაბად გვინდა? – იკითხა ლოგენმა.
ჯადოქარმა ჩაიცინა:
– აქ ადამიანებს საზოგადოებაში ადგილები დაბადებიდანვე
ერგებათ: უბრალო ხალხი – ბრძოლისთვის, მიწათმოქმედებისა
და სხვადასხვა სამუშაოსთვის არის განწირულნი. აზნაურები –
ვაჭრობის, მშენებლობისა და ფიქრისთვის. დიდებულები – მი-
წის ფლობისა და სხვების ჩაგვრისთვის. და სამეფო ოჯახი... –
ბაიაზმა თუნუქის გვირგვინს გახედა, – ...ზუსტად აღარც მახ-
სოვს, რისთვის. ჩრდილოეთში იმ სიმაღლეზე აფრენას შეძლებ,
რამდენის თავიც გაქვს. თუნდაც ჩვენი საერთო მეგობარი, ბე-
თოდი გავიხსენოთ. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა: ადამიანი
გარკვეულ ადგილზე იბადება და ყველა მოელის, რომ იქვე დარ-
ჩება. თუ გვინდა, სერიოზულად მიგვიღონ, დიდებულებივით უნ-
და გამოვიყურებოდეთ. ჩვენნაირად ჩაცმულებს აგრიონტის კა-
რიბჭესაც კი არ გაუღებენ.

382 მკითხველთა ლიგა


მაგს სიტყვა მაღაზიის მეპატრონის დაბრუნებამ შეაწყვეტინა,
რომელსაც ხელებში კაშკაშა სამოსი ეჭირა:
– მისტიკური მანტია უდიადესი ჯადოქრისთვის! გასულ წელს,
გაზაფხულის ფესტივალზე, იუვინის როლისთვის გამოიყენეს
წარმოდგენაში „იმპერიის დასასრული“. გავბედავ და ვიტყვი,
რომ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, – ბაიაზმა მოციმ-
ციმე ჟოლოსფერი ნაჭერი ზემოთ, სუსტ სინათლეზე ასწია და აღ-
ტაცებით მიაჩერდა. იდუმალი დიაგრამები, მისტიკური წარწე-
რები და მზის, მთვარისა და ვარსკვლავების სიმბოლოები ვერ-
ცხლისფერი ძაფებით ბრწყინავდა.
მალაქუსმა თავის კუთვნილი აბსურდული სამოსის მბზინავ
ნაჭერს ხელი გადაუსვა და ლოგენს მიუბრუნდა:
– არ მგონია, ჩემთვის მაშინაც დაგეცინა, კოცონთან ასე გა-
მოწყობილი რომ გამოგცხადებოდი, ჰა, ლოგენ?
– მგონი, მაინც დაგცინებდი, – დაიჭყანა ლოგენი.
– აი, ეს კი ბარბაროსული აღკაზმულობის შესანიშნავი ნიმუ-
შია! – მაღაზიის მეპატრონემ დახლზე შავი ტყავის ნაჭრები გად-
მოალაგა: ტუნიკა ჭყეტელა თითბრის ორნამენტებითა და სრუ-
ლიად გამოუსადეგარი, ობობას ქსელივით თხელი ჯაჭვის პე-
რანგით ამოეკერათ, – ჩია კაცმა ბეწვის მოსასხამზე ანიშნა, რო-
მელიც ტუნიკას კომპლექტში მოჰყვებოდა და თქვა: – ნამდვილი
სიასამურია!
უვარგისი ტანსაცმელი იყო: ვერც სიცივისგან დაგიცავდა და
ვერც იარაღისგან. ლოგენმა ძველ ქურთუკის ზემოდან გულზე
ხელები დაიკრიბა:
– შენ მართლა გგონია, რომ მე ამას ჩავიცვამ?
მაღაზიის მეპატრონემ ნერწყვი ნერვიულად გადაყლაპა.
– ჩემს მეგობარს უნდა აპატიოთ, – ჩაერია ბაიაზი, – ახალი
თაობის მსახიობია. მიაჩნია, რომ მსახიობი როლში მთლიანად
უნდა შევიდეს,
383 მკითხველთა ლიგა
– ჰოო? – დაიწრიპინა კაცმა, და ლოგენი თავიდან ფეხებამ-
დე ჩაათვალიერა, – ჩრდილოელები ახლა... ვიტყოდი, რომ...
აქტუალურები არიან.
– უდავოდ. ოსტატი ცხრათითა თავის საქმეში საუკეთესოა, –
მოხუცმა ჯადოქარმა ლოგენს ნეკნებში იდაყვი გაჰკრა, – ნამ-
დვილად საუკეთესო. საკუთარი თვალით მინახავს.
– როგორც იტყვით... – კაცს აშკარად ეტყობოდა, რომ ბაიაზ-
მა ვერ დაარწმუნა, – შეიძლება გკითხოთ, რის დადგმას აპი-
რებთ?
– ოო, ეს სრულიად ახალი პიესაა, – ბაიაზმა მელოტ თავზე
თითი დაიკაკუნა, – დეტალებზე ჯერ კიდევ ვმუშაობ.
– მართლა?
– დიახ, დიახ. შეიძლება ითქვას, ერთი სცენა უფროა, ვიდრე
მთლიანი წარმოდგენა, – უთხრა ბაიაზმა და ისევ მანტიას მიუბ-
რუნდა, იდუმალი სიმბოლოების მრავალფერ ნათებას ისევ აღ-
ტაცებული შეაცქერდა, – სცენა, სადაც ბაიაზი, მაგებს შორის
უპირველესი, დახურულ საბჭოში, როგორც იქნა, თავის სკამს
დაიკავებს.
– აა, – მაღაზიის მეპატრონემ თავი გაგებით დაუქნია, – პო-
ლიტიკური პიესა! თუ სატირა? კომიკური ჟანრის იქნება თუ დრა-
მატული?
ბაიაზმა თვალი ლოგენისკენ გააპარა:
– ეს ჯერ არ გადაგვიწყვეტია.
ბარბაროსები კარიბჭესთან
ჯეზალი თხრილის გვერდით მიმავალ ვიწრო ბილიკზე მიჰ-
ქროდა, ფეხებს გაცვეთილ ქვაფენილზე მიაბაკუნებდა.
მარჯვენა მხარეს უზარმაზარი თეთრი გალავანი უსასრულოდ
მიიწევდა სადღაც და კოშკები ერთიმეორის მიყოლებით ჩნდე-
ბოდა. კაპიტანი აგრიონტის ყოველდღიურ შემორბენას ასრუ-
ლებდა. მას შემდეგ რაც დალევას შეეშვა, მისმა გამძლეობამ სა-
384 მკითხველთა ლიგა
ოცრად მოიმატა – ახლაც, ამდენი სირბილის შემდეგ, სუნთქვის
ჩვეული რიტმი თითქმის არ დარღვეოდა. ჯერ ბოლომდე არც გა-
თენებულიყო და ქალაქის ქუჩები თითქმის ცარიელი იყო. ხან-
დახან შემთხვევითი გამვლელი თუ გააყოლებდა თვალს და, შე-
იძლება, რამე გამამხნევებელიც მიეძახებინა, მაგრამ ჯეზალი
ყურადღებას არავის აქცევდა. მზერას თხრილში მოწანწკარე და
მოელვარე წყალს არ აცილებდა, გონებით კი სადღაც სხვაგან
დაჰქროდა.
არდი. სხვა რაზე უნდა ეფიქრა? მას შემდეგ რაც ვესტის გაფ-
რთხილება ყურად იღო და გოგონასთან შეხვედრები შეწყვიტა,
ჯეზალი ვარაუდობდა, რომ მისი ფიქრები მალე სხვა საქმეებს,
სხვა ქალებს დაუბრუნდებოდა. ფარიკაობაში მთელი მონდომე-
ბით ვარჯიშობდა, ოფიცრის მოვალეობებითაც კი დაინტერესდა,
მაგრამ ყურადღებას საერთოდ ვერ იკრებდა. სხვა ქალები ფერ-
მკრთალები, ცარიელები და უინტერესოები ეჩვენებოდა. ყუ-
რადღების სხვა რამეზე გადატანას და თავისუფლად ხეტიალს
მხოლოდ ხანგრძლივი სირბილის, ძელსა და მორზე მონოტონუ-
რი ვარჯიშის დროს ახერხებდა. ჯარში სამსახური კიდევ უფრო
მოსაწყენი იყო: გულისგამაწვრილებლად უინტერესო ქაღალ-
დები უნდა ეკითხა და ისეთი რაღაცები უნდა დაეცვა, რასაც დაც-
ვა საერთოდ არ სჭირდებოდა. ყურადღების გაფანტვა გარ-
დაუვალი იყო, და ჯეზალიც, ფიქრებით მაშინვე მას უბრუნდებო-
და.
არდი... უბრალო გლეხის ტანსაცმელში, მინდორში მძიმე მუ-
შაობისგან გაწითლებული და გაოფლიანებული... არდი –
ბრწყინვალედ მოკაზმული პრინცესა, ძვირფასეულობით მორ-
თული... არდი ტყის გუბეში ბანაობს, ჯეზალი კი ბუჩქებიდან უთ-
ვალთვალებს... არდი – მკაცრი და დარბაისელი, წამწამებს ქვე-
მოდან მორცხვად უყურებს... არდი – დოკების მეძავი, ჯეზალს

385 მკითხველთა ლიგა


რომელიღაც ბინძური კარიდან იხმობს... ფანტაზიებს ბოლო არ
უჩანდა, მაგრამ დასასრული ყველას ერთი ჰქონდა.
აგრიონტის ირგვლივ მისი ერთსაათიანი გარბენა მორჩა და
ჯეზალი სამხრეთის კარიბჭისკენ გაეშურა. მცველებს პატივი
გულგრილობის ყოველდღიური დოზით მიაგო, გვირაბში გაძუნ-
ძულდა და ციხესიმაგრეს მაღლა, პანდუსით აუყვა, შემდეგ ეზო-
ში შეუხვია, სადაც მარშალი ვარუზი უნდა დახვედროდა. არდი,
მთელი ამ დროის განმავლობაში, მისი გონების შორეულ
კუთხე-კუნჭულებში რჩებოდა.
ვერ იტყოდი, მეტი საფიქრალი არაფერი აქვსო. ტურნირი
მოახლოვდა, ძალიან მოახლოვდა. მალე ჯეზალი აღტყინებული
ბრბოს წინაშე იბრძოლებდა, მისი ოჯახი და მეგობრებიც იქ იქ-
ნებოდნენ. ეს სახელს გაუთქვამდა... ან შეარცხვენდა. ნერ-
ვიულობისგან გაოფლილს ღამეები პოზიციებზე, ვარჯიშსა და
მახვილებზე ფიქრში უნდა გაეთენებინა თეთრად. და მაინც, სა-
წოლში სულ სხვა რამეზე ფიქრობდა.
გარდა ამისა, ომიც იწყებოდა. აქ, აგრიონტის მზიან ქუჩებში,
მარტივი დასავიწყებელი იყო, რომ ანგლანდში სასტიკი ბარბა-
როსების ურდოები შეიჭრნენ. მალე ჩრდილოეთში მოუწევდა
წასვლა, ჯარისკაცების წინ გაძღოლა.
რასაკვირველია, ასეთ ფიქრებს ადამიანი მთლიანად უნდა
შეეპყრო. განა ომი მომაკვდინებელი რამ არ იყო? შეიძლებოდა
დაეჭრათ, დაესახიჩრებინათ ან მოეკლათ კიდეც. ჯეზალი ცდი-
ლობდა ფენრის საზარელის მოხატული, გამუდმებით დაკრუნ-
ჩხული და საზარლად მოთამაშე სახე გაეხსენებინა. აგრიონტის-
კენ ველურების ლეგიონები ყივილით მოიწევდა. ომი საშინელი
რამ იყო, სახიფათო და საშიში.
ჰმ...
არდი ანგლანდიდან ჩამოვიდა. რა მოხდებოდა, თუ ჩრდი-
ლოელებს ჩაუვარდებოდა ხელთ? რა თქმა უნდა, ჯეზალი მაშინ-
386 მკითხველთა ლიგა
ვე მის გადასარჩენად გაექანებოდა. ვერაფერს დაუშავებდნენ.
ყოველ შემთხვევაში – გამოუსწორებელს. შეიძლება, ცოტათი
ტანსაცმელი შემოეხიათ მისთვის, ან რამე ეგეთი... ეჭვგარეშეა,
შეშინებული და მადლიერი იქნებოდა. ჯეზალიც, რასაკვირვე-
ლია, ვალდებული იქნებოდა დაემშვიდებინა. იქნებ გულიც წას-
ვლოდა? მაშინ არდის ხელში აყვანა მოუწევდა, ქალს კი თავი
ჯეზალის მხარზე ჩამოუვარდებოდა. შეიძლება გოგონას მიწაზე
დაწვენა და ტანსაცმლის ცოტათი შეხსნა მოხდენოდა. მათი ტუ-
ჩები ერთმანეთს ნაზად შეხვდებოდა, გოგონა, ალბათ, ცოტათი
პირსაც გააღებდა, და აი მაშინ...
ჯეზალი წაბორძიკდა, აგზნებისგან ფეხებს შორის სასიამოვ-
ნო შესიება იგრძნო – სასიამოვნო, მაგრამ ენერგიული სირბი-
ლის დროს ძალიან მოუხერხებელი. სადაცაა ეზოს მიაღწევდა,
და ასეთი მდგომარეობაში ფარიკაობაში ვარჯიშის ნამდვილად
გაუჭირდებოდა. სასოწარკვეთილმა მიმოიხედა, რამეს ეძებდა,
რაზეც ყურადღებას გადაიტანდა და კინაღამ დაიხრჩო. კედელ-
თან მაიორი ვესტი იდგა, ფარიკაობისთვის გამოწყობილიყო და
ჯეზალის მოახლოებას უჩვეულოდ პირქუში მზერით უცდიდა. წა-
მით ჯეზალს გაუელვა, ხომ არ მიხვდა ჩემი მეგობარი, რაზეც ახ-
ლა ვფიქრობდიო. ნერწყვი დანაშაულის შეგრძნებით გადაყლა-
პა, იგრძნო, რომ სახეზე სისხლი მოაწვა. არა, შეუძლებელი იყო
ვესტს სცოდნოდა, უბრალოდ შეუძლებელი. თუმცა მაიორი რა-
ღაცით ძალიან უკმაყოფილო ჩანდა.
– ლუთარ, – ჩაიბუზღუნა ვესტმა.
– ვესტ, – ჯეზალი საკუთარ ფეხსაცმელებს დააჩერდა. მას
შემდეგ რაც ვესტი ლორდ-მარშალ ბერრის შტაბს შეუერთდა,
ერთმანეთს ძველებურად კარგად ვეღარ უგებდნენ. ჯეზალი
ცდილობდა, მისი წარმატება გახარებოდა, მაგრამ თავიდან ვე-
რაფრით იცილებდა იმ შეგრძნებას, რომ იმ თანამდებობას თვი-
თონ უფრო შეეფერებოდა. ბოლოს და ბოლოს, მას ხომ შესანიშ-
387 მკითხველთა ლიგა
ნავი წარმომავლობა ჰქონდა, მერე რა, თუ გამოცდილება აკ-
ლდა. თან მათ შორის არდი იდგა, და ვესტის ის უსიამოვნო გაფ-
რთხილება... ყველამ იცოდა, რომ მაიორმა ულრიოხის ალყა
პირველმა გაარღვია. ყველამ იცოდა, რომ ეშმაკივით ფეთქება-
დი იყო. ჯეზალს ეს ფეთქებადობა ყოველთვის აღაფრთოვანებ-
და, სანამ საკუთარ ტყავზე გამოცდიდა.
– ვარუზი გიცდის, – ვესტმა ხელები ჩამოუშვა და თაღოვან
გასასვლელში შეაბიჯა, – და ის მარტო არ არის.
– მარტო არ არის?
– მარშალმა გადაწყვიტა, რომ დროა, მაყურებლებს მიეჩვიო.
ჯეზალმა კოპები შეიკრა:
– მიკვირს, რომ ახლა, როცა ომი გველის, ეს ვინმეს მაინც
აღელვებს.
– გაგიკვირდება, მაგრამ ჩხუბი, ფარიკაობა და ორთაბრძო-
ლის სხვა ხელოვნებები ახლა დიდ ინტერესს იწვევს. ჩვენს დღე-
ებში მახვილს ყველა ატარებს, თუნდაც ქარქაშიდან ცხოვრება-
ში არ ამოიღოს. დამიჯერე, მომავალ ტურნირს ყველა მოუთმენ-
ლად ელის.
ნათელ ეზოში შევიდნენ. ჯეზალმა თვალები ააფახურა: ერთ-
ერთი კედლის გასწვრივ სახელდახელოდ აეგოთ ტრიბუნები.
ხალხს ადგილები ერთი ბოლოდან მეორემდე შეევსო. ბოლომ-
დე – ასე, სამ ოცეულს, თუ მეტს არა.
– და აი ისიც! – დაიყვირა მარშალმა ვარუზმა. რიგებში თავა-
ზიანი ტაში გაისმა. ჯეზალი მიხვდა, რომ ფართოდ იღიმოდა –
ხალხში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი შენიშნა.
ჯერ უმაღლესი მსაჯული, ლორდი მაროვია დაინახა, რომელიც
ხელს გრძელ წვერზე ისვამდა. მისგან არც ისე შორს ლორდი
იშერი იჯდა, ოდნავ მოწყენილი. კრონპრინცი ლადისლა პირ-
ველ რიგში გამოჭიმულიყო, მბრწყინავი, ობობას ქსელივით
თხელი ჯაჭვის პერანგი ემოსა და ტაშს დიდი ენთუზიაზმით უკ-
388 მკითხველთა ლიგა
რავდა. მის უკან მსხდარ ადამიანებს რაიმეს დასანახად გვერ-
დზე გადახრა უწევდათ, რადგან პრინცის საუცხოო ქუდის უზარ-
მაზარი მოქანავე პლუმაჟი5 ხედს უფარავდათ.
ჯერ კიდევ სახეგაბრწყინებულმა ვარუზმა ჯეზალს დაშნები
გადასცა და წაუსისინა:
– ერთი გაბედე და შემარცხვინე!
ჯეზალმა ნერვიულად დაახველა, თავი მომლოდინე მაყურებ-
ლებით სავსე რიგების დასანახად ასწია და გული მოეწურა:
ბრბოდან გლოკტას უკბილო პირი ღვარძლიანად უღიმოდა, ერ-
თი რიგით უკან კი... არდი ვესტი იჯდა.
სახეზე ჯეზალის ოცნებებისგან სრულიად განსხვავებული გა-
მომეტყველება ჰქონდა: პირქუშის, უკმაყოფილოსა და მოწყენი-
ლის ნარევი. ჯეზალმა მზერა აარიდა და საპირისპირო მხარეს
კედელს მიაჩერდა, გულში საკუთარ სილაჩრეს წყევლიდა. რო-
გორც ჩანდა, ამ დღეებში თვალს ვერავის უსწორებდა.
– ორთაბრძოლა სანახევროდ ბლაგვი იარაღებით გაიმარ-
თება! – დაიგრგვინა ლორდ-მარშალმა, – სამ შეხებამდე!
ვესტს თავისი ხმლები უკვე ამოეღო და თეთრი ცარცით მო-
ნიშნული, აკურატულად გაკრეჭილი ბალახის წრისკენ მი-
დიოდა. ქარქაშებიდან იარაღების მოუქნელად ამოღებისას ჯე-
ზალის გულს ბაგაბუგი გაუდიოდა, გრძნობდა, ყველა მას მისჩე-
რებოდა. ბალახზე ფეხები ფრთხილად გადადგა და მონიშნულ
ადგილას მაიორის პირისპირ დადგა. ვესტმა იარაღი ასწია, ჯე-
ზალმაც იგივე გაიმეორა. ცოტა ხანს გაუნძრევლად უყურეს ერ-
თმანეთს.
– დაიწყეთ! – დაიყვირა ვარუზმა.
ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ ვესტი მოწინააღმდეგის
დანდობას არ აპირებდა. წინ ჩვეულებრივზე უფრო გამძვინვა-
რებული გამოქანდა და ჯეზალს თავს ძლიერი დარტყმების ქა-
5
ფრთების კონა, როგორც ქუდის ან ცხენის აღკაზმულობის სამკაული.
389 მკითხველთა ლიგა
რიშხალი დაატეხა. ფოლადის მახვილები ერთმანეთს ხმაურით
ეჯახებოდა და ელვის სისწრაფით კაწრავდა. კაპიტანი ნელ-
ნელა უკან იხევდა, ამდენი მომლოდინე მზერისგან თავს ისევ
დაძაბულად გრძნობდა, თანაც, ჯანდაბა! ბრძოლას რამდენიმე
ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი უყურებდა. მაგრამ როცა ვეს-
ტმა ცარცის წრის ნაპირთან ზურგით მიიმწყვდია, ჯეზალს ნერ-
ვიულობა უკვალოდ გაუქრა, ხოლო ვარჯიშისგან მიღებულმა გა-
მოცდილებამ თავი იჩინა: იარაღს მოხერხებულად დაუსხლტა
და შეტევისთვის ადგილი გაითავისუფლა. მოწინააღმდეგის შე-
ტევებს ცეკვა-ცეკვით, განზე გახტომით იცილებდა, წარმოუდ-
გენლად სწრაფად მოძრაობდა და ვესტს ორივე ხელით თავ-
დაუზოგავად უტევდა.
ხალხი თითქოს გაქრა, არდიც კი გადაავიწყდა. ხმლები თა-
ვისით მოძრაობდა – წინ და უკან, ზემოთ და ქვემოთ. მათი შე-
ხედვა სულაც არ სჭირდებოდა. ყურადღება ვესტის თვალებზე
გადაიტანა, რომლებიც ჯეზალის რაპირებიდან მისი ფეხების
მოძრაობაზე ინაცვლებდა და მოწინააღმდეგის ზრახვების გა-
მოცნობას ცდილობდა.
ჯეზალმა შემდეგი შეტევა მანამდე გამოიცნო, სანამ დაიწყე-
ბოდა. ერთ მხარეს ცრუმოძრაობა გააკეთა, შემდეგ საპირისპი-
რო მხრიდან შემოტრიალდა და წინ გამოქანებული ვესტის
ზურგს უკან მოხერხებულად გასხლტა. მოწინააღმდეგის წრიდან
გასაგდებად ერთი უბრალო პანღურიც ეყო.
– შეხება! – დაიყვირა მარშალმა ვარუზმა.
მაყურებლებს სიცილის ტალღამ დაუარა, რადგან მაიორი მი-
წაზე პირქვე გაიშხლართა.
– შეხება ტრაკზე! – აროხროხდა კრონპრინცი, პლუმაჟი
მხიარულებისგან აუცახცახდა, – ერთით ქულა კაპიტან ლუ-
თარს! – ტალახში პირქვე ჩამხობილი ვესტი ადრინდელივით
დამთრგუნველად ვეღარ გამოიყურებოდა. ჯეზალმა მაყურე-
390 მკითხველთა ლიგა
ბელს თავი ოდნავ დაუკრა, არდის მიმართულებით ღიმილიც გა-
რისკა. მაგრამ იმედგაცრუებულმა აღმოაჩინა, რომ გოგონა მას
არც კი უყურებდა. არდი ძმის ტალახში ცოდვილობას აკვირდე-
ბოდა და სახეზე შეუმჩნეველი, სასტიკი ღიმილი ეხატა.
ვესტი ფეხზე ნელა წამოდგა:
– კარგი შეხება იყო, – გამოცრა კბილებში და ისევ წრეში
შეაბიჯა. ჯეზალმა პოზიცია საკუთარ ნიშნულთან დაიკავა; ღი-
მილს ძლივს იკავებდა.
– დაიწყეთ! – დაიყვირა ვარუზმა.
ვესტი მისკენ ისევ მთელი ძალით გამოქანდა, მაგრამ ჯეზალი
უკვე კარგად გახურებულიყო. მაყურებლების მოგუდულ ხმებში
ირწეოდა და იარაღებთან ცეკვავდა. ბრძოლას გრაციოზული და
რისკიანი მოძრაობები დაამატა და ბრბო მის ყოველ განზე გახ-
ტომას თუ ვესტის შეტევების თავიდან მოხერხებულად აცილებას
ოხვრით პასუხობდა. ასე კარგად არასოდეს უბრძოლია, ასე
მოხდენილად არასოდეს უმოძრავია. მასზე დიდი მოწინააღმდე-
გე ნელ-ნელა დაიღალა და შეტევების სისწრაფეც მოაკლდა.
გრძელი დაშნები ერთმანეთს ხმამაღლა მიეჯახა და დაიჩხაპნა...
ჯეზალმა მარჯვენა მაჯა მოუგრიხა ვესტს და თითებიდან იარაღი
გამოგლიჯა, წინ გადააბიჯა, მერე მარცხენა დაშნა სთხლიშა.
– ოფ! – ვესტი შეკრთა და მოკლე მახვილი გაუვარდა, უკან
გახტა და ხელი წინამხარზე იტაცა. მიწა სისხლის რამდენიმე
წვეთმა მოსვარა.
– ორით ნული! – გამოაცხადა ვარუზმა.
სისხლის დანახვაზე კრონპრინცი ისე აღფრთოვანდა, ფეხზე
წამოხტა და თავიდან ქუდი გადაუვარდა:
– ბრწყინვალეა! – აწივლდა აღტაცებული, – შესანიშნავია!
მას სხვებიც შეუერთდნენ და ხმამაღალი ტაშისკვრით წამოდ-
გნენ. ჯეზალი აღიარებით ტკბებოდა, ფართოდ იღიმოდა და ყო-

391 მკითხველთა ლიგა


ველი კუნთი სიხარულისგან უთამაშებდა. ახლაღა მიხვდა, ამდე-
ნი ხანი რისთვისაც ვარჯიშობდა.
– მშვენიერი ბრძოლა იყო ჯეზალ, – ჩაიბუზღუნა ვესტმა. წი-
ნამხრიდან სისხლი წურწურით სდიოდა, – ჩემთვის მეტისმეტად
კარგი მოწინააღმდეგე გახდი.
– ჭრილობისთვის ბოდიშს გიხდი, – ჩაიცინა ჯეზალმა, თუმცა
არავითარი დანაშაულის გრძნობა არ აწუხებდა.
– არაფერია, უბრალო ნაკაწრია, – უთხრა ვესტმა და მოღუ-
შული გაეცალა, მაჯაზე ხელმოკიდებული. მისი წასვლისთვის
ყურადღება დიდად არავის მიუქცევია, ყველაზე ნაკლებად კი –
თვითონ ჯეზალს. შეჯიბრებები მხოლოდ გამარჯვებულებისთვის
არსებობს.
ჯეზალის მოსალოცად სკამიდან პირველი ლორდი მაროვია
წამოდგა:
– რა იმედისმომცემი ახალგაზრდაა! – თქვა და და ჯეზალს
თბილად გაუღიმა, – მაგრამ, როგორ ფიქრობთ, ბრემერ დან
გორსტის დამარცხებას შეძლებს?
ვარუზმა ჯეზალს მხრებზე მამობრივი მზრუნველობით დაუტ-
ყაპუნა:
– დარწმუნებული ვარ, ნებისმიერის დამარცხებას შეძლებს,
თუ კარგ განწყობაზე იქნება.
– ჰმმ! და გორსტის ფარიკაობა თუ გინახავთ?
– არა. თუმცა მსმენია, რომ ძალიან შთამბეჭდავია.
– ოჰ, დიახ, დიახ. ის ნამდვილი დემონია! – უმაღლესმა მსა-
ჯულმა დაფანჩული წარბები ასწია, – მათ შერკინებას მოუთმენ-
ლად ველი. სამართლებრივი კარიერის მოწყობაზე თუ გიფიქ-
რიათ, კაპიტანო ლუთარ?
ჯეზალმა არ იცოდა, ამ მოულოდნელ შეკითხვაზე რა ეპასუხა:
– ისაა... არა, თქვენო მოწყალებავ... მე... მე ჯარისკაცი ვარ.

392 მკითხველთა ლიგა


– რა თქმა უნდა. მაგრამ ბრძოლები და ეგეთი ოხრობები,
კაცმა არ იცის, ნერვებს რას უშრვება. თუ ოდესმე აზრს შეიც-
ვლით, ალბათ, თქვენთვის ადგილს გამოვნახავ. ნიჭიერ ადა-
მიანებს სასარგებლო საქმეს ყოველთვის გამოვუძებნი.
– მმ, მადლობას მოგახსენებთ.
– მაშინ ტურნირზე შევხვდებით. წარმატებები, კაპიტანო, –
მოაძახა მხარს უკან ჯეზალს და აუჩქარებლად გაეცალა. ეტყო-
ბოდა სწამდა, რომ ჯეზალს იღბალი ძალიან სჭირდებოდა. მისი
უმაღლესობა პრინცი ლადისლა უფრო ოპტიმისტურად იყო გან-
წყობილი:
– ჩემი კაცი ხართ, ლუთარ! – დაუყვირა და ჰაერში თითები
ისე გააქნია, თითქოს საფარიკაო დაშნები ყოფილიყო, – ვფიქ-
რობ, თქვენზე დადებულ ფსონს გავაორმაგებ!
ჯეზალმა პრინცს თავი მოწიწებით დაუკრა:
– თქვენი უმაღლესობა ძალიან კეთილი ბრძანდება.
– ჩემი კაცი ხართ! ნამდვილი ჯარისკაცი! მებრძოლი თავისი
ქვეყნისთვის უნდა იბრძოდეს, ჰა, ვარუზ? ეს გორსტი ჯარში რა-
ტომ არ მსახურობს?
– ვშიშობ, მსახურობს, თქვენო უმაღლესობავ, – რბილად
თქვა ლორდ-მარშალმა, – ლორდ ბროკს ენათესავება და მის
პირად დაცვაშია.
– აა, – პრინცი წამით შეცბა, მაგრამ მალევე გამხნევდა, – მა-
ინც, თქვენ ჩემი კაცი ხართ! – დაუყვირა ჯეზალს და ჰაერს თი-
თით კიდევ ერთხელ უჩხვლიტა, ქუდზე ფრთა აქეთ-იქით ერ-
წეოდა, – ზუსტად საჩემო კაცი ხართ! – ერთხელაც დაიყვირა და
თაღისკენ ცეკვა-ცეკვით წაკუნტრუშდა, დეკორატიული ჯაჭვის
პერანგი მზის სხივებზე უკიაფებდა.
– ძალიან შთამბეჭდავია, – ჯეზალი მკვეთრად შემოტრიალ-
და და ტლანქად დაიხია უკან. გლოკტა კაპიტანს შეუმჩნევლად
მიჰპარვოდა და დამცინავად უყურებდა. ხეიბრის კვალობაზე ამ
393 მკითხველთა ლიგა
საქმეში საოცრად გაწაფული ჩანდა, – რა ბედნიერებაა ყველა
ჩვენგანისთვის, რომ ეს საქმე არ მიატოვეთ!
– ამაზე არც არასოდეს მიფიქრია, – ცივად მოუჭრა ჯეზალმა.
გლოკტამ ღრძილები მოილოკა:
– როგორც თქვენ იტყვით, კაპიტანო.
– დიახ, ვიტყვი! – ჯეზალმა ინკვიზიტორს უხეშად შეაქცია
ზურგი იმ იმედით, რომ ამ საძაგელ კაცთან საუბარი აღარასო-
დეს მოუწევდა. უცებ პირდაპირ არდის შეაცქერდა სახეში, მის-
გან სულ რაღაც ერთი ფუტი აშორებდა.
– ააჰ! – ბლუკუნით აღმოხდა და ისევ უკან დაიხია.
– ჯეზალ, – დაიწყო გოგონამ, – დიდი ხანია არ მინახავხართ.
– ეე... – ენა დაება და ნერვიულად მიმოიხედა. გლოკტა უკვე
სადღაც მიფრატუნებდა, ვესტი დიდი ხნის წინ წასულიყო. ვარუ-
ზი ლორდ იშერთან და ეზოში შემორჩენილ რამდენიმე ადამიან-
თან საუბარში გართულიყო. ჯეზალსა და არდის არავინ უყურებ-
და. უნდა დალაპარაკებოდა. პირდაპირ უნდა ეთქვა, რომ მისი
ნახვა აღარ შეეძლო. არდი ამ სიმართლეს მაინც იმსახურებდა,
– ეე...
– ჩემთვის მეტი არაფერი გაქვთ სათქმელი?
– ეე... – ქუსლებზე სწრაფად მოტრიალდა და გოგონა მიატო-
ვა, სირცხვილისგან მხრებში საშინელ ჩხვლეტას გრძნობდა.
ამ მოულოდნელი, აღმაფრთოვანებელი ამბების შემდეგ სამ-
ხრეთის კარიბჭის დაცვა თითქმის წყალობასავით იყო. ჯეზალი
მოუთმენლად ელოდა, ზანტად როგორ მიაჩერდებოდა აგრიონ-
ტში შემსვლელ-გამსვლელი ხალხის ჯაჭვს და კასპას უაზრო
ლაყბობას მოუსმენდა. ყოველ შემთხვევაში, იქ მისვლამდე ასე
ფიქრობდა.
კასპა ჩვეულებისამებრ, აბჯარასხმულ ჯარისკაცებთან ერ-
თად, გარე კარიბჭესთან იდგა, სადაც თხრილზე გადაწოლილი
ძველი ხიდი ორ მასიურ, თეთრად გალესილ საგუშაგო კოშკს
394 მკითხველთა ლიგა
შორის იყო გადებული. ჯეზალი გრძელი გვირაბის ბოლოში გა-
ვიდა და დაინახა, რომ მათთან კიდევ ვიღაც მისულიყო: პატარა,
შეწუხებული, სათვალიანი კაცი. ჯეზალს ბუნდოვნად მოაგონდა.
მორროუ ერქვა, ჰოფმაისტერის ერთ-ერთი მსახური იყო. აქ
ყოფნის არავითარი მიზეზი არ უნდა ჰქონოდა.
– კაპიტანო ლუთარ, რა იღბლიანი შეხვედრაა! – ჯეზალი
შეხტა. ის შეშლილი ეძახდა, სულფური. მიწაზე ფეხებგადაჯვარე-
დინებული იჯდა და საგუშაგოს ყრუ კედელს ზურგით მიყრდნო-
ბოდა.
– აქ რა ჯანდაბას აკეთებს? – დაიყეფა ჯეზალმა. კასპამ პირი
რაღაცის სათქმელად გააღო, მაგრამ სულფურმა დაასწრო.
– ყურადღებას ნუ მომაქცევთ, კაპიტანო. უბრალოდ ჩემს ბა-
ტონს ვუცდი.
– შენს ბატონს? – იმაზე დაფიქრებაც კი თავზარს სცემდა,
როგორი იდიოტი უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ მსახურად
ასეთი იდიოტი აეყვანა.
– დიახ! ძალიან მალე უნდა გამოჩნდეს, – სულფურმა მზეს
წარბებშეჭმუხნილმა ახედა, – სიმართლე გითხრათ, უკვე ცოტას
აგვიანებს.
– მართლა?
– დიახ, – გიჟმა ისევ ფართოდ, მეგობრულად გაიღიმა, –
მაგრამ მოვა, ჯეზალ, ეჭვიც არ შეგეპაროს.
ასეთი უშუალო მიმართვა უკვე მეტისმეტი იყო. ჯეზალი კაცს
თითქმის არ იცნობდა, და რაც მასზე იცოდა, საშინლად არ მოს-
წონდა. პირი გააღო, ამ ყველაფრის მისთვის მისახლელად, მაგ-
რამ უეცრად სულფური წამოხტა, კედელზე მიყუდებულ ჯოხს ხე-
ლი დაავლო და სასწრაფოდ ტანსაცმელი დაიფერთხა.
– აი ისინიც! – შესძახა სულფურმა, თან თხრილის გადაღმა
იყურებოდა. ჯეზალმა იდიოტის თვალებს გააყოლა მზერა.

395 მკითხველთა ლიგა


ხიდზე დიდებული მოხუცი მოაბიჯებდა საოცრად მიზანდასა-
ხული გამომეტყველებით, მელოტი თავი მაღლა ეჭირა, საუც-
ხოო მანტია წითელ და ვერცხლისფერ ფერებად ლივლივებდა
და ზურგს უკან ქარი უფრიალებდა. ფეხდაფეხ ავადმყოფური შე-
სახედაობის ყმაწვილი მოსდევდა, თავი ისე ღრმად ჩაექინდრა,
თითქოს მოხუცისადმი მოწიწებას ვერ უძლებსო, წინ გამოწვდი-
ლი ხელებით გრძელ კვერთხს მოათრევდა. მათ ველური იერის
გოლიათი მოჰყვებოდათ, მძიმე ბეწვის მოსასხამით. მეგზურებზე
ნახევარი თავით მაღალი მაინც იქნებოდა.
– რა ჯანდაბა... – ხმა ჩაუწყდა ჯეზალს. მოხუცი საიდანღაც
ეცნობოდა. იქნებ ღია საბჭოს რომელიმე ლორდი იყო? ან უც-
ხოელი ელჩი? ეჭვგარეშე იყო, ნამდვილად დიადი ელფერი
ჰქონდა. სანამ მოუახლოვდებოდნენ, ჯეზალი ტვინს იჩხრეკდა,
მაგრამ ვერაფრით მიხვდა ამ კაცის ვინაობას.
მოხუცი საგუშაგოსთან შეჩერდა, ჯეზალს, კასპას, მორროუს
და დანარჩენ მცველებს მწვანე თვალები სათითაოდ შეანათა
მბრძანებლურად და ბოლოს თქვა:
– იორუ!
სულფური წინ გამოვიდა და კაცს თავი მდაბლად დაუკრა:
– ოსტატო ბაიაზ! – ჩაიბუტბუტა უდიდესი პატივისცემით.
ყველაფერი ცხადი გახდა. აი, თურმე რატომ ეცნობოდა. მე-
ფეთა ხეივანში მდგარ ქანდაკებას უდაოდ ჰგავდა. სწორედ იმ
ქანდაკებას, ჯეზალს ამდენჯერ რომ ჩაერბინა გვერდით. შესაძ-
ლოა ოდნავ უფრო სრული იყო, მაგრამ გამომეტყველება –
მკაცრი, ბრძნული, მშვიდი და მბრძანებლური – ზუსტად ისეთი
ჰქონდა. ჯეზალმა წარბები შეჭმუხნა. ესე იგი, მოხუცს სახელით
მოიხსენიებდნენ? კაპიტანს ეს არ მოეწონა. არც კვერთხიანი
გაძვალტყავებული ახალგაზრდის გარეგნობა მოეწონა. ყველა-
ზე ნაკლებად კი – მესამე კაცის.

396 მკითხველთა ლიგა


ვესტი ჯეზალს ხშირად ეუბნებოდა, რომ იმ ბინძურ ჩრდი-
ლოელებს, რომლებიც ახლა ადუაში ცხოვრობდნენ და,
ჩვეულებრივ, დოკებთან უსაქმურობდნენ ან წყალსადენ ღარებ-
ში გალეშილები ეყარნენ, თავიანთი ერის შვილებს არაფრით
ჰგავდნენ. ისინი, ვინც შორეულ ჩრდილოეთში თავისუფლად
ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ, ჩხუბობდნენ, ქეიფობდნენ და სხვა
საყვარელი საქმიანობებით იყვნენ დაკავებულები, სულ სხვაგ-
ვარები იყვნენ. ჯეზალი მათ გონებაში ყოველთვის მაღალ,
მძვინვარე, სიმპათიურ ადამიანებად ხატავდა, რომლებსაც რა-
ღაც რომანტიკული ელფერიც დაჰკრავდათ: ძლიერები და მოხ-
დენილები იყვნენ. ველურები, მაგრამ კეთილშობილები. სასტი-
კები, მაგრამ მომაჯადოებლები. ისეთი ადამიანები ეგონა, რო-
მელთა მზერაც ყოველთვის ჰორიზონტისკენაა მიმართული.
ეს კი სხვანაირი იყო.
ჯეზალს ასეთი მხეცური შესახედაობის ადამიანი ცხოვრებაში
არ ენახა. მასთან შედარებით, ფენრის საზარელიც კი ცივილიზე-
ბული ადამიანი გეგონებოდათ. სახე გამათრახებულ ზურგს
მიუგავდა, კანი ნაიარევებისგან დაფლეთოდა.
გატეხილი ცხვირი ოდნავ გვერდულად მოღრეცოდა. ცალ
ყურს ხორცის დიდი ნაჭერი აკლდა. ერთი თვალი, რომელსაც
ნამგლის ფორმის იარა შემორტყმოდა გარს, მეორეზე ცოტათი
მაღლა იჯდა. ერთი სიტყვით, სახე გათელილი, დამტვრეული,
დაღრეცილი ჰქონდა, ისეთივე, როგორიც ფულზე მებრძოლ
ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრებაში მეტისმეტად ბევრი ჩხუბი
მოუსწრიათ. მისი გამომეტყველებაც ეჭვს ბადებდა, თავი რომე-
ლიღაც ჩხუბის დროს მაგრად დაუზიანდაო. საგუშაგოს პირდა-
ღებული და შუბლშეჭმუხნილი მისჩერებოდა, ყველაფერს რა-
ღაც პირუტყვივით ჩლუნგად ათვალიერებდა.
გრძელი ბეწვის მოსასხამი მოეხურა და ოქროთი მორთული
ტყავის ტუნიკა ეცვა. მაგრამ ეს ბარბაროსული დიდებულება მის
397 მკითხველთა ლიგა
სიველურეს უფრო თვალშისაცემს ხდიდა. შეუმჩნეველი არც ქა-
მარზე დაკიდებული გრძელი, მძიმე ხმალი რჩებოდა. ჩრდილო-
ელმა თავი უკან გადააგდო და თეთრ კედლებს ახედა, თან ნაწ-
ვერალ ლოყაზე დიდი, ვარდისფერი ნაიარევი მოიფხანა და ჯე-
ზალმა შენიშნა, რომ ხელზე ერთი თითი აკლდა – თითქოს კი-
დევ რაიმე მტკიცებულება იყო საჭირო იმისთვის, რომ გო-
ლიათი ძალადობასა და სისასტიკეში ცხოვრობდა.
და ეს პრიმიტიული დევი აგრიონტში უნდა შეეშვა? ჩრდი-
ლოელებთან ომისას? ეს წარმოუდგენელი იყო! მაგრამ მორ-
როუ უკვე წინ გამსხლტარიყო:
– ჰოფმაისტერი გელით, ბატონებო, – გაილექსა მორროუ.
მოხუცს თავი დაუკრა და მისკენ მოწიწებით გაემართა, – თუ
გნებავთ, მე გაგიძღვებით...
– ერთი წუთით! – ჯეზალმა მოადგილეს ხელი იდაყვში ჩაავ-
ლო და გვერდზე გაათრია, – ისიც? – იკითხა ეჭვით და მოსასხა-
მიანი ველურისკენ გააქნია თავი, – ჩვენ ხომ მათ ვეომებით!
– ლორდმა ჰოფმა ძალიან ნათლად ბრძანა! – მორროუმ
მკლავი გაითავისუფლა და კაპიტანს სათვალის შუშები შეანათა,
– თუ გნებავთ, აქ დატოვეთ, მაგრამ ჰოფმაისტერისთვის პირა-
დად მოგიწევთ ახსნა-განმარტება!
ჯეზალი შეცბა. ეს აზრი არ მოეწონა. მოხუცს გახედა, მაგრამ
მის მზერას დიდხანს ვერ გაუძლო. სტუმარს მისტიკური აურა
ჰქონდა – თითქოს ისეთი რაღაც იცის, რაზეც წარმოდგენაც
არავის აქვსო. და სწორედ ეს იყო ყველაზე შემაშფოთებელი.
– თქვენ... იარაღი... აქ... უნდა.... დატოვოთ! – დაუყვირა ჯე-
ზალმა, ცდილობდა ყოველი სიტყვა გამოთქმით ეთქვა.
– სიამოვნებით, – ჩრდილოელმა ქამრიდან ხმალი მოიხსნა
და კაპიტანს გაუწოდა. იარაღი ჯეზალის ხელზე მძიმედ დაეშვა:
უზარმაზარი, უბრალო, მხეცური. ხმალს გრძელი დანა მოაყო-
ლა, შემდეგ ჩაიმუხლა და ჩექმიდან მეორეც ამოიღო. მესამე წე-
398 მკითხველთა ლიგა
ლიდან გამოიძრო, მეოთხე – წვრილი პირით – სახელოდან
გააჩინა, ეს ყველაფერი ჯეზალის გამოწვდილ მკლავებში დაახ-
ვავა და ფართოდ გაუღიმა. ნამდვილად საზიზღარი სანახავი
იყო: დაფლეთილი იარები ეგრიხებოდა და უნაოჭდებოდა, რის-
განაც სახე ადრინდელზე უფრო დაღრეცილი უჩანდა.
– ზედმეტი დანა არ არსებობს, – დაიგუგუნა დაბალი,
ხრიალა ხმით. არავის გაუცინია, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩრდი-
ლოელს ეს სრულებითაც არ ადარდებდა.
– აბა, წავიდეთ? – იკითხა მოხუცმა.
– დაუყონებლივ, – მიუგო მორროუმ და წასასვლელად გატ-
რიალდა.
– მეც წამოვალ, – თქვა ჯეზალმა და იარაღები კასპას ხელებ-
ში ჩაცალა.
– ეს ნამდვილად არ არის აუცილებელი, კაპიტანო, – დაიჭყა-
ნა მორროუ.
– ამას დაჟინებით მოვითხოვ! – როცა ჰოფმაისტერთან შევი-
დოდნენ, ჩრდილოელს ნებისმიერის მოკვლა შეეძლებოდა და
ეს ჯეზალის საქმე აღარ იქნებოდა. მაგრამ მანამდე, სანამ ჰოფ-
თან აღმოჩნდებოდა, ჯეზალი ველურის ყოველგვარ გამოხტომა-
ზე პასუხს აგებდა და დასწყევლოს, გაუთვალისწინებელს არა-
ფერს დაუშვებდა!
მცველები განზე გადგნენ და უცნაური პროცესია კარიბჭეში
გაატარეს. პირველი მორროუ მიდიოდა, საუცხოო მანტიაში გა-
მოწყობილ მოხუცს მხარს უკან მლიქვნელური ბოდვით ეჩურჩუ-
ლებოდა. შემდეგი ფერმკრთალი ახალგაზრდა იყო, რომელსაც
სულფური მიჰყვებოდა. ცხრათითა ჩრდილოელი სულ ბოლოს
მიგრუხუნებდა.
ჯეზალიც დაუყონებლივ დაედევნა მათ, ცერა თითი ქამარში,
ხმლის ვადასთან ახლოს გაირჭო, საჭიროების შემთხვევაში
სწრაფად რომ ამოეღო. თავის წინ მიმავალ ველურს თვალს არ
399 მკითხველთა ლიგა
აცილებდა, რომ ნებისმიერი მოულოდნელი მოძრაობისთვის
მზად ყოფილიყო. ცოტა ხნის შემდეგ ჯეზალი იძულებული გახდა
ეღიარებინა, ამ კაცს არავის მოკვლა არ აქვს განზრახულიო. სა-
ხეზე მხოლოდ ცნობისმოყვარეობა, განცვიფრება და ცოტა შეც-
ბუნებაც კი ეხატა. ფეხს ითრევდა, მაღლა იყურებოდა და ირ-
გვლივ შენობებს ათვალიერებდა, თავს აქნევდა, სახეს იფხანდა,
ცხვირში რაღაცას დუდღუნებდა. ხანდახან რომელიმე გულგა-
ხეთქილ გამვლელს უღიმოდა, მაგრამ სხვა მხრივ სახიფათოდ
არ იქცეოდა და ჯეზალი ნელ-ნელა მოდუნდა, – ყოველ შემთხვე-
ვაში მანამ, სანამ მარშლების მოედანს მიაღწიეს.
ჩრდილოელი მოულოდნელად შეჩერდა. ჯეზალი ხმალს ეცა,
მაგრამ ველურს თვალები წინ, შადრევანზე გაექვავებინა. შემ-
დეგ ნელ-ნელა მიუახლოვდა, მსხვილი თითი წყალთან ფრთხი-
ლად მიიტანა და მბრწყინავ ნაკადს მიუშვირა. წყალი სახეში შე-
ესხა და ჩრდილოელი უკან ისე გამოხტა, კინაღამ ჯეზალი წააქ-
ცია.
– წყარო? – წაიჩურჩულა მან, – კი მაგრამ როგორ?
ღმერთო დაგვიფარე! ეს კაცი ნამდვილი ბავშვი იყო. ექვს-
ნახევარი ფუტის სიმაღლის ბავშვი, რომელსაც სახე ყასბის
ჯირკს უგავდა.
– იქ მილებია! – ჯეზალმა ქვაფენილზე ფეხი დააბაკუნა, – მი-
ლები... მიწის... ქვეშ!
– მილები, – მშვიდად გაიმეორა ველურმა. აქაფებულ წყალს
თვალს ვერ სწყვეტდა.
დანარჩენებს მათთვის ცოტათი გაესწროთ და იმ დიდებულ
შენობას მიახლოებოდნენ, რომელშიც ჰოფს კანცელარია ჰქონ-
და. ჯეზალი ნელ-ნელა შადრევანს მოსცილდა იმ იმედით, რომ
უტვინო ველურიც გაჰყვებოდა. მისდა სასიხარულოდ ჩრდი-
ლოელი ასეც მოიქცა, თავს აქეთ-იქით აქნევდა და თავისთვის
დაუსრულებლად ბურტყუნებდა:
400 მკითხველთა ლიგა
– მილები...
შემდეგ ჰოფმაისტერის მისაღების ცივ წყვდიადში შეაბიჯეს.
კედლების გაყოლებაზე, გრძელ სკამებზე ხალხი ისხდა, ზოგი-
ერთს სახეზე ეტყობოდა, აქ ძალიან დიდხანს იცდიდა. ყველამ
ამოიხედა, როცა მორროუ უცნაურ ჯგუფს პირდაპირ ჰოფის კა-
ბინეტში შეუძღვა. სათვალიანმა მოადგილემ სტუმრებს მძიმე
ორმაგი კარი გაუღო და განზე გადგა: ოთახში პირველი მელოტი
მოხუცი შევიდა, შემდეგ მისი კვერთხიანი ლაქია, მას შეშლილი
სულფური მიჰყვა, და ბოლოს, როგორც იქნა, ცხრათითა ველუ-
რიც. შესვლა ჯეზალმაც დააპირა, მაგრამ გზა მორროუმ გა-
დაუღობა:
– უღრმესი მადლობა დახმარებისთვის, კაპიტანო, – უთხრა
ცივი ღიმილით, – შეგიძლიათ კარიბჭესთან დაბრუნდეთ.
ჯეზალმა ოთახში მორროუს მხარს ზემოდან შეიჭყიტა და
გრძელ მაგიდასთან მოღუშული ჰოფმაისტერი დაინახა. მის
გვერდით არქილექტორი სულტი შენიშნა – პირქუში და ეჭვიანი.
უმაღლესი მსაჯული მაროვიაც აქ იყო, დანაოჭებულ სახეზე ღი-
მილი ეფინა. დახურული საბჭოს სამი წევრი!
მაგრამ მორროუმ ჯეზალს კარი ცხვირწინ მიუჯახუნა.

401 მკითხველთა ლიგა


შემდეგ
– როგორც ვხედავ, ახალი მდივანი აგიყვანიათ, – შენიშნა
გლოკტამ, ისე, სხვათა შორის.
– ოო, დიახ, – გაიღიმა არქილექტორმა, – ძველს ვერ შევე-
გუე. იცით, მეტისმეტად გრძელი ენა აღმოაჩნდა, – გლოკტა შე-
ჩერდა, პირთან მიტანილი ღვინის ჭიქა შუა გზაზე გააჩერა, –
ჩვენს საიდუმლო ცნობებს აბრეშუმით მოვაჭრეებს აწვდიდა, –
განაგრძო გულგრილად სულტმა, თითქოს ჩვეულებრივ ამბავს
ჰყვებაო, – დიდი ხანია ვიცოდი. მაგრამ თქვენ ნუ აღელდებით,
ვაჭრებისთვის ისეთი არაფერი უთქვამს, რისი გამხელაც მე არ
მინდოდა.
„ესე იგი... იცოდი მოღალატე ვინც იყო! თავიდანვე ყველაფე-
რი იცოდი!“ გლოკტას გონებაში უკანასკნელი რამდენიმე კვი-
რის მოვლენები დაუტრიალდა, ნაწილებად გაიშალა და ახალი
სინათლის ფონზე აეწყო. ათასნაირად დატრიალდა მანამ, სანამ
საბოლოო სურათი არ ჩამოყალიბდა, თან ცდილობდა, განცვიფ-
რება დაემალა. „რიუსის აღიარება იქ დატოვე, სადაც შენი მდი-
ვანი აუცილებლად დაინახავდა. იცოდი, რომ აბრეშუმით მოვაჭ-
რეები სიის შესახებ შეიტყობდნენ, და ხვდებოდი, რასაც
მოიმოქმედებდნენ. იცოდი, რომ ამით საწადელს მიაღწევდი, იმ
ნიჩაბს გამოსტყუებდი, რომლითაც შემდეგ დამარხავდი. მთელი
ამ დროის განმავლობაში კალინზე ჩემს ეჭვს აძლიერებდი, თუმ-
ცა მშვენივრად იცოდი, ინფორმაცია საიდანაც ჟონავდა. ყველა-
ფერი სწორედ შენი გეგმის მიხედვით შესრულდა“.
არქილექტორი გლოკტას გამჭოლი მზერით უღიმოდა. „შე-
მიძლია დავიფიცო, რომ ახლაც მშვენივრად ხვდები, რას ვფიქ-
რობ. ამ თამაშში მეც ისეთივე პაიკი ვიყავი, როგორიც ის უბად-
რუკი მატლი მდივანი, – გლოკტამ სიცილი შეიკავა, – როგორი

402 მკითხველთა ლიგა


ბედნიერებაა, რომ გამარჯვებული მხარის პაიკი ვიყავი. წამითაც
არაფერი მიეჭვია“.
– შეურაცხმყოფლად დაბალ ფასში გაგვყიდა, – განაგრძო
სულტმა და ტუჩები ზიზღით მოეღრიცა, – გავბედავ და ვივა-
რაუდებ, კაულტი ათჯერ მეტს მისცემდა, მოთხოვნისთვის საკმა-
რისი ჭკუა რომ ჰქონოდა. ახალ თაობას ამბიცია საერთოდ არ
გააჩნია. თავი გაცილებით ჭკვიანები ჰგონიათ, ვიდრე სინამდვი-
ლეში არიან, – ყინულივით ცისფერი თვალებით გლოკტას ყუ-
რადღებით ათვალიერებდა.
„მეც ახალ თაობას ვეკუთვნი, ასე თუ ისე. დამსახურებულად
დამამცირეს“.
– თქვენი მდივანი დაისაჯა?
არქილექტორმა ჭიქა მაგიდაზე ფრთხილად დადო, ჭურჭლის
ფსკერი ხეს თითქმის უხმოდ შეეხო:
– ოო, დიახ. ყველაზე მკაცრად. მასზე ფიქრში დროის კარგვა
აღარ ღირს, – „თავს დავდებ, რომ აღარ ღირს. დოკებთან წყალ-
ში მოტივტივე სხეულს იპოვიდნენ...“ – უნდა ვაღიარო, ძალიან
გამიკვირდა, როცა ინფორმაციის გამცემი ზედამხედველი კალი-
ნი გეგონათ. ეს კაცი ძველი გვარდიიდანაა. რა თქმა უნდა, ხან-
დახან წვრილმანებზე თვალს ხუჭავს, მაგრამ ინკვიზიციის ღა-
ლატი? ინფორმაციის აბრეშუმით მოვაჭრეებისთვის მიყიდვა? –
ჩაიფრუტუნა სულტმა, – არასოდეს! ამ ადამიანის სიძულვილს
გონება დააბნელებინეთ.
– ერთადერთი ვარიანტი ჩანდა, – ჩაიბუტბუტა გლოკტამ,
მაგრამ მაშინვე ინანა: „სულელო, სულელო! მორჩა, შეცდომას
ვეღარ გამოასწორებ. უმჯობესია ენას კბილი დააჭირო!“
– ჩანდა? – არქილექტორმა უკიდურესი უკმაყოფილების ნიშ-
ნად ენა გააწკლაპუნა, – არა, არა, არა, ინკვიზიტორო. ჩვენთვის
„ჩანდა“ საკმარისი არ არის. მომავალში, თუ ნებას დაგვრთავთ,
მხოლოდ ფაქტებით ვიხელმძღვანელებთ. მაგრამ ძალიანაც ნუ
403 მკითხველთა ლიგა
დამწუხრდებით – საკუთარი ინსტინქტების ნდობის უფლება მე
მოგეცით, და ისე გამოვიდა, რომ თქვენმა შეცდომამ ჩვენი პო-
ზიციები მხოლოდ გაამყარა. კალინი თანამდებობიდან გაათავი-
სუფლეს, – „წყალში მოტივტივე სხეული...“ – და ზედამხედველი
გოილი ადუას ზედამხედველის თანამდებობის დასაკავებლად
ანგლანდიდან უკვე მოემართება.
„გოილი? აქ მოდის? ეგ ნაბიჭვარი ადუას ახალი ზედამხედვე-
ლი უნდა გახდეს?“ გლოკტამ ვერაფრით შეძლო ტუჩი ზიზღით
არ მოღრეცოდა.
– თქვენ ორნი საუკეთესო მეგობრები არ ხართ, ასე არ არის,
გლოკტა?
– ციხის ზედამხედველია და არა გამომძიებელი. მას არ აინ-
ტერესებს ადამიანი დამნაშავეა თუ უდანაშაულო. სიმართლე არ
აინტერესებს. ხალხს მხოლოდ სიამოვნების მისაღებად აწამებს.
– კარგით რა, გლოკტა. გინდათ მითხრათ, რომ სიამოვნებას
არ გრძნობთ, როცა ტყვეები საიდუმლოებს გიმხელენ? როცა ვი-
ღაცებს ასახელებენ? როცა აღიარებაზე ხელს აწერენ?
– ამისგან სიამოვნებას ვერ ვიღებ.
„სიამოვნებას ვერაფრისგან ვიღებ“.
– თუმცა საქმეს მშვენივრად უმკლავდებით. ასეა თუ ისე, მას-
ზე რა წარმოდგენაც უნდა გქონდეთ, გოილი უკვე გამოიძახეს და
ის ერთ-ერთი ჩვენიანია. ძალიან გამოცდილი და სანდო კაცია,
გვირგვინისა და სახელმწიფოს ერთგული. იცით, ოდესღაც ჩემი
მოსწავლე იყო.
– მართლა?
– დიახ. თქვენი თანამდებობა ეკავა... ასე რომ, ამ თანამდე-
ბობას რაღაც მომავალი აქვს! -არქილექტორი საკუთარ ხუმრო-
ბაზე ახითხითდა. გლოკტამაც ნაძალადევად გაუღიმა, – ბოლოს
და ბოლოს, ყველაფერი საუცხოოდ გამოვიდა, და თქვენც თქვე-
ნი წილი მილოცვა გეკუთვნით. სამუშაო კარგად შეასრულეთ.
404 მკითხველთა ლიგა
„საკმარისად კარგად იმისთვის, რომ ჯერჯერობით ცოცხალი
დამტოვოთ“.
სულტმა ჭიქა ასწია და ღვინო ერთად, უხალისოდ შესვეს, თან
პირზე მოყუდებული ჭურჭლის ზემოდან ერთმანეთს ეჭვიანი
თვალებით ზომავდნენ.
გლოკტამ ყელი ჩაიწმინდა:
– სამწუხარო სიკვდილამდე მაგისტრმა კაულტმა რაღაც სა-
ინტერესო ახსენა.
– განაგრძეთ.
– აბრეშუმით მოვაჭრეებს თანამზრახველები ჰყავდათ. შეიძ-
ლება დიდი პარტნიორიც. ბანკი.
– ჰაჰ. ვაჭარი ამოატრიალე და ბანკირს იპოვი. მერე რა?
– ეჭვი მაქვს, მაგ ბანკირებმა ყველაფერი იცოდნენ: კონტრა-
ბანდაზეც, თაღლითობაზეც, მკვლელობებზეც კი. ვფიქრობ, ეს
ყველაფერი სწორედ მათი ინიციატივაა. შეიძლება ბრძანებებ-
საც ისინი იძლეოდნენ, სესხებში კარგი მოგება რომ ენახათ. შე-
იძლება გამოძიება დავიწყო, თქვენო უმაღლესობავ?
– რომელი ბანკი?
– ვალინტი და ბალკი.
არქილექტორი ცოტა ხნით ჩაფიქრდა, გლოკტას მკაცრი ცის-
ფერი თვალებით მიაშტერდა. „იქნებ ამ ბანკზე უკვე იცის რამე?
იქნებ ჩემზე გაცილებით მეტს უკვე ხვდება? როგორ თქვა კაულ-
ტმა? მოღალატეების პოვნა გინდა, გლოკტა? მაშინ დაკითხვების
სახლში ეძებე...“
– არა, – მოუჭრა სულტმა, – მაგ ბანკს მეტისმეტად დიდი გავ-
ლენა აქვს. მისი ვალი ძალიან ბევრს აქვს და კაულტის გარეშე
რამის დამტკიცება რთული იქნება. აბრეშუმით მოვაჭრეებისგან
რაც გვჭირდებოდა უკვე მივიღეთ, თან თქვენთვის უფრო მნიშ-
ვნელოვანი დავალება მაქვს.
გლოკტამ თავი ასწია. „მორიგი დავალება?“
405 მკითხველთა ლიგა
– გილდიის შენობაში დაკავებული პატიმრების დაკითხვა
მინდოდა, თქვენო უმაღლესობავ. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ...
– არა, – არქილექტორმა გლოკტას ხელთათმნიანი ხელი
აუქნია, – ეგ საქმე თვეები გაიწელება. მაგას გოილს დავავა-
ლებ, – და უცებ მოიღუშა, – იქნებ წინააღმდეგი ხართ?
„ესე იგი, მდელო მე მოვხანი, თესლი ჩავყარე, ნაყოფი მოვ-
რწყე, მოსავალს კი გოილი აიღებს? სამართლიანობაც ამას
ჰქვია“. გლოკტამ სულტს თავი დაუკრა:
– რა თქმა უნდა არა, თქვენო უწმინდესობავ.
– კარგია. გუშინდელ უჩვეულო სტუმრებზე ხომ არ გსმენიათ
რამე?
„სტუმრებზე?“ უკანასკნელი კვირა გლოკტას ზურგის ტკივი-
ლი აწამებდა. წინა დღით როგორღაც საწოლიდან გადმობობღე-
ბა შეძლო, იმ კრეტინი ლუთარის ორთაბრძოლა რომ ენახა. და-
ნარჩენ დროს თავის ციცქნა ოთახში იყო ჩამწყვდეული. უბრა-
ლო მოძრაობაც კი არ შეეძლო.
– არაფერი შემიმჩნევია, – თქვა გულწრფელად.
– ბაიაზი გვესტუმრა, მაგთა შორის უპირველესი, – ინკვიზი-
ტორმა ისევ სუსტად, ნაძალადევად გაიღიმა, მაგრამ არქილექ-
ტორს არ გაუცინია.
– ალბათ ხუმრობთ, – გაოცდა გლოკტა.
– ოღონდაც!
– შარლატანი იყო, თქვენო უმაღლესობავ?
– აბა სხვა ვინ? მაგრამ გამორჩეული შარლატანი აღმოჩნდა.
გონებამახვილი, წინდახედული, ჭკვიანი. ტყუილი უმცირეს დე-
ტალებამდე გათვალა.
– ესაუბრეთ მას?
– ვესაუბრე. საკმაოდ დამაჯერებელია. ბევრი რამ იცის – ისე-
თი რამეები, რაც არ უნდა იცოდეს. ასეთ ვინმეს უბრალოდ ვერ
მოიცილებ. ვინც უნდა იყოს, კარგად დაფინანსებულია და კარგი
406 მკითხველთა ლიგა
ინფორმაციის წყარო ჰყავს, – არქილექტორმა წარბები შეჭმუხ-
ნა, – თან ვიღაც ველური რენეგატი6 ჩრდილოელი ახლავს.
გლოკტამ კოპები შეიკრა:
– ჩრდილოელი? ეს მათ არ ახასიათებთ. ყოველთვის პირდა-
პირები არიან.
– ფაქტობრივად ჩემს აზრებს კითხულობთ.
– მაშინ იმპერატორის ჯაშუშია? გურკჰები?
– შესაძლოა. კანტიკებს ინტრიგების ხლართვა ძალიან უყ-
ვართ, მაგრამ ჩრდილში დარჩენა ურჩევნიათ. მეეჭვება, ჩვენს
კოხტად გამოწყობილ სტუმრებთან რამე საერთო ჰქონდეთ.
ვფიქრობ, ძაღლის თავი სადღაც უფრო ახლოს, ჩვენს სახლთან
არის დამარხული.
– სასახლის კარი, თქვენო უმაღლესობავ? ბროკი? იშერი?
ჰაიგენი?
– შესაძლოა, – სულტი ჩაფიქრებული გამოეპასუხა. – შესაძ-
ლოა. საამისოდ საკმაოდ გაღიზიანებული არიან. ან ჩვენი ძვე-
ლი მეგობარი, უმაღლესი მსაჯული. დატრიალებული ამბებით
მეტისმეტად კმაყოფილი ჩანდა. რაღაცას გეგმავს, დარწმუნებუ-
ლი ვარ.
„სასახლის კარი, უმაღლესი მსაჯული, ჩრდილოელები, გურ-
კჰები – ნებისმიერი მათგანი შეიძლება აღმოჩნდეს, ან სულ სხვა
ვინმე. მაგრამ რატომ?“
– არ მესმის არქილექტორო. თუ ჩვეულებრივი ჯაშუშები არი-
ან, ამდენი დავიდარაბა რა საჭიროა? აგრიონტში მოსახვედრად
უფრო მარტივი გზებიც ხომ არსებობს?
– საქმეც ეგაა, – სულტს პირქუში სახე მოეღრიცა, ასეთი
გლოკტას არასოდეს ენახა, – დახურულ საბჭოში ერთი ადგილი
ცარიელია, ყოველთვის ცარიელი იყო. უაზრო ტრადიციაა, უბ-

6
ადამიანი, რომელმაც უღალატა თავის რწმენას და მოწინააღმდეგის მხარეს
გადავიდა.
407 მკითხველთა ლიგა
რალო ეტიკეტი: ერთადერთი თავისუფალი სავარძელი მითო-
ლოგიური პირისთვის, რომელიც რამდენიმე ასეული წლის წინ
მოკვდა. გულშიც არავის გაუვლია, რომ ოდესმე ვინმე ამ ად-
გილზე საკუთარ უფლებებს გამოაცხადებდა.
– და ისიც ასე მოიქცა?
– დიახ! ადგილი მოითხოვა! – არქილექტორი წამოდგა და
მაგიდასთან ბოლთის ცემას მოჰყვა, – ვიცი, ვიცი! დაუჯერებე-
ლია! ვიღაც ჯაშუში, არსაიდან გამოჩეკილი თაღლითი ჩვენი ხე-
ლისუფლების ყველაზე საიდუმლო საქმეებში ჩაერთვება! რაღაც
ძველისძველი დოკუმენტები მოიტანა და ვერაფერს მოვუხერ-
ხებთ! წარმოგიდგენია?
გლოკტა ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა. „მაგრამ ჯობს ეს
არ ვთქვა“.
– გამოძიებისთვის დრო მოვითხოვე, – განაგრძობდა სულ-
ტი, – მაგრამ დახურული საბჭოს სხდომას უსასრულოდ ვერ გა-
დავდებთ. სულ ერთი-ორი კვირა გვაქვს, რომ ამ თვითმარქვია
მაგს ნიღაბი ჩამოვგლიჯოთ. მანამდე კი, თავის მეგზურებთან
ერთად, ჯაჭვების კოშკში ისე მოეწყო, როგორც საკუთარ სახ-
ლში. ჩვენ კი აგრიონტში ხეტიალს ვერაფრით ავუკრძალავთ,
თავიანთ შავბნელ საქმეებს თავისუფლად შეასრულებენ!
„თუმცა არის რაღაც, რისი გაკეთებაც შეგვიძლია...“
– ჯაჭვების კოშკი ძალიან მაღალია. ვინმე შემთხვევით რომ
გადმოვარდეს...
– არა. ჯერ ადრეა. ჩვენს უფლებებს უკვე საკმარისად გადავა-
ჭარბეთ. ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ.
– ყოველთვის შეგვიძლია დავკითხოთ. თუ დავაპატიმრებთ,
მალევე გავარკვევ, ვისი დავალებით მოქმედებენ...
– ფრთხილად უნდა ვიყოთ-მეთქი! მინდა მაგს და მის მეგზუ-
რებს დააკვირდეთ. გაარკვიეთ, რას წარმოადგენენ, საიდან მო-
ვიდნენ, რა უნდათ. უპირველეს ყოვლისა კი გაიგეთ, მათ უკან
408 მკითხველთა ლიგა
ვინ დგას, და რატომ დგას. თვითმარქვია ბაიაზი მანამდე უნდა
გამოვააშკარავოთ, სანამ რაიმე ზიანის მოყენებას მოასწრებს.
ამის შემდეგ ისე იმოქმედებთ, როგორც მოგესურვებათ, – სულ-
ტი შეტრიალდა და ფანჯრისკენ გაემართა.
გლოკტა სავარძლიდან მტკივნეული მოუქნელობით წამოდ-
გა:
– საიდან დავიწყო?
– უთვალთვალეთ! – დაუყვირა მოთმინებადაკარგულმა არ-
ქილექტორმა, – თვალი არ მოაცილოთ! გაიგეთ, ვის ელაპარა-
კებიან, რის მიღწევას ცდილობენ. თქვენ ხომ ინკვიზიტორი
ხართ, გლოკტა! – მიახალა სულტმა უკანმოუხედავად, – კით-
ხვები დასვით!

409 მკითხველთა ლიგა


უკეთესი, ვიდრე სიკვდილი
– ქალს ვეძებთ, – თქვა ოფიცერმა და ეჭვით შეათვალიერა
მგზავრები, – გაქცეულ მონას, მკვლელს. ძალიან საშიშია.
– ქალს, ბატონო? – დაეკითხა იულვეი, შეცბუნებისგან წარ-
ბები შეეჭმუხნა, – საშიშს, ბატონო?
– დიახ, ქალს! – ოფიცერმა ხელი მოუთმენლად აიქნია, – მა-
ღალია, ნაიარევი აქვს და მოკლედ შეკრეჭილ თმას ატარებს.
კარგად შეიარაღებულია, სავარაუდოდ – მშვილდით, – ფერრო
იქვე იდგა, მაღალი, ნაიარევიანი, მოკლედ შეჭრილი თმით,
მხარზე მშვილდგადაკიდებული მტვრიან ნიადაგს დასჩერებო-
და.
– ძალიან მაღალი რანგის ხალხი ეძებს! უამრავ მკვლელო-
ბასა და ქურდობაშია დამნაშავე!
იულვეიმ მორჩილად გაიღიმა და ხელები გაასავსავა:
– ეგეთი არავინ გვინახავს, ბატონო. მე და ჩემი ვაჟი უიარა-
ღოდ ვართ, თვითონაც ხედავთ, – შეშფოთებულმა ფერრომ ქა-
მარზე დაკიდებულ მოღუნულ მახვილს დახედა – იარაღი კაშკა-
შა მზის სხივებზე ბრჭყვინავდა. თუმცა ოფიცერი ვერაფერს ამ-
ჩნევდა. სანამ იულვეი ლაყბობას განაგრძობდა, ოფიცერმა ერ-
თი ბუზი გასრისა, – გარწმუნებთ, არც მე და არც ჩემს შვილს
წარმოდგენაც არ გვაქვს, როგორ ვისარგებლოთ მშვილდით.
გვჯერა, რომ ღმერთი დაგვიფარავს, ბატონო, და ასევე იმპერა-
ტორის შეუდარებელი ჯარისკაცები!
ოფიცერმა ჩაიფრუტუნა:
– ბრძნულად იქცევი, მოხუცო. აქ რას აკეთებთ?
– ვაჭარი ვარ, დაგოსკაში მივდივარ, სანელებლების შესაძე-
ნად, – და ჯარისკაცს თავი მოწიწებით დაუკრა, – თქვენის ნე-
ბართვით, რა თქმა უნდა.

410 მკითხველთა ლიგა


– ვარდისფერებით მოვაჭრე ხარ? ოხ, ეს წყეული კავშირი! –
ოფიცერმა მტვერში ჩააფურთხა, – რას ვიზამთ, ადამიანმა თავი
რამით ხომ უნდა ირჩინოს, თუნდაც ასეთი სამარცხვინო გზით.
ივაჭრე, სანამ შეგიძლია, მალე ვარდისფერები აღარ დარჩები-
ან, ყველას ოკეანეში ჩაახრჩობენ, – გულმკერდი სიამაყით გა-
მობერა, – იმპერატორმა უთმან-ულ-დოშტმა დაიფიცა, რომ ასე
იქნება! ამაზე რას ფიქრობ, ბებერო?
– ოო, დიდებული დღე იქნება, ნამდვილად დიდებული! –
უპასუხა იულვეიმ და ისევ მოიხარა, – დაე, ღმერთმა ამ დღეს
მოგვასწროს, ბატონო!
ოფიცერმა ფერრო თავიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა:
– შენი შვილი ძლიერი ყმაწვილი ჩანს. ვფიქრობ, მისგან კარ-
გი ჯარისკაცი გამოვიდოდა, – ქალისკენ გადააბიჯა და ხელი
შიშველ მკლავზე სტაცა, – ძლიერი ხელი აქვს. ასე ვიტყოდი: ეს
ხელი მშვილდის მოზიდვას შეძლებს, თუ ასწავლიან. რას იტყვი,
ღლაპო? კაცის საქმე ღვთისა და ჩვენი იმპერატორის სახელით
ბრძოლაა! ეს ჯობია გროშებისთვის ნაგვის ქექვას!
როგორც კი კაცის თითები შეეხო, ფერრო დაიძაბა. მეორე
ხელი შეუმჩნევლად დანისკენ წაიღო.
– აფსუს! ვაი, რომ ჩემი ბიჭი დაბადებიდან... გონებასუსტია.
თითქმის არ ლაპარაკობს.
– აი, თურმე რაშია საქმე. სამწუხაროა! შეიძლება დრო მოვი-
დეს, როცა ყველა კაცი დაგვჭირდება. შეიძლება ნამდვილი ვე-
ლურები არიან, მაგრამ ეგ ვარდისფერები კარგად იბრძვიან, –
ოფიცერი შეტრიალდა და ფერრომ ზურგში მუქარანარევი მზერა
ესროლა, – ძალიან კარგი, შეგიძლიათ გაიაროთ! – და ხელი
დაიქნია. ჯარისკაცებმა, რომლებიც გზის ორივე მხარეს ჩრდილ-
ში ისვენებდნენ, მგზავრები მზერით გააცილეს, მაგრამ მაინცდა-
მაინც დიდი ინტერესი არ დასტყობიათ.

411 მკითხველთა ლიგა


ფერროს ხმა მანამდე არ ამოუღია, სანამ მათ ზურგს უკან ბა-
ნაკი წერტილად არ იქცა, შემდეგ იულვეის მიუბრუნდა და ჰკით-
ხა:
– დაგოსკაში?
– თავიდან, – უპასუხა მოხუცმა, მოკლე ბუჩქნარით დაფა-
რულ დაბლობს გახედა, – იქედან კი ჩრდილოეთში.
– ჩრდილოეთში?
– მრგვალი ზღვის გადაღმა, ადუაში.
ზღვის გადაღმა? ქალი გზაზე შედგა:
– იმ წყეულ ადგილას არაფრის დიდებით არ წამოვალ!
– აუცილებლად ყველაფერი უნდა გაართულო, ფერრო? განა
აქ, გურკჰულში ბედნიერი ხარ?
– ჩრდილოელები ნამდვილი შეშლილები არიან, ეს ყველამ
იცის! ვარდისფერები, კავშირი, თუ რა ჯანდაბაც ჰქვიათ. გიჟები!
უღმერთოები!
იულვეიმ წარბი აწია:
– არ მეგონა, თუ ღმერთი ასე გაინტერესებდა, ფერრო.
– ყოველ შემთხვევაში, ის მაინც ვიცი, რომ არსებობს! – და-
იყვირა და ცაზე ანიშნა, – ეს ვარდისფერები ჩვენსავით, ნამდვი-
ლი ადამიანებივით არ ფიქრობენ! მათთან არაფერი გვესაქმება!
მირჩევნია გურკჰებთან დავრჩე! თანაც, აქ რაღაც საქმეები
მაქვს დასამთავრებელი.
– რა საქმეები? უთმანის მოკვლა?
– შეიძლება, – შეუბღვირა ფერრომ.
– ჰეჰ! – იულვეი შეტრიალდა და გზიდან გადავიდა, – შეიძ-
ლება ვერ შეამჩნიე, მაგრამ გეძებენ, ფერრო. ჩემი დახმარების
გარეშე ათ ნაბიჯსაც ვერ გადადგამ. ის გალია ისევ გიცდის, და-
გავიწყდა? აი ის, სასახლის წინ რომ დგას. სული მისდით, ისე უნ-
დათ მისი შევსება, – ფერრომ კბილები გააღრჭიალა, – უთმანი
ახლა იმპერატორია. ულ-დოშტს უწოდებენ – ძლევამოსილს! შე-
412 მკითხველთა ლიგა
უბრალებელს! ასწლეულის უდიდესი იმპერატორიაო, უკვე
გაიძახიან! იმპერატორის მოკვლა! – იულვეიმ თავისთვის
ჩაიხითხითა, – საინტერესო ვინმე ხარ. საინტერესო ვინმე...
ფერრო მოხუცს უკან მიჰყვებოდა და თვალებით ბურღავდა,
სანამ ის ბორცვზე ადიოდა. საინტერესო ვინმედ ყოფნა არასო-
დეს ნდომებია. იულვეის შეეძლო, ჯარისკაცებისთვის ის ეჩვენე-
ბინა, რასაც მოისურვებდა, და ეს, რა თქმა უნდა, მოხერხებული
ხრიკი იყო, მაგრამ წყეულიმც ყოფილიყო, თუ ჩრდილოეთში
ფეხი დაედგა! იმ უღმერთო ვარდისფერებთან რა დარჩენოდა?
როცა დაეწია, იულვეი ისევ ხითხითებდა:
– იმპერატორის მოკვლა! – თავს აკანტურებდა მოხუცი, –
მას ხომ ერთი სული აქვს, ისევ როდის ჩაგიგდებს ხელში. თა-
ნაც, ჩემი გმართებს, არ გახსოვს?
ფერრომ იულვეის ძარღვიან მკლავში ჩაავლო ხელი და და-
უყვირა:
– რაღაც არ მახსენდება, ზღვის გადაცურვა გეხსენებინოს!
– არც მე მახსოვს, გეკითხოს, მალჯინ! და უნდა გიხაროდეს,
რომ ასე არ მოქცეულხარ! – ხელიდან ქალის თითები ნაზად
მოიცილა, – თორემ შენი გვამი ახლა უდაბნოში დახრუკული ეგ-
დებოდა, მე კი ყურში არავინ მიღრიალებდა. ამაზე იფიქრე.
ამ სიტყვებმა ფერროს ცოტა ხნით გაჩუმება აიძულა. მოხუცს
ცოტა ხანს უხმოდ მიჰყვებოდა და ხრიოკ ლანდშაფტს პირქუშად
ათვალიერებდა. გამომშრალ, მტვრიან გზაზე სანდლებს ახრა-
შუნებდა. შემდეგ თვალი მოხუცისკენ გააპარა. იულვეიმ თავისი
ფოკუსებით გადაარჩინა, ამას ვერ უარყოფდა.
მაგრამ წყეულიმც ყოფილიყო, თუ ჩრდილოეთში ფეხი დაედ-
გა!
ციხესიმაგრე კლდიან უბეში ჩამალულიყო, მაგრამ იქიდან,
სადაც ახლა იმყოფებოდნენ – მაღალ, ფრიალო კლდეზე, მცხუნ-
ვარე მზე რომ ზურგებს უწვავდათ – ფერრო კარგად არჩევდა
413 მკითხველთა ლიგა
მის მოხაზულობას. მაღალ გალავანს გარს შენობების სწორი
რიგები შემორტყმოდა, იმდენი, რომ პატარა ქალაქს სავსებით
ეყოფოდა. მათ სიახლოვეს წყალზე გრძელი ნავმისადგომები
აეგოთ, სადაც გემებს ღუზები ჩაეშვათ. დიდ გემებს.
ნამდვილი ხის კოშკები, მცურავი ციხესიმაგრეები – ფერროს
ამხელა გემები არასოდეს ენახა. ანძები კამკამა წყალზე ბნელი
ტყეებივით აღმართულიყო. ათი ხომალდი ფერროსა და მოხუ-
ცის დაბლა გაეჩერებინათ. ხოლო მოშორებით, კიდევ ორი გემი
ნელა მიაპობდა უბის ტალღებს, ცურვისას უზარმაზარი იალქნე-
ბი ებერებოდათ. გემბანზე პაწაწინა ფიგურები ირეოდნენ და
ობობის ქსელივით გაბმულ ბაწრებზე დაცოცავდნენ.
– თორმეტი დავთვალე, – წაიჩურჩულა იულვეიმ, – მაგრამ
თვალი შენ უფრო გიჭრის.
ფერრო წყალს დააკვირდა. დაკლაკნილი ნაპირის მიღმა, და-
ახლოებით ოციოდე მილის დაშორებით, კიდევ ერთი ციხესი-
მაგრე დაინახა, რომელიც, თავის მხრივ, სხვა ნავმისადგომებში
ჩაფლულიყო.
– იქ სხვებიცაა, – უპასუხა ბოლოს, – რვა ან ცხრა, და ისინი
უფრო დიდებია.
– ამათზე დიდები?
– გაცილებით დიდები.
– სუნთქვავ ღვთისაო! – ჩაიბუტბუტა იულვეიმ, – გურკჰებს
ამხელა გემები არასოდეს აუგიათ. არც ამხელა და არც ამდენი.
ასეთი ფლოტის აშენებას მთელი სამხრეთის ხე არ ეყოფა. ალ-
ბათ ჩრდილოეთში იყიდეს, სავარაუდოდ სტირიელებისგან.
ფერროს არც გემები აინტერესებდა, არც ხე, არც ჩრდი-
ლოეთი:
– მერე რა?

414 მკითხველთა ლიგა


– ამხელა ფლოტით გურკჰები ზღვაზე გაბატონებას შეძლე-
ბენ. შეუძლიათ დაგოსკა ყურის მხრიდან აიღონ და ვესტპორ-
ტშიც კი შეაღწიონ.
არაფრისმთქმელი გადაკარგული მხარეების სახელები. მეტი
არაფერი.
– და მერე რა?
– შენ არ გესმის, ფერრო! სხვები უნდა გავაფრთხილო. უნდა
ვიჩქაროთ, მალე! – მიწიდან სასწრაფოდ წამოხტა და გზაზე დაბ-
რუნდა.
ფერრომ დაიღრინა. ცოტა ხანს ყურეში წინ და უკან მოცურა-
ვე დიდ ხის ვარცლებს უყურა, შემდეგ თვითონაც წამოდგა და
იულვეის დაედევნა. დიდი გემები, პატარა გემები – მისთვის სუ-
ლერთი იყო. თუნდაც გურკჰულს ყველა ვარდისფერი მონად
გაეყიდა – მისთვის სულერთი იყო. ოღონდ ამის შემდეგ ნამდვი-
ლი ადამიანებისთვის თავი დაენებებინათ.
– გზიდან გამეცალეთ! – ჯარისკაცმა ცხენი ზედ ფერროს და
მოხუცის წინ შეაყენა, მათრახი აღმართა.
– ათას ბოდიშს გიხდით, ბატონო, – აკნავლდა იულვეი. ისე
მოიხარა, ლამის მიწაზე განერთხა და გზისპირზე ამოსულ ბა-
ლახზე გადაფორთხდა, თან იდაყვით ფერროს მიათრევდა. ქა-
ლი დაბალ ბუჩქნარში იდგა და ათვალიერებდა, როგორ მიჩლა-
ხუნებდა გვერდით ადამიანების კოლონა: გამხდარი, ჩამოფხრე-
წილ სამოსიანი, ბინძური, უსიცოცხლო ფიგურებისთვის ხელები
მაგრად შეეკრათ, ცარიელი თვალებით მიწას ჩაშტერებოდნენ.
ყველა ასაკის კაცი და ქალი იყო, ბავშვებიც კი. ასი ან უფრო მე-
ტი. კოლონას ექვსი მცველი მიჰყვებოდა, მაღალ უნაგირებზე
თავისუფლად ისხდნენ, ხელში დაგორგლილი მათრახები ეჭი-
რათ.
– მონები, – ფერრომ მშრალი ტუჩები მოილოკა.

415 მკითხველთა ლიგა


– კადირის ხალხი აჯანყდა, – თქვა იულვეიმ და საცოდავ
პროცესიას პირქუშად გახედა, – დიდებული ერის, გურკჰულის
ნაწილად ყოფნა აღარ სურდათ, იფიქრეს, რომ იმპერატორის
მკვლელობა მათი გათავისუფლების შანსი იქნებოდა. როგორც
ჩანს, ცდებოდნენ. ახალი იმპერატორი ძველზე სასტიკია, ხომ
ასეა, ფერრო? აჯანყება უკვე ჩაახშვეს. როგორც ჩანს, შენმა მე-
გობარმა უთმანმა, სასჯელის სახით, ისინი მონებად გაყიდა.
ფერრო გაძვალტყავებულ, კოჭლ გოგონას უყურებდა – საწ-
ყალი მტვრიან გზაზე ფეხებს ძლივს მიათრევდა. რამდენის იქნე-
ბოდა, ცამეტის? რთული სათქმელი იყო. ბინძური და გულგრი-
ლი სახე ჰქონდა. შუბლზე შეხორცებული ჭრილობა ემჩნეოდა,
კიდევ რამდენიმე მხრებზე – მათრახის კვალი. ფერროს მის და-
ნახვაზე ყელში ბურთი გაეჩხირა. უეცრად გოგონას წინ მიმავა-
ლი ერთი მოხუცი წაბორძიკდა და გზაზე პირქვე დაეცა, რითაც
მთელი კოლონა შეაფერხა.
– არ შეჩერდეთ! – დაიყეფა ერთ-ერთმა მხედარმა და ცხენი
წაქცეულთან გააჩერა, – ფეხზე აეთრიე! ახლავე! – მოხუცი
მტვერში უსუსურად აფართხალდა, – მიდი, მიდი! – ჯარისკაცის
მათრახმა გაიტკაცუნა და მოხუცის მჭლე ზურგზე წითელი ნაკვა-
ლევი დატოვა. ამ ხმის გაგონებაზე ფერრო შეკრთა, დაიჭყანა და
ზურგი აეწვა.
ის ადგილი, სადაც ნაიარევები ჰქონდა.
თითქოს მათრახი მოხუცს კი არა, მას გადაუჭირეს.
ფერრო მალჯინის გამათრახების შემდეგ ცოცხალი ვერავინ
გადარჩებოდა. უკვე ვეღარ.
ქალმა მხრიდან მშვილდი მოიხსნა.
– მშვიდად, ფერრო! – წაისისინა იულვეიმ და თანამგზავრს
მკლავში ჩააფრინდა, – მათ ვერაფრით დაეხმარები!
გოგონა დაიხარა და მოხუც მონას ფეხზე წამოდგომაში დაეხ-
მარა. მათრახმა ისევ გაიტკაცუნა, ორივეს მისწვდა და მტკივ-
416 მკითხველთა ლიგა
ნეული შეყვირება გაისმა. ვინ წამოიყვირა, გოგონამ თუ მოხუც-
მა?
თუ თვითონ ფერრომ?
იულვეის ხელი უშვა და ისარს სწვდა:
– ამ ნაბიჭვარს მოვკლავ! – წამოიკივლა გაცხარებულმა. ჯა-
რისკაცმა მათკენ თავი ინტერესით მოაბრუნა. იულვეიმ ქალს
ხელი ისევ ჩაავლო.
– და შემდეგ რა? – წაისისინა მოხუცმა, – ექვსივეც რომ მოკ-
ლა, შემდეგ რა? ასობით მონის საკვები და წყალი გაქვს? ჰა?
თუმცა შენ ხომ მათ გადაარჩენ! და როცა მათ მოისაკლისებენ?
და ჩახოცილ მცველებს ნახავენ? შემდეგ რა იქნება, მკვლელო?
შეძლებ, ასობით მონა გადამალო? იმიტომ, რომ მე ვერ შევ-
ძლებ.
ფერრომ იულვეის შავ თვალებში ჩახედა, კბილებს აკრაჭუ-
ნებდა და მძიმედ სუნთქავდა. გაიფიქრა, მისი მოკვლა ისევ ხომ
არ მეცადაო.
არა.
წყეული მოხუცი მართალს ამბობდა. ბრაზი ნელ-ნელა დაიც-
ხრო – იმდენად, რამდენადაც შეეძლო. ისარი გადამალა და მო-
ნების კოლონას მიუტრიალდა. მოხუცი მონა ბორძიკით წამოდ-
გა და გოგონაც აედევნა. მრისხანება ფერროს შიგნიდან შიმში-
ლივით სჭამდა.
– შენ! – დაუყვირა ჯარიკაცმა და მათთან ცხენი მიიყვანა.
– აი, შენსას მიაღწიე! – იულვეიმ ფერროს წაუსისინა,
მცველს გაუღიმა და თავი მდაბლად დაუკრა, – ბოდიშს გიხდით
ბატონო, ჩემი ბიჭი...
– ენა ჩაიგდე, ბებრუხანა! – ჯარისკაცმა ფერროს უნაგირი-
დან გადმოხედა, – რაო ბიჭო, გოგონა მოგეწონა?
– რაა? – კბილებში გამოცრა ფერრომ.

417 მკითხველთა ლიგა


– ნუ მორცხვობ, – ახარხარდა ჯარისკაცი, – დაგინახე, რო-
გორ უყურებდი, – შემდეგ კოლონას მიუბრუნდა.
– ეი, შეაჩერეთ! – დაიყვირა და მონები შედგნენ. ჯარისკაცი
უნაგირიდან გადმოიხარა, გაძვალტყავებულ გოგონას ხელი იღ-
ლიაში გამოსდო და კოლონიდან უხეშად გამოათრია.
– კარგია, არა? – თქვა და გოგონა ფერროს მიუგდო, – ცოტა
ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე მზად არის – კარგად გაასუფთავეთ,
და იქნება. ცოტას კოჭლობს, მაგრამ არაფერია, გაუვლის. უბრა-
ლოდ, სწრაფად მივერეკებით. კბილები კარგ მდგომარეობაში
აქვს... კბილები ანახე, ბოზო! – გოგონამ დახეთქილი ტუჩები
დაჭყანულმა გახსნა, – კარგი კბილები აქვს. რას იტყვი, ბიჭო?
ათი ოქრო ღირს! კარგი ფასია!
ფერრო მონას გაუნძრევლად მისჩერებოდა. გოგონაც უაზ-
როდ მიშტერებოდა – დიდი, უსიცოცხლო თვალებით.
– მისმინე, – განაგრძო ჯარისკაცმა და უნაგირიდან გად-
მოიხარა, – ორჯერ ძვირი ღირს, მაგრამ ვერავინ ვერაფერს შე-
ამჩნევს! შაფფაში ჩასვლისას ვიტყვი, რომ გზაში მოკვდა. არა-
ვის გაუკვირდება, ასე ხშირად ხდება! ათი მე შემხვდება, ათს შენ
დაზოგავ! ყველა კმაყოფილი დარჩება!
ყველა კმაყოფილი დარჩება. ფერრომ მცველს ახედა: კაცმა
მუზარადი მოიძრო, შუბლიდან ოფლი ხელის ზურგით მოიწმინ-
და.
– მშვიდად, ფერრო, – წასჩურჩულა იულვეიმ.
– კარგი, კარგი! რვა იყოს! – დაუყვირა ჯარისკაცმა, – ნახე,
რა ლამაზი ღიმილი აქვს! გაუღიმე, ბოზო! – გოგონას პირის
კუთხეები ოდნავ დაემანჭა, – აი, ხომ ხედავ! რვა ოქრო! და იცო-
დე, ამ ფასად პირდაპირ მძარცვავ!
ფერრომ ხელები ისე მაგრად მომუჭა, რომ ფრჩხილები ხე-
ლისგულებში ჩაესო.

418 მკითხველთა ლიგა


– მშვიდად, ფერრო, – გაუმეორა იულვეიმ გამაფრთხილებე-
ლი ტონით.
– კბილებო ღვთისა! ვაჭრობა შეგძლებია, ბიჭო! შვიდი, და ეს
ჩემი უკანასკნელი სიტყვაა. ჯანდაბა, შვიდი! – ჯარისკაცმა მუზა-
რადი გაღიზიანებულმა მოიქნია, – კარგად მოექეცი და ხუთ წე-
ლიწადში მისი ფასი გაიზრდება! ეს კარგი ფულის დაბანდებაა!
ჯარისკაცის სახე ფერროსგან რამდენიმე ფუტში ქანაობდა.
ქალი მის შუბლზე ოფლის ყოველ წვეთს ხედავდა, მის ლოყებზე
ამოწვერილი თმის ყოველ ღერს, მისი კანის ყოველ უსწორმას-
წორობას, ღრმულსა და ნახვრეტს. ლამის მის სუნს სუნთქავდა.
სითხის მოთხოვნილება იმდენად დიდია, რომ დიდი წყურვი-
ლისას ადამიანი ფსელსაც დაუფიქრებლად დალევს, მლაშე
წყალსაც და ზეთსაც. ფერროს ეს უდაბურეთში ხშირად უნახავს.
ახლა ამ კაცის მოკვლის სწორედ ასეთივე მოთხოვნილება
ჰქონდა. უნდოდა შიშველი ხელებით გაეგლიჯა, იქვე მიეხრჩო,
მისი სახე კბილებით დაეგლიჯა. სურვილი იმდენად ძლიერი
იყო, თითქმის ვერ უმკლავდებოდა.
– მშვიდად! – წაუსისინა იულვეიმ.
– ფული არ მაქვს, – გაიგონა ფერომ საკუთარი ხმა.
– თავიდანვე გეთქვა, ბიჭო, ამდენს აღარ მაწვალებდი! – ჯა-
რისკაცმა მუზარადი ისევ დაიხურა, – თუმცა, არ გადანაშაულებ,
თვალი რომ გააყოლე. მართლა კარგი რამეა, – მიწისკენ გად-
მოიხარა, გოგონას იღლიაში სწვდა და ისევ სხვებთან მიათრია,
– შაფფაში ოცს გადამიხდიან! – მხარს ზემოდან გამოსძახა. კო-
ლონამ სიარული განაგრძო. ფერრო გოგონას თვალს მანამდე
არ აცილებდა, სანამ მონები აღმართს არ მიეფარნენ – კოჭლო-
ბით მიმავალს გამუდმებით ფეხი უცურავდა.
სიცივე იგრძნო, სიცივე და სიცარიელე. ნანობდა, მცველი
რომ არ მოკლა, რა შედეგიც უნდა მოჰყოლოდა ამას. მკვლე-

419 მკითხველთა ლიგა


ლობა სიცარიელის ამოვსებაში ეხმარებოდა, ცოტა ხნით მაინც.
ასე უძლებდა.
– ერთ დროს მეც ასეთ კოლონაში მივდიოდი, – თქვა ნელა.
იულვეიმ ღრმად ამოიოხრა:
– ვიცი, ფერრო, ვიცი. მაგრამ ბედმა ამოგირჩია და გადაგარ-
ჩინა. შენც მადლობა გადაუხადე, თუ ამის გაკეთების გზას იპო-
ვი.
– მისი მოკვლა უნდა დაგეცლია.
– ოფ, – მოხუცმა ენა ზიზღით გააწკლაპუნა, – როგორც ვხე-
დავ, რომ შეგეძლოს, მსოფლიოში ყველა ადამიანს მოკლავდი.
მკვლელობის სურვილის გარდა რამე მაინც გაგაჩნია, ფერრო?
– ოდესღაც მქონდა, – ჩაიბუტბუტა ჩუმად, – მაგრამ ყველა-
ფერს მათრახით გართმევენ. მანამდე გირტყამენ, სანამ საბო-
ლოოდ არ დარწმუნდებიან, რომ შენში აღარაფერი დარჩა.
იულვეი გაჩერდა და ქალს თანაგრძნობით შეხედა. უცნაური
იყო, მაგრამ ფერრო მასზე უკვე აღარ ბრაზობდა.
– ძალიან ვწუხვარ, ფერრო. შენზეც, მათზეც... – იულვეიმ
ისევ გზაზე შეაბიჯა, თან თავს აქნევდა, – მაგრამ ეს უკეთესია,
ვიდრე სიკვდილი.
ქალი ცოტა ხანს იდგა და შორს მიმავალი კოლონისგან ამ-
ტვერებულ გზას გაჰყურებდა:
– ეს ერთი და იგივეა, – წაიჩურჩულა თავისთვის.

420 მკითხველთა ლიგა


მტკივანი ცერი
მოაჯირს გადაყუდებული ლოგენი დილის მზეზე თვალებს ჭუ-
ტავდა და ქვემოთ გადაშლილ ხედს ათვალიერებდა.
ასე ერთხელ უკვე იდგა – ახლა ეჩვენებოდა, რომ ძალიან
დიდი ხნის წინ – ბიბლიოთეკაში, მისთვის გამოყოფილი ოთახის
აივანზე.
თუმცა ეს ორი ხედი ერთმანეთისგან ისე განსხვავდებოდა,
როგორც ცა დედამიწისაგან. ერთი მხრივ, შენობების დაკბილუ-
ლი ხალიჩა, სიცხე, დამაბრმავებელი სინათლე და შორიდან მო-
მავალი მოგუდული ხმაური. მეორე მხრივ, სიცივე და ნისლიანი
ხეობა, მშვიდი, ცარიელი, წყნარი, როგორც სიკვდილი. ის დი-
ლა კარგად ახსოვდა: ახსოვდა, თავი სხვა კაცად როგორ იგ-
რძნო. ახლაც სხვა კაცად გრძნობდა თავს – სულელ, პატარა,
შეშინებულ, მახინჯ და დაბნეულ კაცად.
– ლოგენ, – მალაქუსი აივანზე გამოვიდა და ცხრათითას
გვერდით ამოუდგა. მზეს და გემებით სავსე აკიაფებულ უბეს
გაუღიმა, – მშვენიერია, არა?
– რა ვიცი, თუ ასე ფიქრობ... მაგრამ მე ამაში მშვენიერს ვე-
რაფერს ვხედავ. ეს ხალხი... – ლოგენს წელზე ოფლის წვეთი
ჩაუგორდა და შეიშმუშნა, – აქ რაღაც რიგზე ვერ არის. ეს რაღაც
მაშინებს.
– გაშინებს? შენ?
– გამუდმებით, – აქ ჩამოსვლის შემდეგ ლოგენს თითქმის არ
უძინია. ქალაქში საკმარისად არასოდეს ბნელოდა, არც ჩუმდე-
ბოდა. მეტისმეტად ცხელი, ვიწრო და სუნიანი იყო. მტრების უნ-
და გეშინოდეს, მაგრამ მათთან ბრძოლა შეგიძლია, შეგიძლია
როგორმე ბოლო მოუღო. ლოგენს მათი სიძულვილის ესმოდა.
მაგრამ უსახო, გულგრილ, მოგუგუნე ქალაქს, რომელსაც ყვე-

421 მკითხველთა ლიგა


ლაფერი სძულდა, ვერაფრით შეებრძოლებოდი, – აქ ჩემი ადგი-
ლი არ არის. აქაურობას სიხარულით გავეცლებოდი.
– აქ გარკვეული დროით უნდა დავრჩეთ.
– ვიცი, – ლოგენმა ღრმად ჩაისუნთქა, – ამიტომაც ქვემოთ
ჩასვლას და აგრიონტის დათვალიერებას ვაპირებ. მასზე ყვე-
ლაფრის გაგება მინდა, რასაც შევძლებ. როცა რამე საქმე გაქვს,
სჯობს კეთებას დროულად შეუდგე, ვიდრე მთელი ცხოვრება
შიშში გაატარო, მამაჩემი ასე მეუბნებოდა.
– კარგი რჩევაა. მეც წამოგყვები.
– არა, არ წაჰყვები, – ზღურბლზე გაჩერებული ბაიაზი მოწა-
ფეს მრისხანედ შესცქეროდა, – უკანასკნელი რამდენიმე კვირის
განმავლობაში ვერაფერი ისწავლე, სამარცხვინოა. შენთვისაც
კი, – თქვა და ჰაერზე გავიდა, – სანამ მის უმაღლესობას ვუც-
დით და ვუსაქმურობთ, დრო უნდა გამოიყენო და სწავლას მიხე-
დო. ასეთი შანსი შეიძლება კიდევ დიდხანს ვეღარ მიიღო.
მალაქუსი ოთახში უკანმოუხედავად შევარდა. იცოდა, რომ
უსაქმურობა არ ღირდა, მით უმეტეს, როცა მისი მასწავლებელი
ასეთ ხასიათზე ბრძანდებოდა. ბაიაზმა მთელი კეთილგანწყობა
აგრიონტში ჩამოსვლისთანავე დაკარგა, და როგორც ჩანს, კარ-
გა ხანს აღარ დაუბრუნდებოდა. ლოგენს მისი ესმოდა – მათ ისე
ეპყრობოდნენ, როგორც პატიმრებს და არა სტუმრებს. ქცევის
წესებისა ბევრი არაფერი გაეგებოდა, მაგრამ ცხრათითა კარ-
გად ხვდებოდა, რასაც ნიშნავდა ყველას, თუნდაც კართან მდგა-
რი მცველების პირქუში მზერა.
– დაუჯერებელია, როგორ მოახერხა ამ ქალაქმა ასე გაზრდა!
– ჩაიბუზღუნა ბაიაზმა და უზარმაზარ ქალაქს გახედა, – მახსოვს
დრო, როცა ადუა სულ რამდენიმე ქოხი იყო, რომლებიც შემოქ-
მედის სახლს ისე შემოხვეოდა, როგორც ბუზები ახალ განა-
ვალს. მაშინ არავითარი აგრიონტი არ არსებობდა, კავშირიც კი.

422 მკითხველთა ლიგა


მერწმუნე, მაშინ ახლანდელივით ქედმაღლები არ იყვნენ. შე-
მოქმედს ღმერთივით ეთაყვანებოდნენ.
ბაიაზმა გაბრაზებულმა გადააფურთხა. ლოგენმა თვალი
გააყოლა ფურთხს, რომელიც სადღაც ქვემოთ, თეთრ შენობებ-
ში გაუჩინარდა.
– ეს ყველაფერი მათ მე მივეცი, – წაისისინა მაგმა. ლოგენმა
უსიამოვნო სიცივე იგრძნო, რომელსაც, როგორც ჩანდა, მოხუ-
ცი ჯადოქრის უკმაყოფილება იწვევდა, – თავისუფლება ვუბოძე
და მადლობას ასე მიხდიან? დაბალი მოხელეებისა და ქედმაღა-
ლი შიკრიკი ბიჭების უპატივცემულო მზერით?
ლოგენს ქვემოთ ჩასვლა და ეჭვისა და სიგიჟის მორევში გა-
დაშვება უკვე შვებად ეჩვენებოდა. კარისკენ უჩუმრად გაიპარა
და ისევ ოთახში შესხლტა.
აქ თუ მართლა პატიმრები იყვნენ, ლოგენს უნდა ეღიარები-
ნა: უფრო მძიმე ციხეებშიც მჯდარა. აქაური მისაღებ ოთახს მე-
ფეც ვერ დაიწუნებდა – ყოველ შემთხვევაში, ჩრდილოელის აზ-
რით: მუქი ხის, დახვეწილ მძიმე სავარძლებს ჩუქურთმები ამ-
შვენებდა, კედლებზე სქელი გობელენები ეკიდა, რომლებზეც
ტყეებისა და ნადირობის სცენებით იყო გამოსახული. ბეთოდი
ასეთ ოთახში თავს ისე იგრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში.
მაგრამ ლოგენი აქ თავს უხერხულად გრძნობდა, გამუდმებით
თითისწვერებზე დადიოდა, ეშინოდა რამე არ გაეტეხა.
ოთახის შუაში, მაგიდაზე მაღალი, კაშკაშა ყვავილებით მოხა-
ტული ჭურჭელი იდგა. ლოგენმა ეჭვით შეათვალიერა, სანამ აგ-
რიონტში ჩასასვლელი გრძელი კიბისკენ მიიწევდა.
– ლოგენ! – კარში გაჩხერილ ბაიაზს კოპები შეეკრა, –
ფრთხილად იყავი. შეიძლება, ეს ადგილი უცნაურად გეჩვენება,
მაგრამ აქაური ხალხი კიდევ უფრო უცნაურია.
აქაფებული წყალი მხიარულად რაკრაკებდა, თევზის პირის
ფორმით გამოქანდაკებული ლითონის მილიდან წვრილი ნაკა-
423 მკითხველთა ლიგა
დით იღვრებოდა და ქვის ფართო აუზში ჩუხჩუხით ეშვებოდა.
შადრევანი – ეს სახელი ახსენა მედიდურმა ახალგაზრდამ. მიწა-
ში კი მილებია, უთხრა მან. ლოგენმა მიწისქვეშა ნაკადულები
წარმოიდგინა, აქ, მის ფეხქვეშ რომ მიედინებოდა და ქალაქს
საძირკველს ურეცხავდა. ამ ფიქრებმა ცოტა არ იყოს თავბრუ
დაახვიეს.
ძალიან ფართო მოედანი იყო – ბრტყელი ქვებით მოპირკე-
თებული უზარმაზარი ვაკე, რომელსაც მასიური თეთრი შენობე-
ბის კლდეები შემორტყმოდა გარს. სვეტებსა და ჩუქურთმებში
ჩასმული მაღალი ფანჯრები ბრჭყვინავდა, ირგვლივ კი ხალხი
ირეოდა. დღეს, როგორც ჩანდა, რაღაც განსაკუთრებული ხდე-
ბოდა. მთელი მოედნის კიდეების გასწვრივ ხის მორებისგან
უზარმაზარი, დახრილი ნაგებობა წამოეჭიმათ. ამ რაღაცაზე მუ-
შების მთელი არმია დაფუსფუსებდა: ხეებს ჭრიდნენ და სარებს
ასობდნენ, პალოებს არჭობდნენ და ერთმანეთს გაბრაზებულე-
ბი გადასძახებდნენ ხოლმე. სადაც უნდა გაგეხედა, ყველგან
ფიცრებისა და ძელების მთებს, ლურსმნებით სავსე კასრებს, სა-
მუშაო იარაღების ზვინებს დაინახავდი. ეს ყველაფერი ათი
უზარმაზარი დარბაზის აშენებას ეყოფოდა, თუ მეტს არა. ზოგან
ნაგებობა უკვე ძალიან მაღლა აჭრილიყო ჰაერში, საბჯენი ბოძე-
ბი ძლევამოსილი ხომალდის ანძებივით აწოწილიყო და უკან
აღმართული გიგანტური შენობების სიმაღლეებს ეჯიბრებოდა.
დოინჯშემორტყმული ლოგენი ამ უშველებელ ხის ჩონჩხს
გაოცებით მისჩერებოდა და მისი დანიშნულების საიდუმლოს ვე-
რაფრით ხსნიდა. ბოლოს ტყავისწინსაფრიან დაბალ, დაკუნ-
თულ კაცს მიუახლოვდა, რომელიც გაცხარებული ხერხავდა ფი-
ცარს:
– ეს რა არის?
– ჰა? – კაცი მუშაობით ისე გართულიყო, თავიც არ აუწევია.
– აი, ეს. რისთვისაა?
424 მკითხველთა ლიგა
ხერხმა ხე ბოლომდე გადაჭრა და მეორე ნაჭერი ხმამაღლა
დაეცა მიწაზე. დურგალმა დარჩენილი ფიცარი იქვე დახვავებუ-
ლი ხეების გროვას დაამატა და შემოტრიალდა, ლოგენი ეჭვით
შეათვალიერა და ალაპლაპებული შუბლიდან ოფლი მოიწმინ-
და.
– სადგომები. ადგილები.
ლოგენმა კაცს დაბნეული მზერა ესროლა. „თან უნდა იჯდე
და თან უნდა იდგე?“
– ტურნირისთვის! – მკვახედ მიახალა ბოლოს დურგალმა.
ლოგენმა ნელ-ნელა უკან დაიხია. რაღაც ბოდვა იყო. არაფ-
რისმთქმელი სიტყვები. შებრუნდა და იქაურობას გაეცალა, ცდი-
ლობდა უშველებელი ხის კონსტრუქციებისა და მასზე მცოცავი
ხალხისგან თავი შორს დაეჭირა.
ცოტა ხნის ხეტიალის შემდეგ ცხრათითამ ფართო შარაგზაზე
ამოჰყო თავი – ქუჩა თეთრი შენობების ხეობას ჰგავდა. ორივე
მხარეს ქანდაკებები იდგა, ზუსტად ერთმანეთის პირისპირ. ნამ-
დვილ ადამიანებზე გაცილებით დიდები იყვნენ. გამუდმებით მო-
ფუსფუსე ხალხს პირქუშად დაჰყურებდნენ. უახლოესი ფიგურა
უცნაურად ნაცნობი მოეჩვენა. ლოგენი ქანდაკებას მიუახლოვ-
და, თავიდან ბოლომდე ჩაათვალიერა და თავისთვის ჩაიფხუკუ-
ნა. ქვად ქცევის შემდეგ მაგებს შორის უპირველსესს ცოტათი
წონაში მოემატებინა. ალბათ თავის ბიბლიოთეკაში საჭმელს
გემრიელად შეექცეოდა. ლოგენი იქვე მოსეირნე პატარა კაცს
მიუბრუნდა, რომელსაც ფართოფარფლებიანი შავი ქუდი ეხურა
და იღლიაში დიდი წიგნი ამოედო.
– ბაიაზი, – უთხრა ცხრათითამ და ქანდაკებაზე ანიშნა, – ჩე-
მი მეგობარია!
კაცი შეშინებული მიაჩერდა, მერე ქანდაკებას გახედა, ბო-
ლოს ისევ ჩრდილოელს და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.

425 მკითხველთა ლიგა


ქანდაკებები მთელი ხეივნის ჩაყოლებაზე დაედგათ. მარ-
ცხნივ ალბათ კავშირის მეფეები არიანო, გაიფიქრა ლოგენმა.
ზოგს ხმალი ეჭირა ხელში, ზოგს გრაგნილი ან პაწაწინა გემი.
ერთს ძაღლი ეჯდა ფერხთით, მეორეს იღლიაში ძნა ამოედო,
მაგრამ, სხვა მხრივ, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდე-
ბოდნენ. ყველა ერთნაირი სიმაღლის გვირგვინით შეემკოთ,
ყველა ერთნაირად მკაცრად იყურებოდა. მათი უემოციო სა-
ხეების შემხედვარე ვერც წარმოიდგენდი, რომ ოდესმე რაიმე
სისულელის თქმა ან ჩადენა შეეძლოთ, ან თუნდაც ბუნებრივი
მოთხოვნილებები ჰქონდათ.
ლოგენს უკნიდან მძიმე ნაბიჯების ხმა მოესმა და ის თავმომ-
წონე ახალგაზრდა კაცი დაინახა, ჭიშკართან რომ დახვდათ: ქუ-
ჩაში მირბოდა და ოფლისგან დასველებული პერანგი ტანზე მიჰ-
კრობოდა. ლოგენმა გაიფიქრა, ნეტა ასე სად ეჩქარებაო, მაგ-
რამ ამ სიცხეში გამოკიდების არავითარი სურვილი არ გასჩენია.
ამოუხსნელი საიდუმლოები ისედაც არ აკლდა.
ქუჩა დიდი, მწვანე მდელოთი ბოლოვდებოდა. გეგონებოდა,
ვიღაცის გოლიათურმა ხელებმა სადღაც სოფლიდან ამოთხარა
და აქ, მაღალი შენობების შუაში გადმორგოო. თანაც, ასეთი
მდელო ლოგენს არასოდეს ენახა: რბილი, თითქმის ძირამდე
გაკრეჭილი ბალახი მიწას კაშკაშა მწვანე საბანივით ეხურა. ყვა-
ვილები მიწიდან რიგებად, წრეებად და სწორ ხაზებად ამოზრდი-
ლიყო. ერთმანეთთან მჭიდროდ ჩარგული ფუშფუშა ბუჩქები და
ხეები შემოეღობათ და უჩვეულო ფორმებად გაესხლათ. მდე-
ლოზე წყალიც იყო – ქვის საფეხურებზე პატარა ნაკადულები
მოჩუხჩუხებდა, დიდ, ბრტყელ გუბურაზე კი სევდიანი ხეები გა-
დახრილიყო.
ლოგენი ოთხკუთხედ მინდორზე დაეხეტებოდა, ჩექმებს ციც-
ქნა კენჭებმოყრილ გზაზე ახრაშუნებდა. მზეზე სანებივროდ უამ-
რავი ადამიანი შეკრებილიყო: მინიატურულ ტბაში ნავებით და-
426 მკითხველთა ლიგა
ცურავდნენ, ნიჩბებს წყნარად უსვამდნენ და უაზროდ გადაად-
გილდებოდნენ აქეთ-იქით. ან ბალახზე ისხდნენ, ჭამდნენ, სვამ-
დნენ და გაუჩერებლად ლაყბობდნენ. რამდენიმემ ლოგენზე
ანიშნა და რაღაც წამოიყვირა, დანარჩენები ან ჩურჩულებდნენ,
ან უბრალოდ ზურგს აქცევდნენ.
ძალიან უცნაური ხალხი იყო, განსაკუთრებით ქალები: მიც-
ვალებულებივით ფერმკრთალები მოჩვენებებს ჰგავდნენ, გა-
მორჩეული ოსტატობით შეკერილ კაბებში გამოკრულიყვნენ
(ძველ დროში გავრცელებული იყო ჩვეულება, ჩვილები სახვე-
ვებში ან სხვა სამოსში ისე მჭიდროდ გამოეკრათ, რომ კიდურე-
ბი ვერ ემოძრავებინათ. ლოგენი კაბებს ამ სახვევებს ამსგავ-
სებს), თმები კეფაზე დაემაგრებინათ და უცნაური ვარცხნილო-
ბები ქინძისთავებით, თმის სამაგრებით, უზარმაზარი ფრინვე-
ლების ბუმბულებით დაემშვენებინათ, ზოგსაც საერთოდ უსარ-
გებლო ციცქნა ქუდები დაეხურა. იმ მრგვალ ოთახში მდგარ მა-
ღალ ლარნაკს ჰგავდნენ – მეტისმეტად გამხდრები იყვნენ, რომ
კაცს რამეში გამოსდგომოდნენ, და ზედმეტად გადაპრანჭულე-
ბი. მაგრამ იმდენი ხანი იყო გასული, რაც... ლოგენმა მათ
მხიარულად გაუღიმა, თვითონაც არ იცოდა, რისი იმედი ჰქონ-
და. ზოგი შოკში ჩავარდა, ზოგს შეძრწუნებისგან კინაღამ გული
წაუვიდა. ლოგენმა ამოიოხრა – ძველი მაგია ისე მოქმედებდა.
უფრო მოშორებით, ფართო მოედნის მეორე ბოლოში, ლო-
გენი ჯარისკაცების ვარჯიშის საყურებლად შეჩერდა. ამჯერად
გლახაკები ან განაზებული ყმაწვილები კი არა, მძიმე, სარკესა-
ვით გაპრიალებულ აბჯრებში ჩამსხდარი, გრძელი შუბებით
შეიარაღებული ღონიერი მამაკაცები დახვდნენ. ერთმანეთთან
ახლოს, გაუნძრევლად იდგნენ – ოთხ კვადრატს ქმნიდნენ,
რომლიდანაც თითოეულში, ალბათ ორმოცდაათამდე მაინც იქ-
ნებოდა. ხეივანში ნანახ ქანდაკებებს ჰგავდნენ.

427 მკითხველთა ლიგა


წითელქურთუკიანი დაბალი კაცის ბრძანებაზე – მათი მე-
თაურის, როგორც ლოგენმა დაასკვნა, – ყველანი ერ-
თდროულად მოტრიალდნენ, შუბები დაუშვეს და წინ გაემარ-
თნენ. მძიმე ჩექმებს მწყობრად მიაბაკუნებდნენ. ერთნაირად
ჩაცმულები, ერთნაირად შეიარაღებულები, ერთნაირად მოძრა-
ვები... მართლაც მშვენიერი სანახაობა იყო: მზეზე აკიაფებული
ლითონის კვადრატები კოხტად გადაადგილდებოდა, შუბის მო-
ელვარე ბოლოებს იქნევდა და უზარმაზარ, ოთხკუთხედ, ორას-
ფეხიან ზღარბს ჰგავდა. დიდ, გაშლილ ადგილზე ნამდვილად
მომაკვდინებელი ძალა იქნებოდა. თუმცა კლდოვან ნიადაგზე,
კოკისპირულ წვიმაში, უღრან ტყეში... ლოგენი ამაში დარწმუნე-
ბული არ იყო. ამსიმძიმე აბჯრების გადამკიდე, ეს მებრძოლები
მალე დაიღლებოდნენ, და თუ მწყობრი დაერღვეოდათ, მერე
რაღას იზამდნენ? ეს ხალხი მიჩვეული იყო, რომ ზურგს ყოველ-
თვის ვიღაც უმაგრებდა. შეძლებდნენ კი მარტო ბრძოლას?
ლოგენმა ხეტიალი განაგრძო, ფართო ეზოებსა და კოხტა ბა-
ღებში შეისეირნა, მოჩუხჩუხე შადრევნები და ამაყი ქანდაკებები
დაათვალიერა, სუფთა ჩიხები, შუკები და განიერი ხეივნები
მოიარა. ვიწრო კიბეებზე ზემოთ და ქვემოთ დაძრწოდა, ნაკადუ-
ლებზე, გზებზე, სხვა ხიდებზე გადადებულ ხიდებზე დაიარებოდა.
ასობით სხვადასხვა ჭიშკართან, გალავანსა და კართან უამრავი
აჭრელებულ ლივრეაში გამოწყობილი მცველი ნახა. ჩრდილო-
ელს ყოველი მათგანი ეჭვის თვალით უმზერდა და უბღვერდა.
მზე ცაში სულ უფრო მაღლა მიიწევდა, ცხრათითა თეთრ შენო-
ბებს ზურგს უკან ერთიმეორის მიყოლებით იტოვებდა, დაბო-
ლოს, როგორც იქნა, ლოგენი მიხვდა, რომ სიარულისგან ფეხე-
ბი გადაიტყავა და თითქმის დაიკარგა, კისერი კი გამუდმებით
ზემოთ ყურებისგან ასტკივდა.
მუდმივი და უცვლელი მხოლოდ არაამქვეყნიური კოშკი რჩე-
ბოდა: მაღლა, ცაში აწოწილიყო და ქალაქს ზემოდან დაჰყურებ-
428 მკითხველთა ლიგა
და. მასთან შედარებით დანარჩენი უზარმაზარი შენობები სასა-
ცილოდ პატარა სახლებად ეჩვენებოდა. ის ყველა ადგილიდან
ჩანდა, შორი მანძილიდან სახურავებთან შენიშნავდი, თვალის
კუთხეში ყოველთვის ჯიუტად გეჩხირებოდა. ლოგენს კოშკისკენ
ფეხები თავისით მიათრევდა, სანამ ბოლოს, რომელიღაც მიტო-
ვებული ციტადელის ჩრდილში არ აღმოჩნდა.
თითქმის ჩამონგრეულ შენობას სურო და ხავსი მოსდებოდა,
ჩამოზნექილ ციცაბო სახურავს კრამიტი აკლდა. იქვე, გავერანე-
ბული მდელოს მახლობლად ძველ სკამს მიაგნო და ლოგენი
უმალ დაეხეთქა მასზე, ცოტა სული მოითქვა, მერე კედლების
მიღმა აღმართულ უზარმაზარ შენობას შუბლშეჭმუხნილმა ახე-
და: შავი სილუეტი თითქოს ლურჯი ციდან ამოეჭრათ. ადამიანის
ხელით აშენებული, გამომშრალი, შიშველი, მკვდარი ქვების
მთა იყო. უზარმაზარ ნაგებობას მცენარე არ მიჰკარებოდა – უშ-
ველებელი ქვების ღრმულებში ხავსის ნასახიც არ ჩანდა. შემოქ-
მედის სახლი – ასე უწოდა ბაიაზმა. ლოგენს ასეთი სახლი არა-
სოდეს ენახა. სახურავი არ ჰქონდა, შიშველ კედლებზე ფანჯრე-
ბი და კარები არ ჩანდა. უბრალოდ ვეებერთელა, წვეტიანი ქვის
ბოძების გროვა იყო და მეტი არაფერი. ასეთი უშველებელი რა-
ღაცის აშენება რისთვის უნდა დასჭირვებოდათ? და საერთოდ,
ვინ იყო ეს შემოქმედი? ნუთუ მხოლოდ ამის გამო იყო ცნობი-
ლი? ამ გიგანტური, გამოუსადეგარი სახლის აშენების გამო?
– წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ჩამოვჯდე? – ლოგენთან ვი-
ღაც ქალი გაჩერებულიყო – ყოველ შემთხვევაში, ლოგენი მას
უფრო უწოდებდა ქალს, ვიდრე პარკში მოსეირნე იმ უცნაურ,
მოჩვენებების მსგავს არსებებს. ლამაზ, თეთრკაბიან ქალს
გრძელი შავი თმა სახეზე ჩამოშლოდა.
– წინააღმდეგი? არა. სასაცილოა, მაგრამ ჩემ გვერდით ჩა-
მოჯდომა სხვას არავის უნდა.

429 მკითხველთა ლიგა


ქალი გრძელი სკამის მეორე ბოლოში ჩამოჯდა, ნიკაპი ხე-
ლებს ჩამოაყრდნო, იდაყვები კი – მუხლებს. ცაში აწოწილ
კოშკს ყოველგვარი ინტერესის გარეშე მიაჩერდა:
– იქნებ თქვენი ეშინიათ.
ლოგენმა მზერა ვიღაც კაცს გააყოლა, რომელსაც ფურცლე-
ბის შეკვრა ეჭირა. ჩრდილოელს შეშფოთებულმა აურა გვერდი,
თან გაფართოებული თვალებით მიაშტერდა.
– თანდათან მეც ეგრე მგონია.
– ისე, ცოტა საშიში ნამდვილად ჩანხართ.
– უფრო შემზარავი – ამ სიტყვას ხომ არ ეძებდით?
– როგორც წესი, როცა სიტყვას ვეძებ, მას მარტივად
ვპოულობ. საშიში-მეთქი.
– რას ვიზამთ. შესახედაობა მატყუარა რამეა.
ქალმა წარბი ასწია და თავიდან ფეხებამდე გულდასმით ჩა-
ათვალიერა:
– მაშ, მშვიდობიანი კაცი ხართ?
– ჰმ... ვერ ვიტყოდი.
ცოტა ხანს ასე ისხდნენ და ერთმანეთს გვედულად ათ-
ვლიერებდნენ. ქალი შეშინებულს არ ჰგავდა, არც ქედმაღლუ-
რად უყურებოდა, არც დიდ ინტერესს იჩენდა.
– ჩემი რატომ არ გეშინიათ? – ჰკითხა ბოლოს ლოგენმა.
– ანგლანდიდან ვარ, თქვენს ხალხს ვიცნობ. თან, – თავი
სკამის ზურგს დაადო, – სხვა არავინ მელაპარაკება. სასოწარ-
კვეთილი ვარ.
ლოგენმა შუა თითის ნაგლეჯს დახედა, აამოძრავა, ცდილობ-
და რაც შეიძლება დაემალა:
– მე ლოგენი ვარ.
– გილოცავთ. მე არავინ ვარ.
– ყველა ადამიანი ვიღაცაა.
– მე არა. მე არაფერს წარმოვადგენ. უჩინარი ვარ.
430 მკითხველთა ლიგა
ლოგენი თვალებმოჭუტული მიაჩერდა: ქალი სანახევროდ
შეტრიალებულიყო მისკენ, გარს მზის სხივები ეხვეოდა, გრძე-
ლი, გლუვი კისერი ლამაზად მოეღერებინა, მკერდი მშვიდად
აუდ-ჩაუდიოდა.
– მე გხედავთ.
ქალმა მისკენ თავი მიატრიალა:
– თქვენ... თქვენ თავაზიანი ბრძანდებით.
ლოგენმა გულიანად ჩაიფრუტუნა. რა აღარ უწოდებიათ მის-
თვის, მაგრამ თავაზიანი – არასოდეს. ახალგაზრდა ქალი მის
მხიარულებას არ იზიარებდა.
– აქ უცხო ვარ, – ჩაიბუტბუტა თავისთვის.
– ორივენი უცხოები ვართ, – დაეთანხმა ლოგენი.
– დიახ. მაგრამ აქ ჩემი სახლია, – თქვა და სკამიდან წამოდ-
გა, – ნახვამდის, ლოგენ.
– მშვიდობით... არავინ.
ქალი შეტრიალდა და ნელა წავიდა. ლოგენი კიდევ დიდხანს
უყურებდა თავის კანტურით. ბაიაზმა მართალი უთხრა: ეს უც-
ნაური ადგილი იყო, მაგრამ ხალხი – კიდევ უფრო უცნაური.
ლოგენმა გაიღვიძა და უსიამოვნოდ შეხტა, თვალები ააფახუ-
რა და ველური თვალებით მიმოიხედა. სიბნელე იყო. არა, სრუ-
ლი წყვდიადი არა, რა თქმა უნდა, – ქალაქში ცეცხლი გამუდმე-
ბით ბჟუტავდა. ეგონა, რომ რაღაც ხმა მოესმა, მაგრამ ახლა ჩა-
მიჩუმი არ ისმოდა. სიცხე იყო. სიცხე, სივიწროვე და ჩახუთულო-
ბა – მიუხედავად იმისა, რომ ღია ფანჯრიდან ორპირი ქარი
ქროდა. ამოიკვნესა და წელზე შემოხვეული სველი საბანი
მოიცილა, მკერდიდან ოფლი მოიწმინდა და ზურგს უკან კე-
დელს შეაწმინდა. სინათლე დახუჭული ქუთუთოების მიღმაც
აღიზიანებდა. და ეს არ იყო ყველაზე უარესი. თუ ლოგენზე რა-
მის თქმა გინდა – თქვი, რომ ეფსია.

