Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

კვირა 3

სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება


საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლი

1. ადამიანის სიცოცხლე დაცულია. სიკვდილით დასჯა აკრძალულია


2. ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია.

სიცოცხლის ძირითადი უფლება, ისევე როგორც ფიზიკური ხელშეუხებლობისა და


ადამიანის თავისუფლების უფლებები, იცავს ადამიანის არსებობის იმ ბიოლოგიურ
და ბუნებრივ საფუძველს, რომელიც აუცილებელია ძირითადი უფლებების
კატალოგში ჩამოთვლილი ადამიანის, სულიერი, იდეური, კულტურული და
ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობათა რეალიზაციისათვის.

სიცოცხლის უფლება არის დამცავი უფლება. იგი იცავს ადამიანის სიცოცხლეს და


უკრძალავს სახელმწიფოს ადამიანის მოკლვას, აგრეთვე ისეთი მოქმედებების
განხორციელებას, რომლებსაც აშკარად ადამიანის სიკვდილი მოჰყვება.

დღეისთვის გაბატონებული სამართლებრივი შეხედულებით, გადამწყვეტია


ემბრიონის ახალი სიცოცხლის წარმოშობის მომენტი და არა ნიდაცია
( განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში გადასვლის მომენტი).

საყურადღებოა რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ადამიანის


უფლებაუნარიანობა წარმოიშობა დაბადების მომენტიდან, მაგრამ მაგალითად
მემკვიდრეობის უფლება, მას წარმოეშობა ჩასახვის მომენტიდან. თანამედროვე
მედიცინის თვალსაზრისით დაბადების მომენტად ითვლება ნაყოფის გამოყოფა
დედის საშვილოსნოდან.

სიცოცხლის უფლება წყდება ადამიანის გარდაცვალების მომენტიდან.


გარდაცვალების მომენტად კი ითვლება თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა.

სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს არა მარტო უკრძალავს ადამიანის მოკვლას,


არამედ ავალდებულებს მას აქტიურად დაიცვას ადამიანის სიცოცხლე.

სახელმწიფო უფლებამოსილია და ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ


არსებული ყველა საშუალება რათა დაიცვას ადამიანის სიცოცხლე. ადამიანის
უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა ეს მიდგომა საქმეზე მაკკაი
და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინაარმდეგ. ამ საქმეში დავის საგანი იყო
ქალაქ გიბრალტარში დიდი ბრიტანეთის უშიშროების ორგანოების მიერ
ირლანდიის რესპუბლიკური არმიის სამი აქტივისტის მკვლელობა. სასამართლომ
დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა ძირითად თავისუფლებათა დაცვის
ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში, რომელიც მიუთითებდა თუ რა
შემთხვევაში ჩაითვლებოდა სიცოცხლის მოსპობა მართლზომიერ აქტად,
განსაზღვრავდა არა ადამიანისათვის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებს, არამედ
აღწერდა ვითარებას, როდესაც დასაშვები იქნებოდა „ძალის გამოყენება“,
რომელსაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის განზრახ
მოსპობა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
სახელმწიფოს მიერ „ძალის გამოყენება“ უნდა ყოფილიყო „უკიდურესად
აუცილებელი“ იმავე პუნქტში მითითებული ერთ-ერთი ლეგიტიმური საჯარო მიზნის
მისაღწევად. სასამართლომ განმარტა, რომ სწორედ სახელმწიფოს ეკისრებოდა
იმის მტკიცების ტვირთი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ძალის გამოყენება
სახელმწიფოს მხირდან იყო, უკიდურესად აუცილებელი და შესაბამისად
მართლზომიერი აქტი. სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისას გამოჩენილი საფრთხის ხარისხი არ
შეესაბამებოდა იმას, რასაც დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანები ელიან
სამართალდამცავის ორგანოების თანამშრომლების მხირდან და რაც
სავალდებულოა ცეცლხსასროლი იარაღის გამოყენების ინსტრუქციებით.
მიუხედავად იმისა, რომ ჯარისკაცები ოპერაციის განხორციელებისას
დარწმუნებული იყვნენ, რომ IRA-ს წევრების ლიკვიდაცია აუცილებელი იყო სხვათა
სიცოცხლის დაცვისთვის, ოპერაციის ორგანიზება, მისი განხორციელების
კონტროლი და, განსაკუთრებით, ხელისუფლების მიერ ჯარისკაცებითათვის
მიწოდებული ინფორმაცია არაადეკვატური იყო და შესაბამისად, სახელმწიფოს
ასეთი მოქმედება არღვევდა კონვენციის მე-2 მუხლს. ამ საქმეზე გამოტანილი
გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა
სახელმწიფოს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას სიცოცხლის ძირითადი
უფლების მიმართ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია არა მარტო
თავისი მხირდან ძალის გამოყენების შედეგებისათვის, არამედ თავად ძალის
გამოყენების მართლზომიერებისათვის, ანუ თანაზომიერების პრინციპის
შესაბამისობისათვის.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია


