Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 3

დავით ჭუმბურიძე

სოციალური ქსელები საფრთხეს უქმნის ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობას

სოციალური ქსელები დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, 21-ე


საუკუნეში ადამიანები ძალიან დიდ დროს უთმობენ კომპიუტერებს, სმარტფონებსა და
სოციალურ ქსელებს. სამწუხაროდ, ახალგაზრდები ამ პრობლემის გამო უფრო ნაკლებ დროს
უთმობენ სწავლას, მეცადინეობას და ოჯახთან ერთად დროის გატარებას.

სოციალური ქსელები უარყოფითად მოქმედებს ნებისმიერი ასაკის წარმომადგენელზე,


ადამიანები ხდებიან მასზე დამოკიდებულები, იწვევს სიზარმაცეს და თავიანთ დროს ვერ
იყენებენ პროდუქტიულად. გარდა ამისა, ინტერნეტში დევს ბევრი ისეთი რამ, რისი ნახვაც
მიუღებელია მცირეწლოვანი ბავშვებისათვის. მაგალითად, საშიში ვიდეოები, ფილმები,
ფოტოები და სხვა. შესაბამისად, ძალიან დიდ როლს თამაშობს ინტერნეტი და სოციალური
ქსელები მოზარდისა და ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

სამწუხაროდ, ინტერნეტსივრცეში აქტუალურია ჩაგრვა და დამცირება, რის გამოც


მოზარდებს ექმნებათ სერიოზული ფსიქიკური პრობლემები. "14 წლის ინგლისელმა
მოზარდმა, მოლი რუსელმა სიცოცხლე დაასრულა სუიციდით, ის იტანჯებოდა დეპრესიითა
და უარყოფითი დამოკიდებულებით, რომელიც მოდიოდა სოციალური ქსელებიდან" (World
economic forum, 2022). გარდა ამისა, სოციალური ქსელები იწვევს უძილობას და სხვადასხვა
ფსიქიკურ აშლილობებს.

შოტლანდიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის, Glasgow University-ის მკვლევრებმა ჩაატარეს


კვლევა, გამოკითხეს 467 მოზარდი თუ რამდენად ხშირად ატარებდნენ დროს სოციალურ
ქსელებში, მათ ასევე, შეამოწმეს ძილის ხარისხი, დეპრესიისა და შფოთვის დონე და
დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებიც ხშირად იყენებდნენ სოციალურ ქსელებს, აქვთ ძილის
პრობლემები, უჭირთ კონცენტრაცია და საგრძნობლად გაზრდილია სტრესი, დეპრესია და
შფოთვა.

Pew Research Center-მა 2018 წელს გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რის შედეგადაც
გაირკვა, რომ სმარტფონებისა და სოციალური ქსელების შექმნიდან, 2008 წლიდან 2017
წლამდე მოზარდებში ფსიქოლოგიურმა სტრესი მოცემულ თვეს გაიზარდა 71% -ით და
ამავედროულად, იგივე დროის განმავლობაში 47% ით გაიზარდა სუიციდურმა ფიქრებმა
თინეიჯერებში. ეს ყველაფერი ამტკიცებს იმას, რომ სოციალური ქსელები ნამდვილად
საფრთხეს უქმნის ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით,
არასრულწლოვნებს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, სოციალურ ქსელებს აქვს დადებითი მხარეებიც. ადამიანებს


შეუძლიათ ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდნენ თავიანთ საყვარელ პიროვნებებს,
ოჯახის წევრებს და მეგობრებს. სტრესული დღის შემდეგ ნებისმიერს შეუძლია განტვირთვის
საშუალებად გამოიყენოს. მოუსმინოს მუსიკას, დაათვალიერონ სურათები, უყურონ
ფილმებს, ასევე, სავსებით შესაძლებელია ინტერნეტში ახალი ადამიანების გაცნობა და
მეგობრების გაჩენა სოციალური ქსელების საშუალებით. სოციალური ქსელებისა და
ინტერნეტით შეგვიძლია შევიტყოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია რაც გვაინტერესებს,
გავიგოთ რა ხდება ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში და მივიღოთ სასურველი ნებისმიერი
ინფორმაცია რომელიც ხელმისაწვდომია. "სოციალური მედიის გამოყენების ეფექტებმა
სოციალურ კაპიტალზე მიიპყრო მზარდი მეცნიერული ყურადღება და ბოლო კვლევებმა
ხაზგასმით აღნიშნეს პოზიტიური კავშირი სოციალური მედიის გამოყენებასა და სოციალურ
კაპიტალს შორის."(frontiersin.org, 2021).

მართალია, სოციალურ ქსელებს აქვს ბევრი დადებითი მხარე, მაგრამ სოციალური ქსელები
მაინც არ არის უსაფრთხო და ძალიან დიდ ზიანს აყენებს ნებისმიერი ასაკის ადამიანის
ფსიქიკას. ამ ყველაფერს მეცნიერებთა და მკვლევრებთა კვლევები და სტატისტიკური
მონაცემები გვიჩვენებს. "ახალგაზრდებში უფრო გავრცელებულია ფსიქიკური პრობლემები,
ვიდრე შედარებით ასაკიან ხალხში ეს ყველაფერი კი გამოწვეულია სოციალური ქსელებით.
"(World economic forum, 2022).

ორგანიზაცია NHS Digital-მა ჩაატარა კვლევა, რის შედაგადაც დადგინა რომ უფრო
ახალგაზრდებშია გავრცელებული ფსიქიკური პრობლემები ვიდრე სხვა ასაკის ადამიანებში.
მათი კვლევის მიხედვით, ინგლისში, 2017 წლიდან 2021 წლამდე, 52.5% -ს (17-დან 23
წლამდე ადამიანებში) გაუუარესდა მენტალური მდგომარეობა და შეერყათ ფსიქიკა. NIHR
(National Institute for Health and Care Research.)

საბოლოოდ, მინდა ვთქვა, რომ სოციალურმა ქსელმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა მთელი
კაცობრიობის ფსიქიკას. მართალია, ინტერნეტს აქვს დადებითი მხარეებიც, მაგრამ ეს
ყველაფერი უნდა იყოს კონტროლის ქვეშ, მით უფრო, როცა საქმე ეხება, მოზარდების
ფისიქკურ ჯანმრთელობას. და თუ როგორ გამოვიყენოთ სოციალური ქსელები ისე რომ
საკუთარ ფსიქიკას არ ვავნოთ, ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ინგლისის კვლევითი
ორგანიზაცია NIHR (National Institute for Health and Care Research.)

ლიტერატურა:

“სოციალური მედიის გამოყენების ეფექტი ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე: შუამავალი მოდელი”.


https://rb.gy/luwsz9 (ნახვა: 20.11.2022)

"სოციალური მედიის „ზეწოლა“ მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. https://rb.gy/prhwbl (ნახვა:


20.11.2022)

“ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის 4 გზა სოციალურ მედიაში” https://rb.gy/vdbxsc (ნახვა: 20.11.2022)

“სოციალური მედიის გამოყენება და ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობა”, https://rb.gy/twtwjf


(ნახვა: 20.11.2022)

You might also like