431 მკითხველთა ლიგა


სამწუხაროდ, აქ უბრალოდ ქოთანში მოფსმა არ შეიძლებო-
და. პატარა, განსაზღვრულ ოთახში რაღაც სპეციალური ხის თა-
როსმაგვარი ჯანდაბა ჰქონდათ, რომლის ძირშიც ორმო ამოეთ-
ხარათ. პირველ დღეს ლოგენმა ამ ორმოში ჩაიხედა და ვერაფ-
რით მიხვდა, რისთვის გამოიყენებოდა. ძალიან ღრმა ჩანდა და
ცუდი სუნი ამოდიოდა. შემდეგ მალაქუსმა აუხსნა, ეს უვარგისი
ბარბაროსული გამოგონება რასაც წარმოადგენდა: იქ უნდა ჩა-
მომჯდარიყავი, პირდაპირ მაგარ ხეზე, და უსიამოვნო გამჭოლ
ნიავს ყვერებზე უნდა დაებერა. რამდენადაც ლოგენი მიხვდა,
სწორედ ეს იყო ცივილიზაციის არსი – ხალხს საქმე არაფერი
ჰქონდა და ცხოვრებას რაც შეიძლება მეტად ირთულებდა.
საწოლიდან გამოძვრა და იქით გაემათა, საითაც კარი ახსოვ-
და. წინ გადაიხარა და გზა ცეცებით გაიგნო: მეტისმეტი სინათლე
იყო,, რომ დაძინება მოეხერხებინა მაგრამ მეტისმეტი სიბნელე,
რომ რამე ნორმალურად გაერჩია.
– შევეცი ცივილიზაციას, – ჩაიბურტყუნა თავისთვის როცა
კარის ურდულს ეწვალებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, შიშველი
ფეხებით ფრთხილად შეაბიჯა საძინებლებს შორის მდებარე
დიდ, მრგვალ ოთახს მიაღწია.
იქ სიგრილე დახვდა. საძინებლის ჩახუთული სიცხის შემდეგ
შიშველ კანზე ცივი ჰაერი ესიამოვნა. რატომ არ დაიძინა აქ იმ
ღუმლის მაგივრად? ძილბურანიდან ბოლომდე ვერ გამორ-
კვეულიყო, ბნელ კედლებს თვალებმოჭუტული აკვირდებოდა
და ცდილობდა გაეგო, მოსაფსამ ორმომდე რომელ ბუნდოვან
კარს მიჰყავდა. საკუთარი იღბალი რომ იცოდა, შეიძლებოდა
შემთხვევით ბაიაზის ოთახში შეფრატუნებულიყო და მაგებს შო-
რის უპირველესისთვის ძილში თავზე დაეფსა. ეს ჯადოქარს ცუდ
ხასიათს ნამდვილად ვერ გამოუკეთებდა.
ლოგენმა ნაბიჯი წინ გადადგა და რაღაცას დაეჯახა: ფეხი მა-
გიდის კუთხეს მიარტყა, რაღაცამ დაიზრიალა. შეიგინა და ნატ-
432 მკითხველთა ლიგა
კენი წვივი დაიზილა, შემდეგ ის ლარნაკი გაახსენდა. წინ გადახ-
ტა და სულზე მიუსწრო. ლოგენის თვალები ამ ნახევრადბნელს
უკვე ცოტა შესჩვეოდა და მის ცივ, მბრწყინავ ზედაპირზე ყვავი-
ლებსაც კი არჩევდა. უკვე მაგიდაზე დებდა, როცა გონება
გაუნათდა: რატომ უნდა წასულიყო სადღაც გადასაკარგავში,
როცა საჭირო ქოთანი აქვე ჰქონდა? ქურდულად მიმოიხედა,
ჭურჭელი შესაბამის პოზიციაში დაიჭირა... და გაიყინა.
მარტო არ იყო.
ნახევრადბნელში მაღალი, ტანწერწეტა ფიგურა დალანდა
ბუნდოვნად. გრძელ თმას ღია ფანჯრიდან შემოჭრილი ნიავი
მშვიდად ურხევდა. თვალები დაძაბა, მაგრამ სახე ვერ დაინახა.
– ლოგენ...
ქალის ხმა იყო, ნაზი და წყნარი. თუმცა, ლოგენს ტონი არ
მოეწონა. ოთახში ციოდა, ძალიან ციოდა. ლარნაკს ხელი უფრო
მაგრად მოუჭირა.
– ვინ ხარ? – სამარისებურ სიჩუმეში მოულოდნელად ხმა-
მაღლა დაიყრანტალა. ნუთუ ეს სიზმარი იყო? თავი გააქნია და
ქოთანს ხელი კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა. არა, ცხადი იყო.
საზარელი ცხადი...
– ლოგენ... – ქალი უხმაუროდ დაიძრა მისკენ. ფანჯრიდან
გაელვებულმა სუსტმა სინათლემ ლოგენს საშუალება მისცა, მი-
სი პროფილი გაერჩია: თეთრი ლოყა, ჩაშავებული თვალის ბუ-
დე, პირის კუთხე... შემდეგ ყველაფერი ისევ წყვდიადში ჩაიძი-
რა. რატომღაც ძალიან ეცნობოდა... გაცხარებული ცდილობდა,
გაეხსენებინა, თან უკან იხევდა, ცდილობდა მაგიდა მათ შორის
დარჩენილიყო.
– რა გინდა? – მკერდში სუსხი იგრძნო, ცუდი წინათგრძნობა
გაუჩნდა. იცოდა, რომ უნდა ეყვირა, დახმარება ეთხოვა, მაგ-
რამ, რატომღაც მისი ვინაობის გაგება სურდა. უნდა სცოდნო-
და... ჰაერი კიდევ უფრო გაიყინა, ლოგენი თვალწინ უკვე საკუ-
433 მკითხველთა ლიგა
თარი სუნთქვის ორთქლს ხედავდა. მისი ცოლი მკვდარი იყო,
ამაში ეჭვი არ ეპარებოდა, მკვდარი და ცივი, დიდი ხნის წინ
მტვრად ქცეული. სოფელი საკუთარი თვალით ნახა – ბოლომდე
გადამწვარი, გვამებით სავსე. მისი ცოლი მკვდარი იყო... და მა-
ინც...
– ტელფი? – წაიჩურჩულა ბოლოს.
– ლოგენ...
მისი ხმა იყო! მისი ხმა! ლოგენს ყბა ჩამოუვარდა. ქალმა მის-
კენ ფანჯრიდან შემომავალი შუქით განათებული ხელი გაიწო-
და. ფერმკრთალი ხელი, ფერმკრთალი თითები, გრძელი თეთ-
რი ფრჩხილები. ოთახში სუსხი იდგა. ნამდვილი გამყინვარება!
– ლოგენ!
– შენ მკვდარი ხარ! – ლოგენმა ლარნაკი ასწია, მზად იყო ქა-
ლის თავზე გადაემტვრია. თითებგაფარჩხულმა ხელმა უკვე მას-
თან მიაღწია.
უეცრად ოთახი მზიანი დღესავით განათდა. არა, ნათელი კი-
დევ უფრო კაშკაშა იყო. ბრწყინვალე, დამაბრმავებელი. კარე-
ბის, ავეჯის აქამდე ბუნდოვანი კონტურები მკვეთრ თეთრ ლაქე-
ბად იქცა, შავი ჩრდილებით გამოიკვეთა. ლოგენმა თვალები
მაგრად დახუჭა, სახეზე ხელი აიფარა, წამოიყვირა და კედელს
მიენარცხა. გამაყრუებელი გრუხუნი გაიგონა, თითქოს მთას მი-
წა მოსწყდა, თითქოს უზარმაზარი ხე წაიქცა. ოთახი დამწვარი
ხის სუნით აივსო. ლოგენმა ცალი თვალი ოდნავ გაახილა და
თითებიდან გამოიჭყიტა.
ოთახი უცნაურად შეცვლილიყო. ყველაფერი ისევ სიბნელე-
ში ჩაიძირა, მაგრამ ადრინდელივით უკუნი აღარ იდგა. შუქი კე-
დელში გამონგრეული უზარმაზარი ხვრელიდან შემოდიოდა, სა-
დაც ადრე ფანჯარა იყო. ორი სავარძელი გამქრალიყო, მესამე
თავს ძლივს იმაგრევდა სამ ფეხზე, ჩამომტვრეული ნაპირები
სუსტად ელავდა და ისე ბოლავდა, როგორც კოცონში დიდი ხნის
434 მკითხველთა ლიგა
შეკეთებული ტოტები. მაგიდა, წამის წინ ლოგენის გვერდით
რომ იდგა, ახლა ოთახის მეორე ბოლოში ეგდო ორად გადამ-
ტვრეული. ჭერი სართულის ნივნივიდან სანახევროდ ჩამონ-
გრეულიყო, იატაკი ქვებისა და თაბაშირის ნამტვრევებს მოეფი-
ნა, ყველგან ხისა და მინის ნამსხვრევები ეყარა. იმ უცნაური ქა-
ლის კვალი კი აღარსად ჩანდა, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.
ბაიაზი ამ ორომტრიალში კედელში გაჩენილი ხვრელისკენ
მიიწევდა, სქელი წვივების უკან ღამის პერანგი უფრიალებდა.
კედელთან მივიდა და ღამის სიბნელეში გაიხედა:
– წავიდა.
– წავიდა? – ლოგენი მბოლავ ღრმულს მიაჩერდა, – ჩემი სა-
ხელი იცოდა...
ჯადოქარი ერთადერთ გადარჩენილ სავარძელთან მილას-
ლასდა და არაქათგამოცლილი ჩაეხეთქა მასში:
– ალბათ მჭამელი იყო, ხალული გამოაგზავნიდა.
– რა? – შეცბა ლოგენი, – ვინ გამოაგზავნიდა?
ბაიაზმა სახიდან ოფლი მოიწმინდა:
– როგორც მახსოვს, არ გინდოდა გცოდნოდა.
– მართალია, – ამას ლოგენი ვერ უარყოფდა. ნიკაპი მოიფ-
ხანა, გამონგრეული ხვრელიდან ღამის ცას ახედა, დაფიქრდა,
ხომ არ მოვიდა დრო, აზრი შევიცვალოო. მაგრამ უკვე გვიანი
იყო: კარზე გიჟივით დააბრახუნეს.
– გააღე, კარგი?
ლოგენმა ნამტვრევებში გაჭირვებით გაიკვლია გზა და საკე-
ტი გადასწია. ოთახში გაბრაზებული მცველი შემოვარდა და
ლოგენი გზიდან მხრით ჩამოიცილა, ცალ ხელში ლამპა ეჭირა,
მეორეში მოშიშვლებული მახვილი.
– ხმაური გავიგონე! – მისმა ლამპის შუქმა ცოტა ხანს ამ
აურზაურში იხეტიალა, ჩამოგლეჯილ ბათქაშებს მოევლო, დამ-

435 მკითხველთა ლიგა


ტვრეულ ქვას გადააწყდა და ბოლოს კედელის ნახვრეტიდან გა-
მოჩენილ ღამის ცაზე გაჩერდა.
– ჯანდაბა, – წაიჩურჩულა გაოგნებულმა.
– დაუპატიჟებელი სტუმარი გვეწვია, – ჩაიბუზღუნა ლოგენმა.
– მმ... მე ვინმეს უნდა... – მცველი სრულიად თავგზააბნეული
იყო, – შევატყობინო, – კარისკენ გაექანა, მაგრამ რაღაცას წა-
მოედო და კინაღამ წაიქცა. ცოტა ხნის შემდეგ ლოგენს ქვემოთ,
საფეხურებზე მისი ფეხების აჩქარებული ბაკუნი მოესმა.
– მჭამელი რა არის? – იკითხა ლოგენმა, მაგრამ პასუხი ვერ
მიიღო. თვალებდახუჭულ ჯადოქარს ჩასძინებოდა, სახეზე პირ-
ქუში გამომეტყველება შერჩენოდა, მკერდი მშვიდად უმოძრა-
ვებდა. ლოგენმა დაიხედა და გაკვირვებით აღმოაჩინა, რომ
მარჯვენა ხელს ჯერ კიდევ უჭერდა ლარნაკს – მშვენიერს და სა-
თუთს. იატაკზე ადგილი ფრთხილად მოასუფთავა და ჭურჭელი
ძირს დადგა.
უცებ ერთ-ერთი კარი ხმაურით გაიღო და ლოგენი შეხტა. მა-
ლაქუსი იყო, თმა ყალყზე ედგა და ირგვლივ შეშინებული იყურე-
ბოდა.
– რა ხდება... – ხვრელთან მიფრატუნდა და შეშფოთებულმა
გაიხედა, – ჯანდაბა.
– მალაქუს, მჭამელი რა არის?
კვიმ თავი ლოგენისკენ სწრაფად მოაბრუნა. სახეზე შეძრწუ-
ნება ეხატა:
– ეს აკრძალულია, – წაიჩურჩულა მან, – ადამიანის ხორცის
ჭამა...

436 მკითხველთა ლიგა


შეკითხვები
გლოკტა შვრიის ფაფას პირში რამდენადაც შეეძლო, სწრა-
ფად იტენიდა, იმედი ჰქონდა, ნახევრის შეჭმას მაინც მოასწრებ-
და, სანამ ზიზღით გულის რევა დაეწყებოდა. ყლაპავდა, ახვე-
ლებდა, ცახცახებდა. ბოლოს ჯამი ისე მოიცილა, თითქოს ინკვი-
ზიტორს თავისი სიახლოვითაც შეურაცხყოფას აყენებდა.
„კაცმა რომ თქვას, ასეც არის“.
– იმედია, მნიშვნელოვანი საქმე გაქვს, სევერარდ, – ჩაიბუზ-
ღუნა უკმაყოფილოდ.
შეგირდმა ცხიმიანი თმა სახიდან ცალი ხელით გადაიყარა:
– გააჩნია, მნიშვნელოვანში რას გულისხმობთ. თქვენს ჯა-
დოსან მეგობრებს ეხება.
– აა, ჰო, მაგებს შორის უპირველესი და მისი მამაცი მეგზუ-
რები! და რა ხდება?
– გასულ ღამეს მათ ოთახებში რაღაც აურზაური დატრიალ-
და. როგორც ამბობენ, მათთან ვიღაც შეიჭრა. რაღაც ჩხუბისმაგ-
ვარიც იყო. როგორც ჩანს, ზარალიც უნდა იყოს.
– ვიღაც? რაღაც ჩხუბისმაგვარი? ზარალი? – გლოკტამ თავი
უკმაყოფილოდ გააქნია, – როგორც ჩანს? როგორც ჩანს ჩვენ-
თვის არ კმარა, სევერარდ.
– ამჯერად უნდა ვიმყოფინოთ. მცველმა ბევრი ვერაფერი
გვითხრა. მე თუ მკითხავთ, შეძრწუნებული იყო, – სევერარდი
სავარძელში უფრო ღრმად ჩაიძირა, მხრები ყურებს მიადო,- ეს
საქმე ვიღაცამ მაინც უნდა გამოიკვლიოს, და რატომ ჩვენ არ
მივხედოთ? შეგიძლიათ ახლოდან შეათვალიეროთ, რამდენიმე
შეკითხვა დაუსვათ...
– სად არიან?
– გაგიხარდებათ: ჯაჭვების კოშკში.

437 მკითხველთა ლიგა


გლოკტა მოიქუფრა და ცარიელი ღრძილებიდან ფაფის ნარ-
ჩენები ენით მოილოკა „რა თქმა უნდა. თან ზედ სახურავთან იქ-
ნებიან, შემიძლია დავიფიცო! ისევ უთვალავი საფეხური!“
– სულ ესაა?
– ჩრდილოელმა გუშინ ცოტა გაისეირნა, ნახევარ აგრიონტს
დაარტყა წრე. ჩვენ, რა თქმა უნდა, თვალი არ მოგვიცილებია, –
შეგირდმა ჩაიფრუტუნა და ნიღაბი შეისწორა, – მახინჯი ნაბიჭვა-
რი.
– ოჰ, ეს ჩვენი გამოჩენილი ჩრდილოელი! რამე საშინელება
ჩაიდინა? ვინმე გააუპატიურა? მოკლა? შენობები გადაწვა ან რა-
მე ეგეთი?
– სიმართლე გითხრათ, მსგავსი არაფერი. მთელი დილა კი-
ნაღამ მოწყენილობისგან მოვკვდით. უბრალოდ დაეხეტებოდა
და ქალაქს ათვალიერებდა. სულ რამდენიმე ადამიანს გა-
მოელაპარაკა.
– მაგალითად?
– მნიშვნელოვანს არავის. ერთ-ერთ დურგალს, რომელიც
ტურნირისთვის ტრიბუნებს ამზადებდა. ერთ მდივანს მეფეთა
ხეივანში და ერთ გოგონას უნივერსიტეტის მახლობლად – მას
ცოტა უფრო დიდხანს ესაუბრა.
– გოგონას?
სევერარდს თვალები აუციმციმდა:
– დიახ, თან ძალიან ლამაზს. მოიცა, რა ერქვა? – დაფიქრდა
და თითები გაატკაცუნა, – ხომ გავარკვიე... მისი ძმა მეფის პი-
რად დაცვაშია... ვესტი, რაღაცა ვესტი...
– არდი.
– სწორედაც! თქვენ იცნობთ მას?
– ჰმმ, – გლოკტამ ცარიელი ღრძილები მოილოკა. „გოგონამ
მკითხა, როგორ ვიყავი. მე მახსოვს“, – ერთმანეთთან სალაპა-
რაკო რა უნდა ჰქონოდათ?
438 მკითხველთა ლიგა
შეგირდმა წარბებია ასწია.
– ალბათ არც არაფერი. თუმცა, გოგონა ანგლანდიდანაა, ქა-
ლაქში ახალი ჩამოსულია. შეიძლება რაღაც აკავშირებდეთ.
გინდათ, მოვიყვანო? შეგვიძლია ეს ახლავე გავარკვიოთ.
– არა! – მოუჭრა გლოკტამ, – არა. ამის აუცილებლობა არ
არის. მისი ძმა ოდესღაც ჩემი მეგობარი იყო.
– იყო...
– გოგონას თითიც არავინ დააკაროს, გასაგებია, სევერარდ?
შეგირდმა მხრები აიჩეჩა:
– როგორც თქვენ იტყვით, ინკვიზიტორო, როგორც თქვენ
იტყვით...
– ჰოდა, ვთქვი.
სიჩუმე ჩამოვარდა.
– ესე იგი, აბრეშუმით მოვაჭრეებს შევეშვით? – ლამის სევ-
დით იკითხა სევერარდმა.
– ასე გამოდის. მათი საქმე ისედაც წასულია. მათგან აღარა-
ფერი დარჩა, მხოლოდ ნარჩენები.
– გავბედავ და ვიტყვი – საკმაოდ მსუყე ნარჩენები.
– მეც გავბედავდი, – მჟავედ გამოეპასუხა გლოკტა, – მაგრამ
მის უმაღლესობას ჰგონია, რომ ჩვენი უნარები სხვაგან უფრო
საჭიროა, – „მაგალითად, თვითმარქვია ჯადოქრების სათვალ-
თვალოდ“, – იმედი მაქვს, დოკებთან შენს პატარა საკუთრებას
არაფერი დამართნია.
სევერარდმა მხრები აიჩეჩა:
– არ გამიკვირდება, თუ ცნობისმოყვარე თვალებისგან დასა-
მალი ადგილი ისევ დაგვჭირდება. ჩემი შენობა ისევ იქაა. შესა-
ბამის ფასად, რა თქმა უნდა. საქმის შუაგზაზე მიტოვება ნამდვი-
ლად სამარცხვინოა.
„მართალია, – გლოკტა ცოტა ხნით ჩაფიქრდა, – საშიშია.
არქილექტორმა თქვა, ამ საქმის ქექვას შეეშვითო. ბრძანების
439 მკითხველთა ლიგა
დარღვევა ძალიან საშიშია, და მაინც... რაღაცის სუნი მცემს.
ასეთი კუდების დატოვება საშინლად მაღიზიანებს, რაც უნდა, ის
თქვას მისმა უმაღლესობამ“.
– კიდევ არის რაღაც, – თქვა ბოლოს ინკვიზიტორმა.
– მართლა?
– ჰო, მაგრამ დიდი სიფრთხილეა საჭირო. ბანკებზე იცი რა-
მე?
– დიდი შენობები აქვთ. ხალხს ფულს ასესხებენ.
გლოკტამ ცივად გაიღიმა:
– არ მეგონა, ასეთი ჩახედული თუ იყავი საქმეში. მე ერთი
კონკრეტული ბანკი მაინტერესებს. „ვალინტი და ბალკი“ ჰქვია.
– არასოდეს გამიგია, მაგრამ შემიძლია გავიკითხო.
– ოღონდ ძალიან ფრთხილად, სევერარდ, გესმის ჩემი? ამის
შესახებ არავინ უნდა გაიგოს. სერიოზულად გეუბნები.
– მე თვით სიფრთხილე ვარ, უფროსო, ვისაც გინდათ ჰკით-
ხეთ! სიფრთხილე – თვით მე ვარ.
– იმედი მაქვს, სევერარდ, იმედი მაქვს.
„თორემ ორივეს თავებს გაგვაგდებინებენ“.
გლოკტა ამბრაზურისკენ გადაიხარა და ზურგით ქვის კე-
დელს მიეყრდნო, მარცხენა ფეხი წინ გაჩაჩხა – მფეთქავი ტკი-
ვილის პატარა ღუმელი. რა თქმა უნდა, ტკივილს ყოველთვის
ელოდა, ყოველდღე, ყოველ წამს. „მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია“.
გაქვავებული ყბებიდან ყოველი ამოსუნთქვა საშინელი
ხრიალით ამოსდიოდა. უმცირესი მოძრაობებიც კი შეუძლებელ
ამოცანებად გადაიქცა. გაახსენდა, წლების წინ მარშალი ვარუზი
საფეხურებზე ზემოთ-ქვემოთ როგორ არბენინებდა, როცა ტურ-
ნირისთვის ამზადებდა. „ერთდროულად სამ საფეხურზე ვხტო-
დი, ზემოთაც, ქვემოთაც, მათ არსებობას ვერც ვამჩნევდი. ახლა
კი შემომხედეთ. ვინ იფიქრებდა, რომ ყველაფერი ასე დასრულ-
დებოდა?“
440 მკითხველთა ლიგა
ოფლში ცურავდა, სხეული უცახცახებდა, თვალები ეწვოდა
და ცრემლები სდიოდა, გაწითლებული ცხვირიდან წყალ-წყალა
სისველეს ანთხევდა. „ამდენი წყალი გამდის და მაინც წყურვი-
ლით ვკვდები. რა უაზრობაა!“ საერთოდაც, რამეს მაინც თუ
ჰქონდა აზრი? „ვინმემ რომ გამოიაროს და ასეთ მდგომარეობა-
ში მნახოს? საზარელი გლოკტა, ინკვიზიციის მათრახი, ფანჯრის
რაფაზე ტრაკით გაშხლართულა და განძრევის თავი არ აქვს!
შევძლებ კი, ამ აგონიაში, უდარდელი ღიმილის ნიღაბი ავიფა-
რო? თავს ისე მოვაჩვენებ, თითქოს ყველაფერი რიგზეა? ვითომ
აქ, საფეხურებზე გასაშხლართად ხშირად მოვდივარ? თუ კივი-
ლითა და გოდებით ვთხოვ დახმარებას?“
მაგრამ არავინ გამოჩენილა. გლოკტა გაუნძრევლად იწვა,
ვიწრო სივრცეში შეყუჟული, ჯაჭვების კოშკის მწვერვალამდე
გზის სამი მეოთხედი გაევლო. კეფა ცივი ქვებისთვის მიედო,
აკანკალებული მუხლები მაღლა აეწია.
„სანდ დან გლოკტა, ფარიკაობის ნამდვილო ოსტატო, კავა-
ლერიის ბრწყინვალე ოფიცერო – წინ რამხელა მომავალი
გქონდა! იყო დრო, როდესაც საათობით შემეძლო მერბინა.
მერბინა, მერბინა და არასოდეს დავღლილიყავი“. იგრძნო, ოფ-
ლის წვეთი ზურგზე როგორ ჩაუსრიალდა. „რატომ ვაკეთებ
ამას? ჯანდაბა, რატომ სხვას არ დაავალებენ? დღესვე შემიძლია
შევწყვიტო. შემიძლია დედაჩემთან დავბრუნდე. მაგრამ, მერე
რა იქნება? მერე რა იქნება, გლოკტა?“
– ინკვიზიტორო, მიხარია, რომ მოხვედით.
„გილოცავ, ნაბიჭვარო. მე არ მიხარია“. გლოკტა კიბის თავზე
კედელს მიეყუდა, ღრძილებს რამდენიმე შემორჩენილი კბილით
აწვალებდა.
– ოთახში გველოდებიან, მაგრამ ისეთი არეულობაა...
გლოკტას ხელი ისე უცახცახებდა, რომ მისი ხელჯოხის ბო-
ლო ქვის იატაკზე გიჟივით კაკუნობდა. გონება ებინდებოდა, ქუ-
441 მკითხველთა ლიგა
თუთოები უცახცახებდა და წინ მდგარი მცველი გადღაბნილ ლა-
ქად ეჩვენებოდა.
– კარგად ხართ? – ჯარისკაცმა ხეიბრისკენ ხელი გაიწოდა.
გლოკტამ თავი ასწია:
– უბრალოდ ეს ოხერი კარი გამიღე, კრეტინო!
მცველი შეხტა, სასწრაფოდ კარისკენ გაიქცა და ფართოდ გა-
მოაღო. გლოკტას სხეული დანებებას და პატრონის მიწაზე პირ-
ქვე გაშხლართვას ითხოვდა, მაგრამ ინკვიზიტორმა თავს ძალა
დაატანა და წელში გაიმართა. შემდეგ როგორღაც ნაბიჯი გა-
დადგა, სუნთქვა დაიმშვიდა, მხრებში გაიშალა, თავი მაღლა ას-
წია და მცველს მეფურად ჩაუარა, მიუხედავად იმისა, რომ ტკივი-
ლი ოდნავადაც არ განელებია. თუმცა კარს მიღმა ნანახმა მისი
მოჩვენებითი სიმშვიდე ხელის ერთი მოსმით გააცამტვერა.
„ჯერ კიდევ გუშინ, ეს მთელს აგრიონტში ერთ-ერთი უმდიდ-
რესი მოსასვენებელი იყო! აქ ყველაზე პატივსაცემ სტუმრებს
აბინავებდნენ, ყველაზე მნიშვნელოვან უცხოელ დიდებულებს.
გუშინ...“ ერთ-ერთ კედელში, იქ, სადაც ფანჯარა უნდა ყოფილი-
ყო, უზარმაზარი ხვრელი, მის მიღმა კი ცა მოჩანდა – ჩაბნელე-
ბული საფეხურების შემდეგ დამაბრმავებლად კაშკაშა. ჭერის
ერთი ნაწილი მთლიანად ჩამონგრეულიყო, დამტვრეული ძე-
ლები და ბათქაში ოთახში ჩამოშვებულიყო. იატაკზე ქვებისა და
მინის ნამსხვრევები, ფერადი ქსოვილის ნაგლეჯები ეყარა. ან-
ტიკვარული ავეჯი მთლიანად დალეწილიყო და მომტვრეული
ნაპირები დანახშირებოდა, თითქოს ცეცხლში ეყარაო. ამ უბე-
დურებას მხოლოდ ერთი სავარძელი და მაგიდის ნახევარი გა-
დარჩენოდა. და მაღალი, მოჩუქურთმებული ლარნაკი, ამ
ორომტრიალში იატაკზე რომ იდო და საოცარია, მაგრამ მთელი
იყო.
ამ ძვირფას ნაგავში ავადმყოფური შესახედაობის, შეცბუნე-
ბული ყმაწვილი იდგა. როცა გლოკტა კარში გამოჩნდა და ნან-
442 მკითხველთა ლიგა
გრევებში გზის კვლევა დაიწყო, ახალგაზრდამ თავი მოაბრუნა
და ტუჩები ნერვიულად მოილოკა. აშკარად ვერ იყო კარგად.
„არსებობს ადამიანი, ვინც უფრო მეტად ჰგავს თაღლითს?“
– ეე... დილა მშვიდობის... – ახალგაზრდა კაცის თითები
ნერვიულად ეწვალებოდა მანტიას – მასიურ, მისტიკური სიმბო-
ლოებით აჭრელებულ ქსოვილს.
„განა ცხადი არ არის, რომ ამ სამოსში თავს საშინლად უხერ-
ხულად გრძნობს? ეს თუ ჯადოქრის მოწაფეა, მაშინ მე გურკჰუ-
ლის იმპერატორი ვყოფილვარ!“
– მე გლოკტა ვარ, მისი უდიდებულესობის ინკვიზიციიდან. აქ
ამ... სამწუხარო ამბის გამოსაძიებლად გამომგზავნეს. ვინმე უფ-
რო მოხუცის ნახვას ველოდი.
– ოო, დიახ, დიახ, მაპატიეთ, მე მალაქუს კვი ვარ, – აბლუ-
კუნდა ახალგაზრდა კაცი, – დიადი ბაიაზის მოწაფე, მაგთა შო-
რის უპირველესის, უმაღლესი მაგიის ოსტატის და უღრმესი სიბ-
რძნით...
„მუხლებზე! მუხლებზე დაემხე ჩემ წინაშე! მე გურკჰულის
ძლევამოსილი იმპერატორი ვარ!“
– მალაქუს კვი? – გლოკტამ უხეშად შეაწყვეტინა, – ძველი
იმპერიიდან ხარ?
– დიახ... – ახალგაზრდას ამ შეკითხვაზე სახე ოდნავ გაუნათ-
და, – თქვენ რა, იცნობთ ვინმე ჩემიან...
– არა. საერთოდ არავის ვიცნობ, – ფერმკრთალი სახე ისევ
ჩაქრა, – გუშინ აქ იყავით?
– ეე... დიახ, გვერდით ოთახში მეძინა. ვშიშობ, წესიერად ვე-
რაფრი დავინახე...
გლოკტა მკაცრი მზერით მიაჩერდა, თვალებს არ ახამხამებ-
და, ცდილობდა გაეგო, ეს მალაქუსი რას წარმოადგენდა. მოწა-
ფემ დაახველა და იატაკს ისე ჩააშტერდა, თითქოს ფიქრობს,
ოთახის დალაგება საიდან დაიწყოსო. „ნუთუ ასეთმა ადამიანმა
443 მკითხველთა ლიგა
შეაშფოთა არქილექტორი? უვარგისი მსახიობია. უბადრუკი
თაღლითივით იქცევა“.
– თუმცა, გუშინდელ შემთხვევას ვიღაც ხომ მაინც შეესწრო?
– დიახ, ეე... ოსტატი ცხრათითა, ასე მგონია...
– ცხრათითა?
– დიახ, ჩვენი ჩრდილოელი მეგზური, – ახალგაზრდა კაცი
ისევ გაიბადრა, – სახელგანთქმული მებრძოლია, ჩემპიონი,
პრინცი...
– შენ ძველი იმპერიიდან ხარ. ის ჩრდილოელია. რა მრა-
ვალფეროვანი ჯგუფი ყოფილხართ.
– ოო, დიახ, ჰა-ჰა-ჰა! ნამდვილად, შეიძლება ითქვას...
– ახლა სად არის ცხრათითა?
– ჯერ კიდევ სძინავს, მე მგონი. მე, ეე... შემიძლია გავაღვი-
ძო...
– თუ არ შეწუხდებით, – გლოკტამ ხელჯოხი იატაკზე დააკა-
კუნა, – საკმაოდ მაღლა ხართ, ამიტომ მირჩევნია აქ მეორედ
ამოსვლა აღარ დამჭირდეს.
– მმ... არა, რა თქმა უნდა... მაპატიეთ! – თქვა და ერთ-ერთ
კარს ეცა. გლოკტა კი შეტრიალდა, თავი ისე დაიჭირა, თითქოს
კედელში ხვრელის შესწავლა უნდოდა. სინამდვილეში ტკივი-
ლისგან აგონიაში იყო ჩავარდნილი, ტუჩზე იკბინა, ავადმყოფი
ბავშვივით რომ არ აღნავლებულიყო. თავისუფალი ხელი ქვების
გროვას დაადო და მთელი ძალით მოუჭირა.
როცა კრუნჩხვამ გაუარა, გლოკტას დაზიანებული ოთახი-
სადმი მეტი ინტერესი გაუჩნდა. ამ სიმაღლეზეც კი, კედლები
ოთხი ფუტის სისქის მაინც იქნებოდა. უზარმაზარი ლოდები ერ-
თმანეთზე კირქვით შეედუღაბებინათ და ქვის ბლოკებით
მოეპირკეთებინათ. მის გასანგრევად უძლიერესი კატაპულტი-
დან ნასროლი ლოდი იქნებოდა საჭირო. ან კარგი მუშების ჯგუ-

444 მკითხველთა ლიგა


ფი, რომელიც მთელი კვირა შეუსვენებლივ იმუშავებდნენ – დღე
და ღამე.
„უზარმაზარი მანქანა ან მუშების ჯგუფი დაცვის ყურადღებას
აუცილებლად მიიპყრობდა. მაშ, რა მოხდა?“ გლოკტამ ხელი
დამტვრეულ ქვებს გაუსვა. ჭორები სმენოდა, თითქოს შორეულ
სამხრეთში ისეთი ფხვნილი მოიგონეს, რომელიც ფეთქდებოდა.
„ცოტაოდენი ფხვნილი ამას შეძლებდა?“
კარი გაიღო. გლოკტა შეტრიალდა და უზარმაზარი კაცი
დაინახა, რომელმაც დაბალ კარში შემოსასვლელად თავი ჩახა-
რა, გზად ფართო ხელებით იკრავდა პერანგს. მისი სიზანტე უფ-
რო წინდახედულობა იყო. „თითქოს გაცილებით სწრაფად შეუძ-
ლია იმოძრაოს, მაგრამ ამის საჭიროებას ვერ ხედავს“. თმა
აბურძგნოდა, საზიზღარი სახე ნაიარევებით დაფარვოდა. მარ-
ცხენა ხელზე შუა თითი აკლდა. „აი, თურმე რატომ ეძახიან
ცხრათითას. რა მახვილგონივრულია!“
– ძილს შეჰყევით?
ჩრდილოელმა თავი დაუქნია:
– თქვენი ქალაქი ჩემთვის მეტისმეტად ცხელია – ღამე
თვალს ვერ ვხუჭავ და შემდეგ მთელი დღე მძინავს.
გლოკტას ფეხი უფეთქავდა, ზურგი სტკიოდა, კისერი გამხმა-
რი ტოტივით გაშეშებოდა. მტანჯველი ტკივილის დამალვა უდი-
დეს ძალისხმევად უჯდებოდა. რას არ მიცემდა, ოღონდ ახლა
ერთადერთ დაუზიანებელ სავარძელში ჩაგდებულიყო და მთე-
ლი ძალით ეღრიალა. „მაგრამ უნდა ვიდგე და ამ შარლატანებს
სიტყვებით უნდა ვეთამაშო“.
– იქნებ ამიხსნათ, აქ რა მოხდა?
ცხრათითამ მხრები აიჩეჩა:
– ღამე მოფსმა მომინდა. ოთახში შემოვედი და ვიღაც დავი-
ნახე.

445 მკითხველთა ლიგა


„საკმაოდ თავისუფლად ლაპარაკობს, მიუხედავად იმისა,
რომ დიდად ზრდილობიან სიტყვებს არ იყენებს“.
– ვერ გაარჩიეთ ეს „ვიღაც“ ვინ იყო?
– არა. ქალი იყო, მხოლოდ ეს ვიცი, – და მხრები აშკარად
უხერხულად აიჩეჩა.
– ქალი? მართლა? – „ისტორია სულ უფრო და უფრო სასაცი-
ლო ხდება“, – სხვა არაფერი? არ შეგვიძლია, ეჭვმიტანილთა
რიცხვი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტად შევამციროთ?
– სიცივე იყო. ძალიან ციოდა.
– ციოდა?
„რა თქმა უნდა, რატომაც არა? წლის ერთ-ერთ ყველაზე
ცხელ ღამეს...“
გლოკტა ჩრდილოელს დიდხანს ბურღავდა მზერით, ისიც
თვალებში უყურებდა. მშვიდი, მუქი ლურჯი, ღრმად ჩამჯდარი
თვალები ჰქონდა. „ეს იდიოტის თვალები არ არის. შეიძლება
მაიმუნს ჰგავს, მაგრამ მაიმუნივით არ მეტყველებს. სანამ რამეს
იტყვის, კარგად ფიქრობს, და იმაზე მეტს არ ამბობს, ვიდრე სა-
ჭიროა. საშიში კაცია“.
– ამ ქალაქში რა გესაქმებათ, ბატონო ცხრათითა?
– ბაიაზთან ერთად ჩამოვედი. თუ მისი საქმეები გაინტერე-
სებთ, შეგიძლიათ თავად მას ჰკითხოთ. სიმართლე გითხრათ, მე
არაფერი ვიცი.
– გამოდის, ფულს გიხდით.
– არა.
– მაშინ ერთგულების გამო დაჰყვებით?
– ვერ ვიტყოდი.
– მისი მსახური ხართ?
– არა, სავსებით არა, – ჩრდილოელმა ნაწვერალი ნიკაპი ნე-
ლა მოიფხანა, – არ ვიცი, რა ვარ.

446 მკითხველთა ლიგა


„დიდი, მახინჯი მატყუარა – აი ვინ ხარ. მაგრამ ეს როგორ
დავამტკიცო?“ გლოკტამ ხელჯოხი განადგურებულ ოთახს მოავ-
ლო:
– დაუპატიჟებელმა სტუმარმა ასეთი ამბები როგორ დაატ-
რიალა?
– ეს ბაიაზმა გააკეთა.
– ბაიაზმა? როგორ?
– ამას ხელოვნებას ეძახის.
– ხელოვნებას?
– ელემენტარული მაგია ველური და საშიშია, – პომპეზურად
ჩაერთო მოწაფე, თითქოს ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვან
რამეს ამბობდა, – რადგან ის მეორე მხრიდან იკრეფს ძალას,
ქვედა სამყაროსთან კონტაქტი კი უაღრესად საშიშია. მაგი საკუ-
თარ მაგიას ცოდნით აკონტროლებს და უმაღლეს ხელოვნებას
ასე ქმნის, მაგრამ როგორც მჭედელს ან...
– მეორე მხარე? – გლოკტამ ახალგაზრდა სულელს უხეშად
შეაწყვეტინა ბოდვა, – ქვედა სამყარო? ჯოჯოხეთს გულისხმობ?
მაგია? თქვენ რაიმე მაგიას ფლობთ, ბატონო ცხრათითა?
– მე? არა, – გაეცინა ჩრდილოელს. შემდეგ ცოტა დაფიქრდა
და ისე დაამატა, თითქოს ეს აზრი თავში ამწამს მოუვიდაო, –
თუმცა სულებთან საუბარი შემიძლია.
– ესე იგი, სულებთან? – „ოღონდ ეს არა“, – მაშინ, იქნებ მათ
მაინც გვიამბონ, გუშინ ვინ გესტუმრათ?
– ვშიშობ, არ გამოვა, – ცხრათითამ თავი სევდიანად გადააქ-
ნია, გლოკტას სარკაზმი ან ვერ შეამჩნია, ან არჩია ყურადღება
არ მიექცია მისთვის, – ასეთ ადგილებში აღარ დარჩნენ. მათ აქ
მიიძინეს. ძალიან დიდი ხნის წინ.
– ჰო, რასაკვირველია, – „სულებმა კარგად უნდა გამოიძი-
ნონ... ეს სისულელე ყელში ამომივიდა“, – ბეთოდისგან მოხვე-
დით?
447 მკითხველთა ლიგა
– შეიძლება ასეც ითქვას, – ამჯერად გლოკტა გაოცდა. სუნ-
თქვის აჩქარებას, ნაჩქარევ უარყოფას და ტყუილის მცდელობას
ელოდა, მაგრამ ასეთ გულწრფელ აღიარებას ვერაფრით წარ-
მოიდგენდა. თუმცა ცხრათითას თვალიც არ დაუხამხამებია, ისე
განაგრძო, – ოდესღაც მისი ჩემპიონი ვიყავი.
– ჩემპიონი?
– მისთვის ათ დუელში ვიბრძოლე.
გლოკტა საჭირო სიტყვებს ძლივს პოულობდა:
– და იმარჯვებდით?
– მიმართლებდა.
– თქვენ, რა თქმა უნდა, იცით, რომ ბეთოდი კავშირში შემო-
იჭრა, ხომ ასეა?
– დიახ, – ცხრათითამ ამოიოხრა, – ეგ ნაბიჭვარი დიდი ხნის
წინ უნდა მომეკლა, მაგრამ მაშინ ახალგაზრდა და სულელი ვი-
ყავი. ახლა ძალიან მეეჭვება, კიდევ მომეცეს შესაძლებლობა,
მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება. კაცი უნდა იყოს... რა
ჰქვია იმ სიტყვას?
– რეალისტი, – უკარნახა კვიმ.
გლოკტამ კოპები შეიკრა. სულ ცოტა ხნის წინ ეგონა, რომ ამ
ბოდვიდან რამე აზრს გამოიტანდა, მაგრამ იმ წამმა უკვე ჩაიარა
და მას შემდეგ ყველაფერი სულ უფრო აბსურდული ხდებოდა.
ინკვიზიტორი ჩრდილოელს მიაჩერდა, მაგრამ დაჩეხილ სახეზე
პასუხების ნაცვლად ახალი კითხვები იპოვა.
„სულებთან საუბარი შეუძლია? ბეთოდის ჩემპიონია და თან
– მისი მტერი? ღამე თავს იდუმალი ქალი დაესხა? და არც ის
იცის, აქ რა უნდა? ჭკვიანი მატყუარა იმდენ სიმართლეს ამბობს,
რამდენიც შეუძლია. ამან იმდენი ტყუილი მოჩმახა, არც კი ვიცი
საიდან დავიწყო“.
– ოჰ, სტუმარი გვყოლია! – ოთახში მოხუცმა კაცმა შემოაბი-
ჯა. ჩასკვნილი, ღონიერი აგებულების იყო, მოკლე ჭაღარა წვე-
448 მკითხველთა ლიგა
რი ჰქონდა, მელოტ თავს ნაჭრით ენერგიულად იწმენდდა. „აი,
ვინ ყოფილა ბაიაზი“. მაგი გადარჩენილ სავარძელში ჩაეშვა,
მოძრაობებზე არავითარი ისეთი დიდებულება არ ეტყობოდა,
როგორიც მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურისგან იქნებოდა
მოსალოდნელი, – ბოდიში უნდა მოგიხადოთ. აბაზანის მიღე-
ბისგან თავი ვერ შევიკავე. აქ მშვენიერი სააბაზანოა. მას შემ-
დეგ რაც აგრიონტში ჩამოვედით ყოველდღე ვბანაობ. გზაზე ისე
ამოვიგანგლე, სუფთად ყოფნის შესაძლებლობას ხელიდან
აღარ გავუშვებ! – თქვა მოხუცმა და ხელი უთმო თავზე გადაის-
ვა.
გლოკტამ მოხუცის ნაკვთები მეფეთა ხეივანში მდგარი ქან-
დაკებისას შეადარა. „რაღაც გასაოცარ მსგავსებას ვერ ვხედავ.
თანაც, გაცილებით დაბალია. ერთი საათიც არ დამჭირდება მას-
ზე დამაჯერებელი შესახედაობის ხუთი მოხუცის საპოვნელად.
სამართებლის წყალობით არქილექტორ სულტსაც კი უფრო შე-
საფერის კანდიდატურას დავამსგავსებდი“.
გლოკტამ მოხუცის ლაპლაპა თავს შეხედა. „ნეტა თავს ყო-
ველდღე იპარსავს?“
– თქვენ ვინ ბრძანდებით? – იკითხა თვითმარქვია ბაიაზმა.
– ინკვიზიტორი გლოკტა.
– ოჰ, მისი უმაღლესობის ერთ-ერთი ინკვიზიტორი! დიდი პა-
ტივია!
– ოო, არა, არა. ეს ჩემთვისაა პატივი. ბოლოს და ბოლოს,
თქვენ ხომ ლეგენდარული ბაიაზი, მაგებს შორის უპირველესი
ბრძანდებით.
მოხუცი გლოკტას მწვანე, მკაცრი თვალებით ყურადღებით
დააკვირდა:
– ლეგენდარული შესაძლოა, ცოტა მეტისმეტია, მაგრამ
ბაიაზი ნამდვილად ვარ.

449 მკითხველთა ლიგა


– თქვენი მეგზური, ბატონი ცხრათითა, გუშინდელ ამბებს
მიყვებოდა. თავშესაქცევი ისტორიაა. მითხრა, რომ... ეს ყველა-
ფერი თქვენ მოაწყეთ.
მოხუცმა ჩაიფრუტუნა:
– დაუპატიჟებელი სტუმრების მიღება არ მჩვევია.
– ვხედავ.
– ვაგლახ, რომ ოთახიც დაზიანდა. საკუთარი გამოცდილები-
დან ვიცი, რომ ასეთ დროს სწრაფად და გადაჭრით უნდა იმოქ-
მედო. ნამსხვრევებს მერეც მოაგროვებ.
– რასაკვირველია. მომიტევეთ ჩემი უვიცობა, ოსტატო ბაიაზ,
მაგრამ ეს ყველაფერი როგორ დაზიანდა?
მოხუცმა გაიღიმა:
– იმედია ხვდებით, რომ ორდენის საიდუმლოებს პირველსა-
ვე შემხვედრს არ ვუმხელთ, თან, ვშიშობ, შეგირდი უკვე მყავს, –
თქვა და დაბნეულ ახალგაზრდაზე ანიშნა.
– დიახ, უკვე გავიცანი. მაშინ, იქნებ მარტივად ამიხსნათ? იქ-
ნებ რამე მაინც გავიგო?
– თქვენ ამას მაგიას უწოდებთ.
– მაგია... გასაგებია.
– ზუსტადაც. ბოლოს და ბოლოს, მაგები ხომ ამით ვართ
ცნობილები.
– მმ... იქნებ პატივი დამდოთ და მცირე რამ მიჩვენოთ?
– ოო, არა, არა! – ეგრეთ წოდებულმა ჯადოქარმა მხიარუ-
ლად ჩაიხითხითა, – ფოკუსებს არ ვაკეთებ.
„ამ ბებერი იდიოტის გამოჭერა არც ისე მარტივია, ისევე რო-
გორც ჩრდილოელის. ის ველური ძლივს ბლუკუნებს, ეს კი
გაუჩერებლად უაზრობებს ლაყბობს“.
– უნდა ვაღიარო, საგონებელში ვარ ჩავარდნილი, ვერაფ-
რით გამიგია, დაუპატიჟებელმა სტუმარმა თქვენთან შემოღწევა
როგორ მოახერხა, – გლოკტამ ოთახს მზერა მოავლო, თითქოს
450 მკითხველთა ლიგა
საიდუმლო შემოსასვლელს ეძებსო, – მცველს არაფერი დაუნა-
ხავს. გამოდის, ფანჯრიდან შემოსულა.
გლოკტა ხვრელთან ფრთხილად მიფრატუნდა და გარეთ
გაიხედა. ადრე იქ აივანი იყო, მაგრამ ახლა მისგან მხოლოდ
რამდენიმე ქვის მოკლე ნატეხიღა დარჩენილიყო. თვითონ გლუ-
ვი კედელი კი გამართულად ეშვებოდა შორი, კამკამა წყლისკენ.
– აქ ამოცოცება იოლი საქმე არ არის, განსაკუთრებით კაბა-
ში. შეიძლება ითქვას, რომ ეს შეუძლებელია, ხომ ასეა? თქვენი
აზრით, ქალი აქ როგორ მოხვდა?
მოხუცმა ჩაიფხუკუნა:
– გინდათ, თქვენი საქმე მე გავაკეთო? იქნებ საპირფარეშოს
ორმოდან ამოძვრა! – ჩრდილოელი ამ შენიშვნამ საგონებელში
ჩააგდო, – იქნებ დაიჭიროთ და შეკითხვები მას დაუსვათ? განა
აქ ამისთვის არ ხართ?
„სულისშემძვრელია! და ეს სცენა როგორ ბრწყინვალედ
გაითამაშა! ისეთი უმანკოა, ლამისაა მისი ბოდვა დავიჯერო.
ლამის, მაგრამ ბოლომდე ვერა“.
– პრობლემაც ეგაა. თქვენი იდუმალი სტუმრის კვალიც არ-
სად ჩანს. ვერც გვამი აღმოაჩინეს. მხოლოდ ქუჩაში მიმოფანტუ-
ლი ხის ნაფოტები, ავეჯის ნაწილები და ქვების გროვა გვაქვს.
დაუპატიჟებელი სტუმრის არავითარი კვალი არ დარჩენილა,
რომელი სქესის წარმომადგენელიც უნდა ყოფილიყო.
მოხუცმა გლოკტას მკაცრი მზერა ესროლა, სახეზე ღრმა
ნაოჭები გაუჩნდა:
– შეიძლება სხეული ბოლომდე ჩაიფერფლა, შეიძლება ისეთ
უმცირეს ნაწილებად დაიშალა, რომ ვერ ვამჩნევთ, ან ჰაერში
აორთქლდა. მაგია ყოველთვის ზუსტი ან პროგნოზირებადი არ
არის, ნამდვილი ოსტატის ხელშიც კი. ასეთი რამეები ხდება
ხოლმე. ძალიან ხშირად. განსაკუთრებით მაშინ, როცა მაღი-
ზიანებენ.
451 მკითხველთა ლიგა
– მაგრამ თქვენი გაღიზიანება მაინც უნდა გავრისკო. თავში
გამიელვა, რომ შესაძლოა სულაც არ იყოთ ბაიაზი, მაგთა შო-
რის უპირველესი.
– მართლა? – მოხუცმა ხშირი წარბები ერთად შეყარა.
– ყოველ შემთხვევაში, იმის ალბათობა მაინც უნდა დავუშ-
ვა... – ოთახში დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა, – რომ თვითმარქვია
ბრძანდებით.
– ესე იგი თაღლითი? – მოუჭრა ვითომ მაგმა. ფერმკრთალმა
ახალგაზრდამ თავი მხრებში ჩამალა და კედელს შეშინებული
აეკრა. უეცრად გლოკტამ ნანგრევებში ძალიან მარტოსულად
იგრძნო თავი – მარტოსულად და დაბნეულად. მაგრამ ჯიუტად
განაგრძო:
– თავში გამიელვა, რომ მთელი ეს ამბავი სპეციალურად
გაითამაშეთ. თქვენი მაგიური ძალების წარმოდგენა ძალიანაც
გამოგადგებოდათ.
– გამომადგებოდა? – წაისისინა მელოტმა ბერიკაცმა უჩ-
ვეულოდ მაღალი ხმით, – გამომადგებოდაო, ამბობთ? მე ის გა-
მომადგებოდა, ჩემთვის ღამე რომ ძილი ეცლიათ. გამომადგე-
ბოდა, რომ ახლა დახურულ საბჭოში, ჩემს კუთვნილ სავარძელ-
ში ვიჯდე. გამომადგებოდა, რომ ხალხისთვის ჩემი სიტყვა კანო-
ნი იყოს, როგორც ადრე. და ყოველგვარი სულელური შეკით-
ხვებისგან თავს რომ იკავებდნენ.
უეცრად უფრო დაემსგავსა მეფეთა ხეივანში მდგარ ქანდაკე-
ბას. ახლა ყველაფერი ემთხვეოდა: მბრძანებლური პირქუშობა,
ამაყი სიცილი, მრისხანე მუქარა. მოხუცის სიტყვები გლოკტას
უზარმაზარი სიმძიმით დააწვა, სუნთქვა ამოაცალა, მუხლებზე
დამხობა უბრძანა, თავის ქალაში ჩაესო და ეჭვის პაწაწინა ნამ-
ცეცები დაუტოვა. გლოკტამ პირდაღებულ კედელს გახედა.
„ფხვნილი? კაპატულტა? მუშები? უფრო მარტივი ახსნა არ
არსებობს?“ გლოკტას ფეხქვეშ სამყარო გამოეცალა, ზუსტად
452 მკითხველთა ლიგა
ისე, როგორც არქილექტორთან, რამდენიმე დღის წინ: გონება
საერთო სურათის ნაწილებად დაშლას და მათ თავიდან აწყობას
შეუდგა. „იქნებ უბრალოდ სიმართლეს ამბობენ? იქნებ...“
„არა!“
გლოკტამ თავს ძალა დაატანა და ეს აზრი გონებიდან ამოიგ-
დო. თავი ასწია და მოხუცს გესლიანი ღიმილი ესროლა. „უბრა-
ლოდ მოხუცი მსახიობია, გადაპარსული თავით და დამაჯერებე-
ლი მანერებით. მეტი არაფერი“.
– თუ მართლაც ის ხართ, ვინადაც თავს ასაღებთ, მაშინ ჩემი
შეკითხვების არ უნდა გეშინოდეთ, და არც თქვენი პასუხების.
მოხუცმა გაიღიმა და უცნაური წნეხი მოულოდნელად სადღაც
გაქრა:
– თქვენი გულწრფელობა ფრიად სასიამოვნოა, ინკვიზიტო-
რო. ეჭვი არ მეპარება, თქვენი თეორიის დასამტკიცებლად ძა-
ლას არ დაიშურებთ. წარმატებას გისურვებთ. მე, როგორც თა-
ვად ბრძანეთ, არაფრის მეშინია. უბრალოდ უნდა გთხოვოთ,
რომ სანამ კიდევ გადაწყვეტთ ჩვენს შეწუხებას, ჯერ მტკიცებუ-
ლებები მოიძიეთ.
გლოკტამ თავი ცივად დაუკრა:
– ვეცდები ასეც მოვიქცე, – უპასუხა და კარისკენ გაემართა.
– კიდევ ერთი რამ! – მიაძახა მოხუცმა და გამონგრეულ კე-
დელს გახედა, – სხვა ოთახებს ვერ მოგვიძებნით? ახლა აქ მე-
ტისმეტად უბერავს ქარი.
– მივხედავ ამ საქმეს.
– მშვენიერია. იქნებ სადმე ნაკლებ საფეხურიანი ოთახი იპო-
ვოთ? ეს ოხერი კიბეები ჩემს მუხლებზე საშინლად მოქმედებს.
„რას ლაპარაკობ. როგორც იქნა, რაღაცაში მაინც ვთანხმდე-
ბით“.
გლოკტამ სამეულს თვალი უკანასკნელადაც მოავლო. მე-
ლოტი მოხუცი აუღელვებლად უყურებდა, სახე კედელივით
453 მკითხველთა ლიგა
შეუვალი ჰქონდა. გაძვალტყავებულმა ახალგაზრდამ თავი ნერ-
ვიულად ასწია და მაშინვე გვერდზე გაიხედა. ჩრდილოელი სა-
პირფარეშოს კარს ჯერ კიდევ ეჭვით მისჩერებოდა. „შარლატა-
ნები, თვითმარქვიები, ჯაშუშები... მაგრამ როგორ დავამტკი-
ცო?“
– კარგად ბრძანდებოდეთ ბატონებო, – დაემშვიდობა და კი-
ბეზე ისეთი ღირსებით დაეშვა, როგორითაც შეძლო.

454 მკითხველთა ლიგა


კეთილშობილება
ჯეზალმა ყბიდან წვერის უკანასკნელი თხელი ღერებიც ჩა-
მოიპარსა და სამართებელი თასში გარეცხა. შემდეგ ნაჭრით შე-
ამშრალა, დაკეცა და მაგიდაზე ფრთხილად დადო, თან უყურებ-
და, მზის სხივები სადაფის სახელურზე როგორ თამაშობდა.
სახე მოიწმინდა თუ არა, დილის მისთვის საყვარელი ნაწი-
ლიც დაიწყო: სარკეში საკუთარ გამოსახულებას შეხედა. ძვირ-
ფასი სარკე იყო, ვისსერინიდან ახლახან ჩამოტანილი, მამამის-
მა აჩუქა – მრგვალი, სწორი შუშა მუქი ხის მოჩუქურთმებულ
ჩარჩოში ჩაესვათ. ძალიან შეეფერებოდა სიმპათიურ მამაკაცს,
რომელიც ბედნიერი იყურებოდა მასში. თუმცა, გულახდილად
თუ ვიტყვით, სიტყვა სიმპათიური საკმარისად გულუხვად არ აღ-
წერდა მას.
– ხომ იცი, რა ლამაზი ხარ? – უთხრა ჯეზალმა საკუთარ თავს,
გაიღიმა და თითი სუფთად გაპარსულ ნიკაპზე მოისვა. ნიკაპიც
ამას ერქვა!
ჯეზალს ხშირად ეუბნებოდნენ, რომ ნიკაპი მისი გარეგნობის
საუკეთესო ნაწილი იყო. თუმცა, სხვა ნაკვთებსაც არა უშავდა.
ჯერ მარჯვნივ შეტრიალდა, შემდეგ მარცხნივ, რომ შესანიშნავი
ნიკაპი უკეთ შეეთვალიერებინა – არც ძალიან მძიმე, არც ძალი-
ან უხეში, არც ძალიან ნაზი – არაფერი ქალური ან სუსტი არ
ჰქონდა. ეს ნამდვილი მამაკაცის ყბა იყო, ნიკაპზე პატარა ნაპ-
რალით, რომელიც მის ძალასა და ავტორიტეტზე მიუთითებდა,
თან – მგრძნობიარობასა და წინდახედულობაზეც. ნეტავ ასეთი
დახვეწილი ნაკვთები ოდესმე ვინმეს ჰქონია? შეიძლება რომე-
ლიმე მეფეს ან ლეგენდარულ გმირს. ეს დიდებული ადამიანის
ყბა იყო, ერთი შეხედვითაც ეტყობოდა. ვიღაც მდაბიო ასეთზე
ვერც იოცნებებდა.

455 მკითხველთა ლიგა


„ალბათ, დედის მხრიდან გამომყვა“, – გაიფიქრა ჯეზალმა.
მამამისს ნაკლებად გამოკვეთილი ნიპაკი ჰქონდა. მის ძმებსაც,
თუ დაფიქრდებოდა. ცოტათი შეეცოდა კიდეც ისინი: ოჯახის
მთელი სილამაზე ჯეზალს ხვდა წილად.
– და ნიჭის დიდი ნაწილიც, – ჩაილაპარაკა ბედნიერად. საკუ-
თარ გამოსახულებას ზურგი უხალისოდ აქცია და მისაღებ
ოთახში გავიდა, თან პერანგის ღილებს იკრავდა. დღეს საუკე-
თესოდ ფორმაში უნდა ყოფილიყო. ამ ფიქრმა ცოტა აანერ-
ვიულა. მუცელში უსიამოვნო გრძნობა აუწრიალადა, სასულეში
ამოაცოცდა და ყელში დაისადგურა.
კარიბჭეს ალბათ უკვე გააღებდნენ. აგრიონტში ადამიანები
დაუსრულებელ ნაკადად შემოედინებოდნენ და მარშლების
მოედანზე აგებულ ხის უზარმაზარ ტრიბუნებზე თავიანთ ადგი-
ლებს დაიკავებდნენ. ათასობით იქნებოდნენ. ყველა, ვინც რა-
მეს წარმოადგენდა და უფრო მეტი არარაობა. უკვე დაიწყებდნენ
შეკრებას – ყვირილს, ერთმანეთთან ჯაჯგურს, აღფრთოვანებუ-
ლებს ლოდინისგან სული წაუვიდოდათ... ჯეზალის სანახავად.
დაახველა და ამ აზრების თავიდან ამოგდება სცადა. მათ გამო
ისედაც ნახევარი ღამე გაათენა თეთრად.
მაგიდასთან მივიდა, სადაც ლანგარზე საუზმე ელოდა. სო-
სისს თითის წვერები წაავლო, მოკბიჩა და ღეჭვა ყოველგვარი
სიამოვნების გარეშე დაუწყო. შემდეგ ცხვირი აიბზუა და საჭმე-
ლი თეფშზე დააბრუნა. დღეს მადა საერთოდ არ ჰქონდა. თი-
თებს ნაჭრით იწმენდდა, როცა კართან დაგდებული ქაღალდი
დაინახა. დაიხარა, აიღო და გაშალა. მასზე მხოლოდ ერთი
სტრიქონი ეწერა, ლამაზი, აკურატული ხელით.
„დღეს საღამოს შემხვდი ოთხ კუთხესთან, ჰაროდ დიდის ქან-
დაკების წინ.
– ა.“

456 მკითხველთა ლიგა


– ჯანდაბა, – ჩაიბუტბუტა ჯეზალმა. თვალებს ვერ უჯერებდა,
წერილს გაუთავებლად კითხულობდა. შემდეგ ფურცელი გაკეცა
და ოთახი ნერვიულად მოათვალიერა. თავში მხოლოდ ერთი
„ა“ მოსდიოდა. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში,
ის გონების სიღრმეში კარგად დამარხა, რადგან მთელ თავისუ-
ფალ დროს ვარჯიშში ატარებდა. მაგრამ წაიკითხა თუ არა წერი-
ლი, გრძნობები ძველებურად მოაწვა.
– ჯანდაბა! – ფურცელი ისევ გაშალა და კიდევ ერთხელ
წაიკითხა. „დღეს საღამოს შემხვდი?“
ამ სიტყვებზე ჯეზალს სხეულში სიამოვნების მზარდმა ტალ-
ღამ დაუარა, რომელიც საბოლოოდ მხურვალე სურვილში გა-
დაიზარდა. პირზე სულელური ღიმილი გადაეფინა. სიბნელეში
საიდუმლო შეხვედრა? ამ ფიქრებისგან აგზნებულს კანზე ეკ-
ლებმა დააყარა. მაგრამ ყველა საიდუმლო ადრე თუ გვიან გა-
მოაშკარავდება. მერე რა მოხდება, როცა ამას მისი ძმა შეიტ-
ყობს? ჯეზალს ნერვიულობის უსიამოვნო შეგრძნება ისევ დაუბ-
რუნდა. წერილი ორივე ხელით ჩაბღუჯა, უკვე მზად იყო შუაზე
გადაეხია, მაგრამ უკანასკნელ წამს გადაკეცა და ჯიბეში ჩაიდო.
აღტყინებული ბრბოს ღრიანცელი ჯეზალს უკვე გვირაბში ეს-
მოდა. უჩვეულო, გაფანტული ექო თითქოს თავად ქვებიდან იღ-
ვრებოდა. ჯეზალს ეს ხმა, რა თქმა უნდა, აქამდეც გაეგო, როცა
შარშანდელ ტურნირს მაყურებლებთან ერთად ესწრებოდა. მაგ-
რამ მაშინ ეს ხმა ოფლს არ ადენდა, არც გულ-მუცელს უტ-
რიალებდა. სანახაობის ცქერასა და სანახაობად ყოფნას შორის
უდიდესი განსხვავებაა.
ნაბიჯი ცოტა შეანელა, შემდეგ საერთოდ გაჩერდა, თვალები
დახუჭა და კედელს მიეყუდა, ბრბოს ღრიალი ყურებს უხეთქავ-
და, ცდილობდა ღრმად ესუნთქა და თავს მორეოდა.
– ნუ ღელავ. კარგად ვიცი, რას გრძნობ, – ჯეზალმა მხარზე
ვესტის მანუგეშებელი ხელი იგრძნო, – პირველად კინაღამ ყვე-
457 მკითხველთა ლიგა
ლაფერი მივატოვე და გავიქეცი. მაგრამ როგორც კი ქარქაში-
დან მახვილს ამოიღებ, ეს გრძნობა უკვალოდ გაქრება.
– ჰო, – წაიბურტყუნა ჯეზალმა, – რა თქმა უნდა, – ეჭვი ეპა-
რებოდა, რომ ვესტს მისი ესმოდა. კი, შეიძლება რამდენიმე შე-
ჯიბრში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ საეჭვოა, იმ საღამოსვე
საიდუმლო შეხვედრა ჰქონოდა დანიშნული საუკეთესო მეგობ-
რის დასთან. ჯეზალმა საკუთარ თავს ჰკითხა: ვესტი ისეთივე ყუ-
რადღებიანი იქნებოდა, ჩემს ჯიბეში დამალული წერილის შესა-
ხებ რომ იცოდესო? სავარაუდოდ – არა.
– სჯობს წავიდეთ. თორემ უჩვენოდ დაიწყებენ.
– ჰო, – ჯეზალმა უკანასკნელადაც ჩაისუნთქა, თვალები
გაახილა და მთელი ძალით ამოისუნთქა. შემდეგ კედელს მოს-
ცილდა და გვირაბში სწრაფად დაეშვა. უეცრად ელდა ეცა –
ხმლები სად წაიღო? იარაღებს სასოწარკვეთილმა დაუწყო ძებ-
ნა, შემდეგ შვებით ამოისუნთქა: ხელში ეჭირა.
დარბაზში საკმაოდ ბევრი ხალხი შეკრებილიყო: მწვრთნე-
ლები, სეკუნდანტები, ოჯახის წევრები და უბრალო ცნობისმოყ-
ვარეები. მაგრამ ტურნირის მონაწილეებს იოლად გამოარჩევ-
დით: თხუთმეტი ახალგაზრდა მამაკაცი მახვილებს ხელს მაგ-
რად უჭერდა.
ჰაერში შიშის ყოვლისმომცველი და გადამდები სუნი
ტრიალებდა. საითაც უნდა გაეხედა ჯეზალს, ყველგან ფერდა-
კარგულ, აღელვებულ სახეებს, ოფლიან შუბლებს და ნერ-
ვიულად აცეცებულ თვალებს ხედავდა. საყოველთაო დაძაბუ-
ლობას ოთახის ბოლოში ჩაკეტილი ორმაგი კარიდან შემომავა-
ლი ბრბოს ღრიანცელი ვერაფრით ამსუბუქებდა. ხმაური ქარიშ-
ხლიანი ზღვასავით ხან ძლიერდებოდა, ხან მიყუჩდებოდა.
მხოლოდ ერთ კაცს არ ეტყობოდა ნერვიულობა და სრულე-
ბით აუღელვებლად გამოიყურებოდა. სხვებისგან მოშორებით
კედელს მიჰყრდნობოდა, მობათქაშებულ ზედაპირზე ცალი ფეხი
458 მკითხველთა ლიგა
მიედო, თავი უკან გადაეგდო და შეკრებილებს თითქმის დახუჭუ-
ლი თვალებიდან უცქერდა. ორთაბრძოლის მონაწილეების უმე-
ტესობა მოქნილი, ათლეტური მამაკაცი იყო. მაგრამ არა ის;
ზორბა, მასიური აღნაგობის კაცს თავი ისე გადაეპარსა, რომ შა-
ვი თმა ძლივს მოუჩანდა. შთამბეჭდავი სქელი კისერი და
ძლიერი, გამოკვეთილი ყბა ჰქონდა. „მდაბიოს ყბა, – გაიფიქრა
ჯეზალმა, – მაგრამ უზარმაზარი, ძლიერი და საშიში მდაბიოს
ყბა“. ჯეზალს ვიღაცის მსახური ეგონებოდა, რომ არა წყვილი
მახვილი, რომლებიც მშვიდად ეჭირა ხელში.
– გორსტი, – წასჩურჩულა ყურში ვესტმა.
– ჰა! მუშას უფრო ჰგავს, ვიდრე მოფარიკავეს.
– შეიძლება, მაგრამ გარეგნობა მატყუარა რამეა, – გარეთ
ღრიანცელი ნელ-ნელა მიწყდა და ოთახში ნერვიული ბუტბუტიც
მიჰყვა. ვესტმა წარბები ასწია და წაიჩურჩულა, – მეფის მიმარ-
თვა.
– მეგობრებო! თანამემამულენო! კავშირის მოქალაქენო! –
მოესმათ მჟღერი ხმა, რომელიც მძიმე კარებშიც შესანიშნავად
აღწევდა.
– ჰოფი, – ჩაიფრუტუნა ვესტმა, – აქაც კი მეფის ადგილს იკა-
ვებს. არ უნდა, უბრალოდ ადგეს, გვირგვინი დაიხუროს და ყვე-
ლა დაგვასვენოს?
– ერთი თვის წინ, – ხმამაღლა დაიღრიალა ჰოფმაისტერმა,
– დახურულ საბჭოში ჩემმა კოლეგებმა საკითხი წამოჭრეს... უნ-
და ჩაგვეტარებინა წელს ტურნირი თუ არა? – ხალხი უკმაყოფი-
ლოდ აყაყანდა და გამაყრუებელი სტვენა გაისმა, – სამარ-
თლიანი შეკითხვაა! – დაიყვირა ჰოფმა, – ჩვენ ვომობთ! ჩრდი-
ლოეთში სასიკვდილო ბრძოლაა გაჩაღებული! თავისუფლებას,
რომელსაც ასე ვუფრთხილდებით, პრივილეგიებს, რისიც მთელ
მსოფლიოს შურს, ჩვენი ცხოვრების წესს – ყველაფერს ველუ-
რები ემუქრებიან.
459 მკითხველთა ლიგა
ოთახში მსახურმა დაიწყო სიარული, მონაწილეებისგან მათ
ოჯახებს, მწვრთნელებს, მეგობრებს აშორებდა.
– წარმატებას გისურვებ, – ვესტმა ჯეზალს მხარზე დაუტყაპუ-
ნა, – გარეთ შევხვდებით.
ჯეზალს პირი გამოუშრა და მხოლოდ თავის დაქნევა მოახერ-
ხა.
– ამ შეკითხვას მამაცი ადამიანები სვამდნენ! – იქუხა ჰოფის
ხმამ კარებიდან, – ბრძენი ადამიანები! ნამდვილი პატრიოტები!
დახურული საბჭოს წევრები, ჩემი ერთგული კოლეგები! და კარ-
გად მესმოდა, წელს ტურნირის ჩატარება რატომ აღარ უნდო-
დათ! – ხანგრძლივი პაუზა ჩამოწვა, – მაგრამ მე მათ ვუპასუხე:
არა!
არანორმალური გნიასი ატყდა:
– არა! არა! – ღრიალებდა ბრბო. ჯეზალს სხვა მონაწილეებ-
თან ერთად მწკრივში ჩადგომა უბრძანეს; ორ რიგად იდგნენ –
რვა წყვილი გამოვიდა. სანამ გარეთ ჰოფმაისტერი გუგუნებდა,
კაპიტანი თავის მახვილებს დასტრიალებდა, მიუხედავად იმისა,
რომ უკვე ოცჯერ მაინც ჰქონდა შემოწმებული.
– არა, ვუთხარი მე მათ! ჩვენ რა, უნდა დავუშვათ, რომ ამ
ბარბაროსებმა, გაყინული ჩრდილოეთის ცხოველებმა ცხოვრე-
ბა გაგვიმწარონ? უნდა დავუშვათ, რომ სამყაროს წყვდიადმა
თავისუფლების შუქურა ჩააქროს? არა, ვუთხარი მე მათ! ჩვენი
თავისუფლება არავითარ ფასად არ იყიდება! ჩემო მეგობრებო,
ჩემო თანამემამულენო, კავშირის მოქალაქეებო, ამაში შეგიძ-
ლიათ დარწმუნებულები იყოთ... ჩვენ გავიმარჯვებთ!
ტრიბუნებს მოწონების კიდევ ერთმა გიგანტურმა ტალღამ
დაუარა. ჯეზალმა ნერწყვი გადაყლაპა და ნერვიულად მიიხედა:
გვერდით ბრემერ დან გორსტი ედგა. ბრგე ნაბიჭვარს გამბე-
დაობა ეყო და თვალიც კი ჩაუკრა, ისე იღრიჯებოდა, თითქოს ამ-
ქვეყნად არაფერი აღელვებსო.
460 მკითხველთა ლიგა
– წყეული იდიოტი, – წაიჩურჩულა ჯეზალმა, თუმცა, ტუჩები
არ აუმოძრავებია.
– მაშ ასე, ჩემო მეგობრებო, – გაისმა ჰოფის ღრიალი, რო-
მელმაც კულმინაციას მიაღწია, – ამაზე უკეთესი შესაძლებლო-
ბა რაღა უნდა იყოს, ჩვენი ერის უმამაცესი შვილების უნარი, ძა-
ლა და გამბედაობა ვადიდოთ? მით უფრო მაშინ, როდესაც ხიფა-
თი ასე ახლოსაა. ჩემო თანამოქალაქენო, ჩემო თანამემამულე-
ნო, წარმოგიდგენთ შეჯიბრის მონაწილეებს!
კარები მძიმედ გაიღო, ბრბოს უეცარი, გამაყრუებელი
ღრიალი დარბაზში გრიგალივით შემოიჭრა და საყრდენი ბოძე-
ბი ააზანზარა. თაღში მოფარიკავეების პირველი წყვილი გავი-
და, შემდეგ მეორე, შემდე მესამე. ჯეზალი ადგილს ისე მიეყინა,
დარწმუნებული იყო, ვერაფრით გაინძრეოდა, კურდღელივით
იყურებოდა აქეთ-იქით, მაგრამ როცა მისი ჯერი მოვიდა, მისმა
ფეხებმა გორსტის გვერდით მტკიცედ გადადგა ნაბიჯები.
ბრწყინვალედ გაპრიალებული ჩექმები ქვის ფილებზე აკაკუნდა
და მაღალი კარის გასასვლელში გავიდა.
მარშლების მოედანს ვეღარავინ იცნობდა. სადაც უნდა
გაეხედა კაცს, ყველგან მაღალი, ხალხით გადატენილი ტრიბუ-
ნები ჩანდა, რომლებიც უკან, კიდევ უფრო უკან და მაღლა, ძა-
ლიან მაღლა მიიწევდა. ტურნირის მონაწილეებმა კოშკებივით
აღმართული ტრიბუნების ხეივანი მწკრივად გაიარეს და ფართო
არენის შუაგულში დადგნენ. მებრძოლების ორივე მხარეს მდგა-
რი საბჯენები, ძელები, ხის სადგამები რაღაცით უღრან ტყეს
წააგავდა. ზუსტად მათ წინ – თითქოს ძალიან შორს – მონიშნუ-
ლი საფარიკაო წრე მოჩანდა: სახეების ზღვაში ჩაძირული გამ-
ხმარი ბალახის ყვითელი ნაგლეჯი.
ქვემოთ, პირველ რიგებში, ჯეზალმა მდიდრებისა და დიდებუ-
ლების სახეები დალანდა. საუკეთესო სამოსებში გამოწყობი-
ლიყვნენ, თვალისმომჭრელ მზეს ხელებით იჩრდილავდნენ.
461 მკითხველთა ლიგა
მათ წინ გათამაშებულ სანახაობას მოდური გულგრილობით
ადევნებდნენ თვალს. ცოტა უკან და მაღლა ადამიანების საზო-
გადოებრივი მდგომარეობა ისევე იკლებდა, როგორც სამოსის
ხარისხი. უზარმაზარი ბრბოს დანარჩენი ნაწილი სხვადასხვა
ფერებში არეულიყო და გიგანტური ჯამის ნაპირებზე თუხთუხებ-
და. მაგრამ მოედნიდან დაშორებას უბრალო ხალხი, შემართე-
ბის წყალობით, არაფრად აგდებდა: ყვიროდა, ტაშს უკრავდა,
ფეხის წვერებზე დგებოდა და ხელებს ჰაერში აქნევდა. თავს ზე-
მოდან უმაღლესი შენობების მწვერვალები დაჰყურებდა, კედ-
ლები და სახურავები ოკეანეში მცურავ კუნძულებს ჰგავდა, მათი
ფანჯრები და მოაჯირები კი მაყურებლების მინიატურული ფიგუ-
რებით გადატენილიყო.
ჯეზალმა ამდენი ადამიანის დანახვაზე თვალები ააფახურა,
მისი გონების ნაწილი ხვდებოდა, რომ პირი ღია ჰქონდა, მაგ-
რამ ეს ნაწილი ძალიან მცირე იყო იმისთვის, რომ დახურვა ებ-
რძანებინა. ჯანდაბა, გული ერეოდა! რა თქმა უნდა, რამე უნდა
ეჭამა, მაგრამ ახლა გვიანი იყო. აქ, ნახევარი მსოფლიოს
თვალწინ რომ ეღებინებინა, მერე რა უნდა ექნა? ბრმა პანიკამ
ისევ ძლიერად შეუტია. ხმლები სად წაიღო? სად? ხელში ეჭირა.
ხელში. ამასობაში ბრბო ღრიალებდა, ოხრავდა, ღმუოდა და
ათასნაირ ხმას გამოსცემდა.
მებრძოლები წრისკენ დაიძრნენ. დღეს ჩხუბი ყველას არ
მოუწევდა, უმეტესობა უბრალოდ სხვების სანახავად შეკრები-
ლიყო. თითქოს მეტოქეებს მაყურებელი აკლდა. წინა რიგების-
კენ გაემართნენ, მაგრამ ჯეზალი, მისდა საუბედუროდ, მათ ვერ
გაჰყვებოდა. ისღა დარჩენოდა, შემოღობილ ადგილას მისული-
ყო, სადაც ტურნირის მონაწილეები ორთაბრძოლისთვის ემზა-
დებოდნენ.
ვესტის გვერდით სკამზე მძიმედ დაეხეთქა, თვალები დახუჭა
და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა, ყურებში ბრბოს ყიჟინა ედგა.
462 მკითხველთა ლიგა
ყველაფერი მეტისმეტად კაშკაშა, ხმამაღალი, დამთრგუნველი
იყო. მარშალი ვარუზი ახლომახლო იდგა, ღობეზე გადმოყუდე-
ბულიყო და ვიღაცას ყურში ჩაჰყვიროდა. ჯეზალმა მოპირდაპი-
რე ტრიბუნებზე სამეფო ლოჟას გახედა, რომ როგორმე დაწყნა-
რებულიყო.
– როგორც ჩანს, მისი უდიდებულესობა მეფე ძალიან ერთო-
ბა, – გადაუჩურჩულა ვესტმა.
– მმ...
მეფეს ღრმად ჩასძინებოდა და გვირგვინი გვერდზე ჩამოცუ-
რებოდა. ნეტა რა მოხდება, მთლიანად რომ ჩამოუვარდესო,
გაიფიქრა ჯეზალმა.
კრონპრინცი ლადისლაც აქ იყო, როგორც ყოველთვის,
შთამბეჭდავად შემოსილი, ტრიბუნებს არანორმალურად ფარ-
თო ღიმილით ისე უცქერდა, თითქოს ეს ხალხი მის სანახავად
იყო შეკრებილი. უმცროსი პრინცი რეინოლტი ძმისგან ისე გან-
სხვავდებოდა, როგორც ცა დედამიწისგან: უბრალო და სე-
რიოზული, ნახევრადგათიშულ მამას შეწუხებული და მოღუშუ-
ლი უყურებდა. მათი დედა, დედოფალი, შვილების გვერდით იჯ-
და, ქალს ნიკაპი მაღლა ამაყად აეწია. თავი ისე ეჭირა, თითქოს
მისი უავგუსტესი ქმარი სრულიად ფხიზელი იყო და მუხლებზე
გვირგვინის მტკივნეულად დაცემის საფრთხე სულაც არ ემუქრე-
ბოდა. მაგრამ ჯეზალის ყურადღება დედოფალსა და ლორდ
ჰოფს შორის მჯდარმა ახალგაზრდა ქალმა მიიპყრო – ძალიან,
ძალიან ლამაზმა ქალმა. კიდევ უფრო ძვირფასი სამოსი ეცვა,
ვიდრე ლადისლას, თუ ეს საერთოდ შესაძლებელი იყო. კისერზე
ასხმული უზარმაზარი ბრილიანტები მზეზე თვალისმომჭრელად
უბრჭყვიალებდა.
– ეს ქალი ვინ არის? – იკითხა ჯეზალმა.

463 მკითხველთა ლიგა


– აა, პრინცესა ტერეზა, – ჩაიდუდუნა ვესტმა, – ტალინსის
ლორდის, დიადი ჰერცოგი ორსოს ქალიშვილი. სილამაზით
შორს გაითქვა სახელი, და როგორც ხედავ, ჭორები არ ტყუის.
– ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი სილამაზე ტალინსში შეიძლებო-
და დაბადებულიყო.
– ჰო, ეგ მეც გამიგია, მაგრამ ხომ შეიძლება პრინცესა გამო-
ნაკლისად მივიჩნიოთ? – ჯეზალი ბოლომდე დარწმუნებული არ
იყო. რასაკვირველია, შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ
თვალებში სუსხიანი ქედმაღლობა ედგა, – ვფიქრობ, დედო-
ფალს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მისი ლადისლასთვის მით-
ხოვება, – ჯეზალმა შენიშნა, რომ კრონპრინცი დედამისის თავზე
გადაიხარა, პრინცესას რაღაც სულელური ხუმრობა უთხრა,
თვითონვე ახარხარდა და აღტაცებულმა მუხლზე ხელი დაიტყა-
პუნა. ქალმა ყინულივით ცივი ღიმილით უპასუხა, მისი ზიზღი
შორიდანაც კი იგრძნობოდა. თუმცა, როგორც ჩანდა, ლადის-
ლას არაფერი შეუმჩნევია. ახლა ჯეზალის ყურადღება სხვა რა-
მემ მიიპყრო – საბრძოლო წრის ცენტრისკენ მძიმედ მიაბიჯებ-
და მაღალი, წითელქურთუკიანი კაცი. მსაჯი.
– დროა, – ჩაილაპარაკა ვესტმა.
მსაჯმა ორი თითი თეატრალური მოძრაობით აღმართა და
წრეზე ნელა დატრიალდა, ღრიანცელის ჩაცხრომას უცდიდა:
– დღეს ორ დუელს იხილავთ! – დასჭექა მან და ბრბომაც ტა-
ში დაუკრა, შემდეგ მეორე ხელიც ასწია, ამჯერად სამი გაშლი-
ლი თითით, – თითოეული ორთაბრძოლა სამ შეხებამდე გაგ-
რძელდება! – მსაჯმა ორივე ხელი აღმართა, – თქვენ წინაშე
ოთხი მამაკაცი იბრძოლებს! ორი მათგანი სახლში... ხელცა-
რიელი დაბრუნდება, – შემდეგ ერთი ხელი დასწია და თავი და-
ნანებით გააქნია, ხალხის ზღვამაც მწარედ ამოიოხრა, – მაგრამ
ორი – მომდევნო რაუნდში გადავა! – და ბრბოც ისევ მოწონე-
ბით აყიჟინდა.
464 მკითხველთა ლიგა
– მზად ხარ? – ჩაჰყვირა მარშალმა ვარუზმა, რომელიც ჯეზა-
ლის მხართან დახრილიყო.
რა სულელური შეკითხვა იყო! თუ მზად არ იყო, რას იზამდა?
ყველაფერს ჩაშლიდა? ყველას დიდ ბოდიშს გიხდით, მაგრამ
მზად არ ვარო იტყოდა? მომავალ წელს შევხვდებითო? ჯეზალს
მხოლოდ გაურკვეველი რაღაცის წაბლუკუნება შეეძლო პასუ-
ხად.
– დროა! – დაიყვირა მსაჯმა და არენის ცენტრისკენ ნელა
შეტრიალდა, – პირველი ორთაბრძოლის დროა!
– ქურთუკი! – დაიყეფა ვარუზმა.
– ოჰ, – ჯეზალმა ღილები ფაციფუცით შეიხსნა და ქურთუკი
გაიხადა, პერანგის სახელოები მექანიკურად აიკეცა. გვერდზე
გაიხედა და დაინახა, რომ მისი მოწინააღმდეგეც იგივეს აკეთებ-
და. მაღალ, გამხდარ ყმაწვილს გრძელი ხელები და დაბნეული,
ოდნავ დანისლული თვალები ჰქონდა. საშიშ მოწინააღმდეგეს
ნამდვილად არ ჰგავდა. ჯეზალმა შეამჩნია, რომ როცა სეკუნ-
დანტს იარაღებს ართმევდა, ახალგაზრდას ხელები უკანკალებ-
და.
– სეპ დან ვისსენის მოწაფე, დაბადებული როსტოდში, სტა-
რიკლანდში... – მსაჯმა მეტი ეფექტისთვის სიტყვა გაწელა, –
კურტის დან ბროოოოოოია!
მოედანს აღტაცებულმა ტაშის ტალღამ გადაურბინა. ჯეზალმა
ჩაიფრუტუნა. ეს მასხარები მზად იყვენენ ტაში განურჩევლად
ყველასთვის დაეკრათ.
მაღალი ახალგაზრდა კაცი წამოდგა და წრისკენ მტკიცე ნა-
ბიჯებით გაემართა, იარაღები მზეზე უბრწყინავდა.
– ბროია! – გაიმეორა მსაჯმა, როცა ეს აყლაყუდა იდიოტი
ადგილს იკავებდა. ვესტმა ჯეზალის იარაღები ქარქაშებიდან
ამოაძრო. ლითონის ჟღრიალის გაგონებაზე კაპიტანი ისევ ცუ-
დად გახდა.
465 მკითხველთა ლიგა
მსაჯმა მონაწილეების მოსაცდელისკენ ანიშნა:
– და მისი დღევანდელი მოწინააღმდეგე! მეფის პირადი დაც-
ვის ოფიცერი, თვით ლორდ-მარშალ ვარუზის მოწაფე! – აქა-იქ
ტაში გაისმა და მოხუცმა ჯარისკაცმა ბედნიერად გაიღიმა, –
შუამიწეთის ლუთარში დაბადებული, მაგრამ აქ, აგრიონტში
მცხოვრები... კაპიტანი ჯეზალ დან ლუთარი! – აპლოდისმენტე-
ბის ახალმა ტალღამ იქუხა, გაცილებით მაღალმა, ვიდრე
ბროიას გამოცხადების დროს. ამ გნიასში რამდენიმე მოკლე წა-
მოძახილი გაარჩია. ხალხი რიცხვებს გაიძახდა, ფსონებს დებ-
და! ჯეზალს გულისრევის ახალმა შეტევამ დაუარა და სკამიდან
ნელა წამოდგა.
– იღბალს გისურვებ, – ვესტმა ჯეზალს მოშიშვლებული იარა-
ღები ტარებით მიაწოდა.
– იღბალი არაფერში სჭირდება! – მოუჭრა ვარუზმა, – ეს
ბროია არაფერს წარმოადგენს! უბრალოდ მის შეტევებს დააკ-
ვირდი! მიდი, ჯეზალ, მიაწექი!
ჯეზალს მოეჩვენა, რომ გამხმარ ბალახამდე უსასრულოდ
მიაბიჯებდა, ბრბოს გუგუნი გამაყრუებლად ჩაესმოდა, მაგრამ
გულისცემის ხმა – კიდევ უფრო ხმამაღლა. მიდიოდა და დაშ-
ნებს ოფლიან ხელებში ატრიალებდა.
– ლუთარი! – მსაჯმა ჯეზალს ფართოდ გაუღიმა.
ჯეზალს თავში უაზრო და უადგილო შეკითხვები უტრიალებ-
და: „არდი ტურნირს ესწრება? ნერვიულობს იმაზე, მოახერხებენ
თუ არა დღეს შეხვედრას? ან იმაზე, მოკლავენ თუ არა ჯეზალს
ომში? მარშლების მოედანზე საფარიკაო ბალახი საიდან გააჩი-
ნეს?“ ლუთარმა ბროიას გახედა. „ნეტა ისიც ასე გრძნობს თავს?“
ამასობაში ბრბო ჩაწყნარდა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.
ეს სიჩუმე ჯეზალს მთელი სიმძიმით დააწვა მხრებზე, როცა წრე-
ში საკუთარ ადგილი დაიკავა და მშრალ მიწას ფეხები ძლიერად
დააჭირა. ბროიამ მხრები აიჩეჩა, თავი გააქნია და იარაღები ას-
466 მკითხველთა ლიგა
წია. ჯეზალს მოფსმა მოუნდა. ძალიან მაგრად მოუნდა. რა მოხ-
დებოდა, რომ ჩაეფსა? შარვალში სწრაფად ზრდადი მუქი ლაქა
გაჩნდებოდა... კაცი, რომელმაც ტურნირზე ჩაიფსა. ამას არასო-
დეს დაუვიწყებდნენ, თუნდაც ასი წელი ეცოცხლა.
– დაიწყეთ! – დასჭექა მსაჯმა.
მაგრამ არაფერი მომხდარა. ორი კაცი ისევ იდგა, ერთმა-
ნეთს იარაღმოღერებული უყურებდა. ჯეზალს წარბი მოექავა.
ძალიან უნდოდა მოეფხანა, მაგრამ როგორ? მოწინააღმდეგემ
ტუჩები მოილოკა და წინ ფრთხილად გადადგა ნაბიჯი. ჯეზალმაც
იგივე გააკეთა. ერთმანეთს ფრთხილად ურტყამდნენ წრეებს,
ჩექმებს გამხმარ ბალახზე წყნარად ახრაშუნებდნენ და ნელ-
ნელა ამცირებდნენ მანძილს. სანამ ერთმანეთისკენ მიიწევ-
დნენ, ჯეზალისთვის სამყარო მათი გრძელი ხმლების წვერებს
შორის მანძილამდე დაპატარავდა. ახლა მხოლოდ ერთი ნაბი-
ჯიღა აშორებდათ. ერთი ფუტი... სულ რაღაც ექვსი ინჩი... ჯეზა-
ლი ამ ორი მბრწყინავი წერტილის გარდა ვეღარაფერზე ფიქ-
რობდა. სამი ინჩი. ბროიამ ხმალი მოიქნია – სუსტად – და ჯე-
ზალმა ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მოიგერია.
მახვილები ერთმანეთზე ნაზად აწკრიალდა და თითქოს ეს
დათქმული სიგნალი ყოფილიყო, მოედანზე რამდენიმე წამოძა-
ხილი გაისმა, შემდეგ კი ძველებური ყიჟინა ატყდა:
– ლუთარ, მოკალი!
– მიდი!
– შეტევა! შეტევა!
მაგრამ ცალკეული წამოძახილები აბობოქრებული ხალხის
ზღვაში ჩაიკარგა. საყოველთაო გნიასი მებრძოლების წრეზე
მოძრაობის შესაბამისად იმატებდა და იკლებდა.
რაც უფრო დიდხანს უყურებდა ამ აწოწილ იდიოტს, მით უფ-
რო ნაკლებად ეშინოდა მისი. ჯეზალი ნელ-ნელა მოეშვა.
ბროიამ ხმალი მოხეშავად მოიქნია და ჯეზალს მის ასაცილებ-
467 მკითხველთა ლიგა
ლად თითქმის არც დასჭირვებია განძრევა. ბროიამ არადამაჯე-
რებლად შეუტია და ჯეზალმა მისი საცოდავი მცდელობა ისევ
იოლად უკუაგდო. ბროია ჯეზალს დააცხრა – მოუქნელად, მე-
ტისმეტად შორს გადახტა და წონასწორობა დაკარგა. ჯეზალი
გვერდით გაიწია და მოწინააღმდეგეს ნეკნებში გრძელი მახვი-
ლის ბლაგვი პირი დასცხო. რა მარტივი ყოფილა.
– ერთი ქულა ლუთარს! – დაიყვირა მსაჯმა და ხალხმა ყიჟი-
ნა დასცხო. ჯეზალს გაეღიმა, ბრბოს აღტაცება გულს უთბობდა.
ვარუზი მართალს ამბობდა, ეს სულელი ნერვიულობად არ ღირ-
და. კიდევ ერთი შეხება და მომდევნო რაუნდში გადავიდოდა.
ჯეზალი საწყის პოზიციას დაუბრუნდა, ისევე როგორც ბროია,
რომელიც ცალი ხელით ნეკნებს იზელდა და ჯეზალს მოღუშული
წარბებიდან ზიზღით უბღვერდა. ჯეზალს მისი არ შეშინებია.
მრისხანე მზერა მხოლოდ მაშინაა სასარგებლო, როცა ჩხუბში
ოდნავ მაინც ერკვევი.
– დაიწყეთ!
ამჯერად ერთმანეთს სწრაფად ეცნენ და რამდენიმე დარტყმა
გაცვალეს. ჯეზალი ვერ იჯერებდა, რა ნელა მოძრაობდა მისი
მოწინააღმდეგე. თითქოს მისი ხმლები ტონას იწონიდა. ბროია
ჰაერს გრძელი დაშნით აპობდა, ცდილობდა საკუთარი სიგრძით
ესარგებლა და ჯეზალი გამოეჭირა. მოკლე მახვილს თითქმის
არ იყენებდა, რომ აღარაფერი ითქვას მათით რიგრიგობით
მოქმედებაზე. თანაც ქოშინი აუტყდა, არადა ჯერ ორი წუთიც არ
იყო გასული! ამ ხეპრეს საერთოდ არ ჰქონდა ნავარჯიშები? თუ
ტურნირზე მათხოვრებს მიათრევდნენ ქუჩიდან? ჯეზალი მსუბუ-
ქად დახტოდა და მოწინააღმდეგის გარშემო ცეკვავდა. ბროია
ჯიუტად მისდევდა – შეუპოვარი იყო, მაგრამ მოუქნელი. ჯეზალი
უკვე ნელ-ნელა ღიზიანდებოდა. მეტისმეტად სუსტ მეტოქესთან
ბრძოლა ვის ესიამოვნება? თან, ამ ყეყეჩის მოუქნელობა ჯე-

468 მკითხველთა ლიგა


ზალს საკუთარი ბრწყინვალების ჩვენების შესაძლებლობას
უკარგავდა.
– მიდი, რაღას უცდი! – დაუყვირა მოთმინებადაკარგულმა.
რიგებში სიცილი გაისმა. ბროიამ კბილები ააღრჭიალა და „მი-
ვიდა“. მივიდა მთელი ძალით, რაც კი გააჩნდა, მაგრამ ეს საკმა-
რისი არ აღმოჩნდა. ჯეზალი სუსტ მცდელობებს მარტივად იგე-
რიებდა, მოხერხებულად ტრიალებდა, წრეზე დასრიალებდა,
მოწინააღმდეგე კი მძიმედ მისდევდა და ყოველთვის სამი ნაბი-
ჯით ჩამორჩებოდა. არც სიზუსტე ჰქონდა, არც სისწრაფე, არც
აზროვნება. არადა, რამდენიმე წუთის წინ ჯეზალს ამ იდიოტთან
ბრძოლა ძალიან აშინებდა. ახლა კი თითქმის მოიწყინა.
– ჰაჰ! – წამოიყვირა და მოულოდნელად შეტევაზე გადავიდა,
ძლიერმა დარტყმამ მოწინააღმდეგეს წონასწორობა დააკარ-
გვინა და რამდენიმე ნაბიჯით დაახევინა უკან. ბრბო მყისვე გა-
მოცოცხლდა და მხარდაჭერის ნიშნად ახმაურდა. ჯეზალმა მე-
ტოქეს შეუტია, შემდეგ ისევ. ბროია თავს სასოწარკვეთილი
იცავდა, მაგრამ წონასწორობადაკარგული მალე წაბორძიკდა,
შეტევის მოგერიება უკანასკნელადაც სცადა, შემდეგ ფეხი დაუც-
და, ხელები გაასავსავა, მოკლე მახვილი ხელიდან გაუვარდა,
წრიდან გასრიალდა და მიწაზე საჯდომით დაეცა.
ბრბო ყურთასმენისწამღებად ახარხარდა; ჯეზალმაც თავი
ვერ შეიკავა და სიცილს შეუერთდა. საწყალი იდიოტი მართლაც
სასაცილოდ გამოიყურებოდა – ზურგზე გაშხლართულიყო და
ამოტრიალებული კუსავით აფართხალებდა ჰაერში ფეხებს.
– გაიმარჯვა კაპიტანმა ლუთარმა! – დაიღრიალა მსაჯმა, –
ორით ნული!
სიცილი აპლოდისმენტებში გადაიზარდა. ამასობაში ბროია
მუცელზე გადმოტრიალდა. ისე გამოიყურებოდა, თითქოს სადა-
ცაა ცრემლები წასკდებოდა. ბრიყვი! ჯეზალი მეტოქეს მიუახ-
ლოვდა და ხელი გაუწოდა, მაგრამ დამცინავი ღიმილი ვერაფ-
469 მკითხველთა ლიგა
რით მოიშორა. დამარცხებულმა მოწინააღმდეგემ დახმარებაზე
უარი დემონსტრაციულად განაცხადა, მძიმედ წამოდგა და გა-
მარჯვებულს ზიზღითა და წყენით შეხედა.
ჯეზალმა კმაყოფილებით აიჩეჩა მხრები:
– რა ჩემი ბრალია, ასეთი ნაგავი რომ ხარ.
– კიდევ? – ჰკითხა კასპამ და აცახცახებული ხელით ბოთლი
გაუწოდა. ზედმეტი სასმელისგან თვალები დანისლოდა.
– არა, გმადლობ, – და სანამ კასპა დასხმას მოასწრებდა, ჯე-
ზალმა ბოთლი ფრთხილად მოიცილა. ისიც, ცოტა ხანს საგონე-
ბელში ჩავარდა, შემდეგ ჯალენჰორმს მიუბრუნდა.
– კიდევ?
– ყოველთვის! – ახმახმა თავისი ჭიქა მაგიდის უხეშ ზედა-
პირზე ისე გააცურა, თითქოს აცხადებდა – „მთვრალი არ ვარ“.
კასპამ ბოთლი დახარა, ჭიქას მოჭუტული ისე დაჰყურებდა,
თითქოს მისგან ძალიან შორს იყო. ჯეზალი უყურებდა, ბოთლის
ყელში სასმელი როგორ ცეკვავდა და შემდეგ ჭიქის ფსკერს
ეხეთქებოდა. იმ გარდაუვალი შედეგის გაცნობიერება, რაც ამას
მოჰყვებოდა, თითქმის მტკივნეული იყო: ღვინო, რასაკვირვე-
ლია მაგიდაზე გადმოიღვარა და ჯალენჰორმს მუხლები დაუსვე-
ლა.
– მთვრალი ხარ! – გაბრაზდა ახმახი. ბარბაცით წამოდგა და
ტანსაცმლის წმენდას უზარმაზარი, მოუქნელი ხელებით შეუდგა,
ამ ფუსფუსში კი თავისი სკამი გადააყირავა.
დაწესებულების მცირერიცხოვანი კლიენტები კამპანიას
დაუფარავი ზიზღით მიაჩერდნენ.
– ყოველთვიშშ, – ახითხითდა კასპა.
ვესტი წამით ჭიქას მოსწყდა:
– ორივენი მთვრალები ხართ.

470 მკითხველთა ლიგა


– ჩვენი ბრალი არ არის, – ჯალენჰორმმა სკამი ხელების ფა-
თურით მოძებნა, – აი, დამნაშავე! – ჰაერში მოქანავე თითი ჯე-
ზალისკენ გაიშვირა.
– მან გაიმარჯვა! – დააბოყინა კასპამ, – გაიმარჯვე, ხომ
ასეა? ჰოდა ჩვენც ამის აღნიშვნა მოგვიწია!
ჯეზალს ასეთი ღრეობაც არ უნდოდა. ეს ყველაფერი თანდა-
თან სამარცხვინო ხდებოდა.
– ჩემი ბიძაშვილი არისსიც იქ იყო – თავ... თავიდან ბოლომ-
დე უყურა. მასზე დიდი შთაბეჭდილებბა მოახდინე, – კასპამ ჯე-
ზალის მხარი ჩაბღუჯა, – მგონი, შენით ძალიან აღფთრვ...
აღფრთვ... აღფთრროვანნებულია, – სველ ტუჩებს ჯეზალის სა-
ხესთან აფრუტუნებდა, ცდილობდა სიტყვები სწორად გამოეთ-
ქვა, – ხომ იცი, ძლიან მდიდარია, ძლიაან. აღფთრროვანნებუ-
ლი.
ჯეზალმა ცხვირი აიბზუა. კასპას პირიდან საშინელი სუნი
ამოსდიოდა, თან მისი მოჩვენებასავით გამჭირვალე ბიძაშვილი
საერთოდ არ აინტერესებდა, რამდენადაც მდიდარი უნდა ყოფი-
ლიყო. .
– კარგი, კარგი... მშვენიერია, – ლეიტენანტის ხელიდან თა-
ვი დაიხსნა და ოდნავ უბიძგა, არ ადარდებდა, თუ უხეშად გა-
მოუვიდოდა.
– მაშ ასე, ჩრდილოეთის საქმეს როდის უნდა მივხედოთ? –
მომთხოვნი ტონით იკითხა ბრინტმა, ისე ხმამაღლა, თითქოს
ბრძოლაში ჩაბმას ვერ ითმენსო, – იმედია, ძალიან მალე, ზამ-
თრამდე სახლში მინდა დავბრუნდე, ჰა, მაიორო?
– ჰა! – ჩაიფხუკუნა ვესტმა და მოიღუშა, – ძალიან კარგი იქ-
ნება, ზამთრამდე გასვლა მაინც მოვასწროთ, ჩვენი მზადების
ტემპს თუ გავითვალიწინებთ.
ბრინტი ცოტა შეცბა:

471 მკითხველთა ლიგა


– მაინც! დარწმუნებული ვარ, როცა იქ ჩავაღწევთ, იმ ველუ-
რებს თავბედს ვაწყევლინებთ!
– თავბედს ვაწყევლინებთ! – დაიყვირა კასპამ.
– ჰო! – ჯალენჰორმმაც თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.
მაგრამ ვესტი ხასიათზე არ იყო:
– ასეთი დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი. ჩვენი რეკრუტები
გინახავთ? უმეტესობა ფეხზე ძლივს დგას, აღარაფერს ვამბობ
ბრძოლაზე. სამარცხვინოა!
ჯალენჰორმმა ყველა არგუმენტი ხელის გაცხარებული მოქ-
ნევით გააქარწყლა:
– ეს ჩრდილოელები უბრალო ველურები არიან და მეტი არა-
ფერი! ტრაკებზე მოვსვამთ, ზუსტად ისე, როგორც დღეს ჯეზალმა
მოსვა ის იდიოტი, ჰა, ჯეზალ? სახლებში ზამთრამდე დავბუნდე-
ბით, ყველა ამას ამბობს!
– წარმოდგენა მაინც თუ გაქვს იმ მხარეზე? – ვესტი მაგიდაზე
გადაიხარა, – ტყეები, მთები, მდინარეები და ასე – დაუსრულებ-
ლად. საბრძოლო სივრცეს იქ ვერსად ნახავ, ლაშქრის გასაყვა-
ნად გზები თითქმის არ არსებობს. ადამიანს თავბედი რომ აწ-
ყევლინო, ჯერ უნდა დაიჭირო. სახლებში ზამთრამდე დავბრუნ-
დებით? შეიძლება – შემდეგ ზამთრამდე, ისიც იმ შემთხვევაში,
თუ საერთოდ დავბრუნდით უკან.
ბრინტს თვალები შიშისგან გაუფართოვდა:
– მართლა ასე ფიქრობ?
– არა... არა, მართალი ხარ, – ვესტმა ამოიოხრა და შეიშმუშ-
ნა, – დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. მხოლოდ
დიდება და დაწინაურება გველის. სახლებში ზამთრამდე დავ-
ბრუნდებით. თუმცა, თქვენს ადგილას, თბილ მოსასხამებს მაინც
წამოვიღებდი, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ვესტს სახე ძალიან მოექუფ-
რა, ისეთი პირქუში გაუხდა, როგორც იშვიათად სჩვეოდა და
472 მკითხველთა ლიგა
ყველამ იცოდა, მისგან ასეთ დროს მხიარულებას ვეღარ ეღირ-
სებოდნენ. დაბნეული ბრინტი და ჯალენჰორმი მჟავედ იყურე-
ბოდნენ. კარგი განწყობა მხოლო კასპამ შეინარჩუნა, სკამის
უკანა ფეხებზე ირწეოდა, თვალებდახუჭული ნებივრობდა და
ვერ აცნობიერებდა, რა ხდებოდა მის გარშემო.
აღნიშვნაც ასეთი უნდოდა.
დაღლილობა, გაღიზიანება და შეშფოთება ჯეზალსაც მოაწვა.
ტურნირზე ღელავდა, ომზე... არდიზე... გაკეცილი წერილი ისევ
ჯიბეში ედო. თვალი ვესტისკენ გააპარა, მაგრამ მალევე მოაცი-
ლა. ჯანდაბა, ჯეზალს სინდისი ქენჯნიდა! თავი დამნაშავედ არას-
დროს უგრძნია, და ეს გრძნობა საშინლად არ მოსწონდა. არდის
რომ არ შეხვედროდა, თავს დამნაშავედ მისი მიტოვებისთვის
იგრძნობდა. რომ შეხვედროდა – ვესტისთვის მიცემული პირო-
ბის დარღვევისთვის. ვერაფერს იტყვი, სასიამოვნო დილემაა!
ჯეზალმა ცერა თითის ფრჩხილი მოიკვნიტა. რაღა ამ ოხერ
ოჯახს გადაეყარა?
– კარგი, – მკვახედ თქვა ვესტმა, – ჩემი წასვლის დროა,
ხვალ ადრე უნდა ავდგე.
– მმ, – ჩაიბლუკუნა ბრინტმა.
– კარგი, – უთხრა ჯალენჰორმმა.
ვესტმა ჯეზალს თვალი თვალში გაუყარა:
– შეიძლება რაღაც გითხრა? – სერიოზული გამომეტყველება
ჰქონდა, პირქუში, გაბრაზებულიც კი. ჯეზალს გული მოეწურა.
წერილის შესახებ ხომ არაფერი გაიგო? იქნებ არდიმ უთხრა?
მაიორმა მაგიდას ზურგი აქცია და წყნარი კუთხისკენ გაემართა.
სასოწარკვეთილმა ჯეზალმა გამოსავლის ძებნაში მიმოიხედა.
– ჯეზალ! – გამოსძახა ვესტმა.
– ჰო, ჰო! – უხალისოდ წამოდგა და მეგობარს დაედევნა,
თან, როგორც თვითონ იმედოვნებდა, სახეზე უმანკო ღიმილი
გადაიკრა. იქნებ სულ სხვა რამე უნდოდა და ეს არდის საერთოდ
473 მკითხველთა ლიგა
არ ეხებოდა. „ოღონდაც არდის არ ეხებოდეს, ოღონდაც არ ეხე-
ბოდეს!“
– არ მინდა, ამის შესახებ კიდევ ვინმემ გაიგოს... – ვესტმა
მიმოიხედა, ხომ არავინ გვიყურებსო. ჯეზალმა ნერწყვი გადაყ-
ლაპა. ახლა, ნებისმიერ წამს მუშტს უთავაზებდნენ. ცხოვრებაში
პირველად. მისთვის სახეში ხელი არასოდეს გაურტყამთ – ყო-
ველ შემთხვევაში სერიოზულად. ერთხელ გოგონამ გააწნა სი-
ლა საკმაოდ მაგრად, მაგრამ ეგ არ ითვლებოდა. ჯეზალი მოემ-
ზადა: კბილები ერთმანეთს დააჭირა და დაიღმიჭა...
– ბერრმა თარიღი დანიშნა. ოთხი კვირა დაგვრჩა.
ჯეზალი ვესტს გაოცებით მიაჩერდა:
– რაა?
– გემებში ჩასხდომამდე.
– გემებში?
– ანგლანდი, ჯეზალ!
– აა, ჰო... ანგლანდი. რა თქმა უნდა! მაშ ოთხ კვირაში?
– ვიფიქრე, უნდა გცდოდნოდა. ამ ტურნირში ისე ხარ ჩაფლუ-
ლი... მოსამზადებელი დრო გჭირდება. მაგრამ სიტყვა არავის-
თან დაგცდეს.
– რა თქმა უნდა, – ჯეზალმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.
– კარგად ხარ? ფერი არ გადევს.
– არაფერია, კარგად ვარ, – ჯეზალმა ღრმად ჩაისუნთქა, –
ამდენი ნერვიულობა, ფარიკაობა და... ხომ ხვდები.
– ნუ ღელავ, დღეს ყველაფერი კარგად გამოგივიდა, – ვეს-
ტმა მხარზე დაუტყაპუნა, – მაგრამ მთავარი კიდევ წინ გაქვს.
ჩემპიონობისთვის კიდევ სამ ორთაბრძოლაში უნდა გაიმარჯვო
და გახსოვდეს – ყოველი მომდევნო რაუნდი უფრო რთული იქ-
ნება. თავს სიზარმაცის უფლება არ მისცე, ჯეზალ. და ნუ გაილე-
შები! – გამოსძახა მხარს ზემოდან კართან მისულმა.

474 მკითხველთა ლიგა


ჯეზალმა შვებით ამოისუნთქა და მაგიდას დაუბრუნდა, სადაც
დანარჩენები ელოდნენ. ცხვირი გადარჩა.
როგორც კი დარწმუნდა, რომ ვესტი აღარ დაბრუნდებოდა,
ბრინტი მაშინვე წუწუნს შეუდგა:
– ეს რა ჯანდაბა იყო? – იკითხა მოღუშულმა და ცერა თითი
კარისკენ გაიშვირა, – იმას ვგულისხმობ, რომ... ვიცით, რომ
გმირია და რამე... მაგრამ, ჯანდაბა! ეს...
ჯეზალმა ზემოდან დახედა:
– რა „ეს“?
– ასე საუბარი მარცხთან შეგუებაა! – ღვინო გამბედაობას მა-
ტებდა და ბრაზი სულ უფრო უკიდებდა ალს, – ესე იგი... იმის
თქმა მინდა... ეს სილაჩრეა! აი, რა არის!
– მისმინე, ბრინტ, – მოუჭრა ჯეზალმა, – ვესტმა სამ დიდ
ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და აგრიონტის ალყა პირველ-
მა გაარღვია! შეიძლება დიდებულის სისხლი არ ურევია, მაგრამ
მამაცი კაცია! თან ძალიან გამოცდილი ჯარისკაცი, მარშალი
ბერრი ძალიან აფასებს და ანგლანდსაც კარგად იცნობს! შენ რა
შეგიძლია, ბრინტ? – ჯეზალმა ტუჩის კუთხე აბრიცა, – კარტში
წაგება და ღვინის ბოთლის გამოცლა?
– ჩემი აზრით, კაცს მეტი არც არაფერი სჭირდება, – ნერ-
ვიულად გაიცინა ჯალენჰორმმა, სიტუაციის განმუხტვას ცდი-
ლობდა, – ღვინო დაგვიმატეთ! – დაიღრიალა უმისამართოდ.
ჯეზალი სკამზე დაეხეთქა. ქეიფს ცეცხლი ჯერ კიდევ ვესტის
წასვლამდე მიენავლა, ახლა კი საერთოდ ჩაქრა. ბრინტს მჟავე
გამომეტყველება ჰქონდა. ჯალენჰორმი სკამზე ირწეოდა. კასპას
ჩასძინებოდა, სახე სველ მაგიდაზე დაედო და ხმამაღლა ხვრი-
ნავდა.
ჯეზალმა ღვინის ჭიქა გამოცალა და გარშემომყოფების უაზ-
რო სახეები შეათვალიერა. ჯანდაბა, რა მოწყენილობაა! ახლა-
ღა გააცნობიერა, რომ გალეშილი ადამიანების საუბარი მხო-
475 მკითხველთა ლიგა
ლოდ მთვრალებისთვისვეა საინტერესო. რამდენიმე ჭიქაზეა
დამოკიდებული, ადამიანი მხიარულ თანამოსაუბრედ მოგეჩვე-
ნება თუ აუტანელ იდიოტად. „ნეტა მთვრალი მეც ასეთი აუტანე-
ლი ვარ, როგორიც ახლა კასპაა? ან ჯალენჰორმი, ან ბრინტი?“
– გაიფიქრა ჯეზალმა.
ჯეზალმა ამ უკანასკნელ ნაბიჭვარს გესლიანი ღიმილით გა-
ხედა. „მეფე რომ ვიყო, – გაიფიქრა მან, – ადამიანებს ასეთი
უინტერესო საუბრების გამო ჩამოვახრჩობდი. ყოველ შემთხვე-
ვაში, ციხეში მაინც ვუკრავდი თავს დიდი ხნით“. სკამიდან წა-
მოდგა.
ჯალენჰორმი მიაშტერდა:
– რას აკეთებ?
– სჯობს ცოტა დავისვენო, – მოუჭრა ჯეზალმა, – ხვალ ვარჯი-
ში მაქვს, – თავს ძლივს იკავებდა, აქედან კისრისტეხით რომ არ
გაქცეულიყო.
– შენ ხომ გაიმარჯვე! აღნიშვნა არ გინდა?
– მხოლოდ პირველ რაუნდში. წინ კიდევ სამი მაქვს და ყოვე-
ლი მომდევნო მოწინააღმდეგე დღევანდელ ხეპრეზე გაცილე-
ბით ძლიერი იქნება, – ჯეზალმა სკამის ზურგიდან ქურთუკი ჩა-
მოხსნა და მხრებზე შემოიგდო.
– შენი ნებაა, – უთხრა ჯალენჰორმმა და სასმელი ხმამაღლა
მოწრუპა.
კასპამ წამით მაგიდიდან სახე ასწია, დაქცეული ღვინისგან
თმა ცალ მხარეს, კეფაზე მიჰკრობოდა:
– აშე ადრე მიდიდარ?
– აჰა, – მიუგდო ჯეზალმა, შეტრიალდა და გასასვლელისკენ
გაემართა.
ქუჩაში ცივი ქარი ქროდა. ამან საერთოდ გამოაფხიზლა.
სიფხიზლე ლამის მტკივნეული აღმოჩნდა. ვინმე ჭკვიანთან

476 მკითხველთა ლიგა


საუბარი ჰაერივით სჭირდებოდა, მაგრამ ამ შუაღამეს ვინ ენახა?
თავში მხოლოდ ერთი ადგილი მოსდიოდა.
ჯეზალმა ჯიბიდან წერილი ამოიღო და ტავერნიდან გამომა-
ვალ მკრთალ შუქზე კიდევ ერთხელ გადაიკითხა. თუ იჩქარებ-
და, შეიძლება მიესწრო. ოთხი კუთხისკენ ნელა დაიძრა. უბრა-
ლოდ საუბარი, მეტი არაფერი. ვიღაცასთან დალაპარაკება უნ-
დოდა...
არა. თავს აიძულა გაჩერებულიყო. მართლა ჰგონია, რომ
შეძლებს თავი მოიკატუნოს, თითქოს მხოლოდ მეგობრები არი-
ან? ქალსა და კაცს შორის ურთიერთობას მეგობრობას მაშინ
ეძახიან, როცა კაცი ქალის დაპატრონებას დიდი ხნის მანძილზე
უშედეგოდ ცდილობს. არა, ეს არ აინტერესებდა.
მაშ რა? ქორწინება? ღარიბ მდაბიოზე? შეუძლებელია! წარ-
მოიდგინა, როგორ მიიყვანდა არდის სახლში ოჯახის გასაცნო-
ბად:
„- მამა, აი ჩემი ცოლი!
– ცოლი? რა წარმომავლობისაა?“
ჯეზალს ამ აზრზე გააჟრჟოლა.
მაგრამ რა მოხდება, მანამდე რამე მოეფიქრებინათ? რომ
ყველა კმაყოფილი დარჩენილიყო. ნაბიჯები ნელ-ნელა აჩქარ-
და. მეგობრობა არ გამოვა, არც ქორწინება. რამე უფრო მარტი-
ვი, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე რომ სცადოს? ოთ-
ხი კუთხისკენ გაუხვია. შეუძლიათ ერთმანეთს ჩუმად შეხვდნენ,
ისაუბრონ, იცინონ – შეიძლება საწოლშიც...
არა. არა. ჯეზალი ისევ გაჩერდა და გაურკვევლობით გაღი-
ზიანებულმა თავში ხელი წამოირტყა. ამას ვერ იზამდა, თუნდაც
არდი დასთანხმებოდა. ვესტი ერთი იყო, მაგრამ რა მოხდებო-
და, თუ სხვები გაიგებდნენ? მის რეპუტაციას ეს, რა თქმა უნდა,
ვერაფერს დააკლებდა, მაგრამ გოგონას ნამდვილად დაღუპავ-
და. ამის გაფიქრებაზე კანზე ეკლებმა დააყარა. არდი ამას არ
477 მკითხველთა ლიგა
იმსახურებდა. მეტისმეტად კარგი ვინმე იყო, რომ ჯეზალს ეფიქ-
რა, ეს მისი პრობლემააო. არა, ასე არ გამოვიდოდა. ქალი მხო-
ლოდ იმიტომ დაეღუპა, რომ გართობა უნდოდა? რა ეგოიზმი
იყო! ჯეზალი გაოცდა, ამას აქამდე როგორ ვერ ვხვდებოდიო.
მისი აზრები ისევ ჩიხში მოექცა. იმ დღეს უკვე მეათედ. პაემა-
ნი კარგს არაფერს მოუტანდა. თან, ნებისმიერ შემთხვევაში, მა-
ლე ომი დაიწყებოდა და ამ სასაცილო ტანჯვას ბოლოს მოუღებ-
და. გამოდიოდა – სახლი და საწოლი, ხვალ კი მთელი დღე ვარ-
ჯიში. უნდა ევარჯიშა და ევარჯიშა, სანამ მარშალი ვარუზი არ-
დის არ ამოუგდებდა თავიდან. ღრმად ჩაისუნთქა, მხრებში
გაიმართა, შეტრიალდა და აგრიონტისკენ გაეშურა.
მარმარილოს საძირკველზე მდგარი, თითქმის ჯეზალის სი-
მაღლის ჰაროდ დიდის ძეგლი სიბნელეში ძლივს მოჩანდა. ოთხ
კუთხესთან ახლოს მდებარე ასეთი წყნარი მოედნისთვის ქანდა-
კება შეუსაბამოდ დიდი და შთამბეჭდავი მოეჩვენა. ჯეზალი მთე-
ლი გზა ჩრდილიდან ჩრდილში ხტოდა, ცდილობდა ხალხისთვის
თავი აერიდებინა და ყურადღება არ მიეპყრო. თუმცა ბევრი არც
არავინ შეხვედრია. გვიანი იყო, და არდიმ, ალბათ, დიდი ხანია
ხელი ჩაიქნია – თუ რა თქმა უნდა, საერთოდ მივიდა იქ. ქანდა-
კებას ნერვიულად შემოუარა, ჩრდილებს ათვალიერებდა. თავი
სრული იდიოტი ეგონა. ამ მოედანზე რამდენჯერ გაუვლია და
მისთვის ყურადღება ერთხელაც არ მიუქცევია. ბოლოს და ბო-
ლოს, ეს ხომ საჯარო ადგილი იყო? აქ ყოფნის ისეთივე უფლება
ჰქონდა, როგორიც ნებისმიერ სხვას. და მაინც, ჯეზალს თავი
ლამის ქურდი ეგონა.
მოედანზე სულიერი არ ჭაჭანებდა. ძალიანაც კარგი. ასე
სჯობდა. მოგებით ვერაფერს მოიგებდა, აი წაგებით – ბევრს. მა-
შინ ასე იმედგაცრუებული რატომ იყო? თავი ასწია და ჰაროდს
სახეში მიაშტერდა – ქვის პირქუშ სახეში, ისეთში, მოქანდაკეები

478 მკითხველთა ლიგა


განსაკუთრებით დიად ფიგურებს რომ გამოუკვეთენ ხოლმე. მე-
ფეს ლამაზი, ძლიერი ყბა ჰქონდა, თითქმის ჯეზალის მსგავსი.
– გამოფხიზლდი! – წაუსისინა ვიღაცის ხმამ ყურში. ჯეზალმა
გოგონასავით წამოიკივლა, წაბორძიკდა და წაქცევისგან თავი
მხოლოდ იმის წყალობით შეიკავა, რომ მეფე ჰაროდის უზარმა-
ზარ ფეხს ჩაეჭიდა. უკან ვიღაცის მუქი ფიგურა დაინახა, სახეს
კაპიშონი უფარავდა. შემდეგ სიცილი გაისმა:
– ოღონდ არ ჩაიფსა, – არდი იყო. კაპიშონი გადაიგდო. ფან-
ჯრებიდან გამომავალი შუქი სახის ქვედა ნაწილზე ირიბად
დაეცა და ოდნავ ტუჩაპრეხილი ღიმილი გამოუჩინა, – ეს მხო-
ლოდ მე ვარ.
– ვერ შეგამჩნიე, – ჩაიბლუკუნა უაზროდ. უზარმაზარ ქვის
ფეხს ხელი სასწრაფოდ გაუშვა და ეცადა გულგრილი გამომეტ-
ყველება მიეღო. უნდა ეღიარებინა – შეხვედრა საცოდავად და-
იწყო. საიდუმლო რომანტიკული თავგადასავლები მაინცდამა-
ინც კარგად არ გამოსდიოდა. სამაგიეროდ, არდი ჩანდა საკმა-
ოდ მშვიდი. ამან ჯეზალი დააფიქრა, გოგონასთვის ეს ჩვეული
ამბავი ხომ არ არისო.
– ამ ბოლო დროს თითქმის აღარ ჩანხარ, – უსაყვედურა არ-
დიმ.
– ჰო, ეე... – აბლუკუნდა ჯეზალი, ცდილობდა შეშინებული
გულისცემა როგორმე დაეწყნარებინა, – დაკავებული ვიყავი.
ტურნირი და რამე...
– აა, ჰო, ტურნირი, უმნიშვნელოვანესი მოვლენა! დღეს და-
გინახე, როგორ იბრძოდი.
– მართლა?
– ძალიან შთამბეჭდავი იყო.
– ეე, მადლობა, მე...
– ჩემი ძმა გელაპარაკა, არა?
– რაზე, ფარიკაობაზე?
479 მკითხველთა ლიგა
– არა, შტერო. ჩემზე.
ჯეზალი შეყოვნდა, ცდილობდა მოეფიქრებინა, რა ეთქვა:
– მმ... ის...
– მისი გეშინია?
– არა! – სიჩუმე, – კარგი, ჰო, მეშინია.
– მაგრამ მაინც მოხვედი. ალბათ, ძალიან ნასიამოვნები უნ-
და დავრჩე, – არდიმ ჯეზალს ნელა შემოუარა, თავიდან ფეხე-
ბამდე ჩაათვალიერა, – თუმცა, არ ჩქარობდი. უკვე გვიანია. მა-
ლე სახლში უნდა დავბრუნდე.
არდი ისე უყურებდა, რომ ჯეზალმა აჩქარებულ გულისცემას
ვერაფერი მოუხერხა. პირიქით, გოგონას მზერამ გული უარე-
სად აუჩქარა. უნდა უთხრას, რომ მისი ნახვა აღარ შეუძლია. ეს
ორივესთვის ცუდი იქნება. ამისგან კარგი არაფერი გამოვა. კარ-
გი არაფერი...
ჯეზალს აგზნებისგან სული ეხუთებოდა, არდის ჩრდილში
გახვეულ სახეს თვალს ვერ სწყვეტდა. უნდა უთხრას, ახლავე.
განა ამისთვის არ მოვიდა აქ? პირი გააღო, მაგრამ გონებიდან
ყველა არგუმენტი გაუფრინდა: ისინი სხვა დროს და სხვა ადა-
მიანებს ეკუთვნოდა, მეტისმეტად მოუხერხებელი და უაზრო
იყო.
– არდი... – დაიწყო ბოლოს.
– ჰო, – არდიმ მისკენ გადადგა ნაბიჯი, თავი გვერდზე გადა-
ხარა. ჯეზალმა უკან დახევა სცადა, მაგრამ ქანდაკებამ შეაკავა.
გოგონა კიდევ უფრო მიუახლოვდა, ტუჩები ოდნავ გაეღო, ჯეზა-
ლის პირს თვალს არ აშორებდა. ბოლოს და ბოლოს, ამაში ასე-
თი ცუდი რა უნდა ყოფილიყო?
კიდევ უფრო მიუახლოვდა. ქალის სახე კაცისას გაუსწორდა.
ჯეზალი მის სუნს გრძნობდა – მისი სუნამოს სურნელში ჩაიძირა.
ლოყაზე თბილი სუნთქვა ელამუნებოდა. ჰო, ამაში რა იყო ასე-
თი ცუდი?
480 მკითხველთა ლიგა
გოგონას ცივი თითები ჯეზალის კანს შეეხო, სახეზე ასრიალ-
და, თმაში შეუცურდა და თავი ძირს დაუქაჩა. რბილი და თბილი
ტუჩები ჯერ ლოყასზე შეახო, შემდეგ ნიკაპზე, ბოლოს კი პირის-
კენ გადაინაცვლა. არდი ჯეზალს მიეკრო, მეორე ხელი ზურგზე
მოხვია. ენა ღრძილებზე, კბილებზე, ენაზე დასრიალებდა. ყელი-
დან რაღაც ხმა ამოუშვა – შეიძლება მან, შეიძლება ჯეზალმა –
ზუსტად ვერავინ იტყოდა. კაპიტანი მთელი სხეულით ცახცახებ-
და, ერთდროულად აციებდა და აცხელებდა. ყველაფერი
დაავიწყდა არდის ტუჩების გარდა. თითქოს აქამდე გოგოსთვის
არასოდეს ეკოცნა. ამაში ასეთი ცუდი რა იყო? არდიმ ტუჩზე უკ-
ბინა, თითქმის მტკივნეულად, მაგრამ დიდად არა.
ჯეზალმა თვალები გაახილა, სუნთქვა უჭირდა, კანკალებდა,
მუხლებში ძალა ეცლებოდა. არდი ქვემოდან ამოჰყურებდა. ამ
სიბნელებშიც არჩევდა მის თვალებს, რომლებიც კაპიტანს ყუ-
რადღებით სწავლობდა.
– არდი...
– რა?
– კიდევ როდის გნახავ? – ყელი გაუშრა, ხმა ჩაეხრინწა. გო-
გონამ თვალები ღიმილით დახარა. ბოროტი ღიმილი იყო –
თითქოს, თაღლითობაში გამოიჭირა და უამრავი ფული მოუგო-
ო.
მაგრამ ჯეზალისთვის სულერთი იყო:
– როდის?
– ოო, შეგატყობინებ.
ისევ უნდა ეკოცნა მისთვის. „მიმიფურთხებია შედეგების-
თვის. შევეცი ვესტს. ყველას ჯანდაბამდე ჰქონია გზა“. ჯეზალი
მისკენ გადაიხარა და თვალები დახუჭა.
– არა, არა, არა, – არდი ჯეზალის ტუჩებს აერიდა, – უფრო
ადრე უნდა მოსულიყავი.

481 მკითხველთა ლიგა


კაპიტანს დაუსხლტა, ზუსტად ისეთივე ღიმილით შეტრიალდა
და ნელა წავიდა. ჯეზალი ქანდაკების ქვის საძირკველს მიეყ-
რდნო და გოგონას მიაჩერდა, დამუნჯებული, გაშეშებული, მო-
ჯადოებული. ასეთ რამ არასოდეს უგრძნია. არასოდეს.
არდიმ ერთხელ მოიხედა, თითქოს ამოწმებდა, ისევ უყურებ-
დათუ არა. ჯეზალს გული ამ ერთადერთმა მზერამაც კი მოეწუ-
რა, შემდეგ გოგონამ კუთხეში შეუხვია და გაუჩინარდა.
ცოტა ხანს გაუნძრევლად იდგა, თვალებგაფართოებული, უბ-
რალოდ იდგა და ღრმად სუნთქავდა. შემდეგ მოედანზე ცივი
ნიავი შემოიჭრა და ჯეზალი რეალობას დაუბრუნა. ფარიკაობა,
ომი, მისი მეგობარი ვესტი, მოვალეობები... ერთი კოცნაც საკ-
მარისი აღმოჩნდა. ერთი კოცნა და მისმა სიმტკიცემ ისე გაჟონა,
როგორც ფსელმა გატეხილი ღამის ქოთნიდან. ჯეზალმა მი-
მოიხედა, უეცრად სინდისის ქენჯნა, დაბნეულობა და შიში იგ-
რძნო. ეს რა ჩაიდინა?
– ჯანდაბა, – შეიკურთხა მან.