მუხლი მე-2

სიცოცხლის უფლება

1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არ


შეიძლება სიცოცხლის განზრახ ხელყოფა, თუ არა სიკვდილის სასჯელის
აღსრულების შედეგად, რომელიც სასამართლოს განაჩენით შეეფარდა
მოცემულ პირს ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი
ითვალისწინებს ამ სასჯელს.

2. სიცოცხლის ხელყოფა არ განიხილება ამ მუხლის დარღვევად, თუ ის


შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას
წარმოადგენდა:

ა. ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან;

ბ. კანონიერი დაკავებისათვის, ანდა კანონიერად დაპატიმრებული პირის


გაქცევის აღსაკვეთად;

ც. კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისათვის აჯან-ყების ან ამბოხების


ჩასახშობად.

ადამიანის სიცოცხლე დაცუალია. კონსტიტუციის ეს ჩანაწერი სახელმწიფოს


ავალდებულებს შექმნას კანონმდებლობა, რომელიც დანაშაულის
კვალფიციკაციას მისცემს სახელმწიფოსა თუ კერძო პირების მიერ ჩადენილ
მკვლელობებს. ასევე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოფს ამ კანონმდებლობის
რეალური განხორციელება. მაგალითად - სისხლის სამართლის კოდექსის მე-7
კარში მოცემულია დანაშაულები ადამიანის წინააღმდეგ. მოცემული კარი იწყება
თავიდანვე დანაშაულით სიცოცხლის წინააღმდეგ, რომელსაც კანონმდებელი მე-
19 თავს უთმობს. მოცემული კოდექსით ასევე დასჯადია მკვლელობა მსხვერპლის
თხოვნით, თვითმკვლელობამდე მიყვანა და სხვა.

რაც შეეხება ევთანაზიას. ევთანაზია აკრძალულია საქართველოს


კანონმდებლობით. ევთანაზიის განხორციელების ორი სახე არსებობს: ევთანაზიის
განხორციელების ორ სახეს განიხილავენ: ,,პაციენტის თანხმობით
(ნებაყოფლობითი ევთანაზია) და მისი თანხმობის გარეშემ(იძულებითი
ევთანაზია). პირველ შემთხვევაში პაციენტი თავად გამოთქვამსმსიკვდილის
სურვილს. მეორეში - პაციენტს ფიზიოლოგიური მდგომარეობის გამო არ შესწევს
უნარი მიიღოს გადაწყვეტილება, რის გამოც ასეთ ვითარებაში გადაწყვეტილებას
იღებს ოჯახის წევრი. ასევე არსებობს აქტიური ევთანაზია, რომელიც გულისხმობს
უკურნებელი დაავადების ტერმინალურ სტადიაზე მყოფი ავადმყოფის მიმართ
ისეთი პრეპარატის გამოყენებას, რომელიც აჩქარებს სიკვდილს. ასევე არსებობს
პასიური ევთანაზია, რომელიც გულისხმობს უკურნებელი სენით დაავადებული
პაციენტისათვის დამხმარე თერაპიის შეწყვეტას.
რაც შეეხება აბორტს, აბორტი ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საკითხია დღეს-
დღეობით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება N01-74/ნ 2014 წლის 7 ოქტომრებს გამოცემული - ორსულობის
ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტიცების თაობაზე,
ვკითხულობთ, რომ ხელოვნური შეწყვეტა ორსულობის ანუ აბორტი შეიძლება
განხორციელდეს ნებაყოფლობით (ქალის მოთხოვნის საფუძველზე) ორსულობის
12 კვირამდე და ასევე სამედიცინო და სოციალური ჩვენებების შესაბამისად
ორსულობის 12-დან 22 კვირამდე. უნდა ვიცოდეთ, რომ კანონი პირველრგიში
იცავს დედის სამართლებრივ მდგომარეობას და მის სიცოცხლეს და არა ჯერ არ
დაბადებული ბავშვის სიცოცხლეს. აქედან გამომდინარე, თუ დედას ორსულობის
პერიოდში ნაყოფის გამო შეიძლება რაიმე ჯანრთელობისთვის საზიანო და
სიცოცხლისთვის საშიში პრობლემები შეექმნას, მაშინ კანონი არ კრძალავს
აბორტის გაკეთებას, რაც რეალური და ლოგიკურია. რაც შეეხება უკანონო აბორტს
- უკანონო აბორტი სსკ-ის 133-ე მუხლში არის მოცემული. უკანონო აბორტის
შედეგად ექიმი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში არ მიეცემა თუ
დედის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება. უკანონო აბორტი იმიტომ, არ
ისჯება ასე მკაცრად, რომ როგორც ვიცით ნაყოფს არ აქვს სიცოცხლის უფლება,
როგორც უფლებრივ დონეზე, აქედან გამომდინარე მისი უკანონოდ, განზრახ ან
გაუფრთხილებლობით მოშლა, ანუ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა არ
ნიშნავს ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია 1948 წლის 10 დეკემბერი