482 მკითხველთა ლიგა


შავი საქმე
სხვადასხვა ნივთი წვის დროს განსხვავებულ სუნს გამოს-
ცემს. ცეცხლის ალში გახვეულ ცოცხალ ხეს, ქორფას და წვნი-
ანს, მშრალისა და დამჭკნარისგან გასხვავებული არომატი აქვს.
ღორს და ადამიანს ერთნაირი სუნი ასდის, მაგრამ ეს უკვე სხვა
ამბავია. მეძებარი ახლა გრძნობდა, რომ სახლი იწვოდა. სახ-
ლებს ცეცხლი თავისით იშვიათად ეკიდება, როგორც წესი, ამ
ამბავში ძალადობაა გარეული. ეს იმას ნიშნავდა, რომ ახლო-
მახლო ადამიანები იმალებოდნენ, და სავარაუდოდ, ჩხუხისთვი-
საც მზად იყვნენ. ამიტომ მეძებარი ხეებს შორის ფრთხილად
მიიპარებოდა. ნაპირთან მუცელზე დაწოლილი მიხოხდა და ბუჩ-
ქიდან გამოიჭვრიტა.
ახლა ყველაფერს უკეთ ხედავდა. შავი კვამლი მდინარის
გვერდით მაღალი სვეტივით აწვდილიყო. პატარა სახლი ისევ
ხრჩოლავდა, მაგრამ უკვე საძირკვლის ქვებამდე ჩამწვარიყო.
ბეღელიც დაინახა, რომლისგანაც შავი ჯოხებისა და მჭვარტლის
გარდა აღარაფერი დარჩენილიყო. რამდენიმე ხე და დამუშავე-
ბული მიწის ნაგლეჯი. ასეთ შორეულ ჩრდილოეთში ფერმებს
საუკეთესო დროსაც კი ძალიან მწირი შემოსავალი მოჰქონდა –
კარგი მოსავლისთვის მეტისმეტად ციოდა – ცოტაოდენი ბოს-
ტნეული, რამდენიმე ცხვარი, ერთი-ორი ღორი – ესეც, თუ ძა-
ლიან გაუმართლებდა ადამიანს.
მეძებარმა თავი გააქნია. ამ საცოდავი ხალხის გადაწვა ვის
რაში დასჭირდა? ეს ხრიოკი მიწის ნაგლეჯი ვის რაში გამოადგე-
ბოდა? მაგრამ ზოგიერთს უბრალოდ ცეცხლი უყვარსო, დაას-
კვნა. გზა გააგრძელა და იმათ კვალს დაუწყო ძებნა, ვინც ეს
ჩაიდინა, მაგრამ ხეობაში რამდენიმე გაძვალტყავებული
ცხვრის გარდა ხელმოსაჭიდს ვერაფერს მიაგნო. შემდეგ ისევ
ბუჩქებში შეძვრა.
483 მკითხველთა ლიგა
ბანაკში დაბრუნდა და გული მოეწურა: ყვიროდნენ და კამა-
თობდნენ, როგორც ყოველთვის. წამით გაიფიქრა, ხომ არ ჩა-
ვუარო და გზა ხომ არ გავაგრძელოო, რადგან დაუსრულებელი
ჩხუბი ყელში ამოუვიდა. მაგრამ მაინც გადაიფიქრა, ასე არ შე-
იძლებოდა. აბა, რომელი მზვერავი მიატოვებს თავისიანებს?
– ოდესმე ენას ჩაიგდებ, დოუ? – გრგვინავდა თულ დურუს
ქუხილივით ხმა, – სამხრეთში გინდოდა, ჰოდა, ჩვენც სამხრეთ-
ში მოვედით. მთელი გზა მთებზე წუწუნებდი! ახლა, როცა მთები
უკან მოვიტოვეთ, მთელი დღეები ცარიელ მუცელზე მოთქვამ!
შენი წკმუტუნის მოსმენა აღარ შემიძლია, ქოფაკო!
პასუხად შავი დოუს გაბრაზებული ღრენა გაისმა:
– ჩემზე ორჯერ მეტი მარტო იმიტომ უნდა ჭამო, რომ უზარმა-
ზარი, გასიებული ღორივით გამოიყურები?
– პატარა ნაბიჭვარო! ჭიაყელასავით გაგსრეს!
– ძილში გამოგჭრი ყელს! ხორცის გროვად გადაგაქცევ და
მაშინ ყველანი დავნაყრდებით! შენი ოხერი ხვრინივისგან მაინც
დავიხსნით თავს! ახლა უკვე ვიცი, მეხთავას რატომ გეძახიან,
ღორივით ღრუტუნებ!
– ხმა ჩაიწყვიტეთ, ორივემ! – დაიღრიალა სამმუხამ, ისე ხმა-
მაღლა, მკვდრებსაც გააღვიძებდა, – ორივემ დამღალეთ!
მეძებარი უკვე ხუთივეს ხედავდა: თულ დურუ და შავი დოუ
იღრინებოდნენ და სადაცაა ერთმანეთს ეცემოდნენ, მათ შორის
ხელებაწეული სამმუხა იდგა, ფორლი უბრალოდ იჯდა და მე-
გობრებს მოწყენილი ადევნებდა თვალს, უტყვი კი დანარჩენებს
საერთოდ არც უყურებდა – თავისთვის იჯდა და ისრებს ამოწმებ-
და.
– ეი, – წაისისინა მეძებარმა და ყველა მკვეთრად მოტრიალ-
და მისკენ.
– მეძებარია, – თქვა უტყვმა ისე, რომ ისრებისთვის მზერაც
არ მოუცილებია. მისი გაგება შეუძლებელი იყო. მთელი დღეები
484 მკითხველთა ლიგა
ხმას არ იღებდა, შემდეგ პირს უეცრად იმის სათქმელად გააღებ-
და, რასაც ყველა ისედაც მშვენივრად ხედავდა.
ფორლიმ, როგორც ყოველთვის, დრო იხელთა და მეგობრე-
ბის ყურადღების გადატანა სცადა. რთული სათქმელი იყო, მის
გარეშე ერთმანეთს როდის დაერეოდნენ:
– რამე იპოვე, მეძებარო? – იკითხა მან.
– ტყეში ხუთ სულელ ნაბიჭვარს გადავაწყდი, დამიჯერებთ? –
წაისისინა გაბრაზებულმა და ხეებიდან გამოვიდა, – მათი ხმა
ერთი მილის მოშორებით მესმოდა! და თითოეული მათგანი სა-
ხელიანი კაცია, წარმოგიდგენიათ? კაცები, რომლებმაც სათანა-
დოდ მოქცევა უნდა იცოდნენ! მაგრამ ყოველთვის ქიშპობენ! ხუ-
თი სულელი ნაბიჭვარი...
სამმუხამ ხელი ასწია:
– კარგი, მეძებარო, გავიგეთ. მართლა უკეთ უნდა ვიქ-
ცეოდეთ, – გაბრაზებულმა თულს და დოუს გახედა. მათაც ერ-
თმანეთს შეუბღვირეს, მაგრამ არაფერი უთქვამთ, – რა გაარ-
კვიე?
– ახლომახლო რაღაც ბრძოლა იყო, ან რამე ეგეთი. გადამ-
წვარი ფერმა ვნახე.
– გადამწვარი? – ჩაეკითხა თული.
– ჰო.
სამმუხა მოიღუშა:
– კარგი, წამო, გვანახე.
მეძებარს ეს ყველაფერი ხეებიდან არ დაუნახავს. ვერ დაინა-
ხავდა. მეტისმეტი კვამლი იდგა და ძალიან შორს იყო, რომ
დაენახა. მაგრამ ახლა ნახა, ახლოდან, და გულისრევა მოაწვა.
ყველამ ნახა.
– ეს რაღაც შავი საქმეა, – ფორლი ხეს ასცქეროდა, – შავი
საქმე...

485 მკითხველთა ლიგა


– ჰო, – ჩაიბურტყუნა მეძებარმა. მეტი ვერაფრის თქმა
მოახერხა. ტოტზე მოხუცი კაცის გვამი ირწეოდა, შიშველი ფეხე-
ბი მიწასთან ახლოს ქანაობდა. სხეულში ორი ისარი ჩასობოდა,
ეტყობა გაბრძოლება სცადა. გვერდზე ჩამოკიდებული ქალი მე-
ტისმეტად ახალგაზრდა ჩანდა საიმისოდ, რომ მისი ცოლი ყო-
ფილიყო. ალბათ ქალიშვილი იქნებოდა. მეძებარის ვარაუდით
დანარჩენი ორი ახალგაზრდაც მისი შვილები უნდა ყოფილიყ-
ვნენ:
– ბავშვებს ვინ ახრჩობს? – ჩაიბუტბუტა ბოლოს.
– ერთ საკმარისად შავ კაცს ვიცნობ, – თქვა თულმა.
დოუმ ბალახზე დააფურთხა:
– ჩემზე ამბობ? – დაიღრიალა მან და ორივე მაშინვე წამოენ-
თო, – კი, რამდენიმე ფერმა და ორიოდე სოფელი გადავწვი,
მაგრამ მაშინ მიზეზი მქონდა! ომი იყო! ბავშვებისთვის ხელი არ
მიხლია!
– მე სხვა რამე მსმენია, – თქვა თულმა. მეძებარმა თვალები
დახუჭა და ამოიოხრა.
– შენი აზრით, ფეხებზე არ მკიდია, შენ რა გსმენია, ძაღლის
კუდო? – დაიყეფა დოუმ, – იმაზე არასოდეს გიფიქრია, რომ ჩე-
მი სახელი იმაზე შავია, ვიდრე ვიმსახურებ, შე ნეხვის გროვა?
– მშვენივრად ვიცი, რასაც იმსახურებ, ნაგავო!
– საკმარისია! – დაიღრიალა სამმუხამ, ხეს პირქუშად მისჩე-
რებოდა, – ცოტაოდენი პატივისცემა იქონიეთ! მეძებარი მართა-
ლია: მთებში აღარ ვართ და აქ ხიფათი ყოველ ფეხის ნაბიჯზე
შეგვხვდება. აღარავითარი ქიშპობა! მორჩა! ამიერიდან ისე
მშვიდად და ცივსისხლიანად უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ზამ-
თარში. სახელიანი კაცები ვართ და სერიოზული საქმე გვაქვს.
მეძებარმა თავი დაუქნია, გაუხარდა, რომ როგორც იქნა, ვი-
ღაც გონს მოეგო:

486 მკითხველთა ლიგა


– სადღაც ახლოს ბრძოლა მიმდინარეობს, – თქვა მან, –
მგონი.
– აჰა, – დაეთანხმა უტყვი, თუმცა რთული სათქმელი იყო –
რას.
სამმუხა ისევ ჩამოკიდებულ გვამებს უყურებდა:
– მართალი ხარ. ახლა საქმეზე უნდა ვიფიქროთ. მეტზე არა-
ფერზე. მოვნახოთ, ვინც ეს გააკეთა და გავიგოთ, რა აჩხუბებთ.
ვერაფერს გავარკვევთ, სანამ არ გავიგებთ, ვინ ვისკენაა.
– ვინც უნდა იყვნენ, ეჭვგარეშეა – ბეთოდის ხალხია, – თქვა
დოუმ, – ერთი ნახვითაც ჩანს.
– ვნახოთ. თულ და დოუ, მკვდრები ჩამოხსენით და დამარ-
ხეთ. იქნებ ამან მაინც დაგამშვიდოთ, – მოქიშპეებმა ერთმა-
ნეთს ცივად გადახედეს, მაგრამ სამმუხამ ყურადღება არ მიაქ-
ცია, – მეძებარო, წადი და სუნი აიღე, ეს ვინ გააკეთა. ჩვენ საღა-
მოს ვესტუმრებით. ისევე ვესტუმრებით, როგორც თვითონ – ამ
საცოდავებს.
– კარგი, – უპასუხა მეძებარმა, თვითონაც ვერ ითმენდა, საქ-
მეს როდის შეუდგებოდა, – ვესტუმრებით.
მეძებარს ვერ გაეგო, რა ხდებოდა. თუ მართლა ბრძოლა იყო
და მისი მონაწილეები ფრთხილობდნენ, მაშინ კვალის დაფარვა
რატომ არ სცადეს? კვალს მარტივად მიაგნო. მისი აზრით ხუთნი
უნდა ყოფილიყვნენ. გადამწვარი ფერმიდან ხეობაში ქვემოთ,
მდინარის გასწვრივ ჩავიდნენ და ტყეს შეაფარეს თავი. ნაფეხუ-
რები იმდენად აშკარა იყო, მეძებარი დროდადრო ნერვიულობ-
და: რამეს ხომ არ უწყობდნენ? ახლა ხეებიდან ხომ არ უთვალ-
თვალებდნენ და ხელსაყრელ დროს ხომ არ უცდიდნენ, ისიც
ტოტზე ჩამოეკიდათ? თუმცა, როგორც ჩანდა, ისინი მსგავსს
არაფერს გეგმავდნენ, რადგან ზუსტად მზის ჩასვლამდე დაეწია.
ჯერ ხორცის სუნი იგრძნო – ცხვარს წვავდნენ. შემდეგ მათი
ხმებიც მოესმა – საუბრობდნენ, ყვიროდნენ, იცინოდნენ, ოდნა-
487 მკითხველთა ლიგა
ვადაც არ ცდილობდნენ, სიჩუმე დაეცვათ. მათ ხმებს გვერდზე
მოღრიალე მდინარეც ვერ ახშობდა. შემდეგ ისინი დაინახა:
მდელოზე უზარმაზარ კოცონს შემოსხდომოდნენ, ცეცხლის თავ-
ზე შამფურზე აგებული გატყავებული ცხვარი ტრიალებდა – ეჭ-
ვგარეშე იყო, პირუტყვი იმ ფერმერებს წაართვეს. მეძებარი ბუჩ-
ქებში ჩაიცუცქა – ისე, როგორც ისინი უნდა მოქცეულიყვნენ. ხუ-
თი კაცი დათვალა. უფრო სწორად, ოთხი კაცი და ერთი დაახ-
ლოებით თოთხმეტი წლის ბიჭი. უბრალოდ ცეცხლთან ისხდნენ,
სადარაჯოდ კი არავინ დაეტოვებინათ, უსაფრთოების არავითა-
რი ზომა არ მიეღოთ... მეძებარს ვერაფერით გაეგო, რატომ.
– უბრალოდ ცეცხლთან თბებიან, – ჩურჩულით უამბო და-
ნარჩენებს, როცა უკან დაბრუნდა, – უბრალოდ სხედან, არც და-
რაჯობენ, საერთოდ არაფერი.
– უბრალოდ სხედან? – იკითხა ფორლიმ.
– ჰო, ხუთივე. სხედან და იცინიან. ეს არ მომწონს.
– არც მე მომწონს, – თქვა სამმუხამ, – მაგრამ ის, რაც ფერ-
მაში ვნახე, კიდევ უფრო ნაკლებად მომწონს.
– იარაღი მოამზადეთ, – წაისისინა დოუმ, – მოვრჩეთ ლაყ-
ბობას.
როგორც იქნა, თული მას რაღაცაში დაეთანხმა:
– იარაღი, მეთაურო! ჭკუა ვასწავლოთ.
ჩხუბისთვის თავის არიდება ფორლისაც კი არ უცდია, მაგრამ
სამმუხამ ტრადიციას მაინც არ უღალატა და ცოტა ხნით ჩაფიქ-
რდა. ბოლოს თავი დააქნია:
– კარგი, იარაღი გაამზადეთ.
თუ შავ დოუს უნდოდა, სიბნელეში შეუმჩნეველი დარჩენილი-
ყო, ვერასოდეს დაინახავდი. ვერც მის ხმას გაიგებდი. მაგრამ
მეძებარი ხეებში მიძვრებოდა და იცოდა, რომ ის სადღაც აქვე
იყო. როცა ადამიანის გვერდით ამდენ ხანს იბრძვი, ნელ-ნელა

488 მკითხველთა ლიგა


უგებ. იცი, თავში რა უდევს და შენც მასავით ფიქრს იწყებ. დოუ
აქვე იყო.
მეძებარს თავისი საქმე ჰქონდა. სულ მარჯვენა ფიგურას უყუ-
რებდა – ცეცხლის ფონზე მჯდარ შავ გამოსახულებას. დანარჩე-
ნებს ჯერ ყურადღებას არ აქცევდა. თავისი ამოცანის გარდა
არაფერზე ფიქრობდა. თუ წასვლას გადაწყვეტ, ან თუ ამას მე-
თაური დაგავალებს, უნდა წახვიდე და უკან არ მოიხედო, სანამ
საქმეს ბოლომდე არ მიიყვან. თუ იორჭოფებ, მოგკლავენ. ამას
ლოგენი ასწავლიდა და მეძებარმა საგულდაგულოდ დაიმახ-
სოვრა. სხვა გზა არ არსებობდა.
მეძებარი კიდევ უფრო ახლოს მიხოხდა, სახეზე ცეცხლის
სითბოს, ხელში კი დანის მტკიცე ლითონს გრძნობდა. და, რო-
გორც ყოველთვის, მოშარდვა უნდოდა! ჯანდაბა! მიზნამდე ერ-
თი ნაბიჯიღა აშორებდა. ბიჭი მისკენ მოტრიალებული იჯდა და
თუ ხორცის ნაჭერიდან თავს ასწევდა, მეძებარს დაინახავდა.
მაგრამ ჭამაში მეტისმეტად გართულიყო.
– უუჰ, – წამოიყვირა ერთ-ერთმა. ესე იგი დოუმ ჩაიგდო
ხელში, რაც იმას ნიშნავდა, რომ მსხვერპლის საქმე წასული
იყო. მეძებარი წინ გადახტა და მიზანს დანა კისრის გვერდით ჩა-
არტყა. მსხვერპლი უკან გადაქანდა, ხელი გადაჭრილ ყელზე
იტაცა, წაბორძიკდა და პირქვე ჩაემხო. კიდევ ერთი წამოხტა,
გულში ისარი შეესო და ნახევრადშეჭმული ცხვრის ბარკალი მი-
წაზე გაუვარდა, – უტყვი, მდინარის მეორე ნაპირიდან. კაცი ცო-
ტა ხანს გაოცებული იყურებოდა, შემდეგ ტკივილისგან სახე
დაემანჭა და მუხლებზე დაემხო.
ორნი დარჩნენ. ბიჭი არც განძრეულა, იჯდა და მეძებარს მიშ-
ტერებოდა, პირი დაეღო და იქედან ხორცის ნაჭერი გადმოკიდე-
ბოდა. ფეხზე უკანასკნელი მათგანიც წამოხტა, სწრაფად სუნ-
თქავდა და ხელში გრძელი დანა ეჭირა. ალბათ ცხვრის დასაჭ-
რელად ამოიღო.
489 მკითხველთა ლიგა
– დანა დააგდე! – დაუღრიალა სამმუხამ. მეძებარმა თავისი
მეთაური დაინახა – კოცონს უახლოვდებოდა, მისი დიდი,
მრგვალი ფარი ცეცხლის შუქს ირეკლავდა. კაცმა ტუჩები ააცმა-
ცუნა, თვალები მეძებრიდან დოუზე უხტოდა, რომლებიც ორივე
მხრიდან ნელა უახლოვდებოდნენ. ახლა მეხთავაც დაინახა –
ხეების ჩრდილიდან გოლიათი გამოვიდა, მხარზე უშველებელი
ხმალი ეკიდა. ეს საკმარისი აღმოჩნდა. კაცმა დანა ტალახში მო-
ისროლა.
დოუ წინ გადახტა, კაცს მაჯებში ეცა და ზურგს უკან მაგრად
შეუკრა, შემდეგ კოცონის წინ მუხლებზე დასცა. მეძებარმა ბიჭს
იგივე გაუკეთა, კბილი კბილს მაგრად დააჭირა და სიტყვა არ
უთქვამს. ყველაფერი სწორედ ისე სწრაფად და უხმაუროდ მორ-
ჩა, როგორც სამმუხამ თქვა. მეძებარს ხელები სისხლში ამოს-
ვროდა, მაგრამ რას იზამდა – ასეთი სამუშაო ჰქონდათ.
დანარჩენებიც ნელ-ნელა შეუერთდნენ. უტყვმა მდინარე ჭყა-
პუნით გადმოლახა, მშვილდი მხარზე მოეგდო. გვერდით ჩავ-
ლისას თავის მსხვერპლს ფეხი გაკრა, მაგრამ სხეული არ გან-
ძრეულა.
– მკვდარია, – თქვა უტყვმა. ფორლი ბოლოს მოვიდა, ორ
ტყვეს ათვალიერებდა. დოუ მის მიერ გაკოჭილ კაცს თვალს არ
აცილებდა, მზერით ბურღავდა.
– ამას ვიცნობ, – თქვა ოდნავ კმაყოფილმა, – ჭაობიანი
გროა, ხომ ასეა? რა ბედნიერი დამთხვევაა! შენი სახელი თავში
უკვე ძალიან დიდი ხანია მიტრიალებს.
ჭაობიანი პირქუშად ჩააცქერდა მიწას. მეძებარის თვალში
სასტიკი კაცი ჩანდა – სწორედ ისეთი, ფერმერებს რომ დაახ-
რჩობდა.
– ჰო, ჭაობიანი ვარ. აი, თქვენი სახელები კი არაფერში
მჭირდება! როცა გაიგებენ, რომ მეფის ამკრეფები დახოცეთ, მა-
შინვე ყველანი გვამებად იქცევით! ყველა!
490 მკითხველთა ლიგა
– მე შავ დოუს მეძახიან.
გროამ თავი ასწია და ყბა ჩამოუვარდა:
– ოჰ, ჯანდაბა... – ჩაიჩურჩულა მან.
გვერდით ჩამუხლულ ბიჭს თვალები გაუფართოვდა:
– შავი დოუ? შენ? ის შავი დოუ, რომელმაც... ოჰ, ჯანდაბა.
დოუმ თავი ნელა დაუქნია და სახეზე ბოროტი ღიმილი გა-
დაეფინა – მკვლელის ღიმილი.
– ჭაობიანო გროა! ერთი პატარა საქმისთვის უნდა გადაიხა-
დო. დიდი ხანია შენზე ვფიქრობ და აი, ახლა ჩემ თვალწინ, –
დოუმ ტყვეს ლოყაზე მოუტყაპუნა, – ჩემ ხელთ ხარ. რა ბედ-
ნიერი დამთხვევაა.
ჭაობიანმა სახე ისე შორს გაწია, რისი საშუალებაც შეკრულ-
მა თოკებმა მისცა:
– უკვე ჯოჯოხეთში მეგონე, შავო დოუ, შე ნაბიჭვარო!
– ვიყავი კიდეც, მაგრამ ის აქვეა, მთების ჩრდილოეთით.
შენთან რამდენიმე შეკითხვა გვაქვს, ჭაობიანო, სანამ იმას
მიიღებ, რასაც იმსახურებ. შენი მეფე ვინ არის? მაინც ვისთვის
კრეფთ?
– შეგეცით შენც და შენც შეკითხებსაც!
სამმუხამ თავში დაარტყა, გვერდიდან, საკმაოდ ძლიერად,
იქიდან, საიდანაც ვერ დაინახავდა და თავს ვერ აარიდებდა.
როცა თავი მიაბრუნა, მეორე მხრიდან დოუმ გაულაწუნა. ასე
ულაწუნებდნენ თავში, სანამ ლაპარაკის გუნებაზე არ მოვიდა.
– ვის ებრძვით? – ჰკითხა სამმუხამ.
– არ ვიბრძვით! – გადმოაფურთხა ჩამტვრეული კბილები-
დან, – თქვენ კი, ყველანი გვამები ხართ, ნაბიჭვრებო! აზრზე არ
ხართ, აქ რა მოხდა, ხომ ასეა? – მეძებარი მოიღუშა. არ მოეწო-
ნა, როგორ გაისმა ეს შეკითხვა. მოეჩვენა, თითქოს მათ არ ყოფ-
ნაში ყველაფერი შეიცვალა. ცვლილებებს კი, როგორც ახსოვ-
და, კარგი არასოდეს მოჰქონდა.
491 მკითხველთა ლიგა
– აქ შეკითხვებს მე ვსვამ, – თქვა სამმუხამ, – შენ გირჩევნია
ტვინი მოიჩხრიკო და გვიპასუხო. ვინ იბრძვის? ვინც ბეთოდს არ
დაუჩოქა?
ჭაობიანმა გადაიხარხარა, მიუხედავად იმისა, რომ გაკოჭი-
ლი იყო:
– აღარავინ დარჩა! ბრძოლა დამთავრდა! ბეთოდი ახლა მე-
ფეა. მთელი ჩრდილოეთის მეფე! ყველამ დაუჩოქა...
– ჩვენ გარდა, – დაიგრგვინა თულ დურუმ და მისკენ გა-
დაიხარა, – და მოხუცი იოლი?
– მკვდარია!
– საივინგი? გრუხუნა კისერი?
– ერთიც მკვდარია და მეორეც მკვდარია, სულელო ნაგვებო!
ახლა ბრძოლა მარტო სამხრეთშია! ბეთოდმა კავშირს ომი გა-
მოუცხადა! აი, ასე! და დედასაც ვუტირებთ!
ჯეზარი ყურებს ვერ უჯერებდა. მეფე? ჩრდილოეთს მეფე აქამ-
დე არასოდეს ჰყოლია. ამის საჭიროება არასოდეს ყოფილა და
ბეთოდი უკანასკნელი იყო, ვისაც მეძებარი მეფედ აირჩევდა.
კავშირს ომი გამოუცხადა? რა სულელური აზრი იყო! სამხრეთე-
ლები ყოველთვის მეტისმეტად ბევრნი იყვნენ.
– თუ აქ არავინ იბრძვის, – ჰკითხა მეძებარმა, – მაშინ ხალხს
რატომ ხოცავთ?
– წადი შენი!
თულმა სახეში მაგრად გაარტყა, და გროუ ზურგზე დაეცა.
დოუმაც, თავის მხრივ, წიხლი უთავაზა, შემდეგ ისევ მუხლებზე
წამოაყენა.
– ისინი რატომ დახოცეთ? – შეეკითხა თული.
– გადასახადები! – დაიყვირა ჭაობიანმა. ცხვირიდან სისხლი
თქრიალით სდიოდა.
– გადასახადები? – გაიმეორა მეძებარმა. რა უცნაური სიტყვა
იყო, მის მნიშვნელობას კარგად ვერ ხვდებოდა.
492 მკითხველთა ლიგა
– გადახდა არ უნდოდათ!
– გადასახადები ვისთვის? – იკითხა დოუმ.
– ბეთოდის, სხვა ვისთვის? ეს მიწა დაისაკუთრა. კლანები
დაარბია და მიწა მიისაკუთრა! ამ ხალხს მისი ვალი აქვს! და
ჩვენც ვკრეფთ!
– მაშ გადასახადები? უეჭველად შეშლილი სამხრეთელების
გამოგონება იქნება! და თუ ვერ გადაიხადეს? – ჰკითხა მეძებარ-
მა და გულისრევა იგრძნო, – მაშინ ჩამოახრჩობთ ხოლმე, არა?
– თუ არ იხდიან, როგორც გვესიამოვნება, ისე ვიქცევით!
– როგორც გესიამოვნებათ? – თულმა უზარმაზარი ხელები
კისერში ჩაავლო და ისე მოუჭირა, რომ ჭაობიანს თვალები კი-
ნაღაც გადმოსცვივდა, – როგორც გესიამოვნებათ? მათი ჩამოხ-
რჩობა გესიამოვნათ?
– კარგი, გეყოს, მეხთავავ, – თქვა დოუმ, კისერზე დიდი თი-
თები გააშვებინა და ოდნავ უბიძგა, – კარგი, გეყოს გოლიათო,
გაკოჭილი კაცის მოკვლა შენ არ შეგშვენის, – მკერდზე ხელი
მიუტყაპუნა და თავისი ნაჯახი აიღო, – ჩემნაირ კაცს სწორედ
ასეთი საქმეებისთვის დაათრევთ თან.
ჭაობიანმა როგორღაც სული მოითქვა:
– მეხთავა? – ამოიხრიალა და ბანდას თვალი მოავლო, – ესე
იგი, ყველანი აქ ხართ, არა? სამმუხა, აი უტყვი, ეს კი სუსტი
ფორლია! გამოდის, მუხლი არ მოგიყრიათ, ჰა? მით უკეთესი
თქვენთვის! ცხრათითა სად არის? ჰა? – დამცინავად იკითხა
ჭაობიანმა, – სად არის წყეული სისხლიანი ცხრა?
დოუ მოუტრიალდა და ცერი ნაჯახის პირს გაუსვა:
– ისევ მტვრად იქცა, და ახლა შენც მას შეუერთდები. საკმა-
რისი მოვისმინეთ.
– ადგომა მაცადე, ნაბიჭვარო! – დაუყვირა ჭაობიანმა და გა-
იბრძოლა, – ჩემზე უკეთესი არაფრით ხარ, შავო დოუ! იმაზე მე-
ტი ხალხი დახოცე, ვიდრე ჭირმა! ხელები გამიხსენი და დანა მო-
493 მკითხველთა ლიგა
მეცი! მიდი! ჩემი გეშინია, ლაჩარო? გეშინია შანსი მომცე, ხომ
ასეა?
– მე მეძახი ლაჩარს? – დაიღრიალა დოუმ, – შენ, რომელმაც
ეს ბავშვები გართობისთვის დახოცე? დანა გქონდა და თვითონ
დააგდე! ეგ იყო შენი შანსი და არ გამოიყენე! შენნაირები სხვას
არაფერს იმსახურებენ. თუ რამე გაქვს სათქმელი, გირჩევნია
ახლავე თქვა.
– წყეულიმც იყავით! – დაიკივლა ჭაობიანმა, – წყეულიმც
იყოს მთელი თქვენი...
დოუს ნაჯახი ზუსტად თვალებს შორის ჩაერჭო და ტყვე პი-
რაღმა გადააგდო. ჭაობიანმა ფეხები ცოტა ხანს აფართხალა და
მერე მიყუჩდა. მორჩა. ამ ნაბიჭვრის გამო ერთი ცრემლიც არა-
ვის ჩამოვარდნია, ფორლიც კი მხოლოდ შეიშმუშნა, როცა
იარაღმა თავის ქალა გაუპო. დოუ დაიხარა და გვამს დააფურ-
თხა, და მეძებარმა ვერ გაამტყუნა. აი, ბიჭი კი უფრო რთული
საქმე იყო. მკვდარს გადიდებული თვალებით მისჩერებოდა,
შემდეგ თავი ასწია.
– თქვენ ისინი ხართ, ხომ? – იკითხა მან, – ისინი, ვინც ცხრა-
თითამ დაამარცხა?
– ჰო, ბიჭო, – უთხრა სამმუხამ, – ჩვენ ისინი ვართ.
– თქვენზე იმდენი რამე მსმენია... იმდენი ისტორია! მე რას
მიზამთ?
– ჰოო, საკითხავიც სწორედ ეგაა, – ჩაიბუტბუტა მეძებარმა
თავისთვის. სამწუხაროდ, პასუხი უკვე იცოდა.
– ჩვენთან ვერ დარჩება, – თქვა სამმუხამ, – ზედმეტ ბარგს
ვერ ავიკიდებთ და ვერ გავრისკავთ.
– ის ხომ პატარა ბიჭია, – თქვა ფორლიმ, – შეგვიძლია გა-
ვუშვათ.

494 მკითხველთა ლიგა


მიმზიდველი აზრი იყო, მაგრამ შეუძლებელი, და ამას ყველა
ხვდებოდა. ბიჭმა იმედით ამოიხედა, მაგრამ ეს იმედი თულმა
მოუსპო:
– ვერ ვენდობით. ოღონდ აქ ვერა. ვინმეს მოუყვება, რომ
დავბრუნდით და ჩვენზე ნადირობას გამოაცხადებენ. ამას ვერ
დავუშვებთ. თან, ფერმაში ისიც იყო.
– მაგრამ, სხვა რა დამრჩენოდა? – წამოიყვირა ბიჭმა, – სხვა
რა დამრჩენოდა? სამხრეთში მინდოდა! სამხრეთში წასვლა და
კავშირთან ბრძოლა, სახელის მოპოვება! მაგრამ აქ გამომგზავ-
ნეს, გადასახადების ასაკრეფად. როდესაც მეთაური რამეს მეუბ-
ნება, უნდა შევასრულო, ხომ ასეა?
– უნდა შეასრულო, – თავი დაუქნია სამმუხამ, – არავინ ამ-
ბობს, რომ სხვა გზა გქონდა.
– ამაში მონაწილეობა არ მინდოდა! ვუთხარი, ბავშვები
გაუშვით-მეთქი! უნდა დამიჯეროთ!
ფორლიმ ჩექმებზე დაიხედა:
– შენი გვჯერა.
– და მაინც მომკლავთ?
მეძებარმა ტუჩი მოიკვნიტა:
– თან ვერ წაგიყვანთ, შენი აქ დატოვებაც არ შეგვიძლია.
– ამაში მონაწილეობა არ მინდოდა, – ბიჭმა თავი ჩაქინდრა,
– ეს უსამართლობაა.
– ჰო, – თქვა სამმუხამ, – უსამართლობაა. მაგრამ ვერაფერს
ვიზამთ.
დოუს ნაჯახი ბიჭს კეფაში ჩაესო და ისიც პირქვე დაემხო მი-
წაზე. მეძებარი შეიჭმუხნა და გვერდზე გაიხედა. იცოდა, დოუმ
ყველაფერი სპეციალურად ისე გააკეთა, ბიჭის სახისთვის რომ
არ ეყურებინათ. კარგი აზრი იყო, და მეძებრს იმედი ჰქონდა, ეს
სხვებსაც დაეხმარებოდა. თვითონ ბიჭისთვის კი უკვე სულერთი

495 მკითხველთა ლიგა


იყო, სახე ზემოთ ექნებოდა თუ ქვემოთ. მეძებარმა ისეთივე გუ-
ლისრევა იგრძნო, როგორიც მაშინ, ფერმაში.
ეს მისი ყველაზე ცუდი დღე არ იყო, ამაზე გაცილებით უარესი
დღეებიც უნახავს. მაგრამ მაინც ძალიან ცუდი დღე იყო.
მეძებარმა ხეებში ისეთი ადგილი შეარჩია, სადაც მარტო იჯ-
დებოდა, გზას დაზვერავდა და ვერავინ შეამჩნევდა. ქარის მი-
მართულებაც გაითვალისწინა, რადგან, სიმართლე ითქვას, სა-
შინლად ყარდა და არ უნდოდა საკუთარ სუნს გაეცა. მის წინ ძა-
ლიან უცნაური პროცესია მიდიოდა. ერთი მხრივ, მებრძოლები-
ვით გამოიყურებოდნენ, რომლებიც იარაღის ასაღებად იყვნენ
მზად.
მეორე მხრივ, რაღაც ვერ იყო რიგზე: ძირითადად მოძველე-
ბულ იარაღებს ატარებდნენ, ჯავშნები ყველას სხვადასხვანაირი
და უხარისხო ჰქონდა. არათანაბრად მიაბიჯებდნენ და ძალაგა-
მოცლილებს ჰგავდნენ. უმეტესობა მოხუცი მებრძოლი იყო, მე-
ლოტი ან ჭაღარა თავით, დანარჩენებს წვერიც არ ამოსვლო-
დათ, თითქმის ბავშვები იყვნენ.
„როგორც ჩანს, ჩრდილოეთში ყველაფერი თავდაყირა დად-
გა“, – გაიფიქრა მეძებარმა. მერე ჭაობიანის სიკვდილისწინა
სიტყვები გაახსენდა: კავშირთან ომი. ნუთუ ესენი ომში მიდიოდ-
ნენ? თუ ნამდვილად ასე იყო, მაშ ბეთოდს ქვაბი ბოლომდე ამო-
უფხეკია.
– რა ხდება, მეძებარო? – ჰკითხა ფორლიმ, როდესაც ბანაკ-
ში დაბრუნდა, – იქ რა ხდება?
– ხალხია. შეიარაღებული, მაგრამ ცუდად. ხუთი ოცეული, ან
ცოტა მეტი. ძირითადად ახალგაზრდები და მოხუცები არიან,
სამხრეთ-დასავლეთით მიდიან, – მეძებარმა გზაზე ანიშნა.
სამმუხამ თავი დაუქნია:

496 მკითხველთა ლიგა


– ანგლანდში. ესე იგი ბეთოდი არ ხუმრობს. კავშირს მარ-
თლა გამოუცხადა ომი. სისხლით ვერასოდეს გაძღება. ყველა
ომში გაუშვა, ვისაც კი შუბის ხელში ჭერა შეუძლია.
კაცმა რომ თქვას, ეს არც ერთ მათგანს გაჰკვირვებია. ბეთო-
დი საკუთარი მიზნისკენ ყოველთვის ბოლომდე მიიწევდა. ან
ყველაფერი, ან არაფერი – ასეთი კაცი იყო და სრულებითაც არ
ადარდებდა იმ ხალხის სიცოცხლე, ვისაც მისი დიდებისკენ მიმა-
ვალ გზაზე მოკლავდნენ.
– ყველა მამაკაცი... – ჩაიბუტბუტა სამმუხამ, – თუ შანკები
მთებს გადმოლახავენ...
მეძებარმა მიმოიხედა: მოღუშული, შეწუხებული, ბინძური სა-
ხეები დახვდა. ხვდებოდა, სამმუხა რასაც გულისხმობდა. ყველა
ხვდებოდა. თუ ახლა შანკები მოვიდოდნენ, ჩრდილოეთში წინა-
აღმდეგობის გამწევი აღარავინ დახვდებოდათ. და იმ ფერმის
ამბავი მონაგონი იქნებოდა.
– ვინმე უნდა გავაფრთხილოთ! – წამოიძახა ფორლიმ, – უნ-
და გავაფრთხილოთ!
სამმუხამ თავი გააქნია:
– ხომ გაიგე, ჭაობიანმა რა თქვა. იოლი მკვდარია, გრუხუნა
კისერიც, საივინგიც. ყველა მკვდარი და გაციებულია, ყველა
მტვრად იქცა. ჩრდილოეთის მეფე ახლა ბეთოდია.
შავ დოუს სახე ზიზღით მოეღრიცა და მიწაზე დააფურთხა.
– რამდენიც გინდა იფურთხე, დოუ. მაგრამ ფაქტი ფაქტია, –
განაგრძო სამმუხამ, – გასაფრთხილებელი აღარავინ დარჩა.
– აღარავინ, თვითონ ბეთოდის გარდა, – ჩაიბურტყუნა მეძე-
ბარმა უხალისოდ.
– მაშინ ის უნდა გავაფრთხილოთ! – ფორლიმ დანარჩენებს
მუდარით სავსე მზერა მოავლო, – შეიძლება უგულო ნაბიჭვა-
რია, მაგრამ მაინც ადამიანია! ბრტყელთავიანებს ნამდვილად
სჯობს, ხომ ასეა? ვინმეს მაინც უნდა გავაგებინოთ!
497 მკითხველთა ლიგა
– ჰა! – დაიყეფა დოუმ, – ჰა! უსუსტესო, მართლა გგონია,
რომ მოგვისმენს? დაგავიწყდა, რა გვითხრა? ჩვენ და ცხრათი-
თას? უკან აღარასოდეს დაბრუნდეთო! დაგავიწყდა, კინაღამ
რომ დაგვხოცა? დაგავიწყდა, თითოეული ჩვენგანი როგორ
ეზიზღება?
– ჩვენი ეშინია, – თქვა უტყვმა.
– ეშინია და ვეზიზღებით, – დაიღრინა სამმუხამ, – და სწორა-
დაც. იმიტომ რომ ძლიერები ვართ. სახელიანი ხალხი ვართ.
ჩვენნაირ ადამიანებს შეუძლიათ, ხალხს წინ გაუძღვენ.
თულმა ზორბა თავი დააქნია:
– სწორედაც. მეეჭვება, კარლეონში სიხარულით შეგვეგებონ
– უფრო შუბებით.
– მე ძლიერი არ ვარ! – წამოიყვირა ფორლიმ, – მე უსუსტესი
ვარ, ეს ხომ ყველამ იცის! ბეთოდს არავითარი მიზეზი არ აქვს,
ჩემი ეშინოდეს, ან ვეზიზღებოდე. მე წავალ!
მეძებარმა მეგობარს გაკვირვებით შეხედა. ყველამ შეათვა-
ლიერა ფორლი.
– შენ? – ჰკითხა დოუმ.
– დიახ, მე! შეიძლება მებრძოლად არ დავბადებულვარ, მაგ-
რამ არც ლაჩარი ვარ! წავალ და დაველაპარაკები. იქნებ მომის-
მინოს.
მეძებარი ფორლის თვალებგაფართოებული მისჩერებოდა.
იმდენი ხანი გავიდა, რაც საქმის სიტყვით მოგვარება არცერთ
მათგანს არ უცდია, რომ ეს უკვე შეუძლებელიც ეჩვენებოდა.
– ვინ იცის, იქნებ მოგისმინოს, – ჩაიბუტბუტა სამმუხამ.
– შეიძლება მოგისმინოს, – თქვა თულმა, – მაგრამ მერე ღო-
რივით დაგკლავს, გესმის, უსუსტესო?
– გადარჩენის შანსი თითქმის არ გაქვს, – თავი გააქნია მეძე-
ბარმა.
– ალბათ, მაგრამ ცდად ღირს, ხომ ასეა?
498 მკითხველთა ლიგა
ერთმანეთს აღელვებულებმა გადახედეს. ფორლიმ, ეჭვი არ
იყო, დაამტკიცა, რომ არც ისე სუსტი ძვლები ჰქონდა, როგორც
ჩანდა, მაგრამ მეძებარს მისი გეგმა არ მოსწონდა. ბეთოდი მე-
ტისმეტად სუსტი ძაფი იყო, მასზე რაიმე იმედის ჩამოსაკიდებ-
ლად. ძალიან სუსტი ძაფი.
მაგრამ, როგორც სამმუხამ თქვა, სხვა არაფერი დარჩენო-
დათ.

499 მკითხველთა ლიგა


სიტყვები და მტვერი
კარსტერი საფარიკაო წრეში დახტოდა, გრძელი ოქროსფე-
რი თმა მხრებზე ეცემოდა, ბრბოს ხელს უქნევდა და გოგონებს
კოცნებს უგზავნიდა. მოქნილი ახალგაზრდის ეფექტური ილეთე-
ბით აღფრთოვანებული საზოგადოება ტაშს უკრავდა, კიოდა და
ყვიროდა. ადუელი იყო, მეფის დაცვის ოფიცერი.
„აქაური ბიჭია, თანაც როგორი პოპულარული!“
ბრემერ დან გორსტი ღობეზე გადაყუდებულიყო, მოწინააღ-
მდეგის ცეკვას თითქმის თვალებმოხუჭული უყურებდა. მისი
იარაღები უჩვეულოდ დიდი, მძიმე და ხმარებისგან გაცვეთილი
ჩანდა. შესაძლოა იმდენად მძიმე იყო, რომ სისწრაფეს უკარგავ-
და. თვითონ გორსტიც მეტისმეტად მძიმე ჩანდა, რომ სწრაფი
ყოფილიყო – სქელკისრიანი კაცი ხარს უფრო ჰგავდა, ვიდრე
ადამიანს, ან მოჭიდავეს და არა – მოფარიკავეს. ერთი შეხედ-
ვით ამ ბრძოლაში შანსი არ ჰქონდა. როგორც ჩანს, ბრბოს უმე-
ტესი ნაწილიც ასე ფიქრობდა.
„მაგრამ მე უკეთ ვიცი“.
კაცს, რომელიც ფსონებსა და ფულს იღებდა და რიცხვებს
გაჰყვიროდა, ხალხი ბუზებივით ესეოდა. თითქმის ყველა კარ-
სტერზე დებდა თანხას. გლოკტა მისკენ გადაიხარა და ჰკითხა:
– გორსტზე ფსონი ახლა რამდენია?
– გორსტზე? – გადაამოწმა კაცმა, – ერთი ერთთან.
– ორას მარკას ჩამოვდივარ.
– მაპატიე, მეგობარო, მაგას ვერ დავფარავ.
– მაშინ ასი, ხუთი ოთხთან.
ფსონების მიმღები ცოტა ხნით დაფიქრდა, თვალები ცაში
ააპყრო და დაიანგარიშა, ბოლოს თავი დააქნია:
– მიღებულია.

500 მკითხველთა ლიგა


გლოკტამ გაიგონა, რომ მსაჯმა მონაწილეების გამოცხადება
დაიწყო და სკამის საზურგეს მიეყრდნო. გორსტი პერანგის სახე-
ლოებს იკაპიწებდა. მხრები მორებივით მსხვილი ჰქონდა, რო-
დესაც ხორციანი თითები გაავარჯიშა, მძიმე კუნთები აუთამაშ-
და. კისერი ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს გაჭიმა, შემდეგ სეკუნ-
დანტს იარაღები გამოართვა და რამდენიმე საცდელი შეტევა
გააკეთა. ეს თითქმის არავის შეუმჩნევია. ყველა კარსტერის
გამხნევებით იყო დაკავებული, რომელიც თავის პოზიციას იკა-
ვებდა. მაგრამ გლოკტამ შეამჩნია:
„იმაზე სწრაფია, ვიდრე ჩანს. გაცილებით, გაცილებით სწრა-
ფია. თუ მოინდომა, მისი მძიმე რაპირები ასე მოუქნელი აღარ
გამოჩნდება“.
– ბრემერ დან გორსტი! – დაიყვირა მსაჯმა. ახმახმა თავისი
ადგილი აუჩქარებლად დაიკავა. მას საკმაოდ უხალისოდ
მიესალმნენ. ამხელა მოზვერი, მაყურებლების აზრით, ფარი-
კაობისთვის შეუფერებელი იყო.
– დაიწყეთ!
ბრძოლა დახვეწილი არ გამოდგა. გორსტი მაშინვე მძიმე
იარაღის უმისამართო ქნევას მოჰყვა, თითქოს ჩემპიონი მეტყე-
ვე მორებს ჩეხავსო. თითოეულ მოძრაობაზე ჩახლეჩილი ხმით
ზმუოდა. უცნაური სანახაობა იყო: ერთი მებრძოლი ფარიკაობის
შეჯიბრში მონაწილეობდა, მეორე კი თითქოს სიცოცხლისთვის
იბრძოდა. „უბრალოდ უნდა შეეხო, მისი შუაზე გაჩეხვა საჭირო
არ არის“. მაგრამ მცირე დაკვირვების შემდეგ გლოკტა მიხვდა:
ეს უძლიერესი შეტევები არც ისეთი მოუქნელი იყო, როგორიც
ერთი შეხედვით შეიძლებოდა მოგჩვენებოდა – გორსტი თავის
მოძრაობებს საგულდაგულოდ გეგმავდა და ჩანაფიქრს ზედმი-
წევნით ასრულებდა. კარსტერი იცინოდა, როცა პირველი შეტე-
ვა თავიდან ცეკვით აირიდა, იღიმოდა, როცა მესამეს გაექცა,
მაგრამ მეხუთე იერიშზე ღიმილი უკვალოდ გაუქრა.
501 მკითხველთა ლიგა
„და ისეთი პირი უჩანს, აღარც დაუბრუნდება“.
არა, ბრძოლა დახვეწილი საერთოდ არ იყო. „მაგრამ მის ძა-
ლას ვერ უარყოფ“. კარსტერმა ნაჯახივით მოქნეული ხმლის თა-
ვიდან ასაცილებლად განწირულად ჩაღუნა თავი. „ასეთი სიძ-
ლიერის დარტყმამ შეიძლება თავი წააცალოს, თუნდაც იარაღი
ბლაგვი იყოს“.
მაყურებლების ფავორიტი ინიციატივის ხელში ჩასაგდებად
ყველაფერს აკეთებდა. მოწინააღმდეგისთვის ხმლის შერჭობას
ცდილობდა, მაგრამ გორსტი ყველაფრისთვის მზად იყო. მეტო-
ქის შეტევებს მოკლე ხმლის მეშვეობით, ღმუილით იგერიებდა,
შემდეგ ისევ ზმუოდა და გრძელ რაპირას ჰაერში სტვენით იქ-
ნევდა. გლოკტა შეკრთა, როცა გორსტის იარაღი კარსტერის
ხმალს საშინელი ხმით შეასკდა, კაცს ლამის მაჯა გადაუტეხა და
თითებიდან იარაღი გააგდებინა. კარსტერი დარტყმის ძალისგან
წაბორძიკდა და ტკივილისა და შიშისგან დაიჭყანა.
„ახლა ვხვდები, გორსტის იარაღები ასე გაცვეთილი რატომ
არის“. კარსტერი გააფთრებული შეტევების თავიდან ასაცილებ-
ლად წრეს უვლიდა, მაგრამ უზარმაზარი მოწინააღმდეგე ძალი-
ან სწრაფი იყო. „მეტისმეტად სწრაფი“. გორსტმა მეტოქე კარ-
გად შეისწავლა: მის თითოეულ გადაადგილებას ხვდებოდა, ულ-
მობელი შეტევებით სულის მოთქმას არ აცლიდა. „გამოსავალი
არ არსებობს“.
ორი მძიმე ხმლის მოქნევამ უბედური ოფიცერი წრის კიდემ-
დე მიამწყვდია, შემდეგ ცულივით მჭრელმა დარტყმამ გრძელი
რაპირა ხელიდან გააგდებინა, ისიც კორდზე ჩაერჭო და უკონ-
ტროლოდ დაიწყო აქეთ-იქით ძაგძაგი. კარსტერი ცოტა ხანს
თვალებგაფართოებული იდგა, ადგილზე ქანაობდა და უიარა-
ღოდ დარჩენილი ხელი უცახცახებდა, შემდეგ გორსტი მისკენ
არაადამიანური ღრიალით გაექანა და დაუცველ ნეკნებში მძიმე
მხრით შეასკდა.
502 მკითხველთა ლიგა
გლოკტამ ისე გაიცინა, რომ ნერწყვი გადმოაფრქვია. „არა-
სოდეს დამინახავს, მოფარიკავეს ეფრინოს“. კარსტერმა პატარა
გოგონასავით დაიკივლა, ჰაერში ამოტრიალდა, ყრუდ დაეხეთ-
ქა და მიწაზე სახით გახოხდა. საბოლოოდ წრის მიღმა, ქვიშაში
გაჩერდა, კარგა სამი ნაბიჯის მოშორებით იმ ადგილიდან, სა-
დაც გორსტი დაეტაკა. ახლა სუსტად კვნესოდა.
გაოგნებულ ბრბოს ხმა ჩაუვარდა. ისეთი სამარისებური სი-
ჩუმე ჩამოვარდა, რომ გლოკტას კრიახი უკანა რიგებშიც ისმო-
და. კარსტერის მწვრთნელი შემოღობილი მოსაცდელიდან გა-
მოვარდა და მოწაფე ფრთხილად გადმოაბრუნა. ახალგაზრდა
კაცი ხელ-ფეხს უღონოდ იქნევდა, სლუკუნებდა და ნეკნებს ჩაჰ-
ფრენოდა. გორსტი ცოტა ხანი გულგრილად უყურებდა, შემდეგ
მხრები აიჩეჩა და თავისი ადგილისკენ გააბოტა.
კარსტერის მწვრთნელი მსაჯს მიუბრუნდა:
– ვწუხვარ, მაგრამ ჩემი მოწაფე ორთაბრძოლას ვეღარ გააგ-
რძელებს.
გლოკტა თავს ვეღარ იკავებდა. პირზე ორივე ხელის აფარება
მოუხდა. მთელი სხეული სიცილისგან უცახცახებდა. ყოველი
მოგუდული ჩახითხითებაი კისერში ტკივილის სპაზმად უვლიდა,
მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. თუმცა, მაყურებლების უმრავ-
ლესობა ამ სანახაობაში სამხიარულოს ვერაფერს ხედავდა. ყო-
ველი მხრიდან გაბრაზებული ბუტბუტი ესმოდა. როცა კარსტერი
წრიდან გაჰყავდათ ზუზუნი ნელ-ნელა სტვენასა და უკმაყოფი-
ლო შეძახილებში გადაიზარდა. საწყალი მოფარიკავე თავის
მწვრთნელსა და სეკუნდანტს მხრებზე უსიცოცხლოდ ჩამოკიდე-
ბოდა.
გორსტმა დამსწრეები ზანტი, ნახევრადღია თვალებით შეათ-
ვალიერა, შემდეგ ისევ მხრები აიჩეჩა და მოსაცდელისკენ ნელა
გაემართა. გლოკტა არენიდან წასვლის დროსაც ხითხითებდა,

503 მკითხველთა ლიგა


მისი ქისა მომგებიან გარიგებას საგრძნობლად დაემძიმებინდა.
მრავალი წელი იყო ასე აღარ უმხიარულია.
უზარმაზარ, ძველისძველ შენობას ნახევრადგამხმარი სურო
მოსდებოდა. მის არქიტექტურაში ძველი ეპოქა ერთი შეხედვით
ამოიცნობოდა. როგორც ამბობდნენ, ქალაქის უძველესი შენო-
ბა იყო.
„და ასეც გამოიყურება“.
სახურავი შუაში ჩაზნექილიყო, რამდენიმე ადგილას კი სადა-
ცაა ჩაინგრეოდა. თხელი შპილები გვერდზე გადახრილიყო და
ქვემოთ, მოუვლელ ბაღებში ჩავარდნით იმუქრებოდა.
კედლები სიმყარედაკარგული და ბინძური იყო, ზოგან ბათ-
ქაში მთლიანად ჩამოცვენილიყო და ქვებსა და დაფშვნილ კირ-
ხსნარს აშიშვლებდა. ერთ ადგილას, გატეხილი საწვიმარი მი-
ლის ქვემოთ, გამოჟონილ წყალს დიდი ყავისფერი ლაქა გაეჩი-
ნა. იყო დრო, როცა სხვადასხვა მეცნიერების შესწავლა კავში-
რის საუკეთესო ადამიანებს იზიდავდა, და მაშინ უნივერსიტეტის
შენობა მთელ ქალაქში ერთ-ერთი უდიადესი იყო.
„სულტი კი იმას დარდობს, ინკვიზიციამ დრო მოჭამაო“.
გაღუნულ ჭიშკარს გვერდებზე ორი ქანდაკება სდარაჯობდა:
ორი მოხუცი კაცი, ერთს ლამპა ეჭირა, მეორე წიგნში ანიშნებდა
რაღაც ადგილზე. „სიბრძნე და პროგრესი, თუ რაღაც ეგეთი
ბოდვა“. წიგნიანს ცხვირი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაეკარ-
გა, მეორე კი ისე გადახრილიყო და ლამპა ისე ეჭირა, თითქოს
ვიღაცისგან დახმარებას სასოწარკვეთილი ითხოვდა.
გლოკტამ უძველეს ჭიშკარზე მუშტით დააბრახუნა. ლითონი
აჟღრიალდა და შესამჩნევად შეიირყა, თითქოს ნებისმიერ წამს
შეიძლება ანჯამებიდან ამოვარდესო. გლოკტამ მოიცადა. კარგა
ხანს იცადა.
უეცრად მეორე მხრიდან ურდულების ჭრიალი მოისმა, ჭიშ-
კრის ერთი ნახევარი შეინძრა და რამდენიმე ინჩით გაიღო. ნაპ-
504 მკითხველთა ლიგა
რალში ბებერი თავი გამოჩნდა და სტუმარს მიაჩერდა. სახეს და-
ნაოჭებულ ხელში ჩაბღუჯული სანთელი სუსტად უნათებდა ქვე-
მოდან. დანისლულმა თვალებმა გლოკტა თავიდან ფეხებამდე
ჩაათვალიერა:
– დიახ?
– მე ინკვიზიტორი გლოკტა ვარ.
– აა, არქილექტორმა გამოგგზავნათ?
გლოკტამ შუბლი გაკვირვებით შეჭმუხნა:
– დიახ, მართალია.
„ალბათ სამყაროს არც ისე მოწყვეტილები არიან, როგორც
ერთი შეხედვით ჩანს. მგონი იცის, ვინ ვარ“.
შიგნით სახიფათო უკუნი სუფევდა. კარის ორივე მხარეს ორი
უზარმაზარი თითბრის შანდალი იდგა, მაგრამ ერთი სანთელიც
არ ენთო. დიდი ხნის გაუპრიალებელი ზედაპირი კარისკაცის
ციცქნა სანთლის მკრთალ შუქს სუსტად ირეკლავდა.
– აქეთ მობრძანდით, სერ, – მძიმედ ამოთქვა ბერიკაცმა და
თითქმის ორად მოხრილი სადღაც წაფრატუნდა. გლოკტაც კი
ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ეწეოდა.
ჩაბნელებულ დერეფანში გვერდიგვერდ მიჩლახუნობდნენ.
ფანჯრები მხოლოდ ერთ მხარეს მიუყვებოდა – ძველისძველი,
ვიწრომინებიანი და ისეთი ჭუჭყიანი, რომ დღის შუქს ყველაზე
კაშკაშა ამინდშიც ძლივს გაატარებდა. ახლა ბინდდებოდა და
შუქი შიგნით საერთოდ ვერ აღწევდა. სანთლის ათინათი მოპირ-
დაპირე კედელზე ჩამოკიდებულ დამტვერილ ნახატებზე ცეკვავ-
და: ნაცრისფერ და შავ, ბნელ სამოსში გამოწყობილი ფერ-
მკრთალი ბერიკაცები თავიანთი ჩარჩოებიდან თვალებანთებუ-
ლები იყურებოდნენ, ასაკით დაღარულ ხელებში კოლბები,
კბილანა-ბორბლები და კომპასები ეჭირათ.
– სად მივდივართ? – იკითხა გლოკტამ სიბნელეში რამდენი-
მე წუთის სიარულის შემდეგ.
505 მკითხველთა ლიგა
– ადეპტები (ადეპტი – რაიმე მოძღვრების თავგამოდებით
დამცველი, მომხრე; საქმის მცოდნე) ახლა სადილობენ, – ამო-
იქშინა კარისკაცმა და მუდმივად დაღლილი თვალები შეანათა.
უნივერსიტეტის სასადილო გამოქვაბულს ჰგავდა, საერთო
სიბნელიდან მხოლოდ რამდენიმე მკრთალი სანთელი გამოარ-
ჩევდა. უზარმაზარ ბუხარში დაბალი ცეცხლი ტკაცუნობდა და
ჭერზე ჩრდილებს აცეკვებდა. გრძელი, მრავალწლიანი ხმარე-
ბისგან კარგად მოპრიალებული მაგიდა მთელი ოთახის სიგრძე-
ზე გადაჭიმულიყო. ორივე მხრიდან მორყეული სკამები ედგა.
მაგიდასთან თავისუფლად დაეტეოდა ოთხმოცი კაცი, მაგრამ
ახლა მხოლოდ ხუთნი შემოსხდომოდნენ, ბუხრის წინ, მაგიდის
მეორე ბოლოში შეჯგუფებულები.
გლოკტას ხელჯოხის კაკუნი დარბაზში ხმამაღალ ექოდ გაის-
მა და ყველამ მისკენ მიიხედა. ჭამა შეწყვიტეს და სტუმარს დიდი
ინტერესით მიაჩერდნენ. მაგიდის თავში მჯდომი კაცი სასწრა-
ფოდ წამოდგა და გლოკტასკენ გაემართა, ცალი ხელით გრძე-
ლი შავი მანტიის კალთებს იჭერდა.
– სტუმარია, – ამოიხრიალა კარისკაცმა და სანთელი გლოკ-
ტასკენ გააქნია.
– აჰ, არქილექტორისგან! მე სილბერი ვარ, უნივერსიტეტის
ადმინისტრატორი! – და გლოკტას ხელი ჩამოართვა. მისი თანა-
მესუფრეები ფეხზე ისე წამოდგნენ, თითქოს ვიღაც გამორ-
ჩეულად საპატიო სტუმარი მიიღესო.
– ინკვიზიტორი გლოკტა, – წარუდგინა თავი და მოხუცები
მოათვალიერა.
„უნდა ვაღიარო, უფრო მეტ პატივისცემას იჩენენ, ვიდრე ვე-
ლოდი. თუმცა, რა გასაკვირია – არქილექტორის სახელი ყველა
კარს აღებს...“
– გლოკტა, გლოკტა, – აჩიფჩიფდა ერთ-ერთი მოხუცი, –
მგონი ეს სახელი საიდანღაც მახსოვს.
506 მკითხველთა ლიგა
– თქვენ ყოველთვის ყველაფერი იცით, მაგრამ ვერაფრით
იხსენებთ, საიდან, – ცინიკურად შეაწყვეტინა ადმინისტრატორ-
მა და გაუბედავი სიცილი გაისმა, – ინკვიზიტორო, ნება მომე-
ცით ადეპტები წარმოგიდგინოთ.
შავმანტიებიან სწავლულებს სათითაოდ ჩამოუარა:
– საურიზინი, ჩვენი ქიმიის ადეპტი, – მსუქანი, გაბურძგნილი
მოხუცის მანტია ამონაწვავებსა და ლაქებს დაეფარა, წვერში კი
საკვების ნარჩენები მოუჩანდა.
– დენკა, ლითონის ადეპტი, – კაცი ოთხ ადეპტს შორის ყვე-
ლაზე ახალგაზრდა ჩანდა, მაგრამ ყმაწვილი არც მას ეთქმოდა.
სახეზე მედიდური ღიმილი ეფინა.
– ჩეილი, ჩვენი ადეპტი-მექანიკოსი, – გლოკტა ვერასოდეს
წარმოიდგენდა, ამხელა თავს ასეთი პატარა სახე თუ შეიძლება
ჰქონოდა. ვეებერთელა ყურებიდან ნაცრისფერი თმა ბღუჯებად
გამოსჩროდა.
– და კანდელაუ, მედიცინის ადეპტი, – კაცი გაძვალტყავე-
ბულ ბებერ ჩიტს ჰგავდა – გრძელი კისერი ჰქონდა და ნისკარ-
ტივით მოკაუჭებულ ცხვირზე სათვალეები დაემაგრებინა.
– გთხოვთ, შემოგვიერთდით, ინკვიზიტორო, – ადმინისტრა-
ტორმა ორ ადეპტს შორის ჩაკვეხებულ ცარიელ სკამზე ანიშნა.
– ღვინოს ხომ არ მიირთმევდით? – მიელაქუცა ჩეილი პატა-
რა პირზე გადაკრული ცივი ღიმილით, გრაფინისკენ უკვე გადახ-
რილიყო და ჭიქაში სითხეს ასხამდა.
– სიამოვნებით.
– ზუსტად ახლა, ჩვენ-ჩვენი კვლევის სფეროების ღირსებებს
განვიხილავდით, – ჩაიბუტბუტა კანდელაუმ და გლოკტას სათვა-
ლის მოელვარე შუშებიდან გახედა.
– როგორც ყოველთვის, – ჩივილით ამოიოხრა ადმინისტრა-
ტორმა.

507 მკითხველთა ლიგა


– ადამიანის სხეული, რასაკვირველია, ერთადერთი სფე-
როა, რომელიც საგულდაგულო კვლევას იმსახურებს, – განაგ-
რძო მედიცინის ადეპტმა, – სანამ სამყაროს შესწავლას შევუდ-
გებით, მანამდე ჩვენში ჩამალული საიდუმლოები უნდა ამოვ-
ხსნათ. სხეული ყველას გვაქვს, ინკვიზიტორო. მისი განკურნე-
ბის, ან დაზიანების ხერხები ყველასთვის უზომოდ საინტერესოა.
ამიტომაც, ჩემი შესწავლის საგანი სწორედ ადამიანის სხეულია.
– სხეულები! სხეულები! – დაიყმუვლა ჩეილმა მოკუმული ტუ-
ჩებით და თეფში ქექვა განაგრძო, – ჩვენ ხომ ვსადილობთ!

– სწორედაც! ინკვიზიტორს ამ გულისამრევი ლაყბობით აწ-


ყენინებთ!
– ოო, მე ასე იოლად ვერ მაწყენინებთ, – ჩაიცინა გლოკტამ
მაგიდის მეორე მხრიდან, ისე, რომ ლითონის ადეპტს მისი და-
კარგული კბილები კარგად დაენახა, – ინკვიზიციაში ჩემი სამუ-
შაო ანატომიის ზედაპირულ ცოდნაზე ბევრად მეტს მოითხოვს.
მაგიდასთან უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ საური-
ზინმა ხორციან თეფშს დასტაცა ხელი და სტუმარს შესთავაზა.
გლოკტამ აწითლებულ ნაჭრებს დახედა და ცარიელი ღრძილე-
ბი მოილოკა:
– არა, გმადლობთ.
– მაშ, ეს სიმართლეა? – ქიმიის ადეპტმა ხმას დაუწია და
გლოკტას ხორცის ზემოდან გახედა, – დაფინანსებას მართლა
გვიზრდიან? იმას ვგულისხმობ, რომ ახლა, როცა აბრეშუმით
მოვაჭრეების საქმე მოგვარებულია...
გლოკტამ კოპები შეიკრა. ოთახში ყველა მოლოდინით მის-
ჩერებოდა. ერთ-ერთ მხცოვან სწავლულს ჩანგალი შუა გზაზე
გაუშეშდა. „აჰა, გასაგებია. ფული. მაგრამ ფულს არქილექტო-
რისგან რატომ ელიან?“ ადეპტს ხელში მძიმე თეფში აუკანკალ-
და. „კარგი... მათი მორჩილებისთვის თუ ესაა საჭირო...“
508 მკითხველთა ლიგა
– მმ... სახსრების მოძიება შეიძლება... შედეგების გათვალის-
წინებით, რა თქმა უნდა.
სწავლულები ჩუმად აბუტბუტდნენ. ქიმიის ადეპტმა აცახცახე-
ბული თეფში მაგიდაზე ფრთხილად დააბრუნა:
– ცოტა ხნის წინ მჟავებში შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწი-
ე.
– ჰა! – დასცინა მეტალის ადეპტმა, – შედეგებიო, თქვა ინ-
კვიზიტორმა, შედეგებიო! ცოტა გაუმჯობესებაც და ჩემი ახალი
შენადნობი ფოლადზე მტკიცე იქნება!
– სულ შენი შენადნობები! – ამოიოხრა ჩეილმა და პაწაწინა
თვალები ჭერისკენ აღაპყრო, – მექანიკური აზროვნების მნიშ-
ვნელობას არავინ აფასებს!
დანარჩენი ადეპტები გაბრაზებულები მიუტრიალდნენ, მაგ-
რამ ადმინისტრატორმა ყველას დაასწრო:
– ბატონებო, გთხოვთ! ინკვიზიტორს ჩვენი პატარა უთან-
ხმოებები არ აინტერესებს! საკუთარი სამუშაოს ჩვენების დრო
ყველას გექნებათ. ეს შეჯიბრი არ არის, ხომ ასეა, ინკვიზიტო-
რო?
ყველა თვალი გლოკტას მიაჩერდა. მან მოხუცი, მომლოდინე
სახეები ნელა მოათვალიერა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
– მე მანქანა გამოვიგონე, რომელიც...
– ჩემი მჟავები...
– ჩემი შენადნობები...
– ადამიანის სხეულის საიდუმლოები...
გლოკტამ ყველას გააწყვეტინა:
– ამ შემთხვევაში, მე ერთი სფერო მაინტერესებს... ვფიქ-
რობ, თქვენ მას ასაფეთქებელ სუბსტანციებს უწოდებთ...
ქიმიის ადეპტი სკამიდან წამოხტა:
– ეს ჩემი საქმეა! – წამოიყვირა და კოლეგებს გამარჯვებული
იერით გადახედა, – ნიმუშები მაქვს! სინჯები! გთხოვთ, მომყე-
509 მკითხველთა ლიგა
ვით, ინკვიზიტორო! – საჭმელი დანა-ჩანგალი თეფშზე დაყარა
და ერთ-ერთი კარისკენ ფაციფუცით გაექანა.
საურიზინის ლაბორატორია სწორედ ისე გამოიყურებოდა,
როგორსაც წინასწარ წარმოიდგენდი, თითოეულ წვრილმანში:
გრძელ ოთახს შუაში გადაჭრილი კასრივით კამარისებური ჭერი
ჰქონდა, ალაგ-ალაგ ჭვარტლისგან გაშავებული ლაქებით. თა-
როები თითქმის მთლიან კედელს ფარავდა და უამრავი ყუთის,
ქილის, ბოთლის სიმძიმისგან იზნიქებოდა, რომლებშიც სხვა-
დასხვა სითხე, ფხვნილი და ლითონის უცნაური სინჯები ინახე-
ბოდა.
ეს სათავსები ოთახში სრულიად უსისტემოდ დაეხვავებინათ,
უმეტესობას იარლიყიც არ ეკრა.
„როგორც ჩანს, აქ წესრიგი პრიორიტეტი არ არის“.
ოთახის შუაგულში სკამები კიდევ უფრო უწესრიგოდ იდგა,
ზედ მინისა და სპილენძის ჭურჭელი დაეხვავებინათ: მილები,
კოლბები, თეფშები, ლამპები – ერთ-ერთში ღია ცეცხლი ენთო.
ეს ყველაფერი ნებისმიერ წამს შეიძლება ჩამონგრეულიყო და
ვინმე უიღბლო სასიკვდილო, მწველი შხამებით მოეწამლა.
ქიმიის ადეპტმა მაშინვე ქაოსში ჩაყვინთა – ისე, როგორც
თხუნელამ სოროში:
– აბა, აბა, – ბუტბუტებდა თავისთვის და ბინძურ წვერს იქა-
ჩავდა, – ასაფეთქებელი ფხვნილები... სადღაც აქ უნდა მქონ-
დეს...
გლოკტა ოთახში შეჰყვა, ამ უცნობ სინჯებს და ნიმუშებს ეჭ-
ვით ათვალიერებდა. ცხვირი აიბზუა. ოთახში მძაფრი, გულისამ-
რევი სუნი იდგა.
– აი, ისიც! – დაიყრანტალა ადეპტმა და შავი გრანულებით
სავსე დამტვერილი ქილა გააქნია.

510 მკითხველთა ლიგა


შემდეგ ერთი სკამი აირჩია და ხის ზედაპირი შუშის და ლი-
თონის ნაწილებისგან, მსუქანი ხელით, წკრიალით გადაასუფ-
თავა:

– იცით, საოცრად იშვიათი ნივთიერებაა, ინკვიზიტორო, სა-


ოცრად იშვიათი!
კოლბას საცობი ამოაძრო და ხის სკამზე შავი ფხვნილი
წვრილ ზოლად გადმოყარა:
– მისი საქმეში ნახვის ბედნიერება ძალიან ცოტა ადამიანს
ერგო! ძალიან ცოტას! და თქვენ მათ შორის აღმოჩნდებით!
გლოკტამ ფრთხილად დაიხია უკან, ჯაჭვების კოშკის გამონ-
გრეული კედელი კარგად ახსოვდა:
– იმედი მაქვს, უსაფრთხო მანძილზე ვიმყოფებით.
– სრულიად, – ჩაიბუტბუტა საურიზინმა. გაშლილი მკლავით
დაჭერილი ანთებული სანთელი ფხვნილის წვრილ ზოლს მიუშ-
ვირა, – ამაში საშიში არაფერ...
გაისმა ხმამაღალი ტკაცუნი და ჰაერში თეთრი ნაპერწკლები
აცვივდა. ქიმიის ადეპტი უკან გადმოხტა, კინაღამ გლოკტას შე-
ასკდა და ანთებული სანთელი იატაკზე დაუვარდა. კიდევ ერთი
ტკაცანი გაისმა, ამჯერად უფრო ხმამაღალი, და ზემოთ ახალი
ნაპერწკლები აიყარა. ლაბორატორია საშინელი სიმყრალით
აივსო. შემდეგ რაღაცამ კაშკაშად გაანათა, გაისმა ხმამაღალი
დარტყმა, რაღაც აშუშხუნდა და ყველაფერი მორჩა.
სქელმა კვამლმა ოთახი სიბნელეში გახვია, და მის გასაფან-
ტად საურიზინმა სახის წინ მანტიის გრძელი სახელო გაიქნია:
– შთამბეჭდავია, ჰა, ინკვიზიტორო? – იკითხა ხველებით.
„არც ისე“.
გლოკტამ ჯერ კიდევ ანთებული სანთელი ჩექმით ჩააქრო და
კვამლის ღრუბელში სკამისკენ გადადგა ნაბიჯი. ხელისგულით
რუხი ნაცარი ჩამოიფერთხა. ხის ზედაპირზე გრძელი, შავი
511 მკითხველთა ლიგა
ამომწვარი კვალი დარჩენილიყო, სხვა არაფერი. ყველაზე
ძლიერი ეფექტი, ალბათ, მყრალმა გაზმა მოახდინა, რომელიც
გლოკტას ყელს უფხაჭნიდა:
– ბევრ კვამლს უშვებს, ეს უეჭველია, – ამოიხრიალა მან.
– ჰო, – ამაყად ჩაახველა ადეპტმა, – და ჯოჯოხეთურად ყარს.
გლოკტამ ისევ შავ ლაქას გახედა:
– თუ საკმარისი რაოდენობის ასეთი ფხვნილი გვექნება, შე-
იძლება მისი გამოყენება, ვთქვათ, კედელში ხვრელის გასან-
გრევად?
– შესაძლოა... თუ ვინმე მოახერხებს და ამდენ ფხვნილს შე-
აგროვებს, მაშინ ვინ იცის? თუმცა, რამდენადაც ვიცი, ეს ჯერ
არავის უცდია.
– მაგალითად, ოთხი ფუტი სისქის კედელი რომ გაანგრიოს?
ადეპტი მოიღუშა:
– შესაძლებელია. მაგრამ ამისთვის ამ ნივთიერებით სავსე
მთელი კასრები იქნება საჭირო! ამდენი მთელ კავშირში არ
მოიძებნება, და რომც მოიძებნოს, კოლოსალური ფასი ეღირე-
ბა! გთხოვთ, გაიგოთ, ინკვიზიტორო, რომ ამ ნივთიერების ინ-
გრედიენტები კანტას შორეული სამხრეთიდან ჩამოგვაქვს და
იქაც კი დიდი იშვიათობაა. მე, რასაკვირველია, ბედნიერი ვიქ-
ნებოდი ამის შესაძლებლობა მქონოდა, მაგრამ ამას ძალიან
მნიშვნელოვანი დაფინანსება დაჭირდებოდა...
– კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, დრო რომ დამითმეთ,
– გლოკტა შეტრიალდა და თანდათან შეთხელებულ კვამლში
კარისკენ გაეშურა.
– ბოლო დროს მჟავებში შთამბეჭდავი მიღწევები მაქვს! –
დაუყვირა ადეპტმა ჩამწყდარი ხმით, – აუცილებლად უნდა ნა-
ხოთ! – ჰაერი ცახცახით ჩაისუნთქა და განაგრძო, – უთხარით
არქილექტორს... შთამბეჭდავი მიღწევები! – ადეპტს ისევ ხველა

512 მკითხველთა ლიგა


აუტყდა და გლოკტა ოთახიდან გამოვიდა, კარი მაგრად მოიხუ-
რა.
„უაზრო დროის კარგვა. ჩვენი ბაიაზი ოთახში რამდენიმე კას-
რი ფხვნილის შეუმჩნევლად შეტანას ვერაფრით მოახერხებდა.
და რომც მოეხერხებინა, ასეთ კვალსა და სუნს რას უზამდა?
დროის კარგვა!“
სილბერი დერეფანში ბოლთას სცემდა:
– არის კიდევ რამე, რითაც შეგვიძლია დაგეხმაროთ, ინკვი-
ზიტორო?
გლოკტა წამით შეყოვნდა:
– აქ ვინმეს მაგიაზე სმენია რამე?
ადმინისტრატორს ყბა დაეძაბა:
– ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობაა. იქნებ...
– მაგიაზე-მეთქი.
სილბერმა თვალები მოჭუტა:
– თქვენ უნდა ხვდებოდეთ, რომ ჩვენ სამეცნიერო დაწესებუ-
ლებას წარმოვადგენთ. ეგრეთ წოდებული მაგიით საქმიანობა
ძალიან... უადგილო იქნებოდა.
გლოკტა მოიქუფრა. „ჯადოსნური ჯოხის ამოღებას კი არ
გთხოვ, იდიოტო!“
– ისტორიული თვალსაზრისით, – მიახალა მან, – მაგები და
ა. შ. ბაიაზი!
– აჰ, ისტორიული თვალსაზრისით, გასაგებია... – სილბერს
დაძაბული სახე ცოტა მოუდუნდა, – ჩვენს ბიბლიოთეკაში მრა-
ვალი უძველესი ტექსტი ინახება, ზოგი მათგანი სწორედ იმ პე-
რიოდს ეხება, როცა მაგიას... ნაკლებ უცნაურობად მიიჩნევ-
დნენ.
– ვინ დამეხმარება?
ადმინისტრატორმა წარბები ასწია:

513 მკითხველთა ლიგა


– ვშიშობ, ჩვენი ისტორიის ადეპტი, ეე... ცოტა არ იყოს... რე-
ლიკვიაა.
– უნდა ველაპარაკო, მასთან ფარიკაობას კი არ ვაპირებ.
– რა თქმა უნდა, ინკვიზიტორო, აქეთ მობრძანდით.
გლოკტამ შავ მოქლონებიანი ძველისძველი კარის სახელუ-
რი ჩაბღუჯა, და უკვე მისი ჩამოწევა დაიწყო, როცა სილბერმა
მკლავში ხელი სტაცა:
– არა! – მოუჭრა მან და გლოკტა დერეფანში გაიყვანა, – სა-
ცავი აქეთ არის.
ისტორიის ადეპტი ისე გამოიყურებოდა, თითქოს თვითონაც
უძველესი ისტორიის ნაწილი იყო. ნახევრად გამჭვირვალე კა-
ნიანი ნაოჭებით დაფარული სახე ჩამოწელილ ნიღაბს უგავდა.
მეჩხერი, თოვლივით თეთრი თმა თავზე უწესრიგოდ ელაგა –
მხოლოდ მეოთხედი შერჩენოდა, მაგრამ იმაზე ოთხჯერ გრძე-
ლი ჰქონდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თხელი, ასევე წარმო-
უდგენლად გრძელი წარბები ყველა მიმართულებით ეზრდებო-
და, კატის ულვაშებივით. ხმელი პირი სუსტი და უკბილო ჰქონ-
და, ხელები გაცვეთილ, რამდენიმე ზომით დიდ ხელთათმანებს
მოაგონებდა მნახველს. სიცოცხლის ნიშანწყალი მხოლოდ თვა-
ლებში ედგა, რომლებიც გლოკტას და ადმინისტრატორს ინტე-
რესით შეაგება.
– სტუმარი გვყავს? – დაიყრანტალა მოხუცმა. აშკარად მაგი-
დაზე ჩამომჯდარ დიდ შავ ყვავს ელაპარაკებოდა.
– ეს ინკვიზიტორი გლოკტაა! – დაიღრიალა მხცოვანი კაცის
ყურთან გადახრილმა ადმინისტრატორმა.
– გლოკტა?
– არქილექტორისგან!
– ჰოო? – ისტორიის ადეპტმა თავი ასწია და უძველესი თვა-
ლები მოჭუტა.

514 მკითხველთა ლიგა


– ცოტას წაუყრუებს, – ჩაილაპარაკა სილბერმა, – მაგრამ ეს
წიგნები მასზე კარგად არავინ იცის, – ადმინისტრატორი წამით
ჩაფიქრდა, სიბნელეში ჩაკარგულ უსასრულო თაროებს გახედა
და დაამატა, – ეს წიგნები სხვამ საერთოდ არავინ იცის.
– გმადლობთ, – უთხრა გლოკტამ. ადმინისტრატორმა თავი
დაუკრა და კიბეებისკენ წავიდა. გლოკტამ მოხუცისკენ ნაბიჯი
გადადგა, ამ დროს ყვავი მაგიდიდან წამოფრინდა, ჰაერში აიჭ-
რა, ბუმბულები გაყარა და ჭერს გიჟივით მიაწყდა. გლოკტამ
უკან ტკივილით დაიხია.
„ჯანდაბა, ფიტული მეგონა!“ ჩიტს ფრთხილად უყურებდა, სა-
ნამ ის ერთ-ერთი თაროს თავზე ხმაურით დაეშვა და იქ გაუნ-
ძრელად ჩამოჯდა. ფრინველი ინკვიზიტორს ყვითელი, მძივივით
თვალებით მიაჩერდა.
გლოკტამ სკამი მიიწია და დაჯდა:
– ბაიაზი მაინტერესებს.
– ბაიაზი, – ჩაიბუტბუტა ბებრუხანა ადეპტმა, – რა თქმა უნდა.
ეს ძველი ენის ანბანის პირველი ასოა.
– ეგ არ ვიცოდი.
– სამყარო სავსეა ისეთი რამეებით, რაც თქვენთვის უცნო-
ბია, ყმაწვილო, – უეცრად ჩიტმა დაიჩხავლა, მისი ხმა წიგნების
საცავის მტვრიან სიჩუმეში საშინლად ხმამაღლა ისმოდა, – სავ-
სე!
– ჰოდა ჩემს განათლებას შევუდგეთ. მე ბაიაზი მაინტერე-
სებს. მაგებს შორის უპირველესი.
– ბაიაზი... ეს სახელი იუვინმა მის პირველ შეგირდს უწოდა.
ერთი ასო – ერთი სახელი. პირველი მოწაფე – ანბანის პირვე-
ლი ასო, ხვდებით?
– ვცდილობ თქვენს აზრებს მივყვე. მართლა არსებობდა?
მოხუცმა წარბები შეჭმუხნა და უპასუხა:

515 მკითხველთა ლიგა


– უდავოდ. ახალგაზრდობაში მასწავლებელი არ გყოლიათ,
ყმაწვილო?
– მყავდა, საუბედუროდ.
– ისტორია არ გასწავლათ?
– ეცადა, მაგრამ ჩემი გონება მხოლოდ ფარიკაობასა და გო-
გოებს დასტრიალებდა.
– აა, მე ასეთი რაღაცებისადმი ინტერესი დიდი ხნის წინ დავ-
კარგე.
– მეც. მოდით, ბაიაზს დავუბრუნდეთ.
მოხუცმა ამოიოხრა:
– დიდი ხნის წინ, კავშირის შექმნამდე, შუამიწეთი უამრავ პა-
ტარა სამეფოდ იყოფოდა. ერთმანეთთან ხშირად ომობდნენ,
წლების დენასთან ერთად ხან აღმოცენდებოდნენ, ხან ინგრე-
ოდნენ. ერთ-ერთ ასეთ სამეფოს მართავდა კაცი, სახელად ჰა-
როდი, რომელსაც შემდეგ ჰაროდ დიდი უწოდეს. იმედი მაქვს,
მის შესახებ მაინც გსმენიათ, ხომ მართალი ვარ?
– რა თქმა უნდა.
– ბაიაზი მის სატახტო დარბაზში მივიდა და შუამიწეთის მე-
ფობას დაჰპირდა, თუ იგი ისე მოიქცეოდა, როგორც თავად ეტ-
ყოდა. ახალგაზრდა და შეუპოვარმა ჰაროდმა არ დაუჯერა. მა-
შინ ბაიაზმა გრძელი მაგიდა საკუთარი ხელოვნებით დალეწა.
– მაგიით, არა?
– ასე გვეუბნება ისტორია. ამან ჰაროდზე დიდი შთაბეჭდილე-
ბა მოახდინა...
– არ მიკვირს.
– და ის მაგის რჩევების მიღებას დასთანხმდა...
– მაინც რა რჩევების?
– დედაქალაქი აქ, ადუაში დააარსა. ზოგ მეზობელთან მშვი-
დობა დაამყარა, ზოგთან – ომი გააჩაღა. ყველაფერს ბაიაზის

516 მკითხველთა ლიგა


მითითებების მიხედვით აკეთებდა, – მოხუცმა გლოკტას თვა-
ლებმოჭუტულმა გახედა, – ამ ისტორიას თქვენ ჰყვებით, თუ მე?
– თქვენ.
„და მაინცდამაინც არ ჩქარობ“.
– ბაიაზმა სიტყვა შეასრულა. რამდენიმე ხანში შუამიწეთი გა-
ერთიანდა, ჰაროდი კი მისი პირველი მეფეთ მეფე გახდა. ასე
დაიბადა კავშირი.
– შემდეგ?
– ბაიაზი ჰაროდის მთავარი მრჩეველი გახდა. თითოეული
ჩვენი კანონი და დადგენილება, ჩვენი ხელისუფლების სტრუქ-
ტურა – ამბობენ, რომ ყველაფერი მისი გამოგონილია და მას
შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა. საბჭოები შექმნა, დახუ-
რული და ღია, ინკვიზიცია დააარსა. ჰაროდის სიკვდილის შემ-
დეგ კავშირიდან წავიდა, მაგრამ დაგვპირდა, რომ ერთ დღესაც
დაბრუნდებოდა.
– გასაგებია. თქვენი აზრით, რამდენად მართალია ეს ყველა-
ფერი?
– რთული სათქმელია. მაგი? ჯადოქარი? გრძნეული? – მო-
ხუცმა სანთლის მოციმციმე ცეცხლს გახედა, – ველურისთვის ეს
სანთელი მაგია იქნება. მაგიასა და თაღლითობას ძალიან წვრი-
ლი ზღვარი ჰყოფს, ხომ ასეა? მაგრამ ბაიაზი ძალიან ჭკვიანი
იყო, ეს ფაქტია.
„ეს ყველაფერი უაზრობაა“.
– და მანამდე რა იყო?
– როდის მანამდე?
– კავშირამდე. ჰაროდამდე.
მოხუცმა მხრები აიჩეჩა:
– ბნელ საუკუნეებში ნაწერების შედგენაზე ნაკლებად დარ-
დობდნენ. მაშინ მთელი სამყარო ქაოსში იყო ჩაძირული, რომე-

517 მკითხველთა ლიგა


ლიც იუვინისა და მისი ძმის, კანედიასის ბრძოლის შემდეგ დარ-
ჩა...
– კანედიასის? ოსტატი შემოქმედის?
– ჰო.
„კანედიასი. სევერარდის მომაჯადოებელ სახლში, ჩემი პატა-
რა ოთახის კედლიდან მიყურებს ხოლმე. მკვდარი იუვინი... მისი
თერთმეტი მოწაფე-მაგი შურისსაძიებლად მიემართება – ეს
ზღაპარი ვიცი“.
– კანედიასი, – ჩაილაპარაკა გლოკტამ. გონებაში ცეცხლის
ფონზე მდგარი შავი ფიგურის სურათი ედგა, – ოსტატი შემოქმე-
დი. მართლა არსებობდა?
– რთული სათქმელია. ჩემი აზრით, სიმართლე სადღაც ის-
ტორიასა და მითს შორის დაიკარგა. შესაძლოა, ამ ისტორიაში
სიმართლის მარცვალიც ერიოს. ეს უზარმაზარი წყეული კოშკი
ვიღაცას ხომ უნდა აეგო, ჰა?
– კოშკი?
– შემოქმედის სახლი! – მოხუცმა ხელები ოთახს მოავლო, –
ამბობენ, რომ ეს ყველაფერიც მან ააშენა.
– რა, ბიბლიოთეკაც?
მოხუცმა გაიცინა:
– მთელი აგრიონტი. ყოველ შემთხვევაში, კლდე, რომელზეც
ის დგას. და უნივერსიტეტიც. ააშენა და პირველი ადეპტებიც და-
ნიშნა, საქმეში რომ დახმარებოდნენ – რაც უნდა ყოფილიყო ეს
სამუშაო. სამყაროს შეცნობას ცდილობდნენ. ჩვენ აქ ყველანი
შემოქმედის მოციქულები ვართ, თუმცა მეეჭვება, ეს ზემოთ
იცოდნენ. მან დაგვტოვა, მაგრამ სამუშაო გრძელდება, ხომ ასე-
ა?
– შეიძლება ასეც ითქვას. და სად წავიდა?
– ჰა! მოკვდა. შენმა მეგობარმა ბაიაზმა მოკლა.
გლოკტამ წარბი ასწია:
518 მკითხველთა ლიგა
– მართლა?
– ასე გადმოგვცემს ისტორია. „ოსტატი შემოქმედის დაცემა“
არ წაგიკითხავთ?
– ეგ ბოდვა? მეგონა, იქ მხოლოდ გამოგონილი რაღაცები
ეწერა.
– ასეც არის. ეფექტური ზღაპარია, მაგრამ მაშინდელ ნაწე-
რებზეა დაფუძნებული.
– ნაწერებზე? მათგან რამე გადარჩა?
მოხუცმა თვალები მოჭუტა:
– ზოგი.
– ზოგი? აქ გაქვთ?
– დიახ. განსაკუთრებულ ინტერესს ერთი დოკუმენტი იწვევს.
გლოკტა მოხუცს დაჟინებით მიაჩერდა და თქვა:
– მომიტანეთ.
ძველისძველი ფურცელი ისტორიის ადეპტის თითებში აჭრა-
ჭუნდა, როდესაც მან გრაგნილი ფრთხილად გაშალა და მაგიდა-
ზე დადო. ყვითელ, დაჭმუჭნილ პერგამენტს სიძველისგან გვერ-
დები გასცვეთოდა და მჭიდროდ ნაწერი, უცნაური, გლოკტას-
თვის სრულიად გაუგებარი სიმბოლოებით იყო დაფარული.
– რა ენაზეა დაწერილი?
– ძველ ენაზე. ამის წაკითხვა ძალიან ცოტას თუ შეუძლია, –
მოხუცმა პირველ ხაზზე ანიშნა, – აქ წერია: „ამბავი კანედიასის
დაცემაზე, სამიდან მესამე“.
– სამიდან მესამე?
– სამი გრაგნილიდან, სავარაუდოდ.
– დანარჩენი ორი სად არის?
– დაკარგულია.
– ჰმ... – გლოკტამ საცავის უსასრულო უკუნს გახედა. „მარ-
თლა საოცრება იქნება, აქ რამე რომ არ დაგეკარგოს“, – და რა
წერია მანდ?
519 მკითხველთა ლიგა
მოხუცი ბიბლიოთეკარი ერთადერთი მბჟუტავი სანთლით
ძლივს განათებულ, გაუგებარ ნაწერს ჩააცქერდა. აკანკალებუ-
ლი საჩვენებელი თითი პერგამენტს გააყოლა, თან ტუჩებს უხ-
მოდ აცმაცუნებდა: – დიდი იყო მათი მრისხანება.
– რა?
– ასე იწყება. „დიდი იყო მათი მრისხანება“, – კითხვა ნელა
დაიწყო, – „მაგები კანედიასს სდევნიდნენ, მისი ერთგულები გა-
აქციეს. მისი ციხესიმაგრე დაანგრიეს, მისი შენობები გააცამ-
ტვერეს და მისი მსახურები დახოცეს. თვითონ შემოქმედმა, თა-
ვის ძმასთან, იუვინთან ბრძოლის შემდეგ მძიმედ დაჭრილმა,
თავი საკუთარ სახლს შეაფარა“, – მოხუცმა გრაგნილი ცოტა კი-
დევ გაშალა, – „თორმეტი დღე და თორმეტი ღამე მაგები თავი-
ანთ მრისხანებას ანთხევდნენ კარიბჭეს, მაგრამ ძვრაც ვერ უყ-
ვეს. შემდეგ შიგნით შესასვლელი გზა ბაიაზმა იპოვა...“ – იმედ-
გაცრუებულმა ადეპტმა პერგამენტს ხელი გაუსვა: სინესტეს, ან
სხვა რამეს, მომდევნო სტროფებში ასოები გაედღაბნა, – ვერ
ვარჩევ... მგონი, შემოქმედის ქალიშვილზეა რაღაც?
– დარწმუნებული ხართ?
– არა, – მიახალა მოხუცმა, – მთელი პარაგრაფი აკლია!
– მაშინ თავი დაანებეთ! იქედან განაგრძეთ, საიდანაც დარ-
წმუნებული იქნებით.
– კარგი, ვნახოთ... „ბაიაზმა მას ზედ სახურავამდე სდია და
შემდეგ იქედან გადმოაგდო“, – მოხუცმა ხმამაღლა ჩაახველა, –
„ცეცხლში გახვეული შემოქმედი ქვემოთ, ხიდზე დაეცა. მაგებმა
თესლი ყველგან ეძებეს, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს“.
– რა თესლი?
– მეტი არაფერი წერია.
– და რა ჯანდაბას უნდა ნიშნავდეს ეს?
მოხუცი სავარძლის საზურგეს მიაწვა, ისეთ თემაზე საუბრის
შესაძლებლობა, რაშიც ექსპერტი იყო, აშკარად სიამოვნებდა.
520 მკითხველთა ლიგა
– მითების ეპოქის დასასრულს და გონების ეპოქის დაბადე-
ბას. ბაიაზი, მაგები – ისინი წესრიგს გამოხატავენ. შემოქმედი
კი, უფრო ღვთაებრივი ფიგურაა: ცრურწმენა, უცოდინარობა, არ
ვიცი. მაგრამ ამ ამბავში რაღაც სიმართლე მაინც უნდა ერიოს.
ბოლოს და ბოლოს, ეს უზარმაზარი წყეული კოშკი ვიღაცას ხომ
უნდა აეგო, – გაიმეორა მან და გადაიხარხარა.
გლოკტას თავი არ შეუწუხებია, ადეპტისთვის გაემხილა, რომ
ეს ხუმრობა რამდენიმე წუთის წინ უკვე თქვა. „და სასაცილო
არც მაშინ ყოფილა. გამეორება მოხუცთა წყევლაა“.
– მაინც რას უნდა ნიშნავდეს ეს თესლი?
– მაგიას, საიდუმლოებს, ძალას? არ ვიცი, ეს მეტაფორაა.
„არქილექტორი მეტაფორით კმაყოფილი არ დარჩება. გან-
საკუთრებით – ბუნდოვანით“.
– მეტი არაფერი წერია?
– ცოტა კიდევ გრძელდება, აბა, ვნახოთ, – მოხუცი სიმბო-
ლოებს მიუბრუნდა, – „ხიდზე დაეცა, ისინი თესლს ეძებდნენ...“
– დიახ, დიახ.
– მოთმინება, ინკვიზიტორო! – დანაოჭებული თითი ასოებს
მიუყვებოდა, – „მათ შემოქმედის სახლი დალუქეს. დაცემულნი
დამარხეს, მათ შორის კანედიასი და მისი ქალიშვილი“. სულ
ესაა, – ადეპტი გვერდს ჩააცქერდა, თითი უკანასკნელ ასოებზე
უცახცახებდა, – „და ბაიაზმა გასაღები წაიღო“. სულ ესაა.
გლოკტამ წარბები ასწია:
– რა? ბოლო ფრაზა როგორ იყო?
– კარიბჭე დალუქეს, დაცემულნი დამარხეს და ბაიაზმა გასა-
ღები წაიღო.
– გასაღები? შემოქმედის სახლის გასაღები?
ისტორიის ადეპტმა გვერდს ერთხელაც ჩახედა:
– აქ ასე წერია.

521 მკითხველთა ლიგა


„არავითარი გასაღები არ არსებობს! კოშკი საუკუნეებია და-
ლუქულია, ეს ყველამ იცის. ჩვენს თვითმარქვიას გასაღები არ
ექნება, ამაში დარწმუნებული ვარ“. ნელ-ნელა გლოკტას სახეზე
ღიმილი გამოესახა. „რა თქმა უნდა, დიდი ვერაფერია, ძალიან
სუსტია, მაგრამ თუ სწორად გამოვიყენებ, სწორ აქცენტებს დავ-
სვამ, შეიძლება საკმარისიც აღმოჩნდეს. არქილექტორი კმაყო-
ფილი დარჩება“.
– ამას თან წავიღებ, – გლოკტამ ძველისძველი გრაგნილი
მოქაჩა და მისი დახვევა დაიწყო.
– რა? – ადეპტს შეძრწუნებისგან თვალები გაუფართოვდა, –
მაგას ვერ იზამთ! – სავარძლიდან ძლივძლივობით წამოიწია –
წამოდგომა გლოკტასაც კი არ უჭირდა ასე. ყვავი პატრონთან
ერთად წამოფრინდა და ჭერში ტრიალი დაიწყო, ფრთებს აქნევ-
და და გაბრაზებული ყრანტალებდა. მაგრამ გლოკტა არცერთს
ყურადღებას არ აქცევდა, – მისი წაღება არ შეგიძლიათ! აუნაზ-
ღაურებელია! – ამოიხრიალა მოხუცმა და გრაგნილისკენ ხელი
უიმედოდ გაიშვირა.
გლოკტამ ხელები გაშალა:
– შემაჩერეთ! მიდით! ძალიან მაინტერესებს, როგორ
მოახერხებთ! წარმოგიდგენიათ? ჩვენ, ორი ხეიბარი, წიგნების
თაროებში ვფართხალებთ, ამ ძველი ფურცლის ნაგლეჯს ერ-
თმანეთს ხელიდან ვტაცებთ, თქვენი ჩიტი კი ზემოდან გვას-
კლინტავს, – ინკვიზიტორმა ჩაიხითხითა, – არც ისე ღირსეული
სანახაობა იქნება, ხომ ასეა?
ისტორიის ადეპტმა ხელი ჩაიქნია და ისევ სავარძელში
ჩაეხეთქა, მძიმედ სუნთქავდა:
– წარსული აღარავის აინტერესებს, – წაიჩურჩულა მან, –
არავის ესმის, რომ წარსულის გარეშე მომავალიც არ არსებობს.
„რა ღრმაა!“

522 მკითხველთა ლიგა


გლოკტამ დახვეული პერგამენტი ჯიბეში ჩაიცურა და წასას-
ვლელად შეტრიალდა.
– წარსულს ვინ მიხედავს, როცა მე აღარ ვიქნები?
– ვის რაში აინტერესებს? – ჰკითხა საფეხურებიდან გლოკ-
ტამ, – მე ნამდვილად არა.
ძმა გრძელფეხას ღირსშესანიშნავი ტალანტები
უკვე მთელი კვირა იყო, ლოგენს ბრბოს ღრიალი აღვიძებდა.
ხმაური დილაადრიან იწყებოდა და ჩრდილოელს ძილს უფ-
რთხოვდა – ისე ხმამაღლა გაჰყვიროდნენ, თითქოს ბრძოლა
სადღაც იქვე მიმდინარეობდა. როცა პირველად გაიგონა, მარ-
თლა ბრძოლა ეგონა, მაგრამ ახლა უკვე იცოდა: ეს უბრალოდ
სულელური სპორტი იყო და მეტი არაფერი. ფანჯრის დახურვა
ხმაურს ცოტათი ახშობდა, მაგრამ ოთახში მაშინვე ჯოჯოხეთუ-
რად ჩამოცხებოდა ხოლმე. ან ცოტა უნდა დაეძინა, ან – საერ-
თოდ არა, ჰოდა ლოგენიც ფანჯარას ღიას ტოვებდა.
თვალები მოიფშვნიტა და საწოლიდან გინებით გადმოძვრა.
კიდევ ერთი ცხელი, მოსაწყენი დღე თეთრი კოშკების ქალაქში.
გზაზე, ველურ ბუნებაში, თვალებს გაახელდა თუ არა, მაშინვე
ყველაფრისთვის იყო მზად, მაგრამ აქ ყველაფერი სხვანაირად
ხდებოდა. სიცხემ და მოწყენილობამ გააზანტა და გააზარმაცა.
ზღურბლზე გადააბიჯა და მისაღებ ოთახში შელასლასდა, მაგ-
რად ამთქნარებდა და ცალი ხელით ყბას იფხანდა. გაშეშდა.
ოთახში ვიღაც იცდიდა. უცხო. ფანჯარასთან მდგარი თითქოს
მზის სხივებში ბანაობდა; ხელები ზურგს უკან შემოეჭდო. დაბა-
ლი, სუსტი კაცი იყო, თითქმის ბოლომდე გადაპარსული, ხორ-
კლიანი თავის ქალით. უცნაური სამგზავრო ტანსაცმელი ეცვა –
გახუნებული, ფართო ნაჭერი ტანზე რამდენჯერმე შემოეხვია.
სანამ ლოგენი რამეს იტყოდა, კაცი მოტრიალდა და მასთან
მარდად მიიჭრა:

523 მკითხველთა ლიგა


– თქვენ ვინ ბრძანდებით? – იკითხა მომთხოვნი ტონით. მო-
ღიმარი სახე მზისგან გარუჯული და უამინდობისგან გამოფიტუ-
ლი ჰქონდა, კანი გაცვეთილი ჩექმების ტყავს უგავდა. ასეთ სა-
ხეზე წლოვანების გამოცნობა შეუძლებელი იყო. ოცდახუთიდან
ორმოცდაათამდე ნებისმიერი ასაკის შეიძლება ყოფილიყო.
– ცხრათითა, – ჩაიბუზღუნა ლოგენმა და უკანა კედლისკენ
ფრთხილად დაიხია.
– ააჰ, ცხრათითა, დიახ, – პატარა კაცმა ლოგენის ხელი სა-
კუთარი ორით ჩაბღუჯა და მაგრად მოუჭირა, – ჩემთვის უდიდე-
სი პატივი და სიამოვნებაა, – თქვა მან, თვალები დახუჭა და თა-
ვი დახარა, – თქვენი გაცნობა!
– ჩემ შესახებ გსმენია?
– ვაი, რომ არა, მაგრამ ღმერთის თითოეული ქმნილება უღ-
რმესი პატივისცემის ღირსია! – უცნობმა თავი ისევ ჩახარა, – მე
ძმა გრძელფეხა ვარ, მოგზაური სახელგანთქმული ნავიგატორე-
ბის ორდენიდან. ამქვეყნად ბევრი ისეთი ადგილი არ მოიძებნე-
ბა, სადაც ფეხი არ დამიდგამს, – ლოგენს კარგად გაცვეთილ
ჩექმებზე ანიშნა, შემდეგ ხელები ფართოდ გაშალა, – ტჰონდის
მთებიდან შამირის უდაბნოებამდე, ძველი იმპერიის დაბლობე-
ბიდან ათასი კუნძულის ვერცხლისფერ წყლებამდე – მთელი
სამყარო ჩემი სახლია. დიახ, დიახ!
ჩრდილოურ დიალექტს კარგად ფლობდა, შეიძლება ლო-
გენზე უკეთესადაც კი.
– ჩრდილოეთიც?
– იქ ერთი მოკლე ვიზიტი მქონდა, ახალგაზრდობაში.
იქაური კლიმატი ცოტა არ იყოს, მკაცრი მეჩვენა.
– ჩვენს ენაზე კარგად საუბრობ.
– ცოტაა ენა, რომლებზეც, მე, ძმა გრძელფეხა, ვერ ვსაუბ-
რობ. ენების მარტივად დაუფლება – ერთ-ერთია ჩემ მრავალ

524 მკითხველთა ლიგა


ღირსშესანიშნავ ტალანტთაგან, – გაიბადრა კაცი და დაამატა, –
ღმერთმა უხვად დამაჯილდოვა!
ლოგენი ვერ მიხვდა, კაცი სერიოზულად ლაპარაკობდა თუ
რთულად გასაგებად ხუმრობდა:
– აქ რამ მოგიყვანა?
– გამომიძახეს! – სტუმარს შავ თვალებში ნაპერწკალმა გა-
ურბინა.
– გამოგიძახეს?
– დიახ, დიახ! თვით ბაიაზმა, მაგებს შორის უპირველესმა!
გამომიძახეს, და მეც მოვედი! ასეთია ჩემი გზა! ორდენი ჩემი
ღირსშესანიშნავი ტალანტებისთვის გულუხვ შესაწირს მიიღებს,
თუმცა, უფასოდაც უყოყმანოდ დავთანხმდებოდი. დიახ. უფასო-
დაც!
– მართლა?
– რა თქმა უნდა! – პატარა კაცმა უკან დაიხია და საშინელი
სისწრაფით მოჰყვა ოთახში ბოლთის ცემას, თან ხელისგულებს
ერთმანეთს უხახუნებდა, – ეს დავალება იმდენსვე ამბობს ჩვენი
ორდენის ღირსებაზე, რამდენსაც მისი საყოველთაოდ ცნობილი
სიხარბე! და შემდეგ მე ამირჩიეს! ამ დავალებისთვის დედამიწის
ყველა ნავიგატორიდან სწორედ მე ამირჩიეს! მე, ძმა გრძელფე-
ხა! მე და სხვა არავინ! ჩემი რეპუტაციის პატრონი, ჩემ ადგილას
მყოფი რომელი ადამიანი გაუძლებდა ამ ცდუნებას?
ბოლოს ზუსტად ლოგენის წინ გაჩერდა და ჩრდილოელს მო-
ლოდინით ახედა, თითქოს საკუთარ კითხვებზე პასუხის პოვნა
მის თვალებში სურსო:
– ეე...
– მე ვერა! – დაიყვირა ძმა გრძელფეხამ და ოთახს ახალი
წრე დაარტყა, – ცხადია, არ მიუარია! ეს რატომ უნდა გამეკეთე-
ბინა? ჩემი გზა ასეთი არ არის! მოგზაურობა ქვეყნის დასა-

525 მკითხველთა ლიგა


ლიერამდე? რა ლეგენდარული ამბავი გამოვა! როგორი შთამა-
გონებელი მაგალითი იქნება სხვებისთვის! რა...
– ქვეყნის დასალიერამდე? – დაეჭვდა ლოგენი.
– ვიცი, ვიცი! – უცნაურმა კაცმა მხარზე დაუტყაპუნა, – ერ-
თნაირად აღფრთოვანებულები ვართ!
– აა, ეს ალბათ ჩვენი ნავიგატორია! – ბაიაზი საკუთარი ოთა-
ხიდან გამოვიდა.
– ნამდვილად ასეა. ძმა გრძელფეხა, თქვენს სამსახურში. და
თქვენ, გავბედავ და ვივარაუდებ, რომ სხვა არავინ იქნებით, თუ
არა ჩემი სახელგანთქმული დამქირავებელი ბაიაზი, მაგთა შო-
რის უპირველესი!
– დიახ, ის ვარ.
– უდიდესი სიამოვნება და პატივია, – წამოიყვირა გრძელფე-
ხამ, წინ გადახტა და მაგის ხელი მაგრად ჩაბღუჯა, – თქვენი გაც-
ნობა!
– ასევე. იმედი მაქვს, სასიამოვნოდ იმოგზაურე.
– მოგზაურობა ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა! ყოველ-
თვის! მხოლოდ მათ შუალედებში დროა აუტანელი! დიახ, დიახ!
– ბაიაზმა წარბები შეიკრა და ლოგენს გახედა, მაგრამ ჩრდი-
ლოელმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა, – შეიძლება გკითხოთ, მოგ-
ზაურობის დაწყებამდე რამდენი დრო დარჩა? ერთი სული მაქვს,
გემში როდის ჩავჯდები!
– იმედი მაქვს, მალე, როცა ექსპედიციის უკანასკნელი წევ-
რიც შემოგვიერთდება. გემის დაქირავება დაგვჭირდება.
– რა თქმა უნდა! ამას უდიდესი სიამოვნებით გავაკეთებ! კა-
პიტანს ჩვენს კურსზე რა ვუთხრა?
– დასავლეთით, მრგვალი ზღვის გადაღმა, სტარიკსაში, შემ-
დეგ ქალცისში, ძველ იმპერიაში.
პატარა კაცმა გაიღიმა და ბაიაზს თავი მდაბლად დაუკრა.
– მოგწონს მარშრუტი? – ჰკითხა მაგმა.
526 მკითხველთა ლიგა
– მომწონს, მაგრამ ქალცისში გემები იშვიათად შედიან. ძვე-
ლი იმპერიის დაუსრულებელმა ომებმა იქაური წყლები სახიფა-
თოდ აქცია. ვაი, რომ იქაურობა ახლა მეკობრეებითაა სავსე.
რთული იქნება ისეთი კაპიტნის ნახვა, ვინც იქ გაცურვას დათან-
ხმდება.
– ეს დაგვეხმარება, – ბაიაზმა მაგიდაზე, როგორც ყოველ-
თვის, მძიმედ გატენილი ქისა დააგდო.
– ნამდვილად!
– სწრაფი გემი შეარჩიე. როცა ყველაფრისთვის მზად ვიქნე-
ბით, მსურს ერთი დღეც არ დავკარგოთ.
– შეგიძლიათ ჩემი იმედი იქონიოთ, – თქვა ნავიგატორმა და
მაგიდიდან მონეტებით გატენილი მძიმე ქისა აიღო, – ნელ ხო-
მალდებზე ცურვა ჩემი გზა არ არის! არა! ყველაზე სწრაფ გემს
ვიპოვი! ზღვაში ისე გაგვაქროლებს, როგორც ღმერთის სუნ-
თქვა! ტალღიდან ტალღაზე ისე...
– უბრალოდ სწრაფიც საკმარისი იქნება.
პატარა კაცმა თავი მორჩილად დახარა:
– გამგზავრების დრო?
– დაახლოებით ერთ თვეში, – ბაიაზმა ლოგენს გახედა, –
ამასაც ხომ არ გაიყოლებდი?
– ჰა?
– დიახ! – დაიყვირა ნავიგატორმა, – რასაკვირველია, ერ-
თად წავალთ! – ლოგენს ხელი იდაყვში ჩაავლო და კარისკენ
წაათრია.
– ხურდას ველი, ძმა გრძელფეხა! – დაუყვირა ბაიაზმა უკნი-
დან.
ნავიგატორი ზღურბლზე შემობრუნდა:
– ხურდას მიიღებთ, ამაშიც შეგიძლიათ მენდოთ. ღირებულე-
ბის შემფასებელი მახვილი თვალი, ძლიერი ყნოსვა სარფიან გა-
რიგებებში, შეუპოვარი მიზანდასახულობა მოლაპარაკებებისას!
527 მკითხველთა ლიგა
ეს მხოლოდ სამი... – ძმა გრძელფეხა გაიბადრა, – ღირშესანიშ-
ნავი ტალანტია ჩემ მრავალ ტალანტთაგან.
– ადუა საარაკო ადგილია! ნამდვილად. რამდენიმე ქალაქი
თუ გაეჯიბრება სილამაზით. შაფფა, შეიძლება, უფრო დიდია,
მაგრამ ძალიან მტვრიანი. არავინ უარყოფს, რომ ვესტპორტი
და დაგოსკაც მშვენიერი ქალაქებია. ზოგი მსოფლიოში ულამა-
ზეს ქალაქად ოსპრიას მიიჩნევს, მთების ფერდობებზე შეფე-
ნილს, მაგრამ უნდა ვაღიარო: ძმა გრძელფეხას გული დიად ტა-
ლინსს ეკუთვნის. იქ თუ ყოფილხარ, ოსტატო ცხრათითა? თუ გი-
ნახავს ეს დიდებული დასახლება?
– ეე... – ლოგენი ცდილობდა პატარა კაცს არ ჩამორჩენოდა,
რომელიც ხალხის უსასრულო ნაკადში მოხერხებულად მიხტუ-
ნავდა.
გრძელფეხა ისე მოულოდნელად შედგა, რომ ლოგენი კინა-
ღამ უკნიდან დაეჯახა. ნავიგატორი შემოტრიალდა და ხელები
მაღლა ასწია, თვალებში მეოცნებე მზერა ჩაუდგა:
– ოო, მზის ჩასვლა ტალინსში... ოკეანიდან მისი ყურება! უამ-
რავი საუცხოო რამ მინახავს, მერწმუნე, მაგრამ ვაცხადებ, რომ
ეს მსოფლიოში ულამაზესი სანახაობაა! მზე მირიად არხზე
კიაფობს, თვალისმომჭრელ სხივებს ოქროსფრად ირეკლავს
დიადი ჰერცოგის ციხესიმაგრის გუმბათები, დიდებულებისა და
ვაჭრების საუცხოო სასახლეები! ვერ გაარჩევ, სად მთავრდება
ზღვის ბრწყინვალება და სად იწყება ქალაქის! აჰ! ტალინსი! –
ძმა გრძელფეხა შეტრიალდა და ისევ წინ გაქანდა. ლოგენიც
მყისვე უკან დაედევნა.
– მაგრამ ეჭვგარეშეა, ადუაც საუცხოო ადგილია. თან წლი-
დან წლამდე იზრდება. ჩემი უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ ბევრი
რამ შეცვლილა. ბევრი რამ. ოდესღაც აქ მხოლოდ დიდებულები
და უბრალო ხალხი ცხოვრობდა. დიდებულები მიწებს ფლობ-

528 მკითხველთა ლიგა


დნენ, შესაბამისად ფული ჰქონდათ და, მაშასადამე, ძალაუფ-
ლებაც. ჰა! ხედავ, რა მარტივია ყველაფერი?
– მე... – ლოგენი ძმა გრძელფეხას ზურგს იქით ვერაფერს ხე-
დავდა.
– მაგრამ ადუაში ვაჭრები გამოჩნდნენ. თან რამდენი! ვაჭრე-
ბი, ბანკირები და ა. შ. ყველგან არიან! მთელი არმიები! ახლა
უბრალო ხალხსაც შეუძლია გამდიდრდეს, ხედავ? და მდიდარი
უბრალო ადამიანი ძალაუფლებას იგდებს ხელში. ვინღა გამო-
დის ახლა ის – უბრალო ადამიანი თუ დიდებული? თუ რაღაც
სხვა? ჰა! ყველაფერი უცბად გართულდა, ხომ ასეა?
– ეე...
– ამდენი სიმდიდრე. ამდენი ფული! მაგრამ სიღარიბეც ხომ
ბლომადაა? ამდენი მათხოვარი, ამდენი ღარიბი. ცუდია, როცა
ამდენი მდიდარი ამდენი ღარიბის გვერდით ცხოვრობს. მიუხე-
დავად ამისა, მაინც მშვენიერი ქალაქია, თანაც გამუდმებით იზ-
რდება.
– ჩემთვის მეტისმეტად გადაჭედილია, – ჩაიბურტყუნა ლო-
გენმა და ვიღაცის მხარს გზიდან ჩამოეცალა, – და მეტისმეტად
ცხელი.
– ჰაჰ! გადაჭედილი? ამას ეძახი გადაჭედილს? შაფფას დიადი
ტაძარი უნდა ნახო, დილის ლოცვების დროს! ან უზარმაზარი
მოედანი იმპერატორის სასახლის წინ, როცა გასაყიდად ახალი
მონები ჩამოჰყავთ! და ცხელი? ამას ეძახი ცხელს? ულ-
საფფეინში, გურკჰულის უკიდურეს სამხრეთში, ზაფხულის თვე-
ებში ისე ცხელა, კვერცხის შეწვა ზედ კარის ზღურბლზე შეგიძ-
ლია! დიახ, დიახ! აქეთ! – ბრბოში ჩაყვინთა და ვიწრო ქუჩაზე
შეუხვია, – აქეთ, ეს უმოკლესი გზაა!
ლოგენმა მკლავში ჩაავლო ხელი:
– აქეთ? – იკითხა ეჭვით და ჩაბნელებულ შესახვევში შეიჭ-
ვრიტა, – დარწმუნებული ხარ?
529 მკითხველთა ლიგა
– ეჭვი როგორ უნდა გეპარებოდეს? – გაოცდა გრძელფეხა, –
მართლა დაეჭვდი? ჩემს გამორჩეულ ტალანტებს შორის ნავიგა-
ცია უმთავრესია! ჩვენი ორდენის ხაზინას მაგთა შორის უპირვე-
ლესმა სწორედ ამ ნიჭის გამო შესწირა ამხელა ძღვენი! როგორ
შეიძლება... მაგრამ, მოიცა ერთი! – ხელი ასწია და ისევ გაიღი-
მა, შემდეგ ლოგენს გულმკერდზე საჩვენებელი თითი დაუკაკუ-
ნა, – შენ ძმა გრძელფეხას არ იცნობ! ჯერ არ იცნობ. წინდახედუ-
ლი და ფრთხილი ხარ, ამას ვხედავ. ეს კარგი თვისებებია. არ ვე-
ლი, რომ ჩემს შესაძლებლობებს ბრმად ირწმუნებ. არა! ეს უსა-
მართლობა იქნებოდა. უსამართლობა კი ცუდი თვისებაა. არა!
უსამართლობა ჩემი გზა არ არის.
– მე ის ვიგულისხმე...
– მაგრამ მე შენ დაგარწმუნებ! – დაიყვირა გრძელფეხამ, –
ნამდვილად დაგარწმუნებ! მალე ჩემს სიტყვას საკუთარზე მეტად
დაუჯერებ! დიახ, დიახ! ეს გზა უმოკლესია! – და ბინძურ ქუჩაზე
სიარული ღირსშესანიშნავი სისწრაფით განაგრძო. ლოგენი
ძლივს ეწეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხები ნავიგატორზე
ნახევარი ფუტით გრძელი მაინც ჰქონდა.
– აჰ, ეს ყრუ ჩიხები! – გამოსძახა ლოგენს ნავიგატორმა
მხარს ზემოდან. ბნელ და ბინძურ შუკებში მიჰქროდნენ, სადაც
შენობები ერთმანეთს სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა, –
რა კუთხეებია! – შუკები სულ უფრო ვიწროვდებოდა, ბნელდე-
ბოდა და ბინძურდებოდა. პატარა კაცუნა ხან მარცხნივ შეუხვევ-
და, ხან მარჯვნივ, გზის გასაკვლევად წამითაც არ ჩერდებოდა.
– ამ სუნს გრძნობ? ამ სუნს გრძნობ, ოსტატო ცხრათითა? ეს...
– არც შეჩერებულა, ხელი ისე ასწია და თითები ერთმანეთს გა-
უსვა, საჭირო სიტყვას ეძებდა, – საიდუმლოების სუნია! თავგა-
დასავლის!
ლოგენი მხოლოდ მძღნერის სუნს გრძნობდა. ვიღაც კაცი
გზის პირას, თხრილში პირქვე ჩაწოლილიყო – შეიძლება
530 მკითხველთა ლიგა
მკვდარივით გალეშილი იყო, ან – უბრალოდ მკვდარი. იქაურო-
ბა ღარიბ-ღატაკებს მიჰქონდათ, ჩამოფხრეწილები ფეხებს
ძლივს მიათრევდნენ. აქა-იქ სახლების ზღურბლზე ადამიანები
შეჯგუფებულიყვნენ, ერთმანეთს ბოთლებს აწვდიდნენ და გამ-
ვლელებს მუქარით უბღვერდნენ. ქალებიც იყვნენ.
– ოთხი მარკა და ღვთიურად დაგასაჩუქრებ, ჩრდილოელო,
– მიაძახა ერთ-ერთმა ლოგენს, – ისე დაგასაჩუქრებ, რომ ამას
დიდი ხანი ვერ დაივიწყებ! კარგი, სამი იყოს!
– მეძავები, – გრძელფეხამ თავი გააქნია და წაიჩურჩულა, –
თან იაფფასიანი. ქალები მოგწონს?
– ეე...
– ულ-ნაჰბში უნდა წახვიდე, ჩემო მეგობარო! ულ-ნაჰბში,
სამხრეთის ზღვის სანაპიროზე! იქ ნამდვილ მხევალს იყიდი!
მართალია, მთელი ქონება დაგიჯდება, მაგრამ ასეთ გოგონებს
წლობით წვრთნიან!
– გოგონას ყიდვა შეგიძლია? – გაოცდა ლოგენი.
– ბიჭისაც, თუ მათკენ უფრო მიგიწევს გული.
– ჰა?
– წლობით წვრთნიან, დამიჯერე. მთელი ინდუსტრიაა! დახე-
ლოვნებულს ეძებ? ჰა? ამ გოგოების მსგავს ხელოვნებაზე ვერც
იოცნებებ! ან სიპანში გაიარე! იმ ქალაქში ისეთი ადგილებია,
რომ – ფიუ! იქაურები უმშვენიერესები არიან, თითოეული მათ-
განი! გეფიცები! პრინცესებისგან ვერ გაარჩევ! თან სუფთები, –
დაამატა ჩუმად და გზისპირას მდგარ ჭუჭყიან ქალს გახედა.
თუმცა ცოტაოდენი ჭუჭყი ლოგენს არ აშინებდა. დახელოვნე-
ბული, მშვენიერი... ეს ყველაფერი მისთვის მეტისმეტად რთული
ამბავი ჩანდა. ერთმა გოგომ, რომელიც კარის ჩარჩოს ცალი ხე-
ლით მიყუდებოდა, ლოგენის მზერა შეამჩნია და მომხვდურებს
გულგრილად გაუღიმა. ლოგენს გოგონა ლამაზი მოეჩვენა, თა-
ვისებურად. ნებისმიერ შემთხვევაში, მასზე ლამაზი იყო, თან ძა-
531 მკითხველთა ლიგა
ლიან დიდი დრო გავიდა... ბოლოს და ბოლოს კაცმა სიმარ-
თლეს თვალი უნდა გაუსწოროს.
ლოგენი შუა ქუჩაში შეჩერდა და ჩაიბუტბუტა:
– ბაიაზმა ხურდა მოითხოვა?
– დიახ. ეს ძალიან გარკვევით თქვა.
– ესე იგი, ცოტა სახარჯო ფულიც გვაქვს?
გრძელფეხამ ცალი წარბი აზიდა:
– შეიძლება. მოიცა ვნახო...
ქისა დრამატულად ამოიღო, თავი მოხსნა და შიგნით ქექვა
დაიწყო. ქუჩას მონეტების მხიარულმა წკრიალმა გაურბინა.
– გგონია, ეს კარგი აზრია? – ლოგენმა ნერვიულად მიმოიხე-
და. მათკენ უკვე მოტრიალებულიყო რამდენიმე სახე.
– რაზე მეკითხები? – ჰკითხა ქისაში ქექვით გართულმა ნავი-
გატორმა. შემდეგ რამდენიმე მონეტა ამოიღო, სინათლეზე მაღ-
ლა ასწია და ყურადღებით დაათვალიერა, და ბოლოს ცხრათი-
თას ჩაუდო ხელისგულში.
– მიხვედრილობა შენი ერთ-ერთი ტალანტი არ არის, ხომ
ასეა? – მათკენ მოშორებით მდგარი რამდენიმე კაცი დაიძრა –
ორი წინ, ერთი უკან.
– არა, რასაკვირველია! – გადაიხარხარა გრძელფეხამ, –
არა! მე პირდაპირი კაცი ვარ, ასეთია ჩემი გზა! დიახ, დიახ! მე...
აჰ... – როგორც იქნა ბნელი ფიგურები შენიშნა, – აჰ. რა სამწუ-
ხაროა... ო, ღმერთო!
ლოგენი გოგონას მიუბრუნდა:
– წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ ჩვენ...
გოგონამ ლოგენს კარი ცხვირწინ მიუჯახუნა. ქუჩაში სხვა კა-
რების დაკეტვის ხმებიც გაისმა.
– ჯანდაბა, – თქვა ლოგენმა, – ჩხუბთან როგორ ხარ?

532 მკითხველთა ლიგა


– ღმერთმა უამრავი ღირსშესანიშნავი ტალანტით დამაჯილ-
დოვა, – ჩაიბუტბუტა ნავიგატორმა, – მაგრამ ბრძოლის ხელოვ-
ნება მათ რიცხვში არ შედის.
ერთ-ერთი უცნობი საშინლად ელამი იყო:
– მეტისმეტად დიდი ქისაა შენისთანა პატარა კაცისთვის, –
თქვა მან და გრძელფეხას მიუახლოვდა.
– ჩვენ, ეე... – აბლუკუნდა გრძელფეხა და ლოგენის მხარს
ამოეფარა.
– პატარა კაცისთვის საშინლად დიდი ტვირთია, – აჰყვა
მეორემ.
– იქნებ ჩვენ დაგეხმაროთ?
იარაღი არცერთს არ ეჭირა, მაგრამ ხელებს ისე ამოძრავებ-
დნენ, ლოგენი მიხვდა, ხელცარიელები არ იყვნენ. უკნიდან მე-
სამეც უახლოვდებოდათ, ლოგენი ამას გრძნობდა. ახლოს იყო.
ამ ორზე ახლოს. თუ პირველად მას გაუმკლავდებოდა, რაღაც
შანსები დარჩებოდა. უკან მიხედვას ვერ გარისკავსდა, ეს
მოულოდნელობის ეფექტს გააფუჭებდა. უბრალოდ ბედს უნდა
მინდობოდა და უკეთესის იმედი ჰქონოდა. როგორც ყოველ-
თვის.
ლოგენმა კბილი კბილს მაგრად დააჭირა და ხელი უკან გაიქ-
ნია. იდაყვი კაცს მძიმე ტკაცუნით პირდაპირ ყბაში მოხვდა, შემ-
დეგ შეუტრიალდა და მეორე ხელით მაჯა დაუჭირა – სწორედ
დროულად, რადგან მოწინააღმდეგეს დანა მოეღერებინა. ლო-
გენმა კბილებში იდაყვი ისევ ჩასცხო და დასუსტებული თითები-
დან იარაღი გამოგლიჯა. კაცი მიწაზე დავარდა და ბინძურ ქვა-
ფენილს დაარტყა თავი. ლოგენი შემოტრიალდა, ყოველ წამს
ზურგში დანის ჩარჭობას ელოდა, მაგრამ არცერთი მოწინააღ-
მდეგე საკმარისად სწრაფი არ აღმოჩნდა. ორივეს დანა მოემარ-
ჯვებინა, ერთ-ერთი მისკენ მოაბიჯებდა, მაგრამ როცა იარაღმო-

533 მკითხველთა ლიგა


მარჯვებული და ბრძოლისთვის მზადმყოფი ლოგენი დაინახა,
შეჩერდა.
ლოგენს საცოდავი იარაღი ჰქონდა – ექვსინჩიანი დაჟანგუ-
ლი რკინა, ტარის ჯვარედიც კი არ ჰქონდა, მაგრამ სულ არა-
ფერს სჯობდა. გაცილებით სჯობდა. ლოგენმა დანა ჰაერში გააქ-
ნია, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველას კარგად დაენახა. კარგი
იყო. შანსები შესამჩნევად გაიზარდა.
– მაშ ასე, – თქვა ლოგენმა, – შემდეგი ვინ არის?
დანარჩენები ორად გაიყვნენ. ცდილობდნენ ლოგენი ალყაში
მოემწყვდიათ, ხელებით დანებს ზომავდნენ, მაგრამ თავდასხმას
დიდად არ ჩქარობდნენ.
– მოვერევით, – წაიჩურჩულა ელამმა, მაგრამ მისი მეგობა-
რი ასე დარწმუნებული არ ჩანდა.
– ან შეგიძლიათ ეს აიღოთ, – ლოგენმა მუჭი გაშალა და
გრძელფეხას მიცემული მონეტები გამოჩინა, – და შეგვეშვათ.
სულ ესაა, რისი დახარჯვაც შემიძლია, – საკუთარი სიტყვების-
თვის დამაჯერებლობა რომ შეემატებინა, დანა კიდევ ერთხელ
მოიქნია, – სულ ესაა, მეტი არ მიღიხართ. აბა, როგორ მოვიქ-
ცეთ?
ელამმა მიწაზე დააფურთხა.
– მოვერევით, – წაისისინა კვლავ, – მიდი, ჯერ შენ.
– თვითონ მიდი, შენი დედაც! – დაუყვირა მეორემ.
– უბრალოდ აიღეთ, რასაც გთავაზობთ, – ურჩია ლოგენმა, –
და არავის არსად მისვლა არ მოუწევს.
მან, ვისაც კბილებში იდაყვი მოხვდა, ამოიკვნესა და გზაზე
ამოტრიალდა. მისი ბედის გახსენებამ დანარჩენებს გადაწყვე-
ტილების მიღება გაუმარტივა.
– კარგი, წყეულო ჩრდილოელო ნაბიჭვარო! კარგი, ავი-
ღებთ!

534 მკითხველთა ლიგა


ლოგენმა მწარედ ჩაიცინა. წამით თავში გაუელვა, ელამს მო-
ნეტები ხომ არ შევაყარო, და სანამ გონს მოეგება, დანა ხომ არ
ჩავარტყაო. ახალგაზრდობაში სწორედ ასე მოიქცეოდა, მაგრამ
ახლა – აღარ. ზედმეტი პრობლემები რაში სჭირდებოდა? ამის
ნაცვლად თითები გაშალა და ფული გზაზე უკან გადაყარა, თვი-
თონ კი უახლოესი კედლისკენ გაემართა. მან და ორმა მძარ-
ცველმა ერთმანეთს ფრხილად შემოუარეს: ისინი ყოველი ნაბი-
ჯით ფულს, ხოლო თვითონ – საკუთარ უსაფრთხოებას უახლოვ-
დებოდა. მალე ადგილები გაცვალეს, და ლოგენი ქუჩის ბოლოს-
კენ დაეშვა, დანა ისევ მზად ჰქონდა. როცა ერთმანეთს ათი ნა-
ბიჯით დაშორდნენ, ავაზაკებმა ჩაიმუხლეს და გზაზე გაბნეული
მონეტების აკრეფა დაიწყეს.
– ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, – წაიჩურჩულა თავისთვის ლო-
გენმა და ნაბიჯს აუჩქარა.
გაუმართლა, ამას კარგად ხვდებოდა. მხოლოდ სულელი თუ
იფიქრებს, რომ ქუჩურ ბრძოლაში ვერასოდეს მოკლავენ – რო-
გორი მაგარიც უნდა იყოს იგი. ლოგენს ძალიან გაუმართლა, ის,
უკნიდან მოპარული მესამე დროულად რომ გამოიჭირა.
გაუმართლა, რომ დანარჩენი ორი მეტისმეტად ნელი აღმოჩ-
ნდა. თუმცა, ლოგენს ბრძოლაში ყოველთვის უმართლებდა –
აქამდეც ხომ ცოცხალი იყო. თავის არიდება კი არასოდეს გა-
მოსდიოდა. და მაინც – დღევანდელი დღით კმაყოფილი იყო.
უხაროდა, რომ არავინ შემოაკვდა.
ვიღაცამ ზურგზე დაუტყაპუნა, და ლოგენი ელვის სისწრაფით
მოტრიალდა. დანა მზად ჰქონდა.
– ეს მე ვარ! – ძმა გრძელფეხამ ხელები ასწია. ლოგენს თით-
ქმის დაავიწყდა, ნავიგატორი რომ ახლდა. ალბათ, მთელი ამ
დროის განმავლობაში მის ზურგს უკან იმალებოდა გაყუჩებუ-
ლი.

535 მკითხველთა ლიგა


– კარგი ნამუშევარია, ოსტატო ცხრათითა, შესანიშნავი! ნამ-
დვილად! ვხედავ, ტალანტები არც თქვენ გაკლიათ! თქვენთან
ერთად მოგზაურობას სულმოუთქმელად ველოდები. მართლა!
დოკები აქეთაა, – დაიყვირა და დაუყონებლივ წინ გაიჭრა.
ლოგენმა უკანასკნელადა მიიხედა უკან – ყაჩაღები ჯერ კი-
დევ ფულს ეძებდნენ, ამიტომ დანა გზაზე დააგდო და გრძელფე-
ხას დაედევნა:
– თქვენ, ნავიგატორები არასოდეს იბრძვით?
– ზოგი იბრძვის კიდეც, ოო, დიახ. შიშველი ხელებით, ყო-
ველგვარი იარაღით. ზოგი საშიში მებრძოლია, მომაკვდინებე-
ლიც, მაგრამ მე არა. არა. ეს ჩემი გზა არ არის.
– არასოდეს?
– არასოდეს. ჩემი ნიჭი სხვა რამეშია.
– მაგრამ მგონი, მოგზაურობების დროს უამრავ ხიფათს უნ-
და გადაყროდით.
– ასეა, – გაიბადრა გრძელფეხა, – ნამდვილად ასეა. და სწო-
რედ მაგ დროს მადგება ჩემი ყველაზე ღირსშესანიშნავი ტალან-
ტი – კარგად დამალვა.

536 მკითხველთა ლიგა


ასეთები არასოდეს ნებდებიან
ღამე იყო. სიცივე. გორაკის წვერზე მლაშე ქარი უბერავდა,
ფერროს კი თხელი ტანსაცმელი ჩამოფხრეწოდა. მხრებზე ხე-
ლები შემოიხვია და ზღვას მჟავედ ჩახედა. შორიდან დაგოსკა
მანათობელი ქინძისთავებით დაჩხვრეტილ ღრუბელს ჰგავდა,
უზარმაზარ ხვეულ ყურესა და აკიაფებულ ოკეანეს შორის
კლდოვან ფერდობებზე, გადაწოლილს.
ფერროს თვალები ძლივძლივობით არჩევდა კედლებისა და
კოშკების ციცქნა, ბუნდოვან ფორმებს, რომლებსაც შავი ცის
ფონი კიდევ უფრო აბნელებდა. თხელი, გამომშრალი მიწის
სრუტე ქალაქს ხმელეთთან აერთებდა. კუნძული იყო, თითქმის.
ფერროსა და დაგოსკას შორის გზაზე უამრავი ცეცხლი გიზგი-
ზებდა – ბანაკები. უამრავი ბანაკი.
– დაგოსკა, – წაიჩურჩულა იქვე, ლოდზე ჩამომჯდარმა იულ-
ვეიმ, – კავშირის ერთი პატარა ხიწვი, რომელიც გურკჰულს ეკა-
ლივით ერჭობა. ეკალივით, რომელიც იმპერატორის სიამაყეს
ჩხვლეტს.
– ჰა, – ჩაიბუზღუნა ფერრომ და კიდევ უფრო მოიკუნტა.
– ქალაქს იცავენ. ბევრი ჯარისკაცი. იმაზე ბევრი, ვიდრე
ოდესმე. ამდენი თვალის ახვევა რთული იქნება.
– მაშინ, იქნებ უკან გავბრუნდეთ? – წაიბურტყუნა ფერრომ
იმედით.
მოხუცმა ყურადღება არ მიაქცია:
– ისინიც აქ არიან. თანაც – არაერთი.
– მჭამელები?
– უფრო უნდა მივუახლოვდე. ქალაქში შესასვლელი გზა უნ-
და ვიპოვო. აქ მომიცადე, – შემდეგ შეყოვნდა და ქალის პასუხს
დაელოდა, – ხომ მომიცდი?
– კარგი, – წაისისინა მან, – კარგი, მოგიცდი!
537 მკითხველთა ლიგა
იულვეი ქვიდან ჩამოსრიალდა და ქვემოთ დაეშვა, ფეხებს
რბილ მიწაზე ატყაპუნებდა, მელანივით შავ წყვდიადში თითქმის
უჩინარი იყო. როგორც კი მისი სამაჯურების ჩხარუნი ღამეში
მიიკარგა, ფერრომ ქალაქს ზურგი აქცია, ღრმად ჩაისუნთქა და
გორაკის საპირისპირო მხარეს, სამხრეთისკენ გაიქცა – გურ-
კჰულში.
უნდა ითქვას, ფერრო კარგად დარბოდა, ქარივით სწრაფად.
შეეძლო საათობით ერბინა და არ გაჩერებულიყო. ცხოვრების
დიდი ნაწილი სირბილში გაატარა. როცა გორაკის ძირს ჩააღ-
წია, ქარივით სწრაფად გაიქცა. თითქოს მიწაზე დაფრინავდა,
სწრაფად, გაშმაგებით სუნთქავდა. წყლის ხმა მოესმა, ციცაბო
ნაპირიდან თავთხელში ჩავიდა და მუხლებამდე ცივ წყალში
დგაფუნით განაგრძო გზა.
– აბა, ახლა მიპოვოს იმ ბებერმა ნაბიჭვარმა, – ფიქრობდა
თავისთვის.
ცოტა ხნის შემდეგ თავისი იარაღები ფუთად გამოკრა, თავზე-
მოთ ასწია და მდინარეში გაცურა, დინებას ცალი ხელით ებრძო-
და. ბოლოს მდინარიდან ამოვიდა და მეორე ნაპირზე სველი
სანდლებით წატყაპუნდა, თან სახიდან წვეთებს იწმენდდა.
დრო ნელა მიიზლაზნებოდა, ცას თანდათან ნათელი შეერია.
თენდებოდა. გვერდით მდინარე მიჩუხჩუხებდა, ფერროს სან-
დლები ნაწვერალ ბალახზე სწრაფად, რიტმულად მიტყაპუნობ-
და. მდინარე უკან, სიბნელეში მოიტოვა – უკვე განაცრისფრე-
ბულში და არა შავში – და სწორ მიწაზე გაიქცა. წინ ტანმორჩი-
ლი ხეების ჯგუფი დალანდა.
ფერრო ჯერ ხეებში შეიჭრა, შემდეგ ბუჩქნარში შესხლტა. მძი-
მედ ქშინავდა და ბაც სინათლეში კანკალებდა, გული გამალე-
ბით უცემდა. ხეებში სიწყნარე იყო. მშვენიერი იყო. ტანსაცმელ-
ში ხელი ჩაიყო და ცოტა პური და გამხმარი ხორცის ნაჭერი
ამოიღო – ცურვისგან ცოტა დამბალი, მაგრამ საჭმელად სავსე-
538 მკითხველთა ლიგა
ბით ვარგისი. გაიღიმა. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავ-
ლობაში, როცა იულვეი რამეს აძლევდა, ფერრო ნახევარს უჩუმ-
რად გადამალავდა ხოლმე.
– სულელი ბებერი დამპალი, – ჩაიფხუკუნა პირგამოტენილ-
მა, – მართლა ეგონა, რომ ფერროს ბატონი გახდებოდა?
ჯანდაბა, ჯოჯოხეთურად მოსწყურდა! მაგრამ ახლა ეს შეუძ-
ლებელი იყო, წყალს მოგვიანებითაც იპოვიდა. თანაც დაიქანცა,
ძალიან დაიქანცა. ხანდახან ფერროც კი იღლებოდა. ცოტა ხანს
აქ დაისვენებდა, სულ რამდენიმე წუთს. მოიცდიდა, სანამ ფეხებ-
ში ძალა დაუბრუნდებოდა და მერე ისევ გაიქცეოდა. წინ,
შორს... იქით, საითაც... გაღიზიანებული დაიჭყანა. კარგი, მერე
მოიფიქრებდა საით უნდა გაქცეულიყო. სულ ერთი იყო სად –
მთავარი ის იყო შურისძიება მოეხერხებინა. ჰო.
ფერრო ბუჩქებში შეძვრა, ძირს მოიკალათა და ზურგით ხეს
მიეყრდნო. თვალები ნელა, უნებურად დაეხუჭა. ახლა უნდა და-
ესვენა. სულ რამდენიმე წუთი. შურისძიებას მერე...
– სულელი ბებერი დამპალი, – ჩაიბუტბუტა. თავი გვერდზე
ჩამოუვარდა.
– ძამიკო!
ფერრომ გაიღვიძა, შეხტა და თავი ხეს მიარტყა. ნათელი დღე
იდგა, მეტისმეტად ნათელი. მორიგი კაშკაშა, ცხელი დღე. მაინც
რამდენ ხანს ეძინა?
– ძამიკო! – ქალის ხმა სადღაც ახლოდან ესმოდა, – სად
ხარ?
– აქ ვარ! – ფერროს გააცივა და ყოველი კუნთი დაეძაბა. კა-
ცის ხმა იყო, დაბალი და ძლიერი. თან ძალიან ახლოს. ცხენის
ფლოქვების ხმა გაიგონა: იქვე, ძალიან ახლოს რამდენიმე ცხე-
ნი ნელა მოძრაობდა.
– რას აკეთებ, ძამიკო?

539 მკითხველთა ლიგა


– სადღაც აქ არის! – ისევ დაიყვირა კაცმა. ფერროს გული
მოეწურა, – მის სუნს ვგრძნობ! – ფერრომ ბუჩქებში იარაღები
მოჩხრიკა, ხმალი და დანა ქამარში გაირჭო, მეორე დანა კი ერ-
თადერთ, ჩამოფხრეწილ სახელოში დამალა, – მის გემოს
ვგრძნობ, დაიკო! ძალიან ახლოსაა!
– მაგრამ სად? – ქალის ხმა უახლოვდებოდა, – როგორ ფიქ-
რობ, ჩვენი ესმის?
– შეიძლება ესმის კიდეც! – გაიცინა კაცმა, – ჰეი, მალჯინ,
მანდ ხარ? – ფერრომ კაპარჭი მხარზე მოიგდო და მშვილდი
ჩაბღუჯა, – ჩვენ გელით... – წაიმღერა კაცმა. უფრო და უფრო
უახლოვდებოდა. ახლა ზუსტად ფერროს ხეების წინ იდგა, – გა-
მოდი მალჯინ, გამოდი და მოგვესალმე...
ფერრო ბუჩქებიდან ლაწალუწით, ისარივით გამოფრინდა და
ფართო დაბლობზე თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.
– აი, აქ არის! – დაიყვირა ქალმა უკნიდან, – ნახე, გარბის!
– მაშინ დაიჭირე! – დაუყვირა კაცმა.
წინ გადაჭიმულ ღარიბ მინდორს დასასრული არ უჩანდა. გა-
საქცევი არსად იყო. ფერრომ დაიღრინა და შემოტრიალდა, ისა-
რი ლარს მოარგო. მისკენ ოთხი გურკჰი ჯარისკაცი მოაჭენებდა
ცხენებს. მზე მათ გრძელ მუზარადებზე კიაფობდა და შუბების
თავებს ავბედითად აელვარებდა. მათ უკან, ცოტა მოშორებით,
კიდევ ორი მხედარი მოჩანდა: კაცი და ქალი.
– შეჩერდი! იმპერატორის სახელით! – დაიყვირა ერთ-ერთმა
მხედარმა.
– მივაფსი მაგ თქვენ იმპერატორს! – ისარი ერთ-ერთ ჯარის-
კაცს კისერში გაარჭო. კაცი უნაგირზე უკან გადაქანდა, გაოგნე-
ბულმა ამოიხრიალა, ხელიდან შუბი გაუვარდა და ცხენიდან ჩა-
მოვარდა.
– კარგი ნასროლი იყო! – დაიყვირა ქალმა. მეორე მხედარი
ფერრომ მკერდში განგმირა.
540 მკითხველთა ლიგა
ჯავშანმა დარტყმა ცოტა შეანელა, მაგრამ ჭრილობის სიღ-
რმე მაინც სასიკვდილო აღმოჩნდა. ჯარისკაცმა დაიყვირა, ხმა-
ლი ბალახზე დაუვარდა, შუბის ტარს წაეპოტინა და უნაგირიდან
ჩამოცურდა.
მესამემ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო – ისარი ზუსტად პირში
ჩაერჭო, დაახლოებით ათი ნაბიჯიდან. ისრის წვერმა თავის ქა-
ლა გაანგრია და ჯარისკაცს მუზარადი მოაძრო. მაგრამ მეოთ-
ხემ ფერროსთან მიასწრო მისვლა. ქალმა მშვილდი მოისროლა
და გვერდულად გადატრიალდა, რადგან ჯარისკაცმა შუბი მოუქ-
ნია. ფერრომ ქამარში გარჭობილი მახვილი ამოიღო და ბალახ-
ზე დააფურთხა.
– არ მოკლათ! – დაიყვირა ქალმა და ცხენს წინ ზანტად დაძ-
რა, – ცოცხალი გვჭირდება!
ჯარისკაცმა აფრუტუნებული ცხენი მოატრიალა და მსხვერ-
პლისკენ ნელა დაიძრა. ზორბა კაცი იყო, სქელი, შავი გაუპარსა-
ვი წვერით:
– იმედი მაქვს, ღმერთს ნებას შეურიგდი, გოგონა, – მიმართა
მან.
– მიმიფურთხებია შენი ღმერთისთვის! – ფერრო გვერდზე
გასხლტა, ერთ ადგილას არ ჩერდებოდა და მოხრილი უტევდა.
ჯარისკაცი შუბს უქნევდა, ცდილობდა ახლოს არ მიეშვა, ცხენის
ფლოქვები მიწას თხრიდა და ქალს სახეში მტვერს აყრიდა.
– შეარჭე! – მოესმა ქალის ყვირილი უკნიდან.
– ჰო, შეარჭე! – დაიყვირა ახითხითებულმა ძმამაც, – მაგრამ
ძალიან არა! ცოცხალი გვჭირდება! ჯარისკაცმა დაიღრინა და
ცხენი მსხვერპლისკენ გააჭენა. ფერრომ თავი ჩასწია და პირუტ-
ყვის წიხლები აიცილა. აი, შუბის წვერმა კი მკლავი ღრმად
გაუსერა. ქალმა ხმალი მთელი ძალით მოიქნია.
მოღუნულმა ხმალმა ჯავშანში თავისუფალი გარღვეული ად-
გილი მოძებნა, ჯარისკაცს ფეხი ზედ მუხლთან გადაუჭრა და
541 მკითხველთა ლიგა
ცხენს ფერდში ღრმა ჭრილობა გაუჩინა. კაცმაც და პირუტყვმაც
ერთდროულად გამოსცეს ტკივილისგან ხმა და მიწაზე ერთად
დაეცნენ. მტვრიანი მიწა შავი, ბუშტუკებიანი სისხლით მოირწყა.
– გაუმკლავდა! – ქალი ცოტათი იმედგაცრუებული ჩანდა.
– ადექი, მიდი! – იცინოდა ძმა, – ადექი და შეებრძოლე! ჯერ
კიდევ გაქვს შანსი!
ჯარისკაცი მიწაზე აფართხალდა. შემდეგ სახეში ფერროს
ხმალი მოხვდა და კივილი მაშინვე შეწყვიტა. მოშორებით,
მეორე მხედარი ჯერ კიდევ უნაგირზე იჯდა, იჭყანებოდა და უკა-
ნასკნელად ამოსუნთქვას ცდილობდა, ხელით გასისხლიანებულ
ისარს ექაჩებოდა. მის ცხენს თავი ჩაექინდრა და საკუთარ
ფლოქვებთან გამხმარ ბალახს მშვიდად ძოვდა.
– მორჩა, სულ ესენი იყვნენ, – თქვა ქალმა.
– ვიცი, – ღრმად ამოიოხრა ძმამ, – ნუთუ ყველაფერი ჩემით
უნდა გავაკეთო?
ფერრომ სისხლიანი ხმალი ისევ ქამარში გაირჭო და და-ძმას
გახედა: ახლომახლო ცხენებზე უდარდელად ირწეოდნენ და
ზურგებს კაშკაშა მზე უნათებდათ, ლამაზი სახეებით ბოროტად
უღიმოდნენ. ბატონებივით ეცვათ: აბრეშუმის ქსოვილს ქარი უფ-
რიალებდათ, მძიმე სამკაულები აესხათ... მაგრამ შეიარაღებუ-
ლი არც ერთი იყო. ფერრომ მშვილდი მოძებნა.
– ფრთხილად, ძამიკო, – ქალი საკუთარ ფრჩხილებს ათვა-
ლიერებდა, – კარგად იბრძვის.
– ნამდვილი ეშმაკივით! მაგრამ მე ვერ შემედრება, დაიკო,
ნუ გეშინია, – კაცი ჩამოქვეითდა, – ესეც ასე, მალჯინ, ხომ არ...
ისარი მკერდში ღრმად შეერჭო და ხორცში ყრუ ხმით შევიდა.
– ...დაგვეწყო?
ისრის ტანი ვიბრირებდა, წვერი ზურგს უკან გამოსჩროდა –
მშრალი და უსისხლო. კაცი ფერროსკენ დაიძრა. მომდევნო ისა-
რი მხარში შეერჭო, მაგრამ კაცმა არ შეიმჩნია, ნაბიჯს აუჩქარა,
542 მკითხველთა ლიგა
ბოლოს კი მისკენ გაიქცა. უზარმაზარი ნაბიჯებით მიქროდა.
ფერრომ მშვილდს ხელი უშვა და მახვილის ვადას წაეფათურა.
მაგრამ დააგვიანა! კაცის გაშლილი მკლავი მკერდში საშინელი
ძალით დაეტაკა და მიწაზე დასცა.
– ოოჰ, ბრწყინვალე იყო, ძამიკო! – აღტაცებულმა ქალმა ტა-
ში შემოჰკრა, – უბრალოდ ბრწყინვალე!
ფერრო მტვერში ხველებით ამოტრიალდა. სანამ ფეხზე დგე-
ბოდა და ხმალს ორივე ხელს უჭერდა, კაცი ყურადღებით აკვირ-
დებოდა. ფერრომ მახვილი მოუქნია, თავზემოთ დიდი ნახევარ-
წრე მოხაზა. იარაღი მიწაში ჩაერჭო. მოწინააღმდეგემ როგორ-
ღაც მოახერხა და გვერდზე გახტა. შემდეგ, თითქოს არსაიდან,
მუცელში ფეხი მოხვდა. ძალაგამოცლილი ქალი ჩაიკეცა, ფილ-
ტვებში ჰაერი აღარ დარჩა. თითები უცახცახებდა, ხმალი კი ისევ
მიწაში ერჭო. მუხლები უკანკალებდა.
– ახლა კი...
ცხვირზე რაღაც მოხვდა და გაისმა ტკაცუნი. ფეხები მოეკეცა
და მიწა ზურგში ძლიერად დაეტაკა. მუხლებზე მთვრალივით წა-
მოიწია, თავბრუ ეხვეოდა. სახე სისხლით ჰქონდა მოსვრილი.
თვალები ააფახურა და თავი გააქნია, ცდილობდა გონს მოსუ-
ლიყო. ყველაფერს გადღაბნილ ლაქებად ხედავდა. კაცი უახ-
ლოვდებოდა, მან მკერდიდან ისარი ამოიძრო და გვერდზე მო-
ისროლა. მაგრამ სისხლი არსად ჩანდა, მხოლოდ ცოტაოდენი
მტვერი. მხოლოდ ჰაერში გაფანტული ცოტაოდენი მტვერი...
მჭამელი იყო. სხვა ვინ იქნებოდა.
ფერრომ როგორღაც მოახერხა და ქამრიდან დანა ამოიძრო.
მისკენ გაექანა, ააცილა, შემდეგ ისევ შეუტია, და ისევ ააცილა.
ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა. დაიკივლა და ჰაერში დანის უაზროდ
ქნევას მოჰყვა.
კაცმა მაჯა დაუჭირა. მოწინააღმდეგეების სახეებს ერთი ფუ-
ტიც არ აშორებდა. იდეალური კანი ჰქონდა: მუქი შუშასავით
543 მკითხველთა ლიგა
გლუვი. ახალგაზრდა ჩანდა, თითქმის ბავშვი, მაგრამ თვალებში
სიბერე ეტყობოდა. მკაცრი თვალები ჰქონდა. ცნობისმოყვარედ
ათვალიერებდა, თითქოს ერთობოდა, იმ ბავშვივით, საინტერე-
სო ხოჭო რომ ეპოვა:
– არასოდეს დანებდება, ხომ ასეა, დაიკო?
– ძალიან ფიცხია! წინასწარმეტყველი კმაყოფილი დარჩება!
კაცმა ფერრო დასუნა და ცხვირი აიბზუა:
– უუჰ! ოღონდ ჯერ უნდა გავრეცხოთ.
ფერრომ სახეში შუბლი ჩაარტყა. კაცმა თავი უკან გადააგდო,
მაგრამ მხოლოდ ჩაიხითხითა. თავისუფალი ხელით ყელში
სწვდა და ქალი მკლავის სიგრძეზე გასწია. ფერრო ცდილობდა
მისთვის ფრჩხილებით დაეკაწრა სახე, მაგრამ კაცს ძალიან
გრძელი ხელი ჰქონდა და ვერ მისწვდა. ძამიკომ დანიდან თითე-
ბი სათითაოდ გააშვებინა. ყელში რკინის მარწუხივით უჭერდა
ხელს. ქალი ძლივს სუნთქავდა. კბილებს აღრჭიალებდა, ფარ-
თხალებდა, იღრინებოდა, აქეთ-იქით აწყდებოდა, მაგრამ ამა-
ოდ.
– ცოცხალი, ძამიკო! ცოცხალი გვჭირდება!
– ცოცხალი, – ჩაიბუზღუნა კაცმა, – მაგრამ არა უვნებელი.
ქალმა ჩაიხითხითა. ფერროს ფეხები მიწას მოსწყდა და ჰა-
ერში აფართხალდა. იგრძნო, რომ ერთ-ერთმა თითმა გაიტკა-
ცუნა და დანა ბალახზე დაუვარდა. კაცის თითები უფრო და უფ-
რო მაგრად უჭერდა, ფერრო იბრძოდა, ხელს დამტვრეული
ფრჩხილებით სასოწარკვეთილი აგლეჯდა. მაგრამ ამაოდ. ნათე-
ლი სამყარო ნელ-ნელა წყვდიადში ჩაიძირა.
ფერრომ ქალის სიცილი გაიგონა, სადღაც შორს. უკუნიდან
სახე ამოცურდა, ვიღაცამ ხელი ლოყაზე მოუთათუნა. რბილი,
თბილი, ნაზი თითები...
– დამშვიდდი, ბავშვო, – წასჩურჩულა ქალმა. მუქი და უძირო
თვალები ჰქონდა. ფერრომ სახეზე ცხელი, სურნელოვანი სუნ-
544 მკითხველთა ლიგა
თქვა იგრძნო, – გტკივა, მაგრამ უნდა დაისვენო. დამშვიდდი...
დაიძინე...
ფერროს ფეხები ტყვიასავით დაუმძიმდა. ერთიც გაიბრძო-
ლა, უკანასკნელად, და შემდეგ სხეული მოემჩვარა. გული უფრო
და უფრო ნელა უცემდა...
– ახლა დაისვენე...
ფერროს თვალები მოეხუჭა, ქალის მშვენიერი სახე სადღაც
გაიდღაბნა.
– დაიძინე...
ფერრომ ენაზე იკბინა და პირში მარილის გემო იგრძნო.
– დამშვიდდი...
ფერრომ ქალს სახეში სისხლი შეაფურთხა.
– ააჰ! – დაიყვირა ზიზღით ქალმა და თვალებიდან სისხლი
მოიწმინდა, – ისევ მიძალიანდება!
– ასეთები არასოდეს ნებდებიან, – გაისმა კაცის ხმა, ზედ
ფერროს ყურის უკან.
– ახლა კი მისმინე, ბოზო! – წაუსისინა ქალმა, ფოლადის თი-
თები ყბაში ჩაავლო და საკუთარი სახისკენ მიატრიალებინა, –
ჩვენთან მოდიხარ! ჩვენთან! გინდა თუ არა ეს! ჩემი გესმის?
– არსად წამოვა.
სხვა ხმა იყო, უფრო მშვიდი და მელოდიური. ნაცნობი ხმა.
ფერრომ თვალები აახამხამა, დარეტიანებული თავი გააქნია.
ქალი შეტრიალდა და შორიახლო მდგარი მოხუცი კაცი დაინახა.
იულვეი. სამაჯურები ბალახზე სიარულისას წყნარად უჟღარუ-
ნებდა.
– ცოცხალი ხარ, ფერრო?
– აახ, – ამოიხრიალა მან.
ქალმა იულვეის დამცინავად შეხედა:
– ვინ ხარ, ბებერო ნაბიჭვარო?
იულვეიმ ამოიოხრა:
545 მკითხველთა ლიგა
– ბებერი ნაბიჭვარი ვარ.
– აქედან გაეთრიე, ძაღლო! – დაუყვირა კაცმა, – წინასწარ-
მეტყველმა გამოგვგზავნა. თვით ხალულმა!
– და ის ჩვენთან წამოვა!
იულვეი ნაღვლიანი ჩანდა:
– აზრს ვერ შეგაცვლევინებთ?
და-ძმამ ერთხმად გაიცინა:
– სულელო! – დაუყვირა კაცმა, – ჩვენ აზრს არასოდეს ვიც-
ვლით! – ფერროს ცალი ხელი გაუშვა, ფრთხილად გადააბიჯა,
და თან წაათრია.
– რა სამწუხაროა, – იულვეიმ თავი გააქნია, – ხალულთან
ჩემს პატივისცემას დაგაბარებდით.
– წინასწარმეტყველს შენნაირებთან არაფერი ესაქმება, მათ-
ხოვარო!
– მაშინ უნდა გაგაოცოთ. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, ძა-
ლიან დიდი ხანია.
– კარგი, ჩვენს ბატონს შენს პატივისცემას მოვახსენებთ, –
დასცინა ქალმა, – შენი სიკვდილის ამბავთან ერთად.
ფერრომ მაჯა მოხარა და იგრძნო, ხელისგულში დანა რო-
გორ ჩაუსრიალდა.
– ოო, ხალულს ეს ამბავი ძალიან გაახარებდა, მაგრამ ვაი,
რომ ჯერ მოცდა მოუწევს. თქვენ ორმა თავები შეიჩვენეთ.
მეორე კანონი დაარღვიეთ. ადამიანის ხორცი შეჭამეთ, და ამის-
თვის უნდა ზღოთ.
– ბებერო სულელო! – ჩაიფრუტუნა ქალმა, – თქვენი კანონე-
ბი ჩვენზე არ ვრცელდება.
იულვეიმ თავი ნელა გააქნია:
– ეუსის სიტყვა ყველაზე ბატონობს. გამონაკლისი არ არსე-
ბობს. აქედან ცოცხალი ვერც ერთი ვერ გააღწევთ, – მოხუცის
გარშემო ჰაერი აციმციმდა, თითქოს გამრუდდა და გაიდღაბნა.
546 მკითხველთა ლიგა
ქალს ყელიდან ბუყბუყი აღმოხდა და უეცრად მიწაზე დავარდა.
არა, უბრალოდ კი არ დავარდა – დადნა, შეიკუმშა, მუქი აბრე-
შუმი განადგურებული სხეულის ზემოთ აფრიალდა.
– დაიკო!
კაცი ფერროს დაეხსნა, და იულვეისკენ ხელებგაწვდილმა ის-
კუპა. ერთ ნაბიჯზე მეტის გადადგმა ვერ მოახერხა. უეცრად გამ-
გმირავად აყვირდა და მუხლებზე დაემხო, ხელები თავში იტაცა.
ფერრომ თავს ძალა დაატანა და წინ წალასლასდა, დამ-
ტვრეული ხელი თმებში ჩაავლო და კისერში დანა გაუყარა. ჭრი-
ლობიდან მტვერი გადმოიყარა, რომელიც მაშინვე ქარმა აიტა-
ცა – მტვრის მთელი შადრევანი. მჭამელის პირს ცეცხლის ალე-
ბი მოედო, ტუჩები დაუნახშირა და ცოტათი ფერროსაც აულოკა
თითები. ქალი სხეულს ზემოდან დაემხო, მიწას მიაკრა, ახვე-
ლებდა, ხრიალებდა. დანით მუცელი გადაუხსნა, ნეკნები დაუფ-
ხაჭნა და მკერდში გაუყარა. ცეცხლი გარეთ გადმოიფრქვა. ცეც-
ხლი და მტვერი. სხეულმა ფართხალი შეწყვიტა, მაგრამ გონება-
დაბინდული ფერრო გატეხილი დანით კიდევ დიდხანს აქუცმა-
ცებდა გვამს. შემდეგ მხარზე შეხება იგრძნო.
– მკვდარია, ფერრო. ორივე მკვდარია.
ფერრომ დაინახა, რომ სიმართლეს ეუბნებოდნენ. კაცი პი-
რაღმა ეგდო, ცაში იყურებოდა, სახე ცხვირ-პირთან დანახშირე-
ბოდა, ღრმა ჭრილობებიდან მტვერი გადმოპნეოდა.
– მოვკალი, – ხრიალა ხმა ყელში ჩაუწყდა.
– არა, ფერრო. ეგ მე გავაკეთე. ახალგაზრდა მჭამელები იყ-
ვნენ, სუსტები და სულელები. თუმცა, მაინც ძალიან გაგიმარ-
თლა, მხოლოდ შენი დაჭერა რომ უნდოდათ და არა მოკვლა.
– ძალიან გამიმართლა, – ჩაიბუტბუტა ფერრომ. სისხლიანი
ნერწყვი მჭამელის გვამზე დააფურთხა. გატეხილ დანას ხელი
გაუშვა, და ოთხზე გაფოფხდა. ქალის სხეული იქვე ეგდო, თუ სა-
ერთოდ შეიძლებოდა მისთვის სხეული ეწოდებინა ვინმეს:
547 მკითხველთა ლიგა
უფორმო, მომჩვარულ ხორცის მასად ქცეულიყო. ამ აზელილ
გროვაში ფერრომ გრძელი თმა, ერთი თვალი და ტუჩები გაარ-
ჩია.
– რა უქენი? – ამოიხრიალა სისხლით სავსე პირით.
– ქალის ძვლები წყლად ვაქციე. კაცი შიგნიდან გამოვბუგე.
წყალი ერთისთვის, ცეცხლი მეორისთვის. მათნაირებზე ორივე
მოქმედებს.
ფერრო ზურგზე გადაბრუნდა, ბალახზე გაიშოტა და კაშკაშა
ცას ახედა. ხელი სახესთან მიიტანა და გააქნია. ერთ-ერთი თი-
თი წინ და უკან ქანაობდა.
ცაზე იულვეის სახე გამოჩნდა და ყურადღებით დააკვირდა:
– გტკივა?
– არა, – წაიჩურჩულა ქალმა და ხელი მიწაზე დააგდო, –
არასოდეს მტკივა, – თვალები აახამხამა და იულვეის ახედა, –
რატომ არასდროს მტკივა?
მოხუცი მოიღუშა:
– შენს ძებნას არ შეწყვეტენ, ფერრო. ახლა გასაგებია, რა-
ტომ უნდა წამომყვე?
თავი ნელა დაუქნია – ეს უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა:
– გასაგებია, – წაიჩურჩულა სუსტად, – გასაგები...
სამყარო ისევ წყვდიადში ჩაიძირა...

548 მკითხველთა ლიგა


ვუყვარვარ... არ ვუყვარვარ...
– ააჰ! – დაიყვირა ჯეზალმა, როცა ფილიოს დაშნის წვერი
მხარში მაგრად შეერჭო. წაბორძიკდა, დაიჭყანა და შეიგინა,
სტირიელმა კი გაუღიმა და დაშნები თავმომწონედ შეათამაშა.
– შეხება ოსტატი ფილიოს სასარგებლოდ! – დაიღრიალა
მსაჯმა, – ორით ორთი!
აქა-იქ უხალისო ტაში გაისმა და ფილიო ტურნირის მონაწი-
ლეების მოსაცდელისკენ გაემართა, სახეზე ისევ ის დამცინავი
ღიმილი ეკერა.
– გაქნილი ნაბიჭვარი! – წაისისინა ჯეზალმა ცხვირში და უკან
მიჰყვა. უკანასკნელი დარტყმა წინასწარ უნდა გამოეცნო. უყუ-
რადღებოდ იბრძოდა, ამას თვითონაც ხვდებოდა.
– ორით ორი? – წაისისინა ვარუზმა, როცა აქოშინებული ჯე-
ზალი სკამს დაეხეთქა, – ორი შეხება? ამ არარაობისგან? ის კავ-
შირიდანაც კი არ არის!
ჯეზალმა კარგად იცოდა: მარშლისთვის არ უნდა შეეხსენები-
ნა, რომ ვესტპორტი უკვე კავშირის ნაწილი იყო. ხვდებოდა, ვა-
რუზი რასაც გულისხმობდა: მისთვის, ისევე როგორც მთელი
არენისთვის – ეს კაცი უცხოელი იყო. ვესტს პირსახოცი გამოგ-
ლიჯა და ოფლიანი სახე მოიწმინდა. ხუთი შეხება – გრძელი
მატჩი იქნებოდა, მაგრამ ფილიოს დაღლა ოდნავადაც არ ეტყო-
ბოდა. ჯეზალმა მოწინააღმდეგეს გახედა: თითისწვერებზე ირ-
წეოდა და მწვრთნელის ხმაურიანი სტირიული რჩევა-
დარიგებების პასუხად თავს აქნევდა.
– მისი დამარცხება შეგიძლია, – ჩასჩურჩულა ვესტმა და ჯე-
ზალს წყლის ბოთლი გაუწოდა, – შეგიძლია დაამარცხო... და
ფინალში ხარ.
ფინალი. ესე იგი, გორსტი. ჯეზალი ბოლომდე დარწმუნებუ-
ლი არ იყო, უნდოდა თუ არა ეს.
549 მკითხველთა ლიგა
აი ვარუზს ეჭვი არ ეპარებოდა:
– გაანადგურე ეგ ვიგინდარა! – წაუსისინა მოსწავლეს. ჯე-
ზალმა ბოთლიდან მოყლუპა და წყალი პირში გამოივლო, – უბ-
რალოდ, გაანადგურე!
ჯეზალმა წყლის ნახევარი სათლში გადააფურთხა და დანარ-
ჩენი გადაყლაპა. გაანადგურე... სათქმელად მარტივი იყო. მაგ-
რამ ძალიან მოუხელთებელი ნაბიჭვარი იყო, ეს სტირიელი.
– შენ ეს შეგიძლია! – გაუმეორა ვესტმა და მხარი დაუზილა,
– უკვე რამდენს მიაღწიე!
– მოკალი! უბრალოდ მოკალი! – მარშალი ჯეზალს თვალებ-
ში ჩააშტერდა, – ვინ ხართ, კაპიტანო ლუთარ? არარაობა?
თქვენზე დრო ფუჭად დავხარჯე? თუ, ბოლოს და ბოლოს, რაღა-
ცას წარმოადგენთ? ჰა? მოვიდა დრო, გადაწყვიტოთ!
– ბატონებო, გთხოვთ! – დაუძახა მსაჯმა, – გადამწყვეტი შე-
ხება!
ჯეზალმა მაგრად ამოისუნთქა, ვესტს დაშნები გამოართვა და
წამოდგა. ესმოდა, როგორ ამხნევებდა ფილიოს მწვრთნელი
თავის შეგირდს ახმაურებული ბრბოს ყაყანში.
– უბრალოდ, მოკალი! – ერთხელაც დაუყვირა ვარუზმა და
ჯეზალმა წრეში შეაბიჯა.
გადამწყვეტი შეხება. გადამწყვეტი. უამრავი მნიშვნელობით.
მოხვდებოდა თუ არა ჯეზალი ფინალში. გახდებოდა ვინმე ღირე-
ბული თუ არა. თუმცა დაიღალა, ძალიან დაიღალა. უკვე დაახ-
ლოებით ნახევარი საათია შეუჩერებლად ფარიკაობდა, თან
სიცხეში, რომელიც მთელ ძალას აცლიდა. ისევ გაოფლიანდა.
სახეზე ოფლის მსხვილ წვეთებს გრძნობდა.
საკუთარ ადგილთან მივიდა – მშრალ ბალახზე გახაზულ
ცარცის ზოლთან. ფილიო უკვე იქ იდგა და ჯეზალს ელოდა. ტრი-
უმფის მოლოდინში იღიმოდა. პატარა ნაგავი. თუ გორსტი ახერ-
ხებდა და მოწინააღმდეგეებს მთელს წრეზე აარბენინებდა, ჯეზა-
550 მკითხველთა ლიგა
ლიც შეძლებდა და ამ სულელის სახეს კორდში ჩააჭედებდა. ხე-
ლები იარაღების ვადებს მოუჭირა და მოწინააღმდეგის გული-
სამრევი ღიმილის გარდა, თავიდან ყველაფერი ამოიგდო. წა-
მით ისურვა, რომ ორთაბრძოლისთვის განკუთვნილი იარაღები
დაბლაგვებული არ ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ გაახსენდა, რომ
შეიძლება ისიც დაეჭრათ.
– დაიწყეთ!
ჯეზალი დასტას დაუდევრად ურევდა, საერთოდ არ აინტერე-
სებდა, სხვები მის კარტს ხედავდნენ თუ არა.
– ათით ვზრდი, – თქვა კასპამ და მაგიდაზე რამდენიმე მონე-
ტა ისეთი სახით გააცურა, რომელიც ამბობდა... თუმცა, რა მნიშ-
ვნელობა ჰქონდა, რას ამბობდა, ჯეზალს ფეხებზე ეკიდა. ხმას
კარგა ხანი არავინ იღებდა.
– შენი ჯერია, ჯეზალ, – ჩაიბუზღუნა ჯალენჰორმმა.
– მართლა? ოჰ, ეე... – თვალი კარტების უაზრო სიმბოლოებს
მოავლო. თამაშს გულს ვერ უდებდა, – ჰმ... მე... თამაშიდან გავ-
დივარ.
კარტი მაგიდაზე დაყარა. დღეს ბლომად წააგო... აღარც ახ-
სოვდა ამდენი ბოლოს როდის წააგო. ალბათ მთელი სიცოც-
ხლის განმავლობაში არ წაუგია ამდენი. ფიქრებით არდის დას-
ტრიალებდა, სხვა არაფრისთვის ეცალა. ცდილობდა მოეფიქრე-
ბინა, ისე როგორ შეეტყუებინა საწოლში, რომ არც ერთს არაფე-
რი დაშავებოდა, და რაც მთავარია – ვესტს არ მოეკლა. სამწუ-
ხაროდ, პასუხს ვერაფრით პოულობდა.
კასპამ მონეტები მოხვეტა, დაუჯერებელი გამარჯვებით გახა-
რებულმა ყურებამდე გაიღიმა:
– ჰოო, დღეს საუცხოო სანახაობა იყო, ჯეზალ. რთული ბრძო-
ლა იყო, მაგრამ მაინც გაიმარჯვე!
– აჰა, – მიუგდო ჯეზალმა და მაგიდიდან ჩიბუხი აიღო.

551 მკითხველთა ლიგა


– გეფიცები, წამით ვიფიქრე, დაამარცხა-მეთქი, მაგრამ შემ-
დეგ... – კასპამ თითები ბრინტის ცხვირთან გაატკაცუნა, – ტკაც!
აი, ასე! და მიწაზე დააგდე. ხალხს ძალიან მოეწონა! იმდენი ვი-
ცინე, კინაღამ ჩავიფსი! გეფიცები!
– როგორ ფიქრობ, გორსტის დამარცხებაც შეგიძლია? –
ჰკითხა ჯანელჰორმმა.
ჯეზალმა რაღაც გაუგებარი ჩაიბურტყუნა და მხრები აიჩეჩა.
შემდეგ ჩიბუხს მოუკიდა და სკამზე გადაწვა. რუხ ცას აჰყურებდა
და თუთუნს ქაჩავდა.
– რაღაც ძალიან მშვიდად გამოიყურები, – შენიშნა ბრინტმა.
– აჰა.
სამმა ოფიცერმა ერთმანეთს გადახედა. იმედგაცრუებულები
იყვნენ, ჯეზალი მათ საყვარელ თემას ასე უგულისყუროდ რომ
ეკიდებოდა. ამიტომ კასპამ ახალი გასართობი მოძებნა:
– ბიჭებო, პრინცესა ტერეზა ნახეთ?
– ააჰ! – ბრინტმა და ჯანელჰორმმა ერთხმად ამოიოხრეს,
შემდეგ სამივე ქალის ქება-დიდებას შეუდგა:
– ვნახეთ? ვნახეთ რომელია!
– ტალინსის მარგალიტს ტყუილად არ ეძახიან!
– ჰოო, მასზე ჭორები არ ტყუოდნენ!
– როგორც გავიგე, პრინც ლადისლასთვის მისი მითხოვება
უკვე გადაწყვეტილი ამბავია.
– იღბლიანი ნაბიჭვარი!
ჯეზალი ისევ ისე იჯდა, სკამზე გადაწოლილი, კვამლს ცაში
აბოლებდა. ტერეზაზე ბევრს ვერაფერს იტყოდა, იმ სიშორიდან
კარგად ვერ გაარჩია. შორიდან ნამდვილად მშვენიერი ჩანდა,
მაგრამ ჯეზალს მოეჩვენა, რომ შუშის სახე ჰქონდა: ცივი, მაგარი
და მყიფე. აი არდის კი...

552 მკითხველთა ლიგა


– და მაინც, – გაილექსა ჯალენჰორმი, – უნდა ვთქვა, კასპა,
რომ ჩემი გული შენს ბიძაშვილ არის ეკუთვნის. კავშირელი გო-
გო მომეცით და უცხოელს ზედაც არ შევხედავ.
– მისი ფული მომეცით – ალბათ ამის თქმა გინდოდა, –
წაიბუზღუნა ჯეზალმა გაუნძრევლად.
– არა! – ეწყინა ახმახს, – სრულყოფილი ლედია! ნაზი, თავ-
შეკავებული, კარგად აღზრდილი. აჰ!
ჯეზალმა თავისთვის ჩაიღიმა. თუ ტერეზა ცივ შუშად ეჩვენე-
ბოდა, არისი საერთოდ მკვდარი თევზი ეგონა. ჯეზალმა წარმო-
იდგინა, როგორი იქნებოდა მისი კოცნა: ალბათ ისეთივე, რო-
გორიც ძველი ჩვრებისგან შეკერილ თოჯინისა: უფერული და
მოსაწყენი. არდისნაირად კოცნას ვერასოდეს შეძლებდა. ვერა-
ვინ შეძლებდა...
– რა თქმა უნდა, ორივე ულამაზესია, ამაზე არავინ დაობს, –
გაუჩერებლად ლაყბობდა ბრინტი, – ასეთ ქალებზე გაუთავებ-
ლად შეგიძლია იოცნებო, თუ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ოცნება
გაკმაყოფილებს... – შეთქმულივით წინ გადაიხარა, ეშმაკური
ღიმილით მიმოიხედა, თითქოს რაღაც ძალიან საიდუმლო და
აღმაფრთოვანებელი უნდა თქვასო. დანარჩენმა ორმაც მაგი-
დისკენ მიაჩოჩა სკამები, მაგრამ ჯეზალი არ განძრეულა. ოდნა-
ვაც არ აინტერესებდა, ამ იდიოტმა საწოლში რომელი ძუკნა შე-
იტყუა.
– ვესტის და თუ ნახეთ? – ხმას დაუწია ბრინტმა. ჯეზალს ყვე-
ლა კუნთი დაეძაბა, – რა თქმა უნდა, იმ ორთან ახლოსაც ვერ
მივა, მაგრამ ისიც თავისებურად კაი რამეა... თანაც, ვფიქრობ,
სულაც არ იქნება წინააღმდეგი, თუ... – ბრინტმა ტუჩები
მოილოკა და ჯალენჰორმს ფერდში იდაყვი გაჰკრა. ახმახმა
დამნაშავესავით ჩაიღიმა, თითქოს სკოლის მოსწავლემ ბინძუ-
რი ხუმრობა მოისმინაო.

553 მკითხველთა ლიგა


– ოო, დიახ! ზედ ეტყობა, წინააღმდეგი სულაც არ იქნება! –
ჩაიხითხითა კასპამ.
ჯეზალმა ჩიბუხი მაგიდაზე დადო, ხელი ოდნავ უცახცახებდა.
მეორე ხელი სკამის სახელურს ისე ჩაავლო, სახსრები გაუთეთ-
რდა.
– გეფიცებით, – განაგრძო ბრინტმა, – მაიორი ხმალს გამიყ-
რის, თორემ მის დას მეც სიამოვნებით გავუყრიდი. ჰა-ჰა! – ჯა-
ლენჰორმი კინაღამ ჩაბჟირდა. ჯეზალმა იგრძნო, რომ თვალი
აუთამაშდა. შემდეგ ბრინტი ეშმაკურად მიუბრუნდა და ჰკითხა:
– შენ რას ფიქრობ ჯეზალ? შენ ხომ უკვე მოასწარი მისი ნახ-
ვა, ასეა არ არის?
– რას ვფიქრობ? – საკუთარი ხმა თითქოს შორიდან ჩაესმა.
ცოტა ხანს მეგობრების მოღიმარ სახეებს უყურა და ბოლოს
თქვა, – ვფიქრობ, სიტყვები უნდა შეარჩიო, შე პატარა ძუკნის
გაგდებულო!
ჯეზალი უკვე ფეხზე წამომხტარიყო, კბილებს ისე აღ-
რჭიალებდა, ეგონა, სადაცაა ჩამემსხვრევაო. სამი ღიმილი მა-
შინვე ჩაქრა. ჯეზალმა მკლავზე კასპას ხელი იგრძნო:
– კარგი რა, ის უბრალოდ...
მაგრამ მკლავი გამოჰგლიჯა, მაგიდის კიდეს ეცა და ააყირა-
ვა. ფული, კარტი, ბოთლები, ჭიქები – ყველაფერი ჰაერში აც-
ვივდა და ბალახზე გაიფანტა. მეორე ხელი ხმლის ვადას ჩაავ-
ლო, მაგრამ, საბედნიეროდ, ბუდიდან არ ამოუღია. ბრინტისკენ
გადაიხარა და მის სახეს ნერწყვების კორიანტელი მიაფრქვია:
– ახლა კი კარგად მომისმინე, შე პატარა ნაბიჭვარო! –
ბრდღვინავდა ჯეზალი, – ასეთ რამეს კიდევ ერთხელ გავიგებ და
ვესტზე დარდი უკვე აღარ მოგიწევს! – მახვილის ტარი ბრინტს
მკერდში ატაკა, – წიწილასავით დაგჩეხავ, ჩემი ხელით!

554 მკითხველთა ლიგა


სამმა მეგობარმა პირი დააღო და ჯეზალს გაოგნებულმა ახე-
და. მისმა უეცარი გამხეცებამ ისევე გააოცა ისინი, როგორც
თვითონ ჯეზალი.
– მაგრამ... – დაიწყო ჯალენჰორმმა.
– რა? – დაიკივლა ჯეზალმა, ახმახს ხელები ქურთუკის საყე-
ლოში ჩაავლო და სკამიდან სანახევროდ გადაათრია, – რა
თქვი, შენი დედაც?
– არაფერი, – დაიწრიპინა ჯალენჰორმმა და ხელები ასწია, –
არაფერი.
ჯეზალმა ხელი უშვა და ოფიცერი სკამზე დაეხეთქა. მრისხა-
ნება სწრაფად გაუქრა. უკვე მობოდიშებაზე ფიქრობდა, მაგრამ
ბრინტის ფერმკრთალ სახეს მოკრა თვალი და ისევ მისი სიტყვე-
ბი გაახსენდა: „ეტყობა, წინააღმდეგი სულაც არ იქნება“.
– დაგჩეხავ! წიწილასავით! – დაიღრიალა ისევ, შემდეგ ქუს-
ლებზე შეტრიალდა და დანარჩენებს გაეცალა. უკვე თითქმის
გასასვლელთან მისულს გაახსენდა, რომ ქურთუკი მაგიდასთან
დატოვა, მაგრამ უკან ვეღარ მიბრუნდებოდა. კამარისებური
გვირაბის სიბნელეში შეაბიჯა და კედელს მიეყრდნო, ქშინავდა
და ისე ცახცახებდა, თითქოს ათი მილი გაერბინა. ახლა უკვე ეს-
მოდა, რას ნიშნავდა მოთმინების დაკარგვა. ადრე ვერასოდეს
წარმოიდგენდა, ასე თუ შეეძლო აფეთქება, მაგრამ ახლა საპი-
რისპიროში დარწმუნდა.
– ეს რა ჯანდაბა იყო? – ბრინტის გაოგნებულმა ხმამ გვირაბს
ექოდ გაურბინა. თუმცა ჯეზალმა ძლივს გაიგონა, რადგან გული
გამალებით უცემდა. სიტყვები რომ გაერჩია, სუნთქვის შეკავება
მოუხდა.
– წყეულიმც ვიყო, თუ ვიცოდე, – უპასუხა კიდევ უფრო
გაოცებულმა ჯალენჰორმმა. მაგიდის ჭრიალი და მისი გადმობ-
რუნების ხმა გაისმა, – ვერც წარმოვიდგენდი, ასეთი ფეთქებადი
ხასიათი თუ ჰქონდა.
555 მკითხველთა ლიგა
– ალბათ, ახლა ბევრი საზრუნავი აქვს, – ყოყმანით ივა-
რაუდა კასპამ, – ტურნირი და ეგეთები.
– ეგ არ ამართლებს! – მოუჭრა ბრინტმა.
– ისინი ხომ ძალიან ახლოს არიან, არა? ის და ვესტი. ერთად
ვარჯიშობენ და ა. შ. იქნებ მის დას კარგად იცნობს... არ ვიცი!
– სხვა ახსნაც არსებობს, – ჯეზალმა ბრინტის დაძაბული ხმა
გაიგონა, თითქოს გონებამახვილურად ხუმრობას აპირებსო, –
იქნებ უყვარს!
სამივეს სიცილი აუტყდა. ჰოო, კარგი ხუმრობა გამოუვიდა.
შეყვარებული კაპიტანი ჯეზალ დან ლუთარი! თან ვისზე? ისეთ
გოგონაზე, რომელიც მასთან შედარებით არარაობა იყო! რა სა-
საცილო იყო! რა აბსურდული ამბავი! შეიძლებოდა კაცი სიცი-
ლით მომკვდარიყო!
– ჯანდაბა, – ჯეზალმა თავი ხელებში ჩარგო. სულაც არ ეცი-
ნებოდა. აქამდე როგორ მიიყვანა არდიმ? როგორ? რა ჰქონდა
ასეთი განსაკუთრებული? რა თქმა უნდა, მშვენიერი გარეგნობა
ჰქონდა, ჭკვიანი იყო, სასაცილოც და ასე შემდეგ, მაგრამ ეს საკ-
მარისი არ იყო!
– აღარ უნდა ვნახო, – წაიჩურჩულა, – აღარ ვნახავ!
კედელს მუშტი მიარტყა. რკინასავით მტკიცე ნებისყოფა
ჰქონდა! ყოველთვის ასე იყო!
სანამ კართან ახალ წერილი არ დახვდებოდა.
დაიკვნესა და თავში ხელი წამოირტყა. რატომ გრძნობდა
ამას? რატომ... ჯეზალი ამ სიტყვის თქმას გონებაშიც ვერ ბედავ-
და. რატომ მოსწონდა ასე? შემდეგ გონება გაუნათდა. იცოდა
რატომაც.
იმიტომ, რომ არდის არ მოსწონდა.
ეს გამომწვევი ჩაღიმებები. ცერად გამოხედვები, რომლებ-
საც ხანდახან ამჩნევდა. მეტისმეტად მწარე ხუმრობები. რომ
აღარაფერი ეთქვა დაუფარავ უპატივცემულობაზე. შეიძლება მი-
556 მკითხველთა ლიგა
სი ფული იზიდავდა. მისი საზოგადოებრივი მდგომარეობა მოს-
წონდა, ესეც ცხადი იყო. უეჭველად, მისი გარეგნობაც. მაგრამ,
მთლიანობაში, ქალს ჯეზალი ეზიზღებოდა.
და ეს გრძნობა მისთვის სრულიად ახალი იყო. ჯეზალი ყო-
ველთვის დაუფიქრებლად იღებდა ყველას სიყვარულს. არასო-
დეს ეპარებოდა ეჭვი, რომ ჩინებული ადამიანი იყო, უდიდესი
პატივისცემის ღირსი! მაგრამ არდის ის არ მოსწონდა, ახლა
ამას კარგად ხვდებოდა, და ამან ჩააფიქრა. ყბის გარდა, რასაკ-
ვირველია, ფულისა და ტანსაცმლის გამოკლებით, მოსაწონი რა
ჰქონდა?
არდი აბუჩად ექცეოდა, და ჯეზალი მიხვდა, რომ დამსახურე-
ბულად. ამან საქმე კიდევ უფრო გაართულა.
– უცნაურია, – ბუტბუტებდა კედელს საწყლად მიყრდნობილი
ჯეზალი, – ძალიან უცნაურია...
უცებ ძალიან მოუნდა, არდის აზრი შეეცვალა.

557 მკითხველთა ლიგა


თესლი
– როგორ ხარ, სანდ?
პოლკოვნიკმა გლოკტამ თვალები გაახილა. ოთახში ბნელო-
და. ჯანდაბა, დააგვიანდა!
– ჯანდაბა! – დაიყვირა, საბანი გადაიძრო და საწოლიდან წა-
მოფრინდა, – დამაგვიანდა! – ფორმის შარვალს ეცა, ფეხებზე
ამოიცვა და ქამარი ხელების ფათურით შეიკრა.
– მაგაზე ნუ ღელავ, სანდ! – დედამისის ხმა მშვიდად, მაგრამ
თან მოუთმენლად ჟღერდა, – თესლი სად არის?
გლოკტა წამით შეჩერდა, წარბები შეიკრა. შემდეგ ჩაცმა გა-
ნაგრძო. პერანგი გადაიცვა:
– მაგ უაზრობისთვის არ მცალია, დედა! რატომ გგონია, რომ
ყოველთვის იცი, ჩემთვის რა სჯობს? – ოთახში ხმლის პოვნის
იმედით მიმოიხედა, მაგრამ ვერსად მიაგნო, – ხომ იცი, ომი
გვაქვს!
– რა თქმა უნდა, – პოლკოვნიკმა გაოცებით ასწია თავი. არ-
ქილექტორის ხმა იყო, – თან ორი ომი, – განაგრძობდა ხმა, –
პირველი ცეცხლითა და მახვილით, მეორე კი, ქვემოთ, უფრო
ღრმად მიმდინარეობს – ძველი ომი, უკვე მრავალი წლის გან-
მავლობაში.
გლოკტამ შუბლი შეიკრა. ეს ბებერი ლაქლაქა დედამისში
როგორ აერია? და რას აკეთებს მის ოთახში? საწოლის ფეხთან,
სავარძელში გაჭიმულა და ძველ ომებზე ბოდავს.
– ჩემს ოთახში რა ჯანდაბას აკეთებთ? – დაიღრინა პოლკოვ-
ნიკმა გლოკტამ, – და ჩემი ხმალი სად წაიღეთ?
– თესლი სად არის? – ამჯერად ისევ ქალის ხმა გაისმა, მაგ-
რამ არა დედამისის. ეს ვიღაც სხვა იყო. გლოკტამ ვერ იცნო.
თვალები მოჭუტა და უკუნს დააკვირდა, ცდილობდა ჩაბნელე-
ბულ სავარძელში მჯდომი გაერჩია. ბუნდოვანი მოხაზულობა
558 მკითხველთა ლიგა
დალანდა, მაგრამ მეტის გასარჩევად ოთახში ძალიან ბნელო-
და.
– ვინ ხარ? – დაიძაბა გლოკტა.
– ვინ ვიყავი? თუ ახლა რა ვარ? – სავარძელში ფიგურა შეირ-
ხა და ნელა წამოიმართა, – მომთმენი ქალი ვიყავი, მაგრამ ახ-
ლა ქალი აღარ ვარ, ჩემი მოთმინება სასტიკმა წლებმა გალია.
– რა გინდა? – გლოკტას ხმა სუსტად გაისმა და ბოლოს სა-
ერთოდ ჩაუწყდა. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
ფიგურა ამოძრავდა და წინ გამოვიდა, ფანჯრიდან შემომავა-
ლი მთვარის შუქის სვეტზე. ტანადი და გრაციოზული ქალი აღ-
მოჩნდა, მაგრამ სახეს ჩრდილი უფარავდა. უეცრად, გლოკტას
გული შიშით მოეწურა, უკან წაბორძიკდა და კედელს მიეხეთქა,
თავდასაცავად ხელი ასწია.
– თესლი მინდა, – უფერული ხელი გველივით გამოსრიალ-
და წინ და მის გაწვდილ მკლავს შემოეხვია. ნაზი შეხება იყო,
მაგრამ ცივი. ქვასავით ცივი. გლოკტა აცახცახდა, სული შეეხუ-
თა და თვალები დახუჭა, – მჭირდება. ვერც კი წარმოიდგენ, რო-
გორ მჭირდება. სად არის? – თითები ტანსაცმელში აფათურდა,
სწრაფად და მოხერხებულად – რაღაცას გამალებით ეძებდა, ჯი-
ბეებში, პერანგში უძვრებოდა, კანზე უფათურებდა. ცივი. მინასა-
ვით ცივი თითები.
– თესლი? – დაიწრიპინა გლოკტამ, თავზარდაცემულ სანა-
ხევროდ დამბლა დასცემოდა.
– იცი, რაზეც გეკითხები, დამტვრეულო კაცო. სად არის?
– შემოქმედი დაეცა... – წაიჩურჩულა გლოკტამ. სიტყვები
თავისთავად ამოუტივტივდა, არ იცოდა საიდან.
– ეს ვიცი.
– ცეცხლში გახვეული...
– ეს დავინახე.

559 მკითხველთა ლიგა


ქალის სახე ისე ახლოს იყო, გლოკტამ საკუთარ კანზე მისი
სუნთქვა იგრძნო. ცივი, ყინულივით ცივი სუნთქვა:
– ქვემოთ, ხიდზე დაეცა...
– ეს მახსოვს.
– თესლი ყველგან ეძებეს...
– დიახ... – წასჩურჩულა ჯიუტმა ხმამ ყურთან, – სად არის?
გლოკტას სახეზე რაღაც შეეხო, ლოყაზე, ქუთუთოზე – რაღაც
რბილი და სრიალა. ენა. ცივი. ყინულივით ცივი ენა. გლოკტას
გააჟრჟოლა.
– არ ვიცი! ვერსად მიაგნეს!
– ვერსად მიაგნეს? – თითები ყელზე მაგრად შემოეჭდო, მო-
მუჭა, მოუჭირა, სუნთქვა ამოაცალა. ცივი. რკინასავით ცივი თი-
თები, და რკინასავით მაგარიც, – გგონია, იცი, რა არის ტკივი-
ლი, დამტვრეულო კაცო? შენ არაფერი იცი!
ყურზე სუსხიანი სუნთქვა იგრძნო, ყინულივით ცივი თითები
სულ უფრო მაგრად უჭერდა:
– მაგრამ მე შემიძლია გაჩვენო! შემიძლია გაჩვენო!
გლოკტა აყვირდა, აფართხალდა, გაიბრძოლა. როგორღაც
მოახერხა და წამოდგა. ცოტა ხანს დარეტიანებულით გაშეშდა,
შემდეგ ფეხი მოეკაკვა და სადღაც სივრცეში გაფრინდა. ბნელი
ოთახი დატრიალდა და გლოკტა საზიზღარი ტკაცანით დაასკდა
ძირს, მოხრილი ხელები სხეულქვეშ მოჰყვა, იატაკს შუბლით
დაეხეთქა.
ბარბაცით წამოდგა, თავის შესამაგრებლად საწოლის ფეხს
მოეჭიდა, კედელს მიეყუდა და გამწარებულმა დაიწყო ჰაერის
ყლაპვა. სავარძელს გააფთრებული მისჩერებოდა, თუმცა, ში-
შისგან თვალებში დაბნელებოდა. ფანჯრიდან მთვარის შუქის
სვეტი იღვრებოდა და დაჭმუჭმნილ გადასაფარებელსა და სა-
ვარძლის პრიალა ხეს ეცემოდა. „ცარიელია“.

560 მკითხველთა ლიგა


გლოკტამ ოთახი მზერით მოჩხრიკა, თვალები უკვე შეაჩვია
წყვდიადს. ყველა ბნელი კუთხე მოათვალიერა. „არაფერია.
ოთახი ცარიელია. უბრალოდ სიზმარი იყო“.
და მხოლოდ ახლა, როცა გაგიჟებული გულისცემა ჩაუცხრა
და გახშირებული სუნთქვაც გაუთანაბრდა, ტკივილიც გამოჩ-
ნდა. საფეთქლებში თითქოს უროები ურტყამდა, ფეხი ტკივი-
ლისგან კიოდა, მკლავი ყრუდ უფეთქავდა. პირში სისხლის გე-
მოს გრძნობდა, თვალები ეწვოდა და ცრემლები სდიოდა, მუ-
ცელში ყველაფერი უწრიალებდა, გული ერეოდა და თავბრუ ეს-
ხმოდა. ამოიკვნესა, აგონიაში მყოფმა საწოლისკენ ისკუპა და
მთვარის შუქით განათებულ ლეიბზე დაეხეთქა – ძალაგამოც-
ლილი, ცივი ოფლისგან სველი.
ვიღაცამ კარზე დაჟინებით დააკაკუნა:
– ბატონო? კარგად ხართ? – ბარნამის ხმა იყო.
ისევ კაკუნი. „აზრი არ აქვს. ჩარაზულია. ყოველთვის ჩარაზუ-
ლია, მაგრამ მეეჭვება, განძრევა შევძლო. ფროსტს მისი შემომ-
ტვრევა მოუწევს“. მაგრამ კარი გაიღო, და გლოკტამ თვალები
მოიჩრდილა, ოთახში უეცრად შემოჭრილი მოხუცი მსახურის
ლამპის სინათლისგან თავდასაცავად. – კარგად ხართ?
– დავეცი, – ჩაიბუტბუტა გლოკტამ, – ჩემი ხელი...
მოხუცი მსახური საწოლზე ჩამოჯდა, გლოკტას ხელი ნაზად
გამოართვა და ღამის პერანგის სახელო აუკაპიწა. გლოკტა შე-
იჭმუხნა, ბარნამმა ენა გააწკლაპუნა: წინამხარზე დიდი, ვარდის-
ფერი ლაქა მოჩანდა, ნელ-ნელა უსივდებოდა და უწითლდებო-
და.
– არა მგონია, გატეხილი იყოს, – თქვა მსახურმა, – მაგრამ,
ყოველი შემთხვევისთვის, ქირურგს უნდა დავუძახოთ.
– ჰო, ჰო, – გლოკტამ ბარნამს ჯანმრთელი ხელი აუქნია, –
დაუძახე.

561 მკითხველთა ლიგა


გლოკტამ აფუსფუსებული მსახური მზერით გააცილა. მოხუცი
კარში გავიდა და დერეფანში გავიდა. იატაკი აჭრიალდა. შემდეგ
შემოსასვლელი კარი მოიხურა. სიჩუმე ჩამოწვა.
გლოკტამ ისტორიის ადეპტისთვის წართმეულ გრაგნილს და-
ხედა. მაგრად შეხვეული პერგამენტი ისევ კომოდზე იდო და არ-
ქილექტორთან გამგზავრებას უცდიდა.
„ცეცხლში გახვეული შემოქმედი ქვემოთ, ხიდზე დაეცა. უც-
ნაურია, როგორ ილექება ნამდვილი სამყაროს პატარა ფრაგ-
მენტები სიზმრებში. წყეული ჩრდილოელი და მისი დაუპატიჟე-
ბელი სტუმარი! ქალი და სიცივე. ალბათ ამან ამაფორიაქა“.
გლოკტამ ხელი ფრთხილად მოისრისა, შეშუპებული ხორცი
თითებით ნაზად დაიზილა. „არაფერია. უბრალოდ სიზმარი
იყო“. მაგრამ რაღაც მაინც გულს უღრღნიდა. ისევ კარს გახედა.
ლამპის ნარინჯისფერ შუქზე საკეტში გასაღები ბრწყინავდა.
„ღიაა, არადა ჩავკეტე! უნდა ჩამეკეტა. არასოდეს მავიწყდება“.
გლოკტა ცარიელ სავარძელს მიუბრუნდა. „რა თქვა იმ კრეტინ-
მა შეგირდმა? მაგია მეორე მხრიდან იღებს ძალებს. ქვედა სამ-
ყაროდან. ჯოჯოხეთიდან“.
ახლა, ამ სიზმრის შემდეგ, ეს არც ისე შეუძლებელი ეჩვენე-
ბოდა. როგორც კი მარტო დარჩა, შიში თავიდან შეეპარა. ჯან-
მრთელი ხელი სავარძლისკენ გაიშვირა. იქამდე მიღწევას ლა-
მის მთელი ცხოვრება მოუნდა. ცახცახებდა. აკანკალებული თი-
თებით ხეს შეეხო. „გრილია, მაგრამ არა ცივი. არა ცივი. არაფე-
რია, აქ არავინაა“.
„მხოლოდ სიზმარი იყო“.
– რა ჯანდაბა დაგემართათ?
გლოკტამ ცარიელი ღრძილებზე მჟავედ მოისვა ენა და თქვა:
– საწოლიდან გადმოვვარდი, – ტანსაცმლის ქვეშ მაჯა დაბ-
ნეულად მოიფხანა. სულ ცოტა ხნის წინ საშინლად ეწვოდა, მაგ-
რამ იმან, რაც ახლა თვალწინ გადაეშალა, ტკივილი მთლად გა-
562 მკითხველთა ლიგა
დაავიწყა. „უარესადაც შეიძლება ვყოფილიყავი. გაცილებით
უარესად“.
– ფრიად უსიამოვნო სანახაობაა. ფრიად უსიამოვნო, – თქვა
ბოლოს.
– ნამდვილად. მართალი ბრძანდებით, – სევერარდი აიმრი-
ზა, რამდენადაც ნიღბით ნახევრად დაფარული სახიდან შეიძლე-
ბოდა ამის თქმა, – კინაღამ ვაღებინე, როცა პირველად ვნახე.
მე! კინაღამ ვაღებინე! წარმოგიდგენიათ?!
გლოკამ მიწაზე აზელილ სისხლიან მასას დახედა. ცალი ხე-
ლით ხეს მიებჯინა, მეორეში ჩაბღუჯული ხელჯოხი გვიმრების
გადასაწევად გამოიყენა, იქაურობა უკეთ რომ დაენახა.
– ზუსტად ვიცით, რომ კაცია?
– შესაძლოა ქალიც იყოს. ყოველ შემთხვევაში – ნამდვილად
ადამიანია. აი ტერფი.
– ჰო, მართლაც. როგორ იპოვეს?
– ამან იპოვა, – სევერარდმა თავი მებაღისკენ გააქნია. კაცი
მიწაზე იჯდა, სახეზე ფერი არ ედო, თვალები უაზროდ გაშტერე-
ბოდა. იქვე, მის გვერდით, ბალახზე ნარწყევის პატარა გუბე
შრებოდა, – აი აქ, ხეებთან, ბუჩქებში მოფარებული. როგორც
ჩანს, მკვლელმა მისი გადამალვა სცადა, მაგრამ არც ისე დიდი
ხნის წინ. ჯერ კიდევ ახალია.
„მართალია. სუნი თითქმის არ ასდის, და სულ რამდენიმე
ბუზმა მოასწრო მოფრენა. ახალი ამბავია. შეიძლება – ამღამინ-
დელიც“.
– შეიძლება რამდენიმე დღე ვერ ეპოვათ, – განაგრძო სევე-
რარდმა, – ვიღაცას ხეების გასხვლა რომ არ ეთხოვა, ვითომდა
სინათლეს არ ატარებსო თუ რაღაც ეგეთი. ასეთი რამ ოდესმე
გინახავთ?
გლოკტამ მხრები აიჩეჩა:

563 მკითხველთა ლიგა


– ანგლანდში, ერთხელ, შენს გაჩენამდე. ერთ-ერთმა პატი-
მარმა გაქცევა სცადა. რამდენიმე მილი გაიარა და სიცივემ მოკ-
ლა. მერე გვამს დათვმა მიაგნო. საშინელი სანახაობა იყო, თუმ-
ცა, ასეთი ცუდი არა.
– მეეჭვება, გუშინ ვინმე სიცივისგან მომკვდარიყო. ჯოჯოხე-
თურად ცხელოდა.
– უჰუ, – ჩაიბურტყუნა გლოკტამ. „თუ ჯოჯოხეთში ნამდვი-
ლად ცხელა. რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ იქ ცივა. ყინუ-
ლივით ცივა“, – თან აგრიონტში მაინცდამაინც ბევრი დათვი არ
შემორჩა. რამე მოსაზრება ხომ არ გაქვს იმასთან დაკავშირე-
ბით, რა დაემართა ამ... – ხელჯოხი „გვამისკენ“ გააქნია, – პი-
როვნებას?
– არავითარი.
– ვინმე დაიკარგა? ძებნა ხომ არავისზე გამოუცხადებიათ?
– ასეთი არავინ მსმენია.
– ესე იგი, ოდნავი წარმოდგენაც არ გვაქვს, მსხვერპლი ვინ
არის? მაშინ რა ჯანდაბა გვინდა აქ? რაში გვაინტერესებს? განა
თვითმარქვია მაგს არ უნდა ვუთვალთვალებდეთ?
– საქმეც მაგაშია. მათი ახალი საცხოვრებელი აი, იქ არის, –
სევერარდმა ხელთათმნიანი თითი ოციოდე ნაბიჯში მდგარი შე-
ნობისკენ გაიშვირა, – ზუსტად მათ ვუთვალთვალებდი, როცა ეს
საქმე ამოტივტივდა.
გლოკტამ წარბი აზიდა:
– ვხედავ. და ეჭვობ, რომ აქ რაღაც კავშირია, ხომ ასეა? – შე-
გირდმა მხრები აიჩეჩა, – შუაღამით იდუმალი უცნობები სტუმ-
რობენ, მათ ზღურბლთან საზარელი მკვლელობები ხდება. რო-
გორც ჩანს, ჩვენი სტუმრები უსიამოვნებებს ისე იზიდავენ, რო-
გორც ნეხვი ბუზებს.
– ჰაჰ! – სევერარდმა ბუზი ხელთათმნით მოიცილა, – სხვა
საქმეც გამოვიკვლიე. თქვენი ბანკირები – ვალინტი და ბალკი.
564 მკითხველთა ლიგა
გლოკტამ ახედა:
– მართლა? და?
– და არაფერი განსაკუთრებული. ძველი ბანკია. ძალიან ძვე-
ლი და უაღრესად პატივცემული. ვაჭრებისთვის მათ თამასუქები
ისევე სანდოა, როგორც ოქრო. კანტორები მთელ შუამიწეთში
აქვთ გახსნილი. ასევე ანგლანდში, სტარიკლანდში, ვესტპორ-
ტში, დაკოსკაში. კავშირის გარეთაც კი. დიდი ძალაუფლება
აქვთ, ყველა გაგებით. როგორც დავასკვენი, ყველას მათი ვალი
აქვს. უცნაური ისაა, რომ არც ვალინტი და არც ბალკი არავის
უნახავს. თუმცა, ბანკებს რას გაუგებ, ჰა? საიდუმლოები უყვართ.
ხომ არ გსურთ, უფრო ღრმად ამოვქექო?
„ეს სახიფათოა. ძალიან სახიფათო. მეტისმეტად ღრმად
ამოთხრი – და საკუთარ საფლავში აღმოჩნდები“.
– არა. უმჯობესია გავჩერდეთ. ჯერჯერობით. თუმცა, ყურები
მაინც დაცქვეტილი გქონდეს.
– ყურები ყოველთვის დაცქვეტილი მაქვს, უფროსო. როგორ
ფიქრობთ, ტურნირს ვინ მოიგებს?
გლოკტა შეგირდს მიაჩერდა:
– მაგაზე ფიქრი როგორ შეგიძლია ასეთი სანახაობის ადგი-
ლას?
შეგირდმა მხრები აიჩეჩა:
– ეს იმათ არაფერს უშავებს, ხომ ასეა?
გლოკტამ დაჩეხილ გვამს დახედა.
„ჰო, ვფიქრობ, აღარ“.
– მაინც რას ფიქრობთ, თქვენ ნამდვილად გეცოდინებათ.
ლუთარი თუ გორსტი?
– გორსტი.
„იმედი მაქვს, იმ პატარა ნაბიჭვარს ნაკუწ-ნაკუწ აჩეხავს“.
– მართლა? არადა ხალხი ამბობს, მოუქნელი ხარიაო, უბრა-
ლოდ უმართლებსო.
565 მკითხველთა ლიგა
– მე კი ვამბობ, რომ გენიოსია, – უპასუხა გლოკტამ, – რამ-
დენიმე წელიწადში ყველა მასავით იფარიკავებს, თუ საერთოდ
შეიძლება ამას ფარიკაობა ვუწოდოთ. ჩემი სიტყვები კარგად
დაიმახსოვრე.
– ესე იგი გორსტი? კარგი, მაშინ იქნებ მასზე ცოტა ფულს ჩა-
ვიდე.
– ჩადი, ჩადი. მაგრამ, მანამდე ამ ყველაფერს მიხედე და
უნივერსიტეტში გააგზავნე. ფროსტიც დაიხმარე, გამძლე კუჭი
აქვს.
– უნივერსიტეტში?
– აქ ხომ ვერ დავტოვებთ. ვინმე დარბაისელ ქალბატონს
პარკში გასეირნება რომ მოუნდეს, გული წაუვა, – სევერარდმა
ჩაიხითხითა, – თანაც, მგონი ვიღაცას ვიცნობ, ვისაც შეუძლია
ამ პატარა საიდუმლოს ფარდა ახადოს.
– უაღრესად საინტერესო რამეს მიაგენით, ინკვიზიტორო, –
მედიცინის ადეპტი წამით სამუშაოს მოსწყდა და გლოკტას გახე-
და: აბრჭყვიალებული ლინზის ქვემოთ ცალი თვალი გიგანტუ-
რად გასდიდებოდა, – უაღრესად მშვენიერს, – ჩაიბუტბუტა და
კვლავ გვამს მიუბრუნდა. ლპობაშეპარულ გვამს იკვლევდა, ინ-
სტრუმენტებით ჩხვლეტდა, ჭრიდა, აქუცმაცებდა.
გლოკტამ ლაბორატორია მოათვალიერა, ტუჩები ზიზღით
მოეღრიცა. ოთხიდან ორ კედელზე სხვადასხვა ზომის ქილები
ჩაემწკრივებინათ, რომლებშიც სპირტში შენახული ხორცის ნაჭ-
რები ცურავდა. ზოგში ადამიანის სხეულის ნაწილები ამოიცნო,
ზოგში – ვერა. ამ საშინელმა სანახაობამ გლოკტაც კი შეაძრწუ-
ნა.
„საინტერესოა, კანდელაუმ ეს ყველაფერი როგორ იშოვა?
იქნებ მისი მნახველები საბოლოოდ ამ ათეულობით ქილებში
აღმოჩნდებიან ხოლმე დანაწევრებულები? შეიძლება ჩემგანაც
საინტერესო ეგზემპლარი გამოუვიდეს“.
566 მკითხველთა ლიგა
– მშვენიერია, – ადეპტმა ლინზის თასმა ცოტა მოუშვა და
შუბლზე აიცურა, შემდეგ თვალის გარშემო გაჩენილი ვარდის-
ფერი რგოლი დაიზილა, – რა შეგიძლიათ მითხრათ ამის შესა-
ხებ?
გლოკტა შეიჭმუხნა:
– აქ იმისთვის მოვედი, რომ თქვენ მითხრათ.
– რასაკვირველია, რასაკვირველია, – კანდელაუმ ტუჩები
მოკუმა, – მაშ ასე... ეე... რაც შეეხება ჩვენი უბედური მეგობრის
სქესს... ეე...
– დიახ?
– ეე... ჰა-ჰა, ორგანოები, რომლებიც ამაზე პასუხს გაგვცემ-
და... – და ხელით მაგიდაზე აბრიალებული ლამპებით განათე-
ბულ ხორცის მასაზე ანიშნა, – აკლია.
– და ეს არის თქვენი გამოძიების შემაჯამებელი შედეგი?
– მმ... სხვა გზებიც არსებობს: მამაკაცებს არათითები საჩვე-
ნებელზე გრძელი აქვთ, რაც ქალებში აუცილებელი არ არის,
მაგრამ ჰაჰ, ჩვენი ნარჩენებით ამას ვერ გავარკვევთ. ასე რომ,
სქესის დადგენის ასპექტში, თითების გარეშე, შეიძლება ითქვას,
ხელები შეკრული გვაქვს! – საკუთარ ხუმრობაზე ნერვიულად
ჩაიცინა. გლოკტას არ გაუცინია.
– ახალგაზრდა იყო თუ მოხუცი?
– ეე... ვშიშობ, აქაც რთულადაა საქმე. კბილები... ეე... –
ადეპტმა გვამს გრძელსახელურიანი მაშა დაუკაკუნა, – კბილები
კარგ მდგომარეობაში აქვს, და კანი – რაც დაგვრჩა – უფრო
ახალგაზრდა ასაკზე მიგვითითებს. თუმცა, ეს უბრალოდ, ჰე-ჰე...
– ბოლოს და ბოლოს, რისი თქმა შეგიძლიათ მსხვერპლზე?
– ეე... ალბათ... არაფრის, – ადეპტმა დამნაშავესავით გაიღი-
მა, – მაგრამ სიკვდილის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით
რამდენიმე საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე!
– ჰოო?
567 მკითხველთა ლიგა
– ოო, დიახ, ამას დახედეთ!
„მირჩევნია თავი შევიკავო“. გლოკტა მაგიდასთან უხალი-
სოდ მიფრატუნდა და იმ ადგილს დააკვირდა, რომელზეც მო-
ხუცმა ანიშნა.
– ამას ხედავთ? ამჩნევთ, ჭრილობას როგორი ფორმა აქვს?
– ადეპტმა ინსტრუმენტი ხრტილის ნაგლეჯს ჩაარჭო.
– არა, ვერ ვამჩნევ, – უპასუხა გლოკტამ. „ჩემთვის ეს
მთლიანი მასა ერთი დიდი ჭრილობაა“.
მოხუცი ინკვიზიტორისკენ გადაიხარა, თვალები გაუფარ-
თოვდა:
– ადამიანი, – წაიჩურჩულა მან.
– ისედაც ვიცით, რომ ადამიანია! აი, ტერფი!
– არა! არა! ეს ნაკბენები, აი, აქ, შეხედეთ... ადამიანისაა!
გლოკტა შეიჭმუხნა:
– ადამიანის... ნაკბენები?
– უეჭველად! – კანდელაუს გაბადრული სახე იქაურობას სა-
ერთოდ არ უხდებოდა. „და საუბრის თემასაც, ვიტყოდი“.
– ეს ადამიანი, – განაგრძო ადეპტმა, – სხვა ადამიანმა დაფ-
ლითა, და, როგორც ჩანს, – მოხუცმა მაგიდაზე დადებულ ხორ-
ცის მასაზე გამარჯვებული სახით ანიშნა, – რადგან გარკვეული
ნაწილები გვაკლია... მსხვერპლი სანახევროდ შეჭმულია!
გლოკტა მოხუცს მიაჩერდა. „შეჭმულია? შეჭმული? ყოველი
პასუხი ათ ახალ შეკითხვას რატომ წარმოშობს?“
– არქილექტორს ეს უნდა გადავცე?
ადეპტმა ნერვიულად გაიცინა:
– ისაა... ჰე-ჰე, ასეთია ფაქტები, როგორც მე ვხედავ...
– ამოუცნობ პიროვნებას, შესაძლოა კაცს, შესაძლოა ქალს,
ან ახალგაზრდას, ან მოხუცს – პარკში უცნობი თავდამსხმელი
დაესხა თავს, სასიკვდილოდ დაგლიჯა, მეფის სასახლიდან სულ
რაღაც ორას ნაბიჯში, და ამის შემდეგ... სანახევროდ შეჭამა?
568 მკითხველთა ლიგა
– ეე... – კანდელაუმ კარს შეშფოთებული მზერა ესროლა.
გლოკტამაც გაიხედა და შეიჭმუხნა. კარში ახალი მნახველი იდ-
გა, ოთახში უჩუმრად შემოსულიყო. ქალი. ლამპით განათებული
წრის კიდესთან იდგა, ჩრდილში. ხელები გულზე დაეკრიფა. მა-
ღალი ქალი იყო, მოკლედ შეჭრილი, ზღარბივით აბურძგნილი
წითური თმით, სახეს შავი ნიღაბი უფარავდა, გლოკტას და
ადეპტს მოჭუტული თვალებით მისჩერებოდა. შეგირდი...
„ვერ ვცნობ. არადა ინკვიზიციაში ქალები ძალიან იშვიათო-
ბაა. ვიფიქრებდი, რომ...“
– საღამო მშვიდობისა, საღამო მშვიდობისა! – კარში კიდევ
ერთი ადამიანი შემოვიდა: გაძვალტყავებული მელოტი კაცი,
გრძელი შავი მოსასხამით და თავდაჭერილი ღიმილით.
უსიამოვნოდ ნაცნობი... „წყეული გოილი. ადუას ახალი ზედამ-
ხედველი. როგორც იქნა, ჩამოაღწია. რა მშვენიერი ამბავია!“
– ინკვიზიტორო გლოკტა, რა სასიამოვნოა კვლავ თქვენთან
შეხვედრა!
– ჩემთვისაც, ზედამხედველო გოილ. „შე ნაბიჭვარო!“
გაბადრული ზედამხედველის ზურგს უკან კიდევ ორი ფიგურა
გამოჩნდა და მკვეთრად განათებული პატარა ოთახი თითქოს
კიდევ უფრო დაპატარავდა. პირველი მუქკანიანი, ჯმუხი კანტი-
კელი იყო, ყურზე უზარმაზარი ოქროს რგოლით. მეორე მხეცუ-
რად დიდი ჩრდილოელი, სახე ქვის ლოდს რომ მიუგავდა. კარში
შემოსატევად ცოტა დახრა მოუხდა. ორივეს ნიღაბი ეკეთა და
თავიდან ფეხებამდე შეგირდების შავი ტანსაცმელი ემოსათ.
– ეს შეგირდი ვიტარია, – ჩაიკრიახა გოილმა და წითურ ქალ-
ზე ანიშნა, რომელიც კედელთან გამწკრივებულ ქილებთან მივი-
და და მათში სათითაოდ ჩაიხედა, თითებს უკაკუნებდა და სით-
ხეს არყევდა, – ესენი კი შეგირდი ჰალიმი, – სამხრეთელმა გო-
ილს გზა გვერდულად აუარა, ოთახში მოუსვენარ თვალებს აცე-
ცებდა, – და შეგირდი ბაირი, – უშველებელი ჩრდილოელი
569 მკითხველთა ლიგა
გლოკტას ჭერის სიმაღლიდან დააჩერდა, – სამშობლოში ქვის
მხლეჩს ეძახიან, წარმოგიდგენიათ? მაგრამ მეეჭვება, ეს სახე-
ლი აქ გამოგვადგეს, ხომ ასეა, გლოკტა? შეგირდი ქვის მხლეჩი!
– გოილმა მშვიდად ჩაიცინა და თავი გააქნია.
„და ეს არის ინკვიზიცია? არ ვიცოდი, თუ ქალაქში ცირკი
გვესტუმრა. საინტერესოა, ერთმანეთის მხრებზე დგებიან? ან
ცეცხლმოდებულ სალტეებში ხტებიან?“
– ფრიად მრავალფეროვანი გუნდია, – შენიშნა გლოკტამ.
– ოო, დიახ, – გაიცინა გოილმა, – მათ ყველგან ვარჩევდი,
სადაც კი მიმოგზაურია. ასე არ არის, მეგობრებო?
ქილებით გართულმა ქალმა მხრები აიჩეჩა. მუქკანიანმა შე-
გირდმა თავი დაუკრა. უზარმაზარი ჩრდილოელი კი უბრალოდ
კოშკივით იდგა.
– სადაც კი მიმოგზაურია! – ისე ჩაიფხუკუნა გოილმა, თით-
ქოს ყველა მასთან ერთად იცინისო, – სხვებიც მყავს! ეჰ, რა
დრო იყო, ვერც კი წარმოიდგენთ! – სიცილისგან მომდგარი
ცრემლი მოიწმინდა და ოთახის ცენტრში, მაგიდისკენ გაემარ-
თა. ეტყობოდა, მხიარულება ყველგან და ყველაფერზე შეეძლო.
იმაზეც კი, რაც ახლა მაგიდაზე იდო, – მაგრამ ეს რა არის? თუ
არ ვცდები, გვამი უნდა იყოს! – გოილს თვალებში ნაპერწკლებ-
მა გაურბინა, – გვამი? ქალაქში მკვლელობა მოხდა? რადგან
ადუას ზედამხედველი ვარ, ეს, რა თქმა უნდა, ჩემი საქმე გამო-
დის, ხომ ასეა?
გლოკტამ თავი დაუკრა:
– ბუნებრივია. ჩემთვის არ უცნობებიათ, რომ ჩამოხვედით,
ზედამხედველო გოილ. თანაც, ჩემი აზრით, უჩვეულო გარე-
მოებები...
– უჩვეულო? უჩვეულოს ვერაფერს ვხედავ.
გლოკტა გაჩუმდა. „რა თამაშს თამაშობს ეს გაკრეჭილი
იდიოტი?“
570 მკითხველთა ლიგა
– ალბათ დამეთანხმებით, რომ გამოვლენილი ძალადობა
ცოტა არ იყოს... განსაკუთრებულია.
გოილმა მხრები უგულისყუროდ აიჩეჩა:
– ძაღლები.
– ძაღლები? – გლოკტამ ვერ მოითმინა, – როგორ ფიქ-
რობთ, ქალაქის შინაური ცხოველები გაცოფდნენ თუ კედელზე
გადმოცოცებული გარეული მხეცები?
ზედამხედველმა მხოლოდ გაიღიმა:
– როგორც გირჩევნიათ, ინკვიზიტორო. როგორც გირჩევნი-
ათ.
– ვშიშობ, ამას ძაღლები ვერ იზამდნენ, – მედიდურად დაიწ-
ყო ახსნა მედიცინის ადეპტმა, – ინკვიზიტორ გლოკტას სწორედ
ამწუთას ვუხსნიდი... ეს ნაკბენები, აი, აქ და აქ, კანზე, ხედავთ?
ადამიანის ნაკბენებია, არავითარი ეჭვი არ...
ქალი ქილებს შეეშვა, კანდელაუს მიუახლოვდა, მისკენ გა-
დაიხარა და ნიღაბი ბებერი ნისკარტივით ცხვირისგან რამდენი-
მე ინჩში შეაჩერა. მოხუცმა უკან ნელა დაიხია:
– ძაღლები, – წასჩურჩულა ქალმა და შემდეგ, მოულოდნე-
ლად, სახეში შეჰყეფა.
ადეპტი უკან გახტა:
– ეე... კარგი, შეიძლება შევცდი... რა თქმა უნდა.. – მოხუცი
უზარმაზარი ჩრდილოელის მკერდს შეასკდა, რომელიც საკვირ-
ველი სისწრაფით გაჩნდა ადეპტის ზურგს უკან. კანდელაუ ნელა
შეტრიალდა, გაფართოებული თვალებით ზემოთ აიხედა.
– ძაღლები, – დაიგუგუნა გოლიათმა.
– ძაღლები, ძაღლები, ძაღლები, – წაიკრუტუნა სამხრეთელ-
მა მძიმე აქცენტით.
– რა თქმა უნდა! – დაიწრიპინა კანდელაუმ, – ძაღლები! რა
თქმა უნდა, ძაღლები! რა სულელი ვარ!

571 მკითხველთა ლიგა


– ძაღლები! – დაიყვირა კმაყოფილმა გოილმა და ხელები
აღმართა, – თავსატეხიც ამოხსნილია!
გლოკტას გასაოცრად, სამიდან ორმა შეგირდმა თავაზიანად
დაუკრა ტაში. ქალი გაუნძრევლად იდგა.
„არ მეგონა, ოდესმე ზედამხედველი კალინი თუ მომენატრე-
ბოდა, მაგრამ ახლა მგონი ნოსტალგია შემომაწვა“.
გოილი ნელა შემობრუნდა და გლოკტას თავი მდაბლად და-
უკრა:
– დღეს აქ ჩემი პირველი დღეა და უკვე სამუშაოს შევუდექი!
ეს შეგიძლიათ დამარხოთ, – გაუღიმა მოკუნტულ ადეპტს და
გვამზე ანიშნა, – მისი ადგილი მიწაშია, ხომ ასეა? – გოილმა
ჩრდილოელს ახედა, – ისევ მტვრად იქცა, როგორც შენს სამ-
შობლოში ამბობენ!
უზარმაზარმა შეგირდმა ოდნავაც არ შეიმჩნია, რომ რაღაც
უთხრეს. გვერდით კანტიკელი ედგა, ყურზე რგოლს ატრიალებ-
და. ქალი მაგიდაზე დადებულ მასას ათვალიერებდა და ნიღბის
ქვემოდან ყნოსავდა. მედიცინის ადეპტი ქილებს აჰკვროდა და
ოფლში ცურავდა.
„მოვრჩეთ ამ პანტომიმას. სხვა საქმეებიც მაქვს“.
– კარგი, – გაწელა გლოკტამ და კარისკენ წაფრატუნდა, –
თავსატეხი ამოხსნილია. მე აღარაფერში გჭირდებით.
ზედამხედველი გოილი შემობრუნდა, კეთილგანწყობა უკვა-
ლოდ გაჰქრობოდა:
– ჰო! – წაისისინა მან, გამძვინვარებული პატარა თვალები
კინაღამ ბუდიდან ამოსცვივდა, – თქვენ... აღარაფერში... გვჭირ-
დებით!

572 მკითხველთა ლიგა


არასოდეს დაენაძლევო მაგს
ლოგენი თავის სკამზე მოკუნტული, მცხუნვარე მზის ქვეშ იჯ-
და და ოფლში ცურავდა. ეს სულელური ტანსაცმელი ოფლიანო-
ბისგან ვერ იცავდა, სხვა რამეებშიც სრულიად უვარგისი აღმოჩ-
ნდა. ტუნიკა ჯდომისთვის აშკარად არ იყო შექმნილი, ყოველ-
თვის, როცა განძრევას ცდილობდა, მაგარი ტყავი კვერცხებზე
უჭერდა.
– წყეულიმც იყოს ეს ოხრობა! – დაიღრინა და ტანსაცმელი
მეოცედ შეისწორა. თავის მაგიურ სამოსში კვიც არანაკლებ
მოუხერხებლად გრძნობდა თავს. მბზინავი ოქროსა და ვერ-
ცხლისფერი სიმბოლოების ფონზე სახე კიდევ უფრო ფერმკრთა-
ლი და ავადმყოფური უჩანდა, გადმოკარკლული თვალები კი –
უფრო ფეთიანი. მალაქუსს მთელი დილა ლამის ერთი სიტყვაც
არ დასცდენოდა. სამეულიდან მხოლოდ ბაიაზი ჩანდა კმაყოფი-
ლი, სკამებზე მღელვარე ბრბოს ფართოდ უღიმოდა, ნამზეურ კე-
ფაზე მზის სხივები ულაპლაპებდა.
მაყურებლების ზღვაში ისე გამოირჩეოდნენ, როგორც დამპა-
ლი ხილი კალათში, და ასეთივე პოპულარობით სარგებლობ-
დნენ. მიუხედავად იმისა, რომ სკამებზე ტევა არ იყო, ხალხი ერ-
თმანეთზე მხრებმიბჯენილი ისხდა, მათ გარშემო ცარიელი ად-
გილები ჩანდა – მათთან დაჯდომა არავის სურდა.
ხმაური სიცხესა და ხალხმრავლობაზე მეტად ძაბავდა. ლო-
გენს ამ ღრიანცელისგან ყურები უბზუოდა. ძლივს იკავებდა
თავს ხელების აფარებისა და სკამის ქვეშ დამალვისგან. ბაიაზი
მისკენ გადაიხარა და ჰკითხა:
– შენს ორთაბრძოლებს თუ ჰგავს? – ყვირილი უწევდა,
მიუხედავად იმისა, რომ პირი ლოგენის ყურიდან ექვსიოდე ინ-
ჩის დაშორებით ჰქონდა.

573 მკითხველთა ლიგა


ლოგენმა რაღაც გაურკვევლად ჩაიბურტყუნა და ჩაფიქრდა:
მაშინაც კი, როცა რუდ სამმუხას ებრძოდა, როცა მათ სანახავად
ბეთოდის არმია ნახევარწრედ გაიშალა, ყვიროდა, კიოდა და
იარაღებს ფარებზე აბრახუნებდა, როცა ზემოდან ხალხით გადა-
ტენილი უფრითის კედლები დაჰყურებდა – მაშინაც კი მაყურე-
ბელი ორჯერ ნაკლები და ორჯერ ნაკლებად ხმაურიანი იყო. ოც-
დაათ კაცზე მეტს არ უნახავს, როგორ მოკლა უგულო შამა – ჯერ
მოკლა, შემდეგ ღორივით გაატყავა. ამ მოგონებებზე ლოგენი
შეკრთა, შუბლი შეიჭმუხნა და თავი მხრებში უფრო ღრმად ჩარ-
გო. ანაკუწებდა და ანაკუწებდა, თითებიდან სისხლს ილოკავდა,
მეძებარი შეძრწუნებული მისჩერებოდა, ბეთოდი კი ხარხარებ-
და და გამამხნევებლად უყვიროდა. სისხლის გემო ახლაც ახ-
სოვდა. გააჟრჟოლა და პირი მოიწმინდა.
მის ორთაბრძოლებს, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლები
ხალხი უყურებდა, სამაგიეროდ, იქ ფსონები ბევრად მაღალი
იყო. სასწორზე მებრძოლების სიცოცხლე იდო, ასევე უფლება
მიწებზე, სოფლებზე, ქალაქებსა და მთლიანი კლანების მომა-
ვალზე. როცა თულ დურუს ებრძოდა, ალბათ ასი ადამიანიც არ
უყურებდა, მაგრამ იმ სისხლიან ნახევარ საათში მთელი ჩრდი-
ლოეთის ბედი გადაწყდა. რომ წაეგო, მეხთავას რომ მოეკლა...
ყველაფერი ისევ ასე იქნებოდა? შავ დოუს, ან ჰარდინგ უტყვს,
ან ნებისმიერ სხვას მტვრად რომ ექცია, ბეთოდს ოქროს ჯაჭვი
ექნებოდა? თავს მეფედ გამოაცხადებდა? იომებდა კავშირი
ჩრდილოეთთან? ამ ფიქრებმა თავი კიდევ უფრო აატკივა.
– კარგად ხარ? – ჰკითხა ბაიაზმა.
– უჰუ, – ჩაიბლუკუნა ლოგენმა, მაგრამ სინამდვილეში კან-
კალებდა, ამ სიცხეშიც კი. ამ ხალხს აქ რა უნდოდა? მხოლოდ
გართობა. ლოგენის ბრძოლებით ძალიან ცოტა თუ გაერთობო-
და, ალბათ მხოლოდ ბეთოდი. და კიდევ რამდენიმე, – არა, ეს
ჩემს ბრძოლებს საერთოდ არ ჰგავს, – ჩაიბურტყუნა თავისთვის.
574 მკითხველთა ლიგა
– რაო? – ჩაეკითხა ბაიაზი.
– არაფერი.
– ჰმმ, – გაბადრულმა მოხუცმა ბრბო მოათვალიერა და მოკ-
ლე ჭაღარა წვერი მოიფხანა, – როგორ ფიქრობ, ვინ გაიმარ-
ჯვებს?
ლოგენს ეს სრულიად არ აინტერესებდა, მაგრამ გადაწყვიტა,
მოგონებებისგან ნებისმიერი გზით დაეხსნა თავი. ორივე მებ-
რძოლს ყურადღებით დააკვირდა: მისგან არც ისე შორს იდგნენ
და ბრძოლისთვის ემზადებოდნენ. ერთ-ერთი სწორედ ის გაბ-
ღენძილი სიმპათიური ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელსაც კა-
რიბჭესთან შეხვდნენ. მეორე – მძიმე, ძლიერი აგებულების
სქელკისერა კაცი – ისე გამოიყურებოდა, თითქოს ეს ყველაფე-
რი ძალიან მოჰბეზრებოდა.
ლოგენმა მხრები აიჩეჩა:
– ასეთ რამეებში ვერ ვერკვევი.
– რაა? შენ – სისხლიანი ცხრა? ჩემპიონი, რომელმაც ათი
დუელი მოიგო? ჩრდილოეთში ყველაზე საშიში კაცი? ვერ ერ-
კვევი? მთელ მსოფლიოში ყველა ორთაბრძოლა ხომ ერ-
თნაირია!
ლოგენი შეკრთა და ტუჩები მოილოკა. სისხლიანი ცხრა. ეს
სახელი შორეულ წარსულში დარჩა, მაგრამ არც იმდენად შორს,
როგორც ლოგენი ისურვებდა. პირში კვლავ ლითონის, მარი-
ლისა და სისხლის გემო ედგა. ადამიანთან ხმლით შეხება და
ადამიანის გაფატვრა ერთი და იგივე არ იყო, მაგრამ მოწინააღ-
მდეგეებს მაინც დააკვირდა. გაბღენძილმა ახალგაზრდამ სახე-
ლოები აიკეცა, ფეხის თითებს შეეხო, გავა წრიულად შეარხია,
მხრები ქარის წისქვილივით დაატრიალა. წითელ მუნდირში გა-
მოწყობილი მკაცრი მოხუცი თვალყურს ადევნებდა. მაღალმა,
შეწუხებულსახიანმა მამაკაცმა მებრძოლს ორი წვრილი ხმალი
გადასცა, ერთი გრძელი, მეორე მოკლე, და იმანაც იარაღები
575 მკითხველთა ლიგა
შთამბეჭდავი სისწრაფით დააბზრიალა ჰაერში. მახვილებმა მზე-
ზე თვალისმომჭრელად გაიელვა.
მისი მოწინააღმდეგე უბრალოდ იდგა, ხის ღობეს ეყრდნობო-
და და ხარივით კისერს აქეთ-იქით აუჩქარებლად ჭიმავდა. გა-
რემოს ზანტად ათვალიერებდა.
– ვინ ვინაა? – იკითხა ლოგენმა.
– მედიდური ვირი, რომელსაც კარიბჭესთან შევხვდით, ლუ-
თარია. მეორე კი, რომელსაც სადაცაა ჩაეძინება – გორსტი.
ნათელი იყო, ბრბო მხარს ვისაც უჭერდა. ლუთარის სახელი
საერთო გუგუნშიც კი გარკვევით ისმოდა, მისი ხმლების ყოველ
მოძრაობას ტაში და ოხვრა მოსდევდა. სწრაფი, მოქნილი და
გონიერი ჩანდა, მაგრამ იმ მოზვერის ტლანქ ლოდინში რაღაც
მომაკვდინებელი საფრთხე იგრძნობოდა, მძიმე ქუთუთოების
ქვეშ თვალები ავბედითად უელავდა. ლოგენი დაფიქრდა და გა-
დაწყვიტა – მეტოქედ ლუთარს უფრო აირჩევდა, მიუხედავად მი-
სი სისწრაფისა:
– გორსტს ვვარაუდობ.
– გორსტს? მართლა? – ბაიაზს თვალები აუციმციმდა, – პა-
ტარა სანაძლეოზე რა აზრის ხარ?
ლოგენმა გაიგონა, კვიმ ჰაერი შიშინით როგორ შეისრუტა:
– არასოდეს დაენაძლევო მაგს, – წაიჩურჩულა შეგირდმა.
თუმცა ლოგენისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა:
– რა ჯანდაბას უნდა ჩამოვიდე?
ბაიაზმა მხრები აიჩეჩა:
– კარგი, მაშინ, მოდი, უბრალოდ ღირსებისა და პატივისთვის
დავნაძლევდეთ.
– როგორც გინდა, – ლოგენს ეს თვისებები ბევრი მაინც არა-
სოდეს ჰქონია, და რაც გააჩნდა, მათ დაკარგვაზეც არ ღელავდა
დიდად.

576 მკითხველთა ლიგა


– ბრემერ დან გორსტი! – ალაგ-ალაგ ტაში გაისმა, მაგრამ
მაშინვე სტვენისა და უკმაყოფილო შეძახილების ზვავში ჩაიკარ-
გა. უზარმაზარმა ხარმა კუთვნილი ადგილისკენ გააბოტა, ნახევ-
რად დახუჭული თვალებით მიწას დაჰყურებდა, დიდ, მძიმე ხე-
ლებში დიდი, მძიმე ხმლები ეჭირა. მოკლედ შეჭრილ თმასა და
პერანგის საყელოს შორის კისერი მთლიანად მსხვილი კუნთე-
ბის გროვად ჰქცეოდა.
– მახინჯი ნაბიჭვარი, – ჩაიბუტბუტა ჯეზალმა მის დანახვაზე,
– წყეული იდიოტი, მახინჯი ნაბიჭვარი!
მაგრამ ეს წყევლა-კრულვა მისივე ყურებისთვისაც არადამა-
ჯერებლად ისმოდა. ამ კაცის სამი ბრძოლა ნახა და მან სამივეში
კარგი მეტოქეები გააცამტვერა. ერთ-ერთი კიდევ მთელი კვირა
ვერ ადგებოდა საწოლიდან. ჯეზალმა უკანასკნელი რამდენიმე
დღე სპეციალურად გორსტის ძალისმიერი სტილის საწინააღ-
მდეგო ბრძოლის შესწავლაში გაატარა: ვარუზი და ვესტი ცოც-
ხის დიდი ტარებით უტევდნენ, მას კი დარტყმები უნდა აეცილე-
ბინა. თუმცა, ბევრჯერ მოხვდა და ჯეზალს ჩალურჯებული ადგი-
ლები ჯერ კიდევ სტკიოდა.
– გორსტი? – მუდარით ითხოვა მსაჯმა, დამსწრეებისგან მცი-
რე ტაში მაინც რომ გამოეტყუებინა, მაგრამ მაყურებლები
ჯიუტად რჩებოდნენ ძველ აზრზე. პირიქით, სტვენა და ზუზუნი
უფრო გაძლიერდა, ხოლო როცა გორსტი თავის ნიშანთან დად-
გა, დაცინვისა და ლანძღვა-გინების სეტყვა წამოვიდა:
– მოუქნელო ხარო!
– ფერმაში დაბრუნდი და გუთანში შეები!
– ბრემერ დან საქონელი!
ხალხის ზღვა თვალუწვდენლად გადაჭიმულიყო და უსასრუ-
ლობაში იკარგებოდა. ყველა აქ იყო. თითქმის მთელი მსოფ-
ლიო. ყოველი მდაბიო შორეული მხარეებიდან. ყოველ ბატონს,
ოსტატს, ხელოსანს თუ ვაჭარს შუა სკამებზე მოეყარათ თავი. აგ-
577 მკითხველთა ლიგა
რიონტის ყოველი დიდებული, კაცი თუ ქალი, წინა რიგებში ის-
ხდნენ – უბადრუკი არისტოკრატების მეხუთე ვაჟებიდან ღია და
დახურული საბჭოს ბობოლებამდე. სამეფო ლოჟაც სავსე იყო:
დედოფალი, ორივე პრინცი, ლორდი ჰოფი, პრინცესა ტერეზა.
რამდენჯერმე მეფემაც კი გამოიღვიძა, რა პატივი იყო! გადმო-
კარკლულ თვალებს გაოცებისგან აქეთ-იქით აცეცებდა. სადღაც
ჯეზალის მამა და ძმებიც ისხდნენ, მისი მეგობრები და თანამებ-
რძოლი ოფიცრები, თითქმის ყველა, ვისაც კი იცნობდა. და არ-
დიც – იმედი ჰქონდა, უყურებდა...
ერთი სიტყვით, შთამბეჭდავი საზოგადოება შეკრებილიყო.
– ჯეზალ დან ლუთარი! – დაიღრიალა მსაჯმა. ბრბოს უაზრო
ბუტბუტი ოვაციების ქარიშხალში გადაიზარდა, მხარდაჭერის
ტალღა მეხივით გავარდა. არენაზე კივილ-წივილის ექო ზარის
ხმასავით გაისმოდა და ჯეზალს ტვინში ურტყამდა.
– მიდი ლუთარ!
– ლუთარ!
– მოკალი ეგ ნაბიჭვარი!
– მიდი, ჯეზალ, – ჩასჩურჩულა მარშალმა ვარუზმა ყურში,
ზურგზე დაუტყაპუნა და წრისკენ ნაზად უბიძგა, – წარმატებას გი-
სურვებ!
ემოციებისგან გამოფიტული ჯეზალი წრისკენ მიდიოდა,
ბრბოს ხმაური ყურებში უგუგუნებდა, ეგონა, სადაცაა თავი გაუს-
კდებოდა. გონებაში უკანასკნელი რამდენიმე თვის ვარჯიშები
უტრიალებდა: სირბილი, ცურვა, მძიმე ძელი, პოზიციების დაუს-
რულებელი დამუშავება. სასჯელი, სწავლა, ოფლიანობა და ტკი-
ვილი. მხოლოდ იმისთვის, რომ ახლა აქ მდგარიყო. შვიდი შეხე-
ბა. ან ზედიზედ ოთხი. ყველაფერი აქამდე მოვიდა.
თავის ნიშანთან, გორსტის მოპირდაპირე მხარეს დადგა და
მოწინააღმდეგის მძიმე ქუთუთოებს მიაჩერდა. თითქმის დახუ-
ჭულმა თვალებმა მშვიდი, ცივი მზერით უპასუხეს, თითქოს მის
578 მკითხველთა ლიგა
მიღმა იყურებოდნენ და ჯეზალი საერთოდ არ არსებობდა. ამან
გააღიზიანა და გონებიდან ყველა ფიქრი გაუფანტა. დიდებული
ნიკაპი მაღლა ასწია. არ უნდოდა, არ შეეძლო ამ ვიგინდარას
ეჯობნა მისთვის. ყველას ანახვებდა, რას ნიშნავდა სისხლი და
წარმომავლობა, ოსტატობა და სიმამაცე. ის ჯეზალ დან ლუთარი
იყო! ის გაიმარჯვებდა! ეს უეჭველი იყო! კარგად იცოდა, ასე იქ-
ნებოდა.
– დაიწყეთ!
პირველივე დარტყმამ შეაბარბაცა, თავდაჯერება და სიმშვი-
დე ერთი ხელის მოსმით დაუმსხვრია და კინაღამ მაჯაც ზედ
მიაყოლა. ჯეზალს, რა თქმა უნდა, გორსტის ფარიკაობა აქამდეც
ენახა – თუ ამას საერთოდ ერქვა ფარიკაობა – და იცოდა, რომ
ის მაშინვე მახვილის ქნევას მოჰყვებოდა, მაგრამ ამ პირველ,
დამანგრეველ დარტყმას მაინც ვერაფრით აიცილებდა. ბრბომ
მძიმედ ამოიოხრა, როცა მისმა ფავორიტმა წონასწორობა და-
კარგა და უკან წაბორძიკდა. ლუთარის ყველა საგულდაგულოდ
დაწყობილი გეგმა, ვარუზის ყოველი ფრთხილი რჩევა-
დარიგება წამში აორთქლდა. ჯეზალი ტკივილისა და გაოგნების-
გან დაიჭყანა. გორსტის საშინელი დარტყმისგან მკლავი ჯერ კი-
დევ უცახცახებდა, ყურები გამაყრუებელი ჭახანისგან დაყ-
რუებოდა. პირს ვერ ხურავდა, მუხლები ეკვეთებოდა.
კარგი დასაწყისი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ პირველს
მეორე, კიდევ უფრო ძლიერი დარტყმა მოჰყვა. ჯეზალი გვერდზე
გახტა, ცდილობდა ცოტა დრო და სივრცე მოეგო – დრო, რომ
სტრატეგია შეემუშავებინა, რამე ხრიკი მოეფიქრებინა და ლი-
თონის უმოწყალო ქარიშხალი მოეგერინებინა. მაგრამ გორსტი
დროის მიცემას არ აპირებდა. ყელიდან მორიგი ხრინწიანი
ბრდღვინვა ამოუშვა და მოწინააღმდეგეს ისევ შეუბრალებელად
დააცხრა თავს.

579 მკითხველთა ლიგა


როცა შეეძლო, ჯეზალი განზე სხლტებოდა, როცა არა – დარ-
ტყმებს ბლოკავდა. ამ დაუსრულებელი შეტევებისგან უკვე მაჯე-
ბი სტკიოდა. თავს მხოლოდ იმით ინუგეშებდა, რომ გორსტი
ოდესმე დაიღლებოდა. უნდა დაღლილიყო. უზარმაზარი ლითო-
ნის ნაგლეჯების ასეთი სისწრაფით, ამდენ ხანს ქნევა არავის შე-
ეძლო. მალე გააფთრებული ტემპი მთელ ძალას გამოაცლიდა
და მოზვერს სისწრაფე დააკლდებოდა, მძიმე ფოლადი მომაკ-
ვდინებელ ძალას დაკარგავდა. მაშინ ჯეზალი შეუტევდა შეუპოვ-
რად, მოწინააღმდეგეს გაუთავებელ სირბილში დაღლიდა და
გაიმარჯვებდა. და აგრიონტის კედლებს ბრბოს აღტაცებული შე-
ძახილები შეაზანზარებდა. კლასიკური გმირული გამარჯვების
ისტორია...
მაგრამ გორსტი არა და არ იღლებოდა. ადამიანი კი არა მან-
ქანა იყო. ორთაბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წუთი გავიდა,
მაგრამ მძიმე ქუთუთოების ქვეშ ჩამჯდარი თვალები დაღლის
არავითარ ნიშანწყალს არ ავლენდა. იმ იშვიათ შემთხვევებში,
როცა ჯეზალი მოელვარე ხმლებისთვის თვალის მოშორებას ბე-
დავდა, მოწინააღმდეგის სახეზე ვერავითარ ემოციას ვერ კით-
ხულობდა. გრძელი მახვილი უტევდა, უტევდა და უტევდა, ჰაერ-
ში მომაკვდინებელ წრეებს ხაზავდა, მოკლე დაშნა კი ყოველ-
თვის მზად იყო, ჯეზალის უსუსური შეტევები მოეგერიებინა.
გორსტს ხელი ერთხელაც არ აჰკანკალებია, იარაღები ერთი ინ-
ჩითაც არ დაუშვია. ისეთივე სიძლიერით ურტყამდა, ყელიდან
ისევ ისეთი გააფთრებული ბრდღვინვა ამოსდიოდა. მაყურე-
ბელს მხიარულების საბაბი აღარ დარჩა, ამიტომ ახლა უბრა-
ლოდ გაბრაზებულები ზუზუნებდნენ. მალე თვითონ ჯეზალმა იგ-
რძნო, რომ ფეხები ეღლებოდა და სისწრაფეს კარგავდა, შუბ-
ლზე ოფლი სდიოდა და იარაღები ნელ-ნელა ხელიდან უსრიალ-
დებოდა.