მუხლი 3

ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი


ხელშეუხებლობის უფლება.

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება


საფუძლვად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას. ფიზიკური
ხელშეუხებლობის უფლება შინაარსობრივად გაცილებით ფართო და
მრავლისმომცველია, არ შემოიფარგლება მხოლოდ წამებისა და სასტიკი
მოპყრობის აკრძალვით, მჭიდროდ არის დაკავშირებული სიცოცხლის
უფლებასთან და იმდენად მნიშვნელოვანი ძირითადი უფლებაა, რომ მისი
განხილვა აუცილებელია სიცოცხლის უფლებასთან ერთად.
ფიზიკური ხეშეუხებლობის ძირითადი უფლება არის ადამიანის უფლება საკუთარი
სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი სიცოცხლის, უფლების მსგავსად,
დამცავი უფლებაა და, უპირველეს ყოვლისა, იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური
დაზიანებისაგან. ადამიანი ასევე დაცულია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური
ხელშეუხებლობისაგან.

მასში იგულისხმება არა მარტო ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლება, არამედ


თავისუფლება ყოველგვარი ფიზიკური ძალდატანებისაგან – თავისუფლება
იმისაგან, რომ განიცადო რაიმე ფიზიკური ზემოქმედება საკუთარი ნების
საწინააღმდეგოდ. იგი სრულიად განსხვავებულ უფლებებს მოიცავს. მაგალითად,
ადამიანის უფლებას, არ გახდეს ამა თუ იმ სამედიცინო ან სხვა მეცნიერული
კვლევის ან ექსპერიმენტის ობიექტი მისი ნების საწინააღმდეგოდ. ადამიანის
ჯანმრთელობაში ყოველგვარი ჩარევა შეიძლება მხოლოდ მისი თავისუფალი და
ინფორმირებული თანხმობით, ხოლო განსაკუთრებულ და გადაუდებელ
შემთხვევებში, როდესაც ასეთი თანხმობის მიღება შეუძლებელია – მხოლოდ
ადამიანის ჯანმრთელობის ინტერესის შესაბამისად (მაგალითად, უგონო
მდგომარეობაში მყოფის სასწრაფოო ოპერაცია). სხეულის ორგანოს ან ქსოვილის
ამოღება ტრანსპლანტაციის მიზნით, ასევე, მხოლოდ პიროვნების თანხმობითა და
მხოლოდ თერაპიული მიზნითაა დასაშვები. ადამიანის სხეული ან მისი ნაწილი არ
შეიძლება ფინანსური მოგების წყაროდ იქნეს გამოყენებული. ფიზიკური
ხელშეუხებლობის ისეთი უხეში ხელყოფა, როგორიცაა ფიზიკური ძალადობა,
ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული რაიმე მნიშვნელოვანი
ინტერესის მომიზეზებით, მაგალითად, ეჭვმიტანილის ცემა პოლიციის
განყოფილებაში, დანაშაულის გახსნის კანონიერი ინტერესით საბაბით, ვერ იქნება
გამართლებული. სკოლებში მოწაფეთა ფიზიკური დასჯა, ასევე, არ შეიძლება
გამართლებული იქნეს ბავშვის ინტერესებით. სახელმწიფოს არა აქვს უფლება
ასეთი წესი შემოიღოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. იგი, იმავდროულად,
არღვევს მშობლის უფლებებს, სახელმწიფო პატივისცემით ეკიდებოდეს მათ
შეხედულებებსა და წარმოდგენებს შვილების აღზრდის საქმეში. თუმცა, ზოგიერთ
შემთხვევაში ადამიანის მიმართ ზოგიერთი იძულებითი მოქმედება შეიძლება
გამართლებული იქნეს კანონიერი მიზნით. მაგალითად, შიდსზე
სავალდებულონგამოკვლევა, ანდა სავალდებულო ნარკოტიკული შემოწმება,
აგრეთვე, სისხლის იძულებით გადასხმა (იმის მიუხედავად, რომ პიროვნება ამის
წინააღმდეგია რელიგიური ან სხვა შეხედულებებიდან გამომდინარე)
მართლზომიერია, რამდენადაც ინდივიდის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის,
ზოგჯერ კი, დამატებით – საერთოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის
(მაგალითად, შიდსის კვლევების დროს) რეალურ ინტერესებს ემსახურება.
სადავოა სავალდებულო ვაქცინაციის (მათ შორის, ბავშვებთან დაკავშირებით)
საკითხი, რომელიც პაციენტის უფლებებისა და მშობლის უფლებების ჭრილში
უნდა შეფასდეს. მათგან განსხვავებით, სახელმწიფოს ესა თუ ის საქმიანობა,
რომელიც, პირდაპირ თუ ირიბად, ზიანს აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობას
(მაგალითად, მოსახლეობის სიახლოვეში მყოფ ნაგავსაყრელებზე მწვავე
ანტისანიტარიული ვითარების შექმნა), ასევე, მოსახლეობის ჯანმრთელობის
დაცვასთან დაკავშირებული პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობა
(მაგალითად, გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ღონისძიებების
გაუტარებლობა) პირად ცხოვრებაში გაუმართლებელ დარღვევად განიხილება.