580 მკითხველთა ლიგა


ჯეზალი მოწინააღმდეგის თითოეულ ჩანაფიქრს ხვდებოდა,
მაგრამ ვერაფერს უხერხებდა. უკან და უკან იხევდა, სანამ წრის
ხაზამდე არ მივიდა. დარტყმებს მანამ იგერიებდა, სანამ თითებ-
ში გრძნობა არ დაკარგა. როცა დაბუჟებული ხელი ასწია და ლი-
თონების ჭახანი გაიგონა, დაღლილი ფეხი მოუსრიალდა და ჯე-
ზალი წრიდან ყივილით გასრიალდა. გვერდულად დაეცა და
მოკლე მახვილი დაკრუნჩხული თითებიდან გაუვარდა. სახე მი-
წას დაარტყა და პირი ქვიშით ამოევსო. მტკივნეულად, სამარ-
ცხვინოდ დაეცა, მაგრამ ჯეზალი მეტისმეტად დაღლილი და გა-
ტანჯული იყო, რომ იმედგაცრუება ეგრძნო. ლამის შვებით
ამოისუნთქა, რადგან წამება მორჩა – ცოტა ხნით მაინც.
– ერთი ქულა გორსტს! – დაიყვირა მსაჯმა. ტაში კანტიკუნ-
ტად გაისმა და ისიც აღშფოთებულმა, დამცინავმა შეძახილებმა
გადაფარა, მაგრამ გორსტს ყურადღება არ მიუქცევია. თავი ჩა-
ხარა, თავისი ადგილისკენ გაფრატუნდა და მომდევნო რაუნდის-
თვის მზადება დაიწყო.
ჯეზალი ნელა გადმოტრიალდა და ოთხზე დადგა, მტკივან ხე-
ლებს ხრიდა და შლიდა, ხრიდა და შლიდა. ადგომას არ ჩქარობ-
და. ცოტა დრო სჭირდებოდა, რომ სული მოეთქვა და რაღაც
სტრატეგია შეემუშავებინა. გორსტი წყნარად უცდიდა: ზორბა,
ჩუმი, აუღელვებელი. ჯეზალმა პერანგიდან ქვიშა ჩამოიფერთხა,
გონება გამალებით აამუშავა. „როგორ დავამარცხო? როგორ?“
საკუთარ ადგილს ფრთხილად დაუბრუნდა და დაშნები ასწია.
– დაიწყეთ!
ამჯერად გორსტი უფრო სასტიკად დააცხრა თავს, მახვილით
ჰაერს ისე აპობდა, თითქოს ხორბალს თიბავსო, ჯეზალს წრეში
აცეკვებდა და არბენინებდა. ერთმა მოქნევამ მარცხნიდან ისე
ახლოს ჩაუარა, რომ ჯეზალმა ლოყაზე ნიავი იგრძნო. მომდევნო
შეტევაც იმდენითვე ასცდა, ამჯერად – მარჯვნიდან. შემდეგ, მო-
რიგი დარტყმისთვის გორსტი გვერდზე შეტრიალდა და ჯეზალმა
581 მკითხველთა ლიგა
დაუცველი ადგილი დაინახა. თავი ჩასწია და შეტევა აიცილა,
დარწმუნებული იყო, რომ მოქნეულმა ხმალმა თავიდან რამდე-
ნიმე თმის ღერი მოაწყვიტა. ლუთარმა მანძილი საკმაოდ შეამ-
ცირა, მძიმე, გრძელმა მახვილმა კი ჩაუქროლა და კინაღამ
მსაჯს მოხვდა სახეში, გორსტის მარჯვენა მხარე სრულიად და-
უცველი დარჩა.
ჯეზალი უშველებელი ნაბიჭვრისკენ გაქანდა, დარწმუნებუ-
ლი, რომ როგორც იქნა, გამოიჭირა. ერთ შეხებას მაინც
მოიგებდა... მაგრამ გორსტმა შეტევა მოკლე მახვილით მოიგე-
რია: ხმლები ერთმანეთს მაგრად შეეჯახა, ტარებამდე ფხაჭუნით
ჩამოსრიალდა და ერთმანეთს გზა გადაუკეტა. ჯეზალმა მოწინა-
აღმდეგეს საკუთარი მოკლე მახვილი ვერაგულად მოუქნია, მაგ-
რამ გორსტმა როგორღაც მისი მოგერიებაც შეძლო: მეორე
დაშნა დროულად დაახვედრა, ჯეზალის მახვილს მიუსწრო და
ზუსტად მკერდთან გააჩერა.
წამით ოთხივე ხმალი გადაჭდობილი იყო, სახელურები ერ-
თმანეთს ჩასჭიდებოდა, მათი პატრონების სახეებს კი რამდენი-
მე ინჩი აშორებდა. ჯეზალი ძაღლივით იღრინებოდა, კბილებს
აღჭრიალებდა, სახის კუნთები შეუპოვრობის ნიღბად გადაექცა.
გორსტს უხეშ ნაკვთებზე თითქმის არავითარი ძალისხმევა არ
ეტყობოდა. კაცი იფიქრებდა, უბრალოდ მოფსმას აპირებსო –
თითქოს უსიამოვნო ამქვეყნიური საქმე რაც შეიძლება მალე უნ-
და მოიშოროსო.
როცა დაშნები ერთმანეთს გადაეჭდო, ჯეზალი მოწინააღმდე-
გეს მთელი ძალით მიაწვა, თითოეულ კუნთს ტკივილამდე ძა-
ბავდა. დაბუჟებული ფეხებით მიწას ჩაეჭიდა, დაჭიმული მუცელი
მკლავებში ძალას ჰმატებდა, მკლავებით ხელებს ეშველებოდა,
ხელებით კი იარაღების ვადებს გამწარებული უჭერდა. ყოველი
კუნთით, ყოველი ძარღვით, ყოველი მყესით. იცოდა, უკეთესი
პოზიცია ჰქონდა, გორსტს წონასწორობა ჰქონდა დაკარგული.
582 მკითხველთა ლიგა
უკან ერთი ნაბიჯით მაინც რომ დაახევინოს... ერთი ინჩით მა-
ინც...
იარაღები ცოტა ხანს ისევ გადაჭდობილი იყო, შემდეგ გორ-
სტმა ცალი მხარი დაუშვა, დაიზმუვლა და ჯეზალი გვერდზე ისე
მოისროლა, როგორც ბავშვმა – მობეზრებული სათამაშო.
ჯეზალმა გაოცებისგან პირი დააღო და თვალები დააჭყიტა,
წაბარბაცდა და კინაღამ დაეცა. მთელი ყურადღება თავის შემაგ-
რებაზე გადაიტანა და როგორღაც ფეხზე დარჩენა მოახერხა.
ისევ გორსტის ღრიალი გაიგონა და გაოცებულმა აღმოაჩინა,
რომ მძიმე, გრძელი მახვილი უკვე მოაპობდა ჰაერს მისკენ. ვერ
აიცილებდა, დრო აღარ რჩებოდა. მარცხენა ხელი ინსტინქტუ-
რად ასწია, მაგრამ მსხვილმა, ბლაგვმა მახვილმა მოკლე დაშნა
ისე გამოსტაცა, როგორც ქარმა ჩალა, და ნეკნებში დაეტაკა.
ფილტვებიდან გამოდევნილი ჰაერი მტკივნეულ კივილში გა-
დაიზარდა, რომელმაც დადუმებული არენა ექოსავით დაირბი-
ნა. ფეხები მოეკეცა და ჯეზალი კორდზე გაიშხლართა, კიდურებს
უმწეოდ აფართხალებდა, გაფხრეწილი საბერველივით ქშენდა.
ამჯერად ტაშის დაკვრა არავის უცდია. გამძვინვარებული
ბრბო სიძულვილით ღრიალებდა, ყვიროდა და მოსაცდელისკენ
მიმავალ გორსტს გამაყრუებლად უსტვენდა.
– წყეულიმც იყავ, გორსტ, შე ავაზაკო!
– ადექი ლუთარ! ადექი და კუდით ქვა ასროლინე!
– სახლში წაეთრიე, პირუტყვო!
– ოხერი ველური!
როცა ჯეზალი ბალახიდან გაჭირვებით წამოდგა, უკმაყოფი-
ლო ზუზუნი ნელ-ნელა გაუბედავ აპლოდისმენტებში გადაიზარ-
და. მარცხენა მხარე მტკივნეულად უფეთქავდა. ტკივილისგან
ყვირილი უნდოდა, მაგრამ ფილტვებში ჰაერი აღარ შერჩენოდა.
ამდენი მცდელობისა და ვარჯიშის მიუხედავად, მიწასთან გაას-
წორეს – ამას მშვენივრად ხვდებოდა.
583 მკითხველთა ლიგა
მომდევნო წელს ამ ყველაფრის ხელახლა გამეორების აზრმა
კინაღამ გული აურია. ჯეზალი ძალიან ცდილობდა, მოსაცდე-
ლისკენ ღირსეულად წასულიყო, მაგრამ როგორც კი ადგილს
მიაღწია, სკამზე დაეხეთქა, დაღუნული მახვილები ქვის ფილებ-
ზე დაუცვივდა და ჰაერის ხარბად ყლაპვა დაიწყო.
ვესტი მისკენ გადაიხარა და დაზიანების სანახავად პერანგი
აუწია. ჯეზალმა შიშით ჩაიჭყიტა ქვემოთ, გვერდზე უზარმაზარ,
პირდაღებულ ჭრილობას ელოდა, მაგრამ ნეკნებზე მხოლოდ
შოლტისმაგვარი საძაგელი წითელი ნაიარევი დახვდა, რომლის
ირგვლივაც უკვე სისხლჩაქცევები მუქდებოდა.
– რამე მოიტეხა? – მარშალმა ვარუზმა ვესტის მხრიდან გად-
მოიჭვრიტა. როცა ვესტმა თითებით გვერდი გაუსინჯა, ჯეზალმა
ცრემლები ძლივს შეიკავა.
– არა მგონია, მაგრამ, ჯანდაბა! – ვესტმა პირსახოცი ზიზღით
მოისროლა, – ესაა დახვეწილი სპორტი? განა წესები ასეთ მძიმე
დაშნებს არ კრძალავს?
ვარუზმა თავი პირქუშად გააქნია:
– იარაღები ერთნაირი სიგრძის უნდა იყოს, მაგრამ წონაზე
წესებში არაფერი წერია. ეს თავშიც არავის მოსვლია – მძიმე
დაშნებით ბრძოლა რატომ უნდა გერჩივნოს?
– ახლა უკვე ვიცით, რატომაც, – მოუჭრა ვესტმა, – დარწმუ-
ნებული ხართ, რომ ეს ბრძოლა არ უნდა შევაჩეროთ, სანამ იმ
ნაბიჭვარს კაპიტნისთვის თავს წაუცლია?
ვარუზმა ყურიც არ ათხოვა:
– ახლა კი მისმინე, – მოხუცი მარშალი ჯეზალის სახისკენ გა-
დაიხარა, – დაკარგული არაფერია! ბრძოლა შვიდ შეხებამდეა!
ან ზედიზედ ოთხამდე! დრო ჯერ კიდევ დარჩა!
რისი დრო? ჯეზალის შუაზე გადაჭრის, მიუხედავად იმისა,
რომ ბლაგვი იარაღებით იბრძოდნენ?
– მეტისმეტად ძლიერია, – ძლივს ამოთქვა ჯეზალმა.
584 მკითხველთა ლიგა
– მეტისმეტად ძლიერი? არავინაა შენთვის მეტისმეტად
ძლიერი! – მაგრამ, როგორც ჩანს, ამის ბოლომდე ვარუზსაც არ
სჯეროდა, – დრო ჯერ კიდევ გაქვს! მისი დამარცხება შეგიძლია!
– მოხუცმა მარშალმა ულვაშები გადაიგრიხა, – მისი დამარცხე-
ბა შეგიძლია!
მაგრამ ვარუზს არ უთქვამს, როგორ. ეს ჯეზალმაც შეამჩნია.
გლოკტას ეშინოდა, ხარხარისგან კრუნჩხვებით არ გაგუდუ-
ლიყო. ცდილობდა წარმოედგინა, ჯეზალ დან ლუთარის საფა-
რიკაო წრეში ცემა-ტყეპაზე სასიამოვნო რა უნდა ენახა, მაგრამ
ვერაფერი მოიფიქრა. ამ დროს კი ახალგაზრდა კაცი იჭყანებო-
და, რადგან ახლახან ნაჯახივით მოქნეული ხმალი ძლივძლივო-
ბით მოიგერია. რაც ნეკნებში უთავაზეს, მას შემდეგ მარცხენა
მხარეს კარგად ვეღარ ფლობდა. გლოკტა ლამის შეიგრძნობდა
მის ტკივილს.
„და ღმერთო ჩემო, რა სასიამოვნოა სხვისი ტკივილის შეგ-
რძნება! მრავალფეროვნებისთვის მაინც!“
გაბრაზებული ბრბო პირქუშად ადევნებდა თვალს, როგორ
აოხრებდა გორსტი მათ ფავორიტს სასტიკი მჩეხავი დარტყმე-
ბით, გლოკტა კი მოკუმული ღრძილებით ხითხითებდა და ფხუ-
კუნის დროს ნერწყვს აფრქვევდა.
ლუთარი სწრაფად და ოსტატურად მოქმედებდა, მისკენ მოქ-
ნეულ ხმლებს მოხდენილი მოძრაობებით იგერიებდა. „ნიჭიერი
მებრძოლია. ეჭვგარეშეა, საკმარისად კარგია, რომ ჩვეულებ-
რივ წელს ტურნირი მოეგო. სწრაფი ფეხები აქვს, სწრაფი ხელე-
ბი... მაგრამ ჭკუა არც ისე უჭრის, როგორც უნდა უჭრიდეს. რო-
გორც საჭიროა. მეტისმეტად თანმიმდევრულია“.
გორსტი სულ სხვა შემთხვევა იყო. ერთი შეხედვით ჩანდა,
თითქოს ხმალს დაუფიქრებლად იქნევდა. მაგრამ გლოკტა უკეთ
ერკვეოდა. „სრულიად ახალი სტილი აქვს. ჩემ დროს მხოლოდ
მჩხვლეტავი დარტყმები გამოიყენებოდა. მჩხვლეტავი დარ-
585 მკითხველთა ლიგა
ტყმები და მეტი არაფერი. მომდევნო წელს კი ტურნირზე ყველა
დიდ, მძიმე ხმლებს მოიტანს და მოწინააღმდეგის ხესავით აჩე-
ხას ეცდება“. გლოკტამ ზანტად გაიფიქრა, ნეტა ჩემს საუკეთესო
წლებში გორსტს თუ დავამარცხებდიო. „ნებისმიერ შემთხვევა-
ში, ამ უთანასწორო ბრძოლაზე გაცილებით საინტერესო სანა-
ხაობა იქნებოდა“.
გორსტი მოწინააღმდეგის მოუქნელ შეტევებს მარტივად გა-
უმკლავდა. შემდეგ გლოკტა შეკრთა, ბრბომ კი სტვენა ატეხა,
როცა ლუთარმა რაღაც სასწაულით მოიგერია ყასბის მორიგი
მოქნევა, რომლის ძალამ კინაღამ ძირს დააგდო. ჯეზალს მომ-
დევნო დარტყმის მოგერიების არანაირი შანსი აღარ დარჩა,
რადგან ზედ წრის საზღვარზე იდგა, და ამიტომ ისევ უკან, ქვიშა-
ში ჩახტომა მოუხდა.
– სამით ნული! – დაიყვირა მსაჯმა.
გლოკტა მხიარულებისგან აცახცახდა: გაცოფებულმა ლუ-
თარმა მახვილი მიწას ჩასცხო და ქვიშის კორიანტელი დააყენა.
მისი ფერმკრთალი სახე საკუთარი თავის სიბრალულის უბად-
ლო განსახიერებას წარმოადგენდა. „ნწ, ნწ, კაპიტანო ლუთარ,
მალე ოთხით ნული იქნება. სუფთა მოგება. სირცხვილი! იქნებ
ამან მაინც ასწავლოს მორჩილება ამ მტირალა ნაგავს. ზოგიერ-
თი ადამიანისთვის კარგი ცემა სასარგებლოა. თუნდაც ჩემი თა-
ვი ავიღოთ, ხომ ასეა?“
– დაიწყეთ!
მეოთხე რაუნდი ზუსტად ისე დაიწყო, როგორც მესამე დამ-
თავრდა. „ლუთარი გაიტყიპა“. გლოკტა ხედავდა, რომ ახალგაზ-
რდა კაცს ყოველგვარი ილუზია გაუქრა. მარცხენა ხელს ნელა
და მტკივნეულად ამოძრავებდა, ფეხები ტყვიასავით დამძიმებო-
და. გრძელმა მახვილმა მორიგი გამანადგურებელი დარტყმა
მიაყენა, წრის ნაპირისკენ გადაისროლა, წონასწორობა
დაუკარგა და სუნთქვა შეუკრა. გორსტს შეტევის გაგრძელებაღა
586 მკითხველთა ლიგა
სჭირდებოდა. „და რაღაც მკარნახობს, ეს ის კაცი არ არის, ვინც
უპირატესობის ფლობის დროს უკან დაიხევს“. ხელჯოხი ჩაბღუჯა
და ფეხზე წამოდგა. ყველა დიდი ხნის წინ მიხვდა, რომ ორთაბ-
რძოლა დასრულდა და გლოკტას არ უნდოდა, ჭყლეტაში მოყო-
ლილიყო, როცა იმედგაცრუებული ბრბო გასასვლელისკენ და-
იძრებოდა.
გორსტის მძიმე, გრძელმა მახვილმა ჰაერში გაიბრწყინა და
ქვემოთ დაეშვა. „უკანსკნელი დარტყმა, მორჩა“. ლუთარს სხვა
გზა არ ჰქონდა: ან შეტევის დაბლოკვა უნდა ეცადა, ან წრიდან
გავარდნილიყო. „ან გორსტი გამოლენჩებულ თავს გაუპობს.
იმედი ვიქონიოთ, რომ ასეც მოხდება“. გლოკტამ გაიღიმა და წა-
სასვლელად შეტრიალდა.
მაგრამ თვალის კუთხით როგორღაც დაინახა, რომ დარტყმა
მიზანს ასცდა. გორსტმა თვალები ააფახურა, როცა მისი მძიმე,
გრძელი ხმალი კორდს ყრუდ ჩაესო, და დაიზმუვლა, რადგან
ლუთარმა მარცხნიდან ფეხში დაშნა ჩასცხო. ეს მისი ერთადერ-
თი ძლიერი ემოცია იყო, რაც მთელი დღის განმავლობაში გამო-
ავლინა.
– ერთი ქულა ლუთარს! – დაიყვირა მოკლე პაუზის შემდეგ
მსაჯმა და გაოცება ბოლომდე ვერც კი დაფარა.
– არა, – ჩაიბუტბუტა გლოკტამ. მის გარშემო ბრბო აღტაცე-
ბული ტაშით აფეთქდა. „არა!“ ახალგაზრდობაში ასობით ორ-
თაბრძოლაში მიუღია მონაწილეობა, და ათასობით სხვა ბრძო-
ლა უნახავს, მაგრამ ასეთს ვერაფერს იხსენებდა. არასოდეს
უნახავს, ვინმეს ასე სწრაფად ემოძრავა. ლუთარი კარგი მოფა-
რიკავე იყო, ამას აღიარებდა. „მაგრამ ასეთი კარგი ვერავინ იქ-
ნება!“ შეჭმუხნილი წარბებით უყურებდა, ორი ფინალისტი
მეორე შესვენების შემდეგ საკუთარ ადგილებს როგორ იკავებ-
და.
– დაიწყეთ!
587 მკითხველთა ლიგა
ლუთარი აღარ იცნობოდა. მოწინააღმდეგეს გააფთრებული,
ელვასავით სწრაფი შეტევებით ავიწროებდა, სულის მოთქმას
არ აცდიდა. ახლა გორსტი იყო კუთხეში მიმწყვდეული: დარ-
ტყმებს ბლოკავდა, იგერიებდა, ცდილობდა მოწინააღმდეგე
დისტანციაზე ჰყოლოდა. თითქოს შესვენების დროს ძველი ლუ-
თარი სადღაც გადამალეს და სულ სხვა ადამიანით შეცვალეს –
უფრო ძლიერი, უფრო სწრაფი, უფრო თავდაჯერებული
ორეულით.
ბრბო, რომელსაც ამდენი ხანი მხიარულების საბაბი არ მის-
ცემია, ახლა ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა და ყიჟინებდა. თუმცა
გლოკტა მათ აღტაცებას არ იზიარებდა. „აქ რაღაც არ არის რიგ-
ზე. რაღაც არ არის რიგზე“. უახლოეს სახეებს გახედა, მაგრამ
უნდობლობა ვერავის შეამჩნია. მხოლოდ იმას ხედავდნენ, რაც
უნდოდათ – ლუთარი უგვანო პირუტყვს მარჯვედ და დამსახურე-
ბულად უსწორდებოდა. გლოკტამ თვალი სკამებს მოატარა,
თვითონაც არ იცოდა, რას დაეძებდა.
„ბაიაზი... ეგრეთ წოდებული ბაიაზი“.
წინა რიგში იჯდა, წინ გადახრილიყო და ორ მებრძოლს უკი-
დურესი ყურადღებით მისჩერებოდა, გვერდით მისი „შეგირდი“
და ნაიარევიანი ჩრდილოელი ეჯდა. ვერავინ ვერაფერს ამჩნევ-
და, ყველა მთლიანად ბრძოლაში ჩართულიყო, მაგრამ გლოკ-
ტამ შეამჩნია. თვალები მოიფშვნიტა და კიდევ დააკვირდა.
„აქ რაღაც არ არის რიგზე“.
– თუ გინდა, მაგთა შორის უპირველესზე რამე თქვა, თქვი,
რომ თაღლითი ნაბიჭვარია! – დაიღრიალა ლოგენმა.
ბაიზმა ტუჩის კუთხით გვერდულად გაიღიმა და შუბლიდან
ოფლი მოიწმინდა:
– განა ვინმემ თქვა, არ არისო?
ლუთარი ისევ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ძალიან ცუდ-
ში. ყოველ ჯერზე, როცა მძიმე შეტევებს ბლოკავდა, იარაღები
588 მკითხველთა ლიგა
სულ უფრო უკან მიურბოდა, ხელში ძლივს იმაგრებდა. ყოველ
ჯერზე, როცა დარტყმებს იცილებდა და განზე ხტოდა, ყვითელი
წრის ნაპირს სულ უფრო უახლოვდებოდა.
შემდეგ, როცა ორთაბრძოლის შედეგი გარდაუვალი ჩანდა,
ლოგენმა თვალის კუთხით შეამჩნია – ბაიაზის მხრებთან ჰაერი
აციმციმდა, როგორც მაშინ, გზაზე რომ ხეებს ცეცხლი მოედო.
ცხრათითას ისევ ისეთი გრძნობა დაეუფლა – თითქოს გულ-
მუცელი ტკივილმა ამოუტრიალა.
აი, ლუთარი კი უეცრად ახალი ენერგიით აივსო. ძლიერი
დარტყმა მოკლე მახვილის ვადით გააჩერა. ცოტა ხნის წინ ასე-
თი დარტყმა ხელიდან გააგდებინებდა მახვილს. მაგრამ ახლა
იარაღი დაბლოკა, ყვირილით მოიშორა, გორსტს წონასწორობა
დააკარგვინა და მაშინვე შეტევაზე გადავიდა.
– ჩრდილოეთში, ორთაბრძოლისას ასეთ თაღლითობაში
რომ გამოეჭირე ვინმეს, – დაიღრინა ლოგენმა და თავი გააქნია,
– მუცელზე სისხლიან ჯვარს ამოგაჭრიდნენ და ნაწლავებს გად-
მოგაყრევინებდნენ.
– ჩემდა საბედნიეროდ, – კბილებში გამოცრა ბაიაზმა, ისე,
რომ მებრძოლებისთვის თვალი არ მოუცილებია, – ჩრდილო-
ეთში აღარ ვართ, – უთმო კეფაზე ისევ ოფლი მოადგა და სახეზე
მსხვილი წვეთები ჩამოეღვარა. ხელები მაგრად მოემუჭა და ძა-
ლისხმევისგან უცახცახებდა.
ლუთარი გააფთრებული უტევდა, ისევ და ისევ, მისი იარაღე-
ბი ერთ მოელვარე ლაქად იქცა. გორსტი ბრდღვინავდა და იღ-
რინებოდა, შეტევებს ზმუილით იგერიებდა, მაგრამ ახლა ლუთა-
რი მისთვის მეტისმეტად სწრაფი იყო, და მეტისმეტად ძლიერიც.
წრეში შეუბრალებლად დაარბენინებდა, როგორც ცოფიანი ძაღ-
ლი მინდორში ძროხას.
– თაღლითობა! – ისევ დაიღრინა ლოგენმა, როცა ლუთარის
მახვილმა გაიბრწყინა და მოწინააღმდეგის ლოყაზე კაშკაშა წი-
589 მკითხველთა ლიგა
თელი ხაზი დატოვა. გორსტის ლოყიდან სისხლის რამდენიმე
წვეთი ლოგენის მარცხნივ, მაყურებლებისკენ გაფრინდა და
ბრბოც აღტაცებისგან აფეთქდა. წამით საკუთარი ორთაბრძო-
ლების აჩრდილები გაახსენდა. მსაჯის ყვირილი, რომელმაც მა-
ყურებლებს ჯეზალის მესამე შეხება ამცნო, ღრიანცელში
ჩაიკარგა. ოდნავ მოღუშულმა გორსტმა ლოყაზე მოისვა ხელი.
ამ გუგუნში ლოგენს კვის ძლივსგასაგონი ჩურჩული მოესმა:
– არასოდეს დაენაძლევო მაგს...
ჯეზალმა იცოდა, რომ მაგარი იყო, მაგრამ სიზმარშიც ვერ
წარმოიდგენდა, ასეთი მაგარი თუ იქნებოდა. კატასავით მოქნი-
ლი, ბუზივით მსუბუქი, დათვივით ძლიერი... ნეკნები და მაჯები
აღარ სტკიოდა, ყოველგვარი დაღლილობა უკვალოდ გაჰქრო-
ბოდა და მასთან ერთად – ყველა ეჭვი. უშიშარი, შეუდარებელი,
შეუჩერებელი იყო. აპლოდისმენტების ქარიშხალში იბრძოდა,
მაგრამ ყოველი სიტყვა კარგად ესმოდა და ბრბოში ყოველი სა-
ხის ნაკვთებს ცხადად არჩევდა. გული ძარღვებში სისხლის მა-
გივრად ცეცხლს გზავნიდა, ფილტვებით თითქოს თვით ღრუბ-
ლებს ისრუტავდა.
იმდენად აენთო, შესვენების დროს არც დამჯდარა, ერთი სუ-
ლი ჰქონდა, წრეში როდის დაბრუნდებოდა. სკამი შეურაცხყოფ-
და. ვარუზისა და ვესტის დარიგებებს არაფრად აგდებდა, არც
უსმენდა. მათ სიტყვებს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. პატარა
ადამიანები... სადღაც შორს... ჯეზალს თვალს ვერ სწყვეტდნენ:
გაოცებულები, აღტაცებულები – ყველაფერი ისე იყო, როგორც
უნდა ყოფილიყო.
ის ყველა დროის უდიდესი მოფარიკავე იყო.
იმ ხეიბარ გლოკტას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რამდენად
მართალი აღმოჩნდა: ჯეზალს მხოლოდ უნდა მოენდომებინა და
ყველაფერს მიიღებდა, რასაც მოისურვებდა. ბედნიერმა ჩაიფ-
ხუკუნა და კუთვნილი ნიშნულისკენ ცეკვა-ცეკვით გაემართა.
590 მკითხველთა ლიგა
ბრბოს შეძახილებზე მხიარულად გაეცინა. მოწინააღმდეგეს
წრეში ღიმილით მიეგება. ყველაფერი ზუსტად ისე ხდებოდა,
როგორც უნდა ყოფილიყო. გორსტის სახეზე ჯეზალის დატოვე-
ბული წითელი ნაიარევი იწონებდა თავს, მძიმე ქუთუთოები ისევ
ეხუჭებოდა, მაგრამ ახლა კიდევ რაღაც შეერია მის მზერას: ოდ-
ნავი გაოგნება, სიფრთხილე, პატივისცემა. ყველაფერი ისე იყო,
როგორც უნდა ყოფილიყო.
ამქვეყნად არაფერი იყო ჯეზალისთვის შეუძლებელი. ის უძ-
ლეველი იყო. შეუჩერებელი. ის...
– დაიწყეთ!
...მძღნერში იყო. ტკივილი გვერდში ეძგერა და ჯეზალს გმინ-
ვა აღმოხდა. უეცრად ისევ შეშინებული, დაღლილი და სუსტი
გახდა. გორსტმა დაიზმუვლა და სასტიკად შეუტია, ჯეზალი ხელ-
ში იარაღებს ძლივს იმაგრებდა, წრეში შეშინებული კურდღელი-
ვით დახტოდა. კაპიტანი ლუთარის მთელი ოსტატობა უკვალოდ
გაქრა, მის ინტუიციასა და სიმტკიცესთან ერთად. გორსტი წე-
ღანდელზე უფრო გაშმაგებულიყო. როცა დაბუჟებული თითები-
დან გრძელი მახვილი გაუსრიალდა, ჰაერში გაფრინდა და ღო-
ბეს დაეტაკა, ჯეზალმა საშინელი სასოწარკვეთა იგრძნო. შეტე-
ვამ მუხლებზე დასცა. ბრბომ ამოიოხრა. ყველაფერი მორჩა...
...არაფერიც არ მორჩა. ზემოდან დაშნა უახლოვდებოდა.
უკანასკნელი დარტყმა. მახვილი თითქოს ჰაერში გამოეკიდა.
ძირს ნელა, ნელა ეშვებოდა, თითქოს ჰაერს კი არა, თაფლს
კვეთსო. ჯეზალმა გაიღიმა. ამ შეტევის მოკლე მახვილით მოგე-
რიება უმარტივესი იქნებოდა. ძალა კვლავ დაუბრუნდა. ფეხზე
წამოხტა, გორსტი თავისუფალი ხელით მოიშორა, შემდეგ დარ-
ტყმა დაუბლოკა. მერე – კიდევ ერთი. ერთი მახვილით ორის
საქმეს ასწრებდა და დრო კიდევ რჩებოდა. არენა გასუსულიყო
და სიჩუმეში მხოლოდ ფოლადის ჭახანი ისმოდა. მარჯვნივ და
მარცხნივ, მარჯვნივ და მარცხნივ – მოკლე მახვილი ისე სწრა-
591 მკითხველთა ლიგა
ფად მოძრაობდა, თვალს ვერ ადევნებდა, გონებით ვერ ეწეოდა.
თითქოს იარაღი თავად მიათრევდა ბრძოლაში.
გაისმა ლითონების ჭახანი – გორსტს ხელიდან გრძელი მახ-
ვილი გაუვარდა და სადღაც გაფრინდა. ისევ ჭახანი – და მეორე
მახვილმაც პირველის ბედი გაიზიარა. წამით ყველაფერი გა-
ჩერდა. განიარაღებული გოლიათი წრის ნაპირს ლამის ქუსლე-
ბით ეხებოდა და ჯეზალს მისჩერებოდა. ბრბო მოლოდინით
გაირინდა.
შემდეგ ჯეზალმა მოკლე დაშნა აღმართა – უეცრად ლოდი-
ვით რომ დამძიმდა – და გორსტს ფერდში რბილად მიარტყა.
– უჰ! – ჩუმად წარმოთქვა მან და წარბები აზიდა.
ბრბო გამაყრუებელი ოვაციებით აფეთქდა. ხმაური უფრო და
უფრო ძლიერდებოდა და ჯეზალს აღფრთოვანების დაუსრულე-
ბელ ტალღებში ანანავებდა. ახლა, როცა ყველაფრი დასრულ-
და, საოცარი სიცარიელე იგრძნო. თვალები დახუჭა, წაბარბაც-
და, გრძნობადაკარგული თითებიდან ხმალი გაუვარდა და მუხ-
ლებზე დაემხო. სრულიად გამოიფიტა, თითქოს მთელი კვირის
სამყოფი ენერგია რამდენიმე წუთში დაცალაო. ძალა მუხლებზე
დგომისთვისაც არ ჰყოფნიდა და ახლა თუ დაეცემოდა, დარწმუ-
ნებული არ იყო, რომ ოდესმე ადგომას ისევ მოახერხებდა.
მაგრამ შემდეგ ვიღაცის ძლიერი ხელები მკლავებში ჩააფ-
რინდა და მიწიდან წამოაყენა. საყოველთაო ღრიანცელი კიდევ
უფრო გაძლიერდა, როცა ჯეზალი ჰაერში აიტაცეს. თვალები
გაახილა: თვალწინ ბუნდოვანი, გადღაბნილი ფერები უელავდა,
ალბათ არენის გარშემო დაატარებდნენ. ყურებში ბრბოს ყიჟინა
ედგა. ვიღაცის მხრებზე იჯდა. გადაპარსული თავი... გორსტი!
გოლიათს აეყვანა, მხრებზე ისე შემოესვა, როგორც მამას შვი-
ლი და ხალხს წარუდგენდა. ქვემოდან ფართოდ, უშნოდ უღიმო-
და. უნებურად ჯეზალმაც საპასუხოდ გაუღიმა. ასე იყო თუ ისე,
ძალიან უცნაური მომენტი გამოდგა.
592 მკითხველთა ლიგა
– გაიმარჯვა ლუთარმა! – დაიყვირა მსაჯმა სრულიად უაზ-
როდ, მისი ხმა საერთოდ არავის გაუგია, – გაიმარჯვა ლუთარ-
მა!
ყიჟინა მწყობრ შეძახილებში გადაიზარდა:
– ლუ-თარ! ლუ-თარ! ლუ-თარ!
მთელი არენა ზანზარებდა. ჯეზალს თავბრუ ესხმოდა. თავი
მთვრალი ეგონა. გამარჯვებით დამთვრალი. საკუთარი თავით
დამთვრალი.
როცა აღტაცებული ბრბო ნელ-ნელა ჩაცხრა, გორსტმა მეტო-
ქე ძირს დაუშვა, ფართოდ გაუღიმა და უთხრა:
– შენ მე დამამარცხე, – საოცრად მაღალი, ნაზი ხმა ჰქონდა,
როგორც ქალს, – სამართლიანად. მინდა პირველმა მოგილო-
ცო, – შემდეგ უზარმაზარი თავი დაუკრა, ისევ გაუღიმა, ნატკენი
ლოყა ყოველგვარი სიმწრის გარეშე დაიზილა, ხელი გაუწოდა
და უთხრა, – შენ ეს დაიმსახურე.
– გმადლობ, – ჯეზალმა მჟავე ღიმილი მიუგდო და გოლიათს
უზარმაზარ თათზე ხელი ზერელედ მოუჭირა, რაც შეიძლება
სწრაფად. შემდეგ შეტრიალდა და საკუთარი მოსაცდელისკენ
გაეშურა. რა თქმა უნდა, დაიმსახურა! და წყეულიმც ყოფილიყო,
თუ ამ ნაბიჭვრისთვის საკუთარი დიდების სხივების არეკვლა კი-
დევ ერთი წამით ეცდია!
– შესანიშნავია, ჩემო ბიჭო, შესანიშნავი! – ნერწყვი შეაფ-
რქვია მარშალმა ვარუზმა და სანამ ჯეზალი აკანკალებული ფე-
ხებით სკამისკენ მიფრატუნებდა, მხარზე უტყაპუნებდა, – ვიცო-
დი, რომ ამას შეძლებდი!
ვესტი გაიკრიჭა და პირსახოცი გაუწოდა:
– ამაზე წლობით ილაპარაკებენ.
სხვა მილოცვის მსურველებიც შემოეხვივნენ. ხალხი მისკენ
ღობიდან იხრებოდა და ხელებს უწვდიდა. მოღიმარი სახეების
ორომტრიალში მამის სიამაყით გაბრწყინებული სახე გაარჩია.
593 მკითხველთა ლიგა
– ვიცოდი, რომ ამას შეძლებდი, ჯეზალ! ეჭვი არასოდეს შემ-
პარვია! არც ერთი წუთით! შენ ოჯახი ასახელე!
თუმცა ჯეზალმა შეამჩნია, რომ მის უფროს ძმას მაინცდამა-
ინც არ უხაროდა. სახეზე ჩვეული უჟმური, შურიანი გამომეტყვე-
ლება ეფინა. ჯეზალის გამარჯვების დროსაც კი! უჟმური, შუ-
რიანი ნაბიჭვარი! ნუთუ არ შეეძლო, ძმის წარმატება ერთი დღე
მაინც გახარებოდა?
– შეიძლება, მეც მივულოცო გამარჯვებულს? – მოისმა მხარს
უკან ვიღაცის ხმა. ის ბებერი იდიოტი იყო, სულფურმა ბატონი
რომ უწოდა. ის, ვინც ბაიაზად გაეცნო. მელოტი თავი ულაპლა-
პებდა, ოფლში იხვითქებოდა. გაფითრებულ სახეზე თვალები
ჩასცვენოდა. თითქოს გორსტთან შვიდ შეხებამდე ის იბრძოდა
და არა ჯეზალი.
– ბრწყინვალეა, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო! შეიძლება
ითქვას, რომ... მაგიური სანახაობა იყო!
– გმადლობთ, – ჩაიბუზღუნა ჯეზალმა. კარგად ვერ ხვდებო-
და, ეს მოხუცი ვინ იყო, ან რა უნდოდა და ოდნავადაც არ ენდო-
ბოდა, – თუმცა, ბოდიშს გიხდით, მე უნდა...
– რა თქმა უნდა! მოგვიანებით ვისაუბროთ, – ისე წარმოთ-
ქვა, თითქოს ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავი იყო. შემდეგ შეტრი-
ალდა და ბრბოში გაუჩინარდა. ბებერს ჯეზალის მამა მიაჩერდა,
სახეზე მიწისფერი დაედო, თითქოს მოჩვენება დაინახაო.
– იცნობ, მამა?
– ჯეზალ! – აღტაცებულმა ვარუზმა მოსწავლის მკლავი ჩაბ-
ღუჯა, – წამო! მეფეს სურს პირადად მოგილოცოს! – კაპიტანი
ოჯახს გამოსტაცა და საფარიკაო წრისკენ წაათრია. როცა გამ-
ხმარ ბალახზე, ჯეზალის გამარჯვების სცენაზე შეაბიჯეს, ტრიბუ-
ნებს აპლოდისმენტების მორიგმა ტალღამ დაუარა. ლორდ-
მარშალმა მოსწავლეს მამაშვილურად მოხვია ხელი და ბრბოს
ისე გაუღიმა, თითქოს ეს ტაში მას ეკუთვნოდა. როგორც ჩანდა,
594 მკითხველთა ლიგა
ყველას სურდა ჯეზალის დიდების მცირე ნაწილით ესარგებლა.
მაგრამ როგორღაც ჯეზალმა მოახერხა, მოხუცისგან თავი დაიძ-
ვრინა და სამეფო ლოჟისკენ მიმავალ კიბეს აუყვა.
პირველად პრინცი რეინოლტი, მეფის უმცროსი ვაჟი,
მიესალმა: მოკრძალებულად ჩაცმულზე, სერიოზულსა და ღრმა-
აზროვანზე ვერავინ იფიქრებდა, რომ სამეფო ოჯახის წევრი
იყო.
– ბრწყინვალეა! – დაიყვირა ბრბოს ღრიანცელში. ჯეზალის
გამარჯვებით მართლა აღფრთოვანებული იყო, – ნამდვილად
ბრწყინვალეა!
მისმა უფროსმა ძმამ საკუთარი გრძნობები უფრო ხატოვნად
გამოთქვა:
– დაუჯერებელია! – დაიყვირა კრონპრინცმა ლადისლამ.
თეთრ ქურთუკზე ოქროს ღილები უბრწყინავდა, – შესანიშნავია!
წარმოუდგენელი! გასაოცარი! ასეთი არაფერი მინახავს! – ჯე-
ზალმა კბილები დაკრიჭა და კრონპრინცს თავი მოკრძალებუ-
ლად დაუკრა. უნებურად წელში მოიხარა, როცა აღფრთოვანე-
ბულმა ლადისლამ ზურგზე ხელი მაგრად დაჰკრა და შესძახა, –
ყოველთვის ვიცოდი, რომ ამას შეძლებდით! ყოველთვის ჩემი
კაცი იყავით!
პრინცესა ტერეზა, დიადი ჰერცოგი ორსო ტალინსელის ერ-
თადერთი ქალიშვილი, ჯეზალს ოდნავ შესამჩნევი, ქედმაღალი
ღიმილით მისჩერებოდა, ხელისგულზე ორ გამჭვირვალე თითს
გულგრილად იკაკუნებდა, რაც მის აპლოდისმენტებს გამოხა-
ტავდა. ნიკაპი ისე მაღლა აეწია, თითქოს მისი მზერაც კი უდიდე-
სი პატივი იყო, რომელსაც ჯეზალი ვერასოდეს ეღირსებოდა და
ვერც ვერაფრით დაიმსახურებდა.
და აი, როგორც იქნა, გუსლავ მეხუთის მაღალ ტახტრევან-
თან მიაღწია – კავშირის მეფეთ მეფესთან. მზის სხივებზე
აკიაფებული გვირგვინის სიმძიმისგან მეფეს თავი ოდნავ გვერ-
595 მკითხველთა ლიგა
დზე ჩამოვარდნოდა. უფერულ მსუქან თითებს ჟოლოსფერ მან-
ტიაზე ლოქორებივით აცმაცუნებდა. თვალები დაეხუჭა, მკერდი
მშვიდად აუდ-ჩაუდიოდა, მის სუნთქვას უფერული ტუჩებიდან
ნერწყვის ხმადაბალი სრუტუნი ერთვოდა, რომელიც მსუქანი
ლოყებიდან ჩამოღვრილ ოფლს ნიკაპთან უერთდებოდა და
წვრილი ნაკადით სამეფო საყელოს სისველისგან ამუქებდა.
მართლაც – ჯეზალი ნამდვილი მეფური სიდიადის მომსწრე
გახდა.
– თქვენო უმაღლესობავ, – წაიჩურჩულა ლორდმა ჰოფმა.
სახელმწიფოს მეთაურმა არ უპასუხა. მისი მეუღლე – დედოფა-
ლი დაძაბულობისგან სარგადაყლაპულივით გაჭიმულიყო, ფე-
რუმარილით შეფერილ სახეზე ყალბი, უემოციო ღიმილი აეფა-
რებინა.
ჯეზალმა აღარ იცოდა საით გაეხედა და დამტვერილ ფეხსაც-
მელებს ჩააშტერდა. ჰოფმაისტერმა ხმამაღლა ჩაახველა. მეფის
ოფლიან ლოყაზე ერთი კუნთი შეტოკდა, მაგრამ მის უმაღლესო-
ბას არ გაუღვიძია. ჰოფი შეიჭმუხნა, მიმოიხედა, დარწმუნდა,
რომ ახლოდან არავინ უყურებდა და მონარქს სამეფო ნეკნებში
თითი ატაკა.
მეფე შეხტა, თვალები ფართოდ დააჭყიტა, მძიმე ლოყები
აუთახთახდა და ჯეზალს სისხლჩაქცეული, ჩაწითლებული ველუ-
რი მზერით მიაჩერდა.
– თქვენო უმაღლესობავ, ეს კაპიტანი...
– რეინოლტ! – შეჰკივლა მეფემ, – შვილო!
ჯეზალმა ნერვიულად გადაყლაპა ნერწყვი, მთელი ძალით
ცდილობდა, სახიდან გაქვავებული ღიმილი არ ჩამორეცხოდა.
შერეკილ მოხუც იდიოტს საკუთარ შვილში აერია. რაც ყველაზე
უარესი იყო, თვითონ პრინცი მისგან ოთხ ნაბიჯში იდგა. დედო-
ფალს გახევებული ღიმილი ოდნავ გაებზარა. პრინცესა ტერეზას

596 მკითხველთა ლიგა


იდეალური ტუჩები ზიზღით მოეღრიცა. ჰოფმაისტერმა უხერხუ-
ლად ჩაახველა:
– ეე... არა, თქვენო უმაღლესობავ, ეს...
მაგრამ უკვე გვიანი იყო. სრულიად გაუფრთხილებლად, მო-
ნარქი ძლივძლივობით წამოდგა და ჯეზალი გულში მხურვალედ
ჩაიკრა. მძიმე გვირგვინი გვერდზე ჩამოუცურდა და ძვირფასი
ქვებით მოჭედილმა ერთ-ერთმა შვერილმა კაპიტანს კინაღამ
თვალი გამოსთხარა. ჰოფმაისტერს ყბა ჩამოუვარდა. ორივე
პრინცი ადგილზე გაიყინა. ჯეზალმა ისღა მოახერხა, რომ უმწე-
ოდ ჩაიბლუკუნა რაღაც.
– შვილო ჩემო! – ჩაიზლუქუნა მეფემ, აღელვებისგან ხმა
უცახცახებდა, – რეინოლტ, როგორ მიხარია, რომ დაბრუნდი!
როცა მე აღარ ვიქნები, ლადისლას შენი დახმარება დასჭირდე-
ბა. ის სუსტია, გვირგვინი კი ისეთი მძიმე! შენ ყოველთვის უფრო
შეეფერებოდი მას! ისეთი მძიმეა! – ქვითინებდა მეფე ჯეზალის
მხარზე.
ეს საზარელ კოშმარს ჰგავდა. პირდაღებული ლადისლა და
ნამდვილი რეინოლტი ხან ერთმანეთს გადახედავდნენ, ხან მე-
ფეს, ორივე საშინლად აილეწა. ტერეზა გესლიანი ქედმაღლო-
ბით იღიმოდა და მომავალ მამამთილს დაუფარავი ზიზღით მის-
ჩერებოდა. ყველაფერი ჯანდაბისკენ წავიდა! ასეთ დროს რო-
გორ უნდა მოქცეულიყო? ამგვარი სიტუაციისთვის რამე განსაზ-
ღვრული ეტიკეტი არსებობდა? ჯეზალმა მეფეს მსუქან ზურგზე
უხერხულად მოუთათუნა. სხვა რაღა დარჩენოდა? ეს გამოჩერ-
ჩეტებული ბებერი სავარძელში ჩაეგდო? მისი ქვეშევრდომების
თვალწინ? ჯეზალი ძლივს იკავებდა თავს, რომ ასე არ მოქ-
ცეულიყო.
თავს იმით იმშვიდებდა, რომ ბრბომ მეფის ჩახუტება მისი გა-
მარჯვების ოფიციალურ დადასტურებად მიიღო, მონარქის სიტ-
ყვები აღფრთოვანების მორიგმა ტალღამ გადაფარა. სამეფო
597 მკითხველთა ლიგა
ლოჟის გარეთ მეფის სიტყვები არავის მოუსმენია. ვერავინ
გაიგო, ჯეზალის ცხოვრებაში, უეჭველად ყველაზე სამარცხვინო
მომენტის ნამდვილი აზრი.

598 მკითხველთა ლიგა


იდეალური აუდიტორია
როცა გლოკტა ოთახში შევიდა, არქილექტორი სულტი უზარ-
მაზარ ფანჯარასთან დახვდა. მაღალი და, როგორც ყოველთვის,
გაფხორილი, უნაკლო თეთრ მოსასხამში გახვეულიყო. შემოქ-
მედის სახლთან უნივერსიტეტის შპილებს გასცქეროდა. დიდ,
მრგვალ ოთახში სასიამოვნო ნიავი ქროდა, არქილექტორის ჭა-
ღარა ხშირ თმას არხევდა და უშველებელ მაგიდაზე დახვავე-
ბულ ფურცლებს აშრიალებდა.
გლოკტასკენ შემოტრიალდა:
– ინკვიზიტორო, – უთხრა უბრალოდ და თეთრხელთათ-
მნიანი ხელი გაუწოდა. არქილექტორის ბეჭდის უზარმაზარ ქვა-
ზე ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივი დაეცა და ცეცხლის მეწა-
მული ბრწყინვალებით ააკიაფა.
– გემსახურებით და გემორჩილებით, თქვენო უწმინდესობავ,
– გლოკტამ მისი ხელი აიღო, მოხრისას ტკივილისგან დაიჭყანა
და ბეჭედზე ეამბორა. აკანკალებული ხელით ჯოხს ჩაჰფრენოდა
და თავს ძლივს იმაგრებდა. „წყეულიმც ვიყო, ეს ბებერი ნაბიჭ-
ვარი ყოველ ჯერზე თუ უფრო დაბლა არ სწევდეს ხელს, მხო-
ლოდ ჩემი ტანჯვის სანახავად“.
სულტი მაღალ სავარძელში მოხდენილი მოძრაობით ჩაეშვა,
იდაყვები მაგიდაზე გაშალა, თითები თავის წინ ერთმანეთს მი-
ატყუპა. გლოკტა უბრალოდ იდგა და იცდიდა, ფეხები დაკითხვე-
ბის სახლში აბობღების კარგად ნაცნობი ტკივილით ეწვოდა,
ოფლის წვეთები თავზე უღიტინებდა. მაგრამ მაინც იდგა და დაჯ-
დომის ნებართვას ელოდა.
– გთხოვთ, დაბრძანდით, – ჩაილაპარაკა არქილექტორმა
და დაუცადა, სანამ დაჭყანული გლოკტა მაგიდის გარშემო
მდგარი სავარძლებიდან ერთ-ერთ მომცროში ჩაჯდებოდა, – ახ-
ლა კი მითხარით, გამოძიებამ როგორმე წაიწია წინ?
599 მკითხველთა ლიგა
– გარკვეულწილად. რამდენიმე დღის წინ ჩვენი სტუმრების
ოთახებში ღამით არეულობა მოხდა. ამტკიცებენ, რომ...
– ცხადია, ეს ყველაფერი უბრალოდ მათი წარმოუდგენელი
ისტორიის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. მაგია! – სულტმა მედი-
დურად ჩაიფხუკუნა, – გაარკვიეთ, სინამდვილეში კედელში
ხვრელი როგორ გაჩნდა?
„იქნებ, მაგიით?“
– ვშიშობ რომ არა, არქილექტორო.
– სამწუხაროა. რამე მტკიცებულება არ გვაწყენდა, რათა გაგ-
ვერკვია, ეს ფოკუსი როგორ გააკეთეს. თუმცა, რას ვიზამთ... –
სულტმა ისე ამოიოხრა, თითქოს მეტის მოლოდინი არც ჰქო-
ნიაო, – ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც ჩვენ გვსურს.
დაელაპარაკეთ ამ... ხალხს?
– დიახ. ბაიაზი – თუ ამ სახელის გამოყენება შემიძლია –
გაქნილი თანამოსაუბრე აღმოჩნდა. ვინაიდან არსენალში შე-
კითხვების გარდა არაფერი გამაჩნდა, ვერაფერი გამოვტყუე. მი-
სი ჩრდილოელი მეგობარიც განსაკუთრებული ყურადღების
ღირსია.
სულტს პრიალა შუბლი ერთადერთმა, ღრმა ნაოჭმა გაუპო:
– ეჭვობთ, რომ ბეთოდთან აქვს კავშირი?
– შესაძლოა.
– შესაძლოა? – ჩაეძია არქილექტორი მჟავედ, თითქოს
შხამს ანთხევსო, – კიდევ რა?
– ჩვენს მხიარულ კამპანიას კიდევ ერთი მეგობარი შეუერ-
თდა.
– ვიცი. ნავიგატორი.
„მაშინ რაღას მაწუხებდი?“
– დიახ, თქვენო უწმინდესობავ, ნავიგატორი.
– მაშინ წარმატება ვუსურვოთ. ასეთ ორგროშიან მკითხავებს
ყოველთვის უფრო მეტი უსიამოვნება მოაქვთ, ვიდრე თავად ფა-
600 მკითხველთა ლიგა
სობენ. მხოლოდ ღმერთზე და ასეთ სისულელეებზე ბოდავენ და
მეტი არაფერი. ხარბი მათხოვრები.
– რასაკვირველია. ბევრ უსიამოვნებას იწვევენ, თუმცა საინ-
ტერესოა, ასეთი ადამიანი რაში დასჭირდათ.
– მაინც რაში?
გლოკტა წამით შეყოვნდა:
– არ ვიცი.
– ჰა! – ჩაიფრუტუნა სულტმა, – კიდევ რა?
– იმღამინდელი შემთხვევის შემდეგ ჩვენი მეგობრები სხვა
ოთახებში გადაიყვანეს, პარკის გვერდით. და რამდენიმე ღამის
წინ იქვე საზარელი მკვლელობა მოხდა. მათი ფანჯრებიდან
სულ რაღაც ოციოდე ნაბიჯში.
– ჰო, ეგ ზედამხედველმა გოილმა ახსენა. თქვა, რომ ამაზე
ჩემი შეწუხება არ ღირს და ამას ჩვენს სტუმრებთან არანაირი
კავშირი არ აქვს. ეს საქმე მას მივანდე, – შეიჭმუხნა და გლოკ-
ტას შეხედა, – მცდარი გადაწყვეტილება ხომ არ მიმიღია?
„ოჰ, ღმერთო ჩემო. ამაზე არც კი უნდა დავფიქრდე“.
– არავითარ შემთხვევაში, არქილექტორო, – გლოკტამ თავი
მოწიწებით დაუკრა, – თუ ზედამხედველი გოილი კმაყოფილია,
მაშინ მე – მით უმეტეს.
– ჰმმ. ანუ იმის თქმა გინდათ, რომ არსებითად არაფერი
გვაქვს?
„არც ეგრეა საქმე...“
– აი, ეს გვაქვს, – გლოკტამ მოსასხამის ჯიბიდან უძველესი
გრაგნილი ამოიღო და არქილექტორს გაუწოდა.
სულტმა პერგამენტი ოდნავი ცნობისმოყვარეობით გამოარ-
თვა, მაგიდაზე გაშალა და უაზრო სიმბოლოებს ჩააშტერდა.
– ეს რა არის?
„ჰა! ესე იგი ყველაფერი არც შენ იცი“.

601 მკითხველთა ლიგა


– ვიტყოდი, რომ ეს ისტორიის ნაგლეჯია. ამბავი იმაზე, თუ
როგორ დაამარცხა ბაიაზმა ოსტატი შემოქმედი.
– ისტორიის ნაგლეჯი... – ჩაფიქრებულმა სულტმა მაგიდაზე
თითები ააკაკუნა, – და ეს ჩვენ რით დაგვეხმარება?
„გულისხმობ, შენ როგორ დაგეხმარება?“
– თუ ამას დავუჯერებთ, შემოქმედის სახლი სწორედ ჩვენმა
მეგობარმა ბაიაზმა დალუქა, – გლოკტამ ფანჯარაში ავბედითი
სილუეტისკენ გააქნია თავი, – დალუქა... და გასაღები თან
წაიღო.
– გასაღები? კოშკი ყოველთვის დალუქული იყო! ყოველ-
თვის! რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კლიტის ჭუჭრუტანაც კი
არ გააჩნია.
– მეც სწორედ მაგას ვფიქრობდი, თქვენო უწმინდესობავ.
– ჰმმ... – სულტს სახეზე ნელ-ნელა ღიმილი გადაეფინა, – ის-
ტორიები მთხრობელზეა დამოკიდებული, ხომ ასეა? გავბედავ
და ვივარაუდებ, რომ ამას ჩვენი მეგობარი ბაიაზიც მშვენივრად
ხვდება – ის ჩვენს წინააღმდეგ ჩვენსავე ისტორიებს იყენებს,
მაგრამ ახლა ადგილებს გავცვლით. ეს ირონია ძალიან მომ-
წონს, – ისევ გრაგნილს მიუბრუნდა, – ნამდვილი წყაროა?
– ამას რამე მნიშვნელობა აქვს?
– რა თქმა უნდა, არა, – სულტი სავარძლიდან გრაციოზუ-
ლად წამოდგა და ოთახში ნარნარით გაიარ-გამოიარა, თან თი-
თებს დახვეულ პერგამენტზე აკაკუნებდა. შემდეგ შეჩერდა და
ცოტა ხანს ფანჯარაში გაიხედა. როცა შემოტრიალდა, სახეზე
უდიდესი თვითკმაყოფილება ეწერა.
– თუ არ ვცდები, ხვალ საღამოს ნადიმი იგეგმება, ჩვენი ახა-
ლი ფარიკაობის ჩემპიონის, კაპიტანი ლუთარის პატივსაცემად,
– „ეგ მატყუარა ჭიაყელა“, – ღონისძიებას დიდებული და მნიშ-
ვნელოვანი ფიგურები დაესწრებიან: დედოფალი, ორივე პრინ-
ცი, დახურული საბჭოს თითქმის ყველა წევრი, რამდენიმე უმ-
602 მკითხველთა ლიგა
ნიშვნელოვანესი დიდგვაროვანი... – „მეფეც არ დაგვავიწყდეს.
როგორ უნდა მოახერხო მონარქმა, შენი სადილზე დასწრება
ხსენებადაც არ ღირდეს“, – მგონი, ნიღბის ჩამოსაგლეჯი მცირე
ცერემონიალისთვის იდეალური აუდიტორია იქნება, როგორ
ფიქრობთ?
გლოკტამ თავი ფრთხილად დახარა:
– რა თქმა უნდა, არქილექტორო. იდეალური აუდიტორი იქ-
ნება.
„თუ, რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოგვივა. თუ არადა, შერ-
ცხვენისთვისაც იდეალური აუდიტორია იქნება“.
მაგრამ სულტი უკვე გამარჯვებას ზეიმობდა:
– დიახაც, ზედგამოჭრილი თავყრილობა იქნება და მომზადე-
ბისთვის დროც გვეყოფა. ჩვენს მეგობართან, მაგებს შორის
უპირველესთან შიკრიკი გაგზავნეთ და შეატყობინეთ, რომ მას
და მის მეგზურებს მთელი გულით ვეპატიჟებით ხვალინდელ სა-
დილზე. იმედი მაქვს, თქვენც მოხვალთ, ხომ ასეა?
„მე?“
გლოკტა კვლავ ორად მოიხარა:
– ამას არაფრის დიდებით არ გამოვტოვებ, თქვენო უწმინდე-
სობავ.
– მშვენიერია. თქვენი შეგირდებიც წამოიყვანეთ. ჩვენმა მე-
გობრებმა შეიძლება მოთმინება დაკარგონ, როცა გაიაზრებენ,
რომ მათი თამაში დასრულდა. ვინ იცის, ეს ბარბაროსები რაზე
არიან წამსვლელები? – და ხელთათმნიანი ხელის ძლივსშესამ-
ჩნევი მოძრაობით ცხადად ანიშნა, რომ საუბარი დაამთავრა.
„ამდენი საფეხური – მხოლოდ ამისთვის?“
სანამ გლოკტა ზღურბლს მიაღწევდა, სულტმა ცხვირი გრაგ-
ნილში ჩაყო და ჩაიბუტბუტა:
– იდეალური აუდიტორია.
გლოკტამ მძიმე კარი გაიხურა.
603 მკითხველთა ლიგა
იქ, ჩრდილოეთში, კარლები ყოველ საღამოს თავიანთ ბე-
ლადთან ერთად ვახშმობდნენ, მისსავე დარბაზში. ქალებს საჭ-
მელი ხის ჯამებით მოჰქონდათ. ხორცის ნაჭერს დანას ჩაარჭობ-
დი, ჭრიდი და პირში თითებით იტენიდი. თუ ძვალი ან ხრტილი
შეგხვდებოდა, ძირს, ჩალაზე დააგდებდი ძაღლებისთვის. მაგი-
და – თუ მონახავდი – რამდენიმე უხეიროდ შეჭედებული ფიც-
რისგან შეკრული იქნებოდა, დალაქავებული, დაჩეხილი, დანე-
ბით დაკაწრული.
კარლები გრძელ ფიცრებზე ისხდნენ, ხანდახან სახელიანი
ადამიანებისთვის შეიძლება ერთი-ორი სკამიც დაედგათ. ძირი-
თადად ბნელოდა, განსაკუთრებით – გრძელი ზამთრის ღამეებ-
ში. ბუხრისა და ჩაგათი გატენილი ჩიბუხების წყალობით
იქაურობა კვამლში ეხვეოდა. ხშირად ისმოდა სიმღერები, კიდევ
უფრო ხშირად – ვინმეს დაცინვა და ხუმრობები, ხანდახან
შეურაცხყოფებიც, სასმელი კი ყოველთვის ბლომად მოედინე-
ბოდა. ერთადერთი წესი ჰქონდათ: პირველი ბელადი უნდა ყო-
ფილიყო.
ლოგენს აქაურ წესებზე წარმოდგენაც არ გააჩნდა, მაგრამ
ხვდებოდა – აქ ისინი ბლომად უნდა ჰქონოდათ.
სტუმრები ნალის ფორმაზე განლაგებული სამი გრძელი მა-
გიდის გარშემო გაენაწილებინათ – სამოც ადამიანამდე. შეიძ-
ლება მეტიც. ყველას საკუთარი სკამი ჰქონდა, ხოლო მაგიდის
ზედაპირის შავი ხე ისე გაეპრიალებინათ, რომ კედლებსა და მა-
გიდებზე ანთებული ასობით სანთლის შუქზე მასში საკუთარ ბუნ-
დოვან გამოსახულებას ხედავდა. ყოველ სტუმართან სულ მცი-
რე სამი ბლაგვი დანა და რამდენიმე სხვა ნივთი დაეწყოთ, რო-
მელთა დანიშნულებას ლოგენი ვერაფრით ხვდებოდა – ისევე
როგორც მბრწყინავი ლითონის დიდი, ბრტყელი წრის.
აქ არავითარი ყვირილი და მით უმეტეს სიმღერა არ ისმოდა.
მხოლოდ ჩუმი, ფუტკრებივით ზუზუნი – ხალხი ერთმანეთისკენ
604 მკითხველთა ლიგა
იხრებოდა და ისე ჩურჩულებდა, თითქოს საიდუმლოებს უმხე-
ლენო. ტანსაცმელი კიდევ უფრო უცნაური ეცვათ, ვიდრე აქამდე
ენახა. მოხუცებს ოქროსფერი, წითელი და შავი, ბრწყინვალე
ბეწვით გაწყობილი მანტიები ემოსათ – ასეთ სიცხეშიც კი!
ახალგაზრდები ჭრელაჭრულა ვიწრო ქურთუკებში გამოწყო-
ბილიყვნენ – ღია ჟოლოსფერში, მწვანეში ან ლურჯში, ოქროს
ან ვერცხლის ძაფებითა და კვანძებით მორთულებში. ქალებს
მოელვარე ოქროს ჯაჭვები და ბრჭყვიალა ბეჭდები აესხათ, ჭყე-
ტელა ქსოვილისგან შეკერილი კაბები ზოგან უაზროდ ვიწრო,
ზოგან კი უაზროდ გაბერილი და მომჩვარული ჩანდა. ზოგან, სა-
ერთოდაც, სხეულს აშიშვლებდა და ლოგენს, ცოტა არ იყოს, ყუ-
რადღებას უფანტავდა.
მსახურებსაც კი ბატონკაცურად ეცვათ. მაგიდების უკან დაძ-
რწოდნენ, დროდადრო მაგიდისკენ უჩუმრად გადაიხრებოდნენ
და თასებს ტკბილი, მსუბუქი ღვინოთი ავსებდნენ. ლოგენს უკვე
საკმაოდ მოესწრო დალევა და გაბრჭყვიალებული ოთახი სა-
სიამოვნოდ უელავდა თვალწინ.
პრობლემა საჭმლის ნაკლებობა იყო. ლოგენს დილიდან
არაფერი ეჭამა, ამიტომ მუცელი უბუყბუყებდა. მაგიდაზე სტუმ-
რების წინ ლარნაკებში ჩაწყობილ მცენარეებს ათვალიერებდა.
მათი ყვავილები კაშკაშა ფერებად ელვარებდა და საჭმელად
ვარგისს არ ჰგავდა, თუმცა, ამ ქვეყანაში ხომ ძალიან უცნაურად
იკვებებოდნენ.
სხვა არაფერი დარჩენოდა, უნდა გაესინჯა. ერთ-ერთ მათ-
განს ხელი დაავლო და ლარნაკიდან ამოიღო – გრძელი, მწვანე
მცენარე, ყვითელი ყვავილით – და ღეროს ძირში უკბიჩა. უგემუ-
რი და წყლიანი აღმოჩნდა, მაგრამ ღეჭვა შეიძლებოდა. ამჯერად
უფრო დიდი ნაჭერი მოაგლიჯა და ყბები უგემურად აამოძრავა.
– არა მგონია, ეს საჭმელად ვარგოდეს.

605 მკითხველთა ლიგა


ლოგენი განცვიფრებული შემოტრიალდა. ამ ადგილას ჩრდი-
ლოური დიალექტის გაგონებას არ ელოდა. საერთოდ არ ელო-
და, თუ ვინმე გამოელაპარაკებოდა. მის მეზობლად მჯდარი მა-
ღალი, გამხდარი მამაკაცი, მკაფიოდ გამოხატული ნაკვთებითა
და დაღარული სახით, მისკენ გადმოხრილიყო და დარცხვენით
უღიმოდა. ლოგენს ბუნდოვნად გაახსენდა. ეს კაცი იმ ხმლებით
თამაშობაზე ნახა – გაბღენძილ ყმაწვილს მახვილებს აწვდიდა.
– ააჰ, – ძლივს ამოთქვა ლოგენმა მცენარით გატენილი პი-
რით.
ღეჭვისას გემო კიდევ უფრო გაუარესდა:
– უკაცრავად, – ჩაილაპარაკა ძლივს, როგორც კი ლუკმა გა-
დაყლაპა, – ასეთ რამეებში კარგად ვერ ვერკვევი.
– სიმართლე გითხრათ, ვერც მე. როგორი გემო აქვს?
– მძღნერის, – ლოგენმა ნახევრადშეჭმული ყვავილი თითებ-
ში დაბნეულად აათამაშა. ფილებიანი იატაკი უზადოდ მოეწმინ-
დათ, თანაც, ნაკლებად სავარაუდო იყო, ყვავილის მაგიდის
ქვეშ შეგდება სწორი საქციელი ყოფილიყო. ძაღლები არსად
ჩანდნენ, თორემ, ალბათ არც ისინი დააკარებდნენ პირს. ძაღ-
ლებს მასზე მეტი ჭკუა ჰქონდათ. ლოგენმა ყვავილი ლითონის
თასზე დააგდო და თითები მკერდზე შეიწმინდა, იმედი ჰქონდა,
ვერავინ შეამჩნევდა.
– ვესტი მქვია, – უთხრა კაცმა და ხელი გაუწოდა, – ანგლან-
დიდან ვარ.
ლოგენმა მისი ხელი მაგრად ჩაბღუჯა:
– ცხრათითა. ბრინიდან. მაღალი მთიანეთიდან.
– ცხრათითა? – ლოგენმა მოკვეთილი თითი გაუქნია და კაც-
მაც თავი დააკანტურა, – აჰ, ჰო, ვხედავ, – ისე გაიღიმა, თითქოს
რაღაც სასაცილო გაახსენდაო, – ანგლანდში ერთხელ სიმღერა
მოვისმინე, ცხრათითა კაცზე. მოიცა, როგორ ეძახდნენ? სის-
ხლიანი ცხრა! ჰო, ასე ერქვა! – ლოგენმა იგრძნო, რომ სახიდან
606 მკითხველთა ლიგა
ნელ-ნელა ღიმილი ჩამოერეცხა, – ჩვეულებრივი ჩრდილოური
სიმღერა იყო, ძალადობით გაჟღენთილი. თითქოს სისხლიანი
ცხრას მიერ მოკვეთილი თავებით ურმებს ავსებდნენ, მთლიანი
ქალაქებს წვავდა, სისხლგარეულ ლუდს მიირთმევდა და ა. შ.
შემთხვევით თქვენ ხომ არ ხართ?
კაცი აშკარად ხუმრობდა. ლოგენმა ნერვიულად გაიცინა:
– არა, არა. მასზე არაფერი მსმენია, – საბედნიეროდ ვესტი
უკვე სხვა თემაზე გადავიდა.
– მითხარით: გეტყობათ, ბრძოლა თქვენთვის უცხო არ არის.
– ჰო, რამდენიმე გაწევ-გამოწევაში ვყოფილვარ, – ამის უარ-
ყოფას აზრი არ ჰქონდა.
– იმ ადამიანზე თუ იცით რამე, ვისაც ჩრდილოეთის მეფეს
ეძახიან? იმ ბეთოდზე?
ლოგენმა მზერა აარიდა:
– ჰო, ვიცნობ.
– მის წინააღმდეგ იბრძოდით?
ლოგენი შეიჭმუხნა. პირში ისევ მცენარის საზიზღარი გემო
ედგა. თასი აიღო და მოსვა:
– უარესი, – წარმოთქვა ნელა და ჭურჭელი ადგილზე დააბ-
რუნა, – მისთვის ვიბრძოდი.
თუმცა ამ სიტყვებმა კაცს კიდევ უფრო გაუღვივა ცნობისმოყ-
ვარეობა:
– მაშინ მისი ტაქტიკა კარგად გეცოდინებათ, მისი საომარი
ძალები. როგორ აწარმოებს ომებს! – ლოგენმა თავი დაუქნია,
– რა შეგიძლიათ მის შესახებ მიამბოთ?
– ის ყველაზე ცბიერი და სასტიკი მოწინააღმდეგეა, მოწყა-
ლება და ყოყმანი მისთვის უცნობია. სწორად გამიგეთ: ეგ კაცი
მეზიზღება, მაგრამ სკარლინგ უქუდოს შემდეგ, ჩრდილოეთს
ასეთი მხედართმთავარი არ ჰყოლია. ხალხს პატივისცემას
უნერგავს, ან შიშს. ან სხვაგვარად იმორჩილებს. საკუთარ
607 მკითხველთა ლიგა
ხალხს მთელი ძალით მიერეკება წინ, რომ მოწინააღმდეგეს
ბრძოლის ველზე მიასწროს და სასურველი ადგილი პირველმა
დაიკავოს. ხალხიც მიჰყვება, რადგან იცის – მათ გამარჯვებამდე
მიიყვანს. სადაც საჭიროა, ფრთხილია და სადაც საჭიროა – უში-
შარი. დეტალები არასდროს გამორჩება. ყოველი საომარი ხრი-
კი უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს – მახეებს და ხაფანგებს აგებს,
თვალთმაქცობასა და ვერაგობაში ვერავინ შეედრება, მოდუნე-
ბულ მტერს მოულოდნელად ესხმის თავს, ზურგიდან. იქ უნდა
ეძებო, სადაც ყველაზე ნაკლებად ელი, არ გაგიკვირდეს, თუ
ყველაზე ძლიერი იქ აღმოჩნდება, სადაც ყველაზე სუსტი ჩანს.
უფრთხილდი, როცა თავს მოგაჩვენებს, თითქოს გარბის. ხალხს
მისი ეშინია – თანაც, ჭკვიან ხალხს.
ლოგენმა თეფშიდან ყვავილი აიღო და მისი დახლეჩა დაიწ-
ყო:
– მისი ჯარი კლანებადაა დაყოფილი, რომლებსაც ბელადები
მეთაურობენ. ისინი ძლიერ მხედართმთავრებად ითვლებიან და
სამართლიანადაც. მისი არმიის უმეტესობას თრალები შეადგე-
ნენ – ომში იძულებით გაგზავნილი გლეხები; მსუბუქად – შუბით
ან მშვილდით – შეიარაღებულები, სწრაფად მოძრავ პატარა
ჯგუფებად არიან დაყოფილი. თავიდან გამოცდილება აკლდათ,
რადგან ბრძოლებში პირდაპირ ფერმებიდან მიერეკებოდნენ,
მაგრამ ჩვენთან უკვე იმდენი ხანია ომი გრძელდება, რომ გლე-
ხების უმეტესობა გამობრძმედილ, შეუბრალებელ მებრძოლად
იქცა.
მაგიდაზე მცენარის ნამცეცები დაალაგა: ვითომ მწვანე ნაჭ-
რები ჯარისკაცების ჯგუფები იყო, ხოლო თეფში – ბორცვი.
– ყოველ ბელადს თავისი კარლები ჰყავს – საკუთარი მიწე-
ბიდან მოკრეფილი მებრძოლები, კარგად შეიარაღებული და შე-
ჯავშნილი, კარგად ნავარჯიშები. ნაჯახს, ხმალს, შუბს ოსტატუ-
რად ფლობენ. მხედრები ცოტა ჰყავს, მაგრამ ბეთოდი მათ უკა-
608 მკითხველთა ლიგა
ნასკნელ წამამდე არ გამოაჩენს, საუკეთესო მომენტს დაუცდის
და მერე გამოიყენებს – ბრძოლის ან დევნისთვის, – ყვავილს
ყვითელი ფურცლები მოაძრო და ისინიც უმალ ფლანგებზე და-
მალულ მხედრებად გადააქცია, – და ბოლოს, სახელგანთქმუ-
ლი მებრძოლები, სახელიანი კაცები. ადამიანები, რომლებმაც
სახელი ბრძოლაში გაითქვეს და უდიდესი პატივისცემაც დაიმ-
სახურეს. ისინი შეიძლება კარლებს მიუძღოდნენ ბრძოლის
ველზე, ან მზვერავებად გამოადგნენ, ან პატარა ჯგუფებით თავ-
დასხმები მოაწყონ – არცთუ ისე იშვიათად, მტრის ზურგში.
უეცრად შეამჩნია, რომ თეფში მცენარის დაქუცმაცებული
ნამცეცებით აევსო და ნარჩენები სასწრაფოდ მაგიდაზე გადაყა-
რა:
– ასეთია ტრადიციული ომები ჩრდილოეთში, მაგრამ ბე-
თოდს ყოველთვის აინტერესებდა ახალი იდეები. ბევრი წიგნი
წაიკითხა, ბრძოლის უამრავი სახეობა შეისწავლა, ხშირად საუბ-
რობდა სამხრეთელი ვაჭრებისგან არბალეტების, მძიმე ჯავშნე-
ბისა და ძლიერი საბრძოლო ცხენების ყიდვის საჭიროებაზე.
ისეთი ლაშქარის შექმნა უნდოდა, რომლისაც მთელ მსოფლიოს
შეეშინდებოდა.
ლოგენი უცებ მიხვდა, რომ ძალიან ხანგრძლივად და შეუჩე-
რებლად ლაპარაკობდა. იმაზე ორჯერ მეტი სიტყვა თქვა, ვიდრე
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ვესტი
ისევ უდიდესი ყურადღებით უსმენდა.
– გეტყობათ, ეს საქმე კარგად იცით, – შენიშნა მაიორმა.
– ჰოო... თქვენ ხომ ის ერთადერთი თემა შემომთავაზეთ,
რომელშიც კარგად ვერკვევი.
– რა რჩევას მისცემდით ადამიანს, რომელიც ბეთოდთან საბ-
რძოლველად მიემართება?
ლოგენი მოიქუფრა:
– ფრთხილად იყავით. და ზურგებს ყურადღება მიაქციეთ.
609 მკითხველთა ლიგა
ჯეზალი ვერავითარ სიამოვნებას ვერ იღებდა. თავიდან, რა
თქმა უნდა, იდეამ აღაფრთოვანა – სწორედ ამაზე ოცნებობდა
ყოველთვის: მის პატივსაცემად გამართულ ზეიმზე, რომელსაც
კავშირის უამრავი გამორჩეული ადამიანი დაესწრებოდა! ეს რა-
საკვირველია, მისი, როგორც ტურნირის ჩემპიონის, ახალი,
მშვენიერი ცხოვრების დასაწყისი იქნებოდა. უკვე ხედავდა იმ
დიდებულ მომავალს, რომელსაც უწინასწარმეტყველებდნენ –
არა, ჰპირდებოდნენ! როგორც გადამწიფებული ნაყოფი, სადა-
ცაა ტოტს მოსწყდებოდა და პირდაპირ კალთაში ჩაუვარდებო-
და. დიდება და აღიარება ძალიან ახლოს იყო. შეიძლება ამ სა-
ღამოსვე დაენიშნათ მაიორად და ანგლანდში მიმავალი მთელი
ბატალიონის სათავეში ჩაეყენებინათ...
მაგრამ, ჯეზალის გასაოცრად, სტუმრების უმრავლესობას
მასზე მეტად საკუთარი საქმეები უფრო აინტერესებდა. სახელ-
მწიფო მნიშვნელობის საქმეებს განიხილავდნენ, სავაჭრო სა-
კითხებზე კამათობდნენ. მიწებს, ტიტულებს, პოლიტიკას არჩევ-
დნენ. ფარიკაობასა და მისი ღირსშესანიშნავ ოსტატობას თით-
ქმის არავინ ახსენებდა. როგორც ჩანდა, სწრაფი დაწინაურების
მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა. უბრალოდ იქ უნდა მჯდარიყო,
გაეღიმა და გულგრილი მილოცვები ესმინა მდიდრულად ჩაცმუ-
ლი უცნობებისგან, რომლებიც წესიერად თვალებშიც არ უყუ-
რებდნენ. მის როლს ცვილის ფიგურაც თავისუფლად შეასრუ-
ლებდა. ჯეზალმა გულში აღიარა, რომ არენაზე უბრალო ხალხის
მხურვალე მხარდაჭერამ უფრო დიდი სიამოვნება მიანიჭა. ყო-
ველ შემთხვევაში, ისინი გულწრფელები მაინც ჩანდნენ.
თუმცა აქამდე სასახლეში არასოდეს ყოფილა – ეს იყო ციხე-
სიმაგრე აგრიონტის ციხესიმაგრის შუაგულში. აქ მხოლოდ
რჩეულებს უშვებდნენ. და აი, ახლა ის მთავარ მაგიდასთან იჯდა,
თვით მეფის პირად სასადილო დარბაზში. თუმცა, ჯეზალს ეჭვიც

610 მკითხველთა ლიგა


არ ეპარებოდა, რომ ჩვეულებრივ, მეფე საწოლში მიირთმევდა
და, სავარაუდოდ, კოვზით აჭმევდნენ.
დარბაზის შორეულ ბოლოში, კედელთან სცენა მოეწყოთ. ჯე-
ზალს სადღაც გაეგონა, რომ მეფე ოსტუსი, რომელიც ტახტზე
ბავშვობაში ავიდა, აქ ყოველი ტრაპეზის დროს სპეციალურად
მისთვის მოწყობილ ჯამბაზთა წარმოდგენებს უყურებდა. მორ-
ლიკ შეშლილს პირიქით – სადილობისას სიკვდილით დასჯის
ყურება სიამოვნებდა. მეფე კაზამირი, როგორც ამბობდნენ, იქ
ყოველ დილას თავის დაუძინებელ მტრებს აყენებდა, თავის გი-
ნებასა და წყევლას აიძულებდა, თვითონ კი საუზმობდა – ვი-
თომდა მძვინვარება რომ არ ჩაჰქრობოდა. მაგრამ ახლა სცენას
ფარდები ეფარა, ჯეზალს გასართობი სხვაგან უნდა ეძებნა, და
ამის იმედი დიდად არც ჰქონდა.
მარშალი ვარუზი ჯეზალის ყურთან გაუჩერებლად ყბედობდა.
თუმცა, მას ფარიკაობა მაინც აინტერესებდა. მაგრამ, საუბედუ-
როდ, სხვაზე არაფერზე ლაპარაკობდა:
– ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს! მთელი ქალაქი ამაზე
გუგუნებს. ეს ყველაზე გამორჩეული ორთაბრძოლა იყო, რაც კი
ოდესმე ვინმეს უნახავს! გეფიცები, შენ ადრინდელ სანდ დან
გლოკტასაც სჯობიხარ, მე კი მისნაირის ნახვას აღარც ველოდი!
სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე ბრძოლა შეგეძლო,
ოდნავადაც ვერ ვიეჭვებდი!
– მმ, – უპასუხა ჯეზალმა.
კრონპრინცი ლადისლა და მისი მომავალი საცოლე, ტერეზა
ტალინსელი, მაგიდის თავში ისხდნენ, ზუსტად მთვლემარე მე-
ფის წინ. თვალისმომჭრელი წყვილი ყველას ყურადღებას იპ-
ყრობდა. გარშემომყოფებს ყურადღებას ოდნავადაც არ აქცევ-
დნენ, მაგრამ არა ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული წყვილე-
ბივით. არა, პირიქით, სასტიკად ჩხუბობდნენ, ხმის ჩაწევით მა-
ინცდამაინც არ იწუხებდნენ თავს. მათი მეზობლები კი თავებს
611 მკითხველთა ლიგა
იკატუნებდნენ, თითქოს თითოეულ მათ სიტყვას ხარბად არ ის-
რუტავდნენ.
– მალე ომში გავემართები, ანგლანდში, ასე რომ, ჩემი დიდ-
ხანს ატანა აღარ მოგიწევთ! – მოთქვამდა ლადისლა, – შეიძლე-
ბა მომკლან! იქნებ ამან მაინც გააბედნიეროს თქვენი უმაღლე-
სობა!
– ოო, გთხოვთ, ოღონდ ჩემ გამო არ დაიღუპოთ, – არ ჩა-
მორჩა ტერეზა, მისი სტირიული აქცენტი შხამს აფრქვევდა, –
თუმცა, თუ განგება ინებებს, დაე, ასე იყოს. ვფიქრობ, მწუხარე-
ბას როგორმე გავუმკლავდები...
ჯეზალს ყურადღება ერთ-ერთმა მეზობელმა გაუფანტა, რო-
მელმაც მაგიდას მუშტი დააბრეხვა:
– ეს წყეული მდაბიოები! წყეული გლეხები სტარიკლანდშიც
აჯანყდნენ! უქნარა ძაღლები! უკვე ხელის განძრევაც ეზარებათ!
– გადასახადების ბრალია, – ჩაიბუზღუნა მეორე მეზობელმა,
– ამ საომარმა გადასახადებმა ცეცხლზე ნავთი დაასხა. იმ წყე-
ულ ტიპზე არ გსმენიათ, დაბაღს რომ ეძახიან? ვიღაც ოხერი
გლეხია, რევოლუციას ღიად მოითხოვს! ამბობენ, მეფის გადასა-
ხადების ამკრეფს რაღაც ხროვა დაესხა თავსო, კელნის კედლე-
ბიდან სულ რაღაც ერთი მილის მოშორებით! მეფის გადასახა-
დების ამკრეფს, წარმოგიდგენიათ?! რაღაც ხროვა! ქალაქის
კედლებიდან სულ რაღაც ერთი მილის მანძილზე...
– ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია! – ჯეზალი მოსაუბრის სახეს
ვერ ხედავდა, მაგრამ ოქროთი ამოქარგული მანჟეტებიანი მან-
ტია იცნო – მაროვია იყო, უმაღლესი მსაჯული, – თუ ადამიანს
ძაღლივით მოექცევი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გიკბენს, ეს
ფაქტია. ჩვენი, როგორც მმართველებისა და დიდებულების ვა-
ლი უბრალო ხალხის დაცვა და პატივისცემაა და არა მათი ჩაგ-
ვრა და ზიზღი!

612 მკითხველთა ლიგა


– მე ზიზღსა და ჩაგვრაზე არ ვსაუბრობდი, ლორდო მაროვია.
უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ჩვენ, როგორც მიწათმფლობე-
ლებს, რაც გვეკუთვნის, უნდა გადაგვიხადონ. და როგორც მათ
ბუნებრივ ბატონებს, თუ უფრო შორს წავალთ...
მარშალი ვარუზი წამითაც ვერ ჩერდებოდა:
– ძალიან მაგარი იყო! როგორ დააგდე ძირს, ერთი მახვი-
ლით ორის წინააღმდეგ! – მოხუცმა ჯარისკაცმა ჰაერი ხელით
გააპო, – მთელი ქალაქი ამაზე ლაპარაკობს! დიდი საქმეები გე-
ლოდება, ჩემო ბიჭო, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები. დიდი საქ-
მეები! წყეულიმც ვიყო, თუ ერთ დღესაც დახურულ საბჭოში ჩემი
ადგილი არ დაიკავო!
ამის ატანა უკვე შეუძლებელი ხდებოდა. ჯეზალი ამ კაცს რამ-
დენიმე თვის მანძილზე უთმენდა, ფიქრობდა, გამარჯვების შემ-
დეგ ამ ყველაფერს ბოლო მოეღებაო, მაგრამ, როგორც ჩანდა,
ეს ბედნიერება არ ეწერა. ისევე, როგორც სხვა რამეები. უც-
ნაურია, მაგრამ ჯეზალი აქამდე ვერ ხვდებოდა, თურმე რა მომა-
ბეზრებელი, კრეტინი ბებერი ყოფილა ლორდ-მარშალი. თუმცა,
ახლა ამას კარგად ხედავდა.
ყველაფერთან ერთად, მაგიდებს ისეთი ადამიანები შემოს-
ხდომოდნენ, რომელთა სტუმრების რიგებში ნახვის არავითარი
სურვილი არ ჰქონდა. ინკვიზიციის არქილექტორისთვის, ალ-
ბათ, გამონაკლისს დაუშვებდა, რადგან ის დახურული საბჭოს
წევრი და უდავოდ ძლევამოსილი პიროვნება იყო. მაგრამ ჯე-
ზალს ვერაფრით გაეგო, იმ ნაბიჭვარი გლოკტას მოთრევა რა-
ღაში დასჭირდათ! ხეიბარი კიდევ უფრო ავადმყოფურად გა-
მოიყურებოდა, ჩაცვენილი თვალები მთლად ჩაშავებოდა. ჯე-
ზალს გამუდმებით ეჭვიან მზერას ესროდა, თითქოს რაღაც და-
ნაშაულს აბრალებსო. ეს აუტანელი თავხედობა იყო – ბოლოს
და ბოლოს, დღევანდელი ნადიმი ხომ მას ეძღვნებოდა!

613 მკითხველთა ლიგა


და ეს ყველაზე უარესი არ იყო. ოთახის მეორე ბოლოში ის
მელოტი მოხუცი დაინახა, რომელიც საკუთარ თავს ბაიაზს უწო-
დებდა. ჯეზალს ახლაც ვერ ამოეხსნა მოხუცის უცნაური სიტყვე-
ბი, რომლებიც ტურნირში გამარჯვების შემდეგ უთხრა – ან ის,
რატომ ჰქონდა ასეთი უცნაური რეაქცია მამამისს ამ კაცის და-
ნახვისას. ბაიაზს გვერდით თავისი საშინელი მეგობარი, ცხრა-
თითა ბარბაროსი ეჯდა.
მაიორ ვესტს არ გაუმართლა – იმ ველურთან დასვეს, მაგ-
რამ ვესტი უსიამოვნო სიტუაციას საკმაოდ კარგად უმკლავდე-
ბოდა. მეტიც, ერთმანეთს გაცხოველებულად ესაუბრებოდნენ.
დროდადრო ჩრდილოელი მოულოდნელად ახარხარდებო-
და, მაგიდას უზარმაზარ მუშტებს უბრახუნებდა და ჭურჭელს აზ-
რიალებდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი მაინც ერთობიან ამ მო-
საწყენ წვეულებაზეო, მწარედ გაიფიქრა ჯეზალმა. ლამისაა,
მათთან ყოფნა მონდომებოდა.
მიუხედავად ყველა ამ იმედგაცრუებისა, მაინც მტკიცედ
ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ დიდი კაცი გახდებოდა. უნდოდა
ბევრი ბეწვით მორთული ტანსაცმელი ეტარებინა და მძიმე ოქ-
როს ჯაჭვი, რომელიც მის დიდებულებას გაუსვამდა ხაზს. უნდო-
და მის წინაშე მუხლი მოეყარათ, მიწაზე ეხოხათ და კუდი ექიცი-
ნებინათ. გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო და ეს აზრი ახ-
ლაც მოსწონდა. უბრალოდ ახლო მანძილიდან ეს ყველაფერი
საშინლად ყალბი და მოსაწყენი ეჩვენებოდა. მას გაცილებით,
გაცილებით ესიამოვნებოდა არდისთან განმარტოება, მიუხედა-
ვად იმისა, რომ წინა ღამეს ნახა. აი, მასში მოსაწყენი არაფერი
იყო...
– ამბობენ, ველურებმა ოსტენჰორმს მიაღწიესო! – დაიყვირა
ვიღაცამ ჯეზალის მარცხნივ, – ლორდ-გუბერნატორი მიდი ლაშ-
ქარს აგროვებს, დაიფიცა, რომ მათ ანგლანდიდან მოაშორებს!

614 მკითხველთა ლიგა


– ვინ, მიდი? ეგ გაბერილი ბებერი იდიოტი საკუთარი ჭურ-
ჭლიდან ღვეზლის ნაჭერსაც ვერ მოაშორებს!
– თუმცა, ჩრდილოელ პირუტყვებს ისიც უნდა ეყოს, ხომ
ასეა? კავშირის ერთი კარგი ჯარისკაცი ათ მათნაირ ველურს
უდრის.
უეცრად საყოველთაო ხმაური ტერეზას გამყინავმა ხმამ
გააპო – ისე ხმამაღლა გაჰკიოდა, ალბათ დარბაზის მეორე ბო-
ლოშიც გაიგებდნენ:
– რა თქმა უნდა, გავთხოვდები, როცა ამას მამაჩემი მიბრძა-
ნებს, მაგრამ ვალდებული არ ვარ, თავი მოგაჩვენოთ, თითქოს
ძალიან კმაყოფილი ვარ! – სახეზე ისეთი ავი გამომეტყველება
გადაეფინა, ჯეზალს არ გაუკვირდებოდა, პრინცესას ჩანგალი
რომ აეღო და კრონპრინცისთვის სახეში ჩაერტყა. კაპიტანმა
ცოტა კმაყოფილებაც კი იგრძნო, როცა დაინახა, რომ ერთა-
დერთი არ იყო, ვინც ქალებს ვერ უგებდა.
– ოო, დიახ, ბრწყინვალე სანახაობა! ყველა მაგაზე ლაპარა-
კობს! – ვერ ჩერდებოდა ვარუზი.
ჯეზალი სკამზე აწრიალდა. როდის უნდა დასრულებულიყო
ეს წყეული საღამო? უკვე სული ეხუთებოდა. ისევ სტუმრები გა-
დაათვალიერა და გლოკტას მზერა დაიჭირა, მის დასახიჩრებულ
სახეზე ძველებურად პირქუში და ეჭვიანი გამომეტყველება
ამოიკითხა.
ჯეზალი ამ კაცის მზერას საკუთარ წვეულებაზეც კი ვერ უძ-
ლებდა. მაინც რა ჯანდაბად გადაეკიდა ეს ხეიბარი?
„პატარა ნაბიჭვარი. ითაღლითა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ
ითაღლითა“. გლოკტას თვალები მოპირდაპირე მაგიდასთან
მსხდომი სტუმრების სახეებს იკვლევდა, სანამ ბაიაზს არ გადა-
აწყდა... მოხუცი გაიძვერა ისე იჯდა, კაცს ეგონებოდა საკუთარ
სახლშიაო. „ამაში მისი ხელიც ურევია. ითაღლითეს, ორივემ
ერთად. თუმცა, არ ვიცი, როგორ“.
615 მკითხველთა ლიგა
– ბატონებო და ქალბატონებო! – ჰოფმაისტერი წამოდგა და
ოთახში საუბარი შეწყდა, – მისი უდიდებულესობის სახელით
მოგესალმებით ამ მოკრძალებულ ნადიმზე, – მეფე ოდნავ შე-
ირხა, ირგვლივ უაზრო მზერით მიმოიხედა, თვალები ააფახურა
და ისევ დახუჭა, – როგორც მოგეხსენებათ, აქ კაპიტანი ჯეზალ
დან ლუთარის პატივსაცემად შევიკრიბეთ, რომელმაც საკუთა-
რი სახელი რჩეულთა საპატიო სიაში ჩაწერა – იმ მოფარიკა-
ვეების რიგებში, რომლებმაც ზაფხულის ტურნირში გაიმარჯვეს.
აქა-იქ ჭიქები ასწიეს და თანხმობის ნიშნად გულგრილად
ადუდუნდნენ.
– დღეს აქ დამსწრეთაგან სხვა გამარჯვებულებსაც ვხედავ.
ახლა მრავალი მათგანი სახელმწიფოს უმაღლეს პოსტებს იკა-
ვებს: ლორდ-მარშალი ვარუზი, რაინდი ჰერალდების მეთაური
ვალდისი, აი, იქ, მაიორი ვესტი, რომელიც, როგორც მოგეხსე-
ნებათ, ახლა მარშალი ბერრის შტაბში მსახურობს. ერთ დროს
მეც გავიმარჯვე... – გაიღიმა და ნაპატივებ ღიპს დახედა, – თუმ-
ცა, რა თქმა უნდა, მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა... – ოთახში
თავაზიანი სიცილი გაისმა.
„ყველამ შევამჩნიეთ, რომ მე გამომტოვა. გამოდის, ყველა
გამარჯვებულის არ შურთ, ხომ ასეა?“
– ტურნირის მრავალი გამარჯვებული, – განაგრძნო ჰოფმა-
ისტერმა, – ხშირად უდიდეს საქმეებს სჩადიოდნენ, და იმედი
მაქვს – ყველას იმედი გვაქვს – რომ ამას ჩვენი ახალგაზრდა
მეგობარი, კაპიტანი ლუთარიც დაამტკიცებს.
„მე კი იმედი მაქვს, რომ ეს პატარა გაიძვერა ნაბიჭვარი ან-
გლანდში ნელ და მტანჯველ სიკვდილს მიიღებს“.
მაგრამ თვითკმაყოფილი ყეყეჩის სადღეგრძელებლად
გლოკტამ ჭიქა სხვებთან ერთად ასწია. ლუთარი მაგიდასთან იჯ-
და და ყოველი წამისგან უდიდეს სიამოვნებას იღებდა.

616 მკითხველთა ლიგა


„ახლა გამახსენდა, მაგ სკამზე ხომ მეც ვიჯექი, როცა ტურ-
ნირში გავიმარჯვე. ტაშს მიკრავდნენ, ზურგზე ხელს მიტყაპუნებ-
დნენ, ჩემი შურდათ. ძვირფასი სამოსები სხვა ადამიანებს ეც-
ვათ, სხვა გაოფლილი სახეები მომჩერებოდა, მაგრამ მას შემ-
დეგ ბევრიც არაფერი შეცვლილა. განა ჩემი ღიმილი ნაკლებად
თვითკმაყოფილი იყო? რა თქმა უნდა, არა. ეგ კი არა, ალბათ
უარესი ვიყავი. მაგრამ, მე ვიმსახურებდი მაინც“.
ლორდ ჰოფს საკუთარი წარმოთქმული სადღეგრძელო გულ-
თან ისე მიეტანა, რომ თასი შეუჩერებლად გამოსცალა, უკანას-
კნელ წვეთამდე. შემდეგ ჭურჭელი მაგიდაზე დააბრუნა და ტუჩე-
ბი მოილოკა:
– ახლა კი, სანამ საჭმელს მოიტანენ, ჩემმა კოლეგამ, არქი-
ლექტორმა სულტმა, სტუმრების პატივსაცემად პატარა სიურ-
პრიზი მოგვიმზადა. იმედი მაქვს, თავს კარგად შეიქცევთ, –
ჰოფმაისტერი სავარძელში მძიმედ ჩაეშვა და ცარიელი თასი მა-
შინვე გაიწოდა ღვინის ჩასამატებლად.
გლოკტამ სულტს გახედა. „სიურპრიზი არქილეტორისგან?
ვიღაცას ცუდად აქვს საქმე“.
სცენაზე მძიმე წითელი ფარდები ნელა აიწია და ფიცრებზე
გაწოლილი მოხუცი გამოაჩინა, რომელსაც კაშკაშა სისხლით
მოსვრილი თეთრი სამოსი ეცვა. უკანა ფონზე, უზარმაზარ თეთრ
ტილოზე, ვარსკვლავებიანი ცა და ტყე გამოესახათ. ამან გლოკ-
ტას ოვალური ოთახის ფრესკა მოაგონა უსიამოვნოდ – ის ჩა-
მონგრეული ოთახი, სევერარდის მიერ დოკებთან ნაყიდი სახ-
ლის სარდაფში.
კულისებიდან მეორე მოხუცი გამოვიდა: მაღალი, გამხდარი
მამაკაცი, უნაკლოდ სწორი ნაკვთებით. მიუხედავად იმისა, რომ
თავი ბოლომდე გადაეპარსა და თეთრი წვერი ზომიერად
მოეზარდა, გლოკტამ მაშინვე იცნო. „იოსიფ ლესტეკია, ქალა-

617 მკითხველთა ლიგა


ქის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მსახიობი“. სისხლიანი
სხეული რომ დაინახა, დემონსტრაციულად გახევდა.
– ოოოოჰ! – ამოიქვითინა და მკლავები გადაჭარბებული გა-
ოგნებისა და სასოწარკვეთის გამოსახატად გაასავსავა. მარ-
თლა ძალიან ძლიერი ხმა აღმოაჩნდა – იმდენად ძლიერი, რომ
ჭერი ააზანზარა. როცა დარწმუნდა, მაყურებლების ყურადღება
მთლიანად მივიპყრეო, ლესტეკი ჰაერში ხელების ქნევას მოჰ-
ყვა, სიტყვებს ჟესტებით მატებდა ძალას. სახეზე ელვის სისწრა-
ფით იცვლიდა ემოციებს:
– აქ იუვინი წევს, ჩემი ოსტატი მოკვდა
ოცნება მშვიდობაზე ყველასთვის მორჩა
კანედიასის ღალატმა იმედი გააქრო
მან ჩვენი მზე სამუდამოდ ჩააქრო –
დასრულდა დიდი დროება.
მოხუცმა მსახიობმა თავი უკან გადააგდო, და გლოკტამ მის
გაბრწყინებულ თვალებში ცრემლები შენიშნა. „ძალიან მოხერ-
ხებული ხრიკია – ადგე და საჭირო წამს იტირო“. ლოყაზე ეული
ცრემლი ჩამოეღვარა და მოჯადოებულ მაყურებელს სუნთქვა
შეეკრა. ლესტეკი ისევ გვამს მიუბრუნდა:
ძმა ძმას კლავს. ასეთი დანაშაული სამყაროს
დაბადებიდან არ უნახავს.
მაშ რატომ ანათებს ისევ ვარსკვლავები
მიწა არ იპობა და განრისხებული
ცეცხლს არ გადმოგვაფრქვევს?
მუხლებზე დაემხო და ხელი ბებერ გულმკერდზე დაირტყა:
ოჰ, წუთისოფელო მუხთალო, მომეცი შვება
ბატონის გარეშე წამით ვერ ვიცოცხლებ!
მაგრამ არა, ეს არ შეიძლება, როცა დიადი კვდება
ცარიელ ქვეყანაზე ვინც მას შემდეგ რჩება
მან უნდა იბრძოლოს, მიეცი ნება!
618 მკითხველთა ლიგა
ლესტეკმა თავი ნელა ასწია, დამსწრეებს შეხედა და ფეხზე
ნელა წამოდგა, უდიდესი სასოწარკვეთა პირქუში სიმტკიცით შე-
ეცვალა.
თუნდაც ტაძარი შემოქმედის იყოს დალუქული
დაე კლდისა და ფოლადის ჰქონდეს მას ურდული
სანამ ფოლადი ჟანგმა არ შეჭამოს
ან ჩემმა ხელებმა ქვა არ დაამსხვრიოს
შურისძიება ჩემი იქნება!
მსახიობს თვალებში ცეცხლი აუგიზგიზდა, მანტია შემოიხვია
და სცენა აღტაცებული აპლოდისმენტების თანხლებით დატოვა.
ეს ცნობილი პიესის შემოკლებული ვერსია იყო, რომელსაც ძა-
ლიან ხშირად დგამდნენ. „მაგრამ ასე კარგად იშვიათად ასრუ-
ლებენ“. გლოკტამ გაოცებით აღმოაჩინა, რომ თვითონაც უკ-
რავდა ტაშს. „ბრწყინვალე წარმოდგენა გამოვიდა. დიდებულე-
ბა, ჟინი, მბრძანებლობა... უფრო შთამბეჭდავად გამოუვიდა,
ვიდრე ჩვენს თვითმარქვია ბაიაზს“. გლოკტა სკამის საზურგეს
მიეყრდნო, ფეხი მაგიდის ქვეშ გაფარჩხა და სანახაობით ტკბო-
ბისთვის მოემზადა.
ლოგენს დაძაბულობისგან სახე დაეჭიმა. მიხვდა, რომ ეს
ერთ-ერთი ის წარმოდგენა იყო, რომლებზეც ბაიაზი უყვებოდა,
მაგრამ ყველაფრის ბოლომდე გაგებაში ენის მწირი ცოდნა უშ-
ლიდა ხელს.
სცენაზე მსახიობები მიმოდიოდნენ, ოხრავდნენ და ხელებს
აქნევდნენ, კაშკაშა კოსტიუმებში თავებს იწონებდნენ და სიმღე-
რებით საუბრობდნენ. როგორც ჩანდა, ორი მათგანი მუქკანიან
გმირებად იყვნენ ჩაფიქრებულები, მაგრამ აშკარად ეტყობო-
დათ, რომ ფერმკრთალ თეთრ მამაკაცებს უბრალოდ სახეზე შა-
ვი საღებავი წაესვათ. სხვა ეპიზოდში ის, ვინც ბაიაზის როლს ას-
რულებდა, ვიღაც ქალს კარიდან რაღაცას ეჩურჩულებოდა –
როგორც ჩანს, ემუდარებოდა, გაეღო. თუმცა, კარი უბრალოდ
619 მკითხველთა ლიგა
შეღებილი ფიცარი იყო, რომელიც სცენის შუაში იდგა, თვითონ
ქალს კაბაგადაცმული ბიჭი თამაშობდა. ლოგენის აზრით, ამ
ფიცრისთვის გვერდის შემოვლა და იმ ბიჭთან – თუ ქალთან –
პირისპირ საუბარი უფრო მარტივი იქნებოდა.
ლოგენს მხოლოდ ერთ რამეში არ ეპარებოდა ეჭვი: ნამდვი-
ლი ბაიაზი ძალიან უკმაყოფილო იყო. გრძნობდა, რომ მაგის უკ-
მაყოფილება ყოველ ახალ სცენასთან ერთად იზრდებოდა.
მწვერვალს კი მაშინ მიაღწია, როცა მთავარმა ბოროტმოქ-
მედმა – ხელთათმნიანმა კაცმა, რომელსაც ცალ თვალზე სახვე-
ვი აეკრა, კაბიანი ბიჭი ერთ-ერთი ხის ქონგურებიანი კედლიდან
გადააგდო. სავარაუდოდ, ის ბიჭი – თუ ქალი – დიდი სიმაღლი-
დან უნდა ჩამოვარდნილიყო, მაგრამ ლოგენს ცხადად მოესმა,
როგორ დაეცა მაშინვე რაღაც რბილზე სცენის მიღმა.
– როგორ ბედავენ, ნაბიჭვრები! – გამოცრა კბილებში ნამ-
დვილმა ბაიაზმა. რომ შესძლებოდა, ლოგენი ოთახიდან დიდი
სიამოვნებით გაიქცეოდა. ბოლოს იმითღა დაკმაყოფილდა, რომ
სკამი განრისხებული მაგისგან რაც შეიძლება შორს, ვესტისკენ
გააჩოჩა.
ამ დროს სცენაზე მეორე ბაიაზი ხელთათმნიან და თვალაკ-
რულ მოხუცს ებრძოდა, თუმცა მათი ბრძოლა მხოლოდ იმაში
გამოიხატებოდა, რომ წრეებზე დადიოდნენ და გაუჩერებლად
ლაყბობდნენ. ბოლოს და ბოლოს ბოროტმოქმედი ბიჭის გზას
გაუყვა და სცენიდან გადავარდა, მაგრამ მანამდე მოწინააღმდე-
გემ უზარმაზარი ოქროს გასაღები წაართვა.
– აქ უფრო მეტი დეტალია, ვიდრე ორიგინალში, – ჩაიბუზღუ-
ნა ბაიაზმა, როცა მისმა ორეულმა გასაღები ასწია და ახალი
ლექსის წარმოთქმა დაიწყო. წარმოდგენა დასასრულს უახლოვ-
დებოდა, ლოგენისთვის კი სიტყვების ნახევარი ძველებურად
გაუგებარი რჩებოდა. მაგრამ ბოლო ორი სტროფის გარჩევა მა-

620 მკითხველთა ლიგა


ინც მოახერხა, სანამ მსახიობი დარბაზს თავს მდაბლად დაუკ-
რავდა:
ისტორიის ბოლოს ვითხოვთ შეწყნარებას
არც კი გვიფიქრია თქვენი გაბრაზება.
– ჰო, აბა რა! ეგ ზღაპრები ჩემს ბებერ ტრაკს დააჯერონ! –
კბილებში გამოცრა ბაიაზმა, თუმცა იღიმოდა და ტაშს მხურვა-
ლედ უკრავდა.
გლოკტა ლესტეკს უყურებდა, რომელმაც მაყურებლებს თავი
უკანასკნელადაც დაუკრა; ხელში კვლავ ოქროს გასაღები უბ-
რწყინავდა. შემდეგ ჩამოშვებული ფარდების მიღმა გაუჩინარ-
და. როცა ტაში მიყუჩდა, არქილექტორი სულტი სავარძლიდან
წამოიმართა.
– ძალიან მიხარია, რომ ჩვენი პატარა სანახაობით ისიამოვ-
ნეთ, – თქვა და მადლიერ მაყურებლებს გაუღიმა, – ეჭვიც არ მე-
პარება, რომ უმეტესობას ეს პიესა აქამდეც გინახავთ, მაგრამ ამ
საღამოს მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღეს აქ
მხოლოდ კაპიტანი ლუთარის გამო არ შევკრებილვართ. დღეს
ჩვენ შორის მეორე საპატიო სტუმარიცაა: არც მეტი, არც ნაკლე-
ბი, ჩვენი პიესის მთავარი გმირი – თვით ბაიაზი, მაგებს შორის
უპირველესი! – სულტმა გაიღიმა და ხელი ოთახის მეორე ბო-
ლოში, მოხუცი თაღლითისკენ გაიშვირა, დარბაზი აფაჩუნდა და
ყველა ბაიაზისკენ მიტრიალდა.
მაგმა ყველას გაუღიმა:
– საღამო მშვიდობისა, – თქვა მან. რამდენიმე ღრმად პატივ-
ცემულმა დამსწრემ ხმამაღლა გაიცინა, ისინი წარმოდგენის
გაგრძელებას ელოდნენ, მაგრამ სულტს მათთან ერთად არ
გაუცინია და მხიარულება ხანმოკლე აღმოჩნდა. დარბაზში
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. „მეტიც, შეიძლება ითქვას, მო-
მაკვდინებელი სიჩუმეა“.

621 მკითხველთა ლიგა


– მაგებს შორის უპირველესი. უკვე რამდენიმე კვირაა ის
ჩვენთან, აგრიონტში ცხოვრობს. ის და მისი რამდენიმე... მეგზუ-
რი, – სულტმა ნაიარევებით დაფარულ ჩრდილოელს გახედა,
შემდეგ ისევ თვითმარქვია მაგს მიუბრუნდა, – ბაიაზი... – სიტყვა
ცოტა ხანს პირში ატრიალა, მსმენელთა ყურებამდე კარგად
რომ მიეღწია, – უძველესი ენის ანბანის პირველი ასო. იუვინის
პირველი შეგირდი, ანბანის პირველი ასო, ასე არ არის, ოსტა-
ტო ბაიაზ?
– რატომ მეკითხებით, არქილექტორო, – ჰკითხა მოხუცმა
დამცინავი ღიმილით, – თქვენ რა, ჩემზე ინფორმაციას აგრო-
ვებდით?
„შთამბეჭდავია. ახლაც კი, როცა უნდა ხვდებოდეს, რომ მისი
თამაში სადაცაა დამთავრდება, მაინც ჯიუტად არ გამოდის რო-
ლიდან“.
თუმცა ამ დაცინვამ სულტზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა:
– ჩემი მოვალეობაა გამოვიკვლიო ყოველი, ვინც ჩემი მეფის
ან ქვეყნისთვის შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს, – მკაც-
რად გამოცრა მან.
– რა პატრიოტული სულისკვეთებაა! თქვენი გამოძიება, რა-
საკვირველია, გამოარკვევდა, რომ მე ჯერ კიდევ დახურული
საბჭოს წევრი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სკამი ძალიან
დიდი ხანია ცარიელია. ამიტომ, ვფიქრობ, „ლორდი ბაიაზი“ უფ-
რო მართებული მომართვა იქნებოდა.
სულტის ცივი ღიმილი ოდნავადაც არ შეცვლილა:
– და ხომ ვერ შემახსენებთ, უკანასკნელად როდის გვესტუმ-
რეთ, ლორდო ბაიაზ? ვფიქრობ, ადამიანს, რომელსაც ჩვენს ის-
ტორიასთან ასეთი ღრმა კავშირი აქვს, ამდენი წლის განმავლო-
ბაში ცოტა მეტი ინტერესი უნდა გამოევლინა. თუ ნებავს დამ-
რთავთ, გკითხავთ, კავშირის შექმნიდან ამდენი საუკუნე, თვით

622 მკითხველთა ლიგა


ჰაროდ დიდის მეფობის შემდეგ, რატომ არც ერთხელ გვინახუ-
ლეთ?
„კარგი შეკითხვაა. ნეტავ ეგ მე მომსვლოდა თავში“.
– ოჰ, რას ბრძანებთ. აქამდეც გესტუმრეთ. მეფე მორლიკ
შეშლილის მმართველობისას და სამოქალაქო ომის დროს, რო-
მელიც მას მოჰყვა. მე ახალგაზრდა კაცის მასწავლებელი ვიყა-
ვი, რომელსაც არნოლტი ერქვა. მოგვიანებით, როცა მორლიკი
მოკლეს და ღია საბჭომ არნოლტი ტახტზე აიყვანა, ჰოფმაისტე-
რი ვიყავი. იმ დღეებში თავს ბიალოველდს ვუწოდებდი. შემდეგ
მეფე კაზამირის მმართველობისას დავბრუნდი. ის მიცნობდა
როგორც ცოლლერს, და მაშინ თქვენი ადგილი მეკავა, არქი-
ლექტორო.
გლოკტამ აღშფოთება ძლივს შეიკავა და რამდენიმე წამოძა-
ხილი მეზობელი ადგილებიდანაც გაიგო.
„არავითარი სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია, ეს უნდა ვა-
ღიარო. ბიალოველდი და ცოლლერი – კავშირის ორი ყველაზე
პატივსაცემი მსახური! როგორ ბედავს? თუმცა...“ გლოკტამ გა-
იხსენა არქილექტორის კაბინეტში ჩამოკიდებული ცოლლერის
პორტრეტი და ბიალოველდის ქანდაკება მეფეთა ხეივანში. „ო-
რივე მელოტი და პირქუში იყო, ორივე წვერს ატარებდა... მაგ-
რამ, მოიცა ერთი, ეს რა აზრები მიტრიალებს თავში? აი, მაიორ
ვესტსაც უთხელდება თმა – და რა, ეს ლეგენდარულ ჯადოქრად
აქცევს? ამ შარლატანმა, ალბათ, ორი ყველაზე მელოტი ისტო-
რიული ფიგურა ამოარჩია, ესაა და ეს“.
სულტმა, ამასობაში, ახალი ტაქტიკა აირჩია:
– მაშინ მითხარით, ბაიაზ: საქვეყნოდ ცნობილია ისტორია,
რომ მრავალი წლის წინ, როცა ჰაროდს სასახლეში ესტუმრეთ,
მას თქვენში ეჭვი შეეპარა. მაშინ საკუთარი ძალის დასამტკი-
ცებლად მისი გრძელი მაგიდა შუაში გადატეხეთ. შესაძლოა,

623 მკითხველთა ლიგა


სკეპტიკოსები დღესაც აღმოჩნდნენ ჩვენ შორის. რაიმე მსგავსს
ხომ არ შემოგვთავაზებთ, ახლა?
რაც უფრო უცივდებოდა სულტს ტონი, მით უფრო გულგრი-
ლი ხდებოდა მოხუცი თაღლითი. არქილექტორის უკანასკნელი
მცდელობა ხელის ზანტი მოქნევით მოიცილა:
– რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, არქილექტორო, სასცენო
წარმოდგენა ან ფოკუსი არ გახლავთ. ასეთი რამეები ყოველ-
თვის სახიფათოა და გარკვეული საფასურიც გააჩნია. თანაც, ძა-
ლიან უხერხული იქნება, კაპიტანი ლუთარის ნადიმი მხოლოდ
იმიტომ ჩავშალოთ, რომ აქ სეირი მოვაწყო, თქვენ ასე არ ფიქ-
რობთ? რომ აღარაფერი ვთქვათ ამ მშვენიერი უძველესი ავეჯის
გაფუჭებაზე. მე, დღევანდელი ადამიანების უმეტესობისგან გან-
სხვავებით, წარსულს უდიდეს პატივს ვცემ.
ორი მოხუცის დუელის ყურებისას ზოგი გაუბედავად იღიმო-
და, რადგან ამ ყველაფერში ჯერაც ოსტატურად ჩაფიქრებულ
ხუმრობას ეჭვობდნენ. დანარჩენები, რომლებიც საქმის არსს
უკეთ ჩასწვდნენ, მოქუფრულები ისხდნენ და ცდილობდნენ
გაეგოთ, რა ხდებოდა, ვინ გაიმარჯვებდა. უმაღლესი მსაჯული
მაროვია, როგორც გლოკტამ შეამჩნია, ძალიან კმაყოფილი
ჩანდა. „თითქოს რაღაც ისეთი იცის, რაც ჩვენ არ ვიცით“.
გლოკტა სკამზე მოუსვენრად აწრიალდა, მელოტ მსახიობს
თვალს არ აცილებდა. „ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გვე-
გონა. როდის უნდა გაოფლიანდეს? როდის?“
ვიღაცამ ლოგენის წინ ოხშივარავარდნილი წვნიანის ჯამი
დადგა. ეჭვგარეშე იყო, ეს ნამდვილად იჭმებოდა, მაგრამ მადა
გაუქრა. შეიძლება გამოცდილი კარისკაცი არ იყო, მაგრამ ლო-
გენი პირველივე შეხედვისთანავე ხვდებოდა, როცა ვინმე ჩხუ-
ბისთვის ემზადებოდა. ყოველ ახალ წინადადებასთან ერთად
ორი მოხუცის სახეზე ღიმილი თანდათან ცივდებოდა, ხმები უმ-
კაცრდებოდათ, დარბაზში კი სულ უფრო იძაბებოდა ატმოსფე-
624 მკითხველთა ლიგა
რო. უკვე ყველა შეშფოთდა – ვესტიც, ის თავმომწონე ყმაწვი-
ლიც, რომელმაც ხმლებით თამაში ბაიაზის თაღლითობით
მოიგო, ციებ-ცხელებიანი ხეიბარიც, რომელიც გამუდმებით რა-
ღაცებს ეკითხებოდა...
ლოგენმა იგრძნო, რომ კისერზე თმა აეჯაგრა. უახლოეს კარ-
თან ორი ფიგურა დალანდა. შავებში ჩაცმულები და შავნიღ-
ბიანები. თვალებით სხვა გასასვლელებს დაუწყო ძებნა. ყოველ
კართან ორი ასეთივე ნიღბიანი ფიგურა იდგა – ზოგან მეტიც. სა-
ეჭვოა, თეფშების გამოსაცვლელად მოსულიყვნენ...
აქ მისთვის მოვიდნენ. მისთვის და ბაიაზისთვის. ამას
გრძნობდა. ადამიანი ნიღაბს ტყუილად არ იკეთებს – ესე იგი,
რაღაც შავბნელი საქმეების ჩადენა აქვს განზრახული. იმდენნი
იყვნენ, ლოგენი ნახევარსაც ვერ გაუმკლავდებოდა, მაგრამ
თეფშის გვერდიდან დანა მაინც აიღო და სახელოში უჩუმრად
შემალა. თუ მის დაჭერას მოინდომებდნენ, იბრძოლებდა. ამაზე
არც კი დაფიქრდებოდა.
ბაიაზს ხმაში უკვე გაბრაზება შეეპარა:
– ყველა მტკიცებულება წარმოვადგინე, რომელიც მომთხო-
ვეთ, არქილექტორო!
– მტკიცებულება? – ჩაიცინა ცივად მაღალმა კაცმა, რომელ-
საც სულტს ეძახდნენ, – თქვენ მხოლოდ სიტყვები და დამტვერი-
ლი ფურცლები წარმოადგინეთ! ეს ცხვირმოუხოცავი მდივნის
ნამუშევარს უფრო ჰგავს, ვიდრე ლეგენდარული გმირისას! ბევ-
რის აზრით, მაგი, რომელიც მაგიას არ ფლობს, უბრალოდ მო-
მაბეზრებელი მოხუცია, რომელიც სხვის საქმეებში ჰყოფს
ცხვირს! ჩვენ ომი გვაქვს და ვერ გავრისკავთ! თქვენ არქილექ-
ტორი ცოლლერი ახსენეთ. მისი შეუპოვარი ბეჯითობა სიმარ-
თლის გარკვევის მიზნით ბევრ საბუთშია აღწერილი. დარწმუნე-
ბული ვარ, აუცილებლად გამიგებთ, – მოხუცი წინ გადაიხარა და

625 მკითხველთა ლიგა


მაგიდას მუშტებით დაეყრდნო, – გვიჩვენეთ მაგია, ბაიაზ! ან გა-
საღები!
ლოგენმა ნერწყვი გადაყლაპა. ეს ყველაფერი ძალიან არ
მოსწონდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ თამაშის წესებში არაფერი
გაეგებოდა. ის ბაიაზს მიენდო, თვითონაც არ იცოდა რატომ, და
ახლა გადაწყვეტილებას ვერ შეიცვლიდა. სხვა მხარეს გადას-
ვლა უკვე გვიანი იყო.
– აბა, არაფერი დაგრჩათ სათქმელი? – დაიჟინა სულტმა.
შემდეგ სავარძელში ნელა ჩაეშვა და სახეზე ძველებური ღიმი-
ლი დაუბრუნდა. თვალები გასასვლელებს შეანათა და ლოგენმა
იგრძნო, რომ ნიღბიანი ფიგურები ამოძრავდნენ, თითქოს ჯაჭვე-
ბი ახსნესო, – სიტყვები გამოგელიათ? ფოკუსები აღარ დაგ-
რჩათ?
– მხოლოდ ერთი.
ბაიაზმა ხელი საყელოში ჩაიყო, გულისპირი მოიჩხრიკა და
პერანგიდან რაღაც ამოაძვრინა. გრძელი, წვრილი ჯაჭვი იყო.
ერთ-ერთი ნიღბიანი წინ გადმოხტა, რადგან იარაღს ელოდა და
ლოგენმა დანის ტარს ხელი მაგრად მოუჭირა, მაგრამ როცა მო-
ხუცმა ჯაჭვი მთლიანად ამოსწია, მხოლოდ მასზე დაკიდებული
მუქი ლითონის მოქანავე ძელი შერჩათ.
– გასაღები, – თქვა ბაიაზმა და ძელი შუქზე ასწია. ლითონი
თითქმის არ ირეკლავდა სინათლეს, – შეიძლება ისეთი ლამაზი
არ არის, როგორიც თქვენს პიესაში, მაგრამ გარწმუნებთ, ნამ-
დვილია. კანედიასი ოქროს არ ცნობდა, არ იყენებდა. ლამაზი
ნივთები არ უყვარდა. მას ისეთი ნივთები ერჩივნა, რომლებიც
მუშაობდა.
არქილექტორს ტუჩი აეპრიხა:
– თქვენ რა, მართლა გგონიათ, რომ სიტყვაზე გენდობით?
– არა, ცხადია. თქვენი სამსახური ხომ ყველაში ეჭვის შეტა-
ნაა და უნდა გითხრათ, ამ საქმეს ბრწყინვალედ უმკლავდებით.
626 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ახლა გვიანია, ამიტომ, ხვალინდელ დილას დავუცდი და
შემოქმედის სახლს მაშინ გავაღებ, – ვიღაცას კოვზი იატაკზე
დაუვარდა და ქვის ფილებზე გაიწკრიალა, – რა თქმა უნდა,
თვითმხილველებიც დაგვჭირდებიან, რათა დარწმუნდეთ, რომ
არ ვცრუობ. რას იტყვით... – ბაიაზმა მაგიდას ცივი, მწვანე თვა-
ლები მოავლო, – ინკვიზიტორ გლოკტასა და... თქვენს ახალ
ჩემპიონზე, კაპიტან ლუთარზე?
საკუთარი სახელის გაგონებაზე ხეიბარი მოიღუშა. ლუთარიც
სრულიად გაოგნებული ჩანდა. არქილექტორი გაიმართა, დამ-
ცინავი ღიმილი გაუქრა და სახე გაუქვავდა. თვალები ბაიაზის
მხიარული სახიდან მის კისერზე ჩამოკიდებულ მუქი ლითონის
ძელზე უხტოდა. შემდეგ ერთ-ერთი გასასვლელისკენ გაიხედა
და თავი ოდნავ გააქნია. მუქი ფიგურები ჩრდილებში გაუჩინარ-
დნენ. ლოგენმა ატკივებული ყბები მოადუნა და დანა მაგიდაზე
შეუმჩნევლად დააბრუნა.
ბაიაზმა გაიღიმა:
– ღმერთო ჩემო, ოსტატო სულტ, თქვენი გულის მოგება ნამ-
დვილად რთულია!
– ვფიქრობ, „თქვენო უწმინდესობავ“ უფრო შესაფერისი მო-
მართვა იქნებოდა, – წაისისინა არქილექტორმა.
– რასაკვირველია, რასაკვირველია. თუმცა, ვხედავ, სანამ
რამე ავეჯს არ დავლეწავ, მანამდე უკმაყოფილო იქნებით. და
რადგანაც ძალიან არ მინდა, ჩვენი სტუმრები წვნიანით მოვსვა-
რო...
მოულოდნელად არქილექტორის სავარძელი ტკაცუნით და-
ემხო. სულტი მაგიდის გადასაფარებელს ხელით წაეპოტინა და
აზრიალებული ჭურჭლისა და ხის ნამტვრევების თანხლებით
იატაკზე გაიშხლართა, დაცემისას ხმამაღლა ამოიკვნესა. მეფეს
გაეღვიძა და შეხტა. სტუმრებს ოხვრა აღმოხდათ და გაოცების-
გან თვალები აახამხამეს.
627 მკითხველთა ლიგა
ბაიაზს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია:
– სხვათა შორის, მშვენიერი წვნიანია, – თქვა და კოვზიდან
ხმამაღლა მოხრუპა.

628 მკითხველთა ლიგა


შემოქმედის სახლი
ქარიანი დღე იდგა და შემოქმედის სახლი ჩვეულებრივზე უფ-
რო სასტიკი და პირქუში ჩანდა – უზარმაზარი მუქი სილუეტი
ღრუბლების ფონზე აღმართულიყო. აგრიონტის ქუჩებსა და მო-
ედნებზე ცივი ქარი ქროდა და გლოკტას შავი პალტოს კალთებს
უფრიალებდა, სანამ ის კაპიტან ლუთარსა და ეგრეთ წოდებულ
მაგს მიჰყვებოდა ნაიარევებით დაფარული ჩრდილოელის
გვერდით. ინკვიზიტორმა იცოდა, რომ უთვალთვალებდნენ.
„თავიდანვე მითვალთვალებდნენ. ყოველი ფანჯრიდან, კარი-
დან, სახურავიდან“. შეგირდები ყველგან იყვნენ – გლოკტა მათ
მზერას გრძნობდა
გლოკტა ელოდა – გულის სიღრმეში იმედი ჰქონდა – რომ
ბაიაზი და მისი მეგზურები ღამე გაუჩინარდებოდნენ, მაგრამ ასე
არ მოხდა. მოხუცი ისე უზრუნველად მიაბიჯებდა, თითქოს სარ-
დაფი უნდა გააღოსო და გლოკტას ეს ძალიან არ მოსწონდა.
„როდის მორჩება ეს ფარსი? როდის ასწევს ხელებს და
აღიარებს, რომ მხოლოდ თამაშობს? როცა უნივერსიტეტს მი-
ვაღწევთ? როცა ხიდს გადავლახავთ? როცა შემოქმედის სახლის
კარიბჭესთან დავდგებით და გასაღებს ვერ მოვარგებთ?“ მაგ-
რამ ინკვიზიტორის გონების შორეულ კუთხე-კუნჭულში სხვა აზ-
რებიც იმალებოდა: „რომ არ თამაშობდეს? კარი რომ გაიღოს?
მართლა ის რომ აღმოჩნდეს, ვისაც ამტკიცებს?“
სანამ უნივერსიტეტის ცარიელ ეზოში მიაბიჯებდნენ, ბაიაზი
ლუთარს უდარდელად ელაპარაკებოდა.
„ისევე მშვიდად, როგორც ბაბუა საყვარელ შვილიშვილს. და
ისევე მოსაწყენად“.
– რასაკვირველია, ჩემი ბოლო სტუმრობის შემდეგ ქალაქი
წარმოუდგენლად გაიზარდა. ის უბანი, რომელსაც სამ ფერმას
ეძახით, ახლა გაუთავებლად მოფუსფუსე ხალხითა სავსე. მე კი
629 მკითხველთა ლიგა
ის დრო მახსოვს, როცა იქ სამი ფერმის მეტი არაფერი იყო! სხვა
არაფერი! დიახ! მართლა! თანაც ეს ფერმები ქალაქის გალავნი-
დან ძალიან შორს იყო!
– ეე... – ლუთარმა არ იცოდა, რა ეთქვა.
– და რაც შეეხება სანელებლებით მოვაჭრეების ახალ რატუ-
შას – ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი ტრაბახა...
გლოკტა მათ უკან მიფრატუნებდა და გაუთავებელი ლაყბო-
ბის ზღვაში დაფარული აზრის დაჭერას ცდილობდა, ამ ქაოსში
რაღაც წესრიგს ეძებდა. გონებაში ათასი კითხვა უტრიალებდა:
თვითმხილველად მე რატომ ამირჩია? რატომ თავად არქილექ-
ტორი არა? იქნებ ჰგონია, მე ადვილად გამაცურებს? მაშინ ლუ-
თარი რაღა საჭირო იყო? რადგან ტურნირი მოიგო? და ტურნირი
როგორღა მოიგო? იქნებ, ისიც გარეულია ამ თაღლითობაში?“
მაგრამ თუ ლუთარი რამე ავბედითში იყო გარეული, ამას
სრულიად არ იმჩნევდა. გლოკტას ის ყოველთვის თვითკმაყო-
ფილი ახალგაზრდა იდიოტი ეგონა და არც არასოდეს შეუმჩნე-
ვია მისთვის რამე, რაც აზრს შეაცვლევინებდა.
„და კიდევ ერთი თავსატეხი...“ გლოკტამ მის გვერდით მიმა-
ვალ უშველებელ ჩრდილოელს გახედა. კაცის დაჩეხილ სახეზე
ვერავითარი ბოროტი განზრახვა ვერ ამოიკითხა – საერთოდ არ
ეტყობოდა, თუ რამეს აპირებდა. „სულელია, თუ ძალიან
ჭკვიანი? მისი უნდა გვეშინოდეს თუ სათვალავშიც არ უნდა ვაგ-
დებდეთ? მსახურია თუ ბატონი?“ პასუხი არცერთ შეკითხვაზე არ
ჰქონდა. ჯერ.
– ეს ადგილი კი იმის აჩრდილია, რაც ადრე იყო, – თქვა
ბაიაზმა და უნივერსიტეტში შესასვლელ კართან შეჩერდა. პირ-
ქუშ, გვერდზე გადაზნექილ ქანდაკებებს მჟავედ ახედა. შემდეგ
გაცრეცილ კარზე ისე ძლიერად დააბრახუნა, რომ ანჯამები აჭ-
რიალდა. გლოკტას გასაოცრად, ის თითქმის იმწამსვე გაიღო.

630 მკითხველთა ლიგა


– გელიან, – დაიხრიალა გადაღრძუებულმა კარისკაცმა.
უკან დაედევნენ და წყვდიადში შეაბიჯეს, მოხუცი მოჭრიალე
კარს დაეჯაჯგურა და ძლივს დახურა, – მე მიგაცილებთ...
– საჭირო არ არის, – გასძახა ბაიაზმა მხარს უკან, უკვე
მტვრიან დერეფანში მიქროდა, – გზა ვიცი!
გლოკტა მთელი ძალით ცდილობდა, არ ჩამორჩენოდა. ცივი
ამინდის მიუხედავად ოფლში იხვითქებოდა, მტკივან ფეხზე ცეც-
ხლი ეკიდა. სიჩქარისგან დრო აღარ ყოფნიდა დაფიქრებული-
ყო, ეს მელოტი ნაბიჭვარი შენობას ასე კარგად საიდან იცნობ-
და. „არადა აშკარად კარგად იცნობს!“
დერეფანში ისე მიაბიჯებდა, თითქოს მთელი სიცოცხლე აქ
ჰქონდა გატარებული.
უნივერსიტეტის მდგომარეობაზე თავს უკმაყოფილოდ აქნევ-
და და ისევ გაუჩერებლად ლაყბობდა:
– ამდენი მტვერი არსად მინახავს, თქვენ რას იტყვით, კაპი-
ტანო ლუთარ? არ გამიკვირდება, ეს წყეული ადგილი ჩემი უკა-
ნასკნელი სტუმრობის შემდეგ ერთხელაც რომ არ გაეწმინდათ!
წარმოდგენაც არ მაქვს, ასეთ პირობებში როგორ უნდა იფიქრო!
წარმოდგენაც არ მაქვს!
ტილოებიდან ასობით მკვდარი და დამსახურებულად მივიწ-
ყებული ადეპტი გადმოჰყურებდათ მოქუფრული სახეებით, თით-
ქოს ეს ხმაური საშინლად აღიზიანებთო.
უნივერსიტეტის მრავალი დერეფანი მოიტოვეს უკან – ძვე-
ლისძველი, მტვრიანი, ღვთისგან მივიწყებული. გაშავებული
ძველი ნახატებისა და დაობებული წიგნების გარდა აქ არაფერი
იყო.
ჯეზალი ვერასოდეს ხვდებოდა, რა საჭირო იყო წიგნები. ფა-
რიკაობასა და ცხენოსნობაზე რამდენიმე ტომი წაიკითხა, ასევე
ერთი-ორი ნამუშევარი ცნობილ ლაშქრობებზე, ერთხელ მამა-
მისის კაბინეტში ნაპოვნი კავშირის ისტორიის უზარმაზარი წიგ-
631 მკითხველთა ლიგა
ნიც კი გადაშალა, მაგრამ სამი თუ ოთხი გვერდის წაკითხვისთა-
ნავე მობეზრდა.
– აი, აქ ვებრძოდით შემოქმედის მსახურებს, – არ იღლებო-
და ბაიაზი, – ეს კარგად მახსოვს. კანედიასს უხმობდნენ, გადარ-
ჩენას ევედრებოდნენ, მაგრამ ის არ ჩამოვიდა. იმ დღეს დერეფ-
ნებში სისხლის მდინარეები მოედინებოდა, აქაურობას ყვირი-
ლი აზანზარებდა და ყველაფერი კვამლში იყო გახვეული.
ჯეზალს ვერაფრით გაეგო, მოხუცმა სულელმა ისტორიების
მოსაყოლად მაინცდამაინც ის რატომ აირჩია. კიდევ უფრო ნაკ-
ლები წარმოდგენა ჰქონდა იმაზე, თუ რა უნდა ეპასუხა:
– ეს, ალბათ... სასტიკი სანახაობა იქნებოდა.
ბაიაზმა თავი დაუქნია:
– ასეც იყო. და ამით სულაც არ ვამაყობ. მაგრამ კარგ ადა-
მიანებს ხანდახან სასტიკი საქმეების ჩადენაც უწევთ.
– აჰა, – ჩაიბურტყუნა მოულოდნელად ჩრდილოელმა. ჯე-
ზალს არც ეგონა, საერთოდ თუ უსმენდათ.
– თანაც, მაშინ სხვა დრო იყო. სასტიკი დრო. მხოლოდ ძველ
იმპერიაში თუ ნახავდი ადამიანებს, რომლებიც პირველყოფილ
სისასტიკეზე მაღლა იდგნენ. შუამიწეთი კი, კავშირის გული,
გინდ დაიჯერე, გინდ არა, ნამდვილი საღორე იყო. უდაბური ქვე-
ყანა, გამუდმებით ერთმანეთთან მოქიშპე ბარბაროსული ტომე-
ბით დასახლებული. ყველაზე მეტად იღბლიანები შემოქმედთან
მიჰყავდათ მსახურებად. დანარჩენები სახემოხატული ველურე-
ბი იყვნენ, დამწერლობის, მეცნიერების უმეცრები ნადირების-
გან დიდად არაფრით განსხვავდებოდნენ.
ჯეზალმა ქურდულად გააპარა თვალი ცხრათითასკენ. ბარბა-
როსული სამყაროს წარმოდგენა დიდ სიძნელეს არ წარმოად-
გენდა, როცა გვერდით ასეთი პირუტყვი მიჰყვებოდა, მაგრამ
იმის გაფიქრებაც კი, რომ მისი მშვენიერი ქვეყანა ერთ დროს
უდაბური იყო, მისი წინაპრები კი – პრიმიტიული ველურები, სა-
632 მკითხველთა ლიგა
საცილოდ ეჩვენებოდა. ამ მელოტ ბებერს ან უაზროდ გრძელი
ენა ჰქონდა, ან უბრალოდ შეშლილი იყო. თუმცა, როგორც ჩან-
და, მნიშვნელოვანი ადამიანი აღიქვამდნენ სერიოზულად.
ჯეზალს კი ყოველთვის მიაჩნდა, რომ უმჯობესი იყო ისე მოქ-
ცეულიყო, როგორც მნიშვნელოვანი ადამიანები მოითხოვდნენ.
ლოგენი დანარჩენებს მიჰყვა და მოუვლელ ეზოში შევიდა,
რომელსაც სამი მხრიდან უნივერსიტეტის ჩამონგრეული კედ-
ლები ერტყა, მეოთხე მხარეს კი აგრიონტის ყრუ კედლის შიდა
მხარე ემიჯნებოდა. ყველაფერი ხავსს დაეფარა, სურო და გამ-
ხმარი ეკალი მოსდებოდა. სარეველა ბალახებში ჩაფლულ სკამ-
ზე ერთი კაცი იჯდა და უყურებდა, როგორ უახლოვდებოდნენ.
– გელოდით, – თქვა და, ცოტა არ იყოს, გაჭირვებით წამოდ-
გა, – ოხერი მუხლები! ისეთი აღარ ვარ, როგორიც უწინ.
არაფრით გამორჩეული შუახნის მამაკაცი იყო, გაცვეთილ პე-
რანგზე გულთან დალაქავებოდა.
ბაიაზი მოიქუფრა და ჰკითხა:
– თქვენ ხართ მთავარი მცველი?
– დიახ, მე ვარ.
– დანარჩენები სად არიან?
– ჩემი ცოლი საუზმეს ამზადებს, თუმცა მის გარდა, აქ სხვა
არავინაა. დანარჩენები – მხოლოდ მე ვარ. კვერცხი გვექნება, –
დაამატა ბოლოს ბედნიერად და მუცელზე ხელი დაიტყაპუნა.
– რა?
– საუზმედ. ძალიან მიყვარს კვერცხი.
– მიხარია, – ჩაიბუტბუტა ბაიაზმა ცოტა დაბნეულად, – მეფე
კაზამირის ზეობისას ორმოცდაათ უმამაცეს ჯარისკაცს ირჩევ-
დნენ და ამ კარიბჭის მცველებად ნიშნავდნენ. ეს უდიდეს პატი-
ვად ითვლებოდა.
– ეგ დიდი ხნის წინ იყო, – თქვა ერთადერთმა მცველმა და
ბინძური პერანგი მოიქაჩა, – ჩემს ახალგაზრდობაში ცხრანი ვი-
633 მკითხველთა ლიგა
ყავით. შემდეგ ზოგი სად წავიდა, ზოგი – სად, ზოგიც მოკვდა, ახ-
ლებს კი აღარ აგზავნიდნენ. არ ვიცი, ვინ დაიკავებს ამ ადგილს,
როცა მე აღარ ვიქნები. მსურველები მაინცდამაინც არ ჩანან.
– ნამდვილად გამაოცეთ, – ბაიაზმა ყელი ჩაიწმინდა, – ოო,
მთავარო მცველო! მე, ბაიაზი, მაგებს შორის უპირველესი,
გთხოვ, ნება დამრთო, კიბეების მიღმა მეხუთე კარიბჭე გა-
ვიარო, ხიდზე ავიდე, გადავიარო და შემოქმედის სახლის კარ-
თან მივიდე.
მთავარმა მცველმა თვალები მოჭუტა:
– დარწმუნებული ხართ?
ბაიაზს ნელ-ნელა მოთმინების ფიალა ევსებოდა:
– დიახ, რატომ მეკითხებით?
– ერთი ყმაწვილი გამახსენდა, რომელმაც იგივე სცადა. ად-
რე, როცა ჯერ კიდევ ყმაწვილი ვიყავი. არადა, დიდი ადამიანი
ჩანდა, ბრძენი ან ვინმე ეგეთი. კიბეზე ათ ძლიერ მუშასთან ერ-
თად ავიდა. ყველაფერი თან ჰქონდათ: ქვის სატეხები, ჩაქუჩები,
წერაქვები და რა აღარ. გამოგვიცხადა, შემოქმედის სახლს გა-
ვაღებ და მთელ საგანძურს გარეთ გამოვიტანო. ხუთ წუთში გა-
მობრუნდნენ, ხმას ვერც ერთი ვეღარ იღებდა, თითქოს მო-
სიარულე მიცვალებული დაინახესო.
– რა მოხდა? – ლუღლუღით ჰკითხა ლუთარმა.
– არ ვიცი. მაგრამ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძ-
ლია: იქიდან არავითარი საგანძური არ წამოუღიათ.
– ეჭვგარეშეა, ძალიან შემაძრწუნებელი ისტორიაა, – უთხრა
ბაიაზმა, – მაგრამ ჩვენ მაინც მივდივართ.
– ნება თქვენია, – მოხუცი შეტრიალდა და დანარჩენებს ეზო-
ში გაუძღვა. ვიწრო კიბეს აუყვნენ – შუაში საფეხურები გაცვეთი-
ლიყო, შემდეგ აგრიონტის მაღალ გალავანში შეჭრილ გვირაბ-
ში შევიდნენ და წყვდიადში აღმოჩნდნენ, ვიწრო კარიბჭესთან.

634 მკითხველთა ლიგა


როცა ურდულები გასწიეს ლოგენმა რაღაც უცნაური შფოთვა
იგრძნო. მხრები აიჩეჩა, სცადა უსიამოვნო გრძნობა თავიდან
მოეცილებინა. მცველი ყურებამდე გაიკრიჭა:
– უკვე იგრძენი, ხომ მართალი ვარ?
– რა ვიგრძენი?
– ამას შემოქმედის სუნთქვას ეძახიან, – უპასუხა და კარს ნა-
ზად უბიძგა. კარის ორივე ფრთა ერთდროულად გაიღო და
წყვდიადში სინათლე გადმოიღვარა, – შემოქმედის სუნთქვას...
გლოკტა ხიდზე მიაბიჯებდა, კბილებს ღრძილებზე აჭერდა,
ფეხქვეშ უზარმაზარი სივრცე აფრთხობდა. ხიდი დახვეწილ
თაღს ჰგავდა, აგრიონტის კედლიდან შემოქმედის სახლის კა-
რიბჭემდე გადებულს. ქალაქიდან, ტბის მეორე ნაპირიდან, ხში-
რად ახედავდა ხოლმე გაოცებული, უკვირდა, ამდენი ხანი რო-
გორ გაძლოო. გასაოცარი იყო, გამორჩეული, მშვენიერი...
„თუმცა ახლა ისეთი მშვენიერი აღარ ჩანს“. მეტისმეტად ვიწ-
რო ხიდის სიგანე ადამიანის სიგრძეზე მეტი არ იყო, თავს მშვი-
დად ვერ იგრძნობდი. თანაც, ქვემოთ წყალი შემაძრწუნებლად
შორს ჩანდა. რაც ყველაზე უარესი იყო, პარაპეტები არ ჰქონდა,
ხის მოაჯირიც კი. „არადა დღეს ნიავი საკმაოდ უბერავს“.
ლუთარიც და ცხრათითაც საკმაოდ შეშფოთებულები ჩან-
დნენ. „თუმცა, ფეხები მაინც არ სტკივათ და თავისუფლად მოძ-
რაობენ“. მხოლოდ ბაიაზს არ ეტყობოდა შიშის ნიშანწყალი, ისე
უდარდელად მიდიოდა, თითქოს სოფლის შარაგზაზე მიაბიჯებ-
სო.
რასაკვირველია, მთელ გზას შემოქმედის სახლის ჩრდილი
ფარავდა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ, მით უფრო იზრდებოდა
შავი სილუეტი. მისი ყველაზე დაბალი პარაპეტი აგრიონტის კე-
დელზე გაცილებით მაღლა მდებარეობდა. ავბედითი შავი მთა
ტბიდან ამოზიდულიყო და მზეს ეფარებოდა. სხვა ეპოქის პირ-
მშო, სხვა მასშტაბებით აგებული.
635 მკითხველთა ლიგა
გლოკტამ უკან, კარიბჭისკენ გაიხედა. მოეჩვენა, რომ ქონგუ-
რებს შორის რაღაც მოძრაობა შენიშნა. „მოთვალთვალე შეგირ-
დია?“ დაინახავდნენ, როგორ ჩაფლავდებოდა მოხუცი. დაუც-
დიდნენ და შემდეგ უკანა გზაზე დაიჭერდნენ. „მაგრამ მანამდე,
სრულიად უმწეო ვარ“. ეს აზრი მაინცდამაინც არ ანუგეშებდა.
გლოკტას კი ძალიან სჭირდებოდა ნუგეში. ხიდზე მიფრატუ-
ნებდა, გულს შიშის ეკლები უჩხვლეტდა. ეს გრძნობა სიმაღლის,
უცნაურ საზოგადოებაში აღმოჩენის, უზარმაზარი კოშკის შიშზე
ძლიერი იყო. უბრალოდ პირველყოფილი შიში დაეუფლა, ყო-
ველგვარი მიზეზის გარეშე. კოშმარების ცხოველური თავზარ-
დაცემა. და ის ყოველ ნაბიჯთან ერთად იზრდებოდა. გლოკტა
უკვე ხედავდა კარს – კოშკის გლუვ ქვებში ამოჭრილ ლითონის
შავ კვადრატს. მის შუაგულში ასოების წრე ამოეკვეთათ. გაუგე-
ბარი მიზეზით, გლოკტამ მათ დანახვაზე გულისრევა იგრძნო,
მაგრამ მაინც არ შეჩერებულა. ორი წრე იყო: დიდი და პატარა
ასოების, წვრილი ობობისმაგვარი ხელნაწერი, რომელიც ვერ
იცნო. მუცელი აუწრიალდა. სხვა მრავალ წრეს: ასოები და ხაზე-
ბი, მეტისმეტად წვრილი ჰქონდა, რომ გაერჩია. აცრემლებული,
ამწვარი თვალების წინ ყველაფერი გაედღაბნა. გლოკტას
სიარული აღარ შეეძლო. იქვე გაჩერდა, ხელჯოხს დაეყრდნო.
მუხლებზე დამხობისა და უკან წაფოფხების სურვილს ნებისყო-
ფის ყოველი წვეთით ებრძოდა.
არც ცხრათითას მისდიოდა საქმე კარგად: ცხვირით მძიმედ
სუნთქავდა, სახეზე სრული თავზარდაცემა და ზიზღი ეწერა. ლუ-
თარი მთლად უარესად იყო: კბილებს აღრჭიალებდა, სახე გაჰ-
ფითრებოდა და სრულიად გაქვავებულიყო. როცა გლოკტამ
გვერდით ჩაუარა, ჯეზალი ნელა დაეშვა ცალ მუხლზე და ამოიგ-
მინა.
მხოლოდ ბაიაზი ჩანდა უშიშარი. პირდაპირ კართან მივიდა
და ყველაზე დიდ სიმბოლოებს თითები გადაუსვა:
636 მკითხველთა ლიგა
– თერთმეტი მცველი, და თერთმეტი მცველი უკუღმა, – შე-
დარებით მცირე ასოების წრეს შეეხო, – და თერთმეტჯერ თერ-
თმეტი, – თითი წრეზე შემოხაზულ წვრილ ზოლს გააყოლა. „ნუ-
თუ ეს ხაზიც წვრილი ასოებისგან შედგება?“
– ვის შეუძლია თქვას, რამდენი ასეულია? ნამდვილად უძ-
ლიერესი ჯადოა! – განაგრძო მაგმა.
მოკრძალებება ოდნავ შეასუსტა ლუთარის ხმამ, რომელიც
ხიდიდან ხმამაღლა არწყევდა.
– რა წერია? – ამოიხრიალა გლოკტამ და ყელში მოწოლილი
ნაღველა ძლივს გადაყლაპა.
მოხუცმა დამცინავად გაუღიმა:
– განა თავად ვერ გრძნობთ, ინკვიზიტორო? წერია: „უკან
გაბრუნდით!“ წერია: „აქაურობას მოსცილდით!“ წერია: „აქ... ვე-
რავინ... შემოვა...“ მაგრამ ეს შეტყობინება ჩვენ არ გვეხება, –
ხელი საყელოში ჩაიყო და ლითონის ძელი ამოაძვრინა. სწო-
რედ ისეთივე მუქი ლითონისა იყო, როგორისაც კარი.
– აქ არ უნდა ვიყოთ, – დაიღრიალა ცხრათითამ უკნიდან, –
ეს მკვდარი ადგილია. უნდა წავიდეთ.
მაგრამ ბაიაზს, როგორც ჩანდა, მისი არ ესმოდა.
– მაგია სამყაროს ტოვებს, – გაიგონა გლოკტამ მისი ბუტბუ-
ტი, – და იუვინის ყველა მიღწევა ნანგრევებადაა ქცეული, –
ბაიაზმა გასაღები ხელისგულზე აწონა და ნელ-ნელა მაღლა ას-
წია, – მაგრამ შემოქმედის ნახელავი ისევ ძველებურად
ძლიერია. დრომ მას ვერაფერი დააკლო... და ვერც ვერასოდეს
დააკლებს, – კარში არავითარი ჭუჭრუტანა არ ჩანდა, მაგრამ
გასაღები მასში მაინც ნელა შესრიალდა. ნელა, ძალიან ნელა,
ზუსტად წრეების შუაგულში. გლოკტამ სუნთქვა შეიკრა.
ტკაც.
არაფერი მომხდარა. კარი არ გაიღო. „ესეც ასე, თამაში დას-
რულდა“. შვება იგრძნო და აგრიონტისკენ მიტრიალდა, ხელი
637 მკითხველთა ლიგა
ასწია, მაღლა, კედელზე, შეგირდებისთვის ნიშანი რომ მიეცა.
„გზის გაგრძელება აღარ მჭირდება. აღარ მჭირდება...“
შემდეგ შენობის სიღრმიდან საპასუხო ექო მოისმა.
ტკაც.
გლოკტამ იგრძნო, რომ სახე ამ ხმასთან ერთად შეუტოკდა.
„ხომ არ მომეჩვენა?“ მთელი გულით ჰქონდა ამის იმედი.
ტკაც.
ისევ. „არა, არავითარი ეჭვი არ არსობს“. და აი, მის თვალ-
წინ, თუმცა მომხდარის დაჯერება არაფრის დიდებით სურდა,
კარზე წრეებმა ტრიალი დაიწყო. თავზარდაცემულმა გლოკტამ
უკან დაიხია, ხელჯოხით ხიდის ქვები გაჩხაპნა.
ტკაც. ტკაც.
ვერაფრით იფიქრებდი, რომ ლითონი ერთ მთლიან მონო-
ლითს არ წარმოადგენდა – არავითარი ნაპრალი, არავითარი
ჭრილი ან ღარი, არავითარი მექანიზმი. და მაინც – წრეები
ტრიალებდა, თან ყველა სხვადასხვა სისწრაფით.
ტკაც, ტკაც, ტკაც...
სულ უფრო სწრაფად. გლოკტას თავბრუ დაესხა. უკიდურე-
სად შუა წრე, ყველაზე მსხვილი ასოებისგან შეკრული, ძლივს
მოძრაობდა, აი სულ გარეთა, უწვრილესი კი, ისე სწრაფად
ტრიალებდა, თვალი მიდევნებას ვერ ასწრებდა.
ტკაც, ტკაც, ტკაც, ტკაც, ტკაც...
ერთმანეთის მიყოლებით მოძრავმა სიმბოლოებმა ფიგურები
შექმნა: ხაზები, კვადრატები, სამკუთხედები. წარმოუდგენლად
რთული კომბინაციები გლოკტას აჭრელებული თვალების წინ
ცეკვავდა და მყისიერად ქრებოდა, ბორბლები კი ტრიალს გა-
ნაგრძობდა...
ტკაც.
წრეები გაჩერდა და კარზე ახალი ნახაზი გამოისახა. ბაიაზმა
ხელი გაიწვდინა და კარიდან გასაღები ამოაძრო. გაისმა წყნა-
638 მკითხველთა ლიგა
რი, ძლივსგასაგონი შიშინი, თითქოს სადღაც შორს წყალი
ხმაურობსო, და კარში გრძივი ნაპრალი გაჩნდა. ორი ნახევარი
ნელა შეინძრა და ერთმანეთს ნაზი სრიალით დასცილდა. მათ
შორის სივრცემ თანდათან მოიმატა.
ტკაც.
ნაწილები კედლებში შესრიალდა და ოთხკუთხა ნაპრალში
ბოლომდე დაიმალა. კარი გაიღო.
– აი, ეს არის, – მშვიდად თქვა ბაიაზმა, – ნამდვილი ოსტა-
ტობა.
შიგნიდან ქარს სიმყრალე არ გამოუტანია, არც ხრწნის, არც
ლპობის სუნი. არავითარი ნიშანი მრავალი წლის გასვლისა –
მხოლოდ გრილი, მშრალი ჰაერი.
„და მაინც, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კუბო გავაღეთ“.
სიჩუმეს მხოლოდ მუქ ქვებზე მოხეტიალე ქარი, გლოკტას
ხრიალა სუნთქვა და შორიდან მომავალი წყლის წკაპუნი არ-
ღვევდა. არამიწიერი შიში გაქრა. გახსნილ შესასვლელში ყურე-
ბისას ახლა მხოლოდ ღრმა მღელვარებას გრძნობდა.
„მაგრამ იმაზე მეტად არ ვღელავ, ვიდრე არქილექტორის კა-
ბინეტში შესვლამდე“.
ბაიაზი მათკენ ღიმილით შემოტრიალდა:
– მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ადგილი დავ-
ლუქე და მთელი ამ დროის განმავლობაში ამ ზღურბლზე კაციშ-
ვილს არ გადაუდგამს ფეხი. თქვენ სამს უდიდესი პატივი გერ-
გოთ, – გლოკტა ვერავითარ პატივს ვერ გრძნობდა. თავს ავად
გრძნობდა, – იქ, შიგნით, არაერთი ხიფათია. არაფერს შეეხოთ
და მხოლოდ იქ იარეთ, სადაც მე გეტყვით. ფეხდაფეხ მომყევით,
რადგან გზა ყოველთვის ერთი და იგივე არ არის.
– ერთი და იგივე არ არის? – იკითხა გლოკტამ, – ეგ როგორ?
მოხუცმა მხრები აიჩეჩა:

639 მკითხველთა ლიგა


– მე მხოლოდ კარისკაცი ვარ, – უპასუხა და გასაღები ჯაჭ-
ვიანად უკან, პერანგში ჩაიცურა, – და არა შემქნელი, – ამ სიტ-
ყვებით სიბნელეში შეაბიჯა.
ჯეზალი ცუდად იყო, ძალიან ცუდად. და ეს მხოლოდ საზიზღა-
რი გულისრევის ბრალი არ იყო, რომელიც, რატომღაც, კარზე
ამოტვიფრულმა ასოებმა მოჰგვარა. არა, ეს გაცილებით უარესი
იყო: მოულოდნელი თავზარდაცემისა და ზიზღის შემოტევა,
თითქოს ფინჯანი აიღო, მოსვა, და იქ წყლის ნაცვლად სულ სხვა
რამ დახვდაო. მაგალითად, ამ შემთხვევაში – ფსელი. სწორედ
ასეთმა გაოცების ტალღამ დაუარა, მაგრამ თითქოს მრავალი
წუთის, საათის განმავლობაში გაგრძელდა. ისტორიები, რომ-
ლებიც სასაცილო ძველ ზღაპრებად მიაჩნდა, იეცრად საკუთარი
თვალით იხილა. სამყარო თავდაყირა დადგა, წინა დღისგან
სრულიად განსხვავებული გახდა – უცნაური და სახიფათო. და
ჯეზალი დარწმუნებული იყო – ძველებური ერჩივნა.
ვერაფრით ხვდებოდა, აქ როგორ ამოყო თავი. ჯეზალმა ის-
ტორიაზე თითქმის არაფერი იცოდა. კანედიასი, იუვინი, ბაიაზიც
კი, მისთვის მხოლოდ დამტვერილი წიგნებიდან ამოღებული სა-
ხელები იყო, რომლებიც ბავშვობაში სმენოდა და არც მაშინ აინ-
ტერესებდა დიდად. უბრალოდ არ გაუმართლა, არ გაუმართლა
და მორჩა. ტურნირში გაიმარჯვა და იძულებული გახდა ამ უცნა-
ურ, ძველისძველ კოშკში ებოდიალა. სულ ეს იყო აქაურობა –
უცნაური, ძველისძველი კოშკი.
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, – გამოაცხადა ბაიაზმა,
– შემოქმედის სახლში.
ჯეზალმა იატაკიდან თავი ასწია, აიხედა და ყბა ჩამოუვარდა.
სიტყვა „სახლი“ ნაკლებად შეეფერებოდა ამ უზარმაზარ ბნელ
სივრცეს, რომელშიც თავი ამოყო. აქ თავისუფლად დაეტეოდა
ლორდთა წრის მთლიანი შენობა და კიდევ დარჩებოდა ადგი-
ლი. კედლები უხეში, გაულესავი, ერთმანეთზე უსწორმასწო-
640 მკითხველთა ლიგა
როდ დაწყობილი ქვებისგან იყო ნაგები, მაგრამ მაინც დაუსრუ-
ლებლად მიიწევდა ზემოთ. ოთახის შუაში, სულ მაღლა, რაღაც
ეკიდა. რაღაც უშველებელი. მომაჯადოებელი.
ამ ნივთმა ჯეზალს რომელიღაც ნავიგაციური ინსტრუმენტი
გაახსენა, ოღონდ წარმოუდგენლად დიდი მასშტაბის. გიგანტუ-
რი ლითონის რგოლების სისტემა მქრქალ შუქზე ბზინავდა,
წრეები ერთმანეთში გადადიოდა, შიგნით პატარები იყო, გარეთ
– დიდები. ჯამში ალბათ ასობით იქნებოდა, ყველა რაღაცით მო-
ნიშნული – შეიძლება ნაწერებით, ან უაზრო ნაფხაჭნებით. ცენ-
ტრში უზარმაზარი შავი ბურთი ეკიდა.
ბაიაზს უკვე შეებიჯებინა უზარმაზარ წრეში, მუქი ქვის იატაკ-
ზე, სადაც ელვარე ლითონზე დახვეწილი ხაზები ამოეტვიფრათ.
მისი ნაბიჯების ხმა ზემოდან ექოდ ბრუნდებოდა. ჯეზალი უკან
ლასლასით გაჰყვა. ასეთ უზარმაზარ სივრცეში მოძრაობა უცნა-
ურ შიშსა და თავბრუსხვევას ჰგვრიდა.
– ეს შუამიწეთია, – თქვა ბაიაზმა.
– რა?
მოხუცმა ძირს ანიშნა. უეცრად დაკლაკნილმა ლითონის ხა-
ზებმა აზრი შეიძინა: სანაპირო ზოლები, მთები, მდინარეები,
ხმელეთი და ზღვა – შუამიწეთის მოხაზულობა, ჯეზალის გონე-
ბაში ასობით რუკით ჩაბეჭდილი, ახლა აქ, მის ფეხებთან გადაშ-
ლილიყო.
– აქ მსოფლიოს მთელი წრეა, – ბაიაზმა უსასრულოდ გადა-
ჭიმულ იატაკს ხელი მოავლო, – იქ ანგლანდია, მის მიღმა –
ჩრდილოეთი. გურკჰული იქაა. აი სტარიკლანდი და ძველი იმპე-
რია. აქ კი სტირიის ქალაქ-სახელმწიფოები, მათ უკან – სულჯუ-
კი და შორეული თჰონდი. კანედიასმა აღმოაჩინა, რომ ჩვენთვის
ცნობილი მიწები მსოფლიო წრეს ქმნის, რომლის ცენტრიც აქ,
მის სახლში მდებარეობს. უკიდურესი ნაპირი კი კუნძულ შაბუ-
ლიანზე გადის, შორეულ დასავლეთში, ძველი იმპერიის მიღმა.
641 მკითხველთა ლიგა
– სამყაროს უკიდურესი ნაპირი, – ჩაიბუტბუტა ჩრდილოელ-
მა და თავი ნელა დააქნია.
– რა ქედმაღლობაა, – ჩაიფხუკუნა გლოკტამ, – საკუთარი
სახლი ყველაფრის ცენტრი გეგონოს!
– ჰა-ჰა! – ბაიაზმა ირგვლივ მოიხედა, უზარმაზარ სიცა-
რიელეს მზერა მოავლო, – შემოქმედს ქედმაღლობა არასოდეს
აკლდა. ისევე, როგორც მის ძმებს.
ჯეზალმა გონებაჩლუნგივით აიხედა ზემოთ. ოთახი სიმაღლე-
ში კიდევ უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე სიგანეში: ჭერი – თუ
საერთოდ არსებობდა – წყვდიადში იკარგებოდა. უხეშ ქვის კე-
დელს, დაახლოებით ოცი ნაბიჯის სიმაღლეზე, რკინის ზღუდე
მიუყვებოდა – როგორც ჩანდა, იქ აივანი იყო. ზემოთ კიდევ ერ-
თი მოჩანდა, მის ზემოთ – მეორე, და კიდევ. ბუნდოვან სინათ-
ლეში ძლივს გაარჩევდი. სულ ზემოთ კი, ის უცნაური მოწყობი-
ლობა ეკიდა.
უცებ ჯეზალი შეხტა. მოძრაობდა! ეს ჯანდაბა მოძრაობდა! ნე-
ლა, წყნარად, უხმოდ მოძრაობდა, რგოლები ტრიალებდა,
სრიალებდა, ერთიმეორისკენ ბრუნავდა. ვერაფრით მოიფიქრა,
რა ამოძრავებდა მათ. შეიძლება, როგორღაც გასაღებმა გააქ-
ტიურა მექანიზმი... ან... იქნებ, მთელი ამ წლების განმავლობაში
გამუდმებით ასე მოძრაობდა?
ჯეზალმა თავბრუსხვევა იგრძნო. მექანიზმი სულ უფრო და
უფრო სწრაფად ტრიალებდა და ბრუნავდა, აივნებიც, ერთმანე-
თის საპირისპირო მიმართულებით. ზემოთ ყურებისას ორიენტა-
ციის დაკარგვასთან გამკლავება ძალიან რთულია, ამიტომ ჯე-
ზალმა ატკივებული თვალები იატაკს მიაპყრო, თავის ფერხთით
გართხმულ შუამიწეთის რუკას. სული მოეხუთა. ეს უარესი აღ-
მოჩნდა! ახლა იატაკმაც დაიწყო ტრიალი! მთელი ოთახი მის
გარშემო ბრუნავდა! გარეთ გასასვლელ თაღებს ერთმანეთის-
გან ვერაფრით გაარჩევდი, თორმეტი მაინც იქნებოდა, თუ მეტი
642 მკითხველთა ლიგა
არა. ჯეზალი უკვე ვეღარ ხვდებოდა, აქ რომლით შემოვიდნენ,
და თავზარდაცემის საშინელ ტალღაში ჩაიძირა. მხოლოდ მოწ-
ყობილობის შუაში ჩამოკიდებული შორეული შავი სფერო რჩე-
ბოდა უძრავად. სასოწარკვეთილმა სწორედ მას მიაპყრო აც-
რემლებული თვალები და სუნთქვის დამშვიდება სცადა.
შემდეგ ცოტა მოდუნდა. უზარმაზარი დარბაზი გაჩერდა –
თითქმის. რგოლები ჯერ კიდევ სრიალებდა, თითქმის შეუმჩნე-
ველი, ნელი, დაუსრულებელი მოძრაობით. ჯეზალმა პირში დაგ-
როვილი ნერწყვი გადაყლაპა, შეიშმუშნა, თავი დახარა და და-
ნარჩებს დაედევნა.
– მაგ გზით არა! – დაიღრიალა უეცრად ბაიაზმა. მისი ხმა
მძიმე სიჩუმეში აფეთქდა, სხეულიდან ამოიჭრა და უზარმაზარი
გამოქვაბულისმაგვარი სივრციდან ათასმაგ ექოდ დაბრუნდა.
– მაგ გზით არა!
– მაგ გზით არა!
ჯეზალი უკან გახტა. თაღი, რომლის მიღმაც ბუნდოვნად განა-
თებული დარბაზი მოჩანდა, ზუსტად ისე გამოიყურებოდა, რო-
გორც ის, რომელშიც დანარჩენებმა გაიარეს. მაგრამ ახლა მიხ-
ვდა, რომ მარჯვნივ გადაუხვია. ჯეზალი როგორღაც სხვა მხარეს
შეტრიალებულიყო.
– ჩემს ნაბიჯებს მოჰყევით-მეთქი! – წაისისინა მოხუცმა.
– მაგ გზით არა...
– მაგ გზით არა...
– მაპატიეთ, – ჩაიბლუკუნა ჯეზალმა, უზარმაზარ, გაშლილ
სივრცეში მისი ხმა საცოდავად სუსტად გაისმა, – მომეჩვენა,
რომ... ყველა ერთმანეთს ჰგავს!
ბაიაზმა დასამშვიდებლად მხარზე დაადო ხელი და წყნარად
მოატრიალა:
– შენი შეშინება არ მინდოდა, ჩემო მეგობარო, მაგრამ ძა-
ლიან სამწუხარო იქნებოდა, თუ ასეთ იმედისმომცემ ახალგაზ-
643 მკითხველთა ლიგა
რდას ასე უდროოდ დავკარგავდით, – ჯეზალმა ნერვიულად გა-
დაყლაპა ნერწყვი და ჩაბნელებულ დერაფანს გახედა. აინტერე-
სებდა, იქ რა შეიძლება დახვედროდა. წარმოსახვამ უთვალავი
უსიამოვნო შესაძლებლობა დაუხატა.
ექო ჯერ კიდევ ეჩურჩულებოდა:
– მაგ გზით არა... მაგ გზით არა... მაგ გზით არა...
ლოგენს ეს ადგილი არ მოსწონდა. ცივი და მკვდარი ქვები,
დამყაყებული და მკვდარი ჰაერი. მათი ნაბიჯების ხმაც კი მოგუ-
დულად და უსიცოცხლოდ ისმოდა. არც ცხელოდა და არც
ციოდა, მაგრამ ზურგში მაინც ეღვრებოდა ოფლის წვეთები, კი-
სერში კი ამოუცნობი შიში წიწკნიდა. ყოველ რამდენიმე ნაბიჯში
თავს მკვეთრად ატრიალებდა, მოულოდნელი შეგრძნებისგან,
თითქოს ვიღაც უთვალთვალებდათ, მაგრამ უკან არავინ ხვდე-
ბოდა. მხოლოდ ეს ბიჭუნა – ლუთარი და ხეიბარი გლოკტა, თვი-
თონ ლოგენივით შეშფოთებულები და დაბნეულები.
– ამ დარბაზებამდე ვდიეთ, – ბუტბუტებდა ბაიაზი ხმადაბლა,
– თერთმეტნი ვიყავით. ყველა მაგი, უკანასკნელად გაერთიანე-
ბულები. ყველანი, ხალულის გარდა. ზაქარუსი და კონეილი აქ
ებრძოდნენ შემოქმედს, მაგრამ ორივე დამარცხდა. გაუმარ-
თლათ, სიცოცხლის გადარჩენა მაინც რომ მოახერხეს, ანსელმი
და გატეხილი კბილი ასეთი იღბლიანები არ აღმოჩნდნენ. ორივე
კანედიასმა შეიწირა. იმ დღეს მე ორი კარგი მეგობარი, ორი ძმა
დავკარგე.
სინათლის მკრთალი ფარდით განათებულ ვიწრო აივანზე გა-
ვიდნენ. ცალი მხრიდან გლუვი ქვების ციცაბო კედელი ამოშვე-
რილიყო, მეორე მხარეს კი ძირს ეშვებოდა და ქვემოთ, წყვდი-
ადში იკარგებოდა. შავი, უზარმაზარი ორმო იყო – უნაპირო, უმ-
წვერვალო, უძირო უფრსკული. უზარმაზარი გაშლილი სივრცის
მიუხედავად, აქ ექო არ ისმოდა. უმცირესი ნიავიც არ მოძრაობ-
და. სამარესავით დახშული და მყრალი ჰაერი იყო.
644 მკითხველთა ლიგა
– სადმე, ქვემოთ, უეჭველად წყალი იქნება, – ჩაიბუტბუტა
გლოკტამ და მოაჯირს გადაყუდებულმა პირქუშად ჩაიხედა ქვე-
მოთ, – იქ რამე მაინც უნდა იყოს, არა? – თვალები მოჭუტა, –
ჭერი სადღაა?
– აქაურობა ყარს, – აწუწუნდა ლუთარი და ცალი ხელი
ცხვირზე აიფარა.
ლოგენი ამ ერთხელ მაინც დაეთანხმა მას. ამ სუნს კარგად
ცნობდა, ტუჩები ზიზღით მოეღრიცა:
– წყეული ბრტყელთავიანების სუნია!
– ოო, დიახ, – თქვა ბაიაზმა, – შანკებიც შემოქმედის ქმნი-
ლებები არიან.
– შემოქმედის ქმნილებები?
– ნამდვილად. მან აიღო თიხა, ლითონი და ხორცის ნარჩენე-
ბი – და ისინი შექმნა.
ლოგენი გაკვირვებით მიაჩერდა:
– ისინი შექმნა?
– მის ომში საბრძოლველად. ჩვენ წინააღმდეგ. მაგების წინა-
აღმდეგ. მისი ძმის, იუვინის წინააღმდეგ. პირველი შანკები აქ
გამოზარდა და სამყაროში გამოუშვა – რომ გაზრდილიყვნენ,
გამრავლებულიყვნენ და გაენადგურებინათ. ასეთია მათი არსე-
ბობის მიზანი. კანედიასის სიკვდილის შემდეგ მათზე ვნადირობ-
დით, მაგრამ ყველას დაჭერა ვერ მოვახერხეთ. მსოფლიოს ყვე-
ლაზე ბნელ და მიყრუებულ კუთხეებში განვდევნეთ, იქ კი ისევ
ზრდა და გამრავლება დაიწყეს. და აი, ახლა, საკუთარი ბუნაგე-
ბიდან გამოძვრნენ. ისევ ზრდას, გამრავლებას და განადგურე-
ბას მოჰყვებიან, როგორც მათი არსი მოითხოვს, – ლოგენი
პირდაღებული მისჩერებოდა.
– შანკები! – ჩაიხითხითა ლუთარმა და თავი გადააქნია.

645 მკითხველთა ლიგა


ბრტყელთავიანები სასაცილო საქმე არ იყო. ლოგენი მკვეთ-
რად შემოტრიალდა, ვიწრო აივანი უზარმაზარი სხეულით გადა-
კეტა და სიბნელეში ლუთარის თავზე კოშკივით წამოემართა:
– რა გაცინებს?
– უბრალოდ... ყველამ იცის, რომ შანკები არ არსებობენ.
– საკუთარი ხელებით ვებრძოდი მათ, – დაიღრინა ლოგენმა,
– მთელი ჩემი ცხოვრება! ცოლი მომიკლეს, შვილები, მეგობრე-
ბი. ეგ ოხერი ბრტყელთავიანები ჩრდილოეთში ბუზებივით ირე-
ვიან, – ჯეზალისკენ დაიხარა, – ჰოდა ნუ მეტყვი, არ არსებობე-
ნო.
ლუთარი გაფითრდა. მხარდაჭერისთვის გლოკტას გახედა,
მაგრამ ინკვიზიტორი კედელს აკრულიყო, ფეხს ისრესდა, თხე-
ლი ტუჩები მაგრად მოეკუმა, ნატანჯი სახე ოფლის წვეთებით
დასველებოდა.
– ფეხებზე მკიდია ეს ბოდვა, როგორც გინდა ისე იყოს! – მო-
უჭრა ბოლოს.
– სამყაროში უამრავი შანკაა, – წაისისინა ლოგენმა და სახე
კიდევ უფრო ახლოს მიუტანა ჯეზალს, – შეიძლება, ერთ დღეს
შენც შეხვდე მათ, – შემდეგ შეტრიალდა და ბაიაზს დაედევნა,
რომელიც აივნის ბოლოს უკვე გაუჩინარებულიყო გასასვლელ-
ში. ლოგენს დარჩენის არავითარი სურვილი არ ჰქონდა.
„კიდევ ერთი დარბაზი“. წინანდელივით უზარმაზარ დარბაზ-
ში ორივე მხარეს სვეტების მდუმარე ტყე მიუყვებოდა, რომლებ-
შიც უამრავი ჩრდილი სახლობდა. სადღაც ზემოდან სინათლის
სხივები წყვდიადს შუბებივით კვეთდა და ქვის იატაკზე უცნაურ
მოხაზულობებს ხატავდა – ნათელისა და ბნელისგან შექმნილ
ფიგურებს, თეთრ და შავ ხაზებს. „თითქმის ნაწერივითაა. იქნებ
მართლა რამე შეტყობინებაა? ჩემთვის? – გლოკტა ცახცახებდა,
– ცოტა ხანს კიდევ რომ ვუყურო, სულ ცოტა ხანს, იქნებ გავიგო
კიდეც...“
646 მკითხველთა ლიგა
გვერდით ლუთარმა ჩაუარა, მისი ჩრდილი იატაკს დაეცა და
ხაზები გაწყდა. უცნაური გრძნობაც მაშინვე გაქრა. გლოკტა შე-
იშმუშნა. „ამ დაწყევლილ ადგილს ჭკუიდან გადავყავარ. ნათ-
ლად უნდა ვიაზროვნო. მხოლოდ ფაქტები, გლოკტა, მხოლოდ
ფაქტები“.
– შუქი საიდან მოდის? – იკითხა ბოლოს.
ბაიაზმა ხელი აიქნია:
– ზემოდან.
– იქ ფანჯრებია?
– შეიძლება.
გლოკტას ხელჯოხი სინათლესა და სიბნელეში მიკაკუნობდა,
მარცხენა ფეხსაცმელი უკან მისთრევდა:
– აქ დარბაზებისა და გასასვლელების გარდა კიდევ არის რა-
მე? რისთვის ააგეს ეს ყველაფერი?
– ვინ ჩასწვდება შემოქმედის აზრებს? – წარმოთქვა ბაიაზმა
მაღალფარდოვნად, – ან ვინ გაზომავს მისი ჩანაფიქრის სიღ-
რმეს? – მაგს თითქოს ძალიან ეამაყებოდა, რომ პირდაპირ პა-
სუხებს არასოდეს იძლეოდა.
გლოკტას აზრით, ეს კოლოსალური ნაგებობა მშრომელთა
ძალების უაზრო ფლანგვა იყო:
– აქ რამდენი ადამიანი ცხოვრობდა?
– მრავალი წლის წინ, ბედნიერი დროებისას – მრავალი
ასეული. ისინი, ვინც კანედიასს ემსახურებოდნენ და მას საქ-
მიანობაში ეხმარებოდნენ. მაგრამ შემოქმედი ყოველთვის ეჭ-
ვიანი იყო, არავის ენდობოდა და საიდუმლოებს ჯიუტად ინახავ-
და. თავისი მიმდევრები აქედან სათითაოდ, ნელ-ნელა გაყარა
და აგრიონტში, უნივერსიტეტში გაგზავნა. ბოლოს მხოლოდ სამ-
ნი დარჩნენ: თვითონ კანედიასი, მისი დამხმარე იარემისი... –
ბაიაზი წამით შეყოვნდა, – და მისი ქალიშვილი ტოლომეი.
– შემოქმედის ქალიშვილი?
647 მკითხველთა ლიგა
– ჰო, რა იყო? – მოუჭრა მოხუცმა.
– არა, არაფერი, არაფერი, – „ნიღაბი ჩამოუცურდა, თუნდაც
სულ ერთი წამით. უცნაურია, ეს ადგილი და მისი გზები ასე კარ-
გად რომ იცის“, – თქვენ როდის ცხოვრობდით აქ?
ბაიაზი მოიქუფრა:
– მეტისმეტად ბევრ შეკითხვას სვამთ.
გლოკტა მის წინ მიმავალ ზურგს მიაჩერდა. „სულტი შეცდა.
თურმე, დიადი არქილექტორიც ცდება. ეს ბაიაზი ვერ დააფასა,
და სულ ტყუილად. ვინ არის ეს მელოტი, გამაღიზიანებელი ჯამ-
ბაზი, რომელმაც კავშირის უძლიერესი ადამიანი ტრაკზე მოსვა
და იდიოტად გამოიყვანა?“
თუმცა, ახლა, ამ არამიწიერი ადგილის წიაღში პასუხი ისე
წარმოუდგენელი აღარ ეჩვენებოდა.
„მაგებს შორის უპირველესი“.
– ეს არის.
– რა? – იკითხა ლოგენმა. დერეფნები ორივე მხარეს გადაჭი-
მულიყო, ოდნავ უხვევდა და წყვდიადში იკარგებოდა. უზარმაზა-
რი ქვის ბლოკებისგან აგებული ორივე კედელი უვნებლად გა-
დარჩენილიყო და არსად წყდებოდა.
ბაიაზმა არ უპასუხა. ქვებს ხელი ნაზად გადაუსვა, თითქოს
რაღაცას ეძებსო:
– დიახ. ეს არის, – ბაიაზმა პერანგის უბიდან გასაღები
ამოიღო, – მგონი, სჯობს მოემზადოთ.
– რისთვის?
მაგმა გასაღები უხილავ ჭუჭრუტანაში შეაცურა. უეცრად კე-
დელში ერთ-ერთი ქვის ბლოკი გაუჩინარდა – ზემოთ ავარდა და
ჭერს გამაყრუებლად დაეჯახა. ლოგენი წაბარბაცდა და თავი გა-
აქნია. დაინახა, როგორ მოიკეცა ორად ლუთარი და ყურებზე ხე-
ლისგულები აიფარა. მთელი დერეფანი დაუსრულებელმა, ყუ-
რისწამღებმა ექოს გუგუნმა ააზანზარა.
648 მკითხველთა ლიგა
– მოიცადეთ, – თქვა ბაიაზმა, თუმცა ლოგენის თავში თით-
ქოს ზარები რეკავდნენ და მაგთა შორის უპირველესის ნათქვა-
მი ძლივს გაიგო, – არაფერს შეეხოთ. არსად წახვიდეთ, – მოხუ-
ცი გადახსნილ შესასვლელში შევიდა და გასაღები კედელში
შერჭობილი დატოვა.
ლოგენმა თვალი გააყოლა. ვიწრო გასასვლელში სუსტი შუქი
ბჟუტავდა და სიღრმიდან შრიალი გამოდიოდა, თითქოს ნაკადუ-
ლი მოჩუხჩუხებსო. ცნობისმოყვარეობის უცნაური ჩხვლეტა იგ-
რძნო. დანარჩენ ორს გახედა. იქნებ ბაიაზმა მხოლოდ იმ ორს
უბრძანა აქ დარჩენა? ლოგენი ნაპრალში შევიდა...
...და შეიჭმუხნა, რადგან ნათელ, მრგვალ ოთახში აღმოჩნდა.
ნათელი ზემოდან იღვრებოდა – თვალისმომჭრელი, წინანდე-
ლი წყვდიადის შემდეგ ლამის მტკივნეულად ბრწყინვალე.
იდეალურ, სუფთა თეთრი ქვებისგან აშენებულ მიხვეულ-
მოხვეულ კედლებზე წყლის ნაკადი მოწურწურებდა და ქვემოთ
გუბეში გროვდებოდა. ცივი ჰაერი ლოგენს კანს უსველებდა. გა-
სასვლელს ვიწრო ხიდი მოსდევდა, საფეხურები ზემოთ ადიოდა,
წყლიდან ამომართულ მაღალ, თეთრ სვეტთან. სვეტის თავზე
ბაიაზი იდგა და ქვემოთ რაღაცას აკვირდებოდა.
ლოგენი ზემოთ აიპარა და მაგს ზურგს უკან ამოუდგა, ცდი-
ლობდა ღრმად არ ესუნთქა. შემდეგ თეთრი ქვის ბლოკი შენიშ-
ნა. მის მაგარ, გლუვ ზედაპირზე, პირდაპირ ცენტრში, წყალი
ეცემოდა – დაუსრულებელი „წკაპ-წკაპ-წკაპ“. ყოველთვის ერ-
თსა და იმავე წერტილში. თავთხელში ორი რაღაც იდო. პირვე-
ლი მუქი ლითონისგან შექმნილი უბრალო კვადრატული ყუთი
იყო, საკმარისად დიდი, რომ მასში ადამიანის თავი ჩატეულიყო.
ალბათ. აი, მეორე გაცილებით უცნაურად გამოიყურებოდა.
შეიძლება იარაღი იყო, რამე ნაჯახისმაგვარი. გრძელი ბუნი
ციცქნა ლითონის მილებისგან შედგებოდა და ერთმანეთზე ისე
ეხვეოდა, როგორც ძველი ვაზის გადახლართული ღეროები.
649 მკითხველთა ლიგა
ერთ ბოლოში მოჩუქურთმებული ვადა ჰქონდა, მეორეში კი ლი-
თონის ბრტყელი, ციცქნა ღრმულებით დახვრეტილი ნაჭერი,
თავზე წვრილი, ხვეული კაუჭით. მის მუქ ზედაპირს ათინათი
დასთამაშებდა, წყლის პატარა წვეთებს მძივებით აბრჭყვიალებ-
და. უცნაური, მშვენიერი, მომაჯადოებელი რამ იყო... სახელურ-
ზე ერთადერთი ასო ბრწყინავდა – ვერცხლისგან ამოტვიფრუ-
ლი მუქი ლითონის ფონზე. ლოგენმა მაშინვე იცნო – მის საკუ-
თარ ხმალს ზუსტად ასეთივე ნიშანი ჰქონდა. კანედიასის ნიშანი.
ოსტატი შემოქმედის ნამუშევარი.
– ეს რა არის? – იკითხა და ხელი უცნაური ნივთისკენ გაიწ-
ვდინა.
– არ შეეხო! – დაიყვირა ბაიაზმა და ლოგენს ხელი აუკრა, –
ხომ გითხარი, მომიცადე მეთქი?
ლოგენმა ყოყმანით დაიხია უკან. მაგი ასეთი აღელვებული
არასოდეს ენახა, მაგრამ ქვის ფილაზე დადებულ უცნაურ ნივთს
თვალს ვერაფრით სწყვეტდა:
– იარაღია?
ბაიაზმა ნელა ამოისუნთქა და უპასუხა:
– ჰო, და ყველაზე საშინელი, ჩემო მეგობარო. იარაღი, რომ-
ლისგანაც ვერანაირი ლითონი, ქვა და მაგია ვერ დაგიცავს.
გაფრთხილებ, არც კი მიუახლოვდე, არასოდეს. ეს უაღრესად
სახიფათოა. „გამყოფი“ – ასე უწოდა მას კანედიასმა, და მისი
მეშვეობით საკუთარი ძმა, იუვინი მოკლა. ჩემი მასწავლებელი.
მან ერთხელ მითხრა, იარაღს ორი პირი აქვსო: ერთი აქ, მეორე
კი სხვა მხარეს.
– ეს რა ჯანდაბას უნდა ნიშნავდეს? – ჩაიბუზღუნა ლოგენმა.
იარაღზე ვერცერთი მჭრელი პირი ვერ შენიშნა.
– ეგ რომ ვიცოდე, მაშინ ოსტატი შემოქმედი ვიქნებოდი და
არა უბრალოდ მაგებს შორის უპირველესი, – ხელი წინ გაიშვი-

650 მკითხველთა ლიგა


რა და ყუთის აღებისას ისე დაიჭყანა, თითქოს მძიმე ლოდი ას-
წიაო, – ხომ ვერ დამეხმარებოდი?
ლოგენმა ყუთს ხელები ამოსდო და გაოცებით ამოიხვნეშა:
თუნდაც მთლიანად რკინის ლოდი ყოფილიყო, ასეთი სიმძიმე
მაინც არ უნდა ჰქონოდა.
– მძიმეა, – ამოიხრიალა მან.
– კანედიასმა გამოჭედა ასე, რომ მაგარი ყოფილიყო. იმდე-
ნად მყარი, რამდენადაც მთელი მისი ძალით შეძლო გაეკეთები-
ნა. იმისთვის კი არა, რომ მისი შიგთავსი დაეცვა სამყაროსგან...
– ბაიაზი ლოგენისკენ გადაიხარა და ჩუმად უთხრა, – არამედ
სამყარო რომ დაეცვა მისი შიგთავსისგან.
ლოგენმა ქვევით ჩაიხედა და შეიჭმუხნა:
– რა დევს შიგნით?
– არაფერი, – ჩაილაპარაკა ბაიაზმა, – ჯერ.
ჯეზალი ცდილობდა გაეხსენებინა, ამ სამზე მეტად თუ სძულ-
და ვინმე. ბრინტი? ის თავმომწონე იდიოტი იყო და მეტი არაფე-
რი. გორსტი? ის მხოლოდ და მხოლოდ მისი მეტოქე იყო ფარი-
კაობაში. ვარუზი? უბრალოდ ბებერი გაფხორილი ვირი იყო.
არა. ეს სამი სიის თავში ეწერა: მედიდური მოხუცი, თავის
იდიოტური ბოდვითა და ვითომ იდუმალი გამოცანებით. ვეებერ-
თელა ველური, მახინჯი ნაიარევებითა და უჟმური გამომეტყვე-
ლებით. და ის დამთრგუნველი ხეიბარი, თავისი გესლიანი შე-
ნიშვნებით, რომელსაც ეგონა, რომ ცხოვრებაზე ყველაფერი
იცოდა. და ჯეზალი ამ სამეულთან ერთად ამ საშინელ ადგილას
აღმოჩნდა, უძრავი ჰაერის სივრცეში, საუკუნო წყვდიადში. ისევ
გულისრევა მოაწვა. ამ საზოგადოებაში ყოფნაზე უარესი მხო-
ლოდ სრული მარტოობა თუ იქნებოდა. სიბნელეში მიმოიხედა
და ამის გაფიქრებაზეც კანკალმა აიტანა.
თუმცა როცა კუთხეში შეუხვიეს, გუნება ცოტათი გამოუკეთ-
და. ზემოთ დღის შუქის პატარა კვადრატი გამოჩნდა. ჯეზალი აჩ-
651 მკითხველთა ლიგა
ქარებით გაემართა მისკენ და ხელჯოხით მოჩლახუნეგლოკტას
ჩაუქროლა, ლამის ნერწყვი მოადგა იმის წარმოდგენაზე, რომ
როგორც იქნა, ისევ ღია ცის ქვეშ აღმოჩნდებოდა.
ჰაერზე გავიდა თუ არა თვალები სიამოვნებით დახუჭა. სახე-
ზე ცივი ნიავი მიელამუნა და ისიც ხარბად დაეწაფა მას ფილტვე-
ბით. წარმოუდგენელი შვება იგრძნო, თითქოს წყვდიადში რამ-
დენიმე კვირა იყო დამწყვდეული და ახლა გაათავისუფლესო.
მაგარი, ბრტყელი ქვის ფილებით მოფენილი განიერი, ღია სივ-
რცე აუჩქარებლად გადაჭრა და გვერდიგვერდ მდგარ ბაიაზსა
და ცხრათითას მიადგა. მაღალ პარაპეტთან იდგნენ, მის მიღმა
კი...
ქვემოთ აგრიონტის ხედი დახვდა. ქალაქის მოზაიკა, თეთრი
კედლების, რუხი სახურავების, აბრჭყვიალებული ფანჯრების,
მწვანე ბაღების... ახლა ისინი შემოქმედის სახლის მწვერვალზე
კი არა, ერთ-ერთ უმდაბლეს სახურავზე იდგნენ, კარიბჭესთან
ახლოს, მაგრამ მაინც საშინლად მაღლა. ჯეზალმა ჩამოქცეული
უნივერსიტეტი იცნო, ლორდთა წრის ოქროსფრად აკიაფებული
გუმბათი, მიწაზე გართხმული დაკითხვების სახლის მასიური სი-
ლუეტი. აქედან მარშლების მოედანსაც ხედავდა, შენობებს შო-
რის ჩადგმულ, ხის გრძელი სკამებით შემოღობილ დიდ თასს,
და მის ცენტრში საფარიკაო წრის ციცქნა ყვითელ წრესაც კი. ცი-
ტადელის უკან, თეთრი კედლისა და აკიაფებული თხრილის
მიღმა, ქალაქი მთელი სიგრძით გადაფარჩხულიყო – ბინძური
ნაცრისფერი ცის ფონზე შენობების რუხი მასა პირდაპირ ზღვამ-
დე მიცოცავდა.
ჯეზალმა სიამოვნებით გადაიხარხარა, ნანახს ვერაფრით იჯე-
რებდა. ჯაჭვების კოშკი ამასთან შედარებით კედელზე მისადგა-
მი კიბე იყო. სამყაროს იმსიმაღლიდან დაჰყურებდა, რომ ყვე-
ლაფერი როგორღაც უძრავი, დროში გაყინული ეჩვენებოდა.
თავი მეფე ეგონა. ასეთი რამ არც ერთ ადამიანს არ ენახა ასო-
652 მკითხველთა ლიგა
ბით წელი! ჯეზალმა საკუთარი სიდიადე იგრძნო – გაცილებით
მნიშვნელოვანი, ვიდრე პაწაწინა ადამიანების, რომლებიც იქ,
ქვემოთ, პატარა სახლებში დაფუსფუსებდნენ და მუშაობდნენ.
შემდეგ გლოკტას მიუბრუნდა, მაგრამ ხეიბარი არ იღიმოდა. კი-
დევ უფრო ფერმკრთალი იყო ვიდრე ოდესმე, სათამაშო ქალაქს
პირქუშად დასცქეროდა, ცალი თვალი ნერვიულად უტოკავდა.
– სიმაღლის გეშინიათ? – გაიცინა ჯეზალმა.
გლოკტამ მისკენ მიწისფერი სახე მოაბრუნა:
– საფეხურები არ იყო. აქ ამოსასვლელად საფეხურები არ
გამოგვივლია! – ჯეზალს სახიდან ნელ-ნელა ღიმილი ჩა-
მოერეცხა, – საფეხურები არ ყოფილა, გესმით? ეს როგორ მოხ-
და? როგორ? მითხარით!
ჯეზალმა ნერწყვი გადაყლაპა. გაახსენდა აქ როგორ მოვიდ-
ნენ. ხეიბარი მართალს ამბობდა. არავითარი საფეხურები არ
შეხვედრიათ, არც აღმართები, არც დაღმართები. თუმცა მაინც
აგრიონტის უმაღლეს კოშკზე გაცილებით მაღლა აღმოჩნდნენ.
ისევ ცუდად გახდა. ხედი ახლა თავბრუს ახვევდა, გულს ურევდა,
თავზარს სცემდა. მუხლები მოეკვეთა და პარაპეტს გაეცალა.
სახლში დაბრუნება უნდოდა.
– მას წყვდიადში მივდევდი, სრულიად მარტო, და აქ დავე-
წიე. კანედიასი. ოსტატი შემოქმედი. აქ ვიბრძოდით. ცეცხლით,
ლითონით, ხორცით. აქ ვიდექით. ტოლომეი სახურავიდან გადა-
აგდო, ჩემს თვალწინ. დავინახე, ეს როგორ გააკეთა, მაგრამ
ვერ შევაჩერე. საკუთარი ქალიშვილი. წარმოგიდგენია? მას ეს
არ დაუმსახურებია. მასზე წმინდა სული არავის ჰქონდა.
ლოგენი მოიღუშა. არ იცოდა, რა უნდა ეთქვა.
– აქ ვიბრძოდით, – ბუტბუტებდა ბაიაზი, შიშველ პარაპეტს
ღონიერ მუშტებს უჭერდა, – ცეცხლით დავესხი თავს, ლითო-
ნით, ხორცით, ის კი მე მიტევდა. შემდეგ ქვემოთ გადავაგდე.
ცეცხლში გახვეული დავარდა ხიდზე. ასე დატოვა სამყარო ეუსის
653 მკითხველთა ლიგა
უკანასკნელმა ვაჟმა, და მასთან ერთად უამრავმა საიდუმლომ.
სამუდამოდ. მათ ერთმანეთი გაანადგურეს, ოთხივემ. რამხელა
დანაკარგია!
ბაიაზი შემობრუნდა და ლოგენს შეხედა:
– მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო, ხომ ასეა, ჩემო მეგობარო?
დიდი ხნის წინ... – ლოყები დაბერა და თავი მხრებში ჩარგო, –
მოდი, აქედან წავიდეთ. აქ თავი სამარეში მგონია. არის კიდეც
სამარე. აქაურობა ისევ დავლუქოთ, და მასთან ერთად მოგონე-
ბებიც. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
– ჰა! – გამოეპასუხა ლოგენი, – მამაჩემი ამბობდა, წარსუ-
ლის თესლი მომავალში ხილს დაბადებსო.
– ასეც არის, – ბაიაზმა ხელები ნელა გაიწოდა და თითები
მუქი ლითონის ცივ ყუთზე გაასრიალა, რომელიც ლოგენს ეჭი-
რა, – ასეც არის. მამაშენი ბრძენი კაცი იყო.
გლოკტას ფეხი ეწვოდა, მოღრეცილი ხერხემალი ცეცხლის
მდინარებად ექცა – ტრაკიდან თავის ქალამდე. პირი ისე გამო-
უშრა, თითქოს ნახერხი ჭამაო, ოფლიანი სახე გაუთავებლად
უტოკავდა და ეღრიცებოდა, ცხვირით ქშენდა, მაგრამ მაინც
მიაბიჯებდა წყვდიადში: უშველებელი დარბაზისგან, უცნაური
კონსტრუქციისა და მის შუაში ჩამოკიდებული შავი სფეროსგან
შორს, ღია კარისკენ.
„და სინათლისკენ“.
ვიწრო ხიდზე, ვიწრო კარიბჭესთან შეჩერდა და თავი ასწია.
ხელი ჯოხიანად უკანკალებდა, წამწამებს აფახურებდა და თვა-
ლებს იფშვნეტდა, სუფთა ჰაერს ყლაპავდა და სახეზე ცივ ნიავს
შეიგრძნობდა. „ვინ იფიქრებდა, რომ ქარი ასეთი სასიამოვნო
შეიძლება ყოფილიყო? იქნებ უკეთესიცაა, საფეხურები რომ არ
შეგვხვდა. მათ მაინც ვერ დავძლევდი“.
ლუთარს უკვე ხიდის ნახევარი გადაევლო, ისე ჩქარობდა,
თითქოს თვით ეშმაკი მისდევდა ფეხდაფეხ. დიდად არც ცხრა-
654 მკითხველთა ლიგა
თითა ჩამორჩებოდა, მძიმედ სუნთქავდა და ჩრდილოურ
დიალექტზე ცხვირში დუდღუნებდა რაღაცას. მგონი „ჯერ კიდევ
ცოცხალიო“ თუ რაღაც ამდაგვარს. დიდი ხელებით კვადრატუ-
ლი ლითონის ყუთი ჩაებღუჯა, მყესები ისე დასიებოდა, თითქოს
გრდემლს მოათრევდა. „ეს გასეირნება მაგს მხოლოდ სიმარ-
თლის დასამტკიცებლად არ მოუწყვია. აქ რაღაც უფრო დიდი
იმალება. მაგრამ რა? აქედან რა გაიტანეს? ასეთი მძიმე რა უნდა
იყოს?“ გლოკტა უკან შებრუნდა, წყვდიადში ჩაიხედა და გააჟ-
რჟოლა. არ იყო დარწმუნებული, რომ ამის გაგება უნდოდა.
ბაიაზი გვირაბიდან სუფთა ჰაერზე მარდად გამოვიდა, რო-
გორც ყოველთვის, თვითკმაყოფილი ჩანდა:
– აბა, ინკვიზიტორო, – თქვა მხიარულად, – როგორ მოგე-
წონათ ჩვენი პატარა გასეირნება შემოქმედის სახლში?
„აბურდული, უცნაური და საშინელი ღამის კოშმარი იყო. ალ-
ბათ იმპერატორის დილეგში უფრო დავბრუნდებოდი რამდენიმე
საათით“.
– დილის გადასაგორებლად გამოდგება, – მოუჭრა ბოლოს.
– ძალიან მიხარია, რომ კარგად გაერთეთ, – ჩაიხითხითა
ბაიაზმა და პერანგის უბიდან შავი ლითონის ძელი ამოაძვრინა,
– თქვენ ის მითხარით, ისევ მატყუარა გგონივართ? თუ ეჭვები
საბოლოოდ გაგეფანტათ?
გლოკტამ შუბლი შეიკრა და გასაღებს გახედა. შემდეგ პირ-
ქუში მზერა მოხუცზე გადაიტანა. ბოლოს მოჟამული სახე შემოქ-
მედის სახლის შემაძრწუნებელი წყვდიადისკენ მიაბრუნა.
„ჩემი ეჭვები ყოველ წუთს იზრდება. ისინი საბოლოოდ არა-
სოდეს იფანტება. მხოლოდ ფორმას იცვლის“.
– გულახდილად გითხრათ? არ ვიცი, რისი უნდა მჯეროდეს.
– ძალიან კარგი. საკუთარი უმეცრების შეგნება განათლების-
კენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. თუმცა, ჩვენში დარჩეს,
თქვენს ადგილას სხვა რამეს მოვიფიქრებდი, არქილექტორის-
655 მკითხველთა ლიგა
თვის ეს ყველაფერი რომ მქონდეს მოსახსენებელი, – გლოკტას
თვალი აუთამაშდა, – იქნებ ხიდზე გადახვიდეთ, ჰა, ინკვიზიტო-
რო? სანამ აქაურობას ჩავკეტავ?
ქვემოთ ცივ წყალში ჩავარდნა ისე საშიშად აღარ ეჩვენებო-
და. „თუ მაინც უნდა ჩავვარდე, დღის შუქზე მაინც მოვკვდები“.
გლოკტამ უკან მხოლოდ ერთხელ მოიხედა, მაშინ, როცა შემოქ-
მედის სახლი წყნარი ტკაცუნით დაილუქა და წრეები საწყის
მდგომარეობას დაუბრუნდა. „ყველაფერი ისე დარჩა, როგორც
ჩვენ მოსვლამდე“. მტკივანი ზურგი კარს შეაქცია, ღრძილებზე
ენა მოისვა, ნაცნობი გულისრევის ტალღებისგან რომ დაეღწია
თავი და ხიდზე წყევლა-კრულვით გადაფრატუნდა.
მეორე ბოლოში ლუთარი ხის კარზე სასოწარკვეთილი აბრა-
ხუნებდა:
– გამოგვიშვით! – როცა გლოკტა მიუახლოვდა, ლამის ქვი-
თინი აუვარდა. ხმა შიშმა გაუბზარა, – გამოგვიშვით!
ბოლოს და ბოლოს კარი შეირყა და გაიღო. იქ მცველის გა-
ოგნებული სახე დაუხვდათ.
„რა სამწუხაროა. სადაცაა კაპიტანი ლუთარი, შეჯიბრის
საამაყო გამარჯვებული, კავშირის უმამაცესი უმცროსი ვაჟი,
ვაჟკაცობის ნამდვილი ყვავილი, მუხლებზე დამხობილი ცრემ-
ლებს ააღვარღვარებს... ასეთი სანახაობა დღევანდელ გასეირ-
ნებად ნამდვილად ღირდა“. ლუთარი გაღებულ კარში შეხტა.
მოღუშული ცხრათითა ფეხდაფეხ შეჰყვა, ლითონის ყუთს მკლა-
ვებით მიათრევდა. მცველმა თვალები მოჭუტა და კოჭლობით
მიმავალ გლოკტას ჰკითხა:
– უკვე დაბრუნდით?
„შე ბებერო იდიოტო!“
– რა ჯანდაბას ამბობთ? რას ნიშნავს „უკვე“?
– ერბოკვერცხის ჭამაც ვერ მოვასწარი. ნახევარი საათიც არ
გასულა, რაც წახვედით.
656 მკითხველთა ლიგა
გლოკტამ უსიხარულო ყეფით ჩაიცინა:
– იქნებ კვერცხს მიირთმევდით ნახევარი დღე? – მაგრამ
როცა ეზოში გაიხედა, სახე მოექუფრა. აქაურობიდან მათი წას-
ლვის შემდეგ, ჩრდილებს ადგილი თითქმის არ შეეცვალათ. „ი-
სევ ადრიანი დილაა. მაგრამ როგორ?“
– ერთხელ შემოქმედმა მითხრა, დრო მხოლოდ გონებაში
არსებობსო, – გლოკტამ თავი მკვეთრად მოაბრუნა და დაიჭყა-
ნა. ბაიაზი მოჰპარვოდა, ახლა მის უკან იდგა და მელოტ კინკრი-
ხოზე მსხვილ თითს იკაკუნებდა, – ყველაფერი უფრო უარესა-
დაც შეიძლება დამთავრებულიყო, მერწმუნეთ. იმაზე ადრე რომ
გამოსულიყავით, ვიდრე შეხვედით, აი მაშინ ნამდვილად მოგი-
წევდათ ნერვიულობა, – გაიღიმა მაგმა. თვალები კარიდან შე-
მოჭრილ მზის სხივებზე უბრწყინავდა.
„თავს ისულელებს? თუ მე მასულელებს? ასეა თუ ისე, ეს თა-
მაშები ყელში ამომივიდა“.
– საკმარისია გამოცანები, – გესლიანად ჩაიცინა გლოკტამ,
– რატომ პირდაპირ არ მეტყვით, აქ რისთვის ხართ?
მაგებს შორის უპირველესი, თუ ნამდვილად ის იყო, კიდევ
უფრო გაიბადრა:
– მე თქვენ მომწონხართ, ინკვიზიტორო, მართლა. არ გამიკ-
ვირდება, ამ მთელ წყეულ ქვეყანაში ერთადერთი პატიოსანი
ადამიანი თუ აღმოჩნდებით. ერთხელ უნდა შევხვდეთ და ვილა-
პარაკოთ, პირისპირ. იმაზე, თუ რა მსურს მე, და იმაზეც, თქვენ
რა გსურთ, – შემდეგ ღიმილი გაუქრა, – მაგრამ დღეს არა.
და ღია კარში შეაბიჯა, გლოკტა კი უკან, ჩრდილებში დატოვა.

657 მკითხველთა ლიგა


არავის ძაღლი
– რატომ მაინცდამაინც მე? – ბუტბუტებდა ვესტი და კბილებს
აკრაჭუნებდა, თან სამხრეთის კარიბჭეს უყურებდა. ამ სისულე-
ლემ დოკებში იმაზე დიდხანს დააყოვნა, ვიდრე ელოდა, მაგრამ,
მეორე მხრივ, ბოლო დღეებში სულ ასე არ იყო? ხანდახან ეჩვე-
ნებოდა, თითქოს კავშირში ერთადერთი კაცი იყო, ვინც ომის-
თვის სერიოზულად ემზადებოდა. ყველაფრის კეთება თვითონ
უწევდა – ცხენის ნალებზე ლურსმნების დათვლაც კი. მარშალ
ბერრის ყოველდღიურ შეხვედრაზე უკვე დააგვიანა, და იცოდა,
კიდევ ასი შეუძლებელი საქმე დარჩა გასაკეთებელი, რომელიც
აუცილებლად დღესვე უნდა მოესწრო. ასეთი საქმეები ყოველ-
თვის მრავლად ჰქონდა. აგრიონტის კარიბჭეს უაზრო შეყოვნე-
ბაღა აკლდა!
– ჯანდაბა, რატომ მაინცდამაინც მე? – თავი ისევ ასტკივდა:
ნაცნობი ტკივილით, თვალების უკან მფეთქავით. ყოველდღე
უფრო და უფრო ადრე ეწყებოდა, და უფრო ძლიერად სტკიოდა.
უკანასკნელ დღეებში, აუტანელი სიცხის გამო, მცველებს ნება
დართეს, სრული აბჯრის გარეშე ემსახურათ. ვესტმა დაინახა,
რომ ახლა სულ მცირე ორი მათგანი ნანობდა ამას. ერთ-ერთი
ჯარისკაცი კარიბჭესთან მიწაზე მოკუნტული ეგდო, ხელები ფე-
ხებს შორის მიედო და ხმამაღლა ხვნეშოდა. გვერდზე სერჟანტი
ედგა, ცხვირიდან სისხლი თქრიალით სდიოდა და მუქი წითელი
წვეთები ხიდის ქვებზე ეწვეთებოდა. დანარჩენ ორ მცველს შუბე-
ბის წვერები გამხდარი მუქკანიანი ბიჭუნასთვის მიეშვირათ. შო-
რიახლო მეორე სამხრეთელიც იდგა – გრძელი ჭაღარათმიანი
ბერიკაცი. მოაჯირს მიჰყრდნობოდა და მომხდარს ბედთან შე-
გუებული გამომეტყველებით ადევნებდა თვალს.
ყმაწვილმა ზურგს უკან სწრაფად მოიხედა და ვესტს ელდა
ეცა. ქალი იყო! შავი, ცხიმიანი თმა, ზღარბივით მოკლედ შეეჭრა
658 მკითხველთა ლიგა
და ერთიანად გასჩეჩოდა. ერთი სახელო მხრამდე ჩამოფხრე-
წოდა და გრძელი, ყავისფერი დაძარღვული მკლავით მოღუნუ-
ლი დანა მაგრად ჩაებღუჯა. იარაღი თვალისმომჭრელად ბრწყი-
ნავდა, სარკესავით ელვარე და სასიკვდილოდ ბასრი იყო. გო-
გონას ერთადერთი სუფთა ნივთი ჩანდა. სახის მარჯვენა მხარე
მთლიანად წვრილ, ნაცრისფერ ნაიარევის ზოლს დაესერა, შავ
წარბს კვეთდა და ზიზღით მოღრეცილ ტუჩებთან წყდებოდა.
თუმცა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ვესტზე მაინც მისმა თვა-
ლებმა მოახდინა: ოდნავ ირიბი, უდიდესი მტრობითა და უნდობ-
ლობით მოჭუტული – და ყვითელი. თავის დროზე უამრავი კან-
ტიკელი შეხვედრია, ყოველგვარი, როცა გურკჰულში ომში იბ-
რძოდა, მაგრამ ასეთი თვალები არასოდეს ენახა. ღრმა, მდიდ-
რული, ოქროსფერ-ყვითელი, როგორც...
ფსელი. აი რისი სუნი სცემდა. ამას მაშინვე მიხვდა, როცა უც-
ნობებს უფრო მიუახლოვდა. ფსელის, მტვრისა და დაძველებუ-
ლი, ამჟავებული ოფლის სუნი სცემდა. ეს სუნი ომიდან ახსოვდა,
ასე ყროლდებოდნენ დიდხანს დაუბანელი ადამიანები. ვესტმა
დაუცხრომელი სურვილი, ცხვირზე ხელი აეფარებინა და პირით
ესუნთქა, როგორღაც დაამარცხა, ასევე ის, რომ უცნობისა და
მისი ელვარე დანისთვის რაც შეიძლება შორიდან, უსაფრთხო
მანძილიდან მოევლო და ქალს მიუახლოვდა. თუ სახიფათო სი-
ტუაციის განმუხტვა გინდა, შიში არ უნდა შეგეტყოს, როგორც
უნდა გრძნობდე თავს სინამდვილეში. ვესტის გამოცდილება
მეტყველებდა, რომ თუ თავს ისე მოაჩვენებ, ვითომ ყველაფერს
აკონტროლებ, საქმის ნახევარი უკვე გაკეთებულია.
– აქ რა ჯანდაბა ხდება? – დაუღრიალა ცხვირპირდასის-
ხლიანებულ სერჟანტს. გაღიზიანების გათამაშება არ დასჭირდა:
აგვიანდებოდა და ყოველი წამის გასვლასთან ერთად სულ უფ-
რო ბრაზდებოდა.

659 მკითხველთა ლიგა


– ამ აყროლებულ მათხოვრებს აგრიონტში შესვლა უნდო-
დათ, სერ! მე, რასაკვირველია, მათი გაყრა ვცადე, მაგრამ ქა-
ღალდები აქვთ!
– ქაღალდები?
უცნაურმა მოხუცმა ვესტს მხარზე დაუტყაპუნა, გაკეცილი
ფურცელი გაუწოდა, გვერდებზე ცოტათი გაცვეთილი. მაიორმა
წაიკითხა, მოიღუშა და თქვა:
– ეს გატარების ნებართვაა, პირადად ლორდი ჰოფის ხელ-
მოწერით. უნდა შევუშვათ.
– მაგრამ იარაღით ხომ ვერ შევუშვებთ, სერ! ასეც ვუთხარი:
იარაღით ვერ გაგატარებთ-მეთქი! – სერჟანტს ცალ ხელში მუქი
ხის უჩვეულო მშვილდი ეჭირა, მეორეში – მოღუნული გურკჰუ-
ლი ხმალი, – ესენიც ძლივს ჩავაბარებინე, შემდეგ კი, როცა მი-
სი გაჩხრეკა ვცადე... ამ გურკჰმა ბოზმა... – ქალმა წაისისინა და
მცველისკენ სწრაფად დაიძრა, სერჟანტმა და მისმა ორმა
მცველმა უკან ნერვიულად დაიხიეს და ერთად შეჯგუფდნენ.
– მშვიდად, ფერრო, – ამოიოხრა მოხუცმა კანტიკურად, –
ღვთის გულისათვის, მშვიდად, – ქალმა ხიდის ქვებს დააფურ-
თხა და რაღაც წყევლისმაგვარი წაისისინა, მაგრამ რა – ვესტმა
ზუსტად ვერ გაარჩია. დანას წინ და უკან ისე აქნევდა, რომ ეტ-
ყობოდა: იარაღის გამოყენება მშვენივრად გამოსდიოდა და ძა-
ლიანაც უნდოდა.
– რატომ მაინცდამაინც მე? – კბილებში გამოცრა ვესტმა. ნა-
თელი იყო – ეს დავიდარაბა მას უნდა მოეგვარებინა. თითქოს
პრობლემები აკლდა! ღრმად ჩაისუნთქა და თავი ამ აქოთებული
ქალის ადგილას წარმოიდგინა: უცნობ ადგილას, უცნაური ადა-
მიანებს ალყაში, რომლებიც გაუგებარი სიტყვების ძახილით შუ-
ბებს უშვერდნენ და მის გაჩხრეკას ცდილობდნენ. შეიძლება ახ-
ლა იმასაც კი ფიქრობდა, ვესტი როგორ ყარსო. სავარაუდოდ,
დაბნეული და შეშინებული უფრო უნდა ყოფილიყო ვიდრე სახი-
660 მკითხველთა ლიგა
ფათო. თუმცა, სახიფათო ჩანდა, და არავითარ შემთხვევაში –
შეშინებული.
ამ ორიდან აშკარად მოხუცი უფრო კეთილგონიერი ჩანდა,
ამიტომ ვესტი პირველად მას მიუბრუნდა:
– გურკჰულიდან მოხვედით? – ჰკითხა დამტვრეული კანტი-
კურით.
მოხუცმა ვესტს დაღლილი თვალები შეანათა:
– არა. სამხრეთში მარტო გურკჰული არაა.
– აბა კადირიდან? ტაურისიდან?
– სამხრეთს იცნობთ?
– ცოტათი. იქ ვიბრძოდი.
მოხუცმა თავი ქალისკენ გადააქნია, რომელიც მათ ეჭვიანი,
ირიბი ყვითელი თვალებით უბღვერდა:
– ის მუნთაზში დაიბადა.
– არასოდეს გამიგია.
– რატომ უნდა გაგეგოთ? – მოხუცმა გაძვალტყავებული
მხრები აიჩეჩა, – პატარა ქვეყანაა, ზღვის პირას, შაფასგან შო-
რეულ აღმოსავლეთში, მთების მიღმა. გურკჰებმა წლების წინ
დაიპყრეს, მისი ხალხი ან ამოწყვიტეს, ან მონებად გაყიდეს. რო-
გორც ჩანს მას შემდეგ სულ ასეთ ცუდ განწყობაზეა, – ქალმა
მოქუფრულმა მოიხედა, თან ცალ თვალს ჯარისკაცებს არ აცი-
ლებდა.
– და შენ?
– ოო, ჩემი სამშობლო კიდევ უფრო სამხრეთითაა, კანტას
მიღმა, უდაბნოს მიღმა, ქვეყნიერების წრის მიღმაც კი. მიწა, რო-
მელზეც მე დავიბადე, თქვენს რუკებზე არც კი ხატია, მეგობარო.
ჩემი სახელია იულვეი, – თქვა და გრძელი, შავი ხელი გაუწოდა.
– კოლლემ ვესტი, – ქალი ფრთხილად უყურებდა, კაცებმა
ერთმანეთს როგორ ჩამოართვეს ხელი.

661 მკითხველთა ლიგა


– ამ კაცს ვესტი ჰქვია, ფერრო! გურკჰებს ებრძოდა! ეს მაინც
არ იწვევს შენს ნდობას? – იულვეის ხმაში მაინცდამაინც ღრმა
იმედი არ იგრძნობოდა, და მართლაც, ქალის მხრები ისეთივე
მოხრილი და დაძაბული დარჩა, როგორც აქამდე, დანას ხელს
ისევ ისე მაგრად უჭერდა. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ნაბიჯის წინ
გადასადგმელად ძალიან არასწორი დრო შეარჩია, შუბის ჰაერ-
ში შერხევაზე ქალი ისევ ასისინდა, მიწაზე დააფურთხა და კიდევ
უფრო გაცხარებული მოჰყვა წყევლა-კრულვას.
– საკმარისია! – ვესტს საკუთარი ღრიალი ჩაესმა, – ასწიეთ
წყეული შუბები ! – ჯარისკაცები მაიორს გაოცებით მიაჩერდნენ
და ვესტმა როგორღაც თავი დაიმორჩილა, ხმას დაუწია, – არა
მგონია, ეს მტრის ლაშქრის შემოსევა იყოს, ხომ ასეა? შუბები
ასწიეთ!
შუბის წვერები ქალს უხალისოდ მოშორდა. ვესტი გაბედული
ნაბიჯებით გაემართა მისკენ, თვალებში მთელი სიმტკიცით უყუ-
რებდა. შიში არ შეიმჩნიო, ეუბნებოდა საკუთარ თავს, მაგრამ
გული მაინც გამალებით უცემდა. ქალს ხელისგული გაუწოდა,
ისე ახლოს მივიდა, რომ უკვე მისი შეხება შეეძლო.
– დანა, – თქვა მკაცრად, დამტვრეული კანტიკურით, –
გთხოვ. არაფერს დაგიშავებენ, სიტყვას გაძლევ.
ქალი მძივისებური ყვითელი თვალებით მიაჩერდა, შემდეგ
მზერა შუბიან მცველებზე გადაიტანა, ბოლოს ისევ ვესტს გამო-
ხედა. ამან დიდი დრო წაიღო. ვესტი მის წინ იდგა, პირი უშრებო-
და, თავი ისევ სტკიოდა, დრო გადიოდა, მას კი აგვიანდებოდა,
თაკარა მზეში მუნდირის შიგნით ოფლად იხვითქებოდა, ცდი-
ლობდა ქალის სუნისთვის ყურადღება არ მიექცია. დრო გა-
დიოდა.
– კბილებო ღვთისა, ფერრო! – წამოიყვირა მოულოდნელად
მოხუცმა, – მოხუცი ვარ! ცოტა შემიბრალე! ალბათ სულ რამდე-
ნიმე წელი დამრჩა! მიეცი კაცს დანა, სანამ სული გამიფრთხია!
662 მკითხველთა ლიგა
– სსს, – წაისისინა ქალმა და ტუჩი აღრიცა. ერთი თავბრუ-
დამხვევი წამით დანა მაღლა აიჭრა, მერე შემოტრიალდა და
ვესტის ხელისგულზე ტარით დაეცა. ვესტმა თავს უფლება მისცა,
შვებით გადაეყლაპა ნერწყვი. ბოლო წამამდე თითქმის დარწმუ-
ნებული იყო, რომ დანის ბასრ პირს მიიღებდა.
– გმადლობ, – თქვა უფრო მშვიდად, ვიდრე სინამდვილეში
გრძნობდა თავს. შემდეგ დანა სერჟანტს გაუწოდა და უბრძანა, –
იარაღები შეინახეთ და ჩვენი სტუმრები აგრიონტში გააცილეთ.
იცოდეთ, თუ რომელიმეს რამე დაუშავდება, განსაკუთრებით
ქალს, პასუხს პირადად ჩემ წინაშე აგებთ, გასაგებია? – ცოტა
ხანი სერჟანტს თვალებით ბურღავდა, შემდეგ შემობრუნდა, სა-
ნამ კიდევ რამე მოხდებოდა, კარიბჭე გაიარა და გვირაბისკენ
გაეშურა, მოხუცი და აქოთებული ქალი ზურგს უკან მოიტოვა.
თავის ტკივილი კიდევ უფრო გაუძლიერდა. ჯანდაბა, დააგვიან-
და!
– რატომ მაინცდამაინც მე, წყეულიმც ვიყო! – ჩაიბუზღუნა
თავისთვის.
– ვშიშობ, დღეს იარაღის საწყობები დაკეტილია, – დამცინა-
ვად მიუგდო მაიორმა ვალლიმირმა, ისე ცხვირაწეული დაჰყუ-
რებდა, თითქოს ვესტი მათხოვარი იყო და ხურდას სთხოვდა, –
აუცილებელი ნორმები უკვე შესრულებული გვაქვს, ეგ კი არა,
გრაფიკს გავუსწარით კიდეც, და სამჭედლო ქურების ანთებას ამ
კვირაში აღარ ვაპირებთ. აი, დროულად რომ მოსულიყავით...
ვესტს საფეთქლები ისე ასტკივდა, როგორც არასდროს. თავი
აიძულა ნელა ესუნთქა, წყნარი და გაწონასწორებული ხმა
შეენარჩუნებინა. თუ აფეთქდებოდა, ამით ვერაფერს მოიგებდა.
ამით ვერასოდეს ვერაფერს მოიგებ.
– მესმის, მაიორო, – დაიწყო ვესტმა მშვიდად, – მაგრამ ახ-
ლა ომში ვართ. ჩვენი მიღებული მრავალი ახალწვეული თით-
ქმის უიარაღოდაა და ლორდ-მარშალმა ბერრმა სამჭედლო ქუ-
663 მკითხველთა ლიგა
რების ანთება მთხოვა, მათი აღჭურვილობით უზრუნველყოფის-
თვის.
ეს სრული სიმართლე არ იყო, მაგრამ მარშლის შტაბში გა-
დასვლის შემდეგ ვესტმა განურჩევლად ყველასთან სიმართლის
ლაპარაკზე ხელი ჩაიქნია. ამით ვერაფერს მიაღწევდა. ის პირ-
ფერობის, ტრაბახის, აშკარა ტყუილების, დამამცირებელი მუდა-
რებისა და ფარული მუქარების ნარევით შეიარაღდა და საკმა-
ოდ დახელოვნდა კიდეც – ზუსტად იცოდა, რომელი ადამიანთან
რომელი ტაქტიკა უფრო მოიტანდა შედეგს.
სამწუხაროდ, მაიორი ვალლიმირის, მეფის იარაღის ოსტა-
ტის საჭირო სიმი ჯერ ვერაფრით იპოვა. ის, რომ ორივეს ერთი
რანგი ჰქონდა, საქმეს კიდევ უფრო ართულებდა: მის შევიწ-
როებას დაუსჯელად ვერ შეძლებდა და არც ხვეწნა-მუდარა შეშ-
ვენოდა.
გარდა ამისა, სოციალური მდგომარეობით ერთმანეთისგან
ძალიან შორს იდგნენ. ვალლიმირი უძველესი საგვარეულოს
წარმომადგენელი იყო, ძლევამოსილი ოჯახიდან, საკუთარ თავ-
ზე საშინლად დიდი წარმოდგენა ჰქონდა. მასთან შედარებით ჯე-
ზალ დან ლუთარი თავმდაბალი, უანგარო ადამიანი ჩანდა. და
ის, რომ ვალლიმირი ბრძოლაში სრულიად გამოუცდელი იყო,
საქმეს მხოლოდ აფუჭებდა: ამ ნაკლის ასანაზღაურებლად ორ-
მაგად უფრო ვირივით იქცეოდა. სწორედ ამიტომ, ვესტსა და მის
მითითებებს, თუნდაც პირადად მარშალი ბერრის სიტყვები გად-
მოეცა, ისევე გულგრილად ხვდებოდა, როგორც ღორების ბინ-
ძურ მწყემსს.
გამონაკლისი არც ეს დღე გამოდგა.
– ამ თვის ნორმა უკვე შესრულებულია, მაიორო ვესტ, –
ვალლიმირმა სახელზე დამცინავად გამოყო მახვილი, – ამი-
ტომ, ქურები ჩამქრალია. მეტს ვერაფერს გეტყვით.
– და ლორდ მარშალს ეს უნდა მოვახსენო?
664 მკითხველთა ლიგა
– ახალწვეულების შეიარაღებაზე მათი გამომგზავნი ლორ-
დები არიან პასუხისმგებელნი, – ცივად მოუჭრა ვალლიმირმა,
– თუ მათ თავიანთი ვალდებულებები არ შეასრულეს, მე ვერ
დამადანაშაულებთ. ეს უბრალოდ ჩვენი პრობლემა არაა,
მაიორო ვესტ, და შეგიძლიათ ლორდ მარშალს ასე გადასცეთ.
სულ ასე ხდებოდა. ჩაკეტილი წრე იყო: ბერრის კანცელა-
რიიდან სხვადასხვა განყოფილებებში, ასეულების, ბატალიონე-
ბის, პოლკების მეთაურებთან, აგრიონტსა და მთელ ქალაქში
გაფანტულ საწყობებში, არსენალებში, ყაზარმებში, საჯინიბოებ-
ში, დოკებში – სადაც ჯარისკაცები და მათი აღჭურვილობები გე-
მებში ჩასხდებოდნენ და სულ რამდენიმე დღეში ზღვაში გავი-
დოდნენ, სხვა განყოფილებებში, შემდეგ უკან – საიდანაც იწყე-
ბოდა ყველაფერი. შეიძლებოდა უამრავი მილი გაევლო და ვე-
რაფერი მოეგვარებინა. ყოველ ღამე საწოლში ქვასავით მხო-
ლოდ იმიტომ ეცემოდა, რომ რამდენიმე საათში ეს ყველაფერი
თავიდან უნდა დაეწყო.
ბატალიონის მეთაურობისას ის მტრებს ებრძოდა და ხელში
მახვილი ეჭირა. ახლა, როცა შტაბის ოფიცერი გახდა, ბრძოლა
თავისიანებთან უწევდა, იარაღის მაგივრად ხელში ფურცლები
ეჭირა. მდივანი უფრო იყო, ვიდრე ჯარისკაცი. თავს ისე გრძნობ-
და, თითქოს გორაკზე ლოდი უნდა აეგორებინა: რაც ძალა და
ღონე ჰქონდა აწვებოდა, ძვრასაც ვერ უშვრებოდა, მაგრამ ვერც
ისვენებდა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვა დაგორდებო-
და და გასრესდა. ამ დროს, ეს მედიდური ნაბიჭვრები, რომელ-
თაც იგივე ლოდი ემუქრებოდათ, ვესტის გვერდით უსაქმურობ-
დნენ და ამბობდნენ: რა ვქნა, ეს ჩემი ქვა არ არისო!
ახლა კარგად ხვდებოდა, გურკჰულში ომის დროს რატომ არ
კმაროდა ზოგჯერ საკვები, ტანსაცმელი, ან ურმები სურსათის
დასატვირთად, ან ცხენები ურმებში შესაბმელად, ან მრავალი
სხვა რამ, რისი საჭიროების გამოცნობაც ძალიან ადვილი იყო.
665 მკითხველთა ლიგა
ვესტი ფიქრობდა: წყეულიმც ვიყო, თუ ჩემი ზედამხედველო-
ბის ქვეშ რამე ასეთი დავუშვა და ვნახო ის, თუ როგორ მეღუპება
ხალხი იარაღის უკმარისობის მიზეზითო. ისევ დამშვიდება სცა-
და, მაგრამ თავი სულ უფრო მეტად სტკიოდა და დაძაბულობის-
გან პირიდან ხრიალი ამოსდიოდა:
– და რა მოხდება, თუ ანგლანდში ნახევრადშიშველ ბრბოს-
თან, შეუიარაღებელ გლეხებთან ერთად ამოვყოფთ თავს? მერე
რა მოხდება, მაიორო ვალლიმირ? მერე ვისი პრობლემა იქნე-
ბა? გავბედავ და ვივარაუდებ, რომ თქვენი არა! თქვენ ხომ ისევ
აქ იქნებით, თქვენს ცივ ქურებთან!
ვესტს დასრულებულიც არ ჰქონდა, როცა მიხვდა, რომ მე-
ტისმეტად ღრმად შეტოპა – თანამოსაუბრეს სახეზე ბრაზი მოაწ-
ვა:
– როგორ ბედავთ, სერ! ჩემს პირად ღირსებას აყენებთ ეჭ-
ვქვეშ? ჩემი ოჯახის ცხრა თაობა მსახურობდა მეფის დაცვაში!
ვესტმა თვალები მოისრისა, აღარ იცოდა, რა უფრო უნდოდა
– სიცილი თუ ტირილი:
– გარწმუნებთ, თქვენს სიმამაცეში ეჭვი არ მეპარება, სულ
სხვა რამეს ვგულისხმობდი, – ეცადა თავი ვალლიმირის ადგი-
ლას წარმოედგინა. ხომ არ იცოდა, რა ზეწოლის ქვეშ შეიძლე-
ბოდა ყოფილიყო ეს კაცი – იქნებ სულაც ჯარისკაცების მე-
თაურობა ერჩივნა, ვიდრე მჭედლებისა. ალბათ... არა, ამას აზ-
რი არ ჰქონდა. ნაგავი იყო და ვესტს სამართლიანად ეზიზღებო-
და:
– ეს თქვენს პირად ღირსებას არ ეხება, არც თქვენი ოჯა-
ხიასას. ეს ომისთვის მზადყოფნას ეხება!
ვალლიმირს თვალები მიცვალებულივით გაეყინა:
– ხვდები მაინც, ვის ელაპარაკები, შე ბინძურო მდაბიო? გავ-
ლენა ბერრის წყალობით გაქვს... და ის რა, შენზე უკეთესი გგო-
ნია? ისიც შენნაირი ყეყეჩი პროვინციელია, მხოლოდ და მხო-
666 მკითხველთა ლიგა
ლოდ იღბლის გამოა თანამდებობაზე, – ვესტმა თვალები ააფა-
ხურა, რა თქმა უნდა, იცოდა, მის ზურგს უკან რასაც საუბრობ-
დნენ, მაგრამ არ ელოდა, ამას ასე პირდაპირ თუ მიახლიდნენ
სახეში, – და როცა ბერრი აღარ იქნება, მერე რა გეშველება?
ჰა? მერე სადღა დაიმალები, ვის ზურგს ამოეფარები? არც წარ-
მომავლობა გაგაჩნია, არც ოჯახი! – ვალლიმირს ტუჩები დამცი-
ნავად მოეღრიცა, – ერთი დის მეტი, რა თქმა უნდა, და თუ იმით
ვიმსჯელებთ, რასაც მასზე ამბობენ...
ვესტმა გააცნობიერა, რომ მაიორთან ელვის სისწრაფით მი-
ვარდა:
– რა? – დაიღრინა მან, – რა თქვი?
ეტყობა ნამდვილად საშიში სანახავი იყო, რადგან ვალლი-
მირს სახე გაუფითრდა:
– მე... მე...
– გგონია, ბერრი მჭირდება, რომ ჩემს მაგივრად იბრძოლოს,
შე ნაბიჭვარო მატლო? – ვერც კი გააცნობიერა, ისე გადააბიჯა
წინ. ვალლიმირმა კედლისკენ დაიხია, შეკრთა და ცალი ხელი
ისე აიფარა, თითქოს მოულოდნელი დარტყმისგან იცავს თავ-
სო. ვესტმა მთელი ნებისყოფა მოიკრიბა და ხელები დაიოკა, ამ
პატარა ნაბიჭვარს რომ არ სწვდომოდა ყელში და იქამდე არ ენ-
ჯღრია, სანამ თავი არ მოსძვრებოდა. საფეთქლები ისე მტკივ-
ნეულად უფეთქავდა, ლამის თავი გასკდომოდა. ტკივილი თვა-
ლებზე აწვებოდა და ეგონა, სადაცაა ბუდეებიდან ამომცვივდე-
ბაო. ცხვირით რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და მუშტები ისე
მომუჭა, ხელები ეტკინა. სიბრაზე ნელ-ნელა ჩაუცხრა, აღარ
ემუქრებოდა, რომ კონტროლს დაკარგავდა სხეულის მოქმედე-
ბაზე. ახლა მხოლოდ ნელა ბაგუნობდა და გულმკერდზე მარწუ-
ხებს უჭერდა.
– თუ ჩემს დაზე რამე გაქვთ სათქმელი, – წაიჩურჩულა ბო-
ლოს ნელა, – შეგიძლიათ თქვათ. ახლავე, – მარცხენა ხელი ნე-
667 მკითხველთა ლიგა
ლა დაასვენა საკუთარი ხმლის ვადას, – და ჩვენს საუბარს ქა-
ლაქის კედლების მიღმა დავასრულებთ.
მაიორმა ვალლიმირმა კიდევ უფრო დაიხია უკან:
– არა, არაფერი გამიგია, – წაიჩურჩულა მან, – საერთოდ
არაფერი.
– საერთოდ არაფერი, – ვესტმა გათეთრებულ სახეში ცოტა
ხანს კიდევ უყურა, შემდეგ უკან გადააბიჯა, – მაშინ, ხომ ვერ
დამდებდით პატივს და სამჭედლო ქურებს ხომ ვერ გაახურებ-
დით ჩემთვის? საქმე თავზე საყრელად გვაქვს.
ვალლიმირი ცოტა ხანს გაქვავებული იდგა და თვალებს
ახამხამებდა, შემდეგ უპასუხა:
– რა თქმა უნდა, ახლავე ავანთებინებ.
ვესტი ქუსლებზე შემოტრიალდა და იქაურობას გაეცალა.
იცოდა, ვალლიმირი ზურგს ბოღმიანი მზერით უბურღავდა, იცო-
და, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუარესა. მაღალი წარ-
მომავლობის მრავალ სხვა მტერს კიდევ ერთი შემატა. რაც ყვე-
ლაზე უსიამოვნო იყო, ეს კაცი მართალს ეუბნებოდა – ბერრის
გარეშე დაიღუპებოდა. და მისი დის გამოკლებით, ოჯახი მარ-
თლა არ ჰყავდა. ჯანდაბა, როგორ სტკიოდა თავი!
– რატომ მაინცდამაინც მე? – წაისისინა თავისთვის, – რა-
ტომ?
საღამომდე კიდევ ბევრი საქმე რჩებოდა, თითოეული ისეთი,
მთელი დღე რომ მოუნდებოდა, მაგრამ ვესტს მეტის მოთმენა
აღარ შეეძლო. თავი ისე სტკიოდა, თვალთ უბნელდებოდა. სად-
მე სიბნელეში უნდა წამოწოლილიყო და სახეზე სველი პირსა-
ხოცი დაეფარებინა – ერთი საათით მაინც, თუნდაც მხოლოდ
ერთი წუთით. ჯიბეები გასაღების ძებნაში მოიჩხრიკა, მეორე ხე-
ლი ატკივებულ თვალებზე მიიფარა, კბილი კბილს მაგრად
დააჭირა. შემდეგ კარის მეორე მხრიდან რაღაც ხმა გაიგო. შუ-
შის სუსტი წკარუნი. არდი.
668 მკითხველთა ლიგა
– არა! – წაისისინა ჩუმად. ოღონდ ახლა არა! მისთვის გასა-
ღების მიცემა რამ გადააწყვეტინა? მუშტი ჩუმი წყევლა-
კრულვით ასწია დასაკაკუნებლად. საკუთარ კარზე დასაკაკუ-
ნებლად – აი სადამდე მივიდა! თუმცა მუშტი ჰაერში გაუქვავდა
და ხემდე ვერ მიაღწია. გონების რომელიღაც კუთხე-კუნჭულში
ყველაზე უსიამოვნო სურათი წარმოუდგა: არდი და ლუთარი,
შიშვლები და ოფლიანები, ერთმანეთზე ჩახვეულები როგორ
გორავდნენ ხალიჩაზე. გასაღები საკეტში სწრაფად გადაატ-
რიალა და კარს უბიძგა.
არდი ფანჯარასთან იდგა, მარტო იყო და, კოლლემის გასახა-
რად, მთლიანად ჩაცმული. თუმცა, დის ხელში გრაფინიდან ამ-
წამს ავსებული ღვინის ჭიქის დანახვა არ ესიამოვნა. არდიმ კა-
რის ხმაურზე ცალი წარბი აზიდა.
– ოჰ, შენ ხარ?
– აბა, ვინ ჯანდაბა უნდა იყოს? – მკვახედ მიახალა ვესტმა, –
ეს ხომ ჩემი ბინაა, ასე არ არის?
– ამ დილას ვიღაც კარგ გუნებაზე ვერ ბრძანდება, – ჭიქიდან
ცოტა ღვინო გადმოეღვარა და მაგიდაზე დაექცა. ხელით მოწ-
მინდა, თითები მოილოკა და შემდეგ ჭიქიდან დიდი ყლუპი მოს-
ვა.
კოლლემს მისი თითოეული მოძრაობა აღიზიანებდა.
მოიქუფრა და კარი მიიჯახუნა:
– ამდენი სმა აუცილებელია?
– მესმის, რომ ახალგაზრდა ლედიმ უფრო შესაფერისი გა-
სართობი უნდა მოძებნოს, – არდის სიტყვები ისევე გულგრი-
ლად გაისმა, როგორც ყოველთვის, მაგრამ ვესტი ამ თავის ტკი-
ვილისასაც კი მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. არდი მაგი-
დისკენ აპარებდა მზერას და მისკენ ნელ-ნელა მიიწევდა. მაგ-
რამ ვესტმა დაასწრო, პირველი მივარდა და მაგიდის ზედაპირზე

669 მკითხველთა ლიგა


დაგდებულ ფურცლის ნაგლეჯს სტაცა ხელი, რომელზეც მხო-
ლოდ ერთ წინადადება ეწერა.
– ეს რა არის?
– არაფერი! მომეცი!
ვესტმა თავისი და ცალი ხელით მოიცილა და წაიკითხა:
„იმავე ადგილას, ხვალ ღამით.
ა.“
მაიორს მრისხანებისგან აეჯაგრა თმა:
– არაფერი? არაფერი? – წერილი დას ცხვირწინ გაუქნია. არ-
დიმ ზურგი აქცია, თავი ისე გაიქნია, თითქოს ბუზი მოიშორაო.
არაფერი უთქვამს, უბრალოდ ჭიქიდან ხმამაღლა მოწრუპა. ვეს-
ტმა კბილები ააღრჭიალა, – ლუთარია, ხომ?
– მე ეგ არ მითქვამს.
– არცაა საჭირო, – ვესტმა ფურცელი მუშტში დაჭმუჭნა. კა-
რისკენ შეტრიალდა, დაძაბულობისგან ყოველი კუნთი უცახცა-
ხებდა. ახლა გარეთ გავარდნასა და იმ პატარა ნაბიჭვრის მიხ-
რჩობაზე მეტად არაფერი უნდოდა, მაგრამ თავს როგორღაც
მოერია და აიძულა, ცოტა ხნით ჩაფიქრებულიყო.
ჯეზალმა უღალატა, თან მწარედ. ეგ უმადური დამპალი. მაგ-
რამ ეს ხომ მოსალოდნელი იყო – ის ხომ ყოველთვის ნაგავი
იყო. თუ ღვინოს ქაღალდის ყანწში ასხამ, არ უნდა გაგიკვირ-
დეს, რომ გაჟონავს. თანაც, წერილს ჯეზალი არ წერდა. მის დას-
ჯას რა აზრი ჰქონდა? მსოფლიოში მის გარდაც უამრავი თავქა-
რიანი ახალგაზრდა მოიძებნებოდა.
– შენი აზრით, ეს სადამდე მიგიყვანს, არდი?
გოგონა დივანზე მოკალათდა და ჭიქის ზემოდან ყინულივით
ცივი მზერა ესროლა:
– რა ეს, ძამიკო?
– იცი, რაც!

670 მკითხველთა ლიგა


– განა ერთი ოჯახი არ ვართ? არ შეგვიძლია ერთმანეთთან
გულახდილები ვიყოთ? თუ რამე გაქვს სათქმელი, შეგიძლია
პირდაპირ მითხრა! შენი აზრით, ეს სად მიმიყვანს?
– ჩემი აზრით, პირდაპირ მძღნერში მიგიყვანს, თუ მეკითხე-
ბი! – უდიდესი ძალისხმევის ხარჯზე ხმას ცოტა დაუწია, – ლუ-
თართან მეტისმეტად ღრმად შეტოპე. წერილები? წერილები?
გავაფრთხილე, მაგრამ, როგორც ჩანს, პრობლემას არ წარმო-
ადგენს! რაზე ფიქრობ? საერთოდ თუ ფიქრობ რამეს? ეს უნდა
შეწყვიტო, სანამ ხალხს ჭორაობა დაუწყია! – მკერდში მხუთავი
მოჭერა იგრძნო, ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ ღრიალმა მაინც
ამოხეთქა, – ჯანდაბა, უკვე ჭორაობენ! დაუყონებლივ უნდა შეწ-
ყვიტო! ჩემი გესმის?
– შენი მესმის, – უპასუხა გულგრილად, – მაგრამ ვის რაში
აინტერესებს, ხალხი რას იფიქრებს?
– მე მაინტერესებს! – ყვირილამდე ბევრი აღარაფერი აკ-
ლდა, – იცი, როგორი მძიმე შრომა მიწევს? სულელი გგონივარ?
კარგად იცი, ეს ყველაფერი სადამდეც მიგიყვანს, არდი! – გო-
გონას სახე ჩაუმუქდა, მაგრამ ძმა უმოწყალოდ განაგრძობდა, –
თან ეს პირველად არ ხდება! ზედმეტი შეხსენება არ გჭირდება,
რომ კაცებში მაინცდამაინც არ გიმართლებს!
– ყოველ შემთხვევაში, საკუთარი ოჯახის კაცებში! – გოგონა
სარგადაყლაპულივით გაიჯგიმა, გაფითრებული სახე სიბრაზის-
გან გაუქვავდა, – და ჩემს იღბალზე საიდან უნდა იცოდე რამე?
ათი წელია თითქმის არ გვისაუბრია!
– ახლა ვსაუბრობთ! – დაიყვირა ვესტმა, დაჭმუჭნილი ფურ-
ცელი ოთახში მოისროლა, – არ დაფიქრებულხარ, ეს რას მოგი-
ტანს? რა მოხდება, თუ ჯეზალს ხელში ჩაიგდებ? ამაზე არ გიფიქ-
რია? როგორ ფიქრობ, მის ოჯახს ძალიან გაუხარდება, ლოყება-
წითლებული პატარძლის დანახვა? უკეთეს შემთხვევაში საერ-
თოდ არ დაგელაპარაკებიან. უარესში – ორივეს კინწისკვრით
671 მკითხველთა ლიგა
გამოგყრიან! – ვესტმა აცახცახებული თითი კარისკენ გაიშვირა,
– არ შეგიმჩნევია, რა ამაყი, ეგოისტი ღორია? ყველა ასეთია!
როგორ წარმოგიდგენია, ოჯახის დახმარების გარეშე თავს რო-
გორ გაიტანს? ან წარჩინებული მეგობრების გარეშე? არც კი
ეცოდინება, საიდან დაიწყოს! ერთად ბედნიერები როგორ იქნე-
ბით? – თავი კინაღამ შუაზე გაეპო, მაგრამ ვერაფრით წყნარდე-
ბოდა, – და რა მოხდება მაშინ, თუ ხელში ვერ ჩაიგდე? მერე რა
იქნება? დაიღუპები! ამაზე არ გიფიქრია? ამასთან ერთხელ უკვე
ძლივს გადაურჩი! არადა ჩვენ შორის ყველაზე გონიერი გვეგო-
ნე! თავს საქვეყნოდ იჭრი! – ბრაზისგან კინაღამ დაიხრჩო, – და
მეც მჭრი! ორივეს!
არდიმ ხელები გაასავსა:
– აჰა, როგორც იქნა, მთავარს მივადექით! – ლამის ისიც აყ-
ვირდა, – ყველას ფეხებზე ვკიდივარ, მაგრამ თუ შენი რეპუტა-
ციაა საფრთხის ქვეშ...
– სულელო ძუკნა! – გრაფინმა ოთახი ბზრიალით გადაჭრა
და კედელზე, არდის თავისგან არც ისე შორს დაიმსხვრა. იატაკ-
ზე ნამსხვრევები დაიყარა და ბათქაშზე ღვინო ჩამოიღვარა, რა-
მაც ვესტი კიდევ უფრო გააბრაზა, – რატომ არასოდეს მისმენ?
ელვის სისწრაფით დის გვერდით აღმოჩნდა. არდის წამით
სახეზე გაოცება გამოესახა, შემდეგ დარტყმის ყრუ ხმა გაისმა –
ვესტმა სახეში მუშტი ჩაარტყა, სწორედ მაშინ, როცა გოგონა
ფეხზე დგებოდა. გოგონა ჩაიკეცა, მაგრამ ძმის ხელებმა მანამ-
დე დაიჭირა, სანამ იატაკზე დაეცემოდა. შემდეგ წამოაყენა და
ზურგით კედელს მიანარცხა.
– ორივეს დაგვღუპავ! – გოგონას თავი ბათქაშს მიახეთქა –
ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ცალი ხელით ყელში სწვდა. კბილებს
აღრჭიალებდა. დის სხეული კედელს ააკრა. თითები მაგრად
მოუჭირა ყელზე. ჩუმი ხრიალი გაისმა.
– შე ეგოისტო, უვარგისო... შეშლილო... ბოზო!
672 მკითხველთა ლიგა
გოგონას სახეზე აბურდული თმები ჩამოეშალა. ვესტი მხო-
ლოდ ლოყის ვიწრო ნაწილს, პირის კუთხეს და ერთ მუქ თვალს
ხედავდა.
თვალი მისჩერებოდა. ტკივილის გარეშე. შიშის გარეშე. ცა-
რიელი, უსიცოცხლო, გვამის თვალივით.
თითები ძლიერად მოუჭირა. ხრიალი...
უფრო მაგრად მოუჭირა. კიდევ უფრო მაგრად...
ვესტი საზარლად შეინჯღრა და გამოფხიზლდა. თითები გახ-
სნა და სასწრაფოდ მოაცილა ხელი. არდი არ დაცემულა, ფეხზე
დარჩა, კედელს მიბჯენილი. მისი სუნთქვა ესმოდა. მოკლე,
სულშეხუთული გმინვები. თუ ეს თვითონ იყო? თავი უსკდებოდა.
გოგონას თვალი კი ისევ შეუპოვრად მისჩერებოდა.
ნამდვილად მოეჩვენა. სხვანაირად არ შეიძლებოდა. აი ახლა
გაიღვიძებდა და კოშმარი დამთავრდებოდა. ეს მხოლოდ სიზმა-
რია! შემდეგ გოგონამ სახიდან თმა გადაიყარა.
კანი სანთლის ცვილივით, კრემივით გათეთრებოდა. თეთრ
ფონზე ცხვირიდან თქრიალით მომავალი სისხლის ნაკადი თით-
ქმის შავი ჩანდა. კისერზე თითების ვარდისფერი კვალი ცხადად
ემჩნეოდა. ვესტის თითების. ესე იგი, ცხადში იყო.
ვესტის კუჭმა მალაყი გააკეთა. პირი გააღო, მაგრამ იქედან
არაფერი ამოსვლია. გოგონას ტუჩზე სისხლს შეხედა და გულის-
რევა იგრძნო.
– არდი... – როგორც კი მისი სახელი წარმოთქვა, ზიზღისგან
გული კინაღამ აერია. ენაზე ნაღველას გემოს გრძნობდა, მაგ-
რამ პირი მაინც აგრძელებდა ბურტყუნს, – მაპატიე... მაპატიე...
კარგად ხარ?
– უარესადაც ვყოფილვარ, – ხელი ნელა ასწია და თითის
წვერით ტუჩს შეეხო. პირი სისხლით ჰქონდა მოსვრილი.
– არდი... – ხელი დისკენ გაიშვირა, მაგრამ მალევე უკან
წაიღო, იმის შიშით, კიდევ რამე საშინელი არ ექნა, – მაპატიე...
673 მკითხველთა ლიგა
– ისიც ყოველთვის პატიებას ითხოვდა. ხომ გახსოვს? გულში
ჩაგვიკრავდა და ტიროდა. ყოველთვის ნანობდა. მაგრამ ეს მომ-
დევნო ჯერზე არასოდეს აჩერებდა. თუ დაგავიწყდა?
ვესტმა გულისრევა იგრძნო, კინაღამ აღებინა. არდის რომ
ეტირა, ეყვირა, მუშტებით ეცემა, უფრო მარტივი იქნებოდა. ამას
ყველაფერი სჯობდა. ცდილობდა ამაზე არასოდეს ეფიქრა, მაგ-
რამ მაინც ვერ დაივიწყა:
– არა, – წაიჩურჩულა მან, – მახსოვს.
– თუ გგონია შეწყვიტა, როცა წახვედი? უარესი გახდა. უბრა-
ლოდ ახლა მარტო ვემალებოდი. ვოცნებობდი, რომ დაბრუნდე-
ბოდი, დაბრუნდებოდი და გადამარჩენდი. მაგრამ როცა დაგვიბ-
რუნდი, მალევე დაგვტოვე, და ჩვენ შორის უკვე ყველაფერი
შეცვლილიყო, არაფერი გააკეთე.
– არდი... მე არ ვიცოდი...
– იცოდი, მაგრამ გაიქეცი. უმოქმედობა უფრო მარტივი იყო.
თავის მოკატუნება. მესმის, და იცი, რა? არც გადანაშაულებ. მა-
შინ, რაღაცით მამშვიდებდა კიდეც აზრი, რომ შენ მოახერხე
გაქცევა. დღე, როდესაც ის მოკვდა, უბედნიერესი იყო ჩემს
ცხოვრებაში.
– ის მამაჩვენი იყო...
– ოოჰ, დიახ! ჩემი უიღბლობა. უიღბლობა მამაკაცებში. მის
საფლავზე ისე ვქვითინებდი, როგორც მორჩილ ქალიშვილს
შეეფერება. იქამდე ვტიროდი, რომ დამტირებლები ჩემ გამო
ანერვიულდნენ. შემდეგ საწოლში თვალი არ მომიხუჭია, დავი-
ცადე სანამ ყველას ჩაეძინებოდა. მერე სახლიდან ჩუმად გავი-
პარე, საფლავზე დავბრუნდი, ცოტა ხანს ვუყურე... და შემდეგ
დავაფსი! პერანგი ავიწიე, ჩავიცუცქე, და დავაფსი! და მთელი იმ
დროის განმავლობაში ვფიქრობდი: ამიერიდან არავის ძაღლი
აღარ ვიქნები-მეთქი!
ცხვირიდან სისხლი ხელის ზურგით მოიწმინდა:
674 მკითხველთა ლიგა
– უნდა გენახა, როგორი ბედნიერი ვიყავი, როცა ჩემი შენთან
წამოყვანა გადაწყვიტე! წერილი ათასჯერ მაინც გადავიკითხე.
ჩემი უბადრუკი პატარა ოცნებები ისევ გაცოცხლდა! იმედი, ჰა?
წყეული გრძნობა! იქედან წამოსვლა და ჩემს ძმასთან ცხოვრე-
ბა. ჩემს მფარველთან. ის დამიცავს, ის დამეხმარება. იქნებ ახ-
ლა მაინც მქონდეს საკუთარი ცხოვრება! მაგრამ სულ სხვა ადა-
მიანი დამხვდი, ვიდრე მახსოვდი. მეტისმეტად ზრდასრული. თა-
ვიდან ყურადღებას არ მაქცევდი, შემდეგ ლექციებს მიკითხავ-
დი, ბოლოს დამარტყი, და ახლა პატიებას მთხოვ. ჭეშმარიტად
მამაშენის ვაჟი ხარ!
ვესტმა ამოიკვნესა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მისი
და ნემსით ჩხვლეტდა, პირდაპირ თავის ქალაში. თან ყველაზე
ცუდი ის იყო, რომ ამას იმსახურებდა. უარესის ღირსი იყო. არდი
მართალს ამბობდა: ვესტმა უღალატა. ძალიან დიდი ხნის წინ.
სანამ ხმლებით თამაშობდა და ტრაკებს უკოცნიდა იმათ, ვინც
ეზიზღებოდა, მისი და იტანჯებოდა. არადა, სულ მცირე მონდო-
მება სჭირდებოდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. დასთან გატარებუ-
ლი ყოველ წუთს დანაშაულის მთელ სიმძიმეს შეიგრძნობდა –
თითქოს ნაწლავებში ლოდი ჰქონოდა, რომელიც ქვემოთ, ძირს
ექაჩებოდა, აუტანელი სიმძიმით.
არდი კედელს მოსცილდა:
– ალბათ წავალ და ჯეზალს მოვინახულებ. შეიძლება მთელ
ქალაქში ყველაზე საცოდავი იდიოტია, მაგრამ არა მგონია,
ოდესმე ჩემზე ხელი აღმართოს, ხომ ასეა?
ძმა გზიდან ჩამოიცილა და კარისკენ გაემართა.
– არდი! – ვესტმა მკლავში სტაცა ხელი, – გთხოვ... არდი...
ძალიან ვწუხვა...
არდიმ ენა გადმოაგდო, ხალიჩასავით დაახვია და სის-
ხლიანი ნერწყვი შეაფურთხა. ვესტის მუნდირი წითელი წვეთე-
ბით მოისვარა:
675 მკითხველთა ლიგა
– აი შენი მწუხარება, ნაგავო.
და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა.

676 მკითხველთა ლიგა


ყველა საკუთარ თავს აღმერთებს
ფერრო უზარმაზარ ვარდისფერს მოჭუტული თვალებით მის-
ჩერებოდა; არც ის აცილებდა თვალს. უკვე საკმაოდ დიდი ხანი
გრძელდებოდა ეს თვალებით ბურღვა. ყველა ვარდისფერი მა-
ხინჯი იყო, რბილი, თეთრი. მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებული
იყო.
ამაზრზენი.
ფერრომ იცოდა, რომ თვითონაც ნაიარევებით იყო დაფარუ-
ლი, უდაბნოში გატარებული მრავალი წლის განმავლობაში
ქარსა თუმზეს მისი სახე არ დაუნდვია, მაგრამ ამ კაცის ფერ-
მკრთალი სახე ისე გამოიყურებოდა, როგორც მრავალ ომგა-
მოვლილი ფარი – დაჩეხილი, დასერილი, დაგლეჯილი, ჩაჭეჭ-
ყილი. უცნაური იყო, მაგრამ ასეთ სახეს ცოცხალი თვალები
ჰქონდა და ქალს ყურადღებით აკვირდებოდა.
ფერრომ გადაწყვიტა, რომ ეს კაცი სახიფათო იყო.
უბრალოდ ზორბა კი არ იყო – მასში ძალაც იგრძნობოდა.
მხეცური ძალა. ალბათ ფერროზე ორჯერ მძიმე იქნებოდა,
მსხვილი კისერი მთლიანად დაძარღვოდა. ქალი მისგან მომა-
ვალ ძალას გრძნობდა. არ გაუკვირდებოდა, თუ მის აწევას ცა-
ლი ხელით შეძლებდა, მაგრამ ფერროს ეს არ აშინებდა. ამის-
თვის ჯერ მისი დაჭერა მოუწევდა. სიდიდე და ძალა ადამიანს
ხშირად სისწრაფეს უკარგავს.
ნელი და სახიფათო ერთმანეთს ვერ ეწყობა.
არც მისი ნაიარევები აშინებდა. ეს მხოლოდ იმას ნიშნავდა,
რომ კაცი ბევრჯერ უბრძოლია, მაგრამ არაფერს ამბობდა იმაზე,
მათში იმარჯვებდა თუ არა. საქმე ეს არ იყო. ვარდისფერი მშვი-
დად იჯდა – მშვიდად, მაგრამ არა მოდუნებულად. მოთმინებით.
ყველაფრისთვის მზად იყო. ქვეშქვეშად, ფრთხილად ათვა-
ლიერებდა, ქალსაც და დანარჩენ ოთახსაც. მუქი თვალების ყუ-
677 მკითხველთა ლიგა
რადღებიანი და ჩაფიქრებული, მზერითთითქოს ქალს წონიდა.
ხელის ზურგზე მსხვილი ძარღვები დაჰბერვოდა, გრძელი, მარ-
ჯვე თითები ჰქონდა, ფრჩხილებქვეშ ჭუჭყის ხაზებით. ერთი თი-
თი აკლდა. ხორცის თეთრი ნაგლეჯი.
არა, ფერროს ეს ყველაფერი საერთოდ არ მოსწონდა. ხიფა-
თის სუნს გრძნობდა.
მასთან იარაღის გარეშე ბრძოლას არ ისურვებდა.
მაგრამ დანა სხვა ვარდისფერს გადასცა ხიდზე. მისი ყელის
გამოჭრა ბოლო წამს გადაიფიქრა. კაცის თვალებმა რაღაცით
არუფი გაახსენა, სანამ გურკჰები მის თავს შუბზე წამოაცვამ-
დნენ. მშვიდი და გაწონასწორებული მზერა ჰქონდა, თითქოს
ფერროსი კარგად ესმისო. თითქოს ფერროში პიროვნებას ხე-
დავდა და არა ნივთს. უკანასკნელ წამს, თავისდა უნებურად, და-
ნა გადასცა. ნება მისცა, აქ მოეყვანათ.
სულელი!
ახლა ამას ნანობდა, მწარედ ნანობდა, მაგრამ თუ დასჭირდე-
ბოა, მაინც ბოლომდე იბრძოლებდა. ადამიანების უმეტესობა
ვერ ხვდება, რამდენად სავსეა სამყარო იარაღებით. შეგიძლია
ნივთები ისროლო, ან მტრები შეანარცხო ზედ. შეგიძლია დაამ-
ტვრიო და ხელკეტად გამოიყენო. ნაჭრები შეგიძლია დაახვიო
და მტერი მოახრჩო. შეგიძლია სახეში მტვერი შეაყარო. თუ ამ
ყველაფერს ვერ შეძლებ, შეგიძლია ყელში ეცე და კბილებით
გამოუღრღნა. ფერრომ ამის დასამტკიცებულად კბილები გა-
მოაჩინა, მაგრამ უთითო კაცმა, როგორც ჩანდა, ეს ვერ შეამ-
ჩნია. უბრალოდ იჯდა და უყურებდა. ჩუმი, მშვიდი, მახინჯი და
სახიფათო.
– წყეული ვარდისფერები, – წაისისინა თავისთვის.
მეორე, უფრო გამხდარი, საერთოდ არ ჩანდა საშიში. ავად-
მყოფური შესახედაობის ახალგაზრდას ქალივით გრძელი თმა
ჰქონდა. ნერვიულ თვალებს უხერხულად აცეცებდა და ტუჩებს
678 მკითხველთა ლიგა
ილოკავდა. დროგამოშვებით ფერროსკენ თვალს აპარებდა,
მაგრამ როგორც კი ქალი შეუბღვერდა, მზერას მაშინვე მოაცი-
ლებდა და ნერწყვს შეშინებული ყლაპავდა. ყელზე პატარა ბურ-
თი მოუსვენრად უხტოდა ზემოთ-ქვემოთ. შეშინებული და სრუ-
ლიად უწყინარი ჩანდა, მაგრამ ფერრო მას მაინც არ ივიწყებდა
და სანამ ზორბას მისჩერებოდა, გაძვალტყავებულ ახალგაზ-
რდას თვალის კუთხით გამუდმებით უთვალთვალებდა, – მისი
სრულად უგულებელყოფა არ ღირდა.
ცხოვრებამ ასწავლა, რომ სიურპრიზებს ყველგან უნდა ელო-
დო.
და მოხუცი. ფერრო არცერთ ვარდისფერს არ ენდობოდა,
მაგრამ ამ მელოტს – ყველაზე ნაკლებად. სახეზე მრავალი
ღრმა ნაოჭი უჩანდა – თვალების გარშემო, ცხვირთან. სასტიკი
ნაოჭები. მაგარი, მძიმე ძვლები ლოყების ზემოთ. დიდი, მსხვი-
ლი ხელები, ჭაღარა ბალნით. ფერრომ გადაწყვიტა: თუ ამ სამის
მოკვლა მოუწევდა, პირველად არა იმ სახიფათო გოლიათს,
არამედ ამ მელოტ ბერიკაცს გააფრთხობინებდა სულს. კაცი მო-
ნათმფლობელივით უყურებდა, ზემოდან ქვემოთ, თავიდან ფე-
ხებამდე ათვალიერებდა. ცივი მზერით თითქოს წონიდა, ანგა-
რიშობდა რა ღირსო.
ნაბიჭვარი.
ბაიაზი, ასე უწოდა იულვეიმ. როგორც ჩანდა, ეს ორი კაცი
ერთმანეთს კარგად იცნობდა.
– აბა, ძმაო, – თქვა მელოტმა ვარდისფერმა კანტიკურად,
თუმცა ცხადად ჩანდა, ის და იულვეი ნათესავები არ იყვნენ, –
როგორ მიდის საქმეები გურკჰულის ძლევამოსილ იმპერიაში?
იულვეიმ ამოიოხრა:
– უთმანმა სულ რაღაც ერთი წელია, გვირგვინი მიისაკუთრა
და უკვე გაუმკლავდა ყველა აჯანყებულს. ყველა მმართველი
მაგრად ჰყავს გამოჭერილი. უკვე იმაზე მეტად ეშინიათ ახალ-
679 მკითხველთა ლიგა
გაზრდა იმპერატორისა, ვიდრე მამამისს ოდესმე უფრთხოდნენ.
უთმან-ულ-დოშტი, ასე ეძახიან თავისი ჯარისკაცები, და ამ სა-
ხელს დიდი სიამაყით წარმოთქვამენ. თითქმის მთლიანი კანტა
რკინის მუჭში ჰყავს მოქცეული. მთელ სამხრეთის ზღვაზე უზე-
ნაესი კონტროლი დაამყარა.
– დაგოსკას გარდა.
– მართალია, მაგრამ ახლა თვალი მასაც დაადგა. ურიცხვ
ლაშქარს ნახევარკუნძულისკენ მიერეკება, მისი ჯაშუშები კი და-
გოსკას ძლევამოსილი კედლების მიღმა მუხლჩაუხრელად მუ-
შაობენ. ახლა, როცა ჩრდილოეთში ომია, დიდხანს აღარ დაიც-
დის, ქალაქს ალყაში მოაქცევს და როცა ამას იზამს, მეეჭვება,
ქალაქმა დიდხანს გაძლოს.
– დარწმუნებული ხარ? კავშირი ზღვებს ისევ აკონტროლებს.
იულვეი მოიღუშა:
– გემები ვნახეთ, ძმაო. მრავალი უზარმაზარი ხომალდი.
გურკჰებმა ფლოტი ააგეს. ძლიერი ფლოტი, თანაც, საიდუმ-
ლოდ. სავარაუდოდ, წლების წინ დაიწყეს, უკანასკნელი ომის
შემდეგ. ვშიშობ, კავშირის ზღვაზე ბატონობას დიდი დრო აღარ
უწერია.
– ფლოტი? იმედი მქონდა, მოსამზადებლად რამდენიმე წელი
მქონდა დარჩენილი, – მელოტ ვარდისფერს ხმა გაუმკაცრდა, –
მაგრამ ჩემი გეგმები კიდევ უფრო სასწრაფო გამხდარა.
ფერროს მათი საუბარი მოჰბეზრდა. ის მოძრაობას იყო მიჩ-
ვეული, ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებდა ყველას, გაჩერება
ჭირივით ეზიზღებოდა: ერთ ადგილას მეტისმეტად დიდხანს გა-
ჩერდები და გურკჰები გიპოვიან. ეგზოტიკური ცხოველივით
ჯდომა და ამ ვარდისფერების ცნობისმოყვარე მზერების ატანა
აღარ შეეძლო. ოთახში გავლა-გამოვლა დაიწყო, სანამ ორი მო-
ხუცი დაუსრულებელ სიტყვებს გაიძახდნენ, იბღვირებოდა და
კბილებზე ენას ისვამდა. ხელებს იქნევდა, იატაკის გაცვეთილ
680 მკითხველთა ლიგა
ფიცრებზე დაბაკუნობდა, კედლებზე ფარდებს არხევდა და მათ
უკან იჭვრიტებოდა, ავეჯზე თითებს ასრიალებდა, ენას აწკლაპუ-
ნებდა და კბილებს აკრაჭუნებდა.
და ყველას ნერვებზე თამაშობდა.
ფერრომ უზარმაზარ, მახინჯ ვარდისფერს ისე ახლოს ჩაუარა
სავარძელთან, რომ კინაღამ დაფლეთილ კანზე შეეხო. მხო-
ლოდ იმიტომ, რომ უნდოდა კაცს სცოდნოდა – ფერროს ფეხებ-
ზე ჰკიდია მისი ზომები, მისი ნაიარევებიც და სხვა ყველაფერიც.
შემდეგ მეორესთან გააბოტა – ნერვიულ, გრძელთმიან, აწო-
წილ ვარდისფერთან. მან ნერწყვი გადაყლაპა, როცა ქალი
მიუახლოვდა.
– სსსსს, – წაუსისინა ქალმა. ყმაწვილმა რაღაც ჩაიბლუკუნა
და სასწრაფოდ გაეცალა, ფერრომ ღია ფანჯარასთან მისი ადგი-
ლი დაიკავა. ოთახს ზურგი შეაქცია და გარეთ გაიხედა.
მხოლოდ იმიტომ, რომ ვარდისფერებისთვის ეჩვენებინა –
ფერროს ყოველი მათგანი ფეხებზე ჰკიდია.
ფანჯრის მიღმა ბაღები მოჩანდა. ხეები, ყვავილები, განიერი
მოვლილი მდელოები. მსუქანი, ფერმკრთალი ქალები და კაცე-
ბი ჯგუფ-ჯგუფად, ზანტად დასეირნობდნენ მზის სხივების ქვეშ,
ფრთხილად გაკრეჭილ ბალახზე, ოფლიან პირებში საჭმელს
იტენიდნენ, წყალს ხარბად სვამდნენ. ფერრო მათ პირქუშად ათ-
ვალიერებდა. მსუქნები, მახინჯები, ზარმაცები, ვარდისფერები.
უღმერთოებს ჭამისა და უსაქმურობის გარდა არაფერი ადარ-
დებდათ.
– ბაღები, – ჩაიფხუკუნა მან.
უთმანის სასახლეშიც იყო ბაღები. მათ ხშირად უყურებდა თა-
ვისი ოთახის სარკმლიდან. თავისი საკნიდან. დიდი ხნით ადრე,
სანამ უთმანი უთმან-ულ-დოშტი გახდებოდა. მაშინ, როცა ის
მხოლოდ და მხოლოდ იმპერატორის უმცროსი ვაჟი იყო. მაშინ,
როცა ფერრო მის უამრავ მხევალთაგან ერთ-ერთი იყო. მისი
681 მკითხველთა ლიგა
ტყვე. ფერრო წინ გადაიხარა და ფანჯარაში გადააფურთხა. ბა-
ღები სძულდა.
ქალაქებიც სძულდა. მონობის, შიშის, დეგრადაციის სავა-
ნეები. მათი კედლები ციხის კედლებია. რაც უფრო მალე მოს-
ცილდება ამ შეჩვენებულ ადგილს, მით უფრო ბედნიერი იქნება.
ან – ნაკლებად უბედური მაინც. ფანჯარას ზურგი აქცია და ისევ
მოიქუფრა. ყველა მას უყურებდა.
პირველი ის ალაპარაკდა, ვისაც ბაიაზს ეძახდნენ:
– ჰოო, ნამდვილად გასაოცარი ვინმე აღმოგიჩენია, ძმაო ჩე-
მო. არავისში აგერევა, ბრბოშიც კი არ დაგეკარგება! დარწმუნე-
ბული ხარ, რომ ის არის, რასაც მე ვეძებ?
იულვეი ცოტა ხანს ფეროს მიაჩერდა და შემდეგ უპასუხა:
– იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია ვიყო.
– აქ ვდგავარ, თქვენ წინაშე! – დაიღრინა ფერრომ, მაგრამ
მელოტი ვარდისფერი ისე აგრძელებდა, თითქოს ქალს მისი არ
ესმისო.
– ტკივილს თუ გრძნობს?
– თითქმის არა. გზაზე მჭამელს შეებრძოლა.
– მართლა? – ბაიაზმა წყნარად ჩაიხითხითა, – და მჭამელმა
რამე დაუშავა?
– ძლიერად დააზიანა, მაგრამ ორი დღის შემდეგ უკვე და-
დიოდა, ერთ კვირაში კი სრულიად გამოჯანმრთელდა. იმ ბრძო-
ლის შემდეგ ნაკაწრიც კი არ დარჩენია. ეს არ არის ნორმალუ-
რი.
– ორივეს გვინახავს მრავალი რამ, რასაც ნორმალურს ვერ
დაარქმევდი. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, – მელოტმა ხელი
ჯიბეში ჩაიყო. ფერრო ეჭვით უმზერდა, როგორ ამოიღო მუშტი
და მაგიდაზე დადო. როცა ხელი გაშალა, ხის ზედაპირზე ორი
გაპრიალებული კენჭი დავარდა.
მელოტი წინ გადაიხარა:
682 მკითხველთა ლიგა
– მითხარი, ფერრო, ამ ქვებიდან ლურჯი რომელია?
ქალი შეუპოვრად გაუსწორა თვალი, შემდეგ ქვებს დახედა.
ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებოდნენ. ოთახში ყველა
მას უყურებდა, უფრო დაჟინებით, ვიდრე ადრე. ფერრომ კბილი
კბილს მაგრად დააჭირა.
– ეს, – ანიშნა მან მარცხენა ქვაზე.
ბაიაზმა გაიღიმა:
– ზუსტად ის პასუხია, რისი იმედიც მქონდა.
ფერრომ მხრები აიჩეჩა. „გამიმართლა, გამოვიცანი“, –
გაიფიქრა მან. შემდეგ ვეება ვარდისფერის გამომეტყველება შე-
ამჩნია. ორ ქვას თვალებმოჭუტული ათვალიერებდა, თითქოს
რაღაც არ ესმოდა.
– ორივე წითელია, – თქვა ბაიაზმა, – ფერებს საერთოდ ვერ
არჩევ, ხომ ასეა, ფერრო?
ესე იგი მელოტმა ვარდისფერმა გააცურა. არ იცოდა, ეს
საიდან გაიგო, მაგრამ ძალიან არ მოეწონა. ფერრო მალჯინი
თავს არავის გაასულელებინებდა! ქალს სიცილი აუტყდა –
ხრიალა, უშნო, ბუყბუყა სიცილი.
შემდეგ მაგიდაზე შეხტა.
მოხუცის ვარდისფერმა სახემ წესიერად გაოცებაც ვერ მოას-
წრო, რომ ფერრომ ცხვირში მუშტი სთხლიშა. კაცმა ამოიგმინა,
სკამიანად უკან გადავარდა და იატაკზე გაიშხლართა. ფერრო
მაგიდაზე გაცოცდა, რომ მასთან მივარდნილიყო, მაგრამ იულ-
ვეი ფეხში ეცა და ქვემოთ ჩაათრია. ქალის კლანჭებივით თითე-
ბი მელოტი ნაბიჭვრის კისერს ასცდა, მაგიდის ნაპირს ჩაებ-
ღაუჭა და გვერდულად ამოაყირავა. ქვები ფიცრებზე დაცვივდა
და სადღაც გაგორდა.
ფერრომ ფეხი გაიქნია და თავი გაითავისუფლა, შემდეგ ისევ
ვარდისფერი მოხუცისკენ ისკუპა, რომელიც იატაკიდან ბარბა-

683 მკითხველთა ლიგა


ცით წამომდგარიყო, მაგრამ იულვეიმ მკლავში ხელი ჩაავლო
და ისევ უკან გაათრია, თან გამწარებული უყვიროდა:
– დამშვიდდი!
ამის გამო სახეში იდაყვი მიიღო, უკან კედელს მიენარცხა და
ძირს დავარდა – ზემოდან ქალი დაეცა. ფეხზე პირველი ფერრო
წამოდგა, მზად იყო ისევ მელოტ ნაბიჭვარს სწვდენოდა.
მაგრამ ამასობაშივეება ვარდისფერი წამომდგარიყო და მის-
კენ მოაბიჯებდა, თვალს არ აცილებდა. ფერრომ გაიღიმა და
მუშტები გაამზადა. ახლა გაიგებდა, რამდენად საშიში იყო ეს კა-
ცი სინამდვილეში.
კაცმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.
მაგრამ ამ დროს ბაიაზმა მკლავზე ხელი დაადო დაუჭირა და
გააჩერა. მეორე ხელს ცხვირზე იჭერდა, ცდილობდა სისხლი
შეეჩერებინა. თან იცინოდა.
– მშვენიერია! – ამბობდა ხველებით, – მშვენიერი! ფიცხი და
საოცრად სწრაფი! ეჭვგარეშეა, ის არის, რაც ჩვენ გვჭირდება!
იმედი მაქვს, ჩემს ბოდიშებს მიიღებ, ფერრო.
– რა?
– ბოდიშს გიხდი ჩემი საშინელი მანერებისთვის, – ზედა ტუ-
ჩიდან სისხლი მოიწმინდა, – ეს სავსებით დავიმსახურე, მაგრამ
უნდა დავრწმუნებულიყავი. ვწუხვარ. მაპატიებ?
ახლა როგორღაც სხვანაირი ჩანდა, თუმცა არაფერი შეც-
ვლილა. მეგობრული, ყურადღებიანი, გულწრფელი. სინანული
ეტყობოდა. მაგრამ ფერროს ნდობის მოსაპოვებლად მეტი იყო
საჭირო. გაცილებით მეტი.
– ვნახოთ, – წაისისინა მან.
– მხოლოდ ამას ვითხოვ. და ასევე, მინდა, მე და იულვეის
რამდენიმე წუთი მოგვცე, რათა... რაღაც საკითხები განვიხი-
ლოთ. პირისპირ.

684 მკითხველთა ლიგა


– ყველაფერი რიგზეა, ფერრო, – უთხრა იულვეიმ, – აქ მხო-
ლოდ მეგობრები არიან, – თუმცა, ფერრო ასე არ ფიქრობდა,
დარწმუნებული იყო, რომ ისინი მისი მეგობრები არ იყვნენ, მაგ-
რამ მოხუცს ნება დართო, დანარჩენ ორ ვარდისფერთან ერთად
ოთახიდან გაეშვა, – უბრალოდ ეცადე, არცერთი მათგანი არ
მოკლა, – მიაყოლა იულვეიმ და კარი მოუკეტა.
ეს ოთახიც წინასავით მდიდრული იყო. როგორც ჩანდა, ეს
ვარდისფერები მდიდრები იყვნენ, თუმცა გარეგნულად არ ეტ-
ყობოდათ. უზარმაზარი ბუხარი მუქი, დაძარღვული ქვისგან
გაეკეთებინათ. დივნები. ფანჯარასთან რბილი ქსოვილები,
რომლებზეც წვრილად ამოექარგათ ყვავილები და ჩიტები. კედ-
ლიდან შეუპოვარი გამომეტყველების გვირგვინიანი კაცის ნახა-
ტი დაჰყურებდათ. ფერრომაც შეუბღვირა. ფუფუნებაც ამას ერ-
ქვა!
ფერროს კი ფუფუნება ბაღებზე მეტად სძულდა.
ფუფუნებაც ისეთივე ციხეა, როგორც გალიის გისოსები. რბი-
ლი ავეჯი კი – იარაღზე სახიფათო. მაგარი მიწა და ცივი წყალი
– სულ ესაა, რაც სჭრიდება. რბილი ნივთები ადამიანსაც არბი-
ლებს, ფერროს კი ეს არ უნდა. აქ ვიღაც სხვა კაციც იცდიდა,
ოთახს წრეებს არტყამდა, ხელები ზურგს უკან დაეწყო, თითქოს
ერთ ადგილზე დიდხანს ვერასოდეს ჩერდებაო. სხვებივით ვარ-
დისფერი არ იყო, მისი ტყავისმაგვარი კანი ფერროსა და დანარ-
ჩენების შეფერილობას შორის მერყეობდა. თავი ქურუმივით გა-
დაეპარსა. ფერროს ეს არ მოეწონა.
ქურუმები ყველაზე მეტად სძულდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქალი მტრული თვალებით მისჩერე-
ბოდა, უცხოს თვალები მაინც ცეცხლით აენთო, და მისკენ სწრა-
ფი ნაბიჯებით გამოემართა. უცნაური პატარა კაცუნა იყო, გაცვე-
თილ სამგზავრო ტანსაცმელში. გადაპარსული თავი ფერროს
ნიკაპამდე ძლივს სწვდებოდა:
685 მკითხველთა ლიგა
– მე ძმა გრძელფეხა ვარ, – ხელებს მოუსვენრად იქნევდა, –
ნავიგატორების დიადი ორდენიდან.
– გილოცავ, იღბლიანი ყოფილხარ, – ფერრომ კაცს ზურგი
შეაქცია და ყურები ცქვიტა, აინტერესებდა ის ორი კარის მიღმა
რაზე საუბრობდა, მაგრამ გრძელფეხა ამან ვერ შეაცბუნა.
– იღბლიანი! დიახ, დიახ! რა თქმა უნდა! ღმერთმა ნამდვი-
ლად უხვად დამაჯილდოვა! სრული პასუხისმგებლობით ვაცხა-
დებ: არასოდეს არც ერთი კაცი არ შეეფერებოდა თავის პროფე-
სიას, ან პროფესია – კაცს ისე, როგორც მე, ძმა გრძელფეხა, შე-
ვეფერები ნავიგატორთა დიდებულ ხელოვნებას! შორეული
ჩრდილოეთის თოვლიანი მთებიდან მზის სხივებით გაჟღენთი-
ლი უკიდურესი სამხრეთის ქვიშებამდე – ყველაფერი ჩემი სახ-
ლია! მართლა!
ფერროს გულისამრევად თავმომწონე გამომეტყველებით
გაუღიმა. ამ დროს ოთახის მეორე ბოლოში ორი ვარდისფერი –
ზორბა და აწოწილი – ერთმანეთს რაღაცას ელაპარაკებოდა.
მისთვის უცნობ ენაზე საუბრობდნენ. ღორების ღრუტუნს ჰგავდა.
შეიძლება სულაც მასზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ფერროს არ
ანაღვლებდა. შემდეგ სხვა კარში გავიდნენ და მარტო დატოვეს
ქურუმთან, რომელიც პირში ენას ვერაფრით აჩერებდა.
– მთელ დედამიწის ზურგზე ცოტა თუ მოიძებნება ერი, რო-
მელშიც მე, ძმა გრძელფეხა, თავს უცხოდ ვიგრძნობ. თუმცა,
თქვენი წარმომავლობა ცოტა არ იყოს საგონებელში მაგდებს, –
მოლოდინით დაიცადა, მაგრამ ფერრომ არ უპასუხა, – ესე იგი,
გინდათ, გამოვიცნო? ოო, თავსატეხიც ამას ჰქვია! ჰმ... მოდი,
დავფიქრდეთ... თქვენს თვალებს ისეთივე ფორმა აქვს, როგო-
რიც შორეულ სულჯუკში მცხოვრები ხალხისთვისაა დამახა-
სიათებელი, სადაც ელვარე ზღვიდან შავი კლდეებია ამოშვერი-
ლი. ნამდვილად. თუმცა თქვენი კანი...
– ენა ჩაიგდე, ბოზო!
686 მკითხველთა ლიგა
კაცს სიტყვა გაუწყდა, ჩაახველა, ქალს მოშორდა და კართან
დატოვა, სადაც მან სიღრმეში ხმების მიყურადება განაგრძო.
ფერრომ თავისთვის ჩაიღიმა: ხე საკმაოდ მსხვილი იყო და
ხმებს კარგად ახშობდა, მაგრამ მოხუცებს მისი მახვილი სმენა
არ გაუთვალიწინებიათ. ისევ კანტიკურად საუბრობდნენ, და ახ-
ლა, როცა ამ იდიოტმა ნავიგატორმა ხმა გაკმინდა, იულვეის
ნათქვამ ყოველ სიტყვას გარკვევით არჩევდა:
– იმის გამო, რომ ხალული მეორე კანონს არღვევს, შენ პირ-
ველი უნდა გატეხო? ეს არ მომწონს, ბაიაზ! იუვინი ამას არასო-
დეს დაუშვებდა!
ფერრომ შუბლი შეიკრა. იულვეის ხმაში რაღაც უცნაური ტო-
ნი გამოერია. შიში. მეორე კანონი. ახსოვდა, როგორ ესაუბრე-
ბოდა მჭამელებს ამაზე: ადამიანის ხორცის ჭამა აკრძალულიაო.
შემდეგ მელოტი ვარდისფერის პასუხი მოესმა:
– პირველი კანონი პარადოქსია. ყოველგვარი მაგია მეორე
მხრიდან მოდის, ჩვენიც კი. ყოველთვის, როცა რამეს ცვლი,
ქვედა სამყაროს ეხები; ყოველთვის, როცა რამეს ქმნი, მეორე
მხრიდან სესხულობ და ყოველთვის არსებობს გარკვეული სა-
ფასური.
– მაგრამ ამჯერად ფასი შეიძლება მეტისმეტად მაღალი აღ-
მოჩნდეს! ეგ თესლი, საშინელი, დაწყევლილი ნივთია! ის
ქაოსის გარდა არაფერს იწვევს! ეუსის შვილებს, უდიდესი სიბ-
რძნითა და ძალით დაჯილდოებულებს, ამ თესლმა ბოლო
მოუღო, თითოეულს თავისებურად. თუ იუვინზე ბრძენი ხარ,
ბაიაზ? იქნებ კანედიასზე დახელოვნებული? ან გლასტროდზე
ძლიერი?
– არა, არა და არა, ძმაო ჩემო. მაგრამ მითხარი... რამდენი
მჭამელი შექმნა ხალულმა?
ხანგრძლივი პაუზა ჩამოვარდა.
– ზუსტად არ ვიცი.
687 მკითხველთა ლიგა
– რამდენი?
ისევ პაუზა.
– შეიძლება ორასი. შეიძლება მეტი. ქურუმები სამხრეთის
ჩხრეკით არიან დაკავებულები, ეძებენ ნებისმიერს, ვინც ოდნავ
მაინც შეეფერებათ. მათ სულ უფრო სწრაფად ქმნის, მაგრამ
უმეტესობა ახალგაზრდა და სუსტია.
– ორასი ან მეტი, და მათი რაოდენობა გამუდმებით იმატებს.
ბევრი სუსტია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეიძლება ჩვენი
ტოლ-სწორი აღმოჩნდეს. ისინი, ვინც უძველეს დროს ხალულის
მოსწავლეები იყვნენ – ერთი, რომელსაც აღმოსავლეთის ქარს
ეძახიან, და ის წყეული ტყუპები.
– წყეულიმც იყვნენ ეგ ნაბიჭვრები! – აღმოხდა იულვეის.
– რომ აღარაფერი ვთქვათ მამუნზე, ვისმა ტყუილებმაც ეს
ქაოსი დაიწყო.
– პრობლემა მის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, და
ეს შენც კარგად იცი, ბაიაზ. თუმცა მამუნი უდაბურეთში იყო. მი-
სი სიახლოვე ვიგრძენი. საშინლად გაძლიერებულია.
– შენც კარგად იცი, რომ მართალი ვარ. ამ დროს, ჩვენი
რაოდენობა თითქმის არ იზრდება.
– მე მეგონა ის კვი რაღაც იმედებს იძლეოდა, არა?
– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასი მისნაირი გვეყოლება, და
ოც წელიწადს მოგვცემენ, კარგად რომ ვასწავლოთ. მაშინ შეიძ-
ლება ძალები გავათანაბროთ. არა, ძმაო, არა. ცეცხლის წინააღ-
მდეგ ცეცხლივე უნდა გამოვიყენოთ.
– მაშინაც კი, თუ ცეცხლი მთელ ქვეყნიერებას ფერფლად აქ-
ცევს? ნება მომეცი, სარკანტში წავიდე. იქნებ ხალულს საღი აზ-
რის რაღაც ნაწილი მაინც შერჩა...
სიცილი გაისმა.