გაცილებით უფრო პრობლემატურია კანონმდებლობით აბორტის შეზღუდვის


საკითხი. ერთი მხრივ, ფიზიკური თვითგამორკვევის უფლება გულისხმობს
უფლებას, ქალმა თავად გადაწყვიტოს, იყოლიოს თუ არა შვილი. ორსულობის
შეწყვეტის სურვილი შეიძლება უკავშირდებოდეს სამედიცინო (როცა ორსულობა
საშიშია დედისათვის), სოციალურ (მაგ., მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა),
ეთიკურ (მაგ., როდესაც ორსულობა გაუპატიურების შედეგია) და სხვა
საფუძვლებს. მაგრამ, მეორე მხრივ, საკუთრივ აბორტიც შესაძლოა საშიში
აღმოჩნდეს ქალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. გარდა ამისა, დღის
წესრიგში დგება ფეტუსის სიცოცხლის უფლების საკითხიც, რომელიც,
სავარაუდოდ, გადასწონოს ქალის ფიზიკური თვითგამორკვევის უფლებას.
ფეტუსის სიცოცხლის უფლების აღიარება აბორტის სრულ აკრძალვას მოითხოვს
და უპირისპირდება დედის უფლებებს. ეს ერთობ რთული თემაა და უკავშირდება
იმის განსაზღვრას, არის თუ არა ფეტუსი „ადამიანი”, რა არის მისი მორალური და
სამართლებრივი სტატუსი და, საერთოდ, როდის იწყება სიცოცხლე. ამ საკითხში
საერთო ევროპული კონსენსუსი არ არსებობს და არც საქართველოს
სასამართლოებს მოუხდენიათ კონსტიტუციის მე-15 მუხლის ისეთი ინტერპრეტაცია,
რომ სიცოცხლის უფლება დაუბადებელ ბავშვებზეც ვრცელდება. საქართველოს
კანონმდებლობით აბორტი ნებადართულია, თუკი ნაყოფის ასაკი არ აღემატება 12
კვირას; გადაწყვეტილების მიღება დედის პრეროგატივაა, ხოლო ორსულობის 12
კვირის შემდეგ კი აბორტი მხოლოდ სამედიცინო ან სოციალური ჩვენებების
საფუძველზე არის დაშვებული.

ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად მიიჩნევა ადამიანის


იძულებითი კვებაც, მაგალითად, მისი შიმშილობის დროს, როდესაც ეს მისი
პროტესტის გამოხატულებაა. ასეთი საკითხი პრაქტიკაში არაერთხელ წამოიჭრა
მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებით, როდესაც მათი ნების საწინააღმდეგოდ
ხორციელდებოდა მათი იძულებითი კვება. მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი
კვება მიმართულია ჯანმრთელობისათვის საფრთხის თავიდან აცილებისაკენ,
ამასთანავე, იგი ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაა. იძულებითი
კვების ვალდებულება მაშინ წარმოიშობა, როდესაც პატიმარი კომატოზურ
მდგომარეობაშია და მის სიცოცხლეს აშკარა საფრთხე ემუქრება.34 ასეთ დროს
სიცოცხლე, როგორც უმაღლესი ღირებულება, გადასწონის ფიზიკური
ხელშეუხებლობის უფლებას.