688 მკითხველთა ლიგა


– უკვე ნახევარი მსოფლიო დაიმონა! როდის უნდა გამოფ-
ხიზლდე, იულვეი? სანამ მეორე ნახევარსაც არ დაიმონებს? შენს
დაკარგვას ვერ დავუშვებ, ძმაო ჩემო!
– გაიხსენე, ბაიაზ, ხალულზე უარესი რამეებიც არსებობს. გა-
ცილებით უარესი, – იულვეი ჩურჩულზე გადავიდა და ფერრომ
ყური ლამის კარზე მიადო, – საიდუმლოების მთხრობელნი გა-
მუდმებით ისმენენ...
– საკმარისია, იულვეი! ეს გულშიც კი არ გაივლო! – ფერრო
მოიღუშა. ეს რა ბოდვაა? საიდუმლოების მთხრობელნი? რომე-
ლი საიდუმლოების?
– გაიხსენე, რას გეუბნებოდა იუვინი, ბაიაზ. უფრთხილდი
სიამაყეს. ხელოვნებას იყენებდი. ვიცი. შენზე ჩრდილს ვხედავ.
– წყეულიმც იყოს შენი ჩრდილები! იმას ვაკეთებ, რაც გასა-
კეთებელია! გაიხსენე, რას გეუბნებოდა იუვინი, იულვეი: არ შე-
იძლება უსასრულოდ იჯდე და თვალს ადევნებდე. დრო იწურება,
და მე ჯდომას და ყურებას აღარ ვაპირებ. მე პირველი ვარ. ეს
გადაწყვეტილება ჩემი მისაღებია.
– ნუთუ ოდესმე არ გამოგყოლილვარ, სადაც უნდა წაგეყვა-
ნე? ყოველთვის, მაშინაც კი, როცა ჩემი სინდისი სხვა რამეს მე-
უბნებოდა?
– და ოდესმე გინანია ეს?
– ამას კიდევ ვნახავთ. შენ პირველი ხარ, ბაიაზ, მაგრამ შენ
იუვინი არ ხარ. შენს გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანა ჩემი
ხვედრია, ისევე როგორც ზაქარუსის. მას კიდევ უფრო ნაკლე-
ბად მოეწონება ეს, ვიდრე მე. გაცილებით.
– ეს უნდა გაკეთდეს.
– მაგრამ ფასი დანარჩენებმა უნდა გადაიხადონ, ყოველთვის
ასე იყო. მაგ ჩრდილოელს, ცხრათითას – სულებთან საუბარი
შეუძლია?
– დიახ.
689 მკითხველთა ლიგა
ფერრო მოიღუშა. სულები? არადა იმ ცხრათითას შემხედვა-
რე იფიქრებდი, ადამიანებთანაც კი არ შეუძლია ლაპარაკიო.
– და თუ თესლს იპოვი, – გამოღწია კარიდან იულვეის ხმამ,
– გინდა, ფერრომ ატაროს ის?
– მასში საჭირო სისხლი სჩქეფს, და ეს ვიღაცამ უნდა გააკე-
თოს.
– მაშინ ფრთხილად იყავი, ბაიაზ. გახსოვდეს, მე შენ გიცნობ.
ჩემზე კარგად ცოტა ვინმე თუ გიცნობს. მომეცი სიტყვა, რომ
ფერროს დაიცავ, მას შემდეგ, როცა შენს მიზანს შეასრულებს.
– მას საკუთარ ქალიშვილზე უკეთ დავიცავ.
– იმაზე უკეთ დაიცავი, ვიდრე შემოქმედის ქალიშვილი, და
კმაყოფილი ვიქნები.
ხანგრძლივი სიჩუმე. ფერრომ ყბა გააკრაჭუნა, მოსმენილზე
ჩაფიქრდა. იუვინი, კანედიასი, ზაქარუსი – ეს უცნაური სახელე-
ბი მისთვის არაფერს ნიშნავდა. და რომელ თესლს შეუძლია
მთელი ქვეყნიერების ფერფლად ქცევა? ფერროს ამ ყველაფერ-
ში მონაწილეობა არ სურდა, ამაში დარწმუნებული იყო. მისი ად-
გილი სამხრეთშია – გურკჰებთან ბრძოლაში, იმ იარაღებით,
რომლებისაც ესმოდა.
კარი გაიღო და ოთახში ორმა მოხუცმა შემოაბიჯა. რთული
წარმოსადგენი იყო ერთმანეთისგან ორი ასე განსხვავებული
ადამიანი: ერთი მუქკანიანი, მაღალი და გაძვალტყავებული,
გრძელი თმით. მეორე თეთრი, ჩასკვნილი და მელოტი. ფერრომ
ეჭვით შეათვალიერა ისინი. პირველად თეთრკანიანმა დაარ-
ღვია დუმილი:
– ფერრო, მინდა შემოგთავაზო...
– შენთან წამოსვლას არ ვაპირებ, ბებერო ვარდისფერო
იდიოტო.
მელოტს სახეზე გაღიზიანების მსუბუქმა ჩრდილმა გაურბინა,
მაგრამ მოხუცი თავს მალევე მოერია:
690 მკითხველთა ლიგა
– მაგრამ რატომ? ასეთი რა გადაუდებელი საქმეები გაქვს?
ამაზე დაფიქრეაბაც კი არ დასჭირვებია:
– შურისძიება, – ეს მისი საყვარელი სიტყვა იყო.
– აა, ვხედავ. გურკჰები გეზიზღება?
– ჰო.
– შენი ვალი აქვთ, იმის გამო, რაც დაგმართეს, ხომ ასეა?
– ჰო.
– იმის გამო, რაც შენს ოჯახს, შენს ხალხს, შენს სამშობლოს
დამართეს?
– ჰო.
– იმის გამო, რომ მონად გაქციეს, – წაიჩურჩულა მან. ფერ-
რომ გაჯავრებული მზერა ესროლა და ფიქრობდა, ნეტა ჩემ შე-
სახებ ამდენი საიდან გაიგოო. ფიქრობდა, ისევ ხომ არ ვეცეო, –
მათ შენ გაგძარცვეს, ფერრო, ყველაფერი წაგართვეს, რაც გა-
გაჩნდა. მათ ცხოვრება მოგპარეს. შენს ადგილას რომ ვიყო...
იმდენი რომ მეტანჯა, რამდენიც შენ... მთელ სამხრეთში არ
მოიძებნებოდა საკმარისი სისხლი, რომ მე დავეკმაყოფილები-
ნე. მანამ არ მოვისვენებდი, სანამ ყველა გურკჰი ჯარისკაცი არ
მოკვდებოდა. მანამ არ მოვისვენებდი, სანამ გურკჰების ყოველ
ქალაქს არ გადავწვავდი. მანამ არ მოვისვენებდი, სანამ მათ იმ-
პერატორს საკუთარი სასახლის წინ არ ამოვალპობდი გალიაში!
– დიახ! – წაისისინა ფერრომ და სახე ულმობელმა ღიმილმა
გაუნათა. ახლა ბერიკაცი მის ენაზე საუბრობდა. იულვეი ასე
არასოდეს ელაპარაკებოდა. იქნებ ეს ბებერი ვარდისფერი არც
ისე ცუდი ვინმე იყო, – შენ გესმის! აი, რატომ უნდა დავბრუნდე
სამხრეთში!
– არა ფერრო, – ახლა მელოტი კაცი იღიმოდა, – შენ ვერ გა-
აცნობიერე ის შესაძლებლობა, რასაც მე გთავაზობ. სინამდვი-
ლეში კამას იმპერატორი არ მართავს. რაც უნდა ძლევამოსილი

691 მკითხველთა ლიგა


ჩანდეს, ის სხვის დაკრულზე ცეკვავს. კარგად დამალული საკ-
რავის ჰანგზე. ხალული – ასე ეძახიან მას.
– წინასწარმეტყველი.
ბაიაზმა თავი დაუქნია:
– თუ დაგჭრიან, დანას შეიძულებ თუ იმას, ვისაც იარაღი უჭი-
რავს? იმპერატორი, გურკჰები – ისინი მხოლოდ იარაღები არი-
ან, ფერრო. იმპერატორები მიდიან და მოდიან, მაგრამ წინას-
წარმეტყველი ყოველთვის იქაა, ჩრდილში. ეჩურჩულება. ურ-
ჩევს. უბრძანებს. სწორედ მას აქვს შენი ვალი.
– ხალული... ჰო.
მჭამელებმა ეს სახელი ახსენეს. ხალული. წინასწარმეტყვე-
ლი. იმპერატორის სასახლე ქურუმებით იყო სავსე, ეს ყველამ
იცოდა. მმართველების სასახლეებიც. ქურუმები ყველგან იყ-
ვნენ, კალიებივით ირეოდნენ. ქალაქებში, სოფლებში, არმიებ-
ში. დაუსრულებლად ავრცელებდნენ თავიანთ ტყუილებს. ჩურ-
ჩულებდნენ. ურჩევდნენ. უბრძანებდნენ. იულვეი მოიღუშა, უკმა-
ყოფილო ჩანდა, მაგრამ ფერრომ იცოდა, რომ ვარდისფერი მო-
ხუცი მართალს ამბობდა:
– დიახ, მე მესმის! – წამოიყვირა მან.
– დამეხმარე და შურისძიებას გაჩუქებ, ფერრო. ნამდვილ შუ-
რისძიებას. არა მკვდარ ჯარისკაცს, ან ათს – არამედ ათასს.
ათობით ათასს! იქნებ თვითონ იმპერატორსაც, ვინ იცის? –
მხრები აიჩეჩა და ზურგი სანახევროდ შეაქცია, – თუმცა, ვერა-
ფერს დაგაძალებ. დაბრუნდი უდაბურეთში, თუ ასე გსურს. დაბ-
რუნდი და დაიმალე, და გაიქეცი, და მტვერში ჩაძვერი, ვირთხა-
სავით. თუ ეს დაგაკმაყოფილებს. თუ ეს შენი საბოლოო შურის-
ძიებაა. ახლა მჭამელებსაც მოუნდი. ხალულის შვილებს. უჩვე-
ნოდ ისინი აუცილებლად გიპოვიან, ადრე თუ გვიან. ასე რომ,
არჩევანი შენზეა.

692 მკითხველთა ლიგა


ფერრო მოიღუშა. ამ წლებმა, რომლებიც ველურ ბუნებაში
კბილებითა და ფრჩხილებით ბრძოლაში, დაუსრულებლად სირ-
ბილში გაატარა – არაფერი მისცა. არავითარი შურისძიება, რო-
მელიც ამ სიტყვას გაამართლებდა. იულვეი რომ არა, მისი საქმე
წასული იქნებოდა. თეთრ ძვლებად იქცეოდა უდაბნოში. ხორ-
ცად – მჭამელების მუცელში. გვამად გალიაში, იმპერატორის
სასახლის წინ...
დამპალ გვამად.
უარს ვერ ეტყოდა, ამას ხვდებოდა, მაგრამ სწორედ ეს არ
მოსწონდა. მოხუცმა ზედმიწევნით კარგად იცოდა, რა უნდა
შეეთავაზებინა. ფერრო კი ვერ იტანდა, როცა არჩევანს არ უტო-
ვებდნენ.
– ამაზე ვიფიქრებ, – უპასუხა ბოლოს.
ისევ – მელოტი ვარდისფერის სახეზე გაბრაზების ძლივსშე-
სამჩნევმა ჩრდილმა გაირბინა, მაგრამ მალევე გაქრა:
– კარგი, იფიქრე, ოღონდ ძალიან დიდხანს არა. იმპერატო-
რი ლაშქარს კრავს, დრო კი იწურება, – თქვა და ოთახიდან და-
ნარჩენებს გაჰყვა, ფერრო კი იულვეისთან ერთად ოთახში მარ-
ტო დატოვა.
– ეს ვარდისფერები არ მომწონს, – თქვა ფერრომ, საკმარი-
სად ხმამაღლა, რომ დერეფნის ბოლოში მელოტ ბერიკაცს
გაეგონა, და შემდეგ უფრო ჩუმად, – აუცილებელია, მათთან ერ-
თად წავიდეთ?
– შენ კი. მე სამხრეთში უნდა დავბრუნდე.
– რა?
– ვიღაცამ გურკჰებს უნდა ადევნოს თვალყური.
– არა!
იულვეის გაეცინა:

693 მკითხველთა ლიგა


– ორჯერ ეცადე ჩემს მოკვლას, ერთხელ – ჩემგან გაქცევას.
მაგრამ ახლა, როცა გტოვებ, გინდა დავრჩე? ვერაფერი გაგიგე,
ფერრო.
ქალი მოიღუშა:
– ეს მელოტი ამბობს, რომ შურისძიებას მაჩუქებს. იტყუება?
– არა.
– მაშინ მასთან ერთად უნდა წავიდე.
– ვიცი. აქ ამიტომაც მოგიყვანე.
ფერრომ ვერაფერი მოიფიქრა, რა ეთქვა. იატაკს დახედა,
მაგრამ მოულოდნელად იულვეიმ ნაბიჯი წინ გადმოდგა. ქალმა
სასწრაფოდ მკლავი ასწია, დარტყმისგან რომ დაეცვა თავი, მაგ-
რამ მოხუცმა ორივე ხელი მოხვია და გულზე მაგრად მიიკრა.
უცნაური გრძნობა იყო – ასე ახლოს სხვა ადამიანთან... სით-
ბო... შემდეგ იულვეიმ უკან გადააბიჯა, და ცალი ხელი მხარზე
დაადო:
– ღვთის ნაფეხურებს მიჰყევი, ფერრო მალჯინნ.
– ჰა! მათ აქ ღმერთი არ ჰყავთ.
– უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ მათ აქ ბევრი
ღმერთი ჰყავთ.
– ბევრი?
– შენ რა, ვერ შეამჩნიე? აქ ყველა საკუთარ თავს აღმერთებს,
– ქალმა თავი დაუქნია. ეს სიმართლეს ჰგავდა, – ფრთხილად
იყავი, ფერრო. და ბაიაზს მოუსმინე. ის ჩემს ორდენში პირვე-
ლია, მისნაირი ბრძენი ბევრი არ მოიძებნება.
– მას არ ვენდობი.
იულვეი მისკენ გადაიხარა:
– არც მითქვამს, უნდა ენდო-მეთქი, – შემდეგ გაუღიმა და
ზურგი აქცია. ფერრო უყურებდა, როგორ ნელა გადაიარა იატა-
კი და მომდევნო დერეფანში გავიდა. უსმენდა, როგორ მიატყა-
პუნებდა შიშველ ტერფებს ქვის ფილებზე, როგორ წყნარად მი-
694 მკითხველთა ლიგა
აჩხარუნებდა სამაჯურებს მკლავებზე. როგორ ტოვებდა მას მარ-
ტო – ფუფუნებაში, ბაღებში, ვარდისფერებში.

695 მკითხველთა ლიგა


ძველი მეგობრები
კარზე ხმამაღლა დააბრახუნეს და გლოკტამ თავი ასწია, ცა-
ლი თვალი მოულოდნელად აუთამაშდა. „ვინ უნდა იყოს ასეთ
დროს? ფროსტი? სევერარდი? თუ ვინმე სხვა? იქნებ ზედამხედ-
ველი გოილია, მოვიდა და თავისი ჯამბაზები მოიყვანა? ან იქნებ
არქილექტორს მოჰბეზრდა თავისი კოჭლი სათამაშო? ნადიმს
ხომ მთლად ჩაფიქრებული გეგმის მიხედვით არ ჩაუვლია, მისი
უწმინდესობა კი ისეთ ადამიანებს არ მიეკუთვნება, ვინც პატი-
ობს. დოკებთან მოტივტივე გვამი იპოვეს...“
კაკუნი გამეორდა – ხმამაღალი, გაბედული. „ეს ისეთი კაკუ-
ნია, რომ აუცილებლად უნდა გააღო, თორემ კარს ჩამოიღებენ“.
– მოვდივარ! – გასძახა ოდნავ ჩაწყვეტილი ხმით და საწო-
ლიდან აბობღდა, ფეხები ოდნავ უკანკალებდა, – უკვე მოვდი-
ვარ! – ხელჯოხი ჩაბღუჯა და კართან მიფრატუნდა, ღრმად
ჩაისუნთქა და ურდული ხელების ფათურით გადაატრიალა.
არც ფროსტი იყო და არც სევერარდი. არც გოილი და არც მი-
სი რომელიმე მახინჯი შეგირდი. ზღურბლზე გაცილებით
მოულოდნელი სტუმარი იდგა. გლოკტამ წარბი აზიდა და კარის
ჩარჩოს მიეყრდნო:
– მაიორო ვესტ, რა სიურპრიზია.
ხანდახან, როცა ერთმანეთს ძველი მეგობრები ხვდებიან,
ყველაფერი მაშინვე ძველ დროს უბრუნდება. მეგობრობა, დრო-
ისგან ხელშეუხებელი, ისე გრძელდება, თითქოს არც არასოდეს
შეწყვეტილა. „ხანდახან, მაგრამ არა ახლა“.
– ინკვიზიტორო გლოკტა, – ჩაიბურტყუნა დარცხვენილმა
ვესტმა გაუბედავად და უხერხულად, – მაპატიეთ, რომ ასე გვიან
გაწუხებთ.
– არაფერია, – უთხრა გლოკტამ ყინულივით ცივი ოფი-
ციალურობით.
696 მკითხველთა ლიგა
მაიორი კინაღამ შეკრთა:
– შეიძლება შემოვიდე?
– რა თქმა უნდა.
გლოკტამ კარი მიხურა და ვესტს სასადილო ოთახში კოჭლო-
ბით შეუძღვა. მაიორი ერთ-ერთ სავარძელში ჩაეხეთქა, გლოკ-
ტა – მეორეში. ცოტა ხანს ასე ისხდნენ, ერთმანეთს უყურებდნენ
და არაფერს ამბობდნენ. „რა ჯანდაბა უნდა, გინდ ამ შუაღამეს,
გინდ ნებისმიერ სხვა დროს?“ ბუხრის მბჟუტავი სინათლისა და
ერთადერთი სანთლის შუქზე გლოკტა ძველი მეგობრის სახეს
ყურადღებით ათვალიერებდა. ახლა, როცა კარგად შეისწავლა,
მიხვდა, რომ ვესტი შეცვლილიყო. „დაბერებული ჩანს“. საფეთ-
ქლებთან თმა შესთხელებოდა, ყურებთან თმაში ჭაღარა გამო-
რეოდა. სახე ფერი არ ედო, ჩამოსჭკნობოდა და ოდნავ ჩავარ-
დნოდა. „აღელვებულია. გადაღლილი. ზღვარზეა“. ვესტმა უბად-
რუკ ოთახში მიმოიხედა, მზერა უბადრუკ ცეცხლს, უბადრუკ
ავეჯს მოავლო, გლოკტასკენ ფრთხილად გააპარა და მაშინვე
თვალები დახარა. ნერვიულობდა, თითქოს რაღაც მოსვენებას
არ აძლევსო. „კარგად ვერ გამოიყურება. ასეც უნდა იყოს“.
როგორც ჩანდა, სიჩუმის დარღვევას ვერ ბედავდა, ამიტომ
მის მაგივრად ეს გლოკტამ ითავა:
– აბა, რამდენი ხანი გავიდა, ჰა? იმ ღამის გამოკლებით, ქა-
ლაქში... თუმცა მისი სათვალავში ჩაგდება არც ღირს, ხომ ასეა?
ის უსიამოვნო შეხვედრა გაზებისგან გაფუჭებული ჰაერივით
გამოეკიდა ოთახში, შემდეგ ვესტმა ჩაახველა და თქვა:
– ცხრა წელიწადი.
– ცხრა წელიწადი. წარმოგიდგენია? ცხრა წელი გავიდა მას
შემდეგ, რაც ჩვენ, ორი ძველი მეგობარი, ერთად ვიდექით და
მდინარეს გავყურებდით. ვაკვირდებოდით ხიდს და მეორე მხა-
რეს მყოფ ყველა გურკჰს. თითქოს წინა ცხოვრებაში იყოო, ხომ
მართალია? ცხრა წელიწადი. ახლაც მახსოვს, როგორ მევედრე-
697 მკითხველთა ლიგა
ბოდი, იქ არ ჩახვიდეო, მაგრამ მე არავის ვუსმენდი. რა სულე-
ლი ვიყავი, ჰო? მეგონა, ჩვენი უკანასკნელი იმედი ვიყავი. მეგო-
ნა, დაუმარცხებელი ვიყავი.
– შენ იმ დღეს ყველა გადაგვარჩინე. მთელი ლაშქარი გადა-
არჩინე.
– მართლა? რა მშვენიერია. გავბედავ და ვიტყვი: მაშინ ხიდ-
ზე რომ მოვმკვდარიყავი, ახლა ყველგან ჩემი ძეგლები იდგებო-
და. სამწუხაროდ, ყველაფერი სხვაგვარად დასრულდა. მართლა
ყველასთვის ასე აჯობებდა.
ვესტი შეიშმუშნა და სავარძელში აწრიალდა, თავი კიდევ უფ-
რო უხერხულად იგრძნო, ვიდრე მანამდე:
– შემდეგ გეძებდი... – მხოლოდ ესღა ჩაიბლუკუნა.
„მეძებდი? რა დიდსულოვანი საქციელია, შენი დედაც! ნამ-
დვილი მეგობარი ხარ! თუმცა, ეს დიდად არაფერში გამომადგა,
როცა ფარშად ქცეულ ფეხთან ერთად ტკივილისგან აგონიაში
ჩავარდნილს მომათრევდნენ. და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო“.
– აქ ძველი დროის გასახსენებლად არ მოხვიდოდი, ვესტ.
– არა... არა, მაგისთვის არა. ჩემს დაზე სალაპარაკოდ მოვე-
დი.
გლოკტა შეყოვნდა. ასეთ პასუხს ნამდვილად არ ელოდა:
– არდიზე?
– ჰო, არდიზე. ანგლანდში მივდივარ, მალე, და... იმედი
მქონდა, ჩემს დაბრუნებამდე ცოტათი მიხედავდი, – ვესტმა ნერ-
ვიულად გახედა, – ქალებთან ყოველთვის პოულობდი საერთო
ენას... სანდ, – გლოკტა საკუთარი სახელის გაგონებაზე დაიჭყა-
ნა. ასე აღარავინ ეძახდა. „აღარავინ, დედაჩემის გარდა“, – ყო-
ველთვის იცოდი, მათთვის რა უნდა გეთქვა. გახსოვს ის სამი
და? რა ერქვათ? შენს ჭკუაზე ატრიალებდი, – ვესტმა გაიღიმა,
მაგრამ გლოკტამ ვერა.

698 მკითხველთა ლიგა


ახსოვდა, მაგრამ მოგონებები შესუსტდა, ფერი დაკარგა და
გაიცრიცა. „ეს სხვა ადამიანის მოგონებებია. გარდაცვლილი
ადამიანის. ჩემი ახლანდელი ცხოვრება გურკჰულში, იმპერატო-
რის დილეგში დაიწყო. მას შემდეგ ყველა მოგონება გაცილებით
რეალურია. როგორ დავბრუნდი სახლში და წყვდიადში როგორ
ვეგდე საწოლში, გვამივით. როგორ ველოდი მეგობრებს, მაგ-
რამ არავინ მოვიდა“.
ვესტს გახედა, და იცოდა, რომ მისი მზერა მომაკვდინებლად
სუსხიანი იყო.
„გგონია ალალი სახითა და ძველ დროზე ლაყბობით ჩემს
გულს მოიგებ? ვითომ დიდი ხნით გადაკარგული ერთგული ძაღ-
ლი ხარ, რომელიც საბოლოოდ სახლში დაბრუნდა? არაფერიც!
შენ აქოთდი, ვესტ. ღალატის სუნი აგდის. აი, ესაა ჩემი მოგონე-
ბები“.
გლოკტა სავარძელში ნელა გადაიხარა:
– სანდ დან გლოკტა, – ჩაიბუტბუტა მან, თითქოს დიდი ხნის
დავიწყებულ სახელს იხსენებსო, – რა დაემართა მას, ვესტ? რო-
გორ ფიქრობ? შენ ხომ გახსოვს ის – შენი მეგობარი, ბრწყინვა-
ლე ახალგაზრდა კაცი, სიმპათიური, ამაყი, უშიშარი? ქალების
მომაჯადოებელი? ყველასგან პატივცემული და გაღმერთებული,
დიადი საქმეებისთვის დაბადებული? რა დაემართა მას?
ვესტი დაბნეული მიაჩერდა, ვერ გაეგო, რა უნდა ეპასუხა. და
ვერც ვერაფერი უპასუხა.
გლოკტა მისკენ მკვეთრად გადაიხარა, ხელები მაგიდაზე გა-
ფარჩხა და კბილები დაკრიჭა, რომ თავისი დამახინჯებული პი-
რი ეჩვენებინა ვესტისთვის:
– ის მკვდარია! იმ ხიდზე მოკვდა! და რა დარჩა მისგან?
წყეული ნანგრევები, რომელიც მის სახელს ატარებს! კოჭლი,
გალეული აჩრდილი! დასახიჩრებული მოჩვენება, რომელიც სი-
ცოცხლეს ისე ებღაუჭება, როგორც ფსლის სუნი – მაწანწალას.
699 მკითხველთა ლიგა
მეგობრები არ ჰყავს, ამ საძაგელ ნარჩენს მეგობრები არ ჰყავს,
და არც უნდა, ჰყავდეს! აქედან გაეთრიე, ვესტ! იმ შენს ვარუზ-
თან დაბრუნდი, შენს ლუთართან, და შენს დანარჩენ უტვინო ნა-
ბიჭვრებთან! ამ ოთახში შენ არავის იცნობ!
გლოკტას ტუჩები ზიზღით მოეღრიცა, ნერწყვს აფრქვევდა.
დარწმუნებით ვერ იტყოდა, ვინ უფრო ურევდა გულს – ვესტი თუ
საკუთარი თავი.
მაიორმა თვალები ააფახურა, ყბაზე კუნთები უხმოდ უმოძრა-
ვებდა. შემდეგ ფეხზე ცახცახით წამოდგა:
– ძალიან ვწუხვარ, – გამოსძახა მხარს ზემოდან.
– მიპასუხე! – დაუყვირა გლოკტამ და ვესტი ზუსტად კართან
მოაბრუნა, – დანარჩენების არც მიკვირს: მანამდე იყვნენ ჩემ
გვერდით, სანამ სასარგებლო ვიყავი, სანამ ვჭირდებოდი. ეს
ყოველთვის ვიცოდი. ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რო-
ცა ჩემი დაბრუნების შემდეგ აღარ უნდოდათ ჩემთან რაიმე სა-
ერთო ჰქონოდათ. მაგრამ შენ, ვესტ, ყოველთვის სხვანაირი მე-
გონე, უკეთესი ადამიანი! ჩემი მეგობარი! ყოველთვის ვფიქრობ-
დი, რომ შენ – მხოლოდ შენ მაინც! – მოხვიდოდი და მინახუ-
ლებდი... – გლოკტამ მხრები აიჩეჩა, – მაგრამ, როგორც ჩანს,
ვცდებოდი.
გლოკტა შებრუნდა და ცეცხლს პირქუშად მიაჩერდა, ელოდა,
როდის გაიგონებდა კარის გახურვის ხმას.
– ესე იგი, შენთვის არ უთქვამს?
გლოკტამ მოიხედა:
– ვის?
– დედაშენს.
გლოკტამ ჩაიფხუკუნა:
– დედაჩემს? რა არ უთქვამს?
– მოვედი. ორჯერ. როგორც კი გავიგე, რომ ჩამოგიყვანეს,
მაშინვე მოვედი. დედაშენმა ზედ შენი მამულის ჭიშკრიდან გა-
700 მკითხველთა ლიგა
მომაბრუნა. მითხრა, რომ მეტისმეტად ავად იყავი მნახველების
მიღებისთვის და აღარ გინდოდა ჯართან რაიმე კავშირი გქონო-
და, განსაკუთრებით კი – ჩემთან. შემდეგ ისევ მოვედი, რამდე-
ნიმე თვის შემდეგ. ვფიქრობდი, ეს ყველაზე მცირე რამ იყო, რაც
კი შეიძლებოდა გამეკეთებინა. ამდენი მაინც მმართებდა შენი.
ამჯერად ჩემს გასაბრუნებლად მსახური გამოგზავნეს. შემდეგ
გავიგე, რომ ინკვიზიციას შეუერთდი და ანგლანდში გაემგზავ-
რე. და თავიდან ამოგიგდე... სანამ ერთმანეთს არ შევხვდით...
იმ ღამეს, ქალაქში...
ვესტს ხმა ჩაუწყდა.
გლოკტას რაღაც დრო დასჭირდა, ამ სიტყვების გასააზრებ-
ლად და მერეღა მიხვდა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში
პირდაღებული იჯდა. „რა მარტივია. არავითარი შეთქმულება.
ღალატის არავითარი ჩახლართული აბლაბუდა“. მომხდარის
აბსურდულობაზე კინაღამ სიცილი აუტყდა. „დედაჩემმა გააგდო
ჭიშკრიდან, მე კი დარწმუნებული ვიყავი, არავინ მოსულა-
მეთქი. დედას ვესტი ყოველთვის ეზიზღებოდა. ჩემს ყველაზე
შეუფერებელ მეგობრად მიაჩნდა. მისი ძვირფასი ვაჟის ღირსი
არ იყო. ეჭვგარეშეა, ჩემს ამბავს მას აბრალებდა. უნდა მივ-
მხვდარიყავი, მაგრამ მეტისმეტად დაკავებული ვიყავი – ტანჯვი-
თა და სიმწრით ვთვრებოდი. მეტისმეტად დაკავებული ვიყავი
ტრაგედიების გათამაშებით“.
გლოკტამ ნერწყვი გადაყლაპა:
– მოხვედი?
ვესტმა მხრები აიჩეჩა:
– თუ გინდა, ნუ დამიჯერებ.
„კარგი, კარგი. ახლა რაღა უნდა ვქნათ, გარდა იმისა, რომ
ვეცადოთ, მომავალში უკეთ მოვიქცეთ?“
გლოკტამ თვალები აახამხამა და ღრმად ჩაისუნთქა:

701 მკითხველთა ლიგა


– მე... ეე... ბოდიშს გიხდი. დაივიწყე, რაც ახლა გითხარი, თუ
შეგიძლია. გთხოვ, დაჯექი. შენს დაზე მეუბნებოდი რაღაცას.
– ჰო, ჰო, ჩემი და, – ვესტი ცოტა არ იყოს მოუხეშავად დაუბ-
რუნდა სავარძელს, იატაკს ჩააშტერდა, სახეზე ისევ ის აღელვე-
ბული, დამნაშავე გამომეტყველება დაუბრუნდა, – მალე ან-
გლანდში მივდივართ და არ ვიცი, როდის დავბრუნდები... თუ
საერთოდ... ქალაქში სულ მთლად მარტო, მეგობრების გარეშე
რჩება, და მე... ვფიქრობ მას შეხვედრიხარ, როცა ჩვენ გვესტუმ-
რე სახლში.
– რა თქმა უნდა, და ცოტა ხნის წინაც, თუ გაინტერესებს.
– მართლა?
– ჰო. ჩვენი საერთო მეგობრის, კაპიტანი ლუთარის თანხლე-
ბით.
ვესტი კიდევ უფრო გაფითრდა. „აქ კიდევ რაღაც ხდება, რა-
საც არ მიმხელს“. მაგრამ გლოკტას ჯერ არ უნდოდა ვესტის საქ-
მეში ცხვირის ჩაყოფით ერთადერთი მეგობარი დაეკარგა, თან
სწორედ მაშინ, როცა მათი მეგობრობა თავიდან დაიბადა. ამი-
ტომ ხმა არ ამოუღია და ცოტა ხნის შემდეგ მაიორმა თავისით
განაგრძო:
– ცხოვრება მას... სასტიკად მოექცა. მე შემეძლო, რამე გამე-
კეთებინა... რამე უნდა გამეკეთებინა, – დაძმარებული ვესტი მა-
გიდას ჩააშტერდა და სახე კრუნჩხვამ დაუმახინჯა.
„ვიცი ეს გრძნობა. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი გრძნობაა!
საკუთარი თავის ზიზღი“.
– მაგრამ სხვა რამეებში ჩაძირვა ვარჩიე და მთელი ძალით
ვცდილობდი, მისი უბედურება დამევიწყებინა, თავს ვირწმუნებ-
დი, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდა. ის იტანჯებოდა და ეს ჩემი
ბრალია, – ჩაახველა და უხერხულად გადაყლაპა ნერწყვი. ტუ-
ჩები აუკანკალდა და სახე ხელებში ჩარგო, – ჩემი ბრალი იქნე-
ბა... რამე რომ დაემართოს...
702 მკითხველთა ლიგა
მხრები უხმოდ აუცახცახდა, და გლოკტამ წარბები აზიდა. რა
თქმა უნდა, მისთვის უცხო არ იყო, როცა მის წინაშე ხალხი ტი-
როდა. „მაგრამ, როგორც წესი, მანამდე მათთვის სულ მცირე,
ჩემი ინსტრუმენტების ჩვენება მიწევს“.
– კარგი, კოლლემ, ეს შენ არ გგავს, – გლოკტამ მაგიდისკენ
ხელი ნელა გაიწვდინა, კინაღამ გადაიფიქრა, მაგრამ მაინც
მოუთათუნა აქვითინებულ მეგობარს მხარზე უხერხულად, –
კარგი, ვთქვათ შეცდი, მაგრამ ვის არ დაგვიშვია შეცდომები?
ისინი წარსულში დარჩა და ამას ვერ შევცვლით. ახლა ვერა-
ფერს შეცვლი, მაგრამ შეგვიძლია მომავალში უკეთ ვეცადოთ,
ჰა?
„რა? ამას მართლა მე ვამბობ? ინკვიზიტორი გლოკტა – გა-
ჭირვებულების ნუგეშისმცემელი?“
მაგრამ ვესტს, როგორც ჩანდა, ცოტა გულზე მოეშვა. თავი
ასწია, ცხვირი ხმაურით მოიწმინდა და გლოკტას სველი თვალე-
ბით იმედიანად ახედა.
– მართალი ხარ, რა თქმა უნდა, მართალი ხარ! მიყენებული
ზიანი უნდა ავანაზღაურო. აუცილებლად უნდა ავანაზღაურო!
დამეხმარები, სანდ? მიხედავ, სანამ მე აქ არ ვიქნები?
– ყველაფერს გავაკეთებ, რასაც შევძლებ, კოლლემ, შეგიძ-
ლია მენდო. იყო დრო, როდესაც სიამაყით გიწოდებდი მეგო-
ბარს, და... ახლაც ვიამაყებ, – უცნაური იყო, მაგრამ გლოკტამ
იგრძნო, რომ თვალები ცრემლებით ევსებოდა. „მე? განა ეს შე-
საძლებელია? ინკვიზიტორი გლოკტა – სანდო მეგობარი? ინ-
კვიზიტორი გლოკტა – დაუცველი ახალგაზრდა ქალების მფარ-
ველი?“
ამის გაფიქრებაზე კინაღამ ხმამაღლა გადაიხარხარა. წარ-
მოგიდგენიათ? ამაზე არასოდეს დაფიქრებულა, მაგრამ ახლა
გრძნობდა – რა კარგი იყო, როცა ისევ ჰყავდა მეგობარი.
– ჰოლლიტი, – თქვა გლოკტამ.
703 მკითხველთა ლიგა
– რა?
– ის სამი და, გვარად ჰოლლიტი იყო, – ინკვიზიტორმა თა-
ვისთვის ჩაიხითხითა, ახლა მოგონებები წინანდელთან შედარე-
ბით უფრო ცხადად უბრუნდებოდა, – ფარიკაობაზე ჭკუას კარ-
გავდნენ, აღმერთებდნენ. იქნებ ოფლის სუნი იზიდავდათ, ვინ
იცის?
– ჰო, ვფიქრობ სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ხელში მახვილი
ამეღო, – ვესტმაც გაიცინა, შემდეგ შუბლი შეიჭმუხნა, თითქოს
რაღაცის გახსენებას ცდილობსო, – რა ერქვა ჩვენს კვარტირმა-
ისტერს? უმცროსი და მოსწონდა და ეჭვიანობისგან ჭკუიდან იშ-
ლებოდა. რა ჯანდაბა ერქვა? აი იმას, მსუქანს.
გლოკტას მისი სახელის გახსენება არ გასჭირვებია:
– რიუსი. სალემ რიუსი.
– ჰო, რიუსი, ეგაა! სულ დამავიწყდა. რიუსი! მისნაირად ის-
ტორიების მოყოლა არავის შეეძლო. ხანდახან მთელი ღამე ვის-
ხედით, ვუსმენდით და სიცილისგან ვიგუდებოდით! ნეტავ ახლა
სად არის?
გლოკტა ცოტა ხნით შეყოვნდა:
– მგონი, ჯარიდან წავიდა... ვაჭარი გახდა, თუ რაღაც ეგეთი,
– ხელი გულგრილად გააქნია, – ვიღაცამ მითხრა, ჩრდილოეთ-
ში გადავიდაო.

704 მკითხველთა ლიგა


ისევ მტვრად
კარლეონი ახლა სულ სხვანაირად გამოიყურებოდა, ვიდრე
მეძებარს ახსოვდა, თუმცა, მას ქალაქი ცეცხლის ალში გახ-
ვეული დაამახსოვრდა. ასეთი მოგონებები შენთან დიდხანს
რჩება: ჩამოქცეული სახურავები, ჩამსხვრეული ფანჯრები, ტკი-
ვილითა და გამარჯვებით მთვრალი, ყველგან ჯგუფ-ჯგუფად მებ-
რძოლი ადამიანები... რა თქმა უნდა, ღვინითაც... ყაჩაღობები,
მკვლელობები, გადამწვარი სახლები და ყველა სხვა შავბნელი
საქმე. ქალების კივილი, კაცების ყვირილი, კვამლითა და შიშით
ავსებული ჰაერი. ერთი სიტყვით, ქაოსი და ორომტრიალი რომ-
ლის შუაგულშიც მეძებარი და ლოგენი იდგნენ...
შემდეგ ბეთოდმა ხანძრები ჩააქრო და კარლეონი მიისაკუთ-
რა. საცხოვრებლად იქ გადავიდა და მისი თავიდან აშენება და-
იწყო. ლოგენის, მეძებრისა და დანარჩენების ქალაქიდან გამო-
ძევებამდე ბევრი ვერაფერი მოასწრო, მაგრამ მას შემდეგ, რო-
გორც ჩანს, მუხლჩაუხრელად შრომობდნენ. ახლა ქალაქს ვე-
ღარ იცნობდი: მეძებარს ორჯერ უფრო დიდი დახვდა, ვიდრე გა-
დაწვამდე იყო; მთელ ბორცვსა და ფერდობზე გადაჭიმულიყო,
პირდაპირ მდინარემდე. უფფრითზე დიდი იყო. ყველა იმ ქალაქ-
ზე დიდი ჩანდა, რომლებიც მეძებარს ოდესმე ენახა. ხეებიდან,
სადაც ახლა იჯდა, ხალხს ვერ გაარჩევდი, მაგრამ საშინლად
ბევრნი უნდა ყოფილიყვნენ. კარიბჭიდან სამი ახალი გზა გამო-
დიოდა. ორი ახალი, დიდი ხიდი. ყველგან ახალი შენობები მო-
ჩანდა, მაშინდელი დიდი სახლები ახლა პატარებად მიიჩნეოდა.
უამრავი შენობა იყო – უმეტესად ქვისგან აგებული და ფიქლით
გადახურული, ზოგიერთში მინის ფანჯრებიც კი ჩაესვათ.
– როგორც ჩანს, დრო უქმად არ დაუკარგავთ, – შენიშნა სამ-
მუხამ.
– ახალი გალავნები, – ჩაურთო უტყვმა.
705 მკითხველთა ლიგა
– ძალიან ბევრი, – ჩაიბურტყუნა მეძებარმა.
ყველგან გალავნები იყო. ერთი უზარმაზარი გალავანი
მთლიან პერიმეტრს მიუყვებოდა, დიდი გალავნისთვის შესაფე-
რისი კოშკებით მოერთოთ, მათ მიღმა კი დიდი თხრილი გაეყვა-
ნათ. მეორე, კიდევ უფრო დიდი, ბორცვის მწვერვალს ეხვეოდა
– იქ, სადაც ადრე სკარლინგის სიმაგრე იდგა. უზარმაზარი ქმნი-
ლება. მეძებარს ვერაფრით გაეგო, მის ასაშენებლად ამდენი ქვა
საიდან მოიტანეს:
– წყეულიმც ვიყო! ყველაზე დიდი გალავანია, რაც კი ოდესმე
მინახავს, – თქვა ბოლოს.
სამმუხამ თავი გააქნია:
– ეს არ მომწონს. თუ ფორლის დაიჭერენ, მას ვეღარასოდეს
გამოვიხსნით.
– თუ ფორლის დაიჭერენ, ხუთნი დავრჩებით, მეთაურო, და
მაშინვე ძებნას დაგვიწყებენ. ის საფრთხეს არავისთვის წარმო-
ადგენს, მაგრამ ჩვენ – კი. მისი გამოხსნა ჩვენი ყველაზე მცირე
პრობლემა იქნება. აი, ფორლი კი აუცილებლად გამოძვრება,
როგორც ყოველთვის. ალბათ ყველა ჩვენგანს მოინელებს.
– ეგ არ გამიკვირდებოდა, – ჩაიბუტბუტა სამმუხამ, – ჩვენ სა-
ხიფათო სამუშაო გვაქვს.
უკან გაცოცდნენ, ბუჩქნარში, ბანაკისკენ. იქ შავი დოუ უცდი-
დათ; ჩვეულებრივზე უფრო ცუდ განწყობაზე ჩანდა. თულ დურუც
იქვე იჯდა, ქურთუკზე ნახვრეტს ნემსით კემსავდა. დაძაბულო-
ბისგან სახე დაღმეჭოდა, უზარმაზარი მსხვილი თითებით ლი-
თონის პაწაწინა ნივთის დამორჩილება უჭირდა. გვერდზე ფორ-
ლი ეჯდა და ზემოთ, ცაში იყურებოდა, ფოთლებს შორის.
– როგორ განწყობაზე ხარ, ფორლი? – ჰკითხა მეძებარმა.
– ცუდზე, მაგრამ ხანდახან უნდა გეშინოდეს, რომ სიმამაცე
მოიპოვო.
მეძებარმა მწარედ ჩაიცინა:
706 მკითხველთა ლიგა
– ჰო, ეგ მეც გამიგია. მაშინ, მე და შენ გმირები გამოვდი-
ვართ, ჰა?
– კი, – უპასუხა ფორლიმ და საპასუხოდ ჩაიცინა.
სამმუხა ვერ ისვენებდა:
– დარწმუნებული ხარ, ფორლი? დარწმუნებული ხარ, რომ იქ
წასვლა გინდა? იქ თუ შეხვალ, შეიძლება უკან ვეღარასოდეს გა-
მოაღწიო, რამდენად გალექსილი ენაც უნდა გქონდეს.
– დარწმუნებული ვარ. ლამისაა შიშისგან ჩავიჯვა, მაგრამ მა-
ინც მივდივარ. იქ უფრო მეტ სარგებელს მოვიტან, ვიდრე აქ
ჯდომით. ვიღაცამ ხალხი შანკებზე უნდა გააფრთხილოს. ეს შენც
კარგად იცი, მეთაურო. ამას სხვა ვინ გააკეთებს?
მეთაურმა თავი ჩახარა, ნელა – თითქოს მზე ჩადისო. რო-
გორც ყოველთვის, ფიქრობდა:
– ჰო, კარგი. უთხარი, რომ აქ გიცდი, ძველ ხიდთან. უთხარი,
მარტოაო. იმ შემთხვევაში, თუ ბეთოდი ცუდად მიგიღებს, გამი-
გე?
– გასაგებია. აქ მარტოდმარტო მიცდი, სამმუხა. მთების გად-
მოლახვა მხოლოდ ჩვენ ორმა შევძელით.
ახლა, როცა ყველანი შეკრებილიყვნენ, ფორლიმ ყველას სა-
თითაოდ გაუღიმა:
– აბა, კარგი ბიჭებო, მაგარი დრო ვატარეთ, ხომ ასეა?
– ენა ჩაიგდე, უსუსტესო, – შეუტია დოუმ, – ბეთოდს შენი ჯი-
ნი არ სჭირს. შენ უკან დაბრუნდები.
– მაშინ, იმ შემთხვევაში, თუ ვერ დავბრუნდი – მაგარი დრო
ვატარეთ ერთად.
მეძებარმა თავი უხერხულად დაუქნია. ირგვლივ ისეთივე
ნაცნობ, ბინძურ, დაჩეხილ სახეებს ხედავდა, როგორც ჩვეულებ-
რივ, მაგრამ მეგობრებს ამჯერად უფრო პირქუში გამომეტყვე-
ლებები ჰქონდათ. არავის უნდოდა თავისიანის საფრთხეში ჩაგ-
დება, მაგრამ ფორლი მართალს ამბობდა: ეს ვიღაცას უნდა
707 მკითხველთა ლიგა
გაეკეთებინა და ამისთვის ის ყველაზე შესაფერისი იყო. „ხანდა-
ხან სისუსტე უფრო საიმედო ფარია, ვიდრე ძალა, – გაიფიქრა
მეძებარმა, – ბეთოდი ბოროტი ნაბიჭვარია, მაგრამ ჭკვიანი.
შანკები მოდიან და მისი გაფრთხილება აუცილებელია. იმედია,
ამისთვის მადლიერი დარჩება“.
ხეები ერთად გადაიარეს, ნაპირამდე მივიდნენ და გზაზე გა-
იჭვრიტეს. აქედან კარლეონის კარიბჭემდე მიდიოდა... ბეთო-
დის ციხე-სიმაგრეში.
ფორლიმ ღრმად ჩაისუნთქა, და მეძებარმა მხარზე ხელი და-
უტყაპუნა:
– აბა, წარმატებას გისურვებ, ფორლი. წარმატებას გისურვებ.
– შენც, – უსუსტესმა მეძებარს ცოტა ხნით ხელი მოუჭირა, –
და ყველა თქვენგანს, ბიჭებო! – შემდეგ შეტრიალდა და ხიდის-
კენ თავაწეული გაეშურა.
– წარმატებებს გისურვებ, ფორლი! – დაუყვირა გზაში შავმა
დოუმ მთელი ჯგუფის გასაკვირად. ყველა მას მიაჩერდა. უსუს-
ტესი ხიდის თავთან შეჩერდა, წამით შემობრუნდა და ფართოდ
გაიღიმა. შემდეგ გაქრა.
სამმუხამ ღრმად ამოიოხრა:
– იარაღები გაამზადეთ! – ბრძანა მან, – იმ შემთხვევისთვის,
თუ ბეთოდი საღი აზრისთვის მზად არ იქნება. და ჩემს ნიშანს
დაუცადეთ, გასაგებია?
უკვე დიდხანს იცდიდნენ, მაღლა, ფოთლებში, წყნარად და
გაუნძრევლად ისხდნენ, ქვემოთ ახალაშენებულ გალავნებს გა-
დაჰყურებდნენ. მეძებარი მუცელზე გაწოლილიყო, მშვილდი
ხელთ ჰქონდა, უყურებდა, იცდიდა და ფიქრობდა, ნეტა ფორ-
ლის საქმეები როგორ მიდისო.
დრო თითქოს უსასრულოდ გაიწელა. შემდეგ ისინი გამოჩ-
ნდნენ. უახლოესი კარიბჭიდან მხედრები გამოვიდნენ, ერთ-
ერთი ახალი ხიდი გადმოიარეს და მდინარე გადმოლახეს. უკან
708 მკითხველთა ლიგა
ფორანი მოჰყვებოდათ. მეძებარი კარგად ვერ მიხვდა, ფორანი
რაში სჭირდებოდათ, მაგრამ ეს მაინც არ მოეწონა. ფორლის
კვალი არსად ჩანდა, და ვერ გაეგო, ეს კარგი იყო თუ ცუდი.
სწრაფად უახლოვდებოდნენ, ცხენებს მარდად მოაჭენებდნენ
– ხეობის გასწვრივ, აღმართზე, ხეებისა და ნაკადულზე გადებუ-
ლი ძველი ხიდისკენ. ზუსტად მეძებრისკენ. ფლოქვების ტალახ-
ში თქარუნი ესმოდა. იმდენად მოუახლოვდნენ, რომ ახლა მათი
დათვლა და კარგად შეთვალიერება შეეძლო. შუბები, ფარები
და კარგი აბჯრები ჰქონდათ, მუზარადები და ჯაჭვის პერანგები.
ათი მხედარი იყო და ორიც ფორანზე მსხდომი – მეფორნის
ორივე მხარეს. ხელში რაღაც უცნაური ნივთები ეჭირათ, რომ-
ლებიც მომცრო მშვილდებს წააგავდა, ოღონდ ხის პატარა ნა-
ფოტებზე იყო მიჭედებული. მეძებარმა არ იცოდა, რა იყო. მას კი
არ უყვარდა, როცა რამე არ იცოდა. თვითონ უფრო მოსწონდა
სხვებისთვის სიურპრიზების კეთება.
მოიკუნტა და უკან, ბუჩქებში, მუცელზე შეხოხდა, ნაკადული
გადაჭრა და ტყის ნაპირისკენ აჩქარებით გაემართა. იქიდან
ძველ ხიდზე კარგი ხედი იშლებოდა. სამმუხა, თული და დოუ ხი-
დის უახლოეს ბოლოსთან იდგნენ და მეძებარმა მათ ხელი და-
უქნია. უტყვი არსად ჩანდა – ეტყობა მეორე მხარეს, ტყეში იმა-
ლებოდა. დანარჩენებს ხელით ანიშნა: „მხედრები“, შემდეგ ჰა-
ერში მუჭი ასწია: „ათი“, მკერდზე გაშლილი ხელი მიიდო: „აბჯა-
რი“.
დოუმ ხმალი და ნაჯახი ამოიღო, მაღლა, ხიდის თავზე დამ-
ტვრეულ ლოდებთან მიირბინა. მოხრილი მირბოდა, უჩუმრად.
თულმა ნაპირიდან ნაკადულში შეტოპა, საბედნიეროდ წყალი
მხოლოდ მუხლამდე სწვდებოდა, უზარმაზარი სხეულით ხიდის
თაღს აეკრა, გრძელი ხმალი წყლის თავზე მიჰქონდა. მეძებარი,
ცოტა არ იყოს, ანერვიულდა: თული აქედან ხელისგულივით მო-
ჩანდა. თუმცა, თუ პირდაპირ წამოვიდოდნენ და გზიდან არ გა-
709 მკითხველთა ლიგა
დაუხვევდნენ, მხედრები მას ვერ შეამჩნევდნენ. ისინი მხოლოდ
ერთ კაცს ელოდნენ და მეტისმეტ სიფრთხილეს არ გამოიჩენ-
დნენ – ყოველ შემთხვევაში, მეძებარს ამის დიდი იმედი ჰქონ-
და. თორემ თუ არ დაიზარებდნენ და ყველაფერს გულდასმით
შეამოწმებდნენ, ეს ამბავი კატასტროფით დამთავრდებოდა.
მეძებარმა დაინახა, რომ სამმუხამ ფარს მკლავი გაუყარა,
ხმალი ამოიღო, კისერი წაიგრძელა და უბრალოდ გაშეშდა.
უზარმაზარი ფიგურით ხიდზე ბილიკს ფარავდა. ისე გამოიყურე-
ბოდა, თითქოს მთელ ქვეყნიერებაზე მხოლოდ ის არსებობსო.
მეძებარს უკვე ცხადად ესმოდა ხეებიდან გამომავალი
ფლოქვების თქარუნი და ფორნის ბორბლების ჭრიალი. კარჭა-
პიდან რამდენიმე ისარი ამოაძრო და მიწაში ბასრი ბოლოებით
ჩაასო – საჭიროების შემთხვევაში სწრაფად რომ გაერჭო
მშვილდში. შიშს ებრძოდა. თითები უკანკალებდა, მაგრამ ეს
არაფერს ნიშნავდა. როცა დრო მოვიდოდა, თავის საქმეს ისე
გააკეთებდა, როგორც საჭირო იყო.
– ნიშანს დაუცადე, – ჩურჩულებდა თავისთვის, – ნიშანს
დაუცადე.
მშვილდს ისარი მოარგო და სანახევროდ მოზიდა, მიზანი
ქვემოთ, ხიდისკენ აიღო. წყეულიმც იყოს, როგორ ეფსმოდა!
ბორცვზე პირველი შუბის წვერი გამოჩნდა, შემდეგ დანარჩე-
ნებიც. მოქანავე მუზარადები, ჯაჭვით დაფარული გულ-
მკერდები, ცხენების სიფათები – მხედრები ხიდისკენ სათითაოდ
მიიწევდნენ. უკან ფორანი მოგორავდა, მეფორნით, ორი უც-
ნაური მგზავრითა და შიგ შებმული უზარმაზარი, ბანჯგვლიანი,
საფორნე ცხენით.
პირველმა მხედარმა უკვე შენიშნა ხიდის თავში მდგარი სამ-
მუხა და ცხენს დეზები ჰკრა. მეძებარმა ცოტა ამოისუნთქა, როცა
სხვებმაც მის მსგავსად დაუფიქრებლად გააჭენეს წინ. ესე იგი,
ფორლიმ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც შეთანხმდნენ – ბე-
710 მკითხველთა ლიგა
თოდის ხალხი მარტო სამმუხას ელოდა. მეძებარმა დაინახა,
რომ თულმა ხავსიანი თაღიდან ზემოთ ამოიჭვრიტა, ცდილობდა
მის თავზე მოჯირითე ცხენებისთვის შეევლო თვალი. მკვდრების
სახელით, როგორ უკანკალებდა ხელები მეძებარს! ეშინოდა,
რომ ნახევრად დაჭიმულ ლარზე ხელი გაეშვებოდა და ყველა-
ფერს გააფუჭებდა.
ფორანი მეორე ნაპირთან გაჩერდა და აქეთ-იქით მჯდარი
ორი კაცი ადგა. უცნაური მშვილდები სამმუხას დაუმიზნეს. მეძე-
ბარმა ერთ-ერთი მიზანში ამოიღო და ლარი ბოლომდე მოზიდა.
მხედრების უმეტესობა უკვე ხიდზე ასულიყო, ასეთი სივიწროვით
უკმაყოფილო ცხენები აჭიხვინდნენ და ცმუკვა დაიწყეს. პირ-
ველმა მხედარმა ცხენი სამმუხას წინ შეაყენა და შუბი მიუშვირა.
მაგრამ გამობრძმედილ მებრძოლს ერთი ნაბიჯითაც არ დაუხე-
ვია უკან – ნებისმიერი დაიხევდა, ოღონდ ის არა. უბრალოდ შე-
იჭმუხნა, ზემოთ აიხედა და მხედრებს ალყაში მოქცევის სა-
შუალება არ მისცა, ამიტომ, ყველას ხიდზე ერთ ჯგუფად შევიწ-
როება მოუხდა.
– აბა, აბა, – მეძებრამდე მხედრების მეთაურის ხმამ მოაღ-
წია, – რუდ სამმუხა. შე ძველო, დიდი ხნის მკვდარი გვეგონე.
მეძებარმა მაშინვე იცნო ხმა: ბეთოდის ერთ-ერთი პირველი
კარლი იყო, საკმარისად ცუდს ეძახდნენ.
– ერთი-ორი ბრძოლის ძალა კიდევ შემომრჩა, – უპასუხა
სამმუხამ. ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია.
საკმარისად ცუდმა მიმოიხედა, ხეებს გახედა. საკმარისად
ჭკვიანი იყო იმისთვის, რომ მიმხვდარიყო: ცუდი პოზიცია შეარ-
ჩია. მაგრამ სიფრთხილით არასდროს გამოირჩეოდა.
– დანარჩენები სად არიან? ის დამპალი დოუ სად არის? ჰა?
სამმუხამ მხრები აიჩეჩა:
– მხოლოდ მე ვარ.

711 მკითხველთა ლიგა


– ისევ მტვრად იქცა, ჰა? – მეძებარი საკმარისად ცუდის მუზა-
რადის ქვეშ კაცის ღვარძლიან ღიმილს ხედავდა, – რა სამწუხა-
როა, არადა როგორი იმედი მქონდა, რომ მაგ ბინძურ ნაბიჭ-
ვარს მე მოვკლავდი.
მეძებარი შეკრთა, დარწმუნებული იყო, ახლა დოუ ლოდები-
დან გამოფრინდებოდა, მაგრამ ის ჯერ არსად ჩანდა. ჯერ არა.
როგორც იქნა, ნიშნის დაცდა ამჯობინა.
– ბეთოდი სადაა? – იკითხა სამმუხამ.
– მეფე შენნაირებთან შესახვედრად გარეთ არ გამოვა! თან,
ახლა ანგლანდშია, კავშირელების ტრაკებს აპანღურებს. მის
არყოფნაში ყველაფერს პრინცი კალდერი წყვეტს.
სამმუხამ ჩაიფხუკუნა:
– ახლა პრინცია? არადა მახსოვს, დედამისის ძუძუს როგორ
წოვდა. ეგეც კი არ გამოსდიოდა წესიერად.
– მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ბებერო. ძალიან ბევრი
რამ.
მკვდრების სახელით! მეძებარს ერთი სული ჰქონდა, საქმეზე
როდის გადავიდოდნენ, შარდს ძლივს იკავებდა. „ნიშანს დაუცა-
დე“ – უხმოდ ეჩურჩულებოდა საკუთარ თავს, მხოლოდ იმიტომ,
რომ როგორმე ხელების კანკალი შეეჩერებინა.
– ბრტყელთავიანები ყველგან არიან, – ამბობდა სამმუხა, –
მომდევნო ზაფხულში სამხრეთში ჩამოვლენ, შეიძლება მანამ-
დეც. რამე უნდა მოვიმოქმედოთ.
– კარგი. მაშინ, რატომ ჩვენთან არ წამოხვალ? ჰა? შეძლებ,
კალდერი პირადად გააფრთხილო. სპეციალურად შენთვის ფო-
რანი წამოვიყვანეთ. შენს ასაკში ბევრი სიარული არ შეიძლება,
– რამდენიმე მხედარმა გაიცინა, მაგრამ სამმუხა მათ არ აჰყვა.
– ფორლი სადაა? – დაიგრგვინა მან, – სად არის უსუსტესი?
ისევ სიცილი გაისმა.

712 მკითხველთა ლიგა


– ოო, ის ახლოსაა, – უპასუხა საკმარისად ცუდმა, – აქვე.
ფორანში ჩაჯექი და პირდაპირ მასთან მიგიყვანთ. შემდეგ წრეზე
დავსხდებით და ბრტყელთავიანებზე ვილაპარაკებთ, წყნარად
და მშვიდობიანად.
მეძებარს ეს არ მოეწონა. ძალიან არ მოეწონა. ცუდი წინათ-
გრძნობა გაუჩნდა.
– სულელი გგონივარ? – ჰკითხარ სამმუხამ, – არსად არ წა-
მოვალ, სანამ ფორლის არ მანახებთ.
საკმარისად ცუდი შეიჭმუხნა:
– იმ მდგომარეობაში არ ხარ, რომ აირჩიო რა გააკეთო და
რა – არა. შეიძლება ოდესღაც დიდი კაცი იყავი, მაგრამ ახლა
არაფერი ხარ, არარაობად იქეცი, ეს ფაქტია. ახლა კი ხმალი
მომეცი და ამ ოხერ ფორანზე ამოძვერი, სანამ მოთმინებას სა-
ბოლოოდ დავკარგავ!
ისევ ცხენის დაძვრა სცადა, მაგრამ სამმუხა არც განძრეულა:
– ფორლი სად არის? – დაიღრიალა მან, – ან მკაფიო პასუხს
მივიღებ, ან შენს ნაწლავებს!
საკმარისად ცუდმა ჩაიცინა და თავი თანამებრძოლებისკენ
მიატრიალა, საპასუხოდ მათაც გაიცინეს:
– კარგი, კარგი, ბებერო, რადგან არ იშლი... კალდერს უნ-
დოდა, ცოტა მოგვეცადა, მაგრამ ძალიან მინდა შენი გამომეტ-
ყველების ნახვა. უსუსტესი ფორანშია, ყოველ შემთხვევაში –
მისი უდიდესი ნაწილი მაინც, – საკმარისად ცუდმა გაიღიმა და
უნაგირიდან რაღაც ჩამოაგდო. ტილოს ტომარაში რაღაც გაეხ-
ვიათ. მეძებარი ხვდებოდა, იქ რა იქნებოდა. ტომარა სამმუხას
ფეხებთან დავარდა. შიგნიდან რაღაც გადმოგორდა და მეძება-
რი სამმუხას სახით მიხვდა, რომ მართალი იყო.
ფორლის თავი...
ჰოდა, ყველაფერიც აქ დაიწყო. „შევეცით ნიშანს“. მეძებარის
პირველი ისარი ფორანზე მდგარ ერთ-ერთ კაცს მკერდში
713 მკითხველთა ლიგა
დაეტაკა, მან დაიყვირა და უკან გადავარდა, თან მეფორნე
გაიყოლა. კარგი ნასროლი იყო, მაგრამ ამაზე საფიქრალად არ
ეცალა – უკვე მომდევნო ისარს ეფათურებოდა და მთელი ხმით
ყვიროდა. არც იცოდა, რას ყვიროდა – უბრალოდ ყვიროდა.
ალბათ უტყვმაც დაიწყო სროლა, რადგან ხიდზე ერთ-ერთმა
კარლმა წამოიყვირა, ცხენიდან ჩამოცურდა და პირდაპირ ნაკა-
დულში ჩავარდა.
სამმუხა მოიკუნტა, ფარქვეშ ჩაიმალა, თან საკმარისად ცუ-
დისგან ნელ-ნელა უკან იხევდა. ის კი მოწინააღმდეგეს შუბს უქ-
ნევდა და ცხენის ხიდიდან გზაზე გადაყვანას ცდილობდა.
უკნიდან მხედარმა გადაუჭრა გზა, ცდილობდა სასწრაფოდ
ხიდიდან გაეღწია, მაგრამ ლოდებს მეტისმეტად მიუახლოვდა.
– დამპალო ნაბიჭვრებო! – ქვებიდან დოუ გამოფრინდა და
მხედარს დააცხრა. ყირაზე ერთად გადავიდნენ, ხელ-ფეხისა და
იარაღების გორგალი ფერდობზე დაგორდა, მაგრამ მეძებარმა
მოასწრო დანახვა – საბოლოოდ დოუ მოექცა ზემოდან. მისი ნა-
ჯახი რამდენჯერმე აიწია და დაეშვა. მტერს კიდევ ერთი ადა-
მიანი გამოაკლდა.
მეძებარის მეორე ისარი მიზანს ასცდა – მეტისმეტად გვერ-
დზე მოუვიდა, ღრიალში ზედმეტად გაერთო, – მაგრამ ერთ-ერთ
ცხენს მოხვდა გავაზე, რაც იმაზე იღბლიანი შემთხვევითობა გა-
მოდგა, ვიდრე იოცნებებდა. პირუტყვი ყალყზე შედგა, ტლინკე-
ბის ყრა დაიწყო და მალე ხიდზე ყველა ცხენი აფრუტუნდა და გა-
გიჟდა, გაცოფებულები აქეთ-იქით აწყდებოდნენ. უძლური მხედ-
რები იგინებოდნენ და შუბებს უაზროდ იქნევდნენ. ხეობა ხმაურ-
მა და ყიჟინამ აავსო.
უეცრად ერთ-ერთმა მხედარმა სისხლი შადრევანივით გაას-
ხა და სხეული ორად გადაეჭრა – ნაკადულიდან მეხთავა ამო-
ვარდა, მოწინააღმდეგეს უკნიდან მიჰპარვოდა. ასეთ დარტყმას
ვერავითარი აბჯარი ვერ გაუძლებდა. გოლიათმა დაიღრიალა
714 მკითხველთა ლიგა
და თავს ზემოთ უზარმაზარი სისხლიანი ლითონი ისევ გაიქნია.
რიგში მომდევნომ ფარის აფარება მოასწრო, მაგრამ ფუჭად:
მახვილმა ფარი შუაზე გაკვეთა, მხედარს თავი გაუპო და უნაგი-
რიდან ჩამოაგდო. დარტყმა იმდენად ძლიერი გამოვიდა, რომ
ხმალმა ცხენიც მიწაზე დასცა.
ერთ-ერთმა მხედარმა ცხენის შემოტრიალება მოახერხა და
ახლა ჰაერში აღმართულ შუბს თულს გვერდში უმიზნებდა. მაგ-
რამ სანამ დარტყმას მოასწრებდა, ამოიკვნესა და უკან გადაქან-
და. მეძებარმა გვერდში ისრის ბუმბულები დაუნახა. ალბათ უტ-
ყვმა გაარტყა. დაჭრილი მებრძოლი მიწაზე დავარდა, მაგრამ
ფეხი უზანგში ჩარჩა და პირუტყვს ჩამოეკიდა. აქეთ-იქით ირ-
წეოდა, კვნესოდა და ღრიალებდა, ცდილობდა თავი გაეთავი-
სუფლებინა, მაგრამ მისი ცხენი დანარჩენებთან ერთად ხტოდა,
პატრონს გაუთავებლად აცეკვებდა და ხიდზე თავს არტყმევი-
ნებდა. მხედარს შუბი ნაკადულში ჩაუვარდა, უნაგირში დაბრუ-
ნება სცადა, მაგრამ ამ დროს ცხენმა მხარში წიხლი ჰკრა და
დარტყმამ უზანგში გახლართული მებრძოლი გაათავისუფლა.
კაცი პირდაპირ ფლოქვებქვეშ შევარდა, მეძებარმა მას მზერა
მოაცილა და დაივიწყა.
მაგრამ ფორანთან ჯერ კიდევ რჩებოდა მშვილდოსანი. ელ-
დისგან გამორკვეულიყო და ახლა უცნაურ მშვილდს სამმუხას
უმიზნებდა, რომელიც ამ დროს ფარს ეფარებოდა. მეძებარმა
ესროლა, მაგრამ სიჩქარესა და ყვირილში ააცილა, ისარმა მი-
ზანს გვერდით ჩაუქროლა, ფეხზე ახლახან წამომდგარ მეფორ-
ნეს მოხვდა მხარში, და ისევ უკან გადააგდო.
უცნაურმა მშვილდმა დაიწკარუნა და სამმუხა ფარის ქვეშ
მკვეთრად შეინძრა. მეძებარი წამით ანერვიულდა, მაგრამ
დაინახა, რომ თუმცა ისარმა მსხვილი ხე გაკვეთა, ბოლომდე მა-
ინც ვერ გააღწია და ფარში გაეკვეხა – ზუსტად სამმუხას სახეს-
თან. ფარს ცალი მხრიდან ბუმბულები გამოსჩროდა, მეორე
715 მკითხველთა ლიგა
მხრიდან ისრის წვერი. რა საშიში მშვილდი ყოფილაო, გაიფიქ-
რა მეძებარმა.
შემდეგ თულის ღრიალი გაიგონა და დაინახა, როგორ გადა-
ვარდა კიდევ ერთი მხედარი ნაკადულში. კიდევ ერთს უტყვის
ნასროლი ისარი მოხვდა ზურგში და ისიც მეგობარს მიჰყვა. დოუ
შემობრუნდა და საკმარისად ცუდის ცხენს უკანა ფეხები ხმლით
გადაუჩეხა. პირუტყვი წაბორძიკდა და მხედართან ერთად
დაეხეთქა მიწას. ორი მოწინააღმდეგეღა დარჩათ, მაგრამ ისინი
ალყაში აღმოჩნდნენ: ხიდის ერთ მხარეს დოუ და სამმუხა იდ-
გნენ, მეორე მხარეს კი თული. ხიდზე ისეთი სივიწროვე შეიქნა,
რომ მხედრები შეშინებულ და გაცოფებულ ცხენებს ვერ იმორ-
ჩილებდნენ. მათი ბედი ხეებში დამალულმა უტყვმა გადაწყვიტა.
როგორც ჩანდა, მოწყალე განწყობაზე არ იყო: მტრებს სწრაფად
და შეუბრალებლად გაუმკლავდა.
მშვილდიანმა გაქცევა სცადა, ხის უცნაური იარაღი გვერდზე
მოისროლა და ფორნიდან ჩამოხტა. ამჯერად მეძებარმა გულ-
დასმით დაუმიზნა: ისარი გაქცეულს პირდაპირ მხრებს შორის
დაეწია და მიწაზე პირქვე დააგდო, ისე რომ სულ რამდენიმე ნა-
ბიჯის გადადგმა მოასწრო. დაჭრილმა გაცოცება სცადა, მაგრამ
შორს წასვლა ვერ მოახერხა. ფორნიდან მეფორნემ გამოყო თა-
ვი, ხვნეშოდა და მხარში გარჭობილ ისარს ებღაუჭებოდა.
ჩვეულებრივ, მეძებარს დაჭრილებისა და დანებებულების მოკ-
ვლა არ უყვარდა, მაგრამ დღეს გადაწყვიტა, გამონაკლისი და-
ეშვა. ისარი მეფორნეს პირდაპირ პირში გაარტყა და ყველაფე-
რი დაასრულა.
შემდეგ ერთ-ერთი მხედარი შენიშნა, ფეხში უტყვის ისარი ჩა-
სობოდა და კოჭლობით მილასლასებდა სადღაც. უკანასკნელ
ისარს სწვდა და კარგად დაუმიზნა. მაგრამ სამმუხამ დაასწრო
და მტერს ზურგში ხმალი გაუყარა. იქვე კიდევ ერთი ბეთოდის
კაცი მიღოღავდა, მუხლებზე დაფორთხავდა და ცდილობდა,
716 მკითხველთა ლიგა
ფეხზე წამომდგარიყო, მეძებარმა მიზანში ამოიღო... ამჯერად
დოუმ დაასწრო, მისკენ ისკუპა და თავი ერთი დარტყმით წააცა-
ლა. ირგვლივ სისხლის მდინარეები დადგა. ცხენები ისევ ხიდზე
ირეოდნენ, საწყლად ჭიხვინებდნენ და გასისხლიანებულ ქვებზე
ჩლიქები უსრიალებდათ.
მხოლოდ საკმარისად ცუდი დარჩა ცოცხალი. მუზარადი ალ-
ბათ ცხენიდან ჩამოვარდნისას დაკარგა. ნაკადულში ოთხზე
ფართხალებდა, მძიმე აბჯარი სწრაფად მოძრაობაში ხელს უშ-
ლიდა. შუბი და ფარი უკვე გადაეყარა, უფრო სწრაფად რომ ერ-
ბინა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რომ პირდაპირ მეძებრისკენ მირ-
ბოდა.
– ცოცხლად აიყვანეთ! – დაიყვირა სამმუხამ. თული მეორე
ნაპირიდან მისდევდა, მაგრამ ამოტრიალებული ფორნისგან კა-
რაქივით ადღვებილ ტალახში ფეხი უცურავდა, – ცოცხლად აიყ-
ვანეთ! – დოუც გაეკიდა, წყალს მიაპობდა და იგინებოდა. საკმა-
რისად ცუდი უკვე ახლოს იყო. მეძებარს უკვე ესმოდა მისი შეში-
ნებული ოხვრა და მდინარეში ფეხების ჩლახუნი.
– ააჰ! – დაიღმუვლა საკმარისად ცუდმა, როცა მეძებარის
ისარი ფეხში შეერჭო, ზუსტად ჯაჭვის პერანგის ქვემოთ. მდინა-
რის ნაპირზე გვერდულად დაეცა და მღვრიე წყალი სისხლით
გააწითლა. სასოწარკვეთილმა სველ ბალახზე აცოცება სცადა.
– ეგრე, კარგია მეძებარო! – დაუყვირა სამმუხამ, – ცოც-
ხლად!
მეძებარი ხეებიდან გამოვიდა და წყლისკენ დაეშვა. ხელში
დანა ეჭირა. თული და დოუ ჯერაც ჩამორჩებოდნენ, მაგრამ მის-
კენ სწრაფად მორბოდნენ. საკმარისად ცუდი ტალახში გორაობ-
და, სახე ტკივილისგან დაღრეჯოდა. ფეხიდან ისარი ჰქონდა გა-
მოჩრილი. ხელები ასწია:
– კარგი, კარგი, მე... გხრრრ...
– შენ რა? – ზემოდან დახედა მეძებარმა.
717 მკითხველთა ლიგა
– გხრრრ... – დაიწყო ისევ გაოგნებული გამომეტყველებით,
ხელი კისერზე იტაცა. თითებს შორის სისხლმა ამოასხა და სვე-
ლი ჯაჭვის პერანგზე ჩამოეღვარა.
როგორც იქნა, დოუმაც მოაღწია, მეძებარს გვერდით ამოუდ-
გა და ძირს დაიხედა:
– როგორც ჩანს, ყველაფერი მორჩა, – თქვა მან.
– ეს რა ჯანდაბად გააკეთე? – მოირბინა გაბრაზებულმა სამ-
მუხამ.
– ჰა? – იკითხა მეძებარმა. შემდეგ დანას დახედა. მთლიანად
სისხლიანი იყო, – აა, – მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ საკმარი-
სად ცუდს ყელი თვითონ გამოსჭრა.
– შეგვეძლო დაგვეკითხა! – თქვა სამმუხამ, – შეგვეძლო
კალდერთან გაგვეგზავნა შეტყობინებით, ეს ვინ გააკეთა და რა-
ტომ!
– გაიღვიძე, მეთაურო, – ჩაიბურტყუნა თულ დურუმ. უკვე და-
ეწყო ხმლის წმენდა, – ძველი ჩვეულებები ახლა ყველას ფეხებ-
ზე ჰკიდია. თანაც, სადაცაა ჩვენზე ნადირობა დაიწყება. არ არ-
სებობს საჭიროება, უფრო მეტი ვუთხრათ, ვიდრე უკვე ისედაც
იციან.
დოუმ მეძებარს მხარზე დაუტყაპუნა:
– სწორად მოიქეცი. შეტყობინებად ამ ნაბიჭვრის თავიც გა-
მოდგება.
მეძებარს ეჭვი ეპარებოდა, რომ ახლა დოუს მხარდაჭერა
სჭირდებოდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. დოუმ ორი დარტყმით
მოაჭრა გვამს საკმარისად ცუდი თავი, თმაში წაავლო ხელი და
აქეთ-იქით ისე უდარდელად გააქნია, თითქოს თალგამით სავსე
ჩანთა ყოფილიყო. გზაში ნაკადულიდან შუბი ამოიღო და შესა-
ფერისი ადგილის ძებნას შეუდგა.

718 მკითხველთა ლიგა


– ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, – ჩაიბუტბუტა სამმუხამ
და ნაპირზე გააბოტა, უტყვისკენ, რომელიც უკვე გვამებს ათვა-
ლიერებდა.
მეძებარი უკან მიჰყვა. დოუმ, ამ დროს, საკმარისად ცუდის
თავი შუბზე წამოაგო, ტარის ბოლო მიწაში ჩაასო, დოინჯი შემო-
ირტყა, ნაბიჯი უკან გადადგა და საკუთარი ნამუშევრით ტკბობა
დაიწყო. ტარი ჯერ ოდნავ მარჯვნივ გადახარა, შემდეგ მარ-
ცხნივ, სანამ იარაღი საბოლოოდ არ გაასწორა. დოუმ მეძებარს
გაუცინა:
– მშვენიერია.
– ახლა რა, მეთაურო? – იკითხა თულმა, – ახლა რა?
სამმუხა ნაპირთან მოხრილიყო და მდინარეში სისხლიან ხე-
ლებს იბანდა.
– ახლა რა უნდა ვქნათ? – განაგრძო დოუმ.
მეთაური ნელა გაიმართა, ხელები ქურთუკზე შეიმშრალა, და
ცოტა ხნით ჩაფიქრდა:
– სამხრეთით. ფორლის გზაში დავმარხავთ. ეს ცხენებიც თან
წავიყვანოთ – მაინც ჩვენ გამოგვყვებიან – და სამხრეთით და-
ვიძრათ. თულ, სჯობს საფორნე ცხენი გამოხსნა, შენ მხოლოდ ის
თუ გაგიძლებს.
– სამხრეთით? – ჩაეკითხა დაბნეული მეხთავა, – სამხრეთით
სად?
– ანგლანდში.
– ანგლანდში? – გაიმეორა მეძებარმა. კარგად იცოდა, და-
ნარჩენები რასაც ფიქრობდნენ, – კი მაგრამ, რისთვის? განა ახ-
ლა იქ არ ომობენ?
– რა თქმა უნდა, ომობენ. ამიტომაც მივდივარ იქ.
დოუ მოიღუშა:
– და ჩვენ? ჩვენ რა გვაქვს კავშირის საწინააღმდეგო?

719 მკითხველთა ლიგა


– არა, ბრიყვო, – უთხრა სამმუხამ, – ბრძოლას სწორედ მათ
მხარდამხარ ვაპირებ.
– კავშირის მხარდამხარ? – ტუჩი მოეღრიცა თულს, – იმ სა-
ზიზღარ ქალებთან ერთად? ეს ჩვენი ომი არ არის, მეთაურო!
– ამიერიდან ბეთოდის წინააღმდეგ ნებისმიერი ომი ჩემი
ომიცაა. საკუთარი თვალებით მინდა მისი აღსასრული ვიხილო,
– მეძებარი დაფიქრდა და მიხვდა, რომ არასოდეს უნახავს, სამ-
მუხას მიღებული გადაწყვეტილება შეეცვალა. არასოდეს, – ვინ
მომყვებით?
ყველა მიჰყვებოდა, რა თქმა უნდა.
წვიმდა. წვიმდა წვრილად, და ზეცა მთელ სამყაროს ნესტში
ხვევდა. ქალწულის კოცნასავით რბილიაო – ასე ამბობდნენ
ხოლმე მსგავს წვიმაზე, მაგრამ მეძებარს ეს შეგრძნება წე-
სიერად აღარც ახსოვდა. წვიმა... რატომღაც ეჩვენებოდა, რომ
გარემოებისთვის შესაფერისი ამინდი იყო.
დოუმ ამასობაში დაასრულა მტვრის პატარა ბორცვის აღმარ-
თვა, ამოიქშინა და ნიჩაბი საფლავის გვერდით, მიწაში ჩაარჭო.
გზიდან შორს იყვნენ. ძალიან შორს. არ უნდოდათ, ვინმეს
ფორლი დაენახა და მიწიდან ამოეთხარა. ხუთივე მებრძოლი
საფლავის გარშემო შეკრებილიყო – ახლა მხოლოდ ხუთნი
დარჩნენ – იდგნენ და მიწას ჩაშტერებოდნენ. დიდი ხანი გავიდა
მას შემდეგ, რაც უკანასკნელად დაასაფლავეს მათიანი.
რა თქმა უნდა, შანკებმა ლოგენი იმსხვეპლეს, არც ისე დიდი
ხნის წინ, მაგრამ მისი გვამი ვერ იპოვეს. ბანდას მხოლოდ ერთი
კაცი დააკლდა, მაგრამ მეძებარს ეჩვენებოდა, რომ რაღაც მეტი
მოაკლდათ. გაცილებით მეტი.
სამმუხა შეიჭმუხნა, ფიქრობდა, რა ეთქვა. რა კარგია, რომ
მეთაური ისაა, და სიტყვები მან უნდა შეარჩიოსო, გაიფიქრა მე-
ძებარმა, რადგან დარწმუნებული არ იყო, რომ ერთ სიტყვას მა-

720 მკითხველთა ლიგა


ინც გამოძებნიდა. შემდეგ, როგორც იქნა, სამმუხა ალაპარაკდა,
ნელა, ისე, როგორც სინათლე ილევა მზის ჩასვლისას.
– აქ სუსტი კაცი წევს. უსუსტესი – ეს უეჭველია. ასეც ერქვა,
განა სასაცილო ხუმრობა არ არის, კაცს უსუსტესს უწოდებდე? ის
ყველაზე უარესი მებრძოლი იყო, რომელიც მონახეს და ცხრა-
თითასთან დანებების ნიშნად გაუშვეს. მაგრამ აი, რას ვიტყვი:
სუსტი მებრძოლი იყო, მაგრამ ძლიერი გული ჰქონდა.
– ჰო, – თავი დაუქნია უტყვმა.
– ძლიერი გული ჰქონდა, – დაადასტურა თულ დურუმ.
– უძლიერესი, – ჩაიბუტბუტა მეძებარმა. ყელში გაჩხერილ
ბურთს გრძნობდა.
სამმუხამ თავი დააქნია და განაგრძო:
– მაგარი ძვლებია საჭირო, რომ სიკვდილს მასავით შეხვდე.
ადგე და მასთან შესახვედრად გაემართო, არაფერზე იწუწუნო,
თვითონვე მოითხოვო ის. არა საკუთარი გამორჩენისთვის, არა-
მედ სხვების გულისთვის, მათთვის, ვისაც არც კი იცნობ, – სამ-
მუხამ კბილები გააღრჭიალა, მიწას ჩააცქერდა და ცოტა ხანს
ისევ დადუმდა. ყველანი დადუმდნენ, – სულ ესაა, რისი თქმაც
მინდოდა. ისევ მტვრად იქეცი, ფორლი. უშენოდ ჩვენ უფრო გავ-
ღარიბდით, მიწა კი უფრო გამდიდრდა.
დოუმ ჩაიმუხლა, და ხელი ახალწაყრილ მიწას დაადო:
– ისევ მტვრად იქეცი, – ჩაილაპარაკა მან. მეძებარს მოეჩვე-
ნა, რომ მისი ცხვირიდან ცრემლი ჩამოვარდა, მაგრამ არა, წვი-
მა იქნებოდა – ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ შავი დოუ იყო. შემ-
დეგ წამოდგა და თავჩაქინდრული წავიდა, დანარჩენებიც უკან
გაედევნენ. ერთიმეორის მიყოლებით ყველანი ცხენებისკენ
გაემართნენ.
– მშვიდობით, ფორლი, – თქვა მეძებარმა, – აღარავითარი
შიში...

721 მკითხველთა ლიგა


ახლა მიხვდა, რომ ბანდაში მთავარი ლაჩარი უკვე თვითონ
გახდა.

722 მკითხველთა ლიგა


ტანჯვა
ჯეზალი მოღუშული იცდიდა. არდი იგვიანებდა. აქამდე ყო-
ველთვის დროულად მოდიოდა ხოლმე. სადაც უნდა დაეთქვათ
შეხვედრა, ყოველთვის იქ იდგა და ელოდა, როდის მოვიდოდა
ლუთარი. ჯეზალს საერთოდ არ მოსწონდა, რომ მისი ცდა უწევ-
და. ისედაც სულ მის წერილებს ელოდა და ეს თავისთავად აღი-
ზიანებდა. მაგრამ აქ იდიოტივით დგომა... თავი უამისოდაც მო-
ნა ეგონა, ახლა ხომ საერთოდ.
გაცრეცილ ცას უჟმურად ახედა: წვიმის წვრილი წვეთები
ცვიოდა, ზუსტად ჯეზალის ხასიათის შესაფერისი. დროდადრო
ციცქნა წვეთი სახეზე ქინძისთავივით დაერჭობოდა. ხედავდა,
როგორ ხატავდა წვიმა წრეებს ტბის რუხ ზედაპირზე, როგორ მი-
გორავდა უფერულ ზოლებად მწვანე ხეებზე, ნაცრისფერ შენო-
ბებზე. ბურუსში შემოქმედის სახლის ბნელი სილუეტი მოჩანდა.
ჯეზალმა მას განსაკუთრებით პირქუში მზერა ესროლა.
ახლა აღარ იცოდა, მასზე რა უნდა ეფიქრა. იქ მომხდარი
ციებ-ცხელებით გამოწვეული კოშმარივით ახსენდებოდა, და
სხვა კოშმარებივით, ჯეზალი უბრალოდ მის დავიწყებას ცდი-
ლობდა – თავს ირწმუნებდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა.
ალბათ მოახერხებდა კიდეც ამას, მაგრამ სახლის ზღურბლს გა-
დააბიჯებდა თუ არა, წყეული შენობა გამუდმებით თვალში ეჩხი-
რებოდა, ახსენებდა, რომ სამყარო ამოუხსნელი გამოცანებით
იყო სავსე, რომელსაც მხოლოდ ყოველდღიური ყოფის თხელი
საბურველი ფარავდა.
– წყეულიმც იყოს, – ჩაიბუტბუტა მან, – და ის შეშლილი
ბაიაზიც!
მოჟამული მზერა ბალახზე გადაიტანა. წვიმამ ხალხი დააფ-
რთხო და ახლა პარკი იმაზე დაცარიელებული იყო, ვიდრე
ოდესმე ენახა. გრძელ სკამებზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი
723 მკითხველთა ლიგა
იჯდა უაზროდ, თავ-თავიანთ ტრაგედიაში ჩაძირულები, და ასევე
რამდენიმე გამვლელი, რომლებიც სადღაც მიიჩქაროდნენ.
გრძელ მოსასხამში გახვეული ერთ-ერთი ასეთი ფიგურა, პირ-
დაპირ ჯეზალისკენ მოემართებოდა.
ჯეზალის უჟმურობა უკვალოდ გაქრა. იცნო, ის იყო! კაპიუშო-
ნი სახეზე ბოლომდე ჩამოეფხატებინა. მართალია ციოდა, მაგ-
რამ მაინც ცოტათი დრამატული ჩანდა. ვერასოდეს იფიქრებდა,
რომ არდის ოდესმე წვიმის წვეთები შეაშინებდა. ეს მას არ ჰგავ-
და. თუმცა, ასე იყო თუ ისე, ჯეზალს მისი დანახვა გაუხარდა. ძა-
ლიან, ძალიან გაუხარდა. გაიბადრა და მის შესახვედრად გაეშუ-
რა. შემდეგ, როცა ერთმანეთს სულ რამდენიმე ნაბიჯიღა აშო-
რებდათ, არდიმ კაპიუშონი გადაიძრო.
შეძრწუნებულ ჯეზალს ოხვრა აღმოხდა. გოგონას სახეზე
უზარმაზარი მეწამული სისხლჩაქცევები ემჩნეოდა: კისერთან,
თვალების გარშემო, პირის კუთხეში! ცოტა ხანს გაშეშებული
იდგა, სულელურად ინატრა, ნეტა მის მაგივრად მე ვეცემეო. მა-
შინაც არ ეტკინებოდა ასე ძალიან. პირზე ხელი აიფარა, თვალე-
ბი კი აღელვებული პატარა გოგონასავით დაუმრგვალდა, რო-
მელმაც სააბაზანოში ობობა დაინახა, მაგრამ შეძრწუნებისგან
ადგილიდან ვერ იძროდა.
არდიმ გაჯავრებულმა შეუბღვირა:
– რა? აქამდე სისხლჩაქცევები არ გინახავს?
– ეე... რა თქმა უნდა, მინახავს, მაგრამ... კარგად ხარ?
– რა თქმა უნდა, კარგად ვარ! – გვერდი აუარა და ბილიკზე
სიარული განაგრძო. ჯეზალს აჩქარება მოუხდა, რომ დასწეოდა,
– არაფერია. უბრალოდ დავეცი. მოუქნელი შტერი ვარ. ყოველ-
თვის ასეთი ვიყავი. მთელი ცხოვრება, – ჯეზალს მოეჩვენა, რომ
არდის ხმაში სიმწარე გამოერია.
– შემიძლია რამით დაგეხმარო?

724 მკითხველთა ლიგა


– და რა შეგიძლია, გააკეთო? მაკოცებ, რომ მალე მომირ-
ჩეს?
მარტო რომ ყოფილიყვნენ, ალბათ ამას ცდიდა, მაგრამ არ-
დის შეჭმუხნილი წარბები ნათლად მიანიშნებდა, რას ფიქრობდა
გოგონა ამ იდეაზე. უცნაური იყო: სისხლჩაქცევებს წესით უნდა
დაეფრთხო, მაგრამ ასე არ მოხდა. სულაც არა. პირიქით, დაუძ-
ლეველი სურვილი დაეუფლა, გოგონასთვის ხელები მოეხვია,
თმაზე ხელი გადაესვა, ყურში სანუგეშებელი სიტყვები ეჩურჩუ-
ლა. რა საცოდაობა იყო! არდი ალბათ ამისთვის სილას გააწნავ-
და, და დამსახურებულადაც. მას ჯეზალის დახმარება არ სჭირ-
დებოდა. თანაც, ირგვლივ ხალხი იყო, წყეულიმც ყოფილიყვნენ
ისინი!
ყოველი მხრიდან მზერას გრძნობდა. არასოდეს იცი, ვინ გი-
ყურებს. ამ ეჭვებმა ცოტა არ იყოს, აანერვიულა.
– არდი... მეტისმეტად ხომ არ ვრისკავთ? იმის თქმა მინდა,
რომ... შენმა ძმამ თუ გაიგო...
არდიმ ჩაიფრუტუნა:
– დაივიწყე ჩემი ძმა. არაფერს გააკეთებს. ვუთხარი, რომ
ჩემს საქმეებში ცხვირის ჩაყოფას შეეშვას, – ჯეზალს უნებურად
გაეღიმა. წარმოიდგინა, რა სასაცილო იქნებოდა ეს სცენა, – თა-
ნაც, გავიგე, მომდევნო მიქცევისთანავე ანგლანდში მიემგზავ-
რები, და არ შემეძლო დაუმშვიდობებლად გამეშვი, ასეა არ
არის?
– ამას არასოდეს ვიზამდი! – წამოიყვირა შეძრწუნებულმა
ჯეზალმა. დამშვიდობების ხსენებაზეც კი გული ეწურებოდა, –
მასე მოქცევას მირჩევნია, საერთოდ უჩემოდ გაცურონ!
– ჰმ!
ცოტა ხანი ტბის გარშემო უხმოდ მისეირნობდნენ, თვალებით
ორივე მოხრეშილ გზას ჩაშტერებოდა. ეს იმ ტკბილ-მწარე დამ-
შვიდობებას არ ჰგავდა, ჯეზალს რომ წარმოედგინა. მხოლოდ
725 მკითხველთა ლიგა
მწარე გამოვიდა. ტირიფებს შორის მიდიოდნენ, რომელთა გა-
დახრილი ტოტები წყლის ზედაპირს ეფერებოდა. უკაცრიელი
კუთხე იყო, ცნობისმოყვარე თვალებისგან საიმედოდ დამალუ-
ლი. გრძნობებში გამოსატყდომად ამაზე უკეთეს ადგილს ვერ-
სად იპოვიდა. ჯეზალმა არდისკენ თვალი გააპარა და ღრმად
ჩაისუნთქა:
– არდი... ეე... არ ვიცი, ომი რამდენ ხანს გაგრძელდება...
ხომ გესმის, ამას შეიძლება თვეები დასჭირდეს... – ჯეზალმა ზე-
და ტუჩი მოიკვნიტა. ისე არ გამოუვიდა, როგორც უნდოდა. ოც-
ჯერ მაინც გაითამაშა გამოსვლა სარკის წინ, სანამ საჭირო გა-
მომეტყველებას არ მიაგნო: სერიოზულს, საკუთარ თავში დარ-
წმუნებულს, ოდნავ მომთხოვნს. მაგრამ ახლა სიტყვებს სულე-
ლური სისწრაფით როშავდა, – იმედი მაქვს... უფრო სწორად,
იქნებ... შენ... დამელოდები?
– გავბედავ და ვივარაუდებ, რომ აქედან ვერსად წავალ. სხვა
მაინც არაფერი დამრჩენია. მაგრამ ნუ ღელავ, ანგლანდში სა-
ფიქრალი არ მოგაკლდება – ომი, დიდება, პატივი და მისთანე-
ბი. მალე დაგავიწყდები.
– არა! – წამოიყვირა ჯეზალმა და ხელი მკლავში ჩაავლო, –
არა, არასოდეს! – ხელი სწრაფადვე მოაცილა, სანამ ვინმე
დაინახავდათ. თუმცა, არდი ახლა თვალებში მაინც უყურებდა,
ჯეზალის ასეთი მძლავრი რეაქციით ცოტათი გაოცებული იყო –
თუმცა თვითონ ჯეზალისთვის ეს გაცილებით მოულოდნელი აღ-
მოჩნდა.
გოგონას გაკვირვებით შეჰყურებდა. რა თქმა უნდა, ლამაზი
გოგონა იყო, მაგრამ მეტისმეტად შავგვრემანი, მეტისმეტად გა-
შავებული, მეტისმეტად ჭკვიანი. უბრალოდ ჩაცმული, ყოველ-
გვარი ბრჭყვიალა სამკაულების გარეშე, თან სახეზე უზარმაზა-
რი სისხლჩაქცევა ჰქონდა. ნაკლებად სავარაუდო იყო, ოფიცრე-
ბის სუფრაზე საყოველთაო აღფრთოვანების საგანი გამხდარი-
726 მკითხველთა ლიგა
ყო, მაშ, რატომ ეგონა ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში? მას-
თან შედარებით პრინცესა ტერეზა დაუბანელი ქოფაკი ეჩვენე-
ბოდა. ჯეზალს გონებიდან ყველა ენამოსწრებული პასუხი ამო-
უფრინდა და საუბარი დაუფიქრებლად დაიწყო, გოგონას პირ-
დაპირ სახეში უყურებდა. ალბათ, სწორედ ეს იყო გულწრფელო-
ბა.
– მისმინე, არდი, ვიცი, რომ ყეყეჩი ვირი გგონივარ, და... ალ-
ბათ ვარ კიდეც, მაგრამ სამუდამოდ ასეთად დარჩენას არ ვაპი-
რებ. წარმოდგენა არ მაქვს, ზედ რატომ მიყურებ, ასეთ რამეებში
არაფერი გამეგება, მაგრამ მე... მე გამუდმებით შენზე ვფიქრობ.
სხვა ვეღარაფერზე, მხოლოდ შენზე, – ისევ ღრმად ჩაისუნთქა,
– მგონი... – ისევ მიმოიხედა, დარწმუნდა, რომ არავინ უყურებ-
დათ და ამოთქვა, – მგონი, მიყვარხარ!
არდი კინაღამ ჩაბჟირდა:
– მართლა ყეყეჩი ვირი ხარ, – უპასუხა მან.
სასოწარკვეთა. ჯეზალი განადგურებული იყო. იმედგაც-
რუებისგან სული შეეხუთა, ვეღარ სუნთქავდა. სახე მოეჯღანა,
თავი ჩაქინდრა და მიწას ჩააშტერდა. თვალებში ცრემლები ედ-
გა. ნამდვილი ცრემლები. რა საცოდაობაა!
– მაგრამ, დაგელოდები.
სიხარული. გრძნობა მკერდში გაიბერა და პატარა გოგონასა-
ვით აასლუკუნა. თავს საშინლად უმწეოდ გრძნობდა. სასაცი-
ლოც კი იყო – რამხელა ძალაუფლება მოიპოვა არდიმ მასზე.
ტანჯვა და ბედნიერება მის ერთ სიტყვაზე იყო დამოკიდებული.
გოგონამ ისევ გაიცინა:
– ნეტავ შენი თავი დაგანახვა, სულელო, – ხელი ასწია, სახე-
ზე შეეხო და ცერა თითით ლოყიდან ცრემლი მოსწმინდა, – და-
გელოდები, – გაუმეორა და ისევ გაუღიმა.
თავისი დამახასიათებელი, ოდნავ ტუჩაპრეხილი ღიმილით...

727 მკითხველთა ლიგა


ხალხი გაქრა, პარკიც, ქალაქიც, სამყაროც. ჯეზალს არ ახ-
სოვდა რამდენ ხანს უყურა არდის სახეში, უბრალოდ, ცდილობ-
და, გოგონას ყოველი ნაკვთი სამუდამოდ აღებეჭდა გონებაში.
ვერ ხსნიდა, რატომ, მაგრამ გრძნობდა, ამ ღიმილის მოგონება
ბევრი სირთულის გადალახვაში დაეხმარებოდა.
დოკები უჩვეულოდ დუღდა, პორტებისთვისაც კი უჩვეულო
ძალით. ნავმისადგომებში ხალხი ჭიანჭველებივით ირეოდა,
ჰაერი გუგუნისგან ცახცახებდა. ჯარისკაცები და მარაგები ვიწ-
რო საბიჯელებით დაუსრულებელ ნაკადად აედინებოდა ხომალ-
დებზე. ყუთებს მიათრევდნენ, კასრებს მიაგორებდნენ. თვალებ-
გადმოკარკლულ, პირზე ქაფმომდგარ ასობით ცხენს უმოწყა-
ლოდ მიერეკებოდნენ გემბანებისკენ. ხალხი ზუზუნებდა, კვნე-
სოდა. დროდადრო არაქათგამოცლილები სველ ბაწრებს ოხ-
ვრით გადაეყუდებოდნენ, ნერწყვის წვიმაში პირზე დუჟმომდგა-
რები ერთმანეთს ბაქნებს შორის უყვიროდნენ, გაოფლიანებუ-
ლი ფეხები სველ გემბანებზე უსრიალებდათ, წარმოუდგენელ
არეულობაში გაუთავებლად წინ და უკან დარბოდნენ.
ერთმანეთს ეხვეოდნენ, კოცნიდნენ, ხელებს უქნევდნენ. ცო-
ლები ქმრებს ემშვიდობებოდნენ, დედები – შვილებს, შვილები
– მშობლებს; ყველა თანაბრად გალუმპულიყო. ზოგი მამაცი გა-
მომეტყველების შენარჩუნებას ცდილობდა, ზოგი ტიროდა და
ქვითინებდა. დანარჩენები საერთოდ გულგრილად უყურებდნენ
სხვებს: ისინი, ვინც უბრალოდ სეირის სანახავად მოსულიყვნენ.
მაგრამ გემბანზე მდგარი ჯეზალისთვის, რომლითაც ანგლან-
დში უნდა წასულიყო, ეს საერთოდ არაფერს ნიშნავდა. ღრმა
ნაღვლის უკუნში მთლიანად ჩაძირულიყო, ცხვირიდან სითხე
სდიოდა, სველი თმები თავის ქალაზე მიჰკრობოდა. არდი არ
მოსულა, მაგრამ მაინც ყველგან ხედავდა. მისი ხმა ამ აურზაურ-
შიც გარკვევით ესმოდა, ჯეზალს ეძახდა... ყველგან მისი სი-
ლუეტი ელანდებოდა – ჯეზალს უყურებდა და აღელვებული სუნ-
728 მკითხველთა ლიგა
თქავდა. ისიც გაიღიმებდა, ხელს ასწევდა დასაქნევად, მაგრამ
მერე ახსენდებოდა, რომ გოგონა აქ არ იყო. უბრალოდ ვიღაც
შავგვრემანი ქალი აღმოჩნდებოდა, რომელიც სხვა ჯარისკაცს
უღიმოდა. მაშინ მხრები ისევ ჩამოუცვივდებოდა. იმედგაცრუება
ყოველ ჯერზე უფრო ღრმად ესობოდა გულში.
ახლა ხვდებოდა, რომ საშინელი შეცდომა დაუშვა. რა ჯანდა-
ბად სთხოვა, დამელოდეო? რას უნდა დალოდებოდა? მას ცო-
ლად ვერ მოიყვანდა. ეს შეუძლებელი იყო. მაგრამ იმის გაფიქ-
რებაზეც, რომ არდი სხვა კაცს შეხედავდა, ცუდად ხდებოდა.
განწირულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
სიყვარული. ამის აღიარება არ უნდოდა, მაგრამ ეს სიყვარუ-
ლი უნდა ყოფილიყო. ამ გრძნობას ყოველთვის აბუჩად იგდებ-
და. სულელური სიტყვა ეგონა! უვარგისი პოეტების მხსნელი,
რომლებმაც არ იციან, სხვა რაზე დაწერონ, და სულელი ქალე-
ბის გასართობი, რომლებმაც არ იციან, სხვა რაზე იჭორაონ. ჯე-
ზალს ის საბავშვო ზღაპარი ეგონა, რომელსაც რეალურ სამყა-
როსთან კავშირი არ ჰქონდა – კაცსა და ქალს შორის ურთიერ-
თობა ხომ მხოლოდ ფულამდე დ საწოლამდე დადის. მაგრამ ახ-
ლა? ახლა შიშისა და დანაშაულის, ვნებისა და დაბნეულობის,
დანაკარგისა და ტკივილის საზიზღარ ჭაობში ჩაფლულიყო. სიყ-
ვარული. ნამდვილი წყევლა ყოფილა!
– სიამოვნებით ვნახავდი არდის... – ნაღვლიანად ჩაიბუტბუ-
ტა კასპამ.
ჯეზალი ფეთიანივით შეტრიალდა და მიაჩერდა:
– რაო? რა თქვი?
– კარგი იქნებოდა მისი ნახვა, მეტი არაფერი, – ლეიტენან-
ტმა ხელები ასწია, – მეტი არაფერი.
იმ კარტის თამაშის შემდეგ ჯეზალს ყველა რიდით ეპყრობო-
და, თითქოს ნებიმისმიერ წამს შეიძლებოდა აფეთქებულიყო.

729 მკითხველთა ლიგა


დაღვრემილი ჯეზალი ისევ ბრბოსკენ შეტრიალდა. ქვემოთ
რაღაც ალიაქოთი შენიშნა. ეული მხედარი წარმოუდგენელ ქა-
ოსში იკვლევდა გზას, გვარიანად აქაფებულ ცხენს მოაჭენებდა
და გაუთავებლად ყვიროდა:
– გზა!
მისი მუზარადის ფრთები ამ წვიმაშიც კი თვალისმომჭრელად
ბრწყინავდა. რაინდი-ჰერალდი.
– ვიღაცა ცუდ ამბებს შეიტყობს, – ჩაიბურტყუნა კასპამ.
ჯეზალმა თავი დაუქნია:
– მგონი, ეს ჩვენ ვიქნებით.
მხედარი მართლაც პირდაპირ მათი ხომალდისკენ მოიწევ-
და, ზურგს უკან გაბრაზებული და სახტად დარჩენილი ჯარისკა-
ცებისა და მუშების კვალს ტოვებდა. შემდეგ უნაგირიდან ჩამოხ-
ტა და გემზე გადებულ ფიცარზე მიზანმიმართული ნაბიჯებით
ავიდა. პირქუში სახე ჰქონდა, სარკესავით გაპრიალებული სვე-
ლი აბჯარი ყოველ მოძრაობაზე უჩხარუნებდა.
– კაპიტანო ლუთარ? – იკითხა ომახიანად.
– დიახ, – უპასუხა ჯეზალმა, – ახლავე პოლკოვნიკს დავუძა-
ხებ.
– არ არის საჭირო. თქვენთვის მაქვს შეტყობინება.
– ჩემთვის?
– უმაღლესი მსაჯული მაროვია მოითხოვს მის კაბინეტში გა-
მოცხადდეთ. დაუყონებლივ. უკეთესი იქნება, თუ ჩემი ცხენით
წახვალთ.
ჯეზალი მოიღუშა. ეს ამბავი საერთოდ არ მოეწონა. მასთან
რაინდი-ჰერალდის გამოგზავნის ვერავითარ მიზეზს ვერ ხედავ-
და, გარდა შემოქმედის სახლში გასეირნებისა, რომელთანაც ჯე-
ზალს არავითარი საერთო არ სურდა ჰქონოდა. უნდოდა მომ-
ხდარი დაევიწყებინა, თავიდან ამოეგდო – ბაიაზსა და მის

730 მკითხველთა ლიგა


ჩრდილოელთან, და იმ საზიზღარ ხეიბართან ერთად წარსუ-
ლისთვის ჩაებარებინა.
– უმაღლესი მსაჯული გიცდით, კაპიტანო.
– დიახ, რასაკვირველია.
როგორც ჩანდა, ვერაფერს გააწყობდა.
– აჰ, კაპიტანო ლუთარ! რამხელა პატივია თქვენი ისევ ხილ-
ვა! – ჯეზალს არც გაჰკვირვებია, როცა იმ შერეკილს, სულფურს
შეეჩეხა, ზედ უმაღლესი მსაჯულის კაბინეტთან. მაგრამ ახლა შე-
რეკილად აღარ ეჩვენებოდა – უბრალოდ საბოლოოდ შეშლილი
სამყაროს ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და მეტი არაფერი, –
რამხელა პატივია! – წამოიძახა აღფრთოვანებულმა სულფურ-
მა.
– ჩემთვისაც, – გულგრილად მიუგდო ჯეზალმა.
– როგორ გამიმართლა, რომ გამოგიჭირეთ, მალე ხომ ორი-
ვე მივემგზავრებით! ჩემმა ბატონმა უამრავი დავალება მომცა, –
ღრმად ამოიოხრა კაცმა, – არც ერთი წუთი მოსასვენებლად! ჰა?
– ჰო, თქვენი კარგად მესმის.
– მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან მოხარული ვარ თქვენი
ნახვით და თქვენი გამარჯვებით! თავიდან ბოლომდე ვნახე! ძა-
ლიან გამიმართლა, რომ ამის მომსწრე გავხდი! – სულფურმა
ფართოდ გაიღიმა და სხვადასხვა ფერის თვალები აუციმციმდა,
– თქვენ კი ყველაფრის მიტოვებას აპირებდით, წარმოგიდგენი-
ათ? ჰა! მაგრამ გადაიფიქრეთ, სწორედ ისე, როგორც მე გითხა-
რით! დიახ, დიახ, გადაიფიქრეთ და ახლა გამარჯვების ნაყოფს
იმკით! სამყაროს დასალიერი – წაიჩურჩულა ძლივსგასაგონად,
თითქოს ამ სიტყვების ხმამაღლა თქმა კატასტროფას გამოიწ-
ვევდა, – სამყაროს დასალიერი, წარმოგიდგენიათ? თქვენი
მშურს, მართლა მშურს!
ჯეზალმა თვალები აახამხამა:
– რა?
731 მკითხველთა ლიგა
– რა! ჰა-ჰა! „რაო“ გვეკითხება ის! უშიშარი ადამიანი ბრძან-
დებით, სერ! უშიშარი! – და სულფურმა მარშლების მოედნისკენ
გააბოტა, თან თავისთვის ხითხითებდა. ჯეზალი ისე გაოგნდა,
მისთვის იდიოტის მიძახებაც კი დაავიწყდა, როცა კაცი იმდენად
დაშორდა კაპიტანს, რომ მის ხმას ვეღარ გაიგებდა.
მაროვიას მრავალ მოხელეთაგან ერთ-ერთი ჯეზალს ცარი-
ელ, ექოიან დერეფანში გაუძღვა და უზარმაზარ ორმაგ კართან
მიიყვანა, მის წინ გაჩერდა და დააკაკუნა. შიგნიდან საპასუხო
შეძახილი გაისმა და მოხელემ ერთ-ერთი კარის სახელური გა-
დაატრიალა, განზე მოკრძალებით გადგა და ჯეზალს გზა დაუთ-
მო:
– შეგიძლიათ შეხვიდეთ, – წყნარად დაამატა კაცმა ცოტა
ხნის შემდეგ, როცა მიხვდა, რომ ჯეზალი ადგილიდან დაძვრას
არ აპირებდა.
– დიახ, დიახ, რა თქმა უნდა.
უშველებელ მღვიმისმაგვარ ოთახში საზარელი სიჩუმე გამე-
ფებულიყო. პანელებიანი კედლებით გარშემორტყმულ უზარმა-
ზარ სივრცეში უჩვეულოდ ცოტა ავეჯი იდგა, ხოლო რაც იდგა,
მეტისმეტად დიდი ზომისა იყო, თითქოს ჯეზალზე გაცილებით
დიდი ადამიანებისთვის შექმნესო. ჯეზალს ბუნდოვანი შეგრძნე-
ბა გაუჩნდა, რომ საკუთარ სასამართლოზე მოვიდა.
უმაღლესი მსაჯული მაროვია უზარმაზარ, სარკესავით გაპ-
რიალებულ მაგიდასთან იჯდა. ჯეზალს კეთილად, და ცოტა სიბ-
რალულით უღიმოდა. მარცხნივ მარშალი ვარუზი ეჯდა, დანა-
შაულის გრძნობით დამძიმებული თავი ჩაექინდრა და მაგიდაზე
საკუთარ ბუნდოვან გამოსახულებას ჩაშტერებოდა. ჯეზალს არ
ეგონა ხასიათს კიდევ რამე თუ გაუფუჭებდა, მაგრამ როცა შეკ-
რების მესამე წევრი დაინახა – ბაიაზი, თავისი თვითკმაყოფილი
ღიმილით – მიხვდა, რომ მწარედ ცდებოდა. ამ დროს მის ზურგს
უკან კარი მიიხურა და ჯეზალმა პანიკის სუსტი შემოტევა იგ-
732 მკითხველთა ლიგა
რძნო. საკეტის ტკაცუნმა ისე გაიჟღერა, როგორც დილეგში საკ-
ნის მძიმე ურდულის გადაწევამ.
ბაიაზი სავარძლიდან წამოიმართა და მაგიდას შემოუარა:
– კაპიტანო ლუთარ, როგორ მიხარია, რომ შემოგვიერ-
თდით, – მოხუცმა ჯეზალის სველი მკლავი ჩაბღუჯა, საკუთარი
ორივე ხელისგული მაგრად მოუჭირა და ოთახის შუაგულში გა-
იყვანა, – გმადლობთ, რომ მობრძანდით. უღრმესი მადლობა.
– მმ, რა თქმა უნდა.
თითქოს რაიმე არჩევანი დაუტოვეს!
– მაშ ასე. თქვენ ალბათ ძალიან გაინტერესებთ, რას ნიშნავს
ეს ყველაფერი. ნება მომეცით, აგიხსნათ, – ნაბიჯი უკან გადად-
გა და მაგიდის კიდეზე ისე ჩამოჯდა, თითქოს კეთილი ძიაა და
პატარა ბავშვს ჭკუა უნდა დაარიგოსო, – მე და ჩემი რამდენიმე
მამაცი მეგზური – რჩეული ხალხი, როგორც ალბათ უკვე მიხ-
ვდებოდით, უმაღლესი ხარისხის ადამიანები – დიად მოგ-
ზაურობას ვგეგმავთ! ეპოქალურ მსვლელობას! გრანდიოზულ
თავგადასავალს! თუ საქმეს წარმატებით გავართვით თავი, ეჭ-
ვიც არ მეპარება, რომ ჩვენზე კიდევ მრავალი წლის განმავლო-
ბაში ილაპარაკებენ. ძალიან, ძალიან ბევრი წელი, – ბაიაზმა ჭა-
ღარა წარბები აზიდა და შუბლი ნაოჭებმა დაუღარა, – აბა? რას
ფიქრობთ?
– ეე... – ჯეზალმა მაროვიასა და ვარუზისაკენ ნერვიულად
გააპარა თვალი, მაგრამ მათმა მზერამ მცირე მინიშნებაც კი არ
მისცა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა მის თავს, – შეიძლება ვი-
კითხო?
– რასაკვირველია, ჯეზალ... ხომ შეიძლება, უბრალოდ ჯეზა-
ლი დაგიძახო?
– დიახ, ეე, დიახ. საქმე ისაა, რომ... მე... მე ვერ ვხვდები, ამ
ყველაფერს ჩემთან რა კავშირი აქვს?
ბაიაზმა გაიღიმა:
733 მკითხველთა ლიგა
– ერთი კაცი გვაკლია.
ხანგრძლივი, მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. წყალი ჯეზალის თა-
ვის ქალიდან თმაზე ერთ დიდ წვეთად მოგროვდა, ჩამოვარდა,
ცხვირზე ჩამოგორდა და ფეხებთან ქვის ფილაზე დაიმსხვრა. ში-
ში სხეულში ნელ-ნელა გავრცელდა, სადღაც მუცლიდან დაიწყო
და თითების ბოლოებამდე მიცოცდა:
– მე? – ამოიხრიალა ძლივს.
– გრძელი და რთული გზა იქნება, და, ალბათ, ხიფათით სავ-
სეც. ჩვენ მტრები გვყავს – მეც და თქვენც. იმაზე მეტი, ვიდრე
წარმოგიდგენიათ. ასეთ დროს ვინ იქნება უფრო მეტად საჭირო,
ვიდრე თქვენისთანა გამოცდილი მებრძოლი? თვით ტურნირის
გამარჯვებული!
ჯეზალმა ნერწყვი გადაყლაპა და ამოღერღა:
– თქვენს წინადადებას ძალიან ვაფასებ, ნამდვილად ვაფა-
სებ, მაგრამ, ვშიშობ, უარის თქმა მომიწევს. ჩემი ადგილი ჯარ-
შია, ხომ გესმით, – კარისკენ გაუბედავად გადააბიჯა, – მე ჩრდი-
ლოეთში უნდა გავემგზავრო. ჩემი ხომალდი მალე გაცურავს,
და...
– ვშიშობ, უკვე გაცურა, კაპიტანო, – დაიწყო მაროვიამ, მის-
მა ალერსიანმა ხმამ ჯეზალი ადგილზე გააქვავა, – ამაზე ფიქ-
რით თავი აღარ შეიწუხოთ. ანგლანდში არ წახვალთ.
– მაგრამ, თქვენო ღირსებავ, ჩემი ასეული...
– სხვა მეთაურს იპოვის, – გაუღიმა უმაღლესმა მსაჯულმა:
გაგებით, თანაგრძნობით, მაგრამ საშინლად შეუპოვრად, –
გარწმუნებთ, შესანიშნავად წარმომიდგენია ახლა რას
გრძნობთ, მაგრამ ჩვენ ეს დავალება უფრო მნიშვნელოვნად
მიგვაჩნია. მნიშვნელოვანია, ამ საქმეში კავშირი თქვენ წარმო-
ადგინოთ.
– საშინლად მნიშვნელოვანი, – ჩაიბუტბუტა ვარუზმა უხალი-
სოდ. ჯეზალი თვალებს აფახურებდა და სამ მოხუცს მისჩერებო-
734 მკითხველთა ლიგა
და. გამოსავალი არსად ჩანდა. ესე იგი, გამოდის, ესაა მისი
ჯილდო ტურნირში გამარჯვებისთვის? გიჟური მოგზაურობა,
ღმერთმა უწყის საით? შეშლილ ბერიკაცსა და ველურების ჯგუფ-
თან ერთად? ნეტა ხმალი ხელში არასოდეს აეღო! ცხოვრებაში
არ ენახა მახვილი! მაგრამ ნატვრა ვეღარაფერს უშველიდა, ვე-
ღარაფერს შეცვლიდა.
– მე ჩემს ქვეყანას უნდა ვემსახურო... – ჩაიბლუკუნა ჯეზალ-
მა.
ბაიაზს გაეცინა:
– სამშობლოსადმი მსახურის სხვა გზებიც არსებობს, ჩემო
ბიჭო! არაა აუცილებელი სადმე ჩრდილოეთის თოვლში ჩამარ-
ხულ მორიგ გვამად იქცე. ხვალ მივემგზავრებით.
– ხვალ? კი მაგრამ, ჩემი ნივთები...
– ნუ ღელავთ, კაპიტანო, – მოხუცი მაგიდიდან ჩამოხტა და
ჯეზალს ზურგზე მხიარულად დაუტყაპუნა ხელი, – ყველაფერს
უკვე მივხედეთ. თქვენი ყუთები ხომალდიდან ჩამოიტანეს, სწო-
რედ მის გაცურვამდე. მოსამზადებლად ეს საღამო გაქვთ, მაგ-
რამ ჩვენ მსუბუქად უნდა ვიმგზავროთ. იარაღი დაგჭირდებათ,
ცხადია, და გამძლე სამგზავრო ტანსაცმელი. არ დაგავიწყდეთ
კარგი წყვილი ჩექმაც გაამზადოთ, ხომ? სამწუხაროდ, მუნდირის
გახდა მოგიწევთ – იქ, სადაც ჩვენ მივდივართ, შეიძლება ზედმე-
ტი ყურადღება მიიპყროს.
– კარგი, გასაგებია, – თქვა ჯეზალმა საცოდავად, – შეიძლე-
ბა გკითხოთ... სად მივდივართ?
– სამყაროს დასალიერში, ჩემო ბიჭო, სამყაროს დასალიერ-
ში, – ბაიაზს თვალებში ცეცხლი აენთო, – და უკან, რასაკვირვე-
ლია... იმედი მაქვს.