საერთაშორისო კონვენციამ დაადგინა შემდეგი კრიტერიუმები:

წამება - არაადამიანური ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის


მოპოვებას ან დანაშაულის აღიარებას, ან პირის დასჯას; განზრახ არაადამიანური
ქმედება, რომელიც იწვევს გაუსაძლის და სასტიკ ტკივილს.

არაადამიანური მოპყრობა ან დასჯა - ისეთი მოპყრობა, რომელიც განზრახ


იწვევს სასტიკ მორალურ ან ფიზიკურ ტკივილს და რომელიც კონკრეტულ
სიტუაციაში გაუმართლებელია; ინტენსიური ფიზიკური ან მორალური ტკივილის
მიყენება.

დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა - მოპყრობა, რომელიც განსაკუთრებით


ამცირებს პირს სხვების წინაშე ან აიძულებს მას იმოქმედოს საკუთარი ნების ან
სინდისის წინააღმდეგ; მოპყრობა, რომელიც მიზნად ისახავს შიშის, მწუხარების ან
დათრგუნვილობის გრძნობის აღძვრას, რამაც შეიძლება დაამციროს იგი,
შეალხოს მისი ღირსება და გატეხოს მისი ფიზიკური და მორალური მდგრადობა.

ევროპული სასამართლო წლების განმავლობაში ყოველ ასეთ შემთხვევას,


როგორც წესი აძლევდა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის
კლასიფიკაციას, მაგრამ ბოლო წლებში შეცვალა ეს პრეცედენტი და
პრინციპულად ახალი პოზიცია დაიკავა: საქმეში სელმუნი საფრანგეთის
წინააღმდეგ სასამართლომ პოლიციელთა მიერ დაპატიმრებული პირის
ფიზიკური, სექსუალური და სიტყვიერი შეურაცხყოფა წამებად მიიჩნია და არა
დამამცირებელ მოპყრობად. წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული
მიდგომისა და პრეცედენტის ასეთი პრინციპული შეცვლის განმარტებისას
სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული კონვენციის დანიშნულება - ყოფილიყო
ცოცხალი ინსტრუმენტი - გულისხმობდა ამ დებულების განმარტებას
თანამედროვე, რეალური მთხოვნების გათვალისწინებით. დემოკრატიული
საზოგადოების უმთავრესი ღირებულებების უზრუნველყოფა კი თანამედროვე
პირობებში საჭიროებდა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის სფეროში სტანდარტების ამაღლებას. აქედან გამომდინარე,
სახელმწიფოს მოქმედებები, ადრე არაადამიანურ და დამამცირებელ
მოპყრობად, რომ განიხილებოდა, ამიერიდან დაკვალიფიცირდება როგორც
წამება. საყურადღებოა, რომ რამდენიმე საქმეში ევროპულმა სასამართლომ
საპატიმრო ადგილების გაუსაძლისი პირობები, მათ შორის სანიტარიულიც,
წამებად და შესაბამისად კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად მიიჩნია.
სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პირის
პატიმრობა ისეთ პირობებში, რაც შეესაბამება მე-3 მუხლის მოთხოვნებს, რათა
პატიმრობის განმავლობაში პირი არ დაექვემდებაროს ისეთ ინსტენსიურ ფიზიკურ
და ფსიქოლოგიურ ზეგავლენას, ისეთ აუტანელ საყოფაცხოვრებლო
მდგომარეობას, რაც აღემატება პატიმრობისათვის დამახასიათებელი სულიერი
ტკივილის უკიდურეს ზღვარს.

ყოველივე ზემოთთქმულის გარდა სახელმწიფომ ასევე უნდა გაითვალისწინოს,


რომ ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით ფიზიკური პირი დაცულია
სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემისა და ექსტრადაციისაგან იმ შემთხვევაში, თუ
იკვეთება გარემოებები, რომელთა მიხედვითაც, მიმღებ ქვეყანაში იგი შეიძლება
დაექვემდებაროს წამებას და სასტიკ ან არაჰუმანურ მოპყრობას.

You might also like