735 მკითხველთა ლიგა


სისხლიანი ცხრა
თუ ლოგენ ცხრათითაზე რამის თქმა გინდა, თქვი, რომ ბედ-
ნიერია... როგორც იქნა, მიემგზავრებოდნენ. თუ ძველი იმპე-
რიისა და სამყაროს დასალიერის შესახებ ბუნდოვან საუბარს
სათვალავში არ ჩააგდებდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, საით
მიემართებოდნენ და ეს ოდნავადაც არ ანაღვლებდა. ოღონდ ამ
წყეულ ადგილს მოშორებოდა და უკვე კმაყოფილი იქნებოდა.
და რაც მალე, მით უკეთესი.
ჯგუფის უკანასკნელი წევრი ლოგენის სიხარულს არ
იზიარებდა: ლუთარი – ის თვითკმაყოფილი ახალგაზრდა კაცი,
კარიბჭესთან რომ შეხვდნენ. და ტურნირი რომ ბაიაზის დახმა-
რებით მოიგო. მას შემდეგ, რაც დანარჩენებს შემოუერთდა, გა-
დაბმულად ორი სიტყვაც არ უთქვამს. უბრალოდ იდგა, გაშეშე-
ბული სახე ცარცივით გასთეთრებოდა, ფანჯარაში იყურებოდა,
ისე გახევებულიყო, თითქოს ტრაკით დაესვათ სარზე.
ლოგენი აუჩქარებლად მიუახლოვდა. თუ ვინმესთან ერთად
უნდა იმოგზაურო, მის მხარდამხარ იბრძოლო, უმჯობესია ჯერ
დაელაპარაკო, და თუ შეძლებ, ერთად იცინოთ კიდეც. ასე ერ-
თმანეთს გაუგებთ, შემდეგ კი მის ნდობასაც მოიპოვებ. იქ, ვე-
ლურ სამყაროში, ადამიანების ჯგუფს სწორედ ნდობა კრავს ერთ
მუშტად, სიცოცხლესა და სიკვდილის ერთმანეთისგან გამიჯვნა-
ში გეხმარება. მაგრამ ასეთი ნდობის მოპოვება ბევრ დროსა და
ძალისხმევას მოითხოვს. ლოგენს სჯეროდა – სჯობს ადრე დაიწ-
ყო, ვიდრე დააგვიანო. თანაც, დღეს კარგ გუნებაზე იყო, ამი-
ტომ, ლუთარს გვერდით ამოუდგა, პარკი შეათვალიერა და
ნიადაგი მოსინჯა, ცდილობდა, გაერკვია, სად სჯობდა დაეთესა
ასეთი რთულად წარმოსადგენი მეგობრობის თესლი.
– მშვენიერი სამშობლო გაქვს, – ასე არ ფიქრობდა, მაგრამ
თავში სხვა არაფერი მოუვიდა.
736 მკითხველთა ლიგა
ლუთარი ფანჯრიდან შემოტრიალდა, ლოგენი თავიდან ფეხე-
ბამდე ქედმაღლურად ჩაათვალიერა და დამცინავად უთხრა:
– შენ ამაში რა უნდა გესმოდეს?
– მჯერა, რომ ერთი ადამიანის აზრი მეორისაზე ნაკლები
არაფრითაა.
– ჰა-ჰა! – ცივად ჩაიცინა ახალგაზრდამ, – ჰოდა მაგაში ერ-
თმანეთს არ ვეთანხმებით, – კაპიტანი ისევ ფანჯარას მიუბრუნ-
და.
ლოგენმა ღრმად ამოიოხრა. როგორც ჩანდა, ნდობის დამყა-
რება ჯერ ძალიან ადრე იყო. ლუთარს თავი გაანება და ამჯერად
კვისთან დალაპარაკება სცადა, მაგრამ არც შეგირდი გამოიყუ-
რებოდა იმედისმომცემად: სავარძელში მიგდებულს მზერა უაზ-
როდ გაშტერებოდა.
ლოგენი გვერდით მიუჯდა:
– განა არ გიხარია, სახლში დაბრუნება?
– სახლში, – უაზროდ გაიმეორა შეგირდმა.
– ჰო, ძველ იმპერიაში... თუ როგორცაა.
– შენ არ იცი, ახლა იქ რა ხდება.
– ჰოდა მომიყევი, – უთხრა ლოგენმა, იმედი ჰქონდა, მშვიდ
ხეობებზე, ქალაქებზე, მდინარეებსა და სხვა რამეებზე მოისმენ-
და ამბავს.
– სისხლი. იქაურობა სისხლითაა სავსე, და არავითარი კანო-
ნი არ მოქმედებს, სიცოცხლეს კი ჭუჭყზე მეტი ფასი არ აქვს.
სისხლი და არავითარი კანონები... უსიამოვნოდ ნაცნობი ნა-
ზავი იყო...
– განა იქ იმპერატორი, ან ვინმე ეგეთი არ გყავთ?
– საკმარისზე მეტი ჰყავთ და გამუდმებით ერთმანეთში ომო-
ბენ. ერთი კვირა დაზავდებიან, ან ერთი დღე, ან ერთი საათი,
შემდეგ კი ისევ ერთმანეთის ჭამას იწყებენ, ყველას იმედი აქვს,
რომ პირველი მოასწრებს სხვისთვის ზურგში მახვილის ჩაცე-
737 მკითხველთა ლიგა
მას. როცა ერთი იმპერატორი დაეცემა, მეორე გამოჩნდება, მის
შემდეგ სხვა, შემდეგ სხვა და ასე გრძელდება დაუსრულებლად,
უიმედო და ცხოვრებაწართმეული ხალხი კი ნაგავში იქექება,
ძარცვავს და კლავს. ქალაქები იფიტება, წარსულის ყველა
დიადი ძეგლი ინგრევა, მინდვრები არ იხვნება, ხალხი მშიერი
რჩება. სისხლისღვრა და ღალატი კი ასეულობით წელი გრძელ-
დება. შუღლი და მტრობა ისე ჩაიხლართა, ახლა ძალიან ცოტა
თუ გეტყვის, ვის ვინ ეზიზღება და ვერავინ გეტყვის – რატომ. მი-
ზეზებს უკვე აღარავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს.
ლოგენმა უკანასკნელადაც გაიბრძოლა:
– არასოდეს იცი, რა იქნება. ყველაფერი შეიძლება მალევე
გამოკეთდეს.
– რატომ გაქვს ამის იმედი? – ჩაიბუტბუტა შეგირდმა, – რა-
ტომ?
ლოგენი ცდილობდა პასუხი ეპოვნა, მაგრამ ამ დროს ერთ-
ერთი კარი შემოგლიჯეს. მოჟამულმა ბაიაზმა ოთახი მოათვა-
ლიერა და იკითხა:
– მალჯინი სად არის?
კვიმ ნერწყვი გადაყლაპა:
– წავიდა.
– ვხედავ, რომ წავიდა! მგონი გითხარი, აქედან არ გაუშვა-
მეთქი!
– ოღონდ არ გითქვამთ, ეს როგორ მომეხერხებინა, – ამოიბ-
ლუკუნა შეგირდმა.
მაგრამ მასწავლებელმა ყურადღება არ მიაქცია:
– რა ჯანდაბა სჭირს ამ ოხერ ქალს? შუადღემდე უნდა გავემ-
გზავროთ! სამი დღეა ვიცნობ და ლამისაა ჭკუიდან შემშალოს! –
კბილები ააღრჭიალა და ღრმად ჩაისუნთქა, – იპოვე, კარგი
ლოგენ? იპოვე და უკან დააბრუნე.
– წამოსვლა რომ არ მოინდომოს?
738 მკითხველთა ლიგა
– არ ვიცი, მოკიდე ხელი და წამოათრიე! შეგიძლია მთელი
გზა პანღურები ურტყა, ჩემთვის სულერთია!
იოლი სათქმელი იყო, მაგრამ ლოგენს ამის წარმოდგენაც
ეძნელებოდა. თუმცა, თუ ეს გამგზავრებამდე უნდა მოესწრო,
სჯობდა საქმეს ახლავე შესდგომოდა. ამოიოხრა, სავარძლიდან
წამოდგა და კარისკენ გაემართა.
ლოგენი კედელს აეკრა. ჩრდილში იმალებოდა და იქედან
იჭვრიტებოდა:
– ჯანდაბა, – ჩაიჩურჩულა თავისთვის.
ყველაფერი მაინცდამაინც ახლა უნდა მომხდარიყო, ზუსტად
გამგზავრების წინ! ფერრო მისგან ოციოდე ნაბიჯში იდგა,
მხრებში გამართულს მუქ სახეზე ჩვეულებრივზე უფრო პირქუში
გამომეტყველება აღბეჭდვოდა. მის გარშემო სამი კაცი შეკრები-
ლიყო. ნიღბიანები, სულ შავებში. ხელკეტებს ფეხებთან მალავ-
დნენ, ზურგს უკან, მაგრამ ლოგენმა იცოდა, რა ჰქონდათ ჩაფიქ-
რებული. გაიგონა, ერთ-ერთი ნიღბიანი როგორ ურჩევდა, უფ-
რო სწორად, ესისინებოდა ფერროს, რომ უმჯობესი იქნებოდა,
თუ მათ წყნარად გაჰყვებოდა. ლოგენი მოიღუშა. წყნარად გაყო-
ლა ფერროს სტილი არ იყო.
გაიფიქრა, შეუმჩნევლად ხომ არ გავიქცე და დანარჩენებს
ვუამბოო? სიმართლე ითქვას, ეს ქალი მაინცდამაინც არ მოს-
წონდა, ყოველ შემთხვევაში, იმდენად მაინც, რომ მის გამო თა-
ვი გაეტეხა. მაგრამ ფერრო აქ რომ დაეტოვებინა სამის წინააღ-
მდეგ, შეიძლება მის დაბრუნებამდე ნაწილებად აეკუწათ; კაცმა
არ იცის სად გადამალავდნენ, რამდენად სახიფათოც უნდა ყო-
ფილიყო იგი. ამის გამო შეიძლებოდა ლოგენს ამ წყეული ქალა-
ქიდან ვერასოდეს გაეღწია.
მანძილი თვალებით გაზომა, ფიქრობდა, თავდასხმა საიდან
სჯობდა და რა შანსები ჰქონდა მათ წინააღმდეგ, მაგრამ დიდი
ხნის განმავლობაში აღარ ებრძოლა და გონება ნელა უმუშავებ-
739 მკითხველთა ლიგა
და. ჯერ კიდევ ორჭოფობდა, როცა მოულოდნელად ფერრომ
განმგმირავი კივილით ერთ-ერთისკენ ისკუპა და ზურგზე დასცა,
რამდენიმე სასტიკი დარტყმაც მოასწრო, სანამ დანარჩენები
გვერდზე გაათრევდნენ.
– ჯანდაბა, – ჩაიჩურჩულა ლოგენმა.
სამივე მათგანი გააფთრებულ ჯაჯგურში ჩაება, ვიწრო ჩიხში
გორავდნენ, კედლებს ეხეთქებოდნენ, ოხრავდნენ და იგინე-
ბოდნენ, წიხლებს ისროდნენ და მუშტებს იქნევდნენ, კიდურების
ერთიან, მოუსვენარ გორგლად გადაიქცნენ. ფიქრის დრო აღარ
რჩებოდა. ლოგენმა კბილები გააკრაჭუნა და პირდაპირ მათკენ
გაქანდა.
ის, რომელიც მიწაზე ეგდო, გადმოტრიალდა და წამოდგა,
დარეტიანებული თავი გონზე მოსასვლელად გააქნია, ამასობა-
ში კი, იმ ორს ფერრო კუთხეში მიემწყვდიათ. ერთ-ერთმა ხელ-
კეტი მაღლა ასწია, მზად იყო ქალისთვის თავი შუაზე გაეპო.
ლოგენმა დაიღრიალა და ნიღბიანმა გაოცებული სახე მკვეთ-
რად შემოაბრუნა:
– ჰა?
ლოგენის მხარი ნეკნებში დაეტაკა, ჰაერში ააგდო და მიწაზე
დაანარცხა. ცხრათითამ თვალის კუთხით დაინახა, რომ მეორემ
ჯოხი მოუქნია, მაგრამ ჩრდილოელის მოულოდნელი თავდას-
ხმით დაბნეულს შეტევა მაინცდამაინც მოხერხებულად ვერ გა-
მოუვიდა. ლოგენმა მკლავი დაუჭირა და მოწინააღმდეგეს ნი-
ღაბში ორჯერ ჩაარტყა – ჯერ ერთი, მერე მეორე მუშტით. კაცი
უკან წაბორძიკდა, ხელები გაასავსავა და უკან გადაქანდა, მაგ-
რამ სანამ დაეცემოდა, ლოგენმა შავ მოსასხამში ჩაავლო ხელე-
ბი და კედელს თავდაყირა მიახეთქა.
ნიღბიანი კედლიდან ხრიალით ჩამოცურდა და ქვებზე გაიშო-
ტა. ლოგენი შემოტრიალდა, მუშტები მოიმარჯვა, მაგრამ უკა-
ნასკნელი მოწინააღმდეგე პირქვე ეგდო მიწაზე, ზემოდან კი
740 მკითხველთა ლიგა
ფერრო აჯდა. ცალი მუხლი მოწინააღმდეგის ზურგზე მიებჯინა,
მისი თავი თმებით ეჭირა და გზაზე სახით ახათქუნებდა, თან უაზ-
რო წყევლა-კრულვას აყრიდა.
– რა ჯანდაბა გააკეთე? – დაუყვირა ლოგენმა. იდაყვში ხელი
ჩაავლო და გვერდზე გადაათრია.
ფერრომ თავი გაითავისუფლა და იქვე გაჩერდა, მძიმედ სუნ-
თქავდა, მუშტები ისევ საბრძოლოდ ჰქონდა შემართული, ცხვი-
რიდან სისხლი სდიოდა:
– არაფერი, – შეუბღვირა კაცს.
ლოგენმა წინდახედულად დაიხია უკან:
– არაფერი? აბა ეს რა არის?
– არ... ვიცი... – ჩაილაპარაკა ქალმა საშინელი აქცენტით,
თითქოს ყოველ სიტყვას კბეჩს და შემდეგ აფურთხებსო. სის-
ხლიანი პირი ხელით მოიწმინდა და უცებ გაშეშდა. ლოგენმა
მხარს უკან გაიხედა – მათკენ კიდევ სამი ნიღბიანი მორბოდა
ქუჩის დასაწყისიდან.
– ჯანდაბა.
– გაინძერი, ვარდისფერო! – ფერრო შებრუნდა და გაიქცა,
ლოგენიც მაშინვე უკან მიჰყვა. სხვა რა დარჩენოდა? მხოლოდ
გაქცევა, სულშეხუთული სირბილი, ზურგში მახვილის ჩაცემის
შიშით დაბურძგლული მხრები, ჰაერის კანკალით ყლაპვა და
უკან მდევრების ფეხების ტყაპუნის ხმები.
თვალებში ერთიმეორის მიყოლებით უელავდა მაღალი თეთ-
რი შენობები, ფანჯრები, კარები, ქანდაკებები, ბაღები. ხალხიც,
რომელიც რაღაცას ყვიროდა; დაუყონებლივ გზიდან ეცლებოდ-
ნენ, ან კედლებს აეკვრებოდნენ ხოლმე. ლოგენს წარმოდგენა
არ ჰქონდა, სად იყვნენ ან საით მირბოდნენ. ერთ-ერთი სახლი-
დან ვიღაც კაცი გამოვიდა, მკლავებში ფურცლების უზარმაზარი
დასტა ეჭირა. ლოგენი ამ კაცს დაეჯახა, ორივე ფურცლების ქა-

741 მკითხველთა ლიგა


რიშხალში გახვეული დაეცა, მიწაზე გაგორდა და იქვე, გზისპირა
ღარში ჩავარდა.
ლოგენმა წამოდგომა სცადა, მაგრამ ფეხებზე ცეცხლი ეკიდა.
თანაც ვერაფერს ხედავდა! სახეზე ერთი ფურცელი აჰკვროდა.
ცხრა თითით ნაგლეჯი თვალებიდან მოიშორა, ამ დროს ვიღა-
ცამ მკლავში ჩაავლო ხელი და თავისკენ წაათრია.
– ადექი, ვარდისფერო! დროზე მეთქი! – ფერრო იყო. სუნ-
თქვა საერთოდ არ უჭირდა! ისე მშვიდად სუნთქავდა, ვითომც
არაფერიო. არადა ლოგენი ქალს თავდაუზოგავად მისდევდა,
ცდილობდა არ ჩამორჩენოდა, მაგრამ მაინც ეფლითებოდა
ფილტვები, ფერრო კი სულ უფრო და უფრო შორდებოდა, თავ-
ჩახრილი ისე მიჰქროდა, თითქოს ფეხებს საერთოდ არ დგამს
მიწაზეო.
რომელიღაც თაღის ქვეშ შევარდა, ლოგენიც მორჩილად
დაედევნა, და კუთხეში შეხვევისას კინაღამ მოსრიალდა. იქ გა-
ნიერი, დაჩრდილული მოედანი დახვდათ, ოთხკუთხედი ხის ძე-
ლების უცნაური ტყე თითქოს ზეცაში მიიწევდა. სად ჯანდაბაში
მოხვდნენ? წინ კაშკაშა ნათელი მოჩანდა – გაშლილ ჰაერზე გა-
სასვლელი. ლოგენი მისკენ გაქანდა, შემდეგ შეჩერდა და თვა-
ლები ააფახურა. ფერროც იქვე იდგა, გარშემო ნელა იყურებო-
და და ღრმად სუნთქავდა. პატარა წრის შუაში იდგნენ, ბალახის
წრის.
ლოგენი მიხვდა სადაც იყვნენ: იმ არენაზე, სადაც მაყურებ-
ლებში იჯდა და ფარიკაობის ტურნირს უყურებდა. ყოველი მხრი-
დან ცარიელ ტრიბუნებში ჩაძირულიყო. რიგებს შორის კი დურ-
გლები დაფუსფუსებდნენ, ხერხავდნენ და ჩაქუჩებს იქნევდნენ.
რამდენიმე სკამი უკვე ჩამოეხსნათ და საბჯენი ძელები ჰაერში
გიგანტური ნეკნებივით ამოჩრილიყო. ლოგენი მოიხარა და
აცახცახებულ მუხლებს დაეყრდნო, სულს ითქვამდა და ქშინავ-
და, პირი არაქათგამოცლილი ცხენივით აჰქაფებოდა.
742 მკითხველთა ლიგა
– ახლა საით?
– აქეთ, – ლოგენი გაჭირვებით გაიმართა და ფერროსკენ
წაფრატუნდა, მაგრამ ის უკვე უკან ბრუნდებოდა, – არა, აქეთ
არა!
ლოგენი თვითონაც ხედავდა: შავნიღბიანი ფიგურები, ისევ.
ყველაზე წინ მაღალი ქალი მოდიოდა, წვეტიანი წითური თმა
ზღარბივით აბურძგნოდა. წრისკენ უხმოდ, თითისწვერებზე და-
იძრა და ხელი გაიქნია, დანარჩენ ორს გვერდებიდან მოვლა და
სამიზნის ალყაში მოქცევა უბრძანა. ლოგენმა იარაღის ძებნის
იმედით მიმოიხედა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო – მხოლოდ ცა-
რიელი ტრიბუნები და მაღალი თეთრი კედლები იყო. ფერრო
მისკენ იხევდა, ათიოდ ნაბიჯში იყო. შემდეგ ტურნირის მონაწი-
ლეების მოსაცდელიდან ხელკეტებით შეიარაღებული კიდევ
ორი ნიღბიანი გამოძვრა. ხუთი. ხუთნი იყვნენ.
– ჯანდაბა, – თქვა ლოგენმა.
– რა ჯანდაბად აგვიანებენ? – გრგვინავდა ბაიაზი და ოთახში
ბოლთას სცემდა. ჯეზალს მოხუცი ასე გაღიზიანებული არასო-
დეს ენახა, და რატომღაც, ეს ძალიან აფორიაქებდა. ყოველ-
თვის, როცა ჯეზალს უახლოვდებოდა, კაპიტანს ოთახიდან გაქ-
ცევა უნდებოდა, – ჯანდაბა! წავალ, ვიბანავებ. შეიძლება მომ-
დევნო თვეების განმავლობაში ვეღარც ვეღირსო. თვეების! –
სააბაზანოს კარი მიიჯახუნა და ჯეზალი შეგირდთან მარტო და-
ტოვა.
დაახლოებით ერთი ასაკისანი იყვნენ, მაგრამ საერთო სხვა
არაფერი ჰქონდათ – ყოველ შემთხვევაში, ჯეზალის აზრით.
ყმაწვილს დაუფარავი ზიზღით უყურებდა: ავადმყოფური, აწოწი-
ლი, უძლური – ისეთივე, როგორც ყველა წიგნის ჭია. ოთახში
დაღვრემილი სახით დააბოტებდა. ჯეზალის აზრით საცოდავად
გამოიყურებოდა, და უხეშად იქცეოდა. მეტისმეტად უხეშად! ჯე-
ზალი ბრაზს ძლივს იკავებდა. თავი ვინ ჰგონია, ამ მედიდურ
743 მკითხველთა ლიგა
ლეკვს? ასე რა ჯანდაბაზე ნერვიულობს? მისთვის კი არ აუცლი-
ათ მთელი ცხოვრება ცხვირწინ!
და მაინც, თუ რომელიმე მათგანთან უნდა დარჩენილიყო პი-
რისპირ, ყველაფერი უარესადაც შეიძლება მომხდარიყო. შეიძ-
ლება შეგირდის მაგივრად ის ჭკუასუსტი ჩრდილოელი შერჩე-
ნოდა, თავისი უაზრო ბოდვითა და გულახდილი საუბრებით. ან
ის გურკჰი ალქაჯი, ჯეზალს ეშმაკივით ყვითელ თვალებს რომ
არ აშორებდა. ამის გაფიქრებაზე გააჟრჟოლა. უმაღლესი ხა-
რისხის ადამიანებიო, თქვა ბაიაზმა. ჯეზალი გულიანად გა-
დაიხარხარებდა, ტირილის პირას რომ არ ყოფილიყო.
მაღალი სავარძლის ბალიშებზე დაეხეთქა, მაგრამ ვერც ამან
უშველა. მისი მეგობრები ახლა ანგლანდის გზას ადგნენ და ისი-
ნი უკვე ენატრებოდა. ვესტი, კასპა, ჯანელჰორმი. ის ნაგავი
ბრინტიც კი. დიდების გზაზე, სახელის მოხვეჭის გზაზე. ლაშქრო-
ბა დიდი ხნის დასრულებული დახვდებოდა, როცა ჯეზალი იმ
ქვესკნელიდან დაბრუნდებოდა, სადაც ეს შეშლილი ბებერი მი-
ათრევდა – თუ საერთოდ დაბრუნდებოდა უკან. ვინ იცის, რო-
დის იქნებოდა მომდევნო ომი, დიდების მოხვეჭის მომდევნო
შანსი?
როგორ უნდოდა მათთან ერთად წასვლა და ჩრდილოელებ-
თან ბრძოლა! როგორ უნდოდა არდის გვერდით ყოფნა! თით-
ქოს წლები გავიდა მას შემდეგ, როცა ბედნიერი იყო. ახლა მისი
ცხოვრება კოშმარად იყო ქცეული. კოშმარად! საზურგეზე უძ-
ლურად მიესვენა. ფიქრობდა, ნეტა ამაზე უარესი რაღა უნდა და-
მემართოსო.
– უხ! – ამოიღმუვლა ლოგენმა. მკლავში ხელკეტი მოხვდა,
მეორე დარტყმა მხარში მიიღო, მესამე – გვერდში. უკან დაიხია,
კინაღამ მუხლებზე დავარდა, ცდილობდა თავი ხელებით დაეც-
ვა. უკნიდან ფერროს კივილი ესმოდა – ან ტკივილის, ან მრის-

744 მკითხველთა ლიგა


ხანებისგან, დარწმუნებით ვერ იტყოდა – დარტყმების მოგე-
რიებით მეტისმეტად დაკავებული იყო.
თავში ვიღაცამ ისე ძლიერად ჩასცხო, რომ ტრიბუნებისკენ
გადავარდა. პირქვე დაეცა, წინა სკამი მკერდში დაეტაკა და
ფილტვებში ჰაერი აღარ დაუტოვა. კეფიდან თქრიალით სდიოდა
სისხლი, პირს უვსებდა და ხელებზე ეღვრებოდა. ცხვირში დარ-
ტყმისგან თვალები აუცრემლიანდა, მუშტის ხრტილები გაუსის-
ხლიანდა და კანი საკუთარი დაფლეთილი ტანსაცმელივით გა-
დაეტყავა. ცოტა ხანს ასე ეგდო, უკანასკნელ ძალებს იკრებდა.
შემდეგ მიწაზე, სკამის უკან ხის მსხვილი ძელი შეამჩნია. ხელი
ჩაავლო და თავისკენ მიიჩოჩა. ძლიერი ძელი იყო. მაგარი და
მძიმე.
ჰაერი შეისრუტა და უკანასკნელი გაბრძოლებისთვის მოემ-
ზადა. ხელ-ფეხი ოდნავ აამოძრავა, სხეულს ამოწმებდა. ცხვი-
რის გარდა არაფერი ჰქონდა გატეხილი – ალბათ. მაგრამ ეს
პირველად არ მომხდარა. უკნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა. წყნა-
რი, აუჩქარებელი ნაბიჯების ხმა.
მიწიდან ნელა წამოდგა, ცდილობდა თავი დარეტიანებულად
მოეჩვენებინა. შემდეგ დაიღრიალა, შეტრიალდა და ძელი თავს
ზემოთ მოიქნია. ხე ნიღბიან კაცს მხარზე საშინელი ტკაცანით
გადაატყდა, ნახევარი გვერდზე გაფრინდა და სკამებში რაკარუ-
კით შევარდა. კაცს მოგუდული ყმუილი აღმოხდა, ჩაიკეცა და
თვალები დაეხუჭა, ცალი ხელი კისერზე იტაცა, მეორე უმწეოდ
ჩამოუვარდა და თითებიდან ხელკეტი გაუსრიალდა. ლოგენმა
მარცხენა ხელით მოკლე ნაჭერი მოიქნია და კაცს ნაფოტი სახე-
ში სთხლიშა. დარტყმისგან კაცი უკან გადავარდა და ბალახზე
დაეცა. ნიღაბი ცოტა ჩამოუცურდა და პირზე სისხლის ბუშტუკები
გაებერა.
ახლა უკვე ლოგენს გაეპო თავი ტკივილით და თვალებში და-
მაბრმავებლად გაუნათდა, სხეული მოემჩვარა და მუხლებზე და-
745 მკითხველთა ლიგა
ემხო – ვიღაცამ კეფაში ჩაარტყა. ძლიერად. ცოტა ხანს ადგილ-
ზე ირწეოდა, ცდილობდა პირქვე არ დავარდნილიყო, შემდეგ,
უეცრად მხედველობა დაუბრუნდა. თავს წითელთმიანი ქალი წა-
მოსდგომოდა და ჯოხი მაღლა აეწია.
ლოგენი უდიდესი ძალისხმევით წამოდგა, ქალისკენ მთელი
ძალით გადახტა და მკლავში ეცა. ნახევრად იჭერდა და ნახევ-
რად მის სხეულს ეყრდნობოდა, ყურებში ბზუილი ედგა, ფეხქვეშ
მიწა უტრიალებდა. ბალახზე იდგნენ, ერთმანეთს ჩაჰფრენოდ-
ნენ და ჯოხისთვის ისე ძიძგილაობდნენ, როგორც ლოთები –
ბოთლისთვის. შემდეგ იგრძნო, რომ ქალი თავისუფალ ხელს
გვერდში ურტყამდა, პირდაპირ ნეკნებში. მაგარი მუშტები ჰქონ-
და.
– ააჰ! – დაიღმუვლა ჩრდილოელმა, მაგრამ თავბრუსხვევა
შეუჩერდა, ქალი კი მასზე ორჯერ მსუბუქი იყო. ასე რომ, ხელი
ზურგს უკან გადაუგრიხა. ქალმა ისევ დაარტყა მუშტი, ამჯერად
სახეში. ლოგენს წამით ისევ დაუბნელდა თვალებში, მაგრამ
გონს მალევე მოეგო, მეორე ხელიც დაუჭირა მაჯაში და ისიც
ზურგს უკან წააღებინა. შემდეგ უკნიდან ფეხი გამოსდო და ზურ-
გით მუხლზე გადაიწვინა.
ქალი ფართხალებდა და ტლინკებს ყრიდა, თვალები მრისხა-
ნე წვრილ ნაპრალებად ექცა, მაგრამ ლოგენს მაგრად ეჭირა.
მარჯვენა ხელი გაითავისუფლა, მუშტი მაღლა ასწია და მუცელ-
ში ჩასცხო. ქალს თვალები გადმოეკარკლა, ამოიხრიალა და
სხეული მოემჩვარა. ლოგენმა დაუძლურებული მოწინააღმდეგე
გვერდზე მოისროლა და ისიც ორ ნაბიჯზე გადავარდა, სახიდან
ნიღაბი ჩამოიძრო და ბალახზე ნარწყევის ამოხველებას შეუდგა.
ლოგენი ტორტმანებდა, თავს აქნევდა და ბალახზე მტვერსა
და სისხლს აფურთხებდა. ქალის გარდა წრეში კიდევ ოთხი მოკ-
რუნჩხული შავი ფიგურა ეგდო. ერთ-ერთ მათგანს ფერრო წიხ-
ლებს ურტყამდა და უგონო სხეული დარტყმებისგან წყნარად
746 მკითხველთა ლიგა
ირხეოდა. ქალს სახე მთლიანად სისხლში ჰქონდა მოთხვრილი,
მაგრამ მაინც იღიმოდა.
– ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, – ბუტბუტებდა ლოგენი, – ჯერ
კიდევ...
თაღში კიდევ ოთხი ნიღბიანი შემოვარდა. ლოგენი შებრუნდა
და კინაღამ დაეცა. კიდევ ოთხი, მეორე ბოლოდან. ხაფანგში იყ-
ვნენ.
– ცოცხლად, ვარდისფერო!
ფერრომ ლოგენს ჩაუქროლა და პირველ სკამზე ახტა, შემ-
დეგ მეორეზე, შემდეგ მესამეზე. უზარმაზარი ნაბიჯებით მიხტო-
და. რა სიგიჟე იყო! იქიდან სად უნდა წასულიყო? წითელთმიანმა
ქალმა ღებინება შეწყვიტა და გონს მოეგო. ახლა საკუთარი
ხელკეტისკენ მიღოღავდა. დანარჩენები სწრაფად უახლოვდე-
ბოდნენ, წეღანდელზე ბევრად მეტნი იყვნენ. ფერროს უკანა რი-
გებამდე გზის მეოთხედი უკვე გაევლო და არ ეტყობოდა, რომ
ტემპის შენელებას აპირებდა. სკამიდან სკამზე მიხტოდა და ფეხ-
ქვეშ ფიცრებს აზანზარებდა.
– ჯანდაბა! – ლოგენიც გაეკიდა. ათიოდე სკამის შემდეგ ფე-
ხები ისევ ასტკივდა. შემდეგ ხტომაზე ხელი ჩაიქნია და უბრა-
ლოდ ზემოთ აცოცდა. სკამის ზურგებზე მიღოღავდა და თან ნიღ-
ბიანებს უყურებდა – მოსდევდნენ, თვალებს აბრიალებდნენ,
მათკენ ანიშნებდნენ და რაღაცას ყვიროდნენ.
სისწრაფე სულ უფრო აკლდებოდა. ყოველი მომდევნო სკამი
მთად ეჩვენებოდა. უახლოესი ნიღბიანი მხოლოდ რამდენიმე
რიგით ჩამორჩებოდა. მაგრამ მაინც განაგრძობდა ცოცვას, მაღ-
ლა და მაღლა, სისხლიანი ხელებით სკამებს ებღაუჭებოდა, მუხ-
ლები ხეზე ხოხვით გადაიფლითა, თავი სუნთქვისგან უსკდებო-
და, კანი შიშისა და ოფლისგან დაესუსხა. უეცრად წინ ცარიელ
სივრცეს შეეჩეხა. გაჩერდა, გააფთრებული სუნთქავდა, ხელები

747 მკითხველთა ლიგა


გაასავსავა და თავბრუდამხვევი სიმაღლის უფსკრულში გადა-
ვარდნისგან თავი ძლივს შეიმაგრა.
მაღალი შენობების სახურავებთან იდგა, მაგრამ უკანა რი-
გებში სკამების უმეტესობა უკვე აეღოთ. მხოლოდ საყრდენები
დაეტოვებინათ – ეული ბოძები, რომლებიც ერთმანეთთან
წვრილი ხის ძელებით ერთდებოდა. მათ შორის კი ძალიან მაღა-
ლი, დიდი სიცარიელე დარჩენილიყო. ლოგენმა დაინახა, რო-
გორ ისკუპა ერთი ბოძიდან მეორეზე ფერრომ და შემდეგ ჰაერ-
ში გადებულ აზანზარებულ ფიცარზე აირბინა. ფეხქვეშ უზარმა-
ზარ სიცარიელეს ყურადღებას არ აქცევდა. შემდეგ ბრტყელ სა-
ხურავზე გადახტა, ლოგენის ზემოთ. გზა უსაშველოდ გრძელი
ჩანდა.
– ჯანდაბა! – ლოგენი უახლოესი ძელისკენ წაბარბაცდა, წო-
ნასწორობის შესანარჩუნებლად ხელები განზე გაიშვირა, ფე-
ხებს მოხუცივით ათრევდა. გული ისე უცემდა, როგორც მჭედ-
ლის ჩაქუჩი გრდემლზე, დასუსტებული მუხლები ხანგრძლივი
ცოცვისგან უკანკალებდა. ცდილობდა ზურგს უკან მდევრების
ყვირილისთვის ყურადღება არ მიექცია და მარტო ძელის ხორ-
კლიან ზედაპირზე ეფიქრა. მაგრამ არ გამოსდიოდა, ფეხქვეშ
ისე ვერ იყურებოდა, ქვემოთ ძელებისგან ჩახლართული ობო-
ბის ქსელი რომ არ შეემჩნია, მათ ქვემოთ კი პაწაწინა ქვის ფი-
ლები. ძალიან, ძალიან შორს.
წაბორძიკდა და დარჩენილი კიბის ნაგლეჯისკენ გადააბიჯა,
ზემოთ აცოცდა, თავზემოთ აწოწილ ძელს მხედარივით შემოაჯ-
და, ფეხები მაგრად შემოხვია და მაღლა აცოცდა. თან თავის-
თვის ჩურჩულებდა:
– ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.
უახლოეს ნიღბიანს უკვე კიბესთან მიეღწია, და ახლა მისკენ
მირბოდა.

748 მკითხველთა ლიგა


ძელი ერთ-ერთ ვერტიკალურ საბჯენთან წყდებოდა: ხის
კვადრატი იყო, ორიოდე ნაბიჯის სიგრძის. მის მიღმა – აღარა-
ფერი. ორი ნაბიჯი სიცარიელეში. შემდეგ კიდევ ერთი კვადრატი
თავბრუდამხვევი სიმაღლის ანძაზე, და სახურავზე გადადებული
ფიცარი. ფერრო ლოგენს პარაპეტიდან მისჩერებოდა.
– გადმოხტი! – დაუყვირა ლოგენს, – გადმოხტი, ვარდისფე-
რო ნაბიჭვარო!
ლოგენიც გადახტა. გადახტა და სხეულზე ქარის შეხება იგ-
რძნო. ოთხკუთხედ ხეზე მარცხენა ფეხით დაეშვა, მაგრამ თავი
ვეღარ შეიკავა. მარჯვენა ფეხით ფიცარს დაეხეთქა, კოჭი გადა-
უბრუნდა, მუხლი მოეკაკვა. თვალებში სამყარო დაუტრიალდა
და გვერდზე გადაიხარა. მარცხენა ფეხი აუცურდა, ნახევარი ხე-
ზე დარჩა, ნახევარი ჰაერში გადმოეკიდა. ფიცარი აზანზარდა.
კიდურები აასავსავა და მერე ჰაერში აღმოჩნდა. მოეჩვენა, რომ
ძალიან დიდხანს მიფრინავდა სიცარიელეში.
– უუფ!
შემდეგ მკერდზე პარაპეტი ჩამოემსხვრა. ლოგენი ქვას
მკლავებით ჩაებღაუჭა, მაგრამ სხეულში ჰაერი გამოელია და
უკან ჩაცურება დაიწყო, ნელ-ნელა, ერთ საშინელ ინჩს მეორე
მოჰყვებოდა. თავიდან სახურავს ხედავდა, შემდეგ – საკუთარ
ხელებს, ბოლოს – ვეღარაფერს, სახის წინ ქვების გარდა.
– მიშველეთ, – წაიჩურჩულა, მაგრამ ხსნა არ მოდიოდა.
მიწამდე ძალიან შორი იყო, ეს დანამდვილებით იცოდა. ძა-
ლიან, ძალიან შორი, და ამჯერად იქ წყალი აღარ დახვდებოდა.
მხოლოდ მაგარი, ბრტყელი და ულმობელი ქვები. ზრიალის ხმა
მოესმა – უკან, ფიცარზე ნიღბიანი გადმოხტა. შემდეგ ვიღაცამ
დაიყვირა, მაგრამ ამას ახლა დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
კიდევ უფრო ქვემოთ ჩაცურდა, თითებით ჩამოფშვნილ კედელს
ფხაჭნიდა.

749 მკითხველთა ლიგა


– მიშველეთ, – ამოიხრიალა ისევ, მაგრამ მასთან არავინ
იყო, ვინც დაეხმარებოდა. მხოლოდ ნიღბიანები და ფერრო, და
როგორც ჩანს, ლოგენის დახმარების სურვილით არც ერთი
მათგანი არ იწვოდა.
შემდეგ ძლიერი დარტყმის ხმა და განწირული ყვირილი
გაიგო: ფერრომ ფიცარს ფეხი ჰკრა და ნიღბიანი სიცარიელეში
ჩავარდა. კივილი ქვემოთ დიდხანს მიფრინავდა, თითქოს მთე-
ლი უსასრულობა, შემდეგ ხმაური შორეული ყრუ ბრაგვანით
შეწყდა. ნიღბიანის სხეული მიწაზე დაიმსხვრა და, ლოგენმა
იცოდა, მას თვითონაც მალე შეუერთდებოდა. სიმართლეს თვა-
ლი უნდა გაუსწორო. ამჯერად ქვემოთ მდინარე არ შეეგებებო-
და. თითები ნელ-ნელა უსრიალებდა, კედლის დუღაბი ხელებში
ეფშვნებოდა. ჩხუბმა, სირბილმა, ტრიბუნებზე ხტომამ და ცოც-
ვამ მთელი ძალა გამოაცალა, ახლა მასში აღარაფერი დარჩენი-
ლიყო. ნეტა ჰაერში გაფარჩხული რას დაიყვირებდა?
– მიშველეთ, – წაიჩურჩულა უხმოდ.
მისი მაჯა ძლიერმა თითებმა ჩაბღუჯა. მუქმა, ბინძურმა თი-
თებმა. ვიღაცამ დაიღმუვლა და ცხრათითამ იგრძნო, რომ მკლა-
ვით ზემოთ ექაჩებოდნენ, ძალიან ძლიერად. ლოგენმაც დაიზ-
მუვლა. თვალწინ პარაპეტი დაუბრუნდა, შემდეგ ფერროც
დაინახა: კბილებს აღრჭიალებდა, თვალები დაძაბულობისგან
თითქმის ბოლომდე დაეხუჭა, კისერზე ძარღვები გამოჰბეროდა,
მუქ სახეზე მოლურჯო-მოწითალო ნაიარევი უბზინავდა. ლოგენი
პარაპეტს ცალი ხელით ჩააფრინდა, ზემოდან მკერდით მოექცა,
მუხლის გადაგდებაც მოახერხა...
შემდეგ ფერრომ აათრია. ლოგენი ქვას გადააბობღდა და
ზურგზე გაიშხლართა, ჰაერს ნაპირზე ამოგდებული თევზივით
განწირული ყლაპავდა. თეთრ ცას მიშტერებოდა:
– ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, – ჩაიბუტბუტა ცოტა ხნის შემდეგ,
ამას თვითონაც ძლივს იჯერებდა. არ გაუკვირდებოდა, ქალს მის
750 მკითხველთა ლიგა
თითებზე რომ დაებიჯებინა და ქვემოთ ჩაეგდო. ლოგენმა ფერ-
როს სახე დაინახა, ყვითელ თვალებს უბრიალებდა, ჩრდილო-
ელს მოშიშვლებული კბილებით უღრენდა:
– შე სულელო, მძიმე ვარდისფერო ნაბიჭვარო!
ფერრო შეტრიალდა, თავი გადააქნია, კედელთან მივიდა და
დახრილ სახურავზე მარდად აცოცდა. ლოგენი შეიჭმუხნა: „ნუ-
თუ არასოდეს იღლება?“ თვითონ დალურჯებული და დასერილი
მკლავები სტეხდა, ცხვირიდან ისევ წამოუვიდა სისხლი, ფეხებზე
ცეცხლი ეკიდა. ყველაფერი სტკიოდა. შემობრუნდა და ქვემოთ
ჩაიხედა: ერთი ნიღბიანი სკამების კუნძულის ნაპირიდან მისჩე-
რებოდა, ოციოდე ნაბიჯის მოშორებით. მის ქვემოთ კიდევ რამ-
დენიმე შავსამოსიანი წრიალებდა, ზემოთ ამოსასვლელ გზას
ეძებდა. სულ ქვემოთ კი, ყვითელი ბალახის წრეში, თხელი შავი
ფიგურა იდგა, წითელი თმებით, ხელს სხვადასხვა მიმართულე-
ბით იშვერდა, ბოლოს ზემოთ, ლოგენისკენ ანიშნა – დანარჩე-
ნებს მითითებებს აძლევდა.
ადრე თუ გვიან, გზას მაინც მოაგნებდნენ. ფერრო სახურავის
მწვერვალზე შემოსკუპებულიყო – ნათელი ცის ფონზე დაფლე-
თილი, შავი სილუეტი ჩანდა.
– თუ გინდა მანდ დარჩი, – დაუყვირა ლოგენს, შემდეგ შეტ-
რიალდა და გაუჩინარდა.
ლოგენმა ამოიხვნეშა და წამოდგა, ამოიკვნესა და კედელ-
თან მილასლასდა, ამოიოხრა და ქვაზე რამე ხელმოსაჭიდის
ძებნას შეუდგა.
– დანარჩენები სად არიან? – დაჟინებით იკითხა ძმა გრძელ-
ფეხამ, – სად არის ჩემი სახელგანთქმული დამქირავებელი?
სად არის ოსტატი ცხრათითა? სად არის მომაჯადოებელი ქალ-
ბატონი მალჯინი?

751 მკითხველთა ლიგა


ჯეზალმა მიმოიხედა. ავადმყოფური შესახედაობის შეგირდი
საკუთარ ნაღველში მეტისმეტად ჩაძირულიყო და პასუხის გამ-
ცემი არ ჩანდა:
– ის ორი არ ვიცი, მაგრამ ბაიაზი აბაზანაშია.
– გეფიცები, არასოდეს შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც
აბაზანის მიღებაზე ასე გიჟდება! იმედი მაქვს, დანარჩენები ძა-
ლიან არ დაიგვიანებენ. ყველაფერი უკვე მზად არის, ხომ გეს-
მით! ხომალდი გველოდება, ბარგითა და სანოვაგით უკვე დატ-
ვირთეს. გაჭიანურება ჩემი გზა არ არის. ნამდვილად არ არის.
მიქცევას უნდა მივასწროთ, თუ არადა აქ გავიჭედებით... – პატა-
რა კაცუნა გაჩერდა და უეცრად ჯეზალს შეწუხებულმა გახედა, –
რაღაცით განაწყენებული მეჩვენებით, ჩემო ახალგაზრდა მეგო-
ბარო. რაღაც გაწუხებთ, ამას ვხედავ. შემიძლია, მე, ძმა გრძელ-
ფეხა, რაიმეთი დაგეხმაროთ?
ჯეზალი აპირებდა ეთქვა, საკუთარ საქმეს მიხედეო, მაგრამ
მხოლოდ გაღიზიანებული „არა, არა“-თი დაკმაყოფილდა.
– სანაძლეოს ჩამოვალ, რომ ამაში ქალის ხელი ურევია. ხომ
მართალი ვარ? – ჯეზალმა სწრაფად ასწია თავი, გაუკვირდა,
საიდან მიხვდაო, – იქნებ თქვენი ცოლის?
– არა! ცოლი არ მყავს! მსგავსი არაფერია! ეს, უბრალოდ,
ეე... – ჯეზალი შესაფერის სიტყვებს ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ,
– მსგავსი არაფერია და მორჩა!
– აჰა, – ჩაილაპარაკა ნავიგატორმა გაგებით, – აჰ, მაშ აკ-
რძალული სიყვარული, ხომ? საიდუმლო ტრფობა? – თავისდა
საუბედუროდ, ჯეზალი მიხვდა, რომ წითლდებოდა, – აჰა! მარ-
თალი ვყოფილვარ! არაფერია იმ ხილზე ტკბილი, რომლის გა-
სინჯვაც არ შეგიძლია, ჰა, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო? ჰა? ჰა?
– და წარბები სრულიად უადგილოდ აათამაშა, ისე უსიამოვნოდ,
რომ ჯეზალს კინაღამ გული აერია.

752 მკითხველთა ლიგა


– ნეტავ ის ორნი სად დაიკარგნენ? – ჯეზალს მათი ბედი სა-
ერთოდ არ ანაღვლებდა, მაგრამ ყველაფერზე იყო წამსვლელი,
ოღონდ საუბრის თემა შეეცვალა.
– მალჯინი და ცხრათითა? ჰა! – გაიცინა გრძელფეხამ და
მისკენ გადაიხარა, – იქნებ, თქვენი არ იყოს, მათ შორისაც რა-
ღაც, ჰმმ, საიდუმლო სიყვარული აინთო? იქნებ სადმე განმარ-
ტოვდნენ და იმით დაკავდნენ, რასაც ასეთ დროს ბუნება მოით-
ხოვს? – ჯეზალს ნეკნებში იდაყვი გაჰკრა, – წარმოგიდგენიათ?
ის ორი, ერთად... ამბავიც ეგ იქნებოდა, არა? ჰა-ჰა!
ჯეზალს სახე მოეღრიცა. იმ ჩრდილოელზე უკვე იცოდა, რა
საშინელი პირუტყვიც ბრძანდებოდა, ის საზიზღარი ქალი კი,
როგორც ჩანდა, მასზე უარესი იყო. ჯეზალის აზრით, ასეთი სა-
ზიზღარი ქცევა სწორედაც რომ მათ მხეცურ ბუნებას შეეფერე-
ბოდა. ამის გაფიქრებაზეც კი თავი საოცრად შებილწულად იგ-
რძნო.
სახურავებს ბოლო არ უჩანდა. ერთი ზემოთ, მომდევნო ქვე-
მოთ, და ასე დაუსრულებლად. ქონგურებს შორის მიცოცავდნენ,
ფეხები განზე გაედგათ, ნაპირებზე რომ არ მოსცურებოდათ, ჩა-
მოცვენილი კედლის ნამტვრევებზე მიაბიჯებდნენ.
დროდადრო ლოგენი თავს ასწევდა ხოლმე და თვალებში
თავბრუდამხვევი ხედი ეჩხირებოდა: შენობების ქაოსის, ნეს-
ტიანი ფიქლის სახურავების, დახვრეტილი კრამიტისა და ძვე-
ლისძველი ტყვიის თავზე აგრიონტის შორეულ გალავანს ლან-
დავდა, მის მიღმა ხანდახან ქალაქიც კრთებოდა. მშვიდი პეიზა-
ჟი იქნებოდა, რომ არა ფერრო, რომელიც სწრაფად გადარბოდა
სახურავებზე, მტკიცე და გაბედული ნაბიჯებით. წამდაუწუმ ლო-
გენს წყევლიდა, წინ ექაჩებოდა და არც ხედებზე ფიქრს აცლიდა,
არც გულისგასახეთქ უფსკრულებზე, რომლის ნაპირებსაც მიუყ-
ვებოდნენ, და არც იმ შავ ფიგურებზე, ქვემოთ რომ დაძრწოდნენ
მათ ძებნაში.
753 მკითხველთა ლიგა
ფერროს ჩხუბისას ერთ-ერთი სახელო ნახევრამდე ჩამოფ-
ხრეწოდა და ახლა მაჯასთან უფრიალებდა, ცოცვისას გამუდმე-
ბით ხელს უშლიდა. ბოლოს დაიღრინა და ნაჭერი ზედ მხართან
ჩამოიხია. ლოგენმა უჩუმრად ჩაიღიმა, გაახსენდა, რამდენი
ენერგია დახარჯა ბაიაზმა, ფერროს ძველისძველი, აქოთებული
ძონძები ახალი სამოსით რომ შეეცვალა. ახლა ქალი იმაზე უფ-
რო ბინძური იყო, ვიდრე ოდესმე: სახურავის ჭუჭყში ამოსვრილი
პერანგი ოფლისგან დასველებოდა და სისხლით დალაქავებო-
და. მხარს უკან მოიხედა, შეამჩნია, რომ ლოგენი უყურებდა და
დაუსისინა:
– იმოძრავე, ვარდისფერო.
– შენ ხომ ფერებს ვერ არჩევ, ჰა?
ქალმა არ უპასუხა, ცოცვა განაგრძო; ახრჩოლებულ საკვამ-
ლე მილს გვერდი აუარა, ბინძურ ფიქლებზე მუცლით გახოხდა
და ორ სახურავს შორის ვიწრო კარნიზზე გადაბობღდა. ლოგე-
ნიც კვალდაკვალ მიჰყვებოდა.
– ფერებს საერთოდ ვერ არჩევ, – გაუმეორა კიდევ.
– და მერე რა? – გამოსძახა მხარს ზემოდან.
– მაშინ რატომ მეძახი ვარდისფერს?
ფერრომ მოიხედა:
– ვარდისფერი ხარ?
ლოგენმა ხელებზე დაიხედა. დალილავებულ ადგილებს, წი-
თელ ნაკაწრებს, ლურჯ ძარღვებს თუ სათვალავში არ ჩააგდებ-
და, უნდა ეღიარებინა, მის კანს მართლაც ვარდისფერი დაჰ-
კრავდა. მოიღუშა და უპასუხა:
– შეიძლება ითქვას.
ფერრომ სახურავებზე სირბილი განაგრძო, შენობის ბოლოს-
თან მიირბინა და ძირს ჩაიხედა. ლოგენიც მიჰყვა და ნაპირიდან
ფრთხილად ჩაიჭვრიტა. ქვემოთ ქუჩაში ორი ადამიანი მოძრა-
ობდა – ძალიან, ძალიან დაბლა. აქედან ვერ ჩავიდოდნენ. უკან
754 მკითხველთა ლიგა
უნდა დაბრუნებულიყვნენ. სანამ ლოგენი ფიქრობდა, ფერრო
უკვე მოტრიალდა და უკან გაბრუნდა.
ლოგენს სახეზე ქარი მოელამუნა. ფერროს ფეხმა სახურავის
ნაპირიდან ისკუპა და ჰაერში აღმოჩნდა. ლოგენს ყბა ჩა-
მოუვარდა: ქალის სხეული გრაციოზულად გამოეკიდა ჰაერში,
ზურგგამართული, ხელფეხგაშლილი. შემდეგ ბრტყელ სახურავ-
ზე დაეშვა, მწვანე ხავსით აჭრელებულ რუხი ტყვიის ზედაპირზე.
ერთხელ გადაკოტრიალდა და ფეხზე მარდად წამოხტა.
ლოგენმა ტუჩები მოილოკა და საკუთარ მკერდზე ანიშნა.
ფერრომ თავი დაუქნია. ბრტყელი სახურავი ათი ფუტით ქვემოთ
იყო, მაგრამ იქამდე სულ ცოტა ოცი ფუტი ცარიელი სივრცე აშო-
რებდა და ფრენა დიდხანს მოუწევდა. გამოსაქანებელი ადგილი
რომ მოეგო ნელა დაიხია უკან, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა
და ცოტა ხნით თვალები დახუჭა...
იდეალური იქნებოდა, თუ ჩავარდებოდა. აღარავითარი სიმ-
ღერები, აღარავითარი ისტორიები. მხოლოდ სისხლიანი ლაქა,
სადღაც ქვემოთ, ყველასგან მივიწყებულ ქუჩაზე. სისწრაფე აკ-
რიფა, ფეხები ქვაზე მძიმედ ააბაკუნა, პირი ჰაერმა აუვსო, ნიავი
ჩამოფხრეწილ ტანსაცმელში შეუძვრა. ბრტყელი სახურავი მის
შესახვედრად ამოფრინდა. ზედაპირს გამაყრუებელი ზანზარით
დაეხეთქა, თავზე ერთხელ გადაგორდა, ისე, როგორც მანამდე
ფერრო, და ფეხზე წამოდგა. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
– ჰა! – წამოიყვირა, – ამაზე რას იტყვი?
გაისმა ჭრიალი, შემდეგ ტკაცანი, და ფეხქვეშ მყარი ზედაპი-
რი ჩაენგრა. ჩავარდნისას ლოგენმა ფერროს განწირულად ჩა-
ავლო ხელი, და ქალი გადაიყოლა. რამდენიმე გულისამრევი
წამის განმავლობაში ჰაერში ფართხალებდა, ხელებით სიცა-
რიელეს ეპოტინებოდა, შემდეგ ზურგზე დაეცა.
მახრჩობელა მტვრის ღრუბელში გახვეულს ხველა აუტყდა,
თავს აქნევდა და მტკივნეულად სხმარტალებდა. ქუჩის კაშკაშა
755 მკითხველთა ლიგა
სინათლის შემდეგ მელანივით სქელ წყვდიადში ჩაძირულ რო-
მელიღაც ოთახში აღმოჩნდნენ. სახურავში ამოტეხილი ხვრე-
ლიდან შემოჭრილ სინათლის სვეტში მტვერი ტრიალებდა. რა-
ღაც რბილზე იწვა. საწოლზე. ნახევრად ჩავარდნილზე, ცალ მხა-
რეზე გადახრილზე. საბანს დამტვრეული ბათქაშის ფენა ეყარა.
ფეხებთან რაღაც იგრძნო. ფერრო. უეცრად ჩაიფხუკუნა და სი-
ცილისას პირიდან ჩახლეჩილი ბუყბუყი ამოუშვა. ქალთან ერ-
თად იწვა საწოლში, როგორც იქნა. თუმცა, სამწუხაროდ, ისე
არა, როგორც იმედი ჰქონდა.
– წყეული კრეტინი ვარდისფერი! – დაიღრინა ფერრომ, ლო-
გენის ფეხებიდან ჩამოძვრა და კარისკენ გაქანდა, სიარულისას
მხრებიდან ხის ნაფოტები და მტვერი ჩამოეყარა. ურდულს ჩაავ-
ლო ხელი:
– ჩაკეტილია! და...
ლოგენმა გვერდზე ჩაუქროლა, ხეს შეასკდა, ანჯამებიდან
ამოაგდო და დერეფანში კართან ერთად გაიშხლართა. ფერრომ
ჩრდილოელს გადააბიჯა:
– ადექი, ვარდისფერო, ადექი!
ლოგენმა კარის ნამტვრევებში შესაფერისი ხის ნატეხი მო-
ძებნა, ბოლოში გამოჩრილი რამდენიმე ლურსმნით. ხელში
აიღო და ბარბაცით წამოდგა, დერეფანში რამდენიმე ნაბიჯი გა-
დადგა და გზაჯვარედინზე აღმოჩნდა. ორივე მხარეს ჩაბნელებუ-
ლი დერეფნები მიუყვებოდა.
აქა-იქ, პატარა სარკმლებიდან მკვეთრი შუქი იღვრებოდა და
მუქ ჭილოფზე სინათლის პატარა გუბეებს აყენებდა.
არავითარი მინიშნება იმაზე, თუ საით წავიდა ფერრო. ლოგე-
ნი მარჯვნივ შეტრიალდა, კიბისკენ.
ჩამუქებულ დერეფანში ვიღაცის ფიგურა უახლოვდებოდა,
ნელა, ფრთხილად. გრძელი და გამხდარი, როგორც წყვდიადში

756 მკითხველთა ლიგა


ჩამალული შავი ობობა. თითის წვერებზე მოიპარებოდა. სინათ-
ლის სხივმა კაშკაშა წითელი თმა გაანათა.
– ისევ შენ, – თქვა ლოგენმა და ფიცრის ნატეხი ასწია.
– მართალია. ისევ მე.
სიჩუმეში რაღაცამ გაიჟღარუნა და სიბნელეში ლითონმა გა-
იბრწყინა. ლოგენმა იგრძნო, რომ რაღაცამ თითებიდან ფიცარი
გამოგლიჯა. ხემ ქალის მხართან ჩაიქროლა და უკან, დერეფან-
ში გაფრინდა. ლოგენი ისევ უიარაღოდ დარჩა, მაგრამ მოწინა-
აღმდეგემ ფიქრის დრო არ დაუტოვა. ქალს ხელში დანისმაგვა-
რი რაღაც ეჭირა, და ლოგენს ესროლა. ისიც გვერდზე გადაიხა-
რა და ყურთან წუილი გაიგო, მაშინ ქალმა მეორე ხელიც მოიქ-
ნია და ლოგენს სახეში რაღაც დაეტაკა, ზუსტად თვალის ქვე-
მოთ. ჩრდილოელი კედელს აეკრა, ცდილობდა გაეგო, რა მაგი-
ასთან ჰქონდა საქმე.
ლითონის ჯვრისმაგვარ იარაღს სამი მოღუნული დანის პირი
ჰქონდა მიმაგრებული, ერთ-ერთი მათგანი კაუჭით ბოლოვდე-
ბოდა. წვრილი ჯაჭვი ტარზე დამაგრებულ ბეჭედში შესრიალდა
და ქალის სახელოში გაუჩინარდა.
უცნაური დანა ისევ წინ გამოფრინდა და განზე გამხტარი ლო-
გენის სახეს რამდენიმე ინჩით ასცდა, კედელს შეასკდა, ნაპერ-
წკლები გაყარა და პატრონის ხელში მორჩილად დაბრუნდა.
ქალმა თითები გაშალა, დანა ჯაჭვზე ჩამოეკიდა, ძირს ჩხარუნით
დაეცა და როცა ლოგენისკენ დაიძრა, პატრონს ცეკვა-ცეკვით
წამოჰყვა. წითელთმიანმა მაჯა გაიქნია და დანა ისევ ლოგენის-
კენ გამოფრინდა, ლოგენი შეტრიალდა, მაგრამ იარაღმა მკერ-
დი დაუსერა და კედელზე სისხლის წვეთები შეაშხეფა.
ლოგენმა მოწინააღმდეგისკენ ისკუპა, მაგრამ წინ გაწვდილ
მკლავებში მხოლოდ სიცარიელე შერჩა. შემდეგ კვლავ ლითო-
ნის ჟღარუნი გაისმა და ფეხზე რაღაცამ დაქაჩა. კოჭი მტკივ-
ნეულად გადაუბრუნდა – ქალმა ჯაჭვით დაიჭირა. ლოგენი
757 მკითხველთა ლიგა
იატაკზე პირქვე დაემხო, სცადა, რაც შეიძლება სწრაფად წამომ-
დგარიყო, მაგრამ ჯაჭვის გველი კისერზე შემოეხვია. ბოლომდე
შეკვრამდე მარყუჟში ხელის ჩაკვეხება ძლივს მოასწრო. ქალი
ზემოდან მოექცა, გრძნობდა, ზურგზე მუხლს როგორ აჭერდა,
ნიღბის ქვემოთ მისი სისინი და სუნთქვა ესმოდა. წითელთმიანი
ქალი ჯაჭვს ქაჩავდა და ლითონი სულ უფრო მაგრად უჭერდა,
ხელისგული გაუჭრა და ხორცში ღრმად ჩაესო.
ახრიალებული ლოგენი მუხლებზე აღიმართა და ფეხზე ბარ-
ბაცით წამოდგა. ქალი ისევ ზურგზე ეჯდა, მთელი წონით ძირს
ექაჩებოდა, ჯაჭვს რაც ძალი და ღონე ჰქონდა მაგრად უჭერდა.
ცხრათითამ ჰაერში თავისუფალი ხელი გაასავსავა, მაგრამ მო-
წინააღმდეგეს ვერ მისწვდა და გვერდზე ვერ მოისროლა – ქალი
წურბელასავით მიჰკრობოდა. ლოგენი უკვე ვეღარ სუნთქავდა,
რამდენიმე ნაბიჯით წინ გატორტმანდა და შემდეგ ზურგზე
დაეცა.
– უუხ! – აღმოხდა ქალს ლოგენის ყურთან, როცა ჩრდი-
ლოელის ტანმა იატაკს მთელი ძალით დაახეთქა. ჯაჭვი იმდენად
მოეშვა, რომ ლოგენმა მისი მოქაჩვა და მარყუჟიდან გამოძრო-
მა შეძლო. გათავისუფლდა! გადმობრუნდა, ქალს კისერში მარ-
ცხენა ხელი ჩაავლო და მოგუდვა დაუწყო. ის ტლინკების ყრას
მოჰყვა, მუშტებს უბრაგუნებდა, მაგრამ ლოგენი მთელი სიმძი-
მით სრესდა და ქალის დარტყმებს ძალა აკლდებოდა. ოხრავ-
დნენ, ხრიალებდნენ და ერთმანეთს ცხოველებივით უღრენ-
დნენ. სახეები თითქმის ერთმანეთისთვის მიედოთ. ლოგენს
გაჭრილი ლოყიდან ოფლში გაჟღენთილი რამდენიმე წვეთი
სისხლი მოსწყდა და შავ ნიღაბს დაეცა. ქალმა ხელი ამოსწია და
ლოგენს სახეზე წაეპოტინა, თავი უკან გადაუწია. ერთ-ერთი თი-
თი ნესტოში შეურჭო.
– აააჰ! – აყვირდა ჩრდილოელი. ტკივილმა ლამის ტვინში
აასხა. მოწინააღმდეგეს დაეხსნა, ცალი ხელი სახეზე აიფარა და
758 მკითხველთა ლიგა
ბანცალით წამოდგა. ქალი ხველებით წამოიწია, გაიმართა და
ლოგენს წიხლი ნეკნებში ისე ძლიერად ჩაარტყა, რომ კაცი
ჩაიკეცა, მაგრამ ჯაჭვისთვის ხელი მაინც არ გაუშვია, პირიქით,
თავისკენ მაგრად მოქაჩა. ქალმა შეჰკივლა, ხელგაწვდილი წინ
გადავარდა და ლოგენს შეასკდა. ჩრდილოელმა მუხლი
ძლიერად დაუხვედრა გვერდში და წითელთმიანს ფილტვებში
ჰაერი აღარ დაუტოვა. შემდეგ ტანსაცმელში ჩაავლო ხელი,
იატაკიდან ასწია და ქვემოთ, საფეხურებისკენ მოისროლა.
ქალი კიბეზე ჩაგორდა და უკანასკნელ საფეხურთან გაჩერ-
და. ლოგენს უნდოდა ქვემოთ ჩასულიყო და საქმე ბოლომდე მი-
ეყვანა, მაგრამ ცდუნებას გაუძლო, რადგან ამის დრო არ ჰქონ-
და. ქალს შეიძლება სხვებიც მოჰყოლოდნენ. შემობრუნდა და
საპირისპირო მიმართულებით წაბარბაცდა, თან გადაბრუნებულ
კოჭს იწყევლიდა.
ყოველი მხრიდან გაურკვეველი ხმები ესმოდა, დერეფანში
ექოები ჩაესმოდა, კაცმა არ იცის, საიდან მომავალი – შო-
რეული მტვრევისა და დარტყმების ხმები, ყვირილი და კივილი.
წყვდიადში იჭვრიტებოდა, თან კოჭლობით მიფრატუნებდა, ოფ-
ლი სახეზე ასხამდა, წონასწორობის დასაცავად ცალი ხელით
კედელს ეფათურებოდა. კუთხეში შეიჭყიტა, შეამოწმა გზა თავი-
სუფალი იყო თუ არა. და კისერზე რაღაც ცივი შეეხო. დანა.
– ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ? – წასჩურჩულა ხმამ ყურში, – შე-
ნი მოკვლა არც ისე მარტივია, ჰა, ვარდისფერო?
ფერრო იყო. ლოგენმა მისი ხელი ნელა მოიცილა.
– დანა სად იშოვე? – იკითხა და ინატრა, ნეტა ერთი მეც
მქონდესო.
– იმან მომცა, – კედლის ჩრდილთან მიგდებულ, დაკრუნ-
ჩხულ ფიგურაზე ანიშნა ქალმა. ნიღბიანის გარშემო ხალიჩაზე
მუქი სისხლის გუბე იდგა, – იქით უნდა წავიდეთ.

759 მკითხველთა ლიგა


ფერრო დერეფანში მოხრილი გაიპარა, ცდილობდა სიბნე-
ლეში კარგად დამალულიყო. ლოგენს ისევ ესმოდა ხმები – ზე-
მოდან, ქვემოდან, ყველა მხრიდან. ქვემო სართულზე კიბეებით
ჩაიპარნენ და მუქი ხით გაწყობილ, მკრთალად განათებულ დე-
რეფანში ამოყვეს თავი. ფერრო მოხერხებულად მოძრაობდა,
ჩრდილიდან ჩრდილში ისე სწრაფად გადაირბენდა, რომ ვერ შე-
ამჩნევდი. ლოგენი კი უკან მიფრატუნებდა, ნატკენ ფეხს ძლივს
მიათრევდა, ცდილობდა კოჭზე დაყრდნობისას ტკივილისგან არ
ეყვირა.
– აქეთ! აქ არიან!
უკან, დერეფანის ბოლოს შავი ფიგურები გამოჩნდნენ. ლო-
გენი გასაქცევად გაემზადა, მაგრამ ფერრომ მკლავით გააჩერა:
ნიღბიანები წინაც გამოჩნდნენ. ცხრათითამ მარცხნივ დიდი,
ოდნავ შეღებული კარი შენიშნა.
– აქეთ! – ლოგენი კარში შესხლტა და ფერროც ისარივით
დაედევნა უკან. კართან მასიური ჭურჭლის კარადისმაგვარი
ავეჯი იდგა, თეფშებით მოფენილი თაროებით. ლოგენი ბოლოში
დაეჯაჯგურა და კარისკენ მიაჩოჩა, რამდენიმე თეფში თაროდან
გადმოვარდა და იატაკზე დაიმსხვრა. მაშინ კარადას ზურგით
აეკრა და ხეს მთელი სხეულით მიაწვა. ეს ცოტა ხნით მაინც
შეაჩერებდა მდევრებს.
უზარმაზარ ოთახს გუმბათოვანი ჭერი ჰქონდა. ორი დიდი
ფანჯარა ხის ორნამენტებით მორთულ კედელს თითქმის
მთლიანად ფარავდა. მოპირდაპირე მხრიდან ფართო ქვის ბუხა-
რი შეჰყურებდათ. შუაში გრძელი მაგიდა იდგა, გვერდებზე ათ-
ათი სკამით. სუფრაზე ჭურჭელი და შანდლები გაემზადებინათ –
უზარმაზარი სასადილო ოთახი, ერთადერთი შემოსასვლე-
ლით... რომელიც, შესაბამისად, ერთადერთი გასასვლელიც
იყო.

760 მკითხველთა ლიგა


კარს მიღმა მოგუდული ყვირილი გაიგონეს. უზარმაზარი კა-
რადა შეირყა. თაროდან კიდევ ერთი თეფში ჩამოვარდა, ლო-
გენს მხარზე დაეცა და შემდეგ ქვის ფილაზე დაიმტვრა. ნამ-
სხვრევები მთელ იატაკზე გაიფანტა.
– მაგარი გეგმაა, შენი დედაც, – დაიღრინა ფერრომ. ლოგე-
ნი კარადის შეკავებას ცდილობდა და ფეხები ქვაზე უსრიალებ-
და. ფერრო უახლოეს ფანჯრას ეცა, ლითონის ჩარჩოს ფრჩხი-
ლებით ჩააფრინდა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა. მახეში გაებ-
ნენ.
უცებ ლოგენმა რაღაც შენიშნა. ბუხრის თავზე უზარმაზარი
ძველი ორპირი ხმალი დეკორაციასავით ეკიდა. იარაღი! კარა-
დას კარისკენ უკანასკნელადაც უბიძგა და მისკენ გაექანა, გრძე-
ლი ვადა ორივე ხელით ჩაბღუჯა და კედლიდან ჩამოგლიჯა. გუ-
თანივით ბლაგვი იყო, მძიმე პირი ჟანგის ლაქებს შეეჭამა, მაგ-
რამ მთელი იყო. კაცს შუაში ვერ გადაჭრიდა, მაგრამ თუ კარგად
მოიქნევდი, ძირს ნამდვილად დააგდებდა. სწორედ იმ დროს
შებრუნდა, როცა კარადა წამოიქცა და ქვის იატაკი ჭურჭლის
ნამსხვრევებით მოიფინა.
ოთახში შავი ფიგურები შემოცვივდნენ, ნიღბიანი ფიგურები.
სულ პირველს, საშინელი შესახედაობის ტაბარძენი ეჭირა ხელ-
ში, მეორეს – მოკლე მახვილი. უკან მუქკანიანი კაცი შემოჰ-
ყვათ, ოქროს საყურეებით. ორივე ხელში მოღუნული სატევარი
უელავდა.
ასეთ იარაღებს დასარეტიანებლად არ იყენებენ, თავში ისე
ვერავის ჩაარტყამ, ტვინიც რომ არ გაასხმევინო. როგორც ჩანს,
ტყვეების აყვანაზე ხელი ჩაიქნიეს. ეს იარაღები სიკვდილისთვის
იყო შექმნილი, ადამიანის მოსაკლავად გამოჭედილი. რას ვი-
ზამთ, ასე უკეთესიცაა, უთხრა ლოგენმა საკუთარ თავს. თუ გინ-
და ლოგენზე რამე თქვა – მხოლოდ ერთადერთი რამ – თქვი,
რომ ის მკვლელია. თვალს ადევნებდა, როგორ გადმოაბიჯეს
761 მკითხველთა ლიგა
შავნიღბიანებმა წაქცეულ კარადას, როგორ განაწილდნენ და
კედლებს წამოჰყვნენ. ალყაში აქცევდნენ. ფერროს გახედა: კბი-
ლები მოეშიშვლებინა, ხელში დანა ეჭირა, ყვითელი თვალები-
დან ცეცხლს აფრქვევდა. ჩრდილოელმა მოპარული ხმლის ვადა
მოსინჯა – მძიმე და დაუნდობელი იარაღი იყო. სამუშაოსთვის
შესაფერისი ინსტრუმენტი, როგორც იქნა.
ლოგენმა მთელი ხმით დაიღრიალა და უახლოესი ნიღ-
ბიანისკენ გახტა, ხმალს თავზემოთ იქნევდა. ერთ-ერთმა დარ-
ტყმის აცილება სცადა, მაგრამ მახვილის პირი მხარში დაეტაკა
და ძირს დასცა; მისი ადგილი სხვამ დაიკავა, ნაჯახს გააფთრე-
ბული იქნევდა, ამიტომ ლოგენს უკან დახევა მოუხდა და როცა
ნატკენ კოჭს დაეყრდნო, ოხვრა აღმოხდა.
უზარმაზარ ხმალს გამეტებით იქნევდა, მაგრამ მეტისმეტად
ბევრნი იყვნენ... ერთ-ერთი მაგიდას გადაევლო და ფერროსა
და ცხრათითას შორის ჩადგა. შემდეგ ლოგენს ზურგში რაღაც
მოხვდა, წაბორძიკდა, შემობრუნდა, მოსრიალდა, მაგრამ
ხმლის მოქნევა მაინც მოასწრო. რაღაც რბილს მოარტყა. ვიღა-
ცამ დაიყვირა, მაგრამ ლოგენს ისევ ნაჯახიანი დააცხრა თავს.
ყველაფერი ნიღბებისა და რკინის დომხალში გადაიზარდა – ჭა-
ხუნი, იარაღების ფხაჭნა, წყევლა და გინება, ყვირილი, ხრიალი,
მძიმე ქოშინი.
ლოგენმა ხმალი გაიქნია, მაგრამ უკვე ძალიან დაღლილიყო,
ყველაფერი სტკიოდა, ჭრილობები აწუხებდა. იარაღი ძალიან
ემძიმა, და ყოველ მოქნევასთან ერთად უფრო მძიმდებოდა.
ნიღბიანი განზე გახტა და დაჟანგებული მახვილი კედელს შეას-
კდა, ხის პანელის დიდი ნაჭერი ამოტეხა და ბათქაშში ჩაერჭო.
დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ლოგენს ხმალი კი-
ნაღამ ხელებიდან გაუვარდა.
– უუჰ! – ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ მუცელში მუხლი უთა-
ვაზა და ლოგენს სუნთქვა შეეკრა. ფეხში რაღაც დაეჯახა და კი-
762 მკითხველთა ლიგა
ნაღამ დაეცა. უკნიდან ვიღაცის ყვირილი ესმოდა, ოღონდ თით-
ქოს ძალიან შორი მანძილიდან. გულმკერდი სტკიოდა, პირში
მჟავე გემო ედგა. ჭრილობებიდან სისხლი სდიოდა. მთლიანად
სისხლში ამოსვრილიყო. ძლივს სუნთქავდა. ნიღბიანმა მისკენ
გადააბიჯა, შემდეგ კიდევ ერთხელ, სახეზე ღიმილი ეფინა. გა-
მარჯვებულის ღიმილი. ლოგენი ბუხრისკენ გაიქცა, ფეხი აუსრი-
ალდა და ცალ მუხლზე დაემხო.
ოდესღაც ყველაფერი სრულდება.
ძველი ხმლის აწევა აღარ შეეძლო. ყველა ძალა გამოეცალა.
აღარაფერი დარჩა. ოთახმა თვალებში გადღაბნა დაიწყო.
ოდესღაც ყველაფერი სრულდება, მაგრამ ზოგი რაღაც წყნა-
რად წევს, მივიწყებული...
ლოგენმა მუცელში სიცივე იგრძნო – სიცივე, რომელიც ძა-
ლიან დიდი ხანია აღარ უგრძნია.
– არა, – წაიჩურჩულა მან, – მე შენგან გავთავისუფლდი!
მაგრამ უკვე გვიანი იყო. მეტისმეტად გვიანი...
...მთლიანად სისხლში იყო მოსვრილი, მაგრამ ეს კარგი იყო.
თუმცა მუხლებზე იდგა, და ეს არასწორი იყო. სისხლიანი ცხრა
არავის უჩოქებს! მისმა თითებმა ბუხრის ქვებზე ნაპრალები მო-
ძებნეს, ბზარებში ძველი ხის ფესვებივით ჩაიზარდნენ და მთელი
ძალით ამოსწიეს. ამან ძალა მისცა და ფეხზე წამოაყენა. კოჭი
სტკიოდა, ის კი იღიმოდა. ტკივილი ის საწვავია, რომელიც
ცეცხლს ჩაქრობის საშუალებას არ აძლევს. მის წინ რაღაც გაინ-
ძრა. ნიღბიანი ადამიანები. მტრები.
ესე იგი გვამები.
– დაჭრილი ხარ, ჩრდილოელო! – უახლოესის თვალები
ნიღბიდან ბრწყინავდა, ნაჯახის პირი ჰაერში ელავდა, – არ გინ-
და დანებდე?
– დაჭრილი? – სისხლიანმა ცხრამ თავი უკან გადასწია და
ახარხარდა, – მე შენ განახებ, როგორი დაჭრილი ვარ, შენი დე-
763 მკითხველთა ლიგა
დაც! – წინ გაქანდა, მოქნეული ნაჯახის ქვეშ მოხერხებულად
ჩაყვინთა, ისე, როგორც თევზმა მდინარეში, და მძიმე მახვილი
იატაკთან ახლოს ძლიერად მოიქნია. ხმალი კაცის ფეხს შეას-
კდა და მუხლი ტკაცუნით ამოუგდო, შემდეგ მეორე ფეხშიც ჩა-
არტყა და კაცს უკანასკნელი საყრდენიც გამოაცალა. ნიღბიანს
ყრუ კივილი აღმოხდა, ქვის იატაკზე დავარდა, რამდენჯერმე გა-
დატრიალდა და ჰაერში დამსხვრეული ფეხები გაფარჩხა.
სისხლიანი ცხრა მიხვდა, რომ ზურგში რაღაც შეერჭო, მაგ-
რამ ტკივილი არ უგრძნია. ეს ნიშანი იყო. ნიშანი იმ საიდუმლო
ენაზე, რომელიც მხოლოდ თვითონ ესმოდა: მან უთხრა, სად იმ-
ყოფებოდა გვამი. შემოტრიალდა და ხმალი საკუთარ სხეულთან
ერთად მოიქნია – ჰაერში მრისხანე, მშვენიერი, დაუძლეველი
თაღი მოხაზა. იარაღი ვიღაცას მუცელში მოხვდა, ორად მოკეცა
და ჰაერში ააგდო. სხეული ბუხართან კედელს შეეჯახა და იატაკ-
ზე ჩამომტვრეული ბათქაშის წვიმასთან ერთად დავარდა.
ჰაერში დანა ასისინდა და სისხლიანი ცხრას მხარში ყრუდ
ჩაესო. შავკანიანმა ისროლა, ოქროს საყურეებიანმა. მაგიდის
მეორე მხარეს იდგა, საკუთარი ნასროლით კმაყოფილი ფარ-
თოდ იკრიჭებოდა. საშინელი შეცდომა დაუშვა. სისხლიანი ცხრა
მისკენ გაქანდა. მომდევნო დანამ გვერდზე ჩაუქროლა და კე-
დელში ჩაერჭო. ლოგენი შავ მაგიდას გადაახტა, ხმალს კვალ-
დაკვალ მიარბენინებდა.
ნიღბიანმა პირველი უძლიერესი დარტყმა აიცილა, შემდეგ
მეორეც. სწრაფი, მოქნილი და ჭკვიანი იყო, მაგრამ არასაკმა-
რისად. მესამე მოქნევა გვერდში მოხვდა. გამჭოლი დარტყმა
გამოვიდა, თითქოს კანი ცოტა მოწიწკნესო. მხოლოდ და მხო-
ლოდ ნეკნები დაუმსხვრია და აკივლებული კაცი მუხლებზე და-
აგდო. უკანასკნელი დარტყმა უკეთესი გამოუვიდა: ხორცმა და
რკინამ ჰაერში წრე მოხაზა, მტერს პირში დაეტაკა და თავი
შუაზე გადაუჩეხა. სისხლმა კედლები მორწყო. სისხლიანმა
764 მკითხველთა ლიგა
ცხრამ მხრიდან დანა ამოიძრო და იატაკზე მოისროლა. ჭრილო-
ბიდან სისხლმა იფეთქა, პერანგი გაიჟღინთა და დიდი, ლამაზი,
თბილი წითელი ლაქა დატოვა.
შემდეგ ქვემოთ ჩაყვინთა და ხიდან ჩამოვარდნილი ფოთო-
ლივით გაუჩინარდა, იატაკზე გაგორდა და იმ ნიღბიანს ჩაუარა
გვერდზე, რომელიც ჰაერში მოკლე მახვილს იქნევდა. სანამ შე-
მოტრიალებას მოასწრებდა, სისხლიანი ცხრა მასთან აღმოჩ-
ნდა, მარცხენა ხელი მუშტებზე გველივით შემოხვია. შავსამო-
სიანი აფართხალდა და გაიბრძოლა, მაგრამ უშედეგოდ: სის-
ხლიანი ცხრა მთის ფესვებივით ძლიერი იყო, და შეუჩერებელი,
როგორც მიქცევა.
– ჩემ წინააღმდეგ შენნაირებს გზავნიან? – კაცი კედელს
ზურგით მიანარცხა და ზემოდან მოექცა, ხელები თითებზე
მოუჭირა და მოკლე მახვილი წვერით მისივე მკერდისკენ შეაბ-
რუნებინა, – ეს დამამცირებელია! – დაიღრიალა სისხლიანმა
ცხრამ და მსხვერპლი მისსავე მახვილზე წამოაგო.
ნიღბიდან ყვირილი გაისმა, სისხლიანი ცხრა კი იცინოდა.
იცინოდა და მახვილს ჭრილობაში ატრიალებდა. ლოგენს შეიძ-
ლება შეჰბრალებოდა, მაგრამ ლოგენი შორს იყო, სისხლიანი
ცხრა კი – ზამთარივით დაუნდობელი. უფრო ნაკლებადაც კი.
დანას ურტყამდა, ჭრიდა და ჭრიდა, და იღიმოდა. კვნესა და ყვი-
რილი ნელ-ნელა მიწყდა, და სისხლიანი ცხრა გვამს შეეშვა, ნე-
ბა დართო ცივ ქვებზე დავარდნილიყო. თითები სისხლისგან უს-
რიალებდა და მათ პერანგზე იწმენდდა, მკლავებზე, სახეზე –
ისე, როგორც უნდა ყოფილიყო.
იმას, რომელიც ბუხართან იჯდა, სხეული მომჩვაროდა, თავი
უკან გადაეგდო და ჭერს მიშტერებოდა, თვალები სველ ქვებს
უგავდა. მიწის ნაწილად იქცა. სისხლიანმა ცხრამ სახე ხმლით
გაუპო – ისე, ყოველი შემთხვევისთვის. უმჯობესი იყო ეჭვები
მოეცილებინა.
765 მკითხველთა ლიგა
ამ დროს შეამჩნია, რომ ნაჯახიანი კარისკენ მიღოღავდა,
ამობრუნებულ ფეხებს ქვის იატაკზე მიათრევდა, კვნესოდა და
ქვითინებდა.
– გაჩუმდი!
მძიმე მახვილი კაცს თავის ქალაში ჩაესო და იატაკი სის-
ხლით მოსვარა.
– კიდევ, – წაიჩურჩულა სისხლიანმა ცხრამ და ოთახი თვალ-
წინ შემოუტრიალდა, ახალ მსხვერპლს ეძებდა, – კიდევ! – და-
იღრიალა მან, და გადაიხარხარა, და კედლებმაც გაუცინეს, და
გვამებიც მასთან ერთად ახორხოცდნენ, – დანარჩენები სად
წახვედით?
მუქკანიანი ქალი დაინახა, სახეზე ჭრილობიდან სისხლი
სდიოდა, ხელში დანა ეჭირა.
სხვებს არ ჰგავდა, მაგრამ ისიც გამოდგებოდა. გაუღიმა და
მისკენ გაემართა, ხმალი ორივე ხელით აღმართა. ქალი უკან
იხევდა, უყურებდა და ცდილობდა სისხლიანი ცხრასა და თავის
შორის მაგიდა დაეტოვებინა. სასტიკი ყვითელი თვალები ჰქონ-
და, მგელივით. რაღაც ხმამ სუსტად უკარნახა, რომ ეს ქალი მის
მხარეს იყო. სამწუხაროა.
– ჩრდილოელი შენ ხარ? – კარში უზარმაზარი ფიგურა გა-
მოჩნდა.
– ჰო, ვინ მკითხულობს?
– ქვის მხლეჩი.
დიდი იყო, ძალიან დიდი, ღონიერი და ველური. კარადას
უზარმაზარი ჩექმა ჰკრა და დამტვრეულ თეფშებზე ტკაცუნით
გადმოაბიჯა. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა – სისხლიანი ცხრა
მისნაირების დასალეწად შექმნეს. მეხთავა თულ დურუ მასზე
დიდი იყო. რუდ სამმუხა – უფრო ღონიერი. შავი დოუ – ორჯერ
უფრო ველური. სისხლიანმა ცხრამ ყველა მათგანი დაამარცხა,

766 მკითხველთა ლიგა


და უამრავი სხვაც. რაც უფრო დიდი, ღონიერი და ველური იქნე-
ბა, მით უფრო ცუდი დღე დაადგება.
– ქვის მჯმელი? – გაიცინა სისხლიანმა ცხრამ, – მერე რა, ნა-
ბიჭვარო? კიდევ ერთი გვამი – აი ვინ ხარ, მეტი არაფერი! – სის-
ხლში მოსვრილი მარცხენა ხელი ასწია, სამი თითი გაშალა და
დიდი ხნის წინ მოკვეთილი შუა თითიდან გაუცინა, – მე სისხლი-
ან ცხრას მეძახიან.
– ჰა? – ქვის მხლეჩმა ნიღაბი ჩამოიხსნა და იატაკზე დააგდო,
– იტყუები! ჩრდილოეთში უამრავ ადამიანს აკლია თითი. მაგ-
რამ ყველა ცხრათითა არ არის!
– ყველა არა. მხოლოდ მე.
გოლიათის უზარმაზარი სახე ბრაზით აინთო:
– შე პატარა მატყუარა! გგონია ქვის მხლეჩს იმ სახელით
შეაშინებ, რომელიც არ გეკუთვნის? მეორე ტრაკს ამოგაჭრი,
მატლო! სისხლიან ჯვარს დაგახატავ! ისევ მტვრად გაქცევ, შე
მშიშარა მატყუარა ნაბიჭვარო!
– მომკლავ? – სისხლიანმა ცხრამ იმაზე ხმამაღლა გაიცინა,
ვიდრე ოდესმე, – სულელო! აქ მხოლოდ მე ვკლავ!
ლაყბობა მორჩა. ქვის მხლეჩმა მტერს ცალ ხელში ნაჯახით,
მეორეში კი გურზით შეუტია – მძიმე იარაღები იყო, მაგრამ საკ-
მარისად სწრაფად ვერ იყენებდა. გურზი მიზანს ასცდა და ერთ-
ერთი ფანჯარა ჩაამსხვრია. ნაჯახი ძირს დაეშვა და მაგიდის
ერთ-ერთი ფიცარი შუაში გადატეხა. თეფშები ჰაერში აფრინდა,
შანდლები იატაკზე დაცვივდა. სისხლიანი ცხრა კი განზე გახტა,
როგორც ჩასაფრებული ბაყაყი, რომელიც საჭირო დროს უცდი-
და.
როცა მაგიდაზე გადაკოტრიალდა, გურზი მის მხარს რამდე-
ნიმე ინჩით ასცდა, იატაკზე დიდ ქვის ფილას მოხვდა და შუაში
ამოამტვრია. ჰაერში ნამტვრევები აიყარა. ქვის მხლეჩი
ღრიალებდა, იარაღებს იქნევდა. სკამი ნაცარტუტად აქცია, ბუხ-
767 მკითხველთა ლიგა
რიდან დიდი ქვის ნატეხი ჩამოაგდო, კედელში უზარმაზარი
ხვრელი დატოვა. წამით მისი ნაჯახი ფიცარში ჩაერჭო. სისხლი-
ანმა ცხრამ დრო იხელთა: ძველისძველმა ხმალმა ჰაერში გაიბ-
რწყინა და ქვის მხლეჩს ტარი შუაში გადაუტეხა. შავსამოსიანმა
დამტვრეული იარაღი მოისროლა და გურზი მოიქნია, კიდევ უფ-
რო გააფთრებით, თან გაცოფებული აღრიალდა.
ქვის მხლეჩმა გურზი მოიქნია, მაგრამ სისხლიანმა ცხრამ
იარაღს მახვილი დაუხვედრა, ზუსტად საკუთარ თავთან, დიდი
ხელიდან იარაღი გააგდებინა და კუთხეში მოისროლა, მაგრამ
ჯიუტი ჩრდილოელი არ ნებდებოდა. გასისხლიანებულ მოწინა-
აღმდეგეს გააფთრებით უტევდა, უზარმაზარი ხელები ფართოდ
გაეშალა. მეტისმეტად მიუახლოვდა, სისხლიანი ცხრა მახვილს
ვერ გამოიყენებდა. ქვის მხლეჩმა გაიღიმა, გოლიათური მკლა-
ვები სისხლიან ცხრას მოხვია და მარწუხებივით მოუჭირა.
– გამოგიჭირე! – დაუყვირა და კიდევ უფრო მაგრად მოეხ-
ვია. საშინელი შეცდომა დაუშვა. ამას ჯობდა ცეცხლს ჩახუტებო-
და.
– ტკაც!
სისხლიანმა ცხრამ შუბლი პირში ჩაარტყა. იგრძნო, რომ
ქვის მხლეჩის მარწუხები ოდნავ მოეშვა და მხრები აამოძრავა,
თავს ითავისუფლებდა, იკლაკნებოდა, ცმუკავდა და ცმუკავდა,
როგორც თხუნელა სოროში. თავი რაც შეიძლებოდა უკან გადა-
აგდო. ახლა საქმეში ვაცი ჩაერთო. თავის მეორე დარტყმამ ქვის
მხლეჩს ცხვირი შუაზე გადაუხსნა. გვამმა ტკივილისგან დაიღ-
რიალა და ძლევამოსილი მკლავები კიდევ მოუშვა. მესამე დარ-
ტყმამ ყვრიმალი ჩაუმსხვრია. მკლავები ჩამოყარა. მეოთხე
დარტყმამ მძიმე ყბა ჩაუმტვრია. ახლა სისხლიან ცხრას ეჭირა,
იღიმოდა და დალეწილ სახეზე შუბლს უხათქუნებდა. ახლა კო-
დალა აკაკუნებდა: ტუკ, ტუკ, ტუკ. ხუთი. ექვსი. შვიდი. რვა. და-
ლეწილი სახის ძვლები სასიამოვნო თანმიმდევრობით ტკაცუ-
768 მკითხველთა ლიგა
ნობდა. ცხრა – და ბოლოს შეეშვა. ქვის მხლეჩი გვერდზე გადა-
ქანდა და იატაკზე დაეხეთქა, დამსხვრეული სახიდან სისხლი
შადრევანივით ასხამდა.
– აბა, როგორ მოგეწონა? – გადაიხარხარა სისხლიანმა
ცხრამ და თვალებიდან სისხლი მოიწმინდა. ქვის მხლეჩის უსი-
ცოცხლო სხეულს რამდენჯერმე წიხლი ჩაარტყა. მერე ფეხქვეშ
ოთახი დაუტრიალდა, ყველაფერი გაედღაბნა, და იცინოდა,
ხარხარებდა, – როგორ... ჯანდაბა... – წაბორძიკდა, თვალები
ააფახურა, ძილი მიმქრალი კოცონივით მოერია, – ახლა არა...
ჯერ არა...
მუხლებზე დაემხო:
– ახლა არა... – საქმე დარჩა გასაკეთებელი, ყოველთვის
აქვს საქმე, – ჯერ არა, – დაიღრინა, მაგრამ მისი დრო ამოიწუ-
რა...
...ლოგენმა წამოიყვირა. წაიქცა. ყველაფერი სტკიოდა. ფეხე-
ბი, მხარი, თავი. იქამდე კვნესოდა და ყვიროდა, სანამ ყელი სის-
ხლით არ აევსო, შემდეგ ხველება დაეწყო, ხვნეშოდა და მიწაზე
გორავდა, დაკრუნჩხული თითებით იატაკს კაწრავდა. სამყარო
გადღაბნილ ლაქებად ექცა. პირიდან ბუყბუყი ამოუვიდა და სის-
ხლი გადმოეღვარა, საკმარისი რაოდენობის, რომ ისევ კვნესა
გაეგრძელებინა.
ვიღაცამ პირზე ხელი ააფარა:
– შეწყვიტე კვნესა, წყეულო ვარდისფერო! ახლავე! – ხმა
ყურში დაჟინებულად უჩურჩულებდა. უცნაური, სასტიკი ხმა იყო,
– ახლავე შეწყვიტე ყვირილი, თორემ დაგტოვებ, გესმის? უკა-
ნასკნელ შანსს გაძლევ! – შემდეგ ხელისგული მოაცილა.
დაკრეჭილი კბილებიდან სუსტი კვნესა გამოიჭრა, მაგრამ
არც ისე ხმამაღალი.

769 მკითხველთა ლიგა


მაჯაში ხელი ჩაავლეს და ზემოთ აქაჩეს. ლოგენს ოხვრა აღ-
მოხდა: მხარზე ექაჩებოდნენ, და ქვეშ რაღაც მაგარს უდებდნენ.
საშინლად აწამებდნენ.
– ადექი, ნაბიჭვარო, მარტო ვერ გათრევ! ადექი-მეთქი, ახ-
ლავე! უკანასკნელ შანსს გაძლევ, გესმის?
ნელა წამოაყენეს, თვითონაც მთელი ძალით მიაწვა ფეხებს.
სტვენით სუნთქავდა, მძიმედ ხრიალებდა, მაგრამ მაინც შეძლო:
მარცხენა ფეხი, მერე მარჯვენა. ნელ-ნელა. მუხლი მოეკაკვა,
ფეხში ტკივილმა დაუარა და ისევ წამოიყვირა. დაეცა. იატაკზე
მოიკუნტა. ჯობია წყნარად იწვეს. თვალები დაეხუჭა.
სახეში რაღაცამ მაგრად გაულაწუნა, შემდეგ ისევ. დაიზმუვ-
ლა. იღლიაში რაღაც შეუსრიალდა და ფეხზე აათრია.
– ადექი, ვარდისფერო! ადექი, თორემ დაგტოვებ. უკანასკნე-
ლი შანსს გაძლევ, გესმის?
ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. მარცხენა ფეხი, მერე მარჯვენა...
გრძელფეხა ადგილს ვერ პოულობდა და მოუსვენრად ცმუ-
კავდა. თავიდან სავარძლის სახელურზე აკაკუნა თითები, შემ-
დეგ მათზე რაღაცის გადათვლა დაიწყო, თავს აქნევდა და გა-
ნუწყვეტლივ რაღაცას ბუტბუტებდა მიქცევაზე. ჯეზალი ხმას არ
იღებდა, ლოცულობდა, ის ორი ველური სადმე თხრილში ჩამ-
ხრჩვალიყო და მოგზაურობა ჩაშლოდათ. ანგლანდში ჩასასწრე-
ბად ჯერ კიდევ საკმარისი დრო რჩებოდა. იქნებ, ჯერ ყველაფე-
რი არ იყო დაკარგული...
უკნიდან კარის გაღების ხმა მოესმა და ოცნებები კვლავ
ჩაეფუშა. დარდმა ისევ მოუფათურა სულში ხელები, და როცა
უკან შებრუნდა, მაშინვე განცვიფრებასა და შეძრწუნებაში გა-
დაიზარდა. კარში ორი დაფლეთილი ფიგურა გამოჩნდა, თავი-
დან ფეხებამდე სისხლსა და მტვერში ამოსვრილები. ნამდვილი
ეშმაკები, ჯოჯოხეთის რომელიღაც კარიბჭიდან გამოპარულები.
გურკჰი ქალი ოთახში წყევლა-კრულვით შემოვარდა. ცხრათი-
770 მკითხველთა ლიგა
თას ერთი მკლავი მის მხრებზე ესვენა, მეორე უსიცოცხლოდ
უქანავებდა გვერდზე. ფრჩხილებიდან სისხლი წვეთ-წვეთად
სდიოდა, თავი მკერდზე ჩამოვარდნოდა.
ასე ბარბაცით მოაბიჯებდნენ, შემდეგ ჩრდილოელი ნატკენი
ფეხით სავარძელს გამოედო და ორივე იატაკზე გაიშხლართა.
ქალი ასისინდა და უღონო მკლავი მოიშორა, კაცს ხელი უბიძგა,
თავი გაითავისუფლა და ფეხზე წამოხტა. ცხრათითა ნელა, კვნე-
სით გადატრიალდა ზურგზე, ჭრილობამ მხარში ღრმად დააღო
პირი, და ხალიჩაზე სისხლის პატარა გუბე დააყენა. ისეთი წითე-
ლი ხორცი გამოუჩნდა, თითქოს ყასბის მაღაზიაში გასაყიდად
შემოდებული ახალთახალი საქონელიაო. ჯეზალმა ნერწყვი გა-
დაყლაპა, ერთდროულად შეძრწუნებულიც იყო და მოჯადოებუ-
ლიც.
– სუნთქვავ ღვთისაო!
– ჩვენს წასაყვანად მოვიდნენ.
– რა?
– მოვიდნენ? ვინ?
ოთახში წითურმა ქალმა ფრთხილად შემოაბიჯა. შავები ემო-
სა და შავი ნიღაბი ეკეთა. შეგირდი – უკარნახა ჯეზალს დაბლაგ-
ვებულმა გონებამ, მაგრამ ის ვეღარ აუხსნა, თუ რატომ იყო ასე-
თი ნაცემი, ან ასე რატომ კოჭლობდა. ქალს მეორე შეგირდიც –
მძიმე ხმლით შეიარაღებული კაცი – შემოჰყვა ფეხდაფეხ.
– ჩვენთან მოდიხართ, – გამოაცხადა ქალმა.
– აბა სცადე! – დაუსისინა მალჯინმა. ჯეზალს ყბა ჩამოუვარ-
და, როცა ფერრომ ღმერთმა უწყის საიდან, დანა ამოაძვრინა,
თან სისხლიანი. იარაღს არ უნდა ატარებდეს! აქ ხომ არ შეიძ-
ლება!
რა სულელია, ახლა მიხვდა. ქამარზე ხომ მახვილი უკიდია.
რა თქმა უნდა! იარაღის ვადა მოძებნა და ხმალი იშიშვლა, ფიქ-
რობდა თუ რამე მოხდებოდა, გურკჰი ალქაჯისთვის ჩაერტყა
771 მკითხველთა ლიგა
თავში, სანამ ვინმეს რამეს დაუშავებდა. თუ ქალი ინკვიზიციას
სჭირდება, შეუძლიათ წაიყვანონ და დანარჩენებიც ზედ მიაყო-
ლონ. საუბედუროდ, შეგირდებმა არასწორად გაუგეს.
– იარაღი დააგდე, – წაუსისინა წითურმა ქალმა. კაპიტანს
მოჭუტული თვალებით უბღვერდა.
– არა! – შესძახა ჯეზალმა. საშინლად შეურაცხყოფილი დარ-
ჩა იმით, რომ ამ ავაზაკების მოკავშირედ მიიჩნიეს.
– ეე... – აბლუკუნდა კვი.
– ააჰ! – ამოიხვნეშა ცხრათითამ, ხელი სისხლით გაჟღენ-
თილ ხალიჩას სტაცა, თავისკენ მოქაჩა და მაგიდა იატაკზე
გააჩოჩა.
ამასობაში ოთახში მესამე შეგირდი შემოიპარა, წითურ ქალს
შემოუარა. ხელთათმნიან ხელს გურზს უჭერდა. ძალიან
უსიამოვნო შესახედაობის იარაღი იყო. ჯეზალმა უნებურად წარ-
მოიდგინა, რას უზამდა მის თავის ქალას, თუ ვინმე ძლიერად
დაარტყამდა. საკუთარი დაშნის ვადა გაუბედავად ჩაბღუჯა, ახ-
ლა ჰაერივით ესაჭიროებოდა ვინმე, ვინც მითითებებს მისცემ-
და.
– ჩვენთან მოდიხართ, – გაიმეორა ქალმა, სანამ მისი ორი
მეგობარი ოთახში ნელა მოიძურწებოდნენ.
– ღმერთო ჩემო, – ჩაიბურტყუნა გრძელფეხამ და მაგიდას
ამოეფარა.
ამ დროს სააბაზანო კარი ბრახუნით გაიღო და კედელს შეას-
კდა. ზღურბლზე ბაიაზი გამოჩნდა, მთლიანად შიშველი, ტანი-
დან საპნიანი წყალი ეწვეთებოდა. ყველა სათითაოდ მოათვა-
ლიერა: პირქუში, დანამოღერებული ფერრო, მაგიდის უკან და-
მალული გრძელფეხა, ხმალმოშიშვლებული ჯეზალი, პირდაღე-
ბული კვი, სისხლის გუბეში გაშხლართული ლოგენი და ბოლოს
სამი შავნიღბიანი, იარაღმომარჯვებული ფიგურა.
ოთახში ავის მომასწავებელი სიჩუმე ჩამოწვა.
772 მკითხველთა ლიგა
– რა ჯანდაბა ხდება აქ? – დაიღრიალა მაგმა და ოთახის
შუაში გამოვიდა. წვერიდან წყალი წურწურით ჩამოსდიოდა,
მკერდის ჭაღარა თმაში ეღვრებოდა და შიშველი გენიტალიები-
დან იატაკზე ეწუწებოდა. უცნაური სანახაობა იყო: შიშველი მო-
ხუცი ინკვიზიციის სამი შეიარაღებული შეგირდის წინააღმდეგ.
სასაცილო იყო, მაგრამ არავინ იცინოდა. მაგი უცნაურად საშიში
ჩანდა, მიუხედავად სიშიშვლისა და სისველისა. და უკან მან კი
არა, შეგირდებმა დაიხიეს დაბნეულად, შიშითაც კი.
– ჩვენთან მოდიხართ, – გაიმეორა ქალმა მესამედ, თუმცა
ხმაში ეჭვი გამოერია. ერთმა მისმა კომპანიონმა ფრთხილად
გადააბიჯა ბაიაზისკენ.
ჯეზალს მუცელში უცნაური გრძნობა დაეუფლა – გულ-
მუცელი ტკივილმა ამოუტრიალა. თითქოს ისევ იმ ხიდზე იდგა,
ოსტატი შემოქმედის ჩრდილში. ოღონდ უფრო საშინელი
გრძნობა იყო. მაგს სახე შემაშფოთებლად გაუმკაცრდა:
– მოთმინების ფიალა ამევსო.
უახლოესი შეგირდი დიდი სიმაღლიდან გადმოვარდნილი
ბოთლივით გასკდა. არავითარი მეხის გავარდნა ან აფეთქების
ხმა – მხოლოდ ჩუმი ტყლაშუნი. არადა წამის წინ მოხუცისკენ
ხმალმოღერებული მიიწევდა, თითქოს არაფერი სჭირდა. წამის
შემდეგ კი ათას ნამცეცად დაიშალა. ერთ-ერთი ასეთი ნამცეცი
ჯეზალის თავთან კედელს ყრუდ მიეტყეპა. კაპიტანს ხმალი
გაუვარდა და იარაღი ფიცარზე ზრიალით დაეცა.
– რას ამბობდი? – დაიგრგვინა მაგებს შორის უპირველესმა.
ჯეზალს მუხლები აუკანკალდა და ყბა ჩამოუვარდა. ლამის
გული წაუვიდა, კინაღამ აღებინა, შიგნით საშინელი სიცარიელე
იგრძნო. სახეზე სისხლი შეესხა, მაგრამ მის მოსაწმენდად გატო-
კებასაც ვერ ბედავდა. შიშველ მოხუცს მისჩერებოდა და თვა-
ლებს ვერ უჯერებდა. უწყინარი ბებერი ჯამბაზი წამში იქცა დაუნ-
დობელ მკვლელად, თან ყოველგვარი ყოყმანის გარეშე.
773 მკითხველთა ლიგა
წითელთმიანი ქალი ცოტა ხანს გაუნძრევლად იდგა, სის-
ხლში ამოსვრილი, ხორცისა და ძვლების ნაჭრებით დაფარული,
თვალები თეფშებივით დამრგვალებოდა. შემდეგ კარისკენ ნე-
ლა დაიხია. მეორეც დაედევნა და სიჩქარეში ცხრათითას ფეხს
კინაღამ წამოედო. დანარჩენები ქანდაკებებივით გაქვავებუ-
ლიყვნენ. ჯეზალმა დერეფანში ჩქარი ნაბიჯების ხმა გაიგო – შე-
გირდები თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ. ჯეზალს კინაღამ მა-
თი შეშურდა. მათ, როგორც ჩანს, გაქცევა მოახერხეს, ის კი ამ
საშინელ კოშმარში დარჩა გამომწყვდეული.
– უნდა წავიდეთ, ახლავე! – დაიყეფა ბაიაზმა. ისე იჭმუხნებო-
და, თითქოს საშინელ ტკივილს განიცდისო, – როგორც კი შარ-
ვალს ჩავიცვამ. ამათ დაეხმარე, გრძელფეხა! – მიაძახა ზურგი-
დან. აგრიონტში ყოფნისას პირველად, ნავიგატორმა სიტყვები
ვერ იპოვა. მხოლოდ თვალები ააფახურა ცოტა ხანს, მერე მაგი-
დის ქვემოდან ამოძვრა და უგონო ჩრდილოელის თავზე გა-
დაიხარა, საკუთარი გაცვეთილი პერანგიდან ზოლი მოხია, სახ-
ვევად რომ გამოეყენებინა. შეყოვნდა და მოიღუშა, თითქოს ვერ
გადაეწყვიტა, საიდან დაიწყოსო.
ჯეზალმა ნერწყვი გადაყლაპა. ხმალი ისევ ეჭირა, მაგრამ ხე-
ლი უკანკალებდა და იარაღის შესანახად ძალა ვერ იპოვა.
მთელ ოთახში უბედური შეგირდის ნაგლეჯები იყო გაფანტული,
კედელზე, ჭერზე, ხალხზე მიტყეპებული. ჯეზალს ადამიანის სიკ-
ვდილი არასოდეს ენახა, მით უმეტეს ასეთი საზარელი და არა-
ნორმალური. მაგრამ, მისდა გასაოცრად, შეძრწუნების ნაც-
ვლად მხოლოდ უზარმაზარ შვებას გრძნობდა. ყველა პრობლე-
მა ახლა უმნიშვნელო მოეჩვენა.
ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტებით

774 მკითხველთა ლიგა


გლოკტა ვიწრო დერეფანში იდგა, ხელჯოხს მძიმედ ეყრდნო-
ბოდა. იდგა და იცდიდა. კარის მეორე მხრიდან ხმამაღალი
საუბარი ესმოდა.
– არავითარი სტუმრები-მეთქი!
ინკვიზიტორმა ჩუმად ამოიოხრა. უამრავი უფრო სასიამოვნო
საქმით შეეძლო დაკავებულიყო, ვიდრე აქ დგომა და მტკივანი
ფეხის წამება იყო, მაგრამ მიცემული სიტყვის გატეხას არ აპი-
რებდა. თავი ციხეში ეგონა. არაფრით გამორჩეული დერეფანი,
არაფრით გამორჩეული სახლი – ასობით ზუსტად ასეთივე
არაფრით გამორჩეულ სახლებს შორის. რაიონი ცოტა ხნის წინ
აეგოთ, ტერასები ახლებური სტილით მოეწყოთ: ნახევრად გა-
დატიხრული, სამსართულიანი, ერთი ოჯახისა და რამდენიმე
მსახურისთვის განკუთვნილი ასობით ზუსტად ერთნაირი სახლი
გვერდიგვერდ ჩაემწკრივებინათ. აქ შეძლებული ხალხი ცხოვ-
რობდა, ახლახან გამდიდრებული მდაბიოები, როგორც სულტი
იტყოდა. ბანკირები, ვაჭრები, ხელოსნები, მედუქნეები, სხვა-
დასხვა მოხელეები.
„შეიძლება ერთ-ორ სახლში წარმატებული ფერმერებიც
ცხოვრობენ, ისევე როგორც ამაში“.
შემდეგ ხმაური მიწყნარდა. გლოკტას რაღაც მოძრაობების
ხმები შემოესმა, მერე მინის წკრიალი, ბოლოს კარი გაიღო და
ზღურბლიდან მოახლემ გამოიხედა. შეუხედავ გოგონას დიდ
თვალები ასცრემლებოდა. შეშინებული, დამნაშავე გამომეტყვე-
ლება ჰქონდა.
„მაგრამ ამას მიჩვეული ვარ. ინკვიზიციასთან შეხვედრისას
ყველა შეშინებულია და ყველა დამნაშავედ გრძნობს თავს“.
– გთხოვათ, შემობრძანდეთ, – ჩაიბუტბუტა გოგონამ. გლოკ-
ტამ თავი დაუქნია, გვერდით ჩაუარა და ოთახში შეფრატუნდა.
ბუნდოვნად გაახსენდა, ანგლანდში ყოფნისას, ერთ ზაფ-
ხულს, ვესტების ოჯახს ერთ-ორი კვირით როგორ ესტუმრა. მას
775 მკითხველთა ლიგა
შემდეგ ალბათ თორმეტი წელი გავიდა, თუმცა ახლა ეჩვენებო-
და რომ ასი. გაახსენდა, როგორ ფარიკაობდა ვესტთან ერთად
ეზოში, მათი სახლის წინ, და ყოველ დღე შავთმიანი, სერიოზუ-
ლი გამომეტყველების გოგონა ადევნებდათ თვალყურს.
იმ გოგონასთან პარკში შეხვედრაც გაახსენდა, არც ისე დიდი
ხნის წინანდელი – როცა მისი მდგომარეობით დაინტერესდა.
მაშინ ისეთი საშინელი ტკივილები აწუხებდა, თვალებიდან
ძლივს იხედებოდა და მისი სახე გადღაბნილ ლაქად დაამახსოვ-
რდა. ამიტომ გლოკტამ არ იცოდა, რას ელოდა, მაგრამ ცემის
სისხლჩაქცევებისა და ჩალურჯებების ნახვას – ნამდვილად არა.
წამით გაოგნდა კიდეც... წამით.
„თუმცა ამას კარგად ვმალავ“.
მარცხენა თვალის ქვეშ მუქი ლაქა ემჩნეოდა, მეწამული, ყა-
ვისფერი და ყვითელი. ქვედა ქუთუთო მაგრად შესიებოდა. პი-
რის კუთხეც იმავე მდგომარეობაში ჰქონდა, გახეთქილი ტუჩის
ჭრილობას მოშუშება დაეწყო და ზემოდან ქერქი გადაეკრა.
გლოკტამ ჭრილობებსა და დაჟეჟილობებზე ბევრი იცოდა – ძა-
ლიან ცოტა ვინმე თუ შეედრებოდა ამაში. „და ძალიან მეეჭვება,
ისინი შემთხვევით მიეღო. ვიღაცა სახეში ურტყამდა და ამას
მთელი გულით აკეთებდა“. დალილავებული ნაიარევები მოათ-
ვალიერა და თავისი მეგობარი კოლლემ ვესტი გაახსენდა, რო-
მელიც მის სასადილო ოთახში ქვითინებდა და დახმარებას
სთხოვდა. გლოკტამ ეს ორი ფაქტი ერთმანეთს დაუკავშირა.
„საინტერესოა“.
თეთრებში გამოწყობილი არდი ოთახში იჯდა და ინკვიზი-
ტორს აკვირდებოდა. ნიკაპი მაღლა აეწია, სახე იმ მხარეს მიეტ-
რიალებინა, სადაც მეტი ჩალურჯებული ლაქა ჰქონდა, თითქოს
კაცს აიძულებდა, რამე ეთქვა. „ძმას არ ჰგავს. საერთოდ არ
ჰგავს. არდი ჩემს სასადილო ოთახში ცრემლებს არ ააღვარღვა-
რებდა, და არც სადმე სხვაგან“.
776 მკითხველთა ლიგა
– რით შემიძლია დაგეხმაროთ, ინკვიზიტორო? – ჰკითხა ცი-
ვად.
გლოკტამ შეამჩნია, რომ გოგონამ სიტყვა „ინკვიზიტორზე“-
სპეციალურად მოუჩლიქა ენა.
„მთვრალია... თუმცა ამას კარგად მალავს. იმდენადაც არ გა-
ლეშილა, რომ რამე სისულელე ჩაიდინოს“.
გლოკტამ პირი მოკუმა. უცნაური გრძნობა დაეუფლა, გონება
რატომღაც სიფრთხილისკენ უხმობდა.
– აქ ინკვიზიტორის მოვალეობის ასასრულებლად არ მოვ-
სულვარ. თქვენმა ძმამ მთხოვა...
გოგონამ უხეშად გააწყვეტინა:
– მართლა? გთხოვათ? თქვენც მოხვედით და მამოწმებთ,
ვინმე არასწორ კაცთან ხომ არ ვჟიმაობ? ხომ ასეა?
გლოკტამ ცოტა ხნით დაიცადა, სანამ არდის სიტყვებს ბო-
ლომდე გაიაზრებდა, შემდეგ წყნარად ჩაიხითხითა.
„ოჰო! რაც დრო გადის, გოგონა სულ უფრო მეტად მომწონს!“
– რამე სასაცილო ვთქვი? – მოუჭრა არდიმ.
– მომიტევეთ, – მოუბოდიშა გლოკტამ და აცრემლებული
თვალი მოიწმინდა, – მაგრამ იმპერატორის ციხეში ორი წელი
გავატარე. თავიდანვე რომ მცოდნოდა, იქ რამდენ ხანს დავყოფ-
დი, თავის მოკვლის უფრო ეფექტურ გზებს ვცდიდი. შვიდასი
დღე წყვდიადში, ჯოჯოხეთთან ისე ახლოს, რამდენადაც ცოცხა-
ლი ადამიანისთვისაა შესაძლებელი. ამით იმის თქმა მინდა,
რომ თუ ჩემი წყენინება გსურთ, უბრალოდ უხეშ საუბარზე ცოტა
მეტი დაგჭირდებათ. და გოგონა თავისი გულისამრევი, უკბილო,
შეშლილი ღიმილით დაასაჩუქრა. ძალიან ცოტა ადამიანს შეეძ-
ლო ამ სანახაობისთვის თვალი გაესწორებინა, მაგრამ არდის
გვერდზე წამითაც არ გაუხედავს. მეტიც – გოგონამ საპასუხოდ
გაუღიმა. თავისებური ტუჩაპრეხილი ღიმილი ჰქონდა, რომე-
ლიც გლოკტას უცნაურად განმაიარაღებელი ეჩვენა.
777 მკითხველთა ლიგა
„მგონი ტაქტიკა უნდა შევცვალო“.
– საქმე ისაა, რომ თქვენმა ძმამ მთხოვა, მის არყოფნაში
თქვენს კეთილდღეობაზე მეზრუნა. და, რა თქმა უნდა, თავად შე-
გიძლიათ გადაწყვიტოთ, რამდენს იჟიმავებთ და ვისთან, თუმცა
ჩემი დაკვირვებით, რაც უფრო იშვიათად აკეთებს ამას ახალ-
გაზრდა ქალი, მით უკეთესია მისი რეპუტაცია. ცხადია, ახალგაზ-
რდა მამაკაცებისთვის ყველაფერი პირიქითაა. ამას სამართლი-
ანს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ცხოვრება თითქმის ყველაფერში
უსამართლოა, და ჩემი აზრით, ეს კონკრეტული შემთხვევა გა-
მონაკლისს არ წარმოადგენს.
– ჰა-ჰა! მართალი ბრძანდებით.
– ჰოდა ძალიან კარგი, – თქვა გლოკტამ, – ესე იგი, ერთმა-
ნეთს გავუგეთ. როგორც ვხედავ, სახე დაგიშავებიათ.
არდიმ მხრები აიჩეჩა:
– დავეცი. მოუქნელი სულელი ვარ.
– თქვენი კარგად მესმის. მეც ისეთი სულელი ვარ, რომ კბი-
ლების ნახევარი ჩავიმსხვრიე და ფეხი ისე დავისახიჩრე, ახლა
უსარგებლო ხორცის ნაჭერი მაბია. აბა, ახლა შემომხედეთ,
ხეიბარს. საოცარია, სადამდე შეიძლება მიგიყვანოს სისულე-
ლემ, თუ ნებას დართავ. მგონი ისეთი მოუქნელი ადამიანები,
როგორებიც ჩვენ ვართ, ერთმანეთს გვერდში უნდა ამოვუდგეთ.
ასე არ ფიქრობთ?
გოგონა ცოტა ხანს ჩაფიქრებული უყურებდა და დალილავე-
ბულ ყბაზე ისვამდა ხელს:
– დიახ, – თქვა ბოლოს, – ვფიქრობ, ასეა.
გოილის ქალი შეგირდი, ვიტარი, გლოკტას წინ, სავარძელში
გაშხლართულიყო, არქილექტორის კაბინეტის უზარმაზარ მუქ
კართან. ჩვეულებრივად კი არ იჯდა, არამედ მასში ჩაღვრილი-
ყო, ჩაძირულიყო და ჩაფენილიყო, სველი ჩვარივით. გრძელი
ხელები გვერდებზე ჩამოეყარა, თავი საზურგეზე მიესვენებინა.
778 მკითხველთა ლიგა
დამძიმებული ქუთუთოებიდან თვალებს ზანტად აცეცებდა
ოთახში, დროდადრო გლოკტაზე შეაჩერებდა და ინკვიზიტორს
შეურაცხმყოფლად დიდხანს აკვირდებოდა. მთელი ამ დროის
განმავლობაში თავი არ გაუმოძრავებია, ერთი კუნთიც არ გას-
ტოკებია, თითქოს ასეთი ძალისხმევა მისთვის მეტისმეტად
მტკივნეული იქნებოდა.
„რაც, მგონი ასეცაა“.
ეჭვგარეშე იყო – ცოტა ხნის წინ სასტიკ ხელჩართული ჩხუბ-
ში უნდა მოყოლილიყო. შავი საყელოს ზემოთ კისერი
მთლიანად სისხლჩაქცევებით ასჭრელებოდა. გაცილებით მეტი
უჩანდა შავი ნიღბის გარშემო, შუბლზე კი გრძელი ჭრილობა უბ-
ზინავდა. მომჩვარული ხელი მაგრად შეეხვია, მეორეზე მუშტის
გადატყავებული სახსრები შეხორცებას იწყებდა და დასერილი
კანი ჭრილობებს ქერქით იცავდა.
„ერთი-ორ დარტყმაზე ბევრად მეტი მოხვდა. დაუნდობელი
ჩხუბი უნდა ყოფილიყო, მოწინააღმდეგე კი – საქმის კარგი
მცოდნე“.
ციცქნა ზარი შეირხა და ხმამაღლა გაიწკარუნა:
– ინკვიზიტორო გლოკტა, – მდივანმა მაგიდას ფაცაფუცით
მოუარა და კარის გამოსაღებად მივიდა, – მისი უწმინდესობა
თქვენს სანახავად მზად არის.
გლოკტამ ამოსუნთქვას ოხვრა ამოაყოლა, ფეხზე წამოდგა
და ხელჯოხს დაეყრდნო.
– წარმატებები, – უთხრა ქალმა, როცა გვერდით კოჭლობით
ჩაუარა.
– რაა?
შეგირდმა არქილექტორის კაბინეტისკენ ოდნავ შესამჩნევად
გადააქნია თავი:
– დღეს საშინელ ხასიათზეა.

779 მკითხველთა ლიგა


კარი გაიღო თუ არა, მოსაცდელში სულტის ხმა გამოიჭრა,
მოგუდული დუდუნიდან ხმაჩახლეჩილ ყვირილად იქცა. მდივანი
კარის შეღებული ნაპრალიდან ისე გამოხტა, თითქოს სახეში სი-
ლა გააწნესო.
– ოცი შეგირდი! – კიოდა არქილექტორი თაღში გასასვლე-
ლის მეორე ბოლოდან, – ოცი! აქ ჯდომისა და საკუთარი ჭრი-
ლობების ლოკვის ნაცვლად ახლა ის ძუკნა უნდა გვყავდეს და-
კითხვაზე! რამდენი შეგირდი გყავდა?
– ოცი, არქილექ...
– ოცი! ოცი, წყეულიმც იყავ!
გლოკტამ ღრმად შეისუნთქა და კარში შესხლტა.
– და რამდენი მოკვდა? – არქილექტორი უზარმაზარი
წრიული კაბინეტის ქვის ფილებზე მოუსვენრად დაქროდა წინ და
უკან, გრძელ ხელებს ჰაერში იქნევდა. დღესაც თეთრები ეცვა
და, როგორც ყოველთვის, უნაკლოდ გამოიყურებოდა.
„თუმცა, მგონი ერთი ღერი თმა თავის ადგილას არ არის, შე-
იძლება – ორიც. ეტყობა მართლა განრისხებულია“.
– რამდენი? – კიოდა სულტი.
– შვიდი, – ჩაიბლუკუნა სავარძელში მოკუნტულმა ზედამ-
ხედველმა გოილმა.
– ესე იგი, მესამედი! მესამედი! დაჭრილი რამდენია?
– რვა.
– გადარჩენილების ნახევარზე მეტი! თვითონ ისინი რამდენი
იყვნენ?
– ჯამში ექვსნი იყ...
– მართლა? – არქილექტორმა ორივე მუშტი მაგიდას
დაახეთქა, მასზე გადაიხარა და მობუზული ზედამხედველის
თავზე კოშკივით აღიმართა, – მე გავიგე, რომ ორნი იყვნენ. ორ-
ნი! – დაიყვირა და ისევ მაგიდის გარშემო დაიწყო სირბილი, –
და ორივე ველური! ორივე! თანაც ის შავი ქალი იყო! ქალი! –
780 მკითხველთა ლიგა
გოილის გვერდით მდგომ სავარძელს გაცოფებულმა ჰკრა ფეხი
და კინაღამ გადააყირავა, – და რაც ყველაზე უარესია, ეს უდი-
დესი სირცხვილი უთვალავი მოწმის თანდასწრებით ჭამეთ! ხომ
გაგაფრთხილეთ, ყველაფერი ზედმეტი ხმაურის გარეშე
მოაგვარეთ-მეთქი! ამ წინადადების რომელი ნაწილია თქვენი
გონებისთვის გაუგებარი, გოილ?
– მაგრამ, არქილექტორო, გარემოებებმა ვერ...
– ვერ? – სულტი ლამის კიოდა, – ვერ? როგორ ბედავთ მაგ
სიტყვის ხსენებას, გოილ? მე სიფრთხილისკენ მოგიწოდეთ,
თქვენ კი ნახევარი აგრიონტი სისხლით მორწყეთ, თან საქმეც
ჩააფლავეთ! სულელები გამოვჩნდით! უარესი – სუსტი სულე-
ლები! დახურულ საბჭოში ჩემი მტრები ამ ფარსს დაუფიქრებ-
ლად გამოიყენებენ სათავისოდ. მაროვიასთან ისედაც უამრავი
პრობლემა გვაქვს, ბებერი ყბედი დაუსრულებლად წუწუნებს თა-
ვისუფლებაზე, მჭიდრო კავშირებსა და სხვა სისულელეებზე!
წყეული კანონმდებლები! ნებაზე რომ მიუშვა, არაფერს დაგვი-
ტოვებენ! და ეს თქვენ დაუშვით, გოილ! ყველას თვალს ვარი-
დებ, ყურს ვუყრუებ და ბოდიშებს ვიხდი, ვცდილობ როგორმე
გამოვძვრეთ, მაგრამ მძღნერი მძღნერია! როგორც უნდა წარ-
მოაჩინო! წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, რამხელა ზარალი მოგ-
ვაყენეთ? რამდენი თვის მუხლჩაუხრელი მუშაობა ჩაყარეთ
წყალში?
– მაგრამ, არქილექტორო, ისინი ხომ უკვე წავიდნენ...
– დაბრუნდებიან, კრეტინო! ამხელა აურზაურს მხოლოდ იმი-
ტომ არ ატეხდნენ, რომ შემდეგ უბრალოდ გამგზავრებულიყ-
ვნენ! რეგვენო! დიახ, ქალაქიდან წავიდნენ, იდიოტო, მაგრამ
პასუხებიც თან გაიყოლეს! ვინ არიან, რა უნდათ, ვინ დგას მათ
უკან! წავიდნენ? წავიდნენო, ამბობ? ეშმაკმა დაგწყევლოს, გო-
ილ!
– ამის ღირსი ვარ, თქვენო უწმინდესობავ.
781 მკითხველთა ლიგა
– უარესის ღირსები ხართ!
– ბოდიშის მოხდის გარდა არაფერი დამრჩენია.
– გაგიმართლათ, რომ ნელ ცეცხლს არ უხდით ბოდიშს! –
ზიზღით ჩაიფრუტუნა სულტმა, – ახლა კი თავიდან მომწყდით!
გოილმა გლოკტას უღრმესი ზიზღით სავსე თვალები შეანათა
და ოთახი მონური მორჩილებით დატოვა.
„ნახვამდის, ზედამხედველო გოილ, ნახვამდის. არქილექტო-
რის რისხვა თქვენზე მეტად არავისთვის მემეტება!“
გლოკტამ თავი ვერ შეიკავა და გოილის დანახვაზე ოდნავ
ჩაიღიმა, სულ ოდნავ.
– ერთობით? – იკითხა სულტმა ყინულივით ცივი ხმით. ინ-
კვიზიტორს თეთრხელთათმნიანი ხელი გაუწოდა, თითზე წამოც-
მულ ბეჭედზე მეწამული თვალი უბრწყინავდა.
გლოკტა დაიხარა და ძვირფას ქვაზე ემთხვია:
– რასაკვირველია არა, თქვენო უწმინდესობავ.
– კარგია, რადგან სასიხარულოდ არ გაქვთ საქმე, მერწმუ-
ნეთ! გასაღებები? – გესლიანად ჩაიცინა არქილექტორმა, – ის-
ტორიები? პერგამენტები? ნეტა რას ვფიქრობდი, როცა თქვენი
ბოდვის მოსმენას დავთანხმდი?
– მესმის, არქილექტორო. ბოდიშს გიხდით.
გლოკტა მორჩილად ჩაეშვა იმ სავარძელში, რომელიც სულ
ცოტა ხნის გოილს ეკავა.
– ბოდიში არა? ყველა ბოდიშს იხდის! ძალიან მშველის! ნაკ-
ლები ბოდიში და მეტი წარმატება – აი, რა მჭირდება! არადა
თქვენზე რამხელა იმედს ვამყარებდი! თუმცა, რას ვიზამთ: ჩვენს
ხელთ არსებული ინსტრუმენტებით უნდა ვიმუშაოთ.
„ეს რას უნდა ნიშნავდეს?“ – გაიფიქრა გლოკტამ, მაგრამ
არაფერი უთქვამს.
– პრობლემები გვაქვს, – თქვა სულტმა, – სერიოზული
პრობლემები. სამხრეთში.
782 მკითხველთა ლიგა
– სამხრეთში, არქილექტორო?
– დაგოსკაში. უმძიმესი სიტუაციაა. გურკჰების ლაშქარი ნა-
ხევარკუნძულისკენ მიემართება. ჩვენი ჯარისკაცების რაოდენო-
ბას უკვე ათჯერ გადააჭარბეს, მთელი ჩვენი ძალა კი ამ დროს
ჩრდილოეთშია თავმოყრილი. ადუაში მეფის სამი ქვედანაყოფი
დარჩა, მაგრამ რადგან შუამიწეთის დიდ ნაწილში გლეხები წამ-
დაუწუმ აწყობენ აჯანყებებს, მათ ვერ გავწირავთ. ზედამხედვე-
ლი დავუსტი ყოველკვირეულ მოხსენებებს მიგზავნიდა და საქ-
მის კურსში ვიყავი. ჩემი თვალები იყო, გესმით, გლოკტა? ეჭ-
ვობდა, რომ ქალაქის შიგნით შეთქმულება მზადდებოდა. შეთ-
ქმულება, რომლის მიზანიც დაგოსკას გურკჰებისთვის გადაცემა
იყო. სამი კვირის წინ წერილები შეწყდა და გუშინ გავიგე, რომ
დავუსტი გაუჩინარებულა. გაუჩინარებულა! ინკვიზიციის ზედამ-
ხედველი! ჰაერში აორთქლდა! დავბრმავდი, გლოკტა. წყვდიად-
ში ხელების ფათურით ვიკვლევ გზას, თან ყველაზე გადამწყვეტ
დროს! ვინმე მჭირდება, ვისი ნდობაც შემეძლება, გესმის ჩემი?
გლოკტას გული გიჟურად აუძგერდა:
– მე?
– ოო, რაღაც-რაღაცები უკვე ისწავლეთ, – დამცინავად
ჩაილაპარაკა სულტმა, – თქვენ დაგოსკას ახალი ზედამხედვე-
ლი ხართ.
– მე?
– გილოცავთ, მაგრამ უნდა მომიტევოთ, თუ საზეიმო ნადიმს
უფრო მშვიდ დრომდე გადავდებთ! თქვენ, გლოკტა, თქვენ! –
არქილექტორი მისკენ გადაიხარა, – დაგოსკაში გაემგზავრეთ
და გამოძიება დაიწყეთ. გაარკვიეთ, რა დაემართა დავუსტს. იქა-
ურ ბაღში სარეველები ამოძირკვეთ. ძირფესვიანად მოთხარეთ
ყველა მოღალატური ფესვი. ყველა და ყველაფერი! ცეცხლი შე-
უნთეთ! უნდა ვიცოდე, იქ რა ხდება, და თუნდაც ამისთვის ლორ-

783 მკითხველთა ლიგა


დი გუბერნატორის დაბრაწვამ მოგიწიოთ, წვენის გამოშვებამდე
ხრუკეთ!
გლოკტამ ნერწყვი გადაყლაპა:
– ლორდი გუბერნატორი დავბრაწო?
– ამ ოთახში რა, ექოა? – გაღიზიანდა სულტი და კიდევ უფრო
ახლოს გადაიხარა, – ყველაფერი ყნოსეთ და სადაც ხრწნასა და
ლპობას მიაგნებთ, ამოძირკვეთ! აკუწეთ! გადაბუგეთ! ყველაფე-
რი, რასაც მიაგნებთ! ქალაქის დაცვა საკუთარ თავზე აიღეთ.
თქვენ ხომ ჯარისკაცი იყავით! – ხელი გაიწოდა და მაგიდაზე
პერგამენტის ფურცელი დადო, – ეს მეფის ბრძანებაა, დახურუ-
ლი საბჭოს თორმეტივე წევრის ხელმოწერით. თორმეტივესი.
მის მოსაპოვებლად სისხლის და ოფლის ღვრა მომიხდა. დაგოს-
კას ტერიტორიაზე სრული ძალაუფლება გაქვთ.
გლოკტა დოკუმენტს დააშტერდა. ჩვეულებრივი კრემისფერი
ფურცელი იყო, შავი სიმბოლოებით, ბოლოში წითელი ბეჭდით.
„ჩვენ, ქვემორე ხელმომწერები, მისი უდიდებულესობის ერ-
თგულ მსახურს, ზედამხედველ სანდ დან გლოკტას, ჩვენს სრულ
ძალასა და უფლებას ვანიჭებთ...“ შემდეგ აკურატული ხელნაწე-
რის რამდენიმე აბზაცი, და ბოლოში, სახელების ორი სვეტი. ბა-
ტიფეხური ხელმოწერები, გაქცეული ასოები, გაურკვეველი ნაჯ-
ღაბნები. ჰოფი, სულტი, მაროვია, ვარუზი, ჰალლეკი, ბერრი,
ტოლიქორმი, და ყველა დანარჩენი. ძლევამოსილი სახელები.
გლოკტამ დოკუმენტი აცახცახებული ხელებით აიღო და სისუს-
ტე იგრძნო. ფურცელი ტყვიასავით ემძიმა.
– ოღონდ თავბრუ არ დაგესხათ! მაინც უკიდურესი სიფრთხი-
ლე გმართებთ. უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნის უფლება
აღარ გვაქვს. თუმცა, გურკჰებს უნდა მივხედოთ, რადაც უნდა
დაგვიჯდეს. ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ ანგლანდში სი-
ტუაცია არ მოგვარდება. რადაც უნდა დაგვიჯდეს, გასაგებია?

784 მკითხველთა ლიგა


„გასაგებია. ზედამხედველად მნიშნავ მტრებით გარშემორ-
ტყმულ და მოღალატეებით სავსე ქალაქში, სადაც ჩემი წინა-
მორბედი უკვე იდუმალ პირობებში გაუჩინარდა. ზურგში მახვი-
ლის ჩაცემას უფრო ჰგავს, ვიდრე დაწინაურებას, მაგრამ ჩვენს
ხელთ არსებული ინსტრუმენტებით უნდა ვიმუშაოთ“.
– გასაგებია, არქილექტორო.
– ძალიან კარგი. საქმის კურსში მამყოფეთ. მინდა, თქვენს
წერილებში ჩავიმარხო.
– რასაკვირველია.
– თქვენ ორი შეგირდი გყავთ, ხომ მართალია?
– დიახ, თქვენო უწმინდესობავ, ფროსტი და სევერარდი,
ორივე ძალიან...
– სრულიად არ არის საკმარისი! იქ ვერავის ენდობით, ინკვი-
ზიციასაც კი, – სულტი გაჩერდა და წამით ჩაფიქრდა, – განსა-
კუთრებით ინკვიზიციას... თქვენთვის ექვსიოდე კაცი შევარჩიე,
ისინი, ვისი შესაძლებლობებიც კარგადაა შემოწმებული, მათ
შორის შეგირდი ვიტარიც.
„ის ქალი? ზურგში მისი მზერა უნდა ვითმინო?“
– მაგრამ, არქილექტორო...
– არავითარი „მაგრამ“, გლოკტა! – წაისისინა სულტმა, – არ
გაბედოთ და „მაგრამ“ არ გამაგონოთ, ოღონდ დღეს არა! არც
ისეთი დასახიჩრებული ხართ, როგორც ჯერ კიდევ არის შესაძ-
ლებელი! ნახევრადაც არა, ჩემი გესმით?
გლოკტამ თავი დახარა:
– ბოდიშს გიხდით.
– ფიქრობთ, არა? ლამის ვხედავ, როგორ ტრიალებს თქვენს
ტვინში ჭანჭიკები. არ გინდათ, თქვენს საქმეებში გოილის ხალ-
ხი იჩხრიკებოდეს? მაშინ გეტყვით: ეს ქალი გოილამდე ჩემთან
მუშაობდა. სტირიელია, სიპანოდან. ეგ ხალხი თოვლივით ცი-

785 მკითხველთა ლიგა


ვია, ვიტარი კი – ყველაზე ცივი, მერწმუნეთ. ამიტომ, სანერ-
ვიულო არაფერია. ყოველ შემთხევაში, გოილის თაობაზე.
„ჰო, მაშინ შენზე, რაც გაცილებით უარესია“.
– მასთან მუშაობით მოხარული ვიქნები.
„ძალიან ფრთხილად ვიქნები“.
– ისე გაიხარეთ, როგორც მოგესურვებათ, ოღონდ იცოდეთ,
იმედი არ გამიცრუოთ! საქმეს ჩააფლავებთ და ტყავის გადასარ-
ჩენად ეს ფურცლის ნაგლეჯი არ გამოგადგებათ! დოკებში უკვე
გელით გემი. გაემგზავრეთ. დაუყონებლივ!
– რა თქმა უნდა, თქვენო უწმინდესობავ.
სულტი შებრუნდა და ფანჯარასთან მიიჭრა. გლოკტა ჩუმად
წამოდგა, სავარძელი მაგიდის ქვეშ ჩუმად შეაჩოჩა, ოთახში ჩუ-
მად გაჩლახუნდა. არქილექტორი გაქვავებულივით იდგა, ხელე-
ბი ზურგს უკან შემოეწყო. გლოკტამ კარი ფრთხილად გაიხურა.
სანამ საკეტის ტკაცანი არ გაიგონა, მანამდე ვერ მიხვდა – თურ-
მე მთელი ამ დროის განმავლობაში სუნთქვა ჰქონდა შეკავებუ-
ლი.
– როგორ ჩაიარა?
გლოკტა მკვეთრად შემობრუნდა და კისერმა მტკივნეულად
გაუტკაცუნა.
„უცნაურია, რატომ ვერაფრით გადავეჩვიე ამას?“ შეგირდი
ვიტარი ისევ სავარძელში ესვენა, ინკვიზიტორს ქვემოდან და-
ქანცული თვალებით მისჩერებოდა. როგორც ჩანდა, სანამ
გლოკტა კაბინეტში იყო, ერთხელაც არ განძრეულა. „როგორ
ჩაიარა?“ ჰკითხა საკუთარ თავს და ენა პირში, ცარიელ ღრძი-
ლებზე აათამაშა. ფიქრობდა. „მალე გავიგებთ“.
– საინტერესოდ, – თქვა ბოლოს, – დაგოსკაში მივემგზავრე-
ბი.
– ჰო, გავიგე.

786 მკითხველთა ლიგა


ახლა გლოკტამ შეამჩნია, რომ ქალი მართლა ძლიერი აქ-
ცენტით საუბრობდა. „თავისუფალი ქალაქების სუსტი ნიავი“.
– როგორც მივხვდი, ჩემთან ერთად მოდიხართ.
– მეც ასე მივხვდი, – დაუდასტურა ქალმა, მაგრამ ადგილი-
დან არ განძრეულა.
– ცოტა არ იყოს, გვეჩქარება.
– ვიცი, – და ინკვიზიტორს ხელი გაუწოდა, – წამოდგომაში
ვერ დამეხმარებით?
გლოკტამ წარბები აზიდა. „ნეტა ბოლოს როდის მკითხეს ეს?“
კინაღამ უარი უთხრა, მაგრამ უკანასკნელ წამს გადაიფიქრა და
ხელი შეაშველა. ახალი შეგრძნების გამო მაინც უნდა ეცადა. ვი-
ტარის თითები დახმარების ხელს ძლიერად შემოეჭდო და მასზე
მაგრად დაეყრდნო. სავარძლიდან ნელა წამოდგომისას ქალმა
თვალები მოჭუტა და სისინით გამოცრა კბილებში. გლოკტას
სტკიოდა, როცა ქალი ხელზე ექაჩებოდა – მკლავი, ზურგი
სტკიოდა. „მაგრამ მას უფრო სტკივა“. დარწმუნებული იყო, რომ
ქალი ნიღბის მიღმა ტკივილისგან კბილებს აღრჭიალებდა. ვი-
ტარი ფრთხილად, ნელა მოძრაობდა, რადგან არ იცოდა, სად
უფრო ეტკინებოდა და რამდენად ძლიერად. გლოკტას უნებუ-
რად ჩაეღიმა. „ამ რიტუალს თვითონ გავდივარ ყოველ დილით.
რაც უნდა უცნაური იყოს, მამხნევებს იმის ნახვა, რომ ეს სხვასაც
უწევს“.
საბოლოოდ, როგორც იქნა, ქალი ფეხზე დადგა, შეხვეული
ხელი ნეკნებზე მიიხუტა.
– სიარულს შეძლებთ? – ჰკითხა გლოკტამ.
– მანამდე გავხურდები.
– რა დაგემართათ? ძაღლები?
ქალმა ყეფასავით გაიცინა და უპასუხა:
– არა. ერთი დიდი ჩრდილოელი.

787 მკითხველთა ლიგა


გლოკტამ ჩაიფხუკუნა. „ყოველ შემთხვევაში, გულწრფელი
მაინცაა“.
– წავიდეთ?
ქალმა ხელჯოხს დახედა:
– ალბათ, სათადარიგო ჯოხი არ გექნებათ, ხომ ასეა?
– ვშიშობ, ასეა. ეს ერთადერთია და უმისოდ სიარული არ შე-
მიძლია.
– თქვენი კარგად მესმის.
„არა მგონია“. გლოკტა შეტრიალდა და არქილექტორის კა-
ბინეტს მოსცილდა. „არა მგონია“. ესმოდა, როგორ მისდევდა
ქალი კოჭლობით. „საოცარია, როგორ მამხნევებს ის, რომ ვი-
ღაც ცდილობს, არ ჩამომრჩეს“. გლოკტამ ნაბიჯს აუჩქარა და
ტკივილი იგრძნო. „მაგრამ მას უფრო სტკივა“.
„ესე იგი, კვლავ სამხრეთი“. ცარიელ ღრძილებზე ენა მოის-
ვა. „მასთან კარგი მოგონებები ნამდვილად არ მაკავშირებს.
ისევ გურკჰებთან ბრძოლა მომიწევს, მას შემდეგ, რადაც ეს ბო-
ლოს დამიჯდა. ღალატი უნდა ამოვძირკვო ისეთ ქალაქში, სა-
დაც არავის ნდობა არ შეიძლება, განსაკუთრებით კი – ჩემს და-
სახმარებლად გამოგზავნილების. პაპანაქებასა და მტვერში
სრულიად დაუფასებლად უნდა ვიბრძოლო, თან ისეთი საქმის-
თვის, რომელიც თითქმის უეჭველად განწირულია მარცხის-
თვის. ეს მარცხი კი, დიდი ალბათობით, სიკვდილს ნიშნავს“.
ლოყაზე კუნთი შეუტოკდა და ქუთუთო აუთამაშდა. „გურკჰე-
ბის ხელებით უნდა მოვკვდე? თუ გვირგვინის წინააღმდეგ შეთ-
ქმულთა ხელებით? თუ მისი უწმინდესობის ან მისი აგენტების
ხელებით? თუ უბრალოდ უნდა გავქრე, ჩემი წინამორბედივით?
ნეტავ ვინმეს თუ ჰქონია სიკვდილის ასეთი მდიდრული არჩევა-
ნი?“ გლოკტას ტუჩის კუთხე აეპრიხა. „ერთი სული მაქვს, რო-
დის დავიწყებ“.

788 მკითხველთა ლიგა


თავში ერთი კითხვა უტრიალებდა, ისევ და ისევ, პასუხს კი
ჯერაც ვერ პოულობდა:
„ამას რატომ ვაკეთებ?“
„რატომ?“

ოთხ მკითხველს – თავად იცით, ვინც ხართ.

789 მკითხველთა ლიგა

You might also like